Thursday, June 30, 2016

რუსი ისტორიკოსების ხედვა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისა გასულ საუკუნეებში

(ნაწილი II) 

* * *

კავკასიის კორპუსის სარდალი გენერალ-პორუჩიკი პ. ს. პოტიომკინი 15-დან 24 ივლისის ჩათვლით ყოველდღიურ ჩანაწერებს აკეთებდა, რომლებშიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერს წინ მოსამზადებელი მუშაობის პროცესს აფიქსირებდა. მისი მოწმობის თანახმად, ქართული დეპუტაციის ჩამოსვლა გეორგიევსკში 1783 წ. 18 ივლისს ასეთი შემთხვევისთვის ყველა შესაფერი პატივით იქნა მოწყობილი (იხ. დოკუმენტი 65)

სტუმრების ჩამოსვლის შემდეგ დღეს საელჩოს მარშალმა სეკუნდ-მაიორმა გრაფმა ფ. პ. აპრაქსინმა სარდლის სახელით ისინი აუდიენციასა და საზეიმო სადილზე მიიწვია. მისასალმებელი სიტყვით ქართული მხრიდან თავადი გ. რ. ჭავჭავაძე გამოვიდა, რომელმაც, კერძოდ, თქვა: «სწორედ ეს ვერმოციმციმე სხივები გაბრწყინდა ახლა ჩვენს სამშობლოზე, ენით გამოთქმელი სიხარულით ჩვენი უღვთისმოსავესი ხელმწიფისთვის, რომელმაც ინება ჩვენ დავენიშნეთ იმის გამოცხადებისთვის, რომ, დაექვემდებარება რა სრულიად რუსეთის ტახტს, მისი გული იქნება წმინდა და უმანკო ცეცხლის ტაძარი, სადაც იგი არ შეწყვეტს საკუთარი თავისა და საკუთარი სამფლობელოს მსხვერპლად მიტანას». შემდეგ პ. ს. პოტიომკინის საპასუხო მისალმებამ გაიჟღერა.

მოგვიანებით ორივე მხარე ისევ შეხვდა ერთმანეთს მოლაპარაკებების წარმოებისთვის. ბერდიაკონმა გაიოზმა (Такаов) ორ საპოლკო მღვდელმსახურთან ერთან ლოცვა აღასრულა. შეხვედრის მსვლელობისას პ. ს. პოტიომკინმა ვრცელი სიტყვა წარმოთქვა, ხაზი გაუსვა რა მომავალი მოვლენის მნიშვნელობას და თავისთვის დიდ პატივად აღიარა მისი უშუალო მონაწილე ყოფილიყო. მხარეებმა გაანაწილეს ურთიერთ უფლებამოსილებანი და მიიღეს ტრაქტატის ტექსტები სეპარატიული არტიკულებითა და ფიცის ნიმუშით. მსჯელობა, რომელიც საღამოს ხუთიდან რვა საათამდე გრძელდებოდა, ჩაის სმით დასრულდა.

20 ივლისს მომავალი მოვლენის საპატივსაცემოდ სამხედრო პარადი შედგა. პ. ს. პოტიოკინის მოწმობით, ქართული დეპუტაციის წევრები პარადს თვალყურს დიდი ინტერესით ადევნებდნენ. სადილის შემდეგ მომავალი მოლაპარაკებების მონაწილეები ხელშეკრულების ტექსტის თეთრად გადაწერას შეუდგნენ. 21 ივლისს ტექსტის გადათეთრება გრძელდებოდა. შუა დღეს ორივე დეპუტაცია ისევ შეხვდა ერთმანეთს, რათა ზოგიერთი საკითხი გაერკვია. ბერდიაკონ გაიოზს, კერძოდ, აინტერესებდა, თუ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ ქართლ-კახეთში ბრუნვაში რომელი მონეტა იქნებოდა. დამატებითი არტიკული აღმოსავლეთ საქართველოს მმართველების მეფედ დაგვირგვინებისა და მირონცხების პროცედურის დაზუსტებით მოგვიანებით გამოჩნდა, 1783 წ. 30 სექტემბერს, იმპერატრიცა ეკატერინე II-ის მიერ უზანაესად მოწონების შემდეგ (იხ. დოკუმენტი 95).

22 ივლისს სტუმრებმა ლიტურგიაში მიიღეს მონაწილეობა ტახტის მემკვიდრის მეუღლის, დიდი მთავრინას მარია თეოდორეს ასულის тезоименитство-ს საპატივსაცემოდ. შემდეგ დღეს მომლაპარაკებელი მხარეები შეხვდნენ ერთმანეთს, რათა ტრაქტატის თეთრად გადაწერილი ტექსტი განეხილათ. დოკუმენტის წაკითხვა რუსულ ენაზე პოდპოლკოვნიკ ვ. ს. ტამარას დაევალა, ხოლო ქართულ ენაზე კი – იეროდიაკონ გაიოზს. ქართველი წარმომადგენლები ქართლ-კახეთში ორი ბატალიონის უსწრაფესად გაგზავნას დაჟინებით მოითხოვდნან, რომელთა შეყვანაზეც პ. ს. პოტიომკინმა ნებართვა უგანათლებულეს თავადს გ. ა. პოტიომკინს სთხოვა. კავკასიის კორპუსის სარდალმა შესთავაზა იმ რუსული ჯარების პროვიანტითა და ფურაჟით (ანუ სურსათითა და ცხენების საკვებით – ი. ხ.) მომარაგების პირობები განეხილათ, რომლებიც აღმოსავლეთ საქართველოში უნდა გაეგზავნათ.

24 ივლისის დილის თერთმეტ საათზე დეპუტაციები ხელშეკრულების ხელმოსაწერად დარბაზში შეიკრიბნენ. რწმუნებულმა წარმომადგენლებმა დოკუმენტის ორივე ეგზემპლარს მოაწერეს ხელი რუსულ და ქართულ ენებზე. ამის შემდეგ პ. ს. პოტიომკინმა იქ დამსწრეთ მიულოცა. საპასუხოდ თავადმა გ. რ. ჭავჭავაძემ თქვა: «რაც შეეხება ჩვენს გულებს... ისინი თბილ ლოცვებს აღუვლენენ ყოვლად უზენაესს, რათა გაახანგრძლივოს მან ყოვლადუავგუსტესი მონარქის დაუთვალავი წლები, რომელმაც საქართველოს მეფისა და სამეფოს დიდება აღაზევა» (იხ. დოკუმენტი 65). ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ყველანი საზეიმო სადილზე იქნენ მიწვეულნი. საღამოთი გეორგიევსკში ზეიმი გრძელდებოდა. ქართველმა სტუმრებმა გამოთქვეს სურვილი 25 ივლისს მოზდოკში რუსული ჯარების სამხედრო ბანაკს სწვეოდნენ, ხოლო 27-ში კი მათ ქართლ-კახეთში დაბრუნება ჰონდათ განზრახული.

ამრიგად 1783 წ. 24 ივლისს გეორგიევსკის ციხესიმაგრეში დადებულ იქნა «სამეგობრო ხელშეკრულება» რუსეთისა ქართლ-კახეთის სამეფოსთან (გ. გ. პაიჭაძე ახდენდა დოკუმენტის ინტერპრეტირებას როგორც «სამეგობრო ხელშეკრულებისა კავშირისა და მფარველობის შესახებ» /Пайчадзе Г. Г. Георгтевский трактат. С. 158/). ხელშეკრულების ტექსტი მოიცავდა პრეამბულას, 13 ძირითად მუხლს (არტიკულს), 4 ცალკეულ მუხლსა და ფიცის ნიმუშს. XVIII საუკუნის მეორე ნახევრის ანალოგიური დოკუმენტების მსგავსად ეს დოკუმენტიც ისეთნაირად იყო შედგენილი, რათა პირველივე სტრიქონებიდან როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მხარეთა მოქმედებების მოტივებისთვის ნათელი მოეფინათ. პრეამბულაში ხაზი ესმებოდა, რომ რუსეთის მთავრობის ძალისხმევის გააქტიურება ქართლ-კახეთის სამეფოსთან დაახლოებისთვის შესაძლებელი შეიქნა ერეკლე II-ის არაერთჯერადი თხოვნების საპასუხოდ მფარველობაში მისი მიღების შესახებ. მასში ასევე მოიხსენიებოდა იმ დაუთვალავი უბედურებების შესახებაც, რომლებსაც ქართული მიწები თავიანთი მეომარი (воинственные) მუსლიმანი მეზობლების მხრიდან განიცდიდნენ (მაგალითის სახით დიდი ხნიდან პრაქტიკაში არსებული ხარკის ფორმა იყო მოყვანილი ცოცხალი საქონლით – ტყვეებით).

დოკუმენტის შესავალი ნაწილი აცხადებდა, რომ მხარეებს განზრახული აქვთ სამეგობრო ხელშეკრულების დადება. ამასთან ერთად არცთუ ორაზროვნად მიეთითებოდა იმაზეც, რომ იმპერიის მფარველობა აღნიშნავს საქართველოს მეფეთა «დამოკიდებულებას» რუსეთის თვითმპყრობელებზე. მსგავსი დამოკიდებულების ხასიათი და ფორმები ტექსტში ახსნილი არ ყოფილა (ძნელია არ დაეთანხმო მოსაზრებას ტრაქტატის ერთმნიშვნელოვნად ინტერპრეტაციის შეუძლებლობის შესახებ, რომელიც თვით თავისი სახელწოდებითაც მისი სამართლებრივი მხარის სხვადასხვანაირ განმარტებებს უშვებდა /Исмаил-Заде Д. И. Становление и развитие системы управления в Закавказье и на Северном Кавказе \XVIII – начало XX в./ // Национальрые окраины Российской империи. Становление и развитие системы управления. М., 1917. С. 3, 12; Нольде Б. Очерки русского государствннного права. СПб., 1906. С. 281. სხვა თვალსაზრისის თანახმად, ხელშეკრულებით გაითვალისწინებოდა პროტექტორაქტი და იმავე დროს ვასალიტეტიც/Авалов З. Д. Присоединение Грузии к России/).

პირველი არტიკულის თანახმად, ერეკლე II აღიარებდა ქართლ-კახეთის სამეფოზე რუსეთის მფარველობას. მუხლში მიეთითებოდა, რომ მეფე «სამუდამოდ უარს ამბობს ყველანაირ ვასალობაზე ან როგორი ტიტულითაც არ უნდა ყოფილიყო, ყველანაირ დამოკიდებულებაზე სპარსეთზე ან სხვა დერჟავაზე». თავის მხრივ, იმპერატრიცა ეკატერინე II აძლევდა «თავის იმპერატორობით თავდებობას მისი უგანათლებულესობის მეფის იმჟამინდელ სამფლობელოთა მთლიანობის შენარჩუნებაზე».

მეორე არტიკულში გარანტირებული იყო ქართლ-კახეთის უფლებები ახლად შეძენილ ტერიტორიებზე.

მესამე არტიკული ეძღვნებოდა ხელისუფლების მემკვიდრეობითობის პროცედურასა და ფიცის მიცემის წესრიგს.

მეოთხე არტიკულის შესაბამისად, მეფე ერკლე II-ს ერთმეოდა უფლება ჰქონოდა ურთიერთობები «გარემომცველ მფლობელებთან», ე. ი., სხვა სიტყვებით, უარს ამბობდა დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკაზე.

მეხუთე არტიკულში ნათქვამი იყო საკითხი წარმომადგენელთა (მინისტრების რანგში) ურთიერთ გაცვლის შესახებ თითოეულ კარზე.

მეექვსე არტიკული ითვალისწინებდა ქართლ-კახეთის საშინაო ავტონომიას (სამართალწარმოება, გადასახადების აკრეფა და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაში რჩებოდა).

მეშვიდე არტიკული ამბობდა, რომ ერეკლე II კისრულობს ვალდებულებას ითანამშრომლოს «რუს უფროსებთან» და აუცილებლობის შემთხვევაში თავის ჯარებს უმაღლესი ხელისუფლების განკარგულებაში იძლეოდეს.

მერვე არტიკული იტყობინებოდა აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რუსი მღვდელმთავრების რიცხვში ჩართვის, მის მიერ უწმინდესი სინოდის წევრის წოდების მიღებისა და საქართველოს ეკლესიის უწმინდესი სინოდის იურისდიქციაში გადმოსვლის შესახებ (აქ იგულისხმება რუსეთის ეკლესიის უწმინდესი სინოდი, ანუ ლაპარაკია იმაზე, რომ ამ მუხლით საქართველოს ეკლესია სამართლებრივად რუსეთის ეკლესიის მმართველ ორგანოს დაექვემდებარა – ი. ხ.).

მეცხრე არტიკული ეხებოდა ქართველი თავადაზნაურობის, სასულირო წოდებისა და ვაჭართა ფენის რუსეთის პრივილეგირებულ წოდებებთან უფლებებში გათანაბრებას: «ისინი სრულიად რუსეთის იმპერიაში ყველა იმ უპირატესობითა და სარგებლით ისარგებლებენ, რომლებიც რუსეთის კეთილშობილებს აქვთ მინიჭებული».

მეათე არტიკულში ახსნილი იყო საკითხი ქართლ-კახეთის მცხოვრებთა ქვეშევრდომობის შესახებ, რომლებიც ამიერიდან რუსეთის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების უფლებასა და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს ღებულობდნენ. 

ხელშეკრულების ოთხი სეპარატიული მუხლი შეიცავდა რეკომენდაციებს ერეკლე II-დმი შეენარჩუნებინა მეგობრული ურთიერთობები იმერეთის მეფე სოლომონ I-თან, აგრეთვე აზუსტებდა რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებათა ხასიათს გარეშე მტრებისგან ქართლ-კახეთის სამეფოს დასაცავად. კერძოდ, რუსეთის მხარე ვალად კისრულობდა გაეგზავნა აღმოსავლეთ საქართველოში ქვეითი ჯარის ორი ბატალიონი ოთხი ზარბაზნით. ოსმალეთის იმპერიასთან ომების შემთხვევაში რუსეთის იმპერიას დაჟინებით უნდა მოეთხოვა ქართლ-კახეთისთვის ამ სამეფოს კუთვნილი მთელი სამფლობელოების დაბრუნება, ან კიდევ რომლებიც ოდესმე მასში შედიოდნენ, მაგრამ სხვადასხვა პერიოდებში თურქების მიერ იყო მისგან ჩამოცილებული (ზ. დ. ავალიშვილი ხელშეკრულების ამ პუნქტს «უხეშ შეცდომად» მიიჩნევდა, რამდენადაც ის, მისი აზრით, მეზობელი ახალციხის საფაშოს ქართველი მეფეებისადმი უწინდელ კუთვნილებაზე ფარულ მინიშნებას შეიცავდა, რასაც არ შეეძლო თურქების შეშფოთება არ გამოეწვია /Авалов З. Д. Присоединение Грузии к России. XVIII-XIX века. СПб., 2009. С. 88/)

ხელშეკრულების დედანზე ხელი მოაწერეს გენერალ-პორუჩიკმა პ. ს. პოტიომკინმა, თავადმა ი. კ. ბაგრატიონმა (ბაგრატიონ-მუხრანელმა) და თავადმა გ. რ. ჭავჭავაძემ (იხ. დოკუმენტი 63).

ხელშეკრულების ტექსტის პირველივე სტრიქონებში საგანგებოდ იყო ხაზგასმული რუსეთის იმპერიის ერთმორწმუნეობის ფაქტი «ქართველ ხალხებთან». იმპერატრიცა ეკატერინე II-ის მმართველობის დროს კონფესიური ნათესაობის საკითხი გაცილებით უფრო მეტი მნიშვნელობის მქონე როლს თამაშობდა, ვიდრე ეთნიკური განსხვავებისა. რუსეთის იმპერიის სულიერი ერთიანობის იდეა ქართლ-კახეთის სამეფოსთან საფუძვლად დაედო იდეოლოგიურ დოქტრინას, რომელიც სამხრეთ კავკასიაში იმპერიის გეოპოლიტიკურ ორიენტირებს აღნიშნავდა.

* * *

ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ პ. ს. პოტიომკინმა უგანათლებულეს თავადს გ. ა. პოტიომკინთან გაგზავნა პოდპოლკოვნიკი ვ. ს. ტამარა დაწვრილებითი რაპორტით აღსრულებული მოვლენის შესახებ. იმავე დღეს მან სპეციალური პროკლამაცია გაუგზავნა ყაზიყუმუხელ მუჰამედ-ხანს შეტყობინებით აღმოსავლეთ საქართველოსთან გეორგიევსკის ტრაქტატის დადების თაობაზე და გაფრთხილებით ერეკლე II-ის სამფლობელოების წინააღმდეგ ნებისმიერ მტრულ მოქმედებებთან მიმართებაში. 

გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერამ გარკვეული საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია. ხელშეკრულება უკიდურესად ნეგატიურად აღიქვეს სპარსეთში, რომლის მმართველებიც აღმოსავლეთ ქართულ ტერიტორიებს მხოლოდ თავიანთი ინტერესების სფეროდ მიიჩნევდნენ. მკვეთრად გამწვავდა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებიც, რადგანაც რუსეთ-საქართველოს სამხედრო კავშირი აიძულებდა ოსმლეთის იმპერიას საკუთარ უსაფრთხოებაზე დაფიქრებულიყო (Киняпина Н. С., Блиев М. М., Дегоев В. В. Кавказ и Средняя Азия во внешней политике России. М., 1984. С. 53).

პ. ს. პოტიომკინი, მოახსენებდა რა გ. ა. პოტიომკინს ამიერკავკასიაში პოლიტიკური ვითარების შესახებ, სთავაზობდა ახალციხის ფაშის სულეიმანისთვის გაეგზავნათ წერილი შეტყობინებით ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის მფარველობის ქვეშ შემოსვლის შესახებ. სულეიმან-ფაშა მუდმივად აქეზებდა ლეკებს ქართულ დასახლებებზე თარეშისკენ, სარგებლობდა რა იმით, რომ დაღესტნელი მფლობელები უკმაყოფილო იყვნენ აღმოსავლეთ საქართველოს «ღალატითა» და ამიერკავკასიაში რუსეთის პოზიციების განმტკიცებით. ამასთანავე, უკმაყოფილებას განიცდიდა პრაქტიკულად ყველა ამიერკავკასიელი მმართველი, თუმცა კი ისინი რუსეთის დიპლომატებსა და სამხედრო უფროსებს თავიანთ ლოიალობაში დაუღალავად არწმუნებდნენ. 1783 წ. ივლისის ბოლოს – აგვისტოს დასაწყისში თვრამეტ აზერბაიჯანელ ხანს დაეგზავნა წერილი ოფიციალური შეტყობინებით აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთის მფარველობაში მიღების შესახებ (იხ. დოკუმენტი 76).

ქართლ-კახეთთან ხელშეკრულების დადება ავალდებულებდა რუსეთის ხელისუფალთ ამიერკავკასიაში სიტუაციაზე უფრო მყარი კონტროლი დაემყარებინათ. ამისთვის საჭირო იყო მიმდინარე მოვლენების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ჰქონოდათ. მეფე ერეკლე II-თან და იმერეთის მეფე სოლომონ I-თან რწმუნებულმა პოლკოვნიკმა ს. დ. ბურნაშოვმა 1783 წ. 28 ივლისს პ. ს. პოტიომკინის სახელზე გამოგზავნა რაპორტი ერეკლე II-სა და მეზობელ დაღესტნელ, აგრეთვე აზერბაიჯანული სახანოების მფლობელებს შორის ურთიერთ დამოკიდებულებათა შესახებ, რომელიც თავად მონარქის მონათხრობის საფუძველზე იყო შედგენილი. მეფის შეშფოთებას იწვევდნენ ხუნძახის, ყაზიყუმუხის, ყუბის, ყარაბაღისა და შირვანის ხანები, რომელთაც ერეკლე II მტრულად განწყობილებად თვლიდა, რასთან დაკავშირებითაც ითხოვდა ტრაქტატის პირობების მიხედვით დაპირებული ბატალიონების 500-კაციანი რიცხოვნების ცხენოსანი ჯარით გაძლიერებას (იხ. დოკუმენტი 70). რაპორტს თან ერთვოდა ს. დ. ბურნაშოვის წერილი თხოვნით ქართლ-კახეთში რუსული ბატალიონის უსწრაფესად შემოყვანის შესახებ. 

გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის შემდეგ ვითარება ქართლ-კახეთის სამეფოს საზღვრებზე შესამჩნევად გამწვავდა (იხ. დოკუმენტები 69, 71). აგვისტოს პირველ რიცხვებში ახალციხის ფაშამ სულეიმანმა ერეკლე II-დმი წერილში იგი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ჯარების შემოყვანის წინააღმდეგ გააფრთხილა. მან აგრძნობინა, რომ თურქეთის სულთნის კარი მიმდინარე მოვლენებით უკმაყოფილოა და რუსეთის ყოფნის ეშინია, აფასებს რა კავკასიის კორპუსის ჯარების მოძრაობას როგორც თავისთვის რეალურ მუქარას. თავის მხრივ, მეფე, შეშფოთებული მის სამფლობელოებზე ლეკების მუდმივი თარეშებით ახალციხის საფაშოს მხრიდან, სთხოვდა პ. ს. პოტიომკინს ფაშა მისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემით დაემშვიდებინა.

აზერბაიჯანულ სახანოებთან ერთად პ. ს. პოტიომკინმა გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის შესახებ იმერეთის მეფეს სოლომონ I-საც ოფიციალურად შეატყობინა. გზავნილში გამოთქმული იყო სურვილი, «რომ ორივე სამეფო, როგორც საქართველოსი, ისე იმერეთისაც მშვიდობიან და მოკავშირულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ» (იხ. დოკუმენტები 70 78). ატყობინებდა რა ეკატერინე II-ს ხელშეკრულების დადების შესახებ, უგანათლებულესმა თავადმა გ. ა. პოტიომკინმა აუცილებლად მიიჩნია იმერეთის მეფის განწყობის შესახებაც მოეხსენიებია: «სოლომონ მეფე კი არა მხოლოდ განწყობლია ასეთივე კავშირისთვის, არამედ დიდი შურით აღვსებულიც რჩება ერეკლე მეფის ბედნიერებისადმი, წუხს რა, რომ ის დატოვებულია, არის რა თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის ტახტისადმი ისეთივე ერთგული, როგორც იგი (ერეკლე)» (იხ. დოკუმენტი 75).

1783 წ. 20 და 21 აგვისტოს ტფილისში ჩატარებულ იქნა ზეიმები რუსეთთან ხელშეკრულების დადების გამო. მასში მონაწილეობდნენ ყველა დიდებული საგვარეულოს წარმომადგენლები და სტუმრები, რომელთა რიცხვშიც პოლკოვნიკი ს. დ. ბურნაშოვი გახლდათ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში სადღესასწაულო ლიტურგია აღესრულა, რომელსაც ერეკლე II ესწრებოდა. ბერდიაკონმა გაიოზმა წაიკითხა ქადაგება, რომლის დასრულების შემდეგაც სამეფო სასახლეში საზეიმო სადილი შედგა, რასაც თან ზარბაზნებიდან სროლაც ახლდა. ტრაპეზის მონაწილეებმა სადღეგრძელოები წარმოთქვეს იმპერატრიცის, საიმპერატორო ოჯახოს წევრებისა და გ. ა. პოტიომკინის საპატივსაცემოდ. საღამოსკენ სამეფო სასახლესა და ქალაქის მთავარ ქუჩებში ილუმინაცია აინთო; გაღებული იყო დუქნები, ჟღერდა მუსიკა და მოქალაქენი მთელ ღამეს ერთობოდნენ. მომდევნო დღეს ილუმინაცია განმეორდა, სამეფო სასახლის წინ ფოიერვერკი მოაწყვეს, სეირნობა კი კვლავ დილამდე გრძელდებოდა (იხ. დოკუმენტი 82; Пайчадзе Г. Г. Георгиевский трактат. С. 132-134).

23 აგვისტოს იმერეთის მეფემ სოლომონ I-მა პ. ს. პოტიომკინს გამოუგზავნა წერილი მზადყოფნის გამოხატვით დაეწყო მოლაპარაკებები რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატის ანალოგიური ხელშეკრულების დასადებად: «ჩვენ უკვე დიდი ხანია საკუთარი თავი რუსეთის საიმპერატორო სახელოვან დერჟავას მივეცით ქვეშევრდომობაში და სწორედ იმ დროიდან ვუწოდებთ საკუთარ თავს მისი ძალაუფლების ქვეშ მყოფებს, რომელი დროიდანაც მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის უმაღლესი წყალობა ჩვენზედ გადმოიღვარა, და მისი უდიდებულესობის ჯარების ძალით ჩვენ ურჯულო მაჰმადიანთაგან თავისუფლება მივიღეთ, სწორედ იმ დროიდან, როგორც თავად ჩვენ, ისე ჩვენი ოლქიც მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის დერჟავისა და მფარველობის ქვეშ ვითვლებით» (იხ. დოკუმენტი 84). ათი დღის შემდეგ უგანათლებულეს თავად გ. ა. პოტიომკინისადმი წერილში სოლომონ I სთხოვდა იგი იმერეთის ერთპიროვნულ მმართველად ეღიარებინათ. შემდეგ მეფემ მიმართა პ. ს. პოტიომკინს თხოვნით განემარტათ მისთვის ტრაქტატის პირობები, რათა ხელშეკრულების საკუთარი ვერსია მოემზადებინა (იხ. დოკუმენტები 85, 88). სანკტ-პეტერბურგში იმერეთის იმპერიის მფარველობაში მიღების შესახებ საკითხი ნაადრევად მიაჩნდათ, რამდენადაც ფორმალური ნიშნების მიხედვით დასავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიის დამოკიდებულებაში იმყოფებოდა, და არასასურველი სამხედრო კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად რუსეთის დიპლომატიას მისი ინტერესების გათვალისწინება უხდებოდა.

* * *

გეორგიევსკის ტრაქტატის რატიფიკაციის საკითხი იმპერატრიცა ეკატერინე II-ის მიერ დაუყოვნებლად იქნა გადაწყვეტილი. უკვე 1783 წ. სექტემბრის დასაწყისში მზად იყო სარატიფიკაციო სიგელი, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამი იყო: «ვისურვეთ ჩვენ სიკეთედ მივიჩნიოთ დავამტკიცოთ ეს ტრაქტატი და მისი რატიფიკაცია მოვახდინოთ, რადგანაც ამას სიკეთედ მივიჩნევთ, ვამტკიცებთ და მის რატიფიკაციას ვახდენთ...» იმპერატრიცის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი სახელმწიფო კანცელარიას 1783 წ. 24 სექტემბერს გადაეცა (იხ. დოკუმენტი 92).

სექტემბრის პირველ რიცხვებში პ. ს. პოტიომკინი გ. ა. პოტიომკინს აღმოსავლეთ საქართველოში შესაყვანად რუსული ბატალიონების მზადების მსვლელობის შესახებ მოახსენებდა. რამდენადაც ვითარება ქართლ-კახეთის გარშემო სულ უფრო მწვავდებოდა, 19 სექტემბერს მეფე ერეკლე II-მ მიმართა პ. ს. პოტიომკინს თხოვნით დამატებით 5000 კაცი გაეგზავნა, რათა მთიანი ოლქის ჭარ-ბელაქანის წინააღმდეგ სამხედრო ექსპედიციის ორგანიზება მოეხდინათ. ჭარ-ბელაქნელები, იმის გარდა, რომ თავად ახდენდნენ თარეშებს აღმოსავლურ-ქართულ სამფლობელოებზე, კიდევ იმ მეზობელ დაღესტნელებს პროვიანტითა და იარაღით ამარაგებდნენ, რომლებიც ქართლ-კახეთის ტერიტორიაზე რეგულარულად იჭრებოდნენ. ერეკლე II წერდა: «და როგორც ჩვენ ამდენად ბედნიერნი ვართ, როდესაც ახლა ყოვლადმოწყალე ხელმწიფას მფარველობის ქვეშ ვიმყოფებით, რომ ჩვენ ამ ხალხებისგან ყოველთვის მოუსვენრობა გვექნება, თუ ეს ჭარელები ხელმწიფას იარაღით არ განადგურდებიან. ახლა დრო ამისთვის მეტად მოსახერხებელია, და მათი სწრაფად ამოძირკვაც შეიძლება» (იხ. დოკუმენტები 90-91. სამხედრო დახმარების შესახებ მომართვების გარდა ერეკლე II-გან ასევე არაერთხელ მოსულა თხოვნა ფინანსური დახმარების შესახებაც). ჭარელებისა და ლეკთა თარეშები კარგად აწყობილ პრაქტიკას წარმოადგენდა. რეგულარულად ძარცვავდნენ და ყვლეფდნენ რა ადგილობრივ მოსახლეობას, ლეკები ნადავლით ახალციხის საფაშოს ტერიტორიაზე გადადიოდნენ, სადაც ნაძარცვს თურქ ვაჭრებზე ჰყიდდნენ (Пайчадзе Г. Г. Георгиевский трактат. С. 169)

1783 წ. 30 სექტემბერს იმპერატრიცა ეკატერინე II-მ გამოსცა ბრძანებულება გეორგიევსკის ტრაქტატის რატიფიკაციის შესახებ. სარატიფიკაციო სიგელი და სამეფო ინვესტიტურის ნიშნები გ. ა. პოტიომკინთან იქნა გაგზავნილი. მისთვის ნაწყალობევი სამეფო გვირგვინის გარდა ერეკლე II-მ საკუთარი მონეტის მოჭრის უფლებაც მიიღო ქართლ-კახეთის გერბითა და მეფის გამოსახულებით. გვირგვინს თან ერთვოდა სიგელი, სკიპტრა, ხმალი, მანტია, დროშა, აგრეთვე ძვირფასი საჩუქრები. ერეკლე II-ის მეუღლეს, დარეჯან დედოფალს უბოძეს წმინდა ეკატერინეს დიდი ჯვრის ორდენი ვარსკვლავით, რომელიც ბრილიანტებით იყო მოოჭვილი. მსხვილი ფულადი თანხები იყო განკუთვნილი ბერდიაკონ გაიოზის, სარატიფიკაციო სიგელის ხელმომწერი ორი მინისტრისა (ე. ი. თავადების ი. კ. ბაგრატიონისა და გ. რ. ჭავჭავაძის) და ორი რწმუნებულისთვის. საჩუქრების საერთო ღირებულება 6000 მანეთს შეადგენდა. კიდევ 1000 მანეთი ელჩობის კანცელარიაზე იყო გამოყოფილი (იხ. დოკუმენტები 94, 102). ამავდროულად იმპერატრიცამ გამოუგზავნა წერილი მეფე ერეკლე II-ს ოფიციალური შეტყობინებით ხელშეკრულების რატიფიკაციის შესახებ.

ერეკლე II-ის სარატიფიკაციო სიგელში დადასტურებული იყო განზრახვა ტრაქტატის ყველა პირობა შეესრულებინა: «ჩვენის მხრივ ქართლის მეფეებსა და მთელ მათ სამფლობელოებზე სრულიად რუსეთის იმპერატორების უმაღლესი ხელისუფლების აღიარებით, თქვენი ჩვენდამი მონარქიული წყალობითა და გულუხვობით ინებეთ ახალი საწინდარის დამტკიცება, დაგვიდეთ რა თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის რწმუნებულის მეშვეობით ჩვენგან მოვლენილ რწმუნებულებთან საზეიმო ხელშეკრულება, რომელიც აქ სიტყვა-სიტყვითაა შეტანილი» (იხ. დოკუმენტი 114). სარატიფიკაციო სიგელების გაცვლა საზეიმო ატმოსფეროში უნდა შემდგარიყო, ხალხის თანდასწრებით. მომავალი ცერემონიის წესი და რიგი სპეციალურ დოკუმენტში იყო გაწერილი.

კავკასიის კორპუსის სარდალმა პ. ს. პოტიომკინმა პოლკოვნიკ ვ. ს. ტამარას გაუგზავნა გზავნილი სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის პროცედურის აღწერით. ტამარას მეფე ერეკლე II-თვის მოზდოკიდან ბადრაგის თანხლებით სიგელი და საჩუქრები უნდა ჩაეტანა. საზეიმო ცერემონიის მსვლელობისას დამატებითი არტიკულის ხელმოწერაც იგეგმებოდა. ცერემონიას თან რუსული ჯარების პარადი, ზარბაზნების სროლა და 100 კაცისგან შემდგარი ცხენოსანი ამალით მეფის საზეიმო გამოსვლა უნდა ხლებოდა. მეფის სასახლის სააუდიენციო დარბაზში პოლკოვნიკ ტამარას ევალებოდა ერეკლე II-თვის იმპერატრიცის წერილი და სიგელი გადაეცა, ხოლო მონარქი კი, თავის მხრივ, სარატიფიკაციო სიგელების ხელმოწერისა და საზეიმო ფიცის მიცემის დღეს, აგრეთვე კათოლიკოსის მიერ სამადლობელი წირვის აღსრულების დღესაც განსაზღვრავდა. 1783 წ. 26 დეკემბერს პ. ს. პოტიომკინი გ. ა. პოტიომკინს პოლკოვნიკ ტამარას ტფილისისკენ გამგზავრების შესახებ მოახსენებდა.

თუმცა კი ვ. ს. ტამარას მისია საზეიმო ღონისძიებების ორგანიზაციით არ შემოიფარგლებოდა. მან საგარეო საქმეთა კოლეგიისგან დიპლომატიური ხასიათის რიგი დავალებები მიიღო, რომლებიც სპარსეთთან იყო დაკავშირებული, ხოლო პ. ს. პოტიომკინისგან კი – დავალება გამგზავრებულიყო მეფე სოლომონ I-თან ქუთაისში, რათა «მოითხოვოს მისგან წერილი ყველა თავადისა და მისი ყველა ახლობელი დიდებულის ხელმოწერით, რომელშიც სწორედ იგი, აუხსნის რა თავის მხცოვანებასა და ავადმყოფობებს, ყოვლადუმდაბლესად სთხოვს მის იმპერატორობით უდიდებულესობას მფარველობასა და მისი იმერეთის სამეფოს დამოკიდებულებაში მიღებას, რათა ეს წერილი, სანამ პოლიტიკური საქმეები არ გაუხსნიან გზებს კვანძის გახსნისთვის, გამოდგეს ყოველთვის საჭირო შემთხვევებში საბაბად იმ მიზნებისთვის, რომლებიც აუცილებელი შეიქნება». იმპერიის უმაღლესი თანამდებობის პირები მიზანშეწონილად თვლიდნენ მიეღოთ სამომავლოდ მოწმობები, რომლებიც იმერეთის მეფის რუსეთზე პოლიტიკურ ორიენტაციას ადასტურებდნენ. ტამარას ასევე უნდა გამოერკვია, იყვნენ თუ არა იმერეთში თურქი წარმოგზავნილები (იხ. დოკუმენტი 107).

1783 წ. ოქტომბრის დასაწყისში ერეკლე II-მ, რომელიც უახლოესი მეზობლების აქტიურობით სერიოზულად იყო შეშფოთებული, კიდევ ერთხელ მიმართა პ. ს. პოტიომკნს თხოვნით რუსული ჯარების შემოყვანა დაეჩქარებინა (იხ. დოკუმენტი 98). 3 ნოემბერს ბელორუსიისა და მთის ეგერთა ბატალიონები დისლოკაციის ადგილზე მოვიდნენ და ტფილისთან ბანაკად განლაგდნენ; შემდეგ დღეს ოფიცრები მეფესთან იქნენ წარდგენილნი. საერთო ჯამში აღმოსავლეთ საქართველოში 2062 ადამიანი მოვიდა (Пайчадзе Г. Г. Георгиевский трактат. С. 133).

რუსეთთან შეუფერხებელი კომუნიკაციის უზრუნველყოფისთვის სატრანსპორტო შეტყობინების აწყობა იყო საჭირო კავკასიონს მთავარი ქედის გავლით, რისთვისაც 1783 წ. დაიწყო სტრატეგიული გზის მშენებლობა, რომელსაც ამიერკავკასია ჩრილო კავკასიასთან და რუსეთთან უნდა დაეკავშირებინა. გზამ საქართველოს სამხედრო გზის სახელწოდება მიიღო, ჯვრის უღელტეხილისა და დარიალის ხეობის გავლით, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირის გაყოლებაზე გაიარა. მის ჩრდილო დაბოლოებასთან 1784 წ. ციხესიმაგრე ვლადიკავკაზს ჩაეყარა საძირკველი, რომელიც შემდგომში უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო პუნქტად იქცა, ამიერკავკასიაში რომ ხსნიდა გზას. გეორგიევსკის ტრაქტატის დადების მსგავსად, «რუსული გზის» მშნებლობამ და ცენტრალურ კავკასიონზე ვლადიკავკაზის დაარსებამ არა მხოლოდ ოსმალეთის იმპერიასა და სპარსეთზე მოახდინა ძლიერი შთაბეჭდილება, არამედ კავკასიელ მფლობელებს შორის პრორუსეთული პოლიტიკური ორიენტაციის მოწინააღმდეგეებზეც. პირველივე დღიდან გზა ოსმალეთის იმპერიის მხრიდან საგულდაგულო ყუადღების ობიექტად იქცა (Киняпина Н. С., Блиев М. М., Дегоев В. В. Кавказ и Средняя Азия во внешней политике России. С. 53).

1784 წ. 17 იავარს, ვ. ს. ტამარას ტფილისში ჩამოსვლის დღეს, მეფე ერეკლე II-მ მის დასახვედრად თავად ი. კ. ბაგრატიონის მეთაურობით გამორჩეულ მოქალაქეთა დელეგაცია გაგზავნა. შემდეგ დღეს რუსი პოლკოვნიკი ერეკლე II-ის მიერ იქნა მიღებული და მეფეს უგანათლებულესი თავადის გ. ა. პოტიომკინისა და გენერალ-პორუჩიკ პ. ს. პოტიომკინის წერილები გადასცა. მონარქმა სამეფო ინვესტიტურის ნიშნების გადაცემის დღე 22 იანვარს დანიშნა, ხოლო ერთი დღით არე კი სტუმრები საზეიმო სადილზე იქნენ მიწვეულნი. ამ მოვლენის აღსანიშნავად ქალაქში სპარსულ სამოსელში გამოწყობილი მხედრები დადიოდნენ, რომლებიც ქალაქის მცხოვრებთ მომავალ ზეიმს აუწყებდნენ.

22 იანვრის დილას ზარბაზნების სროლამ (101 გასროლა) ზეიმის დაწყების შესახებ აუწყა. კორტეჟს, რომელიც სტუმრების რეზიდენციიდან მეფის სასახლისკენ მიემართებოდა, ქუჩების ორივე მხარეს ტფილისის მცხოვრებნი მქუხარედ მიესალმებოდნენ. მეფის სასახლის წინ რუსული ჯარები მოეწყვნენ. როდესაც მსვლელობამ სასახლის წინ მოედანს მიაღწია, მუსიკა აჟღერდა. შევიდა რა დარბაზში, პოლკოვნიკმა ტამარამ ერეკლე II-ს დროშა, ხმალი, მანტია, სკიპტრა და გვირგვინი მიართვა. შემდეგ მეფეს ჩააბარეს სიგელი, რომელიც მან მემკვიდრეს, გიორგი ბატონიშვილს ხელში გადასცა. ერეკლე II-მ სამადლობელი სიტყვა წარმოთვა, შემდეგ საპასუხო სიტყვით პოლკოვნკი ს. დ. ბურნაშოვი გამოვიდა. ამის შემდეგ ერთობლივი სადილი შედგა. ზეიმს თან ზარების შეუწყვეტელი რეკვა და ილუმინაციაც ახლდა.

სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის დღე, 1784 წ. 25 იანვარი, რუსეთის ჯარების პარადით დაიწყო. დილის ათი საათისთვის პოლკოვნიკები ბურნაშოვი და ტამარა ერეკლე II-ის კარზე მოვიდნენ. მეფე, კარისკაცების თანხლებით, სიონის საკათედრო ტაძარში გაემართა, სადაც მისთვის მომზადებული ბალდახინგადაფარებული ტახტი იდგა, და მანტიაც მოისხა. მისგან ორივე მხარს ბურნაშოვი და ტამარა განლაგდნენ. ფიცის დადების აღსანიშნავად აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ I-მა ღვთისმსახურება ჩაატარა, რომლის შემდეგაც მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა. შემდეგ შედგა სარატიფიკაციო სიგელების გაცვლა. აი როგორ რეაგირებდა ერეკლე II, გ. ა. პოტიომკინის მოთხრობით, ცერემონიის დროს მიმდინარე მოვლენებზე: «სიხარულისა და კეთილდღეობის გრძნობები იყო აღბეჭდილი ამ მფლობელის სახეზე თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის მონარქიული წყალობის ამ გამორჩეული (ფრიადი) ნიშნების მიღებისას» (იხ. დოკუმენტი 115). გ. ა. პოტიომკინმა ასევე საგანგებო აღნიშნა (ს. დ. ბურნაშოვის სიტყვებიდან) სიხარულის გამოვლენა ტახტის მემკვიდრის – გიორგი ბატონიშვილის მხრიდან. ცერემონიის დასრულების შემდეგ ზარების რეკვის ჟღერაში სადილი იქნა მოწყობილი, საღამოს კი ტფილისში ისევ საზეიმო ილუმინაციის ცეცხლები აენთო. ქალაქის მცხოვრებნი ხმაურიან მხიარულებას ეძლეოდნენ, ყველგან მუსიკა უკრავდა (იხ. დოკუმენტები 115, 116, 120, 121). 1784 წლის 10 თებერვალს პ. ს. პოტიომკინი გ. ა. პოტიომკინს მეფის ერეკლე II-ის მიერ ფიცის მიცემის შესახებ რაპორტით მოახსენებდა (იხ. დოკუმენტი 125).

რათა რუსეთის მხრიდან ნდობა მოეპოვებინა, მონარქი მხოლოდ ერთგულების გამოხატვით არ შემოიფარგლა, რომელსაც იგი უგანათლებულესი თავადის გ. ა. პოტიომკინისა და ეკატერინე II-დმი პირად გზავნილებში უხვად გამოთქვამდა; 1784 წ. გაზაფხულზე მან რუსეთში თავისი ვაჟიშვილები ბერდიაკონი ანტონი (ერისკაცობაში თეიმურაზი) და მირიანი გამოგზავნა. ცარსკოე სელოს სასახლის კარის ეკლესიაში ანტონს მოელოდა ცერემონია ნინოწმინდის ეპისკოპოსის ღირსებაში აღსაყვანად (იხ. დოკუმენტები 118, 135, 165). ქართლ-კახეთის სანკტ-პეტერბურგში წარმოგზავნილად თავადი გ. რ. ჭავჭავაძე იქნა დანიშნული, რომელიც რუსეთის დედაქალაქში 1784 წ. ივნისში გამოემგზავრა. ჩრდილოეთის დედაქალაქში თავისი წარგზავნილის გამომგზარების შესახებ ერეკლე II-მ პ. ს. პოტიომკინს შეატყობინა (იხ. დოკუმენტი 163).

* * *

შეჰფიცა რა რუსეთის ტახტს, ქართლ-კახეთის მეფე დიდი ხნის წინ დასახული პროგრამის ცხოვრებაში თანამიმდევრულად ხორცშესხმას განაგრძობდა: ერეკლე II რუსეთთან ურთიერთმოქმედებით იყო დაინტერესებული, ოცნებობდა ლეკების მუქარისგან თავი დაეღწია, ისწრაფვოდა თავისი ძალაუფლება განჯასა და ერევანში დაემკვიდრებია და ის ნახჭევანზეც გაევრცელებია (Киняпина Н. С., Блиев М. М., Дегоев В. В. Кавказ и Средняя Азия во внешнкй политике России. С. 54). გ. ა. პოტიომკინის მოწმობით, ერეკლე II გამოთქვამდა სურვილს რუსეთის იმპერატრიცას პირადად შეხვედროდა (იხ. დოკუმენტი 136).

მეფეს უხდებოდა ახალციხის ფაშის სულეიმანის მზარდი აგრესიულობა მუდმივად შეეკავებია, რომელიც წამქეზებლური ხმების გავრცელებას ხელს უწყობდა. ეს ხმები პ. ს. პოტიომკინსაც აშფოთებდა, მაგრამ ის მათ უფრო მეტად როგორც ოპონენტთა უძლურების ნიშანს, ისე აფასებდა: «მაგრამ ეს ხმები ამტკიცებენ, თუ რამდენად საგრძნობია მათი სისუსტე და რომ ისინი, ვერ ბედავენ რა პირდაპირ ომის გამართვას, მხოლოდ სხვების შეიარაღებას ეძიებენ რუსეთის წინააღმდეგ». კავკასიის კორპუსის სარდალი ამ ხმებთან ბრძოლას აუცილებლად ახსნა-განმარტებითი ზომების მეშვეობით თვლიდა (იხ. დოკუმენტი 128).

ერეკლე II, სულეიმან-ფაშის აქტიური ანტიქართული საქმიანობის მიუხედავად, იძულებული იყო ახალციხესთან კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახედაობა შეენარჩუნებინა. ამავდროულად, მეფეს უხდებოდა რუსეთსა და ამიერკავკასიელ ხანებს შორის შუამავლის როლში გამოსულიყო, რომლებიც აქტიურად მიმართავდნენ რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან პირფერობის ტაქტიკას, გამოხატავდნენ რა რუსეთისადმი კეთილგანწყობას (უმეტეს წილად თვალთმაქცურს). 1784 წ. თებერვალში ერეკლე II-მ შეატყობინა პ. ს. პოტიომკინს, რომ ყარაბაღელი იბრაჰიმ-ხანი, ხოელი აჰმედ-ხანი, ერევნელი ალი მურად-ხანი და სხვები სთხოვენ მას შუამდგომლობას რუს სარდალთან შესახვედრად (იხ. დოკუმენტი 124).

თვლიდა რა, რომ თურქები ვერ გაბედავენ აღმოსავლეთ საქართველოზე თავდასხმას, პ. ს. პოტიომკინი დაჟინებით ურჩევდა ერეკლეII-ს ამაში ერევნელი ალი მურად-ხანი დაერწმუნებია, რომელსაც მსგავსი შემოჭრა აშინებდა. პოტიომკინი ასევე არ ეჭვობდა იმას, რომ ამდენად საეჭვო ნაბიჯის გადადგმას ვერც ამიერკავკასიელი ხანები გაბედავენ. ამასთან ერთად მას არ სჯეროდა ალი მურად-ხანის უნარისა თურქებისგან ერევნის ციხესიმაგრე დაეცვა. აძლევდა რა ინსტრუქცია პოლკოვნიკ ს. დ. ბურნაშოვს, პ. ს. პოტიომკინმა შესთავაზა მას ერევანში ქართლ-კახეთს ჯარების შესაყვანად მისაღები ხერხი მოეძებნა (იხ. დოკუმენტები 127, 128).

ალი მურად-ხანის სიკვდილის შემდეგ ახალციხის ფაშამ არცთუ ცოტა მცდელობას მიმართა იმისთვის, რომ მისი ძე და მონაცვალე დაეყოლიებინა ერევნის ციხესიმაგრე თურქებისთვის გადაეცა, რასაც არ შეეძლო კავკასიის კორპუსის სარდალი არ შეეშფოთებინა (იხ. დოკუმენტი 113).

1784 წ. დასაწყისში დასავლეთ საქართველოს სასაზღვრო ტერიტორიებზე თურქების თავდასხმები გახშირდა. გურიის მცხოვრებნი მუდმივ ძალადობას განიცდიდნენ, მათ ძარცვავდნენ და ტყვედ მიჰყავდათ. იმერეთის მეფემ სოლომონ I-მა, რომელსაც თურქების შემოჭრა აშინებდა, მარტის პირველ რიცხვებში გ. ა. პოტიომკინს რუსეთის ქვეშევრდომობაში დაუყოვნებლივ შესვლის შესახებ თხოვნით მიმართა (იხ. დოკუმენტები 123, 131). სოლომონ I სულიერი სიახლოვის ფაქტორისადმი აპელირებდა, იხსენებდა რა ქრისტიანი მოსახლეობის უბედურებათა შესახებ სამხრეთ კავკასიაში და წმინდა ეკლესიების შესახებაც. იმპერატრიცა ეკატერინე II-დმი მიმართვაში იგი წერდა: «ჩვენი ნათესაობა უახლოესი ურჯულო დერჟავის გამო ვერ შეიძლება იყოს მყარად და მშვიდად, სანამ თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის დაცვის ქვეშ არ ვიქნებით». უხსნიდა რა თხოვნის მიზეზს, იმერეთის მეფე ოსმალთაგან დაცვის მოთხოვნილებაზე მიუთითებდა, რომელთაც იგი ქრისტიანობის შეურიგებელ მტრებს უწოდებდა. ეს პათოსი ისევ და ისევ ერთმორწმუნეობის იდეაზე დაიყვანებოდა. არწმუნებდა რა რუსეთის იმპერატრიცას მისი სამეფო ქვეშევრდომობაში მიეღო, სოლომონ I რუსეთის ქართლ-კახეთთან კავშირის წარმატებული გამოცდილების შესახებ ახსენებდა: «გვიბოძე, ყოვლადმოწყალე ხელმწიფავ, მე და ჩემს მონაცვალეებს სწორედ იგივე დაცვა, რაც შენ მიერ ქართლისა და კახეთის მეფეს ერეკლესა და მისი სახლის უგანათლებულეს მემკვიდრეებს აქვთ ბოძებული». მიმართვის სერიოზულობა იმერეთის ყველაზე უფრო დიდგვაროვანი წარმომადგენლების ხელმოწერებით იყო განმტკიცებული (იხ. დოკუმენტი 132). მაგრამ მეფის თხოვნა დაუკმაყოფილებელი რჩებოდა: ეკატერინე II ქუჩუკ-ყაინარჯის სამშვიდობო ხელშეკრულების მუხლების დარღვევას არ ჩქარობდა. რუსეთის ხელისუფალთ გადავადება აიღეს, ხოლო იმერეთის მეფეს პრობლემის სწრაფად გადაწყვეტას ჰპირდებოდნენ.

1784 წ. თებერვლის დასაწყისში პ. ს. პოტიომკინამდე ერეკლე II-სა და სოლომონ I-ს შორის წამოჭრილ უთანხმოებათა შესახებ ცნობები მოვიდა. ერეკლე II კავკასიის კორპუსის სარდალს წერდა: «...შეგვიძლია დავარწმუნოთ თქვენი მაღალაღმატებულება, რომ სოლომონ მეფის მტრებისთვის ჩვენ თავშესაფარი არ მიგვიცია» (იხ. დოკუმენტი 126). პ. ს. პოტიომკინი ახალისებდა ერეკლე II-ის მისწრაფებას იმერეთის მეფესთან მშვიდობით ეცხოვრა. მალევე უკანასკნელმაც იჩქარა პ. ს. პოტიომკინისთვის უთანხმოებათა მოხსნისა და ქართლ-კახეთის მეფესთან მეგობრული ურთიერთობების აღდგენის შესახებ ეცნობებია (იხ. დოკუმენტები 127, 129).

ერეკლე II აცნობიერებდა, რომ მხოლოდ დიპლომატიური ზომების მეშვეობით ქართლ-კახეთის გარშემო ვითარების სტაბილიზაციის მიღწევა შეუძლებელია. მისი შეშფოთება უსაფუძვლო სულაც არ ყოფილა; გაზაფხულზე დაღესტნელ მფლობელთა გარემოში საომარი მზადებების შესახებ შეიქნა ცნობილი. მიიღო რა ცნობები ყუბელი და დარუბანდელი ფათჰ ალი-ხანის ტარკის შამხალთან კავშირში აღმოსავლეთ საქართველოზე შესაძლო თავდასხმის შესახებ, პ. ს. პოტიომკინმა 1784 წ. აპრილში მდინარე სულაკის აუზში გენერალ-მაიორ მ. პ. რჟევსკის უფროსობით ასტრახანისა და ტომსკის ქვეითი პოლკები გაგზავნა, გააძლიერა რა ჯარები დრაგუნების ორი ესკადრონით, ექვსი საველე ქვემეხითა და ურალის კაზაკთა პოლკით. სელენგენსკის ქვეითი პოლკი გრენადერთა ბატალიონთან და ყაბარდოს ეგერთა ბატალიონთან ერთად კავკასიონის მთების მხარეს დაიძრა (იხ. დოკუმენტები 138, 139). 26 აპრილს რუსულმა რაზმმა (გეორგიევსკის ტრაქტატით ქართლ-კახეთში შეყვანილი ბატალიონებისგან) პოდპოლკოვნიკ ა. პ. კვაშნინ-სამარინის მეთაურობით ლეკთა რაზმები გაანადგურა, რომლებიც კახეთს დაესხნენ თავზე (იხ. დოკუმენტები 141, 143-145, 162), მაგრამ რუსული ჯარების მხრიდან საპასუხო დარტყმის მიღების შემდეგაც დაღესტნელ მფლობელებს თავიანთი გზნება არ გაუნელებიათ (იხ. დოკუმენტი 168). ზაფხულში პ. ს. პოტიომკინი იძულებული იყო ფათჰ ალი-ხანისთვის გამაფრთხილებელი გზავნილი გაეგზავნა, რომელშიც იგი დაბეჯითებით აძლევდა რეკომენდაციას «დაშალეთ თქვენი ჯარები და დარჩით მშვიდობიანად და მშვიდად» (იხ. დოკუმენტი 167). თუმცა კი მეფე ერეკლე II ყარაბაღელი იბრაჰიმ-ხანისა და ფათჰ ალი-ხანის კავშირს თურქებთან ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევდა, მაგრამ მას არ შეეძლო სიტუაცის მთელი სერიოზულობა არ ეღიარებინა (იხ. დოკუმენტი 188). მეფემ პოლკოვნიკ ს. დ. ბურნაშოვს შემდეგი გეგმა შესთავაზა: აღმოსავლეთ საქართველოში რუსეთის ჯარები შემოეყვანათ (10000-დან 80000-მდე რიცხოვნებით), რათა მათი დახმარებით მეზობელი სომეხი და აზერბაიჯანელი მფლობელები დაეწყნარებინათ. ამ ძალებით ერეკლე II ერევნისა და განჯის დამორჩილებას გეგმავდა, ხოლო შემდეგ კი დანარჩენი სახანოებისაც (იხ. დოკუმენტი 146). მაისის დასაწყისში ყარაბაღელმა იბრაჰიმ ხალილ-ხანმა ქართლ-კახეთის მეფეს თავისი განზრახვის შესახებ შეატყობინა რუსეთისგან მფარველობა ეძია (იხ. დოკუმენტები 148, 195, 196), თხოვნა ხოელმა აჰმედ-ხანმაც გამოგზავნა, რომელიც რუსეთში ელჩობის გაგზავნის იდეის მოწონებას გამოხატავდა (იხ. დოკუმენტი 150). 1784 წ. მაისის ბოლოს ერეკლე II აზერბაიჯანული სახანოების დამორჩილების მისეულ გეგმას პოლკოვნიკ ვ. ს. ტამარასთან განიხილავდა (იხ. დოკუმენტი 160).

ამასობაში იმერეთში 1784 წ. 23 აპრილს მეფე სოლომონ I გარდაიცვალა (იხ. დოკუმენტი 161). ს. დ. ბურნაშოვმა პ. ს. პოტიომკინს მეფის სიკვდილის შესახებ შეატყობინა, აგრეთვე სოლომონ I-ის ძმისწულისა და ერეკლე II-ის შვილიშვილის – იმერელი ბატონიშვილის დავითის თხოვნის შესახებაც, ტახტზე მისი უფლებები დაეცვათ. თუმცა კი ერეკლე II იმერეთში შვილიშვილს გამეფებაში იყო დაინტერესებული, მას მოუხდა მისი ყმაწვილური ასაკის გამო ამ იდეაზე უარი ეთქვა. 27 აპრილს იმერეთის ტახტზე სოლომონ I-ის ბიძაშვილი დავით II ავიდა (უფრო დაწვრილებით იხ. Пайчадзе Г. Г. Георгиевский трактат. С. 188-189. იხ. ასევე დოკუმენტები 173-174).

ახალმა მეფემ პ. ს. პოტიომკინს მორიგი თხოვნა იმერეთის რუსეთის მფარველობის ქვეშ მიღების შესახებ მაშინვე გამოუგზავნა (იხ. დოკუმენტი 140). იგი ყველანაირად ცდილობდა კავკასიის კორპუსის სარდალი თავის ლოიალურობასა და მოლაპარაკებების დაწყებისთვის მზადყოფნაში დაერწმუნებია. მოლაპარაკებების წარმოებისთვის მომზადებულ ფიცში დავით II-მ ფიცით აღუთქვა ადამიანებით ვაჭრობის პრაქტიკისთვის წინააღმდეგობა გაეწია (იხ. დოკუმენტი 142). გ. ა. პოტიომკინი, ატყობინებდა რა იმპერატრიცა ეკატერინე II-ს სოლომონ I-ის სიკვდილის შესახებ, მიუთითებდა მეფის სიტყვებზე იმის თაობაზე, რომ იგი «კვდება რუსეთის საიმპერატორო ტახტისადმი ჯეროვანი ერთგულებით». შემდეგ მოიხსენიებოდა განსვენებული მონარქის მიერ დარიგების შესახებაც: «მან ყველანი დააფიცა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ინარჩუნებდნენ ისინი დაურღვეველ ერთგულებას რუსეთისადმი და რომ, დაემხობიან რა თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის კურთხეული ტახტის წინაშე, ყველანაირად ეძიებდნენ თქვენი უდიდებულესობის უზენაეს საფარველს და მტრებს კი უკიდურესობამდე უწევდნენ წინააღმდეგობას» (იხ. დოკუმენტი 161).

დავით II-ის რუსეთის იმპერატრიცისადმი მიმართვაში ნათქვამი იყო: «მთელ ქრისტიან ხალხებს აქვთ ერთი თავშესაფარი და ჰყავთ დამცველი შენში, დიდო ეკატერინევ, სასოებით რომ უცხოტომელთა მონობის უღლისგან თავი დაიხსნან, რომელთა რიცხვში იმერეთი დიდი ხნიდან იწვდის ხელებს შენი დიდებულების ტახტისკენ, ყოვლად უავგუსტესო იმპერატრიცავ! ყოვლად უქვეშევრდომილესად მოაქვს რა თხოვნა მიიღო შენი უძლეველი დერჟავის ძლიერი საფარველის ქვეშ» (იხ. დოკუმენტი 176). მაგრამ იმერეთის მონარქის თხოვნა კვლავ უპასუხოდ დარჩა.

ერეკლე II მეზობელი სამეფოს დიპლომატიურ ძალისხმევას რუსეთთან დაახლოებისკენ მოწონებით ეკიდებოდა (მეფე ერეკლე II-ის ურთიერთობების შესახებ მეფე დავით II-თან იხ. დოკუმენტი 152). ეშინოდა რა გამაჩანაგებელი შინაომებისა, იგი იმერეთში თავადებს შორის თანხმობის შენარჩუნებას უკიდურესად მნიშვნელოვნად თვლიდა და რუსეთზე მათ ორიენტაციასაც ახალისებდა. 1784 წ. შემოდგომაზე პ. ს. პოტიომკინს მფარველობის შესახებ თხოვნით სამეგრელოს მმართველმა კაცია II დადიანმა მიმართა. იგი გენერალ-მაიორ გრაფ გ. კ. ჰ. ტოტლებენის მეთაურობით ჯარების მიერ სამეგრელოს დაცვის შესახებ მადლიერებით იხსენებდა, როცა მეგრელებმა რუსეთის იმპერატრიცის ერთგულებაზე ფიცი ნ. ი. მორკოვის თანდასწრებით დადეს (იხ. დოკუმენტი 211)

ახალციხის საფაშოს გარდა, თურქეთის მთავრობა ქართლ-კახეთში შემოჭრებისთვის პლაცდარმის სახით ჭარ-ბელაქნის «თავისუფალ თემებსაც» იყენებდა. პ. ს. პოტიომკნმა, შეატყობინა რა 1784 წ. სექტემბერში ერეკლე II-ს და თავადაც დარწმუნდა რა გარეშე თარეშების მუქარის სერიოზულობაში, მეფის განკარგულებაში ეგერთა ორი ბატალიონის გარდა გენერალ-მაიორ ა. ნ. სამოილოვის მეთაურობით დრაგუნთა ესკადრონი და 180 კაზაკიც დატოვა. ოქტომბერში ერთობლივი რუსულ-ქართული რაზმები ჭარ-ბელაქნელთა წინააღმდეგ გამოვიდნენ. 14 ოქტომბერს მდინარე ალაზნის იქით მოხდა ბრძოლა, რომელშიც ჭარ-ბელაქნელები სასტიკად დამარცხებული იქნენ (Брегвадзе А. И. Славная страница истории. С. 69; Пайчадзе Г. Г. Георгиевский трактат. С. 165-166).

1784 წ. ოქტომბერში იმპერატრიცა ეკატერინე II-მ რუსეთის საგანგებო წარგზავნილსა და სრულუფლებიან მინისტრს კონსტანტინოპოლში (სტამბულში) რესკრიპტი გაუგზავნა, დაავალა რა ქართული სამეფოების საქმეებში, რომლებიც რუსეთის პროტექტორატის ქვეშ იმყოფებოდნენ, ოსმალეთის იმპერიის ჩაურევლობის შესახებ სულთნის მთავრობისთვის ნოტა გადაეცა. იმპერატრიცა, კერძოდ, წერდა: «ჩვენ გარკვეული დროიდან გვაქვს შეტყობინება, რომ გარეშემო მყოფი თურქი ფაშები, მიუხედავად ამისა, ცდილობენ ზიანი მიაყენონ აღნიშნულ მეფეს და ლეკებს აღმაშფოთებელ წერილებს უგზავნიან ისეთი გამოთქმებით, რომლებიც ჩვენი იმპერიისთვის შეუფერებელია. ამის საბაბით გავალებთ თქვენ გაარკვიოთ თურქეთის სამინისტროსთან, ყოველივე ეს პორტას ცნობითა და მისი ბრძანებებით ხდება, თუ ფაშების თვითნებობით» (იხ. დოკუმენტი 208).

უკიდურესად ნეგატიურად იქნა აღქმული ოსმალეთის იმპერიის მიერ ცნობა ყირიმის სახანოსა და ყუბანისპირეთი რუსეთის იმპერიასთან შემოერთების შესახებ. რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები კვლავ გამწვავდა, ამასთან თურქებმა დაღესტნელი და აზერბაიჯანელი მმართველების კოალიციად შეკვრის მცდელობას მიმართეს, რომელსაც რუსეთისა და ქართულ სამეფოთა წინააღმდეგ გამოსვლა შეეძლებოდა. მაგრამ მათი ემისრის იბრაჰიმ-ეფენდის მისია (60 ადამიანის რიცხოვნების ელჩობის სათავეში), რომელიც სულთან აბდულ-ჰამიდ I-ის უხვი საჩუქრებით 1784 წ. სამხრეთ კავკასიაში მოვიდა, მცირედ წარმატებული აღმოჩნდა. ოსმალეთის იმპერიის გეგმები რუსეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს წინააღმდეგ ისლამის დროშის ქვეშ ერთობლივი გამოსვლის ორგანიზებაზე ჩავარდა (Киняпина Н. С., Блиев М. М., Дегоев В. В. Кавказ и Средняя Азия во внешнкй политике России. С. 64).

1784 წ. ნოემბრის დასაწყისში თურქული რაზმები თავს დაესხნენ საქართველოს და იმერეთის მხარეს გაემართნენ. მეფე დავით II-მ რუსეთის რწმუნებულს პოლკოვნიკ ს. დ. ბურნაშოვს მიმართა თხოვნით დაცვის შესახებ (იხ. დოკუმენტი 212). არ ცხრებოდა პოლიტიკური ვნებები ქართლ-კახეთის გარშემოც. 1784 წ. 8 ნოემბრის წერილში ს. დ. ბურნაშოვმა ინფორმაცია მიაწოდა პ. ს. პოტიომკინს იმის შესახებ, რომ ახალციხის ფაშამ სულეიმანმა ორი ლეკი დაიქირავა ერეკლე II-ის მოსაკლავად (იხ. დოკუმენტი 213). 26 ნოემბერს პ. ს. პოტიომკინი რაპორტით მოახსენებდა გ. ა. პოტიომკნს ახსნა-განმარტებების მისაღებად სულეიმან-ფაშასთან რუსი ოფიცრის გაგზავნის შესახებ. ფაშა ერეკლე II-ითა და მისი მოქმედებებით უკმაყოფილებას გამოთქვამდა (რაც არ არის გასაკვირი, რამდენადაც თურქების არაერთი მცდელობა მეფე ოსმალეთის იმპერიის მხარეს დაეყოლიებინათ ყოველთვის წარუმატებელი რჩებოდა). სულეიმანი ცდილობდა რუსი ოფიცერი ერეკლე II-ის დამხობისა და მის ადგილზე თავად ალექსანდრე ბაქარის ძე გრუზინსკის (ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის შვილიშვილის), რომელიც რუსეთში იმყოფებოდა და მრავალი წელია ტახტზე პრეტენზიას აცხადებდა, დასმაში დაერწმუნებინა (იხ. დოკუმენტი 217). როცა ფაშამდე მივიდა ცნობები ქართლ-კახეთში ოპოზიციური განწყობების ზრდის შესახებ, მან ერეკლე II-ზე თავდასხმები გააძლიერა. ყარსის ფაშის მეშვეობით მან მეფეს მორიგი წინადადება გადასცა რუსეთზე უარი ეთქვა და ოსმალეთის იმპერიის მფარველობის ქვეშ დაბრუნებულიყო (იხ. დოკუმენტი 204). ამავდროულად იგი ცდილობდა ხოელი აჰმედ-ხანის უფროსობით აზერბაიჯანელი მფლობელები დაერაზმა, თამაშობდა რა მუსლიმანების რელიგიურ გრძნობებზე და აშინებდა რა მათ მუქარით, რომელიც, მისი მტკიცებით, ქრისტიანული სამყაროდან მოდიოდა (იხ. დოკუმენტი 202).

1784 წ. დეკემბერში ეკატერინე II-მ ერეკლე II-ს 24 საარტილერიო ქვემეხი (12 მარტორქა /единорог/, 2 მორტირა და 10 ზარბაზანი) უწყალობა, უბრძანა რა სამხედრო კოლეგიას ქართლ-კახეთში მათი უსწრაფესად ჩატანა უზრუნველეყო (იხ. დოკუმენტი 218).

1785 წ. დასაწყისში აღმოსავლეთ საქართველოს სასაზღვრო ტერიტორიებზე შეიარაღებული შეტაკებები გაძლიერდა. მარტში ერეკლე II პ. ს. პოტიომკინს სთხოვდა სულეიმან-ფაშის მხრიდან მსხვილი შემოჭრის მოგერიებისთვის სამხედრო დახმარება აღმოეჩინა. ლაპარაკი იყო 23 მარტს თურქებისა და ლეკების 3000-იანი რაზმის შემოჭრაზე, რომლის შედეგადაც 200 ადამიანი ტყვედ იქნა წაყვანილი, ხოლო ორი სოფელი კი ძირფესვიანად აოხრებული (Брегвадзе А. И. Славная страница истории. С. 69). თავად ფაშა უწინდებურად ლეკების წაქეზებაში საყვედურებს თავიდან იცილებდა, ამტკიცებდა რა, რომ ისინი არავის არ ექვემდებარებიან (იხ. დოკუმენტი 223). 1 მაისს ფაშის რაზმები თავს დაესხნენ სოფელ ქვიშხეთს და 45 მცხოვრები დაატყვევეს. 9 მაისს თავდასხმის მცდელობა რუსული რაზმების დახმარებით იქნა მოგერიებული: «ახლა ახალციხიდან მოსული ცნობით, 5000-მდე თურქმა და ლეკმა მოაწყო ეს თავდასხმა სურამთან მათიანების დაღვრილი სისხლის აღების განზრახვით, მაგრამ იხილეს რა ჩვენი ჯარები, რომლებიც მათზე შესატევად მიდიოდნენ, არათუ ვერ გაბედეს შებრძოლებოდნენ, არამედ ეშინოდათ რა ტყეში ღამით შეტევისაც, იმ ღამეს იქიდან დაჩქარებით გაიქცნენ, აანთეს რა ცეცხლი ცარიელ სანგრებში თიშხეთში» (იხ. დოკუმენტები 237, 238, 240, 241). 28 მაისს ქართლ-კახეთის ფარგლებში ლეკებისა და თათრების კიდევ ერთი რაზმი შემოიჭრა 2000 ადამანის რიცხოვნებით (იხ. დოკუმენტი 248. იმ ეპოქის რუსულ ენაში ეთნონიმი «თათრები» თურქული ხალხების განზოგადებულ აღნიშვნას წარმოადგენდა, მათ შორის აზერბაიჯანის სახანოების მაცხოვრებლებისაც).

თურქული მუქარის გარდა ერეკლე II-ს ეზრდებოდა პრობლემები, რომლებიც ვასალურ მფლობელებზე მისი გავლენის დაცემასთან იყო დაკავშირებული. მეფე განჯის სახანოს მცხოვრებთა დაუმორჩილებლობაზე ჩიოდა, რომლებმაც ხარკის გადახდა შეუწყვიტეს. ამის შესახებ ერეკლე II-მ სანკტ-პეტერბურგში ქართლ-კახეთის წარმოგზავნილს თავად გ. რ. ჭავავაძეს შეატყობინა. აცნობებდა რა თავადს მისი გაწვევის განზრახვის შესახებ, ერეკლე II- იქვე შენიშნა: «...თითქმის უკვე 300 წელია, რაც ჩემი წინაპრები რუსეთის უზენაესი სამეფო კარის მფარველობას იძიებენ, რომ ახლა მისმა იმპერატორობითმა უდიდებულესობამ ინება და ჩვენ თავისი მფარველობა გვიბოძა, სადაც ჩვენ რამდენიმე სამფლობელოთი მის მეფობაში შევედით» (იხ. დოკუმენტი 246).

ივლისში წერილი რუსეთისადმი ერთგულებაში დარწმუნებით გ. ა. პოტიომკინს იმერეთის სახლთუხუცესმა (სამეფო კარის მინისტრმა) თავადმა ზურაბ წერეთელმა გამოუგზავნა. მიუთითებდა რა განსვენებული მეფის სოლომონ I-ის აღთქმაზე, თავადი გ. ა. პოტიომკინს სთხოვდა «იგი იმერეთის დერჟავასთან ერთად მუდმივ ქვეშევრდომად ჩაერიცხათ». წერეთელი ასევე შავი ზღვის სანაპიროზე ციხესიმაგრეების მშენებლობის მიზანშეწონილობაზეც მსჯელობდა, რაც, მისი აზრით, ყირიმის უსაფრთხოებისთვის შეიძლებოდა სასარგებლო გამხდარიყო: «იმ მხრიდან ყირიმიც გაძლიერდება, და ამასთან შავი ზღვის ნაპირზე მცხოვრები თათრები სრულებით (რუსეთის) ძალაუფლების ქვეშ შემოსულნი შეიქნებიან» (იხ. დოკუმენტი 245).

1785 წ. შემოდგომისთვის ქართლ-კახეთის გარშემო მდგომარეობა სერიოზულად გართულდა. ს. დ. ბურნაშოვი პ. ს. პოტიომკინისადმი რაპორტში აღნიშნავდა: «ყველა ადერბაიჯანელმა ხანმა, ერევნის ხანის გარდა, შეკრა საერთო კავშირი დაღესტანთან, რათა რუსების ღონისძიებებს წინააღმდეგობა გაუწიონ და მოხერხებულ შემთხვევაში საქართველოზე გენერალური თავდასხმა მოახდინონ» (იხ. დოკუმენტი 253). ამ სიტუაციაში ერეკლე II-მ სანკტ-პეტერბურგში თავისი წარმოგზავნილი თავადი ზაზა სოლოღაშვილი გამოგზავნა (იხ. დოკუმენტი 255), და ასევე პ. ს. პოტიომკინს კვლავ დახმარებისთვის მიმართა ომარ-ხან IV ავარელისგან დასაცავად, რომელიც თავისი კარგად გაწვრთნილი 20000-იანი ჯარით მდინარე ალაზანზე გადმოვიდა. მას შემდეგ, რაც ომარ-ხან IV ზემო ქართლში შემოიჭრა, მეფე იძულებული იყო ჯარი დაჩქარებით შეეგროვებინა. კახეთში მან თავისი დროშების ქვეშ 8000-მდე ადამიანის გაწვევა მოახერხა. 1785 წ. აგვისტოს ბოლოდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე რუსული ჯარების პერედისლოკაცია ხდებოდა: პოლკოვნიკმა ს. დ. ბურნაშოვმა მთის ეგერთა ბატალიონითა და ორი ასეულით ტფილისიდან ქიზიყში გადაინაცვლა და ბანაკად სოფელ მაღაროსთან განლაგდა (იხ. დოკუმენტი 260). თავიდან მეფის გარემოცვაში გადაწყვიტეს, რომ ომარ-ხან IV ყუბელ და დარუბანდელ ფათჰ ალი-ხანზე მიდიოდა. მაგრამ ომარ-ხან IV-ის რაზმებმა მდინარე იორისკენ ქნეს პირი და, ისე რომ ქართულ და რუსულ რაზმებთან ბრძოლაში არ შემოსულან, ახალციხის მხარეს გაემართნენ (იხ. დოკუმენტები 266, 268). 5 ნოემბერს პ. ს. პოტიომკინმა ერეკლე II-გან მიიღო საგანგაშო წერილი ცნობით სულეიმან-ფაშის ჯარის მორიგი შემოჭრის შესახებ: «...თუ მოკლე დროში არ გამიწევთ დახმარებას, მაშინ ჩემი ქვეყანა ძირფესვიანად აოხრდება და მეც ჩემი მტრების დასაცინი შევიქნები» (იხ. დოკუმენტი 273). თუმცა კი, თურქეთის მთავრობამ, რომელიც ომარ-ხან IV-ის გამოსვლის უკან იდგა, ვერ გაბედა მისი გამოსვლა სულეიმან-ფაშის მოქმედებებთან გაეერთიანებინა და თავისი თავდაპირველი გეგმიდან უკან დაიხია, რომელიც ქართლ-კახეთზე აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან ორმაგი დარტყმის მოყენებაში მდგომარეობდა (Брегвадзе А. И. Славная страница истории. С. 70). ერეკლე II-დმი საპასუხო წერილში ქართლ-კახეთის წარმოგზავნილი სანკტ-პეტერბურგში თავადი გ. რ. ჭავჭავაძე იმ საფრთხის შესახებ ატობინებდა, რომელიც მეომარი (воинственные) მუსლიმანი მეზობლებისგან მოდიოდა. ამასთან ერთად იგი მეფეს ჭარისა და განჯის ქართლ-კახეთის მფლობელობაში მალე გადმოსვლის შესახებ არწმუნებდა (იხ. დოკუმენტი 283). ამის პარალელურად ჭავჭავაძე ყოველივე შესაძლებელს აკეთებდა იმისთვის, რათა დაერწმუნებინა რუსეთი აღმოსავლეთ საქართველოსთვის უფრო ქმედითი დახმარება აღმოეჩინათ. კერძოდ, გ. ა. პოტიომკინთან აუდიენციის შემდეგ თავადმა გ. რ. ჭავჭავაძემ ერეკლე II სამხედრო დახმარების დაპირებებით დააიმედა. წარმოგზავნილის სიტყვებით, ქართლ-კახეთს სწრაფი ფინანსური, ხოლო შემდეგ კი სამხედრო დახმარებაც მოელოდა: «დარწმუნებისთვის კი აიღეთ ეს შენიშვნა: ესე იგი, თუ ამ ზამთარს თქვენ ფულად დახმარებას აღმოგიჩენენ, მაშინ ზაფხულისთვის მას ჯარებით დახმარებითაც გააღრმავებენ». თავადი ჭავჭავაძე ასევე აქცევდა ყურადღებას ამიერკავკასიიდან ასტრახანის რაიონსა და რუსეთის შიდა გუბერნიებში მოსახლეობის მსხვილი მასების გადაადგილებას (ესენი იყვნენ უპირატესად სომხები და ქართლელები, რომლებმაც იმპერიაში თავისუფლად გადაადგილების უფლებით ისარგებლეს, რაც გეორგიევსკის ტრაქტატის მუხლებით იყო ბოძებული). წარმოგზავნილი გადმოსახლებულებთან მიმართებაში საკანონმდებლო ზომების მიღების შესახებ გამოთქვამდა.

მიუთითებდა რა ფრანგულ და გერმანულ გაზეთებზე, თავადი ჭავჭავაძე მეფეს რუსეთსა და ოსმალეთის იმპერიას შორის ომის შესაძლებლობის შესახებ აფრთხილებდა, რომელსაც, დამკვირვებელთა პროგნოზების მიხედვით, მომავალი წლის ზაფხულში მოელოდნენ (იხ. დოკუმენტები 285, 286).

არ სურდა რა ოსმალეთის იმპერიის ზედმეტად პროვოცირება, რუსეთი, რომელიც იძულებული იყო ლავირება მოეხდინა, ქართლ-კახეთისთვის დახმარების აღმოჩენას არ ჩქარობდა, რაც ერეკლე II-ს გულს უკლავდა და ახალისებდა მას სულ უფრო მეტი დაჟინებით ემოქმედა. დეკემბერში გენერალ-ფელდმარშლის უგანათლებულეს თავად გ. ა. პოტიომკნის სახელზე მეფის მეუღლის, დარეჯან დედოფლისგან წერილი მოვიდა, რომელშიც იგი წერდა: «სხვა მხრივ მოვალეობა, რომელიც გვავალებს ჩვენ მადლიერებას თქვენი უგანათლებულესობის წინაშე ჩვენი სახლისთვის წყალობათა გაწევის გამო, თუმცა კი მოითხოვს გამორჩეულ მსხვერპლს, მაგრამ მოვალეობის იმ გრძნობას ვუმატებთ რა ჩვენს მადლიერებასაც, გთხოვთ გულმოწყალების გამო, იზრუნოთ ჩვენს სახლზე და ამდენ შევიწროვებულ ქრისტიანზეც, რომლებიც იმედებს თქვენზე ამყარებენ» (იხ. დოკუმენტი 287).

1786 წ. დასაწყისისთვის ქართლ-კახეთის გარშემო დაძაბულობამ პიკს მიაღწია. 11 იანვარს პოლკოვნიკმა ს. დ. ბურნაშოვმა პ. ს. პოტიომკინს რუსული სარდლობის მიერ ხელში ჩაგდებული სულეიმან-ფაშის მოხსენების შესახებ შეატყობინა, რომელშიც ის სულთანს ქართული სასაზღვრო დასახლებების მიტაცების შესახებ აცნობებდა. არ ჰქონდა რა საშუალება ქართლ-კახეთს ჯარებით დახმარებოდა, რუსეთის მთავრობამ ერეკლე II-ს აპრილში ფინანსური დახმარება აღმოუჩინა. მეფე მატერიალურ მხარდაჭერას მწვავედ საჭიროებდა, მაგრამ მხოლოდ ეს არასაკმარისი გახლდათ. 1786 წ. ივნისში მან გ. ა. პოტიომკინს თხოვნით მიმართა აღმოსავლეთ საქართველო თურქებისგან დაეცვა და რეგულარული ჯარების 3000 ჯარისკაცი და ფული გამოეგზავნა. ერეკლე II თურქული მუქარის მასშტაბებთან შედარებით რუსული რაზმების არასაკმარის რიცხოვნებაზე მიუთითებდა და ახალციხის ფაშას სულეიმანს ვერაფობაში ამხელდა. მისი აზრით, ყარაბაღელ იბრაჰიმ ხალილ-ხანს, ხოის ხანსა და ფაშას შორის, მეფისთვის ერევნის წართმევის მიზნით, შეთქმულება წარმოიშვა (იხ. დოკუმენტები 291, 292, 294, 295).

1786 წ. 27 ივლისს ს. დ. ბურნაშოვი პ. ს. პოტიომკინს იმის შესახებ მოახსენებდა, რომ არზრუმელმა ბათალ ჰუსეინ-ფაშამ ერეკლე II-ს ულტიმატუმი წამოუყენა, მოსთხოვა რა უარი ეთქვა მფარველობაზე რუსეთის მხრიდან. ერეკლე II-დმი პირად წერილში ბათალ ჰუსეინ-ფაშამ სავსებით ერთმნიშვნელოვნად გამოთქვა: «როგორც თქვენ უწინ თურქეთის ხელმწიფე გყავდათ მფარველად, და ახლაც, როგორც გამვლელთაგან ისმის, რომ თქვენ მისი განახლება გსურთ, მაშინ ამას თქვენთვის საუკეთესეო სარგებლის მოტანა შეუძლია». წინააღმდეგ შემთხვევაში ფაშა ქართლ-კახეთისთვის ომის გამოცხადებით იმუქრებოდა (იხ. დოკუმენტები 296, 297, 302).

საგარეო მუქარები არასტაბილურობას დასავლეთ საქართველოშიც ამძიმებდა, რაც სამეფო კარს ქუთაისში რუსეთის მთავრობასთან კონტაქტების გააქტიურებისკენ ახალისებდა. 1786 წ. 12 ივნისს იმერეთის მეფე დავით II მოლაპარაკებებისთვის თავის სპეციალურ წარმოგზავნილებთან დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ მაქსიმე II-თან, თავადებთან ზურაბ წერეთელსა და დავით კვინიხიძესთან წერილში ელჩობის წევრთა მოზდოკში ხანგრძლივად დაკავებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამდა: «ჩვენ გთხოვთ, რომ თქვენ მცდელობა გამოიჩინოთ და მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მფარველობა უფრო მალე მოგვაპოვებინოთ» (იხ. დოკუმენტი 293).

1786 წ. 28 სექტემბერს მეფემ დავით II-მ და დედოფალმა ანამ პ. ს. პოტიომკინს რუსეთისადმი ერთგულების გამოხატვით გზავნილი გამოუგზავნეს. ისინი კავკასიის კორპუსის სარდალს ქრისტიანობისადმი ერთგულებაში არწმუნებდნენ. ხედავდა რა პ. ს. პოტიომკინის სახით შუამავალს, დედოფალი პირადად მას მიმარტავდა: «მე ზუსტად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი თხოვნა მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის ტახტისგან თქვენი მეცადინეობითაა გამოთხოვილი, და გთხოვთ გააგრძელოთ თქვენი მცდელობა, და რომ თქვენს მიერ დაპირებული მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისგან წყალობანი დროულად იქნას ჩვენთან ჩამოტანილი» (იხ. დოკუმენტი 308). ეხმაურებოდა რა იმერელთა თხოვნას მფარველობაზე, იმპერატრიცა ეკატერინე II შემოიფაგლა რეკომენდაციით საჭიროების შემთხვევაში გენერალ-ფელდმარშალ უგანათლებულეს თავად გ. ა. პოტიომკინისთვის მიემართათ.

* * *

1786 წ. რუსეთის პოლიტიკაში აქტიურ მოქმედებათა ტაქტიკიდან გარკვეული უკანდახევა დაისახა. ეკატერინე II-მ, რომელიც ოსმალეთის იმპერიასთან მეტად არამდგრადი მშვიდობის შენარჩუნებით იყო დაინტერესებული, მიზანშეწონილად მიიჩნია სამხრეთ კავკასიაში იმპერიის დიპლომატიური და სამხედრო ძალისხმევის ფორსირება მოხდინა. ამ გარემოებებში მეფე ერეკლე II-მ, რომელიც, უწინარეს ყოვლისა, ქართლ-კახეთის სამეფოს უსაფრთხოების პრობლემით იყო შეშფოთებული, მიიღო იძულებითი გადაწყვეტილება ოსმალეთის იმპერიასთან დაახლოებაზე წასულიყო. 1786 წ. ნოემბერში თურქული მხარის ზეწოლით მან ახალციხის ფაშა სულეიმანთან დაიწყო მოლაპარაკებები, რომლებიც ხელშეკრულების დადებით დასრულდა. ერეკლე II-მ პ. ს. პოტიომკინს მისი დადების შესახებ შეატყობინა, აგრეთვე თურქების მოთხოვნის შესახებაც აღმოსავლეთ საქართველოდან რუსული ჯარები გაეყვანა. ამაზე პ. ს. პოტიომკინმა ჯეროვნად (резонно) შენიშნა: «ვინაიდან თურქებისთვისაც ცნობილია, რომ მეფის ნებაზე კი არ არის მეტად ან ნაკლებად დამოკიდებული რუსული ჯარების ყოფნა საქართველოში, არამედ ამ სამეფოებზე მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის უმაღლესი ხელისუფლების ნებაზე» (იხ. დოკუმენტი 309). თურქებთან შეთანხმების თანახმად, ერეკლე II ვალდებულებას იღებდა თავის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო კონტინგენტი არ გაეზარდა, ასევე რუსეთის ჯარებთან ერთობლივად ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ არ გამოსულიყო. სულეიმან-ფაშა, თავის მხრივ, დაპირდა ქართლ-კახეთი წინააღმდეგ დაღესტნელი მფლობელების წაქეზების პრაქტიკისთვის ბოლო მოეღო, აგრეთვე მზად იყო თავისი რაზმები აღმოსავლეთ საქართველოს საზღვრებიდან გაეყვანა.

ქართლ-კახეთის დაახლოება ოსმალეთის იმპერიასთან რუსეთის მთავრობისთვის მოულოდნელობა არ ყოფილა, როგორც, თუმცა, ნათელი გახლდათ მოტივებიც, რომლებმაც ერეკლე II-ს ასეთი ნაბიჯისაკენ უბიძგეს. 1786 წ. 15 თებერვალს პ. ს. პოტიომკინისადმი გაგზავნილ წერილში მეფე თავის მოქმედებებს იმით ამართლებდა, რომ მისთვის მეტად «არახელსაყრელია მოწინააღმდეგედ ჰყავდეს სულთანი». ის ასევე თურქებისთვის მძევალ-ამანათების მიცემის მიზეზსაც უხსნიდა, მიუთითებდა რა პირობებზე, რომლებიც ფაშამ მოლაპარაკებების დაწყების წინ წამოაყენა (იხ. დოკუმენტი 326). რუსეთის მხარე თურქებისთვის ამანათების მიცემის იდეას მოწონებით არ მოჰკიდებია (იხ. დოკუმენტი 318). «რომ თქვენო მაღალკეთილშობილებავ, – მიუთითებდა კავკასიის კორპუსის სარდალი პ. ს. პოტიომკინი გზავნილში პოლკოვნიკ ს. დ. ბურნაშოვს, – ფხიზლად ადევნებდეთ თვალს, რათა მეფემ ვერც საიდუმლოდ, ვერც აშკარად თურქებისთვის ამანათების მიცემა ვერ შეძლოს, ვინაიდან ეს დადებული ტრაქტატისადმი სრულიად საწინააღმდეგო იქნება» (იხ. დოკუმენტი 325).

პ. ს. პოტიომკინი ერეკლე II-ს მეზობელ მმართველებთან შეთანხმებების არასაიმედობის შესახებ აფრთხილებდა (კერძოდ, მან ყარაბაღელი იბრაჰიმ ხალილ-ხანი ახსენა), მაგრამ ამასთან მშვიდობის დამყარებისთვის მეფის ძალისხმევის მხარდაჭერას დაპირდა (იხ. დოკუმენტი 312).

1787 წ. ივლისში პოლკოვნიკმა ს. დ. ბურნაშოვმა პ. ს. პოტიომკინს ფაშასა და ქართლ-კახეთის მეფეს შორის ახალციხეში მორიგი მოლაპარაკებების შესახებ შეატყობინა, სადაც თურქებმა აღმოსავლეთ საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანის თაობაზე საკითხი ისევ დააყენეს (იხ. დოკუმენტები 333, 335, 351). ერეკლე II-ის წარგზავნილი თავადი ნიკოლოზ ორბელიანი სულთანის კარს თავისი მონარქის მშვიდობიან განზრახვებში არწმუნებდა. სულეიმან-ფაშის კვალდაკვალ ქართლ-კახეთის მისამართით მუქარები სხვა მფლობელებისგანაც წამოვიდა.

ერეკლე II განჯასა და შამქორზე კონტროლის დაკარგვის გამო ნანობდა, საიდანაც უწინ ხაზინაში არცთუ მცირე შემოსავალი შესდიოდა. შიშის გამო, რომ მუსლიმანური მოსახლეობის მასობრივი უკმაყოფილება არ გამოეწვია, იგი იქ ჯარების გაგზავნას ვერანაირად ვერ ახერხებდა. ყველაზე უფრო მტრულად განწყობილ მეზობელთან – სულეიმან-ფაშასთან ხელშეკრულების დადებამ მეფეს ხელები გაუხსნა. განჯაზე ლაშქრობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მან რუსეთის მხრიდან მხარდაჭერის დაპირების შემდეგ მიიღო. ერთობლივი რუსულ-ქართული გეგმების შესახებ 1787 წ. აგვისტოს დასაწყისში პ. ს. პოტიომკინისადმი პოლკოვნიკ ს. დ. ბურნაშოვის რაპორტში იტყობინებოდნენ: «მოვახსენებდი მე მის უმაღლესობას, რომ ჩვენი ჯარები შეგვეერთებინა, 2000-დან 3000მ-დე კარგი ცხენოსანი ჯარი შეგვეკრიბა, რომელიც ჩვენს ბატალიონებთან ერთად მეტად საკმარისია, ხოლო თავისი ფეხოსნები კი ყოველი შემთხვევისთვის საშინაო თავდაცვისთის დაეტოვებინა, და მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირს ქვევით განჯამდე დავყოლოდით» (იხ. დოკუმენტი 359).

ამასობაში რუსეთსა და ოსმალეთის იმპერიას შორის ურთიერთობები მკვეთრად გამწვავდა. 1787 წ. ივლისში, სარგებლობდა რა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხარდაჭერით, რომლებიც თურქებს შავზღვისპირეთიდან და ამიერკავკასიიდან რუსეთის გამოდევნისკენ აქეზებდნენ, სულთნის მთავრობამ რუსეთის საგანგებო წარგზავნილსა და სრულუფლებიან მინისტრს კონსანტინოპოლში ია. ი. ბულგაკოვს ულტიმატუმი წამოუყენა, რომელიც ყირიმსა და აღმოსავლეთ საქართველოს შეეხებოდა. თურქები მათთვის ყირიმის ნახევარკუნძულის დათმობასა და ქართლ-კახეთის სულთნის ვასალურ სამფლობელოდ აღიარებას მოითხოვდნენ. რუსული ჯარების დაუყოვნებლივ გამოყვანით. 1787 წ. 13 აგვისტოს ოსმალეთის იმპერიამ რუსეთს ომი გამოუცხადა. ამ ახალ პირობებში 1787 წ. 29 აგვისტოს პ. ს. პოტიომკინმა ხელი მოაწერა ორდერს ს. დ. ბურნაშოვისადმი რუსული ბატალიონების აღმოსავლეთ საქართველოდან გამოყვანის შესახებ. ჯერ კიდევ ს. დ. ბურნაშოვთან მის მოსვლამდე ერეკლე II-მ 1787 წ. სექტემბერში რუსული რაზმების მხარდაჭერით განჯას ალყა შემოარტყა და აიძულა ჯავად-ხანი ხარკის გადახდა განეახლებინა (5000 მანეთი ყოველწლიურად) (Брегвадзе А. И. Славная страница истории. С. 72. იხ. ასევე დოკუმენტები 350, 354). 7 სექტემბერს იმპერატრიცა ეკატერინე II-ის მიერ ხელმოწერილ იქნა მანიფესტი ოსმალეთის იმპერიასთან ომის შესახებ, რომელშიც ომისთვის ერთერთ საბაბად აღნიშნული იყო ოსმალეთის იმპერიის შემოჭრა ქართლ-კახეთზე რუსეთის იმპერიის სიუზერენული უფლებების არეში. 13 სექტემბერს ს. დ. ბურნაშოვმა მიიღო ორდერი ქართლ-კახეთიდან რუსეთის ჯარების გამოყვანის შესახებ (ოქტომბრის დასაწყისში ისინი ვლადიკავკაზში მოვიდნენ). გარდა ამისა, რუსეთ-თურქეთის ომის დაწყებასთან დაკავშირებით სანკტ-პეტერბურგიდან გაწვეულ იქნა თავადი გ. რ. ჭავჭავაძე.

გეორგიევსკის ტრაქტატის მუხლების დაცვიდან რუსეთის უკანდახევამ და ქართლ-კახეთის ოსმალეთის იმპერიასთან დაახლოებამ ვერ იქონიეს გავლენა იმერეთის მეფის დავით II-ის გადაწყვეტილებაზე ეძია რუსეთის მფარველობა, რადგანაც მას თურქების დაჟინებული (მომაბეზრებელი) მცდელობები აშფოთებდა იმაზე, რომ იმერეთში ურთიერთშორის კონფლიქტებში შუამავლების როლში გამოსულიყვნენ.

მეფე ერეკლე II-ის უარმა ოსმალეთის იმპერიის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს დამორჩილებოდა (რუსეთთან კავშირების შეწყვეტა, სულთნის ძალაუფლების აღიარება, საქართველოს სამხედრო გზის დაკეტვა, დარიალის ხეობასთან თურქული ციხესიმაგრის აშენებაზე ნებართვა, ოქროსა და ვერცხლის მადნების განადგურება, ამანათების მიცემა – შვილიშვილის დავითის და ძის მირიანისა), წაახალისა სულთანი რუსეთ-თურქეთის ომის პირობებში «მეგობრული» ურთიერთობების ასაწყობად მასთან წარმოგზავნილი მოევლინა. ოსმალეთის იმპერიასთან მიღწეული შეთანხმებების წყალობით ერეკლე II-მ ქართლ-კახეთის სამეფოს გარშემო სიტუაციის სტაბილიზაცია მოახერხა. იმერეთში მზარდი მხარდაჭერის შედეგად ერეკლე II-ს გამოუჩნდა შესაძლებლობა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გამაერთიანებლის სახით გამოსულიყო. მაგრამ ქართლ-კახეთის მმართველმა ასეთი გაერთიანების მეთაურობა ვერ გაბედა, და 1789 წ. იმერეთის ტახტზე თავისი შვილიშვილის – დავით ბატონიშვილის აყვანით შემოიფარგლა, რომელმაც მიიღო სატახტო სახელი სოლომონ II (Киняпина Н. С., Блиев М. М., Дегоев В. В. Кавказ и Средняя Азия во внешнкй политике России. С. 72, 73). 1790 წ. ერეკლე II-მ სამეგრელოს, იმერეთისა და გურიის მმართველებთან დადო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თითოეული მათგანი ვალდებულებას კისრულობდა აუცილებლობის შემთხვევაში მისთვის დახმარება აღმოეჩინა (იხ. დოკუმენტი 372).

საბრძოლო ოპერაციები 1787-1791 წწ. რუსეთ-თურქეთის ომის მსვლელობისას უპირატესად შავი ზღვის აკვატორიაში, შავი ზღვის სანაპიროზე და დნესტრისა და დუნაის აუზებში წარმოებდა. მეომარ მხარეებს ამიერკავკასიულ საომარ მოქმედებათა თეატრზე ბრძოლა პრაქტიკულად არ მოუხდათ: 1790 წ. სექტემბერში ბათალ ჰუსეინ-ფაშის მეთაურობით თურქული რაზმების გადმოსხმა ანაპის ნაპირებთან ყუბანის ზემოწელში გენერალ-მაიორ ი. ი. გერმანის ბრიგადის მიერ მათი სრული განადგურებით დასრულდა. 1790 წ. დეკემბერში კავკასიისა და ყუბანის კორპუსების სარდლად (1792 წ.-დან ჯარების უფროსი კავკასიის ხაზზე) გენერალ-ანშეფ ი. ვ. გუდოვიჩის დანიშვნამ ხელი შუწყო სამხრეთ კავკასიაში რუსეთის მოქმედებების აქტივიზაციას. გუდოვიჩის ერთერთი პრიორიტეტული ამოცანა იმაში შედგებოდა, რომ სამხრეთ და აღმოსავლეთ კავკასიის მმართველები რუსეთის მხარეზე გადმოეხარა (Донесения генерал-аншефа Гудовича от 7-го ноября 1791 г. // Кавказский сборник. Т. 18. Тифлис, 1897. С. 417). ამ მიზნით მან მიმოწერა დაიწყო ყუბის, ბაქოს, შექის, შემახიის, თალიშისა და განჯის ხანებთან, ცდილობდა რა ისინი რუსეთის იმპერიასთან კავშირის სარგებლიანობაში დაერწმუნებინა. რიგი მსხვილი დამარცხებების შემდეგ სულთანი სელიმ III იძულებული შეიქნა მშვიდობის შესახებ ეთხოვა. ძლევამოსილი რუსეთ-თურქეთის ომი 1791 წ. 29 დეკემბერს იასის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერით დასრულდა, რომლის მიხედვითაც ოსმალეთის იმპერიამ ქუჩუკ-ყაინარჯის ხელშეკრულების პირობები ფაქტიურად დაადასტურა, რუსეთის მიერ ყირიმისა და ყუბანის შემოერთება აღიარა, აღმოსავლეთ საქართველოსთან მიმართებაში თავის პრეტენზიებზე უარს აცხადებდა და საკუთარ თავზე იღებდა ვალდებულებას მის წინააღმდეგ რაიმენაირი მტრული მოქმედებებისთვის არ მიემართა.

* * *

ამასობაში 1780-იანი წლების ბოლოს – 1790-იანების შუახანებში სპარსეთში შაჰის ტახტისთვის ბრძოლამ აპოგეას მიაღწია. აღა მუჰამედ-ხანმა ყაჯარმა ქვეყნის გაერთიანება და თავისი მოწინააღმდეგეების დამხობა მოახერხა. გამოაცხადა რა საკუთარი თავი მთელი სპარსეთის მმართველად (აღა მუჰამედ-ხანმა საკუთარი თავი შაჰად 1791 წ. გამოაცხადა, მაგრამ ოფიციალური კორონაცია კი მხოლოდ 1796 წ. შედგა), აღა მუჰამედ-ხანი ამიერკავკასიაში ლაშქრობის მზადებას შეუდგა. მან ერევანსა და განჯაზე თავისი პრეტენზიების შესახებ გამოაცხადა, დაემუქრა რა ადგილობრივ ხანებს, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მათ სამფლობელოებს ააოხრებდა და მცხოვრებთ კი ამოწყვეტდა. მაგრამ ყარაბაღელმა იბრაჰიმ ხალილ-ხანმა, რომლისგანაც აღა მუჰამედ-ხანმა ამანათები მოითხოვა, შაჰად მის აღიარებაზე უარი განუცხადა. სპარსელებს უარით უპასუხა თალიშელმა მუსტაფა-ხანმაც, და კუნძულ საროზე მოვიდა, რომელიც კასპიის ზღვაზე ვაჭრობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის რუსეთის კასპიის ფლოტილიას ჰქონდა დაკავებული, სადაც მფარველობის შესახებ თხოვნით მიმართა. შექისა და შემახიის ხანები, პირიქით, აღა მუჰამედ-ხანის მოთხოვნებს დაემორჩილნენ. ასევე მოიქცა დარუბანდელი შეიხ ალი-ხანიც, რომელმაც ლოიალობისთვის ჯილდოდ მთელი შირვანის შაჰისნაცვლის (ნაიბის) სტატუსის დაპირება მიიღო.

ღებულობდა რა სულ უფრო მეტად საგანგაშო ინფორმაციას აღა მუჰამედ-ხანის საომარ მზადებათა შესახებ, ერეკლე II რუსეთის მხრიდან სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის მიღების მცდელობებს განაგრძობდა. ჯერ კიდევ 1791 წ. ბოლოს მან არქიმანდრიტ გაიოზს (Такаову) დაავალა სანკტ-პეტერბურგში აღა მუჰამედ-ხანის გზავნილის შესახებ შეეტყობინებინა, რომელიც მეფისგან ყარაბაღელი იბრაჰიმ ხალილ-ხანის წინააღმდეგ ერთობლივი ლაშქრობის ორგანიზებისთვის სამხედრო დახმარებას მოითხოვდა. 1795 წ. ზაფხულში, როგორც კონსტანტინოპოლში (სტამბულში) რუსეთის საგანგებო წარგზავნილისა და სრულუფლებიანი მინისტრის ვ. პ. კოჩუბეის მოხსენებიდან გამომდინარეობს, ერეკლე II-მ რუსეთს დახმარებისთვის კვლავ მიმართა (იხ. დოკუმენტი 386). მაგრამ რუსეთის მთავრობა გადაწყვეტილების მიღებას აყოვნებდა, რადგანაც თავიდან იმპერატრიცა ეკატერინე II-მ და მისმა გარემოცვამ «ყაჯარისეული საფრთხის» მთელი სერიოზულობა აშკარად სათანადოდ ვერ შეაფასეს (Киняпина Н. С., Блиев М. М., Дегоев В. В. Кавказ и Средняя Азия во внешнкй политике России. С. 78). გარდა ამისა, სიტუაციას აუარესებდა კავკასიიდან სანკტ-პეტერბურგამდე და უკან ფოსტის ჩატანის გაჭიანურებაც.

დარწმუნდა რა იმაში, რომ ამიერკავკასიელ მფლობელთა უმეტესობა უარზეა მას დაემორჩილოს, აღა მუჰამედ-ხანმა შემოჭრის მზადება დაიწყო (იხ. დოკუმენტი 388). მან თავისი სამოცათასიანი ჯარი სამ დაჯგუფებად დაჰყო. 1795 წ. მაისში ერთერთი მათგანი ერევანს უტევდა, მეორე – განჯას, მესამე კი – შუშას. ამიერკავკასიის ხანების უმრავლესობა ჩქარობდა აღა მუჰამედ-ხანისთვის თავისი ერთგულება დაემოწმებინა. გაიგეს რა, რომ თავისი სისასტიკით ცნობილი აღა მუჰამედ-ხანის პარსეთიდან მოდის ჯარით, ყარაბაღის, ნახჭევის, ერევნის მცხოვრებნი საჩქაროდ ტოვებდნენ თავიანთ სახლებს და ქართლ-კახეთში გამორბოდნენ. სპარსეთის მბრძანებელმა ერეკლე II-ს შესთავაზა ხელსაყრელ პორობებში სპარსეთის ქვეშევრდომობაში დაბრუნებულიყო, მაგრამ მეფემ უარით უპასუხა. პირიქით, ერეკლე II-მ ყარაბაღელთა დასახმარებლად ალექსანდრე ბატონიშვილის მეთაურობით 1000 მეომრისგან შემდგარი რაზმი გაგზავნა (Грамоты и другие исторические документы XVIII столетия, относящиеся до Грузии. Т. II. Вып. II: С 1769 по 1801 год / Под ред. А. А. Цагарели. СПб., 1902. С. 91). გარდა ამისა, ქართლ-კახეთის მეფე შეეცადა ერევნის, ყარაბაღისა და თალიშის სახანოების მმართველები მუჰამედ-ხანი, იბრაჰიმ ხალილ-ხანი და მუსტაფა-ხანი სპარსეთის ხანის წინააღმდეგ ძალისხმევის გაერთიანებაში დაერწმუნებია, თუმცა კი ეს კავშირი მაინც ვერ შედგა. გზაზე დაიჭირა რა აღა მუჰამედ-ხანის ბრძანება ქართლ-კახეთში შემოჭრის სამზადისის შესახებ, ერეკლე II-მ ის გენერალ-ანშეფ ი. ვ. გუდოვიჩს გადმოუგზავნა, ხოლო თავად კი ტფილისის თავდაცვისთვის მზადებას შეუდგა. მან მოუწოდა მცხოვრებთ ქალაქი დაეტოვებიათ, მაგრამ მათ თავიანთი სახლების დატოვებაზე უარი განაცხადეს. ერეკლე II-მ მხარდაჭერისთვის ასევე იმერეთის მეფესაც მიმართა. 1795 წ. მაისის ბოლოს ამიერკავკასიელი მმართველებისთვის დახმარების აღმოჩენის შესახებ საკითხი სანკტ-პეტერბურგში განიხილებოდა. ი. ვ. გუდოვიჩს დაევალა ერეკლე II სწრაფი სამხედრო მხარდაჭერის დაპირებით დაეიმედებინა. ივლისში ქართლ-კახეთის წარმოგზავნილი სანკტ-პეტერბურგში თავადი გ. რ. ჭავჭავაძე, აწვდიდა რა აღა მუჰამედ-ხანის მზადებული შემოჭრის შესახებ ინფორმაციას ვიცე-კანცლერს, გრაფ ი. ა. ოსტერმანს, ცდილობდა ამიერკავკასიის საქმეებში მთავრობის პოზიცია გაერკვია, და კითხულობდა, «ამ შემთხვევაში რუსეთის უზენაესი სამეფო კარი დაიცავს საქართველოს და გაუწევს მას მფარველობას თუ არა?».

აღა მუჰამედ-ხანი პირადად ჩაუდგა სათავეში იმ ჯართა დაჯგუფებას, რომელიც შუშაზე მიდიოდა, ისწრაფოდა რა ყარაბაღელი იბრაჰიმ ხალილ-ხანი ქართლ-კახეთთან მისი კავშირისა და სპარსეთის მმართველად აღა მუჰამედ-ხანის ცნობაზე უარის თქმის გამო დაესაჯა. პარალელურად აღა მუჰამედ-ხანი სამხრეთ კავკასიაზე შემოტევისთვის მზადებას აგრძელებდა, კერძოდ არწმენებდა რა ჭარ-ბელაქნელებს თითოეულზე ვერცხლით ასი მანეთის ჯილდოს საფასურად მას შეერთებოდნენ (Дубровин Н. Ф. Георгий XII, последний правитель Грузии и присоединение её к России. СПб., 1867. С. 13). აღა მუჰამედ-ხანის ძმებმა ჯაფარ ყული-ხანმა და ალი ყული-ხანმა ერევანში სომეხთა კათოლიკოსი გუკას I მძევლად აიყვანეს და მისი გამოსყიდვისთვის 80000 მანეთი და რვა გირვანქა ოქრო მოითხოვეს. ერევნის ხანს მოუხდა ცოლი და ვაჟიშვილი ამანათების სახით გაეგზავნა და ციხესიმაგრიდანაც ის 500 ადამიანი გაეყვანა, რომლებიც მისი თავდაცვისთვის ჰყავდა შეკრებილი. სამხედრო კოლეგიის ვიცე-პრეზიდენტის გენერალ-ანშეფ გრაფ ნ. ი. სალტიკოვისთვის რაპორტში გრაფი ვ. ა. ზუბოვი, მიუთითებდა რა თავის წყაროებზე, იტყობინებოდა, რომ აღა მუჰამედ-ხანმა ხოისა და ნახჭევნის ხანებს შესთავაზა ერევნის მფლობელთან გაერთიანებულიყვნენ და ბორჩალოზე თავდასხმა მოეხდინათ (იხ. დოკუმენტი 399). იბრაჰიმ ხალილ-ხანმა, რომელიც ერეკლე II-ის ძის ალექსანდრე ბატონიშვილის მეთაურობით მოსულ ქართულ რაზმთან გაერთიანდა, მოახერხა სპარსელთა მიერ შუშის ციხესიმაგრის ალყა მოეგერიებინა, და 10 აგვისტიოს ის მოხსნილ იქნა. აქედან მუდმივი გამოხდომები წარმოებდა, რომლებიც სპარსელებს არცთუ ცოტა თავსატეხს უჩენდა.

მოხსნა რა შუშის ალყა, აღა მუჰამედ-ხანმა თავისი არმია ტფილისზე შემოაბრუნა. მხოლოდ 1795 წ. 4 სექტემბერს ეკატერინე II-მ ბოლოს და ბოლოს გასცა განკარგულება ერეკლე II-თვის მხარდაჭერის აღმოსაჩენად საქართველოში რუსული ბატალიონები გაეგზავნათ, მაგრამ ეს ბრძანება ი. ვ. გუდოვიჩმა მხოლოდ 1 ოქტომბერს მიიღო, უკვე ტფილისზე სპარსელთა თავდასხმის შემდეგ (მანამდე ქართულმა ჯარებმა მათგან სასტიკი დამარცხება განიცადეს კრწანისის ველზე). «აღა მუჰამედ-ხანი 1795 წ. სექტემბერში ტფილისში შემოვიდა, გაძარცვა, დაანგრია არა მხოლოდ მეფის სასახლე, არამედ სახელგანთქმული სამეფო აბანოც, სადაც მან წინასწარ იბანავა, – ასე აღწერდა ისტორიკოსი ტრაგიკულ მოვლენებს ქართლ-კახეთის დედაქალაქში, – მისი ხროვები ტფილისში ექვს დღეს მძვინვარებდნენ, და, როგორც იტყვიან, ქვა ქვაზე არ დაუტოვებიათ; შაჰის ჯარის ნაწილი გარეშემო სოფლებში გაიფანტა, ყველა შემხვედრს ძარცვავდა და ხოცავდა. ამ შემოსევის დროს მოკლულთა და ტყვედ წაყვანილთა რიცხვი ათეულობით ათასს მოითვლის» (Цагарели А. А. Сношения России с Кавказом в XVI-XVIII столетиях. С. 44). 

1795 წ. ნოემბრის პირველ რიცხვებში გენერელ-ანშეფმა ი. ვ. გუდოვიჩმა მიიღო განკარგულება ერეკლე II-ის დასახმარებლად პოლკოვნიკი ი. ე. სიროხნევი ჯარისკაცების ორი ბატალიონით, 6 ზარბაზნითა და კაზაკების 5 ასეულით გაეგზავნა (Сургуладзе А. Прогрессивные последствия присоединения Грузии к России. Тбилиси, 1982. С. 174). მაგრამ სანამ დამატებითი ძალები აღმოსავლეთ საქართველომდე მიაღწევდნენ, აღა მუჰამედ-ხანმა ქართლ-კახეთის ტერიტორიის დატოვება უკვე მოასწრო, და თან მრავალი ტყვე წაიყვანა, რომლებიც მის ჯარებს ხელში ჩაუვარდა.

რუსეთს მეტად აღარ შეეძლო ამიერკავკასიის მოვლენებში მონაწილეობის გარეშე დარჩენილიყო. ამასთან სანკტ-პეტერბურგში უარს ამბობდნენ აღა მუჰამედ-ხანი სპარსეთის უმაღლეს მმართველად ეღიარებინათ, არცთუ უსაფუძვლოდ ეშინოდათ რა მის მიერ ამიერკავკასიაზე სრული კონტროლის დამყარებისა. 1796 წ. მარტში მოხდა სპარსეთისადმი ომის გამოცხადება. აპრილში იმპერატრიცა ეკატერინე II-მ 1796 წ. სპარსეთის ლაშქრობის დასაწყისი გამოაცხადა და სპარსეთის აზერბაიჯანულ პროვინციებში გენერალ-პორუჩიკ ვ. ა. ზუბოვის სარდლობით 13000-იანი კასპიის კორპუსი გაგზავნა (იხ. დოკუმენტი 396). გენერალ-ანშეფმა ი. ვ. გუდოვიჩმა ბრძანება მიიღო გეორგიევსკში თავის რეზიდენციაში დარჩენილიყო და გრაფ ვ. ა. ზუბოვის ჯარები საბრძოლო მასალებით, სურსათითა და აღკაზმულობით უზრუნველეყო. ლაშქრობის მიზანი გახლდათ სპარსეთის აღა მუჰამედ-ხანის ძალაუფლებისგან განთავისუფლება, აგრეთვე კასპიის ზღვაზე თავისუფალი ვაჭრობის უზრუნველყოფა და ბაქოსა და თალიშის სახანოების უსაფრთხოების შენარჩუნება (Маркова О. П. Россия, Закавказье и международные отношения в XVIII в. С. 292, 293).

1796 წ. 10 მაისს რუსეთის ჯარებმა დარუბანდი, 16 ივნისს კი – ბაქო და ყუბა აიღეს. ივლისის დასაწყისში შემახიელი მუსტაფა-ხანი ბაქოსთან რუსული ჯარების ბანაკში მოვიდა და რუსეთის იმპერატრიცის ერთგულებაზე ფიცი დადო, მას მოჰყვა შექელი სელიმ-ხანი, რუსეთის მფარველობის თხოვნა დაიწყო ყარაბაღელმა იბრაჰიმ ხალილ-ხანმაც. 

ერეკლე II ისწრაფოდა აღა მუჰამედ-ხანის მხარდაჭერისთვის განჯელ ჯავად-ხანზე შური ეძია. ყარაბაღელ იბრაჰიმ ხალილ-ხანთან განჯის დაპყრობის ერთობლივი მცდელობა 1795 წ. წარუმატებლად დასრულდა და ყარაბაღის მმართველსა და მეფეს შორის ურთიერთობების გაციება გამოიწვია. ერთი წლის შემდეგ რუსულმა სარდლობამ განჯის სახანოს დამორჩილების გეგმა შეიმუშავა. ციხესიმაგრის აღების შემდეგ სიმაგრეების გაძლიერება, მერე კი მცხოვრებთა გამოყვანა და იქ სამხედრო გრნიზონის შეყვანა იგეგმებოდა. ჯარების ნაწილი ციხესიმაგრიდან მოშორებით ცალკეულ ბანაკად უნდა განლაგებულიყო. ჯარების შევსებისთვის ტფილისიდან პოლკოვნიკი ი. ე. სიროხნევი იქნა თავისი რაზმით გამოძახებული. მეთაურებს მიეცათ ბრძანება ჯარები «სურსათის ხანგრძლივი მარაგით» უზრუნველეყოთ.

1796 წ. დასაწყისში ქართულმა ჯარმა ალექსანდრე ბატონიშვილის მეთაურობით განჯის ციხესიმაგრეს ალყა შემოარტყა. ალყა ოთხ თვეს გრძელდებოდა. აპრილში რუსული ჯარების დაჯგუფება კავკასიაში დამხმარე კორპუსის მეთაურის გენერალ-მაიორ ა. მ. რიმსკი-კორსაკოვის მეთაურობით განჯას აზერბაიჯანის მხრიდან მოადგა. აღმოჩნდა რა გამოუვალ მდგომარეობაში, ჯავად-ხანი იძულებული შეიქნა დანებებულიყო და ქართლ-კახეთისთვის ხარკის გადახდის განახლება იკისრა.

გრაფი ვ. ა. ზუბოვი რეკმენდაციას აძლევდა ერეკლე II-ს შეეკრიბა ჯარი და ერევნის ციხესიმაგრე აღა მუჰამედ-ხანის მიერ დასმული თავაქა ალი-ხანისგან გაეთავისუფლებინა, ისარგებლებდა რა იმით, რომ რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებით დაკავშირებლი ოსმალეთის იმპერია, ჩარევას ვერ დაიწყებდა. რამდენადაც რუსეთის ჯარებს მეფის დახმარება არ შეეძლოთ, მას შესთავაზეს ერთობლივი მოქმედებების შესახებ იმერეთის მეფეს სოლომონ II-ს მოლაპარაკებოდა. მაგრამ გრაფ ვ. ა. ზუბოვთან თათბირის შემდეგ, რომელიც განჯისა და ერევნის პროვინციების დაბრუნებას აღმოსავლეთ საქართველს განმტკიცებისა და ურთიერთშორის მტრობის შეწყვეტის გარანტიად მიიჩნევდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება (გენრალ-მაიორ ა. გ. სერებროვის /სერებროვ-ჟულფინსკის/ გეგმის თანახმად) ერეკლე II-ის განკარგულებაში, რომელიც 1797 წ. თებერვალ-მარტში ერევნის სახანოზე ლაშქრობას ამზადებდა, რაზმი (დაახლოებით 2500 ჯარისკაცი) გაეგზავნათ. გრაფ ვ. ა. ზუბოვის კასპიის კორპუსი შემოვლით გზაზე დაიძრა, რათა აღმოსავლეთიდან დაერტყა. წარმატებული ოპრაციის შედეგად ერევანი ისევ ქართლ-კახეთის მეფის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა.

რუსული სარდლობა იმედებს აზერბაიჯანელი ხანების კეთილ ნებაზე ამყარებდა, რომელთაც შეეძლოთ ესარგებლათ შქმნილი შესაძლებლობით აღა მუჰამედ-ხანის შემოსევით მოყენებული ზიანის გამო სპარსელებზე შური ეძიათ. შუამავლის როლში რუსეთის სომეხთა მთავარეოისკოპოსი იოსები (არღუთინსკი-დოლგორუკი) გამოდიოდა. თალიშელმა მუსტაფა-ხანმა რუსულ სარდლობას აცნობა, რომ სპარსთიდან აღწევენ ხმები სამხრეთ კავკასიაში ახალი ლაშქრობისთვის აღა მუჰამედ-შაჰის მზადებათა შესახებ. 1796 წ. ოქტომბერში რუსეთის ჯარები ბანაკიდან გამოვიდნენ და მტკვრისა და არაქსის შეერთების ადგილისკენ გაემართნენ. 1796 წ. 10 ოქტომბერს გრაფი ვ. ა. ზუბოვი კავკასიაში დამხმარე კორპუსის მეთაურს გენერალ-მაიორ ა. მ. რიმსკი-კორსაკოვს უბრძანებდა მიეღო ზომები აღა მუჰამედ-ხანის სპარსული ჯარის თარეშებისგან აღმოსავლეთ საქართველოს დასაცავად (იხ. დოკუმენტი 398). რიმსკი-კოსაკოვმა მიიღო ბრძანება დისლოცირებული ყოფილიყო განჯაში და უზრუნველეყო პირდაპირი შეტყობინება ქართლ-კახეთის სამეფოსა და მეფე ერეკლე II-თან. დეკემბერში ა. მ. რიმსკი-კორსაკოვის კორპუსი განჯაში შევიდა.

გრაფ ვ. ა. ზობოვის კორპუსს გზა უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ 1796 წ. 6 ნოემბერს ეკატერინე II გარდაიცვალა. იმპერატიცის გარდაცვალებამ და ტახტზე იმპერატორ პავლე I-ის ასვლამ ამიერკავკასიაში რუსეთის პოლიტიკაში არსებითი ცვლილებები გამოიწვია. რუსეთის ჯარები დაუყოვნებლივ იქნა რეგიონიდან გამოწვეული, ხოლო ორმა რუსულმა ბატალიონმა კი ქართლ-კახეთის ფარგლები მალევე მას შემდეგ დატოვა, რაც იმპერატორმა პავლე I-მა აღა მუჰამედ-შაჰის დაღუპვის შესახებ ცნობა მიიღო (1797 წ. 4 ივნისს, ამიერკავკასიაში მორიგი შემოჭრის მსვლელობისას, ის სპარსლების მიერ დაპყრობილ შუშაში საკუთარი ნუქერების მიერ იქნა მოკლული. გარკვეული ცნობებით, შეთქმულების ორგანიზებასთან ქართველები იყვნენ დაკავშირებულნი). ჩათვალა რა საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ძალების ყოფნა მიზანშეუწონლად, რუსეთის იმპერატორმა რეგიონში რუსეთის იმპერიის დიპლომატიური და სამხედრო აქტიურობა შეაჩერა.

* * *

ერეკლე II-ის მმართველობის უკანასკნელ წლებში ქართლ-კახეთს დინასტიური დავები და უთანხმოებანი სწეწდა. 1790-იანი წლების ბოლოსთვის სასახლის ინტრიგებმა კულმინაციას მიაღწია. აი როგორ აღწერდა სიტუაციას აღმოსავლეთ საქართველოში გრაფი ვ. ა. ზუბოვი: «საქართველოს სამეფო დაყოფილია მცირე წილებად ბატონიშვილებისთვის (ასეა ტექსტში – ავტ.), რაც შედეგად მოჰყვა მეფის სიბერესა და არაქმედითობას, და ბატონიშვილებს, რომლებმაც ყოფილი ერთხელისუფლებიანობის მთელი კავშირები მოშალეს და თითოეული თავის ნაწილს აჩანაგებდა და ასუსტებდა, ჰქონდათ დრო საერთოდ მთელი ოლქი არარაობამდე დაეყვანათ, თავადაზნაურობა გაეღიზიანებინათ, მცხოვრებნი სიღატაკესა სასოწარკვეთილებაში მოეყვანათ, და ყველაფერ ამაზე დამატებით დედოფალი, სურდა რა საქართველოს ტახტი მის ვაჟიშვილს იულონ ბატონიშვილს რგებოდა, ეძიებდა ერეკლე მეფის პირველი ქორწინებით შობილი უფროსი ბატონიშვილის გიორგისთვის მემკვიდრეობის უფლება წაერთმია, რაც იქცა საბაბად, საბოლოოდ, როგორც ქვემოთაა ახსნილი, აღა მუჰამედ ხანის ნაძირალა ხროვის მიერ თავად ამ მიწის აოხრებისთვის» (იხ. დოკუმენტი 398).

შინაგან არასტაბილურობას ქართლ-კახეთში ის გაურკვევლობაც აღრმავებდა და ამძიმებდა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობებში წარმოიქმნა. ცდილობდა რა სიტუაციის გარკვევას, ქართლ-კახეთის წარმოგზავნილმა სანკტ-პეტერბურგში თავადმა გ. რ. ჭავჭავაძემ თხოვნით მიმართა იმპერატორს პავლე I-ს ნათელი მოეფინა, რჩება თუ არა «ეს ტრაქტატი თავის უწინდელ ძალაში». თავის გზავნილში იგი წერდა: «ღირს გვყავ შეწყვიტო ჩემი გაურკვევლობა და მთელი საქართველოს მოლოდინი, რათა ჩემი მეფე და მისი ხალხი, რჩებიან რა გაურკვევლობაში, იმ წმინდა ტრაქტატის აღთქმებით სრულ დაღუპვამდე არ იქნენ მიყვანილნი» (Хелтуплишвили М. В. Вступление Грузии в состав Российской империи. Кутаис, 1901. С. 25).

მეფის ერეკლე II-ის გარდაცვალება 1798 წ. 11 იანვარს სასახლის დავების მორიგი აღზევებით შემოუბრუნდათ. «ბატონიშვილები ამღვრევდნენ წყალს სახელმწიფოს შიგნით და გარედან, ხელმძღვანელობნენ რა პირადი ინტერესით, ან, უკეთსად რომ ვთქვათ, არ ჰქნდათ რა უნარი თვით პირადი ინტერესიც კი გაეგოთ. თითოეული მათგანი ტახტს ეძიებდა, არც ერთს არ რცხვენოდა ისედაც უკვე დაწყლულებული სამშობლოსთვის ახალი ჭრილობები მიეყენებინა», – ასე აღწერდა ქართლ-კახეთის სამეფო კარის სურათს XX ასწლეულის დასაწყისის ქართველი ისტორიკოსი (იქვე. გვ. 30). პროსპარსულად განწყობილი დარეჯან დედოფალი თავისი ძის იულონის გამეფებაში იყო დაინტერესებული. მისი გერი გიორგი ბატონიშვილი (ერეკლე II-ის ტახტის ოფიციალური მემკვიდრე) რუსეთისგან მხარდაჭერას შეუპოვრად ეძიებდა. არსებითად, ეს უთანხმოებები ასახავდა ბრძოლას პრორუსეთული კურსის მომხრეებსა და მათ ოპონენტებს შორის, რომლებიც სპარსეთზე იყვნენ ორიენტირებული. ტახტზე ასულმა მეფემ გიორგი XII-მ მოახერხა ტახტის მემკვიდრედ თავისი ძის დავით ბატონიშვილის აღიარებისთვის მიეღწია და 1799 წ. აპრილში სამეფო ინვესტიტურის ნიშნებიც მიეღო. 1799 წ. ნოემბერში ქართლ-კახეთში «მუდმივად ყოფნისთვის» გენერალ-მაიორ ი. პ. ლაზარევის ეგერთა პოლკი შევიდა, რომელსაც თან რუსეთის საგანგებო წარგზავნილი მეფე გიორგი XII-ის კარზე და სრულუფლებიანი მინისტრი სახელმწიფო მრჩეველი პ. ი. კოვალენსკი ახლდა. 1799 წ. 7 სექტემბერს მეფე თავად გ. რ. ჭავჭავაძეს სანკტ-პეტერბურგში წერდა: «მიეცით მათ მთელი ჩემი სამეფო და ჩემი სამფლობელო, როგორც გულწრფლი და მართალი მსხვერპლი და შესთავაზეთ ის «არა მხოლოდ უზენაესი რუსული საიმპერატორო ტახტის მფარველობის ქვეშ, არამედ მიეცით სავსებით მათი ძალაუფლებისა და ზრუნვის ქვეშ, რათა ამ დროიდან ქართლოსიანთა სამეფო ითვლებოდეს რუსეთის დერჟავისადმი კუთვნილად იმ უფლებებით, რომლებითაც რუსეთში არსებული სხვა ოლქები სარგებლობენ (Грамоты и другие исторические документы XVIII столетия, относящиеся до Грузии. Т. II. Вып. II: С 1769 по 1801 год / Под ред. А. А. Цагарели. СПб., 1902. С. 267-288).

დინასტიური დავები სამეფო კარზე რუსეთთან სრული დაახლოების მომხრეთა გამარჯვებით დასრულდა. 1800 წ. სექტემბერში გიორგი XII-მ სანკტ-პეტერბურგში ახალი ელჩები თავადები გორგი ავალიშვილი და ელეაზარ ფალავანდიშვილი გამოგზავნა, რომელთაც მიართვეს სათხოვარი რუსეთის იმპერატორის სახელზე თხოვნით ქართლ-კახეთის სამეფოს მფარველობის შესახებ. გიორგი XII-ის სიგელში, რომელიც პავლე I-თვის გადასაცემად იყო განკუთვნილი, კერძოდ, ნათქვამი იყო: «...რათა ამიერიდან საქართველოს სამეფო რუსეთის იმპერიაში იყოს იმავე მდგომარეობაში, რომლითაც რუსეთის სხვა პროვინციები სარგებლობენ» (Цит. по: Исмаил-заде Д. И. Становление и развитие системы управления в Закавказье и на Северном Кавказе. С. 248). ამასთან ერთად გიორგი XII ითხოვდა ტახტზე მემკვიდრეობის უფლება ბაგრატიონთა დინასტიაში დაეტოვებინათ. საქართველოს ელჩების მიმართვა საგარეო საქმეთა კოლეგიაში განიხილებოდა. «სათხოვარი პუნქტების» თანახმად რუსეთის იმპერატორს სიუზერენული ხელმწიფის უფლებები და მოვალეობანი ეკისრებოდა, საქართველოს მეფეს კი – ვასალური მფლობელის უფლებები და მოვალეობანი (Хелтуплишвили М. В. Вступлениие Грузии в состав Российской империи. С. 100). საქართველოს რწმუნებულების მიერ შემოთავაზებული და იმპერატორ პავლე I-ის მიერ მოწონებული «საქართველოს რუსეთთან შეერთების საწყისები» წარმოადგენდა «არა ნაბიჯს, არამედ ათას ნაბიჯს წინ ერთად შეკვრისა (сплочение) და ერთიანობის გზაზე», – ამტკცებდა ზ. დ. ავალიშვილი (Авалов З. Д. Присоединение Грузии к России. XVIII-XIX века. СПб., 2009. С. 113).

ამასობაში აღა მუჰამედ-შაჰის მონაცვალეები კვლავ შეეცადნენ ამიერკავკასიაზე თავიანთი პრეტენზიები განეცხადებიათ. მათ ქართლ-კახეთის სამეფო კარის შიგნით არსებული დავებით ისარგებლეს. სპარსეთის უფლისწულმა აბას-მირზამ გადაწყვიტა ერეკლე II-ის მესამე ქორწინებიდან შეძენილი ვაჟიშვილების მემკვიდრეობითი უფლებების დამცველის სახით გამოსულიყო და თავის დასახმარებლად ომარ-ხან IV ავარელს მოუწოდა, რომელიც 15000-იანი ცხენოსანი ჯარის სათავეში საქართველოში შემოიჭრა. მაგრამ 1800 წ. ნოემბერში გაერთიანებულმა ჯარებმა გენერალ-მაიორ ი. პ. ლაზარევისა და გიორგი XII-ის ვაჟიშვილების მეთაურობით მდინარე იორზე ომარ-ხან IV ავარელის ჯარები დაამარცხეს.

1800 წ. 19 ნოემბერს პავლე I-მა მიიღო გადაწყვეტილება ქართლ-კახეთის სამეფოს გუბერნიად გარდაქმნის შესახებ ბატონიშვილებისთვის მეფის ტიტულის დატოვებით, რომელთა რიცხვიდანაც უნდა ყოფილიყო დანიშნული გუბერნატორი. იმპერატორმა რესკრიპტი გენერალ-ლეიტენანტ კ. თ. ფონ კნორინგს გაუგზავნა. მისგან მოითხოვებოდა ქართლ-კახეთის სამეფოში ჯარები შეეყვანა, ხოლო მძიმედ დაავადებული გიორგი XII-ის სიკვდილის შემთხვევაში კი ტახტზე მისი მონაცვალე საგანგებო განკარგულებამდე არ დაენიშნა. ერთი თვის გასვლის შემდეგ, 1800 წ. 18 დეკემბერს, პავლე I-მა ხელი მოაწერა მანიფესტს «საქართველოს სამეფოს რუსეთთან შემოერთების შესახებ», რომელიც ბაგრატიონთა დინასტიას ტახტზე უფლებას ართმევდა (იხ. Эсадзе С. С. Историческая записка об управлении Кавказом. Т. I. Тифлис, 1907. С. 24, 25). ეს გიორგი XII-ის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა, რომელიც 28 დეკემბერს აღესრულა. გიორგი XII-ის სიკვდილის დღეს გენერალ-მაიომა ი. პ. ლაზარევმა ბატონიშვილების, სასულიერო წოდების, თავადებისა და აზნაურების დასწრებით იმპერატორის ნება გამოაცხადა, რომ ტახტის მონაცვალე სანკტ-პეტერბურგიდან საგანგებო ბრძანების მიღებამდე არ არჩიათ (Хелтуплишвили М. В. Вступлениие Грузии в состав Российской империи. С. 25). ამასთან, განსვენებული მეფის ძმებმა კანონიერ მემკვიდრედ იულონ ბატონიშვილი აღიარეს, ხოლო მისმა შვილებმა კი – დავით ბატონიშვილი. ელჩები დოკუმენტით ტფილისში 1801 წ. იანვრის დასაწყისში ჩამოვიდნენ, ხოლო 15 იანვარს კი დავით ბატონიშვილმა რუსეთს იმპერატორის გადაწყვეტილება საჯაროდ გამოაქვეყნა. 1801 წ. 18 იანვარს მანიფესტი ოფიციალურად იქნა დამტკიცებული. 16 და 17 თებერვალს მას ტფილისის მოდნებზე და ეკლესიებში კითხულობდნენ. ქართლ-კახეთის მცხოვრებნი კეთილსასურველად შეხვდნენ ცნობას მათი სამეფოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ჩართვის შესახებ (ამის შესახებ ბევრი ქართველი ისტორიკოსი წერდა, რომლებიც გეორგევსკის ტრაქტატის დადების ისტორიას იკვლევდნენ. იხ., მაგალითად: Сургуладзе А. Прогрессивные последствия присоединения Грузии к России. Тбилиси, 1982. С. 7).

1801 წ. გაზაფხულზე აღმოსავლეთ საქართველოში რუსული ჯარების კორპუსი შევიდა, რომელმაც სამხედრო გარნიზონი მნიშვნელოვნად გააძლიერა: ამიერიდან მისმა რიცხოვნებამ 10000 ადამიანს მიაღწია.

იმპერატორ პავლე I-ის დაღუპვის შემდეგ საქართველოს პრობლემის განხილვით აუცილებელი საბჭო (Непременный совет) დაკავდა. მისი მონაწილენი აღმოსავლეთ საქართველოს შემდგომი ბედის შესახებ გადაწყვეტილების გამომუშავებისთვის რამდენჯერმე შეიკრიბნენ. ერთერთ სხდომაზე, 1801 წ. 28 ივლისს, სპეციალურად შექმნილი კომისიის მეთაური გენერალ-ლეიტენანტი კ. თ. ფონ კნორინგი გამოვიდა მოხსენებით, რომელიც ქართლ-კახეთში მგზავრობის შედეგების მიხედვით იყო მომზადებული. კნორინგმა დაწვრილებით მოუთხრო აღმოსავლეთ საქართველოს, მისი თვალსაზრისით, უიმედო მდგომარეობის შესახებ, სადაც 61 ათასი ოჯახიდან, რომლებიც იქ 1783 წ. ცხოვრობდნენ, 1801 წ. მხოლოდ 35000 დარჩა და სადაც «სამეფო საჭიროებათა გამრავლებასთან ერთად (გამეფებული დინასტია 73 წევრისგან შედგებოდა) ყველა პროდუქტიდან და სარეწიდან გადასახადები გაიზარდა, ხოლო მათი შემქმნელი მუშახელის რიცხვი კი შემცირდა; სადაც გარეშე მტრები მრავლდებოდნენ და ძლიერდებოდნენ, ხოლო სამეფო ოჯახის წევრთა მტრობა კი შინაომებით იმუქრებოდა» (Берже А. П. Присоединение Грузии к России. 1799-1831 // Русская старина. Т. XXVIII. СПб., 1880. С. 19). მოხსენების ავტორის მტკიცებით, ქართლ-კახეთის მცხოვრებნი რუსეთის ქვეშევრდომობის შესახებ საკითხში სრულ ერთსულოვნებას იჩენდნენ.

რუსეთის უმაღლეს წრეებში საქართველოს საკითხზე ერთიან აზრი არ არსებობდა. თანამდებობის პირთა გავლენიანი ნაწილი გრაფების ა. რ. ვორონცოვისა და ვ. პ. კოჩუბეის მეთაურობით ქართლ-კახეთის ქვეშევრდომობაში მიღებაზე უარის თქმის სასარგებლოდ იხრებოდა და თავისი პოზიციის მოტივაციას შესაძლო საგარეოპოლიტიკური გართულებებით ახდენდა. ხანგრძლივი დისკუსიების შედეგად აღმოსავლეთ საქართველოს იმპერიის შემადგენლობაში ინკორპორაციის მომხრეებმა გაიმარჯვეს. 1801 წ. 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ იქნა იმპერატორ ალექსანდრე I-ის მანიფესტი «საქართველოში საშინაო მმართველობის დაარსების შესახებ». 1802 წ. აპრილში ტფილისში ქართლისა და კახეთის საქართველოს გუბერნიად გაერთიანების თაობაზე იქნა გამოცხადებული. საქართველოს პირველ მთავარმართებლად გენერალ-ლეიტენანტი კ. თ. ფონ კნორინგი დაინიშნა, ხოლო მმართველად კი – ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი პ. ი. კოვალენსკი.

მანიფესტმა დასვა წერტილი რუსეთის იმპერიისა და ქართლ-კახეთის სამეფოს დაახლოებისა და გაერთიანების ხანგრძლივ ისტორიაში, რომელიც დრამატული მოვლენებითა და წინააღმდეგობებით იყო აღსავსე.

1803 წ. სამეგრელოს მმართველმა (მთავარმა) გრიგოლ დადიანმა, რომელიც იმერეთის მეფე სოლომონ II-თან კონფლიქტში იმყოფებოდა, ახალ მთავარმართებელს საქართველოში თავად პ. დ. ციციანოვს მიართვა თხოვნა თავისი სამთავროს რუსეთთან შემოერთების შესახებ. სამეგრელოს მმართველსა და რუსეთის მთავრობას შორის დადებულ იქნა შეთანხმება, რომელმაც «სათხოვარი პუნქტების» სახელწოდება მიიღო. მათ თანახმად, მთავარი სამთავროს ტერიტორიაზე ძალაუფლების მთლ სისრულეს ინარჩუნებდა (სასიკვდილო განაჩენების გამოტანის უფლების გამოკლებით). ეს «სათხოვარი პუნქტები» დასავლეთ საქართველოს სხვა სამთავროებისთვისაც ერთგვარ მოდელად იქცა. 1804 წ. ასეთივე პირობებზე რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო იმერეთის მეფემ სოლომონ II-მ, ხოლო 1810 წ. კი მსგავს პირობებზე გურიისა და აფხაზეთის მმართველებიც (მთავარი გურიელები და მთავარი შერვაშიძეები) რუსეთის ქვეშევრდომები შეიქნენ (Рыбаков А. Л. Традиционные политические институты Мегрельского княжества в российской системе косвенного управления в Западной Грузии /первая половина XIX в./ // Ломоносовские чтения. Востоковедение. Тез. док. М., 2006. С. 134-139).

* * *

XVIII ს. უკანასკნელი ათწლეულების ისტორიული სიტუაციის ანალიზი გვეხმარება გავიგოთ რუსეთის ხელისუფალთა მიერ მეფე ერეკლე II-ის თხოვნის დაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილების მიღების მიზეზები. იმ ხანებში რუსეთმა ერთი მხრივ, ევროპული დერჟავების სისტემაში, ხოლო მეორე მხრივ – ვრცელი აზიური იმპერიების რიგში თავისი ადგილი მყარად დაიკავა. მისი მოქმედებები საერთაშორისო არენაზე ძალთა ბალანსისა და ამ დერჟავებისა და იმპერიათა ინტერესების განსხვავების გათვალისწინებას მოითხოვდა. რუსეთის პოლიტიკა დიპლომატიის, ვაჭრობის, სამხედრო აქციების სფეროში უწინარეს ყოვლისა მიზანშეწონილობისა და პრაგმატიზმის მოსაზრებებით იყო ნაკარნახევი. რუსეთის მთავრობა სამხრეთკავკასიელ მმართველებთან რეალურ თანამშრომლობასა და დაახლოებაზე მხოლოდ იმ გარემოებებში მიდიოდა, როცა ეს სასარგებლო და ხელსაყრელი (მომგებიანი) შეიძლებოდა ყოფილიყო იმპერიისთვის.

XVII-XVIII სს. დოკუმენტური წყაროები გვიჩვენებს, რომ რუსეთი მაშინ თანამედროვეებს «ბნელ სამეფოდ» სულაც არ წარმოუდგებოდათ. მისი ქვეშევრდომებისა და ბევრი მეზობლის თვალში იგი ხშირად უფრო თავისუფალი და სამართლიანი მმართველობის (რეჟიმის) მატარებლად მოჩანდა, ვიდრე გარემოცველი სამფლობელოები. ასეთ დამოკიდებულებას მისდამი შეიძლება თვალი მისი საზღვრების თითქმის მთელ პერიმეტრზე მივადევნოთ. ეს კავკასიასაც შეეხება. მოიარა რა რუსეთის ძალაუფლების ქვეშ მყოფი ტერიტორიები, რომლებიც 1722-1723 წწ. სპარსეთის ლაშქრობის მსვლელობისას იქნა შემოერთებული, გენერალ-ანშეფი თავადი ვ. ვ. დოლგორუკოვი იმპერატრიცას ეკატერინე I-ს მოახსენებდა: «...მთელ აქაურ ხალხს დიდი ხალისით სურს თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის პროტექცია, ხედავს რა, თუ ჩვენგან როგორი სამართლიანობაა, რომ ზედმეტს ჩვენ მათგან არაფერს არ მოვითხოვთ და მტკიცედ გვიჭირავს თვალი, რომ მათ თუნდაც მცირე წყენაც არ მიადგეთ და ყველა რაზმში ეს ჩემგან სასტიკი ჯარიმის საზღაურადაა დადასტურებული» (История Дагестана с древнейших времён до наших дней. Т. I. М., 2004. С. 429).

აშკარაა, რომ პრორუსეთული ორიენტაცია ქართულ სამეფოებში გამონაკლისი მოვლენა არ ყოფილა. მისწრაფება რუსეთის მფარველობის ქვეშ გადმოსვლისაკენ ქართველების მიერ განიხილებოდა არა როგორც არჩევანი მეტ და ნაკლებ ბოროტებას შორის, არამედ როგორც ყველაზე უფრო რაციონალური გამოსავალი იმ მდგომარეობიდან, რომელშიც საქართველო იმ ხანებში აღმოჩნდა. ქართული ელიტა ქართლ-კახეთის ახალ სტატუსში საკუთარი ქვეყნის საშინაო და საგარეო პრობლემების გადაწყვეტის საუკეთესო საშუალებას, ძლევამოსილი და ერთმორწმუნე სახელმწიფოს დაცვის ქვეშ საკუთარი არსებობის გაგრძელების შესაძლებლობას ხედავდა.

ვ. ვ. ტრეპავლოვი, ლ. ს. გატაგოვა 

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

რუსი ისტორიკოსების ხედვა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისა გასულ საუკუნეებში

(ნაწილი I) 

2014 წელს მოსკოვში გამომცემლობა «Древнехранилище»-ს («სიძველეთსაცავი») მიერ გამოცემულ იქნა წიგნი (765 გვერდის მოცულობით) «Из истории российско-грузинских отношений /К 230-летию заключения Георгиевского трактата/» («რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიიდან /გეორგიევსკის ტრაქტატის დადების 230-ე წლისთავისადმი/»). წიგნი წარმოადგენს ძირითადად ისტორიული საარქივო დოკუმენტების კრებულს, რომელშიც 92-დან 609 გვერდის ჩათვლით სულ 400 დოკუმენტია გამოქვეყნებული. მათ წინ უძღვის ვრცელი შესავალი ნაწილი, ხოლო ბოლოში კი შენიშვნებია მოთავსებული.

თავფურცელზე ჩამოთვლილია ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ კრებულის გამოცემაში მონაწილეობდნენ. ესენია: ფედერალური საარქივო სააგენტო; რუსეთის სახელმწიფო სამხედრო-ისტორიული არქივი; ძველი აქტების რუსეთის სახელმწიფო არქივი; რუსეთის იმპერიის საგარეო პოლიტიკის არქივი; რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის რუსეთის ისტორიის ინსტიტუტი; რუსეთის ისტორიული საზოგადოება.

შემდეგ ნათქვამია, რომ გამოცემის მომზადება განხორციელდა ფედერალური მიზნობრივი პროგრამის «Культура России» («რუსეთის კულტურა») ფარგლებში, რომ პასუხისმგებელი რედაქტორი გახლავთ ა. ნ. არტიზოვი. სარედაქციო კოლეგია: ა. ნ. არტიზოვი (თავმჯდომარე), ი. ო. გარკუშა, ი. ვ. ზაიცევი, ე. გ. მაჩიკინი, იუ. ა. პეტროვი, ი. ვ. პოპოვა, მ. რ. რიჟენკოვი, ვ. ვ. ტრეპავლოვი, ა. ვ. იურასოვი. შემდგენლები: ი. ვ. ზაიცევი, ი. ვ. კარპეევი, ი. ვ. პოპოვა, მ. რ. რიჟენკოვი, ს. ა. ხარიტონოვი.

მცირე ანოტაციაში ნათქვამია: «კრებულში ქვეყნდება რუსეთის არქივების ფონდებში დაცული დოკუმენტები რუსეთის იმპერიასა და აღმოსავლეთ-საქართველოს სამეფოს შორის 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის მომზადებისა და დადების შესახებ, კავკასიასა და ამიერკავკასიაში (რუსულად იმიერკავკასია – Закавказье) 1769-1796 წწ. მიმდინარე პოლიტიკური და სამხედრო მოვლენების შესახებ, რომლებიც წინ უძღოდა ამ ხელშეკრულების დადებას და მის შედეგად მოგვევლინა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა შემდგომ ისტორიაზე ამ შეთანხმების გავლენის შესახებ». ასევე ნათქვამია, რომ «კრებული განკუთვნილია სპეციალისტ-ისტორიკოსებისთვის, აგრეთვე მკითხველთა ფართო წრისთვისაც».

როგორც აღვნიშნეთ, კრებულს წინ უძღვის ვრცელი შესავალი (3-56 გვერდები), რომელშიც მისი ავტორები (ვ. ვ. ტრეპავლოვი და ლ. ს. გოტაგოვა) გადმოგვცემენ რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების იმ ხედვას, რომელიც შესაბამის რუსულ სამეცნიერო წრეებშია დამკვიდრებული. ქვემოთ ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ სწორედ ამ შესავალი წერილის თარგმანს.

რუსეთი და საქართველო: 

მართლმადიდებლური სოლიდარობიდან 
იმპერიული მფარველობისკენ 

2013 წელს შესრულდა 230 წელი 1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკის ტრაქტატის დადების დღიდან – ხელშეკრულებისა ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის მიერ რუსეთის იმპერიის უმაღლესი ძალაუფლებისა და მფარველობის აღიარების შესახებ. ეს იუბილე არცთუ მარტივ პოლიტიკურ და იდეოლოგიურ ვითარებაში აღინიშნება. სსრკ-ის დაშლის შემდეგ ახალ სახელმწიფოებში – ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებში არსებითი, ზოგჯერ კი რადიკალური გადააზრება (переосмысление) მოხდა იმ ისტორიული მოვლენებისა, რომლებიც ხალხებისა და რეგიონების რუსეთის შემადგენლობაში შემოსვლასთანაა დაკავშირებული. დსთ-ის ქვეყნების, საქართველოსა და ბალტიისპირეთის თანამედროვე ისტიოგრაფიაში არცთუ იშვიათად ყალიბდება წარმოდგენა მის შესახებ როგორც ტიპიური კოლონიური სახელმწიფოს, აგრესიული და ეგოისტური იმპერიის შესახებ, რომელიც ისწრაფვოდა უფრო სუსტი მეზობლები დაექვემდებარებინა, მათ თავის წყობილებასა და ცხოვრების წესს თავზე ახვევდა. «რუსული მფლობელობის» პერიოდს ხშირად წარმოადგენენ როგორც ოკუპაციის ან კოლონიური ჩაგვრის ხანას.

თავის დროზე საბჭოთა ისტორიულ მეცნიერებაში გაბატონებული იყო იდეა რუსეთის იმპერიის როგორც ჭეშმარიტად «წყეული წარსულის» შესახებ – თვითმპყრობელურ-ბატონყმური დესპოტიის, ტირანიისა და რეაქციის მკაცრი ციტადელის, «ხალხთა საპყრობილის» შესახებ და ა. შ. ასეთი მიდგომის მიერ ნაშობად იქცა «უმცირესი ბოროტების» ცნობილი კონცეფცია, რომლის თანახმადაც «მეფის რუსეთის» შემადგენლობაში შემოსვლას ნაკლებად ნეგატიური შედეგები ჰქონდა ხალხებისთვის, ვიდრე სხვა დერჟავების (ოსმალური იმპერიის, სპარსეთის, ჩინეთის, რეჩ პოსპოლიტასა და სხვათა) შემადგენლობაში ყოფნას. როგორ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ახლა ზოგიერთ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში ამ თეორიამ ახალი ცხოვრება მიიღო, მაგრამ უკვე როგორღაც საპირისპირო ნიშნით: მიდის იმის მტკიცება, თითქოსდა რუსეთის შემადგენლობაში შემოსვლა უფრო მეტი ბოროტება აღმოჩნდა.

კერძოდ, საქართველოში ეჭვის ქვეშ აყენებენ რუსეთის როლს თურქული და სპარსული მფლობელობისგან სამხრეთ კავკასიის ხალხების გამოხსნაში. რუსეთ-საქართველოს XVI-XVIII სს. კონტაქტების ისტორიას გამოხატავენ როგორც ქართული სამეფოების გულწრფელ მისწრაფებას მეგობრობისკენ და მათ მიერ მეზობელ მუსლიმანურ სახელმწიფოებთან ბრძოლაში მოკავშირის ძიებისკენ, იმ დროს როცა რუსეთი ხედავდა მათში მხოლოდ პლაცდარმს კავკასიაში შემდგომი დაპყრობებისთვის. 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს რუსეთის მფარველობის შესახებ გამოხატავენ როგორც იმპერიული ექსპანსიის საშუალებას. ქართველი ისტორიკოსების აზრით, საქართველოს რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა მუსლიმანურ მმართველობაზე უარესი აღმოჩნდა, რადგანაც შაჰები და სულთნები საშინაო საქმეებში თითქმის არ ერეოდნენ, ქართულ სამეფოებს გუბერნიებად არ გადააქცევდნენ და კანონიერ დინასტიებს ძალაუფლებას არ ართმევდნენ. აბსოლუტურ მიუღებლობას იწვევს იმპერატორ პავლე I-ის 1800 წ. 18 დეკემბრის მანიფესტი «საქართველოს სამეფოს რუსეთისადმი შემოერთების შესახებ», აგრეთვე ალექსანდრე I-ის 1801 წ. 12 სექტემბრის მანიფესტი «საქართველოში საშინაო მმართველობის დაარსების შესახებ», რომელმაც ქართლისა და კახეთის შემოერთება დაასრულა. (იხ. Анчабадзе Ю. Д. Национальная история в Грузии: мифы, идеология, наука // Национальные истории в советском и постсоветских государствах. М., 2003. С. 160-162; Гатагова Л. С. Проблема присоединения Грузии к России в зеркале политики и истории // Россия – Грузия: альтернатива конфронтации – созидание /Проблемы российско-грузинских отношений. XIX-XXI вв./. М., 2011; საქართველოში რუსეთის კოლონიური პოლიტიკის ნარკვევები. წიგ. 1–2. თბილისი, 2007–2008 /ქართული გამოცემები ტექსტის შენიშვნებში რუსულად მოყვანილია მინიშნებით – на грузинском языке. მე ისინი ქართულად ვთარგმნე, რის გამოც შესაძლოა ჩემი თარგმანი კონკრეტული წიგნის სახელწოდებას ზედმიწევნით არ ემთხვეოდეს, რის გამოც მკითხველებს ბოდიშს ვუხდი. თუმცა კი შინაარსობრივად, ცხადია, ეს სახელწოდებები ზუსტადაა გადმოცემული/.) უკანასკნელ ხანებში ქართულ ისტორიოგრაფიასა და პუბლიცისტიკაში ანტირუსეთული განწყობების გაღვივებისთვის სტიმულად იქცა სამხედრო კონფლიქტი სამხრეთ ოსეთში 2008 წ. აგვისტოში.

მსგავსი მიდგომა განსაცვიფრებლად განსხვავდება XVIII ს. მეორე ნახევრის მოვლენების უწინდელი ინტერპრეტაციისა და შეხედულებებისგან როგორც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ისე გეორგიევსკის ციხესიმეგრეში დადებულ ხელშეკრულებაზეც. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში შემოსვლა განიხილებოდა (მათ შორის საბჭოთა ხანის ქართველი ისტორიკოსების მიერაც) როგორც უმნიშვნელოვანესი პოზიტიური ეტაპი (ნიშანსვეტი) საქართველოს ისტორიაში, როგორც ქართველი ხალხის ხსნა უცხოური თავდასხმებისგან (პრეტენზიებისგან) და მისი მშვიდობიანი განვითარების გარანტია ძლევამოსილი დერჟავის შემადგენლობაში.

აშკარაა, რომ ტრაქტატის დადების იუბილესთან დაკავშირებით აზრი აქვს ხელახლა მივუბრუნდეთ XVIII ასწლეულის გარემოებებს (აგრეთვე მათ წინაისტორიასაც), ვაჩვენოთ ობიექტური, ისტორიულად განპირობებული მიზეზები, რომლებმაც წაახალისა მეფე ერეკლე II იმისთვის, რათა ეთხოვა რუსეთის მფარველობა, ხოლო იმპერატრიცა ეკატერინე II კი – დაეკმაყოფილებინა ეს თხოვნა. რამდენადაც გეორგიევსკის ტრაქტატის ეპოქა კავკასიაში სპარსეთის (ირანის), ოსმალეთის იმპერიისა (თურქეთის) და რუსეთის მწვავე მეტოქეობის ხანა გახლდათ, საჭიროა ასევე ნათელი გავხადოთ ქართული სამეფოების ადგილი დერჟავების ამ დაპირისპირებაში.

* * *

ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის მფარველობის ქვეშ გადმოსვლის ისტორიული წინაპირობები (წანამძღვრები) რამდენიმე ასწლეულის მანძილზე მწიფდებოდა. XV ს. ბოლოსთვის მტრების შემოსევებმა და ძმათა შორის ომებმა ოდესღაც ერთიანი სახელმწიფოს ადგილზე დამოუკიდებელ პოლიტიკური წარმონაქმნების – ქართლისა და კახეთის აღმოსავლეთ-ქართული სამეფოებისა და იმრეთის დასავლეთ-ქართული სამეფოს წარმოქმნა გამოიწვია. მათში ბაგრატიონთა უძველესი დინასტიის სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები მეფობდნენ. შემდგომში იმერეთის შემადგენლობიდან რამდენიმე დამოუკიდებელი სამთავრო გამოეყო.

გვიან შუასაუკუნეებში სამხრეთ კავკასია ორი მეზობელი ძალმოსილი მუსლიმანური სახელმწიფოს – სპარსეთისა და ოსმალთა იმპერიის დაპირისპირების არენად იქცა. გააფთრებული ბრძოლა მათ შორის პერიოდულად სამშვიდობო ხელშეკრულებების დადებით წყდებოდა (прерывалась). ყველაზე უფრო მნიშვნელოვნად მათ შორის 1555 წ. ამასიის ხელშეკრულება იქცა, რომლის მიხედვითაც თურქებმა შაქი, შირვანი, ყარაბაღი, აღმოსავლეთ სომხეთი, აღმოსავლეთ ქურთისტანი, სამხრეთ აზერბაიჯანი, აღმოსავლეთ საქართველო (ქართლი და კეხეთი) სპარსულ სამფლობელოებად აღიარეს; ოსმალეთის იმპერიას გადაეცა არაბული ერაყი, დასავლეთ სომხეთი, დასავლეთ ქურთისტანი და დასავლეთ საქართველო. შემდგომში ამ შეთანხმებების არაერთხელ დარღვევისა და თურქულ-სპარსული კონფლიქტების განახლების მიუხედავად, ქართლისა და კახეთის სამეფოები XVII ს.-ში და XVIII ს.-ის უმეტესი ნაწილის განმავლობაში მთლიანობაში სპარსეთის გავლენის სფეროში რჩებოდნენ (თურქული ოკუპაციის რამდენიმე შედარებით მოკლე პერიოდის გამოკლებით). ეს ირან-თურქეთის 1619, 1639 და 1746 წწ. ხელშეკრულებებით მტკიცდებოდა.

ოსმალეთის იმპერია ქართული მიწების დასავლეთ ნაწილში დაემკვიდრა. მის მიერ დამორჩილებულ იქნა იმერეთი, აჭარა და სამხრეთ ქართლის სამთავრო სამცხე-საათაბაგო. სპარსეთთან და რუსეთთან ურთიერთობებში სამხედრო დაძაბულობის გაძლიერებისას, ადგილობრივი მოსახლეობის მასობრივი უკმაყოფილების მიუხედავად, თურქებს თავისუფლად შეეძლოთ დასავლეთ საქართველოში ჯარები შემოეყვანათ. სამცხე-საათაბაგოში მთავრებმა (ათაბაგებმა) ხელისუფლება შეინარჩუნეს, მაგრამ სულთნის მოხელეებად გადაიქცნენ. 1628 წ. ეს სამთავრო ოსმალურ პროვინციად – ახალციხის საფაშოდ იქნა გადაქცეული. აჭარის ტერიტორიაზე ბათუმისა და აჭარის ადმინისტრაციული ოლქები (სანჯაყები) იქნა დაარსებული. იმერეთის მეფეები და ათაბაგები მოვალენი იყვნენ სტამბულში ყოველწლიური ხარკი ეგზავნათ, როგორც წესი, მოზარდი მონების სახით. XVIII ს. ქართველი ისტორიკოსი ამ სიტუაციის შესახებ წერდა: «სულთანმა ჩვენ გვიწყალობა ათაბაგობა, არ მოითხოვდა რა ქრისტიანობაზე უარი გვეთქვა. ჩვენ ყველა [მიწა] დავიპყარით. მაგრამ ოსმალები ძალადობას სჩადიოდნენ და მათგან დიდი ჭირი გვქონდა» (Вахушти Багратиони. История царства грузинского. Тбилиси, 1976. /http://vostlit.narod.ru/Texts/rus6/Wachuschti/text8.htm/). მათი ძალაუფლების ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე («გურჯისტანის ვილაიეთში») თურქებმა აღწერეს ყველაფერი, რაც ხარკის დადებისთვის ვარგისი იყო, და სპეციალურ რეესტრში შეიტანეს (ოსმალური დოკუმენტური წყაროები საქართველოსა და ამიერკავკასიის შესახებ /XVII-XVIII სს./ თურქული ტექსტი ქართული თარგმანით, შესავალი, ფაქსიმილე, მაჩვენებლები. ა. ტ. ვოლკოვა, ნ. ნ. შენგელია, წიგნი II. თბილისი, 1989; გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი / თურქული ტექსტის გამოცემა, თარგმანი ქართულ ენაზე, გამოკვლევა, კომენტარები ს. ს. ჯიქია. წიგნი I: ტექსტი. თბილისი, 1947). იმერეთის მეფემ სოლომონ I-მა თავის ბეჭედზე მოათავსა წარწერა: «მონა ღვთისა, ქვეშევრდომი სულთნისა სოლომონი» (Пурцеладзе Д. П. Грузинские дворянскин грамоты /Материалы для пятого Археологического съезда/. Тифлис, 1881. С. 45).

სპარსეთის ბატონობა აღმოსავლეთ საქართველოზე 1555 წ. ამასიის ზავის დადებამდე გაცილებით უფრო ადრე დაიწყო. მისი დაყოფა ორ ვასალურ სახელმწიფოდ დიდი ხნით გადაიქცა კავკასიაში სპარსული პოლიტიკის ერთერთ დოგმატად. ჯერ კიდევ 1518 წ. ქართლისა და კახეთის მეფეებმა აღიარეს საკუთარ თავზე სეფევიდების დინასტიის შაჰების უფროსობა (главенство), ეს დინასტია სპარსეთში 1502-1722, 1729-1736 წწ. მმართველობდა. ამ მეფეების მიერ მართულმა მიწებმა შაჰების სამფლობელოთა შემადგენლობაში მულქ-ი მოურუს-ის რანგი შეიძინეს, ე. ი. ტერიტორიებისა, რომლებიც ადგილობრივი დინასტიების მემკვიდრეობით მფლობელობაში იმყოფებოდა. ამგვარი მმართველების ტახტზე ასვლა შაჰის ინვესტიტურის სპეციალური რიტუალებით ხორციელდებოდა ფირმანის (ბრძანების), ხალათის, ხმლისა და სპეციალური ცერემონიული მუსიკალური ინსტრუმენტების მიცემის სახით.

ღმერთმა ამამაღლა მე ნადირ-შაჰის დახმარებით,
გამხადა რა კახეთის მფლობელი, შემდეგ ქართლისა.

(თეიმურაზ II. თხზულებათა სრული კრებული. თბილისი, 1939. გვ. 104. Цит. по: Блиядзе Е. А. Грузинское политическое мышление второй половины XVIII в. /проблемы внешней ориентации/. М., 2001. С. 22).

– ასე ასახა ეს სიტუაცია მეფე თეიმურაზ II-მ თავის ლექსში «ქება სასახლეს». სპარსულ პოლიტიკურ კულტურაში ითვლებოდა, რომ შაჰისადმი ერთგული საქართველოს მმართველი უცვლელად «ჰუმას (სამოთხის ფრინველის) კეთილმოწყალების ჩრდილქვეშ» იმყოფებოდა (Берадзе Г. Г., Смирнова Л. П. Материалы по истории ирано-грузинских взаимоотношений в начале XVII в. /Сведения «Ихйа ал-мулк» о Грузии/. Тбилиси, 1988. С. 44). წყალობის დასახელებული ნიშნებით დაჯილდოვებული ქართლისა და კახეთის მეფეები ვალდებულნი იყვნენ შაჰის ბრძანებით საომარ ლაშქრობებში გამოსულიყვნენ, აგრეთვე ყოველწლიურად ეგზავნათ შაჰის კარზე ბაჯ ო ხარაჯი (бадж о харадж) – გარკვეული ფულადი თანხა ძღვენის სახით.

საგანგებო ფირმანებით მტკიცდებოდნენ თანამდებობაზე კათოლიკოს-პაქტრიარქებიც – საქართველოს ეკლესიის წინამძღოლები.

ზოგჯერ (XVI-XVII სს. მიჯნაზე და 1740 წ.) შაჰები საგადასახადო ჩაგვრას ამსუბუქებდნენ, იყვნენ რა დაინტერესებულნი ქართველების აქტიური ბრძოლით თურქებთან. მაშინ ქართლისა და კახეთისგან უფრო მსუბუქი ხარკი – სავარი (савари) აიღებოდა ტყვეების (მონების), ცხენების, შევარდნებისა და ღვინის სახით. მაგრამ პერიოდულად დახარკვა ძალზედ მძიმე ხდებოდა, და საქმე იქამდეც მიდიოდა, რომ ხარკის გადახდისთვის მშობლები იძულებული ხდებოდნენ შვილები მონობაში გაეყიდათ (Пурцеладзе Д. П. Грузинские дворянские грамоты. С. 23 /грамота царевичей Георгия, Левана и Юлона Ираклиевичей дворянину Джараеву/).

ამრიგად, სპარსეთთან მიმართებაში აღმოსავლეთ საქართველო ვასალურ სამფლობელოს წარმოადგენდა. მისი არადამოუკიდებლობის თვალით შესამჩნევი მაჩვენებელი გახლდათ ქართლისა და კახეთის დედაქალაქებში ტფილისსა და თელავში სპარსელი მოხელეების ყოფნა ადგილობრივი მონარქების პოლიტიკაზე კონტროლისთვის, ხოლო ზოგჯერ კი ციხესიმაგრეებში სპარსული გარნიზონების დაბინავებაც. სამხრეთ კავკასიელი მმართველების მორჩილებაში შენარჩუნებისთვის შაჰები მიმართავდნენ აღმოსავლეთში გავრცელებულ საშუალებას – დიდგვაროვანი მძევლების აყვანას. თუმცა კი ამას ყოველთვის არ შეიძლება ვაფასებდეთ როგორც ტყვეობას. ლოიალობისა და მორჩილების პირობებში ქართველ ბატონიშვილებს მაღალ თანამდებობებს აძლევდნენ (გვარდიის უფროსის, უმაღლესი მოსამართლისა და ა. შ.).

სპარსული მონარქიის სტრუქტურაში ქართველ მეფეებს საკმარისად შესამჩნევი მდგომარეობა ეკავათ და დროდადრო მნიშვნელოვან თანამდებობებზეც ინიშნებოდნენ. ასე, გიორგი XI (1676-1688, 1703-1709 წწ.), რომელიც ფლობდა ტიტულებს «ქართლის მეფე, ირანის ჯარების სპასალარი, ყანდაჰარისა და ქერმანის ბეგლარბეგი», შაჰის არმიის მთავარსარდალი გახლდათ და ავღანეთის საქმეებს მართავდა (Авалов З. Д. Присоединение Грузии к России. СПб., 1901. С. 39). საქართველოსთან მიმართებით ქართლის მეფე სპარსულ ნომენკლატურაში გურჯისტანის ვალიდ ითვლებოდა, ე. ი. ადგილობრივ დინასტად, რომელსაც სამფლობელო საკუთრივ სპარსეთის ფარგლებს გარეთ ჰქონდა. (მის გარდა სახელმწიფოში იყვნენ არაბისტანის, ქურთისტანისა და ლურისტანის ვალიები. მაგრამ ამასთან «გურჯისტანი» მაინც განიხილებოდა როგორც სპარსული დერჟავის /სამპყრობელოს/ განუყოფელი ნაწილი. ნადირ შაჰის /1736-1747/ გვირგვინს ალმასებით მოოჭვილი ოთხი ფრთა ამკობდა, რომლებიც მისი ძალაუფლების ქვეშ მყოფ ოთხ ქვეყანას შეესაბამებოდა: ირანს, ავღანეთს, ინდოეთსა და შუა აზიას – ბუხარისა და ხივის სახანოებს /Потто В. А. Кавказская война в очерках, эпизодах, легендах и биографиях. Т. I: От древнейших времён до Ермолова. СПб., 1887. С. 276/. კავკასიური სამფლობელოები, ამრიგად, იმ ტერიტორიებს მიეკუთვნებოდა, რომელთა სიმბოლიზაციასაც «ირანული» ფრთა ახდენდა.) მოცემული სტატუსი მთელ რიგ ბრწყინვალე წოდებებსა და საქებარ ეპითეტებში აისახებოდა, რომლებსაც შაჰის კანცელარია საქართველოს მმართველებს ანიჭებდა, კერძოდ კი ქართლის მეფეს XVIII ს. ვახტანგ VI-ს: «ხელისუფლების, მმართველობისა და ძალის თავშესაფარი, რომელიც საკუთარ თავში სიდიადესა და დიდებას აერთიანებს, სახელოვანი და გმირი, მაღალდარბაისელი, დიდი სულთნების შთამომავალი, მეფის წყალობათა ღირსეული... ჰუსეინ ყული-ხანი (ვახტანგ VI-ის მუსლიმანური სახელი – ავტ./), გურჯისტანის, ქართლის მმართველი და ძლევამოსილი ჯარების უფროსი, მეფის წყალობით განდიდებული» (Броссе М. /И./ Переписка на иностранных языках грузинских царей с российскими государями от 1639 по 1770 г. СПб., 1861. С. 145). როცა წარმოიქმნებოდა აუცილებლობა, რომ ქართლელებისა და კახელების მხარდაჭერისა და სამხედრო ძალით დახმარების დაპირება მიეღოთ, შაჰები პირფერობასაც არ ერიდებოდნენ: «...ჩემდამი სიყვარულის გამო მთელი შენი ჯარი შეკრიბე და მთიელთა ჯარიც, ვინაიდან თურქებს ეშინიათ ქართველებისა და შენი, თეიმურაზ მეფისა», – გადასცემდა რუსეთის მეფეს მიხეილ თეოდორეს ძეს შაჰის სეფი I-ის სიტყვებს კახეთის მეფე თეიმურაზ I (იქვე. გვ. 32).

მაგრამ შაჰების კეთილგანწყობა შეიძლებოდა შეცვლილიყო საქართველოს მეფეთა პოლიტიკით უკმაყოფილების გამო, მათი ნათესავ-მეტოქეების ინტრიგებისა და დაბეზღებათა (ცილისწამებების) მიზეზით, ან სამხედრო დამარცხებათა გამოც. 1712 წ. ვინმე «ცოდვილმა მონაზონმა» გერმანემ ერთი საეკლესიო წიგნის თავფურცელზე დაწერა: «მეფე ვახტანგი შაჰთან ისპაჰანს გაემგზავრა. ვნახოთ, მოწყალე იქნება თუ არა უფალი საქართველოს მიმართ» (Натрошвили Т. Г. От Машрика до Магриба. Тбилиси, 1978. С. 159). წყალობასა და ჯილდოს ხომ არც თუ ყველა მსგავსი ვიზიტი ჰპირდებოდა. აღმოსავლური დესპოტიების სასტიკი ზნე-ჩვეულებანი სპარსეთის მმართველების ქართველი ვასალებისადმი დამოკიდებულებაშიც სრული ზომით ვლინდებოდა. შაჰის კარზე მიპატიჟების უგულვებელყოფა შეუძლებელი იყო. არა თუ სამხედრო ექსპედიციაზე, არამედ შაჰის ნადირობაში მონაწილეობაზე უარის თქმაც კი ამბოხების დარად ფასდებოდა (Берадзе Г. Г., Смирнова Л. П. Материалы по истории ирано-грузинских взимоотношений. С. 82).

XVII ს. დასაწყისიდან ქართლისა და კეხეთის ტახტები უწინდებურად ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენლებს ეკავათ, რომლებიც იძულებულნი იყვნენ ისლამი მიეღოთ. «გურჯისტანის» სტატუსის შეცვლაში გადამწყვეტ ფაქტორად იქცა სპარსეთის შაჰის აბას I-ის (1587-1629 წწ.) სახელმწიფო პოლიტიკა. კახეთი პრივილეგირებული ოლქიდან მულქ-ი მოურუსი (მემკვიდრეობითი სამფლობელო) სპარსეთის ჩვეულებრივ პროვინციად გადაიქცა, რომელსაც მართავდა მეფე, რომელიც ხანის რანგში და სახაზინო ჯამაგირზე მყოფი მოხელის მდგომარეობაში შედგებოდა (ხოლო ეს ჯამაგირი კი მას აკრეფილი ხარკიდან ეძლეოდა). ქართლის მეფე, რომელმაც მულქ-ი მოურუსის სტატუსი შეინარჩუნა, ახლა შაჰის ნაცვალი (ვალი) გახლდათ. ამ თანამდებობაზე მისი ყოფნის აუცილებელი პირობები იყო: შიიტური წესის ისლამის აღიარება; სიუზერენის მოთხოვნით სამხედრო ლაშქრობაში გამოსვლა; გადასახადის – სავერის – აკრეფა; ტანისამოსში სპარსული არისტოკრატიული ატრიბუტების – მაღალი გვირგვინისა და ხმლის – არსებობა (Алексидзе Л. Взаимоотношения Грузии с Россией в XVI-XVIII вв. /международно-правовое исследование/ // Труды Тбилисского государственного университета. Т. 94. Серия юридических наук. Тбилиси, 1963. С. 11, 13). ქართლის ერთერთი ასეთი პირველი მეფის როსტომის ბეჭედი შეიცავდა წარწერას: «როსტომი შაჰის ფერხთა მტვერი» (Авалов З. Д. Присоединение Грузии к России. С. 37). როგორც აღნიშნავდა XIX ს. დასაწყისში თავის ისტორიულ ნაშრომში ბატონიშვილი ვახტანგ ერეკლეს ძე, როსტომმა «შემოიღო სპარსულ წოდებები და წეს-ჩვეულებანი, როგორებიცაა წვერის მოშვება და არავის წინაშე ქუდის არმოხდა...» (Вахтанг, царевич. Обозрение истории грузинского народа. СПб., 1814. С. 51).

ისლამის მიღება აუცილებელ პირობას წარმოადგენდა არა მხოლოდ სამეფო ინვესტიტურისთვის, არამედ არამედ მაღალ სახელმწიფო პოსტებზე დანიშვნისთვისაც. წარმატებული კარიერისთვის ქართველი არისტოკრატები არ მიიჩნევდნენ სათაკილოდ ისლამის მიღებას. მოგზაურსა და ბუნებისმეტყველს ი. ა. გიულდენშტედტს 1770-იან წლებში საქართველოში სტუმრობისას შთაბეჭდილებაც კი შეექმნა, თითქოს «ყველა თავადი და აზნაურთა დიდი ნაწილიც» მუსლიმანები არიან (Географическое и статистическое описание Грузии и Кавказа из путешествия г-на академика И. А. Гильденштедта чрез Россию и по Кавказским горам в 1770, 71, 72 и 73 годах. СПб., 1809. С. 162).

ბევრი ბატონიშვილი (მაგრამ არა ყველა), რომლებიც მართლმადიდებლურ კულტურულ ტრადიციაზე იყვნენ აღზრდილნი და ქრისტიანული ქართული დერჟავის დიადი წარსული ახსოვდათ, სპარსელთა სარწმუნოებას მხოლოდ ფორმალურად ღებულობდა, რჩებოდა რა სულით ქრისტიანად. იერუსალიმის პატრიარქი დოსითეოზ II ნოტარა ქართლის მეფეს ერეკლე I-ს (ნაზარ ალი-ხანს) XVII ს. ბოლოს წერდა: «გარემოებებმა გაიძულეს წინაპართა სარწმუნოებაზე უარი გეთქვა, ეს შენ ცუდი განზრახვით კი არ გააკეთე, არამედ გარკვეული მიზნით: გამოიყურებოდე გარეგნულად მუსლიმანად, დარჩები რა სულით ქრისტიანი, და ასეთი ხერხით ურჯულოებთან საქმეს რწმენის სასარგებლოდ და ეკლესიის სასარგებლოდ გადაწყვეტ» (Блиадзе Е. А. Грузинское политическое мышление второй половины XVIII века. С. 12). მაშინვე ფრანგმა მოგზაურმა ჟ. შარდენმა კავკასიასთან თავისი ნაცნობობიდან ასეთი შთაბეჭდილება გამოიტანა: «თავად საქართველოს მეფე გულით ქრისტიანია, მაჰმადიანობის გულწრფელი დამკვიდრება არ უნდა» (Иоселиани П. Исторический взгляд на состояние Грузии под властью царей-магометан. Тифлис, 1849. С. 45 /აქ ლაპარაკია ქართლის მეფე ვახტანგ V – შაჰ-ნავაზზე/). ხდებოდა შემთხვევები, როცა სპარსეთიდან სამშობლოში დაბრუნებული ახლად დანიშნული მონარქები ისევ მართლმადიდებლობაში მოექცეოდნენ.

იძულებით მჭიდრო კავშირი სპარსეთთან, ქართლისა და კახეთის პოლიტიკური ბედ-იღბლის გადახლართვა ამ სამხრეთელ მეზობელთან არ შეიძლებოდა ქართული ელიტის მსოფლმხედველობასა და გეოპოლიტიკურ განწყობებზე (მითითებებზე) არ ასახულიყო, რომელიც რამდენიმე ასწლეულის მანძილზე თავის ქვეყანას აღიქვამდა როგორც აღმოსავლეთის სამყაროს შემადგენელ ნაწილს. 1589 წ. კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის კარისკაცებმა რუს ელჩებს განუცხადეს: «ამაზე უწინ (ე. ი. საქართველოზე თურქების მორიგ შემოტევამდე. – ავტ.) ივერიის სამეფო (საქართველო. – ავტ.) ყიზილბაშურ სახელმწიფოსთან (სპარსეთთან. – ავტ.) შეერთებული იყო და თურქეთის მეფისა და სხვა სახელმწიფოების მიმართ (მათ წინააღმდეგ) ერთად ვიდექით» (Белокуров С. А. Сношения России с Кавказом. Вып. I: 1578-1613 гг. М., 1889. С. 173). ხოლო 1803 წ. კი ქართველი ბატონიშვილი ალექსანდრე ერეკლეს ძე გრაფ ვ. ა. ზუბოვს წერდა: «საქართველო აზიის ნაწილია, და ჩვენ ყოველთვის სპარსეთის ხელმწიფის ძალაუფლების ქვეშ ვიყავით» (Акты, собранние Кавказской археографической комиссией /далее: АКАК/. Т. III. Тифлис, 1969. С. 157).

მაგრამ საჭიროა ვითვალისწინებდეთ, რომ ქართლისა და კახეთის არისტოკრატიის სპრსეთის მმართველებთან სხვადასხვანაირი თანამშრომლობის დროს ორივე სამეფოს მოსახლეობის ძირითად მასას სძულდა ისინი, აღიქვამდა მათ როგორც სამშობლოს ამაოხრებლებს, მჩაგვრელებსა და ქრისტიანობის მდევნელებს. დროდადრო ქართველები მუსლიმანური მფლობელობისგან განთავისუფლებას ცდილობდნენ და შეიარაღებულ ბრძოლას იწყებდნენ. შაჰები ურჩებს სასტიკად უსწორდებოდნენ. 1615 წ. კახეთის მეფემ თეიმურაზ I-მა დაამარცხა სპარსელი მხედართმთავარი ალი ყული-ხანი, რომელიც ბრძოლის ველიდან გაიქცა. გამძვინვარებულმ შაჰ აბას I-მა უხეირო მხედართუფროსი აიძულა სამხედრო ბანაკში მთელ დღეს ქალის კაბით ევლო და დაიფიცა ყველა ქართველი მონად ექცია (Натрошвили Т. Г. От Машрика до Магриба. С. 82). შემდეგ წელს შედგა აბას I-ის საშინელი შემოსევა აღმოსავლეთ საქართველოში (არა ერთადერთი ამ შაჰის მასთან კონფლიქტების დროს), რომლის მსვლელობისას აოხრებულ იქნა თბილისი, ხოლო ქართლისა და კახეთის მრავალი ათასი მცხოვრები კი ტყვეობაში გრეკილი. 

ქართველების მასობრივად სპარსეთის ტერიტორიაზე გადასახლების გეგმები ასი წლის შემდეგ ჰქონდა ნადირ შაჰსაც (1736-1747 წწ.). მან სასახლის კარზე გამოიძახა და დაატყვევა ქართლისა და კახეთის ორივე მეფე და ყველა თავადი, მაგრამ, როცა გაიგო, რომ ამ სამეფოების მოსახლეობა მზად არის პარტიზანული ომის დასაწყებად, თავისი გეგმები შეცვალა (/Бутков П. Г./ Материалы для новой истории Кавказа, с 1722 по 1803 год. Ч. 1. СПб., 1869. С. 137).

* * *

სხვა ხასიათს ატარებდა ქართულ-რუსული კავშირები. საქართველოს (ივერიის) შესახებ ჯერ კიდევ მონღოლების შემოსევებამდე იცოდნენ რუსეთში. გვიანდელ შუასაუკუნეებში რუსულ ენაში ვრცელდება ეთნონიმი «грузины» (ამ ხალხის აღმოსავლური სახელწოდებიდან – გურჯი) (Паичадзе Г. Г. Название Грузии в русских письменных исторических источниках. Тбилиси, 1989. С. 62-64).

პირდაპირი დიპლომატიური დიალოგის დაწყება დაკავშირებულია კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის საგარეოპოლიტიკურ აქტიურობასთან. 1586 წ. ოქტომბერში რუსეთის მეფემ თეოდორე ივანეს ძემ მიიღო მისი ელჩები: მღვდელმსახური იოაკიმე, მონაზონი კირილე და ჩერქეზი ყურშიტა. მათ გადასცეს თხოვნა კახეთის რუსეთის მფარველობაში მიღებისა და ალექსანდრე II-ის დაცვის ქვეშ აყვანის შესახებ (...о принятии Кахетии под русское покровительство и взятии Александра II «в оборонь»). შემდეგი წლის სექტემბერში კახელებმა დადეს ფიცი იმ ტექსტზე, რომელიც თელავში რუსმა წარგზავნილებმა ჩაიტანეს. მასში იყო იმ დროისთვის სტანდარტული ვალდებულება ყოფილიყვნენ მეგობრები თეოდორე ივანეს ძის მეგობრებისთვის და მტრები მისი მტრებისთვის; ერთგულების ნიშნად გაითვალისწინებოდა საჩუქრების გაგზავნა (მოსაკითხებისა /поминков/, უმთავრესად ქსოვილების და ხალიჩების) (Алексидзе Л. Взаимоотношения Грузии с Россией в XVI-XVIII вв. С. 29, 60; Броневский С. М. Исторические выписки о сношениях России с Персиею, Грузиею и вообще с горскими народами, в Кавказе обитающими, со времён Ивана Васильевича доныне / Подг. текста, предисл., примеч., словарь малоизв. слов, указат. И. К. Павловой. СПб., 1996. С. 36). აშკარაა, რომ ეს გახლდათ ერთერთი პირველი ხელშეკრულება მფარველობის შესახებ, რომელიც რუსეთის მთავრობამ დადო უცხო სახელმწიფოსთან. იმ დროიდან რუსი მონარქის დიდ ტიტულში ჩნდება ფორმულა «ივერიის მიწების საქართველოს მეფეთა ხელმწიფე» («государь Иверские земли Грузинских царей») (როგორც ჩანს, პირველად ფიქსირდება 1589 წ. აგვისტოში რიგაში ფსკოველი ვოევოდის სიგელში /იხ.: Пчелов Е. В. Кабардинская земля в царском титуле и русской государственной геральдике XVI – начала XX века. Нальчик, 2007. С. 40/).

შემდეგი ასწლეულის დასაწყისში გაიბა რუსულ-ქართლური კონტაქტებიც. მეფემ გიორგი X-მ ფიცი დადო რუსეთის მეფის ბორის თეოდორეს ძე გოდუნოვის ერთგულებაზე და შესთავაზა შეთანხმება დინასტიური საქორწინო კავშირით განემტკიცებიათ, მიათხოვებდა რა თავის ქალიშვილს ელენეს მეფისწულს თეოდორე ბორისის ძეს, ხოლო თავის ძმისწულს კი დააქორწინებდა მეფის ასულ ქსენია ბორისის ასულზე (Броневский С. М. Исторические выписки о сношениях России. С. 53, 54). მაგრამ ორივე მეფის სიკვდილმა, ხოლო შემდეგ კი რუსეთში დატრიალებულმა არეულობამ ამ გეგმების განხორციელებას ნება არ მისცა.

რუსეთის მფარველობაში შემოსვლისას ქართული ინიციატივების მიზანი იყო სამხედრო დახმარების მიღება სხვადასხვაგვარი მტრების წინააღმდეგ. კერძოდ, კახეთის მეფის ალექსანდრე II-ისა და მისი უახლოესი მონაცვალეებისთვის ყველაზე უფრო აქტუალური იყო ტარკის შამხალთან – ჩრდილოეთ დაღესტნის ერთერთ მმართველთან დაპირისპირება. იმ დროს რუსული სახელმწიფოს საზღვრები ვოლგის მხრიდან ჩრდილოეთ კავკასიას მიუახლოვდა და ფაქტიურად საშამხლოს მიებჯინა, ამიტომ რუსული ხელისუფლებისგან მოელოდნენ დახმარებას (ციხესიმაგრეთა აშენებასა და ჯარების გაგზავნას) სწორედ ტარკის წინააღმდეგ. შემდგომში, XVII ს.-ში, დახმარება ასევე საჭირო იყო სპარსელებისა და დასავლეთ-ქართული სამთავროს სამეგრელოს მმართველთა წინააღმდეგაც. მაგრამ მთლიანიობაში XVII ს. ბოლოდან და 1760-იან წლებამდე ქართულ-რუსული კავშირები საკმარისად სუსტი იყო და ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა.

ქართულ-რუსული კავშირების უმნიშვნელოვანესი იდეოლოგიური საფუძველი გახლდათ ერთმორწმუნეობა. XV-XVI სს. რიგი წარმატებული ოსმალური დაპყრობებისა და ბიზანტიის დაცემის (1453 წ.) შემდეგ მართლმადიდებლური ქართული სამეფოები ერთი-ერთზე დარჩნენ უზარმაზარი მუსლიმანური სამყაროს წინააღმდეგ. «ამაზე უწინ ბევრ სახელმწიფოში იყო ქრისტიანული სარწმუნოება, – წერდა რუსეთის მეფეს თეოდორე იოანეს ძეს კახეთის მეფე ალექსანდრე II, – და ახლა ჩვენი ცოდვების გამო თურქეთის მეფემ ბევრი ქარისტიანული სახელმწიფო დაიჭირა და ის სახელმწიფოები შევიწროვებათა გამო მაჰმადიანურ სარწმუნებაში შევიდნენ და მხოლოდ ჩემი სახელმწიფო დარჩა და დგას ქრისტიანულ რწმენაში». რუსული სახელმწიფო თავიდან წარმოუდგებოდათ არა იმდენად სამხედრო-პოლიტიკურ მოკავშირედ და მფარველად, რამდენადაც ქართული მიწების მოსახლეობის სულიერ საყრდენად, რომლებიც თურქებსა და სპარსელებს შორის იყო გაყოფილი. მართლმადიდებლური სოლიდარობის ფაქტორი საკმარისად შესამჩნევია ქართულ-რუსულ კონტაქტებში: ქართული ელჩობების შემადგენლობაში ან სათავეში იმყოფებოდნენ სასულიერო წოდების პირები, სიგელებში მუდმივად კეთდებოდა მითითებები წმინდა წერილზე, მოჰყავდათ მაგალითები და ისტორიული ანალოგიები ბიბლიიდან.

ერთი რელიგიისადმი კუთნილება იქცა შემდგომში ქართული მხარისთვის ერთერთ მოსაზრებად (საბუთად, довод) გეორგიევსკის ტრაქტატის დასადებად. ბატონიშვილის ალექსანდრე ერეკლეს ძის სიტყვებით (1803 წ.), «როცა კონსტანტინოპოლში მართლმადიდებელი იმპერატორები მეფობდნენ, და აღმოსავლეთსა და დასავლეთს ფლობდნენ, მათგან ბაგრატიონთა სახლი მეტად იყო პატივცემული, მრავალი წყალობით სარგებლობდა და დიდი მფარველობაც გააჩნდა... ხოლო როცა ისინი უკვე აღარ იყვნენ, და რუსეთის იმპერატორი იყო მართლმადიდებელი ხელმწიფე, მაშინ ჩემმა მამამ მეფე ერეკლემ და ჩემმა ძმამ მეფე გიორგიმ საკუთარი სახლი და მიწა-წყალი იმისთვის მისცეს (подвергнули) რუსეთის იმპერატორს, რომ ჩვენი სახლი შენარჩუნებულიყო და არა განადგურებულიყო» (АКАК. Т. III. Тифлис, 1869. С. 157). რუსული სახელმწიფოს (და რუსეთის იმპერიის) ბიზანტიისგან მემკვიდრეობითობა ქართველებთან მესამე რომის ძველი თეორიით იმოსებოდა, რომელიც რუსეთის იმპერიის ოფიციალურ იდეოლოგიაში რამდენადმე შესამჩნევ როლს უკვე აღარ თამაშობდა: «როგორც უწინდელ დროში აღესრულა ძველი რომის გარდაქმნა ახალ რომად, რომელიც არის ბიზანტია... ასეთივე სახით დასრულდა ეს სახელმწიფოც, და ხელისუფლება გადავიდა ახალ მეფობასთან და კეისრობასთან, რომელმაც შეცვალა კონსტანტინოპოლი, რომელიც არის დღეს თეთრი რუსეთი, დიდი ჩრდილოეთისა, წმინდა ქალაქის მოსკოვისა, სატახტო ქალაქის პეტერბურგისა, ღვთივდამტკიცებულისა...» (Броссе М. /И./ Переписка на иностранных языках грузинских царей с российскими государями. С. 193-194 /послание имеретинского царя Александра IV росийской императрице Анне Иоанновне/).

უცხოელი მმართველობის მფარველობის ქვეშ მიღება ახალი არ იყო რუსული სახელმწიფოს საგარეოპოლიტიკურ პრაქტიკაში. მაგრამ XVI ს. ბოლომდე «მეფის გვირგვინის ქვეშ» მიღებას თხოულობდნენ ხალხები, რომლებიც ისლამს აღიარებდნენ, ან იყვნენ წარმართები (ვოლგისპირეთის ფინელ-უიღურები). მათთან იდებოდა შერტები (шерти) და დგებოდა შერტული წერილები (шертные записи) – შეთანხმებები ურთიერთ ვალდებულებების ჩამონათვლით, რომელთა დროსაც რუსული მხარე თანდათანობით სულ უფრო მკაფიოდ ხელშეკრულების უფროსი მონაწილის სახით გამოდიოდა, რომელსაც უფრო მეტი უფლებამოსილებანი გააჩნდა. ასეთ მოლაპარაკებებში რუსების პარტნიორები, ჰპირდებიდნენ რა შეთანხმების დაცვას, ფიცს დებდნენ ყურანზე ან წარმართული წეს-ჩვეულებებით. კახეთის შემთხვევაში კი რუსეთის ხელისუფალნი პირველად წააყდნენ ქრისტიანული ქვეყნის მმართველის მფარველობაში მიღების აუცილებლობას. ამიტომ შერტული წერილის ნაცვლად ამოქმედებულ იქნა ჯვარზე მთხვევის წერილის ფორმა (форма записи крестоцеловальной), რომელიც რუსეთში მთავრებს შორის ურთიერთობებში ძველი დროიდან გამოიყენებოდა. ასეთ წერილებს იძლეოდნენ თავიანთი მხრივ ასევე კახეთის მეფე თეიმურაზ I 1639 წ. და იმერეთის მეფე ალექსანდრე III 1651 წ. (Пайчадзе Г. Г. Георгиевский трактат. Тбилиси, 1983. С. 17, 18, 32, 33).

თარგმნისას უზუსტობების თავიდან აცილებისთვის ქართველი მეფეები ზოგჯერ რუსეთის დედაქალაქში გამოსაგზავნ სიგელებს ბერძნულ ენაზე წერდნენ, რომელიც მართლმადიდებელი ხალხებისთვის ერთნაირად ახლობელი გახლდათ. თუმცა კი მთლიანობაში ასეთი გზავნილების ენობრივი შესრულება მრავალფეროვანი იყო: შემონახულია გზავნილები არა მხოლოდ ქართულ და ბერძნულ ენებზე, არამედ სპარსულ, თურქულ, იტალიურ და ლათინურ ენებზეც (Броссе М. /И./ Переписка на иностранных языках грузинских царей с российскими государями). ამასთან დასაწყისში, კონტაქტების პირველ ასწლეულში, მსგავსი დოკუმენტები, შეიძლება ითქვას, აღმოსავლური ფუფუნებით (მაღალფარდოვნებით) გამოირჩეოდა. ისინი ვრცელი ღვთისმეტყველური მსჯელობებით (простанными богословиями), მონარქების – ადრესატებისა და ადრესანტების სკურპულოზურად ამოწერილი გრძელი სრული ტიტულებით იწყებოდა, აგრეთვე ნატიფი მეტაფორებითა და ბრუნვებით (კონსტრუქციებით /обороты/) იყო გაჯერებული. XVIII ს. მიმოწერამ უფრო მეტად საქმიანი ხასიათი შეიძინა და უმთავრესად ქართულ ენაზე წარმოებდა (Цагарели А. А. Сношения России с Кавказом в XVI-XVIII столетиях. СПб., 1891. С. 26) (უცხოურ საქმეთა კოლეგიაში შესაბამისი მთარგმნელები იყვნენ).

იმ ურთიერთობების სისტემა, რომლებიც ქართულ სამეფოებსა (უწინარეს ყოვლისა კახეთს) და რუსულ სახელმწიფოს შორის დამყარდა, ისტორიოგრაფიაში ჩვეულებრივ აღინიშნება როგორც მფარველობა (покровительство). ეს ტერმინი არ არის XVI-XVII სს. წყაროებში. მეფე ალექსანდრე II ატყობინებდა მეფეს თეოდორე ივანეს ძეს განზრახვის შესახებ «ვიყო შენი მეფური ხელის ქვეშ მთელი ჩემი ძმებითა და შვილებით, და ძმისწულებით, და საქართველოს სამეფოს მთელი ივერიის მიწით» («быти под твоею царскою рукою со всеми своими братьями, и с детьми, и с племянниками, и со всею Иверскою землёю Грузинского царства»). რუსული მთავრობა ასევე აცხადებდა, რომ «ჩვენმა ხელმწიფემ... წყალობა უყო ალექსანდრე მეფეს, თავისი სამეფო ხელის ქვეშ მიიღო» (Белокуров С. А. Сношения России с Кавказом. С. 278; Броневский С. М. Исторические выписки о сношениях России. С. 37-39). ზოგჯერ დოკუმენტებში ჩნდება ქვეშევრდომობის (подданство) კატეგორია. კერძოდ, როცა ალექსანდრე II-მ უარი თქვა განესაზღვრა მოსკოვში გამოსაგზავნი ყოველწლიური მოსაკითხების (поминки) ზომა, რუსმა ელჩებმა საფუძვლიანად მიუთითეს: «ბევრი სახელმწიფო ჩვენი ხელმწიფის სამეფო დიდებულების ხელის ქვეშ ქვეშევრდომი (подданы) შეიქნა, სიმართლის წიგნები მისცეს და მოსაკითხებსაც წერილებში წერენ». კახეთის მეფე ბოლოს და ბოლოს დათანხმდა მისართმევთა მოცულობა დაეფიქსირებინა და ასეთი სიტყვებიც დაურთო: «...რათა მე ხელმწიფე მწყალობდეს... მე კი ყმა (холоп) ვარ ხელმწიფისა ჩემი შვილებითა და მთელი ჩემი ივერიის მიწით». ამის შესახებვე განაცხადეს კახეთის ელჩებმა საელჩო პრიკაზში წარმოებულ მოლაპარაკებებზე: «ხოლო საქართველოს მიწამ... ხელმწიფეს... თაყვანი სცა და მისი ქვეშევრდომი შეიქნა, და არც თურქ, და არც ყიზილბაშ (ხელმწიფესთან) არ მისულა» (Белокуров С. А. Сношения России с Кавказом. С. 41. /აქ და შემდეგაც გამოყოფილია ჩვენ მიერ - ავტ./).

ქართულ-რუსულ ურთიერთობებს გარეშემო მყოფი ხალხები ანალოგიური სახით აღიქვამდნენ. როცა კახეთისა (1606-1648 წწ., შესვენებებით) და ქართლის (1625-1633 წწ.) მეფემ თეიმურაზ I-მა, ამაო იმედით (როგორც აღმოჩნდა) მიეღო დახმარება შაჰ აბას II-ის წინააღმდეგ, დადო რუსეთის სახელმწიფოსთან შეთანხმებები, XVI ს. მიწურულის რუსულ-კახური შეთანხმებების მსგავსი, ჩეჩნებმა ამაში ალექსანდრე მიხეილის ძის ქვეშევრდომობაში გადასვლა დაინახეს: «ახლა მეფე თეიმურაზი რუსეთის ხელმწიფის ქვეშევრდომი შეიქნა» (Оразаев Г. М.-Р. Тюркоязычная деловая переписка на Северном Кавказе XVII-XIX вв. /исследование, тексты и комментарии/. Махачкала, 2007. С. 111. სიტყვით «ქვეშევრდომი» შუბუთის ჯამაათის უხუცესთა ციტირებულ სიგელში გადმოთარგმნილია თურქული «ყული» /სიტყვა სიტყვით «მონა»/, რაც სრულად შეესაბამებოდა მაშინდელ რუსულ ცნებას холоп. გამოთქმა «ხოლოპები» /ხელმწიფისა/ XVII ს. რუსულ ლექსიკონში წარმოადგენდა ქვეშევრდომების აღნიშვნას. უფრო ვიწრო მნიშვნელობით ამ სიტყვას /მეფის/ სამსახურში მყოფი ადამიანები გამოიყენებდნენ თვითგანსაზღვრების სახით უმაღლეს სახელზე მიმართვებისას /при челобитных/. გლეხები ასეთ შემთხვევაში საკუთარ თავს უწოდებდნენ /შენს, ე. ი. ხელმწიფის/ ობლებს. აქ მოცემული ცნებები თავიანთი პირდაპირი მნიშვნელობით კი არ გამოდიოდა, არამედ «უპირობოდ მორჩილების», «ერთგული ქვეშევრდომების» აზრით. ამასთან «ხოლოპი» შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო დაბალი მდგომარეობის მაჩვენებელი საერთოდ, დაქვემდებარებაზე აქცენტის გარეშეც). თვით ოსმალების მიერ დაქვემდებარებული იმერეთიც კი ცდილობდა თუნდაც სიმბოლური მხარდაჭერა მიეღო რუსეთის მეფისგან. იმერეთის მეფის ბაგრატ IV-ის ბეჭედზე, რომლითაც მან 1669 წ. მოსკოვში გამოგზავნილი წერილი დაბეჭდა, ცენტრში მოთავსებულ ჯვარს გარეშემო ჰქონდა წარწერა: «ვადიდებ ალექსის მეფობას» (Броссе М. /И./ Переписка на иностранных языках грузинских царей с российскими государями).

ძლევამოსილი მართლმადიდებელი ხელმწიფისადმი ერთგულებაში დარწმუნებებს (заверения), ისევე როგორც ქვეშევრდომობის ეპიზოდურ მოხსენიებას, მეფის ტიტულში საქართველოს არსებობას, «სამეფო ხელის ქვეშ» მიღების თაობაზე განცხადებებს შეცდომაში არ უნდა შევყავდეთ. იმ ხანებში წარმოდგენები ქვეშევრდომობის, მფარველობის, სიუზერენიტეტისა და მათი მსგავსის შესახებ საკმაოდ პირობითი და მყიფე იყო. რუსეთის მეფეებისადმი ქართველი (ასევე ყაბარდოელი, დაღესტნელი, ყალმუხი და სხვა) მფლობელების მიერ ერთგულებაზე არაერთჯერადი დაფიცებების ორასწლოვანი ისტორია ადასტურებს გვიანდელი შუასაუკუნეების საერთაშორისო ურთიერთობათა ამ თავისებურებას. ისტორიკოსებმა ეს დიდი ხანია განსაზღვრეს, და ავტორთა უმრავლესობა სულაც არ ემხრობა იმას, რომ მაშინ დადებულ შეთანხმებებს, როგორც «თეთრი მეფისადმი» რეალურ ქვეშევრდომობაში შემოსვლას, ზედმიწევნით აღიქვამდეს. მათ ინტერპრეტაციას საფუძვლიანად ახდენენ, როგორც ადგილობრივი მმართველი ელიტისა და რუსეთის ხელისუფალთა ინტერესების დროებით თანხვდენის შედეგს, როგორც იმ პოლიტიკური ალიანსების მოწმობას, რომლებიც მიმართული იყო მესამე ძალების წინააღმდეგ – მეზობელი დერჟავებისა, რომლებიც კავკასიისთვის იბრძოდნენ (იხილეთ, მაგალითად: Ватейшвили Д. Л. Грузия и европейские страны Т. 3. Кн. I. М., 2006. С. 53-57; Трепавлов В. В. «Белый царь» - образ монарха и представления о подданстве у народов России XV-XVIII вв. М., 2007. С. 185-190). სეფევიდებს, ოსმალებს, გირეებსა და რიურიკოვიჩებს (1613 წლიდან რომენოვებს) შორის ლავირება ხშირად ადგილობრივი მმართველების საგარეოპოლიტიკური საქმიანობის საფუძველს შეადგენდა.

მსგავსი ლავირების შედეგს წარმოადგენდა პერიოდულად წარმოქმნადი «საერთო ხოლოპობა (მონობა, ყმობა)» – ნომინალური აღიარება დაქვემდებარებისა ერთდროულად რუსეთის მეფისადმი და სპარსეთის შაჰისადმი ან თურქეთის სულთნისადმი. სახელდობრ ასეთი სიტუაცია ჩამოყალიბდა კახეთის მეფე ალექსანდრე II-თან. მისმა ვაჟიშვილმა კონსტანტინემ გულახდილად აუხსნა რუს ელჩებს: «ჩემი მამა და ძმები დიდ ხელმწიფეს ატყუებდნენ, ვითომ მას, ხელმწიფეს ემსახურებოდნენ, და ყველა ისინი თურქეთის (სულთნისადმი) იყვნენ კეთილად განწყობილი. ხოლო მე კი... შაჰის ყმა ვარ, და შაჰიც მე სიგელებში თავის ძეს მიწოდებს. და თუ დიდი ხელმწიფე მე ისეთივე წყალობას მიბოძებს, როგორსაც შაჰი, მაშინ მეც ხელმწიფეს... ჩემს მამასა და ძმებზე უკეთ ვემსახურები და მოსაკითხებსაც გავუგზავნი არგამაკებსა და ყველანაირ მაქმანებს» (Белокуров С. А. Сношения России с Кавказом. С. 499). ამის შესახებვე ეუბნებოდნენ რუს ელჩს თავად ა. დ. ზვენიგოროდსკის შაჰ აბას I-ის კარისკაცებიც: «ალექსანდრე ქართველთა მეფე არ არის მართალი ადამიანი: ერთი ვაჟიშვილი შაჰს მისცა, მეორე კი თურქს (სულთანს)... და ალექსანდრეს დაჯერება (ნდობა) არ შეიძლება: თქვენს ხელმწიფეს წერს და პატივს მიაგებს, საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებს, ხოლო როცა მათ ხელმწიფეს წერს, მათი რჯულისად აცხადებს თავს; და თურქეთის (სულთანს) ყოველწლიურად 30 საპალნე აბრეშუმს უგზავნის» (Там же. С. 570). რუსეთსა და სპარსეთს შორის 1732 წლის რეშტის ხელშეკრულებაში ქართლის მეფე ვახტანგ VI, რომელსაც ამ დროისთვის ტახტი ჰქონდა დაკარგული, მოიხსენიება როგორც: «მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისა და შაჰური უდიდებულესობის საერთო ერთგული მისი უმაღლესობა მეფე» (Пайчадзе Г. Г. Русско-грузинские политические отношения в первой половине XVIII века. Тбилиси, 1970. С. 155).

საქმე აქ მდგომარეობდა, რა თქმა უნდა, არა ქართველი მმართველების სიცრუეში ან ეშმაკური ინტრიგებისადმი მიდრეკილებაში, არამედ მათ მისწრაფებაში შეენარჩუნებინათ ბალანსი ძალმოსილ მუსლიმან მეზობელ-სიუზერენებსა და რუსეთს შორის, რომელიც თანდათანობით ჩრდილოეთიდან მოიწევდა. აშკარაა, რომ მომართავდნენ რა მოსკოვს მფარველობისთვის, ისინი თავიანთ სტატუსს იმ ვასალიტეტის მსგავსად ხედავდნენ, რომელიც მათ სეფევიდების სახელმწიფოში ჰქონდათ (შინაგანი ავტონომიითა და ტახტზე ხელშეუხებელი უფლებებით) – ოღონდ არა «ყიზილბაშური» შიიტური დესპოტის პატრონატის ქვეშ, არამედ მართლმადიდებელი «თეთრი მეფისა». მსგავსი საფუძვლები შეიძლება ვიხილოთ 1654 წ. პერეიასლავის რადას გადაწყვეტილებებში (გეტმან ბ. მ. ხმელნიცკის პოლიტიკა), აგრეთვე XVIII ს. ყაზახთა უმცროსი ჟუზის რუსეთთან შემოერთებაშიც (აბუ-ლ-ჰაიარ ხანის პოლიტიკა).

* * *

თუ XVI-XVII სს. რუსეთის კავშირები საქართველოსთან უმთავრესად ელჩობების გაცვლასა და ქართველი არისტოკრატების რუსული სახელმწიფოს ფარგლებში ემიგრაციაზე დაიყვანებოდა, XVIII ს. რუსეთმა კავკასიაში უფრო აქტიური პოლიტიკა წაიყვანა. ეს გააქტიურება პეტრე I-ის სახელთანაა დაკავშირებული და ქართლში კანონმდებელი მეფის ვახტანგ VI-ის მმართველობის ხანაზე მოვიდა.

იმყოფებოდა რა შაჰის კარზე, ვახტანგ VI-მ საიდუმლო მოლაპარაკებები აწარმოა სპარსეთში რუსეთის წარგზავნილთან ა. პ. ვოლინსკისთან, გამოთქვა რა სურვილი სპარსელების წინააღმდეგ რუსეთის არმიასთან კავშირში ეომა. როცა 1722 წ. ზაფხულში რუსეთის არმია იმპერატორით სათავეში 1722-1723 წწ. სპარსეთის ლაშქრობაში გამოვიდა, ტფილისში მყოფ ვახტანგ VI-ს კამპანიის დაწყების შესახებ შეატყობინეს. სასახლის კარის მრჩეველთა უმრავლესობის შეკამათებათა მიუხედავად, რომლებსაც შაჰთან ღია კონფლიქტისა ეშინოდათ, ქართლის მეფემ 40000-იანი ჯარი შეკრიბა და პეტრე I-ის მოლოდინში განჯაში განლაგდა. რუსეთის არმიამ კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპირო წარმატებით გაიარა და 1722 წ. აგვისტოში დადუბანდი დაიკავა. მაგრამ გემები მისთვის განკუთვნილი სურსათით შტორმში დაიღუპნენ, და პეტრე I-მა, ისე რომ განჯამდე ვერ მიაღწია, გადაწყვიტა ლაშქრობა გაეჩერებინა. ვახტანგ VI-ს მიეცა დაპირება, რომ ერთი წლის შემდეგ საომარი მოქმედებები განახლდებოდა. ქართული (და მათთან შეერთებული სომხური) რაზმები სახლებში წავიდ-წამოვიდნენ.

1723 წ. ომი ნამდვილად გაგრძელებულ იქნა: რუსულმა ჯარებმა ბაქო აიღეს, მაგრამ არც პეტრე I-სა და არც ვახტანგ VI-ს ამ მოვლენებში უკვე უშუალო მონაწილეობა აღარ მიუღიათ. იმავე წელს კახეთის მეფემ კონსტანტინე II-მ (მუჰამედ ყული-ხანმა) ტფილისი დაიპყრო, ხოლო შემდეგ კი ქართლში თურქები შემოიჭრნენ. 12 წლით იქ დამყარდა რეჟიმი, რომელსაც ქართულ ისტორიულ ტრადიციაში ოსმალობა ეწოდება. სულთნის სამფლობელოების ამ გაზრდამ, აღმოსავლეთ სომხეთთან, დაღესტანთან და შირვანთან ერთად, ოსმალეთის იმპერიაში აღტაცება და სიხარული გამოიწვია, რომელიც ცხრადღიან ზეიმებში გამოიხატა (Маркова О. П. Россия, Закавказье и международрые отношения в XVIII веке. М., 1966. С. 113; Пайчадзе Г. Г. Русско-грузинские политические отношения в первой половине XVIII века. С. 58, 91). არ სურდა რა დაქვემდებარებოდა ოკუპანტებს და ვერ ხედავდა რა მათდამი წინააღმდეგობის შესაძლებლობას, ვახტანგ VI მრავალრიცხოვანი ნათესავების, დიდგვაროვანთა ასეულობით წარმომადგენლისა და სასახლის კარის ამალის თანხლებით (სხვადასხვა მონაცემებით, 1185-დან 3000 ადამიანამდე) რუსეთში გამოემგზავრა. რამდენადაც ოსმალეთის იმპერიასთან დადებული 1724 წ. კონსტანტინოპოლის ხელშეკრულებით რუსეთმა ქართლსა და კახეთზე მისი ბატონობა აღიარა, რუსეთის დიპლომატია ქართველებთან პირდაპირ მოლაპარაკებებს თავს არიდებდა, რათა ოსმალეთის იმპერიის ხელისუფალნი არ გაეღიზიანებინა. ამიტომ ვახტანგ VI საკმარისად ცივად იქნა მიღებული: იმპერატორმა პეტრე I-მა მასთან შეხვედრა არ მოისურვა; გვირგვინოსანი ემიგრანტის რეზიდენცია მოსკოვში იქნა განსაზღვრული, სადაც ჯერ კიდევ XVII ს.-დან მრავალრიცხოვანი ქართული კოლონია არსებობდა (მეფე განთავსდა რიაზანელი მღვდელმთავრის ფუნდუკში /მიასნიცკის ქუჩაზე თეთრ ქალაქში/, მისი ამალა მოაწყვეს ქვის დარბაზებში კიტაი-ქალაქში. მოგვიანებით ვახტანგ VI-ს ეწყალობა სახლი არბატზე და სოფელი ვოსკრესენსკოე პრესნიაზე /მეფის თეოდორე ალექსის ძის ყოფილი საზაფხულო რეზიდენცია/. ეს სოფელი ქართველ გადმოსახლებულთა ძალისხმევით მოკლე დროში განსაკუთრებულ ქართულ დასახლებად გადაიქცა /ბოლშაია და მალაია გრუზინსკაიას ქუჩების თანამედროვე რაიონი/. ქართულმა კოლონიამ ხელისუფალთა გადაწყვეტილებით მიიღო შეღავათები სახელმწიფო ვალდებულებათა შესრულებაში და გარკვეული თვითმმართველობაც. 1730-იან წწ. მოსკოვში მოქმედებდა 8 ეკლესია, რომლებშიც ქართველი მღვდლები მსახურობდნენ).

1735 წ. ნადირ შაჰმა მოიპოვა გამარჯვება ირან-თურქეთის მორიგ ომში და დამარცხებულებთან ხელშეკრულების მიხედვით აღმოსავლეთ საქართველო თავისი ძალაუფლების ქვეშ დაიბრუნა, დააკისრა რა ქართლს მძიმე ხარკი. საპასუხოდ აზვირთდა სახალხო აჯანყება, რომლის ჩახშობაც შაჰმა კახეთის მეფეს თეიმურაზ II-ს დაავალა. 1744 წ. აჯანყებულთა მეთაური თავადი გივი ამილახვარი იძულებული შეიქნა იარაღი დაეყარა. ნადირ შაჰმა, რომელიც დაინტერესებული იყო იმაში, რომ თურქებისა და დაღესტნელთა წინააღმდეგ მის ბრძოლაში ქართველების მხარდაჭერა მიეღო, გადასახადები ოთხჯერ შეამცირა და 1744 წ. თეიმურაზ II ქართლის, ხოლო მისი ძე ერეკლე II კი კახეთის მეფეებად დაამტკიცა, დართო რა მათ ნება სამეფო გვირგვინები მართლმადიდებლური წესის აღსრულებით დაედგათ. 1745 წ. 1 ოქტომბერს თეიმურაზ II სამეფო გვირგვინით მცხეთაში – ქართლის უძველეს დედაქალაქში, საქართველოს ეკლესიის მთავარ ტაძარში დაგვირგვინდა (რაც 1630-იანი წწ. პირველი ნახევრიდან არ ყოფილა, როცა სპარსეთიდან შაჰის მიერ მეფედ დანიშნული როსტომი ჩამოვიდა). დასრულდა მაჰმადიან მეფეთა ეპოქა. ორივე მმართველმა ქრისტიანობისადმი ერთგულება შეინარჩუნა, არ ატარებდნენ მაჰმადიანურ სახელებსა და ხანის ტიტულს* (*თუმცა კი, სპარსელები და თურქები ჩვეულებისამებრ აგრძელებდნენ ერეკლე II-ის აღმოსავლური მანერით მოხსენიებას: ერეკლე-ხანად, ერგილი-ხანად /იხ., მაგალითად: /АКАК. Т. I. Тифлис, 1866. С. 77; Т. III. Тифлис, 1869. С. 640, 641, 808; История адыгов в документах Османского государственного архива / Сост. А. В. Кушхабиев. Вып. I. Нальчик, 2009. С. 18/).

ქართლმა და კახეთმა სპარსეთს ხარკი უკანასკნელად 1748 წ. გადაუხადეს, ხოლო შემდეგ წელს კი ერეკლე II-მ ტფილისიდან სპარსული გარნიზონი განდევნა, რასაც ხელი შეუწყო არეულობამ, რომელიც სპარსეთში 1747 წ. მრისხანე შაჰის ნადირის დაღუპვის შემდეგ დაიწყო. ამის შედეგად თეიმურაზ II-მ და ერეკლე II-მ შეძლეს თავიანთი სამეფოები ფაქტიურად დამოუკიდებელი გაეხადათ, თუმცა იურიდიულად ისინი კვლავ სპარსეთისადმი ვასალურ ქვეყნებად რჩებოდა. 1760-იან წლებში და 1780-იანების დასაწყისშიც არ იყო გარკვეული, თუ იქ რომელი პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებდა და მორიგი შაჰი ქართულ სამეფოებთან მიმართებაში როგორ მოიქცეოდა. ეს არასტაბილურობა სამხრეთში ქართველი მეფეების სანკტ-პეტერბურგში დაჟინებული მომართვების ერთერთ მიზეზად იქცა, წინადადებით მათი სახელმწიფოების რუსეთის მფარველობაში მიღების შესახებ.

დაქუცმაცებული საქართველო, რომელსაც ჩვეული სპარსული ზურგი უკვე აღარ ჰქონდა, დაღესტნელთა ხშირი და დაუსჯელი თავდასხმების (თარეშების) მსხვერპლს წარმოადგენდა, რომლებსაც საქართველოში განზოგადებულად ლეკებს (лезгины) უწოდებდნენ. ჯერ კიდევ 1731 წ. ემიგრანტმა მეფემ ვახტანგ VI-მ წარუდგინა ვიცე-კანცლერს გრაფ ა. ი. ოსტერმანს «რეესტრი რომლებიც არბევენ (აოხრებენ) საქართველოს» – ათი პუნქტისგან შემდგარი სია, რომელშიც ეს მოუსვენარი მეზობლები იყვნენ ჩამოთვლილი: პირველ ადგილზე აღნიშნული იყო ტარკის შამხალი, შემდეგ სხვა ჩრდილო-კავკასიელი მმართველები (მათ რიცხვში ყაითაგის უცმი და ტაბასარანის მფლობელი), ასევე «ჩაჩნები», რომელთაც საერთო წინამძღოლი არ ჰყავდათ. თუმცა კი მათ ყველას ვახტანგ VI სერიოზულად და ამაოდ რუსეთის მიერ რეალურად მფარველობაში მიღებულებად მიიჩნევდა: «ვინ... არბევს საქართველოს მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მფარველობის ქვეშ მყოფი» (Документы по взаимоотношениям Грузии с Северным Кавказом в XVIII в. / Подбор документов, подгот. к печати В. Н. Гамрекели. Тбилиси, 1968. С. 15, 16).

1752 წ. თეიმურაზ II-მ და ერეკლე II-მ წარმოგზავნეს სანკტ-პეტერბურგში გაერთიანებული ელჩობა, რომლის ამოცანაც იყო აეხსნათ სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში: მუსლიმანები ახლა აღმოსავლეთ საქართველოზე ვეღარ მფლობელობენ, მაგრამ მას თავიანთი თავდასხმებით ლეკები აწუხებენ. ელჩებს მათ წინააღმდეგ დახმარება უნდა ეთხოვათ. ან დონელი კაზაკების 3000-კაციანი რაზმის სახით, ან ფულადი თანხისა, რომელიც ჩერქეზი მეომრების დაქირავებისთვის იქნებოდა საკმარისი. ამასთან ქართლისა და კახეთის წარმომადგენლებმა დაადასტურეს უწინდელი ქართველი მეფეების დარწმუნებანი რუსეთის ხელმწიფეთადმი ერთგულების შესახებ, ჰპირდებოდნენ რა მომავალშიც მის შენარჩუნებას. მაგრამ მთელ მათ მოსაზრებებსა და საბუთებს მოქმედება არ მიუღია. იმ ხანებში სამხრეთ კავკასიის საქმეებში ჩარევა, რომელიც საკუთარ თავში სპარსელებთან და თურქებთან კონფლიქტებს ინახავდა, რუსეთის ხელისუფალთ მიზანშეწონილად არ ეჩვენებოდათ.

1760 წ. ქართლის მეფე თეიმურაზ II რუსეთში გამოემგზავრა, რათა კვლავ მისი მთავრობის დარწმუნება ეცადა, რომ დაღესტნელებთან ბრძოლაში ქართველებს დახმარებოდა. კანცლერ გრაფ მ. ი. ვორონცოვთან მოლაპარაკებებში მან გამოთქვა განზრახვა რუსეთის იმპერატრიცის ელისაბედ პეტრეს ასულის მფარველობის ქვეშ გადმოსულიყო, რათა თავისი სამფლობელოები ლეკთა თარეშებისგან უსაფრთხო გაეხადა (ამისთვის იგი კვლავ ითხოვდა 2000-3000 ჯარისკაცს ან ფულს ჩრდილო-კავკასიიდან მეომრების დაქირავებისთვის). რუსეთის პოლიტიკოსებმა, რომლებიც დასავლეთ საზღვრებზე შვიდწლიანი ომით 1756-1763 წწ. იყვნენ დაკავებულნი, ამჯერადაც არ მოისურვეს ჩახლართულ კავკასიურ პრობლემებში ჩართულიყვნენ. ისე რომ წარმატებას ვერ მიაღწია, თეიმურაზ II 1762 წ. სანკტ-პეტერბურგში აღესრულა. დინასტიური მემკვიდრეობითობის უფლებით ქართლის მეფედ მისი ძე, კახეთის მეფე ერეკლე II იქნა გამოცხადებული. ორი აღმოსავლურ-ქართული სამეფო გაერთიანდა.

* * *

ახალმა მონარქმა ხალხში მიიღო ზედმეტსახელი «პატარა კახი» («Патара Кахи» /«Маленький Кахетинец»/). 1770 წ. რუსი ოფიცერი ნ. დ. იაზიკოვი აღმოსავლეთ საქართველოში საქმეთა მდგომარეობის შესახებ თავის წერილში ქართლ-კახეთის მეფეს ასე აღწერდა: «მეფე ერეკლე 52 წლისაა, საშუალო სიმაღლის, სახე მოგრძო აქვს, მოყვითალო, დიდი თვალები, არცთუ დიდი წვერი... მეტად ეშმაკია (ხერხიანი) და დიდი მოჯირითე. ხოლო რადგან ის მრავალ წელს ცხოვრობდა ნადირ-შაჰთან და მასთან ერთად ლაშქრობებშიც ყოფილა, ამიტომ მთელი მათი ადათები და დამოკიდებულებანი თავისთან შემოიღო და ყველაფერში სპარსეთისადმი მიბაძვას ცდილობს... მეფე დამბაჩის გარეშე, რომელიც მას ქამარში უკეთია, არსად არ მიემგზავრება, ხოლო როცა მოწინააღმდეგე ახლოსაა, მაშინ თოფიც აქვს მხარზე გადაკიდებული. თუ მოწინააღმდეგეზე დარტყმამდე მივა საქმე, მაშინ ხმალმომარჯვებული ცხენს პირველი ის გააჭენებს... კაბას ყოველთვის მდიდრულს ატარებს და ქუდს გარშემო სპარსული წესით სარტყელს შემოავლებს, ფუფუნება მეტად უყვარს, და მისი სასახლის კარიც სავსეა ჩინოსნებით სპარსული ნიმუშისდა მიხედვით...» (Цит. по: Цагарели А. А. Переписка грузинских царей и владетельных князей с государями российскими в XVIII столетии. СПб., 1890. С. 183-184).

თუმცა კი სპარსული ზნე-ჩვეულებებისადმი გარეგნული მიბაძვა, რომელიც ქართველი დიდგვაროვნებისთვის იყო ჩვეული, თავისთავად არ გვაძლევს უფლებას ერეკლე II სპარსეთის დარწმუნებულ (დაჯერებულ) მომხრეებს მივათვალოთ. წლების მდინარებასთან ერთად იგი სულ უფრო მეტად ცდილობდა ორიენტაცია აეღო ევროპულ და განსაკუთრებით კი რუსულ ნიმუშებზე მმართველობის ორგანიზებასა და არმიის მოწყობაში. მისი მეფობის მეორე ნახევარში უმაღლესი ქართველი დიდკაცები ღებულობდნენ სენატორების, კანცლერების, გუბერნატორების წოდებებს (უწინდელი მეფისნაცვლების – მოურავების /моуравы/ – ნაცვლად); გამოჩნდა რუსული არმიიდან ნასესხები წოდებები კაპრალის, უნტერ-ოფიცრის, სერჟანტის, კაპიტნის, მაიორის, პოლკოვნიკისა. გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის შემდეგ ქართლ-კახეთის მეფესთან ერეკლე II-თან და იმერეთის მეფესთან სოლომონ I-თან რუსეთის რწმუნებულად («კომისიონერად») დანიშნული პოლკოვნიკი ს. დ. ბურნაშოვი აღნიშნავდა, რომ ქართლ-კახეთის მეფე «არაფრისკენ... ისე არ მიისწრაფვის, როგორც თავისი ხალხის ევროპულად გარდაქმნისკენ» (Бурнашёв С. Д. Картина Грузии, или Описание политического состояния царств Карталинского и Кахетинского. Тифлис, 1896. С. 10).

ქართლ-კახეთში ერეკლე II-ის მეფობა მუდმივ – ხან აშკარა, ხანაც ფარულ – მეტოქეობაში მიდიოდა თვითნება თავადებთან. მეფე ისწრაფვოდა მართვის იმ სისტემის შეძლებისადაგვარად მოდიფიცირებისკენ, რომელიც მას წინაპრებისგან ერგო და (საკუთარ თავში) ადგილობრივ არქაულ და სპარსულ ინსტიტუტებს შეიხამებდა. ტრადიციულ სახელმწიფო საბჭოსთან (დარბაზთან) ერთად დაარსებულ იქნა საგარეოპოლიტიკური, სამხედრო და ფინანსური უწყებები. მართლმსაჯულებას აღასრულებდა ახლა ერთნახევარი ათეული მდივან-ბეგი (ერეკლე II-მდე ქართლში ასეთი სულ ორი იყო). ტფილისსა და თელავში გაიხსნა სახელმწიფო სკოლები და სემინარია.

ერეკლე II დიდ ყურადღებას უთმობდა შეიარაღებული ძალების რეორგანიზაციას. უწინდელი თავადების ლაშქრის ნაცვლად, რომელიც გაუწვრთნელი და ცუდად შეიარაღებული იყო, 1774 წ. დაარსებულ იქნა მუდმივი ჯარი (მორიგე). სამხედრო სამსახურისთვის ვარგის ყველა მამაკაცს სამხედრო შეკრებებზე ყოველწლიურად უნდა გაევლო ერთთვიანი სამხედრო ვალდებულება. იარაღსა და ცხენის აღკაზმულობას ისინი თავიანთი ხარჯით იძენდნენ. ყმა გლეხებს ამაზე ხშირად ხელი არ მიუწვდებოდათ და მათ ბატონებს მოვალეობად ეკისრებოდათ დახმარებოდნენ ყმებს აუცილებელი აღკაზმულობის შეძენაში. 5000-იანი ჯარის რაზმების სათავეში იდგნენ მეფის მიერ დანიშნული მეთაურები, მთავარსარდალი გახლდათ მეფის ძე – ლეონ ბატონიშვილი. ახალმა არმიამ შეძლო აღეკვეთა ყაჩაღთა ბანდების თარეშები (бесчинства) ქართლ-კახეთში. მაგრამ გარდაქმნებსა და სამეფო ხელისუფლების გაძლიერებაზე ეჭვით შემყურე თავადებმა დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად დაიწყეს თავიანთი გლეხების მორიგე ჯარში მობილიზაციის საბოტირება. ლეონ ბატონიშვილის სიკვდილის შემდეგ კი (1781 წ.) ეს ახალი წამოწყება წარსულს ჩაბარდა.

თავადები ხლართავდნენ ინტრიგებს და აწყობდნენ შეთქმულებებს ერეკლე II-ის დამხობისა და მათთის უფრო მოსახერხებელი პირით მისი შეცვლისთვის. 1765 წ. მათ სცადეს მოეხდინათ გადატრიალება ვახტანგ VI-ის უკანონოდ შობილი ძის პაატას სასარგებლოდ, მაგრამ შეთქმულება გამოვლენილ იქნა, ხოლო მათი მონაწილენი კი სასამართლოს გადასცეს. 1766-1782 წწ. გარკვეულ მუქარას ერეკლესთვის წარმოადგენდა ვახტანგ VI-ის შვილიშვილი – ბატონიშვილი ალექსანდრე ბაქარის ძე, რომელიც არაერთხელ ეცადა აჯანყება აეზვირთებინა და ქართლის ტახტს დაუფლებოდა. კერძოდ, 1779 წ., ემყარებოდა რა სპარსეთის მაშინდელი მმართველის ქერიმ-ხან ზენდისა და იმერეთის მეფის სოლომონ I-ის მისდამი სოლიდარობას და ისარგებლა რა მეფის ერევანზე სალაშქროდ წასვლით, შესთავაზა თავადებს შეიარაღებული ამბოხება მოეწყოთ. ერეკლე II, შეიტყო რა ამის შესახებ, საჩქაროდ დაბრუნდა ტფილისში და აჯანყებაც მიწყნარდა, ისე რომ ჯეროვნად არც კი დაწყებულა. ალექსანდრე ბაქარის ძე მეფის მოწინააღმდეგესთან – ყუბისა და დარუბანდის ფათჰ-ალი-ხანთან (ფათალი-ხანი) გაიქცა.

1768-1774 წწ. რუსეთ-თურქეთის ომის დაწყების შემდეგ ძირითადი საომარი მოქმედებები დუნაიზე და ყირიმში გაიშალა, მაგრამ მოწინააღმდეგე ძალების ყურადღების გადატანისა და მათი გაფანტვის მიზნით სანკტ-პეტერბურგში გონივრულად მიიჩნიეს საომარი მოქმედებების დამატებითი თეატრი შეექმნათ სამხრეთ კავკასიაში. მთავარი როლი აქ დასავლეთ საქართველოსა და მის მმართველს იმერეთის მეფეს სოლომონ I-ს ეთმობოდა, რომელსაც თურქებთან წარმატებული ბრძოლის გამოცდილებაც ჰქონდა (1757 წ. მან ხრესილის ველზე ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა). მაგრამ 1766 წ. იმერეთის დიდებულებმა შეადგინეს შეთქმულება, მოიყვანეს თურქული ჯარი და ქუთაისში ტახტზე სოლომონ I-ის ბიძაშვილი – თეიმურაზი დასვეს. მეფე მთებში გაიქცა და დახმარებისთვის სანკტ-პეტერბურგს მომართა. სანამ მისი ელჩი რუსეთის დედაქალაქში ჩამოვიდოდა, 1768 წ. სოლომონ I-მა მისდამი ერთგულად დარჩენილი თანამემამულეების სათავეში და ლეკების ცხენოსანი ჯარის დახმარებით შეძლო ტახტი უკანვე დაებრუნებინა. მისი ბრძანებით თეიმურაზი დაბრმავებულ და საპყრობილეში ჩაკეტილ იქნა. შემდეგი წლის დასაწყისში სოლომონ I-ს ჩაუტანეს საგარეო საქმეთა კოლეგიის მეთაურის გრაფ ნ. ი. პანინის გზავნილი სიტუაციის ახსნით: სანამ რუსეთის იმპერია ინარჩუნებდა მშვიდობას ოსმალეთის იმპერიასთან, არ შეიძლებოდა «ტრაქტატების სიწმინდე» დაერღვიათ; ახლა კი ომის დაწყების შემდეგ მოცემული დაბრკოლება უკვე აღარ არსებობს. მეფეს სთავაზობდნენ იარაღი თურქების წინააღმდეგ მიემართა, მხარს დაუჭერდა რა ამით რუსეთის არმიის მოქმედებებს ჩრდილოეთ შავზღვისპირეთში (/Бутков П. Г./ Материалы для новой истории Кавказа с 1722 по 1803 год. Ч. 1. С. 275-277).

სოლომონ I-ის ურთიერთობები ერეკლე II-თან რთული გახლდათ, მაგრამ არც ერთ მათგანს თურქების წინააღმდეგ გამოსვლაზე უარი არ უთქვამს. 1769 წლის მაისში, რუსული დიპლომატიის გარკვეული ძალისხმევის შემდეგ, ტფილისში შედგა მეფეთა შეხვედრა, რომელზედაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ერთობლივი საომარი მოქმედებების შესახებ. ერეკლე II მზად იყო კონსტანტინოპოლამდე მისულიყო, ამასთან იგი დაჟინებით მოითხოვდა საქართველოში რუსული ჯარების შემოსვლას, რისგანაც «შიში მიეცემათ არა მხოლოდ თურქულ და სპარსულ მხარეებს, არამედ არამედ ყველა იქაურ მოზობელ ხალხებს, და ყველანი, იგრძნობენ რა, რომ იგი, ერეკლე მეფე, მიღებულია მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მფარველობაში, შეძრწუნდებიან...» (იხ. ამ გამოცემაში დოკუმტნტი 3). ასე, მომავალი სამხედრო კამპანიის განხილვის მსვლელობისას კვლავ წამოიჭრა საკითხი რუსეთის მფარველობის შესახებ. სანკტ-პეტერბურგში მეფის აზრების ამ მიმართულებას ყურადღება მიაქციეს. 1769 წ. ბოლოს იმპერატრიცა ეკატერინე II-მ უბრძანა გენერალ-მაიორ გრაფ გ. კ. ჰ. ტოტლებენს გადაეცა ერეკლე II-თვის, რომ «ჩვენ არ ვართ უარზე ჩვენი წყალობის ნიშნები მის ოჯახზეც გავავრცელოთ დროთა განმავლობაში და მის მიერ გარკვეული სამსახურის გაწევის შემდეგ» (Цагарели А. А. Переписка грузинских царей и владетельных князей с государями российскими).

1769 წ. აგვისტოში იმპერატრიცის ბრძანებით გენერალ-მაიორი გრაფი გ. კ. ჰ. ტოტლებენი 480-კაციანი რაზმით საქართველოში მოვიდა თურქების წინააღმდეგ საომარი მოქმედებების წარმოებისთვის, ერეკლე II-ისა და სოლომონ I-ის ქვეშევრდომებთან ერთად. ქართლის მეფე დახვდა ტოტლებენს, გააცილა ის იმერეთში და მალევე შესთავაზა მას ახალციხის საფაშოზე – ყოფილ ქართულ სამცხე-საათაბაგოს სამთავროზე – ლაშქრობის გეგმა. რუსულ-ქართული ლაშქარი ახალციხისკენ დაიძრა, მაგრამ ასპინძის ციხესიმაგრესთან ტოტლებენმა უეცრად სურსათის უკმარისობის შესახებ გამოუცხადა და უკანვე ქართლი დაბრუნდა. მხარდაჭერის გარეშე დარჩენილმა ერეკლე II-მ 1770 წ. 20 აპრილს ასპინძის ბრძოლაში თურქებისა და ლეკთა გაერთიანებული ძალები დაამარცხა, მაგრამ ლაშქრობა აღარ გაუგრძელებია, რადგანაც მას მოახსენეს, რომ ტოტლებენი მისთვის შეტყობინების გარეშე თავის ჯარისკაცებს ქართლის ციხესიმაგრეებში განათავსებს და აქტიურად ურთიერთობს თავადებთან, რომლებიც მეფით ყოველთვის უკმაყოფილონი არიან. გენერლის ინტრიგები აღკვეთილ იქნა. და თუმცა კი იმერეთის მეფე სოლომონ I-თან კავშირში საომარ მოქმედებებში ტოტლებენს წარმატება ჰქონდა (1770 წ. აგვისტოში რუსულ-იმერულმა ჯარმა თურქები სამეფოს დედაქალაქიდან – ქუთაისიდან განდევნა), მისი დაწყებული უთანხმოებანი სოლომონ I-თან და ერეკლე II-ის უკმაყოფილება ტოტლებენის სანკტ-პეტერბურგში გაწვევის მიზეზად იქცა. მის ნაცვლად 1771 წ. მაისში საქართველოში გენერალ-მაიორი ა. ნ. სუხოტინი ჩამოვიდა, რომელმაც თურქული ციხესიმაგრის ფოთის აღების გეგმა შესთავაზა, რომელიც რეალიზებული ვერ იქნა. ერთი წლის შემდეგ რუსული კორპუსი საქართველოდან გამოიყვანეს. შემდგომში იმპერატრიცა ეკატერინე II-მ ეს რუსულ-თურქული ომის დასახული დამთავრებით ახსნა: ამ პირობებში რუსეთის ჯარების საქართველოში ყოფნა «ომის ხანძრის განახლებისა და გამრავლების» მიზეზად გადაიქცეოდა, და თან შინაგანმა უთანხმოებებმა საქართველოში რუსული კორპუსის იქ ყოფნა «არასაჭირო და უსარგებლო» გახადეს (იხ. დოკუმენტი 10).

1771 წ. 30 დეკემბერს ერეკლე II-მ ეკატერინე II-ს ოფიციალური თხოვნით მიმართა «თქვენი უდიდებულესობის ყოვლადმოწყალე მფარველობის ქვეშ ჩვენი მიღების შესახებ» (იხ. დოკუმენტები 4-7). იმავე დღეს შედგენილ სხვა გზავნილში იგი გამოთქვამს თხოვნას «გვაღირსეთ ჩვენ ახლა თქვენი მფარველობა, რათა ყველამ... დაინახოს, რომ მე ვარ რუსეთის სახელმწიფოს ნამდვილი ქვეშევრდომი ვარ (нахожусь точным подданным) და ჩემი სამეფო შეერთებულია (присовокуплено) რუსეთის იმპერიასთან». 30 დეკემბრის მესამე გზავნილში იგი იყენებს გამოთქმებს «ჩვენი მიღების შესახებ სამუდამო ქვეშევრდომობაში... რათა ჩვენ თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის მონებად მყარად ვიწოდებოდეთ და აღიარებულიც ვიყოთ აზიაში და ჩვენს გარეშემო ხალხებშიც» (იხ. დოკუმენტი 6). იგივე იქნა განმეორებული 1772 წ. სიგელში, რომელსაც ხელი მოაწერეს მეფემ, დარეჯან დედოფალმა, აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ I-მა და ოთხმა ბატონიშვილმა: «მე და ჩემს შთამომავლებს გვსურს სამუდამოდ ვიმყოფებოდეთ ქვეშევრდომობაში ისეთ საფუძველზე, რომელიც თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობისადმი საგანგებო... თხოვნაშია წარმოდგენილი» (იხ. დოკუმენტი 8). აშკარაა, რომ აზიურ «გარეშემო ხალხებზე» მითითება ხსნის განსხვავებას ტერმინოლოგიაში. ამით ერეკლე II უარს ამბობს ქვეშევრდომობაზე («მონობაზე») მუსლიმან ფადიშაჰებთან მიმართებაში. მაშინდელი საერთაშორისო სამართლის განვითარების დონეს თუ გავითვალისწინებთ, იმის მკაფიოდ განსაზღვრა, თუ სად მთავრდება მფარველობა და იწყება ქვეშევრდომობა, პრაქტიკულად შეუძლებელია. საქმეს ის ფაქტიც ართულებს, რომ ციტირებული დოკუმენტები ქართული ტექსტების თარგმანს წარმოადგენს, რომლებშიც შესაბამის საერთაშორისო-სამართლებრივ ტერმინოლოგიას ენობრივი გადმოცემის თავისებურებანი გააჩნდა.

ამასთან ერთერთ ასეთ წერილში პირველად იქნა ჩამოყალიბებული პირობები, რომლებზედაც ქართლ-კახეთის სამეფო მზად არის რუსეთის პროტექტორატის ქვეშ შემოვიდეს: ხელუხლებლად იქნას დატოვებული აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სტატუსი; ყირიმის ტყვეობიდან განთავისუფლებული ქართველების სამშობლოში დაბრუნება; საიმპერატორო კარზე ერთერთი ბატონიშვილის ყოფნა; მოპოვებული «სხვადასხვა ლითონთა მადნების» ნახევრის რუსეთში გამოგზავნა; სასახლის კარზე ყოველწლიურად 14 საუკეთესო ცხენისა და 2000 ვედრო ღვინის გამოგზავნა; თურქებისთვის წართმეული ოლქებიდან ხარკის ხაზინაში გადახდა (ქართლისთვის ორჯერ ნაკლები რუსეთის ყმა-გლეხებთან შედარებით, კახეთისთვის კი – 70 კაპიკი კომლიდან); რუსეთის იმპერიაში მიღებული წესისა და რიგის შესაბამისად რუსული არმიისთვის სარეკრუტო გაწვევების ჩატარება (იხ. დოკუმენტი 7). გარდა ამისა, ერეკლე II აღმოსავლეთ საქართველოში ოთხი რუსული პოლკის გაგზავნასაც ითხოვდა. 

1768-1774 წწ. რუსეთ-თურქეთის ომის პირობებში ეკატერინე II თავის კეთილგანწყობაში დარწმუნებითა (დაპირებითა) და ერეკლე II-ის წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენით დაჯილდოებით შემოიფარგლა, აგრეთვე მისი ძის, ლეონ ბატონიშვილისა, რომელიც სანკტ-პეტერბურგში ელჩობას მეთაურობდა, – წმინდა ანას ორდენით. 

ამასობაში რუსეთის არმიის ტრიუმფალურმა გამარჯვებებმა 1774 წ. 10 ივლისს ქუჩუკ-ყაინარჯის სამშვიდობო ხელშეკრულების დადება გამოიწვია. მისი ერთეთი პუნქტი უშუალოდ იყო მიძღვნილი საქართველოსადმი, უფრო ზუსტად კი იმერეთისადმი. ტრაქტატის 23-ე მუხლის შესაბამისად, ოსმალეთის იმპერია უარს ამბობდა ხარკის მოთხოვნაზე და, რაც განსაკუთრებით იყო ნათქვამი, ტყვეებით ხარკზე, ვალად იკისრა არ ჩაეთვალა ქართველები თავის ქვეშევრდომებად (იმათ გარდა, რომლებიც ასეთები «ძველი დროიდან» გახლდნენ), არ ედევნა ქრისტიანული რელიგიის აღმსარებლობისთვის და ეკლესიების აშენებაში ხელი არ შეეშალა. ამრიგად, ერეკლე II-ის იმედები სამცხე-საათაბაგოს (ახალციხის საფაშოს) დაბრუნებაზე არ გამართლდა. როგორც ნათლად ჩანს ინსტრუქციიდან, რომელიც გრაფმა ნ. ი. პანინმა რუს დიპლომატებს ფოკშანში მიმდინარე კონგრესზე მისცა, ქართლ-კახეთის სამეფოს «საზღვრების შესწორების» მოთხოვნაზე უარის თქმა იყო საფასური ოსმალეთის იმპერიის მიერ ყირიმის სახანოს დამოუკიდებლობის აღიარებისთვის (Маркова О. П. Россия, Закавказье и международные отношения в XVIII веке. С. 145). მით უმეტეს იგნორირებულ იქნა ერეკლე II-ის წინადადება, გაკეთებული 1768 წ., იმის შესახებ, რომ იგი, მეფე «თურქთან ზავის დადებისას შეყვანილი იყოს ტრაქტატში რუსეთის იმპერიის მფარველობის ქვეშ» (იხ. დოკუმენტი 3). ფორმალურად აღმოსავლეთ საქართველო ჯერ კიდევ სპარსეთის ძალაუფლების ქვეშ მყოფად ითვლებოდა, ამიტომ რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებაში მისი მოხსენიება უადგილო გახლდათ.

ოსმალეთის იმპერიაში თურქეთის სამფლობელოებთან რუსეთის მიახლოებას თვალ-ყურს ეჭვითა და სიფრთხილის ადევნებდნენ. ჯერ კიდევ 1759 წ. კონსტანტინოპოლში (სტამბულში) რუსეთის რეზიდენტის ა. მ. ობრესკოვისგან თურქებმა რწმუნების სიგელებში იმპერატორის ტიტულიდან ძველი სიტყვათშეხამების «ივერიის მიწების, ქართლისა და საქართველოს მეფეების, და ყაბარდოს მიწების, ჩერქეზი და მთიელი თავადების» ამოშლა მოითხოვეს (Пайчадзе Г. Г. Георгиевский Трактат. С. 65). თურქი პოლიტიკოსები რუსეთის იმპერიის სამხრეთით წინსვლას აღიქვამდნენ როგორც სამხედრო ექსპანსიისა და ანტითურქული დიპლომატიური ინტრიგების შეხამებას, საყვედურობნენ რა სულთან მუსტაფა III-ის მთავრობას უმოქმედობას: «სანამ... მაღალი მონაქრიის მთავრობის პირები უდარდელობის ძილში იყვნენ ჩაძირულნი და იმის შესახებ, თუ რა ხდება სახელმწიფოში, ყოველგვარი ცნობების გარეშე რჩებოდნენ, რუსები, თავიანთ მხრივ, ცოტ-ცოტად წინ მოიწევდნენ და, ყაბართაის (ყაბარდოს – ავტ.) დაუფლების შემდეგ, პრეტენზიების გამოცხადება ანატოლიაზე დაიწყეს და მაღალი იმპერიის მთელ საზღვრებზე ცეცხლის წაკიდებით იყვნენ დაკავებულნი, ასე რომ მტრობა სახელმწიფოებს შორის არ წყდებოდა, და საბოლოოდ რუსეთმა... არ კმაყოფილდებოდა რა ყირიმისა და მასზე დამოკიდებული ოლქების დაუფლებით, მაინც მიაღწია იმას, რომ ტფილისის ხანმა (საქართველოს მეფემ) მისი მფაველობა მიიღო, და მისი შუამდგომლობით შეუდგა, ერთის მხრივ, ირანის ხანების თავისკენ მიზიდვასა და დამორჩილებას, და მეორეს მხრივ კი, სოლომონის, აჩიკ-ბაშის (იმერეთის) ხანისა» (Описание событий в Грузии и Черкесии по отношению к Оттоманской империи от 1192 г. по 1202 г. хиджри /1775-1784/ // Русский архив. 1888. № 3. С. 374)

მიუხედავად ამისა ქუჩუკ-ყანარჯის ხელშეკრულებაში იმერეთის თვით მოხსენიების ფაქტიც კი დამარცხებული ოსმალეთის იმპერიის მიერ რუსეთის უფლების აღიარებას ნიშნავდა იმაზე, რომ რეგიონში ამ უკანასკნელს თავისი პოლიტიკა გაეტარებინა. თუმცა კი ტრაქტატის ტესტში ქართლ-კახეთის სამეფო მოხსენიებული არ ყოფილა, აშკარა იყო, რომ მისი ბედის შესახებ საკითხის განხილვა მხოლოდ დროის საქმე გახლდათ. საქართველოს პრობლების საერთაშორისო დონეზე გამოყვანის აუცილებლობა რუსეთის სამთავრობო ინსტანციებში შეგნებული ჰქონდათ, და შემდგომში 1774 წ. ხელშეკრულებაში აღმოსავლეთ საქართველოს იგნორირება მცდარად იქნა მიჩნეული. როგორც 1784 წ., უკვე გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ, რუსული დიპლომატიის ერთერთი ხელმძღვანელი გრაფი ა. ა. ბეზბოროდკო რუსეთის საგანგებო წარგზვნილსა და სრულუფლებიან მინისტრს კონსტანტინოპოლში (სტამბულში) ია. ი. ბულგაკოვს წერდა, «საქმე იმაში შედგება, რომ გავასწოროთ ყაინარჯის ტრაქტატის შეცდომა საქართველოს შესახებ, სადაც ის სრულებით უგულვებელვყავით... იქაური მხარე ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია...» (Брегвадзе А. И. Славная страница истории. Добровольное присоединение Грузии к России и его социально-экономические последствия. М. 1983. С. 55) 

ქართველი მეფეების არაერთჯერადი თხოვნების მიზეზების განხილვისას რუსეთის მფარველობაში გადმოსვლის შესახებ აუცილებელია ვითვალისწინებდეთ რუსეთის გეოპოლიტიკური მდებარეობისა და გარეშემო ხალხებს შორის მისი რეპუტაციის ზოგიერთ თავისებურებას. თუ XVI და XVII სს. ქართველი პოლიტიკოსებისთვის პირველ ადგილზე მართლმადიდებლური აღმსარებლობა და რუსული სახელმწიფოს სამხედრო პოტენციალი იდგა, XVIII ს. მათ მიერ რუსეთის იმპერიის შეფასებისას სხვა ფაქტორებიც დაემატა. მოახდინა რა მოდერნიზაციული ნახტომი პეტრე I-ის დროს, რუსეთი შემდგომში ევროპული დერჟავის სახეს (облик) სულ უფრო მეტად იძენდა. «რეგულარული სახელმწიფოს» საკმარისად მკაფიოდ ორგანიზებულმა სტრუქტურამ, აწყობილმა და მთლიანობაში წარმატებით განვითარებადმა ეკონომიკამ, ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვამ, მთელმა რიგმა ბრწყინვალე სამხედრო გამარჯვებებმა იგი იმ ეპოქის ერთერთ მოწინავე სახელმწიფოდ გადააქციეს. ამ მიმართებით რუსეთისგან გამაოგნებლად განსხვავდებოდნენ დესპოტური მონარქიები, რომლებიც მას სამხრეთით ემეზობლებოდნენ, – სპარსეთი, ოსმალეთისა და ცინის იმპერიები. მათი არქაული სახელმწიფო წყობილებანი, ეკონომიკა, სოციალური სტრუქტურა და გახევებული ჩინოსნობა არ აძლევდნენ მათზე დამოკიდებულ ერეკლე II-ის მსგავს პროგრესულად მოაზროვნე ლიდერებს საშუალებას რაიმენაირი პოზიტიური ცვლილებების იმედი ჰქონოდათ.

* * *

1772 წ. მაისში გენერალ-მაიორ ა. ნ. სუხოტინის კორპუსის გამოყვანის შემდეგ რუსეთი საქართველოს პრობლემებს მნიშვნელოვან ყურადღებას აღარ უთმობდა. მაგრამ 1780-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა სიტუაცია, როცა მას მოუხდა სამხრეთ კავკასიის პრობლემებით პირდაპირ (უშუალოდ) დაკავებულიყო.

იმ ხანებში რუსეთის მიჯნები დიდ კავკასიონს მჭიდროდ მიუახლოვდა. ჯერ კიდევ 1763 წ. თერგის ნაპირას მოზდოკის ციხესიმაგრეს ჩაეყარა საძირკველი, რომელშიც 1770 წ. ვოლგის კაზაკების ნაწილი გადმოიყვანეს. შეუერთდა რა ადგილობრივი გრებენის კაზაკების ძველ დასახლებებს, კაზაკთა სიმაგრეების უწყვეტი ზოლი თითქმის ორჯერ გაიზარდა. მან დასაწყისი დაუდო კავკასიის ხაზს – თავდაცვითი ნაგებობების სისტემას, რომელიც მოზდოკსა და ყიზლარს ემყარებოდა (მოზდოკიდან ყიზლარამდე გრძელდებოდა – ი. ხ.). 1768-1774 წწ. რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ გ. ა. პოტიომკინმა, რომელიც ახლად შემოერთებული ტერიტორიების გენერალ-გუბერნატორად იქნა დანიშნული, ბრძანა დონსა და თერგს შორის სივრცეზე რამდენიმე ახალი ციხესიმაგრის აეგოთ რეგიონში რუსული ყოფნის დამკვიდრებისთვის. 1777-1782 წწ. წარმოიქმნა ახალი აზოვ-მოზდოკის ხაზი 10 ციხესიმაგრით, მათ რიცხვში გეორგიევსკითა და სტავროპოლით. მისი დასახლებისთვის ვოლგიდან გადმოყვანილ იქნენ იქ დარჩენილი კაზაკები, აგრეთვე კაზაკები, რომლებიც ხოპრზე ცხოვრობდნენ. მათგან ვოლგისა და ხოპერის კაზაკთა პოლკები იქნა ჩამოყალიბებული (Эсадзе С. Исторический очерк распространения русской власти на Кавказе. Тифлис, 1913. С. 20, 24, 25). 1782 წ. შემოდგომაზე კავკასიის კორპუსის სარდლობა მიიღო უგანათლებულესი თავადის გ. ა. პოტიომკინის ნათესავმა გენერალ-პორუჩიკმა პ. ს. პოტიომკინმა.

უგანათლებულესი თავადის ხელში (გრაფ ი. ა. ოსტერმანთან და ა. ა. ბეზბოროდკოსთან ერთად) იმყოფებოდა მაშინ რუსეთის მთელი საგარეო პოლიტიკა. თურქებზე გამარჯვებისა და სპარსეთში ქერიმ-ხან ზენდის სიკვდილის (1779 წ.) შემდეგ მომწიფება დაიწყო პეტრე I-ის იდეის რეანიმაციის გეგმამ დასავლეთ და სამხრეთ კასპიისპირეთში რუსეთის დამკვიდრების შესახებ, რაც მისცემდათ კიდევ ერთი ანტითურქული პლაცდარმის შექმნის საშუალებას. 1783 წ. 8 აპრილს ეკატერინე II-მ ხელი მოაწერა მანიფესტს ყირიმის სახანოს რუსეთისადმი შემოერთების შესახებ, და სანკტ-პეტერბურგში საფუძვლიანად მოელოდნენ ოსმალეთის იმპერიის ნეგატიურ რეაქციას, რომელიც თავის წიაღში ახალ ომს ინახავდა (დაძაბულობა ყირიმის ახალი სტატუსის აღიარების შესახებ 1783 წ. 28 დეკემბერს /ჩვეულებრივ ახალი სტილით ათარიღებენ ხოლმე: 1784 წ. 8 იანვარს/ რუსეთ-თურქეთის კონვენციის ხელმოწერამდე ნარჩუნდებოდა). ამ პირობებში რუსეთის იმპერიას რეგიონში ერთგული მოკავშირე სჭირდებოდა.

ამავდროულად რუსეთის მმართველი ელიტის გონებაში წარმოიმნა ეგრეთ წოდებული «საბერძნეთის პროექტი», რომელიც ოსმალეთის იმპერიის ქრისტიანული სამფლობელოების (მოლდავეთის, ვალახეთის, ბესარაბიის) ადგილზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის იდეაში მდგომარეობდა «ძველი ბერძნული (ე. ი. მართლმადიდებლური – ი. ხ.) მონარქიის შექმნის» პერსპექტივით «დამხობილი ბარბაროსული მმართველობის ნანგრევებზე, რომელიც ახლა აქ ბატონობს» (Цит. по: Виноградов В. Н. Дипломатия Екатерины Великой // Новая и новейшая история, 2001. № 4 /http://vivovoco.astronet.ru/VV/PAPERS/HISTORY/VINOCAT.HTM). ამ გეგმის განხორციელებაში მიზანშეწონილად წარმოუდგებოდათ დაყრდნობოდნენ ქართულ სამეფოებს, რომლებმაც ძველი ქრისტიანული ტრადიცია შეინარჩუნეს. ამ ვითარებაში ქართლ-კახეთზე მფარველობის შესახებ მოლაპარაკებათა განახლების ინიციატორად რუსეთის დიპლომატია გამოვიდა. გარდა ამისა, აღმოსავლეთ საქართველოს დაცვის ქვეშ მიღებას მეტოქე ფადიშაჰებისთვის რუსეთის იმპერიის სამხედრო ძლიერება უნდა ეჩვენებინა, ის კავკასიურ სახელმწიფოთა პოლიტიკური ბედ-იღბლის გადაწყვეტის აქტიურ და ამიერიდან კანონიერ მონაწილედ დაემკვიდრებინა. გ. ა. პოტიომკინმა ერეკლე II-ს იმის შესახებ აცნობა, რომ თუ იგი მიმართავს ხელმწიფას თხოვნით მფარველობის შესახებ, მაშინ თხოვნა აუცილებლად დაკმაყოფილებულ იქნება.

ერეკლე II-ის მდგომარეობა 1770-იანი წლების ბოლოს – 1780-იანების დასაწყისში მარტივი არ ყოფილა. სერიოზულ პრობლემად რჩებოდა ლეკთა ხშირი და გამაჩანაგებელი თარეშები (ლეკიანობა), რომლებიც სახელმწიფოსთვის მძიმე ტვირთად გადაიქცა. მთიელი მეომრები სალაშქროდ ქართლ-კახეთში ტყვეებისა და ქონების შოვნის იმედით მოდიოდნენ, როგორც წესი, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს, როცა მამაკაცები თავიანთ მეურნეობებში იყვნენ განაწილებულნი, მინდვრებსა და ვენახებში შრომობდნენ. ტყვეების მასობრივად გარეკვისა და სახიფათო ადგილებიდან გლეხების გაქცევის გამო ზოგიერთი ადგილი გაუკაცურდა. გასულ წლებში მეფემ დაღესტნელების დამარცხება რამდენჯერმე მოახერხა (ბრძოლებში მჭადიჯვართან და ყვარელთან), მაგრამ თავდასხმების საფრთხე მუდმივად ნარჩუნდებოდა. მისი შემცირება ვერ შეძლეს გამაკოტრებელმა ხარჯებმა ჩრდილო-აღმოსავლელი მეზობლების დამშვიდებისთვის: საგანგებო გადასახადმა – სალეკომ ფულითა და ნატურით დაღესტნური ტყვეობიდან ქართველების გამოსასყიდად; ტფილისში 60 ლეკი მძევლის შენახვამ; დაღესტნელი მფლობელებისთვის ყოველწლიურად 60000-100000 მანეთის «ჯამაგირის» გადახდვამ. ამ «ჯამაგირისთვის», რომლითაც ერეკლე II ცდილობდა ქვეყანა ეხსნა, რამდენიმე ასეული ადამიანისგან შემდგარი ლეკური რაზმები მოდიოდნენ. ისინი დედაქალაქში თვითნებობდნენ (ძალადობდნენ, бесчинствовали), მეფე კი მათ დაწყნარებას ვერ ბედავდა, რათა არ გაებოროტებინა (Брегвадзе А. И. Славная страница истории. С. 58; Броневский С. М. Исторические выписки о сношениях России. С. 119; Пайчадзе Г. Г. Русско-грузинские политические отношения в первой половине XVIII века. С. 247). ამასთან თარეშები აღმოსავლეთ საქართველოში გრძელდებოდა.

კონფლიქტი ქართლ-კახეთთან გააჩაღა ერეკლე II-ის მოწინააღმდეგემ – ყუბისა და დარუბანდის ფათჰ ალი-ხანმა, რომელთან კავშირშიც მოქმედებდნენ ერევნისა და განჯის ხანებიც. თავის მხრივ, ერეკლე II-მ კავშირი დაამყარა ყარაბაღელ იბრაჰიმ ხალილ-ხანთან. 1779 წ. ერეკლე II-მ და მისმა მოკავშირემ ფათჰ ალი-ხანი გაანადგურეს და განჯის ხანიც მორჩილებაში მოიყვანეს. ერევნის ხანმა, როცა თავისი დედაქალაქის კედლებთან ქართლ-კახეთის არმია დაინახა, იჩქარა მორჩილება გამოეცხადებინა და დათანხმდა ერეკლე II-თვის ხარკი ეხადა.

დაძაბულად ნეიტრალური ურთიერთობები უნარჩუნდებოდა ერეკლე II-ს იმერეთის მეფე სოლომონ I-თან. ორივენი გულდასმით ადევნებდნენ თვალ-ყურს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ერთმანეთის მოქმედებებს. ამოდიოდა რა თავისი შორს მიმავალი გეგმებიდან, ერეკლე II-მ გამოაცხადა განზრახვის შესახებ თავისი ძე ბატონიშვილი გიორგი სოლომონ I-ის უბოროტესი მტრის, თეიმურაზის ქალიშვილზე დაექორწინებინა (თეიმურაზი უიღბლო უზურპატორი გახლდათ, რომლისთვისაც სოლომონმა 1768 წ. თვალები დაათხრევინა და საპყრობილეში დაატყვევა). შეშფოთებულმა სოლომონ I-მა 1783 წ. დასაწყისში უგანათლებულეს თავადს გ. ა. პოტიომკინს თხოვა ქართლ-კახეთის მეფისთვის ეს ქორწინება გადაეთქმევინებინა, ხოლო ამ საქორწინო საქმეებში ჩარევის სორვილის არქონის შემთხვევაში უგანათლებულეს თავადს ერჩია ერეკლე II-თვის იმერეთთან მშვიდობა შეენარჩუნებინა (Цинцадзе Я. З. Материалы к истории русско-грузинских взаимоотношений /1782-1791/ // Исторический вестник. Тбилиси, 1970. Т. 23-24. С. 24, 25).

ამავდროულად ერეკლე II არძელებდა საკუთარი თავის მიჩნევას სპარსეთთან დაკავშირებულად, მათ შორის მის დინასტიურ კოლიზიებთანაც. ქართლ-კახეთიდან რუსული ჯარების წამოსვლის შემდეგ ერეკლე II-მ გადაწყვიტა სპარსეთის ახალ მმართველთან ქერიმ-ხან ზენდთან მეგობრული ურთიერთობები გაება და მას იმ ხანებში დატყვევებული მისი მოწინააღმდეგე (ავღანელი აზატ-ხანი – ი. ხ.) გაუგზავნა. საპასუხოდ ქერიმ-ხან ზენდმა ერეკლე II ქართლ-კახეთის გაერთიანებული სამეფოს მეფედ აღიარა. 1776 წ. სპარსეთის მმართველის ბრძანებით ერეკლე II-მ თურქების მიერ დაკავებულ ქართულ ციხესიმაგრეებზე თავისი შეტევა შეაჩერა და მათთან ზავი შეკრა. ქართლ-კახეთის ელჩი სტამბულში პატივით იქნა მიღებული. იმ პირობებში ქართლ-კახეთის მმართველმა მიზანშეწონილად მიიჩნია საკუთარი თავი დასავლეთიდან უსაფრთხო-ეყო, რისთვისაც ფორმალურად სულთნის უმაღლესობა (верховенство) აღიარა. დადებულ იქნა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ერეკლე II-მ საკუთარი თავი მუსტაფა III-ის ვასალად გამოაცხადა; ტფილისში სულთნისგან მეფეს მოართვეს ქურქი, ხმალი და ცხენი მთელი აღკაზმულობით (/Бутков П. Г./ Материалы для новой истории Кавказа, с 1722 по 1803 год. Ч. 1. С. 289; Маркова О. П. Россия, Закавказье и международные отношения в XVIII веке. С. 155, 156). შემდგომში ოსმალეთის იმპერია, მიუთითებდა რა 1776 წ. საქართველო-თურქეთის ამ ხელშეკრულებაზე, გეორგიევსკის ტრაქტატის ცნობაზე (აღიარებაზე) უარს აცხადებდა. და მაინც, ზენდების დინასტიის ხანმოკლე და შფოთიანი მმართველობის შემდეგ სპარსეთში პოლიტიკური ქაოსის გაღრმავების მიუხედავად, ერეკლე II მასთან კავშირებს არ წყვეტდა. უფრო მეტიც, 1780 წ., როცა ტფილისში მოვიდა ვიღაც სპარსელი, რომელიც საკუთარ თავს ნადირ-შაჰის შვილთაშვილად აცხადებდა, მეფემ გარკვეული ყოყმანის შემდეგ დაუჯერა მას, პატივი მიაგო როგორც შთამომავლობით უფლისწულს და სპარსეთში ლაშქრობის მზადებასაც შეუდგა, რათა მოსული შაჰის ტახტზე დაესვა. მაგრამ მალევე გაირკვა, რომ ის თვითმარქვია გახლდათ, და მეფემ მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა (/Бутков П. Г./ Материалы для новой истории Кавказа, с 1722 по 1803 год. Ч. 2. СПб., 1869. С. 76, 77)

ხედავდა რა, რომ რუსეთი ზედმეტად ნელა და ფრთხილად მოიწევს კავკასიისკენ, და აგრძელებდა რა თავისი სახელმწიფოს გაძლიერების გეგმების გამოტანას, ერეკლე II შეეცადა მხარდაჭერა ევროპელ მონარქებში ენახა. 1782 წ. ოქტომბერში მან საღვთო რომის იმპერიის იმპერატორთან იოსებ II-თან გაგზავნა ელჩობა თხოვნით რამდენიმე ქართული პოლკის შენახვაზე გამოეყო ფულადი სახსრები, რომლებიც ევროპული სტანდარტებით იქნებოდნენ განსწავლულნი და ეკიპირებულნი. იოსებ II-დმი გზავნილში იგი არ იშურებდა დაუსწრებლად მადლობის გამოთქმას ეკატერინე II-ის მისამართით ქართველი ემიგრანტების რუსეთში მიღებისა და ყირიმის ტყვეობიდან ქართველთა განთავისუფლებისთვის. ამასთან მეფე ჩიოდა: «მონარქის ასეთი დაუთვალავი წყალობანი არ არის საკმარისი ჩვენთვისა და ჩვენი ოლქებისთვის სახიფათო მეზობლებს შორის ჩვენი ყოფნის გამო. თუ არ შევიძენთ ჩვენთვის კიდევ სხვა ხერხებსაც, მაშინ დიდი საფრთხე გვაქვს, რათა უკიდურეს უბედურებებში არ ვიქნეთ ჩაცვენილნი» (იხ. დოკუმენტი 17). ესმოდა რა, რომ მის კონტაქტებს ვენასთან შეუძლიათ რუსეთის დედაქალაქში უკმაყოფილება და გაღიზიანება გამოიწვიონ, ერეკლე II გ. ა. პოტიომკინისადმი წერილში ხელმწიფას მოკავშირე იოსებ II-დმი თავის მიმართვას იმით ამართლებდა, რომ იძულებულია ეცადოს «მტრულ გარემოცვაში შეიძინოს დახმარება... საიდანაც არ უნდა იყოს» (იხ. დოკუმენტი 21). ვენის კარმა ვერ გაბედა შორეულ აღმოსავლურ რეგიონში წინააღმდეგობათა რთულ კვანძში ჩარეულიყო და თხოვნილი სახსრები არ გამოუყვია. მიუხედავად ამისა ერეკლე II-ის ელჩობამ იოსებ II-თან მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო: ეკატერინე II-მ, რომელიც ვენას სავსებით ვერ ენდობოდა და ქართულ საქმეებში ჰაბსბურგების მონაწილეობა არ სურდა, ბრძანა ქართლ-კახეთზე მფარველობის შესახებ შეთანხმება სასწრაფოდ მოემზადებინათ. ამრიგად, ერეკლე II-ის წარუმატებელმა დიპლომატიურმა მისიამ დასავლეთში კიდევ ერთი სტიმულის სამსახური გასწია, რომელმაც საქმე გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერამდე მიიყვანა.

გ. ა. პოტიომკინის მოულოდნელმა წინადადებამ მფარველობის შესახებ მოლაპარაკებათა განახლების შესაძლებლობის მიმართებით მეფეში სიხარულისა და ენთუზიაზმის მოზღვავება გამოიწვია: «ათ წელზე მეტი გავიდა, რაც მე წართმეული მქონდა ბედნიერება მქონოდა მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის ამის მსგავსი მოწყალება», – წერდა იგი კავკასიის კორპუსის სარდალს გენერალ-პორუჩიკ პ. ს. პოტიომკინს (იხ. დოკუმენტი 28).

იმ პირობებთან მიმართებაში, რომლებზედაც აღმოსავლეთ საქართველო მზად იყო რუსეთის მფარველობა მიეღო, 1782 წ. დეკემბერში ტფილისში ჩამოალიბებულ იქნა ახალი «სათხოვარი პუნქტები», რომლებიც განსხვავდებოდა იმათგან, რასაც ქართული მხარე 1771 წ. სთავაზობდა. ისინი შემდეგზე დაიყვანებოდა.

ჯერ ერთი, რუსეთის მფარველობას უნდა დაერწმუნებინა შაჰი და სულთანი ქართველები თავიანთ მტრებად არ ჩაეთვალათ, მაგრამ მათთან რუსეთის ომის შემთხვევაში ქართველები, «როგორც ჩვენ მისი უდიდებულესობის მონები ვართ», მზად იქნებიან აღმოუჩინონ მას «ჩვენი სამსახური».

მეორე, ვარაუდობდნენ, რომ რუსეთის იმპერატრიცა იძლევა სამეფო ხელისუფლების შენარჩუნების გარანტიას ერეკლე II-სა და მის შთამომავლებში: «რომ მისმა უდიდებულესობამ ინებოს ყოვლადუმოწყალესი ბრძანებულებით დაგვამტკიცოს და გვცნოს ჩვენ ყველანი და ჩვენი შთამომავლები რუსეთის მონარქიისადმი ერთგულ მონებად, რათა როცა სხვამ, ისეთივე შეშლილმა, როგორც ბაქარის ძე ალექსანდრეა... ხალხი არეულობაში ვერ მოიყვანოს». სხვადასხვანაირი ინტრიგანებისა და სეპარატისტების მხრიდან მუდმივი მუქარის პირობებში ეს ერთერთი მთავარი წამახალისებელი მოტივი გახლდათ რუსეთთან შეთანხმების დასადებად.

მესამე, რუსეთს უნდა ეღიარებინა ქართლ-კახეთის ტახტის უფლება არა მხოლოდ ახალციხის საფაშოზე (რაზედაც 1771 წ. იყო ლაპარაკი) მისი დაპყრობის შემთხვევაში, არამედ ერეკლე II-ის ძალაუფლებისადმი 1771 წ. შემდეგ დაქვემდებარებულ ტერიტორიებზეც, კერძოდ ერევანზე, განჯასა და ყარსზე.

მეოთხე, ერეკლე II ვალდებულებას იღებდა დახმარება აღმოეჩინა რუსეთის ჯარებისთვის სპარსეთთან ომში, მაგრამ იმედოვნებდა მათ საპასუხო დახმარებას იმ ქართული მიწების დაბრუნებაში, რომლებიც ოდესღაც დაღესტნელებმა დაიკავეს: «რათა მისი უდიდებულესობის იარაღის დახმარებით შეგვეძლოს ჩვენ კვლავ დავიპყროთ ის ჩვენი ადგილები, რომლებსაც ახლა ლეკები ფლობენ».

დაბოლოს, მეფე ითხოვდა მშვიდობიანობის დროს ჰყოლოდათ მის სახელმწიფოში ორი რუსული პოლკი (და არა ოთხი, როგორც წინა «სათხოვარ პუნქტებში» იყო), რომელთა პროვიანტით (სურსათით – ი. ხ.) მომარაგებასაც იგი კისრულობდა (იხ. დოკუმენტი 20). რუსეთის იმპერიის მზადყოფნის მუდმივ დემონსტრაციას დაეცვა მის მიერ პროტეჟირებული ქართლ-კახეთის სამეფო ერეკლე II-ის საგარეო მოწინააღმდეგენი უნდა დაეშინებინა. შემდგომში ბატონიშვილი ალექსანდრე ერეკლეს ძე გზავნილში იმპერატორ ალექსანდრე I-დმი წარმოადგენდა სწორედ ამ მოსაზრებას როგორც ძირითად მიზეზს, რომელმაც წაახალისა მისი მამა გეორგიევსკის ტრაქტატის დასადებად: «მამაჩემმა ერეკლე მეფემ საკუთარი თავი იმპერატრიცა ეკატერინეს იმიტომ დაუქვემდებარა, რათა მას (ეკატერინეს) სამეფო და მეფის სახლი გარემომცველი მტრებისგან დაეცვა» (АКАК. Т. II. Тифлис, 1868. С. 157).

უფრო ადრე უკვე აღვნიშნავდით, რომ ქართველი მმართველები რუსეთის პატრონატის ქვეშ თავიანთი ქვეყნის მდგომარეობას იმ სტატუსის მსგავსად წარმოიდგენდნენ, რომელსაც ისინი სპარსეთთან მიმართებაში ფლობდნენ. ყველაზე მეტად, რაღაც მსგავსი წარმოუდგებოდა ერეკლე II-საც. ზ. დ. ავალოვი (ავალიშვილი), რომელმაც დაწვრილებით გამოიკვლია ეს სიტუაცია, აღნიშნავდა: «ქართველებს... მართმლადიდებელი სიუზერენისადმი თავიანთ მიმართებაზე ის ფორმები ...გადაჰქონდათ, რომლებშიც საქართველოს სპარსეთზე ისტორიულად ჩამოყალიბებული დამოკიდებულება ვლინდებოდა. თავად ერეკლემ, რომელიც ახალგაზრდობაში რამდენიმე წელს ნადირ-შაჰის ვასალი გახლდათ, ეს ფორმები გამოცდილებით იცოდა» (Авалов З. Д. Присоединение Грузии к России. С. 121).

* * *

იმ წინასწარი დოკუმენტების ავტორობა, რომლებიც მომავალი ტრაქტატის შედგენისთვის იყო განკუთვნილი, თავიდან ბოლომდე რუსეთის მხარეს ეკუთვნოდა. ეს იყო თავად ხელშეკრულების, მისდამი სეპარატული მუხლ-არტიკულების პროექტები (დამატებითი არტიკულის დამატებით ქართლ-კახეთის მეფის დაგვირგვინების წესის შესახებ) და ერეკლე II ფიცითი დაპირების ნიმუში. ყველა ისინი იმპერატრიცა ეკატერინე II-ის მიერ იქნა მოწონებული 1783 წ. 17 თებერვალს რეზოლუციის დადებით «ასე იყოს» («Быть по сему») (იხ. დოკუმენტები 35-37). მომდევნო დღეს მან დაამტკიცა ბრძანების პროექტი «ქართლისა და კახეთის უგანათლებულესი მეფის ერეკლე თეიმურაზის ძის (მიღების შესახებ) მისი სამეფოებითა და ოლქებით მისი საკუთარი გულწრფელი და ნებაყოფლობითი თხოვნის მიხედვით ჩვენი მფარველობის ქვეშ, და მისი უგანათლებულესობის მხრიდან მის და მის მონაცვალეთა სახელით სრულიად რუსეთის იმპერატორთა უმაღლესი ძალაუფლების ასეთივე ძალდაუტანებელი აღიარებისა ქართლისა და კახეთის მეფეებზე». ეს ბრძანება აღნიშნულია დოკუმენტის ტექსტში როგორც წყალობის სიგელი (жалованная грамота) (იხ. დოკუმენტი 39)

ერეკლე II-ის უწინდელი წინადადებები ქართლ-კახეთის მიერ რუსეთის ხაზინაში გადასახადების გადახდისა და სარეკრუტო გაწვევებში მონაწილეობის შესახებ ტრაქტატის პროექტში გათვალისწინებული არ ყოფილა. იმპერიის ადმინისტრაციულ-საგადასახადო სისტემისადმი ამდენად მჭიდრო მიბმა (დაკავშირება) რეალურ ქვეშევრდომობას – აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთის სახელმწიფო ხელისუფლების მოქმედების სფეროში უშუალოდ ჩართვას – ვარაუდობდა. ამისთვის სანკტ-პეტერბურგში მაშინ მზად არ იყვნენ. ერეკლე II-ის სამფლობელოებში დაბინავებისთვის დასახულ ორი ბატალიონი მოწოდებული იყო აღენიშნათ მფარველობა და დაეცვათ გზა საქართველოში დარიალის ხეობის გავლით. ამასთან ერთად პროექტში დეკლარირებული საქართველოს თავადაზნაურობისა და სასულიერო წოდების ზოგადად რუსეთის სოციალურ იერარქიაში ჩართვა აჩვენებდა, რომ ორ სახელმწიფოს შორის კავშირი პროტექტორსა და პროტეჟეს შორის ფორმალური კავშირით სულაც არ იფარგლებოდა. ეკატერინე II სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ყოფნის მომავალი ზრდისა და იმპერიის მმართველ ელიტაში ქართული დიდგვაროვანი წოდების ჩართვის საფუძველს აშკარად დებდა (Алексидзе Л. Взаимоотношения Грузии с Россией в XVI-XVIII вв. С. 69. ქართველი პოლიტიკოსები და არისტოკრატები გრძნობდნენ ამ ტენდენციას რუსეთთან მომავალი უფრო მჭიდრო დაახლოებისკენ. გეორგიევსკში დადებულ ხელშეკრულებას XIX ს. დასაწყისში ისინი აფასებდნენ არა უბრალოდ როგორც პაქტს მფარველობის შესახებ, არამედ როგორც «პირველ ტრაქტატს საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ»; ისინი თვლიდნენ, რომ შეერთება უკვე ეკატერინე II-ის სიცოცხლეში მოხდა, რომელიც, როგორც ცნობილია, 1796 წ. გარდაიცვალა /იხ.: АКАК. Т. II. Тифлис, 1868. С. 373; Т. III. Тифлис, 1869. С. 120; Т. IV. Тифлис, 1870. С. 134/).

ტრაქტატის მომზადების უფლებამოსილებანი ეკატერინე II-გან გ. ა. პოტიომკინმა მიიღო (იხ. დოკუმენტი 38), რომელმაც თავის მხრივ ეს მოვალეობა კავკასიის კორპუსის სარდალს პ. ს. პოტიომკინს გადააბარა და ხელი მოაწერა ორდერს დირექტიული მითითებებით ერეკლე II-თან ტრაქტატის დადებისა და ანალოგიურ ხელშეკრულებაზე იმერეთის მეფე სოლომონ I-თან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ (იხ. დოკუმენტები 41, 42). ამ საკითხებში პ. ს. პოტიომკინის დასახმარებლად პოდპოლკოვნიკი ვ. ს. ტამარა იქნა დანიშნული (რუსულად წერია В. С. Томара, მაგრამ ქართულ ტექსტებში გვარი მოხსენიებულია როგორც «ტამარა»; ჩვენც ქვემოთ ასე მოვიხსენიებთ – ი. ხ.), რომელიც 1783 წ. მაისის შუა რიცხვებში კავკასიის ხაზიდან ტფილისს გაემგზავრა, მიჰქონდა რა ერეკლე II-თან ტრაქტატის პროექტი და პ. ს. პოტიომკინის წერილი გამოეგზავნა გეორგიევსკის ციხესიმაგრეში ორი რწმუნებული ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთვის, აგრეთვე მოემზადებინა პროვიანტი ორი ბატალიონისთვის, რომლებიც საქართველოში უნდა ყოფილიყვნენ განთავსებულნი (ერეკლე II იმედოვნებდა, რომ ჯარები უკვე ივნისში ჩამოვიდოდნენ და ის შეძლებდა ეჩვენებინა მეზობლებისთვის – უწინარეს ყოვლისა კი სპარსელებისთვის – საიმედო რუსული მფარველობის თვალსაჩინო გამოვლენა. ამ საბაბით მან მდიდრული ზეიმი დაგეგმა. მაგრამ პ. ს. პოტიომკინმა შეატყობინა მეფეს, რომ ჯარების მოსვლა მხოლოდ ტრაქტატის ხელმოწერის შემდეგაა შესაძლებელი. ქართლ-კახეთში დაბინავებისთვის განსაზღვრულ იქნა მთისა და ყაბარდოს ბატალიონები (Горский и Кабардинский батальоны) 4 ზარბაზნით, რომლებიც მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაძრულიყვნენ, როცა გზა ტფილისამდე გარემონტებული იქნებოდა: მისი ნახევარი რუსების ძალებით, ნახევარი კი – ქართველებისა /Дубровин Н. Ф. История войны и владычества русских на Кавказе. Т. II. СПб., 1886. С. 4, 5/). თავის რაპორტში ტამარამ შეატყობინა, რომ მეფის განზრახვა შევიდეს რუსეთის მფარველობაში ურყევია და რომ იგი ტრაქტატზე ხელის მოწერისთვის ემზადება. ამავდროულად ტამარა აღნიშნავდა, რომ მზადება მიდის ნელა, რამდენადაც, ჯერ ერთი, რომ ქართველებში «ამასთან ზოგადად სახელმწიფო ხელშეკრულებების დადებისას შესასრულებელი წესისა და რიგის სრული უცოდინრობაა», რის გამოც უხდებოდა მათთვის პროცედურული წესები დაწვრილებით განემარტა; მეორე, ერეკლე II, რომელიც თავისი ქვეშევრდომების მიმართ უნდობლობას განიცდიდა, ტრაქტატის ხელმოსაწერად რწმუნებულებს განსაკუთრებით დიხანს არჩევდა (იხ. დოკუმენტი 45; Дубровин Н. Ф. История войны и владычества русских на Кавказе. Т. II. С. 4). თავდაპირველად რწმუნებულებად განსაზღვრული იყვნენ კახეთის მდივან-ბეგი (მთავარი მოსამართლე) თავადი ოტია ანდრონიკაშვილი და სამეფო კარის მდივანი თავადი სულხან თუმანიშვილი. მაგრამ შემდეგ ერეკლემ შეიცვალა აზრი და რწმუნებულებად დანიშნა თავისი სიძე, მთავარი მრჩეველი ერევნის პროვინციის საქმეებში, მარცხენა ხელის გენერალი თავადი იოანე ბაგრატიონი და «ყაზახის პროვინციის ზედამხედველი» თავადი გარსევან ჭავჭავაძე, ხოლო მათ თანაშემწედ კი – თელავის სასულიერო სემინარიის რექტორი ბერდიაკონი გაიოზი (თაყაშვილი /?/, Такаова), რომელიც რუსულ ენას ფლობდა (იხ. დოკუმენტები 54, 56. მარცხენა ხელის გენერალი /სარდალი/ ქართლ-კახეთის სამეფოში ზემო ქართლისა და მუხრანის ოლქების ჯარებს მეთაურობდა, აგრეთვე ოსების ჯარსაც, მისი მეთაურობის ქვეშ იმყოფებოდნენ ქსნისა და არაგვის მეფისნაცვლები /ერისთავები/ /Дубровин Н. Ф. История войны и владычества русских на Кавказе. Т. I. Кн. II. СПб., 1871. С. 208/. მოგვიანებით გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერაში მონაწილეობისთვის ერეკლე II-მ ჯილდოდ თავად იოანე ბაგრატიონს უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობა სახლთუხუცესობა – სასახლის კარის მინისტრობა – უბოძა /Пурцеладзе Д. П. Грузинские дворянские грамоты. С. 27/). ამ ცვლილების მიზეზი ნათელი არ არის, მაგრამ, როგორც გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ მონოგრაფიული კვლევის ავტორი გ. გ, პაიჭაძე აღნიშნავდა, «ყოველ შემთხვევაში აშკარაა ის, რომ ახალი შემადგენლობა სოციალური იერარქიის თვალსაზრისით უფრო წარმომადგენლობითი გახლდათ» (Пайчадзе Г. Г. Георгиевский трактат. С. 115).

1783 წ. 28 ივნისს ერეკლე II-მ ხელი მოაწერა თავისი ელჩების რწმუნებებს, რათა «დადონ და ხელი მოაწერონ ტრაქტატს მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისა და მის მაღალ მონაცვალეთა ჩვენზე მფარველობის შესახებ და ჩემი მხრიდან ქართლისა და კახეთის მეფეებზე რუსეთის თვითმპყრობელების უმაღლესი ძალაუფლების აღიარების შესახებ» (იხ. დოკუმენტი 57). დოკუმენტი დამტკიცებული იყო მეფის ხელმოწერითა და ბეჭდით, აგრეთვე ქართლის სახლთუხუცესის თავად დავით ორბელიანისა და კახეთის სახლთუხუცესის თავად ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის ხელმოწერებით. ივლისის შუა რიცხვებში ქართველი რწმუნებულები 20-კაციანი ამალით ტფილისიდან გამოემგზავრნენ.

გვეჩვენება, რომ ქართლ-კახეთის დელეგაციის გამოგზავნის დაყოვნება გამოწვეული იყო არა მხოლოდ კანდიდატურების ხანგრძლივი შერჩევით, არამედ რუსული ენიდან თარგმნითაც, აგრეთვე ქართული მხარის მიერ ვ. ს. ტამარას ჩამოტანილი ხელშეკრულების ტექსტის გულდასმით ანალიზით. გეორგიევსკში ჩამოსვლის ჩემდეგ თავადებმა ი. კ. ბაგრატიონმა და გ. რ. ჭავჭავაძემ დასვეს მთელი რიგი საკითხებისა ტრაქტატის პროექტის მნიშვნელოვანი პუნქტების მიხედვით (იხ. დოკუმენტი 60). მათ მიუთითეს, რომ რომ მასში არ არის გაწერილი ქართველ მეფეთა ინვესტიტურის წესი რუსეთის მფარველობის დროს; ქართლ-კახეთის მეფის ტიტულად წერია არა «უმაღლესობა», არამედ შეუფერებლად დაბალი ტიტული «უგანათლებულესობა»; აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს განსაზღვრული აქვს ადგილი ყაზანის მიტროპოლიტისა და სხვა რუსი მიტროპოლიტების ქვემოთ, «რის გამოც საქართველოს სამეფოსაც რამდენადმე დამცირება ადგება»; ქართული მხარის აზრით, ტრატატში საჭირო იყო ერეკლე II-ის სრული ტიტული, მისი სამეფოს გერბისა და მისი ძალაუფლების ქვეშ მყოფ სამფლობელოთა გერბები შეეტანათ.

ეს თხოვნები და შეკამათებანი გამოუთქვეს პ. ს. პოტიომკინს, რომელიც მტკიცედ შეუდგა სანკტ-პეტერბურგში შედგენილ თავდაპირველ ტექსტში არსებული ფორმულიებებისა და დებულებების დაცვას. წამოჭრილ უანხმოებათა შესახებ მოახსენეს გ. ა. პოტიომკინს. მოლაპარაკებების უსწრაფესად დასრულებისთვის იმპერატრიცა ეკატერინე II-მ ქართული მხარისკენ გადადგა ნაბიჯი და ყველა საკითხი ერეკლე II-ის სასარგებლოდ გადაწყვიტა (კათოლიკოს-პატრიარქის შესახებ პუნქტის გამოკლებით) (აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ტრაქტატის პროექტის პირველ ვარიანტში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს რუსეთის ეკლესიის სინოდში ეძლეოდა მეხუთე ადგილი პეტერბურგის, მოსკოვის, კიევისა და, თუ არ ვცდები, ვლადიმირის მიტროპოლიტების შემდეგ; მაგრამ ამან, როგორც ჩანს, რუსი მღვდელმთავრების უკმაყოფილება გამოიწვია და საბოლოოდ საქართველოს ეკლესიის მეთაურს ჯერ კიდევ ტრაქტატის პროექტში მერვე ადგილი განუსაზღვრეს ტობოლსკელი მღვდელმთავრის შემდეგ, სანაცვლოდ ჩაიწერა, რომ მას ეს ადგილი ეძლევა სამუდამოდ, რაც გარკვეულ წილად ხარისხის დაწევის გამო კომპენსაციას წარმოადგენდა. ამის შესახებ წერს პროფესორი იასე ცინცაძე თავის წიგნში «1783 წლის მფარველობითი ტრაქტატი» /თბილისი, 1960 წ./ – ი. ხ.).

(დასასრული იხ. ნაწილი II)