Tuesday, April 18, 2017

ივანე ჯავახიშვილი ქართველთა მონასტრების შესახებ უცხოეთში XVI საუკუნეში

(ამონარიდი წიგნიდან: ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტომი IV, 1967 წელი /გვ. 276-278/)

ძველ დროს ქართველი ერის სულიერი ძლიერებისა და დიდი ქონებრივი კეთლდღეობის ერთ-ერთ ცხადლივ დამამტკიცებელ საბუთთაგანად საბერძნეთისა და პალესტინა-სინასმთის განათლების ცენტრებში მრავალრიცხოვანი, მშვენივრად მოწყობილი ქართული მონასტრების არსებობა და მათი ინტენსიური მოღვაწეობა უნდა ჩითვალოს: ამგვარადვე როდესაც საქართველო პოლიტიკურად დასუსტდა, სახელმწიფოებრივად დაკნინდა და მცირე სამეფო-სამთავროებად იქცა, მოსახლეობაც გარეშე თუ შინაური პირობების წყალობით შემცირდა და ეკონომიურად დაეცა, ჩვენი ერის ესოდენ დაუძლურება და სავალალო მდგომარეობა ამ უცხოეთში მდებარე ქართულ მონასტრებს დაეტყოთ. ხალხი ცოტა-ღა იყო და არამცთუ უცხოეთისათვის ძალა აღარ შესწევდა, შინაც მცხოვრებთა სიმცირე მეტად საგრძნობი შეიქმნა. ამიტომ აღარც ბერები-ღა მიდიოდნენ მრავლად სამოღვაწეოდ და წმიდა ადგილების მიმოხილვისა და მოლოცვის მსურველიც აღარ ჩანდნენ და, თუნდაც რომ აღმოჩენილიყვნენ, წინანდებურად ქონებრივი შეძლება აღარ ჰქონდათ, რომ თავიანთი სურვილი ასე ადვილად აესრულებინათ.

ცხოვრების ასეთმა გაჭირვებამ, სამშობლოსთან მიმოსვლის გაძნელებამ და გულუხვ მლოცველთა შემცირებამ ყველა უცხოეთში არსებული ქართული მონასტრები საშინელს მდგომარეობაში ჩააგდო და არსებობის უმთავრესი წყარო მოუსპო. ძმობას თავისი თავის შენახვაც კი უჭირდა და რა გასაკვირველია, თუ რომ გადასახადების გამოღება გაუძნელდებოდათ და საშინელს სიღარიბეში ჩაცვივდებოდნენ. რაკი სხვა სახსარი არ მოეპოვებოდათ, გადასახადების გადაუხდელობა კი მათ მთელი ქონების დაკარგვას უქადდა, ამიტომ სხვა გზა არ იყო, უნდა სადმე დროებით ესესხათ იმ იმედით, რომ ცხოვრების პირობები გამოიცვლებოდა, მათი მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა, ვალსაც თავითგან მოიშორებდნენ და უძრავი ქონებაც შერჩებოდათ. ვისაც ქართული მონასტრებისა და უცხოეთში მცხოვრებ ქართველი ბერების მაშინდელი ქონებრივი გაჭირვების მთელი სიმკაცრის და საშინელების ნათლად წარმოდგენა სურს, მან უნდა იმდროინდელ ქართველ მოგზაურთა და ქართული ხელნაწერების მინაწერების ცნობები გადაიკითხოს. ამ ცნობებითგან, მაგალითად, ირკვევა, რომ გოლგოთის ქართველთა მონასტრის ბერები სრული უსახსრობის გამო იძულებული ყოფილან სიწმინდის სამსახურებელიც კი დაეგირავებინათ. ფილიპე შაქარაშვილი ათონის აღაპებში მოგვითხრობს, რომ 1565 წელს რომ იერუსალიმს ჩაველ, «ოცდა ათრვამეტის ფლურის წინდი ბარძიმ-ფეშხუმები დავიჴსენ» და მონასტერს დავუბრუნეო (ათონის აღაპ. 276)

თავისთავად ცხადია, რომ ასეთს გაჭირვებაში, როდესაც ლუკმა პურის შოვნაც უძნელდებოდათ და სახელმწიფო გადასახადების გადასახდელად საეკლესიო ნივთების დაგირავება უხდებოდათ, აღარც სამონასტრო ქონებისა და შენობების მოვლისა და შენახვის თავი ექნებოდათ. ამიტომ მოუვლელობისა და შეუკეთებლობის გამო შენობები, რასაკვირველია, თანდათან ზიანდებოდნენ და ფუჭდებოდნენ. სწორედ ცხოვრების ასეთი სიდუხჭირის გამო იოანე და ეფთჳმეს მიერ დაარსებული და თორნიკესა და სხვა გულუხვ ქართველთა შეწირულებით აგებული ათონის ქართველთა პორტაიტისა ღვთისმშობლის მონასტერი 1565 წელს ფილიპე შაქარაშვილს ისეთს გაჭირვებაში დახვედრია, რომ თვით მთავარი ეკლესია უკვე «ფრიად ძველი და მოშლილი, დაქცეული, ცუარისა და წჳმისა არა დამჭირველი» ყოფილა (იქვე).

[ათონის აღაპებში მოთავსებული ეს ძეგლი მოგვყავს აქვე მთლიანად. – რედ.]. 

«შეწევნითა წმიდისა სამებისა და ერთარსებისა და ერთღუთეებისა მამისა, ძისა და წმიდისა სულისათა და მეოხებითა დედოფლისა ჩუენისა ღუთისმშობელისათა მე, გლახაკი და უნარჩევესი ყოველთა კაცთაი, ცოდვილი და უღირსი, სახით ოდენ მღდელმონაზონი, საფლავი განგოზილი, უღირსი ფ ი ლ ი პ ე | შ ა ქ ა რ ა შ ვ ი ლ ი, ჟამთა ამათ უკანასკნელთა მრავალთა ცოდვათა ჩემთა შენდობის მოსაღებელად წამოვედ ქუეყანით ჩუენით სამცხით აღთქუმისა ქუეყანად, ცხორებისა ჩუენისა წმიდათა, ადგილთა, წმიდად ქალაქად იჱრუსალემად წელთა ჴოგ, ხოლო მუნით წარმოსლვასა ჩემსა სურხანის შვილმან, პატრონმან, თამაზ ყოფილმან თ ა დ ე ო ზ მისის სულის საჴსრად სამლოცველო წარმომატანა, ფლური თუ ოქროჲ – ყოველივე ხ უ თ ა ს ი ს | დ რ ა ჰ კ ნ ი ს ა უმცროჲ იყო. წარმოვედ ჩუენითა ქუეყანით და ჴმელთათ წმიდად ქალაქად მშჳდობით მივიწიე, და მოვილოცენ ყოველნივე წმიდანი ადგილნი და, რაცა ოდენ ძალ-მედვა, წმიდათა მონასტერთა და ძმათა და დათა საწირავი და სამლოცველო მოვაჴსენე, და მოსაჴსენებლები, ჩასაწერელი და აღაპები უყავ, და ა ს ფლურად გოლგოთას კანდელი დაუკიდე საუკუნოჲ, ოცდაათრვამეტის ფლურის წინდი ბარძიმ-ფეშხუჱმები დავიჴსენ, კიდევ ვაგე: ორთ პატრიაქთ მათის კრებულით ჟამი ვაწირვე, ორგზის ტრაპეზი უყავ და ჯეროვანი საწირავი მოვაჴსენე. ეგრეთვე საბას ლავრას ჩასაწერელი და საწირავი და ცალკე ყოველთა ძმათა სამლოცველოჲ მივეც, და სინელთა ოქროჲს საყური ჩასაწერელად და სამლოცველოდ თორმეტის მიტყლის წონა და სინის მამას ორი ფლური. ერთი წელი და ნახევარი იჱრუსალემს ჯურის მონასტერში დავყავ მე, უღირსი და ქუაბ-ავაზაკ ქმნილი, იმ საშინელთა წმიდათა ადგილთა ღირს ვიქმენ თაყუანისცემად და ორი წმიდაჲ ნათელი ვიხილე: მუნამდის მთავარდიაკონი ვიყავ და ვეკურთხე მღდელად საფლავსა ზედა საუფლოსა, გერმანეს მიერ პატრიარხისა, ამის შემდგომად წარმოვედ წმიდით ქალაქით და წმიდასა ამას მთასა ათონისასა მშჳდობით მოვიწიე მონასტერსა ამას ცათა მობაძავსა ქართველთასა; ვიხილე ეკლესია სასოჲსა ჩუენისა პორტაიდისა ღუთისმშობლისა ფრიად ძუჱელი და მოშლილი, დაქცეული, ცუარისა და წჳმისა არა დამჭირველი. ასის დრაჰკნის ოქროჲ მქონდა, შევეხუჱწე მამასა და ყოველთა ძმათა, თუ: «ეს აღმაშენებიეთ თ ა მ ა ზ ი ს სულისთჳს»-მეთქი; გაცვალეს ოქროჲ და ესე ყოვლად წმიდისა ეკლესია ახლად აღვაშენებინე და ტყჳთა გადავაბურვინე და ორი ხატი – ერთი მაცხოვრისა და მეორე ჩუენთა მამათა...».

Monday, April 17, 2017

სოლომონ ნადიმაშვილის ლექსების შესახებ

«მილენიუმის კარიბჭესთან», ასე ჰქვია სოლომონ ნადიმაშვილის ლექსების კრებულს. დიახ, დგას დღევანდელი ქართველი მოქალაქე ევროპის კულტურის ერთ-ერთი კერის ზღურბლთან. დგას და ის გვიჩვენებს თავის თავს. ვინ არის იგი, საიდან მოვიდა, როგორია მისი კულტურა და მისი დღევანდელი სულიერი ფასეულობანი. დიახ, გასახარია, რომ იგი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სისხლით ხორცამდე ქართული კულტურის ცნობიერების მატარებელია. მას ეს ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი. მას აქვს თავისი შეგრძნება-განცდა სამყაროს მიმართ. ის პოეტია. მას არა აქვს დავიწყებული საკუთარი ქვეყნის წარსული და არც ადვილად შეიძლება გადაეწყოს სხვის კულტურაზე, თუკი ამას ზნეობა არ კარნახობს, ზნეობა კი ჩაკირულია მის სულში, მისი წინაპრებისგან ნასათუთები: ლექსში «მამას» ვკითხულობთ:

«პატიოსნება გაცვდა, გახუნდა...
შენი პროფილი –
რამსეს მეორის, –
ეულად დარჩა...»

მაგრამ იგი მამას ეფიცება, რომ მისი სწამდეს და სჯეროდეს, რომ «სიცოცხლის ბოლო ფეთქვამდე» იგი ამას შეინარჩუნებს.

აუღელვებლად ვერ წაიკითხავ დღეს ამ სტრიქონებს. დარჩნენ მისი დამფასებლები და გამგრძელებლები, ვისთვისაც მაღალ ფასეულობათა პატივისცემა უმთავრესია და იგი შინაგანი იდუმალებით დაკავშირებულია ამ გრძნობასთან.

* * *

მისი ლექსები წარსულით სუნთქვა და მასთან შეზიარებაა. იგი კულტურას, ქვეყანას მოწყვეტილი კი არ არის, მისი განმცდელი და ქმედითია. ლექსები: «თამარი და შოთა», «ამობრწყინდება», «ძველად ხატობას», «წმინდო რაჟდენ, შეგვეწიე», «ქართლის ველები», «არასდროს არ არის გვიან» საქართველოს წარსულსა და მის ბუნებას ეხება.

* * *

ანტიკური ცივილიზციისა და, საერთოდ, კულტურის მცოდნე გულგრილი ვერ რჩება და ემოციებს გამოხატავს ზოგიერთ ლექსში: «მარინა ცვეტაევას ხსოვნას», «მოსკოვი – პარიზი – მოსკოვი».

* * *

დრო წარმავალია. ყველაფერს ედება მტვერი, მაგრამ მის ნაცვლად სული გაგრძნობინებს სითბოსა და სიყვარულს, რითაც ესოდენ გაჟღენთილია მისი ლექსები.

ძიება არაა მისთვის უცხო, ამოხსნას უნდა საიდუმლოს მიგნება საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის.

«თურმე
მეხსიერების უძირო ტაძარსაც
ჰქონია თავისი ფსკერი
და განთიადი
ლოცვისკენ გვიხმობს ზარებით».

* * *

პოეტი მუდამ ემიჯნება ყოველდღიურობაში ჩაფლულ ადამიანებს, რომლებსაც არა აქვთ საკუთარი სახე.

«არ ენდოთ მას,
ვინც რაიმეს, თითქოსდა
«დიდ საიდუმლოს» განდობთ».

«უმრავლესობას» ეძახის ამ ხალხს, ვისაც საკუთარი «ცხოვრების წესი» აქვთ და გამორჩეულს, პიროვნულს უბიძგებენ, იგივე აკეთოს.

* * *

«ათასწლეულებს ჩაუვლით დროის შრიალით», მაგრამ «ერთხელ დაბადებულმა ადამიანმა» უნდა მიაგნოს თავის დანიშნულებას. ეს კი ძალზე ძნელია, უძნელესი. ამ გზას გვიჩვენებს და გვიხატავს პოეტი იმ სათუთი გრძნობებით, რომელთა გამოხატვაც ბევრს არ ძალუძს. მან შეძლო: უამრავი შეკითხვა დასვა და ხან უპასუხოდ, ხან კი პასუხით გადმოსცა სათქმელი... თბილი სევდა გაჰყვება მის თითქოს ყოველდღიურ აღწერილ სურათებს. ქართლი და ბებია, ბევრს რომ უნატრია «ცივილურ ხვატში» ყოფნას ბუნებაში გაჩერება, სახლისკენ მიმავალი გზა, ოთახი, კუთხე.

* * *

ნიკო სამადაშვილმა სულიერებით სავსე პოეზია მოგვიტანა. ჩუმად გამოჩნდა მისი კრებული, მერე აღიარეს. იგი ხიდისთავიდან, ქართლის მყუდრო და მშვენიერი კუთხიდან გახლდათ, რომლისთვისაც სოლომონ ნადიმაშვილი არ იშურებს საოცარ სიტყვებს:

«კვრინჩხრისფრად ელავს ხიდისთავს მტკვარი,
გამთენიისას აყივლდება საქათმის «მწყემსი»
და აუყვები ტანას ნაპირს სიონისაკენ –
გაგახსენდება ბეთანიის «პკე» მათხოვარი».

* * *

ისევ ვსტუმრობ შენდა ხსოვნად ბეთანიას, ატენს;
კი დროებამ დაიბრუნა, თითქოს, ფერი,
მაგრამ ისევ გულს ეხვევა ქაცვის ეკალ-ბარდი,
მზე კი მზეობს ძველებურად და აწითლებს ასკილს.

* * *

ხიდისთავთან მთებზე გაწვა კვრინჩხისფერი ბინდი.

მას ლექსებში გამოყენებული აქვს ისეთი საოცრი შედარებები, რომლებიც შეიძლება ეთქვა მას, როგორც შვილს, როგორც თავისი ქვეყნის ტკივილგამზიარებელსა და მშვენიერების აღმქმელს.

«აქ სიჩუმეა:
მზე შეკიდულა ჰორიზონტს,
ჰაერში თაფლის სურნელი დაქრის,
შორს სამრეკლოა –
მუხის ხეებზე ჩამოკიდული
ბებერი ზარი».

მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი

Thursday, April 6, 2017

ბლოგის წერილობითი მასალების კლასიფიკაცია თემატიკისა და მკითხველთა დაინტერესების მიხედვით

ჩემი ბლოგი საგანმანათლებლო ხასიათისაა, რომლის ძირითადი თემები გახლავთ თანამედროვე სამხედრო საქმე და ისტორია («თავდაცვა და ისტორია»), განსაკუთრებით კი, რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობები, ასევე თანამედროვეც. ბლოგი 2010 წლის შემოდგომიდან მოქმედებს და დღესდღეობით მასში მკითხველთა 144 540-ზე მეტი შემოსვლაა დაფიქსირებული. ბლოგის მკითხველებისთვის ეს და ქვემოთ მოყვანილი სხვა მონაცემები დაფარულია, მაგრამ ჩემს სამუშაო მაგიდაზე ისინი მუდმივად ჩანს და, ახლა, განზრახული მაქვს ეს მონაცემები ჩემს მკითხველებსაც გავუზიარო.

ბლოგის თითოეულ მასალაში მკითხველების შემოსვლების როდენობა მე გასულ წლებშიც მქონდა ამოკრეფილი, სახელდობრ: 2012 წლის აპრილის თვეში, 2013 წლის ივლისში, 2015 და 2016 წლების იანვარში, თუმცა კი მაშინ მათი ანალიზი არ გამიკეთებია. ახლა ეს სამუშაო გარკვეულწილად შევასრულე, და მიღებულ შედეგებსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ.

ბლოგის მასალებში მკითხველთა შემოსვლის მაჩვენებელი ბოლოს ამა წლის (2017) 12 იანვრის დღის ბოლოს დავაფიქსირე, საიდანაც ჩანს, რომ ბლოგში მაშინ საერთოდ 660-ზე მეტი მასალა იყო ატვირთული, მათგან 388 წერილობითი, ძირითადად ჩემი მასალები (ორიგინალური და თარგმნილი), აგრეთვე ჩემი მეუღლის – მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილისა. ამ 388 წერილობით მასალაში მკითხველების 111056 შემოსვლა იყო ნაჩვენები, ანუ საშუალოდ თითოეულ მასალაში – 286,23 შემოსვლა.

თითოეულ წერილობით მასალაში მკითხველთა შემოსვლების რაოდენობის მიხედვით ამ მასალების პირველი ოცეული შემდეგნაირად ნაწილდება:

1) «რომანტიზმი ევროპულ ლიტერატურაში და გერმანელი რომანტიკოსები» – [ბლოგზე აიტვირთა 25.04.11-ში] – {მკითხველების შემოსვლა12.01.17-ში – 8642};

2) «თურქეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [07.10.10] – {8574};

3) «დიდი ბრიტანეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [07.10.10] – {4914};

4) «რეფორმაციის ისტორია» – [01.11.10] – {3437};

5) «ესპანეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [10.01.11] – {2941};

6) «საფრანგეთის ისტორია უძველესი დროიდან 1789 წლის ივლისის რევოლუციამდე» – [07.10.10] – {2801};

7) «საფრანგეთის რევოლუციის ისტორია» (ნაწილი I) – [01.11.10] – {2640};

8) «გერმანიის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [07.10.10] – {2519};

9) აკადემიკოსი ნიკოლოზ დუბროვინი – «გიორგი XII საქართველოს უკანასკნელი მეფე და მისი შემოერთება რუსეთთან» (ნაწილი I) – [17.01.11] – {2509};

10) «საფრანგეთის ისტორია რევოლუციის შემდეგ XIX საუკუნის მიწურულამდე» – [07.10.10] – {2504};

11) «ცალკეული მოვლენებისა და პიროვნებათა შესახებ გერმანიის ისტორიაში» (ნაწილი II) – [01.11.10] – {1620};

12) პროფ. ანატოლი სმირნოვი – «რუსეთის ისტორია რევოლუციისა და სამოქალაქო ომის წლებში» (ნაწილი I) – [01.11.10] – {1600};

13) «იტალიის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [02.10.13] – {1527};

14) აკადემიკოსი დუბროვინი – «გიორგი XII საქართველოს უკანასკნელი მეფე და მისი შემოერთება რუსეთთან» (ნაწილი II) – [01.02.11] – {1279};

15) «ცალკეული მოვლენებისა და პიროვნებათა შესახებ გერმანიის ისტორიაში» (ნაწილი I) – [01.11.10] – {1028}; 

16) ჰერმან ჰესე – «რიოში მარგალიტებით თამაში» (ნაწყვეტი /მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის თარგმანი/) – [23.03.11] – {1028};

17) «ტფილისის გუბერნია და მისი მაზრები 1890-იანი წლების მიწურულს» – [10.01.11] – {891};

18) «ქუთაისის გუბერნია, მისი მაზრები და ოკრუგები 1890-იანი წლების მიწურულს» – [10/01.11] – {861};

19) «ქართული ისტორიოგრაფია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ» (ნაწილი I) – [05.12.10] – {859};

20) «არქანჯელო ლამბერტი აფხაზების შესახებ» – [19.11.10] – {832}.

ზემოხსენებულიდან ჩანს ერთი მეტად არასასიამოვნო და არასახარბიელო სურათი – ბლოგის მკითხველები გაცილებით უფრო მეტ ინტერესს იჩენენ ევროპული სახელმწიფოებისა და თურქეთის ისტორიისადმი, ევროპული რელიგიური ბრძოლების იტორიისა და ლიტერტურული ცხოვრებისადმი, ვიდრე საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სამშობლოს ისტორიისა და დღევანდელი მდგომარეობისადმი. ასეთი დამოკიდებულება პირდაპირ ეწინააღმდეგება წმინდა ილია მართლის (ილია ჭავჭავაძის) მოწოდებას, რომ ჩვენს ცხოვრებასა და საქმიანობაში პირველ ადგილზე ვაყენებდეთ სამშობლოს, რომ უწინარეს ყოვლისა მას ვემსხურებოდეთ, მისთვის ვზრუნავდეთ და ვიღწვოდეთ, და მჭიდრო თანხმობაშია ედუარდ შევარდნაძის მოწოდებასთან – თქვენი პირადი კარიერა იკეთეთო. და, როგორც ჩანს, იკეთებენ კიდეც. ამიტომაც არიან ჩვენს წარუმატებელ ქვეყანაში «წარმატებული» ადამიანები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავს თუ არგებენ რაიმეს, ხალხისა და სამშობლოს სარგებელზე კი რა მოგახსენოთ.

ახლა ისევ ჩვენს ბლოგს მივუბრუნდეთ. მთელი მისი წერილობითი მასალები მე რამდენიმე თემაში შევიყვანე, რომლებიც 1-ლ ცხრილში გადმოცემული. ეს თემებია: «საზღვარგარეთის სახელმწიფოთა თანამედროვე სამხედრო მშენებლობა» (რომლითაც მე საერთოდ ჩემი ძირითადი საქმიანობა დავიწყე 1991 წლიდან), «საქართველოს თანამედროვე სამხედრო მშენებლობა», «რუსეთ-საქართველოს თანამედროვე ურთიერთობების საკითხები», «რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების საკითხები», «საქართველოს ისტორიის საკითხები», «დასავლეთისეთის სახელმწიფოთა და თურქეთის ისტორია, დასავლეთში არსებული რელიგიური მიმდინარეობების ისტორია, აგრეთვე ლიტერატურული ცხოვრების ცალკეული საკითხები» და «მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის მიერ მომზადებული მასალები» (თარგმანები, ლექსები და კრიტიკული წერილები). ცხრილში ეს თემები იმის-და მიხედვითაა დალაგებული, თუ რამდენად მეტი მასალაა ამ თემატიკიდან ბლოგში გამოქვეყნებული; იქვე ჩანს, ამ მასალების (წერილების) რაოდენობა და მათი პროცენტული წილი მთელ წერილობით მასალებში. შემდეგ მოდის თითოეული თემის წერილებში მკითხველთა შემოსვლების რაოდენობა და მათი პროცენტული წილი შემოსვლების საერთო რაოდენობაში. შემდეგ, თითოეული თემის ერთ მასალაში საშუალოდ მკითხველთა შემოსვლების რაოდენობა, რაც საშუალებას იძლევა შევადაროთ ეს მაჩვენებელი ზოგადად ბლოგის ანალოგიურ მაჩვენებელს, და ამითაც გარკვეული წარმოდგენა შევიქმნათ, კონკრეტული თემის მასალებისადმი ბლოგის მომხმარებელთა ინტერესის შესახებ.

ცხრილი

კონკრეტული თემების მიხედვით ბლოგის მასალებში მკითხველების შემოსვლის მაჩვენებელი 2017 წლის 12 იანვრის მდგომარეობით (12.01.2017) 

[ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – თემაში მასალების რაოდენობა (მოცემულ თემაში არსებული მასალების პროცენტული წილი ბლოგის წერილობითი მასალების საერთო რაოდენობაში); B – თემის მასალებში მკითხველთა შემოსვლების საერთო რაოდენობა (მოცემულ თემაში შემოსვლების რაოდენობის პროცენტული წილი მთლიანად ბლოგის წერილობით მასალებში მკიხველთა შემოსვლების საერთო რაოდენობაში); C – მოცემული თემის ერთ მასალაში საშუალოდ მკითხველების შემოსვლის რაოდენობა]

ბლოგის თემების ჩამონათვალი . . . . . . . . . . A . . . . . . . . . B . . . . . . . . C

მთლიანად ბლოგის წერილობითი
მასალები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 388 . . . . . . 111056 . . . . . 286,2 

მათ შორის:

რუსეთ-საქართველოს თანამედროვე
ურთიერთობები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 123 (31,7) . . 18189 (16,4) . . 147,9 

რუსეთ-საქართველოს ისტორიული
ურთიერთობები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 117 (30,1) . . 22130 (19,9) . . 189,2 

საზღვარგარეთის სახელმწიფოთა
სამხედრო მშენებლობა . . . . . . . . . . . . . . . . . . 42 (10,8) . . . 6828 (6,2) . . .162,6 

საქართველოს სამხედრო მშენებლობის
საკითხები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 38 (9,8) . . . 2972 (2,7) . . . .78,3

ევროპული სახელმწიფოებისა და
თურქეთის ისტორია, აგრეთვე ევროპულ
რელიგიურ მიმდინარეობათა ისტორიისა და
ლიტერატურული ცხოვრების საკითხები . . . . 27 (7,0) . . 49731 (44,8) . . 1841,9 

საქართველოს ისტორიის სკითხები . . . . . . . . 26 (6,7) . . . .7781 (7,0) . . . .299,3

მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის
მასალები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 15 (3,9) . . . .3421 (3,1) . . . 228,1

ცხრილიდან ჩანს, რომ მკითხველების შემოსვლის მიხედვით პირველ ადგილზეა «ევროპული სახელმწიფოების ისტორიის, ევროპის რელიგიურ მიმდინარეობათა და კულტურის საკითხების» თემაზე გამოქვეყნებული მასალები (სულ 27 წერილობითი მასალა, რაც საერთოდ ბლოგში ატვირთული მასალების სულ 7,0 %-ს შეადგენს), ხოლო მათში მკითხველთა შემოსვლების რაოდენობა კი 49731 უტოლდება (რაც საერთოდ შემოსვლების რაოდენობის 44,8 %-ია /უფრო ზუსტად, შესაბამისად – 6,96 და 44,78 %%/). 

მკითხველთა ინტერესის მიხედვით მეორე ადგილზეა «რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების» თემა (სულ 117 მასალა, საერთო რაოდენობის 30,1 %), რომლის წერილებშიც მკითხველების 22130 შემოსვლაა (შემოსვლების საერთო რაოდენობის 19,9 %).

მესამე ადგილზეა «რუსეთ-საქართველოს თანამედროვე ურთიერთობების» თემა (სულ 123 წერილობითი მასალა, მასალების საერთო რაოდენობის 31,7 %), რომლის წერილებშიც მკითხველთა 18189 შემოსვლაა დაფიქსირებული (შემოსვლების საერთო რაოდენობის 16,4 %).

მეოთხე ადგილზეა «საქართველოს ისტორიის თემაზე» ატვირთული მასალები (26 წერილობითი მასალა, მათი საერთო რაოდენობის 6,7 %), რომლებშიც მკითხველების 7781 შემოსვლაა (საერთოდ შემოსვლების 7,0 %).

მეხუთე ადგილზეა მასალები «საზღვარგარეთის სახელმწიფოთა სამხედრო მშენებლობის საკითხებში» (42 მასალა, მათი საერთო რაოდენობის 10,8 %), რომლებშიც დღეისთვის მკითხველების 6828 შემოსვლაა (საერთოდ შემოსვლების 6,2 %).

მეექვსე ადგილზეა წერილები «მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის მასალების» თემატიკიდან (15 მასალა, მათი საერთო რაოდენობის 3,8 %), რომლებშიც მკითხველების 3421 შემოსვლაა (საერთოდ შემოსვლების 3,1 %).

უკანასკნელ, მეშვიდე ადგილზეა წერილები «საქართველოს სამხედრო მშენებლობის» თემაზე (38 მასალა, მათი საერთო რაოდენობის 9,8 %), რომლებშიც მკითხველების 2977 შემოსვლაა (შემოსვლების საერთო რაოდენობის 2,7 %).

ჩემთვის რა თქმა უნდა სასიხარულოა მკითხველების ასეთი აქტიურობა ბლოგის წერილობით მასალებში შემოსვლისას (ასევე ვიდეომასალებშიც), მაგრამ გარკვეულწილად გულსატკენია მათი მნიშვნელოვნად უფრო ნაკლები ინტერესი საკუთრივ საქართველოს ისტორიული და თანამედროვე ცხოვრების თემებისადმი, და განსაკუთრებით საქართველოს თანამედროვე სამხედრო მშენებლობის – შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სისტემის მშენებლობის თემისადმი, რომლის მასალებშიც ჩვენი დღევანდელობის ბევრი საჭირბოროტო პრობლემაა დასმული და განხილული. როგორც ჩანს, ბლოგის მკითხველების უმეტესი კატეგორია სტუდენტები და ასპირანტები (თუ ახლა დოქტორანტები) არიან, და ისინი ძირითადად ისეთი წერილებით ინტერესდებიან, რომლებიც მათ სამუშაო თემატიკასთან, მათ შემდგომ სამსახურეობრივ კარიერასთანაა დაკავშირებული. მაგრამ რატომ არის ჩვენში ცხოვრება და საქმიანობა ისე აწყობილი, რომ საზღვარგარეთის სახელმწიფოთა ისტორიული და თანამედროვე ცხოვრების თემები ქართველი ახალგაზრდობის სწავლა-განათლებაში პირველ ადგილს იკავებდეს, ხოლო საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სამშობლოს წარსული ცხოვრების გამოცდილება და დღევანდელი სატკივარი კი სადღაც უკანა ადგილებზე იყოს გადაწეულ-გადატანილი? ეს გახლავთ სწორედ სატკივარი.

თუმცა კი, თვითონ ჩემ მიერ ბლოგში ატვირთული მასალების უმეტესი რაოდენობა რუსეთისა და საქართველოს ისტორიულ და თანამედროვე ურთიერთობების თემატიკას ეხება (სულ 240 მასალა /საერთო რაოდენობის 61,9 %/, რომლებშიც ჯამში მკითხველების 40319 შემოსვლაა დაფიქსირებული /საერთოდ მკითხველთა შემოსვლების 36,3 %/), მაგრამ ისინი მაინც უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული თავად საქართველოს ცხოვრებასთან, რაც გარკვეულწილად შეგვიძლია ასევე საქართველოს ისტორიული და თანამედროვე ცხოვრების თემატიკასაც მივათვალოთ. გარდა ამისა, დასავლეთის სახელმწიფოთა ისტორიული გამოცდილებისა და თანამედროვე საქმიანობის მართლაც კარგად შესწავლითა და ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ინტერესებში გონივრულად, პატიოსნად და კვალიფიციურად გამოყენებით, აგრეთვე სხვა წყაროებიდან და ლიტერატურიდანაც თავიანთი ცოდნის გაფართოებითა და გაღრმავებით, ბლოგის მკითხველებს შეეძლებათ მომავალში ჩვენს სამშობლოს კარგი და სასარგებლო სამსახური გაუწიონ.

ახლა უფრო დაწვრილებით შევეხოთ ბლოგის ცალკეულ თემებს.

I. ევროპული სახელმწიფოებისა და თურქეთის ისტორია, აგრეთვე ევროპულ რელიგიურ მიმდინარეობათა ისტორიისა და ლიტერატურული ცხოვრების საკითხები   

ამ თემატიკაში, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მკითხველების ყველაზე უფრო მეტი შემოსვლაა – 49731, წერილობით მასალებში საერთოდ შემოსვლების თითქმის ნახევარი – 44,8 %. უფრო კონკრეტულად კი მკითხველთა შემოსვლების რაოდენობის მიხედვით ამ ჯგუფის წერილების პირველი ოცეული შემდეგი სახით გამოიყურება.

1) «რომანტიზმი ევროპულ ლიტერატურაში და გერმანელი რომანტიკოსები» – [ბლოგზე აიტვირთა 25.04.11-ში] – {მკითხველების შემოსვლა 12.01.17-ში – 8642};

2) «თურქეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [07.10.10] – {8574};

3) «დიდი ბრიტანეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [07.10.10] – {4914};

4) «რეფორმაციის ისტორია» – [01.11.10] – {3437};

5) «ესპანეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [10.01.11] – {2941};

6) «საფრანგეთის ისტორია უძველესი დროიდან 1789 წლის ივლისის რევოლუციამდე» – [07.10.10] – {2801};

7) «საფრანგეთის რევოლუციის ისტორია» (ნაწილი I) – [01.11.10] – {2640};

8) «გერმანიის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [07.10.10] – {2519};

9) «საფრანგეთის ისტორია რევოლუციის შემდეგ XIX საუკუნის მიწურულამდე» – [07.10.10] – {2504};

10) «ცალკეული მოვლენებისა და პიროვნებათა შესახებ გერმანიის ისტორიაში» (ნაწილი II) – [01.11.10] – {1620};

11) «იტალიის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [02.10.13] – {1527};

12) «ცალკეული მოვლენებისა და პიროვნებათა შესახებ გერმანიის ისტორიაში» (ნაწილი I) – [01.11.10] – {1028};

13) «საფრანგეთის რევოლუციის ისტორია» (ნაწილი II) – [01.11.10] – {770};

14) «ბიზანტია და ბიზანტინიზმი» – [03.07.13] – {696};

15) «შოტლანდიის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [05.02.11] – {625};

16) «ცალკეული მოვლენებისა და პიროვნებათა შესახებ გერმანიის ისტორიაში» (ნაწილი IV) – [01.11.10] – {614};

17) «კალვინი და კალვინიზმი» – [22.02.12] – {613};

18) «ირლანდიის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [10.91.11] – {565}; 

19) «გერმანული სამხედრო სიმღერების ტექსტები» – [30.10.10] – {459};

20) «გერმანიის ისტორია ენციკლოპედიურ ლექსიკონ «გრანატის» მიხედვით» (ნაწილი II) – [04.02.13] – {440}.

ამ ჩამონათვალში ზოგიერთი წერილი უფრო ვრცელი მასალის ცალკეულ ნაწილს წარმოადგენს. ეს შდარებით უფრო ვრცელი მასალები მათი მეტი მოცულობის გამო, ბლოგზე რამდენიმე ნაწილადაა ატვირთული; ამიტომ უფრო სრული სურათის წარმოდგენისთვის უპრიანი იქნებოდა მათი ყველა ნაწილის წასაკითხად შემოსვლების რაოდენობა შეგვეკრიბა და სწორედ ეს ჯამური რიცხვი გაგვეთავალისწინებია. ასეთ შემთვევაში წერილში «საფრანგეთის რევოლუციის ისტორია» მკითხველთა შემოსვლების საერთო რაოდენობა იქნება 3410, წერილში «ცალკეული მოვლენებისა და პიროვნებათა შესახებ გერმანიის ისტორიაში» – 3634, ხოლო წერილში «გერმანიის ისტორია ენციკლოპედიურ ლექსიკონ «გრანატის» მიხედვით» – 1381. ასეთ შემთხვევაში უკვე ზემოხსენებული წერილები მათში მკითხველთა შემოსვლების რაოდენობის მიხედვით ასე შეიძლება დავალაგოთ.

1) «რომანტიზმი ევროპულ ლიტერატურაში და გერმანელი რომანტიკოსები» – [ბლოგზე აიტვირთა 25.04.11-ში] – {მკითხველების შემოსვლა 12.01.17-ში – 8642};

2) «თურქეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [07.10.10] – {8574};

3) «დიდი ბრიტანეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [07.10.10] – {4914};

4) «ცალკეული მოვლენებისა და პიროვნებათა შესახებ გერმანიის ისტორიაში» (ნაწილები I-IV) – [01.11.10] – {3634};

5) «რეფორმაციის ისტორია» – [01.11.10] – {3437};

6) «საფრანგეთის რევოლუციის ისტორია» (ნაწილები I-II) – [01.11.10] – {3410};

7) «ესპანეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [10.01.11] – {2941};

8) «საფრანგეთის ისტორია უძველესი დროიდან 1789 წლის ივლისის რევოლუციამდე» – [07.10.10] – {2801};

9) «გერმანიის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [07.10.10] – {2519};

10) «საფრანგეთის ისტორია რევოლუციის შემდეგ XIX საუკუნის მიწურულამდე» – [07.10.10] – {2504};

11) «იტალიის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [02.10.13] – {1527};

12) «გერმანიის ისტორია ენციკლოპედიურ ლექსიკონ «გრანატის» მიხედვით» (უძველესი დროიდან 1920-იან წლებამდე) (ნაწილები I-IV) – [04-08.02.13] – {1381};

13) «ბიზანტია და ბიზანტინიზმი» – [03.07.13] – {696};

14) «შოტლანდიის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [05.02.11] – {625};

15) «კალვინი და კალვინიზმი» – [22.02.12] – {613};

16) «ირლანდიის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [10.91.11] – {565}; 

17) «გერმანული სამხედრო სიმღერების ტექსტები» – [30.10.10] – {459};

18) «პოლონეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის დასასრულამდე» – [22.06.14] – {220};

19) «ნიდერლანდების ისტორია ძველი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [09.03.13] – {166};

20) «კათოლიკური ეკლესია ძველი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [05.07.13] – {103}.

და ამით ამოიწურება ჯერჯერობით ბლოგზე გამოქვეყნებული მასალები დასავლეთის სახელმწიფოთა და ხალხების შესახებ. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული (გერმანული) ლიტერატურის თემას მიეკუთვნება აგრეთვე ჩემი მეუღლის, მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის განყოფილებაში განთვსებული მისი თარგმანებიც, რომლებზედაც ქვემოთ ვისაუბრებთ, მაგრამ მათგან ერთ წერილში, ჰერმან ჰესეს რომანის «რიოში მარგალიტებით თამაშის» ერთი ნაწყვეტის თარგმანში (ბლოგზე განთავსების თარიღი 23.03.11), ამა წლის 12 იანვრის მდგომარეობით, მკითხველების 1028 შემოსვლაა დაფიქსირებული, რაც მას 13-ე ადგილს განუსაზღვრავს ზემოხსენებულ ჩამონათვალში. ასევე ამონარიდები მისივე წიგნიდან «გერმანული პოეზიის მცირე ანთოლოგია», რომელშიც მკითხველების 418 შემოსვლაა და ის ადგილს დაიკავებდა «გერმანული სამხედრო სიმღერების ტექსტების» შემდეგ, «პოლონეთის ისტორიის» წინ. ყველაფერი ეს ჩვენი საზოგადოების დასავლური ქვეყნებისა და საზოგადოებისადმი განსაკუთრებული ინტერესის კიდევ ერთი მაჩვენებელია. თუმცა კი ეს ინტერესი, არათუ მხოლოდ ჩემი აზრით, არამედ ჩემი გამოცდილებითაც, ქართულ საზოგადოებაში ამ ბოლო ათწლეულებში ხელოვნურად და განსაკუთრებული დაჟინებითაც ინერგებოდა, მაგრამ სწორედ რომ ისტორია და ტრადიციული მაღალი ხარისხის მხატვრული ლიტერატურა მართლაც რომ მარადიული თემებია და საზოგადოების მათდამი ინტერესიც დიდად სასიამოვნო და გასახარებელია.

ახლა მკითხველის ყურადღება იმას მინდა მივაქციო, თუ როგორც იცვლებოდა ცალკეული წერილებისადმი ინტერესის მაჩვენებელი, დროის მიხედვით. ამასთანავე უნდა დავაზუსტო ერთი საკითხიც, სახელდობრ ის, რომ აქ პირველ ოთხეულში მუდმივად ჩნდება წერილი «ცალკეული მოვლენებისა და პიროვნებათა შესახებ გერმანიის ისტორიაში», რაც დამატება გახლავთ წერილზე «გერმანიის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე». ამასთანავე ის ძირითადად მცირე და საშუალო მოცულობის რამდენიმე ათეული წერილის კრებულია, ამიტომ ბევრი მკითხველი მასში ალბათ რაღაც კონკრეტული ასეთი მცირე წერილების გაცნობისა და ასლების გადაღებისთვის შემოდიოდა, რაც განაპირობებს კიდეც შემოსვლების დიდ რაოდენობას. ამიტომ, ასეთი განსაკუთრებული პირობების გამო, მას ქვემოთ მოყვანილ მსჯელობაში აღარ განვიხილავ.

მის გარდა, დღეისთვის მკითხველების ყველაზე მეტი შემოსვლაა წერილებში: «რომანტიზმი ევროპულ ლიტერატურაში და გერმანელი რომანტიკოსები», «თურქეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე», «დიდი ბრიტანეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე», «რეფორმაციის ისტორია» და «საფრანგეთის რევოლუციის ისტორია». ზემოთ ამა წლის 12 იანვრის მდგომარეობით თითოეულ მათგანში მკითხველების შემოსვლის მაჩვენებელია წარმოდგენილი. თუმცა კი თავიდან, 2012 წლის 23 აპრილისთვის თურქეთის ისტორიის შესახებ წერილი მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა «ლიდერებს» და მხოლოდ მე-8 ადგილზე გახლდათ. ეს წერილი ბლოგზე ერთ-ერთი პირველი იქნა გამოქვეყნებული, მაგრამ მისი ატვირთვიდან თითქმის 20 თვის თავზე, მკითხველთა ინტერესის მიხედვით, ის მაინც შედარებით მოკრძალებულ (მერვე) ადგილზე იდგა. მასში მკითხველების სულ 246 შემოსვლა იყო, როცა «დიდი ბრიტანეთის ისტორიისათვის» ეს მაჩვენებელი 610 გახლდათ, «საფრანგეთის რევოლუციის ისტორიისათვის» – 538, «რეფორმაციის ისტორიისათვის» – 475 და «ევროპული რომანტიზმისათვის» – 472.

თუმცა კი შემდგომ წლებში სურათი მნიშვნელოვნად შეიცვალა, და მკითხველთა ინტერესის მიხედვით პირველ-მეორე ადგილზე სტაბილურად გადმოვიდნენ წერილები ევროპული რომანტიზმისა და თურქეთის ისტორიის შესახებ. 2013 წლის მიწურულს (7 დეკემბერს) პირველი ხუთეული ასე გამოიყურებოდა:

1) «რომანტიზმი ევროპულ ლიტერატურაში და გერმანელი რომანტიკოსები» – მკითხველების შემოსვლა 3011;

2) «თურქეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – 2921;

3) «დიდი ბრიტანეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის ბოლომდე» – 2060;

4) «საფრანგეთის რევოლუციის ისტორია» – 1555;

5) «რეფორმაციის ისტორია» – 1371 შემოსვლა.

2015 წლის დასაწყისში (16 იანვარს) მდგომარეობა ასეთი გახლდათ:

1) «თურქეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – მკითხველების 6067 შემოსვლა;

2) «რომანტიზმი ევროპულ ლიტერატურაში და გერმანელი რომანტიკოსები» – 4901;

3) «დიდი ბრიტანეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის ბოლომდე» – 3135;

4) «ესპანეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – 2184;

5) «საფრანგეთის რევოლუციის ისტორია» – 2115 შემოსვლა.

2016 წლის დასაწყისში (12 იანვარს):

1) «თურქეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – მკითხველების 7105 შემოსვლა;

2) «რომანტიზმი ევროპულ ლიტერატურაში და გერმანელი რომანტიკოსები» – 6862;

3) «დიდი ბრიტანეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის ბოლომდე» – 3976;

4) «რეფორმაციის ისტორია» – 2709;

5) «საფრანგეთის რევოლუციის ისტორია» – 2679 შემოსვლა.

2017 წლის დასაწყისში (12 იანვარს) კი:

1) «რომანტიზმი ევროპულ ლიტერატურაში და გერმანელი რომანტიკოსები» – მკითხველების 8642 შემოსვლა;

2) «თურქეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – 8574;

3) «დიდი ბრიტანეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის ბოლომდე» – 4914;

4) «რეფორმაციის ისტორია» – 3437;

5) «საფრანგეთის რევოლუციის ისტორია» – 3410 შემოსვლა.

თურქეთის ისტორიისადმი ბლოგის მომხმარებელთა ასე განსაკუთრებულად მაღალი ინტერესი ჩემთვის, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი იყო. აქ უფრო მეტად თურქეთში წასულთა ან წამსვლელების, და კიდევ სტუდენტების მონდომება უნდა იყოს. ამ უკანასკნელთ კი, როგორც ჩანს, თავიანთი პროფესორ-მასწავლებლები ავალებენ განსაკუთრებული ყურადღების სწორედ თურქეთისა და მისი ისტორიისადმი მიქცევას, ან კიდევ, თავად ისინი თავიანთ შემდგომ კარიერულ წინსვლას თურქეთთან აკავშირებენ. ამას მომავალი გვიჩვენებს.

II. რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების საკითხები 

ეს თემა მეორე ადგილს იკავებს ბლოგში როგორც ატვირთული წერილობითი მასალების როდენობის, ისე მათში მკითხველების შემოსვლის რაოდენობის მიხედვითაც. მასში დღეისთვის სულ 117 წერილობითი მასალაა ატვირთული, რაც საერთოდ ასეთი მასლების 30,15 % შედგენს, და ამ წერილებში მკითხველების 22130 შემოსვლაა დაფიქსირებული ამა წლის 12 იანვრის მდგომარეობით, რაც საერთოდ წერილობით მასალებში შემოსვლის 19,93 %-ია. მკითხველების შემოსვლის რაოდენობის მიხედვით ამ თემის წერილების პირველი ოცეული შემდგაირად წარმოგვიდგება:

1) აკადემიკოსი დუბროვინი – «გიორგი XII საქართველოს უკანასკნელი მეფე და მისი შემოერთება რუსეთთან» (ნაწილი I) – [ბლოგზე ატვირთვის თარიღი 17.01.11] – {მკითხველების შემოსვლა 12.01.17-ის ჩათვლით – 2509};

2) «რუსეთის ისტორია რევოლუციისა და სამოქალაქო ომის წლებში» (ნაწილი I) – [01.11.10] – {1600};

3) აკადემიკოსი დუბროვინი – «გიორგი XII საქართველოს უკანასკნელი მეფე და მისი შემოერთება რუსეთთან» (ნაწილი II) – [01.02.11] – {1279};

4) «ტფილისის გუბერნია და მისი მაზრები 1890-იანი წლების მიწურულს» – [10.01.11] – {891};

5) «ქუთაისის გუბერნია, მისი მაზრები და ოკრუგები 1890-იანი წლების მიწურულს» – [10.01.11] – {861};

6) «ქართული ისტორიოგრაფია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა შესახებ» (ნაწილი I) – [05.12.10] – {859};

7) «რუსეთის ისტორია რევოლუციისა და სამოქალაქო ომის წლებში» (ნაწილი II) – [15.11.10] – {736};

8) «ნიკოლოზ დუბროვინი აფხაზების შესახებ» (ნაწილი II) – [01.11.10] – {683};

9) «რუსეთის ისტორია რევოლუციისა და სამოქალაქო ომის წლებში» (ნაწილი III) – [15.11.10] – {606};

10) «ქართული ისტორიოგრაფია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა შესახებ» (ნაწილი II) – [06.12.10] – {567};

11) «ნიკოლოზ დუბროვინი აფხაზების შესახებ» (ნაწილი I) – [01.11.10] – {531};

12) «ოსები და ოსეთი, რუსი ავტორების მიხედვით, XIX საუკუნის მიწურულს» – [10.01.11] – {499};

13) «გეორგიევსკის ტრაქტატზე წარმოდგენის გაყალბება ქართულ ისტორიულ აზროვნებაში» – [26.11.10] – {475};

14) «საქართველოსა და რუსეთის ისტორიულ ურთიერთობათა შესახებ» – [26.11.10] – {468};

15) Соломон Лекишвили – «Когда возник термин “Южная Осетия”»? – [21.03.11] – {427};

16) «აკადემიკოსი დუბროვინი საქართველოში აღა-მაჰმად-ხანის შემოჭრისა და მისი მახლობელი მოვლენების შესახებ» – [20.03.14] – {400};

17) «პოლკოვნიკი ბურნაშოვი საქართველოს შესახებ» – [01.11.10] – {394};

18) «ზოგიერთი ინფორმაცია მოკლედ რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების შესახებ XVIII-XIX საუკუნეებში» (ნაწილი II) – [06.12.10] – {372};

19) «ზოგიერთი ინფორმაცია მოკლედ რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების შესახებ XVIII-XIX საუკუნეებში» (ნაწილი I) – [06.12.10] – {361};

20) «ქართული საზოგადოება საქართველოს რუსეთთან შეერთების ხანაში» (ნაწილი I) – [01.06.12] – {351}.

ზემოთ მოყვანილი მონაცემებიდან ჩანს, რომ ბევრი მასალა მათ შორის ცალკეულ ნაწილებად იქნა გამოქვეყნებული და მათი დანარჩენი ნაწილები პირველი ოცეულის ფარგლებს გარეთ დარჩა. ამიტომ ქვემოთ წარმოვადგენ უკვე სხვა სახის მონაცემებს, სადაც ნაწილ-ნაწილ ატვირთული ეს მასალები უკვე მთლიანად იქნება დასახელებული და მათში მკითხველთა შემოსვლების საერთო რაოდენობაც შეჯამებული სახით გამოხატული. თანაც აკადემიკოს დუბროვინის წიგნები «გიორგი XII საქართველოს უკანასკნელი მეფე და მისი შემოერთება რუსეთთან» და «კავკასიაში ომისა და რუსების მფლობელობის ისტორია» (II და III ტომები) ბლოგზე გამოვაქვეყნე როგორც ცალკეულ თავებად, ისე შემდეგ ერთიანად, რამდენიმე ნაწილად, რა თქმა უნდა, როგორც ამას მათი მოცულობა მოითხოვდა. შესაბამისად, თითოეულ ამ წიგნში მკითხველთა შემოსვლების რაოდენობა შეჯამებული სახით იქნება წარმოდგენილი. ამ მონაცემების გაცნობამ დამარწმუნა, რომ ცალკეულ თავებად მათი გამოქვეყნების შემდეგ იგივე მკითხველები მათში უკვე ნაკლებად შემოდიოდნენ, რის გამოც ასეთ პირდაპირ შეჯამებას აზრი აქვს. თუმცა კი, უფრო მეტი თვალსაჩინოებისათვის შევეცდები მათთან შენიშვნის სახით ცალკეულ თავებად გამოქვეყნებისა და ერთად გამოქვეყნების შეჯამებული მონაცამებიც ასევე წარმოვადგინო.

ამრიგად, მთლიანად აღებულ თითოეულ მასალაში მკითხველების შემოსვლათა რაოდენობის მიხედვით ადგილების განაწილება შემდეგი იქნება:

1) აკადემიკოსი დუბროვინი – «გიორგი XII საქართველოს უკანასკნელი მეფე და მისი შემოერთება რუსეთთან» – [ბლოგზე ქვეყნდებოდა 17.01.11-დან 03.03.12-ის ჩათვლით] – {მკითხველების შემოსვლები საერთო ჯამში 5753} (მათ შორის, ცალკეულ თავებად გამოქვეყნებისას შემოსვლების საერთო რაოდენობა გახლავთ 4926, ხოლო შემდეგ გაერთიანებული სახით ატვირთვისას /ნაწილები I-V/ მხოლოდ 827);

2) პროფ. ანატოლი სმირნოვი – «რუსეთის ისტორია რევოლუციისა და სამოქალაქო ომის წლებში» (ნაწილები I-III) – [(01-15).11.10] – {2942};

3) «ქართული ისტორიოგრაფია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა შესახებ» (ნაწილები I-VI) – [(05-08).12.10] – {2268};

4) თავადი ვსევოლოდ მასალსკი – ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიები მათი მაზრებითა და ოკრუგებით, აგრეთვე საქართველოს საეგზარქოსო (ნაწილები I-III) – [(10-11).01.11] – {1829};

5) «ნიკოლოზ დუბროვინი აფხაზების შესახებ» (ნაწილები I-IV) – [01.11.10] – {1731};

6) აკადემიკოსი დუბროვინი – «კავკასიაში ომისა და რუსების მფლობელობის ისტორია» (ტომი III) – [20.03.14 – 06.11.16] – {1206} (მათ შორის ცალკეულ თავებად ატვირთისას საერთო შემოსვლა იყო 1109, მთლიანად ატვირთვის /ნაწილები I-IX/ შემდეგ კი 97);

7) აკადემიკოსი დუბროვინი – «კავკასიაში ომისა და რუსების მფლობელობის ისტორია» (ტომი II) – [08.09.12 – 15.11.13] – {1201} (მათ შორის ცალკეულ თავებად ატვირთისას საერთო შემოსვლა იყო 778, მთლიანად ატვირთვის /ნაწილები I-VI/ შემდეგ კი 423);

8) «ზოგიერთი ინფორმაცია მოკლედ რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების შესახებ XVIII-XIX საუკუნეებში» (ნაწილები I-III) – [06.12.10] – {933};

9) ნიკოლოზ დუბროვინი ქართველების შესახებ (ეს მასალა დასამთავრებელია) – [17.03.14 – 07.12.16] – {665};

10) «ოსები და ოსეთი, რუსი ავტორების მიხედვით, XIX საუკუნის მიწურულს» – [10.01.11] – {499};

11) «გეორგიევსკის ტრაქტატზე წარმოდგენის გაყალბება ქართულ ისტორიულ აზროვნებაში» – [26.11.10] – {475};

12) «საქართველოსა და რუსეთის ისტორიულ ურთიერთობათა შესახებ» – [26.11.10] – {468};

13) «ქართული საზოგადოება საქართველოს რუსეთთან შეერთების ხანაში» (ნაწილები I-II) – [01.06.12] – {450};

14) Соломон Лекишвили – «Когда возник термин “Южная Осетия”»? – [21.03.11] – {427};

15) «გეორგიევსკის ტრაქტატი – საქართველოზე რუსეთის იმპერიის მფარველობის ხელშეკრულება» – [26.11.10] – {284};

16) «ბაგრატ ბატონიშვილის ცნობები საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ» – [23.08.11] – {276};

17) «კომენტარი ზურაბ ავალიშვილის წიგნის “საქართველოს დამოუკიდებლობა...” ხელახლა გამოცემაზე» – [03.06.11] – {150};

18) «აკადემიკოსი დუბროვინი XIX საუკუნის შუახანებში ოსთა განსახლების შესახებ» – [11.12.12] – {57};

19) «იოჰან გიულდენშტედტის ზოგიერთი ცნობა და მოსაზრება საქართველოს შესახებ» (ნაწილები I-II) – [(08-09).16] – {34}; 

20) «რუსი ისტორიკოსების ხედვა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისა გასულ საუკუნეებში» (ნაწილები I-II) – [30.06.16] – {25}.

ზემოთ მოყვანილი შეჯამებული ინფორმაციიდან ჩანს, რომ მთლიანობაში რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობებისადმი ბლოგის მკითხველთა ინტერესი ასევე საკმარისად მაღალია. სახელდობრ, აკადემიკოს დუბროვინის წიგნის თარგმანი «გიორგი XII საქართველოს უკანასკნელი მეფე და მისი შემოერთება რუსეთთან» საერთო ჯამში მასში მკითხველების 5753 შემოსვლით, «ევროპული რომანტიზმისა» და «თურქეთის ისტორიის» შემდეგ მესამე ადგილს იკავებს და დამაჯერებლადაც უსწრებს წინ დიდი ბრიტანეთისა და რეფორმაციის ისტორიაზე გამოქვეყნებულ წერილებს. თუმცა კი, როცა ამ წიგნის ცალკეულ ნაწილებში მკითხველთა შემოსვლების სურათს ჩავუკვირდებით, ვნახავთ, რომ ამ თხზულების დასაწყის თავებში, რომლებშიც თელავში გარდაცვლილი ერეკლე მეფის დატირება, მცხეთაში მისი გადმოსვენება და დაკრძალვაა დაწვრილებით აღწერილი, აგრეთვე გიორგი ბატონიშვილის სამეფო ტახტზე დამკვიდრება და მისი მახლობელი სხვა მოვლენები, მკითხველების შესაბამისად 2509 და 1279 შემოსვლაა, ხოლო დანარჩენ თავებში კი, სადაც საქართველოს მთელი იმდროინდელი ისტორიაა აღწერილი აქ სამეფო ტახტის გაუქმებისა და რუსული მმართველობის დამყარების ჩათვლით, შემოსვლების რაოდენობა 78-დან 271-მდე მერყეობს. ეს კი სულაც ვერ იქნება გასახარებელი, ვინაიდან ის ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წარსულ ცხოვრებას შეეხება და, ამიტომ, არათუ უბრალოდ საინტერესო უნდა იყოს ქართველი მკითხველისთვის, არამედ მას სისხლ-ხორცეულადაც უნდა ეხებოდეს, თუმცა კი სურათი ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, მნიშვნელოვნად განსხვავებულია. 

მკითხველების ასევე შედარებით მაღალი შემოსვლაა სულ უკანასკნელ წლებში გარდაცვლილი პროფესორის ანატოლი სმირნოვის მიერ მირქმის სახელობის სასულიერო სემინარიაში წაკითხული ლექციების კურსის «რუსეთის ისტორია» თარგმანში, რომელიც 1917-1937 წლების პერიოდს მოიცავს, თუმცა კი მე ის გამოვაქვეყნე ბლოგზე სათაურით «რუსეთის ისტორია რევოლუციისა და სამოქალაქო ომის წლებში». ამ თარგმანში საერთოდ მკითხველების 2942 შემოსვლაა, და ჯერჯერობით განხილული თემების მიხედვით, ის მე-8 ადგილს იკავებს «საფრანგეთის რევოლუციის ისტორიის» შემდეგ და სულ ერთი ქულით უსწრებს მე-9 ადგილზე მყოფ «ესპანეთის ისტორიას». ამასთან ვიტყვით, რომ ეს თარგმანი სამ ნაწილადაა ბლოგზე ატვირთული და მის პირველ ნაწილში, რომელიც უშუალოდ 1917 წლის და მის მახლობელ მოვლენებს შეეხება, მკითხველების ორჯერ მეტი შემოსვლაა ნაჩვენები (1600), ვიდრე დანარჩენ ორ ნაწილში (შესაბამისად, 736 და 606 შემოსვლა).

მესამე ადგილზეა უკვე ჩემი ნაშრომი «ქართული ისტორიოგრაფია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ», რომელიც ბლოგზე ექვს ნაწილად გამოქვეყნდა 2010 წლის დეკემბერში. მასში საკუთრივ ჩემი მსჯელობა ძალიან ცოტაა და მთელი თხრობა კი ძირითადად ქართველი ისტორიკოსების (პროფესორების იასე ცინცაძის, ვალერიან მაჭარაძისა და გიორგი პაიჭაძის) თხრობაზეა დაფუძნებული, უფრო სწორედ, მათი მსჯელობების გადმოცემაა რუსეთ-საქართველოს იტორიის მთელ რიგ საკვანძო თემებზე XVIII საუკუნეში, აგრეთვე პლატონ იოსელიანის თხრობაზეც, რომელიც უკვე XIX საუკუნის მოვლენებსაც ეხება. ნაშრომი ისეა აგებული, რომ თითოეულ საკითხზე თავიდან შესაბამისი ამონარიდია სრულად მოყვანილი ივანე ჯავახიშვილის წიგნიდან «დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში», რომელიც თბილისში 1919 წელს იქნა გამოქვეყნებული, ხოლო შემდეგ კი საბჭოთა პერიოდის ზემოხსენებული ქართველი ისტორიკოსების მსჯელობანი იმავე საკითხებზე, საიდანაც ჩანს, რომ, სამხუხაროდ, ივ. ჯავახიშვილი აშკარად ტყუოდა და შეგნებულად ანტირუსეთულად აყალბებდა ნამდვილ ისტორიას. შემდეგ კი, პლატონ იოსელიანის წიგნიდან «ცხოვრება გიორგი მეცამეტისა» მოყვანილია როგორც XVIII, ისე XIX საუკუნეების საქართველოს ისტორიის გარკვეული მოვლენების აღწერა, უფრო სრული და ნათელი სურათის შესაქმნელად.

ივანე ჯავახიშვილის მიერ ნამდვილი ისტორიის ეს გაყალბებანი აშკარად ჩანს იქიდან, რომ ზემოხსენებული ქართველი პროფესორები უხვად იშველიებენ ამონარიდებს ისტორიული დოკუმენტებიდან, და ისე ამაგრებდნენ თავიანთ მსჯელობას, ივ. ჯავახიშვილს კი თითქმის არ მოყავს ასეთი ამონარიდები და ძირითადად მხოლოდ საკუთარ თხრობას სთავაზობს მკითხველს. მისი ასეთი საქციელი შეიძლება აიხსნას იმით, რომ მაშინ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სულაც არ იყო თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო, არამედ ის ჯერ კაიზერული გერმანიის უმაღლეს ძალაუფლებას ექვემდებარებოდა, ხოლო შემდეგ კი, პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებული «ანტანტის» ქვეყნებისა, უფრო მეტად – დიდი ბრიტანეთის, რომლის საჯარისო კონტინგნტიც იდგა საქართველოში. თუმცა კი ეს სახელმწიფოები მაშინ ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში დიდად არ ერეოდნენ, რაც ერთგვარად მისი დამოუკიდებლობის ილუზიას ქმნიდა, მაგრამ საქართველოს მაშინდელ საგარეო პოლიტიკას კი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავდნენ. ორივე ეს სახელმწიფო რუსეთის დასუსტებითა და დაშლით იყო დაინტერესებული, რაც ბევრ რამეში აისახებოდა, მათ შორის ივ. ჯავახიშვილის ზემოხსენებულ წიგნშიც.

რაც შეეხება იმას – ივ. ჯვახიშვილი შეგნებულად ცრუობდა XVIII საუკუნეში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ძირეული საკითხების გადმოცემასა და შეფასებაში, თუ უბრალოდ ცდებოდა იმის გამო, რომ მას იმ ხანად რუსეთში არსებულ საარქივო მასალებზე ხელი არ მიუწვდებოდა, მე პირადად პირველი ვერსიისკენ უფრო ვიხრები იმ მიზეზის გამო, რომ არსებობდა მანამდე რუსეთში გამოქვეყნებული საკმარისად ვრცელი ლიტერატურა, რომელიც ასეთი მსჯელობის საფუძველს სულაც არ იძლეოდა, და, ამასთან ერთად გამოქვეყნებული იყო პროფ. ალექსანდრე ცაგარელის რამდენიმე ტომიანი წიგნი – ისტორიული დოკუმენტების კრებული «Грамоты и другие исторические документы XVIII столетия, относящиеся к Грузии», რომლებიც ასევე ამ ურთიერთობების სულ სხვა სურათს იძლეოდა.

მთლიანად ამ ნაშრომში ბლოგის მკითხველების 2268 შემოსვლაა, და ის ჯერჯერობით 13-ე ადგილზე შეგვიძლია დავაყენოთ მასალების საერთო ჩამონათვალში (ევროპული ქვეყნების ისტორიისა და რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების თემების გათვალისწინებით) «რევოლუციის შემდეგ საფრანგეთის ისტორიასა» (2504 შემოსვლა) და «იტალიის ისტორიას» (1527) შორის.

მკითხველთების შემოსვლათა მიხედვით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიის თემაში მე-4 ადგილს იკავებს წერილების კრებული საერთო პირობითი სახელწოდებით «ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიები 1890-იანი წლების მიწურულს, მათი მაზრებითა და ოკრუგებით; აგრეთვე საქართველოს საეგზარქოსო», რომლებიც ბროქჰუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის შესაბამისი ტომებიდან იქნა თარგმნილი, და რომელთა უმრავლესობაც თავად ვსევოლოდ მასალსკის კალამს ეკუთვნის. 2011 წლის იანვარში ბლოგზე გამოქვეყნებულ ამ წერილებში დღეისთვის ჯამში მკითხველთა 1829 შემოსვლაა ნაჩვენები და ის ამ მხრივ «იტალიის ისტორიასაც» წინ უსწრებს (ანუ ჯერჯერობით საერთო ჩამონათვალში 14-ე ადგილზე შეგვიძლია დავაყენოთ).

ამავე თემაში მე-5 ადგილზეა აკადემიკოს დუბროვინის ვრცელი წერილის «აფხაზები (აზეგა)» თარგმანი ჩემი შესავლით, სადაც შევეცადე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მთელი რიგი საკვნძო ურთიერთობები წარმომედგინა მკითველისთვის, როგორც მათ ვხედავ და მესმის, მათ შორის ბევრი ისეთი კუთხით, რაც დღევანდელ ქართულ საზოგადოებას სულ სხვანაირად აქვს მავანთა და მავანთა მხრიდან ჩაგონებული. თვითონ ნიკოლოზ დუბროვინის ვრცელი წერილი კი ოთხი თავისგან შედგება (80 ნაბეჭდ გვერდზე მეტი დედანში) და XIX საუკუნის აფხაზური საზოგადოების ცხოვრების მრავალ მხარესა და საკითხს მოიცავს. ეს წერილი მოთავსებულია აკადემიკოს დუბროვინის წიგნის «კავკასიაში ომისა და რუსების მფლობელობის ისტორია» (რუსულ ენაზე, I ტომის მე-2 წიგნში /1871 წ/). ის 2010 წლის ნოემბერშია ბლოგზე გამოქვეყნებული და დღესდღეობით მასში მკითხველების 1731 შემოსვლაა, რითაც ის ასევე უსწრებს «იტალიის ისტორიის» ანალოგიურ მაჩვენებელს და ჯერჯერობით 15-ე ადგილს იკავებს მასალების საერთო ჩამონათვალში. 

რუსეთ-საქართველოს ისტორიულ ურთიერთობათა თემაში შემდეგ ადგილებზე მოდის აკადემიკოს დუბროვინის წიგნის «კავკასიაში ომისა და რუსების მფლობელობის ისტორია» III და II ტომები, შესაბამისად, მთლიანობაში მკითხველების 2006 და 2001 შემოსვლით. ჩემი აზრით, ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია ამ ტომებისთვის. II ტომი მოიცავს პერიოდს 1782 წლის მიწურულიდან, ანუ გეორგიევსკის ტრაქტატის პროექტის მზადების შესახებ თავად პოტიომკინის მიერ ერეკლე მეფისთვის შეტყობინებიდან – 1790-იანი წლების დასაწყისში ირანის ტახტზე აღა-მაჰმად-ხანის დამკვიდრების ჩათვლით. ეს თარგმანი ბლოგზე ცალკეულ თავებად და შემდეგ კი მთლიანად 2012 წლის სექტემბრიდან 2013 წლის ნოემბრის ჩათვლითაა ატვირთული, და დღეისთვის მასში მკითხველების 1201 შემოსვლაა. თანაც შემოსვლების უფრო მაღალი მაჩვენებელია პირველ თავებში, სადაც გეორგიევსკის ტრაქტატის დადებასა და თბილისში გენერალ-პორუჩიკ პავლე პოტიომკინის სტუმრობაზე, აგრეთვე ჭარ-ბელაქანში რუს-ქართველთა ერთობლივ ლაშქრობაზეა საუბარი (საერთო ჯამში შესაბამისად 445 და 232 შემოსვლა); შემდეგ მალევე VI თავში, სადაც ჩეჩნეთში შეიხ-მანსურის გამოჩენასა და მის პირველ საქმეებზეა ლაპარაკი (164 შემოსვლა); აგრეთვე ბოლო XVI თავში, რომელშიც ირანში შიდა ბრძოლებისა და ტახტზე აღა-მაჰმად-ხანის დამკვიდრების თაობაზეა მოთხრობილი (მკითხველების 142 შემოსვლა). დანარჩენი თავებისადმი ყურადღება კი შედარებით ან სულაც მნიშვნელოვნად ნაკლებია. სახელდობრ, მათ მიეკუთვნება წიგნის V, VIII და XI თავები, რომლებშიც გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ ქართლ-კახეთში ლეკიანობის გაძლიერებასა და სამეფოს მძიმე მდგომარეობის შესახებაა საუბარი, აგრეთვე დანარჩენი თავები, რომლებშიც ძირითადად საქართველოს გარეთ – ჩრდილო-კავკასიაში, სამხრეთ რუსეთსა და ირანში – მიმდინარე მოვლენებია აღწერილი, მაგრამ იქაც ხომ რუსეთის სახელმწიფოსა და მისი ჯარების, მისი პოლიტიკის საქმიანობას გადმოსცემდა ავტორი. მათი გაცნობა თუნდაც იმისთვის არის აუცილებელი და სასარგებლო ქართული საზოგადოებისათვის, რომ ჩვენში ხშირად გაისმის ხოლმე ბრალდებები ისტორიული რუსეთის მიმართ – მაშინ რუსეთმა ესა და ეს რატომ არ გაგვიკეთაო, და ამ დროს არც კი აინტერესებთ, თუ თავად რუსეთი იმ ხანებში რა საქმეებში, რა პრობლემებსა და გაჭირვებებში იყო გახვეული, და შეეძლო თუ არა ჩვენი ქვეყნისთვის იმ სამსახურის გაწევა, რაც ასეთ ქართველებს უნდათ და ეპიტნავებათ. 

იგივე შეიძლება ითქვას აკადემიკოს დუბროვინის აღნიშნული წიგნის III ტომზეც, სადაც 2014 წლის მარტიდან 2016 წლის ნოემბრის ჩათვლით ცალკეულ თავებად და შემდეგ ერთადაც მისი გამოქვეყნების მერე დღემდე მასში მკითხველების 1206 შემოსვლაა. მათგან ყველაზე მეტი შემოსვლაა იმ წერილებში, რომლებიც 1795 წლის სექტემბერში აღა-მაჰმად-ხანის საქართველოში შემოჭრასა და მის შემდეგ რუსეთ-ირანის გართულებულ ურთიერთობებს შეეხება (შესაბამისად, მკითხველების 400 და 190 შემოსვლა), დანარჩენ თავებში კი ეს მაჩვენებელი 52-დან 8-მდე მცირდება. წიგნის ერთად ცხრა ნაწილად გამოქვეყნების შემდეგ კი მის წალკეულ ნაწილებში შემოსვლების რაოდენობა 5-დან 18-მდე იცვლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკანასკნელ წლებში ბლოგის მკითხველებისთვის რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების თემა ნაკლებ მიმზიდველი და საინტერესო გახდა. არადა სწორედ ამ ტომის მეორე ნახევარშია გადმოცემული აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთთან შეერთების ისტორია – მისი გამომწვევი მიზეზები, წინაპირობები და ამ შეერთების კვალდაკვალ საქართველოში განვითარებული მოვლენები. უშუალოდ ამ საითხებს ტომის მეორე ნახევარში ათი თავი ეძღვნება და მათში მკითხველების შემოსვლის მაჩვენებელი 21-დან 8-მდე თანდათანობით მცირდება. თუმცა კი ეს წერილები არც არის ძალიან დიდი ხანი, რაც ბლოგზე იქნა გამოქვეყნებული – 2015 წლის აპრილის ბოლოდან 2016-ის სექტემბრის ჩათვლით, და შესაძლოა მათში მკითხველების შემოსვლა მომავალში უფრო მნიშვნელოვნადაც გაიზარდოს.

რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების თემატიკაში მე-8 ადგილზე გამოდის წერილი «ოსები და ოსეთი, რუსი ავტორების მიხედვით, XIX საუკუნის მიწურულს», რომელიც ბლოგზე 2011 წლის იანვარში იქნა ატვირთული და მასში ექვსი წლის თავზე (2017 წლის იანვარში) მკითხველების 499 შემოსვლაა დაფიქსირებული. ეს გახლავთ სამი წერილის თარგმანი ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონიდან, რომელსაც ბოლოში ჩემი ვრცელი შენიშვნები და კომენტარებიც ერთვის. მათში შევეცადე დამეცვა ქართული სამართლიანი ინტერესები, რის შესაძლებლობასაც იმ ხანებში ჩემი ცოდნა და გამოცდილება მაძლევდა. მოგვიანებით ვნახე და გადმოვთარგმნე ოსების შესახებ აკადემიკოს დუბროვინის ვრცელი წერილის პირველი თავი, რომლის ბოლოშიც გამოჩენილი რუსი ისტორიკოსი, გენერალ-ლეიტენანტი და აკადემიკოსი, ჯერ კიდევ 1871 წელს გამოქვეყნებულ ამ წიგნში («კავკასიაში ომისა და რუსების მფლობელობის ისტორია» /I ტომი, წიგნი 1-ლი/), მკაფიოდ და გარკვევით წერს იმის შესახებ, რომ სამხრეთელი ოსები საქართველოში ჩამოსახლებული ოსები არიან, რომლებიც თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში სახნავ-სათესი მიწების უკიდურესი სიმცირის გამო საქართველოში ჩამოესახლენ და ქართველი თავადების კაბალაში მისცეს თავიო. იგი ასახელებს იმ ხეობებს, რომლებშიც ეს სამხრეთელი ოსები სახლობდნენ, და, მათ შორის, მაღრან-დვალეთის ხეობასაც (Магла-долетское ущелье), რომელიც იმ ხანად, როგორც XIX საუკუნის რუკებიდან ჩანს, ტფილისის გუბერნიაში უკვე აღარ შემოდიოდა. თუმცა კი რუსეთის მთავრობამ გუნერნიის შემადგენლობაში შემოიყვანა ზაქათალის ოკრუგი (ჭარ-ბელაქანი), რომელიც საუკუნეების წინ შაჰ-აბასმა წაართვა კახეთის სამეფოს, და რომელიც მის შემდეგ საქართველოზე ლეკთა თავდასხმების მეწინავე რაიონს წარმოადგენდა. ამ «კრაზანების ბუდის» მოსპობა ერეკლე მეფეს სანუკვარ ოცნებად ჰქონდა გადაქცეული და მის შესახებ იგი ბევრსაც ევედრებოდა რუსეთის იმპერიის ხელისუფალთ.

ამავე თემატიკაში მკითხველების დაინტერესების მიხედვით მე-9 ადგილს იკავებს შედარებით მცირე მოცულობის წერილი «გეორგიევსკის ტრაქტატზე წარმოდგენის გაყალბება ქართულ ისტორიულ აზროვნებაში», რომელიც 2010 წლის ნოემბრის ბოლოს იქნა ბლოგზე გამოქვეყნებული, ხოლო ამა წლის იანვარში კი მასში მკითხველების 475 შემოსვლაა ნაჩვენები. წერილი ეხება ივ. ჯავახიშვილის მიერ 1919 წელს გამოქვეყნებულ ზემოხსენებულ წიგნში გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ ქართული საზოგადოების ცოდნისა და მისდამი დამოკიდებულების გაყალბებას, რაც ამ ხელშეკრულების მხოლოდ იმ მუხლებისა და პუნქტების გადმოცემით მიიღწეოდა, რომლებიც ქართველ ისტორიკოსს აწყობდა, რომ ქართველებს სცოდნოდათ და მათზე ყურადღება განსაკუთრებით გაემახვილებინათ. ეს მუხლები და პუნქტები ძირითადად რუსეთის საიმპერიო მთავრობის მოვალეობებს შეეხებოდა ქართლ-კახეთის სამეფოს მიმართ. ამავე დროს, მის მსჯელობაში მიფუჩეჩებული იყო, ან საერთოდაც მიჩუმათებული (უგულვებელყოფილი) უკვე ქართლ-კახეთის მეფის მოვალეობანი რუსეთის ტახტის წინაშე, და განსაკუთრებით, ტრაქტატის პირველივე მუხლი, რომელზედაც კრინტს არ ძრავდა ივ. ჯავახიშვილი. ასევე სხვა მუხლებიც, ერეკლე მეფის საზეიმო ფიცი რუსეთის საიმპერატორო ტახტისადმი ერთგულებაზე და სხვა. 

რუსეთ-საქართველოს ისტორიულ ურთიერთობათა თემატიკაში მკითხველების შემოსვლის მიხედვით 10-ე ადგილზეა ასევე შედარებით მცირე წერილი «საქართველოსა და რუსეთის ისტორიულ ურთიერთობათა შესახებ», რომელიც თავის დროზე საეკლესიო ჟურნალ «ქვაკუთხედში» გამოქვეყნებისთვის იქნა დაწერილი, თუმცა კი ჟურნალის რედაქციამ მისი გამოქვეყნება არ ისურვა (ისევე როგორც გეორგიევსკის ტრაქტატის თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნილი ტექსტისა და ამ ტრაქტატზე ქართული საზოგადოების დამოკიდებულების გაყალბების შესახებ წერილისა, რომელის მიმართაც ბლოგის მკითხველების ინტერესი შედარებით მაღალია, და რომლის შესახებაც სწორედ ზემო აბზაცში ვისაუბრეთ). ამ წერილში მოყვანილია ამონარიდები არსებული ისტორიული ნაშრომებიდან, მათ შორის პლატონ იოსელიანის ზემოხსენებული წიგნიდან და ფრანგი კომერსანტისა და დიპლომატის ჟაკ ფრანსუა გამბას «საქართველოში მოგზაურობიდან», საიდანაც აშკარად ჩანს, რომ ჩვენში არსებული ანტირუსეთული განწყობები ისტორიულ სინამდვილეს სულაც არ შეესაბამება, და რომ რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების კარგად შესწავლაა აუცილებელი უკანასკნელ ათწლეულებში ჩვენს თავზე დატეხილი სისხლიანი კონფლიქტების ბუნებასა და ხასიათში კარგად გარკვევისთვის, აგრეთვე შემდგომი კონფლიქტებისა და უბედურებათა თავიდან ასაცილებლად, ღვთის წინაშე შეძლებისდაგვარად სიმართლითა და ცილისმწამებლობის გარეშე სიარულისთვის. თუმცა კი, როგორც ვთქვი, 2009 წლის დასაწყისში საეკლესიო ჟურნალმა, რომელიც ძირითადად საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის წერილებს აქვეყნებს, ამ წერილის გამოქვეყნება არ ისურვა. არადა ღვთის მცნებების დაცვითა და მათი მიყოლით, სიმართლის გარკვევითა და ცილისმწამებლობისგან თავის არიდებით უწინარეს ყოვლისა სწორედ ჩვენი ეკლესიის მესვეურები და საეკლესიო წრეები უნდა იყვნენ დაინტერესებული და მასზე ზრუნავდნენ. საქმით კი, სამწუხაროდ, ასე არ ყოფილა. ბლოგზე ეს წერილი 2010 წლის ნოემბრის ბოლოს ავტვირთე და 2017 წლის დასაწყისის მდგომარეობით მასში მკითხველებს 468 შემოსვლაა ნაჩვენები.

შემდეგ მოდის აკადემიკოს დუბროვინის ვრცელი წერილის თარგმანი «ქართველური ტომი» 1871 წელს გამოქვეყნებული მისივე წიგნიდან «კავკასიაში ომისა და რუსების მფლობელობის ისტორია» (რუსულ ენაზე, ტომი I, წიგნი მე-2), რომელიც დედანში 204 ნაბეჭდ გვერდს შეიცავს (წიგნის 114-დან 318 გვერდამდე) და რამდენიმე განყოფილებისგან შედგება. პირველ განყოფილებაში (ხუთი თავი) ზოგადად ქართველებზეა საუბარი (ძირითადად აღმოსავლეთ ქართველებზე, წიგნის 99 გვერდი), მეორეში – დასავლეთ ქართველებზე (ოთხი თავი, წიგნის 66 გვერდი), და მესამე განყოფილებაში კი – თუშ-ფშავ-ხევსურებზე (სამი თავი, წიგნის 39 გვერდი). თუმცა კი ამ წერილის ბოლო თავი ჯერ სათრგმნი მაქვს, მაგრამ მის დანარჩენ ნაწილებში, რომლებიც ბლოგზე 2014 წლის მარტიდან 2016-ის ნოემბრის ჩათვლითაა გამოქვეყნებული, მკითხველების საერთო ჯამში 665 შემოსვლაა ნაჩვენები.

12-ე ადგილზე გამოდის უკვე შედარებით ვრცელი წერილი «ქართული საზოგადოება საქართველოს რუსეთთან შეერთების ხანაში», რომელიც XVIII და XIX საუკუნეების ევროპელი, რუსი და ქართველი ავტორების წიგნებიდან ამოღებული ამონარიდების კრებულს წარმოადგენს, სადაც ისინი მაშინდელი ქართველობის შესახებ საუბრობენ. ეს ავტორები არიან შარლ დე გრაი დე ფუა, მეფე არჩილ II, იაკობ რაინეგსი, აკადემიკოსი დუბროვინი, გენერალ-პორუჩიკი პოტიომკინი, პოლკოვნიკი ბურნაშოვი, პლატონ იოსელიანი, ჟაკ ფრანსუა გამბა, კარლ კოხი, აკაკი წერეთელი. ნაშრომი 2012 წლის ივნისის დასაწყისში იქნა ბლოგზე ორ ნაწილად გამოქვეყნებული და 2017-ის დასაწყისში მასში მკითხველების 450 შემოსვლაა. შემდეგ მოდის სხვა მასალები. 

III. რუსეთ-საქართველოს თანამედროვე ურთიერთობების საკითხები 

ეს თემატიკა წერილობითი მასალების რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილს იკავებს ბლოგზე (სულ 123 მასალა, რაც მთელი წერილობითი მასალების 31,7 %-ია), ხოლო მათში მკითხველების შემოსვლათა საერთო რაოდენობის მიხედვით კი – მესამე ადგილს (სულ 18189 შემოსვლა, საერთოდ შემოსვლების 16,4 %-მდე). მათში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს წერილების თარგმნებს თანამედროვე რუსი ისტორიკოსისა და პოლიტოლოგის ნატალია ალექსის ასულ ნაროჩნიცკაიას საიტიდან (საერთო ჯამში 70-ზე მეტი წერილი), რომელთა უდიდესი უმრავლესობაც მის კალამს ეკუთვნის, თუმცა კი მათში არის სხვა რუსი ავტორების წერილებიცა და დასავლელ ავტორთა წერილთების რუსულ ენაზე თარგმანებიც, რომლებიც დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობათა თემატიკას შეეხება. ეს ქალბატონი საკითხებს განიხილავს ისტორიული, სამართლებრივი და ქრისტიანული ცოდნის შუქზე, რაც მათი პანორამულად დანახვის შესაძლებლობას იძლევა (ქვემოთ ამ წერილებს ფრჩხილებში ექნება აღნიშვნა /ნ. ნ. საიტიდან/). ამ თემატიკაში ძირითადად ცალკეული წერილებია ატვირთული, თუმცა კი გვხვდება ორი შედარებით ვრცელი ნაშრომიც: «საქართველოს პროდასავლური კურსის შესახებ» და «ღვთივსათნო ურთიერთობები ადამიანებს შორის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, ოჯახურ და პირად საკითხებში მოსეს ხუთწიგნეულის მიხდვით» (ეს უკანასკნელი მოსეს ხუთწიგნეულიდან შესაბამისი ამონარიდების კრებული გახლავთ). ამ თემატიკის წერილები მათში ბლოგის მკითხველთა შემოსვლების რაოდენობის მიხედვით შემდგნაირად ლაგდება.

1) «ისლამური სამყარო: გეოპოლიტიკური და ცივილიზაციური მეტოქეობა» (ნ. ნ. საიტიდან) – [წერილის ბლოგზე ატვირთვის თარიღი 25.12.11] – {2017 წლის 12 იანვრის მდგომარეობით მასში მკითხველების შემოსვლის რაოდენობა 784};

2) «ხელშეკრულება, რომელმაც შეცვალა ომის მსვლელობა» (ნ. ნ. საიტიდან) – [18.07.12] – {779};

3) «ტერორიზმი როგორც გლობალიზაციის გარდაუვალი ნიშანი» (ნ. ნ. საიტიდან) – [18.01.12] – {684};

4) «საქართველოს დღევანდელი სატკივარის ერთი მხარე რუსლან მიქაბერიძის შემოქმედებაში» – [26.11.10] – {667};

5) «კულტურის რელიგიურ-ფილოსოფიური საფუძვლები» (ნ. ნ. საიტიდან) – [16.11.10] – {533};

6) «ინტერვიუ: რამდენად რეალურია მესამე მსოფლიო ომის საშიშროება?» – [19.11.10] – {524};

7) «რუსეთი და მსოფლიო აღმოსავლური საკითხი» (ნ. ნ. საიტიდან) – [16.11.10] – {463};

8) «საქართველოს პროდასავლური კურსის შესახებ» (ნაწილები I-II) – [09.05.12] – {429};

9) «ქრისტიანობა და პოლიტიკა» – [16.11.10] – {386};

10) ხარლამპი პოლიტიდისი – «რუსულ-თურქული დაპირისპირება როგორც კავკასიისა და მცირე აზიის გეოპოლიტიკურ რეალიათა განმსაზღვრელი ფაქტორი» (ნ. ნ. საიტიდან) – [17.05.12] – {382};

11) «სლობოდან მილოშევიჩის გარდაცვალებასთან დაკავშირებით» (იუგოსლავიის თემაზე ცალკეული წერილებისა და ამონარიდების კრებული ნ. ნ. საიტიდან) – [19.11.10] – {366};

12) «ბალტიკიდან შავ ზღვამდე – რუსეთი და დსთ-ის ევროპული წევრები» (ნ. ნ. საიტიდან) – [16.11.10] – {363};

13) «რუსეთი, დსთ და დასავლეთი» (ნ. ნ. საიტიდან) – [16.11.10] – {355};

14) «აშშ-ისა და სსრკ/რუსეთის სტრატეგიული და ტაქტიკური საბრძოლო ავიაციის შესაძლებლობების შედარება» – [17.01.11] – {345};

15) «“რუსეთი და ევროპა” მესამე ათასწლეულის ზღურბლზე» (ნ. ნ. საიტიდან) – [16.11.10] – {339};

16) «ფსკოვო-პეჩორის მონასტრის ხატებიდან მირონდენა დიდ ომს მოასწავებს» (ნ. ნ. საიტიდან) – [31.01.13] – {313};

17) «კავკასიის ომები – გეოპოლიტიკის საშუალებაა» (ნ. ნ. საიტიდან) – [10.01.11] – {312}; 

18) «საქართველოს სამეფო სახლი – ისტორია და თანამედროვეობა» – [18.03.12] – {303}; 

19) «იყო თუ არა საქართველო რუსეთის მოკავშირე?» – [01.10.12] – {300};

20) «ანგლოსაქსონური გეოპოლიტიკური გეგმების მემკვიდრეობითობა ევროპასთან მიმართებით» (ნ. ნ. საიტიდან) – [15.11.10] – {291};

21) «დემოკრატია, ლიბერალიზმი და ადამიანის უფლებები» (ნ. ნ. საიტიდან) – [07.04.13] – {287};

22) «შეუკავებელი სწრაფვა მსოფლიო ბატონობისკენ» (ნ. ნ. საიტიდან) – [06.11.10] – {276}; 

23) ვიქტორ აქსიუჩიცი – «ანტირუსული პერმანენტული რევოლუცია» (ნ. ნ. საიტიდან) – [16.11.10] – {258};

24) «სტრატეგიული და ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ბალანსი (დასავლეთსა და რუსეთს შორის)» – [30.03.12] – {250};

25) «ზბიგნევ ბჟეზინსკის ანტირუსეთული სტრატეგია. ახალი ცივი ომი» (ნ. ნ. საიტიდან) – [19.11.10] – {234};

26) «ტერორიზმთან ომი თუ მსოფლიოს გამოწვევა?» (ნ. ნ. საიტიდან) – [21.02.12] – {233}; 

27) «თანამედროვე რუსეთის სატკივარი მართლმადიდებელ ავტორთა თვალთახედვით და უკანასკნელი კონფლიქტი საქართველოსთან» – [26.11.10] – {226};

28) «მსოფლიოს ახალი გადანაწილება III ათასწლეულის ზღურბლზე» (ნ. ნ. საიტიდან) – [17.11.11] – {219};

29) «რუსეთისა და აშშ-ის სტრატეგიულ შეტევით შეიარაღებათა ბალანსი» (2007 წელს ვერ იქნა გამოქვეყნებული გაზეთ «ჯორგიენ ტაიმსში») – [06.12.10] – {212};

30) «ზოგიერთი მოსაზრება საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის საკონსტიტუციო შეთანხმებასთან დაკავშირებით» – [02.12.11] – {204}.

და ასე შემდეგ. აქ თავად მასალების სახელწოდებები მეტყველებს მათ შინაარსზე, ხოლო მკითხველების მათში შემოსვლის რაოდენობა კი მათ მიმართ ინტერესზე. აღსანიშნავია ქართველი მკითხველების შედარებით მაღალი ინტერესი ნატალია ნაროჩნიცკაიას წერილების მიმართ, აგრეთვე ზოგადად ამ მასალებში მკითხველების შემოსვლათა რაოდენობრივი მაჩვენებლების ერთმანეთთან გარკვეული სიახლოვე (შექუჩებულობა, кучность). სახელდობრ, თუ «დასავლეთის სახელმწიფოთა ისტორიის...» თემატიკაში ოც მასალაში მკითხველების შემოსვლათა რაოდენობა 8642-დან 103-მდე მცირდებოდა, «რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების» თემატიკაში – 5753-დან 25 შემოსვლამდე, ხოლო აქ პირველ ოც წერილში მკითხველთა შემოსვლების რაოდენობა მხოლოდ 784-დან 291-მდე მცირდება. თუმცა კი, ასევე ჩანს მთლიანობაში ამ თემატიკის მიმართ მკითხველების საგრძნობლად დაბალი ინტერესიც, რაც პირადად ჩემთვის საკმაოდ გულსატკენია, მაგრამ რას ვიზამთ – რეალობა ასეთია.

IV. საქართველოს ისტორიის საკითხები 

ეს თემა ბლოგში გამოქვეყნებული მასალების რაოდენობის მიხედვით მე-4 ადგილს იკავებს საერთოდ ბლოგის წერილობით მასალებში (26 წერილი, რაც საერთო რაოდენობის 6,7 %-ია), ხოლო მკითხველთა დაინტერესების მიხედვით კი – მეოთხე ადგილს (სულ 7781 შემოსვლა, რაც შემოსვლების საერთო რაოდენობის 7,0 %-ია). თითოეულ წერილში მკითხველების შემოსვლის რაოდენობათა ისინი შემდეგნაირად ნაწილდება:

1) «არქანჯელო ლამბერტი აფხაზების შესახებ» – [ბლოგზე ატვირთვის თარიღი 19.11.10] – {2017 წლის 12 იანვრის მდგომარეობით მკითხველთა შემოსვლების რაოდენობა 832};

2) «გიორგი XIII-ის მეფობის ხანა» (ნაწილი I) (პლატონ იოსელიანის წიგნიდან «ცხოვრება გიორგი მეცამეტისა») – [06.12.10] – {613};

3) «ისტორიული პარალელები» – [19.11.10] – {573};

4) «ევლია ჩელების ცნობები XVII საუკუნის შუახანების საქართველოს, ქართველების, აფხაზებისა და კაზაკების შესახებ» (ნაწილი I) – [03.10.14] – {530};

5) «ზოგიერთი რამ ქართული ისტორიოგრაფიის შესახებ» – [26.04.11] – {459};

6) «გეორგიევსკის ტრაქტატის დადებიდან ერეკლე მეფის გარდაცვალებამდე» (პლატონ იოსელიანის წიგნიდან «ცხოვრება გიორგი მეცამეტისა») – [06.12.10] – {447};

7) «ივანე ჯავახიშვილი ბიზანტიელი ავტორების მიერ ქართული ტომების მოხსენიების შესახებ» – [22.12.10] – {421};

8) «გიორგი XIII-ის მეფობის ხანა» (ნაწილი II) (პლატონ იოსელიანის წიგნიდან «ცხოვრება გიორგი მეცამეტისა») – [06.12.10] – {420};

9) «სარწმუნოებისა და ეკლესია-მონასტრების შესახებ» (პლატონ იოსელიანის წიგნიდან «ცხოვრება გიორგი მეცამეტისა») – [06.12.10] – {383};

10) «წმინდა ილია მართლის (ილია ჭავჭავაძის) აზრები» – [06.12.10] – {349};

11) «ივანე ჯავახიშვილი აფხაზეთის შესახებ III-XI საუკუნეებში» – [22.12.10] – {346};

12) «ვახუშტი ბატონიშვილი გიორგი XI-ისა და ვახტანგ VI-ის მეფობის შესახებ» – [20.02.16] – {278};

13) «ივანე ჯავახიშვილის ცნობები აფხაზების ვინაობის, განსახლებისა და ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიების შესახებ» – [22.12.10] – {227};

14) «ივანე ჯავახიშვილი აფხაზებისა და სხვა ქართული (ქართველური) ტომების თაობაზე ძველ ბერძნულ წყაროებში არსებული ცნობების შესახებ» – [22.12.10] – {225};

15) «ეროვნული საკითხის გამო» – [19.11.10] – {199};

16) «ივანე ჯავახიშვილი აფხაზებისა და სხვა ქართული (ქართველური) ტომების თაობაზე უძველეს ასურულ წყაროებში არსებული ცნობების შესახებ» – [22.12.10] – {196};

17) «მეფის ძის გიორგის დავაჟკაცება, დრო გეორგიევსკის ტრაქტატამდე» (პლატონ იოსელიანის წიგნიდან «ცხოვრება გიორგი მეცამეტისა») – [06.12.10] – {195};

18) «რუსლან მიქაბერიძის პოეზიიდან» – [03.04.15] – {181};

19) «ქართველების პოლიტიკური მდგომარეობა XI-I საუკუნეებში ქრისტეს წინათ» – [22.12.10] – {176};

20) «ივანე ჯავახიშვილი უწინდელი ბინადრობის ადგილებიდან ამიერკავკასიაში ქართული (ქართველური) ტომების გადმოსახლების შესახებ» – [22.12.10] – {138};

და ასე შემდეგ.

თუმცა კი ამ წერილების მნიშვნელოვანი ნაწილი სამ უფრო ვრცელ მასალაში ერთიანდება. სახელდობრ, პლატონ იოსელიანის წიგნში «ცხოვრება გიორგი მეცამეტისა» (სულ ცხრა შედარებით მცირე წერილი), ივანე ჯავახიშვილის ვრცელ წერილში ქართველების ვინაობისა და უწინდელი განსახლების შესახებ (შვიდი წერილი) და ევლია ჩელების წიგნში (ორი წერილი).

ამათგან, პლატონ იოსელიანის წიგნში მთლიანობაში მკითხველების 2425 შემოსვლაა ნაჩვენები, რაც მას მთლიანად ბლოგზე გამოქვეყნებული წერილობითი მასალების რეიტინგულ ჩამონათვალში 13-ე ადგილზე აყენებს «რევოლუციის შემდეგ საფრანგეთის ისტორიასა» და «რუსეთ-საქართველოს ისტორიულ ურთიერთობათა შესახებ ქართულ ისტორიოგრაფიას» შორის (შესაბამისად, მკითხველთა 2504 და 2268 შემოსვლა).

ივანე ჯავახიშვილის ვრცელი წერილი «ქართული ტომების ვინაობის, უძველესი მოხენიებისა და განსახლების შესახებ», რომელიც 1960 წელს გამოქვეყნებული მისი «ქართველი ერის ისტორიის» პირველ ტომში დამატების სახით იქნა დაბეჭდილი, მე ბლოგზე შვიდ წერილად დავყავი, დავასათაურე და ისე ავტვირთე. მთლიანობაში ამ წერილებში, რომლებიც ბლოგზე 2010 წლის 22 დეკემბერს იქნა ატვირთული, ამა წლის იანვარში მკითხველების სულ 1617 შემოსვლაა, რითაც ის იკავებს 17-ე ადგილს მასალების ამ ეტაპზე გაკეთებულ ზოგად ჩამონათვალში «აფხაზების შესახებ ნიკოლოზ დუბროვინის ვრცელ წერილსა» (1731 შემოსვლა) და «იტალიის ისტორიას» (1527) შორის. 

ხოლო თურქი მოგზაურისა და მწიგნობრის ევლია ჩელების წიგნიდან ამოღებულ ვრცელ წერილში «ევლია ჩელების ცნობები XVII საუკუნის შუახანების საქართველოს, ქართველების, აფხაზებისა და კაზაკების შესახებ», რომელიც ბლოგზე ორ ნაწილად იქნა ატვირთული 2014 წლის ოქტომბერში, 2017-ის 12 იანვრის მდგომარეობით სულ 640 შემოსვლა იქნა ნაჩვენები.

და ასეთი შეჯამებული მომაცემების გათვალისწინებით უკვე «საქართველოს ისტორიის საკითხების» თემაში მკითხველების შემოსვლის მიხედვით მასალები ასე ნაწილდება:

1) «პლატონ იოსელიანის წიგნიდან “ცხოვრება გიორგი მეცამეტისა”» (ნაწილები I-IX) – [06.12.10; 06.07.16] – {2425};

2) «ივანე ჯავახიშვილი ქართული ტომების ვინაობის, უძველესი მოხსენიებისა და განსახლების შესახებ» (ნაწილები I-VII) – [22.12.10] – {1617};

3) «არქანჯელო ლამბერტი აფხაზების შესახებ» – [ბლოგზე ატვირთვის თარიღი 19.11.10] – {მკითხველთა შემოსვლების რაოდენობა 832};

4) «ევლია ჩელების ცნობები XVII საუკუნის შუახანების საქართველოს, ქართველების, აფხაზებისა და კაზაკების შესახებ» (ნაწილები I-II) – [(03 და 15).10.14] – {640};

5) «ისტორიული პარალელები» – [19.11.10] – {573};

6) «ზოგიერთი რამ ქართული ისტორიოგრაფიის შესახებ» – [26.04.11] – {459};

7) «წმინდა ილია მართლის (ილია ჭავჭავაძის) აზრები» – [06.12.10] – {349};

8) «ვახუშტი ბატონიშვილი გიორგი XI-ისა და ვახტანგ VI-ის მეფობის შესახებ» – [20.02.16] – {278};

9) «ეროვნული საკითხის გამო» – [19.11.10] – {199};

10) «რუსლან მიქაბერიძის პოეზიიდან» – [03.04.15] – {181};

11) «პროფესორი ვალერიან გაბაშვილი ვახუშტი ბატონიშვილის ისტორიულ-პოლიტიკური შეხედულებების შესახებ» – [28.02.16] – {36}.

ამ მასალებიდან პირველი – ამონარიდების კრებული პლატონ იოსელიანის წიგნიდან «ცხოვრება გიორგი მეცამეტისა», რომელშიც მკითხველების ყველაზე მეტი – 2425 შემოსვლაა, მჭიდრო შეხებაშია რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების თემასთან, და შეიძლეოდა იქაც მიგვეკუთვნებინა. თუმცა კი ამ ფორმალურ მიკუთვნებას ისეთი დიდი მნიშვნელობაც არა აქვს, ვინაიდან გეორგიევსკის ტრაქტატის დადებიდან ქართლ-კახეთის სამეფოს ცხოვრება ისედაც უკვე მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთთან და მის პოლიტიკასთან. ივანე ჯავახიშვილის, არქანჯელო ლამბერტისა და ევლია ჩელების ცნობებს კი აფხაზეთისა და აფხაზების შესახებ პირდაპირი კავშირი გააჩნიათ საქართველოს დღევანდელ მდგომარეობასა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების თემასთან. რუსლან მიქაბერიძის პოეზიიდან ამოღებული ნიმუშები, ბუნებრივია, აქტუალურად ეხმიანება დღევანდელი ქართული საზოგადოების ბევრ დღევანდელ სატკივარს.

ჩვენში ძალიან ხშირად უყვართ ხოლმე საქართველოს თავზე დატრიალებული ბევრი უბედურების გამო რუსული სახელმწიფოსა და მისი პოლიტიკის დადანაშაულება. ვახუშტი ბატონიშვილის მიერ გადმოცემული ისტორია გიორგი XI-ის და ვახტანგ VI-ის მეფობისა ნათელი დადასტურებაა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ასეთი უმძიმესი მდგომარეობისა იმაზე გაცილებით უფრო ადრეც, სანამ რუსული სახელმწიფო ამიერკავკასიაში რაიმენაირი აქტიური პოლიტიკის გატარებას დაიწყებდა და ამას შეძლებდა. ჩვენში აქტიურად საყვედურობენ პეტრე I-ს სპარსეთში ლაშქრობის შეწყვეტისა და ჯარების უკანვე წაყვანის გამო, და არანაირ ყურადღებას არ აქცევენ იმ გარემოებას, რომ კასპიის ზღვაში ღელვის შედეგად რუსული ჯარებისთვის დამარაგებული ხორბლისა და ფქვილის დასველებითა და გაფუჭებით სარდლობას უკვე ხელიდან ჰქონდა გამოცლილი ჯარების გამოკვების შესაძლებლობა, რაც მათ შემდგომ სალაშქრო და საბრძოლო მოქმედებებს შეუძლებელს ხდიდა. იმავე დროს, ვახუშტი ბატონიშვილი ჰყვება ნადირ-შაჰის მიერ ჩრდილო-კავკასიელი ხალხების წინააღმდეგ მთელი წლის განმავლობაში უშედეგო ლაშქრობის ამბავს, საიდანაც ირანის მბრძანებელმა ასევე უკან დაიხია, თუმცა კი ეს ჩრდილო-კავკასიელი ხალხები სწორედ რომ ადერბაიჯანის ირანულ სამფლობელოებსა და საქართველოს არბევდნენ და აწიოკებდნენ. მაგრამ ჩვენში ირანის შაჰის ასეთი უკანდახევა (პეტრე I-ის უკანდახევის ანალოგიური) დიდად არ ანაღვლებთ და არც აინტერესებთ, ვინაიდან ეს არ ანაღვლებთ და არც აინტერესებთ ევროატლანტიკურ დასავლეთში, მათ ხომ რუსეთზე აქვთ მთავარი გართულება, და არა ირან-ოსმალეთზე. აი ნამდვილი სახე ასეთი ქართული «პატრიოტიზმისა»...

საქართველოს მძიმე მდგომარეობა ჩვენში რუსული პოლიტიკის გააქტიურებამდეც თავად ჩვენივე საზოგადოების მაღალ ფენებში არსებული მანკიერებებით იყო გამოწვეული და განპირობებული. ვახუშტი ბატონიშვილი მოურიდებლად ამხელს იმ ქართველ დიდგვაროვნებს, რომლებიც პირად ანგარებას გამოკიდებულნი, მეფესა და ქვეყანას ღალატობდნენ, სამეფოსა და ხალხს მძიმე განსაცდელებში აგდებდნენ; ამასთანავე ვახუშტი ბატონიშვილი ქებით იხსენიებს იმათ სახელებსა და ქმედებებს, რომლებიც მეფესა და ქვეყანას ერთგულად და თავდადებით ემსახურებოდნენ, მათთვის თავს სწირავდნენ.

V. საზღვაგარეთის სახელმწიფოთა სამხედრო მშენებლობის საკითხები 

ეს თემატიკა იკავებს მესამე ადგილს ბლოგის წერილობით მასალებში მათი რაოდენობის მიხედვით (42 მასალა, რაც მათი საერთო რაოდენობის 10,8 %-ია), და მეხუთე ადგილს მკითხველების მათ მიმართ ინტერესის მიხედვით (6828 შემოსვლა, რაც წერილობით მასალებში მთელი შემოსვლების 6,2 %-მდეა). მკითხველების შემოსვლის მიხედვით ისინი შემდეგნაირად ლაგდება.

1) «აშშ სამხედრო სტრატეგიისა და ნატო-ს კოალიციური სტრატეგიის განვითარება 1950-იანი წლებიდან 80-იანების დასაწყისამდე» (ნაწილი I) – [წერილის ბლოგზე ატვირთვის თარიღი 08.02.11] – {ამა წლის 12 იანვრის ჩათვლით მოცემულ წერილში მკითხველების შემოსვლათა რაოდენობა 683};

2) «აშშ სამხედრო სტრატეგიისა და ნატო-ს კოალიციური სტრატეგიის განვითარება 1950-იანი წლებიდან 80-იანების დასაწყისამდე» (ნაწილი III) – [08.02.11] – {641};

3) «აშშ სამხედრო სტრატეგიისა და ნატო-ს კოალიციური სტრატეგიის განვითარება 1950-იანი წლებიდან 80-იანების დასაწყისამდე» (ნაწილი IV) – [08.02.11] – {372};

4) «ნატო-ს ბლოკის ევროპული ქვეყნების სამხედრო მშენებლობის ძირითადი საკითხები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში» (ნაწილი I) – [20.06.11] – {353};

5) «აშშ შეიარაღებული ძალები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში» (ნაწილი I) – [27.04.11] – {352};

6) «აშშ სამხედრო სტრატეგიისა და ნატო-ს კოალიციური სტრატეგიის განვითარება 1950-იანი წლებიდან 80-იანების დასაწყისამდე» (ნაწილი V) – [08.02.11] – {328};

7) «აშშ სამხედრო სტრატეგიისა და ნატო-ს კოალიციური სტრატეგიის განვითარება 1950-იანი წლებიდან 80-იანების დასაწყისამდე» (ნაწილი II) – [08.02.11] – {327};

8) «ნატო – წარსული და თანამედროვეობა» – [27.02.12] – {271};

9) «აშშ შეიარაღებული ძალები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში» (ნაწილი II) – [27.04.11] – {239};

10) «1990-91 წლებში სპარსეთის ყურის ზონაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ» (ნაწილი I) – [15.07.14] – {218};

11) «აშშ სახმელეთო ჯარების დაკომპლექტება და საბრძოლო მომზადება. ოფიცერთა კადრების მომზადება და მათ მიერ სამსახურის გავლა» (ნაწილი I) – [09.10.12] – {211};

12) «ნატო და დასავლეთევროპული კავშირი 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში» (ნაწილი I) – [14.05.11] – {197};

13) «ნატო-ს ბლოკის გარეთ მყოფი ზოგიერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში» (ნაწილი I) – [06.11.13] – {184};

14) «აშშ შეიარაღებული ძალები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში» (ნაწილი IV) – [27.04.11] – {147};

15) «1990-91 წლებში სპარსეთის ყურის ზონაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ» (ნაწილი II) – [15.07.14] – {140};

16) «ნატო-ს ბლოკის ევროპული ქვეყნების სამხედრო მშენებლობის ძირითადი საკითხები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში» (ნაწილი IV) – [20.06.11] – {139}; 

17) «“საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)” კონცეფციის რეალიზაციის პირობები» – [17.05.12] – {135};

18) «ნატო-ს ბლოკის ევროპული ქვეყნების სამხედრო მშენებლობის ძირითადი საკითხები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში» (ნაწილი V) – [20.06.11] – {129}; 

19) «ნატო-ს ბლოკის ევროპული ქვეყნების სამხედრო მშენებლობის ძირითადი საკითხები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში» (ნაწილი II) – [20.06.11] – {127}; 

20) «აშშ სახმელეთო ჯარების დაკომპლექტება და საბრძოლო მომზადება. ოფიცერთა კადრების მომზადება და მათ მიერ სამსახურის გავლა» (ნაწილი II) – [10.10.12] – {127};

და ასე შემდეგ.

ზემოთ მოყვანილი ჩამონათვლიდან აშკარად ჩანს, რომ ამ თემატიკაში ბევრია დიდი მასალა, წიგნის მოცულობისა, და ქვემოთ მოვახდენთ თითოეული სახელწოდების მიხედვით ცალცალკე გამოქვეყნებული ნაწილების გაერთიანებას და მთლიანობაში მათში შემოსვლების შეჯამებას. ასეთნაირად წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე მკითხველთა დაინტერესების მიხედვით ეს ფაქტობრივად წიგნები და ასევე ცალკეული წერილებიც შემდეგნაირად ლაგდება:

1) «აშშ სამხედრო სტრატეგიისა და ნატო-ს კოალიციური სტრატეგიის განვითარება 1950-იანი წლებიდან 80-იანების დასაწყისამდე» (ნაწილები I-V) – [08.02.11] – {2351};

2) «აშშ შეიარაღებული ძალები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში» (ნაწილები I-V) – [27.04.11] – {899};

3) «ნატო-ს ბლოკის ევროპული ქვეყნების სამხედრო მშენებლობის ძირითადი საკითხები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში» (ნაწილები I-V) – [20.06.11] – {870}; 

4) «1990-91 წლებში სპარსეთის ყურის ზონაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ» (ნაწილები I-II) – [15.07.14] – {358};

5) «ნატო და დასავლეთევროპული კავშირი 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში» (ნაწილები I-III) – [14.05.11] – {353};

6) «აშშ სახმელეთო ჯარების დაკომპლექტება და საბრძოლო მომზადება. ოფიცერთა კადრების მომზადება და მათ მიერ სამსახურის გავლა» (ნაწილები I-II) – [(09-10).10.12] – {338};

7) «ნატო – წარსული და თანამედროვეობა» – [27.02.12] – {271};

8) «ნატო-ს ბლოკის გარეთ მყოფი ზოგიერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში» (ნაწილები I-II) – [06.11.13] – {246};

9) «დამატებითი მასალები ნატო-ს ბლოკის შესახებ 1970-იან წლებში» (ნაწილები I-IV) – [(...).(02-03).15] – {181};

10) «საბრძოლო მოქმედებები განსაკუთრებულ პირობებში» (ნაწილები I-II) – [(13-15).05.14] – {159};

11) «შეიარაღებული ძალების სახეობათა და სპეციალური დანიშნულების ძალების მოქმედებები სპარსეთის ყურის ზონაში 1990-91 წლებში» (ნაწილები I-II) – [(19-22).09.14] – {148};

12) «“საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)” კონცეფციის რეალიზაციის პირობები» – [17.05.12] – {135};

13) «აშშ “მძიმე” ფორმირებების საბრძოლო გამოყენება» (ნაწილები I-II) – [07.07.12] – {97}; 

14) «შეიარაღებული ძლების დაკომპლექტების პრაქტიკა საზღვარგარეთის ქვეყნებში» – [04.11.12] – {83};

15) «ჩრდილოატლანტიკური კავშირის სწრაფი რეაგირების ძალები» – [15.03.12] – {71};

16) «აშშ შეიარაღებული ძალების მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები» (1990-იანი წლების დასაწყისში) – [29.12.11] – {70};

17) «აშშ შეიარაღებული ძალების მართვის უმაღლესი ორგანოები» (1980-იანი წლების მიწურულს) – [26.01.12] – {64};

18) «საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)» – აშშ სახმელეთო ჯარების საბრძოლო გამოყენების კონცეფცია 1980-იან წლებში – [17.05.12] – {28}.

ამ თემატიკის მასალების მიმოხილვისას განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ვრცელი ნაშრომი «აშშ სამხედრო სტრატეგიისა და ნატო-ს კოალიციური სტრატეგიის განვითარება 1950-იანი წლებიდან 80-იანების დასაწყისამდე», რომელიც ხუთ ნაწილად იქნა ატვირთული ბლოგზე 2011 წლის თებერვლის დასაწყისში, ხოლო 2017-ის 12 იანვრის მდგომარეობით კი მასში მკითხველების 2351 შემოსვლა იქნა დაფიქსირებული, რაც მას 14-ე ადგილზე აყენებს მასალების საერთო ჩამონათვალში მკითხველთა დაინტერესების მიხედვით. მას წინ უსწრებს ასეთივე ვრცელი მასალა «პლატონ იოსელიანის წიგნიდან “ცხოვრება გიორგი მეცამეტისა”» მკითხველების 2425 შემოსვლით და ჩამორჩება «ქართული ისტორიოგრაფია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა შესახებ» – 2268 შემოსვლით.

მას მნიშვნელოვნად ჩამორჩება მე-2 ადგილზე გასული ასეთივე ვრცელი ნაშრომი «აშშ შეიარაღებული ძალები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში», რომელშიც მკითხველების 899 შემოსვლაა. ამ შემთხვევაში იმას მინდა გავუსვა ხაზი, რომ სამხედრო სტრატეგიის საკითხებში კარგად გარკვევამდე ადამიანს უნდა ჰქონდეს ცოდნა და გამოცდილება ოპერატიული ხელოვნებისა და ტაქტიკის საკითხებში გასარკვევად. დიდ სახელმწიფოთა სახმელეთო ჯარებში უმაღლესი ტაქტიკური შენაერთია საბრძოლო დივიზია, რომლიც მოიცავს ორ-სამ საბრძოლო ბრიგადას, აგრეთვე საარტილერიო, სადაზვერვო, საინჟინრო-მესანგრეთა, კავშირგაბმულობის, საზენიტო, ზურგის უზრუნველყოფის და სხვა ნაწილებსა და ქვედანაყოფებს. საარმიო კორპუსი, რომელიც სამი-ექვსი საბრძოლო დივიზიის, აგრეთვე უზრუნველყოფის შენაერთებისა და ნაწილებისგან შედგება უკვე ოპერატიულ-ტაქტიკური შენაერთია, ხოლო საველე არმია, რომელსაც თავის შემადგენლობაში რამდენიმე საარმიო კორპუსი და უზრუნველყოფის შენაერთები და ნაწილები ჰყავს – ოპერატიული გაერთიანება.

ასეთი მნიშვნელოვანი ძალებისა და შესაძლებლობათა მქონე შენაერთები და გაერთიანებანი სწორედ ტაქტიკისა და ოპერატიული ხელოვნების მასშტაბებსა და სფეროს განეკუთვნება, და ბუნებრივია, რომ, ჯერ მათთან დაკავშირებულ ძირეულ და მნიშვნელოვან თემებში უნდა გაერკვეს ადამიანი, სანამ სამხედრო სტრატეგიის საკითებს შეეჭიდება. მაგრამ ტაქტიკის საკითხებში გარკვევამდე ჯერ საბრძოლო დივიზიის შემადგენლობაში შემავალი ნაწილებისა და ქვედანაყოფების ორგანიზაცია და ძირითადი შეიარაღებაა კარგად შესასწავლი და ასათვისებელი, გასათავისებელი, აგრეთვე ზემდგომი უფროსობის განკარგულებიდან მისთვის მიცემული საარტილერიო, საზენიტო, სადაზვერვო, საინჟინრო და სხვა ნაწილებისა და ქვედანაყოფების ორგანიზაცია და შეიარაღება, რათა შემდეგ მთელი ამ ჯარების მოქმედებები გასაგები და გარკვეული შეიქნას. აქვე შემოდის მხარდამჭერ ტაქტიკურ საბრძოლო ავიაციასთან ურთიერთმოქმედების საკითხები, რომლებიც საარმიო კორპუსისა და საველე არმიის მოქმედებებში კიდევ უფრო მეტ ადგილს იკავებს, აგრეთვე ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გამოყენების საკითხები, მათ შორის შესაბამისი სიმძლავრის ბირთვული ჭურვებით, ბომბებით და ქობინებითაც.

მხოლოდ მთელი ამ საკითხების კარგად გარკვევით, მათში სათანადოდ ჩახედვით შეიძლება სამხედრო სტრატეგიის საკითხებში ჯეროვნად გარკვევა. მანამდე კი შეიძლება მკითხველი სტრატეგიის რაღაც თემებში ასე თუ ისე გაერკვეს, მაგრამ მთლიანობაში ეს მისთვის მაინც გაუგებარ (უცნობ) სფეროდ დარჩება. ამას ასახავს კიდეც ამ ნაშრომის ცალკეულ ნაწილებში მკითხველების შემოსვლის მაჩვენებელი: თუ პირველ და მესამე ნაწილებში შესაბამისად 683 და 641 შემოსვლაა, მეორე, მეოთხე და მეხუთე ნაწილებში ეს მაჩვენებელი 327-სა და 372-ს შორის იცვლება. ასეთივე მდგომარეობაა სხვა თემებთან დაკავშირებითაც. შესაბამისი საფუძვლების გარეშე ასეთ დიდ თემებთან შეჭიდებული ადამიანები, ცხადია, მთელი რიგი საკითხების განხილვისას საჭიროებენ მრჩევლებსა და მასწავლებლებს, ანუ «დიდ ძიებს», რომელთა ფაქტიური კარნახით კიდეც საქმიანობენ. და ეს გახლავთ ვითომ დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფოს ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი აუცილებელი ფაქტორი. მიზეზი კი ასეთი გარეშე ჩარევებისა და ეროვნული ქართული ინტერესების ჩაწიხვლისთვის მეტად ნაყოფიერი ნიადაგის არსებობაა, რაც გამოწვეულია შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების გარეშე პრესტიჟული, მსუყე და შემოსავლიანი ადგილების დაკავებისკენ მისწრაფებით მავანთა და მავანთა მხრიდან.

VI. მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის მასალები 

ეს თემატიკა ბოლო მე-7 ადგილზეა ბლოგში მასში გამოქვეყნებული მასალების რაოდენობით (სულ 15 წერილი და თარგმანი, რაც მასალების საერთო რაოდენობის დაახლოებით 3,9 %-ია), და მე-6 ადგილზე მათში მკითხველების შემოსვლათა რაოდენობით (3421 შემოსვლა, რაც წერილობით მასალებში საერთოდ შემოსვლების 3,1 %-ია). ეს მასალები მკითხველთა დაინტერესების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: 

1) ჰერმან ჰესე – «რიოში მარგალიტებით თამაში» (ნაწყვეტი) – [ამ თარგმანის ბლოგზე ატვირთვის თარიღია 23.03.11] – {მასში მკითხველთა შემოსვლების რაოდენობა ამა წლის 12 იანვრის მდგომარეობით 1028};

2) «მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის ლექსები» – [22.02.11] – {421};

3) ამონარიდები წიგნიდან «გერმანული პოეზიის მცირე ანთოლოგია» (მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი) – [08.04.13] – {418};

4) ერთი სპექტაკლის თაობაზე – «ჩვენთვის უცნობი ქვეყანა» – [14.12.13] – {390};

5) «ჰერმან ჰესეს “რიოში მარგალიტებით თამაშის” თარგმანთან დაკავშირებული საკითხების გამო» – [21.01.14] – {311};

6) «ზოგი რამ დღევანდელი ლიტერატურის შესახებ» – [17.01.11] – {178};

7) ინტერვიუ: «გამომცემლობა “სიესტას” უჩივიან» – [16.01.14] – {114};

8) «კობა არაბულის პოეზიის გამო» – [07.05.11] – {102};

9) Mariam Ksowreli-Chartischwili – Lyrik aus Georgien – [29.04.11] – {97};

10) «გერმანელი რომანტიკოსი პოეტი ქალების შემოქმედებიდან» – [06.01.13] – {77};

11) მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი – «ალილოზედ თქმული» – [06.01.12] – {70};

12) «კლემენს მარია ბრენტანოს ლირიკა» – [06.01.13] – {67};

13) «ნინო ბაქანიძის წიგნის გამო “ანა საოცრებათა ქვეყანაში”» – [03.05.11] – {59};

14) «მამისთვალი» (მოთხრობა) – [25.12.11] – {57};

15) «იოზეფ ფონ აიხენდორფის ლირიკა» – [06.01.13] – {32}.

VII. საქართველოს სამხედრო მშენებლობის საკითხები 

ეს თემატიკა მე-4 ადგილზე დგას ბლოგში გამოქვეყნებული მასალების რაოდენობის მიხედვით (სულ 38 მასალა, რაც საერთოდ წერილობითი მასალების 9,8 %-ია), და უკანასკნელ მე-7 ადგილზე მათში მკითხველების შემოსვლის რაოდენობით (სულ 2977 შემოსვლა, რაც მათი საერთო რაოდენობის 2,7 %-მდე შეადგენს). ამ მაჩვენებლით მასალების პირველი ოცეული შემდეგნაირად წარმოგვიდგება:

1) «საქართველოს შესაძლო ნეიტრალიტეტის სამხედრო ასპექტები დასავლეთევროპული გამოცდილების მიხედვით» – [წერილის ბლოგზე ატვირთვის თარიღი 19.10.11] – {მოცემულ წერილში მკითხველების შემოსვლის რაოდენობა 303};

2) «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება და საქართველო» – [16.09.13] – {212};

3) «აშშ შეიარაღებული ძალები და საქართველო» (ნაწილი I) – [28.03.13] – {188};

4) «ტერორიზმის ზოგიერთი სამხედრო ასპექტის შესახებ» – [13.12.11] – {181};

5) «CFE ხელშეკრულება და საქართველო» – [13.12.12] – {150};

6) «საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარების მოკლე ანალიზი» – [11.10.11] – {143};

7) «აშშ შეიარაღებული ძალები და საქართველო» (ნაწილი II) – [29.04.13] – {137};

8) «თურქეთის თანამედროვე სახმელეთო ჯარები და საქართველო» – [02.08.13] – {117}; 

9) «საქართველოს შეიარაღებული ძალები დასავლეთ ევროპის მცირე სახელმწიფოთა მაგალითზე» – [26.11.10] – {116};

10) «იცნობ მეზობელს, ჩასწვდომიხარ ღირსებას მისას?!» (ნაწილი I) – [13.11.12] – {116}; 

11) «ნატო: ერთია სიტყვა და საქმე?» – [19.11.10] – {107};

12) «თანამედროვე ჯავშანსატანკო ჯარების შესახებ» – [10.01.13] – {107};

13) «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება და რუსეთი» – [25.04.15] – {86}; 

14) «თანამედროვე სახმელეთო ჯარები» – [12.08.13] – {81};

15) «შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები და საქართველო» – [01.10.13] – {72};

16) «რუსეთის თანამედროვე შეიარაღებული ძალები და საქართველო» – [02.08.13] – {71};

17) «თანამედროვე მექანიზებული ქვეითი ჯარების შესახებ» – [12.01.13] – {59};

18) «კანონპროექტისთვის 2001 წელში საქართველოს შეიარაღებული ძალების რიცხოვნების შესახებ» – [11.10.11] – {55};

19) «თანამედროვე ქვეითი ჯარის შესახებ» – [16.01.13] – {52};

20) «ამერიკულ-ქართული სიყალბე, ანუ რისთვის გვაჩუქა პენტაგონმა 10 ვერტმფრენი» – [25.01.13] – {48}.

თუმცა კი ამ თემატიკაში გვხვდება ორი შედარებით უფრო ვრცელი წერილი, რომლებიც ბლოგზე ორ-ორ ნაწილად იქნა ატვირთული. და თუ დავაჯამებთ მათში მკითხველების შემოსვლას, მაშინ ზემოთ ნაჩვენები განთავსება წერილებისა მცირედ შეიცვლება. სახელდობრ, მათი პირველი ათეული უკვე იქნება:

1) «აშშ შეიარაღებული ძალები და საქართველო» (ნაწილები I-II) – [(...).(03-04).13] – {325}; 

2) «საქართველოს შესაძლო ნეიტრალიტეტის სამხედრო ასპექტები დასავლეთ-ევროპული გამოცდილების მიხედვით» – [19.10.11] – {303};

3) «ტერორიზმის ზოგიერთი სამხედრო ასპექტის შესახებ» – [13.12.11] – {181};

4) «CFE ხელშეკრულება და საქართველო» – [13.12.12] – {150};

5) «იცნობ მეზობელს, ჩასწვდომიხარ ღირსებას მისას?!» (ნაწილები I-II) – [(13-14).11.12] – {148};

6) «საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარების მოკლე ანალიზი» – [11.10.11] – {143};

7) «თურქეთის თანამედროვე სახმელეთო ჯარები და საქართველო» – [02.08.13] – {117}; 

8) «საქართველოს შეიარაღებული ძალები დასავლეთ ევროპის მცირე სახელმწიფოთა მაგალითზე» – [26.11.10] – {116}; 

9) «ნატო: ერთია სიტყვა და საქმე?» – [19.11.10] – {107};

10) «თანამედროვე ჯავშანსატანკო ჯარების შესახებ» – [10.01.13] – {107};

და შემდეგ როგორც ზემოთაა.

თუმცა კი, სასურველი იქნებოდა გავაგრძელოთ ამ თემაზე გამოქვეყნებული წერილების ჩამოთვლა, რათა მკითხველმა მათი შინაარსის ნახვა და გააზრება ერთობლიობაში შეძლოს. ამასთან ისინი ძალიან ბევრიც არ არის და მკითხველსაც ზედმეტად არ დატვირთავს. ასე რომ, წერილების პირველი ათეულის შემდეგ იქნება:

11) «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება და რუსეთი» – [25.04.15] – {86}; 

12) «თანამედროვე სახმელეთო ჯარები» – [12.08.13] – {81};

13) «შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები და საქართველო» – [01.10.13] – {72};

14) «რუსეთის თანამედროვე შეიარაღებული ძალები და საქართველო» – [02.08.13] – {71};

15) «თანამედროვე მექანიზებული ქვეითი ჯარების შესახებ» – [12.01.13] – {59};

16) «კანონპროექტისთვის 2001 წელში საქართველოს შეიარაღებული ძალების რიცხოვნების შესახებ» – [11.10.11] – {55};

17) «თანამედროვე ქვეითი ჯარის შესახებ» – [16.01.13] – {52};

18) «ამერიკულ-ქართული სიყალბე, ანუ რისთვის გვაჩუქა პენტაგონმა 10 ვერტმფრენი» – [25.01.13] – {48};

19) «რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და ძირითადი შეიარაღების განლაგება მის ტერიტორიაზე» – [02.08.13] – {47};

20) «თურქეთის თანამედროვე შეიარაღებული ძალები და საქართველო» – [02.08.13] – {45};

21) «საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარების ანალიზი» – [03.06.13] – {44}; 

22) «თანამედროვე სამთოქვეითი ჯარების შესახებ» – [22.01.13] – {37};

23) «საქართველოს შეიარაღებული ძალების სავარაუდო რიცხოვნების შესახებ» – [31.01.13] – {36};

24) «“წრთვნისა და აღჭურვის” პროგრამის ნამდვილი არსი და მნიშვნელობა» – [04.02.13] – {36};

25) «სახელმწიფო უსფრთხოების ფორმულა: მინუს რუსეთის სამხედრო ძალა» – [12.08.13] – {35};

26) «საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარება» – [04.12.12] – {33};

27) «საბრძოლო მოქმედებები ერაყში მეორე მსოფლიო ომში გერმანული ჯარების გამოცდილების ფონზე» – [03.03.13] – {32};

28) «ზოგიერთი რამ საქართველოს თავდაცვის შესახებ» – [14.05.13] – {32};

29) «საქართველოს სამხედრო მშენებლობის საჭირბოროტო საკითხების შესახებ» – [16.09.13] – {32}; 

30) «“ნატო-ს სტანდარტები” – მითი და სინამდვილე» – [11.02.13] – {29};

31) «ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს რუსეთის აგრესიისგან დაიცავს?» – [14.01.13] – {26};

32) «ეროვნული უსაფრთხოების ერთი აქტუალური საკითხის გამო» – [29.04.13] – {26};

33) «ისევ “ნატო-ს სტანდარტების” შესახებ» – [03.03.13] – {22};

34) «საქართველოს სამხედრო მშენებლობის საჭირბოროტო საკითხები თანამედროვე ეტაპზე» – [14.05.13] – {18};

35) «დიდმპყრობელი რუსეთიდან დიდმპყრობელ დასავლეთამდე» – [20.05.13] – {14}. 

საგაზეთო და საჟურნალო წერილების ამ სათაურებიდან ნათლად ჩანს, რომ ეს წერილები ჩვენი ქვეყნის თანამედროვე შეიარაღებული ძალების მშენებლობის ძირეულ და აქტუალურ საკითხებს შეეხება. ამიტომ მეტად გულსატკენია, რომ მკითხველთა ინტერესი მათ მიმართ საკმაოდ დაბალია. გაისმის ხოლმე ფრაზები – სამხედრო საკითხები მე არ მეხება, არ მაინტერესებს და სხვა. ამ დროს კი ასეთ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ეს მათი ქვეყნის თავდაცვასა და მათსავე მშვიდობას, მათსავე უსაფრთხოებას შეეხება. ავიწყდებას ის, რომ ისინი ამომრჩევლები არიან და თავიანთ არჩევანს სწორედ სახელმწიფო მშენებლობის ყველა ძირეულ საკითხში, და, მათ შორის, სამხედრო სფეროშიც – საკუთარი შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და საერთაშორისო სამხედრო პოლიტიკის სფეროში – სწორედ თავიანთი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე უნდა აკეთებდნენ, და არა მეხუთე- და მეათეხარისხოვანი მიზეზების საფუძველზე.

სახელდობრ, 2000-2001 წლებში, როცა მე საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის კვლევით განყოფილებაში ვმუშაობდი, გავაკეთე ორი ნაშრომი, რომლებიც ჩემს ბლოგშია ატვირთული: «საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარების მოკლე ანალიზი» და «კანონპროექტისთვის 2001 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიცხოვნების შესახებ». ამ ნაშრომებში გატარებული იყო ის აზრი, რომ აშშ-ისა და საერთოდ დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამზადებდა ახალ დიდ ომს კავკასია – ცენტრალური აზიის მიმართულებით, რომელშიც მეორე მხარედ იკვეთებოდა რუსეთ-ირან-ჩინეთის კოალიცია. ეს დიდი და საშინელი ომი იქნებოდა, და ამ დაპირისპირების პირაპირზე იმყოფებოდა სწორედ საქართველო, მთელ ამიერ- და ჩრდილოკავკასიასთნ ერთად, რაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის მეტად დიდი უბედურებების მომტანი იქნებოდა. გარდა ამისა, ევროპის მცირე ნეიტრალური ქვეყნების, ნატოს წევრი ნორვეგიისა და საბერძნეთის, ასევე ისრაელის შეიარაღებული ძალების რიცხოვნების, ომიანობის დროისთვის განკუთვნილი რეზერვებისა და ძირითად შეიარაღებათა რაოდენობრივი მონაცემების საფუძველზე ასევე ნათლად იყო ნაჩვენები, რომ ეუთო-ს ეგიდით საქართველოსთვის დადგენილი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტები (არაუმეტეს 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის და 285 საველე საარტილერიო სისტემისა) 5-მილიონიანი ქვეყნისთვის ძალზედ ცოტაა და მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს მისი თავდაცვითი აუცილებლობის მოთხოვნებს, თავდაცვით საკმარისობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ეს ცოდნა და ინფორმაცია მე პირველ რიგში პარლამენტის თავდაცვისა და უიშროების კომიტეტში მივიტანე, რომლის თავმჯდომარეც მაშინ რეზო ადამია გახლდათ, მაგრამ ვერც მისგან და ვერც მისი აპარატისგან ამაში დინტერესება და ქვეყნის სასარგებლოდ საქმიანობის სურვილი ვერ დავინახე (ასევე ვერც თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისგან). ამის შემდეგ მივმართე «მოქალაქეთა კავშირის» საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელობას, რომლის სათავეშიც მაშინ პარლამენტის წევრი მიხეილ სააკაშვილი იდგა. იქ ამ საკითხში გარკვევაზე უარი არ უთქვამთ და ეს ამ ფრაქციის ერთერთმა წევრმა, თუ მეხსიერება არ მღალატობს, მაია სიმონიძემ ითავა, მაგრამ საბოლოოდ ეს ყველაფერი მიჩუმდა და ჩაიფარცხა. და იმ ხანებშივე გახმაურდა უკვე ჩვენი ტელევიზიით, თუ როგორ თათხავდა მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის მინისტრად მორიგი ვადით დასამტკიცებელ საკომიტეტო მოსმენის სხდომაზე მინისტრობის კანდიდატს დავით თევზაძეს იმის გამო, რომ ქვეყანაში არსებული საერთო გაჭირვების პირობებში ის ძვირადღირებული «ჯიპებით» დასეირნობდა. რა თქმა უნდა, «ჯიპების» თემაც არ იყო ყურადღების გარეშე დასატოვებელი, მაგრამ საქართველოს გარშემო არსებულ მძიმე სამხედრო-სტრატეგიულ ვითარებასა და მისგან მომდინარე დიდი ომის მუქარასთან, აგრეთვე საქართველოში ქვეყნის თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების მშენებლობისთვის ეუთო-ს ეგიდით დადგენილი ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტების არასაკმარისობის პრობლემასთან შედარებით, «ჯიპების» საკითხი მართლაც რომ მეხუთე- ან სულაც მეათეხარისხოვანი გახლდათ.

აქედანვე დაიწყო სხვა მაგალითებითაც იმის გამოკვეთა, რომ სააკაშვილი გამოვიდოდა ვითომდა ქვეყნის მოსახლეობის გაჭირვებული ფენების ინტერესების დამცველად, მაშინ როცა ზურაბ ჟვანია საშუალო ფენის ინტერესებს დაიცავდა, დავით გამყრელიძე და მისი «ახალი დემოკრატები» კი მსხვილ მესაკუთრეთა ინტერესებს. რაც აქედან გამოვიდა, შემდეგ წლებში ჩვენმა ხალხმა საკუთარ თავსა და ტყავზე გადაიტანა, ხოლო ჩემთვის კი ყველა ისინი უკვე მაშინ ის პირები და პარტიები გახლდნენ, რომლებსაც ცალცალკე გავაცანი ზემოხსენებული პირველხარისხოვანი თემები, მაგრამ მათ ამაზე დუმილი და მიფუჩეჩება არჩიეს. მათი საქმიანობის შედეგები ჩვენი ხალხისთვის დაფარული უკვე აღარ არის, თუმცა კი მათი საქმე, ვითარცა საქმე ლენინისა – კვლავაც გრძელდება და პოლიტიკურად აქტიური ქართველების მხრიდან თავიანთი სამშობლოს ინტერესების გაყიდვას, მათ მიერ სხვათა ინტერესების სამსახურს, სამწუხაროდ, დასასრული არ უჩანს. და ამ ფონზე ათასობით შემოსვლაა თუნდაც ამ ბლოგში დასავლეთის სახელმწიფოთა ისტორიებში (აქვე ვგულისხმობ თურქეთსაც), დასავლეთის ქვეყნების რელიგიური და ლიტერატურული ცხოვრების საკითხებში და სულ რამდენიმე ათეული – საქართველოს თანამედროვე შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სისტემის მშენებლობის საკითხებში.

ხშირად მითქვამს და დამიწერია, და ახლაც გავიმეორებ, რომ, ექიმი ის კი არ არის, ვისაც თეთრი ხალათი აცვია, არამედ ის – ვინც ექიმობა იცის და შეუძლია. თეთრი ხალათი კი ამ დროს უმთავრესად ჰიგიენის საშუალება და მისი გამომხატველია. ასევე, ამომრჩეველი ის კი არ არის, ვისაც ხელში საარჩევნო ბიულეტენი უჭირავს, არამედ ის, ვინც სათანადო დონეზეა გარკვეული ქვეყნის საშინაო ცხოვრების მოწყობისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ვინც გააზრებულად იცის, თუ რომელი პარტიის ან კანდიდატის პროგრამას დაუჭიროს მხარი, ვისაც საამისოდ ნება გააჩნია, ხოლო საარჩევნო ბიულეტენი კი მხოლოდ საშუალებაა მის მიერ ამ ნების გამოსახატად. და ამ დროს ისეთი განცხადებები, რომ სამხედრო საქმე, ეკონომიკა, ფინანსები, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, განათლება, ჯანდაცვა, საიდუმლო სამსახურები, სამოქალაქო თავდაცვა, დიპლომატია და სხვა სფეროები, უფრო სწორად, მათი ძირეული საფუძვლები და საკითხები მე არ მეხება და არ მაინტერესებსო, რბილად რომ ვთქვათ – სიბრიყვე და ჭკუამოკლეობაა. ასეთი უცოდინარი და საქმეში ჩუხედავი ამომრჩეველი ყოველთვის მოტყუებული იქნება პოლიტიკაში «მოჩალიჩე» ათასნაირი ანგარი ადამიანების, პარტიებისა და ავანტიურისტებისგან, რომელთა მიმართ გამოხატული ნდობა მათ, ჩვეულებრივ, იმედების გაცრუებით, ათასგვარი გაჭირვებითა და უბედურებით უბრუნდებათ.

«არაკაცების რაოდენობა
პარტიებში და მმართველობაში,
გადაგვარება-გაქრობის საფრთხე
შიშს რომ არ ბადებს ქართველობაში.
თუ შემეშალა, მაშინ ბოდიში –
მშვიდობაში და ჯანმრთელობაში».

ასე და ბევრი ამგვარი ლექსით ახდენს რეაგირებას ამ და მსგავს სატკივარებზე ბ-ნი რუსლან მიქაბერიძე. და ძნელია მას არ დავეთანხმოთ.

შეჯამების სახით მინდა ბლოგის მომხმარებელთა შემოსვლების რაოდენობის მიხედვით პირველი 30 მასალის ჩამონათვალი შევთავაზო ჩემს მკითხველს. ესენია:

1) «რომანტიზმი ევროპულ ლიტერატურაში და გერმანელი რომანტიკოსები» – [ბლოგზე აიტვირთა 25.04.11-ში] – {მკითხველების შემოსვლა12.01.17-ში – 8642};

2) «თურქეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [07.10.10] – {8574};

3) აკადემიკოსი ნიკოლოზ დუბროვინი – «გიორგი XII საქართველოს უკანასკნელი მეფე და მისი შემოერთება რუსეთთან» – [17.01.11– 03.03.12] – {5753};

4) «დიდი ბრიტანეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [07.10.10] – {4914};

5) «ცალკეული მოვლენებისა და პიროვნებათა შესახებ გერმანიის ისტორიაში» – [01.11.10] – {3634};

6) «რეფორმაციის ისტორია» – [01.11.10] – {3437};

7) «საფრანგეთის რევოლუციის ისტორია» – [01.11.10] – {3410};

8) პროფესორი ანატოლი სმირნოვი – «რუსეთის ისტორია რევოლუციისა და სამოქალაქო ომის წლებში» – [(01-15).11.10] – {2942};

9) «ესპანეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [10.01.11] – {2941};

10) «საფრანგეთის ისტორია უძველესი დროიდან 1789 წლის ივლისის რევოლუციამდე» – [07.10.10] – {2801};

11) «გერმანიის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [07.10.10] – {2519};

12) «საფრანგეთის ისტორია რევოლუციის შემდეგ XIX საუკუნის მიწურულამდე» – [07.10.10] – {2504};

13) «პლატონ იოსელიანის წიგნიდან “ცხოვრება გიორგი მეცამეტისა”» – [06.12.10; 06.07.16] – {2425};

14) «აშშ სამხედრო სტრატეგიისა და ნატო-ს კოალიციური სტრატეგიის განვითარება 1950-იანი წლებიდან 80-იანების დასაწყისამდე» (ნაწილები I-V) – [08.02.11] – {2351};

15) «ქართული ისტორიოგრაფია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა შესახებ» – [(05-08).12.10] – {2268};

16) თავადი ვსევოლოდ მასალსკი – ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიები მათი მაზრებითა და ოკრუგებით, აგრეთვე საქართველოს საეგზარქოსო – [(10-11).01.11] – {1829};

17) «ნიკოლოზ დუბროვინი აფხაზების შესახებ» – [01.11.10] – {1731};

18) «ივანე ჯავახიშვილი ქართული ტომების ვინაობის, უძველესი მოხსენიებისა და განსახლების შესახებ» – [22.12.10] – {1617};

19) «იტალიის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [02.10.13] – {1527};

20) «გერმანიის ისტორია ენციკლოპედიურ ლექსიკონ «გრანატის» მიხედვით» (უძველესი დროიდან 1920-იან წლებამდე) – [(04-08).02.13] – {1381};

21) აკადემიკოსი დუბროვინი – «კავკასიაში ომისა და რუსების მფლობელობის ისტორია» (ტომი III) – [20.03.14 – 06.11.16] – {1206};

22) აკადემიკოსი დუბროვინი – «კავკასიაში ომისა და რუსების მფლობელობის ისტორია» (ტომი II) – [08.09.12 – 15.11.13] – {1201};

23) ჰერმან ჰესე – «რიოში მარგალიტებით თამაში» (ნაწყვეტი) – [23.03.11] – {1028};

24) «ზოგიერთი ინფორმაცია მოკლედ რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების შესახებ XVIII-XIX საუკუნეებში» (ნაწილები I-III) – [06.12.10] – {933};

25) «აშშ შეიარაღებული ძალები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში» (ნაწილები I-V) – [27.04.11] – {899};

26) «ნატო-ს ბლოკის ევროპული ქვეყნების სამხედრო მშენებლობის ძირითადი საკითხები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში» (ნაწილები I-V) – [20.06.11] – {870};

27) «არქანჯელო ლამბერტი აფხაზების შესახებ» – [19.11.10] – {832};

28) «ისლამური სამყარო: გეოპოლიტიკური და ცივილიზაციური მეტოქეობა» (ნ. ნ. საიტიდან) – [25.12.11] – {784};

29) «ხელშეკრულება, რომელმაც შეცვალა ომის მსვლელობა» (ნ. ნ. საიტიდან) – [18.07.12] – {779};

30) «ბიზანტია და ბიზანტინიზმი» – [03.07.13] – {696};

31) «ტერორიზმი როგორც გლობალიზაციის გარდაუვალი ნიშანი» (ნ. ნ. საიტიდან) – [18.01.12] – {684}.

ბოლოს ჩემს ბლოგთან მიმართებაში ერთ, არცთუ სასიამოვნო საკითხს მინდა შევეხო, სახელდობრ კი გარკვეული ორგანიზაციებისა და პირების ანგარებიან და არაკეთილმოსურნე დამოკიდებუკლებას ბლოგის მასალებისა და მისი ავტორის მიმართ. და ეს ყველაფერი იმ მანკიერებათა მაჩვენებელია, რომლებიც დღევანდელ განათლებულ ქართულ საზოგადოებაში ასე ძალუმადაა ფეხმოკიდებული. კონკრეტულად რამდენიმე მაგალითს მოვიყვან.

თავიდან ვიტყვი, რომ იმ ელექტრონული მისამართის გარდა, რომელშიც ბლოგის მკითხველები შემოდიან, მე სხვა მისამართზე მაქვს ჩემი «სამუშაო მაგიდა», სადაც შესაბამისი «ფასვორდის» (ანუ «პაროლის») აკრეფით შევდივარ და იქ ვამზადებ ტექსტს საბოლოო გამოქვეყნებისთვის. იქვე მოდის ინფორმაცია ბლოგის შესახებ, რომლიდანაც ბლოგის მასალებში მკითხველების შემოსვლების რაოდენობას ზემოთ გაგაცანით. ასევეა ინფორმაცია მკითხველების ან ჩემ მიერ გაკეთებული კომენტარების თაობაზეც. ასე რომ, მსურველებს შეუძლიათ უფრო გაბედულად გააკეთონ კომენტარები და არ შეფიქრიანდნენ იმის გამო, მოაღწევს თუ არა ისინი ჩემამდე. წესით მათზე ჩემთან ინფორმაცია აუცილებლად უნდა მოვიდეს, ხოლო მე კი ვეცდები ისინი შეძლებისდაგვარად ხშირად ვნახო და მათზე პასუხებიც გავცე.

ახლა კი ძირითად მაგალითებზე მინდა გადავიდე. წერილი «საქართველოს შესაძლო ნეიტრალიტეტის სამხედრო ასპექტები დასავლეთევროპული გამოცდილების მიხედვით» 2011 წლის 19 ოქტომბერს ავტვირთე ბლოგზე, და იმის შემდეგ ჩემთან მოდიოდა ინფორმაცია მასში მიკითხველების შემოსვლის შესახებ, რითაც ის სხვა წერილებისგან დიდად არ განირჩეოდა. მაგრამ ერთხელ ვნახე, რომ მასში ორ დღეში მკითხველების 15 შემოსვლა იყო დაფიქსირებული, რაც ამ კონკრეტული მასალისთვის მანამდე უჩვეულო მოვლენა გახლდათ. დაახლოებით რვა-ათ დღეში კი ამის მიზეზიც გავარკვიე. მაშინ ტელეკომპანია «კავკასიის» ეთერში დავით აქუბარდიასთან სტუდუიაში გამოდიოდა «დიპლომატიური აკადემიის» დამაარსებელი და ხელმძღვანელი ბ-ნი სოსო ცინცაძე, სადაც ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობასა და პოლიტიკურად აქტიურ სპექტრში ცოდნის ნაკლებობისა და მისდამი ინტერესის არქონის გამო ჩიოდა. მან განაცხადა: ამას წინათ სახელმწიფო ნეიტრალიტეტის შესახებ ჩავატარეთ კონფერენცია, და არათუ ხელისუფლებას არ გამოუჩენია მისდამი ინტერესი, არამედ თვით ნეიტრალიტეტის მოსურნე პარტიების წარმომადგენლებიც კი მასზე ბოლომდე არც დარჩენილანო. და მაშინ უკვე ნათელი გახდა ჩემთვის, რომ მკითხველების ასეთი მაღალი შემოსვლა იმ დღეებში სწორედ ამ კონფერენციის მიზეზით ყოფილა განპირობებული.

მაგრამ ამის გამო შემიძლია მეც ვუსაყვედურო ბ-ნ სოსო ცინცაძეს, რომ თუ ასეთი მაღალი ინტერესი იყო ამ წერილისადმი მისი და მისი თანამშრომლების მხრიდან, იქნებ ჩემთვისაც დაეძახათ იმ ღონისძიებაზე, იქნებ კიდევ რაიმე მქონდა სათქმელი ამ საკითხთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა, შეეძლოთ შესაბამისი კომენტარი დაედოთ, ან კიდევ ელ-ფოსტით გამოეგზავნათ შეტყობინება, მაგრამ ასეთი რამ არ გაუკეთებიათ. რაღაც ჩაკეტილი ჯგუფები «ჩალიჩობენ» თავიანთთვის ასეთ სფეროებში და სიკეთეს კი მოელიან, თანაც ისე, რომ ავიწყდებათ რუსთაველის ცნობილი შეგონება: «ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია»-ო, და მტრობენ კიდეც საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც, შემდეგ კი უკვირთ, კარგად ვერ მიდის ჩვენი საქმეებიო. და როგორ წავა? რასაც სთესენ – იმასვე იმკიან.

მეორე, ჩემთვის უფრო მძიმე მაგალითის მოყვანაც მინდა, თუმცა კი მანამდე მცირე შესავალს გავაკეთებ. ბლოგის მკითხველებისთვის ნათელი იქნება ალბათ, რომ მე საქართველოს რუსეთთან დაახლოებისა და ორმხრივად მისაღები და სასარგებლო ურთიერთობების განვითარების მომხრე გახლავართ. ასეთი განწყობით თითქმის ყველა ასეთ პარტიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციასთან ვარ თანამშრომლობის შეთავაზებით სხვადასხვა დროს მისული, მაგრამ ამას მათი მხრიდან საპასუხო ნაბიჯები არ მოჰყვებოდა. ერთერთი ასეთი ორგანიზაცია გახლავთ «ევრაზიის ინსტიტუტი» (ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე), რომელშიც სამჯერ მიმიყვანეს, თუმცა კი საქმე წინ არ წასულა, რის შემდეგაც მათთან სიარულს თავი დავანებე. იმ დროიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, უფრო კონკრეტულად კი 2014 წლის 24 მარტს, როცა ბლოგზე ავტვირთე ნატალია ნაროჩნიცკაიას წერილის თარგმანი «უკრაინა: ისტორიული რეტროსპექტივა და გეოპოლიტიკური პერსპექტივა» (და თარიღიც სწორედ აქედან მახსოვს), ასევე ვნახე, რომ იმ დღეებში სერბეთის შესახებ აკრეფილ ერთერთ ვრცელ წერილში მკითხველების რამდენიმე ათეული შემოსვლა იყო ნაჩვენები. ხოლო იმავე საღამოს ტელევიზიით გადმოსცეს ინფორმაცია, რომ იმ დღეს «ევრაზიის ინსტიტუტმა» სერბეთის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაატარა ღონისძიება, რომელსაც ამერიკისა და სააკაშვილის მომხრე ჯგუფები დაესხნენ თავს, მაგრამ ამ ინსტიტუტის მხარდამჭერებმა ეს შემოტევა მოიგერიესო. ანუ, როცა «ევრაზიის ინსტიტუტს» თავის მომხრეთა დარაზმვა და ორგანიზება სჭირდებოდა, მაშინ მისმა მესვეურებმა ასევე ჩემს ბლოგსაც მომართეს და აქ გამოქვეყნებული წერილებიც გამოიყენეს ამ მიზნით, კეთილი და პატიოსანი; მაგრამ როცა მანამდე მათ უფრო ახლო და ნაყოფიერ თანამშრომლობას ვთავაზობდი, მაშინ კი ძალიან მარტივი ვირეშმაკობით უბრალოდ «თავიდან მომიცილეს». და ესეც ჩვენი რეალობის სამწუხარო სურათია.

მესამე სატკივარი უკვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთანაა დაკავშირებული, რომელსაც ჩემი ბლოგის მასალების მიმოხილვაზე ამას წინ გამოქვეყნებულ წერილში გარკვეულწილად კიდეც შევეხე. იქ აღვნიშნავდი, რომ 2015 წლის თებერვალ-მარტში ბლოგზე ვრცელი ნაშრომის (ფაქტიურად წიგნის) ატვირთვისას წავაწყდი ისეთ სიტუაციას, რომელმაც აშკარად დამანახა მკითხველთა განსაკუთრებული ინტერესი თუნდაც იმ კონკრეტული მასალის მიმართ. ეს გახლავთ ნაშრომი «დამატებითი მასალები ნატო-ს ბლოკის შესახებ 1970-იან წლებში», რომელიც დიდი მოცულობის გამო ოთხ ნილად გამოვაქვეყნე. მანამდე გამოქვეყნებული მქონდა ასევე ვრცელი ნაშრომები (წიგნები):

«აშშ სამხედრო სტრატეგიისა და ნატო-ს კოალიციური სტრატეგიის განვითარება 1950-იანი წლებიდან 80-იანების დასაწყისამდე» (2011 წლის თებერვალში);

«აშშ შეიარაღებული ძალები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში» (2011 წლის აპრილში);

«ნატო და დასავლეთევროპული კავშირი 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში» (2011 წლის მაისში);

«ნატო-ს ბლოკის ევროპული ქვეყნების სამხედრო მშენებლობის ძირითადი საკითხები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში» (2011 წლის ივნისში);

«აშშ “მძიმე” ფორმირებების საბრძოლო გამოყენება» (2012 წლის ივლისში);

«აშშ სახმელეთო ჯარების დაკომპლექტება და საბრძოლო მომზადება. ოფიცერთა კადრების მომზადება და მათ მიერ სამსახურის გავლა» (2012 წლის ოქტომბერში); 

«ნატო-ს ბლოკის გარეთ მყოფი ზოგიერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში» (2013 წლის ნოემბერში);

«საბრძოლო მოქმედებები განსაკუთრებულ პირობებში (ქალაქში, მთებში, ტყეებში, უდაბნოში, არქტიკულ პირობებში)» (2014 წლის მაისში);

«1990-91 წლებში სპარსეთის ყურის ზონაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ» (2014 წლის ივლისში);

«შეიარაღებული ძალების სახეობათა და სპეციალური დანიშნულების ძალების მოქმედებები სპარსეთის ყურის ზონაში 1990-91 წლებში» (2014 წლის სექტემბერში). 

თითოეულ ამ მასალაში, ცხადია, დაინტერესებული მითხველების გარკვეული რაოდენობით შემოსვლებია დაფიქსირებული, რაზედაც ზემოთ უფრო დეტალურად ვილაპარაკე. ყოველივე ამის გათვალისწინებითა და ამაზე დაყრდნობით, მე ჯერ კიდევ 2012-13 წლების მიჯნაზე მივმართე თავდაცვის სამინისტროს (ირაკლი ალასანიას მინისტრობის დასაწყისშივე) ხელშეკრულების საფუძველზე მათთან ჩემი თანამშრომლობის შესახებ, რაზედაც საპასუხო ნაბიჯი სამინისტროს მხრიდან არ გადმოუდგამთ. ასევე თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ალასანიას გადადგომისა და მინდია ჯანელიძის დანიშვნის შემდეგაც, თუმცა კი იგივე შედეგით. მეორეს მხრივ, მაგალითად, ნაშრომში «აშშ სამხედრო სტრატეგიისა და ნატო-ს კოალიციური სტრატეგიის განვითარება 1950-იანი წლებიდან 80-იანების დასაწყისამდე» 2012 წლის აპრილის ბოლოს მკითხველების 800-ზე მეტი შემოსვლა იყო ნაჩვენები, 2017 წლის იანვარში კი – 2350-ზე მეტი; ნაშრომში «აშშ შეიარაღებული ძალები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში», შესაბამისად – 235-ზე მეტი და 900-მდე შემოსვლა; ნაშრომში «ნატო-ს ბლოკის ევროპული ქვეყნების სამხედრო მშენებლობის ძირითადი საკითხები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში», ასევე შესაბამისად – 155-ზე მეტი და 870- შემოსვლა, და ასე შემდეგ.

ამრიგად, მკითხველების ინტერესი ნათლად ჩანს, თანაც ასეთი მასალებით დაინტერესება ძირითადად თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისგან, აგრეთვე სამხედრო თემატიკით დაკავებული სხვა სტრუქტურების თანამშრომლებისგან იქნებოდა, აგრეთვე არც უბრალოდ სამხედრო მშენებლობით დაინტერესებული ადამიანების გაუთვალისწინებლობა ივარგებდა. თუმცა კი, ამ შემოსვლების ლომის წილი, ალბათ, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე უნდა მოდიოდეს. ხოლო მე კი იმავე სამინისტროს ხელმძღვანელობა უარს მეუბნება ჩემი შრომის ანაზღაურებაზე, ცხოვრებისა და მუშაობისთვის აუცილებელი პირობების შექმნაზე.

ზემოთ მოყვანილი მსჯლობის უფრო მეტად შევსებისთვის მოვიყვან იმ მაგალითსაც, რომელსაც წინა წერილში უკვე შევეხე. როგორც ზემოთ აღვნიშნე, 2015 წლის თებერვალ-მარტში ბლოგზე ოთხ ნაწილად ავტვირთე ნაშრომი «დამატებითი მასალები ნატო-ს ბლოკის შესახებ 1970-იან წლებში», რომლის 1-ლი და მე-2 ნაწლები, შესაბამისად, 27 თებერვალსა და 4 მარტს გამოვაქვეყნე, ხოლო მე-3 და მე-4 ნაწილები კი 6 მარტს. თანაც მე-2 ნაწილის ბოლოში ჩვეულებრივ იყო შენიშვნა – (გაგრძელება იხ. ნაწილი III). როცა 6 მარტს მე-3 ნაწილი უკვე გამოვაქვეყნე და მე-4 ნაწილის გამოქვეყნებისთვის მომზადებაზე ვმუშაობდი (რასაც ერთ საათამდე დრო სჭირდება ხოლმე) ამ ნაწილში მკითხველების უკვე 18 შემოსვლა იყო დაფიქსირებული. ჩვეულებრივ, ახალი მასალის ატვირთვიდან ერთ საათში მკითხველები ერთხელ ან ორჯერ შემოდიან, ვინაიდან მათ იმ წუთას არ იციან, რომ ბლოგზე ახალი წერილი იქნა გამოქვეყნებული. ამიტომ ამ შემთხვევაში ასე ბევრი შემოსვლა მხოლოდ იმით შეიძლება აიხსნას, რომ მისი რელური მკითხველები, ან მათი უფროსობა, ელოდებოდნენ რა გამოქვეყნების გაგრძელებას, ერთმანეთთან იყვნენ შეთანხმებულნი, რომ მის გამოჩენას ერთმანეთს შეატყობინებდნენ და ასე გააკეთეს კიდეც. ამრიგად, თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ჩემი ასეთი მასალებისადმი ინტერესი თვალსაჩინოა, მაგრამ მათ ავტორს კი ასე უსულგულოდ ექცევიან. ეს საქმის «ქართულად კეთების» ნათელი მაგალითია, სამწუხარო და «ღორული» მაგალითი. შესაბამისი მდგომარეობაცაა ჩვენს ქვეყანაში. რომ არა ასეთი დამოკიდებულება მათი მხრიდან, ზემოთ მოყვანილ ნაშრომებზე გაცილებით უფრო მეტი მექნებოდა გაკეთებული, და მთელი ეს ცოდნა და ინფორმაცია ისევ მათ თანამშრომლებსვე მოხმარდებოდა, ხოლო მათი სახით კი – ქვეყანასაც. მაგრამ მათი ასეთი დამოკიდებულების გამო რისი შესწავლაც, დამუშავებაც და გამოქვეყნებაც ვერ მოხერხდება, შეიძლება სწორედ ის ცოდნა დააკლდეთ გარკვეულ კრიტიკულ ვითარებებში და ეს თავად მათვე ძვირად დაუჯდეთ. არჩევანი მათია და პასუხსაც თვითონ აგებენ. ასეთი მიზეზ-შედეგობრივი კავშირების მაგალითები ისტორიაში უამრავია, ხოლო თუ მათი დანახვა და შესაბამისად მოქცევა არ უნდათ, სავარაუდო შედეგების გამო ისევ საკუთარ თავებს მოჰკითხონ.

ასეთივე მდგომარეობა იყო განათლებისა სამინისტროსა და სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმართებაში, სადაც უფრო მეტად დასავლეთის სახელმწიფოთა ისტორიის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიისა და, ასევე, თანამედროვე სამხედრო საკითხების კვლევის წინადადებით მივედი. თუმცა კი პირველ ორ თემატიკაში მკითხველების, და მათ შორის სტუდენტების მხრიდან მაღალი დაინტერესებაა, მაინც ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობის განვითარებაზე მათგანაც საბოლოო ჯამში უარი მივიღე. საინტერესო ბლოგი კი გაქვს, მაგრამ, «სულიც ამოგხდომიაო» – ასე გამოვიდა. რა უნდა ვთქვა – ღმერთმა ჭკუაზე მოიყვანოს და სინდისი მისცეს ჩვენს უფროსობას, თუ არა და, პასუხის გება, ყველაზე უფრო მძიმედ, სწორედ მათვე მოუწევთ – რასაც სთესენ, იმასვე მოიმკიან.

ირაკლი ხართიშვილი 
06.04.17

P. S. მკითხველების შემოსვლის უკანასკნელი მონაცემები, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, 2017 წლის 12 იანვარს განეკუთვნება. მას შემდეგ მკითხველების აქტიურობა ისევ თურქეთის ისტორიისა და, გარკვეულწილად, რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების თემებშით გამოირჩეოდა. ამიტომ კიდევ ერთხელ დავაზუსტე გამოქვეყნებამდე თურქეთის ისტორიასა და ევროპულ რომანტიზმში მკითხველთა შემოსვლის, ანუ ბლოგის მასალებში ამ მაჩვენებლით პირველ-მეორე ადგილების საკითხი და შედეგიც ასეთია:

1) «თურქეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [ბლოგზე აიტვირთა 07.10.10-ში] – {06.04.17-ში მკითხველების შემოსვლა 9035};

2) «რომანტიზმი ევროპულ ლიტერატურაში და გერმანელი რომანტიკოსები» – [25.04.11] – {8884}.

ასეთია მდგომარეობა ამ დროისთვის, ხოლო დანარჩენზე, თუ მშვიდობა იქნა, უკვე გაისად ვილაპარაკოთ.