Wednesday, June 27, 2018

რეცენზია ვანო კობაიძის წიგნზე “ფიქრს ვერ დაიტევს სამყარო”

ამ რამდენიმე წლის წინ გამომცემლობა “ინტელექტმა” დასტამბა ვანო კობაიძის ლექსების კრებული “ფიქრს ვერ დაიტევს სამყარო”. მასში ლექსებთან ერთად შესულია პოემა “სამასი არაგველი” და მეორე მსოფლიო ომის პერიოდთან დაკავშირებული მოგონებები. წიგნი მისმა ქალიშვილმა მანანა კობაიძემ მაჩუქა, რომელიც ამჟამად შვდეთის მოქალაქეა და იქ მოღვაწეობს. ამჟამად მალმოს უნივერსიტეტში ასწავლის ქართულ ენას, ფაკულტეტზე “კულტურა და საზოგადოება” და თავად ასრულებს შვედურიდან თარგმანებს. 2012 წელს გამომცემლობა “ინტელექტმა” მას გამოუცა ქართულად თარგმნილი შვედი ნობელიანტის ტომას ტრანსტრომერის “ლექსები და პროზა”. ამ ბოლო დროს მანანამ “ფეისბუქზე” გამოაჩინა მამამისის ლექსები, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. დღეს უამრავი წერს. წერდნენ. აჩვენონ თავი. ნება ყველას მისცემია ღვთისაგან. ჩვენც შევაფასოთ. ყველაფერს სახელი დავარქვათ და დავალაგოთ. როცა ვანო ძიას ლექსების წიგნი წავიკითხე, ჩემ თვალწინ გადაიშალა მშვენიერი მთიულეთი, მისი ბუნება და იქ მცხოვრები ხალხის სუნთქვა, მისი ავ-კარგი, მისი ერთიანობა წარსულთან და უკვე კარგა ხანს მიმდინარე ჩვენი ვერდაუდგენლობა. რაც ჩვენთვის ყველაზე გასაოცარი იყო და რაც ამ წიგნის ერთერთი დიდი ფასეულობაც არის, გახლავთ მეორე მსოფლიო ომიდან მოტანილი ამბები, ადამიანის მძიმე დანაკარგით გამოწვეული ტკივილი, რომელიც უფაქიზესი ძალისხმევით, საოცარი ამტანობითა და თმენით გადააქვთ ოჯახში. ჩვენ აქ ამოვიცნობთ ჩვენი მშობლების სიყმაწვილეს, ახალგაზრდობას, თუ როგორი სერიოზულობით იყვნენ ცხოვრებასთან, ერთმანეთთან დაკავშირებულნი, ამ ადგილებს ცრემლების ყლაპვის გარეშე ვერავინ წაიკითხავს, აქ ვეცნობით ოჯახის წევრების: მშობლების, შვილების ურთიერთობის კულტურას, დიდ ფარულ მოწიწებასა და სიყვარულს, იმ მთავარ ღერძს, რაზედაც დგას ყველა კულტურული ხალხი და ერი. წიგნში აღწერილი ამბები, გარდა პროზაული მნიშვნელობისა, უტყუარი მასალაა იმდროინდელი მთის ხალხის ყოფის აღწერისა. წიგნს მცირე ზომის მოკრძალებული წინასიტყვაობა ერთვის. “ვანო კობაიძის ხალხურ კილოზე დაწერილი ლექსები ხალასი ნიჭით, იუმორით, სილაღითა და მრავალფეროვნებით ხიბლავენ მკითხველს”. იგი მხედველობიდან არ გამორჩენია ვახუშტი კოტეტიშვილს, პოემა “სამასი არაგველი” 1980-იან წლებში გამოქვეყნდა ალმანახ “პირიმზეში”, ირაკლი გოგოლაურის რედაქტორობით რომ გამოდიოდა. ვანო ძია ვეტექიმად მუშაობდა თავის მხარეში; ლექსებში ხშირად ვხვდებით პროფესიული გამოცდილების აღწერას. ბევრი ლექსი ეძღვნება ადამიანურ თვისებებს, როგორც დადებითს, ასევე უარყოფითს, რომელსაც საოცარი კეთილი იუმორით გადმოგვცემს. ლექსები ყოველგვარი “შეთხზვისა” და წვალების გარეშე წყაროსავით გადმოდის და მკითხველს ხალისს, ფიქრსა ჰმატებს. კრებულში ბევრია ისეთი ლექსი, რომლებიც იმდენად ქართულია, რომ თითქოს ყველამ იცის და ვიღაცას უნდა ეთქვა და თქვა კიდეც:

“რამდენიც გინდა ვიცოცხლო,
სიკვდილს ვერ გადავურჩები,
როდისღაც სახადს მოვიხდი,
წინაპრებს ჩავეხუტები.
არ დამიტიროთ, არ მინდა,
ცრემლით ნუ გავიწუწები,
ხმას აღარ გავცემ არავის,
ქვასავით გავისუსები.
სანამა ვცოცხლობ, უღელს ვწევ,
როგორც ნიშა და ნიკორა,
მოვკვდები, დამივიწყებენ,
იყო და არა იყო რა.”

წუთისოფლის ტრიალს ლექსებით ერევა, ბუნება, ყვავილები, მთების მინდია, იმქვეყნად ტკბილი შემგებებლები. აი, რითაც კაცი ცოცხლობს და რისი გამოთქმითაც მას პოეტი ჰქვია. პოეტი წვდება საიდუმლოებებს, ცხადია, სხვებიც, მაგრამ პოეტს დაჰყვება თამამი ნიჭი, რითაც იგი ამას გამოთქვამს.

“ისევ ისეთი გული მაქვს,
იმედიც უფრო დიდია.
ზოგჯერ კი იმათ შევნატრი,
ვინც საიქიოს მიდიან.
ვეჩურჩულები ყვავილებს.
რაღა მე, რაღა მინდია.
ვატყობ კი – იქით მივდივარ,
საითაც უფრო ბინდია.”

ვხვდებით საინტერესო გახსენება-გასაუბრებას ქართველ პოეტებთან; ბუნების ცვალებადობა და წუთისოფელი, მითიურ საბურველში რომ გახვეულა, დიდი ინტერესით იკითხება (“რატომ კანკალებს ფოთლები,” “უშიშა ვარ არაბული”). 

ყოველდღიურობის კვიმატი ენით გადმოცემა ბევრს გააღიმებს, კარიკატურულ ტიპებს მეტად ნაცნობი ნიშნებით ხატავს, მაგრამ მშვენიერ სტრიქონებს გვერდს ვერ აუვლი, ბუნებასთან, ფრინველებთან იდუმალი დამოკიდებულება ჩანს:

“სიტყვა მინდოდა, ვერა ვთქვი,
არც ლექსი გამომდიოდა,
ვიჯექი დაღონებული,
ცრემლები ჩამომდიოდა,
შაშვი მოსთქვამდა ჩემს ახლოს,
ისიც მე შემომჩიოდა,
ვერც ის მიმიხვდა გასაჭირს,
ვერც მე, ვინი – რა სტკიოდა.
ალბათ იმასაც უჭირდა,
ისიც ჩემსავით ტიროდა.
დავდუმდით. თავთავის გზაზე
დაღონებული წავედით.
სულმუდამ ხანმოკლე არი
სასიხარულო წამები.”

კითხულობ ლექსებს და უცებ ნახავ საოცარ ჭეშმარიტებას, გამოთქმულს უბრალოდ. (“ვუძღვნი რაზიკაშვილი დავითის ხსოვნას”):

“ჩემი სავანე ერთი მეტრი მიწაა მხოლოდ,
შენი კი, სულო, თვალუწვდენი მთელი სამყრო!”

თითქმის არც ერთი საჭირბოროტო საკითხი არ არის ისეთი, მის ლექსებში რომ არ ვხვდებოდეთ. მოქალაქეობრივი ტკივილითა და განცდით გადმოცემული აქვს ყველა პრობლემა. ერთი ასეთი ლექსი ეძღვნება ივანე ქავთარაძეს. იგი ლექსში მას უზიარებს ქვეყნის ამჟამინდელ ტკივილს.

“თუ არ გავმაგრდით ერთობით,
გადაშენება გველისა,
რამ ააჭრელა ეს ხალხი,
თითქოსდა ერთი ფერისა?”

წერს კაცთა გაუტანელ, საამქვეყნო “წესებზე”, რომელთაც ნამდვილი კანონები დავიწყებიათ და რასაც დაცვა სჭირდება.

“როგორც კი მოძლიერდება
კაცი შენს გვერდში მყოფელი,
ხელს გიჯიკავებს, მოგსინჯავს,
გადაეკვრება სხო ფერი,
ეცდება კიდეც წაგართვას
შენი საკუთნო სოფელი,
ან ფულით გამოგასახლოს,
 (წართმევა არი ორფერი).”

პოეტი კაცი გადადის წარსულში, მომავალში და აწმყოს ორივეთი ერთად ხედავს. ის სულიერია, ამაღლებული, თუმცა ყოველი ყოფით ნაცხოვრები აღწერა და გამოთქვა თავის ტექსტებში. მაგრამ სული ადამიანისა უფალთან არის, იგი ტაძარში მყოფობს, იქ გარდაცვალების შემდეგაც ახლობლებთან მოდის “ქალმნებით” და ეშველება, მუდმივ რომ არა გაუჭირდეთ-რა, იგი გადალახავს საზღვრებს, სააქაო-საიქიო სამანებს და თავის საყვარელ ახლობლებთან რჩება სულ მუდამ; უკვდავებას იგი სოცოცხლეშივე ხედავს. აი, სად გვჭირდება პოეტი და მისი ნათქვამი, ზოგს სულაც რომ მოცლილი ჰგონია, თუმცა ჩვენი ვანო ძია თავის საქმიანობასაც გვარიანად გვაცნობს და გვახალისებს.

“ღმერთს არ ვემდური არაფერს,
ღმერთში ვარ, ღმერთი ჩემთვია,
ჩვენ ერთად უნდა დავბერდეთ,
ერთი გზა გაგვიცვეთია.
ერთად ვიქნებით მარადჟამს
მიწაში, ცაში, ზეცაში,
როგორც ლომისის საყდარი,
დამკვიდრებული მლეთაში,
იქიდან ხელისგულივით
დაგხედავთ, მოგესალმებით,
ღამღამე ვივლი თქვენ შორის
ტუფლებითა და ქალმნებით,
მე გიშველთ, რომ არ დაგჭირდეთ
ექიმები და წამლები”.

უღვთოდ დარჩენილებზეც არ იშურებს ფიქრებს, რაკიღა თავად იცის.

“ჰე, ღმერთო, ვინც არ გიწამა,
ის არც მიიღო მიწამა,
არც მომავალი ეღირსა,
დაახრჩო ფულის ქისამა . . .
იქნება შენც აპატიო,
იქნებ მიიღოს მიწამა”.

წიგნს ჰქვია “ფიქრს ვერ დაიტევს სამყარო” და მისი ფიქრებიც ქება არის ამ სამყაროსი და გაჩენისა, თუმცა მრავალი ჭირის მნახველი ერის შვილობისა. იგი “სახილებს” სამყაროში ბევრს აღმოაჩენს. “მოვედ, დავტოვე კვალი ჩემი ნაფეხრებისა”, ვანო ძია უბრალოდ ამბობს სათქმელს, ლაღად და ნამდვილად, გულწრფელად და სიკეთით, მისი სალოცავი და სავედრებელი მომავალი თაობებია. ლექსები როგორღაც მითოლოგიურ საბურველშია გახვეული. არაგვივით რაღაც მოუსვენრობა, ავის გრძნობა არის გამოხატული ლექსში “სულ უნებართვოდ დასახლდა”. არის შორსმჭვრეტელური ხედვებიც და წარსულის განჭვრეტაც.

“ბოლოს მთებიც კი მინდვრად იქცევა,
ჩამოიქცევა როგორც ალები
და შეიცვლება გეოგრაფია,
და მთებში ვეღარ დავიმალებით”.

“კალამს დასწვდება ივანე”, ფიქრებთან და სტრიქონებთან ბრძოლა უწევს. ფიქრებთან ბრძოლაში იგი ჩვეულებრივ ცხოვრებასაც, ტრადიციულსაც ეპაექრება და ამბობს, რაკიღა ამას მიჰყვება, იქნებ სულებიც არის და მას სიამოვნებით ურჩევნია, ცხოვრების უღლიდან ფიქრით გაიქცეს მითიურ სახლში.

“სახლს დავიდგამდი მინდორში,
გულმშვიდად წამოვწვებოდი,
ვერცარას ზვავით მიზამდი,
ვერც მხრებზე დამაწვებოდი”.

შეკითხვები: “მთაო რადა ხარ ციცაბო,’’ არაგვს ევედრება: “იქნება რამე მიშველო, კალმახით მომამარაგო,“ ეს კალმახი კი მისი სიტყვებია, მისი ფიქრი, ნააზრევს რომ მოჰყვება და მას არაგვი ასაზრდოებს.

ვითომ ვხსნი და განვმარტავ მის სტრიქონებს, მაგრამ აბა განმარტეთ ასეთი რამ: 

“მიწისგან გალაღებული
 მიწასვე შევუერთდები,
რა ვუყოთ, ვისი ბრალია,
ასეა წუთისოფელი,
გრძელი გზაც მოკლედ მთავრდება,
ვით ჩემი კოხტა სოფელი”.

წინაპრები ცოცხლდებიან პოემა “სამას არაგველში”. სულმოუთქმელად რომ არის დაწერილი: სოფლებიდან, ხევებიდან მოკრებილი მებრძოლები, გამოლაშქრება და ბრძოლის სურათები, ბუნებრივად განცდილია; დიდი მხატვრული ღირებულების ეს ნაწარმოები კარგი შურით ბევრ მწერალს შეშურდება მხოლოდ იმიტომ, რომ ვანო ძია უბრალოდ, ნამდვილად წერს და იგი სამასი არაგველის ნათესავია. ვისურვებ, ისეთი დრო დადგეს, ისევ შეიყვაროს ჩვენმა მკითხველმა ასეთი ძვირფასი წიგნები, დაუბრუნდეს კითხვას, რადგან დღეს ზოგჯერ ყალბ თვლებს ურევენ ძვირფას თვლებს; გამორჩევაში ჩვენც მოგეხმარებით, განა თქვენ კი არ იცით მისი ცნობა? უბრალოდ, დიდი დრო რომ არ დაგეკარგოთ ძებნაში, წაიკითხეთ სხვა მშვენიერ წიგნებთან ერთად ვანო კობაიძის “ფიქრს ვერ დაიტევს სამყარო”.

მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი

Saturday, June 23, 2018

ორი საბუთი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან 1768–1774 წწ. რუსეთ-თურქეთის ომში

1934 წ. ზაფხულში, მოსკოვში ფეოდალური ეპოქის არქივთსაცავში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მე-16 საუკუნის მასალებზე სამუშაოდ გამგზავრების წინ, ტფილისში აკად. ი ვ. | ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ს ა გ ა ნ მცირე დავალება მივიღე: დედანთან შემემოწმებინა პროფ. ალ. ცაგარელის მიერ გამოცემული ერთი ქართული დოკუმენტი, რომელიც მოსკოვში «Дела Грузинские»-ს ფონდშია დაცული. ამ დავალების შესრულების დროს, იმის გამო რომ პროფ. ალ. ცაგარელს წესიერად არ აქვს აღნუსხული თავის გამოცემაში საქმის საარქივო ნომერი, შეცთომით სამეცადინო დარბაზში 1770–1771 წლის საქმე გადმოგვეცა სამუშაოდ. რაკი არქივის სამეცადინო დარბაზი მასალებზე შეკვეთას წინადღით ღებულობს, მხოლოდ ჩვენდა უნებურად 1770–1771 წლის საქმის გადასინჯვა მოგვიხდა. გადავწყვიტე შემემოწმებინა, თუ როგორ გამოსცა ცაგარელმა ჩემს წინ მდებარე საქმეში დაცული ქართული საბუთები. საქმე, რომელიც ჩვენი დაკვირვების ობიექტს შეადგენდა, არქივის საინვენტარო დავთარში შეტანილია შემდეგი სახით: «К–76. Грузинская война 1770–1771 г. Донесения императрице Екатирине II от командующего в Грузии войсками ген. м. Сухотина № 24». ეს საქმე ეკუთვნის «Дела Грузинские»-ს ფონდს. საქმე შეიცავს სამას დანომრილ ფურცელს.

გადასინჯვისას აღმოჩნდა 29 ქართული საბუთი 1771 წლისა. ამათგან ექვსი საბუთი უმნიშვნელოა, მოკითხვის საბუთებია გენ. სუხოტინისადმი, ქართველ ეპისკოპოსებისაგან მიწერილი. დანარჩენი 23 საბუთი კი მეტისმეტად საყურადღებო ცნობების შემცველია. ამათგან ცაგარეს მხოლოდ ორი გამოუცია ქართულ საბუთების კრებულში. ერთი საბუთის მხოლოდ რუსული თარგმანი დაუბეჭდავს, ერეკლე II წერილი გენ. სუხოტინისადმი (Ц а г а р е л и. Грамоты и др. ист. д... том I, გვ. 486). მაშასადამე ერთი საქმიდან 20 ფრიად საყურადღებო ქართული საბუთი სრულებით არ გამოუცია.

როგორც პროფ. ალ. ცაგარელის ქართული საბუთების კრებულის წინასიტყვაობიდან ჩანს, მას სახსრები არ ჰქონია ქრონოლოგიურის თანამიმდევრობით ყველა ქართული საბუთი, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას შეეხება XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, გამოეცა (Ц а г а р е л и. Грамоты и др. ист. д... том II, вып. I, გვ. VII). ამიტომ ქართული საბუთები მას შეურჩევია და ისე გამოუცია. უნდა ვიფიქროთ, რომ სხვა საქმეებში დაცული ქართული საბუთებიც შერჩევით გამოუცია. ჩვენ უდროობის გამო მხოლოდ ზემოთხსენებულ საქმის გადასინჯვა მოვასწარით.

ცნობილია, რომ სახელმწიფოთა შორის ოფიციალური მიწერ-მოწერა ყოველთვის არ გამოხატავს ამა თუ იმ მთავრობის ნამდვილ ზრახვებს. ოფიციალურ მიწერ-მოწერის ნამდვილ მიზნების გარკვევას აადვილებს ამ ოფიციალურ მიმოწერის უკან აღმოცენებული საიდუმლო საბუთები. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ გამოქვეყნებულ მასალების მარტო ოფიციალურ წერილებით რომ იხელმძღვანელოს მკვლევარმა, იმ დასკვნამდე მივა, რომ მე-16 საუკუნიდან დაწყებული რუსეთის მეფეებს საქართველოს სამეფოების სიბრალულით მე-18 საუკუნის დასასრულამდე ცრემლი არ შეუშრიათ თვალებზე. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით იოანე IV მრისხანეც-კი ატირებულა საქართველოს უბედურებით: «Два года тому учинилась весть государю нашему, что Иверскую землю кизилбаш воевал, и государь наш вельми о том скорбел и до слез», აცხადებენ რუსი ელჩები, თავის მთარობის ინსტრუქციის თანახმად, პოლონეთის სამეფო კარზე 1558 წელს (Б е л о к у р о в. Сношения России с Кавказом. 1891 г. გვ. LIV). მაგრამ რუსეთის არქივებში დაცული საიდუმლო საბუთები სავსებით გვირკვევენ რუსეთის პოლიტიკის ნამდვილ მიზნებს საქართველოში.

ქართული ოფიციალური მიწერ-მოწერის საბუთები რუსეთის მთავრობისადმი, ერთის შეხედვით, გულწრფელობით აღსავსე შღაბეჭდილებას სტოვებენ. სამწუხაროდ, ქართული საიდუმლო საბუთები, რომელნიც რუსეთთან ურთიერთობას შეეხებოდა, საქართველოს სამეფოს არქივის დაღუპვის გამო, მოსპობილი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში ცნობილი არ არის. მაგრამ a priori შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც საქართველოს სამეფოები იყვნენ გულწრფელნი რუსეთის მიმართ, და მათი ოფიციალური წერილების უკან დაფარული იყო ნამდვილი მათი ზრახვები, და რადგანაც ქართული საიდუმლო საბუთები ჯერჯერობით არ ჩანს, ყოველგვარი დოკუმენტი, რომელიც ასე თუ ისე ქართველ მეფეთა დიპლომატიურ ნაბიჯების საიდუმლო მხარეს ფარდას ხდის, უაღრესად მიმზიდველია მკვლევართათვის. მოსკოვში დაცულ საარქივო მასალებიდან ერთი საქმის გადასინჯვამ დაგვარწმუნა იმაში, რომ უკვე გამოქვეყნებულ საბუთებს გარდა, რუსეთში არა ერთი საბუთი მოიპოება ისეთი, რომელიც ქართველ მეფეთა საგარეო პოლიტიკის არაოფიციალურ მხარეს შუქს მოჰფენს, იმას გარდა რომ ამ საბუთებს სხვა მხრივაც თავისებური მნიშვნელობა ექნება საქართველოს ისტორიისათვის.

ქვემოთ დაბეჭდილი ორი საბუთი, ზემოხსენებულ საარქივო საქმეში ნაპოვნი, შეიძლება იმ საბუთების რიცხვს მივაკუთვნოთ, რომლებშიაც ქართველ მეფეთა პოლიტიკის არაოფიციალური მხარე უფრო რელიეფურად მოჩანს. კერძოდ კი ამ ორ საბუთში ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II ერთი ღონისძიებათაგანია მოცემული, რომლითაც მას სურდა რუსეთიდან საქართველოში გამოგზავნილი გენერალი სუხოტინი და მისი კორპუსი თავის სამფლობელოს ინტერესებისათვის გამოეყენებინა. ეს ორი დოკუმენტი ამ მხრივ სანიმუშოა აქამდე გამოქვეყნებულ და ცნობილ საბუთებს შორის.

პირველი საბუთი წარმოადგენს სამხედრო-ოპერაციულ გეგმას. დედანში იგი წარმოდგენილია ქართულად და რუსულადაც. საბუთი ისე არის შედგენილი, რომ ერთსა და იმავე გვერდზე რუსული ტექსტის გასწვრივ ქართული შესატყვისი ტექსტი მისდევს. როგორც შინაარსიდან ირკვევა გეგმა შედგენილია ჯერ რუსულად, შემდეგ ქართულად უთარგმნიათ. გეგმის ავტორი საქართველოში 1771 წელს გამოგზავნილი რუსი გენერალი სუხოტინია. გეგმა შედგენილი ყოფილა ორ ცალად, ერთი – დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავართათვის და მეორე – ქართლ-კახეთის მეფისათვის. ორივე ცალი ზემოხსენებულ საქმეშია დაცული. ორივე საბუთს თან ერთვის ფიცის „წიგნებიც“. როგორც ჩვენ მიერ ჩატარებულ შემოწმებით გამოირკვა, ამ ოპერაციული გეგმის მიხედვით შეუდგენიათ საქართველოში მყოფ რუსებს 1771 წელს რუკა. ეს რუკა პროფ. ალ. ცაგარელს დაუბეჭდავს და თან ერთვის მის მიერვე გამოცემულ «Грамоты и другие ист. документы»-ს I ტომს. ამ რუკის სრულ განმარტებას იძლევა სწორედ ხსენებული საბუთი.

საბუთი დათარიღებულია, იგი შეუდგენიათ ხელთუბანში იმერთა მეფის სოლომონ I და ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II თანდასწრებით 1771 წლის 15 ივნისს.

მეორე საბუთი, რომელიც აგრეთვე ქვემოთ იბეჭდება, წარმოადგენს ერეკლე II საპასუხო წერილს გენერალ სუხოტინისადმი. ეს დოკუმენტიც იმავე საქმეშია ჩაკერებული. წერილი 1771 წლის 21 აგვისტოს დაუწერია ერეკლე II-ს.

ორივე საბუთი ერეკლე II საგარეო პოლიტიკის ერთ მომენტს გვისურათებს. და ეს მომენტი რომ ნათელი შეიქნეს ამ დოკუმენტების ტექსტის სავსებით დაბეჭდვა აუცილებლად მიგვაჩნია. ოპერაციულ გეგმის მხოლოდ ქართული ტექსტი იბეჭდება ქვემოთ, რადგანაც რუსულ ტექსტს ჩვენთვის ამჟამად მნიშვნელობა არ აქვს.

რა პირობებში წარმოიქმნა ეს ორი დოკუმენტი? ამ კითხვაზე გაცემული პასუხი ერეკლე II საგარეო პოლიტიკის იმ ერთ მომენტსაც გაარკვევს, რომელზედაც გაკვრით ზემოთ გვქონდა საუბარი.

მე-18 საუკუნის სამოციან წლებიდან აღმოსავლეთ ევროპის საკითხი საფრანგეთის, პრუსიის, ავსტრიის და რუსეთის საგარეო პოლიტიკის ყურადღების ცენტრად იქცა. რუსეთის აქტივობის შესაჩერებლად საფრანგეთის დიპლომატიამ შესძლო თურქეთის ამ საკითხში ჩარევა და თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ აამხედრა. თურქეთს არსებითად რუსეთის შავი ზღვის ჩრდილო ნაპირებზე გაბატონება აშინებდა და ამასთანავე თურქეთის ბალკანეთზე მყოფი სამფლობელოებიც დაზღვეული არ იყო. ამდენად რუსეთის საწინააღმდეგოდ ომის დაწყება თურქეთის ხელისუფლებამ მარტივად გადაწყვიტა. თუმცა მე-18 საუკუნის თურქეთი იმ ძალას არ წარმოადგენდა, როგორც მას წინა საუკუნეებში იცნობდა ევროპა, მაგრამ იმ ხანად რუსეთის ხელისუფალთათვის ეს სავსებით ნათელი არ იყო.

თურქეთი ჯერ კიდევ დიდი ძლიერების მქონე სახელმწიფოდ იყო მიჩნეული და რუსეთი საფუძვლიან სამზადისში იყო. აღმოსავლეთ ევროპის საკითხი ეხლა საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში იმდენად იდგა, რამდენადაც დასავლეთის საზღვრების მხრიდან მტრის თავდამსხმელ ლაშქარს მოელოდნენ. რუსეთი, გარდა იმისა რომ ჯარს ამზადებდა მტრის საზღვრებში შესაჭრელად, ფიქრობდა ესარგებლა თურქეთის სამფლობელოში მყოფ ქრისტიანულ მოსახლეობის და არა თურქულ მოდგმის ტომების თურქეთის მიმართ მტრული განწყობილებით, და თურქეთის წინააღმდეგ მათი აჯანყებისა და გამოსვლების მოწყობასაც შეუდგა. ამ გზით რუსეთს სურდა თურქეთის ძლიერების შემუსვრა გაეადვილებინა. ამ მიზნით საქართველოს სამეფოებთან ურთიერთობის გაცხოველებას იწყებს რუსეთი. 1768–1774 წლებში, საქართველოს სამეფო-სამთავროების თურქეთის წინააღმდეგ ომში გამოყენება ძირითადი ამოცანაა რუსეთის პოლიტიკისა ამიერ-კავკასიაში. ეკატერინე II წერდა: «Я подпалила Турцию с четырех сторон: с Дуная, с Крыма, Мореи и даже с Грузии» (ეკატერინე II წერილის ეს ადგილი ჩვენ ამოვიღეთ პროფ. კლიუჩევსკის თხზულებიდან: «Курс русской истории», часть V, 1937 წ. გამოც. გვ. 40).

1768 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიას, სანამ თურქეთთან ომი ფაქტიურად დაიწყებოდა, საგანგებო მოხსენებაც დაუმზადებია, რომელშიაც გათვალისწინებულია, თუ რამდენად სასარგებლოა და იმავე დროს, რამდენად შესაძლებელი ქართველების თურქეთის საწინააღმდეგოდ ომში ჩათრევა. ამ მოხსენების სათაურის აქ მოყვანა საკმარისია ზემოთქმულის დასამტკიცებლად: «Разсуждение о способах, какими грузинцы преклонеы быть могут к восприятию участия в настоящей с Портою Отоманскою войне» (Ц а г а р е л и. Грамоты и другие исторические документы относящиеся к Грузии. том I, გვ. 1). საგარეო საქმეთა კოლეგიას იმერეთის მეფის სოლომონ I-ის ამ ომში ჩათრევა უფრო მარტივად ესახება, ვინემ ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ისა. მაგრამ კოლეგიას გადაუწყვეტია როგორმე მაინც ქართლ-კახეთის მფლობელიც ამ ომში გამოეყენებინა. სხვა მიზნები საქართველოს მიმართ ხსენებულ წერილებში რუსეთს არ აქვს. ეკატერინე II-ის მიერ ხელმოწერილ გენერალ სუხოტინისათვის შედგენილ ინსტრუქციაში გარკვევით არის ნათქვამი, რომ რუსეთი საქართველოს ხელში ჩაგდებას ამ ხანად მიზნად არ ისახავსო: «не ищется присовокупить грузинских земель, как отдаленных и совсем не подручных, к нашей империи» (იქვე, გვ. 471). იქვე ზემოთ გენერალ სუხოტინს ხაზგასმით მიუთითებენ: «наше намерение было и есть самых грузинцов на диверсию против неприятеля употреблять». როდესაც საქართველოში, გენერალ სუხოტინზე წინ 1769 წელს, რუსეთის ხელისუფლებამ გენ. ტოტლებენი გამოგზავნა და ამ უკანსკნელმა უთავბოლო მოქმედებით ქართველი ხელისუფალნი თავის წინააღმდეგ აიმხედრა, ხოლო თვითონ კი ერეკლე მეორეს ტახტიდან გადაყენება მოინდომა და ქართლის მცხოვრებთ რუსეთის ერთგულებაზე ძალით ფიცს ადებინებდა, რუსეთის მთავრობამ ტოტლებენის ნაცვლად საქართველოში გამოგზავნილ სუხოტინს მიუთითა: «ежели начатое графом Тотлебеном и еще продолжаемое приведение грузинцов к присяге в верности к нам... будет служить к лутчему грузинцов совокуплению и единомыслие в разсуждении поисков против неприятеля, то и вам сие средство при подающихся случаях употреблять останется, а без того оной обряд совсем излишним почитается, не проча мы, как выше сказано, Грузии в непосредственную собственность империи нашей» (იქვე, გვ. 471). მაშასადამე, როგორც ამ ამონაწერიდანაც ჩანს, პირველ რიგში რუსეთს საქართველოს მიმდინარე ომში გამოყენება დაუსახავს მიზნად და არა საქართველოს ანექსია. ტოტლებენის ღონისძიების გაგრძელებას სუხოტინს იმ შემთხვევაში ურჩევენ, თუ კი ამ გზით უფრო ადვილად და მიზანშეწონილად მოხდება ქართლ-კახეთის თურქეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა, თუ არა და სუხოტინს ეკრძალება ტოტლებენის ღონისძიებათა გაგრძელება და მას განმეორებით მიუთითებენ რომ არ არის ამჟამად რუსეთის მიზანი საქართველო დაიპყროს. ამ გეგმებით და მიზნებით იყო რუსეთი გამსჭვალული საქართველოს მიმართ 1768 წელს თურქეთთან ომის დაწყების წინ და თვით ომის პროცესშიაც. ამ დროს საქართველოს სამეფოებს, იმერეთს და ქართლ-კახეთს, ერთნაირი საგარეო მდგომარეობა არ ჰქონდათ. იმერეთის სამეფო მეტის-მეტად რთულ და გაჭირვებულ პირობებში იყო მოქცეული. ქართლ-კახეთი შედარებით უკეთეს პირობებში იმყოფებოდა. იმერეთის მეფეს სოლომონ I-ს თურქეთის ვასალურ დამოკიდებულებისაგან თავის დაღწევა უცდია, ხრესილთან მომხდარ ბრძლაში კიდეც გაუმარჯვია, მაგრამ თურქეთი ასე ადვილად არ სთმობდა იმერთა მეფის ურჩობას, და დასავლეთ საქართველოს დიდგვაროვან ფეოდალებთან კავშირით, თურქეთმა იმერეთი განუწყვეტელ ბრძოლის არენად აქცია. განსაკუთრებით თავი ისახელეს ამ მხრივ სამეგრელოსა და რაჭის მფლობელებმა კაცია დადიანმა და როსტომ ერისთავმა. თურქეთის დახმარებით, ურჩ ფეოდალების სოლომონ I-ის წინააღმდეგ ბრძოლა იმ ზომამდე გამწვავდა, რომ რამდენიმე ხანს სოლომონი იძულებული გამხდარა ტახტი მიეტოვებინა და მცირე ამალით ქაიხოსრო წერეთელს შეჰფარებოდა მის ციხეში. ამ დროს იმერეთის სამეფო ტახტზე სოლომონ I-ის ბიძაშვილი თეიმურაზი გაუმეფებიათ. სოლომონ I-ს რამდენიმე ხნის შემდეგ დაქირავებულ ლეკების მცირე რაზმის დახმარებით რაჭის ერისთავი როსტომი დაუმარცხებია, თურქთა შემწეობით გამეფებული თეიმურაზიც ტყვედ ჩაუგდია და სამეფო ტახტი კვლავ დაუბრუნებია, მაგრამ იმერეთის ყველა ციხეში თურქთა მეციხოვნენი იდგნენ და ქვეყანა მათი ძალმომრეობით აკლებული იყო (შედეგი კახეთის ცხოვრებისა. ზ. ჭიჭინაძის გამოცემა, გვ. 285. აგრეთვე Ц а г а р е л и. Грамоты и др... том I, გვ. 14–15. აგრეთვე სოლომონ II წერეთლებისადმი ბოძებული სიგელი, ს. კაკაბაძის გამოც., წერილები და სხვა მასალები საქართველოს ისტორიისათვის, გვ. 92).

1766 წელს სოლომონ პირველს ყიზლარის კომენდანტისათვის წერილი გაუგზავნია, რომელშიაც კომენდანტ პოტაპოვისათვის შუამდგომლობა უთხოვია რუსეთის მეფის წინაშე, თუ თურქების წინააღმდეგ ბრძოლას ვერ შესძლებდა, თავისი ამალით რუსეთში დასახლების ნება მიეცათ (Ц а г а р е л и. Грамоты и др. ист. докум., том I, გვ. 1–2). სოლომონ I-ის თხოვნა ეცნობა რუსეთის სამეფო კარს, მაგრამ საგარეო საქმეთა კოლეგია სიფრთხილით მოპყრობია ამ საკითხს და ასე უანგარიშნია: «Дозволение владетелю Соломону, как турецкому васалу с народом его здешней протекции, моглоб привесть Порту в крайную досаду, а раздражение ея дороже сталоб, нежели приобретение ненадежных грузинцов» (იქვე, გვ. 3). მაგრამ იმერთა მეფისათვის ცივი უარის თქმა მიზანშეუწონლად მიუჩნევიათ, და ყიზლარის კომენდანტს პოტაპოვს დაევალა აცნობოს სოლომონ I-ს, რომ მისი თხოვნა დიდი სიამოვნებით მიიღო უმაღლესმა კარმა, მაგრამ ეხლა თურქები ალბათ მოღლილი იქნებიან იმერეთთან გამუდმებულ ბრძოლით, და ამიტომ იქნებ საჭირო აღარ იყოს სოლომონის რუსეთში გადმოსახლებაო (იქვე, გვ. 3).

ამ პასუხში არც „ჰო“ არის და არც „არა“ მოჩანს, მაგრამ იმერთა მეფეს რუსეთის ძლიერების თავის ქვეყნის დასაფარავად გამოყენება მაინც კვლავ უცდია, და ამ საქმის იურიდიულად გასაფორმებლად 1768 წელს ელჩები გაუგზავნია რუსეთში მაქსიმე ქუთათელის მეთაურობით. როგორც ამ წელს სოლომონ პირველის მიერ ეკატერინე II-ისადმი გაგზავნილ წერილიდან ჩანს, მის ელჩებს უნდა მოეგვარებინა: რუსეთის მფარველობა იმერეთის სამეფოზე ვასალიტეტის საფუძველზე; თუ ეს არ მოხერხდებოდა იარაღი და ფულით დახმარება უნდა გამოეთხოვა, და თუ არც ეს მოხერხდებოდა და თურქეთთან ბრძოლის გაგრძელებას იმერთა მეფე ვეღარ შეძებდა, ნებართვა გამოეთხოვა მეფის და მისი ოჯახის რუსეთში გადასახლებისა (Ц а г а р е л и. Грамоты... том II, вып. I, გვ. 1–2). მაქსიმე ქუთათელის წერილობითი მხსენებიდან ჩანს, რომ იმერთა მეფეს მშვენივრად ჰქონია გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ ქველმოქმედების მიზნით რუსეთი იმერეთს არ დაეხმარებოდა, და ამიტომ იმერთა ელჩს, მაქსიმე ქუთათელს, იმერეთის ბუნებრივი სიმდიდრე აღუწერია, რათა იმერეთის ქვეყანა ისე გაეცნო რუსეთისათვის, რომ უკანასკნელს იმერთა მეფის „ყმად“ მიღებაზე ყოყმანი არ დაეწყო: „იმერეთში მოდის თეთრი პური, შავი პური, ქერი, ფეტვი, ბრინჯი, სამარხო, წამლის ბალახები, ყურძენი და სხვ. ხილი; ამაების დიდი სიმრავლე არის ყოველს ფერში და ასეთი ნაყოფიერი ქვეყანაა, რომ ტყეებშიაც მრავალი ყურძენი და სხვა კარგი ხილი არის; შავი ზღვის პირზედა ნარინჯი და ზეთის ხილი მოდის; აბრეშუმი, ბამბა და დიახ წმინდა სელი არის ამდენი რომ ვაჭრებს სხვა ქვეყნებშიაც მიაქვთ დიახ იაფათ ჰყიდულობენ... ზოგიერთს ალაგას იმერეთში ოქროსი და ვერცხლის და სხვების ქანი არის, მაგრამ ესენი იმერეთს არასოდეს მოუხმარია ერთი რკინის მეტი ამიტომ რომ მეტი მტერი არა აუჩნდეს“ (იქვე, გვ. 3). ერთის სიტყვით 1768 წელს რუსეთში გაგზავნილი ელჩობის შედეგად, იმერთა მეფე რუსეთიდან მოელოდა: ან მფარველობას, რასაც სათანადოდ „გაწყობილი“ ჯარის გამოგზავნა უნდა მოჰყოლოდა, ან იარაღსა და ფულს, ან არა და მოსალოდნელ თურქეთთან ბრძოლაში დამარცხების შემდგომ რუსეთში გადასახლების ნებართვას. 1768 წლის ოქტომბერში რუსეთი, როგორც აღვნიშნეთ, თურქეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედების სამზადისში იყო და საქართველოს სამეფოების თურქეთის წინააღმდეგ გამოსაყენებლადაც ემზადებოდნენ, ამიტომ იმერეთის ელჩების 1768 წლის შემოდგომაზე რუსეთის საზღვრებში მისვლის ამბავი მეტის-მეტად სასიამოვნოდ დარჩათ. იმავე წლის ნოემბერში საგარეო საქმეთა კოლეგიის უმაღლესი ბრძანებით ყიზლარის კომენდანტს პოტაპოვს მაქსიმე ქუთათელის სასწრაფოდ პეტერბურგში გამგზავრება დაევალა: «приезд сего митрополита весма кстати и ко времяни... отправить сюда немедленно удовольствовав его и всех при нем быть имеющих в дорогу кормовыми денгами» (Ц а г а р е л и. Грамоты... том I, გვ. 20). მაქსიმე ქუთათელის თანამგზავრი არქიმანდრიტი კი დასაჩუქრებული ყიზლარიდანვე იმერეთში გამოისტუმრეს, რათა სოლომონ მეფისთვის რუსეთ-თურქეთს შორის დაწყებულ ომის ამბავი ეცნობებინა და დაუხანებლივ რუსეთის მოშველების მოლოდინში იმერთა ჯარი თურქეთს დასცემოდა. არქიმანდრიტს პეტერბურგიდან სოლომონისადმი გამოგზავნილი პანინის წერილიც გამოატანეს. მაგრამ ამით არ დაკმაყოფილდნენ და საქმისათვის თავიანთი კაცის გამოგზავნაც საჭიროდ მიიჩნიეს, რუსეთის სამსახურში მყოფი ქართველი „პორუჩიკი“ ხვაბულოვი (ქობულაშვილი) იმერეთში გამოისტუმრეს (იქვე, გვ. 26). პეტერბურგში მაქსიმე ქუთათელის წერილობითი მოხსენება და სოლომონ მეფის წერილები განიხილეს, და შეეცადნენ თავი ისე მოეჩვენებინათ იმერთა ელჩებისათვის, თითქოს სოლომონ მეფის განზრახვის დიდი მოხარული იყვნენ, და რუსეთის თურქთა წინააღმდეგ ომით გამოწვეული იმერეთთან დროებით დაახლოების ფაქტი სოლომონის სურვილების გამარჯვებად გასაღება მოინდომეს. ნამდვილად რუსეთ-თურქეთის ომის დასრულების შემდეგ მფარველობის გაწევა იმერეთზე უაზრობად მიაჩნდათ. საგარეო საქმეთა კოლეგია საქართველოში საგანგებოდ გამოგზავნილ „მოურავოვისადმი“ ინსტრუქციაში ასე მსჯელობდა: «Довольствуясь только славою иметь Имеретию в протекции и истощать на защищение ея и иждивение силы, совсем здравой политике противно» (იქვე, გვ. 41).

როგორც ზემოთ აღნიშნული იყო, რუსეთის პოლიტიკოსები სავსებით დარწმუნებული არ იყვნენ, რომ ქართველები ადვილად ამ ომში ჩაერეოდნენ, ამიტომ საგარეო საქმეთა კოლეგიას საქართველოში ტომით ქართველი რუსეთის მოხელის გამოგზავნა ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ქართველ მეფეებთან საქმე სასურველად გარიგებულიყო. 1769 წელს საქართველოში რუსეთის რწმუნებული მოურავოვი (თარხან-მოურავი) გამოიგზავნა სათანადო ინსტრუქციით (იქვე, გვ. 39). რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგია ჰგრძნობდა, რომ ქართველების მიერ თურქთა წინააღმდეგ ომის დაწყება და მტრისთვის საგრძნობი ზარალის მიყენება ისე, რომ თურქეთი იძულებული გამხდარიყო თავისი ლაშქრის მნიშვნელოვანი ნაწილი ამიერ-კავკასიაში საქართველოს საზღვრებთან თავდაცვისათვის დაებანდებინა, საქართველოს სამეფოებს მარტო საკუთარი ძალებით არ შეეძლო, და ამიტომ კოლეგიას გადაწყვეტილი ჰქონდა რუსეთის მცირე ჯარის ნაწილი ექვსი ზარბაზნით და 50.000 მანეთი ფულად გამოეგზავნა. ამ ფულის და ჯარის რაციონალურად მოხმარა, სოლომონ I-ის ყველა ქართველ მეზობელ მეფე-მთავართა ძალების გაერთიანება და საერთო ძალით თურქეთის საზღვრებში შესევის მოგვარება ჰქონდა დავალებული მოურავოვს (იქვე, გვ. 39–50).

რუსეთში ჯარის მცირე ნაწილის საქართველოში გამოგზავნა გადასწყვიტეს, მაგრამ ამ ჯარის უფროს გენერალ ტოტლებენს ასე არიგებდა გამომგზავრების წინ ეკატერინე II: «Чтоб грузинцы поступили на диверсию собственными их силами, так и оставалось присовокупить к тому здешнего войска такое только число, какое послужилоб в пример и в поощрение и составлялоб будто некоторой подвижной город для убежища и опоры при нужных случаях» (იქვე, გვ. 87). უფრო გარკვევით პანინის სიტყვები გვისურათებენ რუსეთის ზრახვებს: «была бы душа здешняя, а тело грузинское» (იქვე, გვ. 156). ამ სახით რუსეთი ჯერ იმერეთის გამოყენებას ფიქრობდა მარტო, და წერილები და თავისი რწმუნებულები იმერთა მეფესთან იგზავნებოდა 1769 წლის ზაფხულამდე. რუსეთში ძალიან კარგად იცოდნენ, რომ იმერთა პოლიტიკოსები თურქეთთან ომის დასრულების შემდეგაც რუსეთისაგან დახმარებასა და მფარველობას მოითხოვდნენ და ამიტომაც ეკატერინე II 1769 წელს იმერთა მეფეს სოლომონ I-ს წინასწარ აიმედებდა: «поколику нашему ожиданию соответствовать будете и в пользу общего благого дела себя употребите и впредь в чем будет нужно пособствовать вам не оставим» (იქვე, გვ. 54). იმავე 1769 წელს შედგენილ ინსტრუქციაში აღნიშნულია: «Соломон оказывая здешней империи услугу не может быть уже при тесных для него обстоятельствах здешным призрением и пособствованием оставлен» (იქვე, გვ. 46).

ასე ამგვარი მიზნებითა და დავალებებით რუსეთის ჯარი, 3767 კაცის შემადგენლობით, გენ. ტოტლებენის მეთაურობით, 1769 წელს დაიალის გზით იმერეთისაკენ დაიძრა. (აქ აშკარად შეცდომაა – 1769 წელს ტოტლებენს ამდენი ჯარი უბრალოდ არ ჰყავდა, არამედ დაახლოებით 480 ადამიანის რიცხოვნებისა – ი. ხ.)

ზემოთ ჩვენ გაკვრით აღნიშნული გვქონდა, რომ რუსეთი იმერეთის სამეფოს გამოყენებას უფრო იოლად იმედოვნებდა, რადგანაც იმერთა მეფე სოლომონს თურქეთის ვასალად სთვლიდნენ, და, რაც მთავარია, თურქეთის მოწინააღმდეგე ვასალად. ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორის შესახებ სხვა რიგად მსჯელობდნენ.

საგარეო საქმეთა კოლეგიას საკმაო ცნობები ჰქონია 1768 წლისათვის ქართლ-კახეთის სამეფოს საგარეო მდგომარეობის შესახებ. საგარეო საქმეთა კოლეგიის 1768 წელს შედგენილს მოხსენებით ბარათში მეტის-მეტად საეჭვოდ არის მიჩნეული ერეკლე II-ის თურქეთის წინააღმდეგ ომში ჩათრევის შესაძლებლობა. იმიტომ რომ რუსეთში ცნობა ჰქონიათ, ერეკლე II თურქეთის მხრივ იმ ხანად შევიწროებას არ განიცდიდა: «Ираклий... совсем не чувствует тягости турецкого сосдства» (იქვე, გვ. 6–7). შემდეგ წლებში თვით ერეკლე II მართლაც არა ერთგან აღნიშნავს თავის წერილებში, რომ თურქეთთან მას კარგი დამოკიდებულება ჰქონდა 1769 წლამდე და მას საფრთხე არ მოელოდა. ერთ-ერთ წერილში ნიკიტა პანინს იგი, სხვათა შორის, სწერს: „იუწყის თქუენმან მაღ. ღრ. ბრწყინვ... თურქთა, თუ არ სპარსეთის აშლის მიზეზით, ჩვენთან მტერობა არა ჰქონებიათ მოქმედებითა, თუ არ გონებითა. რა შაჰნადირმა ისინი საქართველოდამ ძალით გაყარა, ეგების რომ ჩვენთვის ლეკებს ტყვე მოეტაცოს ქურდობით მცირეს კაცისა და ის ახალციხეს გაეყიდნოს, ისიც დაფარვითა, თვარემ სხვა მტერობა არა გამოუჩენიათ ჩვენდა მომართ“-ო (Ц а г а р е л и. Грамоты... том II, вып. I, გვ. 93). და მართლაც, როგორც სხვა წყაროებიდანაც ჩანს, ქართლ-კახეთის სამეფოების გაერთიანების შემდეგ, სამოციანი წლებიდან, ერეკლე II-ს საგარეო საქმეები შედარებით მოწესრიგებული ჰქონდა, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მეზობელი სახანოები მისი მოხარკენი იყვნენ.

იჭვობდნენ ამიტომ რუსი პოლიტიკოსები ერეკლე მეორის უშუალოდ თურქეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას და საქართველოში გამოგზავნილ თავიანთ მოხელეს მოურავოვს სათანადო ინსტრუქციაში ავალებდნენ, ერეკლეს შეძლება აქვს და აშკარად თუ არა, ფარულად იმერეთისათვის იქნებ დახმარება აღმოაჩენინო თურქეთთან ბრძოლაშიო: «Ираклий... конечно в состоянии... пособствовать и имеретийцам в предприятиях против турок, ежели неявным образом, то по крайней мере скрытно, особливо когда лезгинцами занят не будет» (Ц а г а р е л и. Грамоты... том I, გვ. 47). მაგრამ როგორც მასალებიდან ჩანს, ერეკლე II-ს მიზანშეწონილად მიუჩნევია თურქეთის წინააღმდეგ ომში თავისი სამფლობელოს ჩაბმა, როდესაც რუსეთიდან წინასწარ გამოგზავნილი ოფიცერი „ხვაბულოვი“ იმერეთში მისულა და იმერთა მეფე დაუიმედებია, შემდეგ ერეკლე II და სოლომონ I ტფილისში ერთად შეუყრია და თურქთა წინააღმდეგ შეთანხმებულად მოქმედება გადაუწყვეტიათ (Ц а г а р е л и. Грамоты... том II, вып. I, გვ. 56).

1769 წელს ივნისში პანინისადმი გაგზავნილ წერილში ერეკლე II სწერდა: „თქვენი ღრაფობის ბრწყინვალების წიგნში მეფის სოლომონისათვის და ჩუენ ყოვლისა საქართველოებისათვის ყოვლად მოწყალის ხელმწიფის იმედი და დაუგდებლობა, და ყოველს ჟამს შეწევნა აღგეთქვათ, ამისთვის მადლობელნი ვართ... და რომელიც ჩუენ დიდი სასურველი არის ოსმალთა თანა ბრძოლა, და ამას ზედ უწუევივართ თ. ღ. ბ. შეწევნითა ღვთისათა ამაზედ განმზადებული ვართ“-ო (იქვე, გვ. 6). ამრიგად, ერეკლე II-ც ომში ჩაერია, მაგრამ იმავე დროს იგი რუსეთთან დაკავშირების იურიდიულ ვალდებულებების გაფორმებას შედგომია. ჯერ წინასწარ წერილებში რუსეთის იმპერატრიცას მოაგონებს, რომ თურქეთის წინააღმდეგ იბრძვის იმ ხნის განმავლობაში, სანამ რუსეთი თურქეთთან ზავს არ დასდებს, მაგრამ ზავის დადების შემდეგ რუსეთი უნდა იცავდეს მის სამფლობელოს: „და როდესაც კუალად მშუიდობას ინებებდეს თქუენი ყოვლად მოწყალება – ჩუენ მშვიდობით თანადაცულნი ვიყუნეთ საუკუნოდო“ (იქვე, გვ. 14). 1771 წელს კათალიკოსი ანტონი და ლევან ბატონიშვილი გაგზავნა ერეკლე II-ემ რუსეთის მთავრობასთან მოსალაპარაკებლად, თუ რა პირობებში სურდა ქართლ-კახეთს რუსეთის „მფარველობა“-ში ყოფნა (იქვე, გვ. 90–91).

ერეკლე II ამ ომში მონაწილეობით თურქეთის გართულებულ მდგომარეობით სარგებლობას და ახალციხის თურქეთის ბატონობისაგან განთავისუფლებას ფიქრობდა, და რუსეთიდან მოსულ ჯარის ნაწილებს ამიტომ ახალციხისაკენ ლაშქრობას სთხოვდა: «Ничего так не хотел царь Ираклий с своею фамилиею и с князьями как чтоб нынешнюю компанию зделал я на Ахалцых. Когда же их воле не последовал, весьма то их оскорбила» (Ц а г а р е л и. Грамоты... том I, გვ. 482). ასე სწერდა თავის მთავრობას საქართველოში გამოგზავნილი რუსი გენერალი. მოკლედ რომ ვსთქვათ, ერეკლე II თვალსაზრისი ამ ომში მონაწილეობის მიღებაზე ჩვენ ასე წარმოგვიდგება: რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობის მიღებით ქართლ-კახეთი ახალციხეს შემოიერთებდა, რუსეთის მფარველობაშიაც შევიდოდა და უზრუნველჰყოფდა თავის სამფლობელოს ზრდას და მშვიდობიანობას. როგორც ვხედავთ, რუსეთს სხვა მიზნები ამოძრავებდა, ქართველებს სხვა. ამ ინტერესთა სხვადასხვაობის საფუძველზე, მოტყუილებით დაიმედებული ქართველი მეფეები რუსეთ-თურქეთის ომში ჩაებნენ. გენერალ ტოტლებენის მეთაურობით საქართველოში გადმოსული რუსეთის რამდენიმე ბათალონი ხან იმერეთში იყო, ხან ქართლში, უნდოდა ეჩვენებინა, რომ ორივეს ვითომ ეხმარებოდა, სინამდვილეში არც ერთს შველოდა, არც მეორეს. ტოტლებენს გარდა იმისა, რომ სამხედრო ნიჭი არ ჰქონდა, დიპლომატიური მოქნილებაც ჰკლებია, მისმა უთავბოლო მოქმედებამ ქართველ მეფე-მთავრებს შორის უკმაყოფილებაც ჩამოაგდო; ამ გარემოებამ თურქეთზე გაერთიანებულ ძალებით ლაშქრობა დააბრკოლა. ტოტლებენის წინააღმდეგ რუსეთის სამეფო კარზე გაგზავნილმა ქართველ მეფეთა წერილებმა საგარეო საქმეთა კოლეგია აიძულა საქმის გამოსაძიებლად სპეციალურად კაპიტანი იაზიკოვი გამოეგზავნა. იაზიკოვის მოხსენებითმა ბარათმა, რომელიც მან საქართველოში შექმნილ მდგომარეობის გაცნობის შემდეგ გაუგზავნა საგარეო საქმეთა კოლეგიას, დაარწმუნა რუსეთის მთავრობა იმაში, რომ ტოტლებენი უხეიროდ ატარებდა რუსეთის პოლიტიკას საქართველოში: «Он (Тотлебен) способнее в Грузии наши дела испортить, нежели оныя привести в полезное состояние, надлежит определить кого другого, я чаю» (იქვე, გვ. XXIV, იხ. შენიშვნაში), ასეთ განკარგულებას იძლეოდა საქართველოს ამბების გაცნობის შემდეგ ეკატერინე II.

1771 წელს, ეკატერინე II-ის დასტურით, ტოტლებენის ნაცვლად გენერალი სუხოტინი გამოიგზავნა საქართველოში. სუხოტინსაც იგივე ამოცანა ჰქონდა საქართველოში, რაც გენერალ ტოტლებენს: ქართველ მეფე-მთავართა ძალების გაერთიანება და მათი თურქეთის საზღვრებში შესევა, საქართველოში მყოფ რუსის ჯარის ნაწილების ისე გამოყენება, რომ ბრძოლის სიმძიმე ამ ჯარს არ დასწოლოდა. ამას გარდა გენ. სუხოტინის საქართველოსაკენ გამომგზავრების პერიოდში, ვინაიდან რუსეთ-თურქეთის ომს ადრე დასრულების პირი არ უჩანდა, პეტერბურგში ფოთის ნავთსადგურის დროებით ხელში ჩაგდება და მისი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბაზად გამოყენება გადაუწყვეტიათ. სუხოტინს პირადად ეკატერინე II სწერდა: «За нужное нахожу вам сказать, что есть-ли, по приезде вашем в Грузию, найдете, что граф Тотлебен действительно завладел городом, крепостью и портом Поти, то старайтесь оной удержать – ибо сие место для того, что тут порт служить может в случае продолжения войны, для заводимых нами на Черном море и на реках, в падающих в оное, кораблей убежищем и пристанищем до тех пор что бог даст лутчего» (იქვე, გვ. 469). ფოთის თურქთა ჯარებისაგან განთავისუფლება და გამოყენება, როგორც ნავთსადგურისა, ახალი ამოცანაა რუსეთის ჯარებისათვის საქართველოში. ამ ფაქტის აღნიშვნას აქ არსებითი მნიშვნელობა აქვს ქვემოთ მოყვანილ საბუთების გასაგებად. 

ასეთი დავალებით 1771 წლის გაზაფხულზე გენ. სუხოტინი საქართველოში ჩამოვიდა და ტოტლებენი შესცვალა. პირველ რიგში სუხოტინმა დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრები დააიმედა და დროებით მაინც ისინი ერთმანეთს შორის მოარიგა. იმავე წლის ივნისში იმერთა მეფე სოლომონ I და ერეკლე II, თავისი თანადასწრებით, ხელთუბანში შეუყრია და თათბირი ჰქონიათ, თუ როგორ და რა საშუალებით ემოქმედნათ იმ წელს თურქეთის წინააღმდეგ: «Во время короткого моего пребывания в Грузии («Грузия»-ს ეძახის გენერალი სუხოტინი აღმოსავლეთ საქართველოს) имели мы собрание: цари Ираклий и Соломон и я, в Хелтубане для военного совета, на котором как поступать нынешнюю компанию положили» (Цагарели. Грамоты... том I, გვ. 482), ასე სწრდა თავის მოხსენებაში გენ. სუხოტინი პეტერბურგს. ქვემოთ დაბეჭდილი პირველი საბუთი სწორედ იმ გეგმებს შეეხება, რომელიც ხელთუბანში შეუმუშავებიათ 1771 წლის ივნისში. წინასწარ უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში თურქეთის საწინააღმდეგო ოპერაციული სამხედრო გეგმა თავიდან ბოლომდე შემუშავებულია გენ. სუხოტინის მიერ, იმ მითითებების საფუძველზე, რომელიც რუსეთის იმპერატრიცამ მისცა გენ. სუხოტინს საქართველოში გამომგზავრებამდე და რომელიც ჩვენ ზემოთ მოვიყვანეთ. ქვემოთ მოყვანილ პირველ საბუთიდან აშკარად ჩანს, რომ მთელი ოპერაციული გეგმა ძირითად ამოცანად ფოთის აღებას ისახავს. ოპერაციულ გეგმის პირველ მუხლში ნათქვამია: „უწინარეს არა თუ დაპყრობისა სხვათა ადგილთასა ვიგულისჴმოთ რათა განვიშოროთ ჩვენგან და განვაძოთ იგინი ციხისაგან ფოთისა“. ამის შემდეგ გეგმის ყველა პუნქტი ითვალისწინებს ქართველ და რუსი ლაშქრის ისეთ მოქმედებას, რომელმაც ფოთის აღება უნდა უზრუნველჰყოს. გენ. სუხოტინის მიერ შედგენილ ამ ოპერაციულ გეგმის მიხედვით როლები ასე არის განაწილებული: თვით სუხოტინი რუსის ჯარით ალყას შეამოარტყამს ფოთს ხმელეთიდან: „განზრახვასა ამას ზედა მოქმედობად ვგონებ მე სახითა წინდადებულისათა რუსეთის იმპერატორობის ყოვლად მოწყალის რომელი მრწმუნებია მყოფნი ჯარნი რეღულისა კორპუსით მივიღო შემოზღუდვა“ (იხ. ქვემოთ დაბეჭდილი პირველი საბუთი, მუხლი მე-2). ქართველ მეფე-მთავართა ჯარებისათვის კი გენ. სუხოტინს ამოცანად დაუსახავს ფოთის ციხეზე ალყად შემორტყმულ რუსის ჯარის დაცვა, ისე რომ უკანიდან თურქებმა არა ავნონ-რა: „და მას ჟამს სულ ძალმან ქრისტიანეთამან მიიღოს და იმოქმედოს ესრეთ რომ ეს კორპუსი იმათგან დაფარული იყოს“ (იქვე).

ფოთთან მყოფ რუსეთის კორპუსის დაცვა გეგმაში შემდეგი სახით აქვს გენ. სუხოტინს გათვალისწინებული: ერეკლე II 14.300 კაცი უნდა გამოიყვანოს. ამათგან ორ-ათასიანი კორპუსი კახეთს უნდა დააყენოს, ორ-ათასიანი კორპუსი – ბორჩალოს და სამასი კაცი გორს. დანარჩენი ათ-ათასიანი კორპუსი თვითონ ერეკლე II-ის წინამძღოლობით უნდა შეიჭრეს ახალქალაქ-ახალციხის მიმართულებით და თარეშებით თურქები უნდა შეავიწროვოს, ისე რომ არ დაუშვას თურქთა მთავარ ძალებთან შეტაკება, და როგორც კი გაიგებს, რომ თურქთა ჯარები მოდიან მასზე, სწრაფად უკან უნდა გამობრუნდეს თავის საზღვრებში, როცა თურქთა ჯარები დამშვიდდებიან და უკან წავლენ, ერეკლე II ისევ უნდა შეიჭრეს თურქთა საზღვრებში და გაიმეოროს იგივე. სუხოტინის აზრით ასეთი მოქმედებით თურქები: „ეგების... მოუცლელ და უღონო შეიქნენ და შემოდგომილს ციხეს ვერ მოეშველნენ გამოსაჴსნელად“ (აქ იგულისხმება ფოთის ციხე). იმერთა მეფე სოლომონ პირველს ექვსი ათასი კაცის გამოყვანა ევალება ამ ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად. სოლომონმა ახალციხისაკენ მიმავალი ხეობები და გადმოსასვლელი მთები უნდა გაამაგროს: „უჭვრიტონ ვინ იცის ჩემზე ან ჩემს სურსათზე და ან ჴიდებზე წამოვიდნენ როგორც იქმნებოდეს მტერი შეაყენონ და დააბრკოლონ“ (იქვე, მუხლი მე-4)

გურიელს ევალება დაიცვას და შეკრას ტრაპიზონის მხრიდან ზღვის პირით მომავალი გზები.

დადიანმა უნდა დაიცვას სუხოტინის კორპუსი აფხაზეთის მხრიდან და უზრუნველჰყოს ქუთაისისაკენ მისავალ-მოსავალი გზა.

ასეთია გენ. სუხოტინის მიერ 1771 წელს შემუშავებული ოპერაციულ გეგმის ძირითადი შენაარსი, ფოთის აღება უმთავრესი საზრუნავი საქმეა 1771 წლის ზაფხულის განმავლობაში. ფოთი კი, როგორც ზემოთ გარკვეული გვქონდა, რუსეთს მიმდინარე თურქეთთან ომში სჭირდებოდა, მაგრამ ქართველ მეფე-მთავრებს ფოთის აღების მნიშვნელობას სუხოტინი ისე უსახავდა, თითქოს იგი საქართველოს კეთილდღეობისათვის იყო საჭირო: „რუსეთის იმპერია შესამატსა თვისსა არასფერსა აქ არ ეძებს“-ო, აღნიშნულია იმავე საბუთში.

1771 წლის ივნისში ხელთუბანში ჩატარებული თათბირი, სადაც ზემოხსენებული ოპერაციული გეგმა შემუშავდა, ერთსულოვანი არ ყოფილა. ერეკლე II-სა და სოლომონ I-ს შორის, ტოტლებენის საქართველოში მოღვაწეობის შედეგად, უთანხმოება ჩამოვარდნილა (Ц а г а р е л и. Грамоты... том II, вып. I, გვ. 55, 64). თუმცა შემდეგ ისევ მორიგებულან, მაგრამ ამ მორიგებას ფორმალური ხასიათი აქვს. აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველო იმ ხანად დამოუკიდებელი ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრებით ცხოვრობდა და იმდენად ძლიერი იყო ადგილობრივი ინტერესები, რომ საერთო საქართველოს ინტერსები იჩრდილებოდა. ასეთი მდგომარეობის დროს რუსეთი ამ ორ სამეფოს ძალთა გაერთიანებასა და მათი ძალების რუსეთის ინტერესებისათვის გამოყენებაზე ოცნებობს. ამ მიზნის განხორციელება რუსეთმა ერთი რაზმის საქართველოში გამოგზავნით მოინდომა, და ამ რაზმსაც ისეთი დავალება მისცა, რომ მაინცდამაინც ომში თავი არ გამოედო. რუსეთის რაზმი საცილობელ საგნად იქცა იმერეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს შორის. თითოეული მათგანი რუსეთის რაზმის საკუთარ სამფლობელოს ინტერესებისათვის გამოყენებას ცდილობდა, და როდესაც გენ. ტოტლებენი თავის რაზმს იმერეთსა და ქართლში უთავბოლოდ დაახეტებდა, ერეკლე II-სა და სოლომონ I-ს შორის უთანხმოებას ერთი ორად აძლიერებდა. იმერეთის პოლიტიკურ მესვეურებს ქართლ-კახეთის სამეფოს ამ ომში მონაწილეობიდან ჩამოცილებაც კი განუზრახავთ: „ჩუენ და ღრაფ ტოტლებენ რომ შევიყარენით მაშინ იქ იმერეთის კათოლიკოზიც მოსულ იყო, და იმერელ მეფის თანაგანმზრახი აბულაძე ქაიხოსრო თანა ახლდა იმერეთის კათოლიოზსა; და ჩემთან მოსულმან ამ მეფის თანაგანმზრახმან აბულაძემ ორგზის და სამგზის ლაპარაკში ასე მითხრა გაკვირვებითა: შენგან არ მიკვირსო ასე ცოტას რუსეთის ხელმწიფის ჯარს როგორ აჰყევიო და ხვანთქარს აეშალეო, ამით ხვანთქარს რა უნდა დააკლო შენაო? ხვანთქარმა რომ ერთი სერასკირი წამოაყენოსო და იქიდამ დაღესტანს უბძანოსო – მასუკან რიღათი შეიძლებო იმათს წინააღდგომასაო?“ (Ц а г а р е л и. Грамоты... том II, вып. I, გვ. 64). ასე სწერს ერეკლე II ერთ-ერთ წერილში. სხვა შემთხვევაში იმერეთის დიპლომატები ერეკლე II-ის თურქეთის წინააღმდეგ ლაშქრობას სიხარულით შეხვდებოდნენ, მაგრამ ეხლა რაკი ერეკლე II საქართველოში გადმოსულ რუსეთის ჯარის ნაწილებით ფიქრობდა თურქეთის წინააღმდეგ გალაშქრებას, ხოლო იმერეთის მთავრობა კი ამ ჯარს რუსეთიდან მისთვის გამოგზავნილად გულისხმობდა, ერეკლე მეორეს თურქეთის წინააღმდეგ ლაშქრობაზე ხელის აღებას ურჩევენ. დღეს, რაკი ჩვენთვის რუსეთის პოლიტიკის საიდუმლო მხარე ცნობილია, ქაიხოსრო აბულაძის რჩევა სამართლიანად გვესახება, მაგრამ მაშინ აბულაძე ქართლ-კახეთის ინტერესებით არ ხელმძღვანელობდა, მას ის აწუხებდა, რომ ერეკლე დაეცილა იმერეთის მეფეს რუსთა კორპუსის გამოყენებაში. ტოტლებენი მართალია, რუსეთის პოლიტიკის უხეირო გამტარებელი იყო საქართველოში, მაგრამ ძირითადად მაინც თავის მთავრობის ინსტრუქციას ატარებდა; საქართველოს ორივე სამეფო ომში უნდა ჩაება, და როცა იმერეთს ომი დააწყებინა, მოულოდნელად ომის პროცესში აიყარა და ქართლში გადავიდა, ერეკლე ახალციხისაკენ თურქეთის ჯარის წინააღმდეგ გაიტყუა მცირე რაზმით. იმერეთში კი ტოტლებენის იმერეთიდან ანაზდეულად წასვლა ერეკლეს დააბრალეს: „ღრაფი ტოტლებენი რომ იმერეთიდან ქართლად გამოვიდა იმის გარდმოსვლას იმერეთის მეფე სოლომონ და მისი ძმა კათალიოსი და მათნი განმზრახნი ასე სდებენ ვითამ ჩუენ ერთის ნივთით და მისაცემელით რითმე მოგვებიროს და დაგვეჯერებინოს“ (იქვე, გვ. 64). ასეთი ჭიდილი რუსეთის ჯარისათვის ბუნებრივია, სანამ ცალკე რაზმები არ გამოიგზავნებოდა იმერეთისათვის და ქართლ-კახეთისათვის, ცხადია უნიჭო ტოტლებენის გადაყენება და გენ. სუხოტინის გამოგზავნა ქართულ სამეფოებს შორის არსებულ ინტერესთა სხვადასხვაობას ვერ წაშლიდა. ხელთუბანშიც 1771 წელს თათბირზე საქართველოს სამეფოებს შორის არსებულ წინააღმდეგობას თავი უჩენია. ამიტომაც არის, ხელთუბანში შედგენილ სამხედრო ოპერაციულ გეგმის დოკუმენტს თავისებური დაღი აზის და ეს დაღი ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის დიპლომატიური საქმიანობის ერთ-ერთი ნიმუშია.

როგორც აღნიშნული გვქონდა, სუხოტინის ინიციატივით ხელთუბანში თათბირი შესდგა. ამ თათბირზე შემუშავებულ სამხედრო-ოპერაციული გეგმის შინაარსი ჩვენ ზემოთ მოვიყვანეთ და დავინახეთ, რომ ფოთი არის ყურადღების ცენტრში. როგორც ერეკლე II-ის სუხოტინისადმი გაგზავნილ წერილის რუსული თარგმანიდან ჩანს, ერეკლე ხელთუბანში წინააღმდეგი ყოფილა ფოთზე ლაშქრობისა. ამ წერილის ერთ ადგილას ერეკლე II წერს: «по соединении общем нашем в Хелтубане, протчие присудили вам ехать к Поте, а я, по верности своей, письменно изъяснял и предудерживал, чтоб не ехать в тогдашнее время, и какия корпусу вашему болезни приключится должны – обо всем словесно дал я вам знать» (Ц а г а р е л и. Грамоты... том I, გვ. 486). როგორც ჩანს, ერეკლე II ფოთზე გალაშქრებას არ ურჩევდა იმ ზაფხულს და თავის წინადადებას იმით ასაბუთებდა, რომ ჭაობის გამო ჯარი დასნეულდებაო. მაგრამ სხვებს მხარი დაუჭერიათ სუხოტინის წინადადებისათვის. ვინ არიან ეს სხვები? რა თქმა უნდა იმერეთის მეფე და მისი მრჩეველნი. კითხვა იბადება, ნუ თუ იმერეთის წარმომადგენლებმა ერეკლე მეორეზე უფრო კარგად არ იცოდნენ, რომ ზაფხულში ფოთის მიდამოებში ჯარის დაბანაკება და ალყის შემორტყმა საშინელ მალარიის პირობებში არ შეიძლებოდა? რა თქმა უნდა, იცოდნენ. მაგრამ იმერეთის მესვეურთ აწუხებდათ შემდეგი გარემოება: ერეკლე მეორემ ფოთის ასაღებად ლაშქრობა დაუშალა სუხოტინს და სამაგიეროდ ახალციხეზე გალაშქრებას ურჩევდა: «Ничего так не хотел царь Ираклий с своею фамилиею и с князьями, как штоб нынешнюю компанию зделал я на Ахалцих. Когда же их воле не последовал, весьма то их оскорбила, для чего после его светлость, как человек с просвещением, в угождение своих подданных, просил у меня, что я по окончании Поти приду к Ахалцыху, утешительного письма, а Языкова и Лвова поруками по мне подписатца» (იქვე, გვ. 482).

იმერეთის მეფე სწორედ ერეკლე მეორის წინადადებას უნდა შეეშინებინა, რომ ფოთზე ლაშქრობას დათანხმდა და სუხოტინს მხარი დაუჭირა. სუხოტინი, სოლომონით კმაყოფილი, სხვა რიგად ხსნის სოლომონ I-ის სოლიდარობას: «Соломон... горя усердием к ея и. в. на все без размышления соглашался, а тем самым возбуждал себе следовать и Ираклия» (იქვე, გვ. 482).

სინამდვილეში არც სოლომონი იყო ფოთზე ზაფხულში გალაშქრების მომხრე, მაგრამ რაკი რუსეთის ჯარის თავის ქვეყანაში ყოფნა და გამოყენება სურდა, ხელთუბანში ფოთზე გალაშქრებას მხარი დაუჭირა და ერეკლე II ხელცარიელი დატოვა ეგონა. როდესაც კი სუხოტინი თავის კორპუსით იმერეთში მოკალათდა და ფოთისაკენ გასალაშქრებლად განემზადა, სოლომონ პირველს დაუშლია სუხოტინისათვის ეს ლაშქრობა: „მე დიდის ქენებით და ხვეწნით მოუშალე და ვაუწყე: ზაფხული არის და ფოთი დიდათ დამცდელი და შხამიანი ადგილი არის, როდესაც დრო იქნება და სნეულების ჟამი დასცხრება, გაუწყებ, მეც თან გამოგყვები, მივიდეთ, მოვადგეთ და რისაც ღონისძიებით იყოს ავიღოთ მეთქი“ (Ц а г а р е л и. Грамоты... том II, вып. I, გვ. 75), ასე სწერდა სოლომონ I ეკატერინე II-ს, მას შემდეგ, როცა სუხოტინმა ხელთუბანში შემუშავებულ გეგმის სისრულეში მოყვანის დროს ფოთის მიდამოებში, უნაყოფოდ, მალარიით რამდენიმე ასეული რუსი ჯარისკაცი სიცოცხლეს გამოასალმა.

ფოთზე გალაშქრება სოლომონისა და ერეკლე ნება-სურვილებზე დამოკიდებული არ ყოფილა, იგი პეტერბურგის ინსტრუქციით წინასწარ გადაწყვეტილი იყო და ძალაუნებურად ქართველი ხელისუფალნი სუხოტინის მიერ შემუშავებულ გეგმის აღსრულებას შესდგომიან. როგორც ზემოთმოყვანილ გენ. სუხოტინის მოხსენების ერთი ადგილიდან ჩანს, ერეკლე II მოუთხოვია ფოთის აღების შემდეგ ახალციხის დასაპყრობად დახმარება აღმოეჩინა მისთვის სუხოტინს. ერეკლე II-ის მხრით ასეთი მოთხოვნის წამოყენება ბუნებრივია, რადგანაც მას უაზრობად უნდა მოსჩვენებოდა 1771 წლის ზაფხულის „კამპანიაში“ ფოთის დასაპყრობად მონაწილეობის მიღება.

სუხოტინი ხელთუბანში მიმხვდარა, რომ ქართლ-კახეთის მეფე თავის სამფლობელოსათვის უფრო ზრუნავდა, ვინემ რუსეთისა და იმერეთის ინტერესებისათვის და, ზემოთხსენებულ თავის მოხსენებაში პეტერბურგს ატყობინებდა: «При разсуждении, которыя в совете имели, я на все мои примечания находил, что царь Ираклий, будучи с просвещением, разбирал все пользы, клонящиясия к своим интересам» (Ц а г а р е л и. Грамоты... том I, გვ. 482), ამიტომაც სუხოტინი სიფრთხილეს იჩენს, საბუთების საგანგებო გაფორმებით ცდილობს ქართველი ხელისუფალნი ჩაიჭიროს და რუსეთის ინტერესები უზრუნველჰყოს საქართველოში. ხელთუბანში მიღებულ სამხედრო ოპერაციულ გეგმას სუხოტინი ადგენს რუსულ ენაზე ორ ცალად, ერთი ცალი დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავართათვის, მეორე ცალი ქართლ-კახეთის მეფისათვის. გეგმის რუსული ტექსტის ქვეშ – ქართველი მეფე-მთავრები, სახელდობრ იმერეთისათვის შედგენილ ეგზემპლარზე სოლომონ I, დადიანი და გურიელი, ქართლ-კახეთის სამეფოსათვის განკუთვნილ ეგზემპლარზე ქართული ტექსტის ქვეშ ერეკლე II. ამას გარდა სუხოტინს ცალკე ჩამოურთმევია ქართველ მეფე-მთავართათვის ფიცის „წიგნები“. ამითაც არ დაკმაყოფილებულა გენ. სუხოტინი, ფოთის „კამპანიის“ უზრუნველსაყოფად მძევალი მოუთხოვია ქართველ მფლობელთაგან. ასეთი ხელშეკრულებების და ვალდებულებების იურიდიულად გაფორმების შემდეგ გენ. სუხოტინს ეგონა პეტერბურგის დავალებას რამდენიმე კვირაში სისრულეში მოიყვანდა და თავის მთავრობას, წინასწარ, ქართველ მეფეებისათვის ჯილდოს გამოგზავნას სთხოვდა. ერეკლე მეორეს, მიუხედავად წინასწარ მიღებულ ღონისძიებებისა, იგი გაუცურებია, და რაც მთავარია, სწორედ იმ საბუთებზე ხელის მოწერის დროს, რომლებითაც სუხოტინს ერეკლე II ჩაჭერილი ჰყავდა ეგონა. 

ჩვენ ზემოთ აღნიშნული გვქონდა, რომ სამხედრო-ოპერაციული გეგმა რუსულ-ქართულ ენებზე იყო შედგენილი, რუსული ტექსტის ქვეშ, სადაც უკანასკნელი, მე-13 მუხლი თავდება ხელს აწერს სუხოტინი. მოსალოდნელი იყო, რომ ასევე ქართული ტექსტის მე-13 მუხლის დასასრულს, ე. ი. საბუთის დასასრულს, ხელი უნდა მოეწერა ერეკლე II-ს, ისევე, როგორც ეს დასავლეთ საქართველოს სამეფო სამთავროებისათვის ასეთივე საბუთზე გაუკეთებიათ სუხოტინს, სოლომონ I-ს, დადიანსა და გურიელს, მაგრამ ერეკლე II ასე არ მოქცეულა. გეგმის ქართული ტექსტის დასასრულს მას მიუწერია: „დამტკიცდა პლანი ჩემ მიერ რომელი შემძლებელობანიცა ცხადდებიან“ (იხ. აქვე, საბუთი # 1), ამ სიტყვების შემდეგ, როგორც მკითხველი ამ დოკუმენტის სრულ ქართულ ტექსტიდან დაინახავს, ერეკლე II საკუთარი ხელით შვიდ მუხლად ჩამოუყალიბებია, ან დაუზუსტებია, თუ როგორ ესმის მას ამ საბუთში გათვალისწინებული ქართლ-კახეთისათვის სავალდებულო მუხლები. ერთის შეხედვით ადამიანს გაუკვირდება კიდეც, რა საჭირო იყო ერეკლეს მხრივ ზედმეტად შვიდ მუხლად ჩამოყალიბება იმავე ვალდებულებებისა, რომელნიც გეგმაში ისედაც გარკვევით მოცემული იყო. მაგრამ ერეკლე II-ის მინაწერის გულდასმით გადასინჯვა და აქ მოთავსებული მეორე საბუთის შინაარსი ცხადჰყოფს ერეკლეს საქციელს. ოპერაციულ გეგმის მიხედვით, როგორც დავინახეთ, ერეკლე II-ს 14.300 ჯარის კაცი უნდა გამოეყვანა ფოთის „კამპანიისათვის“. 

ჩვენ აღნიშნული გვქონდა, რომ ამ რაოდენობის ჯარის გამოყვანა და თურქთა საზღვრებში თარეში არავითარი ანგარიში არ იყო ქართლ-კახეთის სამეფოსათვის. იგი მხოლოდ ხელს უწყობდა ფოთის აღებას, ქართლ-კახეთის სამეფოს ამ თარეშებიდან ზარალის მეტი არაფერი შეეძინებოდა. ამიტომ ერეკლე II თავის შვიდ-მუხლოვან მინაწერში, სწორედ ამ თოთხმეტათასიანი ლაშქრის შეყრას ოსტატურად ჩქმალავს. ერეკლეს მინაწერიდან ერთის შეხედვით ისე გამოდის, რომ თითქოს იგი ყველაფერზე თანახმაა, მოქმედების ისეთ პირობას იძლევა თითქოს, როგორც ეს გეგმაშია გათვალისწინებული, მაგრამ იქ, სადაც ჯარის რაოდენობა უნდა მოიხსენიოს: „შეძლებისამებრ ჩემისა“ ან „ძალითა ჩემითა“-ო, ამბობს. მაგალითად, მინაწერის მეორე მუხლში: „ფოთსა ზედა შესაწევნელად თუ მტერი წარვიდეს ძალითა ჩემითა მივეშველო იარანალს სუხოტინს და იმის კორპუსს“. მე-5 მუხლში წერს: „უკეთუ ჴიდებზე და პრავანტსა ზედა მტერი მოვიდეს შეძლებისამებრ ჩემისა არა უტეო წარსაჴდენელად“. ფიცის წიგნზე ერეკლეს მიუწერია: „ვიდრე შესრულებამდე ფოთის კამპანიისა რომელიცა დადებულ არს პაემანი ვითარცა აღმიწერია პლანსა შინა და დამიბეჭდავს ეგრედ შეურყეველად ვეგო შეძლებისამებრ ჩემისა“-ო (ფიცის წიგნი ცალკე არის შედგენილი და დაცულია იმავე საქმეში). ამ ფიცის წიგნის მინაწერიდან ცხადი ხდება რომ ერეკლე II სავალდებულოდ სთვლის თავისთვის „პლანის“ იმ მუხლებს, რომელნიც მას იქ „აღუწერია“ და დაუბეჭდავს. ოპერაციულ გეგმის დედანზე ერეკლეს მიერ მიწერილ შვიდ მუხლში ჯარის რიცხვი კი არსად მოხსენებული არ არის, ამიტომ სუხოტინის გეგმიდან ერეკლეს თავისთვის სავალდებულოდ მარტო სამხედრო მოქმედებების ის სახე მიაჩნია, რომელსაც თარეში ეწოდება. თუ რა ძალებით ჩაატარებდა ამ თარეშს, ეს მისი ნება იქნებოდა. 

როგორც ზემოთქმულიდან ჩანს, ჩვენ იმ აზრს ვადგივართ რომ ერეკლე II-მ თავის მინაწერებში ისეთი გამოთქმები იხმარა, რომ ჯარის რიცხვი განზრახ არ განსაზღვრა, რიცხვის ნაცვლად „შეძლებისამებრ ჩემისა“ ჩაურთო. ამ მოსაზრებას დასაბუთება ესაჭიროება.

უპირველეს ყოვლისა თვით ამ გამოთქმის „შეძლებისამებრ ჩემისა“-ს შესახებ უნდა ითქვას რომ იგი კონკრეტულობას მოკლებულია და ოფიციალურ ხელშეკრულებებში დიპლომატებისათვის რაიმე ნაკისრ ვალდებულებისაგან თავის დასაძვრენად მეტის-მეტად ხელსაყრელია. რომ ერეკლე II-ს განზრახ უხმარია ასეთი გამოთქმა თავის მინაწერებში, ამას ადასტურებს მე-2 საბუთი, რომელიც აქვე იბეჭდება. ეს საბუთი წარმოადგენს ერეკლე მეფის საპასუხო წერილს სუხოტინისადმი. როგორც მკითხველი ამ წერილის შინაარსიდან დაინახავს, სუხოტინს საყვედურით აღსავსე წერილი გაუგზავნია ერეკლესათვის 1771 წლის აგვისტოში იმის გამო, რომ ერეკლეს ძალიან მცირე რაზმი გაუყვანია თურქეთის საზღვრებში სათარეშოდ. ერეკლე ამაზე, ქვემო დაბეჭდილ წერილით, პასუხს აძლევს.

აი სწორედ ამ საპასუხო წერილიდან ჩანს, რომ როდესაც სუხოტინი ხელთუბანში ერეკლე II-ს საბუთებზე ხელს აწერინებდა და ერეკლე კი ამ საბუთებს ორაზროვან მინაწერებს უკეთებდა, სუხოტინისათვის მაშინ ერეკლეს ზრახვები გაუგებარი ყოფილა. ამ საპასუხო წერილში ერეკლე წერს: „მეორეს წიგნში ვსცან ვითამ მე რომელიც თქვენის მაღალ მსვლელობისაგან პირობა მივიღე და მეც ჩემი კერძი ჩემისავ შეძლებით პირობა მოგართვი ახლანდელის ლაშქრობისა ვითამ მე ჯარის რიცხვი ვისთვისმე ყოველთვის და ყოველგან აღმეთქვას ან ცხრა ათასობით და ან ერთ ათასობით და ან რომლისამე მეტ-ნაკლები რიცხვით რომლისათვისცა თქვენი მაღალმსვლელობა ამაზე ჩემგან ნუ შესწუხდება რომ პასუხი მოგახსენო“. მაშასადამე ერეკლე უარყოფს, რომ მას ჯარის რიცხვი აღეთქვას. მართალია იმ საბუთში, რომელზედაც ერეკლემ ხელი მოაწერა ჯარის რიცხვი სუხოტინის მიერ განსაზღვრულია 14 ათას სამასით, მაგრამ აშკარაა ერეკლე ხელთუბანში შემუშავებულ საბუთს თავისთვის სავალდებულოდ სთვლის მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც მისი შენიშვნებია გაკეთებული. ერეკლე II ამ წერილში ამტკიცებს, რომ ხელთუბანში მას სხვებმა მოუგონეს და სუხოტინიც დაარწმუნეს რომ თითქოს ერეკლეს ათასობით ლაშქრის გამოყვანა შეეძლო, თორემ პირადად მას ათასებიანი ლაშქრის შეყრა არ აღუთქვამს: „თუ გახსოვთ ხელთუბანს სხვათ დამიჟინეს ამ კამპანიისათვის ცხრა ათასი კაცის შეყრა და თქვენც გარწმუნეს და ამისთვის ჩემი პასუხი ეს იყო მე რომელსაც ვერ შევძლებ პირობას ვერ დავდებ და რომელსაც შევძლებ ფიცით დაგიმტკიცეთ რომ არ დავზოგო ჩემი შეძლება და ჯარი მეთქი. ჯარისა რიცხვით აღთქმა თუ ან წიგნით და ან ინსტრუქციით ან რომელსამე ჩემის წერილით იპოვით იმისი პასუხი მე უნდა გავცე“-ო. ამ ამონაწერიდან უკვე აშკარად ჩანს, რა მოსაზრებით უხმარია ერეკლეს გამოთქმა „შეძლებისაებრ ჩემისა“. შემდეგ საპასუხო წერილში ერეკლე II შესდგომია იმის მტკიცებას რომ ფოთის „კამპანიაში“ მან მონაწილეობა მიიღო და რაც ძალა და შესაძლებლობა ჰქონდა არ დამიზოგავსო, ე. ი. ამტკიცებს, რომ პირობა და ფიცი სავსებით შეასრულა მან. როგორც ჩანს სუხოტინისათვის ხელთუბანში სრულებით გაუგებარი ყოფილა ერეკლეს მინაწერების შინაარსი. ერეკლე, მართალია, წერილში სწერს სუხოტინს, რომ თითქოს ჯარის რიცხვზე თავის დროზე ხელთუბანშივე განვაცხადე უარიო და პირობაც ასეთი მოგეციო, მაგრამ, როგორც ჩანს, ერეკლეს ხელრთვამ და მოხერხებულად შედგენილმა მინაწერებმა სუხოტინი შეცდომაში შეიყვანა, თორემ შემდეგ საყვედურით ერეკლეს ვეღარ მიმართავდა და ათეულ-ათასიან კორპუსის გამოყვანას ვეღარ მოთხოვდა და, რაც მთავარია, პირობის განაღდებას ამ ნაწილში მაინც მაინც ვეღარ მოსთხოვდა ერეკლეს. სუხოტინი რომ გვიან მიმხვდარა ერეკლეს მინაწერების მნიშვნელობას, ეს ერეკლეს წერილის ერთი ადგილიდან უფრო გარკვევით მოჩანს: „კიდევ მოგეწერათ რომ... მითამ მე ამ საქმეში ოსტატობით და პოლეტიკის ხმარების მოქმედებით მოვქცეულიყო ჩემი შემოქმედი არის გონების მხილველი რომ მე ამ საქმეში სულ სიმართლით ვიმყოფები“-ო.

ამაზე ვამთავრებთ ქვემოთ მოთავსებულ ორი საბუთის წარმოშობის ისტორიას. ამ საბუთების მნიშვნელობა ჩვენ მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თვალსაზრისით მოვხაზეთ მოკლედ. სხვა მხრივ ამ საბუთების განხილვა ჩვენ მიზნად არ გვქონია ამ წერილში.


1. გენერალ სუხოტინის მიერ ხელთუბანში შედგენილი სამხედრო ოპარაციული გეგმა. ივნისის 15, 1771 წ. 

პ ლ ა ნ ი

კამპანია აზიაში ჩღოა წელსა რუსეთის იმპერატორობის კორპუსისა ძალითა ქრისტეანეთათა რომელნიც იმყოფებიან საფარველსა ქვეშე მათისათა მებრძოლეთა წინაშე თურქთასა წინა დაიდვა სამოქმედებელად საქართველოს ივნისის იე დღესა დადებულს ადგილს ჴელთუბანს ორთა მეფეთა შორის საქართველოსა და კახეთისა ირაკლისა და იმერეთისა სოლომონისა იარანალ მაიორი სუხატინისაგან.

*

უწინარეს არა თუ დაპყრობისა სხვათა ადგილთასა ვიგულისჴმოთ რათა განვიშოროთ ჩვენგან და განვაძოთ იგინი ციხისაგან ფოთისა რომლისა მიერ დაუჴშავთ მათ შემოსავალსა წავართმევთ ორსა სათავადოსა მეგრელიას და გურიას განვყოფთ მათ შესაწევნელად კავკასთა ზედა და შევაერთებთ სწორესა მას ხაზსა ჩვენსა და ტკიცესა ნავთსაყუდელსა მჴარესა და ვიქნებით მპყრობელნი პირისა შავისა ზღვისასა. 

* *

განზრახვასა ამას ზედა მოქმედობად ვგონებ მე სახითა წინადადებულისათა რუსეთის იმპერატორობის ყოვლად მოწყალისა რომელი მრწმუნებია მყოფნი ჯარნი რეღულისა კორპუსით მივიღო შემოზღუდვა და მას ჟამს სულ ძალმან ქრისტიანეთამან მიიღოს და იმოქმედოს ესრეთ რომ ეს კორპუსი იმათგან დაფარული იყოს.

* * *

მათი განათლებულება მეფე ირაკლი უნდა წარემართოს ტფილისის ქალაქიდამ კ რიცხვს ამ ივლისს ათი ათასის კაცის რიცხვით რვის ზარბაზნით და მიაბაროს მიცემულთა შესაწევნელად თხუთმეტს კანანერს და უნდა განშორდეს თვისსა სამძღვარსა და შევიდეს მტრისსა მამულსა შინა როგორც შეიძლებოდეს მოშორებით მოუკვეთოს გზა და შეერთება ლეკთა, და იმოქმედოს მან ახალქალაქსა ზედა ყარსსა და ახალციხეზე უდიდებულესისა ძალითა თვისითა გაუჭირვოს ტაცვით ცარცვით და წვითა სოფლებისათა და გარეშემო მათსა და წვითა პურისათა და ტაცვითა პირუტყვისათა დატყვევებითა კაცებისათა არა დაზოგოს თავისი ძალი ყოვლისფერით რაც კი შეიძლება ოდეს იგინი მაზე წამოვიდენ იმ დროს უკუბრუნდეს თვისსა სამძღვრისაკენ და რასაც ჟამს იგინი მოშორდენ გაუბრუნდეს უკანვე მათ და ძალიანის რიგით შეაწუხოს ეგების ამისთანას შეწუხებისა და მოუშორებლობით და მოძრაობისა მათის განათლებულებისაგან იგინი მოუცლელ და უღონო შეიქნენ და შემოდგომილს ციხეს ვერ მოეშველნენ გამოსაჴსნელად და ამა მოქმედებასა შინა რომ მათს უგანათლებულების ადგილებს ლეკმან არა ავნოს რა უკანით არა ჴელშვებულ იყვნენ მტერნი და მიზეზი არ მისცენ თვით მათისა ადგილების დასაფარავად გაბრუნდეს განაწესოს კორპუსი სამი ორი ოროლის ათასის კაცით და მესამე სამასის კაცისა. ათი ათასის ჯარის გარდა კარგის წინამძღვრის თავკაცებით რომელთა უნდა ყოველი გამოსავალი და ჴეობა ეჭირვოსთ ერთი უნდა ადგეს კახეთს მეორე ბორჩალოს და მესამე იყოს გორს.

* * * *

მეფე იმერეთისა სოლომონ უნდა წარმოდგეს ბაღდადიდამ იმავ რიცხვს ექვსი ათასი კაცის რიცხვით და დაიჭირვოს მთა და ჴეობები ახალციხისკენ და მიიღოს თვისსა შემაგრებასა შინა ქვეითის კაცით და სწორესა მოქმედებასა შინა უნდა მეფემ ირაკლიმ შეაწუხოს ახალციხე და ამაზდა გარდა უჭვრიტონ ვინ იცის ჩემზე ან ჩემს სურსათზე და ან ჴიდებზე წარმოვიდენ როგორც იქმნებოდეს მტერი შეაყენონ და დააბრკოლონ და იმ ჟამს ან ერთად და ან რომელსამე ნაწილის ჯარით უკანიდამ დაეცემოდენ ხოლმე.

* * * * *

გურიელმან თვისსა ადგილში უნდა დაიჭიროს სულ შესავალნი გზანი ტრაპიზონიდამ ზღვიდამ და ახალციხიდამ რომ შემოდგომილს ციხეს არას გზით არავინ მოეშველოს და ყოველთვის მე მაცოდინებდეს ხოლმე და თუ დაატყოს დასამჯობინარო იყოს შეებას ნება არ წაერთმევის მაგრამ ყოველთვის მე უნდა დაფარებული ვიყო იმისაგან რომ გამოსავალნი ადგილები მარადის შეკრული ჰქონდეს და დაუგდებელი. 

* * * * * *

დადიანმან მებატონემან მენგრელიისამან უნდა შეიყაროს თვისი ჯარი იმანაც სწორეთ ამ კ რიცხვს დაიცვას რომელსამე ნაწილით თვისი ადგილი იმერეთს და ჴიდებიცა ჩემნი აფხაზთაგან და თითო კორპუსით ჩემთან უნდა იყოს თვისისა წესით მარჯვენა წყლის პირი რიონისა ცელის კარამდის უნდა ჯალჯით შეამაგროს ასე რომ შევძლო ჴიდების გაკეთება სიახლოვესა ფოთისასა და ჰქონდეს მარჯვენა წყლის პირიდამ ქუთაისისაკენ მისავალ მოსავალი გზა ამისთვის რომ აწცა არს იქა ჭანჭრობი და უიმისობა არ იქნება.

* * * * * * *

ყოველთა ამ ჯართა უნდა ჰქონდეს თან აზუღა ექვსის კვირისა რომ მტრის მამულში შოვნის იმედი არა ჰქონდეს ამისთვის რომ ამა მიზეზით თავის რიგი და ადგილი არ დააგდონ და არა გააცუდონ სულ ეს ჩემი პლანი ამა ჟამისა ჯარიანობისა.

* * * * * * * *

ოდესაც ღმერთი შეგვეწევის და ჩვენ ფერჴთა თანა წინადაუდებთ კლიტესა ციხისა ფოთისასა მათს იმპერატორობით დიდებულებას მაშინ განეღებიან თვით ჩამომავლობისა მტრის ადგილებში უფიქრებელნი გზანი და მაშინ როგორც ჩვენ შეგვეძლების ვიმოქმედებთ ერთისა ძალით ამისთვის რომ წინააღმდეგი შეყრისათვის ერთად აღარავინ გვეყოლების და მივაყენებთ მათ უდიდესსა შეწუხებასა და ძლევასა.

* * * * * * * * *

როგორც ყოველი მოქმედებს რომელთა აქვსთ თვისი მამული და თანამდებობს შეწევნასა და დაფარვასა არა ჯერ არს არცა ერთი არაფერსა შიშსა და არცა არს დასაკლისსა რასამე არამედ ეთხოვების მას სწორე უარის უთქმელობით აღსრულება. 

* * * * * * * * * *

როგორც მათი იმპერატორობის დიდებულების კორპუსი განათლებულ იქნების მათის სამსახურობით ამისთვის რომ რუსეთის იმპერია შესამატსა თვისსა არასფერსა აქ არ ეძიებს ამისთვის თანამდები არიან ყოვლისფრით ამ კორპუსს თუ ჯარს ერთის სულით ყოვლითურთ ფრიადის მოსწრაფეობით უჩვენონ შეწევნა მხოლოსა ამით მრავლად თავსა თვისსა უჩვენებს და იქნებიანცა მაღლისა მოწყალებისა ღირსნი.

* * * * * * * * * * *

უკეთუ მტერმან მოინდომოს და ახალციხეს შესამაგრებლად მარტო დაუტეოს მცველად მეციხოვნენი ამა გასინჯულობით რომ ძალი საქართველოსი კედელსა ციხისასა ვერას დააკლებსო და თვითონ ჯარი სულ ჩემზე წამოვიდეს მაშინ მეფეთა ირაკლიმ და სოლომონმან ის მეციხოვნენი დამჭირნოსა და უფიქრებელის ძალით წარმოვიდენ ჩემთან იმათ უკან მოსაშველებლად ჩემდა.

* * * * * * * * * * * *

ეს პლანი (გინა განწესებულება) უნდა უთუოთ ყოველთა აღასრულონ ჴელი მოაწერონ და თვისი ბეჭედი ამაზე დასხან აღსრულებისათვის ფიცისა და სვინიდისისა თვისისა.

* * * * * * * * * * * * *

ვითარცა რუსეთის კორპუსის პირობა დამტკიცებული არის სწორესა ამა განწესებისა აღსრულებასა ზედა ძალითა ქრისტიანობისათა ვინცა უნდა იყვნენ მპყრობელნი არ შეზდვას თავი თვისი რომელსამე საფიქრებელსა ეჭვსა ფიცს გარდა ვითხოვ ამანათათ ანუ მძევლათ ახლოთა ნათესავთაგან (აქ თავდება „პლანი“. ამის შემდეგ მომდევნო ტექსტი დედანში ერეკლე II საკუთარი ხელით არის დაწერილი).

ქ. დამტკიცდა პლანი ჩემ მიერ რომელი შემძლებელობანიცა ცხადდებიან:

ა. ქ. პაემნამდის. აქხალციხის საზღვრიდამ არ დავაცადო მტრისა მტერობად.

ბ. ქ. ფოთსა ზედა შესაწევნელად თუ მტერი წარვიდეს ძალითა ჩემითა მივეშველო იარანალს სუხატინს და იმის კორპუსს.

გ. ქ. და რომელიც იარანალს სუხოტინს და იმის კორპუსს უჯობდეს მას ვჭვრეტდე და ვმეცადინობდე.

დ. ქ. თვინიერ სნეულებისა ჩემისა ქართლსა თუ კახეთს მტერი მოვიდეს არ გამოვბრუნდე უკან ამა კამპანიიდამ პაემნამდის.

ე. ქ. უკეთუ ჴიდებზე და პრავანტსა ზედა მტერი მოვიდეს შეძლებისაებრ ჩემისა არა უტეო წასაჴდენელად.

ვ. ქ. მივართმევ ამანათათ მახლობელსა ნათესავსა ჩემსა პაემნამდის მის მაღალმსვლელობას იარანალს სუხოტინს კნიაზ აბაშიძეს ნიკოლოზის ძეს გიორგის.

ზ. ქ. დაკლეტასა ამას სიტყვიერსა ვემთხვევი სიტყვასა და ჯვარსა მაცხოვრისა ჩვენისასა ამინ.

მეფე ქართლისა და კახეთისა ერეკლე (ერეკლეს საკუთარი ხელრთვა და ბეჭედია დასმული).

ГАФКЭ. ფონდი «Грузинские дела» К–76, ფურც. 100–103.


2. ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II წერილი გენ. მაიორ ალექსი ნიკოლოზის ძე სუხოტინისადმი, აგვისტოს 21, 1771 წ. 

ქ. მაღლადმსვლელს უფალს ღენერალ მაიორს ალექსი ნიკოლავიჩს ჩემსა მწყალობელს მეგობარს.

მეორეს წიგნში ვსცან ვითამ მე რომელიც თქვენის მაღალ მსვლელობისაგან პირობა მივიღე და მეც ჩემი კერძი ჩემისავ შეძლებით პირობა მოგართვი ახლანდელის ლაშქრობისა ვითამ მე ჯარის რიცხვი ვისთვისმე ყოველთვის და ყოველგან აღმეთქვას ან ცხრა ათასობით ან ერთ ათასობით და ან რომლისამე მეტნაკლები რიცხვით რომლისათვისცა თქვენი მაღალმსვლელობა ამაზე ჩემგან ნუ შესწუხდება რომ პასუხი მოგახსენო. ღთი მემოწმება თქვენს წყენას დიდათ უფრთხილდები მაგრამ ეს ისეთი საქმე არის მართალი რომ არ ვთქვა ბოლოს თქვენს მეგობრობასაც დავკარგავ და უმაღლეს კარზედ მტყუანად გამოვსჩნდები და ისევ სიმართლით მოგაგონებ და მოგართმევ ამის პასუხს. ჩემმა მტრებმა ამ გვარები ბევრჯერ მომიგონეს და თქვენთანაც ეცადნენ თუ გახსოვთ ხელთუბანს სხვათ დამიჟინეს ამ კანპანიისათვის ცხრა ათასის კაცის შეყრა და თქვენც გარწმუნეს და ამისთვის ჩემი პასუხი ეს იყო მე რომელსაც ვერ შევძლებ პირობას ვერ დავდებ და რომელსაც შევძლებ ფიცით დაგიმტკიცეთ რომ არ დავზოგო ჩემი შეძლება და ჯარი მეთქი. ჯარისა რიცხვით აღთქმა თუ ან წიგნით და ან ისტუქციით ან რომელსამე ჩემის წერილით იპოვით იმისი პასუხი მე უნდა გავცე თუ არა მოგეხსენება ჩვენის ქვეყნის საქმე მტრისაგან როგორ შეწუხებულნი არიან. მე ყოველთვის ერთსა და იმავე რიცხვით ჯარის გამოყვანა არ შემიძლია. მოგეხსენება თუ სახელის მაძებარი კაცი ვარ და კიდევ მტერზე მისული ვარ და პირის პირ უდგავარ რაც ბევრი ჯარი მეყოლება რასაკვირველია რომ ის მენდომება მაშ ამას მონახვა არ უნდა. ახლა რაც აქ ჯარი მყავს ამას გარდა ნახევარი ჯარი თუშეთსა მყვანდა გაგზავნილი რომ ღთით კიდევ გაემარჯვათ ლეკზე რომლისაც იმ ლეკების სიმრავლე ჩვენს ჯარზე ორზომათ და კიდევ მეტად ყოფილიყო და ისევ ის ჩვენი გაგზავნილი ჯარი თუშეთიდამ ჯერ არ დაბრუნებულა. აქეთ კიდევ იაღლუჯისაკენ ტფილის ქვემოთ აქეთ მომდინარეს ლეკებს ჩვენგან გაგზავნილი და დაყენებული ჯარი დაუხვდათ დაამარცხეს ოთხმოცდაშვიდი ლეკი მოკლეს და ზოგი წყალში დაარჩვეს. სამჯერ კიდევ ტფილისის სიახლოვეს მოუხდენ იქიდამაც პირუტყვი წაიღეს ორჯერ ჩვენმა ჯარმა გააყრევინა და ერთხელ მოპარვით გაასწრეს და ამას გარდა ქართლსა და კახეთს რამდენის ქურდობის გზით სოფლებს და ხეობაებს სცემენ და ამისთანას ქვეყნის პატრონსა და შემძლების მქონებელს არ ვიცი რაც აქ ახლა ჯარი მახლავს ამისთანას მუშაობის და მტრისაგან უნამეტნავესის მტერობის დროში რაღა მეტი ჯარი მეთხოვება. ჩემზე აქ რომ ყარსიდამ და ახალციხიდამ და ბაიაზეთიდამ და ლეკიც ამათთან რომ აერიოს და მოვიდნენ ჩემზე თქვენი მაღალმსვლელობა ხომ დიაღ შორს ბრძანდება და დადიანი და გურიელი მანდედამ და მეფე სოლომონ რომ დღესაც ბაღდადსვე ბძანდება არც ერთისაგან არ შეიძლება რომ მე ისინი მომეშველონ. არც ჩვეულება მაქვს ვისიმე მოშველებისა და თუ ღთისა იმედი და ყ~დ მოწყალის ჴელმწიფისა და მაშ ჩემთან რაც კი შეძლება მექნება ჯარისა რადღა დავზოგავ. ამანათის მორთმევა რადგან ინებეთ ჩემის ნათესავებისა მაგისაგან უმახლობელესი არავინა მყავს ჩვენს ქვეყანაში და დიაღ პატარა ჩემთან არს გაზრდილი და მოგართვი. მაგრამ ამანათის მთხოველი ვისაცა სთხოვს ან მტერი იქნება ის კაცი რომელსაც ეთხოვება და ან მოყვარე და მიზეზსაც გამოუცხადებენ. თუ ამ კანპანიისათვის იყო ეს თხოვნა ამისი პასუხი ხომ მოგახსენეთ წიგნით და თუ სხვა მიზეზი რამ არს უნდა გამოგეცხადებინათ. ფიცისას რომ ბრძანებ მე მისი სიხარულად მიმღებელი ვარ. კიდევ მოგეწერათ რომ როგორათაც კურიელი აქედამ მოვიდეს ისე უმაღლეს კარს წარგზავნოთ და მითამ მე ამ საქმეში ოსტატობით ან პოლეტიკის ხმარების მოქმედებით მოვქცეულიყო ჩემი შემოქმედი არის გონების მხილველი რომ მე ამ საქმეში სულ სიმართლით ვიმყოფები თუ არ დამიჯერებ და მტრის ხელში ჩამაგდებ თქვენის სიმართლის მეგობრობითის გულის ნებასა ეს ხომ მეგობრობის შეუფერებელი იქნება. მე მაშინაც სიმართლის სიმტკიცეზე ღ~თით მარადის ვეგები. დღეს კიდევ ამბავი მოგვივიდა კახეთის სოფლებს ახმეტას და მანავს აქეთკენ მომავალი ლეკის ჯარი მიხდომიათ რომ ამ ორსავ სოფელზე ლეკის მოსასვლელი გზა არის. ამათი პირუტყვი და საქონელი დაუტაცნიათ ჩვენი კაცნი გამოდგომიან ორთავ ცალ-ცალკე გამარჯვებიათ ახმეტელთ მოუკლავთ ლეკი ორმოცდა ხუთი ლეკის ცხენი უშოვნიათ ორმოცდაცამეტი, მანაველთ მოუკლავთ ლეკი ოცდათხუთმეტი ლეკის ცხენი უშოვნიათ ორმოცი. თუშთ ჩვენი ჯარი რომ მივაშველეთ და ლეკის დიდ ჯარზე ძალიან გამარჯვებოდათ ლეკი მოუკლავთ ცხრაას სამოცი ლეკის ცხენი უშოვნიათ ათას ორასი ერთი პატარა ზარბაზანი ცხრა კარავი და მრავალი ბაირახი დარჩომიათ. იმ ომში თუში მომკვდარა თხუთმეტი დაჭრილა თუში ოცი ფშაველი მომკვდარა სამი კახი კაცი მომკვდარა და დაჭრილა თორმეტი. მე თქვენის მაღალმსვლელობის კეთიბედნიერად წარმატების სურვილსა შინა ვგიე მეფე ქართლისა და კახეთისა ერეკლე (მეფე ერეკლეს საკუთარი ხელრთვა). აგვისტოს კა წელსა ჩღოა.

ГАФКЭ. ფონდი «Грузинские дела» К–76, ფურც. 267–268.


იასე ცინცაძე 

აკად. ნ. მარის სახელობის „ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის“ /ე ნ ი მ კ ი/ „მოამბე“ V–VI, 1940 წ., გვ. 337-355.

Saturday, June 16, 2018

იასე ცინცაძე – კაპიტან ოთარ თუმანოვის მოხსენებითი ბარათები საქართველოდან (1754-1756)

(გამოქვეყნდა სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომებში XXVIIb, 1946)


1941 წელს ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის პედ. ინსტიტუტის შრომებში (ტომი II) დაიბეჭდა ჩემი წერილი „რამდენიმე ცნობა რუსეთის თვითმპყრობელობის დაზვერვის და მისი აგენტების საქმიანობის შესახებ XVIII საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოში“. აქ სხვა ფაქტებს შორის აღნიშნული იყო, რომ 1754 წელს რუსეთის იმ დროის ხელისუფლებას ორი წლით საქართველოში საგანგებო საიდუმლო ინფორმატორი გამოუგზავნია, რუსეთის სამხედრო სამსახურში მყოფი კაპიტანი ოთარ თუმანოვი. თუ რა მოსაზრებით ხელმძღვანელობდა თვითმპყრობელობა, როცა ამ ინფორმატორს გზავნიდა, ამის შესახებ ზემოხსენებულ წერილში საკმაოდ არის საუბარი, ასე რომ აქ აღარ გავიმეორებთ, არ შევეხებით აგრეთვე საკითხს, თუ ვინ არის ოთარ თუმანოვი, ამის შესახებაც ზემოხსენებულ წერილში საკმაო ცნობებია მოცემული. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ თუმანოვი თვით თავაზობს საგარეო საქმეთა კოლეგიას საქართველოში წამოსვლას და აქედან საჭირო ცნობების მიწოდებას. წინა წერილში არ შევხებივართ საკითხს, თუ რამ აიძულა თუმანოვი ასეთი მუშაობა ეკისრა. ამ საკითხს ახლა, როცა თუმანოვის მოხსენებითს ბარათებს ვბეჭდავთ როგორც საქართველოს ისტორიის წყაროს, მნიშვნელობა აქვს. ისტორიკოს მკვლევარისათვის ხომ წერილობითი ძეგლის ავტორის ვინაობა, მისი კლასობრივი წარმოშობა, მისი განწყობილება და მსოფლმხედველობა მნიშვნელოვანია ძეგლის გამოყენების დროს.

საგარეო საქმეთა კოლეგიამ საქართველოში საგანგებო საიდუმლო აგენტის გამოგზავნა 1754 წელს გადაწყვიტა, მას შემდეგ რაც ქართლ-კახეთის სამეფოებიდან 1752 წელს ელჩები მივიდნენ რუსეთში. თუმანოვი კი ჯერ კიდევ 1750 წელს საკუთარი ინიციატივით სთავაზობს კოლეგიას დაზვერვის ხაზით მუშაობას საქართველოში (იხ. ქვემოთ საბუთი # 1). ბუნებრივია საკითხი, თუ რა იზიდავდა მას ამ სარბიელზე, მით უმეტეს რომ ამ დროს თუმანოვს კარგი სამსახური აქვს და მატერიალური პირობები სრულიადაც არ უკარნახებდა ასეთი საქმისათვის მოეკიდა ხელი. საფიქრებელია, რომ თუმანოვი ამ დავალების მიღების შემდეგ მოელოდა იმაზე მეტი გასამრჯელოს მიღებას, რაც მას ჩვეულებრივ ჯარში სამსახურის დროს ეძლეოდა და, თუ სამშობლოს სიყვარული ხელს არ უშლიდა, შესაძლებელია ნაწილობრივ ამ გარემოებას მიეზიდა იგი. როგორც საარქივო მასალებიდან ჩანს, თუმანოვს საკმაო გასამრჯელო მიეცა საქართველოში გამომგზავრების დროს: თუმანოვის ცოლშვილს, რომელიც რუსეთში დარჩა, ორი წლის განმავლობაში თუმანოვის ჯამაგირი ეძლეოდა.

«А в небытность его остающейся здесь в России жене его с детьми на пропитание давать из войнской казны обыкновенное жалование с рационами и порционами, сколько он по своему чину получает» (იხ. ქვემოთ საბუთი # 3), «а на дорожные ваши издержки... денег триста рублев да сверх того на четыре ямския подводы прогонные деньги до Астрахани, а от туда... велено вас немедленно до Кизляра отправить» (იხ. ქვემოთ საბუთი # 2).

მეორე გარემოებად, რასაც შეეძლო მიეზიდა თუმანოვი საქართველოში მზვერავად წამოსულიყო, შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ მას მამული ქართლში ჯერ კიდევ ჰქონია და მისი ნათესავები ამუშავებდნენ და სარგებლობდნენ. საფიქრებელია ამის გამო მას საქართველოში ჩამოსვლა უნდოდა და, რადგანაც იმ დროს რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობა არც ისე ადვილი საქმე იყო მატერიალური თვალსაზრისით, მოინდომა სამსახურებრივი დავალების მიღებით თავისი პირადი საქმეების მოგვარების დროს მოსალოდნელი ხარჯები ხელისუფლებისათვის დაეკისრებინა. არ არის გამორიცხული ის მომენტიც, რომ ჯარიდან სხვა რიგად თუმანოვს ისეთი ხანგრძლივი შვებულება ვერ მიეღო, როგორც იმ დროს საქართველოში მოსვლას დასჭირდებოდა. 

მესამე გარემოებად შეილება მივიჩნიოთ ჯარში სამსახურის მობეზრება და საგარეო საქმეთა კოლეგიის განკარგულებაში გადასვლით ჯარიდან თავის დახსნის საშუალება. ამ მიზანს თუმანოვმა კიდეც მიაღწია. რამდენადაც ცნობილია, ქართველები შვიდწლიან ომში მონაწილეობას იღებდნენ კიდეც, ხოლო თუმანოვი ამ დროს ასტრახანში ბრძანდებოდა პრემიერ მაიორის ხარისხით, საგარეო საქმეთა კოლეგიის ხაზით მუშაობდა და პეტერბურგში მიმავალ თეიმურაზ მეორეს და მის ამალას სხვადასხვა ცნობებს სტყუვებდა და საიდუმლოდ მთავრობას აწვდიდა (ქუთაისის პედ. ინსტიტუტის შრომები, ტ. II, 1941 წ. გვ. 94–96).

თუ ზემოხსენებულ მოსაზრებებს მივიღებთ, მაშინ უნდა დავუშვათ, რომ ოთარ თუმანოვი საქართველოს მიმართ მტრული განწყობილებით არ იყო შეპყრობილი, მას შეიძლება სამშობლოზე გული კიდეც შესტკიოდა და, რაკი სამშობლოში ჩამოსვლა სურდა, მოინდომა სამსახურის სახით ისე მოწყობა, რომ ხელისუფლებას მისი სურვილი უნებლიედ აესრულებინა. ასეთ შემთხვევაში, საქართველოსადმი სიყვარულით განწყობილ თუმანოვს შეეძლო ბევრი გაეგო და დაენახა, მაგრამ თვითმპყრობელობისათვის ყოველივე ეს არ ეცნობებინა. ხოლო რუსეთის თვითმპყრობელობის ერთგულ თუმანოვს კი, პირიქით, არაფერი არ უნდა დაეფარა და ყოველივე უკლებლივ მოეხსენებინა.

თუმანოვის პიროვნებასა და განწყობილებაზე მსჯელობა ძალიან ძნელი იქნებოდა, რომ ზოგიერთ მის მოხსენებით ბარათში მოცემული არ იყოს მისი საკუთარი შეხედულებები და მარტო ამბების აღწერით დაკმაყოფილებულიყო იგი. პირველ რიგში ჩვენთვის საინტერესოა, შერჩა თუ არა თუმანოვს სამშობლოს სიყვარული, შეიძლება თუ არა ოდნავ მაინც აწუხებდეს მას საქართველოს ის მძიმე მდგომარეობა, რომელიც მაშინ შექმნილი იყო აქ და მან თავისი თვალით ნახა. მისი მოხსენებითი ბარათის ერთი ადგილიდან იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ თუმანოვისათვის საქართველო არ არსებობს როგორც სამშობლო, არ შეიძლება მას ოდნავადაც კი გული შესტკიოდეს მასზე. 1756 წლის მაისის 22 დაწერილ მოხსენებით ბარათში (აქვე საბუთი # 12) სხვათა შორის აღნიშნავს, რომ ქართველების გამოყენება რუსეთს შეუძლია თავისი ინტერესებისათვის: „მე რომ ვგონებ ამაში თუ გამოიყენებიან, რ ო ც ა | ა ნ | თ უ რ ქ ი ს | ჯ ა რ ი | ფ ე რ ს ი ა შ ი | ჩ ა მ ო ვ ი დ ნ ე ნ, | ა ნ | რ უ ს ე თ ს | თ უ რ ე ც კ ი | ა ე შ ა ლ ო ს | რ ო დ ი ს მ ე, | მ ა შ ი ნ | რ ო მ ე | ქ ა რ თ ლ ი | დ ა | კ ა ხ ნ ი | მ ო დ გ ი ნ ე ბ ი თ | ი ყ ვ ნ ე ნ | რ უ ს ე თ ზ ე დ, | მ თ ი ს | კ ა ც ს ა | დ ა | ა გ რ ე თ ვ ე | გ ა რ ე შ ე ს | კ ა ც ს | თ ე თ რ ი თ | დ ა | მ ც ი რ ე | რ ა მ ი თ | რ უ ს ე თ ი ს | წ ყ ა ლ ო ბ ი თ | კ ა ც თ | ი შ ო ვ ნ ი ა ნ | დ ა | ა ი ყ ო ლ ი ე ბ ე ნ | ქ უ რ დ ო ბ ი თ | დ ა | ყ ა ზ ა ხ ო ბ ი თ | მ ი ხ დ ო მ ი თ. | თ უ რ ე წ კ ი ს | მ ა მ უ ლ შ ი | ძ ა ლ ა ს | უ ზ მ ე ნ... | თ უ ნ დ ა | ი მ ა ვ | ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ს | დ ა უ მ ა რ ც ხ დ ე ს | რ უ ს ე თ ი ს | დ ა ნ ა კ ლ ი ს ი | ა რ ა | ი ქ ნ ე ბ ა | რ ა, | დ ა მ ა რ ც ხ ე ბ ი დ ა მ ა ც | ი ს | ი ქ ნ ე ბ ა, | რ ო მ ე ლ ი ც | ი ქ | ვ ე რ | დ ა დ გ ე ბ ა | ა ქ | გ ა რ დ მ ო ვ ლ ე ნ“.

იმ ინსტრუქციაში, რომელიც საგარეო საქმეთა კოლეგიამ ჩააბარა თუმანოვს სახელმძღვანელოდ საქართველოში გამომგზავრების წინ, არსად აღნიშნული არ არის, რომ თუმანოვს საკუთარი მოსაზრების წარმოდგენა ევალებოდეს – გამოადგება თუ არა რაიმე შემთხვევაში საქართველო რუსეთს, თურქეთთან მოსალოდნელი კონფლიქტის დროს. ეს ინსტრუქცია აქვე იბეჭდება და მკითხველს შეუძლია ამაში სავსებით დარწმუნდეს. საერთოდ თუმანოვს ასეთი და ამის მსგავსი დავალებები არ აქვს. მას ევალება შეკრიბოს ცნობები იმის შესახებ, თუ რა ხდება თურქეთ-ირანში და როგორ შეხვდებიან ქართველი მეფეები რუსეთში გამოგზავნილ ელჩების მიერ მოტანილ რუსეთის პასუხს და საჩუქრებს, კმაყოფილი დარჩებიან თუ არა ქართველი მეფეები ან დაიწყებენ თუ არა ზრუნვას, რაკი რუსეთის მფარველობა ვერ მიიღეს, ასეთი ეძიონ თურქეთში. ინსტრუქციაში სხვა დავალება არ არის. თუმანოვი კი თავისი ინიციატივით სწავლობს საქართველოში ადგილობრივ ძალებს და რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიას სთავაზობს, ქართველთა ძალების რუსეთის ინტერესებისათის გამოსაყენებლად, საკუთარ მოსაზრებებს და ისე მსჯელობს, როგორც იმ დროის თვითმპყრობელობის სამსახურში მყოფი რომელიმე რუსი ფეოდალი.

საინტერესოა, რომ როცა 1768 წელს რუსეთსა და თურქეთს შორის ომის აუცილებლობა შეიქნა, რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიის ხელმძღვანელი გრაფი ნ. პ ა ნ ი ნ ი სწორედ იმ თვალსაზრისით ადგენს ინსტრუქციას ქართველ მეფეთა ძალების რუსეთის ინტერესებისათვის გამოსაყენებლად, როგორც ეს თუმანოვს აქვს წარმოდგენილი ზემოხსენებულ მოხსენებითს ბარათში. პანინის ცნობილი გამოთქმა ერთ-ერთ ინსტრუქციაში: «была бы душа здешняя, а тело грузинское» (Ц а г а р е л и, Грамоты и др. историч. документы относящиеся к Грузии... Том I, გვ. 156), ამისი საუკეთესო ილუსტრაციაა. უფრო გარკვევით და დეტალურად პანინს თუმანოვისებური მოსარება მოცემული აქვს ცნობილ მოხსენებითს ბარათში: «Разсуждение о способах, какими грузинцы преклонены быть могут к восприятию участия в настоящей с Портою Отоманскою войне» (იქვე, გვ. 1, რუსეთის ამ დროის პოლიტიკის შესახებ იხ. ჩემი წერილი აკად. ნ. მარის სახ. ენიმკის მოამბე V-VI, 1940 წ. გვ.337-355). ჩვენ არ შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, რომ პანინი თუმანოვის მოხსენებითი ბარათით ხელმძღვანელობდა1768 წელს, როცა საქართველოს ძალების გამოყენების პროექტს ადგენდა, მას დამოუკიდებლადაც შეიძლებოდა აზრად მოსვლოდა ეს, მაგრამ ეჭვმიუტანლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ, როდესაც თურქეთთან ომის საკითხი მუშავდებოდა, საქართველოს შესახები ყველა მასალა, რომელიც საგარეო საქმეთა კოლეგიის არქივებში ინახებოდა, გამოთხოვილი იყო პანინის მიერ და ამ მასალაზე დაყრდნობით იქნა შედგენილი ზემოთ მოტანილი სათაურის მქონე მოხსენებითი ბარათი, რომლის გადასინჯვიდან ჩანს, რომ საგარეო საქმეთა კოლეგიის ხელმძღვანელი საქართველოს მდგომარეობის საქმის კურსში არის. 

ოთარ თუმანოვი იმავე 1756 წლის მაისის 22 მოხსენებითს ბარათში სხვა ადგილას ერთხელ კიდევ ამჟღავნებს თავის განწყობილებას საქართველოსა და რუსეთის მიმართ. ამ მოხსენებითი ბარათის მე-15 მუხლში აღნიშნავს, რომ როდესაც იგი რუსეთში ბრუნდებოდა, ჩერქზეთზე გამოვლის დროს შეუტყვია, რომ იმერეთის მეფის სოლომონ პირველის მიერ გამოგზავნილი ჯაფარიძე ჩერქეზეთში გადმოსულა ჯარის დასაქირავებლად. თუმანოვს ისიც შეუტყვია, რომ ეს ჩერქეზთა დაქირავებული ჯარი იმერეთის მეფეს რაჭის ერისთავის წინააღმდეგ საბრძოლველად სჭირდება. როგორც ცნობილია, რაჭის ერისთავი მუდამ თურქეთთან კავშირში იყო და სოლომონს მოსვენებას არ აძლევდა. ინსტრუქციის თანახმად თუმანოვს თავის მოხსენებითს ბარათში ამ ცნობის შეტანის შემდეგ წერტილი უნდა დაესვა, მაგრამ იგი განაგრძობს პოლიტიკოსობას და კოლეგიას აწვდის „არამკითხე“ რჩევა-დარიგებას, ამ შემთხვევაში ყოვლად უბადრუკს, მაგრამ ჩვენთვის ამჟამად საინტერესოს: „ჩღნვ იანვრის კზ ჩერქეზში შევიტყვე, რომელიც ოსეთის კამისია არის იმაზედ ახლოს სოფელში ოზანას იმყოფებოდნენ იმერელი მეფის კაცნი კნიაზ ჯაფარიძე როსტომ ჯაფარასშვილი, კიდეც იმასთან მყოფი ოსი ვნახე. ამაზედ იმყოფებოდა სადმე რომე, ჩერქეზიდამ და ოსის ჯარი წაიყვანოს. იმერელი მეფე რაჭის ერისთავს ებრძვის, უწინ სადმე ყოფილიყო რაჭის ერისთავის კაცნი იმათაც ეთხოვა არ გარდაყოლოდნენ. ახლა ეს მეფის კაცი ცდილობს გარდაყოლას. ეს იმერეთი და რაჭა ორივე თურეცკის კერძათ არიან, ერთმანერთში ლაშქრობას აპირობენ სადმე. მ ე | რ ო მ | ვ გ ო ნ ე ბ | თ უ | დ ა ი შ ლ ე ბ ო დ ე ს | რ ო მ ე ლ ი ც | რ უ ს ე თ ი ს | მ ო ს მ ი ნ ო | ა რ ი ა ნ | რ ო მ | ა რ | წ ა ყ ვ ნ ე ნ | ი ს ი | ჯ ო ბ ს | ჩ ე მ ი ს | გ ა შ ი ჯ უ ლ ო ბ ი თ. | ა მ ი ტ ო მ | რ ო მ | ე რ თ ი | ი ს | ი ქ ნ ე ბ ი ს | რ ო მ ე | ჩ ე რ ქ ე ზ ე ბ მ ა ნ | ი მ | მ ხ ა რ ე ზ ე დ | თ უ რ ე ც კ ი ს | კ ა ც ს | ა რ | შ ე ჩ ვ ი ო ნ | რ ო მ ე | თ უ რ ე ც კ ი ს | რ ჯ უ ლ ი | ა ქ თ | ჩ ე რ ქ ე ზ ე ბ თ, | ს ა შ ო ვ რ ი ს ა ს | ხ ა რ ბ ი | ა რ ი ა ნ. | მ ე ო რ ე | ქ რ ი ს ტ ი ა ნ ს | ტ ყ ვ ე ს | ბ ე ვ რ ს | დ ა ტ ყ ვ ე ვ ე ბ ე ნ. | ი მ ე რ ლ ე ბ ი ც | ს ა ჩ უ ქ რ ა თ | ქ რ ი ს ტ ი ა ნ ს | ტ ყ ვ ე ს | მ ი ს ც ე მ ე ნ | ი მ | თ უ რ ე ც კ ი ს | მ ხ ა რ ე ს ა, | ა რ | ე მ ჯ ო ბ ი ნ ე ბ ა, | რ ა ც | კ ვ ლ ა ვ | უ ქ ნ ი ა თ | ე რ თ მ ა ნ ე რ თ შ ი | ი ს | ქ ნ ა ს“ (აქვე საბუთი # 12).

თუმანოვის მოხსენებიდან მოტანილი ეს ორი ამონაწერი გვაფიქრებინებს, რომ ავტორი სულით და ხორცით რუსეთის თვითმპყრობელობის მხარეზე არის, მას თავისი სამშობლოს დარდი ოდნავადაც არ აწუხებს, იგი მზად არის ყველაფერი შესწიროს რუსეთის თვითმპყრობელობის სამსახურს და არაფრის წინაშე არ შეჩერდება ამ მიმართულებით. ამდენად მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ ოთარ თუმანოვი თავის საიდუმლო მოხსენებითს ბარათებში იძლევა ყოველივე იმას, რისი გაგებაც მან მოახერხა საქართველოში. არ უნდა იყოს მოსალოდნელი, რომ თუმანოვმა რაიმე გაიგო საქართველოში და რუსეთის თვითმპყრობელობას დაუფარა და არ აცნობა ქართველი მეფეების ინტერესების დაცვის მიზნით. თუმანოვის პიროვნება ჩვენ წარმოგვიდგება როგორც რუსეთის თვითმპყრობელობის შეგნებული მოხელე, რომელსაც იმავე დროს ანგარებით გაჟღენთილი მისი ბუნება სამშობლოს ღალატის იმპულსს უნდა უორკეცებდეს.

რას წარმოადგენს ოთარ თუმანოვის საიდუმლო მოხსენებითი ბარათები, როგორც საქართველოს ისტორიის წყარო? თუმანოვი ცნობების შეკრებას და რუსეთში გაგზავნას ყაბარდოში მოსვლისთანავე შესდგომია. მცირე ყაბარდოში იგი 1754 წლის ივლისის 14 მოსულა და 1756 წლის 12 იანვრამდე საქართველოში დარჩენილა. ამ ხნის განმავლობაში იგი ადგილობრივ მდგომარეობას აკვირდება და საგარეო საქმეთა კოლეგიის ინსტრუქციის მიხედვით მოხსენებითს ბარათებს ადგენს და რუსეთში გზავნის. სულ მას 9 მოხსენებითი ბარათი ან წერილი მიურთმევია რუსეთის ხელისუფლებისათვის. ერთი ამათგანი პეტერბურგში ჩასვლისას დაუწერია. მოხსენებითი ბარათები ძირითადად სამ საკითხს ეხება: რა მდგომარეობაა საქართველოში, როგორ უცქერიან ქართველი მეფეები რუსეთის ორიენტაციის საკითხს და რა ხდება თურქეთსა და ირანში.

პირველი საკითხის შესახებ – რა მდგომარეობაა საქართველოში, თუმანოვი დეტალურ ცნობას იძლევა ლეკების თარეშის აღწერით. ამ მხრივ საყურადღებო არის თუმანოვის 1754 წლის პირველ დეკემბერში დაწერილი მოხსენებითი ბარათი. იგი აქ აღნიშნავს, – 30 ივლისს მოვედი ქართლში და ხელთუბანში ქართველი მეფეები ვინახულეო. თუმანოვი ამ ბარათში ლეკების თარეშის ამბებს 13 ივლისიდან იწყებს. ისე რომ 13 ივლისიდან 30 ივლისამდე რაც ამბები აქვს აღწერილი, მისი საქართველოში არყოფნის დროს მომხდარა. ვინ მისცა მას ეს ცნობები. თუმანოვი ამის შესახებ აღნიშნავს: „რომელიც ქართველთაგან გავიგონე ლეკის ჯარნი წამოსულიყვნენ, ეს ჯარი გაყოფილიყო ზოგნი ფერსიანში წასულიყვნენ, ზოგი ქართლში დაფანტულიყვნენ“... (აქვე საბუთი # 7). აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის თვეებში მომხდარი ამბები თუმანოვის ქართლში ყოფნის დროს ხდება და საფიქრებელია ამ ამბებს იგი წერს იმავე დღეს, როგორც კი გაიგებს. თუმანოვის მოხსენებებიდან ისე ჩანს, რომ იგი გამუდმებით თბილისში უნდა ცხოვრობდეს. ამას უნდა ადასტურებდეს საგარეო საქმეთა კოლეგიის ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათი იმპერატრიცისადმი წარდგენილი, რომელშიაც მინისტრი საქართველოში საგანგებო ინფორმატორის გაგზავნის აუცილებლობაზე ლაპარაკობს: «И для того надобно в удобном разведыванию мест, а имянно в пограничном с турками грузинском городе Тифлис, на некоторое время особливого человека иметь» (ფონდი «Грузинские дела» К–52, საქმე # 4, ფურც. 114). მაშასადამე თუმანოვი გამუდმებით თბილისში უნდა ცხოვრობდეს და აქვე უნდა კრებდეს ცნობებს.

მაგრამ საინტერესოა, თუ ვინ აწვდის მას აქ ცნობებს. აღმოსავლეთ საქართველოში ლეკთა თარეშის ისეთი დეტალური ანგარიში, როგორიც ამ მოხსენებითს ბარათში არის მოცემული, გვაფიქრებინებს, რომ ავტორი უნდა ემყარებოდეს იმ დროის საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ აღრიცხვას. რომელ დღეს, სად, რომელ სოფელში, რომელ გზაზე, დღით თუ ღამით, რამდენი კაცი მოკლეს ლეკებმა, რამდენი ტყვედ წაიყვანეს, რამდენი დაწვეს, რამდენი დაჭრეს, რამდენი მუშა საქონელი – ხარი, ძროხა თუ ცხენი წაიყვანეს, სად დაეწია ქართველთა რაზმი, ბრძოლაში რამდენი ქართველი დაიჭრა ან დაიღუპა, რამდენი ლეკი დაატყვევეს ან მოკლეს, ყოველივე ამისი გაგება ქართლისა და კახეთის მასშტაბით იმ დროის პირობებში მოითხოვდა საკმაო ფართო აგენტურის ქსელის მოწყობას ოთარ თუმანოვის მიერ, რის საშუალებაც მას არ ჰქონდა. და თუ ასეთი ინფორმატორების ქსელს მოაწყობდა იგი, მისი საქმიანობა საქართველოში ადგილობრივ ხელისუფალთათვის დაფარული არ დარჩებოდა. ამიტომ საფიქრებელია, რომ თუმანოვი საიდუმლოდ დაკავშირებული უნდა ყოფილიყო ქართველ ხელისუფალთა კარის მოხელესთან. შეეძლო თუ არა თუმანოვს საქმე ასე მოეგვარებინა?

1750 წელს, როგორც ამ წერილის შესავალში აღვნიშნეთ, თუმანოვმა საკუთარი ინიციატივით ინფორმატორობა შესთავაზა საგარეო საქმეთა კოლეგიას. აქ სხვათა შორის იგი წერდა: «Закон содержу армянской и в Грузии тамошними армянами я почтителен, ... а у м е н я \ п л е м я н н и к \ р о д н о й \ в \ т о м \ г о р о д е \ Т и ф л и з е... \ п р и \ г р у з и н с к о м \ ц а р е \ м и ш к а р б а ш о м \ н а х о д и т ц а \ и \ д р у г и х \ м н о г и х \ с в о й с т в е н н и к о в \ в \ Г р у з и и \ и м е ю»... (აქვე საბუთი # 1). ამავე საბუთის სხვა ადგილიდან ჩანს, რომ თუმანოვს დიდი იმედი აქვს თავისი ნათესავის. იგი არწმუნებს საგარეო საქმეთა კოლეგიას, რომ მისი ძმისწული, სამეფო კარზე მყოფი, არამცთუ თუმანოვს დაეხმარება ცნობების საიდუმლოდ მოპოვებაში, არამედ ყველას, ვისაც კოლეგია გაგზავნის და თუმანოვის რეკომენდაციას თან გააყოლებს. შესაძლებელია თუმანოვის ეს ძმისწული აძლევდეს მას ლეკების თარეშის დეტალურ ცნობებს. მისკარბაშს, როგორც სამეფო კარის მაღალ თანამდებობის პირს, ასეთი ცნობები ადვილად შეეძლო ხელთ ჰქონოდა (მისკარბაში მონადირეთუხუცესს ეწოდება იმ დროს. ცნობა მომაწოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელმა დოც. გაბაშვილმა, რისთვისაც მას მადლობას ვუცხადებ).

თუმანოვი გაგონილ ამბებს კრიტიკულად ეკიდება, მისი მოხსენებებიდან ჩანს, რომ იგი მიღებულ ცნობებს ამოწმებს, და, თუ შემოწმება ვერ მოუხერხებია, მოხსენებაში პირდაპირ აღნიშნავს „ჭორად გავიგონეო“. ერთგან, 1755 წლის თებერვლის შვიდს დაწერილ მოხსენებაში (აქვე საბუთი # 8), ეხება რა თურქეთის ამბებს, აღნიშნავს: „ყარსიდამე ამბავი მოვიდა ჭორად რომე ორი ფარმანი მოვიდაო ახალის ხოთქრისაგანაო, ერთი თავისის გახოთქრებისაო მეორე ეგიჩრის ულუფისაო... კიდევ ჭორად გავიგონეთ ამ შემოდგომზედ აზრუმს ჟამი იყოო ახლა ზამთარში გარდავარდაო“. ანდა ფონ-ფრაუენდორფისადმი გაგზავნილ მოხსენებაში წერს: „ბაიაზეთში და ყარს ჭირვება და ჟამი გაჩენილა, ქართლში სიმთელეც არის, არც ჭირი და არც სხვა სნეულება არა არის რა, ჯერ თურეწკისას ჭორად ამბობენ. გაზაფხულზე ლაშქრობას აპირობენო, ეს არა ჩანს საით აპირობენ, არც ამ ამბავს ეტყობა სიმართლე, ისრე ჭორად ამბობენ“ (აქვე საბუთი # 10). 1755 წ. მარტის 21 დაწერილ მოხსენებაში წერს: „თოხათს ამბავი მოვიდაო კოსტადილპოლიდამაო რუსეთის ელჩი და ფრანგის ელჩი დაითხოვესო. ჭორად გავიგონე რუსეთზედ და ფრანგზედ ლაშქრობა აქვს ხოთქარსაო, ზოგიერთი ადგილის ფაშები დაუბარებია. ამ თარიღში ამგვარი ამბები მოვიდა, ვცდილობ მართალი შევიტყო და მოვახსენო“.

პეტერბურგში ჩასვლისას დაწერილ მოხსენებითს ბარათში ერთგან აღნიშნული აქვს, რომ რუსეთიდან საქართველოში ჩამოსულ ეჯუბოვს ბევრი ისეთი რამ ელაპარაკნა, რაც რუსეთის ორიენტაციის საკითხს საქართველოში ვითომ ზიანს აყენებდა, მაგრამ, რადგანაც ზედმიწევნით კარგად მისი ნალაპარაკევი თუმანოვს ვერ შეუტყვია, შენიშნავს: „სხვადასხვა რიგად ამბობენ ჭორს, ამიტომ სახელდობით მოხსენება ვერ შევძელ ტყვილი არ შემჩნეოდაო“ (აქვე საბუთი # 12). თუმანოვი საქართველოში არსებულ ლაპარაკის თავისუფლებას უჩივის, ამავე მოხსენებაში აღნიშნავს: „იქ ჭორიც ერთი რომ ითქვას ბევრად გაიშლება... იქ ხომ სიტყვის დაშლა არ არის და ვისაც რა მოადგება იმას იტყვიანო“. ცნობების შეკრების დროს ასეთი ფრთხილი ოთარ თუმანოვი თუ მართლაც თავისი ახლო ნათესავის მისკარბაშის საშუალებით ცნობებს სამეფო კარიდანაც იღებს, მაშინ მის მოხსენებითს ბარათებში მოცემული ცნობები შედარებით სანდო უნდა იყვეს. 

თუმანოვის მოხსენებითს ბარათებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უხვად მოცემულ ზუსტ თარიღებს. 1754–1756 წლებში ლეკთა თარეშები საქართველოში თუმანოვის მოხსენებითი ბარათების გარეშეც, საქართველოს ისტორიის მკვლევართათვის უცნობი არ არის პაპუნა ორბელიანისა და ომან ხერხეულიძის ნაშრომების წყალობით.

თუმანოვის მოხსენებითს ბარათებში დაცული ცნობები ჩვენ ზემოხსენებულ ქართველ ისტორიკოსთა შრომების საკონტროლოდაც გამოგვადგება იმ ნაწილში, სადაც 1754–1756 წ.წ. მომხდარი ამბებია აღწერილი. ასეთი შედარება ჩვენ მოვახდინეთ და მთელი რიგი ფაქტების შემოწმება მოსახერხებელი აღმოჩნდა. ბევრ შემთხვევებში ოთარ თუმანოვის ცნობები აზუსტებს ორბელიანისა და ხერხეულიძის მიერ მოწოდებულ ცნობებს. 

თუმანოვი აუწყებს საგარეო საქმეთა კოლეგიას, მაგალითად, ქუნძახის მფლობელის მიერ 1754 წლის აგვისტოში მოწყობილ თავდასხმებს ქართლზე და მჭადისჯვრის ციხესთან ბრძოლას, სადაც გაერთიანებული ქართლ-კახეთის ჯარები იმარჯვებენ. ეს ბრძოლა 19 აგვისტოს მომხდარა და ოთხას სამოცამდის ლეკი მოულავთ ქართველებს. ეს ამბავი პაპუნა ორბელიანს თუმანიშვილზე უფრო დეტალურად აქვს აღწერილი (საქართველოს ცხოვრება. ჭიჭინაძის გამოც. გვ. 212–213. აქვე იხ. აგრეთვე ომან ხერხეულიძის ცნობა გვ. 259), მაგრამ თარიღს, ჯარების რაოდენობას და ლეკთა დანაკლისის რიცხვს თუმანოვი იძლევა მხოლოდ, ხსენებულ ქართველ ისტორიკოსებს ამის შესახებ არაფერი აქვთ ნათქვამი. ასევე ზუსტად აქვს დათარიღებული და მტრის ჯარების რიცხვი მოცემული თუმანოვს 1755 წლის სექტემბერში ქუნძახის მფლობელის ინიციატივით მოწყობილი მაჰმადიან მთიელების კახეთზე შემოსევის და ყვარლის ციხესთან ბრძოლის აღწერის დროს (აქვე საბუთი # 10). აქვე აღნიშნულია ერეკლე II ღონისძიება ამ მრავალრიცხოვან მტრის კახეთის საზღვრებიდან გასაძევებლად. ეს ამბავი პაპუნა ორბელიანს და ომან ხერხეულიძეს აქვთ აგრეთვე დაწვრილებით აღწერილი, მაგრამ თარიღები და მტრის ჯარების რაოდენობა მოხსენებული არ აქვთ (საქართველოს ცხოვრება. ჭიჭინაძის გამოცემა, გვ. 222, 259–260). ასევე დასტურდება და ზუსტდება თუმანოვის მოხსენებითი ბარათებით პაპუნა ორბელიანის, ომან ხერხეულიძის შრომებში და „შედეგი კახეთის ცხოვრებაში“ მოცემული ფაქტები: თათრის ელების საქართველოდან გაქცევა (იქვე, გვ. 235–236, 260), ერეკლე II ბრძოლა აჯიჩალაბის შვილთან (იქვე, გვ. 199–201, 258–259), სომხეთის სიღნაღელ მელიქ უსუფის აყრა და ქართველ მეფეებთან მოსვლა (იქვე, გვ. 223), აზატ-ხანთან მარიამ ბეგუმის გაგზავნა, ორბელიანის თანხლება და ირანიდან საჩუქრებით ორბელიანის დაბრუნება (საქართვ. ცხოვრება, ჭიჭინაძის გამოც. გვ. 206), ანტონ კათალიკოსის კათოლიკურ სარწმუნოებისაკენ გადახრა (იქვე, გვ. 282), ცრუ ყაენის შვილი ქართველ მეფეებთან (იქვე, გვ. 181) და სხვა.

თუმანოვი დიდ ადგილს უთმობს თავის მოხსენებებში ლეკთა თარეშს, საფიქრებელია, იმიტომ, რომ ყველაზე უფრო დიდი მოვლენა იმ წლებში ეს იყო საქართველოში, მაგრამ თუმანოვს ერთხელაც თავი არ შეუწუხებია აეხსნა, თუ რამ გამოიწვია „ლეკობა“ იმ ხანაში. უნდა ვიფიქროთ, რომ თუმანოვი ამ ამბებს არავითარ ფართო პოლიტიკურ მნიშვნელობას არ აძლევდა და უფრო ლეკების მტაცებლურ ბუნებით ხსნიდა ამ თარეშს. მისი პოლიტიკური ჰორიზონტი არც ისე ფართო ჩანს, რომ ასეთი საკითხები აღეძრა და პასუხი გაეცა.

ლეკების თარეშის აღწერის გარდა, თუმნოვი საყურადღებო ცნობებს იძლევა აღმოსავლეთ საქართველოს შინა პოლიტიკურ მდგომარეობის ისტორიისათვის, კერძოდ იგი ეხება ქართლის სამეფოში არსებულ თავადების ოპოზიციის წარმოშობის მიზეზის საკითხს. მას ცნობები შეუკრებია იმის შესახებ, თუ რა დამოკიდებულება არსებობს ქართლელ თავადაზნაურობასა და ქართლში გამეფებულ კახელ ბაგრატიონებს შორის. ამ საკითხის შესახებ პაპუნა ორბელიანის თხზულებაშიაც შეიძლება მკვლევარმა მრავალი მასალა იპოვოს, მაგრამ აქ იგი უნდა ამოიკითხოს სტრიქონებს შორის და, რაც მთავარია, ორბელიანი საამისო ცნობებს გვაწვდის უფრო წინა წლების შესახებ, ამიტომ თუმანოვის ცნობებს მნიშვნელობა ემატება.

უდაოდ მნიშვნელოვანია თუმანოვის ცნობები ქართველ მეფეთა რუსული ორიენტაციის საკითხის შესახებ. აქამდე არ იყო ცნობილი, თუ დინასტიური ხასიათის დაბრკოლებები ეღობებოდა წინ ამ საკითხს. რადგანაც ჩვენ ამ საკითხზე საგანგებო წერილი გამოვაქვეყნეთ, აქ აღარ შევჩერდებით (მასალები საქართველოს და კავკასიის ისტორიისათვის. სსსრ. მეცნიერებათა აკადემია. 1942 წ. VI).

ამრიგად, ოთარ თუმანოვის მოხსენებითი ბარათები დაცულია მოსკოვის ფეოდალური ეპოქის არქივთსაცავში «Грузинские дела»-ს ფონდში. თუმანოვის ქვემოთ დაბეჭდილი მოხსენებები სამ საარქივო საქმეში არის ჩაკერებული. ქრონოლოგიური თვალსაზრისით პირველი საქმე შემდეგი სახით არის დასათაურებული და აღრიცხული: «№ 11 1750 сентябрь. Доношение грузинского полку капитана князя Отара Томанова об отправлении его или кого нибудь другого зняющего грузинской и персидской или армянской язык в город Тифлис для разведывания о делах пограничных с Россиею земель». ამ საქმიდან იბეჭდება ყველაფერი, რაც წერილობით არის შიგ წარმოდგენილი. აქ უნდა შევნიშნოთ, რომ თუმანოვის განცხადება რუსულ ენაზე, რომელიც ამ საქმეში არის ჩაკერებული, რუსული ენის კარგი მცოდნის მიერ არ არის დაწერილი. თვით თუმანოვის ნაწერი იგი არ არის, უფრო საგარეო საქმეთა კოლეგიის თარჯიმნის აბაზაძის ნაწერი უნდა იყოს. თუმნოვმა რუსული ენა უნდა იცოდეს, მაგრამ იმდენად არა, რომ მოხსენება და განცხადებები წეროს, ამიტომაც მისი განცხადებები და მოხსენებები ქართულ ენაზე არის დაწერილი. 

მეორე საქმე, რომლიდანაც ქვემოთ დაბეჭდილი საბუთებია ამოკრებილი, შემდეგი სახით არის შეტანილი საინვენტარო დავთარში: «К–53. 1754 марта 21, июня 1756. Отправление в Тифлис грузинского гусарского полку капитана князя Отара Туманова на два года для разведывания и примечания тамошных обстоятельств. Тут же доношении его князя Туманова». ეს საქმე 65 ფურცლისაგან შედგება. აქ მოთავსებულია თუმანოვის მოხსენებები საქართველოდან და მისი თარგმანები. ამას გარდა აქ ჩაკერებულია თუმანოვის გამგზავრების გამო გაწეული ხარჯების საბუთები, თუმანოვის საქართველოდან გამოგზავნილ მოხსენებათა გამო ყიზლარის კომენდანტის ასტრახანთან მიმოწერა. ეს საბუთები ჩვენ გამოვტოვეთ, როგორც უმნიშვნელო მასალა, არ ვაქვეყნებთ აგრეთვე თუმანოვის მოხსენებათა რუსულ თარგმანებს, რომლებიც დავით აბაზაძის მიერ არის შესრულებული.

მესამე საქმე საინვენტარო დავთარში შეტანილია: «К–53 № 4. 1756. апр. 11. Возвратный из Грузии приезд посыланного для разведывания о тамошных обращениях грузинского гусарского полку капитана князь Отара Туманова и поданное им о Грузии и Кахетии изъяснение». ამ საქმეში დაცულია თუმანოვის ორი ვრცელი მოხსენება, რომელიც მას საქართველოდან წამოსვლის შემდგ დაუწერია, ერთი ყიზლარში, მეორე პეტერბურგში. საქმე შეიცავს 18 ფურცელს. აქაც უმნიშვნელო საბუთები, თუმანოვის გამომგზავრების, ყიზლარიდან ასტრახანში და აქედან პეტერბურგში მისვლის შესახებ მიმოწერა გამოვტოვეთ და აქ არ იბეჭდება. ყველა საბუთს ჩვენ ვბეჭდავთ იმ სახით, როგორც დედნებშია წარმოდგენილი. დამახინჯებული თუ აღვადგინეთ ან ვერ გავარკვიეთ, ეს სტრიქონს ქვემოთ აღნიშნულია. სასვენი ნიშნები და საბუთების დასათაურება დედანს არ ეკუთვნის.


ს ა ბ უ თ ე ბ ი 


# 1. 1750 წ. სექტემბერი. კაპიტან ოთარ თუმანოვის განცხადება საგარეო საქმეთა სახელმწიფო კოლეგიისადმი, საიდუმლო ინფორმატორად საქართველოში მისი მივლინების მიზანშეწონილებისა და ამაზე კოლეგიის დასტურის სასურველობის შესახებ. 

В государственную коллегии иностранных дел покорнейшее доношение. Доносит грузинского гусарского полку капитан Отар Томанов. А очем мое доношение тому следуют пункты. 1. Служу ея императорскому величеству я нижаиши в означенном гусарском полку капитаном, а сын мой князь Иван Туманов служит в ономже полку прапорщиком, и оной сын мой объязан чтоб в России вечно остатца, а яж нижаишии по присяжной моей должности означенной коллегии иностранных дел покорно доношу, ежели нижеписанное опробуется, меня нижайшего онноно отправить в Грузию в город Тифлиз, а оной в Грузии столичной город на границе между турков и персианов состоит, а у меня племянник родной в том городе Тифлизе главным управлением моего племянника состоит (დედანში ასეა, ძნელი გასარკვევია რა სურს ავტორს ამ წინადადებით თქვას), и при грузинском царе (იგულისხმება ქართლის მეფე თეიმურაზ II) оной мишкарбашом находитца, и других многих своиственников в Грузии имею и могу азеиские, а особливо персицких ведомостей чрез Грузию доставить; в каком обстоятельстве та Персия находитца будет, и кто шахом зделаетца и против турков и против про те их воину объявят или с кем мир (ეს სიტყვა დედანში არ იკითხება სრულიად, შინაარსის მიხედვით ჩვენ ჩავსვით) заключат, сверх же того могу из Грузии под секрет... (აქ ერთი სიტყვა გაუგებარია, ჩვენ ამოვიკითხეთ «ехнов») людей в Ыспаани и в Ереване, и те посланные в оных персицких местах тамошние ведомости получать и комне в Грузию писать будут. Я из Грузии могу те персицкие обстоятельства чрез моих писем в коллегию иностранных дел почаще доносить, так что персианы и грузинцы отом знать не будут, да и мнеж никакова в том повреждения не приключитца. Нечто к пользе ея императорского величества к интересу что мне приказано будет, к тому к интересу в Грузии тамошних людей склонить могуж. Закон содержу я армянской и в Грузии тамошними армянами я почтителен, к томуж в Грузии у меня дом и деревни, а для лутчего к тому делу уверения оставляю здесь в России жену и детей моих. 2. А буде государственная коллегия иностранных дел по вышеписанному моему доношению меня к тому делу отправить недозволит, тоб дать одного человека такого, которой бы знал говорить по грузинскии или по персицкии илиж по армянскии, и такого человека отправить от коллегии в Грузию во оный город Тифлиз к царю грузинскому или племяннику моему, а я тому посланному человеку наставление дать могу такое, что будучи в Грузии о порученной ево комиссии грузинцы и персианы отом знать не будут, только ему самому по возможности своей тех ведомостей приискивать и писать тех ведомостей емуж в коллегию. И онои посланной человек, буде благополучно в городе Тифлизе доедет, будучи в Грузии ежели от царя гоузинского или от племянника моего, илиж от протчих грузинцов какое повреждение приключитца, то и здесь в России ответствовать должен, кроме того, паче чаяния что в дорогах пути какое препятствие или нечаянной смерть последует, тоб с меня в том не взыскивать. Того ради коллегии иностранных дел покорно доношу по вышеписанных двух пунктах, которое заблаго опробовать соизволите в том по присяжной моей должности к тому к интересу ея императорского величества служить яко верному ея императорского величества рабу могу. Сентябрь дня 1750 году. ქ. ამ დანაშენიაში კაპიტანს კნიაზ ოთარ თუმანოვს ხელი მომიწერია (დედანში ხელრთვა განაწილებულია ტექსტის აბზაცებს შორის. დედანში საბუთის მეორე ფურცლის უკანასკნელ გვერდზე მინაწერია: «Прислано в коллегию от его сиятельства канцлера от 5-го октября 1750 г.». ამავე საქმეში ჩაკერებულ პატარა ქაღალდზე /საქმე სულ სამი ფურცლისაგან შედგება/ დაწერილია შემდეგი ტექსტი: «По резолюции 13 октября 1750. Доношение грузинца князя Отара Томанова по нескладности представлен его... /აქ სიტყვა მელნის დასხმის გამო არ ირჩევა/ резолюции оставить и отдать в сохранение в надлежащем месте»).

ფონდი «Грузинские дела» № 11, 1750 сентябрь, ფურც. 1–2. 


# 2. 1754 წ. აპრილი. საგარეო საქმეთა სახელმწიფო კოლეგიის ინსტრუქციის მაგიერი, კაპიტან ოთარ თუმანოვისათვის საქართველოში სახელმძღვანელოდ. 

Выписка, для объявления отправляющемуся в Грузию грузинского гусарского полку капитану князю Отару Туманову, чего ему тамо наблюдать надлежит и которая имеет ему служить в место инструкции. Понеже высочайшие ея императорского величества интерессы, по нынешним обстоятельствам в Персии и в Грузии, требуют тамо в удобном к разведыванию мест, а именно, в пограничном с турками в грузинском городе Тифлисе на некоторое время особливого человека иметь, к чему вы сами себя и представили в том разсуждении, что вы в Грузии свой дом и деревни також и многих свойственников имеете, следовательно без всякого подозрения тамо пребывать можете. Того ради, по высочайшему ея императорского величества соизволению повелено, вас в Грузию на два года отпустить под претентом исправления домашних ваших нужд, а в самом деле поручить вам прилежное разведание о всем нижеследующем: 1. Когда присланные сюда с листом к ея императорскому величеству от грузинского царя Теймураза и от сына его царя Ираклия Афанасии митрополит Тифлисской да князь Симеон Макаев, с здешним словесным ответом и с посланными с ними к оным царям во знак высочайшей ея императорского величества к ним милости собольими парчами, а имянно каждому по одному меху соболью да по два куска парчи золотной и серебрянной також и с награждением учиненным здесь оному митрополиту и князью Макаеву с их свитою деньгами, в Грузию возвратятся, то каким образом все сие от оных царей принято будет, удовольствуются ль они здешним ответом и останутся ль к здешней стороне преклонными? Или не станут ли себе помощи и протекции искать у турков? И так, точно о том поведав, при надежном случае, в коллегию иностранных дел обстоятельно доносить. 2. Особливо же надлежит вам доставать частые и верные ведомости о персидских происхождениях и не будут ли иногда какия движения от турков к границам или внутрь Персии в таком намерении, чтоб настоящими тамо замешательствами, когда шахом никто еще совершенно не утвердился, пользоватся и некоторыми землями завладеть. 3. Такие нужные ведомости доставая, имеете вы оные под вашим ковертом по способности чрез надежные случаи секретно в кизлярскую крепость и тамошнему коменданту, для верного их доставления сюда, пересылать, адресуя оные ваши пакеты в коллегию иностранных дел, ибо оному коменданту велено их в Астрахань немедленно отправлять для пересылки сюда. 4. Сию записку имеете вы у себя в тайном хранении иметь, а по прибытии вашем на границу найзусть сие затвердить, а при отъезде за границу с собою ее не возя тамже на границе сжечь, дабы оная по несчастию каким либо образом за границею в чужие руки не попалась. 5. А для скрытности прямого намерения сей нашей в Грузию посылки дается вам из военной коллегии пашпорт, в такой силе, что вы по прошению вашему для исправления домашних нужд в отечество свое в Грузию отпущены на два года, по прошествии которых и в самом деле надлежит вам сюда в Россию возвратится, а на дорожные ваши издержки выдано вам из коллегии иностранных дел денег триста рублев да сверх того на четыре ямские подводы прогонные деньги до Астрахани, а от туда посылаемым ныне свами из коллегии иностранных дел в Астраханскую губернскую канцелярию указом, велено вас немедленно до Кизляра отправить с надлежащим о пропуске вашем за границу и о вышепомянутой пересылке ваших писем секретным наставлением Кизлярскому коменданту. В протчем вам найкрепчайше рекомендуется о сей порученной вам комиссии по присяжной должности верное и прилежное старание иметь, но об оной отнюдь никому ни малейше не открывать також и во всех ваших разведываниях и пересылке ваших писем весьма осторожно поступать, так чтоб о том ничего в тамошних странах наружу выттить немогло. 7. В вяще же вам награждение из высочайшей ея императорского величества милости повелено военной коллегии в небытность вашу здесь остающейся жене вашей с детьми во время помянутых двух годов на пропитание давать из войнской казны обыкновенное ваше жалование с рационами и порционами сколько вы по своему чину получали. ქ. ამ გვარის ინსტრუქციის პირი ქართულის ლიტერით მომეცა აგრევ აშტარხნის ღუბერნატართან უკაზი ვოენის კოლეგიის პაშპორტი კაპიტანს კნიაზ ოთარს თუმანოვს ხელი მომიწერია (დედანში ამის შემდეგ მიწერილია: «У сей инструкции на грузинском языке подписано тако: оную инструкцию на грузинском языке, указ к астраханскому губернатору Жилину и пашпорт данной от военной коллегии, грузинского гусарского полку капитан князь Отар Томанов принял и росписался. Переводил ассесор Давид Абазадзе». საბუთს თარიღი არ აქვს, მაგრამ სხვა საბუთებიდან საფიქრებელია, რომ იგი 1754 წლის აპრილზე უფრო გვიან შედგენილი არ უნდა იყოს).

ფონდი «Грузинские дела». К–53, ფურც. 7–10. 


# 3. 1754 წ. მაისის 8. საგარეო საქმეთა სახელმწიფო კოლეგიის საიდუმლო მიწერილობის პირი სამხედრო სახელმწიფო კოლეგიისადმი, თუმანოვის ორი წლით საქართველოში მივლინების, მისი ოჯახისათვის ჯამაგირის დანიშვნის, ხოლო თვით თუმანოვის საგარეო საქმეთა კოლეგიაში გამოცხადების შესახებ. 

Секретная. Из гдрственной коллегии иностраннх дел в гдрственную военную коллегию промемория. По высочайшей ея императорского величества апробации, подписанною собственною ея величества рукою по докладе коллегии иностранных дел, в 21 марта сего 1754 года повелено: Грузинского гусарского полку капитана князя Отара Томанова, для поручаемого ему от той коллегии секретного разведывания и примечания, отпустить в Грузию на два года, а для скрытности сего намерения дать ему из военной коллегии паспорт в такой силе, что он по желанию своему для исправления домашних нужд в отечество его отпущен. А в небытность его, остающейся здесь в России жене его с детьми на пропитание давать из войнской казны обыкнвенное жалование с рационами и порционами, сколько он по своему чину получает. И поэтому ея императорского величества высочайшему повелению военной коллегии чрез сие объявляется для исполнения. И требуется: да благоволит оная военная коллегия, дав оному капитану князью Томанову такой паспорт и учинить надлежащее определение о произвождении жене его с детьми жалованья здесь в Москве и в Санкт Петербурге, где они жить будут. Прислать его, князя Томанова в коллегию иностранных дел для отправления. Подписана по сему граф Алексей Бестужев Рюмин. Граф Михаила Воронцов. Мая 8 дня 1754 г. (ბოლოს დედანში მინაწერია: «Оригинальную взял, для подания господина, ассесор Абазаце, тогоже числа»).

ფონდი «Грузинские дела», საქმე К–53, ფურც. 3. 


# 4. 1754 წ. ივლისის 17. კაპიტან ოთარ თუმანოვის მოხსენებითი ბარათი საგარეო საქმეთა სახელმწიფო კოლეგიისადმი, მისი ყაბარდოში მისვლის, ქართლ-კახეთის მეფეების მიერ ჩერქეზეთში ჯარის დაქირავების ცდის და ქართლ-კახეთის ირანის მფლობელებთან ურთიერთობის შესახებ. 

ქ. სახელმწიფოს კოლეღია უცხო საქმისა. კაპიტან კნიაზ ოთარ თუმანოვისაგან მდაბლად მოხსენება. რომელი მოველ ივლისის თოთხმეტს პატარა ყაბარდოში ოსეთის კამისიის არქიმანდრიტის პახუმის სახლში, რომელიც იმყოფებოდა ყაზის ახლოვის შვილის სახლში. ჩერქეზში ქართლის მეფის და კახის ბატონის გამოგზავნილი კაცი ციციშვილი გივი, ერთი კაცი ახლავს, ყადთან არის გამოგზავნილი აგრევ სხვას ჩერქეზებთან. თხუთმეტს ივნის დავპატიჯე (დედანში ასეა), აგრევ თექვსმეტს ჩემთან იყო. რომელიც იმისგან ითქვა, რომ დაბარებული ქონია ვიც (დედანში ასეა) ჩერქეზნი წამოვიდესო მეც ვაჩუქებ და სხვაგანაც ვაშოვნინებო. სამოცი კაცი ნაშოვნიც ყავს, სხვათ უთქომთ ჩერქეზებს, თუ კაცის თავს სამ-სამს თუმანს მომცემენ წავალთო, რასაც ვიშოვნით იმის გარდაო. ამ გივს კაცი გაუგზავნია ქართლში, მოელის იქიდამ ამბავს – იმ სამს თუმანს მისცემენ კაცის თავს თუ არა. რომელიც სამოცამდინ კაცი ყავს ახოტნიკი (ე. ი. მოხალისე – ი. ხ.) ჩერქეზნი ნაშოვნი, ის სამოცნი კაცნისა ასე თქო გივმან, რომელნიც ოსნი არს გზაზედ მსახლობელი გვარად თაგაურნი, ისინი გზას არ გვაძლევენო, არც ხიდია გაკეთებულიო. ამიტომ გზას არ გვაძლევენო, რაც უწინ ჩვენ ნათესავს ქართველ მეფისაგან ჯამაგირი გვქონდაო ის გაგვიჩინოსო. ამის ამბავსაც ელის. გამოვკითხე – აქედამე ჯარის მისვლა რათ ეჭირება მეთქი, ასრე თქო – ყოველთვის ეჭირებაო, ნამეტნავად ამიტომ გვინდაო რომე აჯი ჩალაბი და ყუბახან შერიგდენო, თუ ისინი მართლის პირობით შერიგებულანო, ასრე თქო, საქართველოს დიდი ფიქრი გვაქვსო. კიდევ რომელიც გივისაგან ითქო: ამას წინათ ქართველ მეფეს კახბატონს აღვანს აზათხანთან კაცნი გაუგზავნიათ ისპანს ყაფლანის შვილი კნიაზ იოვანე მდივანბეგი, კიდევ ყაფლანის შვილი ზალ, იმისთვის გეტანებიანთ აბდულას ქალი. ის ქალი არს მეფე ვახტანგის ძმის იასეს ბუშის ქალია. ამ ქალს ყავს ორნი ძმანი, რომელიც იმყოფებიან აზათ ხანთან პატივით. ამ ქალის ძმებისა ფიქრი აქთ, სადმე ქართლი იმას არ მისცესო აზათ ხანმანო (დედანში: „აზათხანმანმანო“). ეს ყაფლანის შვილები იოანე და ზალ გამოუგზავნია აზათხანს. ერევანს მოსულან, იქიდამე ერთი თარაქამა გამოუგზავნია, ქართლში მოსულა და იმას უთქომს: ქართლის მეფისათვის, კახბატონისათვის ხალათები მომაქვსო, აგრევე თავადებისათვინო. აზათხანს რომე ისპანი აუღია თხუმეტი ათასი კაცი ყოლია, ახლა ოცდაათი ათასამდინ ჯარი ყავსო (დედანში მოხსენების დასასრულს აშიაზე მიწერილია: „აზათხან მულამს მოვა სადმე ჯარით, იქ დაიბარებსო თავის კაცებსაო, იმ თარაქამას უთქომს“). ათას შვიდას ორმოცდათოთხმეტს ივლისის ჩვიდმეტს. კაპიტანი ოთარ თუმანოვი.

ფონდი «Грузинские дела», საქმე К–53, ფურც. 21–22. 


# 5. 1754 წ. ივლისის 24. კაპიტან ოთარ თუმანოვის მოხსენებითი ბარათი, მისი სტეფანწმინდას მისვლის და აღმოსავლეთ საქართველოში ლეკების სათარეშო რაზმების გადმოსვლის შესახებ. 

სახელმწიფოს კალეღია უცხოს საქმისა. კაპიტანის კნიაზ ოთარ თუმანოვისაგან მდაბლად მოხსენება. ათას შვიდას ორმოცდათოთხმეტს ივლისის ოცდასამს ქართლის მამულში მოველ – სტეფანწმინდას. ამ დღეს ამათგან გავიგონე რომე, მართალიც არის ივლისში ლეკი გადმოსულა. ორს ალაგს ადგიანო, ერთი ზემო ქართლში რუის, მეორე სახელი ვერ შევიტყე. საქართველოს მეფე თეიმურაზ თავის შვილით იმათზედ მისულან. ჯერ სხვა ამბავი ამას გარეთ არა უთქომთ რა. ამას დონეშენიას უწინ ყიზლარელის აზნაურიშვილის ხელით, რომელიც ჩერქეზია მონათლული იმას ჩერქეზულად ადილგერა ქვიან, იმას გამოვატანე ყიზლარის კამედანტთან. ეს მეორეც ჩღნდ ივლისის კდ დაიწერა. ამ დანაშენიაში კაპიტან ოთარ თუმანოვს ხელი მომიწერია.

ფონდი «Грузинские дела», საქმე К–53, ფურც. 23. 


# 6. 1754 წ. სექტემბრის 4. ასტრახანის გუბერნატორის გენ. მაიორის ჟილინის მოხსენება საგარეო საქმეთა სახელმწიფო კოლეგიისადმი, საქართველოში გამგზავრებულ თუმანოვისაგან მიღებულ ორი მოხსენებითი ბარათის კოლეგიაში გადაგზავნის შესახებ. 

О секретном деле, гдрственной коллегии иностранных дел, от генерала маиора астраханской губернии губернатора Жилина доношение. Минувшего июля 15 числа сего года, гдрственной коллегии иностранных дел от меня донесено, что по указу ея императорского величества из гдрственной коллегии иностранных дел от 27 числа мая сегож года грузинского гусарского полку капитан князь Отар Туманов, под видом отправления домашних своих нужд а в самом деле для разведания о заграничных известиях, из Астрахани чрез Кизляр в Грузию отправлен, и посланным в Кизляр к бригадиру и коменданту Фрауендорфу ордером велено, получаемые от него капитана из Грузии пакеты для отправления в гдрственную коллегию иностранных дел присылать ко мне безукоснения с нарочными. А сего сентября 3 дня получил я ис Кизляра, при рапорте от оного бригадира Фрауендорфа полученные им от него капитана Туманова два пакета подписанные грузинским писмом на имя гдрственной коллегии иностранных дел, которые при сем в гдрственную коллегию иностранных дел и отправлены. Алексей Жилин. Сентября 4 дня. № 62, 1754 года. Секретарь... (ხელრთვა არ ირჩევა)

ფონდი «Грузинские дела», საქმე К–53, ფურც. 17. 


# 7. 1754 წ. დეკემბრის 1. კაპიტან ოთარ თუმანოვის მოხსენებითი ბარათი საგარეო საქმეთა სახელმწიფო კოლეგიისადმი, აღმოსავლეთ საქართველოში ლეკთა თარეშით გამოწვეული ზარალის, ქართველი ელჩების რუსეთიდან დაბრუნების და ირან-თურქეთში მომხდარ ამბების შესახებ. 

სახელმწიფო კალეღია უცხო საქმისასა. კაპიტან კნიაზ ოთარ თუმანოვისაგან მდაბლად მოხსენება. ჩღნდ მკათათვის ოცდაათს ქართლში მეფებთან მოველ, ხელთუბანს ბძანდებოდნენ. მეორეს დღეს ვიახელ. რომელიც ქართველთაგან გავიგონე: ლეკის ჯარნი წამოსულიყვნენ. ეს ჯარი გაყოფილიყო, ზოგნი ფერსიანში წასულიყვნენ ზოგი ქართლში დაფანტულიყვნენ. ამ ჯარისაგან ათასი ლეკნი მკათათვის ცამეტს ხიდისთავს სოფელში შემოსდგომოდათ, ათი კაცი ცეცხლში დაეწოთ, იქიდამ დირბს სიმაგრეში შემოსდგომოდათ. მკათათვის თვრამეტს მეფები მიხდომოდნენ, შებმულიყვნენ და მოეკლათ ლეკნი ასორმოცამდინ, სხვანი ღამით გაპარულიყვნენ. ქართველი დაჭრილიყო კნიაზი ორი, ჯარის კაცი მოკლეს თუ დასჭრეს ორმოცამდის. აგვისტოს ორს მეფე ერეკლე წაბძანდა კახეთს, სხვა ლეკნი კიდევ გამოსულიყვნენ კახეთში, ხუძუხის ბატონი სამიათასამდინ ლეკი ყვანდა. მეფე ერეკლე რომ კახეთს წაბძანდა ის ხუძუხელნი ლეკნი ქართლში მოვიდნენ, აგვისტოს თორმეტს დუშეთს და ბაზალეთს მოუხდენ ცოტა რამ ტყვე იშოვნეს, პირუტყვი სულ წაიყვანეს. მოვიდნენ მუხრანს, მჭადის ჯვარის ციხეს შემოადგნენ. აგვისტოს თექვსმეტს მეფე ერეკლე მობძანდა, ორი ათასამდინ კაცი ახლდა, მეფე თეიმურაზ და მეფე ერეკლე ერთათ შეიყარნენ. აგვისტოს ცხრამეტს მეფები შებნენ ხუძუხელებს, მოკლეს ლეკნი ოთხას სამოცამდის. რომელიც დაფატულის ლეკებისაგან ქურდულად წახდა: აგვისტოს ერთს, სოფელი მწყნეთი – მოკლეს თუ დატყვევეს სული ორმოცი, პირუტყვი სულ წაიყვანეს; აგვისტოს ათს რუისიდამ, სურამიდამ ტყვე შვიდი რამთონიმე პირუტყვი; აგვისტოს თოთხმეტს, ბეყამიდამ ტყვე ოცამდინ; აგვისტოს ოცდაერთს, წავკისიდამ ტყვე ხუთი, მოკლეს ხუთი; აგვისტოს ოცდასამს ვერეს მოუხდენ, მეფე ერეკლე გაბძანდა ლეკები გაიქცენ; აგვისტოს ოცდასამს სხალტბას სოფელს მოუხდენ, მოკლეს თუ წაიყვანეს ტყვე თოთხმეტი; სეკდებრის სამს ტაბახმელადამ წაიყვანეს ტყვე ორი, მოკლეს ოთხი, იმავ დღეს ოთხი ტივი წახდინეს ფქვილით და ქერით სავსე; სეკდებრის ექვს კიდევ მწყნეთიდამ ტყვე სამი; სეკდებრის თორმეტს დიღმიდამ ტყვე ერთი, ვერედამ ტყვე ორი, ამავ დღეს ხოვლედამ წაეყვანათ ტყვე, თუ მოეკლათ თოთხმეტი; სეკდებრის თექვსმეტს წავკისიდამ ტყვე ერთი, მოხისიდამ ტყვე ორი, გუთნეული შებმული ორი; სეკდებრის ოცს სავალისშვილოში მოეკლათ ლეკი ხუთი, ქართველი დაჭრილიყო სამი; სეკდებრის ოცდა ხუთს ხაშმზედ ქარავანი წაეხდინათ, ამავ დღეს ყოჩაქლისიას მოუხდენ, წაიყვანეს ტყვე ხუთი, მოკლეს ლეკი ერთი; სეკდებრის ოცდაექვს მცხეთას და ავჭალას მიუხდენ, ცოტა რამ პირუტყვი წაეყვანათ; სეკდებრის ოცდაშვიდს ბოლნის მოეკლათ ლეკი ერთი. ოკდობრის ერთს საბაშიოს ნუნიდამ წაეყვანათ ტყვე ოცამდინ, კიდევ საბაშვილოდამ ამ წელს წაეყვანათ ტყვე ორმოცამდის, ამავ დღეს წაეყვანათ სოღალუხიდამ ტყვე შვიდი, მოეკლათ ორი, ჯორი წაეყვანათ ოცამდის, თელათ გორის ნახირი წაეღოთ; ოკდობრის სამს ბოლნისის გზაზედ შებმული ურემი ორი, ტყვე ორი; ოკდობრის ხუთს გორიდამ წაეყვანათ შებმული გუთნეული ერთი, ცხენი ოცამდის, ტყვე ერთი, ოკდობრის შვიდს კალოუბნიდამ (დედანში „ლოუბნიდამ“) მონასტრიდამ მოეკლათ კაცი ხუთი, ტყვე წაეყვანათ სამი; ოკდობრის ათს წისქვილებიდამ წაეყვანათ ტყვე ოთხი, მოეკლათ ლეკი ერთი, ამავ დღეს საფალავანდისშვილოდამ წაეყვანათ ტყვე ოცამდის; ოკდობრის ათს კახეთის საგარეჯოს სოფლიდამ ციხეში გარდაპაროდნენ, დაეტყვევებინათ სული სამოცამდის, მოეკლათ კაცი ორი, ეს ტყვები მარტყოფელებს დაეყრევინებინათ, მოეკლათ ლეკი ერთი, მანავის ბოლოს მოეკლათ ლეკი ხუთი; ქისიყიდამ წაეღოთ გუთნეული ექვსი, ტყვე ორი, მოეკლათ კაცი ორი; შილდიდამ მოეკლათ კაცი სამი, დაეტყვებინათ ოთხი; ქისტაურიდამ წაეყვანათ ნაცვალი ერთი, კახეთს რასაც ლეკნი ჭარელები ქურდობენ და ახდენენ, კახელებიც პასუხს უშვრებიან, ქურდობით და ცხადად დაკლებას ცდილობენ; ოკდობრის ცამეტს კუმისიდამ ხუთასამდის ცხვარი წაიყვანეს, დატყვევეს სული ოთხი, მოეკლათ ლეკი ერთი, ოკდობრის თხუთმეტს კიდევ კუმისიდამ ჩომა დაეტაცათ მოეკლათ თუ დაეტყვებინათ კაცი თუ ქალი ცხრა; ოკდობრის თექვსმეტს ქერეს მიხდომოდენ, მოეკლათ ლეკი სამი; ოკდობრის ოცს მწყნეთს კიდევ მოეკლათ თუ დაეტყვებინათ კაცი ოთხი; ოკდობერს ოცდახუთს ავჭალის ბოლოდამ წაეყვანათ ურმები შებმული, ტყვე სამი, კიდევე კოდიდამ ურმები შებმული, ტყვე ორი; ოკდობრის ოცდარვას ქალაქს შეშის მომტანი წაეყვანათ კაცი სამი; ოკდობერს ოცდაათს ქალაქს მიმავალს კაცებს დახდომოდენ დაეტყვებინათ კაცი ოთხი; ოკდობერს ოცდათერთმეტს შეშაზედ ყოფილიყვნენ დაეტყვებინათ კაცი ხუთი, დაბალი ჯორი ორმოცამდინ; ნოემბრის ხუთს ქალაქის პირის სოფლებში შეშაზედ ყოფილიყვნენ, წაეყვანათ კაცი ცხრა, ამავ დღესვე არაგვის პირიდამ მოეკლათ და დაეტყვებინათ სული თერთმეტნი. ჩღნდ ნოემბრის ცხრას კნიაზ სვიმონ მაყასშვილი არქიერეს ათანასეს კრებული მოვიდნენ აქ თბილისის ქალაქში. რაც ყოვლად მოწყალის ხელმწიფის წყალობა მოუვიდათ დიდად მადლობით მიიღეს, ვგონებ რომ რითაც შემძლებელი იყვნენ ქრისტიანობის მორჩილი იყვნენ. თუმცა მეფეს შეძლება ქონდეს, რომ სამი ათასამდინ ნოქარი თეთრით დაიჭირონ, ყოველთვის ტოლნუხს ჯამაგირს მისცემდენ. ამ ქვეყანას გზა მიეცემა, რომ როცა დიდი ჯარი მოუხდეს, ჯამაგირით დაჭერილი ნოქრის ჯარი და საქვეყნო ჯარიც დაგროვდეს პასუხის მიცემა შეძლებათ. ამ ქვეყანას ქრისტიანი ნოქარი კიდეც ამდონი იშოება ამ თარიღში, რომ ცოტას კაცს ქურდულად მოსულს პასუხი მისცეს. მაგრამ ამათ თეთრი არა აქვთ, ამ საქმით ამ ქვეყანას უჭირს მტერი გაძლიერებული ყავს, გლეხის კაცის მუშაობის დროს ყოველთვის მაშინ აუტყდებიან. ამათი ტყვე და საქონელი მიუდის დაღესტანისაკენ, იქიდამ ტყვე ისყიდება ყირიმში. ამ ხანათ გადიდებული ყიზილბაში არავინ სჩანს რომ იმათკენ იყვნენ. ფარსიანში აზათხან არის ავღანი რომ იმას უჭირავს ერევნიდამ დაჭერილი თავრეზი და ისპანი. ამ წასულს ზაფხულში შირაზიც დაუჭერია. აზათხანს ამ მეფების მოყრობაც მოუნდომებია წასულს წელიწადებში. ამათაც მათლაბი ქონიათ, ამისთვის რომ უწინ წასულს წლებში მეფე ერეკლე ერევანს ბძანებულა, ის ავღანი აზათხან მოხდომია მეფეს ერეკლეს დიდათ გამარჯვებია აზათხანზედ დიაღ მცირეს ჯარით, რადგან ფერსიანები თათარნი სულ ამაზედ გულ ნაკლულად არიან, ამიტომ უფრო რომ ესენი ქრისტიანათ არიან, იმ მტრობის მორიდებით იმათ გაუერთებლობისათვის ერთი არ შექნილიყვნენ რომ საქართველოს უფრო ძალი არ დაემართოს, იმიტომ აზათხანს რომ უთხოვნია ერთი თავის მოყვრის ქალი მიუციათ რომ დედმამა თათრად ყოლია, თვითან ქალიც თათრად ყოფილა. ამ ქალის ძმები ორი აზათხანთან არიან თათრად, იმათვე უთქვამთ ჩემი და ჩამოაყვანინეო, რადგან იმათ უთქვამთ და თათრადაც ყოფილა ამათაც მიუციათ. ერთი ბიძა და ერთი ძმა იქ თათრად არიან, ერთი ბიძა თავის შვილებით და ერთი ძმა აქ მეფებს მოუქრისტინებიათ. ეს ქალი რომ გაეგზავნათ ისპანს, ამ ქალისათვის გაეტანებინათ კნიაზ იოვანე მდივანბეგი და ზალ ყაფლანის შვილი, აზათხანს დაებრუნებინა ქართლში გამოეგზავნა, თავისი კაცი მამადბეგ თან გამოეტანებინა, ქალის მადლობა შემოეთვალა აზათხანს, ფეშქაშები გამოეგზავნა მეფებისათვის დედოფლებისათვის თავადებისათვის. ეს მამადბეგ გორს მოსულიყო ჩღნდ მკათათვის ოთხს. ამა მეფებმან გაისტუმრეს მამადბეგ, თავისი კაციც ბარათასშვილი თან გატანეს, ესენი წავიდნენ ჩღნდ ოკდობრის ერთს. ეს აზათხან ამათი კაის მდომეც რომ იყოს, ამ ხანათ იმისგან მოშველებაც არ იქნება, არც ერთმანეთს ენდობიან ასრე მგონია. ჩღნდ ოკდობრის თერთმეტს თავრეზიდან შათირი მოვიდა აქ ქალაქს. მართლაც არის აზათხან გასწყრომია მერაბხანს და მერაბხან მოუკლავს. აზათხან შირაზიდამ ლარს წასულა. ოკდობრის თერთმეტს აქეთ აზათხანის ამბავი აღარა მოსულა ფარსეთიდამ. ამას წინათ წასულს წლებში ჩალაბის შვილი მოსულიყო ქართლის დასარბევად. მაშინ მეფეს ერეკლეს ჩერქეზნი გარდმოეყვანა თვითონაც ჯარი შეყარა, მიხდომოდა აჯი ჩალაბის შვილს, მეფეს ერეკლეს დიაღ გამარჯვებოდა, ჩერქეზნიც დიაღ კარგად ყოფილიყვნენ დიდად გამარჯვებოდათ. კარგად გარჯილიყვნენ ჩერქეზის ჯარი, მაგრამ ბევრი გამოერთმევინათ, ამათ იმდონი შეძლება აღარ აქვთ რომ იმათ დაპატიჯონ ან თეთრის მიცემა შეძლებოდეთ, მე ასე ვგონებ აგრევ გაჯას შავერდი ხან ზის ექვსას-შვიდასი კაცი ეყოლება. სოფლები სულ აოხრებით აქვს, მაგრამ ქრისტიანის კაცების ჩაგვრას და მტრობას დიაღ ჩემობს. სომხები იმყოფებიან სიღნაღად კულისტანის ციხეში. თავი კაცი მელიქი უსუფ და მელიქ ათამ ქვიან, ამათ ათას ხუთასამდინ კაცი ეყოლება. ამ სომხებს მიხდომია ფანახან, სომხებს გამარჯვებია. მოუკლავთ ფანახანის კაცნი სამასამდინ, ეს ომი ყოფილა ჩღნდ აგვისტოს ოცდაექვს. ჩღნდ მკათათვის ოცდაშვიდს თურქის მამულში ლეკნი მიხდომოდნენ, კოკია ქვიან ახალციხის ფაშის არის, სიმაგრეში გარდაპაროდნენ შვიდასამდის კაცი თუ ქალი დაეტყვებინათ, ქრისტიანებიც წაეყვანათ, ვერც ახალციხიდამ ფაშა, ვერც ყარსიდამ ვერა უშველეს რა. ამ ზამთრობით თურქის მამულში აქეთ მხრის ნაპირისაკენ მეციხოვნეს გარდა მომატებულის ჯარის ამბავი არა ჩანს რა თურქის მამულში. ჩღნდ დეკემბრის ა (თუმანოვის ხელრთვა „კაპიტან კნიაზ ოთარ თუმანოვი ხელი მომიწერია“ თვით ტექსტში არის ჩართული აბზაცების დასასრულებზე განაწილებული).

ფონდი «Грузинские дела», საქმე К–53, ფურც. 29–35. 


# 8. 1755 წ. თებერვლის 7. კაპიტან ოთარ თუმანოვის მოხსენებითი ბარათი საგარეო საქმეთა სახელმწიფო კოლეგიისადმი, ქართლში ლეკთა თარეშის და თურქეთ-ირანში მომხდარი ამბების შესახებ. 

სახელმწიფოს კოლეღიას უცხოს საქმისა. კაპიტან კნიაზ ოთარ თუმანოვისაგან მდაბლად მოხსენება. ჩღნდ დეკემბრის ერთის დაწერილი წიგნი გამოვგზავნეთ, ყიზლარის კამედათს მიერთმევოდა. რაც ამბავი იყო იმ წიგნით მოგხსენდებათ. იმ წიგნს აქეთ, ქართლიდამ წაიყვანეს ქურდულად ლეკებმან დეკემბრის ჩვიდმეტს მარნეულის გზიდამ ტყვე ოთხი. დეკემბრის ოცდაერთს დატყვევეს თხილოვნის გზიდამ ტყვე სამი; დეკემბრის ოცდაცხრას დატყვევეს ლეკებმან ვაყიდამ ტყვე თერთმეტი. ჩღნე იანვარში ამბავი მოვიდა, რომ აზათხანი (დედანში „აზათხანს“) შირაზს იქით ერთ სიმაგრეში მიხდომია სეფიხანს, აზათხანს დამარცხებია, თოფხანა იქ დარჩომია, თვითან ისპანს მისულა. იმ სეფხანს ამდონი ძალა არ ქონია რომ თან მოყოლოდა. ეს აზათხან ისპანს ჯარს იგროებს, ასრე ამბობს, სამმე ტახტი მე მიჭირავსო გაყენებას აპირობსო, მას უკან ვინც არ მამივა თაბას უზამო. ამ დამარცხებას მითამ არად იგდებს, თავრეზს და ერევანს კაცნი გამოუგზავნია, ჯარს იყრის აზათხან. ფერსიანში დიაღ არეულობა არის. ზოგიერთი ელი ქართლიდამ წასული ბორჩალუ ერევნიდამ ისევ მოსვლას აპირებენ ქართლში. ამიტომ ფერსიანში არეულობა არის. ჩღნე იანვარში ახალციხიდამ ამბავი მოვიდა ხოთქარი მომკვდარა სხვა დაუსვამთ. ახალციხის ფაშა ძველს ხოთქარს გამოეცვალა, იმისივე ძმისთვის მიეცა ახალციხის ფაშობა, აფუზ მამად ფაშა ქვიან. იმ ძველის ფაშისთვის ვანის ფაშობა მიეცა. ყარსიდამე ამბავი მოვიდა ჭორად, რომე ორი ფარმანი მოვიდაო ახალის ხოთქრისაგანაო, ერთი თავისის გახოთქრებისა, მეორე ეგიჩრის ულუფისაო, ეგიჩარს აძლევსო პატივსაო. კიდევ ჭორად გავიგონეთ, ამ შემოდგომაზედ აზრუმს ჟამი იყოო, ახლა ზამთარში გარდავარდაო. ყარს, ახალციხეს, ფერსიანში, ქართლში სიმთელე არის. დაიწერა ეს წიგნი ჩღნე თებერვლის შვიდს. კაპიტან კნიაზ ოთარ თუმანოვს ხელი მომიწერია (თუმანოვის ხელრთვა „კაპიტან კნიაზ ოთარ თუმანოვს ხელი მომიწერია“ თვით ტექსტში არის ჩართული აბზაცების დასასრულებზე განაწილებული).

ფონდი «Грузинские дела», საქმე К–53, ფურც. 46–47. 


# 9. 1755 წ. მარტის 21. კაპიტან ოთარ თუმანოვის მოხსენებითი ბარათი საგარეო საქმეთა სახელმწიფო კოლეგიისადმი, თურქეთსა და ირანში მომხდარი ამბების შესახებ.  

სახელმწიფოს კალეღია უცხოს საქმისა. კაპიტან კნიაზ ოთარ თუმანოვისაგან მდაბლად მოხსენება. ჩღნე თებერვლის თვრამეტს ერევნიდამ ამბავი მოვიდა, თურქნი ლაშქრობას აპირობენო, ხოთქარს ლაშქრობა უბძანებია, კიდეც შიშობენ სადმე აქეთ არ ილაშქრონო. კიდევ მარტის შვიდს თბილისის ქალაქს თოხათიდამ სომეხი მოვიდა არუთინა გასპარაშვილი. თოხათიდამ წამოსულიყო დეკებრის ოცდაშვიდს, ამან თქვა თოხათს ამბავი მოვიდაო კოსტადილპოლიდამაო რუსეთის ელჩი და ფრანგის ელჩი დაითხოვესო. ჭორად გავიგონე რუსეთზედ და ფრანგზედ ლაშქრობა აქვს ხოთქარსაო, ზოგიერთი ადგილის ფაშები დაუბარებია. ამ თარიღში ამგვარი ამბები მოვიდა, ვცდილობ მართალი შევიტყო და მოვახსენო. ფერსიაში ამ თარიღში აზათხან ზის ისპანს, დიაღ არეულობა არის ფერსიაში, გვიან გვიან მოდის ამბავი გზის არეულობისაგან. საქართველოში ქურდნი ლეკნი არიან, მეფემ ერეკლემ კახეთის ჯარი მოაყვანინა, რაც მოხდება მოვახსენებთ. ქურდი ლეკნი ძალას შვრებიან იტაცებენ, სოფლებს აოხრებენ. სიღნაღის სომხები უკუდგომილსავით არიან თავის ადგილში, ფანას ხანს და თათრებს არავის ემსახურებიან ამ ხანათ. ვგონებ მეფე ქართლის და მეფე კახეთის, რაც ამ მეფებს შეძლება ქონდეს, ქრისტიანობის სამსახურის მოწადენი იყვნენ. კიდევ ეს ამბავი ითქო, აქიმ ოღლი ალი ფაშა არის რომ სულთან მამუდის დროს ორჯერ ვეზირ აზამობა მიუცემია. ბათუს ვეზირი იყო, ის დაუბარებიათ რომ ვეზირ აზამათ დასვან. ის ალი ფაშა აქით ფესიცკის ქვეყნის ბელადი არის, მაშინ ფესიცკის ქვეყანა რომ ხოთქარს ეჭირა ის ალი ფაშა სალაშკროდ ყოფილა ადერბეჟანის ქვეყანაში. კაპიტან კნიაზ ოთარ თუმანოვს ხელი მომიწერია (თუმანოვის ხელრთვა თვით ტექსტში არის ჩართული აბზაცების დასასრულებზე განაწილებული). დაიწერა ესე მოხსენება ჩღნე მარტის კა.

ფონდი «Грузинские дела», საქმე К–53, ფურც. 51a–52. 


# 10. 1755 წ. ნოემბრის 20. კაპიტან ოთარ თუმანოვის მოხსენებითი ბარათი ყიზლარის კომენდ. ფონ-ფრაუენდორფისადმი, ლეკების და სხვა მთიულ მაჰმადიანების კახეთზე თავდასხმის, ირან-თურქეთში მომხდარ ამბების და საქართველოდან თუმანოვის გამოსამგზავრებლად მზადების შესახებ. 

ქ. კეთილშობილს და მაღლად პატივცემულს ჩემს მოწყალეს უფალს ბრიღადირს, კიზლარის კამედატს ივან ლიოვიჩს ფოფროვიდოვს (დამახინჯებულია, უნდა „ფონფრაუენდორფს“), მრავალს მოკითხვას და სამსახურის ნატვრას მოვახსენებთ. აქ ამბავი მოვიდა თურქწკის მამულში ბაიაზეთში და ყარსში ჭირვება-ჟამი გაჩენილა. ახალციხესაც ჭორად ამბობენ ლეკები მოდიან თურქის მამულსაც არბევენ, კოკია და ბარალეთიც დაურბევიათ. ქრისტიანს არბევენ და ატყვევებენ, აგრევე ყარსს ყაზახობენ. სადმე მანდით ლეკის მხარეს გაუფრთხილდი ჭირვებას და ჟამს. მართალია ბაიაზეთში და ყარს ჭირვება და ჟამი გაჩენილა, ქართლში სიმთელეც არის, არც ჭირი და არც სხვა სნეულობა არა არის რა. ჯერ თურეცკისას ჭორად ამბობენ გაზაფხულზედ ლაშქრობას აპირობენო, ეს არა ჩანს საით აპირობენ, არც ამ ამბავს ეტყობა სიმართლე ისრე ჭორად ამბობენ. ქართლში ხუძუხის ბატონი მოუხდა, კახეთს ყორელში ციხეს შემოადგა. აჯი ჩალაბის შვილი ხუძუხის ბატონის შვილთან იყო, აგრევე კაკის სულთანი, ჭარელებიც და განჯის ჯარიც იყო. იქნებოდენ თვრამეტ ათასამდინ კაცი. ყვარლის ციხეს შემოადგენ აგვისტოს ოცდაათს. სეკდებრის ოცდაშვიდს, ქართლისა და კახეთის მეფებმან ყორელის ციხეში ჯარი შეგზავნეს, ციხეზედ რომ სიბა მიეტანათ ის დაუწვეს. სეკდებრის ოცდარვას გაეცალენ. ამ დროებში მეფე ერეკლე ჯარით მიუხდა ჭარის ნაპირებში, ზოგიერთი სოფლები დაურბია. ეს რომ შეიტყვეს ჭარელები, კაკის სულთანის, გაჯის ჯარი, აჯიჩალაბის შვილი ხუძუხის ბატონს მეცალენ, თავთავის ადგილს წავიდნენ, ხუძუხის ბატონი ორის სამის ათასის კაცით აქ ქართლში დიდროვანს ტყეებსა და სიმაგრეში დადგა, ყაზახობდა და ქურდობდა, სოფლის სოფლამდინ გზებზედ დიაღ ძალას შვრებოდა. საქართველოს ჯარი და კახეთის აქ მეფებს ახლდენ, მაგრამ მიდვრად ვერ დახელეს შესაბმელად. ხან ერთ სიმაგრეში დგებოდა, ხან მეორეში. ახლა განჯის გზისაკენ წავიდა თავის ქვეყნისაკენო. ფერსიანში დიაღ არეულობა არის. სეკდებრის ექვს ჩაფარი მოვიდა, ამბობენ აზათხან ყენათ დაჯდომას აპირებსო, ახლა ისპანს არის. თეთრის სიქა თავის სახელით მოუჭრევნებია, და ჯერ ჯიღა არ დაურჭვია. სიღნაღის სომხის მელიქი უსუფ აქ მეფებთან მოვიდა თავის ცოლშვილით, სამოცამდინ კაცი ყავდა, სიღნაღი დაუცლია, პურისა დიაღ ძვირობა ყოფილა. უაზუღობას ძალა უქნია, გლეხი რაიათი ფანას დარჩენია. მელიქს ათამს ცოლშვილი გაჯას გაუგზავნია, თვითონ ისევ ჯერ თავის ციხეში არის, მაგრამ ამ ხანათ მშველელი არავინ უჩანთ. უწინაც მინდოდა მეფებს დავთხოვნოდი წამოვსულიყავ, მეფები აქ არ არიან კახეთს ბძანდებოდენ, ამ ზაფხულს ლეკის შიში იყო. ოკდობრის ხუთს მეფები აქ მოვიდნენ მე დავეთხოვე. ამ ხანებში ისევ კახეთში წაბძანდა. მობძანდება მეც დავეთხოვები და წამოვალ. მოველი თქვენგან ჩერქეზის ბატონს ბათიყოს წიგნი მოსწეროთ, რომ მაგ მთაზედ არა დამიშავდეს რა. ეს ჩემი მოწერილი მანდ გადაწერინე სახელმწიფოს ინასტრანის კალეგიაში გაგზავნე. დაიწერა ნოემბრის კ (საბუთში წელი მოხსენებული არ არის. თარიღდება საქართველოს ისტორიაში კარგად ცნობილ და აქ დაწერილ ფაქტების მიხედვით). თქვენის სამსახურის მონატრე კაპიტანი კნიაზ ოთარ თუმანოვი.

ფონდი «Грузинские дела», საქმე К–53, ფურც. 57–58. 


# 11. 1756 წ. მარტის 23. კაპიტან ოთარ თუმანოვის მოხსენებითი ბარათი საგარეო საქმეთა სახელმწიფო კოლეგიისადმი, ანტონ I კათალიკოსის გაკათოლიკების, თურქეთის ამბების, ქართლში ლეკთა თარეშის და პაატა ბატონიშვილის განჯელ შავერდი ხანთან ყოფნის შესახებ. 

სახელმწიფოს კალეღიას უცხოს საქმისას. კაპიტან კნიაზ ოთარ თუმანოვისაგან მდაბლად მოხსენება. ქალაქსა თბილისისასა იმყოფებოდნენ პატრები, რვა ქონდათ საყდარი, ერთი თბილისს, ერთი გორს, ამათ გარდაეცვალათ ზოგიერთი სომეხთა და მცირე რამე ქართველთაცა. ერის გული ქართლის კათალიკოზი ანტონი, რომელი იყო მეფის თეიმურაზის დისწული, ეს კათალიკოსი ანტონი პატრებს აძალიანებდა. საქართველოს ხალხი ამბობდნენ კათალიკოზი რომის სარწმუნოებაზედ მიქცაო და გამართლდა. შეიტყვეს ანტონის კათალიკოზის გარდაქცევა, ათას შვიდას ორმოცდათხუთმეტს დეკემბრის თექვსმეტს მეფე ერეკლე კახეთიდამ მომბძანდა, მასვე ღამესა შეკრიბნეს ეფისკოპოზნი არქიმანდრიტნი, სამღვდელონი აგრევე თავადნი. მასვე ჟამსა ორნი არქიმანდრიტნი ზინონ და სვიმონ მოციქულად მიუგზავნეს კათალიკოზს ანტონის, ჭეშმარიტი სარწმუნოება კითხეს, მან აღიარა ბერძნის სარწმუნოებიდამ გასვლა და რომის სარწმუნოებაზედ მისვლა. და მასვე ჟამს წამოაყენეს კათალიკოზის მახლლობელნი ხუთნი სამღვდელონი, ერთი სომხის ტერტერა, ამათ უფრო აღიარეს რომის სარწმუნოებაზედ მისვლა. ეს ანტონი მასვე ჟამსა კათალიკოზობიდამ გადაყენეს და წირვისაგან გაკვეთეს, ხუთნი სამღვდელონი და ერთი სომხის ტერტერა მეორეს დღეს გაკრიჭეს. მერმე რა ეს დაკრეჭა ესმა ანტონის, დანაშაულზედ თავი დასდო, მართლმადიდებლობაზედ დადგომა თქვა, წიგნით და აღთქმით ფიცი დასდვა. მერმე სულ წამოთქვა რაც რომის სარწმუნოება ქონებოდა, თავისის სიტყვით რომ თქვა თვრამეტი თვე დაეყო ანტონის რომის სარწმუნოებაზედ იმათი ახსარებით და ზიარებით. ახლა კათიხევს გაგზავნეს, ეს განუწესეს: რადგან თვრამეტი დაეყო თვე აგრევე თვრამეტს თვეს წირვისაგან დააყენეს, ოდეს თვრამეტი თვე გავიდეს წიგნი დაუწერეს შეწყნარებისა წირვის დასტური მისცეს, ეს ფიცი და შეჩვენება დადებინეს და წიგნით დამტკიცეს რომ არასფრის მიზეზით ანტონის კათალიკოზობა აღარ იქნეს. ამ რიგი შეწყნარების წიგნი მისცეს, თუ უნდოდეს აქავ დადგესო თუ უნდოდეს საბერძნეთში ან საცა უნდოდეს წავიდესო. ათას შვიდას ორმოცდათხუთმეტს დეკემბრის ოცს პატრები დაითხოვეს, საცა გინდოდეს წადითო სხვა არაფერი არ აწყინეს რა. დეკემბრის ოცდასამს ქალაქიდამ წავიდნენ, ფრანგის საყდარს ქართველის საყდრად აკეთებენ. ათას შვიდას ორმოცდათექვსმეტს იანვრის შვიდს ერევნიდამ კაცი მოვიდა იმას ეთქვა აზათხანს დამარცხებიაო, ზოგი ამბობენ კიდეც მოუკლავთო. ერევნის ხალხი ფიქრში არიანო. პირველი ამბავი იყო ჯერ წიგნი არავის მოსვლოდა, ფერსიაში დიაღ არეულობა არის. კიდევ სომხებისაგან გავიგონე რომე თურეწკის ქვეყანაში განუწესებია ხოთქარის ჩათაჩი აბდულა ფაშა, სარასკრობა მიუცემია, ეს ჩათაჩი აბდულა ფაშა რომ სარასკარი არის ეს ტრაპიზონს არის. სადმე ასრე ჭორად ამბობენ ქრისტიანებზედ ილაშკრებსო. ამ ჩათაჩი აბდულა ფაშას ზალუმს კაცს ამბობენ, უსამართლო გაუშინჯავი კაცი არისო, ხალხი ამბობს, ვისაც უნახავს სადმე, საქმის წამყვანი კაცი არ არისო. კიდევ ექიმოღლი ალიფაშა რომ იყო კარზედ ვეზირად იჯდა, რომ დაჭერილი იყო, ის აქიმოღლი ალიფაშა ხონთქარს გამოუყვანია, ზოგი ამბობენ ვეზირად დასვამენო კარზედ, ზოგი ამბობენ ანგურის ქალაქში დასმენ ვეზირათო. ბაიაზეთში, ყარსში, ახალციხეს ჟამი არის, ქართლში მშვიდობა არის, არც ჟამი და არც სხვა სნეულება არა არის რა, სიმთელე არის. ათას შვიდას ორმოცდათექვსმეტს იანვრის თორმეტს ქალაქიდამ წამოველ თებერვალს რვას ყაზახში მოველ (აქ ერთი სიტყვა გაურკვეველია). ვიყავ, მარტის ოცდასამს ყიზრარში მოველ. მეფე ქართლისა და მეფე კახეთისა ქალაქში იყვნენ მე რომ მოვდიოდი, მეფები ბძანებდენ რუსეთის ერთგულობაზედ თავის დადებას, მაგრამე სხვა რიგად შინჯვენ მანდ რომ მოვალ ჯათებით მოვახსენებ. ქართლი დიაღ ქურდის ლეკისაგან გათავებული არის რომე ყოველთვის მოსვენება არა აქვთ, მაგრამ კიდევ ვგონებ რომ მეფებმა ან თუნდა თურქეწკნი ჩამოვიდნენ ქართლში რამოდენიმე ხანი სიმგრეში გაუმაგრდნენ. მაგრამ ქალაქის გამაგრება არ შეუძლიათ მთების სიმაგრეში ვგონებ რომ გაუმაგრდნენ. იქ ქართლში ზოგიერთის კაცისაგან დაფარული პარტიები არის, ბევრიგად ჭორი და ტყვილები გაიშლება ხოლმე. ქართლის საავალიშვილოში კნიაზ პეტრე ავალიშვილი ხეობაში დაყენებული არის მეფისაგან, რომ ახალციხიდამ არავინ გარდმოუშვას, ჟამისა ეშინიათ მოყადაღედ არის. რომელიც სომხის პირველი პატრიარქი იყო ეჩმიაძინს იჯდა, რომ თათრულებ უჩქილისას ეძახიან, ის პატრიაქი ნოემბრის თვრამეტს მოკვდა. საქართველოს მეფე ვახტანგის შვილი რომელი იყო ნაშობი მხლებლისაგან სახელად პატა ერქო, რომელი რუსეთსაც იყო, ახლა განჯას არის შავერდის ხანთან, იმას ახლავს ერთი ეჯუბა და სამი სხვა კაცი. სადმე განჯას რომ ჩასულა იქ ქართლის სომხები შავერდის ხანს დაუჭერია, თქვენი ბატონის შვილი არისო, ოცთუმნამდის წაურთმევია პატასთვის მიუცემია, თითონაც მცირე რამეს ულუფას აძლევს სადმე. ეს პატა იმერეთის რაჭას ყოფილიყო იქ მოეცრუებინათ, იქიდამ განჯას მოსულა. დაიწერა ათასშვიდას ორმოცდა თექვსმეტს მარტის ოცდასამს (საბუთს უკან მინაწერი აქვს: «Получено при доношении астраханского губернатора Жилина от 11-го апреля под № 45 в 17-го мая 1756 года». ამ საქმეში წინამდებარე საბუთს თან დართული აქვს რუსული თარგმანი, შესრულებული საგარეო საქმეთა კოლეგიის თარჯიმნის დავით აბაზაძის მიერ).

ფონდი «Грузинские дела», საქმე К–53, # 4, ფურც. 2–5. 


# 12. მაისის 22. კაპიტან ოთარ თუმანოვის მოხსენებითი ბარათი საგარეო საქმეთა სახელმწიფო კოლეგიისადმი. ქართლში ერეკლესა და თეიმურაზის საწინააღმდეგო თავადაზნაურული ოპოზიციის არსებობის, ქართლ-კახეთის მეფეთა რუსული ორიენტაციისადმი განწყობილების, ქართული ძალების რუსეთის ინტერესებისათვის გამოყენების შესაძლებლობების და სხვ. შესახებ. 

სახელმწიფოს კალეღიას უცხოს საქმისა. კაპიტან კნიაზ ოთარ თუმანოვის მდაბლად მოხსენება. ათას შვიდას ომოცდათექვსმეტს მარტის ოცდასამის დაწერილის წიგნში მოვიწერე, საქართველოს მეფებმან მიბძანეს რუსეთის ერთგულობაზედ თავის დადება, მაგრამ სხვა რიგად შინჯვენ მეთქი მანდ მოვალ და ჯათებით მოვახსენებ მეთქი: ა) ეს ჯათი არის რომელიც ახლა კახ მეფე თეიმურაზ ზის იმას ეჭირა სამკვიდროდ ჩამომავლობით კახეთის სამეფო. ქართლის თბილისის სამეფო, აქ რომ მეფე ვახტანგ მოვიდა იმასა და იმის ნათესავთ ეჭირათ ხვალმე სამკვიდროდ. თბილისის სამეფო, ეს მეფე ქართლის ვახტანგ რომე აქ რუსეთში მოვიდა თამასხანის დროს, ორივ ამ მეფეს თეიმურაზს და იმის შვილს დარჩა, ახლაც უჭირავს. თუმცა კახეთი უფრო მდაბალი იყო, ახლა რადგან ორივე ერთად არის კახეთს უფრო სამკვიდროდ (დედანში „სამკვიდლოთ“) ეჭიდებიან, ქართლი უფრო იჩაგრება. ამის გულისათვის ქართველი წყინობენ დაჩაგვრას დაფარვით, მაგრამ არა შეუძლიათ რა რომ გამოაცხადონ და არც ასრეთი სიმაგრე უჭირავთ რომ შეძლოთ რამე კახელებზედ. რომელიც ქართლში პირველი სიმაგრეა არაგვის საერისთო, ამ სიმაგრეში კახი კაცი ჩოლოყასშვილი კნიაზ ჯიმშერ უზის, არც ქართველთ შეუძლიათ რომ იმაზედ ხმა ამოიღონ. ბ) ყოველთვის იქ ჭორები გაიშლება რომე მეფე ვახტანგის ძენი ანუ იმისი ჩამომავლობა მოდიანო, ამაში ის კახბატონებს ეფიქრებათ, თუმცა რუსეთმან დაიჭიროსო იმათ მიცემენო თავათ სამკვიდროსაო, ამიტომ ბეჯითათ არ ეჭიდებიან, კახეთს უფრო ხელს უწყობენ. ამიტომ დაფარული პარტიები არის. გ) თუმცა ისინი ამას არ შიჯევდენ (ასეა დედანში), რაც შეუძლიათ ერთგულობას იჩემებენ. დ) ქართლის მეფე თეიმურაზ უფრო მშვიდი და მოწყალე არის საქმე სლაბად უჭირავს, მისი შვილი ერეკლესი უფრო ეშინიათ უფრო საქმის წამყვანია, უიმისოთ არა იქნება რა. მაგრამე მეფე თეიმურაზის ცოლი დედოფალი ქართლის, ერეკლეს დედის ნაცვალია, დაფარული შური არის. მეფე თეიმურაზ დედოფლის სიტყვის დამჯერე არის. ე) აგრევე ამავ მეფის ვახტანგის ნათესავი ფერსიასი დაფანტული არის, აქედამ ცალკე ეფიქრება და იქედან ცალკე. ამაში არც ძალი აქვთ და არც ხაზინა. რასაც უნდათ ქართველი და კახნი იტყვიან ხვალმე იმათ ძრახვს, მაგრამე ფიქრი იშვიათათ აქვთ, უფროსი ერთი ზოგი ტკბილობით და ზოგი მუქარით მიყავთ თავათი საქმე მეფე ერეკლეს, ფიქრი და შიში მცირე რამე აქვთ. ვ) ქართლში ერთი სარამჯამი არა არის რა, არც ამისი დამტკიცება აქვთ, დრო იქნება მონდომებით იქმნენ ჯარის შეყრას, დრო შეხდება დიაღ მცირე ჯარს შეიყრიან, თუ რა რბევის ალაგს წავიდნენ სადმე და საშოვარს მოელიან თავათ კაცს გარეთაც სხვას ქვეყნის მთის კაცებსაც ბევრს აიყოლებენ. იმ აყოლით ყოფილა უწინდელი იმათი გამარჯვებები. ზ) ყაზახის სახანო და ბორჩალოს სახანო უჭირავს ამ ჯათით რომე უფროსი ერთი ელია ამყრელ დამყრელი ამისი ეშინიათ, რომე პირუტყვს მოგტაცებენო ამის გულისთვის მსახურობენ, მაგრამ ჯარს ვერ ენდობიან ლეკზედ, ამათაც მსახურებენ და ლეკსაც, ყოველთვის რაც ჯარი გამოვა აზუღას იქ ყაზახში იშოვნიან ხვალმე. ჱ) მე რომ ვგონებ ამაში თუ გამოიყენებიან როცა ან თურქის ჯარი ფერსიაში ჩამოვიდნენ, ან რუსეთს თურქცკი აეშალოს როდისმე მაშინ რომე ქართლი და კახნი მოდგინებით იყვნენ რუსეთზე მთის კაცსა და აგრევე გარეშეს კაცს თეთრით და მცირე რამით რუსეთის წყალობით კაცთ იშოვნიან და აიყოლებენ, ქურდობით და ყაზახობით მიხდომით თურქწკის მამულში ძალას უზმენ, საშოვრის გულისათვის ბევრი აყვებიან. ეგების იქნეს იმათ შიგნითვე ერთმანერთში არეულობა შექნიათ, ამ ჯათით ბევრი ზარალი იქნება შექნათ, თურქწკის აგრევე ჯარი დაუც... (სიტყვა არ იკითხება) ურეგულო ქვეყნებია დასაკლისი იქნება იმათი, თუნდა ამავ ქართველებს დაუმარცხდეს რუსეთის დასაკლისი არა იქნება რა. დამარცხებიდამაც ის იქნება რომელიც იქ ვერ დადგება აქ გადმოვლენ. ამ მეფე ვახტანგის შვილიშვილების ფიქრი არ ექნებოდეს, აქედამეც ნუგეში და წყალობა ექნებოდეს ერეკლეს, აქაური შიში იმ მხარეს რუსეთის ფიქრი აქვთ, ძალიანი სახერი არის რუსეთისა. თ) იქიდამე რომე მოვდიოდი სამიოდ სათი გამამატანა ერკლემ გასაკეთებლად, ზოგი ერთი ზეპირად შალები დამაბარა, შემძლებელი ვარ ამ მიზეზით იქ წიგნი მივწერო იქ რჩევა მივწერო, იქიდამე აქაური ნუგეში იამებათ, თუმცა ინებოს კალეგიამ როგორც ბძანებს მე წიგნს დავწერ რჩევას მივწერ. მეფე ერეკლეს ის წიგნი ინასტრენიამ გაშინჯოს ჩემაგიარობით მივწერ, ის წიგნი ყიზლარის კამედატი ჩერქეზის კაცის ხელი გაუგზავნის ჩემაგიარათ, იქიდამ რომ წიგნი მოვა იმ წიგნით გაიშინჯვის. ეს ამიტომ მოვახსენე რომ ამ მეფე ვახტანგის შვილისა და შვილიშვილების მივწერო, ამათი ფიქრი არა ქონდეს უფრო აქაურს სამსახურს ეცდებიან. ი) ამიტომ მოვახსენე რომე ამას წინათ რევაზ ეჯუბოვი წასულიყო და რაგინდარა იქ თავის მუცლის ზლაპრით ელაპარაკნა, სხვა და სხვა რიგად ამბობდენ ჭორს ამიტომ სახელდობით მოხსენება ვერ შევძელ ტყვილი არ შემჩნეოდა, იმ დროში არქიმანდრიტი არსენ ქართლში დახდომოდა, რომელი იმყოფება ოსეთის კამისიაში. იქ ჭორიც ერთი რომ ითქვას ბევრად გაიშლება. ია) ჩერქეზს ბერებამდის ერისთავის კაცი გამომატანეს შიო ნაღრაზიძე, იმისის ხელით წიგნი მივწერე. ჩემი მამული მეფე ერეკლეს მივაბარე. აგრევე ზოგიერთი დარჩომილი ასაღები მქონდა ისიც მეფე ერეკლეს მივართვი, ამიტომ რომ ხათრიჯამი შეიქნას რუსეთი იმათ წყალობის ჩანს, რომ მე იმათ ველტვი და მეფე ვახტანგის შვილისა და შვილისშვილის ისინი მერჩის ამიტომ მივწერე. იმ მიწერილის შავებსაც თუ მიბძანებთ მოვართმევ, ჩემით ვამჯობინე თქვენს წინაშე გამომიცხადებია. იბ) რომელიც იქ არის ალაგები იქაურის სიტყვით ამბობენ რომე მადნები იყოს ვეცხლისა რამდონსამე ალაგს, ცოტა რამ პრობა მოვიტანე, ამ გვარს მიწას ამბობენ ფშავს არისო სხვაგანაც ამბობენ, თქვენს წინაშე გამომიცხადებია. იგ) ქართლში ქურდის ლეკისაგან დიაღ ძალა ჭირს, თუ დიდი ჯარი გამოვა პირდაპირ შებმიან და ქართველები აჯობებენ, თუ არ ქურდობით ძალას შვრებიან. ჩღნდ მკათათვის ლ ჩღნე მკათათვის გასვლამდის რომ ჩემის შეტყობით დატყვებულა და მოუკლავთ კაცით ქალით შვიდას რვაასამდის, აგრევე ლეკი რომ თვითან უთქვამთ ექვსას შვიდასამდინ, მაგრამ მეტს იტყვიან ხვალმე. იდ) ლეკები აგრევე ურუმის მამულიდამაც მიდიან ხვალმე, ატყვეებენ ქრისტიანს ლეკები. იე) ჩღნვ იანვრის კზ ჩერქეზებში შევიტყე, რომელიც ოსეთის კამისია არის იმაზედ ახლოს სოფელში ოზანას იმყოფებოდენ იმერელი მეფის კაცნი, კნიაზ ჯაფარიძე როსტომ ჯაფარისშვილი კიდეც იმასთან მყოფი ოსი ვნახე, ამაზედ იმყოფებოდა სადმე რომე ჩერქეზიდამ და ოსის ჯარი წაიყვანოს. იმერელი მეფე რაჭის ერისთავს ებძვის, უწინ სადმე ყოფილიყო რაჭის ერისთვის კაცნი იმათაც ეთხოვა და არ გარდაყოლოდნენ. ახლა ეს მეფის კაცი ცდილობს გარდაყოლას. ეს იმერეთი და რაჭა ორივე თურეწკის კერძად არიან, ერთმანერთში ლაშქრობას აპირებენ სადმე. მე რომ ვგონებ თუ დაიშლებოდეს, რომელიც რუსეთის მოსმინო არიან რომ არ წაყვნენ ისი ჯობს ჩემის გაშიჯულობით. ამიტომ რომ ერთი არ იქნების რომე ჩერქეზებმან იმ მხარეზედ თურქეცკის კაცს არ შეჩვიონ რომე თურეცკის რჯული აქთ ჩერქეზებთ, საშოვარისაც ხარბი არიან, მეორე ქრისტიანს ტყვეს ბევრს დატყვევებენ, იმერლებიც საჩუქრად ქრისტიანს ტყვეს მისცემენ იმ თურეცკის მხარესა, არ ემჯობინება, რაც კვლავ უქნიათ ერთმანერთში ის ქნას. ივ) როცა ქართლში ჩერქეზები გარდავლენ ის დასაშლელი არ არის ამიტომ ან ლეკს შებმიან და ან თათარს, ასრე ვგონებ. იზ) ქართველს მეფებს აქაური იმედი აქვთ რუსეთით კვეხურობენ, რომ აქედან კაცნი მივლენ პატივს აძლევენ, რომელიც კამისიაზედ კაპიტანი კნიაზ თომა ბარათოვთან ყიზლარამდე კაცნი მოვიდენ ყაზახურის ტანისამოსით, სახელები არ ვიცი, ერთი იმათგან დვარენინი, მეფებმა (დედანში „მეფები“) კარგი პატივი მისცეს, კაის ადგილს დასვეს. წამოსვლის დროს გავიგონე რომ კიდეც ეჩუქებინოთ, თუ კიდეც თქვეს მეფეს გასტინიცა მოერთოვო, არ ვიცი ვისგან იყო დურბინს ამბობდენ. ამ გვარის კაცით და რუსეთის ტანისამოსით ვიც მივა იამებათ, ამიტომ რომ გარეშეს მტერს აშინებენ, ყოველთვის მუცლის ზლაპრით ჭორები გაიშლება, იქ ხომ სიტყვის დაშლა არ არის, ვისაც რა მოადგება იმას იტყვიან. იჱ) ყენის შვილს ეძახიან, ერთი ყავთ მცირე რამის ულუფით ხელის თითები გაბადული აქვს სადმე ყავთ და კიდეც მალვენ. ით) კიდევ გავიგონე აზათხან თავრეზისკენ მურუმისაკენ წამოსულა, თუმცა ქართველი მეფე მეგობრობას ამბობს, როცა დროს დახელებს არ დაინდობს. აზათხანთან იმყოფება აბდულას შვილი, რომელ არს მეფე ვახტანგის ძმის წულის შვილი. ყიზილბაშსში არეულობა არის კლებაში მიდის. აგრევე ქართლის კათალიკოზათ რომ იყო ისიც მეფე ვახტანგის ძმისწულია და მეფე თეიმურაზის დისწულია. კ) მე რომ მიველ მეფებს, დედოფლებს, კათალიკოზს, ერისთავს, მუხრანის ბატონს, ვეზირს, ეშიკაღადბაშს აგრეთვე სხვათაც გოსტინიცები მივუტანე, ამიტომ იქ ერთიბარი გაკეთებოდა, აგრევე იქაური ტანისამოსი შევაკერვინე, ამებით არ ცოტა ხარჯი დამემართა. კა) თურეწკის რაც მოვიწერე იმის მეტი არა გამიგონია რამე. პეტერბუხს მოველ. დაიწერა ჩღნვ მაისის კბ. მე კაპიტან კნიაზ ოთარ თუმანოვს ხელი მომიწერია.

ფონდი «Грузинские дела», საქმე К–53, # 4, ფურც. 11–18. 


# 13. 1756 წ. ივლისის 13. კაპიტან ოთარ თუმანოვის ერეკლე II და თეიმურაზ მეორისადმი მიწერილი წერილების პირები, წარდგენილი საგარეო საქმეთა კოლეგიაში. 

მეფე ქართლისასა და მეფე კახეთისასა მდაბლად მოხსენება კაპიტან კნიაზ ოთარ თუმანოვისაგან. მერმე ამას მოვახსენებ, თქვენც მოგეხსენება და თუმანიათაც აგრევე მოქალაქებმაც, თუ ხათრი არ დაიჭირეს რომ ჩემი მამული ჩემს სიძეს აშხარბეგას ებარა, როცა ჩემი განაყოფი წამოედავა დემეტრე და მდივანი ედიშერ, მაშინ ის წიგნი თქვენს წინაშე მოეტანათ. მას უკან თქვენ მოწყალება გექნათ, ჩემთვის წიგნი მოგეწერათ: შენი მამული როგორც შენს დისწულს აღას ქონიაო მიბარებული ისრე შენ მოსვლამდინს ამისთვინვე მიგვიბარებიაო. მე მადლობელი შევიქენ თქვენის მოწყალებისაგან. რუსეთიდამ რომ გიახელ თქვენის წიგნით მანდ რომ მოველ, გავშინჯე რომ ჩემი მიბარებული მამული თვითან წიგნები აეღო, უწინდელის ბატონებისაგან თვითან ეშოვნა ჩემს დისწულს აღას, აქ გაშინჯეთ ჩემის დისწულის ერთიბარი და სიმართლე. თქვენ რომ ჩემი წიგნი გებოძათ მოწყალება გექნათ, ჩემი მამული ჩემთვის გებოძათ, შვიდი რვა წელიწადი იქნება. ვიცით თქვენს ნაბძანებს აღასრულებთ, რაც ჩემის მამულის მოსავალი თუმანისშვილებმაც იციან. ამას გარეთ, ოცდა თერთმეტი წელიწადია რომ ჩემი მამული უჭირავს, ამ თქვენის ნაბოძების რომ წიგნი მოგეწერა ამის აქეთ რვის წლის მოსავალი ეს თქვენ გამომირთვით. ამას გარეთათ რაც რვის წელიწადს იქით ჩემი მამული ჭერია, ან ჩემი მიბარებული საქონელი ქონია მე მოვალ თავ კაცად, მე ვიცი და მაგან, რაც ქართლში სამართალია ან მე გამოვიტან ფიცით და ან მაგას გავატანინებ ფიცით. სხვას გარეთათ ქვეყანამ იცის, რაც ჩემი აქვს მაგას, ამიტომ ცდილობდა კაცის კაცით ჩემს ერთიბრის მოჭრას რომ თქვენ გამწყრომოდით მაგას ეს მამული შერჩომოდა. მოველი თქვენის მოწყალებისაგან რომ ეს რვა წლის თქვენი ნაბოძები მამულის მოსავალი ეს გამომირთოთ, მეფე ერეკლეს მიერთოს, როგორც მოგახსენეთ იმ რიგად მებოძოს. ამას გარეთ მე მად მოვალ თავკაცად, მე ვიჩივლებ თქვენს წინაშე, ან რაც ჩემი აქვს, ან ფიცით გავატანინებ და ან ფიცით გამოვიტან ჩღნვ იანვრის კვ (ამ საბუთის წარმოშობა ახსნილია 1756 წ. 22 მაისის მოხსენებით ბარათში. იხ. საბუთი # 12. მუხლი 11).

მეფეს კახეთისასა მდაბლად მოხსენება კაპიტან კნიაზ ოთარ თუმანოვისაგან. გრძლად რაღა მოგახსენო, იანვრისა ოცდახუთს ბერებთან მოველ. მე ბატონს მამათქვენთან და თქვენთან არზა მომიწერია იმით შეიტყობთ, ღთ~ნ იცის მართლა მოგახსენებ რომ ეს საბაბი იყო რომ ჩემს თავს გაბეზღებდა კაცის კაცით. ახლა რა მჯის რომ ფიცით მოგახსენო თორემ ნახავთ, ღთ~ნ იცის მართალია რომ ბიძათქვენი ბაქარ რომ გამიწყრა მასუკან თქვენი ოჯახის ერთგული ვარ, ღთ~ს დაუჯერე. სხვა რა მოგახსენო, არზა გახელ, ეს ყველამ იცის სამას-ოთხასი თუმანს იქს, ეს თეთრი თქვენ გამოართვით ჩემს დისწულს აღას, თქვენ დახარჯეთ ალალი მიქნია ალბათ რომ დახარჯოთ. მე ღთ~ნ იცის პირველად რუსეთის ერთგული ვარ ჩემის ფიცისაებრ, მას უკან თქვენის ოჯახისა, დამიჯერე ღთ~ნ იცის მართლის გულით მოგახსენებ. ბატონისშვილი გიორგი, ლევან და ალექსანდრესას თქვენის ოჯახისა მირჩევნია, რომ თქვენი წყალობა ჩემზედ იყოს და ქართლში ბძანდებოდეთ, ჩემი მამული ხომ ჩემს შვილსა ჩამომავლობას ეჭირება. თუ გიორგი და ლევან ალექსანდრე იყვნენ, ხომ თქვენც მოგეხსენება ჩემს შვილსა და შვილის შვილს წახდენენ და არც ჩემს მამულს მისცემენ. ჩღნვ იანვრის კ (აქ თვის რიცხვი შეცდომით უნდა იყოს. ტექსტში აღნიშნულია, რომ 25 „ბერებთან მოველო“, ცხადია 20 იანვრის წერილში 25 რიცხვის ამბავი ვერ მოხვდებოდა).

ეს ორი წიგნი რომ მივწერე ეს ქვემო წერილი გამოაცხადებს რისაც ძალით არის. ამ ძალით მივწერე მეფებთან წიგნი, იმაში ჩემი თეთრისა მიბარება წერია მეფეს ერეკლესთვის და მას უკან მოხსენება როგორც მოვახსენო იმ რიგათ მებოძოს მეთქი, ამიტომ არის რომ ორთავ მეფებთან არზას საჯაროდ წაიკითხევდენ და მირთმევა არ დაიწერებოდა. მეორეს მეფე ერეკლესთან რომ არის, იმას მარტო წაიკითხევდა იმ არზით მირთმევდა. ჩემი თავკაცად მისვლისა რომ დავწერე, ამ ჯათისათვის დავწერე რომ ვინ იცის მივიდე სადმე საქმეზედ ამას ვეტყვი რომ მაშინვე მოგწერეო მეთქი ჩემის სადაოსათვის მოვსულვარ მეთქი. ჩღნვ მთიბათვის იგ დაიწერა.

ფონდი «Грузинские дела», საქმე К–53, ფურც. 62–65b. 


ტექსტში ბევრგან ციფრები და რიცხვები შესაბამისი ასო-ნიშნებითაა მოყვანილი. ამიტომ ქვემოთ მოგვყავს ზემოთ გამოყენებული ასო-ნიშნებისა და შესაბამისი ციფრების (რიცხვების) დამოკიდებულების მაჩვენებლები:

ა – 1
ბ – 2
გ – 3
დ – 4
ე – 5
ვ – 6
ზ – 7
ჱ – 8
თ – 9

ი – 10
კ – 20
ლ – 30
მ – 40
ნ – 50
. . . . . .

ღ – 700
. . . . . . .

ჩ – 1000
. . . . . . . .

ჩღნდ – 1754
ჩღნე – 1755
ჩღნვ – 1756
. . . . . . . . . . .


ბლოგზე გამოქვეყნებისთვის ტექსტი 
მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა