წერილები მომზადებულია იმ ლექციების საფუძველზე, რომლებიც წაიკითხა ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა პროფესორმა ა. ფ. სმირნოვმა მირქმის სახელობის სასულიერო სემინარიაში (2003-2004 წწ.)
შ ი ნ ა ა რ ს ი
თ ა ვ ი IV (დასასრული)
6. ომი, გამოცხადებული საკუთარი ხალხისთვის
7. ერთპარტიული დიქტატურის სისტემა
8. ბრძოლა ძალაუფლებისთვის ლენინის სიკვდილის შემდეგ
თ ა ვ ი V
გაგრძელება. ნაწილი 4.
1. კრონშტადტის ამბოხება
2. ახალი ეკონომიკური პოლიტიკა
3. მუშათა ოპოზიცია
4. პარტიის X ყრილობა, ერთიანობის შესახებ დადგენილების მიღება
5. სტალინის დანიშვნა გენერალურ მდივნად
6. ბრძოლა ლენინსა და ტროცკის შორის
7. ლენინის ანდერძი
8. სახელმწიფო მხარდაჭერა კოოპერაციისადმი
თ ა ვ ი VI
გაგრძლება. ნაწილი 5
1. პარტიის „ხელმძღვანელი და წარმმართველი“ როლი
2. სტალინი როგორც ტროცკის საპირწონე
3. საკითხი სახელმწიფო მშენებლობის შესახებ
4. სსრკ-ის წარმოქმნა
5. ლენინის კამათი სტალინთან
6. ლენინის სიკვდილმა საბჭოთა ადამიანები გლოვაში ჩაძირა
7. ბელადის საქმის ერთპიროვნული გამგრძელებელი ხდება სტალინი
8. ტროცკის განდევნა და მკვლელობა
9. დვუუმვირატი _ სტალინი და ბუხარინი
შენიშვნები და კომენტარები
თავი IV(დასასრული)

პარტიისა და მთავრობის პოლიტიკა ეკლესიასთან მიმართებით ძალზედ კარგად იშლება ჩვენს თვალწინ ლენინის საიდუმლო წერილში პოლიტბიუროს წევრებისადმი, რომელიც საზოგადოების მონაპოვრად იქცა (საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა) გაცილებით უფრო გვიან, სულ რაღაც 10-15 წლის წინ. მან გახმაურება ჰპოვა ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დროს 80-იანი წლების მიწურულს. არქივიდან ამოღებულ იქნა ლენინის დოკუმენტები. დრო და დრო, რომელიმე ლენინური ზეიმობისთვის არქივებიდან ამოჰქონდათ ლენინის დოკუმენტები და აქვეყნებდნენ. აქ კი გამოიჩინეს ინიციატივა, შეადგინეს ლენინის ძალზედ მნიშვნელოვანი შრომების მთელი კრებული და გადაწყვიტეს მისი გამოქვეყნება. როგორც საჭირო იყო ასეთ შემთხვევებში, პარტიული არქივის მუშაკებმა ყოველივე ეს გადაბეჭდეს და გაგზავნეს ძველ მოედანზე პარტიის ცკ-ში, ითხოვდნენ სანქციას. სარწმუნოების საკითხებში პოლიტბიუროსადმი ლენინის წერილის განხილვის დროს ეს დოკუმენტი მოხვდა საზღვარგარეთ. ჩვენში მას გადაბეჭდავდნენ, ამრავლებდნენ. ვიღაცამ პასუხისმგებელ პირთაგან, დაინახა რა, რომ დოკუმენტი არქიმნიშვნელოვანია, გაყიდა იგი საზღვარგარეთ. იგი გამოქვეყნებულ იქნა თავიდან ფინეთში, შემდეგ ეს მოხდა მთელ მსოფლიოში. მას შემდეგ, რაც 1991 წელს დაემხო პარტიის დიქტატურა, იგი ჩვენშიც მრავალჯერ ხელახლა გამოსცეს. ინიშნებოდა ყველანაირი კომისიები, სურდათ მოეძებნათ დამნაშავენი ამ დოკუმენტის გახმაურებაში, იმიტომ რომ დოკუმენტი საშინელია. ეს შემოწმებები, სუპერშემოწმებები დასრულდა იმით, რომ დაიკარგა დედანი. მაგრამ, არიან ადამიანები, რომლებმაც ნახეს იგი, არის ასლები, ქსეროასლები, ფოტოასლები. დოკუმენტი იყო.
რაზეა ლაპარაკი? ვოლგისპირეთში მიდის შიმშილი, ეს არის 1920 წლის დასაწყისი, საშინელი მოუსავლიანობაა. ითვლება, რომ ეს იყო სტიქიური უბედურება, ადამიანები ბუზებივით იხოცებოდნენ. სიკვდილი დასეირნობდა მთელს ვოლგისპირეთში. მართლაც, დაიწვა სახნავ-სათესი მიწების მრავალი ათეული ათასი ჰექტარი. ასეთი მოუსავლიანობა რუსეთში _ ხშირი ამბავია. და, საშინელი შიმშილი იყო არა იმის გამო, რომ იყო გვალვა, გვალვამ მხოლოდ გააშიშვლა ეკონომიკის ფაქტიური მოშლა, ტრანსპორტის მოშლა. ციმბირში ამ დროს იყო კარგი მოსავალი, შესაძლებელი იყო მისი ჩამოტანა, მაგრამ ეს _ სატრანსპორტო სამუშაოებია, ხოლო ხოლო მისი ორგანიზაცია კი მთლიანად მოშლილი იყო. ქმნიდნენ მოშიმშილეთა დახმარების ყველანაირ კომიტეტებს, მიმართავდნენ საზოგადოებრივ აზრს. კომიტეტს სათავეში ჩაუდგა კამენევი, ლენინის თანამებრძოლი. ამ კომიტეტის მეორე კრებაზე ყველანი დააპატიმრეს. საზოგადოებას სურდა დახმარებოდა დამშეულებს _ სადაც შენი საქმე არ არის, იქ ცხვირს ნუ ჰყოფ, ჩვენ თავად გავერკვევით. უსრულეს უმსგავსოებას ახდენდნენ.
ამ დროს ლენინი წერს ამ წერილს. აზრი ამ წერილისა ასეთია. ახლა, როდესაც მოსახლეობა შიმშილობს, არის კანიბლობის შემთხვევები, ადამიანებს უკვე აღარ ედარდებათ ეკლესიის საქმეები, ოღონდ კი ცოცხლები დარჩნენ. ყველანი დაკავებული არიან თავიანთი საქმეებით, გადარჩენის პრობლემით. დადგა მოსახერხებელი მომენტი, რათა გამოვიყენოთ ეს სიტუაცია, გავუსწორდეთ მთელ რეაქციულ ბურჟუაზიასა და რეაქციულ სასულიერო წოდებას. და რაც უფრო მეტად დავხოცავთ მათ, მით უფრო უკეთესია. მაგრამ ამის გაკეთება საჭიროა ძალზედ სწრაფად, იმიტომ რომ ხალხი ძალადობის ატანას დიდ ხანს ვერ შეძლებს. ამის შესახებ ამბობდა შუა საუკუნეების ერთი ცნობილი მოაზროვნე, შესანიშნავი პოლიტიკოსი. უნდა მივყვეთ მის რჩევას. გავწყვიტოთ რაც შეიძლება მეტი სასულიერი პირი. ახლა ზოგიერთ ქალაქში სასულიერო წოდებამ მოახდინა მორწმუნეთა მიტინგების, დემონსტრაციების ორგანიზება ეკლესიის დასაცავად, და წინააღმდეგობასაც კი უწევს ხელისუფალთ, რომელთაც სურთ საეკლესიო ფასეულობების წამოღება იმისთვის, რათა ვიყიდოთ პური დამშეულებისთვის. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს გარემოება, და ყველა, ვინც წინააღმდეგობას გვიწევს ციხეში ჩავსვათ, მოვახდინოთ საჩვენებელი პროცესების ორგანიზება და ა. შ. მათ რიცხვში საჭიროა პატრიარქიც გადავცეთ სასამართლოს. როგორი აზრი აქვს ამას? გაჟლიტონ რაც შეიძლება უფრო მეტი, რაც შეიძლება უფრო სწრაფად, რათა ხალხმა ვერ მოასწროს გამორკვევა. და მითითება მოაზროვნეზე. ლენინმა მოიყვანა მაკიაველის სიტყვები. ეს არის _ ცნობილი, მართლაც პოლიტიკური მოაზროვნე აღორძინების ეპოქისა. მან თავის ტრაქტატებში აღწერა სახელმწიფო პოლიტიკის ის ბარბაროსული, ცინიკური კანონები, რომლებიც ჰყვაოდა იტალიაში, მის სამშობლოში, და მთელს ევროპაშიც. იგი არაფერს არ იგონებდა, არამედ უბრლოდ აღწერდა იმას, რასაც ხედავდა თავის გარშემო. ამიტომ ცინიზმს პოლიტიკაში მიღებულია უწოდებდნენ მაკიაველიზმს. თავის ნაშრომში მაკიაველი გვიყვება სენატში რომის ერთერთი კონსულთაგანის გამოსვლას. კონსული _ ეს არის უმაღლესი თანამდებობის პირი, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და ამავდროულად მხედართუფროსი. ამ კონსულმა რომაული არმიის სათავეში გაანადგურა ეტრუსკები. ბრძოლა იყო სასტიკი. ეტრუსკები იყვნენ კარგად ორგანიზებული ხალხი. ბევრ დიდგვაროვან რომაელ პატრიციუსს ჰქონდა ეტრუსკული ფესვები, იმიტომ რომ სასტიკი ბრძოლების დროს, რომლებიც გრძელდებოდა რამდენიმე ათწლეულს, ეტრუსკების ნაწილი გადავიდა რომაელთა მხარეზე. და აი, ეს კონსული მოხსენებას უკეთებს სენატს, რომ მან, დაიპყრო რა ეტრუსკების მიწები, უხვად დაასაჩუქრა ისინი, ვინც გადმოვიდა მის მხარეზე, და დაუნდობლად გაწყვიტა ყველანი, ვინც არ დაეთანხმა რომის ბატონობას. და, გააკეთა ეს სწრაფად, იმიტომ რომ ხალხმა დიდ ხანს ტანჯვას შესაძლოა ვერ გაუძლოს. ამის ციტირება მოახდინა კიდეც ლენინმა. ამ კონსულის დამსახურება დიდად იქნა შეფასებული, სენატმა მიანიჭა მას ოფიციალური წოდება „რომის მეორე დამაარსებელი“. პირველი დამაარსებლები იყვნენ რომულუსი და რემუსი, ხოლო ამ ეტრუსკების დამმარცხებელმა ისეთი ქვაკუთხედი დაუდო რომის ძლიერებას საფუძვლად თავისი გამარჯვებით, რომ რომაელებმა მას უწოდეს მეორე დამაარსებელი. ასე უწოდეს ამ დაუნდობელ ოკუპანტს, ეტრუსკების მიწის დამპყრობელს, რომელიც ასე სასტიკად მოექცა დამარცხებულ ხალხს. ხოლო ლენინი კი, ჩვენი ლენინი, ჩვენი მასწავლებელი, ჩვენი საყვარელი ბელადი, ჩვენი ილიჩი ურჩევს ისე მოექცნენ საკუთარ ხალხს როგორც დამორჩილებულს, რუსეთს როგორც დაპყრობილ ქვეყანას. აი სად არის ცინიზმი. აი სად იხსნება ჩვენს თვალწინ ლენინის დამოკიდებულება რუსეთისადმი, ხალხისადმი. ამაოდ არ ამბობდა იგი გულიდან ამოსულ სიტყვებს: „მიმიფურთხებია რუსეთისთვის! მე მსოფლიო რევოლუცია უნდა გადავარჩინო“-ო. იგი ასე იქცეოდა კიდეც. და მოცემულ შემთხვევაშიც იგი ამბობს, რომ უფრო სწრაფად არის საჭირო რეაქციული მღვდლების დახოცვა. როგორ ექცეოდნენ ძველი რომაელები დამორჩილებულ, დაპყრობილ მტრებს. იყო 1922 წლის თებერვლის დასაწყისი. ვოლგისპირეთში შიმშილია. ლენინი უკვე მძიმედ იყო ავად, მას ჰქონდა დამბლის დაცემები აქამდე. მან იმკურნალა შემოდგომაზე, დაუბრუნდა მუშაობას, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი ტვინი მუშაობდა უკვე შეფერხებებით. ამავე დროს იგი ეუბნება ღია წერილში მუშებს, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ „პრავდაში“, რომ არ შეუძლია მუშაობა სრული ძალით როგორც ადრე, ამიტომ შესაძლებელია იყოს რაღაც ჩავარდნები, რაღაც გადახრები ჩვენს პოლიტიკაში. უნდა იცნობდე ვლადიმირ ილიას ძეს, რათა ასე საჯაროდ ლაპარაკობდე.
ეს დოკუმენტი არ ყოფილა ოფიციალურად მოწონებული პოლიტბიუროს მიერ. მაშინ ცკ-ის მდივანი კიდევ იყო მოლოტოვი ვიაჩესლავ მიხეილის ძე, წერილი გაგზავნილი იყო მისდამი, თხოვნით არ გაემრავლებინა, არამედ გაეცნო პოლიტბიუროს წევრებისთვის, რომელთაც ერთადერთ ეკზემპლარში უნდა გამოეთქვათ თავისი დამოკიდებულება _ „დიახ“, ან „არა“. იქ შენარჩუნდა შენიშვნა, შესაძლოა, მოლოტოვის ხელით გაკეთებული, შესაძლოა, ტროცკის ხელით, პოლიტბიუროს წევრისა, რომელიც სათავეში ედგა პროფკავშირებს. მოსაზრებები გაიყო ამასთან დაკავშირებით. ამ შენიშვნის აზრი შემდეგშია: „ჩვენ არ შეგვიძლია ომს ვუცხადებდეთ საკუთარ ხალხს ჩვენი ხელისუფლების არსებობის მეხუთე წელს. რა მმართველები ვართ ჩვენ, თუკი ოფიციალურად გამოვაცხადეთ სამოქალაქო ომის დასრულება, ახლა კი ყველას კედელთან მიყენებას დავიწყებთ? გამარჯვებული პროლეტარიატის დიქტატურის მეხუთე წელს ჩვენ არ შეგვიძლია ვუცხადებდეთ ომს საკუთარ ხალხს“. პოლიტბიუროს ოფიციალურად არ განუხილავს ეს საკითხი, იმიტომ რომ იყო დაუწერელი წესი, თუკი პოლიტბიუროს ერთერთი წევრთაგანი წინააღმდეგია რაიმე დოკუმენტის განხილვისა, მაშინ პოლიტბიუროზე იგი არ განიხილება, არამედ საკითხი წყდება სამუშაო წესით. მათ სამუშაო წესით გადაწყვიტეს კიდეც. ისინი ამ პოლიტიკას ატარებდნენ მოქმედებაში _ ხვრეტდნენ. უზარმაზარი ენერგია ამ დროს განავითარა ტროცკიმ. ისარგებლა რა იმით, რომ ლენინი 1921 წლის შემოდგომაზე ავად გახდა და რამდენიმე თვე არ მუშაობდა, იგი, ფაქტიურად მიესალმა პოლიტბიუროს ცკ-დან. და, განსაკუთრებით გულმოდგინედ იგი მოქმედებდა „რეაქციულ სასულიერო წოდებასთან“ ბრძოლის სარბიელზე. ერთერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ გამოიჩინა ლენინმა გამოჯანმრთელების შემდეგ ასეთი სიმარდე, ასეთი ინიციატივა, და გამოვიდა სასულიერო პირთა ერთი მეორეზე მიყოლებით დახვრეტის მოწოდებით, მდგომარეობდა იმაში, რომ მას შეეშინდა ტროცკის წარმატებებისა, შეეშინდა იმისა, რომ ტროცკი ხელიდან ართმევს მას ძალაუფლებას. ეს, როგორც ჩანს, ასე იყო კიდეც. შესაძლოა გავლენა იქონია იმანაც, რომ მისი ტვინი შეფერხებებით მუშაობდა, და მას არ შეეძლო ოპტიმალური გადაწყვეტილების მოძებნა. მაგრამ, ჩვენ ამის გამო უკეთ ვერ ვიქნებით. აი ბოლშევიკების დამოკიდებულება ეკლესიისადმი: ძარცვა, დახვრეტები _ და ოფიციალურად, არსებითად, ყოველივე ეს იყო დაკანონებული.
7. ერთპარტიული დიქტატურის სისტემა
ყოველგვარ ინიციატივას, რომელსაც შეეძლო კონკურენცია შეექმნა პარტიისთვის _ სამეცნიეროს, სასულიეროს, ტრადიციული სტრუქტურებისა, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა _ ახშობდნენ. რატომ წიხლავდნენ ეკლესიას? იმიტომ რომ იგი _ ავტორიტეტია, იმიტომ რომ იგი ედავება ძალაუფლებისთვის ადამიანთა გონებაზე. ამ ავტორიტეტის დანგრევის გარეშე ხალხს ვერ გაასულელებ, შენი პროპაგანდით ვერ დაიპყრობ. რატომ დააპატიმრეს დამშეულთა დახმარების კომიტეტი? ამ საქმეზე ხომ ამ საზოგადოებრივ მოღვაწეთა ჯგუფს შეუძლია მოიხვეჭოს ავტორიტეტი. აი მათი პოლიტიკა. დასრულდა იმით, რომ ხელისუფლების ყველა ორგანოდან გაუშვეს საბჭოთა პარტიების ყველა წარმომადგენელი: ესერები, მენშევიკები, ბუხარინელები _ ყველანი. საბჭოები გახდა სუფთად ბოლშევიკური. ამასთან, სამოქალაქო ომის წლებშიც, და მაშინვე მისი დამთავრების შემდეგაც, თუკი სადმე, უეცრად, რომელიღაც ქალაქში, მაზრაში, სოფელში არჩევნებზე საბჭოებში აირჩევდნენ ესერებს, მენშევიკებს, იქ იგზავნებოდნენ საგანგებო დანიშნულების „შავი“ რაზმები და არბევდნენ ამ საბჭოებს. ერთი პარტიის დიქტატურაა _ ერთი ძალა მმართველობს მთელს ქვეყანაში. და არავითარი ოპონენტები, არავითარი წინააღმდეგობა. ყოველივე ამას ფარავდნენ იმით, რომ პარტიამ ყველეზე უკეთესად იცის, თუ რა სჭირდება ხალხს, იგი არის _ სამეცნიერო პარტია, იგი დაეუფლა საზოგადოებრივი განვითარების კანონებს, იგი ხედავს, თუ საით მიდის მსოფლიო, და იგი აგებს თავის პოლიტიკას მსოფლიო განვითარების ლოგიკის შესაბამისად. თუმცა კი თითოეულ ბოლშევიკს თავისებურად ესმოდა ეს კანონები, ამიტომ, მათ შორის ყოველთვის იფეთქებდა ხოლმე უსასტიკესი ჩხუბი (კინკლაობა). იმიტომ რომ, სამყარო ვითარდება ღვთაებრივი განგებულების მიხედვით. „განგებას ვერ იწინასწრმეტყველებ და ვერ გამოითვლი“, _ ამბობდა ჯერ კიდევ პუშკინი.
დამოუკიდებელი აზრის წინაშე შიშის გამოვლენით არის კიდეც ნაკარნახევი ბოლშევიკების პოლიტიკა მეცნირებასთან მიმართებით. როდესაც ლენინი გამოვიდა საავადმყოფოდან, დაარტყეს სასულიერო წოდებას, დაიწყო სისხლიანი ტერორი, დაარტყეს მეცნიერებს. ამ კამპანიის ინიციატორი იყო ტროცკი. ლენინმა შემდეგ მას გადაჭრით დაუჭირა მხარი, სპეციალურად გამოვიდა კიდეც პრესაში ამის გამო. მისი გამოსვლის აზრი მდგომარეობდა იმაში, რომ რუსეთის უმსხვილეს მოაზროვნეთა დიდი ჯგუფი, ყველაზე უფრო ავტორიტეტულებისა, პოპულარულებისა მოსკოვსა და პეტერბურგში, სარეთო რიცხვით დაახლოებით 160 ადამიანი დაიჭირეს და წაუყენეს მათ ბრალდება ანტისაბჭოთა საქმიანობაში, იმაში, რომ ისინი გამოდიოდნენ საბჭოთა მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ, და განუცხადეს, რომ ისინი გაუყოვნებლივ უნდა გაემგზავრონ საზღვარგარეთ. ისინი ძალადობრივად გაიყვანეს საზღვარგარეთ, მოახდინეს მათი დეპორტირება. თითოეულ მათგანს ჩამოართვეს ხელწერილი, რომ თუკი იგი დაბრუნდება რუსეთში უნებართვოდ, იქნება დახვრეტილი სასამართლოსა და გამოძიების გარეშე. ყველა ისინი შეკრიბეს პიტერში, ჩასვეს დაქირავებულ გემში და გაიყვანეს გერმანიაში, საიდანაც ისინი გაემგზავრნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ამ ლაშქრობას რუსული მეცნიერებისა და კულტურის წინააღმდეგ ახლა უწოდებენ „ფილოსოფიურ გემს“. იქ იყვნენ უმსხვილესი ფილოსოფოსები, იურისტები, პროფესორები, უნივერსიტეტების რექტორები, აკადემიკოსები. რისთვის განდევნიდნენ მათ? ერთი ადამიანის მაგალითზე შეიძლება ამის ჩვენება.
გვყავდა ჩვენ ასეთი ახალგაზრდა ენერგიული პროფესორი პიტერში, უნივერსიტეტში, სოციოლოგი, პიტირიმ სოროკინი, რომელმაც 1922 წელს გამოაქვეყნა ორტომიანი ნაშრომი „სოციოლოგიის კურსი“. ეს იყო პირველი მსხვილი ნაშრომი სოციოლოგიის პრობლემებში. იგი შემდეგ გააძევეს საზღვარგარეთ. იგი ასწავლიდა ჰარვარდში, უმსხვილეს ამერიკულ უნივერსიტეტში. იქ მან გამოსცა მასა შრომებისა. მას თვლიან XX საუკუნის უმსხვილეს სოციოლოგად. მაგრამ, ჯერ კიდევ რევოლუციამდე სამშობლოში, იგი უკვე ფართოდ იყო ცნობილი თავისი შრომებით. ორხელისუფლებიანობის დროს იგი ერთ ხანს იყო კერენსკის პირადი კანცელარიის უფროსი, იმიტომ რომ თავისი შეხედულებებით იგი იყო ესერი, და კერენსკიც ასევე ახლოს იყო ესერებთან. მისი ინიციატივით კერენსკიმ დროებით მთავრობაში მონაწილეობისთვის მიიწვია რიგი მსხვილი მეცნირებისა, მათ რიცხვში აქკადემიკოსი ვერნადსკი, ალდენბურგი და სხვები. ეს იყო ძალზედ საინტერესო ადამიანი. იგი გამოვიდა სტუდენტების წინაშე პეტროგრადის უნივერსიტეტში 1922 წელს საჯარო ლექციით, რომლის აზრიც მდგომარეობდა შემდეგში. თქვენ უნდა მონახოთ ახალი ორიენტირები ცხოვრებაში. თქვენ უნდა მონახოთ ახალი მასწავლებლები, წახვიდეთ სხვა გზებით, იმიტომ რომ ის მასწავლებლები, რომლებსაც ჩვენ ვეთაყვანებოდით, რომელთა რჩევებსაც მივყვებოდით (დაასახელა ტოლსტოი და სხვები), აღმოჩნდნენ უშინაარსონი (უსუსურნი). სწორედ იმიტომ, რომ რუსული ინტელიგენცია, რუსული გონება დაიბნა, მოხდა მთელი ეს ტრაგედია რუსეთში. თქვენ უნდა აირჩიოთ ახალი ხელმძღვანელები. ვინ დაასახელა მან? სერგი რადონეჟელი და სერაფიმე საროველი _ აი ავტორიტეტები, რომელთა მიხედვითაც თქვენ უნდა აგებდეთ თქვენს ცხოვრებას. ნათელია, რომ როდესაც ადამიანი ისვრის ასეთ გამოწვევას, მას აძევებენ საზღვარგარეთ. იმიტომ რომ ეს არის _ წმინდა წყლის ანტისოვეტიზმი.
პროფესორებს აძევებდნენ. დოცენტებს კი აგზავნიდნენ არა საზღვარგარეთ, არამედ სოლოვკებზე (უკიდურეს ჩრდილოეთში, ბანაკებში). მსოფლიოში სახელგანთმულ ადამიანებს, რომლებიც არ შეიძლებოდა უბრალოდ დაეხვრიტათ, იმიტომ რომ იქნებოდა უბრალოდ აღშფოთება მთელს მსოფლიოში _ ამათ აძევებდნენ. ხოლო უცნობ ადამიანებს, (პირობით) დოცენტებს _ გზავნიდნენ სოლოვკებზე, „ამდენად დაშორებულ ადგილებში“ ხელახლა აღსაზრდელად. ითვლებოდა, რომ შრომით შეიძლება ადამიანის ხელხლა აღზრდა (გამოსწორება). სწორედ სოლოვკებზე წარმოიქმნა საგანგებო დანიშნულების ბანაკი, სადაც შეიმუშავებდნენ „განკურნების“ სისტემას იძულებითი შრომით. ეს გახლდათ სახელგანთქმული „შრომითი ვალდებულების შესახებ დეკრეტის“ რეალიზება. ბოლშევიკებმა, როდესაც მიიტაცეს ძალაუფლება, გამოსცეს სპეციალური დეკრეტი იმის შესახებ, რომ ყველანი უნდა მუშაობდნენ. ბურჟუები, რამდენადაც მათ არმიაში არ იწვევდნენ, უნდა ასრულებდნენ შრომით მოვალეობას. მათ მობილიზაციას უტარებდნენ ტყის საჭრელებზე, ქუჩების გაწმენდაზე, ყველაზე უფრო ბინძურ საზოგადოებრივ სამუშაოებზე. როდესაც დასრულდა სამოქალაქო ომი, იყო ხუთმილიონიანი არმია. რა უნდა გაუკეთონ მას? მაშინ დაიწყეს სამხედრო შენართების გარდაქმნა შრომით არმიებად, ე. ი. წითელარმიელებს დემობილიზაციას კი არ უტარებდნენ, არამედ მათ გადააქცევდნენ შრომითარმიელებად. გამოცხადებულ იქნა ციმბირის შრომითარმიის შექმნის შესახებ, კავკასიის შრომითარმიისა და ა. შ. მათ იყენებდნენ სამუშაოებზე შახტებში, სარკინიგზო ტრანსპორტში, ქარხნებში, წარმოიქმნა იძულებითი შრომის სისტემა. იმისთვის, რათა დაეფარათ ეს რაიმენაირი „ფლერით“, დაემალათ ეს წყლულები, თავიანთი ჩავარდნა, დაიწყეს ყველანაირი შესაძლო კომუნისტური შაბათობების მოწყობა, საგაზეთო წერილბის წერა იმის შესახებ, რომ შრომა ხელახლა ზრდის ადამიანს, რომ მხოლოდ შრომაში ავლენს ადამიანი საკუთარ თავს, მხოლოდ შრომაში იხსნება (ვლინდება) მისი ნიჭი. აქ იყო ბევრი ტყუილი, მაგრამ იყო ჭეშმარიტების მარცვალიც. მართლაც, ადამიანს მხოლოდ შრომაში შეუძლია საკუთარი თავის გამოვლინება. იმისთვის რათა გახდე კომპოზიტორი, უნდა წრდე მუსიკას; რათა გახდე პოეტი, უნდა წერდე ლექსებს; რათა იყო მეცნიერი, უნდა იჯდე ბიბლიოთეკებში, არქივებში დღე და ღამე _ შემდეგ დასწერ რაიმე ღირებულს. მაგრამ შემოქმედებით შრომას ურევდნენ იძულებით შრომასთან, და პირველით ფარავდნენ მეორეს.
ამ სადამსჯელო სისტემის სათავეში, მისი დახვრტებით, მძევლებით, ქონებრივი ძარცვით, ბინებიდან გამოსახლებით, იდგა კონტრრევოლუციასთან ბრძოლის საგანგებო კომისია (რუს. Черезвычайная комиссия – ЧК), რომელსაც მეთაურობდა ფელიქს ედმუნდის ძე ძერჟინსკი. იგი იყო პოლონელი სოციალისტი, რომელიც შემდეგ გადავიდა რკპბ-ის (რუსეთის კომუნისტური პარტია ბოლშევიკებისა) რიგებში, და გახდა ლენინის ერთერთ უახლოეს თანამებრძოლთაგანი. ძერჟინსკი იყო ვჩკ-ის (სრულიად რუსეთის საგანგებო კომისიის) თავმჯდომარე და კურირებას უწევდა ყოველივე ამას, ყოველივე ამას მართავდა. იგი ძალზედ წინააღმდეგობრივი პიროვნებაა. ერთის მხრივ მას ხელები იდაყვებამდე სისხლში აქვს გასვრილი, მეორეს მხრივ, მან, იყენებდა რა ჩკ-ის აპარატს, ბრძოლა გამოუცხადა უპატრონო ბავშვთა მაწანწალობას და აიძულა ჩკ-ის ორგანოები შეექმნათ ბავშვთა თავშესაფრები, საბავშვო კომუნები. ყოველივე ეს კარგად აქვს აღწერილი მაკარენკოს „პედაგოგიურ პოემაში“. შესაძლო იყო მას შემდგომში თავი გამოეჩინა რაღაც სხვანაირადაც, იმიტომ რომ უპატრონობასთან ბრძოლა _ ეს მისი უეჭველი დამსახურებაა. მაშინ ყველა კუთხეში შესაძლო იყო დაგენახათ მათხოვრები, მაწანწალები, მცირეწლოვნები, ფეხშიშველნი, ტანშიშველნი, მშივრები, ტილებით სავსენი. ასეთი რამ არასდროს რუსეთში არ ყოფილა. თვით ომის წლებშიც კი არ ყოფილა ამდენი უპატრონო.
8. ბრძოლა ხელისუფლებისთვის ლენინის სიკვდილის შემდეგ
შექმნილი იყო ერთი პარტიის, პირთა ვიწრო წრის დიქტატურა. ასეთი დიქტატურა ცარიზმმაც კი არ იცოდა. მთელი ეს არაკჩეევისეული რეჟიმები _ უბრალოდ თოჯინებია იმასთან შედარებით, რაც დაამყარეს ბოლშევიკებმა. და, რაც ყველაზე უფრო საინტერესოა _ ეს არის ის, რომ თავად ბოლშევიკებს შორის არ იყო ერთიანობა _ იყო უსასტიკესი ურთიერთღრენა, ბრძოლა ხელისუფლებისთვის, ხელისუფლბის მთელი სისრულისთვის. ამ სასტიკი ბრძოლის გამოვლინებების შესახებ მოხსენიებული იყო ზემოთ, როდესაც ლენინი მიდიოდა ცკ-ის უმრავლესობის აზრის წინააღმდეგ, ტეხდა თავისი ოპონენტების წინააღმდეგობას, თავზე ახვევდა საკუთარ ნებას. ეს თან მიჰყვება ამ ხუთწლეულის მთელ ისტორიას _ 1917-დან 1922 წლამდე. ლენინს დაეცა დამბლა, მან სრულებით დაკარგა მეტყველების უნარი 1922 წლის გაზაფხულზე. პირველად მას ჯანმრთელობის პრობლემები გამოუჩნდა წინა წლის შემოდგომაზე, იგი რამდენიმე თვით გამოვიდა მწყობრიდან. შემდეგ ის დაბრუნდა და თავი გამოიჩინა რელიაგიასთან ბრძოლაში, ხოლო მალევე, ერთი თვის შემდეგ, მარტში მას დაეცა დამბლა, დაკარგა მეტყველების უნარი. იგი იწვა გორკებში, ვერ ლაპარაკობდა. მოკვდა 1924 წლის იანვარში. მაგრამ ფაქტიურად იგი იყო უკვე ცოცხალი ლეში. ოფიციალურად ითვლება, რომ იგი მოკვდა ათეროსკლეროზისგან. ჯანდაცვის სახალხო კომისარი სემაშკო, რომელიც ხელმძღვანელობდა ლენინის გვამის გაკვეთას, მის ბალზამირებას, ამბობს, რომ რომ ლენინის ტვინი იმდენად უხეში ქერქით იყო დაფარული, რომ მასზე შეიძლებოდა ფანქრით გეკაკუნებინათ. და წერს: „როგორ ასხივებდა დროდადრო მისი გარქოვანებული ტვინი ასეთ გენილურ აზრებს?“ _ მას მხედველობაში ჰქონდა ლენინის უკანასკნელი სტატიები და წერილები, რომლებიც მან უკარნახა უკვე მძიმედ ავადმყოფმა. ფაქტიურად, ლენინი სამედიცინო დასკვნის მიხედვით, რომელსაც მალავდნენ, მოკვდა სიფილისისგან. მაგრამ, ამას მნიშვნელობა არა აქვს ისტორიისთვის, მნიშვნელოვანის სხვა, რომ ლენინის სიკვდილის შემდეგ წარმოიქმნა საშინელი ჩხუბი ლენინური გვარდიის ბოლშევიკებს შორის ხელისუფლებისთვის ბრძოლაში. მაგრამ იგი იყო ლენინის სიცოცხლეშიც, როდესაც მისი კონცენტრირება ხდებოდა ლენინის ბრძოლაზე ტროცკისთან. ვინ არის პირველი? ვინ არის ყველაზე უფრო მეტად პოპულარული? ხელისუფლებისთვის ბოლშევიკების ბრძოლის ამ ორ ეტაპს _ ლენინის ბრძოლას ტროცკისთან და ხელისუფლებისთვის ბრძოლას ლენინის სიკვდილის შემდეგ _ უნდა განვიხილავდეთ ცალცალკე. აქ ბევრი კითხვაა სუფთად ფსიქოლოგიური, პიროვნული. მით უმეტეს რომ ეს საკითხი კვლავ რჩება დისკუსიების საგნად.
რა თქმა უნდა ლენინი ღებულობდა ფულებს გერმანიის გენშტაბისგან. მაგრამ მის ჩასათვლელად გერმანელების ანზღაურებად აგენტად არანაირი საფუძველი არა გვაქვს. იგი იღებდა ფულებს რევოლუციისთვის იმ ბანდიტური დაცემების, მეფის ხაზინის გაძარცვის გზითაც, როგორც ამას ორგანიზებას უკეთებდა სტალინი 1905 წელში; და ფიქტიური ქორწინებების დახმარებითაც, როდესაც ბოლშევიკები ცოლად ირთავდნენ მდიდრ სცოლეებს, რათა მიეღოთ მზითვები და ა. შ. და ისიც, და ტროცკიც ფულებს იღებდნენ ამერიკელი მილიონრებსიგან. ნაწილობრივ ეს ვალები დაფარულ იქნა უკვე ხელისუფლების დაპყრობის შემდეგ. და გერმანელებსაც მან გაუგზავნა ოქრო მას შემდეგ, რაც დაეუფლა ხელისუფლებას, გაცილებით უფრო მეტი იმაზე, ვიდრე მათგან აიღო. იგი თვლიდა, რომ ყველა საშუალება კარგია პროლეტარიატის დიქტატურის დამყარების გულისთვის. ფულს სუნი არა აქვს. ეს შემდეგ იგი, სამოქალაქო ომის დროს, როდესაც ამერიკელები გულუხვად აძლევდნენ სუბსიდიებს მის პოლიტიკურ მტრებს, რომლებიც დროდადრო ძლიერად სცემდნენ მას, ის მაშინ გაიძახოდა: „თითოეულ დოლარზე სისხლის კვალია! თითოეულ დოლარზე სისხლია, ჭუჭყია! ჩვენ არაფერი არ უნდა მივიღოთ ამერიკელებისგან“. მაგრამ თავად ის იღებდა. ეს პირველია.
მეორე, ლენინი მტკიცედ იყო დაკავშირებული გერმანულ სოციალ-დემოკრატიასთან, იქ მას ჰყავდა მასა მეგობრებისა. გერმანული სოციალ-დემოკრატია იყო ძალზედ ძლიერი და გავლენიანი. როდესაც დადგა საკითხი, თუ როგორ უნდა ემგზავრა ლენინს, გერმანელმა სოციალ-დემოკრატებმა აუხსნეს კაიზერის მთავრობას, რომ გერმანიის ინტერესებში აუცილებელია რაც შეიძლება ჩქარა გადაისროლონ ლენინი პიტერში, იმიტომ რომ იგი აწარმოებს ბრძოლას ომის შესაწყვეტად, სეპარატული ზავის დასადებად _ ეს ხელსაყრელია გერმანიისთვის. მართლაც, როდესაც ლენინი მოვიდა ხელისუფლებაში, დადო სეპარატული სამშვიდობო ხელშეკრულება, გერმანელებმა ჯარები გადაისროლეს პარიზისკენ და 1918 წლის გაზაფხულზე მიმართეს მცდელობას იერიშით აეღოთ პარიზი და დაესრულებინათ ომი თავიანთ სასარგებლოდ, ან თუნდაც საპატიოდ დაედოთ ზავი. ასე რომ, მათი ანგარიში გამართლდა. ხოლო ლენინი კი მოქმედებდა თავისი ძველი პრინციპის მიხედვით _ მიზანი ამართლებს საშუალებებს, მას სჭირდებოდა რაც შეიძლებოდა უფრო ჩქარა მომხვდარიყო რუსეთში. იგი ფიქრობდა: „თუკი მე დავიწყებ მგზავრობას შვეიცარიიდან საფრანგეთის გავლით, შემდეგ კი მთელი ევროპის გარშემო გემებით, მაშინ ეშმაკმა უწყის, ჩავაღწევ კი, თუ ამ გემს გერმანული წყალქვეშა ნავები ზღვის ფსკერისკენ გაუძახებენ“. აქ კი გარანტიაა, რომ მას გადაიყვანენ გერმანიის გავლით შვედეთში (შვედეთი _ ნეიტრალური ქვეყანაა), და შემდეგ კი _ იგი თავად ჩავა რუსეთში.
აი ესაა ისტორია დაკავშირებული პლომბირებულ ვაგონთან. როდესაც ყოველივე ეს ამოტივტივდა ჯერ კიდევ კერენსკის დროს, სამი ივლისის ამბოხების შემდეგ, ლენინი შეშინდა და თავის ახლობლებს ეუბნებოდა: „თუკი ყოვლივე ამას ისინი დაამტკიცებენ, დოკუმენტები კი მათ ხელზე აქვთ, მაშინ ჩვენ საღრჩობელაზე ვიქნებით“, და გაიქცა რუსეთიდან. ხოლო, გამარჯვების შემდეგ კი, როდესაც იგი იქცა ქვეყნის ბატონ-პატრონად, ეს საკითხი მიჩქმალეს. ტყუილად არ ამბობენ _ პოლიტიკა ბინძური საქმეაო.
ახლა საკითხი პატრიარქთან დაკავშირებით. იგი არჩეულ იქნა საეკლესიო კრებაზე, რომელიც გაიხსნა ბოლშევიკური გადატრიალების სულ წინა ხანებში რწმენის აღმსარებლობის საკითხებში მინისტრის, კარტაშოვის, ინიციატივით, რომელიც აქამდე იყო სასულიერო აკადემიის პროფესორი. წმინდა სინოდი დათხოვნილ იქნა ჯერ კიდევ დროებითი მთავრობის მიერ. კარტაშოვმა მოიწვია საეკლესიო კრება, აირჩიეს წმინდა ტიხონი, თუმცა კი დიდი შანსები იყო, რომ აირჩევდნენ მიტროპოლიტ ანტონის ხრაპოვიცკის, იგი შემდეგ სათავეში ჩაუდგა რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას საზღვარგარეთ (რმეს, რუსული ობრევიატურით РПЦЗ). შესაძლოა ეს კარგიც იყოს, იმიტომ რომ წმინდა ტიხონი იყო უფრო მეტად მშვიდი, გაწონასწორებული. არსებობს ბევრი ლიტერატურა წმინდა ტიხონის შესახებ. იგი დაპატიმრებულ იქნა დონის მონასტერში. იქ მას ჰქონდა ორი პატარა ოთახი. პირველ ოთახში ცხოვრობდა ორი ჩეკისტი ქალი, რომლებიც მას დარაჯობდნენ. ისინი დიდი პატივისცემით (მოწიწებით) განიმსჭვალენ მისდამი. ისინი იყვნენ უბრალო ადამიანებისგან, უვლიდნენ მას. როდესაც მას დაატარებდნენ დაკითხვებზე ჩკ-ში, ხოლო ეს კი ხდებოდა თითქმის ყოველ დღე, სძიძგნიდნენ მას იქ, ეს ორი ქალიშვილი, როგორც მორჩილები, ალაგებდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ მეურნეობაში. იგი მადლობდა მათ, ბუნებრივია. მიმართეს მისი მოკვლის მცდელობას, მაგრამ მოკლულ იქნა მხოლოდ მისი მესენაკე იოანე, მან თავის თავზე მიიღო გასროლა. უნდოდათ მისი გადაცემა სასამართლოსთვის, მაგრამ, საზოგადოებრივი აზრის ზეწოლით, სასამართლო არ შემდგარა, იგი გამოუშვეს. გარდაიცვალა 1925 წელს, ამოუცნობ გარემოებებში. არ არის გამორიცხული, რომ მას წასვლაში დაეხმარნენ ჩკ-ის აგენტები. საერთოდ გონებამახვილი ადამიანი იყო. მისი ერთი სახელგანთქმული ფრაზა: „წმინდა ნაწილების მიხედვით დის მირონიც“ (რუს. «По мощам и Елей»), _ მეტყველებს ამის შესახებ. არსებობს (მასალები, დოკუმენტები) მისი ყოფნის შესახებ დონის მონასტერში. იქ ბევრი რამაა საინტერესო ადამიანური თვალსაზრისით, როგორ იტანჯებოდა იგი ამ ტყვეობაში. მასთან არავის არ უშვებდნენ მისი საეკლესიო მოვალეობების შესასრულებლად. ძალზედ ძნელად თუ ახერხებდნენ მასთან გასაუბრებას. იგი ჰპოვებდა თავისთვის სიხარულს, როდესაც დილით მზარეულს კარნახობდა მენიუს მთელი დღისთვის. მისი სენაკი იმყოფებოდა მეორე სართულზე. იქ იყო ფართო კიბე. მზარეული ბლოკნოტით იდგა ქვემოთ. ურთიერთობა ეკრძალებოდათ. ეს ორი ქალი ზის ქვემოთ, ხოლო იგი კი ამბობს: „საუზმეზე ესა და ეს, სადილზე ესა და ეს... და რა დღეა დღეს?“, _ კითხულობს, მოითათბირებს. თუნდაც აქ იგრძნოს მან ცხოვრების გემო, სუფთა ჰაერზე დადგეს ცოტა ხნით. ადამიანურად ყოველივე ეს საინტერესო და მნიშვნელოვანია. გაუტეხელი სულის გამოვლინებაა.
ნ ა წ ი ლ ი V
გაგრძელება. ნაწილი 4.
სამოქალაქო ომის წლებში სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა და საერთოდ საბჭოთა მთავრობის პოლიტიკა, სადაც ხელმძღვანელ როლს თამაშობა ლენინი, იყო სამხედრო კომუნიზმის პოლიტიკა: წითელგვარდიული შეტევა კაპიტალზე, კერძო საკუთრების მოსპობა, ნაციონალიზაცია, ე. ი. ბანკების, ქარხნების, ფაბრიკების ქონების კონფისკაცია. ამასთან ეს ქონება ცხადდებოდა სახალხოდ, საერთოეროვნულად, მაგრამ ფაქტიურად იგი ხვდებოდა პარტიული ელიტის განკარგულებაში. ამ პოლიტიკის გატარების სულ დასაწყისში მუშებს შორის ძალზედ ძლიერი იყო სურვილი შეექმნათ ე. წ. სახალხო საწარმოები. ე. ი. ფაბრიკებისა და ქარხნების, სანაოსნოს მუშები აცხადებდნენ საკუთარ თავს ამ საწარმოს მესაკუთრეებად, ან სურდათ გამოეცხადებინათ, მაგრამ ლენინი გადაჭრით წინ აღუდგა ამას: „საწარმო უნდა ეკუთვნოდეს არა მოცემულ საწარმოში დაკავებულ მუშებს, არამედ მთელ ხალხს. სხვანაირად რატომ იყო საჭირო რევოლუციის ჩატარება?“ _ ასე აცხადებდა იგი. სინამდვილეში კი საწარმო ხვდებოდა დირექტორის ხელში, რომელიც დანიშნული იყო სახკომსაბჭოს ან სახკომის (სახალხო კომისრის, მინისტრის - нарком) მიერ, რომელიც არ იყო მესაკუთრე, მაგრამ, ფაქტიურად მართავდა, თანაც არცთუ დიდ ანგარიშს უწევდა კოლექტივის აზრს. რა თქმა უნდა, თითოეულ ფაბრიკასა და ქარხანაში იყო პარტიული უჯრედები, პროფკავშირული ორგანიზაციები. მაგრამ მათი უფლებები მეტად შევიწროებული იყო და სინამდვილეში ყველაფერს წყვეტდა დირექტორი. ტროცკიმ ჯერ კიდევ მაშინ, გახურებულ ომში, მახვილგონივრულად შენიშნა: „ეს ჩვენი გაგზავნილი დირექორები მხოლოდ იმაზე ოცნებობენ კიდეც, რომ როგორმე გახდნენ ახალი მეპატრონეები, რათა გადასცენ საწარმოები მემკვიდრეობით თავიანთ შვილებს“. ასეთ რამეებს პარტია, რა თქმა უნდა, ებრძოდა, მაგრამ ეს ტენდენცია წითელ ხაზად გასდევს საბჭოთა პერიოდის მთელ ისტორიას. იმისთვის, რათა ემართათ კონფისკებული მრეწველობა, შექმნეს სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭო (რუს. ВСНХ – Верховный совет народного хозяйства), მას კიდევ უწოდებდნენ სახალხო მეურნეობის სრულიად რუსეთის საბჭოს. იგი მართავდა მთელ ნაციონალიზებულ საწარმოებს.
სოფელში ატარებდნენ სურსათის განაწილების (რუს. продразвёрстка), გლეხებისგან თითქმის მუქთად პურის ამოღების პოლიტიკას ძალადობის გზით. სასურსათო რაზმებში (პროდრაზმებში) იყო 50 ათასზე მეტი მებრძოლი. საბოლოო ანგარიშით, მეურნეობის ასეთი უთავბოლო წამოებით აბობოქრდა შიმშილი. ტრანსპორტი გამოვიდა მწყობრიდან. რვაჯერ დაეცა სამრეწველო წარმოება. გლეხებისთვის სანაცვლოდ არაფრის შეთავაზება არ შეეძლოთ. საერთოდ, სამხედრო კომუნიზმმა რუსეთი მიიყვანა გაკოტრებამდე, ეკონომიკურ გაჩანაგებამდე. და მაშინ, სამოქალაქო ომის მიწურულს, ლენინმა შესთავაზა ახალი ეკონომიკური პოლიტიკა (რუს. НЭП – Новая экономическая политика). ნეპ-ის შემოღება დაიწყეს 1921 წლის გაზაფხულზე. ვრანგელი უკვე განადგურებული იყო, მაგრამ ტამბოველი გლეხების აჯანყების ცეცხლი გიზგიზებდა, ხოლო ეს კი _ 50-ათასიანი გლეხური არმიაა. ტამბოველ გლეხებს ჟლეტდნენ დაუნდობლად. ქვემეხებიდან უშენდნენ ცეცხლს მთელ სოფლებს, ტყეებს სადაც ისინი იმალებოდნენ, გაზებით წამლავდნენ. ამ სადამსჯელო ექსპედიციას ხელმძღვანელობდა ტუხაჩევსკი. და აი, ტამბოვის აჯანყების ჩახშობის დროს, და მას შეგვიძლია ვთვლიდეთ რუსეთის უკანასკნელ დიდ გლეხთა ომად, ლენინი მივიდა დასკვნამდე, რომ საჭიროა შეიცვალოს აგრარული პოლიტიკა, სხვანაირად, ტამბოვის მაგალითით, მთელი გლეხური რუსეთი მოჰკიდებს ხელს ცელებსა და ფიწლებს.
1. კრონშტადტის ამბოხება
ცეცხლზე ნავთი დაასხა კიდევ ე. წ. კრონშტადტის ამბოხებამ. 1921 წლის დასაწყისში კრონშტადტში, სადაც იდგა ბალტიის ფლოტი, იფეთქა აჯანყებამ. თავად მეზღვაურებმა დააპატიმრეს კომისრები, აირჩიეს თავიანთი ახალი ხელმძღვანელობა და გამოაცხადეს, რომ ისინი იწყებენ ნამდვილ სახალხო რევოლუციას. ეს იქნება არა კომისრების რევოლუცია, არა ებრაული რევოლუცია, როგორც იყო ოქტომბერში, არამედ გლეხური, სახალხო რევოლუცია. ამ აჯანყების მიზეზს შეადგენდა გლეხების უკმაყოფილება. მატროსები დაკავშირებული იყვნენ სოფელთან. ისინი მიემგზავრებოდნენ იქ შვებულებებში, მათთან ჩამოდიოდნენ ნათესავები. მატროსებს უყვებოდნენ, თუ რა ხდება სოფელში: პროდრაზმებს მიაქვთ პური, სათესლე ხორბალსაც კი არ უტოვებენ, სოფელი შიმშილის ზღვარზეა. და აი, მატროსებმა _ ზოლიან მაისურებში ჩაცმულმა ამ გლეხებმა _ გადაწყვიტეს, რომ დროა ბოლო მოეღოს კომისრების ხელისუფლებას. ლოზუნგი იგივე იყო, რომელიც ჰქონდა მახნოელებს, მირონოველ კაზაკებს სამოქალაქო ომის წლებში _ „საბჭოები კომისრების გარეშე“. საბჭოთა ხელისუფლება _ კარგია, მან მიწა მოგვცა, ხოლო კომისრები კი _ ცუდია. ეს არის _ პროდრაზმები, მძევლები, დახვრეტები, ძარცვა. საჭიროა, რომ ხალხი თავად მართავდეს სახელმწიფოს. კრონშტადტელების წინააღმდეგ გადაისროლეს კურსანტების, პეტროგრადის ოლქის ნაწილების რაზმები. აჯანყების ჩახშობას ხელმძღვანელობდა ტროცკი, მაგრამ კრონშტადტის ციხესიმაგრის პირველი იერიში მოგერიებულ იქნა. მარკიზის გუბე, ე. ი. ყურე, რომელიც აერთებს პეტროგრადს კ. კოტლინთან, გაიყინა, და რაზმები კრონშტადტელებს უტევდნენ ყინულის გავლით. კრონშტადტლები იგერიებდნენ, და წარმატებითაც, იმიტომ რომ მათ ხელში იყო სახომალდო არტილერია. ყუმბარებს უშენდნენ ყინულს, იგი ჩატყდა, წარმოიქმნა უზარმაზარი ყინულ-ღრუები. კრონშტადტელებს ჰქონდათ 2000-ზე მეტი ტყვიამფრქვევი, ისინი ცეცხლით სცელავდნენ შემომტევთა შარებს (გაშლილ რიგებს). იერიში არ გამოვიდა. ტროცკი გაემგზავრა მოსკოვში.
ამ დროს იკრიბებოდა პარტიის X ყრილობა. ლენინი ღებულობს გადაწყვეტილება ჩაახშონ კრონშტადტის ამბოხება ყრილობის ოფიციალურ გახსნამდე. ამ მიზნით ყრილობის დელეგატების მნიშვნელოვანი ნაწილი ვოროშილოვის მეთაურობით გაემგზავრა პეტროგრადში, რათა იქ, ადგილზე მოეხდინათ ჯარების ორგანიზება, პოლიტიკურად შეეკრათ ისინი და იერიშით აეღოთ კრონშტადტი. მეორე იერიში, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ტუხაჩევსკი და ვოროშილოვი, უფრო მეტად იღბლიანი იყო, აჯანყება ჩახშობილ იქნა. რამდენიმე ათასი აჯანყებული დახვრიტეს, რამდენიმე ათასი გაიქცა ფინეთში.
2. ახალი ეკონომიკური პოლიტიკა (ნეპ-ი)
გაეცნო რა ამბოხებულთა პროგრამას და კარგად იცოდა რა მდგომარეობა ქვეყანაში, რომელსაც ემუქრება შიმშილი, ლენინი ღებულობს გადაწყვეტილებას უარი თქვას სამხედრო კომუნიზმის პოლიტიკაზე და შემოიღოს ნეპ-ი, ე. ი. სურსათის განაწილება შეცვალოს სასურსათო გადასახადით. გლეხებს შეატყობინეს, რომ საძოვრების ზომისა და მოსავლის მიხედვით ისინი გადიხდიან მოსავლის განსაზღვრულ, მკაცრად ფიქსირებულ წილს, ერთგვარ გადასახდს მიღებული მიწისთვის. პროდრაზმები დაშალეს, პურის კონფისკაციები შეწყვიტეს. გამოცხადებულ იქნა: „თქვენ დათესავთ, რამდენსაც მოისურვებთ, რამდენსაც შეძლებთ, ხოლო ჩვენ კი გადაგვიხდით მოსავლის რაღაც მეათედ ნაწილს“. ბუნებრივია, რომ 1921 წ. გაზაფხულზე სოფლებში ბევრი მიწები მოხნეს. გლეხებისთვის ეს ხელსაყრელი იყო. იმიტომ რომ პურისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ძირითადი ნაწილი რჩებოდა მათ ხელში, მათ თავისუფლად შეძლოთ მისი განკარგვა, შეეძლოთ გაეყიდათ ბაზარზე, შეეძლოთ გაეფართოებინათ მარაგები, შეენარჩუნებნათ უფრო მეტი სათესლედ, გაეფართოებინათ ნათესები. გლეხებს უფლება მისცეს აეღოთ მიწა იჯარით. ორი წლის განმავლობაში რუსეთმა აღადგინა პურის ომამდელი წარმოება. ბუნებრივია, რომ მკვეთრად გაიზარდა საქონლისა და ფრინველის სულადობა. სოფელი გახდა შეძლებული, ძალ-ღონიანი.
მაგრამ მრწველობაში არაფერი არ შეცვლილა. უწინდებურად მთელი ქარხნები და ფაბრიკები რჩებოდა სახელმწიფო საკუთრებაში. ნებართვა მისცეს მხოლოდ წვრილი საწარმოების გახსნაზე ფეხსაცმლის შესაკეთებლად, ტანსაცმლის შესაკერად. გამოვიდა „მაკრატელი“ _ პური ბევრია, სამრეწველო საქონელი _ ცოტა. სახელმწიფო ჰყიდდა სამრეწველო საქონელს _ სასოფლო-სამეურნეო ინვენტარს, ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, სამშენებლო მასალებს, ნავთსა და სხვას _ მაღალ ფასებში. გლეხებისთვის ეს არ არის მომგებიანი, მათ არ შეუძლიათ იყიდონ სასუქები, სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი, საჯიშე საქონელი. ეკონომიკის სრული გაჯანსაღება არ მომხდარა. შემოიღეს ოქროს მანეთი, უარი თქვეს პროდუქტების პირდაპირ გაცვლაზე _ პური საპონზე, ან ბარათზე მუხუდოს შესაძენად. გატარებულ იქნა საფინანსო რეფორმა. სტალინი აჭრევინებდა ოქროს თუმნიანებს. ამასთან ამ თუმნიანებს თავისუფლად ცვლიდნენ ქაღალდის ფულზე. ესეც აგრეთვე ხელს უწყობდა მრეწველობისა და ვაჭრობის დროებით გამოცოცხლებას. უცხოელმა კაპიტალისტებმაც კი მიიღეს დაინტერესება, რათა კონცესიაში აეღოთ ქარხნები, საბადოები. დაიწყო უცხოური ინვესტიციების შემოდინება. იქმნებოდა სააქციო საზოგადოებები სახელმწიფო და უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. მაგრამ, აქ პარტიაში გაჩაღდა კამათები, თუ როგორ წასულიყვნენ შემდეგ: სულ უფრო მეტი თავისუფლება მიეცათ საბაზრო ურთიერთობებისთვის, თუ ყველაფერი ჰყოლოდათ ხისტი კონტროლის ქვეშ. კამათები პირდაპირ ხლეჩდა კომუნისტების რიგებს. ლენინი მერყეობდა. იგი ხან ამბობდა, რომ ნეპ-ი დიდი ხნით არისო, ხან კი ამტკიცებდა პირდაპირ საპირისპიროს: „ნეპისეული რუსეთისგან ამოიზრდება სოციალისტური რუსეთი. ნეპ-ი _ ეს არის დროებით უკანდახევა იმისთვის, რათა გარდავქმნათ რიგები, წავიდეთ ახალ შეტევაში“. თავისუფალი განხილვა საკითხებისა, თუ როგორი გზებით უნდა განვითარებულიყო ქვეყანა შემდეგში, არ ყოფილა. საბაზრო ურთიერთობების შედარებითი თავისუფლება, საგარეო ვაჭრობა, ბანკები _ ყველაფერი რჩებოდა სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ. თვით ამ შედარებით ეკონომიკურ თავისუფლებასაც კი არ ახლდა თან პოლიტიკური თავისუფლება.
უწინდებურად მთელი ძალაუფლება იყო ერთი პარტიის ხელში, პარტიის ბელადის ხელში. მთელი დანარჩენი პარტიები აკრძალული იყო, მათ რიცხვში ე. წ. საბჭოთა პარტიებიც _ მენშევიკები და ესერები. ესერები 1918 წლის ზაფხულამდე შედიოდნენ სახკომსაბჭოს შემადგენლობაში. მაგრამ, 1918 წლის ზაფხულში მოხდა ტრაგიკული მოვლენები, რომელთა ბუნებაც აქამდე არ არის გამორკვეული. თითქოს-და მემარცხენე ესერებმა დაიწყეს ამბოხება. ამ დროს მოსკოვში შეიკრიბა საბჭოების სრულიად რუსეთის ყრილობა. ამ ყრილობაზე ესრები იმედოვნებდნენ უმრავლესობის ქონას. მაგრამ უმრავლესობა იყო ბოლშევიკების მხარეზე, თუმცა კი დეპუტატების დაახლოებით 40% ემხრობოდა ესერების პლატფორმას. და აი, ამ ყრილობის გახსნის წინ მოხდა მოვლენები, რომლებიც დღემდე ბოლომდე არ არის გამორკვეული. ესერებმა მოკლეს გერმანიის ელჩი გრაფი მირბახი და მიიღეს გადაწყვეტილება გამოეცხადებინათ გერმანიისთვის რევოლუციური ომი. ძერჟინსკი გამგზავრა ესერების შტაბში, რათა ჩაეხშო ამბოხება თვით ჩანასახშივე, დაეყოლიებინა ამბოხებულები არ აღემართათ იარაღი, და იქ დაპატიმრებულ იქნა. ამაზე საპასუხოდ, ბოლშევიკებმა დიდ თეატრში დააპატიმრეს ყველა დელეგატი ესერთა პარტიიდან. შენობას ალყა შემოარტყეს. იქ იმყოფებოდა პარტიის ხელმძღვანელობა თეთრი ესერების ლიდერის, მეტად პოპულარული ქალბატონის (რუს. дама), მარია სპირიდონოვას მეთაურობით. ესერების აჯანყება ჩახშობილ იქნა, იმიტომ რომ მათ ვერ მოახერხეს კრემლის აღება, ხოლო ბოლშევიკებმა კი თავიანთ დასხმარებლად სამხედრო ბანაკებიდან გამოუძახეს ლატვიურ დივიზიას. ვითარება თითქოს-და სასწორზე იყო დადებული, იმიტომ რომ მოსკოვის გარნიზონის ძირითადი მასა მიტინგებს ატარებდა, და სხვადასხვა ნაწილებში ღებულობდნენ სხვადასხვანაირ რეზოლუციებს _ ერთნი ესერების, სპირიდონოვას მხარდასაჭერად, სხვები კი _ ლენინის მხარდასაჭერად. და რითი დასრულდებოდა ეს საქანელა _ ნათელი არ იყო, მაგრამ ბოლშევიკებმა გაგზავნეს თავიანთი კომისრები ლატვიურ დივიზიაში, იგი სასწრაფოდ მოვიდა მოსკოვში, ესერელთა რაზმები დამარცხებულ იქნენ, და ლენინმა აღიდგინა ძალაუფლების მთელი სისრულე. ამის კვალდაკვალ მემარცხენე ესერები განდევნილ იქნენ მთავრობიდანაც, ხელისუფლების მთელი სისრულე გადავიდა ბოლშევიკებთან. დაიწყო საშინელი ტერორი, დემოკრატია სადღაც იქნა გადასროლილი. ეს იყო 1918-1919 წწ., მაგრამ ტერორის, ერთი პარტიის ყოვლადხელისუფლების პოლიტიკა არ ყოფილა გაუქმებული მაშინაც, როდესაც შემოიღეს ნეპ-ი. უფრო მეტიც, ახალი ეკონომიკური პოლიტიკის განხილვის დროს ლენინის წინააღმდეგ გამოდიოდნენ ტროცკისტები, რომლებიც თვლიდნენ, რომ საჭიროა რკინის დიციპლინის შემოღება, ქვეყნის, ტრანსპორტის გასამხედროება; ფაბრიკებისა და ქარხნების გადაყვანა სამხედრო ყაიდაზე, პროფკავშირების ხელმძღვანელობის შენჯღრევა, იქ თავიანთი „რკინის“ ბოლშევიკების დაყენება. ლენინიცა და ზინოვიევიც ასევე ემხრობოდნენ მთელი ქვეყნის, პარტიის, პროფკავშირების თავიანთი ნებისადმი დამორჩილებას, მაგრამ მათ ესმოდათ, რომ მხოლოდ სამხედრო მეთოდები არ არის საკმარისი. ზარბაზნებით იდეების წინააღმდეგ არ იბრძვიან, საჭიროა რაღაცნაირად ლავირება. ტროცკისტებს მიჰყვებოდა ყრილობის ერთ მესამედზე მეტი.
3. მუშათა ოპოზიცია
ყველაფერ ამაზე დამატებით, პარტიულ რიგებში წარმოიქმნა კიდევ ერთი მძლავრი კოალიციური მოძრაობა _ ე. წ. მუშათა ოპოზიცია, რომელიც გმოდიოდა როგორც ტროცკის წინააღმდეგ, რომელიც ასამხედროებდა ქვეყანას, ასევე ლენინის წინააღმდეგაც, აცხადებდა რა, რომ პარტიული აპარატი მართავს პარტიასა და ქვეყანას, ხოლო საჭიროა კი პირიქით, პარტიისა და პროფკავშირების რიგითი წევრები ირჩევდნენ ხელმძღვანელობას: სამეურნეოსაც, საბჭოთასაც და პარტიულსაც. ქარხნებსა და ფაბრიკებში სრულუფლბიან მეპატრონეებად უნდა იყვნენ თავად მუშები მათი პროფკავშირების სახით, ისინი უნდა მართავდნენ წარმოებას. რკინიგზებზეც ასევე უნდა მმართველობდნენ თავად მუშები, რკინიგზელ მუშათა პროფკავშირი უნდა აკონტროლებდეს მთელ მუშაობას. მთავრობა უნდა აირჩეოდეს მუშათა სრულიად რუსეთის ყრილობაზე. არა პარტიული აპარატი, არამედ მუშათა მასა _ აი ვინ უნდა იყოს ქვეყნის ბატონ-პატრონი. ამ მუშათა ოპოზიციას ხელმძღვანელობდა მემკვიდრეობით პროლეტარი, მელითონე, მელითონეები კი _ ეს არის მუშათა კლასის ყველაზე უფრო განათლებული, კვალიფიციური ნაწილი, შლიაპნიკოვი. I მსოფლიო ომის წლებში იგი მეთაურობდა პიტერის ბოლშევიკებს, პიტერელ მუშებს, იმიტომ რომ პარტიის ხელმძღვანელობა იყო ემიგრაციაში. სახელდობრ შლიაპნიკოვმა მოახდინა ლენინის საზეიმოდ დახვედრის ორგანიზება ფინეთის ვაგზალზე, როდესაც ათეულობით ათასი მუშა მოვიდა ვლადიმირ ილიას-ძის სანახავად, და მან წარმოთქვა თავისი სახელგანთქმული სიტყვა ჯავშანავტომობილიდან. შლიაპნიკოვი სარგებლობდა კოლოსალური სახელითა და გავლენით მუშებს შორის. ერთ ხანს ლენინმა იგი სახკომსაბჭოს შემადგენლობაშიც კი შეიყვანა, შრომის სახალხო კომისარი გახადა. შემდეგ ლენინთან უთანხმობების გამო იგი სახკომსბჭოდან გამოვიდა, მაგრამ რჩებოდა მელითონეთა პროფკავშირის, რუსული მუშათა კლასის ყველაზე უფრო ორგანიზებული, ყველაზე უფრო კვალიფიციური ნაწილის ხელმძღვანელად. ეს იყო სერიოზული მოწინააღმდეგე, ეს ტროცკი არ გეგონოთ. შლიაპნიკოვს აქტიურად ეხმარებოდა და მუშათა ოპოზიციის თანათავმჯდომარედ იყო სახელგანთქმული რევოლუციონერი ქალი კოლონტაი. იგი ამ დროს იყო ცკ-ის წევრი და მეთაურობდა ცენტრალური კომიტეტის ქალთა განყოფილებას, ქალთა განყოფილება კი მაშინ დიდი ძალა იყო.
ქალებიც ასევე მიიწევდნენ აქტიური პოლიტიკური ცხოვრებისკენ. კოლონტაი სარგებლობდა დიდი პოპულარობით. სხვათა შორის, იგი ქადაგებდა თავისუფალ ქორწინებას. ეს გახლდათ საკმარისად განათლებული, კეთილშობილური წარმოშობის, ძალზედ ლამაზი ქალი. იმ დროს იგი გათხოვილი იყო მატროს დიბენკოზე, რომელიც შედიოდა საზღვაო ფლოტის ხელმძღვანელობის შემადგენლობაში. აი ასთები იყვნენ მუშათა ოპოზიციის მეტად პოპულარული ლიდერები. ლენინმა მას უწოდა პროპოზიცია ანარქო-სინდიკალისტური გადახრით. იგი ამბობდა, რომ თუკი წავალთ ამ გზით, ჩვენ რუსეთს დავანგრევთო.
მეგობრებთან საუბრებში ლენინი ამბობდა, რომ პროლეტარიატის დიქტატურა ზედმეტად სერიოზული რამ არის იმისთვის, რათა იგი თავად მუშებს მივანდოთო _ ისინი ხომ გაუნათლებლები არიან, მათ არ იციან, თუ როგორ მართონ ქვეყანაო. მხოლოდ ის, ვლადიმირ ილიას ძე, ამაღლდა ისტორიის მსოფლიო კანონების გაგებამდე, ამიტომ მან იცის საით, რომელი გზით იაროს. აი სწორედ ასეთივე მეთოდიკით ყოველთვის მოქმედებს ელიტა, რომელიც დგას ქვეყნის საჭესთან _ წრსულშიც და ახლაც. ქვეყნის მმართველი გმოდის სოციალური კონსტრუქტორის როლში, იგი ახდენს საზოგადოების კონსტრუირებას, გარდაქმნის მას თავისი ხატებისა და მსგავსების მიხედვით. იგი ცვლის პოლიტიკურ წყობილებასაც, სამეურნეო ცხოვრებასაც, და ცხოვრების წესსაც მთლიანობაში, იგი აყალიბებს ახალ ადამიანს. და ასეთ დიდ სოციალურ კონსტრუქტორებად ითვლებოდნენ ბოლშევიკები, და მათი გამგრძელებლებიც ჩვენს დროში თვლიან საკუთარ თავს ასეთ კონსტრუქტორებად. ეს არის _ საქმის არსი.
ჩვენ, მართლმადიდებელი ადამიანები, წმინდა მამების, ღვთის სიბრძნის განმმარტებლების თანახმად, ვთვლით, რომ სამყარო შექმნილია ღმერთის მიერ და ვითარდება სპონტანურად, ბუნებრივად, ორგანულად. დრო და დრო შესაძლოა ხდებოდეს ცვლილებები, იმიტომ რომ ადამიანები, როგორც თავისუფალი არსებები, დაახვავებენ ისეთ რაოდენობას სისულელეებისა, რომ ხდება სოციალური კატაკლიზმები, კრიზისები. და ადამიანები, რომლებიც აღმოჩნდნენ ბნელი ძალების ძალაუფლებაში, ჩაიდინეს რა ამდენი უმსგავსოებანი, თავად უნდა გამოაღწიონ ამ კრიზისიდანაც. ყოველივე ეს უნდა მიდიოდეს ევოლუციური გზით. ევოლუცია არის _ განვითარების ძირითადი კანონი ყოველგვარი სისხლიანი რყევების გარეშე, ყოველგვარი სოციალური კონსტრუქტორების გარეშე. ვინაიდან, როგორც ამბობს პუშკინი: „ღვთის განგებას ვერ გაიანგარიშებ და ვერ იწინასწარმეტყველებ“ (რუს. «Провидение не просчитываемо и не предсказуемо»), _ ეს პოეტის ნამდვილი სიტყვებია. და უეცრად, გამოგვეცხადებიან ულიანოვები, ძერჟინსკები, სტალინები, ჩუბაისები, სვერდლოვები, ბურბულისები და კომპანია, რომლებიც თვლიან, რომ მათ შეუძლიათ ყველაფრის გადაკეთება თავისებურად, კომპიუტერებზე გამოთვლა. ახლა ღიადაც კი აცხადებენ, რომ მსოფლიო შევიდა ისეთ პერიოდში, როდესაც ყველაფერი შეიძლება წინასწარ დაიანგარიშო, ყველაფერი შეიძლება წინასწარ დაინახო (განჭვრიტო). მარქსიც ასევე თავის დროზე დაკავებული იყო დაანგარიშებებით. დარჩა უზარმაზარი რაოდენობით მისი მათემატიკური ხელნაწერები. საქმის მცოდნე ადამიანები, გაეცვნენ რა მის მათემატიკურ ხელნაწერებს, რომლებშიც იგი ცდილობდა გოველივეს დაანგარიშებას, ახდენენ იმის კონსტატირებას, რომ ეს _ აბდა-უბდაა. ამიტომ რომ მომავლის გაანგარიშება არანაირი ფორმულებით არ შეიძლება.

ყოველივე ამის შუქზე აუცილებელი გავიგოთ, თუ რა ხდება, უფრო ღრმად შევაფასოთ, თუ რა მოხდა პარტიის X ყრილობაზე. დღის წესრიგშია _ კრონშტადტის ამბოხება, ტამბოვის აჯანყება, შიმშილი ქვეყანაში, კამათი ნეპ-ის გამო, შეჯახება მუშათა ოპოზიციასთან. ლენინი უზარმაზარი შრომით ინარჩუნებს თავის ხელში უმრავლესობას ყრილობაზე, ლავირებს, შემოაქვს ნეპ-ი, ამავდროულად შემოაქვს რკინის დისციპლინა პარტიაში. იგი დაჟინებით მოითხოვს იმას, რომ ყრილობამ მიიღოს, გააფთრებული ბრძოლის შემდეგ, დადგენილება პარტიის ერთიანობის შესახებ. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი. ამ დადგენილების თანახმად, პარტიაში იკრძალებოდა სხვადასხვანაირად აზროვნება: „უმრავლესობა უნდა კარნახობდეს თავის ნებას, უმცირესობა სისტყვის შეუბრუნებლად უნდა ასრულებდეს უმრავლესობის ნებას“, ე. ი. აცხადებდნენ თავისებურ დოგმატს რომის პაპის უცოდველობისა. პარტიის ბელადის გადაწყვეტილება, პარტიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება არ ექვემდებარებოდა განხილვას, ექვემდებარებოდა მხოლოდ სიტყვაშეუბრუნებელ აღსრულებას. ამაზე დამატებით, ლენინის რეკომენდაციების შესაბამისად, გარდაქმნილ იქნა მთელი პარტიული აპარატი, პარტიული ხელმძღვანელობის მთელი სტრუქტურა. ხოლო რადგანაც პარტია იდგა საჭესთან, ამიტომ შესაბამისად გარდაქმნილ იქნა ქვეყნის ხელმძღვანელობის მთელი სისტემაც: პარტიული, სამეურნეო, საბჭოთა, კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობისაც. ერთუფროსობის პრინციპებზე, ნების ერთიანობას არა მხოლოდ აცხადებდნენ, არამედ ორგანიზაციულად, ადმინისტრაციულად ახდენდნენ კიდეც მის ჩაჭედვას ცხოვრებაში.
აქამდე, თვით სამოქალაქო ომის წლებში, და, ბუნებრივია, რევოლუციამდე პარტიაში არსებობდა ხელმძღვანელი ორგანოების არჩევის დემოკრატიული პრინციპი, პარტიული უჯრედი ირჩევს მდივანს სოფლის, დაბის, საჯარისო ნაწილის, მაზრის, გუბერნიის დონეზე. შესაბამისი პარტიული ინსტანციების: სადაბო, სარაიონო, სამაზრო, საგუბერნიო კომიტეტების ხელმძღვანელები, ამ კმიტეტების მდივნები, რომლებიც ხელმძღვანელობენ მათ, აირჩევიან პარტიის რიგითი წევრების მიერ. ახლა შემოაქვთ სხვა პრინციპი _ ხელმძღვანელობა ქვემოდან ზემომდე ინიშნება. ცკ-ში ახდენენ საორგანიზაციო განყოფილების (ორგგანყოფილების) _ საორგანიზაციო-საინტრუქტორო მუშაობის განყოფილების ჩამოყალიბებას, რომელიც დაკავებულია კადრების შერჩევითა და განაწილებით (სხვადასხვა ადგილებზე დაყენებით). და გუბერნიებში, ქალაქებში, მაზრებში პარტიული ხელმძღვანელების თანამდებობებზე აგზავნიან ემისრებს მოსკოვიდან. თავად ცკ-ის სამდივნოში შემოაქვთ პასუხისმგებელი, ანუ გენერალური მდივნის თანამდებობა, რომლის ხელშიც გადადის მთელი საორგანიზაციო-საინსტრუქტორო მუშაობა. ეს არის _ არა მხოლოდ სამდივნო სამუშაო, დააგზავნოს პოლიტბიუროს დადგენილებები ადგილებზე, ეს არ არის ტექნიკური სამუშაო. თუკი იგი დგას სორგნიზაციო-საინსტრუქტორო განყოფილების სათავეში, ეს განყოფილება კი ნიშნავს ხელმძღვანელებს, მაშინ პარტიის მთელი ხელმძღვანლობა აღმოჩნდება ერთი ადამიანის ხელში. ადრე ან გვიან იგი ყველგან დააყენებს თავის ხელმძღვანელებს, პირადად მისდმი ერთგულ ადამიანებს, და მოიცილებს ყველას, ვინც მას არ ეთანხმება. სწორედ ცკ-ის ამ გადაწყვეტილებამ პარტიის ერთიანობის შესახებ და პარტიული ორგანოების მთელი მუშაობის საორგანიზაციო გარდაქმნამ, არჩეული ხელმძღვანელების ზემოდან დანიშნულებით შეცვლამ გამოიწვია ის, რომ გენერალური მდივნის ხელში აღმოჩნდა ძალაუფლების მთელი სისრულე.
5. სტალინის დანიშვნა გენერალურ მდივნად
ახალი გენერალური მდივანი სტალინი დანიშნულ იქნა 1922 წ. ბრძოლის გამწვავების პერიოდში, როდესაც საჭირო იყო გადაერჩინათ პარტიის ერთიანობა, დაემარცხებინათ ტროცკიზმი და სხვა გადახრები. მან წლის განმავლობაში საოლქო, საქალაქო, საგუბერნიო, სამაზრო კომიტეტების სათავეში დააყენა თავისი ხალხი და ჩუმ-ჩუმად მოიშორა ტროცკის მომხრეებიცა და, ბუნებრივია, კოლონტაისა და შლიაპნიკოვის მომხრეებიც. თავიდან იშორებდნენ მათ ძალზედ ლამაზად. გზავნიდნენ სადმე უფრო შორ ადგილებში, ან გადაჰყავდათ დიპლომატიურ სამუშაოზე, ან პარტიული სამუშაოდან გადაჰყვდთ სამეურნეოზე და ა. შ. ამ გადატრიალების გარეშე, მისი მექანიზმის გაგების გარეშე არაფრის გაგება არ შეიძლება საბჭოთა ხელისუფლების 70-წლიან ისტორიაში, სტალინის დიქტატურისა და მთელი შემდგომი პერიოდის ისტორიაში. რა თქმა უნდა, დრო და დრო იწვევდნენ სხვადასხვანაიერ ყრილობებს, კონფერენციებს, მაგრამ ამ ყრილობებსა და კონფერენციებზე განსახილველად გამოჰქონდათ წინასწარ მომზადებული დოკუმენტები, კომიტეტები ხელმძღვანელობის, სხალხო კომისრების წინასწარ მომზადებული სიები და ა. შ. ხდებოდა თითქოს-და განხილვა, მაგრამ დოკუმენტების, დეკლარაციების, სიების ეს „განხილვა“ სრულდებოდა ერთხმად მოწონებით.
6. ბრძოლა ლენინსა და ტროცკის შორის
უნდა ვითვალისწინებდეთ იმასაც, რომ პარტიულ ხელმძღვანლობაში მიდიოდა უსასტიკესი ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ამ მიმართებით ბოლშევიკური რეჟიმი არაფრით არ განსხვავდებოდა ნებისმიერი სხვისგან. განსხვავება, მაინც, ერთია _ ყოველივე ამას ფარავდნენ ლამაზი ფრაზებით ხალხის სიკეთის შესახებ, ნათელი მომავლის მშენებლობის შესახებ _ აი, თავად ჩვენ მოვითმენთ, ხოლო შვილებისთვის კი შევქმნით ნათელ მომავალს. ამ აზრით საბჭოთა რეჟიმი განსხვავდებოდა ახლანდელისგან, იმიტომ რომ ახლა უკვე ღიად მთელი ხალხის აყვავების შესახებ, იმის შესახებ რომ ყველანი ბედნიერები იქნებიან, ყველანი მაძღრები იქნებიან, არავინ არ ლაპარაკობს. ღიად ამბობენ: „დიახ, არათანასწორობაა“, _ მიუთითებენ უფალ ღმერთზე, მკრეხელობენ. ისინი, მოიპარეს რა მილიონები და მილიარდები, ქონს იკიდებენ ახლა ევროპული კურორტებზე და ამბობენ: „ჩვენ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ვართ“. ბებიას კი, რომელიც გატეხილ ვარცლთან ზის სანთლების შუქზე, იმიტომ რომ ბუნებრივი აირი მისი ქოხის შორიახლოს გამავალი მილებით მიდის ევროპაში, ქოხის გასათბობად არაფერი არ გააჩნია. ეს ბებია რა, ასევე გრძნობს საკუთარ თავს ევროპული ცივილიზაციის ნაწილად? ბოლშევიკებმა ლამაზი სიტყვების ფლერით დაფარეს თავიანთი დიქტატურა. მათ ჰქონდათ ერთი ხაზი _ გენერალური ხაზი. როდესაც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში იდგა პირველი თაობა ბოლშევიკებისა _ ფანატიკოს-რევოლუვიონერები, მათ სჯეროდათ, ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ აშენებენ მსოფლიო მასშტაბის კომუნიზმს, მაგრამ თვით ამ თაობასაც კი, რომელსაც ეწოდება ბოლშევიკურ-ლენინური პარტია, ჰქონდა უსასტიკესი ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ლენინი ამ მიმართებით თავად იძლეოდა მაგალითს. იგი თვლიდა, რომ იგი ყვლაზე უფრო ჭკვიანია, რომ იგი ერთადერთი არის მართალი, და ამიტომ იგი არავის არ უწევდა ანგარიშს, შეპასუხებებს არ ღებულობდა და წინააღმდეგობას დაუნდობლად სტეხდა. მაგრამ, ასევე მოქმედებდა ტროცკიც, ამიტომ ჯერ კიდევ ოქტომბრის დროს ლენინსა და ტროცკის შორის წარმოიშვა უმწვავესი მეტოქეობა. ორივე იყო ჭკვიანი, ეშმაკი და თვალთმაქცი. ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება. ვინ უნდა იყოს სახკომსაბჭოს თავმჯდომარე? ლენილი ამბობს: „თქვენ ლევ დავითის ძევ. თქვენ აიღეთ სახკომსბჭოს თავმჯდომარის პოსტი. ხომ თქვენ დაიპყარით ძალაუფლება. თქვენ იყავით აჯანყების ხელმძღვანელი. პეტროგრადის საბჭომ აიღო ძალაუფლება თავის ხელში. პეტროგრადის საბჭოს სამხედრო-რევოლუციური კომიტეტი ხელმძღვანელობდა აჯანყებას“, _ მოკრძალებულად დუმს რა თავისი დამსახურებების თაობაზე. ხოლო ლევ დავითის ძე კი ამბობს: „არა, ვლადიმირ ილიას ძევ, თქვენ ხართ პარტიის ბელადი _ თქვენ უნდა იყოთ თავმჯდომარე“. ხოლო როდესაც იფეთქა აჯანყებამ მოსკოვში, დაიწყო სამოქალაქო ომი, მუშა-რკინიგზელებმა, ჯარისკაცებმა მოითხოვეს დაწყებული ბრძოლის შეწყვეტა მთავრობიდან ლენინისა და ტროცკის გამოყვანა, იმიტომ რომ ისინი აღვივებენ სამოქალაქო ომის ხანძარს, ლენინი და ტროცკი გაერთიანდნენ და ჩაახშეს აჯანყება, შეინარჩუნეს ძალაუფლება თავიანთ ხელში.
სამოქალაქო ომის მთლი ისტორიის მანძილზე მიმდინარეობს ბრძოლა ძალაუფლებისთვის ლენინსა და ტროცკის შორის. ტროცკი სარგებლობდა უზარმაზარი პოპულარობით, იმიტომ რომ იგი იყო სამოქალაქო ომის ხელმძღვანელი, რესპუბლიკის რევსამხსაბჭოს (რევოლუციური სამხედრო საბჭოს) თავმჯდომარე, მის ხელშია მთელი სისრულე არმიისა, კომისრები. კომისრები _ ესენი არიან მისი ბანდა, მისი ხროვა, მისი ხელქვეითები. და, როდესაც დასრულდა სამოქალაქო ომი, ტროცკი იყო ყველაზე უფრო პოპულარული ადამიანი. იმ დროის სიმღერებში ტროცკი მოიხსენიება როგორც რევოლუციის ბელადი, იგი არის _ გამარჯვებული. ლენინის მიმოწერაში ტროცკისთან ჩანს, თუ როგორ არ უნდა რა ვლადიმირ ილიას ძეს, რომ ტროცკიმ საბოლოოდ გაიმაგროს პოზიციები ცენტრში, (იმიტომ რომ მის მიერ დაყენებულები ცკ-ში თითქმის უმრავლესობა არიან, რევსამხსაბჭოშიც _ ასევე უმრავლესობა მისისა), იგი განუწყვეტლივ დაარბენინებს მას სამოქალაქო ომის ფრონტებზე. „გაემგზავრეთ იქ, დაამყარეთ წესრიგი... გაემგზავრეთ პერმში...“. ორი ტომია ლენინის ტროცკისთან მიმოწერისა. ლენინს ეშინოდა ტროცკისა და დაარბენინებდა მას, ოღონდ კი იგი დიდ ხანს არ მჯდარიყო მოკოვში, ინარჩუნებდა რა ძალაუფლების მთელ სისრულეს ცენტრში თავის ხელში. როდესაც სამოქალაქო ომი დამთავრდა, ვ. ი. ლენინმა, რათა ძირი გამოეთხარა ტროცკი-გამარჯვებულის რეპუტაციისთვის, ისე რომ არ გაუნთავისუფლებია რევსამხსაბჭოს თავმჯდომარის, სამხედრო-საზღვაო საქმეებში სახალხო კომისრის, პოლიტბიუროს წევრის, ორგბიუროს წევრის მოვალეობებისგან, დანიშნა ტრანსპორტის სახალხო კომისრად, იმიტომ რომ ტრანსპორტი არ დადის, ვლადიმირ ილიას ძე ამბობდა ასეთ სიტყვებს: „აი, ლევ დავითის ძე დაამყარებს წესრიგს. მაშინ დაიწყებენ სირბილს ორთქლმავლები, გაუმჯობესდება ქალაქის სოფელთან კავშირი, და, საერთოდ, ქვეყანა სწრაფად ააღორძინებს ეკონომიკას. ახლა ძირითადი რგოლია _ ტრანსპორტი, რათა წამოვაყენოთ სახალხო მეურნეობა, საჭიროა წამოვაყენოთ ტრანსპორტი. ლევ დავითის ძევ, საქმე თქვენს ხელშია“. და იგი დაეთანხმა, ეს საქმე კი ფეხზე ვერ წამოდგებოდა.
ტროცკი ტრანსპორტის პრობლემის გადაწყვეტას შეეცადა გასამხედროების გზით. საერთოდ იგი თვლიდა, რომ აუცილებელია ეკონომიკის მილიტარიზება. საჭიროა იქმნებოდეს შრომითი არმიები, რაღაც არაკჩეევის დროის სამხედრო დასხლებების მაგვარი, სადაც ორკესტრისა და დოლების მუსიკის ხმის ქვეშ მარშით მიდიან ხე-ტყის საჭრელად ყოფილი წითელარმილები, ახლა _ შრომარმიელები. ამან გამოიწვია მუშების დიდი აღშფოთება. ასეთი იძულებითი (მონური. რუს. подневольный) შრომა არაეფექტურია, ეკონომიკის ნგრევა გრძელდებოდა. ტროცკი სამარცხვინოდ წავიდა სატრანსპორტო მუშების კავშირის თავმჯდომარისა და შეტყობინების გზების სახალხო კომისრის პოსტებიდან. მისი რეპუტაცია გვარიანად იქნა შელახული. ამავდროულად სტალინმა, რამდენადაც საქმე თავის ხელში აიღო, მიაღწია ტროცკის მომხრეების გადაყენებას ყველა პარტიული თანამდებობიდან, და ლევ დავითის ძემ დაკარგა თავისი გავლენა. რესპუბლიკის რევსამხსაბჭოში, რომლის თავმჯდომარედაც იგი ფორმალურად კვლავ ითვლებოდა, შეიყვანეს ახალი წევრები, გაფართოეს მისი შემადგენლობა: ვოროშილოვი, ბუდიონი, კოტოვსკი და სამოქალაქო ომის სხვა სახელგანთქმული გმირები, რომლებთანაც ტროცკის ცუდი დამოკიდებულებები ჰქონდა. მის მოადგილედ გახადეს მიხეილ ვასილის ძე ფრუნზე, რომელიც სარდლობდა ვრანგელის განადგურებას. თავისი გავლენა არმიასა და ფლოტში ტროცკიმ ასევე დაკარგა. მაგრამ გამარჯვებამ, რომელიც მოიპოვა ლენინმა ტროცკიზე, ბუნებრივია, ვერ შეწყვიტა უთანხმოება პარტიაში. ლენინი მძიმედ იყო ავად 1922 წ. განმავლობაში, იგი რამდენჯერმე დაწვა კლინიკაში. საქმეების ჩაბარებისას იგი გულდასმით ადევნებდა თვალყურს იმას, რომ არც ერთ მის თანამებრძოლთაგანს არ მიეღო გადამწყვეტი უპირატესობა. ანაწილებდა მოვალეობებს, თუ ვინ რითი უნდა ყოფილიყო დაკავებული. რამდენადაც სტალინს ხელში ჰქონდა ცკ-ის ძალაუფლება, ამიტომ, რათა იგი რამდენადმე მაინც შეეზღუდა, ლენინმა ანდერძად დატოვა, რომ პოლიტბიუროში თავმჯდომარეობა რგებოდა არა სტალინს, არამედ კამენევს _ მის ძველ მეგობარს, მოტივირებას უკეთებდა რა ამას იმით, რომ კამენევი შესანიშნავი ჟურნალისტია, და უნდა თავმჯდომარეობდეს პოლიტბიუროში, ხელისუფლების უმაღლეს ორგანოში, და საბოლოო რედაქტირებას უტარებდეს პარტიულ დოკუმენტებს. ამავდროულად იგი ინიშნებოდა სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. სახკომსაბჭოს თავმჯდომარედ რჩებოდა რიკოვი. ასე ახდენდა იგი ხელისუფლების დოზირებას.
7. ლენინის ანდერძი
ავადმყოფობის დროს ლენინმა თანამებრძოლებს უკარნახა რამდენიმე დოკუმენტი, რომლებიც შევიდნენ ისტორიაში როგორც „ილიჩის უკანასკნელი ჩანაწერები და წერილები“. ეს იყო მისი ანდერძი. იგი მოიცავდა მუშაობის ყველა უმნიშვნელოვანეს უბანს. კარნახის ნებართვას აძლევდნენ მას არაუმეტეს 10 წუთისა დღეში, მაგრამ იგი ხშირად არღვევდა ამ რეჟიმს. უწინარეს ყოვლისა, მან ურჩია პარტიას გაეძლიერებინათ ბრძოლა ბიუროკრატიზმთან. ამ მიზნით მან შესთავაზა შეექმნათ მუშურ-გლეხური ინსპექცია _ დაზგებთან მდგარი მუშები დროდადრო მიეწვიათ ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების: სახალხო კომისრების, ცენტრალური უწყებების, ბანკების შემოწმებისთვის. იგი ამბობდა, რომ მხოლოდ დაზგასთან მდგომი მუშა ინარჩუნებს სიწმინდეს, რომ არ უნდა ურევდნენ დაზგასთან მდგომ მუშას, წმინდა წყლის პროლეტარს ყოფილ მუშასთან, რომლიც უკვე მრავალი წელია ზის რომელიღაც დაწესებულებებში და კარგავს სუფთა პროლტარის უნარ-ჩვევებსა და ზნეობას, გადაგვარდება. იგი ამბობდა, რომ მუშათა კლასმა ბევრი მსხვერპლი გაიღო რევოლუციის გამარჯვებისთვის, ჩვენ მოვითხოვთ მისგან კიდევ ერთი მსხვერპლის გაღებას _ დახმარებას წესრიგის დამყარებაში ცენტრალურ უწყებებში. რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ამ რჩევისადმი? იგი უტოპიურია და, როგორც ჩანს, გულწრფელი. იგი ხედავდა, რომ ბიუროკრატიული აპარატი გაიბერა, რომ პარტიულ ბილეთიანი მოხელეები ქურდობენ, დაკავებული არიან თავიანთი სამეურნეო საქმეების მოწყობა-გაფართოებით, იშენებენ აგარაკებს _ სუქდებიან, აუცილებელია რაღაცნაირი კონტროლის დმყარება. თანამედროვენი გადმოგვცემენ, დოკუმენტები მოწმობენ, რომ ეს წმენდები, კონტროლი, რომელსაც დროდადრო აწყობდა მუშურ-გლეხური ინსპექცია, შიშის ზარს სცემდა მოხელეებს, მაგრამ, პრაქტიკულად ცოტა რამის შეცვლა თუ შეეძლო. ჰო, ამხელენ რომელიმე მთქვლეფავს, მოხსნიან თანამდებობიდან, პარტიიდანაც კი გარიცხავენ, მაგრამ ძირეული შეცვლა მთელი სისტემისა, რომელსაც აშენებენ მთელი პარტიის ერთუფროსობაზე, დემოკრატიის დათრგუნვაზე, შეუძლებელია.
საერთოდ, ჩვენი ქვეყნის უბედურება იმაშია, რომ ჩვენთან არ იქნა გამომუშავებული ბიუროკრატიზმის თავაშვებულობის შეკავების, საპირწონეს სისტემა. რომელი ეპოქაც არ უნდა აიღო, რომელი ეპოქაც არ უნდა შეისწავლო: მეფის რეჟიმიც, საბჭოთა რეჟიმიც, ახლანდელი რეჟიმიც _ უბრალოდ გაოცდები საშინელებისგან. და იხსენებ კარამზინის სიტყვებს: „ხელმწიფევ. თუკი ერთი სიტყვით აღვნიშნავთ იმას, რაც ხდება რუსეთში, მაშინ უნდა ითქვას _ იპარავენ“. ხოლო პოლიტიკური ნება ყოველივე ამის შესაცვლელად არ არის. ასე იყო ლენინის ცხოვრების უკანასკნელ დღეებშიც. ხედავდა, რომ ქვეყანა სულს ღაფავს ბიუროკრატიისგან, ქურდობის გაბატონებისგან, ძველი მახსოვრობით გაიხსენა მუშების შესახებ _ აი, ისინი გვიხსნიანო. გადამწყვეტი გარდატეხა საბჭოთა აპარატის მუშაობის გაწმენდაში მუშურ-გლეხურმა ინსპექციამ ვერ მოახდინა.

შემდეგ, ლენინის მიერ ნაკარნახევი დოკუმენტების რიცხვში, შედიოდა წერილი კოოპერაციის შესახებ. იგი ბეჭდურ გამოცემებშიც კი იქნა გამოქვეყნებული. მის ყველა ჩანაწერს არ აქვეყნებდნენ, მაგრამ ეს გამოქვეყნებულ იქნა. ამ წერილის აზრი მდგომარეობს შემდეგში. ჩვენ, ბოლშევიკები ყოვლთვის ვომობედით კოოპერატორებთან. რობერტ ოუენის, დიდი სოციალისტ-უტოპისტის დროიდან დასავლეთში და ევროპაში ითვლებოდა, რომ კოოპერატივების გავრცელების გზით შესაძლებელია თანდათანობით მოისპოს უთანასწორობა, ექსპლუატაცია, და მთელი სახალხო მურნეობა, მთელი მრეწველობა აგებული იქნება კოოპერატიულ საწყისებზე, თავად მუშები იქნებიან კიდეც ამ საწარმოების მესაკუთრეები. ექსპლუატაცია არ იქნება. ჩვენ, ბოლშვიკები, ვთვლიდით, რომ ასეთი გზით ექსპლუატაციას ვერ მოსპობ, რომ საჭიროა ძალით გამოვგლიჯოთ ხელიდან ბურჟუებსა და მემამულეებს საკუთრება და გადავცეთ იგი ხალხს. პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების გარეშე თანასწორობას, სამართლიანობას ვერ დაამყარებ. მაგრამ, ჩვენ ახალა მოვიპოვეთ პოლიტიკური ძალაუფლება, იგი ახლა ჩვენს ხელშია, და, საკუთრივ რომ ვთქვათ, ძირითადი წინააღმდეგობა (დაპირისპირება) კოოპერატივებთან ახლა მოხსნილია თავად ცხოვრების მიერ. საჭიროა ნამდვილად, რათა ქვეყანა დაიფაროს ყველანაირი შესაძლო კოოპერატივების ქსელით. დაე ისინი ერთად ყიდულობდნენ ნავთს, ხერხავდნენ ხე-ტყეს, ამუშავებდნენ მიწას, ზრდიდნენ საქონელს _ კოოპერაციის სხვადასხვანაირი ფორმები გაერთიანებული ამხანაგური შრომის სხვადასხვანაირი ფორმებია. და როდესაც მთელი ქვეყანა დაიფარება კოოპერატივების ქსელით _ ეს, საკუთრივ, იქნება კიდეც სოციალიზმი. რუსეთი უნდა იქცეს ცივილიზებული კოოპერატორების წყობილებად (ცივილიზებულებისა _ პროფესიულად განათლებული მუშების აზრით). ჩვენთან ძალზედ ცუდად იციან კოოპერატიული მოძრაობის ისტორია, და ამიტომ ლენინის წერილი ხშირად არასწორად ესმით, ახლა კი მასზე სულ დაივიწყეს.
კოოპერატივებმა რუსეთში სწრაფი გნვითარება დაიწყეს ჯერ კიდევ XIX საუკუნეში, 1861 წ. რეფორმის შემდეგ. მასთან კოოპერატივები იქმნებოდა როგორც წვრილი მემამულეების, რაზნოჩინი ინჟენრების, აგრონომების ინიციატივით, ისე ინტელიგენციისაც, რომლებიც საპაიოდ ქმნიდნენ სხვადასხვანაირ საზოგადოებებს ყველის, კარაქისა და ა. შ. წარმოებისთვის. ყველის კეთება რუსეთში წარმოიქმნა სწორედ როგორც კოოპერატიული ფორმა ვოლოგდის გუბერნიაში. შემდეგ, ხშირად სოციალისტურად განწყობილი თავად-აზნაურების, ინტელიგენტების, აგრონომების მხარდაჭერით, კოოპერატივების წარმოქმნა დაიწყო თავად გლეხებს შორისაც. თემები, საგლეხო არტელები იწყებდნენ საპაიოდ მანქანების შესყიდვას მიწის დამუშავებისთვის, პურის გალეწვისთვის, ტრაქტორების, გუთნების შესყიდვას, ჯიშიანი საქონლის მოშენებას. აშენებდნენ კარაქის საწარმოებს, წისქვილებს, ბურღულეულის საწარმოებს, ზეთსახდლებს. ამასთან, ამან მიიღო მასობრივი ხასიათი. ციმბირელმა გლეხებმა იმდენად იღბლიანად განავითარეს კარაქის (ზეთის) წარმოება, რომ თავისი კარაქით (ზეთით) აავსეს დასავლეთ ევროპა. ამ კარაქის გყიდვისგან რუსეთმა მიიღო უფრო მეტი მოგება, ვიდრე ოქროთი ვაჭრობისგან. იყო კარგი ქარხნები, იქ ბევრი რამის წარმოება იყო შესაძლებელი, თვით ნაყინამდეც კი. იყო მშვენიერი ბელგიური და ფრანგული აღჭურვილობა. მენდელეევი, რომელიც იყო არა მხოლოდ დიდი ქიმიკოსი, არამედ ეკონომისტიც, ამბობდა, რომ მხარდაჭერა რუსეთის სოფლის მეურნეობის კოოპერირებისთვის _ ეს არის გზა რუსეთში საყოველთაო სიუხვის დამყარებისკენ. ძალზედ ძლირად იყო განვითარებული კოოპერატიული მოძრაობა გერმანელ და ბულგარელ მოახალშენეებს შორის. ამასთან არც თუ იშვიათად იგი დაკავშირებული იყო რელიგიურ ფორმებთან, იმიტომ რომ ვოლგისპირეთის, სამხრეთ-რუსეთის გერმანელი კოლონისტები, ასევე უკრაინაში მოდიოდნენ იქ მთელი თემების სახით, სხვადასხვა შეფერილობის ლუთერან-პროტესტანტები. მათ ჩინებულად ჰქონდათ დაყენებული წარმოების საქმე. უშვებდნენ ღვინოს, ქსოვილებს, მანქანებს. ჩვენი, რუსული კოოპერატივებიც დაკავშირებული იყვნენ მეურნეობის საარტელო ფორმასთან. გლეხები მთელი ხალხით, მთელი თემით, მთელი არტელით ღებულობდნენ გადაწყვეტილებას ეყიდათ ტექნიკა, თუ აეშენებინათ ზეთსახდელი.
ასე რომ ლენინი ამ მიმართებით არ იყო ორიგინალური. მან დაინახა ის, რაც იყო ცხოვრებაში. უფრო მეტიც, ბოლშევიკები ამას ებრძოდნენ. მენდელეევის შემდეგ 20 წლის მერე ლენინმა, ბოლოს და ბოლოს, მოიფიქრა, რომ საჭიროა კოოპერაციის მხარდაჭერა. ბოლშევიკების დამოკიდებულება კოოპერატიული მოძრაობისადმი სულაც არ იყო ერთმნიშვნელოვანი. და, თვით ლენინის წერილის შემდეგაც კოოპერაციაზე, ბოლშევიკები ეჭვიანად უყურებდნენ იმ კოოპერატივებს, რომლებიც უკვე არსებობდა რუსეთში და რომლებსაც ქმნიდნენ თავად გლეხები, თავად ხელოსნები. მათ ყველაფრის საკუთარ ხელში ჩაგდება უნდოდათ, მბრძანებლობა უნდოდათ. იმ კოოპერატივებს, რომლებიც წარმოიქმნა ჯერ კიდევ სტოლიპინის დროს, ისინი ეძახდნენ კულაკურ კოოპერატივებს, იმიტომ რომ ესენი იყო აყვავებული მეურნეობები, და მათ ყოველნაირად ავიწროვებდნენ. ყველაფერი ღებულობდა ასეთ ფორმას _ ჩვენ გვჭირდება არა კოოპერატივები, არამედ კომუნები, და ქმნიდნენ კომუნებს. დიდგვაროვნის კონფისკებული მამულის ან მსხვილი კულაკური მეურნეობის ბაზაზე, სადაც არის მზა ნაგებობები, ინვენტარი, საქონელი, ბაღები, ტბორები, სარწყავი სისტემები, იქმნება კომუნა. იგი თავისუფლდება მთელი გადასახადებისგან, კომუნარები მუშაობენ მკაცრად ნებაყოფლობით საწყისებზე.
სახელმწიფო მხარდაჭერის, ყველანაირი შეღავათების მიუხედავად, იმისდა მიუხედავად, რომ მათ ამარაგებდნენ ყოველივე აუცილებლით, ეს კომუნები სწრაფად ინგრეოდა. არანაირი წესრიგი მათში არ ყოფილა _ ყველაფერი იყო ნებაყოფლბით საწყისებზე, ყველაფერი იყო ლოზუნგებზე. სწრაფად გამოჭამდნენ ყველაფერს, რაც დარჩენილი იყო მემამულისგან, საქონელი იხოცებოდა, მანქანები გამოდიოდა მწყობრიდან. იმიტომ რომ შრომის ასეთი ფორმა ბაზირებულია საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების წმინდად მომხმარებლურ ინსტინქტებზე. მე დაკავებული ვიქნები იმით, რასაც მოვისურვებ: და ერთი უკრავს ბალალაიკაზე, მეორე ვარდებს თხრის ბაღში, ხოლო საღორეში წასვლა არავის არ უნდა, არც საქონელს არავინ უვლის. ხოლო ძირითადი პრინციპი კი იყო ასეთი: ადამიანებს სხვადასხვანაირი ინტერსები აქვთ, ამიტომ შეიძლება ყოველთვის ნებაყოფლობით საწყისზე მოემსახურო ყველაფერს, ე. ი. თითოეული დკავებული იქნება იმით, რაც მისთვის საყვარელი და ძვირფასია და ამასთან ერთად ყველაფერი „აჟურში“ იქნება _ კვლებიც დაბარული, ღორებიც ნაჭამი, რძეც გადამუშავებული. დიახ, რა თქმა უნდა, ადამიანის შრომითი საქმიანობა ყოველთვის რაღაც ხარისხად დაკავშირებულია მისი ბუნებრივი ნიჭისა და უნარების რეალიზებასთან. ამ მიდრეკილებების გათვალისწინება საჭიროა, მაგრამ შრომის მთელი ორგანიზაციის დაყვანა მხოლოდ ბუნებრივი ნიჭისა და უნარების, მიდრეკილებების, უნარ-ჩვევების, სურვილების დაკმაყოფილებაზე _ ეს აშკარა ანარქიაა, გადამეტებაა. და რაც ყველაზე უფრო მთავარია, რომ ამ კომუნებში ბატონობდა მბრძანებლობის სისტემა. კომუნების სათავეში იდგნენ ფანატიკოს-კომუნარები, რომლებიც მოქმედებდნენ პრინციპით _ ჩემს ზნეს ნუ შეეწინააღმდეგები.
ერთის მხრივ, კომუნარების დასახლებები ალტაის მხარეში, მაგალითად, მომგებიანად გამოირჩეოდა გარემომცველი სოფლებისგან. იქ იყო ბაღები, ვენახები, კარგი საჯიშე საქონელი. იცვმდნენ ისინი უფრო სუფთად, მათი სახლები აშენებული იყო გეგმის მიხედვით, სკოლები. მეორეს მხრივ, ცხოვრობდნენ ისინი თითქოსდა თავისთვის, ცალცალკე, და ძირითადად, გულუხვი სუბსიდიებისა და გადასახადებისგან განთავისუფლების ხარჯზე. აყვავება, ამრიგად, იყო ხელოვნური. ცხოვრების გარდაქმნის საყოვლთაო ფორმად ისინი ვერ იქცნენ. შემდგომში ისინი გადააკეთეს კოლმეურნეობებად, ჩვეულებრივ სასოფლო-სამეურნეო არტელებად.
აქ არის ერთი ძალზედ საინტერესო კითხვა. ერთად ცხოვრების პრინციპზე აგებულ კომუნებს რუსულ სოფელში, თავად თემში, არტელში ჰქონდა რაღაც ფესვები, რევოლუციამდელი გლეხის ცხოვრება, გლეხური სამყარო რაღაც ხარისხად ორიენტირებული იყო მონასტრებზე, ცხოვრების სამონასტრო წყობაზე. გლეხის ცხოვრების წესი იდეალში _ ეს არის სამონასტრო ცხოვრების წესი. რუსული სოფლის კოოპერატიული მოძრაობა რევოლუციის შემდეგ რომ განვითარებულიყო ხელი-ხელ ჩაკიდებულად მართლმადიდებლობასთან, მართლმადიდებლობის განმტკიცებასთან, ამას ექნებოდა დიდი შედეგები და შესაძლოა მართლაც გაეყვანა რუსული სოფელი, რუსეთი ცივილიზაციის რაღაც ახალ ფორმებზე, რომლებიც აგებული იქნებოდა ძმობის პრინციპზე, ურთიერთ დახმარების პრინციპზე. მაგრამ, ასე არ გამოვიდა. არცთუ ცოტა მცდელობა იყო იმისა, როდესაც ბერ-მონაზვნები მონასტრების გაუქმების შემდეგ ცდილობდნენ თავიანთი სავანეების გარდაქმნას კომუნებდ, მაგრამ ამას უსასტიკესი სახით ახშობდნენ (თრგუნავდნენ), მათ უბრალოდ ჰყრიდნენ მონასტრებიდან. ახლა ბევრი კოლმეურნობა შენარჩუნდა, მიუხედავად ახალი რუსების მთელი ძალისხმევისა ერთად ცხოვრების ამ ფორმის გასაუქმებლად. ასე მკვეთრად რომ არ დაეპირისპირებინათ ბრძოლა სოციალური სამართლიანობისთვის ღვთის რწმენასთან, მაშინ, ალბათ, რუსეთის ისტორია განვითარდებოდა ცოტთი უფრო სხვანაირად. არ შეიძლება იცავდე სოციალურ სამართლიანობას, ადამიანთა თანასწორობას, ადამიანებს შორის ძმობას ქრისტეს მცნებების საწინააღმდეგოდ, უფრო მეტიც, მართლმადიდებლური კეთილზნეობის (ღვთისმოსაობის) განადგურებით. აქ ბევრი რამ არის დასაფიქრებლი ყველა ჩვენგნისთვის.
მაგალითად, რატომ არ არის კერძო საკუთრება მიწაზე ჰოლანდიაში? ქვეყანა ზღვის დონეზე უფრო დაბლაა, ზღვის ტალღებისგან შემოზღუდულია დამბებით. იქ უფრთხილდებიან მიწას, რათა იგი მუდმივად სათანადო სახით იქნას გამოყენებული. რატომ არ არის კერძო საკუთრება ისრაელში? რატომ ჰყვავის ისრაელში კიბუცები? როდესც სწერენ, რომ კიბუცები _ ეს ჩვენი კოლმეურნეობებიაო, მაშინ ეს მოწმობს საქმის ვერგაგების შესახებ. კიბუცი _ ეს ჩვენი კოლმეურნეობა არ არის. ეს არის _ რელიგიური თემი. მთელი პარადოქსი იმაშია, რომ იგივე ადამიანები, რომლებიც ადიდებენ კიბუცებს ისრაელში, მოქმედებენ რა რუსეთში, ნერგავენ კერძო საკუთრებას, სპობენ ამხანაგურ ურთიერთობებს, გამოდიან ამხანაგობების, ურთიერთ დახმარების, მეგობრობის მტრებად, არსებითად, როგორც მძვინვარე ყაჩაღები. რაში არის საქმე? რატომ იყენებენ ერთი და იგივე ადამიანები ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას? ერთ ქვეყანაში ეს კარგია, მეორეში კი _ მას სდევნიან, ფეხით სთელავენ, აბუჩად იგდებენ. ლენინურ კოოპერტიულ გეგმას, მისი რეალიზაციის მცდელობებს, მის ჩავარდნას, და იმ ნარჩენებს, რომლებიც ახლა მისგან დარჩა, აუცილებელია ვუდგებოდეთ დაფიქრებით, ფრთხილად, ერთი ხელის მოქნევით არ ვჩეხდეთ. იმიტომ რომ ფერმერობა რუსეთში, ინდივიდუალური გლეხური მეურნეობა ცუდად ეგუება აქაურობას, მიუხედავად ყოველივე იმისა, რაც კეთდება. როგორც ჩანს, ეს _ არ არის რუსული მართლმადიდებლური სოფლის განვითარების მაგისტრალური გზა.
კოოპერაციის შესახებ ამ შესანიშნავი, ძალზედ სადაო წერილის გარდა იქ იყო კიდევ რამდენიმე დოკუმენტი, რომელიც უკარნახა მძიმედ ავადმყოფმა ლენინმა, მათ რიცხვში, სახელგანთქმული წერილი ყრილობისადმი, რომელშიც ლენინმა გადმოსცა პარტიის ხელმძღვანელობის ერთიანობის გადარჩენის გეგმა თავისი სიკვდილის შემდეგ, და მისცა დახასიათება პოლიტბიუროს ყველა წევრს, თავის უახლოეს თანამებრძოლებს. ეს წერილი _ ერთერთი ყველაზე უფრო საინტერესო დოკუმენტია. ის ძალზედ ფსიქოლოგიურია, გონიერებით აღსავსე. ტრაგიკული ბედის მქონე დოკუმენტია, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ საუბარს.
ნ ა წ ი ლ ი VI
გაგრძელება. ნაწილი 5

სამოქალაქო ომის პერიოდში, თუმცა კი ქვეყანაში არსებობდა პარტიის კოლექტიური ხელმძღვანელობა, მაგრამ, ფაქტიურად, ეს იყო რაღაც დეკორი. ფორმალურად საბჭოთა ხელისუფლების ყველა უმნიშვნელოვანეს დეკრეტს ატარებდნენ საბჭოების საკავშირო აღმასრულებელი კომიტეტის გავლით, უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს, ვთქვათ, გერმანიასთან მშვიდობის დამყარების (სამშვიდობო ხელშეკრულების დადების) შესახებ, ღებულობდნენ მშრომელთა დეპუტატების საბჭოების სრულიად რუსეთის ყრილობებზე. ლენინის მიერ დაწერილი საბჭოთა კონსტიტუციის მიხედვით გამოცხადებული იყო, რომ მთელი ძალაუფლება რუსეთში ეკუთვნის მშრომლებს მშრომელთა დეპუტატების საბჭოების სახით, დაწყებული დაბის, სოფლის საბჭოდან, და დამთავრებული სრულიად რუსეთის საბჭოების ყრილობით, რომელიც ამტკიცებს მთელ უმნიშვნელოვანეს დებულებებს, აყალიბებს მთავრობას და ა. შ. ფაქტიურად კი, გადაწყვეტილება მიიღებოდა პარტიის ცკ-ის პოლიტბიუროს სხდომაზე, რომელიც შედგებოდა 7-9 ადამიანისგან. გადამწყვეტ როლს იქ თამაშობდა, ბუნებრივია, ვ. ი. ლენინი. მთელ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს ღებულობდნენ ამ ვიწრო წრეში, ხოლო შემდეგ კი შესაბამისი სახით აფორმებდნენ. მაგრამ, კონსტიტუციაში არაფერი არ იყო ნათქვამი იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტბიუროზე, და მხოლოდ შემდეგ ტარდება შესაბამისი ორგანოს გავლით (მეშვეობით). ლენინი იყო იურისტი. იგი მკაცრად ადვნებდა თვალყურს, რათა გარეგნულად ყველაფერი გამოხატულიყო დემოკრატიულად. ეს უკვე შემდეგ, როდესაც სწავლანაკლულები მოვიდნენ ხელისუფლებაში ომის მიწურულს, კონსტიტუციაში ჩაწერეს სპეციალური პუნქტი პარტიის ხელმძღვანლი და წარმმართველი როლის შესახებ. მაგრამ ამისგან, რა თქმა უნდა, საქმე არ იცვლება. თვით პარტიულ ხელმძღვანელობაშიც კი, პოლირტბიუროს წევრებს შორის, არ ყოფილა ერთიანობა. იყო უსასტიკესი მეტოქეობა.
სამოქალაქო ომის წლებში ტროცკის, როგორც სამხედრო ხელმძღვანელს, ჰყავდა ბევრი მომხრე ცკ-ის აპარატში, და პარტიულ ყრილობებზე მას მიჰყვებოდა დელეგატების თითქმის ნახევარი. ლენინი დიდი შრომის ფასად ახერხებდა თავისი თვალსაზრისის გატარებას. იმისთვის რათა როგორღაც ლაგამი ამოედო ტროცკისთვის, შეეზღუდა მისი ძალაუფლება, ლენინი დაეთანხმა პოლიტბიუროს წევრების წინადადებას, რომლებსაც სძულდათ ტროცკი და პირადი ანგარიშები ჰქონდათ მასთან. ესენი იყვნენ, უწინარეს ყოვლისა, _ კამენევი და ზინოვიევი, რომლებიც ეჭვიანად უყურებდნენ ტროცკის დიდ როლს და სურდათ რაიმენაირად შეეზღუდათ იგი. ამ მიზნით მათ შესთავაზეს ლენინს დაენიშნა ცკ-ის აპარატის პასუხისმგებელი მდივნის პოსტზე იოსებ სტალინი (ჯუღაშვილი), იცოდნენ რა, რომ სტალინს ტროცკისთან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობები, რომ მათ არ უყვარდათ ერთმანეთი, შურდათ ერთმანეთის. ეს მათ ხელს აძლევდათ. ტროცკის ზინოვიევთანაც ასევე ცუდი ურთიერთობები ჰქონდა, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ოქტომბრის რევოლუციის მომზადების პერიოდში ისინი მუდმივად ეჯახებოდნენ ერთმანეთს. ტროცკი იყო ჯარისკაცთა და მუშათა დეპუტატების პეტროგრადის საბჭოს თავმჯდომარე, ზინოვიევი კი პეტროგრადის პარტიული კომიტეტის მდივანი. ისინი მუდმივად ედავებოდნენ ერთმანეთს პირველობას. ამასთან 1920 წ. კრონშტადტის ამბოხების ჩახშობის დროს, 1919 წ. იუდენიჩის კრონშტადტზე შეტევის დროს არა ზინოვიევი, არამედ სწორედ ტროცკი გამოდიოდა იუდენიჩის მოგერიებისა და კრონშტადტელი მატროსების ამბოხების ჩახშობის ორგანიზატორად. ტროცკი იყო უფრო მეტად ენერგიული, თავხედი, უპრინციპო, ვიდრე ზინოვიევი, და, ფაქტიურად, მან გადაარჩინა 1919 წ. პეტროგრადი. იუდენიჩი გამოვიდა პულკოვოს სიმაღლეებზე, დაიპყრო გატჩინა, მაგრამ ტროცკი მოქანდა ჯავშნოსანი მატარებლით პიტერში, ფეხზე დააყენა კურსანტები, ასევე მატროსები, თან მოიყვანა დამხმარე ძალები და დაიცვა პეტროგრადი.
და ჯერ კიდევ მაშინ, 1919 წ. პეტროგრადის გადარჩენაში ტროცკის დამსახურებათა აღსანიშნავად, ქალაქ გატჩინას, ბრილიანტს სახელგანთქმული სამეფო სასახლეებით, დაარქვეს ტროცკი. ეს იყო ქალაქების, ქუჩების, გამზირების, საწარმოებისთვის სახელის გადარქმევის პირველი შემთხვევა. ამ დღიდან სახელების გადარქმევა დაიწყეს ენერგიულად და სწრაფად. ნევის გამზირს დაარქვეს 22 ოქტომბრის გამზირი, სასახლის მოედანს _ ურიცკის მოედანი, იმიტომ რომ იქ მოკლულ იქნა ურიცკი, პეტროგრადის „ბოლშევიკის“ თავმჯდომარე, და ა. შ. გამოჩნდა ქალაქები ზინოვიევის, სვერდლოვის პატივსაცემად, ხოლო შემდეგ კი ლენინის, სტალინის, მაგრამ ინიციატივა, პირველობა ამ საქმეში ეკუთვნის ლევ დავითის ძეს, მან პირველმა გაიჩინა თავისი საკუთარი ქალაქი. ეს ნამდვილი პრობლემაა. საჭიროა გვეჭიროს ისტორიული დისტანცია, დრო ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს. მხოლოდ დროთა განმავლობაში შეიძლება გაიხსნას ამა თუ იმ ადამიანის ნამდვილი ისტორიული როლი. სხვანაირად კი, გვიხდება სახელების გადარქმევა რამდენჯერმე. დიადი გადაიქცევა სასაცილოდ. იღებენ ძეგლებს, მემორიალურ დაფებს, ცვლიან ქალაქების სახელწოდებებს და ა. შ.
მაშინ, რევოლუციის პერიოდში ითვლებოდა, რომ ამა თუ იმ ბელადის პრესტიჟი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ქალაქი ატარებს მის სახელს. ამაში ხედავდნენ ბელადის ავტორიტეტისა და მისდამი ხალხის სიყვარულის გამოხატულებას. ამიტრომ, ვლადიმირ ილიას ძემ გადწყვიტა ტროცკის რამდენდმე შეკავება, და გააკეთა ორი ძალზედ გონივრული სვლა. მან დანიშნა ტროცკი სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარედ და შეტყობინების გზების სახალხო კომისრად, რათა წესრიგი დაემყარებინა რკინიგზებზე. ტროცკიმ ეს ვერ მოახერხა, და მისი რეპუტაცია ძალზედ ძლიერად იქნა შერყეული. წამოიჭრა ე. წ. პროფკავშირული დისკუსია. ტროცკი ამბობდა, რომ იმისთვის, რათა გამოვიყვანოთ ქვეყანა ნგრევიდან, რათა ვაიძულოთ მატარებლები რომ მათ სირბილი დაიწყონ რკინიგზებზე, საჭიროა ტრანსპორტის გასამხედრობა, ასევე პროფკავშირების მილიტარიზებაც, მათში რკინის დისციპლინის შემოტანა. ბუნებრივია, რომ ასეთ პროგრამას მუშათა კლასის მხარდაჭერისა და ენთუზიაზმის გამოწვევა არ შეეძლო, და ეს პროფკავშირული დისკუსია ტროცკიმ წააგო. მაგრამ ბეჭდურ სიტყვაში მას ჰყავდა მრავალრიცხოვანი მომხრეები, და მას უწინდებურად განადიდებდნენ როგორც ოქტომბრის ბელადს, ლაპარაკობდნენ ორ ბელადზე, მხედველობაში ჰყავდათ რა ტროცკი და ლენინი. განსაკუთრებით განადიდებდნენ მის მოქმედებებს ოქტომბრის გადატრიალების დროს მოსკოვში, კრონშტადტში აჯანყების ჩახშობის დროს, გადააქცევდნენ მას პარტიულ სამხედრო გენიად. მოდაში და პარტიის შეიარაღებაში იყო მსოფლიო რევოლუციის მისეული პროგრამა, ითვლებოდა, რომ სახელდობრ მან წამოაყენა ე. წ. პერმანენტული, ე. ი. უწყვეტი რევოლუციის იდეა, რომ რევოლუცია რუსეთში დაიწყება მეფის ჩამოგდებით, დასრულდება პროლეტარიატის დიქტატურის დამყარებით და სათავეს დაუდებს მსოფლიო რევოლუციას. მსოფლიო რევოლუციური პროცესი შემდეგ გავრცელდება მთელს მსოფლიოში. „ჩვენ შუა გზაზე არ გავჩერდებით“, _ ამბობდა ტროცკი.
2. სტალინი როგორც ტროცკის საპირწონე
საჭირო იყო ტროცკის ცოტათი მაინც შეჩერება. და მაშინ ამ საქმეს ხელი მოჰკიდა სტალინმა. როდესაც კამენევმა და ზინოვიევმა შესთავაზეს ლენინს დაენიშნა იგი პასუხისმგებელ მდივნად, ლენინი მაშინვე დათანხმდა. მან იცოდა, რომ სტალინსა და ტროცკის შორის უთანხმოებებია, არა აქვთ ბრწყინვალე ურთიერთობები, იმიტომ რომ სამოქალაქო ომის დროს ისინი ასევე მუდმივად ეჯახებოდნენ ერთმანეთს. ტროცკი იყო რევსამხსაბჭოს თავმჯდომარე, იდგა მთელი შეიარაღებული ძალების სათავეში, სტალინს კი პარტია გზავნიდა ხან ცრიცინთან, ხან ვარშავასთან, ხან ლვოვთან, ხან კიევთან ცალკეული ფრონტების ხელმძღვანელის სახით. ფორმალურად იგი დამოკიდებული იყო ტროცკიზე, მაგრამ, რადგანაც ისინი ორივენი პოლიტბიუროს წევრები იყვნენ, ამიტომ, ბუნებრივია, სტალინი იქცოდა ისე, როგორც მას სურდა, როგორც იგი საჭიროდ თვლიდა. ზოგჯერ იგი არცთუ ძალზედ ზუსტად ასრულებდა ტროცკის დირექტივებს, მაგრამ აღწევდა წარმატებას. ნათლია, რომ ეს აფუჭებდა მათ ურთიერთობებს, ბადებდა შურს. საერთოდ პოლიტიკაში ურთიერთობებს ხელმძღვანელ შემადგენლობას შორის აქვს დიდი მნიშვნელობა.
ცკ-ის პასუხისმგებელი მდივნის პოსტზე სტალინის ყოფნის პირველი ორი წლის მანძილზე მან მოახდინა მთელი პარტიული ხელმძღვანელობის სრული გარდაქმნა. აქამდე პარტიულ ცხოვრებას აგებდნენ დემოკრატიული ცენტრალიზმის საწყისებზე, ე. ი. ყველა პარტიული ორგანო ირჩევდა თავის ხელმძღვანელს, დაწყებული ადგილობრივი უჯრედიდან და დამთავრებული ცკ-ის ყრილობით. საოლქო, რაიონული კომიტეტების ყრილობებზე კომუნისტები ირჩევდნენ ხელმძღვანელობას _ სამდივნოს, რომელიც ხელმძღვანლობდა მაზრის, გუბერნიის, რესპუბლიკის პარტიულიმ ორგანიზაციის მუშაობას. სტალინმა კი შემოიტანა ახალი წესრიგი. ქალაქებში, გუბერნიებში, მაზრებში ახლა ხელმძღვანელებს გზავნიდა ცკ, მოსკოვი. მოხდა ცენტრალიზაცია. ცკ-ის შემადგენლობაში შექმნეს სპციალური ინსტიტუტი _ საორგანიზაციო-საინსტრუქტორო განყოფილება, რომელიც ხელმძღვანელობდა ადგილებზე კადრების დაყენებას. დაიწყეს სპეციალური სკოლების დაფუძნება პარტიული კადრების სწრაფად მოსამზადებლად. მთავარი პარტიული სკოლა, მთავარი პარტიული უნივერსიტეტი, სადაც ამზადებდნენ უმაღლესი თანრიგის ხელმძღვანელებს, ატარებდა „სვერდლოვის სახელობის უნივერსიტეტის“ სახელწოდებას. იყო კიდევ სხვადასხვა პარტიული სკოლები, რომლებიც ამზადებდნენ უკვე კადრებს ცალკეული გუბერნიებისთვის, რეგიონებისთვის. ბუნებრივია, რომ კადრების მომზადება, მათი განაწილება იყო სტალინის ხელში. ამიტომ პირველი ორი წლის განმავლობაში მან ყველგან გადააყენა ტროცკის მომხრეები და დანიშნა თავისი. ტროცკიმ დაკარგა ძველი გავლენა. ყველაფერზე დამატებით, რესპუბლიკის რევსამხსაბჭოს შემადგენლობაში შეიყვანეს რამდენიმე ახალი წევრი, რომელთაც ასევე ცუდი ურთიერთობები ჰქონდათ ტროცკისთან, ხოლო ტროცკის მოადგილედ კი დანიშნეს მ. ვ. ფრუნზე.
როდესც ლენინი 1922 წ. შემოდგომაზე მძიმედ დაავადდა, მაშინ, აძლევდა რა უზარმაზარ მნიშვნელობას პარტიის ერთიანობის შენარჩუნებას, ეშინოდა რა იმისა, რომ მის თანამებრძოლებს მისი ავადმყოფობის დროს, როდესაც მისი კონტროლი დასუსტდება შეუძლიათ ჩხუბი აუტეხონ ერთი-მეორეს, მან ისე გაანაწილა მათ შორის მოვალეობები, რომ არც ერთ მათგნს არ ჰქონოდა გადამწყვეტი უპირატესობა. თუკი მთელი საორგანიზაციო მუშაობა სტალინის ხელშია, სამაგიეროდ ზინოვიევი რჩება ყველაზე უფრო ძლიერი პეტროგრადის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელად. ყველაფერზე დამატებით, ზინოვიევი იყო 1919 წ. დაარსებული კომინტერნის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, ე. ი. იყო მსოფლიო პროლეტარიატის ბელადი. ლენინი თვლიდა, რომ ასეთი პოზიციები მისცემდათ სტალინის ან ტროცკის ნეიტრალიზების შესაძლებლობას. იყო სხვა დანიშვნებიც. ყველაზე მთავარი იყო ის, რომ პოლიტბიუროში თავმჯდომარეობა, სხდომების წაყვანა, მისი გადაწყვეტილებების გაფორმება დავალებული ჰქონდა კამენევს. ასეთ ნაირად, ლენინმა შექმნა ტრიუმვირატი, რომელსაც მისი ავადმყოფობის დროს არ უნდა დაეშვა ტროცკის მიერ ძალაუფლებიას ხელში ჩაგდება. ეს არის _ სტალინი საორგანიზაციო საქმეებით ხელში, კამენევი, რომელიც თავმჯდომარეობს პოლიტბიუროში, უკანასკნლი სიტყვა მასზეა, ზინოვიევი. მართლაც, სანამდე ლენინი ავადმყოფობდა, ეს ტრიუმვირატი არ აძლევდა ტროცკის თავის წამოწევისა და მხრების გაშლის საშუალებას. ორი პარტიული ყრილობის დროს, რომლებმაც ჩაიარეს ავადმყოფი ლენინის პერიოდში, ცკ-ის სახელით მოხსნებას აკეთებდა ზინოვიევი, ე. ი. ფორმალურდ იგი ცვლიდა ლენინს, იყო პარტიის ლიდერი. მაგრამ ავტორიტეტი კი ტროცკის, რა თქმა უნდა, უზარმაზარი რჩებოდა. ლენინი თავად აღიარებდა თავის წერილებში ავადმყოფობის დროს, რომ ფორმალურად მთელი ძალაუფლება იმყოფება ტროცკისა და სტალინის ხელში, და საკითხი პარტიის ერთიანობის შესახებ დამოკიდებულია ამ ორ ადმიანს შორის ურთიერთობებზე.

ახლოვდებოდა პარტიის მორიგი ყრილობა. ლენინი ემზადებოდა მისთვის. ამ ყრილობაზე უნდა გადაწყვეტილიყო კარდინალური მნიშვნელობის საკითხი დერჟავის განმტკიცების შესახებ, სახელმწუფო მშენებლობის შესახებ. რუსეთი ამ დროს არ წარმოადგენდა ერთიან სახელმწიფოს. რუსეთის იმპერიის ტერიტორია დაიშალა რიგ იურიდიულად დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოებად. უწინარეს ყოვლისა ეს იყო რუსეთის ფედერაცია, რომელიც 90%-ით დასახლებული იყო რუსებით _ ქვეყნის ცენტრი, პლიუს ციმბირი და შორეული აღმოსავლეთი. იგი ასევე იწოდებოდა კიდეც _ რუსეთის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკა. მის შემადგენლობაში რუსების გარდა შევიდნენ ეროვნული რესპუბლიკები, ე. წ. ავტონომიური რესპუბლიკები. ვოლგისპირეთში _ თათრეთი, ბაშკირეთი, რიგი რესპუბლიკებისა კავკასიაში. თავიდან იქ შექმნეს ერთიანი მთიელთა რესპუბლიკა, შემდეგ კი დაყვეს ჩუვაშეთად (?), ოსეთად და ა. შ. რაც შეეხება შუა აზიას, უკრაინას, ბელორუსიას, კავკასიას, აქ მდგომარეობა გაცილებით უფრო რთული იყო. მონარქიის დაცემის შემდეგ, სამოქალაქო ომის პერიოდში რუსეთის შემადგენლობიდან გამოეყვნენ ფინეთი და პოლონეთი. პოლონეთის დაპყრობის მცდელობები 1920 წ. არ გამოვიდა. წითელი გვარდია ფინეთში განადგურებულ იქნა. ეს სახელმწიფოები საბოლოოდ გამოეყვნენ რუსეთს, მაგრამ სამოქალაქო ომის მსვლელობისას ბოლშევიკებმა მოახერხეს ეროვნული მთავრობების დამხობა, რომლებიც იდგნენ ანტიბოლშევიზმის პოზიციებზე, ბელორუსიაში, უკრაინაში, კავკასიაში, ხოლო შემდეგ კი თურქესტანშიც.
მთელი კავკასია დაპყრობილ იქნა წითელი არმიის მიერ, იქ წარმოიქმნა ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაცია, რომელიც შედგებოდა სამი ძირითადი ნაწილისგან: სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანისგან. ამ ფედერაციას ხელმძღვანელობდა სერგო ორჯონიკიძე. იგი იყო ამიერკავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციების ხელმძღვანელი. მაგრამ, ფორმალურად ამიერკავკასიის ფედერაცია ითვლებოდა დამოუკიდებელ (რუს. самостоятельным) სახელმწიფოდ.
ანალოგიურად იყო სიტუაცია უკრაინაშიც. ნაციონალისტები გაყარეს, შექმნეს საბჭოთა მთავრობა. იგივე იყო ბელორუსიაშიც. მოუწიათ პარტიული ორგანიზაციის გარდაქმნაც. რადგანაც უკრაინა დამოუკიდებელია (რუს. независимая), ამიტომ უკრაინელ კომუნისტებსაც ჰყავთ თავიანთი ხელმძღვანელობა, თავიანთი ცკ, თავიანთი მდივანი. ანალოგიურად კავკასიაშიც, ანალოგიურად ბელორუსიაშიც. ურთიერთობები ყველა საბჭოთა რესპუბლიკას შორის აიგებოდა სახელშეკრულებო საწყისებზე. რადგანაც მიდიოდა სამოქალაქო ომი, ამიტომ იდებოდა სამხედრო ხელშეკრულებები მოსკოვსა და კიევს შორის, მოსკოვსა და მინსკს შორის და ა. შ. ზოგიერთი ამ რესპუბლიკებიდან ავალებდა მოსკოვს წარმოედგინა მათი ინტერესები საზღვარგარეთ. რესპუბლიკები ასევე აღიარებდნენ, რომ შეიარაღებული ძალები, წითელი არმიის ნაწილები, რომლებიც დგანან მათ ტერიტორიაზე, ექვემდებარებიან უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობას მოსკოვში. ბელორუსიის, უკრაინის, კავკასიის კომუნისტებს, თუმცა კი ჰყავდათ თავიანთი პარტიები, ხელმძღვანელობა, ფაქტიურად ექვემდებარებოდნენ მოსკოვის ცკ-ს, ლენინს. მათ ჰქონდათ საოლქო კომიტეტებისა და სამხარეო კომიტეტების უფლებები, ისინი არ იყვნენ, ამ სიტყვის სრული აზრით, დამოუკიდებელი პარტიები. ლენინი ამბობდა მაშინ: „ერთიანი არმიით, ერთიანი პარტიით ჩვენთვის არანაირი ფედერაციები საშიში არ არის. ჩვენ შევინარჩუნებთ დერჟავის ერთიანობას“. მაგრამ, საჭირო იყო რაღაც წესრიგის, ერთსახოვნების (ერთფეროვნების) დამყარება, იმიტომ რომ გმოდიოდა სამფენიანი ღვეზელი _ სახელმწიფოს სამფენოვანი სტრუქტურა. არის რუსეთის ფედერაცია, და არიან სხვა საბჭოთა რესპუბლიკები. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შედიან კიდევ ავტონომიური რესპუბლიკები _ ვოლგისპირეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის. ყველაფერ ამაში გარკვევა ძალზედ ძნელი იყო. მაშინ სტალინმა, რომელიც იყო პარტიის გენერალური მდივანი, და სახალხო კომისარი ეროვნებათა საქმეებში, შესთავაზა ავტონომიზაციის _ საკითხის რაციონალურად გადაწყვეტის გეგმა. მან შესთავაზა ჩაირთონ უკრაინა, ბელორუსია, ამიერკავკასია კავშირის შემადგენლობაში ავტონომიური რესპუბლიკების უფლებით, და მაშინ იქნება ერთიანობა. მაგრამ ავტონომიზაციის გეგმა არ მოეწონათ უკრაინელ, ბელორუს და კავკასიელ კომუნისტებს. ისინი თვლიდნენ, რომ ეს გეგმა ლახავს მათ უფლებებს, აქვეითებს მათ რანგში. როგორ? ისინი იყვნენ დამოუკიდებლები, ხოლო აქ კი, უეცრად, მათ აყენებენ ფორმალურად ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიაც არიან ბაშკირები, ჩუვაშები, თათრები, დამოუკიდებელ რესპუბლიკას გადააქცევენ ავტონომიურ წარმონაქმნად.
უნდა ითქვას, რომ სამოქალაქო ომის წლებში ეს ავტონომიური რესპუბლიკები ნებისმიერად (თვითნებურად) იცვლიდნენ თვიანთ საზღვრებს, სახელწოდებებს, ქვეყანაში არსებული სამხედრო და პოლიტიკური სიტუაციის-და მიხედვით. ასეთი თვითნებობისა უკრაინელებს, ბელორუსებსა და კავკასიელებს, ბუნებრივია, ეშინოდათ. კავკასიაში იყო სულ ახალი მაგალითი. რევოლუციის დროს აჭარამ (მთავარი ქალაქი სოხუმი) თავი გამოაცხადა დამოუკიდებელ საბჭოთა რესპუბლიკად, ხოლო შემდეგ კი, როდესაც სამოქალაქო ომი დასრულდა, და იქმნებოდა ამიერკავკასიის ფედერაცია, აჭარა ჩართეს საქართველოს შემადგენლობაში როგორც ავტონომიური რესპუბლიკა, შელახეს რა აჭარელთა უფლებები (1). ანალოგიური შემთხვევები იყო კავკასიის სხვა რესპუბლიკებშიც.
ორჯონიკიძეს, თბილისში მოსკოვის წარმომადგენელს, პრაქტიკულად კავკასიის ბატონ-პატრონსა, და ქართველი კომუნისტების ლიდერებს შორის წარმოიქმნა უმწვავესი კამათები სახელმწიფოს მშენებლობის შემდგომი გეგმების შესახებ. საქმე ხელით შეხებამდეც კი მივიდა. მათ არა მხოლოდ დაუწყეს ერთმანეთს შოვინისტების, ნაციონალისტების, უკლონისტებისა და ა. შ. ძახილი, არამედ ფიზიკურადაც ეძიძგილავებოდნენ ერთიმეორეს. როდესაც ამ სიტუაციას გაეცნო ლენინი, მაშინ გამოსაძიებლად მოსკოვიდან გაგზავნეს ძერჟინსკი. მაგრამ ძერჟინსკიმ დაიჭირა ორჯონიკიძის მხარე და განაცხადა, რომ ქართველები არ არიან მართლები. ფორმალურად კამათის არსი იყო შემდეგში. განიხილებოდა საკითხი იმის შესახებ, თუ მაინც როგორ უნდა ჩაირთოს ამიერკავკასიის ეს სამი რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. ან მთელი ამიერკავკასიური ფედერაცია შევა მთლიანად რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, ან კიდევ თითოეული ამ რესპუბლიკათაგანი, და უწინარეს ყოვლისა, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა, შევა ცალ-ცალკე, რათა მათი სტატუსი არ იყოს უფრო დაბალი, ვიდრე უკრაინელებისა და ბელორუსების. ლენინმა დაიჭირა სტალინის მოწინააღმდეგეთა მხარე, როდესაც გაეცნო ამ ქართულ საქმესა და ავტონომიზაციის მთელ გეგმას. მან დაწერა წერილი „ეროვნებათა, ანუ ავტონომიზაციის შესახებ“, განაცხადა რა, რომ სტალინის გეგმიდან უბერავს ველიკორუსული შოვინიზმის სულისკვეთება, რომ, თუკი ეს გეგმა განხორციელებილი იქნება, მაშინ ეს შესაძლებლობას მისცემს იმ ადგილებში მყოფ ნაციონალისტებს ლაპარაკობდნენ, რომ ხდება რუსი ერის ბატონობის, მოსკოვის ბატონობის აღდგენა, ხოლო ისინი კი ვარდებიან არათანასწორუფლბიან მდგომარეობაში. იგი იმასაც კი წერდა ამ წერილში, რომ უცხადებს შოვინიზმს ომს. იგი ამბობდა, რომ ჩვენ ბოლო უნდა მოვუღოთ შოვინიზმის გადმონაშთებს, ხალხთა მეხსიერებიდან ამოვშალოთ ის დრო, როდესაც რუსი მოხელეები მბრძანებლობდნენ მთელს რუსეთზე. ხოლო ამისთვის კი რუსული მოსახლეობა უნდა ჩაყენებულ იქნას არათანასწორუფლებიან (?) მდგომარეობაში ყოფილ ჩაგრულ ერებთან. უნდა გაკეთდეს ისე, რომ ეროვნული რესპუბლიკების მთელი უფლებები არაფრით არ განსხვავდებოდეს რსფსრ-ის უფლებებისგან, რამდენადაც ეს _ რუსეთია. და რომ ეროვნულ რესპუბლიკებში ყველგან ადგილებზე იდგნენ ადგილობრივი კადრები. ლენინის ამ ფიქრების გვირგვინი იყო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შექმნის გეგმა. ლენინი წერდა: „არ არის საჭირო, რომ სომხეთსა და უკრაინას ვრთავდეთ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. ეს იქნებოდა უკან დახევა, კავკასიელებისა და უკრაინელების უფლებების შელახვა. საჭიროა, რათა მთელმა საბჭოთა რესპუბლიკებმა შექმნან კიდევ ერთი ზედნაშენი, წარმოქმნან საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, საბჭოთა საკავშირო მთავრობა, რათა ამ კავშირის სათავეში იყოს კოლეგიალური ორგანო _ სახელმწიფოს კოლექტიური მეთაური. არა მხოლოდ ერთ კალინინს, რომელიც არის სრულიად რუსეთის სტაროსტა, რუსეთის საბჭოების თავმჯდომარე, არამედ რათა ასეთივე უფლებები ჰქონდეს უკრაინის მეთაურს _ უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარეს ვინიჩენკოს, ამიერკავკასიის ფედერაციის თავმჯდომარეს, სახელგანთქმულ აზერბაიჯანელ მწერალს ნარიმან ნარიმანოვს. და რომ ისინი მორიგეობით ასრულებდნენ სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობებს“. შემდეგ, ამ გეგმაში გითვალისწინებოდა, რომ საჭიროა შეიქმნას საკავშირო ორგანოები, მაგრამ ეს საკავშირო ორგანოები უნდა მოიცავდნენ ისეთ ფუნქციებს, და დაკავებული იყვნენ ისეთი საქმეებით, რომელთაც აქვთ საერთო საკავშირო მნიშვნელობა, და არავითარ შემთხვევაში არ ერეოდნენ თითოეული რესპუბლიკის საშინაო ცხოვრებაში. უნდა იყოს არმიის ერთიანი სარდლობა, ერთიანი ტრანსპორტი, ერთიანი კავშირგაბმულობა, ერთიანი მონეტა, ხოლო ყველა დანარჩენი უნდა დარჩეს რესპუბლიკური სახალხო კომისარიატების ხელში (2).
4. სსრკ-ის წარმოქმნა
ახალი წლის წინ, 1922 წ. 30 დეკემბერს, გეგმა მიღებულ იქნა საბჭოების I სრულიად საკავშირო ყრილობის მიერ. ასეთნაირად წარმოიქმნა უმაღლესი ორგანო, საერთო საკავშირო პარლამენტი, რომელმაც მიიღო მშრომელთა დეპუტატების საბჭოების სრულიად საკავშირო ყრილობის სახელწოდება. რუსეთის, უკრაინის საბჭოები იყვნენ დაქვემდებარებულნი. საბჭოების I-მა სრულიად საკავშირო ყრილობამ ლენინი აირჩია სსრკ-ის სახკომსბჭოს თავმჯდომარედ. შესაბამისი სახით იქნა გადეხედილი პარტიული სტრუქტურაც. გამოცხადებულ იქნა ყველა რესპუბლიკის კომპარტიების გაერთიანების შესახებ სრულიად სკავშირო პარტიად ვკპბ (რუსული აბრევიატურაა და ქართულად იშიფრება როგორც _ სრულიად საკავშირო კომუნისტური პარტია ბოლშევიკებისა).
როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ამისადმი? ლენინი დარწმუნებული იყო იმაში, რომ მსოფლიო რევოლუცია ცხრა მთას იქით არ არის. რომ რუსეთის მაგალითს მიჰყვება ევროპა, შემდეგ კი მთლი დანარჩენი მსოფლიო. კრიზისები და აჯანყებანი, რომლებიც არყევდა იმ დროს მსოფლიოს, თითქოს-და ადასტურებდა ლენინის სიმართლეს, ეს ლენინური გეგმა აოგნებდათ თავისი შორსმჭვრეტელობით. მსოფლიო რევოლუციური პროცესის განვითარების პერსპექტივების თვალსაზრისით, იქმნებოდა სსრკ, სადაც სურვილის შემთხვევაში შესვლა შეეძლო ნებისმიერ სხვა ქვეყანას. ამავდროულად ცხადდებოდა ნებისმიერი რესპუბლიკის უფლება გასულიყო კავშირის შემადგენლობიდან, თუკი იგი ამას მოისურვებდა. ლამაზადაა, მიმზიდველად, მაგრამ საბჭოთა კავშირის არსებობის მთელი 70 წლის მანძილზე არც ერთხელ არ ყოფილა შემთხვევა, რომ კავშირის შემადგენლობაში ჩაერთოთ რომელიმე სხვა სახელმწიფო, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქმე მიდის საბჭოთა რესპუბლიკების მსოფლიო კავშირისკენ. იყო მცდელობები დაეყენებინათ ცდა ფინეთში, სხვა ადგილებში. მაგრამ, მეორე მხარე ამ გეგმისა, რომელიც კონსტიტუციურად განამტკიცებდა ნებისმიერი რესპუბლიკის უფლებას გასულიყო კავშირის შემადგენლობიდან, აღმოჩნდა შენელებული მოქმედების ნაღმი. 1991 წ. გაუქმებულ იქნა საბჭოების I საკავშირო ყრილობის გადაწყვეტილებები და გამოცხადებულ _ ამ ყრილობის გადაწყვეტილებების ანულირება, საბჭოთა კავშირის თვითდაშლა დამოუკიდებელი სუვერენული რესპუბლიკების წარმოსაქმნელად. ტრაგედიის ფესვები ჩადებულ იქნა 1922 წ.
საერთოდ, ეროვნული საკითხი _ ეს არქისირთულის მქონე საკითხია. ეროვნულ-რელიგიური ურთიერთობები ადამიანებს შორის მოითხოვს გონიერებას, სიკეთეს, ყურადღებას, სიფრთხილეს. ეს ისეთი რთული, დელიკატური ურთიერთობებია, რომ ერთი სიტყვით შეიძლება შეურაცხჰყო ადამიანი, ერთ გაუფრთხილებელ განცხადებას შეუძლია ერის შეურაცხყოფა. ახლაც გრძელდება კამათები იმის გარშემო, თუ ვინ იყო სწორი _ ლენინი თუ სტალინი კავშირის შექმნისას. გაისმის ხმები, რომ ორივენი არ იყვნენ სწორი, რომ საჭირო იყო შეენარჩუნებინათ უნიტარული ერთიანი სახელმწიფო, არანაირი განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი უფლებები ეროვნულ საფუძველზე არ მიეცათ, ქვეყნის ყველა მოქალაქეს აქვს აბსოლუტურად ერთნაირი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, რუსი ხალხის შეგნებულად არანაირ დამცირებაზე არ უნდა ყოფილიყო ლაპარაკი. მაგრამ, არა თუ გაკეთებულ იქნა განცხადება, არამედ ავტონომიური და საკავშირო რესპუბლიკების საზღვრების წარმოქმნისას რუსეთს შეგნებულად უკვე მაშინ ჩამოაჭრიდნენ უზარმაზარ ტერიტორიებს, რომლებიც დასახლებული იყო უპირატესად რუსი ხალხით და რთავდნენ მათ ამა თუ იმ რესპუბლიკის შემადგენლობაში. განსაკუთრებით ამ მიმართებით ბედმა გაუღიმა უკრაინელებს. მთელი დონბასი, დასახლებული რუსებით, ჩართეს უკრაინაში; ასევე სამხრეთ რუსეთიც. ეს ტერიტორია არასდროს არ ყოფილა უკრაინული, იგი ომით იქნა წართმეული თურქეთისგან პოტიომკინისა და სუვოროვის დროს, და წარმოქმნიდა სამხრეთ-რუსეთის საგენერალ-გუბერნატოროს. იყო კიევის საგენერალ-გუბერნატორო და სამხრეთ-რუსეთისა დედაქალაქით ოდესაში. და არავის გონებაში არ მოსდიოდა, რომ ოდესა _ ეს უკრაინაა. მაგრამ იმისთვის, რათა ძირი გამოეთხარათ უკრაინული ნაციონალიზმის პოზიციებისთვის, გაეზარდათ რუსული მოსახლეობის წილი უკრაინის შემადგენლობაში, ჩართეს იქ დონბასი და სამხრეთ-რუსეთი. იქ ახლაც რუსული მოსახლეობა სჭარბობს, მაგრამ იგი იმყოფება არათანასწორ უფლებრივ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ჩართულია უკრაინის შემადგენლობაში.
ანალოგიურ მანიპულაციებს აკეთებდნენ სხვა ადგილებშიც. საქმე მიდიოდა იქამდე, რომ ურალის კაზაკობის ტერიტორია დედაქალაგით ორენბურგში გაჭრეს შუაზე _ ერთი ნაწილი დატოვეს რუსეთის შემადგენლობაში, ხოლო მეორე კი მისცეს ყაზახეთს. ეს, რა თქმა უნდა, იყო შეგნებულად გაკეთებული შეცდომები. მათთვის თეორიული დასაბუთების მიცემასც კი ცდილობდნენ. ხოლო სადამდე მიგვიყვნა ამან, გვიჩვენა ჩვენი დღეების პრაქტიკამ. ამიტომ თანამედროვე საკონსტიტუციო სამართალში ითვლება, რომ ეროვნული საკითხი საჭიროა წყდებოდეს შემდეგი გზით. ერთიანი სახელმწიფო, მოქალაქეებს არა აქვთ არანაირი განსაკუთრებული უფლებები ეროვნულ-რელიგიური ნიშნის მიხედვით, მაგრამ, რამდენადაც მათ აქვთ ეროვნული, რელიგიური, კულტურული განსხვავებები, ამიტომ მათ უნდა აძლევდნენ კულტურულ-ეროვნული ავტონომიის უფლებას, ე. ი. უფლებას ჰქონდეთ თავიანთი სკოლები, კლუბები, თეატრები, გაზეთები, გამომცემლობები და ა. შ. საკუთრივ, ასე იყო კიდეც ძველ რუსეთში. ახლა ჩვენ ვართ მოწმენი იმისა, რომ კამათები გრძელდება. მაინც როგორ ხდება ის, რომ არის რესპუბლიკა, სადაც მოსახლეობის ნახევარი, და შესაძლოა ნახევარზე მეტიც რუსები არიან, ხოლო რუსული მოსახლეობის უფლებები კი სრულებით შელახულია? ხელისუფლების მთელი ორგანოების, მთელი ადმინისტრაციის რეკრუტირება კი ხდება მხოლოდ ე. წ. მცირე, წარსულში ჩაგრული ხალხის (რუს. народность) ხარჯზე. არსებობენ ე. წ. ძირეული ხალხები _ თათრები სათათრეთში, ბაშკირები ბაშკირეთში, ყაზახები ყაზახეთში და ა. შ., და არაძირეული ხალხები. რანაირი თანასწორობა შეიძლება იყოს აქ? (3) ყირიმში 70% რუსებია, 15% უკრაინელები, ახლა კი თათრებიც ჩამოვიდნენ. მაგრამ რუსებს არა აქვთ უფლება გამოაცხადონ თავიანთი ნება და შემოუერთდნენ რუსეთს.
5. ლენინის კამათი სტალინთან
ლენინს განზრახული ჰქონდა დაესვა საკითხი ველიკორუსული შოვინიზმის აღკვეთის შესახებ პარტიის მორიგ ყრილობაზე, რომელიც იგეგმებოდა 1924 წ. გაზაფხულისთვის. მაგრამ როდესაც სტალინმა მდივნებისგან და ლენინის აზრების ჩამწერი სტენოგრაფისტი ქალებისგან შეიტყო, რომ მან უკარნახა წერილი „ეროვნებათა, ანუ ავტონომიზაციის შესახებ“ სტალინისა და მისი პოლიტიკის მკვეთრი კრიტიკით, მაშინ საშინელი ლანძღვა-გინება ატეხა კრუპსკაიას მისამართით, ბრალი დასდო რა მას ცკ-ის დადგენილებების დარღვევაში, რომ იგი ნებას აძლევს ლენინს მუშაობდეს ძალზედ ბევრს, და ეს მუქარას უქმნის მის სიცოცხლეს. იქ იყო ფრაზები, რომლებიც პირადად შეურაცხჰყოფდა ნადეჟდა კონსტანტინეს ასულს, რომელმაც თქვა: „მე ვლადიმირ ილიას ძეს თქვენზე ნაკლებად არ ვუფრთხილდები. მე ხომ მისი ცოლი ვარ“. სტალინმა კი უპასუხა: „ვიცით ჩვენ, რანაირი ცოლიც ხარ“, - გულისხმობდა რა ვლადიმირ ილიას ძის რომანს ინესა არმანდთან. მან შეურაცხყოფა მიაყენა კრუპსკაიას როგორც ქალს. მან, ბუნებრივია, ტირილი დაიწყო, დაუყოვნებლივ მისწერა წერილი კამენევს, რომელიც იმ დროს იყო პოლიტბიუროს თავმჯდომარე, და მოითხოვდა, რათა სტალინს ბოდიში მოეხადა ამ ველური გამოხტომისთვის. ლენინმა მისწერა წერილი სტალინს, რომელშიც მოითხოვდა, რათა მან დაუყოვნებლივ ბოდიში მოიხადოს ნადეჟდა კონსტანტინეს ასულის წინაშე, სხვანაირად იგი გაწყვეტს მასთან ყველანაირ ურთიერთობებს. მოგვიანებით ნადეჟდა კონსტანტინეს ასული ამბობდა, რომ ლაპარაკი იყო იმის თაობაზე, რომ ლენინს სურდა სტალინის განადგურება როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელისა. სტალინმა ბოდიში მოიხადა ავადმყოფი ლენინისა და ნადეჟდა კონსტანტინს ასულის წინაშე. კარგად უნდა იცნობდე ამ ქართველს. საეჭვოა, რომ მისი სინანული გულწრფელი და ღრმა ყოფილიყო, მაგრამ ლენინთან ურთიერთობების გაწყვეტაზე წასვლა მას არ შეეძლო. მით უმეტეს, რომ ლენინს შეეძლო წასულიყო შეთანხმებაზე ტროცკისთან, რათა ფრთები შეეკვეცა იოსებ ბესარიონის ძისთვის.
შენარჩუნებულია დოკუმენტები, რომლებიც მოწმობენ, რომ ლენინმა დაავალა ტროცკის გარკვეულიყო „ქართულ საქმეში“, სადაც ჩარეული იყვნენ სტალინი, ძერჟინსკი, ორჯონიკიძე. მაგრამ ლენინი არ შემოიფარგლა მხოლოდ იმით, რომ მოითხოვა ბოდიშის მოხდა. მან ღრმად გაიაზრა სიტუაცია პარტიის ხელმძღვანელობაში, მაშინვე უკარნახა წერილი ყრილობისადმი. ეს არის _ ლენინის პოლიტიკური ანდერძი, სადაც მოცემულია პარტიის ხელმძღვანელობის მდგომარეობის ანალიზი, პარტიის ყველაზე უფრო გამოჩენილი ხელმძღვანელების, პოლიტბიუროს ყველა წევრის დახასიათება, ნათქვამია, რომ პარტიას ემუქრება განხეთქილება, ნავარაუდევია ზომები ამ განხეთქილების თავიდან აცილებისთვის. ნავარაუდევი იყო, რომ ეს წერილი გახმიანებული იქნება აპრილში პარტიის ყრილობაზე. ლენინის დავალებით იგი, როგორც ჩანს, უნდა გაეხმიანებინა კრუპსკაიას, ან რომელიმეს პოლიტბიუროს წევრთაგან, უფრო მეტად, კამენევს. იგი, საკუთრივ, ადრესირებული იყო კამენევისადმი, როგორც პოლიტბიუროს იმდროინდელი თავმჯდომარისადმი. ეს რომ მომხდარიყო, წერილი რომ გახმიანებულიყო ლენინის სიცოცხლეში, მაშინ, რა თქმა უნდა, სტალინის დღეები დასრულდებოდა. ლენინი მოსპობდა მას როგორც ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერს, იმიტომ რომ ამ წერილში ლაპარაკი იყო იმის შესახებ, რომ პარტიის ერთიანობის შენარჩუნების გულისთვის საჭიროა სტალინის მოშორება გენერალური მდივნის პოსტიდან _ ეს პირველია. მეორეც, უფრო მნიშვნელოვანი წინადადებაც _ საჭიროა გაფართოვდეს ცკ-ის შემადგენლობა. ახლა ის ძალზედ ვიწროა, ლაპარაკია ერთ დუჟინ ხელმძღვანლებზე (დუჟინი ნიშნავს 12-ს, აქ ეს მცირე რაოდენობის მნიშვნელობით არის ნათქვამი _ ი. ხ.). რამდენადაც ხელმძღვანელების წრე ასეთი ვიწროა, ამიტომ უზომოდ დიდ მნიშვნელობას იძენს პირადი ურთიერთობები მათ შორის. ყველანაირი შეჯახება თვით პირად ნიადაგზც კი ცკ-ის ორ-სამ წევრს შორის ქმნის პარტიის ხელმძღვანელობის გახლეჩის მუქარას. ამიტომ, საჭიროა შეყვანილ იქნას პარტიის ცკ-ის შემადგენლობაში რამდენიმე ათეული ერთგული კომუნისტი, სასურველია დაზგასთან მდგარი მუშების რიცხვიდან, გამოცდილი პარტიული მუშაკებისა, რომელთაც არ დაუკარგავთ კავშირი მუშათა მასებთან, აქვთ ნამდვილი პროლეტარის ფსიქოლოგია, მენტალიტეტი, გონების განწყობა. „ჩვენ უფლება გვაქვს მოვითხოვოთ ეს მსხვერპლი მუშათა კლასისგან, _ ამბობდა ლენინი, _ მან წაართვა რუსეთი მდიდრებს ღარიბებისთვის, დაე ახლა მან ისწავლოს ამ რუსეთის მართვა“.
ამ მთავარი დებულებების გარდა: გაფართოვებულ იქნას ცკ-ის შემადგენლობა, რათა გამოირიცხოს პირადი შეჯახებების მნიშვნელობა, და მოიფიქრონ ხერხი იმისა, თუ როგორ იქნას გადაყენებული სტალინი გენერალური მდივნის პოსტიდან; იქ იყო პოლიტბიუროს ყველა წევრის, პარტიის ყველა უცნობილესი წევრის დახასიათება. ნათქვამი იყო, რომ ახლა უეჭველად პარტიის ყველაზე უფრო გამოჩენილი და ავტორიტეტული მოღვაწეები არიან ტროცკი და სტალინი, და ურთიერთობებს მათ შორის აქვს დიდი მნიშვნელობა პარტიის ერთიანობის შენარჩუნებისთვის. მაგრამ ამასთან ერთად ლენინი ამბობს, რომ აუცილებელია ითვალისწინებდნენ პოლიტბიუროს ყველა წევრის პიროვნების თავისებურბებს. რა თქმა უნდა, ტროცკის ნეობოლშევიზმი _ ეს შემთხვევითობა არა არის. იგი შეახსენებდა, რომ ტროცკი მთელი ცხოვრების მანძილზე, დაწყებული პარტიის II ყრილობიდან, თვით ოქტომბრამდე _ ყოველთვის აქეთ-იქით მიმორბოდა. ხან ის იყო ბოლშევიკებთან, ხანაც მენშევიკებთან, ხანაც ქმნიდა რაიონთაშორისების საკუთარ ფრაქციას, რომელსაც ეკავა პოზიცია ბოლშევიკებსა და მენშევიკებს შორის _ ორ სკამზე, რის გამოც მათ ეძახოდნენ კიდეც რაიონთაშორისებს. იქ იყო არცთუ ცოტა ძალზედ ენერგიული ადამიანი, რომლებიც შემდეგ ტროცკის უახლოესი თანამებრძოლების როლს თამაშობდნენ ოქტომბერში გადატრიალების დროს, და სამოქალაქო ომშიც. ლენინმა შეახსენა, რომ ტროცკის ნეობოლშევიზმი, რა თქმა უნდა, შემთხვევითობა არ არის, დაე პარტიას ახსოვდეს ამის შესახებ. ზინოვიევისა და კამენევის ქცევა ოქტომბრის დღეებში, როდესაც ისინი გმოვიდნენ შეიარაღებულ აჯანყებაზე კურსის წინააღმდეგ _ ასევე არ წარმოადგენს შემთხვევითობას.
შემდეგ ლაპარაკია სტალინზე: „სტალინი ზედმეტად უხეშია. გახდა რა გენერალური მდივანი, მან საკუთარ ხელში თავი მოუყარა პრაქტიკულად უსაზღვრო ძალაუფლებას. და მე არა ვარ დარწმუნებული იმაში, რომ იგი შეძლებს მის სწორად გამოყენებას თავისი უხეშობის გამო. ბოლშევიკების ჩვენეულ წრეში უხეშობა არ წარმოადგენს დიდ ნაკლს, მაგრამ იგი გადაიქცევა მუქარად, ეს ხდება პოლიტიკური ფაქტორი, როდესაც უხეშობა ახასიათებს პირველ პირს პარტიაში. და ამან შესაძლოა გამოიწვიოს დიდი შედეგები. ამიტომ, საჭიროა ყრილობაზე მოვიფიქროთ საკითხი, თუ როგორ გადავანაცვლოთ სტალინი გენერალური მდივნის პოსტიდან რომელიმე სხვა თანამდებობაზე“.
შემდეგ იგი ლაპარაკობდა ცკ-ის სხვა წევრების შესახებ, დიდად აფასებდა ბუხარინს: „...პარტია არცთუ ამაოდ თვლის მას თავის საყვარელ ადამიანად. იგი კარგად არის მომზადებული თეორიულად, თუმცა კი დიალექტიკაში მას არაფერი არ ესმის“. ხოლო დიალექტიკა კი _ ეს მარქსისტული ფილოსოფიის სულია. პარტიის საყვარელი ადამიანი, ახალგაზრდა, პერსპექტიული, მაგრამ დიალექტიკის გაგების გარეშე.
შემდეგ ლენინი ამბობს: „გამოჩენილი საორგანიზაციო ნიჭი და უნარი გააჩნია პიატაკოვს. მაგრამ, მასაც აქვს ცოდვები, ტყუილად ხომ არ მოვაშორეთ იგი ყირიმიდან“. ყირიმში იგი იყო ყირიმის რევოლუციური სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე, როდესაც განდევნეს ვრანგელი, და ზემლიაჩკასა და ბელა კუნთან ერთად ის იქ ამყარებდა წესრიგს. სასამართლოსა და გამოძიების გარეშე ხვრეტდა საბჭოთა ხელისუფლების მტრებს.
აი ასეთი იყო ცკ-ის უცნობილესი წევრების დახასიათება. ლენინი დაუნდობელი იყო. იგი ამბობდა _ დიახ, ამასა და ამას გააჩნია ასეთი და ასეთი ღირსებები, მაგრამ ამასთან ერთად მას აქვს ასეთი და ასეთი ნაკლოვანებები. მსგავსი დახასიათებისას ყრილობისთვის ძნელი იყო ისეთი ადამიანის არჩევა, რომელიც შეძლებდა სტალინის შეცვლას გენერალური მდივნის პოსტზე, იმიტომ რომ ლენინისეული წერილის შინაარსიდან გამოდიოდა, რომ უცოდველია მხოლოდ ერთი _ თავად იგი, ხოლო ყველა დანარჩენს კი აქვს ცოდვები.

მაგრამ მოხდა გამოუსწორებელი. იმ ყრილობამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, რომელზედაც უნდა გადაწყვეტილიყო საკითხი სტალინის შესახებ, ლენინს ეცემა დამბლა, და იგი მოულოდნელად იღუპება. საყოვეთაო გლოვაა. გლეხურ რუსეთს ახსოვდა, რომ ლენინმა მისცა მიწა; რომ ლენინმა შემოიღო ნეპ-ი; მოსპო პროდრაზმები, პურის ძალადობრივი რეკვიზიცია; მან დაივიწყა უკვე სისხლიანი ტერორი, სამხედრო კომუნიზმი. რუსულ სულს გააჩნია ცუდის დავიწყების უნარი. ლენინის სიკვდილმა რუსეთი გლოვაში ჩაძირა. სპეციალური მატარებლით იგი ჩამოასვენეს გორკებიდან, სადაც უკანასკნელ წლებში ცხოვრობდა, კუბო დაასვენეს კავშირების სახლის სვეტებიან დარბაზში.
„და დაიძრა ადამიანთა ბრბოები,
რომელთაც დროშები მოჰქონდა წინ,
რათა ეხილათ ყვითელი პროფილი
და წითელი ორდენი მკერდზე.
და ხუთ ღამეს მოსკოვში არ ეძინათ
იმის გამო, რომ მან დაიძინა,
და საზეიმოდ მწუხარე იყო
მთვარის საპატიო ყარაული“.
ვერა ინბერი
აი ასეთ ლექსებს თხზავდნენ თხზავდნენ მოსკოვში სეირნობისას. მოსახლეობის ზოგიერთი ფენისთვის ეს იყო დიდი მწუხარება. შენარჩუნებულია იმ წლების ფოტოსურატები. მართლაც, წითელ მოედანზე, კავშირების სახლთან _ სამხედრო ყარაულებია, ანთია კოცონები, ადამიანები დგანან რიგში, რათა შევიდნენ სვეტებიან დარბაზში, თბებიან კოცონებთან, იმიტომ რომ იყო უსაშინლესი ყინვა. მაშინვე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, როგორც ყოველთვის, „მშრომელთა თხოვნით“, ლენინი არ დაემარხათ მიწაში, შეენარჩუნებინათ იგი საუკუნეებისთვის, რათა იგი სამუდამოდ დარჩენილიყო ჩვენთან. სასწრაფოდ იქნა აგებული მავზოლეუმი დიდი რუსი ხუროთმოძღვრის შჩუსევის პროექტით. თავიდან იგი აგებული იყო მორებისგან, ხოლო შემდეგ მორები შეცვალეს გრანიტით ან მარმარილოთი.
ამბობენ, რომ იყო ლენინის ანდერძი, რომელიც უკარნახა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ლაპარაკი შეეძლო, იმყოფებოდა გონზე, რათა იგი დაემარხათ ლენინგრადში ვოლკოვის სასაფლაოზე, დედის საფლავის გვერდით, რომელიც მას მხურვალედ უყვარდა. ლენინგრდში, ამ სასაფლაოზე არის ე. წ. ლიტერატურული საფლავები. ეს არის _ რუსული სიწმინდე, რომელსაც აქვს, შესაძლოა, უფრო მეტი მნიშვნელობა, ვიდრე იმ პანთეონს წითელ მოედანზე, რომელიც ახლა იქ წარმოიქმნა. იქ ერთიმეორის გვერდით არიან დამარხული რუსული კულტურისა და მეცნიერების, ლიტერატურის უცნობილესი მოღვაწეები: პლეხანოვი, ბელინსკი, დობროლიუბოვი, ნეკრასოვი და კიდევ რიგი სხვა დიდებული სახელებისა. იქვე იყო დამარხული მარია ალექსანდრეს ასული ულიანოვა-ბლანკიც. ახლა სწევენ მაღლა ამ საკითხს _ იყო თუ არ იყო ლენინის ანდერძი დაემარხათ იგი დედის გვერდით? ნამდვილი დოკუმენტი არ არის. ნათესავებსა და ახლობლებს, რომელთაც შეეძლოთ რაიმეს ხსოვნა ამის თაობაზე, ერთი აზრი არა აქვთ. რა თქმა უნდა, საკითხი აქ უკვე არის არა ლენინის ნების შესახებ, არამედ პოლიტიკური ვნებების შესახებ _ შენარჩუნებულ იქნას მავზოლეუმი თუ არა? მაგრამ ეს თანამედროვე პოლიტიკის საკითხია. თავისი ფესვებით ეს კამათი მიდის 1924 წ. იანვრის დღეებში. სრულიად სახლხო მწუხარება, გლოვა იყო გულწრფელი.
მაგრამ იყო მეორე მხარეც მოვლენებისა. როდესაც მოკვდა ლენინი, ტროცკი იყო კავკასიაში, სოხუმის რაიონში, სადაც მკურნალობდა გრიპის თუ ფილტვების ანთებისგან. მას შეატყობინეს ლენინის სიკვდილის შესახებ, დასაფლავების თარიღის შესახებ. მაგრამ სტალინის ინიციატივით დასაფლავების თარიღი მითითებული იყო ერთი დღეღამის დაგვინებით. როდესაც ტროცკი ჩამოფრინა მოსკოვში, უკვე შედგა ვლადიმირ ილიას ძის დასაფლავება და სტალინმა წარმოსთქვა ლენინის კუბოსთან თავისი სახელგანთქმული ბელადის ფიცი. კინოკადრებმა შემოინახეს ეს მომენტი. თავახდილ კუბოსთან დგას იგი თავის ფრენჩში, ხელში უკავია პატარა რეპროდუქტორი, მეორე ხელი ჩადებული აქვს კიტელის გულისპირში. შემდეგ ამ გამოსამშვიდობებელი სიტყვის სევდიან სიტყვებს იმეორებდნენ, ახდენდნენ მათ ტირაჟირებას სტალინის ყველა ნაწარმოებში. მისი წერილების სახელგანთქმული კრებულია, პარტიული მუშაკების თავისებური კატეხიზმოა „ლენინიზმის საკითხები“ _ სტალინის რჩეული წერილები. ისინი იხსნებოდა სტრიქონებით სტალინის სიტყვიდან: „გახსოვდეთ, გიყვარდეთ, პატივი ეცით, ისწავლეთ ილიჩი, ჩვენი მასწავლებელი, ჩვენი ბელადი, აშენეთ ახალი ცხოვრება, ახალი ყოფა ილიჩის მიხედვით“. „მიდიოდა რა ჩვენგან, ამხანაგმა ლენინმა გვიანდერძა...“, _ შემდეგ ჩამოთვლილია ის რაც მან უანდერძა მკაფიოდ, მოკლედ, როგორც კედელში ჩაჭედებული ლურსმანი. „განმავტკიცებდეთ პარტიის ერთიანობას, განვამტკიცებდეთ კავშირის ერთიანობას, განვამტკიცებდთ მუშებისა და გლეხების კავშირს. ვსწავლობდეთ, ვსწავლობდეთ, ვსწავლობდეთ!“ _ გვიანდერძა ჩვენ ილიჩმა. და ყოველთვის, თითოეული ასეთი გახსენების შემდეგ, სტალინი იმეორებდა: „ვფიცავთ შევასრულოთ ეს მცნება!“ ამ სიტყვის წყალობით, ქვეყნის წინაშე იგი წარსდგა როგორც ლენინური ანმდერძის, ლენინური აზრის სიწმინდის მემკვიდრე და გამგრძელებელი, გარანტი და დამცველი.
მოგვიანებით ტროცკი ამბობდა: „მე რომ ვყოფილიყავი მოსკოვში, მაშიმ მე დავდებდი ფიცს ლენინის კუბოსთან, მე ვიქნებოდი გამოცხადებული მემკვიდრედ, მე უფრო მეტი სიყვარული მქონდა პარტიასა და ხალხში, შეურადებლად უფრო მეტი. სტალინის მიერ მოწყობილი ეს დაგვიანება ერთი დღე-ღამით დამიჯდა მე ძალაუფლების ფასად“. ლევ დავითის ძე აშკარად ცბიერობს, როდესაც შორეული ტრაგედიის შესახებ ფიქრის დროს წერს ამას. რეალურად ძალაუფლების მთელი ბერკეტები ჰქონდა სტალინს, მით უმეტეს, რომ ჯერ კიდევ ძალაში რჩებოდა ტრიუმვირატი _ სტალინი, ზინოვიევი, კამენევი, რომლის ბასრი პირიც მიმართული იყო ტროცკის წინააღმდეგ. მოხდა ის, რაც მოხდა.
ლენინი დაკრძალეს. შეიკრიბა ყრილობა. ამ ყრილობაზე, ლენინის ნების თანახმად, უნდა გაეხმიანებინათ მისი წერილი ყრილობისადმი, გადაეწყვიტათ საკითხი სტალინის ჩამოშორების და პარტიის ახალი ხელმძღვანელობის არჩევის შესახებ. ლენინი რომ ცოცხალი ყოფილიყო, თუნდაც უძრავად მწოლარე, თუნდაც მეტყველების უნარ დაკარგული, მისი ავტორიტეტი იქნებოდა ჯერ კიდევ ქმედითი ფაქტორი პოლიტიკისა, რა თქმა უნდა, მის წერილს გაახმიანებდნენ და შეასრულებდნენ მომაკვდავი ბელადის ნებას, მაგრამ იგი უკვე აღარ იყო. მაშინ ანტიტროცკისტულმა ტრიუმვირატმა გააკეთა თავისი დასკვნები. სწორდ პარტიის ერთიანობის გამო ახლა არ შეიძლება ხელმძღვანელობის ნჯღრევა. თითოეული უნდა დარჩეს თავის პოსტზე, რათა ერთობლივად შეასრულონ ლენინის ანდერძი _ შეინარჩუნონ პარტიის ერთიანობა. „პარტიის ერთიანობის გულისთვის მე გთავაზობთ, _ ამბობდა ზინოვიევი, _ ლენინის წერილი ყრილობის პლენარულ სხდომაზე არ გავახმიანოთ. ეს წერილი გავახმიანოთ საგუბერნიო და საქალაქო დელეგციების სხდომებზე“. ამ დელეგციების სხდომებზე პოლიტბიუროს წევრები გააკეთებენ შესაბამის ახსნა-განმარტებებს იმ სულისკვეთებით, რომ სტალინმა გაითვალისწინა ლენინის შენიშვნები და მისცეს რეკომენდაცია დატოვონ იგი გენერალური მდივნის პოსტზე. ასეთი სამუშაო ჩატარებულ იქნა. იყო, რა თქმა უნდა, შეპასუხებანიც. ტროცკიმ დუმილი ამჯობინა, მას ამისთვის ეყო გონება. სტალინის ხელიდან ძალაუფლების გამოსაგლეჯად მას უკვე ძალები აღარ გააჩნდა.
ზინოვიევმა გააკეთა საანგარიშო მოხსენება. იქ ლაპარაკი იყო ნეპ-ის პოლიტიკის გაგრძელების შესახებ, იმის შესახებ, რომ საჭიროა ფულის დაგროვება ქვეყნის ინდუსტრიალიზაციისთვის. სოფლის მეურნეობა აღდგა, საჭიროა სამრეწველო წარმოების აღდგენა. ძალზედ ბევრ ყურადღებას უთმობდნენ საერთაშორისო ვითარების ანალიზს. ზინოვიევი, როგორც კომინტერნის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, ლაპარაკობდა მსოფლიო რევოლუციის ვადების მოახლოების შესახებ, და თითქმის კალენდარულ ვადებსაც კი ნიშნავდა, როდესაც რევოლუცია მოხდებოდა ამა თუ იმ ქვეყანაში. ეს სიტყვა უფრო მეტად მიბრუნებული იყო საერთაშორისო პროლეტარიატისკენ, ვიდრე ქვეყნის შიგნით.

მაგრამ, როგორც კი ლენინი მოკვდა, ტროცკის გაუსწორდნენ, ჩამოართვეს მას ყველა თანამდებობა _ ტრიუმვირატმა შეასრულა თავისი ამოცანა. და დადგა საკითხი იმის შესახებ, თუ ვინ მართავს სინამდვილეში პარტიას? ვინ არის პირველი პირი პარტიაში? ტროცკის ფსონი, რომ ის არის პირველი ადამიანი, რადგანაც მას დაავალეს მოხსენების გაკეთება, გაჭრილი აღმოჩნდა. იმიტომ რომ, როდესაც მან დაიწყო რაღაცის ლაპარაკი მსოფლიო რევოლუციის ვადების შესახებ, სტალინმა მას მიაძახა: „და შენ, ოქტომბრის შტრეიკბრეხერი, დაგვიწყებ ჩვენ იმის სწავლებას, როგორ მოვახდინოთ რევოლუცია?“ _ ე. ი. გაახსენა მას ლენინის ანდერძი, არაბოლშევიკური საქციელი ოქტომბრის რევოლუციის დროს. აქ სტალინმა კარგად მოახდინა ლავირება. როდესაც ზინოვიევმა და კამენევმა შესთავაზეს ჩამოერთმიათ ტროცკისთვის ყველა თანამდებობა: რესპუბლიკის რევსამხსაბჭოს თავმჯდომარის, სამხედრო-საზღვაო საქმეების სახკომის; და ფრუნზე დაენიშნათ სახკომის პოსტზე, სტალინმა მხარი დაუჭირა ამ წინადადებას, და ტროცკი გადაყენებულ იქნა ყველა თანამდებობიდან. მაგრამ სტალინმა ტროცკი დატოვა პოლიტბიუროს შემადგენლობაში, აშკარად როგორც ზინოვიევისა და კამენევის საპირწონე. ტრიუმვირატი დაიშალა. სტალინის ამ დამკვიდრებაში, ტრიუმვირატის დაშლასა და ტროცკის საბოლოო დისკრედიტირებაში დიდი როლი ითამაშა თავად ტროცკიმ. ოქტომბრის რევოლუციის 10-ე წლისთავისათვის მან გამოუშვა პატარა წიგნი „ოქტომბრის გაკვეთილები“, სადაც გაახსენა, თუ როგორ აღსრულდებოდა ოქტომბერი, და როგორ დიდ როლს თამაშობდა იგი ოქტომბერში, წამოაყენა რა, ფაქტიურად, საკუთარი თავი ოქტომბრის რევოლუციის ხელმძღვანელად. გაახსენა, ბუნებრივია, იმ სამარცხვინო პოზიციის შესახებ მისი თვალსაზრისით, რომელიც ეჭირათ კამენევსა და ზინოვიევს, რომ ისინი არიან რევოლუციის შტრეიკბრეხერები, მოღალატეები. მათ, ბუნებრივია, დაიწყეს თავის მართლება, ყველა ცოდვაში ტროცკის დადანაშაულება, ლაპარაკი იმაზე, რომ მათი უთანხმოებანი ლენინთან იყო ხანმოკლე, რომ მათ სწრაფად აღიარეს ლენინის სისწორე, რომ ისინი _ არიან ლენინის მემკვიდრეები, და არა ტროცკი: „შემთხვევით არ გეძახდა შენ ლენინი იუდუშკა-ტროცკის“.
სტალინს მხოლოდ ეს სჭირდებოდა კიდეც. ტრიუმვირატის ავტორიტეტი საბოლოოდ იქნა შერყეული. სუფთად დარჩა მხოლოდ ერთი იოსებ ბესარიონის ძე. იგი უკვე აღარ უწევდა მათ ანგარიშს _ ტროცკი დისკრედიტირებულია, ზინოვიევი დისკრედიტირებულია, კამენევიც, პარტიული აპარატი სტალინის ხელშია. იგი სულ უფრო და უფრო ნაკლებად უწევდა ანგარიშს თავის ყოფილ თანამებრძოლ-თანამმართველებს. მათ გაიგეს, რომ ანგარიშები შეეშალათ. რომ მან დაამყარა დიქტატურა. დაიწყეს ყვირილი იმის შესახებ, რომ საჭიროა ბოლო მოეღოს ერთი პირის დიქტატურას, ქვეყანას უნდა მართავდეს პარტია, და არა ერთი ადამიანი, საჭიროა დაუბრუნდნენ დემოკრატიულ პრინციპებს, ჩვენ ხომ შემთხვევით არ გვერქვა წარსულში რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიაო, ჩვენ ვართ დეკაბრისტების, ნაროდოვოლცების მემკვიდრეები, ჩვენ ვართ რესპუბლიკელები, აპარატის დიქტატურის წინააღმდეგ, პიროვნების დიქტატურის წინაარმდეგ, პარტიული დემოკრატიის მომხრეებიო. იმის შესახებაც კი გაისმებოდა ხმები, რათა საბჭოებს დაეკავათ მათი შესაფერისი ადგილი. ცკ-ის სხდომების ოქმებში თვით მიხეილ ივანეს ძე კალინინიც კი, ეს უფერული ფიგურაც, ამბობდა: „შენ, იოსებ, ყველაფერი შენს ქვეშ შეკუჭე. სადღა არის საბჭოთა ხელისუფლება? შენ მე პირის გაღების უფლებასაც არ მაძლევ პოლიტბიუროს სხდომაზე“. სიტუაცია იყო ასეთი. დიდი ბელადი წავიდა. მიდის ბრძოლა იმისთვის, თუ ვინ გახდება მისი ერთპიროვნული საქმის გამგრძელებელი.
მორიგ ყრილობაზე, ლენინის სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ, კამენევი, მაშინ ჯერ კიდევ პოლიტბიუროს წევრი, აკეთებს განცხადებას, რომ მოვიდა დრო შეასრულონ ლენინის ნება და გაანთავისუფლონ სტალინი გენერალური მდივნის თანამდებობიდან, მოუძებნონ მას სხვა სამუშაო. მაგრამ, რა თქმა უნდა, უკვე გვიან იყო. ყრილობა შეიკრა, იმიტომ რომ ყრილობაზე მოვიდნენ დელეგატები, რომლებიც შერჩეული იყვნენ სტალინური ხელმძღვანელობის მიერ. ისინი შეიკრენ სტალინის გარშემო. კამენევი გარიცხულ იქნა პოლიტბიუროს შემადგენლობიდან, მოხსნილ იქნა მოსკოვის საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან და დანიშნულ ლენინის ინსტიტუტის დირექტორად. შექმნილი იყო ასეთი ინსტიტუტი, სადაც მიიტანეს მთელი ლენინური არქივი, სპეციალურად ააგეს შენობა მოსკოვის საბჭოს პირდაპირ. მოგვიანებით იგი გააერთიანეს მარქსის ინსტიტუტთან. შემდეგ კამენევი იქიდანაც მოაშორეს, დანიშნეს „აკადემწიგნის“ დირექტორდ _ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობისა. საერთოდ, მისი ვარსკვლავი ჩაესვენა. სტალინმა კი ამ დროს საკუთარ ხელში თავი მოუყარა მთელ უსაზღვრო ძალაუფლებას.
საქმე არ იფარგლებოდა მხოლოდ ამ კულისებსმიღმა გადაადგილებებით, თუმცა კი ისინი თამაშობდნენ კოლოსალურ როლს. ატყდა თეორიული დისკუსიის ქარიშხალი. საკითხი იყო შემდეგი _ შეიძლება თუ არა მოველოდეთ მსოფლიო რევოლუციის სწრაფ გამარჯვებას? თუკი არა, თუკი რევოლუციის სწრაფი გამარჯვება დასავლეთში შეუძლებელია, მაშინ როგორია სოციალიზმის ბედი სსრკ-ში, აქვს თუ არა მომავალი სოციალიზმს? ტროცკის მომხრეები იდგნენ უწინდელ პოზიციაზე _ მსოფლიო რევოლუცია გარდაუვლია, მისი ვადები შესაძლოა რამდენადმე გადაიწიოს, მაგრამ იგი სულ ერთია მოხდება, და საჭიროა განვიხილავდეთ სსრკ-ს, როგორც საყრდენ ბაზას ამ რევოლუციაში, საჭიროა მთელ ძალებსა და საშუალებებს მივმართავდეთ რევოლუციური მოძრაობის მხარდასაჭერად დასავლეთში. მთელ დასავლურ პარტიებს ისედაც ბოლშევიკები ინახავდნენ. იქ იგზავნებოდა უზარმაზარი სუბსიდიები. მათთვის ამზადებდნენ სპეციალურ კადრებს. რუსეთში მოქმედებდა რამდენიმე უნივერსიტეტი და პარტიული სკოლა კადრების მოსამზადებლად მსოფლიო რევოლუციისთვის. აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის იყო სუნ იატ-სენის სახელობის უნივერსიტეტი. სვერდლოვის სახელობის ინსტიტუტი ამზადებდა კადრებს დასავლეთისთვის. მგრამ ამ გულუხვი სუბსიდიებისა და კადრების მომზადების მიუხედავად, შეირაღებული გამოსვლების მცდელობების მიუხედვად, განსაკუთრებით გერმანიაში 20-იანი წლების დასაწყისში, კომპარტიის დროებითი გამარჯვების მიუხედავად ჩინეთში 20-იანი წლების შუახანებში, მაინც მსოფლიო რევოლუციიდან არაფერი არ გამოდიოდა. და მაშინ პარტკონფერენციაზე, შემდეგ ყრილობაზე იფეთქა დისკუსიამ რევოლუციის განვითარების გზების შესახებ. აქ უზარმაზარი როლი ტროცკიზმის განადგურებაში ითამაშა პოლიტბიუროს მაშინ ჯერ კიდევ ახალგზრდა წევრმა, „პრავდას“ მთავარმა რედაქტორმა, ბუხარინმა. იგი შეგნებულად თავს არიდებდა ყველა პარტიულ საორგანიზაციო მოვალეობას, უარს ამბობდა წინადადებებზე ყოფილიყო ცკ-ის მდივანი, ან სახკომი. მას სურდა დაკავებული ყოფილიყო მხოლოდ თეორიული მუშაობით. მან გაზეთი „პრავდა“ აქცია ტროცკიზმის განადგურების თეორიულ იარაღად. მის გარშემო შეიკრა ახალგაზრდა ნიჭიერი კომუნისტ-პუბლიცისტების მთელი ბრიგადა, რომელთაც ჰქონდათ მეტ-ნაკლებად კარგი განათლება. მოხდა დაშორიშორება ასაკობრივი ნიშნის მიხედვით, რაღაც ტურგენევისეული მამებისა და შვილების კონფლიქტის მსგავსი. პარტიის ძველი წევრები რვოლუციამდელი სტაჟით, რომლებმაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი საზღვარგარეთ გაატარეს, შვეიცარიის ლუდხანებსა და დუქნებში ხეტიალში, სადაც მათ უხვად მოისმინეს ყველანაირი მოხსენებები და სიტყვები, წაიკითხეს ყველანაირი წიგნები, რომლებიც რუსეთს როგორც საჭიროა ისე არ იცნობდნენ ემიგრაციამდეც კი, ხოლო დაბრუნდნენ რა ემიგრაციიდან, ჩასხდნენ თავიანთ „გლავკებში“, კომისიებში _ ისინი იყვნენ მსოფლიო რევოლუციის მომხრეები, ფანატიკოსები. მუთითებდნენ რა ლენინზე, ენგელსზე, მარქსზე, ისინი ამტკიცებდნენ, იცავდნენ ერთიანი მსოფლიო რევოლუციური პროცესის თავიანთ თვალსაზრისს. რა თქმა უნდა, მარქსი უშვებდა, რომ რვოლუცია არ არის აუცილებელი დიწყოს გერმანიაში როგორც ინდუსტრიულად ყველაზე უფრო განვითარებულ ქვეყანაში. იგი შესაძლოა დიწყოს რუსეთშიც, მაგრამ შემდეგ ატაცებულ იქნას ფრანგების, ინგლისელბის, ჩინელების მიერ, და, საბოლოო ჯამში, გაიმარჯვებს. მათ ეპასუხებოდა ახალგაზრდობა, ახალი თაობა როგორც სტალინის მიერ წინ წამოწეული, რომლებიც სტალინის სახელთან აკავშირებდნენ თავიანთ ბედს, თავიანთ მდგომარეობას პარტიაში და თავიანთ თავს. ესენი იყვნენ ფუნქციონერები, რომლებიც მაღლა წავიდნენ ოქტომბრის შემდეგ. აქ იყო ბევრი სხვადასხვა ადამიანი საშუალო კლასიდან, მუშებიდან, გლეხებიდან, განათლებული პროლეტარებიდან, განათლებული გლეხებიდან, რომლებმაც საკუთარ თავზე გადაიტანეს მთელი ეს ღარიბთა კომიტეტები, პროდრაზმები, ამბოხებათა ჩახშობები. როდესაც მოკვდა ლენინი, პარტიამ გამოაცხადა ლენინური გაწვევა, და პარტიის შემადგენლობაში შევიდა ნახევარ მილიონზე მეტი შეგნებული, რევოლუციურად განწყობილი ჭაბუკი და ქალიშვილი, ახალგაზრდა მუშა, გლეხი, ინტელიგენტი. ისინი წაჰყვნენ ბუხარინს, სტალინს და ამტკიცებდნენ, რომ რევოლუციის თვით ხანგრძლივად შეჩერების შემთხვევაშიც კი დასავლეთში, სოციალიზმი შესაძლოა აშენებულ იქნას მხოლოდ რუსეთშიც, ვინაიდან ეს არის _ დედამიწის 1/6 ნაწილი, მას გააჩნია სასარგებლო წიაღისეულის უზარმაზარი ნაწილი, უზარმაზარი ადამიანური რეზერვები, ძლიერი, ბრძოლებში გამოწრთობილი არმია. და, რაც უფრო მეტი იქნება საბჭოთა რუსეთის მიღწევები, მით უფრო მეტად ეს მიღწევები გავლენას მოახდენს მსოფლიო პროლეტარიატზე. ჩვენი წრმატებები ახალი ცხოვრების მშენებლობაში იქნება ის ნავთი, რომელსაც ჩვენ დავასხამთ მსოფლიო ხანძარს. დასავლეთში გამოსახავდნენ კარიკატურას, რომელზედაც სტალინი ასხავს მსოფლიო ხანძარში ნავთს ხან ვედროდან, ხანაც ცისტერნიდან. ასე წარმოიქმნა რევოლუციის გამარჯვების თეორია ერთ ქვეყანაში. იგი არ ხსნიდა მსოფლიო რევოლუციის, მსოფლიო მასშტაბით კომუნიზმის გამარჯვების საკითხს, ეს რჩებოდა პარტიის საბოლოო სტრატეგიულ მიზნად მისი არსებობის უკანასკნელ დღეებამდე, ხრუშჩოვის, ბრეჟნევის, ანდროპოვის მოხსენებებამდე. მაგრამ, ტაქტიკა გარდაიქმნა ძირეულად. ტროცკისტები, ბუნებრივია, შერცხვენილები იყვნენ.
8. ტროცკის განდევნა და მკვლელობა
ტროცკი 1927 წ. მოხსნეს ყველა თანამდებობიდან, გაგზავნეს თურქესტანში. იგი დანიშნეს თავმჯდომარედ სამეურნეო მუშაობაში. იყო ტროცკისტების მცდელობები არ დაეშვათ მისი გადასახლება. მისი მომხრეების ნაწილი მოვიდა ვაგზალში, დაწვა რელსებზე. მაგრამ, საბოლოო ანგარიშით, მას დიდხანს არ დაუყვია თურქესტანში. შემდეგ იგი თურქეთთან მოლაპარაკების შედეგად გაასახლეს საზღვარგარეთ. მას მისცეს თავშესაფარი პრინცის კუნძულებზე. მაშინ ჩვენ თურქეთთან დიდ მეგობრობაში ვიყავით. ჩვენ დავეხმარეთ ანტანტის განდევნაში მცირე აზიიდან. ჩვენ მივეცით თურქებს იარაღის უზარმაზარი მარაგები. ათათურქის სამხედრო მრჩევლად ანატოლიის ნახევარკუნძულის ოკუპანტებისგან განთავისუფლებისთვის ბრძოლაში იყო მ. ვ. ფრუნზე. პრინცის კუნძულები იმყოფება მარმარილოს ზღვის ცენტრში. იქ დიდებული კლიმატია. იქ ცხოვრობდა ტროცკი. პოლიტბიურომ ნებართვა მისცა მას გამგზავრებულიყო მთელი თავისი არქივით. მან თან წაიღო უმდიდრესი მასალები როგორც პოლიტბიუროს წევრმა და ცკ-ის წევრმა. შემდეგ, გარკვეული დროის მერე, იქიდან იგი გადაასახლეს ნორვეგიაში, სადაც იგი ჩასვეს არსებითად შინა პატიმრობაში. მისი უკანასკნელი თავშესაფარი, სადაც მან თავი იგრძნო თავისუფლად, იყო მექსიკა. მექსიკის რესპუბლიკის პრეზიდენტად იმ ხანად იყო რადიკალურად მემარცხენე სოციალისტი. მექსიკურ საზოგადოებაში უზარმაზარი გავლენით სარგებლობდა მექსიკის სამი დიდი მხატვარი. ერთმა მათგანმა, დიეგო რივერამ _ მსოფლიოში სახელგანთქმულმა ადამიანმა თავისი კარმიდამო დედაქალაქის გარეუბანში აჩუქა ტროცკის. კარგი ვილა, რომელსაც გარშემო ერტყა ქვის კედელი კოშკებით. იქ ტროცკი ცხოვობდა თავის უკანასკნელ დღემდე. მეორე მსოფლიო ომის წინ სტალინის ბრძანებით იგი მოკლეს. საბჭოთა კავშირში მას დარჩა ბევრი მომხრე. და, როდესაც მან საზღვარგარეთ გამოაცხადა მეოთხე ინტერნაციონალის შექმნის შესახებ, რომლის მიზანიც იყო მსოფლიო რევოლუციის მომზადება სრულიად მსოფლიო მასშტაბით, მაშინ მან პირდაპირ თქვა: „მეოთხე ინტერნაციონალის ყველაზე უფრო მძლავრი ფრაქცია იმყოფება რუსეთში. ესენი არიან _ ჩემი ყოფილი კოლეგები, ჩემი თანამებრძოლები. მათ იციან, თუ როგორ უნდა გააკეთონ მსოფლიო რევოლუცია. მე მათ ვასწავლე“. მაგრამ, როდესაც მან გააკეთა ასეთი განცხადება, შეიძლება წარმოვიდგინოთ, თუ როგორი რეაგირება მოახდინა სტალინმა. მეოთხე ინტერნაციონალის ეს ყველაზე უფრო მძლავრი კოლონა მან პირწმინდად ამოხოცა. ტროცკიზე ამბობდნენ, რომ მისი ენა ხშირად წინ უსწრებს აზრებს. იგი, რა თქმა უნდა, იყო ბრწყინვალე ორატორი. თავად აღიარებდა, რომ ბევრი რამ ისწავლა საფრანგეთის დიდი რევოლუციის ეპოქის ფრანგი რევოლუციონერებისგან. მაგრამ, სტალინი ალბათ მართალი იყო, როდესაც უთხრა ტროცკის რომელიღაც პოლემიკაში: „შენ ლამაზად ლაპარაკობ. მაგრამ ყველაფერი ოქრო არ არის, რაც ბრწყინავს“.
9. დვუუმვირატი _ სტალინი და ბუხარინი
ახლა წარმოიქმნა დვუუმვირატი _ სტალინი და ბუხარინი. მათ აკავშირებდა პირადი მეგობრობა. სტალინი ბუხარინს ეძახოდა ბუხარჩიკს, ოჯახებით მეგობრობდნენ. მათთან ახლოს იდგა ორჯონიკიძე. ერთერთი დისკუსიის დროს რომელიღაც ტროცკისტმა მოიყვანა ბუხარინის ციტატა, რომელიც ამბობდა: „ჩვენ არ უნდა ვეწინააღმდეგებოდეთ თვით კულაკობის განვითარებასაც კი სოფელში, იმიტომ რომ კულაკი _ ეს არის ძლიერი მეურნეობა, იგი იძლევა სასაქონლო პურს, იმ დროს, როდესაც საშუალოდ მაცხოვრებელი გლეხი უზრუნველყოფს საკუთარ თავს, მაგრამ პური ბაზარზე თითქმის ვერ გამოაქვს. აქედან არის შეფერხებები... და სერთოდ, საჭიროა ვაშენებდეთ შეძლებულ ცხოვრებას. მე ვიტყოდი, დროა მდიდრდებოდეს რუსეთი“. და აი, ეს ტროცკისტი ტრიბუნიდან უყვირის ბუხარინს: „შენ კაპიტალოზმის რესტავრატორი ხარ! შენ ბურჟუა ხარ! შენი ადგილი არ არის პარტიაში!“ სტალინი აწყვეტინებს მას: „თქვენ ამხანაგ ბუხარინის სისხლი გინდათ? თქვენ მას ვერასდროს ვერ მიიღებთ“.
მაგრამ ორი დათვი ერთ ბუნგში ვერ ეგუება ერთმანეთს. მალევე ტროცკიზმის განადგურების შემდეგ იფეთქა პოლემიკამ უკვე სტალინსა და ბუხარინს შორის ერთ ქვეყანაში სოციალიზმის მშენებლობის ტემპების შესახებ, სოციალიზმის აშენების ფორმებისა და მეთოდების შესახებ. ქვეყანამ უნდა აითვიოს მსოფლიოს მთელი მოწინავე ტექნოლოგია, უნდა ვატარებდეთ ინდუსტრიალიზაციას, აღდგენითი პერიოდი უკვე დასრულდა. ჩვენ გავედით რევოლუციამდელ დონეზე. უნდა ვაშენებდეთ შემდეგაც მსხვილ მრეწველობას, ტრანსპორტს, ვქმნიდეთ არმიას _ თუკი ჩვენ სერიოზულად გვინდა დავეხმაროთ მსოფლიო პროლეტარიატს. საიდან უნდა ვიღებდეთ სახსრებს? ამ უმწვავესმა საკითხებმა მიიყვანეს საქმე შეჯახებამდე სტალინსა და ბუხარინს შორის. როგორც ყოველთვის ასეთ შემთხვევებში, ამ შეჯახებას მისცეს შესაბამისი ფსევდო-თეორიული შეფერილობა. ბრძოლას ტროცკიზმთან უწოდებდნენ ბრძოლას მემარცხენე გადახრასთან, ფსევდო-რევოლუციურობასთან, ხოლო ბუხარინთან ბრძოლას კი სტლინმა დაარქვა ბრძოლა მემარჯვენე გადახრასთან გენერალური ხაზის სიწმინდისთვის. საერთოდ კი კომუნისტების პარტიას ყოველთვის ჰქონდა ერთი გენერალური ხაზი: „ყველა ბურჟუის გულის სახეთქად მსოფლიო ხანძარს ავაბრიალებთ“ («Мы на горе всем буржуям, мировой пожар раздуем»). კერძო საკუთრების მოსპობა, სოციალური უსამართლობის ლიკვიდაცია, თანასწორობა არა მხოლოდ კანონის წინაშე, არამედ ქონებრივიც, კლასების მოსპობა _ აი გენერალური ხაზი. მაგრამ მსხვილი კომუნისტებიდან თითოეული თავისებურად წყვეტდა ამ ამოცანებს, ხედავდა თავის განსკუთრებულ, ერთადერთ სწორ, როგორც მას ეჩვენებოდა, მეთოდებს ამ მიზნების მისაღწევად. აქედან იყო _ ბრძოლა ძალაუფლებისთვის, ჩხუბი (კინკლაობა), რომელიც ღებულობდა შეურაცხმყოფელ პირად ფორმებს, და რომელიც ხშირად მთავრდებოდა პოლიტიკური მტრებისთვის თავების წაცლით.
პროფ. ანატოლი სმირნოვი
მასალის ორიგინალი გამოქვეყნებული იყო საიტზე православие.ru
თარგმნა და შენიშვნები დაურთო ირაკლი ხართიშვილმა
(1) აქ პროფესორ სმირნოვს ეშლება, ვინაიდან აჭარის დედაქალაქი არის არა სოხუმი, არამედ ბათუმი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა შეიქმნა სარწმუნოებრივი ნიშნით ბოლშევიკებისა და თურქების მოლაპარაკებების შედეგად უკვე საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობის შემდეგ; ეთნიკურად კი აჭარლები ქართველები არიან, და მათი მშობლიური ენაც ქართულია, მაგრამ რამდენიმე საუკუნის მანძილზე ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის გამო სარწმუნოება მაჰმადიანური აქვთ. რაც შეეხება სოხუმს, იგი არის აფხაზეთის დედაქალაქი. მის შესახებ ზემოთ უკვე ვთქვი და შეიძლება კიდევ გავიმეორო, რომ ისტორიულად აფხაზეთი შემოდიოდა ერთიანი საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში, მაგრამ XVI საუკუნეში საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაშლის შედეგად აფხაზეთის სამთავრო, ოდიშისა და გურიის სამთავროების მსგავსად, გამოეყო იმერეთის სამეფოს და შემდეგ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად ცხოვრებას აგრძელებდა, თურქეთისადმი გარკვეულ ვასალურ დამოკიდებულებაში. რუსეთის იმპერიამ XIX საუკუნის მეორე ნახევარში საბოლოოდ წაართვა თურქეთს აფხაზეთის სამთავრო და სოხუმის ოლქის სახით შემოიყვანა ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში. ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ XX საუკუნის დასაწყისში რუსეთის მთავრობას ჰქონდა სოხუმის ოლქის ეკატერინოდარის (ახლანდელი კრასნოდარის) მხარესთან შეერთების განზრახვა, მაგრამ თავად აფხაზების მიერ არჩეული წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია თბილისში კავკასიის მთავარმართებელს და სთხოვა შუამდგომლობა იმპერატორის წინაშე, რათა დაეტოვებინათ სოხუმის ოლქი (აფხაზეთი) ქუთაისის გუბერნიის (საქართველოს) შემადგენლობაში. მაშინ რუსეთის უმაღლესმა ხელისუფლებამ შეისმინა აფხაზების თხოვნა. 1917-1921 წწ. აფხაზებსა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელობას შორის წარმოიშვა უთანხმოებანი, რომლებიც განპირობებული იყო საქართველოს ხელისუფლების სოციალისტური იდეოლოგიით, მიწის რეფორმით, ახაზეთში მებატონეებსა და გლეხებს შორის ტრადიციულად არსებული ურთიერთობების უგულვებელყოფით, სოციალისტური ურთიერთობების ხელოვნურად თავზე მოხვევით და ა. შ. ამ წინააღმდეგობების გამო და მათ გადასაჭრელად 1921 წლის თებერვალში მიღებულ კონსტიტუციაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ აფხაზეთს მიანიჭა ავტონომია, რომლის რეალური განხორციელებაც ვერ მოხერხდა მალევე საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის გამო. მანამდე 1917 თუ 1918 წელს რუსული საბრძოლო ხომალდი შემოვიდა სოხუმის ნავსადგურში, სადაც მოხდა სისხლიანი შეტაკება ერთერთ მატროსსა და აფხაზ ოფიცერს შორის, რომელსაც მატროსის დაღუპვა მოჰყვა. ხომალდის მეზღვაურებმა ხელი შეუწყეს სოხუმელ ბოლშევიკებს, რათა მათ გამოეცხადებინათ აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლება. მაგრამ ხომალდის ნავსადგურიდან წასვლის შემდეგ მალევე ეს ხელისუფლება დაემხო, და მის დამხობაში მონაწილეობდნენ როგორც თბილისიდან გაგზავნილი სახალხო გვარდიის ნაწილები, ისე თავად აფხაზებიც, თუმცა კი სახალხო გვარდიის მეთაურობამ არ მოისურვა აფხაზ თავადებთან ერთად ბრძოლა და საკმაოდ უტაქტოდ და სოციალისტური გაფუყულობით მოიშორა ისინი. ამის შემდეგ აფხაზი თავადაზნაურობა ჩნდება კავკასიის მთიელთა რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან, ალბათ დენიკინთანაც. თუმცა კი აფხაზეთი, რომელსაც, როგორც ვთქვი, შემდეგში საქართველოს ხელისუფლებამ ავტონომიის სტატუსი მიანიჭა, საბჭოთა რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ოკუპაციამდე, რჩებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში. საბჭოთა რუსეთის 11-ე არმიის ჯარები საქართველოში შემოიჭრენ 1921 წლის 11 თებერვალს, 25 თებერვალს ისინი შემოვიდნენ თბილისში და განაგრძეს შემოტევა დასავლეთისკენ ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით, ხოლო ამავე დროს მე-9 არმიის ნაწილები შემოიჭრენ მეხადირის მხრიდან და უტევდნენ აფხაზეთის სიღრმეში. 4 მარტს მათ აიღეს სოხუმი, გამოაცხადეს იქ საბჭოთა ხელისუფლება, ასევე მისი გამოყოფა საქართველოსგან. თუკი პროფესორ სმირნოვს ეს მიაჩნია სამართლიანობად, მაშინ რაღატომ დავობენ რუსები 1917 და 1918 წწ. გერმანული ხიშტების დახმარებით ბალტიისპირელებისა და უკრაინელების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხდების გამო, და რატომ უწოდებენ ამათ უსამართლობას. ასეთი ორმაგი სტნდარტები მით უფრო გულსატკენია, როდესაც ასეთ ილეთებს იყენებს მართლმადიდებლობის დაცვისა და მართლმადიდებლური მორალით დანახვის პრეტენზიის მქონე ადამიანი. ის კი ავიწყდება, რომ არ უნდა უსურვოს სხვას ისეთი რამ, რასაც საკუთარ თავს არ უსურვებდა. და რომ ქარის დამთესვი ქარიშხალს მოიმკის, და რასაც ცუდს გაკეთებს, პირველ რიგში საკუთარ თავს გაუკეთებს.
(2) როდესაც ზემოთ პროფესორი სმირნოვი ლაპარაკობს რუსეთის ფარგლებში თავად რუსი ხალხის ჩაგვრის თაობაზე, მას მხედველობაში ჰყავს სწორედ ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე 1917 წლის რევოლუციების შედეგად წარმოქმნილი ახალი ეროვნული სახელმწიფოები: უკრაინა, ბელორუსია, ბალტიისპირეთისა და ამიერკვკასიის ქვეყნები, სადაც რუსებს უკვე აღარ ჰქონდათ ის ძველი მდგომარეობა, რაც იყო მეფის ხელისუფლების დროს, თუნდაც ის, რომ რუსული ენა უკვე აღარ წარმოადგენდა სახელმწიფო ენას. მაგრამ მას ავიწყდება ის, რომ ბევრ შემთხვევაში ამ მხარეებში რუსები წარმოადგენდნენ ჩამოსულ მოსახლეობას, ახალმოშენეებს, კოლონისტებს. და ბუნებრივია, რომ ძირძველი მოსახლეობა ამ მხარეებში წინ წამოსწევდა საკუთარ ეროვნულ ნიშნებს _ ეროვნულ ენას, ეროვნულ ზნე-ჩვეულებებს, ეროვნულ რელიგიას და ა. შ. ერთის მხრივ გასაგებია, რომ რუსი მეცნიერისთვის რუსული სახელმწიფოს ნგრევისა და ცალკეულ ეროვნულ სახელმწოფოებად დაშლის პროცესი მტკივნეული უნდა იყოს, მაგრამ, მეორეს მხრივ, იგი გარკვეულ წილად გაგებით ეკიდება სოციალური სატკივარის გამო რუსი გლეხებისა და მუშების მიერ არსებული წყობილების დამხობას სოციალური და ეკონომიკური თანასწორობის დამყარების მიზნით. მაგრამ მას არ უნდა ჩაუღრმავდეს იმ გარემოებას, რომ რუსეთის იმპერიაში იყო არა მხოლოდ სოციალური უთანასწორობა და ჩაგვრა, არამედ ეროვნულიც, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა იმპერიაში; რომ რუსეთის იმპერია წარმოადგენდა ძირითადად რუსი ადამიანების მიერ დაარსებულ სახლმწიფოს, ხოლო არარუსი ხალხებისთვის მათი მცირე საცხოვრებელი ქვეყნები _ ღვთის მიერ ბოძებულ სამშობლოს; რომ რუსებს შეეძლოთ და ევალებოდათ კიდეც მათი სახელმწიფოს შემადგენლობაში შესული ან ძალით დამორჩილებული ხალხებისთვის შეექმნათ თითოეული მათგანის ეროვნული განვითარებისთვის გარკვეულ ფარგლებში ხელშემწყობი პირობები, რაც გააძლიერებდა ამ ხალხების კმაყოფილებას რუსული სახელმწიფოს ფარგლებში ყოფნით, მთავრობისადმი მათ ლოიარურობას და განამტკიცებდა სახელმწიფოს მთლიანობას. ამის გამო სამწუხაროდ პროფესორი სმირნოვი ნაკლებად ფიქრობს და დარდობს, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს მის ნაშრომს. დასასრულ უნდა ითქვას, რომ საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგაც, სანამდე არსებობდა ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა, უკრაინისა და ბელორუსიისგან განსხვავებით, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი ისევ დამცირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ვინაიდან უკრაინისა და ბელორუსიის თანაბარ რანგში მაშინ გადიოდა ამიერკავკასიის ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა, ხოლო სამ ამიერკავკასიულ რესპუბლიკას მასში შემავალი ავტონომიების სტატუსი გააჩნდა. ამიერკავკასიის რეპუბლიკის სახელმწიფო ენა იყო რუსული, საქმეთა წარმოება მიდიოდა რუსულ ენაზე, ხოლო ქართული, აზერბაიჯანული და სომხური ენები შევიწროვებას განიცდიდა. ამის გამოსწორება მოხდა, რამდენადაც მახსოვს, 1936 წლის კონსტიტუციის მიღების შემდეგ. მანამდე კი ქართველ, ასევე სომეხ და აზებაიჯენელ მამულიშვილებს სანატრელი ჰქონდათ ამიერკავკასიის ფედერაციული საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის გაუქმება და მათი სამი რესპუბლიკის პირდაპირი წესით შესვლა სსრკ-ში. თუკი პროფესორი სმირნოვი და სხვა რუსი ისტორიკოსებიც სათანადო ყურადღებას მიქცევენ ამ საკითხს, ამით, ჩემი აზრით, უდაოდ მოიგებს საკუთრივ რუსული საქმეც.
(3) აქ ვერ დავეთანხმებით ავტორის მსჯელობას, ვინაიდან თუნდაც სხვა რუს მართლმადიდებელ მკვლევარებთან წაგვიკითხავს, რომ არის ყოველი ხალხისთვის ღვთის მერ ბოძებული სამშობლო, და არის კიდევ სახელმწიფო, რომელსაც ესა თუ ის ხალხი ქმნის (აშენებს) თავისი ადამიანური საქმიანობით, ხშირად სხვა ხალხებისა და მათი მშობლიური ტერიტორიების მასში ჩართვით, და სრულებით გათანაბრება ძირეული და არაძირეული მოსახლეობის უფლებებისა, თუნდაც იმ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სამოსახლოს შეძენის საკითხში, როდესაც ვთქვათ, მიწის ნაკლებობაა, არ უნდა იყოს გამართლებული. გარდა ამისა, საკუთრივ რუსეთის ტერიტორიაზე ზოგადად რუსები შეადგენენ უდიდეს უმრავლესობას, მაგრამ ციმბირში რომ დაიწყოს ჩინელების მასობრივი ჩასახლება, და მათ რომ სერიოზული დემოგრაფიული პრობლემები შეუქმნან იქ რუსებს, საინტერესოა პროფესორი ა. სმირნოვი მაშინაც იქნებოდა ძირეული და არაძირეული ხალხების უფლებების გათანაბრების მომხრე ასეთ რუსულ ტერიტორიებზე?

No comments:
Post a Comment