Sunday, December 21, 2014

აკადემიკოსი დუბროვინი აღა-მაჰმად-ხანის მოკვლისა და იმპერატორ პავლე I-ის ერეკლე მეფესთან მოლაპარაკებათა შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ნიკოლოზ დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ III. С-Петербургъ, 1886/ შესაბამისი თავის თარგმანს)

თავი IX. 

(საქართველოს მდგომარეობა იმპერატორ პავლე I-ის ტახტზე ასვლისას. – შიშები საქართველოში სპარსელთა ახალ შემოჭრაზე. – აღა-მაჰმად-ხანი შუშაში. – მისი მოკვდინება. – იმპერატორ პავლე I-ის ურთიერთობა და მოლაპარაკებები საქართველოს მეფესთან.)

ცნობამ იმპერატორ პავლე I-ის ტახტზე ასვლის შესახებ აიძულა ერეკლე მეფე 1797 წლის დასაწყისში ს.-პეტერბურგში სრულუფლებანი მინისტრის სახით თავადი გარსევან ჭავჭავაძე გამოეგზავნა. წარმოგზავნილი ჩვენს კარზე ორი სიგელით გამოცხადდა, რომლებშიც საქართველოს მეფე, ულოცავდა რა იმპერატორს, ამასთან ერთად ამბობდა, რომ თავისი ელჩი გამოგზავნა “ჩემი, ჩემი სახლისა და ამასთან მთელი ჩემი სამეფოს თქვენი მაღალი საიმპერატორო უდიდებულესობის მფარველობის ქვეშ შემოვრდომის გამოსათქმელად” (Письма Ираклiя императору Павлу I отъ 3-го февраля и 16-го апреля 1797 г.).

აპრილის თვეში თავადი ჭავჭავაძე უკვე ს.-პეტერბურგში იმყოფებოდა და ითხოვდა ჩვენი ჯარების საქართველოში დანიშვნას იმისთვის, რათა აღა-მაჰმად-ხანისგან ახალი თავდასხმა და აოხრება არ განეცადათ და საერთოდ გარეშე მტრებისგან მხარის უზრუნველყოფისა და საქართველოზე რუსეთის მფარველობის განმტკიცებისთვისაც (Письма князя Чавчавадзе къ князю Безбородко 28-го апреля 1797 г.). მალევე თავად ერეკლეც სთხოვდა იმპერატორ პავლეს მისთვის 4.000 ადამიანის გაგზავნას აღა-მაჰმად-ხანის მიერ დატყვევებისგან ქრისტიანების დასაცავად, რომელიც ახალი აოხრებით იმუქრებოდა და ერეკლეს თავის ფირმანს უგზავნიდა, “ვისაც მთელი სამყარო ემორჩილება”.

ჩვენი ჯარების უკან დახევა და რუსეთის ფარგლებში მათი დაბრუნება აღა-მაჰმად-ხანისთვის ზეიმი და მისი უცხოველესი სიხარული გახლდათ. იგი იჩქაროდა, რომ საკუთარი თავი გამარჯვებულად წარმოედგინა და თავისთვის დაუმსახურებელი წარმატებები მიეწერა.

“თქვენთვის უცნობი არ არის, წერდა იგი დაღესტნელებს, თუ როგორი წარმატება მაქვს ხორასანში, და თქვენ საკმარისად შეგიძლიათ იხილოთ, რომ რუსული ჯარი, შეეშინდა რა ჩემგან მოსალოდნელი ძლევისა, იძულებული შეიქნა არცთუ მცირე გაუბედაობითა და მოშლილობით უკანვე დაბრუნებულიყო. გჯეროდეთ, რომ მე მალე ადერბაიჯაბში ვიქნები და ჩემდამი მორჩილებს ჩემს წყალობას არასოდეს მოვაკლებ, მოწინააღმდეგეთ კი მკაცრად დავსჯი. ამიტომ გაცნობებთ კიდეც ამის მეშვეობით, რათა ჩემდამი ერთგულებმა საკუთარი თავი მოწინააღმდეგეთაგან ჯეროვნად განასხვაონ და თავიანთი მდგომარეობის შესახებ მე მაცნობონ, რომელთაც ჩემი დახმარების გარეშე არ დავტოვებ და ისინი მშვიდად იცხოვრებენ”.

ამის კვალდაკვალ შემდეგ მსგავსი ფირმანი საქართველოშიც იქნა გამოგზავნილი. წარმოგზავნილის ტფილისთან მოახლოებისას, ხალხმა როგორც კი ის კარებთან დაინახა, უნდოდა ქვებით ჩაექოლა, მაგრამ სიროხნევის მიერ იქნა შეჩერებული, რომელიც მაშინ საქართველოდან ჯერ კიდევ არ გამოსულიყო. რუსული ჯარების ბადრაგით სპარსელი ელჩი ერეკლე მეფესთან იქნა მიყვანილი, რომელსაც გადასცა კიდეც თავისი მბრძანებლის ფირმანი.

“რუსები, წერდა აღა-მაჰმად-ხანი თავის ფირმანში, ყოველთვის ვაჭრობას ეწეოდნენ (всегда промышляли торгомъ и купечествомъ), მაუდსა და კარმაზინს ყიდდნენ, და არავის უნახავს, რომ მათ ოდესმე ხმლის, შუბისა და სხვა მხედრული იარაღის მოხმარება შეძლებოდეთ. 

როცა ახლა მათ გაბედეს იმ ოლქების ფარგლებში შემოსვლა, რომლებიც ჩვენი სამპყრობელოს (დერჟავის) ქვეშ შედგებიან, მაშინ ჩვენც ჩვენი უზენაესი ფიქრები მაგ მხარეს მოვმართეთ, და ჩვენი უბედნიერესი დროშებიც მოვაბრუნეთ, რათა ისინი დაგვესაჯა და გაგვეჟლიტა. ისინი კი, შეიტყვეს რა ჩვენი ასეთი განზრახვის შესახებ, თავიანთ საზიზღარ მიწაზე დაბრუნდნენ. ჩვენ სახელმწიფო მზერა ჭვრეტს იმას, ვინ უნდა დავსაჯოთ, ვინ გაწყვიტოთ, და ამისთვის ჩვენი დიდებული სხივებით ჩვენ ეს მხარე გავანათეთ. ამ ქვეყნებში და ველებზე დედამიწა ჩვენი ჯარების კარვებით იქნება მოფენილი, და რადგანაც თქვენი უმაღლესობა სპარსეთის იმპერიაში მთავარია თავისი გვარითა და ღირსებით (достоинство), რაც თქვენ ჩვენს მოწყალე თვალში პატივისცემასა და ღირსებას (честь) გძენთ, ამიტომ ამით გატყობინებთ ძველი დროიდან აქამომდე თქვენდამი ჩვენი ყოვლადმოწყალე დამოკიდებულებისა და წყალობის შესახებ, რომელიც თუ მყარად ინახებოდა ჩვენს მეფურ გულში, ახლაც წყალობათა და კეთილმოსურნეობის გადმოღვრის გარდა სხვა არაფერს საკუთარ თავში არ ინახავს. იმ შემთხვევის მიზეზი კი, რომელიც ახლახანს თქვენ დაგემართათ, თავად თქვენი უმაღლესობაა, ხოლო რადგანაც ჩვენი გულმოწყალება ყველგან ცოცხლდება და გულიც უმართლმსაჯულებრივესად არის განწყობილი, ამიტომ თქვენს უმაღლესობასა და თქვენს ვაჟებს თქვენი დამსახურებით შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა ჩვენი სამეფო საგანძურიდან და ჩვენი საგანგებო წყალობაც დაიმსახუროთ. ამიტომ შეგიძლიათ კიდეც ჩვენს სამეფო კარებს თქვენთვის გაღებულად თვლიდეთ; რის შედეგადაც თქვენ უნდა იყოთ ჩვენს სამსახურში, და შეგიძლით თქვენ ან ვინმეს თქვენს ძეთაგან შიშის გარეშე გამოემგზავროთ ჩვენი სამეფო ზღურბლისკენ, სადაც მიიღებთ კიდეც ჩვენგან სხვადასხვანაირ წყალობებს. ხოლო რაც ამის მეშვეობით თქვენ გებრძანათ და დაგევალათ, თუ ამას არ შეასრულებთ, მაშინ თავად იცით, თუ ამას რა მოჰყვება”.

ასეთი მუქარების დროს ერეკლე მეფეს მხოლოდ ერთი რუსთაგან დაცვის იმედიღა დარჩენოდა. ნებართვამ, რომ ტფილისში პოდპოლკოვნიკ სპეშნევის უფროსობით იქ მყოფი ორი ბატალიონი დაეტოვებინათ, ქვეყანაში საყოველთაო სიხარული გამოიწვია (Письмо изъ Грузიи къ князю Чавчавадзе 16-го мая 1797 года)

ტფილისში ეს ცნობა 7 მაისს იქნა მიღებული და ერთდროულად იმავე დღეს ქალაქის ყველა ეკლესიაში ლოცვითი მსახურება იქნა აღსრულებული “ყველა მცხოვრების გამხნევებისთვის”. გამხნევება აუცილებელი იყო ქართველებისთვის, განსაკუთრებით კი ახლა, როცა შაჰმა რამდენიმე დღის შემდეგ ერეკლეს თავისი ელჩი გამოუგზავნა, მბრძანებლური მოთხოვნით, რომ აეღო წერილობითი ვალდებულება შაჰის მორჩილი ყოფილიყო, და დაპირება, რომ ამის მეტს მისგან არაფერს მოითხოვდნენ. თავის ძიებათა უფრო მეტი წარმატებისთვის, სპარსეთის მბრძანებელი, თითქოსდა სხვათა შორის წერდა ერეკლეს, რომ თავად იგი მრავალრიცხოვანი ჯარით დგას მიანში, თავრიზის მახლობლად. ერეკლეს კიდევ ეშინოდა შაჰისა, რომელიც სასტიკად მოიქცა საქართველოში შემოსევისას და ზუსტად ასევე მოქმედებდა ახლა საქართველოს მეზობელი სხვა ხანებისა და მფლობელთა მიმართაც.

ასე აღა-მაჰმად-ხანმა ბრძანა, რათა ბამბაკსა და ბორჩალოში მცხოვრებნი ერევნის ხანს დამორჩილებოდნენ და მისი სამსახურისთვის მზად ყოფილიყვნენ, ყაზახები და შამშადილელები კი განჯის ხანის მორჩილებაში ყოფილიყვნენ. ნახჭევნის ხანს მან თავიდან თვალები ამოთხარა, ხოლო შემდეგ კი “ჯოხების ცემით” სული ამოხადა; ზუსტად ასევე მოექცა ხოის ხანსაც; განჯელი ჯავად-ხანი თავისთან გაიწვია, ხოლო მის ადგილზე კი სხვა დანიშნა; ერევნის ხანს ჩამოხრჩობას დაპირდა, თუ იგი 500.000 მანეთს არ გადაიხდიდა. ხანმა 200.000 მანეთი გადაუხადა, ხოლო დანარჩენის გადასახდელად კი თავის უძრავ ქონებას ჰყიდდა. ნახჭევნის მცხოვრებნი ყველანი გაძარცვულნი იყვნენ, ხოლო ბევრი მათგანი კი აღა-მაჰმად-ხანმა სად გადაასახლა, არავინ იცოდა. ეს საქციელი აიძულებდა საკუთარი თავის გამო შიში ჰქონოდათ როგორც ქართველებს, ისე თავად მათ მეფეს ერეკლე II-საც.

იმპერატორ პავლე I-ის დაგვირგვინებამ და ამ შემთხვევის გამო მისმა მოსკოვში ყოფნამ ჩვენი კარის მოლაპარაკებები საქართველოს ელჩთან გარკვეული დროით შეაჩერა. მხოლოდ ივნისის თვეში შეძლო თავადმა ჭავჭავაძემ თავისი თხოვნის იმპერატორ პავლე I-დმი წარდგენა. იგი ითხოვდა: 1) საქართველო რუსეთის მფარველობის ქვეშ მიეღოთ; 2) ტახტის მემკვიდრედ, თავად ერეკლეს დანიშვნის მიხედვით, პირველი ქორწინებიდან მისი ძე, გიორგი დაემტკიცებინათ, და “მეფისა და ხალხისთვის, სახელმწიფოს სამართავად, სრულიად რუსეთის კანონი მიეცათ, რათა ამით უძველესი დროიდან შემოპარული აზიური უსამართლოებანი ამოეძირკვათ, რომლებიც მართლმადიდებელი ქრისტიანული აღმსარებლობისთვის მავნე და საწინააღმდეგო გახლდათ”. («Дать царю и народу всероссიйскiй законъ, для управленiя государствомъ, дабы онымъ исторгнуть некоторыя, вкравшiяся издревле, азიятскiя несправедливости судопроизводства, служащiя во вредъ и противность православному христiанскому исповеданiю».)

ერეკლე ითხოვდა მისი ძეებისა და შვილიშვილების რუსულ სამსახურში მიღებას და, ხალხის სახელით, შუამდგომლობდა რუსული ჯარებისთვის ბრძანების მიცემაზე დარჩენილიყვნენ საქართველოში იმ დრომდე, სანამ მასში არეულობანი და ძარცვა-რბევა არ შეწყდებოდა. მხარის დაწყნარებისა და არეულობათა შეწყვეტის შემდეგ კი, თავადი ჭავჭავაძე იმდენი ჯარის დატოვებას ითხოვდა, რამდენსაც იმპერატორი ინებებდა, დაპირებით, რომ მეფე “არანაირად არ გათავხედდება მასთან მყოფი რუსული ჯარები, საგანგებო ბრძანების გარეშე, საქართველოს საზღვრებს გარეთ გამოიყენოს და თავის მეზობლებთან ურთიერთბებშიც ყველაზე უფრო მეგობრულად მოიქცევა და იმდენად დიდხანს, რამდენადაც მას ამის გაგრძელებას უბრძანებენ. თავად კი არაფრის გამო და არავისთან ვერანაირი საქმის დაწყებას ვერ გაბედავს მასზე მაღალმონარქიული ნების გარეშე და ყველანაირად დაიწყებს საშუალებათა გამოძიებას, რომ მეზობლებთან მშვიდობიანად, მეგობრულად და თანხმობით იცხოვროს” (... царь «никакъ не дерзнётъ находящагося у него россiйскаго войска, безъ особаго повеленiя, употребить вне границ Грузiи и съ соседями своими будетъ обращаться самымъ дружественнымъ образомъ и столь долго, сколько то угодно будетъ повелеть ему продолжать. Самъ же собою ни изъ чего и ни съ кемъ никакого дела начать не отважится безъ высокомонаршей на то воли и всячески будетъ изыскивать средства жить съ соседями его мирно, дружелюбно и согласно») (Донесенiе князя Гарсевана Чавчавадзе Государю Императору 11-го iюня 1797 года).

ერეკლე, რომლისაც მთელს ამიერკავკასიას სჯეროდა, როგორც დაუმარცხებელი ადამიანისა, ახლა რუსულ ჯარებს საჭიროებდა, როგორც საკუთარი დაცვისთვის, ისე თავის ხალხისა და სამეფოს დაცვისთვისაც. თავად ჭავჭავაძის სიტყვებით, ქართველებისთვის აუცილებელი იყო რუსული ჯარი, “როგორც ერთგვარი ფარი”, როგორც მცხოვრებთა გამხნევება მათ მშვიდ და უსაფრთხო ცხოვრებაში. ის აუცილებელი იყო თითოეულის თავის ვალდებულებებში შენარჩუნებისთვისაც, როგორც დაცვა და მათი მოთვინიერება, რომლებიც საერთო სიწყნარისა და სიმშვიდის შერყევას ან დარღვევას მოისურვებდნენ. 

ყველა ამ უმთავრესი თხოვნის ზევით, საქართველოს ელჩი რწმუნებული იყო ჩვენი მთავრობისთვის ეთხოვა:

1) რუსეთის გამგებლობაში მიეღოთ კახეთსა და ქართლში არსებული ყველა ციხესიმაგრე და იქ, იმპერატორის მიერ დანიშვნით, რუსი უფროსები და კომენდანტები განემწესებიათ; ზუსტად ასევე თავიანთ გამგებლობასა და განკარგულებაში მიეღოთ საქართველოში არსებული მადნების ყველა საბადოც. თავად ჭავჭავაძის სიტყვებით, ამ საბადოებში უხვად იყო ოქრო, ვერცხლი და სხვა ლითონები. მეფე ერეკლეს არ შეეძლო მათით სარგებლობა ისეთი ხალხის არყოლის გამო, ვისაც მათი დამუშავება ეცოდინებოდა; ურჯულოთათვის დასამუშავებლად მათი მიცემისა კი მეფეს ეშინოდა, რათა “ამ გზით ურჯულოები არ გაემდიდრებინა და თავის სამეფოში მაჰმადიანები არ გაემრავლებინა”.

2) საქართველოს მეფე ითხოვდა, ნება მიეცათ ფული ისე მოეჭრა, რომ ერთ მხარეს იმპერატორ პავლე I-ის პორტრეტი (ბარელიეფი) ან მისი სახელის პირველი ასოები ყოფილიყო, ხოლო მეორე მხარეს კი “მეფისა და საქართველოს ნიშანი”, ერთადერთი იმისთვის, რათა “შეძლებოდათ იმის შეცნობა, რომ ეს მონეტა საქართველოში მოიჭრა”. 

საქართველოს ელჩს ჯერ კიდევ ვერ მოესწრო ჩვენი მთავრობის პასუხის მიღება, რომ მთელი საქართველო უკიდურესად იყო შეშფოთებული ცნობით მის საზღვრებთან აღა-მაჰმად-ხანის მოახლოების შესახებ.

სპარსეთის მბრძანებელს არ შეეძლო იმ შეურაცხყოფის დავიწყება, რომელიც მის ღირსებას მიადგა იმით, რომ შუშის უმნიშვნელო ხანმა გაბედა არ დამორჩილებოდა მის ძალაუფლებას და არც მთელი სპარსეთის შაჰად სურდა მისი აღიარება. მრავალრიცხოვანი სპარსული ჯარი 1797 წელს ისევ გამოჩნდა არაქსზე და ყარაბაღის მცხოვრებთა ახალი ძარცვა-რბევა დაიწყო. შუშელმა იბრაჰიმ-ხანმა გადაწყვიტა თავისი სამფლობელო დაეტოვებინა და თავის ოჯახთან და რამდენიმე ბეგთან ერთად ჭარ-ბელაქანში გაქცეულიყო. ორი ათასი მხედარი, საუკეთესო მხედართუფროსების მეთაურობით, გაგზავნილ იქნა აღა-მაჰმად-ხანის მიერ იბრაჰიმის დასადევნებლად და, თუ შესაძლებელი იქნებოდა, მის ხელში ჩასაგდებადაც. თუმცა კი ისინი დაეწიენ გაქცეულს მდინარე თერგზე გადასვლისას, მაგრამ იბრაჰიმ-ხანმა, შეუპოვარი ბრძოლის შემდეგ, შეძლო სპარსელები დაემარცხებინა და მთებში მიმალულიყო (Карабагъ. Соч. Джемаля Джеваншира-Карабаги. Газета «Кавказъ» 1855 г., № 68).

აღა-მაჰმად-ხანმა ყარაბაღის დედაქალაქი, შუშა, ბრძოლის გარეშე დაიკავა და მისი შემოგარენის აოხრება დაიწყო.

ციცაბო კლდის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს დგას ყარაბარელი იბრაჰიმ-ხანის უფროსი ვაჟის, მეჰმედ-ჰასან-აღას, კარეს სახით აშენებული სასახლე. აქ დაესახლა აღა-მაჰმად-ხანი.

“ფართო კარებს შიდა ეზოში შევყავართ. წინა ხედის გაყოლებაზე დახურული გალერეა მიემართება, რომელიც მზის სხივებისგან იცავს მოსასვენებელს, რომელშიც, აწეული სახეებიანი ფანჯრების იქით, რომლებიც სხვადასხვა ფერის შუშებისგანაა შემდგარი, სულ ცოტა ხნის წინ შეიძლებოდა ყარაბაღის მბრძანებლის ნახვა, რომელიც თავის დღეებს რბილ ხალიჩებზე, თავის შინაყმათა შორის უმოქმედობაში ატარებდა...”

სადარბაზო ოთახები შაჰმა თავის კარისკაცებს დაუთმო, თავად კი პატარა ოთახში მიიმალა, რომელიც გარეშე თვალთათვის მიუწვდომელი იყო. მისი საყვარელი ნუქერები, აბას-ბეგი და საფარ-ალი, მეორე ოთახში მოთავსდნენ, რომელიც შაჰის ოთახისგან დერეფნით იყო გამოყოფილი.

პირქუში იყო შაჰის ოთახი, ყოველგვარი ავეჯის გარეშე. “იატაკზე მხოლოდ მდიდრული ხალიჩა იყო დაფენილი, რათა მბრძანებლის ფეხი ქვის ფილებთან ხისტი შეხებისგან დაეცვა, ხოლო კედელთან კი შაჰის იმ ხანებში სახელგანთმული სალაშქრო საწოლი იდგა, რომელიც მას საწოლის სამსახურსაც უწევდა და ტახტისაც, ანუ საპარადო დასაჯდომისა. მარგალიტითა და ძვირფასი ქვებით უხვად მორთული ქსოვილი ამ საწოლს იატაკამდე ფარავდა, ხოლო მის შუაგულში კი იყო მორთულობათაგან თავისუფალი არე მეწამული ხავერდისა, რომელიც ხანის დასაჯდომ ადგილს წარმოადგენდა. აქ ჩვეულებრივ ჯდებოდა ხანი, მორთხმული ფეხებითა და ფართო ხალათში გამოწყობილი, რომელიც წითელი ფერის მდიდრული შალით იყო დაფარული (Ага-Магометъ-ханъ въ Шуше. «Зурна» 1855 г.).

სასახლის წინ სპარსელები ირეოდნენ, ხოლო მოედანზე კი ბანაკად შაჰის გვარდია იდგა. შუშაში ყველაფერი წყნარად იყო; ყველას ეშინოდა შაჰის სიმშვიდე დაერღვია და მისი მახვილი სმენა რაიმეთი შეეწუხებია. ასე გავიდა შვიდი დღე შუშის ციხესიმაგრის დაკავების შემდეგ.

მერვე დღის საღამოს აღა-მაჰმად-ხანი ლოცულობდა, როცა მისი ოთახის ზღურბლზე შეკაკელი სადიკ-ხანი (шекакიйскiй), შაჰის მთელი კავალერიის უფროსი გამოჩნდა.

– როგორ გაბედე შენ, უვარგისო მონავ, ჩემს წინაშე დაუძახებლად გამოცხადება? ჰკითხა განრისხებულმა შაჰმა.

– შენი უღირსი მონა თავისი მბრძანებლის ნებას ასრულებს, რომელიც მე საფარ-ალის ბაგეებით გადმომეცა, პასუხობდა ხანი ათრთოლებული ხმით და მდაბლად ეთაყვანებოდა. 

შაჰმა საფარ-ალის დაუძახა.

– როდის გიბრძანე მე შენ სადიკ-ხანის დაძახება? ჰკითხა შაჰმა შემოსულს.

– ნახევარი საათის წინ.

– სტყუი ძაღლო! წამოიძახა შაჰმა, მიმართა რა დამბაჩის ლულა საფარ-ალის მკერდისკენ, მაგრამ უმალვე დაბლა დაუშვა...

– ვერ გათავხედდება უმნიშვნელო მატლი, წაილუღლუღა საფარმა, იცრუოს ზეციური ღმერთის წინაშე და მისი მიწიერი მზის წინაშე! შეიძლება ბოროტმა სულმა მოატყუა ჩემი სმენა და მე ვერ გავიგე ჩემი მბრძანებლის ბრძანება... შაჰის მონის სიცოცხლე შენს ხელთაა.
– თუ შენს ყურებს მოსმენა არ შეუძლიათ, მაშინ ისინი მე არ მჭირდება... წადი! დაე მოგაჭრან ისინი!

საფარ-ალიზე მბრძანებლის განაჩენი აღასრულეს... დადგა ღამე. “მიაბჯინა რა მზერა ლამპრის სუსტ ალს, შაჰი საწოლზე იწვა, ხოლო მისი სული კი ძალაუფლების მოყვარეობისა და პატივმოყვარეობის ფარგლებში დაფარფატებდა; იგი თავისი მპყრობელობითი (დერჟავული) ძალმოსილების გაზრდაზე ან განმტკიცებაზე ოცნებობდა. 

უეცრად იგი შეიჭმუხნა, იდაყვზე წამოიწია და მიაყურადა. მას მოეჩვენა, თითქოს ჩურჩული და ჩუმი ქვითინი ისმოდა.

განგაშით მოცულმა მან თავის ნუქერებს დაუძახა. ისინი შემოვიდნენ. საფარ-ალი მოჩვენებასავით ფერმკრთალი იყო; თავი მას გასისხლიანებული ხელსახოცებით ჰქონდა შეხვეული. აბას-ბეგს თვალები დავლა დაეხარა...

– შენ ბედავ ტირილს, ქალივით, – უთხრა შაჰმა საფარ-ალის, – როცა შენ დიდი წყალობის გამო უნდა ხარობდე, რომელმაც სიცოცხლე გაჩუქა!... შენ კი, აბას, გაბედე რომ ჩემი მოსასვენებლის ახლოს ხმამაღლა გელაპარაკა და ჩემთვის ძილი დაგეფრთხო... თქვენ ორივენი ზედმეტი ხართ დედამიწაზე, და მზის ამოსვლისას თქვენი თავები დაგორდება. თქვენი მსგავსი კიდევ რამდენიმე ნაძირალა არის. ხვალ მე საშინელ სასამართლოს გავმართავ ყველაზე და თქვენი თავის ქალებისგან მინარეთს ავაშენებ, შამქორის მინარეთის მსგავსს... მოისმინეთ? წადით!...”

პარასკევის ღამის დადგომის გამო, რომელსაც, ჩვეულებრივ, ლოცვას უძღვნიდა, შაჰმა, აუცილებლობის გამო, თავისი განაჩენი მომდევნო დილამდე გადადო. შაჰმა დაიძინა, მაგრამ მის ნუქერებს არ ეძინათ, რომლებმაც იცოდნენ, რომ შაჰი თავის სიტყვებს არ გადათქვამდა. ან მოთმინებით უნდა დალოდებოდნენ თავიანთ ხვედრს და დილით სიცოცხლეს გამომშვიდობებოდნენ, ან კიდევ თავიანთ უბედურებებში დამნაშავისთვის სიცოცხლე მოესწრაფათ. ნუქერებმა უკანასკნელი გადაწყვიტეს.

ხანჯლებით შეიარაღებულნი, ისინი ჩუმად გამოვიდნენ დერეფანში და აბრეშუმის ფარდის წინ გაჩედრნენ, რომელიც მბრძანებლს ოთახში შესასვლელს ფარავდა.

ღრმა სიჩუმე, მბრძანებლის უძრაობა მისი ღრმა ძილის შესახებ მოწმობდა. “ფრთხილად შეეხო აბასი ფარადს, აბრეშუმმა გაიშრიალა. ხელი გაუშეშდა შეშინებულს, სუნთქვა გაუჩერდა მკერდში, გული კი ისე ძლიერ აუძგერდა, თითქოს მძინარე მსხვერპლის გაღვიძება სურდა. მკვლელებმა ერთმანეთს შეხედეს. მათ მზერაში ორი გრძნობის ბრძოლა გამოიხატა, რომლებიც ადამიანში ყოველთვის განუყოფელია: შიშისა და თვითშენარჩუნების გრძნობებისა. მაგრამ ბრძოლა დიდხანს არ გაგრძელებულა: თვითშენარჩუნების გრძნობამ იზეიმა.

“საფარ-ალიმ უფრო გაბედულად ჩაავლო ხელი ფარადს, და მისმა სწრაფმა მზერამ საძინებლის სიღრმეში შეაღწია. ვერცხლის ლამპრიდან ამოსული პატარა ალი სუსტი ციმციმით ანათებდა შაჰს, რომელიც ღრმა, მშვიდ ძილში იყო ჩაძირული.

უხმაუროდ მისრიალებდა რბილ ხალიჩაზე ფეხი, რომელსაც შალის წინდა ემოსა. ორი მკვლელი, მათი შურისძიებისთვის განწირულის საწოლთან, მოჩვენებასავით აღიმართა. 

მაღლა ავიდა ხანჯალი, ლამპრის სუსტი სინათლის ანარეკლით გაიელვა და მძინარის მკერდი ღრმად განგმირა...”

“შაჰმა წამოიწია. მიიდო რა ხელი მკერდზე, მან მკვლელზე მიმქრალი მზერა შეაჩერა და წარმოთქვა:

– უბედურო, შენ ირანი მოკალი...

ეს მრისხანე შაჰის უკანასკნელი სიტყვები იყო”. მისი მზერა ჩაქრა; თავი მძიმედ დაეცა ბალიშზე.

მისი ბედი აღესრულა...” («Зурна» 1855 г., 265; «Кавказъ» 1855 г., № 68).

ასე დაიღუპა აღა-მაჰმად-ხანი თავის საკუთარ მსახურთაგან, რომლებსაც საშინელ ტირანიაში ამყოფებდა. მკვლელები, წაიღეს რა მასთან არსებული მთელი სიმდიდრე, მათ შორის შაჰის გვირგვინიც, შეკაკელ სადიკ-ხანთან მივიდნენ და მომხდარის შესახებ გამოუცხადეს. სადიკს დაჯერებისა ეშინოდა, ვარაუდობდა რა ამაში ტყუილს, ეშმაკობასა და აღა-მაჰმად-ხანის სურვილს მისი ერთგულება გამოეცადა. ბევრი დარწმუნებისა და ფიცის შემდეგ სადიკმა გადაწყვიტა იმ სახლში მისულიყო, სადაც ირანის მბრძანებელი იდგა. შიშითა და თრთოლვით გადააბიჯა მან საშინელ ზღურბლს, ხოლო საფარ-ალიმ კი ამ დროს ასწია საბანი, რომლის ქვეშაც აღა-მაჰმად-ხანის უსულო გვამი იდო. სადიკის პირველი საქმე იყო მოკლულის განძეულის მითვისება და მისი სიმდიდრით სარგებლობა (Газета «Кавказъ» 1855 г., № 68).

აღა-მაჰმად-ხანის სიკვდილის შესახებ ცნობა სწრაფად გავრცელდა ბანაკში, და სპარსელები გასაძარცვად მიესიენ, მთელი ქონება დაიტაცეს და ამის კვალდაკვალ შემდეგ, დატოვეს რა შუშა, სპარსეთში წავიდნენ (Рапортъ Гудовича 20-го iюня 1797 г.).

შაჰის სიკვდილის შემდეგ უსარგებლოდ იქნა მიჩნეული რუსული ჯარების საქართველოში დატოვება და მათ ებრძანათ კავკასიის ხაზზე დაბრუნებულიყვნენ. სექტემბრის თვეში ჩვენი ჯარები საქართველოში უკვე აღარ იყვნენ, და ერეკლე მეფემ დაკარგა დასაყრდენი ქვეყნის გარეშე მტრების მოგერიებისა და შინაგან უთანხმოებათა მოსპობისთვის. 

იმპერატორი პავლე I საქართველოს მეფის თხოვნაზე არანაირ გადაწყვეტილებას არ იძლეოდა. თავადმა ჭავჭავაძემ რამდენჯერმე მიმართა კანცლერს და სთხოვდა მას პასუხის გაცემა ეჩქარათ. დეკემბერში კანცლერმა სიტყვიერად უპასუხა, რომ საქართველოს მეფის თხოვნა ვერ შეიძლებოდა დაკმაყოფილებული ყოფილიყო. ელჩმა სიტყვიერი პასუხისთვის მადლობა გადაუხადა, მაგრამ წერილობით პასუხსა და პირად პაემანს თხოულობდა (Письма князя Чавчавадзе канцлеру отъ 30-го сентября и 80-го декабря 1797 года).

ჰპირდებოდა რა დარჩენილიყვნენ მუდმივ მორჩილებაში, “როგორც ერთმორწმუნენი და მართლმადიდებლური ტახტისადმი ერთგულები”, ის კითხულობდა, არსებობს თუ არა ახლა ხელშეკრულება, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის 1783 წელს იქნა დადებული. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში თავადი ჭავჭავაძე თხოულობდა ჩვენი მთავრობის ნებრთვას, უწინდელი ჩვეულებების მიხედვით, ქვეყნის უკეთესი დაცვისთვის, საქართველოში ლეკების მოწვევაზე, რომლებსაც საქართველოს მეფის კმაყოფაზე იყოლიებდნენ.

ეს თხოვნაც ასევე პასუხის გარეშე დარჩა. მაშინ ელჩმა თხოვნით თავად იმპერატორს პევლე I-ს მიმართა, რომელშიც თავისი სინანული და საჩივარი გამოხატა, რომ მისთვის ერთი წლით ადრე არ გამოუცხადებიათ ის, რომ რუსეთს მისი თხოვნის დაკმაყოფილება არ შეუძლია (Тамъ же).

“მაშინ, – წერდა ის (Прошенiе его же Государю Императору отъ 31-го декабря 1797 г. Тамъ же), მეფეს, ჩემს ხელმწიფეს, სხვა ზომების მიღება შეეძლებოდა თავისი სამეფოს შენარჩუნებისთვის.

მე კი არ შემიძლია საკუთარ თავს ნება მივცე ვიფიქრო, რომ თქვენს იმპერატორობით უდიდებულესობას შეეძლო ებრძანა მეფისთვის, რომელიც თავისი შთამომავლობითა და ხალხით სრულიად რუსეთის იმპერიის სამუდამო ქვეშევრდომობაში მოვიდა, ასეთი პასუხი მიეცათ. ვემყარები რა ორმხრივ საზეიმო ვალდებულებათა სიწმინდეს, რომელსაც ჩემი მეფე და მისი სამეფო ურღვევად იცავენ, როცა არც მან და არც მისმა ხალხმა თავიანთი საკუთარი სისხლი არ დაინდეს და ის მსხვერპლად გაიღეს, მივმართავ ყოვლად უმდაბლეს თავხედობას (прiемлю всеуниженнейшее дерзновенiе), რომ ჩემი მეფის ყველა იმ თხოვნის შესახებ, ამით უშუალოდ შეგახსენოთ და გკითხოთ: გსურს თუ არა შენ, დიდო ხელმწიფევ, შეინარჩუნო ეს ტრაქტატი უწინდებურად თავის ძალაში, და გექნება თუ არა სურვილი, რომ ჩემს მეფეს, რომელიც იმ ტრაქტატის ვალდებულებებით უკიდურესად შევიწრივებულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი, (ამ დოკუმენტით) დაპირებული დახმარება გაუწიო? თუ რაღაც დრომდე, რაიმენაირ მიზეზთა გამო, ამის გაკეთება არ შეიძლება? დიდო ხელმწიფეო, გამხადე ღირსი, რომ ამაზე (შენი) უმოწყალესი პასუხით დაარღვიო ჩემი გაოცება და მთელი საქართველოს მოლოდინი, რათა ჩემი მეფე და მისი ხალხი, რჩებიან რა გაცბუნებაში, რომელშიც მეც ამ დრომდე ვიმყოფები, იმ წმინდა ტრაქტატის აღთქმებით არ იქნენ მიყვანილინი სრულ დაღუპვამდე, და რათა მას, ექნება რა ადერბაიჯანის ოლქის მის მეზობელ სპარსელ ხანებთან და დაღესტნის მთიელ მფლობელებთან მისი სამეფოს დაცვისთვის საჭირო ურთიერთობებისა და კავშირების დამყარების თავისუფლება, შეეძლოს მათ შეუდგეს, დარჩება რა თავის სულში სამუდამოდ შენი ერთგული...”

(«Я же не могу позволить себе помыслить, чтобы ваше императорское величество могли царю, пришедшему съ потомствомъ своимъ и народомъ въ вечное Всероссiйской Имперiи подданство, повелеть такой дать ответъ. Основываясь на святости обоюдныхъ торжественныхъ обязательствъ, царёмъ моимъ и царствомъ его нерушимо соблюдённыхъ, когда ни онъ, ни народъ его не пощадили собственной крови своей въ пожертвованiе онымъ, прiемлю всеуниженнейшее дерзновенiе, по всемъ темъ прошенiямъ царя моего, симъ безпосредственно напомнить и спросить: угодно ли тебе, великiй Государь, содержать оный трактатъ по прежнему въ своей силе, и угодно ли будетъ дать царю моему, приведённому обязательствами того трактата въ теснейшiя обстоятельства, обещанную онымъ помощь? или до времени, по какимъ ни есть причинамъ, того сделать не можно? Великiй Государь, удостой расторгнуть недоуменiе мое и ожиданiе всей Грузiи милостивейшимъ на сiе ответомъ, дабы царь мой и народъ его, оставаясь въ недоуменiи, въ какомъ и я по сiе время нахожусь, обетами того священнаго трактата не были доведены до совершенной гибели, и дабы онъ, имея свободу заключать съ соседственнысм ему Адербайджанской области персидскими ханами и горскими Дагестана владельцами потребныя къ охраненiю царства его дружественныя сношенiя и связи, могъ приступить къ онымъ, пребывая въ душе своей вечно тебе вернымъ и преданнымъ...»)

საქართველოს ელჩი სთხოვდა იმპერატორ პავლეს, ერეკლე და მისი მემკვიდრე თავისი სიგელის ღირსი გაეხადა (удостоить Ираклiя и его наследника своею грамотою) მხცოვანი მეფის წლების პატივსაცემად, რომელიც, “რამდენადაც მისი ღრმა მოხუცებულობის”, იმდენადვე აოხრებული სამშობლოს გამო მისი გულის “შემჭმელი” მწუხარებისგანაც, სიკვდილის სარეცელზე იწვა.

მიიჩნევდა რა აუცილებლად თავად გამგზავრებულიყო საქართველოში, თავად ჭავჭავაძეს სურდა მიეღო ჩვენი მთავრობისგან ინსტრუქცია სამშობლოში თავისი მოქმედებებისთვის. 

“იმასთან დაკავშირებით კი, წერდა ის (Московскiй Арх. Иностр. Делъ), როცა მე ისევ ჩემს სამშობლოში ვიქნები, თუ როგორი შეგონება უნდა მივცე მეფეს, მის დიდებულებსა და ხალხს, და რაში უნდა ვარწმუნებდე მათ, რათა თავიანთ ფიცში მყარად იყვნენ, რომელიც მათ სრულიად რუსეთის იმპერიის ტახტის მფლობელსა და მის მაღალ მონაცვალეებს მისცეს, ამის შესახებ ღირსი გამხადე შენს სამინისტროს უბრძანო, რომ მე წერილობითი დარიგება მომცენ, რათა შემეძლოს, ვემსახურები რა ჩემს სამშობლოს, არც შენს ნებას დავშორდე, როგორც ტრაქტატის მიხედვით საქართველოში ერთიანი უმაღლესი ძალაუფლების მქონესი, და არ შევცოდო არც ყოვლადძლიერი ღმერთის წინაშე, და არც შენი იმპერატორობითი უდიდებულესობისა”.

(«Касательно жь того, писалъ онъ, когда я обратно буду въ моёмъ отечестве, какое мне делать тамъ внушенiе царю, вельможамъ его и народу, и какiя подавать имъ уверенiя, что бы пребывали твёрды въ присяге своей, данной ими обладателю престола Всероссiйской Имперiи и высокимъ его преемникамъ, о семъ министерству своему удостой повелеть снабдить меня письменнымъ наставленiемъ, чтобы могъ я, служа моему отечеству, не удаляться и отъ воли твоей, яко единой предержащей верховной по трактату въ Грузiи власти, и не погрешить ни передъ Богомъ всесильнымъ, ни передъ твоимъ императорскимъ величествомъ.»)

1797 წლის ბოლოს ს.-პეტერბურგში მიღებულ იქნა ცნობა ერეკლე მეფის ხანგრძლივი და საშიში ავადმყოფობის შესახებ. მისი მკურნალობისთვის მაშინვე ტფილისში იქნა გაგზავნილი ექიმი ჰერცეზიუსი, რომელიც ერეკლეს ვაჟიშვილთან, მირიან ბატონიშვილთან ერთად გაემგზავრა, რომელიც რუსეთში 1784 წლიდან იმყოფებოდა და რუსულ სამსახურში გენერალ-მაიორის ჩინით შედგებოდა. მირიანმა თავის მამას ცოცხალს ვეღარ მიუსწრო; ცუდმა გზამ და ავდარმა ის გზაში დააყოვნა. იგი თელავში მხოლოდ 15 თებერვალს ჩამოვიდა, როცა “საქართველოში, წერდა ის (Письмо царевича Мирiана Государю Императору 10-го марта 1798 года), წინაპართა მემკვიდრეობით ტახტზე მეფედ დასმულია ჩემი უფროსი ძმა გიორგი, ხოლო მის შემდეგ კი მემკვიდრედ იულონ ბატონიშვილია დანიშნული.

თუმცა კი ოტომანის პორტა და სხვა ჩვენი მეზობლები ყველანაირი საშუალებით დაუღალავად ეძიებენ შემთხვევას, რომ საქართველო თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის ყოვლადმოწყალე მფარველობას ჩამოაშორონ, და თვით ჩვენგანაც კი ზოგიერთი უკვე იჩენს აქეთკენ მიდრეკილებას; მაგრამ დედაჩემი, თავის შვილებთან ერთობლივად, მათ არ აძლევს ამ ბოროტული განზრახვის აღსრულების შესაძლებლობას (но мать моя, въ купе съ детьми своими, не допущаетъ ихъ учинить сiе злодейское намеренiе).

ჩემი სულის სიღრმიდან, ცხარე ცრემლებით ვბედავ ყოვლად უქვეშევრდომილესად მოგახსენოთ იმის შესახებ, რომ თუ ახლო დროში არ იქნება გაძლიერებული ჩვენი სამშობლო, მაშინ მთელი საქართველო შეიძლება მაჰმადიანთა ხელში ჩავარდეს”. 

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

აკადემიკოსი დუბროვინი 1796-97 წლებში ამიერკავკასიაში რუსული ჯარების ლაშქრობის ბოლო პერიოდისა და დასრულების შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ნიკოლოზ დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ III. С-Петербургъ, 1886/ შესაბამისი თავის თარგმანს)

თავი VIII 

(სიძნელეები მთავარი რაზმის სურსათით მომარაგებაში. – გრაფ ზუბოვის თხოვნები გადასაზიდი საშუალებებით მისი გაძლიერების შესახებ. – გუდოვიჩის განთავისუფლება და კავკასიის მხარის მთავარ უფროსად გრაფ ზუბოვის დანიშვნა. – კასპიის კორპუსის მდინარე მტკვრისკენ მოძრაობა. – შემახიის ხანად კასიმის გამოცხადება. – ვარაუდები დაღესტანში ჩვენი მდგომარეობის განმტკიცების შესახებ. – იმპერატრიცა ეკატერინე II-ის გარდაცვალება. – საომარი მოქმედებების შეწყვეტა. – ჯარების იმპერიის ფარგლებში დაბრუნება. – გუდოვიჩის უწინდელ ადგილზე დაბრუნება. – იმპერატორ პავლე I-ის მისდამი რესკრიპტები.)

რიმსკი-კორსაკოვის განჯისკენ მოძრაობასთან ერთდროულად მთავარმა კასპიის კორპუსმაც, რომელიც თვენახევარზე მეტ ხანს თითქმის ერთ ადგილას იდგა, თავისი ბანაკი დატოვა და მდინარე მტკვრისკენ დაიძრა. ჯერ კიდევ აგვისტოში გრაფი ზუბოვი, სურსათის უკმარისობის გამო, იძულებული იყო კურტბულაკის ბანაკი დაეტოვებინა და რამდენადმე უფრო წინ, ძველი შემახისკენ გადაენაცვლა.

კლიმატური მიმართებით მეტად კარგი კურტბულაკის ბანაკი იმით იყო მოუხერხებელი, რომ, ადგილობრივ საშუალებათა უკმარისობის გამო, ჯარების სურსათით უზრუნველყოფა მოტანილი პროვიანტით უხდებოდათ, მთელი კავალერიის, ხარების და აქლემებისა კი – საძოვარი ბალახით (подножнымъ кормомъ).

კავკასიის ხაზიდან პროვიანტის მოტანა, ლაშქრობის დროს მეტად გაძნელებული, ახლა უკვე შეუძლებელი ხდებოდა. ყიზლარიდან დარუბანდამდე პროვიანტის ტრანსპორტი გზაში თვესა და ოთხ დღეს იმყოფებოდა. კლდოვანი გადასასვლელები, რომლებიც რამდენიმე ვერსზე იყო გადაჭიმული, და მთის სწრაფ მდინარეებზე გადასასვლელები იყო ხარების დიდი დანაკარგის მიზეზი. ასე, ყიზლარიდან გამოგზავნილი ერთი ტრანსპორტის მსვლელობისას, რომელიც 300 შებმული ხარისგან შედგებოდა, დარუბანდადე 30 ჯანმრთელი და 202 დაავადებული ხარი მოვიდა, 68 კი გზაში დაიხოცა.

დარუბანდიდან კიდევ უფრო უარესი გზა მოელოდათ, რომელზედაც თუ ბალახი შეხვდებოდათ, თავისი შხამიანობის გამო, საჭმელად უვარგისი იყო (Рапортъ графа Зубова Гудовичу 23-го iюля 1796 года, № 420). ამასთან ტრანსპორტები მნიშვნელოვან ბადრაგს მოითხოვდნენ, როგორც მტაცებელ მთიელთა თავდასხმისგან მათი უზრუნველყოფისთვის, ისე იმიტომაც, რომ ბადრაგის ჯარისკაცებს ხშირად უხდებოდათ გზების გაყვანა, მათი გაწმენდა და გაფართოება, ვინაიდან ადგილობრივი ბილიკები ჩვენი საზიდრებისთვის გაუვალი იყო.

ადგილმდებარეობის თავისებურებები და გზაში შემხვედრი სიძნელეები გახლდათ იმის მიზეზი, რომ ხარების დანაკარგი პროვიანტის ხარჯვის თანაზომადი არ იყო; ამის შედეგად გრაფ ზუბოვს არ შეეძლო მთელი სურსათის თან წაღება, რომელიც მასთან ერთად ყიზლარიდან იყო გამოგზავნილი. დატოვეს რა მისი ნაწილი დარუბანდში, ჯარებმა, კურტბულაკის ბანაკში მოსვლის შემდეგ მალევე დახარჯეს მთელი სურსათი, და იძულებული იყვნენ პროვიანტი ბაქოდან ეზიდათ, 120 ვერსის მანძილზე ბანაკიდან, მეტად კლდოვანი, სრულებით უტყეო და უწყლო გზით, რომელიც ამ ორ პუქტს შორის მიემართებოდა.

შეტყობინების გზების ხასიათისა და იქაური გრუნტის თვისების მიხედვით, კარგი ამინდისა და მშრალი გზების დროს, ხარებშებმულ ფურგონზე არაუმეტს ოთხი ჩეთვერთის დადება შეიძლებოდა, ხოლო აქლემზე კი არაუმეტეს ორი ჩეთვერთის გადაკიდება, ცუდ ამინდში კი ფურგონზე – არაუმეტეს სამი ჩეთვერთისა, ხოლო აქლემზე – არაუმეტეს ერთნახევარი ჩეთვერთის (Письмо графа Зубова Князю П. А. Зубову 7-го августа, № 53). ჰქონდათ რა თავის განკარგულებაში 850 ფურგონი, და გზავნიდნენ რა მათ ბაქოში პროვიანტისთვის, ჯარები იძულებული იყვნენ ისინი ორივე გზაზე წყლითა და თივით ან ბალახით მოემარაგებინათ, რომლებშიც ისინი ოც დღეზე მეტ ხანს იმყოფებოდნენ, და დიდი შრომით მხოლოდ ერთი თვის პორციის მოტანა თუ შეეძლოთ.

ამრიგად, რათა ჯარებს სურსათის უკმარისობა არ ეგრძნოთ, მოძრავი ტრანსპორტი თითქმის უწვეტად მოძრაობაში უნდა ყოფილიყო, და ხარები, რომელთაც დასვენება არ ჰქონდათ, მათზე მთელი მზრუნველობის მიუხედავად, უკიდურესობამდე იფიტებოდნენ. ადგილზე ხარების ყიდვა, დაცემულთა სანაცვლოდ, მათი არყოლის გამო, შეუძლებელი იყო; ზუსტად ასევე არც აქლემების შოვნა იყო შესაძლებელი. ჯარების სურსათით უზრუნველყოფისთვის სხვა საშუალებების გამოძებნა უხდებოდათ, რისთვისაც გრაფმა ზუბოვმა გასცა განკარგულება, რომ ბულგაკოვის რაზმს ადგილზე ყუბის პროვინციაში შეძენილი პური ეჭამა. ეს განკარგუნება ყუბის ნაიბის ვალი-ბეგის განცხადებით იყო გამოწვეული, რომელიც, პირველ ხანებში ცდილობდა რა რუსეთისადმი ერთგულება გამოეხატა, პურის შეძენაში რუსებს დახმარებისთვის თავის სამსახურს სთავაზობდა. ყუბის ნაიბის დახმარებით ბულგაკოვის რაზმმა საკუთარი თავის სურსათით უზრუნველყოფა 1 სექტემბრის ჩათვლით მოახერხა, ხოლო შემდგომი მარაგისთვის კი გადაწყდა 1.500 ჩეთვერთამდე პურის კონფისკაცია მოეხდინათ, რომელიც შეიხ-ალი-ხანს, მის დედასა და მასთან ერთად გაქცეულ ბეგებს ეკუთვნოდათ.

მთავარი რაზმის სურსათით მომარაგებისთვის კი სხვა საშუალებები ვერ მოიძებნებოდა, პროვიანტის უწინდებურად ბაქოდან მოტანის გარდა, და ამიტომ გრაფი ზუბოვი, ზრუნავდა რა თავისი გადასაზიდი საშუალებების გაძლიერებისთვის, სთხოვდა გუდოვიჩს, მისთვის ჯარების გამოგზავნისას რამდენიმე ცარიელი ფურგონიც გამოეგზავნა, ხოლო სალაშქროდ გამოსული ჯარების უკან პროვიანტის გამოგზავნისას კი მხედველობაში ჰქონოდა, რომ დაღესტნის გზებზე წყვილ ხარზე ოთხ ჩეთვერთზე მეტი ტვირთის დადება არ შეიძლებოდა (Рапортъ графа Зубова Гудовичу 28-го იюля 1796 года, № 460).

გუდოვიჩმა ამ თხოვნის მიღებამდე უფრო ადრე შეატყობინა მთავარსარდალს, რომ თუმცა კი მან აღკაზმა 435 ფურგონისგან შემდგარი მოძრავი ტრანსპორტი 1840 ხარით და ისინი კარგალინის სტანიცისკენ გამოგზავნა, მაგრამ იქ მოსვლის შემდეგ ხარების ისეთი დაცემა დაიწყო, რომ სულ მოკლე ხანში 177 მათგანი დაეცა და 317 კი დაავადდა; რომ სნეულება იმ მხარეში ირგვლივ სამას ვერსზე იყო გავრცელებული. არ მიაჩნდა რა შესაძლებლად ასეთ პირობებში მოქმედი რაზმისთვის ტრანსპორტის გაგზავნა, გუდოვიჩი გრაფ ზუბოვს სთავაზობდა დაეყოლიებინა თავისუფლად დაქირავებული მეფურგონეები, რომ მათ თავიანთი ხარები ხაზინისთვის მეყიდათ და ისინი უკან კავკასიის ხაზზე აღარ გამოერეკათ, სადაც მათ დასნეულება ელოდათ. ეს წინადადება კავკასიის კორპუსის გადამზიდ საშუალებებს ვერ აძლიერებდა, იმიტომ რომ მეფურგონეები უამისოდაც შეუსვენებლად პროვიანტის გადმოზიდვით იყვნენ დაკავებულნი და გრაფ ზუბოვს არც განზრახვა ჰქონდა და არც შესაძლებლობა, რომ ისინი კავკასიის ხაზზე დაებრუნებინა. მაშინ გუდოვიჩმა შესთავაზა მთავარ რაზმში მოეყარათ თავი ყველა საზიდრისთვის, რომლებიც ცალკეულ რაზმებში იმყოფებოდა, რომ უკანასკნელთა და გზად მიმავალი რაზმების სურსათით უზრუნველყოფა დარუბანდიდან მოხდარიყო, სადაც პური ასტრახანიდან უნდა მოეტანათ (Письмо Гудовича графу Зубову 11-го iюля, №№ 780 и 781).

დარუბანდში უამისოდაც სურსათის მნიშვნელოვანი მარაგი იყო, იმიტომ რომ ასტრახანიდან ჩამოტანილი მთელი პროვიანტისთვის ბაქოში სათავსო არ მოიძებნებოდა. ეწვია რა ივლისში ბაქოს, გრაფმა ზუბოვმა ნახა, რომ პურის განთავსებისთვის არჩეული ქარავან-სარაები განსაკუთრებით ძველია და მცირე ტევადობა გააჩნიათ, და ამიტომ მან მაშინვე ბრძანა პროვიანტის ნაწილი უკანვე დარუბანდში გაეგზავნათ, ხოლო მეორე, უფრო მეტი ნაწილი კი, კუნძულ საროზე, მხედველობაში ჰქონდა რა, რომ სპარსეთში ჯარების შემდგომი შეტევისას სურსათით მათი მომარაგება კუნძულ საროდან უფრო ახლო და მოსახერხებელი იქნებოდა, ვიდრე ბაქოდან (Письмо графа Зубова Князю П. А. Зубову 7-го августа, № 56).

უკანასკნელი პუნქტიდან მოტანა დღითი დღე სულ უფრო მეტად ძნელდებოდა, რადგანაც მოძრავი ტრანსპორტისთვის არც თივის მარაგი იყო და არც ბალახისა. უკანასკნელი მთელი ბანაკის გარშემო იმდენად მნიშვნელოვან მანძილზე იყო გადამწვარი, რომ კავალერიისა და აღალის ცხენების საძოვებლად მათი გარეკვა თორმეტ და უფრო მეტ ვერსზეც უხდებოდათ, რაც, მთიელ მტაცებელთა შესაძლო თავდასხმის გათვალისწინებით, არ შეიძლებოდა მოსახერხებლად ჩათვლილიყო. ამიტომ, ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, მთავარმა კორპუსმა კურტბულაკის ბანაკი დატოვა, წინ გადაინაცვლა და ძველი შემახის მახლობლად მდინარე პერსაგატზე განლაგდა. ახლად არჩეულ ბანაკს არ გააჩნდა ის კეთილმოწყობილობანი, როლებითაც ჯარები უწინდელ ბანაკში სარგებლობდნენ. კურტბულაკში ჰაერი ჯანსაღი და გრილი იყო, მაშინ როდესაც პერსაგატის ხეობაში ჯარებს მშრალი და მცხუნვარე ჰაერი დახვდათ; ბალახი აქაც ასევე ბევრი არ იყო, და ისიც მალევე გახმა. განსაკუთრებული სიცხისა და ხილის უზომო მოხმარებისგან, დაბალ ჩინებს შორის გამოჩნდა სნეულებანი, რომლებმაც ბანაკში ხილის მოტანის აკრძალვა და ბრძანების გაცემა გამოიწვია, რომ ბანაკს შორი-ახლოს დაყენებულ ყარაულებზე უფრო მეტ მანძილზე არ დაშორებოდნენ.

გაჭირვებანი, რომლებიც ჯარებს პერსაგატის ხეობაში დახვდათ, აიძულებდათ ის ადგილი რაც შეიძლებოდა მალე დაეტოვებინათ. გრაფი ზუბოვი აპირებდა, პირველივე შესაძლებლობისას, უფრო შორს მდინარე მტკვრისკენ გადასულიყო. ეს გადაადგილება სავსებით იყო დამოკიდებული არმიის სასურსათო საშუალებებსა და პროვიანტის მოტანის ხერხებზე. ამ მიმართებით საკუთარი თავის უზრუნველყოფისთვის მთავარსარდალმა ბრძანა მდინარე მტკვარში წყლის სიღრმე გაეზომათ, მდინარე მისი საშუალებით სურსათის მოწოდების შესაძლებლობასთან მიმართებაში გამოეკვლიათ და ასევე განესაზღვრათ, თუ ერთ ჯერზე რამდენი პროვიანტის წაღება შეიძლებოდა და ბაქოში მისი ჩატანა შესაძლებელი რა დროში იქნებოდა.

ამ მიზნით მივლინებულმა კაპიტან-ლეიტენანტმა ორლოვსკიმ, თუმცა კი გარკვეული სიძნელეებით, შესაძლებლად ჩათვალა მდინარე მტკვის გაყოლებით ჯავათამდე პროვიანტის მოტანა, მაგრამ ამასთან ვარაუდობდა, რომ ერთ რეისზე არანაკლებ ორი კვირისა დასჭირდებოდათ. ამ მოხსენების მიღების შემდეგ, გრაფმა ზუბოვმა სალიანიში მაიორი ფანჩულიძე გაგზავნა დავალებით, რომ იქ 3.000-დან 5.000 ჩეთვერთზე საწყობისთვის ადგილი შეერჩია, რომლებიც, ყოველი შემთხვევისთვის, სათადარიგო მაღაზიის როლს შეადგენდნენ, და მდინარე მტკვარზე გადმოტვირთვისთვის მოსახერხებელი ნავმისადგომები მოეძებნა. ფანჩულიძემ მთავარსარდლის დავალება წარმატებით შეასრულა, რის შედეგადაც მაშინვე ნაბრძანებ იქნა კუნძულ საროდან სალიანიში 2.000 ჩეთვერთი პური გამოეგზავნათ.

ამასთან ერთად მომავალ მოქმედებებში ყველაზე უფრო მეტი დამოუკიდებლობის შესაძენად, გრაფი ზუბოვი სთხოვდა თავის ძმას, თავად პლატონ ალექსანდრეს ძეს, რომ იგი გადასაზიდი საშუალებებით გაეძლიერებინათ და მისთვის, მოძრავი ტრანსპორტისთვის ხარები და აქლემები, ხოლო შავი ზღვის კაზაკებისთვის კი ცხენები მოეწოდებინათ, რომლებიც დესანტთან ერთად ქვეითად იყვნენ გამოგზავნილნი, იმ ვარაუდით, რომ ცხენების ყიდვა მათთვის ადგილზე იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სპარსეთში არც ცხენების შეძენა შეიძლებოდა და არც უნაგირებისა.

რათა ეს სიძნელეები მოეხსნა, იმპერატრიცა ეკატერინე II-მ სარატოვის გუბერნატორს 3.000 ხარის ყიდვა დაავალა, უფის გუბერნატორს 1.000 აქლემისა (Рескриптъ Гудовичу 16-го сентября), გუდოვიჩს კი 500 ცხენისა არტილერიისთვის და 1.500 ცხენისა უნაგირებითა და აღკაზმულობით შავი ზღვის კაზაკებისთვის (Тамъ же).

ეს უზენაესი ბრძანება გუდოვიჩის მიერ კავკასიის კორპუსის სარდლობიდან მის განთავისუფლებასთან ერთდროულად იქნა მიღებული. გადამცემი პირის მდგომარეობით უკმაყოფილო, გუდოვიჩი, ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს, ითხოვდა, ჯანმრთელობის მოშლის გამო, ორი წლით მის განთავისუფლებას ყველა თანამდებობიდან (Всеподданнейшее письмо Гудовича 24-го iюня 1796 года). სექტემბერში მისი სურვილი აღსრულებულ იქნა. გენერალ-ანშეფის წოდებაში აყვანილი, გრაფი ზუბოვი დანიშნულ იქნა კავკასიის მხარის მთავარ უფროსად და მის დასახმარებლად კი, საკუთრივ მხოლოდ კავკასიის ხაზზე ჯარების სარდლობისთვის, მიავლინეს გენერალ-პორუჩიკი ისლენიევი (Указъ генералъ-поручику Исленьеву 17-го сентября 1796 года).

იქნებოდა რა გრაფ ზუბოვის უშუალო უფროსობის ქვეშ, ისლენიევს თვალყური უნდა ედევნებინა ხაზის უსაფრთხოებისთვის არა მხოლოდ მთელ მის სიგრძეზე ორ ზღვას შორის, არამედ კასპიის ზღვის მთლი სანაპიროს გაყოლებითაც მდინარე სამურის მარცხენა ნაპირამდე.

მოამარაგა რა ისლენიევი ინსტრუქციით და გამოგზავნა რა კავკასიის კორპუსი განჯისკენ, გრაფი ზუბოვი 26 ოქტომბერს გამოვიდა პერსაგატზე განლაგებული ბანაკიდან ახალი შემახის მიმართულებით (Журналъ военныхъ действiй или поденная записка). ჯარები ეშელონებად მიდიოდნენ, ჰყავდათ რა თავიანთ წინ მთელი ირეგულარული კავალერია გენერალ-მაიორ პლატოვის უფროსობით. 28 ოქტომბერს პლატოვი ახალ შემახას მიადგა და მისგან ოთხ ვერსზე ბანაკად განლაგდა. მუსტაფა-ხანი მცირე ამალით ქალაქიდან გაემგზავრა, მაგრამ ბრძანა ეთქვათ, რომ ვითომ ის მთელი ამ დროის მანძილზე შემახაში არ იმყოფებოდა, და რომ, როგორც კი რუსული ჯარების მოსვლის შესახებ შეიტყობს, ის, უეჭველად შეეცდება ქალაქში მოვიდეს და მოსულებს დახვდესო. მაგრამ, მომდევნო დღეს მუსტაფამ გამოგზავნა პლატოვისთვის სათქმელად, რომ თავად შემახაში მოსვლა არ შეუძლია, თუმცა კი მთავარსარდალს თავის ძმას გამოუგზავნის. ეს დაპირებაც ასევე აუსრულებელი აღმოჩნდა, და მალევე პლატოვმა შეიტყო, რომ მუსტაფამ, შემახიდან თავისი გამგზავრებისას, ნაიბს ჰაჯი-ყადირს თავისთან მოუხმო და გამოუცხადა, რომ არ გააჩნია რა არანაირი საშუალებანი წინააღმდეგობისთვის, მას განზრახული აქვს წავიდეს და არ გამოჩნდეს იმ დრომდე, სანამ რუსული ჯარები შირვანს არ გაივლიან.

პლატოვის მოხსენებას გრაფი ზუბოვი არ გაუკვირვებია, რომელსაც არასდროს არა თუ მხოლოდ არ სჯეროდა მუსტაფა-ხანის ჩვენდამი კეთილგანწყობის გულწრფელობისა, არამედ მას რუსეთის მიმართ არაკეთილისმსურველთა რიცხვშიც მიიჩნევდა, და ამიტომ, ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში, ურთიერთობაში შევიდა კასიმ-ხანთან, შირვანის უწინდელ მფლობელთან. 1794 წელს თავისი ბიძაშვილის, მუსტაფას მიერ განდევნილი, კასიმი შექელი სელიმ-ხანის სამფლობელოებში გაიქცა და ახლა რუსეთის მფარველობას ეძიებდა, და მთავარსარდალს თავის ერთგულებაში არწმუნებდა. ამაზე საპასუხოდ გრაფი ზუბოვი კასიმს წერდა, რომ ორმხრივი სარგებელი მოითხოვს, რომ მან ჰპოვოს შესაფერისი (წესიერი) საბაბი და მთავარსარდალს შეხვდეს. კასიმმა მაშინვე ისარგებლა მოპატიჟებით, რუსულ ბანაკში გამოცხადდა და 2 ნოემბერს საზეიმოდ შემახის ხანად გამოცხადებულ იქნა.

მნიშვნელოვანი რიცხვის ჯარების, ხალხის შეკრებისას და თავად გრაფ ზუბოვის თანდასწრებით, კასიმ-ხანს წაეკითხა მთავარსარდლის პროკლამაცია, რომელშიც ახსნილი იყო მუსტაფას არაკეთილგანზრახული საქციელი, რომელმაც მის ადგილზე კასიმ-ხანის დანიშვნის საბაბი მისცა. კითხვის დასრულების შემდეგ კასიმმა იმპერატრიცისადმი ერთგულ ქვეშევრდომოებაზე ყურანზე დაიფიცა და, მთავარსრდლის დარიგების მოსმენის შემდეგ, დაპირდა ყველაფერში რუსეთის მთავრობის შეხედულებების თანახმად მოქცეულიყო. ამის მერე, შეჯდა რა გრაფ ზუბოვის მიერ ნაჩუქარ ცხენზე, კასიმ-ხანი, თავისი ამალისა და ხალხის ბრბოს (толпа народа) თანხლებით შემახისკენ, ხანების რეზიდენციისკენ გაემართა. ქალაქის მოსახლეობის წარმომადგენლები მას ვერცხლის სინით დახვდნენ, რომელიც ოქროს მონეტებით იყო სავსე. იქაური ჩვეულების მიხედვით, ბავშვები მთელ დღეს ქუჩებში დადიოდნენ და კასიმ-ხანის თავიანთ მფლობელად გამოცხადების შესახებ ხმამაღლა გაიძახოდნენ. საღამოს კი რუსული ბანაკი, ისევე როგორც ქალაქიც, ილუმინებული იყო (Артемiй Араратскiй, ч. II, 159).

დასვა რა კასიმი შემახის ხანად, გრაფმა ზუბოვმა გზა განაგრძო, და 21 ნოემბერს ჯავათის ქვემოთ გაჩერდა, ვრცელ დაბლობზე, რომელიც მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირს ებჯინება. განლაგდა რა აქ ბანაკად, მთავარსარდალმა მთელი ირეგულარული კავალერია გენერალ პლატოვის მეთაურობით მდინარის მარჯვენა ნაპირზე, მუღანის ვრცელ ტრამალზე გაგზავნა, სადაც შემდგომში რაზმში მყოფი მთელი მუშა საქონელიც საძოვარზე იგზავნებოდა.

ახლად არჩეული ბანაკი, თავისი მოხერხებულობის მიხედვით, ყველა უწინდელს აღემატებოდა. ჯარებმა თავიანთთვის მიწურები მოიწყვეს და სურსათის სიუხვით სარგებლობდნენ, რომელიც მდინარე მტკვრის გამოყოლებით ბაქოდან და სალიანიდან მოეწოდებოდათ. სხვადასხვა ადგილებიდან შეგროვებული ხე-ტყისგან ჯარისკაცებმა მთავარსარდალს, სულ მოკლე ხანში, ისეთი ორსართულიანი სახლი აუშენეს, “როგორიც სპარსელ მფლობელებსაც კი არ ჰქონიათ” (Артемiй Араратскiй, ч. II, 163). ბანაკი თითქოსდა ჯადოსნურად შექმნილ ქალაქს წარმოადგენდა, რომელშიც არა მხოლოდ სასიცოცხლო მოთხოვნილებათა საგნებით მოვაჭრენი გამოჩნდნენ, არამედ ფუფუნების საგნებითაც. აქ საქონლის მთელი ჯოგები და ღორების კოლტები მორეკეს; ჯარისკაცები თევზს იჭერდნენ, რომელიც მტკვარში დიდი სიუხვით ბინადრობდა.

ამ ბანაკში მოვიდა მურთაზა-ყული-ხანიც, რომელიც ჯერ კიდევ ივნისის თვეში მოქმედი რაზმის ჯარებში გამოიგზავნა. იმისდა მიხედვით, რაც გრაფი ზუბოვი სპარსეთის სულ უფრო სიღრმეში შედიოდა, ჩვენმა მთავრობამ აუცილებლად მიიჩნია მის განკარგულებაში ისეთი პირები გაეგზავნა, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის ჩვენს სასარგებლოდ განწყობაში დაეხმარებოდნენ. ასე, თავიდან გაგზავნილ იქნა სომეხთა მთავარეპისკოპოსი თავადი იოსებ არღუთინსკი-დოლგორუკოვი, ხოლო შემდეგ კი მურთაზა-ყული-ხანიც, რომელთანაც, სპარსეთის საქმეებში რწმუნებულის სახით, პოლკოვნიკი კოვალენსკი დაინიშნა.

დაუქვემდებარა რა კოვალენსკი უშუალოდ გრაფ ზუბოვს, იმპერატრიცა უკანასკნელს წერდა (Въ рескрипте отъ 27-го iюня 1796 года, Госуд. арх., V, 87): “თქვენ არ დაახანებთ მის გამოყენებას იქ, სადაც თქვენთვის დავალებული საქმეების სარგებელი ამას მოითხოვს (будетъ требовать), უფრო მეტად კი ისეთ სპარსელ მფლობელებთან მიმართებაში, რომლებსაც, მათი ძალებისა და ამ ქვეყანაში მათდამი პატივისცემის მიხედვით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, და რომელთა მიმართაც თვალყური უნდა გეჭიროთ, რომ ისინი მხოლოდ მაშინ იყვნენ ერთიანობასა და თანხმობაში, როცა ეს ჩვენი საქმეებისთვის საჭირო და სასარგებლო იქნება, იყოლიებთ რა მათ სხვა შემთხვევებში ცალ-ცალკე და არ მისცემთ რა ნებას, რომ თავიანთ ძალებსა და საშუალებებს ჩვენი სარგებლის საწინააღმდეგოდ აერთიანებდნენ. ხოლო რათა აღნიშნულ მფლობელთა ასეთი პოლიტიკური ყოფიერება აუცილებელი ხარისხით იყოს შენარჩუნებული და რამდენადაც შესაძლებელია ჩვენს სასარგებლოდ მომართული, საქმეებში აღნიშნულ რწმუნებულს თქვენ უნდა მოუხაზოთ, თუ მათგან სახელდობრ ვისთან როგორი ქცევა უნდა ჰქონდეს, მისცემთ რა მას შემდგომშიც დარიგებებს, რომლებსაც გარემოებების და მიხედვით, მისთვის დადგენილი მსახურებისთვის საუკეთესოდ მიიჩნევთ”. 

კოვალენსკისთვის მიცემულ ინსტრუქციაში მას ევალებოდა თვალყური ედევნებინა ხანების საქციელისთვის და ისინი, რომლებიც რუსეთისადმი კეთილგანწყობილნი აღმოჩნდებიოდნენ, იმპერატრიცის წყალობითა და მოწყალებით (милостiю и благоволенiемъ) დაეიმედებინა (Инструкцiя Коваленскому 14-го iюня 1796 года). ამ მიმართებით ჩვენი მთავრობა გილანის პროვინციის ყოფილი მფლობელის თანადგომაზე იმედოვნებდა, მაგრამ სინამდვილეში მურთაზა-ყული-ხანს სპარსეთში ბევრი მიმდევარი არ ჰყოლია.

– მურთაზა აღა-მაჰმად-ხანის ძმაა, ამბობდა თალიშის ხანი, და ისეთივე ყაჩაღი.

იყო რა გილანის მფლობელი, მურთაზა მცხოვრებთ სასტიკად ექცეოდა, თვით საპატიო პირებსაც კი, და ამიტომ, როცა აღა-მაჰმად-ხანი გილანში შეიჭრა, მცხოვრებნი ურჩევდნენ მურთაზას წასულიყო, რაც მან გააკეთა კიდეც, როცა რუსეთში გამოიქცა. მთავარ ბინაში მურთაზას ბაქოში დატოვებას უფრო სასარგებლოდ მიჩნევდნენ, ვიდრე მის თან წაყვანას, რადგანაც შიშობდნენ, რომ გილანში რუსული ჯარების შესვლის შემდეგ, იხილავდნენ რა მურთაზას, მცხოვრებთ შეეძლოთ რუსეთისადმი ნებაყოფლობით მორჩილებაზე უარი ეთქვათ, იმის შიშით, რომ ის კვლავ მათ ხანად არ ყოფილიყო დასმული (Воен. учён. арх., д. № 1282). თუმცა კი არ სურდა რა ბანაკში მისი ყოფნის უსარგებლობის შესახებ მურთაზასთვის დაეჭვების საბაბი მიეცა, გრაფმა ზუბოვმა მას აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ მათი ამხედრების თაობაზე თურქმენებთან მოლაპარაკებების გამართვა დაავალა, რომლებიც უშედეგოდ დასრულდა, ხოლო თავად კი ახლად დამორჩილებული პროვინციების შემომტკიცებისთვის ჩვენი მთავრობის ვარაუდების აღსრულებას შეუდგა. 

კასპიის ზღვის სანაპიროზე ჩვენი მფლობელობის დამკვიდრებისთვის, ვაჭრობის უზრუნველყოფისა და საქართველოსთან მუდმივი და უსაფრთხო შეტყობინების მოწყობისთვის, მდინარეების მტკვრისა და არაქსის შერწყმის ცოტა ქვემოთ, ჯავათის ახლოს, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე ნავარაუდევი იყო ციხესიმაგრის აშენება და მასთან ქალაქ ეკატერინოსერდის დაფუძნებაც. თავდაპირველი დასახლებისთვის გადაწყდა ახლად აგებულ ციხესიმაგრეში 2.000 ახალგაზრდა ჯარისკაცის დატოვება იმ მიზნით, რომ მთავრობა მათ დასასახლებლად ყოველივე აუცილებლით მოამარაგებდა, ხოლო სომხები და ქართველები კი ცოლებს შერთავდნენ. ამ მოსახლეთა მუდმივი ურთიერთობები იმპერიის ფარგლებთან ახლად აშენებული ციხესიმაგრეებით უნდა ყიფილიყო უზრუნველყოფილი, რომელთა აგებასაც ტარკისა და რუსეი-ბულაკში ვარაუდობდნენ, და ასევე ბაქოს სიმაგრის გაძლიერებასაც, როგორც მთელ კასპიის ზღვაში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პორტისა.

ბაქოში მთელი სპარსეთისა და დაღესტნის ვაჭრობა იყრიდა თავს, და ამიტომ სიმაგრეების აგებასთან ერთდროულად ბაქოს პორტის უკეთ გამართვა და კასპიის ზღვის ესკადრის შემადგენლობის გაძლიერებაც აუცილებლად მიაჩნდათ.

“მივიღე რა სიკეთედ, წერდა იმპერატრიცა გრაფ ზუბოვს (Въ указе отъ 1-го октября 1796 года), თქვენი წარდგინება ყიზლარსა და ბაქოს შორის უსაფრთხო შეტყობინების დაარსებასთან მიმართებაში, ტარკისა და რუსეი-ბულაკში, აგრეთვე თავად ქალაქ ბაქოშიც თქვენს მიერ ნავარაუდევი სიმაგრეების აშენებით, და მიმაჩნია რა ინჟენერ-პოდპოლკოვნიკ ტრუსონის მეშვეობით თქვენგან გამოგზავნილი იმ სიმაგრეთა გეგმები, იმ მხარის ადგილმდებარეობისა და გარემოებებისთვის შესაფერისად და სასურველი საგნის მიღწევისთვის საკმარისად, გიბრძანებთ, რომ მათ შესახებ თქვენი ზემოაღნიშნული ვარაუდი ნამდვილ აღსრულებაში მოიყვანოთ.

სიმაგრეები ტარკისა და რუსეი-ბულაკში შეიძლება იყოს არცთუ ზედმეტად ვრცელი, ვინაიდან ისინი უნდა ემსახურებოდნენ ერთადერთი კასპიის ზღვის ნაპირებსა და კავკასიონის მთებს შორის ზოგიერთი მნიშვნელოვანი გასასვლელის დაკავებას, აგრეთვე აქ მაღაზიების შენახვასა და მომიჯნავე მთიელი ხალხების თავდასხმებისგან მათ დაცვას. ხოლო რაც ქალაქ ბაქოს შეეხება, დავნიშნეთ რა აღნიშნულ პორტში თორმეტი ... ხომალდის ადგილსამყოფელი (местопребыванiе двенадцати ластовыхъ судовъ), რომლებითაც, სპარსეთში თქვენი უფროსობის ქვეშ მყოფი ჯარებისთვის ყველანაირი მომარაგების მოწოდებათა შესამსუბუქებლად, ჩვენ კასპიის ზღვის ესკადრის გამრავლება გადავწყვიტეთ. ხსენებული ქალაქის გაძლიერება არა მხოლოდ მყარი მიწის მხრიდან არის საჭირო, არამედ ზღვის მხრიდანაც, აქ საფორტიფიკაციო ნაგებობების გარდა, საადმირალოებისთვის საჭირო შენობა-ნაგებობებისა და დაწესებულებათა დაარსებით. 

ყველა ზემოაღნიშნულ ადგილას ნავარაუდევი შენობა-ნაგებობების ასაგებად დაანგარიშებული თანხის: ბაქოსთვის 283.859 მან., ტარკისთვის 90.634 მან. და რუსეი-ბულაკისთვის 10.838 მან. 50 კაპ., სულ 385.326 მან. 50 კაპ., თქვენთვის მოცემა ვბრძანეთ მომავალი 1797 წლის განმავლობაში”.

ამ წინადადებებს განხორციელება არ ეწერა. 1796 წლის 6 ნოემბერს რუსეთმა დიდი დანაკარგი განიცადა: ამ დღეს იმპერატრიცა ეკატერინე II გარდაიცვალა.

იმპერატრიცის გარდაცვალებიდან მეორე დღეს სახელმწიფო სამხედრო კოლეგიის თავმჯდომარემ, გრაფმა სალტიკოვმა, უკვე კურიერი გაუგზავნა გრაფ ზუბოვს შეტყობინებით ტახტზე იმპერატორ პავლე I-ის ასვლის შესახებ და ბრძანებით, რომ მომავალში საგანგებო დავალებამდე საომარი მოქმედებები შეეჩერებინა; ჯარები ისეთ პუნქტებში შეეერთებინა, რომლებშიც ისინი სურსათით იქნებოდნენ უზრუნველყოფილნი, და, შემოიფარგლებოდა რა მხოლოდ თავდაცვით, არანაირი შეტევითი მოქმედებებისთვის აღარ მიემართა (Отношенiе графа Салтыкова графу Зубову 7-го ноября 1796 года, № 16)

ზუსტად ერთი თვის შემდეგ ამ ცნობამ მდინარე მტკვარზე განლაგებულ რუსულ ბანაკამდე მოაღწია, და ამის კვალდაკვალ შემდეგ გრაფმა ზუბოვმა შეიტყო, რომ თითოეული პოლკის მეთაურმა საგანგებო სახელობითი უზენაესი ბრძანება მიიღო პოლკთან ერთად დაუყოვნებლივ თავის საზღვრებში დაბრუნებულიყო და ადამიანებს უკეთესი გამოყენებისთვის მოფრთხილებოდა*. გრაფი სალტიკოვი იმავე დროს გრაფ ზუბოვს წერდა, რომ გენერალ-ანშეფი გუდოვიჩი უწინდებურად კავკასიის კორპუსის მეთაურად არის დატოვებული (Отношенiе графа Салтыкова графу Зубову 18-го ноября 1796 года, № 82); რომ უზენაესად ნაბრძანებია დაუყოვნებლივ მოახდინოს განკარგულება ჯარების იმპერიის ფარგლებში დაბრუნებაზე, იმით, რომ პოლკების კავკასიის ხაზზე მოსვლასთან ერთად ისინი გუდოვიჩის უფროსობის ქვეშ უნდა შევიდნენ (Тоже отъ 4-го декабря, № 331). (*რუსული საიმპერატორო ისტორიული საზოგადოების კრებულის მეორე ტომში, წერილში «Депеши графа Литы и проч.» ა. თ. ბიჩკოვი, 198-ე გვერდზე, შენიშვნაში, ლაპარაკობს გრაფ ზუბოვის ლაშქრობის დასასრულის შესახებ: “ბრძანება ჯარების დაბრუნების თაობაზე, სავარაუდოდ, მიეცა გრაფ გუდოვიჩს, რამაც მისცათ საბაბი მონათხრობისთვის, რომ ვითომ ჯარების ყველა ცალკეულმა უფროსმა ბრძანებები გრაფ ზუბოვის გვერდის ავლით მიიღო. მთავარი შტაბის არქივში იმყოფება პოლკების მეთაურთა პატაკები, რომლებითაც ისინი მოახსენებდნენ გრაფ ზუბოვს, რომ მიიღეს სახელობითი უზენაესი ბრძანებები კავკასიის ხაზზე პოლკების დაბრუნების შესახებ. ყოფილ მთავარსარდალს ისინი სთხოვდნენ მიეთითებინა მათთვის საშუალებებზე უკანა გზაზე ჯარების გამოკვებისთვის. ამ თხოვნის გამო გრაფმა ზუბოვმა თავისთან თათბირზე მოიწვია ყველა პოლკის მეთაური, და ერთგვარი სამხედრო საბჭო იქნა შედგენილი, რომელზედაც მიეთითათ საშუალებები ჯარების გამოკვებისთვის. საბჭოს ჟურნალი გრაფმა ზუბოვმა გრაფ სალტიკოვს ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე გაუგზავნა.) 

უკანასკნელმა, არ იცოდა რა არაფერი ამ განკარგულებათა შესახებ, მეთაურობა გენერალ-პორუჩიკ ისლენიევს ჩააბარა და 13 ნოემბერს გეორგიევსკიდან გაემგზავრა. იყო რა იმავე დროს ტამბოვისა და რიაზანის გენერალ-გუბერნატორი, გუდოვიჩს განზრახული ჰქონდა პეტერბურგში ჩასულიყო, რათა იქ თავისი მომავალი მდგომარეობა გაერკვია. ჩერკასკში გუდოვიჩმა მიიღო უზენაესი ბრძანება, რომ სამსახურის უწინდელ ადგილს დაბრუნებოდა. 

დაბრუნდა რა უკან გეორგიევსკში და ჯერ კიდევ არ იცოდა რა, რომ გრაფ ზუბოვის საქმიანობა უკვე დასრულდა, გუდოვიჩი თავის მდგომარეობას უკიდურესად ორაზროვნად მიიჩნევდა. ის ვარაუდობდა, რომ მხარის მთავარი უფროსი ჯერ ისევ მაინც გრაფი ზუბოვი იყო, რომელსაც სამსახურით თავისზე ახალგაზრდად თვლიდა და საერთოდ მას განსაკუთრებული კეთილგანწყობით არ ეკიდებოდა. გიდოვიჩი ფიქრობდა, რომ კავკასიის ხაზზე ის იმისთვის დააბრუნეს, რათა ისევ მხოლოდ გრაფ ზუბოვს მის შემდგომ მოქმედებებში დახმარებოდა; მას უფრო მეტად იმისა ეშინოდა, რომ, დარჩებოდა რა ხაზზე, მეორეხარისხოვანი, გადამცემი (передаточный), პირი იქნებოდა, და რომ მთელი წარმატებები არა მას, არამედ გრაფ ვალერიან ალექსანდრეს ძე ზუბოვს მიეწერებოდა. უკანასკნელი გარემოება განსაკუთრებით ამძიმებდა გუდოვიჩს, და ბოლოს მან გადაწყვიტა ეს გამოეთქვა.

“უზენაესი ბრძანების მიხედვით, რომელიც თქვენი ბრწყინვალების მიერ მე გამომეცხადა, წერდა ის გრაფ სალტიკოვს (Собственноручное письмо Гудовича графу Салтыкову отъ 18-го декабря 1796 года), მე ჩემს უწინდელ ადგილს დავუბრუნდი და გავბედავ თქვენ, როგორც ჩემს მწყალობელს, მოგახსენოთ ჩემი განსაკუთრებული მწუხარების შესახებ, გაურკვევლობაში ვიმყოფები რა, თქვენი ბრწყინვალების ბრძანებით, რწმუნებით ვარ დაბრუნებული შვებულებიდან, თუ სხვების თანაბრად, რომლებიც შვებულებებში დიდი ხნით და ხშირადაც ყოფილან. თქვენი ბრწყინვალებისთვის ცნობილია ჩემი მძიმე და გულმოდგინე სამსახური, ცნობილია ჩემი ყოფილი უბედური მდგომარეობაც, ვიყავი რა სხვა არაფერი, თუ არა გრაფ ზუბოვის კაპრიზებზე დამოკიდებული ლივერანტი.

ახლა, თუმცა კი ვიმედოვნებ ყოვლადმოწყალე ხელმწიფის უზენაეს წყალობას, მაგრამ, მაინც არ ვიცი რა, თუ როგორ საფუძველზე უნდა ვიმეთაურო და როგორ კავშირში გრაფ ზუბოვთან, მჭმუნვარე სულით მოვმართავ თქვენს დიდსულოვნებას და იძულებულს ვხედავ საკუთარ თავს გაგიმხილოთ, სპარსული საქმეების რამდენადმე ჩახლართულობა (запутанность), რომლებიც გამოუცდელი ბელადისგან წარმოიშვა.

ყველა ჯილდო მან მიიღო ჩემი შრომებისთვის; მას საქართველო არასოდეს გაუთავისუფლებია, არამედ ის გაათავისუფლა ორმა ბატალიონმა, რომლებიც გასული ზამთრის დასაწყისში იქ გაიგზავნა, და ჯარების მოძრაობამ, რომლებიც მაშინვე მე დარუბანდისკენ გავუშვი. თუმცა კი საქართველოში მყოფ ბატალიონებთან მან ზაფხულში საიმედო შეტყობინება ვერ მოაწყო, არა აღა-მაჰმად-ხანის გამო – რომელიც, ამ ბატალიონებზე ხმებისგან შეშინებული ყიზლარში მის (გრაფ ზუბოვის – ი. ხ.) ჩამოსვლამდე წავიდა – არამედ სხვის, განჯის მცირე ხანის გამო. დარუბანდი მან აიღო გამზადებული, მივიდა რა იქ ჩემს მიერ ყველაფერ გამზადებულზე და თანაც ტყუილა-უბრალოდ რამდენიმე ადამიანი დაკარგა, უბრძანა რა ყიზლარიდან, ჩემგან საიდუმლოდ, გენერალ-მაიორ საველიევს უკან დაეხია, რომლის უკან დახევის შემდეგაც, შეიხ-ალი-ხანმა ააგებინა კოშკი ქალაქზე გაბატონებულ სიმაღლეზე, რომელიც საველიევს დაატოვებინა და შემდეგ კი მისი იერიშით აღება მოუხდა. შირვანი მტკვრამდე არა თუ მარტო გაწმენდილი არ არის, არამედ ჩვენი ჯარები იმ პატივისცემასა და შიშს კარგავენ, რომლებიც სპარსელებს ჩვენს მიმართ ჰქონდათ, ვინაიდან, მის მიერ მოხსენებული გამარჯვების ნაცვლად, როგორც ისმის, წარსული ოქტომბრის პირველ რიცხვებში, პოდპოლკოვნიკ ბაკუნინის რაზმი, საუბედუროდ, შეიხ-ალი-ხანის მიერ, ყაზიყუმუხელ ჰამბუთაისთან შეთანხმებით სასტიკად დამარცხებულ იქნა, და მხოლოდ ბიჩქებში შეფარებული რამდენიმე დაჭრილიღა გადარჩა; ზარბაზნები და ყველაფერი დანარჩენი დაიკარგა, რომლებიც სპარსელებმა მიატოვეს, როცა დასახმარებლად მოსული უგლიჩის პოლკი დაინახეს, რომელიც გვიან მოვიდა. რომ ეს, საუბედუროდ, სიმართლეა, ეს მთელმა ჯარებმა იციან, და ასევე სპარსელებმაცა და დაღესტნელებმაც. მოხსენება ამის თაობაზე სხვა, არასწორი ფერებით იქნა აღწერილი. ჯარების გამოსაკვებად, საჭირო ადგილებში მაღაზიების დაარსებისთვის არანაირი განკარგულება არ ყოფილა, თუმცა კი ამის თაობაზე ჩემგან ჰქონდა მიწერილი და ძმისგან კი მოსმენილი.

ასე რომ, იქ დიდი რაოდენობით მიტანილი პროვიანტის არსებობისას, ჯარებს მის გადაზიდვაში აქვთ გასაჭირი. ახლა, დაკარგა რა დრო, ის მოითხოვს სახმელეთო გზით მიწოდებას, არა მხოლოდ დარუბანდში, არამედ ყუბაშიც, თუმცა კი უკანასკნელში, თავადაც იცის, რომ ეს შეუძლებელია; რომ პროვიანტი მთელი ჯარებისთვის ჭარბადაც არის იქ ჩატანილი, გამოვუყავით რა დიდი ნაწილი კავკასიის ხაზის მაღაზიებში მოსული მარაგებიდანაც, და რომ აქ მხოლოდ ჩვენი საზღვრების დასაცავად საჭირო ჯარებისთვის აუცილებელი პროვიანტიღა გვაქვს დატოვებული, და მას ზაფხულში უმსუბუქესი საშუალება ჰქონდა, რომ ზღვით ის მარაგები, სადაც უნდოდა იქ მიეტანა.

საწყალი ცხენოსანი ჯარი, ორ თვეზე მეტ ხანს იდგა რა ერთ ადგილას, დაიქანცა (пришла въ изнуренiе), ვინაიდან, მხედართმთავრობის ახალი წესის მიხედვით, ჯარები ხელსაყრელ ბანაკში იყვნენ დაყენებულნი, ასოც ვერსზე უახლოესი მაღაზიიდან, ხოლო ფურაჟი კი, იდგა რა ერთ ადგილას, ჩამოცილებული და განადგურებულია. თუ ვიტყვით, რომ შირვანი ამ ბანაკის მეშვეობით წესრიგში მოიყვანებოდა, პირიქით, შირვანი სრულებით მოშლილია, ასევე დარუბანდის სამფლობელოც, გაუფრთხილებლობისა და ჯარების თვალწინ შეიხ-ალი-ხანის უპატიებელი ხელიდან გაშვების გამოისობით, რომელიც, შეუთანხმდა რა უკანა მხარეს დაღესტანში მყოფ ყაზიყუმუხელ ჰამბუთაის, რაზმებსა და საგუშაოგებს შორის საიმედო კომუნიკაციას არღვევს.

გაზაფხულზე კორპუსის სპარსეთში შესვლამდე მე ფურცელზე დაწერილი ჩემი აზრი გადავეცი, ვუთხარი რა იქვე, რომ შეიხ-ალი-ხანი სამაგალითოდ უნდა დაესაჯა და მისთვის ხანობა სამუდამოდ ჩამოერთმია, ხოლო ყაზიყუმუხელი ჰამბუთაი კი შეეშინებინა და შამხლისთვის დაექვემდებარებინა, მაგრამ ყველაფერი ეს ხელიდანაა გაშვებული და ჰამბუთაი, რომელიც უწინ ჩვენს დახმარებას ეძიებდა, მოწინააღმდეგედ შეგვექმნა. მთელმა ზაფხულმა მოქმედების გარეშე ჩაიარა, სპარსელებს უწინ უმნიშვნელო მოქმედებებისაც ეშინოდათ, ხოლო ახლა დიდი რიცხვის ჯარების წინაშეც კი კარგავენ შიშს. ჩემს მიერ მიწოდებულ მოძრავ მაღაზიებს ჯარები ისე მოეკიდნენ, როგორც მტრისთვის წართმეულ ნადავლს, ყოველგვარი მოფრთხილებისა და დაზოგვის გარეშე. ფურაჟი რომ მომავლისთვის დაემზადებინათ, ამაზე არც კი უფიქრიათ. და ის არა თუ იმ რაოდენობის ხარებსა და აქლემებს ეყოფოდა, რასაც ახლა მოითხოვენ, არამედ იქ ამჟამად არსებული საქონელიც მარტამდე როგორ უნდა გამოიკვებოს – ღმერთმა უწყის.

დიდსულოვნად შედით, ჩემო მოწყალეო მწყალობელო, ჩემს ყოფილ მდგომარეობაში, თუ როგორ სამწუხაროა ჩემთვის დამოკიდებული ვიყო გამოუცდელი ბელადის კაპრიზებზე, რომელმაც მთელი ჯილდოები მხოლოდ ბედ-იღბლის წყალობით მიიღო, და რომელიც წოდებით ჩემზე უმცროსია. თქვენი მოწყალე შუამდგომლობით ვბედავ ახლა მოველოდე ჩემი ბედის შემსუბუქებას”.

გუდოვიჩის შიშები მალე გაფანტულ იქნა და სენატისადმი ბრძანებულებით ის ასტრახანის სამხედრო გუბერნატორად დაინიშნა. ამის კვალდაკვალ გუდოვიჩმა მიიღო იმპერატორ პავლე I-ის რესკრიპტი, რომლიდანაც მან დაინახა, რომ გეორგიევსკში იმისთვისაა დაბრუნებული, რათა მხარის მთავარი უფროსი იყოს; რომ გრაფი ზუბოვი ყველა თანამდებობიდან განთავისუფლებულია, და რომ ხაზზე დაბრუნებული პოლკები, მათი მოსვლის და მიხედვით, მისი უფროსობის ქვეშ უნდა შემოვიდნენ.

“სპარსეთთან ჩვენი სასაზღვრო საქმეების მდგომარეობა, წერდა იმპერატორი იმავე დროს გუდოვიჩს (Въ рескрипте отъ 5-го января 1797 года), და ტახტზე ჩვენ ასვლამდე დაწყებული ჩვენი ჯარების მოძრაობა იმ მხარეში, რომელმაც გადაჭრით ვერანაირ წარმატებებს ვერ მიაღწია, განსაკუთრებულ პატივისცემას მოითხოვს.

ჩვენ ყველაფერს ვამჯობინებთ ჩვენი საზღვრების უსაფრთხოებასა და ჩვენი ქვეშევრდომების სიმშვიდეს და ამიტომ, იმის მოლოდნში, სანამ იქაურ მხარეზე დაწვრილებითი სისტემის მოწყობაში დრო და გარემოებები ხელს შეგვიწყობენ, საჭიროდ მიგვაჩნია თქვენთვის წინასწარ შემდეგი წესები მოვხაზოთ.

პირველი. ჩვენს საკუთარ საზღვრებთან მიმართებაში, ჩვენ არსებითად ხელსაყრელად მიგვაჩნია, რათა ხაზს მათი შენარჩუნებისთვის თვალყურს ადევნებდეთ მდინარე ყუბანის შესართავიდან, აუყვებით რა მას ზემოთკენ და შემდეგ კი ყველაზე უფრო ახლოს და მოხერხებულად გადაიყვანთ მას მდინარე თერგზე ყიზლარამდე და ა. შ., და ამ ხაზს ისეთ გამართულ და საპატივსაცემო მდგომარეობაში ინარჩუნებდეთ, რომ ის არა მხოლოდ ჩვენს საზღვრებს იცავდეს, არამედ მის წინ მცხოვრებ სხვადასხვა ველურ ხალხებსაც ლაგამს ამოსდებდეს (но и обуздывала впереди ея обитающiе разные дикiе народы).

მეორე. ყოველგვარი მთიელი ხალხები, ამ ხაზთან მცხოვრებნი ან მოთვინიერებულნი, ალერსით შეინარჩუნეთ სიწყნარესა და მორჩილებაში, აარიდებთ რა მათ ყველაფერს, რაც მათ შეავიწროვებს ან ხვედრს დაუმძიმებს; მათ ერთგულებაში თქვენი უზრუნველყოფისთვის კი, თქვენთან ან უახლოეს საგუბერნიო ქალაქებში მათგან გყავდეთ ამანათები, ხოლო ამანათებთან კი პრისტავები, რომლებიც ალერსით შეძლებდნენ მათში რუსეთისადმი ერთგულების ჩანერგვასა და განმტკიცებას.

მესამე. ქართლის მეფესთან მიმართებაში, ერთმორწმუნეობისა და სრულიად რუსეთის თვითმპყრობელებთან ამ მფლობელთა ძველი ურთიერთობების, აგრეთვე ერეკლე მეფესთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ამ მფლობელთან ყოველგვარი ჯეროვანი ურთიერთობა დაიცავით, და ისიც რუსეთის უფრო მეტად მომხრე მფლობელებთან და მხარეებთან კეთილ თანხმობასა და ერთსულოვნებაში შეინარჩუნეთ, რათა, საჭიროების შემთხვევაში, მათ ყველას შეერთებული ძალებით შეეძლოთ ჩვენზე თავდამსხმელი მტრების პირისპირ დადგომა, და ჩვენც რამდენადაც შესაძლებელია ნაკლებად გვქონდეს მათ დასაცავად შეიარაღებული ხელით გამოსვლის საჭიროება. ერთი სიტყვით, მიიყვანთ რა საქმეებს ისეთ ხარისხამდე, რომ რუსეთისადმი კეთილად განწყობილი ამ მფლობელებისგან შედგეს ფედერაციული სახელმწიფო, რომელიც ჩვენზე იქნება დამოკიდებული, როგორც მათ უმაღლეს ხელმწიფესა და მფარველზე, და რომელიც მათთვის მით უფრო ნაკლებად სამძიმო იქნება, რამდენადაც ჩვენ არც მათ მმართველობის წესში ჩარევა გვაქვს განზრახული, და არც მათგან ხარკის ან სხვა რაიმე ვალდებულებათა მოთხოვნა, გარდა ერთადერთი ჩვენდამი ერთგულებისა.

(Третье. Въ разсужденiи царя карталинскаго, по единоверiю и по давнимъ отношенiямъ сихъ владетелей къ самодержавцамъ всероссiйскимъ и по договору, съ царёмъ Ираклiемъ постановленному, соблюдать съ симъ владетелемъ всякое пристойное сношенiе, и его удерживать въ добром согласiи и единодушiи съ владельцами и областями къ Россiи более приверженными, дабы, въ случае надобности, соединёнными силами все они могли стать противъ покушающихся нашихъ враговъ, и мы колико можно меньше имели надобности вступаться за нихъ вооружённою рукою. Словомъ, доводя дела до такой степени, чтобы изъ сихъ къ Россiи благожелательныхъ владельцевъ составилось федеративное государство, зависящее отъ насъ, яко верховнаго ихъ государя и покровителя, который темъ меньше для нихъ тягостенъ будетъ, поколику мы ни въ образъ ихъ правленiя мешаться, ниже отъ нихъ дани или иныя повинности, кроме верности единой къ намъ, требовать не намерены.)

მეოთხე. ტარკის შამხალი, დაღესტნის მფლობელი, და ამის თანაბრად დარუბანდის, ბაქოსა და სხვა ხანები, რომლებიც კასპიის ზღვის დასავლეთ ნაწილთან ახლოს იმყოფებიან, შეძლებისდაგვარად, ზემოდაწერილ საფუძველზე, ჩვენს დამოკიდებულებაში შეინარჩუნეთ, დაანახვებთ რა მათ შეერთებული ძალებით მოგერიების მოხერხებულობას იმის მსგავსი მტრული ჩანაფიქრების წინააღმდეგ, როგორებიც ახლახანს აღა-მაჰმად-ხანის მხრიდან განიცადეს.

მეხუთე. ყურადღება გქონდეთ მიპყრობილი ჩვენი ქვეშევრდომების ვაჭრობაზე, რათა ის იმ ოლქებში არაფრით დამძიმებული და დაჩაგრული არ იყოს, არამედ, ამის საპირისპიროდ, მთელი იმ მომგებიანობითა და შეღავათებით სარგებლობდეს, რომლებიც უწინდელი ხელშეკრულებებითაა მოპოვებული.

მეექვსე. თქვენი ყოველმხრივი მონდომება მიმართეთ იქითკენ, რათა ოსტატური და ფრთხილი სახით ჩააგონოთ აღა-მაჰმად-ხანს, რომ ის სხვანაირად მშვიდად და უსაფრთხოდ ვერ შეიძლება დარჩეს, თუ ჩვენს კეთილგანწყობას ვერ მოიპოვებს, და ამიტომ არ უნდა შეეხოს არც საქართველოს, არც სხვა მიწებს, რომლებიც კასპიის ზღვის დასავლეთ ნაპირზე მდებარეობენ, და მათაც, რომლებიც ამ მიწებსა და საქართველოს შორის იმყოფებიან, მეგობრულად განმარტავდეს ჩვენს ვაჭრობას და თავადაც დაიწყოს იგივე ჩვენთან, რასაც ყოველთვის მოხერხებულად შეეძლება მისი სურვილების საქმემდე მიყვანა. (Обратить всемерное старанiе ваше къ тому, чтобы искуснымъ и осторожнымъ образомъ внушить Аге-Магометъ-хану, что онъ инако спокойнымъ и безопаснымъ остаться не можетъ, какъ снискать наше къ себе доброхотство, и для того не прикасался бы ни къ Грузiи, ниже къ другимъ землямъ, на западномъ берегу Каспiйскаго моря лежащимъ, и темъ, кои между сихъ и Грузiи находятся, дружески трактовалъ нашу торговлю и открылъ первую же съ нами, кои всегда могутъ удобнее довести до событiя дель его желанiя.) და თუ მისგან თქვენთან დესპანები იქნება გამოგზავნილი, თქვენ ისინი კეთილმოსურნეობით მიიღეთ, მოგვახსენებთ რა ჩვენ ჩვენი შემდგომი ბრძანებების მისაღებად, მაგრამ ამასთან ემისრების მეშვეობით მთელი წესიერებით აგრძნობინეთ მას მთელი ის საფრთხე, რომელშიც იგი საკუთარ თავს აგდებს, როცა ჩვენს წინააღმდეგ გამოდის.

მეშვიდე. ყველა შემთხვევაში შორს დაიჭირეთ თავი ოტომანის პორტასთვის ეჭვის გაჩენისგან, რომ ჩვენ მასთან ჩხუბებისთვის საბაბს ვეძიებთ.

იხელმძღვანელებთ რა ამ წესებით, ძნელი არ იქნება მოიხაზოთ საკუთრივ თქვენთვის იმ მხარის საქმეებში თქვენი ქცევის გეგმა, და ის დაწვრილებით ჩვენ წარმოგვიდგინოთ”.

ასე დასრულდა 1796 წლის სპარსული ლაშქრობა, რომელმაც ჩვენგან დიდი ხარჯები მოითხოვა, და რომელსაც არანაირი შედეგები არ მოუტანია, 500 სომხური ოჯახის რუსეთში შემოყვანის გარდა, რომლებიც კავკასიის ხაზზე იქნენ დასახლებულნი.

შეიტყო რა პოლკების მეთაურთა მიერ იმპერატორის რესკრიპტების მიღების შესახებ, გრაფმა ზუბოვმა ისინი თავისთან თათბირზე მოიწვია და გამოუცხადა, რომ ის უკვე მთავარსარდალი აღარ არის და რომ იმპერატორს გაუგზავნა თხოვნა თავისი განთავისუფლების შესახებ. მხედველობაში ჰქონდა რა უკიდურესი სიძნელე სურსათის შეძენაში, გრაფმა ზუბოვმა პოლკების მეთაურებს შესთავაზა აეღოთ რამდენიც საჭირო იყო ფული ექსტრაორდინალური თანხის ნარჩებნებიდან და უკვე მათდამი რწმუნებული დაბალი ჩინების სურსათით უზრუნველყოფისთვის ეზრუნათ. ჯარების მდგომარეობა გაძნელებული იყო: ბევრმა პოლკმა უჭმელობისგან ცხენები დაკარგა; სხვებს სურსათის არანაირი მარაგები არ ჰქონდათ. რუსეთიდან პროვიანტი მეტად ნელა მოეწოდებოდათ, ხოლო ადგილზე ყიდვა კი თითქმის შეუძლებელი იყო, იმიტომ, რომ შირვანში, ბაქოში, შემახაში, განჯასა და სხვა ადგილებში შიმშილი მძვინვარებდა, და ერთი ჩეთვერთი ქერისთვის 15 მანეთსა და მეტს იხდიდნენ. თივის შეძენა შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ იქაურებს მნიშვნელოვანი რაოდენობით მისი დამზადება ჩვეულებად არ ჰქონდათ, და ბალახის შოვნაც მხოლოდ ხშირ ლელიანში დიდი სიძნელეებით შეიძლებოდა. ყველაფერი ეს იყო იმის მიზეზი, რომ პირველ ხანებში პოლკების მეთაურები გაზაფხულამდე მდინარე მტკვარზე არსებულ ბანაკში დარჩენას ფიქრობდნენ, რათა ცხენებისა და საქონლის საძოვრად ბალახის ამოსვლას დალოდებიდნენ და თან საგზაოდ რაიმენაირი მარაგებიც დაემზადებინათ. შემდგომში ასეთი გაჩერება მოუხერხებლად იქნა მიჩნეული და ჯარებიც ცალკეულ ნაწილებად ბაქოსკენ გაეშურნენ, რათა იმ მთებისა და ხეობებისთვის აერიდებინათ თავი, რომლებიც ყუბიდან შემახამდე მოძრაობისას გაიარეს. “მათ განსაკუთრებულმა თოვლ-ჭყაპმა მოუსწრო, წერს ლაშქრობის მონაწილე: დეკემბრის მიწურულს მოვიდა თოვლი, დაიწყო განსაკუთრებული ყინვები; ადამიანებმა ძალზედ ბევრი დაითმინეს, ცხენების უმრავლესობა კი დაიხოცა. ამ გზაზე წყლის უკმარისობაც კი ხვდებოდათ: არც ტყე იყო, არც ბალახი, დედამიწა ყოველგვარი მცენარეებისგან, აბზინდის გარდა, თითქმის თავად ყუბის ოლქამდეც კი, გაშიშვლებული გახლდათ”.

ამ სიძნელეებს ისიც დაემატა, რომ სპარსელებს, შეიტყვეს რა ჩვენი ჯარების ცალ-ცალკე მოძრაობის შესახებ, მათზე შემოტევა ჰქონდათ განზრახული. მაშინ პოლკების მეთაურებმა გადაწყვიტეს ერთმანეთთან შეერთებულიყვნენ და ერთად ევლოთ. ამასობაში გრაფმა ზუბოვმა მიიღო იმპერატორის ბრძანება დაუყოვნებლივ გაეცა განკარგულებები, რომლებიც იმპერიის ფარგლებში ჯარების გამოყვანისთვის გახლდათ შესაფერისი. მას დაევალა მიეცა პოლკების მეთაურებისთვის დარიგებები, შეედგინა მარშრუტები, რამდენადაც შესაძლებელი იქნებოდა, უზრუნველეყო სურსათით და სხვა. ამ განკარგულებებს შორის გრაფმა ზუბოვმა მის მიერ თხოვნილი განთავისუფლება მიიღო და მაშინ, ჩააბარა რა უფროსობა გენერალ-ლეიტენენტ ბულგაკოვს, როგორც უფროსს, გემში ჩაჯდა და ასტრახანს გამოემგზავრა. ჯარები ორ ნაწილად იქნა გაყოფილი: ერთი, გენერალ-მაიორ რახმანოვის უფროსობით, ბაქოდან გამოვიდა და ხმელეთით მოდიოდა, მეორე კი, თავად ციციანოვის უფროსობით, ბაქოში გემებში ჩაჯდა და სლადკორეჩნოის ნავსადგურისკენ ზღვით მოდიოდა. ჯარები საქართველოდანაც ასევე გამოყვანილ იქნა, და გენერალმა გუდოვიჩმა კავკასიაში მოქმედებებისთვის ახალი პროგრამა მიიღო.

9 მარტის რესკრიპტში იმპერატორი პავლე I მას წერდა:

“1) თალიშის ნაპირების მახლობლად კუნძულ საროს ჯარებით დაკავებასა და მის გამაგრებას მე ზედმეტად მივიჩნევ, არამედ საკმარისი იქნება, რომ იქ ჩვენი ერთი ან ორი სამხედრო გემი იდგეს.

2) სპარსული სამხედრო გემები კასპიის ზღვაში შეიძლება შეწყნარებულ იქნას, რომლებსაც ჩვენები მეგობრულად უნდა ეპყრობოდნენ, სანამ ისინი მშვიდად დარჩებიან.

3) ჩვენი კომერციის მფარველობისთვის უწინდებურად გაგზავნეთ რამდენიმე ჩვენი სამხედრო გემი, სადაც უკვე ნაბრძანებია ჩვენი ესკადრის შენახვა, თუმცა კი, თავისი საზღვაო უფროსობისადმი უშულო დაქვემდებარებაში, რომელთანაც თქვენ ურთიერთობა უნდა გქონდეთ, და სამსახურის საქმეებში ერთმანეთს დახმარების ხელსაც უწვდიდეთ.

4) პოლკოვნიკ თავად ურაკოვის ადგილზე, ყაბარდოელი ხალხისთვის პრისტავად, კარგოპოლის დრაგუნთა პოლკის პოლკოვნიკ ლაბას გამწესებას არ ვიწონებ (не апробую); და საერთოდ გიკრძალავთ სამხედრო ჩინოსნების სხვა სამსახურისთვის თავიანთი პოლკებიდან მოშორებას. მსგავსი გამოყენებისთვის კი საჭირო ხალხი საგარეო საქმეთა კოლეგიისგან მოითხოვეთ. ხოლო რადგან თქვენ პოლკოვნიკ ლაბაში ამგვარი სამსახურისთვის განსაკუთრებულ ნიჭსა და უნარს ხედავთ, ამიტომ მე მას გავრიცხავ სამხედრო სამსახურიდან მისი წოდების კოლეგიის მრჩევლად გადარქმევით.

5) ჩვენს საზღვრებზე ყუბანისმიღმელი ხალხების თავდასხმების შემთხვევაში, ისინი თქვენგან განდევნეთ, და უფრო უკეთესი იქნება, თუ არ დაუშვებთ ჩვენს საზღვრებში მათ შემოჭრას, და ამას უნდა აკეთებდეთ ჯარების მხოლოდ იმ ნაწილებით, რომლებსაც აქვე საზღვარზე თავიანთი საგუშაგოები გააჩნიათ, არ შეკრებთ რა ამისთვის საგანგებო ჯარებს. 

6) ჩვენს ფარგლებში მცხოვრები და მომთაბარე მთელი აზიელი ხალხები, როგორებიც არიან: ყაბარდოელები, ყალმუხები, თურქმენები და სხვა მათი მსგავსნი, თუმცა კი თქვენს დამოკიდებულებაში უნდა შედგებოდნენ, მაგრამ მათ საკუთარი სასამართლოები უნდა ჰქონდეთ; უმაღლესი სასაზღვრო სასამართლო კი მოზდოკში თქვენი ხელმძღვანელობით დაე დარჩეს.

7) ამ ნაწილის საქმეთა აღსრულებისთვის როგორც სასაზღვრო მრჩეველი, ისე მდივანი და კანცელარიის სხვა მოხელენი საგარეო საქმეთა კოლეგიისგან მოითხოვეთ, რომელიც საჭირო ხალხით თქვენს მომარაგებას არ დააყოვნებს; სამხედრო პირთა გამოყვანაზე კი პოლკებიდან მსგავსი გამოყენებისთვის ნებას სულაც არ გაძლევთ და ამის გაკეთებას გადაჭრით გიკრძალავთ.

8) ყუბანისმიღმელ სულთნებთან და იქაური ხალხების სხვა უფროსებთან თქვენს ურთიერთობებსა და მიმართვებში ის სიფრთხილე დაიცავით, რომ თქვენს პასუხისმგებლობაზე არაფერს იღებდეთ, არამედ მე მომახსენებდეთ და ჩემს ბრძანებებს მოელოდეთ, შეატყობინებთ რა იმავე დროს საგარეო საქმეთა კოლეგიას სასაზღვრო საქმეთა მდგომარეობისა და მანდაური მოვლენების შესახებ.

9) დასასრულს საჭიროდ მივიჩნევ შევნიშნო, რომ სამსახურის სარგებელი და თქვენი მოვალეობა მოითხოვს, რათა თქვენ საზღვარგარეთელ ხალხებთან თქვენს ქცევაში რაც შეიძლება ნაკლებად იყენებდეთ ნაცვალსახელს მე, არამედ ყველა შემთხვევაში, რომლებშიც თქვენ მოქმედებთ, ჩვენს კარს მომართავდეთ, რომლის ნებასა და ბრძანებებსაც თქვენ მხოლოდ აღასრულებთ” (Секретный рескриптъ 9 марта 1797 г. Арх. Глав. Штаба въ С.-Петербурге).

ეს რესკრიპტი, სწირავდა რა გუდოვიჩს თავდაცვითი სახის მოქმედებებისთვის, მას მხოლოდ მტაცებელთა თავდასხმებისგან ჩვენი საზღვრების დაცვის ზრუნვას აკისრებდა. ასეთი დაცვის საშუალება გახლდათ კავკასიის ხაზის რიგი საგუშაგოების და სიმაგრეებისა, რომლებიც მდინარეების ყუბანის, მალკისა და თერგის გაყოლებაზე იყო გადაჭიმული. 

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა