Saturday, March 4, 2017

ჩემი ბლოგის წერილობითი მასალების შესახებ

(გასული წლის ნოემბრის თვეში ერთერთმა გამომცემლობამ შემომთავაზა ჩემი ბლოგის წერილობითი მასალების გარკვეული შეფასება მომეხდინა იმ აზრით, რომ მათ შეძლებოდათ ამ მასალების რომელიმე ნაწილის წიგნების სახით გამოცემა ევარაუდათ. მე მოვამზადე და მივაწოდე კიდეც მათ ასეთი შეფასება, რომელსაც ქვემოთ ბლოგის მკითხველებსაც ვთავაზობ. ასევე ვამზადებ ბლოგის მასალების შეფასებას მათი გარკვეულ თემებად დალაგებისა და მათში მკითხველთა შემოსვლის რაოდენობის, მკითხველთა დაინტერესების მიხედვით. იმედია, უახლოეს ხანებში იმ ნაშრომსაც დავამთავრებ. მადლობა უფალს ყველაფრისთვის, მადლობა ჩემს მკითხველებს მათი ყურადღებისა და აქტიურობისთვის. ღმერთმა გაგვაძლიეროს და გაგვახაროს)

1) ჩემს ბლოგში მკითხველთა ყველაზე მეტი შემოსვლაა ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონიდან თარგმნილ მასალებში, რომლებშიც გადმოცემულია ევროპის წამყვან სახელმწიფოთა, აგრეთვე თურქეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე, როცა ეს ლექსიკონი იბეჭდებოდა. ამ მხრივ პირველ ადგილზეა «თურქეთის ისტორია», მეორეზე «რომანტიზმი ევროპულ ლიტერატურაში და გერმანელი რომანტიკოსები» (ეს მასალა შესავსებია), შემდეგ რეფორმაციისა და დიდი ბრიტანეთის ისტორიები და ა. შ. ეს მოკლე იტორიებია, თუმცა კი იქვე ტექსტში ნაჩვენებია, რომ რაღაც კონკრეტულ საკითხებზე მკითხველს შეუძლია მოიძიოს იმავე ენციკლოპედიის ამა თუ იმ ტომში უფრო დეტალური ინფორმაცია და თავისი ცოდნა ამით შეივსოს. ეს მე ძირითადად გავაკეთე გერმანიის ისტორიასთან მიმართებაში, და მთლიანად საკმაოდ სოლიდური მასალა გამოვიდა; თუმცა კი, ზოგიერთ შემთხვევაში ასეთ მცირე დეტალურ ინფორმაციაში უბრალოდ მეორდებოდა ის, რაც ძირითად ტექსტშიც იყო ნათქვამი, ხოლო გერმანიის კანცლერ ოტო ფონ ბისმარკზე კი, პირიქით, უფრო ვრცელი წერილი იყო შესაბამის ტომში გამოქვეყნებული, ვიდრე თავად გერმანიის ისტორიაზე.

შემდეგ, ვინაიდან «გრანატის» ენციკლოპედიურ ლექსიკონში, რომელიც 1920-იან წლებში გამოდიოდა, იმავე ქვეყნების ისტორია გაცილებით უფრო ვრცლადაა გადმოცემული, ამიტომ იქიდან ვთარგმნე და ბლოგზეც ავტვირთე ისევ «გერმანიის ისტორია», და მასში უფრო ვრცელი და დეტალური ინფორმაციაა ამ საკითხზე, მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე საბჭოთა ხანაშია შექმნილი და ამით გარკვეული უნდობლობის საფუძველს იძლეოდა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ასეთი უნდობლობა უადგილო იყო და ამ წიგნებში ისტორიული ამბები გაცილებით უფრო ვრცლად და დეტალურადაა მოცემული. თუმცა კი შემდეგ, ხელშეწყობის არქონის გამო, ამ ხაზის გაგრძელება ვეღარ შევძელი. თანაც ამ წერილებში შესაბამისი ისტორიები XX საუკუნის დასაწყისამდეა მოყვანილი, რაც დღევანდელი მკითხველისთვის საკმარისი არ არის, და ესეც გასათვალისწინებელია.

თან ეს თემატიკა ჩემთვის ძირითადი არ არის, და მე, როგორც მსოფლიო ისტორიის საკითხებში არაპროფესიონალს, მინდოდა რაღაც მინიმალური საფუძველი მიმეცა ჩემი მკითხველისთვის, რათა თანამედროვე პოლიტიკის პრობლემებში უფრო კარგად გარკვეულიყო, ასევე მასთან ერთად მეც. ეს ხაზი არ დამისრულებია, მინდოდა სხვა ქვეყნების ისტორიებიც მეთარგმნა, აგრეთვე, გერმანიის მსგავსად, ევროპის სხვა წამყვანი ქვეყნების შესახებ დამატებითი კერძო წერილებიც ამავე ლექსიკონიდან, მაგრამ ხელშეწყობის გარეშე, მხოლოდ ენთუზიაზმით, ვამჯობინე იმ თემებისთვის უფრო მეტად მიმეხედა, რომლებიც ჩემთვის ძირითადია, ე. ი. თანამედროვე სამხედრო საქმისა და რუსეთ-საქართველოს ისტორიული და თანამედროვე ურთიერთობებისთვის.

2) რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების თემატიკიდან, რაც ჩვენს თანამედროვე ურთიერთობებზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, პირველი ატვირთული მასალა, რაც წიგნის მოცულობისაა, დაახლ. 120 კომპიუტერულ გვერდამდე, ბლოგზე გამოვაქვეყნე აკადემიკოს ნიკოლოზ დუბროვინის წიგნიდან «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе», т. I – «Очеркъ о Кавказе и живущихъ въ нёмъ народахъ», кн. 2 – «Закавказье», Санкт-Петербургъ, 1971 г. ვრცელი წერილი აფხაზების შესახებ, რომელიც დედანში 80 გვერდზე მეტს იკავებს (თარგმანი დაახლ. 70 კომპ. გვ.). ის შედგება ოთხი თავისგან, რომლებშიც გადმოცემულია აფხაზების ვინაობა, განსახლება, წეს-ჩვეულებები, რელიგია, ცრურწმენენი, ოჯახური, პირადი, სამეზობლო და სხვა ურთიერთობები, აგრეთვე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ძირითადი საკითხები. თანაც წიგნი გამოქვეყნდა რუსეთ-თურქეთის 1877-78 წწ. ომამდე, რომელსაც აფხაზების თურქეთში მასშტაბური გადასახლება – მუჰაჯირობა მოჰყვა. ანუ ის გვიხატავს აფხაზეთისა და აფხაზების სურათს ამ დიდ გადასახლებამდე.

თარგმანს წინ უძღვის ჩემი ვრცელი შესავალი წერილი (დაახლ. 45 კომპ. გვ.), სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, გადმოცემულია ზოგიერთი ინფორმაცია, რომელიც რეალურად არსებობს, მაგრამ ქართულ საზოგადოებას ამის შესახებ არ ეუბნებიან, და ეს ჩვენ აფხაზების მიმართ არასწორ დამოკიდებულებაში გვაყენებს. მაგალითად, ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში გამოქვეყნებულია წერილები «ქუთაისის გუბერნია» და «სოხუმის ოკრუგი», რომლებიდან ირკვევა, რომ აფხაზები, იმ დიდი მუჰაჯირობის შემდეგაც, 1890-იან წლებში მაშინდელ სოხუმის ოკრუგში მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ – დაახლ. 68 ათას ადამიანს 109 ათასიდან. გარდა ამისა, როგორც ამ წერილებში, ისე ივ. ჯავხიშვილის მიერ 1919 წ. გამოქვეყნებულ წიგნშიც «საქართველოს საზღვრები ისტორიული და თანამედროვე თვალსაზრისით» ნათქვამია, რომ კოდორის ხეობა იმხანად მთლიანად დაცლილი იყო მოსახლეობისგან, რომლებიც თურქეთში გადასახლდნენ, რაც იმაზე მიგვითითებს, რომ სვანები იქ საბჭოთა პერიოდში დაესახლნენ. იგივე დამიდასტურა პირად საუბარში ქ-ნმა ადა მარშანიამაც, რომლის წინაპრებიც სწორედ კოდორის ხეობის მფლობელები იყვნენ.

არქანჯელო ლამბერტი, რომელიც 1630-40-იან წლებში სამეგრელოში ცხოვრობდა და კათოლიკურ მისიაში საქმიანობდა, აგრეთვე ევლია ჩელებიც, რომელმაც აფხაზეთში 1641 წ. იმოგზაურა, ასევე ადასტურებენ, რომ აფხაზები მაშინაც ცხოვრობდნენ იმ მიწა-წყალზე, თუმცა კი მდ. კოდორის ჩრდილოეთით, და ისინი არანაირი გვიან ჩამოსახლებულები არ არიან, როგორც ამას ქართულ საზოგადოებაში ავრცელებენ. ევლია ჩელების აფხაზური ენიდან სიტყვებიც მოჰყავს ნიმუშად, ისევე როგორც სხვა ხალხების ენებიდანაც, თავ-თავის ადგილზე, სახელდობრ მეგრელების, ართვინელი ქართველი მაჰმადიანების; და ამ ნიმუშებიდან ჩანს, რომ მაშინდელი აფხაზებიც ზუსტად იმ ენაზე ლაპარაკობდნენ, რომელზედაც დღეს მეტყველებენ, და ისინი იქ XVIII საუკუნეში სულაც არ ჩამოსახლებულან ჩრდილო კავკასიიდან, როგორც ამას ჩვენში ავრცელებენ. ივ. ჯავახიშვილი 1960 წელს გამოცემული «ქართველი ერის ისტორიის» I ტომის დამატებით მასალებში, ერთ ვრცელ წერილში, რომელიც ქართველების წარმოშობასა და უძველეს განსახლებას ეხება, ლაპარაკობს, რომ ქართველების უძველესი წინაპრები, მუსკები (მესხები) და ტაბალები ცხვრობდნენ შუამდინარეთის ჩრდილო-დასავლეთ მოსაზღვრე მხარეში, რომ შემდეგ, სავარაუდოდ, ინდოევროპელი ხალხების მოწოლის შედეგად, ამიერკავკასიაში ამოვიდნენ და მათ შორის იყვნენ აფხაზებიც. სახელდობრ, აფხაზების ასეთი მიგრაციის დამადასტურებელ ნიმუშად მოჰყავს ის, რომ გურიაში არის სოფელი დვაბზუ, რომელიც ტუაფსეს, ანუ აფსუების სოფელს უნდა ნიშნავდეს, ხოლო ბერძენი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი კი VI სუკუნეში ასახელებს სოფელს აფსვირტოს ახლანდელი ბათუმის მახლობლად, რაც ისევ აფსუებთან უნდა იყოს დაკავშირებულიო. იგი იქვე წერს, რომ მომავალში ქართველი ისტორიკოსები სხვა მაგალითებსაც მოიძიებენ იმის დასადასტურებლად, რომ აფხაზები სხვა ქართულ ტომებთან ერთად ამიერკავკასიაში სამხრეთიდან არიან ამოსულიო. თანაც მისთვის აფხაზი და აფსუა ერთი და იგივეა, რაც დღესდღეობით ჩვენში უარყოფილია, და თუმცა კი ვითომ ჩვენი ისტორიკოსები ივანე ჯავახიშვილს დიდ პატივს სცემენ, მაგრამ საქმით კი მის ნაწერებს ასე უდიერად ექცევიან – ვითომ არც დაეწეროს. მე ამ შესავალში ასევე, სწორედ ივ. ჯავახიშვილის სიტყვებით წახალისებული ვამბობ, რომ, არგონავტებზე მითის მიხედვით, მედეას ძმას ერქვა აფსირტე, და რომ, შესაძლოა, ძველი კოლხეთის კულტურის თანამოზიარენი აფხაზებიც არიან, ჩვენში კი მისი მეგრულად «პრივატიზაცია» მოახდინეს და აფხაზები ამით დანარჩენი ქართველებისგან გარიყეს, რასაც შემდეგ ის ცნობილი შედეგები – აფხაზების ჩერქეზებთან უფრო მეტი დაახლოება და ქართველებთან მათი დაპირისპირება მოჰყვა. აფხაზური ტოპონიმების გარდა ბარის საქართველოში არის ბევრი სვანური ტოპონიმიც, მაგალითად კოჯორი – რაც სვანურად ქვიან (კლდიან) ადგილს ნიშნავს, აგრეთვე დიღომი (დიღვამი) – რაც სვანურიდან ნაყოფიერ ადგილად ითარგმნება და სხვა. და ესეც ქართული ტომების სამხრეთიდნ ჩრდილოეთისკენ მიგრაციის მაჩვენებელი შეიძლება იყოს. ამის თაობაზეც არის მსჯელობა სწორედ იმ ჩემს შესავალ წერილში, რომელიც დაახლ. 45 კომპიუტერული გვერდის მოცულობისაა.

თვითონ აკადემიკოს დუბროვინის წიგნი «კავკასიაში ომისა და რუსების მფლობელობის ისტორია» რვა ტომისგან შედგება, ხოლო მის პირველ ტომში კი სამი წიგნი შედის. ამათგან პირველ წიგნში გადმოცემულია კავკასიის ოროგრაფიული და ჰიდროგრაფიული აღწერილობა, და შემდეგ ვრცელი წერილები ჩრდილო-კავკასიაში მოსახლე ხალხების – ჩერქეზების, ყაბარდოელების, ოსების, ვაინახებისა და დაღესტნელების შესახებ. ამავე ტომის მეორე წიგნში მოყვანილია უკვე ამიერკავკასიაში მოსახლე ხალხების აღწერილობა – აფხაზების, სვანების (რატომღაც დანარჩენი ქართველებისგან განცალკევებით), ქართველების (როგორც ზოგადად ქართველების, ისე ცალკე დასავლეთ ქართველებისა და თუშ-ფშავ-ხევსურების), სომხებისა და თათრების. მესამე წიგნი კი ბიბლიოგრფიული ხასიათისაა. II-VI ტომებში უკვე მოცემულია თხრობითი ნაწილი 1782 წლიდან 1830 წლამდე (ანუ საქართველოს მთავარმართებლად გენერალ ერმოლოვის ნაცვლად გენერალ პასკევიჩის დანიშვნამდე /მე-7 და მე-8 ტომები კი მე არ მინახავს/). მე ვთარგმნე აქედან II და III ტომები (ეს უკანასკნელი 1802 წ. ამბებით მთავრდება /კავკასიაში ჯარების მთავარსარდლად გენერალ-ლეიტენანტ პავლე ციციანოვის დანიშვნით/; ამჟამად ვმუშაობ IV ტომის თარგმნაზე). III ტომში ავტორი ცალკე თავებში ჰყვება იმ სიმახინჯეებისა და ბოროტად გამოყენებათა შესახებ, რომლებიც რუსულ მმართველობის დაარსებას ახლდა თან საქართველოში, მაგრამ რომ ეს რუსეთის მთავრობის სურვილი და პოლიტიკა კი არ იყო, არამედ საქართველოს მმართველად დანიშნული მოხელის კოვალენსკის ანგარებიანი თვითნებობანი და ამაზე კავკასიაში ჯარების მაშინდელი მთავარსარდლის გენერალ-ლეიტენანტ კნორინგის წაყრუებანი, რის გამოც ორივენი თანამდებობებს ჩამოაშორეს, ხოლო კოვალენსკის დანაშაულებზე საგამოძიებო საქმეც იქნა აღძრული. სწორედ ამის გამოსწორებისთვის დაინიშნა პავლე ციციანოვი (ამის შემდეგ რა მოხდა, ჯერ არ მითარგმნია და ამიტომ საჭირო დონეზე არც ვიცი).

გარდა ამისა, ოსების შესახებ გამოქვეყნებულ წერილში (I ტომის 1-ლი წიგნი) ნიკოლოზ დუბროვინი პირდაპირ წერს, რომ ყაბარდოელებს ოსები მთებში ჰყავდათ შედენილი (შემწყვდეული), რომ ამის გამო თავიანთ საცხოვრებელ ადგილზე ოსებს ძალიან მცირე სახნავ-სათესი მიწები ჰქონდათ, და ამიტომ მათი ნაწილი საქართველოში ჩამოესახლა და აქაური თავადების კაბალაში მისცა თავიო. დასახელებული აქვს ის ხეობები, სადაც ოსები საქართველოში ჩამოესახლნენ, მათ შორის მაღრან-დვალეთის ხეობაც. და პირდაპირ აცხადებს, რომ სამხრეთელი ოსები საქართველოში ჩამოსახლებულები, და არა აქაური ძირძველი მოსახლეობა არიანო. მე ამ ვრცელი წერილიდან მხოლოდ ეს პირველი თავი ვთარგმნე და ბლოგზე გამოვაქვეყნე, რადგან შემდეგ ოსების ეთნოგრაფიული აღწერილობა ნაკლებად მაინტერესებდა. და, გარდა ამისა, ოსებზე უკვე მქონდა გამოქვეყნებული წერილები ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონიდან, ჩემი ვრცელი კომენტარებით, რომლებშიც ვცდილობ ქართული მართალი ინტერესების დაცვას იმ ცოდნითა და ინფორმაციით, რომელიც სხვადასხვა ლიტერატურულ წყაროებშია გამოქვეყნებული (როგორც თავად ამ რუსი ავტორების წერილებში, ისე იოანე ბატონიშვილისეულ «ქართლ-კახეთის სამეფოს აღწერაშიც»). ქართულ-ოსური კონფლიქტის დასაწყისშივე იყო შესაძლებელი ქართველი ისტორიკოსების მხრიდან, როგორც ნ. დუბროვინის ზემოხსენებულ ინფორმაციაზე დაყრდნობა, ისე ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიაში გამოქვეყნებულ ვსევოლოდ მილერის პროოსური წერილის სუსტი ადგილების ჩვენება და მისი არასწორი მსჯელობების მხილება (რაც მე იმ კომენტარში გავაკეთე), ასევე იოანე ბატონიშვილის მიერ ზემოხსენებულ «აღწერაში» მოყვანილი ინფორმაციის მოშველიებაც, მაგრამ ეს მათ არ ან ვერ გააკეთეს, და ეს კონფლიქტი დასაწყისშივე არ გაანეიტრალეს (არადა რუსი ავტორების მიერ XIX საუკუნეში გამოქვეყნებულ მასალებს ოსები და რუსები ისე ადვილად გვერდს ვერ აუვლიდნენ).

ამავე დროს ვთარგმნე და ბლოგზე გამოვაქვეყნე ქართველებზე დუბროვინის ვრცელი წერილის უმეტესი ნაწილი. ეს წერილი იმავე I ტომის მე-2 წიგნში 114-317 გვერდებზეა დაბეჭდილი (114-212 გვ. ზოგადად ქართველებზე /ქართლ-კახელებზე; ხუთი თავი/, 213-278 გვ. დასავლეთ ქართველებზე /ოთხი თავი/ და 279-317 გვ. თუშ-ფშავ-ხევსურებზე /სამი თავი/). მე თარგმნილი და ბლოგზე ატვირთული მაქვს მთლიანად პირველი და მეორე ნაწილები (დასავლეთ ქართველების ჩათვლით), ანუ რვა თავი და ახლა ვმუშაობ თუშ-ფშავ-ხევსურების შესახებ წერილის თარგმნაზეც. ჩვენში, სამწუხაროდ, საზოგადოება უნდობლად ეკიდება რუსი ავტორების მასალებს, არადა ამ 200-გვერდიან წერილებში მეტად ძვირფასი ცოდნა და ინფორმაციაა მაშინდელი ქართველობის შესახებ, რისი უგულვებელყოფაც ისევ ჩვენვე გვაზიანებს.

3) რუსეთ-საქართველოს ისტორიულ ურთიერთობებს შეეხება ასევე პოლკოვნიკ ს. დ. ბურნაშოვის პატარა წიგნის «Политическая картина Грузiи...» თარგმანი (15 კომპ. გვ.-ზე ცოტათი მეტი); ეს ავტორი, გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე, რუსეთის სრულუფლებიანი მინისტრი გახლდათ 1783-87 წწ. ერეკლე მეფის კარზე და მისი ეს წიგნი საქართველოს მაშინდელი ისტორიის ერთერთ მნიშვნელოვან და სამეცნიერო წრეებში აღიარებულ წყაროს წარმოადგენს. 

4) ამავე თემატიკას შეეხება ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონიდან თარგმნილი წერილებიც ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიების შესახებ მათი მაზრებითა და ოკრუგებით. წერილების ავტორია თავადი ვსევოლოდ მასალსკი, და ისინიც მნიშვნელოვანი წყაროა მაშინდელი საქართველოს ცხოვრებისა და მდგომარეობის გაგებისთვის. ამასთანავე, ავტორი თუმცა კი ცალცალკე ასახელებს ქართველებს, თუშებს, ფშავლებს, ხევსურებს, იმერლებს, გურულებსა და მეგრელებს, მაგრამ იქვე აცხადებს, რომ ისინი ახლო მონათესავე ხალხებიაო. ჩვენში კი სულ იმას გაიძახიან, რუსები ცალკეულ ქართულ ტომებს ქართველებად არ თვლიდნენო. ასეთი ტენდენციის შესახებ თავის დროზე უწერია ილია ჭავჭავაძეს (წმ. ილია მართალს) თავის წერილში იანოვსკის საქმიანობის მხილებით, მაგრამ ერთი რამაა კიდევ მნიშვნელოვანი – რუსეთის მთავრობის ასეთი დამოკიდებულება 1880-იან წლებში იმან განაპირობა, რომ 1881 წლის დასაწყისში რევოლუციონერ-ტერორისტებმა მოკლეს იმპერატორი ალექსანდრე II, რასაც მისი ძისა და მემკვიდრის, ალექსანდრე III-ის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა, რაც ასევე ცალკეული ხალხების ეროვნულ მოძრაობებსაც შეეხო, ვინაიდან ეს მოძრაობები გარკვეულ წილად შეხებაში იყო რუსეთის რევოლუციურ მოძრაობასთან – თვითონ ილიაც ხომ თავის დროზე უნივერსიტეტიდან სტუდენტურ მღელვარებებში მონაწილეობის გამო იქნა გარიცხული. ამრიგად, ქართული საზოგადოების ზერელე დამოკიდებულება ამ საკითხისადმი უცოდინრობასა და საქმეში ჩაუხედაობას ემყარება, რაც ისევ ჩვენვე გვაზიანებს. თორემ აგვაფარებენ თვალებზე მასალსკის ზემოხსენებულ წერილებს და გვეტყვიან: ჯერ გაერკვიეთ საქმეში და მერე ილაპარაკეთო, თან ყბაშიც კარგად გაგვილაწუნებენ, რაც არაერთხელ უკვე მომხდარა.

5) იმავე ბროქჰაუზ-ეფრონის ლექსიკონიდან სამი წერილის თარგმანი ოსების შესახებ (რაზედაც ზემოთ უკვე ვილაპარაკე), სადაც ავტორი, პროფესორი ვსევოლოდ მილერი გარკვეულ პროოსურ ტენდენციას მიჰყვება, მაგრამ მისი წერილის კრიტიკული განხილვიდან აშკარად ჩანს ნაკლოვანებები მის მსჯელობაში, რაზედაც ჩემს კომენტარებში ვრცლადაა საუბარი, თუმცა კი დუბროვინის ზემოხსენებულ წერილს ოსების შესახებ მაშინ მე ჯერ კიდევ არ ვიცნობდი. ეს წერილები ჩემი კომენტარებით ასევე საყურადღებო ინფორმაციას შეიცავენ ოსებთან და რუსებთან დავაში ქართული ინტერესების დასაცავად, თუ მათ სწორად და უნარიანად გამოვიყენებთ (აქ უკვე ნათქვამს ვიმეორებ, მაგრამ თავად თემატიკს მოაქვს ასეთი საჭიროებანი, თანაც ვინაიდან ამაზე მსჯელობა იშვიათია, ამიტომ თითოული საკითხის ერთ მთლიანობაში სრულყოფილად განხილვასა და იქვე დასრულებას ჯერჯერობით ვერ ვახერხებ, რის გამოც ქვემოთაც იქნება გარკვეული გამეორებანი საკითხის უფრო კარგად გარკვევისთვის). აქვე მინდა აღვნიშნო, და თავად მილერის წერილშიც ნათქვამია, რომ ოსური დამწერლობის შექმნაში ლომის წილი მიუძღვის პეტერბურგელ აკადემიკოსს, ეროვნებით გერმანელს, გვარი ახლა არ მახსენდება, რომელიც თავის წიგნებს გერმანულ ენაზეც აქვეყნებდა; ასევე ვსევოლოდ მილერიც, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ოსური დამწერლობის დახვეწაში, წარმოშობით გერმანელი გახლდათ და ისიც თავის წიგნებს გერმანულ ენაზეც აქვეყნებდა. გერმანელების ინტერესი ოსების მიმართ იმით იყო განპირობებული, რომ ოსები ინდოევროპული ოჯახის ხალხია და ოსურ ენაში ინდოევროპული ენის არქაული ფორმებია შენარჩუნებული, რაც განვითარებულმა ევროპელმა ხალხებმა უკვე დაკარგესო. ამრიგად, იმ პროოსურ დამოკიდებულებაში, რასაც ჩვენ ხშირად რუსებს ვაბრალებთ, გერმანელი პროფესორებისა და გერმანული ინტერესების არცთუ მცირე მონაწილეობაცაა. მაგრამ ეს ქართველების მხრიდან შემდგომი შესწავლისა და მუშაობის საგანი შეიძლება იყოს, რათა ჩვენს თავზე დატეხილი ქარტეხილები სწორად შევაფასოთ, და ჩვენც შესაბამისად ვიმოქმედოთ.

6) საყურადღებოა აგრეთვე პლატონ იოსელიანის წიგნის «ცხოვრება გიორგი მეცამეტისა» გადამუშავებაც, სადაც ცალკეული თავები ამ წიგნიდან განსაზღვრული თემატური და ქრონოლოგიური წესრიგითაა განთავსებული. თავად ავტორი წერს, რომ იგი მეფის ცხოვრებას გადმოსცემს და არა ისტორიას, და ამიტომ მის თხზულებაში ცალკეული მცირე თავები ქრონოლოგიური თანამიმდევრობის დაცვის გარეშეა განაწილებული (გნებავთ გაფანტული), რაც მკითხველს ისტორიული სურათის აღდგენას რამდენადმე უძნელებს. ამ უხერხულობის მოსახსნელად სწორედ ქრონოლოგიური თანამიმდევრობით და კონკრეტული თემის მიხედვით განთავსება ვამჯობინე, რის შედეგადაც ავტორის გადმოცემაში ისტორიული მოვლენების ურთიერთკავშირი უფრო თვალსაჩინო შეიქნა. არა ერეკლე II-მ, არამედ სწორედ მისმა ძემ, გიორგი XII-მ შეიყვანა საქართველო რუსეთის ქვეშევრდომობაში, რის გამოც ეს წიგნი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. სახელდობრ, გიორგი მეფე პეტერბურგში გაგზავნილ თავის ელჩებს ავალებდა: «უმსხვერპლეთ ყოველი სამეფო და სამფლობელოჲ ჩემი უზაკველითა ქრისტიანებრითა ჭეშმარიტებითა მსხვერპლებითა და დაუდევით არა თუ მფარველობასა ქვეშე უდიდებულესსა დიდსა რუსთისა საიმპერატოროსა ტახტსა, არამედ დაანებეთ სრულსა ნებასა და მზრუნველობასა მათსა, რათა ამიერითგან დაიდვას სამეფო ქართლოსიანთა საიმპერიოდ რუსეთისად წესითა მით, ვითარცა სხვანი იგი რუსეთსა შინა პყრობილნი პროვინციანი სარგებლობენ». ამასთანავე გიორგი მეფე ითხოვდა, რომ სამეფო ტახტი მის შთამომავლობაში დაეტოვებინათ, მაგრამ სახელდებით «საქართველოს მეფე» უკვე შინაურ მმართველობაშიც რუსეთის მთავრობისადმი დაქვემდებარებული გუბერნატორი ხდებოდა. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს ჩვენი ისტორიაა და მისი სწორად გაგება ჩვენი დღევანდელი მდგომარეობისა და მომავლის გზების ჩვენებაშიც მნიშვნელოვან სამსახურს გაგვიწევს.

7) ასევე წიგნის მოცულობის ნაშრომია «ქართული საზოგადოება საქართველოს რუსეთთან შეერთების ხანაში», რომელშიც გადმოცემულია ვრცელი ამონარიდები XVIII და XIX სს. ევროპელი, რუსი და ქართველი ავტორების თხზულებებიდან, და ისინი ქართული საზოგადოების მაშინდელ რეალურ მდგომარებას გვიჩვენებენ. ეს ავტორები არიან: იაკობ რაინეგსი, აკადემიკოსი დუბროვინი, პოლკოვნიკი ბურნაშოვი, პლატონ იოსელიანი, ჟაკ ფრანსუა გამბა, კარლ კოხი, აკაკი წერეთელი. (ბლოგზე გამოქვეყნების თარიღი 01.06.12)

8) «რუსეთის ისტორია რევოლუციისა და სამოქალაქო ომის წლებში» – ამ სათაურით ბლოგზე სამ ნაწილად მაქვს ატვირთული გასულ წლებში გარდაცვლილი რუსი პროფესორის ანატოლი სმირნოვის ლექციების კურსი რუსეთის მოკლე ისტორიის გადმოცემით 1917-1937 წლებში. ეს კურსი მან წაიკითხა მირქმის სახელობის სასულიერო სემიანიაში, ხოლო მე მისი ტექსტი ვნახე საიტზე Православие.Ру. იქვე გაკეთებული მაქვს კომენტარებიც, რომლებშიც ასევე შევეცადე ქართული ინტერესების წარმოჩენასა და დაცვას.

9) «ქართული ისტორიოგრაფია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ» – ამ სათაურით 2010 წლის დეკემბერში (06.12.10) ბლოგზე ექვს ნაწილად გამოვაქვეყნე ფაქტიურად წიგნი (გამოკვლევა), რომელშიც ერთმანეთს შევუდარე ივ. ჯავახიშვილის მიერ 1919 წ. გამოქვეყნებულ წიგნში «დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში» ავტორისეული კრიტიკა რუსეთის მთავრობის პოლიტიკისა მთელ რიგ ძირითად საკითხებში – ქართველი საბჭოთა ისტორიკოსების: იასე ცინცაძის, გიორგი პაიჭაძისა და ვალერიან მაჭარაძის მიერ 1960-იან წლებში გამოქვეყნებულ წიგნებში იმავე საკითხების განხილვასთან, საიდანაც ჩანს, რომ ივ. ჯავახიშვილი უბრალოდ ტყუოდა; ამას იმიტომ ვამბობ, რომ ზემოხსენებული ქართველი პროფესორები თავიანთ მსჯელობაში ფართოდ იყენებენ საკმაოდ ვრცელ ამონარიდებს ისტორიული დოკუმენტებიდან, რაც ადასტურებს ამ ავტორების მსჯელობის სიმართლეს; ივ. ჯავახიშვილი კი ძირითადად მხოლოდ საკუთარ აზრებს აწვდიდა მკითხველს. მისი სიცრუის სავარაუდო მიზეზიც ნათქვამი მაქვს – 1918-1920 წლებში საქართველო დამოუკიდებელი სრულიადაც არ ყოფილა, არამედ ჩვენში მაშინ იყო თავიდან გერმანიის უმაღლესი მმართველობა, ხოლო შემდეგ კი ბრიტანეთისა, რომლებიც თუმცა კი ჩვენს საშინაო საქმეებში ისე აქტიურად არ ერეოდნენ, მაგრამ რუსეთის დასუსტებითა და დაშლით კი ორივე იყო დაინტერესებული, და ივ. ჯავახიშვილიც ასე წერდა თავის «ისტორიას» (გარდა ამისა, ბრიტანელები ქართულ-სომხურ კონფლიქტშიც აქტიურად ჩაერიენ და საქართველოს უბრძანეს სომხეთზე ჯარების შეტევა შეეწყვიტა, თუმცა კი მანამდე სომხებისთვის ჩვენზე შემოტევა არ აუკრძალავთ). მე პირადად ივ. ჯავახიშვილის ეს წიგნი 1985 წელს წავიკითხე საჯარო ბიბლიოთეკაში, საერთო რვეულში კიდეც გადავწერე, სხვებსაც ვაკითხებდი და მისი ძალიან მჯეროდა. სინამდვილეში კი საქმე ასე სრულებით არ ყოფილა. და ამას ზემოხსენებული ქართველი ისტორიკოსები სავსებით დამაჯერებლად ადასტურებენ. ამასვე ამტკიცებს გენერალ ტოტლებენის მაშინდელი ადიუტანტი, შემდგომში კაპიტანი დე გრაი დე ფუაც თავის რელაციაში (მოხსენებაში), რომელიც 1980-იან წლებში ითარგმნა ქართულად, და მას ქართველმა მთარგმნელმა, თუ არ ვცდები, გვარად ოდიშელმა (სახელი ახლა, სამწუხაროდ, არ მახსენდება), ვრცელი შესავალი წერილი და კომენტარებიც დაურთო. და ისიც ასევე მაქვს მოტანილი ამ ნაშრომში.

10) იმავე 2010 წლის დეკემბერში ბლოგზე ავტვირთე რამდენიმე წერილი ივ. ჯავახიშვილის ერთი ვრცელი წერილის საფუძველზე, რომელიც განთავსებულია მისი «ქართველი ერის ისტორიის» პირველი ტომის დამატების სახით, და რომელშიც განხილულია ქართველთა წინაპრების თავდაპირველი განსახლებისა და ვინაობის საკითხები. მე უბრალოდ ეს ვრცელი წერილი დავყავი და ცალცალკე სათაურების ქვეშ ავტორისეული შესაბამისობით გადმოვეცი; მხოლოდ ჩემი ცალკე წერილია «ივანე ჯავახიშვილის ცნობები აფხაზების ვინაობის, განსახლებისა და ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიების შესახებ», სადაც იგი აფხაზებსა და აფსუებს ერთ ხალხად მიიჩნევს და თვლის, რომ მათი ახლანდელი ბინადრობის ადგილას სხვა ქართველებთან ერთად სამხრეთიდან მოვიდნენ, რაზეც ზემოთ უკვე ვილაპარაკე (ახლა უბრალოდ ბლოგის მასალებს ქრონოლოგიურად მივყვები და ამიტომ ისევ გამეორება მიხდება).

11) აფხაზების საკითხს შეეხება აგრეთვე ერთი ჩემი წერილი, რომელიც ბლოგზე შემდეგ წლებში ავტვირთე, და რომელშიც მხილებულია პავლე ინგოროყვას სიცრუე აფხაზებთან დაკავშირებით. პავლე ინგოროყვა თავის ცნობილ წიგნში გიორგი მერჩულის შესახებ, როგორც ჩემთვის ხშირად უთქვამთ, და როგორც ჩვენშია ცნობილი, წერს, რომ ძველი აფხაზები იგივე ქართველები იყვნენ, არა აფსუები, რომ აფსუები აქ გვიან ჩამოესახლენ (და ამით იგი ივ. ჯავახიშვილს ეწინააღმდეგება), რომ 17-ე საუკუნის თურქი მოგზაური ევლია ჩელები წერს – აფხაზები მეგრულად ისევე ლაპარაკობენ, როგორც აფხაზურადო. მაშინ, როცა პავლე ინგოროყვას წიგნი იწერებოდა, ევლია ჩელების ნაწერები ქართულად თარგმნილი არ ყოფილა, ხოლო 1973 წელს უკვე გამოიცა პროფ. გიორგი ფუთურიძის თარგმანი ამ ავტორის წიგნისა საქართველოს შესახებ, და იქიდან პირდაპირ ჩანს, რომ პავლე ინგოროყვა ტყუოდა: ევლია ჩელები წერს, რომ მხოლოდ მეგრელებთან მეზობლად მცხოვრებმა აფხაზებმა (ჩაჩბას ტომის აფხაზებმა) იციან მეგრულიცო, ჩერქეზების მეზობლად მცხოვრებმა აფხაზებმა – ჩერქეზულიცო, ხოლო აფხაზების ძირითადმა ნაწილმა კი ეს ენები არ იცოდა. 17-ე საუკუნის აფხაზები სწორედაც რომ აფსუები იყვნენ, რაზედაც იმავე ევლია ჩელების მიერ მათი ენიდან მოყვნილი სიტყვები მეტყველებს. და რამდენი სისხლი დავღვარეთ, რამდენი უბედურება დავიტეხეთ თავზე ამ სიცრუეებს აყოლილებმა – როგორც რუსებთან, ისე აფხაზებთან მიმართებაში? (ეს წერილი ბლოგზე ავტვირთე 19.05.14-ში)

12) ასევე გამოქვეყნებული მაქვს წერილი ასეთი სათაურით: «ზოგიერთი რამ ქართული ისტორიოგრაფიის შესახებ» (ატვირთვის თარიღი 26.04.11), სადაც მხილებულია იმავე ივ. ჯავახიშვილის სიცრუე, ამჯერად უკვე ბიზანტიელებთან მიმართებაში. საქმე ეხება ივერიელთა ათონის მონასტერს, რომლის შესახებაც ივ. ჯავახიშვილი «ქართველი ერის ისტორიის» მეორე ტომში ლაპარაკობს. თავისი მსჯელობისას იგი იყენებს წმ. გიორგი ათონელის თხრობას ამ საკითხზე, რომელიც მისი წიგნის «ცხოვრება იოანესი, იოანესი და ექვთიმესი» ბოლო თავშია გადმოცემული. მაგრამ იყენებს ამ თხრობის (თხზულების ამ თავის) მხოლოდ შუა ნაწილს, სადაც სწორედ ბერძენი ბერ-მონაზვნების მიერ ქართველი მამების ჩაგვრაზეა ლაპარაკი, რამაც არ შეიძლება ნორმალურ ქართველ ადამიანს გული არ ატკინოს. მაგრამ იგივე გიორგი ათონელი მანამდე წერს, რომ ვინაიდან ქართველებმა თორნიკე ერისთავის მიერ ჩამოტანილი განძეულით დიდი და ვრცელი მონასტერი ააშენეს ათონის მთაზე, ხოლო ქართველი ბერ-მონაზვნები კი მასში ცოტნი იყვნენ, ამიტომ მონასტრის წინამძღვარმა წმ. ექვთიმე ათონელმა მონასტერში ბერძნები მოამრავლა. თუმცა კი ქართველებს ყველანაირად ხელს უწყობდა, მაგრამ ისინი მაინც ძალიან ცოტანი იყვნენ და მონასტრის სივრცეს ვერ ავსებდნენ. გარდა ამისა, წმ. გიორგი ათონელი ლაპარაკობს ქართველთა ხასიათის გარკვეულ ნაკლოვანებებზეც, რაც მათ მონასტრის ძმობაში და მოღვაწეობაში ხელს უშლიდა. სახელდობრ, იგი წერს: «წმიდამან მამამან ჩვენმან ევთვიმე... კვალად, ბერძენნი ფრიად რაიმე შეიყვარნა და განამრავლნა და სრულიად მათდა მიმართ მიდრკა, ხოლო ქართველნი, ვითარცა ნასხურნი რაიმე და უნდონი, უგულებელს-ყვნა და შეამცირნა. რამეთუ, ვითარცა უწყით ყოველთა, ადრე შევირყევით და მიმოსლვასა მოსწრაფედ შეუდგებით და ამით მიზეზთა ფრიად ვავნებთ თვისთაცა სულთა და ადგილსაცა. ხოლო იგი ვითარცა იყო ფრთხილი და მძიმე კაცი, მეტნი რაიმე შეპოვნებანი და ლიქნანი ვერ შეეძლნეს, და კვალად ვინაითგან იხილა, რომელ ფრიადი ერი სახმარ იყო სივრცისათვის მონასტრისა და სიმრავლისათვის სამსახურებელთაისა, და ჩვენ არა დავდგებოდეთ, ბერძენთა მიექცა და იგინი განამრავლნა». იქვე იგი ამბობს: «გარნა ვინაითგან ჭეშმარიტისა ჯერ-არს თქმა, უკვეთუ მოვიდის ვინმე ქართველი, რომელსა კრებულსა შინა შეეძლის მსახურება, რაცა ეხმარებინ, ყოვლითავე ფერითა აღაშენის, ხოლო უკვეთუ კრებულსა შინა არა ენების ყოფა, სადაცა სოხასტერთა მონასტრისათა ენების ჯდომა, პურსა არავის უყენებნ ქართველსა; ესე კვლა ვითა შ ა ვ ი გ რ ი გ ო ლ იყო და ზ ა ქ ა რ ი ა მ ი რ დ ა ტ ი ს ძ ე და ა რ ს ე ნ ი და სხვანი ესევითარნი კაცნი, დიდთა პატივითა პატივ-სცემნ და მოწყალედ მოიკითხავნ და, ვითარცა ჰნებავნ, აღაშენებნ».

ივერიელთა მონასტერში უმრავლესობას იმ დროიდანვე, როგორც ჩანს, ბერძენი მამები და მორჩილები შადგენდნენ. ექვთიმეს წინამძღვრობას ისინი ეგუებოდნენ, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ კი ქართველების შევიწროვება დაიწყეს. მაგრამ მათ მაშინ საბოლოოდ ვერ გაიმარჯვეს, რადგანაც იმპერატორმა მიქაელმა (მიხეილმა), საკითხის განხილვის შემდეგ, ორჯერ პრინციპულად ქართველების მხარე დაიჭირა და მონასტერში მათი უფლებები აღადგინა (ეს ამონარიდიც მომყავს). ივ. ჯავახიშვილი სწორედ ამ ორ მომენტს მალავს თავის მსჯელობაში – ქართველების სიმცირეს მონასტერში და საბოლოოდ იმპერატორ მიხეილის მათდამი მხარდაჭერას. ანუ ჩვენი ისტორიკოსი ჯერ ფაქტებს კი არ გადმოსცემს და შემდეგ კი არ აანალიზებს და გვიხატავს მაშინდელ მდგომარეობას, არამედ თავიდანვე საბრალდებო დასკვნას გვიწერს და ის ფაქტები, რომლებიც ამ დასკვნას ეთანხმება და აძლიერებს, მას მოჰყავს, ხოლო სხვები კი – ვითომ არცა ყოფილიყოს. და ეს სწორედ ნამდვილი ისტორიული სურათის გაყალბებაა. სწორედ ასეთ ქცევას საყვედურობდა წმ. ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე) სომეხ ისტორიკოსებს თავის «ქვათა ღაღადში», და იმ სომეხი ისტორიკოსების მსგავსად იქცევა ივ. ჯავახიშვილიც ამ შემთხვევაში – იმ ფაქტებზე, რომლებიც აწყობს, ლაპარაკობს, სხვების ხსენებაც კი არ უნდა. და ეს ძალიან ჰგავს მის ქცევას რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების გადმოცემის დროს. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს მასალები ერთმანეთთან გარკვეულ ურთიერთკავშირშია.

13) რუსეთ-საქართველოს ისტორიულ ურთიერთობებს შეეხება ასევე ბლოგზე 2011 წლის იანვარში ატვირთული ორი ვრცელი წერილიც «ტფილისის გუბერნია, მისი მაზრები და ოკრუგები» და «ქუთაისის გუბერნია, მისი მაზრები და ოკრუგები», რაზედაც ზემოთ უკვე ვილაპარაკე. აქ სურათებით გაფორმების შემთხვევაში, ასევე, შეიძლება კარგი წიგნი გამოვიდეს. მასალები მთლიანად ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიიდანაა თარგმნილი. და მათი ავტორია თავადი ვსევოლოდ მასალსკი. იგი, მაგალითად, გარკვევით წერს, რომ ქართველები (ქართლ-კახელები), იმერლები, მეგრელები, გურულები, თუშ-ფშავ-ხევსურები ერთმანეთის ახლო მონათესვე ხალხიაო, ჩვენში კი მარტო იმაზე უყვართ ლაპარაკი, რომ რუსები ცალკეულ ქართულ ტომებს ერთმანეთისგან თიშავდნენ და ჩვენს დაქუცმაცებას ლამობდნენო. სინამდვილეში კი საქმე მთლად ასე არ არის. ამავე თემას ეხება პატარა მოცულობის წერილიც «საქართველოს საეგზარქოსო» იმავე ენციკლოპედიური ლექსიკონიდან.

14) აკადემიკოს დუბროვინის წიგნის «გიორგი XII, საქართველოს უკანასკნელი მეფე და მისი შემოერთება რუსეთთან» თარგმანი – ესეც საქართველოს მაშინდელი ისტორიის უმნიშვნელოვანესი და აღიარებული წყაროა.

15) «ბაგრატ ბატონიშვილის ცნობები საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ» – ეს არის ამონარიდები ბაგრატ ბატონიშვილის (გიორგი XII-ის ძის) წიგნიდან. და ის სულაც არაა იმ ანტირუსეთული განწყობით დაწერილი, რომელიც დღეს საქართველოშია ტირაჟირებული.

16) «საქართველოს სამეფო სახლი – ისტორია და თანამედროვეობა» – ეს წერილი რუსული მონარქისტული საიტიდანაა თარგმნილი და იმას ეძღვნება, თუ როგორ აღიარა ემიგრაციაში რუსეთის სამეფო სახლის მეთაურმა, დიდმა მთავარმა კირილ ვლადიმირის ძემ (თუ სწორად მახსოვს) ბაგრატიონთა დინასტიის სამეფო უფლება და ღირსება. ამის მეტად ეს თემა მე ვეღარ განვავითარე, რადგან საამისოდ დრო და მოცალეობა უკვე აღარ მქონდა, თუმცა კი თავისთავად ეს ფაქტი, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია; თანაც მასში თარგმნილია რუსეთის სამეფო სახლის მეთაურის წერილი ამ საკითხზე, რაც სერიოზული დოკუმენტია. თუ რუსეთის სამეფო სახლის მეთაურმა ბაგრატიონებს სამეფო გვარის ღირსება აღუდგინა, ეს ალბათ ისევ გეორგიევსკის ტრაქტატთან დაბრუნება და საქართველოს უშუალოდ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის უარყოფაა. ანუ რუსეთის მფარველობა და არა მის გუბერნიად ყოფნა.

17) აკადემიკოს დუბროვინის წიგნის «კავკასიაში ომისა და რუსების მფლობელობის ისტორია» მე-2 და მე-3 ტომების თარგმანები, რომლებიც მოიცავს პერიოდს 1782 წლის ბოლოდან 1802 წლის ჩათვლით. და ესეც საქართველოს მაშინდელი ისტორიის მნიშვნელოვანი წყაროა. თუმცა კი გარკვეულწილად ტენდენციურია, მაგრამ მაინც ფუნდამენტურ ცოდნას იძლევა, თანაც არც ისე ტენდენციურია, როგორც, მაგალითად, ივ. ჯავახიშვილის ზემოხსენებული წიგნი. (მე-2 ტომი ბლოგზე ერთიანად 2013 წლის ნოემბერ-დეკემბერში ავტვირთე, მანამდე ცალკეული თავების სახით ვაქვეყნებდი; მე-3 ტომი კი ცალკეულ თავებად გამოქვეყნების შემდეგ /სულ 25 თავი/, უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე /09.10.16. – 06.11.16/ ცხრა ნაწილად ერთიანად ავტვირთე.) ეს ტომი 1886 წელს გამოიცა პეტერბურგში და მასში ცალკე თავში «რუსული მმართველობის პირველი დღეები საქართველოში» მხილებულია ამ მმართველობის მანკიერებანი და რუსი მოხელეების მიერ ბოროტად გამოყენებანი. და მე მგონი, ეს მოხდა მანამდე, სანამ ქართველი ავტორები – ალექსანდრე ყაზბეგი და ალექსანდრე ყიფშიძე (ფრონელი) თავიანთ წიგნებში ამ მანკიერებათა მხილებას დაიწყებდნენ. გარდა ამისა, ნ. დუბროვინის წიგნის გამოცემამდე გაცილებით უფრი ადრეც ალბათ გაზეთ «კავკაზში» გამოქვეყნდებოდა წერილები საქართველოს საჭირბოროტო საკითხების შესახებ, რაც იმას ადასტურებს, რომ ეს მანკიერებანი რუსეთის მთავრობის პოლიტიკა კი არ იყო, არამედ გარკვეული რუსი ჩინოსნების ანგარება და ქართული გარკვეული მაღალი წრეების მათ წინაშე მლიქვნელობა. და ეს კიდევ ცალკე შესწავლისა და მსჯელობის საგანია.

18) 2014 წლის მარტის თვიდან დღემდე ცალკეულ თავებად ვაქვეყნებ აკადემიკოს დუბროვინის ვრცელი წერილის თარგმანს ქართველების შესახებ (ავტვირთე 5 თავი აღმოსავლეთ ქართველებზე, 4 თავი დასავლეთ ქართველებზე და ახლა ვთარგმნი დარჩნილ 3 თავს თუშ-ფშავ-ხევსურებზე (მათგან პირველი თავი ამ დღეებში უკვე ბლოგზე გამოვაქვეყნე) – ამის შესახებაც ზემოთ ვილაპარაკე, ახლა უბრალოდ თარიღი დავაზუსტე, რომ მათი გამოქვეყნება 2014 წლის მარტიდან დამიწყია).

19) ვახუშტი ბატონიშვილი გიორგი XI-ისა და ვახტანგ VI-ის მეფობის შესახებ (ატვირთვის თარიღი 20.02.16 – ვრცელი ამონარიდი ვახუშტი ბატონიშვილის «ისტორიიდან» /მასში დღეისთვის მკითხველების 240-ზე მეტი შემოსვლაა/. ჩვენში ხშირად აჟღერებენ ვახუშტის მიერ ქართველების აღწერას – «მხნენი, ჰაეროვანნი, მხედრობასა შინა კადნიერნი» და სხვა, მაგრამ არაფერს ამბობენ მის მიერ მისი თანამედროვე ამბების გადმოცემაზე, რაც ძალიან მძიმეა და სულაც არა რუსების გამოისობით, არამედ საკუთრივ ქართული «მაიმუნობისა»). ამ ამონარიდის ნახვასა და გამოქვეყნებაზე მე წამახალისა პროფ. ვალერიან გაბაშვილის წიგნმა «ვახუშტი ბაგრატიონი» სერიიდან «გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება», სადაც ავტორი ვახუშტი ბატონიშვილის მიერ მაშინდელი ამბების დეტალურად გადმოცემაზე ლაპარაკობს, რასაც მის მიერ ცუდ საქმეში მხილებული ქართველი თავადების შთამომავლების, აგრეთვე ერეკლეს სამეფო სახლის მხრიდან ნეგატიური და აგდებული დამოკიდებულება მოჰყვა (ერეკლე მეფის სახლის წევრებისგან ეს მიუღებლობა ვახტანგ VI-ის სამეფო სახლთან დინასტიური კამათით იყო განპირობებული). ამის გამო ქართული ისტორიული აზრის ეს მნიშვნელოვანი თხზულება მათგან ჩრდილში იყო მოქცეული, რის გამოც ისევ ქართული საზოგადოების მაშინდელი ელიტის ცოდნა, ინტელექტი და ზნეობა ზარალდებოდა. ანუ პირადი ინტერესები საზოგადო ინტერესებზე უფრო მაღლა იქნა დაყენებული, რასაც მავანი და მავანი ქართველნი ჩვენ დღესაც ასე მწვავედ და ძალუმად გვახვევენ თავზე.

20) რუსი ისტორიკოსების ხედვა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისა გასულ საუკუნეებში (30.06.16 – თარგმანი ვრცელი წერილისა, რომელიც წარმოადგენს ამ ბოლო წლებში რუსეთში გამოქვეყნებული დოკუმენტების ვრცელი კრებულის შესავალ წერილს /73 კომპიუტ. გვერდი/, და ის საინტერესოა იმით, თუ როგორ უყურებენ და აფასებენ რუსი ისტორიკოსები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს. ქართველი ავტორებისგან განსხვავებით მათ იურიდიულად უფრო გამართულად და სისტემაში მოყვანილად მოაქვთ ირან-საქართველოს ურთიერთობები, ასევე მკაფიოდ ლაპარაკობენ იმაზე, რომ მაშინდელ ქართველი თავადები სათაკილოდ არ მიიჩნევდნენ გარეგნულად მაჰმადიანობის მიღებას, რასაც მოჰყვებოდა მათთვის ირანში გარკვეული თანამდებობების მიცემა და იქიდან დამატებით შემოსავლების მიღება. ამაზე მოკლედ ლაპარაკობს ვახუშტი ბატონიშვილიც, რაც რუსი ისტორიკოსების მსჯელობას კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის. ანუ მაჰმადიანდებოდნენ არა მხოლოდ მეფეები, არამედ თავადებიც, და ეს იმით აიხსნებოდა, რომ ირანული კანონებით არ შეიძლებოდა მაჰმადიანი ქრისტიანს მომსახურებოდა და მისთვის გადასახადები ეხადა; ამიტომ, თუ ქართველ თავადებს ირანიდან შემოსავლები უნდოდათ, მათ მაჰმადიანობაც უნდა მიეღოთ, და, როგორც ჩანს, ღებულობდნენ კიდეც. მათ შეეძლოთ თავიანთი მამულებიდან მოღებული შემოსავლებით დაკმაყოფილებულიყვნენ და ქრისტიანებად დარჩენილიყვნენ, მაგრამ სიხარბე თავისას შვრებოდა. XIX სუკუნის ავტორები – ნიკოლოდ დუბროვინი და ჟაკ ფრანსუა გამბა წერენ, რომ ქართველი თავადები და აზნაურები იმ საუკუნის პირველ ნახევარში თმასა და წვერ-ულვაშს ღაჟღაჟა წითელ ფერად იღებავდნენ, და ეს მაშინ დიდგვაროვნების დამადასტურებელი იყოო. მე მგონია, რომ ეს XVII-XVIII საუკუნეებში მათ მიერ მასობრივად მაჰმადიანობის მიღების ჩვეულებიდან მომდინარეობდა, თუმცა კი ეს საკითხი უფრო დაწვრილებით და პატიოსნადაა შესასწავლი. ადრე შეიძლებოდა ამაში ეჭვი შეგვეტანა და სერიოზულადაც გვედავა, მაგრამ ამ ბოლო წლებში ისე თავისუფლად ამერიკელდებიან და ევროპელდებიან ქართველები ფულებისა და სკამების გულისთვის, თანაც ორალური და ანალური სექსის მიყოლას ადამიანის უფლებებად გვასაღებენ, როცა ბიბლიაში, ლევიტელთა წიგნის 20-ე თავში უფალი პირდაპირ ავალებს ძველ ებრაელებს – ეგეთი ხალხი დახოცეთო; ანუ ფულებისა და სკამების გულისთვის ღმერთის სწავლების წინააღმდეგ მიდიან. ჩვენს საზოგადოებას ქართველების ეს ისტორიული «ქამელეონობა» თავის დროზე რომ ემხილებინა და დაეგმო, მაშინ შეიძლება დღეს ამდენი სულგაყიდული ქართველი აღარ გვყოლოდა). 

21) ორი დასავლური ხედვა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისა XIX საუკუნეში (08.07.16 – მასში შედარებულია ბრიტანელი მზვერავის ედმონ სპენსერისა და გერმანელი მეცნიერის კარლ კოხის შეხედულებები, ნაჩვენებია, რომ კ. კოხი სქოლიოში გაკეთებული შენიშვნებითა და კომენტარებით ეწინააღმდეგებოდა ე. სპენსერის მიერ მოყვანილ შეფასებებს და გაკეთებულია დასკვნა, რომ თანამედროვე საქართველოში არსებული ანტირუსეთული განწყობები უფრო ახლოსაა დასავლეთის სპეცსამსახურების იდეოლოგიასთან და არა დასავლეთის სამეცნიერო წრეების ცოდნასთან, რომ შევარდნაძის დროიდან, ჯერ კიდევ 1970-იანი წლებიდან საქართველოს სამეცნიერო და კულტურული ელიტა, თავისი ცეკას პირველი მდივნის ხელმძღვანელობით, უკვე საქმიანობდა აშშ სპეცსამსახურების ინტერესებში. ეს დასკვნა გავაკეთე იმის საფუძველზე, რომ 1960-იან წლებში გამოქვეყნებული წიგნები – გიორგი პაიჭაძის, იასე ცინცაძის, ვალერიან მაჭარაძის – რომლებშიც რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობები შეძლებისდაგვარად ობიექტურად და კვალიფიციურად იყო ასახული, 70-80-იან წლებში მეორედ და მესამედ უკვე აღარ გამოუციათ, არამედ ისინი ბიბლიოთეკის თაროებზე ელაგა, თუმცა ვერ იქნებოდა აკრძალული, მაგრამ იყო მიჩუმათებული, ხოლო საზოგადოებას კი ანტირუსეთული სიყალბეებით კვებავდნენ, და ამის შედეგი იყო პირადად ჩემი ანტირუსეთული განწყობაც, რაც დღეს სანანებლად მაქვს. რასაც მივყავდი სწორედ იმ მიტინგებზე, ტაშს ვუკრავდი რუსეთის იმპერიის დანგრევის მოწოდებებს (თუმცა კი ამან საბოლოოდ ამერიკის იმპერიაში ამოგვაყოფინა თავი), რამაც მოიტანა 9 აპრილის სისხლი, აფხაზეთისა და შიდა ქართლის სისხლი და სხვა უბედურებანი. მე რუს ავტორებთან წამიკითხავს, რომ მაშინ საკავშირო ცეკაში მოსკოვში იყო აშშ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ფრთა, სახელდობრ, ცეკას წევრი ალექსანდრე იაკოვლევი, რომელიც შემდეგ გორბაჩოვთან და შევარდნაძესთან ერთად «პერესტროიკის» მამად მოგვევლინა, რომელსაც, როგორც ჩანს, მაშინვე დაუკავშირდა შევარდნაძე და ასე გავიდა აშშ ინტერესების სამსახურზე, ხოლო მასთან ერთად კი ქართული ელიტაც. გარდა ამისა, სულ ახლახანს ინტერნეტის რუსულ მასალებში ვნახე წერილი, რომ სსრკ «კაგებეს» თავმჯდომარე ანდროპოვი, რომელიც შემდეგ ქვეყნის მეთაურიც გახლდათ, იყო სწორედ ამ პროამერიკული ფრთის მფარველი და ხელშემწყობიო, რაც ჩემთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ კარგად ხსნის ამ ფრთის მფარველთა ძალებსა და შესაძლებლობებს).

22) იოჰან გიულდენშტედტის ზოგიერთი ცნობა და მოსაზრება საქართველოს შესახებ (29.08.16 და 05.09.16 – ვრცელი ამონარიდები გიულდენშტედტის წიგნიდან; ეს იმითაცაა საინტერესო, რაც შესავალში ნათქვამი მაქვს, რომ ქართველი ისტორიკოსები ჩვეულებრივ ლაპარაკობენ ერეკლე მეფის დროს ქვეყნის მოშენებისა და გაძლიერების შესახებ, მაგრამ გიულდენშტედტი სწორედ იმას ლაპარაკობს, რომ ასეთი მოძლიერებული სამეფო მაინც აოხრებულ, გაუდაბურებულ, მოუწყობელ, განუვითარებელ, გაღარიბებულ ქვეყანას წარმოადგენდა, საიდანაც გამოდის დასკვნა, რომ ჩვენს ყველა უბედურებას რუსეთს კი არ უნდა ვაბრალებდეთ, არამედ უწინარეს ყოვლისა საკუთარ თავსაც უნდა მოვკითხავდეთ).

23) რუსეთ-საქართველოს თანამედროვე ურთიერთობების შესახებ მაქვს გაზეთებში გამოქვეყნებული და ბლოგზე ატვირთული ცალკეული წერილები, აგრეთვე რუსულიდან თარგმანებიც, რომელთა ერთად (კრებულის სახით) გამოქვეყნების შემთხვევაში კარგი მოზაიკური სურათი გამოჩნდება. სახელდობრ: «არანჯელო ლამბერტი აფხაზების შესახებ» (19.11.10 – აქ იტალიელი მისიონერი წერს, რომ 17-ე საუკუნის პირველ ნახევარში საზღვარი სამეგრელოსა და აფხაზეთს შორის გადიოდა მდინარე კოდორზე, და რომ აფხაზები თავიანთ, სხვებისგან განსხვავებულ ენაზე ლაპარაკობენ); «პლებისციტის გამო ნატო-ს საკითხზე და ზოგიერთი სხვა რამ» (19.11.10 – აქ ვწერ იმას, რომ ამომრჩეველთა 77 %-მა კი არ მისცა საქართველოს ნატოში გაწევრიანების სასარგებლოდ ხმა, არამედ საარჩევნო ურნებთან მისულების 77 %-მა, ხოლო არჩევნებზე ამომრჩეველთა სულ 56 % მივიდა; ე. ი. ის 77 % ამომრჩეველთა სიითი რაოდენობის მხოლოდ 43 % იყო; ანუ ნატოში გაწევრიანებას მაშინ მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 43 %-მა და არა 77-მა /ამის მიჩქმალვა მე იმ ხანებშივე ვუსაყვედურე გუბაზ სანიკიძეს და მან შემომიტია, მეტი აღარ დამირეკოო – არც დამირეკია; მაგრამ იმის მერე იმან რა მოიგო?/); «ზოგიერთი რამ ცხინვალის რეგიონში უკანასკნელი მოვლენების გამო» (აქ მიწერია, რომ ეს იყო არა რუსეთ-საქართველოს, არამედ რუსეთ-ამერიკის კონფლიქტი, იმ უბრალო მოსაზრებაზე დაყრდნობით, მთელი თავისი მანკიერებების მიუხედავად, სააკაშვილის ხელისუფლება ისეთი უგუნური მაინც არ იყო, რომ რუსეთთან ომი დაეწყო, თუ ამაზე აშშ-გან არ იქნებოდა წაქეზებული ან სულაც დავალებული /ასეთივე მსჯელობას ვუსმენდი მაშინ რადიოში ნაირა გელაშვილისგანაც/); «თანამედროვე რუსეთის სატკივარი მართლმადიდებელ ავტორთა თვალთახედვით და უკანასკნელი კონფლიქტი საქართველოსთან» (26.11.10 – აქ მოყვანილია რუსი მართლმადიდებელი ავტორების, მათ შორის დოსტოევკის, ნაწერები დასავლეთთან რუსეთის ურთიერთობებზე და ასევე დაზუსტებული მაქვს ის მიზანი, რაც შეიძლებოდა ჰქონოდა ამერიკას 2008 წლის აგვისტოში – კბილების მოსინჯვა რუსეთისთვის – გაბედავდა თუ არა რუსეთი ამერიკის ფავორიტ სააკაშვილთან ომს /თუ ვერ გაბედავდა, მაშინ აშშ-ში შეეძლოთ უკვე საკუთრივ რუსეთის წინააღმდეგ ომის გეგმებიც შეემუშავებინათ/, რასაც შემდეგ ასეთი დიდი ომიც მოჰყვებოდა; და რომ რუსეთმა მაშინ თავისი გადამჭრელი მოქმედებებით სწორედ იმ დიდი ომის დაწყებას შეუშალა ხელი); «ქრისტიანობა და პოლიტიკა» (26.11.10 – ეს უშუალოდ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს არ ეხება, მაგრამ მაინც მოვიხსენიე. მასში ნათქვამია, რომ თუ ჩვენ პირად და ოჯახურ ურთიერთობებში გვინდა ქრისტიანული სწავლების მიხედვით ვმოქმედებდეთ, მაშინ პოლიტიკაშიც სწორედ ასევე ქრისტიანული მცნებების დაცვით უნდა ვსაქმიანობდეთ /ჩემი დეპარტამენტის უფროსმა, ზურაბ ტარიელაშვილმა ერთხელ მითხრა – ღმერთი ეკლესიაშია კარგი, ეკლესიის გარეთ კი მას ძალა არა აქვსო, პოლიტიკაში სხვა კანონები მოქმედებენო – და ეს ადამიანი პარლამენტის საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობს/); «რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა შესახებ (2006 წლის მოვლენებთან დაკავშირებით)» (26.11.10 – რუსი მზვერავების დაპატიმრების გამო და სხვა, რომელშიც რამდენიმე დასავლური ვრცელი ამონარიდია მოყვანილი. იქ ნათქვამი მაქვს, რომ უცხო ქვეყნის დაზვერვის საქმიანობის აღკვეთა გასაგები და სწორია, მაგრამ რატომ მხოლოდ რუსეთის მზვერავებისა? დასავლეთის სახელმწიფოთა მზვერავები და აგენტები ხომ ქართულ პარლამენტში, სამინისტროებში, მასმედიასა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში მრჩევლებად და მეთვალყურეებად სხედან და აქტიურადაც საქმიანობენ); «რუსეთისა და აშშ-ის სტრატეგიულ შეტევით შეიარაღებათა ბალანსი» (06.12.10 – აქ სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მასალებზე დაყრდნობით განხილულია აშშ-ისა და რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების შესაძლებლობები და დასკვნაში ნათქვამია, რომ არც ერთი ქვეყანა ისე უდიერად არ მოექცევა რუსეთს, სწორედ მის ბირთული ძლიერების გამო, როგორც ამას მაშინდელი საქართველოს ხელისუფლება აკეთებდა); «ზოგიერთი მოსაზრება ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით» (06.12.10 – აქ იმავე ლონდონური ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ნაჩვენებია, თუ როგორ ავარდა მაღლა 1990-იან წლებში ამერიკის მთლიანი შიდა პროდუქტის ყოველწლიური მატების მაჩვენებელი, ხოლო დასავლეთ ევროპის წამყვანი ქვეყნების ანალოგიური მაჩვენებელი კი კატასტროფულად დაეცა /კონკრეტულად, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 1989 და 1990 წლებს შორის მთლიანი შიდა პროდუქტის მატება იყო: აშშ – 260,2 მლრდ. დოლარი, გფრ-ისა – 310,30 მლრდ., საფრანგეთის – 231,29 მლრდ., დიდი ბრიტანეთის – 155,04 მლრდ., იტალიის – 221,48 მლრდ. დოლარი. 1990-1999 წლებში კი ყოველწლიურად საშუალოდ ეს მატება იყო: აშშ – 416,6 მლრდ. დოლარი, გფრ – 44,5 მლრდ., საფრანგეთი – 23,65 მლრდ., დიდი ბრიტანეთი – 45,92 მლრდ. და იტალია – 1,03 მლრდ. დოლარი/, ანუ ამერიკელებმა პრეზიდენტ კლინტონის დროს უბრალოდ «თავში ჩაარტყეს» თავიანთ დასავლეთევროპელ პარტნიორებს, რომ ამის შესახებ ალბათ იქნებოდა წერილები და გადაცემები ევროპულ მასმედიაში, ჩვენი ეკონომისტები კი ამაზე ქართულ საზოგადოებას არაფერს ეუბნებოდნენ /ეს უფრო არა რუსულ-ქართული, არამედ დასავლურ-ქართული ურთიერთობების შესახებაა, თუმცა კი ირიბად რუსულ-ქართულ ურთიერთობებსაც შეეხება/); «მონარქიისა და ხალხის მმართველობის შესახებ» (06.12.10 – ეს არის ერთი რუსი მღდელმსახურის მიერ მონარქისტულ კონფერენციაზე წაკითხული მოხსენების თარგმანი და საკუთრივ რუსულ პრობლემებს შეეხება, თუმცა კი, ჩემი აზრით, ჩვენთვისაც მეტად საყურადღებო უნდა იყოს); «წმინდა ილია მართლის (ილია ჭავჭავაძის) აზრები» (06.12.10 – ეს არის ამონარიდები ილიას პუბლიცისტური წერილებიდან, რომლებიც ისტორიულ საკითხებს შეეხება); «საქართველოს პროდასავლური კურსის შესახებ» (09.15.12 – ვრცელი წერილი, ფაქტიურდ ცალკე წიგნის მოცულობისა /73 კომპიუტ. გვ./, რომელიც ბლოგზე ორ ნაწილად ავტვირთე, მასში ბევრი საკითხია განხილული – თანამედროვე დასავლეთში ჰომოსექსუალიზმის წახალისება, ისტორიულ დასავლეთში რეფორმაციისა და საფრანგეთის რევოლუციის უდიდესი გავლენა, რამაც ეს ქვეყნები და ხალხები ღმერთს კიდევ უფრო დააშორა, იმაზე მეტად, ვიდრე ამას კათოლიციზმი აკეთებდა; აგრეთვე საქართველოს სამხედრო მშენებლობაში დასავლეთის არასწორი რჩევები და ქართველი სახელმწიფო მოხელეების «მაიმუნობა» ამ საკითხში); «ჟაკ ფრანსუა გამბა ტრადიციული ევროპული დამპყრობლობის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და 1920-იანი წლებისთვის არსებული მდგომარეობის შესახებ» (19.05.14 – ეს არის პირველი თავი ჟაკ ფრანსუა გამბას წიგნიდან «მოგზაურობა საქართველოში», სადაც ავტორი ევროპულ დამპყრობლობაზე ჩვეულებრივ ლაპარაკობს; ძველი ბერძნებიდან მის თანამედროვე ეპოქამდე. ამაზე კი დღეს ჩვენში, ნურას უკაცრავად, ხმას არ იღებენ – დემოკრატია სხვებს არ იპყრობსო, იძახიან; სინამდვილეში კი, მაგალითად, ძირითადი დაპყრობები სწორედ რომის რესპუბლიკამ განახორციელა /გაიუს იულიუს კეისრის ჩათვლით/, რომის იმპერია კი ოქტავიანედან ძირითადად მანამდე დაპყრობილის შენარჩუნებას ცდილობდა; გარდა ამისა, იგივე ათენის დემოკრატიაც აქტიური დამპყრობელი და კოლონიზატორი გახლდათ); «დასავლეთის სახელმწიფოთა ფინანსური მაჩვენებლების შესახებ 1980-იანი წლების მიწურულიდან» (09.11.14 – აქ ისევ ზემოხსენებული ლონდონური ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით აშშ-ისა და ევროპულ სახელმწიფოთა ფინანსური მაჩვენებლების შესახებ 1980-იანი წლების მიწურულიდან ახლა უკვე 2013 წლამდე – სურათი იგივეა – აშშ აშკარად «თავში ურტყამს» დასავლეთ-ევროპულ ქვეყნებს, და ეს არის ამერიკული პოლიტიკა, რითაც არ შეიძლება ევროპელები კმაყოფილი იყვნენ, მაგრამ ამ უკანასკნელთა ხმა ჩვენში არ ისმის. თუმცა კი ნამდვილი და პატიოსანი პროდასავლურობა მოითხოვს, რომ ქართველები ასეთ საკითხებზეც ლაპარაკობდნენ, მაგრამ ჩვენში პროდასავლურობა აშშ-დმი სწორედ რომ მონურ-მლიქვნელურ დამოკიდებულებას ნიშნავს, რაც მეტად სამწუხაროა. მე არ ვამბობ, რომ რეალობას ანგარიშს არ ვუწევდეთ, მაგრამ როცა ამის ნაცვლად სწორედ მავანთა და მავანთა პირადი ანგარებიანი ინტერესები გადმოდის წინა პლანზე, რომელთაც ამასთანავე არც ცოდნა, არც სინდისი და სამშობლს სიყვარული აწუხებთ, მაშინ ვითარდება სწორედ ეს მონურ-მლიქვნელური დამოკიდებულებაც); «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება და რუსეთი» (25.04.15 – ეს დაიწერა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა განაცხადა 1990 წელს დადებული აღნიშნული ხელშეკრულებიდან თავისი გასვლის შესახებ; მასში თავად რუსეთის შეიარაღებული ძალები და შეიარაღებაა შეძლებისდაგვარად ამომწურავად დახასიათებული და ამ მხრივ ქართული პრობლემებიცაა საფუძვლიანად ნაჩვენები).

24) რუსეთ-საქართველოს თანამედროვე ურთიერთობების განხილვისას მეტად საინტერესო უნდა იყოს თავად რუსი ავტორების ნაწერების გაცნობა. ჩემთვის ასეთებია რუსი მართლმადიდებელი ავტორები, ვინაიდან მე თვითონ მართლმადიდებლობის პოზიციიდან ვუყურებ ცხოვრებას (არა რუსული იდეოლოგიის, არამედ ზოგადად მართლმადიდებლობის – ჭეშმარიტი ქრისტიანობის პოზიციიდან, როგორც შემიძლია ეს დავინახო და დავიტიო). ამ მხრივ ჩემთვის მეტად საინტერესო იყო მასალების გაცნობა და თარგმნა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ნატალია ნაროჩნიცკაიას საიტიდან, რომელიც საკითხებს განიხილავს ისტორიული, ქრისტიანული და სამართლებრივი პოზიციებიდან; მე მისი საიტიდან 70-ზე მეტი წერილი ვთარგმნე და ბლოგზე გამოვაქვეყნე. მასთან თანამშრომლობის აწყობაც ვცადე, მაგრამ საპასუხო ნაბიჯი იქიდან არ გადმოუდგიათ. ჩემი აზრით, ამ წერილების კრებულების სახით გამოქვეყნება ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო და სასარგებლო უნდა იყოს. ასევე საინტერესოა ანდრეი ეპიფანცევის წერილი «იყო თუ არა საქართველო რუსეთის მოკავშირე», რუსული მართლმადიდებლური პოეზია და სხვა.

25) რაც შეეხება საქართველოს სამხედრო მშენებლობის სფეროს, ამის შესახებ 1999 წლის შემდეგ ბევრი წერილი მაქვს გამოქვეყნებული. მე მათ იმ ანგარიშითაც ვწერდი, რომ ამ წერილებს ერთმანეთი შეევსოთ და მთლიანობაში მკითხველისთვის ერთიანი სურათი შეექმნათ. ვიყენებდი წერილების სერიებსაც, რაც ამ მიზანს კიდევ უფრო მეტად ემსახურებოდა. თავიდან ძირითადად ვთანამშრომლობდი სახალხო ფრონტის გაზეთ «საქართველოსთან», ხოლო შემდეგ კი გაზეთ «ახალ 7 დღესთან», შემდეგ საეკლესიო ჟურნალ «ქვაკუთხედთან», რომელიც უფრო მეტად საზოგადოებრივ-პოლიტიკური წერილების გამოქვეყნებითაა დაინტერესებული. ყველა ეს წერილი ბლოგზეც მაქვს ატვირთული და დაინტერესების შემთხვევაში შეიძლება მათგან საინტერესო და სასარგებლო კრებულების გაკეთებაც. ბლოგზე გამოქვეყნებულ ასეთ წერილებს ის ნაკლი აქვს, რომ იქ ჯარების განლაგების რუკები და შეიარაღებული ძალების სტრუქტურები არ არის თანდართული, რაც სკანირების გარკვეულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, და ამიტომ ამ სტრუქტურებს მე სიტყვიერად გადმოვცემდი. წიგნად გამოქვეყნების შემთხვევაში კი ისინი სურათების სახით იქნება წარმოდგენილი, რაც თვალსაჩინოებისა და საკითხის უფრო კარგად გარკვევის თვალსაზრისით უფრო სწორი და მომგებიანია. 

26) ასევე ბლოგზე მაქვს პარლამენტის კვლევით დეპარტამენტში ჩემს მიერ გამოქვეყნებული და მომზადებული წერილები, რომლებიც ასევე ერთმანეთს ავსებენ და მთლიანობაში კარგ მოზაიკურ სურათს იძლევიან. ამ წერილების ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოადგენს ცალკეულ თავებს წიგნისა «აშშ შეიარაღებული ძალების ზოგადი საკითხები და სახმელეთო ჯარები 1980-იან წლებში» (ეს წერილები 1994-96 წლებშია გამოქვეყნებული, როცა მე თვითონ პროამერიკულად ვიყავი განწყობილი, და თუმცა სამუშაო მასალებს ჟურნალ Зарубежное военное обозрение-დან ვთარგმნიდი, მაგრამ საბჭოთა ავტორების შეფასებების გაჟღერებას ვერიდებოდი და მხოლოდ წმინდა სამხედრო ინფორმაცია გადმომქონდა. თუმცა კი სწორედ ამ ცოდნამ დამანახა უკვე 1999 წელში, რომ ამერიკელი და ნატო-ელი მრჩევლები უბრალოდ გვატყუებენ, მათი ჯარები ჯავშანსატანკო ტექნიკითა და საველე არტილერიითაა გაჯერებული, ჩვენთვის დადგენილი კვოტები კი მათ მაჩვენებლებთან, და განსაკუთრებით ევროპის მცირე ნეიტრალურ სახელმწიფოების, აგრეთვე ისრაელის მაჩვენებლებთან შედარებით უმნიშვნელოა. ეს კი ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ინტერესებს ვერ აკმაყოფილებს. ამას ვეუბნებოდი და ვუმტკიცებდი მაშინ ძირითადად პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელობასა და აპარატის თანამშრომლებს, მაგრამ უშედეგოდ. ასევე ჩვენთვის მეტად შემაშფოთებელი უნდა ყოფილიყო ისიც, რომ ნატო-ს ბლოკის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, რომელთა უმრავლეობამაც 90-იან წლებში თავიანთი სამხედრო ხარჯები, შეიარაღება და შეიარაღებული ძალები შეამცირა, ჩვენი მეზობელი თურქები ამ ხარჯების ზრდას განაგრძობდნენ და 1990-დან 2000 წლის ჩათვლით ეს ხარჯები თავიანთ ვალუტაში 5-დან 10,8 მლრდ. დოლარის ექვივალენტურ თანხებამდე გაზარდეს, ანუ გააორმაგეს, ხოლო ამ ხარჯების სანაცვლოდ კი ამერიკელებმა და გერმანელებმა მათ უფრო თანამედროვე საბრძოლო ტექნიკა მიაწოდეს. ცხადია, რომ მილიარდებს ტყუილა-უბრალოდ თურქები არ გადაყრიდნენ, რომ მათ შესაბამისი საომარი მიზნები და გეგმები ექნებოდათ, რომ რუსებისთვის ეს დაფარული ვერ იქნებოდა და ისინიც შესაბამის ზომებს მიმართავდნენ. მაგრამ სწორედ ასეთი ცოდნა და ინფორმაცია არ აწყობდათ საქართველოს ხელისუფალთ და იმ სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში ძირითადად სწორედ პირადი ანგარებიანი ინტერესებით ხელმძღვანელობდნენ; ხოლო მათი ეს ინტერსები კი აშშ-ის ინტერესებისადმი იყო დაქვემდებარებული. სწორედ ამის შესახებ ვწერდი ჯერ კიდევ 1999 და 2000 წლებში, ხოლო შემდგომმა მოვლენებმა აქედან ბევრი რამ დადასტურა.)

27) ბლოგზე ცალკე წიგნების სახით (მოცულობით) გამოქვეყნებული მაქვს ვრცელი ნაშრომები, სადაც უკვე აღარ ვერიდები საბჭოთა და რუსი ავტორების, სამხედრო სპეციალისტების, ანტიამერიკული და ანტინატოური შეფასებების გაჟღერებას, თუმცა კი, ვითვალისწინებ რა თავად ამ ავტორების ტენდენციურობასაც, ასეთ გაჟღერებებს წინ ვურთავ ფრაზებს: «საბჭოთა ავტორების სიტყვით», «საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით» და სხვა, ხოლო რა არის ამ შეფასებებში მართალი და რა იდეოლოგიურად მოტივირებული, ეს უკვე ჩვენი საზოგადოების, დაინტერესებული მკითხველის შემდგომი მსჯელობის საგანია. ასეთი ნაშრომებია:

1) «აშშ სამხედრო სტრატეგიისა და ნატო-ს კოალიციური სტრატეგიის განვითარება 1950-იანი წლებიდან 80-იანების დასაწყისამდე» (ბლოგზე გამოქვეყნდა ხუთ ნაწილად 08.02.11-ში);

2) «აშშ შეიარაღებული ძალები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში» (ხუთ ნაწილად 27.04.11);

3) «ნატო და დასავლეთევროპული კავშირი 1970-იანი წლების ბოლოსა და 80-იანების დასაწყისში» (სამ ნაწილად 14.05.11);

4) «ნატო-ს ბლოკის ევროპული ქვეყნების სამხედრო მშენებლობის ძირითადი საკითხები 1970-იანი წლების ბოლოსა და 80-იანების დასაწყისში» (ხუთ ნაწილად 20.06.11);

5) «ნატო-ს ბლოკის გარეთ მყოფი ზოგიერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები 1970-იანი წლების ბოლოსა და 80-იანების დასაწყისში» (ორ ნაწილად 06.11.13);

6) «საბრძოლო მოქმედებები განსაკუთრებულ პირობებში (ქალაქში, ტყეებში, მთებში, უდაბნოში და სხვა)» (სამ ნაწილად 13 და 15.05.14);

7) «1990-91 წლებში სპარსეთის ყურის ზონაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ» (ორ ნაწილად 15.07.14);

8) «შეიარაღებული ძალების სახეობათა და სპეციალური დანიშნულების ძალების მოქმედებები სპარსეთის ყურის ზონაში 1990-91 წლებში» (ორ ნაწილად 11 და 22.09.14);

9) «დამატებითი მასალები ნატო-ს ბლოკის შესახებ 1970-იან წლებში» (ოთხ ნაწილად 27.02.15, 04.03.15 და 06.03.15).

ამ სამხედრო მასალებში მკითხველთა შემოსვლა ბევრი არ არის, და ეს გასაგებიცაა – თავად თემატიკის სპეციფიკიდან ამომდინარე. მაგრამ აქ მოვიყვან ერთ შემთხვევას: ზემოთ მოყვანილი მე-9 მასალა, ასევე წიგნის მოცულობისა, «დამატებითი მასალები ნატო-ს ბლოკის შესახებ1970-იან წლებში», ბლოგზე ოთხ ნაწილად ავტვირთე 2015 წლის თებერვალ-მარტში. მათგან პირველი ორი ნაწილი ავტვირთე 27 თებერვალსა და 4 მარტს, ბოლო ორი ნაწილი კი 6 მარტს. როცა ბლოგზე გამოვაქვეყნე მე-3 ნაწილი და მისი მიყოლებით მე-4-ს ავტვირთავდი, დაახლოებით ერთი საათი გავიდა (ატვირთვისას კომპიუტერს მთელი ტექსტი ერთმანეთის მიყოლებით შეჰყავს და იქ აბზაცების გაკეთება, ცხრილებისთვის შესაბამისი ფორმის მიცემა და სხვა პროცედურები ხელით კეთდება, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს). და როცა მე-4 ნაწილიც გამოვაქვეყნე და მთლიანად ბლოგის ბოლო მასალებს შევხედე, მანამდე სრულიად მოულოდნელ რამეს წავაწყდი – ერთი საათის წინ გამოქვეყნებულ მე-3 ნაწილში უკვე მკითხველების 18 შემოსვლა იყო (სხვა დროს ჩვეულებრივ ამ ხანში 1 ან 2 შემოსვლა არის ხოლმე). ანუ ვიღაც-ვიღაცეები შეთანხმებულები იყვნენ, რომ ამ მასალის გამოქვეყნება ერთმანეთისთვის შეეტყობინებიათ, რაც გააკეთეს კიდეც, თავი კი ისე უჭირავთ – რომ ლაპარაკიც არ ღირს. ანუ თავდაცვის სამინისტროში, სავარაუდოდ, ასეთი დაინტერესება არის, მაგრამ ჩემთან თანამშრომლობაზე, ხელშეკრულების ფორმით /რასაც ჯერ კიდევ ალასანიას მინისტრად დადგომის დროს ვთავაზობდი, მერე მინდია ჯანელიძის დროსაც/, არ მოდიან. მე კი გადავწყვიტე «ღორებს მარგალიტი აღარ დავუფინო» – სანამ ღორულად მექცევიან და სულიც ამოგხდომიაო, მეუბნებიან, აღარც მე მოვიკლავ თავს მათთვის ცოდნისა და ინფორმაციის მიწოდებით. თუმცა კი ამჟამად თურქეთის სამხედრო მშენებლობის, აგრეთვე თანამედროვე საველე არტილერიის განვითარების შესახებ შემყავს ნელნელა მასალები, რომლებიც გასული 15–8 წლების წინ ვთარგმნე რუსულიდან, და პატიოსანი დამოკიდებულება რომ ჰქონოდათ, დღეს ისინი უკვე წიგნებადაც იქნებოდა გამოცემული, თუმცა კი რეალობა, სამწუხაროდ, სულ სხვანაირია. 

ჩემს ბავშვობაში ტელევიზორში რამდენჯერმე ვნახე ერთი რუსული სატელევიზიო სპექტაკლი, სადაც ძირითადად ერთი ახალგაზრდა ქალი თავის განცდებსა და ფიქრებზე ლაპარაკობდა. მას შვილი გაუხდა მძიმედ ავად, ის თავის დროზე სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა და თითქოს მიხვდა თუ ბავშვს რა სჭირდა; მივარდა თავის კონსპექტებს, რათა წაეკითხა, თუ ამ დროს როგორც უნდა მოქცეულიყო. გადაშალა რვეული შესაბამის ადგილას და ნახა, რომ ლექციის მაგივრად მაშინ დამდგარი თბილი ამინდების შესახებ ჩაუწერია. შვილს მან დახმარება ვერ აღმოუჩინა და ბავშვი დაეღუპა. სწორედ ცოდნისა და ინფორმაციის უქონლობამ, თავისმა უდარდელობამ და სიზარმაცემ მიაყენა მას ის ტკივილი, რომელიც შვილის დაღუპვით იყო გამოწვეული. და ის იქ ამის შესახებაც ჰყვებოდა. ჩვენი თავდაცვის სამინისტროს მესვეურებს მათი ასეთი საქციელი, მხოლოდ ამერიკელების ხელებში ყურება, ისინი რას გვეტყვიან და გვასწავლიანო, და უფრო ვრცელი არსებული და მუშაობის შემთხვევაში ხელმისაწვდომი ცოდნის უგულვებელყოფა, შეიძლება ისეთ ტკივილად და უბედურებად დაუჯდეთ, რაც იმ ქალმა შვილის სიკვდილით განიცადა და გადაიტანა. თანაც ის მხოლოდ საკუთარ თავს ვნებდა, აქ კი ქვეყნის თავდაცვა და საკუთარი ხალხის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია სასწორზე დადებული, და ამის უგულვებელმყოფთა სასჯელიც ალბათ გაცილებით უფრო მძიმე იქნება.

ეს ამბავი მე იმიტომ მოვიყვანე, რომ საკუთრივ სამხედრო ტექსტებში მკითხველთა შემოსვლა ბევრი არ არის და მათი წიგნებად დაბეჭდვა კომერციულად მოტივირებული ვერ იქნება. სწორედ თავდაცვის სამინისტრო ან ეროვნული უშიშროების საბჭო უნდა იყვნენ ასეთი გამოცემების ხელშემწყობნი და დამფინანსებლები. და ასეთ შემთხვევაში მეც სიამოვნებით გავაგრძელებ სამხედრო თემატიკაში მუშაობას – უამრავი წერილები მაქვს გასულ წლებში თარგმნილი, რომლებიც ახლა ნელნელა შემყავს კომპიუტერში, მაგრამ მათთვის საბოლოო სახის მიცემა და სისტემაში მოყვანა კი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ იქნება მათგან გარკვეული ზომიერი დაფინანსება – ჩემთვის ცხოვრებისა და მუშაობის სახსრების გაჩენა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შეიძლება ისინი იმ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რაზეც ზემოთ ვილაპარაკე.

ბოლოს ერთ საკითხს დავუბრუნდები. ზემოთ ვახსენე, რომ გაზეთებში ჩემ მიერ გამოქვეყნებული წერლები ერთმანეთთანაა დაკავშირებული და კრებულების სახით მათი გამოცემა მთლიან სურათს იძლევა მეთქი. მართლაც: ძირითადად საქართველოს სახალხო ფრონტის გაზეთ «საქართველოში» 1999 წლის ზაფხულიდან 2000-ის დასაწყისამდე ვაქვეყნებდი წერილების ციკლს საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარების შესახებ საერთო სათაურით «იცნობ მეზობელს?! ჩასწვდომიხარ ღირსებას მისას?!», რომლებშიც ჩვენს საზღვრებთან თურქეთის, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჯარების განლაგებისა და მათი სარდლობების შესაძლო მიზნების შესახებ უნდა ყოფილიყო საუბარი. გამოქვეყნდა შემდეგი წერილები:

1) «თურქეთის რესპუბლიკა და მისი ადგილი ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის სისტემაში»;

2) «თურქეთის შეიარაღებული ძალების განვითარების ტენდენციები 90-იან წლებში»;

3) «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ (CFE) ხელშეკრულება და თურქეთის შეიარაღებული ძალების განლაგება»;

4) «თურქეთის გარშემო დღესდღეობით არსებული რეალიები და მისი შეიარაღებული ძალები»;

5) «თურქეთისა და შეერთებული შტატების სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სავარაუდო მიზნები ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით»;

6) «რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური გავლენა და შესაძლებლობები ცივი ომის პერიოდში» (ეს წერილი გავაკეთე კახა კაციტაძესთან ერთად);

7) «ხელშეკრულება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ და რუსეთი»;

8) «რუსეთის თანამედროვე შეიარაღებული ძალები და საქართველოს თავდაცვის ერთი აქტუალური პრობლემა»;

9) «რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარებისა და საბრძოლო ავიაციის განლაგება ქვეყნის ევროპულ ტერიტორიაზე, მათი დაკომპლექტებულობა და რუსული სარდლობის სავარაუდო მიზნები და ამოცანები» – დაახლოებით ასეთი სათაურის წერილი მივიტანე გაზეთის რედაქციაში, რომელიც არ იქნა დებეჭდილი, საიდანაც ჩანდა, რომ რუსეთის ქმედებები საპასუხო იყო დასავლეთის მიერ თურქეთის არაადექვატურად გაძლიერებაზე და ნოდარ ნათაძეს (სახალხო ფრონტის ხელმძღვანელს) თავის გაზეთში მისი გამოქვეყნება უკვე აღარ უნდოდა. მე ბლოგზე ამ წერილის გამოქვეყნებისას დავდე ის ფაქტიური მონაცემები, რუსული სახმელეთო ჯარებისა და საბრძოლო ავიაციის განლაგებისა და დაკომპლექტებულობის შესახებ ინფორმაცია, და მკითხველს საშუალება მივეცი, თუნდაც იმ წერილის გარეშეც (რომლის ასლი მე არ მქონდა) ნამდვილი ვითარება დაენახა და შეეფასებინა.

ეს ბოლო წერილი მე გაზეთის რედაქციაში მივიტანე 2000 წლის აპრილ-მაისის ნომრებში გამოქვეყნებისთვის, მაგრამ გააჩერეს, შემდეგ გაზეთის გამოცემაც დახურეს (ფინანსური სიძნელეების გამო) და 2001 წლის ზაფხულამდე მე სხვა გაზეთებთან თანამშრომლობა უკვე აღარ მქონია – ვცადე, მაგრამ არ გამოვიდა. მთლიანად ამ ციკლის წერილების მოცულობა 52 კომპიუტ. გვერდია. ამას უნდა დაემატოს კიდევ რამდენიმე გვერდი თურქეთისა და რუსეთის ჯარების განლაგების რუკებით როგორც მთელ ევროპულ ტერიტორიაზე, ისე საქართველოს მახლობლად. ეს რუკები მე დიდი ხანია გაკეთებული მაქვს, მაგრამ ისევ სკანირების ხარჯების გამო ბლოგზე ისინი ვერ განვათავსე.

2001 წლის ზაფხულში ისევ განახლდა გაზეთ «საქართველოს» გამოცემა, ისევ დამიძახეს თანამშრომლობისთვის და მასში გამოვაქვეყნე წერილები:

1) «საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარების მოკლე ანალიზი» (ივლის-აგვისტოს ნომრებში – 10 გვ. და აქაც ისევ რუკები დაემატება);

2) «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება და საქართველო» (სექტემბრის # – 8,5 გვ.);

3) «საქართველოს აქლემების ჭიდილში გამოჭყლეტილი კოზაკის ბედს უმზადებენ» (ეს არის ელზა ჯმუხაძის ინტერვიუ ჩემთან, რომელიც გაზეთ «გაუხმაურებელი ფაქტების» 2001 წლის ნოემბერ-დეკემბრის ნომერში დაიბეჭდა – 8 გვ.);

4) «თანამედროვე ჯავშანსატანკო ჯარების შესახებ» (გაზ. «საქართველო»-ს 2002 წ. თებერვლის # – 6 გვ.);

5) «თანამედროვე მექანიზებული ჯარების შესახებ» (2002 წ. სექტემბრის # – 5,5 გვ. /წყვეტა ისევ რედაქციის მიზეზით მოხდა, «წვრთნისა და აღჭურვის» პროგრამის დაწყების გამო/) ;

6) «ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს რუსეთის აგრესიული გამოხტომებისგან დაიცავს?» (2002 წ. სექტემბრის # – 5 გვ.);

7) «თანამედროვე ქვეითი ჯარის შესახებ» (2002 წ. 5 ნოემბრის # – 5,5 გვ);

8) «თანამედროვე სამთოქვეითი ჯარების შესახებ» (2002 წ. 19 ნოემბრის # – 6,5 გვ.);

9) «ამერიკულ-ქართული სიყალბე (ანუ რისთვის გვაჩუქა პენტაგონმა ათი ვერტმფრენი?)» (2002 წ. 3-17 დეკემბრის # – 6 გვ.) ;

10) «ფსკოვო-პეჩორის მონასტერის ხატებიდან მირონდენა დიდ ომს მოასწავებს» (ეს იყო ჩემი ინტერვიუ მამა თეოდორე გიგნაძესთან, რომელიც თავად იყო ჩასული ფსკოვო-პეჩორაში მამა ვასილის /შვეცის/ სახლში, სადაც იყო ხატებიდან ეს უხვი მირონდენა; დაიბეჭდა გაზეთის 2002 წ. 3 და 17 დეკემბრის ## – 12,5 გვ.);

11) «წვრთნისა და აღჭურვის» პროგრამის ნამდვილი არსი და მნიშვნელობა (2003 წ. იანვრის # – 5,5 გვ.);

12) «ნატო-ს სტანდარტები» – მითი და სინამდვილე (2003 წ. თებერვალ-მარტის # – 9 გვ.);

13) ისევ «ნატო-ს სტანდარტების» შესახებ (2003 წ. აპრილის # – 7 გვ.);

14) «საბრძოლო მოქმედებები ერაყში მეორე მსოფლიო ომის გერმანული ჯარების გამოცდილების ფონზე» (2003 წ. აპრილ-მაისის # – 5,5 გვ);

15) წერილების ციკლი საერთო სათაურით «აშშ შეიარაღებული ძალები და საქართველო», რომელშიც გამოქვეყნდა გაზეთ «საქართველოს» ნომრებში 2003 წ. 6 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, და მასში შევიდა წერილები: ა) «აშშ სამხედრო მშენებლობის ისტორიული და პოლიტიკური საკითხები», ბ) «აშშ შეიარაღებული ძალების მართვის უმაღლესი ორგანოები», გ) «აშშ შეიარაღებული ძალების ორგანიზაცია», დ) «აშშ შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტება», ე) «აშშ სახმელეთო ჯარების საბრძოლო მომზადება», ვ) «აშშ სახმელეთო ჯარების ოფიცერთა კადრების მომზადება», ზ) «აშშ შეიარაღებული ძალები 1990-იან წლებში» (სულ ამ წერილების საერთო მოცულობაა დაახლ. 50 კომპ. გვ.);

16) «ეროვნული უსაფრთხოების ერთი აქტუალური პრობლემის შესახებ» (2004 წ. იანვრის # – 14 გვ.);

17) «საქართველოს სამხედრო მშენებლობის საჭირბოროტო საკითხები თანამედროვე ეტაპზე» (2004 წ. მარტის # – 6 გვ.);

18) «ზოგიერთი რამ საქართველოს თავდაცვის შესახებ» (2004 წ. დასაწყისში – 5,5 გვ.). 

სულ გაზეთ «საქართველოში» (პლიუს ერთი ინტერვიუ გაზეთ «გაუხმაურებელ ფაქტებში») 2001-2004 წწ. დაბეჭდილი წერილების საერთო მოცულობაა 160 გვერდამდე, პლიუს მანამდე იმავე გაზეთში გამოქვეყნებული 50 გვერდზე მეტი წერილები – ჯამში გამოვა 210 გვერდზე მეტი, პლიუს ჯარების განლაგების რუკები და შეიარაღებული ძალების სტრუქტურების სქემები, ასევე შეიძლება სურათებიც, რაც წიგნის წაკითხვას უფრო სახალისოს გახდის.

2004 წლიდან მე უკვე მინდოდა საგაზეთო წერილებში გამეჟღერებინა ის მსჯელობა და არგუმენტები, რომლებიც მართლმადიდებელ რუს ავტორებს მოჰყავდათ თავიანთ ნაწერებში თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაზე საუბრისას, მაგალითად, როგორიცაა გიორგი ემელიანენკოს წიგნი «რუსული აპოკალიფსისი და ისტორიის დასასრული», მღვდელმონაზონ აბელის (სემიონოვის) წიგნი «როგორ გადავიტანთ ღვთის რისხვას», ს.-პეტერბურგისა და ლადოგის მთავარეპისკოპოს იოანეს (სნიჩევის) წიგნი «უკანასკნელი ბრძოლა», კრებული «რუსეთი მაცხოვრის მეორედ მოსვლის წინ», აგრეთვე წერილები ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ნატალია ნაროჩნიცკაიას საიტიდან და სხვა. მაგრამ ნ. ნათაძეს რუსი ავტორების შეხედულებების გაჟღერება არ უნდოდა და მისივე რეკომენდაციით თანამშრომლობა გავაგრძელე გაზეთ «ახალ 7 დღეში». იქ გამოვაქვეყნე წერილები:

1) «სახელმწიფო უსაფრთხოების ფორმულა: მინუს რუსეთის სამხედრო ძალა» (დაიბეჭდა 2004 წ. 1521 ოქტომბრის # – 6 გვ. ეს იყო ინტერვიუ ოთხ პირთან: კახა კაციტაძესთან, იოსებ ბარნაბიშვილთან, ნოდარ ნათაძესთან და ჩემთან; მე ბლოგზე მხოლოდ ჩემი პასუხები ავტვირთე და სწორედ მათი მოცულობაა 6 გვ.);

2) «დიდმპყრობელი რუსეთიდან დიდმპყრობელ დასავლეთამდე» (2005 წ. მარტის # – 6,5 გვ.);

3) «საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარების მოკლე ანალიზი» (2005 წ. აპრილის # – 6 გვ.);

4) «თურქეთის თანამედროვე შეიარაღებული ძალები და საქართველო» (2005 წ. 6-11 მაისის # – 10,5 გვ);

5) «თურქეთის თანამედროვე სახმელეთო ჯარები და საქართველო» (2005 წ. 20-26 მაისის # – 12 გვ.);

6) «რუსეთის თანამედროვე შეიარაღებული ძალები და საქარათველო» (2005 წ. 10-16 ივნისის # – 7,5 გვ.);

7) «რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და ძირითადი შეიარაღების განლაგება მის ევროპულ ტერიტორიაზე» (2005 წ. 1-7 ივლისის # – 12 გვ.);

8) «თანამედროვე სახმელეთო ჯარები» (2005 წ. 23-29 სექტემბრის # – 12 გვ.);

9) «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება და საქართველო» (2005 წ. 4-10 ნოემბრის # 8,5 გვ.);

10) «საქართველოს სამხედრო მშენებლობის საჭირბოროტო საკითხების შესახებ» (2005 წ. 2-8 და 9-15 დეკემბრის ## – 22,5 გვ);

11) «შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები და საქართველო» (2006 წ. 7-13 და 14-20 აპრილის ## – 21,5 გვ.);

12) «მართლმადიდებლობის როლი და ამოცანები გაერთიანებულ ევროპაში» (2006 წ. ივნისის სამ ნომერში – 10,5 გვ. ეს არის ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსის ქრისტოდულოსის მიერ 2000 წლის 29 ივნისს არეოპაგში წარმოთქმული სიტყვის თარგმანი /რუსულიდან/);

13) «კულტურის რელიგიურ-ფილოსოფიური საფუძვლები» (ასევე გაზეთის სამ ნომერში დაიბეჭდა – 13,5 გვ. ეს არის ნატალია ნაროჩნიცკაიას წერილის თარგმანი).

სულ გაზეთ «ახალ 7 დღეში» გამოქვეყნებული წერილების საერთო მოცულობაა 150 კომპ. გვერდამდე. ამის შემდეგ გაზეთის რედაქციაში მივიტანე წერილი «ქრისტიანობა და პოლიტიკა», სადაც ვწერდი, რომ პოლიტიკაშიც ქრისტეს მცნებების დაცვით უნდა ვსაქმიანობდეთ; დავბეჭდავთო – მაგრამ არ დაბეჭდეს; შემდეგ მივიტანე წერილი რუსეთ-საქართველოს თანამედროვე ურთიერთობებზე (2006 წლის ზაფხულში რუსი მზვერავების დაპატიმრებასთან დაკავშირებით). ისიც არ დაბეჭდეს და ჩვენი თანამშრომლობაც ასე დამთავრდა. ეს ორივე წერილი მე ბლოგზე 26.11.10-ში მაქვს ატვირთული და მათი მოცულობებია შესაბამისად 24 და 17,5 გვ. თუ ზემოხსენებულ წერილებს ამათაც მივუმატებთ, მაშინ საერთო მოცულობა გამოვა 190 კომპიუტ. გვ.-ზე მეტი.

შემდეგ წერილები გამოვაქვეყნე საეკლესიო ალმანახში «ელია» და ჟურნალში «ქვაკუთხედი», რომლებიც ასევე ბლოგზე მაქვს ატვირთული. კერძოდ, ალმანახ «ელიაში» დაიბეჭდა წერილი «საქართველოს შეიარაღებული ძალები დასავლეთ ევროპის მცირე სახელმწიფოთა მაგალითზე» (2005 წ. – 7 გვ.), ჟურნალ «ქვაკუთხედში» კი წერილები:

1) «ნატო – ერთი სიტყვა და საქმე?!» (2008 წ. თებერვლის # – 6,5 კომპიუტ. გვ.);

2) «პროტესტანტული და რუსული სულის შესახებ» (2008 წ. მარტის # – 10,5 გვ. ეს არის ნატალია ნაროჩნიცკაიასთან ინტერვიუს თარგმანი);

3) «პლებისციტის გამო ნატო-ს საკითხზე და ზოგიერთი სხვა რამ» (2008 წ. აპრილის # – 6 გვ.); 

4) «რამდენად რეალურია მესამე მსოფლიო ომის საშიშროება» (2008 წ. მაის-ივნის-ივლისის ნომრებში – 19 გვ. ეს იყო რედაქციის ინტერვიუ ჩემთან);

5) «ზოგიერთი რამ ცხინვალის რეგიონში უკანასკნელი მოვლენების გამო» (2008 წ. სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბრის ნომრებში – 15 გვ.);

6) «თანამედროვე რუსეთის სატკივარი მართლმადიდებელ ავტორთა თვალთახედვით და უკანასკნელი კონფლიქტი საქართველოსთან» (2008 წ. დეკემბრისა და 2009 წ. იანვარ-თებერვლის ნომრებში – 13 გვ.);

7) «არქანჯელო ლამბერტის ცნობები აფხაზების შესახებ» (2009 წ. თებერვალ-მარტის ნომრები – 12 გვ. ეს არის ამონარიდები იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტის წიგნიდან «სამეგრელოს აღწერა», რომელიც 1620-40-იანი წლების ვითარებას გვიხატავს);

8) «ეროვნული საკითხის გამო» (2009 წ. დასაწყისში დაიბეჭდა – 2,5 გვ. ეს დავწერე კონსტანტინე ლორთქიფანიძის მიერ 1930-იან წლებში გამოქვეყნებული ლექსის «წინაპრებს» გადმოცემითა და მისი კრიტიკით. ვასკვნიდი, რომ რომ მაშინდელი პროლეტპოეტის ნიჰილისტური დამოკიდებულება სამშობლოსადმი /«თუ სადმე ელავს გაბასრული ხმალი კომუნის, მე ჩემს სამშობლოს ქვეყანაზე ყველგან ვიშოვნი»/ შემდეგ დიდი სამამულო ომის განსაცდელებმა და უბედურებებმა გააქარწყლა და მას მერე კ. ლორთქიფანიძეც უკვე სხვანაირად წერდა. რომ მავანთა და მავანთა დღევანდელმა მახინჯმა დამოკიდებულებამ სამშობლოსადმი შეიძლება ისევ ახალი დიდი ომის განსაცდელებში ჩაგვაგდოს, და ასეთი ხვედრის თავიდან ასაცილებლად ამ ადამინებმა გონებასა და სინდისს დროზე უნდა მოუხმონ);

9) «ისტორიული პარალელები» (2009 წ. აპრილის # – 3,5 გვ. აქ უკვე ამონარიდი მომყავს დავით გურამიშვილის პოემიდან, რომ ქართველები ღმერთსა სცოდავდნენ, მის გაფრთხილებებს და მათზე დაშვებულ განსაცდელებს ყურადღებას არ აქცევდნენ, ცოდვებს თავს არ ანებებდნენ, რის გამოც დაატყდათ ის უბედურებანი, რასაც პოეტი «ქართლის ჭირს» უწოდებს, და ჩანდა პარალელები ჩვენს დღევანდელ მდგომარეობასთან).

სულ ალმანახ «ელიასა» და ჟურნალ «ქვაკუთხედში» გამოქვეყნებული წერილების მოცულობაა 95 კომპიუტ. გვერდი.

გარდა ამისა, ჟურნალ «ქვაკუთხედში» არ დამიბეჭდეს წერილები, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ისტორიულ ურთიერთობებს შეეხებოდა (სულ ოთხი წერილი), ხოლო გაზეთ «ჯორჯიენ ტაიმსშიც» კიდევ ორი წერილი (ქვემოთ მე-5 და მე-6 წერილები); ესენია:

1) «გეორგიევსკის ტრაქტატი – საქართველოზე რუსეთის იმპერიის მფარველობის ხელშეკრულება» (9 გვ.);

2) «ქართულ ისტორიულ აზროვნებაში გეორგიევსკის ტრაქტატზე წარმოდგენის გაყალბება» (5,5 გვ.);

3) «საქართველოსა და რუსეთის ისტორიული ურთიერთობების შესახებ» (9 გვ.);

4) «საქართველოს დღევანდელი სატკივარის ერთი მხარე რუსლან მიქაბერიძის შემოქმედებაში» (5 გვ.);

5) «რუსეთისა და აშშ-ის სტრატეგიულ შეტევით შეიარაღებათა ბალანსი» (4,5 გვ.);

6) «ზოგიერთი მოსაზრება ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით» (5 გვ.).

სულ ვერგამოქვეყნებული წერილების მოცულობაა 38 გვ; ანუ «ელიასა» და «ქვაკუთხედში» გამოქვეყნებულ წერილებთან ერთად ჯამში – 133 კომპიუტ. გვერდი. 

ზემოთ მოყვანილი წერილების სათაურებიდან ჩანს, რომ ისინი სამხედრო მშენებლობის ძირეულ საკითხებს თანამიმდევრულად შეეხებიან, ერთმანეთს ავსებენ და მთლიან მოზაიკურ სურათს ქმნიან. ამით ისინი მკითხველს თანამედროვე შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და საბრძოლო გამოყენების შესახებ გარკვეულ სწორ წარმოდგენას უქმნიან, ამ სფეროში მისი ჩახედულობისა და კომპეტენტურობის დონეს ამაღლებენ.

ამასთანავე ეს წერილები შედეგი იყო იმ წინა პერიოდის მუშაობისა, რომელიც 1991 წლიდან მქონდა დაწყებული, როცა თავიდან სამხედრო-ისტორიულ ჟურნალ «მხედარისთვის», ხოლო შემდეგ კი პარლამენტის კვლევით დეპარტამენტში ჩემი მუშაობისას (1993 წლის ბოლოდან 2007-ის დასაწყისამდე) ძირითადად აშშ-ის, აგრეთვე დასავლეთის სხვა სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და საბრძოლო გამოყენების საკითხებს ვსწავლობდი მკითხველებსაც ვაწვდიდი. 1999 წლის გაზაფხულამდე მე გულწრფელად ვიყავი პროდასავლურად განწყობილი და ეს ჩემს მაშინდელ ნაშრომებსაც ეტყობა, თუმცა კი ჩემი ძირითადი წყარო სსრკ/რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჟურნალი Зарубежное военное обозрение იყო და არის, რომლის წერილებსაც რუსი სამხედრო სპეციალისტები და სხვა ავტორები ღია დასავლურ სამხედრო გამოცემებში გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე ამზადებენ.

1992-1998 წლებში «მხედარსა» და პარლამენტის კვლევით დეპარტამენტში გამოვაქვეყნე შემდეგი წერილები:

1) «აშშ შეიარაღებული ძალების მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები» (12,5 გვ.);

2) «აშშ შეიარაღებული ძალების მართვის უმაღლესი ორგანოები» (11,5 გვ.);

3) «ნატო – წარსული და თანამედროვეობა» (14 გვ.);

4) «ჩრდილოატლანტიკური კავშირის სწრაფი რეაგირების ძალები» (12 გვ);

5) «სტრატეგიული და ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ბალანსი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის» (10,5 გვ.);

6) «საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)» – აშშ სახმელეთო ჯარების საბრძოლო გამოყენების კონცეფცია (11,5 გვ);

7) «საჰაერო-სახმელეთო ოპერცია (ბრძოლა) კონცეფციის რეალიზაციის პირობები» (აშშ სახმელეთო ჯარების სტრუქტურა და ძირითადი შეიარაღება) (46 გვერდი);

8) «აშშ სახმელეთო ჯარების დაკომპლექტება და საბრძოლო მომზადება; ოფიცერთა კადრების მომზადება და მათ მიერ სამსახურის გავლა» (60 გვ.);

9) «აშშ სახმელეთო ჯარების მძიმე (მექანიზებული და ჯავშანსატანკო) ფორმირებების საბრძოლო გამოყენება» (40 გვ.);

10) «შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების პრაქტიკა საზღვარგარეთის ქვეყნებში» (19,5 გვ.);

11) «სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვა დასავლეთის სახელმწიფოებში» (ეს გავაკეთე ლევან აბაშიძესთან ერთად) (დაახლ. 30 გვ).

აქ 1), 2), 6), 7) 8) და 9) თემები ფაქტიურად წარმოადგენენ ცალკეულ თავებს წიგნისა «აშშ სახმელეთო ჯარები 1980-იან წლებში» (მათი საერთო მოცულობა 180 კომპიუტ. გვერდზე მეტია). სწორედ ამ ცოდნის საფუძველზე შევუდექი 1997 წლის ბოლოს ორი თემის შესწავლას: ა) როგორია საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარება და ბ) როგორი შეიარაღებული ძალები უნდა ჰყავდეს საქართველოს, რათა თავდაცვისუნარიანი ქვეყანა იყოს. და ამ მუშაობის შედეგი იყო ის, რაც ზემოთ ჩამოთვლილ საგაზეთო წერილებშია გადმოცემული. გარდა ამისა, 2000-იანი წლების დასაწყისში სამსახურში გავაკეთე რამდენიმე ნაშრომი, რომლებიც არ გამოუქვეყნებიათ, ჩემთან ბლოგზე კი გამოქვეყნებულია. ესენია:

1) «საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარების მოკლე ანალიზი» (18 გვ.);

2) «კანონპროექტისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიცხოვნების შესახებ» (12 გვ.);

3) «საქართველოს შესაძლო ნეიტრალიტეტის სამხედრო ასპექტები დასავლეთევროპული გამოცდილების მიხედვით» (26 გვ.);

4) «ზოგიერთი რამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის საკონსტიტუციო შეთანხმების შესახებ» (31 გვ.);

5) «ტერორიზმის ზოგიერთი სამხედრო ასპექტის შესახებ» (21,5 გვ.).

ეს მასალებიც ავსებენ ერთმანეთს და მთლიანობაში საკმარისად დამაჯერებელ სურათს ქმნიან. სამსახურში ბოლოს (2006-2007 წლებში) გავაკეთე ასევე ვრცელი ნაშრომი «ნატო და დასავლეთევროპული კავშირი 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში», რომელიც ზემოთ 17-ე გვერდზე უკვე ნახსენები მაქვს. ასეთია ძირითადად ჩემი ბლოგის წერილობითი მასალები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ცხოვრების არცთუ სახარბიელო სურათს ქმნიან, მაგრამ ეს სურათი რეალურია, თუმცა კი არა ყოვლის მომცველი, არამედ ერთი ნაწილი ჩვენი მთლიანი სინამდვილისა.

ირაკლი ხართიშვილი 
19. 11. 16