Thursday, June 30, 2011

ღვთივსათნო ურთიერთობები ადამიანებს შორის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, ოჯახურ და პირად საკითხებში მოსეს ხუთწიგნეულის მიხედვით

(წერილი წარმოადგენს ამონარიდებს ძველი აღთქმის წიგნებიდან, სახელდობრ მოსეს ხუთწიგნეულიდან, რომლებშიც უფალი ასწავლის ადამიანებს სწორ და მართალ ურთიერთობებს, რათა „კეთილი ეყოთ მათ და დღეგრძელნი იყვნენ ქვეყანასა ზედა“. მისი მომზადების აუცილებლობა გვიკარნახა იმ გარემოებამ, რომ ამ რამდენიმე წლის წინ, ერთერთ სატელევიზიო გადაცემაში, რომელიც ეძღნებოდა მოზარდთა სქესობრივი აღზრდის საჭიროებას საჯარო სკოლებში, ლიბერალურად მოაზროვნე ახალგაზრდების ერთი ნაწილისთვის მართლმადიდებელი მღვდელმსახურის სიტყვებს იმის თაობაზე, რომ ბევრი რამ მათ მიერ მოსაწონად მიჩნეული წარმოადგენს ცოდვას ქრიატიანული თვალსაზრისით, რამენაირი შედეგი არ მოჰყოლია და მათზე შემაკავებლად არ უმოქმედია. არა და ეს ახალგაზრდები შემწყნარებლურად ეკიდებოდნენ და მისაღებადაც კი მიიჩნევდნენ ისეთ საქციელებს, რაზედაც ღმერთი პირდაპირ ავალებდა ძველ ებრაელებს ჩაექოლათ მათი ჩამდენი ადამიანები. იმხანად ძველ ებრაელებს უფლისგან ეკისრებოდათ დიდი მისია, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება დაეცვათ და ღვთის შეწევნით მიღებული კეთილდღეობით სხვა ხალხებისთვისაც კეთილი მაგალითი ეჩვენებინათ. ამიტომ უფალი ასე მკაცრად მოითხოვდა მათგან ზნეობრივი სიწმინდისა და ღვთისმოსაობის დაცვას. დღესდღეობით ასეთი სასიკვდილო განაჩენები ადამიანებს შორის ხშირ შემთხვევებში უკვე აღარ მოქმედებს, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყნად მხოლოდ დროებითი სტუმრები ვართ, რომ სხეულთან ერთად სულიც არ კვდება, არამედ იგი მარადისობაში გადადის, სადაც ცოდვებით დამძიმებული ცათა სასუფეველში უკვე ვეღარ ავა და საუკუნო სიკვდილს, ანუ ჯოჯოხეთის ტანჯვა–წამებას დაექვემდებარება, „სადაც არის ტირილი და კბილთა ღრჭენა“, „სადაც მატლი მისი არ კვდება და ცეცხლი მისი არ ნელდება“.

არის ერთი თქმულება იმის შესახებ, რომ ერთმა მეძავმა ქალმა მოინდომა სიწმინდით გამორჩეული ერთი განდეგილი ბერის შეცდენა, ღამით მიადგა მის სენაკს გზააბნეული და გაჭირვებული ადამიანის სახით და თავშესაფარი სთხოვა. წმინდა მამამ მიიღო გაჭირვებული ადამიანი და უმასპინძლა მას, მაგრამ როდესაც მეძავმა ქალმა გამოამჟღავნა თავისი ნამდვილი ზრახვები, მაშინ წმინდა ბერი ძალზედ განრისხდა, გარეთ გავიდა, მიწაზე კოცონი დაანთოდა იმ ქალს უთხრა: რასაც შენ სჩადიხარ, ასეთი საქციელისთვის საუკუნოდ ცეცხლში მოგიწევს ტანჯვა; მოდი ახლა ამ კოცონის ცეცხლში შემოდი, გაჩერდი აქ ორიოდე წუთი და თუ მოგეწონება, მაშინ გააგრძელე ეგ შენი საქმიანობა, ხოლო თუკი ვერ გაძლებ ორი წუთი ამ პატარა ცეცხლში, მაშინ როგორღა უნდა გასძლო უკუნითი–უკუნისამდე ენით აუწერელ სატანჯველშიო. თქმულება გვასწავლის, რომ მეძავი ქალი გონს მოეგო, შეიგრძნო თავისი ყოფის მთელი უბედურება, მწარედ ატირდა და პატიება სთხოვა წმინდა მამას, და ამასთანავე თავის უწინდელ ცოდვილ საქმიანობაზეც ხელი აიღო. ჩვენს მკითხველსაც გვინდა ვთხოვოთ, რომ გაითვალისწინოს ეს ქრისტიანული თქმულება, როდესაც გაეცნობა ქვემოთ მოყვანილ ამონარიდებს ძველი აღთქმის წიგნებიდან).

(ნ ა წ ი ლ ი I)


ლევიანნი

თავი მეთვრამეტე

1. ელაპარაკა უფლი მოსეს და უთხრა:
2. ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი, მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
3. ნუ მოიქცევით ისე, როგორც იქცევიან ეგვიპტეში, სადაც თქვენ ცხოვრობდით. ნუ მოიქცევით ისე, როგორც იქცევიან ქანაანის ქვეყანაში, სადაც მიმყავხართ. ნუ მიჰყვებით მათ წესებს.
4. ჩემი სამართალი აღასრულეთ და ჩემი წესები დაიცავით, მათ მიჰყევით. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
5. დაიცავით ჩემი წესები და ჩემი სამართალი; ადამიანი, რომელიც მათ აღასრულებს, ცოცხალი იქნება მათი წყალობით. მე ვარ უფალი.
6. არავინ დაუახლოვდეს თავის ხორცით ნათესავს მისი სიშიშვლის ასახდელად. მე ვარ უფალი.
7. არ აჰხადო სიშიშვლე მამაშენს და დედაშენს; დედაა შენი, არ აჰხადო მას სიშიშვლე.
8. არ აჰხადო სიშიშვლე მამაშენის ცოლს, ეს მამაშენის სიშიშვლეა.
9. არ აჰხადო სიშიშვლე შენს დას, მამაშენის ასულს ან დედაშენის ასულს, შინ დაბადებულს ან გარეთ დაბადებულს.
10. არ აჰხადო სიშიშვლე შენი ვაჟის ასულს ან შენი ქალიშვილის ასულს, რადგან ეს შენი სიშიშვლეა.
11. არ აჰხადო სიშიშვლე მამაშენის ცოლის ასულს, მამაშენის ნაშობს; შენი და არის იგი.
12. არ აჰხადო სიშიშვლე მამაშენის დას, რადგან მამაშენის სისხლი და ხორცია იგი.
13. არ აჰხადო სიშიშვლე დედაშენის დას, რადგან დედაშენის სისხლი და ხორცია იგი.
14. არ აჰხადო სიშიშვლე მამაშენის ძმას; ნუ მიეკარები მის ცოლს; შენი ბიცოლაა იგი.
15. არ აჰხადო სიშიშვლე შენს რძალს, შენი ვაჟის ცოლია იგი; არ აჰხადო მას სიშიშვლე.
16. არ აჰხადო სიშიშვლე შენი ძმის ცოლს; შენი ძმის სიშიშვლეა ეს.
17. არ აჰხადო სიშიშვლე ცოლსა და მის ასულს; არ ითხოვო მისი ვაჟის ასული და მისი ქალიშვილის ასული სიშიშვლის ასახდელად; სისხლი და ხორცნი არიან ისინი. ეს გარყვნილებაა.
18. არ ითხოვო შენი ცოლის და ერთმანეთის სამტროდ, რომ ხდიდე მას სიშიშვლეს მის გვერდით მთელი მისი სიცოცხლე.
19. წიდოვნების დროს არ მიეკარო ცოლს სიშიშვლის ასახდელად.
20. არ შეეყო თესლით შენი ახლობელის ცოლს, გაგაუწმინდურებს.
21. შენი თესლიდან არავინ მისცე მოლოქის ცეცხლში გასატარებლად, არ შეაგინო შენი ღვთის სახელი. მე ვარ უფალი.
22. არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წოლით. ეს სისაძაგლეა.
23. არანაირ ცხოველთან არ იქონიო კავშირი, რათა არ გაუწმინდურდე მისგან. არც ქალი არ უნდა დადგეს ცხოველის წინ სამაკინტლოდ. ეს სიბილწეა.
24. არც ერთი ამ სისაძაგლით არ გაიუწმინდუროთ თავი, რადგან ყოველივე ამით არიან გაუწმინდურებული ის ხლხები, რომლებიც უნდა განვდევნო თქვენგან.
25. გაუწმინდურდა მიწა და მე დავხედე მათ უკეთურებებს და ამოანთხია მიწამ თავისი მკვიდრნი.
26. დაიცავით ჩემი წესები და სამართალი, არ ჩაიდინოთ ეს სისაძაგლეები, არც მკვიდრმა და არც მდგმურმა, თქვენს შორის რომ მდგმურობს.
27. რადგან ყველა ამ სისაძაგლეს სჩადის იმ ქვეყნის ხალხი, რომელიც თქვენს წინაშეა; და გააუწმინდურეს მიწა.
28. რომ არ ამოგანთხიოთ მიწამ, როცა გააუწმინდურებთ მას, როგორც ამოანთხია ის ხალხები, რომლებიც თქვენამდე იყვნენ.
29. რადგან ამ სისაძაგლეთა ჩამდენნი თავისი ხალხის წიაღიდან მოიკვეთებიან.
30. შეისმინეთ ჩემი გაფრთხილება და ნუ შეასრულებთ ამ საძაგელ წესებს, რომლებიც თქვენამდე სრულდებოდა, რომ არ გაიუწმინდუროთ თავი. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.

თავი მეცხრამეტე

1. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
2. ელაპარაკე ისრაელიანთა მთელ საზოგადოებას და უთხარი: წმიდები იყავით, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი ღმერთი.
3. თავისი დედისა და მამის მოწიწება ჰქონდეს ყველას; დაიცავით შაბათები! მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
4. პირს ნუ მიაბრუნებთ კერპებისკენ და ნუ გაიჩენთ ჩამოსხმულ ღმერთებს. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
< . . . . . . . >
9. როცა სამკალი გექნებათ თქვენს მიწაზე, ერთიანად ნუ მომკი შენს ყანას; სამკალში დაცვენილს ნუ აკრეფ.
10. ვენახსაც ნუ მოიმცვრევ, ყურძნის ბიმბილებს ნუ აკრებ ძირიდან; ღარიბ-ღატაკთა და მდგმურებს დაუტოვე ისინი. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი!
11. არ იქურდოთ, არ ითვალთმაქცოთ, ერთმანეთი არ მოატყუოთ.
12. ცრუ ფიცი არ თქვათ ჩემი სახელით, თორემ შეაგინებთ თქვენი ღმერთის სახელს. მე ვარ უფალი!
13. ნუ შეავიწროვებ შენს თვისტომს, და ნუ გაძარცვავ; ნუ დაიტოვებ დილამდე ქირის კაცის გასამრჯელოს.
14. ნუ გაქირდავ ყრუს და ნუ დაუდებ ბრმას წინ საბრკომს. გეშინოდეს შენი ღვთისა. მე ვარ უფალი!
15. უსამართლობას ნუ ჩაიდენ სასამართლოში, ზედმეტად ნუ მოუფონებ საწყალს და ზედმეტად პატივს ნუ მიაგებ დიდკაცს. სიართლით განიკითხე შენი ახლობელი.
16. ცილისწამებას ნუ დაიწყებ შენს სახლში, ნუ აღდგები შენი თვისტომის სისხლის დასაღვრელად. მე ვარ უფალი!
17. მტრობა ნუ გექნება გულში შენი მოძმისადმი; ამხილე შენი ახლობელი და ცოდვა არ იქნება შენზე.
18. ნუ იქნები შურისმაძიებელი და ბოღმას ნუ ჩაიდებ შენი თვისტომის მიმართ; გიყვარდეს შენი ახლობელი, როგორც შენი თავი. მე ვარ უფალი!
< . . . . . . . . >
26. ნურაფერს შეჭამთ სისხლთან ერთად. ნუ იჯადოქრებთ და ნუ იმკითხავებთ.
27. ნუ მოიკრეჭთ თმის კიდეებს თავზე და ნუ მოისპობთ წვერის კიდეებს.
28. ნაკაწრებს ნუ გაიკეთებთ ტანზე თქვენი მკვდრისთვის და წარწერებს ნუ გაიკეთებთ. მე ვარ უფალი!
29. ნუ წააბილწვინებ თავს შენს ასულს გასარყვნელად, რომ არ წაირყვნას მიწა და არ აივსოს იგი ბიწიერებით.
30. ჩემი შაბათები დაიცავით და ჩემი საწმიდარის გეშინოდეთ, მე ვარ უფალი!
31. ნუ მიმართავთ მესულთანეებს და მჩხიბავებს, ნუ გაიუწმინდურებთ თავს. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი!
32. ჭაღარას წამოუდექი ფეხზე, პატივი მიაგე მოხუცს და შენი ღვთისა გეშინოდეს. მე ვარ უფალი!
33. თუ დაგიდგება მდგმურად ვინმე თქვენს ქვეყანაში, ნუ შეავიწროვებ მას.
34. როგორც მკვიდრი ერთი თქვენთაგანი, ისე იყოს თქვენთვის თქვენს შორის მდგმურად დამდგარი კაცი. გიყვარდეთ იგი, როგორც თქვენი თავი, რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
35. ნუ იცრუებთ ნურც სასამართლოზე, ნურც ზომა-წონაში და ნურც საწყაოში.
36. სწორი სასწორი, სწორი საწონები, სწორი ეფა, სწორი პინი უნდა გქონდეთ. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანეთ.
37. დაიცავით ჩემი წესები და ჩემი სამართალი, შეასრულეთ ისინი. მე ვარ უფალი!

თავი მეოცე

1. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
2. ისრაელიანებს უთხარი: თუ ვინმე ისრაელიანთაგან ან მდგმურთაგან რომელიც ისრაელში მდგმურობს, თავის ნაშიერს მოლოქისთვის გასწირავს, იგი უნდა ჩაიქოლოს.
3. პირს მივაბრუნებ იმ კაცისკენ და მოვკვეთ მას თავისი ხალხის წიაღიდან, რადგან თავისი ნაშიერი გასწირა მოლოქისთვის, რომ ჩემი საწმიდარი გაეუწმინდურებინა და ჩემი წმიდა სახელი შეეგინებინა.
4. თუ ხალხი თვალს მოარიდებს ამ კაცს, როდესაც იგი თავის შვილს მოლოქისთვის სწირავს, და არ მოკლავს მას,
5. მე მივაპყრობ პირს ამ კაცისკენ და მის საგვარეულოსკენ და ხალხის წიაღიდან მოვკვეთ მას და მის კვალზე ყველა გაუკუღმართებულს, რომლებიც უკუღმართობენ მოლოქის კვალზე.
6. თუ ვინმე ჯადოქრებს და მკითხავებს მიმართავს, რომ მათ კვალზე იუკუღმართოს, მე პირს მივაპყრობ მას და მოვკვეთ თავისი ხალხის წიაღიდან.
7. წმიდა ჰყავთ თქვენი თავი და წმიდები იყავით, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
8. დაიცავით ჩემი წესები და შეასრულეთ ისინი. მე ვარ უფალი, თქვენი გამწმედელი.
9. ვინც თავის მამას და დედას შეურაცხყოფს, უნდა მოკვდეს. თავისი მამა და თავისი დედა შეურაცხყო, მასზეა მისი სისხლი.
10. ვინც გათხოვილ ქალთან იმრუშებს, ვინც თავისი ახლობლის ცოლთან იმრუშებს, უნდა მოკვდეს როგორც მემრუშე კაცი, ისე მემრუშე ქალი.
11. ვინც მამის ცოლთან დაწვება, თავისი მამის სიშიშვლეს ახდის, ორივენი უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი.
12. ვინც თავის რძალთან დაწვება, ორივენი უნდა მოკვდნენ. სისაძაგლე აქვთ ჩადენილი, მათზეა მათი სისხლი.
13. ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი. უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი.
14. ვინც ცოლად ითხოვს ქალიშვილს და მის დედას, ეს გარყვნილება იქნება. ცეცხლში უნდა დაიწვან კაციც და ქალებიც, რომ არ იყოს გარყვნილება თქვენს შორის.
15. ვინც საქონელთან დაიჭერს კავშირს, უნდა მოკვდეს და საქონელიც უნდა მოკლათ.
16. თუ ქალი საქონელთან სამაკინტლოდ მივა, მოკალით ქალიც და საქონელიც. უნდა დაიხოცონ. მათზეა მათი სისხლი.
17. ვინც წაიყვანს თავის დას, თავის მამის ასულს, ან თავის დედის ასულს, და ორივენი დაინახავენ ერთმანეთის სიშიშვლეს, სამარცხვინოა და უნდა მოიკვეთონ თავიანთი ხალხის თვალწინ. თავის დას სიშიშვლე აჰხადა. ცოდვა აწევს.
18. ვინც წიდოვან ქალთან დაწვება და სიშიშვლეს გამოუჩენს, კაცი სადინელს გაუშიშვლებს და ქალი სისხლის სადინელს გამოაჩენს, ორივენი უნდა მოიკვეთონ თავისი ხალხის წიაღიდან.
19. შენი დედის დას და შენი მამის დას სიშიშვლე არ გამოუჩინო, რადგან ეს საკუთარი ხორცის გაშიშვლებაა, ცოდვა დაედებათ.
20. ვინც ბიცოლასთან დაწვება, ბიძის სიშიშვლეს გამოაჩენს, მათ ცოდვა დაედებათ: უშვილოები დაიხოცებიან.
21. ვინც ძმის ცოლს ითხოვს, ეს აღრევა იქნება. ძმის სიშიშვლე გამოაჩინა, უშვილოები იქნებიან.
22. დაიცავით ყველა ჩემი წესი და ყველა ჩემი სამართალი, შეასრულეთ ისინი, რომ არ გადმოგანთხიოთ მიწამ, სადაც შეგიყვანთ საცხოვრებლად.
23. ნუ მიიქცევით იმ ხალხთა წესებზე, რომლებიც უნდა ავყარო თქვენგან, რადგან ყველაფერს ამას ისინი სჩადიოდნენ, და მე განვურისხდი მათ.
24. მე გითხარით: თქვენ დაისაკუთრებთ მათ მიწა-წყალს. მე გაძლევთ მას დასასაკუთრებლად, ქვეყანას, სადაც რძე და თაფლი მოედინება. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგარჩიეთ სხვა ხალხებისგან.
25. გაარჩიეთ ერთმანეთისგან წმიდა და უწმიდური ცხოველი, წმიდა და უწმიდური ფრინველი; და ნუ წაიბილწავთ თავს ცხოველით, ფრინველით და ყველაფრით, რაც კი დედამიწაზე დახოხავს, რომლებიც გაგიცალკევეთ, როგორც უსურმაგნი.
26. წმიდები იყავით ჩემთვის, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, და გამოგარჩიეთ სხვა ხალხებისაგან, რომ ჩემი ყოფილიყავით.
27. თუ ვინმე აღმოჩნდება თქვენში ჯადოქარი ან მკითხავი, კაცი იქნება თუ ქალი, უნდა მოკვდეს, ქვებით უნდა ჩაქოლონ. მათზეა მათი სისხლი.

თავი ოცდამესამე

1. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
2. ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: აჰა, საუფლო დღესასწაულები, როდესაც უნდა გამოაცხადო ისინი _ წმიდა შეკრებულობანი. აჰა ჩემი დღესასწაულები.
3. ექვსი დღე აკეთეთ საქმე; მეშვიდე დღეს კი განსვენების შაბათია, წმიდა შეკრებულობა. არაფერი საქმე არ აკეთოთ. ეს იყოს უფლის შაბათი მთელს თქვენს საცხოვრებლებში.
4. აჰა, საუფლო დღესასწაულები, წმიდა შეკრებულობანი, რომლებიც უნდა გამოაცხადოთ თავ-თავის დროზე:
< . . . . . . . >

თავი ოცდამეოთხე

< . . . . . . . >
10. მოვიდა ისრაელიანთა შორის ისრაელიანი დედაკაცისა და ეგვიპტელი კაცის შვილი და წაეკიდნენ ბანაკში ისრაელიანი დედაკაცის შვილი და ისრაელიანები.
11. აგინებდა ისრაელიანი დედაკაცის შვილი უფლის სახელს და ილანძღებოდა. მიუყვანეს იგი მოსეს (დედამისი იყო შელომითი, დიშრის ასული, დანის ტომიდან).
12. და ჰყავდათ საპყრობილეში, ვიდრე უფლის განაჩენს გაიგებდნენ.
13. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
14. გაიყვანეთ მაგინებელი ბანაკის გარეთ და ყველამ, ვინც გაიგონა, დაადოს ხელი თავზე და ქვით ჩაქოლოს მთელმა საზოგადოებამ.
15. ისრაელიანებს კი ასე უთხარი: ყველა, ვინც თავის ღმერთს ლანძღავს, ცოდვას იდებს.
16. უფლის სახელის მაგინებელი უნდა მოკვდეს, ქვებით უნდა ჩაქოლოს მთელმა საზოგადოებამ, მდგმური იქნება თუ მკვიდრი, უფლის სახელის შეგინებისათვის უნდა მოკვდეს.
17. ადამიანის მკვლელი უნდა მოკვდეს.
18. პირუტყვის მკვლელმა სული სულის წილ უნდა ზღოს.
19. ვინც რამე ზიანს მიაყენებს თავის თვისტომს, მასაც ისევე უნდა მოექცნენ, როგორც თავად მოიქცა.
20. მოტეხილობა მოტეხილობის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ. რა ზიანიც მიაყენა ადამიანს, მასაც იგივე ზიანი უნდა მიაყენონ.
21. პირუტყვის მკვლელმა უნდა ზღოს იგი; ადამიანის მკვლელი უნდა მოკვდეს.
22. ერთი სამართალი უნდა გქონდეთ მდგმურისთვის და მკვიდრისთვის. რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
23. გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს და გაიყვანეს მაგინებელი ბანაკის გარეთ და ჩაქოლეს იგი ისრაელიანებმა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.

თავი ოცდამეხუთე

1. ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის მთაზე და უთხრა:
2. ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: როცა შეხვალთ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევთ, იუქმოს მიწამ შაბათი უფლისათვის.
3. ექვს წელიწადს თესავდე შენს ყანას, ექვს წელიწადს სხლავდე შენს ვენახს და იღებდე მოსავალს.
4. მეშვიდე წელს კი საუქმო შაბათია მიწისათვის, უფლის შაბათი. ყანა არ დათესო და ვენახი არ გასხლა.
5. ჩაფანტული მარცვლიდან ამოსული არ მომკა და გაუსხლავი ვაზიდან ყურძენი არ მოკრიფო. უქმი წელიწადი იყოს მიწისათვის.
6. მიწის უქმობის დროს გქონდეთ საჭმელად შენ და შენს ყმას, შენს ყმაქალს, შენს ქირისკაცს და მდგმურს, რომელიც შენთან დგას,
7. შენს პირუტყვს და ცხოველებს, რომლებიც შენს მიწაზე არიან, მთელი მოსავალი გქონდეთ საჭმელად.
8. გადაითვალე შვიდი უქმობის წელიწადი, შვიდჯერ შვიდი წელიწადი, რომ გამოვიდეს შვიდი უქმობის წელიწადში სულ ორმოცდაცხრა წელი.
9. დაჰკარი ბუკს მეშვიდე თვეში, თვის მეათე დღეს; შენდობის დღეს დაჰკარით ბუკს მთელს თქვენს ქვეყანაში.
10. წმიდაჰყავთ ორმოცდამეათე წელი და გაათავისუფლეთ ქვეყანაში ყველა მისი მცხოვრები. ზეიმი იყოს ეს თქვენთვის. ყველანი თქვენ-თქვენს სამკვიდრებელს დაუბრუნდით, თქვენ-თქვენს სანათესაოს დაუბრუნდით ყველანი.
11. ზეიმი იყოს თქვენთვის ორმოცდამეათე წელი. არ თესოთ და არც მკათ ჩაფანტული მარცვლიდან ამოსული, არ მოკრიფოთ გაუსხლავი ვაზიდან.
12. რადგან ზეიმია ეს, წმიდა უნდა იყოს თქვენთვის. ყანიდან ჭამეთ მისი მოსავალი.
13. ამ ზეიმის წელს დაუბრუნდეს კაცი თავის სამკვიდრებელს.
14. როცა რაიმეს მიჰყიდი შენს თვისტომს, ან რაიმეს იყიდი შენი თვისტომისგან, ნუ მოატყუებთ ერთანეთს.
15. ზეიმის შემდგომი წლების ანგარიშით იყიდე შენი თვისტომისგან, მოსავლის აღების წლების ანგარიშით მოგყიდოს.
16. თუ ბევრია წლები, გაზარდე ფასი; თუ მცირეა წლები, დაუკელი ფასს, რადგან მოსავლის ანგარიშით მოგყიდის.
17. ნუ მოატყუებთ ერთმანეთს და გეშინოდეს შენი ღვთისა, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
18. შეასრულეთ ჩემი წესები და ჩემი სამართალი დაიცავით. შეასრულეთ ისინი და მშვიდად იცხოვრებთ ქვეყანაში.
19. მოგცემთ მიწა თავის ნაყოფს, მაძღრისად შეჭამთ და მშვიდად იცხოვრებთ იქ.
20. თუ იკითხავთ, რა ვჭამოთ მეშვიდე წელს, თუ არ დავთესეთ და თუ არ ავიღეთ მოსავალი,
21. ვბრძანებ ჩემს კურთხევას თქვენზე მეექვსე წელს და მოიყვანს მოსავალს სამი წლისთვის.
22. დათესეთ მერვე წელს, მაგრამ მეცხრე წლამდე ძველ მოსავალს შეჭამთ, ძველი უნდა ჭამოთ, ვიდრე მისი მოსავალი შემოვიდოდეს.
23. მიწა სამუდამოდ არ უნდა გაიყიდოს, რადგან ჩემია მიწა, რადგან თქვენ მდგმურები და ხიზნები ხართ ჩემთან.
24. მთელ თქვენს სამკვიდრებელ მიწაზე მიეცით მიწის გამოსყიდვის ნება.
25. თუ შენი მოძმე გაღარიბდება და თავის სამკვიდრებელს გაყიდის, მივიდეს მისი ახლო ნათესავი და გამოისყიდოს თავისი მოძმის გაყიდული.
26. თუ კაცს გამომსყიდველი არა ჰყავს და თავად ხელი მიუწვდება და იშოვის გამოსასყიდს, რამდენიც საჭიროა,
27. იანგარიშოს გაყიდვიდან გასული წლები, მონარჩენი მყიდველს დაუბრუნოს და თავისი სამკვიდრებელი ჩაიბაროს.
28. თუ გამოსასყიდს, რამდენიც საჭიროა, ვერ იშოვნის, გაყიდული მის მყიდველს დარჩება ზეიმის წლამდე. ზეიმის წელს ჩამოერთმევა და პატრონი თავის სამკვიდრებელს დაუბრუნდება.
< . . . . . . . >
35. თუ შენი მოძმე გაღარიბდება და შენს თვალწინ გაჭირვებაში ჩავარდება, შეეშველე მას, მდგმური იქნება თუ ხიზანი, და იცხოვროს შენთან.
36. ნუ აიღებ მისგან სარგებელს და ვახშს _ შენი ღვთისა გეშინოდეს! _ და იცხოვროს შენმა მოძმე შენთან.
37. ვერცხლს სავახშოდ ნუ გასცემ და სარგებლისთვის ნუ გასცემ შენს საჭმელს.
38. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდნ, რომ მომეცა თქვენთვის ქანაანის ქვეყანა, რომ თქვენი ღმერთი ვყოფილიყავი.
39. როცა შენი მოძმე გაღარიბდება შენს თვალწინ, და შენ მოგეყიდება, მონურად ნუ ამუშავებ.
40. ქირისკაცივით, ხიზანივით უნდა იყოს შენთან, ზეიმის წლამდე იმუშაოს შენთან.
41. მერე კი წვიდეს შენგან თავის ბავშვებიანად, და დაუბრუნდეს თავის სანათესაოს, თავისი მამა-პაპის სამკვიდრებელში დაბრუნდეს.
42. რადგან ჩემი ყმებია ისინი, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე. ყმებად არ უნდა გაიყიდონ ისინი.
43. ნუ იბატონებ მასზე ძალმომრეობით და შენი ღმერთის გეშინოდეს.
44. ყმა და ყმაქალი, რომლებიც გეყოლებათ, იმ ხალხებიდან უნდა იყვნენ, თქვენს გარშემო რომ ცხოვრობენ. მათგან იყიდეთ ყმა და ყმაქალი.
45. იმათგანაც შეგიძლიათ იყიდოთ, ვინც მდგმურად დგანან თქვენთან, და მათი მოდგმიდან, თქვენთან რომ არიან, თქვენს ქვეყანაში რომ არიან დაბადებულნი. თქვენი საკუთრება იყოს ესენი.
46. დაუტოვეთ ისინი თქვენს შთამომავლებს მემკვიდრეობად. სამუდაოდ ამუშავეთ ისინი; მაგრამ თქვენს მოძმეებზე, ისრაელიანებზე, ნუ იბატონებთ ძალმომრეობით.
47. თუ შეძლებული გახდა შენთან მყოფი მდგმური ან ხიზანი, შენი მოძმე კი გაღარიბდა და შენთან მყოფ მდგმურს ან ხიზანს ან მდგმურის საგვარეულოს ნაშიერს მიეყიდა,
48. მიყიდვის შემდეგ შეიძლება მისი გამოხსნა. ერთ-ერთი მისი მოძმეთაგანი გამოიხსნის მას;
49. ან ბიძა, ან ბიძაშვილი გამოიხსნის მას; ან მისი სისხლით ნათესავი მისი საგვარეულოდან გამოიხსნის, ან თუ სახსარი აქვს, თავად გამოიხსნის თავს.
50. გაუსწოროს ანგარიში თავის მყიდველს იმ წლიდან, რაც მიეყიდა მას, ზეიმის წლამდე. მისთვის გადახდილი ვერცხლი წლების კვალობაზე უნდა დაუბრუნოს და დღიური ქირით იმუშაოს მასთან.
51. თუ კიდევ ბევრი წელია დარჩენილი, ამის კვალობაზე დაუბრუნებს გამოსახსნელს მიყიდვის დროს აღებული ვერცხლიდან.
52. თუ ზეიმის წლამდე ცოტა წელია დარჩენილი, იანგარიშოს და წლების კვალობაზე დაუბრუნოს გამოსახსნელი.
53. ქირისკაცად უნდა დარჩეს მასთან ამ წლების მანძილზე. არ უნდა იბატონოს მასზე ძალმომრეობით შენს თვალწინ.
54. თუ ამ გზით ვერ გამოიხსნის თავს, ზეიმის წელს ჩამოერთმევა მყიდველს თავის ბავშვებიანად.
55. რადგან ჩემი ყმები არიან ისრაელიანები, ჩემი ყმები არიან ისინი, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.

თავი ოცდამეექვსე

1. არ შეიქმნათ კერპები და ქანდაკებები, არ აღმართოთ სვეტები, არ ჩადგათ თქვენს ქვეყანაში მოხატული ქვები სათაყვანოდ, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
2. ჩემი შაბათები დაიცავით და ჩემი საწმიდარების გეშინოდეთ. მე ვარ უფალი.
3. თუ ივლით ჩემს წესზე და დაიცავთ ჩემს მცნებებს და შეასრულებთ მათ,
4. თავის დროზე მოგცემთ წვიმას და მიწაც მოგცემთ თავის მოსავალს, მინდვრის ხეები მოგცემენ თავიანთ ნაყოფს.
5. ლეწვა თესვაზე ადრე დაგიდგებათ, რთველი თესვაზე ადრე, ძღომაზე შეჭამთ თქვენს პურს, თქვენს ქვეყანაში მშვიდად იცხოვრებთ.
6. მშვიდობას ჩამოვაგდებ ქვეყანაზე და მოსვენებული იქნებით. აღარ იქნება დამაფრთხობელი, მიწისგან აღვგვი სასტიკ მხეცებს და მახვილი არ გაივლის თქვენს ქვეყანაზე.
7. გარეკავთ თქვენს მტრებს და მახვილით დაეცემიან თქვენს წინაშე.
8. ასს გარეკავს ხუთი თქვენგანი და ასი თქვენგანი ათი-ათასს გარეკავს. მახვილით დაეცემიან თქვენი მტრები თქვენს წინაშე.
9. მოგხედავთ და ნაყოფიერს გაგხდით, გაგამრავლებთ და შევასრულებ თქვენთვის მოცემულ აღთქმას.
10. შეჭამთ ძველისძველს და ახლის წინაშე გამოიტანთ ძველს.
11. ჩემს სავანეს დავიდებ თქვენს შორის და არ შეგიზიზღებთ ჩემი სული.
12. ვივლი თქვენს შორის და ვიქნები თქვენი ღმერთი, თქვენ კი ჩემი ერი იქნებით.
13. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანეთ, რომ მონებად არ დარჩენილიყავით; დავწყვიტე თქვენი უღლის აპეურები და შემართული წამოგიყვანეთ.
14. თუ არ დამიჯერებთ და არ შეასრულებთ ამ ჩემს მცნებებს,
15. თუ არად ჩააგდებთ ჩემს წესებს, თუ ისე შეიძულებთ ჩემს სამართალს, რომ არ შეასრულებთ არც ერთ ჩემს მცნებას და დამირღვევთ აღთქმას,
16. მაშინ მე ამგვარად მოგექცევით: მოგივლენთ შიშის ზარს, ჭლექსა და ცხროებას, თვალის დამავსებელსა და სულის შემაღონებელს. ფუჭი იქნება თქვენი დათესილი, რადგან მტრები შეგიჭამენ.
17. პირს ვიზამ თქვენსკენ და დაუმარცხდებით თქვენს მტრებს, გაგიბატონდებიან მოსისხლენი; გაიქცევით, თუმცა მდევარი არ გეყოლებათ.
18. და თუ მაინც არ დამიჯერებთ, შვიდგზის მოგიმატებთ სასჯელს თქვენი ცოდვებისთვის.
19. გავტეხავ თქვენი სიჯიუტის ძალას, რკინად ვაქცევ თქვენს ცას, სპილენძად _ თქვენს მიწას,
20. ფუჭად დაილევა თქვენი ძალ-ღონე: არ მოგცემთ მიწა თავის მოსავალს და ქვეყნის ხეები _ თავის ნაყოფებს.
21. თუ კიდევ გამიწევთ წინააღმდეგობას და არ მოისურვებთ ჩემს ყურისგდებას, შვიდგზის დაგცხებთ თქვენი ცოდვებისათვის.
22. მოგისევთ გარეულ მხეცებს და გაგიწყვეტენ შვილებს; გაგიწყვეტენ საქონელს, თქვენც დაგლევენ და დაცარიელდება თქვენი გზები.
23. თუ ამითაც არ ისწავლით ჭკუას და კიდევ გამიწევთ წინააღმდეგობას,
24. მეც წამოვალ თქვენს წინააღმდეგ და შვიდგზის დაგცხებთ თქვენი ცოდვებისათვის.
25. მოვავლენ თქვენზე შურისმგებელ მახვილს აღთქმის შურისგებად და თქვენ შეიხვეტებით თქვენ-თქვენს ქალაქებში. ჭირს შეგყრით და მტრის ხელში ჩაცვივდებით.
26. როცა გაგიწყვეტ პურის სახსარს, ათი დედაკაცი ერთ თონეში დაიწყებს თქვენი პურის ცხობას. წონით გამოგიგზავნიან თქვენს პურს, შეჭამთ და ვერ გაძღებით.
27. თუ მაშინაც არ დამიგდებთ ყურს და გამიწევთ წინააღმდეგობას,
28. მეც მოვალ თქვენს წინააღმდეგ რისხვით და შვიდგზის დაგსჯით თქვენი ცოდვებისთვის.
29. თქვენი ვაჟების ხორცს დაუწყებთ ჭამას და თქვენი ასულების ხორცს შეჭამთ.
30. გაგინადგურებთ ბორცვებს და ამოგიყრით მზის სვეტებს, დავახვავებ თქვენს გვამებს თქვენი კერპების ნანგრევებზე და შეგიძულებთ თქვენ ჩემი სული.
31. გავაუდაბურებ თქვენს ქალაქებს და დავაცარიელებ თქვენს საწმიდარებს; აღარ ვიყნოსავ თქვენგან ნაკმევ კეთილსურნელებას.
32. დავაცარიელებ ქვეყანას თქვენი მტრების განსაცვიფრებლად, რომლებიც იქ დასახლდებიან.
33. მიმოგფანტავთ ხალხებში და გაშიშვლებულ მახვილს დაგადევნებთ. დაცარიელდება თქვენი ქვეყანა და გაუდაბურდება თქვენი ქალაქები.
35. მაშინ ამოიგებს მიწა თავის შაბათებს მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც დაცარიელებული იქნება. როცა თქვენი მტრების ქვეყანაში იქნებით, მაშინ იუქმებს მიწა, ამოიგებს თავის შაბათებს.
35. იუქმებს მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც არ უუქმია თქვენს შაბათებში, როცა იქ ცხოვრობდით.
36. დანარჩენებს გულს გაგილაჩრებთ მტრების ქვეყნებში. გაფრენილი ფოთლის ხმა შეგაშინებთ და გაიქცევით, თითქოს მახვილს გაურბოდეთ. დაეცემით, მდევარი კი არავინ იქნება.
37. წაიფორხილებენ ერთმანეთზე, თითქოს მახვილს გაურბოდნენ. მდევარი კი არავინ იქნება. ღონე არ გეყოფათ, რომ მტრებს აღუდგეთ.
38. დაიღუპებით ხალხებში და შეგჭამთ თქვენი მტრების მიწა.
39. დანარჩენები დაილევით თქვენი ცოდვების გამო მტრების ქვეყნებში. თქვენი ამა-პაპის ცოდვების გამოც დაილევით.
40. თუ გამოტყდებიან თავიანთ ცოდვებში და მამა-პაპის ცოდვებში, რომ მიმტყუნეს და ჩემს წინააღმდეგ გამოდიოდნენ,
41. მეც რომ წავედი მათ წინააღმდეგ და მათი მტრების ქვეყანაში გადავასახლე ისინი, თუ მოეთრგუნებათ დაუცვეთავი გულები, მაშინ გამოისყიდიან თავიანთ ცოდვებს.
42. და მეც გავიხსენებ ჩემს აღთქმას იაკობთან. ისააკთან დადებულ აღთქმასაც და აბრაამთან დადებულ აღთქმასაც გავიხსენებ; ქვეყანასაც გავიხსენებ.
43. მიწა მიტოვებული იქნება მათგან და გამოისყიდის თავის შაბათებს, როცა მათგან დაცარიელდება. ისინი კი გამოსყიდიან თავიანთ ცოდვებს, რომ შეიძულეს ჩემი სამართალი და ჩემი წესები შეიზიზღა მათმა სულმა.
44. და მაინც, მტრის ქვეყანაში მათი ყოფნის დროსაც კი არ შევიძულებ მათ და არ შევიზიზღებ მოსასპობად, მათთან დადებული აღთქმის დასარღვევად, რადგან მე ვარ უფალი, მათი ღმერთი.
45. მათთვის გავიხსენებ ჩემს აღთქმას წინაპრებთან, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე ხალხების თვალწინ, რათა მათი ღმერთი ვყოფილიყავი. მე ვარ უფალი.
46. აჰა, წესები, სამართალი და რჯული, რომელიც დადო უფალმა თვისსა და ისრაელიანთა შორის სინას მთაზე, მოსეს ხელით.


რიცხვნი

თავი პირველი

1. ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის უდაბნოში, სადღესასწაულო კარავში, მეორე თვის პირველ დღეს, ეგვიპტიდან გამოსვლის მეორე წელს, უთხრა:
2. აღწერე ისრაელიანთა საზოგადოება საგვარეულოებად და მამისსახლებად, სახელთა რიცხვის მიხედვით, ყოველი მამროვანი სათითაოდ.
3. აღრიცხეთ შენ და აარონმა ყველა ისრაელიანი ოცი წლიდან მოყოლებული, ლაშქარში გამსვლელი, თავთავისი ლაშქრისდა მიხედვით.
< . . . . . . . >
18. მათ შეკრიბეს საზოგადოება მეორე თვის პირველ დღეს და გაარკვიეს მათი წარმომავლობა საგვარეულოებისა და მამისსახლების მიხედვით, სახელთა რიცხვის მიხედვით, ყველასი, სათითაოდ ოცი წლიდან მოყოლებული.
19. როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს, ისე აღრიცხეს ისინი სინაის უდაბნოში.
20. სულ იყო აღრიცხული რეუბენის, ისრაელის პირმშოს შთამომავალთაგან მათი საგვარეულოების და მამისსახლების მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ, ყველა მამაკაცი სათითაოდ ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.
21. რეუბენის შტოში აღრიცხული იყო ორმოაცდაექვსი ათასი ხუთასი.
22. სიმონიანთა მთელი შთამომავლობა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით, სახელთა რიცხვისამებრ სათითაოდ, ყველა მამროვანი ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.
23. სიმონის შტოდან აღრიცხული იყო ორმოცდაცხრამეტი ათას სამასი.
24. გადიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით, სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.
25. გადის შტოში აღირიცხა ორმოცდახუთი ათას ექვსას ორმოცდაათი.
26. იუდიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით, სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.
27. იუდას შტოში აღირიცხა სამოცდათოთხმეტი ათას ოთხასი.
28. ისაქარიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით, სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.
29. ისაქარის შტოში აღირიცხა ორმოცდათოტხმეტი ათას ოთხასი.
30. ზებულონიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით, სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.
31. ზებულონის შტოში აღირიცხა ორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასი.
32. იოსებიანთა, ეფრემიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით, სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.
33. ეფრემიანთა შტოში აღირიცხა ორმოცი ათას ხუთასი.
34. მენაშეანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით, სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.
35. მენაშეს შტოში აღირიცხა ოცდათორმეტი ათას ორასი.
36. ბენიამინიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით, სახელთა რიცხვისაებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.
37. ბენიამინის შტოში აღირიცხა ოცდათხუთმეტი ათას ოთხასი.
38. დანიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით, სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.
39. დანის შტოში აღირიცხა სამოცდაორი ათას შვიდასი.
40. აშერიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით, სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.
41. აშერის შტოში აღირიცხა ორმოცდაერთი ათას ხუთასი.
42. ნაფთალიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით, სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.
43. ნაფთალის შტოში აღირიცხა ორმოცდაცამეტი ათას ოთხასი.
44. ესენი არიან აღრიცხულნი, რომლებიც აღრიცხეს მოსემ, აარონმა და ისრაელის თავკაცებმა, თორმეტმა კაცმა, თითო კაცმა ყოველი მამისსახლიდან.
45. აღმოჩნდნენ ისრაელიანთაგან აღრიცხულნი მათი მამისსახლების მიხედვით ოცი წლიდან მოყოლებული ყველა ისრაელიანი, ლაშქრად გამავალი.
46. აღმოჩნდა მთლიანად აღრიცხული ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი.
47. ლევიანები არ აღრიცხულან მათ შორის. თავთავიანთი მამების შტოთა მიხედვით.
48. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
49. ოღონდ ლევის შტო არ აღრიცხო, არ აღრიცხო ისრაელიანთა შორის.
50. ჩააბარე ლევიანებს მოწმობის სავანე მთელი მისი მოწყობილობით, ყველაფრითურთ, რაც მას ეკუთვნის. ატარონ სავანე მთელი მისი მოწყობილობით, ყველაფრით, რაც მას ეკუთვნის. მას მოემსახურონ და სავანის ირგვლივ დაიბანაკონ.
51. გამგზავრებისას სავანე ლევიანებმა დაშალონ; დაბანაკებისას სავანე ლევიანებმა აღმართონ. ვინც კი გარეშეთაგნ მიეკარება, მოკვდეს.
52. უნდა დაიბანაკონ ისრაელიანებმა _ თითოეულმა თავის ბანაკში, თითოეულმა თავისი დროშის ქვეშ, თავ-თავისი ლაშქრის მიხედვით.
53. დაიბანაკონ ლევიანებმა მოწმობის სავანის ირგვლივ, რომ არ იყოს რისხვა ისრაელიანთა საზოგადოებაზე. ლევიანები იდგებიან მოწმობის სავანის დასაცავად.
54. ყველაფერი გააკეთეს ისრაელიანებმა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს. ასე გააკეთეს.

თავი მეორე

1. ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს, უთხრა:
2. თითოეულმა ისრაელიანმა თავის დროშასთან, თავისი მამისსახლის სანიშნოებთან დაიბანაკოს; სადღესასწაულო კარვის ირგვლივ დაიბანაკოს.
3. წინა მხარეს აღმოსავლეთით იქნებიან დაბანაკებულნი: იუდას ბანაკის დროშა მათი ლაშქრების მიხედვით და იუდეანთა თავკაცი ნახშონ ყამინადაბის ძე,
4. და მისი ლაშქარი რიცხვით სამოცდათოთხმეტი ათას ექვსასი კაცი.
5. მის გვერდით დაბანაკებული იქნებიან ისაქარის შტო და ისაქარიანთა თავკაცი ნათანაელ ცუარის ძე,
6. და მისი ლაშქარი რიცხვით ორმოცდათოთხმეტი ათას ოთხასი კაცი.
7. ზებულონის შტო და ზებულონის თავკაცი ელიაბ ხელონის ძე,
8. და მისი ლაშქარი რიცხვით ორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასი კაცი.
9. იუდას ბანაკს მიეთვალა სულ ასოთხმოცდაექვსი ათას ოთხასი კაცი მათი ლაშქრებისდა მიხედვით; პირველად ესენი უნდა დაიძრან.
10. სამხრეთით რეუბენის ბანაკის დროშა მათი ლაშქრისდა მიხედვით და რეუბენიანთა თავკაცი ელიცურ შედეურის ძე,
11. და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდაექვსი ათას ხუთასი კაცი.
12. დაბანაკებული იქნებიან მის გვერდით სიმონის შტო და სიმონიანთა თავკაცი შელუმიელ ცურიშადაის ძე,
13. და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდაცხრამეტი ათას სამასი კაცი.
14. გადის შტო და გადიანთა თავკაცი ელიასაფ რეღუელის ძე,
15. და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდახუთი ათას ექვსას ორმოცდაათი კაცი.
16. რეუბენის ბანაკს მიეთვალა სულ ასორმოცდათერთმეტი ათას ოთხას ორმოცდაათი კაცი მათი ლაშქრებისდა მიხედვით. მეორენი ესენი უნდა დაიძრან.
17. მერე დაიძრება სადღესასწაულო კარავი, ლევიანთა ბანაკი ბანაკებს შორის იქნება. როგორც არიან დაბანაკებულნი, ისევე უნდა იყვნენ გზაშიც, თითოეული თავის დროშასთან. 18. დასავლეთით ეფრემის ბანაკის დროშა მათი ლაშქრებისდა მიხედვით და ეფრემიანთა თავკაცი ელიშამაყ ამიჰუდის ძე,
19. და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცი ათას ხუთასი.
20. მის გვერდით მენაშეს ტომი და მენაშეანთა თავკაცი გამალიელ ფედაცურის ძე,
21. და მისი ლაშქარი, რიცხვით ოცდათორმეტი ათას ორასი კაცი.
22. ბენიამინის შტო და ბენიამინიანთა თავკაცი აბიდან გიდეონის ძე,
23. და მისი ლაშქარი რიცხვით ოცდათხუთმეტი ათას ოთხასი კაცი.
24. ეფრემის ბანაკს მიეთვალა სულ ასრვა ათას ასი კაცი მათი ლაშქრებისდა მიხედვით. მესამენი დაიძრებიან ისინი.
25. ჩრდილოეთით დანის დროშა მათი ლაშქრებისდა მიხედვით და დანიანთა თავკაცი ასიყეზერ ყამიშადაის ძე,
26. და მისი ლაშქარი, რიცხვით სამოცდაორი ათას შვიდასი კაცი.
27. მის გვერდით იქნებიან დაბანაკებულნი აშერის შტო და აშერის თავკაცი ფაგიელ ყაქრანის ძე,
28. და მისი ლაშქარი რიცხვით ორმოცდაერთი ათას ხუთასი კაცი.
29. ნაფთალის შტო და ნაფთალიანთა თავკაცი ახირაყ ყენანის ძე,
30. და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდაცამეტი ათას ოთხასი კაცი.
31. დანის ბანაკს მიეთვალა სულ ასორმოცდაჩვიდმეტი ათას ექვსასი კაცი. უკანასკნელნი უნდა დაიძრნენ ესენი თავიანთი დროშებით.
32. ეს არის ისრაელიანთა რიცხვი მათი მამისსახლების მიხედვით. მათი სრული რიცხვი ბანაკებში მათი ლაშქრებისდა მიხედვით იყო ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი.
33. ლევიანები არ აღრიცხულან ისრაელიანთა შორის, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
34. ყველაფერი ისე გაკეთეს ისრაელიანებმა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის. ასე ბანაკდებოდნენ თავ-თავისი დროშების მიხედვით და ასე მგზავრობდნენ თავ-თავისი საგვარეულოების მიხედვით, მამისსახლებად.

თავი მეხუთე

1. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
2. უბრძანე ისრაელანებს, გაიყვანონ ბანაკიდან ყველა კეთროვანი, ყველა წიდოვანი და მკვდრისგან გაუწმინდურებული.
3. გაიყვანეთ მამროვანიც და მდედროვანიც; ბანაკის გარეთ გაიყვანეთ, რომ არ გააუწმინდურონ თავიანთი ბანაკები, რომელთა შორისაც დავანებული ვარ.
4. ასეც მოიქცნენ ისრაელანები: გაიყვანეს ისინი ბანაკის გარეთ. როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე მოიქცნენ ისრაელიანები.
5. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
6. უთხარი ისრაელიანებს: თუ კაცი ან ქალი ჩაიდენს რაიმე ცოდვას ადამისას, რითაც უღალატებს უფალს და დადანაშაულდება,
7. აღიარონ თავიანთი ცოდვა, რაც ჩაიდინეს, მთლიანად ზღონ, რაც დააშავეს, მეთედიც დაუმატონ და მისცენ მას, ვის წინაშეც დანაშაული აქვთ.
< . . . . . . . >
11. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
12. ელაპარაკე ისრაელიანებს, უთხარი მათ: თუ ვინმეს ცოლი შეცთება, უღალატებს თავის ქმარს,
13. ვინმე დაწვება მასთან თესლის მიღვრით და ეს დაფარული იქნება მისი ქმრის თვალთაგან, ქალი კი მალულად წაბილწულია, მაგრამ მოწმე მის წინააღმდეგ არ ყოფილა და არ წაუსწრიათ,
14. ქმარს ეჭვი შეიპყრობს და იეჭვიანებს თავის ცოლზე, რომელიც წაბილწულია, ან ეჭვი შეიპყრობს და იეჭვიანებს თავის ცოლზე, რომელიც არ არის წაბილწული,
15. მიიყვანოს ქმარმა თავისი ცოლი მღვდელთან და მიიტანოს მისი გულისთვის შესაწირავად მეათედი ეფა ქერის ფქვილი; ზეთი არ დაღვაროს ზედ და არც გუნდრუკი დაადოს, რადგან ეს ეჭვიანობის შესაწირავია, დახსომების შესაწირავი, უკეთურობის დასახსომებელია.
16. მიიყვანს ქალს მღვდელი და უფლის წინაშე დააყენებს.
17. აიღებს მღვდელი წმიდა წყალს თიხის ჭურჭლით და მიწას სავანის ნიადაგიდან, აიღებს ამას მღვდელი და წყალში ჩაყრის.
18. დააყენებს მღვდელი ქალს უფლის წინაშე და თავს გაუშიშვლებს ქალს, მუჭში ჩაუდებს დახსომების შესაწირავს; ეს ეჭვიანობის შესაწირავია. ხოლო მღვდელს ხელში ექნება მწარე წყალი, დამაწყევარი.
19. დააფიცებს მღვდელი ქალს და ეტყვის მას: თუ არავინ დაწოლილა შენთან და არ შეცთენილხარ და არ წაბილწულხარ შენი ქმრისთვის, არას გავნებს ეს მწარე წყალი, დამაწყევარი.
20. ხოლო თუ უღალატე შენს ქმარს და წაბილწული ხარ, ვინმეა ნაწოლი შენთან ქმრის გარდა.
21. დააფიცებს მღვდელი ქალს წყევის ფიცით და ეტყვის მღვდელი ქალს: უფალმა მიგცეს წყევას და ფიცს შენს ხალხში, რომ საზარდული დაგიდნეს და მუცელი გაგისივოს,
22. შევიდეს ეს დამაწყევარი წყალი შენს ნაწლავებში, რომ გაგისივდეს მუცელი და დაგიდნეს საშო. იტყვის ქალი: ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად!
23. დაწერს მღვდელი ამ წყევლას გრაგნილზე და მწარე წყლით გადარეცხავს.
24. დაალევინებს ქალს მწარე წყალს, დამაწყევარს, და შევა მასში დამაწყევარი წყალი გამამწარებლად.
25. გამოართმევს მღვდელი ქალს ეჭვიანობის შესაწირავს, შეარხევს ამ შესაწირავს უფლის წინაშე და მიიტანს სამსხვერპლოზე.
26. აიღებს მღვდელი პეშვით ამ შესაწირავიდან გამახსენებელ ნაწილს და დაწვავს სამსხვერპლოზე. მერე წყალს დაალევინებს ქალს.
27. დაალევინებს წყალს და თუ წაბილწულია და ნაღალატევი აქვს ქმრისთვის, შევა მასში დამაწყევარი წყალი გასამწარებლად და გაუსივდება მუცელი და დაუდნება საშო. შეიქმნება ეს ქალი დასაწყეველი თავის ხალხში.
28. თუ ქალი არ არის წაბილწული და სუფთა იყო, ვნება არ შევა, და განაყოფიერების უნარი შერჩება.
29. ეს არის ეჭვიანობის რჯული, როცა ქალი უღალატებს თავის ქმარს და წაიბილწება.
30. ან როცა ქმარს შეიპყრობს ეჭვიანობის სული და იეჭვიანებს თავის ცოლზე; დააყენოს თავისი ცოლი უფლის წინაშე და მღვდელი მოეცევა მას ამ რჯულის თანახმად.
31. ქმარი გათავისუფლდება დანაშაულისგან და ამ ქალს დაეკისრება დანაშაული.

თავი მერვე

< . . . . . . . >
5. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
6. გამოიყვანე ლევიანები ისრაელიანთაგან და გააწმიდავე ისინი.
7. ასე მოიქეცი მათ გასაწმიდავებლად: ასხურე მათ ცოდვის წარმხოცელი წყალი, გაიპარსონ მთელი ტანი, გაირეცხონ შესამოსელი და გაწმიდავდებიან.
8. აიყვანონ კურატი და მისი ძღვენი: შესაწირავი _ ზეთში აზელილი გამტკიცებული ფქვილი და მეორე კურატი ცოდვისათვის.
9. მიიყვანე ლევიანები სადღესასწაულო კარვის წინ და შეკრიბე ისრაელიანთა მთელი საზოგადოება.
10. მიიყვანე ლევიანები უფლის წინაშე და დაასხან ხელი ისრაელიანებმა ლევიანებს.
11. ხოლო აარონმა აღუსრულოს შერხევის წესი ლევიანებს უფლის წინაშე ისრაელიანთაგან, რათა იტვირთონ მათ უფლის სამსახური.
12. ლევიანებმა ხელი დაასხან კურატებს; შენ კი გაამზადე ერთი კურატი ცოდვისათვის, მეორე _ აღსავლენად უფლისათვის, რათა მიუტევო ლევიანებს.
13. დააყენე ლევიანები აარონის წინ და მისწი შვილების წინ; აღასრულე მათზე შერხევის წესი უფლისათვის;
14. გამოჰყავი ლევიანები ისრაელიანთაგან, რათა ჩემი ივნენ ლევიანები.
15. მხოლოდ მას შემდეგ ჩადგებიან ლევიანები სადღესასწაულო კარვის სამსახურში, როცა გააწმიდავებ მათ და აღასრულებ მათზე შერხევის წესს.
16. რადგან ჩემთვის არიან ისინი შემოწირულნი ისრაელიანთაგან. ყოველი საშოს გამღების, ისრაელინთა ყოველი პირმშოს ნაცვლად ვიღებ მათ ჩემთვის.
17. რადგან ჩემია ყოველი პირმშო ისრაელიანებში, ადამიანიც და პირუტყვიც. იმ დღეს, როცა გავწყვიტე ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ჩემთვის შემოვიწირე ისინი.
18. და ავიყვანე ლევიანები ისრაელიანთა ყოველი პირმშოს ნაცვლად.
19. ჩავაბარე ლევიანები ისრაელიანთაგან აარონს და მის შვილებს, რათა შეასრულონ ისრაელიანთა სამსახური სადღესასწაულო კარავში, რათა მიუტეონ ისრაელიანებს, რომ არ მოხდეს ისრაელიანებში ზიანი, როცა კი საწმიდარს მიეკარებიან ისრაელიანები.
20. ისე მოექცნენ მოსე, აარონი და ისრაელიანთა მთელი საზოგადოება ლევიანებს, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს ლევიანთა გამო. ასე მოექცნენ მათ ისრაელიანები.
21. გაწმიდავდნენ ლევიანები და გაირეცხეს შესამოსელი; აღასრულა აარონმა მათზე შერხევის წესი უფლის წინაშე და მიუტევა, რათა გაეწმიდავებინა ისინი.
22. ამის შემდეგ შეუდგნენ ლევიანები სამსახურს სადღესასწაულო კარავში აარონის წინაშე და მისი შვილების წინაშე. როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის ლევიანთა გამო, ისე მოექცნენ ისინი მათ.
23. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
24. ეს არის ლევიანთა წესი: ოცი წლიდან მოყოლებული უნდა შეუდგნენ სადღესასწაულო კარვის სამსახურს.
25. ორმოცდაათი წლის შემდეგ უნდა შეწყვიტონ სამსახური და აღარ იმსახურონ.
26. მხოლოდ დაეხმარონ თავიანთ თანამოძმეებს სადღესასწაულო კარვის დაცვაში, მაგრამ სამსახურს ნუღარ გასწევენ. ასეთი მოვალეობა დაუწესე ლევიანებს.

თავი მეცამეტე

1. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
2. გაგზავნე კაცები, რომ დაზვერონ ქანაანის ქვეყანა, რომელიც მივეცი ისრაელიანებს; მამათა შტოდან თითო კაცი გაგზავნეთ, ყველა თავკაცი იყოს მათში.
3. გაგზავნა მოსემ ისინი ფარანის უდაბნოდან უფლის სიტყვისამებრ; ყველანი ისრაელიანთა მთავრები იყვნენ.
< . . . . . . . >
17. გაგზავნა ისინი მოსემ ქანაანის ქვეყნის დასაზვერავად და უთხრა მათ: გაემართებით სამხრეთით და ახვალთ მთაზე.
18. მიმოიხილავთ ქვეყანას, როგორია და რა ხალხი ცხოვრობს იქ, ძლიერია თუ სუსტი, ცოტანი თუ ბევრნი.
19. როგორი ქვეყანაა, სადაც ისინი ცხოვრობენ კარგი თუ ცუდი; როგორი ქალაქებია, სადაც ისინი ცხოვრობენ; ბანაკებია თუ ციხესიმაგრეები.
20. როგორი მიწაა, ნაყოფიერი თუ მწირი, იზრდება თუ არა იქ ხე; იმარჯვეთ და წამოიღეთ მიწის ნაყოფები. სწორედ ის დრო იყო, ყურძენი რომ მწიფდა.
21. წავიდნენ და დაზვერეს ქვეყანა ცინის უდაბნოდან რეხობამდე, ხამათის მისასვლელთან.
22. გაემართნენ სამხრეთში, და მიადგნენ ხებრონს. იქ მკვიდრობდნენ ახიმანი, შეშაი და თალმაი _ ყანაკის ნაშიერნი. ხებრონი ეგვიპტის ცოყანზე შვიდი წლით ადრე იყო აშენებული.
< . . . . . . . >
25. ორმოცი დღის შემდეგ, რომ დაზვერეს ქვეყანა, უკან დაბრუნდნენ.
26. წამოვიდნენ და მოვიდნენ მოსესთან, აარონთან და ისრაელიანთა მთელს საზოგადოებასთან, ფარანის უდაბნოში, კადემში, და მოუტანეს ამბავი მთელს საზოგადოებას, აჩვენეს ამ ქვეყნის ნაყოფები.
27. უამბეს და უთხრეს: მივედით იმ ქვეყანაში სადაც გაგვგზავნე _ მართლაც რძე და თაფლი დის იქ; აჰა, მისი ნაყოფებიც.
28. ოღონდ ძლიერი ხალხი ცხოვრობს იმ ქვეყანაში, ქალაქებიც გამაგრებულია და ძალზე დიდი; ყანაკის ნაშიერნიც ვნახეთ იქ.
29. ყამალეკი ქვეყნის სამხრეთში ცხოვრობს; ხეთელები, იებუსეველები და ამორეველები მთებში ცხოვრობენ; ქანაანელები კი _ ზღვისპირეთში და იორდანეზე.
30. ხალხი დაუშოშმინა ქალებმა მოსეს, თქვა: გავილაშქრებთ და დავისაკუთრებთ იმ ქვეყანას, რადგან შეგვიძლია მათი ძლევა.
31. სხვებმა კი, ვინც მასთან ერთად იყვნენ წასულნი, თქვეს: ვერ შევძლებთ იმ ხალხის წინააღმდეგ გალაშქრებას, რადგან ჩვენზე ძლიერია.
32. ცუდი ხმები გაავრცელეს ისრაელიანებში მათ მიერ დაზვერილ ქვეყანაზე, ერთმანეთს ჭამენო იმ ქვეყანაში, რომელიც ჩვენ მოვიარეთ დასაზვერად; მთელი ხალხი, რომელიც იქ ვნახეთ, ბუმბერაზიაო.
33. იქ ვნახეთ დევკაცები, ყანაკის ძენი, დევკაცთა შთამომავალნი. კალია გვეგონა ჩვენი თავი და ასეც ვჩანდითო მათ თვალში.

თავი მეთოთხმეტე

1. ატეხა მოთქმა მთელმა საზოგადოებამ და ტიროდა ხალხი იმ ღამეს.
2. აუდრტვინდა მოსეს და აარონს მთელი ისრაელობა და უთხრა მთელმა საზოგადოებამ: ნეტავ ეგვიპტის ქვეყანაში დავხოცილიყავით ან ამ უდაბნოში გავმწყდარიყავით!
3. რისთვის მოგვიყვანა უფალმა ამ ქვეყანაში, სადაც მახვილი მოგვიღებს ბოლოს? და ჩვენი დედა-წული ტყვედ ჩავარდება? განა უმჯობესი არ იქნება, თუ ეგვიპტეში დავბრუნდებით?
4. უთხრეს ერთმანეთს: დავიყენოთ მეთაურები და გავბრუნდეთ ევიპტეში.
5. დაემხნენ მოსე და აარონი ისრაელიანთა მთელი საზოგადოების წინაშე.
6. იესო ნავეს ძემ და ქალებ იეფუნეს ძემ, რომლებიც სხვებთან ერთად იყვნენ წასულნი ქვეყნის დასაზვერად, შემოიხიეს ტანისამოსი.
7. უთხრეს ისრაელიანთა მთელ საზოგადოებას: ქვეყანა, რომელიც ჩვენ მოვიარეთ დასაზვერად, ძალზედ კარგი ქვეყანაა.
8. თუ ვუნდივართ უფალს, შეგვიყვანს მაგ ქვეყანაში და მოგვცემს მაგ ქვეყანას, სადაც რძე და თაფლი დის.
9. ოღონდ ნუ აუჯანყდებით უფალს და მაგ ქვეყნის ხალხის ნუ შეგეშინდებათ, რადგან ჩვენი კერძია იგი, უმწეოდ არიან დარჩენილი, უფალი კი ჩვენთან არის. ნუ გეშინიათ!
10. თქვა მთელმა საზოგადოებამ: ჩავქოლოთ! მაგრამ უფლის დიდება გამოჩნდა სადღესასწაულო კარავში მთელი ისრაელის წინაშე.
11. უთხრა უფალმა მოსეს: როდემდის უნდა მგმობდეს ეს ხალხი, როდემდის არ უნდა სჯეროდეს ჩემი და იმ სასწაულებისა, რომლებიც მათ შორის მოვახდინე.
12. გავუჩენ ჭირს და გადავაშენებ, შენგან კი დიდ ხალხს შევქმნი, მასზე ძლიერს.
13. უთხრა მოსემ უფალს: შეიტყობს ეგვიპტე, საიდანაც შენი ძლიერებით ამოიყვანე ეს ხალხი.
14. და ეტყვიან მაგ ქვეყნის მკვიდრთ, რომელთაც შეიტყვეს, რომ შენ, ამ ხალხს შორისა ხარ, რომ თვალდათვალ ეცხადები მათ შენ, უფალი; შენი ღრუბელი ადგას მათ, დღისით ღრუბლის სვეტში მიდიხარ მათ წინ და ღამით _ ცეცხლის სვეტში.
15. თუ ერთიანად ამოხოცავ ამ ხალხს, იტყვიან ხალხები, რომელთაც სმენიათ შენი დიდება:
16. ვერ შეძლო უფალმა ამ ხალხის შეყვანა აღთქმულ ქვეყანად და უდაბნოში დაკლა.
17. აწ, იდიდოს უფლის ძალმა, როგორც ნათქვამი გაქვს.
18. სულგრძელია უფალი და დიდმადლიანი, დანაშაულისა და ცოდვის მიმტევებელი, შურისმგებელი, მამათა ცოდვის მომკითხავი შვილებისაგან მესამე და მეოთხე თაობაში.
19. შეუნდე დანაშაული ამ ხალხს შენი დიდი მადლისამებრ, როგორც პატიობდი ცოდვას ამ ხალხს აგვიპტიდან მოყოლებული აქამდე.
20. თქვა უფალმა: შემინდვია, შენი სიტყვისამებრ.
21. მაგრამ ცოცხალი ვარ მე და სავსეა უფლის დიდებით მთელი ქვეყანა.
22. ვერცერთი იმათგანი, ვინც იხილა ჩემი დიდება და სასწაულები, ეგვიპტეში და უდაბნოში რომ მოვიმოქმედე, ათგზის რომ გამომცადა მე და მაინც არ დაიჯერა ჩემი სიტყვა, 23. ვერ იხილავს იმ ქვეყანას, რომლის მოცემასაც შევპირდი მათ მამა-პაპას, ვერცერთი ჩემი მგმობელი ვერ იხილავს მას.
24. მხოლოდ ქალებს, ჩემს მორჩილს, იმის გამო რომ სხვა სულით აღვსილმა ბოლომდე მიერთგულა მე, შევიყვან იმ ქვეყანაში, სადაც წასული იყო დასაზვერად, და მისი შთამომავლობა დაიმკვიდრებს მას.
25. ყამალეკელები და ქანაანელები ცხოვრობენ ველზე. ხვალ გაბრუნდით და დაიძარით უდაბნოსაკენ მეწამული ზღვის გზით.
26. ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა მათ:
27. როდემდის უნდა მებუზღუნებოდეს ეს ბოროტი საზოგადოება? მესმის მე ისრაელიანთა ბუზღუნი, რომ მებუზღუნებიან.
28. უთხარი მათ: ცოცხალი ვარ მე, ამბობს უფალი! როგორც ამბობდით ჩემს გასაგონად, ისე მოგექცევით.
29. ამ უდაბნოში ეყრება თქვენი გვამები, ყველასი, ვინც აღრიცხული ხართ, ოცი წლიდან მოყოლებული, ვინც მებუზღუნებოდით.
30. ვერავინ შეხვალთ ქვეყანაში, სადაც თქვენი დასადგურება დავიფიცე, ქალებ იეფუნეს ძისა და ისეო ნავეს ძის გარდა.
31. თქვენს შვილებს, რომლებზეც ამბობდით ტყვედ ჩავარდებიანო, შევიყვან იქ, რათა გაიცნონ თქვენგან შეძულებული ქვეყანა.
32. თქვენი გვამები კი ამ უდაბნოში ეყრება.
33. თქვენი შვილები იხეტიალებენ უდაბნოში ორმოც წელს, დასჯილნი თქვენი გარყვნილების გამო, ვიდრე არ გაქრება თქვენი გვამები უდაბნოში.
34. იმ ორმოცი დღის მიხედვით, რამდენ ხანსაც ზვერავდით ქვეყანას (თითო დღე თითო წელიწადზე), ორმოცი წელი იქნებით დასჯილი თქვენი დანაშაულის გამო, რათა გამოსცადოთ ჩემი რისხვა.
35. მე, უფალი გეუბნებით: ნახავთ თუ ამგვარად არ მოვექეცი მთელს ამ ბოროტ საზოგადოებას, რომელიც შეთქმულია ჩემს წინააღმდეგ. ამ უდაბნოში გათავდებიან და აქ დაიხოცებიან.
36. დაიხოცნენ კაცები, რომელნიც გაგზავნა მოსემ ქვეყნის დასაზვერად და რომელთაც დაბრუნებისას ცუდი ხმები დაუყარეს იმ ქვეყანას და მთელი საზოგადოება აუჯანყეს მოსეს, 37. ერთბაშად განადგურდნენ უფლის წინაშე ცუდი ხმების დამყრელი კაცები.
38. იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე იყვნენ იმათ შორის, ვინც ქვეყნის დასაზვერად იყვნენ წასული.
39. უთხრა მოსემ ეს სიტყვები მთელს ისრაელობას და მეტისმეტად დაღონდა ხალხი.
40. ადგნენ დილაადრიანად და მთის წვერისკენ გარმართნენ; თქვეს: აბა, ავიდეთ იმ ადგილზე, უფალმა რომ გვითხრა, რადგან შევცოდეთ.
41. თქვა მოსემ: რისთვის გადადიხართ უფლის ბრძანებას. არაფერი გამოვა სასიკეთო.
42. ნუ ახვალთ, რადგან არ არის უფალი თქვენს შორის, და დაგამარცხებენ მტრები.
43. რადგან იქ დაგხვდებიან ყამალეკები და ქანაანელები და მახვილით დაეცემით. რაკი ზურგი შეაქციეთ უფალს, აღარ იქნება თქვენთან უფალი.
44. მაინც გაბედეს მთის წვერზე ასვლა, ხოლო საუფლო აქღთქმის კიდობანი და მოსე არ გასულან ბანაკიდან.
45. დაეშვნენ იმ დროს მთის მცხოვრები ყამალეკები და ქანაანელები, სძლიეს მათ და ხორმამდე გარეკეს.

თავი მეთხუთმეტე

< . . . . . . . >
29. როგორც მკვიდრს ისრაელში, ასევე მდგმურს, რომელიც თქვენთან მდგმურობს, ერთი წესი გქონდეთ, როცა შეცდომა მოგივათ.
30. თუ ვინმე თავხედურად მოიქცევა, მკვიდრი იქნება თუ მდგმური, უფლის მგმობელია იგი და უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
31. რადგან არად ჩააგდო უფლის სიტყვა და მისი მცნება დაარღვია, უნდა მოიკვეთოს იგი, დამნაშავეა.
32. ერთხელ, როცა ისრასელიანები უდაბნოში იყვნენ, ნახეს კაცი, რომელიც შეშას აგროვებდა შაბათ დღეს.
33. მიიყვანეს მპოვნელებმა შეშის შემგროვებელი კაცი მოსესთან და აარონთან, მთელს საზოგადოებასთან.
34. დაუყენეს ყარაული, რადგან არ იყო გადაწყვეტილი, როგორ უნდა მოჰქცეოდნენ მას.
35. უთხრა უფალმა მოსეს: უნდა მოკვდეს ეს კაცი, უნდა ჩაქოლოს იგი მთელმა საზოგადოებამ ბანაკის გარეთ.
36. გაიყვანა იგი მთელმა საზოგადოებამ ბანაკის გარეთ და ჩაქოლეს იგი. მოკვდა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
37. ასე უთხრა უფალმა მოსეს:
38. დაელაპარაკე ისრაელიანებს, უთხარი მათ: გაიკეთონ ფოჩები სამოსლის კიდეებზე და ასე ჰქონდეთ თაობიდან თაობაში. ლურჯი ძაფი გაურიონ კიდურა ფოჩს,
39. და გქონდეთ ფოჩში, რომ მისი დანახვისას გაიხსენოთ უფლის ყველა მცნება, შეასრულოთ და არ აჰყვეთ გულსა და თვალს, რომლებიც გზა-კვალს გირევენ თქვენ,
40. რათა გახსოვდეთ და ასრულებდეთ ჩემს მცნებებს და წმიდა იყვეთ უფლისათვის.
41. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რომ თქვენი ღმერთი ვიყო. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.

თავი მეთვრამეტე

< . . . . . . . >
20. უთხრა უფალმა აარონს: მათ ქვეყანაში ვერაფერს დაიმკვიდრებ და არ გექნება წილი მათ შორის.
21. ლევიანებს კი, აჰა, მივეცი სამკვიდროდ ყველაფრის მეათედი, რაც ისრაელშია, მათი სამსახურის სანაცვლოდ, რასაც სადღესასწაულო კარავთან ასრულებენ.
22. აღარ მიუახლოვდნენ ისრაელიანები სადღესასწაულო კარავს, რომ მომაკვდინებელი ცოდვა არ დაიდონ.
23. თავად ლევიანებმა შეასრულონ სადღესასწაულო კარვის სამსახური და თავადვე იტვირთონ მათი ცოდვა. სამარადისო წესია ეს თქვენს თაობებში. ისრაელიანთა შორის ვერ დაიმკვიდრებენ სამკვიდროს,
24. რადგან ლევიანებს სამკვიდროდ ისრაელიანთა მათედი მივეცი, რომელსაც ღალად უხდიან უფალს; ამიტომ ვუთხარი მათ: ისრაელიანთა შორის ვერ დაიმკვიდრებთ-მეთქი სამკვიდროს.
25. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
26. დაელაპარაკე ლევიანებს, უთხარი: როცა ისრაელიანთაგან აიღებთ მეათედს, რომელიც თქვენთვის მაქვს მათგან მოცემული თქვენს სამკვიდროდ, უფალს გადაუხადეთ მისგან ღალა _ მეათედი მეათედიდან.
27. კალოს პურად და საწნახელის წვენად ჩაგეთვლებათ თქვენი ღალა.
28. ასე, თქვენც გადაუხდით ღალას უფალს იმ მეათედიდან, რასაც ისრაელიანები მოგცემენ; მისგან გადაუხდით საუფლო ღალას აარონ მღვდელს.
29. ყველაფრიდან, რასაც მოგიძღვნიან, უნდა გადაიხადოთ საუფლო ღალა, ყოველივე საუკეთესოდან ურჩეულესი ნაწილი.
30. უთხარი მათ: საუკეთესოს რომ გადაიხდით ღალად, კალოს შემოსავლად და საწნახელის შემოსავლად ჩაეთვლებათ ლევიანებს.
31. ყველგან ჭამეთ იგი თქვენ და თქვენმა საგვარეულომ, რადგან ეს არის გასამრჯელო სადღესასწაულო კარავში თქვენი სამსახურისთვის.
32. არ დაგედებათ ცოდვა, როცა მისგან საუკეთესოს გადაიხდით ღალად, არ წაბილწავთ ისრაელიანთაგან შემოწირულს და არ მოკვდებით.

თავი მეოცე

1. მივიდნენ ისრაელიანები, მთელი საზოგადოება, ცინის უდაბნოში, პირველ თვეს, და დადგა ერი კალეშში. იქ მოკვდა მირიამი და დამარხეს.
2. არ ჰქონდა წყალი საზოგადოებას და შეითქვნენ მოსეს და აარონის წინააღმდეგ.
3. აუყვირდა ხალხი მოსეს და ასე უთხრა: ნეტავ ჩვენს ძმებთან ერთად დავხოცილიყავით უფლის წინაშე.
4. რისთვის მოგვიყვანე უფლის კრებული ამ უდაბნოში, ჩვენი და ჩვენი საქონლის გასაწყვეტად?
5. რისთვის ამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან ამ უბედურ არე-მარეში, სადაც არ არის თესლის ადგილი, არც ლეღვი, არც ყურძენი, არც ბროწეული და არც სასმელი წყალია?
6. გადგნენ მოსე და აარონი კრებულისგან სადღესასწაულო კარვის შესასვლელისკენ, პირქვე დაემხნენ და გამოეცხადა მათ უფლის დიდება.
7. ელაპარაკა უფალი მოსეს, უთხრა:
8. აიღე კვერთხი და შეჰყარეთ საზოგადოება შენ და შენმა ძმამ, აარონმა. დაელაპარაკეთ მათ თვალწინ კლდეს და მოგცემთ იგი წყალს. ამოუჩქეფებ მათ წყალს კლდიდან და დაარწყულებ მთელს საზოგადოებას მათი საქონელითურთ.
9. აიღო მოსემ კვერთხი უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისგან.
10. შეჰყარა მოსემ და აარონმა საზოგადოება კლდის წინ. უთხრა მათ: ყური მიდგეთ, ურჩებო! ამ კლდიდან ხომ არ ამოგიჩქეფოთ წყალი?
11. აღმართა ხელი მოსემ და ორგზის დაჰკრა კლდეს კვერთხი და უხვად იდინა წყალმა. სვეს საზოგადოებამ და მისმა საქონელმა.
12. უთხრა უფალმა მოსეს და Aარონს: იმის გამო, რომ არ მერწმუნეთ და წმიდად არ გამომაჩინეთ ისრაელიანთა თვალში, ვერ შეიყვანთ ამ კრებულს იმ ქვეყნად, რომელიც მათთვის მაქვს მიცემული.
13. ეს არის მტრობის წყალი, სადაც ედავებოდნენ ისრაელიანები უფალს და რითაც წმიდად გამოჩნდა იგი.
14. გაუგზავნა მოსემ კადეშიდან მოციქულები ედომის მეფეს: ასე ამბობს შენი ძმა ისრაელი: შენ იცი ყველა უბედურება, რაც შემემთხვა.
15. ჩავიდა ჩვენი მამა-პაპა ეგვიპტეს და ვცხოვრობდით ეგვიპტეში მრავალი ხანი. ცუდად გვექცეოდნენ ეგვიპტელები ჩვენ და ჩვენს მამა-პაპას.
16. შევღაღადეთ უფალს და მან ისმინა ჩვენი ხმა, გამოგვიგზავნა ანგელოზი და გამოგვიყვანეს ეგვიპტიდან და, აჰა, კადეშში ვართ შენს მოსაზღვრე ქალაქში.
17. გაგვატარე შენს ქვეყანაზე: არ გადავუვლით შენს ყანებს და ვენახებს, არ დავლევთ შენი ჭის წყალს; სამეფო გზით ვივლით, არც მარჯვნივ გადავუხვევთ, არც მარცხნივ, ვიდრე შენს საზღვარს არ გავცდებით.
18. უთხრა ედომმა: არ გაიარო ჩემზე, თორემ მახვილით დაგიხვდები.
19. მიუგეს ისრაელიანებმა: მთავარი გზით წამოვალთ. თუ შენს წყალს დავლევთ მე და ჩემი საქონელი, საზღაურს გადაგიხდი. ეს იქნება და ეს, ჩემი ფეხით გავივლი.
20. მიუგო: ვერ გაივლი. გამოვიდა მის დასახვედრად ედომი დიდძალი ხალხით და მაგარი ხელით.
21. არ დაანება ედომმა ისრაელს გავლა თავის საზღვარზე და გაერიდა მას ისრაელი.
22. დაიძრნენ კადეშიდან და მივიდნენ ისრაელიანები, მთელი საზოგადოება, ჰორის მთასთან.
23. უთხრა უფალმა მოსეს და აარონს ჰორის მთაზე, ედომის ქვეყნის საზღვართან.
24. შეერთოს აარონი თავის ხალხს, რადგან ვერ უნდა შევიდეს იგი იმ ქვეყანაში, რომელიც ისრაელიანთათვის მაქვს მიცემული; იმის გამო, რომ მტრობის წყალთან მეურჩებოდით.
25. ხელი მოჰკიდე აარონს და მის ძეს ელეაზარს, და ჰორის მთაზე აიყვანე.
26. გახადე სამოსელი აარონს და მით ელეაზარი, მისი ძე შემოსე. შეერთოს აარონი და მოკვდეს იქ.
27. ისე მოიქცა მოსე, როგორც უბრძანა მას უფალმა. ავიდნენ ჰორის მთაზე მთელი საზოგადოების თვალწინ.
28. გახადა მოსემ აარონს სამოსელი და მით ელეაზარი, მისი ძე, შემოსა. მოკვდა აარონი იქ მთაზე და ჩამოვიდნენ მოსე და ელეაზარი მთიდან.
29. დაინახა მთელმა საზოგადოებამ, რომ მოკვდა აარონი, და დასტიროდა აარონს მთელი ისრაელის სახლი ოცდაათ დღეს.

თავი ოცდამეერთე

1. გაიგო ქანაანელმა, ყარადის მეფემ, ნეგების მკვიდრმა, რომ ათარიმის გზით მოდიოდა ისრაელი, შეებრძოლა ისრაელს და მოსტაცა ტყვეები.
2. აღთქმა მისცა ისრაელმა უფალს და თქვა: თუ ხელში ჩამაგდებინებ ამ ხალხს, დავარისხებ მათ ქალაქებს.
3. უსმინა უფალმა ისრაელის ხმას და ხელში ჩაუგდო ქანაანელნი. მათაც დაარისხეს ისინი და მათი ქალაქები. უწოდეს იმ ადგილს სახელად ხორმა (ნარისხალი).
4. დაიძრნენ ჰორის მთიდან მეწამული ზღვის გზით, რომ შემოევლოთ ედომის ქვეყნისათვის. სულმოკლეობა გამოიჩინა ხალხმა გზაში.
5. საყვედურით დაუწყო ხალხმა ლაპარაკი უფალს და მოსეს: რისთვის ამოგვიყვანე ეგვიპტიდან მოსაკლავად ამ უდაბნოში. რადგან არ არის პური და არც წყალი, შეგვაღონა უყუათო საჭმელმა.
6. მიუსია უფალმა ხალხს შხამიანი გველები და მათაც დაკბინეს ხალხი. ბევრი გაწყდა ისრაელში.
7. მივიდა ხალხი მოსესთან და თქვეს: ვცოდეთ, რომ გისაყვედურეთ უფალს და შენ. ილოცე უფლისადმი, რომ მოგვცილდეს გველი, ილოცა მოსემ ხალხისათვის.
8. უთხრა უფალმა მოსეს: გააკეთე უნასი და დაამაგრე კეტზე. შეხედავს თუ არა მას ნაკბენი, განიკურნება.
9. გააკეთა მოსემ სპილენძის გველი და დაამაგრა იგი კეტზე. როცა კი უკბენდა გველი ვინმეს, შეხედავდა კაცი ამ სპილენძის გველს და იკურნებოდა.
10. დაიძრნენ ისრაელიანები და ობოთში დაბანაკდნენ.
< . . . . . . . >
16. იქიდან ბეერში. ეს ის ბეერია (ჭა), რომელზეც უთხრა უფალმა მოსეს: შეკრიბე ხალხი და მე მივცემ მათ წყალს.
17. მაშინ იმღერა ისრაელმა ეს სიმღერა: აივსე ჭაო! უმღერეთ მას!
18. ჭა, რომელიც ამოიღეს მთავრებმა, ამოთხარეს ერის თავკაცებმა კვერთხით – თავიანთი არგნებით. უდაბნოდან მათანისკენ.
< . . . . . . . >
21. გაუგზავნა მოციქულები ისრაელმა სიხონს, ამორეველთა მეფეს და შეუთვალა.
22. გამატარე შენს ქვეყანაზე; არ შევალთ ყანებში და ვენახებში, არ დავლევთ ჭის წყალს; სამეფო გზაზე ვივლით, შენი საზღვრიდან არ გავალთ.
23. არ დაანება სიხონმა თავის საზღვარზე გავლა, შეკრიბა სიხონმა მთელი თავისი ჯარი და გავიდა ისრაელის დასახვედრად უდაბნოში; მივიდა იაჰელში და შეებრძოლა ისრაელს.
24. მოსრა იგი ისრაელმა მახვილით და დაეპატრონა მის ქვეყანას არნონიდან იაკობამდე, ყამონელთა ქვეყანამდე, რადგან გამაგრებული იყო ყამონელთა საზღვარი.
25. აიღო ისრაელმა ყველა ეს ქალაქი და დაიწყო ისრაელმა ცხოვრება ამორეველთა ყველა ქალაქში, ხეშბონში და მთელ მის დაბა-სოფლებში.
< . . . . . . . >
31. დაიწყო ცხოვრება ისრაელმა ამორეველთა ქვეყანაში.
32. გაგზავნა კაცები მოსემ იაზერის დასაზვერად და აიღეს მისი დაბა-სოფლები და განდევნეს იქ მცხოვრები ამორეველები.
33. გამობრუნდნენ და დაადგნენ ბაშანის გზას. გამოვიდა მათ წინააღმდეგ ყოგი, ბაშანის მეფე, მთელი თავისი ჯარით ედრეიში საბრძოლველად.
34. უთხრა უფალმა მოსეს: ნუ გეშინია მისი, რადგან ხელში ჩაგიგდებ მას და მთელს მის ჯარს, მთელს მის ქვეყანას. იმასვე უყოფ მას, რაც უყავი სიხონს, ამორეველთა მეფეს, ხეშბონში რომ ცხოვრობდა.
35. მუსრი გაავლეს მას, მის ვაჟებს და მთელს მის ქალაქს, ისე რომ არავინ გადარჩენილა, და დაისაკუთრეს მისი ქვეყანა.

თავი ოცდამეხუთე

1. როდესაც შიტიმში ცხოვრობდა ისრაელი, გარყვნილებას ეწეოდა ერი მოაბელ ქალებთან.
2. იწვევდნენ ეს ქალები ხალხს თავიანთ ღმერთების დღეობებზე და ჭამდა ხალხი მათ საკლავს და თაყვანს სცემდა მათ ღმერთებს.
3. შეეთვისა ისრაელი ბაალ-ფეღორს და რისხვით აინთო უფალი ისრაელის მიმართ.
4. უთხრა უფალმა მოსეს: აიღე და ჩამოუკიდე უფალს მზისით ხალხის ყველა თავკაცი და გადავა უფლის რისხვა ისრაელისგან.
5. უთხრა მოსემ ისრაელის მსაჯულებს: მოკლას თითოეულმა თავისი კაცები ვინც კი ბაალ-ფეღორს არიან შეთვისებულები.
6. აი, მოვიდა ერთერთი ისრაელიანი და მოიყვანა თავის ძმებთან მიდიანელი ქალი მოსეს თვალწინ და ისრაელიანთა მთელი საზოგადოების თვალწინ, როცა სადღესასწაულო კარავთან იდგნენ ისინი და ტიროდნენ.
7. დაინახა ეს აარონ მღვდლის ძის, ელეაზარის ძემ, ფინხასმა, წამოდგა საზოგდოებაში და ხელში შუბი იპყრა.
8. შეჰყვა იმ ისრაელიანს ოთახში და უგმირა შუბი ორთავეს – ისრაელიანს და ქალს – მუცელში. და შეწყდა ისრაელიანთა განადგურება.
9. გაწყდა განადგურების დროს ოცდაოთხი ათასი კაცი.
< . . . . . . . >
16. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
17. ემტერეთ მიდიანელებს და მუსრი ავლეთ,
18. რადგან მტრულად მოგექცნენ, როცა გაცდუნეს ფეღორით და ქოზბით, მიდიანელთა თავკაცის ასულით, თავიანთი დით, რომელიც მოიკლა ფეღორის გამო თავსდამტყდარი განადგურების დღეს.

თავი ოცდამეექვსე

1. განადგურების შემდეგ იყო, რომ უთხრა უფალმა მოსეს და ელეაზარს, აარონ მღვდლის ძეს:
2. აღრიცხე ისრაელიანთა მთელი საზოგადოება ოცი წლიდან მოყოლებული გვარეულობათა მიხედვით, ყველა, ვისაც ლაშქრად გამოსვლა შეუძლია ისრაელში.
3. ასე ელაპარაკნენ მათ მოსე და ელეაზარ მღვდელი მოაბის ველზე, იორდანესთან, იერიხონის მახლობლად.
4. ოცი წლიდან მოყოლებული როგორც ნაბრძანები აქვს უფალს მოსესთვის და ისრაელიანთათვის, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიდნენ.
5. რეუბენი – ისრაელის პირმშო. რეუბენის ძენი: სანოქი – სანოქელთა საგვარეულო; ფალუსგან – ფალუელთა საგვარეულო.
6. ხეცრონისგან – ხეცრონელთა საგვარეულო, ქასმისგან – ქასმიელთა საგვარეულო.
7. ეს არის რეუბენიანთა საგვარეულოები. მათი რიცხვი იყო ორმოცდასამი ათას შვიდას ოცდაათი.
< . . . . . . . >
51. ეს არის რიცხვი ისრაელიანთა: ექვსასი ათას შვიდას ოცდაათი.
52. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
53. ამათ დაუნაწილებ ქვეყანას სამკვიდროებად სახელთა რიცხვის მიხედვით.
54. მრავალრიცხოვანს უფრო დიდი სამკვიდრო მიეცი, მცირერიცხოვანს – მცირე; თითოეულს მათი რიცხვის მიხედვით მიეცეს სამკვიდრო.
55. ოღონდ წილისყრით უნდა დანაწილდეს ქვეყანა, მამეული შტოების სახელთა მიხედვით მიიღონ სამკვიდრო.
56. წილისყრის პირობაზე უნდა დაუნაწილდეთ სამკვიდროები, მრავალრიცხოვანთ და მცირერიცხოვანთ.
57. აი ლევიანთა რიცხვი მათი საგვარეულოების მიხედვით.
< . . . . . . . >
62. ოცდასამი ათასი იყო მათი რიცხვი, ყველა მამაკაცისა ერთი თვიდან მოყოლებული; რადგან ისინი არ აღრიცხულან ისრაელიანთა შორის, რადგან არ ჰქონიათ მათ მიცემული სამკვიდრო ისრაელიანთა შორის.
63. ესენი არიან აღრიცხულნი მოსესა და ელეაზარ მღვდლის მიერ, რომელთაც აღრიცხეს ისრაელიანები მოაბის ველზე, იორდანეს პირას, იერიხონის მახლობლად.
64. მათში არავინ ყოფილა აღრიცხულთაგან მოსესა და აარონ მღვდლის მიერ, რომელთაც აღრიცხეს ისრაელიანები სინაის უდაბნოში.
65. რადგან ნათქვამი ჰქონდა მათთვის უფალს: უსათუოდ დაიხოცებიან უდაბნოში და ვერც ერთი მათგანი ვერ გადარჩება, გარდა ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძისა.

თავი ოცდამეშვიდე

1. გამოვიდნენ ასულნი ცელაფხადისა, ძისა ხეფერისა, ძისა გალაადისა, ძისა მაქორისა, ძისა მენაშესი, მენაშეს იოსების ძის, საგვარეულოდან (მის ასულებს სახელად ერქვათ: მახლა, ნოა, ხოგლა, მილქა და თირცა).
2. და წარუდგნენ მოსეს, ელეაზარ მღვდელს, თავკაცებს და მთელს საზოგადოებას სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, უთხრეს:
3. მამაჩვენი უდაბნოში მოკვდა და არ ყოფილა იგი უფლის წინააღმდეგ შეთქმულთა დასში, კორახის დასში, არამედ თავისი ცოდვის გამო მოკვდა და ვაჟები არ ჰყოლია.
4. რატომ უნდა გაქრეს მამაჩვენის სახელი მისი საგვარეულოდან, იმის გამო, რომ ვაჟი არ ჰყავს? მოგვეცით ჩვენ სამკვიდრო მამაჩვენის ძმებს შორის.
5. უფლის წინაშე მიიტანა მოსემ მათი სამართალი.
6. ასე უთხრა უფალმა მოსეს:
7. მართალს ამბობენ ცელაფხადის ასულნი. უნდა მისცე მათ საკუთარი სამკვიდრო მათი მამის ძმებს შორის, მათზე უნდა გადაიტანო მათი მამის სამკვიდრო.
8. ისრაელიანებს ასე უთხარი: თუ ვინმე მოკვდა და ვაჟი არ დარჩა, მისი სამკვიდრო მის ასულზე გადაიტანეთ.
9. თუ ასული არ ჰყავს, მისი სამკვიდრო მის ძმებს მიეცით.
10. თუ ძმები არ ჰყავს, მისი სამკვიდრო მამამისის ძმებს მიეცით.
11. თუ მამამისს ძმები არ ჰყავს, მიეცით მისი სამკვიდრო მის ახლო ნათესავს მისი საგვარეულოდან, რათა დაესაკუთროს მას. იყოს ეს ისრაელიანთათვის სამართლის წესად, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
12. უთხრა უფალმა მოსეს: ადი ამ ყაბირაშის მთაზე და გადახედე ამ ქვეყანას, რომელიც ისრაელიანთათვის მაქვს მიცემული.
13. დაინახავ მას და შენც შეერთვი შენს ხალხს, როგორც შენი ძმა, აარონი, შეერთო.
14. რადგან ეურჩეთ ჩემს ბრძანებას ცინის უდაბნოში, როცა უთანხმოება ჩამოვარდა საზოგადოებაში, რათა ჩემი სიწმიდე გამოცხადებულიყო მათ თვალწინ, წყლებთან (ეს არის მერიბათ-კადეშის წყლები ცინის უდაბნოში).
15. ასე უთხრა მოსემ უფალს:
16. დაუდგინოს უფალმა, ყოველი ხორციელის სულთა ღმერთმა, კაცი ამ საზოგადოებას.
17. ვინც გამოვა მათ წინაშე და ვინც შევა მათ წინაშე, ვინც გამოიყვანს მათ და ვინც შეიყვანს მათ, რომ არ დაემსგავსოს უფლის საზოგადოება უმწყემსოდ დარჩენილ ფარას.
18. უთხრა უფალმა მოსეს: წაიყვანე იესო ნავეს ძე, რომელშიც არის სული, და დაასხი მას ხელი.
19. დააყენე იგი ელეაზარ მღვდლის წინაშე და მთელი საზოგადოების წინაშე და დამოძღვრე ყველას თვალწინ.
20. უწილადე შენი დიდება, რომ ემორჩილებოდეს მას ისრაელიანთა მთელი საზოგადოება.
21. ელეაზარ მღვდელს წარუდგება იგი და გამოიკითხავს მისგან ურიმის სამართალს უფლის წინაშე. მისი ბრძანებით გამოვლენ და მისი ბრძანებით შევლენ ის და მთელი ისრაელობა მასთან ერთად და მთელი საზოგადოება.
22. ყველაფერი შეასრულა მოსემ, როგორც უბრძანა მას უფალმა. წაიყვანა იესო და წარუდგინა ელეაზარ მღვდელს და მთელს საზოგადოებას.
23. დაასხა მას ხელთ და დამოძღვრა იგი, როგორც ბრძანა უფალმა მოსეს პირით.

თავი ოცდამეათე

1. გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს ყველაფერი ისე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის უფალს.
2. ასე ელაპარაკა მოსე ისრაელიანების შტოთა მეთაურებს: აჰა, რაც ბრძანა უფალმა.
3. ვინც აღთქმას მისცემს უფალს ან ფიცით დაიფიცებს, რასმე აღუკვეთავს თავის თავს, არ უნდა შეშალოს თავისი სიტყვა, ყველაფერი უნდა შეასრულოს, რაც მისი ბაგეებიდან არის გამოსული.
4. თუ ქალი ვინმე აღთქმას მისცემს უფალს და რასმე აღიკვეთავს მამისეულ სახლში სიყმაწვილისას,
5. მამამისიც გაიგებს მის აღთქმას და აღკვეთას, რაც მან თავის თავს აღუკვეთა, და არაფერს ეტყვის, უნდა შესრულდეს ყველა აღთქმა და აღკვეთა, რაც თავის თავს აღუკვეთა ქალმა.
6. თუ დაუშლის მამამისი, როცა გაიგებს, არ უნდა შესრულდეს არც ერთი მისი აღთქმა და აღკვეთა, რაც თავის თავს აღუკვეთა ქალმა, და უფალი აპატიებს მას, რადგან მამამისმა დაუშალა.
7. გათხოვებისას, თუ აღთქმები დარჩება მასზე ან წამოცდენილი სიტყვა, რითაც რაიმე აღუკვეთა თავის თავს,
8. გაიგებს მისი ქმარი და, როცა გაიგებს, არაფერს ეტყვის, უნდა შესრულდეს მისი აღთქმები და აღკვეთები, რაც თავის თავს აღუკვეთა.
9. თუ ქმარი გაიგებს და დაუშლის, შეუძლია გააუქმოს მისი აღთქმა, რომელიც მასზეა, და წამოცდენილი სიტყვა, რითაც რაიმე აღუკვეთა თავის თავს, და უფალი აპატიებს.
10. ქვრივის ან ქმარგაყრილის აღთქმა და ყოველი აღკვეთა, რითაც რაიმე აღკვეთილი აქვს თავისი თავისთვის, უნდა შესრულდეს მასზე.
11. თუ ქმრის სახლში დადებს აღთქმას ან რაიმეს აღუკვეთავს თავის თავს ფიცით,
12. გაიგებს ქმარი, არაფერს ეტყვის და არ დაუშლის, უნდა შესრულდეს ყველა მისი აღთქმა და ყველა აღკვეთა, რითაც რაიმე აღუკვეთა თავის თავს.
13. თუ ქმარი გაუუქმებს ყველაფერს ამას, როცა გაიგებს, მაშინ ყოველი მისი ნათქვამი, აღთქმა თუ აღკვეთა არ შესრულდება, რადგან ქმრის გაუქმებულია და უფალი აპატიებს მას.
14. ყოველ აღთქმას და აღკვეთის ყოველ ფიცს თავის დასაოკებლად ქმარი დაამტკიცებს და ქმარი გააუქმებს.
15. თუ ქმარმა არაფერი უთხრა მას, დაუმტკიცებია ყოველი მისი აღთქმა და ყოველი აღკვეთა, რაც მასზეა, რაკი არაფერი თქვა, როცა გაიგო.
16. თუ გაიგებს და მერე გააუქმებს, მასზე იქნება ქალის ცოდვა.
17. ეს წესებია, რომლებიც უბრძანა უფალმა მოსეს ცოლ-ქმრისათვის, მამისა და მისი ქალიშვილისათვის, ყმაწვილობისას მამამისის სახლში.

თავი ოცდამეთერთმეტე

1. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
2. იძიე ისრაელიანთა შური მიდიანელებისგან, მერე კი შეეერთე შენს ხალხს.
3. ასე ელაპარაკა მოსე ხალხს: საბრძოლოდ დარაზმეთ თქვენი ხალხი და დაესხან მიდიანს, რომ უფლის შური მიაგონ მიდიანს.
4. ათას-ათასი კაცი თითო შტოდან, ისრაელის ყოველი შტოდან გაგზავნეთ სალაშქროდ.
5. გაწვეული იქნა ისრაელის ათასეულებისგან ათას-ათასი კაცი თითო შტოდან, სულ თორმეტი ათასი სალაშქროდ დარაზმული კაცი.
6. გაგზავნა ისინი მოსემ, ათასი კაცი თითო შტოდან, სალაშქროდ, აგრეთვე ფინხასი, ელეაზარ მღვდლის შვილი, სალაშქროდ წმინდა ჭურჭლითა და საყიჟინო საყვირებით ხელში.
7. გაილაშქრეს მიდიანზე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს, და დახოცეს ყველა მამრი.
8. დახოცილებში იყვნენ მიდიანის მეფეები: ევი, რეკემი, ცური, ხური და რება – ხუთი მიდიანელი მეფე. აგრეთვე მოკლეს მახვილით ბალაამი, ბეყორის ძე.
9. ტყვედ წაიყვანეს ისრაელიანებმა მიდიანელი ქალები და ბავშვები და მთელი მათი საქონელი, მოიალაფეს მთელი მათი ქონება და დოვლათი.
10. ცეცხლს მისცეს ყველა მათი ქალაქი მათ საზღვრებში და ყველა დაბა.
11. აიღეს მთელი ნადავლი და მთელი ნაალაფარი კაციდან პირუტყვამდე.
12. მივიდნენ მოსესთან, ელეაზარ მღვდელთან და ისრაელიანთა საზოგადოებასთან ტყვეებით, ნაალაფარითა და ნადავლითურთ, ბანაკში, მოაბის ველზე, იორდანის ნაპირას, იერიქონის პირდაპირ.
13. გავიდნენ ბანაკიდან მათ შესახვედრად მოსე, ელეაზარ მღვდელი და საზოგადოების მთელი თავკაცობა.
14. განურისხდა მოსე ჯარის უფროსებს, ათასისთავებს და ასისთავებს, რომლებიც ბრძოლის ველიდან მობრუნდნენ.
15. უთხრა მათ მოსემ: ცოცხალი დატოვეთ ყველა ქალი?
16. განა მათი მიზეზით არ განუდგნენ ისრაელიანები უფალს, როგორც თქვა ბალაამმა, და გადაამეტეს ფეღორის ცოდვას, რის გამოც მოხდა განადგურება უფლის საზოგადოებაში?
17. ახლა გაწყვიტეთ ბავშვებში ყოველი მამროვანი; და ყოველი ქალი, რომელსაც შეცნობილი ჰყავს მამაკაცი მამრის საწოლზე, მოკალით.
18. ხოლო ყოველი დედროვანი ბავშვებში, რომელსაც არ შეუცვნია მამაკაცი მამრის საწოლზე, ცოცხალი დატოვეთ.
19. შვიდ დღეს ბანაკის გარეთ დარჩით ყველანი, ვინც კაცი მოკლა, ან ვინც მოკლულს მიეკარა, მესამე დღეს და მეშვიდე დღეს გაწმიდავდით თქვენ და თქვენი ტყვეები.
20. მთელი ტანისამოსი, ტყავის ყოველი ნივთი, ყველაფერი, რაც თხისურისგან არის ნაკეთები და ხის ყოველი ჭურჭელი, უნდა გააწმიდაოთ.
21. უთხრა ელეაზარ მღვდელმა მოლაშქრეებს, რომლებიც ომში იყვნენ ნამყოფი: ეს არის რჯულის კანონი, რომელიც ნაანდერძევი აქვს უფალს მოსესთვის.
22. ოღონდ ოქრო-ვერცხლი, სპილენძი, რკინა, თუთია და ტყვია,
23. ყოველი ნივთი, რომელიც უძლებს ცეცხლს, გაატარეთ ცეცხლში და გაწმინდავდება. გაწმიდავებული წყლითაც გააწმიდავეთ. ყველაფერი, რაც ცეცხლს ვერ უძლებს, წყალში გაავლეთ.
24. გაირეცხეთ ტანისამოსი მეშვიდე დღეს და გაწმიდავდით. ამის მერე შედით ბანაკში.
25. ასე უთხრა უფალმა მოსეს:
26. აღრიცხეთ ნადავლი კაციდან პირუტყვამდე შენ, ელეაზარ მღვდელმა და საზოგადოების მამამთავრებმა.
27. შუაზე გაუყავი ნადავლი ლაშქრობაში ნამყოფ მეომრებს და მთელს საზოგადოებას.
28. გამოართვი უფლისთვის ხარკი ლაშქრობაში ნამყოფ მებრძოლებს თითო სული ხუთასზე – ადამიანიდან და პირუტყვიდან, სახედრებიდან და ცხვრებიდან.
29. აიღე ეს მათი ნახევრიდან და მიეცი ელეაზარ მღვდელს საუფლო ძღვენი.
30. ისრაელიანთა ნახევრიდან კი აიღე თითო წილი ორმოცდაათზე, ადამიანიდან, პირუტყვიდან, სახედრებიდან, ცხვრებიდან, საქონლიდან და მიეცით ეს ლევიანებს, რომლებიც უფლის კარვის სამსახურს ასრულებენ.
31. გააკეთეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
32. მოლაშქრეთაგან დატაცებული ნადავლის გარდა იყო ექვსას სამოცდათხუთმეტი ათასი ცხვარი და თხა.
33. სამოცდათორმეტი ათასი ხარ-ძროხა,
34. სამოცდაერთი ათასი სახედარი.
35. ხოლო ქალები, რომელთაც არ ჰყავდათ შეცნობილი მამაკაცი მამრის საწოლზე, სულ იყვნენ ოცდათორმეტი ათასი სული.
36. ლაშქრობაში ნამყოფთა ნახევარი წილი იყო რიცხვით სამასოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი ცხვარი და თხა.
37. საუფლო ხარკი ფარიდან იყო ექვსას სამოცდათხუთმეტი;
38. ხარ-ძროხა ოცდათექვსმეტი ათასი, ხოლო აქედან საუფლო ხარკი სამოცდათორმეტი.
39. სახედარი ოცდაათიათას ხუთასი, ხოლო აქედან საუფლო ხარკი სამოცდაერთი.
40. ადამიანი თექვსმეტი ათასი სული, ხოლო აქედან საუფლო ხარკი ოცდათორმეტი სული.
41. ჩააბარა მოსემ ხარკი, საუფლო ძღვენი ელეაზარ მღვდელს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის.
42. აგრეთვე ისრაელიანთა კუთვნილი ნახევრიდან, რომელიც ჩამოართვა მოსემ ლაშქარში ნამყოფთ.
43. საზოგადოებისათვის განკუთვნილი ნახევარი იყო: სამასოცდაშვიდი ათას ხუთასი ცხვარი და თხა,
44. ოცდათექვსმეტი ათასი ხარ-ძროხა,
45. ოცდაათიათას ხუთასი სახედარი,
46. და თექვსმეტი ათასი სული ადამიანი.
47. აიღო მოსემ ისრაელიანთათვის განკუთვნილი ნახევრიდან ორმოცდამეათედი წილი – ადამიანი და პირუტყვი – და მისცა ისინი ლევიანებს, უფლის კარვის სამსახურის შემსრულებლებს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის.
48. მივიდნენ მოსესთან ლაშქრის ათასეულთა მეთაურები, ათასისთავები და ასისთავები,
49. და უთხრეს მოსეს: დაითვალეს შენმა მსახურებმა მეომრები, რომლებიც ჩვენს ხელქვეით არიან, და არც ერთი მათგანი არ აკლია.
50. შემოგვიწირავს საუფლო შესაწირავი, თითოეულმა რაც იპოვა ოქროს ნივთებიდან – სალტეები და სამაჯურები, ბეჭდები, საყურეები და ყელსაბამები, ჩვენი სულის განსაწმედად უფლის წინაშე.
51. ჩაიბარეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა მათგან ოქროულობა, ყველა ეს სამკაული.
52. მთელი ოქრო, რომელიც ძღვნად მიუტანეს უფალს ათასისთავებმა და ასისთავებმა, იყო სულ თექვსმეტი ათას შვიდას ორმოცდა ათი შეკელი.
53. მოლაშქრეებს თითოეულს თავისი წილი ჰქონდა დადებული.
54. მიიღეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა ოქროულობა ათასისთავებისგან და ასისთავებისგან და შეიტანეს სადღესასწაულო კარავში ისრაელიანთა სამახსოვროდ უფლის წინაშე.

თავი ოცდამეთორმეტე

1. დიდძალი საქონელი ჰყავდათ რეუბენიანებს და გადიანებს. ნახეს მათ იაყზერისა და გალაადის ქვეყანა და აჰა, საქონლისათვის ყოფილა გამოსადეგი ის ადგილები.
2. მივიდნენ გადიანები და რეუბებიანები და ასე უთხრეს მოსეს, ელეაზარ მღვდელს და საზოგადოების თავკაცებს:
3. ყატაროთი, დიბონი, იაყზერი, ნიმრა, ხეშბონი, ელყალე, სებამი, ნებო და ბეყონი –
4. ქვეყანა, რომელიც შემუსრა უფალმა ისრაელის საზოგადოების წინაშე, გამოსადეგი ყოფილა საქონლისათვის; შენს მორჩილთ კი ჰყავთ საქონელი.
5. თქვეს: თუ მადლი გვიპოვნია შენს თვალში, მიეცეს ეს ქვეყანა შენს მორჩილთ საკუთრებად. ნუ გადაგვიყვან იორდანეს გადაღმა.
6. მიუგო მოსემ გადიანებს და რეუბენიანებს: თქვენი ძმები საბრძოლველად წავლენ, თქვენ კი აქ დარჩებით?
7. რისთვის უშლით ისრაელიანებს იმ ქვეყანაში გადასვლას, რომელიც თქვენთვის მოუცია უფალს?
8. ასე მოიქცნენ თქვენი ძმები, როცა კადეშ-ბარნეადან გავგზავნე ქვეყნის დასაზვერად.
9. მივიდნენ ეშქოლის ხევამდე, ნახეს ქვეყანა და დაუშალეს ისრაელიანებს იმ ქვეყანაში შესვლა, რომელიც მათთვის ჰქონდა მიცემული უფალს.
10. აღინთო უფლის რისხვა იმ დღეს და ასე დაიფიცა მან:
11. აბა, თუ იხილოს ეგვიპტიდან ამოსულმა ამ კაცებმა, ოცი წლიდან მოყოლებული, ის მიწა, რომლის მიცემასაც შევპირდი ფიცით აბრაამს, ისაკს და იაკობს, რადგან არ მომდევენ მე.
12. გარდა ქალებ იეფუნეს ძისა, კენიზელისა და იესო ნავეს ძისა, რადგან ისინი მისდევენ უფალს.
13. აღინთო უფლის რისხვა ისრაელის მიმართ და ახეტიალებდა მათ უდაბნოში ორმოც წელს, ვიდრე არ გადავიდა მთელი თაობა, რომელიც ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში.
14. აჰა, ახლა თქვენ აღმდგომიხართ თქვენი მამა-პაპის ნაცვლად, ცოდვილთა ნაშობნო, რათა კიდევ უფრო იმატოს უფლის რისხვამ ისრაელის მიმართ.
15. თუ მისგან მოიქცევით, კიდევ მიატოვებს მას უდაბნოში და დაღუპავს მთელ ამ ხალხს.
16. მიადგნენ მას და უთხრეს: ფარეხები ავიშენოთ ჯოგისთვის აქ და ქალაქები ბავშვებისთვის.
17. თავად ჩვენ დარაზმულნი წავუძღვებით წინ ისრაელიანებს, ვიდრე თავ-თავიანთ ადგილებამდე არ მივიყვანთ მათ; ჩვენი ბავშვები კი გამაგრებულ ქალაქებში დარჩებიან, რომ არაფერი ევნოთ ქვეყნის მკვიდრთაგან.
18. არ დავბრუნდებით სახლებში, ვიდრე არ დაიმკვიდრებს თითოეული ისრაელიანი თავის სამკვიდროს.
19. რადგან არ დავიმკვიდრებთ მათთან ერთად იორდანეს გაღმა და იქით, რადგან იორდანეს გამოღმა აღმოსავლეთში შეგვხვდება სამკვიდრო.
20. უთხრა მათ მოსემ: თუ ასე მოიქცევით, თუ შეიჭურვებით საომრად უფლის წინაშე.
21. და შეჭურვილი გადავა თითოეული თქვენგანი იორდანეს გაღმა უფლის წინაშე, ვიდრე არ აყრის უფალი თავის მტრებს თავის წინაშე,
22. და არ დაემორჩილება ქვეყანა უფალს, მერე გაბრუნდებით და უბრალონი იქნებით უფალთან და ისრაელთან, თქვენი საკუთრება გახდება ეს ქვეყანა უფლის წინაშე.
23. თუ ასე არ მოიქცევით, შესცოდავთ უფალს და დაიმსახურებთ სასჯელს, რომელიც გეწევათ თქვენ.
24. აიშენეთ ქალაქები თქვენი ბავშვებისათვის და ფარეხები ცხვრისათვის. რაც თქვენი ბაგეებიდან გამოვა, ის აკეთეთ.
25. ასე უთხრეს გადიანებმა და რეუბენიანებმა მოსეს: ისე მოიქცევიან შენი მორჩილნი, როგორც ჩვენი ბატონი ბრძანებს.
26. ჩვენი ბავშვები, ჩვენი ცოლები, ჩვენი საქონელი და მთელი ჩვენი პირუტყვი დარჩებიან აქ, გალაადის ქალაქებში.
27. შენი მორჩილნი კი, ყველანი სალაშქროდ დარაზმული გავლენ უფლის წინაშე საბრძოლველად, როგორც ჩვენი ბატონი ამბობს.
28. უბრძანა მათზე მოსემ ელეაზარ მღვდელს, იესო ნავეს ძეს და ისრაელიანების შტოთა მამამთავრებს.
29. უთხრა მათ მოსემ: თუ გადავლენ გადიანები და რეუბენიანები თქვენთან ერთად იორდანეს გაღმა საომრად დარაზმულნი უფლის წინაშე, და დამორჩილდება ის ქვეყანა თქვენს წინაშე, მიეცით მათ გალაადის ქვეყანა საკუთრებად.
30. თუ არ გადავლენ დარაზმულნი თქვენთან ერთად, მაშინ თქვენს შორის მიიღებენ წილს ქანაანის ქვეყანაში.
31. პასუხად მიუგეს გადიანებმა და რეუბენიანებმა: როგორც უფალმა უთხრა შენს მორჩილთ, ისე მოვიქცევით.
32. ჩვენ გავალთ დარაზმულნი უფლის წინაშე ქანაანის ქვეყანაში, სამკვიდრო კი იორდანეს გამოღმა გვექნება.
33. და მისცა მოსემ მათ – გადიანელებს, რეუბენიანელებს და მენაშეს, იოსების ძის, ნახევარ შტოს სიხონ ამორეველთა მეფის სამეფო, ბაშანის მეფის, ყოგის სამეფო, ქვეყანა თავისი ქალაქებითა და სანახებითურთ, ქვეყნის ქალაქები ირგვლივ.
< . . . . . . . >
39. წავიდნენ მაქირ მენაშეს ძეს შთამომავალნი გალაადში, აიღეს იგი და განდევნეს იქ მცხოვრები ამორეველნი.
40. მისცა მოსემ გალაადი მაქირ მენაშეს ძეს და ისიც დასახლდა იქ.
41. იაირ მენაშეს ძე კი წავიდა და აიღო მათი სოფლები და დაარქვა მათ იაირის სოფლები.
42. ნობახი წავიდა და აიღი კენათი თავის დაბა-სოფლებიანად და დაარქვა მას თავისი სახელი ნობახი.

თავი ოცდამეცამეტე

< . . . . . . . >
49. დაბანაკდნენ იორდანეს პირას ბეთ-იეშიმოთიდან აბელ-შიტიმამდე, მოაბის ველზე.
50. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს მოაბის ველზე, იორდანეს ნაპირას, იერიხონის მახლობლად:
51. ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი მათ: როცა გადახვალთ იორდანეს გაღმა, ქანაანის ქვეყანაში,
52. აჰყარეთ თქვენს წინაშე ქვეყნის მკვიდრნი, გაანადგურეთ ყველა მათი გამოსახულება და ყველა მათი ჩამოსხმული კერპი და მოუშალეთ ყველა გორაკი.
53. დაიმკვიდრეთ ქვეყანა და დასახლდით იქ, რადგან თქვენთვის მომიცია ეს ქვეყანა დასამკვიდრებლად.
54. დაუნაწილეთ წილისყრით ქვეყანა თქვენს გვარეულობებს: მრავალრიცხოვანს მეტი წილი მიეცით, მცირერიცხოვანს ნაკლები წილი მიეცით. ვისაც სად შეხვდება წილი, იქ დაიმკვიდროს. მამა-პაპის შტოთა მიხედვით დაინაწილეთ.
55. თუ არ აჰყრით ქვეყნის მკვიდრთ, იქ დარჩენილნი ეკლად ექცევიან თქვენს შვილებს და ნემსებად – თქვენს ფერდებს, შეგავიწროებენ იმ ქვეყანაში, სადაც იცხოვრებთ.
56. და რაც განმიზრახავს თქვენთვის გასაკეთებლად, გაგიკეთებთ.

თავი ოცდამეთხუთმეტე

1. ელაპარაკა უფალი მოსეს მოაბის ველზე, იორდანესთან, იერიხონის მახლობლად.
2. ვუბრძანე ისრაელიანებს, რომ მისცენ ლევიანებს თავიანთი საკუთარი სამკვიდროდან ქალაქები საცხოვრებელად. ქალაქგარეთ სანახებიც, ირგვლივ, მიეცით ლევიანებს.
3. ჰქონდეთ ქალაქები საცხოვრებელად და სანახები ჰქონდეთ პირუტყვისათვის, ქონებისათვის და ყოველგვარი სარჩოსათვის.
< . . . . . . . >
6. იმ ქალაქებიდან, რომლებიც ლევიანებს უნდა მისცეთ, ექვსი ქალაქი თავშესაფარი იყოს, სადაც დაანებებთ მკვლელს გაქცევას. ამათ ზევით ორმოცდაორი ქალაქი მიეცით.
7. სულ ორმოცდარვა ქალაქი უნდა მისცეთ ლევიანებს თავისი სანახებითურთ.
8. ქალაქები, რომლებიც ისრაელიანთა საკუთრებიდან უნდა მისცეთ, მრავალრიცხოვანთ მეტი გამოართვით, მცირერიცხოვანთ – ნაკლები, თითოეულმა თავისი წილხვედრის კვალობაზე უნდა მისცეს თავისი ქალაქებიდან ლევიანებს.
9. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
10. ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი მათ: როცა გადახვალთ იორდანეს გადაღმა, ქანაანის ქვეყანაში,
11. დაიგულეთ ზოგიერთი ქალაქი, თავშესაფარ ქალაქებად გქონდეთ ისინი, სადაც შეეძლება თავის შეფარება მკვლელს, რომელსაც უნებურად შემოაკვდა კაცი.
12. გქონდეთ ეს ქალაქები თავშესაფარად შურისმაძიებლისაგან, რათა არ მოიკლას მკვლელი, ვიდრე საზოგადოების წინაშე წარსდგებოდეს სამსჯავროდ.
13. ექვსი უნდა იყოს ქალაქი, რომელსაც თავშესაფრად განაწესებთ.
14. სამი ქალაქი იორდანეს გაღმა უნდა მისცეთ და სამი ქალაქი ქანაანის ქვეყანაში უნდა მისცეთ. თავშესაფარი ქალაქები იქნება ისინი.
15. ისრაელიანებს, მდგმურს და თქვენს შორის დამკვიდრებულს გქონდეთ ეს ექვსი ქალაქი თავშესაფრად, რათა იქ თავი შეაფაროს ყველამ, ვისაც უნებურად შემოაკვდება კაცი.
16. თუ ვინმე კაცს რკინას დაჰკრავს და მოკლავს, მკვლელი სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
17. თუ ვინმე სასიკვდილოდ დაარტყამს ქვას ვინმეს და მოკვდება კაცი, მკვლელია. მკვლელი სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
18. ან ხის იარაღს, რომლითაც შეიძლება მოკვდეს კაცი, დაარტყამს ვინმეს და მოკვდება კაცი, მკვლელია. მკვლელი სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
19. მესისხლეს თავად შეუძლია მოკლას მკვლელი; შეხვდება და თვითონვე მოკლავს.
20. თუ ვინმე ქიშპობით კაცს ხელს ჰკრავს, ან განზრახვით რაიმეს ესვრის და მოკვდება კაცი, 21. ან მტრობით ხელს დაარტყამს და მოკვდება, დამრტყმელი უნდა მოკვდეს, რადგან მკვლელია. მესისხლეს შეუძლია მოკლას მკვლელი, როცა შეხვდება.
22. თუკი უნებლიეთ, მტრობის გარეშე, ჰკრავს ხელს ან განუზრახველად ესვრის რაიმე საგანს,
23. ან ქვა, რომლითაც შეიძლება მოკვდეს კაცი, გადმოუვარდება და ვინმეს დაეცემა თავში და მოკვდება, ის კი არც მტრობდა მას და არც ავს ფიქრობდა მისთვის,
24. საზოგადოებამ უნდა განსაჯოს მკვლელისა და მესისხლის საქმე ამ წესების მიხედვით.
25. უნდა იხსნას საზოგადოებამ მკვლელი მესისხლისაგან და გააბრუნოს იგი საზოგადოებამ მის თავშესაფარ ქალაქში, სადაც გაქცეული იყო. დარჩეს იქ წმინდა ზეთით ცხებული მღვდელმთავარის სიკვდილამდე.
26. თუკი მკვლელი გასცილდება თავშესაფარი ქალაქის საზღვრებს, სადაც გაიქცა,
27. ნახავს მას მესისხლე თავშესაფარი ქალაქის საზღვრებს გარეთ და მოკლავს მესისხლე მკვლელს, არ მოეკითხება მას სისხლი.
28. რადგან თავშესაფარ ქალაქში უნდა დარჩენილიყო მღვდელმთავრის სიკვდილამდე. მღვდელმთავრის სიკვდილის შემდეგ კი მკვლელს შეუძლია თავის საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება.
29. გქონდეთ ეს სამართლის წესად თქვენს თაობებში. ყველგან, სადაც კი იცხოვრებთ.
30. ყოველი მკვლელი მოწმეთა ჩვენებით უნდა მოიკლას, ერთი მოწმის მხილებით კაცს სიკვდილით ვერ დასჯიან.
31. ნუ აიღებთ გამოსასყიდს მკვლელის გამოსახსნელად, რომელიც სასიკვდილოა, რადგან სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
32. ნუ აიღებთ გამოსასყიდს თავშესაფარ ქალაქში გაქცეულისთვის, რომ მღვდლის სიკვდილამდე დაბრუნდეს თავის ქვეყანაში.
33. ნუ წაბილწავთ მიწას, სადაც იმყოფებით, რადგან სისხლია, რომ ბილწავს მიწას. ვერ განიწმინდება მიწა, მასზე დაღვრილი სისხლისაგან, თუ არა თავად მისი დამღვრელის სისხლი.
43. ნუ გააუწმინდურებთ მიწას, სადაც თქვენ ცხოვრობთ, სადაც მე ვარ დავანებული თქვენს შორის, რადგან მე, უფალი, დავანებული ვარ ისრაელიანთა შორის.

თავი ოცდამეთექვსმეტე

1. მივიდნენ გალაად მაქირის ძის, მენაშიანის ძეთა საგვარეულოს მამამთავრები იოსებიანთა საგვარეულოებიდან და ილაპარაკეს მოსეს წინაშე და ისრაელიანთა თავკაცების, მამამთავართა წინაშე.
2. თქვეს: ჩვენს ბატონს უბრძანა უფალმა, რომ წილისყრით მისცეს ისრაელიანებს ქვეყანა სამკვიდროდ; ნაბრძანები აქვს უფლისგან ჩვენს ბატონს, რომ მის ქალიშვილებს მისცეს ჩვენი ძმის ცელაფხადის წილი.
3. თუ ვისმე მითხოვდნენ ცოლად ისრაელიანთა რომელიმე შტოში, წაერთმევა მათი სამკვიდრო ჩვენი მამა-პაპის სამკვიდროს, სადაც იქნებიან ისინი გათხოვილები. დაიკარგება ჩვენი წილხვედრი სამკვიდრო.
4. როცა დაუდგებათ ზეიმის დღე ისრაელიანებს, მაშინ მიემატება მათი სამკვიდრო იმ შტოს სამკვიდროს, სადაც იქნებიან გათხოვილნი და ჩამოერთმევა ჩვენი მამა-პაპის სამკვიდროს მათი სამკვიდრო.
5. ასე გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს უფლის ბრძანებისამებრ: მართალს ამბობს იოსებიანთა შტო.
6. აი, რა აქვს ნაბრძანები უფალს ცელაფხადის ასულთა საქმეზე: ვინც მოეწონებათ, იმას მისთხოვდნენ, ოღონდ მამისეული შტოს საგვარეულოებში გათხოვდნენ.
7. არ უნდა გადადიოდეს ისრაელიანთა სამკვიდრო შტოდან შტოში, რადგან მამისეული შტოს სამკვიდროს უნდა იყოს მიწებებული თითოეული ისრაელიანი.
8. ყოველი ასული, რომელიც იმკვიდრებს წილს ისრაელიანთა რომელიმე შტოში, მამისეულო შტოს საგვარეულოდან უნდა მისთხოვდეს ვისმე, რათა თითოეულ ისრაელიანს შეეძლოს მამაპაპისეული წილის დამკვიდრება.
9. არ უნდა გადადიოდეს სამკვიდრო ერთი შტოდან მეორე შტოში, რადგან თითოეული ისრაელიანი თავის სამკვიდროს უნდა იყოს მიწებებული.
10. როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე მოიქცნენ ცელაფხადის ასულები.
11. მისთხოვდნენ მახლა, თირცა, ხოგლა, მილქა და ნოყა – ცელაფხადის ასულები – თავიანთ ბიძაშვილებს ცოლად.
12. იოსებიან-მენაშეანთა საგვარეულოებში იყვნენ გათხოვილნი ისინი და ამიტომაც მათ მამისეულ საგვარეულოს შერჩა მათი სამკვიდრო.
13. აი, ბრძანებები და წესები, უფალმა რომ გამოაცხადებინა მოსეს ისრაელიანთათვის მოაბის ველზე, იორდანესთან, იერიხონის გასწვრივ.

(დასასრული იხ. ნაწილი II)

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

Monday, June 20, 2011

ნატო-ს ბლოკის ევროპული ქვეყნების სამხედრო მშენებლობის ძირითადი საკითხები 1970–იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში

(ნ ა წ ი ლ ი V)

VIII. ნორვეგიის შეიარაღებული ძალები 1970-იანი წლების მეორე ნახევარში

ნორვეგია შედის ნატო-ს ბლოკის შემადგენლობაში. 1970-იანი წლების მეორე ნახევარში, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების სიტყვებით, იგი აქტიურად მონაწილეობდა ამ აგრესიული ბლოკის მიერ ჩატარებულ პოლიტიკურ და სამხედრო ღონისძიებებში. ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა თვლიდა, რომ ნატო-ში წევრობა წარმოადგენდა ნორვეგიის საგარეო და სამხედრო პოლიტიკის საფუძველს.

ნორვეგიის უარი თავის ტერიტორიაზე მშვიდობიანობის დროს ბირთვული იარაღისა და უცხოური ჯარების განლაგებაზე პრაქტიკულად არ ეწინააღმდეგებოდა ნატო-ს ღონისძიებების ჩატარებას ომის შემთხვევაში ამ ქვეყანაში ბლოკის ჯარების გადასხმისა და გაშლისთვის პირობების შესაქმნელად. ნორვეგიაში, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ ნაწილში, რეგულარულად ატარებდნენ სამოკავშირეო (გაერთიანებული) შეიარაღებული ძალების (მშძ) სწავლებებს, რომლებშიც მონაწილეობას ღებულობდნენ ნატო-ს მობილური ძალები, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, გფრ-ისა და ბლოკის მონაწილე სხვა ქვეყნების შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები და ნაწილები. სწავლებების მსვლელობისას ამუშავებდნენ ნორვეგიაში ნატო-ს ჯარების გადასროლის ორგანიზაციას, სწავლობდნენ და ითვისებდნენ საომარ მოქმედებათა თეატრს (ომთ), გაითამაშებდნენ მშძ-ის შემადგენლობაში საბრძოლო მოქმედებების წარმოების სხვადასხვანაირ ვარიანტებს.

ჩრდილოატლანტიკური კავშირის სარდლობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ნორვეგიის ტერიტორიის ოპერატიულ აღჭურვას. ინფრასტრუქტურის პროგრამის მიხედვით აქ აშენებული ჰქონდათ თანამედროვე საავიაციო და სამხედრო-საზღვაო ბაზები, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის საწყობები, საკომანდო პუნქტები და კავშირგაბმულობის კვანძები, რადიოსალოკაციო და სხვა რადიოტექნიკური ნაგებობები. დასავლური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, ინფრასტრუქტურის პროგრამის განხორციელების დაწყებიდან ნორვეგიაში ნატო-ს სახსრებით აშენებული იყო 2,5 მლრდ. კრონაზე მეტი საერთო თანხის სამხედრო ობიექტები.

ქვეყნის ტერიტორიაზე 70-იან წლების შუახანებში განლაგებული იყო ბლოკის შემდეგი სამხედრო ორგანოები: ნატო-ს მშძ-ის მთავარსადლის შტაბი ჩრდილო-ევროპულ ომთ-ზე (კოლსოსი, 12 კმ ოსლოს ჩრდილო-დასავლეთით), ნატო-ს მშძ-ის სარდლების შტაბები ჩრდილოეთ (ბუდიო) და სამხრეთ (ოსლო) ნორვეგიაში.

ნორვეგიის სტრატეგიული მდებარეობა განსაზღვრავდა ნატო-ს სარდლობის მიერ მისი შეიარაღებული ძალების წინაშე დასმულ ამოცანებს. მათგან მთავარი გახლდათ ნატო-ში ძირითადი პარტნიორების ჯარების მიღებისა და გაშლის უზრუნველყოფა. ეროვნული შეიარაღებული ძალების მშენებლობას ახორციელებდნენ ბლოკის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მოთხოვნების გათვალისწინებით და პრაქტიკულად უქვემდებარებდნენ მის ინტერესებს.

ნორვეგიის სამხედრო ხარჯები 1970-იან წლებში ყოველწლიურად იზრდებოდა. სახელდობრ, 1971-1975 წლების განავლობაში მან შეადგინა 17690 მლნ. კრონა. ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი 1976 წელზე განსაზღვრული ჰქონდათ 4876 მლნ. კრონით.

ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მშენებლობას ახორციელებდნენ პარლამენტის მიერ მიღებული ხუთწლანი პროგრამების შესაბამისად. სახელდობრ, 70-იანი წლების შუახანებში ახორციელებდნენ შეიარაღებული ძალების მშენებლობის გეგმას 1974-1978 წლებზე. გეგმით გათვალისწინებული იყო ქვეყნის შეიარაღებული ძალების საორგანიზაციო სტრუქტურისა და სამხედრო-ადმინისტრაციული დაყოფის შემდგომი სრულყოფა, ჯარების სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, მათი ხარისხობრივი მდგომარეობის გაუმჯობესება არსებული შეაიარაღების მოდერნიზაციის, აგრეთვე უფრო თანამედროვე იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით აღჭურვის გზით.

მოქმედი კონსტიტუციის თანახმად შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი გახლდათ _ მეფე. მაგრამ ქვეყნის სამხედრო პოლიტიკის ფაქტიურად ყველა საკითხს წყვეტდნენ სტორტინგი (პარლამენტი) და მთავრობა. ნორვეგიის იმდროინდელი უმაღლესი სამხედრო მმართველობის სტრუქტურა ნაჩვენებია ნახ. 8-ზე.

[ნახატ 8-ზე, რომლის სახელწოდებაცაა ნორვეგიის უმაღლესი სამხედრო მმართველობის ორგანიზაცია, სტრუქტურის სათავეში ნაჩვენებია უმაღლესი მთავარსარდალი (მეფე), როელსაც ექვემდებარებოდნენ მთავრობა და თავდაცვის მინისტრი; აქვე ნაჩვენები იყო სტორტინგი (ქვეყნის პრლამენტი) და მისი სამხედრო კომიტეტი, მთავრობის საკონსულტაციო ორგანოს სამხედრო საკითხებში წარმოადგენდა თავდაცვის საბჭო; თავდაცვის მინისტრს ექვემდებარებოდა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, რომლის საკონსულტაციო ორგანო გახლდათ მთავარი სამხედრო საბჭო, აქვე ნაჩვენები იყო შეიარაღებული ძალების შტაბი; შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის დაქვემდებარებაში შედიოდნენ: სახმელეთო ჯარების, სჰძ-ის, სზძ-ისა და ჰემვერნის მთავარი ინსპექტორები].

მთავრობის საკონსულტაციო ორგანოს სამხედრო საკითხებში წარმოადგენდა თავდაცვის საბჭო, რომელსაც მეთაურობდა პრემიერ-მინისტრი. მის შემადგენლობაში შედიოდნენ მინისტრები (თავდაცვის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა, ვაჭრობისა და ნაოსნობის, შეტყობინების გზებისა და კავშირგბმულობის), შეიარაღებული ძალების სარდლები ჩრდილოეთ და სამხრეთ ნორვეგიაში. აუცილებლობის შემთხვევაში საბჭოს მუშაობაში შესაძლო იყო მოეწვიათ სამხედრო და სამოქალაქო ექსპერტები, აგრეთვე სხვა ცენტრალური ორგანიზაციებისა და სამინისტროების წარმომადგენლები.

სტორტინგში იყო სამხედრო კომიტეტი, რომელიც შედგებოდა ათი დეპუტატისგან. იგი სწავლობდა და ამზადებდა თავის დასკვნებს სამხედრო პოლიტიკისა და შეიარაღებული ძალების მშენებლობის ცალკეულ საკითხებში, რომლებიც უნდა გამოეტანათ პალამენტის სესიაზე განსახილველად.

თავდაცვის სამინისტრო წარმოადგენდა უმაღლეს სამხედრო-ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც პასუხს აგებდა შეიარაღებული ძალების მდგომარეობასა და მშენებლობაზე. იგი შედგებოდა შვიდი სამმართველოსგან _ პირადი შემადგენლობისა და ორგანიზაციის, ფულადი ანაზღაურებისა და ხელფასის, ადინისტრაციულის, საბიუჯეტო-საფინანსოსი, სამხედრო მშენებლობის, სამხედრო მასალების, დაგეგმარების. სამმართველოები იყოფოდა კანტორებად (განყოფილებებად /отделы/), რომლებიც დაკავებული იყვნენ საკითხების უფრო ვიწრო წრით.

თავდაცვის მინისტრი (სამოქალაქო პირი) პასუხს აგებდა შეიარაღებული ძალების საერთო მდგომარეობაზე. სამხედრო-ადმინისტრაციულ საკითხებს იგი წყვეტდა თავაცვის სამინისტროს მეშვეობით, ოპერატიული და საბრძოლო მომზადების საკითხებს კი _ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მეშვეობით. სამხედრო მშენებლობის საკითხებში თავდაცვის მინისტრი ანგარიშს აბარებდა სტორტინგსა და მთავრობას.

შეიარაღებული ძალების მდგომარეობასა და საბრძოლო მზადყოფნაზე უშუალოდ პასუხისმგებელი გახლდათ მთავარსარდალი (მის მიერ მმართველობის ნატო-ს სარდლობისთვის გადაცემამდე). იგი ახორციელებდა ოპერატიულ ხელმძღვანელობას ჩრდილოეთ და სამხრეთ ნორვეგიაში შეიარაღებული ძალების სარდლების მეშვეობით, ხოლო ადმინისტრაციულ ხელმძღვანელობასა და საბრძოლო მომზადების ხელმძღვანელობას კი _ სახმელეთო ჯარების, სჰძ-ის, სზძ-ისა და ჰემვერნის მთავარი ინსპექტორების (სარდლების) მეშვეობით. შეიარაღებული ძალების სახეობათა მთავარი ინსპექტორები და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი ქმნიდნენ მთავარ სამხედრო საბჭოს _ მთავარსარდლის საკონსულტაციო ორგანოს.

შეიარაღებული ძალების შტაბი _ ეს გახლდათ მთავარსარდლის ოპერატიული ორგანო. მშვიდობიანობის დროს იგი აწარმოებდა შეიარაღებული ძალების ოპერატიული გამოყენების გეგმების შემუშავებას, დაკავებული იყო დაკომპლექტების, საბრძოლო მომზადების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის (მტუ), მიმდინარე და პერსპექტიული დაგეგმარების საკითხებით. მისი უფროსი ამავდროულად გახლდათ მთავარსარდლის მოადგილე. შტაბი შედგებოდა პირადი შემადგენლობის, ოპერატიული, სადაზვერვო, მტუ-ის, დაგეგმარებისა და საბიუჯეტო სამმართველოებისგან.

ზურგის უზრუნველყოფას ახორციელებდნენ სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სარდლობებისა და საინტენდანტო სამსახურის მეშვეობით (ექვემდებარებოდნენ უშუალოდ თავდაცვის მინისტრს).

ეროვნული შეიარაღებული ძალების სარდლები ჩრდილოეთ და სამხრეთ ნორვეგიაში იმავე დროს წარმოადგნდნენ ნატო-ს მშძ-ის სარდლებსაც ქვეყნის ამ ნაწილებში, რაც აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფდა ნორვეგიული ჯარების ნატო-ს საკომანდო ორგანოების მმარველობაში სწრაფ გადაცემას.

ნორვეგიის შეიარაღებული ძალები შედგებოდა სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალებისგან. 70-იანი წლების შუა ხანებში მის შემადგენლობაში შედიოდა 39 ათასზე ცოტა მეტი ადამიანი, მათ რიცხვში 25,3 ათასი გაწვეული (სახმელეთო ჯარები _ 16,5 ათასი, სჰძ _ 3,9 ათასი, სზძ _ 4,9 ათასი) და მუდმივი შემადგენლობის 14,2 ათასი ადამიანი. გარდა ამისა, შეიარაღებულ ძალებში დაკავებული იყო სამოქალაქო პერსონალის 10,6 ათასი ადამიანი.

შეიარაღებული ძალების დაკომპლექტებას ახორციელებდნენ საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ კანონის საფუძველზე და დაქირავებით. მშვიდობიანობის დროს ნამდვილ სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებოდნენ ის პირები, როლებმაც მიაღწიეს 20 წლის ასაკს. ომიანობის დროს გასაწვევი ასაკი იყო 18 წელი. დაქირავებული პირადი შემადგენლობის სამსახურის მინიმალური ვადა შეადგენდა სამ წელიწადს. მშვიდობიანობის დროს სამხედროვალდებულები თადარიგში იმყოფებოდნენ 44 წლის ასაკამდე.

სხვადასხვა მიზეზების გამო ნამდვილი სამხედრო სამსახურისგან განთავისუფლებული პირები შესაძლო იყო გაეწვიათ ჰემვერნში ან სამოქალაქო თავდაცვის ქვედანაყოფებში. ჰემვერნს ნაწილობრივ აკომპლექტებდნენ აგრეთვე წვევამდელი ასაკის პირადი შემადგენლობითაც (17-19 წელი).

თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებული ძალების შტაბთან ერთობლივად ახორციელებდა გაწვევისა და მობილიზაციის საერთო ხელმძღვანელობას. მთავარი სამხედრო-სააღრიცხვო ორგანო იყო გენერალური სამხედრო კომისარიატი, რომელსაც ექვემდებარებოდა შვიდი სამხედრო კომისარიატი, ხოლო ეს უკანასკნელნი კი ტერიტორიულად მოიცავდნენ მთელ ქვეყანას. სამხედრო კომისარიატები იყოფოდა მიწერის რაიონებად (სულ იყო 18). მიწერის უმდაბლეს ინსტანციას წარმოადგენდნენ კომუნები, რომლებიც იყო თითოეული რაიონის ტერიტორიაზე.

სახმელეთო ჯარები წარმოადგენდა შეიარაღებული ძალების ძირითად სახეობას. იგი შედგებოდა ჯართა ექვსი გვარეობისა (ქვეითი ჯარის, ჯავშანსატანკო ჯარების, საველე არტილერიის, კავშირგაბმულობის ჯარების, საინჟინრო ჯარებისა და ზურგის უზრუნველყოფის ჯარების) და ოთხი სამსახურის (საარტილერიო-ტექნიკურის, საინტენდანტოსი, სამედიცინოსი და ვეტერინალურის) ნაწილებისა და ქვედანაყოფებისგან.

სახმელეთო ჯარებს სარდლობდა მთავარი ინსპექტორი, რომელიც პასუხს აგებდა პირადი შემადგენლობის სწავლებაზე, ნაწილებისა და ქვედანაყოფების საბრძოლო გამოყენებისთვის მომზადებაზე. ჯარების ხელმძღვანელობას იგი ახორციელებდა სახმელეთო ჯარების შტაბის, სამხედრო ოლქების სარდლებისა და ჯართა გვარეობების ინსპექტორების მეშვეობით.

ჩრდილოეთ და სამხრეთ ნორვეგიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა იყო სხვადასხვანაირი.

ჩრდილოეთ ნორვეგია დაყოფილი იყო ოთხ ოპერტიულ სარდლობად: “ფინმარკი”, “თრომსი”, “ნორდ-ჰოლგოლანდი” და “სიორ-ჰოლგოლანდი”. სარდლობებს უშუალოდ ექვემდებარებოდნენ მათ ტერიტორიებზე დისლოცირებული სახმელეთო ჯარების კადრისა და სამობილიზაციო ნაწილები და ქვედანაყოფები. მე-6 სადივიზიო სარდლობა წარმოადგენდა უმაღლეს ოპერატიულ ორგანოს, რომელიც აერთიანებდა ამ სარდლობებს.

სამხრეთ-ნორვეგია დაყოფილი იყო ოთხ სამხედრო ოლქად: “ტრიონდელაგი”, “სიორლანდეტი”, “ოსტლანდეტი” და “ვესტლანდეტი”, რომლებშიც შედიოდა თავდაცვის 12 რაიონი.

სამხედრო ოლქის სარდალს ემორჩილებოდნენ ოლქის შტაბი, აგრეთვე ოლქის ფარგლებში დისლოცირებული სახმელეთო ჯარების ნაწილები და ქვედანაყოფები. სარდალი და მისი შტაბი პასუხს აგებდნენ მათდამი დაქვემდებარებული ჯარების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნაზე, თადარიგის სამხედროვალდებული პირების გადამზადებაზე, ტერიტორიის ოპერატიულ აღჭურვაზე, ოლქის ტერიტორიაზე სამხედრო მარაგების შექმნასა და შენახვაზე. ომიანობის დროს მათ უნდა ეხელმძღვანელათ საველე ჯარების, ადგილობრივი თავდაცვის ჯარებისა და ჰემვერნის საბრძოლო მოქმედებებისთვის თავიანთი პასუხისმგებლობის ზონებში, რასაც მშვიდობიანობის დროს სისტემატიურად ამუშავებდნენ სამეთაურო-საშტაბო და საჯარისო სწავლებების მსვლელობისას როგორც ნატო-ს ბლოკის გეგმებით, ისე ეროვნული სარდლობის ინტერესებშიც.

მშვიდობიანობის დროის სახმელეთო ჯარები შედგებოდა საბრძოლველად მზადმყოფი და სასწავლო-სამობილიოზაციო ნაწილებისა და ქვედანაყოფებისგან, აგრეთვე სარეზერვო შენაერთებისა და ნაწილების შტაბებისგან.

საბრძოლველად მზდმყოფი ჯარების შემადგენლობაში შედიოდნენ მოტოქვეითი ბრიგადა “ჩრდილოეთი”, ქვითი ბატალიონები “სიორ-ვარანგერი” და “პორსანგერი”, სამეფო გვარდიული ბატალიონი და სხვა უფრო მცირე ქვედანყოფები. მოტოქვეითი ბრიგადის “ჩრდილოეთი”-ს შემადგენლობაში შედიოდა სამი მოტოქვეითი ბატალიონი (ჯავშანტრანსპორტერები M113), სატანკო ასეული (ტანკები “ლეოპარდი”), საარტილერი დივიზიონი (155-მმ თვითმავალი ჰაუბიცები M109G), სადაზვერვო ასეული, საზენიტო ბატარეა (40-მმ საზენიტო ზარბაზნები L/70 “ბოფორსი”), მესანგრეთა, სარემონტო და სატრანსპორტო ასეულები, აგრეთვე ზურგის უზრუნველყოფის ასეული. ბრიგადის მოტოქვეითი ბატალიონი შეიცავდა შემდეგ ასეულებს: საშტაბოს, სამ მოტოქვეითსა და მხარდაჭერის.

სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში შედიოდა 11 სასწავლო-სამობილიზაციო პოლკი (ორი ჯავშანსატანკო, სამი სარტილერიო, საინჟინრო, კავშირგაბმულობის, სატრანსპორტო და სამიც ზურგის უზრუნველყოფის). პოლკები ახორციელებდნენ გაწვეული კონტინგენტის მომზადებსა და ჯართა სპეციალური გვარეობების რეზერვისტების გადამზადებას. ომიანობის დროს კი მათ უნდა გაეშალათ მხარდაჭერისა და უზრუნველყოფის ქვედანაყოფები საველე ჯარებისთვის.

გაწვეული კონტინგენტის დიდი ნაწილი საწყის მომზადებას გადიოდა ცხრა სასწავლო ცენტრში (სამი ცენტრი ქვეით ჯარში, ორი საველე არტილერიაში, და თითო-თითო ჯართა დანარჩენ გვარეობებში). სამთვიანი სწავლების შემდეგ პირადი შემადგენლობა გადაჰყავდათ საბრძოლველად მზადმყოფ ნაწილებში.

სარეზერვო ნაწილებში იყო შემდეგი შტაბები: ქვეითი ბრიგადისა “სამხრეთი”, ცხრა კომბინირებული და 14 ქვეითი პოლკის.

სარეზერვო ქვეითი ბრიგადის “სამხრეთი” და ცხრა კომბინირებული პოლკის შტაბები მშვიდობიანობს დროს აწარმოებდნენ იმ რეზერვისტების გადამზადებას, რომლებიც განკუთვნილი იყვნენ ქვეითი ბრიგადისა და კომბინირებული პოლკების (ქვეითი ბრიგადების) დაკომპლექტებისთვის, რომლებიც ამ შტაბებს უნდა გაეშალათ ომიანობის დროს.

14 ქვეითი პოლკის შტაბებს კი ომიანობის დროს უნდა გაეშალათ ადგილობრივი თავდაცვის ბატალიონები. მშვიდობიანობის დროს ისინი ატარებდნენ ამ ბატალიონებზე მიწერილი თადარიგის პირადი შემადგენლობის გადამზადებას.

საომარი დროის სახმელეთო ჯარები მოიცავდა საველერ ჯარებს, ადგილობრივი თავდაცვის ჯარებსა და ჰემვერნს.

საველე ჯარები ითვლებოდა საომარი დროის სახმელეთო ჯარების ყველაზე უფრო ბრძოლისუნარიან კომპონენტად და განკუთვნილი იყო საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის ნატო-ს მშძ-ის შემადგენლობაში. მას აკომპლექტებდნენ ნაკლები ასაკების რეზერვისტებისგან შემდგარი პირადი შემადგენლობით. საველე ჯარების ძირითადი საორგანიზაციო ერთეული გახლდათ _ ქვეითი ბრიგადა (კომბინირებული პოლკი), რომელსაც გააჩნდა პირადი შემადგენლობის დაახლოებით 5000 ადამიანი. იგი შედგებოდა სამი ქვეითი ბატალიონის, საარტილერიო დივიზიონისა და სხვა ქვედანაყოფებისგან.

ადგილობრივი თავდაცვის ჯარები, რომელსაც აკომპლექტებდნენ ტერიტორიული ნიშნის მიხედვით უფროსი ასაკების სამხედროვალდებულებისგან (რეზერვისტებისგან), განკუთვნილი იყო საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის თავიანთი თავდაცვის რაიონების ფარგლებში საველე ჯარებთან და ჰემვერნთან ურთიერთმოქმედებით. მას გააჩნდა მობილიზაციის უფრო მოკლე ვადები, საველე ჯარებთნ შედარებით. მის ამოცანაში შედიოდა: მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა, საჰაერო და საზღვაო დესანტებთან ბრძოლა, სანაპიროს დესანტმისადგომი უბნების დაფარვა.

თავისი შემადენლობისა და შეირაღების მიხედვით ადგილობრივი თავდაცვის ჯარების ნაწილები და ქვედანაყოფები განკუთვნილი იყვნენ თავდაცვის რაიონების ფარგლებში მოქმედებებისთვის. მათ კარგად იცოდნენ ადგილობრივი პირობები თავიანთი დანიშნულების რაიონებში მოქმედებების წინასწარ დამუშავების წყალობით.

ჰემვერნი _ ეს გახლდათ მასობრივი გასამხედროებული ორგანიზაცია (სახმელეთო ჯარები, სჰძ და სზძ), რომელსაც აკომპლექტებდნენ 17 წლიდან და უფროსი ასაკის მოხალისეებით, აგრეთვე იმ სამხედროვალდებულებით, რომელთაც არ ჰქონდათ გავლილი ნამდვილი სამხედრო სამსახური. მისი რიცხოვნება მშვიდობიანობის დროს უტოლდებოდა 84 ათას ადამიანს (70-იანი წლების შუახანებში). ომიანობის დროს კი მის ქვედანაყოფებს დაუქვემდებარებდნენ შეიარაღებული ძალების შესაბამის სარდლობებს, სადაც მათ უნდა შეესრულებიათ სამხედრო ობიექტების, სატრანსპორტო ნაგებობების, სამრეწველო საწარმოების დაცვისა და თავდაცვის ამოცანები, ეწარმოებიათ ბრძოლა მოწინააღმდეგის საჰაერო დესანტებთან და დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფებთან, აგრეთვე განეხორციელებიათ პარტიზანული მოქმედებები მოეწინააღმდეგის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე.

ჰემვერნის ძირითად ქვედანაყოფებს წარმოადგენდნენ ქვეითი ასეულები. გარდა ამისა მის შემადგენლობაში შედიოდა სპეციალური რაზმები (კავშირგაბმულობის, სანიტრული, სატრანსპორტო და სხვა).

სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფები და ნაწილები აღჭურვილი იყო უპირატესად უცხოური წარმოების იარაღითა და სამხედრო ტექნიკით. სატანკო ქვედანაყოფების შეიარაღებაში იმყოფებოდა დასავლეთგერმანული “ლეოპარდის” ტიპისა და ამერიკული M48 ტიპის ტანკები.

საარტილერიო ქვედანაყოფები აღჭურვილი იყო 105- და 155-მმ ამერიკული ჰაუბიცებით. იყო აგრეთვე ამერიკული ჯავშანტრანსორტერები M113. სანაღმსატყორცნე ქვედანაყოფებში გააჩნდათ 81- და 106,7-მმ ნაღმსატყორცნები. ძირითად ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას წარმოადგენდა 75-მმ ტანკსაწინაღმდეგო ზარბაზნები, 106-მმ უუკუცემო ქვემეხები, 84-მმ ტანკსაწინააღმდეგო თოფები “კარლ გუსტავი”, ტსმრჭ-ები “ენტაკი” და “თოუ”.

საზენიტო არტილერია აღჭურვილი იყო ძირითადად შვედური 40-მმ ზარბაზნებით L/60 “ბოფორსი”. გარდა ამისა გფრ-ში შეისყიდეს 20-მმ საზენიტო ზარბაზნები Mk20Rh202.

ქვეითი ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის შეიარაღებაში შედგებოდა თვითდამტენი შაშხანები M1, ავტომატური შაშხანები და ტყვიამფრქვევები “ბრაუნინგი”, 9-მმ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები, 7,62- და 12,7-მმ ტყვიამფრქვევები, 88,9-მმ რეაქტიული ტანკსაწინააღმდეგო თოფები, დასავლეთგერმანული შაშხანები G3.

შეიარაღებული ძალების მშენებლობის იმხანად მოქმედი ხუთწლიანი (1974-1978 წწ.) გეგმის შესაბამისად სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფებისა და ნაწილების საორგანიზაციო სტრუქტურის სრულყოფასთან ერთად ითვალისწინებდნენ ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების მოდერნიზაციის, ჯარების მობილურობის ამაღლების, მართვის ორგანოების სრულყოფისა და კავშირგაბმულობის საშუალებების განახლების ღონისძიებებს.

1975 წელს დაიწყეს ჯარებში ამერიკული ტსმრჭ-ების „თოუს“ მიწოდებები, ამთავრებდნენ ჯარების აღჭურვას შვედური რეაქტიული ტანკსაწინააღმდეგო თოფებით “კარლ გუსტავი”, მოდერნიზაციას უტარებდნენ მსუბუქ ტანკებს M24. გეგმავდნენ საველე ჯარების ქვეით ბატალიონებში მუხლუხიანი ყველგანმავლების BV202 საშტატო რიცხვის გაზრდას, რომლებიც განკუთვნილი გახლდათ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მოქმედებებისთვის. ყველგანმავლებს აწვდიდა შვედური ფირმა “ვოლვო”. გფრ-ში შეისყიდეს SEM52 ტიპის 4000 რადიოსადგური საასეულო რგოლისთვის.

სამხედრო-საჰაერო ძალები განკუთვნილი იყო სახმელეთო ჯარების საბრძოლო მოქმედებების უზრუნველყოფის, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის (ჰთ) ამოცანების შესრულებისა და მთლიანობაში შეიარაღებული ძალების ინტერესებში საჰაერო დაზვერვის წარმოებისთვის.

სამხედრო-საჰაერო ძალებს სათავეში ედგა სჰძ-ის მთავარი ინსპექტორი, რომელიც დაქვემდებარებული ნაწილებისა და ქვედანაყოფების ხელმძღვანელობას ახორციელებდა სჰძ-ის შტაბის მეშვეობით. უკვე მშვიდობიანობის დროს იგი გადაცემული იყო ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიანებული) სჰძ-ის შემადგენლობაში.

სამხედრო-საჰაერო ძალების დაჯგუფება მოიცავდა სჰძ-ს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნორვეგიაში, რომლებიც ოპერატიული მიმართებით ექვემდებარებოდნენ ქვეყნის ამ ნაწილების შეიარაღებული ძალების სარდლებს.

საბრძოლო ავიაციის ბაზირების ძირითად აეროდრომებს წარმოადგენდა რიუგე, სულა, ერლანი, ანიოია, ბუდიო, ბარდუფოსი და სხვები. საზღვარგარეთული ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, სჰძ-ის აეროდრომების უმეტესობა პასუხობდა ნატო-ს სარდლობის მოთხოვნებს. მათ გააჩნდათ ასაფრენ-დასაჯდომი ზოლის სიგრძე 2000-3000 მ და შეეძლოთ ყველა ტიპის რეაქტიული თვითმფრინავების მიღება.

სჰძ-ის შემადგენლობაში შედიოდა შემდეგი ესკადრილიები: სამი გამანადგურებელ-ბომბდაშენების, ერთი საყოველამინდო გამანადგურებელ-დამჭერების, ერთი სადაზვერვო, ორი სატრანსპორტო და ორიც სვერტმფრენო. საბრძოლო ავიაციის ძირითად თვითმფრინავებს 1970-იანი წლების შუახანებში წარმოადგენდნენ F-5A, F-104 და RF-5A ტიპების თვითმფრინავები. დამხმარე ავიაციაში შედიოდა C-130H და C-47 ტიპების თვითმფრინავები და UH-1B ვერტმფრენები. სულ სჰძ-ის შემადენლობაში იყო დაახლოებით 150 საბრძოლო და სატრანსპორტო თვითმფრინავი და ვერტმფრენი. იმ ხანად მიღებული ჰქონდათ გადაწყვეტილება 72 ამერიკული მრავალმიზნობრივი თვითმფრინავის F-16 შეძენაზე მოძველებული F-104-ების შესაცვლელად.

სჰძ-ში შედიოდა აგრეთვე შორი მოქმედების ზმრ-ების “ნაიქ-ჰერკულესი” დივიზიონი, რომლის ოთხი ბატარეაც იფარავდა ქვეყნის დედაქალაქს ოსლოს, და 40-მმ საზენიტო ზარბაზნების L/60 და L/70 (შვედური წარმოებისა) დივიზიონები ავიაბაზების დასაფარავად. დაგეგმილი ჰქონდათ ძირითადი ავიაბაზების საჰაერო თავდაცვის გაძლიერება ზრკ-ებით “როლანდ”2.

სჰძ-ის პირადი შემადგენლობის მომზადებას აწარმოებდნენ საფრენოსნო სკოლაში, სჰძ-ის სასწავლო ცენტრებსა და საავიაციო სპეციალისტების სკოლებში.

საფრენოსნო შემადგენლობის საწყის მომზადებას ატარებდნენ საფრენოსნო სკოლაში ვერნესში. ცხრა თვის განმავლობაში სკოლის კურსანტები გადიოდნენ თავდაპირველ სამხედრო მომზადებას, სწავლობდნენ აეროდინამიკას, მეტეოროლოგიას, ნავიგაციას, თვითმფრინავების მატერიალურ ნაწილს. სკოლის დამთავრებისას კურსანტებს ჰქონდათ 25 საათი ნაფრენი სასწავლო-საწვრთნელი თვითმფრინავებით. მფრინავების შემდგომ მომზადებას აწარმოებდნენ აშშ სჰძ-ის სასწავლო ცენტრებში. აშშ-ში სწავლების ხანგრძლივობა შეადგენდა 12 თვეს 225 სთ ნაფრენით სასწავლო და საბრძოლო თვითმფრინავებით. მფრინავის მომზადებას ამთავრებდნენ ეროვნული სჰძ-ის ნაწილებში.

სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელობას ახორციელებდა სზძ-ის მთავარი ინსპექტორი, რომელიც პასუხს აგებდა სზძ-ის პირადი შეადგენლობით დაკომპლექტებაზე, მის სწავლებაზე, ფლოტისა და სანაპირო არტილერიის საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფაზე. სზძ-ის სარდლები ჩრდილოეთ და სამხრეთ ნორვეგიაში ადმინისტრაციული მიმართებით ექვემდებარებოდნენ მთავარ ინსპექტორს, ხოლო ოპერატიული მიმართებით კი _ ქვეყნის შესაბამისი ნაწილის შეიარაღებული ძალების სარდალს. მშვიდობიანობის დროს ნორვეგიის სზძ იმყოფებოდა ეროვნულ დაქვემდებარებაში.

სამხედრო-ადინისტრაციული მიმართებით ნორვეგიის ტერიტორია სანაპირო წყლებით დაყოფილი იყო ცხრა სამხედრო-საზღვაო რაიონად, რომელთა სარდლობასაც ექვემდებარებოდნენ ის ხომალდები და ნაწილები, რომლებიც დროებით ან მუდმივად იმყოფებოდნენ რიონის ფარგლებში. რაიონების სარდლობები პასუხს აგებდნენ სანაპიროს, სამხედრო-საზღვაო ბაზებისა და პორტების თავდაცვის ორგანიზაციაზე, აგრეთვე საპატრულო და საავარიო-სამაშველო სამსახურის წარმოებაზე.

სზძ შედგებოდა ფლოტისა და სანაპირო თავდაცვისგან. ფლოტის საბრძოლო შემადგენლობაში შედიოდა წყალქვეშა ნავების ორი ესკადრა, ფრეგატების ესკადრა, სარაკეტო, სატორპედო და სადარაჯო კატარღების ორი ფლოტილია, აგრეთვე ნაღმ-სატრალო და სადესანტო ხომალდების რადენიმე ერთგვაროვანი შენაერთი. სულ მოითვლებოდა 90-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი და დამხმარე გემი, მათ შორის: “კობენის” ტიპის 15 დიზელური წყალქვეშა ნავი, “ოსლოს” ტიპის ხუთი მრი ფრეგატი, რომლებიც აღჭურვილო იყო სისტემებით მრი “პინგვინი”, ზმრი “სი სფაროუ”, ორი მცირე ნავსაწინააღმდეგო ხომალდი რეაქტიული ბომბსატყორცნებით “ტერნე”, 45 სარაკეტო, სატორპედო და სადარაჯო კატარღა, 10 საბაზო ტრალერი, ოთხი ნაღმგადამღობი, შვიდი სადესანტო ხომალდი, ორი მცურავი ბაზა. ძირითად სამხედრო-საზღვაო ბაზებს წარმოდგენდა ჰოკონსვერნი, რამსუნდი, ქრისტიანსანი და რამფიორდიესი.

აწარმოებდნენ “ჰოქის” ტიპის 14 ახალის სარაკეტო კატარღის მშენებლობას, რომლებითაც უნდა შეეცვალათ “ტიელდის” ტიპის მოძველებული სატორპედო კატარღები. 1980-იან წლებში გეგმავდნენ “კობენის” ტიპის წყალქვეშა ნავების შეცვლას ახლებით, რომლებსაც იმხანად შეიმუშავებდნენ გფრ-თან ერთობლივად.

სანაპირო თავდაცვა მოიცავდა ფორტებს, რომელთა შეიარაღებაშიც ჰყავდათ საარტილერიო, საზენიტო და სატორპედო ბატარეები, აგრეთვე მართვადი სანაღმო ღობურები. საზღვარგარეთული ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, 70-იანი წლების შუახანებში იყო სანაპირო არტილერიის 36 ბატარეა.

სზძ-ის შემადგენლობაში შედიოდა საპატრულო (ცხრა თვითმფრინავი P-3B “ორიონი”) და საძიებო-სამაშველო (ათი ვერტმფრენი “სი კინგი”) ავიაცია. იგი ადმინისტრაციული მიმართებით ექვემდებარებოდა სჰძ-ს.

IX. ესპანეთის შეიარაღებული ძალები 1970-იანი წლების მიწურულს

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ამერიკული იმპერიალიზმი და ნატო-ს ბლოკის მესვეურები ესპანეთს ანიჭებდნენ განსაკუთრებულ ადგილს თავიანთ აგრესიულ გეგმებში. ეს აიხსნებოდა უწინარეს ყოვლისა მისი მნიშვნელოვანი სამხედრო-სტრატეგიული მდებარეობითა და მნიშვნელოვანი სამხედრო პოტენციალით. ნატო-ელი გენერლები, 70-იანი წლების მიწურულს, ისწრაფოდნენ ესპანეთის ჩათრევისკენ თავიანთი უსაზღვრო გავლენის სფეროში და დასავლეთევროპული სახელმწიფოებისგან თანხმობის მიღწევისკენ მის მიღებაზე ჩრდილოალანტიკურ კავშირში. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი იმხანად ჯერ კიდევ არ გახლდათ ნატო-ს წევრი სახელმწიფო, ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ემხრობოდა რა პროდასავლურ ორიენტაციას, ატარებდა პოლიტიკას, რომელიც მიმართული იყო სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცებაზე ორმხრივ საფუძველზე აშშ-სა და წამყვან დასავლეთევროპულ ქვეყნებთან (პირველ რიგში საფრანგეთთან და გერმანიასთან).

1976 წლის იანვარში ესპანეთმა და აშშ-მა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხუთი წლის ვადით, როლის თანახმადაც ამერიკელები გააგრძელებდნენ სამხედრო-საჰაერო ბაზების ტორეხონის, სარაგოსას, მორონის, აგრეთვე სამხედრო-საზღვაო ბაზის როტას გამოყენებას, რომელიც წარმოადგენდა ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების 16-ე ამერიკული ესკადრის ბაზირების მეწინავე პუნქტს. ამის სანაცვლოდ აშშ-ის მთავრობა დაპირდა ესპანეთს კრედიტებისა და სხვადასხვა სუბსდიების მიცემას სამხედრო და ტექნიკური დახმარების სახით 1,2 მლრდ. დოლარის ზომით.

მნიშვნელოვან დონეზე იყო განვითარებული ესპანეთის სამხედრო თნამშრომლობა საფრანგეთთან. 1970 წლის შეთანხმებით ესპანეთი ღებულობდა „მირაჟის“ ტიპის თვითმფრინავებსა და „ალუეტის“ სერიის ვერტმფრენებს. საფრანგეთის დახმარებით ქვეყანაში აშენებული იყო ქარხანა AMX-30 ტიპის საშუალო ტანკების ასაწყობად. ფრანგული ლიცენზიებით ესპანეთში აგრძელებდნენ დიზელური წყალქვეშა ნავების აგებას.

ესპანეთის ეროვნულ ქარხნებში აწარმოებდნენ თვითმფრინავებს HA-220 „სუპერ საეტა“, საავიაციო ძრავებს, საბრძოლო ხომალდებს (მათ შორის საესკადრო ნაღმოსნებსა და წყალქვეშა ნავებს), საარტილერიო ქვემეხებსა და სასროლ იარაღს, კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის საშუალებებს. 70-იანი წლების მეორე ნახევარში აღინიშნებოდა ესპანეთის სამხედრო ხარჯების მუდმივი ზრდა. ასე, 1977 წელს მათ შეადგინეს დაახლოებით 150 მლრდ. პესეტი, ანუ ზოგადსახელმწიფოებრივი ბიუჯეტის 15%-ზე მეტი.

უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, ესპანეთის შეიარაღებული ძალები შედგებოდა სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალების, სამხედრო-საზღვაო ძალებისა და სამოქალაქო გვარდიისგან. მისი საერთო რიცხოვნება 1977 წლის ბოლოსთვის შეადგენდა 374 ათას ადამიანს: სახმელეთო ჯარები _ 220 ათასი, სჰძ _ 41 ათასი, სზძ _ 48 ათასი, სამოქალაქო გვარდია _ 65 ათასი ადამიანი.

უმაღლესი სამხედრო მართველობა (ნახ. 9) მოიცავდა შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, თავდაცვის სამინისტროს, გენერალურ შტაბს, შტაბების უფროსთა კომიტეტს, სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის მთავარ შტაბებს.

[მე-9 ნახატზე, რომლის სახელწოდებაცაა ესპანეთის უმაღლესი სამხედრო მმართველობის ორგანოები, სტრუქტურის სათავეში დგას შეიარაღEბული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი (მეფე); მეფეს უშუალოდ ექვემდებარებოდა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, მას კი თავდაცვის მინისტრი; თავდაცვის მინისტრის დაქვემდებარებაში იყო გენერალური შტაბი, რომლის საკონსულტაციო ორგანოსაც წარმოადგენდა შტაბების უფროსთა კომიტეტი; გენერალურ შტაბს ექვემდებარებოდნენ სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის მთავარი შტაბები].

უმაღლესი მთვარსარდალი გახლდათ სახელმწიფოს მეთაური _ მეფე, რომელიც ახორციელებდა შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას მინისტრთა საბჭოს თავმჯდომრისა და თავდაცვის მინისტრის მეშვეობით.

უმაღლესი სამხედრო ორგანო _ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო (ეუს) განსაზღვრავდა სახელმწიფოს სამხედრო პოლიტიკას, კოორდინაციას უწევდა თავდაცვის სამინისტროსა და სხვა უწყებების საქმიანობას შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და მომზადების საკითხებში, ღებულობდა გადაწყვეტილებებსა და შემუშავებებს, დირექტიულ მითითებებს სახელმწიფო და სამთავრობო დაწესებულებების ორგანიზაციისა და საქმიანობის კოორინაციაზე ეროვნული თავდაცვის სფეროში. მასში შედიოდნენ: მეფე, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი შეიარაებული ძალების სახეობათა მთავარი შტაბების უფროსები.

თავდაცვის სამინისტრო. 1977 წელს სახელმწიფოს მეთაურის სპეციალური დეკრეტით გააუქმეს ადრე არსებული შეიარაღებული ძალების სახეობათა საინისტროები და შექმნეს ერთიანი თავდაცვის სამინისტრო სათავეში მინისტრით, რომელიც ამავე დროს გახლდათ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თავდაცვის საკითხებში. დეკრეტის თანახმად იგი დაკავებული იყო ჯარების პოლიტიკური და ადმინისტრაციულ-სამეურნეო ხელმძღვანელობის საკითხებით, ხოლო სამხედრო მმართველობის ფუნქციები გადაცემული ჰქონდათ შეიარაღებული ძალების სახეობათა მთავარი შტაბების უფროსებს.

თავაცვის სამინისტროს შექმნამ, დასავლელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, ესპანეთის სამხედრო მმართველობის სტრუქტურა დააახლოვა ნატო-ს მონაწილე ქვეყნების სამხედრო ორგანოების ორგანიზაციასთან და საშუალება მისცა განეხორციელებიათ ერთიანი პოლიტიკა შეიარაღებათა სრულყოფის სფეროში, აგრეთვე აემაღლებიათ თავდაცვაზე გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების გამოყენების ეფექტურობა. მიღებული კანონის საფუძველზე, რომელიც უკრძალავდა სამხედროებს პოსტების დაკავებას პოლიტიკური ხელმძღვანელობის ორგანოებში, თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა სამოქალაქო პირს.

თავდაცვის სამინისტროს ეკისრებოდა შემდეგი ამოცანები: დირექტივების მომზადება შეიარაღებული ძალების მშენებლობის, სწავლებისა და საბრძოლო გამოყენების საკითხებში ეუს-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და გენერალური შტაბის უფროსის წინადადებების საფუძველზე; სამხედრო ბიუჯეტების პროექტების შემუშავება და ასიგნებების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება; შეიარაღების მიწოდებებზე კონტრაქტების განხილვა და დამტკიცება; ეროვნული თავდაცვის სფეროში სხვა სამინისტროებთან და სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთმოქმედების ორგანიზცია და ა. შ. თავდაცვის მინისტრი შეიარაღებულ ძალებს ხელმძღვანელობდა გენერალური შტაბის უფროსისა და მთავარი შტაბების უფროსების მეშვეობით.

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი _ წარმოადგენდა თავდაცვის სამინისტროს ძირითად ორგანოს ჯარების ოპერატიული მართვის საკითხებში. იგი პასუხს აგებდა სამობილიზაციო საკითხებზე, შეიარაღებული ძალების ოპერატიულ მართვაზე, აგრეთვე სრულყოფდა მის საორგანიზაციო სტრუქტურას და გეგმავდა საბრძოლო მომზადებას. გარდა ამისა, გენერალური შტაბი დაკავებული იყო ომის წარმოების ოპერატიული გეგმების შემუშავებით, ქვეყნის ტერიტორიის თავდაცვის ორგანიზებაში, აგრეთვე საზღვაო კომუნიკაციების დაცვასა საჰაერო თავდაცვაში დირექტივების შეუშავებით, ხელმძღვანელობდა მთავარი შტაბების უფროსების საქმიანობას შეიარაღებული ძალების მშენებლობის პროგრამების განხორციელებაში, ასევე განსაზღვრავდა მიზნებსა და სვამდა ამოცანებს სამეცნიერო-ტექნიკური კვლევების სფეროში.

გენერალური შტაბის მიერ შემუშავებული შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და გამოყენების გეგმებს ამტკიცებდა ეუს. გენერალური შტაბის უფროსს გენერალ-ლეიტენანტების რიცხვიდან ნიშნავა სახელმწიფოს მეთაური დეკრეტით მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად.

შტაბების უფროსთა კომიტეტი. 1977 წლის თებერვალში ესპანეთის მთავრობამ ჩაატარა უმაღლესი სამხედრო მმართველობის ნაწილობრივი რეორგანიზაცია. კერძოდ, შექმნეს შტაბების უფროსთა კომიტეტი (შუკ) გენერალური შტაბის უფროსისა (თავმჯდომარე) და შეიარაღებული ძალების სახეობათა მთავარი შტაბების უფროსების შემადგელობით. შუკ წარმოადგენდა გენერალური შტაბის უფროსის კოლეგიალურ ორგანოს. იგი განიხილავდა ყველაზე უფრო მნიშვნელოვან სამხედრო პრობლემებს და ღებულობდა მათზე გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით ოპერატიული დაგეგმვის, შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და მოდერნიზაციის პროგრამების, აგრეთვე სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის საორგანიზაციო სტრუქტურის სრულყოფის სფეროში. გადაწყვეტილებებს ღებულობდნენ ხმათა უმრავლესობით, კენჭისყრაში კომიტეტის ყველა წევრის მონაწილებით.

სახმელეთო ჯარები წარმოადგენდა შეიარაღებული ძალების ძირითად და ყველაზე უფრო მრავალრიცხოვან სახეობას. იგი მოიცავდა საბრძოლო ძალებსა და ტერიტორიული თავდაცვის ჯარებს. პირველი ორგანიზაციულად შეყვანილი იყო დივიზიებსა და ბრიგადებში, რომლებიც შეიცავდნენ ქვეით, სატანკო, საჰაერო-სადესანტო, სამთოქვეით, სარტილერიო და საინჟინრო ნაწილებსა და ქვედანაყოფებს.

„ეროვნული უსაფრთხოების“ დოქტრინის თანახმად, სახმელეთო ჯარების ძირითად ამოცანად ითვლებოდა საბრძოლო მოქმედებების წარმოება ქვეყნის ტერიტორიაზე (მოწინააღმდეგის შემოჭრის შემთხვევაში) და მის ფარგლებს გარეთ. მას ხელმძღვანეობდა სახმელეთო ჯარების მთავარი შტაბის უფროსი.

საზღვაგარეთული ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, ესპანეთის სახმელეთო ჯარებში, 70-იანი წლების მიწურულს, შედიოდა ხუთი დივიზია (მოტოვეითი, ჯავშანსატანკო, მექანიზებული, ორი სამთოქვეითი), 16 ცალკეული ბრიგადა (ათი ქვეითი, ჯავშანსაკავალერიო, საპარაშუტო-სადესანტო, სამთოქვეითი, საჰაერო-სადესანტო და ორიც საარტილერიო), სანაპირო არტილერიის ათი პოლკი და ზმრ „ჰოქების“ ცალკეული დივიზიონი, აგრეთვე რამდენიმე ცალკეული ქვეითი პოლკი.

ოპერატიული მიმართებით ქვეყნის მთელი ტერიტორია დაყოფილი ჰქონდათ ცხრა სამხედრო ოლქად. ბალეარის კუნძულებსა (დაახლოებით 6 ათასი ჯარისკაცი და ოფიცერი) და კანარის კუნძულებზე (16 ათასი ადამიანი), აგრეთვე აფრიკის ტერიტორიაზე ქალაქებში სეუტასა და მილელიაში (18 ათასი) შექმნილი იყო სახმელეთო ჯარების ცალკეული სარდლობები. სეუტასა და მილელიის ზონების სარდლობები ადმინისტრაციულად ექვემდებარებოდნენ შესაბამისად II და IX სამხედრო ოლქების შტაბებს. თითოეული ოლქის სათავეში იდგა სარდალი გენერალ-ლეიტენანტის წოდებით. ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ოლქებს (ნაწილების რაოდენობის მიხედვით) წარმოადგენდა I (შტაბი მადრიდში), II (სევილიაში) და III (ვალენსიაში) სამხედრო ოლქები.

სამხედრო ოლქები აერთიანებდა რიგ პროვინციებს, რომელთაგან თითოეულს მეთაურობდა სამხედრო გუბერნატორი. ოლქის ცენტრალური პროვინციის სამხედრო გუბერნატორი ამავე დროს წარმოადგენდა ოლქის ჯარების მთავარ ინსპექტორს. სამხედრო ოლქების სარდლები გენერალური შტაბის უფროსს ექვემდებარებოდნენ სახმელეთო ჯარების მთავარი შტაბის მეშვეობით.

სახმელეთო ჯარების ძირითად ტაქტიკურ შენაერთად ითვლებოდა დივიზია. მასში შედიოდა სამი ბრიგადა, რომელთაგან თითოეული შედგებოდა სამი-ოთხი პოლკისგან. მშვიდობინობის დროს შენაერთები და ნაწილები პირადი შემადგენლობით დაკომპლექტებული იყო 70%-ით და შეიარაღებაში გააჩნდათ ძირითადად ამერიკული და ფრანგული იარაღი და საბრძოლო ტექნიკა.

სახმელეთო ჯარებში 1970-იანი წლების მიწურულს მოითვლებოდა 870-ზე მეტი ტანკი, მათგან დაახლოებით 670 საშულო (200 AMX-30 და 470 M47 და M48) და 200 მსუბუქი, 105 მმ და მეტი ყალიბის 1000-ზე მეტი ქვემეხი, აგრეთვე 500 ტავშანტრანსპორტერი M113. ჯარების შეიარაღებაში იმყოფებოდა დიდი რაოდენობით ტსმრჭ „მილანი“, „კობრა“, SS-11, მრავალლულიანი რეაქტიული გასაშვები დანადგარი (გდ), ნაღმსატყორცნი და უუკუცემო ქვემეხი, 550-მდე საზენიტო არტილერიის ქვემეხი. გარდა ამისა, ჯარებში იყო სროლის საშულო სიშორის ზმრ „ჰოქები“, საარმიო ავიაციის სხვადასხვა ტიპის 40 თვითმფრინავი და დაახლოებით 60 ვერტმფრენი. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ობიექტების ჰაერიდან დასაფრად იყენებდნენ სროლის დიდი სიშორის ზმრ-ებს „ნაიქ-ჰერკულესი“.

ესპანეთის სამხედრო ხელმძღვანელობა 70-იანი წლების მეორე ნახევარში ატარებდა ფართო ღონისძიებებს სახმელეთო ჯარების ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად. ამ მიზნით შენაერთებსა და ნაწილებს აღჭურავდნენ იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ახალი ნიმუშებით, ზრდიდნენ მათ საცეცხლე და დამრტყმელ ძლიერებას. შეიარაღების თანამედროვე სახეობების შესყიდვას ახორციელებდნენ საზღვარგარეთ, უმთავრესად აშშ-ში. ზრდიდნენ აგრეთვე ეროვნულ სამხედრო წარმოებასაც. მისცეს შეკვეთები 600 ახალი ჯტრ BMR-600-ის დასამზადებლად. აგრძელებდნენ M47 და M48 ტანკების მოდერნიზაციას მათი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების გაუმჯობესების მიზნით. 1978 წელში მოელოდნენ შენაერთებსა და ნაწილებში დამატებით 180 ტანკის AMX-30 მიწოდებას, რომლებსაც ესპანეთში აწარმოებდნენ ფრანგული ლიცენზიით.

ესპანეთის სამხედრო-საჰაერო ძალები განკუთვნილი გახლდათ სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების უშუალო საავიაციო მხარდაჭერისთვის, ძირითადი სამხედრო-სამრეწველო და ადმინისტრაციული ცენტრების, აგრეთვე სახმელეთო ჯარების დაჯგუფებების საჰაერო თავდაცვის (ჰთ) უზრუნველყოფისთვის, საჰაერო დაზვერვის წარმოებისა და სხვა ამოცანების შესრულებისთვის. სჰძ-ის ხელმძღვანელობას ახორციელებდა სჰძ-ის მთავარი შტაბის უფროსი, რომელიც უშუალოდ ექვემდებარებოდა ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბას.

საორგანიზაციო მიმართებით სჰძ შეყვანილი იყო შემდეგ სარდლობებში: ჰთ-ის, ტაქტიკურ, სატრანსპორტო, სასწავლო-საწვრთნელში. ყველა სავიაციო ნაწილი და ქვედანაყოფი ტერიტორიულად განლაგებული იყო სამ სამხედრო-საჰაერო ოლქსა და კანარის კუნძულების საჰაერო ზონაში. ძირითად საორგანიზაციო ერთეულს სჰძ-ში წარმოადგენდა საავიაციო ესკადრილია.

ჰთ-ის სარდლობას (შტაბი ტორეხონში) ექვემდებრებოდა სამი საავიციო ფრთა: 11-ე (მანისესი) მოიცავდა 111-ე და 112-ე ავიაესკადრილიებს და მოითვლიდა 30 თვითმფრინავს „მირაჟ“3EE და „მირაჟ“DE; 12-ე (ტორეხონი) _ 121-ე და 122-ე ავიაესკადრილიებს, რომელთაც ჰყავდათ 32 გამანადგურებელი F-4C „ფანტომ“2, და 123-ე (სამი გამწყობი თვითმფრინავე KC-130H); 14-ე (ლოს-ლიანოსი) _ 141-ე ავიაესკადრილია და 15 თვითმფრინავი „მირაჟ“F1C. გარდა ამისა, ამ სარდლობაში შედიოდა სასწავლო-საწვრთნელი საავიციო ესკადრილია (20 თვითმფრინავი T-33A).

ტაქტიკური საავიაციო სარდლობა (სევილიაში) მოიცავდა შედეგ ავიაესკადრილიებს: 211-ე გამანადგურებელს (მორონი), 20 თვითმფრინავი F-5A და RF-5B; 203-ე გამანადგურებელ-ბომბდამშენს, 40 მსუბუქი მოიერიშე HA-200 „საეტა“ და HA-220 „სუპერ საეტა“; 212-ე სადაზვერვოს, 20 RF-5A და B; 221-ე საზღვაო დაზვერვისა (ხერესი), 11 თვითმფრინავი HU-16B და სამი P-3A. სამი ესკადრილია (462-ე გამანადგურებელ-ბომბდამშენი, 461-ე სადაზვერვო და 463-ე სატრანსპორტო) ექვემდებარებოდა კანარის კუნძულების საჰაერო ზონის სარდალს.

სატრანსპორტო საავიაციო სარდლობა მოიცავდა 35-ე, 37- და 91-ე სატრანსპორტო საავიაციო ფრთებს, რომლებიც ბაზირებული იყვნენ შესაბამისად ხეტაფში, ვილანუბლასა და ხეტაფში. სულ სარდლობის შემადგენლობაში შედიოდა რვა ავიაესკადრილია.

სასწავლო-საწვრთნელ სარდლობას ექვემდებარებოდნენ სჰძ-ის სამხედრო-სასწავლო დაწესებულებები (საფრენოსნო სკოლები ტალავერა-ლა-რეალსა და სალამანკაში, მფრინავთა უმაღლესი საავიაციო სასწავლებელი მურსიაში, სამხედრო-საჰაერო აკადემია მადრიდში) და მასვე მიცემული ჰქონდა ცხრა საწვრთნელი ავიაესკადრილია (200-ზე მეტი სასწავლო თვითმფრინავი და 15 ვერტმფრენი).

ესპანეთის სჰძ-ის შემადგენლობაში იყო აგრეთვე დამხმარე ავიაციის ცალკეული ჯგუფები და ავიაესკადრილიები (დაახლოებით 50 მსუბუქი თვითმფრინავი), რომლებიც ასრულებდნენ კავშირგაბმულობის, კარტოგრაფიული სამსახურის, პირადი შემადგენლობის ძიებისა და გადარჩენის, ხანძრებთან ბრძოლისა და სხვა ამოცანებს.

როგორც დასავლური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, ესპანური სარდლობა, 70-იანი წლების მიწურულს, შეიმუშავებდა სამხედრო-საჰაერო ძალების ახალი იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით გადაიარაღების გეგმას. საავიაციო ნაწილები უნდა შეევსოთ ძირითადად ეროვნული წარმოების თვითმფრინავებით. უკანასკნელი მოდელების საბრძოლო თვითმფრინავების შეძენას კი გეგმავდნენ აშშ-სა და საფრანგეთში. აქტიურად მიდიოდა ასევე დამხმარე ავიაციის ფარეხის განახლების პროცესიც.

ესპანეთის სამხედრო-საზღვაო ძალები 1970-იან წლებში შედგებოდა ფლოტის, სზძ-ის ავიაციისა და საზღვაო-ქვეითი ჯარისგან. მის ხელმძღვანელობას ახორციელებდა მთავარი შტაბის უფროსი, რომელიც ფქტიურად გახლდათ სზძ-ის სარდალი. იგი უშუალოდ ექვემდებარებოდა ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს.

სზძ-ის ამოცანაში შედიოდა საზღვაო კომუნიკაციების დაცვა, სამხედრო-საზღვაო ბაზებისა და პორტების თავდაცვა, ზღვისპირა მიმართულებებზე მოქმედი სახმელეთო ჯარების მხარდაჭერა, საზღვაო დესანტების გადასხმისა და მოქმედებების უზრუნველყოფა, აგრეთვე საპატრულო სამსახურის წარმოება.

ადმინისტრაციული მიმართებით ესპანეთის მთელი სანაპირო დაყოფილი იყო სამ სამხედრო-საზღვაო ოლქად: კანტაბრიის (შტაბი ელ-ფეროლში), სრუტის ზონისა (კადისში) და ხმელთაშუა ზღვის (კარტახენაში).

საზღვარგარეთ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, სზძ მოითვლიდა დაახლოებით 180 საბრძოლო ხომალდს, კატარღასა და დამხმარე გემს, მათ შორის ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენმზიდ „დედალოს“, რომლის ბორტზეც იყო შვიდი თვითმფრინავი „ჰარიერი“ ვერტიკალური აფრენითა და დაჯდომით (ესპანურ სჰძ-ში ამ თვითმფრინავს უწოდებდნენ „მატადორს“) და დაახლოებით 20 ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენი; „ბალეარესის“ ტიპის ხუთ მრი (УРО) საესკადრო ნაღმოსანს, რომელთაც შეიარაღებაში გააჩნდათ ზმრი (ЗУРО) სისტემები „სტანდარტი“ და ნწმრი (ПЛУРО) სისტემები „ასროკი“, 127-მმ კოშკიანი უნივერსალური საარტილერიო დანადგარი და ექვსი სატორპედო აპარატი; 13 საესკადრო ნაღმოსანს; ათ ფრეგატს; ცხრა წყალქვეშა ნავს; 26 ტრალერს; 19 სადარაჯო კატარღას; 14 სადესანტო ხომალდსა და ტრანსპორტს. გარდა ამისა, სზძ-ის შემადგენლობაში იყო დიდი რაოდენობით სანაპირო დაცვის კატარღები.

სზძ-ის ავიაცია ოპერატიული მიმართებით ექვემდებარებოდა სზძ-ის მთავარი შტაბის უფროსს, ხოლო საფრენოსნო შემადგენლობის მომზადებისა და მტუ-ის საკითხებში კი _ სჰძ-ის მთავარი შტაბის უფროსს. მისი თვითმფრინავების ფარეხი მოითვლიდა 14 საბაზო-საპატრულო თვითმფრინავს („ალბატროსისა“ და „ორიონის“ ტიპების), აგრეთვე დაახლოებით 50 სხვადასხვა ვერტმფრენს.

საზღვაო ქვეითი ჯარი განკუთვნილი იყო საზღვაო-სადესანტო ოპერაციებში მონაწილეობისთვის, სამხედრო-საზღვაო ობიექტების დაცვისა და მსხვილ ხომალდებზე სამსახურისთვის. მის შემადგენლობაში შედიოდა ოთხი პოლკი და ორი ცალკეული ჯგუფი, რომელთა საერთო რიცხოვნება უტოლდებოდა დაახლოებით 8 ათას ადამიანს. საზღვაო-ქვეითი ჯარის მცირე რაზმები იმყოფებოდნენ სამხედრო-საზღვაო ოლქების სარდლების დაქვემდებარებაში.

ესპანეთის ძირითადი სამხედრო-საზღვაო ბაზები იყო კადისი, კარტახენა, ელ-ფეროლი, აგრეთვე მაონი (ბალეარის კ-ები) და ლას-პალმასი (კანარის კ-ები).

ქვეყნის სზძ-ის სარდლობა გეგმავდა ფლოტის შემდგომ განახლებას ხომალდების აგების ხარჯზე, რაც უნდა განეხორციელებიათ ძირითადად ესპანეთის სამხედრო-საზღვაო ვერფებში ნატო-ს ბლოკის სახელმწიფოთა ტექნიკური დახმარებით.

სამოქალაქო გვარდია (ე. წ. „ცივილა“) წარმოადგენდა პოლიციურ ფორმირებას. პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების, სამხედრო სამსახურის გავლის, საბრძოლო მომზადების ორგანიზებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში იგი ექვემდებარებოდა თავდაცვის მინისტრს, პოლიციური ფუნქციების შესრულებისა და ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებში _ შინაგან საქმეთა მინისტრს, ხოლო საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის საკითხებში კი _ ფინანსთა მინისტრს.

საბჭოთა ავტორების სიტყვით, ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის ძირითად დანიშნულებას შეადგენდა ანტისამთავრობო გამოსვლების ჩახშობა, საზოგადებრივი წესრიგის შენარჩუნება, დანაშავეებისა და სამხედრო სამსახურისგან თავის ამრიდებელი პირების გამოვლენა, სახელმწიფო საზღვრების დაცვა, სამთავრობო დაწესებულებების დაცვა, აგრეთვე სამოქალაქო თავდაცვის ძირითადი ამოცანების შესრულება.

სამოქალაქო გვარდიის ნაწილები და ქვედანაყოფები დისლოცირებული იყო ექვს ოლქში. თითოეულ ოლქს მეთაურობდა ბრიგადის გენერალი, რომელსაც ექვემდებარებოდა სამოქალაქო გვარდიის შტაბი პოლკოვნიკის წოდების მქონე ოფიცრით სათავეში.

სამოქალაქო გვარდიის ნაწილებისა და ქვედანაყოფების ორგანიზაცია ოლქებში აგებული გახლდათ სამხედრო ნიმუშის მიხედვით. თითოეულ ოლქში შედიოდა სამიდან ხუთ პოლკამდე. სულ სამოქალაქო გვარდიის შემადგენლობაში 70-იანი წლების მიწურულს იყო 26 პოლკი, რომელთაგან თითოეული შედგებოდა ორი ბატალიონისგან, როგორც წესი თითო-თითო ბატალიონი ყოველ პროვინციაზე. ძირითად პროვინციებში (მადრიდი, ბარსელონა, ვალენსია) თითოელში შედიოდა სამოქალაქო გვარდიის რამდენიმე ბატალიონი. ბატალიონი შედგებოდა ოთხი-ხუთი ასეულისგან, რომელთა რაოდენობაც დამოკიდებული იყო დასახლებული პუნქტების რაოდენობასა და მნიშვნელოვნებაზე. სამოქალაქო გვარდიის მორიგე ქვედანაყოფები განთავსებული იყო ყაზარმებში, ხოლო დანარჩენ პირად შემადგენლობას კი აუცილებლობის დროს ჰკრებდნენ ყაზარმებში შეკრების სიგნალის მიხედვით. ქვეყანაში დაძაბული ვითარების შემთხვევაში ან კიდევ მსხვილი საპოლიციო ღონისძიებების ჩატარებისას ყაზარმულ მდგომარეობაზე შეეძლოთ გადაეყავანათ შესაბამისი ოლქის, პოლკის, ბატალიონის მთელი პირადი შემადგენლობა.

სამოქალაქო გვარდიის პირადი შეადგენლობა, რიგითების ჩათვლით, წარმოადგენდა კადრის შემადგენლობას. მისი ნაწილები და ქვედანაყოფები აღჭურვილი იყო ჯავშანტრანსპორტერებით, სასროლი იარაღითა და სატრანსპორტო საშუალებებით.

ესპანეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტებასა და სამსახურის გავლას განსაზღვრავდა კანონი საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ. გარდა ამისა, მას აკომპლექტებნენ მოხალისეების შეკრების ხარჯზეც, რომლებიც არმიაში შედიოდნენ სპეციალისტების სახით. სამხედროვალდებულად ითვლებოდა ქვეყნის მამრობითი სქესის თითოეული მოქალაქე 20-დან 38 წლის ასაკამდე. კანონის საფუძველზე გაწვეული რიგითი შემადგენლობის სამსახურის ხანგრძლივობა იყო 18 თვე, ხოლო მოხალისეებისა კი _ განისაზღვრებოდა კონტრაქტით. ჩვეულებრივ, სახსრების ეკონომიის მიზნით, სახმელეთო ჯარებში გაწვეული ყველა სამხედროვალდებული სამსახურს გადიოდა გაწვევის პუნქტის მახლობლად დისლოცირებულ ნაწილში.

ყოველწლიურად გასაწვევი კონტინგენტი შეადგენდა დაახლოებით 200 ათას ადამიანს (მათ რიცხვში 20 ათასი კონტრაქტის მიხედვით). გაწვევას ახორციელებდნენ სამჯერ წელიწადში. ახალგაზრდა ჯარისკაცების მომზადების პერიოდი გრძელდებოდა ოთხ თვეს. იგი მოიცავდა სწავლებას სასწავლო ცენტრებში, სადაც სწავლობდნენ სამხედრო წესდებებსა და დარიგებებს, იარაღის მატერიალურ ნაწილს, შემდეგ ორგანიზებას უკეთებდნენ მეცადინეობებს საველე პირობებში. ისინი მოიცავდა საცეცხლე და ტაქტიკურ მომზადებასა და ვარჯიშობებს სპეცილობის მიხედვით. სწავლების კურსის დასრულების შემდეგ სამხედროვალდებულებს ანაწილებდნენ საჯარისო ნაწილებში.

ნამდვილი სამსახურის დადგენილი ვადით ნამსახურები რიგითები 38 წლამდე იმყოფებოდნენ თადარიგში, ხოლო შემდეგ მათ ხსნიდნენ აღრიცხვიდან.

სერჟანტთა შემადგენლობას არჩევდნენ ნებაყოფლობით საწყისებზე უპირატესად ყველაზე უფრო მომზადებული და განათლებული ჯარისკაცებისგან. სერჟანტების სწავლებას ახორციელებდნენ ჯართა გვარეობების სერჟანტების სკოლებსა და ტექნიკური სპეციალისტების სკოლებში.

ოფიცერთა შემადგენლობას სახმელეთო ჯარებისთვის ამზადებდნენ ზოგადსაჯარისო სასწავლებელში სარაგოსაში (ორი წელი), რომლის დასრულების შემდეგ ანიჭებდნენ სამხედრო წოდებას უმცროსი ლეიტენანტი. შემდეგი ორი წლის განმავლობაში ოფიცრები სპეციალიზაციას გადიოდნენ ჯართა გვარეობების სკოლებში (ქვეითი ჯარისა _ ტოლედო, სატანკო და ჯავსანსაკავალერიო ჯარების _ ვალიადოლიდი, საარტილერიო _ სეგოვია, საინჟინრო _ ბურგოსი, სამხედრო-სამედიცინო და სამხედრო-იურიდიული _ მადრიდი), ხოლო შემდეგ კი ზოგადსაჯარისო სასწავლებელში სამთვიანი მომზადების მერე მათ სამსახურის გასავლელად გზავნიდნენ სამხედრო ნაწილებში. უმაღლეს სამეთაურო კადრებს ამზადებდნენ სახმელეთო ჯარების სამხედრო აკადემიაში (მადრიდი), აგრეთვე გენერალური შტაბის უმაღლეს სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო ცენტრებში.

უმაღლესი ოფიცრების მომზადებას სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის ახორციელებდნენ სჰძ-ისა და სზძ-ის აკადემიაში მადრიდში.

1970-იანი წლების მიწურულს დასავლური პრესა აღნიშნავდა, რომ ესპანეთი, აიღო რა კურსი დასავლეთევროპულ სახელმწიფოებთან ურთიერთობების განვითარებაზე, ისწრაფვოდა თანამედროვე და კარგად აღჭურვილი შეიარაღებული ძალების შექმნისკენ, რაც დასავლელი სპეციალისტების აზრით, საშუალებას მისცემდა მას მალე შესულიყო ნატო-ს ბლოკის შემადგენლობაში.

X. საბერძნეთის შეიარაღებული ძალები 1970-იანი წლების შუახანებისთვის

საბჭოთა ავტორების შეფასებით, 1970-იან წლებში ნატო-ს გეგმებში საბერძნეთს ეთმობოდა პლაცდარმის როლი ამ აგრესიული ბლოკის შეიარაღებული ძალების უშუალოდ საბჭოთა კავშირისა და ვარშავის ხელშეკრულების სხვა ქვეყნების საზღვრებთან გასაშლელად. დასავლელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, გააჩნდათ რა საყრდენი პუნქტები საბერძნეთის ტერიტორიაზე, შეეძლოთ ეკონტროლებიათ უმნიშვნელოვანესი საზღვაო და საჰაერო კომუნიკაციები ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. ყველა ეს გარემოება წარმოადგენდა საბერძნეთის ჩათრევის მთავარ მიზეზს ჩრდილოატლანტიკურ კავშირში, რომლის წევრიც იგი გახდა 1952 წლის თებერვლიდან.

მაშინვე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ინგლისის მმართველმა წრეებმა საბერძნეთის რეაქციულ ძალებთან მოლაპარაკებით, საბჭოთა ავტორების სიტყვით, თავს მოახვიეს ქვეყანას მონარქიულ-ფაშისტური რეჟიმი, ხოლო შემდეგ აშშ-სა და ნატო-ს სხვა ქვეყნებთან ერთად დაიწყეს მისთვის გაძლიერებულად ყოველმხრივი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური დახმარების აღმოჩენა, მოითხოვდნენ რა მისგან ქვეყანაში სამხედრო მზდებების გაფართოებას. 1952-დან 1970 წლის ჩათვლით საბერძნეთის მხოლოდ პირდაპირმა სამხედრო ხარჯებმა შეადგინა 3,8 მლრდ. დოლარი. შეიარაღებული ძალების, პოლიციისა და სახელმწიფო უშიშროების სამსახურების შენახვაზე ყოველწლიურად მიდიოდა ეროვნული პროდუქტის 10%-ზე მეტი.

საბერძნეთის შეიარაღებული ძალები შედგებოდა სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალებისგან. მისი საერთო რიცხოვნება, დასავლური მონაცემების მიხედვით, 1970-იანი წლების შუახანებისთვის, აღემატებოდა 160 ათას ადამიანს, მათ შორის სახმელეთო ჯარებში შედიოდა 120 ათასი, სჰძ-ში _ 22 ათასი და სზძ-ში _ 18 ათასი ადამიანი.

რეგულარული შეიარაღებული ძალების გარდა ქვეყანაში იყო პოლიციური (მსხვილ ქალაქებში) და საჟანდარმო ფორმირებები საერთო რიცხოვნებით 30 ათასი ადამიანი.

სამოქალაქო თავაცვის სამსახურის გაწევისა და მმართველი რეჟიმის ხელისუფლების შენარჩუნებისთვის საბერძნეთში 1967 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაიწყეს ეროვნული გვარდიის ბატალიონების შექმნა აშშ-ის ეროვნული გვარდიის ნიმუშის მიხედვით. მათ აყალიბებდნენ ეროვნული თავდაცვის ბატალიონების (TEA) საფუძველზე, რომლებიც 1946-1949 წლებში სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას, საბჭოთა ავტორების სიტყვებით, აერთიანებდნენ ქვეყნის ყველაზე უფრო რეაქციულ ძალებს. ეროვნული გვარდიის ბატალიონების საერთო რიცხოვნება, 70-იანი წლების შუახანებისთვის, აღწევდა თითქმის 70 ათას ადამიანს. მათ აკომპლექტებდნენ მმართველი წრეების ერთგული ადამიანებით, რომლებსაც ორწლიანი სამხედრო სამსახური ჰქონდათ გავლილი რეგულარულ ჯარებში. ეროვნული გვარდიის წვრილ ქვედნაყოფებს _ ათეულებს, ოცეულებსა და ასეულებს აკომპლექტებდნენ დასახლებული პუნქტების მიხედვით, და შეჰყავდათ ბატალიონებში, რომელთა უმეტესი ნაწილიც განლაგებული იყო ჩრდილოეთ საბერძნეთში.

1968 წლის კონსტიტუციის თანახმად, რომლიც სპეციალური მუხლებით შეავსეს 1973-ში, ქვეყნის შეიარღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი გახლდათ ქვეყნის პრეზიდენტი. იგი აწერდა ხელს ყველა ბრძანებულებას, რომლებიც ეხებოდა უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის საქმანობასა და შეიარაღებული ძალების ორგანიზაციას.

ქვეყნის ომისთვის მომზადებასა და შეიარაღებული ძალების მშენებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მინისტრთა საბჭოს, რომელშიც შედიოდა ეროვნული თავდაცვის უმაღლესი საბჭო. მის შემადგენლობაში იყვნენ: ქვეყნის პრეზიდენტი (თავმჯდომარე), პრმიერ-მინისტრი, პრემიერ-მინისტრის მოადგილეები, ეროვნული თავდაცვის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სამთავრობო პოლიტიკისა და ეკონომიკური დაგეგმარების მინისტრები, აგრეთვე შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. ეროვნული თავდაცვის საბჭოს საქმიანობაზე დიდ გავლენას ახდენდნენ ამერიკული მისიის უფროსი საბერძნეთში და ამ მისიის სამხედრო, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო სექციების უფროსები.

შეიარაღებული ძალების უშუალო ხელმძღვანელობას ახორცილებდნენ ეროვნული თავდაცვის მინისტრი, შეირაღებული ძალების მთავარსარდლობა (გენერალური შტაბის უფლებებით), შეიარაღებული ძალების სახეობათა სარდლობები და სამხედრო-ტერიტორიული მართვის ორგანოები (ნახ. 10).

[10-ე ნახატზე, რომლის სახელწოდებაცაა საბერძნეთის უმაღლესი სამხედრო მმართველობის სტრუქტურა, სათავეში დგას პრეზიდენტი, რომელსაც უშუალოდ ექვემდებარებოდა მინისტრთა საბჭო; პრეზიდენტისა და მინისტრთა საბჭოს საკონსულტაციოს ორგანოს წარმოადგენდა ეროვნული თავდაცვის უმაღლესი საბჭო; მინისტრთა საბჭოს ექვემდებარებოდნენ: ეროვნული თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროები, აგრეთვე სამოქალაქო სამინისტროები და ორგანიზაციები, რომლებიც დაკავებული იყვნენ თავდაცვის საკითხებით; ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარებოდა შეიარაღებული ძალების მთავარი სარდლობა, ამ უკანასკნელს კი ექვემდებარებოდნენ სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის სარდლობები, გარდა ამისა, სახმელეთო ჯარევის სარდლობის დაქვემდებარებაში ნაჩვენები იყო 1-ლი საველე არმია და ASDEN; შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროების დაქვემდებარებაში ნაჩვენები იყო პოლიციეს, ჟანდარმერიისა და ეროვნული გვარდიის მთავარი სამართველოები, ხოლო მათ ექვემდებარებოდნენ ჟანდარმერიის ტერიტორიული სამმართველოები (14); თავდაცვის საკითხებით დაკავებული სამოქალაქო სამინისტროებისა და ორგანიზაციების დაქვემდებარებაში ნაჩვენები იყო საკონსულტაციო საბჭო სამოქალაქო მობილიზაციის საკითხებში, მხოლოდ აქ ნაჩვენები იყო ურთიერთმოქმედების ხაზი და არა პირდაპირი დაქვემდებარებისა; ასეთივე ურთიერთმოქმედების ხაზი აკავშირებდა ერთმანეთთან ჰორიზონტალურად შეიარაღებული ძალების მთავარ სარდლობასა და საკონსულტაციო საბჭოს სამოქალაქო მობილიზაციის საკითხებში].

საბერძნეთის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მდებარეობს პრევეზას, ლამიასა და კ. ლემნოსის ჩრდილოეთით, ნატო-ს ბლოკში მიღებული დაყოფით (по нарезке НАТО), შედიოდა საბრძოლო მოქმედებების ზონაში და სამხედრო-ადმინისტრაციული მიმართებით იყოფოდა სამ სამხედრო ოლქად (შტაბები კოზანაში, ვერიასა და სალონიკში). აქ განლაგებული იყო საბერძნეთის სახმელეთო ჯარებისა და სჰძ-ის ძირითადი ძალები, გადაცემული ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიანებული) შეიარაღებული ძალების (მშძ) შემადენლობაში სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე. ამ რაიონში მუდმივად ატარებდნენ ბლოკის მშძ-ის მსხვილ სწავლებებსა და მანევრებს (“დენს თრეილი”, “უხვი მოსავალი”, “ღრმა კვალი”, “საბერძნეთის ექსპრესი” და სხვები).

ქვეყნის სამხრეთ ნაწილი, რომელიც მოიცავს პელოპონესის ნახევარკუნძულს, იონიისა და ეგეოსის ზღვების კუნძულებსა და კ. კრეტას, შეადგენდა ზურგის (კომუნიკაციების) ზონას და სამხედრო-ადმინისტრაციული მიმართებით შედიოდა შიდა რაიონებისა და კუნძულების მთავარ სარდლობაში (ASDEN, შტაბი ათენში). ეს სარდლობა ფუნქციონირებდა საარმიო კორპუსის უფლებით და ექვემდებარებოდა სახმელეთო ჯარების სარდალს. იგი განკუთვნილი გახლდათ ქვეყნის ტერიტორიის ცენტრალური რაიონებისა და მრავალრიცხოვანი კუნძულების თავდაცვის ორგანიზებისთვის, აგრეთვე პირადი შემადგენლობის სწავლების ორგანიზებისთვისაც, რომლებიც ავსებდნენ სახმელეთო ჯარების შენაერთებსა და ნაწილებს. შიდა რაიონებისა და კუნძულების მთავარი სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში განლაგებული იყო სამხედრო ხელმძღვანელობის უმაღლესი ეროვნული ორგანოები, სამხედრო-სასწავლო დაწესებულებების უმეტესი ნაწილი, სამობილიზაციო ცენტრები, სზძ-ის ძირითადი ძალები და ზურგის სამსახურები. იქვე განლაგებული იყო აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო ბაზები და ობიექტები. სახელდობრ, კ. კრეტაზე აშენებული იყო ნატო-ს სასწავლო სარაკეტო ცენტრი. სამხედრო-საზღვაო ბაზებს პირევსსა და სუდას იყენებდნენ აშშ-ის მე-6 ფლოტის ხომალდების ბაზირების მეწინავე პუნქტებად. აეროდრომ ელინიკონზე (ათენი) ფუნქციონირებდა მსხვილი ამერიკული სამხედრო-საჰაერო ბაზა.

საბერძნეთის შეიარაღებულ ძალებს 70-იან წლებში აკომპლექტებდნენ საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონის საფუძველზე. სამხედროვალდებულებად მშვიდობინობის დროს ითვლებოდნენ 19-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცები, ომიანობის დროს კი 17-დან 60 წლამდე. სამხედრო სამსახურში შესაძლებელი იყო გაეწვიათ 20-35 წლის ქალებიც. ნამდვილი სამხედრო სამსახურის ვადა შეიარაღებული ძალების ყველა სახეობისთვის შეადგენდა ორ წელიწადს. გაწვევას ახორციელებდნენ ყოველწლიურად ოთხ რიგად.

რეზერვისტები, ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებზე მიწერილების გარდა, თადარიგში ყოფნის პირვლი ოთხი წლის განმავლობაში, 70-იან წლებში, გადიოდნენ ერთთვიან შეკრებებს, რომლებიც როგორც წესი, მთავრდებოდა რეგულარულ ჯარებთან ერთობლივად ტაქტიკურ სწავლებებში მონაწილეობით.

ოფიცერთა შემადგენლობას აკომპლექტებდნენ მოხალისეთა ხარჯზე მმართველი რეჟიმისადმი ერთგული ადამიანების რიცხვიდან, რომლებმაც დაასრულეს საოფიცრო სამხედრო-სასწავლო დაწესებულებები. საოფიცრო სასწავლებლებში შესულები დებდნენ კონტრაქტს შეიარაღებულ ძალებში სამსახურზე არანაკლებ 15 წლის ვადით.

ოფიცერთა კადრების მომზადების ძირითად ცენტრებს წარმოადგენდა: სახმელეთო ჯარებში _ კადეტთა სასწავლებელი “ეველპიდონი” (ათენი), სჰძ-ში _ საავიაციო სამხედრო სასწავლებელი “იკარონი” (ტატოი) და სზძ-ში _ სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი “დოკიმონი” (პირევსი). სწავლების ვადა მათში შეადგენდა ოთხ წელიწადს. სასწავლებელ “ეველპიდონის” დასრულების შემდეგ გამოშვებულებს ერთი წლით გზავნიდნენ ჯართა გვარეობების სკოლებში. სჰძ-ისა და სზძ-ის ოფიცრების მომზადებისთვის იყო სპეციალური სასწავლო ცენტრები. ბევრი ბერძენი ოფიცერი სწავლობდა აშშ-ის, გფრ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებსა და ნატო-ს სამხედრო კოლეჯში (რომი, იტალია).

საბერძნეთის შეიარაღებული ძალების იარაღი და საბრძოლო ტექნიკა დაახლოებით 90%-ით იყო ამერიკული და დასავლეთგერმანული წარმოებისა. ჯარებში ასევე გააჩნდათ გარკვეული რაოდენობა იარაღისა, რომელიც მიღებული ჰქონდათ საფრანგეთიდან. საბერძნეთის სამხედრო მრეწველობა აწარმოებდა მხოლოდ მსუბუქ იარაღსა და საბრძოლო მასალებს. ეროვნული გემთსაშენი ვერფები სკარამანგაში დაკავებული იყვნენ მხოლოდ ხომალდების რემონტით.

სახმელეთო ჯარები. ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის გეგმებში საბერძნეთს გამოყოფილი ჰქონდა ძირითადად სახმელეთო ჯარების მიმწოდებლის როლი, რომლის შემადგენლობაშიც 1970-იანი წლების შუახანებისთვის შედიოდა 11 ქვეითი და ერთი ჯავშანსატანკო დივიზიები, ცალკეული ჯავშანსატანკო ბრიგადა, 6-მდე სასწავლო (სარეზერვო) პოლკი, აგრეთვე გაძლიერებისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ნაწილები და ქვედანაყოფები.

უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემების თანახმად სახმელეთო ჯარების შენაერთების უმეტესი ნაწილი შედიოდა 1-ლ საველე არმიაში, რომელიც შედგებოდა სამი საარმიო კორპუსისგან, რომელთაგან თითოეულში შედიოდა ორი-სამი ქვეითი დივიზია. არმიის შემადგენლობაში ჩართული გახლდათ აგრეთვე სამი ქვეითი დივიზია (მათ რიცხვში სარეზერვოც), ჯავშანსატანკო დივიზია, ცალკეული ჯავშანსატანკო ბრიგადა, რაკეტების “ონესტ ჯონი”, საველე და თვითმავალი არტილერიის რამდენიმე ცალკეული დივიზიონი, საინჟინრო ჯარებისა და კავშირგაბმულობის ჯარების ცალკეული ბატალიონები. სახმელეთო ჯარებში შედიოდა აგრეთვე საშუალო სიშორის საზენიტო მართვადი რაკეტების (ზმრ) “ჰოქების” დივიზიონი.

1-ლი საველე არმიის შენაერთები და ნაწილები დისლოცირებული იყო ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში და ისინი შედიოდნენ ნატო-ს ბლოკის მშძ-ის შემადგნლობაში სამხრეთ-ევროპული ომთ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ამ მშძ-ის შტაბი განთავსებული იყო იზმირში (თურქეთი). თავად არმიის შტაბი კი განთავსებული გახლდათ ქ. ლარისაში, საარმიო კორპუსის შტაბები ამავდროულად წარმოადგენდნენ შესაბამისი სამხედრო ოლქების შტაბებს.

საბერძნეთის სახმელეთო ჯარების ძირითად ტაქტიკურ შენაერთად ითვლებოდა დივიზია. თითოეულ ქვეით დივიზიას ჰყავდა ორი-სამი ქვეითი პოლკი (დივიზიაში მოითვლებოდა ცხრა ქვეით ბატალიონამდე), სატანკო ბატალიონი, საველე არტილერის ოთხ დივიზიონამდე, აგრეთვე კავშირგაბმულობის, საინჟინრო ჯარების, სამედიცინო სამსახურის, ტრანსპორტისა და ზურგის სამსახურის ქვედანაყოფები. ქვეითი პოლკი შედგებოდა ორი-სამი ბატალიონისგან, თითოეულში ოთხი ქვეითი ასეულითა და მხარდაჭერის ასეულით. საარტილერიო დივიზიონში შედიოდა სამი საცეცხლე ბატარეა ექვს-ექვსი ქვემეხით (სულ 18 ქვემეხი).

ჯავშანსატანკო დივიზიაში იყო სამი საბრძოლო სარდლობა. მის საფუძველს შეადგენდნენ სატანკო და მოტოქვეითი ბატალიონები. გარდა ამისა, დივიზიაში იყო საბრძოლო უზრუნველყოფისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფებიც.

1-ლი საველე არმიის შენაერთებისა და ნაწილების შეიარაღებაში, 1970-იანი წლების შუახანებისთვის შედიოდა ამერიკული ტანკები M47 და M48, ჯავშანტრანსპორტერები M113, 105 მმ, 155 მმ და 203,2 მმ ყალიბების ჰაუბიცები, უმართავი რაკეტები “ონესტ ჯონი”, 175-მმ თვითმავალი ზარბაზნები, 81-მმ და 106,7-მმ ნაღმსატყორცნები, უუკუცემო ქვემეხები, საარმიო ავიაციის თვითმფრინავები და ვერტმფრენები, ფრანგული ტსმრჭ-ები SS-11. დედაქალაქის გარნიზონის სატანკო ნაწილებში იყო ფრანგული ტანკები AMX-63.

ეროვნული სარდლობის დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ ნაწილები, რომლებიც შედიოდნენ ASDEN-ის შემადგენლობაში და დისლოცირებული იყვნენ ათენის რაიონში და პელოპონესის ნახევარკუნძულზე, ქვეითი პოლკი კ. კვიპროსზე, საველე და საზენიტო არტილერიის რადენიმე დივიზიონი.

ომის დაწყების შემდეგ ითვალისწინებდნენ ეროვნული გვარდიისა და ჟანდარმერიის ნაწილების სამხედრო სარდლობისადმი დაქვემდებარებას.

სამხედრო-საჰაერო ძალები განკუთვნილი იყო ძირითადად ტაქტიკური ამოცანებისა და საჰაერო თავდაცვის (ჰთ) ამოცანების შესრულებისთვის. მის შემადგენლობაში შედიოდა 12 საბრძოლო ესკადრილია, აგრეთვე გარკვეული რაოდენობის სატრანსპორტო და სავერტმფრენო ესკადრილიები. თითქმის ყველა ისინი გადაცემული იყო ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიანებული) სჰძ-ის შემადგენლობაში. ეროვნული სარდლობის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა მხოლოდ ერთი საბრძოლო ესკადრილია, სასწავლო საავიაციო სარდლობა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის (მტუ) სარდლობა.

საბერძნეთის სჰძ-ის უმაღლეს საორგანიზაციო გაერთიანებას წარმოადგენდა 28-ე ტაქტიკური საავიაციო სარდლობა (შტაბი ლარისაში), რომელიც ჩართული იყო ნატო-ს მე-6 მტას-ში, რომლის შტაბიც იყოფებოდა იზმირში (თურქეთი). სარდლობაში შედიოდა გამანადგურებელ-დამჭერების F-5 და F-102A, გამანადგურებელ-ბომბდამშენების F-104G და F-84F, სადაზვერვო თვითმფრინავების RF-5A და RF-84F ესკადრილიები, აგრეთვე სატრანსპორტო თვითმფრინავების C-47 და NC-2501 “ნორატლასი” ესკადრილიები, ასევე შორი მოქმედების ზმრ-ის “ნაიქ ჰერკულესების” დივიზიონი, რომელსაც იყენებდნენ დიდი ათენის საჰაერო თავდაცვის სისტემაში.

საბერძნეთის სჰძ-ის შეიარაღებაში შედგებოდა დაახლოებით 220 საბრძოლო თვითმფრინავი, 100-ზე მეტი თვითმფრინავი (უმთავრესად მოძველებული ნიმუშებისა), რომლებსაც იყენებდნენ სასწავლო და დამხმარე მიზნებით, სხვადასხვა დანიშნულების 30-ზე მეტი ვერტმფრენი. უცხოური ბეჭდური გამოცმების მონაცემებით, აშშ-სა და საბერძნეთს შორის მიღწეული იყო შეთანხმება უახლესი წლების განმავლობაში საბერძნეთის სჰძ-ის ზოგიერთი ესკადრილიის F-4C “ფანტომი” თვითმფრინავებით გადაიარაღების შესახებ.

სამხედრო-საზღვაო ძალები, როგორც იტყობინებოდნენ უცხოური ბეჭდური გამოცემები, 70-იანი წლების შუახანებისთვის მოითვლიდა 100-ზე მეტ საბრძოლო ხომალდს, მათ რიცხვში 9 საესკადრო ნაღმოსანს, 4 ფრეგატს, 7 წყალქვეშა ნავს, 4 სარაკეტო კატარღასა (ფრანგული აგებისა) და 13 სატორპედო კატარღას, 20-ზე მეტ სადესანტო ხომალდს, აგრეთვე სხვადასხვანაირ დამხმარე ხომალდებსა და სატრანსპორტო გემებს. სზძ-ის შემადგენლობაში იყო საპატრულო ავიაესკადრილია (12 თვითმფრინავი “ალბატროსი”). უახლოეს წლებში მოელოდნენ რაკეტებით “სი ქეთი” აღჭურვილი ორი სადარაჯო ხომალდის შეიარაღებაში მიწოდებას, რომელთა აგებაზეც შეკვეთა განთავსებული ჰქონდათ დიდ ბრიტანეთში.

ნატო-ს სამოკავშირეო სზძ-ის შემდგენლობაში სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე საბერძნეთის სზძ-დან გამოიყოფოდა ოთხი წყალქვეშა ნავი, საესკადრო ნაღმოსნები და სადარაჯო ხომალდები. ერთ-ორ საესკადრო ნაღმოსანსა და რამდენიმე სადარაჯო ხომალდს საბერძნეთი გამოჰყოფდა ხმელთაშუა ზღვაში ნატო-ს სზძ-ის გამოძახებით მოქმედებებისთვის განკუთვნილი შენაერთის შემადგენლობაში. ფლოტის დანარჩენი ძალები იმყოფებოდა საბერძნეთის სზძ-ის მთავარსარდლის დაქვემდებარებაში.

საბერძნეთის სზძ-ის ხომალდების უმრავლესობა ბაზირებული იყო მთავარ სამხედრო-საზღვაო ბაზაში პირევსი და მის მახლობლად მდებარე კუნძულ სალამისზე, მნიშვნელოვან სამხედრო-საზღვაო ბაზად ითვლებოდა აგრეთვე სუდა (კ. კრეტა).

საბერძნეთს გააჩნდა სავაჭრო ფლოტი, რომელსაც უცხოელი სპეციალისტები იმხანად აფასებდნენ როგორც ერთერთ უმსხვილესთაგანს მსოფლიოში. მასში მოითვლებოდა 3000-ზე მეტი გემი (მათ შორის მსხვილი ტანკერები) საერთო წყალწყვით 21 მლნ. ბრ. ტ-ზე ზევით. ნახევარზე მეტი მათგან დაცურავდა სხვა ქვეყნების დროშების ქვეშ.

საბერძნეთის მმართველი წრეები, რომელთა საშინაო პოლიტიკის საფუძველს, საბჭოთა ავტორების სიტყვებით, წარმოადგენდა ანტიკომუნიზი, ფართოდ იყენებდნენ შეიარაღებულ ძალებს კომუნისტური და სხვა პროგრესული მოძრაობების ჩახშობისთვის. ამ კურსის გატარებაში ისინი სრულ მხარდაჭერას პოულობდნენ აშშ-ისა და ნატო-ს ბლოკის სხვა ქვეყნების იმპერიალისტების მხრიდან, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ ბალკანეთში თავიანთი პოზიციების შენარჩუნებაში. ამის დადასტურებად, იმავე საბჭოთა ავტორების შეფასებით, შესაძლოა გამომდგარიყო თუნდაც ის მოვლენები, რომლებიც მოხდა ქვეყანაში 1967-1974 წლებში.

1967 წლის 21 აპრილს საბერძნეთში მოხდა სამხედრო გადატრიალება (გეგმა “პრომეთეოსი”). ხელისუფლებაში მოვიდა სამხედრო ხუნტა, რომელიც შექმნილი გახლდათ მთლიანად ამერიკული დაზვერვის თანხმობითა და დახმარებით. შეიქმნა მთავრობა სამხედრო ხუნტის ლიდერის პოლკოვნიკ პაპადოპულოსის მეთაურობით. ქვეყანაში გაუქმებულ იქნა მმართველობის საპარლამენტო ფორმები და დამყარებულ _ ფაშისტური ტიპის დიქტატურა, შემოღებულ იქნა საგანგებო მდგომარეობა, აიკრძალა ყველა პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, დაიშალა 200-ზე მეტი საზოგადოებრივი და პროფკავშირული ორგანიზაცია. საბერძნეთის მუშათა კლასის, კომუნისტური პარტიის, ყველა მემარცხენე ძალის წინააღმდეგ გამოცხადებულ იქნა სასტიკი ტერორი.

საბჭოთა ავტორების შეფასებით, არ გააჩნდა რა საყრდენი ხალხის მასებში, საბერძნეთის სამხედრო-დიქტატორული რეჟიმი გადატრიალების შემდეგ დიდ ყურადღებას უთმობდა შეიარაღებული ძალების შემდგომ განმტკიცებას, რომელიც ჩაყენებულ იქნა პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ყველა უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო და ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ინიშნებოდნენ გადატრიალების აქტიური მონაწილენი. დიქტატორ პაპადოპულოსის მთავრობა მუდმივად ხაზს უსვამდა თავის ერთგულებას აგრესიული ჩრდილოატლანტიკური ბლოკისა და აშშ-დმი.

მაგრამ შეიარაღებული ძალები არც იმდენად მტკიცე და საიმედო აღმოჩნდა, როგორც ამის სურვილი ჰქონდათ 1967 წლის გადატრიალების ლიდერებს. 70-იანი წლების შუახანებმდე მასში გატარებულ იქნა მრავალრიცხოვანი გადანაცვლებები და წმენდები, რომელთა შედეგადაც არმიიდან განდევნილ იქნა დაახლოებით 1000 გენერალი და ოფიცერი. არ იყო მტკიცე ერთიანობა თავად სამხედრო ხუნტაშიც, სადაც აღმოჩნდა ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ პაპადოპულოსის ერთპიროვნული დიქტატორული ხელისუფლებით.

1973 წლის გაზაფხულზე საბერძნეთის სზძ-ში წარმოიქმნა შეთქმულება პაპადოპულოსის რეჟიმის დამხობის მიზნით. ბერძნული სზძ-ის ხომალდებზე მოხდა მსხვილი მღელვარებანი. საესკადრო ნაღმოსნის “ველოსის” ეკიპაჟმა ხომალდის კაპიტნის მეთაურობით მოაწყო ამბოხება, უარი თქვა შეესრულებია მთავრობის ბრძანებები და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა იტალიაში. ამავდროულად 1973 წელს საბერძნეთის მსხვილ ქალაქებში ახალი ძალით იფეთქა სტუდეტების ანტიდიქტატორულმა გამოსვლებმა და მშრომელების გაფიცვებმა.

აღმოჩნდა რა საერთაშორისო იზოლაციაში და განიცდიდა რა სერიოზულ პოლიტიკურ სიძნელეებს ქვეყანაში, პაპადოპულოსმა მიმართა რიგ ზომებს თავისი რეჟიმის განმტკიცებისთვის. 1973 წლის 29 ივლისს ჩატარებულ იქნა რეფერენდუმი საკითხში 1968 წლის 15 ნოემბრის კონსტიტუციის ნაწილობრივ შეცვლის შესახებ. მონარქია საბერძნეთში შეცვლილ იქნა რესპუბლიკით, ხოლო ქვეყნის პრეზიდენტად გახდა პაპადოპულოსი. ჩამოყალიბებული გარდამავალი მთავრობა შედგებოდა სამოქალაქო პირებისგან, რომელსაც სათავეში ჩაუდგა პროგრესისტების პარტიის ყოფილი ლიდერი მარკეზინისი, რომელმაც მიიღო ბრძანება არჩევნების ჩატარებაზე 1974 წელში. ქვეყანაში გაუქმებულ იქნა საგანგებო მდგომარეობა, შემოღებული 1967 წლის გადატრიალების შემდეგ, აგრეთვე პოლიტიკური პატიმრებისთვის გამოცხადებულ იქნა ამნისტია. მაგრამ, ბურჟუაზიული პარტიის “ცენტრის კავშირის” ყოფილი ლიდერის პაპანდრეუს სიტყვებით, “სამხედრო ხელისუფლების” თვით ეს ე. წ. ახალი კურსიც კი იქცა საბერძნეთის ამერიკული ოკუპაციის შენიღბვად, სამხედრო და ტოტალიტარული რეჟიმის დაფარვად (დაცვად).

ამრიგად, საბჭოთა ავტორების შეფასებით, პაპადოპულოსის დიქტატორული რეჟიმის “ახალ კურსთან” დაკავშირებული პოლიტიკური ფარსის შემდეგ შიდაპოლიტიკური ვითარება საბერძნეთში კვლავ დაძაბული რჩებოდა. ქვეყანაში გრძელდებოდა სამხედრო-დიქტატორული რეჟიმით საერთო უკმაყოფილების ზრდა, რომელიც ძლიერდებოდა ინფლაციის ზრდის გამო, რაც თავის მხრივ დაკავშირებული იყო ენერგეტიკული კრიზისის შედეგად წარმოქმნილ გამწვავებასთან. ქვეყანაში სწრაფად იზრდებოდა ცხოვრების ღირებულება.

პაპადოპულოსის სამხედრო-დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ ბერძენი ხალხის ბრძოლაში კულმინაციურ მომენტად იქცა სტუდენტების გამოსვლები საბერძნეთის მსხვილ ქალაქებში 1973 წლის ნოემბერში და მუშებისა და ინტელიგენციის მიერ დაწყებული მასობრივი პოლიტიკური დემონსტრაციები. სტუდენტებისა და მუშების პოლიტიკური გამოსვლების ჩახშობისთვის მთავრობამ ათენში შეიყვანა სატანკო და სადესანტო ჯარები, აგრეთვე საზღვაო ქვეითი ჯარის ნაწილები, რომლებმაც მოახდინეს დედაქალაქის ყველა ცენტრალური მოედნისა და ქუჩის ბლოკირება. 17 ნოემბერს ქვეყანაში გამოცხადებულ იქნა სამხედრო მდგომარეობა. ჯარებთან და პოლიციასთან შეტაკებებში დაიღუბა 40-ზე მეტი ადამიანი, 200-ზე მეტი კი დაიჭრა.

საბერძნეთის ქალაქების ქუჩებში დაიწყო სასტიკი ანგარიშსწორება მუშებთან, ინტელიგენციასთან და სტუდენტებთან. უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, დაპატიმრებულ იქნა 1000-ზე მეტი სტუდენტი და მუშა. მაგრამ დიქტატორულმა რეჟიმმა ვერ მოახერხა მშრომელებისა და სტუდენტების მასობრივი გამოსვლების ჩახშობა. საბერძნეთის რეაქციულმა წრეებმა და სამხედრო ხუნტაში “ხისტი კურსის” მომხრეებმა, რომლებიც, საბჭოთა ავტორების სიტყვებით, შეშინებული იყვნენ მშრომელებისა და სტუდენტების პოლიტიკური გამოსვლების გაქანებით, 1973 წლის 25 ნოემბრის ღამეს მოახდინეს ახალი სამხედრო გადატრიალება, ჩამოაცილეს რა ხელისუფლებას პრეზიდენტი პაპადოპულოსი და მისი მარკეზინისის “სამოქალაქო” მთავრობა. საბერძნეთის ახალ პრეზიდენტად გამოცხადებულ იქნა 1-ლი საველე არმიის ყოფილი სარდალი გენერალი გიზიკისი, ხოლო პრემიერ-მინისტრად კი ანდრუცოპულოსი, რომელსაც 1967 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ეკავა ფინანსთა მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტები.

მაშინვე ახალი სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაიწყო შეიარაღებული ძალების, სახელმწიფო ორგანოებისა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების წმენდა პაპადოპულოსის მომხრეებისგან. შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობას ჩამოაშორეს გენერალი ზაგორიანაკოსი, გადადგომა მიიღეს სახელეთო ჯარების სარდალმა გენერალმა მასტრანდონისმა, სჰძ-ის სარდალმა გენერალმა მიტცანასმა, ათენის პოლიციის სამართველოს უფროსმა გენერალმა დასკალოპულოსმა და სამინისტროების ყველა გენერალურმა მდივანმა.

ახალი მთავრობის შემადგენლობაში შევიდნენ მემარჯვენე ხასიათის პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ პარტიასთან EღE (“ეროვნული რადიკალური კავშირი”) და პაპადოპულოსის ყოფილი მთავრობის ზოგიერთი წევრიც. ეროვნული თავდაცვის მინისტრად დაინიშნა სამხედრო ხუნტის “ხისტი კურსის” ერთერთი მომხრეთაგანი გადამდგარი გენერალი ლაცულისი, წარსულში საბერძნეთის სახმელეთო ჯარების სარდალი და პაპადოპულოსის მიერ არმიიდან განდევნილი. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა გენერალმა ცუმბასმა, რომელიც პაპადოპილოსის მთავრობაში გახლდათ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი, სამხედრო პოლიციის უფროსად დანიშნულ იქნა ასევე სამხედრო ხუნტის “ხისტი კურსის” ერთერთი წარმომადგელენი გენერალი იოანიდისი.

ახასიათებდა რა ახალი სამხედრო გადატრიალების ლიდერებს საბერძნეთში, ამერიკული გაზეთი “ნიუ-იორკ ტაიმსი” აღნიშნავდა, რომ გენერალი გიზიკისი არის ნატო-ს მომხრე, ხოლო პრემიერ-მინისტრი ანდრუცოპულოსი შეერთებული შტატების “ძველი მეგობარი”, სადაც იგი 12 წელიწადს დაკავებული იყო იურიდიული პრაქტიკით.

საბჭოთა ავტორების სიტყვებით, პრემიერ-მინისტრის ანდრუცოპულოსის გამოსვლის თანახმად მთავრობის გეგმებში შედიოდა ახალი კონსტიტუციის შემუშავება, ინფლაციასთან და ფასების ზრდასთან ბრძოლა, შენარჩუნება “მეგობრული ურთიერთობებისა იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც გვაქვს ურთიერთგაგება და საერთო ინტერესები”. 1973 წლის დეკემბრის შუახანებში საბერძნეთის მთავრობამ გამოაქვეყნა საკონსტიტუციო აქტი, რომლის შესაბამისადაც ქვეყანაში შენარჩუნებულ იქნა საპრეზიდენტო საპარლამენტო რესპუბლიკა, თუმცა კი საბერძნეთის პრეზიდენტის უფლებები შეიზღუდა: მას უკვე აღარ უნდა ჰქონოდა აღმასრულებელი ხელისუფლება და კონტროლისა და ინიციატივის განსაკუთრებული უფლება საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის საკითხებში. პრეზიდენტის უფლებამოსილებათა ვადა დადგენილ იქნა ხუთი წლის ხანგრძლივობით. პარლამენტის მოწვევამდე, რომლის ვადებიც არ იყო განსაზღვრული, საკანონმდებლო ინიციატივა დაკისრებული ჰქონდა მინისტრთა საბჭოს.

1974 წლის შუახანებისთვის საბერძნეთის შიდაპოლიტიკური მდგომარეობა მეტად დაძაბული და რთული იყო. ხელისუფლებაში, საბჭოთა ავტორების შეფასებით, უწინდებურად იდგნენ პირწავარდნილი რეაქცია და სამხედროთა კასტა, რომლებიც თავიანთ საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ემყარებოდნენ ქვეყნის შეარაღებულ ძალებსა და სამრეწველო-საფინანსო წრეებს, სარგებლობდნენ აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხარდაჭერით.

საბერძნეთი იყო და რჩებოდა ნატო-ს აქტიურ წევრად, მისი წარმომადგენლბი მონაწილეობას ღებულობდნენ ამ აგრესიული ბლოკის სარდლობის ყველა სამხედრო-პოლიტიკურ ღონისძიებაში, გამოდიოდნენ ნატო-ს სამხედრო პოტენციალის განმტკიცების მომხრედ ცენტრალურ ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში.

საბერძნეთის მთავრობამ ტერიტორიის ნაწილი კ. კრეტაზე დაუთმო ნატო-ს სასწავლო სარაკეტო ცენტრისთვის და ბლოკის სარდლობას შესთავაზა განეხილა საკითხი ბირთვული ფუგასების (ნაღმების) გამოყენების შესახებ სასაზღვრო რაიონებში ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკასთან. საბერძნეთის ტერიტორიაზე ბერძნული მთავრობის თანხმობით, უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, განთავსებული იყო ბირთვული იარაღის ამერიკული საწყობები და დისლოცირებული იყვნენ სპეციალური ნაწილები, რომლებიც განკუთვნილი იყვნენ ომის შემთხვევაში საბერძნეთის სახმელეთო ჯარებისა და სჰძ-ის ბირთვული საბრძოლო მასალებით უზრუნველყოფისთვის.

აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ბერძნული ხუნტის აქტიური მხარდაჭერით შექმნა ნატო-ს სზძ-ის ოპერატიული შენაერთი ხმელთაშუა ზღვაში “გამოძახებით მოქმედებებისთვის”. 1972 წლის თებერვალში შეერთებულმა შტატებმა და საბერძნეთმა დადეს შეთანხმება საბერძნეთის ტერიტორიაზე ბაზების შექმნის შესახებ აშშ-ის მე-6 ფლოტის ხომალდებისთვის. ამ შეთანხმების მიხედვით, ამერიკული ხომალდების ნაწილი ხმელთაშუა ზღვაში უდმივად ბაზირებული იქნებოდა პორტ პირევსში.

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების სიტყვებით, სპეკულირებდნენ რა მუქარით, რომელიც ვითომდა მოდიოდა ჩრდილოეთიდან და ხმელთაშუა ზღვაში მყოფი საბჭოთა ფლოტის მხრიდან, ბერძენი ოფიციალური პირები გამოდიოდნენ მოთხოვნებით აშშ-ისა და ნატო-სადმი საბერძნეთისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების აღმოჩენის თაობაზე მისი შეიარაღებული ძალების განმტკიცების მიზნით. 1972 წლის მარტში აშშ-მა გამოაცხადა საბერძნეთის სამხედრო რეჟიმისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის სრული მოცულობით განახლებაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ, დაასაბუთა რა ეს აშშ-ის სტრატეგიული ინტერესებისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობით.

უცხოური პრესის მონაცემებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბერძნეთი აშშ-გან ღებულობდა სამხედრო დახმარებას წელიწადში 80-100 მლნ. დოლარის ზომით. კერძოდ, ამ წლების მანძილზე მან მიიღო 600-ზე მეტი საშუალო ტანკი M47 და M48, მსუბუქი ტანკები, დიდი რაოდენობით ჯავშანტრანსპორტერები, ავტომობილები, საინჟინრო ტექნიკა, კავშირგაბმულობის საშუალებები, საბრძოლო მასალები.

ვითარდებოდა და ძლიერდებოდა სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობა გფრ-თან რომელიც საბერძნეთს აწვდიდა საბრძოლო ტექნიკასა და სხვადასხვანაირ სამხედრო აღკაზმულობას, მათ რიცხვში წყალქვეშა ნავებს, სატორპედო კატარღებს, კავშირგაბმულობის საშუალებებსა და ავტოტრანსპორტს. საბჭოთა ავტორების სიტყვებით, იყენებდნენ რა საბერძნეთის ფინანსურ და ეკონომიკურ სიძნელეებს, დასავლეთგერმანულმა მონოპოლიებმა გააძლიერეს თავიანთი შეღწევა ბერძნულ ეკონომიკაში. ფართოვდებოდა საბერძნეთის სამხედრო-ეკონომიკური თანამშრომლობა საფრანგეთთანაც.

საბერძნეთის შეიარაღებული ძალების მშენებლობა 1970-იანი წლების შუახანებისთვის მიმდინარეობდა ქვეყანაში მმართველი ზედაფენების გეგმებისა და ნატო-ს სარდლობის გეგმების შესაბამისად. ძირითადი ძალისხმევა, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, მიმართული იყო შენაერთებისა და ნაწილების საორგანიზაციო სტრუქტურის სრულყოფაზე, მათი საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის ამაღლებაზე, თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვაზე, აგრეთვე მათ მომზადებაზე საბრძოლო გამოყენებისთვის როგორც ჩვეულებრივი, ისე ბირთვული იარაღის გამოყენების პირობებში. ამ ღონისძიებებს ატარებდნენ სამხედრო დახმარებისა და სპეციალური სამხედრო მრჩევლების ამერიკული მისიის კონტროლით. საბერძნეთის დიქტატორული რეჟიმი დიდ ყურადღებას უთმობდა ათენსა და სხვა მსხვილ ქალაქებში გარიზონების მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში შენარჩუნებას ქვეყნის მშრომელების დემოკრატიული გამოსვლების ჩახშობისთვის მათი გამოყენების მიზნით.

* * *

საბერძნეთის მართველმა წრეებმა, რომლებიც, საბჭოთა ავტორების სიტყვებით, მიჰყვებოდნენ ამერიკელი იმპერიალისტების აგრესიული პოლიტიკის ფარვატერში, თავიანთი ტერიტორია და შეიარაღებული ძალები მისცეს აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანლობის განკარგულებაში. ათენელი სამხედრო მმართველების ანტიეროვნული და ანტისახალხო პოლიტიკა აწყდებოდა გადამწყვეტ წინააღმდეგობას არა მხოლოდ ბერძენი ხალხის ფართო ფენების მხრიდან, არამედ მთელი მსოფლიოს პროგრესული საზოგადოების მხრიდანაც, რამდენადაც ეს პოლიტიკა ვერ პასუხობდა საერთაშორისო დაძაბულობის უკვე დასახული დასუსტების პირობებს.

ირაკლი ხართიშვილი

გამოყენებული ლიტერატურა:

1. Подполковник А. Михайлов, «Вооружённые силы Греции», Зарубежное военное обозрение, 1974 г., № 5;
2. Полковник А. Королёв, «Вооружённые силы ФРГ», Зарубежное военное обозрение, 1974 г., № 8;
3. Капитан запаса В. Бабкин, «Вооружённые силы Нидерландов», Зарубежное военное обозрение, 1975 г., № 2;
4. Подполковник Н. Фролов, «Вооружённые силы Франции», Зарубежное военное обозрение, 1976 г., № 3;
5. Полковник запаса В. Жаров, «Бундесвер совершенствуется», Зарубежное военное обозрение, 1976 г., № 11;
6. Полковник А. Григорьев, «Вооружённые силы Норвегии», 1977 г., № 2;
7. Подполковник Ю. Юрьев, «Вооружённые силы Испании», Зарубежное военное обозрение, 1978 г., № 9;
8. Подполковник В. Хрипунов, «Вооружённые силы Великобритании и блок НАТО», Зарубежное военное обозрение, 1979 г., № 2;
9. Полковник В. Беглов, «Состояние и перспективы строительства вооружённых сил ФРГ», Зарубежное военное обозрение, 1979 г., № 8, 9;
10. Подполковник С. Волин, «Программа развития Бундесвера», Зарубежное военное обозрение, 1980 г., № 2;
11. Полковник Н. Фролов, «Вооружённые силы Франции», Зарубежное военное обозрение, 1980 г., № 8;
12. Полковник запаса В. Беглов, «Органы высшего военного управления ФРГ», Зарубежное военное обозрение, 1980 г., № 11;
13. Подполковник В. Андреев, «Вооружённые силы Италии», Зарубежное военное обозрение, 1981 г., № 6;
14. Капитан А. Васильев, «Вооружённые силы Бельгии», Зарубежное военное обозрение, 1981 г., №12;
15. Полковник В. Бирюлев, «Военно-политический курс ФРГ на современном этапе», Зарубежное военное обозрение, 1982 г., № 8;
16. Капитан 1 ранга Ф. Каремов, полковник в отставке Г. Сёмин, «Некоторые положения военных доктрин основных европейских стран НАТО», Зарубежное военное обозрение, 1983 г., № 6, 7;
17. Полковник Ю. Ерашов, «Опасная эволюция военной политики Франции», Зарубежное военное обозрение, 1983 г., № 9.