Monday, November 1, 2010

ნიკოლოზ დუბროვინი აფხაზების შესახებ – ნაწილი IV

აფხაზები (აზეგა)
(აკადემიკოს ნ. დუბროვინის წიგნიდან «История войны и владычества русских на Кавказе», т. I _ «Очерк о Кавказе и живущих в нём народах», кн. 2 _ «Закавказье», Санкт-Петербург, 1871 г.)

(ნ ა წ ი ლ ი IV)

თავი III.
(დასასრული)

ასეთ დღეს საქმრო მიემართება თავისი რჩეულის სახლში, დიდი ამალის თანხლებითა და საჩუქრებით მისთვის და მისი ნათესავებისთვის. ერთერთ თანმხლებთაგანს, ჩვეულებრივ ნათესავს, ამოირჩევენ ხოლმე მაყრის თანამდებობაზე.

როგორც კი საცოლის სახლში შეამჩნევენ ასეთი მატარებლის მოახლოებას, ქალიშვილი მიჰყავთ აშხორა-ში _ მცირე ნაგებობაში, სადაც იგი უნდა დაელოდოს კიდეც საქმროს. იქ ყველაფერი დალაგებული, დასუფთავებული და მოწესრიგებულია. ნარების თავზე ჰკიდია ფარდა გამჭვირვალე ქსოვილისგან, ისეთი სიგრძისა, რომ, ჩამოფარებული, იგი ეცემა ნარებზე მჯდომთა მუხლებზე. ამ ფარდას ჰკიდებენ მხოლოდ ამ შემთხვევისთვის, საქმროს მოსვლის მოლოდინში. უკანასკნელი მოადგება ყოველთვის ასასაირას _ სტუმრისთვის განკუთვნილ დიდ სახლს.

საცოლის მამა და მისი მსახურები ხვდებიან მოსულებს ზღურბლის წინ, ეხმარებიან სტუმრებს ცხენებიდან ჩამოსვლაში, ხსნიან მათ იარაღს და ჰკიდებენ მას სასტუმრო ოთახში ლურსმნებზე. მასპინძელს მიჰყავს სტუმრები ასასაირაში და საქმროს ამალას სვამს ბალიშებზე, საპატიო ადგილას და წლების უფროსობის მიხედვით. საქმროს შესახებ თითქოსდა ივიწყებენ; მასზე არ ზრუნავენ, მას არ მიხედავენ, და ისიც, თავის მაყართან ერთად ჯდება სადმე ბნელ კუთხეში, ქვედა კართან ახლოს. იწყება წინასწარვე მომზადებული ნადიმი. იკრიბებიან სტუმრები. საცოლის მამა თავისი აულის თითოეული ოჯახიდან თავისთან იწვევს თითო უფროსს სახლში, ხოლო ახალგაზრდა ჭაბუკები და ქალიშვილები, ყოველგვარი მოპატიჟების გარეშე, მოდიან საცეკვაოდ და სამხიარულოდ. ამ შემთხვევაში, მათი ასეთი შემოჭრა დღესასწაულში არ ითვლება საძრახისად.

მოაქვთ ვახშამი; მაგიდის ერთ მხარეზე თავსდება საქმროს ამალა; მეორე მხარეზე დაპატიჟებული სტუმრები. მოაქვთ წყლიანი თასი ხელების დასაბანად; დანარჩენ სტუმრებს წინ უდგამენ გრძელ მაგიდებს, რომლებსაც განაწყობენ საჭმელებით. ეს უკანასკნელები შედგება ღომის, მოხარშული და შემწვარი ხორცის, ტოლმის, ფლავისა და აზიური სამზარეულოს სხვა კერძებისგან.

მონადიმენი ხელს არ აკარებენ საჭმელს საგანგებო ცერემონიის მოლოდინში.

ერთერთ სტუმართაგანს, ჩვეულებრივ ჭაღარა მოხუცს, მიართმევენ ჭიქით ღვინოსა და დანას, რომლის წვერზეც წამოცმულია ხარის მთლიანი გული. მოხუცი ფეხზე დგება, მარჯვენა ხელით იღებს ჭიქას ღვინით, მარცხენათი დანას ხარის გულით და, მოიშიშვლებს რა თავის ჭაღარა თავს, კითხულობს ლოცვას.

_ ღმერთო დიდებულო! წარმოთქვამს ის _ აკურთხე ახალგაზრდა საქმრო მის საცოლესთან ერთად, რათა ისინი იყვნენ ბედნიერები, უყვარდეთ ერთმანეთი სიცოცხლის ბოლომდე, რათა მათ იცოცხლონ სიბერის წლებამდე; დააჯილდოვე ისინი შვილებით, და რომ შვილები იყვნენ ბედნიერები და დღეგრძელები. უფალო, დააჯილდოვე ახალგაზრდები სიმდიდრით, რათა მათი სასტუმრო სახლის კარები იყოს ფართო, არასდროს არ იკეტებოდეს და თითოეული გაჭირვებული მგზავრი იქ პოულობდეს ღამის გასათევსა და საჭმელს; ინებე ღმერთო, რათა მათ კერაზე ცეცხლი ენთოს უკუნითი უკუნისამდე, და არასდროს არ ქრებოდეს... ხოლო ვინც ბოროტს მოისურვებს ახალგაზრდებისთვის, დაე მას გული ისე განგმიროს შუბმა ან ისარმა, როგორც ეს გულია განგმირული დანით ( * აფხაზეთში ამბობენ: მისი კერა (ცეცხლი) ჩაქრა _ ეს ნიშნავს: მისი გვარი გადაშენდა).

_ ამინ! წარმოთქვამენ იქ მყოფნი სიტყვის ბოლოს.

მოხუცი სვამს ჭიქა ღვინოს და, გადაატრიალებს რა ფსკერით მაღლა, დგამს მაგიდაზე.

ღმერთო დიდებულო! წარმოთქვამს იგი ამ დროს, გადააბრუნე ასე თავდაყირა ყაჩაღები, მტაცებლები, ქურდები და ყველა ისინი, რომლებიც გვართმევენ ჩვენ საკუთრებას და გვირღვევენ სიწყნარესა და სიმშვიდეს და ამით გვართმევენ საშუალებას დაკავებული ვიყოთ მეურნეობით.

_ ამინ! პასუხობენ ასევე დამსწრენი მოხუცის ამ ირონიულ თხოვნაზე.

მოხუცი მიუჯდება მაგიდას და იწყება ნადიმი; ღვინით სავსე ჭიქები წუთი-წუთზე გადადიან ხელიდან ხელში. საქმრო, რჩება რა უწინდელ ადგილას, ვახშმობს თავის მაყართან ერთად საგანგებო პატარა მაგიდაზე...

საქმროს ამალაში მყოფი ერთერთი ყველაზე უფრო პატივცემული ადამიანი დროებით არღვევს ნადიმს. იგი დგება მუხლებზე საცოლის მამის წინ და აწვდის მას ღვინით სავსე ჭიქას, უკანასკნელი ღებულობს ამ ჭიქას და ღვინოს ბოლმდე სვამს; მაშინ ღვინის მიმწოდებელი გადასცემს მას იმ საჩუქრებს, რომლებიც საქმრომ მოართვა საცოლესა და მის მშობლებს. ამასთან საქმრო და მისი მაყარი დგებიან ფეხზე და მთელი ამ დროის მანძილზე დგანან მოწიწების მდგომარეობაში. იგივე ადამიანი, რომელმაც მოართვა საჩუქრები, გადის საქალებო ნახევარში და საცოლის დედას გადასცემს მისთვის განკუთვნილ საჩუქრებს, შემდეგ კი ბრუნდება და ჯდება თავის ადგილას.

როგორც კი სტუმრები საკმარისად გამხიარულდებიან, და საუბრები გახდება საერთო და ხმაურიანი, საქმრო და მისი მაყარი, ისარგებლებენ რა საერთო არეულობით, მიიმალებიან ქვედა კარში, საცოლისკენ, იმ სახლის ერთერთი ახლობელი შინაური ახალგაზრდის წინამძღოლობით. საცოლის მამა, შეამჩნევს რა მათ გასვლას, ბრძანებს საკეტით ჩაკეტონ ყველა კარი და თითოეულ სტუმარს ჩამოურიგებს ღვინით ავსებულ ხის დიდ ჭიქებს, რომლებიც გამოთლილია შქერის (დეკის) ხისგან. მაშინ მაგიდის ორივე მხარე სვამს ღვინოს ერთდროულად და ერთი მეორის მონაცვლეობით; როდესაც ერთი მხარე სვამს, მეორე იძახის ჰო-ჰო-ჰო-ს; შემდეგ მეორე სვამს, პირველი კი იძახის ჰო-ჰო-ჰო-ს და ა. შ.

ნადიმი გრძელდება განთიადამდე; არავის არ შეუძლია მასპინძლის სახლის დატოვება მსახურების გარდა, ხოლო ვინც გაიმარჯვებს სმაში, მას ერგება პატივი და დიდება.

ამასობაში საქმრო, შევა რა საცოლესთან, ჯდება ბალიშზე ფარდის ქვეშ, რომელიც მაშინ აწეულია. მის მარჯვენა მხარეზე თავსდება მისი მაყარი, ხოლო მათ წინ დგას საცოლე, რომლიც გარშემორტყმულია თავისი მეგობარი ქალწულებით და დაფარებული აქვს გამჭვირვალე საფარებელი.

_ არ არის დრო, რათა ერთმანეთს გავაცნოთ ახალგაზრდები? ეკითხება საქმროს მაყარი საცოლის მეგობრებს.

კითხვაზე საპასუხოდ ერთერთ ახალგაზრდა ქალიშვილს მიჰყავს საცოლე საქმროსთან და სვამს მას საქმროს მარცხენა მხარეზე, მეორე კი ზონარს მოქაჩავს და ფარდაც ჩამოეფარება. დანარჩენი ქალიშვილები მღერიან საქორწინო სიმღერას...

საქმრო სწრაფად გადააგდებს უკან საცოლის მანდილ-საფარებელს და, მოხვევს რა ხელს წელზე, „მას თავს დაადებინებს დაკეცილ ლეიბებზე და, მთელი ჭაბუკური ცეცხლით, ვნებიან კოცნას აღბეჭდავს საცოლის ვარდისფერ ბაგეებზე. ამ მდგომარეობაში ახალგაზრდები რჩებიან წუთნახევარს, შემდეგ უეცრად, თითქოს მომხიბვლელი სიზმრისგან გამოიღვიძესო, ისინი მოწესრიგდებიან, და საცოლე, მკვირცხლად ჩამოიფარებს რა თავის საფარებელს, წამოხტება და, გამოდის ფარდის უკანიდან, უწინდებურად დგება თავის მეგობარ ქალწულებს შორის, მთლად გაწითლებული, მთლად მთრთოლვარე, თითქოს რაღაც დანაშაული ჩაიდინაო“...

ღარიბ აფხაზებთან _ უბრალო ხალხთან ნაბადი ხშირად ცვლის ფარდას, და საქმროც არცთუ იშვიათად, გაუტკბება რა მწველი, ტკბილი კონცნა, იმეორებს მას მრავალჯერ სულ განთიადამდე ( * Поцелуй за зановеской С. Званбая, Кавказ 1853 г. № 55).

შემდეგ, გარკვეული დროის მერე, ამას მოჰყვება ქორწინების ადათის აღსრულება, რელიგიის წესდებების მიხედვით.

ქორწინების პირველ დღეს ახალგაზრდა ქალიშვილი ქმრისგან ღებულობს მენიახს, რომელიც, ქმრის ბრალეულობით ან ცოლის დაუმტკიცებელი ორგულობის გამო მომხდარი განქორწინების შემთხვევაში, რჩება მასთან და შეადგენს გათხოვილი ქალის საკუთრებას.

„ქმრის მიერ გადახდილი მენიახი, ამბობს ბ-ნი ავერკიევი, ყველაზე უფრო ნათლად გამოხატავს აფხაზებისა და სხვა მთიელების შეხედულებას საქორწინო კავშირზე, რომელსაც საფუძვლად ედო ქალების ყიდვა; უკანასკნელები კი, თავიანთ მხრივ, მთელ ღირსებას აფუძნებდნენ უფრო მეტ ან ნაკლებ შესასყიდ ფასზე. ამ შეჩვეული ყიდვისა და გაყიდვისგან ხდებოდა ის გულგრილობა და ცინიკური კმაყოფილებაც კი, რომლითაც მონა ქალებს აძლევდნენ ხელში მყიდველებს, რათა ისინი კვლავ გაეყიდათ თურქულ ჰარამხანებში, სადაც მათთვის განსაზღვრული იყო საკმარისად მაღალი ფასი“ ( * С северо-восточного побережья Чёрного моря, Кавказ 1866 г. № 74).

აფხაზები და აბაზელები არ მისდევენ ქორწინების თანასწორობას.

არადიდგვაროვანი წარმოშობის აბაზელს, მაგრამ კარგ მოჯირითეს, რომელიც ფლობს მხოლოდ საკუთარ თავსა და არც ერთ ცხვარს, შეუძლია თამამად გამოაცხადოს თავისი განზრახვა ცოლად შეირთოს ყველაზე უფრო მდიდარი და დიდგვაროვანი წარმოშობის ქალიშვილი. ამ ტომში ჯერ კიდევ სრული ძალით არის შენარჩუნებული ჩვეულება, რომლის მიხედვითაც ღარიბი ადამიანი, რომელმაც მოისურვა ცოლის შერთვა და არ გააჩნია სახსრები საცოლისთვის ყალიმის გადასახდელად, მოიწვევდა თავის მეგობრებს, გამოუცხადებდა მათ თავის განზრახვას და ღებულობდა მათგან საჩუქრებს ტყვეების, ცხენების ან საქონლის სახით.

გაუგზავნიდა რა ყალიმს საცოლის მშობლებს და მიიღებდა რა მათგან ქორწინებაზე თანხმობას, საქმრო ქორწინების წინ, ადათის მიხედვით, უნდა წასულიყო სათარეშოდ, რათა, ჯერ ერთი, ახალი დიდებით შეემკო თავისი სახელი, და მეორეც, სხვის ხარჯზე საკუთარი მეურნეობა გაეჩინა.

თავად ქორწინება აბაზელებში აღესრულებოდა თითქმის ყოველგვარი რელიგიური წესების გარეშე. წაიკითხავდა რა ლექსს ყურანიდან, მოლა ახალგაზრდას გადასცემდა მათრახს, ძალაუფლების ნიშანს, ხოლო მის საცოლეს ლელქაშის პატარა ტოტს _ მორჩილების ნიშანს.

ახალგაზრდა ქმარი თავად აფარებდა ცოლს ჩადრს და, ხმამაღალი სიმღერების მღერისას, შეხტებოდა რა ცხნზე, ამალის თანხლებითა და გასროლებით, მიაჭენებდა იმ სახლისკენ, სადაც დანიშნული იყო ნადიმი. გაჩერდებოდა რა სამ ნაბიჯში მისგან, იგი მიდიოდა კართან და ელოდა ცოლს. უკანასკნელის მოსვლისას ახალგაზრდა ქმარი აძლევდა მას სამ ისარს.

_ დადე ზღურბლთან, ამბობდა იგი ამ დროს, და დაე თავხედი მაცდუნებლის ფეხს შეერჭოს მათი მახვილი წვერი.

_ ვფიცავ სინდისს, პასუხობდა ამაზე ახალგაზრდა ცოლის მამა, იმ დროს, როდესაც ქალწული დებდა ისრებს კარის ზღურბლთან _ რომ ჩემი ქალიშვილი სუფთაა, როგორც მშობლიური მთების ჰაერი, და იქნება თავისი ქმრის ერთგული, ისევე როგორც მისი ერთგულია მისი შაშხანა.

ქორწილებზე ნადიმობდნენ დიდხანს, სულ გვიან ღამემდე, და შემდეგ სტუმრები იშლებოდნენ, მაგრამ სახლებში კი არ მიდიოდნენ, არამედ ქვების უკან მიწვებოდნენ, რათა დადარაჯებოდნენ ახალგაზრდა ქმარს, რომელიც ვალდებული იყო მოეტაცა თავისი ცოლი სახლიდან, სადაც მიდიოდა ნადიმი, ისე რომ სახლში იგი არავის არ შეემჩნია, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც იგი სახლისკენ მიიპარებოდა. იმისთვის, რათა უფრო საიმედო წარმატება ჰქონოდათ, აბაზელები იყენებდნენ მრავალნაირ ხერხს. ახალგაზრდა ქმარი იცვამდა ქალის კაბას და იმალებოდა ჩადრის ქვეშ ან იყენებდა სხვა ფანდებს, რათა სახლში შეეღწია შეუმჩნევლად, და მაშინ საკმარისი იყო მხოლოდ ახალგაზრდები გამოჩენილიყვნენ კარის ზღურბლზე, რომ ყველანაირი დევნა წყდებოდა. მაგრამ თუკი ახალგაზრდა ქმარი ვერ შეძლებდა ამის მიღწევას და მას შეიპყრობდნენ, მაშინ კვლავ ინთებოდა მაშხალები, ცოცხლდებოდა მთელი აული, ატყდებოდა გასროლები, სიმღერები, ყვირილი და ხმაური.

_ დაიხსენი ცოლი, მხედარო, უყვიროდნენ მაშინ ქალები ახალგაზრდა ქმარს _ დაიხსენი!

დაჭერილ ქმარს უხდებოდა მაშინ კვლავ გამასპინძლებოდა სტუმრებს შემდგომი დღის გვიან ღამემდე. მთელ ამ დროს ახალგაზრდა ქმარი კარგავდა თავისი ცოლის ნახვის უფლებას, მოთმინებით უნდა აეტანა ყველა დაცინვა, ქალის სანაცვლოდ ეცეკვა ვინმე მსხარასთან და მოესმნა მისგან დაძახებანი ქალის სახელებით და დაპირება, რომ მის ცოლად სათხოვნელად მალე თანამოცეკვავე ყალიმს გამოგზავნიდა.

მეორე საღამოს დადგომისთანავე ახალგაზრდა ცოლი გადადიოდა თავის ახალ სახლში, ჯოხებით შეიარაღებული მეგობარი ქალწულების დაფარვის ქვეშ, და ახალგაზრდა ქმარი მოვალე იყო, ამჯერად, ძალით დაეხსნა თავისი ცოლი. იგი იწვევდა რამდენიმე ამხანაგს, რომლებიც ასევე შეიარაღებულები იყვნენ ჯოხებით, მაგრამ არ ჰქონდათ უფლება დარტყმების მიყენებისა, რომლებიც მიმართული იყო უპირატესად ახალგაზრდა ქმარზე. ჯოხების დარტყმების სეტყვის ქვეშ, რომელიც ხშირად მეტად ძლიერი იყო, ახალგაზრდა ქმარი რამდენიმე ამხანაგით გაარღვევდა გააფთრებული ქალწულების მწყობრს და ეუფლებოდა თავის ცოლს ( * Достоверные рассказы об Абазии, В. Савинова, Панθеон 1850 г. т. 2).

_ დავიხსენი! დავიხსენი! ყვიროდა ის, თანაც მაგრად ხვევდა ხელებს მას, ვისი გულისთვისაც გადაიტანა ბევრი მეტად ძლიერი დარტყმა.

ქორწინებას არ გააჩნია არანაირი მტკიცე საფუძვლები აფხაზის ოჯახურ ცხოვრებაში. მართალია, გათხოვილი ქალის ნათესავები იცავენ მას ქმრის თვითნებობისგან, მაგრამ ეს დაცვა სუსტი და უმნიშვნელოა. ქმარს შეუძლია გააგდოს თავისი ცოლი, როდესაც კი ამას მოისურვებს, და ითხოვოს სხვა. იგი სავსებით ბუნებრივად თვლის გაეყაროს ისეთ ცოლს, რომელიც ხშირად და ხანგრძლივად ავადმყოფობს, ან ისეთს, რომელიც ვერ გაუჩენს მას ვაჟიშვილს. პირველ შემთხვევაში, გადასახლდება რა კვლავ თავის ნათესავებთან, ქალი, გამოჯანმრთელების შემდეგ, ჯერ კიდევ არ კარგავს ქმრის სახლში დაბრუნების უფლებას, მაგრამ მეორე შემთხვევაში ასეთი დაბრუნება იშვიათად ხდება შესაძლებელი. ქმარი, ცოლის არყოფნის დროს, ირთავს სხვა ცოლს, ცხოვრობს მასთან, აჩენს შვილებს, და ისეც ხდება, რომ თუკი პირველი ცოლი გადაწყვეტს (გაბედავს) დაბრუნებას ქმართან, მაშინ მას სახლში ხვდება მისთვის უცხო მთელი ოჯახი.

თუმცა კი, მსგავსი შემთხვევა ოჯახში არავის არ აოცებს: იგი რჩება და ქმარი ცხოვრობს ორივესთან. ასეთი შემთხვევები ერთნაირად გვხვდება როგორც ქრისტიანებთან, მაჰმადიანებთან, ასევე წარმართებთანაც.

ადათი ცოლს ხდის დაქვემდებარებულად ქმრის ყველაზე უფრო დესპოტური ძალაუფლებისადმი. ცოლის ორგულობის შემთხვევაში ქმარს აქვს მისი მოკვლის უფლება ისე, რომ თავად არ დაექვემდებარება ამის გამო პასუხისმგებლობას არც სასამართლოს წინაშე, და არც ცოლის ნათესავებისა. ასეთ ქალს, თუკი სიცოცხლით არ აზღვევინებენ, სამუდამოდ აგდებენ ქმრის სახლიდან.

შინაურ ცხოვრებაში თითქმის მთელი მურნეობა მოვალეობად აწვება ქალს. მთელ მძიმე და ჭუჭყიან სამუშაოს როგორც სკუთრივ აფხაზეთში, ისე მთებშიც, ასრულებენ ქალები. ქმარმა იცის შაშხანა, ხანჯალი და ხმალი, ცოლმა კი ყველა დანარჩენი. თუნდაც მოხდეს ის, რომ აბაზელის სახლის დუხჭირმა სახურავმა წყალი გაუშვას, მხედარი უმალ გადაწყვეტს დაიღუპოს წვიმისა და სინესტისგან, ვიდრე ამოისვაროს ხელები თიხაში და ამოავსოს ნახვრეტი სახურავში. იგი დანაშაულად თვლის ერთი და იმავე ხელი მოჰკიდოს ხანჯალსაც და შემდეგ ჩვარსაც. მთების მაცხოვრებლის მთელი საზრუნავი შდგებოდა ცხენისა და იარაღის მოვლაში _ ეს არის მისი ღირსება და დიდება, სიცოცხლე და საკვები. მთელი მისი სურვილები მდგომარეობდა ბედაური ცხენისა და კარგი იარაღის შეძენაში. ცხენი ყველაფერია აბაზელისთვის _ სამშობლო და მეგობარი; ეს არის მთელი მისი ფიქრების, მთელი მისი ზრუნვის საგანი. „ფლობდეს კარგ ცხენს და თავს იწონებდეს მისით სადღესასწაულო თამაშებზე, წინ უსწრებდეს მეტოქეებს და, ხმამაღალი ხარხარით, მათრახს უტყლშუნებდეს ამ წუთებში მისი ამხანაგების კუთვნილ ცუდ ბედაურებს“ _ ასეთია ის ოცნებები, რომლებიც სისხლს უდუღებდა ძარღვებში მთიელს. ზუსტად ასევე დაღესტნური ხანჯლისა და ტრაპიზონული შაშხანისთვის აბაზელი ღალატობდა ფიცს, თელავდა ოჯახურ საწყისებს, ყიდდა ღვიძლ შვილს და, ხდებოდა ისეც, რომ ჯეხენემში (ჯოჯოხეთში, ქართ. ჯანდაბაში – ი. ხ.) ისტუმრებდა ღვიძლ ძმას. მას შეეძლო ევლო ფეხშიშველს, ჩამოძონძილ ტანსაცმელში, მაგრამ თუკი ამასთან ერთად „თუნდაც შიშველ ტანზე“ შემორტყმული ჰქონდა ვერცხლით გაწყობილი სარტყელი, ფლობდა შავად მოზარნიშებულ ხანჯალს _ იგი სარგებლობდა საყოველთაო პატივითა და პატივისცემით. სამაგიეროდ მთიელზე უკეთესად არავის არ შეუძლია თავისი საუნჯის მოფრთხილება: მისი ხანჯლის პირზე ვერ ნახავთ ჟანგს, შაშხანაზე კი ვერც ერთ ნაკაწრს. ზამთრის დროს, ჩაიკეტებოდა რა თავის დუხჭირ სახლში, იწყებდა რა ოჯახურ ცხოვრებას და იტანჯებოდა რა მოწყენილობისა და უმოქმედობისგან, აბაზელი სათუთად უვლიდა მხოლოდ თავის ცხენს და უფრთხილდებოდა იარაღს. დაუთვალავად პოხდა იგი ქონით თავის ხანჯალს; რამდენჯერმე შლიდა თავის შაშხანას თვალყურს ადევნებდა იმას, რომ მასზე არ გაჩენილიყო თუნდაც ნამცეცი ჟანგისა. სახლეულს იგი არ აქცევდა ყურადღებას, შესჩიოდა ცოლს უამინდობაზე, ზამთრის ხანგრძლივობაზე, ნახულობდა თავის საყვარელ ცხენს, და ცეცხლში უკეთებდა მშრალ ფიჩხს. ასეთ დროს მისი კერა გიზგიზებდა დილიდან საღამომდე; თბებოდა რა მის ახლოს, მთიელი მოუთმენლად მოელოდა უკეთეს დროებას. გაზაფხულის დადგომისთანავე თითოეული წესიერი ადამიანი ტოვებდა თავის სახლს, ბედის ანაბარად აგდებდა ღვიძლ ოჯახს და მიდიოდა სახეტიალოდ მთებში ან მონაწილეობას ღებულობდა თარეშებში.

საკუთრივ აფხაზეთის მცხოვრებნი თუმცა კი არ გამოირჩეოდნენ ასეთი მეომრულობით და არ აგროვებდნენ პარტიებს უცხო სამფლობელოებზე თავდასხმებისთვის, მაგრამ მათთანაც მამაკაცის საქმიანობა თავმოყრილი იყო უმთავრესად სხვისი ქონების ქურდობასა და ძარცვაზე.

„საინტერესოა, ამბობს ავერკიევი, სამუშაოებისა და საქმიანობის განაწილება ოჯახის წევრებს შორის; ასე, მაგალითად, მამისა და ოთხი მოზრდილი ვაჟიშვილისგან შემდგარ ოჯახში, მამას მოვალეობად ეკისრებოდა დაკავებული ყოფილიყო პოლიტიკური საქმეებით, და იმ საქმეებითაც, რომლებიც ეხებოდა გვაროვნულ კავშირს, და ამიტომ იგი ჩვეულბრივ იყო სულ მგზავრობაში; შემდეგ ერთერთი ძმათაგანი განაგებდა საველე სამუშაოებს, მეორე დაკავებული იყო საქმეებით სახლში, ერთგვარად ქალების დასახმარებლად, რომლებიც შედიოდნენ ოჯახის შემადგენლობაში, მესამე _ ქურდობით, უპირატესად საქონლისა, მეოთხე კი _ სამხედრო საქმეებით, ე. ი. ძარცვითა და მეზობლებზე თავდასხმებით, ან მონაწილეობდა იმ პარტიებში, რომლებიც მოქმედებდნენ რუსების წინააღმდეგ, რომლებიც ადრე საკმარისად ხშირად მიეშურებოდნენ აფხაზეთიდან სხვა მთიელი არამშვიდობიანი ტომებისკენ“.

საქმიანობათა ასეთი განაწილება, რომელიც მავნე იყო ეკონომიკური მიმართებით, გარდა ამისა აფხაზს აჩვევდა უსაქმურობას, ქურდობასა და სხვა მანკიერებებს. ვაჟიშვილები, როგორც ვხედავთ, უარყოფითად სასარგებლონი იყვნენ ოჯახისთვის, ხოლო ამასობაში მამას უხარია ვაჟიშვილის დაბადება, როგორც თავისი საქმის მემკვიდრისა; ქალიშვილის დაბადებას კი თვლის ზედმეტ ფუფუნებად ( * Ещё об Абхазии, Кавказ 1854 г. № 81; О положении Абхазии в религиозном отношении, Кавказ 1868 г. № 5; С северо-восточного побережья Чёрного моря Аверкьева, Кавказ 1866 г. № 74).

აბაზელი არ დაბადებულა, ცოლი არ მოუყვანია და არ მომკვდარა გასროლისა და ხმლის წკრიალის გარეშე. არასდროს ქმარმა არ იცოდა მოსალოდნელი სწრაფი მატების შესახებ ოჯახში. ხალხის ადათმა ეს გარემოება აქცია საიდუმლოდ ქმრისთვის. ცოლი გულდასმით მალავდა მისგან ფეხმძიმობას და, ბავშვის დაბადებით უმზადებდა მას სასიამოვნო და მოულოდნელ სიურპრიზს. იგრძნობდა რა მშობიარობის მოახლოებას, ქალი ჩუმად ადგებოდა ლოგინიდან, აანთებდა ცეცხლს, მიიპარებოდა ქმრის შაშხანასთან, ჩამოხსნიდა მას კედლიდან და ესროდა სახლის კარს. კარში გაკეთებული ნახვრეტების რიცხვის მიხედვით შესაძლებელი იყო ზუსტი ცნობების შეგროვება თითოელი აბაზელის შთამომავლობის რიცხვის შესახებ.

_ აჰა! წარმოსთქვამდა ღრმააზროვნად გასროლის შედეგად გაღვიძებული ქმარი.

აკოცებდა რა ცოლს, რომელსაც მხოლოდ ამ შემთხვევაში ჰქონდა კანონიერი უფლება ალერსზე, ქმარი მხარზე გადაიგდებდა შაშხანას და მიეშურებოდა ბებიაქალის მოსაყვანად. ხელისკვრით შეაგდებდა რა უკანასკნელს თავის სახლში, მომავალი მამა ახალშობილისა რჩებოდა კარის ზღურბლს იქით, და მოელოდა მშობიარის სუსტი დაძახების ხმის გაგონებას. ცოლის პირველი დაძახებისთანავე, ქმარი შევარდებოდა სახლში და ჩერდებოდა კარის ზღურბლზე.

_ ვაჟკაცობა თუ სილამაზე? ჰკითხავდა იგი ბებიაქალს.

_ ვაჟკაცობა, უპასუხებდა ის.

ქმარი მიიჩქაროდა ცოლისკენ, აკოცებდა მას, გულუხვად დაასაჩუქრებდა ბებიაქალს, საკუთარ თავს კი ულოცავდა ვაჟიშვილის გაჩენას.

მაგრამ თუკი მოხდებოდა, რომ, მის კითხვაზე, ბებიაქალი უფასუხებდა: სილამაზე, რაც ქალიშვილის დაბადებას, მაშინ იგი მოვალე იყო ეკოცნა ბებიაქალისთვის ან კიდევ საჩუქრებით დაეხსნა თავი კოცნის სიტკბოებისგან, უპირატესაც მეტად ღრმად მოხუცებულ ქალთან.

ისე რომ, არ გამოხატავს არც ვაჟიშვილისა და არც ქალიშვილისადმი განსაკუთრებულ ალერსს, იგი გულში ამაყობს თავისი ვაჟიშვილით და ეზიზღება ქალიშვილი.

საოჯახო ყოფაში მშობლის ძალაუფლება შეუზღუდავია. პატივისცემა მამისა და უფროსებისადმი შეადგენს ხალხის ხასიათისა და ოჯახური ცხოვრების განსაკუთრებულ ნიშანს. ზრდასრულ და თვით ცოლშვილიან ვაჟიშვილსაც კი არა აქვს უფლება დაჯდეს მამისა და უფროსი ძმის იქ ყოფნისას. საერთოდ უმცროსი ვალდებულია ყოველთვის უთმობდეს უფროსს უკეთეს ადგილს, სახლის საპატიო კუთხეში, ხოლო ბრბოში კი წინ ატარებდეს მას. მამა არავის წინაშე არ აგებს პასუხს თავისი შვილის სიცოცხლეზე. ამ მიმართებით აფხაზები სავსებით ემსგავსებიან ჩერქეზებს. მამა აქაც არ უნდა ეალერსებოდეს შვილებს: ალერსი ითვლება სუსტი ხასიათის გამოხატვად. ამის გამო მამა ოჯახში არის მოღუშული, მკაცრი ადამიანი, ამაყი და დესპოტური ხელისუფალი. თუკი მშობლის ძალაუფლების ბოროტად გამოყენება არც თუ ხშირად გვხვდება, ამის მიზეზს წრმოადგენს შვილების აღსაზრდელად უცხო ოჯახებში მიცემის წესჩვეულება. თავადებსა და აზნაურებს შორის ეს ადათი, აფხაზი ხალხის ყველა ტომში, იყო ჩვეულებრივი და აუცილებელი მოვლენა, უბრალო ხალხი კი ასევე მისდევდა ამ ადათს თავისი შესაძლებლობებისა და სახსრების გათვალისწინებით.

ახლადშობილის გადაცემას ატალიკის ხელში აბაზელებთან თან ახლდა ყოველთვის განსაკუთრებული ცერემონიები.

დილა უთენიიდან სანადიმოდ მოდიოდნენ სტუმრები ახლადშობილის მამასთან რათა კარგად ენადიმათ, ეჯირითათ და ბლომადაც დაელიათ.

ხმაურსა და საერთო მხიარულობაში გაისმებოდა გასროლები და, მეშვიდე გასროლაზე, მამა გადასცემდა ბავშვს ატალიკს ხელში.

მთელი კრებული მეშვიდე გასროლაზე პასუხობდა საერთო ბათქით, და სახლის კარის ზღურბლზე გამოჩნდებოდა კმაყოფილებისა და საკუთარი ღირსების შეგნებისგან გაბრწყინებული ატალიკის სახე.

ფრთხილად ეჭირა რა ხელებში ჩვილი, მას იგი ზომიერი ნაბიჯებით მიჰყავდა თავისი სახლისკენ, ქალწულების ორ რიგს შორის, რომლებიც მღეროდნენ იავნანას:

მშვენიერო ბიჭო,
კარგო ბიჭო,
ღმერთი შენი სახით
გვიგზავნის ჩვენ მხედარს... და სხვა.

გადააბიჯებდა რა თავისი საცხოვრებლის ზღურბლს, ატალიკი დააწვენდა ჩვილს იატაკზე და, შეჰღაღადებდა რა მერეი-მონს (მარიამის ძეს), ითხოვდა მისგან კურთევას ახლადშობილისთვის. შემდეგ იგი ხელში აიღებდა წმინდა ცვილის ნაჭერს და შეახებდა მას რამდენჯერმე აღსაზრდელს შუბლსა და ბაგეებზე; ასევე დახატავდა რკინის ან თუნუქის ნაჭერზე ჯვრის გამოსახულებას, გარს შემოუტარებდა მას ხანჯალს, და ასეთნაირად ამზადებდა ბავშვისთვის ამულეტს.

აიღებდა რა ხელში ლითონის ამ ნაჭერს, ატალიკი წარმოთქვამდა ლოცვას.

_ ღმერთო ჩვენო შემოქმედო! ამბობდა იგი; ჩვენი სიცოცხლის მფარველო, შენ გვაძლევ ჩვენ პურს, გვაძლევ ჩვენ ვაჟკაცობასა და სიმამაცეს... გვიხსნი მტრის ტყვიისა და ხმლისგან, შემეწიე, გასაჭირსა და სისხლის აღებაში, რათა ჩემს იარაღზე დავტოვო შენი და ჩემი მტრის სისხლი, რომელიც არ არის ღირსი შენი წყალობისა, არ არის ღირსი არც ჩემგან პატიებისა. მაგრამ არ მომცე მე ღმერთო, რომ შურისძიებასა და მტრობაში შევცოდო შენი ბრძანების წინააღმდეგ!

„ჩააკერებს რა ამულეტს ტყავში, და მიამაგრებს რა მასზე თასმას, აუცილებლად ხარის ან უფრო ხშირად, ცხვრის ძარღვისგან, ატალიკი ამ სუნჯეს კიდებს ბავშვს კისერზე“.

ყრმის ცხოვრების პირველ დღეებში მასზე ატალიკის მზრუნველობა შესაძლოა შედარებულ იქნას მშობელი მამის მზრუნველობასთან, ხოლო მის მიერ თავისი აღსაზრდელისადმი გაწეული ალერსი _ დედის ნაზ სიყვარულთან. ექვსწლიან ასაკამდე ბიჭი რჩებოდა თავისუფლად, მაგრამ ამ ასაკიდან იწყებოდა მისი სისტემატიური აღზრდა, რომლიც არც თუ მცირე შრომას შეადგენდა ატალიკისთვის და წამებას ბავშვისთვის. მეშვიდე წლის დადგომისას ატალიკს ფრთხილად გადაჰყავდა მძინარე ბავშვი რბილი ფუმფულა თივიდან, სადაც მას მანამდე მუდმივად ეძინა, მაგარ ქეჩაზე.

დილით გაღვიძებული ბავშვი გაოცებული რჩებოდა, მაგრამ ატალიკი მალევე აუხსნიდა მას მდგომარეობის სიახლეს.

_ დღეს შენ უნდა დაემშვიდობო ნებივრობასა და თივას, ეუბნებოდა იგი თავის აღსაზრდელს. შენ უკვე ექვსი წლის ხარ, ხოლო ეს კი არის მთიელის ცხოვრების დასაწყისი, მოთმინების, შრომის, წამებისა და უძილო ღამეების დასაწყისი. დღეს მე და შენ პირველ მუხტს ჩავდებთ შაშხანის ლულაში, დღეს შენ მოისმენ შენი ცხენის პირველ ჭიხვინს...

_ როგორ თუ ჩემი? აწყვეტინებდა კიდევ უფრო მეტად გაოცებული ბიჭი.

_ ასე, შენი ცხენისა, მშვიდად პასუხობდა ატალიკი. მამაშენმა იცის მთიელთა აღზრდის წესები, ახსოვს, რომ დღეს მისი ვაჟიშვილი ექვსი წლის გახდა, და გამოუგზვნა მას შაშხანა, წყვილი დამბაჩა, ხანჯალი, ხმალი და წმინდა სისხლის ყარაბაღული ულაყი.

ამ სიტყვებით ატალიკი უჩვენებდა ბავშვს ყველა ნივთსა და ცხენს, რომლებიც მას მამამ გამოუგზავნა. ახალგაზრდული სისხლი დუღდა მთიელის ძარღვებში; იგი ხალისით სწავლობდა სროლას, მაგრად იჯდა უნაგირზე, მართავდა გაცოფებულ ცხენს _ ყოველივე ეს ართობდა, ახალისებდა მას. აღმზრდელი ასწავლიდა მას არ დაეხარჯა ამაოდ დენთი, და ესროლა აუცდენლად. სახალისო და მსუბუქი მეცადინეობებიდან ატალიკი გადადიოდა უფრო ძნელებზე, და ბიჭი ცოტ-ცოტად ერთვებოდა მთიელის მკაცრ და გაჭირვებებით აღსავსე ცხოვრებაში.

ხშირად, ყველაზე უფრო ბნელ და ავდრიან ღამეებში, ატალიკი აღვიძებდა თავის აღსაზრდელს, მხრებზე მოახვევდა მას ნაბადს, შემოარტყამდა ქამარ-ხანჯალს, მხარზე გადაჰკიდებდა შაშხანას, და მიჰყავდა სახლიდან.

ისინი ჩაჰკიდებდნენ ერთმანეთს ხელს, ჩუმად აცოცდებოდნენ კლდეებზე და წინ მიდიოდნენ უფსკრულების პირას. ქარი აღელვებდა ნაკადებს მოღუშული უფსკრულის ფსკერზე და სტვენით დაჰქროდა მგზავრების ირგვლივ; ღამის ხშირ წყვდიადს იშვიათად კვეთდა გაელვების კაშკაშა ნათელი და ერთი წამით ანათებდა იქაურობას; მაშინ დაღლილი და დატანჯული, მაგრამ მოხალისე მოხეტიალენი, მოძებნიდნენ მოსახერხებელ ადგილს, დააგებდნენ მიწაზე ნაბდებს და დაყრებოდნენ თავიანთ ლოგინებში. მაგრამ აქაც ატალიკი არ აძლევდა ჩაძინების საშუალებას დაქანცულ ყმაწვილს.

ქარის სტვენაში, ტურების ყმუილსა და უფსკრულში ჩაგორებული ქვების ხმაურში იგი უყვებოდა აღსაზრდელს სისხლის აღების საშინელ ისტორიას ან რომელიღაც მოჩვენების შესახებ, რომელიც უხსოვარი დროიდან დახეტიალობდა გარშემო მთებში და თავს ესხმოდა დაგვიანებულ მგზავრებს. დაასრულებდა რა თავის მოთხრობას, ატალიკი თავადაც ფეხზე დგებოდა და თავის ახალგაზრდა ამხანაგსაც ლოგინიდან აყენებდა.

_ აბა, ახლა წამიყვანე მე სახლში, ეუბნებოდა იგი ბიჭს, თანაც მხრებზე მოაცმევდა ნაბადს, ეცადე, მიეჩვიე ღამის წყვდიადში ბილიკის პოვნას...

კარგი ატალიკი, მიაჩვევდა რა ბიჭს ღამ-ღამობით ციცაბო კლდეებზე ასვლას, პირდაღებული უფსკრულების თავზე ნიშნების მიხედვით სწორი (ნამდვილი) ბილიკის მოძებნასა და არც ტურის ყმუილისგან, არც მოშორებული სიცილისა და ლაპარაკისგან არ შეშინებას, და ამით ამთავრებდა კიდეც თავის აღმზრდელობას. თორმეტი წლის ასაკის მიღწევასთან ერთად, იგი აღსაზრდელთან ერთად მიეშურებოდა სათარეშოდ და სხვებზე ნადავლისთვის თავდასასხმელად.

_ წავიდეთ შემდგომი სრულყოფისთვის, ამბობდა ის, თანაც აღსაზრდელს გადასცემდა მამის მიერ მისთვის გამოგზავნილ ჩერქეზულს.

ერთ დილას, შეკაზმავდნენ და აჭმევდნენ რა ცხენებს, და აიღებდნენ რა რამდენიმე ვაზნასა და სამ მუჭა ფეტვს, რაც შეადგენდა საკვების მთელ მარაგს, მხედრები ტოვებდნენ სახლს. ისინი მიეშურებოდნენ მოხეტიალე ცხოვრებისთვის, აბრაგული ცხოვრებისთვის, რომელიც აღსავსე იყო ყველანაირი შესაძლო გაჭირვებებით. იკვებებოდნენ რა იმით, რისი მოკვლის საშუალებასაც მისცემდათ ღმერთი ტყეში, ისვენებდნენ რა წვიმის ქვეშ და სველ მიწაზე, ხვდებოდნენ რა სხვადასხვაფვარ საშიშროებებსა და მტაცებლებს, მშობლიური მხრიდან ნებაყოფლობით დევნილები ასეთ მოგზაურობაში ატარებდნენ ზოგჯერ რამოდენიმე წელს.

აბაზელების გაგებით, აღსაზრდელად მიცემული ბავშვი სრულწლოვანებამდე არ უნდა იცნობდეს თავის მშობლებსა და ახლო ნათესავებს, ხოლო მამისა და დედისთვის მისი მოფერება ითვლება დიდ ურიგობად (უხამსობად) და მანკიერებადაც კი.

აღსაზრდელად მიცემული ბიჭი უცხო სახლში რჩებოდა თოთხმეტწლიან ასაკამდე და შემდეგ, სხვადასხვანაირი ცერემონიებით, ბრუნდებოდა მშობლების სახლში.

გაატარებდა რა თავისი სიჭაბუკის საუკეთესო წლებს ატალიკის ოჯახში, ბუნებრივია, რომ ბიჭი ეჩვეოდა მას უფრო მეტად, ვიდრე ღვიძლ მამას; რომ აღმზრდელსა და აღსაზრდელს შორის მყარდებოდა მტკიცე ზნეობრივი კავშირი, და რომ, ბოლოს, აღსაზრდელი ეჩვეოდა იმ ოჯახის ცხოვრების ხასიათს, რომელშიც გაატარა ახალგაზრდობა. ეს უკანასკნელი გარემოება მეტად ცუდად აისახებოდა აფხაზის ოჯახურ ცხოვრებაზე. ასე, მეტად ხშირად ხდება, რომ ქრისტიანი მამა თავის ვაჟიშვილს აღსაზრდელად აძლევს მაჰმადიან ატალიკს. ბრუნდება რა მშობლების სახლში უკვე გაზრდილი, მოუნათლავად და მაჰმადიანური სარწმუნოების აღმსარებლად, ვაჟიშვილს მამის სახლში შემოაქვს მუსლიმანობის მთელი წესჩვეულებანი. ამის შედეგად ძალზედ ხშირად ხდება ხოლმე ოჯახური დავები (უთანხმოებანი) და უსრულესი გახრწნილობა ( * С северо-восточного побережья Чёрного моря Аверкьева, Кавказ 1866 г. № 74; О положении Абхазии в религиозном отношении, Кавказ 1868 г. № 5; Достоверные рассказы об Абазии, Панθеон 1850 г. № 5; Верования и обычай кавказских горцев; Ласточка 1859 г.).

გახრწნილობა და ცინიზმი ვლინდება ხალხში მიცვალებულთა დამარხვის დროსაც. სახლში, სადაც არის მიცვალებული, გროვდებიან მამაკაცები და ქალები, ჯდებიან კუბოს გარშემო, მთელ ღამეს ატარებენ სხვადასხვანაირი სიმღერების მღერაში, რომლებშიც, როგორც ამბობენ, ხშირად ლანძღავენ კიდეც გარდაცვლილს, და როდესაც დამსწრეთაგან ერთნი ტირიან, სხვები იცინიან და მღერიან.

„ერთერთი მოტირალი ჰყვებოდა, როგორც თვალით მხილველი, წერს იმერეთის მთავარეპისკოპოსი გაბრიელი, შემდეგ შემთხვევას. ღამით იგი კითხულობდა მიცვალებულის ახლოს ფსალმუნებს. სახლი, ჩვეულებისამებრ, სავსე იყო კაცებითა და ქალებით, რომლებიც მღეროდნენ თავიანთ სიმღერებს. უეცრად მას ვიღაცამ ჩაუქრო სანთელი; ხოლო ოთახის შუაგულში კერაზე ცეცხლს ასევე ვიღაცამ წყალი დაასხა და ჩააქრო. ირგვლივ წყვდიადი გამეფდა. შეიმჩნეოდა, რომ კაცები და ქალები ერთმანეთისკენ იწეოდნენ და ურთიერთშორის ირეოდნენ; მოისმა სიცილი, წრიპინი, წივილი; მიცვალებულის კუბო გადაყირავდა სიბნელეში. რა მიზნით მოხდა ეს ზედახორა _ დანამდვილებით ცნობილი არ არის; მაგრამ გვაქვს საბაბი გვეშინოდეს, რომ მსგავს შემთხვევებში ეძლევიან საზიზღარ გარყვნილებას, და რომ ეს საძაგელი წესჩვეულება რომელიღაც წარმართული წარმოშობისაა“.

იმ დროს, როდესაც ყველა იქ მყოფი მხიარულობს, მღერის და იცინის, გარდაცვლილის მეუღლე, რათა არ დაკარგოს ხალხში პატივისცემა, მოვალეა იგლოვდეს ქმარს, სასოწარკვეთისა და თვითგვემის გამოხატულებით.

რამდენიმე ნაბიჯზე სახლიდან, რომლის სიახლოვეშიც შეგროვებულია მრავალი მამაკაცი და ქალი, დასაფლვებაზე მოსული ჩერდება, ჩამოქვეითდება ცხენიდან და თხოვს შეატყობინონ ქვრივს მისი მოსვლის შესახებ.

რამოდენიმე დროის შემდეგ სახლიდან მოისმის ხმამაღალი ტირილი, კარი იღება და, ტირილითა და ცრემლების დენით გამოდის გარდაცვლილის ცოლი. რამდენიმე ახალგაზრდა ქალწული, გარდაცვლილის ან უნუგეშო ქვრივის ნათესავი, გარს ეხვევა და ხელითაც უჭირავთ იგი. მას თმები გაშლილი აქვს, ტანზე კი აცვია გრძელი შავი შალის პერანგი, ღია გულისპირით; სახე, გულმკერდი და ხელები დაკაწრული აქვს და სისხლდენამდე ნაცემი.

მოისმენს რა იმ მონაწილეობისა და მწუხარების გამოხატვას, რომელსაც მოსული ღებულობს მის თავზე დატეხილ უბედურებაში, ქვრივს შეჰყავს იგი ოთახში, სადაც ტირილი და ქვითინი, რომლებსაც თან ახლავს გულმკერდსა და სახეში ცემა, კვლავ განახლდება გაორმაგებული ძალით და გრძელდება იმ დრომდე, სანამ ქვრივი მოქანცულობისგან არ დაუძლურდება. ეს სცენები უნდა მეორდებოდეს ყოველ ახალ მომსვლელთან ერთად მიცვალებულის დაკრძალვამდე.

აფხაზებს შორის, თვით ქრისტიანებშიც კი, აქამდე შენარჩუნებულია მიცვალებულთა დაკრძალვის წესჩვეულება ტყეებში, ან გზების ახლოს, ან სახლების ახლოს, მაგრამ არა ეკლესიის გალავანს შიგნით. დასაფლავებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გარდაცვლილის ოჯახი მოვალეა გააკეთოს მისი სულის მოსახსენიებელი ქელეხი. აღაპზე გროვდება სიმრავლე ხალხისა, იგი გრძელდება არანაკლებ სამი დღეღამისა, რომელთა განმავლობაშიც ყველა ცხოვრობს გარდაცვლილის ნათესავების ხარჯზე. ამიტომ გაწეული ხარჯის ერთგვარად დაფარვის მიზნით, თითოეული სტუმარი მოვალეა ოჯახს გაუკეთოს მისთვის ხელმისაწვდომი საჩუქარი. მას მოაქვს ის, რითაც მდიდარია: იარაღი, მაუდი, ტილო, მატერია, ცხენები, საქონელი, ცხვრები, შინაური ფრინველი, მარცვლეულობა და სხვა.

ქელეხი ხდება თითქმის ყოველთვის ღია მდელოზე, სადმე სოფლის ახლოს.

„მთელი მდელო დაფარული იყო ხალხითა და ცხენებით _ ამბობს ერთი ასეთი ქელეხის თვალითმხილველი ¬¬_ რომლებიც თვალწარმტაც ჯგუფებად იყვნენ განლაგებული ვაზებშემოხვეული მაღალი აბრეშუმის ხების ჩრდილში.

„შეკრებილი იყო ორიათასზე მეტი ადამიანი. ღია მინდორზე იდგა ხარაჩოები საწოლით, რომელიც უწინდებურად მორთული იყო ხალიჩებით, მატერიებითა და გარდაცვლილის კუთვნილი კაბით (ტანსაცმლით). ხარაჩოების ახლოს იჯდა ქვრივი შავი საფარებელის ქვეშ, რომლიც გარშემორტყმული იყო ახალგაზრდა და ძალზედ ლამაზი ქალების სიმრავლით, ყველაზე უფრო ჭრელა-ჭრულა ტანსაცმელში. მისგან შორიახლოს გარდაცვლილის ძმებს ლაგამით ეჭირათ სამი ცხენი, რომლებიც შეკაზმული იყო სხვადასხვა უნაგირებით, საბავშვოთი, მოხდნილით (ვერცხლის სამკაულბითა) და საბრძოლოთი. როდესაც მე მივედი, ყველანი ჯერ კიდევ დაკავებული იყვნენ დილის მასპინძლობით (საუზმით). მოხარშული ძროხისა და ცხვრის ხორცის გროვები ნადგურდებოდა წარმოუდგენელი სიჩქარით; ფეტვით სავსე ქვაბები დუღდა ყველა ადგილას, ღვინო, რომლსაც დაატარებდნენ თიხის ვიწროყელიანი დოქებით, ნაკადულებად დიოდა“.

ტრაპეზის დასრულებისა და კუჭების ამოვსების შემდეგ, ხალხმა წარმოქმნა უზარმაზარი წრე, რომლის შუაგულშიც, და იმპროვიზატორის თანხლებით შემოიყვანეს ცხენი, შეკაზმული საბავშვო უნაგირით. იმპროვიზატორი გარითმული სიმღერით ჰყვებოდა იმას, თუ როგორ იზრდებოდა გარდაცვლილი ბავშვობაში, თავისი მშობლების გასახარად და სანუგეშოდ. როდესაც შემოყვანილ იქნა ცხენი წითელი ტარსიკონის უნაგირით, იგი უმღეროდა ხალხს გარდაცვლილის სილამაზისა და სიმარჯვის შესახებ, რომლებიც შეადგენდა ბევრი აფხაზი ლამაზი ქალის ოხვრის საგანს; საბრძოლო აღკაზმულობიანი ცხენის გამოჩენისას იმპროვიზატორი ადიდებდა გარდაცვლილის სამხედრო ღირსებებს, მამაცობასა და ეშმაკობას (ხერხიანობას). მისი თითოეული ფრაზის დასასრულს თან ახლდა ბრბოს ხმამაღალი შეძახილები და სახეში ცემა, მწუხარებისა და სინანულის ნიშნად. ყოველ დილას სამი დღის განმავლობაში, აკურატულად მეორდებოდა ეს ცერემონია, თანაც მთელი ზედმიწევნით. ამის შემდეგ ისროდნენ თოფებიდან „სხვადასხვანაირი ხერხით, სადგამებიდან და ხელიდან, უძრავ და მოძრავ სამიზნეებში, მაღალ ჭოკზე დამაგრებულ წრეში, ესროდნენ ცოცხალ არწივსაც, რომელიც იმავე ჭოკის წვერზე იყო მიბმული გრძელი თოკით. იღბლიანი გასროლებისთვის აძლევდნენ სხვადასხვა ღირსების პრიზებს კვეს-აბედიდან წელზე მოსარტყამ ქამრამდე, და ვერცხლით გაწყობილ დამბაჩამდე“.

მთელ დღეს შემდეგ, გვიან საღამომდე, ყველგან ქუხს გასროლები, ხოლო ბინდის დადგომის მერე, გაჩაღებული კოცონების სინათლეზე, იქ მყოფნი ნადიმობენ.

ქელეხის მესამე დღეს ინიშნება დოღი, რომლითაც მთავრდება კიდეც გარდაცლილის გამო გლოვა. დოღში მონაწილეობას ღებულობენ მხოლოდ 12-დან 14 წლამდე ასაკის ბიჭები. ცხენებზე, რომლებიც შეკაზმულია ჩერქეზული უნაგირებით, მაგრამ ბალიშების გარშე, იმისთვის რათა კი არ იჯდნენ, არამედ იდგნენ უზანგებზე, მიაჭენებენ ისინი მნიშვნელოვან მანძილზე 30-დან 50 ვერსამდე, იქით და აქეთ, განსაკუთრებულად დასერილ ადგილას. დოღში შეჯიბრებულებს, თითქმის ყოველთვის, აცილებს მოყვარულთა და მოხალისეთა უზარმაზარი ბრბო. მოჯირითეებს შეუძლიათ ახალისებდნენ თავიანთ ცხენებს შეძახილებით, ყიჟინითა და ტაშისკვრით, მაგრამ არ უნდა ეხებოდნენ ცხენებს მათრახებით. მთელი ჯგრო, რომელიც ხშირად შედგება ასზე უფრო მეტი მხედრისგან, მიაჭენებს გორაკებისა და ფლატეების გავლით, მდელოებსა და ტყეში, მთაზე და მთის ძირას, და ფიქრობს მხოლოდ იმაზე, თუ როგორ მივიდეს პირველი და მიიღოს პრიზი, ხშირად არც თუ ფასეული.

ასეთი დოღი იშვიათად მთავრდება უბედურების გარეშე, ბიჭები ვარდებიან ცხენებიდან, სასიკვდილოდ დაშავდებიან და ერთ ქელეხს მოჰყვება სხვებიც, რომლებზედაც მეორდება ისევ ის გაშმაგებული დოღი ( * Из путешествия архиепископа имеретинского Гавриила и пр., Кавказ 1869 г. № 13 и 14; С северо-восточного побережья Чёрного моря Аверкьева, Кавказ 1866 г. № 74; Ещё об Абхазии, Кавказ 1854 г. № 83; Воспоминания кавказского офицера, Русский вестник 1864 г. № 9).

გარდაცვლილის მეუღლე, აფხაზების წესჩვეულებით, შეიძლება მისთხოვდეს გარდაცვლილის ღვიძლ ძმას, თუკი ამაზე არსებობს ორმხრივი თანხმობა. მაგრამ თუკი ეს თანხმობა არ არის და ქვრივი დარჩება გაძნელებულ მდგომარეობაში მატერიალური კეთილდღეობის თვალსაზრისით, საამისოდ აფხაზეთში არსებობს მშვენიერი ადათი, რომლის მიხედვითაც აულის მაცხოვრებლები ყოველთვის მიეხმარებიან მას პურის დათესვასა და აღებაში და უზრუნველყოფენ მის არსებობას. ზრუნვა ღარიბებზე განვითარებულია ხალხში და შეადგენს აფხაზის საზოგადოებრივი ცხოვრების ერთერთ კარგ მხარეთაგანს. აქ არ არიან ღატაკები (მათხოვრები), როგორც ჩვენ მივეჩვიეთ ამის ნახვას სხვა ადგილებში, და ღარიბები ყოველთვის ღებულობენ დახმარებას საზოგადოებისგან.

თავი IV.

აფხაზეთში არსებული წოდებები. – მთავრის უფლებები და მოვალეობანი. _ დანარჩენი წოდებების უფლებები და მოვალეობანი. _ აფხაზური ტომის პოლიტიკური წყობილება. _ საგვარეულო კავშირები. _ სახალხო კრებები. _ სისხლის აღება. _ სახალხო სასამართლო. _ დანაშაულებებისა და სასჯელების სახეობანი. _ აბაზელების სამხედრო მოწყობა.

აფხაზეთი წარმოადგენს ქვეყანას, რომელიც გამოვიდა ველური მდგომარეობიდან, მაგრამ თავისი ცხოვრების წესის, ხასიათისა და ზნე-ჩვეულებების მიხედვით ვერ მოასწრო მკვეთრად დაშორებოდა მას. სამოქალაქო ცხოვრების ჩანასახი თუმცა კი არის ხალხში, მაგრამ ვერ მოასწრო ჩამოყალიბებულიყო მტკიცე მთლიანობად, ჯერ კიდევ ვერ შეძლო მოსალოდნელი ნაყოფების მოტანა.

ეს ქვეყანა იმყოფება გარდამავალ მდგომარეობაში: ფესვგადგმული ველური ზნე-ჩვეულებები ჯერ კიდევ არ მიუტოვებია ხალხს, ცივილიზაციამ კი სტყორცნა თავისი პირველი სხივი და მოახდინა ცნებების, ზნე-ჩვეულებებისა და სარწმუნოებათა შერევა (აღრევა).

ქვეყნის საზოგადოებრივი მოწყობის საფუძვლის სამსახურს, ისევე როგორც სხვა მთიელ ტომებში, სწევდა ისევ ის გვაროვნული კავშირები, რომლებიც სამთავრობო ხელისუფლებასთან მიმართებით, წარმოადგენდა ერთგვარ ადმინისტრაციულ ერთეულებს, რომლებადაც იყო დაყოფილი მთელი ქვეყანა. კავშირების შექმნის საბაბად იქცა საზოგადოების ანარქიული მდგომარეობა და დაცვის აუცილებლობა, რაც, სამთავრობო ხელისუფლების არარსებობისას, ბუნებრივი სახით, იდო მოცმული ადგილის მოსახლეობის ერთ მთლიანად შეერთებაში, ერთობლივი ძალებით თავინთი თავიანთი უფლებების დასაცავად (შემოსაზღუდად) გარედან თავდასხმებისგან და ქონებრივი უზრუნველყოფის თაობაზე ურთიერთ თავდებობის შესადგენად. ასეთნაირად წარმოქმნილი თითოეული კავშირთაგანი შეადგენდა ერთ მთლიანობას, ცხოვრობდა საკუთარი შინაგანი ცხოვრებით და მოქმედებდა შეთანხმებულად იმ საკითხებში, რომლებიც შეეხებოდა თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების უზრუნველყოფას ან იმ ზომებს, რომლებსაც ღებულობდნენ საშინაო და საგარეო უსაფრთხოების დასაცავად. ასეთი კავშირის შემადგენლობაში შედიოდა ცნობილი ადგილის ყველა წოდება, იმ უფლებებითა და მოვალეობებით ერთმანეთთან მიმართებით, რომლებიც უძველესი დროიდან იყო ნაკურთხი თავიდან აუცილებლობით, შემდეგ კი ჩვევით, რომელიც ზნე-ჩვეულებად (ადათად) გადაიქცა. უფრო მეტი ძალის დაპირისპირების აუცილებლობა, საშინაო და გარეშე მტრების წინააღმდეგ მოქმედებისთვის კავშირების ანუ გვარების თავკაცებს აიძულებდა, რათა რამდენიმე მათგანი გაერთიანებულიყო ერთ მთლიანობად. გასაგებია, რომ, ასეთი შეერთებისას, ერთი გვარი, ან სულაც ერთი პირი ღებულობდა აღმატებულობას ყველა დანარჩენზე. მსგავსი აღმატებულობა იყო მით უფრო ბუნებრივი, რომ, საზოგადოების მუდმივად საგანგაშო და დაძაბულ მდგომარეობაში, მისი დაცვა შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთი პირისთვის განმკარგულებელი ძალაუფლების მიცემის დროს. ზოგიერთი საგვარეულოს ასეთი განსაკუთრებული მდგომარეობა და მათზე დაკისრებული მოვალეობების განსაკუთრებულობა, ხელს უწყობდა მთელი მოსახლეობისგან ცნობილი (გარკვეული) უბნის გამოყოფას და განაპირობებდა მათთვის გარკვეულ პატივისცემას დანარჩენი საზოგადოების მხრიდან. ამ პატივისცემამ, რომელიც გადადიოდა თაობიდან თაობაში, მისცა საწყისი გარკვეულ უფლებებს, რომლებსაც ამ გვარებს აძლევდა თავად საზოგადოება, რომელმაც, დროთა განმავლობაში განამტკიცებდა რა მათ, თითქოს-და თავად აღიარა ზოგიერთი საგვარეულო პრივილეგირებულად და დანარჩენ მოსახლეობაზე უფრო მაღლა მდგომად.

ამის გამო აფხაზურ ტომებში სჭარბობდა არა მხოლოდ არისტოკრატიული ელემენტი, არამედ არსებობდა კიდეც ფეოდალური სისტემის ნარევი მემამულურ სისტემასთან ერთად. აფხაზური ტომის ის საზოგადოებები, რომლებიც არ შედიოდნენ საკუთრივ აფხაზეთის შემადგენლობაში, როგორებიც იყო: წებელდა, სამურზაყანო, ჯიქეთი, მედოვეელები და სხვები, შეადგენდნენ არისტოკრატიულ რესპუბლიკებს, რომლებშიც სათავადო და ზოგიერთი დამოუკიდებელი სააზნაურო გვარები, ბატონობდნენ რა დაბალ წოდებებზე, და მათ შორის მეორეხარისხოვან სააზნაურო საგვარეულოებზე, თავად არსებობდნენ უხელისუფლებობის იმავე საწყისებზე, რომელიც შეადგენდა ჩერქეზული ტომების განმასხვავებელ ნიშანს. სახალხო წოდებების პოლიტიკური მნიშვნელობის მიხედვით, მთელი განსხვავება ჩერქეზულ და აფხაზურ საზოგადოებას შორის შედგებოდა იმაში, რომ პირველში პოლიტიკური უფლებებით სარგებლობდა და რესპუბლიკას შეადგენდა სამი წოდება: თავადები, აზნაურები და ტფლოკოტლები, ხოლო უკანასკნელში ორი: თავადები და დამოუკიდებელი სააზნაურო საგვარეულოები. მაგრამ ამ ორ ტომს შორის იყო სხვა არსებითი და მნიშვნელოვანი განსხვავება: ეს იყო აფხაზურ ტომებში არისტოკრატიული ელემენტის სიჭარბე. გაბატონებულ წოდებას ამ ტომებში შეადგენენ თავადები, რომლებიც, ხალხის ადათების მიხედვით, დაყენებული იყვნენ საზოგადოებაში ისე მაღლა, რომ არა მხოლოდ ითვლებოდნენ ხელშეუხებელად სხვა წოდებათა ადამიანებისთვის, არამედ სასამართლო არც კი განსაზღვრავდა საზღაურს თავადის მკვლელობისთვის, თითქოს-და არც უშვებდა ფიქრსაც კი მათ პიროვნებაზე ხელის აღმართვისა და მათი მკვლელობის რაიმენაირ ფასად გამოსყიდვის შესაძლებლობის თაობაზე. რომელიმე მდაბიოს მიერ თავადის მოკვლის შემთხვევაში, თუნდაც შემთხვევით, ადათი მიუსჯიდა მკვლელის მთელი საგვარეულოს ამოწყვეტას. თუმცა კი მსგავს განაჩენებს უკვე დიდი ხანია არ აღასრულებენ, მაგრამ მათ ინახავენ და გამოაჩენენ ხოლმე თავადები, როგორც საზოგადოებაში მათი მაღალი მდგომარეობის დამამტკიცებელ საბუთს. თავადის ძალაუფლების ქვეშ მყოფნი (ხელქვეითები) მოვალენი იყვნენ დაეცვათ იგი, მისი პირველივე მოთხოვნის თანახმად გამოსულისყვნენ იარაღით ხელში და შური ეძიათ მის გამო. თავის მხრივ თავადი მოვალე იყო დაეცვა თავისი ძალაუფლების ქვეშ მყოფნი დაჩაგვრისგან და ასევე დაეცვა მათი საკუთრება. იგი იყო მოსამართლე და შუამავალი თავისი ხელქვეითების უთანხმოებებსა და დავებში, რისთვისაც ღებულობდა კიდეც ცნობილ ანაზღაურებას თავის სასარგებლოდ.

საკუთრივ აფხაზეთში, მთავრის პიროვნების გარდა, არსებობდა რვა მთავარი სახეობის წოდებანი: თავადები _ რუს. князья; ამისტა აფხაზეთში და ჟნოსქუა სამურზაყანოში, აზნაურები _ რუს. дворяне; აშინახმუა ანუ უბრალოდ შინაყმა (რუს. придворный, მთავრის მცველები), ანხაე (სამურზაყანოში პიოში) და აზატები _ სამივენი შეადგენდნენ რაღაც საშუალო წოდების მაგვარს. საკუთრივ კი დამოკიდებული წოდება იყვნენ ამაცჲურასგუ (სამურზაყანოში მოინალე), ახუიუ (სამურზაყანოში დელმახორე) და ახაშალა.

მთელი ეს წოდებანი ემორჩილებოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას, რომელიც, მხოლოდ გარკვეულ ხარისხამდე, თავმოყრილი იყო აფხაზეთისა და სამურზაყანოს მთავრის პიროვნებაში. მთავრის პატივი (წოდება) ეკუთვნოდა თავად შერვაშიძეების საგვარეულოს, რომელშიც იგი გადადიოდა კიდეც, მემკვიდრეობით, უფროსზე საგვარეულოში, მამრობითი სქესის პირდაპირი ხაზით.

აფხაზეთისა და სამურზაყანოს სამთავრობო ხელისუფლების საზრუნავს უწინარეს ყოვლისა შეადგენდა მოსახლეობის დაცვა (დაფარვა, შემოზღუდვა) გარეშე მტრებისგან და თავისი ქვეშევრდომების უზრუნველყოფა თითოეულის პირადი და ქონებრივი უფლებების დარღვევისგან. მთავრობის ასეთი მოვალეობა განპირობებული იყო ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობით, საგარეო ურთიერთობების ხასიათით, დაბოლოს მოსახლეობის საშინაო ცხოვრების პირობების განსაკუთრებულობითაც. ესაზღვრებოდა რა უშუალოდ თავისუფალ და დამოუკიდებელ საზოგადოებებს, აფხაზეთი წარმოადგენდა განუწყვეტელი სამხედრო ღონისძიებებისა და მტაცებლური შემოჭრების თეატრს ამ საზოგადოებების მხრიდან, რომლებიც მიერეკებოდნენ საქონელს, ძარცვავდნენ მაცხოვრებლებს და ტყვედ მიჰყავდათ აფხაზები. მეორეს მხრივ, დამნაშავე, რომელსაც არ შეეძლო დარჩენილიყო აფხაზეთში დევნის საშიშროების გამო, იმავე ტომებში თავისთვის პოულობდა საიმედო თავშესაფარს, და ბოლოს მთის საძოვრები, რომლებიც მდებარეობდა აფხაზეთის საზღვარზე სამურზაყანოსთან, თავისუფალ საზოგადოებებთან (თემებთან), წარმოადგენდა მუდმივი დავებისა და სისხლიანი შეტაკებების ადგილს საქონლის საზაფხულო მწყემსობის დროს. ყოველივე ამას უნდა მივუმატოთ ის, რომ, რუსული ხელისუფლების გამოჩენამდე, სამეგრელოელი დადიანებიც ხელიდან არ უშვებდნენ მოსახერხებელ შემთხვევას აღმოსავლეთიდან შემოჭრილიყვნენ აფხაზეთში, როგორც მათ მოწინააღმდეგე ქვეყანაში.

ქვეყნის დარბევა (აოხრება) და უბედურებები მსგავსი შემოჭრებისგან კიდევ უფრო ძლიერდებოდა ერთსულოვნების ნაკლებობის გამო ხალხში, რომელსაც არ გააჩნდა ძალები წინ აღდგომოდა შემოჭრებს. ქვეყნის შინაგანი მოწყობა ეფუძნებოდა, როგორც ჩვენ ვნახეთ, ბევრი ცალკეული კავშირის არსებობას, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ადმინისტრაციულ ცენტრალიზაციას; სისხლის აღების ჩვეულებამ, რომელიც არსებობდა აფხაზეთში მნიშვნელოვანი ზომებით, და ბოლოს ასასობის, როგორც თითოეულის ერთი თემიდან მეორეში თავისუფლად გადასახლების ჩვეულებამ, ხელი შეუწყვეს თვითნებობის განვითარებას და დაამყარეს დაუსჯელობა იმგვარი დანაშაულობებისთვის, რომლებსაც არ ამართლებდნენ თავად იქაურებიც.

ყოველივე ამ მოუწყობლობას დაემატა აგრეთვე ისიც, რომ მთავრის საგვარეულოში ხდებოდა მუდმივი განხეთქილებები, და, მმართველების თავად მდგომარეობის მიხედვით, რომელთაც არ გააჩნდათ არანაირი საზოგადოებრივი თანხა და ჰქონდათ მხოლოდ სახსრები საკუთარი გამოკვებისთვის, იგრძნობოდა მუდმივი ნაკლოვანება მატერიალურ საშუალებებში (სახსრებში), რომელიც მთავრებს ართმევდა რაიმენაირი სამთავრობო მიზნის განხორციელების შესაძლებლობას.

„ამრიგად, გარედან მხარდაჭერა წარმოადგენდა თითქმის აუცილებლობის საგანს ქვეყანაში მთავრის ხელისუფლების ავტორიტეტის შესაძლო შენარჩუნებისთვის. აფხაზეთში ასეთ მხარდაჭერას აძლევდნენ თავიდან თურქები, შემდეგ რუსები. მაგრამ, ამ პირობის დროსაც, მთავრის ხელისუფლება იძლეოდა საგარეო და საშინაო უსაფრთხოების მხოლოდ მეტად სუსტ უზრუნველყოფას, ამასობაში კი მოთხოვნილებას ერთშიცა და მეორეშიც, ბუნებრივია, ყოველთვის გრძნობდა მოსახლეობა, და ამასთან ყველაზე უფრო დბეჯითებით მოთხოვნილებასაც. ეს უზრუნველყოფა მოეწყო მოსახლეობის საშინაო ცხოვრებით, და ჩვეულებრივი დადგენების (დაწესებების) მეშვეობით, რომლებიც გამომუშავებული იყო თავად მოსახლეობის გამოცდილებითა და ძალებით. ზნეჩვეულების ასეთი კავშირი ქვეყნის საშინაო მოწყობასთან, რომელიც უზრუნველყოფდა მოსახლეობისთვის მის პირად და ქონებრივ უფლებებს, შეადგენს აფხაზური ადათის (ზნეჩვეულების) ძალის საფუძველს, რომელიც გვაძლევს იმის ახსნას, თუ რატომ შეეძლო მას ეცხოვრა, შენარჩუნებულიყო (გადარჩენილიყო), სამთავრობო ხელისუფლების ხშირად შეცვლისა და არეულობების მიუხედავად, რომლებსაც აღაგზნებდნენ სამთავრო სახლის წევრები, აგრეთვე სხვა ძლიერი საგვარეულოები. ეს მოწყობა სულაც არ იყო იდეალური. იგი სავსებით შეესაბამებოდა ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ბუნებრივ მდგომარეობასა და მისი გონებრივი განვითარების სისუსტეს. ყოველ შემთხვევაში, ქვეყნის შინაგანი მოწყობა, რომელიც დაფუძნებული იყო ისთ ძალებზე, რომლებიც უცხო იყო მთავრის ხელისუფლებისთვის, ხელს უწყობდა მისი ავტორიტეტის დასუსტებას, ამიტომ მთავრის ხელისუფლება აღმოჩნდა საკმაოდ სუსტი ხალხის ადათის წინაშე, და იძულებული იყო ბევრი რამ დაეთმო მისთვის“.

ამის გამო აფხაზეთში მთავარი არ იყო თვითმპყრობელი მმართველი, არამედ უფრო მეტად წესრიგისა და სახალხო ადათების დამცველი, რომლებმაც მიიღეს კანონის ძალა. სახალხო დაწესებათა მიხედვით, მმართველი, რომელსაც აფხაზები უწოდებდნენ ახ-ს, იყო მხოლოდ ფეოდლური არისტოკრატიის სამხედრო მეთაური. მისი ურთიერთობები თავადებთან იყო მხოლოდ პირადული, მათ შინაგან მმართველობაში ჩარევის ყოველგვარი უფლების გარეშე. არ ღებულობდა რა განსაზღვრულ ღალას ხალხისგან და არსებობდა რა მხოლოდ შემოსავლებით თავისი საგვარეულო მამულებიდან და მიწებიდან, მთავარი იმყოფებოდა სრულ დამოკიდებულებაში თავადებსა და აზნაურებზე. უკანასკნელები ემორჩილებოდნენ მას მანამდე, სანამ მთავრის განკარგულებები ეთანხმებოდა მათ შეხედულებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მზად იყვნენ, წინ აღდგომოდნენ მის მოთხოვნებს.

მმართველის უმთვრესი მოვალეობა იყო მიეღო ზომები მთელი მხარის უსაფრთხოებისთვის, ეწარმოებინა ურთიერთობები და დაედო პირობები უცხოურ ტომებთან, ეზრუნა მხარის შინაგანი სიმშვიდის თაობაზე და მიეღო საამისოდ აუცილებელი ზომები. მოწინააღმდეგეთა შემოჭრების შემთხვევაში, მხარის დასაცავად, იგი იწვევდა მილიციას (სახალხო ლაშქარს _ ი. ხ.) და თავად წინამძღოლობდა მას. მილიციის შესაკრებად, უწინდელ დროში, აფხაზეთში არსებობდა შემდეგი წესი. მთავარი ბრძანებას აგზავნიდა მთელ მხარეში, ან მის ერთ ნაწილში, მოემზადებინათ მილიცია. თავადები და აზნაურები ამ ბრძანებას გადასცემდნენ თავიანთი ძალაუფლების ქვეშ მყოფთ, და მაშინ ყველა, ვისაც კი იარაღის ტარება შეეძლო, ემზადებოდა ლაშქრობისთვის. როდესაც მომზადება დასრულებული იყო და მოვიდოდა განკარგულება შეკრების თაობაზე, მაშინ მოლაშქრეები თავად წყვეტდნენ, თუ ვინ უნდა წასულიყო და ვინ დარჩენილიყო, და ამის შემდეგ მიდიოდნენ შეკრების პუნქტებში. ლაშქრობიდან თავისუფლდებოდნენ მხოლოდ მოხუცები, და თუკი არ იყო გაძლიერებული შეკრება, მაშინ ისეთი ახალგაზრდა ადამიანებიც, რომლებიც მანამდე არც ერთხელ არ ყოფილან საქმეში. შესაკრებ პუნქტებში უცხადებდნენ იმ მილიციის რიცხვის შესახებ, როგორიც უნდა გამოეყვანა თითოეულ სოფელს ან დასახლებას. მაშინ მილიციელები ხელმეორედ აკეთებდნენ ურთიერთშორის არჩევას და ზედმეტებს აბრუნებდნენ სახლებში. ლაშქრობიდან დარჩენილები მოვალენი იყვნენ დროდადრო მიეტანათ სურსათი და ლაშქრობისთვის აუცილებელი სხვა საგნები. თავადები და აზნაურები არ ერეოდნენ ამ საქმეში, არამედ თვალყურს ადევნებდნენ მხოლოდ იმას, რათა მათი სოფლებიდან სახეზე ყოფილიყო მილიციელთა ნაბრძანები რიცხვი. თავადი ან აზნაური, ჩაიბარებდა რა უფროსობას თავის ხელქვეითებზე, მათთან ერთად მიდიოდა მთავრის მიერ დანიშნულ ადგილზე.

თავადები მოვალენი იყვნენ შეესრულებინათ მთავრის ყველა ბრძანება, რომლებიც შეეხებოდა საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და სამხედრო მოქმედებებს; გამოეხატათ პირადად მისადმი და მისი ოჯახისადმი პატივისცემისა და მოწიწების ყველა გარეგნული ნიშანი და, მთავრის მოკვლის შემთხვევაში შური ეძიათ მის გამო, როგორც სახალხო ღისრების შეურაცხყოფის გამო. თუკი მთავარი ტყვედ იქნებოდა ჩავარდნილი, უნდა დაეხსნათ იგი, საკუთარი სიცოცხლისა და მონაპოვარის დაუზოგავად. მთავრის პიროვნება აღიარებული იყო ხელშეუხებლად. აფხაზეთის ერთერთი მთავარი, ზურაბი, ნადირობისას იქნა მოკლული მტაცებლების მიერ უბიხთა ერთერთი საზოგადოებიდან, რომლებმაც, არ იცნობდნენ რა პირადად მთავარს და ვარაუდობდნენ რა, რომ ისინი გამოავლინეს და დევნიან, მოკლეს იგი საკუთარი თავის გადარჩენისთვის. როგორც კი ცნობა ამ შემთხვევის შესახებ გავრცელდა აფხაზეთში, მთელი ხალხი როგორც ერთი ფეხზე დადგა, თავზე დაესხა იმ საზოგადოებას, რომელსაც მიეკუთვნებოდნენ მკვლელები და, თავისი მთავრის სიკვდილის გამო შურის საძიებლად, ხარკი დააკისრა მას.

სამთავრო სახლს ჰქონდა თავისი საგვარეულო მამულები, რომლებსაც მართავდა სხვა თავადებისა და აზნაურების თანაბრად. მთავარი ვერ სარგებლობდა ვერანაირი ხარკითა და გადასახადებით ხალხისგან. განსაკუთრებული ჯარიმა (საურავი) რომელსაც დამნაშავე იხდიდა მთავრის სახლის მახლობლად ან მისი საგვარეულო მამულების მიწაზე ჩადენილი მკვლელობის, ქურდობის ან თითოეული სხვა უწესრიგობის სანაცვლოდ _ შეადგენდა შემოსავლის ერთადერთ წყაროსა და ერთადერთ ხარკს, რომელსაც მთავარი ღებულობდა თავისი ქვეშევრდომებისგან.

განსაზღვრული ვალდებულებების არარასებობამ მთავრის სასარგებლოდ და ხშირად მისმა შევიწროვებულმა მდგომარეობამ შემოიტანა აფხაზეთში ადათი, რომლის მიხედვითაც მთავარი სარგებლობდა უფლებით წელიწადში ორჯერ სწვეოდა თითოეულ თავადსა და აზნაურს. მხარეში მისი ასეთი მგზავრობების დროს თავადები და აზნაურები ვალდებული იყვნენ გამასპინძლებოდნენ მას მისი ამალითა და მცველებით. მთავრის გამგზავრებისას მასპინძელს მისთვის უნდა მიერთმია ისეთი ფასეულობის საჩუქარი, როგორიც შეეფერებოდა მასპინძლის ქონებას. იქაური აზნაურობა, იცავდა რა თავის დამოუკიდებლობას, არ აღიარებდა ამ წესს აუცილებელ ვალდებულებად, და თვლიდა მას მხოლოდ როგორც საპატიო სტუმრისადმი თავისი პატივისცემის დამტკიცების გარეგნულ ნიშანსა და ხერხს.

დამოუკიდებლობის წყურვილი იყო იმის მიზეზი, რომ, მთელი იმ მნიშვნელობის მიუხედავად, რომელიც ხალხის მიერ დადგენილმა წესრიგმა მიანიჭა მთავრის ღირსებას (წოდებას) საგარეო პოლიტიკის საქმეებშიცა და მისი პირადი მნიშვნელობის მიხედვითაც, მისი ძალაუფლება საშინაო საქმეებში მეტად შეზღუდული იყო. იმ მიწებსა და მამულებში, რომლებიც მიეკუთვნებოდა მისი ხელისუფლების ქვეშ მყოფ თავადებსა და აზნაურებს, მთავარს არ ჰქონდა შინაურ მმრთველობაში ჩარევის უფლება. თავად შერვაშიძეების საგვარეულო იმავე ურთიერთობებში იმყოფებოდა სხვა სათავადო საგვარეულოებთან, რომლებშიც ეს უკანასკნელები იყვნენ ურთიერთ შორის, ე. ი. საგვარეულო კავშირების უფლებებით, ერთნაირი პასუხისმგებლობით სხვა საგვარეულოების წინაშე, რომელთაც ის უფლებაც კი ჰქონდათ, რომ თავად შერვაშიძეების საგვარეულოს მიერ მიწის ძირეული წესჩვეულებების (ადათების) დარღვევის შემთხვევაში ემოქმედათ მის წინააღმდეგ იარაღის ძალით. ასეთნაირად მთავარი იმყოფებოდა თავადებისა და აზნაურობის სრულ დამოკიდებულებაში, და ვინმეს იძულება დამორჩილებოდა მის ნებას ან მოთხოვნებს, მას შეეძლო არა სხვანაირად, თუ არა იმავე აზნაურების დახმარებით, რომლებიც მანამდე თავის მხარეზე უნდა გადაეხარა თხოვნებითა და საჩუქრებით.

მისი მთელი საშინაო ძალაუფლება იფარგლებოდა შუამავლობით დავებსა და სასამართლო საქმეებში. იგი მონაწილეობდა გარჩევებში, და, მისი მოთხოვნით, ერთიმეორეზე გადამტერებული მხარეები მოვალენი იყვნენ, შეეწყვიტათ მტრობა, აერჩიათ თავიანთთვის შუაკაცები და მათთან ერთად მისულიყვნენ მასთან გასარჩევად. მაგრამ იმავე მთავარს არ ჰქონდა უფლება არავის მოთხოვნისა თავის საკუთარ ერთპიროვნულ სასამართლოზე, მისი საკუთარი საგვარეულო მამულების მაცხოვრებელი და მისი ძალაუფლების ქვეშ მყოფ წოდებათა პირების გარდა; მას იმის უფლებაც კი არ ჰქონდა, რათა მოეთხოვა სხვა საგვარეულოების მფარველობის ქვეშ შეფარებული დამნაშავეების გაცემა, და შეეძლო მხოლოდ ებრძანებინა ასეთ პირთა გასახლება (გაძევება) აფხაზეთიდან განსაზღვრულ ვადაში.

აფხაზეთის რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლის შემდეგ, მთავრებმა შეძლეს საკუთარი ძალაუფლებისა და მხარეში თავიანთი მნიშვნელობის დიდად გაფართოება. შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე შეუპოვარი ომით დაკავებულ რუსეთის მთავრობას არ შეეძლო ახლოს გასცნობოდა აფხაზეთის პოლიტიკურ მოწყობას და აეყვანა ეს ქვეყანა თავის სრულ განკარგულებაში. მასში შინაგანი წესრიგის შენარჩუნებისთვის კი, იგი შემოიფარგლა მთავრის მხარდაჭერით და მისცა რა მას ანგარიშუვალდებულო სამართალწარმოების უფლება მთელ მხარეში, მფარველობდა მთავარს და უხვად ასაჩუქრებდა მას. ამის წყალობით, მთავრებმა შეძლეს თავიანთი მერყევი და განუსაზღვრელი ძალაუფლების გადაქცევა სავსებით შეუზღუდავ ძალაუფლებად. მთავრის სიტყვა კანონად იქცა მთელი აფხაზეთისთვის, მისი თვითნებობა იყო შეუზღუდავი. აკისრებდა რა უბრალო ხალხს უზარმაზარ ჯარიმებს თვით უმნიშვნელო დანაშაულებებისთვის, იგი თითქმის ყოველთვის დაუსჯელად ტოვებდა ძლიერ მტაცებლებსა და მკვლელებს. მან მიითვისა ბაჟის ნაწილი აფხაზეთიდან გასატანი საქონლიდან. უკანასკნელი შდგებოდა ხე-ტყის, თაფლის, ცვილისა და სიმინდისგან. ასე, რომ საერთოდ მთავრის შემოსავლები ცოტ-ცოტად გაიზარდა, და ბოლოსკენ, ვრცელდებოდა 50-დან 60 ათას მანეთამდე წელიწადში. არ სარგებლობდნენ რა უწინ არც განსაკუთრებული ძალაუფლებითა და არც განსაკუთრებული შემოსავლებით, გარდა საგვარეულო მამულებისა, მთავრებმა შეძლეს მოეწყოთ საქმე ისე, რომ მათი ორი გვერდითი საგვარეულო გადასცემდეს მათ მიერ მართულ ორ ოლქს მემკვიდრეობით, საუფლისწულო მამულების სახით.

სამთავრო სახლის თავადებს უწინდელ დროში არ გააჩნდათ არანაირი საკუთრება, მთლიანად მთავრის ხელში იყვნენ, და მათი არსებობის უზრუნველყოფა ხდებოდა მხოლოდ მათი მბრძანებლის ყურადღებითა და ალერსით. გამონაკლისს, ამ შემთხვევაში, შეადგენს აფხაზეთის ახლანდელი მთავრების შთამომავალი, თავადი დიმიტრი შერვაშიძე. მას ჰქონდა თავისი მოძრავი და უძრავი საკუთრება, ჰყავდა თავისი თავადები, აზნაურები და გლეხები, და დამოკიდებულ მდგომაროებაში იმყოფებოდა მთავარზე მხოლოდ საერთო საკითხებში, რომლებიც შეხებოდა მთლიანად სამშობლოს ( * Ещё об Абхазии, Кавказ 1854 г. № 82; Краткое описание восточного берега Чёрного моря и живущих на нём племён Карлхофа (рукопись); Абхазия, Кавказ 1866 г. № 80).

სამთავრო სახლის თავადებსა და სხვა სათავადო და სააზნაურო საგვარეულოებს შორის არ ყოფილა არანაირი დაქვემდებარებულობა. თითოეული მათგანის ძალა და მნიშვნელობა დამოკიდებული იყო პირად დამსახურებებსა და შეძენილ პატივისცემაზე. ძლიერი და ჭკვიანი აზნაური იდგა სუსტ და განუვითარებელ თავადზე უფრო მაღლა. თავადის მთელი უპირატესობა აზნაურის წინაშე შედგებოდა მხოლოდ სისხლის საზღაურში; ჯარიმა (საურავი) პირველის დაჭრისა ან მოკვლისთვის უფრო მაღალი იყო, ვიდრე მეორისა.

თავადური საგვარეულოები აფხაზეთში მოითვლებოდა ექვსი, აზნაურებისა კი _ რვა. ორივე ეს წოდება შეადგენდა ერთსა და იმავე კატეგორიას. თუმცა კი თავადებს შორის ზოგიერთთ ჰქონდათ აღმატებულობა სხვებთან შედარებით, მაგრამ, უფლებებისა და უპირატესობების მიხედვით, როგორც ურთიერთ შორის, ისე აზნაურებთანაც, ისინი იყვნენ თანატოლნი და გააჩნდათ ერთნაირი ძალაუფლება დამოკიდებულ წოდებათა ადამიანებზე და ერთი და იგივე მოვალეობები მთავართან მიმართებით. თავადები და აზნაურები შეადგენდნენ მიწათმფლობელთა გაბატონებულ კლასს. თავადისა და აზნაურის წოდება იყო მემკვიდრეობითი წარმოშობის უფლებით, და არავის ქვედა წოდებებიდან არ შეეძლო თავადის ან აზნაურის ტიტულის შეძენა. თავადები ფლობდნენ გლეხებს და ვალდებული იყვნენ, როგორც ჩვენ ვნახეთ, საჭიროებისას შეკრებილიყვნენ მათთან ერთად მხარის დასაცავად. გლეხებს ისინი ფლობდნენ მიწაზე ქვეშევრდომობის უფლებით, რომელსაც მათ გამოუყოფდნენ, და, განთავისუფლებულები იყვნენ რა ხარკისგან, არ ექვემდებარებოდნენ სხვა სასჯელს, ფულადი ჯარიმების გარდა. თავადები და აზნაურები სარგებლობდნენ შემოსავლით თავიანთი მიწიდან და შემოსავლების ცნობილი წილით იმ მიწებიდან, რომლებიც ეკუთვნოდა გლეხებს.

გადავდივართ რა დამოკიდებულ წოდებათა უფლებებისა და მოვალეობების აღწერაზე, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ მათზე დაკისრებული ვალდებულებები განსხვავებული იყო არა მხოლოდ წოდებების მიხედვით, არამედ თითოეულ წოდებაში ისინი წარმოადგენდა მრავალნაირ სახეცვლილებებსა და განსაკუთრებულობებს. ასე, ზოგიერთი ანხაე-თაგან ვალდებული იყო ცნობილი სამუშაო გაეწია მფლობელისთვის, სხვები კი არანაირ სამსახურს არ იხდიდნენ საპატიო სამსახურის გარდა, ანუ მიწვევის მიხედვით სამუშაოზე გასვლისა წელიწადში რამდენიმე დღის განმავლობაში. მაგრამ, ვალდებულებათა სახეობების მთელი მრავალფეროვნებისას, მათი ნორმა იყო განსაზღვრული და მუდმივი თითოეული ოჯახისთვის ან კომლისთვის, ასე რომ არც მფლობელებს, და არც დამოკიდებულ წოდებებს არ შეეძლოთ მათი შეცვლა თავიანთი თვითნებობის მიხედვით, და არ ჰქონდათ მათი გადიდების ან შემცირების უფლება. კიდევ უფრო ნაკლები თვითნებობა იყო წოდებრივ უფლებებთან მიმართებით, რომლებიც მკაცრად იყო ადათით განსაზღვრული. ყველა წოდებას, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა მიწა, ჰქონდა ერთნაირი უფლებები მიწის იმ ცნობილი უბნების მფლობელობაზე, რომლებიც შეძენილი ჰქონდათ ადათით (წესჩვეულებებით) განსაზღვრული გზებით, „მემკვიდრეობითობის უფლების შეზღუდვით მხოლოდ ცნობილ, და საერთოდ იშვიათ, შემთხვევებში, იმ პირის სასარგებლოდ, ვისი ძალაუფლების ქვეშაც იმყოფება დამოკიდებული მფლობელი ამ მიწისა“.

მთელი მიწები, რომლებიც იმყოფებოდა ცნობილი ადგილის რაიონში, ექვემდებარებოდა სათემო მფლობელობას და არ შეადგენდა კერძო საკუთრებას; გამონაკლისს, ამ შემთხვევაში, შეადგენდა მიწების მხოლოდ არც თუ ბევრი და ცნობილი კატეგორიები. სათემო მფლობელობას ექვემდებარებოდა ის ადგილები, რომლებიც განკუთვნილი იყო საქონლის სამწყემსად (საბალახოდ), ზამთრობით საქონლის შესარეკი ბაკების მოსაწყობად, ტყე, რომელიც აუცილებელი იყო საკუთარი მოხმარებისთვის და სხვა. გაწმენდილი და დამუშავებისთვის მისადაგებული ადგილები შეადგენდა იმ პირის კერძო საკუთრებას, რომელმაც მათ გაწმენდაში ჩადო თავისი შრომა ან ფულადი კაპიტალი. „მიწა, რომელიც გაწმინდა ერთმა პირმა, მაგრამ (მისი ნებართვით) მოხნა და დათესა მეორემ, ამ უკანასკნელს აძლევს კერძო საკუთრების უფლებას დათესილი უბნის ნახევარზე. მიწასთან მიმართებით ყველა წოდება თანატოლია. უმაღლეს წოდებათა უპირატესობა შედგება მხოლოდ სამფარველო ძღვენის (ხარკის) აღებაში სხვა სოფლების ჯოგებისგან, რომლებიც მოდიან საძოვარზე, რასაც ერთგვარად აქვს სამიწე შემოსავლის სახე. გარდა ამისა, იმათ, ვისაც თავიანთ დამოკიდებულებაში ჰყავთ სხვა წოდებათა პირები, ეკუთვნის ბაითალმანი (უპატრონო) მიწებით სარგებლობის უფლება“.

წოდებების მიერ ურთიერთ მოვალეობების ზუსტი შესრულება ერთმანეთის მიმართ და იმ ფარგლებში, რომლებიც კურთხეულ იქნა ადათით, შეადგენდა თითოეული აფხაზის საზრუნავს, და არც მფლობელი, არც მისი ძალაუფლების ქვეშ მყოფი, არავითარ შემთხვევაში არ თანხმდებოდნენ გასულიყვნენ თავიანთი დაქვემდებარებულების ან ძალაუფლების ფარგლებს გარეთ. ძალაუფლების ქვეშ მყოფთაგან თითოეული თავის მოვალეობას ასრულებდა კეთილსინდისიერად მფლობელთან მიმართებით და შემდეგ თავს თვლიდა მისგან სრულიად დამოუკიდებლად, ასევე თავისუფლად თავისი ცხოვრების წესში, აზრებსა და ქცევებში. არანაირი სხვა მოვალეობები არ აკავშირებდა მას თავის ბატონთან; იგი არ გრძნობდა მისდამი არც განსაკუთრებულ სიყვარულს (შეთვისებას), არც განსაკუთრებულ პატივისცემას, იმიტომ რომ თავადში ხედავდა იმ ადამიანს, რომელიც არ განსხვავდებოდა მისგან არც ცხოვრების წესით, არც გონებით, არც, ბოლოს, სახალხო კრებაზე ხმის განსაკუთრებული უფლებით.

მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა იმავე გლეხს, თავადის იქ ყოფნისას, ეხოხა მის წინაშე, ეკოცნა მისი კაბის კალთებისთვის და მოწიწების ყველა შესაძლო ნიშნები გამოეხატა. აზრისა და დამოუკიდებლობის თავისუფლება აფხაზის ხასიათში შერეულია უფროსისადმი მონურ პატივისცემასა და მოწიწებასთან. მონობა იქამდე არის ფესვგადგმული ქვეყანაში, რომ იგი შევიდა ხალხის ადათებსა და რიტუალურ წესებში. ყველა ლოცვასა და რელიგიურ წესში აფხაზი რთავს მთავარსა და თავის მემამულეს. ყოველივე ეს გამოწვეულია ძლიერის მხრიდან მფარველობის საჭიროებით.

თავადი ან მდიდარი აზნაური ცხოვრებას ატარებს სიზარმაცესა და უმოქმდობაში. მდაბიო ადამიანი თუმცა კი შრომობს, მაგრამ ხშირად, თავისი შრომის მიუხედავად, რჩება ღარიბად და ამის მიზეზია დაბალი კლასის დამოკიდებულება მაღალისადმი. უკანასკნელი, სარგებლობს რა ხალხის ადათებით, ძარცვავს და აჩანაგებს თავისი ძალაუფლების ქვეშ მყოფთ. ასეთ გაჩანაგებათაგან ღარიბიც ხელს იღებს შრომაზე, იგი ამჯობინებს მცირედით დაკმაყოფილებას, დანარჩენ დროს ატარებს უმოქმედობასა და სიზარმაცეში. ეს აპათია შრომისადმი და სხვისთვის მუშაობის სურვილის არქონა ხშირად ხდება იმის მიზეზი, რომ მფლობელი, რომელსაც თავის ჯოგში ჰყავს სამოცამდე მეწველი ძროხა და უამრავი ხელქვეითი, სოხუმში ყიდულობს რუსულ კარაქს.

არ ჰქონდა რა იმის ძალაუფლება და უფლება, რომ დაბალი წოდებისთვის მიეცა აზნაურის ღირსება, მთვარს გააჩნდა უფლება, რომ საკუთარი გლეხების ან სხვა ტომებიდან გამოსულების მიერ მისთვის გაწეული სამსახურის სანაცვლოდ, აეყვანა ისინი თავისი მცველების ღირსებაში, რომლებიც ატარებდნენ სახელს აშნახმოუ ანუ შინა-ყმა. შეადგენდნენ რა აზნაურებსა და გლეხებს შორის საშუალო წოდებას შინა-ყმები სარგებლობდნენ აზნაურების მთელი უფლებებით მიწასთან და გლეხებთან მიმართებაში. ისინი არ იხდიდნენ არანაირ ხარკს, და მათი მთელი მოვალეობა შედგებოდა მმართველის პიროვნებისა და სახლის დაცვაში. ხალხური ადათის მიხედვით მათ შეეძლოთ ქორწინება აზნაურთა ქალებსა და ქალიშვილებზე. სამთავრო სახლის თავადებსა და სხვა სათავადო საგვარეულოებს ასეთი დაცვა არ ჰყოლიათ და ამიტომ ყველა ეს მცველი ცხოვრობდა სოფელში სოუკ-სუ _ აფხაზეთის მთავრის საგვარეულო მამულში. აფხაზების ცხოვრების პოლიტიკურ წყობილებაში შინა-ყმების წოდება წარმოადგენდა საშუალო წოდების ერთგვარ ჩანასახს, მაგრამ სულაც არ გააჩნდა ამ წოდების ის ხასიათი, რომელიც არსებობდა სხვა სახელმწიფოებში _ სამრეწველო და სავაჭრო წოდებისა.

ანხაეს ცნებასთან შეერთებული იყო წარმოდგენა ისეთი ადამიანის შესახებ, რომელიც გარკვეულ ხარისხამდე იყო თავისუფალი, რომელიც სარგებლობდა თავისი პიროვნული და ქონებრივი უფლებებით. მათი დამოკიდებულება, პირადი სამსახური და ვალდებულებანი, რომლებსაც უწევდნენ მფლობელებს, იმაზე მეტი არ იყო, თუ არა ნებაყოფლობითი საჩუქრები, რომლებიც, გრძელდებოდა რა რამდენიმე წლის განმავლობაში, შემდეგ გადაიქცეოდა მოვალეობად. თავისუფალი ადამიანის შესახებ გაგებასთან შეერთებული იყო ერთი ადგილიდან მეორეზე თავისუფლად გადასახლების უფლებაცა და მიწასთან მიბმულობის არარსებობაც _ და ანხაები სინამდვილეში სარგებლობდნენ კიდეც ამ უფლებებით. გადასახლება ერთი ადგილიდან მეორეზე, ერთი სოფლიდან მეორეში, უკანასკნელ დრომდე იყო აფხაზების წესჩვეულებაში, ჰქონდა რა მოხეტიალობის ხასიათი, სხვისი ძალაუფლების ქვეშ მყოფი თითოეული ადამიანისთვის იგი მაინც შეადგენდა ერთერთ საშუალებათაგანს, რათა გამოეცხადებინა თავისი პროტესტი თავი დაეღწია მისი უფლებების დარღვევისა და შევიწროვებებისგან პრივილეგირებულ წოდებათა მხრიდან. ეს გადასახლება, რომელიც აფხაზეთში ცნობილია ასასობის სახელწოდებით, „შეადგენდა ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის მთელი მოსახლეობის ერთერთ ძირეულ წესჩვეულებათაგანს, და სტუმართმოყვარეობაც ყოველთვის ითვლებოდა თითოეულის წმინდა მოვალეობად. პოულობდა რა ასასი თავშესაფარს რომელიმე ღარიბ ოჯახში, თუ იყო ანხაების მთელი საგვარეულოს სტუმარი, ან კიდევ, როგორც ეს უფრო ხშირად ხდებოდა, სტუმრად ეწვეოდა პრივილეგირებულ საგვარეულოს _ ყველა შემთხვევაში იგი შედიოდა სოფლის მუდმივ მაცხოვრებელთა ყველა უფლებაში. ეს პირობები, აგრეთვე უწინდელი საცხოვრებელი ადგილის დატოვების სიმსუბუქე (მურნეობის უმნიშვნელობის, ასევე საერთოდ ყვლანაირი ნაგებობის ხასიათის შედეგად, რომლებიც რამდენიმე დღეში შეიძლებოდა აგებული ყოფილიყო ახალ ადგილას), მოძრავი ქონების წინასწარ განკარგვის შესაძლებლობა და უწინდელი მიწის თავისთვის შენარჩუნების შესაძლებლობაც კი (მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუკი ასასს ჰყავდა ნათესავების არცთუ მცირერიცხოვანი საგვარეულო დატოვებულ ადგილას) _ მთელი ეს პირობები ასასობას გადააქცევდა ადვილად და შესრულებისთვის მოსახერხებლად. აჰუიუები (დელმახორეები) და ამაცურასგუები (მოინალეები) გადასახლებაში, ასასობაში, ასევე პოულობდნენ დაცვას თავიანთი უფლებებისთვის, თუმცა კი ამ წოდებათა ასასობას თან ახლდა ზოგიერთი განსაკუთრებული პირობა. თვით ახაშალებიც კი, მისცემდნენ რა თავს სხვათა მფარველობის ქვეშ, ნახულობდნენ თავიანთი არცთუ ბევრი უფლების დაცვას, რომლებსაც მათ აძლევდა ადათი (წესჩვეულება)“.

ანხაე თარგმანში ნიშნავს გადმოსახლებულს _ ესენი იყვნენ, ასე ვთქვათ, თავისუფალი მცხოვრებნი, რომლებიც, სარგებლობდნენ რა მფლობელთა მიწებით, მოვალენი იყვნენ ამისთვის გადაეხადათ განსაზღვრული გადასახადი და გაეწიათ მუშაობა. ეს გადასახადი იყო სხვადასხვანაირი და ერთ ნაწილთან იგი შედგებოდა ზაფხულში ბატკნის მიყვანაში, ზამთარში კი _ ცხვრისა, ან კიდევ რაც შეუძლია, შესაბამისი ფასეულობისა; სხვებს კი მფლობელის კარზე მიჰქონდათ იმდენი ხორცი, რამდენიც საჭირო იქნებოდა. როდესაც მფლობელი ან რომელიმე მისი ნათესავებიდან ცხოვრობდა სოფელში, მაშინ ანხაები მოვალენი იყვნენ გაზაფხულზე დაეთესათ მფლობელის ველები, ზაფხულში კი გაემარგლათ სარეველა ბალახები, აეღოთ და ნალიებში მიეტანათ იმდენი ღომი და სიმინდი, რამდენიც აუცილებელი იყო მფლობელის კარისთვის. გარდა ამისა, ისინი მოვალენი იყვნენ მფლობელისთვის დაეკრიფათ ყურძენი, მიეტანათ მისთვის თავიანთი საკუთარი ღვინოც, აღდგომიდან ახალი რთველის დადგომამდე; მემამულისთვის მიეტანათ ხუთიდან რვა საზომამდე სიმინდი; ქალიშვილის გათხოვებისას მიეყვანათ მფლობელისთვის ერთი ძროხა, რისთვისაც ისიც ასაჩუქრებდა გლეხს. თუკი ხდებოდა, რომ მფლობელი გადასახლდებოდა ანხაეს სახლში, მაშინ იგი მოვალე იყო შეენახა ბატონი მისი მთელი ოჯახით პურის აღებიდან აღდგომამდე. ამ ვალდებულებას იცავდნენ ყოველ წელს მორიგეობით; მაგრამ თუკი მემამულე არ გადასახლდებოდა, მას არ ჰქონდა უფლება მოეთხოვა ამის სანაცვლოდ რაიმენაირი ანაზღაურება; მფლობელზე მუშაობის სანაცვლოდ დაიშვებოდა გადახდა სიმინდით. თუკი მემამულე არ ცხოვრობდა სოფელში, მაშინ ანხაები თავისუფლდებოდნენ ყველანაირი ვალდებულებებისგან. მფლობელის მამულიდან გასვლების დროს ანხაები მის ბადრაგში უნდა ყოფილიყვნენ და სურსათით მოემარაგებინათ ჯარები ან მილიცია, თუკი მთავარი საჭიროდ ჩათვლიდა მათ შეკრებას.

„უკანასკნელ ხანებში, ამბობს ბ-ნი ზავადსკი, ასეთი დამხმარე ძალის საჭიროება არ ყოფილა. მაგრამ უწინდელ დროს მთავრები, მხარეში წარმოშობილი უწესრიგობების ჩასაქრობად, მოუწოდებდნენ შეიარაღებულ ძალას გარეშე ტომებისგან. ეს ხდებოდა არა იმიტომ, რომ მთავარი არ ენდობოდა აფხაზებს, არამედ ეს პოლიტიკა იხრებოდა სისხლის ძიების თავიდან აცილებისკენ მხარეში, რაც აუცილებლად გაძლიერდებოდა, თუკი აფხაზებს აიძულებდნენ საკუთარი იარაღით დაეწყნარებინათ თავიანთი თანამემამულეები. ამ მოვალეობას ანხაები ასრულებდნენ ყოველთვის ძალზედ ხალისით და გაბედულად“.

ანხაების წოდება, როგორც თავისი რიცხოვნების, ისე ურთიერთობების მიხედვითაც, შეადგენდა ქვეყნის გაბატონებულ მოსახლეობას, მის მთავარ ძალასა „და თითოეული თემის (კავშირის) სამფარველობო ელემენტის არსს“.

ანხაებს მოჰყვებოდა ამაცჲურასგუების წოდება, რომელიც სამურზაყანოში ცნობილი იყო მოინალეების სახელით და შეადგენდა გადასვლას ანხაების (პიოშების) წოდებაში აჰუჲუების (დელმახორეების) წოდებიდან. უკანასკნელი შეადგენდა მიწაზე მჯდომი დამოკიდებული მესაკუთრეების უმდაბლეს სახეობას.

აჰუჲუ, რომელსაც სამურზაყანოში ეწოდება დელმახორე, რუსულ ენაზე ნიშნავს, მომუშავეს (работник); ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ საკუთარი მეურნეობით, მაგრამ იმყოფებოდნენ სრულ დამოკიდებულებაში თავიანთ ბატონზე. ანხაეს მიერ შესრულებული ყველა ვალდებულება და მოვალეობა ეკისრებოდა აჰუიუსაც, რომელიც, ამაზე ზევით, მოვალე იყო შეესრულებინა მთელი დაბალი თანამდებობები მეურნეობაში მფლობელის კარზე. მემამულის მთელი მოსამსახურეები შედგებოდნენ ადამიანთა ამ კლასისგან. მფლობელის მოთხოვნის მიხედვით, აჰუიუ მოვალე იყო მის კარზე გაეგზავნა ქალიშვილი მოსამსახურედ და ქალი სამუშაოდ. ამ ხარისხის გლეხები მოვალენი იყვნენ სამი დღე კვირაში ემუშავათ მემამულეზე და თავიანთი შემოსავლებიდან ცნობილი ნაწილი გაეყოთ მფლობელისთვის. ასე, მაგალითად, ეძლიათ თავიანთი ძროხებისგან მოწველილი რძის ნახევარი. ასეთი გლეხის ქალიშვილის გათხოვებისას მფლობელი საქმროსგან იღებდა ყალიმს თავის სასარგებლოდ. ქალიშვილის ღირსებების-და მიხედვით, როგორც მომუშავისა, და მისი გარეგნული თვისებებისაც, ყალიმი ვრცელდებოდა 7-დან 20 ძროხამდე. სამაგიეროდ, გლეხის ქორწინებისას, ყალიმს მის ნაცვლად იხდიდა მემამულე, და უცოლო გლეხები, უმეტეს შემთხვევებში, არ შედგებოდნენ არანაირ სავალდებულო ურთიერთობებში მემამულესთან.

გლეხები სარგებლობდნენ მათთვის გამოყოფილი მიწებით, რომელთა მათთვის წართმევის უფლებაც მფლობელებს არ ჰქონდათ.

სხეულებრივი სასჯელი არ დაიშვებოდა აფხაზეთში, ხოლო ბატონისთვის წინააღმდეგობის გაწევის ან თავიანთი მოვალეობების არშესრულების გამო გლეხებს ადებდნენ ბორკილებს. წყენებისა და შევიწროვებათა გამო გლეხს უფლება ჰქონდა მოეთხოვა თავისი მფლობელი სასამართლოზე, და თუკი უკანასკნელი აღმოჩნდებოდა ნამდვილად დამნაშავე, მაშინ გლეხი თავისუფლდებოდა მოვალეობითი ურთიერთობებისგან და გამოდიოდა თავისი ბატონის ძალაუფლების ქვეშიდან. მაგრამ რათა გადაერჩინა თავი თავისი უწინდელი მფლობელის შურისძიებისგან, გლეხს, აუცილებლობის-და მიხედვით, უნდა ეძებნა ძლიერი მფარველი, და ამიტომ მიდიოდა სხვა მფლობელთან, სახლდებოდა მის მიწაზე, და კვლავ უმორჩილებდა საკუთარ თავს იმავე გლეხურ პირობებს. ყველაზე ხშირად კი იგი ცდილობდა შესულიყო აფხაზეთის მთავრის უშუალო მფარველობაში, როგორც ყველაზე უფრო ხელსაყრელისა.

პირველ შემთხვევაში, შედიოდა რა რომელიმე მნიშვნელოვან მფლობელთაგან ერთერთის უშუალო მფარველობის ქვეშ, იგი იცვლიდა მხოლოდ ბატონს და მისი მდგომარეობა მხოლოდ დროებით უმჯობესდებოდა, ხოლო მეორე შემთხვევაში იგი გადაიქცეოდა რაღაც თავისუფალი მესაკუთრის მსგავსად, რომელიც, ამასთანავე არ იყო ამოვარდნილი ჩვეულებრივი გლეხური მოხარკეობიდან. ამ უკანასკნელმა გარემოებამ სამსახური გაუწია გარკვეულ ხარისხამდე საკუთრივ მთავრის ძალაუფლების ქვეშ მყოფი პირების რიცხვის გაზრდას, და მთავარიც ამის მეშვეობით იქცეოდა უფრო დიდი საგვარეულო კავშირის პროტექტორად დანარჩენ თავადებთან და ვასალებთან შედარებით.

მემამულეებს უფლება ჰქონდათ გაეყიდათ გლეხები და მიეცათ ისინი ვალებში, ამასთან გლეხი ჩვეულებრივ ფასობდა 50 ძროხად. გლეხებს ჰქონდათ უფლება გამოესყიდათ თავი, მაგრამ გამოსასყიდი იმდენად დიდი იყო, რომ ძალზედ ცოტას შეეძლო ამ უფლებით სარგებლობა, და თუკი გლეხს ჰყავდა დიდი ოჯახი, მაშინ, მისი ყველა წევრის თავისუფლებაში გამოსასყიდად, უხდებოდა 100-მდე ძროხისა, და ზოგჯერ მეტის, გადახდაც.

ზოგიერთ თავადთან და აზნაურთან იმ შემოსავლების რიცხვში, რომლებსაც ისინი ღებულობდნენ მათი ძალაუფლების ქვეშ მყოფთაგან, შედიოდა ნადავლის ნაწილი მათზე დამოკიდებული მაცხვრებლების ნაქურდალიდან, ამავე დროს, თუკი ქურდობა ხდებოდა თავად მთავრის სახლში ან მის ჯოგში და იმ სახლშიც კი, სადაც აღიზრდებოდნენ მისი შვილები, მაშინ დამნაშავეს ახდევინებდნენ 15 ძროხას და უფრო მეტსაც, მოპარულის დაბრუნებაზე ზევით.

აფხაზეთში არსებობდნენ ორგვარი მონები: ძირეულები, რომლებიც იმ მხარეში დაიბადნენ, ანუ აგრუა-ები, და უცხოტომელები, რომლებიც მოპოვებული იყვნენ ძარცვა-რბევით, ყიდვით ან ომიდან წამოყვანილი ტყვეები. მონების ამ მეორე სახეობას ეწოდებოდა ახაშალა _ რაც, თარგმანში, ნიშნავს ზედმეტს; ახაშალა იყო ტყვე (რუს. невольник) ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ( * ამ უკანასკნელ სახელწოდებას აფხაზეთში მეტად ხშირად იყენებდნენ საერთო სახელწოდებად ორივე სახეობის მონებისთვის). იგი იყო თავისი ბატონის სრული საკუთრება, რომელსაც შეეძლო განეკარგა იგი თავსი თვითნებობის მიხედვით: გაეყიდა, ეჩუქებინა და მოეკლა კიდეც. აგრუას, რომელიც ასევე შეადგენდა ბატონის განუყოფელ საკუთრებას, ჰქონდა ის პრივილეგია, რომ არ შეიძლებოდა ყოფილიყო გაყიდული სხვანაირად, თუ არა მთავრის ნებართვით, რომელსაც მხოლოდ ერთადერთს ჰქონდა მასზე სიცოცხლისა და სიკვდილის უფლება.

თავად ცხოვრება მონისა, რომელსაც არ გააჩნდა არავითარი პირადი და ქონებრივი უფლებები, იყო მძიმე და არაფრით არ უზრუნველყოფილი. მფლობელი მოვალე იყო ეკვება და შეემოსა მონა ან მიეცა მისთვის მიწა, გლეხის მსგავსად. მონები მოვალენი იყვნენ შეესრულებინათ მთელი შავი სამუშაოები თავიანთი ბატონის სახლში, რომლებსაც კი მათ დააკისრებდნენ; მათ არ გააჩნდათ იარაღის ტარების უფლება. მფლობელს არ ჰქონდა უფლება აგრუა ცოლისგან დაეშორებინა, მაგრამ შეეძლო მისი ქალიშვილები ეჩუქებინა ვისთვისაც მოისურვებდა, გაეყიდა და გაეცვალა ისინი. ახაშალა კი შეეძლო ცოლისგანაც დაეშორებინა. თუმცა კი მონები არ იყვნენ ამოღებული სხეულებრივი სასჯელებიდან, მაგრამ ასეთი სასჯელებით თითქმის არასდოს არ სჯიდნენ მათ, რადგანაც ისინი არ იყო გამოყენებაში აფხაზებს შორის.

მონების ფლობა შეეძლო უკლებლივ ყველა წოდებას, რომლებიც სარგებლობდნენ საკუთრების უფლებებით.

ზოგიერთნი მფლობელთაგან, გულისხმობდნენ რა რელიგიურ მიზანს, ზოგჯერ თავისუფლებაში უშვებდნენ თავიანთ მონებს ან ცალკეულ პირებს აჰუიუების წოდებიდან, აუცილებელი მოვალეობით ესწავლათ თურქული ენა და შეეძინათ ცნობილი ლოცვების კითხვის უნარი ყურანიდან, რომლებიც შეეხებოდა გარდაცლილებს. ასეთი მოვალეობა ეკისრებოდათ გაშვებულებს მფლობელის მიერ საკუთარი სულის ან მისი ახლო ნათესავებიდან ვინმეს სულის საცხონებლად. ეს გაშვებულები ღებულობდნენ აზატების სახელწოდებას; ისინი არ ატარებდნენ არანაირ ვალდებულებას და მოვალენი იყვნენ მხოლოდ ლოცვები ეკითხათ გარდაცვლილებისთვის. ამ კლასმა, საერთოდ არცთუ მრავალრიცხოვანმა, რუსების მოსვლის შემდეგ შევსება დაიწყო იმ პირებით, რომლებიც განთავისუფლდნენ ქვედა წოდებებიდან, იმიტომ რომ ახლა, რუსული ხელისუფლების მიერ უზრუნველყოფის ქვეშ, განთავისუფლებულებს არ ჰქონდათ იმ საგვარეულოებისგან მფარველობისა და დაცვის საჭიროება, რომლებიც მათ მაინც გარკვეულ დამოკიდებულებრივ ვალდებულებაში აყენებდნენ. ისე რომ, არ გადადიოდნენ რა ანხაეებში (პიოშებში), ისინი ხდებოდნენ აზატები, ე. ი. თავისუფალი ადამიანები, რომლებიც არ იხდიდნენ არანაირ მოვალეობებს.

დასახლდნენ რა ცალკეულ კარმიდამოებად, რომლებიც გაფანტული იყო დაბურულ და ხშირად გაუვალ ტყეებში, ხეობებში და მთათა თხემებზე, აბაზელები ეწეოდნენ თითოეული თავის ცალკე ცხოვრებას, მეზობლისგან დამოუკიდებელს. ამის გამო საზოგადოებრივი ცხოვრება იქ საერთოდ არ არის განვითარებული. ყველა წოდებას, მონების გარდა, ჰქონდა თანაბარი უფლებები აზრებისა და ქცევების თავისუფლებასა და ხალხში პატივისცემაზე. თითოეული ცალკეული პირის პირადი დამსახურებანი, გონება და გამოცდილება აძლევდა მას მეტ ან ნაკლებ უფლებას პატივისცემაზე, წოდების განსხვავების გარეშე, და, მოხუცებული მდაბიოს ხმას უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე გამოუცდელი ახალგაზრდა თავადისა.

საზოგადოებრივი ცხოვრების არარსებობა აიძულებდა აბაზელს, თავისი პიროვნებისა და ქონების გარეშეთა ძალადობისგან უზრუნველსაყოფად, ეძია ქომაგობა, მფარველობა და დაცვა ნათესავებს შორის, და ასეთნაირად, როგორც ჩვენ ვთქვით, წარმოიქმნა გვაროვნული კავშირები, რომლებიც შეადგენენ მთელი აფხაზური ტომის პოლიტიკური წყობილების საფუძველს. ასეთი კავშირის მზრუნველობისა და დაცვის ქვეშ აფხაზის სიმშვიდე უზრუნველყოფილი იყო, რადგანაც კავშირის ერთი წევრის საქმეებში მონაწილეობას ღებულობდა ყველა დანარჩენი, და შურისძიება ერთერთი წევრთაგანის შეურაცხყოფის ან მოკვლისთვის შეადგენდა მოვალეობას საგვარეულო კავშირის ყველა დანარჩენი წევრისთვის.

ნათესაობასა და საგვარეულო კავშირს გულდასმით ინარჩუნებდნენ (უფრთხილდებოდნენ) აფხაზები: ნათესავისთვის მიყენებული წყენის, ძალადობის, ჭრილობის ან სიკვდილის გულისთვის, აღდგებოდა მთელი გვარი, რომელიც წყენის მიმყენებელს მიუზღავდა სასტიკი შორისძიებით. ამის გამო აფხაზი არაფრის გულისთვის არ აღმართავს იარაღს თავისი ნათესავების წინააღმდეგ, თუნდაც ისინი ცხოვრობდნენ აფხაზეთის გარეთ, და მისი მთავარი იყოს მათთან უსიამოვნო (მტრულ) ურთიერთობებში. ამ შემთხვევაში აფხაზი მზად არის უფრო დატოვოს თავისი სამშობლო, მიატოვოს სახლი, ვიდრე ხედავდეს, და მით უმეტეს მონაწილეობდეს თავისი სხვა ქვეყნელი ნათესავის მიწების გაძარცვაში ან გაჩანაგებაში.

დროთა განმავლობაში, გვაროვნული კავშირები, სულ უფრო და უფრო მეტად ფართოვდებოდა და იძენდა მეტ მნიშვნელობასა და გავლენას. საკუთრივ რომ ვთქვათ, საგვარეულო კავშირების საფუძველს შადგენდნენ ორი წოდების წევრები, თავადებისა და აზნაურების. დამოკიდებული წოდებები, უმეტეს შემთხვევებში, ახდენდნენ თავინთი ინტერესების შერწყმას თავიანთი მფლობელების ინტერესებთან. ისინი მოვალენი იყვნენ დაეცვათ თავიანთი თავადები და აზნაურები და მათი გულისთვის შური ეძიათ მტრებზე, ამის სანაცვლოდ მფლობელები, აღმოუჩენდნენ რა მფარველობას თავიანთი ძალაუფლების ქვეშ მყოფთ, მათთვის მიყენებული წყენის გამო, მათ დაკმაყოფილებას მოითხოვდნენ იმ საგვარეულ კავშირისგან, რომელსაც მიეკუთვნებოდა წყენის მიმყენებელი.

საერთო ინტერესებში, რომლებიც ეხებოდა ცნობილი ადგილის ან მიჯნის (სამანის) მაცხოვრებლებს, იწვევდნენ ადგილობრივ კრებებს, ხოლო ისეთ საქმეებში, რომლებიც შეეხებოდა მთელ ქვეყანას ან ტომს _ სახალხო კრებებს. ერთი საგვარეულო კავშირის წევრები ცხოვრობდნენ სხვადასხვა ადგილას და, ამის საპირისპიროდ, თითოეულ სამანში, ველზე (ხეობაში) ცხოვრობდნენ ოჯახები, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ სხვადასხვა საგვარეულო კავშირებს; ამიტომ სახალხო კრებაზე ირჩევდნენ დეპუტატებს არა გვარებიდან და საგვარეულო კავშირებიდან, არამედ თითოეული ადგილიდან და სამანიდან.

სახალხო კრებები ხდებოდა წმინდად მიჩნეულ ადგილებში, სადმე ხეობაში, გორაკზე, ძველი მონასტრის გალავანში და ა. შ. სახალხო კრების ადგილი მხედრებისთვის იყო ჩუგურ-ხანახის ბორცვი (რუს. чугур-ханахский холм), რომელიც მდებარეობს მდ. ჩუგურის ახლოს 15 ვერსზე გაგრიდან. „ეს ბორცვი, რომელიც შორს არ არის ზღვის ნაპირიდან, სამი მხრიდან გარშემორტყმულია ციცაბო კალთების მქონე სიმაღლეებით. ბორცვზე იზრდებოდა ხე, რომლის გარშემოც ეყარა იარაღის ნატეხები; ამ ხეზე უხვად ეკიდა სხვადასხვანაირი მატერიის ნაჭრები, ხოლო მის ტანზე სანახევროდ იყო ჩასობილი ლურსმნები _ ყოველივე ეს იყო შეწირული მსხვერპლი თარეშის ან ქურდობის წარმატებისთვის“.

აფხაზეთში ასეთი სახალხო კრებები, მთავრის ნებართვის გარეშე, უკანასკნელ დროში არ დაიშვებოდა. იქ კრებები შესაძლოა მოწვეული ყოფილიყო მხოლოდ ისეთი საქმეების განსახილველად, რომელთა შესახებაც ხალხს განზრახული ჰქონდა ეთხოვა მთავრისთვის, ან რომელიმე ცალკეული გვარის საჭიროებების შესახებ მსჯელობისთვის, მაგრამ მათ თაობაზეც უნდა შეეტყობინებინათ მთავრისთვის. ის კრებები კი, რომლებსაც მოიწვევდნენ საიდუმლო წესით, ითვლებოდა შეთქმულებად, ხოლო ამაში დამნაშავეებს მკაცრად მოუწევდათ პასუხისგება.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობა ხშირად განაპირობებდა სახალხო კრებების მოწვევას. აფხაზურ ტომებს შორის, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, პოლიციური ზომების არარსებობის გამო, არაფრით არ იყო დაცული (მოზღუდული). თითოეულის მიერ იარაღის თავისუფალი გამოყენება ითვლებოდა თითოეულის დაცვად (მოზღუდვად), მაგრამ, არსობრივად, იყო მთელი უწესრიგობებისა და ურთიერთმტრობის მთავარი მიზეზი: მას მიჰყავდა საქმე სისხლის აღებამდე.

სისხლის აღება აფხაზებში განვითარებული იყო ზუსტად ისევე, როგორც სხვა მთიელ ხალხებშიც, და მისი თავიდან აცილების შესაძლებლობა არ იყო. უკმაყოფილება და სისხლის მაძიებლობა პრივილეგირებულ წოდებებს შორის უწინარეს ყოვლისა აისახებოდა მათი ძალაუფლების ქვეშ მყოფებზე. შურისმაძიებელი მხარე ისე იჭრებოდა მისი მოწინააღმდეგე მფლობელის სოფელში, როგორც მოწინააღმდეგის ქვეყანაში, ცეცხლს აძლევდა ყოველივეს, იდენდა მკვლელობებს, იჭერდა ტყვეებს, ქალებსა და ბავშვებს და, ჩაიგდებდა რა თავის ხელში ყველაფერს, რაც შესაძლებელი იყო, მიდიოდა სახლში ნადავლით. კანლა გადადიოდა მამიდან ვაჟიშვილზე და ვრცელდებოდა მკვლელისა და მოკლულის მთელ სანათესაოზე. ყველაზე უფრო შორეული ნათესავებიცა და აღზრდილებიც კი მოვალენი იყვნენ შური ეძიათ მოკლულის სისხლისთვის. სისხლის აღებაში მონაწილეობის სურვილის არმქონე ჩათრეული აღმოჩნდებოდა ამ მოქმედებებში თავისი ნების წინააღმდეგ, გარემოებათა გამო იძულებული. „საკმარისი იყო, რათა მის ახლო ნათესავს განეცადა სისხლიანი წყენა. ეს წყენა ითვლებოდა მის წყენად, და იგი მოვალე იყო ჩარეულიყო იმ უწესრიგობებში, რომელთა მსხვერპლადაც თავად იქცეოდა“.

„ის ადამიანები, რომლთაც არ გააჩნდათ საკუთრება, და არ აფასებდნენ (არ უფრთხილდებოდნენ) არაფერს, მსგავს შემთხვევებში, პოულობდნენ შეძენის საშუალებებს, მით უმეტეს, რომ ყოველივე, რასაც ხელში ჩაიგდებდნენ სისხლის აღების დროს, მოუბრუნებლად რჩებოდა გამტაცებლების ხელში“.

სისხლის ძიებით მიყენებული ძარცვისა და ძარალისთვის, არავის არ ჰქონდა უფლება მოეთხოვა ანაზღაურება. მფლობელები პასუხს აგებდნენ თავიანთი ძალაუფლების ქვეშ მყოფთა გამო ისევე, როგორც საკუთარი თავის გამო. გლეხის მიერ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში მისი მფლობელი ექვემდებარებოდა სისხლის აღებას და პასუხს აგებდა სასამართლოს წინაშე, ისევე როგორც თავად მას ჩაედინოს ეს დანაშაული.

სისხლის აღება ისე იყო გავრცელებული, მისი ძაფები ისე გადაიხლართა სხვადასხვა გვარებს შორის, რომ იშვიათი იყო რომელიმე აფხაზს არ ჰყოლოდა მტერი, რომელსაც შეეძლო დადარაჯებოდა მას გზაზე ან კიდევ სადმე ჩასაფრებოდა. ამის გამო იქაურები არასდროს არ იცილებდნენ იარაღს; იარაღით ისინი გადიოდნენ საველე სამუშაოებზე და გაივლიდნენ ყველაზე უფრო უმნიშვნელო მანძილებს.

სურვილმა რამდენადმე მაინც შესუსტებინათ კანლა ხალხში გამოიწვია წესჩვეულება, რომლის მიხედვითაც, მაშინვე მკვლელობის ჩადენის შემდეგ, საგვარეულო შურისძიება შესაძლოა შეჩერებული ყოფილიყო სხვა გვარების ჩარევით, რომლებიც სთავაზობდნენ თავიანთ შუამავლობას ურთიერთ გადამტერებულთა მორიგების საქმეში. ორივე მხარის მიერ მშვიდობაზე გამოხატული თანხმობის შემდეგ საქმეს გადასცემდნენ სახალხო სასამართლოს განსახილველად, რომელიც შედგებოდა ორივე მხარის მიერ არჩეული მოსამართლეებისგან. მოსამართლეების არჩევა წარმოადგენდა განსაკუთრებულ სიძნელეებს შუამავლებისთვის: აუცილებელი იყო დაერწმუნებინათ და დაეთანხმებინათ ორივე მტრული მხარე, რადგანაც თითოეულ მათგანს უფლება ჰქონდა მოეშორებინა მოწინააღმდეგე მხარის მიერ არჩეულები, თუკი ამისთვის ექნებოდა საფუძვლიანი მიზეზები.

მოსამართლეებად ირჩევდნენ ჩვეულებრივად ისეთ ადამიანებს, რომლებიც სარგებლობდნენ გამოცდილების ქონით, საზოგადოების პატივისცემითა და ცნობილი იყვნენ თავიანთი მჭერმეტყველებით, პატიოსნებითა და მიუკერძოებლობით. ისინი ატარებდნენ მედიატორების სახელწოდებას, ხოლო თავად სასამართლოსაც ეწოდებოდა მედიატორული; მოსამართლთა რიცხვი, განსახილველი საქმის მნიშვნელოვნების-და მიხედვით, სხვადასხვანაირი იყო. მოსამართლეების არჩევის შემდეგ, დავაში მყოფი ორივე მხარე ატყობინებდა ერთიმეორეს არჩეული მოსამართლეების სახელების შესახებ და ღებულობდა ფიცს იმის თაობაზე, რომ წმინდად შეასრულებენ სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რის უზრუნველსაყოფადაც წარმოადგენდნენ კიდევაც თავმდებებს.

ფიცის სიწმინდეში მყარი რწმენისა და დარწმუნებულობის არარსებობისას, ეს ფორმა თუმცა კი არსებობდა აფხაზეთში უძველესი დროიდან, მაგრამ მას არ გააჩნდა განსაკუთრებული მნიშვნელობა და ძალა. აფხაზს ეშინოდა მხოლოდ ცრუ დაფიცებისა წმ. გიორგის ხატების წინაშე, რომლებიც იმყოფება ბიჭვინთისა და ილორის ტაძრებში, და ღვთისმშობლის ხატის წინაშე მუხის ტანში, ცივ მდინარეზე, ბომბორას ახლოს. ამ მუხას ჰქონდა იმდენად დიდი მნიშვნელობა ხალხში, რომ მისი სიწმინდის დარღვევა არ შეეძლო თვით მთავარსაც კი. მას არ ჰქონდა უფლება ძალით აეყვანა უიარაღო, რომლიც შეასწრებდა მუხის ჩრდილში და მისი წმინდა ხატის მფარველობის ქვეშ.

ამიტომ ისეთი ფიცი, როგორც ჩვენ გვესმის, არ არსებობდა სინამდვილეში, ხოლო აფხაზი ფიცს დებდა პატივცემული ხატების წინაშე, თოფების წინაშე და გრდემლის წინაშე.

ნაკლებმნიშვნელოვან შემთხვევებში აფხაზები ხშირად იფიცებენ სამჭედლოში.

ფიცის დამდები მიჰყავთ გრდემლთან, რომელზედაც დევს ურო, და აყენებენ მას მჭედლის პირისპირ, რომელიც დგას იმავე გრდემლთან; ის პირი, რომლის საქმის გამოც ხდება დაფიცება, დგება განზე. მჭედელი აიღებს უროს და წარმოთქვამს ფიცს.

_ თუკი მე, ამბობს ის, ფიცის დამდების ნაცვლად, არ ვიტყვი სიმართლეს იმის შესახებ, რაზედაც მეკითხებიან, ან თუკი მე დამნაშავე ვარ იმაში, რაშიც მე ბრალს მდებენ, მაშინ დაე შასშუ-აბჟ-ნიხამ გამიპოს თავი უროთი გრდემლზე.

ამ დროს მჭედელი სამჯერ ურტყამს უროს გრდემლზე.

იმ ადგილას, სადაც არ არის სამჭედლო, ფიცის დასადებად მიწაში ასობენ ორ ჯოხს ერთი მეორისგან არცთუ დიდ მანძილზე, და მათზე ჰკიდებენ დატენილ შაშხანებს, მაგრამ ისე, რომ თავინთი ლულის ტუჩებით ისინი მიმართული იყოს ჯოხებს შორის ინტერვალში. იქ მყოფნი დგებიან ინტერვალის პირდაპირ, ხოლო ფიცის დამდები კი თავად ინტერვალთან და, წარმოთქვამს რა ფიცს, მის დასასრულს ამბობს. „თუკი მე ვთქვი ტყუილი, მაშინ დაე შასშუ-აბჟ-ნიხამ განგმიროს ჩემი თავი ტყვიებით ამ თოფებიდან“, და გადის დატენილ თოფებს შორის ინტერვალში.

თუკი აფხაზს მოუწია ტყუილი ეთქვა დაფიცების დროს, მას იმდენად სწამს ამ ღვთაების ძლიერება, რომ იგი თავად უფრო აღიარებს როგორც დანაშაულს, ისე იმასაც, რომ მან მიიღო ცრუ ფიცი. ციებ-ცხელების პირველი შემოტევა (ციებ-ცხელება კი მძვინვარებს აფხაზეთში), თავის ტკივილითა და ბოდვით, არწმუნებს მას, შასშუ თითქოს უროს ურტყავს მას თავში, ან მისკენ მომართავს იმ ტყვიებს, რომელთა წინაშეც იგი იფიცებდა. ავადმყოფი მიმართავს მაშინ ნათესავების დახმარებას, ამბობს, რომ განარისხა შასშუ, თხოვს მათ გული მოულბონ მას და გამოტყდება თავის დანაშაულსა და ცრუ ფიცში.

ნათესავები აკმაყოფილებენ მომჩივანს, ფიცის ადგილზე მიჰყავთ თხა ან ცხვარი, დანიშნავენ რა მას სამსხვერპლოდ, როდესაც ავადმყოფი გამოჯანმრთელდება, და, მოუწოდებენ რა თავისთან იმ მჭედელს, რომლის თანდასწრებით სრულდბოდა ფიცის დადება, ისინი სთხოვენ მას, რათა მან იშუამდგომლოს შასშუსთან ავადმყოფისთვის პატიების თაობაზე. გამოჯანმრთელების შემდეგ ჩვეულებრივი წესით სრულდება მსხვერპლშეწირვა, და მჭედელი ღებულობს მსხვერპლის ხორცის ნაწილსა და ტყავს.

ზუსტად ასევე ის, ვინც ცრუდ შეჰფიცა წმ. გიორგის ხატს, პირველივე ავადმყოფობის დროს აღიარებს თავის დანაშაულს, და მაშინ ნათესავები თავისთან იწვევენ იმას, ვისაც ავადმყოფმა მიაყენა ზიანი თავისი ცრუ დაფიცებით, და ცდილობენ მის დასაჩუქრებას (ზარალის ანაზღაურებას). ამასთან ერთად პატიჟებენ იმ პირსაც, რომელმაც თავის დროზე დააფიცა ავადმყოფი, და სახლის კარის ზღურბლთან მოჰყავთ ნასუქი ძროხა, აქვე გამოჰყავთ ავადმყოფი და სვამენ სკამზე.

_ კმაყოფილი ხარ თუ არა შენ დაკმაყოფილებით? ეკითხება დასაფიცებლად მიმყვანი იმას, ვინც იქნა დაზარალებული, და პატიობ თუ არა ავადმყოფს მის დანაშაულს?

თუკი მიიღებს დამაკმაყოფილებელ პასუხს, დასაფიცებლად მიმყვანი იღებს თოკს, რომელიც კისერზე აქვს მობმული ძროხას და მიმართავს წმ. გიორგის.

_ ილორის წმინდაო გიორგი! წარმოთქვამს იგი, შეუნდე ამ ავადმყოფს მისი დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა არა წინასწარ განზრახვით, თავისი გამოუცდელობის გამო, და უბოძე მას ჯანმრთელობა: მომავალში იგი და მისი ოჯახი ყოველწლიურად შემოგწირავენ განსაზღვრულ მსხვერპლს.

ძროხას შემოატარებენ ავადმყოფის გარშემო და მოჭრიან მას მარჯვენა ყურის წვერს, მოაბამენ ამ მონაჭერს ავადმყოფს მარჯვენა ხელზე, რომლიც მას ატარებს სრულ გამოჯანმრთლებამდე. ძროხას კი უშვებენ ჯოგში ( * Обычай жертвоприношения св. Георгию, С. Званбая, Кавказ 1853 г. № 90).

ფიცის მიცემას აღასრულებდნენ ოთხშაბათობით და პარასკევობით, მაგრამ დიდი მარხვის დროს იგი იკრძალებოდა, იმ შემთხვევების გარდა, რომლებიც არ ითმენდა გადადებას. ფიცს არ ადებინებდნენ ორსული ქალის ქმარს მის მშობიარობამდე, სხვანაირად, ხალხის რწმენით, აუცილებლად მოხდება ნაადრევი მშობიარობა, თვით იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ფიცის მიმცემი იტყვის ჭეშმარიტებას, სინდისიერად. ხალხის ჩვეულების მიხედვით, ფიცის დასადებად არ დაიშვებოდნენ ასევე მოწმეებიც, იმ საფუძველზე, რომ მოწმე არაფრით არ აგებს პასუხს ცრუ ფიცის გამო, რომელიც, იქაურთა დაბალი ზნეობრიობის პირობებში, შესაძლოა ძალზედ ხშირად მომხდარიყო.

ფიცის დადების დასრულების შემდეგ, სასამართლო ხსნიდა თავის სხდომას, რომლისთვისაც არ იყო მოწყობილი სახლები ან საგანგებოდ დანიშნული ადგილები. მოსამართლეები იკრიბებოდნენ სადმე ველზე, ღია ცის ქვეშ, და კამათი ხდებოდა ხმამაღლა, ასე რომ ყოველ ცნობისმოყვარეს შეეძლო დასწრებოდა სასამართლო გარჩევას.

ორივე მტრული მხარე იმყოფებოდა აქვე და განლაგებული იყვნენ ორ ჯგუფად, რომლებსაც ერთმანეთისგან ჰყოფდა მოსამართლეთა ჯგუფი. ცხარე კამათის შემთხვევაში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად ორივე მტრული მხარე სასამართლოზე გამოჰყავდათ იარაღის გარეშე.

საკუთრივ აფხაზეთში თუკი განსახილველი საქმე მიეკუთვნებოდა სისხლის სამართლის საქმეთა რიცხვს, მაშინ სასამართლოზე თავმჯდომარობდა თავად მთავარი, და მაშინ სასამართლო ხდებოდა სოუკ-სუში, ან კვიტაულებში _ მის საგვარეულო მამულებში.

იმყოფებოდნენ რა მოდავეთა შუაში, მედიატორები ანუ მოსამართლეები თავისთან იძახებდნენ თავიდან, ბრალმდებელთა მხრიდან, მათ მიერ არჩეულ ორატორს, რომელიც დაწვრილებით გადმოსცემდა საქმის მთელ მსვლელობას. შემდეგ ისმენდნენ ბრალდებულთა ჩვენებებს. ორატორები მოვალენი იყვნენ ელაპარაკათ ხმამაღლა, რათა ორივე მხარეს შეძლებოდა მათი სიტყვების მოსმენა, და შემდეგ შეკამათებოდნენ. რადგანაც ხშირად იმ მანძილზე, რომელზედაც დაშორიშორებული არიან მოდავენი ერთიმეორისგან, ერთი მხრის ორატორის სიტყვების მოსმენა არ შეეძლო მეორეს, ამიტომ, გუგებრობების თავიდან ასაცილებლად, ერთერთი მოსამართლეთაგანი, სასამართლოს არჩევით, წინ გამოსულ ორატორს დაწვრილებით გადასცემდა ყველაფერს, რაც ახსნა მოწინააღმდეგე მხარის ორატორმა. ამ უკანასკნელ პირებს თავიანთი გამართლებანი და ბრალდებები გამოჰყავდათ ჩვეულებრივ ყველაზე უფრო შორეული დროიდან, ლაპარაკობდნენ მეტად დიდხანს და ბევრს, თავიანთ მოხსენებაში რთავდნენ ისეთ ახსნებსა და გარემოებებს, რომლებიც სულაც არ ეხებოდა საქმეს, არც ხსნიდა მას და თავიანთ ბრალდებებში არ ინდობდნენ თავიანთი მტრების არც ღირსებასა და არც სახელს. დანაშაულის მოწმეები თითქმის არასდროს არ ყოფილან, და მოსამართლეები მათ შესახებ არც კი კითხულობდნენ. დამამტკიცებელი ყოველთვის სარგებლობდა ხალხში ცუდი სახელით, და მეტად ხშირად ხდებოდა, რომ მოდავეები აგებდნენ სერიოზულ სადაო საქმეებს, რადგანაც არ ასახელებდნენ მათი სიმართლის დამადასტურებელ მოწმეებს, ვინაიდან ეშინოდათ ხალხში მათ შესახებ დამატკიცებლის სახელის გავარდნისა.

მოუსმენდნენ რა ორივე მხარეს და გაუშვებდნენ რა ორატორებს თავიანთი წრიდან, მოსამართლეები რჩებოდნენ მარტონი, მსჯელობდნენ საქმესთან შეხებაში მყოფ ყველა გარემოებაზე, და ადგენდნენ თავიანთ გადაწყვეტილებას, რომელსაც მოდავე მხარეებს უხცადებდა ყველაზე უფრო ასაკოვანი მედიატორი. გადაწყვეტილებას ადგენდნენ ზეპირად; მაგრამ მოსამართლენი არასოდეს თავიანთ აზრსა და სიტვაზე უარს არ ამბობდნენ, ხალხში კეთილი სახელისა და პატივისცემის დაკარგვის შიშით. გამოცხადება ხდებოდა იმავე წესით, მაგრამ მხოლოდ უხუცესი მედიატორი კვლავ გადმოსცემდა მოდავეთა წინაშე საქმის მთელ მსვლელობას, აცხადებდა, თუ რა მიიჩნიეს მოსამართლეებმა ყურადღების ღირსად და რა ჩათვალეს საქმესთან შეხებაში არ მყოფად, ეკითხებოდა ხომ არ გააჩნია მხარეთაგან რომელიმეს რაიმე დასამატებლად ან ასახსნელად, ან ხომ არ გამორჩათ რაიმე მედიატორებს მხედველობიდან, და როდესაც მიიღებდა პასუხს, რომ მოდავეებს არ გააჩნიათ რაიმე დასამატებელი, მაშინ მედიატორი გადასცემდა მათ სასამართლოს აზრსა და მის გადაწყვეტილებას.

თუკი სასამართლოში ხდებოდა წევრთა შორის უთანხმოება, მაშინ საერთოდ წყვეტდნენ ხმათა უმრავლესობით, ხოლო აფხაზეთში ამ დროს ასე იქცეოდნენ: სასამართლოზე მთავრის დასწრების დროს ის წყვეტდა ადგილზე მოსამართლეთა უთანხმოებას, ხოლო სასამართლოზე მისი არყოფნის დროს, მოსამართლეები, ისე რომ თავიანთ გადწყვეტილებას ინახავდნენ მოდავეთაგან საიდუმლოდ, მასთან გზავნიდნენ სასამართლოს ორ წევრს, რომელთა მიერ საქმის გარემოებათა გადმოცემის შემდეგ, მთავარი დაადგენდა გადაწყვეტილებას, რომელიც ორივე შემთხვევაში უნდა მოეყვანათ აღსრულებაში. ერთხელ გადაწყვეტილ საქმეს აღარ განაახლებდნენ მაშინაც კი, როდესაც ორივე მხარე უკმაყოფილო იყო მისი გადაწყვეტილებით. მედიატორების წინააღმდეგ აპელაცია არ არსებობდა; მათი სასამართლოთი წყდებოდა შურისძიების უფლება და საჩივრის შემდგომი განახლება მთავრის წინაშე.

სასამართლოზე რომელიმეს არგამოცხადების შემთხვევაში, სასამართლო არ იწყებდა თავის მოქმედებებს მანამდე, სანამდე მას არ წარმოადგენდნენ თავმდებნი.
ზუსტად ასევე იგი არ ადევნებდა თვალყურს თავისი განაჩენის აღსრულებას: ამაზე თვალყური უნდა ედევნებივათ თავმდებებს. და ბოლოს სასამართლო თავის თავზე არ ღებულობდა დანაშაულის დევნის მოვალეობას, არამედ თავის მოქმედებებს ავლენდა მხოლოდ მაშინ, როდესაც თავად მოდავენი ვერ ხედავდნენ სხვა საშუალებას თავიანთი დავებისა და მტრობის დასასრულებლად, თუ არა სასამართლოთი.

აფხაზეთში ყოველგვარი დანაშაულებების დევნა მოვალეობად ეკისრებოდა, უმთავრესად, მთავარს. მას ჰქონდა უფლება თავისუფლების წართმევისა ყველასთვის, სამთავრო სახლის თავადების გამოუკლებლად, ხოლო თუკი დაპატიმრება მოხდებოდა სისხლის სამართლის საქმზე, მაშინ მისი სასამართლოსთვის გადაცემისაც. თავისუფლების აღკვეთა ან დაპატიმრება შესაძლოა დაედოთ როგორც, როგორც გამოსასწორებელი ზომა, ისე რომ არ მოჰყოლოდა ამას სასამართლო.

თავადებსა და აზნაურებს ზუსტად ასეთივე უფლებები ჰქონდათ მათი ძალაუფლების ქვეშ მყოფებთან მიმართებით, მაგრამ თუკი დაპატიმრება მოხდებოდა სისხლის სამართლის საქმეზე, მაშინ ვალდებულნი იყვნენ დამნაშავე წარედგინათ მთავრისთვის.

აფხაზების გაგება დანაშაულებთან მიმართებით სრულიად განსხვავდებოდა იმ წარმოდგენებისგან, რომლებიც გამომუშავებულია ცივილიზებული სახელმწიფოების ცხოვრებით. იქაური მაცხოვრებელი ჯერ კიდევ არ თვლიდა დანაშაულად ყოველივე იმას, რაც ეწინააღმდეგება კანონსა და საზოგადოებრივ აზრს; ასე, მოქმედებები, რომლებიც არღვევს პირად და ქონებრივ უფლებებს, არ შეადგენდა დანაშაულს, არამედ ხალხის გაგებით ითვლებოდა სიჩაუქედ, სიყოჩაღედ, რომლებიც მიბაძვისა და თანაგრძნობის ღირსია. „საერთოდ მოქმედებების ძალზედ შეზღუდული რიცხვი ითვლება აფხაზებთან დანაშაულებად; დანაშაულად, მათი აზრით, თითქმის მხოლოდ ითვლება ისეთი მოქმედება, რომელიც არღვევს უძლიერესის უფლებას. დანაშაულებრივ მოქმედებაზე ამ სახელმძღვანელო შეხედულების გვერდით, ცხოვრების თავად წყობილება არ წარმოადგენდა დამცავ და აღმასრულებელ ხელისუფლებას, ასე რომ იმ საქმეების გადაწყვეტაში, რომლებიც ეხებოდა პირად თავისუფლებას, საკუთრების უფლებებსა და საზოგადოებრივ სიმშვიდეს, გაბატონებული იყო უსრულესი თვითნებობა“.

აფხაზის გაგებით, სისხლის სამართლის დანაშაულებათა უმაღლეს კატეგორიას მიეკუთვნებოდა შვიდი სახეობის დანაშაული: სიწმინდეთა შეურაცხყოფა, ღვთისგმობა, მამისმკვლელობა, ძმისმკვლელობა, მთავრისა და მისი სახლის წევრების სიცოცხლეზე ხელის აღმართვა, სამშობლოს ღალატი და სისხლის აღრევა.

მეორე კატეგორიას შადგენდა მხოლოდ ერთი სახეობის დანაშაული: გლეხების მიერ თავიანთი მფლობელების სიცოცხლეზე ხელის აღმართვა. იგი ისჯებოდა დამნაშავის მთელი საგვარეულოს ამოწყვეტით, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე.

სისხლის სამართლის დანაშაულთა მესამე სახეობას მიათვლიდნენ ოთხნაირ დანაშაულს: მკვლელობას, ქალის საჯარო შეურაცხყოფასა და ნამუსის ახდას, სხვისი ცოლის ან საცოლის მოტაცებას, განქორწინებას ორივე მხარის ან ნათესავების თანხმობის გარეშე.

ყველა სახეობის დანაშაულობებისთვის არსებობდა ოთხი სახეობის სასჯელი: ჯარიმა, თავისუფლების აღკვეთა, ბორკილების დადება და სამშობლოდან გაძევება.

ჯარიმას ახდევინებდნენ უწინდელ დროში მიწის ნაყოფებით, ცხენებით, საქონლითა და სხვა საგნებით. შემდგომში, როდესაც აფხაზებმა გაიცნეს მონეტა, მაშინ ჯარიმის გადახდევინება დაიწყეს ფულებით და მისი რაოდენობაც მნიშვნელოვნად აამაღლეს.

სამშობლოდან გაძევება მდგომარეობდა იმაში, რომ ნათესავები თავიდან იხსნიდნენ საგვარეულო შურისძიების მოვალეობას იმ პირის გამო, რომელიც იქნა გაძევებული. ამ გაძევების გამოცხადებასთან ერთად მთელი ნათესავები, მეგობრები და ნაცნობები წყვეტდნენ დამნაშავესთან ყველანაირ ურთიერთობებს; ეშინოდათ მასთან ცხოვრებისა ერთ სახლში, მასთან ერთად მაგიდასთან დაჯდომისა, მასთან საუბარში შესვლისა და თითოეულს შერცხვებოდა მისგან მოყენებულ წყენაზე ეპასუხა წყენის მიყენებითა და შურისძიებით. გაძევებული თუმცა კი სარგებლობდა სტუმართმოყვარეობის უფლებით, მაგრამ ისეთი თავისებურებებით, რომლებიც აიძულებდა მას უარი ეთქვა თავის თანამემამულეთა ამგვარ ყურადღებაზე. ყოველ ნაბიჯზე იგი ხვდებოდა ზიზღსა და უგულვებელყოფას მასპინძელთა მხრიდან. სადილისა და ვახშმის დროს მას სვამდნენ საგანგებო მაგიდასთან, სადმე ოთახის კუთხეში, და მისი საჭმლის ნარჩნებს უყრიდნენ ძაღლებს, თვლიდნენ რა მათ უწმინდურობად.

_ ძაღლისგან _ ძაღლს, წარმოთქვამდა მასპინძელი, როდესაც ნარჩენებს ყრიდა მაგიდიდან.

ღამისთევის შემდეგ მასპინძელი წვავდა ქეჩის ან ნაბდის იმ ნაგლეჯს, რომელზედაც ეძინა გაძევებულს; ყველაფერს, რასაც იგი შეეხებოდა გულდასმით რეცხდნენ და წმენდნენ. მიდიოდა რა სამშობლოდან, დამნაშავემ იცოდა, რომ ამბავი მის შესახებ მეზობლებთან მიაღწევს მანამდე, სანამ იგი თავად იქ ჩავა, და რომ იქაც შეხვდება ზუსტად ისეთივე მიღება, როგორიც მშობლიურ მხარეში. ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში იგი ატარებდა დროს იმ დრომდე, სანამ არ მოიძებნებოდა ძლიერი მწყალობელი ან მფარველი, რომელიც პირადად თავისი პიროვნებით თავდებობას გაუწევდა განდევნილს ნათესავების წინაშე, მის გულწრფელ სინანულსა და კარგ ქცევაში. მაშინ გაძევებულს კვლავ ღებულობდნენ საზოგადოებაში, იგი შედიოდა თავის უფლებებში და ღებულობდა თავის უწინდელ გვარს.

დასჯის ამ სახეობას იყენებდნენ ზოგჯერ სისხლის სამართლის დანაშაულთა პირველი კატეგორიის მიმართ, რომლებისთვისაც საკუთრივ არ იყო განსაზღვრული აფხაზურ კოდექსში არანაირი განსაზღვრული სასჯელები. აფხაზებს მიაჩნდათ, რომ რომ ამგვარი დამნაშავეები ექვემდებარებიან ღვთის სამსჯავროს, და, თავიანთი ცრუმორწმუნეობით ვარაუდობდნენ, რომ თითოეული, რომელიც მსგავს დამნაშავეს სიცოცხლეს მოუსწრაფებს, თავის თავზე ღებულობს მის ყველა ცოდვას. ამ მიზეზებით სიკვდილით დასჯა აფხაზეთში საერთოდ არ არსებობდა. მთიან აფხაზეთში ღალატი ისჯებოდა სიკვდილით: თუკი იგი ჩაიდინა მამაკაცმა, მაშინ იგი უნდა ჩამოეხრჩოთ მონის ხელით; ხოლო თუკი ქალმა, მაშინ იგი ტყვიით უნდა მოეკლა მამას, ძმას ან ქმარს.

უკანასკნელი მესამე კატეგორიის საქმეებს განიხილავდა შუამავალთა სასამართლო და საკუთრივ აფხაზეთში _ მთავრის თავმჯდომარეობით. ხალხის ადათის მიხედვით, უკანასკნელი გვარეობის დანაშაულთაგან თითოეული სახეობათაგანი შესაძლებელი იყო მხოლოდ ჩამორეცხილიყო დამნაშავის სისხლით, მაგრამ მთავარს უფლება ჰქონდა მოეთხოვა, რათა მტრობა დასრულებულიყო სასამართლოთი და ვერავინ გაბედვდა წინ აღსდგომოდა მის ბრძანებას. სასამართლოს წარმოების ფორმა აფხაზეთში ერთნაირი იყო ყოველგვარი სქმეებისთვის; მთელი განსხვავება შედგებოდა მოსამართლეთა რიცხვში, საქმეთა მნიშვნელობის-და მიხედვით. უმნიშვნელო დავებსა და საჩივრებს განიხილავდნენ ის მოსამართლეები, რომლებსაც ირჩევდნენ თავად მოდავენი. უმნიშვნელო სისხლის სამართლისა და უმნიშვნელოვანეს სადაო საქმეებს, უძრავ ქონებაზე მფლობელობის-და გვარს, არჩევდნენ მოსამართლეები, რომლებსაც ამტკიცებდა მთავარი, და, ბოლოს, უმნიშვნელოვანეს სისხლის სამართლის დანაშაულებსა და საგვარეულო შურისძიებასთან მიმართებაში მყოფ საქმეებს, სასამართლო, რომელიც შემდგარი იყო უმნიშვნელოვანესი და უპატივცემულესი პირებისგან, თავად მთავრის თავმჯდომარეობით.

აფხაზეთში მუდმივ სასამართლოებს ეწოდებოდა: ანიხვა-ახვაზი, რაც თარგმანში ნიშნავს ფიცის მიმცემთ. ასეთი სასამართლოს შემადგენლობაში მოსამართლეებს, ანუ ბოქაულებს, ირჩევდნენ სიცოცხლის ბოლომდე და ხალხის საერთო კრებაზე. არჩეულები წარმოთქვამდნენ ფიცს, რომ კეთილსინდისიერად შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას და უნდა გამოცხადებულიყვნენ, საქმეების გასარჩევად, თითოეული ადამიანის მიპატიჟებით, ისე რომ არ მიიღებდნენ ამისთვის არანაირ ანაზღაურებას. მოსამართლეები დაადგენდნენ გადაწყვეტილებას არა თვითნებურად, არამედ ადათზე (წესჩვეულებებზე) ან შარიათზე (სასულიერო სასამართლოზე) დაფუძნებით. მოდავეებზე იყო დამოკიდებული, უმრავლეს შემთხვევებში, ამა თუ იმ სასამართლოს არჩევა და, რა თქმა უნდა, თითოეული მხარე ირჩევდა იმას, რაც მისთვის იყო უფრო მომგებიანი. შარიათის კანონებით, ყველა მუსლიმანი თანასწორია ყურანის წინაშე, და თავადის ან მდაბიოს სისხლი ერთნაირად ფასობს; ადათი კი პირიქით, აღიარებდა წოდებათა განსხვავებას, და თავადის სისხლი ღირდა აზნაურის სისხლზე უფრო ძვირად, ხოლო ამ უკანასკნელისა მდაბიოზე უფრო ძვირად. ბუნებრივია, რომ ემყარებოდნენ რა ამაზე, უმაღლესი წოდების ადამიანები ამჯობინებდნენ ადათს, დაბალი წოდებისანი კი _ ცდილობდნენ დაექვემდებარებინათ საქმე შარიათისთვის. ხდებოდა იმდენი კამათი და ახალი ჩხუბები, სანამ განიხილებოდა საკითხი იმის თაობაზე, თუ როგორ ჩაეტარებინათ სასამართლო, ადათისა თუ შარიათის მიხედვით, რომ აფხაზები, იცოდნენ რა ეს, სასამართლოს მიმართავდნენ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც სისხლის აღება ქმნიდა მუქარას რომ მიეღო ძალზედ ფართო ზომები, ან კიდევ როდესაც ხალხი მოითხოვდა, რათა ეს მტრობა შეწყვეტილიყო. საერთოდ კი საქმეების უმრავლესობა წყდებოდა ადათის მიხედვით; შარიათს მიმართავდნენ იშვიათად, რადგანაც მაჰმადიანობა მნიშვნელოვან ხარისხად არ იყო განვითარებული ხალხში.

ქალის უნამუსობა (უღირსობა) ნაზღაურდებოდა სიკვდილით. ქმარს შეეძლო მოღალატე ცოლის მოკვლა, ხოლო თუკი ამას არ გააკეთებდა, მაშინ, სასამართლოს მიხედვით, იგი იქცეოდა მხევლად და ეს გადაქცევა შესაძლებლობას აძლევდა ქმარს გაეყიდა იგი. შემდეგ სისხლის სამართლის დანაშაულთა მესამე კატეგორიის ყველა სახეობა ისჯებოდა ერთნაირად ჯარიმით, რომლის ზომაც თითოეული წოდებისთვის განსაზღვრული იყო ცალ-ცალკე. თავადის მოკვლისთვის ანაზღაურება ხდებოდა 30 სული გლეხით (ზოგიერთის მითითებით, 30 ბიჭით), შეკაზმული ცხენით, სრული შეიარაღებითა და ვერცხლის ჯაჭვით (რაღაც პორტუპეის მაგვარისა); აზნაურის სიცოცხლე _ 16 სული გლეხით (ან 16 ბიჭით), დანარჩენი კი იგივე საგნებით; ანხაეს სიცოცხლე _ ორიდან სამ სულამდე გლეხით, თოფითა და ხმლით; აჰუიუს სიცოცხლე _ ერთი სულით.

უნებლიე მკვლელობა ფასდებოდა ნახევრად და, ორივე შემთხვევაში დაიშვებოდა ანაზღაურება, გლეხების ან ბიჭების ნაცვლად, შესაბამისი ფასის საქონლის რაოდენობით. სასამართლოს წინაშე თავადები და აზნაურები დაზარალებულის სასარგებლოდ პასუხს აგებდნენ თავიანთი ქონებით, გლეხები კი თავიანთი პირადი თავისუფლებით, თუკი არ კმაროდა მათი ქონება ჯარიმის გადასახდელად. უკანასკნელ შემთხვევაში ისინი იქცეოდნენ დაზარალებულის საკუთრებად, რომელსაც შეეძლო ისინი გაეყიდა, გაეცვალა ან თავისთან დაეტოვებინა, სანამ ისინი არ მონახავდნენ გამოსასყიდ საშუალებებს (სახსრებს).

სისხლის აღების საქმეზე სასამართლოს შემდეგ, ხდებოდა გადამტერებულთა შერიგება, რომლიც აღესრულებოდა საზეიმო სახით, საჯაროდ, მრავალი მოწმისა და ორივე მტრული მხარის ნათესავების აუცილებელი მონაწილეობით. მოკლულის უახლოესი ნათესავი წარმოსთქვამდა პატიებას და, თითქოსდა ყოველივე წარსულის დავიწყებისა და მეგობრობის უმტკიცესი კავშირებით შეერთების ნიშნად, თავისთან აღსაზრდელად მიჰყავდა მკვლელის ვაჟიშვილი ან ნათესავი; ხდებოდა პირიქითაც: მკვლელს მიჰყავდა აღსაზრდელად მოკლულის ვაჟიშვილი. ამაზე ზევით, შერიგება ხდებოდა ზოგჯერ შვილად მიღების წესის მეშვეობით, რომელიც შედგებოდა იმაში, რომ დაზარალებულს მოუწოდებდნენ შეურაცხყოფის მიმყენებლის სახლში და, მოწმეების თანდასწრებით, სამჯერ აკოცებდა სახლის პატრონის ცოლის ან დედის მკერდს და შემდეგ მას სახლში უშვებდნენ საჩუქრებით, და იგი ითვლებოდა იმ ოჯახის მიერ ნაშვილებად. უწინდელ დროში ქურდობა ისჯებოდა მეტად მკაცრად. მთიან აბაზიაში ქურდი ისჯებოდა მათრახებით, აბრუნებდა ნაქურდალს და, გარდა ამისა, ამატებდა ორ ან სამ ცხვარს თავისი მოუხერხებლობის გულისთვის. საკუთრივ აფხაზეთში, პირველად ჩადენილი ქურდობისთვის, „ქურდს მოპარსავდნენ ცალ ულვაშს, მეორედ ჩადენილისთვის ორივეს ან შიშველს დააყენებდნენ ზაფხულში მზის გულზე და ტანზე თაფლს უსვამდნენ, იმისთვის რათა მწერებს შეეწუხებინათ იგი; ზამთარში მას დააყენებდნენ შიშველს სიცივეზე“. შემდეგში შემოღებულ იქნა საურავი ან ჯარიმა, რომელიც შედგებოდა მოპარულის სამმაგი ღირებულბისგან: ორი ნაწილი მიდიოდა პატრონის სასარგებლოდ, ერთი ნაწილი მოსამართლეთა სასარგებლოდ და 100 მანეთი თითოეული საგნისთვის მთავრის სასარგებლოდ. მთავრის მიწაზე ან მისი სახლის მეზობლად ჩადენილი ქურდობის, ძარცვის ან მკვლელობისთვის, დამნაშავეს, ჩვეულებრივი საზღაურის ზევით, მთავრისთვის უნდა გადაეხადა ორი ბიჭით, რომელთა სიმაღლე არ იქნებოდა ხელის ოთხ მტევანზე ნაკლები და ექვს მტევანზე მეტი ან, მათ ნაცვლად, ფულები ღირებულების-და მიხედვით. საზომად იყენებდნენ იმის ხელის მტევანს, ვინც აზღვევინებდა საურავს. ამის გამო აფხაზეთში ქურდობა ხდებოდა მეტად იშვიათად, მაგრამ შემდეგ იგი გაძლიერდა, მას მერე, რაც ხალხის ადათებმა დაიწყო ძალის დაკარგვა. ქურდობით დაკავებული იყვნენ უმეტეს წილად მაღალი წოდებები, რომლებსაც შრომა სირცხვილად მიაჩნდათ და ამიტომ უნდა ჩართულიყვნენ ამ სამარცხვინო საქმიანობაში თავიანთთვის საცხოვრებლი სახსრების შესაძენად. ხალხი კი საერთოდ ვერ ითმენს ქურდებს. კამათებისა და ჩხუბების თაობაზე საქმეების გადაწყვეტისას, მოსამართლეები გარჩევამდე ახდევინებდნენ ორივე მხარეს ჯარიმას მთავრის სასარგებლოდ, ხუთ-ხუთი ძროხითა და ხუთ-ხუთი მანეთით, და მხოლოდ შემდეგ უსჯიდნენ დამნაშავეს საურავის გადახდას დაზარალებულისთვის. საჩივრები ვალების თაობაზე გამოირჩეოდა თავიანთი ჩახლართულობითა და სირთულით. ასე, მაგალითად, „თუკი ვინმე ისესხებდა ძროხას, მაშინ ერთი წლის შემდეგ მოვალე იყო დაებრუნებინა ძროხა ხბოთი, ორი წლის შემდეგ _ ორი მაკე ძროხა, სამი წლის შემდეგ _ ორი ძროხა და ორი ხბო და ა. შ., ასე რომ ვალი იზრდებოდა უზარმაზარ ზომებამდე“.

მიწაზე საკუთრებისა და ქონებრივ უფლებებს მკაცრად იცავდნენ და თითოეულის ქონება ითვლებოდა ხელშეუხებლად; არანაირი დანაშაულისთვის არავის არ შეეძლო ქონება წაერთმია თავისი ძალაუფლების ქვეშ მყოფთათვის. მიწის საკუთრება იყო მხოლოდ ორი წოდების ხელში: თავადებისა და აზნაურების. რომელიმე საგვარეულოს მფლობელობაში შესული მიწები მის სარგებლობაში რჩებოდა მამრობითი სქესის უკანასკნელ მემკვიდრემდე. მემკვიდრეობის უფლებები განსაკუთრებულად მარტივი იყო: გარდაცვლილის უძრავი მამული თანაბრად იყოფოდა მის ვაჟიშვილებს შორის, ან მათი არყოლისას, უახლოეს ნათესავებს შორის. აფხაზეთში უფროსი ვაჟიშვილი, მისთვის განკუთვნილი ნაწილის გარდა, ღებულობდა გარდაცვლილის შეიარაღებას, მის საყვარელ ცხენსა და სახლს. ქალიშვილებსა და ცოლს, ყველა ტომში, არ გააჩნდათ არანაირი უფლებები მემკვიდრეობაზე, მაგრამ მემკვიდრენი მოვალენი იყვნენ ისინი შეენახათ, მცირეწლოვანები აღეზარდათ და ქალწულები გაეთხოვებინათ. იმ პირთა მამულები, რომლებიც დარჩნენ სრულიად მემკვიდრეების გარეშე, თვით ყველაზე უფრო შორეულებისაც, შედიოდა: თავადებისა და აზნაურების მთავრის სასარგებლოდ, გლეხებისა კი მათი მემამულეების სასარგებლოდ.

მოძრავი ქონებიდან ქალურ ხაზს შეეძლო მიეღო, ანდერძით, მემკვიდრეობის ნაწილი ( * Очерк об устройстве общественно-политического бытия в Абхазии и Самурзаканы, Сборнок сведений о Кавказе и горцах, выпуск III издание 1870 г.; Ещё об Абхазии Чернышова, Кавказ 1854 г. № 83; Воспоминания кавказского офицера, Русский вестник 1864 г. № 9; С северо-восточного побережья Чёрного моря Аверкьева, Кавказ 1866 г. № 72 и 74; Абхазия и Цебелда Ф. Завадского, Кавказ 1867 г. № 61 и 63).

ყოველივე თქმულიდან ჩანს, რომ ხალხში არ არსებობდა, ცალკეული დაწესებულებების სახით, არც დამცავი, არც აღმასრულებელი ხელისუფლება; ჩანს, რომ ეს ხელისუფლება მიეკუთვნებოდა უმაღლესი თავისუფალი წოდებების წევრებს, და რომ საქმეების უმრავლსობა წყდებოდა იარაღის ძალით. თუმცა კი აფხაზეთში არსებობდნენ კიდეც მოსამართლეები, მაგრამ ხალხი ამჯობინებდა ქურდობისთვის გადაეხადა ქურდობით, სისხლი ეზღვევინებინა სისხლით, ერთი სიტყვით უფრო მეტად ხელმძღვანელობდა წესით: თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ.

დასასრულს გვრჩება ვთქვათ, რომ აბაზელთა ტომის სამხედრო მოწყობა და მტაცებლური მოქმედებები სავსებით ემსგავსებოდა ჩერქეზულებს, რომლებსაც ისინი, ამ მიმართებით, მიუახლოვდნენ გაცილბით უფრო მეტად, ვიდრე თავიანთ თანატომელებს _ აფხაზებს.

მიდიოდნენ რა მტაცებლობისთვის, აბაზელები ირჩევდნენ ბელადს (რუს. беллаты) _ გამცილებელს (რუს. проводник), რომლადაც შესაძლოა ყოფილიყო ის ადამიანი, რომელსაც გავლილი ჰქონდა ცეცხლი და წყალი. იმისთვის, რათა გამხდარიყო ბელადი, არ იყო საკმარისი მხოლოდ თავგანწირული მამაცობა, იგი უნდა ყოფილიყო ხერხიანი, ფრთხილი და ძალედ ალღოიანი: მასზე იყო დამოკიდებული ლაშქრობის წარმატება ან წარუმატებლობა. ბელადს უნდა სცოდნოდა თითოეული ბილიკი, თითოეული ნაბიჯი მთებში და ხსომებოდა ყველა ფონი მდინარეებში.

შეიკრიბებოდა რა სათარეშოდ, პარტია გამთენიისას ტოვებდა მშობლიურ აულს და გაეურებოდა უწინარეს ყოვლისა ნაკრძალ ჭალაში, დატოვებდა რა ცხენებს მის შესასვლელთან. იქ ყოველი უფროსი, გარშემორტყმული თავისი თანასოფლელებით, აირჩევდა თავისთვის წმინდა მუხას, არჭობდა მასში ჯვარისებურად ორ ხმალს, ხოლო მათ შორის ხანჯალს, კითხულობდა ბრძოლისწინა ლოცვას, რომელსაც იმეორებდა ყველა იქ შეკრებილი, ტაშის ცემის აკომპანიმენტით. ლოცვის დასრულების შემდეგ, უფროსი ამოაძრობდა ხანჯალს, დაიფიცებდა მასზე, რომ არ დაინდობდა მტერს, მოკვდებოდა როგორც კვდებოდნენ მისი წინაპრები, და აკოცებდა ხანჯლის პირს, რასაც შემდეგ ასრულებდა ყველა მისი თანაამხანაგი.

აბაზელების მოქმედებათა ხერხი, თავდასხმისა და უკანდახევისას, მათი შეხედულება სამხედრო დიდებაზე, ისეთივეა როგორც ჩერქეზებთან. მაგრამ არ შეიძლება მდუმარედ ავუაროთ გვერდი იმ თავისებურებას, რომელიც შეიმჩნევა აბაზელებთან მშიშრის ან ბრძოლის ველიდან გამოქცეულის დასჯისას. ასეთი დანაშაულის ჩამდენს შეკოჭავდნენ ქამრებით და გამოჰყავდთ ქუჩის შუაში მაყურებელთა ბრბოში. მისი ცოლი, ხოლო თუკი უცოლო იყო, და, თავკაცისგან ღებულობდა მათრახს და, იქაური მუსიკის გამჭოლავი ჭყივილის ქვეშ რამდენიმე დარტყმას აყენებდა დამნაშავეს მხრებზე და თავისი ჩადრის ბოლოთი უმშრალებდა თვალებს, თუნდაც მათზე არ ყოფილიყო ცრემლი, და ამით ამცნობდა, რომ ლაჩარი დედაკაცზე უკეთესი არ არის.

_ დებო, შეხედეთ მას, ამბობს წესის შემსრულებელი, მიმართავს რა მხოლოდ ქალებს.

_ არა! პასუხობენ ისინი, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ შევიცოდოთ იგი...

_ მე, ამბობს ერთი, ვჩუქნი მას ჩემს შალვარს.

_ მე კი ძველ ჩადრს...

_ მე კი, აწყვეტინებს მესამე, ფუსტანელას.

ყველაფერი ნაჩუქარი მოჰქონდათ დასჯის ადგილას, დამნაშავეს ტანზე შემოახევდნენ ჩერქეზულს, უქნიდნენ მას წარბებს, უფაკლავდნენ ღაწვებს, წირავდნენ გაძევებისთვის და, გავარვარებული ხანჯლის წვერით მშიშარას შუბლზე ამოუწვავდნენ სამკუთხა ნიშანს. ამის კვალდაკვალ უბედურს, მუსიკის ხმების ქვეშ, ქალები ჯოხით განდევნიდნენ აულიდან ( * Достоверные рассказы об Абазии В. Савинова, Панθеон 1850 г. № 9).

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment