Thursday, March 16, 2023

ანა უზნაძე - "აი და რარიგ გიხდება" Ana Uznadze - "Ai da rarig gikhdeba"

ნათია ქოროღლიშვილი / Natia Koroglishvili

დამატებით წერილზე – „ვერშემდგარი შესაძლებლობების ქვეყანა“

2020 წლის 29 ნოემბერს (29.11.20) ბლოგზე გამოვაქვეყნე წერილი სათაურით „ვერშემდგარი შესაძლებლობების ქვეყანა“, სადაც ვწერდი, რომ საზღვარგარეთის სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების შესახებ ბლოგზე ატვირთული მაქვს 15 წიგნი, და მომყავდა როგორც მათი ჩამონათვალი, ისე 2023 წლის 12 იანვრის მდგომარეობით მათში მკითხველთა შემოსვლების რაოდენობაც, რომელიც შეადგენდა 14 140. თავისთავად ცხადია, რომ აქ უფრო მეტად შემოდიან სპეციფიური მკითხველები, რომლებსაც თავიანთი საქმით ეხებათ ეს თემატიკა, ამიტომ დაინტერესების ეს მაჩვენებელი საკმარისად შთამბეჭდავი უნდა იყოს. 

ამ წიგნების ერთ ნაწილში მითითებულია გამოყენებული ლიტერატურა, ძირითადად წერილები ჟურნალიდან Зарубежное Военное Обозрение, მეორე ნაწილში კი, რომლებიც ადრე მქონდა მომზადებული, ლიტერატურული წყაროების ასეთი ჩამონათვალი არ ყოფილა. ამავე წერილში მოვიყვანე ჩამონათვალი იმ თარგმნილი მასალებისა აღნიშნული რუსული სამხედრო ჟურნალიდან, სახლში მილაგია ყოველგვარი შემდგომი გამოყენების გარეშე, და მათი რაოდენობაა 620 ერთეული. არა და თითოეულ ამ სტატიას გააჩნია თავისი სათაური და მასში გადმოცემულია ამ სათაურის შესაბამისი ცოდნა და ინფორმაცია სამხედრო საქმის ყოველი კონკრეტული თემის შესახებ. და ეს ცოდნა და ინფორმაცია არ აინტერესებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას და არ სურს მისი შემდგომი დამუშავებისა და ჩვენში ამ ცოდნის განვითარებისთვის შესაბამისი სახსრების გაღება. 

იქვე ვწერდი, რომ შექმნილი მაქვს მონაცემთა მთლიანი ბაზა 1974–2002 წლებში ზემოხსენებულ რუსულ სამხედრო ჟურნალში გამოქვეყნებული წერილების განაწილებით გარკვეული ქვეყნების, რეგიონების, სამხედრო ბლოკებში მონაწილეობისა და სხვა თემების მიხედვით. ასევე მომყავდა ამ ბაზიდან ნიმუშები (წერილების ჩამონათვალები) 1974, 1984 და 1994 წლების მიხედვით, რათა უფრო ხელშესახებად მეჩვენებინა მკითხველისა და ხელისუფლებისთვის მონაცემთა ამ ბაზის შინაარსი და მნიშვნელობა. მაგრამ არც ამან გამოიწვია თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის დაინტერესება – ანუ არ აინტერესებთ რეალური ცოდნა სამხედრო საქმეზე – და ეს არის ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო, სამწუხაროდ. 

მთელი ამ მასალების შესწავლა და დამუშავება მოითხოვს, რა თქმა უნდა, დაინერესებული პირებისა და სპეციალისტების კოლექტიურ და შეთანხმებულ მუშაობას, რაც ყველა ნორმალურ ქვეყანაში უნდა ხდებოდეს თავდაცვის სამინისტროში, მაგრამ ჩვენთან, როგორც ჩანს, ეს საქმე ჩამკვდარი თუ ჩაყინულია. მაგრამ როცა ცხოვრება მოგვთხოვს ამ ცოდნის რეალურად გამოყენებას ომის მუქარის პირობებში ან ბრძოლის ველზე, მაშინ როგორ გამოიყენებენ იმას, რაც არ გააჩნიათ? და თუ ვერ გამოიყენებენ, მაშინ რა ხვედრი ელით? და მათთან ერთად ჩვენს ქვეყანასაც?

ქვემოთ პირველად ვაქვეყნებ ინფორმაციას ცხრილის სახით ჩემს ზემოხსენებულ მონაცემთა ბაზაში არსებული წერილების რაოდენობათა ჩვენებით, რომლებიც შეეხება ნატო-ს ბლოკს, მისი წამყვანი და მცირე სახელმწიფოების შეიარაღებულ ძალებს, ნატო-ს გარეთ მყოფი ევროპული ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს. აი ამ ცხრილის სახე და შინაარსი: 

(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – ზოგადი საკითხები და შეიარაღებული ძალები; B – სახმელეთო ჯარები; C – სამხედრო-საჰაერო ძალები; D – სამხედრო-საზღვაო ძალები; E – სამხედრო ეკონომიკა; F – ინფრასტრუქტურა) 

ქვეყანა / სამხედრო . . . . შეიარაღებული ძალების სახეობანი და სხვა . . . . . 
ბლოკი . . . . . . . . . . . . . . . A . . . . . B . . . . . . C . . . . . D . . . . E . . . . . F . . . . სულ 

ამერიკის შეერთებ. 
შტატები . . . . . . . . . . . . . 575 . . . . 748 . . . . .892 . . . 725 . . . 111 . . . 109 . . . 3160 

ნატო-ს ბლოკი 
ზოგადად . . . . . . . . . . . .178 . . . . . 63 . . . . .119 . . . .154 . . . .32 . . . . .56 . . . . 602 

გერმანიის ფედერაც. 
რესპუბლიკა . . . . . . . . . . .63 . . . . 116 . . . . . 64 . . . . 41 . . . . 27 . . . . .21 . . . . 332 

დიდი ბრიტანეთი . . . . . .35 . . . . .67 . . . . . 76 . . . . 94 . . . . .28 . . . . 20 . . . . .320 

საფრანგეთი . . . . . . . . . . . 31 . . . . .74 . . . . . 50 . . . . 49 . . . . .32 . . . . 10 . . . . .246 

იტალია . . . . . . . . . . . . . . . 17 . . . . . 30 . . . . . 20 . . . . .30 . . . . 12 . . . . 8 . . . . .117 

თურქეთი . . . . . . . . . . . . . 20 . . . . . .9 . . . . . . 5 . . . . . .6 . . . . . 7 . . . . 11 . . . . . .58 

ნატო-ს დანარჩენი 
სახელმწიფოები . . . . . . . .35 . . . . . 56 . . . . . 45 . . . . .61 . . . . 28 . . . . 31 . . . . 256 

ევროპის დანარჩენი 
სახელმწიფოები . . . . . . . .57 . . . . . 41 . . . . . 25 . . . . . 26 . . . . 15 . . . . . 9 . . . .173 

მთლიანობაში . . . . . . . .1011 . . . 1204 . . . 1296 . . . 1186 . . . 292 . . . 275 . . . 5264 

მე ამ საკითხებზე განსაკუთრებით აქტიურად ვმუშაობდი 1991 წლიდან, თავიდან სამხედრო-ისტორიულ ჟურნალ „მხედარისთვის“, რომელიც მაშინ ცოტა ხნით ადრე დავაარსეთ, მამუკა წურწუმიას ინიციატივით, და საბოლოო ჯამში ამ ჟურნალის ექვსი თუ შვიდი ნომერიც გამოვიდა. მათში გამოვაქვეყნე ჯერ წერილი „აშშ სახმელეთო ჯარების გამოყენების კონცეფცია „საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)“, ხოლო შემდეგ, ბოლო ნომერში, ამ „კონცეფციის რეალიზაცის პირობები“ (1994 წელს), რომელშიც გადმოცემული იყო აშშ საარმიო კორპუსის, მასში შემავალი ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკის, ჯავშანსატანკო (მექანიზებული) დივიზიის, დივიზიაში შემავალი ჯავშანსატანკო და მექანიზებული ბრიგადების, ბრიგადებში შემავალი სატანკო და მოტოქვეითი ბატალიონების, დივიზიაში ასევე საველე არტილერიის, საჰაერო თავდაცვის, სადაზვერვო, საინჟინრო და სხვა ნაწილებისა და ქვედანაყოფების ორგანიზაცია და შეიარაღება: ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები „ლანსი“, საბრძოლო და უზრუნველყოფის ვერტმფრენები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ლულიანი არტილერია და ნაღმსატყორცნები, საბრძოლო ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ჯავშანტრანსპორტერები, ავტომატური შაშხანები და სხვა. როგორც იარაღის ამ სისტემების ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების ჩვენები, ისე მათი გამოყენების პირობების და მნიშვნელობისა. და ასეთი ცოდნა ჩვენში ქართულ ენაზე უკვე არსებობდა 1994 წელს. მაგრამ შემდეგ, თავდაცვის სამინისტროსა და მთლიანად ხელისუფლებისგან უყურადღებობის გამო, ამ ჟურნალმა ვეღარ გააგრძელა თავისი არსებობა. 

შედეგი კი გახლავთ, სამწუხაროდ, ამიერკავკასიაში სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე უფრო სუსტი, გარე აგრესიისაგან დაუცველი და პრაქტიკულად ვერაფრის შემძლე – ვ ე რ შ ე მ დ გ ა რ ი | შ ე ს ა ძ ლ ე ბ ლ ო ბ ე ბ ი ს | ქ ვ ე ყ ა ნ ა, ანუ ვ ე რ შ ე მ დ გ ა რ ი | ქ ვ ე ყ ა ნ ა, და ამაში პასუხისმგებლები არიან ყველა ისინი, ვინც იმ დროიდანვე ჩართული იყო ამ ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო მმართველობის საქმეებში, და მით უმეტეს, ვინც იდგა ამ მმართველობის საჭესთან თუ ბერკეტებთან. ასეთია ჩვენი ბოლო ათწლეულებისა და დღევანდელი სამწუხარო რეალობა. 

ირაკლი ხართიშვილი

 

Saturday, March 4, 2023

Война Судного дня (битва за Синай)

Война Судного Дня - Великие танковые сражения HD

სასაცილო თუ სატირალი ამბები საქართველოს სამხედრო მშენებლობის საქმეში

ბლოგზე ადრე გამოქვეყნებულ წერილებში ორჯერ თუ სამჯერ აღვნიშე, რომ ჩემს ბლოგში გამოქვეყნებული მაქვს 15 წიგნი (წიგნის მოცულობის ვრცელი ნაშრომი) საზღვარგარეთის სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების მშენებლობის თემატიკიდან, და იქვე მომყავდა ამ ნაშრომების ჩამონათვალიც. ეს წიგნებია შემდეგი: 

(კვადრატულ ფრჩხილებში [ . . . ] ნაჩვენებია მასალის ბლოგზე ატვირთვის თარიღი, ფიგურულ ფრჩხილებში { . . . } კი – 2023 წლის 12 იანვრის /12.01.23/ მდგომარეობით მასში მკითხველთა შემოსვლების რაოდენობა) 

1. პარლამენტის კვლევით დეპარტამენტში 1994-1999 წლებში ჩემს მიერ გამოქვეყნებული ნაშრომები (მოცულობა – 106 კომპიუტერული გვერდი) – [ბლოგზე ატვირთვის თარიღი სხვადასხვაა, იხ. ქვემოთ] – {1456}; 

2. აშშ “მძიმე” ფორმირებების საბრძოლო გამოყენება (მოცულობა – 48კომპ. გვ.) – [07.07.12] – {192}; 

3. აშშ-ის სამხედრო სტრატეგიისა და ნატო-ს კოალიციური სტრატეგიის განვითარება 1950-იანი წლებიდან 80-იანების დასაწყისის ჩათვლით (მოც. –185 კ. გვ.) – [08.02.11] – {3173}; 

4. აშშ სახმელეთო ჯარების დაკომპლექტება და საბრძოლო მომზადება; ოფიცერთა კადრების მომზადება და მათ მიერ სამსახურის გავლა (მოც. 78 კ. გვ.) – [(09-10).10.12] – {562}; 

5. აშშ-ის შეიარაღებული ძალები 1970-იან წლებსა და 1980-იანების დასაწყისში (მოც. 159 კ. გვ.) – [27.04.11] – {1248}; 

6. აშშ შეიარაღებული ძალები და საქართველო (მოც. 53 კ. გვ.) – [28.03.13 – 29.04.13] – {525}; 

7. ნატო და დასავლეთევროპული კავშირი 1970-იან წლებსა და 1980-იანების პირველ ნახევარში (მოც. 99 კ. გვ.) – [14.05.11] – {636}; 

8. ნატო-ს ბლოკის ევროპული ქვეყნების სამხედრო მშენებლობის ძირითადი საკითხები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში (მოც. 159 კ. გვ.) – [20.06.11] – {1187}; 

9. დამატებითი მასალები ნატო-ს ბლოკის შესახებ 1970-იან წლებში (მოც. 149 კ. გვ.) – [27.02.15 – (04-06).03.15] – {438}; 

10. ნატო-ს ბლოკის გარეთ მყოფი ზოგიერთი ევროპული და აზიური სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში (მოც. 53 კ. გვ.) – [06.11.13] – {479}; 

11. “საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)” და მისი რეალიზაციის პირობები (მოც. 53 კ. გვ.) – [17.05.12] – {308}; 

12. საბრძოლო მოქმედებები განსაკუთრებულ პირობებში უცხოელი სამხედრო სპეციალისტების შეხედულებებით (მოც. 105 კ. გვ.) – [(13-15).05.14] – {559} 

13. 1990-91 წლებში სპარსეთის ყურის ზონაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ (მოც. 84 კ. გვ.) – [15.07.14] – {852}; 

14. შეიარაღებული ძალების სახეობათა და სპეციალური დანიშნულების ძალების მოქმედებები კონფლიქტში სპარსეთის ყურის ზონაში 1990-91 წლებში (მოც. 73 კ. გვ.) – [(11; 22).09.14] – {1147}; 

15. პირდაპირ ბლოგზე გამოქვეყნებული წერილები (მოც. 69 კომპ. გვ.) – [იხ. ქვემოთ] – {1378}. 

(ანუ სულ 1472 კომპიუტერული გვერდი; მათში 12.01.2023-ის მდგომარეობით მკითხველთა სულ 14 140 შემოსვლა). 

ზემოთ მოყვანილი ჩამონათვალის პირველ პუნქტში, ანუ პარლამენტის კვლევით დეპარტამენტში ჩემს მიერ 1994–1999 წლებში მომზადებულ შდარებით ნაშრომებში კონკრეტულად შემდეგი წერილებია: 

1) აშშ შეიარაღებული ძალების მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები (1990-იანი წლების დასაწყისში) – [29.12.11] – {180} 

2) აშშ შეიარაღებული ძალების მართვის უმაღლესი ორგანოები (1980-იანი წლების მიწურულს) – [26.01.12] – {103} 

3) ნატო – წარსული და თანამედროვეობა (1990-იანი წლების დასაწყისისთვის) – [27.02.12] – {326} 

4) ჩრდილოატლანტიკური კავშირის სწრაფი რეაგირების ძალები (1990-იანი წლების დასაწყისში) – [15.03.12] – {120} 

5) სტრატეგიული და ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ბალანსი (1990-იანი წლების დასაწყისში) – [30.03.12] – {325} 

6) შეიარაღებული ძლების დაკომპლექტების პრაქტიკა საზღვარგარეთის ქვეყნებში – [04.11.12] – {165} 

7) კანონპროექტისთვის მობილიზაციის შესახებ – [30.12.17] – {33}; 

8) კანონპროექტისთვის შინაგანი ჯარების შესახებ – [15.01.18] – {73}; 

9) კანონპროექტისთვის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ – [15.02.18]– {131}. 

პირდაპირ ბლოგზე ატვირთული მასალები კი: 

1. რუსეთისა და აშშ-ის სტრატეგიულ შეტევით შეიარაღებათა ბალანსი – [06.12.10] – {404}; 

2. აშშ-ისა და სსრკ/რუსეთის სტრატეგიული და ტაქტიკური საბრძოლო ავიაციის შესაძლებლობების შედარება – [17.01.11] – {598}; 

3. ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება და რუსეთი – [25.04.15] – {376}. 


წიგნების ჩამონათვალს თუ დავალაგებთ მათში მკითხველთა შემოსვლების რაოდენობის მიხედვით, მაშინ მივიღებთ შემდეგ სურათს: 

1. აშშ-ის სამხედრო სტრატეგიისა და ნატო-ს კოალიციური სტრატეგიის განვითარება 1950-იანი წლებიდან 80-იანების დასაწყისის ჩათვლით (მოც. –185 კ. გვ.) – [08.02.11] – {3173}; 

2. პარლამენტის კვლევით დეპარტამენტში 1994-1999 წლებში ჩემს მიერ გამოქვეყნებული ნაშრომები (მოცულობა – 106 კომპიუტერული გვერდი) – [ბლოგზე ატვირთვის თარიღი სხვადასხვაა, იხ. ქვემოთ] – {1456}; 

3. პირდაპირ ბლოგზე გამოქვეყნებული წერილები (მოც. 69 კომპ. გვ.) – [იხ. ქვემოთ] – {1378}. 

4. აშშ-ის შეიარაღებული ძალები 1970-იან წლებსა და 1980-იანების დასაწყისში (მოც. 159 კ. გვ.) – [27.04.11] – {1248}; 

5. ნატო-ს ბლოკის ევროპული ქვეყნების სამხედრო მშენებლობის ძირითადი საკითხები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში (მოც. 159 კ. გვ.) – [20.06.11] – {1187}; 

6. შეიარაღებული ძალების სახეობათა და სპეციალური დანიშნულების ძალების მოქმედებები კონფლიქტში სპარსეთის ყურის ზონაში 1990-91 წლებში (მოც. 73 კ. გვ.) – [(11; 22).09.14] – {1147}; 

7. 1990-91 წლებში სპარსეთის ყურის ზონაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ (მოც. 84 კ. გვ.) – [15.07.14] – {852}; 

8. ნატო და დასავლეთევროპული კავშირი 1970-იან წლებსა და 1980-იანების პირველ ნახევარში (მოც. 99 კ. გვ.) – [14.05.11] – {636}; 

9. აშშ სახმელეთო ჯარების დაკომპლექტება და საბრძოლო მომზადება; ოფიცერთა კადრების მომზადება და მათ მიერ სამსახურის გავლა (მოც. 78 კ. გვ.) – [(09-10).10.12] – {562}; 

10. საბრძოლო მოქმედებები განსაკუთრებულ პირობებში უცხოელი სამხედრო სპეციალისტების შეხედულებებით (მოც. 105 კ. გვ.) – [(13-15).05.14] – {559} 

11. აშშ შეიარაღებული ძალები და საქართველო (მოც. 53 კ. გვ.) – [28.03.13 – 29.04.13] – {525}; 

12. ნატო-ს ბლოკის გარეთ მყოფი ზოგიერთი ევროპული და აზიური სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში (მოც. 53 კ. გვ.) – [06.11.13] – {479}; 

13. დამატებითი მასალები ნატო-ს ბლოკის შესახებ 1970-იან წლებში (მოც. 149 კ. გვ.) – [27.02.15 – (04-06).03.15] – {438}; 

14. “საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)” და მისი რეალიზაციის პირობები (მოც. 53 კ. გვ.) – [17.05.12] – {308}; 

15. აშშ “მძიმე” ფორმირებების საბრძოლო გამოყენება (მოც. 48კ. გვ.) – [07.07.12] – {192}.

აქ პირველ ადგილზე დგას წერილი „აშშ-ის სამხედრო სტრატეგიისა და ნატო-ს კოალიციური სტრატეგიის განვითარება 1950-იანი წლებიდან 80-იანების დასაწყისის ჩათვლით“ (მოცულობა –185 კ. გვ.), {მკითხველების შემოსვლა 3173}, ბოლო ადგილზე კი – წერილი „აშშ “მძიმე” ფორმირებების საბრძოლო გამოყენება“ (მოცულობა – 48კომპ. გვ.), {მკითხველთა შემოსვლა – 192}. ეს მდგომარეობა ერთდროულად სასაცილოცაა და სატირალიც. საქმე იმაშია, რომ სამხედრო სტრატეგიის უფრო დაბალი დონე თანამედროვე სამხედრო ხელოვნებაში არის ოპერატიული ხელოვნება, ოპერატიული ხელოვნების ქვედა დონე კი არის ტაქტიკა. აშშ სახმელეთო ჯარების ძირითადი ტაქტიკური შენაერთია საბრძოლო დივიზია, რომელიც შედგება სამი საბრძოლო ბრიგადისაგან; ბრიგადები შედგებიან საბრძოლო ბატალიონებისა და საარტილერიო დივიზიონებისაგან (დასავლური ტერმინოლოგიით – ბატალიონები); საბრძოლო ბატალიონები შედგებიან ასეულების, ოცეულებისა და ათეულებისგან, საარტილერიო დივიზიონები კი – საცეცხლე ბატარეებისგან. და ეს ყველაფერი მიეკუთვნება ტაქტიკის თემატიკას. საჯარისო ერთეულებს ბატალიონის (დივიზიონის) ჩათვლით ეწოდებათ ქვედანაყოფები, პოლკსა და ბრიგადას – საჯარისო ნაწილები, დივიზია კი, როგორც ვთქვით არის ძირითადი ტაქტიკური შენაერთი. დივიზიას მეთაურობს გენერალ-მაიორის წოდების მქონე ოფიცერი. 

საბრძოლო დივიზიები, სხვა საჯარისო ერთეულებთან ერთად, შედიან საარმიო კორპუსის შემადგენლობაში. საარმიო კორპუსი გახლავთ უკვე უმაღლესი ტაქტიკური შენაერთი, ან სხვანაირად, ოპერატიულ-ტაქტიკური შენაერთი, და მისი საბრძოლო საქმიანობაც უკვე განეკუთვნება ოპერატიული ხელოვნების სფეროს. საარმიო კორპუსში შეიძლება შედიოდეს ორიდან ექვს საბრძოლო დივიზიამდე, ასევე საველე არტილერიის, საარმიო ავიაციის, საინჟინრო და სხვა ნაწილები და ქვედანაყოფები. კორპუსს მეთაურობს გენერალ-ლეიტენანტი. 

მშვიდობიანობის დროს აშშ სახმელეთო ჯარებში საველე არმიები არ იქმნება, თუმცა კი ინარჩუნებენ გარკვეულ მცირე სტრუქტურებს (არმიების მართვის შეკვეცილ ორგანოებს) ომიანობის დროს მათ საფუძველზე საველე არმიების გასაშლელად. არმიაში შეიძლება შედიოდეს ორიდან ექვს კორპუსამდე მათში შემავალი დივიზიებით, ცალკეული ბრიგადებითა და სხვა ჯარებით (მაქსიმალური შემადგენლობის საველე არმიაში შეიძლება შედიოდეს 36 საბრძოლო დივიზიამდე – ექვსი დივიზია კორპუსში და ექვსი კორპუსი არმიაში), და ასეთი საბრძოლო შემადგენლობის მქონე საველე არმიას უკვე ეწოდება ოპერატიული გაერთიანება – ანუ ეს ისევ არა სტრატეგიის, არამედ ოპერატიული ხელოვნების სფეროა თანამედროვე სამხედრო ხელოვნებაში. ამის ზევით არის არმიების ჯგუფი; სახელდობრ, ცივი ომის დროს ნატო-ს ბლოკის მხრიდან ვარშავის ხელშეკრულების ჯარებთან შეხების რაიონში, გფრ-ის აღმოსავლეთ საზღვრის გაყოლებით, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გაშლილი იყო არმიების ორი ჯგუფი: ჩრდილოეთისა და ცენტრალური. არმიების ჩრდილოეთის ჯგუფში შედიოდნენ: ბრიტანული რაინის არმია, დასავლეთგერმანული საარმიო კორპუსი, ბელგიური და ნიდერლანდების საარმიო კორპუსები; არმიების ცენტრალურ ჯგუფში – ორი დასავლეთგერმანული და ორი ამერიკული საარმიო კორპუსები, ასევე კანადური ბრიგადა, რომლის საფუძველზეც ომიანობის დროს უნდა გაშლილიყო კანადური საარმიო კორპუსი. და ეს იყო ნატო-ს ბლოკის სახმელეთო ჯარები ცენტრალურ-ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრზე. გარდა ამისა, იყო კიდევ ჩრდილო-ევროპული და სამხრეთ-ევროპული საომარ მოქმედებათა თეატრები, სადაც ასევე იყო განლაგებული ბლოკის შესაბამის სახელმწიფოთა საჯარისო გაერთანებები, შენაერთები და ნაწილები. სახელდობრ, ჩრდილო-ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრზე განლაგებული იყო დანიისა და ნორვეგიის შეიარაღებული ძალები, რომელთა გაძლიერებისთვის ომის დროს უნდა გადმოესროლათ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ჯარები და ძალები; სამხრეთ-ევროპულ თეატრზე კი განლაგებული იყო იტალიის, საბერძნეთისა და თურქეთის შეიარაღებული ძალები, რომელთა გაძლიერებისთვის ივარაუდებოდა ისევ ამერიკული და ბრიტანული ძალების გადმოსროლა. და ეს უკვე განეკუთვნება სამხედრო სტრატეგიის სფეროს. 

როცა არ იცი სათანადო დონეზე არც ტაქტიკა, არც ოპერატიული ხელოვნება, და პირდაპირ სტრატეგიის საკითხებს დაეტაკები, ცხადია, რომ მათში ბევრს ვერაფერს გაიგებ. შეგიძლია იქ გამოქვეყნებული მასალების რაღაც ნაწილები გადაწერო, დაიჩემო და გადაამღერო, დისერტაციაც დაიცვა, ან რაღაც ვითომ ნაშრომი გამოაქვეყნო, ამით თავი გამოიდო და უფრო მაღალი თანამდებობები მოითხოვო, მაგრამ სტრატეგია ისევ უცნობი და მიუწვდომელი დარჩეს შენთვის, და შეიძლება შენი ასეთი მდგომარებით ისეთ უბედურებაში გაჰყო თავი, როგორსაც მტერსაც არ უსურვებდი. აი ამაში არის სასაცილოობაცა და სატირლობაც ამნაირი ვითარებისა. და არა მარტო სატირლობა, არამედ უდიდესი განსაცდელებიცა და უბედურებებიც, რომლებიც ასეთ „მოღვაწეებს“ შეიძლება თავზე დაატყდეთ. რა ვქნათ – რასაც სთესავენ, იმასვე მოიმკიან; ან კიდევ – ქარის დამთესავი ქარიშხალს მოიმკისო – მგონი, წმინდა წერილის სწავლებაა. 

ახლა შევეხოთ სხვა საკითხს. ჩვენ, მეგობარ-თანამოაზრეთა ჯგუფმა 1990 წლის ბოლოსკენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა სამხედრო-ისტორიული ჟურნალი „მხედარი“, უფრო სწორად აღგვედგინა, ვინაიდან ასეთი სახელწოდების ორგანოს გამოსცემდნენ ქართველი იუნკრები ემიგრაციაში. ამ საქმის ინიციატორი გახლდათ მამუკა წურწუმია. ისტორიულის გარდა მე მაინტერესებდა თანამედროვე სამხედრო ცოდნის შესწავლაც. ბიბლიოთეკიდან გამოვიტანე ტაქტიკის სახელმძღვანელო რუსულ ენაზე გენერალ-ლეიტენანტ რეზნიჩენკოს რედაქორობით, და შევუდექი მის კითხვას. ამ პროცესში კი აღმოჩნდა, რომ სანამ ტაქტიკას, ანუ საბრძოლო მოქმედებების წარმოებას შევისწავლიდი, მანამ საჭირო იყო ქვედანაყოფების, ნაწილებისა და მთლიანად დივიზიის საბრძოლო შემადგენლობისა და შეიარაღების კარგად შესწავლა. ანუ როცა ტაქტიკის სახელმძღვანელოში ეწერა, რომ ყოველ კონკრეტულ საბრძოლო ვითარებაში სად უნდა იყოს და როგორ უნდა იქცეოდეს მოტომსროლელი დივიზიის სატანკო ბატალიონი, მოტომსროლელი ბატალიონი, საარტილერიო დივიზიონი, სადაზვერვო, საინჟინრო, კავშირგაბმულობის, ტანკსაწინააღმდეგო და სხვა ქვედანაყოფები, მაშინ ნათელი ხდებოდა, რომ ჯერ ამ ქვედანაყოფებისა და მათგან შემდგარი საჯარისო ნაწილების საშტატო ორგანიზაცია და შეიარაღება, აგრეთვე მათ მიერ საბრძოლო მოქმედებათა წარმოების წესი და რიგი უნდა შემესწავლა, რათა შემდეგ მთლიანობაში დივიზიის საბრძოლო მოქმედებებში გავრკვეულიყავი. ანუ უნდა მევლო მცირიდან დიდისკენ, მარტივიდან რთულისკენ, და ისე ჩავწვდომოდი დიდ და რთულ თემებსა და საკითხებს. ჩვენმა თანამედროვე „მოღვაწეებმა“ კი ასეთი სავსებით ჯანსაღი და ლოგიკური მიდგმა არაფრად ჩააგდეს, ვინაიდან მათ საქმის შესწავლა კი არ უნდოდათ, არამედ თანამდებობების სწრაფად მიღება და თავიანთი პირადი მდგომარეობების გაუმჯობესება – და ეს სახელმწიფო სამსახურში, თანაც ქვეყნის თავდაცვის სფეროში – და ამიტომაცაა კარგად ჩვენი საქმე. 

გარდა ამისა, ზემოთ მოყვანილ წიგნების ჩამონათვალში მკითხველთა დაინტერესების მიხედვით ბოლო ადგილზე დგას წერილი „აშშ “მძიმე” ფორმირებების საბრძოლო გამოყენება“, რომელშიც გადმოცემულია ამერიკული მექანიზებული და ჯავშანსატანკო დივიზიების მოქმედებები მარშის შესრულებისას, მოწინააღმდეგესთან შემხვედრ ბრძოლაში, შეტევაში, თავდაცვაში, აგრეთვე ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკის მოქმედებები დაზვერვის წარმოებისას საარმიო კორპუსის ინტერესებში და სხვა. ანუ ყველაფერი ის, რისთვისაც არსებობს სახმელეთო ჯარები. უკვე ათ წელიწადზე მეტია, რაც ეს წერილი არის გამოქვეყნებული ბლოგზე, და მასში მკითხველების სულ 192 შემოსვლაა. მეტი ინტერესი მის მიმართ არ გამოუჩენიათ. ამ წერილის თავზე, ანუ ბოლოდან მეორე ადგილზე ჩამონათვალში არის ვრცელი წერილი „“საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)” და მისი რეალიზაციის პირობები“, რომელიც ყველაზე უფრო მჭიდრო კავშირშია სახმელეთო ჯარების საბრძოლო მოქმედებებთან: მასში გადმოცემულია 1980-იან წლებში მიღებული აშშ სახმელეთო ჯარების საბრძოლო გამოყენების ოპერატიულ-ტაქტიკური კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს ტაქტიკური ავიაციითა და სახმელეთო ჯარების შენაერთების მოქმედებებით მოწინააღმდეგის ერთდროულ დაზიანებას როგორც წინა ხაზზე და ჯარების მოწყობის ტაქტიკურ სიღრმეში (50–70 კმ-მდე), ისე ოპერატიულ სიღრმეშიც (120 კმ-მდე და მეტი), რათა მეორე ეშელონები და რეზერვები ვერ მოვიდნენ პირველ ეშელონში მებრძოლი თავიანთი ნაწილებისა და შენაერთების დასახმარებლად. ხოლო ამ კონცეფციის „რეალიზაციის პირობებში“ კი ნაჩვენებია აშშ საარმიო კორპუსის, ჯავშანსატანკო (მექანიზებული ქვეითი) დივიზიის, ჯავშანსატანკო (მექანიზებული ქვეითი) ბრიგადის, სატანკო, მოტოქვეითი ბატალიონის, საარტილერიო დივიზიონის, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების ბატარეის საორგანიზაციო სტრუქტურა და შეიარაღება, მოწინააღმდეგის დაზიანების, დამარცხებისა და განადგურებისთვის. და ესეც ბოლო ადგილებს ინაწილებს ზემოხსენებულ ჩამონათვალში და მასში მკითხველთა სულ 308 შემოსვლაა ბლოგზე გამოქვეყნებიდან ათ წელზე მეტი დროის მანძილზე. 

აი, როგორი შეიარაღებული ძალებია დღეს საქართველოში, რისი მაქნისები არიან და რისი თავი აქვთ: სტრატეგია ვითომ იციან, მაგრამ არ იციან, ტაქტიკა კი დიდად არც აინტერესებთ, არც ჯარების ორგანიზაცია, არც შეიარაღება – რასაც „დიდი ძიები“ და „სტრატეგიული პარტნიორები“ ეტყვიან და გააკეთებინებენ, იმას ისმენენ და აკეთებენ, დანარჩენებს კი არა. მაგრამ ის „დიდი ძიები“ და „სტრატეგიული პარტნიორები“ იმას ეტყვიან და ასწავლიან, რაც თვითონ მათ აწყობთ და უნდათ, და არა საქართველოს, ახლო წარსულში 5,5-მილიონიან სახელმწიფოს, თავისი საკუთარი თავდაცვისათვის. ამიტომ ჩვენი ქვეყანა ისევ რჩება დაჩაგრული და მიტოვებული გერის მდგომარეობაში, ასეთი „მოღვაწეების“ ხელში, მოყოლებული ჯერ კიდევ 1990 წლების მიწურულიდან, დღემდე. 

ირაკლი ხართიშვილი