Monday, April 29, 2013

ეროვნული უსაფრთხოების ერთი აქტუალური საკითხის შესახებ


(წერილი დიდი შემოკლებით გამოქვეყნდა გაზეთ “საქართველოს” 2004 წლის 20 იანვრის ნომერში. ამის გამო მაშინ რედაქციას ვთხოვე და ხელნაწერი უკან დამიბრუნეს 1-ლი და მე-2 გვერდების გარდა, რათა სხვაგან ან სხვა დროს დამებეჭდა იგი სრულად. ახლა მომეცა ამის შესაძლებლობა და ქვემოთ წერილი მოყვანილია სამ ნაწილად: პირველ ნაწილში მოცემულია წერილის დასაწყისი გაზეთში გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით, მეორეში გაგრძელება ხელნაწერის მიხედვით იქამდე, რაც გამოქვეყნდა მაშინ გაზეთში, და იქვეა მოყვანილი რედაქციის მიერ გაკეთებული მცირე ჩამატებაც ბრიტანულ ჟურნალ The Economist-დან, ხოლო მესამე ნაწილი კი წარმოადგენს თავდაპირველი ხელნაწერის შედარებით ვრცელ ტექსტს, რომელიც მაშინ გაზეთში ვერ იქნა გამოქვეყნებული საქართველოს სახალხო ფრონტის ხელმძღვანელის ბ-ნ ნოდარ ნათაძის მისდამი უარყოფითი დამოკიდებულების გამო. ახლა ბლოგის მკითხველს ეძლევა შესაძლებლობა თავად შეაფასოს მისი ავ-კარგი და საკითხისადმი თავისი შეხედულებაც უფრო კარგად ჩამოიყალიბოს ან განიმკტკიცოს)

სამხედრო სფეროშიც, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა დარგში სპეციალისტების ჩამოყალიბება და განვითარება ხდება თანდათანობით – მარტივიდან რთულისკენ. მსოფლიოს წამყვან სამხედრო სახელმწიფოებში სახმელეთო ჯარების ოცეულების, ასეულების, ბატალიონების, პოლკების, ბრიგადებისა და დივიზიების ორგანიზაცია, შეიარაღება და საბრძოლო მოქმედებები შედის ტაქტიკის სფეროში; სამი-ექვსი საბრძოლო დივიზიისა და უზრუნველყოფის ერთეულებისგან შემდგარი საარმიო კორპუსებისა და მათი ზემდგომი საველე არმიების მოქმედებები – ოპერატიული ხელოვნების სფეროში, არმიების ჯგუფის (ფრონტისა) და თეატრზე სარდლობის, აგრეთვე თეატრებსშორისი ურთიერთმოქმედების საკითხები კი – სტრატეგიის სფეროში.

აშშ არმიაში დივიზია წარმოადგენს უმაღლეს ტაქტიკურ შენაერთს და მას მეთაურობს გენერალ-მაიორი, საარმიო კორპუსი – ოპერატიულ-ტაქტიკურ შენაერთს (გენერალ-ლეიტენანტი), საველე არმიები კი მშვიდობიანობის დროს მხოლოდ ნომინალურ დონეზე ფუნქციონირებენ. ევროპულ ომის თეატრზე ნატო-ს კოალიციური ძალების უმაღლესი მთავარსარდლობა ეკუთვნის აშშ სახმელეთო ჯარების სრულ გენერალს. აი ასეთი რანგის სამხედრო სპეციალისტები საქმიანობენ ნებისმიერი ქვეყნის ტაქტიკის, ოპერატიული ხელოვნებისა და სტრატეგიის სფეროებში.

როდესაც ლაპარაკობენ ეროვნული უსაფრთხოების, ომისთვის ქვეყნის მომზადებისა და სამობილიზაციო ღინისძიებათა გატარების შესახებ, აქ სამხედრო სპეციალისტებთან და ამ დარგის სამოქალაქო ექსპერტებთან ერთობლივად და კოორდინირებულად უნდა მუშაობდნენ საგარეო ურთიერთობების, სპეცსამსახურების, ეკონომიკის, სამოქალაქო თავდაცვის, განათლების, ჯანდაცვის, ეკლესიისა და სხვა სპეციალისტებიც.

რაც შეეხება გეოსტრატეგიას, გეოპოლიტიკას, გეოეკონომიკასა და სხვა მომიჯნავე დარგებს, აქაც სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად უნდა საქმიანობდნენ შესაბამისი განათლების, ცოდნისა და გამოცდილების მქონე კვალიფიციური სპეციალისტები. ჩვენთან კი ვხედავთ საპირისპიროს: დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში “გულაობის” მოსურნე ქართველი ახალგაზრდები და “ძველგაზრდებიც”, სამხედრო საქმის ისტორიის, მისი თანამედროვე მდგომარეობის, ტაქტიკისა და ოპერატიული ხელოვნების შესწავლის გარეშე პირდაპირ მიადგებიან სამხედრო სტრატეგიის, გეოსტრატეგიის, გეოპოლიტიკის შესახებ გამოქვეყნებულ ლიტერატურას და სათანადო საფუძვლების არქონის გამო, ჯერ ერთი, ვერც ამ დარგს ითვისებენ, და მეორეც, დასავლელი ავტორების გავლენის ქვეშ მოქცეულები, საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან ამომდინარე კი არ აფასებენ შემოთავაზებულ მოდელებსა და სქემებს, არამედ ამ დასავლური მოდელებისა და სქემების საქართველოსა და ქართული საზოგადოებისთვის თავზე მოხვევით არიან დაკავებულნი.

გაგრძელება ხელნაწერიდან:

ეს მოვლენა ჩვენთვის ახალი არ არის. XIX საუკუნეშიც იყვნენ ჩვენს ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც “დაწინაურებული ევროპის” პრაქტიკისა და გამოცდილების საქართველოში თითქმის პირდაპირ გადმოტანისკენ ისწრაფვოდნენ. წლების განმავლობაში ჩვენი სულმნათი ილია ჭავჭავაძე (წმ. ილია მართალი) დაჟინებით ეკამათებოდა ასეთ ადამანებს (ნიკო ნიკოლაძით და წყებული და ნოე ჟორდანიათი დამთავრებული), რომ ნებისიერი ევროპული (დასავლური) მოდელის, გამოცდილების ან ცოდნის ჩვენს ქვეყანაში გადმოტანა უნდა ხდებოდეს მხოლოდ მისი კარგად შესწავლის, ავისა და კარგის საფუძვლიანად გარკვევისა და ჩვენი ეროვნული ცნობიერების ქარ-ცეცხლში გატარების შემდეგო. და სწორედ წმ. ილია მართალი გვიჩვენებდა და დღესაც გვიჩვენებს ჩვენი ეროვნული მოთხოვნილებების, საჭიროებათა და ინტერესების პრიორიტეტების არჩევისა ცხოვრებაში განუხრელად გატარების ნათელ მაგალითებს.

ამის საპირისპიროდ, მაშინაც და დღესაც, იოლი და მსუყე ლუკმის გადაყლაპვის მოსურნე მედროვენი საკუთარი პირადი გამორჩენის მიზნით, არად დაგიდევენ ქვეყნის ინტერესებს და საქართველოს თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების სფერო საკუთარი კარიერისა და კეთილდღეობის სამსახურში ჩაუყენებიათ. მათ შორის ამჯერად გვინდა დავასახელოთ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციიდან “მშვიდობის, განვითარებისა და დემოკრატიის ტავკასიური ინსტიტუტიდან” (მოკლედ “კავკასიური ინსტიტუტი”) ამობარტყებული და ამოფრენილიასეთი მედასავლეთე მედროვე კარიერისტი დავით დარჩიაშვილი, რომელიც ჩვენი საზოგდოებისთვის ნამდვილად არ უნდა იყოს უცნობი პირი, ვინაიდან თავადაც აქტიურად ცდილობს საკუთარი პიროვნების წარმოჩენასა და საკუთარი აზრების საჯროდ გამოტანას.

ამ ადამიანს ნამდვილად არ გააჩნია ის ცოდნა, რომელიც აუცილებელია ეროვნული უსაფრხოების სფეროში კვლევების წარმოებისთვის, თუმცა კი სხვა დარგებთან ერთად მასაც შესჭიდებია, და გრანტების, თანამდებობებისა და მატერიალური კეთლდღეობის მიღების სურვილით შეპყრობილი თავისივე ნებით გადაქცეულა უცხოელი სპეციალისტების მიერ შემუშავებული გეოპოლიტიკური სქემებისა და მოდელების ქართული საზოგადოებისთვის თავზე მომხვევ, ხოლო საკუთარი ქვეყნის ნამდვილი ინტერესებისა და უფლებების დამთრგუნველ ერთერთ ჭანჭიკად.

ამის საილუსტრაციოდ მოვიყვანთ 2000 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ დავით დარჩიაშვილის წიგნს “პოლიტიკოსები, ჯარისჯკაცები, მოქალაქენი” (საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ანალიზი). ჩვენ არ შევუდგებით ამ სქელტანიანი ნაშრომის მთლიან ანალიზს; მართალი რომ ვთქვათ, ამის სურვილი არც გაგვაჩნია, მაგრამ ავტორის მიერ დასაწყისშივე გამოტანილ ზოგიერთ ცალკეულ მომენტს კი გამოვყოფდით.

სახელდობრ, წიგნის 32-ე გვერდზე ვკითხულობთ: “ლიბერალიზმისთვის, რომელიც დასავლური ცივილიზაციის მსოფლმხედველობრივი ქვაკუთხედია, ეკონომიკაში უსაფრთხოების პოლიტიკის ობიექტი არსებითად მხოლოდ ლიბერალური საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგია. ლიბერალური ლოგიკით, საერთაშორისო ეკონომიკური სისტემის ის მონაწილეც, რომელიც წაგებული რჩება, საერთო თამაშის მონაწილეა. ეროვნული ეკონომიკის პრობლემათა უსაფრთხოების პოლიტიკის საგნად წარმოჩენა საერთაშორისო თამაშის წესების შეცვლად აღიქმება და დაგმობილია. მეორე მხრივ, ლიბერალიზმისთვის უსაფრთხოების პოლიტიკის თემად შეიძლება სწორედ ლიბერალური ეკონომიკური რეფორმის მხარდაჭერა იქცეს.

მაგრამ რამდენადაც უსაფრთხოების პოლიტიკაში დიდია სუბიექტური აღქმების, ისტორიულად ჩამოყალიბებული სტერეოტიპების, კონკრეტული სოციუმისა და მისი ელიტის პოლიტიკური კულტურის როლი, მთელი რიგი ქვეყნების უსაფრთხოების დისკუსიაში შიდა ბაზრის დაცვას, კულტურულ იდენტობას, რელიგიას, ტრადიციების შენარჩუნებას სოლიდური ადგილი უკავია, რუსეთის პოლიტიკოსთა და მკვლევერთა მნიშვნელოვანი ნაწილის აზრით, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა მოიცავს კულტურულ, დემოგრაფიულ, გენეტიკურ და სხვა სექტორებს; ეკონომიკურ საფრთხედ აღიქმება ისეთი მოვლენები, როგორიცაა “უცხოელთა მიერ შიდა ბაზრის დაპყრობა”, “ზნეობის დაკარგვა”; უსაფრთხოების ობიექტი ხდება “სოციალური და ინდივიდუალური ქცევის მყარი ფორმები, ფასეულობათა სისტემა, რომელთა “დანგრევა თვითმყოფადობის დანგრევას მოიტანს”...

თანამედროვე ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრისთვის ასევე არ არის უცხო მტკიცება, რომ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებში, რომლის გამოც უდიდესი მსხვერპლი შესაძლებელია, შედის კულტურული თვითმყოფადობა და სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურა. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არის ძალები, რომელთა შემთხვევაშიც მსგავსი შეხედულებები აშკარად ანტიდემოკრატიული ელფერისაა”.

შემდეგ 33-ე და 34-ე გვერდებზე ავტორი წერს: “უსაფრთხოებისა და საერთოდ პოლიტიკის სფეროში ყოველ აქციას რეაქცია მოსდევს. კონკრეტული პოლიტიკური ერთობის მიერ კულტურის, ტრადიციების, დემოგრაფიული და მიგრაციული პროცესებისა თუ ეკონომიკის რადიკალური “გაუსაფრთხოება” სხვათა მიერ შესაძლოა მტრულ ნაბჯებად აღიქმებოდეს. თუ ეს “სხვა” უშუალო მეზობელი, საერთაშორისო თანამეგობრობა, ან თუნდაც საკუთარი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია. ასეთმა უსაფრთხოების პოლიტიკამ შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიღოს.

1998 წლის 13 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩატარებულ სემინარზე, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას მიეძღვნა, საქართველოს უსაფრთხოების საკითხებში საერთაშორისო ჯგუფის წევრებმა გენერალმა გარი ჯონსონმა (გაერთიანებული სამეფო) და დევიდ ოკმანეკმა (აშშ) აღნიშნეს, რომ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ამსახველი დოკუმენტი არ უნდა მოიცავდეს სოციალური ცხოვრების ყველა სფეროს; ეროვნული უსაფრთხოების რიტორიკა ხელს უნდა უწყობდეს სტაბილურობას, კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და საზოგადოებრივ ტოლერანტობას.

ასეთია უსაფრთხოების ცნებისა და პოლიტიკისადმი დასავლეთის მიდგომა და ვინც ევროატლანტიკურ უსაფრთხოების არქიტექტურაში ინტეგრაციაზე ფიქრობს, ამ სივრცეში ლიბერალური შეხედულებების დომინანტობა უნდა გაითვალისწინოს”. (ციტატის დასასრული)

რედაქციის მიერ ჩამატებული ტექსტი:

მოვიყვანთ ადგილს მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო ჟურნალიდან “The Economist”, სადაც ცალსახად წერია, თუ რა არის პრიორიტეტული ამერიკის საგარეო და საშინაო პოლიტიკისთვის: ესაა ეროვნული ინტერესები.

ილუზიაა იმედის ქონა, რომ სუპერძალა (იგულისხმება აშშ) მოუწონებს თავის ისეთ ინსტიტუტთა დაცვას და ისეთ კავშირთა ერთგულებას, რომელთა ჯამური ეფექტი მას შეაფერხებს საკუთარი სასიცოცხლო ინტერესებისთვის ბრძოლაში (The Economist, 22.11.2003, გვ. 11)”. (ჩამატების დასასრული)

როგორც ვხედავთ, დასავლელი ავტორების კვალდაკვალ, ბ-ნ დარჩიაშვილის აზრით, ქვეყნის ეკონომიკური და სხვა ინტერესები უნდა დაექვემდებაროს დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების და მათი პოლიტიკის წარმმართველი კულისებსმიღმა საერთაშორისო ძალების მიერ დანარჩენი მსოფლიოსთვის თავსმოხვეული თამაშის წესებს, და იქვე ჩადებულია, რომ წაგებული მოთამაშეც ისეთივე მოთამაშეა და მასაც ადგილი აქვს “დიდ საჭადრაკო დაფაზე”.

როგორც საკუთარი ქვეყნის გულშემატკივარმა ერთმა ქართველმა ფინანსისტმა (ჩვენმა მეგობარმა, ბ-ნმა დავით გურგენაშვილმა) განგვიმარტა, 1996-98 წლებში საქართველოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი შეადგენდა 1 მლრდ. ლარზე ცოტათი მეტს, და მაშინ ეს თანხა უტოლდებოდა 700-750 მლნ. ამერიკულ დოლარს. ამავე წლებში ჩვენში სულ უფრო მყარად მოიკიდეს ფეხი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა, რომელთა რეკომენდაციების შედეგად (მათ შორის სახელმწიფო ხაზინის შექმნაზე, რომელიც შემდეგ კორუფციის ბუდედ გადაიქცა) ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და თუმცა კი დღესდღეობით ჩვენი წლიური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი ისევ 1 მლრდ. ლარის ფარგლებშია, მაგრამ ეს თანხა უკვე შეადგენს დაახლოებით 450 მლნ. ამერიკულ დოლარს. ანუ თუნდაც 1996 წელთან შედარებით დღეისთვის საქართველოს ბიუჯეტი შემცირებულია 250-300 მლნ. ამერიკული დოლარით. ასეთია წაგებული მოთამაშის ხვედრი, სამაგიეროდ იგივე საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები 20-30 მლნ. დოლარის კრედიტს გვაძლევენ და იმასაც გვკარნახობენ, თუ როგორ დავხარჯოთ იგი.

მეორეს მხრივ, წაგებულია საქართველო შიდა კონფლიქტების დარეგულირების სფეროშიც. სამაგიეროდ თავისივე ქვეყნის უბედურებაზე ხელის მოთბობას მიჩვეულ ქართველ მოხელეთა ერთი ნაწილი, არასამთავრობოები და ჟურნალისტები სისტემატიურად დადიან ჟენევასა და სხვა ქალაქებში, მონაწილეობენ სხვადასხვანაირ ღონისძიებებში, ერთობიან, ისვენებენ, ხოლო შემდეგ კი თბილისში ჩამოსულები ტელევიზიითა და პრესით უყვებიან ქართულ საზოგადოებას, თუ როგორ გულდაგულ იბრძოდნენ მორიგ სამიტზე აფხაზეთიდან თუ შიდა ქართლიდან წამოსული დევნილების ინტერესების დასაცავად, როგორი სასიკეთო ძვრები დაისახა სამომავლოდ და ა. შ. და საერთაშორისო თამაშში წაგებული ქვეყნის ეს “მოგებული” მედროვეები მორიგი ტყუილებით “აიმედებენ” ქართულ საზოგადოებას. და ეს ყოველივე ბ-ნ დარჩიაშვილს მისაღებად მიაჩნია, ვინაიდან იგი ევროატლანტიკურ სივრცეშია მიღებული და მას ხომ ამ სივრცეში მთელი ქვეყნის შეყვანაც სურს.

გაზეთში ვერგამოქვეყნებული ნაწილი წერილისა:

ამის საპირისპიროდ გვინდა მოვიყვანოთ ამონარიდები რუსი ავტორის გიორგი ემელიანენკოს წიგნიდან “რუსული აპოკალიფსისი და ისტორიის დასასრული” («Русский Апокалипсис и конец истории»), რომელიც გამოიცა სანკტ-პეტერბურგში 2001 წელს. დასაწყისშივე ვიტყვით, რომ იგი არის რუსი ნაციონალისტი, რომელსაც სტკივა დასავლეთისგან რუსეთისადმი მიყენებული ზიანი და სატკივარი, მაგრამ რუსეთისადმი იგი არ არის სათანადოდ თვითკრიტიკული და მის წიგნში რუსეთის იმპერიის უპირობო სამართლიანობისა და სხვა ხალხების არდაჩაგვრის შესახებ გამოთქმული შეხედულებები ჩვენთვის მიუღებელია. მაგრამ ჩვენს წერილში, მისი სათაურიდან და ძირითადი თემიდან ამომდინარე, ამჯერად მათ არ შევეხებით. ეს სხვა საუბრის თემა გახლავთ.

რაც შეეხება ავტორის ცოდნასა და კვალიფიკაციას, გიორგი ემელიანენკო, როგორც წიგნის შესავალშია ნათქვამი, გახლავთ ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, რომელიც იკვლევს ადამიანის თავის ტვინის ნახევარსფეროების ფუნქცური ასიმეტრიის განვითარებას. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროში შედის: ანთროპოლოგია და ფსიქოლოგია, ტვინის ენები, ფორმალური ენები, ფსიქოლინგვისტიკა, ფორმალური ლოგიკა, ინფორმატიკა, სემიოტიკა, სისტემური ანალიზი, ენტროპიული პროცესები ბიოლოგიურ და სოციოლოგიურ სისტემებში. უკანასკნელი 13-15 წელიწადია სწავლობს სახარებასა და წმინდა მამათა სწავლებას ადამიანის, ეკლესიისა და სულის ცხონების შესახებ.

ჩვენ ამ წერილში ვერ შევეხებით ბ-ნ გიორგი ემელიანენკოს წიგნში გამოთქმულ ყველა მოსაზრებას, რაც საყურადღებოდ მიგვაჩნია. მხოლოდ შევეცდებით გადმოვცეთ ზნეობისა და ეკოლოგიის პრობლემების ავტორისეული გააზრება, რაც მჭიდროდ არის დაკავშირებული დღევადელი რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სფეროსთან და რომელიც ბ-ნ დარჩიაშვილს (დასავლელი ავტორების კვალდაკვალ) საყურადღებოდ არ მიაჩნია. ჩვენ კი მივყვეთ რუსი მართლმადიდებელი ნაციონალისტის ამ გულისტკივილს და იქნებ მასში ჩვენთვისაც მისანიშნებელი რამ აღმოვაჩინოთ.

ზნეობის საკითხისადმი მიძღვნილ თავში “დედა-სამშობლო”, ავტორი აღნიშნავს, რომ დასავლეთის მიერ ახლა მოწყობილი საზოგადოებრივი პირობები აქამდე უნახავი მასშტაბებით ანადგურებს და გენეტიკურად რყვნის რუსი ქალწულებისა და ახალგაზრდა ქალების ბუნებას. თუკი დედა რუსეთის ქალურ ნახევარს ართმევენ ახლა ქალწულებს, მის მამაკაცურ ნახევარს უტარებენ სამშობლოს წინადაცვეთას. აი, მისტიკური პოზიციიდან და ფაქტიურადაც, ზუსტი განსაზღვრება იმისა, რაც ხდება დღეს რუსეთში.

გამოვერკვეთ რუსო მამებო, სახელმწიფო და სამხედრო მღვაწენო: ცნებები სამშობლო, პატრიოტიზმი – უბრალოდ მირაჟია ქალური უკეთესი ნახევრის ქალწულებისა და ზნეობრიობის გარეშე, რომელიც არის კიდეც ჩვენი ცოცხალი დედა-სამშობლო. მის გარეშე ყველანაირი პატრიოტული შეძახილები სამშობლოს აღორძინებაზე – წრიპინია მღაღადებლისა უდაბნოში.

რადგანაც – არ რისგან, არამედ მ ი ს გ ა ნ იწყება სამშობლო: ცოცხლდება, ისხამს მშობლიურ ხორცს (და არა ზოგადსაკაცობრიოს!), იძენს ზნეობრიობას... და სულ, სულ: ოჯახში, ერთგულ ქმართან ერთად! ოჯახი კი შეგახსენებთ – პირველი ქვაა საზოგადოების საძირკველში. ეს გახლავთ ყოფიერების განუხრელი და უნივერსალური კანონი. ამიტომ თავის უკეთეს ნახევარს, როგორც საკუთარ ნეკნებს (რისგანაც ქალები წარმოიქმნენ) – მამაკაცები უნდა უფრთხილდებოდნენ და იცავდნენ სამკვდრო-სასიცოცხლოდ, მთელი შეიარაღებული ძალებით, და უწინარეს ყოვლისა – დასავლეთისგან. მხოლოდ მაშინ აღორძინდება ნიადაგი პატრიოტიზმისთვის, ხოლო ახლა კი იგი ფეხით ითელება მომთაბარეთა უცხო ლეგიონების მიერ.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელმაც შვა კაცობრიობის მაცხოვარი, იყო დედა ეკლესის წინამორბედი. მის ხატად და სგავსად ჩვენი ქალწულ-საცოლეებისგან უნდა წარმოიშვებოდნენ მეუდაბნოე მამები და უბიწო ცოლები – მშვიდობისმყოფელები, რომლებიც იხსნიან თავის ხალხს. რუსი ქალწული, ცოლი – ამ ქვეყნის ცოცხალი სიწინდე და მშვიდობისმატარებელია, შეუღწეველი საფარველი, რომელიც იცავს ქმარს. უ ი მ ი ს ო დ ჩვენს უზარმაზარ ნავს ვერ ავწევთ, არმია დარჩება ზურგის გარეშე.

გავიხსენოთ უდიდესი მეომრის – გენერალისიმუს ა. ვ. სუვოროვის სიტყვები: ჩემი ქალიშვილის ქალწულება ჩემთვის სიცოცხლეზეც ძვირფასია და საკუთარ ღირსებაზეც.

შეხედეთ მთელს მუსლიმანურ აღმოსავლეთს, აღმოსავლელ ცოლს, რომელსაც ბაგეებიც შეხვეული აქვს, სახეც ნახევრად დაფარული, თვალებიც ყველთვის დაბლა დაშვებული, და არც საუბრის უფლება ეძლევა, ქუჩაში თუ სტუმრებთან სახლში. რა არის ეს?

არ მიიღო რა ქრისტესგან ქალწულ-ცოლის ორმაგი ღვთაებრივი დაცვა (წმინდა დედა ეკლესიისა და მცირე ეკლესიის – მართლმადიდებელი ოჯახის), მამაკაცური აღმოსავლეთი უბრალოდ იძულებულია მთელი თავისი ადამიანური ძალებით იცავდეს ქალწულ-ცოლს მაცდური ეშმაკისგან. არსებითად აღმოსავლეთის მამაკაცებმა სამუდამოდ ჩააცვეს თავიანთ ქალურ ნახევარს მშობლიური ენისადმი, ესე იგი თავიანთი თავისადმი ერთგულების ტოტალური ქამარი. და კანონზომიერია, რომ მათ გადააჭარბეს ამაში, დააკაბალეს რა თავიანთი ცოლები. ასე გააფთრებით მოქმედებს გაშიშვლებულ-ფიზიოლოგიური სახით მშობლიური ენის, სარწმუნოების, ერის, კულტურის შენარჩუნების მეომრული ინსტინქტი. აღმოსავლეთის მამაკაცები ასე ამბობენ: თუკი დასავლეთი შემდგომშიც გააგრძელებს თავისი გარყვნილებისა და პორნოგრაფიის ჩვენთვის თავზე მოხვევას, რათა აღმოსავლელმა ქალწულ-ცოლმა ჩადრი მოიხადოს, მაშინ ჩვენ ყველანი სასიკვდილოდ თავს გადავდებთ და გავანადგურებთ მტერს! აღმოსავლეთში გამოცდილებით, ინტუიტიურად იციან: ქალწულების, ცოლისა და ოჯახის, როგორც მშობლიური ენის – ხალხის საფუძვლის საყოველთაო დაცვის გარეშე ისინი მაშინვე გაირყვნებიან და ყოველივეს დაკარგავენ. აღმოსავლეთი კი – ფაქიზი საქმეა, და შესაძლოა მან უკეთ იცის, ვინაიდან მდებარეობს ედემთან ახლოს, სადაც მოხდა კიდეც პირველი დაცემა.

შევიგნოთ. ევას მეშვეობით მაცდურმა ადამი გამოიყვანა სამოთხიდან დედამიწაზე, ქ ა ლ წ უ ლ ი ს მეშვეობით კი: ჩვენი ქალიშვილებისა და ცოლების – დღესაც აღგვის პირისაგან მიწისა რუს მამაკაცებს. გადაარჩინეთ ქალიშვილები და ცოლები, რომლებიც მხურვალებისგან იწვებიან ბაბილონის აალებულ კედლებში – ამ უნახავი ინტერნაციონალური გარყვნილებისგან მშობლიურ ქვეყანაში.

წიგნის სხვა თავში – “არსებობს ეკოლოგია მხოლოდ ოჯახისა!”, გიორგი ემელიანენკო დასაწყისშივე ამბობს, რომ განუკურნებელი დაავადებებისა და გლობალური კატასტროფების ჯაჭვური რეაქცია – ოჯახის ნგრევის შედეგებია.

ცნობილი ჰენრი კისინჯერი საქმეებისგან ჩამოშორების შემდეგ ასე აჯამებდა მსოფლიო შედეგებს: ჰო, ჩვენი ცივილიზაცია, რომელიც განწირულია აულაგმავი მომხმარებლობისთვის მალე უნდა დაიღუპოს. ასეთ აღმოჩენებს იძლევა პრაქტიკულად ყველა ძლიერი ამა სოფლისა. ეს ნიშნავს, რომ კულისებსმიღმა ძალებსა და მსოფლიო პოლიტიკას მართავს თავად ბოროტი – ადამიანთა მოდგმის მტერი ანუ დედამიწაზე სოცოცხლის ტერმინატორი ამერიკულად. მან მაღალგანვითარებულთა ხელით ყოველივე ეს დამართა დედამიწას, ახლა კი გლობალიზაციას უტარებს მათ.

ყველა ადამიანი – ბიოლოგიური შავი ხვრელია, რომელიც მოიხმარს პლანეტის ცოცხალ სივრცეს. მაგრამ მომხმარებელიც არის და მომხმარებელიც. გასულ ათწლეულებში ეკოლოგებმა დაითვალეს, რომ ერთი მერსედესი, მაგალითად, მისთვის აუცილებელი მასალებისა და რესურსების მიხედვით ასეულობით ჰექტარი გამოწოვილი და გადამწვარი მიწის ტოლია. თვით მწვანე მეცნიერებიც კი იძულებული არიან აღიარონ, რომ ამერიკა წარმოადგენს მსოფლიო ენტროპიის ცენტრს.

ეშმაკეული ძალადობის მიზანი იყო და რჩება უმანკოება, ქალწულება პლანეტის მთელ ქალობრივ-ბავშვურ ბუნებაში. ამით ნადგურდებოდა ადამიანის ზნეობრიობა, სირცხვილი, სინდისი, გულმოწყალება. ასე ეცლებოდა ყოფიერების უმანკოებრივი საფარველები და დესაკრალიზებული მსოფლიო თავხედური ხდებოდა.

ყოფიერების ფუნდამენტური ქვის – ოჯახის დარბევის შემდეგ ბოროტმა უკვე დიდი ხანია ყველა ქალწული და ქალი გამოაგდო ქუჩაში, სოცსოუსში, ბარიკადებსა და ტრიბუნებზე, ლუციფერისეულ განათლებაში, სოცპანელზე, შვილების დამღუპველი სახელმწიფო-მშთანთქავის მონურ სამსახურში. ამიტომ უკვე აღარ არსებობს თავდაპირველი წყობილება და მარადიული ფუძემდებლური არქეტიპები: საცოლის, ცოლის, დედის, ქალიშვილისა და ვაჟიშვილის.

ემანსიპირებული ქალების დანგრეული ბუნებიდან მამაკაცური ცივილიზაციის ატმოსფეროში უკვე გამონთავისუფლდა ძლიერი და უმართავი სტიქიები და ვნებები. ახლა არ უნდა მოველოდეთ მოწყალებას მათი სუსტი ბუნებისგან. მაღალგანვითარებულმა ქალმა დაკარგა საყრდენი ერთგულ ქმარ-მეომარზე და ამიტომ გვარის გაგრძელების ქალური ინსტინქტი მასში ეცემა და სულ უფრო მეტ სიჩქარეს კრეფს ბაბილონელი მეძავის კოსმოსურ უსაზღვროებაში.

პირველად ისტორიაში განათლებული ევა პლანეტაზე დარჩა სულ მარტო. ადამი საბოლოოდაა გარყვნილი, ძირს განრთხმული და საკუთარი თავისკენ მიბრუნებული, შვილები კი ჩამოართვეს და საზოგადოების მოხმარებაზე გადასცეს. მას აღარაფერი დარჩა, მაგრამ სრულიად თავისუფალია!

კატებმა კნუტების დაცვისას არ იციან შიშის გრძნობა. როგორი უშიშობისა და როგორი შურისძიების დემონ-სტრირებას დაიწყებს ახალი ამაზონი ქალების განათლებული ტომი, წინასწარ წარმოდგენა შეუძლებელია. აქ ხომ კატების არ არის... აქ ჩვენი მამაკაცური ლოგიკა არ მოქმედებს. რჩება მხოლოდ მითის ლოგიკა.

ცოდნის სხვადასხვა სფეროში ჩატარებული შესანიშნავი გამოკვლევები საშუალებას აძლევს მეცნიერებას გააკეთოს ჭეშმარიტად გინეკოლოგიური აღმოჩენა. კაცობრიობა – ეს არის კოლექტიური არსება, როგორც ატმოსფერულ პლაცენტაში მცხოვრები დიდი ბ ა ვ შ ვ ი, ხოლო ამ პლაცენტას კი ისეთივე ფუნქციები და როლი აქვს, როგორიც დედის საშოს. დღეს ჩვენი ბიოკოსმოსური საფარველი მთლიანად სისხლიანი ჭრილობებითაა დასერილი, ძლივსძლივობით, უკანასკნელი ძალების მოკრებითღა ინარჩუნებს და ითმენს ასეთ დიდ ნაყოფს – პარაზიტსა და გარყვნილს.

წარმოვიდგინოთ, რომ ჩვილმა დედის წიაღში უეცრად დაიწყოს სწრაფად ზრდა, გახდეს აქტიური, რაციონალური და შობის ვადამდე დიდი ხნით ადრე რაიმენაირად გადაკვნიტოს და გაწყვიტოს თავისი ჭიპი – სიცოცხლის მომცემთან ურთიერთობის ენა. ხოლო შემდეგ კი ცხოვრობდეს და თავის ფასეულობებს ამრავლებდეს. ხოლო ბ ა ვ შ ვ ი ს თ ვ ი ს კი დედის წიაღს წარმოადგენს ბიოატმოსფერული პლაცენტა, რომელიც სიყვარულით შექმნა შემოქმედმა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის რუსულ სახლში ბნელი ლუციფერული ღამე მოაწყვეს და დასავლეთი ეშმაკეული სახით ეწევა უკანასკნელ ნადირობას ჩვენს შვილებზე. მილიონობით რუსი ქალწული გამოგდებულია მსოფლიო პანელზე, დედაქალაქების ბორდელებში და საერთაშორისო ტრასების გასწვრივ – დედა რუსეთის უბიწოების გასაყიდად.

რატომ არის ჩვენში აბორტების ასეთი უნახავი აფეთქება? რას უკეთებენ ქალებს დედა რუსეთის შეგინებულ და დარბეულ სახლში? აშკარაა, რომ დიდ დედილოს მის წიაღში უკვე დაეწყო დედისა და შვილის აპოკალიფსისი – ზოგადსაკაცობრიო მუცელსმოწყვეტილის მოლოდინში.

გიორგი ემელიანენკო გვახსენებს, რომ თავდაპირველად ბოროტმა ინფორმაცია მიაწოდა ჩვენს ხორცს (წმ. მამების სიტყვით – ჩათესა). შემდეგ იგი დიდხანს სწავლობდა თავის ხორციელ ენას, ხოლო იმ დღიდან სამუშაო წესით ადამიანთა უეთიერთობა ბოროტ სულებთან არც შეწყვეტილა. უკანასკნელ 200 წელიწადს ქალურ ხორცს ანათლებდნენ უკვე პროფესიულად: სოცპანელზე უტარებდნენ ემანსიპაციას, უცხო ენათა ინსტიტუტში – ფემინიზაციას და საბოლოოდ ჩამოაყალიბეს მდგომარეობის ბატონ-პატრონად. მამაკაცურ ხორცს კი უტარებდნენ რეფორმაციას, გილიოტინიზაციას, წინაუცვეთდნენ და ატარებდნენ რევოლუციების სისხლში, ააღორძინებდნენ დიდი სამეცნიერო აღმოჩენების ეპოქითა და მაღლა აჰყავდათ მათი ტექ-პროგრესით. გასულ საუკუნეში კი ცდუნებული და განათლებული ხორცი უკვე თავად აცდუნებდა გ ო ნ ე ბ ა ს, საბოლოოდ რყვნიდა მას.

თანამედროვე ევას (განათლებული ქალების) გამოსავლის არმქონე ტრაგედია ახლა იმაში მდგომარეობს, რომ მისი ადამი თავით არის ჩაშვებული ხსნარ-სოციუმში: ფირმაში, ყუთში, გაზეთში, თავის თავთან სიყვარულში... იგი უკვე კლონირებულია – გამოყვანილია მისი (ქალის) გარეშე, მთელი მსოფლიოს მიერ – ქილაში! ადამი ხომ აიღეს და შექმნეს მიწისგან. და ახლა იგი ისტორიის მიწურულში ბრუნდება კიდეც უკან, დამიწებულ სამოთხეში... მაგრამ ევამ ერთხელ უკვე გამოიყვანა ადამი სამოთხიდან – გამოიყვანს ახლაც... დაკარგულს.

თანამედროვე ევას უგუნურება შეუდარებლად უფრო საშიშია, ვიდრე ადამისა, რომელსაც უკვე დიდი ხანია ჩამოუყალიბდა თვითკმარობის სრული ილუზია: დღეს მას ეკუთვნის მსოფლიო ძალაუფლება და ნებისმიერი შესაძლებლობანი.

ვინაიდან დასავლელი გაკათოლიკებული ქმარი ადამი ხდებოდა სულ უფრო ამაყი, ხარბი და მშიშარა, ამიტომ მას არანაირად არ შეეძლო დარჩენილიყო ევასთან, რომლის ბუნებაც ღრმად კონსერვატიულია, ხოლო ევას უარყოფით კი ადამი უარყოფდა და ანადგურებდა საკუთარ თავსაც, ვინაიდან იგი მისი ნეკნისგან არის შექმნილი. ევაზე ძალადობითა და მისი დამცირებით ადამი საკუთარ თავსაც ანგრევდა. ევას გარეშე ადამის ყველა საქმე დედამიწაზე უტოპიაა, მხოლოდ ნახევარწრეა, რომლის მეორე ნახევარიც სწორედ ქალის მეშვეობით უერთდება პირველს. ასე ვართ ჩვენ შექმნილნი შემოქმედის მიერ: თუკი ადამი არ არის დედა ეკლესიის წიაღში, მაშინ იგი ევასაც გარდაუვალად დაშორდება. ახლა თითოეული მათგანი მარტოობაში ეცემა და ბოლომდე იწვება, როგორც მეტეორები ცივ ცარგვალში.

გიორგი ემელიანენკო ხაზს უსვამს, რომ იგი ლაპარაკობს არა განქორწინების შესახებ, არამედ მამაკაცისა და ქალის უკვე დასრულებადი ონტოლოგიური დაშორების თაობაზე, ვინაიდან იშლება ქმრისა და ცოლის მათეული ოჯახურ-სოციალური როლები. ამიტომ მრავლდება განქორწინებათა პროცესები, ერთსქესიანი ქორწინებები, მიდის სქესთა ტრანსსექსუალური წანაცვლება, რათა საერთოდ აღარ იყოს არც მამაკაცური, არც ქალური......

ეკოლოგია ბერძნულიდან თარგმანში ნიშნავს: ეკო – სახლს, ლოგოსი კი – სიტყვას, ანუ სიტყვის სახლს. ხოლო ცოცხალი სიტყვები მართმლადიდებლურ სახლში – ესენი არიან კიდეც სიტყვიერი შვილები სიტყვა ღმერთისგან ანუ მართლმადიდებელი ოჯახი არის მცირე ეკლესია. ეს ნიშნავს, რომ სანამ იყო ნორმალური ოჯახები არავის არც არაფერი გაეგონა ეკოლოგიის შესახებ, ხოლო როდესაც ისინი აღარ დარჩა, აი რა დაგვმართა თავისუფლებაში გასულმა ეკოლოგიამ.

ამასთან დაკავშირებით გავიხსენოთ ცნობილი სახარებისეული მოვლენა, როდესაც ქრისტემ უთხრა იუდეველებს: “...სიტყუა ჩემი ვერ დაიტევის თქუენ შორის”. დააფიქსირეთ. მაინც რანაირი ხალხი შეიკრიბა ღვთის წინაშე: თვით სიტყვაც კი მასში ვერ ეტეოდა? წმინდა წერილი გვასწავლის, რომ ჩვენი სხეული სულის ტაძარია – და რომ იგი ღმერთისთვისაა და არა სიძვისა და ვაჭრობისთვის. მამის სალოცავი სახლიდან მოვაჭრე იუდეველთა განდევნისას ღმერთის ძემ დაანახა მთელ ქვეყანას: ამ ხალხს ერთმევა სახლი და სიტყვა – ეკოლოგია.

ასე, ვტოვებ თქვენს სახლს ცარიელს, – ეუბნება ქრისტე იუდეველებს. სოლომონის ტაძარი როგორც დაანგრია ღმერთმა, ისე ვერავის აღუდგენია დღევანდლამდე.

სიტყვა გინეკოლოგია შედგება სამი ბერძნული სიტყვისგან: გვარი, ქალი და სიტყვა. როგორი მაღალი და სამეულოვანი აზრია ჩადებული მასში და რას დებს ახლა ქვეყანა გინეკოლოგიის ცნებაში, ქალის ბუნების დანგრევის შემდეგ! მას ხომ საუკუნეების მანძილზე ტრადიციულად უწოდებდნენ კერის შემნახავს, სახლში წესრიგის მომწყობს, ე. ი. ოჯახური კოსმოსისა, ხოლო მართლმადიდებლობაში კი მას სიყვარულით პატარა ეკლესიას უწოდებენ. ე. ი. ცოლი – ეს თავად სახლის – მცირე ეკლესის არსია, და ამიტომ სინამდვილეში სიტყვა გინეკოლოგია, თავისი თავდაპირველი აზრით, ნიშნავს სიტყვის სამშობიარო სახლს! ხოლო რა შეიძლება იყოს ნებისმიერი ცოლისთვის იმაზე უფრო მაღალი, რომ შვას და აღზარდოს ცოცხალი სიტყვა ბავშვი, რითაც მიემსგავსება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომელმაც ქვეყანას მისცა ცოცხალი სიტყვა – მაცხოვარი.

მხოლოდ სიტყვის სახლში, მცირე ეკლესიაში – მართლმადიდებელ ოჯახში თავიათავად იქმნება ეკოლოგიური შეგნება, ბუნებისადმი ფრთხილი და მზრუნველობითი დამოკიდებულება, ასევე ყოველივე ქალურისადმი, დედა მიწისადმი – ზნეობრივი სიწმინდისა და ქალწულებრიობისადმი.

ამიტომაც მიმართა დასავლეთმა ყველაზე უფრო ქვენა საშუალებებს ჩვენს ქვეყანაში ოჯახების განადგურებისთვის და ახლაც აგრძელებს მათ ნგრევას საფუძვლამდე. ბავშვების სექსგანათლება, ყოვლადნებადართული პროსტიტუცია, ნარკოტიკები – ეს თავად სიკვდილი ანადგურებს ახალგაზრდა თაობას, გაზაფხულზე ამოსული ახალგაზრდა ბალახის მსგავსად.

დასავლეთში ბოროტმა რამდენიმე საუკუნის წინ დაანგრია ოჯახის ინსტიტუტი. როგორც კი ისინი სრულიად გაანადგურებენ რაიმე მნიშვნელოვანს მაღალგანვითარებულთა ბუნებაში (მაგალითად, ოჯახს), მაშინვე ამ ცარიელ ადგილას წარმოიქმნება უსერიოზულესი ახალი მეცნიერება: ფსიქოლოგია, ეკოლოგია... პლიუს ხსნის არმია. როდესაც ყოველივე ღვთის მიერ ბოძებული შიგნით ჩაეწვათ, ისინი მოედვნენ მთელ მსოფლიოს – გადასარჩენად, სამკურნალოდ, სასწავლებლად, რათა ჰუმდახმარებით მოეხდინათ საკუთარ თავში დაკარგული სამოთხის კომპენსაცია. ყოველივე ამას ისინი უწოდებენ სოციალურ ინიციატვებს. დღეს კი ისტერიულად არიან დაკავებული ეკოლოგიით – დედა მიწის ეკოდაავადებათა მკურნალობით, და არა საკუთარის (მომაკვდინებელი ცოდვებისა!). და ამით სულ უფრო უმატებენ ცეცხლს მსოფლიო ხანზარში, ჭირხნავენ პლანეტარულ ენტროპიას, ქაოსს, საბოლოოდ ანგრევენ საკუთარ თავსა და სამყაროს. მათ არ იციან, რომ თავიდან საჭიროა სულიერი შრომით დაიბრუნონ დაკარგული სამოთხე საკუთარ თავში – ჭეშმარიტი რწმენა, გონება და მხოლოდ მაშინ შეიძლება შეიძინონ საკაცობრიო შეგნება, და მასთან ეკოლოგიურიც. მანამდე კი მთელი მსოფლიოს მეცნიერები დღეს მაღალგანვითარებულთათვის ატარებენ მუდმივ სემინარს თემაზე: იაზროვნონ ეკოლოგიურად სტერილურად. ესე იგი ყოველივე ღვთაებრივისა და ადამანურის გარეშე.

ასეთია ცოლის ცდუნების ყოვლადისტორიული ეკო-ლოგია თავიდან ბოლომდე.

პირველმა ევამ ადამიანები მიწაზე დაუშვა, მეორემ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა – მოგცა საფარველი და ყველანი ზეცაში მიგვიწვია, მესამე კი – ზეგანათლებული მეძავი ჯოჯოხეთში ჩაიყვანს ყველა მაღალგანვითარებულს, მათივე მიწიერი სამოთხიდან. და იგი ჭეშმარიტად იქცევა დასავლელი ქმრისთვის ჯოჯოხეთის კარიბჭედ, როგორც მას მეოცე საუკუნეში შეურაცხმყოფელად უწოდეს იუდეველმა მწერლებმა.

მაგრამ მანამდე, როგორც ნაწინასწარმეტყველებია – ოქროს მილიარდი დაპატიმრებული იქნება მოკლე ვადით საერთო სახლში, სადაც ერთად თაყვანს ცემენ ანტიქრისტე-მაცდუნებელს... იმისთვის, რომ გაანადგურა სიცოცხლე ეკოსახლში – დედამიწა.

მითი მოქმედებაშია: მაღალგანვითარებული ადამი ჩქარობს, და პიგმალიონივით ამთავრებს დღეს თავის მთავარ შემოქმედებას დედამიწაზე: თავისი ევასგან ძერწავს ბაბილონელ მეძავს...

ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნე ჩვენ!

ასეთია რუსი მართლმადიდებელი ნაციონალისტის გულისტკივილი და ქართველი ევროატლანტიკელი მედროვე კარიერისტის მუცლის გვრემა. პირადად ჩვენი სიმპათია ამ შემთხვევაში გიორგი ემელიანენკოს სატკივარს ეხმიანება, მით უმეტეს, რომ ქართულ საზოგადოებაშიც უკანასკნელ წლებში დაჟინებით ინერგება გოგონებისა და ქალების გამეძავების, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისა და სხვა ათასნაირი სიმახინჯის პრაქტიკა.

უფალი თავისი მეშვიდე მცნებით გვიკრძალავს – არ იმრუშოო, დასავლურ ვალუტაზე გაყიდული ქართველი მედროვეები კი სტუდენტებისთვის სახელმძღვანელოდ გამიზნულ წიგნებში გვმოძღვრავენ: “ზნეობის დაცვა, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა, კულტურული თვითმყოფადობისა და სოციალურ-ეკონომიკური სისტემის შენარჩუნება ლიბერალური საერთაშორისო ეკონომიკური სისტემისთვის მიუღებელია, მავანთა და მავანთა ხელში შესაძლოა ანტიდემოკრატიული ელფერიც შეიძინოს და ამიტომ, თუკი ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურაში ინტეგრაცია გვსურს, მაშინ უფლის მცნებებზე უფრო მაღლა ამ სივრცეში გაბატონებული ლიბერალური შეხედულებები უნდა დავაყენოთო”.

ეს კი აშკარად ანტიქრისტიანული პოზიციაა და ჩვენი საზოგადოება ღმერთმა დაიფაროს მისი გაზიარებისგან.

ირაკლი ხართიშვილი

(აი ეს მსჯელობა იქნა დაწუნებული ბ-ნ ნოდარ ნათაძის მიერ მისი ორგანიზაციის გაზეთში გამოქვეყნებისთვის, ვინაიდან იგი ამბობდა, რომ რუსები იტყუებიანო. მე კი ამ ეტაპზე უკვე მინდოდა ჩემს წერილებში გამეჟღერებინა რუსული საზოგადოების მართლმადიდებლურ-მამულიშვილური ნაწილის წარმომადგენელთა, მიტროპოლიტ იოანეს /სნიჩევის/, პროფესორ გიორგი ემელიანენკოს, მღვდელმონაზონ აბელის /სემიონოვის/, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის ნატალია ნაროჩნიცკაიასა და სხვათა ნაწერები, რომელთა წაკითხვა და გააზრება იმ დროისთვის მეტ-ნაკლებად შევძელი და ისინი ჩვენი საზოგადოებისთვის მეტად საყურადღებოდ და სასარგებლოდ მიმაჩნდა. ამიტომ ამის შემდეგ მალევე შეწყდა ჩემი თანამშრომლობა გაზეთ “საქართველოსთან” და დაიწყო გაზეთ “ახალ 7 დღესთან”, სადაც ასეთი ხასიათის წერილების გამოქვეყნებაზე თანხმობა მითხრეს. უფალმა შეუწიროს ბ-ნ ნოდარ ნათაძეს ყველა ის სიკეთე, რაც მან ჩემთან თანამშრომლობაში გამოიჩინა 1999-2004 წლებში და შესაძლებლობა მომცა ჩემი ცოდნა და შეხედულებები საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობის, აგრეთვე ამ სფეროში არსებული საჭირბოროტო პრობლემების საკითხებში გამეცნო ქართველი მკითხველისთვის)

ნიკოლოზ დუბროვინი ალი-მურად-ხან ისპაჰანელთან რუსების ურთიერთობისა და მისი მომდევნო ამბების შესახებ



(მასალა წარმოადგენს აკადემიკოს დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ II. С-Петербургъ, 1886/ IX თავის თარგმანს)

თავი IX

შინაომები სპარსეთში. – გრაფ ვოინოვიჩის ექსპედიცია. – ჩვენი ვაჭრობის შევიწროვება გილანელი გედაეთ-ხანის მიერ. – ენზელის დაბომბვა. – ბრძოლა სპარსეთის ტახტისთვის. – პ. ს. პოტიომკინის პროკლამაცია. – თავად პოტიომკინის ურთიერთობები ალი-მურად-ხან ისპაჰანელთან. – საფრანგეთისა და თურქეთის ჩვენდამი წინააღმდეგობა. – პოლკოვნიკ ტამარას გაგზავნა სპარსეთში. – მისთვის მიცემული ინსტრუქცია. – ალი-მურად-ხანის აღსასრული და მისი შედეგები. – აღა-მაჰმად-ხანის აღზევება. – გილანელი გედაეთ-ხანის ორპირობა.

რუსული ვაჭრობის გავრცელება კასპიის ზღვაზე, იქ აღმოსავლეთიდან საქონლის ჩართვით, შეადგენდა ჩვენი მთავრობის მუდმივ საზრუნავს პეტრე I-ის დროიდან.

რუსეთის დიდი გარდამქმნელის ბრძანებით, რომელმაც ამას პირველი საფუძველი ჩაუყარა, გაკეთებულ იქნა კასპიის ზღვის აღწერა, ხოლო ამას კი კვალდაკვალ მოჰყვა ზოგიერთი ჩრდილოეთ საპრსული პროვინციის რუსეთთან შემოერთება.

ანა იოანეს ასულის მეფობაში ეს პროვინციები კვლავ სპარსეთისთვის იქნა დაბრუნებული, რომლისგანაც თუმცა კი მოახერხეს მიეღოთ თანხმობა რუსეთის ვაჭართა წოდების უფლებაზე საქმეები ეწარმოებინათ თვისუფლად და საბაჟო გადასახადების გარეშე. მაგრამ სპარსეთში მიმდინარე შინაომები შეიქნა იმის მიზეზი, რომ რუსულ ვაჭრობას არ ჰქონია იქ მყარი ბაზა და საფუძვლიანი ნავსაყუდელი (пристанище). ამის შედეგად, 1778 წელს ებრძანა საადმირალო კოლეგიას აღეკაზმა სამხედრო ესკადრა ყაზანში, რომელიც 1780 წელს დაუყვა ვოლგას ასტრახანამდე, ხოლო მომდევნო წელს კი გაგზავნილ იქნა კასპიის ზღვაში მე-2 რანგის კაპიტნის გრაფ ვოინოვიჩის უფროსობით.

ექსპედიციის მიზანი გახლდათ ოგურჩინსკის კუნძულის შესწავლა, რომელიც მდებარეობს კასპიის ზღვის აღმოსავლეთ ნაპირებთან, და პეტერბურგში მყოფი თურქმენების ჩვენებით, წარმოადგენდა საუკეთესო პუნქტს სავაჭრო დაწესებულებებისთვის. თურქმენთა ჩვენების სამართლიანობის შემთხვევაში ოგურჩინსკის კუნძულის მიერ შესაძლო მოსაცემ მოსახერხებლობასთან მიმართებით, ვარაუდობდნენ მოეწყოთ მასზე სავაჭრო ქალაქი, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გრაფი ვოინოვიჩი უნდა წასულიყო სპარსეთის ნაპირებისკენ და ეცადა ერთერთი რომელიმე მონაპირე ხანის დაყოლიება ადგილის ნებაყოფლობით დათმობაზე სავაჭრო პუნქტის მოსაწყობად.

1781 წლის ივნისის ბოლოს რუსული ესკადრა მოვიდა ოგურჩუნსკის კუნძულთან. ვერ ჰპოვა რა იგი მოსახერხებლად ნავარაუდევი მიზნისთვის, გრაფი ვოინოვიჩი წავიდა ასტრაბადის ყურისკენ, დაავალიერა იგი და, ვინაიდან მიიჩნია ეს ყურე საუკეთესო პუნქტად ვაჭრობისთვის კასპიის ზღვაში, განლაგდა მასში ესკადრით. მას განზრახული ჰქონდა დაეწყო მოლაპარაკებები აღა-მაჰმად-ხანთან, ასტრაბადის მაშინდელ მფლობელთან, მისი სამფლობელოებიდან “მიწის გარკვეული ნაწილის” დათმობის შესახებ “მასზე სავაჭრო ქალაქის გასაშენებლად”.

ეს მოლაპარაკებები გაჭიანურდა, რადგანაც აღა-მაჰმად-ხანი იმ დროს ასტრაბადში არ ყოფილა: იგი აწარმოებდა ომს ისპაჰანელ ალი-მურად-ხანთან და თავისი ჯარით იმყოფებოდა ქალაქ ყაზვინთან.

უუფროსობა, რომელიც წარმოიშვა სპარსეთში დიდი ქერიმის სიკვდილის შემდეგ, იყო განუწყვეტელი ურთიერთშორისი ომების საბაბი ხანებსა და მფლობელებს შორის. სანამ ქერიმი მართავდა სპარსეთს, ეს ქვეყანა კიდევ სარგებლობდა გარკვეული სიმშვიდით, მაგრამ, მისი სიკვდილის შემდეგ, სპარსეთი იღრჩობოდა საკუთარ სისხლში. ქერიმის ვაჟი და მენაცვალე (преемникъ), აბულ-ფეთჰ-ხანი, თავისი მამის სიკვდილის შემდეგ შეუდგა ქვეყნის უმაღლეს მმართველობას, მაგრამ დიდი ხნით ვერ დარჩა მმართველად.

1781 წელს, მისი ბიძა, სადიკ-ხანი, აჯანყდა ძმისწულის წინააღმდეგ, მიიტაცა მისი ძალაუფლება, ხოლო თავად იგი კი პატიმარ ჰყო. სპარსეთში მოხდა საყოველთაო მღელვარება. სხვადასხვა ოლქების ხანები და მმართველები დაიყვნენ ორ მტრულ ბანაკად: პირველები დაექვემდებარნენ სადიკ-ხანს, სხვები კი არ აღიარებდნენ მის ხელისუფლებას. უწესრიგობები დღითი-დღე ძლიერდებოდა და თითოეული, რომელსაც გააჩნდა ძალა, ცდილობდა თავისი ძალაუფლებისთვის დაექვემდებარებინა უფრო სუსტი მეზობელი ან კიდევ დაეღუპა იგი, რათა ესარგებლა მისი მამულითა და საგანძურებით. ერთნი სამართლიანად ეძიებდნენ დაკარგულის დაბრუნებას; სხვები კი, იტაცებდნენ რა მეზობელთა ხელისუფლებას და ანადგურებდნენ მეტოქეებს, ისწრაფვოდნენ მთელი ირანის დაუფლებისკენ. უკანასკნელთა რიცხვში გახლდათ ასტრაბადისა და მაზანდერანის ძალაუფლებისმოყვარე მფლობელი აღა-მაჰმად-ხანი. ისწრაფვოდა რა თავისი ძალაუფლებისადმი მთელი სპარსეთის დაქვემდებარებისკენ, იგი უწინარეს ყოვლისა თავს დაესხა გილანელ გედაეთ-ხანს. უკანალსკნელმა, როდესაც ჯარებით გამოდიოდა მოწინააღმდეგის დასახვედრად, თავისი ცოლები და ოჯახი გაგზავნა ენზელის პორტში და წერილით გილანის პროვინციის მმართველობა ჩააბარა რუსეთის კონსულს ტუმანოვსკის, მისდამი საგანგებო მინდობილობით. შემდეგ აღა-მჰმად-ხანის მიერ დამარცხებული, გედაეთი გაიქცა ენზელიში, საიდანაც გამოუგზავნა წერილი ასტრახანის გუბერნატორს ჟუკოვს, და სთხვდა მას დახმარების აღმოჩენას რუსული ჯარებით (Выписка изъ рапортовъ астраханскаго губернатора Жукова и консула Тумановскаго. Арх. Кабин. Его Величества, св. 380).

“გილანის პროვინცია, წერდა გედაეთ ხანი, რომელიც ყოველთვის იმყოფებოდა რუსეთის ქვეშევრდომობაში, რუსული დერჟავის მიერ დათმობილ იქნა ნადირ-შაჰისთვის, ერთადერთი მეგობრობის მოყვარულობის გამო, როგორც ეს ცხადად ჩანს ორმხრივი ტრაქტატებიდანაც, იმ პირობით, რომ თუკი, სპარსეთის ტახტის მემკვიდრეთა გარდა, სხვა რომელიმე მფლობელები დაიწყებენ ამ პროვინციის მითვისებას, მაშინ რუსეთს ვალად აქვს დაიცვას იგი, როგორც თავისი საკუთარი მიწა და მიიღოს თავისი დაცვის ქვეშ”.

ამ განცხადების საფუძველზე, გედაეთ-ხანი ითხოვდა დახმარებას აღმოჩენას არა მხოლოდ მისთვის, არამედ მისი ნათესავის აბულ-ფეთჰ-ხანისთვისაც, ქერიმის ძისთვის, მისი უფლებების აღდგენასა და ამით სპარსეთის საბოლოო გაჩანაგებისგან გადარჩენას. ასტრახანის გუბერნატორს არ ჰქონდა არც უფლებამოსილებანი, არც საშუალებები გილანის მფლობელის სურვილთა დასაკმაყოფილებლად და გედაეთის გაქცევამ ელზელიში ვერ იხსნა იგი აღა-მაჰმად-ხანის დევნისგან. მიიღო რა ცნობა მოწინააღმდეგის ენზელისთან მოახლოების შესახებ და არ იმედოვნებდა რა მის მოგერიებას, გედაეთმა გადაწყვიტა გილანის პროვინციის დატოვება. მან გამოუცხადა ამის შესახებ კონსულ ტუმანოვსკის, გემებში ჩატვირთა თავისი ნივთები, ჩასხა ცოლები და ოჯახი და ტუმანოვსკისთან ერთად გავიდა რეიდზე, თან განზრახული ჰქონდა სალიანიში შევლა, იქ თავისი ხალხის დასატოვებლად, ხოლო შემდეგ კი ასტრახანისკენ გაცურვა.

მფლობელის მიერ დატოვებული ენზელი, ისევე როგორც სხვა ქალაქებიც, დაიკავა აღა-მაჰმად-ხანმა, რომელიც სთხოვდა კონსულ ტუმანოსვკის ნაპირზე დაბრუნებასა და თავისი თანამდებობის გაძღოლას. ტუმანოვსკი დაბრუნდა ელზელიში, გედაეთი კი გაემართა სალიანისკენ, ხოლო იქიდან ბაქოსკენაც, ხანის მიწვევით, რომელიც დაპირდა მას დახმარებასა და თანადგომას დაკარგული სამფლობელოს დასაბრუნებლად.

ამასობაში ისპაჰანელმა ალი-მურად-ხანმა, რომელსაც ეშინოდა აღა-მაჰმად-ხანის მზარდი მნიშვნელობისა, გამოგზავნა 12.000-იანი ჯარი გილანის პროვინციიდან მიმტაცებლის განსადევნად. ალი-მურადის ჯარებმა გაწმინდეს პროვინცია მოწინააღმდეგეთაგან და აღა-მაჰმად-ხანი იძულებული შეიქნა დროდე დაეთმო პირველობა თავისი მოწინააღმდეგისთვის.

ორ მოწინააღმდეგეს შორის გახურებული ბრძოლის მიმდინარეობისას, აღა-მაჰმად-ხანმა მიიღო გრაფ ვოინოვიჩის წერილი, რომელშიც იგი უხსნიდა ასტრაბადში ესკადრის მოსვლის მიზეზსა და მიზანს. პირდაპირი ურთიერთობების დაწყება რუსეთის მთავრობასთან, იმ მდგომარეობაში, რომელშიც იყო აღა-მაჰმად-ხანი, მისთვის მოულოდნელი აღმოჩენა და არსებითად მნიშვნელოვანი საქმე გახლდათ. ასტრაბადის ხანმა გამოუგზავნა გრაფ ვოინოვიჩს პასუხი, ყველაზე უფრო “ალერსიანი გამონათქვამებით”. იგი წერდა, რომ სიამოვნებით ღებულობს მეგობრულ კავშირს რუსეთთან; რომ ხალისით თნხმდება მიწის ნაწილის დათმობაზე, ქალაქის აშენებისთვის, და მზად არის აუცილებელი მასალებისა და მუშახელის მიწოდებისთვისაც (Историческiй журналъ бывшей въ 1781 и 1782 годахъ на Каспიйскомъ море эскадры, подъ командою гр. Войновича). ხანი თავად ჩამოთვლიდა ყველა სარგებელს, რომლებიც შეიძლება მოხდეს რუსების მიერ მის სამფლობელოებში სავაჭრო პუნქტის დაარსებისგან. გრაფმა ვოინოვიჩმა აირჩია ქალაქი აშრეფი, საუკეთესო ადგილი კასპიის ზღვის მთელ ნაპირზე, როგორც თავისი მდებარეობის თვალწარმტაცობით, ისე ბუნების სიმდიდრითაც. აშრეფი – თუმცა კი იწოდებოდა ქალაქად, არსებითად ეს გახლდათ გასართობი ადგილი, სადაც ჯერ კიდევ შაჰ აბასის მიერ იყო აგებული სასახლეები, ჩაძირული იშვიათი ხეებისგან გაშენებული ბაღების სიმწვანეში. აქ აშენებული იყო სიმაგრე და ესახლა სპარსელთა 300-მდე ოჯახი. აშრეფის მახლობლად ცხოვრობდა ბევრი ქართველი, სპარსეთში გამოყვანილი შაჰ აბასის მიერ.

აღა-მაჰმად-ხანი პასუხობდა გრაფ ვოინოვიჩს, რომ აშრეფის დათმობა არ შეუძლია, მაგრამ სთავაზობდა მას რომელიმე სხვა ადგილის არჩევას კასპიის ზღვის ნაპირზე. ასეთ ადგილად არჩეულ იქნა გოროდოვინის სანახები, რომელიც იმყოფებოდა ასტრაბადის ყურის ნაპირზე. ააშენა რა რამდენიმე სახლი და ბატარეა, თურქმენთა თავდასხმებისგან თავის დასაცავად, გრაფმა ვოინოვიჩმა პეტერბურგში გამოგზავნა ასტრაბადის ყურის გეგმა და აღწერილობა, სადაც დარჩა კიდეც გამოზამთრებისთვის. ნოემბერში სიმაგრე მზად იყო და შეიარაღებული გახლდათ 18 საზღვაო ქვემეხით. მალევე ამის შემდეგ ლერწმისგან აშენებულ იქნა: ჰოსპიტალი, ყაზარმა, პროვიანტის მაღაზია, რამდენიმე სახლი და ნავმისადგომი, რომელიც ზღვაში იჭრებოდა 50 საჟენზე. რჩებოდა მხოლოდ ბატარეაზე რუსული დროშის აღმართვა, მაგრამ გრაფი ვოინოვიჩი მოელოდა ამაზე თავად პოტიომკინის ბრძანებასა და აღა-მაჰმად-ხანთან ამ სანახების რუსეთისთვის დათმობის შესახებ ტრაქტატის დადებაზე ნებართვას. ამ პუნქტის დასახლებისთვის ნავარაუდევი ჰქონდათ ბაქოდან, ნებაყოფლობითი სურვილით, სომეხთა რამდენიმე ოჯახის გამოძახება და, ბატონ ბუტკოვის სიტყვებით, თავად პოტიომკინს მზად ჰქონდა უკვე ღერბიც ახალი დასახლებისთვის.

ასე გავიდა ოთხი თვე. დროის ამ შუალედში, აღა-მაჰმად-ხანის შემოსვლამ პირდაპირ ურთიერთობებში რუსეთთან აღძრა სხვა სპარსელი ხანების შური და შიში, რომ რუსეთი მხარს დაუჭერს მის გაძლიერებასა და სპარსეთის თავისი ძალაუფლებისადმი დაქვემდებარებას.

გარეგნულად მეგობრებმა, ხოლო შინაგანად კი მტრებმა, მეზობელმა ხანებმა დაუწყეს აღა-მაჰმად-ხანს დარწმუნება, რომ რუსების განზრახვა არ იფარგლება მხოლოდ ვაჭრობის დამყარებითა და განვითარებით, რომ, ასტრახანში იკრიბება რუსული ჯარების მნიშვნელოვანი კორპუსი სპარსეთის პროვინციების ნაწილის დასაუფლებლად და რომ აღა-მაჰმად-ხანი სხვებზე უწინ დაექვემდებარება მათ თავდასხმას. ყველა აზიელისთვის დამახასიათებელი მალემრწმენობის გამო, აღა-მაჰმად-ხანმა დაიწყო შეშფოთება და შემდეგ, არ იცოდა რა, თუ როგორ გაეწყვიტა რუსეთთან დაწყებული ურთიერთობები, მიმართა ჩვეულებრივ სპარსულ ხერხს – ვერაგობას. მან ბრძანა, რომ მოსახერხებელ შემთხვევაში ხელში ჩაეგდოთ თავად გრაფი ვოინოვიჩი.

დეკემბერში, იყო რა მიწვეული სადილად ერთერთი სპარსელი უფროსის მიერ, გრაფი ვოინოვიჩი გაემგზავრა მის სოფელში, ათ ვერსზე ნაპირიდან, და არ ეჭვობდა რა ღალატს, თავისთან ერთად მოიპატიჟა რამდენიმე ოფიცერიც. როგორც კი ჩავიდა იგი სოფელში და შეაბიჯა ფეხი მისი დამპატიჟებელი მასპინძლის ეზოში, მაშინვე აღმოჩნდა შეიარაღებულ ადამიანთა ალყაში და დაპატიმრებულ იქნა მის თანმხლებ ყველა პირთან ერთად. ტყვეები შეყარეს “ბინძურ და საზიზღარ ქოხში” და გაშიშვლებულ ფეხებზე ბორკილები დაადეს. “მათი სიმძიმე არ იძლეოდა არც ადგომის, არც მოძრაობის საშუალებას, ხოლო ტკივილი მათი სიმჭიდროვისგან, რამდენიმე საათის შემდეგ ფეხებში იწვევდა ანტონის ცეცხლის სრულ შეგრძნებას”. გრაფ ვოინოვიჩისგან მოითხოვდნენ მთელი ეკიპაჟის ნაპირიდან გემებზე გადაყვანას, ხოლო სიმაგრისა და შენობების განადგურებას.

– მე არა თავად, არამედ ხანის ნებართვით განვლაგდი ნაპირზე, პასუხოვდა გრაფი ვოინოვიჩი; რაზმს უფროსების გარეშე თვითონ არ შეუძლია ამის გაკეთება.

იგი სთხოვდა, რათა გაეთავისუფლებინათ თუნდაც ერთი ოფიცერი, რომელიც შეძლებდა რაზმისთვის ბრძანებების მიცემას. სპარსელები დიდხანს ყოყმანობდნენ, მაგრამ ბოლოს, დაეთანხმენ კაპიტან-ლეიტენანტ ბასკაკოვის განთავისუფლებას, რომელსაც დაევალა კიდეც სპარსელთა მოთხოვნის აღსრულება. რაზმი გადავიდა გემებზე, ქვემეხებიც იქ იქნა გაგზავნილი, მაგრამ გრაფი ვოინოვიჩი არ გაუთავისუფლებიათ ტყვეობიდან. პატიმრებს ბორკილები შეუცვალეს და წაიყვანეს სარიში – აღა-მაჰმად-ხანის ადგილ-სამყოფელში. ხანმა გრაფი ვოინოვიჩი მიიღო მეტად ალერსიანად, მასპინძლობდა, თავისთან ერთად სანადიროდ დაჰყავდა და მასთან ვერაგულ საქციელში თავს იმართლებდა. აღა-მაჰმადი ირწმუნებოდა, რომ ასეთი საქციელისთვის მას აიძულებდა ყველა ხანი, რომლებიც იმუქრებოდნენ, რომ შეერთებული ძალებით თავს დაესხმებოდნენ ასტრაბადის მფლობელს. იგი არწმუნებდა, რომ არა მხოლოდ ხანები, არამედ მისი საკუთარი ქვეშევრდომებიც დრტვინავდნენ ხანის რუსეთთან ახლო ურთიერთობების გამო, ურთიერთობებისა, რომლებსაც მათი გაგებით, მხოლოდ მავნებლობის მოტანა შეეძლოთ. მხოლოდ ორი კვირის გავლის შემდეგ, სახელდობრ კი 1782 წლის 1 იანვარს, გამოუშვა აღა-მაჰმად-ხანმა გრაფი ვოინოვიჩი ესკადრაზე. ყინულით დაფარული ვოლგის შესართავები იყო იმის მიზეზი, რომ გრაფმა ვოინოვიჩმა მხოლოდ მარტის ბოლოს შეძლო შეეტყობინებინა მის თავზე მომხდარი ამბები ჩვენი მთარვობისთვის. გაჩერდა რა ივლისამდე ასტრაბადის ყურეში, გრაფი ვოინოვიჩი ესკადრით გამოემართა ბალხანის ყურისკენ.

ესკადრის ასტრაბადში ყოფნის მთელი დროის მანძილზე აღა-მაჰმად-ხანი ხშირად უგზავნიდა თავის მოხელეებს დარწმუნებით რუსეთისადმი თავისი ერთგულების შესახებ და თავისი მცდარი საქციელის გამოსწორების დაპირებითაც. “აქ უწინ წარმოებულ ვაჭრობებში, წერდა იგი გრაფ ვოინოვიჩს (Московс. Главный Арх. Министер. иностранныхъ делъ, карт. № 570), სპარსელებსა და რუსებს შორის ყოველთვის იყო თანხმობა და მეგობრობა. შემდეგ მოხვედით თქვენ აქ, და თუმცა კი თქვენს შესახებ სხვადასხვანაირი ხმები მოვიდა ჩემამდე, მაგრამ მე არაფერს არ ვუყურებდი, იმიტომ რომ ზოგიერთ ბოროტ ადამიანს სურდა წინ აღდგომოდა ჩვენს კავშირს და ხმები გაავრცელეს თქვენს შესახებ, რომ თქვენ აქ სხვანაირად არ მოსულხართ, თუ არა მტრებად. მაგრამ როგორც ეს უწინაც არასოდეს არ ყოფილა, ამიტომ მეც პატივი ვეცი ყოველივე ამას და თქვენი სურვილის მიხედვით მოგეცით გოროდოვინი, რასაც ახლაც ვადასტურებ და თქვენ აკეთებთ მასზე ანუ ფლობთ მას როგორც თქვენ გსურთ. და როგორც მე მონა ღვთისა მივდივარ ახლა სალაშქროდ იარაგში, ამ რიცხვიდან 15 ივნისიდან ორი თვის შემდეგ დავბრუნდები რა უკან, არ დავაყოვნებ ჩემი მხრიდან რომ დაგეხმაროთ შენებაში არა მხოლოდ გოროდოვინში, არამედ სხვა ადგილასაც, სადაც მოისურვებთ ყველანაირ დახმარებას აღმოგიჩენთ”.

გრაფ ვოინოვიჩს თუმცა კი არ სჯეროდა ასტრაბადის მფლობელის განცხადებების, მაგრამ არ შეეძლო უარი ეთქვა აღა-მაჰმად-ხანისთვის თხოვნაში, რომ გამოეგზავნა ელჩი პეტერბურგში უზენაეს კარზე, რომლის ასტრახანში ჩამოყვანისთვისაც ერთერთი ბოტი დატოვა ასტრაბადში.

შეიარა რა ბაქოში, ჩვენმა ესკადრამ სექტემბერში მოაღწია ასტრახანამდე, და ამის კვალდაკვალ, თან წამოიყვანა რა აღა-მაჰმად-ხანის ელჩი, გრაფი ვოინოვიჩი გამოემგზავრა პეტერბურგისკენ. პირველ ჯერზე რუსეთის მთავრობა საკუთარ თავს თვლიდა დაკმაყოფილებულად აღა-მაჰმად-ხანის მიერ ბოდიშის მოხდით და უხერხულად მიიჩნევდა მასთან ურთიერთობის შეწყვეტას. 1782 წლის ოქტომბერში, ჩვენი მოსახლეებისა და სავაჭრო გემების დასაცავად, გოროდოვინის სანახებისკენ გაგზავნილ იქნა კაპიტან-ლეიტენანტი ბასკაკოვი, ერთი ფრეგატითა და ორი ბოტით. ბასკაკოვს სხვათა შორის დაევალა, რათა ეზრუნა ბაღების გაშენებისთვის, აგრეთვე სახლებისა და ბეღლების აშენებისთვის სურსათისა და საქონლის საწყობად, და შემდეგ თვალყური ედევნებინა, რათა კასპიის ზღვაში არ ყოფილიყო სპარსული გემები (Инструкцiя графа Войновича Баскакову отъ 24-го октября 1782 г. Госуд. Арх., XXIII, № 14). ბასკაკოვის ხელით აღა-მაჰმად-ხანს საჩუქრად გაეგზავნა: დიდი კედლის საათი, ორი დიდი სარკე ოქროს ჩარჩოში, ერთი ბროლის ჭაღი, 12 შტოფი ტკბილი არაყი (Письмо Баскакова Ага-Магометъ-хану 26-го ноября 1782 г. Государст. Арх., XXIII, № 14).

1-ლ დეკემბერს ბასკაკოვი თავისი გემებით მოვიდა გოროდოვინის სანახებთან, სადაც მიღებულ იქნა კიდეც მეტად მეგობრულად. აღა-მაჰმად-ხანმა ბრძანა თავისი ხარჯით ექვსი ხანას აშენება, ჩვენი გემების რაზმმა (судовая команда) ააშენა სამჭედლო, აბანო, პურის საცხობი, და ყოველივე ეს გაკეთებულ იქნა ვაზის წალმებისა და ლელქაშის წნულებისგან. ამის კვალდაკვალ მოწყობილ იქნა ნავმისადგომი 40 საჟენის სიგრძით და დაირგა 196 სხვადასხვა ხე.

“მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის სამხედრო გემების ასტრაბადის ყურეში მოსვლამ, მოახსენებდა ბასკაკოვი (Въ рапорте графу Войновичу 31-го января 1783 года. Тамъ же), აღა-მაჰმად-ხანი და მისი ქვეშევრდომები ენით აუწერელად გაახარა, ვინაიდან ეს პროვინცია ჩვენი მოსვლის წინ შევიწროვებული იყო თურქმენთა მიერ, დიდ პარტიებად თარეშების მოწყობის, ძარცვისა და სპარსელთა ტყვედ წაყვანის გამო. მომავალი გაზაფხულისთვის უცილობლად ელოდებიან ალი-მურად-ხანის თავდასხმას, ხოლო ზემოხსენებული სამხედრო გემების ყურეში ყოფნამ კი გოროდოვინის სანახების მახლობელ სოფლებში მცხოვრებ სპარსელებს მოუტანა სრული სიწყნარე და სიმშვიდე”.

მიიღო რა გამოგზავნილი საჩუქრები და დაპირდა რა იმპერატრიცას ერთგულ მსახურად ყოფნას, აღა-მაჰმად-ხანი იმედოვნებდა რუსეთის დახმარებაზე თავის ბრძოლაში ალი-მურად-ხანთან, რომელიც ისწრაფვოდა მთელი სპარსეთის დაუფლებისკენ.

შეკრიბა რა ჯარი, ალი-მურად-ხანი დაიძრა თავიდან ხელისუფლების მიმტაცებლის სადიკ-ხანის წინააღმდეგ. ალი-მურადმა გამოაცხადა, რომ მან აღმართა იარაღი ერთადერთი მიზნით, რათა ტახტზე აიყვანოს აბულ-ფეთჰ-ხანი, კანონიერი მემკვიდრე, და დასაჯოს მისი მოწინააღმდეგენი, მაგრამ შირაზის დაუფლების შემდეგ გამოავლინა თავისი ჭეშმარიტი განზრახვა და მიითვისა უმაღლესი ძალაუფლება მთელ სპარსეთზე. აბულ-ფეთჰ-ხანი არ ყოფილა ტახტზე აყვანილი, სადიკ-ხანისთვის კი თვალების დათხრა იქნა ნაბრძანები, ხოლო მისი 18 ვაჟიშვილი მოშთობილი, საგანძური ხელში ჩაგდებული და ჰამადანში გაგზავნილი.

ტოვებდა რა შირაზს, ალი-მურად-ხანმა გამოაცხადა, რომ მისი ხელისუფლებისამი ურჩნი სასტიკად იქნებიან დასჯილნი. ასეთმა განცხადებამ აამხედრა ყველა ხანი და მათ დაიწყეს თავდაცვისთვის მზადება. არავის მათგან არ სურდა დაქვემდებარებოდა გარეშე ძალაუფლებას, ყველანი მტრობდნენ ურთიერთ შორის, შინაომების ხანძარი აგიზგიზდა სპარსეთში.

დარუბანდის ხანი ითხოვდა ჩვენგან დაცვას ავარელი ომარ-ხანისგან და იმავე დროს აგროვებდა ჯარებს, რათა მათთან ერთად დაძრულიყო განჯის ხანის გამოსახსნელად, ტყვედ ჩაგდებულის და დაბრმავებულისა ერეკლე მეფისა და მისი მოკავშირის შუშელი (ყარაბაღელი) იბრაჰიმ-ხანის მიერ. გენერალ-პორუჩიკი პოტიომკინი ურჩევდა დარუბანდელ ფათჰ-ალი-ხანს არა თუ არ მიემართა არანაირი ქმედებებისთვის საქართველოს წინააღმდეგ, არამედ მიეტოვებინა თავისი მტრული განზრახვები საერთოდ ამიერკავკასიის მთელი ქრისტიანული მოსახლეობის წინააღმდეგაც. მეფე ერეკლე II იმ ხანებში ეძიებდა უკვე რუსეთის მფარველობას, მაშინ როდესაც ფათჰ-ალი-ხანი მხოლოდ ორპირობდა. “თქვენი უგანათლებლობისთვის ცნობილია, მოახსენებდა პ. ს. პოტომკინი თავად პოტიომკინს (Въ рапорте отъ 31-го января 1783 г. См. также рапорты его же отъ 20-го февраля. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 45), რომ ეს ხანი ყოველთვის ეძიებს თავი გამოიჩინოს ისეთი სამსახურით, რომელიც მას არაფრად უღირს, მოსულებს ყოველთვის აჩუქოს ის, რისი აღებაც არ შეიძლება და ცდილობდეს დათმოს ის, რისი შენარჩუნება არასოდეს არც კი უფიქრია”. ეშმაკი და მზაკვარი, იგი მიეკუთნებოდა იმ ადამიანთა რიცხვს, რომელთათვისაც უცხოა ცნებები პატივისა და ღირსების შესახებ, ხოლო მეზობელთა სიმშვიდის დარღვევა კი შეადგენს ჭეშმარიტ ნეტარებას. თავს იკატუნებდა რა რუსეთისადმი ერთგულად, დარუბანდის ხანი სწორედ იმავე დროს აწარმოებდა მიმოწერას თურქ ფაშებთანაც. აქაც და იქაც ეძიებდა იგი საშუალებებს ფულის საშოვნელად, რომელსაც საჭიროებდა ჯარებისთვის ჯამაგირის გადასახდელად. ვერდაკმაყოფილებული თავის ძიებებში ვერც რუსეთისა და ვერც თურქეთის მხრიდან, და ამასობაში იძულებლი მიეცა რაიმენაირი საქმე თავისი ლაშქრისთვის, ფათჰ-ალი-ხანი შეიჭრა ყარაბაღში, სადაც არბევდა და ძარცვავდა სოფლებს (Письмо царя Ираклия II Потёмкину 6-го апреля 1783 г.). მხოლოდ პ. ს. პოტიომკინის ახალმა წერილმა აიძულა იგი გამოსულიყო ყარაბაღიდან, და, ისარგებლა რა გარემოებით, მიემართა თავისი საქმიანობა გილანის მხარეზე.

ამ დროის მახლობლობაში, გილანელი გედაეთ-ხანი ბაქოდან გადავიდა დარუბანდელ ფათჰ-ალი-ხანთან, ვისთანაც ჰპოვა თავისთვის დროებითი თავშესაფარი. უკანასკნელის, ასევე ბაქოს ხანისა და ტარკის შამხალის თანადგომით, გედაეთ-ხანმა მოახერხა 6.000-მდე ადამიანის შეგროვება და მათი დახმარებით აღდგენილ იქნა ხანის ღირსებაში და დამტკიცებულ ისევ გილანში. მან სიკვდილით დასაჯა მისი ხელისუფლების ყველა მოწინააღმდეგე და სთხოვა კონსულ ტუმანოვსკის აღმოეჩინა დახმარება რუსული ჯარებით ტახტიდან ჩამოგდებული აბულ-ფეთჰ-ხანისთვის. ამასთან მან გადასცა ტუმანოვსკის აბულ-ფეთჰის წერილი, რომელშიც იგი წერდა, რომ “იგი თანახმაა ყველა იმ ვალდებულებაზე, რომლებითაც მისი ძმა გედაეთ-ხანი ურთიერთობაში შევა რუსეთის კართან, და უმატებს მას კიდევ თავის თხოვნას, ჩიოდა რა ამასთან, რომ მათი მრავალჯერადი მცდელობის მიუხედავად პასუხის მიღება ვერ მოუხერხებიათ” (Выписка изъ рапортовъ Астраханскаго губернатора Жукова и консула Тумановскаго. Персидскiя известiя, полученныя 28-го февраля 1783 года. Арх. Кабин. Его Величества, св. 380).

ვერ მიიღო რა თხოვნილი დახმარება, როგორც მეტად მზაკვარმა და სულმრუდმა ადამიანმა, გედაეთ-ხანმა გადარჩენისთვის მადლობის ნიშნად დაიწყო რუს ვაჭართა შევიწროვება. მან დააპატიმრა რამდენიმე ჩვენი გემი და კონსული, რომელიც ენზელიში იმყოფებოდა. ასეთი დაპატიმრების საბაბი, ხანის სიტყვებით, იყო მის მიერ 5 მილიონის ქონების დაკარგვა, რომელიც რუსული გემით გადაიტანებოდა. ხანი ბრალს დებდა ჩვენს კონსულს ტუმანოვსკის მისი სიმდიდრის მიტაცებაში. ეშინოდა რა სასჯელისა მსგავსი საქციელის გამო, ხანმა აკრძალა რუსული გემების გაშვება ნავსადგურიდან და ზღვაში გასასვლელ ადგილას ააშენა 12 ქვემეხისგან შემდგარი ბატარეა. დაპატიმრებული კონსულის გამოსახსნელად გაგზავნილ იქნა ორი რუსული სამხედრო გემი ლეიტენანტ აკლეჩეევის უფროსობით. გედაეთ-ხანი არ თანხმდებოდა კონსულისა და მის მიერ შეპყრობილი რუსების განთავისუფლებაზე და მაშინ აკლეჩეევმა გადაწყვიტა შეეტია ენზელისთვის. მიუახლოვდა რა ახლად აშენებულ ბატარეას, იგი მიღებულ იქნა გასროლებით ქვემეხებიდან და სიმაგრის სხვადასხვა მხარეს ბუჩქნარებში მიმოფანტულ მსროლელთა ცეცხლით. გემები პასუხობდნენ გასროლებით ბატარეისა და ხანის სახლის წინააღმდეგ. გილანელები გარბოდნენ სხვადასხვა მხარეს, და თავად გედაეთ-ხანიც უკიდურეს დაბნეულობაში მოვიდა. მან კაცი მიუგზავნა კონსულ ტუმანოვსკის სინანულის გამოხატვით თავისი საქციელის გამო და თხოვნით, რომ გამოეგზავნათ მასთან ოფიცერი მოლაპარაკებისთვის. ხანი პატიებას ითხოვდა, მისცა სიტყვა, რომ ყველაფერში მოიქცეოდა დადებული ტრაქტატების თანახმად, და საგანგებო წერილი სთხოვდა კონსულ ტუმანოვსკის ენზელიში დარჩენას. ამ თხოვნის საპასუხოდ ხანისგან მოთხოვნილ იქნა ვალდებულება რუსული სავაჭრო წოდებისთვის ვაჭრობის სრული თავისუფლების მიცემაში და კონსულის უსაფრთხოებაზე თავდებობა. ტუმანოვსკისა და ლეიტენანტ აკლეჩეევის თანდასწრებით, გედაეთ-ხანმა ფიცი დადო, რომ იგი “არასდროს მის (ტუმანოვსკის) წინააღმდეგ, ისევე როგორც რუსეთის დიდი იმპერიის ყოველი ქვეშევრდომის წინააღმდეგაც, არანაირ ღონისძიებას არა თუ არ მიმართავს, არამედ ამის თაობაზე გაფიქრებასაც კი ვერ გაბედავს, არამედ თავის მხრივ მხოლოდ ეცდება მეგობრობის, ყველანაირი კმაყოფილებისა და ალერსის გამოხატვას” (Рапортъ Аклечеева отъ 1-го апреля 1783 года. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 45).

მისცა რა ასეთი ფიცი, გედაეთ-ხანი არც კი ფიქრობდა მის შესრულებაზე, არამედ უწინდებურად ავიწროვებდა ჩვენს ვაჭრებს სხვადასხვანაირი ხარკით (разными поборами). იგი თავის კეთილგანწყობას გამოხატავდა მხოლოდ მაშინ, როდესაც საფრთხეში იმყოფებოდა, მაგრამ როგორც კი ეს შიში გაივლიდა, ხანი კვლავ მოჰკიდებდა ხოლმე ხელს უწინდელ ხრიკებს.

შეგნებული ჰქონდა რა, რომ ადრე თუ გვიან იგი დასჯილი იქნება თავისი ვერაგობის გამო ან რუსების, ან კიდევ მისდამი მტრულად განწყობილ მეზობელ მფლობელთა მიერ, გედაეთ-ხანი ღებულობდა თავისი საფლობელოების თავდაცვის ზომებს. იგი ამაგრებდა ენზელის ხმელეთიდან, აგებდა ქვის კედელს თალიშის მხრიდან და, ბოლოს, აშენებდა ბატარეას მაზანდერანის მხრიდან, ათი ვერსის დაშორებით ქალაქიდან (Донесенiе консула Тумановскаго Иностранной Коллегiи 16-го октября 1783 г. Госуд. Арх., XV, № 192). ტრაქტატების საწინააღმდეგოდ, მან ააგო კასპიის ზღვაში თავისი საკუთარი ნახევრად სამხედრო გემები, აგრძელებდა ჩვენი ვაჭრების შევიწროვებას, იღებდა ხარკს, ადებდა ახალ საბაჟო გადასახადებს და ძარცვავდა საქონელს დამსხვრეული გემებიდან (Ордеръ князя Потёмкина генералу Потёмкину отъ 22-го января, № 66, Моск. Арх. Главн. Штаба). ჩვენი კონსულის პროტესტზე იგი ემუქრებოდა მას დაპატიმრებით. თუმცა კი რუსული მთავრობა არაერთხელ მოითხოვდა ტრაქტატების ზუსტ აღსრულებას, მაგრამ გედაეთ-ხანი არ აქცევდა ჩვენს განცხადებებს არანაირ ყურადღებას.

მის მაგალითს მიჰყვებოდნენ დარუბანდისა და ბაქოს ხანებიც. სარგებლობდნენ რა სპარსეთში უფროსობის არარსებობით, ისინი საკუთარ თავს თვლიდნენ დამოუკიდებლად და არ აღიარებდნენ უწინ დადებულ ტრაქტატებს. ჩვენი ვაჭრობა სპარსეთთან, განიცდიდა რა სხვადასხვანაირ შემთხვევითობებს, ყოველწლიურად მოდიოდა უფრო მეტ დაქვეითებაში, ხოლო ამასობაში კი, უწესრიგობანი სპარსეთში და ტახტისთვის ბრძოლა დაუსრულებელად გეჩვენებოდათ, ვინაიდან კავშირი და მეგობრობა სპარსეთში არ არის ხანგრძლივი, ცვალებადი და სწრაფად წარმავალია: დღეს მოკავშირე, ხვალ დაუძინებელი მტერია, ხოლო ზეგ კი ისევ მოკავშირე ხდება. მთელი ეს ცვლილება ხდებოდა ყველაზე უფრო უმნიშვნელო საგნებისგან, უმცირესი მატერიალური სარგებლისგან, და გეგონებოდათ, რომ სპარსეთს თავის თავად არ გააჩნია დამშვიდების შესაძლებლობა.

სურდა რა აღმოეჩინა რაიმენაირი თანადგომა ძმათაშორისი მტრობის შეწყვეტისთვის, თუნდაც მხოლოდ ჩვენდამი უახლოეს ადერბაიჯანელ ხანებს შორის, გენერალ-პორუჩიკმა პოტიომკინმა გადაწყვიტა ესარგებლა შიშის იმ შთაბეჭდილებით, რომელსაც ჩაუნერგავდა მათ რუსული ჯარების მათ საზღვრებთან მოახლოება. იმ ხანად საქართველოში მყოფ დოქტორ რაინეგსისადმი წერილის სახით* (*დოქტორი რაინეგსი გახლდათ ჩვენი მთავრობის რწმუნებული საქართველოში, იმერეთსა და ადერბაიჯანში), პ. ს. პოტიომკინმა გაუგზავნა მას სპარსულ ენაზე პროკლამაცია ყველა ადერბაიჯანელი ხანისადმი, დავალებით, რათა გაევრცელებინათ იგი სპარსულ პროვინციებში.

“მისმა იმპერატორობითმა უდიდებუკლესობამ, წერდა პოტიომკინი (Отъ 12-го апреля 1783 года. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 45), ღირსმყო რა რომ დავეყენებინე მოზდოკის ხაზისა და მისი ძლევამოსილი ჯარების უფროსად, განლაგებულისა როგორც ხაზზე, ისე ასტრახანის გუბერნიაში, მდინარეების ვოლგისა და დონის ნაპირებზე, კეთილ ინება ჩემთვის დაევალებინა, რომ თვალი ვადევნო არა მხოლოდ მისი იმპერიის საზღვრების სიმშვიდეს, არამედ ვცდილობდე მეზობელ მფლობელთა მშვიდობიანი და უშფოთველი ყოფნისთვისაც. ჩემდა შეურაცხყოფისთვის მატყობინებენ, რომ სპარსეთის სხვადასხვა ოლქების ხანები, აქვთ რა ურთიერთშორის ომები, რითაც სძიძგნიან ერთმანეთს, დროდადრო ამრავლებენ შურისგან ფესვგადგმულ მტრობას, და თითოეული ცდილობს რომ მეორის დაღუპვაზე დააფუძნოს თავისი შეძლება, რომელიც მით უფრო მერყევია, რადგან თითოეულს ჰყავს თავისი თანატოლი ძალის მქონე მოშურნეც. ამასობაში სპარსეთი, ცურავს რა სისხლში, მადლიანი მიწის მაგივრად წარმოადგენს მკვდარი გვამებით დაფარულ სამარცხვინო სანახაობას: მიწათმოქმედება მიტოვებულია, ნაყოფიერი მინდვრები დაცარიელებული დარჩა, ქალაქების სიმდიდრე დატაცებულია, ვაჭართა წოდება გაძარცვული, განადგურებული, და ბოროტებისა და შურისძიებისგან გაქცეული მოქალაქენი და მიწათმოქმედნი ცრემლით ალბობენ უწინ აყვავებულ მიწას, არ გააჩნიათ რა იმედი, რომ კეთილდღეობის სხივი კვლავ გამობრწყინდება მათ თავზე. ასეთ მდგომარეობას შეძრწუნებაში მოჰყავს ადამიანები; და მით უფრო მე, ვხედავ რა ყოველივე მომხდარს მეზობელ ადერბაიჯანულ ოლქებში, სადაც გაძლიერებულმა ბოროტებამ აღკვეთა კომერციის ყოველგვარი შეტყობინება, და ვხედავ რა, რომ ამის გამო ჩვენი უავგუსტესი თვითმპყრობელის ქვეშევრდომებიც განიცდიან ბევრ ძარცვა-შევიწროვებას, ამით გატყობინებთ, რომ თქვენ, იმყოფებით რა იმ ადგილებთან უფრო ახლოს, ჩააგონოთ ადერბაიჯანელ მფლობელებს, რათა მათ აღადგინონ ურთიერთშორის სიმშვიდე, იმყოფებოდნენ სიჩუმეში, და, იგემებენ რა მადლიანი მშვიდობის ნაყოფებს, თითოეული დაკმაყოფილდეს თავისი მონაპოვრით. გამოუცხადეთ მათ, რომ სიმშვიდესა და სიწყნარეში მყოფნი ჰპოვებენ რუსეთში კეთილსაიმედო მეზობლობასა და მყარ მფარველობას. მათთვის უცნობი არ არის, თუ რამდენად საშიშია საკუთარი თავის ჩაგდება რუსული იარაღისგან შურისძიების ქვეშ, ყველგან მრისხანესი, ყველგან დაუმარცხებლისა”.

ვერც შეგონებანი, ვერც მუქარები ვერ მოქმედებდა სპარსელ ხანებზე, და როგორ ზომებსაც არ ღებულობდა რუსეთის მთავრობა თავისი ვაჭრობის უზრუნველყოფისთვის, იგი ხედავდა, რომ მისი ყველა ძალისხმევა ამაო დარჩება იმ დრომდე, სანამ სპარსეთში არ დამყარდება სიმშვიდე და ერთხელისუფლებიანობა. ვაჭრობის შესახებ საკითხი მჭიდროდ იყო გადაბმული საკითხთან ერთხელისუფლებიანობისა და მყარი მმართველობის შესახებ, და ამიტომ ჩვენს მთავრობას მეტი არაფერი დარჩენოდა, თუ არა მხარი დაეჭირა ხანებს შორის უძლიერესისთვის და ხელი შეეწყო მისი ძალაუფლების განმტკიცებისთვის.

1784 წლის დასაწყისში ყველაზე უფრო ძლიერი მფლობელი სპარსეთში გახლდათ ალი-მურად-ხან ისპაჰანელი. დაუქვემდებარა რა თავის ხელისუფლებას სპარსეთის უმეტესი ნაწილი, ალი-მურად-ხანს ჰყავდა მხოლოდ ერთი მეტოქე აღა-მაჰმად-ხან ასტრაბადელის სახით, რომელიც იმ ხანებში არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო საშიშ მოწინააღმდეგედ. მისი საქმეები იმდენად არადამაკმაყოფლებელი იყო, რომ ბევრი ქალაქი თავისთავად ჩამოსცილდებოდა აღა-მაჰმად-ხანის ძალაუფლებას და ნებაყოფლობით გადასცემდა საკუთარ თავს ალი-მურად-ხანის ძალაუფლების ქვეშ (Рапортъ капитанъ-лейтенанта Лялина 22-го iюля 1784 года. Государ. Арх., XXIII, № 13, карт. 48).

უკანასკნელი საკუთარ თავს იმდენად ძლიერად თვლიდა, რომ არ კმაყოფილდებოდა უკვე ვექილის, ანუ მეფისნაცვლის წოდებით, არამედ სურდა გამოეცხადებინა საკუთარი თავი მთელი სპარსეთის შაჰად და დაემკვიდრებინა ტახტი თავისი შთამომავლობისთვის. თუმცა კი ალი-მურად-ხანი ფლობდა უკვე სპარსეთის უმეტეს ნაწილსა და უწინდელი შაჰების დედაქალაქს სეფევიდთა სახლიდან, თუმცა კი იგი აწარმოებდა სამართალს შაჰის დივანში, და რამდენჯერმე მჯდარა კიდეც შაჰის ადგილზე, თუმცა კი, ბოლოს, მას შეეძლო განეკარგა ძარცვის მეშვეობით დაგროვილი უზარმაზარი სიმდიდრე, და ყოველდღიურად ღებულობდა ახალ საჩუქრებს მისდამი დამორჩილებული სხვადასხვა ხანებისგან, მაგრამ იგი მაინც ვერ თვლიდა თავის მდგომარეობას სავსებით მტკიცედ. ალი-მურად-ხანი ხედავდა, რომ მისი ძალაუფლების ქვეშ მყოფთა მორჩილება იძულებითია, თვალთმაქცურია, და შეგნებული ჰქონდა, რომ ჭეშარიტ შაჰად ყოფნას იგი შეძლებს მხოლოდ რუსეთის იმპერატრიცას მიერ თანადგომისა და ამ ღირსებაში აღიარებისას. მხოლოდ მას შეეძლო მოეტანა მისთვის შაჰის ღირსება, თავისი გავლენით დაეწყნარებინა და დაესუსტებინა მტრები და არ დაეშვა გარედან ჩარევა სპარსეთის საშინაო საქმეებში. ალი-მურადი ეძიებდა შემთხვევას რუსეთთან დაახლოებისთვის, რომლის ინტერესებშიც ასევე იყო სპარსეთში ერთუფროსობის აღდგენა. აი რატომ შეიტყო ხანმა განსაკუთრებული კმაყოფილებით, რომ 20 იანვარს მოვიდა ისპაჰანში სომეხი იაკობ თოქათლოვი, გამოგზავნილი გენერალ-პორუჩიკ პოტიომკინის წერილით, რომელიც თუმცა კი არაფერ მნიშვნელოვანს არ შეიცავდა. პოტიომკინი ატყობინებდა ალი-მურად-ხანს (Письмомъ отъ 17-го октября 1783 года. Государств. Арх., XXIII, № 13, карт. 45), რომ მას დავალებული აქვს უფროსობა ჯარებსა და სასაზღვრო მიწებზე სპარსეთთან ჩვენი საზღვრის მთელ სივრცეზე, და რომ იგი თავის მოვალეობად თვლის შევიდეს ურთიერთობებში ყველა მეზობელ მფლობელთან, “ყველაზე მეტად კი ისპაჰანის მფლობელთან”. მოუთმენლად სურდა რა სცოდნოდა წერილის შინაარსი, ალი-მურადმა იმავე დღეს გამოგზავნა მისთვის თავისი ვეზირი, რომელმაც გამოუცხადა წარგზავნილს, რომ მომდევნი დღის დილას იგი მოწოდებულ იქნება სასახლეში ხანთან პაემანზე.

სურდა რა მიეცა შეძლებისდაგვარად მეტი მნიშვნელობა რუსეთის წარმოგზავნილის მოსვლისთვის, ალი-მურადმა მოუწყო მას საპარადო შეხვედრა. მან თოქათლოვს გამოუგზავნა თორმეტი მოხელე და საგანგებო ცხენი ვერცხლის აღკაზმულობით. მისი სასახლისკენ მიმავალ გზაზე განლაგებული იყვნენ ჯარები, და თუმცა კი მათი რიცხვი მეტად მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ თოქათლოვმა შენიშნა, რომ ისინი მეტად ცუდად იყვნე შეიარაღებულნი; უმეტეს ნაწილს ჰქონდა მხოლოდ ხმლები, ნაწილი იყო მოკლე შუბებით, ცულებით და მხოლოდ მცირე რიცხვს ჰქონდა თოფები.

წარგზავნილი სასახლეში მიღებულ იქნა ასევე დიდი პატივით. მიულოცა რა მას მშვიდობიანად ჩამოსვლა, ალი-მურადმა უბრძანა თავის მდივანს ხმამაღლა წაეკითხა პოტიომკინის წერილი. კითხვის დასრულების შემდეგ ხანმა უთხრა თოქათლოვს, რომ იგი უკვე დიდი ხანია კეთილად არის განწყობილი რუსეთისადმი და ნანობს, რომ ამ დრომდე არ ჰქონია შემთხვევა, რათა თავისი ერთგულება გამოეთქვა იმპერატრიცისთვის.

– ახლა დგება სიკეთის ხანა, ამბობდა იგი, – და მე ვმადლობ ღმერთს, რომ ღირსი შევიქენი წერილის მიღებისა. მე ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ვისურვებდი გამეგრძელებინა ჩემი მეგობრობა და ბედნიერად მივიჩნევდი საკუთარ თავს, თუკი რუსეთის კარი აქ გამოგზავნიდა საგანგებო რეზიდენტს რომელიც მზად ვიქნებოდი შემენახა და უზრუნველმეყო (снабжать) საკმარისი ჯამაგირით. მე მაშინ ზუსტად ასეთსავე საფუძველზე გავაგზავნიდი ჩემს რეზიდენტსაც რუსეთში.

ალი-მურად-ხანს ძალზედ სურდა, რომ თავის კარზე ჰყოლოდა რუსეთის წარმომადგენელი, რომლის გამოგზავნაც მნიშვნელოვნად წინ წასწევდა მას შაჰის ღირსებისკენ მიმავალ გზაზე. თავისი სურვილების სანუკვარ მიზნამდე მიღწევისთვის ისპაჰანისა და სპარსეთის უმეტესი ნაწილის მფლობელი მზად იყო ბევრ რამეს დაგვპირებოდა.

– თუკი ხელმწიფას (государыня) სურს, ეუბნებოდა იგი წარგზავნილს, მიიღოს ჩემგან ოლქები ან ქალქები თავისი პროტექციის ქვეშ, მაშინ მე, ღვთის სიკეთით, გამაჩნია ხელისუფლება და ძალა, რათა შუაზე გავყო მთელი სპარსეთი და ნაწილი მივცე მის სამფლობელოდ. მაგრამ, რადგანაც ცნობილია, რომ ხელმწიფას თავად გააჩნია საკმარისად ქალაქები და სხვა ადგილებიც, მე არ ვფიქრობ, რომ მას სურდეს ოლქების დათმობა, მაგრამ მე დიდი ხანია ვეძიებ მეგობრობას და განზრახული მაქვს მისი გაგრძელება, და ამ დრომდეც ჩვენ, კეთილმოსურნეობის გარდა, არანაირი უჯერო საქმეები რუსეთთან არ გაგვაჩნია, არამედ გვსურს მისი კეთილდღეობა. რაც შეეხება კომერციას, როგორც უწინდელ ხანაში არ ყოფილა შეკრებილი არანაირი საბაჟო გადასახადები და ფული, ისე ახლაც მე ვსპობ მათ, სასურველი განზრახვით, რათა რუსული ვაჭართა წოდება განუწყვეტლივ შემოდიოდეს ჩვენში. მე არ დავაყოვნებ აღმოვუჩინო მას დახმარება და მფარველობა და მით უმეტეს, რომ მსურს ღირსი შევიქნა მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის კარისგან წარმგზავნილის მიღებისა და გავაგზავნო ჩემი მთელი გულმოდგინებითა და წრფელი გულით.

რწმუნებულმა მიუტანა მხოლოდ პოტიომკინის წერილი, თოქათლოვს შეეძლო მხოლოდ მოესმინა ალი-მურად-ხანისთვის და ეთქვა, რომ ამის შესახებ მოახსენებს თავის უფროსობას. მიიღო რა საჩუქრად კაბა, ფული და შეკაზმული ცხენი, თოქათლოვი უკან გამომგაზვრებისას ხელმეორედ იქნა დაძახებული სასახლეში, ამასთან მას ებრძანა შემოსილიყო ხანის მიერ ნაჩუქარი ფარჩის კაბით. ალი-მურადმა იგი მიიღო მეტად ალერსიანად, ხელმეორედ გამოუთქვა მას თავისი ერთგულება რუსეთისადმი, და ანთებული იყო რა ჩვენს მთავრობასთან ურთიერთობაში შემოსვლის მოუთმენლობით, გამოუცხადა, რომ მასთან ერთად გზავნის თავის რწმუნებულს, მაჰმად-ხანს, წერილით გენერალ პოტიომკინთან (Донесенiе Токатлова отъ 18-го апреля 1784 года. Госуд. Арх., XV, № 192).

არ უთქვამს რა არავისთვის მაჰმად-ხანის გამოგზავნის პირდაპირი მიზნის შესახებ და ინახავდა რა მას ღრმად სადუმლოდ, ალი-მურადი ხმამაღლა უცხადებდა გარეშეო მყოფთ, რომ მაჰმად-ხანი იგზავნება კავკასიის ხაზზე რუსეთთან სავაჭრო ხელშეკრულებათა დადების ერთადერთი მიზნით. მხოლოდ მარტო ვეზირმა, მირზა-რაბიმ, იცოდა ელჩობის ჭეშმარიტი მიზეზი, რომელიც თვით თავად წარმოგზავნილსაც კი გამოუცხადეს ისპაჰანიდან მისი გამომგზავრების დღეს. მაჰმად-ხანს ებრძანა არ გაენდო ეს საიდუმლო არავისთვის, არ გამოეთქვა იგი თვით რუსეთის მთავრობისთვისაც კი, როგორ ალერსიანადაც არ უნდა მიეღო მას წარგზავნილი, – იმ დრომდე, სანამ იგი არ დაინახავს რუსეთის ჭეშმარიტ სურვილს ალი-მურად-ხანთან დაახლოებისკენ და არ შეუდგება წინასწარ მოლაპარაკებებს ელჩობის შესახებ და თვით კავშირის შესახებაც კი.

28 მარტს სომეხი თოქათლოვი და ალი-მურად-ხანის წარმოგზავნილი ტფილისში მოვიდნენ. როგორც არ უნდა ეცადა ალი-მურად-ხანს თავისი ელჩობის ჭეშმარიტი მიზნის დაფარვა, მაინც თოქათლოვის სიტყვებიდან და საპასუხო წერილის გამოგზავნაში აჩქარებიდანაც შესაძლებელი იყო დაესკვნათ, რომ ალი-მურადი ეძიებს რუსეთის კეთილგანწყობას და განიცდის მასში საჭიროებას. კარგად იცნობდა რა სპარსულ პოლიტიკას, ერეკლე მეფეს სურდა ესარგებლა გარემოებებით და მიეღო სარგებელი, მისი სიტყვებით, რუსეთისთვის, მაგრამ არსებითად კი საკუთარი თავისთვის. პოლკოვნიკ ბურნაშოვთან პაემნისას მეფე ეუბნებოდა მას, რომ რუსეთსა და სპარსეთს შორის მტკიცე საზღვრების დადგენისთვის აუცილებელია ალი-მურად-ხანისგან ადერბაიჯანის ოლქების დათმობის მოთხოვნა, გილანის, მაზანდერანისა და ასტრაბადის ჩათვლითო.

– ის მათ დათმობს, ეუბნებოდა ერეკლე ბურნაშოვს, იმიტომ რომ ისედაც ვერ ფლობს მათ, და მაშინ მთელი კასპიის ზღვა რუსეთის შიგნით იქნება.

ასეთ დათმობას, რა თქმა უნდა, ყველაზე უფრო სწრაფად შეეძლო განეხორციელებინა თავად პოტიომკინის ოცნებები ამიერკავკასიაში ვრცელი ქრისტიანული სამფლობელოს წარმოქმნის შესახებ რუსეთის მფარველობის ქვეშ. ერეკლე იმედოვნებდა, რომ ასეთი სამფლობელოს შექმნასთან ერთად, მმართველობის სადავეები უეჭველად მას გადაეცემოდა რუსეთის იმპერატრიცის უმაღლესი ძალაუფლების ქვეშ (Рапортъ Бурнашёва генералу Потёмкину 4-го апреля. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 47).

აპრილის ბოლოს მაჰმად-ხანი მოვიდა კავკასიის ხაზზე და პოტომკინს ჩააბარა ალი-მურად-ხანის წერილი. აღმოსავლური მჭერმეტყველებით გადავსებულ ამ წერილს არ გააჩნდა დიდი მნიშვნელობა. ალი-მურადი იტყობინებოდა მხოლოდ მის მიერ გაცემული განკარგულების შესახებ, რათა რუსულ სავაჭრო წოდებას მის სამფლობელოებში ესარგებლა სრული თავისუფლებითა და უსაფრთხოებით. “მესმის რა, წერდა იგი (Въ письме представленном полковником Бурнашёвымъ, при рапорте отъ 4-го апреля. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 47), თუ რამდენად ხელსაყრელი იქნება მტკიცე და მჭიდრო მეგობრობა სრულიად რუსეთის იმპერიასა და სპარსეთის სახელმწიფოს შორის, ყველანაირად ვიქნები ყოველგვარი საშუალების ძიებაში ამ კავშირის მიღწევისთვის და მთელი ჩემი შესაძლებლობებით არ დავზოგავ არაფერს, რითაც მოსახერხებელი იქნება ამდენად მომგებიანი და სასარგებლო კავშირისა და მეგობრობის შეძენა”. წერილის ბოლოში ალი-მურად-ხანი ამატებდა, რომ ამ წერილით მან ამოგზავნა თავისი უახლოესი ადიუტანტი, რომელიც სარგებლობს მისი ყველაზე უფრო მეტი ნდობით, და ამით თითქოს-და მიანიშნებდა, რომ წარმოგზავნილისთვის შესაძლებელი იყო ყველაზე უფრო საიდუმლო ცნობების გადაცემა.

კავკასიის ხაზზე მეტად ალერსიანად მიღებულმა მაჰმად-ხანმა სიტყვიერად გადასცა გენერალ-პორუჩიკ პოტიომკინს, რომ მისი მბრძანებელი, მადლობას უხდის რა რუს უფროსს თაოსნობისთვის ორმხრივ ურთიერთობათა საქმეში, გულმოდგინედ შეეცდება ცნობილი შეიქნას რუსული კარისთვის და ამიტო ითხოვს ნებართვას თავისი ელჩობის გაგზავნაზე ს.-პეტერბურგში. ამ ელჩობის მიზანი, მაჰმად-ხანის სიტყვებით, უნდა იქნას დამყარება “ისეთი კავშირისა, როგორიც სასურველი იქნება მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისთვის, მთელს ქვეყნიერებაზე ცნობილისა თავისი გულუხვობით, რათა ბრძანოს მისი მოხაზვა რუსეთისა და სპარსეთის სარგებლისთვის” (Les orders verbalesd’ Ali-Mourad-Khan à son ambassadeur. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 48).

წარმოგზავნილის სიტყვიერი შეტყობინებით, ალი-მურად-ხანს მხურვალედ სურდა ყოფილიყო კავშირში რუსეთთან, მიეჩნია მისი მტრები თავის საკუთარ მტრებად და ყოფილიყო მისი მეგობრების მეგობარი; მას სურდა შეერწყა სპარსეთის ინტერესები რუსეთის ინტერესებთან, დაემსახურებინა ქვეყნიერებაზე ამდენად უდიდესი ხელმწიფას ძის სახელი, რომელსაც პატივს მიაგებს, როგორც თავის დედასა და ადამიანთა მოდგმის მწყალობელს. მაჰმად-ხანი ამბობდა, რომ მისი მბრძანებელი აძლევს რუსეთს ყველა ქალაქში და თვით პროვინციებშიც კი თავისი სავაჭრო კანტორების ქონის, აგენტებისა და კონსულების ყოლის უფლებას, რომ არ “უდებს საზღვარს რუსეთის სარგებლის ზომას”; რომ იგი “უარს ამბობს ყველა პროვინციაზე, რომელიც უწინ იყო რუსეთის მფლობელობაში, და ამაზე ზევით ყარადაღზე, ყარაბაღზე, ნახჭევნისა და ერევნის ოლქებზე, და რომ რუსეთთან კავშირის შეკვრის სურვილის შესახებ ალი-მურად-ხანმა უკვე მთელ თავის საბჭოს გამოუცხადა.

მაჰმად-ხანი ამბობდა, რომ სპარსეთში სავაჭრო კანტორების მოწყობისა და კონსულების დანიშვნის ნებართვას დიდი ხანია ეძიებს საფრანგეთის მთავრობა ბასორში თავისი კონსულის მეშვეობით, და რომ ალი-მურად-ხანმა მოხსნა ეს მაძიებლობა, გამოუცხადა რა, რომ რუსები – მისი მეზობლები არიან, და რომ მხოლოდ მათთან ეძიებს იგი მყარ კავშირს.

რუსეთისთვის ასეთი უპირატესობის მინიჭება უკიდურესად არ მოსწონდა საფრანგეთის მთავრობას და განსაკუთრებით კი ოტომანის პორტას, რომელიც ცდილობდა მთელი ძალებით წინ აღდგომოდა ჩვენი გავლენის გავრცელებას არა მხოლოდ სპარსეთის შიგნით, არამედ ადერბაიჯანშიც. ამ გავლენის დასასუსტებლად, 1784 წლის გაზაფხულზე კონსტანტინოპოლიდან ისპაჰანში იქნა გაგზავნილი საფრანგეთის მთავრობის აგენტი გრაფი ფერიერი დავალებით ალი-მურად-ხანთან. იგი არწმუნებდა, რომ სპარსეთის სარგებელი და ხანის პირადი ინტერესები მოითხოვს, რათა არ დაუშვან რუსები ადერბაიჯანის დასაკავებლად და ძალით დაიცვან სპარსეთის დამოუკიდებლობაო (Рапортъ консула Тумановскаго 28-го мая изъ Энзелей. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 48). თუმცა კი ფერიერი ცდილობდა ალი-მურად-ხანის დარწმუნებას, რომ თუკი რუსები დაეუფლებიან აზერბაიჯანის თუნდაც ნაწილს, იგი მომვალში ინანებს, მაგრამ მთელი მისი შეგონებანი უშედეგო აღმოჩნდა და ალი-მურად-ხანი აგრძელებდა რუსეთთან კავშირის ძიებას.

ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც მაჰმად-ხანი მხოლოდ მოვიდა ტფილისში, გენერალ-პორუჩიკი პოტიომკინი უკვე კითხულბდა, თუ როგორ უნდა მოიქცეს იგი წარმოგზავნილის გეორგიევსკში მოსვლის შემდეგ. თავადმა პოტიომკინმა ბრძანა შეეჩერებინათ იგი კავკასიის ხაზზე, და წერდა, რომ ამის კვალდაკვალ თავად გზავნის ისპაჰანში ალი-მურად-ხანთან წერილსა და საჩუქრებს (Ордеръ князя Потёмкина генералу Потёмкину отъ 11-го мая. Тамъ же).

“გენერალ-პორუჩიკმა პოტიომკინმა მომახსენა, წერდა უგანათლებულესი ალი-მურად-ხანს (Въ письме отъ 18-го iюня), თქვენგან მოსული ელჩობისა და კეთილი განზრახვების შესახებ, რომლებსაც თქვენ გამოთქვამთ, გსურთ რა შეიძინოთ ჩემი ხელმწიფას წყალობა. მივაგებ რა სათანადო ქებას თქვენს ასეთ სურვილს, რომელიც ემსახურება მთელი სპარსული მონარქიის სარგებელსა და კეთილდღეობას, გატყობინებთ, რომ მე თანამდებობით მევალება ხელი შევუწყო თქვენს განზრახვას და შემიძლია დაგაიმედოთ, რომ ხელმწიფა, რომელიც თავისი მფარველობის ქვეშ ღებულობს მიწიერ მეფეებს, უეჭველად ღირსგყოფთ თქვენც უმაღლესი კეთილმოწყალებისა. ამის თაობაზე მისი უდიდებულესობისადმი თქვენი წერილი შეგიძლიათ მე გადმომიგზავნოთ”.

არ შემოფარგლულა რა ამ წერილით და სურდა რა რომ ესარგებლა ალი-მურად-ხანის კეთილგანწყობით კავკასიონის ქედის იქით ვრცელი ქრისტიანული სახელმწიფოს წარმოქმნის შესახებ თავისი საყვარელი ოცნების განხორციელებისთვის, თავადმა პოტიომკინმა გადაწყვიტა გადაუდებლად შედგომოდა საქმეს და მაშინვე გაგზავნა სპარსეთში პოლკოვნიკი ტამარა, დაავალა რა მას თან წაეყვანა მაჰმად-ხანიც, რომელიც ჯერ ისევ გეორგიევსკში იმყოფებოდა. ჩააბარა რა პოლკოვნიკ ტამარას ოქროს სერვიზი ალი-მურად-ხანისთვის საჩუქრად, ხოლო ორი მოოქროვილი ფინჯანი და ბრილიანტებით შემკული საპილპილე (Реестръ подаркамъ, отправленнымъ съ Тамарой. Тамъ же) კი მისი წარმოგზავნილისთვის, თავადი პოტიომკინი წერდა ისპაჰანის მფლობელს, რომ ტამარა დაუმოწმებს მისდამი უგანათლებულესის გულმოდგინებისა და მისი გულწრფელი სურვილის შესახებ, რათა კეთილი თანხმობა ორ დერჟავას, რუსეთსა და სპარსეთს შორის დაფუძნებულ იქნას ურყევ კავშირზე. აქებდა რა ალი-მურად-ხანის განზრახვას ყოფილიყო მყარ კავშირში რუსეთთან, ტავრიდის თავადი აიმედებდა მას იმპერატრიცის კეთილმოწყალებაში, და იმავე დროს დაავალა გენერალ პოტიომკინს ჩაეგონებინა წარმოგზავნილი მაჰმად-ხანისთვის, რათა მას ეცადა დაერწმუნებინა ალი-მურად-ხანი იმპერატრიცის მფარველობის ძიების აუცილებლობაში.

პოკლოვნიკ ტამარას ევალებოდა შეეკრიბა უფრო ზუსტი ცნობები სპარსეთის პოლიტიკური მდგომარეობის, ცალკეულ მფლობელთა ძალისა და ძალმოსლების შესახებ (о силе и могуществе...) და უფრო ახლოს გაცნობოდა იმ პირთა ხასიათებს, რომელთაც ყველაზე მეტი გავლენა გააჩნიათ ისპაჰანურ მმართველობაში; ალი-მურად-ხანთან პაემნისას გამოეყენებინა ყველა საშუალება, რათა მოეპოვებინა მისი კეთილგანწყობა და ნდობა. მისცემდა რა საუბრებში ვრცელ საზრდოს ისპაჰანის მფლობელის თავმოყვარეობას, მიუალერსებდა რა მას რუსეთის მუდმივი და ძლიერი მხარდაჭერის იმედით, რომელიც მუდამ მზად იქნებოდა სპარსეთში ერთმმართველობის დამკვიდრებისთვის, რა თქმა უნდა, მისდამი ერთგული მფლობელის სახით, და ბოლოს, წინ წამოსწევდა რა რაც შეიძლება უფრო რელიეფურად ურთიერთ კავშირისა და მეგობრობის ყველა სარგებელს, ტამარას უნდა მიეღწია ალი-მურად-ხანის თანხმობისთვის სომხური ოლქის გამოყოფაზე სპარსული მონარქიის შემადგენლობიდან და მისი დამოუკიდებლობის აღიარებისთვის. ასეთი დათმობის მიღწევის საშუალებად არჩეულ იქნა იმ ხანად სპარსეთში არსებული უუფროსობა. ალი-მურად-ხანთან საუბარში პოლკოვნიკი ტამარა რწმუნებული იყო გამოეთქვა სინანული შინაომების გამო, რომლებიც სძიძგნიდნენ ქვეყანას, და დაერწმუნებინა იგი, რომ რუსეთის მთავრობა, გულწრფელად სურს რა ყველა უწესრიგობის უსწრაფესად შეწყვეტა და სიმშვიდის დამყარება, შესაძლებლად მიიჩნევს ამის მიღწევას მხოლოდ სპარსეთში დამოუკიდებელი და სუფთად ერთგვაროვანი სახელმწიფოს წარმოქმნით.

“გაყოფილი ნაწილების შეერთება, წერდა თავადი პოტიომკინი (Въ инструкцiи Тамаре. Московскiй архивъ Главнаго Штаба), ერთიანი დერჟავის ქვეშ, არის საშუალება იქ აყვავებული მდგომარეობის აღდგენისთვის. თქვენ შეგიძლიათ ოსტატურად შეეხოთ აქ ამ მფლობელის თავმოყვარეობას. შაჰის ღირსება სასიამოვნოა. მაგრამ ამასთან საჭიროა განუმარტოთ მას მთელი საჭიროება ამ მონარქიის შედგენისა თავად სპარსელთაგან. ასეთი შეერთება იქნება მყარი და მტკიცე, როცა, ამის საპირისპიროდ, სხვადასხვაობა ხალხებისა, რომლებიც ყოველთვის მზად არიან უღლის გადასაგდებად, ვერ ამრავლებს სახელმწიფო ძალებს, არამედ უფრო მეტად ჰყოფს და ასუსტებს მათ. ამას ვამბობ მე სომხეთისა და სხვა გარეშემო პროვინციების შესახებ, ხოლო რაც შეეხება საქართველოს, მასზე სიტყვაც არ დაძრათ, მისი ხვედრი უკვე გადაწყვეტილია. ამას მიუმატეთ პორტას შეურიგებლობა და მისი მიზნები, რომლებიც სათანადო ყურადღებას მოითხოვს. მისი სახელის ღირსება და დიდება ავალდებულებენ, რათა მოიყვანოს საკუთარი თავი ისეთ მდგომარეობაში, რომ წინ აღუდგეს ამ შურიან მეზობელს და მოსპოს მისი ჩანაფიქრები თავისი საზღვრებისთვის უსაფრთხოების მოტანით. ეს უსაფრთხოება იქნება სრულყოფილი, თუკი სომეხი ხალხი იქნება ზღუდე მათთვის (სპარსელებისთვის) თურქებთან”.

1785 წლის იანვარში პოლკოვნიკი ტამარა გაემგზავრა მოზდოკიდან სპარსეთისკენ და გზაში, ეჩმიაძინის მონასტერში შეიტყო, რომ ალი-მურად-ხანი გარდაიცვალა და რომ სპარსეთში ხდება კიდევ უფრო მეტი უწესრიგობები და პარტიების ბრძოლა.

აღა-მაჰმად-ხან ასტრაბადელსა და ალი-მურად-ხან ისპაჰანელს შორის არსებული მტრობა, საკუთრივ რომ ვთქვათ, არ შეწყვეტილა, და 1784 წლის შემოდგომაზე საომარი მოქმედებები მათ შორის კვლავ განახლდა. გაგზავნა რა აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ თავისი ვაჟი შიხ-ვეისი, ვინაიდან თავად იგი ავად იყო წყალმანკით, ალი-მურად-ხანმა დატოვა ისპაჰანი და, მედიკოსების რჩევით, .......... ბანაკად განლაგდა თეირანის მახლობლად. აქ მან მიიღო ცნობა, რომ შიხ-ვეისმა დაამარცხა აღა-მაჰმად-ხანი, დაეუფლა მაზანდერანს და, აიძულა რა თავისი მოწინააღმდეგე ასტრაბადში გაქცეულიყო, თავად განლაგდა სარიში. ალი-მურად-ხანი აღტაცებული იყო ასეთი ცნობისგან, – ბედი, თითქოს-და, სწყალობდა მას. მან ყველგან დაგზავნა ფირმანები ბრძანებით, რათა ზეიმით აღენიშნათ ეს გამარჯვება, მაგრამ ეს ზეიმი ხანგრძლივი არ ყოფილა. აღა-მაჰმად-ხანის ორმა ძმამ და მისმა პირადმა მტრებმა, რომელთაც მან წაართვა სამფლობელოები და მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდა, მოახერხეს გაქცევა და ნებაყოფლობით გადავიდნენ გამარჯვებულის მხარეზე. ერთერთმა მათგანმა თავს იდო აღა-მაჰმად-ხანის დატყვევება და, მიიღო რა შიხ-ვეისისგან ექვსი ათასიანი ჯარი, ასტრაბადისკენ გაემართა. აღა-მაჰმად-ხანს წარუმატებლობისგან თავი არ დაუკარგავს და მიმდინარე მოვლენების უქმ მაყურებლადაც არ დარჩენილა. ენერგიული და ქმედითი ადამიანი, აღა-მაჰმად-ხანი იმავე დროს უდაოდ გახლდათ სპარსეთში საუკეთესო მხედართმთავარიც. მან მოახერხა თავის მხარეზე თურქმენების დაყოლიება, რომლებიც თავიანთი თარეშებით ამდენად საშიში იყვნენ სპარსელთათვის, და მათთან ერთად გამოვიდა ალი-მურად-ხანის ჯარების წინააღმდეგ. დახვდა რა თავის ძმას მაზანდერანის ტყეებში, აღა-მაჰმად-ხანმა სასტიკად დაამარცხა იგი და, არ მისცა რა განცდილი წარუმატებლობისგან გამორკვევის საშუალება, სარისაც მიუხტა. სრულიად მოულოდნელად შემოტევის გამო შიხ-ვეისიც ასევე დამარცხებულ იქნა და მამასთან გაიქცა თეირანში; აღა-მაჰმად-ხანის ორივე ძმა უნდა დამალვოდა გამარჯვებულის დევნას, რომელიც ბანაკად ქუმშანში განლაგდა.

სულ ახლახანს გამარჯვების გამო მოზეიმე ალი-მურად-ხანი უკიდურესად გაძნელებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა: შიხ-ვეისის ჯარები დამარცხებული და გაფანტული იყო; ისინი, რომლებიც მისი პირადი უფროსობის ქვეშ იყვნენ თეირანთან, დიდი ხნის ჯამაგირის მიუღებლობის გამო სახლებში მიდიოდნენ, დარჩენილები კი არ ემორჩილებოდნენ, და ბოლოს ისპაჰანში მოხდა მღელვარება რომლის მოსასპობადაც აუცილებელი იყო ძალისთვის მიემართა. ისპაჰანის მცხოვრებთ არ უყვარდათ ალი-მურად-ხანი მისი სისასტიკის, სიამაყისა და ქერიმის შთამომავლობის ამოწვეტის გამო. ისარგებლეს რა მისი წასვლით, ისპაჰანელები მზად იყვნენ გადაეგდოთ ალი-მურად-ხანის ძალაუფლება და დამორჩილებოდნენ ბაგურ-ხანს, დედაქალაქის მმართველსა და ერთერთ უმდიდრეს პირთაგანს სპარსეთში.

ამასობაში, ეშინოდა რა აღა-მაჰმად-ხანის შემოტევისა, და ჰყავდა რა ჯერ კიდევ თავის განკარგულებაში საკმარისად ჯარები ისპაჰანში მღელვარების ჩასახშობად, ალი-მურად-ხანმა გადაწყვიტა დაბრუნებულიყო თავის დედაქალაქში და იქ დალოდებოდა მოწინააღმდეგის შემოტევას. მან ქალაქის დასაკავებლად წინ გაგზავნა რაზმი ჯაფარ-ხანის, თავისი ღვიძლი ძმის უფროსობით, ხოლო მის კვალდაკვალ კი თავადაც აჩქარდა, მაგრამ გზაში, იტანჯებოდა რა თავისი ავადმყოფობის შემოტევებისგან, იძულებული ხდებოდა მეტად ხშირად გაჩერებულიყო. გადატანილმა გაოგნებამ (მარცხმა) იმდენად ძლიერად იმოქმედა ალი-მურად-ხანზე, რომ მან ვერ გადაიტანა ავადმყოფობა, და 1785 წლის 7 თებერვალს, ისპაჰანამდე ოთხი დღის სავალზე გარდაიცვალა. ჯაფარ-ხანმა, დაეუფლა რა დედაქალაქს, ბრძანა თავი მოეკვეთათ ბაგურ-ხანისთვის, და, ისარგებლა რა საერთო დაბნეულობით, თავის ხელში ჩაიგდო ძალაუფლება. ისპაჰანთან საჩქაროდ მისული შიხ-ვეისი, რომელსაც სურდა ესარგებლა თავისი მამის საგანძურით, დამარცხებულ იქნა და იძულებული გახდა შირაზში გაქცეულიყო. ჯაფარ-ხანი დროებით დაემკვიდრა ისპაჰანში, ხოლო აღა-მაჰმად-ხანმა, ისარგებლა რა დაბნეულობით, მოახერხა დაეფლებოდა თეირანს, შეუპოვარი ბრძოლის შემდეგ, რომელშიც თავადაც მძიმედ იქნა დაჭრილი.

ალი-მურად-ხანის სახით ჩვენ დავკარგეთ რუსეთისადმი ერთგული ადამიანი, რომელიც ეძიებდა მის მფარველობას. გარემოებები შეიცვალა: სცენაზე გამოდიოდნენ ახალი ადამიანები სხვა შეხედულებებითა და ინტერესებით, და თავადი პოტიომკინიც აუცილებლობუს გამო იძულებული შეიქნა გადაედო თავისი გეგმების აღსრულება გაურკვეველი დროით. თუმცა კი მას უარი არ უთქვამს თავის განზრახვებზე და იმპერატრიცა ეკატერინე კავკასიონის ქედის იქით ჩვენი მფლობელობის აუცილებელ პირობად ვარაუდობდა, დაექვემდებარებინა თავისი ძალაუფლებისთვის კასპიის ზღვის ნაპირის გაყოლებაზე მდებარე მთელი სამფლობელოები, ადერბაიჯანის შემადგენლობაში შემავალი სხვა დანარჩენი მხარეები კი დაეტოვებინა რუსეთის მფარველობის ქვეშ. ამ მიზნით კავკასიის ხაზზე ჯარების უფროსს ნება მიეცა რათა ჩვენს მხარეზე დაეყოლიებინა და რუსული დერჟავის უმაღლესი ძალაუფლების ან მფარველობის ქვეშ მიეღო ადერბაიჯანის ყველა მფლობელი. ამასთან ერთად, სურდა რა ალი-მურად-ხანის სიკვდილის შემდეგაც შეენარჩუნებინა თავისი გავლენა სპარსეთის თავად ცენტრში, თავადმა პოტიომკინ-ტავრიდელმა დაავალა კავკასიის ხაზზე ჯარების სარდალს შეეკრიბა ყველაზე უფრო ზუსტი ცნობები ყველაზე უფრო გავლენიან მფლობელთა მდგომარეობის შესახებ, და შეეტყო თუ ვინ არის ხანებს შორის უძლიერესი და უპყრია საკუთარ ხელში ისპაჰანი და შუადღის სპარსეთი (полуденную Персiю)?

“მე რეკომენდაციას გაძლევთ, წერდა თავადი პოტიომკინი გენერალ პოტიომკინს (Въ ордере отъ 8-го мая 1785 года, № 138), ფრიად მიეალერსოთ ასტრაბადის ხანს (აღა-მაჰმად-ხანს), თუკი იგი გაძლიერდა და თუკი ჯერ არ დაუკარგავს უპირატესობა, მოპოვებული ალი-მურად-ხანის ჯარების დამარცხების გზით. მაგრამ თუ ვინმე სხვამ მოახერხა მასზე აღმატება, მაშინ მასთანაც მიაგზავნეთ ვინმე, ჩააგონეთ, რათა მიმართოს მის იმპერატორობით უდიდებულესობას. მე ამის გაკეთება ძნელად არ წარმომიდგენია. ალი-მურად-ხანი მოკვდა, მაგრამ შაჰობის სურვილი არავისში არ მოკვდება.

პოტიომკინმა ენზელიში გაგზავნა ორი თავისი კონფიდენტი და ერთერთ მათგანს* (*ყუბანის პოლკის მაიორს ლამპრო-კანჩონის) დაავალა მიეღწია ისპაჰანამდე. მათ უნდა შეეგროვებინათ შეძლებისდაგვარად დაწვრილებითი ცნობები იმის შესახებ, თუ ვინ დაეუფლა ალი-მურად-ხანის სიკვდილის შემდეგ მის საგანძურსა და ისპაჰანს, მყარი მფლობელობა გააჩნია თუ არა მას, და ყველა ის ოლქი არის თუ არა მისი ძალაუფლების ქვეშ, რომლებიც იყო ალი-მურადის მმართველობაში. წარგზავნილებს მოვალეობად დაეკისრათ გაეგოთ, თუ როგორი ძალები გააჩნია სპარსეთის ახალ მმართველს, როგორი ზნე-ხასიათისაა იგი, როგორია მისი ცხოვრების წესი, მიდრეკილია თუ არა საომარი მოქმედებებისკენ, მკაცრია თუ თვინიერი, გულუხვია თუ ძუნწი, ფხიზელია თუ ღვინისადმი მიდრეკილი, “დიდებისმოყვარულია თუ მოკრძალებასა და სიმშვიდეს ამჯობინებს” (Ордеръ Потёмкина генерал-поручику Леонтьеву и наставленiе конфидентамъ 10-го мая №№ 24 и 25).

როგორც წარგზავნილების, ისე სხვა პირთა მიერაც სპარსეთიდან მოწოდებული ცნობები სულაც არ იყო დამამშვიდებელი. ალი-მურად-ხანის სიკვდილის შემდეგ ურთიერთბრძოლა ხანებს შორის გაძლიერდა და საბრძოლველად გამოვიდნენ ისეთი პირებიც, რომლებიც ამ დრომდე, ალი-მურად-ხანის შიშით სიმშვიდეში რჩებოდნენ. ხოელი აჰმედ-ხანი, შუშის (ყარაბაღისა) და ყარადაღის ხანების თანადგომით, დაეუფლა თავრიზს, რომლის მცხოვრებლებმაც მას ქალაქი მოღალატურად ღამით ჩააბარეს. თავრიზის მფლობელი, ჰუდიათ-ხანი ტყვედ იქნა აყვანილი და ხოიში წაყვანილი; მთელი მისი ქონება დარჩა აჰმედ-ხანს, რომელმაც, ამაზე ზევით, მილიონი მანეთის კონტრიბუცია დააკისრა მცხოვრებთაგან იმათ, რომლებიც ჰუდიათ-ხანის ერთგულნი რჩებოდნენ. ადერბაიჯანში ყველაზე უფრო მდიდარი ქალაქის, თავრიზის დაუფლებამ, თავისი ძალაუფლებისადმი ნახჭევნს ხანის დაქვემდებარებამ და შუშისა და ყარადაღის ხანებთან კავშირმა გადააქციეს ხოელი აჰმედ-ხანი პირველ კაცად ადერბაიჯანში ძალის, ძლიერებისა და სიმდიდრის მიხედვით. მისი გავლენა კიდევ უფრო გაძლიერდა, როცა თავისი ოცდაათი წლის ქალიშვილი მიათხოვა ერევნის ხანის თერთმეტი წლის ვაჟიშვილს და უკანასკნელთან ნათესაურ კავშირში შევიდა.

იმ დროს, როდესაც ადერბაიჯანში ვრცელდებოდა ხოელი აჰმედ-ხანის ძალაუფლება, თეირანში მბრძანებლობდა ასტრაბადელი და მაზანდერანელი აღა-მაჰმად-ხანი, რომელიც საკუთარ თავს თვლიდა მისდამი დაქვემდებარებულ სამფლობელოთა და ოლქების დამოუკიდებელ მმართველად (самостоятельнымъ и независимымъ правителемъ). ნადირ-შაჰის ერთერთი შთამომავალი ძალით ცდილობდა ჰორასანში დამკვიდრებას, და ბოლოს, ჯაფარ-ხანი, ალი-მურად-ხანის ძმა, რომელსაც პირველ ხანებში თავის განკარგულებაში ჰყავდა ჯარები, მბრძანებლობდა ისპაჰანში, აღიარებული იყო მბრძანებლად შირაზსა და სპარსეთის მთელ შუა ნაწილში.

ცნობამ იმის შესახებ, რომ ჯაფარ-ხანი დამკვიდრდა ისპაჰანში, მეტად გაახარა მაჰმად-ხანი, ალი-მურად-ხანის მიერ გამოგზავნილი რუსეთში. თავიდან მაჰმად-ხანს სურდა უკან დაბრუნებულიყო პოლკოვნიკ ტამარასთან ერთად, რათა სამუდამოდ რუსეთში დარჩენილიყო, მაგრამ როდესაც შეიტყო, რომ ისპაჰანი იმყოფება ჯაფარ-ხანის ხელში, გადაწყვიტა გზა გაეგრძელებინა.

– ჯაფარ-ხანი, ეუბნებოდა მაჰმადი პოლკოვნიკ ტამარას, ყოველთვის ჩემი მფარველი იყო და მე მივდივარ იმ აზრით, რათა ვეცადო მთელი ძალებით ჩავაგონო მას ის განზრახვები, რომლებიც ჰქონდა მის განსვენებულ ძმას.

დაშორდა რა ხოიში მაჰმად-ხანს, პოლკოვნიკმა ტამარამ ჯაფარ-ხანთან გაგზავნა წარგზავნილი საჩუქრებითა და წერილით თავისი სახელით, რომელშიც არწმუნებდა, რომ რუსეთი ყოველთვის მზად არის იქონიოს მასთან მეგობრული ურთიერთობები.

“პატივცემული მეჰმედ-ხანი, წერდა ტამარა (Московскiй Архивъ Министер. Иностр. делъ), გამოგზავნილ იქნა განსვენებული და დიდებული ალი-მურად-ხანის, თქვენი წინამორმედისა და ძმის მიერ, ჩინებულო ხანო, ჩვენს სამოქალაქო და სამხედრო უფროსთან საზღვარზე – გენერალ პავლე სერგის ძე პოტიომკინთან წინადადებებით, რომელთა ძალასაც თავად მისგან ან მაშინ რწმუნებული მინისტრის, მირზა-რაბისგან შეიტყობთ. ის წინადადებები კეთილგანწყობით იქნა მიღებული არა მხოლოდ ხსენებული გენერლის მიერ, არამედ, მისი წარდგინებით, სრულიად რუსეთის ყოვლადმოწყალე თვითმპყრობელის უმაღლესი რწმუნებულის მაღალმბრძანებელი (высокоповелительный) გენერალ-ფელდმარშალის, უგანათლებულესი თავადის გრიგოლ ალექსანდრეს ძე პოტიომკინის მიერაც, რომელმაც, მომიწოდა რა, მიბრძანა გამოვმგზავრებულიყავი ხსენებულ დესპანთან ერთად ალი-მურად-ხანთან, ჩამებარებინა მისთვის თავისი პატივსაცემი პასუხები, შემდეგ მომესმინა და მქონოდა ახსნა-განმარტებანი მასთან (ალი-მურად-ხანთან) მის განზრახვებთან დაკავშირებით. ვასრულებდი რა სათანადო ერთგულებით უმაღლესი რწმუნებულის მიერ ჩემთვის მოცემულ ამდენად სასიამოვნო დავალებას, ერევნის ოლქში მივიღე ცნობა ალი-მურად-ხანის სიკვდილის შესახებ, ასევე მის ადგილზე თქვენი, შესანიშნავო ხანო, აღზევების შესახებაც. სიძნელეთა მიუხედავად ვაგრძელებდი გზას ქალაქ ხოისამდე (ხოიმდე), სადაც ვნახე, რომ ეს სიძნელეები სულ უფრო და უფრო მრავლდება, და გადავწყვიტე უკანვე გავბრუნებულიყავი. მაგრამ ამასთან ვალად მაწევს დაგარწმუნოთ მისი უგანათლებულესობის ჩვენი უმაღლესი რწმუნებულის კეთილგანწყობისა და კეთილმოსურნეობის შესახებ ყველას მიმართ, რომელთაც სპარსეთში უკავიათ მისი დიდებული მეფისნაცვლის ქერიმ-ხან-ზენდის ადგილი და სურთ მასში სიმშვიდის აღდგენა; ამიტომ შეგიძლიათ გულმშვიდად და საიმედოდ ბრძანდებოდეთ, რომ თქვენი წინამორბედის მაგალითის მიხედვით შემოხმიანებისადმი, ჰპოვებთ მასში ყველაზე უფრო მეგობრულ განწყობას.

“სინანულს გამოვთქვამ რა მთელი გუილთ თქვენი მაღალპატივცემული სახლისთვის ასეთი მნიშვნელოვანი დანაკარგის გამო, გილოცავთ, ყოვლადგულწრფელო, შესანიშნავო ხანო, თქვენს აღზევებას და გისურვებთ, რათა ამან, ხანგრძლივი კეთილდღეობისას სამსახური გაუწიოს თქვენი სახელის განდიდებას”.

ჯაფარ-ხანს არ უპასუხია ამ წერილზე, ვინაიდან მას უხდებოდა ეზრუნა არა პასუხსა და პოლიტიკურ ურთიერთობებზე, არამედ საკუთარი თავის უზრუნველყოფაზე.

სპარსელები ჯაფარს უყურებდნენ როგორც ალი-მურად-ხანის ახლო ნათესავს, რომელიც ვერ სარგებლობდა თავის ქვეშევრდომთა სიყვარულით ზომაზე მეტი სიმკაცრისა და რუსეთისადმი ერთგულების გამო. ეს უკანასკნელი გარემოება ბევრს აშორებდა ჯაფარ-ხანისგან და გაძლიერების საშუალება მისცა მის მტერს აღა-მაჰმად-ხანს, ასტრაბადისა და მაზანდერანის მფლობელს.

ნაწილობრივ მუქარებით, ნაწილობრივ დაპირებებით აღა-მაჰმად-ხანმა მოახერხა თავის მხარეზე გადაეყვანა რამდენიმე ხანი, და შეიძინა რა მოკავშირენი, თეირანში დატოვა საკმარისად ძლიერი გარნიზონი, თავად კი დანარჩენი ჯარებით ისპაჰანზე დაიძრა. ჯაფარ-ხანი მას ქალაქიდან რამდენიმე ვერსზე დახვდა, მაგრამ დამარცხებულ იქნა და შირაზში გაიქცა. აღა-მაჰმად-ხანი დედაქალაქში შევიდა, დაეუფლა ალი-მურად-ხანის მთელ საგანძურებს, ხელში ჩაიგდო მისი ოჯახი და ასტრაბადში გაგზავნა ბევრ სხვა ოჯახთან ერთად, რომელთა ერთგულებაზე დაყრდნობაც მას არ შეეძლო (Рапортъ Потёмкина князю Таврическому 6-го октября, № 125).

ჯაფარ-ხანი შეეცადა დაკარგული სამფლობელოს დაბრუნებას, მაგრამ წარუმატებლად. ხელმეორედ დამარცხებული, იგი იძულებული შეიქნა კვლავ შირაზში მიმალულიყო და პირველობა თავისი მეტოქისთვის დაეთმო, რომელიც სპარსეთის ერთერთ უძლიერეს მფლობელად იქცა. ისპაჰანის დაცემის შემდეგ მთელმა ირანმა აღიარა აღა-მაჰმად-ხანის ბატონობა; თავრიზის ხანმა ერთგულების ფიცი მისცა მას, ხოლო შემდეგ კი ადერბაიჯანელი ხანების უმეტესმა ნაწილმაც მიბაძა მის მაგალითს. მხოლოდ შირაზი და ფარსისტანის ნაწილი დარჩა ჯაფარ-ხანის მფლობელობაში.

შეიქნა რა დედაქალაქის მფლობელი, აღა-მაჰმად-ხანმა უფრო შორს დაიწყო თავისი ძალაუფლებისმოყვარული გეგმების გავრცელება – იგი ოცნებობდა უკვე შაჰის ღირსებისა და სპარსეთში ერთმპყრობელობის შესახებ. რათა უკანასკნელისთვის მიეღწია, მისთვის აუცილებელი იყო საკუთარი ძალაუფლებისადმი კიდევ ბევრი მფლობელის დაქვემდებარება, რომლებიც დამოუკიდებლობის გარკვეულ წილს ინარჩუნებდნენ. მისი ყურადღება უწინარეს ყოვლისა მიქცეულ იქნა გილანელ გედაეთ-ხანზე, მის პირად მტერზე, რომელმაც თავშესაფარი მისცა აღა-მაჰმად-ხანის ერთერთ ძმას, მურთაზა-ყული-ხანს.

მაშინვე ისპაჰანის დაუფლების შემდეგ, აღა-მაჰმად-ხანმა გედაეთ-ხანისგან მოითხოვა მნიშვნელოვანი კონტრიბუცია, უფროსი ვაჟი და ძმა ამანათად და მურთაზა-ყული-ხანის გაცემა. გედაეთ-ხანი სხვადასხვა საბაბით თავს არიდებდა ამ მოთხოვნების შესრულებას, ამაგრებდა ენზელის, და, სურდა რა აღა-მაჰმად-ხანის გულის მოგება, გაუგზავნა მას საჩუქრები, საკუთარ თავზე მისი ბატონობის აღიარების ნიშნად. თუმცა კი, წინასწარ ჭვრეტდნენ რა ჭექა-ქუხილს, გედაეთ-ხანი და მურთაზა-ყული-ხანი ეძიებდნენ რუსეთის მფარველობას. შეიტყო რა 1785 წლის აგვისტოში, რომ ენზელიში მოვიდა რუსული ფრეგატი “კავკაზი”, მურთაზა-ყული-ხანმა ფრეგატის მეთაურს კაპიტან-ლეიტენანტ აკლეჩეევს გამოუგზავნა თავისი მოხელე, რათა მიელოცა მშვიდობით მოსვლა რეიდზე და ეთხოვა პაემანის შესახებ. აკლეჩეევი ნაპირზე ჩამოვიდა და მურთაზა-ყული-ხანისკენ გაემართა, რომელმაც გამოუცხადა მას, რომ მას თავის ძმასთან, მუსტაფასთან ერთად, სურს რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლა.

ამ პაემანზე რამდენადმე უფრო ადრე მუსტაფა თავად მოვიდა ფრეგატზე აკლეჩეევთან, იმ დროს, როდესაც იგი ჯერ კიდევ ასტრაბადის ყურეში იმყოფებოდა და იგივეს შესახებ სთხოვდა მას. იგი ამბობდა, რომ რუსეთში გადმოსახლებისთვისაც კი არის მზად სამუდამო საცხოვრებლად, ამისთვის რომ მოსახერხებელი შემთხვევა გამოჩენილიყო. აკლეჩეევმა დააიმედა ორივე ძმა და ურჩევდა მათ თხოვნით მიემართათ გენერალ პოტიომკინისთვის, როგორც იმ მხარის მთავარი უფროსისთვის (Рапорты Аклечеева Потёмкину 11-го мая и 15-го августа 1785 года. Госуд. Арх., XXIII, № 13, папка 49). უკანასკნელმა დაავალა დაეიმედებინა ისინი რუსეთის სრული მფარველობით, იმედოვნებდა რა ჰქონოდა ორი ძმის სახით მშვენიერი საშუალება აღა-მაჰმად-ხანის ყველა მტრული ჩანაფიქრის წინააღმდეგ. “თუკი მაჰმად-ხანი, მოახსენებდა პოტიომკინი (Князю Потёмкину 15-го сентября, № 60. Тамъ же, папка 50), გაძლიერდება რა, დაემკვიდრება ისპაჰანში და მოისურვებს რუსეთის მფარველობითი კავშირის ძიებას, მაშინ შესაძლებელი იქნება შუამდგომლობის გაწევა ორივეს შერიგებისთვის მათ ძმასთან აღა-მაჰმად-ხანთან. ხოლო თუკი მაჰმად-ხანი არ მოისურვებს სპარსეთის შესახებ ნავარაუდევ ზომებზე წამოსვლას, მოსახერხებელი იქნება ამ ორი ძმის ამოქმედება მაჰმად-ხანის წინააღმდეგ მისი ძალის შესამცირებლად”. უგანათლებულესმა დაავალა მოფერებოდნენ აღა-მაჰმად-ხანის ძმებს და გამოეცხადებინათ მათთვის, რომ “თავიანთი კეთილგანზრახულობის გაგრძელებით მისცემენ საბაბს მათ მიმართ უმაღლესი კეთილმოწყალების საქმით გამოვლენისთვისაც” (Ордеръ Потёмкину 16-го октября 1785 года. Тамъ же).

ოქტომბერში მურთაზა-ყული-ხანმა გამოგზავნა თხოვნა უზენაეს სახელზე და წერილი თავად პოტიომკინთან, ითხოვდა რა მის მიღებას რუსეთის მფარველობის ქვეშ და მისი დაცვისთვის ჯარების გამოგზავნას.

მურთაზა-ყული-ხანის მაგალითს მიბაძა გილანელმა გედაეთ-ხანმაც, რომელიც ასევე ეძიებდა რუსეთის მფარველობას.

გზავნიდა რა ენზელიში ახალ კონსულს, კარის მრჩეველს სკილიჩის, გენერალი პოტიომკინი წერდა გედაეთ-ხანს, რომ მისი სურვილი შევიდეს რუსეთის მფარველობის ქვეშ მოწყალედ არის მიღებული იმპერატრიცას მიერ, და რომ მას შეუძლია აღასრულოს ეს ოთხი პირობის დაცვით: რათა მითითებულ იქნას ადგილი, სადაც ჩვენ შევძლებდით ენზელის პორტთან ქალაქის აშენებას რუსული ვაჭრობისა და ვაჭართა წოდების დასაცავად; რათა მან მისი ძალაუფლების ქვეშ მყოფებთან ერთად მიიღოს ფიცი რუსეთის სამუდამო ქვეშევრდომობაზე; რათა გამოგზავნოს ს.-პეტერბურგში ამანათების სახით ერთერთი თავის შვილთაგან და ორი ან სამი ნათესავი; და ბოლოს, ქვეშევრდომობის ნიშნად, ვალად იდოს ყოველწლიური, თუნდაც უმნიშვნელო ხარკის გადახდა.

ეს პირობები არ მოსწონდა გედაეთ-ხანს. უკიდურეს ხარისხად ვერაგი და ხარბი ადამიანი, გედაეთი თავის ქცევებში ხელმძღვანელობდა მხოლოდ მატერიალური სარგებლით და ყოველთვის იმ მხარეს იხრებოდა, სადაც მოელოდა თავისთვის მეტ სარგებელს. არ ჰქონდა რა გულწრფელი განზრახვა შემოსულიყო რუსეთის ქვეშევრდომობაში, გედაეთს ესმოდა, რა თქმა უნდა, რუსული კოლონიზაციის მთელი შემავიწროვებლობა მის ტერიტორიაზე, და ამიტომ მთელი ზომებით ცდილობდა მის თავიდან აცილებას (Не имея искренняго намеренiя вступить въ подданство Россiи, Гедаетъ понималъ, конечно, всю стеснительность русской колонизацiи на его территорiи, и потому всеми мерами старался отклонить её). იგი წერდა პოტიომკინს, რომ მოლაპარაკებები ქვეშევრდომობის შესახებ იმდენად მნიშვნელოვანია, რომ წარმოებული უნდა იქნას სრული საიდუმლოებით პირობების საბოლოოდ დადგენამდე, ხოლო ამასობაში, ყოველგვარი დაწყება სამუშაოებისა ქალაქის მოსაწყობად გამოავლენს მათ და თავზე დაატეხს მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგეებს როგორც სპარსეთში, ისე თურქეთშიც; რომ რუსული დასახლების დაარსება ენზელის პორტში სულაც არ არის საჭირო, რადგანაც იგი თავად უკვე დიდი ხანია აშენებს ქალაქს, რომელიც დასასრულს უახლოვდება და შევა რუსეთის მთავრობის განკარგულებაში, ვინაიდან, შემოვა რა ქვეშევრდომობაში, თავად გედაეთ-ხანიც სხვა არავინ იქნება, თუ არა დაახლოებული მინისტრი, “და მაშინ, წერდა იგი, როგორც ჩემი ქალაქი და სახლი, ისე მთელი ჩემი ოლქიც თქვენი იქნება”.

გამოთქვამდა რა რუსეთისადმი ერთგულებას და ქვეშევრდომობაში შემოსვლის სურვილს, გედაეთი იმავე დროს ავიწროვებდა ვაჭრობას და ვაჭართა წოდებას სხვადასხვანაირი ხარკით, ირწმუნებოდა რა, რომ საბაჟო გადასახადები შეადგენს ერთადერთ სახსარს მისი არსებობისთვის. “თქვენ აქაური წესები და ჩემი შემოსავლები იცით, წერდა იგი ერთერთ წერილში სკილიჩის (Госуд. Арх., XXIII, № 13, папка 49), (იცით ისიც) რომ მე მხოლოდ საბაჟო მოსაკრებლებით (мизанными и пошлинными сборами) ვუძღვები ჩემს სამფლობელოში ჯარის შენახვასა და სხვა ხარჯებს”. გედაეთ-ხანი ამბობდა, რომ თუკი ზედმეტი გადასახადები მაინც არის აღებული რუსი ვაჭრებისგან, ეს შეცდომით მოხდა, მისი ნების გარეშე და მისი არყოფნისას, მაგრამ თუკი საქმე ეხება აბრეშუმის გამო სასწორის გადასახადს, ეს ბაჟი არ არის და სავაჭრო ტრაქტატებში სასწორის ფულზე არაფერია ნახსენები. იგი წუხდა, რომ რუს ვაჭრებს არ ესმით მისი კეთილი საქმეებისა, რომლებსაც იგი აღმოუჩენს თვით საკუთარი ინტერესების საზარალოდაც კი. “ჩემი თავისთვის მადლობის მისაღებად, წერდა იგი (Въ письме Потёмкину безъ числа и месяца. Госуд. Арх., XXIII, № 13, папка 49), და პატიოსანი სახელისა, მე განვიზრახე მომესპო სასწორის ფული, რათა ეს გადასახადი მთლიანად გაუქმებული ყოფილიყო. რისთვისაც მე სააბრეშუმე გირები* (*ესე იგი გირები, რომლებიც გამოიყენებოდა აბრეშუმის ასაწონად), რომლებიც აქამდე ათასი წლით ადრე იქნა დადგენილი უწინდელი სპარსელი მონარქების მიერ და სხვა გირებთან მსგავსება არ ჰქონიათ, წონაში გავზარდე და თითოეულ ფუთზე სამი გირვანქა დავუმატე”. გედაეთ-ხანი ირწმუნებოდა, რომ, როდესაც ნიშნავს ახლა სასწორის ფულს ორ მანეთს თითოეულ ბათმანზე, იგი ამას აკეთებს სხვა ერების ვაჭართა ინტერესებისთვის, მაგრამ არსებითად საკუთარ თავს აყენებს უკიდურეს ზარალს, სურს რა ამით დაამტკიცოს თავისი ერთგულება რუსეთისადმი. სპარსელი ხანების სრული თვითნებობა ყველაფერში, რაც შეეხებოდა ვაჭრობასა და საბაჟო გადასახადების დადებას, ვერ იძლეოდა გედაეთ-ხანის სიტყვებისთვის რაიმენაირი მნიშვნელობისა და ფასის მიცემის შესაძლებლობას, ხოლო ამასობაში კი თავად იგი ვარაუდობდა, რომ მისი დაპირებები აიძულებს რუსეთის მთავრობას გააკეთოს გარკვეული დათმობები და დახმარება აღმოუჩინოს გილანის მფლობელს მის გაძნელებულ გარემოებებსა და აღა-მაჰმად-ხანთან ბრძოლაში.

გედაეთ-ხანმა კავკასიის ხაზზე გენერალ პოტიომკინთან გამოგზავნა ორი წარმოგზავნილი და თხოვნა უზენაეს სახელზე, რომელშიც ითხოვდა რუსეთის ქვეშევრდომობაში მიღებას ზუსტად ისეთივე საფუძველზე, როგორზედაც მიღებულია საქართველო, და ხანის განკარგულებაში, მის დასაცავად, სამი ათასიანი რუსული ჯარის გამოგზავნას. წარმოგზავნილები ამბობდნენ, რომ ხანი ვალდებულებას იღებს თავისი ხარჯით მოამარაგოს საკვებით ჯარები და მზად არის გადაუხადოს არა მხოლოდ ჯამაგირი, რომლის დანიშვნასაც იმპერატრიცა კეთილ ინებებს, არამედ ყოველწლიურად შეიტანს მისი უდიდებულესობის ხაზინაში, ხარკის ნაცვლად, ნედლ აბრეშუმს, სამ-სამი ათას ბათმანს, და გამოგზავნის ს.-პეტერბურგში უზენაეს კარზე ერთერთ თავის ვაჟიშვილს შესაფერისი საჩუქრებით. რწმუნებულებმა განუცხადეს პოტიომკინს, რომ მათი ხანი რუსულ ჯარებს ითხოვს არა დაპყრობების, არამედ მხოლოდ პირადი დაცვისთვის, და რომ მათი გამოგზავნისთვის მადლობის ნიშნად ვალდებულებას იღებს, რომ წარმატებისა და ახალი პროვინციების შეძენის შემთხვევაში, მთელი შემოსავლები მათგან შეიტანოს იმპერატრიცის ხაზინაში (Прошенiе посланныхъ хана Абида и Сеидъ-ризы. Государствен. Архивъ, XXIII, № 13, папка 49).

არ მალავდა რა იმას, რომ ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს სპარსეთში და ყველაზე უფრო მეტად კი ეშინია აღა-მაჰმად-ხანისა, გედაეთი წერდა, რომ რუსეთის მთავრობის უარი თავის მფარველობაში მის მიღებაზე აიძულებს მას ეძიოს თურქეთის კარის დახმარება და მფარველობა, რომელიც ცდილობს სპარსეთში თავისი გავლენის გავრცელებასა და სპარსელი ხანების რუსეთის წინააღმდეგ განწყობას. მართლაც, პორტამ ორმოც ადამიანამდე დაუგზავნა გარემომცველ ხანებს: დარუბანდისა, გილანისა, მაზანდერანისა, თავრიზისა, და მთელ დაღესტნელ მფლობელებს, წერილებითა და საჩუქრებით, მოუწოდება რა რუსების განდევნისკენ სპარსეთის ფარგლებიდან (Рапортъ капитанъ-лейтенанта Аклечеева 11-го мая 1785 года).

გედაეთ-ხანის წინა საქციელი ვერ უჩვენებდა მასში რუსეთისადმი გუწრფელ კეთილგანწყობას და ამიტომ ჩვენი მთავრობა, არ ემყარებოდა რა მის დაპირებებსა და სიტყვებს, მოითხოვდა მისდამი შეთავაზებული ქვეშევრდომობის პირობების აუცილებელ შესრულებას. თავადი პოტიომკინი წერდა ხანს, რომ მისი თხოვნა, მის მიერ გამოგზავნილი იმპერატრიცას სახელზე, მიღებულია და მას შეუძლია დარწმუნებული იყოს მფარველობაში, თუკი შეიცვლის თავის ქცევას. უგანათლებულესი ამბობდა, რომ რუსეთის მფარველობის ქვეშ შემოსვლისთვის აუცილებელია: გულწრფელობა და სრული ერთგულების დამტკიცება, იგი კი, ამის საწინააღმდეგოდ, შემჩნეულია მერყეობაში, უნდობლობაში და მოითხოვს “უადგილო” პირობებს. გედაეთ-ხანი პასუხს აყოვნებდა, მაგრამ იმავე დროს ცდილობდა დაწყებული მოლაპარაკებებიდან შესაძლებელი სარგებლის მიღებას. ეშინოდა რა აღა-მაჰმად-ხანის თავდასხმისა, იგი ამაგრებდა ენზელის და იმავე დროს მთელ თავის ქონებას თავს უყრიდა ჩვენს გემებში, როგორც სრულებით უსაფრთხო ადგილას, სავსებით იმედოვნებდა რა, რომ რუსები უარს არ ეტყვიან სტუმართმოყვარეობაში და არ დაეუფლებიან მის განძეულობას (Рапортъ Потёмкина князю Таврическому 23 декабря, № 414). “თუკი მოსალოდნელზე უფრო მეტად, წერდა გენერალი პოტიომკინი (Ордеръ Потёмкина консулу Скиличiю 3 iюля, № 32), ეს გედაეთ-ხანი ამდენად შევიწროვებულია, მაშინ გარდაუვალად იძულებული იქნება, დატოვებს რა თავის სამფლობელოს, გაიქცეს, და ჩვენ გულდასმით უნდა ვიზრუნოთ, რათა მისი პიროვნება და მისი კუთვნილი საგანძური გადარჩენილ იქნან და უსაფრთხოდ გადმოყვანილი ასტრახანში”.

გედაეთ-ხანსაც სწორედ ეს უნდოდა. როგორც კი იგი დარწმუნდა, რომ ჯაფარ-ხანთან ომით დაკავებული აღა-მაჰმად-ხანი იძულებულია დრომდე იგი მშვიდად დატოვოს, გედაეთ-ხანმა მაშინვე შეწყვიტა მოლაპარაკებები რუსეთთან და უწინდებურად დაიწყო, ახალი გადასახადების დაკისრებით, რუსი ვაჭრების შევიწროვება. ამ ზომას შედეგად მოჰყვა კონსულ სკილიჩის დაჯახება ხანთან და მათ შორის მტრული ურთიერთობების დაწყება. გედაეთ-ხანი ჩიოდა პოტიომკინთან სკილიჩის თვითნებობასა და სხვა საქმეებში მის ჩარევაზე, ხოლო სკილიჩი კი მიუთითებდა თავად გედაეთ-ხანის უღირს საქციელზე, მის ორპირობაზე, ვერაგობაზე, და ამბობდა, რომ მისგან დათმობის მიღწევა შეიძლება მხოლოდ ძალით. სპარსელი ხალხი, წერდა ჩვენი კონსული, “თავხედი და უხეშია; ვერ გებულობს მოკრძალებას და თავსაა გასული, იმიტომ რომ აქამდე არ დასჯილა” (Рапортъ Скиличiя Потёмкину 3 апреля 1785 года. Арх. Кабинета. св. 380). ჭირვეულ და ფიცხ ადამიანს, როგორც ახასიათებდა მას პოტიომკინი, სკილიჩის არ შეეძლო ცხოვრება და საქმიანობა გილანის მფლობელთან, არ შეეძლო შესჩვეოდა მის მაცდურობას და ამიტომ, თვლიდა რა თავის ყოფნას სპარსეთში უსარგებლოდ, გამოგზავნა თხოვნა მისი თადარიგში განთავისუფლების შესახებ. გენერალი პოტიომკინი ასევე აუცილებლად თვლიდა სკილიჩის სხვა პირით შეცვლას და სთხოვდა თავად პოტიომკინს კვლავ დაენიშნა ტუმანოვსკი (Рапортъ Потёмкина князю Таврическому 23 декабря, № 414). მაგრამ სკილიჩი დატოვებულ იქნა, თუმცა კი ტუმანოვსკი მაინც გაიგზვნა საგანგებო დავალებით და, როგორც ქვემოთ დავინახავთ, ვერც ერთმა და ვერც მეორემ ვერ დაიმსახურეს ხანის კეთილგანწყობა.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა