Friday, November 26, 2010

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ

(ეს წერილი არ იქნა გამოქვეყნებული გაზეთში "ახალი 7 დღე")

ეს წერილი დაწერილ იქნა 2006 წლის სექტემბერში გაზეთისთვის „ახალი 7 დღე“ რომელთანაც 2005 წლის მარტის თვიდან სისტემატიურად ვთანამშრომლობდი, და რომლიც მანამდე არ გაურბოდა დაებეჭდა ისეთი წერილები, რომლებშიც მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკური პროცესები გაშუქებული იყო რუსი ავტორების, ნატალია ნაროჩნიცკაიასა და სხვათა თვალთახედვითაც. მაგრამ 2006 წლის ივლის-აგვისტოს თვეში რედაქციამ უარი თქვა გამოექვეყნებინა ჩემი წერილი „ქრისტიანობა და პოლიტიკა“, რომელშიც გატარებული იყო ის აზრი, რომ ქრისტიანი ერის მიერ შექმნილი სახელმწიფო ცხოვრებაში უნდა ატარებდეს ქრისტიანობის სწავლებაზე დამყარებულ პოლიტიკას, ხოლო სექტემბრის თვეში კი _ ქვემოთ მოყვანილი წერილიც. ალბათ ეს მოულოდნელი აკრძალვა გამომდინარეობდა არა თავად რედაქციის სურვილიდან, არამედ ხელისუფლებისგან მიღებული მითითების საფუძველზე. ასეთი აკრძალვების პრაქტიკამ კი მიგვიყვანა იმ შედეგებამდე, რომლებიც დღეს გვაქვს. ქვემოთ გამოქვეყნებული წერილი ძირითადად ინარჩუნებს ამ ორი წლის წინანდელი დედნის ტექსტს, ორ-სამ ადგილეს მცირე რედაქციული შესწორებებით.

გვიანდელი განმარტება: რუსეთისა და საქრთველოს ურთიერთობებს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ჩვენი დღევანდელი საზოგადოების წარმოდგენაში, სამწუხაროდ, ეს ისტორია ძლიერ დამახინჯებულად არის ჩადებული მავანთა და მავანთა მიერ. მაგრამ ერთ საჟურნალო წერილში ამ საკითხის მთლიანად გადმოცემა და გაანალიზება შეუძლებელია. ამიტომ ისტორიულ პერიპეტიებს ამჯერად გვერდს ავუვლით, და მხოლოდ პრობლემის თანამედროვე მხარეს შევეხებით. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ 2006 წლის ზაფხულის მიწურულსა და შემოდგომაზე საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსი სამხედრო მზვერავების დაკავებისა და სხვა მიმდინარე მოვლენების გამო, ურთიერთობები რუსეთსა და საქრთველოს შორის უკიდურესად იყო დაძაბული, რასაც თან ახლდა რუსეთის ფედერაციის ელჩის წასვლა საქართველოდან, დიპლომატიური ურთიერთობების მნიშვნელოვნად შემცირება, ხოლო თავად რუსეთში ქართველების დევნა-შევიწროვება. რა თქმა უნდა, ყოველი სახელმწიფო უნდა იღწვოდეს და იბრძოდეს საკუთარ ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოთა სადაზვერვო საქმიანობის შეზღუდვისა და საერთოდ აღკვეთისთვის, მაგრამ არა მხოლოდ გამორჩევით რომელიმე ერთი სახელმწიფოსი. იმ ტელერეპორტაჟების მიხედვით, რომლებსაც ჩვენ ვუყურებდით, და ჩანაწერებისა, რომლებსაც გვასმენინებდნენ, რუსი მზვერავები აგროვებდნენ ინფორმაციას ქართული ჯარების ბრძოლისუნარიანობისა და საბრძოლველად მზადყოფნის შესახებ. მაგრამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უკვე ათ წელიწადზე მეტია მოკალათებული არიან აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, თურქეთისა და ნატო-ს სხვა ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის სამხედრო მზვერავებიც, რომლებიც არა მხოლოდ ინფორმაციას აგროვებენ, ამუშავებენ და გადასცემენ თავიანთ ხელმძღვანელობებს, არამედ სისტემატიურად ისეთ რეკომენდაციებსა და მითითებებს აძლევენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს, რაც ხშირად პირდაპირ ეწინააღმდეგება თანამედროვე სამხდრო მშენებლობის პრაქტიკას, და მიმართულია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიან სახელმწიფოდ ვერჩამოყალიბებისკენ. და ეს დასავლელი მზვერავები, და არა მხოლოდ სამხედრო სფეროში, სრულიად თავისუფლად და დაუბრკოლებლად ეწევიან ძირგამომთხრელ საქმიანობას ჩვენს ქვეყანაში, და ამ ქვეყნის მესვეურები მათ არანაირ პასუხს არ სთხოვენ ამის გამო. ესეც საქართველოს თანამედროვე ცხოვრების ერთერთი პარადოქსია, და არა ერთადერთი.

ამ განწყობით იმავე 2006 წლის შემოდგომაზე დავწერეთ წერილი გაზეთისთვის „ახალი 7 დღე“, რომელთანაც მანამდე უკვე წელიწადზე მეტი ვთანამშრომლობდით, მაგრამ ამჯერად გაზეთის ხელმძღვანელობამ არ მოისურვა მისი გაცნობა და გამოქვეყნება, წერილის მკაფიო ანტიამერიკული განწყობის გამო, თუმცა კი მასში ოთხი დიდი ამერიკული ციტატა გვქონდა მოყვანილი, რომლებიც ნათელს ჰფენდნენ ამ განწყობის წარმოშობისა და განვითარების ნამდვილ მიზეზებს. ამჯერად შეიძლებოდა ამ წერილის პირდაპირ გამოქვეყნება ჩვეს ჟურნალში, მაგრამ მისი შედარებით დიდი მოცულობის გამო, სამი თვე დასჭირდებოდა მის სრულად დაბეჭდვას. აგვისტოს სისხლიანი კონფლიქტის შემდეგ კი სჯობს რუსეთის დღევანდელი სატკივარის გასაჟღერებლად პირველ რიგში შედარებით უფრო მოკლედ და კომპაქტურად დაწერილი მასალის გამოქვეყნება. ხოლო ამ სატკივარის გაცნობითა და გაცნობიერებით ჩვენს მკითხველსაც ალბათ უფრო განსხვავებული წარმოდგენა ჩამოუყალიბდება საკითხზე იმისგან, რასაც საქართველოს ოფიციოზი და პროდასავლური არაოფიციოზი აჟღერებს, განსაკუთრებით ტელეეთერიდან (გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ი ს დ ა ს ა ს რ უ ლ ი).

უკანასკნელ თვეებში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები მეტისმეტად გამწვავდა და ორივე ქვეყნის საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ამ ფონზე გაცილებით უფრო ერთგვაროვანია საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოთქმული მოსაზრებები, რომლებიც თითქმის ცალსაცად მიმართულია რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ. მაგრამ განა ასე ცალსახადაა სინამდვილეში საქმე?

სინამდვილეში, და ამის შესახებ უკვე 1999 წლის ზაფხულიდან ვაქვეყნებდი წერილებს ძირითადად გაზეთ „საქართველოში“, ახლა კი „ახალ 7 დღეში“, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისიდანვე დასავლეთისა და რუსეთის შეიარაღებული დაპირისპირების ესკალაცია. იმ დროს, როდესაც დაიშალა ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია და შემდეგ საბჭოთა კავშირიც, როდესაც დასრულებულად გამოაცხადეს დასავლეთსა და რუსეთს შორის ცივი ომი და ნატო-ს ბლოკში დაიწყეს მისი წევრი სახელმწიფოების სამხედრო ხარჯების, შეიარაღებული ძალებისა და შეიარაღებათა შემცირება, თურქეთის ხელისუფლებამ კვლავინდებურად განაგრძო თავისი სამხედრო ხარჯებისა და ძირითადი შეიარაღების რაოდენობრივი ზრდა და ხარისხობრივი განახლება, რამაც ამ 10-15 წლის მანძილზე მკვეთრად აამაღლა ამ ქვეყნის შეიარაღბული ძალების საბრძოლო მზადყოფნა და ბრძოლისუნარიანობა. ქვემოთ ცხრილში ნაჩვენებია ნატო-ს მსხვილი სახლმწიფოების ეკონომიკური და სამხედრო მონაცემები 1990 წლების დასაწყისსა და დასასრულში. ისინი მოყვანილია სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის ყოველწლიური გამოცემის Military Balance-ის მიხედვით, და ვინაიდან ეს კრებული გამოდის ყოველი წლის შემოდგომაზე, ამიტომ ეკონომიკური მაჩვენებლები მოყვანილია 1990 და 1999 წლების მიხედვით, ხოლო სამხედრო კი _ 1991 და 2000 წლებისა.

ფინანსური და სამხედრო . . . . აშშ . . საფრანგე- . გერმანია . დიდი ბრი- . იტალია . თურქეთი
მონაცემები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . თი . . . . . . . . . . . . . . . . . ტანეთი

1 9 9 0 / 1 9 9 1 წ ე ლ ი

მთლიანი შიდა პროდუქტი
(მლრდ. დოლარი) . . . . . . . . 5423,4 . . 1187,15 . . . 1499,54 . . . . 986,72 . .1090,75 . . 114,29
მთლიანი შიდა პროდუქტის
საშუალო წილი ერთ სულ
მოსახლეზე (დოლარი) . . . . .21700 . . . 21900 . . . . . 19500 . . . . 17400 . . . .19028 . . . .2100
სამხედრო ხარჯები

(მლრდ. დოლარი) . . . . . . . . 304,09 . . . . 42,78 . . . . . .42,76 . . . . . 39,26 . . . . 24,74 . . . .5,00
მოსახლეობა (ათასი
ადამიანი) . . . . . . . . . . . . .250348,8 . . 56655,8 . . . 76877,4 . . .56670,8 . . 57322,0 . 56981,8
საბრძოლო ტანკები . . . . . . . .15585 . . . . . 1349 . . . . . . 4726 . . . . . . 1314 . . . . . .1220 . . . 3783
მოჯავშნული საბრძოლო
მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . 31964 . . . . . 4491 . . . . . . .5269 . . . . . .4549 . . . . . 3879 . . . .3560
საველე საარტილერიო
სისტემები . . . . . . . . . . . . . . . . 8827+ . . . .1403 . . . . . . .4579 . . . . . . . 729 . . . . .1952 . . . .4187
ოპერატიულ-ტაქტიკური
სარაკეტო სისტემები . . . . . . . . . 95 . . . . . . . .40 . . . . . . . . . 26 . . . . . . . . . 14 . . . . . . . .6 . . . . – . . .
დამრტყმელი ვერტმფრენები .1653 . . . . . .248 . . . . . . . 207 . . . . . . . . 368 . . . . . .* . . . . . . .– . . .
საბრძოლო თვითმფრინა-
ვები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .7348 . . . . . .1013 . . . . . . . 746 . . . . . . . . 898 . . . . . . 537 . . . . 650

1 9 9 9 / 2 0 0 0 წ ე ლ ი

მთლიანი შიდა პროდუქტი
(მლრდ. დოლარი) . . . . . . . . 9200,0 . . . . 1400,0 . . . .1900,0 . . . . . 1400,0 . . . 1100,0 . . . 186,0
მთლიანი შიდა პროდუქტის
საშუალო წილი ერთ სულ
მოსახლეზე (დოლარი) . . . . . 33100 . . . . .24000 . . . . 23500 . . . . . . 22300 . . . 22000 . . . .6000
სამხედრო ხარჯები (მლრდ.
დოლარი) . . . . . . . . . . . . . . . . . 275,5 . . . . . . .37,1 . . . . . . .31,1 . . . . . . . . 36,6 . . . . . 22,0 . . . . .10,1
მოსახლეობა (ათასი
ადამიანი) . . . . . . . . . . . . . 276636,0 . . . 59425,0 . . . .82112,0 . . . . .58882,0 . 57930,0 . 66130,0
საბრძოლო ტანკები . . . . . . . . .7900 . . . . . . . 834 . . . . . . .2815 . . . . . . . . .616 . . . . . . 699 . . . .4205
მოჯავშნული საბრძოლო
მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . 22100 . . . . . . .4613 . . . . . .5279 . . . . . . . . 2426 . . . . .2682 . . . . 4293
საველე საარტილერიო
სისტემები . . . . . . . . . . . . . . . . 6074 . . . . . . . . 802 . . . . . .2115 . . . . . . . . . 457 . . . . . . 895 . . . . 4964
ოპერატიულ-ტაქტიკური
სარაკეტო სისტემები . . . . . . . 1075 . . . . . . . . – . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . – . . . . . . 12-მდე
დამრტყმელი ვერტმფრენები 1502 . . . . . . . . .239 . . . . . . .204 . . . . . . . . . 269 . . . . . . 134 . . . . . .37
საბრძოლო თვითმფრინა-
ვები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4191 . . . . . . . . .599 . . . . . . .609 . . . . . . . . . 600 . . . . . .336 . . . . . .505

აღნიშნულ ცხრილში თურქეთის ხელისუფლების მიერ სამხედრო ხარჯების გაორმაგება, 5-დან 10,1 მლრდ. დოლარამდე გაზრდა თვალსაჩინოა. რაც შეეხება ძირითადი შეტევითი შეიარაღების რაოდენობრივ ზრდასა და ხარისხობრივ გაუმჯობესებას, აქ შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვეყნის შეიარაღებიდან მთლიანად გამოიყვანეს ან კიდევ მნიშვნელოვნად შეამცირეს უკვე გვარიანად მოძველებული M-47 და M-48A1/A2 ტიპების ამერიკული წარმოების საბრძოლო ტანკები, M-2/-3 და M-59 ტიპების ჯავშანტრანსპორტერები, F-104 და F-5 სერიების საბრძოლო თვითმფრინავები (F-104 „სტარფაითერი“ გამანადგურებელ თვითმფრინავებს მათი ხშირი ავარიულობის გამო დასავლეთგერმანელი პილოტები „მფრინავ კუბოებსაც“ უწოდებდნენ), „გაფისა“ და „თენგის“ ტიპების ამერიკული წყალქვეშა ნავები, „გირინგის“, „კარპენტერისა“ და „სამნერის“ ამერიკული წარმობის საესკადრო ნაღმოსნები, „კიოლნის“ ტიპის დასავლეთგერმანული ფრეგატები. ხოლო მათ ნაცვლად, სამხედრო-ტექნიკური დახმარების ფარგლერბში, იმავე შეერთებული შტატებისა და გერმანიისგან მიიღეს MLRS/ATACMS ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური მართვადი რაკეტების გასაშვები დანადგარები (სროლის სიშორე 190 კმ-მდე), M-60A1/A3 და „ლეოპარდ-1A1/A3“ ტიპების საბრძოლო ტანკები, M-113 და YPR-765 ტიპების ჯავშანტრანსპორტერები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები, თვითმავალი ჰაუბიცები დამატებითი რაოდენობა, განსაკუთრებით M-110A1/A2 ტიპების 203,2-მმ ქვემეხები (სროლის სიშორე 24-30 კმ-მდე, მსხვრევად-ფუგასური ჭურვის წონა 90 კგ-ზე მეტი), AH-1W/P „ქინგ კობრას“ ტიპის დამრტყმელი ვერტმფრენები, F-4E/RF-4E და F-16C/D ტიპების ტაქტიკური გამანადგურებელი და სადაზვერვო თვითმფრინავები, 209-ტიპის დიზელური წყალქვეშა ნავები, „ნოქსის“, „პერისა“ და MEKO 200 ტიპების ფრეგატები, და სხვა შეიარაღება. მათ მნიშვნელოვან ნაწილს თურქები ნაწილობრივ თავად აწარმოებენ ამერიკული და გერმანული ლიცენზიებით.

თანაც შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ გააძლიერეს იმ ქვეყნის სამხედრო მანქანა, რომლის ხელისუფლების წარმომადგენლები არც კი მალავენ თავიანთ პრეტენზიებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ტერიტორიებზე, ასევე მიანიშნებენ რუსეთის ფედერაციის ჩრდილო-კავკასიის, ვოლგისპირეთისა და თათარსტანის, ჩინეთის უიღურსტანისა და ირანის აზერბაიჯანის ტერიტორიებზე თავიანთი ისტორიული უფლება-ინტერესების შესახებაც. სახელდობრ, ჩემთვის ცნობილია, რომ 1980-იანი წლების შუახანებში თურქეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, შემდგომში პრეზიდენტმა, თურგუთ ოზალმა დასავლური პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: ჩვენ დიდი პრეტენზიები არა გვაქვს, ვინაიდან თურქეთი მხოლოდ რეგიონული სახელმწიფოა „ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედლამდე“-ო.

ყველა ჭკუათმყოფელი ადამიანისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ რუსეთი, ირანი და ჩინეთი არ დათმობდნენ არც თავიანთ ინტერესებს მათ უშუალო მეზობლობაში მყოფ ტერიტორიებზე და მით უმეტეს არც საკუთარ ტერიტორიებს. აშშ-ისა და გერმანიის მიერ თურქების გაძლიერების საპასუხოდ ჯერ რუსეთ-ირანის სამხედრო-პოლიტიკური დაახლოება დაიწყო (თუმცა კი ირანის ხელმძღვანელობა მანამდე საბჭოთა კავშირსაც შეერთებული შტატების დარად თავის უპირველეს მტრად აცხადებდა), შემდეგ კი თანდათანობით ჩინეთიც ჩაერთო ამ კოალიციაში.

ბევრს უნდა ახსოვდეს 1999 წლის შემოდგომაზე რუსეთის პრეზიდენტის ბ. ელცინის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, საიდანაც, რა თქმა უნდა ჩინეთის ხელმძღვანელობასთან წინასწარი მოლაპარაკებების საფუძველზე, მან ღია მუქარა შეუთვალა ტელევიზიის მეშვეობით აშშ-ის პრეზიდენტს ბ. კლინტონს, რომ თუკი ამერიკა თავს არ დაანებებდა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და პოლიტიკური ინტრიგების ხლართვას, რუსეთს შეეძლო ამაზე ომით ეპასუხა სარაკეტო-ბირთვული იარაღის გამოყენებით. რომ არ ყოფილიყო ასეთ განცხადებაზე ჩინეთის ხელმძღვანელობის თანხმობა, მაშინ ცხადია, რომ მას რუსეთის პრეზიდნტი პეკინიდან ვერ გააკეთებდა.

ამის გარშემო საქართველოს ხელისუფლებაში, პოლიტიკურად აქტიურ საპარლამენტო და არასაპარლამენტო სპექტრში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ერთი ამბავი ატეხესიმის გამო, რომ „რუსეთი იარაღს აჟღარუნებს“ და „ომით იმუქრებაო“, მაგრამ იმაზე კი ხმას არ იღებდნენ, თუ რამ აიძულა რუსეთის ხელისუფლება ამ ნაბიჯზე წასულიყო. ან რატომ მოხდა ის, რომ საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებისა და ომის საშიშროების თავიდან აცილების რიტორიკის საფარქვეშ დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების მმართველი წრეები ცენტრალურ ევროპაში სამხედრო დაპირიპირების მკვეთრად შემცირების ფონზე თურქეთის შეიარაღებული ძალების რამდენიმეჯერადი გაძლიერებით ახალ შეიარაღებულ დაპირისპირებას ამზადებდნენ კავკასია-ცენტრალური აზიის მიმართულებით.

ასევე ცნობილია, რომ სწორედ დასავლეთის მმართველი წრეების ხელშეწყობით ყოფილი იუგოსლავიის ფედერაციის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულ იქნა მცირე მუსლიმანური სახელმწიფო ბოსნია და ჰერცოგოვინა, რომლის პრეზიდენტიც ა. იზეტბეგოვიჩი 90-იანი წლების შუახანებში აყენებდა მუსლიმანური ფედერაციის ჩამოყალიბების იდეას „ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კდლამდე“ (როგორ ჰგავს ეს მანამდე ათი წლით ადრე თურგუთ ოზალის მიერ ინტერვიუში ნათქვამს?)

1999 წელს იმავე დასავლეთის სახელმწიფოტა პირდაპირი სამხედრო ჩარევის შედეგად („ტევტონური მეთოდებით“) ბალკანეთში დაიწყეს კიდევ ერთი მუსლიმანური წარმონაქმნის კოსოვოს ცალკე სახელმწიფოდ ჩამოყალიბება-დამკვიდრებისთვის ხელის შეწყობა. ისტორიულ მეციერებათა დოქტორი, რუსეთის ფედერაციის სახლმწიფო სათათბიროს წევრი, საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნატალია ნაროჩნიცკაია თავის რამდენიმე ნაშრომში აღნიშნავს, რომ „ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედლამდე“ გადაჭიმული მუსლიმანური ფედერაციის პროექტი მოიცავს ელიფსის მაგვარ ტერიტორიას, რომლიც ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია რკალით, რომელიც გადის სახელმწიფოებზე (ტერიტორიებზე): ბოსნია-ჰერცოგოვინა _ კოსოვო _ თურქეთი _ ყირიმი _ ჩრდილო-კავკასია _ ვოლგისპირეთი _ შუა აზია _ ირანი _ ავღანეთი _ პაკისტანი; სამხრეთ რკალი კი მოიცავს შემდეგ სახელმწიფოებს: ბოსნია-ჰერცოგოვინა _ კოსოვო _ თურქეთი _ არაბული სახელმწიფოები _ ირანი _ ავღანეთი _ პაკისტანი. ამ დიდი გეოპოლიტიკური ელიფსის შიგნით მოთავსებულია შედარებით მცირე ენერგეტიკული ელიფსიც, რომელზედაც დასავლეთის მმართველ წრეებს დიდი ინტერესები გააჩნიათ. აქ დამკვიდრებისთვის ისინი ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან ამზადებენ სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციასა და შეიარაღებულ ძალებს _ ე. ი. ამზადებენ ომს, რომელიც ნელ-ნელა უახლოვდება საქართველოსაც.

მაშინ რა არის გასაკვირი იმაში, რომ რუსეთის სახელმწიფოს ჰყავდეს საქმეში ჩვენზე უფრო კარგად ჩახედული სამოქალაქო და სამხედრო სპეციალისტები ისეთი სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა მუქარების შესაფასებლად, დასახარისხებლად და მათზე მათზე შეძლებისდა გვარად ადექვატური პასუხების გასაცემად. და როდესაც ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისიდან რუსი სპეციალისტები და სახელმწიფო მოხელეები პრინციპულად წინააღმდეგი გამოდიან ნატო-ს ბლოკის აღმოსავლეთისკენ გაფართოების საკითხში და ამაში საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის სერიოზულ საფრთხეს ხედავენ, განა ჩვენ კი არ უნდა დავფიქრდეთ დიდი სახელმწიფოების მოსალოდნელი სერიოზული დაჯახებისა და მათ შორის საქართველოს გამოჭყლეტვის საშიშროების თაობაზე? განა ეს რაიმე აბსტრაქტული შიშია და მას სერიოზული საფუძველი არ გააჩნია? განა რას მიიღებენ დღესდრეობით ამის უგულვებელმყოფელი ქართველები იმის სანაცვლოდ, რაც შემდეგ შესაძლოა გადასატანი მოუხდეთ _ საკუთარი ქვეყნის დაქცევა-გაჩანაგება, საყვარელი ადამიანების დახოცვა და დასახიჩრება, გამხეცებული, დაბოლილი და დამთვრალი უცხოელი ჯარისკაცებისგან საკუთარი ახლობელი ქალების, ქალიშვილების, გოგონებისა და ბიჭების გაუპატიურება-დახოცვის თავიანთი თვალებით ყურება და ა. შ. გაერიდებიან და სხვაგან გადასახლდებიან? ეს არ იქნება მხოლოდ ლოკალური სამხედრო კონფლიქტი. რუსეთ-ირან-ჩინეთის წინააღმდეგ დასავლეთის სახელმწიფოთა ომი იმთავითვე შეიძენს მსოფლიო ომის მასშტაბებს. გარდა ამისა, სად დაემალებიან საკუთარი ხალხის გამაუბედურებელი ნაკაცარები ღვთის სასჯელს?

ამ სასჯელის თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია მხოლოდ თავის სინდისში, ღვთის მიერ ბოძებულ ამ წყალობაში ჩახედვისა და არა ანგარებიანი, არამედ პატიოსანი და ზნეობრივი პოლიტიკის წარმოების გზით. ჩვენ კი რას ვაკეთებთ? ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისიდანვე ვემხრობოდით შეერთებულ შტატებსა და ნატო-ს ყოფილი იუგოსლავიის ფედერაციის სუბიექტებად _ სლოვენიად, ხორვატიად, ბოსნია-ჰერცოგოვინად, სერბეთ-ჩერნოგორიადა და მაკედონიად _ დანაწილების საქმეში. მაგრამ ბოსნიელი მუსლიმანები რომ გასულ საუკუნეებში თურქ-ოსმალების მიერ გამაჰმადიანებული სერბები არიან, ხოლო ხორვატები_ იმავე პერიოდში უნგრელებისა და ავსტრიელების მიერ გაკათოლიკებული სერბები? ჩვენც ხომ გვყავს ჟამთა სიავის გამო გამაჰმადიანებული და გაკათოლიკებული ქართველები, და განა ვისურვებდით იმას, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ერი უცხო ძალების გავლენით დაჩეხილიყო და ერთმანეთს დანასისხლად გადაჰკიდებოდა? რა თქმა უნდა, არა. მაშინ რაღატომ ვუსურვებთ ამას სერბებს, და რატომ ვუჭერთ ასეთ უღვთო საქმეში დასავლეთს მხარს?

ჩვენ არც ის გვინდა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დავკარგოთ, მაგრამ ასევე მხარს ვუჭერთ ამერიკულ პროექტებს სერბეთისთვის კოსოვო-მეტოხიის ჩამოცილებაზე. სახარებაში კი უფალი გვაფრთხილებს _ სხვას არ ვუსურვოთ და არ გავუკეთოთ ის, რასაც საკუთარ თავს არ ვუსურვებდით, და არ გვნდომებოდა, რომ ჩვენთვის გაეკეთებინათ. ჩვენ, ერთერთი უძველესი ქრისტიანი და მართლმადიდებელი ერი აშშ-ის ხელისუფლების მაამებლობისთვის ღმერთის მცნებას გადავდივართ და თანაც მისგან წყალობას ველოდებით. იქნებ ისევ საკუთარ სინდისში ჩაგვეხედა და ღმერთთან ორპირობისთვის თავი დაგვენებებინა?

რაც შეეხება საკუთრივ რუსეთ-საქართველოს დღევანდელ დაპირისპირებას, ეს უფრო მეტად არა რუსულ-ქართული, არამედ რუსულ-ამერიკული კონფლიქტი უნდა იყოს, და ჩვენი წერილის პირველ ნაწილში მოყვანილი დაპირისპირების შემდგომ განვითარებას წარმოადგენდეს. ამის განცხადების საფუძველს გვაძლევს ის გარემოება, რომ ამ კონფლიტში საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ხელისუფლების წინაშე მუდმივად აყენებს არა საქართვლოს, არამედ შეერთებული შტატების ინტერესებს. უფრო კონკრეტულად: 1996 წლის აპრილში თბილისში ჩატარდა ნატო-ს ბლოკის პირველი წარმომადგენლობითი ღია სართაშორისო კონფერენცია თემაზე „მცირე სახელმწიფოთა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განვითარება“. კონფერენციას ატარებდა ნატო-ს ინფორმაციისა და პრესის ოფისი ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში კი მას მასპინძლობდა კავკასიური ინსტიტუტი, ხოლო ჩატარებულ იქნა კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში.

მოგვიანებით გამოქვეყნებულ კონფერენციის მასალებში საგანგებოდ აღნიშნულია, რომ მასში სამუშაოდ სპეციალურად მოიწვიეს ამერიკელი სამხედრო ექსპერტი ქენეთ ბრაუერი. მე პირადად ვმონაწილეობდი ამ კონფერენციის მუშაობაში და კარგად მახსოვს მისი მიმდინარეობა, მაგრამ უფრო მეტი სიზუსტისთვის ისვ გამოქვეყნებულ ტექსტს დავყრდნობი. ბ-ნმა ბრაუერმა ერთერთი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განაცხადა: „ნატო-ს ქვეყნებში თავდაცვას არ უყურებენ სერიოზულად, რადგან აქვთ გარანტია ამერიკული ბირთვული იარაღის სახით... ნატო-ს წევრ ქვეყნებში სამხედრო სამსახურში იყენებენ 18-38 წლის მამაკაცთა მხოლოდ 2-10%-ს, (იგულისხმება ომიანობის დროის შეიარაღებული ძალები _ ი. ხ.). ეს იმიტომ, რომ ისინი დიდი ქვეყნებია. ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია, სინგაპური და ისრაელი საგანგებო ვითარებაში იყენებენ იმავე ასაკის მამაკაცების 100%-ს. რას ნიშნავს ეს? თუ ქვეყანაში ხუთმილიონიანი მოსახლეობაა, ნატო-ს პრაქტიკის თანახმად, ომის შემთხვევაში მხოლოდ 60 ათასი ადამიანი უნდა გაიწვიონ, მაგრამ რეალურად 5 მილიონ ადამიანზე შეიძლება 550-ათასიანი არმიის მობილიზებაც... პატარა ქვეყნებში არმია მოსამზადებელი სკოლაა. ნამდვილი ძალა რეზერვია. ყველა გაწვეული კარგად უნდა მომზადდეს. მაგრამ თითოეული ქვეყნის პრეზიდენტს სჭირდება სწრაფი რეაგირების ძალაც. ამისთვის საკმარისია 18-თვიანი გაწვევა. ამ ვადის პირველი მესამედის მანძილზე ჯარისკაცი გადის ინდივიდუალურ წვრთნას, მეორე მესამედი ეთმობა მომზადებას სამხდრო ნაწილში, ბოლო მესამედს კი ჯარისკაცი პრეზიდენტის ხელქვეით მსახურობს. შემდეგ ჯარისკაცი გადადის რეზერვში და მას ახალი შეცვლის... ამის შედეგად მოხდება შეკავშირებული, შეკრული სამხედრო ნაწილების შექმნა, რომელთა წევრებიც ერთ სარეზერვო ნაწილში იმსახურებენ შემდგომი 20 წლის მნძილზე. ესაა უწყვეტი ჯაჭვი და ხუთ-ექვს წელიწადში იარსებებს მაღალკვალიფიციური არმია. იწყებთ პატარა ბირთვით და 20 წელიწადში გეყოლბათ 500-ათას კაციანი რეზერვი. იმედია ამ დროისთვის ფულიც გექნებათ (სათანადო შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შესაძენად)“.

რეკომენდაციები, როგორც ვხედავთ, მეტად მარტივი, მკაფიო და ნათელია. ამერიკლმა ექსპერტმა ისინი მოგვცა 1996 წლის აპრილში და მას შემდეგ რომ ჩვენს ხელისუფლებას, ასევე ამ სფეროთი დაკავებულ არასამთავრობო და ჟურნალისტურ წრეებს, ე. წ. პოლიტიკურ პარტიებს რომ რეალურად ეზრუნათ საქართველოს სამხედრო მშენებლობის ჯანსაღ ნიადაგზე დაფუძნებისა და სწორად წარმართვისთვის, სადღეისოდ ჩვენ გვეყოლებოდა 200-250 ათასი კარგად მომზადებული რეზერვისტი, 250-300 საბრძოლო ტანკი, 550-600 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 400-მდე საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 70-მდე დამრტყმელი ვერტმფრენი, 200-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი, სარაკეტო, სატორპედო და საარტილერიო კატარღები, ზღვაში სანაღმო ომის წარმოების მცირე ხომალდები, სანაპირო არტილერიისა და ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარები, საზენიტო და ტანკსაწინააღმდგო საშუალებები (მათ შორის მართვადი სარაკეტო კომპლექსებიც), სხვა შეიარაღება. მაგრამ ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ ყოველივე ამის გარეშეა, თანაც მსოფლიო პროცესების შუაგულში მონაწილეობის შესახებ მყვირლა განცხადებებით.

ამ წერილში შემოვიფარგლებით ჩვენი ქვეყნის მძიმე მდგომარეობის მხოლოდ ერთი გარემოების გაშუქებით. საქმე ეხება საქართველოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების ყოფნის საკითხს. 1990-2000-იანი წლების მიჯნაზე საქართველოს ხელისუფლება მოითხოვდა რუსული სამხედრო ბაზების ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდნ დაუყოვნებლივ გაყვანას და ამისკენ აქეზებდა მას დასავლეთიც, რუსები კი ბაზების გასაყვანად 14-წლიან ვადას ითხოვდნენ. საქართველოს ხელისუფლება რომ დათანხმებოდა რუსეთის პირობებს, 14 წლის მანძილზე დაეტოვებინა ჩვენთან ბათუმსა და ახალქალაქში _ თურქეთიდან საქართველოში შემომავალ ძირითად გზებზე რუსული სამხედრო ბაზები, მაშინ ისინი დააფიქსირებდნენ საქართველოს ამ ეტაპზე რუსეთის სამხედრო-სტრატეგიულ ორბიტაში ყოფნას ანუ არსებულ სტატუს-ქვოს, ხოლო საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობას ექნებოდა 14-წლიანი ვადა ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი სისტემის ისეთნაირად მოსაწყობად, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი ყოფილიყო ქვეყნის სუერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცვად 300-350 ათასიანი შეიარაღებული ძალების მობილიზება სათანადო საბრძოლო ტქნიკითა და შეიარაღებით.

ამის საპასუხოდ ჩვენი ხლისუფლება დაჟინებით მოითხოვს რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანას ისე, ტრაპიზონში, არტაანსა და სარიყამიშში მდგარი თურქული მე-3 საველე არმიის 48-ე ქვეითი ბრიგდის, 25-ე მექანიზებული ბრიგადისა და მე-9 ქვეითი დივიზიის შესაძლო შემოსვლის გზებზე მას არანაირი შესაბამისი ძალები და საშუალებები არ გააჩნია. თურქული არმიის ამ ერთეულებში ეუთო-ს ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, 1998 წლის დასაწყისში ნაჩვენები იყო მთლიანობაში პირადი შემადგენლობის 23600-ზე მეტი ადამიანი, 170-მდე საბრძოლო ტანკი M-48A5, 205-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტერი M-113A1/A2, 260-მდე საველე საარტილერიო სისტემა (105, 155 და 203,2 მმ ყალიბების 115-მდე ბუქსირებადი ჰაუბიცა, 90-მდე 106,7-მმ და 60-მდე 120-მმ ნაღმსატყოტცნი), 11 დამრტყმელი ვერტმფრენი AH-1W/P „ქინგ კობრა“ და სხვა შეიარაღება. თურქთის სამხედრო-საჰაერო ძალებში კი, როგორც უკვე ვთქვით, შედის ხუთ ასეულზე მეტი ამერიკული ტაქტიკური გამანადგურებელი: F-16C/D, F-4E/RF-4E, F-5A/B.

დროა უკვე მივხვდეთ, რომ ომი ომობანა არა არის, და არც პოლიტიკაა უწყინარი თამაშები. ორივე ლოცვის, შრომისა და ბრძოლის ფართო ასპარეზია იმათთვის, ვისაც უყვართ საკუთარი ქვეყანა, უწინარეს ყოვლისა აყენებენ ერის წიაღში ისტორიულად ჩამოყალიბებულ და დამკვიდრებულ სულიერ ფასეულობებს და შეუძლიათ ლოცვაც, შრომაცა და ბრძოლაც მისი ინტერსების დასაცავად. ამას კი, როგორც ბატონი ბრაუერის რჩევიდან გამომდინარეობს, სჭირდება შესაბამისი დროც. ამიტომ, გონივრულად მეჩვენებოდა ის 14 წელიწადი, რომელსაც რუსეთის ხელმძღვანელობა მოითხოვდა ბათუმიდან და ახალქალაქიდან თავისი სამხედრო ბაზების გასაყვანად. საქართველოს ხელისუფლებამ კი უარყო ეს ვადა და რუსეთის სარდლობამ თავისი სამხედრო ბაზების გაყვანა დაიწყო ისეთ პირობებში, როდესაც ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია სათანადო ძალები და საშუალებები საკუთარი თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ამერიკელების დახმარებით შექმნილი ის ოთხი ქვეითი ბრიგადა თურქულ არმიასთან სულ რამდენიმე საათის საბრძოლო მოქმედებებისთვის შეიძლება იყოს საკმარისი. შემდეგ კი მტერი თავისუფლად გაბატონდება ჩვენს ქვეყანაში აქედან გამომდინარე ყველა სავალალო შედეგით. თუ რა თქმა უნდა, უფრო ძლიერი სახელმწიფო არ არის უკვე ჩვენზე გაბატონებული, ან სათანადო პირობები არა აქვს შექმნილი აქ თავისი უფლებების დასაფიქსირებლად.

ცხადია, ვგულისხმობ აშშ-ს, და იმასაც, რომ საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების უმოკლეს ვადებში გაყვანის მოთხოვნა მოლაპარაკებებზე წარმოადგენდა სწორედ შეერთებული შტატების ინტერესს, რათა მას სუსტი და საკუთარი თავდაცვის უნარის არმქონე ქვეყანა პირდაპირ რუსეთის გავლენის სფეროდან ჩაეგდო საკუთარ ხელში. შეერთებულ შტატებს აქვს ისეთი გეოპოლიტიკური ინტერესები, რომლებსაც მისი ხელისუფლება ღიად ახმოვანებს და იცავს, მათ შორის სამხედრო ძალითაც, ვინაიდან ისინი ჯდება თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ნორმებში. მაგრამ შეერთებული შტატების ხლმძღვანელობას გააჩნია ისეთი გეოპოლიტიკური ინტერესებიც, რომლებსაც იგი ღიად ვერ განაცხადებს, რადგანაც ისინი სცილდება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და აშკარად აჩვენებს ამერიკული საგარეო პილიტიკის იმპერიალისტურ (გნებავთ, დამპყრობლურ, აგრესიულ) ხასიათს. სწორედ ამერიკის ასეთ ინტერესებს ახმოვანებს სამწუხაროდ აშშ-ის სამსახურში ჩამდგარი საქართველოს ხელისუფლება, ხოლო დასავლურ-ქართული კავშირის მიზანს კი უნდა წარმოადგენდეს შეერთებული შტატების, ასევე სავარაუდოდ დიდი ბრიტანეთისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიების დაკავება და წყნარად ათვისება შემდგომში როგორც აღმოსავლეთისკენ _ ცენტრალური აზიისკენ, ისე ჩრდილოეთისკენ _ რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მოქმედებებისთვის.

ზემოთ ნათქვამის დასადასტურებლად მოვიყვან ფრაგმენტებს გაზეთ „ახალი 7 დღის“ 2006 წლის 25-31 აგვისტოს ნომერში აშშ-ის კენტუკის შტატის მორჰიდის უნივერსიტეტის პროფესორთან, დოქტორ რებეკა ს. კიტზთან გამოქვეყნებული ინტერვიუდან. ქ-ნი კიტზი, რომელიც წინა წლებში საქართველოში სტუმრობდა სოციალურ საკითხებში სამეცნიერო კვლევების ჩატარების მიზნით, ინტერვიუში ამბობს: „...მეორეს მხრივ, ტერმინს „კრიზისი“ ვიყენებ, როგორც მეტაფორას მმართველობის კრიზისის აღსანიშნავად აქ აშშ-ში. კრიზისად მე მივიჩნევ ამერიკის ჩარევას სხვა ერების საშინაო საქმეებში, მათ შორის საქართველოს და, რასაკვირველია, ერაყისა და ავღანეთის საშინაო საქმეებში... იმედი მაქვს, რომ თქვენ გააანალიზებთ საკუთარ მდგომარეობას, ანუ იმას, თუ რა სახით სჯობს იყოთ ამერიკასთან სიმბიოტურ კავშირში. ამის მიზეზი კი ის არის, რომ დანამდვილებით ვიცი: ნავთობისა და შუა აღმოსავლეთთან დაახლოებისთვის ამერიკა საქართველოს ექსპლუატაცაიას უწევს... საქართველო განაგრძობს საკუთარი თავის, როგორც რუსეთის მსხვერპლის აღქმას და მოელის, რომ ამერიკა დაიცავს მას რუსეთის ჩაგვრისგან. მე ვადასტურებ ჩემს წიგნში იმას, რომ საქართველო ამერიკის მსხვერპლი ხდება ამერიკის მიერ გარეგნულად შენიღბული ფინანსური, ეკონომკური განვითარებისა და ჰუმანიტარული დახმარების საშუალებით. როცა ამერიკის მთავრობა დახმარებას იძლევა, იგი ყოველთვის მოელის რაღაცას ამის სანაცვლოდ. როგორც წესი, ეს გახლავთ ამერიკის ნების მორჩილება... ვფიქრობ, რომ ქართველებს უფრო მეტად უნდათ, რომ სხვებმა ევროპელებად აღიქვან ისინი, ვიდრე სინამდვილეში არიან... ჩემთვის ქართული კულტურა უფრო ევრაზიულია, ვიდრე ევროპული, ევროპულისა და აზიურის საუკეთესო შერწყმაა, რაც მე ძალიან მომწონს. საქართველომ არ უნდა დაკარგოს თავისი სახე. საქართველოს ხიბლი იმაშია, რომ ევრაზიული ქვეყანაა, ამიტომ ძალიან ხვდება თვალს ვითომდა ევროპისკენ სწრაფვა _ სკვერებში დადგმული დიდი სატელევიზიო ეკრანები. უკეთესია ეს ფული, რაც მათ დადგმაში დაიხარჯა, ღარიბებსა და პენსიონერებს მოხმარდეს... გისურვებთ თავისუფალ პრესას, პატიოსან მთავრობას, სიღარიბის დაძლევას. ვიმედოვნებ, რომ საქართველო ამერიკის ნეოკოლონიალური ზეგავლენისგან თავისუფალი ქვეყანა გახდება. მე ვისურვებდი საქართველოს სრულ დამოუკიდებლობას საზღვარგარეთის პილიტიკისგან, იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია“. დიდი მადლობა ამერიკელ ქალბატონსა და მეცნიერს ჩვენდამი ასეთი გულისხმიერებისთვის, რასაც ხშირად თავად ჩვენი თანამემამულეებიც არ იჩენენ.

გარდა ამისა, ინტერნეტში „ИноСМИ.რუ“ ვებ-გვერდზე 1005 წლის მარტში გამოქვეყნდა აშშ-ის „საგარეო ურთიერთობათა საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის პრობლემებში კვლევების ხელმძღვანელის ილან ბერმანის მიერ „The Washington Quarterly“-ის ფურცლებზე გამოქვეყნებული სტატიის „ცენტრალური აზია და კავკასია: ახალი ბრძოლის ველი“ რუსული თარგმანი. თავად ეს წერილი მეტისმეტად საინტერესო და აქტუალურია, შემდგომში იმედია მის სრულ ქართულ თარგმანსაც შევთავაზებთ ჩვენი გაზეთის მკითხველს (ბუნებრივია, იგულისხმება გაზეთი „ახალი 7 დღე“ სადაც მაშინ ვთანამშრომლობდი, უფრო სწორად, მათანამშრომლებდნენ _ ი. ხ.), ამჯერად კი მოვიყვან რამდენიმე ამონარიდს: „...ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში ტერაქტების შემდეგ ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის დაწყების მომდევნო პერიოდში აშშ-ის სამხედრო ყოფნამ რუსეთის „ახლო საზღვარგარეთში“ მიაღწია უპრეცედენტო დონეს. მოვლენების მსგავსი განვითარება მოსკოვში იწვევს სულ უფრო მეტ შეშფოთებას. თავიდან პუტინი მხარს უჭერდა ვაშინგტონის გეგმებს _ მოსკოვში რიგი პოლიტიკური წრეების საწინააღმდეგოდ იგი დაეთანხმა ამერიკულ სამხედრო ყოფნას რუსეთის მეზობლობაში. მაგრამ ამ ყოფნის განუხრელი ზრდა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში რუსებში ბადებს არც თუ უსაფუძვლო შეშფოთებას, რომ, ავღანეთში მდგომარეობის „სტაბილიზაციის“ შემდეგ ამერიკული ჯარების გაყვანის თაობაზე განცხადებების მიუხდავად, ვაშინგტონი სინამდვილეში გეგმავს რეგიონში სამუდამოდ დარჩენას. დროთა განმავლობაში მსგავსმა შეშფოთებებმა, თავად რუსეთის გავლენის შესუსტების გამო შეშფოთებასთან ერთად, გამოიწვია გეოპოლიტიკური შეჯახებების სერიები პოსტსაბჭოთა სივრცის ტერიტორიაზე... თუკი ომი ავღანეთში იქცა „კატალიზატორად“, რომელმაც ვაშინგტონს ინტერესი გაუღვიძა ცენტრალური აზიისა და კავკასიისადმი, ამ ინტერესის შენარჩუნებას ხელი შეუწყო პენტაგონის სტრატეგიული გეგმების შეცვლამ. თავდაცვის მინისტრის დონალდ რამსფელდის ხელმძღვანელობით ამერიკელი სამხედროები შეუდგნენ სტრატეგიული პრიორიტეტების ყოვლისმომცველ გადასინჯვას. 1990-იან წლებში სსრკ-ის დაშლის შემდეგ შექმნილმა სიტუაციამ ვერ ჰპოვა განსაკუთრებული ასახვა შეერთებული შტატების სტრატეგიულ დოქტრინებში: რუსეთმა უბრალოდ დაიკავა სსრკ-ის ადგილი მთავარი პოტენციური მოწინააღმდეგის, თუმცა კი არა ისეთი ძლიერისა და მდიდრის სახით. ბუშის ადმინისტრაციამ, რომელიც მიჰყვებოდა 2001 წლის „ოთხწლიანი თავდაცვითი მომიხილვის“ რეკომენდაციებს, პირიქით, სიმძიმის ცენტრი გადაიტანა ისეთი პოტენციალის შექმნაზე, რომელიც მისცემდა მოკავშირეთა უსაფრთხოების, მოწინააღმდეგეთა შეკავების, აგრესიის აცილებისა და, საჭიროების შემთხვევაში, გადამჭრელი დამარცხების მიყენების გარანტიას ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის, რომლის შეკავებაც ვერ მოხერხდა.

ამ ახალმა პრიორიტეტებმა, თავის მხრივ, უზრუნველყვეს აშშ-ის სამხედრო დოქტრინის გადასვლა წარსულ საუკუნეში მოქმედი სტატიკური მოდელიდან, რომელიც დამოკიდებული იყო კონკრეტულ მოწინააღმდეგეზე, ახალ სტრატეგიაზე, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს გარანტიები, შეკავება, დაშინება და თავდაცვა ნებისმიერი პოტენციური მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ნებისმიერ პირობებში. ეს ფუნდამენტური ცვლილებები განმტკიცებულ იქნა მოხსენებაში „ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრატეგია“, რომელიც თეთრმა სახლმა გაავრცელა 2002 წლის სექტემბერში და რომელიც წარმოადგენდა გაბედულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ცივი ომის პერიოდის მასობრივი არმიების შეკავებისთვის მოწყობილი შეიარაღებული ძალები უნდა გარდავქმნათ, თანაც დიდი ყურადღება დავუთმოთ იმას, თუ რანაირად აწარმოებს მოწინააღმდეგე საბრძოლო მოქმედებებს, და არა საკითხს იმის შესახებ, თუ სად ან როდის შეიძლება დაიწყოს ომი“.

ამ გარდაქმნის მთავარ „ფრონტად“ იქცა პოსტსაბჭოთა სივრცე. 2002 წელს, პრეზიდენტისა და კონგრესისდმი თავის მოხსენებაში რამსფელდი აღნიშნავდა, რომ „არასტაბილურობის ვრცელი რკალის მთელი სივრცე ახლო აღმოსავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიამდე გადაიქცა გაძლიერებედი და დასუსტებადი რეგიონული სახელმწიფოებისგან შემდგარ „მგრგვინავ (ფეთქებად) ნარევად“. ამის საპასუხოდ პენტაგონმა დაიწყო შეიარაღებული ძალების გლობალური პერედისლოცირება, რომელიც მოწოდებული უზრუნველყოს სტრატეგიული კონტროლი „არასტაბილურობის რკალზე“ ამ თეატრებზე სამხედრო ყოფნის გაფართოების ხარჯზე.

...პოსტსაბჭოთა სივრცეში მოსკოვის განახლებული პოლიტიკის კიდევ ერთ საფუძვლად იქცა იდეა რუსთის როგორც იმპერიის შესახებ... ქვეყნის შიგნით რუსეთის იმპერიული ამბიციების აღდგენისადმი წინააღმდეგობები პრაქტიკულად არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების გაძლიერების წყალობით. პუტინის მიერ გატარებულმა რიგმა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულმა ღონისძიებებმა, საშუალება მისცეს მას პრაქტიკულად მოეხდინა პოლიტიკური ძალაუფლებისა და ინიციატივის მონოპოლიზება... ყველა ამ ფქტორმა ერთად მისცა კიდეც პუტინს პრაქტიკულად შეუზღუდავი შესაძლებლობები იმისთვის, რათა ცხოვრებაში გაეტარებინა თავისი ნეო-იმპერიალისტური იდები.

მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ეს შესაძლოა გაკეთებულ იქნას, წარმოდგენილია, მაგალითად, სამხედრო კონცეფციის პროექტში, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა 2003 წლის ოქტომბერში. ე. წ. „ივანოვის დოქტრინაში“, რომელსაც ეს სახელი უწოდეს მისი მთავარი ავტორის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის გამო, რუსეთის სტრატეგიული პრიორიტეტები და შეიარაღებული ძალების გამოყნების მოდელები განიცდის რადიკალურ გადაფასებას. რუსეთის უსაფრთხოებისადმი ძირითადი სამხედრო მუქარების სიაში დოკუმენტში ფიგურირებს „სამხედრო ბლოკებისა და კავშირების გაფართოება რუსეთის ფედერაციისა და მის მოკავშირეთა სამხედრო უსაფრთხოების საზარალოდ“, აგრეთვე „უცხოური ჯარების შეყვანა (რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციის გარეშე) იმ სახელმწიფოთა ტერიტორიებზე, რომლებიც უშუალოდ ესაზღვრებიან რუსეთის ფედერაციას და მისდამი მეგობრულად არიან განწყობილი“. ორივე ამ ფორმულირების უკან მოჩანს ცუდად დამალული მინიშნება ვაშინგტონის უკანასკნელ სტრატეგიულ ნაბიჯებზე“.

ამ მუქარებზე საპასუხოდ დოქტრინაში ლაპარაკია შეიარაღებული ძალების დამსწრები გამოყენების შესაძლებლობაზე არა მხოლოდ სამხედრო მუქარებთან საბრძოლველად, არამედ იმ რეგიონებში მისასვლელების უზრუნველსაყოფად სადაც თავმოყრილია (რუსეთის) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ან ფინანსური ინტერესები. ეს არის 11 სექტემბრის შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცეზე რუსული გავლენის შენარჩუნების მოდელის პრაქტიკულად მზა პროექტი. ეს მოდელი ძალზე მოსწონს კრემლს და მის კედლებში სარგებლობს სრული მხარდაჭერით“.

როგორც მოყვანლი ამერიკული ციტატებიდან ჩანს, არა მხოლოდ 1990-იანი წლების განმავლობაში, არამედ 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგაც, რუსეთთან სამხდრო-პოლიტიკური დაპირისპირების შემდგომი ესკალაციის პროვოცირება და მისი განვითარების ინიციატივა მოდის სწორედ აშშ-ის, ანუ ატლანტიკური დასავლეთის მმართველი წრეების მხრიდან. თუკი გავიხსენებთ 80-90იანი წლების მიჯნას, როდესაც საკითხი იდგა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის თაობაზე, მაშინ შეერთებული შტატებისა და ნატო-ს ბლოკის ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ არ აპირებდა ნატო-ს გაფართოებას ამ ქვეყნების ჩრდილოატლანტიკურ კავშირში მიღების ხარჯზე. როგორც შემდგომში ვნახეთ, ეს სიცრუე გამოდგა და ნატო-მ დაიწყო აღმოსავლეთისკენ გაფართოება სწორედ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებისა და ყოფილი საბჭოთა ბალტიისპირეთის რესპუბლიკების თავის შემადგენლობაში გაწევრიანების ხარჯზე. უფრო მეტიც, რუსი მკვლევარი და პოლიტიკოსი ნატალია ნაროჩნიცკაია აღნიშნავს, რომ სლოვაკეთის პრეზიდენტმა ვ. მეჩიარმა, ცდილობდა რა დასავლეთსა და რუსეთს შორის სამხედრო წონასწორობისა, და ამით, სტაბილურობის შენარჩუნებას, 90-იან წლებში წამოაყენა აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვითი კავშირის შექმნის იდეა ნატო-სა და რუსეთის ფედერაციის გარანტიით. რუსეთის ხელმძღვანელობა ამ წინადადებას თანხმობით შეხვდა, სამაგიეროდ სასტიკი მუქარები და კრიტიკა წამოვიდა ვაშინგტონიდან. შემდეგ ქ-ნი ნაროჩნიცკაია წერს: „1996 წელს ზ. ბჟეზინსკი უცერემონიოდ დაემუქრა ვ. მეჩიარს: „თუკი სლოვაკეთი არ გახდება ნატო-ს წევრი, მაშინ ისტორია გამოუტანს მას (ვ. მეჩიარს) მკაცრ განაჩენს, რამდენადაც იგი სარგებლობდა თავისი ამომრჩევლების სრული ნდობით, რაც არსებითად შეამსუბუქებდა სლოვაკეთის ინტეგრირებას ნატო-ში... ეს მთელი სლოვაკი ხალხის ტრაგედიაა... და თქვენ ამის გამო მწარედ ინანებთ“. მეჩიარი გადააყენეს დასავლეთიდან დაფინანსებული მის წინააღმდეგ ხანგრძლივი ძირგამომთხრელი კამპანიის შედეგად, რაზედაც ღიად წერდა ლონდონური „სპექტეიტორი“.

რაც შეეხება ილან ბერმანის ნაშრომიდან მოყვანილ ციტატას, იქიდან აშკარად ჩანს, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში ამერიკეული სამხედრო კონტინგენტები შევიდნენ ავღანეთში თალიბების ხელისუფლებასთან ერთობლივი ბრძოლისა და ომის შემდეგ მდგომარეობის სტაბილიზების საბაბით, მაგრამ ამის მერე პენტაგონის სტრატეგიულ დოკუმენტებში დაიწყეს ლაპარაკი ახლო აღმოსავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიამდე (ანუ ჩრდილოეთ კორეამდე) „არასტაბილურობის დიდი რკალის“ არსებობისა და იქ ამერიკული სამხედრო ყოფნის აუცილბლობის შესახებ. ანუ რუსეთის ფედერაციის მთელი სამხრეთ საზღვრის გაყოლებაზე (ჩინეთთან მოსაზღვრე ნაწილის გამოკლებით, რადგანაც ჩინელები თავიანთ ტერიტორიაზე ამერიკულ ჯარებს არ დაუშვებდნენ) ამერიკული სამხედრო ბაზების სისტემის შექნის გეგმების თაობაზე.

რუსი პოლიტიკოსებისა და მკვლევარების სერიოზული და დასაბუთებული არგუმენტებით, ამავე ღონისძიებების შემადგენელი ნაწილია სუამ-ის შექმნაც, მასში ასევე ნატო-ს ბლოკის წევრი ბალტიისპირა სახელმწიფოების მონაწილეობით, რაც ნიშნავს ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე ამერიკული სამხედრო ყოფნის უზრუნველყოფისთვის წინაპირობების მომზადებას, მთელ ამ რეგიონში რუსეთის გავლენის შეზღუდვას, და პერსპექტივაში მის განდევნას მთლიანად კავკასიიდან, ჩრდილოეთ კავკასიის ჩათვლით. შესაძლოა დღევანდელი (და გუშინდელი) საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული პროპაგანდისგან ქართველთა ერთ ნაწილს რუსეთის კავკასიიდან განდევნა დიდ სიკეთედ მოეჩვენოს, მაგრამ არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ XVI_XVIII საუკუნეებში ინგლის-საფრანგეთის სტრატეგიული მოკავშირეების _ ირანისა და ოსმალეთის დამპყრობლური პოლიტიკისგან, აგრეთვე მათ მიერ წაქეზებული და დაქირავებული დაღესტნელი და სხვა ჩრდილო-კავკასიელი მარბიელი და მოთარეშე ჯარებისგან შეწუხებული საქართველოს მეფე-მთავრები სწორედ რუსეთს სთხოვდნენ სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და რელიგიურ დახმარებას, რასაც პირველ ეტაპზე ნაწილობრივ და ეპიზოდურად ღებულობდნენ კიდეც. სახელდობრ, კახეთის მეფეები XVI საუკუნეში რუსებს სთხოვდნენ თერგზე ციხე-სიმაგრის აშენებასა და იქ ძლიერი გარნიზონის ჩაყენებას ჩრდილოკავკასიელი მოთარეშეების შესაბოჭად და ასალაგმავად. დღესდღეობით უკვე ატლანტიკური დასავლეთის ეგიდით ხდება იგივე დროების მობრუნების მცდელობა და, სამწუხაროდ, დასვლურ ფულებსა და სხვა სატყუარებზე დახარბებული საქართველოს ხელისუფლება, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ე. წ. პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი, მათ მიერ კონტროლირებადი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დახმარებით, ხელს უწყობენ იგივე დროების მობრუნებას.

დაახლოებით ამ ორი-სამი თვის წინ საქართველოს ტელევიზიამ აჩვნა ტელეხიდის გადმოცემა საქართველოს პარლამენტის წევრს ნიკა გვარამიასა და ვ. ჟირინოვსკის შორის. საუბარი მეტად ემოციური და ურთიერთსაყვედურებით აღსავსე იყო და ამ ფონზე ჟირინოვსკიმ მოუწოდა ნიკა გვარამიას საქართველოს ხელი აეღო პროამერიკულ ორიენტაციაზე და დამდგარიყო პრორუსული საგარეო პილიტიკის გზაზე. ქართველი პარლამენტარის შეკითხვაზე, თუ რას ნიშნავდა ეს პრორუსულობა, ჟირინოვსკიმ უპასუხა, რომ საქართველოს ფინეთის მსგავსად დაეკავებინა ნეიტრალური პოზიცია, არ შესულიყო ბალტიისპირა ქვეყნების მსგავსად ნატო-ში ან რუსეთისადმი მტრულ სხვა სამხედრო-პოლიტიკურ კავშირებში და არ დაეშვა ამერიკული ჯარები თავის ტერიტორიაზე. ამრიგად, ვ. ჟირინოვსკი საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობდა არა ჩვენი ქვეყნის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანას, ან რუსეთთან სამხედრო-პოლიტიკური კავშირის გაფორმებას, არამედ ფინეთის (და ასევე შვედეთის) მსგავსად დასავლეთისა და რუსეთის საგარეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ნეიტრალური პოზიციის დაკავებასა და რუსეთთან მშვიდობიანი, კეთილმეზობლური და, პერსპექტივაში, მეგობრული ურთიერთობების განვითარებას.

საქართველოს ტელეეთერიდან ხშირად ამბობენ, რომ ჟირინოვსკი ჩვეულებრივ კრემლის პოზიციას ახმოვანებსო. ჰო და, თუკი ასეა, თუკი საქართველოს რუსეთის ხელისუფლება ჟირინოვსკი ამ გამოსვლით სთავაზობდა ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობების განვითარებას, რასაც პერსპექტივაში დროებით დაკარგული ტერიტორიების ხელისუფლებასთან და საზოგადოებასთან რუსეთის ხელისუფლების ქმედითი შუამავლობაც იქნებოდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. თავისთავად ცხადია, რომ არც ის მწვავე დაპირისპირება განვითარდებოდა რუსეთსა და საქრთველოს შორის რომელიც დღეს გვაქვს სხეზე. უკანასკნელ დღეებში საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ სურს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება. ძალიან კარგი, მაგრამ ასეთი ურთიერთობების აუცილებელ პირობას წარმოადგენს მყარი გარანტიები ერთმანეთისთვის, რომ ეს სახელმწიფოები არც თავად შეეცდებიან შეიარაღებული ძალით ერთიმეორის დამორჩილებას, და არც ისეთ სამხედრო-პოლიტიკურ ხელშეკრულებებს დადებენ მესამე ქვეყნებთან, ან არ გაწევრიანდებინ ისეთ სამხედრო ბლოკებში, რომლებიც მეორე მეზობელს თავისთვის საფრთხეების შემცველად მიაჩნია. რუსეთის ფედერაცია ნათლად და მკაფიოდ მიანიშნებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეერთებული შტატები და ნატო-ს ბლოკი მისი ყველაზე უფრო სერიოზული პოტენციური მოწინააღმდეგეებია, რომელთაგანაც იგი მოელის სამხედრო საფრთხეებს. საქართველოს ხელმძღვანელობა კი ერთის მხრივ აცხადებს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარების აუცილებლობაზე, ხოლო მეორეს მხრივ მეცადინეობს ნატო-ში გასაწევრიანებლად, სუამ-ს აძლევს ანტირუსულ ხასიათს, ხოლო რუსეთის ხელისუფლებას ეუბნება _ შენ შენი სამხედრო ბაზები აქედან გაიყვანე და ის კი შენი საქმე აღარ არის, მე ჩემს ტერიტორიაზე ამერიკულ და თურქულ ჯარებს შემოვიყვან თუ არაო.

განა ჩვენი მკითხველი კი ისურვებდა, რომ თუკი მას ჰყავს პირადი მტერი, რომლისგნაც თავისთვის და თავისი ოჯახის წევრებისთვის ზიანის მოტანას მოელის, და თუკი ეს მტერი მონახავდა ჩვენი მკითხველი ახლო მეზობლობაში ფეხის მოსაკიდებელსა და ჩასაბუდებელს, ალბათ შემდგომში თავისი ბოროტი განზრახვის აღსრულების მიზნით, ხოლო თუ ჩვენი მკითხველი მიმართავდა იმ თავის მეზობელს თხოვნით, რომ ასეთი ბუდე არ დაეთმო მისი მტრისთვის, ხოლო მეზობელი კი უპასუხებდა, რომ მას არ მიაჩნია ის ადამიანი (ან ადამიანები) მისი ოჯახის მტრად, და საერთოდ არავის საქმე არ არის, თუ ვის შემოუშვებს იგი თავის სახლში, მოხერხდებოდა მათ შორის ისეთივე კეთილი მეზობლობის გაგრძელება? ვგონებთ, რომ არა! პირიქით, შესაძლოა ჩვენმა მკითხველმა თავად დაიწყოს მეცადინეობა დამსწრები დარტყმის მისაყენებლად თავის უწინდელ კეთილ მეზობელზე მანამდე, სანამ იქ მისი მტერი სერიოზულად ფეხის მოკიდებას შეძლებს. და ესეც კანონზომიერია. „მაგრამ მტერს მტრულად მოექეც, თავად უფალმა ბრძანაო, ის სჯობს რაც მალე ვეცდებით, გულში გავურჭოთ დანაო“ _ გვეუბნება ვაჟა-ფშაველა; ფრანგებს კი აქვთ საყოველთაოდ ცნობილი გამოთქმები: „ა ლა გერ, ქომ ა ლა გერ“, რაც ქართულად ნიშნავს _ „ომში, როგორც ომში“ და „სე ლა გერ“ _ „ასეთია ომი“.

თუკი რუსებს ჩვენგან უარყოფითი პასუხი ექნებათ, მაშინ ისინიც გვიპასუხებენ, რომ აშშ-ისა და ნატო-გან ისინი მომავალში ომს მოელიან, ვინაიდან მათი სპეციალისტები ატლანტიკური დასავლეთის უკანასკნელი 10-15 წლის ღონისძიებებში ხედავენ საამისოდ სერიოზულ ნიშნებს. რომ ამ მოსალოდნელი ომის წარმოებას რუსეთი აპირებს არა საკუთრივ თავის ტერიტორიაზე, არამედ კავკასიონის ქედის სამხრეთით, სახელდობრ საქართველოს ტერიტორიაზე, და ეს გასაკვირიც არ უნდა იყოს. ისიც ბუნებრივია, რომ ამისთვის იგი შეცდება კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთით ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მის ხელთ არსებული სერიოზული პლაცდარმების შენარჩუნებას, სადაც შესაძლებელი იქნება ჯარების მსხვილი დაჯგუფებების შემოყვანა და აქტიური საბრძოლო მოქმედებების წარმოება. და თუ ეს მოხდა, ეს ისეთი შეიარაღებითა და ისეთი მასშტაბების საბრძოლო მოქმედებები იქნება, რომლებიც ამიერკავკასიასა და მის ხალხებს თავის ტერიტორიაზე არასდროს არ უნახავთ. აქამდე ღმერთი გვიფარავდა ამისგან, მაგრამ თუკი ჩვენ ჩვენი უგუნურებითა და სიხარბით შევყავით მასში თავი, მაშინ გაცილებით უფრო დიდი მსხვერპლისა და განსაცდელების გადატანა მოგვიწევს, პირველ რიგში კი იმათ, ვისგანაც ქართული საზოგადოება აღმოჩნდება მოტყუებული და ასეთ უბედურებაში გახვეული.

რაც შეეხება უკანასკნელ კვირეებში რუსთიდან ქართველების გამოდევნასა და იქ ოფიციალურად მცხოვრებთა შევიწროვებას, ამას საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მიეცა კაცთმოძულეობის, ქსენოფობიისა და ფაშიზმის შეფასება. ეს ასეც იქნებოდა, თუკი არ იარსებებდა ის გარემოებები, რომლებზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი. მაგრამ თუკი გავითვალისწინებთ, რომ ხდება დასავლეთის მმართველი წრეების მხრიდან რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მსხვილმასშტაბიანი ომისთვის მიზანმიმართული მზადება და რუსეთის მიერ არაერთგზის შეგონების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება და პოლიტიკურად აქტიური მნიშვნელოვანი ნაწილი ჩართულია ამ მზადებაში, მაშინ შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ პირველი მსოფლიო ომის დაწყების პირველ დღეებში ასევე სდევნიდნენ, არბევდნენ და ქვეყნიდან აძევებდნენ საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში გერმანელებსა და ავსტრო-უნგრელებს, ხოლო გერმანიასა და ავსტრო-უნგრეთში _ ბრიტანელებსა და ფრანგებს. გამოჩენილი გერმანელი პოეტი და მწერალი ჰერმან ჰესე იმ ხანად შვეიცარიაში ცხოვრობდა, და როდესაც შვეიცარიის ხელისუფლებამ ომის დაწყებისთანავე მოახდინა მის ტერიტორიაზე მყოფი გერმანელი სამხედრო პირების ციხეებსა და ბანაკებში ინტერნირება, იგი მათთვის გაზეთსა და ჟურნალს უშვებდა და სხვანაირადაც როგორც შეეძლო უმსუბუქებდა თავის თანამემამულეებს ასეთ მოულოდნელ ტყვეობას. ასევე, მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკულმა ხელისუფლებამ მოახდინა თავის ქვეყანაში მცხოვრები იაპონური წარმოშობის მოსახლეობის ინტერნირება, რაც გამოწვეული იყო არა იმ ადამიანების დანაშაულის, არამედ სახელმწიფოს მიერ წინასწარი უსაფრთხოების ზომების მიღების გამო.

ეს უნდა იცოდნენ იმ ადამიანებმაც, რომლებიც ასე ცალსახად ლაპარაკობენ რუსეთის ხელისუფლებისა და რუსეთის მოსახლეობის ერთი ნაწილის ქართველთმოძულეობაზე, ქსენოფობიასა და ფაშისტურ გამოხტომებზე, მაგრამ ამის არდანახვა უბრალოდ ამ ადამიანების სიხარბით გამოწვეულ სიბეცეზე თუ მეტყველებს, ვინაიდან რაც ახლა ხდება, ეს მხოლოდ სუსტი გამოვლინებაა იმ განსაცდელებისა, რასაც ისინი მთელი ჩვენი ქვეყნისთვის, მთელი ქართველი ერისა და საქრთველოს მთელი მოსახლეობისთვის, ჩვენდა საზიანოდ და საუბედუროდ ამზადებენ, ან რის მზადებაშიც მონაწილეობენ.

რუსები კი თავის მხრივ გვეუბნებიან, ჩვენ თქვენი მოსახლეობა ჩვენს ქვეყანაში მივიღეთ და შევიფარეთ, მივეცით სამუშაო ან კერძო ინიციატივის გამოჩენის საშუალება, რასაც თქვენ ვერ აძლევდით; ისინი აქ შემოსავალს ღებულობენ და საქართველოშიც თავიანთ ახლობლებს არჩენენ. ახლა კი, რაკი არ გსურთ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება და განვითარება, მაშინ თქვენ თვითონ წაიყვანეთ თქვენი თანამემამულეები, დაასაქმეთ ისინი და აცხოვრეთ მათი ოჯახებიო. უფრო ადრე ბუნებრივ აირს საერთაშორისოსთან შედარებით თითქმის ნახევარ ფასში გაძლევდით, ვინაიდან მომავალში ჩვენი ურთიერთდაახლოების იმედი გვქონდაო. როდესაც თქვენ გადაჭრით გადაწყვიტეთ ნატო-სა და სხვა დასავლური სტრუქტურებისკენ წასვლა, მაშინ ბუნებრივი აირის მოწოდებაც ჩვენ საერთაშორისო ფასებში დაგიწყეთ. ამაზე თქვენ ხმამაღლა აცხადებდით, რომ რუსული პოლიტიკის გამო ჩვენ გაზი გაგვიძვირდაო. და ამბობდით სიცრუეს, ვინაიდან ეს რუსული პოლიტიკა კი არა, არამედ ქართულ პოლიტიკაზე რუსეთის კანონზომიერი პასუხის შედეგი იყოო. და ამაშიც მართლები იქნებიან.

ასევე ყველას გვახსოვს ამ რამდენიმე თვის წინ ჩრდილო-კავკასიაში საქართველოსკენ მომავალ გაზსადენზე მომხდარი აფეთქება. მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ ერთი ამბავი ატეხა _ რუსებმა განგებ შეგვიწყვიტეს გაზის მოწოდებაო. ამის საპასუხოდ რუსეთი დაგპირდა, რომ აზერბაიჯანიდან მომავალი ხაზით გამოუშვებდა ჩვენთვის განკუთვნილ ბუნებრივ აირსაც და ეს მან მართლაც გააკეთა, რაც გამოიხატა ჩვენს ბინებში მოწოდებული გაზის ნაკადის რაოდენობაში. ამის საპასუხოდ ჩვენი მთავრობა ისევ აყვირდა, საზიზღარმა რუსებმა გაზი გადაგვიკეტეს და მეგობარი აზერბაიჯანი თავისი წილიდან გვაძლევს ჩვენცო. ბუნებრივია, რომ ასეთ პირობებში რუსეთი შეწყვეტდა ჩვენთვის აზერბაიჯანის გაზსადენის მეშვეობით ბუნებრივი აირის მოწოდებას და გვეტყოდა, რომ რაკი აზერბაიჯანი გაძლევთ თავისი წილიდან, ხოლო ჩემდამი ისევ ცილისმწამებლობასა და უმადურობას იჩენთ, მე მართლაც აღარ გამოვუშვებ თქვენთვის დამატებით ბუნებრივ აირსო. და იმ დღეებში მართლაც მკვეთრად შეგვიმცირდა ბუნებრივი აირის მოწოდება, რაც ასევე გამოიხატა, ჩვენ ბინებში მდგარი გაზქურების მუშაობაში. და რა შუაშია აქ რუსეთი, როდესაც აქაც მთავარ მიზეზს წარმოადგენდა ჩვენი ხელისუფლებისა და ამერიკული საელჩოს მიერ კონტროლირებადი „ოპოზიციური“ სპექტრის უსინდისობა, უმადურობა და ცილისმწამებლობა? ეს ოპოზიცია ხშირად აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მისი მოსვლის შემთხვევაში საქართველოს პროამერიკული განვითარების ხაზის შენარჩუნებით ისინი შეეცდებიან რუსეთთანაც ნორმალური ურთიერთობების დამყარებას, მაგრამ საქმე კი სულ სხვას გვიჩვენებს: ჯერ ერთი, რომ გაუგებარია ატლანტიკური დასავლეთის მიერ ასეთი სერიოზული ომის მზადების პირობებში თუ როგორ მოახერხებენ ისინი ერთდროულად ორ ნავში ჯდომას, და მეორეც, რატომ არ იჩენენ ისინი რუსეთთან ასეთი ნორმალური ურთიერთობების განვითარების ინიციატივას უკვე ხელისუფლებისადმი ოპოზიციის პირობებში, რაღა მაინცა და მაინც სავარძლები სჭირდებათ თუნდაც რუსული სატკივარის თავად რუსებისგან გასაგებად? მათთან დასალაპარაკებლად? ყველაფრიდან ჩანს, რომ ეს მხოლოდ მათი სარეკლამო ფანდია, და რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის დაპირებები აღარც კი გაახსენდებათ.

სწორედ ამის გამოძახილი უნდა ყოფილიყო მოსკოვში სულ ახლახანს ერთი რუსი მოქალაქის მიერ ტელეინტერვიუში ნათქვამი სიტყვები _ „ქართველებს პატივს არა ვცემ, რადგანაც ისინი გველები არიანო“ (потому, что они гады). რა-რა და, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ქართველებისთვის გველები არავის დაუძახია, ახლა კი ამასაც მოვესწარით. ნუ მოვიქცევით გველებივით, მოვიქცეთ კაცურად და მაშინ ჩვენს მიმართაც სხვანაირი დამოკიდებულება ექნებათ.

დასასრულს გვინდა შევხოთ საქართვლოს კულტურის მოღვაწეთა გამოსვლებს ტელევიზიით და მიმდინარე მოვლენების მათეულ შეფასებებს. ეს შეფასებები ცალსახად მიმართული იყო რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ და ადანაშაულებდა რუსეთის მმართველ წრეებს ანტიქარsთული განწყობების გაღვივებაში. მაგრამ მათ რომ სცოდნოდათ ამ წერილში გამოქვყნებული ინფორმაცია, მაშინ ალბათ მათი შეფასებებიც უფრო სხვანაირი იქნებოდა. და რატომ არ იცოდნენ? საქართველოს სამხედრო მშენებლობაში დასავლეთის კარნახით მიმდინარე მავნე ტენდენციების შესახებ, ეუთო-ს ეგიდით საქართველოსთვის დადგენილი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტების უკიდურესი არასაკმარისობის შესახებ, ატლანტიკური დასავლეთის მმართველი წრეების მიერ კავკასია_ცენტრალური აზიის მიმართულებით დიდი ომის მზადების შესახებ, ამ ომის მზადების ინიციატორთა საპირისპიროდ რუსეთ-ირან-ჩინეთის კავშირის წარმოშობისა და მომავალში კიდევ უფრო მეტად შესაძლო განვითარების შესახებ, რაც ომს გარდაუვალად მისცემს მსოფლიო ომის ხასიათს, ხომ უკვე 1999 წლის ზაფხულიდან ვაქვეყნებდით ძირითადად გაზეთებში „საქართველო“ და „ახალი 7 დღე“, სადაც გამოქვეყნებული 50-მდე წერილის 70-80% შეადგენდა ყოველ კონკრეტულ განსახილველ საკითხში დასავლეთის წამყვან და მცირე სახელმწიფოთა სამხედრო მშენებლობის უკვე აპრობირებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების განხილვა გადმოცემას, და მხოლოდ 20-30% _ ამ ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე საქართველოს თავდაცვის სისტემისა და სამხედრო მშენებლობისთვის საჭირო გზების გაანალიზებას. საზოგადოების განათლებულ და მოაზროვნე ნაწილს კი შეუდარებლად უფრო მეტი მოეთხოვება ღვთისა და ერის წინაშე; ხლისუფლების მიმართაც მეტი სიფხიზლე და მეტი კრიტიკულობა მართებს.

ქვემოთ გვინდა მოვიყვანოთ, მცირედი შემოკლებით, ამერიკელი რომანისტის, დრამატურგისა და ესეისტის გორ ვიდალის მიერ ბრიტანულ „The Independent“-ში გამოქვეყნებული წერილის „ირანი შემდეგია, ვინ იქნება მერე?“ ქართული თარგმანი. ეს მასალა ასევე გამოქვეყნებულია ინტერნეტში რუსების მიერ საიტზე „ИноСМИ.რუ“ 2005 წლის თებერვალში.

„ახლახანს სეიმურ ჰერშისა და „The New Yorker“-ის წყალობით შევიტყვეთ, რომ ჩემი ძველი პროგნოზები გამართლდა. ამერიკული ჯარები ომობენ ერაყში და ასეთნაირად უხანგრძლივებენ პრეზიდენტს „ომს ტერორიზმთან“.

არ არსებობს სხვა ომები, გარდა იმისა, რომელსაც ცალმხრივად აწარმოებს პრეზიდენტი _ სუსტი კონგრესისა და ნავთობით მდიდარი სუსტი ქვეყნების წინააღმდეგ... ეს არის უბრალოდ ბუშის ომი. მას არაფერი აქვს საერთო ამერიკელ ხალხთან. ჩვენ არ გვემუქრებოდა საფრთხე მასობრივი განადგურების იარაღისგან. საფრთხე ამოდიოდა (ამერიკული) ადმინისტრაციისგან, რომელმაც შეიყვარა ომი იმის გამო, რომ ომი აძლევს მას განსაკუთრებულ შესაძლებლობას თავი აარიდოს „კანონს (ბილს) უფლებების შესახებ“ და მშვიდად უშვებდეს ციხეში უკმაყოფილოებს. ჩვენ წარსულში გვქონდა საშინელი დღეები, მაგრამ დღევანდელ დღესთან მათ ვერ შევადარებთ. მაინც რას უნდა ველოდეთ ჩვენ?

თუკი მოკლედ ვიტყვით, კატასტროფას. ირანს/სპარსეთს გააჩნია დიდებული კულტურა, ერთერთი ყველაზე უფრო მდიდარი ჩვენს პლანეტაზე. დიახ, ამ სახელმწიფოს აქვს ატომური იარაღი, და სწორედ ამის გამო ჩვენი ხელმძღვანელები ისეთ სახეს ღებულობენ, თითქოს ირანელები მხოლოდ იმაზე ოცნებობენ, რომ ჩვენ აგვაფეთქონ, რამდენადაც ჩვენ გვაქვს თავისუფლება და დემოკრატია, რამდენადაც ჩვენ გვაქვს აყვავებული სახელმწიფო. (სინამდვილეში არც თავისუფლება და არც დემოკრატია ჩვენ არა გვაქვს, მაგრამ ასეთია ოფიციალური ხაზი, და ჩვენგან მოითხოვენ რომ მისი გვჯეროდეს).

რა თქმა უნდა, ირანელებს ბევრი ნავთობი აქვთ, ასევე ბევრი მტერიც ჰყავთ ნეოკონსერვატორთა შორის, რომლებმაც მტკიცედ მოახდინეს პენტაგონის ოკუპირება. როგორც ჩანს, პრეზიდენტს არ ესმის, რა ხდება. მაგრამ თუკი ესმის, მაშინ ის სჩადის სერიოზულ დანაშაულს. სიტუაცია ასეთია: ჩვენ აღვმოჩნდით ვერდასრულებული ერაყული ტრაგედიის შუაგულში, პრეზიდენტი კი თავის საინაუგურაციო მიმართვაში აუღელვებლად უცხადებს ომს მთელ მსოფლიოს. იმის ნაცვლად, რომ ვლაპარაკობდეთ იმის შესახებ, თუ ბოლოს და ბოლოს როგორ უნდა გამოვაღწიოთ ერაყიდან და ავღანეთიდან, ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორ შევძვრეთ ირანში.

ჩვენ ვმოძრაობთ აბსოლუტური კატასტროფისკენ, ხოლო ამერიკელი ხალხი აღმოჩნდა უიარაღოდ _ ამ სიტყვის სამართლებრივი აზრით. თუკი ამერიკელი მოქალაქე ჩავარდება დიდ უბედურებაში _ მე ვამბობ ამის თაობაზე მთელი სერიოზულობით _ ვის მიმართავს იგი? მას არ შეუძლია მიმართოს თავის კონგრესმენს, რამდენადაც ის ეხმარება „ჯენერალ მოტორსს“ ან რომელიმე სხვა კომპანიას, რომელმაც ფული გადიხადა მის ასარჩევად. მას არ შეუძლია მიმართოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, რამდენადაც ეს ხელისუფლება დღეს მართავს საკონცენტრაციო ბანაკებს და არ უყვარს სხვაგვარად მოაზროვნეობა. სასამართლო განხილვა მეტად ძვირია, ხოლო მაღალი ინსტანციის სასამართლოები, ასე ვთქვათ, არ არიან ჩვენს მხარეზე.

ჩვენთვის არავია აუხსნია, თუ რატომ სურდა სადამ ჰუსეინს მთელი იმ იარაღით, რომელიც სინამდვილეში მას არც კი ჰქონია, ჩვენი აფეთქება. ჩვენ ვიცით, თუ რატომ მოგვაყენა დარტყმა უსამა ბენ ლადენმა. მან ჩვენ ბევრი უსიამოვნო წერილი გამოგვიგზავნა, რომლებშიც წარმოგვიდგინა მიზეზების გრძელი ჩამონათვალი, რელიგიური მიზეზებისა. იგი რელიგიური ფანატიკოსია. და იგი დაკავებული იყო რელიგიური საქმით, ჩვენ კი დაკავებული ვართ ჩვენი საქმეებით ნავთობისა და გაზის ბიზნესის ინტერესებში. სწორედ ამ ბიზნესის ხელმძღვანელები აკეთებენ ყოველივე ამაზე დიდ ფულს. მხოლოდ უფალმა ღმერთმა უწყის, თუ რით დასრულდება ეს ყოველივე, მაგრამ წაგებულები აღმოვჩნდებით ჩვენ, ამერიკელი ხალხი.

...ახლახანს სატელევიზიო გადაცემაში ჩვენ, ბედნიერ ამერიკელებს, გვიჩვენეს ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის ფრანკლინ რუზველტის ერთი ძველი საინაუგურაციო მოხსენება, რომელშიც იგი ლაპარაკობდა მის მიერ ჩვენთვის გამოჩენილი სოციალური უზრუნველყოფის თაობაზე. მაგრამ იმავე გადაცემაში მისი მემკვიდრე ჰარი ტრუმენი იწყებს ლაპარაკს საშინელი მტრის შესახებ. არსებითად იგი იწყებს ცივ ომს. რუზველტმა მიაღწია გარკვეულ შეთანხმებას სტალინთან და სსრკ-თან, რომელიც ჩვენთვის უზრუნველყოფდა მშვიდობიან ცხოვრებას და დაგვეხმარებოდა ცივი ომის თავიდან აცილებაში. მაგრამ ტრუმენს ამის თაობაზე არაფერი უხსენებია. განსაზღვრულმა ადამიანებმა, რომლებიც ომზე დიდ ფულს აკეთებდნენ, დაარწმუნეს იგი, რომ ჩვენ მუდმივად უნდა ვიარაღდებოდეთ, რათა ვაწარმოებდეთ მუდმივ ომს მუდმივი მშვიდობისთვის.

და აი ჩვენ მსოფლიოს მწვერვალზე ვართ, სამხედრო და ეკონომიკური აზრით. ჩვენ გვაქვს ატომური ბომბი. მაგრამ ჰარი ტრუმენი 1948 წელს კვლავ იწყებს ლაპარაკს, რომ უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ _ რომ არის ერთი უწმინდური ქვეყანა, რომელსაც განზრახული აქვს მთელი მსოფლიოს დამორჩილება. მაგრამ მაშინ რუსებს სურდათ არცთუ ბევრი რამ _ მხოლოდ გადაეტანათ 20 მლნ. ადამიანის დაკარგვა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპნენ. იმ დროს ისინი არავის დამორჩილებას არ აპირებდნენ, მაგრამ ჩვენ ვიზრუნეთ იმის თაობაზე, რომ დაგვეშინებინა ისინი და გვეიძულებინა კარგად შეიარაღებულიყვნენ. ჩვენ მათგან შევქმენით აქტიური მტრები, და მას შემდეგ მუდმივად მტრებს ვიქმნით. ახლა ჩვენ ვაპირებთ ერთი მილიარდი მუსლიმანის წინააღმდეგ წასვლას. ბრწყინვალეა, ერთი მილიარდი ადამიანი, რომლებსაც ღრმად და გულწრფელად ვძულვართ. მხოლოდ რამდენიმე თაობის შემდეგ თუ შევძლებთ მათთან შერიგებას, თუკი ეს საერთოდ შესაძლებელი იქნება.

...გასაკვირი არ არის, რომ ადამიანები არ მიდიან ხმის მისაცემად. მათ იშვიათად უწევთ ხმის მიცემა რაიმეს მომხრედ. მაგრამ ხშირად უწევთ ხმის მიცემა რაიმეს წინააღმდეგ.

ჩავლილი არჩევნების მსვლელობისას წარმოიშვა უზარმაზარი ვერწარმოსადგენი ანტისაომარი პარტია. ჩვენ, როგორც ხალხს, მთლიანობაში გვჯეროდა, რომ არ უნდა ვიყოთ დაკავებული არა ჩვენი საქმით, რომ არ უნდა ვესხმოდეთ თავს სხვა ქვეყნებს, რომ „ჩვენ შინაც ბევრი საქმე გვაქვს“ და სხვა ასეთი. და დღეს მივიღეთ სახელმწიფო, რომელიც ძალზედ შორსაა დემოკრატიისგან, მაგრამ ჩვენ სულ ერთია მაინც ვცდილობთ ამ დემოკრატიის ყველგან ექსპორტირებას. მე პირადად ვფიქრობ, რომ პრაქტიკაში დემოკრატია _ ეს მხოლოდ ლამაზი სიტყვაა. ჩვენ მას ვიყენებთ როგორც კეტჩუპს და ვუმატებთ ყველანაირ კერძში. ჩვენ ვამბობთ, რომ დემოკრატია შეგვაქვს ერაყში. შედეგად კი გვაქვს მუდმივი ომი მუდმივი მშვიდობისთვის. ტრუმენის საქმე ცოცხლობს და იმარჯვებს. და ვინ იქნება ირანის შემდეგ? რუსეთი? თუ კიდევ ვინმე სხვა? უფალო, შეგვეწიე, რომ არ განვარისხოთ ჩინეთი. ისინი ხომ ჩვენზე ბევრჯერ უფრო მეტნი არიან.

ეს ომი დასრულდება ჩვენი განადგურებით, და სწორედ ამიტომ მე მსურს, რათა ჩვენ მას რაც შესაძლოა უფრო მალე დავაღწიოთ თავი. მე მსურს, რომ შევეცადოთ ჩვენი ჯარების სახლში დაბრუნებას. მე მსურს, რომ გამოვიგონოთ განათლების უფრო რეალისტური სისტემა. საქმე იმაშია, რომ დარწმუნებული ვარ: ოდესმე დემოკრატია მოვა აშშ-შიც, და ძალზედ მინდა, რომ იმ დროს ცოცხალი ვიყო, რათა მისი მოსვლა აღვნიშნო“.

ასეთია ამერიკელი მწერლის კრიტიკული დამოკიდებულება თავისი ქვეყნის საგარეოპოლიტიკური კურსისადმი, მისი როგორც შემოქმედის წუხილი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მძიმე სულიერი და მოსალოდნელი მძიმე ფიზიკური ტკივილების გამო. ღმერთსა ვთხოვთ, რათა ასეთივე ღრმა და კრიტიკული ყოფილიყოს ქართული შემოქმედებითი ინტელიგენციის ფიქრები, განსწავლულობა და განცდები საკუთარი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ წარმავალი კეთილდღეობა მხოლოდ ამქვეყნიურ საზრუნავს უკავშირდება, მარადიული კეთილდღეობა, მარადიული ნეტარება კი უფლის სამეფოს, ღვთის სასუფევლის ძიებასთანაა დაკავშირებული და იგი მხოლოდ მათთვის იქნება ხელმისაწვდომი, ვინც არ იფარგლება თავისი ცხოველური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით, ვისაც ახსოვს რომ ღვთისგან ბოძებული აქვს სული _ შემოქმედების უნარი და აქვს სინდისი თავისი სურვილებისა და შემოქმედების უნარის სწორი მიმართულებით წასაყვანად და სიახლოვესაც ამჯობინებს იმ ადამიანებთან და იმ ერებთან (ქვეყნებთან), ვისთანაც უფრო მეტი სულიერი სიახლოვე, საერთო სულიერი ფასეულობები და საერთო მიზნები გააჩნია.

ირაკლი ხართიშვილი
2006 წლის სექტემბერი

No comments:

Post a Comment