Friday, March 26, 2021

საქართველოს „გამსაბჭოებლები“ 1921 წელს – რუსულენოვანი ვიკიპედიის მასალებით

თავი II 

სამხედრო საკითხები 

ნაწილი 2 

საბჭოთა რუსეთის მე-9 და 10-ე არმიებისა და სხვა საკითხები 

შინაარსი 

I. მუშურ-გლეხური წითელი არმიის მე-9 არმია 
II. მიხეილ კარლის ძე ლევანდოვსკი 
III. მუშურ-გლეხური წითელი არმიის 10-ე არმია 
IV. მგწა-ის არმიები სამოქალაქო ომში 
V. სამხრეთის ფრონტი (სამოქალაქო ომი) 
VI. კასპია-კავკასიის ფრონტი 
VII. სამოქალაქო ომის სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტი 
VIII. სამოქალაქო ომის კავკასიის ფრონტი 
IX. ვლადიმერ მიხეილის ძე გიტისი 
X. ჩრდილო-კავკასიის ოპერაცია (1920) 
XI. 1921 წლის თებერვლის აჯანყება სომხეთში 


I. მუშურ-გლეხური წითელი არმიის მე-9 არმია 

მე-9 არმია (9A) – მუშურ-გლეხური წითელი არმიის (მგწა) გაერთიანება, ჩამოყალიბებული რუსეთში სამოქალაქო ომის დროს. 

მეცხრე არმია შეიქმნა სამხრეთ ფრონტის რევოლუციური სამხედრო საბჭოს (რევსამხსაბჭო) 1918 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით რესპუბლიკის რევსამსაბჭოს 1918 წლის 11 სექტემბრის დირექტივის საფუძველზე, სამხრეთ ფრონტის პოვორინისა და ბალაშოვო-კამიშინის უბნების ნაწილებისაგან; 1920 წლის 4 მაისიდან ეწოდა – მე-9 ყუბანის არმია. შედიოდა თავიდან სამხრეთის ფრონტის შემადგენლობაში, 1919 წლის 1 ოქტომბრიდან – სამხრეთ-აღმოსავლეთ ფრონტისა, 1920 წლის 16 იანვრიდან – კავკასიის ფრონტისა, 1921 წლის 29 მაისიდან – ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქისა. კავკასიის ფრონტის ჯარებისთვის გაცემული 1920 წლის 4 მაისის # 679 ბრძანებით არმიამ მიიღო მე-9 ყუბანური არმიის სახელწოდება. 

გაუქმდა 1921 წლის 15 ივნისს. 

შემადგენლობა 

მე-9 არმიის შემადგენლობაში შედიოდნენ: 

მართვა (შტაბი); 
მე-2 დონის მსროლელი დივიზია (აგვისტო – სექტემბერი 1920), 
მე-9 მსროლელი დივიზია (აპრილი – სექტემბერი 1920, იანვარ – თებერვალი 1921), 
12-ე მსროლელი დივიზია (თებერვალ – მარტი 1920), 
14-ე მსროლელი დივიზია (1-ლი ფორმირებისა) (ყოფილი მე-2 კურსკის ქვეითი დივიზია, ოქტომბერი 1918 – სექტემბერი 1920 – იანვარი 1921), 
16-ე მსროლელი დივიზია (ოქტომბერი 1918 – მაისი 1919), 
18-ე მსროლელი დივიზია (ნოემბერ – დეკემბერი 1920), 
21-ე მსროლელი დივიზია (იანვარ – მარტი 1920), 
22-ე მსროლელი დივიზია (სექტემბერი 1919 – ივნისი 1921), 
23-ე მსროლელი დივიზია (ყოფილი უსტ-მედვედიცკაიას მსროლელი დივიზია, ოქტომბერი 1918 – ივნისი 1920), 
24-ე მსროლელი დივიზია (იანვარ – მარტი 1920), 
33-ე მსროლელი დივიზია (მარტი – აპრილ, მაისი 1920), 
34-ე მსროლელი დივიზია (აპრილი 1920 – მაისი 1921), 
36-ე მსროლელი დივიზია (ყოფილი მე-9 არმიის საექსპედიციო დივიზია, აპრილი – ივნისი 1919, ივლისი 1919 – თებერვალი 1920), 
40-ე მსროლელი დივიზია (ოქტომბერი 1919), 
50-ე მსროლელი დივიზია (აპრილი 1920), 
52-ე მსროლელი დივიზია (თებერვალი – მარტი 1920), 
56-ე მსროლელი დივიზია 1-ლი ფორმირებისა (ივლისი – ოქტომბერი 1919), 
შეერთებული მსროლელი დივიზია (შემდგომში 11-ე მსროლელი დივიზია) (იანვარ – თებერვალი 1919), 
ურალის მსროლელი დივიზია (დეკემბერი 1918 – თებერვალი 1919), 
ცხენოსანი შეერთებული კორპუსი (ნოემბერი 1918 – აპრილი 1920), 
1-ლი კავკასიური საკავალერიო დივიზია (მაისი – სექტემბერი 1920), 
მე-2 საკავალერიო დივიზია (ნოემბერი 1919 – თებერვალი 1920), 
მე-5 საკავალერიო დივიზია (სექტემბერი – ოქტომბერი 1920), 
მე-7 საკავალერიო დივიზია (სექტემბერი 1920), 
12-ე საკავალერიო დივიზია (აგვისტო – ნოემბერი 1920), 
16-ე საკავალერიო დივიზია (აპრილი – ივნისი 1920, იანვარი – თებერვალი 1921), 
21-ე საკავალერიო დივიზია (თებერვალი – მარტი 1921). 
15-ე საავიაციო მატარებელი 
ეკიმოვის სახელობის საკავალერიო დივიზია (აპრილი – მაისი 1920)  

შტაბის დისლოკაცია 

ოქტომბერი 1918 – მარტი 1919 – ბალაშოვი 
ივნისი 1919 – ივლისი 1919 – ბალაშოვი 
ივლისი 1919 – სექტემბერი 1919 – პენზა 
სექტემბერი 1919 – ბალაშოვი 
ნოემბერი 1919 – დეკემბერი 1919 – სერდობსკი 
დეკემბერი 1919 – ბალაშოვი 
დეკემბერი 1919 – იანვარი 1920 – კალაჩი 
თებერვალი 1920 – მარტი 1920 – კამენსკი 
მარტი 1920 – აპრილი 1920 – ნოვოჩერკასკი 
აპრილი 1920 – ივნისი 1921 – ეკატერინოდარი 

საბრძოლო მოქმედებები 

1918 წლის ოქტომბერ – დეკემბერში მე-9 არმია ბრძოლებს აწარმოებდა კრასნოვის დონის არმიასთან პოვორინოს, ელანის, ბალაშოვის რაიონებში. 1919 წ. იანვარ – მარტში მონაწილეობდა სამხრეთის ფრონტის შეტევაში, დაიკავა ბორისოგლებსკი და ნოვოხოპერსკი. მარტიდან ახშობდა ვიოშენსკოეს აჯანყებას თავის ზურგში და აწარმოებდა თავდაცვით ბრძოლებს დენიკინის ჯარებთან დონბასში. შედიოდა ვ. ი. შორინის საგანგებო ჯგუფის შემადგენლობაში (23 ივლისი – 30 სექტემბერი 1919), მონაწილეობდა სამხრეთ ფრონტის აგვისტოს კონტრშეტევაში, შემდეგ ეკავა თავდაცვა მდინარე ხოპიორზე დონის არმიის შემოტევის წინააღმდეგ. 1919 წლის ნოემბერ–დეკემბერში მონაწილეობდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ფრონტის შეტევაში, გადალახა მდინარეები დონი და სევერის დონეცი, დაიკავა სადგურები მილეროვო, ლიხაია. 

1920 წლის იანვარში არმია აწარმოებდა შეტევას როსტოვ-ნოვოჩერკასკის ოპერაციაში, იანვარ–აპრილში – ჩრდილო-კავკასიის ოპერაციაში დენიკინის არმიების განადგურების დასასრულებლად და მისი მსვლელობისას დონ-მანიჩის ოპერაციაში (17 იანვარი – 6 თებერვალი 1920), ტიხორეცკის ოპერაციაში (14 თებერვალი – 2 მარტი 1920) (მდ. მანიჩის ფორსირება), ეგორლიკის ბრძოლაში (თებერვალი – მარტი 1920), ყუბან-ნოვოროსიისკის ოპერაციაში (3 მარტი – 27 მარტი 1920) (ყუბანზე გამოსვლა, ქალაქების ეკატერინოდარისა და ნოვოროსიისკის დაკავება). მონაწილეობას ღებულობდა დენიკინის ჯარების ნარჩენების დევნაში ტუაფსესა და სოჭის რაიონებში. 1920 წლის აგვისტო – სექტემბერში აწარმოებდა ბრძოლებს ულაგაევის დესანტის სალიკვიდაციოდ ყუბანში და ტამანის ნახევარკუნძულზე, გენერალ ფოსტიკოვის „რუსეთის აღორძინების არმიისა“ და სხვა თეთრგვარდიული ფორმირებების წინააღმდეგ ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილში. 1921 წლის თებერვალ – მარტში აწარმოებდა საბრძოლო მოქმედებებს შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. 

საკომანდო შემადგენლობა 

სარდლები: 

ა. ი. ეგოროვი (28 სექტემბერი – 24 ნოემბერი 1918), 
პ. ე. კნიაგნიცკი (25 ნოემბერი 1918 – 6 ივნისი 1919), 
ნ. დ. ვსევოლოდოვი (6 – 16 ივნისი 1919, თეთრებთან გადავიდა), 
ა. კ. სტიოპინი (16 ივნისი 1919 – 9 თებერვალი 1920), 
ა. ა. დუშკევიჩი (უმცროსი) (თანამდებობის დროებით შემსრულებელი, 9 თებერვალი – 1 მარტი 1920), 
ი. პ. უბორევიჩი (1მარტი – 5 აპრილი 1920), 
მ. ი. ვასილენკო (5 აპრილი – 19 ივლისი 1920), 
მ. კ. ლევანდოვსკი (19 ივლისი – 5 ოქტომბერი 1920, 21 ნოემბერი 1920 – 26 იანვარი 1921, 22 აპრილი – 13 ივნისი 1921), 
ვ. ნ. ჩერნიშოვი (თანამდრშემსრ., 5 ოქტომბერი – 21 ნოემბერი 1920, 26 იანვარი – 22 აპრილი 1921), 
ი. თ. შარსკოვი (13 – 22 ივნისი 1921). 

რევსამხსაბჭოს წევრები: 

პ. ვ. დაშკევიჩი (10 ოქტომბერი 1918 – 7 მაისი 1919), 
პ. ე. კნიაგნიცკი (2 – 25 ნოემბერი 1918), 
ვ. ა. ბარიშნიკოვი (11 ნოემბერი 1918 – 9 ივნისი 1919), 
გ. ა. სოკოლნიკოვი (2 დეკემბერი 1918 – 7 თებერვალი 1919), 
ი. ი. ხოდოროვსკი (23 მარტი 27 აგვისტო 1919), 
ბ. დ. მიხაილოვი (23 მარტი – 14 აგვისტო 1919), 
ს. ა. ბალანდინი (22 ივნისი – 27 ივლისი 1919), 
ა. მ. პიჟევი (4 ივლისი – 22 სექტემბერი 1919), 
ნ. ა. ანისიმოვი (12 ივლისი 1919 – 24 იანვარი 1920), 
დ. გ. პერჩიხინი (8 ?? – 6 ოქტომბერი 1919), 
ვ. ვ. კურაევი (21 აგვისტო – 9 ნოემბერი 1919), 
ა. გ. ბელობოროდოვი (11 ოქტომბერი 1919 – 2 ივლისი 1920), 
ა. მ. ლიდე (10 მარტი – 8 ივლისი 1920), 
ს. ა. ანუჩინი (2 ივლისი – 24 აგვისტო 1920), 
ია. ვ. პოლუიანი (24 ივლისი – 3 სექტემბერი 1920), 
ა. მ. დიაკონოვი (20 – 31 აგვისტო 1920), 
რ. ა. პეტერსონი (25 აგვისტო – 20 სექტემბერი 1920), 
ი. ვ. კოსიორი (27 აგვისტო – 3 ოქტომბერი 1920), 
მ. ს. ეპშტეინი (თანამდდრშემს., 3 ოქტომბერი 1920 – 9 მაისი 1921), 
მ. ა. ალეკსინსკი (9 მაისი – 22 ივნისი 1921), 
პ. მ. მორონეცი (16 – 22 ივნისი 1921). 

შტაბის უფროსები: 

პ. ე. კნიაგნიცკი (28 სექტემბერი – 28 ოქტომბერი 1918), 
ნ. დ. ვსევოლოდოვი (29 ოქტომბერი 1918 – 20 აპრილი 1919), 
ი. ი. გარკავიი (თანამდდრშემსრ., 20 აპრილი – 8 მაისი 1919), 
კარეპოვი (თანამდდრშემსრ., 1 – 29 მაისი 1919), ე. ი. ზახაროვიჩი (თანამდდრშემსრ., 30 მაისი – 16 ივნისი 1919, 29 მაისი – 13 ივნისი 1920), 
ი. პრეობრაჟენსკი (16 ივნისი – 25 ივლისი 1919), 
გ. დ. სუხოდოლსკი (თანამდდრშემსრ., 25 ივლისი – 10 აგვისტო 1919), 
ა. ა. დუშკევიჩი (10 აგვისტო 1919 – 23 მაისი 1920), 
მ. ე. მედვედევი (13 ივნისი – 21 ივლისი 1920), 
ი. გ. კულევი (21 ივლისი – 12 აგვისტო 1920). 

შემდგომი ფორმირებანი 

ძირითადი წერილი: მე-9 არმია (სსრკ) 

იხ. ასევე 

მე-9 არმია 
მე-9 გვარდიული არმია 

ლიტერატურა 

Гражданская война и военная интервенция в СССР. Энциклопедия. М.: Советская энциклопедия, 1983. 

Центральный государственный архив Советской армии. В двух томах. Том 1. Путеводитель. ЦГАСА, 1991 c. 320—323. 

Соломин Н. И. Легенда о командарме (о командарме 2-го ранга М. К. Левандовском). М.:Политиздат, 1989. 

Северокавказцы в боях за Родину. Краткий военно-исторический очерк о боевом пути Северо-Кавказского военного округа. М.: Воениздат, 1966. 286 с. 


II. მიხეილ კარლის ძე ლევანდოვსკი 

მიხეილ კარლის ძე ლევანდოვსკი (3 /15/ მაისი 1890, ტფილისი – 29 ივნისი 1938, მოსკოვი) – საბჭოთა სამხედრო მოღვაწე, არმიის მე-2 რანგის სარდალი (1935). 


                                        მიხეილ კარლის ძე ლევანდოვსკი

ახალგაზრდული წლები 

დაიბადა გარუსებული პოლონელი გლეხის ოჯახში. მამა გაწვეული იყო რუსეთის არმიაში, ვადიან სამსახურში, მისი დასრულების შემდეგ დარჩა უნტერ-ოფიცრად ზევადიან სამსახურში. დედა – რუსი. 1892 წელს მამა გარდაიცვალა სიყვითლისაგან. რამდენიმე წლის შემდეგ დედა ისევ გათხოვდა თერგის კაზაკზე და ოჯახიც მის სამშობლოში თერგის კაზაკთა მხედრობის სუნჯის განყოფილების სტანიცა ნიკოლაევსკაიაში გადასახლდა. იქ დაამთავრა სამწლიანი საეკლესიო-სამრევლო სკოლა. მოგვიანებით ოჯახი გროზნოში გადასახლდა, სადაც მამამ ნავთობის სახდელ ქარხანაში ცეცხლფარეშად დაიწყო მუშაობა. მიხეილი მზეთავად მუშაობდა იმავე ქარხანაში, შემდეგ წერილების დამტარებლად საფოსტო კანტორაში, ამკრეფის მოწაფედ ტიპოგრაფიაში. დაამთავრა გროზნოს საქალაქო ოთხწლიანი სასწავლებელი და გროზნოს რეალური სასწავლებელი. 

1910 წელს კაზაკური ოჯახიდან გამოსულმა შესძლო შესულიყო ვლადიმირის სამხედრო სასწავლებელში, და ის 1912 წელს დაასრულა. მსახურობდა 202-ე გორის ქვეით პოლკში, რომელიც ქუთაისში იყო დაბინავებული, პოლკის სატყვიამფრქვევო რაზმის უმცროსი ოფიცერი გახლდათ. 1914 წლიდან – პირველი მსოფლიო ომის ფრონტებზეა. მოაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში აღმოსავლეთ პრუსიაში, გალიციაში, ვარშავასთან. დააწინაურეს თანამდებობრივად სატყვიამფრქვევო ასეულის მეთაურამდე, დააჯილდოვეს ხუთი საბრძოლო ჯილდოთი. ბრძოლებში ორჯერ იყო კონტუზირებული, მეორედ – მძიმედ. გამოჯანმრთელების შემდეგ ჩაირიცხა ტფილისის პრაპორშჩიკთა სკოლაში კურსის მეთაურად და სამხედრო საქმის მასწავლებლად. 1916 წლის მარტიდან მსახურობდა 1-ლ ჯავშნოსან საავტომობილო დივიზიონში პეტროგრადში – ათეულის მეთაური, განყოფილების მეთაური (начальник отделения, начальник отдела). სამხედრო წოდება – შტაბს-კაპიტანი (1916). 

პეტროგრადში სამსახურის გავლის დროს ჩართული აღმონდა 1917 წლის რევოლუციურ მოვლენებში, მათ შორის მონაწილეობდა კორნილოვის გამოსვლის ჩახშობაში. გახდა ჯავშნოსანი ავტმობილების დივიზიონის მეთაური. მაშინვე ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ მონაწილეობდა კერენსკ-კრასნოვის გამოსვლის ჩახშობაში. რუსული არმიის დემობილიზაციის დაწყების შემდეგ 1918 წლის იანვარში დაუბრუნდა ოჯახს გროზნოში. 

სამოქალაქო ომი 

ხელისუფლების ფაქტიურად არარსებობის, ბანდიტიზმის მოდებისა და გროზნოზე ჩეჩენთა გაუთავებელი თავდასხმების პირობებში – შევიდა გროზნის ნავთობსახდელი ქარხნის მუშური (მუშათა) თავდაცვის ასეულში. მალევე ასეულის მებრძოლთა კრებაზე არჩეულ იქნა მის მეთაურად. 1918 წლის მარტიდან – წითელი გვარდიის პასუხისმგებელი ორგანიზატორია გროზნოში, აგრეთვე გროზნოსა და ვლადიკავკაზის სამხედრო კომისარი. 1918 წლის მაისიდან თერგის საბჭოთა რესპუბლიკის სამხედრო საქმეთა სახალხო კომისარი (დღვანდელი გაგებით, რესპუბლიკის სამხედრო მინისტრი – ი. ხ.). იმყოფებოდა რა ვლადიკავკაზში მთიელი ხალხების ყრილობაზე, აღმოჩნდა თეთრგვარდიული ამბოხების გარემოში. სათავეში ჩაუდგა შენობის თავდაცვას, სადაც ყრილობის დელეგატთა ნაწილი და ადგილობრივი გარნიზონის შტაბი იყო განთავსებული. სამ დღე-ღამეს იგერიებდა თეთრი კაზაკების შემოტევებს, შემდეგ ბრძოლით გაარღვია ალყა და რაზმი ბესლანში ჩაიყვანა. იქიდან წითელგვარდიული ძალების სათავეში დაიწყო შეტევა ვლადიკავკაზზე და მეამბოხენი ქალაქიდან 1918 წლის 11 აგვისტს განდევნა. 1918 წელს ახლოს გაიცნო გ. კ. ორჯონიკიძე და შემდგომში მისი საიმედო თანამერძოლი შეიქნა. 1918 წლის დასაწყისში ესერ-მაქსიმალისტების პარტიაში შევიდა. 

1918 წლის აგვისტოში ჩაირიცხა წითელ არმიაში და ჯარების ვლადიკავკაზ-გროზნოს ჯგუფის სარდლად იქნა დანიშნული. საბრძოლო მოქმედებებში ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელთა მთავარი განსაკუთრებულობაც გახლდათ რსფსრ-ის დანარჩენ ტერიტორიაზე მქმედი წითელი ჯარებისგან თითქმის სრული იზოლაცია, თავი გამოიჩინა უნარიან მეთაურად, რომელსაც შეეძლო აქტიურად ემოქმედა მოწინააღმდეგის რიცხობრივად აღმატებული ჯარების წინააღმდეგ, შემოვლითი მანევრების ოსტატად, რომელსაც შეეძლო ესარგებლა მტრული ძალების განცალკევებულობით. 1918 წლის დეკემბრიდან – სამხრეთ ფრონტის (ჩრდილოეთ კავკასია) 11-ე არმიის ოპერატიული განყოფილების უფროსია. 1919 წლის იანვრიდან – მუშურ-გლეხური წითელი არმიის (მგწა) 11-ე არმიის ჯარების სარდალი. იმ დროისათვის წითელი ჯარების მდგომარეობა ჩრდილოეთ კავკასიაში სრულიად უიმედო შეიქნა, ა. ი. დენიკინისა და ბიჩერახოვის ჯარებმა მოახერხეს უკანასკნელთათვის მომარაგების გზები მოეჭრათ და ისინი მსხვილი სამრეწველო ცენტრებიდან განედევნათ. ამ ვითარებაში მოახდინა არმიის ნარჩენების ასტრახანში ლაშქრობის ორგანიზება, ლაშქრობის დასაწყისში ტიფით დაავადდა და ასტრახანში უგონოდ იქნა ჩაყვანილი. 

გამოჯანმრთელების შემდეგ მიიღო მინაწილეობა ასტრახანის თავდაცვაში, 1919 წლის მარტში იყო კავკასია-კასპიის ფრონტის დასავლეთ საბრძოლო უბნის უფროსი, 1-ლი საგანგებო საკავალერიო დივიზიის მეთაური – 1919 წლის 13 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით, 1919 წლის აპრილიდან – მე-7 საკავალერიო დივიზიის მეთაური. 1919 წლის მაისიდან – 33-ე მსროლელი დივიზიის უფროსი, რომელიც თვითონვე ჩამოაყალიბა ასტრახანში, მის სათავეში იქნა გადასროლილი დონზე, მონაწილეობდა ბრძოლებში დენიკინის, მამონტოვისა და აჯანყებული დონელი კაზაკების ჯარების წინააღმდეგ. თავი გამოიჩინა დონბასის განთავისუფლების დროს და დონის-როსტოვისთვის ბრძოლებში 1920 წლის დასაწყისში. 1920 წლის მარტიდან – ხელახლა ჩამოყალიბებული 11-ე არმიის სარდალია, მის სათავეში აწარმოებდა შეტევით ოპერაციებს ჩრდილოეთ კავკასიაში დენიკინის არმიის უკანასკნელ დაჯგუფებათა განადგურებისთვის. 1920 წლის აპრილ-მაისში ჩაატარა აზერბაიჯანის დაპყრობისა და მუსავატისტური მთავრობის დამხობის ოპერაცია. 1920 წლის ივლისიდან 1921 წლის მაისის ჩათვლით (შესვენებებით) – მე-9 არმიის სარდალია, რომლის სათავეშიც თავი გამოიჩინა ულაგაევის დესანტის განადგურებისას, აგრეთვე საბჭოთა-ქართულ ომში. ამავდროულად 1920 წლის ოქტომბერ – 1921-ის იანვარში – ჯარების თერგის ჯგუფის სარდალია, 1921 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით – ჯარების თერგ-დაღესტნის ჯგუფის სარდალი. 1921 წლის მარტ-აპრილში – კავკასიის ფრონტის 10-ე თერგ-დაღესტნური არმიის სარდალი. სკპ(ბ)-ის წევრი 1920 წლიდან. 

ომისშემდგომი დრო 

1921 წლის ივლის – სექტემბერში ტამბოვის გუბერნიის საგუბერნიო სამხედრო კომისარია. 1921 წლის სექტემბრიდან – ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის (ოკრუგის) ჯარების სარდლის თანაშემწე, შემდეგ კი სარდლის მოადგილე. 1923 წელს მიიღო მძიმე ტრავმები საავტომობილო კატასტროფაში, რომლებიც სისხლის დაწყებული დაბინძურებით იქნა გართულებული, დიდხანს მკურნალობდა. 1923 წლის დეკემბრიდან იყო უკრაინისა და ყირიმის შეიარაღებული ძალების სარდლის თანაშემწე. 1924 წლის აპრილიდან 1925-ის ნოემბრის ჩათვლით – თურქესტანის ფრონტის ჯარების სარდალი და სამხედრო საბჭოს წევრი, ხელმძღვანელობდა ბრძოლას ბასმაჩობასთან შუა აზიის მთელ ტერიტორიაზე. 

1925 წლის ნოემბრიდან – კავკასიის წითელდროშოვანი არმიის ჯარების სარდალია. 1928 წლის მარტიდან იმავდროულად სსრკ სამხედრო და საზღვაო ძალების სახალხო კომისრის რწმუნებულია ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის (ასფსრ) სახალხო კომისართა საბჭოში (ანუ სსრკ სამხედრო მინისტრის რწმუნებული ამიერკავკასიის მინისტრთა საბჭოში – ი. ხ.). 1928 წლის ოქტომბრიდან – მუშურ-გლეხური წითელი არმიის (მგწა) მთავარი სამმართველოს უფროსი. 1929 წლის დეკემბრიდან – ციმბირის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი. 1932–1933 წლებში გადიოდა სტაჟირებას გერმანიის რაიხსვერში. 

1933 წლის ნოემბრიდან – ხელმეორედ იქნა დანიშნული კავკასიის წითელდროშოვანი არმიის ჯარების სარდლად, ხოლო როცა 1935 წლის ივნისში მის საფუძველზე ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი (ოკრუგი) ჩამოყალიბდა – მისი სარდალი შეიქნა. 1935 წელს სსრკ-ში პირველად ჩაატარა მსხვილმასშტაბიანი სამხედრო მანევრები მაღალმთიანი რაიონების პირობებში. 1937 წლის ივნისიდან – შორეული აღმოსავლეთის საგანგებო წითელდროშოვანი არმიის ჯარების ზღვისპირეთის ჯგუფის სარდალია. სსრკ თავდაცვის სახალხო კომისართან არსებული სამხედრო საბჭოს წევრი. 

სსრკ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ცაკ) წევრია. 1-ლი მოწვევის სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1937–1938). საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. 

რეპრესიები 

1938 წლის 23 თებერვალს დააპატიმრეს. დამნაშავედ სცნო საკუთარი თავი იმაში, რომ მონაწილეობდა მგწა-ში არსებულ ანტისაბჭოთა, ტროცკისტულ და სამხედრო-ფაშისტურ შეთქმულებაში. 1938 წლის 29 ივლისს სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა. დაიხვრიტა იმავე დღეს მოსკოვში. დასაფლავების ადგილი: დასახვრეტი პოლიგონი „კომუნარკა“. 

სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 1956 წლის 28 აპრილის განსაზღვრებით იქნა რეაბილიტირებული. 

ჯილდოები 

ლენინის ორდენი (22.03.1920) 
წითელი დროშის ორდენი (19.10.1920) 
აზერბაიჯანის სსრ წითელი დროშის ორდენი (მაისი 1921) 
ტაჯიკეთის სსრ შრომის წითელი დროშის ორდენი (სექტემბერი 1930) 
წმინდა ვლადიმირის ორდენი მე-4 ხარისხისა მახვილებითა და ბაფთით (სამხედრო ბრძანება 4.03.1915) 
წმინდა სტანისლავის ორდენი მე-3 ხარისხისა მახვილებითა და ბაფთით (სამხ. ბრძ. 16.11.1915) 
წმინდა ანას ორდენი მე-3 ხარისხისა მახვილებითა და ბაფთით (სამხ. ბრძ. 7.05.1916) 
წმინდა სტანისლავის ორდენი მე-2 ხარისხისა მახვილებით (სამხ. ბრძ. 19.09.1916) 

ხსოვნა 

ლევანდოვსის საპატივსაცემოდ აქვთ მინიჭებული სახელი ქუჩებს ვლადიკავკაზსა და გროზნოში. 

ლიტერატურა 

«К-22» — Линейный крейсер / [под общ. ред. Н. В. Огаркова]. — М. : Военное изд-во М-ва обороны СССР, 1979. — 654 с. — (Советская военная энциклопедия : [в 8 т.] ; 1976—1980, т. 4). 

Соломин Н. И. Легенда о командарме (о командарме 2-го ранга М. К. Левандовском). М.:Политиздат, 1989. 

Мильбах В. С. Особая Краснознамённая Дальневосточная армия (Краснознамённый Дальневосточный фронт). Политические репрессии командно-начальствующего состава, 1937—1938 гг. — СПб.: Изд-во СПбГУ, 2007. — 345 с. — 1000 экз. — ISBN 978-5-288-04193-8. 

Черушев Н. С., Черушев Ю. Н. Расстрелянная элита РККА (командармы 1-го и 2-го рангов, комкоры, комдивы и им равные): 1937—1941. Биографический словарь. — М.: Кучково поле; Мегаполис, 2012. — С. 33—34. — 496 с. — 2000 экз. — ISBN 978-5-9950-0217-8. 


III. მუშურ-გლეხური წითელი არმიის 10-ე არმია 

10-ე არმია – მუშურ-გლეხური წითელი არმიის (მგწა) ერთ-ერთი არმია, ჩამოყალიბებული სამოქალაქო ომის დროს. 

შეიქმნა სამხრეთ ფრონტის რევოლუციური სამხედრო საბჭოს (რევსამხსაბჭოს) 1918 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით რესპუბლიკის რევსამხსაბჭოს 1918 წლის 11 სექტემბრის დირექტივის საფუძველზე იმ ჯარებისგან, რომლებიც მოქმედებდნენ ცარიცინისა და კამიშინის რაიონში. 1920 წლის 4 მაისს სახელი გადაერქვა 10-ე თერგის არმიად. გაუქმებულ იქნა 1920 წლის ივლისში. შედიოდა სამხრეთ ფრონტის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ფრონტის (1919 წლის 1 ოქტომბრიდან), კავკასიის ფრონტის (1920 წლის 16 იანვრიდან) შემადგენლობაში. 

შემადგენლობა 

არმიის შემადგენლობაში შედიოდნენ: 

1-ლი კომუნისტური მსროლელი დივიზია (ოქტომბერი 1918 – იანვარი 1919) 
1-ლი კოტელნიკოვის მსროლელი დივიზია (ოქტომბერი – ნოემბერი 1918) 
1-ლი ჩრდილოეთ ყუბანის გაერთიანებული მსროლელი დივიზია (ოქტომბერი – ნოემბერი 1918) 
1-ლი კამიშინის მსროლელი დივიზია (ოქტომბერი 1918 – მარტი 1919) 
1-ლი ფოლადის მსროლელი დივიზია (ოქტომბერი 1918 – იანვარი 1919) 
14-ე მსროლელი დივიზია (1-ლი ფორმირებისა) (ივნისი – ივლისი 1920) 
16-ე მსროლელი დივიზია (აპრილი – მაისი 1920) 
20-ე პენზის მსროლელი დივიზია (დეკემბერი 1919 – თებერვალი 1920; მარტი – აპრილი 1920) 
28-ე მსროლელი დივიზია (აგვისტო 1919 – აპრილი 1920) 
32-ე მსროლელი დივიზია (მარტი 1919 – აპრილი 1920) 
33-ე მსროლელი დივიზია (აპრილი – მაისი 1920) 
34-ე მსროლელი დივიზია (ივნისი – ივლისი 1919; თებერვალი, მარტი – აპრილი 1920) 
37-ე მსროლელი დივიზია (ოქტომბერი 1918 – თებერვალი 1920) 
38-ე მსროლელი დივიზია (ოქტომბერი 1918 – თებერვალი 1920) 
39-ე მსროლელი დივიზია (ნოემბერი 1918 – მარტი 1920) 
40-ე მსროლელი დივიზია (აპრილი – ივნისი 1920) 
50-ე მსროლელი დივიზია (თებერვალი 1920) 
კონლობან-ბუზინოვოს მსროლელი დივიზია (ოქტომბერი – დეკემბერი 1918) 
ბუდიონის ცხენოსანი კორპუსი (ივნისი – სექტემბერი 1919) 
შეერთებული ცხენოსანი კორპუსი (სექტემბერი – ნოემბერი 1919) 
1-ლი ცხენოსანი კორპუსი (აპრილი – ივნისი 1920) 
1-ლი კავკასიური საკავალერიო დივიზია (დეკემბერი 1919 – თებერვალი 1920, აპრილი 1920) 
მე-2 კავკასიური საკავალერიო დივიზია (მაისი – ივნისი 1920) 
მე-4 ლენინგრადის საკავალერიო დივიზია (ნოემბერი 1928 – ივლისი 1919) 
მე-6 საკავალერიო დივიზია (მარტი – ივნისი 1919) 
მე-7 საკავალერიო დივიზია (ივნისი 1919) 
მე-9 საკავალერიო დივიზია (თებერვალი 1920, აპრილი 1920) 
12-ე საკავალერიო დივიზია (იანვარი – თებერვალი 1920, აპრილი – ივლისი 1920) 
ცალკეული (შემდგომში 18-ე) საკავალერიო დივიზია (აპრილი 1920) 

საბრძოლო მოქმედებები 

1918 წლის ოქტომბერ – 1919-ის იანვარში არმია აწარმოებდა თავდაცვით ბრძოლებს დონელი თეთრკაზაკების წინააღმდეგ კამიშინთან და ცარიცინთან, იგერიებდა რა გენერალ პ. ნ. კრასნოვის დონის არმიის შემოტევას. 1919 წლის თებერვლის შუა რიცხვებიდან მონაწილეობდა სამხრეთის ფრონტის 1918–1919 წწ. კონტრშეტევაში, რომლის მსვლელობისას გაანადგურა თეთრკაზაკური ჯარების ნაწილი და მე-9 არმიასთან ურთიერთმოქმედებით აიძულა ცარიცინის დაჯგუფება საჩქაროდ მდინარე მანიჩისკენ დაეხია. 

1919 წლის მაისიდან 10-ე არმია იგერიებდა გენერალ პ. ნ. ვრანგელის კავკასიური არმიის რიცხობრივად აღმატებული ძალების შემოტევას, მისი საფლანგო დარტყმების ზემოქმედების ქვეშ იძულებული იყო ცარიცინის რაიონში, ხოლო შემდეგ კი კამიშინთან დაეხია, მონაწილეობდა ცარიცინის თავდაცვაში. 23 ივლისიდან შედიოდა ვ. ი. შორინის საგანგებო ჯგუფის შემადგენლობაში და აწარმოებდა ბრძოლებს სამხრეთის ფრონტის აგვისტოს შეტევაში, დაამარცხა გენერალ ვრანგელის კავკასიური არმიის ნაწლები და გავიდა მდინარე დონის შუაწელის რაიონში. 

1919 წლის ოქტომბერში სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის შემადგენლობაში განაგრძობდა შეუპოვარი თავდაცვითი ბრძოლების წარმოებას თეთრ ჯარებთან კამიშინის რაიონში, უზრუნველყოფდა რა თავისი აქტიური მოქმედებებით სამხრეთის ფრონტის კონტრშეტევას გენერალ ა. ი. დენიკინის ჯარების განადგურების მიზნით. 1919 წლის ნოემბრის მეორე ნახევარში არმია ფრონტის შემადგენლობაში მონაწილეობდა საბჭოთა ჯარების საერთო შეტევაში ქვეყნის სამხრეთში, რომლის მსვლელობისას გაანადგურა პირისპირ მდგომი კავკასიური არმიის ნაწილები და 1920 წლის 3 იანვარს დაიკავა ცარიცინი. სამხრეთ-აღმოსავლეთ ფრონტისათვის კავკასიის ფრონტის სახელის დარქმევის შემდეგ (1920 წლის 16 იანვარი) მის შემადგენლობაშია. იანვარ – მარტში მონაწილეობდა 1920 წლის ჩრდილო-კავკასიის ოპერაციაში. 

1920 წლის გაზაფხულზე და ზაფხულში განაგრძობდა წარმატებული შეტევის წარმოებას მდინარე დონის სამხრეთით და მე-9 და 11-ე არმიებთან ურთიერთმოქმედებით გაათავისუფლა სტავროპოლის რაიონები, დაასრულა თეთრგვარდელთა განადგურება ჩრდილოეთ კავკასიაში. 1920 წლის 4 მაისიდან დაერქვა კავკასიის ფრონტის 10-ე თერგის წითელი არმია. 1920 წლის აპრილიდან აწარმოებდა ბრძოლას ანტისაბჭოთა ძალებთან თერგის ოლქში. 

საკომანდო შემადგენლობა 

სარდლები: 

კ. ე. ვოროშილოვი (3 ოქტომბერი – 18 დეკემბერი 1918) 
ნ. ა. ხუდიაკოვი (18 – 26 დეკემბერი 1918) 
ა. ი. ეგოროვი (26 დეკემბერი 1918 – 25 მაისი 1919) 
ლ. ლ. კლიუევი (26 მაისი – 28 დეკემბერი 1919) 
ა. ვ. პავლოვი (28 დეკემბერი 1919 – 20 ივნისი 1920) 
ვ. პ. გლაგოლევი (20 ივნისი – 8 ივლისი 1920) 

რევსამხსაბჭოს წევრები: 

ს. კ. მინინი (21 ოქტომბერი – მოემბერი 1918, ივლისი – 23 სექტემბერი 1919) 
ვ. ი. მეჟლაუკი (28 ოქტომბერი 1918 – 4 ივნისი 1919) 
ა. ი. ოკულოვი (26 სექტემბერი – 26 დეკემბერი 1918) 
ე. ა. შჩადენკო (მოემბერი 1918 – იანვარი 1919) 
ბ. ვ. ლეგრანი (26 დეკემბერი 1918 – 7 მაისი 1919) 
მ. ე. ეფრემოვი (28 იანვარი – 31 აგვისტო 1919) 
ო. ი. სომოვი (18 აპრილი – 20 ოქტომბერი 1919) 
ა. ა. ზნამენსკი (11 ივნისი 1919 – 4 ივლისი 1920) 
ბ. დ. მიხაილოვი (18 აგვისტო 1919 – 5 ივნისი 1920) 
ნ. ი. პოდვოისკი (31 იანვარი – 18 მარტი 1920) 
ბ. მ. კვირკელია (30 მაისი – 8 ივლისი 1920) 

შტაბის უფროსები: 

სოკოლოვი (16 ოქტომბერი – 15 ნოემბერი 1918) 
ს. კ. მიცელეცკი (15 ნოემბერი – 17 დეკემბერი 1918) 
ნ. ია. კოზანოვი (17 – 26 დეკემბერი 1920 /თუ 1918?/) 
ლ. ლ. კლიუევი (26 დეკემბერი 1918 – 26 მაისი 1919) 
ბ. ნ. კონდრატიევი (26 მაისი – 28 აგვისტო 1919) 
ვ. ნ. ჩერნიშოვი (28 აგვისტო 1919 – 15 ივნისი 1920) 
ე. თ. აპოგა (15 ივნისი – 8 ივლისი 1920) 

კავალერიის ინსპექტორი: 

ვ. ა. სერგეევი (1918 წლის ნოემბრიდან) 

ლიტერატურა 

Гражданская война и военная интервенция в СССР. Энциклопедия. М.: Советская энциклопедия, 1983. 

Центральный государственный архив Советской армии. В двух томах. Том 1. Путеводитель. ЦГАСА, 1991 С. 323—325 


IV. მგწა-ის არმიები სამოქალაქო ომში 

მგწა-ის არმიები სამოქალაქო ომში რუსეთში – რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკის მუშურ-გლეხური წითელი არმიის (მგწა) ზოგადსაჯარისო ოპერატიული ფორმირებები (ზოგადსაჯარისო, ცხენოსანი და შრომითი არმიები, გაერთიანებები – არმიები) რუსეთში სამოქალაქო ომის დროს. 

განკუთვნილი იყვნენ ოპერაციების წარმოებისთვის ფრონტის შემადგენლობაში ან დამოუკიდებლად (ცალკეულ საოპერაციო მიმართულებაზე), მაშინ ცალკეული არმია. სამოქალაქო ომის წლებში (ზოგადსაჯარისო) არმიაში შედიოდნენ 3–6 მსროლელი და 1–2 საკავალერიო დივიზიები. 1920 წელს (ზოგადსაჯარისო) არმია შედგებოდა 4–5 მსროლელი და საკავალერიო დივიზიებისგან, მოითვლიდა 20 000 – 40 000 ხიშტსა და ხმალს 80–120 ქვემეხით. სამოქალაქო ომის წლებში მგწა-ის ფრონტების (არმიათა ჯგუფების) შემადგენლობაში იმყოფებოდა 16 არმია. 

მგწა-ის მშენებლობის საწყისი ეტაპი 

ავსტრო-გერმანული ინტერვენციის პირობებში 1918 წლის დასაწყისში შეიქმნა მცირერიცხოვანი არმიები (ზოგადსაჯარისოები) მეთაურთა არჩეული შემადგენლობით, რომელთაც არ ჰქონდათ მკაფიო ორგანიზაცია, საველე მმართველობები (შტაბები) და ზურგები (1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, 1-ლი დონის, დონეცკისა და მე-2 საგანგებო, რომლებიც იმყოფებოდნენ სამხრეთ საბჭოთა რესპუბლიკების გლავკოვერხის დაქვემდებარებაში 1918 წლის მარტ–მაისში). 

საყოველთაო სამხედრო ვალდებულება და მასობრივი არმიები 

საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ დეკრეტის მიღების შემდეგ 1918 წლის ივნისიდან დაიწყეს მოქმედი ჯარების შეყვანა-შეერთება რეგულარულ საველე (ზოგადსაჯარისო) არმიებში, 1919 – 1920 წლებში შეიქმნა ასევე ცხენოსანი არმიებიც. 

ცალკეული არმიები ექვემდებარებოდნენ უშუალოდ წითელი არმიის მთავარ სარდლობას, არა ცალკეულები კი – შედიოდნენ ფრონტების შემადგენლობაში. იქმნებოდა ასევე სათადარიგო არმიები, შრომითი არმიები, სასურსათო არმიები. 

1918–1921 წლებში მგწა-ში შეიქმნა შემდეგი არმიები: 

1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 აღმოსავლეთ ფრონტისა; 
ტამანისა ჩრდილოეთ კავკასიაში; 
მე-6 ჩრდილოეთის ფრონტისა; 
მე-8, მე-9, 10-ე სამხრეთის ფრონტისა; 
მე-7 ჩრდილოეთის ფრონტისა; 
დასავლეთის ცალკეული, 11-ე და 12-ე სამხრეთის ფრონტისა; 
საბჭოთა ლატვიისა და ესტლანდიის ცალკეული არმიები; 
13-ე სამხრეთის ფრონტისა; 
თურქესტანის არმია აღმოსავლეთ ფრონტისა; 
11-ე ცალკეული, 1-ლი, მე-2, მე-3 უკრაინისა და ყირიმის საბჭოთა არმიები უკრაინის ფრონტისა; 
1-ლი ცხენოსანი სამხრეთის ფრონტისა; 
მე-2 ცხენოსანი სამხრეთ-დასავლეთის ფრონტისა. 
ძირითადი წერილი: შრომით არმია 

ომის მსვლელობისას ახალ ან უწინდელ საომარ მოქმედებათა თეატრებზე (ომთ) ხელახლა იქნენ შექმნილი 11-ე არმია თურქესტანის ფრონტისა; მე-3 და მე-4 არმიები დასავლეთის ფრონტისა, მე-6 სამხრეთ-დასავლეთის ფრონტისა, მე-4 სამხრეთის ფრონტისა, 10-ე თერგ-დაღესტანის არმია კავკასიის ფრონტისა. 

გაუქმებული 1-ლი, მე-3 და მე-2 უკრაინული (ზოგადსაჯარისო) საბჭოთა არმიების ბაზაზე შეიქმნა დასავლეთის ფრონტის 12-ე არმია და სამხრეთის ფრონტის 14-ე არმია. საბჭოთა ლატვიის არმიები და ბელორუსია-ლიტვის არმია (ადრე დასავლეთისა) გარდაიქმნენ და დაერქვათ 15-ე და 16-ე არმიები დასავლეთის ფრონტისა. 

1918 წლის ბოლოს – 1919-ის დასაწყისში საბჭოთა ჯარების დაჯგუფებები, რომლებიც არმიის ან ფრონტის მთავარი ძალებისგან მოწყვეტილი აღმოჩნდებოდნენ, ზოგჯერ ერთიანი სარდლობის ქვეშ ერთიანდებოდნენ და არმიის სახელწოდებასაც ღებულობდნენ. 

მოქმედ არმიაში იმყოფებოდნენ: 1918 წელს – 11-მდე, 1919 წელს – 20-მდე, 1920 წელს – 15-მდე არმიები, რომელთაგან თითოეულში 2-დან 9 დივიზიამდე მოითვლებოდა. 

არმიის პირადი შემადგენლობის საერთო რიცხოვნება ჩვეულებრივ შეადგენდა 30–40-დან 100 და მეტ ათასამდე ადამიანს (12–15-დან 45–50-მდე ხიშტსა და ხმალს). 

არმიის მართვის სტრუქტურა 

არმიის საერთო ხელმძღვანელობა ხორციელდებოდა საველე მმართველობებით (შტაბებით), რომელთა საშტატო ორგანიზაციაც განსხვავებული გახლდათ. 1919 წელს საველე მმართველობა მოიცავდა: რევლუციურ სამხედრო საბჭოს (რევსამხსაბჭო), შტაბს (განყოფილებები – ოპერატიული, ადმინისტრაციული, სამხედრო შეტყობინებების, ინსპექტირების – არტილერიისა, ჯავშნოსანი ძალებისა, ქვეითი ჯარისა, კავალერიისა, ინჟინრებისა), პოლიტიკურ განყოფილებას, რევტრიბუნალს, სამხედრო კონტროლს (კონტრდაზვერვა), აგრეთვე სხვა განყოფილებებსა (отделы) და მომსახურების ქვეგანყოფილებებს (отделения). 

განყოფილებები შედგებოდა ქვეგანყოფილებებისგან. მაგალითად, ოპერატიულ განყოფილებაში შედიოდნენ დაზვერვის უფროსის, კავშირგაბმულობის, ავიაციისა და ჰაერში ცურვის ქვეგანყოფილებები. არმიის სარდალი (არმიის რევსამხსაბჭოს წევრის უფლებით) და არმიის რევსამხსაბჭოს წევრები (რკპ(ბ) ცკ-ის თანხმობით) ინიშნებოდნენ რესპრევსამხსაბჭოს მიერ, შტაბების უფროსები – ფრონტის რევსამხსაბჭოს მიერ. საველე არმიის საბრძოლო შემადგენლობაში ირიცხებოდნენ მსროლელი (1918 წლის ოქტომბრამდე – ქვეითი), საკავალერიო დივიზიები (ზოგჯერ საკავალერიო კორპუსები), ჯავშნოსანი, საავიაციო, საჰაერო ცურვის ნაწილები, ცალკეული ქვცედანაყოფები სპეციალური და დამხმარე ჯარების ნაწილებში. ზოგჯერ არმიას ოპერატიული მიმართებით ექვემდებარებოდნენ ფლოტი (მაგალითად, მე-7 არმიას 1919 წელსა და 1921 წელში ექვემდებარებოდა ბალტიის ფლოტი), სამხედრო ფლოტილიები (მაგალითად, 11-ე არმიას 1919 წელს ექვემდებარებოდა ასტრახან-კასპიის სამხედრო ფლოტილია), ცხენოსანი არმია (მაგალითად, სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის 13-ე არმიას 1920 წელს ექვემდებარებოდა მე-2 ცხენოსანი არმია). ცალკულ შემთხვევებში (ზოგადსაჯარისო) არმიის შემადგენლობაში რთავდნენ სატბე-სამდინარო სამხედრო ფლოტილიებს. 

იხილეთ ასევე 

არმია 

შენიშვნები 

Военный энциклопедический словарь. — М.: Военное издательство, 1984.  

ლიტერატურა 

Большая советская энциклопедия (БСЭ), Третье издание, выпущенной издательством «Советская энциклопедия» в 1969—1978 годах в 30-ти томах; 

Советская военная энциклопедия : [в 8 т.] / председ. Гл. ред. комиссии А. А. Гречко [т. 1, 8], Н. В. Огарков [т. 2—7]. — М. : Военное изд-во М-ва обороны СССР, 1976—1980.; 

Советским Вооружённым Силам — 60 лет (Сопроводительный текст, часть вторая), Н. И. Кобрин, Б. П. Фролов, М., Издательство «Знание», 1978 г., 32 стр.; 

Гражданская война и военная интервенция в СССР. Энциклопедия. М.: Советская энциклопедия, 1983; 

Военный энциклопедический словарь (ВЭС), М., ВИ, 1984 г., 863 стр.; 

Под редакцией: В.А. Золотарева, В.В. Марущенко, С.С. Автюшина. Во Имя России: Российское государство, армия и воинское воспитание / учебное пособие по общественно-государственной подготовке (ОГП) для офицеров и прапорщиков Вооружённых Сил Российской Федерации. — М.: "Русь-РКБ", 1999. — С. 336 + вкл.. — ISBN 5-86273-020-6. 

მითითებები 

«Армия» в БСЭ «Армия» в РЭС (недоступная ссылка) 


V. სამხრეთის ფრონტი (სამოქალაქო ომი) 

სამხრეთის ფრონტი – მგწა-ის ოპერატიულ-სტრატეგიული გაერთიანება სამოქალაქო ომის დროს. შეიქმნა 1918 წლის 11 სეტემბერს რესპუბლიკის რევოლუციური სამხედრო საბჭოს (რევსამხსაბჭოს) ბრძანებით ზოლში (შუალედში) თავდაცვის დასავლეთ რაიონსა და აღმოსავლეთ ფრონტს შორის. მთავარსარდლის დირექტივით 1920 წლის 10 იანვრიდან დაერქვა სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის სახელი. ხელმეორედ ფრონტი შეიქმნა რესპრევსამხსაბჭოს 1920 წლის 21 სექტემბრის დადგენილებით და ამოცანად ჰქონდა ვრანგელის არმიის განადგურება. 1920 წლის 10 დეკემბერს სამხრეთის ფრონტის მმართველობა გარდაიქმნა უკრაინისა და ყირიმის შეიარაღებული ძალების სარდლის მმართველობად. 

1-ლი ფორმირება 

შეიქმნა ფარდის რაზმების დასავლეთ უბნის, ფარდის რაზმების სამხრეთ უბნის, ჩრდილოეთ კავკასიის წითელი არმიისა და ასტრახანის ჯგუფის ჯარებისაგან თავდაცვის დასავლეთ რაიონსა და აღმოსავლეთ ფრონტს შორის: ხაზიდან ჩერიკოვი (მდინარე სოჟზე) – კლიმოვიჩი – როსლავლი ხაზამდე რიაჟსკი – სოსნოვკა – კირსანოვი – სადგური ბალანდა – სოფ. ზოლოტოე (ვოლგაზე) – ალექსანდროვ-გაი – კალმიკოვი (მდინარე ურალზე). 

ფრონტის მმართველობა ჩამოყალიბებულ იქნა ფარდის რაზმების სამხრეთ უბნისა და ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო საბჭოს ბაზაზე. შტაბი იმყოფებოდა კოზლოვში, ორიოლში, ტულაში, სერგიევსკში, სერპუხოვსა და ისევ ორიოლში. 

ამოცანები, რომლებიც ისმებოდა ფრონტის წინაშე: სადემარკაციო ხაზის დაცვა საბჭოთა რუსეთსა და გერმანული ჯარების მიერ ოკუპირებულ უკრაინას შორის და ბრძოლა კრასნოვის არმიასთან დონზე და დენიკინის თეთრგვარდიულ ჯარებთან ჩრდილოეთ კავკასიაში. 

შემადგენლობა 

სამხრეთ ფრონტის შემადგენლობაში შედიოდნენ: 

მე-8 არმია (3 ოქტომბერი 1918 – 9 იანვარი 1920); 
მე-9 არმია (3 ოქტო,ბერი 1918 – 30 სექტემბერი 1919); 
10-ე არმია (3 ოქტომბერი 1918 – 30 სექტემბერი 1919); 
11-ე არმია (3 ოქტომბერი – 8 დეკემბერი 1918); 
11-ე ცალკეული არმია (23 მაისი – 12 ივნისი 1919, ოპერატიულ დაქვემდებარებაში); 
12-ე არმია 1-ლი ფორმირებისა (3 ოქტომბერი – 8 დეკემბერი 1918); 
12-ე არმია მე-2 ფორმირებისა (27 ივნისი – 27 ივლისი 1919, ოპერატიულ დაქვემდებარებაში: 17 ოქტომბერი 1919 – 10 იანვარი 1920); 
13-ე არმია (3 მარტი 1919 – 10 იანვარი 1920); 
14-ე არმია (4 ივნისამდე 1919 მე-2 უკრაინული საბჭოთა არმია; 27 აპრილი 1919 – 10 იანვარი 1920); 
1-ლი ცხენოსანი არმია (19 ნომბერი 1919 – 9 იანვარი 1920); 
საგანგებო კორპუსი (1919 წ. 17 ივნისამდე ცალკეული საექსპედიციო კორპუსი; 10 ივნისი – 7 ივლისი 1919, შტაბი 31 ივლისამდე); 
ს. მ. ბუდიონის ცხენოსანი კორპუსი (1919 წ. 30 ოქტომბრიდან 1-ლი ცხენოსანი კორპუსი; 7 ოქტომბერი – 19 ნოემბერი 1919); 
თავდაცვის გარეთა სამხრეთის რაიონი (1–25 ოქტომბერი 1919); 
ორიოლის სამხედრო ოლქი (26 ოქტომბერი 1919 – 10 იანვარი 1920). 

სამხრეთის ფრონტის შემადგენლობაში მოქმედებდნენ: 

– პოვორინის ჯარების დამრტყმელი ჯგუფი (სამხრეთის ფრონტის ჯარების საგანგებო დამრტყმელი ჯგუფი), რომელშიც შედიოდნენ მე-3 ლატვიური ბრიგადა, მე-2 ლუბიანსკის მსროლელი პოლკი და 1-ლი დონის კაზაკთა პოლკი (13 ოქტომბერი – 2 დეკემბერი 1918); – 

სამხრეთის ფრონტის კასპია-კავკასიის განყოფილება, რომელიც მოიცავდა 11-ე და 12-ე არმიებს (2 ნოემბერი – 8 დეკემბერი 1918); 

– კურსკის მიმართულების ჯარების ჯგუფი 1-ლი, მე-2 და მე-4 პარტიზანული მსროლელი დივიზიებისა მე-3 შეერთებული პარტიზანული მსროლელი დივიზიის შემადგენლობით (21 დეკემბერი 1918 – 15 თებერვალი 1919); 

– დონეცკის მიმართულების ჯარების ჯგუფი, რომელიც შედგებოდა 41-ე და 42-ე მსროლელი დივიზიებისგან (15 თებერვალი – 5 მარტი 1919); 

– ჯარების კამიშინის ჯგუფი (სამხრეთ ფრონტის ჯარების საგანგებო ჯგუფი) 1-ლი კამიშინის მსროლელი დივიზიის, მე-2 მოსკოვისა და 38-ე სიმონოვსკის ქვეითი პოლკების შემადგენლობით (7 აინვარი – 15 თებერვალი 1919); 

– ჯარების უკრაინული ჯგუფი, რომელიც შეიცავდა 12-ე და 14-ე არმიებს და ხარკოვის საოლქო სამხედრო კომისარიატის ჯარებს (28 ივნისი – 27 ივლისი 1919); 

– ვ. ი. შორინის საგანგებო ჯგუფი (23 ივლისი – 30 სექტემბერი 1919); 

– ვ. ი. სელივაჩოვის ჯგუფი (აგვისტოს დასაწყისი – სექტემბრის ბოლო 1919); 

– სამხრეთ ფრონტის სარეზერვო ჯგუფი 61-ე მსროლელი დივიზიისა და 11-ე საკავალერიო დივიზიის შემადგენლობით (25 ოქტომბერი – 10 ნოემბერი 1919). 

საბრძოლო მოქმედებები 

ფრონტის ჯარები აწარმოებდნენ თავდაცვით ბრძოლებს ცარიცინისა და კამიშინისათვის კრასნოვის დონის არმიის წინააღმდეგ (ივლისი – ეკემბერი 1918 წ.), შემდეგ მიმართეს შეტევას (იანვარი – მარტი 1919 წ.) დონის არმიის განადგურების მიზნით, აგრეთვე დონბასისათვის დენიკინის ჯარების წინააღმდეგ. აწარმოებდნენ ბრძოლებს კაზაკების აჯანყებათა ჩასახშობად ზემოდონის სტანიცებში მარტ – ივნისში 1919 წ. მაისში დაწყებული დენიკინის არმიის შემოტევის შემდეგ დაიხიეს დონის ოლქიდან, დატოვეს რა დონბასი და ხარკოვი. დაიწყეს აგვისტოს კონტრშეტევა დენიკინის არმიის წინააღმდეგ (აგვისტო – სექტემბერი 1919), აწარმოებდნენ ბრძოლებს მამონტოვისა და შკუროს თეთრკაზაკთა ცხენოსანი ჯარის რეიდის წინააღმდეგ (აგვისტო – სექტემბერი 1919), მოწინააღმდეგის მოწოლის ქვეშ დაიხიეს ჩრდილოეთისაკენ, დატოვეს რა კურსკი, ვორონეჟი, ორიოლი. 

შემდეგ ფრონტის ჯარებმა აწარმოეს კონტრშეტევა დენიკინის არმიის წინააღმდეგ, რომლის მსვლელობისას განხორციელებულ იქნა ოპერაციები: ორიოლ-კურსკის (ოქტომბერი – ნოემბერი 1919), ვორონეჟ-კასტორენსკის (ოქტომბერი – ნოემბერი 1919), დაიკავეს რა ქალაქები კურსკი, ვორონეჟი, ორიოლი, კასტორნოე. სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტთან ერთობლივად შეტევის მსვლელობისას 1919 წ. ნოემბერ – 1920-ის იანვარში ჩაატარეს ხარკოვის (ნოემბერ – დეკემბერი 1919), დონბასის (დეკემბერი 1919), როსტოვ-ნოვოჩერკასკის (იანვარი 1920) ოპერაციები, დამარცხება მიაყენეს დენიკინის არმიას, დაიკავეს ქალაქები ხარკოვი, კიევი, პოლტავა, დონბასი, დონის-როსტოვი. 

საკომანდო შემადგენლობა 

სარდლები: 

პ. პ. სიტინი (11 სექტემბრი – 9 ნოემბერი 1918), 
პ. ა. სლავენი (9 ნოემბერი 1918 – 24 იანვარი 1919), 
ვ. მ. გიტისი (24 იანვარი – 13 ივლისი 1919), 
ვ. ნ. ეგორიევი (13 ივლისი – 11 ოქტომბერი 1919), 
ა. ი. ეგოროვი (11 ოქტომბერი 1919 – 10 იანვარი 1920), 

რევსამხსაბჭოს წევრები: 

ი. ბ. სტალინი (17 სექტემბერი – 19 ოქტომბერი 1918; 3 ოქტომბერი 1919 – 10 იანვარი 1920), 
კ. ე. ვოროშილოვი (17 იანვარი – 3 ოქტომბერი 1918), 
ს. კ. მინინი (17 სექტემბერი – 21 ოქტომბერი 1918), 
კ. ა. მეხონოშინი (3 ოქტომბერი 1918 – 26 იანვარი 1919; 15 ივნისი – 13 ივლისი 1919), 
პ. ე. ლაზიმირი (9 – 27 ოქტომბერი 1918), 
ა. ი. ოკულოვი (14 ოქტომბერი – 18 დეკემბერი 1918; 19 ივნისი – 18 აგვისტო 1919), 
ა. გ. შლიაპნიკოვი (20 ოქტომბერი – 8 დეკემბერი 1918), 
ბ. ვ. ლეგრანი (10 ნოემბერი – 18 დეკემბერი 1918), 
გ. ია. სოკოლნიკოვი (1 დეკემბერი 1918 – 6 ოქტომბერი 1919), 
ი. ი. ხოდოროვსკი (17 იანვარი – 6 ივლისი 1919), 
ა. ლ. კოლეგაევი (24 იანვარი – 18 ივნისი 1919), 
მ. კ. ვლადიმიროვი (19 ივნისი – 17 დეკემბერი 1919), 
ლ. პ. სერებრიაკოვი (16 ივლისი – 10 იანვარი 1920), 
მ. მ. ლაშევიჩი (11 აგვისტო – 19 ოქტომბერი 1919), 
რ. ი. ბერზინი (24 დეკემბერი 1919 – 10 აინვარი 1920). 

შტაბის უფროსები: 

ი. ი. ზაშჩუკი (თანამდდრშემსრ, 11 სექტემბერი – 12 ნოემბერი 1928), 
ვ. თ. ტარასოვი (13 ნოემბერი 1918 – 7 ივნისი 1919), 
ნ. ვ. პნევსკი (9 ივნისი – 17 ოქტომბერი 1919), 
ნ. ნ. პეტინი (21 ოქტომბერი 1919 – 10 იანვარი 1920). 

მე-2 ფორმირება 

მე-2 ფორმირების სამხრეთ ფრონტის ამოცანა იყო ვრანგელის ჯარებთან ბრძოლა. გამმიჯნავი ხაზი სამხრეთ-დასავლეთის ფრონტთან: ოჩაკოვი – ელიზავეტგრადი – ხოროპი – ლებედიი – ობოიანი – სადგ. რჟავა. ფრონტის შტაბი ქ. ხარკოვში იმყოფებოდა. 

შემადგენლობა 

მე-2 ფორმირების სამხრეთის ფრნტის შემადგენლობაში შედიოდნენ: 

მე-4 არმია (18 ოქტომბერი – 10 დეკემბერი 1920), 
მე-6 არმია (21 სექტემბერი – 10 დეკემბერი 1920), 
13-ე არმია (21 სექტემბერი – 12 ნოემბერი 1920), 
1-ლი ცხენოსანი არმია (21 ოქტომბერი – 10 დეკემბერი 1920), 
მე-2 ცხენოსანი არმია (21 სეტემბერი – 6 დეკებრი 1920), 
მე-2 ცხენოსანი კორპუსი (6–10 დეკემბერი 1920), 
ტაგანროგის მიმართულების ჯარების ჯგუფი 1-ლი და მე-2 დონის მსროლელი დივიზიების შემადგენლობით, 
საზღვაო საექსპედიციო დივიზია, 
მე-5 საკავალერიო დივიზია, 
1-ლი ცხენოსანი არმიის უპრაფორმის შეერთებული ჯგუფისა (1–15 ოქტომბერი 1920), 
ზღვისპირა, 1920 წ. 24 ოქტომბრიდან შავიზღვის გამაგრებული რაიონი (20 ოქტომბერი – 10 დეკემბერი 1920), 
კრემენჩუგისა და ეკატერინოსლავის გამაგრებული რაიონები (15 ოქტომბერი – 10 დეკემბრი 1920). 

საბრძოლო მოქმედებები 

სამხრეთის ფრონტის ჯარები აწარმოებდნენ ბრძოლებს ვრანგელის ჯარებთან ჩრდილოეთ ტავრიაში (სექტემბერი – ოქტომბერი 1920). სამხრეთ ფრონტის 1920 წლის 28 ოქტომბერ – 3 ნოემბრის შეტევის მსვლელობისას დამარცხება მიაყენეს ვრანგელის მთავარ ძალებს (28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი 1920). ვრანგელის ჯარების დამარცხების დასრულება მოხდა პერეკოპ-ჩონგარის ოპერაციის 1920 მსვლელობისას, როდესაც ყირიმი იქნა დაკავებული. 


ფრუნზეს ტელეგრამა ლენინისადმი ქერჩის ჯარებისა და სამხრეთ ფრონტის ლიკვიდაციის შესახებ. 

საკომანდო შემადგენლობა 

სარდლები: 

მ. ვ. ფრუნზე (27 სექტემბერი 1920 – 3 დეკემბერი 1920) 

რევსამხსაბჭოს წევრები: 

ს. ი. გუსევი (27 სექტემბერი – 14 დეკემბერი 1920), 
ბ. კუნი (4 ოქტომბერი – 16 ნოემბერი 1920), 
მ. კ. ვლადიმიროვი (16 ოქტომბერი – 10 დეკემბერი 1920), 
ი. ტ. სმილგა (25 ოქტომბერი – 10 დეკემბერი 1920). 

შტაბის უფროსები: 

პ. პ. კარატიგინი (თანამდდრშემსრ, 21–27 სექტემბერი 1920), 
ი. ხ. პაუკა (27 სექტემბერი – 10 დეკემბერი 1920). 

ლიტერატურა 

Гражданская война и военная интервенция в СССР. Энциклопедия. — М.: Советская энциклопедия, 1983. 

Центральный государственный архив Советской армии. В двух томах. Том 1. Путеводитель. 1991. — С. 213—354. 


VI. კასპია-კავკასიის ფრონტი 

კასპია-კავკასიის ფრონტი – მუშურ-გლეხური წითელი არმიის (მგწა) ოპერატიულ-სტრატეგიული გაერთიანება სამოქალაქო ომის დროს. შეიქმნა (გამოყოფილ იქნა სამხრეთ ფრონტის შემადგენლობიდან) 1918 წლის 8 დეკემბერს რესპუბლიკის რევოლუციური სამხედრო საბჭოს (რესპრევსამხსაბჭოს) ბრძანებით ქვემო ვოლგის, კასპიის ზღვის ჩრდილოეთ და დასავლეთ სანაპიროსა და ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე. გაუქმდა რესპრევსამხსაბჭოს 1919 წლის 13 მარტის ბრძანებით # 003, მისი ჯარები გადაეცა 11-ე ცალკეული არმიის ფორმირებისათვის. ფრონტის შტაბი განლაგებული იყო ასტრახანში. 

შემადგენლობა 

კასპია-კავკასიის ფრონტის შემადგენლობაში შედიოდნენ: 

11-ე არმია 
12-ე არმია 
ასტრახან-კასპიის სამხედრო ფლოტილია. 

საბრძოლო მოქმედებები 

ფრონტს დასმული ჰქონდა ამოცანა 11-ე არმიის ძალებით გაეგრძელებია შეტევა არმავირ – ტიხორეცკაიაზე დენიკინის ჯარების წინააღმდეგ, 12-ე არმიის ძალებით ეწარმოებია შეტევა პეტროვსკ – დარუბანდზე. 11-ე არმიის ჯარებმა ვერ შეძლეს დასმული ამოცანების შესრულება, მაგრამ თავიანთი მოქმედებებით შებოჭეს მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი ძალები. 12-ე არმიის ჯარები აწარმოებდნენ თავდაცვით ბრძოლებს ყიზლარისა და გურევის დასავლეთით მყოფ რაიონებში. 1919 წლის იანვარში 11-ე არმიის ჯარებმა განიცადეს დამარცხება და თებერვალში უკან დაიხიეს მდინარე მანიჩის იქით და ასტრახანის რაიონში. ფრონტის ძალების ნაწილისაგან 1919 წლის 4 თებერვალს შეიქმნა ფრონტის სტავროპოლის უბანი სამხრეთ ფრონტის შეტევისათვის დახმარების მიზნით. 1919 წლის თებერვალში ფრონტის ჯარებმა მოახერხეს ასტრახანისა და ვოლგის შესართავის თავდაცვის უზრუნველყოფა და დენიკინის ჯარების ურალელ თეთრკაზაკებთან შეერთების არდაშვება. 

საკომანდო შემადგენლობა 

სარდალი: 

მ. ს. სვეჩნიკოვი (8 დეკემბერი 1918 – 19 მარტი 1919 ) 

რევსამხსაბჭოს წევრები: 

ნ. ა. ანისიმოვი (13 დეკემბერი 1918 – 19 მარტი 1919), 
ს. ე. საქსი (13 დეკემბერი 1918 – 19 მარტი 1919), 
ა. გ. შლიაპნიკოვი (13 დეკემბერი 1918 – 14 თებერვალი 1919), 
კ. ა. მეხონოშინი (14 თბერვალი – 19 მარტი 1919). 

შტაბის უფროსი: 

ე. ა. ნიკოლიჩი 

ლიტერატურა 

Гражданская война и военная интервенция в СССР. Энциклопедия. М.: Советская энциклопедия, 1983. 


VII. სამოქალაქო ომის სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტი 

სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტი – მუშურ-გლეხური წითელი არმიის (მგწა) ოპერატიულ-სტრატეგიული გაერთიანება სამოქალაქო ომის დროს. შეიქმნა 1919 წლის 30 სექტემბერს მთავარსარდლის დირექტივით ვ. ი. შორინის საგანგებო ჯგუფისაგან (სამხრეთის ფრონტისა). გადაერქვა სახელი რესპუბლიკის რევოლუციური სამხედრო საბჭოს (რესპრევსამხსაბჭოს) 1920 წლის 16 იანვრის დადგენილებით კავკასიის ფრონტად. ფრონტის შტაბი განლაგებული იყო სარატოვში. 

შემადგენლობა 

სამხრეთ-აღმოსავლეთ ფრონტის შემადგენლობაში შედიოდნენ: 

მე-9 არმია, 
10-ე არმია, 
11-ე არმია (14 ოქტომბრიდან 1919), 
მე-8 არმია (10 იანვრიდან 1920), 
1-ლი ცხენოსანი არმია (10 იანვრიდან 1920) 
სათადარიგო არმია (ოქტომბერი 1919 – თებერვალი 1920), 
პენზის გამაგრებული რაიონი, 
ვოლგა-კასპიის სამხედრო ფლოტილია (14 ოქტომბრიდან 1919).  

საბრძოლო მოქმედებები 

ფრონტს ჰქონდა ამოცანა დაემარცხებია დენიკინის ჯარები ნოვოჩერკასკისა და ცარიცინის მიმართულებებზე და დაეკავებია დონის ოლქი. ფრონტის ჯარები 1919 წლის ოქტომბერში აწარმოებდნენ თავდაცვით ბრძოლებს მამონტოვის ცხენოსანი ჯარის წინააღმდეგ მდინარე ხოპიორზე, სტანიცების უსტ-მედვედიცკაიას, ილოვლინსკაიასა და ქალაქ კამიშინის რაიონში. 1919 წლის ნოემბრიდან მონაწილეობდნენ სტრატეგიულ შეტევაში ერთობლივად სამხრეთ ფრონტთან: 1919 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩაატარეს ხოპიორ-დონის ოპერაცია, გადალახეს მდ. ხოპიორი, დაიკავეს ნოვოხოპიორსკი, ურიუპინსკი და კალაჩი, 1920 წლის 3 იანვარს რიგი ბრძოლების შემდეგ დაკავებულ იქნა ცარიცინი. როსტოვ-ნოვოჩერკასკის ოპერაციის მსვლელობისას ფრონტის ჯარებმა დაამარცხეს დონის არმია და 1920 წლის 7 იანვარს დაიკავეს ნოვოჩერკასკი. 

საკომანდო შემადგენლობა 

სარდალი: 

ვ. ი. შორინი (30 სექტემბერი 1919 – 16 იანვარი 1920) 

რევსამხსაბჭოს წევრები: 

ი. ტ. სმილგა, 
ვ. ა. ტრიფონოვი, 
ს. ი. გუსევი (1919 წლის 18 დეკემბრიდან). 

შტაბის უფროსები: 

თ. მ. აფანასიევი (1 ოქტომბრიდან 1919 – 4 იანვარი 1920), 
ს. ა. პუგაჩოვი (4–16 იანვარი 1920) 

ლიტერატურა 

Центральный государственный архив Советской армии. В двух томах. Том 1. Путеводитель. 1991 c. 213—354 

ამ წერილის წერისას გამოიყენებოდა მასალა ენციკლოპედიიდან Гражданская война и военная интервенция в СССР (1983). 


VIII. სამოქალაქო ომის კავკასიის ფრონტი 

კავკასიის ფრონტი – მუშურ-გლეხური წითელი არმიის (მგწა) ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული გაერთიანება სამოქალაქო ომის დროს. შეიქმნა რესპუბლიკის რევოლუციური სამხედრო საბჭოს (რესპრევსამხსაბჭოს) 1920 წლის 16 იანვრის დადგენილებით სამხრეთ-აღმოსავლეთ ფრონტისათვის სახელის გადარქმევის შედეგად. ამოცანად ჰქონდა დენიკინის ჯარების ჩრდილო-კავკასიური დაჯგუფების ლიკვიდაციის დასრულება და კავკასიის განთავისუფლება. ფრონტის შტაბი განლაგებული იყო მილეროვოში, შემდეგ კი დონის როსტოვში. 

შემადგენლობა 

ფრონტის შემადგენლობაში შედიოდნენ: 

მე-8 არმია (16 იანვარი – 20 მარტი 1920 წ.), 
მე-9 არმია (16 იანვარი 1920 – 29 მაისი 1921 წ.), 
10-ე თერგის არმია (16 იანვარი – 4 ივლისი 1920 წ.), 
10-ე თერგ-დაღესტნის არმია (7 მარტი – 29 მაისი 1921 წ.), 
11-ე არმია (16 იანვარი 1920 – 29 მაისი 1921 წ.), 
1-ლი ცხენოსანი არმია (16 იანვარი – 18 მარტი 1920 წ.), 
სათადარიგო არმია (სექტემბერი – დეკემბერი 1920 წ), 
საზღვაო საექსპედიციო დივიზია (აგვისტო – სექტემბერი, ნოემბერ – დეკემბერი 1920 წ.), 
ეკატერონოდარისა და ეისკის გამაგრებული რაიონები (გრ); 
მე-2 საავიაციო ფარეხი 
ოპერატიული მიმართებით ფრონტს ექვემდებარებოდა შავი და აზოვის ზღვების სანაპირო თავდაცვის კავკასიური სექტორი; 
ფრონტის შემადგენლობაში წარმოიქმნა თერგისა (ოქტომბერ – ნოემბერი 1920 წ.) და თერგ-დაღესტნის (იანვარი – მარტი 1921 წ.) ჯართა ჯგუფები. 

საბრძოლო მოქმედებები 

კავკასიის ფრონტის ჯარებმა 1920 წლის იანვარ-სექტემბერში ჩაატარეს დონ-მანიჩის ოპერაცია; ჩრდილო-კავკასიური ოპერაციის მე-2 და მე-3 ეტაპების მსვლელობისას დამარცხება მიაყენეს დენიკინის ჯარებს და ჩრდილოეთ კავკასიაც დაიკავეს. ხელში ჩაიგდეს 100 ათასზე მეტი ტყვე, 33 ქვემეხი, 500 ტყვიამფრქვევი და სხვა.  

აგვისტო-სექტემბერში კავკასიის ფრონტის ჯარებმა მოახდინეს ყუბანში 1920 წლის ულაგაევის დესანტის ლიკვიდაცია; 1920–1921 წლებში, კავკასიის ფრონტის ბაქოს, ტფილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ერივანის ოპერაციების მსვლელობისას ამიერკავკასიაში დამყარებულ იქნა საბჭოთა ხელისუფლება. 

1921 წლის 29 მაისს მოხდა ფრონტის ლიკვიდაცია, მისი ჯარები და დაწესებულებანი გადაეცა ცალკეული კავკასიური არმიისა და ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის (ოკრუგის) შემადგენლობაში. 

საკომანდო შემადგენლობა 

სარდლები: 

ვ. ი. შორინი (16 – 24 იანვარი 1920 წლისა) 
თ. მ. აფანასიევი (თანამდებობის დრობით შემსრულებელი, 1920 წლის 24 იანვარი – 3 თებერვალი) 
მ. ნ. ტუხაჩევსკი (1920 წლის 4 თებერვალი – 24 აპრილი) 
ი. ტ. სმილგა (თანამდებობის დროებით შემსრულებელი, 1920 წლის 24 აპრილი – 15 მაისი) 
ვ. მ. გიტისი (15 მაისი 1920 – 29 მაისი 1921 წლისა) 

რევსამხსაბჭოს წევრები: 

ვ. ა. ტრიფონოვი (16 იანვარი 1920 – 29 მაისი 1921 წლისა) 
ი. ტ. სმილგა (16 იანვარი – 21 მაისი 1920 წლისა, 26 იანვარი – 29 მაისი 1921 წლისა) 
ს. ი. გუსევი (16 იანვარი – 19 აგვისტო 1920 წლისა) 
გ. კ. ორჯონიკიძე (3 თებერვალი 1920 – 29 მაისი 1921 წლისა) 
ს. დ. მარკოვი (22 ივნისი 1920 – 29 მაისი 1921 წლისა) 
ა. პ. როზენჰოლცი (23 აგვისტო – 5 სექტემბერი 1920 წლისა) 

შტაბის უფროსები 

თ. მ. აფანასიევი (16 იანვარი – 23 თბერვალი 1920 წლისა) 
ვ. ვ. ლიუბიმოვი (23 თებერვალი – 6 მარტი 1920 წლისა) 
ს. ა. პუგაჩოვი (7 მარტი 1920 – 29 მაისი 1921 წლისა) 

სრულიად რუსეთის საგანგებო კომისიის საგანგებო განყოფილების უფროსები: 

ს. ს. ლობოვი 
ი. პ. ლანდერი (1920 წლის აპრილი – სექტემბერი) 
ი. პ. ბაკაევი 

იხილეთ ასევე 

საბჭოთა-ქართული ომი 

ლიტერატურა 

Гражданская война и военная интервенция в СССР, М., «Сов-я Энциклопедия», 1983. 


IX. ვლადიმერ მიხეილის ძე გიტისი 

ვლადიმერ მიხეილის ძე გიტისი (24 ივნისი 1881, პეტერბურგი – 22 აგვისტო 1938, მოსკოვი) – საბჭოთა მხედართუფროსი, სარდლობდა ფრონტებს სამოქალაქო ომის დროს, კორპუსის მეთაური (1935). 


                                        ვლადიმერ მიხეილის ძე გიტისი

ბიოგრაფია 

1902 წელს დაამთავრა ქვეითი ჯარის იუნკერთა სასწავლებელი. იყო პირველი მსოფლიო ომის მონაწელე, 1917 წელს მეთაურობდა 148-ე ქვეით კასპიის პოლკს, პოდპოლკოვნიკი. 

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლების მხარეს გადავიდა. 1918 წლის თებერვალში შევიდა წითელ არმიაში. 1918 წლის აგვისტოდან – ფარდის რაზმების ჩრდილოეთ უბნის სამხედრო ხელმძღვანელია. სარდლობდა წითელი არმიის ჩრდილოეთის ფრონტის მე-6 არმიას (11.09.1918 – 22.11.1918). სარდლობდა სამხრეთის ფრონტის მე-8 არმიას (01.12. – 23.12.1928). ხელმძვანელობდა კონტრშეტვას გენერალ კრასნოვის არმიის წინააღმდეგ, რომელიც ამ არმიის სრული დამარცხებით დასრულდა. 

სარდლობდა დასავლეთის ფრონტს (1919 წლის 22 ივლისიდან 1920-ის 29 აპრილის ჩათვლით). 15.05.1920-დან 29.05.1921-ის ჩათვლით – კავკასიის ფრონტის სარდალია. 

სამოქალაქო ომის შემდეგ სარდლობდა იმიერ-ვოლგისპირეთის, პეტროგრადის სამხედრო ოკრუგებს. 1921 წლიდან შედგებოდა რესპუბლიკის რევოლუციურ სამხედრო საბჭოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დავალებებისთვის. 1925 წელს შევიდა სრულიად საკავშირო კომუნისტურ პარტიაში (ბოლშევიკებისა). 1926 წლიდან – მუშურ-გლეხური წითელი არმიის (მგწა) მომარაგების უფროსის მოადგილეა. სამხედრო და საზღვაო ძალების სახალხო კომისარიატის (თანამედროვე გაგებით, სამინისტროს – ი.ხ.) რწმუნებულია ვაჭრობის სახალხო კომისარიატში (სამინისტროში – ი. ხ.), შემდეგ სსრკ თავდაცვის სახალხო კომისარიატის საგარეო შეკვეთების განყოფილების უფროსი გახლავთ. 

ცხოვრობდა შემდეგ მისამართზე: ქ. მოსკოვი, სოფიის სანაპირო, სახლი 34, ბინა 103. დაპატიმრებულია 1937 წლის 28 ნოემბერს. სია „მოსკოვი-ცენტრი“, თარიღით 20.08.1938, იმ პირებისა, რომლებიც 1-ლი კატეგორიის მიხედვით გასამართლებისთვის (დახვრეტა) იყვნენ განკუთვნილი, და რომელშიც გიტისიცაა აღნიშნული, სტალინისა და მოლოტოვის მიერ იქნა ხელმოწერილი. 

1938 წლის 22 აგვისტოს სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა, კონტრრევოლუციურ სამხედრო ორგანიზაციაში მონაწილეობისა და შპიონაჟის ბრალდებით. 

ჯილდოები 

წმინდა გიორგის ორდენი მე-4 ხარისხისა (სამხედრო ბრძანება 01.09.1915) – „იმისთვის, რომ 1915 წლის 5 მაისის ბრძოლაში სოფლებთან ბანია და ლჲასოვიცე, იყო რა პოლკის ადიუტანტი და მიიღო ცნობები სამარის 147-ე პოლკისა და მისი იმპერატორობითი უმაღლესობის დიდი მთავრინა ანასტასია ნიკოლოზის ასულის (სახელობის) კასპიის 148-ე პოლკის ნაწილების უკანდახევის შესახებ, წინ გაიჭრა და თავისი ვაჟკაცური ენერგიით, მოწინააღმდეგის დამღუპველი ცეცხლის ქვეშ, უკანდახეული ნაწილები გააჩერა და წესრიგში მოიყვანა, დაიკავა ახალი პოზიცია სოფ. ზადერევაჩთან და ამით დაიფარა წინ მომავალი ახალი ნაწილის ფლანგი; ასეთი ვაჟკაცობისა და განმკარგველობის წყალობით, მოწინააღმდეგის შემოტევები გაჩერებულ და მთელი პოზიციის გარღვევაც თავიდან აცილებულ იქნა“

წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ორდენი მახვილებითა და ბაფთით (სამხ. ბრძ. 27.02.1915) 

წმ. ანას მე-2 ხარისხის ორდენი მახვილებით (სამხ. ბრძ. 07.03.1915) მახვილები 

წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენისთვის (სამხ. ბრძ. 29.05.1915) 

ლეოპოლდის ორდენის (ბელგია) კავალერი (23.02.1916) 

წითელი დროშის ორდენი (1919) 

ლიტერატურა 

Ленин В. И. Телеграмма В. М. Гиттису. 23.XI.1918 г. — Полн. собр. соч. Изд. 5-е. Т. 50, с. 210—211. 

Черушев Н. С., Черушев Ю. Н. Расстрелянная элита РККА (командармы 1-го и 2-го рангов, комкоры, комдивы и им равные): 1937—1941. Биографический словарь. — М.: Кучково поле; Мегаполис, 2012. — С. 70—71. — 496 с. — 2000 экз. — ISBN 978-5-9950-0217-8.  

მითითებები 

Гиттис, Владимир Михайлович. // Проект «Русская армия в Великой войне». 
Гиттис Владимир Михайлович 


X. ჩრდილო-კავკასიის ოპერაცია (1920) 

ამ ტერმინისთვის არსებობს სხვა მნიშვნელობებიც, იხ. ჩრდილო-კავკასიის ოპერაცია. 

ჩრდილო-კავკასიის ოპერაცია (17 იანვარი – 7 აპრილი 1920) – წითელი არმიის ჯარების სტრატეგიული სამხედრო ოპერაცია თეთრი არმიების წინააღმდეგ რუსეთში სამოქალაქო ომის მსვლელობისას დონზე და ჩრდილოეთ კავკასიაში უკანასკნელთა განადგურების მიზნით. 

ძალების განლაგება 

ბოლშევიკები 

კავკასიის ფრონტი (სარდალი მ. ნ. ტუხაჩევსკი, რევსამხსაბჭის წევრები: გ. კ. ორჯონიკიძე, ს. ი. გუსევი, ვ. ა. ტრიფონოვი, ი. ტ. სმილგა)  

მე-8 არმია 
მე-9 არმია 
10-ე არმია 
11-ე არმია 
1-ლი ცხენოსანი არმია 
შეერთებული ცხენოსანი კორპუსი 

თეთრები 

მოხალისეთა კორპუსი 
დონის არმია 
ყუბანის არმია 
ჩრდილოეთ კავკასიის ჯარები  

ოპერაციის 1-ლი ეტაპი (17 იანვარი – 13 თებერვალი 1920) 

ძირითადი წერილი: დონ-მანიჩის ოპერაცია (1920) 

ოპერაციის მე-2 ეტაპი (14 თებერვალი – 2 მარტი 1920) 

ძირითადი წერილები: ტიხორეცკაიას ოპერაცია (1920) და ეგორლიკსაიას ბრძოლა (1920) 

წითელმა არმიამ გაარღვია მოწინააღმდეგის თავდაცვა მდინარე მანიჩზე, და განადგურებულ იქნენ დენიკინის ძირითადი საკავალერიო შენაერთები ეგორლიკსკაიას რაიონში. ფრონტის მარცხენა ფლანგზე 11-ე არმია გავიდა მიჯნაზე დივნოე – ყიზლარი. თეთრების ზურგში საბრძოლველად აღიმართნენ პარტიზანები, რომლებიც 24 თებერვალს დაეუფლნენ ტუაფსეს, ხოლო 11 მარტს გაერთიანდნენ დაახლოებით 12 ათასი ადამიანის რიცხოვნების პარტიზანულ არმიად. 

1920 წლის 29 თებერვალს წითელმა არმიამ დაიკავა სტავროპოლი. 

ოპერაციის მე-3 ეტაპი (10 მარტი – 7 აპრილი 1920) 

ძირითადი წერილები: ყუბან-ნოვოროსიისკის ოპერაცია, ტუაფსეს ოპერაცია (1920) და გროზნოს ოპერაცია 

1920 წლის 16 მარტს წითელი არმია შევიდა პიატიგორსკში, 17 მარტს გიკალოს წითელმა პარტიზანებმა აიღეს გროზნო, 22 მარტს წითელი არმია შევიდა მაიკოპში, 24 მარტს – ვლადიკავკაზში, ხოლო 27 მარტს კი – ნოვოროსიისკში (იმავე დღეს წითელმა აჯანყებულებმა დაიკავეს ბუინაკსკი). ნოვოროსიისკის აღებასთან ერთად დენიკინისეული რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალები ჩრდილოეთ კავკასიაში საბოლოოდ იქნა განადგურებული. 

28 მარტს წითელმა არმიამ დაიკავა ხასავიურტი, ხოლო 30 მარტს – პეტროვსკ-პორტი (თეთრი გარნიზონი გემებით ბაქოში წავიდა). 

ოპერაციის შედეგები 

ოპერაციის შედეგად წითელმა არმიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა ან ტყვედ აიყვანა დონისა და ყუბანის არმიების ჯარები. მხოლოდ 40 ათას ადამიანამდე რიცხოვნების მოხალისეთა კორპუსმა მოახერხა 26–27 მარტს ნოვოროსიისკიდან ყირიმში გადასვლა. ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე საბოლოოდ იქნა აღდგენილი საბჭოთა ხელისუფლება. 

ჩრდილო-კავკასიის ოპერაცია იქცა ბაქოს ოპერაციის პროლოგად. 


XI. 1921 წლის თებერვლის აჯანყება სომხეთში 

სომხეთის რესპუბლიკა 1920 წლის 2 დეკემბერს გახდა საბჭოთა. ხელშეკრულების მიხედვით სომხეთი გამოცხადებულ იქნა დამოუკიდებელ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად, სადაც საბჭოების მოწვევამდე ორგანიზებული იყო დროებითი სამხედრო-რევოლუციური კომიტეტი (სამხრევკომი), რომლის ხელშიც იქნა კონცენტრირებული (თავმოყრილი) მთელი ძალაუფლება. სამხრევკომს არ უნდა მიეცა პასუხისმგებლობაში სომხეთის რესპუბლიკის არმიის ოფიცერთა შემადგენლობა საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე პერიოდში მათი საქმიანობის გამო, აგრეთვე არ უნდა დაეწყო სომხეთის რევოლუციური ფედერაციის დაშნაკცუტიუნისა (სრფდ) და სხვა სოციალისტური პარტიების დევნა, ე. ი. ესერების და სოციალ-დემოკრატებისა. ხელშეკრულების სხვა პუნქტების თანახმად, ახალი ხელისუფლება კისრულობდა რიგი ტერიტორიული საკითხების გადაწყვეტის ვალდებულებას, მათ შორის ყარსის რეგიონის, სურმალუსა და ზანგეზურის პროვინციებისა. მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა უნარი ამ საკითხების გადასაწყვეტად. შემდგომში გამოირკვა, რომ 1921 წლის დასაწყისში მზადდებოდა მოსკოვის ხელშეკრულების დადება, რომლითაც ბოლშევიკები უთმობდნენ თურქეთს ყარსის რეგიონს, სურმალუს პროვინციას, არტაანსა (წერია არდაგანი – ი. ხ.) და ართვინს. ამავე ხელშეკრულებით ნახჭევანი აზერბაიჯანის ხელში გადავიდა. 

პირველი დღეებიდანვე სამხრევკომმა დაიწყო სამხედრო კომუნიზმის პოლიტიკის გატარება, რომელიც, საბჭოთა ისტორიოგრაფიის თანახმად, მოსახლეობაში არსებული ჭარბი სურსათის წითელი არმიის საჭიროებათათვის მითვისებაზე იყო მიმართული. და რადგანაც ყოველივე ეს ტარდებოდა არაორგანიზებულად, ხოლო შემსრულებლებად კი ხშირად შემთხვევითი ადამიანები და უბრალოდ ყაჩაღები აღმოჩნდებოდნენ, ამიტომ ეს პოლიტიკა მალევე ნამდვილ ძარცვად გადაიქცა. ჭარბი სურსათის მითვისების ლოზუნგით მოხელე-ბოლშევიკები მოსახლეობის დაუცველ სახლებში იჭრებოდნენ და ართმევდნენ ყველაფერს, რასაც მოისურვებდნენ. ობოლთა სახლების საჭიროებათათვის განკუთვნლი საწყობებიც კი იქნა გაძარცვული. ყოველივე ამან შედეგად ის მოიტანა, რომ ხალხი, რომელიც პირველი რესპუბლიკის პერიოდში ფეხზე დგებოდა, ისევ შიმშილის მდგომარეობაში აღმოჩნდა. 

ჯერ კიდევ 1921 წლის იანვრის ბოლოს სრფდ-მა მოახდინა თავისი შეიარაღებული რაზმების მთა არაგაცის ძირში, ქვემო ახტში, ბაშ-გრნიში, ახალ ბაიაზეთში, ეჩმიაძინსა და დარალაგჲაზში კონცენტრაცია. თებერვლის დასაწყისში ქვეყნის ყველა კუთხიდან მოდიოდა ერევენში ცნობები იმის შესახებ, რომ ყველგან იწყება სტიქიური ხასიათის გამოსვლები, და რომ გარდაუვალია სრულიად სახალხო აჯანყებაც. 9–10 თებერვალს ერევანში ჩატარდა ახალი მასობრივი დაპატიმრებები, დაპატიმრებულთა შორის იყვნენ ოვანეს კაჯაზნუნი, ლევონ შანტი, ნიკოლ აგბალიანი და სხვები. 

12 თებერვალს სომხეთის კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა გამოაცხადა იმის შესახებ, რომ კლასობრივი მტერი „განადგურებულ უნდა იქნას“. 18 თებერვლის გათენების ღამეს ციხეში დახოცილ იქნა (были вырезаны) ორმოცდაათზე მეტი პატიმარი, რომელთა შორის იყვნენ მხედართმთავრები ამაზასპ სრვანძტიანი და პოლკოვნიკი გორგანიანი. 

18 თებერვალს გამთენიისას კოტაიკის აჯანყებულმა ძალებმა კანაკერი დაიკავეს და დილისთვის ერევანიც გაანთავისუფლეს. დედაქალაქის მაცხოვრებლები რესპუბლიკის ჰიმნის „მერ აირენიკ“-ის („ჩვენი სამშობლო“) სიმღერით ქუჩებში გამოვიდნენ. ისინი საბჭოების შენობისკენ დაიძრნენ, საიდანაც პატიმრების გასათავისუფლებლად გაემართნენ.  

ამავე დღეს იქნა ორგანიზებული დროებითი რევოლუციური მთავრობა სიმონ ვრაციანის მეთაურობით. კომიტეტს ბოლშევიკებისგან განთავისუფლებული კოტაიკის, ახტის, ახალი ბაიაზეთის, აშთარაქის და ეჩმიაძინის რაიონები ექვემდებარებოდნენ. 

დროებითმა მთავრობამ მხოლოდ 1921 წლის 2 აპრილამდე გასძლო, როცა აჯანყებულთა ძალები წითელი არმიის ზეწოლით ბაშ-გარნის გავლით ზანგეზურში გადავიდნენ, მთიანი სომხეთის რესპუბლიკაში, გარეგინ ნჟდეს მეთაურობით.  

თანამედროვე პერიოდში სრფდ-ის წამყვანი მოღვაწეები სთავაზობდნენ 18 თებერვალი ეროვნულ დღესასწაულად გამოეცხადებიათ. 

მასალები მოიძია, თარგმნა და ბლოგზე გამოქვეყნებისთვის 
მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა


Saturday, March 20, 2021

საქართველოს „გამსაბჭოებლები“ 1921 წელს – რუსულენოვანი ვიკიპედიის მასალებით

თავი II 

სამხედრო საკითხები 

ნაწილი 1 

საბჭოთა რუსეთის 11-ე არმიის შესახებ 

სარჩევი 

I. მუშურ-გლეხური წითელი არმიის (მგწა) 11-ე არმია 
II. მე-9 მსროლელი დივიზია (1918 წლის ფორმირებისა) 
III. 18-ე მსროლელი დივიზია (მგწა) 
IV. 20-ე პენზის მსროლელი დივიზია 
V. 28-ე მსროლელი დივიზია (1918 წლის ფორმირებისა) 
VI. მე-7 საკავალერიო დივიზია 
VII. 12-ე საკავალერიო დივიზია 
VIII. 18-ე საკავალერიო დივიზია 
IX. 21-ე საკავალერიო დივიზია 
X. კავკასიის წითელდროშოვანი არმია 
XI. ანატოლი ილიას ძე ჰეკერი 
XII. ნიკოლოზ ვლადიმერის ძე კუიბიშევი 
XIII. ალექსანდრე ჰაინრიხის ძე შირმახერი
XIV. მიხეილ დიმიტრის ძე ველიკანოვი 
XV. დიმიტრი პეტრეს ძე ჟლობა 


I. მუშურ-გლეხური წითელი არმიის (მგწა) 11-ე არმია 

11-ე არმია (11А) – მგწა-ის ოპერატიული გაერთიანება სამოქალაქო ომის დროს. 

პირველი ფორმირება: შეიქმნა სამხრეთის ფრონტის რევოლუციური სამხედრო საბჭოს (რევსამხსაბჭოს) 1918 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით, გაუქმებულ იქნა 1919 წლის 13 თებერვალს. 

მეორე ფორმირება: შეიქმნა როგორც 11-ე ცალკეული არმია რესპუბლიკის რევსამხსაბჭოს 1919 წლის 13 მარტის ბრძანებით, 1919 წლის 23 მაისიდან იმყოფებოდა სამხრეთის ფრონტის ოპერატიულ დაქვემდებარებაში, გაუქმდა იმავე წლის 12 ივნისს. 

მესამე ფორმირება: შეიქმნა აღმოსავლეთის ფრონტის რევსამხსაბჭოს 1919 წლის 14 აგვისტოს ბრძანებით თურქესტანის ფრონტის შემადგენლობაში, 14 ოქტომბრიდან – სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის შემადგენლობაში, 1920 წლის 16 იანვრიდან – კავკასიის ფრონტისა. 1921 წლის 29 მაისს პერეფორმირებულ (გარდაქმნილ) იქნა კავკასიის ცალკეულ არმიად. 

პირველი ფორმირება 

მეთერთმეტე არმია შეიქმნა სამხრეთის ფრონტის რევოლუციური სამხედრო საბჭოს ბრძანებით 1918 წლის 3 ოქტომბერს რესპუბლიკის რევსამხსაბჭოს 1918 წლის 11 სექტემბრის დირექტივის საფუძველზე, ჩრდილოეთ კავკასიის წითელი არმიის ყველა შენაერთის, ნაწილისა და რაზმისაგან. იმყოფებოდა სამხრეთის ფრონტის შემადგენლობაში, 2 ნოემბრიდან – სამხრეთის ფრონტის კასპია–კავკასიის განყოფილებისა, ხოლო 8 დეკემბრიდან კი – კასპია–კავკასიის ფრონტის შემადგენლობაში (1919 წლის 13 თებერვლამდე). 

შემადგენლობა 

1918 წლის ოქტომბერ – ნოემბერში 11-ე არმიაში შედიოდნენ ტამანის არმია, რამდენიმე ქვეითი და საკავალერიო დივიზია და ბრიგადა, აგრეთვე მნიშვნელოვანი რაოდენობით ცალკეული პოლკები, ბატალიონები, დრუჟინები, როტები და ასეულები, რომლებიც კოლონებსა და საბრძოლო უბნებში იყვნენ გაერთიანებული. 

1918 წლის 20 ნოემბერს ჯარების უმეტესი ნაწილი 4 ქვეით და 1 საკავალერიო კორპუსებში იქნა შეყვანილი (2-2 დივიზია თითოეულში), თუმცა კი არმიაში რჩებოდნენ ასევე ცალკეული კოლონები და საბრძოლო უბნებიც. რადგანაც ეს ორგანიზაცია არ შეესაბამებოდა წითელ არმიაში მიღებულს, 1918 წლის დეკემბერ – 1919-ის იანვარში ჩატარებულ იქნა რეორგანიზაცია, რომლის მიხედვითაც 11-ე არმიის მთელი ჯარები შეყვანილ იქნენ 4 მსროლელ დივიზიასა (1-ლი, მე-2, მე-3 ტამანისა, მე-4) და 2 საკავალერიო დივიზიაში (1-ლი სტავროპოლისა და მე-2). 

საბრძოლო მოქმედებები 

მკაფიო ორგანიზაციის არარსებობა, პარტიზანულობის ძლიერი გადმონაშთები, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების უკმარისობა მნიშვნელოვნად აქვეითებდა 11-ე არმიის ბრძოლისუნარიანობას. მის სარდლად დანიშნული ი. ლ. სოროკინი შევიდა კონფლიქტში ჩრდილოეთ კავკასიის რევსამხსაბჭოსთან, ოქტომბერში ჩრდილო-კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკის ცაკ-ის (ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის – ი. ხ.) ხელმძღვანელთა ჯგუფი მოღალატეებად გამოაცხადა. თავის მხრივ, სოროკინი კანონგარეშედ იქნა გამოცხადებული დაპატიმრებული და დახვრეტილი. 

11-ე არმია აწარმოებდა საბრძოლო მოქმედებებს მოხალისეთა არმიასთან, უზრუნველყოფდა რა მარცხენა ფრთას 10-ე არმიისა, რომელიც ცარიცინს (შემდგომში სტალინგრადი, ვოლგოგრადი – ი. ხ.) იცავდა. 1918 წლის ოქტომბერში ჯარები მონაწილეობდნენ სტავროპოლისა და არმავირისათვის წარმოებულ ბრძოლებში, მაგრამ ნოემბერში იძულებული იყვნენ სტავროპოლი და ნევინნომისსკაია დაეტოვებინათ. იმავდროულად არმიის ნაწილები თერგის აჯანყების ჩახშობით იყვნენ დაკავებული, დაიკავეს მოზდოკი და ალყაშემორტყმული ვლადიკავკაზი, გროზნო და ყიზლარი. 

დეკემბრის ბოლოს არმიამ დაიწყო შეტევა მიმართულებებზე ეკატერინოდარი – ნოვოროსიისკი და ტიხორეცკაია – დონის როსტოვი, მაგრამ 1919 წლის დასაწყისში მოწინააღმდეგემ ძლიერი კონტრდარტყმა მიაყენა და არმია ორ ნაწილად გაკვეთა, რომლებმაც დაიწყეს უკანდახევა წმინდა ჯვარი – ელისტისა და გროზნო – ყიზლარის მიმართულებებით. ჯარებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს ბრძოლებში, აგრეთვე პარტახტიანი ტიფის ეპიდემიისაგან, ძლიერად შემცირდნენ რა რიცხოვნებით, ყიზლარის გავლით დაიხიეს ასტრახანისაკენ, ხოლო ძალების ნაწილით კი – მდინარე მანიჩის იქით 10-ე არმიისაკენ. 1919 წლის 13 თებერვალს 11-ე არმია დაშლილ (განფორმირებულ) იქნა. 

საკომანდო შემადგენლობა 

სარდლები: 

ი. ლ. სოროკინი (1918 წლის 3 – 27 დეკემბერი) 
ი. ფ. ფედკო (1918 წლის 17 – 30 ნოემბერი) 
ვ. მ. კრუზე (1918 წლის 30 ნოემბერი – 1919-ის 3 იანვარი) 
მ. კ. ლევანდოვსკი (1919 წლის 3 იანვარი - 13 თბერვალი) 

რევსამხსაბჭოს წევრები 

ია. ვ. პოლუიანი (თავმჯდომარე 1918 წლის 4 ოქტომბერი – 17 ნოემბერი, 1918 წლის 17 ნოემბერი – 1919-ის 13 თებერვალი) 
მ. ი. კრაინი (1918 წლის 4 – 21 ოქტომბერი) 
ს. ვ. პეტრენკო (1918 წლის 4 ოქტომბერი – 17 ნოემბერი) 
ი. ი. გაიჩენეცი (1918 წლის 4 – 27 ოქტომბერი, გასამართლებულ იქნა ღალატისთვის) 
ს. გ. მამსუროვი (1918 წლის 17 – 30 ნოემბერი) 
ს. დ. ოდარიუკი (1918 წლის 30 ნოემბერი – 1919 წლის 13 თებერვალი) 
ბ. გ. მდივანი (1918 წლის 30 ნოემბერი – 1919-ის 13 თებერვალი) 
იუ. პ. ბუტიაგინი (1919 წლის 22 იანვარი – 13 თებერვალი) 
ო. მ. ლეშჩინსკი (1919 წლის 22 იანვარი – 13 თებერვალი) 

შტაბის უფროსები: 

ბ. ი. პერესვეტი (1918 წლის 17 ნოემბერი – 1919-ის 13 თებერვალი) 

მეორე ფორმირება 

შეიქმნა როგორც 11-ე ცალკეული არმია რესპუბლიკის რევსამხსაბჭოს 1919 წლის 13 მარტის ბრძანებით კასპიისზღვა–კავკასიის ფრონტის ჯარებისგან, მთავარსარდლისადმი უშუალო დაქვემდებარებაში, 23 მაისიდან იმყოფებოდა სამხრეთის ფრონტის ოპერატიულ დაქვემდებარებაში. რუსეთის რევსამხსაბჭოს 1919 წლის 4 ივნისის დადგენილებით 12 ივნისს იქნა განფორმირებული (გაუქმებული), ხოლო მისი ჯარები კი გადაეცა 10-ე არმიის შემადგენლობაში. 

შემადგენლობა 

11-ე არმიის შემადგანლობაში შედიოდნენ: 

33-ე მსროლელი დივიზია (1919 წლის მარტი – მაისი) 
34-ე მსროლელი დივიზია (1919 წლის მარტი – ივნისი) 
1-ლი საგანგებო საკავალერიო დივიზია (1919 წლის მარტი – აპრილი) 
მე-7 საკავალერიო დივიზია (1919 წლის აპრილი – ივნისი) 
ასტრახან-კასპიის ზღვის სამხედრო ფლოტილია (1919 წლის მარტი – მაისი) 

საბრძოლო მოქმედებები 

11-ე არმიის ჯარები განლაგებული იყვნენ ასტრახანის რაიონში და კასპიის ზღვის სანაპიროს გაყოლებით, წარმოადგენდნენ რა დამაკავშირებელ რგოლს აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტებს შორის. აწარმოებდნენ საბრძოლო მოქმედებებს რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. ვერ შეძლეს დასმული ამოცანის შესრულება, ჩრდილოეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილისა და დაღესტნის დასაკავებლად, ჯარების მცირერიცხოვნებასა (აპრილში 12,3 ათასი ადამიანი და 59 ქვემეხი) და ძალების ნაწილის მეზობელი ფრონტებისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. ასტრახან-კასპიისზღვის სამხედრო ფლოტილია მხარს უჭერდა არმიის ჯარებს ასტრახანის რაიონში ვოლგის დელტის თავდაცვაში, მოქმედებდა თეთრგვარდიული და ინგლისური ფლოტილიების წინააღმდეგ კასპიის ზღვაში. 

საკომანდო შემადგენლობა 

სარდლები: 

ნ. ა. ჟდანოვი (1919 წლის 20 მარტი – 3 ივნისი) 
ა. ს. სმირნოვი (თანამდებობის დროებით შემსრულებელი, 3 – 10 ივნისი) 

რევსამხსაბჭოს წევრები 

კ. ა. მეხონოშინი (1919 წლის 20 მარტი – 10 ივნისი) 
ს. ე. საქსი (1919 წლის 20 მარტი – 4 ივნისი) 
ს. მ. კიროვი (1919 წლის 7 მაისი – 10 ივნისი) 
ს. პ. მედვედევი (1919 წლის 7 მაისი – 10 ივნისი) 

შტაბის უფროსები 

ი. ფ. შარსკოვი (1919 წლის 13 მარტი – 18 აპრილი) 
ე. ნ. რიგელმანი (თანამდებობის დროებით შემსრულებელი, 1919 წლის 19 – 29 აპრილი) 
ა. ფ. კადოშნიკოვი (1919 წლის 30 აპრილი – 12 ივნისი) 

მესამე ფორმირება 

შეიქმნა მგწა-ის აღმოსავლეთ ფრონტის რევსამხსაბჭოს 1919 წლის 14 აგვისტოს ბრძანებით ასტრახანის ჯგუფის ჯარებისგან თურქესტანის ფრონტის შემადგენლობაში. იმყოფებოდა თურქესტანის ფრონტის შემადგენლობაში, 1919 წლის 14 ოქტომბრიდან – სამხრეთ-აღმოსავლეთ ფრონტისა, 1920 წლის 16 იანვრიდან – კავკასიის ფრონტის შემადგენლობაში. 1921 წლის 29 მაისს ჩამოყალიბებულ იქნა ცალკეულ კავკასიურ არმიად. 

შემადგენლობა 

11-ე არმიაში შედიოდნენ: 

აზერბაიჯანის 1-ლი შეერთებული მსროლელი დივიზია (1920 წლის მაისი – ნოემბერი) 
მე-9 მსროლელი დივიზია (1921 წლის თებერვალი – მაისი) 
14-ე მსროლელი დივიზია (1921 წლის იანვარი – მარტი) 
18-ე მსროლელი დივიზია (1920 წლის დეკემბერი – 1921-ის მაისი) 
პენზის 20-ე მსროლელი დივიზია (1920 წლის აპრილი – 1921-ის მაისი) 
28-ე მსროლელი დივიზია (1920 წლის აპრილი – 1921-ის მაისი) 
32-ე მსროლელი დივიზია (1920 წლის აპრილი – ოქტომბერი) 
34-ე მსროლელი დივიზია (1919 წლის აგვისტო – 1920-ის თებერვალი) 
39-ე მსროლელი დივიზია (1920 წლის აპრილი) 
49-ე მსროლელი დივიზია (1920 წლის აინვარი – აპრილი) 
50-ე მსროლელი დივიზია (1919 წლის აგვისტო – 1920-ის თებერვალი) 
1-ლი საკავალერიო დივიზია (ყოფილი მოსკოვის საკავალერიო დივიზია, 1919 წლის აგვისტო – 1920-ის დეკემბერი) 
მე-7 საკავალერიო დივიზია (1919 წლის აგვისტო – 1920-ის აპრილი) 
მე-2 ცხენოსანი კორპუსი (1920 წლის აპრილი – აგვისტო) 
12-ე საკავალერიო დივიზია (1920 წლის ნოემბერი – 1921-ის მაისი) 
18-ე საკავალერიო დივიზია (1920 წლის აგვისტო – 1921-ის მაისი) 
21-ე საკავალერიო დივიზია (1921 წლის მარტი) 

საბრძოლო მოქმედებები 

1919 წლის აგვისტო – დეკემბერში 11-ე არმია იცავდა ასტრახანს, აწარმოებდა შეუპოვარ ბრძოლებს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით. ბრძოლები დენიკინის ჯარების წინააღმდეგ წარმოებდა ასტრახანის რაიონში (სექტემბერ–ოქტომბერი), ცარიცინის რაიონში (ნოემბერ–დეკემბერი), არმია ხელს უწყობდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ფრონტის ჯარების შეტევას. ბრძოლები ასტრახან-ურალის თეთრი კაზაკების წინააღმდეგ წარმოებდა ჯამბაი-გურიევის მიმართულებაზე, 1-ლ და მე-4 არმიებთან ურთიერთმოქმედებით. 11-ე არმიის ჯარებმა დასმული ამოცანები წარმატებით შეასრულეს და მოწინააღმდეგე ყველა მიმართულებაზე იქნა განადგურებული. 

1920 წლის იანვარ–მარტში არმიის ჯარები მონაწილეობას ღებულობდნენ ჩრდილო-კავკასიის ოპერაციაში და დაიკავეს სტავროპოლის რაიონი, ჩრდილოეთ კავკასიის ცენტრალური და აღმოსავლეთ ნაწილები. 1920 წლის აპრილში არმიამ ჩაატარა ბაქოს ოპერაცია, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანში აღდგენილ იქნა საბჭოთა ხელისუფლება. 1920 წლის ივლის – 1921-ის მაისში 11-ე არმიის ჯარები დახმარებას აღმოუჩენდნენ საბჭოთა ხელისუფლების დამყარებაში ამიერკავკასიაში და ჩაატარეს თბილისის, ბათუმისა და ერევნის ოპერაციები. 


11-ე არმია ატარებს სამხედრო აღლუმს ტფილისში 1921 წლის 25 თებერვალს

საკომანდო შემადგენლობა 

სარდლები: 

ვ. პ. რასპოპოვი (1919 წლის 14 აგვისტო – 26 სექტემბერი) 
იუ. პ. ბუტიაგინი (1919 წლის 26 სექტემბერი – 19 დეკემბერი) 
მ. ი. ვასილენკო (1919 წლის 19 დეკემბერი – 1920-ის 29 მარტი; 
1920 წლის 26 ივლისი – 12 სექტემბერი) 
მ. კ. ლევანდოვსკი (1920 წლის 29 მარტი – 12 ივლისი) 
ა. კ. რემეზოვი (თანამდებობის დროებით შემსრულებელი, 1920 წლის 12 – 26 ივლისი, 1920 წლის 12 – 19 სექტემბერი) 
ა. ი. ჰეკერი (1920 წლის 19 სექტემბერი – 1921-ის 29 მაისი) 

რევსამხსაბჭოს წევრები: 

ვ. ვ. კუიბიშევი (1919 წლის 14 აგვისტო – 14 ოქტომბერი) 
ვ. ვ. კურაევი (1919 წლის 14 – 25 აგვისტო) 
ს. მ. კიროვი (1919 წლის 3 სექტემბერი – 1920-ის 23 მარტი) 
ა. ი. სოკოლოვი (1919 წლის 9 ოქტომბერი – 1920-ის 6 იანვარი) 
კ. ა. მეხონოშინი (1919 წლის 21 დეკემბერი – 1920-ის 27 მაისი) 
ია. ი. ვესნიკი (1920 წლის 27 მაისი – 31 აგვისტო, 1921 წლის 26 იანვარი – 29 მაისი) 
ბ. დ. მიხაილოვი (1920 წლის 21 ივნისი – 1921-ის 9 თებერვალი) 
შ. ზ. ელიავა (1920 წლის 17 დეკემბერი – 1921-ის 29 მაისი) 
ა.-გ. კ. კარაევი (1920 წლის 14 ნოემბერი – 1921-ის 29 მაისი) 

შტაბის უფროსები: 

ვ. ვ. შეველიოვი (თანამდებობის დროებით შემსრულებელი, 1919 წლის 14 აგვისტო – 23 სექტემბერი) 
ნ. ი. ზვორიკინი (თანამდებობის დროებით შემსრულებელი, 1919 წლის 23 სექტემბერი – 18 ოქტომბერი) 
გ. ა. შპილკო (თანამდებობის დროებით შემსრულებელი, 1919 წლის 18 ოქტომბერი – 10 დეკემბერი) 
ა. კ. რემეზოვი (1919 წლის 10 დეკებერი – 1921-ის 7 მაისი) 
ბ. ი. კუზნეცოვი (1921 წლის 7 – 29 მაისი) 


წითელი არმიის მეთაურები ბათუმში. სხედან მარცხნიდან მარჯვნივ: 19-ე საკავალერიო დივიზიის უფროსი დ. პ. ჟლობა, მე-9 მსროლელი დივიზიის სამხდრო კომისარი მ. ი. ლისოვსკი, საქართველოს სამხედრო-რევოლუციური კომიტეტის სახალხო კომისარი შალვა ელიავა და მე-9 მსროლელი დივიზიის უფროსი ნ. ვ. კუიბიშევი, 1921 წლის მარტი

ლიტერატურა 

Гражданская война и военная интервенция в СССР. Энциклопедия. М.: Советская энциклопедия, 1983. 

Центральный государственный архив Советской армии. В двух томах. Том 1. Путеводитель. 1991 с. 326–332. 

Соломин Н. И. Легенда о командарме (о командарме 2-го ранга М. К. Левандовском). М.: Политиздат, 1989. 

Обертас И. Л. Командарм Федько. М.: Воениздат, 1973. 

Северокавказцы в боях за родину. Краткий военно-исторический очерк о боевом пути Северо-Кавказского военного округа. М.:Воениздат, 1966. 286 с. 


II. მე-9 მსროლელი დივიზია (1918 წლის ფორმირებისა) 

მე-9 მსროლელი დივიზია – სახმელეთო ჯარების სამხედრო შენაერთი რსფსრ-ის მუშურ-გლეხურ წითელ არმიაში (მგწა). 

წინაისტორია 

1918 წელი 

რესპუბლიკის რევსამხსაბჭოს თავმჯდომარის ლ. დ. ტროცკის 3 მაისის ბრძანებამ # 37 განსაზღვრა ფარდის (завеса) რაზმების დასავლეთ უბნის კურსკის რაზმის ნაწილებისაგან ჩამოეყალიბებიათ კურსკის ქვეითი დივიზია. ფარდის რაზმების დასავლეთ უბნის სამხედრო ხელმძღვანელმა 1918 წლის 2 ივლისის ბრძანებით # 102 დაიწყო კურსკის ქვეითი დივიზიის ჩამოყალიბება. დივიზიის უფროსად დაინიშნა ვ. პ. გლაგოლევი. დივიზია ყალიბდებოდა კურსკის გუბერნიაში. ფარდის რაზმების დასავლეთ უბანზე 1918 წლის 13 აგვისტოს გამოცემული ბრძანებით # 187 კურსკის ქვეით დივიზიას დაერქვა 1-ლი კურსკის ქვეითი დივიზია. 

13 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე 1-ლი კურსკის ქვეითი დივიზია შედიოდა ფარდის რაზმების დასავლეთ უბნის შემადგენლობაში, სექტემბერ-ოქტომბერში შედიოდა ორიოლის სამხედრო ოლქის (ოკრუგის) შემადგენლობაში. 

აგვისტოს შუა რიცხვებისთვის თეთრგვარდიულმა კაზაკთა დონის არმიამ (60 ათასი ადამიანი) ყოვლად დიდი დონის მხედრობის ატამანის კავალერიის გენერლის (1918 წ. აგვისტოდან) პ. ნ. კრასნოვის სარდლობით დონის რესპუბლიკის მმართველობის საბჭოთა ორგანოებისა და ჯარებისგან გაანთავისუფლა ყოვლად დიდი დონის მხედრობის თითქმის მთელი ტერიტორია (იხ. ასევე დონის მხედრობის ოლქი). საბჭოთა ჯარებმა ბრძოლებით ვორონეჟისა და სარატოვის გუბერნიების საზღვრებისაკენ დაიხიეს და სამხრეთ ფრონტის შემადგენლობაში შევიდნენ. 

ისტორია 

3 ოქტომბერს ორიოლის სამხედრო ოლქის ჯარებისათვის გაცემული # 337 ბრძანებით 1-ლი კურსკის ქვეითი დივიზია გარდაიქმნა მე-9 მსროლელ დივიზიად. დივიზიის უფროსი ვ. პ. გლაგოლევი. 

დივიზიის შემადგენლობა: 

1-ლი მსროლელი ბრიგადა: 73-ე, 74-ე, 75-ე მსროლელი პოლკები. 
მე-2 მსროლელი ბრიგადა: 76-ე, 77-ე, 78-ე მსროლელი პოლკები. 
მე-3 მსროლელი ბრიგადა: 79-ე, 80-ე, 81-ე მსროლელი პოლკები. 
მე-9 საარტილერიო პოლკი. 
მე-9 საკავალერიო პოლკი. 

23 ოქტომბერს დივიზიის უფროსი ვ. პ. გლაგოლევი დაინიშნა ახლად ჩამოყალიბებადი სარეზერვო არმიის ჯარების სარდლის თანამდებობის დროებით შემსრულებლად, შტაბით ქალაქ ორიოლში. არმიის შემადგენლობაში იგეგმებოდა ჩაერთოთ მე-9, 12-ე და 22-ე მსროლელი დივიზიები. დივიზიის მეთაურად დაინიშნა მ. ვ. მოლკოჩანოვი. 

ოქტომბერ-დეკემბერში დივიზია შედიოდა მე-8 არმიის შემადგენლობაში. ოქტომბერ-დეკემბერში ვორონეჟ-ლისკინის მიმართულებაზე მე-8 არმია უკან იხევდა ყოვლად დიდი დონის მხედრობის დონის არმიის მოწოლის ქვეშ ყოვლად დიდი დონის მხედრობის ატამანის კავალერიის გენერლის პ. ნ. კრასნოვის ხელმძღვანელობით. 

1919 წელი 

3 იანვარს უკრაინის საბჭოთა არმიის ჯარებმა უკრაინის სახალხო რესპუბლიკის (შემდგომში უხრ) უკრაინული ჯარებისაგან გაათავისუფლეს ქ. ხარკოვი. 

4 იანვარს რესპუბლიკის რევოლუციურმა სამხედრო საბჭომ (რესპრევსამხსაბჭო) შექმნა წითელი არმიის უკრაინის ფრონტი. ფრონტის შემადგენლობაში შევიდნენ უკრაინის საბჭოთა არმიის ჯარები (1-ლი უკრაინული საბჭოთა დივიზია, მე-2 უკრაინული საბჭოთა დივიზია), აგრეთვე რსფსრ-ის ჯარებიც (მე-9 მსროლელი დივიზია, რსფსრ საზღვრის დაცვის ნაწილები და სხვა ერთეულები). ფრონტის ჯარები გაყოფილ იქნა ორ ნაწილად: მარცხენა ფლანგის ჯარებს (ხარკოვის მიმართულებისა) ჰქონდათ ქალაქების პოლტავის, ლოზოვაიასა და ხარკოვის დაუფლების ამოცანა; მარჯვენა ფლანგის ჯარებს (კიევის მიმართულებისა) ჰქონდათ ქალაქების კიევისა და ჩერკასების დაუფლების ამოცანა. 

13 იანვარს უკრაინის ფრონტის (შემდგომში უკრფ) შემადგენლობაში წარმოიქმნა ხარკოვის მიმართულების ჯარების ჯგუფი ფრონტის რეგულარული ჯარებისა და უკრაინის აჯანყებულთა რაზმებისაგან. იანვარ-თებერვალში მე-9 მსროლელი დივიზია (დივიზიის უფროსი მ. ვ. მოლკოჩანოვი) შედიოდა ხარკოვის მიმართულების ჯარების ჯგუფში და მონაწილეობდა ბრძოლებში უხრ-ის უკრაინული ჯარების განსადევნად ს. პეტლიურას სარდლობით თავიდან ხარკოვის გუბერნიიდან, შემდეგ კი ეკატერონისლავის გუბერნიიდან. ამ თვეებში უკრფ-ის სარდლობამ მსხვილი შეტევა ჩაატარა. 

5 თებერვალს უკრფ-ის ჯარებმა, რომლებიც კიევის მიმართულებაზე მოქმედებდნენ, უხრ-ის ჯარები განდევნეს ქ. კიევიდან

უკრაინის ფრონტის ჯარებმა დაიკავეს მთელი მარცხენა ნაპირის უკრაინა და მდინარე დნეპრის მიჯნაზე გავიდნენ, იფარავდნენ რა თავიანთ მარცხენა ფლანგს უკრაინის ხარკოვისა და ეკატერინოსლავის გუბერნიების უკიდურესი აღმოსავლეთ მაზრებისა და ყოვლად დიდი დონის მხედრობის – ხოპერის, დონეცკის, ტაგანროგის ოკრუგებისაგან. (იხ. ასევე დონბასი) 

მარტ-აპრილში დივიზია 13-ე არმიის შემადგენლობაში აწარმოებდა გააფთრებულ ბრძოლებს ხარკოვისა და ეკატერინოსლავის გუბერნიების აღმოსავლეთ მაზრების თეთრი ჯარებისგან გასანთავისუფლებლად (დონბასის ქვანახშირის აუზისათვის). 

1 მარტს საბჭოთა ჯარებმა განაახლეს ბრძოლები ქალაქისა და სადგურის დებალცევოს ასაღებად. 

18 მარტს საბჭოთა 13-ე არმიის ჯარებმა შეუპოვარი ბრძოლების შემდეგ მეშახტეთა ქალაქისა და სარკინიგზო სადგურის დებალცევოს აღება მოახერხეს. 

27 მარტს წითელი არმიის მთავარსარდალმა გამოსცა ბრძანება – უმოკლეს ვადაში დაუფლებოდნენ დონეცკის ქვანახშირის აუზს. საბოლოო შეტევა ქვანახშირის აუზზე საბჭოთა 13-ე და მე-8 არმიების ძალებით, გეგმის მიხედვით, 29 მარტს უნდა დაწყებულიყო. მაგრამ პოკროვსკის თეთრმა კორპუსმა 27 მარტს საბჭოთა მე-8 არმიის ნაწილებს დამსწრები დარტყმა მიაყენა და აიძულა ისინი ჩრდილოეთით ქ. ლუგანსკისაკენ დაეხიათ. ამავე დროს, ნ. ი. მახნოს წითელი ჯარების გარღვევისა და მათ მიერ სადგურ ვოლნოვახას დაპყრობის წყალობით, 13-ე არმიამ ქ. იუზოვკისაკენ წინ წაიწია. მარტის ბოლოს მე-9 დივიზია სამხრეთ ფრონტის 13-ე არმიის შემადგენლობაში გადაეცა. 

4–5 აპრილს გენერალ შკუროს 1-ლმა კავკასიის საკავალერიო დივიზიამ (2 ათასი ხმალი) საბჭოთა 13-ე არმიის ნაწილები ქ. იუზოვკასთან დაამარცხა. არმიის მე-9 დივიზია პოზიციებიდან გაიქცა, რითაც ნ. ი. მახნოს საბჭოთა ბრიგადის ფლანგი გააშიშვლა. 

13 აპრილს, საბჭოთა ჯარების მანამდე იუზოვკასთან დამარცხების მიუხედავად, ადრე დაგეგმილი საბჭოთა ჯარების დონბასზე მეორე შეტევა იქნა დაწყებული. მაგრამ თეთრმა ჯარებმა, გამოიყენეს რა რეზერვი შკურს ცხენოსანი დივიზიის სახით, საბჭოთა 13-ე და მე-8 არმიების წინსვლა შეაკავეს და შემომტევი ჯარები უკანვე გააბრუნეს, გაარღვიეს რა თავიანთი კავალერიის ძალებით საბჭოთა ფრონტი. 

მაისში მე-9 მსროლელი დივიზია 13-ე არმიის შემადგენლობაში აწარმოებდა ბრძოლებს გენერალ დენიკინის ჯარების წინააღმდეგ სარკინიგზო სადგურ ელენოვკას რაიონში (20 კმ დაშორებით იუზოკოვკასაგან), ასევე სადგურ დოლიას რაიონში (2013 წ. სადგური დოლია განლაგებულია დონეცკის ოლქის სოფ. ლუგანსკოეში /მარიინის რაიონი/, რომელიც იმყოფება 5 კმ-ში ქ. დონეცკის საზღვრიდან), ასევე სადგურ კარავანნაიას რაიონშიც. 

გამოიყენა რა ნ. ი. მახნოს ნაწილების წარმატება ქ. მარიუპოლთან, სადგურ ვოლნოვახასთან და ქ. ტაგანროგოს მისადგომებზე, საბჭოთა სარდლობამ 14 მაისს დაიწყო მესამე შეტევა ქვანახშირის აუზზე, თუმცა კი უკრაინის სამხრეთში მასშტაბური ანტიბოლშევიკური აჯანყების დაწყების უიღბლო მომენტში ნ. ი. გრიგორიევის ხელმძღვანელობით. პირველ დღეებში საბჭოთა შეტევა წარმატებით მიმდინარეობდა: საბჭოთა მე-8 არმიამ ქ. ლუგანსკი დაიბრუნა, 13-ე არმიამ ქვანახშირის აუზის ცენტრში წინ წაიწია, ნ. ი. მახნოს ბრიგადამ სარკინიგზო სადგური კუტეინიკოვო დაიკავა. მაგრამ შეტევა იფიტებოდა. უკრაინის ფრონტის ჯარებმა (ნ. ი. მახნოს ჯარების გამოკლებით), მე-6 უკრაინული საბჭოთა დივიზიის უფროსის ნ. ა. გრიგორიევის ანტისაბჭოთა ამბოხების გამო, სამხრეთ ფრონტის ჯარების შეტევას მხარი არ დაუჭირეს. თეთრი არმიის კავალერია, ადვილად ახდენდა რა მანევრირებას, ფრონტის გარკვეულ უბნებზე ქმნიდა რიცხობრივ უპურატესობას, რითაც საბჭოთა თავდაცვას არღვევდა. 

19 მაისს თეთრმა სარდლობამ გაშალა კონტრმანევრი შკუროს კავდივიზიის ძალებით რღვეულში, რომელიც საბჭოთა მე-9 მსროლელმა დივიზიამ თავისი უკანდახევით წარმოქმნა. გენერალმა შკურომ მოახერხა ნ. ი. მახნოს ბრიგადის ზურგში შეჭრილიყო, და პირველივე დღეს 50 კმ სიღრმეში შეაღწია, ხოლო გარღვევის სიგანე კი 70 კმ-მდე აღწევდა. მახნოს ჯარების წინააღმდეგ ბრძოლებში თეთრ კავალერიას ტანკები უჭერდნენ მხარს. 

26 მაისს 13-ე არმიის სარდალმა მოახსენა ცენტრში იმის შესახებ, რომ არმიის გამოქცევის გაჩერება შეუძლებელია. ჯარისკაცები მიტინგებს აწყობენ, თავიანთ მეთაურებს აპატიმრებენ, პოზიციებიდან ბატალიონებად გამორბიანო. 

25–31 მაისის ბრძოლებში 13-ე არმია მთლიანად იქნა დამარცხებული და 40 დღით მწყობრიდან გამოვიდა. 

30 მაისს დივიზიის უფროსი მ. ვ. ვოლკოჩანოვი გაათავისუფლეს თანამდებობიდან. დივიზიის უფროსად მ. ა. ორლოვი დაინიშნა. 

ივნის-ივლისში დივიზია 13-ე არმიის შემადგენლობაში უკან იხევს დივიზიის აკვანთან, ქალაქ კურსკთან. 

30 იავნისს მსხვილი გამარჯვება მოიპოვა გენერალ-ლეიტენანტმა პ. ნ. ვრანგელმა, აიღო რა ქ. ცარიცინი (ცარიცინზე სამჯერ მიიტანეს წარუმატებელი იერიში ატამან პ. ნ. კრასნოვის კაზაკებმა 1918 წლის განმავლობაში). ამის შემდეგ რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალების ჯარები გენერალ ა. ი. დენიკინის სარდლობით აწარმოებდნენ შეტევას ქ. მოსკოვზე, რომელიც რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკის დედაქალაქი გახლდათ. 

ზაფხულში ქ. გრაივორონში (ახლა ქალაქი 78 კმ-ში ქ. ბელგოროდიდან, რუსეთის ფედერაცია) ჩამოყალიბებულ იქნა გრაივორონის რევოლუციური პოლკი ა. ნ. ბორისენკოს ხელმძღვანელობით, რომელმაც მიიღო 1-ლი გრაივორონული რევოლუციური პოლკის სახელწოდება და შევიდა დივიზიის შემადგენლობაში. 

აგვისტო-სექტემბერში დივიზია 13-ე არმიის შემადგენლობაში მონაწილეობს ქალაქების კურსკის, მალოარხანგელსკის, შჩიგროვის თავდაცვაში. 

1-ლ გრაივორონოვულ რევოლუციურ პოლკს აგვისტოში ეწოდა 78-ე მსროლელი პოლკი (პოლკი შედიოდა მე-2 ბრიგადაში), მეთაური ა. ნ. ბორისენკო. 

18 სექტემბერს დივიზიის უფროსის თანამდებობის დროებით შემსრულებლად ი. ლ. შუშკევიჩი დაინიშნა. 

3 ოქტომბერს დივიზიის უფროსად დაინიშნა ა. დ. კოზიცკი. 

17 ოქტომბერს დივიზიის უფროსად დაინიშნა პ. ა. სოლოდუხინი. ნოემბერ-დეკემბერში მე-8 არმიის ჯარებმა გაძლიერებისთვის მიცემულ 1-ლ ცხენოსან კორპუსთან (ს. მ. ბუდიონის სარდლობით) ერთად მამონტოვისა და შკუროს თეთრ ჯარებს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს. ქ. ვორონეჟი და მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძი კასტორნოე, ასევე სტანიცა ვეშენსკაიაც დაიკავეს. 

ნოემბერში გენერალ-ლეიტენანტი პ. ნ. ვრანგელი დაინიშნა მოხალისეთა არმიის სარდლად, რომელიც მოსკოვის მიმართულებაზე მოქმედებდა. 

დეკემბერში დივიზია 1-ლი ცხენოსანი არმიის ოპერატიულ დაქვემდებარებაში იმყოფებოდა (არმია ჩამოყალიბდა 9.12.1919), არმიის ჯარების სარდალი გახლდათ ს. მ. ბუდიონი, და ის მე-8 არმიასთან ერთობლივად მოქმედებდა. მე-9 დივიზია (დივიზიის უფროსი პ. ა. სოლოდუხინი) ორიოლ-კურსკის ოპერაციაში მონაწილეობს. 

დეკემბერში დივიზია 1-ლი ცხენოსანი არმიის ოპერატიულ დაქვემდებარებაში მონაწილეობს ქ. ბახმუტის განთავისუფლებაში (ეკატერინოსლავის გუბერნიის ბახმუტის მაზრის სამაზრო ქალაქი /უკრაინის დონეცკის ოლქისა/). 

დონბასის განთავისუფლებისას გამოჩენილი გმირობისათვის მე-2 ბრიგადის მეთაური ა. ნ. ბორისენკო ვერცხლის საათით იქნა დაჯილდოვებული. 

1920 წელი 

იანვარში (თებერვალში) 13-ე არმიის მე-9 მსროლელი დივიზია გამოვიდა 1-ლი ცხენოსანი არმიის ოპერატიული დაქვემდებარებიდან. დივიზია 13-ე არმიიდან რსფსრ სამხრეთ ფრონტის მე-8 არმიის შემადგენლობაში გადაეცა. 

იანვარ-მარტში დივიზია იმყოფებოდა მე-8 არმიის შემადგენლობაში. 

10 იანვრიდან მე-8 არმია შევიდა რსფსრ სამხრეთ-აღმოსავლეთ ფრონტის ჯარების სარდლის დაქვემდებარებაში, ჯარების სარდალი ვ. ი. შორინი. 

11იანვარს დივიზიის უფროსად დაინიშნა ნ. ვ. კუიბიშევი. 

16 იანვრიდან მე-8 არმია იმყოფებოდა კავკასიის ფრონტის შემადგენლობაში, ჯარების სარდალი ვ. ი. შორინი (1920 წლის 16–24 იანვარი). 

თბერვალში დივიზია კავკასიის ფრონტის მე-8 არმიის შემადგენლობაში მონაწილეობს ქ. დონის-როსტოვის თეთრი ჯარებისგან განთავისუფლებაში. 


                                    ნიკოლოზ ვლადიმერის ძე კუიბიშევი 
                                       (შედარებით გვიანდელი სურათი)

მე-8 არმიის ჯარები აწარმოებდნენ მძიმე ბრძოლებს დანაკარგებით ბატაისკის ჭაობების რაიონში, და მდინარე დონის ნაპირებზე. 

მარტში დივიზია კავკასიის ფრონტის მე-8 არმიის შემადგენლობაში მონაწილეობს ყუბანზე რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალების თეთრი ჯარების განადგურებაში. 

აპრილ-სექტემბერში დივიზია მე-9 არმიის შემადგენლობაშია. აპრილში მე-9 მსროლელი დივიზიის მე-2 ბრიგადას (ბრიგადის მეთაური ა. ნ. ბორისენკო) დაერქვა 26-ე მსროლელი ბრიგადა. 

აპრილ-მაისში დივიზია იცავს აზოვის ზღვის სანაპიროს. 

28 აპრილს გენერალ-ლეიტენანტმა პ. ნ. ვრანგელმა მოახდინა მოხალისეთა არმიის რეორგანიზაცია და მას უწოდა „რუსული არმია“. 

ივლისში დივიზია მე-9 არმიის შემადგენლობაში აწარმოებდა ბრძოლებს რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალების თეთრი დესანტის განადგურებისას, რომელსაც პოლკოვნიკი ნაზაროვი მეთაურობდა. 

აგვისტოში დივიზია მე-9 არმიის შემადგენლობაში აწარმოებდა ბრძოლებს ყუბანზე რუსული არმიის ჯარების ულაგაევის დესანტის წინააღმდეგ. 

სექტემბერ-ოქტომბერში დივიზია 13-ე არმიის შემადგენლობაშია. 

სექტემბერში დივიზია 13-ე არმიის შემადგენლობაში აწარმოებდა ბრძოლებს გენერალ-ლეიტენანტ პ. ნ. ვრანგელის სარდლობის ქვეშ მყოფი რუსული არმიის ჯარებთან სადგურ ვოლნოვახას რაიონში (60 კმ-ში სამხრეთ-დასავლეთით ქ. იუზოვკადან, ახლა ქ. დონეცკი). ვოლნოვახაში განლაგებული იყო რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალების (რსშძ) ცენტრალური საარტილერიო ბაზა, ამიტომ ოქტომბერში ვოლნოვახას მისადგომებზე მიდიოდა რსშძ-ის თეთრი ნაწილების შეუპოვარი ბრძოლები უკრაინის რევოლუციური აჯანყებული არმიის რაზმებთან ნ. მახნოს სარდლობით. 

ოქტომბერში დივიზია გამოვიდა 13-ე არმიის შემადგენლობიდან. ა. ნ. ბორისენკო დაინიშნა მე-9 მსროლელი დივიზიის მე-2 ბრიგადის მეთაურად, რომელთან ერთადაც ომობდა ჩრდილოეთ კავკასიაში. ოქტომბერში დივიზია აწარმოებდა ბრძოლებს თეთრ ჯარებთან გულიაი-პოლეს რაიონში, ორეხოვოს რაიონში, მელიტოპოლის რაიონში. 

შემდეგ დივიზია მონაწილეობს პერეკოპ-ჩონგარის ოპერაციაში, აწარმოებს ბრძოლებს ქერჩის ნახევარკუნძულზე თეთრი არმიის ნარჩენებთან ქ. გენიჩესკ – ქ. ქერჩის მიმართულებით. 

1920 წლის 16 ნოემბრის დილას ქალაქ ფეოდოსიაში შევიდა 78-ე მსროლელი პოლკი ნ. დ. ტოკმაკოვის მეთაურობით, რომელიც წარმოადგენდა მუშურ-გლეხური წითელი არმიის ნიკოლოზ კუიბიშევის მე-9 მსროლელი დივიზიის 26-ე და 27-ე ბრიგადების ავანგარდს. ამ პოლკის ადიუტანტის, ივანე შევჩენკოს მოგონებებით, მე-9 დივიზიამ ფეოდოსიაში ტყვედ 12 000 ადამიანი აიყვანა. 

ტერორი დაიწყო მაშინვე წითლების მიერ ქალაქის დაკავების შემდეგ. ასე, 1920 წლის 16-დან 17 ნოემბრის ღამეს მე-9 დივიზიის კომისრის მ. ლისოვსკის ბრძანებით რკინიგზის სადგურზე დახვრეტილ იქნა იქ სამკურნალოდ მყოფი ვილნოს პოლკის ყველა დაჭრილი ოფიცერი და ჯარისკაცი, სულ დაახლოებით ასი ადამიანი. შესაძლოა, ეს იყო ტყვედ ჩავარდნილ მოწინააღმდეგეზე შურისძიება, რადგანაც წითლების მე-9 დივიზია არაერთხელ შეხვედრია ვილნოს პოლკს ბრძოლებში ჩრდილოეთ ტავრიის ველებზე. პირველ ღამეს 420 ადამიანი იქნა მოკლული. 

ნოემბერ-დეკემბერში დივიზია მე-4 არმიის შემადგენლობაშია. 

ნოემბერში 26-ე მსროლელი ბრიგადის მეთაური ა. ნ. ბორისენკო დაჯილდოვდა რუსეთის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდოთი – წითელი დროშის ორდენით. 

1921 წელი 

იანვარ-თებერვალში დივიზია მე-9 არმიის შემადგენლობაშია. იანვარში დივიზია წავიდა ამიერკავკასიაში საბჭოთა ხელისუფლების დასამყარებლად. 

თებერვალ-მაისში დივიზია 11-ე არმიის შემადგენლობაშია. თებერვალში დივიზია მონაწილეობს თბილისის ოპერაციაში. 

25 თბერვალს დივიზია 11-ე არმიის შემადგენლობაში შევიდა ქ. თბილისში. 

26-ე მსროლელი ბრიგადის მეთაური ა. ნ. ბორისენკო 26-ე მსრბრ-ის სათავეში მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში კავკასიის ფრონტის 11-ე არმიის შემადგენლობაში. თებერვალში, მოქმედებდა რა არმიის მარჯვენა ფლანგზე, 26-ე ბრიგადამ აიღო ქ. რუსთავი. ჯარების უნარიანი ხელმძღვანელობისა და პირადი ვაჟკაცობისათვის, რომელიც ქ. თბილისის აღების დროს გამოიჩინა, ა. ნ. ბორისენკოს წითელი დროშის მეორე ორდენი მიენიჭა. 


                                         ანტონ ნიკოლოზის ძე ბორისენკო
                                         (შედარებით გვაინდელი სურათი)

მარტში დივიზია 11-ე არმიის შემადგენლობაში მონაწილეობს ამიერკავკასიის განთავისუფლებაში. მარტის შუა რიცხვებში დივიზია ქ. ბათუმში შევიდა. 

მაის-ოქტომბერში დივიზია ცალკეული კავკასიის არმიის შემადგენლობაშია. 

9 მაისს დივიზიას ერწყმება 34-ე მსროლელი დივიზია, რომლის შემადგენლობაშიც შედის 36-ე მსროლელი პოლკი. 

18 ივნისს დივიზიის უფროსი ნ. ვ. კუიბიშევი სხვა თანამდებობაზე იქნა დანიშნული. 

7 ივლისს დივიზიის უფროსად ა. დ. კოზიცკი დაინიშნა. 

13 ოქტომბერს ცალკეული კავკასიის არმიის ჯარებში გაცემული ბრძანებით # 789 მე-9 მსროლელი დივიზიის მართვა და სადივიზიო ნაწილები გაუქმებულ (განფორმირებულ) იქნა. 

ცალკეული კავკასიის არმიის ჯარებში გაცემული ბრძანებით # 789 – 25-ე მსროლელი ბრიგადისგან 1-ლი ცალკეული კავკასიის მსროლელი ბრიგადა ჩამოყალიბდა, 26-ე მსროლელი ბრიგადისგან კი – მე-2 ცალკეული კავკასიის მსროლელი ბრიგადა. 

წლის ბოლოს 26-ე მსრბრ-ის მეთაური ა. ნ. ბორისენკო მე-6 ცალკეული მსროლელი ბრიგადის მეთაურად იქნა დანიშნული. 

შემდგომი ისტორია 

1922 წლის 22 ივლისს 1-ლი და მე-2 კავკასიური მსროლელი ბრიგადებისგან ყალიბდება 1-ლი კავკასიის მსროლელი დივიზია. 

სრული სახელწოდება 

მე-9 მსროლელი დივიზია 

მეთაურობა 

დივიზიის უფროსები: 

ვ. პ. გლაგოლევი (03.09 – 23.10.1918) 
მ. ვ. მოლკოჩანოვი (23.10.1918 – 30.05.1919) 
მ. ა. ორლოვი (30.05. – 18.09.1919) 
თანამდ. დრ. შემსრ. შუშკევიჩი (18.09. – 03.10.1919) 
ა. დ. კოზიცკი (03.10. – 17.10.1919) 
პ. ა. სოლოდუხინი (17.10.1919 – 11.01.1920) 
ნ. ვ. კუიბიშევი (11.01.1920 – 18.06.1921) 
კოზიცკი, ალექსანდრე დიმიტრის ძე (07.07. – 13.10.1921) 

დივიზიის კომისრები: 

სიმონ პეტრეს ძე ვოსკოვი 1920 წლის იანვრამდე 
გიორგი ტიმოთეს ძე ტარანი 1920 წლის იანვრიდან 

შემადგენლობა 

1918 წლის 3 ოქტომბერს: 

1-ლი მსროლელი ბრიგადა: 
   73-ე მსროლელი პოლკი. 
   74-ე მსროლელი პოლკი. 
   75-ე მსროლელი პოლკი. 
მე-2 მსროლელი ბრიგადა: 
   76-ე მსროლელი პოლი. 
   77-ე მსროლელი პოლკი. 
   78-ე მსროლელი პოლკი. 
მე-3 მსროლელი ბრიგადა: 
   79-ე მსროლელი პოლკი. 
   80-ე მსროლელი პოლკი. 
   81-ე მსროლელი პოლკი. 

   მე-9 საარტილერიო პოლკი. 
   მე-9 საკავალერიო პოლკი. 

1920 წლის აპრილში: 

დივიზიის მართვა (შტაბი, პოლიტიკური განყოფილება) 

25-ე მსროლელი ბრიგადა: 
   73-ე მსროლელი პოლკი. 
   74-ე მსროლელი პოლკი. 
   75-ე მსროლელი პოლკი. 
26-ე მსროლელი ბრიგადა: 
   76-ე მსროლელი პოლი. 
   77-ე მსროლელი პოლკი. 
   78-ე მსროლელი პოლკი. 
27-ე მსროლელი ბრიგადა: 
   79-ე მსროლელი პოლკი. 
   80-ე მსროლელი პოლკი. 
   81-ე მსროლელი პოლკი.  

   მე-9 საარტილერიო პოლკი. 
   მე-9 საკავალერიო პოლკი. 

ლიტერატურა 

Гражданская война и военная интервенция в СССР. Энциклопедия. М., «Советская Энциклопедия», 1983. 

Центральный государственный архив Советской Армии. Путеводитель в двух томах. т.2. под.ред. Л. В. Двойных, Т. Ф. Каряевой, М. В. Стеганцева East View Publication. Minneapolis, Minesota 1993 

Савченко В. А. Двенадцать войн за Украину. — Харьков: Фолио, 2006. 

Краснознамённый Киевский. Очерки истории Краснознамённого Киевского военного округа (1919—1979). Издание второе, исправленное и дополненное. Киев, издательство политической литературы Украины, 1979. 

Казачий род Красновых и его вклад в политическую, научную, культурную и литературную жизнь России. Казачий Петербург. — 16 мая 1998. О генерале П. Н. Краснове. 

Р. Г. Гагкуев, В. Ж. Цветков, С. С. Балмасов. Генерал Келлер в годы Великой войны и русской смуты. Граф Келлер М.: НП «Посев», 2007 ISBN 5-85824-170-0, стр. 1101. О генерале П. Н. Краснове. 

На внутреннем фронте. Архив Русской Революции, Berlin, 1922, № 1, 2-е изд. — Ленинград, 1927 (воспоминания о Гражданской войне). О генерале П. Н. Краснове. 

Валерий Клавинг, Гражданская война в России: Белые армии. Военно-историческая библиотека. М., 2003. О генерале П. Н. Краснове. 

История России. Учебное пособие: «История России с 1917 до 1945 года». к.и.н. Сироткин А. С. 

ЦГАСА. ф. 1203, оп. 2, д. …., л. 100. Состав 9-й стрелковой дивизии на 11.10.1918. 

Центральный государственный архив Советской армии. В двух томах. Том 1. Путеводитель. 1991. Фронты, армии, группы войск 

Военный энциклопедический словарь. М., Военное издательство, 1984. 

მითითებები 

Справочник 
О боевом пути 
Справочник 
Военные специалисты на высших командных и штабных должностях в действующей Красной Армии | Проект «Исторические Материалы» 


III. 18-ე მსროლელი დივიზია (მგწა) 

18-ე იაროსლავის წითელდროშოვანი მსროლელი დივიზია – მგწა-ის სამხედრო შენაერთი, რომელიც მონაწილეობას ღებულობდა სამოქალაქო ომში, 1919–1921 წლების საბჭოთა კავშირ – პოლონეთის ომსა და 1939–1940 წლების საბჭოთა კავშირ – ფინეთის ომში. დივიზია ჩამოყალიბდა 1918 წლის 26 ნოემბერს არხანგელსკისა და ველსკის რაიონების ჯარებისგან, აგრეთვე კოტლასკის რაიონის ჯარების ნაწილისაგან. 

ისტორია 

1918 წლის ნოემბრიდან 1921 წლის მაისის ჩათვლით თანამიმდევრულად შედიოდა მე-6 არმიის, მე-7 არმიის, 15-ე არმიის, მე-4 არმიის, დასავლეთის ფრონტის სარეზერვო ჯგუფის, მე-3 არმიის, 15-ე არმიის, მე-9 არმიის, 11-ე არმიის შემადგენლობაში. მონაწილეობდა თავდაცვით ბრძოლებში არხანგელსკისა და კოტლასკის მიმართულებებზე, 1919 წლის შენკურსკის ოპერაციაში, არხანგელსკისა და ონეგის განთავისუფლებაში. 1920 წლის გაზაფხულზე ჩაირთო დასავლეთის ფრონტის შემადგენლობაში, მონაწილეობას ღებულობდა მაისის, ივლისის, ვარშავის შეტევით ოპერაციებში, (ვარშავიდან) უკანდახევის შემდეგ გადავიდა აღმოსავლეთ პრუსიის ტერიტორიაზე, სადაც იქნა ინტერნირებული. 1920 წლის ნოემბერში დივიზია ჩართულ იქნა კავკასიის ფრონტის შემადგენლობაში, მონაწილეობდა ბრძოლებში თეთრ-მწვანეებთან ყუბანზე, ასევე ერევნის ოპერაციაში. 1921 წლიდან განლაგებული იყო იაროსლავლში. (შემდეგ უკვე კავკასიაში აღარ ყოფილა) 

შემადგენლობა 1939 წელს 

97-ე მსროლელი პოლკი, 
208-ე მსროლელი პოლკი, 
316-ე მსროლელი პოლკი, 
12-ე ჰაუბიცების პოლკი, 
მე-3 სადაზვერვო ბატალიონი, 
381-ე ცალკეული სატანკო ბატალიონი, 
მე-3 საარტილერიო პოლკი 

სხვა ქვედანაყოფები. 

დივიზიის მეთაურები 

ლენგოვსკი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე, 1918 წლის 26 ნოემბერი – 1 დეკემბერი 
უბორევიჩი, იერონიმე პეტრეს ძე, 1918 წლის 1 დეკემბერი – 1919 წლის 29 სექტემბერი 
ბობროვი ნ. მ. – 1919 წლის 30 სექტემბერი – 26 ნოემბერი 
ფილიპოვსკი, მიხეილ სერგის ძე – 1919 წლის 26 ნოემბერი – 1920-ის 23 მარტი 
ბურენინი, ბორის ანატოლის ძე – 1920 წლის 12 მარტი – 25 აგვისტო 
უგრიუმოვი ლ. ია. – 1920 წლის 10 სექტემბერი – 25 დეკემბერი 
შირმახერი, ალექსანდრე ჰაინრიხის ძე – 1920 წლის 25 დეკემბერი – 1921-ის 24 მაისი 
< . . . . . . . . . . . . . . . . . . . > 


                                   ალექსანდრე ჰაინრიხის ძე შირმახერი
                                      (შედარებით გვიანდელი სურათი)

სამხედრო კომისრები 

კუპრიანოვი ი. თ., 1918 წლის 26 ნოემბერი – 1919 წლის 1 აგვისტო 
ალიოშინი ა. ა. – 1919 წლის 1 აგვისტო – 11 ნოემბერი 
სმოლინი ა. მ. – 1919 წლის 11 – 15 ნოემბერი (თანამდ. დრ. შემსრ.) 
კუპრიანოვი ი. თ. – 1919 წლის 15 ნოემბერი – 1920 წლის 16 ივნისი 
რაიმერი კ. ნ. – 1920 წლის 12 სექტემბერი – 24 დეკემბერი 
ტკაჩოვი ი. თ. – 1920 წლის 24 დეკემბერი – 1921-ის 24 მაისი 

ლიტერატურა 

Гражданская война и военная интервенция в СССР. Энциклопедия. — М.: «Советская Энциклопедия», 1983. Стр. 115. 

Мельтюхов М. И. Упущенный шанс Сталина. Схватка за Европу: 1939—1941 гг. (документы, факты, суждения). — 3-е издание, исправленное и дополненное. — М.: Вече, 2008. Стр. 483. 

Принимай нас, Суоми-красавица. «Освободительный» поход в Финляндию 1939—1940 гг. (Сборник документов и фотоматериалов). Издание второе, исправленное и дополненное. — Санкт-Петербург.: «Остров», 2004. Страница 295.  

Гордиенко А. А. Гибель дивизии: Роман-хроника. — Петрозаводск, 2004. — 263 с. 


IV. 20-ე პენზის მსროლელი დივიზია 

20-ე პენზის მსროლელი დივიზია – მგწა-ის შენაერთი, შექმნილი რუსეთში სამოქალაქო ომის დროს 1918–1920 წლებისა. 

თავიდან ჩამოყალიბდა აღმოსავლეთ ფრონტის 1-ლ არმიაში გაცემული ბრძანებით პენზის ქვეითი დივიზიის სახელწოდებით (06.07.1918) სარანსკსა და რუზაევკაში სამი პოლკის შემადგენლობით. 1918 წლის აგვისტოდან 1919-ის აპრილის ჩათვლით ხდებოდა მისი შევსება სარანსკში მოქმედი სამობილიზაციო განყოფილების მეშვეობით. 15.09.1918 გადაერქვა 1-ლი პენზის ქვეით დივიზიად. 19.03.1919-დან – 20-ე პენზის მსროლელი დივიზია. განფორმირებულ იქნა (გაუქმდა) 13.10.1921-ში (ე. ი. 1921 წლის 13 ოქტომბერს). 

შედიოდა შემადგენლობაში 

1-ლი არმიის (1918-ის ივლისი – 1919-ის ოქტომბერი) 
10-ე არმიის (1919-ის დეკემბერი – 1920-ის თებერვალი) 
1-ლი ცხენოსანი არმიის (1920-ის თებერვალი – მარტი) 
10-ე არმიის (1920-ის მარტი – აპრილი) 
11-ე არმიის (1920-ის აპრილი – 1921-ის მაისი) 

საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა 

მონაწილეობდა ბრძოლებში ვოლგისპირეთში, თურქესტანისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ფრონტებზე, ჩრდილო-კავკასიისა და ბაქოს ოპერაციებში, საქართველოსა და სომხეთის, სიზრანის, სამარას და სიმბირსკის განთავისუფლებაში. 

1918 წლის ივლის–აგვისტოში ა. ი. ვოზდვიჟენსკის მეთაურობით 1-ლი არმიის შემადგენლობაში იბრძოდა დამფუძნებელი კრების კომიტეტისა და ჩეხოსლოვაკური კორპუსის ჯარებთან. 1918 წლის სექტემბერ–ოქტომბერში მონაწილეობდა სიზრან–სამარის ოპერაციაში, 1918 წლის ნოემბერში ანთავისუფლებს ბელებეის, დეკემბერში – სტერლიტამაკს. 1919 წლის იანვრიდან აწარმოებდა ბრძოლებს ორენბურგისთვის, ორსკისთვის. 1919 წლის აპრილში მდინარე სალმიშზე დამარცხებას აყენებს გენერალ ბაკიჩის კორპუსს. 1919 წლის მაის–აგვისტოში აღმოსავლეთ ფრონტის ჯარების სამხრეთ ჯგუფის შემადგენლობაში მონაწილეობდა უფისა და აკტიუბინსკის ოპერაციებში. უფის ოპერაციის ჩატარების მსვლელობისას 1919 წლის მაისში ათავისუფლებს სტერლიტამაკს. 1919 წლის შემოდგომაზე გადაეცა 10-ე არმიას. 1919 წლის დეკემბერ – 1920 წლის იანვარში იბრძოდა დენიკინის ჯარების წინააღმდეგ ცარიცინის რაიონში. 1920 წლის თერბერვალში მ. დ. ველიკანოვის მეთაურობით, იმყოფებოდა რა 1-ლი ცხენოსანი არმიის ოპერატიულ დაქვემდებარებაში, გაარღვია დენიკინელთა ყუბანური არმიის ფრონტი, მონაწილეობდა გენერალ კრიჟანოვსკის 1-ლი ყუბანური საკავალერიო კორპუსის განადგურებაში. 1920 წლის 1 მარტს ფრონტალური დარტყმა მიაყენა სტანიცა ეგორლიკსკაიას, რომლის რაიონშიც იყო თავმოყრილი ა. ი. დენიკინის ჯარების უკანასკნელი რეზერვი და ცხენოსანი არმიის საკავალერიო დივიზიასთან ერთად გაანადგურა იგი. დონ–მანიჩისა და ტიხორეცკაიას ოპერაციებისთვის დივიზიის უფროსი ველიკანოვი დაჯილდოვებულ იქნა წითელი დროშის ორდენით. 11-ე არმიის შემადგენლობაში მონაწილეობდა ბაქოს, თბილისის ოპერაციებში. 1921 წლის აპრილში აიღო ერევანი. 

საბჭოთა რუსეთსა და ქემალისტურ თურქეთს შორის სამოკავშირეო ურთიერთობების აწყობისა და შესაძლო ურთიერთმოქმედების გზათა დაზუსტებისთვის ბაიაზეთის დივიზიის წარმომადგენლები 7 ივლისს მოვიდნენ წითელი არმიის 20-ე დივიზიის საველე შტაბში, რომელიც სოფ. გერუსიში იყო განლაგებული, წინადადებით დაეყენებიათ საჯარისო შენაერთები ნახჭევან – ორდუბადის ხაზზე. ეს აუცილებელი გახლდათ სომხური ნაწილების წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებებისთვის. 

20-ე პენზის მსროლელი დივიზიიის საკომანდო შემადგენლობა 

დივიზიის უფროსები 

06.07.1918 – 23.10.1918 გაილიტი ია. პ. 
23.10.1918 – 28.12.1918 ვოზდვიჟენსკი ა. ი. 
29.12.1918 – 01.01.1919 ვორობიოვი ა. ე. 
01.01.1919 – 05.02.1919 თანამდებობის დროებით შემსრულებელი კოფალი ე. პ. 
05.02.1919 – 11.07.1919 ვორობიოვი ა. ე. 
11.07.1919 – 17.07.1919 რასპოპოვი ვ. პ. 
17.07.1919 – 29.02.1920 ველიკანოვი მ. დ. 
29.02.1920 – 02.04.1920 თანამდ. დრ. შემსრ. მაისტრახი ბ. ვ. 
02.04.1920 – 22.04.1920 თანამდ. დრ. შემსრ. ტიხომიროვი ე. მ. 
22.04.1920 – 04.05.1920 პოპოვიჩი ვ. ი. 
04.05.1920 – 13.10.1921 ველიკანოვი მ. დ. 

დივიზიის სამხედრო კომისრები 

დივიზიის შტაბის უფროსები 

მითითებები 

ВОИНСКИЕ ЧАСТИ И СОЕДИНЕНИЯ ПЕРИОДА ГРАЖДАНСКОЙ ВОЙНЫ, сформированные на территории Пензенского края 
20-я Пензенская стрелковая дивизия на сайте "РККА" 
20-я стрелковая дивизия 

ლიტერატურა 

Гражданская война и военная интервенция в СССР. Энциклопедия. М.: Советская энциклопедия, 1983. 

Советская историческая энциклопедия: В 16 т. — М.: 1961—1976. 

История гражданской войны в СССР, т. 4, М., 1959. С. 294—301 

Какурин Н. Е., Вацетис И. И. Гражданская война. 1918—1921. — СПб.: Полигон, 2002. 

Будённый С. М. Пройдённый путь. Книга первая: М.: Воениздат, 1958. — 448 с. 

Майстрах Б. Маныч — Егорлыкская — Новороссийск. Государственное изд-во. Отдел военной литературы. Москва, Ленинград, 1928 г. 


V. 28-ე მსროლელი დივიზია (1918 წლის ფორმირებისა) 

28-ე მსროლელი დივიზია – წითელი არმიის მსროლელი ჯარების ფორმირება (შენაერთი, მსროლელი დივიზია), ჩამოყალიბებული 1918 წლის სექტემბერში. შენაერთის პირადი შემადგენლობა აწარმოებდა ბრძოლებს ელაბუგის, სარაპულის, იჟევსკის ქარხნის, ვოტკინსკის ქარხნის, კრასნოუფიმსკის, ეკატერინბურგის, კამიშინის, ცარიცინის განთავისუფლებისათვის. 

სრული სახელწოდებაა, სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ – ვ. მ. აზინის სახელობის 28-ე სამთო წითელდროშოვანი მსროლელი დივიზია 

ისტორია 

ჩამოყალიბებულ იქნა 1918 წლის 17 სექტემბერს მე-2 არმიის მარჯვენა ნაპირის ჯგუფის ჯარებისგან, მე-2 შეერთებული მსროლელი დივიზიის სახელწოდებით. 1918 წლის 8 დეკემბერს დაერქვა 28-ე მსროლელი დივიზია, მუშურ-გლეხური წითელი არმიის საველე ჯარების განვითარების 1918 წლის ნოემბერში შემუშავებული გეგმის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებდა 47 ნომრიანი მსროლელი დივიზიის შექმნას, რომლებიც საკუთარ თავში მოიცავდნენ მართვას, 116 მსროლელ ბრიგადასა და 339 მსროლელ პოლკს. აღმოსავლეთ ფრონტზე შეიქმნა 11 მსროლელი დივიზია – # 20 – # 22, # 24 – # 31. სამოქალაქო ომის მსვლელობისას 1918 წელს 28-ე მსროლელი დივიზია მონაწილეობას ღებულობდა ყაზანისა და იჟევსკ-ვოტკინსკის ოპერაციებში. 

1919 წელს მსროლელთა დივიზია მონაწილეობდა აღმოსავლეთ ფრონტის კონტრშეტევასა და ელაბუგის, იჟევსკისა და ვოტკინსკის ქარხნების, კრასნოუფიმსკისა და ეკატერინბურგის აღებაში. ამავე წლის აგვისტოში გადასროლილ იქნა სამხრეთის ფრონტზე, სადაც იგი 10-ე არმიის შემადგენლობაში აწარმოებდა ბრძოლებს კამიშინისა და ცარიცინის (შემდგომში სტალინგრადი, ვოლგოგრადი – ი. ხ.) რაიონში. 

1920 წელს 28-ე მსროლელი დივიზია მონაწილეობდა ჩრდილო-კავკასიის ოპერაციაში, რომელსაც მიმართეს თეთრი არმიის განადგურების მიზნით დონზე და ჩრდილოეთ კავკასიაში. შემდეგ დისლოცირებული იყო დარუბანდში (1920 წლის აპრილი), ბაქოსა (1920 წლის მაისიდან) და ლენქორანში (1920 წლის ოქტომბრიდან), სადაც 1921 წლის ოქტომბრამდე აწარმოებდა ბრძოლას ბანდიტიზმთან. 

1920 წლის აპრილში დივიზიის შემადგენლობაში შერწყმულ იქნა 11-ე არმიის შეერთებული მსროლელი დივიზიის ნაწილები, 1921 წლის მაისში კი – გაუქმებული 32-ე მსროლელი დივიზიისა. 1921 წლის დეკემბერში მას მიენიჭა საპატიო სახელწოდება „ცარიცინის“. 1922 წლის 15 მარტს გადაერქვა „სამთო“ («Горская») დივიზიად. შემდგომში ატარებდა დივიზიის პირველი მეთაურის ვ. მ. აზინის სახელს. 

როგორც ფრიადოსანს, მეძლეოდა შემდგომი სამსახურის ადგილის არჩევის უფლება. უყოყმანოდ ავირჩიე ვლადიკავკაზი (ორჯონიკიძე), სადაც იმ ხანებში იყო განთავსებული ვ. მ. აზინის სახელობის 29-ე სამთო მსროლელი დივიზიის 84-ე მსროლელი პოლკი. სამხედრო სკოლაში შესვლამდე მე უკვე ვმეთაურობდი ამ პოლკში მსროლელ ოცეულს, იქ მყავდა ბევრი საბრძოლო მეგობარი, რომლებთან ერთადაც ვმონაწილეობდი ჩრდილოეთ კავკასიაში თეთრგვარდიული ბანდების ლიკვიდაციაში. 
                                                         – შორეული აღმოსავლეთის მიჯნებზე, 
                                                         ვალის აღსრულება, გ. ი. ხეთაგუროვი. 

1936 წელს პერეფორმირებულ იქნა 28-ე სამთომსროლელ დივიზიად. 

შემადგენლობა 

1918 წლის 30 ოქტომბრისათვის აზინის დივიზიის შემადგენლობაში იყო 4424 ხიშტი, 849 ხმალი, 27 ქვემეხი და ორი ჯავშნოსანი მატარებელი. 

1922 წლის 31 ივლისიდან 1924-ის 31 დეკემბრამდე 

მართვა (შტაბი) 
82-ე მსროლელი პოლკი 
83-ე მსროლელი პოლკი 
84-ე მსროლელი პოლკი 

1931 წელი (დისლოკაცია) 

მართვა (ვლადიკავკაზი) 
82-ე მსროლელი პოლკი (გროზნო) 
83-ე მსროლელი პოლკი (ბუინაკსკი) 
84-ე მსროლელი პოლკი (ვლადიკავკაზი) 
28-ე საარტილერიო პოლკი (ვლადიკავკაზი) 

შემადგენლობაში

09.1918 – მე-2 არმიის 
08.1919 – 10-ე არმიის 
04.1920 – 11-ე არმიის 
05.1921 – 1-ლი კავკასიური კორპუსის 
10.1921 – ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის (СКВО) 

მეთაურები 

ვ. მ. აზინი (1918 წლის 18 სექტემბერი – 1920-ის 17 თებრვალი) – დივიზიის პირველი მეთაური, სამოქალაქო ომის გმირი; 
კ. ი. რიბაკოვი (1920 წლის 17 – 28 თებერვალი) – დივიზიის მეთაურის თანამდებობის დროებით შემსრულებელი; 
გ. თ. მაზუროვი (1920 წლის 27 თბერვალი – 20 აპრილი); 
ნ. ა. ნესტეროვსკი (1920 წლის 20 აპრილი – 27 ნოემბერი); 
ა. ჰ. შირმახერი (1921 – 1922); 
ლ. ა. უგრიუმოვი (აპრილი 1924 – აპრილი 1925); 
ა. დ. კაზიცკი (1925 – 19??); 
ი. ა. მილიუნოსი (19?? – 1936), ბრიგადის მეთაური 

განსხვავების ნიშნები 

1921 წელი – დაჯილდოვდა საპატიო რევოლუციური წითელი დროშით. 
1921 წლის დეკემბერი – მიენიჭა საპატიო სახელწოდება „ცარიცინისა“. 
1922 წლის 15 მარტი – მიენიჭა (გადაერქვა) საპატიო დასახელება „სამთო“. 
19?? – სახელობითი, ვ. მ. აზინის სახელობისა. 

დივიზიასთან დაკავშირებული ცნობილი ადამიანები 

ვ. მ. აზინი – დივიზიის პირველი მეთაური (18.09.1918 – 17.02.1920), სამოქალაქო ომის გმირი. 
კ. ე. ანდერსონი – დაზვერვის ოცეულის მეთაური. 
მ. ს. ბეზბოროდოვი – მძიმე საარტილერიო დივიზიონის კავშირგაბმულობის აგენტი. 

დივიზიაში მსახურობდა დიდი სამამულო ომის ბევრი მხედართუფროსი: ნ. თ. ვატუტინი, ვ. ი. ჩუიკოვი, გ. ი. ხეთაგუროვი, ლ. მ. სანდალოვი, მ. ს. ხოზინი, ი. ა. აბადიევი, ი. ნ. ბურაკოვსკი, ა. პ. პოკროვსკი, თ. ა. მაკაროვი, ი. ა. მიხაილოვი, ა. ვ. იაკუშევი  

ლიტერატურა 

журнал «Старый Цейхгауз», № 32, 2010 год. 

მითითებები 

Реорганизация войск Северо-Кавказского военного округа (1921—1929 гг.). 


VI. მე-7 საკავალერიო დივიზია 

ინგლისის პროლეტარიატის სახელობის მე-7 საკავალერიო სამარის დივიზია – მგწა-ის, რსფსრ-ისა და სსრკ-ის სამხედრო შენაერთი. 

დივიზიის ისტორია 

მე-7 საკავალერიო დივიზია ჩამოყალიბებულ იქნა 1919 წლის 3 აპრილს 11-ე ცალკეული არმიის რევსამხსაბჭოს ბრძანებით # 88 საგანგებო საკავალერიო დივიზიის ნაწილებისგან, რომელიც თავის მხრივ ჩამოყალიბებული იყო მე-3 ტამანის მსროლელი დივიზიისაგან. 

1919 წლის 8 ოქტომბერს რესპუბლიკის რევსამხსაბჭოს ბრძანებით დივიზიის 37-ე და 38-ე საკავალერიო პოლკები დაჯილდოვდნენ საპატიო რევოლუციური წითელი დროშით ასტრახანთან ბრძოლებში თავის გამოჩესათვის. 

1920 წლის 13 დეკემბერს რესპრევსამხსაბჭოს ბრძანებით # 2797/559 დივიზიას მიენიჭა სახელწოდება „სამარისა“ (მე-7 სამარის საკავალერიო დივიზია). 

1921 წლის 8 დეკემბერს დივიზია პერედისლოცირებულ იქნა ბელორუსიის სსრ-ში, სადაც განლაგდა მინსკში. 

უკრაინისა და ყირიმის შეიარაღებული ძალები, უკრაინის სამხედრო ოლქი (იხ. კიევის სამხედრო ოლქი). 1922 წელს იქმნება მე-2 საკავალერიო კორპუსი მე-7 და მე-9 საკავალერიო დივიზიების შემადგენლობით. მე-7 კავდივიზიის უფროსია ნიკოლოზ დიმიტრის ძე კაშირინი (1922–1923). 

დივიზიის ერთ-ერთმა მეთაურმა გ. დ. გაიმ დიდ ბრიტანეთში გაგზავნა მისასალმებელი ადრესი, აგრეთვე დივიზიის საბრძოლო გზის დაწვრილებით აღწერა. მალევე ინგლისის კომპარტიის გაზეთ „უორქეს უიქლიში“ გამოჩნდა წერილი „ჩვენს დივიზიაზე შეფობის შესახებ“, რომელშიც ნათქვამი იყო: 

რუსეთში ყველაფერი სხვანაირად მიდის. მთელი მსოფლიო იწყებს ამის გაგებას. ქვემოთ მოგვყავს მჭერმეტყველური ფაქტი, რომელმაც ეს ჩვენც უნდა აგვიხსნას. ჩვენში არსებობს დასავლეთ-ევროპული წეს-ჩვეულება გავხადოთ ზოგიერთი ტიტულირებული პირი ამა თუ იმ პოლკის საპატიო მეთაურად: მეფის სახელობის პოლკი, დედოფლის სახელობის, რომელიმე პრინცესისა და ა. შ. რუსეთში წითელი არმიის დივიზიებს აქვთ ასეთივე წეს-ჩვეულება, მაგრამ ერთი განსხვავებით. თქვენ ხვდებით ისეთ დივიზიებს, როგორებიცაა ლენინგრადელ მქსოველთა სახელობის დივიზია, მოსკოველი მელითონეების სახელობის დივიზია, კომინტერნის სახელობის დივიზია და ა. შ. თითოეული დივიზია თავისთვის ისახავს შეფს, და შეფიც განიცდის მამობრივ და ძმურ ინტერესს მის მიერ ნაშვილები დვიზიისადმი. წითელი არმიის ზოგიერთმა ნაწილმა თავისი შეფის სახით მიიღო ინგლისის კომპარტია, და ერთ-ერთმა მათგანმა, მე-7 სამარის საკავალერიო დივიზიამ, გამოგვიგზავნა მოსალმება ჩვენი ამხანაგის რობერტ სტიუარტის მეშვეობით... ამხანაგებო, ჩვენ უნდა გადავცეთ დროშა „ჩვენს საკუთარ დივიზიას. 

ამის შემდეგ ინგლისის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი გედესი ჩამოვიდა დივიზიაში. იგი არჩეულ იქნა საპატიო წითელარმიელად და მიიღო სახედრო ფორმის ტანსაცმლის კომპლექტი. საზეიმო შეკრებაზე წითელარმიელის სრულ ფორმაში გამოწყობილმა გედესმა ჩააბარა დივიზიას წითელი დროშა. სსრკ რევსამხსაბჭოს 1924 წლის 30 აგვისტოს ბრძანებით # 1091 დივიზიას ეწოდა მე-7 სამარის ინგლისის პროლეტარიატის სახელობის საკავალერიო დივიზია

1940 წლის ზაფხულში დივიზია გადასროლილ იქნა მოლოდეჩნოში. 

1940 წლის 13 ივლისის ბრძანებით ბელორუსიის საგანგებო სამხედრო ოლქში # 00114 დივიზია იქნა დაშლილი და მიმართული მე-2 სატანკო დივიზიისა და მე-3 მექანიზებული კორპუსის 1-ლი სამოტოციკლეტო პოლკის ჩამოსაყალიბებლად. 

საბრძოლო გზა 

დივიზია მონაწილეობას ღებულობდა ბრძოლებში: 

დენიკინის არმიების წინააღმდეგ: 
   ქვემო ვოლგაზე (1919 წლის მაისი – ივლისი) 
   სადგურ ჩორნი რინოკის, სოფლების ველიჩავოეს, ლოგანის, ოლენიჩევოს 
   რაიონებში და ასტრახანის თავდაცვაში (1919 წლის ივლისი – ნოემბერი) 
   სოფლების სოლოდნიკის, ვიაზოვკას, სტარიცკოეს, ჩორნი იარის, სოლიონოე 
   ზაიმიშჩეს რაიონებში, დონ-მანიჩის ოპერაციაში (1920 წლის 17 იანვარი – 
   6 თებერვალი) 
   სტავროპოლის ოპერაციაში (1920 წლის 14 თებერვალი – 2 მარტი) 
   ბაქოს ოპერაციაში (1920 წლის 28 აპრილი – 1 მაისი) 
მუსავატისტთა ჯარების წინააღმდეგ 
გენერალ ბარონ ნ. პ. ვრანგელის რუსული არმიის წინააღმდეგ: 
   დესანტის ლიკვიდაცია აზოვის ზღვის სანაპიროზე (1920 წლის აგვისტო) 
   ჩრდილოეთ ტავრიაში ქალაქების ვოლნოვახას, პოლოგის, გულიაი პოლეს, 
   დასახლებული პუნქტების ფიოდოროვკას, კონსკიე რაზდორის, სადგურ 
   დიდი ტოკმაკის რაიონებში (1920 წლის სექტემბერ – ოქტომბერი) 
   პერეკოპ-ჩონგარის ოპერაციაში (1920 წლის 7 – 17 ნპემბერი) 
მახნოს რაზმების წინააღმდეგ: ქ. ნოგაისკის, სოფ. ანდრეევკას, ვსესვიატსკოეს, 
   ცარეკონსტანტინოვკას, ბელოპოლიეს, ქ. სუმის, სადგ. პოლოგის, გულიაი 
   პოლეს რაიონებში (დეკემბერი 1920 – 1921) 
   ზვენიგოროდისა და უმანის მაზრებში (1921) 
ლაშქრობაში დასავლეთ ბელორუსიაში (1939 წლის სექტემბერი) 
საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომში (1940 წლის თებერვალ – მარტი) 

დაქვემდებარება 

. . . . . თარიღი . . . . . . . . .ფრონტი (ოლქი) . . . . არმია . . . . . . კორპუსი (ჯგუფი) 

აპრილი – ივნისი 
1919 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . 11-ე ცალკეული . . . . . . . – . . . . . . . . 
 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . არმია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 
 
ივნისი 1919 . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . 10-ე არმია . . . . . . . . . . . – . . . . . . . . 

ივლისი – აგვისტო 
1919 . . . . . . . . . . . . . . . . . . აღმოსავლეთის . . . . . . . . – . . . . . . . . . . ასტრახანის 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ფრონტი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ჯარების ჯგუფი 

აგვისტო 1919 – 
აპრილი 1920 . . . . . . . . . თურქესტანის . . . . . 11-ე არმია . . . . . . . . . – . . . . . . . . 
 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .ფრონტი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 

აპრილი – აგვისტო 
1920 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . მე-2 ცხენოსანი 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . კორპუსი . . . 

აგვისტო – 
სექტემბერი 1920 . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . მე-9 არმიის . . . . . . . . – . . . . . . 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . რეზერვი . . . . . . . . . – . . . . . 

სექტემბერ – 
ნოემბერი 1920 . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . 13-ე არმია . . . . . . . . – . . . . .  

ნოემბერი 1920 – 
ივნისი 1922 . . . . . . . . . . სამხრეთის ფრონტი, . . . . . . – . . . . . . . . მე-3 ცხენოსანი 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ХВО, КВО, . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . კორპუსი 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . დასავლეთის ფრონტი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 

1922 – 1924 . . . . . . . . . . . დასავლეთის ფრონტი . . . . . – . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . 

ოქტომბერი 1924 – 
ივლისი 1940 . . . . . . . . . დასავლეთის სამხედრო . . . . . – . . . . . . მე-3 ცხენოსანი 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ოლქი (ოკრუგი)* . . . . . . . . . . . . . . . . . კორპუსი 

* 1926 წლის ოქტომბრიდან დაერქვა ბელორუსიის სამხედრო ოლქი (ოკრუგი). 

შემადგენლობა 

1925 წლის დასაწყისში 

1-ლი საკავალერიო ბრიგადა 
   37-ე საკავალერიო პოლკი (მეთაური ვოლსკი ვ. ტ., პოლკის შტაბის უფროსი ტერენტიევი ვ. გ.) 
   38-ე საკავალერიო პოლკი 
მე-2 საკავალერიო ბრიგადა 
   39-ე საკავალერიო პოლკი (მეთაური ჟუკოვი გ. კ.) 
   40-ე საკავალერიო პოლკი 
მე-3 საკავალერიო ბრიგადა 
   41-ე საკავალერიო პოლკი 
   42-ე საკავალერიო პოლკი (მეთაური სოლოვიოვი მ. ი.) 
მე-7 ცხენოსანი საარტილერიო დივიზიონი 
მე-7 მესანგრეთა ესკადრონი 
მე-7 კავშირგაბმულობის ესკადრონი 

სამხედრო რეფორმის მსვლელობისას დივიზიის პოლკები პერეფორმირებულ იქნენ 4-ესკადრონიანიდან 6-ესკადრონიანებად. მანამდე არსებული 39-ე კავპოლკი ერწყმოდა 40-ე, 41- და 42-ე კავპოლკებს და ჩამოყალიბებულ იქნა ახალ, 39-ე მელეკესკ-პუგაჩოვსკის კავპოლკად. 

(შემდეგ მოდის უფრო გვიანდელი ორგანიზაციებიც) 

მეთაურები 

დივიზიის მეთაურები 

13.04.1919 –28.04.1919 –– მ. კ. ლევანდოვსკი 
28.04.1919 – 11.05.1919 –– თანამდ. დროებით შემსრულებელი ხოზიკოვი 
11.05.1919 – 17.07.1919 –– ო. ა. კორტტი 
17.07.1919 – 20.09.1919 –– ფ. ს. ხატაგოვი 
20.09.1919 – 15.03.1920 –– პ. მ. ბარევიჩი 
15.03.1920 – 08.10.1920 –– ა. მ. ხმელკოვი 
08.10.1920 – 19.10.1920 –– ვ. ვ. კოროლკოვ-იანოვი 
19.10.1920 – 21.11.1920 –– თანამდ. დრ. შემსრ. ნ. ი. საბელნიკოვი 
21.11.1920 – 10.01.1921 –– ა. მ. ხმელკოვი 
1922 – 1923 –– ნიკოლოზ დიმიტრის ძე კაშირინი

(შემდეგ მოდიან უფრო გვიანდელი წლების მეთაურები) 

დივიზიის სამხედრო კომისრები 

19.04.1919 – 07.07.1919 –– კოლპინსკი ვიტალი პეტრეს ძე 
07.06.1919 – 04.07.1919 –– ვარგანოვი ვასილი ათანასეს ძე 
04.07.1919 – 07.06.1920 –– სერგუნინი ივანე თევდორეს ძე 
08.06.1920 – 23.08.1920 –– იაიცკი ვასისი მატვეის ძე 
24.08.1920 – 10.01.1921 –– სერგუნინი ივანე თევდორეს ძე 

შტაბის უფროსები 

17.04.1919 – 15.03.1920 –– ხმელკოვი ალექსანდრე მიხეილის ძე 
15.03.1920 – 10.10.1920 –– თანამდ. დრ. შემსრ. კოლჩინი ალექსანდრე თევდორეს ძე 
11.10.1920 – 08.12.1920 –– დირინი ნიკოლოზ პეტრეს ძე 
08.12.1920 – 10.01.1921 –– კოლჩინი ალექსანდრე თევდორეს ძე 

წყაროები 

Киевский Краснознамённый. Очерки истории Краснознамённого Киевского военного округа (1919−1979). Издание второе, исправленное и дополненное. — Киев: Издательство политической литературы Украины, 1979. 

7-я Самарская кавалерийская дивизия // Справочник по РККА (handbook.rkka.ru) (Проверено 11 августа 2013) 

7 кавалерийская Самарская Краснознаменная дивизия имени Английского пролетариата // Сайт «Рабоче-Крестьянская Красная Армия» (rkka.ru) (Проверено 11 августа 2013) 

Будённый С. М. «Пройдённый путь» в 3-х кн.: 
   Кн. 1.: М.: Воениздат, 1959; 
   Кн. 2.: М.: Воениздат, 1965. — 392 с. — Тир. 115000 экз.; 
   Кн. 3.: М.: Воениздат, 1973. — 408 с. — Тир. 100000 экз. 

Витошнев С. Семён Будённый — Минск: Издательство ООО «Кузьма», 1998. — 224 с. — (Жизнь знаменитых людей). — ISBN 985-453-003-5. 

Шамбаров В. Е. Белогвардейщина. — М.: Издательство «ЭКСМО-Пресс», 2002. — 640 с. — (Серия «История России. Современный взгляд») — ISBN 5-04-009519-8. — Тир. 5100 экз. — Гл. 82. Последние победы Деникина. 

Деникин А. И. Очерки русской смуты: — Т. I−V.. — Париж; Берлин: Изд. Поволоцкого; Слово; Медный всадник, 1921−1926.; М.: «Наука», 1991.; Айрис-пресс, 2006. — (Белая Россия). — ISBN 5-8112-1890-7. — Т. V. — Гл. XX. Операции южных армий в начале 1920 года: от Ростова до Екатеринодара. Рознь между добровольцами и донцами. 


VII. 12-ე საკავალერიო დივიზია 

12-ე საკავალერიო დივიზია – მგწა-ის კავალერიის შენაერთი, შექმნილი რუსეთში სამოქალაქო ომის დროს 1918 – 1920 წლებისა. წარმოადგენდა მანევრულ საშუალებას საფრონტო და საარმიო სარდლობების ხელში ოპერატიული და ტაქტიკური ამოცანების გადასაწყვეტად. 

ჩამოყალიბების ისტორია 

1920 წლის თებერვალში ვილმუტის ცალკეული საკავალერიო ბრიგადის, 12-ე საკავალერიო დივიზიისა და მე-2 და მე-6 მსროლელი დივიზიების საკავალერიო პოლკებისგან იქნა ჩამოყალიბებული 15-ე ციმბირის დივიზია. 

12-ე საკავალერიო დივიზიის საკომანდო შემადგენლობა 

12-ე საკავალერიო დივიზია 

დივიზიის უფროსები 

ნიკოლოზ ფლორის ძე პალეოლოგი – 1919 წლის 4 ოქტომბრიდან 1919 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით 
ვასილი პავლეს ძე გლაგოლევი – 1919 წლის 5 დეკემბრიდან 1920 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით 
ივანე თევდორეს ძე ლუნევი – 1920 წლის 8 სექტემბრიდან 1921 წლის 14 იანვრის ჩათვლით  

დივიზიის სამხედრო კომისრები 

ბუნჟუკი მიხეილი, თანამდებობის დროებით შემსრულებელი – 1919 წლის 19 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით 
ლიფშიცი – 1919 წლის 1 ნოემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით 
ნაზაროვი – 1919 წლის 12 ნოემბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით 
ლაპიდუსი მ. – 1919 წლის 27 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით 
ბერეჟკო რომან ათანასეს ძე – 1919 წლის 9 დეკემბრიდან 1920-ის 17 ივნისის ჩათვლით 
კისელიოვი იოსებ ეფიმის ძე – 1920 წლის 17 ივნისიდან 26 სექტემბრის ჩათვლით 
კონოვალოვი სერგეი – 1920 წლის 26 სექტემბრიდან 1921-ის 11 იანვრის ჩათვლით 

დივიზიის შტაბის უფროსები 

ზორინი ევგენი მიხეილის ძე – 1919 წლის 4 ოქტომბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით 
კურდიუმოვი ვლადიმერ ნიკოლოზის ძე – 1919 წლის 17 ნოემბრიდან 1921-ის 4 აპრილის ჩათვლით 

მითითებები 

Будённый Семён Михайлович. «Пройдённый путь» в 3-х томах 
С. Витошнев. «С. М. Будённый. Летопись.» (Биография) 
Сайт о С. М. Будённом 
Шамбаров Валерий Евгеньевич Белогвардейщина. 82. Последние победы Деникина. 
Деникин Антон Иванович Очерки русской смуты. Глава XX. Операции южных армий в начале 1920 года: от Ростова до Екатеринодара. Рознь между добровольцами и донцами. 


VIII. 18-ე საკავალერიო დივიზია 

18-ე საკავალერიო დივიზია – მგწა-ის კავალერიის შენაერთი, შექმნილი რუსეთში 1918–1920 წლების სამოქალაქო ომის დროს. წარმოადგენდა მანევრულ საშუალებას საფრონტო და საარმიო სარდლობის ხელში ოპერატიული და ტაქტიკური ამოცანების გადასაწყვეტად. 


                                            დიმიტრი პეტრეს ძე ჟლობა

1921 წლის მარტში ჟლობას მეთაურობით 18-ე საკავალერიო დივიზიამ მოახდინა ძნელი გადასვლა კოდორის უღელტეხილის გავლით. 1921 წლის 17 მარტს ბათუმში დაიწყო ბოლშევიკების მიერ ორგანიზებული აჯანყება საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც 17–18 მარტის ღამეს გაიქცა, გამოცხადებულ იქნა საბჭოთა ხელისუფლება. 1921 წლის 19 მარტს ბათუმში შევიდა რსფსრ მგწა-ის 18-ე საკავალერიო დივიზია. თურქულმა ჯარებმა დაიხიეს საზღვრის ხაზზე, რომელიც აღწერილი იყო რუსეთ-თურქეთის 1921 წლის მოსკოვის ხელშეკრულებით (დამტკიცებული როგორც საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო საზღვარი 1921 წლის ყარსის ხელშეკრულებით). 

18-ე საკავალერიო დივიზიის სამეთაურო შემადგენლობა 

18-ე საკავალერიო დივიზია 

დივიზიის უფროსები 

კურიშკო პეტრე ვასილის ძე – 1920 წლის 23 მარტიდან 1920 წლის 2 ივნისამდე, 1920 წლის 26 ივნისიდან 1921-ის 18 თებერვლამდე. 
ორლოვი იოსებ პავლეს ძე, თანამდ. დრ. შემსრ. – 1920 წლის 2 ივნისიდან 26 ივნისამდე. 
სავინი ნიკოლოზ ალექსის ძე, თანამდ. დრ. შემსრ. – 1921 წლის 18 თებერვლიდან 1 მარტამდე. 
ჟლობა დიმიტრი პეტრეს ძე – 1921 წლის 1 მარტიდან 14 მაისამდე. 

დივიზიის სამხედრო კომისრები 

კულეშოვი ალექსანდრე დანლას ძე – 1920 წლის 24 მარტიდან 31 მაისამდე, 1920 წლის 23 აგვისტოდან 29 ნოემბრამდე. 
სვირიდოვი ივანე ანდრიას ძე – 1920 წლის 31 მაისიდან 23 ივნისამდე. 
ბაზეგსკი გრიგოლ ივანეს ძე – 1920 წლის 6 დეკემბრიდან 23 დეკემბრამდე. 
ანდრეევი გიორგი პეტრეს ძე – 1920 წლის 23 დეკემბრიდან 1921-ის 14 მაისამდე. 

დივიზიის შტაბის უფროსები 

ლებედევი ნიკოლოზ სერგის ძე, თანამდ. დრ. შემსრ. – 1920 წლის 23 მარტიდან 28 მარტამდე, 1920 წლის 21 ნოემბრიდან 1921-ის 8 იანვრამდე. 
კადნიკოვი პეტრე ნიკოლოზის ძე, თანამდ. დრ. შემსრ. – 1920 წლის 28 მარტიდან 25 აპრილამდე. 
კოვალენკო ვასილი პავლეს ძე – 1920 წლის 25 არილიდან 6 ივლისამდე. 
ლუშპაევი ვასილი თევდორეს ძე, თანამდ. დრ. შემსრ. – 1920 წლის 6 ივლისიდან 30 ივლისამდე. 
ოვჩინიკოვი ნესტორ ემელიანეს ძე – 1920 წლის 30 ივლისიდან 25 სექტემბრამდე. 
ზაბეგალოვი ნიკოლოზ იაკობის ძე – 1920 წლის 25 სექტემბრიდან 21 ნოემბრამდე. 
ნაიდენოვი ივანე ალექსანდრეს ძე – 1921 წლის 8 იანვრიდან 14 მაისამდე. 

მითითებები 

Будённый Семён Михайлович. «Пройдённый путь» в 3-х томах 
С. Витошнев. «С. М. Будённый. Летопись.» (Биография) 
Сайт о С. М. Будённом 
Шамбаров Валерий Евгеньевич Белогвардейщина. 82. Последние победы Деникина. 
Деникин Антон Иванович Очерки русской смуты. Глава XX. Операции южных армий в начале 1920 года: от Ростова до Екатеринодара. Рознь между добровольцами и донцами. 


IX. 21-ე საკავალერიო დივიზია 

21-ე საკავალერიო დივიზია – მგწა-ის კავალერიის შენაერთი, შექმნილი რუსეთში სამოქალაქო ომის დროს 1918–1920 წლებისა. 

დივიზიის ისტორია 

სახელი გადაერქვა 1920 წლის 16 ივლისს მე-2 საკავალერიო დივიზიისაგან, რომელიც 1920 წლის 19 მაისს იყო ამოყალიბებული. 1921 წლის 14 მარტს იქნა განფორმირებული (გაუქმებული), პირადი შემადგენლობა წავიდა 12-ე და 18-ე საკავალერიო დივიზიების შესავსებად. 

საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა 

1920 წლის ივლისიდან აგვისტოს ჩათვლით აწარმოებდა ბრძოლებს ვრანგელის ჯარებთან ჩრდილოეთ ტავრიაში, 1920 წლის სექტემბერში – იბრძოდა ანტისაბჭოთა ბანდებთან დნეპრისპირეთის სატივეებზე, 1920 წლის ოქტომბერში – აწარმოებდა ბრძოლებს ნიკოპოლის რაიონში, ოქტომბრიდან ნოემბრის ჩათვლით – მონაწილეობდა სამხრეთ ფრონტის 1920 წლის კონტრშეტევაში ჩრდილოეთ ტავრიაში და პერეკოპ-ჩონგარის ოპერაციაში, 1920 წლის დეკემბერში – მონაწილეობდა ბახჩისარაის, სიმფეროპოლის, სევასტოპოლის განთავისუფლებაში, ეკატერონისლავის გუბერნიაში მახნოელთა ლიკვიდაციაში, 1921 წლის იანვრიდან თებერვლის ჩათვლით – აწარმოებდა ბრძოლებს ბანდიტიზმის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში სტანიცების შკურინსკაიას, კუშჩევსკაიას, ნოვოდერევიანკოვსკაიას, ნოვომინსკაიას რაიონებში, 1921 წლის მარტში – გადასროლილ იქნა ამიერკავკასიაში. 

დაქვემდებარება 

1920 წლის ივლისიდან დეკემბრამდე ჩათვლით მე-2 ცხენოსანი არმიის შემადგენლობაში, 1920 წლის დეკემბრიდან 1921 წლის თებერვლამდე მე-2 ცხენოსანი კორპუსისა, 1921 წლის თებერვლიდან მარტამდე მე-9 არმიის შემადგენლობაში, 1921 წლის მარტში 11-ე არმიისა.


                                           მიხეილ ფილიპეს ძე ლისენკო 
                                 (21-ე კავდივიზიის უფროსი საქართველოში 
                                     შემოჭრისას; ფოტო უფრო გვიანდელია)

საკომანდო შემადგენლობა 

დივიზიის უფროსები 

09.06.1920 – 18.07.1920 – მ. ფ. ლისენკო 
18.07.1920 – 02.08.1920 – თ. ა. ტეკუჩევი 
02.08.1920 – 04.08. 1920 – თანამდ. დრ. შემსრ. რ. პ. პოღოსიანცი 
04.08.1920 – 14.03.1921 – მ. ფ. ლისენკო 
14.03.1921-ის შემდეგ – ვ. ა. მალახოვსკი 

დივიზიის სამხედრო კომისრები 

25.06.1920 – 29.07.1920 – მ. ა. ეკონი 
29.07.1920 – 22.02.1921 – გ. ა. ხუდენკო 
22.02.1921 – 27.02.1921 – ს. კონოვალოვი 
27.02.1921 – 14.03.1921 – ი. მ. გრინბერგი 

მითითებები 

РККА. 21-я кавалерийская дивизия (рус.) 


X. კავკასიის წითელდროშოვანი არმია 

კავკასიის წითელდროშოვანი არმია (კწა) – წითელი არმიის ოპერატიულ-ტერიტორიული გაერთიანება 1920–30-იან წლებში. 

ისტორია 

შეიქმნა 1921 წლის მაისში როგორც ცალკეული კავკასიური არმია კავკასიის ფრონტის 11-ე არმიის საფუძველზე, გაუქმებულისა 1921 წლის 29 მაისს. ოფიციალური საბჭოთა ისტორიოგრაფიის თანახმად სათავეს ღებულობდა წითელი გვარდიის რაზმებისა და კავკასიის ხალხების წითელი პარტიზანებისაგან. 

არმია დისლოცირებული იყო აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს რესპუბლიკების ტერიტორიაზე, რომლებიც 1922 წლის მარტში შევიდნენ ასფსრ-ის (ამიერკავკასიის სოციალისტური საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის – ი. ხ.) შემადგენლობაში, აგრეთვე რსფსრ-ის მთიელთა და დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკებისა. არმიის შტაბი იმყოფებოდა ქ. ტფილისში. 

1921 წლის 12 ოქტომბერს სამოქალაქო ომის წლებში საბრძოლო თავის გამოჩენისათვის საპატიო რევოლუციური წითელი დროშით იქნა დაჯილდოვებული. 

1923 წლის 17 აგვისტოს არმია დაჯილდოვდა წითელი დროშის ორდენით და ამ მომენტიდან მას ეწოდებოდა კავკასიის წითელდროშივანი არმია. 

1935 წლის 17 მაისს კავკასიის წითელდროშოვანი არმიის საფუძველზე გაიშალა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი (ოკრუგი). 

საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა 

არმიის ქვედანაყოფები გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ქვედანაყოფებთან ერთობლივად იყვნენ ამოქმედებული ბანდიტიზმთან ბრძოლაში, ძირითადად ჩეჩნეთსა და დაღესტანში 1921–1933 წლებში. 

შემადგენლობა 

ტერიტორიული ფორმირების 6 მსროლელი დივიზია 
1-ლი საქართველოსი 
მე-2 საქართველოსი 
1-ლი კავკასიის მსროლელი დიიზია (ჩამოყალიბდა 08.06.1922, 1-ლი და მე-2 კავკასიური ცალკეული მსროლელი ბრიგადების საფუძველზე) 
მე-2 კავკასიის მსროლელი დივიზია, დივიზიის მართვა ქ. ბაქოში (ჩამოყალიბდა 1922 წლის ივნისში მე-4 კავკასიის სტიოპინის სახელობის ცალკეული მსროლელი ბრიგადის საფუძველზე) 
მე-3 კავკასიის მსროლელი დივიზია 
აზერბაიჯანის მსროლელი დივიზია 
სომხეთის მსროლელი დივიზია 
წითელდროშოვანი კავკასიური არმიის სამხედრო-საჰაერო ძალები 
წითელდროშოვანი კავკასიური არმიის ავტოჯავშანნაწილები 

სარდლები 

მაისი 1921 – იანვარი 1922 – ჰეკერი, ანატოლი ილიას ძე 
იანვარი – თებერვალი 1922 – პუგაჩოვი, სიმონ ანდრიას ძე (თანამდებობის დროებით შემსრულებელი) 
თებერვალი 1922 – მაისი 1924 – ეგოროვი, ალექსანდრე ილიას ძე 
მაისი 1924 – თბერვალი 1925 – პუგაჩოვი, სიმონ ანდრიას ძე 
თებერვალი 1925 – იანვარი 1926 – კორკი, ავგუსტ ივანეს ძე 
იანვარი 1926 – ოქტომბერი 1928 – ლევანდოვსკი, მიხეილ კარლის ძე 
ოქტომბერი 1928 – იანვარი 1929 – სმოლინი, ივანე ივანეს ძე (თანამდებობის დროებით შემსრულებელი) 
იანვარი 1929 – დეკემბერი 1930 – ავკსენტიევსკი, კონსტანტინე ალექსის ძე 
დეკემბერი 1930 – მარტი 1931 – სმოლინი, ივანე ივანეს ძე 
მარტი 1931 – მარტი 1932 – ფედკო, ივანე თევდორეს ძე 
მარტი – დეკემბერი 1932 – სმოლინი, ივანე ივანეს ძე 
იანვარი 1933 – მაისი 1935 – ლევანდოვსკი, მიხეილ კარლის ძე 

ლიკვიდაციის მიზეზები 

სსრკ-ის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის მზარდი მუქარის ფონზე მგწა-ის ძველი სამობილიზაციო დოქტრინა და მისი სტრუქტურა მიჩნეულ იქნენ ისეთად, რომლებიც ვერ პასუხობდნენ პოტენციურ მუქარებს. 1935 წლის 17 მაისს მგწა-ის სამხედრო-ადმინისტრაციული სისტემა რადიკალურად შეიცვალა. 8 სამხედრო ოლქის (ოკრუგის) და 2 ცალკეული არმიის ნაცვლად იქმნებოდა 13 სამხედრო ოლქი (ოკრუგი) – მოსკოვის, ლენინგრადის, ბელორუსიის, კიევის, ხარკოვის, ჩრდილო-კავკასიის, ამიერკავკასიის, შუა-აზიის, ვოლგისპირეთის, ურალის, ციმბირის, იმიერბაიკალეთისა და შორეული აღმოსავლეთის. პრაქტიკულად ყველა ოლქში იცვლებოდა ტერიტორიული შემადგენლობა. „საზღვრისპირა“ და „შიდა“ სამხედრო ოლქებად ადრე არსებული დაყოფის ნაცვლად, გამოჩნდა ახალი დაყოფა „შუბლისა“ და „ზურგის“ სამხედრო ოლქებად (ოკრუგებად). ვარაუდობდნენ, რომ „შუბლის“ საზღვრისპირა ოლქები გაიშლებოდნენ ფრონტებად, ხოლო „ზურგის“ ოლქების სამობილიზაციო რესურსებით კი მოხდებოდა მათი კვება (ე. ი. შევსება და გაძლიერება). ერთი საზღვრისპირა და ორი შიდა სამხედრო ოკრუგისაგან შემდგარი ჯგუფი სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენდა. 

წყაროები 

10 лет Краснознаменной Кавказской армии. — Тбилиси, 1931. 
Краснознамённый Закавказский / под ред. А. Оверчука, К. Демирчяна, О. Кулишева. — 2. — Тбилиси: Сабчота Сакартвело, 1981. — 400 с. — 25 000 экз. 
МСЭ 2 1935 изд стлб 124. 
Под красным знаменем. Сборник. Белгород, 1974; Шевченко И. Н. В боях и походах. Харьков, 1966. О Борисенко Антоне Николаевиче — командире 2-й Кавказской сд. 

მითითებები 

60-я Кавказская горнострелковая дивизия им. Стёпина. 


XI. ანატოლი ილიას ძე ჰეკერი 

ანატოლი ილიას ძე ჰეკერი (25 აგვისტო 1888 – 1 ივლისი 1937) – საბჭოთა სამხედრო მოღვაწე, კორპუსის მეთაური, იაროსლავის აჯანყების ჩახშობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.  

                                           ანატოლი ილიას ძე ჰეკერი

ბიოგრაფია 

ა. ი. ჰეკერი დაიბადა თბილისში სამხედრო ექიმის ოჯახში. 1909 წელს დაასრულა ვლადიმირის სამხედრო სასწავლებელი სანკტ-პეტერბურგში. სამსახურს გადიოდა 1912 წლიდან საზღვრის დაცვის ცალკეულ კორპუსში. პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. 1917 წელს შტაბ-როტმისტრის ჩინით ამთავრებს გენერალური შტაბის ნიკოლოზის საიმპერატორო აკადემიის დაჩქარებულ კურსს. 1917 წლის სექტემბერში იმყოფება რუმინეთის ფრონტის დელეგაციის შემადგენლობაში ყრილობაზე პეტროგრადში. 

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ 1917 წლის დეკემბერში ჯარისკაცთა ყრილობის მიერ არჩეულია 33-ე კორპუსის შტაბის უფროსად, ხოლო შემდეგ კი 1918-ის იანვრიდან – რუმინეთის ფრონტის რუსეთის მე-8 არმიის სარდლად. 

1918 წლის გაზაფხულზე იგი ხდება წითელი არმიის ნაწილების ერთ-ერთი ორგანიზატორი, საბჭოთა ჯარების სარდალი დონბასში – მუშურ-გლეხური წითელი არმიის (მგწა) დონეცკის არმიის სარდალი. 

1918 წ. აპრილიდან – უკრაინის ფრონტის სარდლის ანტონოვ-ოვსეენკოს შტაბის უფროსი, შემდეგ – ბელომორის ოკრუგის კომისარი, ვოლოგდის ზურგის რაიონისა და კოტლასის რაიონის სარდალი. 

ხელმძღვანელობდა იაროსლავის აჯანყების ჩახშობას. ბრძანება მისი დანიშვნის შესახებ გაცემულ იქნა სამხედრო საქმეებში სახალხო კომისრის მიერ 1918 წლის 11 ივლისს, გარდა ამისა იგი ითვლებოდა ჩრდილოეთის იაროსლავის ფრონტის სარდლად. ფორმალურად იგი ითვლებოდა იაროსლავლის რაიონში წითელი ჯარების მთავარსარდლად. იმოძრავებდნენ რა ჩრდილოეთიდან ვოლგის უკანა მხრიდან სარკინიგზო ხაზის გაყოლებით დანილოვოდან იაროსლავლამდე, წითელ ჯარებს უნდა ეომათ აჯანყებულებთან, რომლებიც ვოლგის მარცხენა ნაპირზე იყვნენ გამაგრებულნი. მოახდინა ქალაქზე საარტილერიო ცეცხლის დაშენის ორგანიზება, რომელმაც ხანძრები, ნგრევანი და მცხოვრებთა დაღუპვა გამოიწვია. 1918 წლის 21 ივლისს ტელეგრამა გაგზავნა მოსკოვში: „მე, იაროსლავის ჩრდილოეთ რაიონის სარდალი, ბელომორის ოკრუგის საოლქო კომისარი, იაროსლავლთან საბრძოლო ოპერაციების წარმოების ჩემზე დაკისრებულ ამოცანას ვთვლი დასრულებულად. სახკომმა ტროცკიმ მიბრძანა ვოლგის ჩრდილოეთ ნაპირზე საბრძოლო ოპერაციების წარმოება. ჩრდილოეთ ნაპირი გაწმენდილია. თეთრები განადგურებულ იქნენ ოთხმოცდა ცამეტის რაოდენობით, პლიუს ჩვენი ცეცხლით მოკლული ორმოცდაათი. ჩვენი მხრიდან დანაკარგებია 8(?) მოკლული, 50 დაჭრილი და 3-ც დახვრეტილი ძარცვისათვის. შემდგომში მე ვეხმარებოდი ჩემი არტილერიის ცეცხლითა და ქვეითი ნაწილებით. სამხრეთ მხარის ოპერაციები ამხ. გუზარსკისაა. სახკომმა კედროვმა რამდენიმე დღის წინ ტელეგრაფით შემატყობინა, რომ ჩემი ყოფნა არხანგელსკში როგორც საოლქო კომისრისა და მასთან ერთად სამხედრო სპეციალისტის, იქ უკიდურესად აუცილებელია. სახკომმა ტროცკიმ მიმითითა, რომ აქ უნდა დავრჩე იაროსლავლის ამბოხების სრულ ლიკვიდაციამდე, რაც სამხედრო აზრით დასრულებულად მიმაჩნია და გთხოვთ მოახსენოთ სახკომ ტროცკის არხანგელსკში ჩემი გამგზავრების აუცილებლობის შესახებ არხანგელსკის თავდაცვაში დასახმარებლად. გთხოვთ სულ მოკლე ხანში გამცეთ პასუხი ჩემი გამგზავრების შესაძლებლობაზე და კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ აქ არანაირი საფრთხე უკვე აღარ არის. ჩვენი ნაწილები მტკიცედ იკავებენ და ყველაფერი გამოუკლებლად ჩვენს ხელშია. 

1918 წლის დეკემბრიდან – ასტრახანის გამაგრებული რაიონის სარდალია, 
7.02-დან – 8.04.19-მდე – მგწა-ის მე-8 არმიის 13-ე მსროლელი დივიზიის უფროსი, 
9.05.1919-დან – 24.02.1920-მდე – 13-ე არმიის სარდალი. 

1920 წლის აპრილ–აგვისტოში ა. ი. ჰეკერი მსახურობს რესპუბლიკის შინაგანი სამსახურის ჯარების შტაბის უფროსად, შემდეგ სარდლობს 11-ე არმიას, რომელმაც 1920 წლის ბოლოს უზრუნველყო სომხეთში ხელისუფლებაში კომუნისტების მოსვლა და სომხეთის სსრ-ის შექმნა. მონაწილეობდა კრონშტადტის ამბოხების ჩახშობაში. 

1922 წლის თებერვლიდან ივნისის ჩათვლით იგი მგწა-ის სამხედრო აკადემიის უფროსია, მოგვიანებით – სამხედრო ატაშე ჩინეთში. 1929 წლიდან – სამხედრო ატაშე თურქეთში. 1934 წლის ივნისიდან 1937-ის თებერვლის ჩათვლით – მგწა-ის სადაზვერვო სამმართველოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი. 1937 წლის თებერვლიდან – მგწა-ის მეთაურთა შემადგელობის სამმართველოს განკარგულებაში. 

„ანტისაბჭოთა ტროცკისტული სამხედრო ორგანიზაციის საქმეზე“ ძიებისას ჰეკერის წინააღმდეგ ჩვენებები მისცეს ტუხაჩევსკიმ, ვ. პრიმაკოვმა და ბ. ფელდმანმა. 1937 წლის 30 მაისს დააპატიმრეს. სასამართლოზე უარი თქვა ჩვენებებზე, მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა და 1 ივლისს დახვრიტეს. რეაბილიტირებულ იქნა 1956 წელს. 

ვაჟიშვილი – ბორისი (1915, ფსკოვი – 1992, ვოლგოგრადი ?), არქიტექტორი.  

ჯილდოები 

წითელი დროშის ორდენი (1921) 
სომხეთის სსრ ორდენი „წითელი დროშა“ (პირველი კავალერია) 
აზერბაიჯანის სსრ ორდენი „წითელი დროშა“ (28.03.1921) 
წმინდა ანას მე-4 ხარისხის ორდენი წარწერით „სიმამაცისათვის“ (3.06.1915) 
წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი მახვილებითა და ბაფთით (24.09.1916) 
წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი მახვილებითა და ბაფთით (1.03.1917)  

ლიტერატურა 

Дайнес В. О. Комкор А. И. Геккер( к 100-летию со дня рождения) // Военно-исторический журнал. 1988. № 8. 

Ярославское восстание 1918. Документы. Сост. Е. А. Ермолин и В. Н. Козляков. – М.: МФ «Демократия», Изд-во «Материк», 2007. 

Алексеев М.А., Колпакиди А.И., Кочик В.Я. Энциклопедия военной разведки. 1918-1945 гг. М., 2012. С. 217-218. 

Усов В. Н. Советская разведка в Китае. 20-е годы XX века. М., 2002. 

Черушев Н. 1937 год: элита Красной Армии на голгофе. М., 2003. 

Черушев Н. С., Черушев Ю. Н. Расстрелянная элита РККА (командармы 1-го и 2-го рангов, комкоры, комдивы и им равные): 1937—1941. Биографический словарь. — М.: Кучково поле; Мегаполис, 2012. — С. 68. — 496 с. — 2000 экз. — ISBN 978-5-9950-0217-8.  

მითითებები 

Геккер А.И. на сайте "Хронос" 
Геккер, Анатолий Ильич. // Проект «Русская армия в Великой войне». 


XII. ნიკოლოზ ვლადიმერის ძე კუიბიშევი 

ნიკოლოზ ვლადიმერის ძე კუიბიშევი 

ნიკოლოზ ვლადიმერის ძე კუიბიშევი (1893, კოკჩეტავი, აკმოლინის ოლქი, რუსეთის იმპერია – 1938) – საბჭოთა მხედართუფროსი, ვალერიან ვლადიმერის ძე კუიბიშევის ძმა, კორპუსმეთაური (1936). 


                                   ნიკოლოზ ვლადიმერის ძე კუიბიშევი

ბიოგრაფია 

დაიბადა კოკჩტავში 1893 წლის 13 დეკემბერს (ძველი სტილით 25 დეკემბერს) ოფიცრის ოჯახში. ეროვნებით რუსი. 

1912 წელს დაამთავრა ომსკის კადეტთა კორპუსი. 1914 წელს დაამთავრა ალექსანდრეს სამხედრო სასწავლებელი ერთ კურსზე მ. ნ. ტუხაჩევსკისთან ერთად – პოდპორუჩიკის წოდებით ვადაზე ადრე იქნა გამოშვებული სასწავლებლიდან. 

მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში 10-ე გრენადერთა მალოროსიული პოლკის შემადგენლობაში: ასეულისა და ბატალიონის მეთაური, 1917 წლის ოქტომბრიდან – პოლკის ადიუტანტი, კაპიტანი, სამჯერ იქნა დაჭრილი. 1917 წლის დეკემბერში შვებულებაში წავიდა და პოლკში აღარ დაბრუნებულა. 

ჩავიდა რა ნოვოხოპერსკში, 1918 წლის იანვარში შევიდა რკპ(ბ)-ში (რუსეთის კომუნისტურ პარტიაში /ბოლშევიკებისა/). 

მუშურ-გლეხურ წითელ არმიაში (მგწა) 1918 წლის ივნისიდანაა.1918 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით – უმაღლესი სამხედრო ინსპექციის წევრია, ასრულებდა ახალი სამხედრო ნაწილების ჩამოყალიბების დავალებებს ტამბოვისა და სამარის გუბერნიებში. 1919 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით – მე-3 მსროლელი დივიზიის სამხედრო კომისარია, ხოლო აგვისტიდან კი ასევე ამ დივიზიის მეთაურის თანამდებობასაც ასრულებდა. შემდეგ 1919 წლის სექტემბერ–დეკემბერში – მე-9 მსროლელი დივიზიის მე-3 ბრიგადის მეთაურია. თავი გამოიჩინა ა. ი. დენიკინის არმიების მოსკოვზე შეტევის მოგერიების დროს, ხოლო შემდეგ, წითლების სამხრეთ ფრონტის კონტრშეტევის მსვლელობისას – ორიოლისა და კურსკის დაკავების დროსაც. 

1920 წლის იანვრიდან 1921-ის ივნისის ჩათვლით – მე-9 მსროლელი დივიზიის უფროსია სამხრეთის ფრონტზე. ამ პოსტზე თავი გამოიჩინა ბრძოლებში ა. ი. დენიკინის, პ. ვ. ვრანგელის, ს. გ. ულაგაის ჯარების წინააღმდეგ, ასევე ჩრდილო კავკასიასა და ყუბანში მოქმედი ბანდფორმირებების წინააღმდეგ. 1921 წლის დასაწყისში მონაწილეობდა საბჭოთა რუსეთ–საქართველოს ომში. 


                          ნიკოლოზ კუიბიშევი ბათუმში 1921 წლის მარტში

1921 წლის ივნის–ოქტომბერში მეთაურობდა მე-2 კავკასიურ კორპუსს. 1921 წლის ნოემბერ – 1922-ის მარტში – მგწა-ის სამხედრო აკადემიასთან არსებული უმაღლესი აკადემიური კურსების მსმენელია. 1922–1923 წლებში – კრონშტადტის ციხე-სიმაგრის კომენდანტი. 1923 წლის მაისიდან 1924-ის ნოემბრის ჩათვლით – უმაღლესი სასროლო სკოლის „გასროლის“ უფროსია. 1924 წლის ნოემბრიდან – თურქესტანის ფრონტის სარდლის თანაშემწეა. 1925 წლის ოქტომბრიდან – საბჭოთა სამხედრო მრჩევლებისა და სპეციალისტების ჯგუფის ხელმძღვანელია ჩინეთში. 1926 წლის ივლისიდან – მე-3 მსროლელი კორპუსის მეთაურია და სამხედრო კომისარი. 1926 წლის დეკემბრიდან – მგწა-ის საკომანდო სამმართველოს უფროსი. 1928 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით მოსკოვის სამხედრო ოლქის (ოკრუგის) ჯარების სარდლის თანაშემწეა. 1928 წლის ნოემბრიდან 1929 წლის ნოემბრის ჩათვლით – ციმბირის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი. 

1929 წლის დეკემბრიდან – მგწა-ის მთავარი სამმართველოს უფროსია. 1930 წლის ოქტომბრიდან – სსრკ შრომისა და თავდაცვის საბჭოს განმკარგავი სხდომების მდივანი, სსრკ მუშურ-გლეხური ინსპექციის სახალხო კომისარიატის კოლეგიის წევრი და სამხედრო-საზღვაო ინსპექციის ხელმღვანელი. 1934 წლის თებერვალში არჩეულ იქნა სკპ(ბ) ცკ-თან არსებული პარტიული კონტროლის კომისიის წევრად.  

1937 წლის იანვრიდან 1938-ის იანვრს ჩათვლით – ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის (ოკრუგის) ჯარების სარდალია. 

1937 წელს აირჩიეს 1-ლი მოწვევის სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. 

1938 წლის 2 თებერვალს დააპატიმრეს მ. ნ. ტუხაჩევსკის, ვ. მ. პრიმაკოვისა და ბ. მ. ფელდმანის ჩვენებათა საფუძველზე. საკუთარი თავი ცნო დამნაშავედ ანტისაბჭოთა ტროცკისტულ სამხედრო-ფაშისტურ შეთქმულებაში მონაწილეობაში, აგრეთვე იმაშიც, რომ იგი გერმანული, პოლონური, იაპონური და ლიტვური დაზვერვების აგენტი გახლდათ. სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ 1938 წლის 1 აგვისტოს მიესაჯა სიკვდილით დასჯა. იმავე დღეს დაიხვრიტა. 1956 წლის 19 მაისს იქნა რეაბილიტირებული. 

ხსოვნა 

1935 წელს სოფელმა გოლოდაევკამ აზოვ-შავზღვისპირეთის მხარეში (ახლა როსტოვის ოლქი) მიიღო სახელწოდება კუიბიშევო, გოლოდაევკის „თეთრებისაგან განთავისუფლების“ საპატივსაცემოდ წითელი არმიის ნაწილების მიერ 1919 წელს ნიკოლოზ კუიბიშევის მეთაურობით. 

ჯილდოები 

სამი წითელი დროშის ორდენი (20.12.1920, 1921, 1922) 
აზერბაიჯანის სსრ წითელი დროშის ორდენი (28.03.1921) 
საქართველოს სსრ წითელი დროშის ორდენი (1923) 
წმ. ანას მე-4 ხარისხის ორდენი წარწერით „სიმამაცისათვის“ (სამხედრო ბრძანება 28.10.1915-ისა) 
წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი მახვილებითა და ბაფთით (სამხ. ბრძან. 08.07.1916-ისა) 
წმ. ანას მე-3 ხარისხის ორდენი მახვილებითა და ბაფთით (სამხ. ბრძან. 14.02.1917-ისა) 
წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი მახვილებით (ბრძანება არმიასა და ფლოტში 20.04.1917-ისა) 

იხილეთ ასევე 

Список троекратных кавалеров ордена Красного Знамени до 1930 года 

ლიტერატურა 

Коллектив авторов, главный редактор С. С. Хромов. Гражданская война и военная интервенция в СССР. — М.: Советская Энциклопедия, 1983. — 312 с. 

Черушев Н. С., Черушев Ю. Н. Расстрелянная элита РККА (командармы 1-го и 2-го рангов, комкоры, комдивы и им равные): 1937—1941. Биографический словарь. — М.: Кучково поле; Мегаполис, 2012. — С. 85—87. — 2000 экз. — ISBN 978-5-9950-0217-8. 

მითითებანი 

Куйбышев Николай Владимирович 
Начальники курсов «Выстрел» 


XIII. ალექსანდრე ჰაინრიხის ძე შირმახერი 

ალექსანდრე ჰაინრიხის ძე შირმახერი (1891, ვიტებსკი – 1953, მოსკოვი) – რუსი და საბჭოთა მხედართუფროსი, გენერალ-მაიორი (4.06.1940). ერთდროულად რსფსრ წითელი დროშის ორდენის, წმინდა გიორგის ორდენის, გიორგის ჯვრისა და გიორგის იარაღის არცთუ ბევრ კავალერთაგანი. სკპ(ბ) წევრობის კანდიდატი 1931 წლიდან. 


                              ალექსანდრე ჰაინრიხის ძე შირმახერი

ბიოგრაფია 

დაიბადა ორთქლმავლის მემანქანის გერმანულ ოჯახში. დაამთავრა რა ვიტებსკის კომერციული სასწავლებელი, 1913 წლის აგვისტოში მოხალისედ შევიდა სამხედრო სამსახურში, რადგან ისეთ წოდებას მიეკუთნებოდა, რომელსაც რეკრუტობის წესით გაწვევა არ შეეხებოდა. შემდეგ სწავლობდა ყაზანის სამხედრო სასწავლებელში, საიდანაც 1914 წელს იქნა გამოშვებული ოფიცრად. პირველი მსოფლიო ომის მონაწილეა, 142-ე სათადარიგო ქვეითი ბატალიონის ასეულის მეთაური, 97-ე სათადარიგო ქვეითი ბატალიონის უმცროსი ოფიცერი, 13-ე ბელოზერის ქვეითი პოლკის ასეულის მეთაური, იმავე პოლკის მეტყვიამფრქვევეთა რაზმის უფროსი, 617-ე ზბოროვსკის ქვეითი პოლკის ასეულის მეთაური, იმავე პოლკის მე-2 ბატალიონის მეთაური. ხუთი თვის განმავლობაში იყო 617-ე ზბოროვსკის ქვეითი პოლკის არჩევითი მეთაური. 

წითელ არმიაში ნებაყოფლობითაა 1918 წლის მაისიდან, სამოქალაქო ომის მონაწილეა. იმავე წელს თანამიმდევრულად ინიშნება ასეულისა და ბატალიონის მეთაურად, სარატოვის მსროლელი პოლკის მეთაურის თანაშემწედ, 1918 წლის ოქტომბრიდან 25-ე მსროლელი დივიზიის იმავე პოლკის მეთაურია. შემდეგ მეთაურობდა ჯარების უფის ჯგუფს, 223-ე მსროლელ პოლკს. 1919 წლის ივნისიდან 20-ე მსროლელი დივიზიის მე-3 ბრიგადის მეთაურია. განჯის აჯანყების დროს ტყვედ ჩაუვარდა მეამბოხეებს, მაგრამ წითელი არმიის ერთგული დარჩა და, ააჯანყა რა სხვა პატიმრები, ხელი შეუწყო 20-ე დივიზიის მიერ განჯის აღებას. 1920 წლის შემოდგომიდან 32-ე მსროლელი დივიზიის უფროსია. 1920 წლის დეკემბრიდან 1921-ის მაისის ჩათვლით 18-ე მსროლელი დივიზიის უფროსი. ამავდროულად იმავე წლის თებერვლიდან მარტის ჩათვლით მეთაურობდა ყაზახ–დილიჟანის რაიონის ჯარების ჯგუფს დაღესტანში კონტრრევოლუციური აჯანყების ჩახშობისას. (ყაზახი და დილიჟანი დაღესტნისგან საკმაოდ შორსაა – ი. ხ.) 

სამოქალაქო ომის შემდეგ საპასუხისმგებლო თანამდებობებზეა მუშურ-გლეხური წითელი არმიის ჯარებსა და სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში. 1921 ლიდან 1923-ის ჩათვლით 28-ე მსროლელი დივიზიის უფროსია, ცალკეული მსროლელი ბრიგადის მეთაურის თანაშემწე და 37-ე მსროლელი დივიზიის მეთაურის თანაშემწე, შემდეგ ამ დივიზიის მეთაური. 1923–1924 წლებში მგწა-ის სამხედრო აკადემიასთან არსებული უმაღლესი აკადემიური კურსების მსმენელია. 1924 წლიდან მეთაურობდა მე-3 კავკასიურ მსროლელ დივიზიას. 1930 წლის ნოემბრიდან მე-9 დონის მსროლელი დივიზიის მეთაურია. ჰქონდა მყარი კომუნისტური რწმენა, მიუხედავად იმისა, რომ 1931 წლამდე უპარტიოდ რჩებოდა. 1933–1935 წლებში მ. ვ. ფრუნზეს სახელობის მგწა-ის სამხედრო აკადემიის საგანგებო კურსების მსმენელია. 1936 წლის თებერვლიდან 1938-ის ივლისის ჩათვლით – 84-ე მსროლელი დივიზიის მეთაური. 1938 წლის ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით მგწა-ის საკომანდო-საუფროსო შემადგენლობის სამმართველოს განკარგულებაშია. 

1938 წლის 21 ნოემბერს განიცადა კრიტიკა ა. ი. ზაპოროჟეცის მხრიდან თავდაცვის სახალხო კომისარიატთან არსებულ სამხედრო საბჭოზე 84-ე დივიზიის დაბალი მორალური მდგომარეობის გამო. 

ყველაზე მეტად გაოცებული ვარ ისეთი მოვლენებით, რომელთა შესახებაც მოგახსენებდით, 84-ე მსროლელი დივიზია, სადაც ადრე ამ დივიზიას შერმახერი მეთაურობდა, სარგებლობდა რა დივიზიის ყოფილი კომისრის მფარველობით, ამჟამად დაპატიმრებულისა როგორც ხალხის მტრის, ახდენდა დივიზიაში უხეშობის კულტივირებას, პოლიტიკური მუშაობის იგნორირებას, და აგასული პერიოდის მანილზე ამ დივიზიაში დარეგისტრირებულია სმის მასობრივი შემთხვევები, აგვისტოში სმის დაახლოებით 200 შემთხვევა იქნა აღმოჩენილი, თვითმკვლელობის 4 შემთხვევა, ერთი მცდელობა თვითმკვლელობისა, 2 უბედური შემთხვევა და 7 შემთხვევას კი უფრო ადრე ჰქონდა ადგილი. ამ დივიზიაში იყო ხალხის მტრების სამი კონტრრევოლუციური გამოხტომა. მაგრამ ამ დრომდეც ამ დივიზიაში სინამდვილეში არ არის კომუნისტებისა და კომკავშირელთა სამაგალითოობა. 251 სასჯელიდან ამ დივიზიაში მთელი სასჯელების ნახევარი მოდის კომკავშირლებსა და კომუნისტებზე, უმთავრესად კომკავშირლებზე. 

გარიცხულ იქნა პარტიიდან „პარტიული ორგანიზაციისგან მოწყვეტისა და ყოფითი გახრწნისათვის“. 

1938 წლის ნოემბრიდან – მ. ვ. ფრუნზეს სახელობის მგწა-ის სამხედრო აკადემიის ზოგადი ტაქტიკის კათედრის უფროსი მასწავლებელია. 1938 წლის დეკემბერში თადარიგშია განთავისუფლებული და 1939 წლის აგვისტოდან მუშაობდა მოსკოვის მიწათმოწყობის ინსტიტუტის სამხედრო კათედრის მასწავლებლად. 1940 წლის მარტში დაბრუნებულ იქნა სამსახურში მგწა-ში და დაინიშნა მ. ვ. ფრუნზეს სახელობის მგწა-ის სამხედრო აკადემიის ზოგადი ტაქტიკის კათედრის უფროს მასწავლებელად. 

დიდი სამამულო ომის დასაწყისში აკადემიასთან ერთად ევაკუირებულ იქნა შუა აზიაში. დააპატიმრეს 1941 წლის 19 დეკემბერს. ძიებაში ათ წელზე მეტ ხანს იმყოფებოდა. ბრალი ედებოდა ანტისაბჭოთა ოფიცრების ჯგუფში მონაწილეობაში 1923 წლიდან, 1931 წლის სამხედრო შეთქმულებაში მონაწილეობაში (თითქოსდა ნ. დ. კაშირინის მიერ იყო გადაბირებული). იძულებული შეიქნა ბრალი ეღიარებია, მოგვიანებით ყველა აღიარებით ჩვენებაზე უარი განაცხადა. 

სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ 1952 წლის 22 აგვისტოს მიესაჯა თხუთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა. მოკვდა ბუტირკის ციხეში 1953 წლის 2 ივნისს, რეაბილიტირებულია (სიკვდილის შემდეგ) იმავე წელს.  

სამხედრო ჩინები და წოდებანი  

შტაბს-კაპიტანი; 
დივიზიის მეთაური (1936); 
გენერალ-მაიორი (4 ივნისი 1940). 

ჯილდოები 

გიორგის ჯვარი მე-4 ხარისხისა; 
გიორგის იარაღი (1917 წლის ბრძანება არმიისა და ფლოტისათვის); 
წმინდა გიორგის ორდენი მე-4 ხარისხისა (ბრძანება # 676 11-ე არმიაში 1917 წლის 25 სექტემბერს); 
წითელი დროშის ორდენი (1920). 

ლიტერატურა 

Шабанов В. М. Военный орден Святого Великомученика и Победоносца Георгия. Именные списки 1769—1920. (Биобиблиографический справочник). — М.: Русскiй мiръ, 2004. — 922 с. — 3000 экз. — ISBN 5-89577-059-2. 

Черушев Н. С., Черушев Ю. Н. Расстрелянная элита РККА (командармы 1-го и 2-го рангов, комкоры, комдивы и им равные). 1937-1941. Биографический словарь. — М., 2012. — С. 474-476.  

Соловьёв Д. Ю. РККА 1928 командно-начальствующий состав стрелковые дивизии и полки. 2019. ISBN 978-5-04-152523-1[1]. 

მითითებანი 

Биография на сайте «Расстрелянное поколение: 1937-й и другие годы». 
Биография на сайте «Офицеры РИА».


XIV. მიხეილ დიმიტრის ძე ველიკანოვი 

მიხეილ დიმიტრის ძე ველიკანოვი (27 დეკემბერი 1892 /8 იანვარი 1893/, რიაზანის გუბერნიის საპოჟკოვოს მაზრის სოფელი ნიკოლსკოე – 29 ივლისი 1938, მოსკოვი) – საბჭოთა სამხედრო მოღვაწე, მე-2 რანგის არმიის სარდალი (1937). 


                                       მიხეილ დიმიტრის ძე ველიკანოვი

ახალგაზრდობის წლები 

გამოსული გახლდათ სასულიერო წოდებიდან – დაიბადა მედავითნის ოჯახში. გამოირჩეოდა განათლებისაკენ მისწრაფებით, დამოუკიდებლად შეისწავლა ორი უცხო ენა. მუშაობდა საერო მასწავლებლად რიაზანის მაზრის სოფელ ეკშურში. 

პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ გაიწვიეს რუსეთის არმიაში. 1915 წელს დაამთავრა პრაპორშჩიკების ფსკოვის სკოლა. ომობდა ჩრდილოეთის ფრონტზე 12-ე არმიის შემადგენლობაში მყოფი 436-ე ნოვოლადოგის ქვეითი პოლკის შემადგენლობაში. სამხედრო წოდება – პოდპორუჩიკი. 

სამოქალაქო ომი 

1918 წლის თებერვალში შევიდა წითელ არმიაში და დაინიშნა აღმოსავლეთის ფრონტზე კოზლოვსკის შეერთებული რაზმის ბატალიონის მეთაურად, ივნისიდან – ამ რაზმის მეთაურის თანაშემწეა. 1918 წლის ივლისიდან – მე-2 სიმბირსკის პოლკის მეთაურია აღმოსავლეთის ფრონტზე. მის სახელთანაა დაკავშირებული წითელი არმიის ერთ-ერთი პირველი მსხვილი გამარჯვება, რომელმაც 1918 წლის დეკემბერში დამფუძნებელი კრების კომიტეტის სახალხო არმიის ჯარებს დამარცხება აგემა და სიმბირსკს დაეუფლა. 

1918 წლის დეკემბრიდან მეთაურობდა ბრიგადას 24-ე სიმბირსკის რკინის მსროლელ დივიზიაში, თავი გამოიჩინა ურალსკის აღებისას 1919 წლის იანვარში. 1919 წლის თებერვალ–მარტში დროებით მეთაურობდა ლეგენდარულ 25-ე მსროლელ დივიზიას, როცა მისი უწინდელი მეთაური ვასილ ივანეს ძე ჩაპაევი მუშურ-გლეხური წითელი არმიის (მგწა) სამხედრო აკადემიაში სასწავლებლად იმყოფებოდა. 1919 წლის მარტ–აპრილში ჯარების უფის ჯგუფს მეთაურობდა. 1919 წლის აპრილ–ივნისში – ორენბურგის თავდაცვის ჯარების ჯგუფის სარდალია, თავი გამოიჩინა ორენბურგის ატამანის გენერალ ა. ი. დუტოვის ჯარებისგან ქალაქის 70-დღიანი თავდაცვის დროს. 

1919 წლის ზაფხულში გადაისროლეს სამხრეთის ფრონტზე გენერალ ა. ი. დენიკინის არმიის წინააღმდეგ და დანიშნეს 20-ე მსროლელი დივიზიის უფროსად. იქ ასევე თავი უნარიან მეთაურად წარმოაჩინა. 1920 წლის თებერვალში ეგორლიკის ოპერაციაში ველიკანოვის დივიზია ოპერატიულად დაექვემდებარა 1-ლი ცხენოსანი არმიის სარდალს ს. მ. ბუდიონის და დიდი როლიც ითამაშა მოწინააღმდეგის განადგურებაში. შემდგომში ჩრდილოეთ კავკასიაში მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში. მონაწილეობას ღებულობდა დარუბანდის, პეტროვსკის, თემირ-ხან-შურას აღებაში. 

1920 წლის მაისში თავი გამოიჩინა აზერბაიჯანის დაპყრობის ოპერაციასა და მუსავატისტური მთავრობის ლიკვიდაციაში. 

ხელმძღვანელობდა ანტისაბჭოთა ამბოხების ჩახშობას განჯაში 1920 წლის 22 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით პერიოდში. 

1921 წლის იანვარ–მარტში – მონაწილეობდა საბჭოთა რუსეთ–საქართველოს ომში. ასევე ღებულობდა მონაწილეობას ბრძოლებში დაშნაკების ჯარებთან (ერივანის ოპერაცია) 1921 წლის მარტიდან მაისის ჩათვლით, იყო რა ერივანის მიმართულების ჯარების ჯგუფის სარდალი. 

ომისშემდგომი დრო 

1922 წელს დაამთავრა მგწა-ის უმაღლესი საკომანდო შემადგენლობის სამხედრო-აკადემიური კურსები. 1922 წლის 12 სექტემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით მეთაურობდა 1-ლ კავკასიის მსროლელ დივიზიას, შემდეგ – მსროლელ კორპუსს. 1923 წლიდან – ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოკრუგისა და ვოლგისპირეთის სამხედრო ოკრუგის სარდლის თანაშემწეა. რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკებისა) წევრია 1924 წლიდან. 1928 წელს დაამთავრა უმაღლესი საკომანდო შემადგენლობის სრულყოფის კურსები მ. ვ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში. 1928 წლიდან თანამიმდევრულად გახლავთ ციმბირის სამხედრო ოკრუგის, შუა აზიის სამხედრო ოკრუგის, მოსკოვის სამხედრო ოკრუგის ჯარების სარდლის თანაშემწე. 1930 წლიდან – ისევ ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოკრუგის ჯარების სარდლის თანაშემწეა. 

1933 წლიდან – შუა აზიის სამხედრო ოკრუგის ჯარების სარდალია. 1935 წლის ნოემბერში მიენიჭა პერსონალური წოდება კორპუსის მეთაური. 1937 წლის ივნისიდან – იმიერბაიკალეთის სამხედრო ოკრუგის ჯარების სარდალია. 1937 წლის 15 ივნისს ველიკანოვს მიენიჭა სამხედრო წოდება მე-2 რანგის არმიის სარდალი. სსრკ თავდაცვის სახალხო კომისართან (თანამედროვე ტერმინოლოგიით, თავდაცვის მინისტრთან – ი. ხ.) არსებული სამხედრო საბჭოს წევრია (1934¬1937). 

რეპრესიები 

1937 წლის 28 ნოემბერს მოხსნილია დაკავებული თანამდებობიდან, და 20 დეკემბერს კი – დაპატიმრებული. აღნიშნული იყო მგწა-ის 138 მხედართუფროსის სიაში, რომლებიც ექვემდებარებოდნენ დახვრეტას პირველი კატეგორიის მიხედვით. ეს სია სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის ი. ი. ეჟოვის მიერ იქნა 1938 წლის 26 ივლისს გაგზავნილი ი. ბ. სტალინის სახელზე და წერილობით სანქცირებული ი. ბ. სტალინისა და ვ. მ. მოლოტოვის მიერ. 1938 წლის 29 ივლისს სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა და იმავე დღეს იქნა დახვრეტილი. სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 1956 წლის 1 სექტემბრის განსაზღვრებით რეაბილიტირებულია. 

ჯილდოები 

წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ჯვარი დაფნის ტოტით (109-ე ქვეითი დივიზიის ბრძანება 26.10.1917 წ.) 
წითელი დროშის ორდენი (30.05.1920) 
აზერბაიჯანის სსრ წითელი დროშის ორდენი (1921) 
სომხეთის სსრ წითელი დროშის ორდენი (28.10.1924) 

ხსოვნა 

მისი სახელი მიენიჭა ქუჩას ორენბურგში 
მისი სახელი მიენიჭა შესახვევს ულიანოვსკში 1967 წელს 
მისი სახელი მიენიჭა ქ. რიაზანის მოსკოვის რაიონის ქუჩას 

ლიტერატურა 

Черушев Н. С., Черушев Ю. Н. Расстрелянная элита РККА (командармы 1-го и 2-го рангов, комкоры, комдивы и им равные): 1937—1941. Биографический словарь. — М.: Кучково поле; Мегаполис, 2012. — С. 24-26. — 496 с. — 2000 экз. — ISBN 978-5-9950-0217-8. 

Вавилон — «Гражданская война в Северной Америке» / [под общ. ред. Н. В. Огаркова]. — М. : Военное изд-во М-ва обороны СССР, 1979. — 654 с. — (Советская военная энциклопедия : [в 8 т.] ; 1976—1980, т. 2). 

Великанов, Михаил Дмитриевич // Гражданская война и военная интервенция в СССР. Энциклопедия / Хромов С. С. (отв. ред.). — Москва: Советская энциклопедия, 1983. — С. 88. — 704 с. — 100 000 экз.; 


XV. დიმიტრი პეტრეს ძე ჟლობა 

დიმიტრი პეტრეს ძე ჟლობა (3 ივნისი /15 ივნისი/ 1887 – 10 ივნისი 1938) – საბჭოთა მხედართუფროსი, სამოქალაქო ომის მონაწილე. 


                                              დიმიტრი პეტრეს ძე ჟლობა

ბიოგრაფია 

დიმიტრი ჟლობა დაიბადა 1887 წლის 3 ივნისს (15 ივნისს) კიევში უკრაინელი მოჯამაგირის (სხვა ცნობებით – მუშის) ოჯახში. 1905–1907 წწ. რუსეთის პირველი რევოლუციის მსვლელობისას შედგებოდა მუშების დრუჟინაში (რაზმში – ი. ხ.) ქალაქ ნიკოლაევში. თვითსწავლით აითვისა მაღაროს აღჭურვილობასთან მუშაობის უნარ-ჩვევები და მემანქანედ მუშაობდა დონბასის მაღაროებში. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ განთავისუფლებულ იქნა გაწვევისაგან როგორც კვალიფიციური მუშა. იქნა რა დაპატიმრებული 1916 წლის მაისში გორლოვო-შჩერბინოვოს გაფიცვაში მონაწილეობისთვის, იგი პოლიტიკურად არასაიმედო პირთა ფრონტზე გაგზავნის შესახებ კანონის შესაბამისად არმიაში გაიწვეიეს, თუმცა სანგრებში კი არ აღმოჩნდა, არამედ იმ ხანებში პრესტიჟულ მოსკოვის ავიასკოლაში ხოდინის ველზე. 1917 წელს ის სამხედრო მოტორისტის სპეციალობით დაასრულა და უმცროსი უნტერ-ოფიცრის წოდებაც მიიღო. 

რსდმპ(ბ)-ის (რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის /ბოლშევიკებისა/ – ი. ხ.) წევრი გახლდათ 1917 წლიდან. თებერვლის რევოლუციის შემდეგ მოსკოვის საბჭოს წევრად იქნა არჩეული ავიატორთა სკოლიდან. მეთაურობდა წითელგვარდიელების რაზმს მოსკოვში ოქტომბრის შეიარაღებული აჯანყების დროს, აწარმოებდა საბრძოლო მოქმედებებს იუნკრების წინააღმდეგ, რომლებმაც კრემლი დაიკავეს. 

1917 წლის ბოლოს გაიგზავნა სამხედრო კომისრად დონბასში, შექმნა მეშახტეთა წთელგვარდიული რაზმი, რომლითაც მონაწილეობდა ბრძოლებში დონბასსა და კიევში (1918-ის იანვარი). 1918 წლის გაზაფხულზე მონაწილეობდა როსტოვის თეთრებისაგან დაცვაში (წარუმატებლისა). 

1918 წლის გაზაფხულზე და ზაფხულში ჩრდილო-კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკის არმიის ერთ-ერთი მეთაურია. მეთაურობდა პოლკს, ბრიგადასა და „ფოლადის“ დივიზიას თეთრგვარდიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში ყუბანზე და ჩრდილოეთ კავკასიაში. 1918 წლის ოქტმბერში, ეჩხუბა რა ჩრდილოეთ კავკასიის 11-ე წითელი არმიის მთავარსარდალს სოროკინს (სოროკინი, ივანე ლუკას ძე) ჟლობამ თავისი დივიზია კავკასიის ფრონტიდან ცარიცინის ფრონტზე წაიყვანა. „ფოლადის“ დივიზიამ ნევინომისკის სადგურიდან ცარიცინამდე 800-კმ ლაშქრობა შეასრულა და 15 ოქტომბერს გენერალ პ. კ. კრასნოვის ჯარების ზურგს დარტყმა მიაყენა, რითაც ცარიცინის დამცველებს გადამწყვეტი დახმარება აღმოუჩინა და ქალაქიცჩაბარებისგან იხსნა. მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებებში მახნოს აჯანყებულთა არმიის წინააღმდეგ. 1919 წელს მეთაურობდა საგანგებო პარტიზანულ რაზმსა და კასპია-კავკასიის ფრონტის ჯარების ჯგუფს ასტრახანთან, საკავალერიო ბრიგადას ბორის დუმენკოს 1-ლი ცხენოსანი კორპუსის შემადგენლობაში, მონაწილეობდა რა ნოვოჩერკასკის განთავისუფლებაში (1920 წლის იანვარი). 1920 წლის თებერვლიდან 1-ლი ცხენოსანი კორპუსისა და ცხენოსანი ჯგუფის მეთაურია, რომლებიც 1920 წლის ზაფხულში მოქმედებდნენ ვრანგელის ჯარების წინააღმდეგ. ბრძოლების შედეგად ჟლობას ცხენოსანი ჯგუფი განადგურებულ იქნა, ხოლო იგი კი მეთაურობას ჩამოაშორეს (შეცვალეს ოკი გოროდოვიკოვით). 1921 წლის მარტში მეთაურობდა 18-ე საკავალერიო დივიზიას, რომელმაც ძნელი გადასვლა შეასრულა კოდორის უღელტეხილის გავლით და ტფილისში მთავრობა ძალაუფლებას ჩამოაშორა. ამის კვალდაკვალ დივიზიამ ბათუმი თურქული ჯარებისგან გაათავისუფლა და აჭარა საქართველოს შემადგენლობაში შეინარჩუნა. 

დაჯილდოვებულია ორი წითელი დროშის ორდენით (პირველით – 1-ლი ცხენოსანი კორპუსის ჯარების უნარიანი ხელმძღვანელობისა და პირადი მამაცობისთვის, მეორე – საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისას თავის გამოჩენისთვის /за боевые отличия при установлении Советской власти в Грузии/) და რევოლუციური ოქროს იარაღით. 

დემობილიზაციაში გაუშვეს 1923 წელს, იმყოფებოდა სამეურნეო სამუშაოზე. ხელმძღვანელობდა დამშეულთა დახმარების კომიტეტს, შემდეგ კი შიმშილის შედეგებთან ბრძოლის კომიტეტს. 1925 წლიდან კომისიის თავმჯდომარეა ბავშვების ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესების საქმეში ჩრდილოეთ კავკასიაში, შემდეგ დემობილიზებული წითელარმიელებისა და ყოფილი წითელი პარტიზანებისთვის დახმარების კომისიის წევრია, ჩრდილოკავკასიის სამხარეო აღმასკომის წევრი. 1927 წლიდან სათავეში ედგა სამხარეო კოლმეურნებათა გაერთიანებას. 1928 წლიდან კომისიის მიერ ყუბანის ოლქში (ოკრუგში) პურის დამზადების მდგომარეობის შემოწმების შემდეგ რიგი მუშაკების რიცხვში მოხსნილია თანამდებობიდან, იმყოფებოდა ხანგრძლივ შვებულებაში და ცხოვრობდა სტანიცა პავლოვსკაიაში. 1929 წელს დაყენებულია „პლავსტროის“ სათავეში (შემდგომში გადაერქვა „ყუბრისოსტროი“), რომლის ამოცანაშიც შედიოდა სამელიორაციო სამუშაობის ჩატარება ყუბანში ლელიანი ადგილების ამოსაშრობად. 

დაპატიმრებულ იქნა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ 1937 წლის აპრილში მოსკოვში მივლინების დროს როგორც „ყუბანზე აჯანყებულთა მთავარი ორგანიზატორი და მეთაური“. 

1938 წლის 10 ივნისს კრასნოდარში სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელ სესიაზე მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა ქონების კონფისკაციით. იმავე დღეს ჟლობა და საქმის სხვა ფიგურანტები დახვრეტილ იქნენ. 

რეაბილიტირებულია 1956 წლის 30 მაისს დანაშაულის შემადგენლობის არარსებობასათან დაკავშირებით. 

ოჯახი 

ცოლმა, დარია მიხეილის ასულმა პრიკაზჩიკოვამ (მოკვდა 1967 წელს), მთელი ომი გაატარა ქმართან ერთად. ქორწინებაში ორი შვილი დაიბადა (1913 და 1914 წლებში) – ვაჟიშვილი კონსტანტინე (მოკვდა 1991 წელს) და ქალიშვილი ლიდია, რომლებიც ასევე იქნენ დაპატიმრებული დედასთან ერთად, განთავისუფლდნენ 1856 წელს, დიდხანს იცოცხლეს, ჰყავდათ შთამომავლობა. 

საინტერესო ფაქტები 

სტანიცა პაშკოვსკაიაში წითელარმიელებმა დივიზიის უფროსს საჩუქრად მიართვეს გენერალ ა. გ. შკუროს (შკურო, ანდრია გრიგოლის ძე) პირადი ნივთები (ეკიპაჟი, სახელობითი ოქროს იარაღი – ხანჯალი და ხმალი, ყავისფერი ბეშმეტი და კარაკულის ფაფახი). 

1920-იან წლებში ჰყავდა კომპანია „ჰარლეი-დევიდსონის“ მიერ გამოშვებული საკუთარი მოტოციკლეტი, რომლითაც მგზავრობდა ქვესაუწყებო ობიეტებზე და მოგზაურობდა. 

„ფოლადის“ დივიზიის წითელარმიელებმა შექმნეს „სიმღერა ამხანაგ ჟლობას“, რომელსაც ასრულებდნენ პირველი მსროლელი დივიზიის, ჟლობას სახელობის პირველი ქვეითი პოლკის ფეხოსნები. სიმღერა ჩაწერილ იქნა სტანიცა სტაროდერევიანსკაიაში 1959 წლის აგვისტოში ვეტერინარული ფერშლის მიხეილ ივანეს ძე დიმჩენკოსაგან: 

Бесстрашный, отважный, товарищ наш Жлоба, 
Нам слава твоя дорога. 
Ты белым опасен, в глазах твоих злоба, 
Ты вихрем летишь на врага. 

Поклялся ты бедным: рабочим, крестьянам, 
Готов за народ умереть, 
Несешь ты победу… Буржуям, тиранам 
Несешь ты бесславную смерть… 

1923 წლის 6 აპრილს დაბა ზარეჩნიში სტანიცა ბელორეჩენსკაიას მახლობლად გაიხსნა დ. პ. ჟლობას სახელობის ბავშვთა კოლონია, რომელმაც უფრო ადრე არსებული ორი ბავშვთა სახლი გააერთიანა. დღესდღეობით აქ რუსეთში სასჯელთა აღსრულების ფედერალური სამსახურის სამმართველოს ბელორეჩენსკის სააღმზრდელო კოლონიაა განლაგებული კრასნოდარის მხარეში. 

ხსოვნა 

ჟლობას ქუჩა სტანიცებში პოლტავსკაია, პავლოვსკაია, სტაროლეუშკოვსკაია, ლენინგრადსკაია, აგრეთვე ბელორეჩენსკში, ვოლგოგრადში, კრასნოდარში, გორლოვკაში, გორიაჩი კლუჩში. 

ჟლობას ქუჩა დაბა ქვემო კრინკაში. იქვე გაკეთებულია მემორიალური დაფაც. 

ჟლობას შესახვევი დონის-როსტოვში. 

ჟლობას სახელობის სოფელი – 1937 წლამდე სოფლის სახელწოდება ოკტიაბრსკოე როსტოვის ოლქის ზერნოგრადის რაიონში. 

იხ. ასევე 

ჟლობას ცხენოსანი ჯგუფის განადგურება 

წყაროები 

Жлоба, Дмитрий Петрович на «Родоводе». Дерево предков и потомков 

ლიტერატურა 

Большая советская энциклопедия / Жлоба 
Саенко Я. Д. Дмитрий Жлоба. Изд. 2-е. Краснодар, 1974. 
Ольга Морозова Легендарный командир Стальной дивизии Дмитрий Жлоба (1887—1938) — глазами своих бойцов 


მასალები მოიძია, თარგმნა და ბლოგზე გამოქვეყნებისთვის 
მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა