Thursday, May 30, 2013

აკადემიკოსი დუბროვინი 1785-86 წლებში საქართველოს მძიმე მდგომარეობის შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს აკადემიკოს ნიკოლოზ დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ II. С-Петербургъ, 1886/ XI თავის თარგმანს)

თავი XI 

დახმარება ერეკლე მეფისთვის. – ლეკების შემოჭრა საქართველოში ახალციხის მხრიდან. – ერეკლეს თხოვნები დახმარებაზე. – დავალება ჩვენი ელჩისთვის გაეკეთებინა ენერგიული წარდგენა, რათა პორტას აეკრძალა ახალციხის ფაშისთვის საქართველოში ძარცვა-რბევის მოწყობა. – თურქების საომარი მზადებანი. – ერეკლეს მოლაპარაკებანი ახალციხელ სულეიმან-ფაშასთან. – მოლაპარაკებებში დარეჯან დედოფლის მონაწილეობა. – განკარგულება რუსული ბატალიონების დაბრუნების შესახებ კავკასიის ხაზზე. 

1785 წლის ბოლოს ერეკლე მეფემ კვლავ მიმართა ჩვენს მთავრობას თხოვნით მისთვის 30.000 მანეთის გამოგზავნის შესახებ. გენერალ-პორუჩიკმა პოტიომკინმა მეფეს გაუგზავნა 4.000 თუმანი და დაპირდა მისთვის იმპერატრიცას მიერ ნაჩუქარი არტილერიის გაგზავნასაც (Рапортъ Потёмкина князю Таврическому 28-го января 1786 года, № 35. Госуд. Арх., XXIII, № 13, папка 57).

მიიღო რა ფული, ერეკლემ გადასცა იგი ბურნაშოვს თხოვნით, რომ შეენახა და არავისთვის არ ეთქვა.

– თუკი ჩემი ნათესავები, უთხრა მეფემ, – შეიტყობენ ფულის გამოგზავნის შესახებ, მაშინ ჩეთვის მისი შენარჩუნება შეუძლებელი იქნება.

ბურნაშოვმა შეასრულა ერეკლეს თხოვნა, მაგრამ მალევე მიიღო ახალიც რუსეთიდან კიდევ ორი ბატალიონის გამოგზავნის შესახებ. მეფე ირწმუნებოდა, რომ რუსული ჯარების მომატების გარეშე მას არ შეუძლია საქართველოს დაცვა მრავალრიცხოვანი მტრებისა და განსაკუთრებით ლეკებისგან, რომლებიც ახდენდნენ განუწყვეტელ თავდასხმებს.

მართლაც, 1786 წლის მარტში, ლეკების პარტიამ გაირეკა საქონელი მდინარე ალაზანზე, მეორემ კი, რომელიც ახალციხის მხრიდან შემოიჭრა, მოახდინა ძარცვა-რბევა სურამთან და ხელში ჩაიგდო ოცი მოსახლე მათი ქონებით. სასაზღვრო საგუშაგოები საქართველოში არ არსებობდა და ლეკები აქ ისე იქცეოდნენ, როგორც საკუთარ სახლში. მართალია, რომ მოწინააღმდეგის შემოჭრის შესახებ ცნობების მიღებისთანავე ერეკლემ შეკრიბა 200-მდე შეიარაღებული ადამიანი და, შეუერთა რა ისინი 150 ჩვენს ეგერს, გამოვიდა ტფილისიდან, მაგრამ 17 ვერსის გავლის შემდეგ იძულებული შეიქნა გაჩერებულიყო სურსათის უკმარისობის მიზეზით. “ფულისა და პურის არქონის გამო, მოახსენებდა ბურნაშოვი (Въ рапорте Потёмкину отъ 13-го марта 1786 года, Госуд. Архивъ, XXIII, № 13), ქართული ჯარები არსად არ არის (მუდმივად განლაგებული – ი. ხ.) და ეს მიწა თითქოსდა ყველგან დასატაცებლად არის დატოვებული”.

გაჩერდნენ რა სამ დღე-ღამეს ერთ ადგილას, ერეკლე დაბრუნდა ტფილისში. ამ დაბრუნებამ დაგვანახა, რომ ჩვენს ბატალიონებს არ უნდა ჰქონოდათ იქაური ჯარების დახმარების იმედი და გარეშე მტერთაგან საქართველოს დაცვის მთელი სიმძიმე შეადგენდა რუსული ჯარების ვალდებულებას. მტაცებლებთან ბრძოლა ჯერ კიდევ არ წარმოადგენდა განსაკუთრებულ სიძნელეებს, ჩვენს ჯარებს რომ ჰქონოდათ სურსათის შოვნის შესაძლებლობა მათი მსვლელობის გზაზე, მაგრამ ასე არ ყოფილა, და ისინი გრძნობდნენ საკვების უკმარისობას იმ შემთხვევაშიც კი, როცა ადგილზე რჩებოდნენ. 

რუსული ჯარების გამოკვებისთვის აუცილებელ პურს საქართველოს მთავრობა გლეხებისგან უფასოდ იღებდა და ამით აიძულებდა მათ, რომ თავიანთი მარაგები მიწაში დაემალათ. ამ გარემოებამ აიძულა თავადი პოტიომკინი, რომ საქართველოში გამოეგზავნა პროვიანტმაისტერი კოზლიანინოვი, რომელსაც დაევალა დაემზადებინა იმდენი პროვიანტი, რომ ჩვენს ჯარებს არ განეცადათ გასაჭირი კმაყოფაში (Ордеръ Козлянинову 23-го марта 1786 года, № 48).

“თითოეული მიწათმოქმედი, წერდა მას თავადი ტავრიდელი, ხალისით წამოიღებს თქვენთან თავისი მარაგის ნარჩენებს, თუკი დარწმუნებული იქნება, რომ მათ ხელსაყრელ ფასად გაყიდის, სიძნელისა და გაჩერების გარეშე და მიიღებს ამისთვის სუფთა ფულს. შეეცადეთ გადასცეთ მათ ეს აზრები და გაამყაროთ ისინი მათში თქვენი სათანადო მოქცეით”.

ამავე დროს, ერეკლე ირწმუნებოდა, რომ საქართველოში საკმარისია მარაგები მნიშვნელოვანი რიცხვის ჯარებისთვის და კვლავ ითხოვდა დახმარების შესახებ, რადგანაც, მის მიერ მიღებული ცნობების მიხედვით, ლეკები აპირებდნენ საქართველოში შემოჭრასა და ძარცვა-რბევის დიდ ზომებში მოხდენას. სულემან-ფაშამ თავისთან მოუწოდა ავარელ ომარ-ხანს და, მოამარაგა რა ფულებით, კიდევ უფრო მეტსაც დაპირდა, თუკი იგი იმოქმედებდა მისი შეგონებების მიხედვით (Рапортъ Бурнашёва генералу Потёмкину 18-го апреля 1786 года). ფულზე დახარბებული ომარ-ხანი ყოველთვის აწარმოებდა მოლაპარაკებებს რამდენიმე პირთან და, ღებულობდა რა მათგან საჩუქრებს, იყო დროებითი მეგობარი იმისა, ვინც უფრო მეტს მისცემდა. მან მიიღო სულეიმანის წინადადება და გამოცხადდა ახალციხეში 7.000 ლეკით, რომელთა მეწინავე პარტიებიც თითქმის ყოველდღიურად იჭრებოდნენ საქართველოში. ერთერთმა ასეთმა პარტიამ თითქმის თავად ტფილისამდეც შემოაღწია და ქალაქიდან რამდენიმე ვერსიდან გაირეკა 300-მდე ცხენი. გიორგი ბატონიშვილი თუმცა კი დაედევნა მტაცებლებს, მაგრამ წარუმატებლად. მეფე სთხოვდა სულეიმანს არ მიეღო თავიასთან ლეკები და აეკრძალა მათთვის მის ფარგლებში შემოჭრა. სულეიმანი პასუხობდა, რომ მზად არის შეუსრულოს თხოვნა, თუკი მეფე მისცემს პირობას, რომ არ მოითხოვს დამხმარედ რუსულ ჯარებს, არ მიიღებს იმპერატრიცის მიერ მისთვის ნაწყალობევ არტილერიას და არ მიმართავს რუსების დახმარებას თავისი მტრების მოსაგერიებლად. თუკი ერეკლე დაეთანხმება ამ მოთხოვნის შესრულებაზე, მაშინ ახალციხის ფაშა ჰპირდებოდა ეთხოვა პორტასგან მისი დამტკიცება განჯის, ერევნისა და საქართველოს მეზობელი ბევრი მიწის მფლობელად (Рапортъ Бурнашёва генералу Потёмкину 31-го мая, № 18. უნდა შევნიშნოთ, რომ ერევანი და განჯა ეკუთვნოდა სპარსეთს და არა თურქეთს). მეფე პასუხობდა, რომ, იმყოფება რა რუსეთის მფარველობის ქვეშ, არ შეუძლია შედიოდეს არანაირ მოლაპარაკებებში იმპერატრიცასთვის გვერდის ავლით. ასეთი პასუხის შედეგად იქცა ლეკთა პარტიების გამოჩენა სხვადასხვა პუნქტებში: მდინარე ალგეთზე, 30 ვერსზე ტფილისიდან, მცხეთასთან, ქარელის ციხესასახლესთან, დიღომის ახლოს, სურამთან და სხვა.

სოფლების დარბევამ და ტყვეთა ახალმა წაყვანამ გამოიწვიეს ჩვენი მთავრობის მხრიდან მოთხოვნა, რათა პორტას აეკრძალა ახალციხის ფაშისთვის ლეკების შენახვა და მათი გამოგზავნა საქართველოს ფარგლებში. იმპერატრიცამ უბრძანა ჩვენს წარგზავნილს კონსტანტინოპოლში, ბულგაკოვს, წერილობით წარედგინა თურქეთის სამინისტროსთვის, “რომ ჩვენ არ შეგვიძლა გულგრილად ვუყურებდეთ პორტას დუმილს ან ნელ გარჯას ჩვენს სამართლიან მოთხოვნებში, და ამიტომ მიგითითეთ თქვენ გამოუცხადოთ, რომ თუკი პორტა ამ ფაშას სასჯელისა და შეცვლის გარეშე დატოვებს მისი თავხედური საქციელის გამო, ლეკებისთვის დახმარების აღმოჩენაში, რათა შეხებოდნენ ჩვენი ქვეშევრდომი ქართლის მეფის საზღვრებს, მაშინ ჩვენ საკუთარ თავს სრულ უფლებამოსილად ჩავთვლით და, არ დავაყოვნებთ ჩვენი ძალის გამოყენებას ორ დერჟავას შორის სიმშვიდის ხსენებული დამრღვევის წინააღმდეგ და გაჯუტებულისა პორტას შეგონებებისადმი, რათა ყოფილიყო ჩვენთან კეთილ თანხმობაში. როგორც კი მინისტრებიდან რომელიმე შემოგეპასუხებათ რაიმენაირი უჯერო გამონათქვამით ჩვენდამი ქართლის მიწების დაქვემდებარებასთან მიმართებაში, თქვენ გადაჭრით იტყვით, რომ თუკი იგი აკეთებს მსგავს განმარტებებს პორტას სახელით, მაშინ ჩვენ ვაღიარებთ მათ მეგობრობის არსებით დარღვევად და ყველაზე უფრო მტრულ მოქმედებებად, რომლებსაც მივათვლით ჩვენ საზღვრების მახლობლად მოუსვენარი უფროსის შენარჩუნებასა და მისთვის ასე აშკარად აღმოჩენილ ხელშეწყობას (წაყრუებას, попущенiе).

ილაპარაკებთ რა მინისტრებთან და იმ ადამიანებთან, რომლებსაც საქმეებში ძალა გააჩნიათ, თავად თქვენ ან თქვენი ახლობელ-მეგობრების მეშვეობით, შეეცადეთ ჩააგონოთ მათ, რომ მსგავსი სიძნელეები არ მოუტანენ კეთილ ნაყოფს არც პორტას, არც თავად ამ საქმეების მმართველებს დახმარებას მათ მტკიცედ შენარჩუნებაში, ვინაიდან, ამოწურავენ რა ჩვენს მოთმინებას, არ ავიღებთ ჩვენ ხელს, ბოლოს და ბოლოს, უკიდურეს ზომებზეც, ხოლო აქედან მომდინარე საუბედურო შედეგები კი, არა თუ სხვათა ანგარიშზე, არამედ მათ საკუთარზე დაიწერება”.

სანამ იმპერატრიცას ბრძანება მიაღწევდა ბულგაკოვამდე და იგი მოელაპარაკებოდა პორტას, სულეიმან-ფაშა ავრცელებდა ხმებს, რომ სულთანმა გამოუგზავნა მას მრავალი საჩუქარი და 44.000 თუმანი, აზერბაჯანელი ხანებისა და დაღესტნელი თავკაცებისთვის დასარიგებლად, იმისთვის, რათა მათ იმოქმედონ საქართველოს წინააღმდეგ. ამასთან ამბობდნენ, რომ ავარელი ომარ-ხანი შემოიჭრება კახეთში, თავად სულეიმანი – ქართლში, ხოლო ადერბაიჯანელი ხანები კი – განჯისა და თათრული პროვინციების მხრიდან.

ეს ხმები და საქართველოს მტრების გეგმა უკიდურესად აშფოთებდა ერეკლეს. “ჭეშმარიტად გიცხადებთ, წერდა იგი პ. ს. პოტიომკინს (Въ письме отъ 6-го августа 1786 года, Госуд. Арх., XXIII, № 13, п. 51), რომ ისეთი საფრთხე, რომელსაც საქართველო ახლა განიცდის, არასოდეს არ ყოფილა; და დიდი შაჰ-აბასის სიკვდილის შემდეგ ისეთი დაქცევა ქვეყნისა არ ყოფილა, როგორიც ახლაა. თქვენი აღმატებულება ხედავს, რომ როგორც ჩვენ, ისე ჩვენს სამეფოსაც მეტად გვჭირდება თქვენი დახმარება”.

ერეკლე სთხოვდა, რომ არ დალოდებოდნენ პეტერბურგიდან ნებართვას, ეჩქარათ დახმარების გამოგზავნა და მოქცეულიყვნენ ტრაქტატის თანახმად თუნდაც იმისთვის, “რათა ამდენმა უდანაშაულო ქრისტიანმა არ განიცადოს სატანჯველები მისი უდიდებულესობისადმი ერთგულების გამო. მიეცით მათ გადარჩენა, რათა არ გაისმას ქვეყნად სიტყვა, რომ დიდი ეკატერინეს დროს და რუსეთთან შეერთების შემდეგ საქართველო გაქრა.

თუკი თქვენ იცით, რომ საქართველოს სამეფოს დაცემის მეშვეობით რუსეთის იმპერიას ექნება სარგებელი ან მოგება, მაშინ როგორც თქვენ გსურთ, ისე მოიქეცით კიდეც. მოგვეცით ისეთი დახმარება, რომ (საქართველოს) შეეძლოს მტერთათვის წინააღმდეგობის გაწევა. თუკი დახმარება არ იქნება, მაშინ ხელმეორედ გთხოვთ ღვთის გულისათვის, რომ მოგვცეთ სამართლიანი (გულახდილი) პასუხი, რათა ამდენი სული ქრისტიანი სამუდამოდ არ დაზარალდეს. ისიც საკმარისია, რაც გადაიტანა საქართველომ შარშან და მესამე წელს” (И то довольно, что прошлаго и третьяго года потерпела Грузiя).

მეფე ევედრებოდა პოტიომკინს არ დაეჩივლა იმაზე, რომ იგი ასე ხშირად აბეზრებს თავს თავისი თხოვნებით.

– როცა ადამიანს აქვს რაიმე ავადმყოფობა, ამბობდა ერეკლე, – მაშინ ბუნებრივია, რომ იგი ოხრავს და წუხს. რა ვქნათ? ერთადერთი თქვენი იმედი გვაქვს, და ვის მივმართო, თუ არა თქვენ, ვის გამოვუცხადო ჩემი სნეულება? თუკი მივმართავ თურქებს, ისინი ხალისით მოგვიღებენ; მივმართავ სპარსელებს, ისინი შეგვიწყალებენ, და დაღესტნელნიც არ იტყვიან უარს ჩვენს მიღებაზე. მაგრამ ვისი მფარველობა უნდა ვეძიო, რუსეთის იმპერატრიცის გარდა?

კატეგორიულად დასმულმა ამ საკითხმა აიძულა ჩვენი მთავრობა, რომ ისევ მოეთხოვა პორტასგან, რათა მას აეკრძალა მოსაზღვრე მმართველებისთვის საქართველოში შემოჭრების მოხდენა. იმპერატრიცა ეკატერინე II-მ დაავალა ბულგაკოვს კვლავ დაედასტურებინა თურქული სამინისტროსთვის, რომ საქართველოს მეფის სამფლობელოთა ფარგლები “არსებითად ჩვენი საზღვრებია და რომ მათდამი შეხება სრულად დაგვარწმუნებს ჩვენთან მშვიდობისა და სიმშვიდის შენარჩუნებაზე პორტას მიერ სურვილის არქონაში”. თურქეთის მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, რომ გამოესწორებინა თავისი შეცდომები და აღედგინა მეგობრული ურთიერთობები, იმპერატრიცამ რწმუნება მისცა ბულგაკოვს (Въ рескрипте отъ 8-го августа 1786 г. Арх. Кабинета, св. 442) დაერწმუნებინა პორტა, რომ ჩვენ არასოდეს არ ვეძიებდით ომს, და არც გვექნებოდა იგი პორტასთან, თუკი თურქები ამაზე თავად არ წაგვახალისებდნენ; რომ ახლაც მათზეა დამოკიდებული მშვიდობის შენარჩუნება, თუ დარჩებიან მშვიდად და არ გააძლიერებენ არც პირდაპირ, არც ფარულად (посредственно) იქაური ხალხების თვითნებობას. რომ ორივე მხარისთვის მომგებიანი ვაჭრობის გაგრძელებას, შეუღლებულს მეზობლებთან მშვიდობითა და თანხმობით ყოფნასთან, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვამჯობინებთ ყოველგვარ დაპყრობას, არ გაგვაჩნია რა ამ უკანასკნელში საჭიროება ჩვენი იმპერიის სივრცისა და სიდიადის გამო”.

ჯერ კიდევ ნაადრევად მიიჩნევდა რა ღიად ჩართვას ჩვენდამი მტრულ ურთიერთონენში, პორტამ გამოუგზავნა სულეიმანს მკაცრი ბრძანება, რომ არ მიეცა არანაირი საბაბი რუსეთთან დაჯახებისთვის, მაგრამ იმავე დროს თავად, საიდუმლოდ, ემზადებოდა საომარი მოქმედებების დასაწყებად. ფოთში მოვიდა ორი სამხედრო და 15 სატრანსპორტო გემი, დატვირთულები მნიშვნელოვანი საბრძოლო და სასურსათო მარაგებით. როგორც ამ ქალაქში, ისევე ბათუმშიც თურქები გადმოტვირთავდნენ არტილერიას და ააგეს სიმაგრე მდინარე რიონსა და პალიასტომის ტბას შორის. ამ სამუშაოებისთვის კონსტანტინოპოლიდან გამოგზავნილ იქნა ოთხი უცხოელი. ააგეს რა სიმაგრე, მათ 60 თურქს ასწავლეს ქვემეხებთან მოქმედება. დადიოდა ხმები, რომ ანატოლიაში თავმოყრილია 35.000-მდე თურქი და, რომ ახალციხეში მოვიდა ყაფუჯი-ბაში, რომელსაც დავალებული ჰქონდა ამ ქალაქის შემოგარენში 12.000-მდე ლეკის შეგროვება.

ერთის მხრივ ეს ცნობები, ხოლო მეორეს მხრივ კი სულეიმანისთვის საზღვრების სიმშვიდის დარღვევის აკრძალვა, მიანიშნებდა, რომ თურქების ყველა მზადებას გააჩნია თავდაცვითი ხასიათი და რომ მათ ეშინიათ, რათა რუსეთმა არ დაძრას მათზე ჯარები საქართველს გავლით.

– ამაოა მათი ასეთი შეშფოთება, ამბობდა იმპერატრიცა; – მათთან ომის შემთხვევაში ჩვენ არ გაგვაჩნია გზის მომზადების საჭიროება ამ მიწის გავლით, რადგანაც შეგვწევს ძალა იმისთვის, რათა ყველგან გავიკვალოთ იგი. თურქებს არ დავიწყებიათ, რა თქმა უნდა, ჩვენ გადასვლა მდინარე დუნაიზე, თუმცა კი გემები არა გვყოლია; არ დავიწყებიათ მათ თავიანთი ციხესიმაგრეების დაცემაც და უნდა ცოდნოდათ, რომ დახელოვნებული მხედართმთავრები არ აწარმოებენ მეორე ომს პირველის მსგავსად ერთფეროვნად და არ მიდიან იმ გზით, სადაც მათ მოელიან.

მიუხედავად ამისა, ხმებს თურქების მზადებათა შესახებ, არ შეიძლებოდა რომ ერეკლე მეფე არ შეეშფოთებინა, და ასევე პოლკოვნიკი ბურნაშოვიც, ავადმყოფთა და სუსტების გამოკლებით, იყო არაუმეტეს ათასი ადამიანისა, კავალერიის გარეშე, რომელიც აუცილებელი გახლდათ სადარაჯო და საავანპოსტო სამსახურისთვის.

“ღმერთი გვაკურთხებს ზოგჯერ, მოახსენებდა ბურნაშოვი (Въ рапорте отъ 10-го августа 1786 г., № 28), – მცირე რიცხვის მამაც ჯარებსაც დიდი გამარჯვებებით შესაძლებელ ფარგლებში, მაგრამ სურსათზე თუ ვიმსჯელებთ, თურქული ჯარების მოსვლის შემთხვევისთვის, შესაძლებელია მოგვიხდეს გარდაუვალი უბედურების გადატანა, ვინაიდან არა მარტო არ არის და არ მზადდება სათადარიგო პროვიანტი, არამედ უკიდურესი ზრუნვითა და წვალებით გვაწვდიან ახლანდელსაც (მიმდინარესაც). ეს ხდება არა პურის უკმარისობისგან, არამედ დაუჯერებლად მოშლილი ქართული მმართველობისა და ფულის უკმარისობისგან (Сiе происходитъ не отъ недостатка въ хлебе, но по невероятно разстроенному грузинскому правленiю и по недостатку въ деньгахъ). 

მოგახსენებთ რა ამის შესახებ, გავბედავ ყოვლადუმორჩილესად წარმოგიდგინოთ, რომ საჭიროა აუცილებლად აღმოვუჩინოთ ქვეყანას ეს დახმარება და ამით გამოვაცოცხლოთ ქართველი ხალხის იმედი, რომელიც უკიდურეს გულგატეხილობაშია მოსული. მთებში ხიდებისა და გზების დანგრევის მიზეზით სასო აქვთ წარკვეთილი მათ დაცვის მიღებაში და, ჩამოუშვიათ რა ხელები, ოდნავადაც კი არ ემზადებიან თავდაცვისთვის. მათი ამჟამინდელი განწყობის მიხედვით, მეტად ძნელი არ იქნება წინასწარ განვჭვრიტოთ, რომ როდესაც აქაურ ფარგლებში შემოვა თურქული კორპუსი, ქალაქი და ხალხი უარს არ იტყვიან, რათა დანებდნენ უძლიერესის დისკრეციას (не укоснятъ отдаться на дискрецiю сильнейшаго), თუმცა კი მისი უმაღლესობა მეფის სურვილის საწინააღმდეგოდ”.

გენერალ პოტიომკინს არ სჯეროდა, რომ ასეთი დიდი საფრთხე ემუქრებოდა საქართველოს, მაგრამ ერეკლეს დამშვიდებისთვის მიიღო ზომები გზების შესაკეთებლად ჩვენი ჯარებისა და ოსების დახმარებით, და ვლადიკავკაზთან თავი მოუყარა ქვეითი ჯარის სამ ბატალიონს, დრაგუნების ოთხ ესკადრონსა და კაზაკთა პოლკს, ამბობდა რა, რომ პირველივე საჭიროებისას დაძრავს მათ საქართველოსკენ (Письмо Потёмкина Ираклiю 23-го августа. Госуд. Арх., XXIII, папка 57).

ჰყავდა რა ოსებს შორის ბევრი მსტოვარი, სულეიმან-ფაშამ მალე შეიტყო პ. ს. პოტიომკინის განკარგულებათა შესახებ და ამასთან თითქმის ერთდროულად მიიღო ცნობები, რომ მცირე აზიის საზღვრებზე თავმოყრილი მთელი თურქული ჯარები ჩაბარებულია ბათალ-ფაშას მთავარი უფროსობისადმი. უკანასკნელი გარემოება განსაკუთრებით უსიამოვნო იყო ახალციხის ფაშისთვის. ისწრაფვოდა რა დამოუკიდებლობისკენ და ჰყავდა რა ბათალ-ფაშას სახით პირადი მტერი, სულემანს გაცილებით უფრო მეტად ეშინოდა თურქების ახლო ყოფნისა, ვიდრე რუსების. რათა თავი დაეღწია ბათალ-ფაშას მეთვალყურეობისგან, მან გადაწყვიტა ეშმაკობისთვის მიემართა და აგვისტოს ბოლოს ახალციხის ფაშის მიერ წარმოგზავნილი მოვიდა ტფილისში წინადადებით, რათა მეფეს დაედო სამშვიდობო პირობები პორტასთან და შეეტყობინებინა ისინი უმაღლესი ვეზირისთვის.

ეს წინადადება უცნაურზე უფრო მეტი იყო, მაგრამ აუცილებელი სულეიმანისთვის. ერეკლესთან დადებული პირობების გაგზავნით სულეიმანს შეეძლო დაერწმუნებინა უმაღლესი ვეზირი ახალციხის საფაშოს საზღვრების უსაფრთხოებასა და აქედან გამომდინარე, შეკრებილი ჯარების შენახვის უსარგებლობაში, რომელთა ყოლაც თავის სამფლობელოთა მახლობლობაში მას სულაც არ სურდა. ჯარების წასვლა სასარგებლო იყო ერეკლესთვისაც, და ამიტომ არცთუ ხანგრძლივი ურთიერთ თათბირების შემდეგ, რომლებიც პოლკოვნიკ ბურნაშოვის მონაწილეობის გარეშე ხდებოდა საქართველოს მეფესა და სულეიმანის რწმუნებულს შორის, დადებულ იქნა პირობა, რომლის მიხედვითაც ორივე მხარემ ვალდებულება აიღო არ მიეყენებინათ ერთმანეთისთის არც წყენა, არც ძარცვა-რბევა. მოწინააღმდეგეთა შემოჭრებისგან საქართველოს დასაცავად ერეკლეს შეეძლო გამოეყენებინა რუსული ჯარები, მაგრამ იმ პირობით, რათა ისინი არ ჰყოლოდა მას სამი ათასზე მეტი* (*საკუთრივ რუსული ჯარები საქართველოში იყო არაუმეტეს 1.500 ადამიანისა, მაგრამ ერეკლემ, ვალდებულება იკისრა რა, არ შემოეყვანა თავის სამფლობელოებში ახლები, განზრახ უჩვენა ისინი 3.000 ადამიანი) და არ ეთხოვა მათი რიცხვის გაზრდის შესახებ. სულემანი დაპირდა სანაცვლოდ არ მოწვია და არ შეენახა თავისთან ლეკები, არ ეყიდა და არ გაეყიდა აზიის ბაზრებზე საქართველოს ქვეშევრდომები, არ ჰქონოდა არანაირი ურთიერთობები საქართველოს მოწინააღმდეგეებთან და მის საზღვრებზე არ შეენახა სულთანის ჯარები. თუმცა კი უკანასკნელი სავალდებულო პირობის დადებაზე სულეიმანს, როგორც სულთანის ქვეშევრდომს, არანაირი უფლება არ გააჩნდა, მაგრამ ერეკლემ თავისი მდგომარეობა იქამდე გამოუვალად ჩათვალა, რომ მზად იყო დაედო თავიდანვე აუსრულებელი პირობა, ოღონდ კი დროებით შეესუსტებინა ის ძარცვა-რბევა, რომელიც ქვეყანას ადგებოდა ლეკთა შემოჭრებისგან. ხელმძღვანელობდა რა თავის ქვეშევრდომთათვის სიმშვიდის მიცემის სურვილით, მეფე ადვილად დაეთანხმა უმაღლესი ვეზირისთვის წერილის გაგზავნაზე და ჩააბარა იგი სულეიმანის წარმოგზავნილს.

“ჩვენზე მტრების თავდასხმის დროს, წერდა ერეკლე ვეზირს (Госуд. Арх., XXIII, № 13, пап. 51), ჩვენ ყოველთვის იძულებული ვიყავით დახმარება გვეძია ჩვენი მეზობლებისგან, თუმცა კი არასდროს არ გვქონია სასურველი წარმატება. მხოლოდ ერთი რუსეთი ჩვენ და ჩვენს წინაპრებს გვიწევდა ძლიერ დახმარებას, რის გამოც ახლაც მივმართეთ ჩვენ რუსეთის უზენაეს (სამეფო) კარს. მისმა უდიდებულესობამ ყოვლადმოწყალედ ღირსგვყო ჩვენ თავისი მფარველობისა, გვიწყალობა რა 3.000-იანი თავისი ჯარი მოწინააღმდეგეთაგან ჩვენს დასაცავად. უკვე გავიდა სამი წელიწადი, რაც რუსეთის ჯარები იმყოფებიან ჩვენს სამფლობელოში, მაგრამ, მისი უდიდებულესობა სულთნის ქვეშევრდომებისთვის არც საიდუმლოდ, არც ცხადად თუნდაც უმცირესი წყენაც კი არ მიგვიყენებია, არამედ მხოლოდ ჩვენს მიწაზე შემოჭრილებს, ჩვენი ძალების შესაძლებლობის და მიხედვით, ვუწევდით წინააღმდეგობას. ამის საპირისპიროდ, სულეიმან-ფაშამ, როდესაც შეიტყო ჩვენთან რუსების მოსვლის შესახებ, მოუწოდა ახალციხეში დაღესტნელებს, რომლებმაც, გაძარცვეს რა ბევრი სოფელი საქართველოში, დახოცეს და ტყვედ წაიყვანეს მრავალი ჩვენი ქვეშევრდომი. ხოლო რადგანაც ორ მაღალ დერჟავას შორის მშვიდობაა დამყარებული, ამიტომ ჩვენ, თავს ვარიდებთ რა სულთნის უკმაყოფილების მიზეზებს, ასეთი თარეშები დასჯის გარეშე დავტოვეთ, რისი დამოწმებაც შეუძლიათ მაღალი პორტას ძალაუფლების ქვეშ მყოფ ჩვენს მეზობლებს. 

ახლა სულეიმან-ფაშამ, რომელსაც სურს ჩვენთან მშვიდობით ყოფნა, გამოგვიგზავნა თავისი ქეღაი, რომელთანაც ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენთვის ნაწყალობევი სამი ათასიანი რუსული ჯარი დარჩება გამრავლების გარეშე, სანამ ორივე მაღალი დერჟავა იქნება ერთმანეთთან მშვიდობით. სულეიმან-ფაშა პირობას დებს, რომ დაღესტნელებს ახალციხეში არ მოუწოდებს, იქ მყოფებს კი გაისტუმრებს და თავისი ჯარებით საქართველოს არანაირ ზიანს არ მოაყენებს, ჩვენი ქვეშევრდომების ახალციხეში ყიდვისა და გაყიდვის უფლებას არ მისცემს, ჩვენს მოწინააღმდეგეებთან არც საიდუმლოდ, არც აშკარად ურთიერთობა არ ექნება და სულთნის ჯარებს ჩვენს საზღვრებზე არ შეინახავს. 

რის შესახებაც თქვენ ამ წერილით გატყობინებთ”.

ეს წერილი, რა თქმა უნდა, ვერ აკმაყოფილებდა სულეიმანს, რომელსაც სურდა, რათა ერეკლეს ეძია სულთნის მფარველობა, და ფაშამ, უარი თქვა რა დადებული პირობების ხელმოწერაზე, უკანვე დააბრუნა ქართველი წარგზავნილები. სულეიმანი წერდა, რომ თუკი ერეკლეს “უნდა კეთილი საქმის გაკეთება თავისი ქვეშევრდომებისთვის, მაშინ უნდა დაამყაროს წესრიგი თავის ქვეყანაში და მოიყვანოს სოფლები თავდაცვით მდგომარეობაში, რათა, ირონიით ამბობდა ფაშა, რამდენიმე ლეკმა მხედარმა არ დაარბიოს მთელი საქართველო (Сулейман писалъ, что если Ираклiй «желаетъ сделать доброе дело для своихъ подданныхъ, то чтобъ учредилъ порядокъ въ своей стране и привёлъ деревни въ оборонительное положенiе, дабы, говорилъ паша съ иронiей, несколько наездниковъ лезгинскихъ не разорили всей Грузiи). მე კი მათი შეკავების ძალები არ გამაჩნია, იმიტომ რომ ისინი მე არ მისმენენ. თუმცა კი, რაც შეეხება კავშირსა და მეგობრობას ჩვენს შორის, მე არა მხოლოდ შევეცდები, რათა იგი არ დავკარგო, არამედ ყოველნაირად აღმოგიჩენთ ჩემი მეგობრობის მცდელობებს”.

“ჩემი განზრახვაა, წერდა ფაშა მეფე ერეკლე II-ს სხვა წერილში* (*1786 წ. 29 ოქტომბერს მიღებულში. Гос. Арх., XVI, № 799), მოგიტანოთ თქვენ თქვენი უწინდელი კეთილდღეობითი მდგომარეობა, გამოვითხოვო თქვენთვის დიდი სულთნისგან წყალობა და პატივისცემა, იმათზე უფრო აღმატებული, რომლებიც ამაზე უწინ გებოძებოდათ და დავამკვიდრო ჩვენს შორის უწყვეტი მეგობრობა და კავშირი ისეთ საფუძველზე, რომ ჩვენს შთამომავლებსაც შეეძლოთ მისით ნეტარება.

“თქვენი წერილი ვეზირ აზამისადმი, აქ მოტანილი ჩემი ქეღაის მიერ, თუმცა კი არ შეიძლება რომ მას მოეწონოს, მაგრამ, მისი წარდგენისას, მე გამოვიყენე ყველა შესაძლებლობა თქვენს სასარგებლოდ, რათა თქვენ მიიღოთ თქვენთვის სასურველი სასურველი პასუხი, და მასთან ერთად კი იქიდან სამართლიანად გამომდინარე მაღალი პორტას წყალობებიც... მაგრამ ჩვენს გულში დატოვებული ჭრილობა იმ დრომდე განუკურნელი იქნება, სანამ მასში ჩარჩენილი ეკალი სრულებით არ იქნება ამოღებული. და ამისთვის, დიდი სულთანისადმი თქვენს ერთგულებაში ზუსტად დარწმუნებითვის, გააგზავნეთ მის კარზე თქვენი ორი მოხელე, ამანათების ნაცვლად და გექნებათ რა რჩევა ვისთანაც ჯერ არს, გვიბოძეთ ჩვენ გადამწყვეტი პასუხი... ასეთ ნაირად, დავასრულოთ ჩვენი საქმეები ყველაზე უფრო მოკლე დროში. დაე განამტკიცოს ღმერთმა უწყვეტი კავშირი სამუდამოდ! შეეცადეთ მხოლოდ თქვენი ვაჟების დაბრუნებას უცხო ქვეყნებიდან, რის შესახებაც თქვენ გულწრფელად გთხოვთ. ეს სასახურს გაუწევს ჩვენს კეთილდღეობას, და თუ თქვენ მე ძმად მიმიჩნევთ, მაშინ ნუ უგულვებელყოფთ ამ სასარგებლო რჩევას”.

1786 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში სულეიმანმა კვლავ გამოგზავნა ტფილისში თავისი დესპანი, სიტყვიერი წინადადებით, რათა ერეკლე მეფეს გაეყვანა რუსული ჯარები საქართველოდან და დაებრუნებინა თავისი ვაჟები (მირიანი და ანტონი) რუსეთიდან. რის სანაცვლოდაც სულთანი ვალდებულებას იკისრებს შეასრულოს ერეკლეს ყველა სურვილი. ხოლო თუკი რუსები უწინდებურად საქართველოში დარჩებიან, მაშინ იმაში დარწმუნებისთვის, რომ ისინი არ მიაყენებენ არანაირ ზარალს თურქულ ოლქებს და მეფე არ მოითხოვს მათი რიცხვის გაზრდას, მან უნდა გაგზავნოს ახალციხეში ორი ამანათი საუკეთესო ქართული თავადური გვარებიდან. სანაცვლოდ სულემანი პირობას დებდა არ მოეყენებინა ზიანი საქართველოსთვის, გაესტუმრებინა ყველა ლეკი თავისი სამფლობელებიდან, დაებრუნეინა ტყვეები და მეფისადმი მორჩილებისკენ აეძულებინა მისგან ჩამოცილებული სპარსელი ხანები* (*სულეიმანის წერილის თარგმანი. Госуд. Арх., XXIII, № 13, пап. 59).

ახალციხის საფაშოდან ლეკების გასტუმრების დაპირება მეტად მნიშვნელოვანი იყო ქართველებისთვის. ისინი იმდენს განიცდიდნენ მათი ძარცვისა და ძალადობისგან, რომ ერეკლე, სურდა რა თავის ქვეშევრდომთა ძარცვა-რბევის დასრულება, ავარელი ომარ-ხანის მამას აძლევდა ათას მანეთს წელიწადში, თავად ხანს 6.500 მანეთს და მასთან დანათესავების შესაძლებლობასაც კი ეძიებდა. მეფემ შეიპირა ხანი მისი ასულის მოცემაზე თავისი უფროსი ძის გიორგის საცოლედ, მაგრამ ეს ქორწინება ვერ შედგა, და ავარიის ხანი უწინდებურად ახდენდა ძარცვა-რბევას საქართველოში. შემდგომში, მიიღო რა მამის მემკვიდრეობა, ომარ-ხანი ასევე სთავაზობდა თავისი დის მოცემას ვახტანგ ბატონიშვილის საცოლედ, მიიღო ამისთვის ორი ათასი მანეთის საჩუქრები, მაგრამ შემდეგ კი უარი თქვა და, იჭრებოდა რა საქართველოს ფარგლებში, ძარცვავდა, წვავდა და მცხოვრებნი ტყვედ მიჰყავდა. გასაგებია, რომ ასეთი ურთიერთობებისას ლეკების გასტუმრება მათი მთავარი ბუდიდან, ახალციხიდან, და სულეიმანის პირადი კეთილგანწყობა მეტად მნიშვნელოვანი იყო ერეკლესთვის, და ამიტომ, ფაშის წარმოგზავნილის ტფილისში მოსვლისთანავე, მეფემ საგარეჯოში შეკრება უბრძანა გიორგი ბატონიშვილს, კათოლიკოსსა და ყველა დიდებულს. მოვიდა რა იქვე 18 დეკემბერს, ერეკლემ, შეკრებილებთან თათბირის შემდეგ, გამოუცხადა პოლკოვნიკ ბურნაშოვს, რომ, სამეფოს ყველა ჩინოსნისა და ხალხის ერთსულოვანი სურვილისა და თანხმობის მიხედვით, განზრახული აქვს მას გაგზავნოს ახალციხეში სულეიმანის მიერ მოთხოვნილი ამანათები და ასეთი საქციელისკენ მას აიძულებენ მისი ქვეშევრდომები თურქთა მიერ დარბევისგან მათი დახსნის უკიდურესი აუცილებლობის გამო. ბურნაშოვმა მიუთითა ერეკლეს, რომ, ტრაქტატის მეოთხე პარაგრაფის მიხედვით, იგი ვალდებულია ყველა თავისი წინადადების შესახებ ურთიერთობა იქონიოს მოსაზღვრე უფროსებთან. ერეკლე პასუხობდა, რომ მისწერს გენერალ-პორუჩიკ პოტიომკინს, მაგრამ, არ დალოდებია რა პასუხს, ახალციხეში გააგზავნა თავადები ნიკოლოზ ორბელიანი და თეიმურაზ ციციშვილი, სულეიმანის ჭეშმარიტი მიზნების უფრო კარგად შეტყობისთვის (Рапортъ Бурнашёва 29-го декабря 1786 года, № 39).

მეფის ასეთ აჩქარებასა და თურქების წინაშე პირფერიობას არ შეიძლებოდა არ გაეკვირვებინა პ. ს. პოტიომკინი. “მე ვჩქარობ, წერდა იგი (Въ письме Ираклiю отъ 11-го января 1787 г., Государ. Арх., XXIII, п. 62), თქვენი უმაღლესობის მიერ ჩემთან გამოგზავნილი ზაზა სოლოღაშვილის (Салагаева) თქვენდამი გამოგზავნას და მასთან ერთად ჩემი პასუხისაც თქვენს წერილზე, რომლის შინაარსსაც ვუყურებ რა, უკიდურესად ვწუხვარ, რომ თქვენთა დიდებულთა საბჭო ეშვება ახალციხელი სულეიმან-ფაშის მოთხოვნათა აღსრულებისთვის მზადყოფნამდე. თქვენს მიერ სრულიად რუსეთის იმპერიასთან დადებული ტრაქტატის მეოთხე არტიკულის ძალით, საზეიმოდ აიღეთ თქვენ ვალდებულება, რომ გექნებოდათ ბჭობა მოსაზღვრე უფროსთან მეზობელ მფლობელენთან ყველა ურთიერთობის დროს და ყველა შემთხვევაში, როდესაც მეზობლებისგან გამოგზავნილი იქნებოდნენ დესპანები. აღვასრულებ რა ამ არტიკულის ძალას, ჩემი მოვალეობა მოითხოვს წარმოვუდგინო თქვენს უმაღლესობას და ვურჩიო, რათა თქვენ არ მისცეთ ახალციხის ფაშას ამანათები და ამასთან უმორჩილესად გთხოვთ განვიხილოთ სულეიმან-ფაშას ყველა მოთხოვნა და თქვენდამი მისი ყველა მომართვის მიზანი.

სულ იმ დროიდანვე, როდესაც დაიწყო მან თქვენს უმაღლესობასთან მიმოწერა ან მოლაპარაკებები, მისი მოთხოვნები შედგებოდა შემდეგში:

1. გაცდუნებდათ რა სხვადასხვა მოჩვენებითი სარგებლით, შეერყია თქვენი ერთგულება რუსეთისადმი და თქვენი მეფური პირი ვერაგობისკენ მიექცია (и сделать царское лицо ваше вероломнымъ).

2. რათა გაიყვანოს რუსეთის ჯარები საქართველოდან და, თავიდან მოიშორებს რა საქართველოს მრისხანე დამცველებს, გააშიშვლებს მას თავდაცვისგან, ვინაიდან, ჩვენი ჯარები რომ არ ყოფილიყო მათთვის მრისხანე, მას არ ექნებოდა საჭიროება რომ ეძია მათი გაყვანის გზები საქართველოდან.

ვერ ნახა რა ამ ორ მოთხოვნაში წარმატება, ახლა გთავაზობთ იგი ახლებს, არა ნაკლებ მაცდურს, თუმცა კი არა იმდენად შეუპოვარს, და სახელდობრ:

3. რათა თქვენმა უმაღლესობამ მისცეს მას დაპირება, რომ მის მიერ და მისი ჩანაფიქრებითა და ჩაგონებით ლეკების მიერ საქართველოს სამეფოსადმი ძარცვა-რბევისთვის პასუხისმგებლობა მოისპოს და არ მოეკითხოს. სწორედ ეს არტიკული საკმარისად ნათელია, რომ სულეიმან-ფაშა წინასწარ ღებულობს ზომებს, მოგხიბლავთ რა მოჩვენებითი კეთილგანზრახვებით, რათა თავად პასუხისმგებლობის გარეშე დარჩეს.

4. სულეიმან-ფაშა ქართველი თავადებისგან მოითხოვს ორ ამანათს. განა ძნელია, რომ გავარკვიოთ ამ შემთხვევაში მისი ვერაგობა, რომლის შემობრუნებასაც ეძიებს იგი თქვენი და საქართველოს სამეფოს საზიანოდ.

5. გპირდებათ ფაშა, რომ ადერბაიჯანელი ხანებისადმი პორტასგან გამოგზავნილ სიგელებს თავისთან იქონიებს და მათ მოსწრაფებას საქართველოზე გააჩერებს. აქაც ადვილად შეძლებთ გარჩევას, რომ ამ სიგელების თავისთან დატოვებას სულეიმან-ფაშა ვერ გაბედავდა, როცა მათი დაგზავნა პორტასგან ექნებოდა ნაბრძანები.

მისი უდიდებულესობის უზენაეს კარს არ უგულვებელუყვია საქართველოს სამეფოს ინტერესები და სულეიმან-ფაშის მთელმა მოჩვენებითმა მეგობრობამ მოახდნა შემობრუნება თითქმის იმ პუნქტების წინააღმდეგ, რომლებსაც საიმპეტარორო კარმა დაჟინებული მოთხოვნების შედეგად მიაღწია პორტასგან” (Высочайшiй ея величества дворъ не пренебрёгъ интересовъ царства грузинскаго и вся мнимая дружба Сулейманъ-паши приняла поворотъ свой едва ли не по темъ требованiямъ, кои дворъ императорскiй настоялъ у Порты).

გართულებული პოლიტიკური გარემოებებისა და რუსეთის თურქეთთან ურთიერთობების გარდაუვალი გაწყვეტის გათვალისწინებით, გენერალ-პორუჩიკი პოტიომკინი სთხოვდა ერეკლეს არ შესულიყო სამოკავშირეო ურთიერთობებში ახალციხის ფაშასთან და არავითარ შემთხვევაში არ მიეცა მისთვის ამანათები. მეფე პასუხობდა, რომ მან უკვე გააგზავნა ახალციხეში დესპანები, შეეცდება თავი აარიდოს ამანათების მიცემას, მაგრამ ეშინია შედეგების გამო. ერეკლესთვის დასანანი იყო რომ არ ესარგებლა ფაშის თუნდაც დროებითი კეთილგანწყობით, მით უმეტეს, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობათა აშკარა გაწყვეტა ჯერ კიდევ არ ყოფილა. “რა ისეთი მნიშვნელოვანი საქმეა, კითხულობდა მეფე (Потёмкина въ письме 15-го февраля 1787 года. Госуд. Арх., XXIII, п. 58), იქნება თუ არა ჩვენი ორი ამანათი ახალციხეში? ხოლო როგორც კი დაირღვევა მშვიდობა ორ ხელმწიფეს შორის, მაშინ ჩვენ იმ ადამიანთა იქიდან გამოყვანას შევძლებთ. და თუნდაც რომ დარჩენილიყვნენ ისინი მათ ხელში, მეტად ადვილად შეიძლება მისი უდიდებულესობის სამსახურისა და ერთგულებისთვის მათი იქ დატოვება”.

ამასობაში სულეიმან-ფაშა იყენებდა მთელ ძალისხმევას იმისთვის, რათა შერიგებოდა ერეკლეს და მიეღწია ამანათების მიცემისთვის. ფაშამ წარგზავნილთა დასახვედრად გამოგზავნა ამალა და ისინი მეტად ალერსიანადაც მიიღო (Рапортъ Бурнашёва отъ 3-го января 1787 года. Тамъ же, п. 59). ჰქონდათ რა ბრძანება გამოეძიათ სულეიმანის ჭეშმარიტი განზრახვები, თავადები ორბელიანი და ციციშვილი არ არწმუნებდნენ ფაშას მეფის მიერ სურვილის არქონაში, რომ ამანათები გაეცა, და სულეიმანმა წარუდგინა პორტას ერეკლეს რუსეთთან კავშირისგან ჩამოცილებაზე დაყოლიების შესაძლებლობის შესახებ. კონსტანტინოპოლიდან მაშინვე დიდი საჩუქრებით გამოგზავნილ იქნა ყაფუჯი-ბაში, დავალებით, რომ სულეიმანთან ერთად დაედოთ დადგენილება მეფე ერეკლესთან.

უკანასკნელის მიღწევა ასე ადვილი არ იყო. ერეკლემ იცოდა თურქული მმართველობის ვერაგობა, სისასტიკე ქრისტიან ქვეშევრდომებთან მოპყრობაში და, ბოლოს, თავისი მეფობის არამტკიცობა, თუკი შევიდოდა თურქეთის მფარველობის ქვეშ. მეფემ იცოდა, რომ სულეიმანი მისი შეურიგებელი მტერია და სამოკავშირეო ურთიერთობები მასთან არ შეიძლება იყოს გულწრფელი. თუკი ზოგიერთი ქართველი ეძიებდა კიდეც თურქეთთან შეერთებას, ყველა ისინი მიეკუთვნებოდნენ დარეჯან დედოფლის პარტიას. სურდა რა საქართველოს დაყოფა ერეკლეს ყველა ვაჟიშვილს შორის, დედოფალმა იცოდა, რომ ტახტის მემკვიდრე, მისი გერი, ბატონიშვილი გიორგი არ დაუშვებდა ამას, და მით უმეტეს, რომ რუსეთის მთავრობამ უკვე გამოთქვა (თავისი სურვილი) მსგავსი დაქუცმაცების წინააღმდეგ, რომელსაც შედეგად მოჰყვებოდა ძმათაშორისი ომები. დარეჯან დედოფალს ბევრი მომხრე ჰყავდა თავადთა შორის, რომლებიც მემკვიდრეობით სარგებლობდნენ სახელმწიფო თანამდებობებით და ეშინოდათ მათი დაკარგვისა რუსეთის გავლენის დროს. ემყარებოდა რა საკმარისად ძლიერ პარტიას და სარგებლობდა რა უზარმაზარი გავლენით ერეკლეზე, დარეჯანმა მაინც ვერ მოახერხა სასურველ წარმატებათა მიღწევა, თუმცა კი ხელი შეუწყო თავისი ქმრის დროებით დაახლოებას სულეიმანთან.

თებერვლის მეორე ნახევარში მიღებულ იქნა ახალციხეში ფირმანი ახლო მომავალში რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ და შეტყობინება, რომ 52.000-იანი თურქული ჯარები დაძრულ იქნება არპაჩაისკენ. დანიშნა რა სულეიმანი სერასკირად, პორტა მოითხოვდა მისგან პროვიანტისა და ჯარებისთვის ყოველივე აუცილებლის დამზადებას. ატყობინებდა რა ამის თაობაზე ქართველ წარგზავნილებს, სულეიმანი არწმუნებდა მათ, რომ სურს მშვიდობიანი ურთიერთობების შენარჩუნება და პაემანზე იწვევს ან თავად ერეკლეს, ან კიდევ მის უფროს ვაჟს გიორგის (Донесенiе посланныхъ Ираклiю 25-го февраля. Госуд. Арх., XXIII, п. 58). “დაე ხელმწიფეებმა, წერდა ამასთან სულეიმანი დარეჯან დედოფალს (Въ письме отъ 28-го февраля 1787 года. Тамъ же), გააკეთონ ის, რაც განზრახული აქვთ; ჩვენ კი უნდა ვცდილობდეთ ჩვენი სამფლობელების სარგებლობისთვის. შვიდ თუ რვა მეფეს (?) ჰქონდა ახლო ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ წარუმატებლად. ახლა ვნახავთ, თუ შემიძლია მე სხვების წინაშე უფრო მეტი სასარგებლო რამ გავუკეთო ჩემს ძმას მეფესა და მის შვილებს”.

ყაფუჯი-ბაშის თანადგომითა და სულეიმანის მეცადინეობით დადებულ იქნა პირობა, რომლის მიხედვითაც მეფემ ვალდებულება იკისრა მიეცა ამანათები, ფაშა კი, ფიცის ქვეშ, დაპირდა არ ეღონა არაფერი საქართველოს წინააღმდეგ და გაესტუმრებინა ლეკები თავისი სამფლობელოებიდან. “ამრიგად, მშვიდობა სრულებით დამტკიცებულია, წერდნენ წარგზავნილები ერეკლეს, და ლეკები გასტუმრებულნი არიან”.

პირობების დადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ახალციხეში მოვიდნენ შუშის, ხოისა და ავარიის ხანების წარმომადგენლები. ისინი ერთხმად სთხოვდნენ ფაშას არ დაედო არანაირი პირობები მეფესთან, რომელსაც, მათი სიტყვებით, “ჰქონდა ოთხი ფეხი, რომელთაგან სამი მას უკვე წაერთვა, და იგი ახლა უკვე მხოლოდ ერთზეღა დგას”. სულეიმანი არ დაეთანხმა მათი თხოვნის შესრულებაზე და წერდა ერეკლეს (Въ письме полученномъ 21-го мая 1787 г. Гос. Арх., XXIII, п. 60), რომ “ჩვენს შორის მტკიცე საფუძველზე დადებული კავშირი ადასტურებს სულთანისადმი თქვენს არათვალთმაქცურ გულმოდგინებას, ხოლო ჩემს მომართ კი ძმობასა და მეგობრობას. 

ახლა, სულთანის დარწმუნებისთვის, რომ თქვენ დგახართ სიმართლისა და სამართლიანობის გზაზე, და მისგან წყალობის ფირმანის მიღებისთვის, საჭიროა, რომ თქვენ ეცადოთ განიშოროთ უცხოური ჯარები და დაანგრიოთ გაკეთებული გზა, ხოლო ამის შემდეგ კი სხვა ხელმწიფეებს არ შეუერთდეთ და სულთანს გაუგზავნოთ თხოვნა, გამომხატველი თქვენი გულწრფელობისა. მე დაგისკვნით, რომ ასეთი საქციელი არ შეიძლება იყოს თქვენთვის არათუ მავნე, არამედ მიიღებთ წყალობის ფირმანსა და სულთანის ბევრ მოწყალებას.

გიგზავნით თქვენ ეივასს, რათა არ გქონდეთ არანაირი ეჭვი და გამოგზავნოთ თქვენი თხოვნა, რის შესახებ თავადებიც მოგახსენებენ”.

სულეიმანის მოთხოვნა არ ეთანხმებოდა ერეკლე მეფის აზრებს, რომელსაც არასოდეს სურდა თურქეთისადმი დაქვემდებარება და მისი მფარველობის ძიება. პოლკოვნიკ ბურნაშოვის რჩევით ერეკლემ უარი თქვა სულთნისთვის მიწერაზე.

“თქვენი და ჩვენი თავადების წერილები, პასუხობდა მეფე სულეიმანს (Письмо безъ числа и месяца. Госуд. Арх., XXIII, № 13, пап. 60), ჩვენ მივიღეთ ეივასის მეშვეობით და მისი სიტყვიერი მოხსენებაც მოვისმინეთ. ჩვენ არასოდეს მიგვიყენებია წყენა დიდებული სულთნისთვის, არამედ მხოლოდ ჩვენი სამეფოს შესანარჩუნებლად ვთხოვეთ მის იმპერატორობით უდიდებულესობას გარკვეული ჯარი, ჩვენი მეზობლების შეწუხების განზრახვის გარეშე. თქვენ, აგვიმხედრეთ რა ადერბაიჯანელები და დაღესტნელები, სამ წელს აძლევდით თქვენთან თავშესაფარს ლეკებს, რომლებიც არბევდნენ და აჩანაგებდნენ ჩვენს მიწებს, ჰყიდდნენ აღებულ ნადავლს თქვენდამი დაქვემდებარებულ ოლქებში. მაგრამ ჩვენ, ჩვენი ჯარებით არ მიგვიყენებია თუნდაც უმცირესი ზიანი დიდებული სულთანის ქვეშევრდომებისთვის, რაც თქვენთვის საკმარისადაა ცნობილი. საბოლოოდ გამოჩნდა გულწრფელი სურვილი ორივე მხრიდან, რომ კავშირისა და მეგობრობის დადებით შეგვეწყვიტა მტრობა და ძარცვა-რბევა. ამის აღსრულებისთვის გამოგვიგზავნეთ თქვენ ქეთხუდი ქეღაია-ბეი, რომელიც ჩვენ დავარწმუნეთ ჩვენს მტკიცე განზრახვაში, რომ არ გავაკეთებდით არაფერს დიდებული სულთნის საწინააღმდეგოს.

მაგრამ თქვენ, არ გქონდათ რა ამ დარწმუნების იმედი, მოითხოვდით ჩვენგან ამანათებს. ჩვენ, ვაგრძერლებდით რა მიდრეკას სიწყნარისა და მეგობრობის აღდგენისკენ, გამოვგზავნეთ თქვენთან ჩვენი ნათესავები ჩვენდამი ერთგული ორი თავადი ამანათების მოცემის დაპირებით. თქვენ არ შეასრულეთ თქვენი დაპირება და ახლაც შეუძლებელს მოითხოვთ.

ჩვენი დარწმუნებანი თქვენთვის ცნობილია და ჩვენ ვერ ვპოულობთ სხვა საშუალებას მეტად თქვენი დარწმუნებისთვის, და არც არის საჭირო. ახლაც გპირდებით ფიცით, რომ აღვასრულებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელი იქნება ჩვენთვის ზიანის გარეშე. თუკი თქვენ ამ დარწმუნებასაც არ მიიღებთ, მაშინ გთხოვთ, ფიცის ქვეშ ნაკისრი ვალდებულების მიხედვით, მშვიდობით დაგვიბრუნოთ ჩვენი თავადები. სხვამხრივ კი, დაე იყოს ღვთის ნება!”

გეგონებოდათ, რომ ასეთ პასუხს უნდა შეეწყვიტა ურთიერთობები მეფესა და ახალციხის ფაშას შორის, მაგრამ სინამდვილეში ასე სულაც არ აღმოჩნდა. 13 ივლისს ახალციხიდან მოვიდნენ ფაშის მიერ წარმოგზავნილები განცხადებით, რომ თუკი მომავალ ბრძოლაში რუსები გამარჯვებას მოიპოვებენ თურქებზე, მაშინ სულეიმანი მაშინვე დამორჩილდება, ხოლო ომის დასრულების შემდეგ კი უჩვენებს კონსტანტინოპოლიდან მისთვის გამოგზავნილ ყველა ფირმანს. ასეთი თადარიგიანობა გახლდათ იმ ხმების შედეგი, რომელიც მოდიოდა კონსტანტინოპოლიდან და გავრცელდა აზიურ თურქეთში, რომ რუსებს განზრახული აქვთ საქართველოში მყოფი ჯარების გაძლიერება 30 ათას ადამიანამდე და შეტევითი მოქმედების დაწყება. ასეთი განზრახვებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად პორტამ უბრძანა ვანის, ბაიაზეთის, ყარსის, არზრუმისა და ახალციხის ფაშებს შეეკრიბათ 60 ათასამდე ადამიანი და ამასთან ერთად გამოუგზავნა ფირმანი სულეიმანს, რათა მას შეენარჩუნებინა საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობები. თავადმა ციციშვილმა, მისი ახალცხეში ყოფნის დროს, მოახერხა ამ ფირმანის წაკითხვა, რომელმაც აგვიხსნა, თუ რატომ ცდილობდა ფაშა, მეფის აშკარა მტერი, მისდამი გულწრფელად კეთილგანწყობილად თავის მოჩვენებას. ეს კეთილგანწყობა, თუმცა კი მოჩვენებითი, ძალზედ სასარგებლო იყო საქართველოსთვის, რომელშიც იყო მღელვარებანი ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი პარტიების გამოისობით. მმართველობის მექანიზმის საყოველთაო მოშლილობა წარმოადგენდა საყოველთაო უკმაყოფილების მიზეზს. ივლისის ბოლოს ყაზახელთა უფროსი ახმედ-აღა, მისდამი დაქვემდებარებულ 1.500 ოჯახთან ერთად, გადავიდა ყარაბაღში. ერეკლე სასოწარკვეთილებაში მოდიოდა, ითხოვდა ჩვენს დახმარებას, რომლის გარეშეც, მისი სიტყვებით, მას თავის გართმევა არ შეეძლო (безъ которой, по его словамъ, онъ обойитсь не могъ). მის მოლოდინში ერეკლე აგროვებდა ჯარებს, მაგრამ “ქართული უდარდელობა, მოახსენებდა ბურნაშოვი (П. С. Потёмкину отъ 3-го августа 1787 г., Госуд. Арх., XXIII, № 13, пап. 61), დაუმორჩილებლობა და ყოველგვარი მოუწყობლობა, და უფრო მეტად კი პროვიანტის უკმარისობა – ძლიერი დაბრკოლებანია არა მხოლოდ რაიმე კეთილი წამოწყებისთვის, არამედ ლეკთაგან გაჩანაგების სრული მიზეზიც. ჭეშმარიტად მოგახსენებთ: ქართველებთან ერთად არანაირი საქმის კეთება არ შეიძლება, და უფრო მეტად კი სასურველი წარმატების მოლოდინი” («грузинское нераденiе, доносилъ Бурнашёвъ, непослушанiе и всякое неустройство, и паче недостатокъ въ провიанте – сильныя препятствiя не только къ благому какого-либо начинанiю, но и совершенною причиной опустошенიя отъ лезгинъ. Истинно доношу: вместе съ грузинами никакого дела предпринять не можно, а наипаче ожидать успеха желаемаго»). მიუხედავად ამისა, ერეკლეს გაუთავებელი თხოვნები (неотступныя просьбы) აიძულებდა ბურნაშოვს, რომ ეგერთა ორივე ბატალიონით მონაწილეობა მიეღო ლაშქრობაში, რომელსაც მიმართა ერეკლემ ყარაბაღში, საქართველოდან გაქცეული ყაზახების დასაბრუნებლად.

შეკრიბა რა ხუთი ათასამდე შეიარაღებული ქართველი, მეფე მათთან ერთად დაიძრა განჯისკენ. შუშელმა (ყარაბაღელმა) იბრაჰიმ-ხანმა, როგორც კი შეიტყო ერეკლეს სალაშქროდ გამოსვლის შესახებ, თავისთან მოითხოვა სომეხი მელიქები, რომლებსაც უკვე დიდი ხანია მტრულად უყურებდა, რადგანაც თვლიდა მათ რუსეთისადმი ერთგულ ადამიანებად. ეჭვობდნენ რა თავიანთ დაღუპვას, მელიქები არ გამოცხადდნენ ხანთან, არამედ ეძიებდნენ თავშესაფარს განჯასთან მდგომ რუსულ ჯარებს შორის და სთხოვდნენ მეფეს მათთვის ჯარებით დახმარების აღმოჩენას მათ ქვეშევრდომთა ყარაბაღიდან გამოყვანისა და საქართველოში გადმოსახლებისთვის. ერეკლე ხალისით დაეთანხმა და მელიქებთან ერთად გააგზავნა ოთხი ათასიანი თავისი ჯარი იულონ ბატონიშვილისა და თავად ორბელიანის უფროსობით. შეხვდნენ რა შუშის (ყარაბაღის) ხანის ჯარებს, ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს ისინი და წინ წავიდნენ, მაგრამ პორტასთან ურთიერთობების ახლო ხანებში გაწყვეტის მოლოდინში, თავადმა პოტიომკინმა ვერ მიიჩნია შესაძლებლად ჩვენი ჯარების დატოვება საქართველოში, და პოლკოვნიკმა ბურნაშოვმა ამ დროს მიიღო ბრძანება, რომ ეგერთა ბატალიონებით კავკასიის ხაზზე დაბრუნებლიყო. ერეკლემ თავისი ჯარები გამოიძახა ყარაბაღიდან და საქართველოში დაბრუნდა ყოველგვარი საბოლოო შედეგის გარეშე. მელიქები, რომლებმაც ყარაბაღში დატოვეს თავიანთი ცოლები, შვილები, ქონება და 7.000-ზე მეტი ქრისტიანი ქვეშევრდომი, სურდათ რა საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა, მეფესთან ერთად ტფილისში მოვიდნენ, სადაც დიდხანს ცხოვრობდნენ უკიდურეს სიღარიბეში. შემდგომში ისინი დაესახლნენ შამქორში (საქართველოსა და განჯას შორის) 500 ოჯახთან ერთად, რომლებიც ყარაბაღიდან იბრაჰიმ-ხანის დევნას გამოექცნენ.

საქართველო საკუთარ დაცვას იქნა მინდობილი და მეფეს წინადადება მიეცა, რომ თავისი საქმეები მოეგვარებინა სულეიმანთან. ერეკლემ აღასრულა ტავრიდელი თავადის სურვილი, გაამყარა თავისი ურთიერთობები ახალციხის ფაშასთან და თავადი იოსებ ბარათაშვილიც კი გააგზავნა სულთანთან თხოვნით, რათა არ ეღონათ არაფერი საქართველოს წინააღმდეგ. სულთანმა გამოუგზავნა საჩუქრები და დაპირდა რომ მით უფრო ხალისით აღასრულებდა მის სურვილს, რადგანაც რუსულმა ჯარებმა დატოვეს საქართველო. გაჩერდნენ რა სამ დღეს განჯასთან, ჩვენი ბატალიონები დაიძრნენ კავკასიის ხაზისკენ, სადაც ჰპოვეს მნიშვნელოვანი ცვლილებები მხარის საშინაო მმართველობაში.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

Monday, May 20, 2013

დიდმპყრობელი რუსეთიდან დიდმპყრობელ დასავლეთამდე

(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ “ახალი 7 დღის” 2005 წლის 25-31 მარტის ნომერში) 

უმაღლესი რანგის მოხელეთა განცხადებებში, ექსპერტ-ანალიტიკოსთა ნაშრომებში ხშირად შევხვდებით მოსაზრებებს, რომ ახლო და შუა აღმოსავლეთის, თუ მსოფლიოს სხვა რეგიონების სახელმწიფოებში აშშ ნებისმიერი ხერხით ცდილობს თავისთვის სასურველი ვითარების შექმნას. ამისთვის იგი არ ერიდება ძალის დემონსტრირებას და ამ სახელმწიფოებში შეჭრასაც კი. 1980-იანი წლების დასაწყისში, შეერთებულ შატებში ე. წ. “სწრაფი გაშლის ძალების” ჩამოყალიბებისას, ვაშინგტონის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის თანამშრომელი კლერი წერდა, რომ “დამრტყმელი ძალები განკუთვნილია უცხო სახელმწიფოთა ტერიტორიებზე შესაჭრელად ან მათი ოკუპირებისთვის იქ პოლიტიკური პოზიციის შეცვლის შემთხვევაში. მას შესაძლოა იყენებდნენ ძალის დემონსტრირებისთვისაც მტრული სახელმწიფოების დაშინების მიზნით”.

ცივი ომის დასრულების შემდეგ აშშ-მა შეამცირა ვარშავის ბლოკის ქვეყნების ჯარების წინააღმდეგ საბრძლველად განკუთვნილი სახმელეთო და საჰაერო ძალები, აგრეთვე მსოფლიო ოკეანეში საბჭოთა საბრძოლო ხომალდებთან ბრძოლისთვის საჭირო წყალქვეშა ნავებისა და წყალზედა ხომალდების რაოდენობა, რამდენადმე შეამცირა “სწრაფი გაშლის ძალების” 300-ათასიანი კონტინგენტიც, მაგრამ აშშ შეიარაღებული ძალების შესაძლებლობათა 1991 და 2000 წლების მაჩვენებლების შედარებით ნათელი წარმოდგენა შეგვექმნება ამ ქვეყნის ხისტად აგრესიული პოლიტიკის შესახებ ე. წ. “მესამე მსოფლიოს” სახელმწიფოთა მიმართ.

აშშ-ის ასეთი პოლიტიკა იმ ქვეყნებს, რომელთაც არ სურთ მიჰყვებოდნენ ვაშინგტონის თეთრი სახლის მიერ მითითებულ კურსს, აიძულებს მიიღონ სხვა დიდი სახელმწიფოს, მაგალითად, რუსეთის ან ჩინეთის მფარველობა, რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ ეს უკანასკნელნი ისე უხეშად არ შეეხებიან მათ ისტორიულად ჩამოყალიბებულ შიდასახელმწიფოებრივ მოწყობას, რელიგიურ, კულტურულ, ზნეობრივ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ და სხვა ფასეულობებსა და ტრადიციებს. თუკი მფარველად მოძიებული სახელწიფოების მიერ ეს პირობები არ შესრულდა, მაშინ ეს ქვეყნები შესაძლოა წავიდნენ არა ალტერნატიული კავშირების დამყარების გზით უკვე სხვა მფარველებთან, არამედ, საამისო გარემოებათა არსებობის შემთხვევაში, ირჩევდნენ დამოუკიდებელი განვითრების კურსსაც – საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.

გაზეთ “კვირის პალიტრის” 2001 წლის 2-8 ივლისის ნომერში ბ-ნი კახა კაციტაძე, მაგალითად, ამბობს: “თუ ბალკანეთის კვალდაკვალ ისრაელის კონფლიქტებიც ჩაცხრა, მაშინ მთელი ძალისხმევა კავკასიაზე გადმოვა... იუგოსლავიის მოვლენებით იწყება თვისობრივად ახალი, ქარიშხლიანი ეპოქა – დგება სამხრეთ კავკასიის რიგი!.. ერთხელ მაინც ნუ გავუშვებთ შანსს ხელიდან... მერე გვიან იქნება” და ა. შ.

კი მაგრამ, რა სიკეთე მოუტანა ახლო აღოსავლეთს ან იუგოსლავიას იქ არსებული კონფლიქტების ხელოვნურად დაძაბვამ, გამწვავებამ, სისხლიან ქარიშხლებში გადაზრდამ დიდ სახელმწიფოთა თუ “მსოფლიო კულისებსმიღმა ძალების” ინტერესების შესაბამისად? სახეზე გვაქვს დანგრეული და გადამწვარ-გაძარცვული ეკლესიები, დარბეული ქალაქები და სოფლები, დახოცილი და დასახიჩრებული ადამიანები, გაუპატიურებული ქალები და ბავშვები, ამოთხრილი და შებილწული საფლავები, დევნილთა კოლონები, რომლებსაც დუხჭირი ცხოვრების გადატანა უხდებათ ახალ ადგილებში. ეს ყოველივე ჩვენც ვიწვნიეთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ყოველივე ამის განვრცობას მთელი საქართველოსა და ამიერკავკასიის მასშტაბით ჭკუათმყოფელი ადამიანი არ უნდა ნატრობდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უნდა ატლანტიკურ დასავლეთს.

დღეს საქართველოში მავანნი ამტკიცებენ, რომ, უწინდელი სახელმწიფოებრივი ერთობის მიუხედავად, საქართველოსა და რუსეთს შორის არ არსებობს ისეთი სულიერი და მსოფლმხედველობრივი სიახლოვე, რომელიც ამ ორი ერის ერთობის საწინდარი შეიძლება გამხდარიყო, და რომ ასეთი სიახლოვე უფრო მეტად ერთნაირი ისტორიული ბედის მქონე მართლმადიდებელი სარწმუნოების მატარებელ მცირე ერებს – ბერძნებს, სერბებს, ბულგარელებს, რუმინელებს, მაკედონელებსა და ქართველებს შორის იკვეთება. ერთი შეხედვით, ამ ერებს მართლლაც უფრო მეტი აქვთ საერთო, ვიდრე თითოეულ მათგანს დიდმპყრობელურ რუსეთთან, მაგრამ არსებული განსხვავება, ჩვენი აზრით, არ უნდა უშლიდეს ხელს ჩვენს პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ, კულტურულ, რელიგიურ და სხვა სახის კავშირებს სწორედ ჩვენს უშუალო მეზობელ რუსულ სახელმწიფოსთან (თავის დროზე ბელგიელები, ჰოლანდიელები, დანიელები და ნორვეგიელები ასევე დიდ ზეწოლას განიცდიდნენ გერმანელების, ფრანგების, ანგლოსაქსებისა და ესპანელებისგან, მაგრამ დღესდღეობით ისინი ნატო-ს ბლოკში არიან გაერთიანებულნი).

რაც შეეხება რუსეთსა და რუსებს, დღეისთვის ეს ქვეყანა და ეს ერი არიან მართლმადიდებლური სამყაროს რეალურად მატერიალიზებული, ანუ განივთებული, ყველაზე უფრო დიდი და შთამბეჭდავი ძალა, რომელიც მოწოდებულია, რომ თავისი სულიერი და მატერიალური შესაძლებლობებით იცავდეს მართლმადიდებლურ მსოფლმხედველობასა და ცხოვრების წესს, ფასეულობებს, ქვეყნებს, ერებსა და ხალხებს, მიუხდავად თავისი სისუსტეების, შეცდომების და, ზოგჯერ კი, შეგნებული დანაშაულებისაც. პირადად ჩვენ არ გახლავართ პროამერიკელი, მაგრამ არც პრორუსულობაზე ვდებთ თავს, რადგანაც კარგად ვიცით, რომ ჩვენ, ქართველებს, ჩვენი ისტორიული ანგარიშები გვაქვს რუსულ დიდმპყრობელობასთან; რუსეთის მიმართ ჩვენი უნდობლობისა და მტრობის ისტორიული საფუძველი ხშირად სამართლიანია, მაგრამ განა გამოგვიცდია ანგლოსაქსონური ან გერმანული დიდმპყროველობა? განა პოლონელებს კი ნაკლები ჩაგვრა და ტანჯვა განუცდიათ ტევტონებისგან? ან ჩეხებს, სლოვაკებს, უნგრელებს, სერბებსა და მაკედონელებს ნაკლები უწვნევიათ გერმანიის, ავსტრიის, უნგრეთის ან ოსმალეთის დიდმპყრობელობისგან? ან იქნებ ამერიკის კონტინენტის, ცენტრალური თუ აღმოსავლეთ აზიის, აფრიკის ხალხები კი ნაკლებ ჩაგვრას განიცდიდნენ ანგლოსაქსების, ესპანელების, ფრანგებისა იაპონელებისგან? 

ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატის, დასალეთ ევროპისა და შეერთებული შტატების სპეციალისტის, რუსეთის სახელწიფო სათათბიროს დეპუტატის (ფრაქცია “როდინა”) ნატალია ნაროჩნიცკაიას წერილებში მეტად საინტერესო მოსაზრებებია გამოთქმული რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობათა შესახებ. მათ შეგვიძლა გავეცნოთ “ინტერნეტში” ამ ქალბატონის ვებ-გვერდზე. რუსი მეცნიერი და პოლიტიკოსი თავის ნაშრომებში აღნიშნავს, რომ ერთიანი დედა-ეკლესისგან “კათოლიკური” ანუ “მსოფლიო”, “საყოველთაო” ეკლესიის სახელწოდებით რომის ლათინური ეკლესის ჩამოშორების შემდეგ, ახალი მიმდინარეობის სულიერი და ფიზიკური აგრესიის მახვილი თითქმის თანაბრად იყო მიმართული როგორც წმინდა მიწაზე, მაცხოვრის საფლავზე, მოკალათებული მუსლიმანების, ისე მართლმადიდებელი ქრისტიანების წინააღმდეგაც. 1054 წელს ჯვაროსნებმა აიღეს და დაარბიეს კონსტანტინოპოლი – მართლმადიდებლური ქრისტიანობის ცენტრი, დაარბიეს ათონის წმინდა მთაზე აგებული მონასტრები, მათ შორის ივერიელთა მონასტერიც, ტანჯვა-წამების გზით აიძულებდნენ ბერ-მონაზვნებს, რომ კათოლიკურ აღმსარებლობაზე გადასულიყვნენ, იტაცებდნენ სიწმინდეებს და თავიანთ ქვეყნებში მიჰქონდათ.

ვატიკანის მესვეურნი და ჯვაროსანთა მეთაურები პრეტენზიას აცხადებდნენ წინა აზიაში თურქ-ოსმალების გაბატონების შემდეგ პოსტბიზანტიურ სივცესა და ბიზანტიის მემკვიდრეობაზე. ცდილობდნენ იარაღის ძალით დაემორჩილებინათ მონღოლებისგან დარბეული და შევიწროვებული რუსები. ამის შედეგად გაკათოლიკდნენ ჩეხები, უნგრელები, სლოვაკები და პოლონელები. ბალტიის ზღვის სანაპიროზე არსდება ლივონიის ორდენი, ხოლო ტევტონთა ორდენი კი რომის პაპმა გადმოიყვანა აქეთ პალესტინიდან. გერმანელთა მიერ გაკათოლიკებულმა უნგრელებმა XIV საუკუნეში დაიპყრეს სერბეთი და ძალით გაავრცელეს იქ კათოლიკური სარწმუნოება, მწვალებლობა. ამის შედგად წარმოიშვნენ ხორვატები, და ახალ პატრონთა მეცადინეობით მათსა და სერბებს შორის ისეთი მტრობა და სიძულვილი ჩაითესა და განვითარდა, რომ ამ ერთმანეთის უახლოესად მონათესავე ხალხებს ხშირად სამკვდრო-სასიცოცხლოდ აღუმართავთ ერთიმეორეზე ხელი. განა თურქების მიერ გამაჰმადიანებულ ქართველებსა და ქრისტიან ქართველებს შორის კი იყო ისტორილად ისეთი მტრობა, როგორიც “ცივილიზებულმა” ევროპელებმა დათესეს ხორვატებსა და სერბებს შორის?

რაც შეეხება რუსეთს, ჩვენ ხელთ გვაქვს 2003 წელს მ. სანაძის, თ. ბერაძისა და ქ. თოფურიას ავტორობით გამოქვენებული “საქართველოს ისტორიული ატლასი”, რომლის ერთერთი რეცენზენტიც გახლავთ პროფესორი გიული ალასანია, საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის, მ. სააკაშვილის დედა. მასში შეტანილია აგრეთვე ევრაზიის კონტინენტის დასავლეთ და ცენტრალური ნაწლის რუკებიც XIII, XIV, XV და XVII ასწლეულების მდგომარეობით. მათი მიხედვით, XIII საუკუნის დასაწყისში, მონღოლების შემოსევამდე, რუსეთის სახელმწიფოს დასავლეთ საზღვარი გადიოდა დაახლოებით იქ, სადაც დღესღეობით გადის ბელორუსიისა და უკრაინის დასავლეთ საზღვრები. ...მონღოლთა დაპყრობებს გადარჩენილი ნოვგოროდის სამთავროს წინააღმდეგ კი წამოვიდა კათოლიკური დასავლეთი. ნოვგოროდის მთავარმა ალექსანდრემ ჯერ 1240 წელს შვედები დაამარცხა მდინარე ნევას ნაპირებზე, რის გამოც იგი ნეველად იწოდა, ხოლო შემდეგ კი, 1242 წლის ზამთარში, გერმანელი რაინდების შემოტევა უკუაგდო და სასტიკად დაამარცხა ისინი გაყინულ ჩუდის ტბაზე. მაგრამ რუსი მთავრების ერთი ნაწილი, მონღოლთა უღლისგან განთავისუფლების მიზნით, თავიანთი მამულებით შევიდა ლიტვის დიდი მთავრების დაქვემდებარებაში, რის შედეგადაც, სახელდობრ კიევი, მინსკი და სმოლენსკი ჩამოსცილდნენ რუსეთის სახელმწიფოს, ხოლო დანარჩენი რუსული სამთავროების გაერთიანება კი თანდათანობით ხდებოდა მოსკოვის დიდი სამთავროს გარშემო. ამასობაში წარმართულ ლიტვაზე კათოლიკური პოლონეთი გაბატონდა, რასაც შედეგად მოჰყვა მართლმადიდებელი რუსების დევნა პოლონელთა მიერ. XVII საუკუნის პირველ ნახევარშიც კი ზემოაღნიშნული სამი რუსული ქალაქი პოლონეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, ხოლო საზღვარი მასა და მოსკოვის დიდ სამთავროს შორის სმოლენსკსა და მოსკოვს შორის დაახლოებით შუაში გადიოდა, სადღაც ბოროდინოს ველის მახლობლად. ნატალია ნაროჩნიცკაია დასკვნის სახით განმარტავს: “რასაც არ უნდა წერდნენ რუსული იმპერიალიზმის შესახებ, შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის უკანასკნელი ათი ასწლეულის საერთო შედეგად რჩება უდაო ფაქტი, რომ X საუკუნიდან XX საუკუნის შუახანებამდე სწორედ დასავლეთი, აღმოსავლეთევროპელი კათოლიკების წინამბრძოლობით, მუდმივად მოიწევდა აღმოსავლეთისკენ, ხოლო რუსული სახელმწიფოებრიობის დასავლეთ საზღვრებს კი ძლივსღა ვინარჩუნებდით გარდამავალი წარმატებით. მხოლოდ იალტამ და პოტსდამმა შეცვალეს მდგომარეობა, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის მთელი ტერიტორია 50 წლით სსრკ-ის გავლენის სფეროდ იქნა გადაქცეული. ბრიტანული ისტორიული აზრის პატრიარქი აროლდ ტოინბი აღნიშნავდა: “დასავლეთმა ათასი წლის მანძილზე პირველად იგრძნო საკუთარ თავზე რუსეთის ზეწოლა, რომელსაც ეს უკანასკნელი დასავლეთის მხრიდან განიცდიდა ყველა დროში”.

ქართველ ხალხს საკუთარი დამოკიდებულება აქვს რუსულ იმპერიალიზმთან დაკავშირებით, და ბევრი რამ, რასაც რუსი ნაციონალისტები დასავლეთს სავედურობენ, ქათველებსაც შეგვიძლია სწორედ რუსეთს ვუსაყვედუროთ ჩვენი ისტორული გამოცდილებიდან გამომდინარე. თუმცა კი დასავლეთში საჩივლელად გაქცევამდე ხომ უნდა დავფიქრდეთ, ვისთან მვდივართ, ვის უნდა გადავუშალოთ გული და ვისგან ველოდებით შველას? იქნებ დასავლეთმა დაიწყო ამჯერად ჩვენი ეროვნული, ეკონომიკური თუ სხვა პრობლემების გამოყენება თავისი არანაკლებ დიდმპყრობელური მიზნებისთვის რუსეთისა და სხვა “არასასურველ” სახელმწიფოთა წინააღმდეგ? იქნებ მცირე სახელმწიფოდან “პატარა ჯაშუშად” და “პროვოკატორად” გადავიქეცით დიდმპყრობელური დასავლეთის ხელში? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა თავად მკითხველისთვის მიგვინდია.

მოგვიანებით, 1917 წელს, რუსეთმა უკვე თავად განიცადა ის უზნეობა და ვერაგობა, რასად იგი მანამდე საქართველოსა და ქართველების მიმართ ახორციელებდა. სამაგიეროდ XX საუკუნეში თავად დაკარგა სამეფოცა და დამოუკიდებლობაც, და თავად აღმოჩნდა მსოფლიო რევოლუციური ცენტრის მიერ მართული კოსმოპოლიტური მთავრობის ხელში, რომლის შემადგენლობაშიც, სხვათა შორის, თავად ველიკოსროსები ძალზედ ცოტანი იყვნენ. რამდენადაც ვიცით, ტროცკი, სვერდლოვი, ზინოვიევი, კამენევი, ბუხარინი ეროვნებით ებრაელები იყვნენ, ლენინი – დედით ებრაელი და მამით ყალმუხი, სტალინი და ორჯონკიძე – ქართველები, ძერჟინსკი და მენჟინსკი – პოლონელები. არც ის არის საიდუმლო, რომ პირველ ხანებში ამ ბანდის დასაყრდენ ძირითად სამხედრო ძალას წარმოადგენდა ლატვიელ მსროლელთა დივიზია, რომელიც გასნაკუთრებული აქტიურობითა და სისასტიკით გამოირჩეოდა.

ნატალია ნაროჩნიცკაია აღნიშნავს, რომ დიდი სამამულო ომის დაწყებამდე საბჭოთა ხელისუფლება (სტალინი) თავის პოლიტიკაში უპირატესობას ისევ მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის მზადებას ანიჭებდა, ხოლო სსრკ-ს კი განიხილავდა ბაზისად რევოლუციის შემდგომი განვრცობისთვის. მაგრამ 1945 წლის მაისის შემდეგ საბჭოთა კავშირმა სულ უფრო მეტად დაიწყო ისტორიული რუსული სახელმწიფოს სახის მიღება ტრადიციული გეოპოლიტიკისთვის დამახასიათებელი ნიშნების შეძენით. დღესდღეობით რუსული საზოგადოების მართლმადიდებლურ-პატრიოტულ ნაწილს კარგად აქვს შეგნებული საშიშროება, რომელიც მას მოელის ევროატლანტიკური დასავლეთისგან. დასავლეთი კი ამას გააკეთებს პირველი და მეორე მსოფლიო ომების წლებში მეომარი ევროპული სახელმწიფოების ხარჯზე გაძლიერებული აშშ-ის ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური შესაძლებლობების გამოყენებით. რუსული საზოგადოების ეს ნაწილი და აგრეთვე ტრადიციულ რუსულ კულტურაზე აღზრდილი უდიდესი ნაწილი მოსახლეობისა აპირებს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის გამართვას დასავლელ მოძალადესთან, თუკი ამის აუცილებლობა დადგება. ატლანტიკური დასავლეთიდან მობერილ სისხლიან ქარიშხლებში გახვევის ნაცვლად, იქნებ სჯობდეს, რომ საერთო ენის გამონახვა ვცადოთ მართლმადიდებლურ რუსეთთან, რომელმაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მართლაც ბევრი რამ დააშავა ისტორიულად საქართველოს წინაშე. 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატით შეთანხმებულ მეტ-ნაკლებად ურთიერთხელსაყრელ მეგობრობასა და თანამშრომლობას (სტრატეგიულ პარტნიორობას) მან ჩვენი ქვეყნის სრული ოკუპაცია და ანექსია ამჯობინა, თუმცა მას შემდეგ მან თავადაც ბლომად იწვნია განსაცდელები და სისხლის ნთხევა, სირცხვილი და დამცირება. დღეს კი მორიგი განსაცდელის წინაშე მდგარი რუსი ხალხი უფრო თვითკრიტიკული, სხვათა აზრისა და ინტერესების მიმართ უფრო შემწყნარებლური უნდა იყოს. რუსული საზოგადოების მართლმადიდებლურ-პატრიოტულ ნაწილთან საერთო ენის გამონახვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ორივე ხალხისთვის სასარგებლო ტენდენციების განვითარება. აშშ-სა და დასავლეთთან ფულად სარგებელზე დამყარებული ურთიერთობა, ვფიქრობთ, მეტად დამამცირებელი და უზნეოა. ჯერ ერთი, ფულის ყადრი მათაც კარგად იციან და, როგორც ნათლად ჩანს, ამ ფულს ისინი ცალკეული მოხელეების, ორგანიზაციების თუ მათთვის სასურველი სტრუქტურების მოსყიდვაზე ხარჯავენ; მეორე – გაღებული ფულის საზღაურად ისინი ამ ადამიანთა მეშვეობით მთელი ქვეყნისგან თავიანთთვის სასურველი სამსახურის გაწევას მოითხოვენ. ასეთი სამსახურის შედეგად კი თუ როგორი უზნეობის, უპასუხისმგებლობის, თავაშვებულობის, გახრწნილობისა და ქვეყნისადმი გულგრილობის ტენდენციები ვითარდება ჩვენს საზოგადოებაში, ამის თვითმხილველები თავად ვართ.

რაც შეეხება ბალკანეთის მართლმადიდებელი მცირე ერების – ბერძნების, სერბების, ბულგარელებისა და მაკედონელების, ასევე რუმინელების ქართველებთან მსგავსებას: ერთის მხრივ ანალოგიები უდავოა, მაგრამ ამის გამო საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაერთიანებისკენ მოწოდება მხოლოდ ზედაპირული, საკითხის ზერელე დანახვისა და პირადი ანგარებიანი დამოკიდებულების შედეგი უნდა იყოს. არადა რამდენადმე დაკვირვებული მიდგომის შემთხვევაში ნათელი გახდებოდა, რომ ბალკანეთისა და, საერთოდ, აღმოსავლეთ ევროპის მართლმადიდებელ ხალხებს რეგიონის ბუნებრივად, თავისთავად განვითარების პირობებში, უფრო მეტი საერთო, მეტი კავშირი ექნებოდათ ერთმანეთთანაც და ერთმორწმუნე რუსეთთანაც, ვიდრე რომანულ-გერმანულ დასავლეთთან /ჰაბსბურგების იმპერია/, მუსლიმანურ ოსმალეთთან ან კალვინისტურ-პურიტანულ ბრიტანეთსა და აშშ-თან.

XIX საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც რუსეთის იმპერიამ ოსმალეთთან დადო ხელშეკრულება ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში რუსული სამხედრო ხომალდების თავისუფლად გატარების შესახებ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მკაცრი პროტესტი გამოთქვეს ამასთან დაკავშირებით და განაცხადეს, რომ არ ცნობენ ამ ხელშეკრულებას, ნიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვა მათ ტერიტორიბთან რაიმე შეხებაში არ ყოფილა. მათ დაიწყეს მიზანმიმართული დიპლომატიური და სხვა სახის საქმიანობა, რუსეთის წინააღმდეგ, ქრისტიანობის გამოისობით მათთან მსოფლმხედველობრივად უფრო ახლოს მდგომი ქვეყნისა, და ამისთვის არც მუსლიმანურ ოსმალეთთან კავშირის შეკვრაზე თქვეს უარი; თურქეთს “ცივილიზებულის” წოდება არგუნეს, რუსეთს კი – “ბარბაროსულისა”. ამას 1850-იან წლებში შედეგად მოჰყვა ცნობილი ყირიმის ომი, რომელშიც რუსეთის იმპერია დამარცხდა ბრიტანულ-ფრანგულ-თურქულ კოალიციასთან და იძულებული შეიქნა თავისთვის მძიმე საზავო პირობებს დათანხმებოდა. თუმცა კი შემდგომი 12-15 წლის განმავლობაში კვლავ აღიდგინა უფლება შავ ზღვაზე, რომელიც მას ამ ზავის მიხედვით ჰქონდა ჩამორთმეული.

გვინდა მკითხველის ყურადღება შევაჩეროთ კიდევ ერთ მეტად საყურადღებო ფაქტზეც: ნატალა ნაროჩნიაცკაიას ერთერთ წერილში მოყვანილი ცნობის მიხედვით, რუსი მეზღვაურები ქრისტიანული სამყაროდან პირველები გამოჩნდნენ იაპონიის ნაპირებთან, მაგრამ ამ სახელმწიფოსთან სერიოზული სავაჭრო ურთიერთობების დამყარება კი ვერ შეძლეს, რადგანაც იაპონელებმა მათ ამის სანაცვლოდ ქრისტიანობის დაგმობა მოთხოვეს, მართლმადიდებელ რუსებს, ცხადია, ამაზე წასვლა არ შეეძლოთ. სამაგიეროდ მათ შემდეგ მოსულ ჰოლანდიელებს არ უთქვამთ უარი ქტისტეს უარყოფაზე და, სანაცვლოდ, 150 წლის მანძილზე მონოპოლიზებული ჰქონდათ სავაჭრო ურთიერთობები იაპონიასთან.

ან მეორე მაგალითიც: შეგახსენებთ პერიოდს, როდესაც ბულგარეთს, სერბეთსა და საბერძნეთს შორის სამ ნაწილად გაყოფილი მაკედონელები გაერთიანებისკენ თავიანთი ეროვნული მისწრაფების მიღწვას იმედოვნებდნენ. მათ ბევრჯერ ჰქონიათ დასავლეთის იმედი, მაგრამ ყოველთვის გაცრუებიათ იგი. ისინი ისტორულად ყოველთვის მხოლოდ გასაცვლელ ხურდა ფულს წარმოადგენდნენ “დიდი ძიების” ხელში, თანაც დასავლეთი ადვილად ახერხებდა მათ გამოყენებას თანამოძმე სერბების, ბულგარელებისა და ბერძნების წინააღმდეგ, როცა ამის საჭიროება დაუდგებოდა.

დღეს ყველამ ვიცით, თუ როგორი მძიმე მდგომარეობა შეიქმნა სერბეთის პროვინცია კოსოვო-მეტოხიაში. აქ ალბანელთა მოზიდვის მიზნით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იოსებ ბროს ტიტომ ჰიტლერული ჯარებისა და მათი მოკავშირე ალბანელების სადამსჯელო მოქმედებების შედეგად გერმანიაში გაყვანილ სერბებს უკან, მშობლიურ ადგილებში დაბრუნება და დასახლება აუკრძალა და ისინი იუგოსლავიის სხვა ადგილებში გაანაწილა. მათ ნაცვლად, ყველანაირად ახალისებდა კოსოვოში ალბანელთა გადმოსახლებას, რათა ამის სანაცვლოდ ეს ქვეყანა და ბალკანეთის სხვა სახელმწიფოები მის მიერ ევროპაში ძალთა მესამე ცენტრად ჩაფიქრებულ სოციალისტურ ბალკანურ ფედერაციაში მიეზიდა. ამის შედეგად, თუკი მსოფლიო ომის დასასრულს კოსოვოში ალბანელები მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებს შეადგენდნენ, ომისშემდგომ წლებში მკვეთრად შეიცვალა აქ დემოგრაფიული სურათი მაჰმადიან ალბანელთა სასარგებლოდ. 

ეს მოვლენები ბუნებრივად გვაგონებს ყოფილი სამხრეთ-ოსეთის ავტონომიურ ოლქში და, განსაკუთრებით, ცხინვალში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ განვითარებულ პროცესებს, სადაც 1921 წელს ავტონომიური ოლქის შექმნამდე ოსები მოსახლეობის მცირე ნაწილს შეადგენდნენ, შემდგომ ათწლეულებში კი უმცირესობაში ქართველები აღმოჩნდნენ.

კოსოვოს პროვინციაში, ანუ ვარდარო-მორავას დაბლობზე საუკუნეებისა და, განსაკუთრებით, უკანასკნელი 5-6 ათწლეულის განმავლობაში ხელოვნურად შექმნილ მახინჯ დემოგრაფიულ სურათსა და ეროვნებათა შორის დაძაბულობას ანგლოსაქსები და ატლანტიკური დასავლეთი საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებდნენ. საქმე ის არის, რომ ეს დაბლობი ბალკანეთის მთიან რეგიონში წარმოადგენს ერთადერთ დაბლობ და ტანკმისადგომ (танкодоступный) ადგილს, რომელიც დასავლეთ ევროპიდან მოდის საბერძნეთის ქალაქ სალონიკამდე და ეგეოსის ზღვის სანაპირომდე. სწორედ ეს გახლავთ რეალური საფუძველი იმისა, რომ რომანულ-გერმანული ევროპა და ამჟამად უკვე ატლანტიკური დასავლეთიც ასეთი გამეტებით, დაუნდობლობით, მზაკვრობითა და ვერაგობით, საერთაშორისო სამართლს ნორმების უხეში დარღვევით ებრძვის ბალკანეთისა და აღმოსავლეთ ევროპის მართლმადიდებელი ერების ბუნებრივ, თავისთავად განვითარებას, აქუცმაცებს და ასუსტებს მათ ეროვნულ პოტენციალს და ამისთვის არც თურქეთის მოკავშირეობას თაკილობს, წინასწარ აკრავს რა მას “ცივილიზებულობის” იარლიყს. ჩვენ კი, ქართველებს, გვიჩნდება ასოციაცია ძველ იეზუიტურ დევიზთან – “მიზანი ამართლეს საშუალებას”. და თუკი იეზუიტების კათოლიკური ორდენისთვის ამ დევიზს შესაძლოა ჰქონოდა სულიერი (რელიგიური) მოვაწეობის ხიბლი, თუმცა კი არასწორი და დანაშაულებრივი, დღევანდელი ატლანტიკური დასავლეთის შემყურე ქართველი მოხელეების, არასამთავრობოების, პოლიტიკურად აქტიური ორგანიზაციებისა და მასმედიის ერთ ნაწილისთვის, ფულისა და პირადი კეთილდღეობის მოხვეჭის მიზნით, ყოვლად უზნეო საშუალებების გამართლება, სიცრუესა და ძალადობაზე დათანხმება დაუშვებელი და პერსპექტივაში ქვეყნისთვის დამღუპველია.

ირაკლი ხართიშვილი 

(როგორც წინა მასალებში უკვე აღვნიშნე, უწინდელი სამხედრო შინაარსის წერილების გარდა, ამ დროისთვის უკვე მინდოდა მეწერა იმის შესახებაც, თუ როგორ განიხილავებ და აფასებენ მიმდინარე პოლიტკურ პროცესებს რუსი მართლმადიდებელი ავტორები. და ვინაიდან გაზეთ “საქართველოში” ასეთი ხასიათის წერილების გამოქვეყნება არ უმდოდათ, ამიტომ შეწყდა ჩემი თანამშრომლობაც აღნიშნულ გაზეთთან. გაზეთ “ახალ 7 დღესთან” ჩემი დაკავშირება მოხდა ისევ ბ-ნ ნოდარ ნათაძის ინიციატივით, ვინაიდან მან ამ გაზეთისთვის ერთერთი ინტერვიუს მიცემისას ჟურნალისტს ურჩია, რომ ჩემთვოსაც ეკითხათ აღნიშნულ საკითხებზე აზრი. და ასეც მოხდა, რისთვისაც ბ-ნ ნოდარს მინდა ისევ მადლობა გადავუხადო. ეს გახლდათ ვრცელი ინტერვიუ, სადაც გაზეთის შეკითხვებზე პასუხობდა ოთხი რესპონდენტი. მინდოდა “ახალ 7 დღეში” 2005-2006 წლებში გამოქვეყნებული ჩემი წერილების ამ ბლოგზეც ხელმეორედ გამქვეყნება სწორედ იმ ინტერვიუთი დამეწყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ჩემს ქაღალდებში მისი მოძებნა ვერ შევძელი; თუმცა კი მომავალში, იმედია, ესეც მოხერხდება. მინდა ასევე აღვნიშნო ერთი მნიშვნელვანი გარემოებაც: აქ გამოქვეყნებულ წერილში მე რამდენჯერმე ვთქვი ისტორიულ წარსულში რუსეთის მიერ საქართველოს მეფე-მთავართა მოტუებისა და დაღალატების შესახებ. მაშინ მე ასეც ვფიქრობდი. მაგრამ შემდგომ წლებში გეორგიევსკის ტრაქტატის ტექსტის, აგრეთვე პროფესორების: იასე ცინცაძის, ვალერიან მაჭარაძისა და გიორგი პაიჭაძის მონოგრაფიების, კაპიტან დე გრაი დე ფუას მოხსენების /რელაციის/, ფრანგი კომერსანტისა და დიპლომატის ჟაკ ფრანსუა გამბას “საქართველოში მოგზაურობის”, საქართველოს შესახებ კარლ კოხისა და ედმონ სპენსერის ცნობების, ასევე ქართველ ავტორთა /ბაგრატ ბატონიშვილი – გიორგი XII-ის ძე, პლატონ იოსელიანი, ილია ჭავჭავაძე – სახელდობრ მისი წერილები “ქვათა ღაღადი” და “ასის წლის წინათ”/ ნაშრომების წაკითხვის შემდეგ თვალნათლივ დავრწმუნდი, რომ ქართული საზოგადოების ფართო ფენებში გავრცელებული ცოდნა რუსეთ-საქართველოს ისტორიულ ურთიერთობათა შესახებ სინამდვილეს არ შეესებამება და ძლიერად არის სპეციალურად დამახინჯებული მავანთა და მავანთა მიერ ქართულ საზოგადოებაში ანტირუსეთული და ანტირუსული განწყობების სპეციალურად დანერგვის მიზნით, რაზედაც აღიზარდა ჩემი, და არა მხოლოდ ჩემი თაობა, და რისი შედეგებიც უკანასკნელ ათწლეულებში უხვად და მწარედ ვიწვნიეთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ გაზეთის რედაქციაც ახდენდა ხელნაწერი ტექსტის გარკვეულად გადაკეთება-შერბილებას, რასაც დაკვირვებული მკითხველი ალბათ შეამჩნევდა. ამიტომ მეც ამჯერად მიხდება წერილის გარკვეულ ადგილებში მცირედ რედაქტირება, რათა ტექსტი უფრო ნათელი და გასაგები იყოს.)

Tuesday, May 14, 2013

ნიკოლოზ დუბროვინი 1786-87 წლებში რუსეთ-ირანის ურთიერთობათა შესახებ


(მასალა წარმოადგენს აკადემიკოს დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ II. С-Петербургъ, 1886/ X თავის თარგმანს)

თავი X 

საქმეთა მდგომარეობა სპარსეთში. – გედაეთ-ხანის რეშთიდან განდევნა. – ჩვენი საკონსულოს საქმიანობა. – ტუმანოვსკის ენზელიში მოსვლა. – მისი მოლაპარაკებები გედაეთ-ხანთან. – გილანის ხანის ბრძოლა აღა-მაჰმად-ხანთან. – რეშთის იერიში. – გედაეთის მოღალატური მკვლელობა. – ჩვენი ვაჭრობისა და რუს ვაჭართა შევიწროვება. – აღა-მაჰმად-ხანის დესპანის რუსეთში მოსვლა და მისი გაძევება უღირსი ქცევისა და საქციელების გამო. 

შეურიგებელი მტრობა, რომელიც წარმოიშვა გედაეთ-ხანსა და ჩვენს კონსულ სკილიჩის შორის, იქამდე მივიდა, რომ უკანასკნელმა, არ ჰქონდა რა არანაირი უფლებამოსილებანი ჩვენი მთავრობის მხრიდან, გადაწყვიტა მიეღო ზომები გილანის პროვინციიდან ხანის განსადევნად. 1786 წლის იანვარში სკილიჩიმ გაუგზავნა აღა-მაჰმად-ხანს წერილი, რომელშიც მას გილანში მოუწოდებდა. – “რაც შეეხება პროვინციის უფროსს, წერდა ჩვენი კონსული (Письмо Скиличiя Аге-Магометъ-хану отъ 24-го января 1786 года. Арх. Кабинета, связка 380, ч. II), მთელ ხალხს სურს მისი დამხობა, ხოლო თქვენი სახელი კი უყვართ და პატივს ცემენ დიდნი და მცირენი. ხალხი მხოლოდ თქვენი დახმარების მეშვეობით იმედოვნებს მის მიერ დამყარებულ არაადამიანურ ტანჯვა-წვალებათაგან თავის დახსნას. მე ბევრი მიზეზი მაქვს რათა უკმაყოფილო ვიყო მისი უხეშობითა და მზაკვრობით, და წარუმატებლობის შემთხვევაში მას არაფერში არ დავეხმარები, რათა შეინარჩუნოს თავისი მმართველობა პროვინციაში, არც იმაში, რომ ზღვით გაიქცეს. ერთი სიტყვით, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მე არაფერი იმდენად არ მსურს, როგორც თქვენი ძალმოსილებისა და დიდების გაზრდა, და ყოველთვის მზადა ვარ თქვენდამი სამსახურის გასაწევად”.

აღა-მაჰმად-ხანმა ისარგებლა ასეთი წინადადებით, დაეუფლა რეშთს და განდევნა იქიდან გედაეთ-ხანი, რომელიც ენზელიში გაიქცა. გამარჯვებულმა მაშინვე გამოგზავნა თავისი დესპანი გენერალ პოტიომკინთან წერილით, რომელშიც გამოთქვამდა რუსეთთან დაახლოებისა და ყველაფერში ტრაქტატების მკაცრად დაცვით მოქცევის სურვილს. აღა-მაჰმად-ხანმა რუს ვაჭრებს მისცა ვაჭრობის სრული თავისუფლება, მათ სარგებლობაში დატოვა ის ადგილები, რომლებსაც ისინი ფლობდნენ და აკრძალა აბრეშუმზე საბაჟო გადასახდის აღება.

მეორეს მხრივ, გედაეთ-ხანიც ასევე ითხოვდა ჩვენს დახმარებას და წერდა, რომ “უკვე განვაწყვე საკუთარი თავი, რათა ვიყო ჩემი პროვინციებით სრულიად რუსეთის საიმპერატორო ტახტზე დამოკიდებული”.

მიიღო რა შეტყობინება გედაეთ-ხანის რეშტიდან განდევნის შესახებ, გენერალმა პოტიომკინმა გასცა განკარგულება ენზელის ნაპირებთან ერთი ფრეგატის დაუყოვნებლივ გაგზავნის შესახებ ფრეგატ “ასტრახანის” დასახმარებლად, რომელიც იქ ჩვენი ვაჭრობის მფარველობისთვის იმყოფებოდა. ფრეგატის მეთაურს ებრძანა არ ჩარეულიყო კონსულის საქმეებში, მაგრამ მისი მოთხოვნის მიხედვით აღმოეჩინა შესაძლო დახმარება, “რუსეთის ვაჭართა წოდების გადასარჩენად თავხედობათაგან, რომლებიც ჩვეულებრივ შესაძლოა იყოს ქალაქ ენზელის ალყის დროს ან მისი დაუფლებისას” (Ордера капитану 1-го ранга Шишкину 25-го марта 1786 года, №№ 96 и 99. Госуд. Архивъ, XXIII, № 13, папка 51).

ამ ფრეგატით გაგზავნილ იქნა ყოფილი კონსული ტუმანოვსკიც, რომელსაც ებრძანა აეხსნა გედაეთ-ხანისთვის და ესაუბრა მასთან და, “მისცემდა რა ჩემს წერილს, წერდა პოტიომკინი, ეჩვენებინა მის მდგომარეობაში ჩემს მიერ მიღებული მონაწილეობის გულწრფელობა” (Предписанiе Тумановскому 25-го марта, № 100. Госуд. Архивъ, XXIII, № 13, папка 51). ტუმანოვსკის არჩევა და გაგზავნა უკიდურესად უიღბლო გამოდგა. ისიც ასევე გედაეთ-ხანის პირადი მტერი გახლდათ, და აქედან ამომდინარე, ასეთი ადამიანის გაგზავნა მაშინ, როდესაც სურდათ ხანისთვის კეთილგანწყობის გამოხატვა და დახმარების აღმოჩენა, სრულებით უადგილო იყო.

ტუმანოვსკის დავალებული ჰქონდა, გაეცნობოდა რა საქმეთა ნამდვილ ვითარებას, და როგორც აღა-მაჰმად-ხანის, ისე გედაეთ-ხანის განზრახვებსაც, დაპირებოდა თანადგომას იმას, რომელიც დაიწყებდა რუსეთის მფარველობის ძიებას. ასეთ პირთან უნდა ეცადა წერილობითი პირობის დადება ვაჭრობის თავისუფლების შესახებ, საბაჟო გადასახადების გაუქმებისა და ენზელიში მიწის ნაწილის დათმობის შესახებ იქ ჩვენთვის აუცილებელი შენობების ასაშენებლად. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს კონსულს დაევალა მფარველობა გაეწია გედაეთ-ხანისთვის. იმ შემთხვევაში კი, თუ მას არ აღმოაჩნდებოდა არანაირი საშუალებანი დასაცავად, ყოველმხრივ ეცადათ, წერდა პოტიომკინი ტუმანოვსკის, “რათა იგი არ გაეშვათ ხელიდან და დაეყოლიებინათ გამომგზავრებულიყო ასტრახანში, რუსეთის დაცვის ქვეშ”.

 ტუმანოვსკის გადაეცა სამი წერილი: მურთაზა-ყული-ხანის, გედაეთ-ხანისა და აღა-მაჰმად-ხანისადმი. გენერალი პოტიომკინი აიმედებდა პირველ ორს მათდამი ტავრიდელი თავადის კეთილი განწყობით, ჰპირდებოდა მფარველობას და სთავაზობდა ტუმანოვსკისთან თავიანთ საჭიროებებზე მოლაპარაკებას (Письма П. С. Потёмкина къ ханамъ отъ 30-го марта 1786 г.); აღა-მაჰმად-ხანს კი სთავაზობდა მეგობრობასა და რუსეთთან კავშირს.

“თქვენთა საქმეთა დიდება, წერდა მას პავლე სერგის ძე პოტიომკინი (Ага-Магометъ-хану въ письме отъ 29-го марта, № 116), რომელიც აღწევს ჩემი მმართველობისადმი რწმუნებულ ფარგლებს, სიამოვნებას მანიჭებს მე და მაძლევს საბაბს რათა მოგილოცოთ თქვენს მიერ მოპოვებული და შეძენილი ყველა გამარჯვება და დაპყრობა.

“სპარსეთი, რომელიც ამ დრომდე იძიძგნება ურთიერთშორის ომებით, ირწყვება თავისი საკუთარი შვილების სისხლით, თქვენი მმართველობის ქვეშ შეიძენს სიმშვიდეს და განიმრთელებს თავის ჭრილობებს კეთილმოწყობით, შეწყვეტს თქვენთა ქვეშევრდომთა მწუხარებას და შეუშრობს მათ ცრემლებს. თქვენი კეთილგონიერი მთავრობა (მმართველობა) მიანიჭებს თქვენს დერჟავას ბრწყინვალებას, როცა ყურადღებას მიაქცევთ თქვენი მიწების შიდა საქმეების განკარგვასაც, და ჩემი უავგუსტესი თვითმპყრობელის იმპერიასთან უწინდელ ურთიერთობათა განახლებასაც. ამის სარგებელი საგრძნობია; მისი დიდებულება და ძალა ცნობილია, დიდი ეკატერინეს სიბრძნე განთქმულია და მისი სიკეთე უსასრულოა. ვინც მიმართავს მის საფარველს-კავშირს, ყოველთვის ჰპოვებს მის სკიპტრას საიმედო სიმაგრედ.

ღმერთმა, რომელიც აარსებს სახელმწიფოებს, შესაძლოა განგამწესოთ თქვენ ისპაჰანის მფლობელად მისი კეთილდღეობის განახლებისთვის... დრო და გარემოებანი წინ გვიშლიან ხელსაყრელ ველს ორივე მოსაზღვრე სახელმწიფოს შორის კავშირის განახლებისთვის. მე მოველი თქვენს წერილებს, რათა გამოგიხატოთ თქვენ ის მეგობრობა, მთელი ის გულმოდგინება, რომელიც თქვენი პიროვნების მიმართ გამაჩნია”. 

არ იცოდა რა, თუ ვის ხელში იმყოფება სპარსეთის ტახტი და ვის ემორჩილება ხალხის უმეტესი ნაწილი, პოტიომკინმა წერილი გაუგზავნა ჯაფარ-ხანსაც, რომელიც, მოღწეული ცნობების მიხედვით, დაეუფლა ისპაჰანს და რომლის წარმოგზავნილიც კავკასიის ხაზზე გამოცხადდა.

“ჩემთან წარმოგზავნილი მაჰმად-ბეი, წერდა პოტიომკინი ჯაფარ-ხანს (Отъ 10-го апреля 1786 года), მიცხადებდა თქვენი სახელის ქებას, ხოლო ეს კი საბაბს მაძლევს მე, რათა მივიღე რა ცნობა თქვენს მიერ შესანიშნავი ქალაქის ისპაჰანის სვეკეთილად დაუფლების შესახებ, მოგილოცოთ. სპარსეთი, რომელიც ამდენი ხანია უკვე იწეწება შინაომებით, დაასრულებს, რა თქმა უნდა, მთელ თავის ტანჯვას თქვენი მმართველობის ქვეშ, შეწყვეტს სისხლის დენას და მტკივნეულ ჭრილობებს განიკურნავს. თქვენი კეთილგონიერება ამ უძველეს დერჟავას მოუტანს სიმშვიდეს და დაუბრუნებს მას უწინდელ დიდებას, როცა თქვენ თქვენს ყურადღებას მიაპყრობთ სპარსეთის საშინაო მოწყობას, და სრულიად რუსეთის იმპერიასთან უწინდელ ურთიერთობათა განახლებას”.

მალევე მიღებულ იქნა ცნობა, რომ ჯაფარი ალი-ხანის მიერ განდევნილია ისპაჰანიდან და მაშინ გენერალმა პოტიომკინმა ზუსტად ასეთივე წერილი გაუგზავნა ალი-ხანსაც. 

ამასობაში გედაეთი, რომელსაც ეშინოდა აღა-მაჰმად-ხანის თავდასხმისა, ამაგრებდა ენზელის, გარეშემოავლებდა მას ქვის კედელს, რომელიც თავის შიგნით აქცევდა იქ არსებულ რუსულ კოლონიას, ეკლესიასა და კონსულის სახლსაც. პოტიომკინი მოითხოვდა, რათა გედაეთს ხელი აეღო თავის განზრახვაზე და არ დაევიწყებინა, რომ ენზელიში მცხოვრები კონსული და სავაჭრო წოდება რუსეთის იმპერატრიცის ქვეშევრდომები არიან და რომ ხანს არა აქვს უფლება რუსეთის ქვეშევრდომთა კედლებს შიგნით მოქცევისა. “და ის ადგილი, უმატებდა პ. ს. პოტიომკინი (Въ письме отъ 18-го апреля 1786 года, Государствен. Архивъ, XXIII, № 13, папка 57), სადაც რუსეთის კონსული და ვაჭრები ცხოვრობენ, არ არის თქვენდამი კუთვნილი და საქმეებშიც არის საკუთრივ თქვენგან წერილი, რომელშიც ჩვენი კონსულის ენზელიში დაბრუნებისას უმტკიცებთ თქვენ ენზელის პორტს რუსეთს. გატყობინებთ რა ამის შესახებ, მოვითხოვ, რათა რუსების საცხოვრებელი დატოვოთ თქვენ ისე, რომ ოდნავადაც კი არ შეეხოთ მას”. 

გედაეთი პასუხობდა, რომ იგი ყოველთვის აღმოუჩენდა მფარველობას რუს ვაჭრებს. და “და ვინ გათავხედდებოდა, კითხულობდა იგი, რომ აქ მყოფი რუსეთის ქვეშევრდომებისთვის რაიმენაირი წყენა ან შევიწროვება მიეყენებინა”?

 ეს სიტყვები არ ემთხვეოდა გილანის ხანის ნამდვილ საქციელს, რომელიც აგრძელებდა სიმაგრის მშენებლობას, რომელიც სამი მხრიდან გარშემორტყმული იყო წლით, ხოლო მეოთხე მხრიდან კი – დაცული გახლდათ დაბურული ტყით, რომლის გამოვლაც მხოლოდ დიდი სიძნელეებით თუ შეიძლებოდა.

 ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა გედაეთ-ხანი, როდესაც 20 მაისს ენზელის პორტს მიადგა ჩვენი ფრეგატი “ასტრახანი”, რომელზედაც მყოფებოდა კარის მრჩეველი ტუმანოვსკი. უკანასკნელი, ატყობინებდა რა თავისი მოსვლის შესახებ კონსულ სკილიჩის, ეკითხებოდა მას: შეუძლია თუ არა ჩამოვიდეს ნაპირზე და ხომ არ არის რაიმე საშიშროება? მიიღო რა დამაკმაყოფილებელი პასუხი, ტუმანოვსკი ჩამოვიდა ფრეგატიდან და ჰქონდა პაემანი კონსულთან. სკილიჩი არწმუნებდა ჩამოსულს გედაეთ-ხანის ჩვენდამი ცუდ განწყობაში და ურჩევდა არ დაყრდნობოდა მის სიტყვებს და მეტად ფრთხილად ყოფილიყო. იცოდა რა ხანის ფიცხი და ამაყი ხასიათი, სკილიჩის მიაჩნდა, რომ შემწყნარებლობით ყველაზე უფრო უკეთ იქნებოდა შესაძლებელი მისი ჩვენს მხარეზე დაყოლიება, მაგრამ ტუმანოვსკი საწინააღმდეგო აზრია გახლდათ.

– მე ვიცი, თუ როგორ უნდა მოვექცეთ მას, შენიშნა მან თავდაჯერებულად; – ეს ჩიტი ჩვენგან ვერ გაფრინდება.

ტუმანოვსკი დაჟნებით მოითხოვდა, რათა მისი მოსვლის შესახებ გედაეთის შეტყობინებამდე, სკილიჩის გაეგზავნა ხანისთვის გენერალ პოტიომკინის უკანასკნელი წერილი ჩვენი კოლონიის სიმაგრეთა ხაზის გარეთ დატოვების შესახებ (Следственное дело. Архивъ Кабинета, св. 380).

– ამ წერილის შინაარსი გესლიანია, შენიშნა სკილიჩიმ, – და არაკეთილგონივრული იქნებოდა, რომ ხანში უნდობლობა აღგვეძრა და მისთვის უკმაყოფილება მიგვეყენებინა ასეთ დროს, როცა მას უფრო უნდა ვამხნევებდეთ და არა ვაღიზიანებდეთ.

– პირიქით, პასუხობდა ტუმანოვსკი, იგი თავიდან უნდა შევაშინოთ ამ წერილით, ხოლო შემდეგ კი შეატყობინოთ ჩემი ჩამოსვლის შესახებ.

ეს მოთხოვნა აღსრულებულ იქნა და გენერალ პოტიომკინის წერილი ხანს გაეგზავნა. მომდევნო დღეს გედაეთმა შეკრიბა თავისთან დაახლოებული პირები და მათ დაავალა წერილის წაკითხვა. გილანში დაირხა ხმა, რომ ტუმანოვსკი გამოგზავნილია იმისთვის, რათა დაეუფლოს ენზელის და ხანის უფროსი ვაჟი კი რუსეთში წაიყვანოს. რამდენიმე დღის შემდეგ ფრეგატ “კავკაზის” მოსვლა აძლიერებდა ეჭვს და არწმუნებდა სპარსელებს გავრცელებული ხმების სამართლიანობაში.

 – თქვენ ხედავთ, უთხრა ხანმა შეკრებილებს, – რომ ჩვენი ეჭვები უსაფუძვლო არ ყოფილა; ჩვენ უნდა ვეცადოთ დავასწროთ ასეთ შემთხვევას. და გედაეთს განზრახული ჰქონდა ტუმანოვსკის საკუთარ ხელში ჩაგდება.

ზოგიერთნი დაახლოებულთაგან ცდილობდნენ ხანის გადარწმუნებას, არწმუნებდნენ რა, რომ ეს ცრუ ხმებია, ცდილობდნენ წარმოედგინათ მსგავსი საქციელით გამოწვეული მთელი საშიშროება, მაგრამ ხანი არ ისმენდა რჩევებს და თავისი ჰქონდა დაჟინებული (Письмо Скиличiя Потёмкину 3-го апреля 1787 г., Арх. Кабинета, св. 380).

– რუსეთს რომ ჩემთვის კეთილი სურდეს, ამბობდა იგი – და ნამდვილად უნდოდეს დახმარების აღმოჩენა – იგი არ გამომიგზავნიდა აქ ორ ფრეგატსა და ტუმანოვსკის, ჩემს შეურიგებელ მტერს.

ატყობინებდა რა გენერალ პოტიომკინის წერილის მიღების შესახებ და ულოცავდა რა ტუმანოვსკის ჩამოსვლას, გედაეთი წერდა, რომ სურს მასთან პირადი პაემანის ქონა. იმ დროს აღა-მაჰმად-ხანმა, რომელსაც ყურადღების გადატანა მოუხდა უფრო ძლიერ მტერზე სპარსეთის შიგნით, რეშთი დატოვა, და გედაეთ-ხანი კვლავ დაემკვიდრა მასში. მას თავისთან ჰყავდა 10.000-მდე ჯარი და, როგორც ქედმაღალი ადამიანი, ფიქრობდა, რომ მომავალში შეუძლია არა მხოლოდ წინ აღუდგეს აღა-მაჰმად-ხანის პრეტენზიებს, არამედ გარკვეული დაპყრობებიც კი განახორციელოს. ერთი წუთის გავლენის ქვეშ მყოფი, იგი არ თვლიდა საჭიროდ ეპირფერა რუსეთის წარმოგზავნილის წინაშე, არამედ განზრახული ჰქონდა ხელში ჩაეგდო იგი და, ეყოლებოდა რა მძევლად, ზოგიერთი სარგებელიც მიეღო აქედან.

მაგრამ, 29 მაისს, ერთმა სპარსელმა გააფრთხილა კონსული, რათა იგი ფრთხილად ყიფილიყო, ვინაიდან ხანს განზრახული აქვს არა მხოლოდ ტუმანოვსკის შეპყრობა, არამედ მისიც, კონსულისაც და ფრეგატების ორივე მეთაურისაც. სპარსელი ირწმუნებოდა, რომ ამ მიზნით ხანმა გამოგზავნა ენზელიში 300 შეიარაღებული ადამიანი, რომლებიც მიმალულები არიან სასახლეში და ხელსაყრელ შემთხვევას ელოდებიან, რათა თავს დაესხან რუსებს, როდესაც ისინი შეიკრიბებიან, და ხელში ჩაიგდონ ისინი მანამდე, სანამ თავის დაცვას შეძლებდნენ. არ გამოხატავდნენ რა გარეგნულად, რომ ხანის განზრახვა იციან, ტუმანოვსკიმ და სკილიჩიმ შეატყობინეს ამის შესახებ ფრეგატების მეთაურებს და მიიღეს ზომები იმისთვის, რათა მოულოდნელი თავდასხმა არ მომხდარიყო მათზე და იმავე დროს ჰქონოდათ რუსული კოლონიის დაცვის შესაძლებლობაც. ამ მიზნით დაყენებულ იქნა ქვემეხები, დაწესდა ყარაულები და ღამის შემოვლა. ენზელიში მყოფი ხანის ვაჟი კითხულობდა, თუ რატომ მიმართავენ რუსები ასეთ სიფრთხილეს. თუკი გააჩნიათ, ამბობდა იგი, რაიმენაირი ეჭვი, ეს უსამართლოა.

– ჩვენ ამას ვაკეთებთ, პასუხობდა სკილიჩი, – არა ჩვენი თქვენდამი უნდობლობის გამო, არამედ საკუთარი უსაფრთხოებისთვის, როგორც ჩვეულებრივ ვიქცევით ხოლმე ყოველგვარი არეულობის დროს.

ასეთი პასუხით დაკმაყოფილებულმა, ხანის ვაჟიშვილმა, 2 ივნისს, თავისთან სადილზე მიიწვია კონსული, ტუმანოვსკი და ფრეგატების მეთაურები, მაგრამ მათ უარი უთხრეს, და მათი ხელში ჩაგდების გეგმა ვერ გამოვიდა. მაშინ რამდენიმე დღის შემდეგ ენზელიში მოვიდა ხანის ექიმი წერილით, რომელშიც გედაეთი მადლობას უხდიდა გამოგზავნილი საჩუქრებისთვის.

– ხომ არ გაქვთ რაიმე საგანგებო დავალებები ხანთან? ჰკითხა ექიმმა ტუმანოვსკის.

– არანაირი საგანგებო დავალებები არ გამაჩნია, პასუხობდა იგი კითხვაზე, – გარდა განცხადებისა იმ გულწრფელი მონაწილეობის შესახებ, რომელსაც ღებულობს რუსეთი ხანის ამამინდელ მდგომარეობაში.

– ხომ არ მიგაჩნიათ აუცილებლად, რომ ხანი ინახულოთ?

– თუკი ხანს სურს ჩემი ნახვა, პასუხობდა ტუმანოვსკი, – მე მზად ვარ მივიღო იგი როცა მოისურვებს.

– ხანს სურდა ეთხოვა რუსეთის მთავრობისთვის ათასი ჯარისკაცი, თუკი არ შეუძლია ქვეყნის დასაცავად უფრო მეტის მიღება.

– თუკი ხანი ითხოვს რუსეთის მფარველობაში მისი მიღების შესახებ და მისცემს საკუთარ თავს რუსეთის იმპერატრიცის ძალაუფლების ქვეშ, მაშინ, რა თქმა უნდა, მასთან გამოგზავნილი იქნება არა მხოლოდ თხოვნილი რიცხვის ჯარი, არამედ გაცილებით უფრო მეტიც, მხოლოდ ერთი პირობით, რომ რუსეთის მთავრობა უკვე თავად განკარგავს და იზრუნებს მისი სამფლობელოების შენარჩუნებისთვის. 

ტუმანოვსკიმ გადაკვრით უთხრა ამ დროს ექიმს, რომ თუკი გედაეთს დაეუქრება რაიმენაირი საფრთხე, მას ყოველთვის შეუძლია დაჯდეს ერთერთ ჩვენს ფრეგატზე და გაემგზავროს ასტრახანში. ასეთი წინადადება არ ეთანხმებოდა ხანის გეგმებს, და მას არ გააჩნდა არანაირი სურვილი რუსეთის მფარველობის ძიებისა. შინაური უთანხმოებები დასუსტებული სპარსეთი წარმოადგენდა ვრცელ ველს ყოველგვარი ძალადობისა და თვითნებობისთვის. თითოეული მეტ-ნაკლებად ძლიერი ხანი იმედოვნებდა თავის სასარგებლოდ ტერიტორის მნიშვნელოვანი ნაწილის მიტაცებასა და ოლქის დამოუკიდებელ მმართველად გადაქცევას. ასეთი მიზნის მისაღწევად სპარსეთში იმ ხანებში არ თაკილობდნენ არანაირ საშუალებებს: დანა, ყულფი და ღალატი – ყველაფერი საქმეში მიდიოდა და ერთნაირად კანონიერი იყო, თუკი აკმაყოფილებდა ძალაუფლის მაძიებლის ინტერესებს. შემთხვევით ჰყავდა რა განკარგულებაში საკმარისად მნიშვნელოვანი ჯარი, გედაეთი ბევრი რამის შესახებ ოცნებობდა, მაგრამ არა საკუთარ თავზე რუსეთის უმაღლესი ძალაუფლების აღიარების შესახებ. იგი ფიქრობდა თავის ძალაუფლების გაფართოებაზე, აგროვებდა ჯარებს და ახალი საბაჟო გადასახადებიც დააწესა საქონელზე. ჩვენი ვაჭრებისა და კონსულის პროტესტზე გედაეთი დუმილს ამჯობინებდა და არ პასუხობდა ტუმანოვსკის წერილებზე. უკანასკნელმა, არ იყო რა კეთილად განწყობილი ხანისადმი, შუაკაცი მიუგზავნა მურთაზა-ყული-ხანს და თვითნებურად შესთავაზა მას გილანის ხანობა. მურთაზამ უარით უპასუხა, და მაშინ ტუმანოვსკი წერდა გედაეთს, რომ განზრახული აქვს თავად გაემგზავროს მაზანდერანში აღა-მაჰმად-ხანთან, გენერალ პოტიომკინის წერილის მასთან მისატანად. არ მიაქცია რა ყურადღება ამ მუქარას, გედაეთმა ბედნიერი მგზავრობა უსურვა მას, მაგრამ მალე სანანებელი გაუხდა თავისი საქციელი: აღა-მაჰმადი უკვე მოდიოდა გილანზე სამი კოლონით, ამასთან ყველაზე უფრო მთავარი მათგან დაძრული იყო რეშთზე – გედაეთის ადგილ-სამყოფელზე.

გილანის ხანმა, როგორც კი შეიტყო ამის შესახებ, ენზელიში გაგზავნა ყველა თავისი ცოლი და შვილი და მთელი ქონება. იგი წერდა ტუმანოვსკისა და სკილიჩის, რომ, თვლის რა საკუთარ თავს რუსეთის მფარველობის ქვეშ, ანდობს მათ თავის ოჯახსა და ქონებას, თანაც დარწმუნებულია, რომ მეგობრობის მოვალეობის მიხედვით, ისინი იზრუნებენ მის ცოლებსა და შვილებზე. ჩვენმა კონსულმა ნება მისცა ხანის რწმუნებულს, რომ აერჩია ერთერთი რუსული სავაჭრო გემი და ფასზე მოლაპარაკებოდა მის პატრონს. გედაეთ-ხანმა უბრძანა რეშთის მცხოვრებთ, რომ დაეცალათ ქალაქი და გარეშემო სოფლების მოსახლეობასთან ერთად ეჩქარათ ენზელიში, სადაც მოკლე ხანში შეიკრიბა 8-დან 10 ათასამდე ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა ადგილებიდან იყვნენ მოსულნი, არ გააჩნდათ ჭერი და ღია ცის ქვეშ იყვნენ განთავსებულნი; გილანის პროვინციის მთელმა დანარჩენმა მოსახლეობამ კი ტყეებს შეაფარა თავი.

ქალაქი რეშთი სამ დღეში დაცარიელდა და თავად გედაეთ-ხანიც მსუბუქად დარჩა, ჰქონდა რა თავისთან ყველაზე უფრო აუცილებელი ნივთები და ჰყავდა რა ამალა ნათესავთა და რწმუნებულ პირთაგან, რომელთა ერთგულებაზე დამყარებაც მას სავსებით შეეძლო. არ შემოფარგლულა რა ამით, 19 ივლისს მან გამოგზავნა თავისი მოხელენი თხოვნით, რომ მიეღოთ იგი რუსეთის მფარველობის ქვეშ. პირობების პროექტის შედგენისას ეს მოხელეები უკანვე გაემართნენ, რათა წარედგილათ ისინი ხანისთვის დასამტკიცებლად, მაგრამ ენზელიში მეტად აღარ დაბრუნებულან, რადგანაც მოვლენები მეტად სწრაფად მიდიოდა.

23 ივლისს აღა-მაჰმად-ხანი თავისი ჯარებით რეშთიდან ორმოც ვერსზე გაჩერდა. მის დასახვედრად გაგზავნილი გედაეთ-ხანის ჯარები, ჯერ კიდევ მოწინააღმდეგესთან შეხვედრამდე, სახლებში წავიდ-წამოვიდნენ, ხოლო ისინი კი, რომლებიც დარჩნენ და ბრძოლაში ჩაერთვნენ, დამარცხებულ იქნენ და გადარჩენილებმა გაქცევით უშველეს თავს. მომდევნო დღეს აღა-მაჰმად-ხანმა შეუტია სიმაგრეებს და ქალაქსაც დაეუფლა. 

სუფრასთან მჯდომმა გედაეთმა, ისე რომ სადილიც არ დაუსრულებია, სამი ვერსი ფეხით ირბინა, შემდეგ მისთვის მიგვრილ ცხენზე შეჯდა და პერი-ბაზრისკენ გააჭენა, სადაც მოწყობილი იყო სიმაგრეები და სადაც მას განზრახული ჰქონდა რომ უკიდურეს შესაძლებლობამდე გამაგრებულიყო.

ამასობაში, დაიკავა რა რეშთი, აღა-მაჰმად-ხანმა მკაცრად აუკრძალა ჯარებს რომ წყენა მიეყენებინათ მოსახლეობისთვის, ბრძანა არ მოეხდინათ ძარცვა-რბევა და აღებული სურსათისთვის ფული გადაეხადათ. მან დააგზავნა პროკლამაცია, რომელშიც მოითხოვდა, რათა ყველა მცხოვრები დაბრუნებულიყო თავის სოფლებსა და ქალაქ რეშთში და არ ჰქონოდა დევნის შიში; ხოლო ისინი კი, რომლებიც არ აღასრულებენ ამ ბრძანებას და ტყეებში იქნებიან ნაპოვნი, დაექვემდებარებიან დევნას და სასტიკად იქნებიან დასჯინლი. გილანელებმა ხალისით შეასრულეს გამარჯვენულის მოთხოვნა და სახლებში დაბრუნდნენ. გედაეთ-ხანის სისასტიკე და ტირანობა გახლდათ იმის მიზეზი, რომ მცირედთა გამოკლებით, თითქმის მთელ მოსახლეობას სძულდა თავისი ხანი. ახალი სისასტიკეებით გედაეთს სურდა მცხოვრებთა მისდამი მორჩილების დაბრუნება, მაგრამ მისი ძალისხმევა ამაო იყო; ამაოდ ჭრიდა იგი ცხვირებსა და ყურებს თავიანთ სახლებში დაბრუნებულებს, მოსახლეობა მაინც ხალისით ემორჩილებოდა გამარჯვებულს. აღა-მაჰმად-ხანის დასახვედრად პერი-ბაზარიდან გაგზავნილ გედაეთის ჯარებს არ სურდათ ბრძოლა და სხვადასხვა მხარეს იფანტებიდნენ. ხედავდა რა ყველგან უიღბლობას, გილანის ხანმა ბრძანა, რომ მთელი მისი ქონება დაეტვირთათ ენზელის ნავსადგურში მდგომ გემებში და იქვე გადაეყვანათ მისი ოჯახიც. ტუმანოვსკიმ, კონსულმა სკილიჩიმ და ზოგიერთმა ჩვენმა ვაჭარმაც ასევე დატოვეს ნაპირი და გადავიდნენ ფლოტილიაზე, იმის შიშით, რომ არ განეცადათ იერიშის დროს შესაძლებელი ყოველგვარი შემთხვევითობა, როდესაც ძნელი შეიქნებოდა იმის გარკვევა, თუ ვინ არის რუსი, ვინ სპარსელი, ვინ გედაეთ-ხანის მომხრე. თხელწყლიანობის გამო ჩვენს ფრეგატებს არ შეეძლოთ ნაპირთან ახლოს მისვლა და ამიტომ ყველა რუსი შეიკრიბა ოთხ სავაჭრო გემზე, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ ფრეგატებიდან აღებული ოთხი ქვემეხითა და საკონსულოდან წამოღებული ექვსი ფალკონეტით. 

ივლისის ბოლოს აღა-მაჰმად-ხანის მეწინავე ჯარები გამოჩნდნენ ენზელის მახლობლობაში და გადაწვეს ახლოს მდებარე სოფელი. თხოვნის საბაბით, რათა არ დაეწვათ გარეშემო მდებარე სოფლები, ტუმანოვსკიმ სპასრული ჯარების უფროსს გაუგზავნა სომეხი ხასტატოვი, რომლის მეშვეობით შევიდა კიდეც ურთიერთობებში აღა-მაჰმად-ხანთან. უკანასკნელი არწმუნებდა წარგზავნილს, რომ გულწრფელად არის განწყობილი რუსეთს მიმართ და შეინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობებს ჩვენს მთავრობასთან. ტუმანოვსკი დაპირდა არ მიეცა დახმარება გედაეთ-ხანისთვის და იწვევდა აღა-მაჰმად-ხანს, რათა აჩქარებულიყო ენზელიში მოსასვლელად. სპარსული ჯარები თავს იყრიდნენ ქალაქის გარშემო და თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში ჩაყენებულმა გედაეთ-ხანმა გამოუგზავნა ტუმანოვსკის თავისი დესპანი ბაჰირი თხოვნით, რათა რუსულ ფლოტილიას მხარი დაეჭირა მისთვის და წინააღმდეგობა გაეწია აღა-მაჰმად-ხანისთვის. ბაჰირი სთხოვდა ტუმანოვსკის დაედო ფიცი, რომ ხანის თხოვნა შესრულებული იქნებოდა და გედაეთის სახელით კი ფიცს დებდა იმაში, რომ ხანი რუსეთის ერთგული იქნებოდა.

– თუკი თქვენ არ შემოგვფიცებთ, ეუბნებოდა ბაჰირი ტუმანოვსკის, – მაშინ ხანი იძულებული იქნება რომ სხვა ზომები მიიღოს.

– მე არასოდეს ვყოფილვარ გედაეთ-ხანის არაკეთილმოსურნე, თავის არიდებით პასუხობდა ტუმანოვსკი.

– თუ თქვენ მისი კეთილმოსურნე ხართ, მაშინ რატომ არ ესროდით აღა-მაჰმად-ხანის ჯარებს, როცა ისინი ენზელისთან მოვიდნენ და სოფელი გადაწვეს? თქვენი გასროლებით თქვენ დაგვანახებდით, რომ მზად ხართ დაიცვათ გედაეთ-ხანი და რომ რუსების დახმარებით აღა-მაჰმად-ხანი შესაძლოა განდევნილ იქნას გილანიდან.

– მე აქ ვიმყოფები სამი თვეა, პასუხობდა ტუმანოვსკი, და არაერხელ მივუთითებდი გედაეთ-ხანს იმ ზომებზე, რომლებიც მას უნდა მიეღო, რადგანაც ჯერ კიდევ ჩემს ჩამოსვლამდე იყო ხმები, რომ აღა-მაჰმადს განზრახული აქვს გილანში მოსვლა. პ. ს. პოტიომკინიც ასევე წერდა ხანს, რომ თუკი მას გააჩნია რაიმენაირი საჭიროება, ამაზე შეეტყობინებინა მისთვის, მაგრამ ხანმა, თავისი სიამაყის გამო, ამ დრომდე არანაირი პასუხი არ გასცა მის წერილებზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ უარს არ ვამბობთ მის დახმარებაზე. აღა-მაჰმად-ხანის ჯარებს ჩვენ იმიტომ არ ვესროლეთ, რომ მათ არა მარტო არ გამოუჩენიათ ჩვენს მიმართ რაიმენაირი მტრული დამოკიდებულება, არამედ ყურად იღეს ჩემი მოთხოვნა რომ არ გადაეწვათ სოფლები და, მოასწრეს რა მხოლოდ სამი სახლის დაწვა, ხელი აიღეს ამ საქმეზე და სოფლიდან წავიდნენ.

ასეთი პასუხის შემდეგ ბაჰირი გაემართა გედაეთისკენ და 21 აგვისტომდე ტუმანოვსკის ხანის შესახებ არნაირი ცნობები არ ჰქონია. ამ დღეს მან აცნობა ხანს, რომ ერთერთი ჩვენი ფრეგატი მიემართება ასტრახანისკენ და თუკი ხანს აქვს რაიმე მისაწერი კავკასიის ხაზზე სარდლისადმი, მაშინ შეატყობინოს მას. გედაეთმა გამოგზავნა თავისი რწმუნებული მაჰმად-ჰუსეინი ასტრახანში გამოსაგზავნად დავალებით, რათა ეთხოვა გენერალ პოტიომკინისთვის დასახმარებლად 2.000 კაციანი რუსული ჯარის გამოგზავნა არტილერიით. გედაეთი ამის სანაცვლოდ დაპირდა თავისი ვაჟის ამანათად გაგზანასა და ყოველწლიურად ათასი ფუთი აბრეშუმის გადახდას (Письмо Магометъ-Хуссейна Потёмкину 2-го октября 1786 года. Госуд. Арх., XXIII, № 13, папка 51).

ამ თხოვნამ და დაპირებებმა პოტიომკინამდე მოაღწიეს უკვე მაშინ, როცა გედაეთის ბედი სამუდამოდ იყო გადაწყვეტილი. 23 აგვისტოს აღა-მაჰმად-ხანი წერდა ტუმანოვსკის, რომ, დაეუფლა რა სპარსეთის უდიდეს ნაწილს, მას განზრახული აქვს დასაჯოს ხალხის მძარცველი და გამჩანაგებელი და იხსნას გილანი მძიმე უღლისგან. აღა-მამად-ხანი ამატებდა, რომ თუკი ტუმანოვსკის სურს, რომ არსებობდეს თავისუფალი და მშვიდი ვაჭრობა, მაშინ იგი არა თუ მხოლოდ არ უნდა დაეხმაროს გედაეთს, არამედ ეცადოს მისთვის გზის მოჭრასაც, თუკი ეს უკანასკნელი განიზრახავს სადმე ზღვით წასვლას. თითქოს და იმ განზრახვით, რათა ესარგებლა შემთხვევით და მიეღო ხელსაყრელი პირობები ჩვენი ვაჭრობისთვის, ტუმანოვსკიმ მეორედ გააგზავნა აღა-მაჰმად-ხანთან თავისი რწმუნებული სომეხი ხასტატოვი და დაავალა მას რათა აღა-მაჰმადთან უფრო ახლო ურთიერთობებში შესულიყო. ვერაგობაში გამოცდილმა და თავის მტრებზე ღალატით ხშირად გამარჯვების მომპოვებელმა აღა-მაჰმად-ხანმა ხასტატოვის მეშვეობით შესთავაზა ტუმანოვსკის 70.000 მანეთი, თუკი იგი აღმოუჩენდა მას თანადგომას, და მიაღწია კიდეც თავის მიზანს. 28 აგვისტოს წარგზავნილმა მოუტანა ტუმანოვსკის მოკლე წერილი, რომელშიც აღა-მაჰმად-ხანი სთხოვდა “მის დავალებათა შესრულების შესახებ და მის სარგებელთან დაკავშირებული ინტერესების დაცვას”, რის შესრულებას თავის მხრივაც დაჰპირდა (Следственное дело).

ამასობაში გედაეთ-ხანმა, რომელიც ყოველი მხრიდან გარშემორტყმული იყო მოწინააღმდეგის ჯარებით და ვერ თვლიდა შესაძლებლად პერი-ბაზარის შენარჩუნებას, თავისი ძმა ასკერი გამოგზავნა ტუმანოვსკისთან თხოვნით, რათა მას აეღო საკუთარ თავზე ენზელის დაცვა, ხოლო იგი, გედაეთ-ხანი კი, ოჯახითა და ნათესავებით ერთერთი ფრეგატით რუსეთში გაეგზავნა (Государств. Арх., XXIII, № 13, папка 51).

– მთავარი უფროსის ნებართვის გარეშე, პასუხობდა ტუმანოვსკი, – მე არ შემიძლია ფრეგატზე გედაეთ-ხანისა და მისი შვილების მიღება. ამის შესახებ რომ წინდაწინ ყოფილიყო განცხადებული, მაშინ მე ვითხოვდი ნებართვას და შევასრულებდი ბრძანებას. რაც შეეხება ენზელის დაცვას, ჩვენ მას შევუდგებით, თუკი წავაწყდებით აღა-მაჰმად-ხანისგან ჩვენდამი მტრულ მოქმედებებს.

ასეთმა პასუხმა აიძულა ასკერი სხვა გზისთვის მიემართა. გამოუგზავნა რა ტუმანოვსკის საჩუქრად 250 მანეთის ორი სპარსული კაბა, ერთი ქალის კაბა, ძვირფასი თვლებით შემკული ქამარ-ხანჯალი, იგი სთხოვდა, რათა იგი გედაეთის შვილებთან და ქონებასთან ერთად მაინც გაეგზავნათ ასტრახანში, მაგრამ ტუმანოვსკი, მიიღო რა საჩუქრები, მაინც პასუხობდა, რომ ამას გააკეთებს, თუკი მიიღებს 50.000 მანეთს. ასკერი ვერ თვლიდა შესაძლებლად მოთხოვნილი თანხის მიცემას და დიდხანს ელაპარაკებოდა ტუმანოვსკის როგორც პირადად, ისე გედაეთ-ხანის ექიმის მეშვეობითაც. სკილიჩი ჩამოცილებული იყო ამ თათბირებისგან და ეკითხებოდა ტუმანოვსკის, თუ რის შესახებ ელაპარაკებიან ისინი ერთმანეთს.

– ერთადერთი იმის შესახებ, პასუხობდა ტუმანოვსკი, რომ იგი ხანის შვილებთან ერთად ფრეგატით გაემგზავროს ასტრახანში.

– და რა უპასუხეთ თქვენ მას ამაზე? ჰკითხა სკილიჩიმ.

– და თქვენ როგორ ისურვებდით რომ მეპასუხა? – მე მას მოკლედ უარი ვუთხარი.

– მშვენიერია; თქვენ ზუსტად მიჰყვებით ბრძანებებს. ნუთუ ამაში შედგება თქვენდამი მოცემული დავალებები? – მე არ მესმის თქვენი საქციელისა, მაგრამ ვიცი, რომ თქვენ ხელიდან გაუშვით შემთხვევა, რომელიც აღარასოდეს განმეორდება.

– ეს თქვენი საქმე არ არის, გულმოსულად უთხრა მას ტუმანოვსკიმ, – მე ვიცი რასაც ვაკეთებ.

– მაგრამ გაქვთ კი თქვენ სხვა ბრძანებები, იმათ გარდა, რომლებიც მე მაქვს მოცემული?

– რა თქმა უნდა, მაქვს.

– თუ გაქვთ მაშინ მაჩვენეთ და მე თქვენ მეტად უკვე აღარ შეგაწუხებთ ყველაფერ იმაზე მსჯელობით, რასაც თქვენ მომავალში მოიმოქმედებთ.

– ეს ბრძანებები თქვენ არ გეხებათ, და მხოლოდ მე ვაგებ პასუხს ჩემი საქმეების მიხედვით კარგ ან ცუდ შედეგებზე.

სკილიჩი დაჟინებით მოითხოვდა იმის აუცილებლობას, რათა ესარგებლათ შემთხვევით, დათანხმებოდნენ გედაეთ-ხანის თხოვნას და მისი ოჯახი გამოეგზავნათ რუსეთში, მაგრამ ტუმანოვსკი პასუხობდა, რომ ახლა ადრეა და იგი თავად ხელიდან არ გაუშვებს მოსახერხებელ დროს. დრო კი მიდიოდა. ასკერ-ხანი აგრძელებდა თავის მოლაპარაკებებს ტუმანოვსკისთან და სთავაზობდა მას 200 ბათმან (72,5 ფუთ) აბრეშუმს, მაგრამ მან არ მიიღო ასეთი საჩუქარი, როგორც ნაკლებმნიშვნელოვანი, და უფრო მეტს ითხოვდა. გედაეთ-ხანის ექიმი დღეში ოთხჯერ მოდიოდა მოსალაპარაკებლად ნაღდი ფულით ანაზღაურების ხარისხის თაიბაზე, მაგრამ მისი ხანგრძლივი სიარული ვერ დაგვირგვინდა წარმატებით. ტუმანოვსკის დაუთმობლობითა და ანგარებისმოყვარეობით სასოწარკვეთილებამდე მიყვანილმა ასკერ-ხანმა გადაწყვიტა მოლაპარაკებების შეწყვეტა.

– უმჯობესია, თქვა მან, – დაიღუპო მოწინააღმდეგის ხელით, ვიდრე ცოცხლად დარჩენისთვის დავალებული იყო ტუმანოვსკისგან, რომელსაც დამატებით, მიიღებს რა ფულებს, შეუძლია ჩვენ გვიღალატოს.

ასკერ-ხანი გაემგზავრა პერი-ბაზარში, ტუმანოვსკიმ კი მოახერხა სკილიჩის დარწმუნება იმ მოთხოვნის აუცილებლობაში, რომ გდაეთ-ხანს ებრძანა ორი სანაპირო ბატარეის განადგურება, იმ საბაბით, რომ მათი მოქმედებისგან შესაძლოა ზარალი მიადგეს ჩვენს გემებს, სინამდვილეში კი, რათა წაერთვა ხანისთვის დაცვის უკანასკნელი შესაძლებლობა (Показанiе капитана Калмыкова. Следственное дело). გადაწყვიტა რა გედაეთის დაღუპვა, ტუმანოვსკიმ, საკუთარი დაცვისა და ვითომდა რუსული კოლონიის თავდაცვის მიზეზით, მოითხოვა მე-2 რანგის კაპიტან აკლეჩეევისგან ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები და საიდუმლოდ გადასცა ისინი გილანის ხანის მტრებს.

პერი-ბაზარიდან გამოდევნილმა გედაეთმა 1-ელ სექტემბერს უკან დაიხია ენზელისკენ. სამი დღის შემდეგ, 4 რიცხვში, აღა-მამად-ხანის ჯარები მოადგნენ ქალაქს და, გაჩერდნენ რა ორ ვერსზე, დაიწყეს ჩასანგრება. 30 სექტემბრამდე არც ერთი მხარე არ ღებულობდა გადამჭრელ ზომებს, თუმცა კი მუდმივად ნარჩუნდებოდა სროლა ორივე მხრიდან. გედაეთი მეტად შეუპოვრად იცავდა თავს, ისე რომ აღა-მაჰმად-ხანის ჯარების უფროსს სასოც კი წარეკვეთებოდა ენზელის აღების შესაძლებლობაში იმედის დაკარგვისგან. მას უკვე მოუვიდა ბრძანება, რომ თუკი ბევრ სიძნელეს წააწყდებოდა ქალაქის დამორჩილებაში, ეცადა დაედო მომგებიანი ხელშეკრულება გედაეთ-ხანთან და უკან დაეხია. როგორც კი ტუმანოვსკიმ შეიტყო ამის შესახებ, იგი შეუდგა ყველა ზომის მიღებას შემომტევთა გასამხნევებლად; გზავნიდა მათთან შიკრიკებს და დახმარებასაც ჰპირდებოდა. მისი მოკავშირეები მოითხოვდნენ, რათა რუსებს პირველებს მოეხდინათ ენზელიზე გასროლა. ტუმანოვსკის, რა თქმა უნდა, ამაზე დათანხმება არ შეეძლო და აღა-თოფჩი-სალმანელმა ამაოდ გაატარა მასთან რამდენიმე ღამე. საბოლოოდ ტუმანოვსკიმ დაარწმუნა იგი მათი მოთხოვნების უაზრობასა და შეუძლებლობაში, მაგრამ დაპირდა დახმარების აღმოჩენას იერიშის დროს (Рапортъ Скиличiя генералу Потёмкину, 3-го апреля 1787 года. Арх. Кабинета, св. 380).

30 სექტემბრის გათენების ღამეს აღა-მაჰმად-ხანის ჯარებმა შემოუტიეს ენზელის, და გედაეთი იქ თავს იცავდა იმ დრომდე, სანამ ცეცხლი არ წაეკიდა მის სასახლეს. ხედავდა რა, რომ უფრო მეტი ხნით აქ გამაგრების შესაძლებლობა არ არის, იგი თავის ერთერთ ვაჟთან ერთად ჩაჯდა ნავში და გამოემართა რუსული ფლოტილიისკენ, იმედოვნებდა რა მასში თავშესაფრის პოვნას. უწინარეს ყოვლისა იგი მიადგა იმ გემს, რომელზედაც უნდა ყოფილიყო კონსული სკილიჩი, მაგრამ შეიყო რა, რომ იგი ტუმანოვსკისთანაა, ხანი მათკენ გაემართა. მიცურდა რა გემის ძირთან და თან გარეშე პირთაც ემალებოდა, გედაეთმა მიაგზავნა თავისი მდივანი, რათა თავისთან გამოეძახა საკონსულოში მყოფი კაპიტანი კალმიკოვი და მას მოლაპარაკებოდა. კაპიტანი იდგა სკილიჩის ახლოს, რომელმაც უბრძანა კიდეც მას წასულიყო და ენახა, თუ ვინ იმყოფება ნავში. იხილა რა გედაეთ-ხანი, რომელიც ითხოვდა ფრეგატზე აშვებას, კალმიკოვმა უთხრა სკილიჩის და მიიღო ბრძანება რომ არ ამოეშვა იგი.

– ჯვარი ჩამომკიდეთ (Наденьте на меня крестъ), ყვიროდა გედაეთი, – სადაც გინდათ გამაგზავნეთ რუსეთში, ოღონდ კი მიმიღეთ თქვენთან ჩემი შვილებითა და ქონებით. 

კალმიკოვი მეორედ მივიდა სკილიჩისთან, რომელიც, ტუმანოვსკისთან შეთანხმებით, თავად გამოვიდა გემბანზე და, ხედავდა რა, რომ გედაეთ-ხანმა ხელი სტაცა ზღვაში ჩაშვებული ბაგირის ბოლოს, და გემზე მოცოცავდა, ბრძანა გამოეგლიჯათ თოკი და არ ამოეშვათ. იმავე დროს მან გაგზავნა კალმიკოვი, რათა მას მოეძებნა თალიშის ხანი ალა-ვერდი-ბეგი, გედაეთ-ხანის შეურიგებელი მტერი, და უკანასკნელი მოწინააღმდეგის ხელში მიეცა.

კალმიკოვი ჩავიდა გედაეთ-ხანის კირჟიმზე და იქიდან ნავში გადაჯდა.

– სად მიდიხართ? ჰკითხა ხანმა კალმიკოვს.

– კონსულ სკილიჩის გემზე, სიცრიუთ უპასუხა მან. ნახევარ გზაზე კალმიკოვი შეხვდა ალა-ვერდი-ბეგს, რომელიც უკვე ეძებდა გედაეთ-ხანს, და, გადაჯდა რა თალიშის ხანის კირჟიმზე, უთხრა მას, რომ გედაეთ-ხანი იმყოფება ტუმანოვსკის გემთან.

მოღალატე და მდევრები მოადგნენ გემს.

– სად არის გედაეთი? ხმამაღლა იკითხა კალმიკოვმა.

– მე აქ ვარ, უპასუხა ხანმა, რომელსაც ეჭვი არ ჰქონდა, რომ უღალატებდნენ.

მოჰყვა დამბაჩიდან გასროლა და ტყვია პირდაპირ მკერდში მოხვდა უბედურ ხანს. იგი დაეცა; ალა-ვერდი-ბეგმა ხელმეორედ გაისროლა და, მოაჭრა რა გედაეთ-ხანს ყური, როგორც დანაშაულის ჩადენილი გმირობის დამამტკიცებელი (как доказательство совершенного подвига преступленiя), თავად სხეული კირჟიმიდან ზღვაში გადააგდო. 

ენზელი გაძარცვულ იქნა, ასევე ხანის სასახლეც, სპარსელები სახლებში დადიოდნენ და ძარცვავდნენ; მათ ურთიერთ შორის დაინაწილეს ხანის ცოლები და მათი ჩვენებით ეძებდნენ ფულსა და ძვირფას ნივთებს, რომლებიც გედაეთ-ხანს ეკუთვნოდა და ნაწილობრივ მიწაში იყო დამარხული. ქალაქის ძარცვა მთელ დღეს გრძელდებოდა და საღამოსკენ ყველა სახლს ცეცხლი ჰქონდა წაკიდებული.

უბედური შვილები, რომლებიც მამის მკვლელებს ემალებოდნენ, ძალით ამოვიდნენ გემზე და ემუდარებოდნენ სკილიჩის მათი სიცოცხლის გადარჩენასა და რუსეთში გამოგზავნას, მაგრამ მესამე დღეს ისინი გადასცეს აღა-მაჰმად-ხანის ჯარების უფროსს, მუსტაფა-ხანს, ხოლო ერთი დღის შემდეგ კი მასვე გადაეცა ჩვენს გემებზე დატვირთული უბედური ხანის ქონებაც* (*გემებზე მომსახურეთა სიტყვებით, ჩვენს გემებზე გედაეთ-ხანის მიერ დატვირთულ იქნა: ძვირფასი თვლები და მარგალიტები – 5 ფუთი და 10 გირვანქა, ოქროს ზოდები – 262,5 ფუთი, თუმნიანები – 300.000, ბრილიანტის რამდენიმე ფრთა, 4.000 ძვირფასი ცხენის აღკაზმულობა, ხანჯლები, ხმლები, ხალიჩები, ძვირფასი ქსოვილები და სხვა. ამ ნივთების საერთო ღირებულება ადიოდა 10 მილიონამდე /Дополнительное показанiе генерал-маiора Шишкина. Госуд. Архивъ, XXIII, № 14/).

გედაეთის სხეული დაახლოებით სამ დღეს იყო წყლის სიღრმეში, ხოლო შემდეგ კი ზედაპირზე ამოვიდა...

“ღმერთმა, რომელსაც ადამიანის ბედს აამაღლებს, წერდა აღა-მაჰმად-ხანს გენერალი პოტიომკინი (Въ письме отъ 22-го декабря, № 1.152), რომელიც შეცდომაში იყო შეყვანილი პირველი ცრუ მოხსენებებით გედაეთ-ხანის სიკვდილის შესახებ – გიბოძათ თქვენ, სახელგანთქმულო ხანო, სასურველი წარმატებანი. პროვინციისა და ენზელის თქვენს მიერ უკანასკნელი დაპყრობისას თქვენ ნათლად ნახეთ, თუ რამდენად შეუწყეს ხელი რუსმა უფროსებმა და ენზელის პორტში მყოფმა ხომალდებმა თქვენს წარმატებებს. აქედან შეგიძლიათ დაასკვნათ, რომ რუსეთის იმპერია თქვენდამი კეთილად არის განწყობილი, და მე იმედი მაქვს, რომ სპარსეთში თქვენი ძალაუფლების დასამყარებლად თქვენი ახლანდელი საქმიანობისას რუსეთის კეთილგანწყობა და ბრძენი და დიდებით გაბრწყინებული იმპერატრიცის ეკატერინე ალექსის ასულის კეთილმოწყალება საჭირო იქნება”.

ჩაიგდო რა საკუთარ ხელში გილანის პროვინცია, აღა-მაჰმად-ხანი, როგორც ვნახავთ, ზედმეტად თვლიდა რუსეთთან მეგობრულ ურთიერთობებში შემოსვლას.

გამარჯვების მილოცვის საბაბით ტუმანოვსკიმ აღა-მაჰმად-ხანთან დაპირებული ფულების მისაღებად გააგზავნა სომეხი ხასტატოვი, გაატანა რა მას ორი ათასი მანეთის საჩუქრები* (*ხასტატოვმა აღა-მაჰმად-ხანს წაუღო: მაგიდის საათი 350 მანეთისა, 5 თუ 6 ასხმა სიასამურის ბეწვი, 30-30 არშინი ხავერდი და ატლასი, რამდენიმე არშინი მაუდი, შაქარი, ჩაი, ყავა და ყუთით ტკბილი არაყი 50 შტოფი); მაგრამ დაკარგა რა ეს ნივთებიც, ტუმანოვსკიმ ვერ მიიღო ვერც ერთი კაპიკი დაპირებული თანხიდან. მიიღო რა საჩუქრები, აღა-მაჰმად-ხანმა განაცხადა პრეტენზია, რომ მას გედაეთ-ხანის მთელი ქონება კი არ მიეცა, არამედ მხოლოდ მისი ნაწილი, ხოლო დანარჩენი კი დამალულია კონსულისა და ტუმანოვსკის მიერ. ეს განცხადება გაკეთებულ იქნა, რა თქმა უნდა, იმ მიზნით, რათა არ გადაეხადა დაპირებული ფული და არ მიეცა ძალზედ დიდი მნიშვნელობა იმ ქმედითი დახმარებისთვის, რომელიც მას აღმოუჩინა ტუმანოვსკიმ მის ბრძოლაში გილანის ხანთან. დატაცებული ნივთებისთვის აღა-მაჰმადი მოითხოვდა სკილიჩისგან 2 მილიონ მანეთს ვერცხლით და რადგანაც კონსულმა უარი განაცხადა გადახდაზე და უარყოფდა მის წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებას, ამიტომ აღა-მაჰმადმა ბრძანა რუსეთიდან მოსულ ყველა საქონელზე საბაჟო გადასახადის აკრეფა 25 კაპიკისა მანეთიდან.

ტუმანოვსკი სასტიკად იყო მოტყუებული და მალევე ენზელიში დაბრუნების შემდეგ ციებ-ცხელებით დაავადდა, ხოლო 17 ნოემბერს კი გარდაიცვალა* (*ტუმანოვსკისა და ჩვენი საკონსულოს საქციელი გამოუკვლეველი რჩებოდა 1795 წლამდე, როცა ადმირალ ჩიჩაგოვის სახელზე 14 ნოემბრის ბრძანებით მას უზენაესად დაევალა კომისიის შედგენა თავისი თავმჯდომარეობით და იმ გარემოებათა გამოკვლევა, რომლებიც თან ახლდა გედაეთ-ხანის გარდაცვალებას. კომისიის 1796 წლის 24 დეკემბრის მოხსენების მიხედვით, გაცემულ იქნა უზენაესი ბრძანება, რომლის თანახმადაც კარის მრჩეველი სკილიჩი, კაპიტანი კალმიკოვი, პრაპორშჩიკი ხასტატოვი, ჩინებისა და აზნაურის წოდების ჩამორთმევის შემდეგ, გადასახლებულ იქნენ ციმბირში საკატორღო სამუშაოებზე).

– გემიდან დაბრუნების შემდეგ, ამბობდა სკილიჩი თავის ჩვენებებში, – ტუმანოვსკი გამოდიოდა მეტად იშვიათად და დიდი სიძნელეებით. სირცხვილმა და გულის დაწყვეტამ, რომ იგი მოტყუებულ იქნა და ვერ მიიღო დაპირებული ფული, თავისი საქციელის გამო სინდისის ქენჯნამ და სასჯელის შიშმა აიძულეს იგი რომ სიკვდილის სურვილი ჰქონოდა. ორი თვის განმავლობაში იგი არ დგებოდა ლოგინიდან, არ ღებულობდა არც წამლებს, არც საკვებს, მხოლოდ საკუთარ თითებს იკბენდა.

გედაეთ-ხანის სამწუხარო ბედმა და მისმა აღსასრულმა ვერ აღაგზნეს სინანული რუსეთში. “გედაეთ-ხანისგან რუსი ვაჭრების მიერ განცდილი მთელი შევიწროვებები და მისი ტყუილები, წერდა ტავრიდის თავადი (Генералъ-поручику Потёмкину отъ 25-го декабря 1786 года, № 232), ვერ ხდიან მის დაკარგვას საგრძნობს. ისპაჰანელი მაჰმად-ხანის საქციელი კი, რასაც აქამდე დავკვირვებივართ, გვაძლევს საბაბს იმისა, რომ მოველოდეთ მასთან კეთილი თანხმობის დამყარებას”.

ასე ფიქრობდა თავადი პოტიომკინი პირველ ხანებში აღა-მაჰმად-ხანის მიერ გილანის პროვინციის დაუფლების შესახებ ცნობის მიღების შემდეგ, მაგრამ როდესაც მან შეიტყო ახალი საბაჟო გადასახადის დაწესების შესახებ ხანის საქციელის თაობაზე, და, ბოლოს, როცა მასთან მიაღწია ხმებმა ჩვენი საკონსულოს საძრახისი საქციელის შესახებაც, მას უნდა შეეცვალა თავისი აზრი და მიეღო სხვა ზომები ჩვენი ვაჭართა წოდების უზრუნველსაყოფად. ისპაჰანელი ხანის მზარდმა ძალმოსილებამ და სპარსეთში ერთმმართველობისკენ მისმა წარუმატებელმა მისწრაფებამ, აიძულეს რუსეთის მთავრობა რომ დაენიშნა საქმეებში თავისი რწმუნებული სპარსეთში. ასეთ პირად არჩეულ იქნა კანცელარიის მრჩეველი სერგეი ლოშქარიოვი (Архивъ Кабинета, св. 442). მომარაგებულ იქნა რა ღია სიგელით, აუცილებელ დარიგებებითა და “საგანგებო რწმუნების ფურცლებით იქაური სხვადასხვა მმართველისადმი, ლოშქარიოვმა მიიღო ბრძანება გაგზავრებულიყო სპარსეთში კონსტანტინოპოლის გავლით, რათა უფრო სწორად შეეტყოთ იქაური საქმეების ნამდვილი კავშირის შესახებ პორტასთან” (Письмо князя Потёмкина Булгакову, 13-го декабря, № 222).

ამისგან დამოუკიდებლად თავადმა პოტიომკინმა ისპაჰანში გააგზავნა კაპიტანი ლამპრო-კანჩონი წერილით აღა-მაჰმად-ხანთან, რომელშიც უგანათლებულესი წერდა, რომ მან არ დაახანა იმპერატრიცასთვის მოეხსენებინა “თქვენი გულმოდგინე სურვილის შესახებ, რათა დააწესოთ კომერცია რუსეთსა და სპარსეთს შორის და მისმა უდიდებულესობამ ამაზე თავისი წყალობის მოღება ისურვა. თქვენი უგანათლებულესობის ასეთი განზრახვანი, რომლებიც ორივე სახელმწიფოს სარგებელს ემსახურება, არანაკლები პატივისცემის ღირსია, როგორც თქვენს მიერ მოპოვებული გამარჯვებანიც. მე, რომელსაც გამაჩნია ტრაქტატების დადების სრული უფლება ყველა მეზობელ въ полуденном краю ხალხთან, თავს არ დავანებებ ჩემი მონდომების გამოყენებას ორ სახელმწიფოს შორის დაურღვეველი კავშირის დამყარებისთვის, მათში მცხოვრებთა ურთიერთ სარგებლის მატებისა და თქვენი კეთილგანწყობის შეძენისთვის”.

ამ წერილს ჯერ კიდევ ვერ მიეღწია დანიშნულების მიხედვით, როდესაც გენერალმა პოტიომკინმა მიიღო მოხსენება, რომ აღა-მაჰმად-ხანი ახალ საბაჟო გადასახადებს აწესებს საქონელზე, იტაცებს ჩვენს ვაჭრებს, პყრობილობაში ამყოფებს მათ და ჩვენი კონსულის ხელში ჩაგდებასაც კი ცდილობს. სკილიჩი მოახსენებდა, რომ ვაჭრობა უკიდურესობამდეა შევიწროვებული და ვაჭართა წოდება არაფრით არ არის უზრუნველყოფილი აღა-მაჰმად-ხანის თვითნებობისგან. ჩაიგდო რა ხელში ბევრი გილანელი თავკაცი, აღა-მაჰმად-ხანმა გამოუშვა ისინი თეირანიდან ფულების ისეთი თანხის გადახდის მოთხოვნით, რომელიც მათ ძალებს აღემატება: ერთს დაეკისრა ოცდაათი ათასი მანეთის გადახდა, სხვას კი ორმოცი ან სულაც ორმოცდაათი ათასი მანეთისა. მან დაადგინა ყველგან ახალი მმართველები, რომელთა გამომძალველობაც ისე შორს წავიდა, რომ, კონსულის სიტყვებით, ყველა თავკაცი და მდიდარი ადამიანი “ჩაცვენილნი არიან ერთნაირ უბედურებაში და იტანჯებიან უსასტიკესი სახით”. გუბერნატორები ხარკს ორმაგად კრეფდნენ, ხოლო ამის კვალდაკვალ კი მოვიდნენ საგანგებო კომისრები, რომელთაც ნაბრძანები ჰქონდათ გედაეთ-ხანის მთელი გაძარცვული ნივთების მოძებნა და ჩამორთმევა. კომისრები მხოლოდ ეჭვის გამო სტაცებდნენ ხელს ადამიანებს და არ ინდობდნენ არავის, რუსების ჩათვლითაც კი. ჩვენს ვაჭრებს დაეკისრათ ახალი საბაჟო გადასახადები. გენერალ-პორუჩიკმა პოტიომკინმა აუცილებლად მიიჩნია ჩვენი ვაჭართა წოდების დასაცავად გაეძლიერებინა ესკადრა და რამდენიმე სამხედრო გემს უბრძანა მუდმივად ყოფილიყვნენ ენზელის მახლობლობაში. სასახლე და ციხესიმაგრე ენზელიში დანგრეულ იქნა იმ შიშის გამო, რომ თუ ისინი ჩავარდებიან რუსების ხელში, მაშინ ეს უკანასკნელნი ადვილად შეძლებენ მთელი გილანის დაუფლებასა და სპარსეთისთვის კანონების კარნახს (Рапортъ Скиличiя Потёмкину 3-го апреля 1787 года. Архивъ Кабинета, св. 380, часть II).

საქმეების არეულ-დარეულობა, ამბობდა პოტიომკინი, რომელშიც ჩაგვაგდო გარდაცვლილმა კარის მრჩეველმა ტუმანოვსკიმ, ადვილი გამოსასწორებელი არ არის. მე არ მაქვს იმედი, რომ აღა-მაჰმად-ხანი იგრძნობს მადლიერებას: ვინაიდან თუკი ტუმანოვსკის სიგიჟის ან გამყიდველობის გამო ენზელის დაუფლებისას მისდამი აღმოჩენილ დახმარებას, გედაეთ-ხანის ოჯახისა და მთელი ქონების მიცემას არ შეეძლოთ მასში მადლიერების გრძნობის აღძვრა, მაშინ უმადურობისგან საქმის შემობრუნების იმედის მოლოდინი საეჭვოა.

მიუხედავად ამისა, კავკასიის კორპუსის სარდალმა გადაწყვიტა მიექცია აღა-მაჰმად-ხანის ყურადღება იმ სარგებელზე, რომელიც მას შეეძლო გამოეტანა რუსეთთან კავშირისგან.

“სწორედ იმ დროს, წერდა პ. ს. პოტიომკინი (Ага-Магометъ-хану 30-го апреля 1787 года, Государствен. Архивъ, № 13, папка 62), – როცა მე მოველოდი, პატივცემულო ხანო, თქვენგან პასუხს მისი უგანათლებულესობის გენერალ-ფელდმარშალ გ. ა. პოტიომკინის წერილზე, როცა ვსასოებდი, რომ თქვენს მიერ რეშთის პროვინციის დაუფლება და მისი მფლობელის გედაეთ-ხანის დამარცხება თქვენ არცთუ მცირედ დაგავალდებულებდათ რუსი ვაჭრებისა და რუსეთის ტახტისადმი კეთილგანწყობის გაძლიერებაში, ენზელიში მყოფი კონსულის, კარის მრჩევლის სკილიჩისგან მივიღე მოხსენებები, რომლებიც მიხსნიან ჩემი მოლოდინის სრულიად საწინააღმდეგოს, იმ დასკვნის საწინააღმდეგოსაც, რომელიც ჰქონდა მის უგანათლებულესობას თავად გ. ა. პოტიომკინს თქვენი კეთილგანწყობის შესახებ. ჯერ კიდევ არ შემიძლია ზუსტად დავიჯერო, რომ თქვენ, რომელიც დაჯილდოებული ხართ გონიერებითა და მრვალი ნიჭით, იცით რა რუსეთის სიდიადე, მისი თვითმპყრობელი დედოფლის სიბრძნე, შესანიშნაობა და დიდება, მოინდომეთ რომ მისთვის მიგეყენებინათ უსიამოვნება და შეგევიწროვებინათ მისი ქვეშევრდომები.

ვკითხულობ რა ჩვენი კონსულის მოხსენებებს, ვხედავ, თქვენი უკმაყოფილება შედგება იმაში, რომ ენზელის გაძარცვის დროს, ორი თუ სამი სომეხი იყო მონაწილე გედაეთ-ხანის სახლის ძარცვისა. არ ვდაობ, რომ კონსულს თქვენს მიერ წაყენებულ პირველსავე საჩივარზე უნდა მოეხდინა თქვენი დაკმაყოფილება, მოეძებნა ნაძარცვი და დაუყოვნებლივ თქვენთვის დაებრუბებინა; მაგრამ, მეორეს მხრივ, მეჩვენება, რომ ამ მცირე მიზეზს არ შეეძლო თქვენი წახალისება რუსი ვაჭრების მიმართ მკაცრად მოქცევისა და კიდევ უფრო ნაკლებად კონსულის ხელში ჩაგდების ძიებისთვის.

თქვენ წერთ კონსულს, რომ რუს ვაჭრებს შეუძლიათ ვაჭრობა, და არა ძარცვა. თქვენი ეს ნათქვამი სწორია. მაგრამ რა უფლება გაქვთ, რომ რუს ვაჭრებს იჭერდეთ და ყარაულის ქვეშ გყავდეთ? თუკი ისინი რაიმეში მოიქცნენ დადგენილი კანონებისა და წესრიგის საწინააღმდეგოდ, მაშინ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ უმცირესი საჩივრის დროსაც კი, თქვენ ყველანაირ დაკმაყოფილებას აღმოგიჩენენ, მაგრამ თვითნებურად მოქცევა რუსების წინააღმდეგ – ეს არის რუსეთისთვის შეურაცხყოფის მოყენება.

თქვენს მდგომარეობაში მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მფარველობა თქვენ მეტად გჭირდებათ. დაე დაამარცხეთ თქვენ გედაეთ-ხანი, დაეუფლეთ მის ოლქსა და მთელ ქონებას, თქვენს სინდისს მივანდობ იმის შეგრძნებას, რასაც თქვენ ვერ შეძლებდით, რა თქმა უნდა, ტუმანოვსკისა და კონსულს ამაში თქვენთვის ხელის შეშლა რომ დაეწყოთ.

აგიხსენით რა გარემოებები, გთხოვთ რომ რუსი ვაჭრები გაათავისუფლოთ და ვაჭართა წოდებას არ დაუწყოთ შევიწროვებანი. მე ვიმედოვნებ, რომ თქვენ, პატივცემულო ხანო, ჩემს სამართლიან მოთხოვნას შეასრულებთ”.

ამ წერილმა ლამპრო-კანჩონის ახსნა-განმარტებასთან ერთად იქონია თავისი მოქმედება. მაინც ჰყავდა რა ჯერ კიდევ შინაური მტრები, აღა-მაჰმად-ხანი ცდილობდა არ შეეწყვიტა საბოლოოდ ურთიერთობები რუსეთთან. მისი ვეზირი, მაჰმად-შეფი, წერდა გენერალ პოტიომკინს, რათა მას არ დაეგდო ყური “უსამართლოთა სიტყვებისთვის, ვინაიდან რუსეთსა და სპარსეთს შორის არანაირი უთანხმოებანი არ ყოფილა და არც იქნება” (Письмо Магометъ-Шефи отъ 14-го iюня. Государственный Архивъ, XXIII, папка 58). კონსულ სკილიჩისთან პაემნის დროს, მაჰმად-ალი არწმუნებდა მას, რომ იგი უფლებამოსილია დაპირდეს მას ყვალაფერ იმას, რასაც რუსეთის კარი მოითხოვს, და განსაკუთრებით ვაჭრობასა და (სავაჭრო) დაწესებულებებთან მიმართებაში, როგორც კასპიის ზღვის ნაპირებზე, ისე სპარსეთის შიგნითაც, თუმცა კი იმ პირობით, რომ რუსეთი არ აშენებდეს ციხესიმაგრეებსა და სიმაგრეებს (крепости и укрепленiя) (Рапортъ Скиличiя Потёмкину 17-го апреля 1787 года. Арх. Кабинета, св. 380, ч. II).

ასეთ ფართო უფლებამოსილებას თითქოსდა უნდა განემტკიცებინა ჩვენი მეგობრული ურთიერთობები სპარსეთთან, მაგრამ საქმით კი აღმოჩნდა საწინააღმდეგო. ელისაბედგრადში თავად პოტიომკინ-ტავრიდელთან გამოგზავნილმა მაჰმად-ალიმ მალევე თავისი საქციელით აღძრა უგანათლებულესის არაკეთილგანწყობა. ჭირვეულმა და სასტიკმა ადამიანმა, მან ერთხელ სცემა თავის მსახურს და დაპირდა რომ მოკლავდა მას. მსახური გაიქცა ელისაბედგრადში მყოფ დარუბანდის ხანის მიერ წარმოგზავნილთან და სთხოვა მის სახლში დაემალა.

– თუკი თქვენ არ დამმალავთ, ამბობდა მსახური, – მაშინ მე სიკვდილისგან თავის დასახსნელად იძულებული ვიქნები, რომ ქრისტიანობა მივიღო.

დარუბანდელის წარმოგზავნილმა, სადიკ მირზამ, დამალა დევნილი და სურდა ამის შესახებ მოეხსენებინა თავად პოტიომკინისთვის, მაგრამ მაჰმად-ალი, თავისი ამალის თანხლებით, შეიჭრა მის სახლში, მოძებნა დამალული და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მას ხანჯლით. ასეთმა საქციელმა გამოიწვია საერთო აღშფოთება და აიძულა უგანათლებულესი, რომ გამოეთქვა მაჰმად-ალისთვის მისი საქციელის მთელი უმსგავსოების შესახებ. ამის საპასუხოდ თავხედმა სპარსელმა დაიწყო თავადისა და ჩვენი მთავრობის ლანძღვა-გინება, რისთვისაც დაპატიმრებულ იქნა კიდეც.

“თან წაიყვანთ რა დონის კაზაკთა დენისოვის პოლკის 24 ადამიანს, ერთი უფროსით, წერდა უგანათლებულესი კარის მრჩეველ პეტკოვიჩს (Предписанiе надворному советнику Петковичу отъ 17-го августа 1787 года, № 2.081), თქვენ უნდა გაემგზავროთ ელისაბედგრადში. იქ ჩასვლის შემდეგ, თქვენ უნდა მიხვიდეთ ისპაჰანელი აღა-მაჰმად-ხანის მიერ გამოგზავნილი მოხელის მირზა მაჰმად-ალის ბინაში და ჰკითხოთ მას: მართალია თუ არა რომ მან გაბედა წარმოეთქვა ის ლანძღვა-გინება, რომლის თაობაზეც იგი დაასმინა თარჯიმანმა ვართან პეტროვმა, და თუკი იგი თარჯიმნის მიერ ამაში მხილებული იქნება, მაშინ მას დაუყოვნებლივ დაუყენეთ ყარაული, რომელსაც უბრძანებთ რომ არც ბინიდან გამოუშვან იგი და მასთან სხვების შესვლაც აღკვეთონ”. 

მალევე ამის შემდეგ მაჰმად-ალი გაძევებულ იქნა რუსეთიდან და ურთიერთობები აღა-მაჰმად-ხანთან კი შეწყვეტილი.

“რადგანაც აღა-მაჰმად-ხანისა და მისი წარმოგზავნილის საქციელი ნაკლებ სიკეთეს გვპირდება, წერდა უგანათლებულესი გენერალ-პორუჩიკ პოტიომკინს (Въ предписанiи отъ 19-го августа 1787 года, № 2093. Исход. журн.), ამიტომ უფრო მეტად უნდა მოვეფეროთ მურთაზა-ყული-ხანს, მის ძმას, რომელიც რუსეთისადმი გულმოდგინებითა და სიყვარულით (привязанность) გამოირჩევა. ფრეგატებს უბრძანეთ იყვნენ დარუბნდის ნაპირებთან ახლოს, მურთაზა-ყული-ხანის სარგებლისა და დახმარებისთვის, თუკი საჭირო შეიქნება. ეგერთა ბატალიონები საქართველოში საჭიროებენ პროვიანტს; სიმშვიდის დარღვევის შემთხვევაში კი ისინი იქაური მიწის დასაცავად საკმარისი არ არიან. პურით მომარაგებაში სიძნელეების მიზეზით უბრძანეთ მათი იქიდან თქვენთან გამოყვანა, ხოლო მეფეს კი ჩვენი ჯარების გარეშე ნაკლები არაკეთილმოსურნენი ეყოლება” (а царь безъ нашихъ войскъ меньше будетъ иметь къ себе прицепокъ).

 თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა