Wednesday, December 7, 2016

ნიკოლოზ დუბროვინი თუშების, ფშავლებისა და ხევსურების რელიგიის, წესების, სალოცავებისა (საკერპოების) და იურიდიული მოწყობის შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს აკადემიკოს დუბროვინის წიგნიდან «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе», томъ I, Очеркъ Кавказа и народовъ его населяющихъ, книга II. Закавказье. Санктъ-Петербургъ, 1871, ვრცელი წერილის «ქართველური ტომი» /«Картвельское племя»/ მესამე განყოფილების «თუშები, ფშავლების და ხევსურები» /«Тушины, пшавы и хевсуры»/ შესაბამისი თავის თრგმანს) 

თავი II 

(თუშების, ფშავლებისა და ხევსურების რელიგია, წესები /обряды/, საკერპოები და იურიდიული მოწყობა /წყობილება/)

ძნელია ხევსურის დარწმუნება იმაში, რომ ღმერთი ერთია. მისი გაგებით, არის აღმოსავლეთის ღმერთი და დასავლეთის ღმერთი; არის სულთა ღმერთი, ქრისტე ღმერთი, დიდი ღმერთი და პატარა ღმერთი. ხალხი ყველაზე უფრო მეტ პატივს ომის ღმერთსა და ღვთის ძეს მიაგებს, თუმცა კი თავისი რელიგიის ჭეშმარიტი დოგმატების ახსნა არავის შეუძლია. გარეშე ადამიანისათვის ამ ხალხების რელიგიის განსაზღვრა კიდევ უფრო ძნელია. პატივს სცემენ რა უფლის ჯვარს, ეთაყვანებიან რა წმ. გიორგის, მოციქულებს პეტრესა და პავლეს და ქრისტიანული ეკლესიის სხვა წმინდანებს, ისინი იმავე დროს პატივს მიაგებენ თავიანთ საკუთარ, მათ მიერ გამოგონილ, ღმერთებსაც. 

თუშები ბერძნულ-აღმოსავლური ეკლესიის ქრისტიანულ რწმენას აღიარებენ. აქ ქრისტიანული რელიგიის დამკვიდრება საქართველოს პირველ ქრისტიან მეფეთა მეფობის უხსოვარ დროს უნდა მივაკუთვნოთ. შემდგომში მუჰამედის მოძღვრებას თუშეთში სარწმუნოების ბედზეც ძლიერი გავლენა ჰქონდა. ქრისტიანობის დასაცავად თუშებს მუსლიმან მთიელებთან განუწყვეტელი ბრძოლა უნდა ეწარმოებინათ, და თუმცა კი სიმტკიცითა და წარმატებით იცავდნენ თავიანთ დამოუკიდებლობას, მაგრამ იარაღის მხედრულმა ჟღერამ სახარების მქადაგებელთა ხმის ჩახშობა დაიწყო. ქართულ სასულირო წოდებას ძალ-ღონე არ გააჩნდა რომ დაქვეითების გზაზე დამდგარ ქრისტიანობას შეხიდებოდა, და განსაკუთრებით მაშინ, როცა მტრებით გარემოცულ თუშეთთან შეტყობინება შეწყვეტილ იქნა. თუშეთში აღარ იყვნენ მღვდელმსახურები, ღვთისმსახურება შეწყდა, ეკლესიები დაძველდა და ინგრეოდა, ხოლო თავად თუშები კი, რელიგიის მასწავლებელთა (დამრიგებელთა) გარეშე, დაობლებულ ქრისტიანებს წარმოადგენდნენ, როგორც ფარა, რომელმაც მწყემსი დაკარგა.

ხალხი, რომელმაც რელიგიის ჭეშმარიტი ძაფი დაკარგა, თავის საკუთარს ჰქმნიდა. დარღვეული ეკლესიების სანაცვლოდ, თუშები მათ ნანგრევებზე სამსხვერპლოებს აშენებდნენ იმავე წმინდანების საპატივსაცემოდ, რომელთა სახელზეც იყო ტაძრები აგებული. მაგრამ ასეთი ახალი სამსხვერპლოსთვის, ხალხის აზრით, აუცილებელი იყო რაიმენაირი ნიშნის – ნიშის (ниша) – ხატის, ჯვრის ან ქვის მოტანა ეკლესიიდან, რომელიც საქართველოში, ფშავში ან ხევსურეთში იმყოფებოდა და იმ წმინდანის პატივსაცემად იყო აგებული, ვის სახელზეც სამსხვერპლოს აღმართავდნენ. ხატების, ჯვრების, საეკლესიო ჭურჭლეულობისა და მრავალი სხვა მსგავსი ნივთის გარდა, რომლებიც სამსხვერპლოებში იყო შემონახული, თითოეული წმინდანის საპატივსაცემოდ წმინდა დროშები მზადდებოდა, რომლებიც უმეტეს წილად შუბისგან შედგებოდა, რომელზეც ირგვლივ სხვადასხვა ფერის ქსოვილები, ხოლო ზოგჯერ კი ზარებიც იყო ჩამოკიდული. 

არ შეიძლება ხევსურებს, ფშავლებსა და თუშებს წარმართები ვუწოდოთ, იმიტომ რომ მათ სწამთ ჭეშმარიტი ღმერთი და მისი წმინდანები; მაგრამ მათ არც ქრისტიანები შეიძლება ვუწოდოთ, იმიტომ რომ ისინი ქრისტიანული ეკლესიის დოგმატებისგან ძალზედ შორს არიან. საკუთარ თავს ისინი ქრისტიანებს უწოდებენ, ხოლო ყველა სხვა რწმენისას კი ურჯულოებად თვლიან და სწყინთ, თუ მათ არაქრისტიანებს უწოდებენ. 

მათ აქვთ დიდი მარხვა, მაგრამ მას უმეტეს წილად მხოლოდ მამაკაცები იცავენ; ქალები ამ დროს კარაქსა და ყველს ჭამენ.

შობისწინა მარხვას ორი კვირის მანძილზე ინახავენ, და ისე მკაცრად, რომ პურის გარდა არაფერს ჭამენ (Очеркъ Хевсурiи А. Зиссермана. Кавказъ 1851 года № 23).

ამ ხალხის სარწმუნოებაში ერთდროულად ქრისტიანობის, მაჰმადიანობის, თალმუდიზმისა და წარმართობის ჩრდილები მოჩანს. ხალხმა საკუთარ თავს მფარველი ანგელოზები შეუქმნა, რომელთაც ასევე პატივს მიაგებს. ასე, ხევსურებში არსებობს მიწის დედა (ადგილის დედა, адгилисъ-деда), მუხის ანგელოზი (мухисъ-ангелози), მთის ანგელოზი (გორის ანგელოზი, горисъ-ангелози), ქონების ანგელოზი (უნჯის ანგელოზი, унджисъ-ангелози), დიდი მთა (დიდგორი, дидъ-гори), თეთრი გიორგი (тетри-Георгiй), კარის მეზობელი (карисъ-мезобели) და სხვა (Записки Буткова /рукопись/. Очерки Хевсурiи А. Зиссермана. Кавказъ 1851 года № 23. Тушино-Пшаво-Хевсурск. округъ кн. Эристова. Кавказъ 1854 года № 45).

ხევსურეთში იყო ძველთა-ძველი მუხა, რომელიც ბაგრატიონის სახელით გახლდათ ცნობილი. ხალხი მას წმინდა მუხად მიიჩნევდა, და თუ ვინმე ბაგრატიონთა საგვარეულოდან მათთან მივიდოდა და, მოეხვეოდა რა ხეს, წარმოთქვამდა: «ჩემო წინაპარო, დაიცავი შენი შთამომავალი», მაშინ ხალხი მოვალე იყო იგი მთელი ძალებით დაეცვა (Записки Тучкова /рукоп./, Арх. Глав. Штаба въ С.-Петербурге).

ფშავლები ზუსად ასევე არცთუ იშვიათად თაყვანს სცემდნენ ხეებს, ჰქონდათ წმინდა ჭალა და სხვა ადგილები, რომლებიც მათ მიერ წმინდად იყო მიჩნეული. საუკუნოვანად აქციეს რა ძველთა-ძველი მუხა, რომლის მიკარებასაც ვერავინ ბედავდა, და უწოდეს რა მას ანგელოზის მუხა, ფშავლები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მასში მათი მფარველი ანგელოზი ცხოვრობს.

განიცდიდნენ რა მეტად მცირე პატივისცემას ხევსურების მიერ შექმნილი მფარველი ანგელოზებისადმი, ფშავლებს თავიანთი საკუთარი ღმერთები ჰყავდათ. ლაშარის ჯვარსა (Лошарисъ джвари – საქართველოს მეფის ლაშა გიორგის ჯვარს) და თამარ მეფეს (Томаръ-мепе, царица–Тамара) ისინი წმინდანების დარად თაყვანს სცემდნენ, და მათ ფშავლები მსხვერპლს სწირავდნენ.

თუმცა კი რწმენების ასეთი ნარევი ხელს არ უშლიდა თუშებს, ფშავლებსა და ხევსურებს იმაში, რომ თავად დარწმუნებულნი ყოფილიყვნენ, რომ ქრისტიანულ რელიგიას აღიარებენ და ბერძნულ ეკლესიას მიეკუთვნებიან. საქართველოს ეკლესიებიდან უწინდელ დროში მათ ყოველწლიურად მირონის სახით ჩვეულებრივი ნაკურთხი ზეთი (елей) ეგზავნებოდათ, რომელსაც ისინი, თავიანთი წესების მიხედვით, ნათლობის დროს იყენებდნენ. ნათლობამდე გარდაცვლილ ჩვილს კუბოში ამ ზეთს ასხამდნენ და წმინდა წყალს აპკურებდნენ. სამივე განშტოებას სჯეროდა სამოთხის და ჯოჯოხეთის არსებობისა და წელიწადში რამდენიმე მარხვას ინახავდა.

საერთოდ მათი რწმენა მეტად გაურკვეველი და არამტკიცე (მერყევი) იყო. ასე, ამ საუკუნის ოცდაათიან წლებში თუშებში ვიღაც მაწანწალა გამოჩნდა და ისინი დაარწმუნა, რომ იგი იმ ქვეყნიდან იყო მოსული; მათი გარდაცვლილი ნათესავების ყოფა-ცხოვრების შესახებ უყვებოდა და ამტკიცებდა, რომ ვინც ამ ქვეყნად მარხულობდა, მას სახსნილოს ჭამის უფლება იმ ქვეყნადაც წართმეული აქვს. ეს კი იმის საბაბი შეიქნა, რომ ბევრმა თუშმა მარხვის შენახვაზე ხელი აიღო.

საქართველოს მეფეს, ერეკლე II-ს სურდა ამ ხალხებში მართლმადიდებელი სარწმუნოება აღედგინა, მაგრამ მისი სურვილი და ძალისხმევა ამაო აღმოჩნდა.

ამ საკითხის გამო საბჭოში შეკრებილმა სამივე განშტოების წარმომადგენლებმა საქართველოს მეფის განაზრახი უარყვეს.

– თუ ჩვენ, ამბობდნენ ისინი, ახლანდელი ღვთისმსახურებისას მეფისადმი მორჩილებასა და ერთგულებაში მყარად ვდგავართ, მაშინ შენ მეტი რაღა გინდა?

1801 წელს თუშეთში იყო სამი მღვდელმსახური მათივე თანამემამულენი (изъ ихъ же поколенiя) და ბერძნული რჯულის მაღიარებლები. ეს მღვდელმსახურები, ერეკლე II-ის ბრძანებით, ბავშვობიდანვე ქრისტიანული რელიგიის წესებით იყვნენ აღზრდილნი, ხოლო შემდეგ კი მღვდლებად ნაკურთხი და თუშეთში გაგზავნილნი, თუმცა კი თავიანთ თანამემამულეებს შორის (между своими соотчичами) მათ არანაირი წარმატება არ ჰქონიათ.

ფშავლები, როგორც ვთქვით, უმაღლეს სიწმინდედ ერთადერთ ჯვარს მიიჩნევდნენ, რომელიც მათ მეფე გიორგი ლაშამ აჩუქა (გიორგი ლაშა ნიშნავს დიდტუჩებიან გიორგის /губастый Георгiй/; იგი XI და XII ასწლეულებში მეფობდა და თამარ მეფის ძე გახლდათ. სხვათა თქმულებების მიხედვით კი, რომელიღაც მონაზონი ლათიანი /Латiани/ ამ ადგილას ხალხს ქრისტიანობაში მოაქცევდა, დატოვა ჯვარი და მის საპატივსაცემოდ დღესასწაულია დადგენილი). ეს ჯვარი, რომელსაც ლაშარის ჯვარი ეწოდება (лашарисъ джвари, т. е. Лашевъ крестъ), ხისგან შედგებოდა. «დრომ, წერს ბუტკოვი, წაშალა მასზე არსებული გამოსახულება, მაგრამ მას როგორც ფშავლები, ისე მათ თანაბრად ხევსურებიცა და თუშებიც მეტად დიდ პატივს მიაგებენ». მასთან შეხება არავის შეეძლო, ბაგრატიონთა გვარის გარდა, რომელიც, ხალხის რწმენით, ბიბლიური მეფის დავითისგან პირდაპირი ხაზის მიხედვით წარმოდგებოდა.

ცნობილ დღეს, ჩვეულებრივ ივნისის თვეში, სამივე განშტოება ეკლესიის ნანგრევებთან იკრიბებოდა, რომელიც იმავე მეფის გიორგი ლაშას მიერ იყო აგებული (დაახლოებით 1200 წელს, როგორც გადმოცემა ამბობს) და თიანეთის მახლობლად, სოფელ ჯავლების უკან, ახადის მთის ძირას იმყოფებოდა.

ლაშას სახსოვრად მსხვერპლად ცხვრებს სწირავდნენ. დაკლავდნენ რა ცხვრებს, მათ შიგნეულობას ცეცხლში სწვავდნენ, ხორცს კი სჭრიდნენ და ხალხს ურიგებდნენ. შემდეგ ზუსტად ასევე კლავდნენ თხას, იმავე მეფის მწევარი ძაღლის სახსოვრად, რომელიც გადმოცემით მათ მიწაშია დამარხული (Записки Буткова).

ასე თითოეულ ხალხში შექმნილი სარწმუნოება (верованiя) მის წეს-ჩვეულებებში აისახება. არც ერთი ამ განშტოებათაგანი არ ჭამს კურდღლის ხორცს, ზუსტად ისევე როგორც მას არც სომხები სჭამენ. ებრაელების მსგავსად, შაბათს დღესასწაულობენ და, ამაზე ზევით, პარასკევს, კვირასა და ორშაბათსაც. მაჰმადიანთა მიბაძვით ღორის ხორცს არ სჭამენ, თავს იპარსავენ და მრავალცოლიანობას მისდევენ, თუმცა კი მაჰმადიანები სძულთ და ეზიზღებათ (Тушино-Пшаво-Хевсурскiй округъ кн. Р. Эристова. Кавк. 1854 года № 46).

სარწმუნოებათა შერეულობა, რელიგიის გაურკვევლობა, რწმენის საგანგებო მსახურთა შექმნას მოითხოვდა, რომლებმაც, როგორც ყველა ჩვილ ხალხში, სარგებლობდნენ რა სასულიერო ძალაუფლებით, საერო ძალაუფლებაც მიისაკუთრეს. ხევსურების ცამეტ საგვარეულოს (1800 წ.) ოთხი დეკანოზი (деканозы – протопопы), ე. ი. სარწმუნოების მსახური და ომებში ხალხის წინამძღოლი ჰყავდა (1854 წ. ხევსურეთში 52 დეკანოზი მოითვლებოდა. См. Кавказъ. 1854 г. № 44). ფშავლებსაც ასევე ოთხი დეკანოზი ჰყავდათ. 

დეკანოზი საკუთრივ ხეობის მონოზონს, ქურუმსა და საკურთხევლის მსახურს ნიშნავს. იგი მსხვერპლად მოყვანილ საქონელს ჰკლავს და ჯვრისწერის (დაქორწინების) წესს აღასრულებს. იგი ასევე წმინდა დროშებსაც უვლის.

ამ წოდების ტარების ყველა მსურველი თავს ავადმყოფად მოაჩვენებს, ხოლო შემდეგ კი ამბობს, რომ სიზმარში ნახა წმინდანი, რომელმაც მას გამოუცხადა, რომ მხოლოდ მაშინ შეუძლია გამოჯანმრთელდეს, როცა რომელიმე საკერპოს (капище) საკუთარ თავს დეკანოზად მიუძღვნის. შეკრებს რა ამ საკერპოსთან რამდენიმე დეკანოზს, მას იქვე მოჰყავს ძროხა, რომელსაც დაკლავს და თავის მომავალ ამხანაგებს უმასპინძლდება, ფიცს დებს რომ მკაცრად დაიცავს რელიგიის წესებს და საჭმელად მხოლოდ რქოსანი საქონლის ხორცს გამოიყენებს. ფიცის დადების შემდეგ იგი დეკანოზის წოდებაში შედის, რომლის მიღწევაც, თუმცა კი, ყოველგვარი თავის მოკატუნების გარეშეც, სხვა დეკანოზების უბრალო მოსყიდვით შეიძლება (Кавк. 1854 г. № 45). თუშებში დეკანოზის წოდება შემდგომში მემკვიდრეობითი შეიქნა.

მიჰყვებიან რა მკაცრ ცხოვრებას, დეკანოზები საკუთარ თავს ხალხისგან პატივსაცემი დაშორებით იჭერენ, ცდილობენ წმინდანებად გამოიყურებოდნენ და ამით თავიანთი მნიშვნელობა და ძალა შეინარჩუნონ, რომლითაც, სინამდვილეში, შეუზღუდავად კიდეც სარგებლობენ. ისინი სიწმინდესა და უბიწოებას უნდა იცავდნენ, გარდაცვლილთა გვამებს არ ეკარებოდნენ, არც ახალშობილ ბავშვებს გარკვეული (ცნობილი) დროის განმავლობაში, არ ჭამდნენ ღორისა და არანაირ სხვა ხორცს რქოსანი საქონლის ხორცის გარდა, არ იყენებდნენ საჭმელად ქათმებს, კვერცხებსა და სხვა.

დეკანოზები ხალხს არწმუნებენ, რომ მათში სული წმინდაა დავანებული, რომელიც არ აძლევს მათ ნებას რაიმე არაწმინდას მიეკარონ. მათთან ღვთიური მადლის არსებობის დასამტკიცებლად, ისინი, ხალხის შეკრებისას, მსხვერპლშეწირვების დროს, წინასწარ თავისთან დამალულ მტრედებს უშვებდნენ, მალემრწმენთა დარწმუნებისთვის, რომ მათ მსახურებაში ღვთაება მტრედის სახით მონაწილეობს (Записки о Тушетiи И. Цискарова. Кавказъ 1849 года № 8).

წინასწარმეტყველებანი (пророчество и предсказанiя) მათ ხალხში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობასა და ძალას აძლევენ.

ხალხი ხშირად სთხოვს დეკანოზს ჰკითხოს წმინდანს, თუ რა შემთხვევები შეიძლება მოხდეს წლის განმავლობაში. დეკანოზი უარზეა, და ამბობს, რომ ეშინია წმინდანი არ შეაწუხოს. ბრბოს გაუთავებელი თხოვნები აიძულებს მას წინასწარმეტყველებისთვის მოემზადოს. დეკანოზი ხატთან მიდის, ლოცულობს და უპირატესად მსხვერპლად ცხვრებს სწირავს. შემდეგ იწყებს ბორგვას, ტრიალს, მკერდში ქვის ცემას და, მოვა რა დაუძლურებაში, მიწაზე ეცემა და თავს გრძნობადაკარგულად აჩვენებს. პირზე მომდგარი ქაფით, იგი წმინდანის ნებას ატყობინებს, ისეთ ზოგად გამონათქვამებში, რომლებიც ადვილად შეიძლება თითოეული ნამდვილი შემთხვევისადმი იქნას გამოყენებული.

თუმცა კი, მომავლის წინასწარმეტყველების უნარი მხოლოდ დეკანოზებს არ ეკუთვნით. ხევსურებს, ფშავლებსა და თუშებს, ქართველების მსგავსად, ჰყავთ ეგრეთ წოდებული ქადაგები (кадаги – проповедники), როგორც მამრობითი, ისე მდედრობითი სქესისა. უკანასკნელები ყველაზე უფრო მეტი ფანატიური გასასტიკებით გამოირჩევიან. ხალხი მათ თუ სრულებით წმინდანებად ვერა, მართალ ადამიანებად მაინც მიიჩნევს. წინასწარმეტყველების წინ ისინი ზუსტად ასეთივე ილეთებს იყენებენ, მაგრამ, არ გამოიჩევიან რა დეკანოზების გონებამახვილობით, ქადაგები, თავიანთ წინასწარმეტყველებებში ცარიელ, დაუკავშირებელ სიტყვებს წარმოთქვამენ.

– ხორციელნო! ჰყვირის ქადაგი. ყველა ჩემი წინასწარმეტყველება აღასრულეთ, თუ არა და თქვენ განგიდგებით... მისმინეთ – ან გაგანადგურებთ... სად არის ჩემი ოქროს ბურთი... მუსრს გაგავლებთ!.. მსხვერპლები! მსხვერპლები!..

ქადაგი შემდეგ უგრძნობლად ვარდება, ტოვებს რა ხალხს გაოცებულს, თუ რითი შეეძლო მას წმინდანის განრისხება (Записки о Тушино-Пшаво-Хевсурскомъ округе кн. Р. Эристова. Кавказъ 1854 г. № 45. Записки о Тушетiи, И. Цискарова. Кавк. 1849 г. № 8. Письмо изъ Тiонетъ А. Зиссермана. Кавк. 1848 г. № 6).

თუმცა კი, დეკანოზები იმდენად ჭკვიანები არიან, რომ თავიანთ მოვალეობად თვლიან ხალხის თვალში ქადაგებს მხარი დაუჭირონ და მას მათ სიწმინდეში არწმუნებენ. ადვილად დამჯერი, ნახევრად ველური ხალხი მთლიანად თავიანთი დეკანოზების ხელში იმყოფება. დეკანოზებს შორის უფროსი უწინ ხევისბერის წოდებას ღებულობდა და ერთი ან რამდენიმე სოფლის უფროსი გახლდათ. ამ თანამდებობაზე არჩევა განსაკუთრებული უცნაური წესების გარეშე ხდებოდა.

ხევისბერის გარდაცვალების წუთს, იგი, ვინც წინასწარ გადაწყვიტა მისი თანამდებობა მემკვიდრეობით მიეღო – ჩვეულებრივ საზოგადების მიერ ყველაზე უფრო პატივცემული ადამიანების რიცხვიდან – ხატთან მიირბენდა, მის წინაშე დაემხობოდა და შეკრებილი და გაოცებული ბრბოს წინაშე წინასწარმეტყველებდა. 

წინასწარმეტყველებანი იმ დრომდე გრძელდებოდა, სანამ ხალხი ზემოდან მის შთაგონებას არ დაიჯერებდა, და მაშინ წინასწარმეტყველს ხევისბერის წოდებაში აღიარებდნენ, წოდებაში, რომელსაც იგი სიკვდილამდე ატარებდა (Записки Буткова /рукоп./ Арх. Глав. Штаб.).

საერთოდ მთელ ხევსურებში, ხევისბერების რიცხვიდან, კიდევ ერთი უმაღლესი დეკანოზი აირჩეოდა, რომელიც ვალდებული იყო მათ ომში ყოველთვის გაჰყოლოდა, მაშინ როცა სხვა დეკანოზები მხოლოდ რიგის მიხედვით ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ამ მთავარი ხევისბერის მზრუნველობას მთელი განშტოების მთავარი წმინდა ხატის დაცვა ებარებოდა. ეს წმ. ძლევაშემოსილი გიორგის ხატი გახლდათ, რომელსაც ისინი, ყველანი გამოუკლებლივ, აღმერთებდნენ და რომელსაც ეთაყვანებოდნენ (Записки Тучкова /рукоп./ Тамъ же).

თითოეული ხევისბერი თავის სოფელში მოსამართლე იყო და, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ყოველგვარი წყენისა და შეურაცხყოფისთვის სასჯელს განსაზღვრავდა. სოფელში ხევისბერის არარსებობისას, მოსამართლეთა მოვალეობას დეკანოზები ან უხუცესები ასრულებდნენ, რომლებიც მოდავეების მიერ იყვნენ არჩეულნი და ხალხის პატივისცემით სარგებლობდნენ.

დეკანოზების გარდა, ფშავლებსა და ხევსურებს ჰყავთ ხუცესები (хуцесы), ასევე სასულირო პირები, რომელთაც თუმცა კი დაქორწინებისა და მსხვერპლად მოყვანილი ცხოველების დაკვლის უფლება არ გააჩნიათ.

მათ შეუძლიათ მხოლოდ გარდაცვლილებს მარხავდნენ, რაც დეკანოზებმა საკუთარი თავისგან აირიდეს. ამ წოდებაში შესვლის წინ ხუცესმა ყველა ლოცვა უნდა ისწავლოს, რომლებასც დაკრძალვის დროს იყებნებენ. არიან რა წერა-კითხვის უცოდინარნი, ისინი, აუცილებლობის გამო, ლოცვებს სხვებისგან ზეპირად სწავლობენ, და თუმცა კი ყველა ლოცვა თავდაპირველად მართლმადიდებელი ეკლესიის წესებიდან იქნა აღებული, მაგრამ იმდენად დამახინჯებულია, რომ ახლა მათი ცნობა ძნელია.

საკერპოებში შედგებიან: მეხატე (мехате /образной/), რომელიც მთავარ და პირველ მსახურად ითვლება; მედროშე (медроше /хоругвеносецъ/) და ყოველგვარი ქონების შემნახავი (დამცველი) მეზანდური (мезандури).

დასტური ხევსურებში და მულთა ფშავლებში – რაღაც თავკაცის მაგვარნი არიან, რომელთაც ევალებათ დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე საკერპოსთან მოვიდნენ და ლუდი (луды /пиво/) მოამზადონ. ფშავლებში ისინი საკერპოს მუდმივი დარაჯები არიან, რომლებსაც სოფლის მცხოვრებთაგან, მორიგეობით, თითო წლით ირჩევენ. 

მთელი ამ დროის განმავლობაში, მათ არა მხოლოდ არ შეუძლიათ სახლში დაბრუნდნენ და ცოლთან ჰქონდეთ ურთიერთობა, არამედ გარეშეებთან ლაპარაკსაც კი ვერ ბედავენ, ვერავისთან, დეკანოზის გარდა. მათი საზრდელი შავი პურისა და წყლისგან შედგება. პურის მომზადებისათვის, ისინი ხორბალს საზოგადო მაღაზიიდან ღებულობენ, მას წისქვილში ფქვავენ, რომელიც საკერპოს ეკუთვნის, ხოლო შემდეგ კი კვერებს აცხობენ, რომლებსაც ხმიადები (хмiади) ეწოდება. ვალდებულნი არიან რა, რომ ყველაზე უფრო გულდასმით სიწმინდესა და სისუფთავეს იცავდნენ (соблюдать чистоту и опрятность), მათ ევალებათ «კვირაში ერთხელ პატარა მდინარისკენ გაემართონ, განსაკუთრებული ბილიკით, რომელზე გავლასაც ვერავინ გაბედავს, და მასში იბანაონ, წელიწადის რა დროც არ უნდა იყოს, და როგორი ამინდიც არ უნდა იდგეს» (Кавказъ 1848 г. № 9. Кавказъ 1854 г. № 45).

სარწმუნოების განსაკუთრებულობისა და შერეულობის დროს, რელიგიური წესების აღსრულებისთვის, ძალზედ ბუნებრივად საგანგებო წესები, დღესასწაულები და ღვთისმსახურების ადგილები, ანუ საკერპოები (капища) უნდა დადგენილიყო. 

საკერპოებს აგებენ ფილაქნისგან, კირის გარეშე, ტყით დაფარულ ადგილებში, და უპირატესად მთაზე.

ოთხკუთხა დიდი ოთახი, რომელსაც კრვივი ანუ ხატი ეწოდება (крвиви или хати /образъ/), ფანჯრების გარეშე, შეადგენს მთავარ ტაძარს, რომელშიც, ხშირად, არც ერთი ხატი არ არის. თუმცა კი მასში მხოლოდ ვერცხლის თასები და სხვა ჭურჭელი ინახება, რომლიდანაც დღესასწაულებზე სვამენ, მიუხედავად ამისა ეს ოთახი წმინდაა, და არავის, დეკანოზის გარდა, მასში შესვლა არ შეუძლია. მასში მხოლოდ ერთი სიწმინდე და ხალხის შიში იმყოფება – დროშა (дроша) – ნიშანი, რაღაც ალმის მსგავსი, რომელიც ვერცხლით მოჭედილი უბრალო ჯოხისგან შედგება თავზე ბურნუთით (барачка), ე. ი. ვერცხლის პატარა ბურთით, რომელიც შუბით ბოლოვდება.

დროშაზე ახვევენ ხელსახოცს, რომელსაც საკადრისი (сакадриси /т. е. достойный/) ეწოდება, და ხშირად დროშას ზარებიც ჰკიდია (Кавказъ 1854 г. № 45). დროშის გამოჩენისას, ხალხი მას უღრმეს მოწიწებას აღმოუჩენს: მიწამდე სცემს თაყვანს, ხელით მკერდის გასწვრივ აკეთებს მოძრაობას, თითქოსდა პირჯვარს იწერსო, და ქუდებსაც კი იხდის, რასაც დანარჩენ დროს არასოდეს აკეთებს.

მთავარი საკერპოს გარშემო რამდენიმე სხვა სადგომიცაა (სათავსოც) აშენებული: ერთი საზოგადოებრივი ლუდის და არყის შესანახად, რომლებსაც დღესასწაულების დროს იყენებენ. ეს ოთახი მხოლოდ დეკანოზებისთვისაა ხელმისაწვდომი. მეორე მინაშენი საკერპოზე საკუთრივ ლუდის ხარშვისა და არყის გამოხდისთვისაა განკუთვნილი; მესამე – დღესასწაულის მთელ დროს დეკანოზების განთავსებისთვის; მეოთხე ხალხისთვის. მთელი ეს ნაგებობები კედლებზე დამაგრებული ველური ცხოველების რქებითაა მორთული და ღობით გარშემორტყმული, რომლის შიგნითაც ქალებს შესვლის უფლება არა აქვთ. ღობის შიგნით ზოგჯერ ბეღელს (бегели – анбаръ) აშენებენ, სადაც ხორბალი და ქერი ინახება, რომლებიც მცხოვრებთ, დღესასწაულისთვის ლუდის მოსამზადებლად, ერთი წლით ადრე მოაქვთ. ეს ვალდებულება საწესოს (садцесо) სახელითაა ცნობილი.

ხევსურებში ოთხი მთავარი საკერპო ითვლება (გუდანის ჯვარი, ხახმატის ჯვარი, სენების ჯვარი და კარატის ჯვარი. ეს სახელწოდებანი ახლომდებარე სოფლებისგან წარმოიშვა; ჯვარი крестъ-ს ნიშნავს. Кавказъ 1854 года № 45), ფშავლებში ორი (ლაშარის ჯვარი და თამარ მეფე. Тамъ же), თუშებში სამი (ხიტანო, ცაბკიკლო და ჩიგოე. Записки о Тушетiи И. Цискарова. Кавказъ 1849 года № 8). თუმცა კი, ამ მთავარი საკერპოებისგან დამოუკიდებლად, თითქმის ყველა სოფელს თავისი საკერპო გააჩნია. მთავარი საკერპოები მნიშვნელოვან სიმდიდრეს ფლობენ. მათი შეძენისთვის, დეკანოზები მაცხოვრებლებზე განაწილადებას (გაწერას) ახდენენ, უცხადებენ რა, რომ მათ მიერ სიზმარში ნანახი წმინდანი, ამა და ამ ჭურჭელს მოითხოვს.

თავიანთი დეკანოზების ბრძანებებს ხალხი წმინდად ასრულებს (ორმოცდაათიან წლებში ფშავლები თავიანთი დეკანოზების თაღლითობას ჩასწვდნენ და მათი მოსპობის შესახებ ითხოვეს. ჩვენი მთავრობის ბრძანებით ორივე მთავარი საკერპო დანგრეულ იქნა, ქონება გაიყიდა, და ამაში აღებული ფული იბრძანა წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის აშენებაზე მიემართათ. См. Кавказъ 1854 года № 45).

ზოგიერთ საკერპოში ვერცხლის ჭურჭელი ინახება, რომელთა საერთო ფასეულობაც ერთიდან ორი ათას მანეთამდე აღწევს; მათ დეკანოზები, ორმოებსა და დაფარულ ადგილებში, გულდასმით მალავენ. გ. პ. ბუტკოვის სიტყვით, ამ ასწლეულის დასაწყისში, ხევსურებში, ხატებისადმი კუთვნილი სიმდიდრე 200 ათასამდე ადიოდა. ასეთი დაგროვება ნაწილობრივ აღთქმების მიხედვით, ხოლო უმეტესად კი ომში შეძენილი ნადავლიდან მოხდა (Записки Буткова /рукоп./ Арх. Глав. Шта. въ С.-Петербурге), რომელიც, ადათის თანახმად, სამ ნაწილად იყოფოდა: ერთი საკერპოს სასარგებლოდ შედიოდა, მეორე მოურავისა, მესამე კი მათ შორის გასაყოფად მიდიოდა, ვინც ის მოიპვა (Записки о Тушино-Пшаво-Хевсурскомъ округе, кн. Р. Эристова. Кавк. 1854 г. № 51)

განძეულის მიხედვით ყველაზე უფრო მდიდარი სამსხვერპლოები ახლა თუშეთში იმყოფება, სადაც დღესასწაულების დროს მრავალი თაყვანისმცემელი მოედინება («Записки о Тушетiи» И. Цискарова. Кавк. 1849 г. № 8). თამარ მეფის საკერპოს ფშავლებში ცხვრის ფარები ჰქონდა, რომელთა მწყემსებსაც, წმინდანის მითითებით, ოთხი ქალი მონოზონი ნიშნავდა, რომლებიც სოფელ ხატხევში განცალკევებით ცხოვრობდნენ. მწყემსს, რომელსაც ამ ფარას ჩააბარებდნენ, თავისი მოვალეობის შესრულების მთელი დროის მანძილზე, არ შეეძლო სახლში დაბრუნებულიყო და ცოლებთან პაემანი ჰქონოდა.

კახეთში იყო მიწები და ვენახები, რომლებიც ხევსურულ და ფშავურ საკერპოებს ეკუთვნოდა (ეს ბაღები ნაჩუქარი იყო: ერთი საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის მიერ, ხოლო მეორე კი მისი ძის დავით ბატონიშვილის მიერ). მათგან შეკრებილი ხარკი კალუხის (калухи) სახელს ატარებდა. მის ასაკრეფად დროშით მოდიოდნენ და, უკან დაბრუნებისას, გზაზე ყველა შემხვედრს ღვინით უმასპინძლდებოდნენ, ამასთან ეუბნებოდნენ: «ბატონის წყალობა» («милости господина»), და გამვლელისგანაც ასეთსავე პასუხს მოელოდნენ (Кавказъ 1854 г. № 46).

დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე, დასტურები არაყს ხდიან და ლუდს ხარშავენ უზარმაზარ ქვაბებში, რომლებიც 100-დან 200 მანეთამდე ღირს და რამდენიმე ათეულ, ხოლო ზოგჯერ კი ასეულ ვედროსაც იტევს. ამასობაში საკერპოს დანარჩენი მსახურებიც იკრიბებიან, მოჰყავთ რა თან თითო-თითო ცხვარი მსხვერპლად შესაწირად. უფრო ახლოვდება დღესასწაული – და დეკანოზიც მოდის. დაათვალიერებენ რა პატარა კასრებს სასმელებით, ანთებენ სანთლებს, და დეკანოზი ლოცვას წარმოთქვამს. ადიდებს რა წმინდანს, იგი მლოცველებისთვის ახალ წყალობებს ითხოვს (ეს ლოცვა დაბეჭდილია გაზეთ «კავკაზში» 1854 წ. # 46), შემდეგ მიდის კოდთან, ღრმა ციცხვის მსგავსი ჭურჭლით (ковшем) ამოიღებს ლუდს და, მოსვამს რა ცოტას, მას ამხანაგებს გადასცემს. 

დღესასწაული დაიწყო (გახსნილია). ორივე სქესის მცხოვრებნი ყოველი მხრიდან საკერპოსკენ მიიჩქარიან, მიჰყავთ რა თან საქონელი მსხვერპლად შეწირვისთვის. თითოეული მიართმევს დეკანოზს თაფლის სანთელს, ნაზუქს, ლუდის ან არყის დოქს და მოჰყავს საქონელი.

– ბატონის წყალობა! დაე მისი წყალობანი შენ წინ გიძღოდეს, წარმოთქვამს დეკანოზი.

– წყალობა თქვენ, თქვენს პიროვნებას, თქვენს ოჯახს, პასუხობს ხალხი.

უფროსი დეკანოზი ერთ ხელში იღებს ანთებული სანთლების კონას, ხოლო მეორეში კი წმინდა ალამს ანუ დროშას და, მიუახლოვდება რა ხატს, იწყებს დამწყალობნების (дамцколобнеба) წესის აღსრულებას. მედავითნეები დანარჩენ დროშებს ინაწილებენ, რამდენიც არის ისინი საკერპოში, ხოლო მლოცველები კი მოწიწებით მუხლებზე იჩოქებენ, სასულიერო წოდებისგან მოკრძალებული მოშორებით. მათ წინ უდევთ დეკანოზის სასარგებლოდ მისართმევი: ქადა – ერბოზელილი ფენოვანი პური, ყველი ან რაიმე სხვა საჭმელი. დეკანოზი ითხოვს მსხვერპლის შემომწირველზე ღვთის კურთხევასა და მისი მეურნეობის გაუმჯობესებას.

დადგება რა პირით აღმოსავლეთისკენ, დეკანოზი ყველა შემთხვევაში ერთსა და იმავე ლოცვას კითხულობს.

– ღმერთო დიადო! წარმოთქვამს იგი. უწინარეს ყოვლისა დაე იქოს და იდიდოს ღირსეულად შენი სახელი, ვინაიდან ცა და მიწა შენი საუფლოა! და ყოვლად წმინდაო ქალწულო მარიამ, დედავ ღვთისა! დიდება და მადლობა შენ. განადიდე ღმერთო შენი წმინდანები, ჩვენი მფარველები, რომელთა მეშვეობითაც ჩვენზე შენი წყალობა გადმოიღვრება. წმინდაო გიორგი წოვათისთავისა, წმინდაო თეოდორე, რომელთა სახელებიც განდიდებულია ღვთის წინაშე! თქვენ შემოგწირავთ ამ მცირე და მწირ საბოძვრებს. მიიღეთ ისინი ღირსად და წმინდად! მოითხოვეთ ისინი ჩვენგან და ნუ მოგვაშორებთ თქვენს მფარველობასა და ღვთის წინაშე შუამდგომლობას! ისმინეთ მოწოდება და მოიხილეთ აქ მორჩილად მდგომარეებზე – რომლებიც მზად არიან თავიანთი აღთქმები აღასრულონ! გაგვიმრავლეთ შთამომავლობა, მოგვივლინეთ სიუხვე და სიმდიდრე საქონელსა და მიწის ნაყოფებში; მშობლებს შვილები გაუზარდეთ; უქონელთ – ქონება მიეცით. ღირსჰყავით ყველანი, რომ ზაფხულს კეთილდღეობითა და მტრებზე გამარჯვებით შეხვდნენ! ღვთის მიერ განდიდებულო და ძლევაშემოსილო ლაშარის წმინდაო გიორგი, თამარ დედოფალო, ხახმატის ხატო, კარატიონის კოპალას ხატო, პიცელოვ დოჩუსთავისა, ცორაულო დადიქურთისა (Пицело Дочуставскiй, Цораулъ Дадикуртскiй), წმინდაო ლაზარე, იოანე ნათლისმცემელო ალავერდისა (უწინ არსებული სხვადასხვა ხატებისა და სხვადასხვა წმინდანთა საპატივსაცემოდ სამსხვერპლოების სახელები, მაგრამ რომლებმაც დღეისთვის თავიანთი სახელწოდება დაკარგეს, და ამის გამო უცნობია თუ სად იმყოფებიან), წმინდაო მთავარანგელოზო, და მთისა და ხეობის ყველა წმინდანებო, მორჩილებითა და წმინდა გულით გევედრებით – მოგვიტევეთ ჩვენი შეცოდებანი, გვიხსენით ჩვენ საუკუნო სიკვდილისა და სასჯელისაგან; არ მიგვცეთ მუსლიმანთა ხელში, შეგვეწიეთ თქვენი დახმარებით ველებიდან მთებში ამოსვლისას და უკან ჩასვლისას! მტრები და ბოროტგანმზრახველი ადამიანები, რომლებიც ჩვენი საქონლის გასარეკად მოდიან, მათი დამღუპველი გზიდან გადაიყვანეთ! როცა მტრების წინააღმდეგ მოგიხმობთ, უარს ნუ გვეტყვით თქვენი სახელების განდიდებაზე. მოგვივლინეთ წარმატება თარეშებში და ნადირობაზე. როცა მტრებს მივდევთ – დევნაში დაგვეხმარეთ. როცა მათგან გამოვრბივართ – დაცვა მოგვივლინეთ. გვიბოძეთ ხსნა ყოველგვარი უბედურებისგან, სნეულებისგან, წყევლისგან, ბოროტი სულისგან, წყალდიდობისგან, გაძლიერებული მტრისგან, მთების დანგრევისგან, ჩამონაქცევებისგან (ზვავებისგან), ცეცხლისგან, მუხლმოდრეკით თქვენდამი მლოცველნი, კაცნი და ქალნი. ამინ!

– ამინ შენს მადლსა, ამინ!... წარმოთქვამს ბრბო დეკანოზის ყოველი სიტყვის შემდეგ. 

უმცროსი დეკნოზები ან მედავითნეები ამ დროს პატარა ზარს უკრავენ, ხოლო უფროსი დეკანოზი კი დროშას არხევს (Записки о Тушетiи И. Цискарова Кавказъ 1849 г. № 7 и 8; 1853 г. № 56 и 1854 г. № 46).

ლოცვის დასრულების შემდეგ, დეკანოზი რამდენიმე ყლუპ ლუდს მოსვამს მისთვის მირთმეული დოქიდან და შემდეგ მას სხვა დეკანოზებს გადასცემს, რომლებიც დარჩენილ ლუდს მომზადებულ კოდში ღვრიან, ხოლო ცარიელ დოქს კი პატრონს უბრუნებენ. ლოცვის დასრულების შემდეგ ხალხი წმინდა დროშებსა და საგნებს ემთხვევა.

დეკანოზი სანთლით უწვავს შუბლზე მატყლს იმ ცხოველებს, რომლებიც მსხვერპლად უნდა შეიწირონ, დაკლავს და მათ გორიდან აგდებს, ან კიდევ თავს მოჭრის და მას თავისთვის იტოვებს, ხოლო დანარჩენს კი პატრონს გადასცემს.

– თან წაიღე წყალობა, წყალობა ამ ბატონისა, ეუბნებიან ღვთის მსახურები პარონს, რომელსაც თავისი მსხვერპლი მიაქვს. 

– თქვენც იგივეს გისურვებთ, პასუხობს იგი.

მსხვერპლის დაკვლისას სისხლი ვარცლში ჩაედინება, რომელშიც დეკანოზი ხელებს იბანს, მიდის მლოცველთან, მას შუბლზე ჯვარს გამოუსახავს, ხოლო დანარჩენ სისხლს კი სამხსვერპლოს კედლებზე აპკურებს.

«მლოცველმა, წაიღებს რა თავის დაკლულ საქონელს, ის უნდა გაატყაოს და დეკანოზს უკანვე მოუტანოს, რომელიც ამგვარ განაწილებას ახდენს: მოჭრის რა პირუტყვს უკანა ნაწილს, მას პატრონს აძლევს, ხოლო დანარჩენ ხორცს კი თავისთვის იტოვებს» (Записки о Тушетiи И. Цискарова. Кавк. 1849 г. № 8; Записки о Тушино-Пшаво-Хевсурскомъ округе, кн. Р. Эристова. Кавк. 1854 г. № 51).

სანამ მთავარი დეკანოზი სხვა მოსულების მსხვერპლს კლავს, და საკერპოსა და დღესასწაულის ადგილს ვრცელ სასაკლაოდ გადააქცევს, ამასობაში სხვა დეკანოზები ხორცის ხარშვით არიან დაკავებული.

დასხამენ რა ხალხს წრეებად, სოფლების მიხედვით, და გამოაცალკევებენ რა კაცებს ქალებისგან, იწყებენ მოხარშული ხორცის, ლუდის, ღვინისა და სხვა საჭმელ-სასმელების დარიგებას. ნადიმი იმ დრომდე გრძელდება, სანამ მომზადებული ლუდი, მთელი მოტანილი საკვები მარაგები და ღვინო არ ამოიწურება.

ხევსურებში არის ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული ნოემბერში. გადათვლიან რა იქიდან წინ წამეტ კვირას, ისინი იწყებენ მარხვას და ამას დიდი მარხვის დასაწყისად მიიჩნევენ. მაშინ თითოეულ სახლში ჰკიდებენ ბობოლოს (боболо) – ვაშლს ან ბოლოკს მასში ჩარჭობილი შვიდი პატარა ფრთით, რომლებსაც ამოაძრობენ კიდეც თითო-თითოდ ყოველი შვიდი დღის შემდეგ. ბოლო ფრთის ამოძრობასთან ერთად დიდი მარხვაც მთავრდება და მაშინ ისინი აღდგომას დღესასწაულობენ (Каваказъ 1854 г. № 46)

თუშები - ბერძნული აღმსარებლობის ქრისტიანები, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის მეორე დღეს წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ტაძრის დღესასწაულს აღნიშნავენ, რომელიც კავკასიონის ქედის ძირში, ალვანის ველის მახლობლად, სანაღაროს პატარა მთაზეა აშენებული. საკმაოდ მნიშვნელოვანი სივრცე ეკლესიის მახლობლად ღვთის მლოცველებით ივსება, და უპირატესად კი ქალი მლოცველებით, რომლებსაც მუდმივად შავი შალის კაბები აცვიათ. წირვის დაწყებამდე ეკლესიის კარებთან თუშები, წმინდანისადმი მსხვერპლშეწირვის სახით, ცხვრებს კლავენ. წირვის შემდეგ კი ეკლესიის ხავსმოდებული გალავნის შიგნით, მამაკაცები ქალებისგან განცალკევებით, განთავსდებიან და ტრაპეზობენ.

შეადგენენ რა დიდ წრეებს, ისინი ერთმანეთს ხორცით, კვერცხებითა და ერბოზელილი პურით – ქადით (када) უმასპინძლდებიან, რომელიც ზედა მხრიდან ერბოში მომწვარი ფქვილითაა ავსებული. მათარა (матара) – ტყავის ჭურჭელი სასმელებისთვის, დაუღალავად დადის წრეზე და კახური ღვინო უზარმაზარი რაოდენობით ისმება.

როცა ძღომაზე შეჭამენ, დალევენ, იკამათებენ, ხოლო ზოგჯერ კი სიმთვრალეში იჩხუბებენ კიდეც, თუმცა კი მათ არ შეიძლება ლოთები ვუწოდოთ, თუშები თავიანთ სახლებში მიდიან (Мои заметки кн. Эристова. Кавказъ 1855 г. № 33).

დღესასწაულებს ხშირად თან სიმღერები, ცეკვები, ჯირითობა და მიზანში სროლა ახლავს. აქვე დეკანოზები საჩივრებს განიხილავენ და მათ თავიანთი ადათების (წეს-ჩვეულებათა) მიხედვით წყვეტენ.

უმნიშვნელოვანესი საქმეები, რომლებიც მთელ საზოგადოებას (თემს) ეხება, ყველა პატივცემული თავკაცის (თუშებში ხევისბერების /хевисбери/) კრებაზე წყდება, რომლებიც თავიანთი გონებით, ზნეობითა და გამოცდილებით არიან ცნობილნი. შეკრების ადგილი – საანჯმნო (саанджмое), ან სამსხვერპლოების მახობლად ინიშნება, საფლავთა ყორღანების, ძეგლების სიახლოვეს, ან კიდევ უბრალოდ ღია ცის ქვეშ. 

სასამართლოს საფუძვლები განსაკუთრებით უცნაური და ჩახლართული არის ხოლმე. 

უწინარეს ყოვლისა გარეგნულ ფორმას იცავენ.

მოდავენი ორ მოსამართლეს – ბჭეს (пче) ირჩევენ, დეკანოზების ან იმ მოხუცების რიცხვიდან, რომლებიც ხალხში პატივისცემით სარგებლობენ. თუშებში მოსამართლეებს ხელხა ეწოდებათ (называются хелхой) და ისინი მათი საკუთარი ადათის – ხელის (хелъ) მიხედვით სჯიან, რომელიც იმ უძველეს წეს-ჩვეულებებსა და დადგენილებებზეა დაფუძნებული, რომლებმაც კანონის ძალა მიიღეს. მოწინააღმდეგენი მოსამართლეებთან მიდიან და სთხოვენ განხილვის დღე და ადგილი დანიშნონ. მათი გადაწყვეტილება უეჭველადაა აღიარებული და მას დაჩაგრულის დაკმაყოფილებაც მაშინვე უნდა მოჰყვეს.

მომჩივანი მოსამართლეთა წინაშე მუხლებზე დგება და ქუდს იხდის.

– ღმერთო, შეეწიე საქართველოს, წარმოთქვამს იგი, შეეწიე სიმართლით განმსჯელ მოსამართლეს, მართალ მომჩივანს (помоги правдивому судье, правому истцу). გაუმრუდე მიკერძოებულ მოსამართლეს და მასაც, ვინც სიცრუით ჩივის.

შემდეგ იგი თავისი საქმის გარემოებებს ჰყვება. მოპასუხეც იგივეს იმეორებს. ორივეს ჩვენებათა შედარების საფუძველზე დგება მოსამართლეთა გადაწყვეტილება. თუშებში, საჩივრის შემთხვევაში, მომჩივანს თავისი მოვალისგან ძროხა ან ცხვარი მიჰყავს და შემდეგ მას ამის შესახებ გარეშეთა თანდასწრებით გამოუცხადებს. ორივე მოდავე ამის შემდეგ თითო-თითო ან ორ-ორ შუაკაცს (თეშს /тешъ/) ირჩევს და თავკაცების სასამართლოს მიმართავს, რომელიც არანაკლებ სამი პირისგან შედგება. თავკაცები (старшины) საქმეს განიხილავენ და გადაწყვეტილებას ღებულობენ, ხოლო შუაკაცები კი სამი დღის შემდეგ მათ გადაწყვეტილებას აცხადებენ. საქმე ხელახლა არაუმეტს შვიდგზის შეიძლება იქნას განხილული. საქმის სიძნელის ან ჩახლართულობის შემთხვევაში მოსამართლენი დაფიცებას მიმართავენ, რომელიც, საერთოდ, სამივე განშტოებაში, ორი სახისაა: ცერემონიით და ცერემონიის გარეშე, საქმის მნიშვნელოვნების-და მიხედვით.

არცთუ განსაკუთრებით მნიშვნელოვან შემთხვევებში ფშავლებსა და ხევსურებში ფიცის დადება მოდავეთა მიერ რამდენიმე ფრაზის წარმოთქმისგან შედგება.

– მე ვიფიცებ წმ. გიორგის, წარმოთქვამს ფიცის დამდები, ვიფიცებ ამა და ამ დიდ სალოცავს და მის დროშებს, რომ ჩემი სიტყვები ჭეშმარიტია; წინააღმდეგ შემთხვევაში დაე მათ განმგმირონ მე, დააქციონ ჩემი სახლი, ოჯახი, საქონელი და არასოდეს მიბოძონ მტერზე გამარჯვება.

თუ საქმე, რომელიც მოსამართლეებმა უნდა გადაწყვიტონ, ძალზედ მნიშვნელოვანია, მაშინ ცერემონიით დაფიცებას მიმართავენ. ფშავლებსა და ხევსურებში თორმეტ გარეშე მოწმეს ირჩევენ. ამ რიცხვზე ნაკლები მოწმეების დროს ფიცი ნამდვილად არ ითვლება. დამფიცებელი და მოწმეები მოვალენი არიან, წესის დასრულებამდე განსაკუთრებული სიწმინდე დაიცვან: არ დაწვნენ ცოლებთან, ხოლო ფიცის დადების დღეს კი არც დალიონ და არც ჭამონ.

ფიცისთვის დანიშნულ დღეს, ცერემონიის ყველა მონაწილე საკერპოს გალავანში მიემართება. დამფიცებელი ხელში დროშასა და ვერცხლის თასს იღებს, ხოლო მოწმეები კი მას მხრებზე ხელებს ადებენ. დამფიცებელი ფიცს დებს იმაზე, რომ ჭეშმარიტებას ლაპარაკობს, ხოლო მოწმეები კი მისი ყოველი სიტყვის შემდეგ წარმოთქვამენ ამინ-ს. 

თუშებში ფიცი (присяга и клятва) ასევე ორი სახისაა. დამფიცებელი მას წარმოთქვამს, როცა იგი დროშით ხელში სამსხვერპლოს სამჯერ გარს შემოუვლის, ან კიდევ როცა თავის წინაპართა საფლავების მახლობლად მუხლებზე დააჩოქებენ, წინ ვირის უნაგირს და ჭურჭელს დაუდებენ, რომლიდანაც ძაღლები ჭამდნენ, და, მიუთითებენ რა დამფიცებელზე, იქ მყოფნი გარდაცვლილთა სულებს მიმართავენ.

– ჩვენო განსვენებულნო! ამბობენ ისინი. თქვენთან ეს ადამიანი სამსჯავროზე მოგვყავს; თქვენ მასზე სრულ უფლებას გაძლევთ: მსხვერპლად შესწირეთ იგი ვისაც გსურთ ან მსახურად მიეცით, და რაც გინდათ მას გაუკეთეთ, თუ იგი ჭეშმარიტებას არ იტყვის. 

ამის შემდეგ დამფიცებელი ფიცს წარმოთქვამს.

მოსამართლე თავის გადაწყვეტილებებში აკისრებს საზღაურს დამნაშავის მამულიდან, ერთხელ სამუდამოდ განსაზღვრული თანხით. ქურდს მოპარული ნივთის შვიდმაგ ფასს ახდევინებენ. დაჟეჟილობებისა და ჭრილობებისათვის, ძალისა და იარაღის მიხედვით, რომლებითაც ისინია მიყენებული, 5-დან 25 ძროხამდე. თვალის ამოგდებისთვის – 30 ძროხას; ფეხის წართმევისთვის – 24-ს; მარჯვენა ხელისა – 25-ს; მარცხენა ხელისა – 22-ს; ცერა თითისა ხელზე – 5, საჩვენებელი თითისა – 4, შუა თითისა – 3, არა თითისა – 2 და ნეკა თითისა 1 ძროხას (ფშავლებში როგორი ზიანიც არ უნდა იქნას მიყენებული, 16 ძროხას ახდევინებენ). სახეზე ჭრილობას პატარა ჯოხით ზომავენ, მასზე ხორბლის მარცვლებს დებენ, ერთს გასწვრივად, მეორეს განივად (ხევსურები ერთს ხორბლის მარცვალს დებენ, და მეორეს ქერისას), და დატეული მარცვლების რიცხვის მიხედვით, დამნაშავეს იმდენივე ძროხას ახდევინებენ. თითოეული ჩამტვრეული კბილისთვის თითო ძროხას ახდევინებენ; ქალის ცემისთვის თერთმეტ ცხვარს. დამჭრელი ვალდებულია დაჭრილს ერთი ცხვარი გაუგზავნოს უპატიობისთვის (за безчестiе) და მკურნალსაც გადაუხადოს. ხოლო თუ უკანასკნელს თავად დაჭრილი გადაუხდის, მაშინ იგი დამჭრელს იმ თანხას ორმაგად ახდევინებს.

ამრიგად გადახდევინების ზომა ძროხების რიცხვით განისაზღვრება. მათი არყოლისას, დამნაშავეს შეუძლია სხვა ცხოველებით ან ნივთებით გადაიხადოს. ამისთვის ერთხელ და სამუდამოდაა დადგენილი შედარებითი ღირებულება საქონელსა და ნივთებს შორის. ასე, ულაყი შვიდი ძროხა ღირს, ფაშატი – 4 ან 20 მანეთი; ჯორი – 8 ძროხა ან 40 მან.; ხარი – 7 ცხვარი, ძროხა – 4 ცხვარი ან 5 მან.; მამალი ცხვარი 1 მან. 20 კაპ.-დან 2 მან.-მდე; დედალი ცხვარი 1 მან. 40 კაპ.; თხა 80 კაპ., თიკანი 40 კაპ.; ლიტრი (9 გირვანქა) კარაქი 1 მან.; კვერნის ბეწვი 1 მან. 20 კაპ.; სახნავ-სათესი მინდორი, რომელიც 60 ძნა ანუ ერთ კოდ (2 ფუთ და 9 გირვანქა) ხორბალს იძლევა, 5 ძროხა ღირს. თოფი 20 ძროხა ანუ 100 მან. ღირს, ცხენი 10 ძროხა, 2 მამალი და 1 დედალი ცხვარი, ანუ 55 მან. და 40 კაპ. (Очерки Хевсурiи Ар. Л. Зиссермана. Кавк. 1851 г. № 23. Записки о Тушино-Пшаво-Хевсур. округе кн. Р. Эристова. Кавк. 1854 г. № 51).

იყო შემთხვევები, როცა მოსამართლეები, საქმის ჩახლართულობის ან მისი მნიშვნელოვნების გამო, ვერ ბედავდნენ განაჩენი წარმოეთქვათ, მაშინ მათ ის მეფის მოურავის მიერ გადასაწყვეტად გადაჰქონდათ. დეკანოზები, მოსამართლეები, მოწმენი და მოდავეები – ყველანი უფროსთან მიდიოდნენ, რომელთანაც ასეთნაირად 60 ადამიანამდე ბრბო იკრიბებოდა. თუმცა კი, ამ შეკრებებს მხოლოდ მაშინ ჰქონდა ადგილი, როცა მოურავი ამ ხალხებს შორის იმყოფებოდა. აქედან მთავარ ხატთან მიდიოდნენ, და აქ, მთავარი დეკანოზის წინამძღოლობითა და მოურავის თანდასწრებით, საბოლოოდ და სიტყვიერად წყვეტდნენ საქმეს, რომელიც უკვე აღარ შეიძლებოდა საქართველოს მეფის მიერ გადასაწყვეტად ყოფილიყო გადატანილი. მოსამართლენი სიკვდილით დასჯას არასოდეს აღასრულებდნენ. მკვლელობებში დამნაშავეებს არცთუ იშვიათად დაჩაგრულის (მოკლულის ნათესავების) ნებას გადასცემდნენ. ხდებოდა, თუმცა კი იშვიათად, მოდავეთა შეთანხმება და შერიგება. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მოდავენი ერთმანეთს ლუდის ამოსაღებ თითო ჭურჭელს (по ковшу) ჩუქნიდნენ და დამნაშავის ეს ჭურჭელი ხატებს გადაეცემოდა (Записки Буткова /рукоп./ Арх. Главн. Штаб. въ С.-Петербурге).

აქაურთა დამკვიდრებული ადგილობრივი კანონების მიხედვით უმნიშვნელოვანეს სისხლის სამართლის დანაშაულებებად – მკვლელობა, მრუშობა-მეძავობა და ქურდობა ითვლება. სამივე სახეობის ამგვარ დანაშაულებს თან თითქმის ყოველთვის სისხლის აღება ახლდა. ქალის ღირსების შეურაცხყოფას თუშებში ყოველთვის სისხლისღვრა მოჰყვებოდა.

ცოლის ღალატის ან მისი გაქცევის შემთხვევაში ქმარს უფლება აქვს მას ცხვირი მოჭრას, ხელი მოკვეთოს და ასეთი სახით ის თავის მშობლებთან გაუშვას. თუ მას ამის გაკეთება არ უნდა, მაშინ აკისრებს კვეთილს (кветилу) – გარკვეულ (ცნობილ) ვადას, რომლის ამოწურვამდეც ამ ქალზე დაქორწინება არავის შეუძლია. ქალიშვილის შემცდენელი მასზე უნდა დაქორწინდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას 60 ძროხას ან 300 მანეთს უხდის, მაგრამ ასეთი ქალიშვილები შემდეგ იშვიათად თხოვდებიან.

სხვისი ცოლის ორგულობაზე ცილის დაწამებისთვის, ქალის ქმარი დაკლავს ცილისმწამებლის ძროხას, თავის ცოლს მისსავე მშობლებთან გაგზავნის, ხოლო ისინი კი ცილისმწამებელს სასამართლოში მოითხოვენ და მას 60 ძროხას ახდევინებენ; თუ ცილისმწამებელი საჯაროდ აღიარებს თავის ცილისწამებას, მაშინ ქმარს ცოლი უკანვე მიჰყავს, ხოლო ცილისმწამებელს კი დაკლული ძროხისთვის აკმაყოფილებენ.

სისხლის აღება ამ ხალხების სამივე განშტოებაში არსებობს. ხევსურებსა და თუშებში, როგორც არ უნდა იყოს ჩადენილი მკვლელობა, ე. ი. შემთხვევით ან განზრახულად, მკვლელი სისხლის აღებას ექვემდებარება. მოკლული ხევსურის ნათესავები ცეცხლს აძლევენ მკვლელის მთელ ქონებას, რომელიც მთელი თავისი ოჯახით მეზობელ სოფელში იმალება, სადაც მას თავიანთი მფარველობის ქვეშ მიიღებენ. თუ მკვლელი თუშია, მაშინ ის, მეზობლებთან თავისი ყოფნის მთელი დროის მანძილზე, არ იცვამს ფეხსაცმელს და თმებსაც უშვებს, ერთგვარად თავისი დანაშაულის გამო სინანულის ნიშნად. გარკვეული დროის შემდეგ, მკვლელს, მოკლულის ნათესავების თანხმობისას, შეუძლია სამშობლოში დაბრუნდეს და, თავის ნათესავებთან ერთად, სისხლის საზღაური – ცეიგი (цейгъ) შესთავაზოს, რომელიც მოკლული მამაკაცისთვის 120 ძროხას ან 600 მანეთს შეადგენს, ხოლო ქალისთვის კი ნახევარს. ჩამოკიდებენ რა შეკაზმულ ცხენს საუკეთესო ხმალსა და თოფს, მკვლელის მთელი ნათესავები მოკლულის სახლთან მიდიან, გარდაცვლილს ტირიან და პატიებას თხოულობენ. დაღუპულის ნათესავები, შერიგების ნიშნად, სუფრას აწყობენ და სისხლის საზღაურს თითქმის არასოდეს იღებენ, რადგანაც მას გარდაცვლილის სულის შეურაცხყოფად მიიჩნევენ. მტრობა ასეთნაირად წყდება (Записки о Тушетiи И. Цискарова. Кавк. 1849 г. № 11).

ფშავლებსა და ხევსურებში, სამი წლის განმავლობაში, ყოველ თვეს, მკვლელი მოკლულის ოჯახს თითო ცხვარს უგზავნის. მეოთხე წელს, თავისი ნათესავების მეშვეობით, იგი სთხოვს სისხლის საზღაურად 280 ცხვარი და 70 ძროხა მიიღონ. თუ საზღაური მიღებულია, მაშინ მას შეუძლია თავის სოფელში დაბრუნდეს, მაგრამ სისხლის აღება არ ეხსნება. მოკლულის დედის მხიდან ბიძას, მაგალითად, შეუძლია თავისთვის 220 ცხვარი მოითხოვოს. «ამ პირის დაკმაყოფილების შემდეგ, ამბობს თავადი რ. ერისთავი (Кавк. 1854 г. № 51), მკვლელის სიცოცხლე ჯერ კიდევ საფრთხეშია. მისი მოკვლა იმავე საფუძველზე შეუძლიათ და სისხლის ზღვევინება არ წყდება, იმიტომ რომ მოკლულის ნათესავები ისევ იწყებენ შურისძიებას, და მაშინ სწორედ იგივე ისტორია მეორდება, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ, უკანასკნელ შემთხვევაში, სისხლისათვის მხოლოდ 120 ცხვარი გადაიხდება და ამ საზღაურს მათთან საუკანმომკვდრო (сауканъ-момквдро) ეწოდება – პირიქით მოკვლისთვის (за обратную смерть)».

ფშავლები, ხევსურების მსგავსად, მკვლელის ქონებას არ წვავენ. მათში საზოგადოება (თემი), რომელსაც მკვლელი მიეკუთვნება, მოკლულის საზოგადოებას (თემს) სამ ხარს, სამ ცხვარსა და ერთ ხმალს უგზავნის – უპატიობისთვის (за безчестiе). თავად მკვლელმა მოკლულის ნათესავებს 180 ცხვარი უნდა გადაუხადოს და ამდენივე იმ თემს, რომელსაც მოკლული მიეკუთვნებოდა.

არანაკლებ ჯარიმასა და გადახდევინებას ექვემდებარებოდნენ უწინ ისინიც, რომლებიც, დეკანოზის მოწოდებით ომში არ გამოცხადდებოდნენ. ლაშქრობის წინ დეკანოზს გამოჰქონდა დროშა და ყველანი მისი დროშების ქვეშ მოედინებოდნენ (მოემართებოდნენ). ჩვეულების მიხედვით, თითოეული კომლიდან თითო ადამიანი მოდიოდა (Записки Буткова /рукопись/ Арх. Глав. Штаба). ვინც არ გამოცხადდებოდა, მას აკრძალვა ეკისრებოდა. არგამოცხადებულის სახლის წინ დეკანოზი ხეზე საკერპოდან ვერცხლის თასს ჰკიდებდა, და, სანამ ის იქ ეკიდა, არც ერთ მეზობელს არ შეეძლო მას დალაპარაკებოდა, და მისთვის რაიმე ესესხებინა. დასჯილს არ შეეძლო დღსასწაულებსა და საზოგადოებრივ თავყრილობებზე ყოფილიყო, სანამ ლაშქრობაში მოკლულებისა და დაჭრილთა სასარგებლოდ უზარმაზარ ჯარიმას არ გადაიხდიდა (Кавказъ 1854 г. № 51). ხალხს ამ სასჯელისა განსაკუთრებით ეშინოდა, რომელსაც თან, მატერიალური გაკოტრების გარდა, კიდევ პატივისა და ღირსების შეურაცხყოფაც ახლდა. ვისაც ეს სასჯელი დაეკისრებოდა, მას მხდალად თვლიდნენ; იგი საზოგადოების მხრიდან ზიზღს განიცდიდა, რომლის თითოეული წევრიც თავისთვის უწესოდ (შეუფერებლად) და სიმდაბლედ მიიჩნევდა მასთან რაიმე საქმე დაეჭირა. ფშავლებს თავიანთი მთავარი დროშა ჰქონდათ გიორგისა (ლაშარის ჯვარი), რომელიც მათ, გადმოცმით, თამარ დედოფალმა უწყალობა და რომელიც სოფელ ნაკვალესავის მახლობლად ინახებოდა. მხოლოდ ერთი შეტყობინებით, რომ დროშა სალაშქროდ წინ წავიდა, ყველანი ყოველგვარი ბრძანების გარეშე მისკენ მიიჩქაროდნენ. როცა დეკანოზი დროშას შეკრებილ მცხოვრებთა მახლობლად ჩაატარებდა, მაშინ ყველანი ქუდებს იხდიდნენ და პირჯვარს გადაისახავდნენ, თანაც ამბობდნენ: «პატივი (ღირსება) ჩვენს დამცველ მეფეს» («Честь нашему защитнику царю») (Письмо изъ Тушетiи. Кавк. 1852 г. № 45).

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

Thursday, November 17, 2016

აკადემიკოსი დუბროვინი საქართველოს მთავარმართებლად თავად ციციანოვის დანიშვნის, მისი წარსული ცხოვრებისა და ახალ თანამდებობაზე პირველი ნაბიჯების შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ნიკოლოზ დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /том IV, С.-Петербургъ, 1886/ შესაბამისი თავის თარგმანს)



თავი I 

(კავკასიაში ჯარების მთავარსარდლად თავად ციციანოვის დანიშვნა. – მისი წარსული. – თავად ციციანოვისთვის მიცემული ინსტრუქციები. – მისდამი დაქვემდებარებული მხარის ადმინისტრაციული დაყოფა. – ყალმუხების მდგომარეობა. – ზომები მათი ყოფაცხოვრების გაუმჯობესებისთვის. – ყაბარდოელები.)

საქართველოში მიმდინარე უწესრიგობებმა აიძულეს იმპერატორი ალექსანდრე I მათზე ყურდღება მიექცია და იქაური მმართველობის სათავეში ისეთი ადამიანი დაეყენებია, რომელიც, გამოირჩეოდა რა ადმინისტრაციული ღირსებებით, ამასთან ერთად, საკუთარ თავში იქაური მოსახლეობის ყოფაცხოვრების ცოდნასაც აერთიანებდა. ასეთი პირი თავადი პავლე დიმიტრის ძე ციციანოვი გახლდათ.

თავისი წარმოშობით თავადი პ. დ. ციციანოვი ერთერთ ყველაზე უფრო ცნობილ ქართულ საგვარეულოს (ციციშვილებს – ი. ხ.) მიეკუთვნებოდა და საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის მეუღლის ნათესავიც გახლდათ (მეფე გიორგი XII თავადის ასულ მარიამ ციციშვილზე იყო დაქორწინებული). პავლე დიმიტრის ძის დანიშვნით საქართველოს თავისთვის ყველაზე უფრო სასიკეთო შედეგების მოლოდინი შეიძლებოდა ჰქონოდა, მით უმეტეს, რომ იგი მაშინ რუსეთში მის ერთერთ საუკეთესო მოღვაწედაც იყო ცნობილი.

თავადი ციციშვილები ოდესღაც ქართლში მთავრები იყვნენ (были некогда владетелями въ Карталинии), და მათი გვარი, რომელიც თავის დასაბამს XIV საუკუნიდან მოითვლიდა, არცთუ იშვითად საქართველოს სამეფო სახლს საქორწინო კავშირებით უერთდებოდა. თავად ციციშვილებიდან ერთერთი, თავადი პაატა (პავლე ზაქარიას ძე), თავად პავლე დიმიტრის ძის პაპა, იმპერატორ პეტრე I-ის მეფობის დროს რუსეთში გამოემგზავრა, ხოლო იმპერატრიცა ანა იოანეს ასულის დროს კი საქართველოს ჰუსართა პოლკში კაპიტნად რუსულ სამსახურში შემოვიდა.

თავადი პავლე დიმიტრის ძე მოსკოვში 1754 წლის 8 სექტემბერს დაიბადა (Жизнь князя Цицiанова. Москва, 1823 г. Подвиги русск. воин. въ странахъ Кавказскихъ, Зубова. Формулярный списокъ князя Цицiанова. Записки Тучкова /рукопись/. Воен учён. Арх. Главн. Штаба). ჯერ კიდევ შვიდი წლის ბავშვი ლეიბ-გვარდიის სამსახურში პრეობრაჟენსკის პოლკში იქნა ჩაწერილი, და 1772 წლის 1 იანვარს კი წარმოებულ იქნა პრაპორშჩიკად იმავე პოლკში. თავისი ნიჭიერება და უნარიანობა თავადმა ციციანოვმა ადრეული წლებიდანვე გამოავლინა. იყო რა ცამეტი წლის ბიჭი, თავისი მამის ხელმძღვანელობით, მან თარგმნა პატარა წიგნი «საველე ინჟენერი», რომელიც 1775 წელს გამოიცა. ახალგზრდულ წლებს იგი თარგმნასა და სამხედრო მწერლების შესწავლაში ატარებდა. თავადი პავლე დიმიტრის ძე კარგ ლექსებს წერდა და, სხვათა შორის, ფრანგულიდან რუსულ ენაზე ფოლარდის თხზულებებიც გადმოთარგმნა.

თავისი საკუთრი სურვილით მან პრეობრაჟენსკის პოლკი დატოვა და თავიდან ტობოლსკის ქვეით პოლკში გადავიდა, ხოლო შემდგომში კი, პოლკოვნიკის წოდების მიღებასთან ერთად (1786 წლის 12 თებერვალს), ს.-პეტერბურგის გრენადერთა პოლკის მეთაურად იქნა დანიშნული, რომელთან ერთად იყო კიდეც პირველ ცეცხლში, გრაფ რუმიანცევის არმიაში, 1788 წელს.

ამ დროიდან იწყება თავად ციციანოვის საბრძოლო მოღვაწეობა. იგი მონაწილეობს ბრძოლებში თურქებთან მდინარე სალჩაზე და ბენდერის ციხესიმაგრის აღებისას. აქედან იგი თავის პოლკთან ერთად პოლონეთში იქნა გაგზავნილი, სადაც მას გრენადერთა პოლკის ჩამოყალიბება დაევალა (ახლა მეფის ფრიდრიხ ვილჰელმ III-ის გრენადერთა პოლკი), რომელთან ერთადაც იგი 1793 წელს გროდნოში მოვიდა.

იმავე წლის 2 სექტემბერს თავადი ციციანოვი წარმოებულ იქნა გენერალ-მაიორად და, გენერლების ზოგადი განრიგის მიხედვით, კავკასიის ხაზზე უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ იმპერატრიცამ «თავისი გენერალი», როგორც იგი ციციანოვს უწოდებდა, ს.-პეტერბურგის პოლკში დატოვა. აღშფოთებამ პოლონეთში თავად ციციანოვს საშუალება მისცა თავისი ბრწყინვალე სამხედრო ნიჭი ეჩვენებინა. არცთუ დიდი რაზმით იგი გროდნოზე დაიძრა, მცხოვრებნი აღშფოთებაზე მათი განზრახვისთვის დასაჯა, მათგან 100.000 მანეთი კონტრიბუცია აიღო, ქალაქში მოწინააღმდეგეთა პარტიები არ შემოუშვა და თავისი განკარგულებებით ვილნოდან გამოსული ჩვენი რაზმი გადაარჩინა. ამის კვალდაკვალ საპეგა სლონიმიდან განდევნა და ვილნოს იერიშზეც გამოცხადა (Записки Л. Н. Энгельгардта, изд. 1867 года, стр. 164).

იმავე წლის აგვისტოში, თავადი პავლე დიმიტრის ძე ქვეითი ჯარის ერთი ბატალიონით დაეწია ამბოხებულთა ხროვას გრაბოვსკის უფროსობით, დაამარცხა ისინი და თვითონ გრაბოვსკიც ტყვედ აიყვანა.

მთელი ამ მოქმედებებით თავადმა ციციანოვმა საკუთარ თავს ხმამაღალი სახელი შესძინა. იმპერატრიცა ეკატერინე II-მ მას წმ. ვლადიმირის მე-2 ხარისხის ორდენი და ექვსი ათასი მანეთი უწყალობა*, ხოლო სუვოროვი კი, ერთერთ თავის ბრძანებაში, თავის ხელქვეითებს სთხოვდა ისევე გაბედულად ებრძოლათ, როგორც მამაცი გენერალი თავადი ციციანოვი იბრძოდა.

(*მივაგებთ რა სამართლიანად, წერდა იმპერატრიცა 1794 წლის 18 მაისს თავად ნ. ვ. რეპნინს, ერთის მხრივ გენერალ-მაიორ თავად ციციანოვის კეთილგონივრულ განკარგულებებს, რომელმაც არა მხოლოდ აგვაცილა მტრების მოღალატური ჩანაფიქრი და ჯარების მისდამი ჩაბარებული ნაწილიც უვნებლად შეინარჩუნა; არამედ ლიტვაში მყოფ სხვა დეტაშემენტებსაც საშუალება მისცა მას შეერთებოდნენ, და შემდეგ კი ქალაქი გროდნო კონტრიბუციით დასაჯა, ხოლო მეორეს მხრივ, ნარვის ქვეითი პოლკის პრემიერ-მაიორ რაუტერნშტერნისა და არტილერიის კაპიტან ტუჩკოვის მამაცურ და ვაჟკაცურ მოქმედებებს, რომლებმაც ვილნოში არსებული ამბოხების დროს იქიდან ჩვენი ჯარის ორი ათას სამას ცამეტი ადამიანი და საველე არტილერიის რვა და საპოლკო არტილერიის ხუთი ქვემეხი გამოიხსნეს, ხოლო შემდეგ კი ისინი მოხსენიებული გენერალ-მაიორ თავად ციციანოვის უფროსობის ქვეშ უვნებლად მოიყვანეს, ვუწყალობეთ ჩვენ პირველს ჩვენი წმინდა ვლადიმირის მეორე ხარისხის ორდენის დიდი ჯვარი, ხოლო უკანასკნელ ორს კი წმ. გიორგის მეოთხე კლასის სამხედრო ორდენის კავალრობა, რომლის ნიშნებსაც მათდამი ჩვენს საგანგებო სიგელებთან ერთად მათთვის მისატანად თქვენ გიგზავნით. ხოლო ამაზე ზევით კი გიბრძანებთ: პირველი, გროდნოში აღებული კონტრიბუციიდან გენერალ-მაიორ თავად ციციანოვს ექვსი ათასი მანეთი მისცეთ, რომელიც მას ჩვენ ჯილდოდ ვუწყალობეთ. მეორე, იმავე თანხიდან დააკმაყოფილოთ ყველა ასეული, რომლებმაც მათზე მოულოდნელი ბოროტული თავდასხმის დროს, როგორც ვარშავაში, ისე ვილნოშიც საარტელო საზიდრები და ფული დაკარგეს, მოითხოვთ რა მათი რიცხვის შესახებ სწორ ცნობებს. და ბოლოს, მესამე, ყველაზე უფრო სარწმუნო შეტყობინებების ასეთივე შეგროვებით იმ დანაკარგების შესახებ, რომლებიც იმავე ადგილებში ნამყოფ ჩვენს ჯარებში შტაბ და ობერ-ოფიცრებმა განიცადეს, და რომლებიც თავად მოღალატეთა ხარჯზე უნდა იქნას ანაზღაურებული, მისცეთ ყველა იმ შტაბ და ობერ-ოფიცერს მათ მიერ დაკარგული ეკიპაჟების შესაძენად, თქვენი საკუთარი შეხედულების და მიხედვით, თითოეულის მიერ განცდილი დანაკარგის თანაზომადად, გარკვეული რაოდენობის ფულები, მოგვახსენებთ რა თავის დროზე ამის შესახებ. ხოლო შემდეგ კი გროდნოს კონტრიბუციიდან დარჩენილი თანხა თქვენს განკარგულებაში აიღოთ».) 

1796 წელს, თავად იმპერატრიცის არჩევით, თავადი პავლე დიმიტრის ძე გრაფ ვ. ა. ზუბოვის უფროსობით სპარსეთის კამპანიაში მონაწილეობდა. გაეცნო რა ადგილზე აზიელი ხალხების ყოფა-ცხოვრებასა და მათ ხასიათს, თავადი ციციანოვი რუსეთში ერთგვარად მომზადებული დაბრუნდა ახალი საქმიანობისთვის, რომელმაც მას შემდგომში მოუწია.

იმავე 1796 წელს იგი სუზდალის მუშკეტერთა პოლკის შეფად იქნა დანიშნული, ხოლო შემდეგ წელს კი თადარიგში გავიდა, რომელშიც 1801 წლის მაისამდე რჩებოდა. 

იმპერატორმა ალექსანდრე I-მა კვლავ მიიღო იგი სამსახურში, სახელმწიფო საბჭოს კანცელარიაში ექსპედიტორად სამხედრო ნაწილში, და მას გენერალ-ლეიტენანტის წოდებაც უბოძა.

ასეთი გახლდათ თავად ციციანოვის სამსახურეობრივი სარბიელი, რომელმაც განაცხადა თავის შესახებ როგორც ბრწყინვალე სამხედრო ნიჭის მქონე ადამიანზე, რომლის პირადი ღირსებების შესახებაც ჩვენ ერთერთი მისი თანამედროვისა და თანამოსამსახურის ნამდვილ სიტყვებს მოვიყვანთ.

«ციციანოვმა, – წერს ტუჩკოვი, – წესიერი განათლება მიიღო და ბუნების მიერ გონებითაც გახლდათ დაჯილდოვებული. სამხედრო სამსახურში ჰქონდა გამოცდილება, იყო პატიოსანი და ზოგჯერ სურდა ყოფილიყო სამართლიანიც, მაგრამ ხშირად ეს სურვილი ამაო გახლდათ. ამასთან იყო ფიცხი, თავმოყვარე, ამაყი, ჯიუტი და თავხედიც. არ უყვარდა არავისგან რჩევების მიღება; ცოტა იყო მისი ხელქვეითი, რომელზედაც მას კარგი აზრი ექნებოდა». მას უყვარდა სხვისთვის დაეცინა, სხვის მიმართ ეოხუნჯა, და ხასიათის ეს თვისება ახალგაზრდობაში მისთვის ბევრი უსიამოვნების მიზეზიც გამხდარა.

ენერგიულ და ქმედით ადამიანს, თავად ციციანოვს მეტოქეები და საერთოდ ისეთი პირები არ უყვარდა, რომელთაც შეეძლოთ მას გზაზე გადაღობებდნენ. იგი ადამიანებს მხოლოდ კუბოში აფასებდა და გენერალ გულიაკოვის შესახებ, მაგალითად, ღიად მხოლოდ მაშინ ნანობდა, როცა იგი მოკლულ იქნა. სანამ გულიაკოვი ცოცხალი იყო, თავადი ციციანოვი ბევრ რამეს თავის თავს მიაწერდა და იმასაც მიაღწია, რომ შეუზღუდავი ძალაუფლება და ძალა მიიღო. იმპერატორმა ალექსანდრემ მისცა მას უფლება ხელქვეითები ორდენებით დაეჯილდოვებინა და განკარგულებები თავის შეხედულებისამებრ გაეცა, არ დაელოდებოდა რა ნებართვას პეტერბურგიდან (Рескриптъ императора князю Цицiанову и письмо ему же графа Кочубея отъ 1-го февраля 1803 года). ზოგიერთი პირის საქართველოში ყოფნა, რომლებიც მინისტრების მიერ სხვადასხვა დავალებებით იყვნენ მივლინებულნი, თავად ციციანოვს არ მოსწონდა. ჯერ კიდევ ტფილისში თავის ჩამოსვლამდე მან მოახერხა იმისთვის მიეღწია, რომ ისინი მისდამი სავსებით იქნენ დაქვემდებარებულნი. ნაბრძანებ იქნა კოლეგიის მრჩეველი სოკოლოვი ან მთავარსარდლის კანცელარიაში დაეტოვებინათ, ან კიდევ საქართველოდან გამოეშვათ. (ციციანოვს) ნება მიეცა გრაფი მუსინ-პუშკინი, საქმეებში მისი ჩარევის შემთხვევაში, «მასზე დაკისრებული დავალების ფარგლებში» მოეყვანა, რომელსაც მხოლოდ საქართველოს მადნები ებარებოდა (Рескриптъ императора князю Цицiанову отъ 30-го января 1803 г. Акты Кавк. Арх. Комис., т. II, № 10).

თავადი ციციანოვი მკაცრი იყო თავისი ხელქვეითების მიმართ, რომელთაგან დაუღალავ საქმიანობასა და თავისი ბრძანებების უპირობო შესრულებას მოითხოვდა. რუმიანცევისა და სუვოროვის მიერ აღზრდილსა და მათ თანამოღვაწეს, მას განსაკუთრებული შეხედულება ჰქონდა სამსახურზე და მიაჩნდა, რომ უკანასკნელ წლებში ის ბევრ რამეში შეიცვალა. როცა უკვე კავკასიაში ჯარების სარდალი იყო და მიიღო ცნობა მისი უფროსობის ქვეშ გრაფ მიხეილ სემიონის ძე ვორონცოვის (შემდგომში თავადი და კავკასიის მეფისნაცვალი) დანიშვნის შესახებ, თავადი ციციანოვი მის ბიძას, მისდამი გამოცხადებული ნდობისათვის, მადლობას უხდიდა. «თუმცა კი, იგი გრაფ ა. რ. ვორონცოვს წერდა (отъ 11-го октября 1803 г. А. М. И. Д. II, 23, 1803, № 2), თქვენი ბრწყინვალების ჩემდამი მოწყალე განწყობის მიხედვით, გავბედავ ღიად მოგახსენოთ, რომ ახლანდელი სამსახურის სწავლა შეუძლებელია, და სარგებელსაც ახალგაზრდა ოფიცრისათვის მასში ვერ ვხედავ. ის არ ჰგავს იმ სამსახურს, რომელშიც გრაფ მიხეილ სემიონის ძის მამამ ინება თავის გამოჩენა, როცა გრაფმა პეტრე ალექსანდრეს ძემ, მისცა რა სამსახურს სული, ოფიცრებს დიდებისადმი სიყვარული ჩაუნერგა, და არა ფულებისადმი, როცა ყველა რაპორტებით არ მიძვრებოდა ხელმწიფესთან და არ წერდა უფროსს «მე მივმართე მის იმპერატორობით უდიდებულესობას», თვლიდა რა თავისი სისულელით, რომ ასეთი ურთიერთობებით ის მორჩილების ხარისხიდან გამოდის. სუბორდინაცია, სამხედრო სამსახურის სული, ახლა დამარხულია, და უფროსიც, რომელიც ამას მოითხოვს, დუჟინი გენერლების თვალში მკაცრად და ტირანად გამოიყურება; ერთი სიტყვით, რუსულ სამსახურს ჩამოვშორდით, პრუსიულს კი ვერ მივუდექით».

თავადი პავლე დიმიტრის ძე ყველა მიმართებით პატიოსანი ადამიანი გახლდათ, რომელსაც, მისი საკუთარი გამოთქმით, მშობლებმა, სულ ადრეული წლებიდანვე, «მიუკერძოებლობისა და ჭეშმარიტების სიყვარულის წესები» ჩაუნერგეს (Акты Кавк. Археогр. Комиссiи, т. II, № 2086).

– მე კანონების ენას კი არ ვეძიებ, ამბობდა ხოლმე იგი, არამედ მათ მოქმედებას მანკიერთა დასასჯელად და უდანაშაულოთა დასაცავად, აი მოვალეობა ჩემი წოდებისა და აი გზა, რომლიდანაც მე იოტის ოდენად არ გადამიხვევია (отъ коей я не устранялся ни на часъ). არა ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის სახელებს (ე. ი. სახელწოდებას) შევყავარ მე ჩემს ქცევაში, არამედ თავად ჭეშმარიტებასა და სამართლიანობას – აი ჩემი ქონება და აი ჩემს სულიერ წახალისებათა მიზანიც.

თავად ციციანოვის ასეთი შეხედულება საქმეებსა და სამსახურზე თავად იმპერატორისთვისაც იყო ცნობილი, რომელმაც იგი იმის უნარის მქონედ მიიჩნია, რომ საქართველოში ფესვგადგმული უწესრიგობანი და მოუწყობლობა მოესპო.

«ჩემთან მოსული საჩივრებისა, წერდა იმპერატორი თავად ციციანოვს (отъ 8-го сентября 1802 г. Акты Кавк. Археогр. Комиссiи, т. II, № 1), და საქართველოში მმართველებზე, გენერალ-ლეიტენანტ კნორინგსა და ნამდვილ სახელმწიფო მრჩეველ კოვალენსკიზე უკმაყოფილებათა მიხედვით, საჭიროდ მივიჩნიე, ჩავრიცხავ რა პირველს არმიაში და გამოვიწვევ რა უკანასკნელს აქ სხვა საქმეებში გამოყენებისთვის, დაგაკისროთ თქვენ ყველა თანამდებობა, რომლებიც კავკასიის ხაზის ინსპექტორის, ასტრახანის სამხედრო გუბერნატორის, იქ ასევე სამოქალაქო ნაწილის მმართველისა და საქართველოში მთავარმართებლის წოდებასთანაა შეერთებული.

ამ მოვალეობებიდან პირველ ორს უკვე დამყარებული წესრიგი გააჩნია. თქვენი მოშურნეობა და გულმოდგინება ჩემთვის იმის თავდებია, რომ თქვენ მას ჯეროვან მდგომარეობაში შეინარჩუნებთ და ამყოფებთ.

მაგრამ უკანასკნელმა, არის რა შეუღლებული მხარის ახალ მოწყობასთან, რომელიც რუსეთის მიერ საგანგებო მფარველობაში იქნა მიღებული, თქვენი განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიიქციოს, რომლის საფუძვლადაც შემდეგი შენიშვნები მიიღეთ:

1) თქვენდამი ჩაბარებული ძალაუფლების საზღვრები, არსებითად იგივეა, რომლებშიც გენერალ-ლეიტენანტი კნორინგი იყო ჩაყენებული.

2) დარიგებაში, რომელიც მას მიეცა საქართველოს თავდაპირველი მოწყობისას, თქვენ ჰპოვებთ არა მხოლოდ დაწვრილებით წესებს მისი მმართველობის შესახებ, არამედ იმ მთავარ წახალისებათა ახსნასაც, რომლებითაც მე ამ საქმეში ვხელმძღვანელობდი. თქვენ ნახავთ მათში, რომ არა ჩემი ძალაუფლების გაფართოებას და არა რუსეთის საკუთარ სარგებელთა გამრავლებას ვეძიებდი მე მასში, არამედ ერთადერთი მსურდა დამემშვიდებინა ხალხი, რომელიც შინაგანი და გარეგანი ამბოხებებით იყო გარემოცული, დიდი ხნიდან რუსეთისადმი ერთგული, რომელმაც თავისი უძველესი ერთგულებით მისი (რუსეთის) მონაწილეობა (თანაზიარობა) დაიმსახურა. თქვენ ნახავთ, რომ მასში საქმეთა ახლანდელი წესრიგის შემოღება მისი დაუფლებისკენ გადადგმული ნაბიჯი კი არ იყო, არამედ იმ მსჯელობის შედეგი, რომ რუსეთისათვის უფრო მოსახერხებელია იცავდეს კეთილმოწყობილ და მუდმივად მართულ მხარეს, ვიდრე, მხოლოდ მოულოდნელ შემთხვევებში და ერთადერთ მის გაძლიერებულ ღაღადზე, დროებით მოდიოდეს მის დასახმარებლად და დიდი დანახარჯებით მოუტანდეს მას გარეგნული მოქმედებებით გამოსწორების წუთიერ ზომებს, რომლებიც ყოველთვის მზად იქნება დანგრევისთვის, როგორც კი მათი მხარდამჭერი ძალა მათ დატოვებს. მე საჭიროდ მივიჩნიე განგამტკიცოთ თქვენ ამ მთავარ აზრში, რათა ხედავდეთ იმ გეგმის თავად საფუძველს, რომელზედაც საქართველოს მმართველობა უნდა იქნას დაყენებული».

იხელმძღვანელებდა რა ასეთი წესებით, თავად ციციანოვს მათზე თავისი ქცევა უნდა დაეფუძნებია და ქართველი ხალხისთვის ეგრძნობინებია, «რომ ვერც მოშორებულობა, ვერც ურთიერთობათა სიძნელე ვერ აღუდგება მას წინ იმაში, რომ რუსეთის მიერ მმართველობის სიკეთეში მონაწილეობდეს, და რომ არასოდეს არ ექნება მას მიზეზები სინანულისათვის, რომ თავისი ბედი რუსეთს ჩააბარა».

მხარის მმართველობაში შესვლისას, თავად ციციანოვს უწინარეს ყოვლისა მოვალეობად ეკისრებოდა რომ ადგილზე გამოეკვლია და დაეკმაყოფილებინა ქართველთა საჩივრები წინამორბედ მმართველობაზე, ხოლო შემდეგ კი განსაკუთრებული ყურადღება საქართველოში შემოსავლების მდგომარეობასა და იმ სამემკვიდრეო მამულების ცნობილობაში მოყვანაზე მიექცია (приведенiе въ известность уделовъ), რომლებიც სამეფო სახლის წევრებს ეკუთვნოდა.

«ამ მხარეში ახლანდელი სახის (წესის) მმართველობის დამყარებისას, ნათქვამია იმპერატორ ალექსანდრეს რესკრიპტში, მე მქონდა გენერალ-ლეიტენანტ კნორინგისგან პირადი დარწმუნება, რომ საქართველოს საკუთარი შემოსავლებით თავის შენახვა არ შეუძლია. მაგრამ ამ დრომდე ამ შემოსავლების რაოდენობის შესახებ მისგან არაფერი ყოფილა მოწოდებული, და ამასობაში სხვადასხვა საგნების მიხედვით ხარჯები, მრავლდებოდა რა დღითიდღე, უკვე მეტად მნიშვნელოვან თანხამდე გაიზარდა, და თუმცა კი ამ ხალხის მოწყობა მთავრობის საერთო ზრუნვის საგანი შეიქნა, მე არანაირად არ ვისურვებდი, რომ მისი მართვის სიმძიმე მხოლოდ რუსეთს დააწვეს. მეორეს მხრივ, სამეფო სახლის ზოგიერთ წევრს მოაქვს საჩივრები, რომ ისინი მათთვის შესაფერი შენახვის სახსრების გარეშე არიან დატოვებულნი, ამ სახსრების განსაზღვრისათვის კი, სანამ მათი სამფლობელოები არ იქნება ცნობილი, შესაძლებლობა არ გაგვაჩნია».

სამეფო სახლის წვრთა განუწყვეტელმა საჩივრებმა მათთვის საარსებო სახსრების ჩამორთმევის შესახებ, და რაც მთავარია, მათმა ჩარევამ ქვეყნის საშინაო საქმეებში და ინტრიგებმა, რომლებიც უწინდელი მმართველობის აღდგენისკენ იხრებოდა, აიძულეს იმპერატორი მიეღო ზომები სამეფო სახლის ყველა წევრის რუსეთში გამოსაყვანად. ეს მით უფრო აუცილებელი იყო, რომ დარეჯან დედოფლის მცდელობები იულონ ბატონიშვილის ტახტზე აყვანის შესახებ მაშინ სრულ განვითარებაში იყო, და სამეფო სახლის წევრთა უმრავლესობა მასთან თანხმობაში იმყოფებოდა. კნორინგი თითქმის ყოველკვირეულად მოახსენებდა, რომ დარეჯან დედოფლის წაქეზებით მომიჯნავე მფლობელები მზად არიან საქართველოში შემოიჭრან და რომ ბაბა-ხანმა, რომელმაც იულონ ბატონიშვილი საქართველოს მეფედ გამოაცხადა, უკვე ჯარიც გამოჰყო ტახტზე მის დასამკვიდრებლად. თუმცა კი საქართველოში მყოფი რუსული ჯარები საკმარისი იყო იმისთვის, რომ მტრების თავდასხმებს მნიშვნელოვანი შედეგები არ ჰქონოდა, მაგრამ ისინი არ იყო საკმარისი მთელი საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო სოფლების ძარცვა-რბევისგან უზრუნველყოფისთვის, რაც მოწინააღმდეგის შემოჭრისას გარდაუვალი იქნებოდა, და მით უმეტეს ისეთი მოწინააღმდეგისა, რომლისთვისაც უცხო იყო ომის წესები, რომლებიც ევროპელ ხალხებს ჰქონდათ შეთვისებული. აქედან ამომდინარე, ასეთი შემოჭრის დასწრება და ინტრიგების მოსპობა, როგორც საქართველოს წინააღმდეგ ყველა მტრული მოქმედების წყაროსი, დაბეჯითებით აუცილებელი ხდებოდა. ჯერ კიდევ საქართველოს რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლისას მთავრობამ წინასწარ განსჭვრიტა, რომ ქვეყანაში მშვიდობის აღდგენა მხოლოდ სამეფო სახლის ყველა წევრის სრული გამოყვანის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი, და ამიტომ მაშინვე იქნა გადაწყვეტილი ყველა ისინი რუსეთში გამოეძახებინათ. «მაგრამ, წერდა იმპერატორი ალექსანდრე, ცვალებადობა მთავარმართებლის საწყისებში, რომელიც ხან მათი სარგებლის შესახებ შუამდგომლობდა, ხან კიდევ მათზე საჩივრები შემოჰქონდა, და შესაძლოა გარკვეული სიმტკიცის უკმარისობაც, ამ დრომდე ამ გადაწყვეტილებას აღუსრულებელს ტოვებდა. ამასობაში თქვენ თავად შეიცნობთ, თუ ეს რამდენად საჭიროა და ამიტომ თქვენს უპირველეს მოვალეობებს შორის დააყენებთ დარწმუნების, დაბეჯითებისა და ბოლოს თავად იძულების ყველა ზომის მიღებასაც ამ დაუწყნარებელი ბატონიშვილების, და განსაკუთრებით დარეჯან დედოფლის, რუსეთში გამოსაყვანად. ამას მთავარ ზომად მივიჩნევ, ხალხის დამშვიდებისთვის, როცა მათ ჩანაფიქრებსა და მოძრაობებს ვხედავ, რომლებიც მათი ბედნიერებისათვის დამყარებულ წესრიგში გაუთავებლად ირყევიან».

მიუხედავად ამისა, იმაზე უწინ, ვიდრე ძალას მიმართავდა, იმპერატორმა მთავარსარდალს დაავალა ყველა ძალისხმევა გამოეყენებია იმისთვის, რათა ყველა მეფის ძე და მეფის ასული, როგორც საქართველოში მცხოვრებნი, ისე იმერეთში წასულებიც, რუსეთში ნებაყოფლობით გამომგზავრებაზე დაეყოლიებინა. უკანასკნელებთან მიმართებით, თავად ციციანოვს, ტფილისში ჩამოსვლისას, წარგზავნილი უნდა მიევლინა იმერეთის მეფე სოლომონთან და ეცადა დაეყოლიებინა იგი, თვით ფულის დახმარებითაც კი, რომ ბატონიშვილები გადმოეცა. უფრო მეტი წარმატებისთვის, იმპერატორი თავად სწერდა წერილებს როგორც სოლომონს, ისე დედოფლებსაც დარეჯანსა და მარიამს.

«საქართველოში საჯაროდ გამოცხადებული მანიფესტიდან, წერდა ალექსანდრე I დედოფლებს (Въ рескриптахъ отъ 3-го октября 1802 г., за №№ 16 и 17. Арх. Минист. Внутр. Делъ, департ. общихъ делъ, ч. VII), თქვენთვის, რა თქმა უნდა, ცნობილია ის განკარგულებები, რომლებითაც მე ვიყავი ამოძრავებული საქართველოს დასაცავად იმ უბედურებებისგან, რომლებიც მას თავზე დაატყდა, მასში მტკიცე მთავრობისა და წესრიგის დამყარებით.

ვაგრძელებდი რა ამ ერთმორწმუნე ქვეყნის შესახებ სწორედ იმავე საქმეს, მე კმაყოფილებით ვხედავდი, რომ მასში ჩადებულმა კეთილმოწყობის პირველმა საწყისებმა უკვე თავისი მოქმედება იქონიეს.

ხელს ვუწყობ რა მათ გავრცელებას და ამასობაში ჩემს ცნობამდე მოსული ყველა გარემოებიდან ვხედავ, რომ ხალხში შემაწუხებელი აზრების ნარჩენებია, რომლებსაც სხვა რწმენის მეზობლები აღვივებენ, რომლებიც ცდილობენ სხვადასხვა შეგონებებითა და ხმებით ამ მხარეში დანერგვადი წესრიგის პირველი საფუძვლები მოშალონ და თვით ის ნდობაც კი შეარყიონ, რომელიც თქვენსა და სამეფო სახლის ყველა წევრის მიმართ გამაჩნია. ყველა იმ შეწუხების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც ამ ხმებს პირადად თქვენ შეუძლიათ მოგიტანონ, რადგანაც მათი სრული აღკვეთისთვის, მე საჭიროდ მივიჩნიე შემოგთავაზოთ დროებით, მთელი თქვენი ოჯახით, რუსეთის გზას დაადგეთ, სანამ ამ ქვეყნის ბედნიერებისათვის განზრახული განკარგულება მასში სრულებით დამკვიდრდება და როცა თქვენ შეგეძლებათ თქვენს სამშობლოში პირადად თავად თქვენთვის სრული სიმშვიდითა და უსაფრთხოებით დაბრუნდეთ.

ვვარაუდობ რა, რომ ასეთ დანიშნულებას თავად თქვენც იმდენადვე თქვენთვის სასარგებლოდ და აუცილებლად მიიჩნევთ, როგორც ჩემს მიერ მტკიცედ გადაწყვეტილადაც – მე ჩემთვის სასიამოვნოდ ვთვლი ამავე დროს შეგატყობინოთ, რომ უკვე ვუბრძანე მთავარმართებელს საქართველოში გენერალ-ლეიტენანტ თავად ციციანოვს, რომ გასცეს ყველა საჭირო და თქვენი ღირსების შესაფერისი განკარგულება რუსეთში თქვენი მშვიდი და ხელსაყრელი მოგზაურობისთვის».

თითქმის ასეთივე შინაარსის წერილები იყო მიწერილი გრაფ კოჩუბეის მიერ იულონ, ვახტანგ, ალექსანდრე, ფარნაოზ და დავით ბატონიშვილებისადმი (Письма графа Кочубея царевичамъ отъ 3-го октября 1802 г. Арх. Минист. Внутрен. Делъ, департам. общихъ делъ, ч. VII). იძახებდა რა მათ რუსეთში, მთავრობას უმთავრეს მიზნად ჰქონდა მოესპო ინტრიგები და, ისარგებლებდა რა სამეფო ოჯახის პირთა არყოფნით, საქართველოს ჩახლართული საქმეები სისტემასა და გარკვეულობაში მოეყვანა, ხოლო შემდეგ კი მთავარმართებლის მშვიდი (წყნარი), სამართლიანი, მაგრამ ამასთან მეტად მყარი ქცევითაც იმ მხარეში, ეცადა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მეზობელ სამფლობელოთა ნდობაც მოეპოვებინა. იმპერატორი ალექსანდრე I გამოხატავდა დარწმუნებას, რომ იქ, სადაც მიეჩვიენ ხედავდნენ «მხოლოდ სპარსული ძალაუფლების მძვინვარებას, ძლიერი დერჟავის ყველანაირ საქციელს, რომლებიც მართლმსაჯულებასა და სიმყარეზე იქნება დაფუძნებული, მიიჩნევენ, ასე ვთქვათ, ზებუნებრივად და მათ გარდაუვალად უნდა შეიძინონ მისდამი (ამ დერჟავისადმი) ერთგულება» (Рескриптъ князю Цицiанову отъ 26-го сентября 1802 г. Акты Кавк. Археогр. Комиссiи, т. II, № 5)

შინაომები სპარსეთში, რომლებიც მუდმივად გრძელდებოდა, თუმცა კი ბაბა-ხანის ძალაუფლების გაძლიერებასთან ერთად მიწყნარებული ჩანდა, მაგრამ ეს სიმშვიდე არ შეიძლებოდა არც მყარად და არც ხანგრძლივად ჩათვლილიყო. ბაბა-ხანს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა თავად სპარსეთში, ბევრი ისეთი პირი, რომლებიც მზად იყვნენ მასზე დამოკიდებულებისა და მისი ქვეშევრდომობისგან განზე გასულიყვნენ. დავამყარებდით რა კავშირებს ასეთ მფლობელებთან და დავეხმარებოდით რა მათ, ჩვენ შევძლებდით ბაბა-ხანი მნიშვნელოვნად დაგვესუსტებინა და საქართველოზე მისი გეგმები უფრო შორს გადაგვეტანა. თავად ციციანოვს დაევალა სპარსული პროვინციების მფლობელებთან მისი წინამორბედის საგარეო ურთიერთობებისთვის ყურადღება მიექცია, ჩვენდამი ერთგულ პირებთან მეგობრული ურთიერთობები შეენარჩუნებინა, და ახლად შესულიყო ურთიერთობებში იმ ხანებთან, რომლებიც რუსეთის მხარეს გადმოიხრებოდნენ.

ჩვენი მშვიდობიანი ურთიერთობები თურქეთთან, თითქოსდა უზრუნველყოფდნენ თავად ციციანოვს ამ დერჟავასთან მტრული შეტაკებებისგან. თუმცა კი ახალციხის ფაშის მხრიდან შეიძლებოდა კიდეც შეშფოთების მოლოდინი ჰქონოდათ, მაგრამ არა იმიტომ, რომ მას პორტასგან რაიმე ბრძანება ჰქონდა, არამედ თავისი საკუთარი ანგარების მოყვარულობისა და მტაცებლობისადმი მიდრეკილების გამო. პირიქით, ჩვენი სამინისტროს მოთხოვნით, პორტა არაერთხელ უგზავნიდა მას უმკაცრეს ბრძანებებს თავისთან ლეკები არ ჰყოლოდა და რუსულ საზღვრებში შემოჭრები შეეწყვიტა, მაგრამ ახალციხის ფაშა, რომელიც სულთნის ძალაუფლებას მეტად მცირე პატივს სცემდა, გამოგზავნილ ბრძანებებს არანაირ ყურადღებას არ აქცევდა. თავად ციციანოვს ნება მიეცა ლეკები ახალციხის საზღვრებშიც ედევნა, მაგრამ იმით, რომ ყოველ ჯერზე ამის შესახებ კონსტანტინოპოლში ჩვენი წარგზავნილისთის შეეტყობინებინა.

«ხოლო რაც შეეხება, წერდა იმპერატორი თავად ციციანოვს (Въ рескрипте отъ 26-го сентября 1802 года), სპარსეთის მოსაზღვრე სხვა თურქულ პროვინციებს, მათ საქართველოსთან მცირე ურთიერთობები აქვთ, ან სულაც არ გააჩნიათ, და ყველა ცნობით პორტაც ისე ჩანს მეტად მცირედაა დაკავებული სპარსეთის საქმეებითა და საქართველოში ჩვენი საქმიანობით; თუმცა კი შეუძლებელი არ არის, რომ ახლა თურქეთის სამინისტრომ საფრანგეთის მთავრობის ხრიკებით უფრო მეტად მოჰკიდა ხელი ამ საქმეებს».

დარჩებოდა რა გარეგნული სახით მშვიდად და შეინარჩუნებდა რა რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობებს, თურქეთის მთავრობას შეეძლო კავკასიის ხაზის მახლობლად მცხოვრებ მაჰმადიანურ მოსახლეობაში საიდუმლო გზებით ინტრიგები დაეწყო, იმ მიზნით, რომ ისინი ჩვენი მთავრობის წინააღმდეგ განეწყო და რუსეთთან მტრული მოქმედებების შემთხვევაში მუდმივი მოკავშირე ჰყოლოდა. ამიტომ თავად ციციანოვს მოვალეობად ეკისრებოდა განსაკუთრებული ყურადღებით გამოეკვლია ყველა გარემოება, როგორც დამოუკიდებელ ტომებთან ჩვენი ურთერთობების მიმართებაში, ისე რუსეთის დამოკიდებულებაში მყოფი ხალხების მმართველობის მიმართებაშიც. თუ მთიელი ხალხებისთვის განუწყვეტელი ძარცვისა და მტაცებლობის წარმოება იყო დამახასიათებელი, მეორეს მხრივ, პეტერბურგში ჩამოღწეული სარწმუნო ცნობების მიხედვით, არ შეიძლებოდა მათ მიმართ როგორც რუს მოხელეთა ქცევების გამართლება, ისე თავად მოსახლეობისაც, რომელიც არცთუ იშვიათად საკუთარ თავს მთიელთა საქონლის გამორეკვისა და მათთვის სხვადასხვაგვარ შევიწროვებათა მიყენების უფლებას აძლევდა. სურდა რა ფესვგადგმული ბოროტად გამოყენებების მოსასპობად მთავარმართებლისთვის ყველა საშუალება მიეცა, იმპერატორმა აუცილებლად მიიჩნია მისთვის ყველა ის ადგილი და პირი დაექვემდებარებინა, რომლებიც მისდამი რწმუნებული ოლქებისა და გუბერნიების შემადგენლობაში შედიოდნენ. საგარეო საქმეთა კოლეგიის 1802 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებულებით, მის გამგებლობაში მყოფი ყველა საპრისტავო სხვადასხვა მომთაბარე ხალხებში თავად ციციანოვისადმი იქნა დაქვემდებარებული. ამას კვალდაკვალ, 1802 წ. ნოემბერში, მოჰყვა ბრძანება ასტრახანის გუბერნიის, რომელიც ცხრა მაზრისგან შედგებოდა, ორ გუბერნიად გაყოფის შესახებ: ასტრახანისა და კავკასიის გუბერნიებად. პირველის შემადგენლობაში ოთხი მაზრა შევიდა: ასტრახანის, ენოტაევსკის, კრასნოიარსკისა და ჩერნოიარსკის. კავკასიის გუბერნია კი ხუთი მაზრისგან იქნა შემდგარი: ყიზლარის, მოზდოკის, გეორგიევსკის, ალექსანდროვსკისა და სტავროპოლის. ამ ორივე გუბერნიის მთავარი სამხედრო და სამოქალაქო უფროსი კავკასიის ხაზის ინსპექტორი და საქართველოში მმართველი (მართებელი) გახლდათ. მის მუდმივ ადგილსამყოფელად დაინიშნა გეორგიევსკი, რომელიც კავკასიის გუბერნიის საგუბერნიო ქალაქად იქნა არჩეული. მთავარმართებლის დასახმარებლად თითოეულ გუბერნიაში სამოქალაქო გუბერნტორები იქნენ დანიშნულნი, თუმცა კი შეიძლებოდა ყოფილიყვნენ სამხედრო (გუბერნატორებიც) რომლებსაც სამოქალაქო ნაწილის მართვა დაეკისრებოდათ.

მიიღო რა უზენაესი ბრძანება კავკასიის ინსპექციის ჯარების გაძლიერებისთვის ორი პოლკის, სარატოვის მუშკეტერთა და მე-9 ეგერთა პოლკების გაგზავნის შესახებ, თავადი ციციანოვი თავისი დანიშნულების ადგილისაკენ გაემგზავრა.

როცა გეორგიევსკს უახლოვდებოდა და მისდამი ჩაბარებული მხარის მდგომარეობას ყურადღებით უკვირდებოდა, თავადი პავლე დიმიტრის ძე ხედავდა, რომ მისი ყველაზე უფრო მეტი ყურადღება საქართველოსა და მის მეზობლებზე უნდა ყოფილიყო მიმართული.

იყო რა პირდაპირ გარემოცული ყოველი მხრიდან არაკეთილმოსურნეებით და გამოყოფილიც კი იყო რუსეთისგან, რომლის საზღვრებსაც იგი უშუალოდ არ უერთდებოდა, საქართველო, რა თქმა უნდა, უკვე თავისი მდებარეობით, თავის მეზობლებთან მშვიდობიან ურთიერთობებს საჭიროებდა. ყველანაირ გადახრას აქედან ქვეყნის შიგნით სხვადასხვა აზიელი ხალხების შემოჭრა მოჰყვებოდა, რომლებიც მტაცებლობისა და ძარცვა-რბევისკენ იყვნენ მიდრეკილნი და ამისთვის მხოლოდ მოხერხებულ შემთხვევასა და პირველ საბაბს მოელოდნენ. ყველა ეს მიზეზი აიძულებდა ჩვენს მთავრობას, გარკვეულ ხარისხამდე, ეცადა იქაურ ხალხებთან მეგობრული ურთიერთობები შეენარჩუნებია.

იმყოფებოდნენ რა თითქმის მუდმივ დავა-ჩხუბში ერთი-მეორესთან, ბევრი მთიელი ხანი და მფლობელი რამდენჯერმე მიმართავდა რუსეთს და მის მფარველობას, ხოლო ზოგიერთი კი ქვეშევრდომობასაც ითხოვდა. მაგრამ ყველა ამ ძიებასა და მათთან დადებულ პირობებს ძალა მხოლოდ პირველ შემთხვევამდე ჰქონდათ, რომლებიც მათ ყველაზე უფრო მეტ სარგებელს აძლევდა; მაშინ ისინი რუსეთის მფარველობას თავს არიდებდნენ, მის მიმართ მტრულ დამოკიდბულებაში დგებოდნენ, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ კი ისევ მის ქვეშევრდომობას ეძიებდნენ. იქცეოდნენ რა ასე რუსეთთან მიმართებაში, ხანები და მფლობელები ურთიერთ შორის საქმეებსაც ზუსტად ასევე აწარმოებდნენ. ისინი, რომლებიც დღეს ერთმანეთთან ღია მტრობაში იყვნენ, ხვალ მეგობრები ხდებოდნენ და გუშინდელ მოკავშირეებს კი მტრულად ეკიდებოდნენ...

არ შევალთ რა მთიელი ხანებისა და მფლობელების ქცევათა და მოქმედებათა დაწვრილებით ამბებში, ჩვენ მათ და მათი ინტერესების გაცნობაში თვით თავად ციციანოვის კანცლერისადმი მოხსენებით შემოვიფარგლებით:

«დარუბანდელი და ყუბელი შეიხ-ალი-ხანი, წერდა იგი, ქედმაღალია, ამპარტავანი, გერგილიანი (предпрiимчивъ), ძალაუფლების მოყვარული, ინტრიგანი, საკმარისად მამაცი, დიდების მოყვარული და თავისი ამ უკანასკნელი თვისებისათვის ყველაფერს გაწირავს, მისწრაფავს რა მთელ მონდომებას და მიმართავს რა ყველა ზამბარას დიდი შენაძენებისკენ; ყველა ამასთან ერთად, ფუფუნების მოყვარული და ავხორცია. მისი მიზანია – შირვანში ხანად კასიმი დააყენოს, რათა, ისარგებლებს რა მისი სისუსტით, მის სამფლობელოზე ჰქონდეს გავლენა, მისი მეშვეობით, რადგანაც ბაქოს ხანი ყოველთვის შირვანის ხანის მოხარკე იყო, ბაქოს ახლანდელი მფლობელი ხანი დაამხოს და თავისთვის სასურველი დააყენოს; ასევე კასიმის სისუსტის გამო მას სალიანი ჩამოართვას, ვინაიდან მას ამის წინ შეიხ-ალი-ხანის მამა, ფათჰ-ალი-ხანი ფლობდა, ხოლო ახლა კი ყუბის სამფლობელოსგან ჩამოცილებულია და შირვანელი მუსტაფა-ხანის მიერაა მითვისებული. მისი (შეიხ-ალი-ხანის) კავშირები ტარკის შამხალთან გულწრფელია, იმიტომ რომ ეს უკანასკნელი გულუბრყვილოა, არ შეუძლია არც შეეწინააღმდეგოს მის ღონისძიებებს, არც ძლიერად დაეხმაროს, მისი იმ ადგილებისგან მოშორებულობის გამო, სადაც შეიხ-ალი-ხანმა თავისი გეგმის მიხედვით ომი უნდა აწარმოოს. ამაზე ზევით, მისი კავშირი ნათესაობაზეა დამყარებული, იმიტომ რომ ტარკის შამხალ მეგთის მისი ღვიძლი და ჰყავს ცოლად.

მისი კავშირები ახლად აღდგენილ ყაზიყუმუხელ სურხაი-ხანთან (რომელიც აქ უფრო მეტად ჰამბუთაის სახელითა ცნობილი) გულწრფელი არ არის, იმიტომ რომ სურხაი-ხანი დაღესტანში ლეკების ერთერთი ყველაზე უმამაცესი და უძლიერესი მფლობელია, და მათ, ეჭვით უყურებენ რა ერთი-მეორის ძალასა და ძლიერებას, არასდროს არ შეუძლიათ ურთიერთ შორის გულწრფელი კავშირი ჰქონდეთ.

იმავე შეიხ-ალი-ხანის თვისებების, მისი საქმიანობისა და ინტრიგების მიხედვით, რუსეთისათვის უფრო მეტად სასარგებლოა, რომ ვამცირებდეთ და ვასუსტებდეთ მას, მივცემთ რა მფარველობის ნიშნებს დარუბანდზე პრეტენზიების მქონე აღა ალი-ბეგს, ან, თუ შესაძლებელი იქნება, დახმარების სახით, შევიყვანთ რა გარნიზონს დარუბანდში, ხოლო დროთა განმავლობაში კი შეიხ-ალი-ხანს ჩამოვიშორებთ, ხოლო მის ადგილზე უფრო სუსტ და არც თუ ისე გერგილიან აღა ალი-ბეგს აღვადგენთ. ეს (უკანასკნელი) კი, ექნება რა აუცილებელი საჭიროება რუსეთზე დაყრდნობაში, მისი მიზნებისთვის უფრო მეტად სასარგებლო შეიძლება იყოს.

ბაქოელი ჰუსეინ-ხანი: როგორც ადამიანი, ის უფრო სუსტია, ადვილად დამჯერი, თავისი მოხელეების მიერ მოხერხებულად სატარებელი (სამართავი), უფრო მეტად მშიშარაა, ვიდრე მამაცი და არაშორსმჭვრეტელია, შორსაა გერგილიანობისგან და თავის საქმეებშიც დუნეა.

მისი კავშირები შემახიელ მუსტაფა-ხანთან პირად და აუცილებელ სარგებელზეა დაფუძნებული. არა აქვს რა არანაირი საკუთრება, ქალაქ ბაქოს გარდა, ბაქოს ხანს შირვანის ხანისგან საყრდენი იმდენადვე სჭირდება, რამდენადაც ადამიანს საჭმელი. ამასთან ოდესღაც ბაქოს ხანები შირვანის ხანების მოხარკენი იყვნენ.

რუსეთის სარგებელი, რომ იგი ხანის ღირსებაში შეინარჩუნოს, მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ნამდვილი, როცა ბაქოში ჩვენი გარნიზონი იქნება შეყვანილი, რის გარეშეც მას არ შეუძლია რუსეთის მიზნებს ემსაუროს, რადგანაც ისე სუსტია, რომ სხვა ხანებისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე ფიქრსაც კი ვერ ბედავს, და შესაბამისად მათი ძალისა და ძლიერების შემცირების უნარიც არ გააჩნია.

მირ-მუსტაფა თალიშის ხანი: მისი თვისებების შესახებ ლაპარაკიც კი არ ღირს, იმისთვის, რომ, თუ მას დედაკაცს შევადარებთ, უკვე ყველაფერი იქნება ნათქვამი. კავშირები მას არ გააჩნია, იმტომ რომ იგი ყველას ეზიზღება და ყველაზე სუსტად მიიჩნევენ.

რუსეთს მისგან ცოტა თუ ექნება სარგებელი, მტკვრის იქით მისი ადგილობრივი მდებარეობის მიხედვით, თითქმის გაუვალ მთებში, და მტკვრის მარცხენა ნაპირზე მფლობელი ხანების საქმეებზეც არანაირი გავლენა არ გააჩნია.

ამასთან მას შეუძლია სულ მცრე დახმარებას უწევდეს ჩვენს ვაჭრებს, რომლებიც რეშტსა და ენზელიში ვაჭრობენ.

შირვანის (შემახიის) მუსტაფა-ხანი: მამაცი, ეშმაკი და ხარჯებში ზომიერია, რის გამოც იგი მოხელეებს უყვართ. უყვარს ნადირობა, საკმარისად დიდებისმოყვარული, გერგილიანი და შეიხ-ალი-ხანზე არანაკლებ ფრთხილია, ხოლო სამხედრო საქმეში კი მასზე უფრო მეტადაა დახელოვნებული.

მისი კავშირები ავარიის გარდაცვლილ ხანთან, რომელმაც იგი ხანის ღირსებაში აღაზევა, ახალგაზრდა ხანის მოხელეებთან დღესაც გრძელდება. ასევე საიდუმლო (ფარული) კავშირები აქვს ყარაბაღის ხანებთან, ე. ი. ნახჭევნელ ქალბლი-ხანთან და განჯელ ჯავად-ხანთან, და ბაბა-ხანთან დაახლოებასაც ეძიებს.

სასარგებლო შეიძლებოდა ყოფილიყო რუსეთისათვის, სულში მის მიმართ სიძულვილი რომ არ ჰქონდეს, აგრეთვე ამ მფარველობის გამო სალიანის დაკარგვა რომ არ აშინებდეს. თუმცა კი, ვინც არ უნდა ყოფილიყო შემახიის ხანი, იგი მუდამ საჭიროა რუსეთისათვის, საქართველოს ბაქოსთან ან კასპიის ზღვასთან შეტყობინების მიმართებით, ვაჭრობის გავრცელებაში.

ყაზიყუმუხელი სურხაი-ხანი: მეტად მამაცია, მთელი დაღესტნის მიერ პატივცემული, ქრისტიანების შეურიგებელი მტერი, მტკიცე და ფრთხილი.

მას უმჭიდროესი კავშირები ჰქონდა ავარიის ხანთან, რამდენადაც მეზობლობის გამო, იმდენადვე ურთიერთ პატივისცემისაც, რომელიც ორივეს სიმამაცითა და ძალით იყო შთაგონებული.

რუსეთის სარგებელი მოითხოვს, რომ მან ქვეშევრდომობაში შემოსვლა ეძიოს, თუნდაც სხვების მაგალითით და საჭირო იქნებოდა გარკვეული თანხა გაგვეღო, მისდამი წყალობის სახით, ვინაიდან, საქართველოს შეძენის გამო, თარეშებისგან მისი უზრუნველყოფისა და ჩვენი ჯარების მდგომარეობის შემსუბუქებისთვის, ეს მე აუცილებლად წარმომიდგება.

სხვები კი, როგორებიც არიან ავარიის ხანი და ტაბასარანის ყადი, მათი სიჭაბუკის გამო, ჯერ ყურადღების ღირსნი არ არიან, არამედ საჭიროა მათი უნარიანი მოხელეების მეშვეობით ვმართოთ ისინი».

ასეთია იმ პირთა დახასიათება, რომლებთანაც თავადი ციციანოვი იძულებული იყო საქმე ჰქონოდა. ინარჩუნებდა რა საქართველოს უსაფრთხოებისთვის მშვიდობიან ურთიერთობებს ხანებთან, თავად პავლე დიმიტრის ძეს აგრეთვე ისიც ჰქონდა შეგნებული, რომ ჩვენი მდგომარეობის სიმტკიცე ამ ქვეყანაში დანარჩენ რუსეთთან მისი (საქართველოს) შეტყობინების უსაფრთხოებაზე იყო დამოკიდებული.

იმ ხანებში მთელი გასასვლელები საქართველოში მთიელი ხალხების სხვადასხვა ტომების მიერ იყო დაკავებული, მოუთოკავად (აულაგმავად) ველურებისა, რომლებიც ძარცვითა და ყაჩაღობით ცხოვრობდნენ, გამვლელებს თავზე ესხმოდნენ და არცთუ იშვიათად შეტყობინებას საერთოდაც წყვეტდნენ.

საქართველოში მიმავალ გზაზე საფრთხეების გარდა, სასაზღვრო სოფლების მცხოვრებნიც არც თუ ცოტას განიცდიდნენ იმ ხალხების თარეშებისა და მტაცებლობისგან, რომლებიც კავკასიონის მთების ქედზე სახლობდნენ. დაღესტნელები და ლეკები საქართველოში განუწყვეტლივ იჭრებოდნენ; მათი მეზობლები, ჩეჩნები, ოსები და თვით ყაბარდოელებიც კი, როგორც საქართველოში მიმავალ გზაზე, ისე ქედის აქეთა მხარესაც კავკასიის ხაზზე ძარცვა-რბევას ახდენდნენ. ისინი ჩვენს საზღვრებში იჭრებოდნენ, სოფლებს ძარცვავდნენ და მცხოვრებნი ტყვედ მიჰყავდათ. მათ დასავლეთით და შავ ზღვასთან უფრო ახლოს, ჩერქეზი ხალხის ტომიც ასევე მტაცებლობდა და თავის მეზობლებს, შავი ზღვის კაზაკებს ძარცვავდა.

ყველა ეს ხალხი სამ ნაწილად იყოფოდა: ყაბარდოელები და ოსები ჩვენს ქვეშევრდომებად ითვლებოდნენ; ჩერქეზები, რომლებიც ოფიციალურ მიმოწერაში იმიერყუბანელთა სახელით იყვნენ ცნობილი, პორტას მფარველობის ქვეშ იმყოფებოდნენ, და ბოლოს, ჩეჩნები და ლეკები საკუთარ თავს თავისუფლებად და დამოუკიდებლებად მიიჩნევდნენ. საბრძოლო საშუალებების უმნიშვნელობა იმ მხარეში მაშინდელ მთავარსარდლებს აიძულებდა არცთუ ახალი, მაგრამ საკმარისად სწორი სისტემისთვის მიემართათ, რომელიც იმაში მდგომარეობდა, რომ, შეინარჩუნებდნენ რა მთიელ ხალხთა სხვადასხვა ტომებს ურთიერთ შორის მუდმივ მტრობასა და დავა-ჩხუბში, ისინი ერთსულოვნებამდე არ მიეშვათ, რომელიც ჩვენთვის შეიძლებოდა მეტად სახიფათო შექმნილიყო. ასეთი სისტემა მით უფრო იყო აუცილებელი, რომ არ იყო არანაირი საფუძველი თუნდაც იმ ტომების ერთგულებაზე დავიმედებულიყავით, რომლებიც რუსეთის ქვეშევრდომობაში ითვლებოდნენ. ყაბარდოელები და ოსები ზუსტად ისევე მტაცებლობდნენ ჩვენს ფარგლებში, როგორც ჩეჩნები და ლეკები. ამაში ნაწილობრივ კავკასიის უფროსობაც იყო დამნაშავე, რომელმაც ძალაუფლების შესუსტება და ბოროტად გამოყენება დაუშვა.

(... Незначительность боевыхъ средствъ заставляла тогдашнихъ главнокомандующихъ въ томъ крае къ системе не новой, но довольно верной и состоявшей въ томъ, чтобы, поддерживая разныя поколенiя горскихъ народовъ въ постоянной между собой вражде и ссоре, не допускать ихъ до единодушия, могущаго сделаться для насъ весьма опаснымъ. Такая смстема была темъ необходимее, что не было никакого основанiя разсчитывать на верность даже и техъ племёнъ, которыя считались въ подданстве Россiи. Кабардинцы и осетины точно так же хищничали въ нашихъ пределахъ, какъ чеченцы и лезгины. Въ этомъ было виновато отчасти кавказское начальство, допустившее послабленiе и злоупотребленiе власти.)

1802 წლის 4 დეკემბერს თავადი ციციანოვი გეორგიევსკში ჩავიდა, სადაც მას მომთაბარე ხალხებმა და რუსეთის დამოკიდებულებაში მყოფმა მთიელმა ტომებმა მთელი გროვა საჩივრები დააყარეს (былъ заваленъ жалобами...). თხოვნების სიმრავლეს მთავარსარდალი არ გაუკვირვებია; მისთვის ცნობილი იყო, რომ აზიელი ადამიანი თავის მოვალეობად თვლის, უფროსის ყოველი შეცვლისას, ძველ უფროსზე იჩივლოს, როგორი კარგიც ის არ უნდა ყოფილიყო და ახალს, რომელიც მანამდე არასოდეს უნახავს, ეპირფეროს. თავადმა ციციანოვმა იცოდა, რომ ასეთ პრეტენზიებს ძალზედ ფრთხილად უნდა მოკიდებოდა, მათ გარკვეულ წილად ეჭვითა და უნდობლობით მიდგომოდა. პირადი მტრობის გამო ცილისწამებანი და საჩივრები მან ყოველგვარი ყურადღების გარეშე დატოვა, მაგრამ თხოვნებს შორის ისეთებიც ჰპოვა, რომლებიც სრულ ნდობას იმსახურებდნენ და გამოკვლევასა და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვდნენ.

მდინარე ყუბანის იქითა მხრიდან გამოსული ნოღაელი თათრები თავიანთ პრისტავს უჩიოდნენ, რომელიც მათ ხარკითა და სხვადასხვაგვარი მექრთამეობით ამძიმებდა. ჰპოვა რა თათრების საჩივრები საფუძვლიანი, თავადმა პავლე დიმიტრის ძემ პრისტავი შეცვალა და მის ადგილზე გენერალ-მაიორი სულთანი მენგლი-გირეი დანიშნა. სთხოვდა რა იმპერატორს ასეთი ცვლილების დამტკიცებას, თავადი ციციანოვი აუცილებლად მიიჩნევდა მენგლი-გირეი მომთაბარე ხალხების მთავარი პრისტავის დაქვემდებარებიდან გამოეყვანა და ის მთავარსარდალზე პირდაპირ დამოკიდებულებაში ჩაეყენებია. თავად სიტყვა «პრისტავი» იავარაუდებოდა მოესპოთ და «ბეშტის ნოღაელ თათრებზე უფროსით» შეეცვალათ, რადგანაც სიტყვა «უფროსი» აზიელ ხალხებს შორის, სიტყვა «პრისტავთან» შედარებით, ყოველთვის უფრო მეტი მნიშვნელობით სარგებლობდა (Всеподд. рапортъ князя Цицiанова 8-го января 1803 года).

მიიღო რა იმპერატორის დამტკიცება (Высоч. повеленiе князю Цицiанову 13-го февраля 1803 года), თავად ციციანოვს სხვა მომთაბარე ხალხის – ყალმუხების საქმეებიც უნდა მოეგვარებინა.

დერბეთის, თორგოუთისა და ჰოშოუთის ურდოები, რომლებიც ყალმუხ ხალხს შეადგენდნენ, უკიდურეს სიღარიბეში იყვნენ და მიწასთან მიმართებით შეჭირვებულნი (შევიწროვებულნი) გახლდნენ. პირველი ორი ტომი მდინარე ვოლგის მთა-გორიან მხარეში მომთაბარეობდა, მინდვრიან ნაპირზე მხოლოდ ჰოშოუთის ურდო იმყოფებოდა, ხოლო სხვებს კი იქ გადასვლის უფლება არ ჰქონდათ.

ქვიშიანი სტეპები წყლის, ტყისა და თვით ყოველგვარი მცენარეულობის გარეშეც კი ყალმუხებს მუდმივ მამულად გადაეცა. ამ უნაყოფო უდაბნოში ისინი ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდნენ, ვოლგას, კუმას, ცარიცინის მაზრასა და დონელი კაზაკების მიწებს მიადგებოდნენ. უახლოვდებოდნენ რა სასაზღვრო სოფლებს, ყალმუხები მცხოვრებთა მხრიდან ყველგან წინააღმდეგობას აწყდებოდნენ, რომლებიც მათ არც კარგ წყალთან და არ მოხერხებულ საძოვრებთან არ უშვებდნენ.

«თუ სადმე ქალაქებმა, წერდა ყალმუხი ხალხის მთავარი პრისტავი სტრახოვი (Въ письме канцлеру, отъ 12-го ноября 1802 года, № 558. Арх. М. И. Д. П., 11, 1802, № 1), ყალმუხების მიწები 25 და 35 ვერსის მანძილზე არ მიითვისეს, იქ ასტრახანის სახაზინო პალატა მათ ქირით მცირე ფასად იძლევა, ათი და თორმეტი წლითაც კი. კაზაკების სტანიცები, გლეხები, თათრები, მალოროსები, ფოსტები, ადამიანთა ჯგროები (ватаги) მიწას ისეთი სიჭარბით იტაცებენ და ითვისებენ, როგორც მათ მოესურვებათ. კასპიის ზღვასთან, ეგრეთ წოდებულ მოჩაგში (въ такъ называемыхъ мочагахъ), მომთაბარეობენ ღარიბი ადამიანები, ან უფრო ნათლად რომ ვთქვათ, ყველა ურდოს უღატაკესნი (მათხოვრები) – იქ რუსები ნებას აძლევენ მათ დავარდნილი საქონლითა და თრითინებით იკვებონ, მაგრამ არა თევზით, რომელიც ყველას მფლობელობაში ან შესყიდვით აქვს».

დიდი ხნიდან ყალმუხები ასტრახანის მახლობლად ერთსა და იმავე ადგილზე მომთაბარეობდნენ, რომელმაც ამისგან ყალმუხების ბაზრის სახელწოდება მიიღო, მაგრამ 1802 წლის დასაწყისში ის დასახლებისთვის დევნილებსა და მაწანწალებს მიეცა, რომელთაგან ყალმუხები იძულებულნი იყვნენ «წყალი და ცეცხლი» ეყიდათ, ხოლო უკანასკნელის ქვეშ კი იმ ლერწმის საზღაური იგულისხმებოდა, რომელიც ზამთარში გათბობისთვის სჭირდებოდათ. ვოლგაზე გადაყვანის (გადაზიდვის) უფლების ოთხი წლით გაყიდვამ ყალმუხებს მრეწველობა საბოლოოდ მოუსპო, წაართვა რა მათ უფლება რომ ამ მდინარეზე საკუთარი გადაზიდვა ჰქონოდათ. ყალმუხების ბაზარი, რომელიც მიწისა და გადაზიდვის გარეშე დარჩა, თანდათანობით მცირდებოდა და იქამდე მივიდა, რომ 1802 წლის ბოლოსთვის მასში არაუმეტეს ასი კარვისა (кибитки) მოითვლებოდა, ყველაზე უფრო უღარიბესთა, რომლებსაც წასასვლელი არსად არ ჰქონდათ.

ყალმუხი ხალხის სიღარიბე და დაუძლურება კიდევ უფრო იმ თვითნებური ხარკისგან (გადასახადებისგან) ძლიერდებოდა, რომლებიც მეფისნაცვალმა ჩუჩეი-ტაიში ტანდუტოვმა შემოიღო. 1800 წლის ოქტომბერში მეფისნაცვლის წოდებაში დამტკიცებული, ტანდუტოვი თავისი ძალაუფლების ქვეშ მყოფთაგან ფულითა და საქონლით უსაზღვრო გადასახადებს ჰკრეფდა. თავისი სიხარბით მან ყალმუხები საბოლოოდ გააკოტრა და ისინი გამოუთქმელ სიღარიბემდე და სიღატაკემდე მიიყვანა. ბევრი ულუსი, რომლებსაც დამტკიცებული საგვარეულო მფლობელები არ ჰყავდათ, არჩეული მფლობელებით იმართებოდა, რომლებიც ზუსტად ასევე მეფისნაცვლის მაგალითს მიჰყვებოდნენ და თავიანთ მხრივ ხალხს ძარცვავდნენ, მას თვითნებურ ხარკს (გადასახადებს) აკისრებდნენ.

ყალმუხების წეს-ჩვეულებამ, რომ სამი ვაჟიშვილიდან ერთი აუცილებლად სასულიერო წოდებაში მიეცათ, ის მოახდინა, რომ სასულიერო წოდების რიცხვი ყველა სხვა წოდების რიცხოვნებას აღემატებოდა. სარგებლობდა რა ხალხზე უზარმაზარი გავლენით, ყალმუხური სასულიერო წოდება უსაქმური მუქთამჭამელების კლასს შეადგენდა, რომლებსაც მოყვასთა ოფლისა და შრომის ხარჯზე ყველაფერი უხვად ჰქონდათ. სასულიერო წოდების უმთავრესი საქმიანობა გამდიდრებასა და ხალხისთვის დაუმორჩილებლობის შეგონებაში შედგებოდა, რის გამოც ყველა აღშფოთების დროს მთავარი მოთავე და დამნაშავე ან გელიუნგი (მღვდელი) ან გეცული (დიაკვანი), ან ზოგჯერ კიდევ მათი ცოცხალი ღმერთი ლამა აღმოჩნდებოდა ხოლმე.

სასულიერო წოდების უსაქმური ცხოვრების უზრუნველსაყოფად, ღვთისმოსავი მფლობელები მას ხურულების (მონასტრების) მომსახურებისთვის დიდი რაოდენობით თავიანთი ძალაუფლების ქვეშ მყოფთ მუდმივ მფლობელობაში აძლევდნენ. მიიღებდნენ რა შაბინერების, ე. ი. სამონასტროთა სახელწოდებას, ასეთი ყალმუხები უკვე გადასახადებს აღარ იხდიდნენ და არც საზოგადოებრივ ვალდებულებებს ასრულებდნენ, რომელთა მთელი სიმძიმეც დანარჩენ მოახლეობას აწვებოდა. ზუსტად ასევე არ იხდიდნენ გადასახადებს ეგრეთ წოდებული თარხანებიც, ე. ი. მფლობელთა მიერ ყველა ვალდებულებისა და სამსახურისგან განთავისუფლებული ადამიანები.

მთელ ამ უბედურებებთან ერთად, ყალმუხები საკორდონო დაცვის სამსახურის აღსრულებისთვის 650 ადამიანის ყოველწლიური განწესით იქანცებოდნენ. ეს განწესი, უზენაესი ბრძანებით, 1800 წლის იანვარში იქნა მოხდენილი, მხოლოდ დროებით, სანამ სამშობლოში გაშვებული დონელი კაზაკების შესაცვლელად სხვები ჩამოვიდოდნენ. ამ ბრძანებით ისარგებლეს, და ასტრახანის კაზაკთა პოლკის მეთაურმა შემდეგ ყოველწლიურად სამსახურში 650 ყალმუხის მოთხოვნა დაიწყო, შვიდ ზაისანგთან ერთად. ეს განწესი ყალმუხებს ყოველწლიურად ათასამდე გარდაცვლილ ადამიანად, ამდენივე დაცემულ ცხენად და 65.000 მანეთ ფულად უჯდებოდათ.

იმყოფებოდნენ რა საგანგებო პრისტავის გამგებლობაში, ყალმუხები სახალხო საბჭოს მიერ იმართებოდნენ, რომელიც «ზარგოს» სახელწოდებით იყო ცნობილი. ყველა ურდოსგან არჩეული რვა ადამიანისგან შემდგარი საბჭო, ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, «ზარგოს სასამართლო», თხოვნებს ისმენდა, ბრალდებულებს ჩვენებებსა და მტკიცებულებებს ჩამოართმევდა, მათ იქვე განიხილავდა და თავის საბოლოო გადაწყვეტილებას ადგენდა. გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობას ეფუძნებოდა; ხმათა თანაბრობის ან მოსამართლეთა უთანხმოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღება მეფისნაცვალთან გადადიოდა, მაგრამ არა სხვანაირად, თუ არა ზარგოსა და ყალმუხ ხალხთან მყოფი რუსი პრისტავის თანხმობით (Высочайшая грамата калмыкскому народу 14-го октября 1800 года). სასამართლოს დადგენილება პატარა ჩხირით მცირე ფიცარზე იწერებოდა, რომელიც სამრის სახელით იყო ცნობილი და ნაცართან შერეული ქონი ჰქონდა წასმული. დაწერილი მომჩივანსა და მოპასუხეს წაეკითხებოდა, ხოლო შემდეგ კი იშლებოდა, და საქმე მარადიულ დავიწყებას ეძლეოდა.

ზამთრის თვეების განმავლობაში ზარგო თავის საქმიანობას ხურავდა, ხოლო დანარჩენ დროს კი სასამართლო ერთი ადგილიდან მეორეზე მგზავრობდა, ასე რომ ღარიბ ადამიანებს მისი დაწევა არ შეეძლოთ. ამასთანავე სასამართლო და აღსრულება ზარგოში უკიდურესად უწესრიგოდ და დაუდევრად წარმოებდა. მას სხდომებისთვის დანიშნული დრო არ ჰქონდა და წერილობით დადგენილებებსაც იშვიათად ახდენდა. თავად მოსამართლეთა გადაწყვეტილება უკიდურესად ორიგინალური და უმეტეს შემთხვევებში მიკერძოებულიც გახლდათ. მოსამართლეები, რომლებიც მფლობელთა ძალაუფლების ქვეშ მყოფ პირთა რიცხვიდან მათ მიერვე იყვნენ არჩეულნი, თითქმის ყოველთვის იმის მხარეს იხრებოდნენ, ვისაც მფლობელი მფარველობდა და მუდამ მზად იყვნენ ბრალდებულის ხვედრი ზემოდან ჩაგონებით გადაეწყვიტათ. ამის გაკეთება ძნელი არ ყოფილა, იმიტომ რომ ყალმუხური კანონები არც ბუნებრივ და არც დადებით ჭეშმარიტებებზე არაა დაფუძნებული. «ადამიანთა მოქმედებები ადათებიდან ამოღებული წესების მიხედვით განიხილება, რომელთაგან უმეტესი ნაწილი არმოხმარების გამო მოსპობილია, მაგრამ მოსამართლეებს, დადებითი კანონების უკმარისობის, და ყველაზე ხშირად კი მიკერძობის გამოც, მოჰყავდათ ადათი, რომელზეც ამ ხალხში საბედისწერო განსაზღვრებაა დაფუძნებული. ყველანაირი ბოროტმოქმედება და თვით მკვლელობაც კი, საქონლით, აბჯრითა და ნივთებით გადახდევინებით ისჯება, რომლებითაც ყველაფერი შეიძლება გამოისყიდო. ხოლო თუ ვინმეს არ შეუძლია ქურდობისთვის გადაიხადოს, მაშინ არა მხოლოდ თავად ქურდს, არამედ მის ცოლსაც და შვილებსაც, მათი ყოველგვარი ბრალეულობისა და ქურდობაში მონაწილეობის გარეშე, გაქურდულს მუდმივ მონობაში აძლევენ» (Письмо канцлеру пристава при калмыкскомъ народе Страхова 20-го ноября 1802 г., № 558. А. М. И. Д. П., 1802 г. № 1).

ასეთი სახით წარმოუდგა ყალმუხი ხალხის მდგომარეობა თავად ციციანოვს, როცა იგი გეორგიევსკში ჩამოვიდა. ეს მდგომარეობა, რომელიც უკიდურესად სამწუხარო გახლდათ, მმართველობის საერთო სისტემის გარდაქმნასა და ბოროტად გამოყენებათა შეზღუდვას მოითხოვდა. პირველი შემთხვევისთვის აუცილებლად მიიჩნეოდა ყალმუხები მიწით უზრუნველეყოთ, და ამ მიზნით მიწის მზომელები იქნენ გაგზავნილნი, რომელთაც მოვალეობად დაეკისრათ ასტრახანისა და სარატოვის გუბერნიებში იმ მიწების რიცხვი, რომლებიც ქალაქებს, სოფლებს, ხუტორებს, ბაღებს, ვატაგებსა და სხვა დაწესებულებებს ნამდვილად ეკუთვნოდა, ცნობილობაში მოეყვანათ. მთელი ასეთი მიწები, რომლებიც მდინარე ვოლგას ებჯინებოდა და ასტრახანიდან ყიზლარში გამავალი გზით იყო შემოსაზღვრული, საერთო ხაზით გამოეყოთ და მათი საზღვარი სტეპისგან, რომელიც ყალმუხებისთვის სამომთაბარეო (სივრცეს) შეადგენდა, ამით მოენიშნათ. საქონლის გარეკვისთვის ივარაუდებოდა ვოლგაზე სხვადასხვა ადგილებში ხუთ-ხუთი ვერსის და მეტი სიგანის მიწები გამოეყოთ, და ისინი ყალმუხებისთვის სარგებლობაში მიეცათ. მათსავე განკარგულებაში უნდა შესულიყო მდინარის ნაპირის რაღაც სივრცე თევზის ჭერისთვის და სახელდობრ: მდინარე ვოლგის მინდვრიანი ნაპირის ნაწილი მდინარე უზენეიმდე და მოჩაგამდე, ზღვისა და ვოლგის ყურეების გარკვეული ნაწილის გამოყოფით. სხვადასხვაგვარმა სიძნელეებმა*, რომლებიც განცალკევებისას შეხვდათ, საქმე გააჭიანურა, და მთელი მიწები და მათზე მფლობელობის უფლება ცნობილობაში მხოლოდ 1804 წლის ბოლოს იქნა მოყვნილი (*ამ მრავალრიცხოვანი სიძნელეების შესახებ იხ. Акты Кавк. Археогр. Комиссiи, т. II, №№ 1984 и 1986).

მეორეს მხრივ, რათა ყალმუხების საზოგადოებრივი მდგომარეობა გაეუმჯობესებინათ, ნავარაუდევი იყო «ზარგოს» შემადგენლობა შეეცვალათ და ის ასტრახანში გადმოყვანით ერთ ადგილზე დაესვათ, რათა მუდმივად იქ ყოფილიყო. აუცილებლად იქნა მიჩნეული დაედგინათ, რომ თითოეულ ხორულში (მონასტერში) არაუმეტეს 50 გელიუნის (მღვდლის), 25 გეცულის (დიაკვნის) და 50 მანჯიკისა (სარწმუნოების მოწაფისა) ყოფილიყო; წესად დაედგინათ, რომ ზეშტატიან სასულიერო წოდებას საზოგადოებრივი ვალდებულებები მთელი დანარჩენი ხალხის თანაბრად ეკისრა; რომ სამი ვაჟიშვილიდან ერთის სასულიერო წოდებაში მიძღვნის ადათი მოესპოთ, მით უმეტეს, რომ ის ხალხის გამრავლებას ეწინააღმდეგებოდა, რადგანაც მთელი სასულიერო წოდება ვალდებული გახლდათ უქორწინებელი დარჩენილიყო; დაედგინათ, რომ ლამას, პრისტავის თანხმობის გარეშე, სასულიერო წოდებაში ვერავის ხელდასხმა ვერ გაებედა; აეკრძალათ მფლობელებისთვის თავიანთი ძალაუფლების ქვეშ მყოფნი შაბინერებად მიეცათ, ხოლო თარხანთა წოდება კი სრულებით მოესპოთ.

ამ გარდაქმნების აუცილებლობა ხალხის მიერაც იყო შეგნებული, რომელსაც უზარმაზარი რიცხვის სასულიერო წოდებისა და პრივილეგირებულ წოდებათა შენახვა სიმძიმედ აწვებოდა, მაგრამ არც ხმა ჰქონდა და არც ძალა, რათა თავისი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის რაიმე ეღონა. «ყალმუხი ხალხი, მოახსენებდა სტრახოვი თავად ციციანოვს (Въ рапорте отъ 29-го ноября 1802 г. № 641), თქვენი ბრწყინვალების მფარველობისგან დაცვასა და კეთილდღეობას მოელის, და მის თანაბრად ამის შესახებ გულმოდგინე შუამდგომლობისადმი მოწყალე ყურადღებასაც».

ასეთი თხოვნისა და მთავარმათებლის სრული სურვილის მიუხედავად, ყალმუხების მდგომარეობა ისეთი იყო, რომ მისი გაუმჯობესება კალმის ერთი მოსმით შეუძლებელი გახლდათ. რათა სასურველისთვის მიეღწიათ, აუცილებელი იყო მათ მმართველობაში ძირეული გარდაქმნების მოხდენა და ამასთანავე ეს მათ ზნე-ჩვეულებებთან, ადათებთან, ხასიათთან და ჩვევებთან კავშირში უნდა ყოფილიყო. კავკასიის ხაზზე თავისი ყოფნის მოკლე დროში თავად ციციანოვს ყალმუხების მდგომარეობის შემსუბუქება მხოლოდ კერძო ბოროტად გამოყენებათა და ზედმეტი ხარკის (გადასახადების) მოსპობით შეეძლო. ისარგებლა რა ყალმუხების მეფისნაცვლის ჩუჩეი-ტაიში-ტუნდუტოვის სიკვდილით, მთავარმართებელმა სთხოვა იმპერატორს ყალმუხების მეფისნაცვლის წოდება საერთოდ მოესპო, იმ მიზნით, რომ თითოეული ურდო ცალკე და დამოუკიდებლად ყოფილიყო მართული. საერთოდ კი მას აუცილებლად მიაჩნდა მართვის სისტემა შეეცვალა, როგორც მომთაბარე ხალხების, ისე ყაბარდოელებისაც, რომლებიც რუსეთისადმი დამოკიდებულებაში იმყოფებოდნენ.

უკანასკნელთა მტაცებლობამ ჩვენს ფარგლებში წაახალისა თავადი ციციანოვი მიეღო ზომები მის მოსასპობად. მალევე გეორგიევსკში თავისი ჩამოსვლის შემდეგ, მან გადაწყვიტა აეგო სიმაგრე მჟავე წყლების წყაროს მახლობლად (близъ источрика кислыхъ водъ), რომელსაც შემდგომში «კისლოვოდსკი» დაერქვა. სიმაგრის აშენებისთვის არჩეული ადგილი მდინარე ყუბანისკენ ყველა საურმე გზის თავმოყრის ადგილზე იმყოფებოდა, რომლებიც სიმაგრის მიწაყრილის მახლობლობაში ერთდებოდნენ. შემდეგ მდინარე ყუბანის აქეთ მხოლოდ ცხენზე ამხედრებულად შეიძლებოდა გადმოსულიყვნენ, დატოვებდნენ რა ქონებას ყაბარდოს შიგნით.

როგორც კი ყაბარდოელებმა სიმაგრის აშენების შესახებ შეიტყვეს, მათ მთელი მისი მნიშვნელობა გაიგეს და მაშინვე თავად ციციანოვთან სახნავ-სათეს და საძოვარ მიწებში მათი შევიწროვების შესახებ საჩივრით გამოცხადდნენ. ხალხის თავკაცები ამასთან მთავარმართებელს უცხადებდნენ, რომ ისინი მოხელეთა და კაზაკების მიერ შევიწროვებისგან მეტად ბევრს განიცდიან. ყაბარდოელი ხალხის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ რუსი მოხელეები ქრთამებს იღებენ და მათ ავიწროვებენ; რომ მათი ძალაუფლების ქვეშ მყოფნი და მათი მონები, რომლებიც თავიანთი მფლობელებისგან ჩვენს საზღვრებში ან სიმაგრეებში გამორბიან, იქ რჩებიან და მათთან უკან აღარ ბრუნდებიან; რომ მათგან ბევრ მუშა საქონელს მოითხოვენ, ხოლო ბებერი და სამუშაოდ გამოუსადეგარი საქონლისთვის კი საგანგებო ბაჟს იღებენ, რომელიც თამქის სახელითაა ცნობილი; რომ პოსტებზე მყოფი კაზაკები ყაბარდოელ მწყემსებს წყენას აყენებენ, ხოლო მდინარე მალკის ქვემოთ ყაბარდოელთა მგზავრობისას კი მათ ძარცვავენ და კლავენ.

თუ ყაბარდოელების პრეტენზია კისლოვოდსკის სიმაგრის მშენებლობით მათ შევიწროვებაზე არ შეიძლებოდა დაკმაყოფილებული და საფუძვლიანად მიჩნეული ყოფილიყო, მათ განცხადებას დანარჩენი პუნქტების მიხედვით სიმართლის მნიშვნელოვანი წილი გააჩნდა. ასე აღმოჩნდა, რომ ხიდი მდინარე მალკაზე ძველ ეკატერინოგრადთან, გამოსყიდვის სახით, ხაზინაში ყოველგვარი გადახდის გარეშე, კერძო პირის ხელში იქნა მიცემული, რომელიც, ააშენა რა ხიდი, მასზე მგზავრობისთვის თვითნებურ ბაჟს იღებდა, ყაბარდოელთაგან ცხვრების თითოეული ფარიდან ორ ცხვარს. დიდი ყაბარდოს თავადები, რომლებიც მცირე ყაბარდოს თავადებს მტრობდნენ და შედარებით მეტი სახსრებიც გააჩნდათ, უკანასკნელებს ავიწროვებდნენ, მცირე ყაბარდოს მფლობელების კუთვნილებაში მყოფ უზდენებს რყვნიდნენ და ისინი მათი მორჩილებიდან გამოჰყავდათ. მეორეს მხრივ, რუს მოხელეებს ფულის გულისთვის ასევე დიდი ყაბარდოს თავადების მხარე ეჭირათ, რუსეთისადმი ერთგულ პირებს საკმარისად არ არჩევდნენ, და მათ არა მარტო მხარს არ უჭერდნენ, არამედ არცთუ იშვიათად კიდეც ავიწროვებდნენ. ასეთი მფლობელები, რუსეთისადმი მათი ერთგულების ჯილდოდ, თავიანთი ერთმორწმუნეებისგან ზიზღსა და ხალხის უპატივცემულობას ღებულობდნენ, სუსტები და რუსი მოხელეებისგანაც აბუჩად აგდებულები იყვნენ.

ის თავადები კი, რომლებიც მდიდრები გახლდნენ, მტაცებლობას არა მხოლოდ დაუსჯელად მისდევდნენ, არამედ, პრისტავების შუამდგომლობით, ჩვენი მთავრობისგან კიდევ ჯამაგირსაც ღებულობდნენ.

«ყაბარდოელებზე, მოახსენებდა შემდგომში გენერალ-მაიორი დელპოცო (Дельпоццо) (Князю Цицiанову 5-го апреля 1805 г., № 39), ძალაუფლება ჰქონდა ყველას, ვისაც კი მხოლოდ მათი უფროსობა უნდოდა, და ამასთან ყველა ავიწროვებდა და ძარცვავდა; სამართლიან თხოვნებში კი მათი არანაირი დაკმაყოფილება არ მოუხდენიათ». მართალია, ამ ხალხის მტაცებლური ცხოვრების წესი იყო ბევრი ეჭვის მიზეზი და ხშირად იძლეოდა შემთხვევას, რომ ყაბარდოელები ძალადობასა და ძარცვა-რბევაში დაედანაშაულებიათ, მაგრამ სამართლიანია ისიც, რომ ჩვენი ხელისუფლებისა და თავად მოსახლეთა მხრიდანაც კი დაშვებულ იქნა ბევრი ბოროტად გამოყენება და ყაბარდოელი ხალხის უსამართლოდ შევიწროვება. თუ, ხდებოდა, რომ რომელიმე მოსახლეს ღამით ეზოდან რამდენიმე თავ პირუტყვს გაურეკავდნენ, ამაში ყაბარდოელებს დაადანაშაულებდნენ, თვით იმ შემთხვევაშიც კი, როცა ნაპოვნი კვალი უდაოდ ამტკიცებდა, რომ მოპარული საქონელი ჩვენი საზღვრების შიგნითაა გარეკილი. საკმარისი იყო კავკასიის ხაზზე მოსახლეს ეთქვა, რომ ის ყაბარდოელების მიერაა გაძარცვული და მისდამი მიყენებული ზარალის რაოდენობაზე განეცხადებია, რომ კავკასიის ხაზის უფროსობას, ყოველგვარი შემოწმებისა და დარწმუნების გარეშე, ყაბარდოელთაგან დაკმაყოფილება მოეთხოვა.

ამგვარი ქცევები მთავარმართებლის მხრიდან ენერგიულ პროტესტს იწვევდა. თავადმა ციციანოვმა ბრძანა კავკასიის გუბერნიის მცხოვრებთა შორის გამოექვეყნებიათ, რომ ქონების მოტაცების შემდეგ მაშინვე ამის შესახებ უახლოეს სამხედრო პოსტზე და კაპიტან-ისპრავნიკებისთვის ეცნობებიათ, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ საერო პოლიციის სამმართველოში გაძარცვული იმაზე დაეფიცებიათ, რომ მის მიერ ნაჩვენები დანაკარგი სამართლიანია. შემდეგ კაპიტან-ისპრავნიკი ახდენს საერთო ჩხრეკას და ადგილზე იკვლევს, ხომ არ მოხდა გატაცება თავად მომჩივანის შეცდომის ან უდარდელობის გამო, რომელიც მხოლოდ თავისი უდანაშაულობის შემთხვევაში ღებულობს დაკმაყოფილებას.

მტაცებლური თავდასხმების შესაძლებლობის თავიდან ასაცილებლად კი, მცხოვრებთ ებრძანათ საველე სამუშოებზე, თუ მთელი სოფლით არა, არანაკლებ მისი ნახევრით მაინც გასულიყვნენ და შეიარაღებულიც ყოფილიყვნენ; სოფლებისთვის თხრილები და მიწაყრილები შემოევლოთ, რომლებზედაც მესრებს დააყენებდნენ ან ეკლიან ბუჩქებს დარგავდნენ, ეცდებოდნენ რა ისინი ადამიანის სიმაღლემდე და რაც შეიძლებოდა ხშირი გაეზარდათ; თითოეულ პატრონს სახლში სამ-სამი «ყველაზე უფრო ავი ძაღლი» ჰყოლოდა, რომლებსაც დღისით დააბამდნენ, ღამით კი აუშვებდნენ (Предписанiе князя Цицiанова кавказскому губернатору, 9-го мая 1805 года, № 309).

ახდენდა რა ყველა ამ განკარგულებას, თავად ციციანოვს იმის იმედი არ ჰქონდა, რომ ისინი ზუსტად იქნებოდა შესრულებული და რომ მხარის მდგომარეობა ბევრ რამეში შეიცვლებოდა. ბოროტად გამოყენებებს კავკასიის ხაზის მაშინდელი მმართველობის სისტემაში ძლიერად ჰქონდათ ფესვები გადგმული და ბევრი ძალისხმევა იყო საჭირო, რათა ყველაფერი სათანადო წესრიგში მოეყვანათ. ხაზი, წერდა თავადი ციციანოვი გრაფ კოჩუბეის (Отъ 8-го января 1803 г. Арх. Мин. Внутр. Делъ, дела Грузiи, ч. VIII, 15), დიდი ხნიდან უფროსების მიერ კ არ იმართებოდა, არამედ მათი კანცელარიების მიერ, და აქედან ამომდინარე გაურკვეველი ჯამაგირი მოხელეების, რომლებიც გარს ერტყნენ უფროსს, იყო საბაბი იმისა, რომ ის შრომის მიხედვით კი არ დაერიგებიათ, არამედ ამ უფროსის მედროვეთა მიმართ მიკერძოების მიხედვით. ზუსტად ასევე ვნახე მეც, რომ მაიორის ჩინის მდივანი 5.100 მანეთის თანხიდან ცხრაას მანეთს ღებულობდა, მწერლები კი ფეხსაცმლის გარეშე იყვნენ; იმავე თანხიდან კანცელარიის ხარჯები ისე დიდია, რომ დარწმუნებული ვარ, თქვენი ბრწყინვალების კანცელარიაშიც ამდენი არ იხარჯება; მაგალითად, თვეში 12 შეკვრა ქაღალდი და 10 გირვანქა ლუქი იხარჯება. შემდეგ ხაზინადარის თანამდებობას მდივანი ასრულებდა, რომელსაც უიმისოდაც მრავალი საქმე ჰქონდა, და ამ მიზეზებით, აუცილებლად მივიჩნიე ეს თანხა ნათელი გამეხადა, იმისთვის, რათა ჩემს ადგილზე მოსული ისევე, როგორც მეც, თავის ჟინსა და ახირებებში იქნას შეზღუდული.

სავსებით მოვემზადე რა საქართველოში გამგზავრებისთვის, მხოლოდ პასუხს ველოდები დედოფლისგან (დარეჯანისგან). გულახდილად უნდა ვთქვა, რომ სამოქალაქო ადმინისტრაცია იმ მხარეში ახლად შემოერთებული მიწა-წყლის მაცხოვრებელთათვის წესრიგის შესახებ კეთილი იმედის შეგონებას არ შეესაბამება; სამოქალაქო ხელისუფლება სამხედრო ხელისუფლებასთან ჩემს ხელქვეით გაყოფილია, და მუდმივი დავა-კამათები მათ შორის ერთის საქმიანობასაც აჩერებს და მეორისაც. ლაზარევის გაუთავებელი საჩივრები კოვალენსკიზე, და უფრო მეტად კი ამ უკანასკნლისა პირველზე, ბევრ დროს მართმევს მათ შესარიგებლად და, როგორც მეჩვენება, ჩემს იქ ჩასვლამდე (ბოროტება ?) ვერ შეიძლება აღკვეთილ იქნას».

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა