Monday, November 1, 2010

პოლკოვნიკი ბურნაშოვი საქართველოს შესახებ

საქართველოს სურათი ანუ ქართლისა და კახეთის სამეფოების პოლიტიკური მდგომარეობის აღწერა

(გაკეთებული მის უმაღლესობასთან ქართლისა და კახეთის მეფესთან ირაკლი თეიმურაზის ძესთან მყოფი პოლკოვნიკისა და კავალერის ბურნაშოვის მიერ ტფილისში 1786 წ.)



კ. ნ. ბეგიჩევის გამომცემლობა

ტფილისი, 1896.

(ნებადართულია ცენზურის მიერ. ტფილისი, 1895 წ. 23 ნოემბერს)

წინასიტყვაობა

ამ ბროშურის ავტორმა სტეფანე დანილას ძე ბურნაშოვმა, საქართველოში დაჰყო 1783 წლის მაისიდან 1787 წლის ოქტომბრის ჩათვლით და, პოლკოვნიკის ჩინით, შედგებოდა კავკასიის ჯარების მაშინდელი სარდლის გენერალ-პორუჩიკ პ. ს. პოტიომკინის „კომისიონერად“, მეფეებთან: ქართლისა ირაკლისთან და იმერეთისა სოლომონთან. იმ დრომდე ამ თანამდებობაზე იყო დოქტორი ანტონ რეინეგსი, გერმანელი მოგზაური. 1782 წელს, როდესაც იყო უმაღლესი ნება (რუს. Высочайшее соизволеніе) ტრაქტატის დადებაზე, მეფის ირაკლის თხოვნის თანახმად, საქართველოს მიღების შესახებ რუსეთის დერჟავის უმაღლესი ხელისუფლების (ძალაუფლების) ქვეშ და რწმუნებულად ამისთვის დანიშნულ იქნა გენერალ-პორუჩიკი პ. ს. პოტიომკინი, მაშინ ამ უკანასკნელმა, მიიჩნია რა დოქტორი რეინეგსი „საქმეში რამდენადმე თავქარიანად და მკვეხარად“, დანიშნა პოლკოვნიკი ბურნაშოვი თავის კომისიონერად საქართველოსა და იმერეთში, სადაც იგი გამგზავრა კიდეც 1783 წლის მაისის თვეში.

ბურნაშოვის დანიშვნისას, პ. ს. პოტიომკინმა მისცა მას დარიგება, რომელიც „პოლიტიკური ხედვების გარდა, შეიცავდა უმთავრესად იმას, რომ მას მოეხილა და შეესწავლა საქართველოსა და იმერეთის საქმეთა მდგომარეობა, მათი უსაფრთხოებაში მოყვანისთვის საზღვრებზე საჭირო სიმაგრეების (რუს. укрепленія) აგებით, და ამისთვის, დაეთვალიერებინა მიწები, აღეწერა მათი საზღვრები, გაეკეთებინა რუკა, და სად არის ამ სახელმწიფოებისთვის საჭიროება მათი მეზობლებისგან თავდაცვისთვის. დაეპროექტებინა მცირე სიმაგრეები, რომლებიც საკმარისი იქნებოდა მეზობელთა თავდასხმებისგან მათ დასაცავად, და ეს პროჟექტები წარედგინა თავად პოტიომკინისთვის“ (Бутковъ. Материалы для новой истории Кавказа... 1869 г., ч. 2-я, стр. 122). ყოველივე ეს ბურნაშოვმა ზუსტად შეასრულა და წარუდგენდა სხავდასახვა პროექტებს თავად პოტიომკინს, მაგრამ ისინი, უმეტეს წილად, შეუსრულებელი რჩებოდა, როგორც მაგალითად ციხესიმაგრეების აგება იმერეთსა და კახეთში.

საქართველოსა და იმერეთის მეფეებთან „კომისიონერის“ თანამდებობის მიხედვით თავისი მოვალეობების შესრულების გარდა, ბურნაშოვი მეთაურობდა საქართველოში რუსულ ჯარებს, რომლებიც შევიდნენ ტფილისში 1783 წლის ნოემბრის თვეში.

1787 წელს, ახლანდელ ელიზავეტპოლთან, ხოლო მაშინდელ განჯასთან საომარი მოქმედებების დროს, რომლებშიც ასევე მონაწილეობდნენ რუსული ჯარებიც, ბურნაშოვი მოულოდნელად უკან იქნა გამოწვეული ჯარებთან ერთად რუსეთის ფარგლებში და იმავე წლის 26 ნოემბერს მშვიდობიანად მოვიდა ვლადიკავკაზში. რუსული ჯარების გამოყვანა საქართველოდან აიხსნება ბევრი მიზეზით და სხვათა შორის, იმითაც, რომ ჩვენი მაშინდელი ომის გეგმაში თურქეთთან არ იყო ნავარაუდევი მოქმედება მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ამიერკავკასიის მხრიდან, შემდეგ, რუსული ჯარების საქართველოში შესვლის დროიდან, მეფე ირაკლიმ დაკარგა ბევრი თავისი მოკავშირე მეზობელი მფლობელებიდან და რუსული მთავრობა ვარაუდობდა, რომ რუსული ჯარების წასვლასთან ერთად, მეფე ირაკლისთვის უფრო მოსახერხებელი იქნება თურქებთან ჩვენი ომის განმავლობაში უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება თავისი უწინდელი კავშირების განახლების მეშვეობით, დაბოლოს მიზეზი კიდევ შედგებოდა იმაში, რომ ჩვენი ჯარები, თვით ასეთი უმნიშვნლო რიცხვითაც კი, როგორიც არის ორი ბატალიონი, საქართველოში განიცდიდნენ დიდ შიმშილს (იქვე, ч. 2-я, стр. 196).

რუსული ჯარების გამოყვნასთან ერთად დასრულდა საქართველოში ბურნაშოვის სამსახურეობრივი მოღვაწეობა. შემდგომში იგი გადავიდა სამოქალაქო სამსახურში და, საიდუმლო მრჩევლის ჩინით, კურსკში იყო გუბერნატორად. იქ ბურნაშოვმა გამოსცა სამი ბროშურა, რომლებიც მიძღვნილია კავკასიისა და სპარსეთისადმი.

1) ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს | ს უ რ ა თ ი. . . . კურსკში 1793 წ. ფურცლის მერვედ ნაწილად, 38 გვ. ბრძანებულებით გაცემული ნებართვის საფუძველზე. საზოგადოებრივი მზრუნველობის საგანგიოს (რუს. Приказ Общественного Призренія) კურსკის ტიპოგრფიაში.

2) ს პ ა რ ს ე თ შ ი | ა დ ე რ ბ ა ი ჯ ა ნ ი ს | ო ლ ქ ე ბ ი ს ა | დ ა | მ ა თ ი | პ ო ლ ი ტ ი კ უ რ ი | მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ბ ი ს | ა ღ წ ე რ ა. კურსკში, 1793 წელს, 27 გვ.

3) მ თ ი ე ლ ი | ხ ა ლ ხ ე ბ ი ს | ა ღ წ ე რ ა. კურსკში, 1794 წელს, 20 გვ.

ყველა ეს ბროშურა, რომლებიც როგორც სავარაუდოა, გამოცემულია ეკზემპლარების მეტად შეზღუდული რაოდენობით, ახლა მიეკუთვნება უიშვიათესთა რიცხვს და სავსებით არ მოიპოვება გაყიდვაში. ისინი ყველა არ არის თვით ისეთ დაწესებულებებშიც კი, როგორებიცაა საიმპერატორო საჯარო ბიბლიოთეკა და საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკა. კავკასიისმცოდნეობაში წიგნების ჩემს ბიბლიოთეკაში არის მეორე და მესამე ბროშურები, ხოლო ეს გამოცემა გადმობეჭდილია იმ ეკზემპლარიდან, რომელიც არის პეტერბურგში, მთავარი შტაბის ბიბლიოთეკაში.

გ ა მ ო მ ც ე მ ე ლ ი


საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა.


მ ი ს ი | ძ ა ლ ა. კახეთისა და ქართლის სამეფოებში, კავკასიის ქალაქებში, რომლებიც შედგებიან საქართველოს მეფის დამოკიდებულებაში, ადერბაიჯანის ქალქებში ერევანსა და განჯაში, მათი მიწებით, ქართველები, სომხები, ბერძნები, მაჰმადიანები, სხვადასხვა მთიელი ხალხები და ქურთები, მოითვლებოდნენ 1783 წელს, საქართველოს სრულიად რუსთის ტახტის უმაღლესი მფარველობის ქვეშ შემოსვლისას, 42000 კომლი (რუს. дворов).

წ ო დ ე ბ ე ბ ი (რუს. с о с т о я н і я). საქართველოში ქართველებს შორის სამი წოდებაა: სასულიერო, თავად-აზნაურობა და მხვნელ-მთესველები; პირველი უმეტეს წილად შედგება კეთილშობილებისგან. სომხებს შორის: თავად-აზნაურები, ვაჭრები, ხელოსნები და მხვნელ-მთესველები. ბერძნებს შორის: ვაჭრები, ხელოსნები, ხოლო უმეტეს წილად – მადნის მთხრელები, რომლებიც ინახავენ ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის სამეფო ქარხნებს. მაჰმადიანებს შორის: ჩინოსანთა საგვარულოები (რომელთა თაობებიც /რუს. поколенія/ სპარსეთში, ისევე როგორც საქართველოშიც, მეტად გამორჩეულნი არიან), ვაჭრები, ხელოსნები, მხვნელ-მთესველები, არცთუ დიდი მესაქონლეობით; მათი ნაწილი მოხეტიალეები (მომთაბარეები) არიან, მტაცებლები და მეტად მიდრეკილი გახლავან ომისკენ. ქურთები მომთაბარე ხალხია.

მესაქონლეობა მთელს საქართველოში ლეკთაგან თარეშების გამო დიდი არ არის, ცხენსაშენები პატარაა და ყურადღებას არ იმსახურებენ.

პური საკმარისია, განსაკუთრებით ყაზახსა და სამშადილში, კარგი ყუათიანობისა და თვისებების; ბრინჯი (რუს. пшено сорочинское) უხვადაა; ასევე ფეტვი (რუს. პროსო), ქერი სიმინდი; ჭვავი და შვრია საერთოდ არ არის; ბამბა საკმარისია; სელი ბევრი არ არის, თესენ მხოლოდ ზეთის გამოსახდელად; აბრეშუმი მეტად ბევრია, მხოლოდ საშუალო ხარისხისა (რუს. посредственной доброты).

ოქროსა და ვერცხლის მადნები საკმარისადაა, განსაკუთრებით ბევრი სპილენძის მადანია მთებში, რომლებიც ჰყოფენ საქართველოს ერევნისგან, გამოიმუშავებენ მათ ბერძნები _ რომლებიც გამოდიან თურქეთიდან, რკინა ცოტაა და ცუდი, იყენებენ იქ რუსეთიდან ჩამოტანილს, ყიდულობენ რა მას ხუთჯერ უფრო ძვირად, ეს სიძვირე მომდინარეობს კავკასიის მთების გავლით მიწოდების სიძნელეების გამო.

ოქროსა და ვერცხლის ნკეთობები ცუდია და ხელოვნებას მოკლებული, მათ არ იციან მათი შერევა სხვა ლითონებთან, სპილენძის ნაკეთობები კარგია, კალისა არ არის, ფოლადისა საშუალოა, რკინის ნაკეთობებს აკეთებენ კალასთან შერევით, არის აბრეშუმისა და ბამბის პატარა ხელის ფაბრიკები, უკანასკნელები ძლზედ ცოტაა.

ვაჭრები მიემგზავრებიან სპარსეთსა და ინდოეთში – რუსეთიდან ჩამოტანილი არცთუ დიდი რაოდენობის საქონლით; ხოლო იქიდან ქარავნებით ღებულობენ აბრეშუმის, ბამბის, სპარსულ და ინდურ მატერიებს, ასევე ფაიფურის ჭურჭელს, დიდი ვაჭრობა გააჩნიათ მათ მთიელ და სპარსელ ახლო მეზობლებთან მათი ხელსაქმით, ე. ი. სპილენძის ჭურჭლით, ბამბის ქსოვილებით, მოჩითულით, შეღებილითა და თეთრით, ცხენის მოსართავებით, ხმლებითა და ხანჯლებით, რკინის მცირე საგნებით, ტანსაცმლით, ქუდებითა და ფეხსაცმლით: ვინაიდან ამ სჭიროებების გამო თითქმის მთელი კავკასიელი ხალხები და მთელი მეზობლები სარგებლობენ ტფილისელი სომხების შრომისმოყვარეობით.

სავაჭროები ლამაზი საქონლით, ხელით ნაკეთობებითა და სასურსათო მარაგებით, ტფილისში 500-მდეა.

ღ ვ თ ი ს მ ს ა ხ უ რ ე ბ ა. სარწმუნოების წესები და ჩვეულებები ქართველებში _ ბერძნულია, ღვთისმოსაობა (რუს. благочестіе) ეკლესიებში დიდი არ არის, ღვთისმოშიშების (რუს. набожность) გარეგნულ გამოხატვას გამოავლენენ გულმოდგინედ, მარხვების შენახვას – უზომოდ. ეკლესიები და მონასტრები დაცარიელებულია (გაჩანაგებულია, რუს. опустошены) და იმყოფებიან უკიდურესად დაუდევრად (რუს. неюреженіе) დატოვებულ მდგომარეობაში, კეთილმოწესეობა (რუს. благочиніе) მათში საერთოდ არ არის, სასულიერო წოდებას გააჩნია საკმარისი ძალაუფლება და უშუალო პატივისცემა, მათი ხმა სამეფო საბჭოში მნიშვნელოვანია; მთავარი უფროსობა სასულიერო წოდებაზე გააჩნია კათოლიკოსს ანუ უპირველეს მთავარეპისკოპოსს.

სომხები მიჰყვებიან გრიგორიანულ გადმოცემას, თავიანთ ეკლესიებს ინახავენ სისუფთავეში და საკმარისად აქვთ მორთული, ტფილისში არის კათოლიკების 30-მდე ოჯახი, მათ ჰყავთ თავიანთი პატრები, რომლებსაც გზავნიან რომიდან. ეს პატრები აღასრულებენ მედიკოსების თანამდებობებს და ყოველთვის ძალზედ ახლოს არიან ხოლმე მეფეთა ექიმებთან; მათ ააშენეს ტფილისში უზარმაზარი კათოლიკური ეკლესია, ქვისგან და ევროპული ნიმუშის მიხედვით, მაგრამ მეფე ირკლიმ იგი გადააკეთებინა ბერძნული აღმსარებლობის ეკლესიად, გრიგორინული ერესის საქართველოს ეკლესიაში შეტანისკენ მიმართული ღონისძიების გამო, საქართველოს ეკლესიის ზოგიერთ ცნობილ სასულიერო პირთან შეთანხმებით.

ბერძნებს გააჩნიათ საკუთარი ეკლესიები, რომლებიც არ არის მდიდარი.

მაჰმადიანებს სარწმუნოების აღსრულება არ ეკრძალებათ, ტფილისში მათ აქვთ სამი მეჩეთი; თითოეული მათგანი გარკვეულ ვალდებულებაში იმყოფება ქართულ ეკლესიებთან, კისრულობენ რა ერთი-მეორის გამო თავდებობას დარბევისგან უსაფრთხოებაზე გაბატონებული სარწმუნოების შეცვლის დროს. იქ ჩვენი ჯარების ყოფნის უკანასკნელ ხანს მაჰმადიანებს ნება ეძლეოდათ თავიანთი მორწმუნეები მეჩეთებში მიეწვიათ მათი ჩვეულების და მიხედვით.

ქურთები – წარმართები არიან და ცხოვრობენ თითქმის სარწმუნოების გარეშე, ზოგიერთები აღიარებენ მაჰმადიანურ სარწმუნოებას.

მთიელი ხალხები – ძურძუკები, ხევსურები, ფშავლები, ემორჩილებიან მეფეს და გააჩნიათ ბერძნული სარწმუნოება.

ხ ა ლ ხ ი ს | თ ვ ი ს ე ბ ე ბ ი. მიწის მდებარეობა მთა-გორიანია, რაც აქცევს იქაურ მაცხოვრებლებს, როგორც ყველგან მთებში, უფრო მკაცრ ადამიანებად; სპარსელებთან დიდი ხნის კავშირისა და ურთიერთობების გამო, გადაიღეს მათი ზნე-ჩვეულებები, და თუმცა კი ბევრი მათგანი საკმარისდ არის დაჯილდოებული გაგების (რუს. разуменіе) ბუნებრივი უნარით, მაგრამ არ ზრუნავენ თავიანთი შვილების აღზრდისა და განათლებისთვის, და ამიტომაც წინდაწინ ვერ ჭვრეტენ (რუს. не предвидящи), არიან ცრუები (რუს. лживые), არა აქვთ მდგრადი ხასიათი და არიან ანგარების მოყვარულები, ბევრი კეთილშობილთაგანი პირადად მამაცია, მაგრამ დიადი საქმეები, რომლებიც გამოარჩევს ნიჭიერებას – არა ჩანს, არ გააჩნიათ სიყვარული (შეთვისება, რუს. привязанность) თავიანთი ახლობელი ნათესავებისადმიც კი, ცხოვრება და საკვები მკაცრია, თავაზიანი მოპყრობა ურთიერთ შორის ცოტაა, სახალხო მხიარულობები არ არის, ცხენებით დოღის (ჯირითის) გარდა ორჯერ წელიწადში და ხშირად ფარიკაობისა (რუს. палашный бой); თავიანთი ადათები ცხოვრებაში მიაჩნიათ ჩინებულად, ევროპული ადათ-წესების მიმართ შესამჩნევია მათი ზიზღი (რუს. отвращеніе) და მთელი თავიანთი სიღარიბის მიუხედავად სულელურად ამაყები არიან (რუს. глупо горды).

მ მ ა რ თ ვ ე ლ ო ბ ი ს | წ ე ს ი | (ს ა ხ ე). ერთხელისუფლებიანობაა, მეფის ნება შეუზღუდვია, დაწერილი კანონები და დაწესებულებები თითქმის არ გააჩნიათ, დაქვემდებარებული ხელისუფალნი ცოტანი არიან, მთელი საქმეები და სულ მცირენიც კი დამოკიდებულია მეფის გადაწყვეტილებაზე; მას ერთადერთს ემორჩილებიან პირფერობით (პირმოთნეობით), სხვა ჩინოსნებს კი მეტად ცუდად.

მეფეს ჰყავს თავისი დივანი ანუ საბჭო, რომელშიც მონაწილეობენ მისი ყველა შვილი, კათოლიკოსი, მღვდელთმთავრები, საბჭოს წევრები, რომელთაც ეწოდებათ დივან-ბეგები, და მიწების დიდებულები, რომლის რჩევის გარეშეც მეფეს აქვს ჩვეულება არაფერს არ იღონებდეს, თუმცა კი თვითმპყრობელია. ჰყავს აგრეთვე საგანგებო მინისტრები: საგარეო საქმეთა, სახელმწიფო შემოსავლების, სამხედრო განკარგულებების, რომლებიც, ისევე როგორც ყველა საქმიანი ადამიანი, სომხებისგან არიან, ვინაიდნ ქართველ თავადთა საგვარულოები თავიანთი სიამაყის გამო შეუთავსებლად თვლიან თავიანთი შვილებისთვის უბრალო ანგარიშის სწავლებასაც კი.

სამხედრო, კარიკაცებისა და სამოქალაქო ჩინები, უმეტეს წილად მემკვიდრეობითია საგვარულოების მიხედვით.

სამეფო კარი, თავისებურად საკმარისად გამომხტველია და ემსგავსება ძველი მეფეების სასხლეთა კარებს გაუნათლებელ ხლხებში.

ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო  | შ ე მ ო ს ა ვ ლ ე ბ ი. ქვეშევრდომებისგან ფულადი და მხვნელ-მთესველებისგან მიწათმომედების ნაწარმი, ვერცხლის, ოქროსა და სპილენძის მადნებიდნ, საბაჟო მოსაკრებლებიდან, წყალსადენი და თამბაქოს გამოსასყიდებიდან, ქალაქებიდნ – განჯა და ერევანი, მეზობელი ხანებისგან საჩუქრების ჩათვლით აღწევდა 400 ათას მანეთამდე ოქროთი და ვერცხლით, მაგრამ ქ. ტფილისს ამაზე ზევით აკისრია საგანგებო გადასახადები; ვინაიდნ მეფის კეთილი ნების მიხედვით მას აკისრებენ ხოლმე წინასწარ განუსაზღვრელ გადასახადებსაც. მთელი შემოსვლების მეათედ ნაწილს, სამთამადნო შემოსავლების ჩათვლით, ძველი კანონმდებლობის მიხედვით, ღებულობს სახლთუხუცესი (წერია სალთხუცესი /салтхуцесъ/, და ამავე ტერმინს ხმარობს პლატონ იოსელიანიც თავის წიგნში „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“ – ი. ხ.), სამეფო კარის მთავარი მოხელე.

მ ხ ე დ რ ო ბ ა | (ჯ ა რ ი). ფულადი ანაზღაურებით (რუს. жалованье) შენახული ჯარები არ არის; ათი წლის წინ, როგორც ლეკების საყოვლთაო მტაცებლობისგან დასაცავად, რომლებიც მათ ავიწროვებდნენ თვით ქალაქების გალავნებამდეც კი, ქართველებში კრებენ მილიციას (წერია – Мурыга, იგულისხმება ე. წ. მორიგე ჯარი – ი. ხ.), რომელიც შედგება 4000 მეომრისგან, რომლებიც იმსახურებენ რა ერთ თვეს, ბრუნდებიან სახლში, ხოლო მათ ადგილზე დგებიან სხვები რიგის მიხედვით, მთელი სახელმწიფოდან. ამ მორიგე ჯარით, გარდაცვლილმა ბატონიშვილმა ლეონმა, გაწმინდა თითქმის მთელი მიწა მთიელთა თავხედური ძარცვა-რბევისგან, მაგრამ ახლა მეფის არც ერთი ვაჟიშვილი არ მოღვაწეობს ასე ვაჟკაცურად და ამიტომ მორიგე ჯარიც, მოხელეთა ბოროტგამოყენებების გამო, არსად არა დგას გზების, სოფლებისა და მხვნელ-მთესველების დასაცავად.

კეთილშობილები ყველანი მსახურობენ ცხენოსნებად, ისევე როგორც ყველა ქონების მქონე; ყველა წოდების მეომარი ჩვენი იქ ყოფნისას იკრიბებოდა 6000-მდე. მაჰმადიანებს, ყაზახელებსა და შამშადილელებს, საუკეთესო მეომრებს, რუსეთის მფარველობაში შემოსვლის დროიდან, რადგანაც მათ არ ენდობოდა, მეფე, მათი აღშფოთების (ამბოხების, რუს. возмущеніе) მიზეზით, ჯარებში არ იწვევდა, ყაბარდოელები და ოსები მეფის ომში მსახურობენ ანაზღაურების სანაცვლოდ, ასევე ლეკთა ზოგიერთი საგვარეულოც, რომელთაგან მეფეს, მათ ერთგულებაში დასარწმუნებლად, ჰყავს მძევლები. ისინი უმეტეს წილად შეიარაღებული არიან შაშხანებით, სარტყელში გაყრილი პისტოლეტებით, მხარზე გადაკიდებული ჩანთით, ხანჯლითა და ხმლით, და თავად მეფეც ასეთივე ნაირადაა შეიარაღებული; საომრად გამზადებული უღარიბესი გლეხები კი, რომელთაც არა აქვთ იარაღი, მოდიან კომბლებით.

ქართული არტილერია გადაიტანება ხარებით, და თუმცა კი არცთუ მთლად სწორადაა გაკეთებული და გამართულიც არ არის (რუს. и не исправна), მაგრამ საშიშია მეზობლებისთვის, მათი მოწინააღმდეგეებისთვის; ვინაიდან ამ უკანასკნელთ ველზე არტილერია არ გააჩნიათ; ახლა მეფეს აქვს 12 საკუთარი ქვემეხი, რომლებიც ჩამოსხმულია ტფილისში, დენთს თავად აკეთებენ, მაგრამ პროპორციების არცოდნის გამო იგი უკიდურესად ცუდია.

უმაღლეს სამხედრო ჩინს ეწოდება სარდარი; რომლებიც არიან სამნი, სახელდობრ კი: კახეთში ერთერთი თავად ჩოლოყაშვილთაგანი, ქართლში ორი, ერთი ზემო ივერიაში თავად ამილახვრებისგან, მეორე კი სომხითში თავად ორბელიანებისგან, ეს ჩინები მემკვიდრეობით გადადის საგვარეულოებში, კათოლიკოსს ჰყავს თავისი სარდარი, არიან მარჯვენა და მარცხენა ფრთის გენერლები, არტილერიის უფროსი, რომელსაც ეწოდება თოფჩი-ბაში (წერია Толши-баша). მეფის ადიუტანტები, უფროსები და უმცროსები, მიმბაშები (წერია бибмаши) ანუ ათასისთავები, ხუთასისთავები და ასისთავები, ესაულები და მედროშეები, და თუმცა კი ყველა ეს ჩინოსნები არსებობენ, მაგრამ არასდროს თავიანთ ადგილზე არ არიან ხოლმე, არამედ ლაშქრობის დროს ყოველთვის მეფის სიახლოვეში გროვდებიან. მათი ხელქვეითები ლაშქრობის დროს დაეხეტებიან თავიანთ ნებაზე და დგებიან ყოველგვარი წესრიგის გარეშე. მათი სამხედრო ბანაკი ემსგავსება სავაჭროდ მოსული გლეხების თავშეყრას, მეწინავე რაზმები და წამყვანი (მიმყვანი, რუს. отводные) ყარაულები არა ჰყავთ, და ამის გამო, ისე არ გავა ღამე, რომ ცხენებს, ხოლო ზოგჯერ კი ადამიანებსაც არ სტაცებდნენ მათი მოწინააღმდეგენი ბანაკიდან, ამავე დროს ქართველბიც იგივეს უკეთებენ თავიანთ მოწინააღმდეგეებს. პროვიანტს არ ამზადებენ, ყველას ომში წასულს თან მიაქვს სურსათი რამდენსაც შეძლებს, და ამის გამო ხშირად განიცდიან შიმშილს, ზოგჯერ სურსათი მოაქვთ ჯარისთვის ტფილისიდან; მაგრამ იშვიათად, და ამიტომ ლაშქრობის დროს პურსა და სხვა საკვებს ღებულობენ სოფლებიდან გარჩევისა და დანიშნულების გარეშე; სურსათის უკმარისობა იქცევა ხოლმე იმის გარდაუვლ მიზეზად, რომ მეფეს არ შეუძლია თავისი ჯარის დიდი ხნით ველზე გაჩერება (შენახვა, რუს. содержать); სამხედრო სიმკაცრე და დაქვემდებარებულობა სულაც არ არის, და ამიტომ საკუთარი მიწებისთვის ჯარის ყოფნა და ლაშქრობა მეომართა თავხედობის გამო უკიდურესად გამაჩანაგებელია, ნადავლი და ნაძარცვი ერთადერთ ჯილდოს წარმოადგენს ყველასთვის, ვინც ჯარებში იმყოფება.

ქ ა რ თ ლ შ ი

ც ი ხ ე ს ი მ ა გ რ ე ე ბ ი. 1. დედაქალაქი ტფილისი გარშემორტყმულია აგურისგან ნაგები კედლებით, რომლებშიც ჩაშენებულია კოშკები, თხრილის გარეშე, არცთუ ძალიან თავდაცვით მდგომარეობაშია; მაგრამ რადგანაც საქართველოს მოწინააღმდეგეებს, თურქების გარდა, არ გააჩნიათ არტილერია, ამიტომ ხალხის სიმრავლის გამო უსაფრთხოა.

2. გორი მდ. მტკვართან ლიახვის შესართავთან, თუმცა კი გამაგრებულია ძველი მანერის მიხედვით, მაგრამ თავისი მდებარეობის გამო არა მხოლოდ იქაური ხალხებისთვის, არამედ ევროპელებისთვისაც კი შესაძლოა ძნელად ასაღები იყოს.

3. მცხეთა, კედლებითა და კოშკებით გამაგრებული მონასტერია, რომელშიც უძველესი დროიდან გვირგვინდებოდნენ საქართველოს მეფეები; იგი მდებარეობს მდ. მტკვრის პირას მასში არაგვის შესართავთან.

4. ანანური, ძველი ნიმუშის ციხესიმაგრეა, კოშკებით; იგი მდებარეობს მდ. არაგვზე რუსეთის მხრიდან კავკასიის მთებიდან საქართველოში შემავალ გზაზე.

5. გორისციხე, ციხესიმაგრე ძველი ნიმუშის მიხედვით, კოშკებით, მეტად ძველია, მდებარეობს მდ. თერგის სათავეებთან, კავკასიონის მთების შუაგულში; მის შორიახლოს მიდის გზა რუსეთიდან საქართველოში, გაყვანილი ჩვენი ჯარების მიერ; მისი ადგილმდებარეობა მეტად მაგარია, მასზე კორპუსის ლაშქრობის შემთხვევაშიც კი; შეუძლია იქონიოს მაღაზია.

6. სურამი, არც თუ დიდი ციხესასახლე (რუს. замок) თურქეთთან და იმერეთთან საზღვრის სიახლოვეში; აგებულია ქვით, მაგრამ თავისი სიმცირის გამო დიდი გარნიზონის დატევა არ შეუძლია და არც ძლიერი შემოტვისთვის წინააღმდეგობის გაწევა ძალუძს.

კ ა ხ ე თ შ ი

7. მთავარი ქალაქია თელავი, რომელიც არ არის გამაგრებული.

8. ქიზიყში სიღნაღი წარმოადგენს დიდ სივრცეს, რომელიც გარშემოვლებულია ქვის კედლებით, სადაც მოწინააღმდეგის ძლიერი შემოსევის დროს ყველა გარშემო მოსახლეს, მთელი თავისი ქონებითა და საქონლით შეუძლია დატევა. თუმცა კი მთელს საქართველოში მონასტრებსა და თითქმის ყველა სოფელს, რომლებიც შედგებიან მიწურებისგან, აქვთ ქვის ციხე-კოშკები (რუს. замки), სადაც თავს აფარებენ მოწინააღმდეგეთა თარეშისგან.

მ ფ ლ ო ბ ე ლ ი | ს ა ხ ლ ი. მეფე ირაკლი თეიმურაზის ძე ბაგრატიონი, თავის წარმოშობას გადმოცემების მიხედვით ითვლის წინასწრმეტყველისა და იუდეის მეფის დავითის შტოსგან და თავის წინაპრებს თვლის ათას წელზე მეტ ხანს საქართველოს ტახტზე, არცთუ საშუალო გონების კაცია, იშვიათი მოთმინების მქონე, და უმაგალითოდ ღვთისმოსავი, თავისი 70-წლიანი მოხუცებულობის მიუხედავად ყოველდღიურად და აუცილებლად სამჯერ ღვთისმსახურების აღსრულებისას და განსაკუთრებით თავის კაბინეტში ორსაათიანი ლოცვისა, რომლისგანაც არანაირ შემთხვევას მისი მოწყვეტა არ შეუძლია, გასოცრად მოღვაწეა, მთელი ღამე ფხიზლობს დილამდე თავად უძღვება რა თავისი სახელმწიფოს საქმეებს, სძინავს ცოტა, დღისით აუდიენციებს აძლევს ელჩებს, რომლებიც ჩამოდიან სპარსეთის მფლობელი ხანებისგან და მთიელი ხალხებისგანაც. სამართალს განუჩენს თავის ქვეშევრდომებს, თვით ყველაზე უფრო მცირე დავებშიც კი, გამოცდილებით ჩახედულია აზიურ პოლიტიკურ წეს-ჩვეულებებში, იყო რა საკმაოდ დიდ ხანს ნდობაში ნადირ-შაჰთან, მის ყველა ლაშქრობაში ინდოეთში; მაგრამ არაფრისკენ ისე არ ისწრაფვის, როგორც თავისი ხალხის ევროპულად გარდაქმნისკენ. მისი მეუღლე დედოფალი დარეჯან (წერს – Дарія) გიორგის ასული სამეგრელოს დადიანების სახლიდან, თავად ჩიქოვანთა (წერს – Чекуани) საგვარეულოდან; თავისი მეუღლეობის პირველ წლებში არ ჰქონია არანაირი გავლენა სახელმწიფო საქმეებზე და ქვეშევრდომების მიერ ნაკლებად იყო ცნობილი, რომლებიც იქაური ადათის მიხედვით მას ვერც კი ხედავდნენ; მაგრამ როდესაც მეფისწულებმა, მისმა შვილებმა დავაჟკაცება დაიწყეს, ხოლო მეფის ასულები მისთხოვდნენ დიდებულებს უპირველესი და ძლიერი საგვარეულოებიდან, მან დაიწყო მონაწილეობის მიღება სამეფო საბჭოში და იმდენად ძლიერი შეიქმნა (როგორც ჩვეულებრივ მთელს სპარსეთში, მფლობელთა სახლებში, რაც უფრო მეტად ჰყავს ცოლს გაზრდილი შვილები, მით უფრო ძლიერი ხდება იგი; ვინაიდან თითოეულ მის ვაჟიშვილსა და სიძეს ჰყავს თავისი მომხრეები და შეადგენს პარტიას), რომ ახლა ყველაფერი კეთდება მისი თანხმობით, და თავად მეფესაც მასთან ხანგრძლივი ცხოვრების გამო, მის მიმართ გააჩნია უსაზღვრო ნდობა.

მემკვიდრეს, მეფე ირაკლის უფროს ვაჟიშვილს, შობილს მეორე მეუღლისგან, ახლანდელი დედოფლის გერს, გიორგი მეფის ძეს მეფის ყველა ვაჟს შორის, გააჩნია უფრო მეტი ზნეობრივი სიკეთეები, მეტად ჩახედულია წმინდა წერილში, და უკიდურესად ღვთისმოსავია (რუს. набожен), და ამის გამო გარშემორტყმულია სასულიერო პირებით, თუმცა კი არ გააჩნია არანაირი ცოდნა მეცნიერებებში ქვეყნის გაუნათლებლობის გამო, მძიმეა სამხედრო სიქველეთა მიმართ, მშვიდობის მოყვარეა და მიდრეკილია კეთილმოწყობისკენ (რუს. склонен к благоустройству); საქართველოში გამოცემული კანონების საკმარისად არარსებობის გამო შესაძლოა იმედი გვქონდეს, რომ რომ იგი თავისი მომავალი მეფობის დროს გამოსცემს სასარგებლო დადგენილებებს (დაწესებებს, რუს. учрежденія); არ არის რა ყვარებული დედოფლისგან, თავისი დედინაცვლისგან, თავს არიდებს სამეფო საქმეებში მონაწილეობას მმართველობის მათეული ნიმუშის (წესის) მიხედვით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოწოდებული იქნება მეფის მიერ მხოლოდ გარეგნული შესახედაობის გამო. ჰყავს მრავალრიცხოვანი შთამომავლობა პირველი მეუღლისგან, რომლთაგან მისი უფროსი ვაჟიშვილი თავადი დავითი, 20 წლისა, უზომოდ მგზნებარე (რუს. ярые) თვისებების მქონე, იჩენს გონების დიდ სისწრაფეს, განსაკუთრებულ სიმამაცეს და მიდრეკილებას (ხალისს, რუს. охоту) ომისკენ და უკიდურეს სურვილს შეისწავლოს ევროპული სამხედრო მეცნიერება.

პ ო ლ ი ტ ი კ უ რ ი | მ დ გ ო მ ა რ ე ო ბ ა | რ უ ს ე თ ი ს | მ ფ ა რ ვ ე ლ ო ბ ა შ ი | შ ე მ ო ს ვ ლ ი ს | უ წ ი ნ დ ე ლ | ხ ა ნ ე ბ შ ი. ირაკლი მეფის სამფლობელოს შეადგენს ორი სამეფო – ქართლისა და კახეთისა, უკანასკნელს ფლობს იგი მემკვიდრეობით, თავისი მშობლის მეფე თეიმურაზის სიკვდილის შემდეგ, რომელიც გარდაიცვალა ასტრახანში, რუსეთიდან საქართველოში უკან დაბრუნების გზაზე. ქართლის მეფობაზე აღყვანილია იგი ნადირ-შაჰის მიერ, მის მიერ ამ სამეფოს თურქთაგან უკან წართმევის (წერს – завоеваніе-ს, დაპყრობას, ომით მოპოვებას) შემდეგ. მეფე ვახტანგი, რომელიც ქართლს უფრო ადრე ფლობდა, და რომელმაც ვერ შესძლო წინ აღდგომოდა თურქულ ძალებს, მაშინ მთელი თავისი საგვარეულოთი რუსეთში წავიდა, და მისი მემკვიდრეები ახლაც იქ ცხოვრობენ. ამრიგად ორივე სამეფო შეერთდა ერთ სამეფოდ. მეფე ირაკლის, რომელიც იქცა მათ მფლობელად, ჰქონდა ბედნირი წარმატებები, არა მხოლოდ სპარსელების წინააღმდეგ, რომლებსაც ნადირ-შაჰის სიკვდილის შემდეგ ურთიერთშორის მტრობა და ომები ჰქონდათ გაჩაღებული და დაყოფილი იყვნენ სხვადასხვა სახანოებად, არამედ თურქების წინააღმდეგაც, რომელთაგან ყაინარჯის ზავით დატოვებულია სიმშვიდეში. სპარსელებისთვის, თავისი მეზობლებისთვის, იქცა საშიშად, შეუერთა რა მათგან თავის სამფლობელოს ორი სახანო განჯისა და ერევნისა; ხოლო შემდეგ დაამარცხა რა საქართველოში შემოჭრილი ავარიის ხანი, რომელიც წინამძღოლობდა მთიელ ხალხებს, დაამყარა მათთან კავშირები, ბევრი მათგანისგან თავისთან ჰყავდა მძევლები, ზოგიერთს კი ფულადი ანაზღაურების სახით აძლევდა ხარკს (რუს. дань), ბევრს იწვევდა თავისთან სამსახურში და მათთან ერთად იბრძოდა სპარსელების წინააღმდეგ; მაგრამ მრავალრიცხოვანი მთიელი ხალხებიდან ყველასთან როდი ჰქონდა მას მშვიდობა დამყარებული. ასეთი გარემოებების გამო მთიელი მცხოვრებნი, რომლებიც იყვნენ დამოუკიდებელნი (რუს. не зависящи), ბევრ მათგანს კი უფროსობაც არ ჰყავდა, სერთოდ კი მტაცებლები და ვერაგები იყვნენ, არასდროს არ ანებებდნენ თავს ხშირი თავდასხმებით საქართველოს მიწების გაჩანაგებას, თუმცა კი ყოველთვის დამარცხებული გამოდიოდნენ; ამიტომ რადგანაც ვერ შეძლეს დიდი ძალით ღიად ქართველებისთვის საბოლოო დამარცხების მიყენება, დაიწყეს მისი რბევა ნაწილ-ნაწილ და ქურდული თარეშებით, გაიფანტნენ რა ტყეებსა და ხეობებში, რითაც ეს ტყეები და ხეობები ქართველებისთვის ხელმიუწვდომლი გახდა, გზები გაუვალი, სოფლები დაცარიელებული (გაჩანაგებული, რუს. опустошены) და მხვნელ-მთესველები მინდვრებსა და ყანებში ვეღარ იყვნენ უსაფრთხოდ. ასეთ საყოველთაო მტაცებლობებს ხელმძღვანელობდნენ თვითონ ქართველი თავადები, რომლებიც გაბოროტდნენ რა მეფეზე, მის წინააღმდეგ მათივე საკუთარი ღალატის გამო, გარბოდნენ დაღესტანში, და იქიდან შეაგროვებნდნენ რა მოთარეშეებს სძიძგნიდნენ (სტანჯავდნენ, რუს. терзали) თავიანთ საკუთარ სამშობლოს. ბატონიშვილმა ლეონმა, როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, შეამცირა მტაცებელთა თავხედობა, მაგრამ ყაჩაღობანი კი, ლეკების მიერ იმ უმცირესი გამოსასვლელების ცოდნის გამო, რომლებიც მათ თავად ქართველებმა უჩვენეს, დღემდე არსებობს. საჭიროა რომ მათ (ქართველებს – ი. ხ.) ჰქონდეთ ერთსულოვნება და სამშობლოსადმი სიყვარული ამ ბოროტმოქმედებათა აღმოსაფხვრელად.

ოსები და ყაბარდოელები ყოველთვის მეგობრულად იყვნენ განწყობილი საქართველოსადმი და მეფის მოთხოვნით ახლაც ემსახურებიან მას ომში ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ.

სპარსეთის მხრიდან ადერბაიჯანის მთელი სახანოებიდან შუშელ იბრაჰიმ-ხანს ჰქონდა მეფესთან უწყვეტი მეგობრობა 26 წლის მანძილზე, იგი დეუფლა რა განჯას, უყოფდა მას ყოველწლიურ ხარკს და ქალაქ განჯაში ორივე მხრისგან (ერეკლე მეფისა და იბრაჰიმ-ხანისგან) დაყენებული ჰყავდათ მმართველები.

ნუხის ხანი, თავისი სამფლობელოს სიმცირის გამო, არასდროს არ ყოფილა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი; კავკასიის მთებთან სიახლოვეში თავისი მდებარეობის გამო იგი ხან ლეკებისა და მთიელებისკენაა მეფის წინააღმდეგ, ხანაც მეფესთან მეგობრობს.

ერევნელი ჰუსეინ-ხანი, ახლანდელი ხანის მამა, დამარცხებულ იქნა რა მეფე ირაკლის მიერ, ჩავარდა არა მხოლოდ მის დამოკიდებულებაში, არამედ სრულ და სამუდამო ქვეშევრდომობაშიც, რაზედაც იკისრა მან საზეიმო წერილობითი ვალდებულება და თავის სიკვდილამდე გამორჩეულად ერთგული იყო მეფისა.

სხვა ხანებს: თავრიზის, ურუმიის, ხოის, ნახჭევნისა და სხვა მცირე მფლობელებს უმეტეს წილად მეფესთან ყოველთვის თანხმობა ჰქონდათ, მისი პირადი გამარჯვებებისა და გმირობისადმი პატივისცემის გამო და უგზავნიდნენ ხშირად საგანგებო საჩუქრებს, ხოლო მათ ქვეშევრდომებს შორის ვაჭრობა წარმოებდა დაუბრკოლებლად.

თურქეთის მხრიდან ახლო მყოფი ფაშებიდან ყარსის ფაშა ინარჩუნებდა სამეზობლო მეგობრობას, და არ გააჩნდა მასთან არანაირი პოლიტიკური კავშირი.

ახალციხელ სულეიმან-ფაშას, რომელიც მემკვიდრეობით არის საქართველოს ოლქის სამცხე-საათაბაგოს (რუს. Грузинской области Самцхе-Атабегской) მფლობლი თავადების (მთავრების) საგვარეულოდან, თურქების მიერ დაპყრობის შემდეგ უკვე 150 წელია მთელ მის ქვეშევრდომებთან ერთად გადაყვანილია მაჰმადიანობაში, ძველი დროიდან საქართველოსთან აქვს განსაკუთრებული კავშირი და ურთიერთობები (რუს. обороты), ძველთაგანვე მათ შორის არსებული საიდუმლო სიძულვილის მიუხედავად; ვინაიდან ქართველი მეფეები მიიჩნევენ ჰქონდეთ მემკვიდრეობითი უფლება სამცხე-საათაბაგოს სამთავროზე, და ამიტომაც თავიანთ ტიტულში სწერენ საკუთარ თავს სამცხე-საათაბაგოს მემკვიდრე მთავრებად; რუსეთსა და თურქეთს შორის ომის დასრულების შემდეგ, 1774 წელს მან მეფეს გამოუგზავნა პორტასგან საჩუქრები, და თანაც იწვევდა მას თურქეთის ინტერესების სამსახურში, ხოლო სულთანს კი აიმედებდა მეფე ირაკლის კეთილგანწყობასა და მომხრეობაში.

შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი. საქართველოს მეფეს ყოველთვის შეუძლია კონფიდენციალურად გაგზავნილი მონაზვნების მეშვეობით, და თავად ჰარამხანაშიც ჰქონდეს საჭირო ცნობები იქ ტყვედ მყოფი მხევალი ქართველი ქალების მეშვობითაც.

იმერეთის მეფეს აწ გარდაცვლილ სოლომონს და მეფე ირაკლის ყოველთვის ჰქონდათ ურთიერთ შორის ძლიერი საგვარეულო მტრობა; და თუმცა კი გარეგნულად შერიგდნენ კიდეც სარწმუნოების მოქმედებით ყველაზე უფრო წმინდა სახით წმინდა საიდუმლოებების ერთად ზიარებით, თანაც ისე, რომ ერთი-მეორეს მიუტანდნენ პირთან წმინდა ნაწილებს, შინაგანი უთანხმოებით კი ყოველთვის იხლიჩებოდნენ (რუს. раздирались), ორივე ღებულობდა თავისთან მეორე მეფის ახლო ნათესავებს, რომლებიც მის წინააღმდეგ იყვნენ ამხედრებული, და მთელი ასეთი უთანხმოებების მიუხედავად უარს არ ეუბნებოდნენ ერთმანეთს დახმარებაზე საერთო მაჰმადიანი მტრების წინააღმდეგ.

პ ო ლ ი ტ ი კ უ რ ი | მ დ გ ო მ ა რ ე ო ბ ი ს | ც ვ ლ ი ლ ე ბ ა | ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი, | რ უ ს ე თ ი ს | მ ფ ა რ ვ ე ლ ო ბ ა შ ი | მ ი ს ი | შ ე მ ო ს ვ ლ ი ს ა | დ ა | ი ქ | ჩ ვ ე ნ ი | ჯ ა რ ე ბ ი ს |  შ ე ს ვ ლ ი ს | შ ე დ ე გ ა დ. სრულიად რუსეთის იმპერატორობითი დიდებულების მფარველობაში საქართველოს მიღების შესახებ ტრაქტატის საზეიმოდ დადების შემდეგ, როგორც კი ჩვენი ჯარები შევიდნენ მასში, მთელი ადერბიჯანელი ხანები და სხვებიც უფრო შიგნით სპარსეთში ძლიერად შეშფოთდნენ, რუსეთის კეთილი განწყობის შესახებ დაიმედების მიუხედავად მათი კეთილდღეობისა და სარგებლობისთვის, წინასწარ განეწყვნენ შიშით თავიანთი ძალაუფლების დაკარგვის გამო, და ამაში კიდევ უფრო ირწმუნებდნენ საკუთარ თავს ოტომანის პორტას ჩაგონებით, რომელიც განუწყვეტელი მისიებითა და მფლობლებისთვის არცთუ მცირე საჩუქრების დარიგებით ცდილობდა მათ ამხედრებას მეფის წინააღმდეგ, და ამაში წარმატებაც ჰქონდა: იბრაჰიმ-ხან შუშელმა დაუწყო მავნებლობა თავიდნ საიდუმლოდ ყოველი ხერხით, თუმცა კი ეს შესამჩნევი იყო, მისი მუშაობის შედეგად ირაკლის მორჩილებაზე უარი თქვა განჯამ. ერევნის ახალგაზრდა ხანს დაუმორჩილებლობის გამო ერეკლეს მითითებით სიცოცხლე მოუსწრაფეს ძმებთან ერთად ნადირობის დროს, და მის ადგილზე დაყენებულ იქნა მცირეწლოვანი ვაჟიშვილი ჰუსეინ-ხანი, რომელიც თავისი ქრისტიანი ტფილისელი დედის გამოისობით ირაკლის ერთგული იყო; მაგრამ იქ სულეიმან-ფაშას მცდელობები (რუს. крамолы) სხვადასხვანაირი სახით არ წყდება, ხარკს მეფეს აღარ უხდიან და ერევანიც მეფის ძალაუფლებისგან ჩამოცილების უკანასკნელ მიჯნაზე დგას. მეფის მფლობელობაში მყოფი თათარი ხალხები ყაზახები, შამშადილები და შამქორები, საუკეთესო მეომრები და მდიდარი ადამიანები, დატოვეს რა თავიანთი მიწები, წავიდნენ შუშის ხანის მხარეში და ახლა მას ემსხურებიან მეფის წინააღმდეგ.

პორტამ, რადგანაც ვერ ჭვრეტს ადერბაიჯანის ხანებს იმდენად ძლირებად, რომ შეეძლოთ ჩვენი ჯარების იქიდან გამოდევნა, თავისი ჩაგონებანი განავრცო მტაცებელ და ანგარებისადმი ხარბ დაღესტნელებზე, ფულების მეშვეობითა და დაიმედებით იმოქმედონ კავშირში ახალციხის მხრიდანაც, დაარწმუნა ავარიის ომარ-ხანი (წერია Ума-хан), რომ იგი, მოაგროვებს რა მთიელთა შესაძლებლად დიდი რიცხოვნების ჯარს, აშკარა ომით წამოვიდეს მეფეზე. სულეიმან ფაშას ნამდვილად ჰქონდა განზრახული თავისი მხრიდან მოეხდინა დარტყმა ომარ-ხანთან ერთდროულად, ამის გაგება ძნელი არ იყო, ვინაიდან ჯერ კიდევ იმავე წლის გაზაფხულზე მან ღიად გამოგზავნა თურქული ჯარები ლეკებთან ერთად 4000 ადამიანის რიცხოვნებით, ზემო ივერიის დასარბევად, რომლებიც თვიანთი მოულოდნელი თავდასხმის წყალობით შემოიჭრნენ და დაატყვევეს 600-ზე მეტი მოსახლე; მაგრამ უკანა გზაზე სურამში მდგარი ჩვენი ეგერთა რაზმის მიერ სასტიკად იქნენ დმარცხებულნი, და ყველა ტყვე განთავისუფლებულ იქნა. ერთი თვის შემდეგ მან კვლავ გამოგზავნა თავისი ხალხი, 3000 კაცი, რათა შური ეძია ჩვენს ეგერებზე, მაგრამ მათაც ისეთივე ხვედრი ეწიათ. ამასობაში ომარ-ხნმა მოაგროვა 11 000-მდე ჯარი სხვადასხვა მთიელი ხალხებისგან, მოვიდა ალაზანზე და შეუერთდა რა აქ მთიელებსა და ბელაქნელებს, საქართველოს შეურიგებელ მტრებს, გაძლიერდა 20 000-მდე. მეფემ, რომელსც ეშინოდა თავდასხმისა ახალციხის მხრიდან, ვერ გაბედა ქართლში ჯარების შეკრების ბრძანების გაცემა (ქიზიყში ლეკების წინააღმდეგ მათი გამოყენების მიზნით, რათა ქართლი დაუცველი არ დარჩენილიყო – ი. ხ.); კახეთში კი მას ახლობლებმა ჩააგონეს თავი დაცვათ ვიწრობ ადგილებში. საფუძველი ჰქონდა არ დანდობოდა ყაზახებს, შამშადილებსა და თავის ქვეშევრდომ სხვა მაჰმადიან ხალხებს და არ გაეწვია ჯარებში, ვინაიდან ცნობილი იყო მათი აღშფოთების (მღელვარების) შესახებ. ვერანაირმა დარწმუნებებმა ჩემმა როგორც რუსული ჯარების უფროსისა ვერ შეძლეს გაემხნევებინათ მეფე, რათა იგი მოსულიყო ქიზიყში ჩვენს ჯარებთან და შეგვეტია მოწინააღმდეგისთვის მდ. ალაზნის გადმოლახვის დროს; ვინაიდან ეშინოდა მას უბედურებისა და მასთან ერთად საბოლოო გაჩანაგებისაც. ომარ-ხანმა გადმოლახა რჩეული და ცხენკეთილი 11 000-იანი ჯარით ალაზანი, მაგრამ ვერ გაბედა ჩვენს ბატალიონებზე შემოტევა; არამედ ღამით გაირბინა საქართველოს დაბლობი ადგილები, მიიმალა იმ მთების ხეობაში, რომლებიც მდებრეობს თურქეთის საზღვართან, დაარბია (წერია – сорвал) იქ ვერცხლის ქარხანა. მეფემ, მოაგროვა რა გარკვეული ჯარები, დადევნა მას ჩვენს ბატალიონებთან ერთად; მაგრამ ომარ-ხანს არ სურდა ბრძოლაში ჩაბმა და წავიდა ახალციხეში. სულეიმან ფაშა კი ადგილიდან არ დაძრულა, ვინაიდან მიიღო აკრძალვა სულთანის კარიდან, რათა არ ემოქმედა აშკარად გარკვეულ დრომდე. მეფე შეურიგდა ომარ-ხანს იმ დროს საქართველოში დამდგარი გარემოებების გამო, რომლებიც სიმშვიდეს მოითხოვდნენ.

მ ი ზ ე ზ ე ბ ი, | რ ო მ ლ ე ბ მ ა ც | წ ა ა ხ ა ლ ი ს ე ს | მ ე ფ ე | შ ე მ ო ს უ ლ ი ყ ო | რ უ ს ე თ ი ს | მ ფ რ ვ ე ლ ო ბ ი თ ი | ძ ა ლ ა უ ფ ლ ე ბ ი ს | ქ ვ ე შ. ძველი დროიდან საქართველოს ყოფილი მეფეები ყოველთვის ეძიებდნენ ერთმორწმუნეობის გამო სრულიად რუსეთის დიდი ხელმწიფეების დახმარებასა და მფარველობას, იყვნენ რა დამონებულნი მაჰმადიანების მიერ, მაგრამ არ შეიძლება განსაზღვრულად ითქვას, რომ მათ მოესურვებინოთ გარკვეულ დამოკიდებულებაში ყოფნა; რუსეთის მფარველობაში შემოსვლის შესახებ მათი ახლანდელი სურვილის მთავარი წამახალისებელი მიზეზები კი შემდეგია: ბუნებრივი მემკვიდრეები ქართლის სამეფო ტახტისა, რომელზედაც მეფე ირაკლი აღყვანილია ნადირ-შაჰის მიერ, არსებითად მეფე ვახტანგის შთამომავლები არიან, რომელიც გამოიქცა რუსეთში თურქების მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ; ვახტანგ მეფის შვილიშვილი და ბაქარ ბატონიშვილის ვაჟი თავადი ალექსანდრე, ერეკლე მეფით უკმაყოფილო ქართლის თავადებთან დაკავშირებისა და მეფედ გახდომის შესაძლებლობაში დარწმუნების შემდეგ, წავიდა რუსეთიდან იმ განზრახვით, რომ მიეღო მამა-პაპისეული მემკვიდრეობით ქართლის ტახტი; იგი გამოცხადდა იმერეთის მეფე სოლომონთან, რათა უფრო ახლოს ყოფილიყო თავის თანამზარახველებთან და ცდილობდა გაემხნევებინა (წაეხალისებინა) იგი ორივე მეფეს შორის იმ ხანად არსებული საგვარეულო მტრობის მიზეზით თავისთვის დახმარების გასაწევად, რაშიც თუმცა კი წარმატება არ ჰქონია. მაშინ იქიდან გადავიდა ახალციხის ფაშასთან და ცდილობდა საამისოდ მეზობელი სპარსელი ხანების წახალისებას. მეფეს ჰქონდა საფუძვლიანი მიზეზები უკიდურესად შეშფოთებულიყო თავისთვის სამწუხარო შედეგების მოლოდინში; ვინაიდან ქართლელებს იგი არ უყვარდათ, იმ მიზეზით, რომ ყველა შემთხვევაში იგი უპირატესობასა და სარგებლობას აძლევდა თავის მემკვიდრეობით ქვეშვრდომებს კახელებს; დედოფალი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული გეგმები (რუს. имев особливые виды) თავის შვილებთან დაკავშირებით, იმავე საშიშროების გამო გადმოიხარა რუსეთთან ტრაქტატის დადებისკენ (და თუმცა კი იგი დადებულია მთელი სამეფოს ყველა ჩინოსნისა და თავად მისი თანხმობით, ახლა ხელიდან არ უშვებს შემთხვევას, რომ არ უსაყვედუროს მეფეს და ბრალს სდებს მას ქვეყნის დარბევა-გაჩანაგების გამო). თავადები, რომლებიც მონაწილეობენ საბჭოში და აქვთ გონება, არა ერთ დღეს ითვლიდნენ თავიანთ პირად სარგებელს, რისთვისაც მათ წაახალისებს ანგარების მოყვარეობა; რამდენადაც არ გააჩნიათ მათ წარმოდგენა სხვა უპირატესობების შესხებ, ამიტომ უკლებლივ ყველა ოცნებობს თავისთვის, რომ ოქრო და ვერცხლი გადმოედინება მათზე მათი მხრიდან ყოველგვარი დამსახურების გარეშე.

მ დ გ ო მ ა რ ე ო ბ ა, | რ ო მ ე ლ შ ი ც | შ ე ს ა ძ ლ ო ა | ა ღ მ ო ჩ ნ დ ე ს | ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო |  ჩ ვ ე ნ ი | ჯ ა რ ე ბ ი ს | გ ა მ ო ს ვ ლ ი ს | შ ე მ დ ე გ. მთელ ადერბაიჯანელ ხანებს, თავიანთი სიცუდის (სისუსტის) გამო (რუს. по плохости своей), თუნდაც შეერთებული ძალებით, რაც არ შეიძლება მოხდეს მათი მოუწყობლობისა და ართანამოზიარობის გამო, არ შეუძლიათ მეფე ირაკლისთვის დიდი მავნებლობის მოტანა, ასევე თავად დაღესტნური ძალებიც არ არის საშიში, თუკი ოტომანის პორტა არ ჩათვლის თავისთვის საჭიროდ საქართველოს საბოლოოდ გაჩანაგებას, ხოლო თუკი იგი ამის გაკეთებას ჩაიფიქრებს, მაშინ ახალციხის ფაშა არ დაუშვებს საქმის აქამდე მიყვანას ჩვენს წინააღმდეგ ომში დიდი და მყარი წარმატებების შეძენამდემ ვინაიდან უკვე დიდი ხანია ფიქრობს იგი დამოუკიდებელ მფლობელად (რუს. самовластный) გახდომას. მისი საიდუმლო პირობა მეფესთან რუსეთის ტახტის წინაშე მისთვის შუამდგომლობის გაწევის თაობაზე, გვაძლევს ასეთი დასკვნის გაკეთების მიზეზს.
დაღესტნელების შეკავება საქართველოს წინააღმდეგ მტრული მოქმედებებისგან ძნელი არ არის არცთუ დიდი ფულის მიცემით, ხოლო ამავე ხერხით მეფეს, მოიზიდავს რა მათ თავის სამსახურში, შეუძლია არა მხოლოდ ადვილად გაუმკლავდეს ადერბაიჯანელებს, არამედ კვლავ თავისი ძალაუფლების ქვეშ მოიყვანოს განჯა და ერევანი.

იმერეთის პოლიტიკური მდგომარეობა

აწ გარდაცვლილ მეფე სოლომონს, თავისი გამორჩეული სიმამაცისა და საკუთარი ხალხის მართვაში განსაკუთრებული უნარის წყალობით, იყო რა იშვიათი ხელმწიფე თავის მიწაზე, ჰქონდა მხურვალე სურვილი შემოსულიყო სრულიად რუსეთის ტახტის მფარველობის ქვეშ, რუსეთის შესახებ თუნდაც ერთი სიტყვის გაგონება ახდენდა მასში რაღაც განსაკუთრებული გრძნობის აღძვრას, და იმერეთში ჩამოსულ ჩვენს ყველაზე უფრო დაბალი ხარისხის მოხელეებსაც გამოუხატავდა იგი უზომო პატივისცემას. თუმცა კი ყოველთვის ოტომანის პორტას მოწინააღმდეგე გახლდათ, მაგრამ სულეიმან-ფაშასთან ჰქონდა მჭიდრო კავშირი, და მის მიერ ძველი ჩვეულების მიხედვით ნაშვილები იყო. მისმა უკანასკნელმა წარუმატებელმა ექსპედიციამ აჭარლების წინააღმდეგ (წერია – против Очаровъ), რაც მოახდინა სულეიმან-ფაშას თანხმობით, დააჩქარა მისი აღსასრული, და მას შემდეგ ხელი ეწყობოდა ყოველგვარ შინააშლილობასა და შინამტრობას იმერეთში.

უთანხმოება მისი მეფე ირაკლისთან მოხდა თავისი ურჩი ვაჟიშვილის მეფისწულ ალექსანდრეს გამო, რომელსაც მხეცური ზნე-ხასიათი ჰქონდა, და თავისი ღვიძლი ძმის არჩილის გამოც, მეფე ირაკლის სიძისა, რომელიც ასეთივე ზნე-ხასიათის პატრონი გახლდათ. ისინი წავიდნენ იმერეთიდან და მიღებულ იქნენ ტფილისში ისე, როგორც საერთოდ ორივენი მიჩვეული არიან ღებულობდნენ თავიანთი დაცვის ქვეშ მეორე სამეფოს მეაბოხე თავადებს, ისევე როგორც ახლანდელი მეფეც დავითიც წავიდა აქედან და თავშესაფარი ჰპოვა ტფილისში; სოლომონ მეფემ ამის თანაბრად მიიღო თავისთან საქართველოდან გაქცეული თავად ერისთავის ვაჟიშვილი, რომელსაც ბრალს სდებდნენ ამბოხებაში მეფე ირაკლის წინააღმდეგ (ალბათ ლაპარაკია ქსნის ერისთავებზე, რომელთაც ერეკლემ მამულები ჩამოართვა 1770-იან წლებში – ი. ხ.) და ცოლად შერთო თავისი ასული, და მეფისადმი არაკეთილად განწყობილი ბევრი სხვა თავადიც. აქედნ მომდინარეობდა ორივე მხრიდან სხვადასხვანაირი უკმაყოფილებანი, და თუმცა კი თავისი ვაჟიშვილისა და ძმის სიკვდილის შემდეგ იგი, როგორც ვთქვით, შეურიგდა მეფე ირაკლის, შინაგნი უთანხმოება მაინც არსებობდა 1783 წლამდე. ახლანდელი მეფე დავითი (გიორგის ძე – ი. ხ.) სოლომონ მეფის ბიძაშვილი ცხოვრობდა სიღარიბეში და სოლომონ მეფის ღვიძლი ძმის არჩილის ვაჟიც – რომლის დედაც გახლავთ მეფე ირაკლის ქალიშვილი. დავითს (არჩილის ძეს – ი. ხ.) თავის დედასთან მეფის ასულთან ერთად ჩამოართვეს სამემკვიდრეო სოფლები იმერეთში, მაგრამ ჩემს მიმართ არსებული ნდობის გამო ბოლოს და ბოლოს მიღწეულ იქნა შეთანხმება ორივე მხრიდან; მეფე ირაკლის შვილიშვილი ახალგაზრდა თავადი დავითი (არჩილის ძე – ი. ხ.) მიღებულ იქნა შვილად და მემკვიდრედ, ბიძაშვილი ახლანდელი მეფე დავითი (გიორგის ძე – ი. ხ.) დაბრუნებულ იქნა იმერეთში, და მიეცა სოფლები; მეფე ირაკლის მხრიდან მიეცა რამდენიმე სოფელი თავად ერისთავს, რომელსაც წართმული ჰქონდა საქართველოში სახელგანთქმული მთელი მისი მამული.

სოლომონ მეფის სწრაფმა გარდაცვალებამ მწუხარებასა და გაურკვევლობაში (რუს. недоуменіе) ჩააგდო უპირველესი ადამიანები ახალი მეფის არჩევის საკითხში. თავადმა წერეთელმა, ახლა მფლობელი მეფის სიძემ, რომელსაც პატივს სცემენ თავისიანებს შორის, იმედი ჰქონდა რა ნათესაობითი სიახლოვის წყალობით მომავალში უპირატესობების მიღებისა, და სარგებლობდა რა სხვების მწუხარებითა და დათრგუნულობით (რუს. уныніе) გარდაცვლილი მეფის აღსასრულის გამო, მეფედ გამოაცხადა თავისი ცოლისძმა თავადი დვითი (გიორგის ძე – ი. ხ.) კანონიერი მემკვიდრისა და სოლომონ მეფის ღვიძლი ძმიშვილის საზარალოდ, და ამით მტრობისა და შინააშლილობის თესლი ჩათესა, რომელიც ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს ერთ-ერთის სიკვდილით. თავადი წერეთელი შეცდა თავის ვარაუდებში; მეფე ირკლისგან გამოქცეული თავადი ერისთავი, სოლომონ მეფის სიძე, ღვიძლი ძმა დედოფლისა, მეფე დავითის მეუღლისა, გამოქცეული ქართველთან, მღვდლის შვილთან, ბესარიონთან ერთად (იგულისხმება ცნობილი ქართველი პოეტი ბესიკი – ბესარიონ გაბაშვილი – ი. ხ.), დაეუფლნენ მეფის ნებისყოფას; ვინაიდან დავით მეფე ახალგაზრდა კაცია, სათანადო აღზრდისა და განათლების გარეშე, თუმცა კი განწყობითა და გულით მეტად კეთილია და პირადად ჩინებულად მამაციც. თავადმა ერისთავმა, რომელიც მარტავს მის ნებას, ირაკლი მეფისთვის სამგიეროს გადახდის მიზნით, მისი მამისთვის სოფლებისა და მთელი მამულების ჩამორთმევის გამო, არ მისცა საშუალება დავით მეფეს, რათა დაეკმაყოფილებინა ირაკლის შვილიშვილი დავითი მამისეული სოფლებით (იგულისხმება დავით არჩილის ძე, შემდგომში იმერეთის უკანასკნელი მეფე სოლომონ II, აწ ჩვენი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული – ი. ხ.) და დაესაჩუქრებინა თავადი წერეთელი მისთვის სასურველი ციხესიმაგრეებითა და სოფლებით, თავისთვის გაწეული სამსახურის გამო მეფედ არჩევის დროს პირდაპირი მემკვიდრის წინშე უპირატესობის მიცემით: ამ საქციელმა აიძულა ახალგაზრდა თავადი გარეთ ეძია დახმარება; მეფე ირკალიმ მისმა პაპამ ჩემი წარდგინების მიხედვით არ მიიღო სხვა მონაწილეობა ამ საქმეში, თუ არა თხოვნისა და რჩევების მიცმისა დავით მეფისთვის, უარი უთხრა რა თავის შვილიშვილს ყველანაირ პირდაპირ და გარეშე დახმარებაზე, რომელსაც შეეძლო ძმათაშორისი ომის გაჩაღება; თავადი წერეთელი, მოტყუვდა რა თავის იმედებში, მიეწება ახალგაზრდა თავადს დავითს, პატივცემულ და ხალხით ძლიერ თავად წულუკიძეებთან ერთად, რომელთაც ასევე წართმეული ჰქონდათ თვიანთი ღირსებები და ძალაუფლება; მათ მეფე ირაკლის დარიგებისა და ჩემი ძლიერი დარწმუნების მიუხედავად, მოახდინეს ძლიერი შინაომები, წავიდნენ სულემან-ფაშასთან, რომლის მიერ გამოგზავნილი ლეკები და თურქები დავით მეფისგან სასტიკად იქნენ დამარცხებული, ხოლო ამბოხებულ თავადებს მთელი სოფლები ჩამოართვეს გამონაკლისების გარეშე; დარჩნენ ისინი ალყაშემორტყმულები მიუვალ ციხესიმაგრეში, საიდანაც თავადი დავითი საიდუმლოდ წავიდა ახალციხეში და იქ იმყოფებოდა ახლანდელ დრომდე, საქართველოდან ჩემი გამომგზავრების წინ გაუშვა იგი სულეიმან-ფაშამ იმერეთში, თუ რა განზრახვით, ჩემთვის უცნობია დროის სიმცირის გამო, თუმცა კი იმედი უნდ გვქონდეს, რომ ისინი მშვიდად შეეწყობიან ერთმანეთს.

სამეგრელოს დადიანი არც თუ ძალზედ დიდად განთქმული თავადების ჩიქოვანების (წერია – Чекуани) საგვარეულოდან, ფეოდალური მფლობელია, ისვე როგორც თავადი გურიელიც, რომელიც მოვალეა აღიარებდეს იმერეთის მეფის ძალაუფლებას, ადამიანი ეშმაკი და ვერაგი, რომელმაც ხელიდნ არ გაუშვა შემთხვევა იმერეთში არსებულ ახლანდელ ამღვრეულ მდგომარეობაში თვითმპყრობელ ხელმწიფედ დამკვიდრებულიყო, რისი გაკეთებაც სოლომონ მეფის დროს არ შეეძლო; დავით მეფეს სჭირდებოდა მისი დახმარება; მან დაუთმო მას თავისი სამფლობელოს ბევრი მიწა, ხოლო დადიანმა მიიღო რა ისინი, ზურგი შეაქცია დავით მეფეს, და თუკი დავით მეფე დამკვიდრდება მფლობელობაში მის წინააღმდეგ მებრძოლ თავადებზე გამარჯვებით ან მათთან შერიგებით, მათი ძველი ჩვეულებების მიხედვით, ირაკლი მეფესთან მათ არასდროს არ ექნებათ ურთიერთშორის ჭეშმარიტი თანხმობა, სანამ არ დაუბრუნებენ სოფლებს თავად ერისთავს, იმერეთის დედოფლის ღვიძლ პაპას, რისი გაკეთებაც ირაკლი მეფეს არ შეუძლია, ვინაიდან ის მიწები დანაწილებული აქვთ ბატონიშვილებს, მის ვაჟებს.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment