(ნაშრომი მომზადებულია ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის /ლაიფციგი _ სანკტ-პეტერბურგი/ მასალების მიხედვით; ცალკეულ წერილებში მოყვანილი მითითებანი გულისხმობს ამავე ლექსიკონის ტომებში გამოქვეყნებული კონკრეტული მასალების დამატებით გაცნობას)
_ ბისმარკი (დასასრული) _ გერმანია-დანიის ომი _ საფრანგეთ-გერმანიის ომი _ გერმანული სამფლობელოები აფრიკასა და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში _ ვილჰელმ II _
35) ბისმარკი
(დასასრული)
ჯერ კიდევ 1849 წ. იგი საყვედურობდა ლიბერლურ დემოკრატებს, რომ ისინი ძალზე ბევრად არიან დაკავებული პოლიტიკით და არასაკმარისად ეკონომიკური საკითხებით. „ხალხს არ ესაქმება, ამბობდა ის, კონსტიტუციონალიზმის თქვენეულ პედანტურ თეორიებთან, თქვენეულ ვაჭრობასთან სამეფო ხელისუფლების ამა თუ იმ უფლების გამო“. სახელმწიფო სოციალიზმი, ბისმარკის იდეით, უნდა იყოს მონარქიული ხელისუფლების საყრდენი სახელმწიფო საქმეებში სახალხო ჩარევის აბობოქრებული ტალღის წინააღმდეგ. იგი ვარაუდობდა, რომ ხალხი მყარად დადგება მონარქიული ხელისუფლების მხარეზე და არ დაიწყებს პოლიტიკური როლის მოთხოვნას (ძიებას), როგორც კი დარწმუნდება, რომ მთავრობა იღებს საკუთარ თავზე თაოსნობას მშრომელი ხალხის მატერიალური პირობების გაუმჯობესებაზე მიმართული რეფორმების საქმეში. პრუსიაში გახურებული კონსტიტუციური კონფლიქტის დროს, როდესაც ლიბერლური ოპოზიცია პოულობდა ასეთ ენერგიულ მხარდაჭერას ხალხის სიმპატიებში, ბისმარკი ურთიერთობებს იწყებს გერმანული სოციალიზმის მოციქულთან ლასალთან და არ უფიქრდება მატერიალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს სახელმწიფო სოციალიზმის დიდი მქადაგებლის ფართო გეგმებს. ურთიერთობები ლასალთან არ დარჩენილა ბისმარკზე გავლენის გარეშე, და მისი ერთერთი შედეგი გახლდათ უკანასკნელის შერიგება ხმების საყოველთაო მიცემის დემოკრატიულ პრინციპთან. ლასალის უდროო სიკვდილმა, რომელიც დუელში დაიღუპა, ერთის მხრივ, და საგარეო პოლიტიკის მწვავე პერიოდის დადგომამ, მეორეს მხრივ, ბისმარკის ყურადღება გადაიტანეს სოციალური საკითხიდან. ხოლო როდესაც გერმანიის იმპერიის შენობა აგებულ იქნა ბოლომდე და კვლავ დაიწყო მუშაობა გერმანიის შინაგანი წყობილების შესაქმნელად, მაშინ აღმოჩნდა, რომ სოციალურმა საკითხმა დროის არცთუ დიდ მონაკვეთში 1864-დან 1871 წწ. ჩათვლით, მიიღო ისეთი შეფერილობა, როგორიც ყველაზე უფრო ნაკლებად სასურველი იყო ბისმარკისთვის.
სოციალურ-დემოკრატიულმა პარტიამ მოასწრო ომი გამოეცხადებია მთელი არსებული საზოგადოებრივი წყობილებისთვის, აქვე მონარქიული ხელისუფლების პრინციპის ჩათვლით. ამ პარტიის უჩვეულოდ სწრაფი ზრდა, მის მიერ აფრიალებული სოციალურ-პოლიტიკური დროშა, შეადგენდა იმ საფრთხეს, რომლის წინააღმდეგაც ბისმარკმა გადაწყვიტა ემოქმედა მისთვის დამახასიათებელი ენერგიითა და სიმკაცრით. მოხუცებული იმპერატორის სიცოცხლეზე უგუნურმა თავდასხმამ, ჩადენილმა მუშის ჰედელის მიერ 1878 წ. 11 მაისს, თავდასხმამ, რომელიც ჩათვალეს სოციალურ-დემოკრატიული პარტიის ანგარიშში, ასეთი ბრალდების წინააღმდეგ მთელი მისი პროტესტების მიუხედავად, მისცა ბისმარკს საბაბი გამოსულიყო მთელი რიგი ზომებით, რომლებიც მიმართული გახლდათ იმაზე, რათა ძირშივე მოეღრჩო „ამ ყაჩაღთა კრებულის ტირანია“, რომელიც ასე გაბედულად ემუქრებოდა სახელმწიფო წესრიგს. ბისმარკმა შეიტანა პარლამენტში პირველი კანონის პროექტი სოციალისტების წინააღმდეგ, რომლის ძალითაც იკრძალებოდა ამ პარტიის ყველა გაზეთი, ყველა გამოცემა, ისევე როგორც იკრძალებოდა სოციალისტების ყველანაირი შეკრებები და შეხვედრები (თავყრილობები). ლიბერალური ოპოზიცია, რომელიც გაღიზიანებული იყო ბისმარკის პოლიტიკით როგორც საკონსტიტუციო საკითხში, ისე საეკლესიოშიც, შეიკრა და უზარმაზარი უმრავლესობით მოახდინა ვოტირება განსაკუთრებული კანონების წინააღმდეგ. იმპერატორის სიცოცხლეზე პირველი თავდასხმის შემდეგ მალევე მომხდარმა მეორე თავდასხმამ, ჩადენილმა იმავე წლის 2 ივნისს ნობილინგის მიერ, მღელვარებით მოიცვა მთელი ქვეყანა და ბისმარკმა ისარგებლა ამ მომენტით, რათა დაეთხოვა რაიხსტაგი და მოეხდინა ახალი არჩევნები. მისმარკმა მოახერხა გაეტანა ახალ რაიხსტაგში, თუმცა კი მართალია არცთუ ბრძოლის გარეშე, მთელი რიგი ყველაზე უფრო მკაცრი ზომებისა დემოკრტიულ-სოციალური პარტიის წინააღმდეგ, რომელიც ახლა გამოცხდებული იყო ერთგვარად კანონ გარეშე მყოფად.
აკრძალვა ასოციაციებისა, რომლებიც მიზნად ისახავდნენ სოციალური ამოცანების გადაწვეტას, ასევე სოციალისტური მიმართულების გაზეთების და ჟურნალებისა, პარტიის ფულადი სახსრების კონფისკაცია, მცირე საალყო მდგომარეობის გამოცხადება ყველგან, სადაც კი მთავრობა მას საჭიროდ დაინხავს, განდევნა, გადასახლება, ციხე _ ასეთი იყო ის საშუალებები, რომლებითაც ბისმარკი იმედოვნებდა სულ უფრო მზარდი და გავრცელებადი სოცილურ-დემოკრატიული მოძრაობის ჩახშობას. მაგრამ მას ესმოდა, რომ მხოლოდ „დრაკონული კანონები“ უძლური აღმოჩნდება ბრძოლაში სოციალურ-დემოკრატიულ პრტიასთან, რომლის წარმატებაც განპირობებულია თავისი მდგომარეობით უკმაყოფილო მშრომელი მოსახლეობის თანაგრძნობით. ამ პარტიისთვის, რომლიც წარმოადგენდა წყლულს სახელმწიფო ორგანიზმზე, ჭრილობა უნდა მიეყენებიათ შიგ გულში მისგან ხალხის მასების თანაგრძნობის ჩამოცილებით, რაც შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოს აქტიური ჩარევით მშრომელი კლასების ბედში. ამიტომ სახელმწიფო ხელისუფლებამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს სოციალურ-ქრისტიანული ხასიათის მთელი იმ რეფორმების ინიციატივა, რომლებიც შეამჭიდროვებენ მშრომელ კლასებს ფართო მონარქისტული დროშის ქვეშ. ამაოდ ხომ არ ატარებდა ბისმარკი მრავალ საათს ინტიმურ საუბრებში ლასალთან, ამაოდ ხომ არ ჰქონდა მას გონებაში უკვე დიდი ხანია ფიქრები სახელმწიფო სოციალიზმის შესახებ. ახლა გადაწყვეტს იგი ამ ფიქრების ცხოვრებაში გატარებას. მას პარლამენტში ერთი მეორის მიყოლებით შეაქვს პროექტები კანონებისა, რომლებიც ქმნიან მთელ რიგ დაწესებულებებს მშრომელი (მუშათა) კლასების უზრუნველსაყოფად სიბერის, ავადმყოფობის, დასახიჩრებებისა და უბედური შემთხვევების შემთხვევაში. იგი ხმამაღლა აცხადებს თავის მისწრაფებებს, ამბობს რა, რომ საჭიროა შეიქმნას ისეთი საზოგადოებრივი წესრიგი, რომლის დროსაც არავის არ ექნება უფლება მეტად ილაპარაკოს: „მე ვარსებობ მხოლოდ იმისთვის, რათა ვატარო სახელმწიფო სიმძიმეების ტვირთი (უღელი), და არავის არ სურს თუნდაც იზრუნოს ჩემს ბედზე“. ბისმარკი იმედოვნებდა, რომ სალაროს შექმნით მუშის დასაცავად ავადმყოფობის შემთხვევაში, ასევე სალაროსი მის უზრუნველსაყოფად დასახიჩრების ან სხვა უბედურების შემთხვევაში, დაბოლოს სალაროსი შრომის ინვალიდებისთვის გადადგმული იქნებ პირველი ნაბიჯი დაჩაგრული მუშათა კლასების შერიგებისთვის არსებულ სახელმწიფო წყობილებასთან.
„ჩვენ მივედით რწმენამდე, ამბობდა იგი, რომ სოციალური წყლულების განკურნება უნდა ვეძებოთ არა მხოლოდ სოციალური დემოკრატიების უკიდურესობების ჩახშობაში, არამედ იმავე დროს მუშის მდგომარეობის გაუმჯობესებაშიც...“. თავის პროექტებს იგი არ აკუთვნებს სახელმწიფო სოციალიზმის სფეროსაც კი, არა _ მისი პროექტები წარმოადგენს მხოლოდ შედეგს „პრაქტიკული ქრისტიანობისა ფრაზების გარეშე...“. მაგრამ მას არ ეშინია ბრალდებებისა სახელმწიფო სოციალიზმში, ვინაიდან თითოეული კანონი, რომელიც ცხადდება ხალხის დასახმარებლად, არის სოციალიზმი, და სოციალურ-დემოკრტიული პარტიის მთელი წარმატება განპირობებულია იმით, რომ სახელმწიფო არასაკმარისად „სოციალურია“. ბისმარკს ყოველთვის უყვარდა თავისი მოწინააღმდეგეების ირაღებით სარგებლობა და სოციალურ-დემოკრატიულ პრტიასთან ბრძოლაში მას უკან არ დაუხევია თავისი წესიდან. მან შეტევა დაიწყო ორი ფრონტიდან, იყენებდა რა სასტიკი დაუნდობლობით განსაკუთრებულ კანონს სოციალისტების წინააღმდეგ; იგი იმავე დროს ენერგიულად მოითხოვდა თავისი სოციალურ-ქრისტიანული რეფორმატორული გეგმების განხორციელებას. მაგრამ ამ შეტევამ ორ ფრონტზე ვერ მოუტანა ბისმარკს გამარჯვება. ერთი მოქმედება თავად ახდენდა მეორის პარალიზებას. სოციალურ-დემოკრატიული პარტიის მკაცრი დევნა ძირს უთხრიდა ნდობას მისი წამოწყებების გულწრფელობისადმი მუშათა (მშრომელი) კლასების სასიკეთოდ, ხოლო მისი სოციალური ანუ უფრო სწორად ეკონომიკური რეფორმების გაუბედობამ და უმნიშვნელობამ გააკეთეს ის, რომ ისინი დარჩა ყოველგვარი გავლენის გარეშე ხალხის მასების განწყობაზე, რომლებიც უფრო მეტად ენდობოდნენ სოცილურ-დემოკრტიული პარტიის ბელდების ხმას, ვიდრე ყოვლისშემძლე კანცლერს, რომელშიც მშრომელი კლასები არ აღიარებდნენ თავიანთ მეგობარს.
მთელ ცამეტ წელიწადს გრძელდებოდა ომი, რომელიც ბისმარკმა გამოუცხადა სოციალურ-დემოკრატიულ პარტიას, ომი დაუნდობელი, გააფთრებული, და დროის მთელი ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მან არა თუ ვერ შეძლო „შინაური მტრისთვის“ გენერალური დამარცხების მიყენება, არამედ ვერ მოახერხა თუნდაც დროებითი გამარჯვების მოპოვება. მოწინააღმდეგეს არა თუ არ დაუკარგავს ძალები, არა თუ არ დაუთმია მის მიერ დაკავებული პოზიცია, არამედ პირიქით, მისი ძალები გაათმაგდა, მან შეავიწროვა „რკინის“ კანცლერი და მისცა მას ბრწყინვლე დამტკიცება იმისა, რომ თუკი ძალას შეუძლია ჩაახშოს სამართალი, ბოლოს და ბოლოს იგი მაინც უძლურია ბრძოლაში იდეასთან. უნაყოფოდ დახარჯა ბისმარკმა თავისი ენერგიის ამოუწურავი მარაგი ბრძოლაზე სოციალურ-დემოკრტიულ პარტიასთან, რომელიც სულ უფრო მტკიცდებოდა და ძლიერდებოდა მისთვის მიყენებული თითოეული ახალი დარტყმის შემდეგ. კანონს სოციალისტების შესახებ, რომლის ვოტირებაც თავდაპირველად პარლამენტმა მოახდინა 1878 წ. ორნახევარი წლის ვადით, უნდა ეარსება მთელ 12 წელიწადს. ყოველ ჯერზე, რაიხსტაგის მიერ დანიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, ბისმარკი ცხადდებოდა სახალხო წარმომადგენლების წინაშე, და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სახელით მოითხოვდა მის განახლებას. მაგრამ ვერაფერი ვერ ეხმარებოდა. ყოველი ახალი არჩევნები იყო ამ პარტიის ახალი ზეიმი, რომელმაც, თითქოსდა გამოიწრთო ბრძოლაშიო, შესძლო ყველა გაჭირვების გადატანა, გაუძლო ყველა დევნას, ყველა შევიწროვებას იმისთვის, რათა უკანასკნელ არჩევნებზე რაიხსტაგში, რომელიც მიმდინარეობდა 1890 წ. 20 თებერვალს, მოეპოვებია აქამდე უნახავი გამარჯვება.
არა მხოლოდ საშინაო პოლიტიკის ყველაზე უფრო მსხვილ საკითხებში, არამედ მეორეხარისხოვანი მნიშვნელობის საკითხებშიც, ბისმარკს უხდებოდა ძალზედ ხშირად წარუმატებლობის გადატანა. ასე მაგალითად, იმპერიის სულ დაარსებიდანვე იგი ისწრაფვოდა დამოუკიდებელი, რაიხსტაგის ნებაზე არდამოკიდებული საიმპერიო ფინანსების შექმნისკენ, და ამ მიზნით დაჟინებით მოითხოვდა მონოპოლიას, როგორც თამბაქოზე, ისე სპირტიან სასმელებზეც. მაგრამ მთელმა მისმა დაჟინებამ საქმე ბოლომდე მაინც ვერ მიიყვანა.Mმან ვერ შეძლო გაემარჯვა ოპოზიციის წინააღმდეგობაზე, რომელსაც არ სურდა მიეცა მისთვის უფლება უკონტროლოდ განეკარგა სახელმწიფოს ფინანსები. მისი საშინაო პოლიტიკის ყოველ ნაბიჯზე იგი ყოველთვის აწყდებოდა წყალქვეშა ქვებს, რომლებიც მას დაბრკოლებებს აღუმართავდნენ მისი ამოცანის _ ახალი იმპერიის ყველა ნაწილის მტკიცე შედუღაბების _ მიღწევის გზაზე. არც ბისმარკის ხასიათში, არც მის ტემპერამენტში არ იყო ამ ქვებისთვის გვერდიდან შემოვლა, იგი ამჯობინებდა მათ აფეთქებას, თითქოსდა დინამიტითო, განსაკუთრებული კანონებით, ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც აძლიერებდა გაღიზიანებას და თესავდა შეუპოვარ მტრობას იქ, სადაც სახელმწიფო ინტერესი მოითხოვდა შემრიგებლურ და დამამშვიდებელ პოლიტიკას. იგი არასდროს არ პატიობდა ოპოზიციას, მან არ იცოდა, არ შეეძლო ამა თუ იმ პარტიის წინააღმდეგობის დავიწყება. პოლონელების ოპოზიციას შედეგად მოჰყვა რეპრესალია რუსებისა და ავსტრიელი პოლონელების განდევნის სახით იმპერიის ფარგლებიდან, და განდევნილების რიცხვმა მიაღწია 28 ათას ადამიანამდე ორი წლის განმავლობაში. ელზასისა და ლოტარინგიის დეპუტატების ოპოზიციამ გამოიწვია საპასუხოდ მთელი რიგი დევნებისა და შევიწროვების. თითოუელ თავისუფლ სიტყვას ათანაბრებდნენ მისი უდიდებულესობის შეურაცხყოფასთან.
შემავიწროვებელ პოლიტიკას არასდროს არა აქვს დამამშვიდებელი მოქმედება. ბისმარკის 20-წლიანმა საშინაო პოლიტიკამ დაამტკიცა ეს ყველაზე უფრო უკეთესად. „შინაურმა მტრებმა“ არ დაყარეს მის წინაშე თავიანთი იარაღი. ბრძოლა „შინაურ მტრებთან“, როგორც მონათლა ბისმარკმა ჭეშმარიტი პარლამენტარიზმის შეურიგებელი მომხრეებიც, კათოლიკური პარტიაც, პარტიკულარისტი პოლონელებიც, ელზასელებიც, სოციალ-დემოკრტებიც, აღმოჩნდა გაცილებით უფრო ძნელი და წარუმატებელი, ვიდრე ბრძოლა გარეშე მტრებთან, რომელმაც გერმანიას მოუტანა პირველი (მოწინავე) ადგილი ევროპაში. თუკი საშინაო ბრძოლამ 20 წლის განმავლობაში არ დაკარგა თავისი მწვავე ხასიათი, ეს მოვლენა აიხსნება არა მხოლოდ სიმედგრით, რომლითაც სხვადასხვა პარტიები იცავდნენ თავიანთ ყველაზე უფრო სასიცოცხლო ინტერესებს, არამედ მნიშვნელოვნად უფრო მეტი ზომიტ ბისმარკის მიერ მოხაზული საშინაო პოლიტიკის პროგრამის სივიწროვით, და იმ სახელმწიფო ადამიანის (მოღვაწის) თავად ხასიათითაც, რომელიც ხელმძღვანელობდა იმპერიის ბედ-იღბალს. ყველაფერში, რაც კი შეეხებოდა საშინაო პოლიტიკას, ბისმარკს არასოდეს არ შეეძლო უარი ეთქვა იუნკერთა წოდების იმ დვრიტაზე (დედაარსზე), რომლის იდეებსაც იგი ასეთი ვაჟკაცობით იცავდა ჯერ კიდევ 1847 წელს. მას არ სურდა ანგარიში გაეწია არც დროის სულისკვეთებისთვის, არც სახალხო წარმომადგენლობის მიერ უფრო მეტ დამოუკიდებლობაზე გამოთქმული კანონიერი პრეტენზიებისთვის, ასევე მისი უფლებების უფრო მეტ პატივისცემაზე, რომლებიც ნაყიდი ჰქონდა ერთიანი გერმანიის საკურთხეველზე მიტანილი მძიმე მსხვერპლის დიდ ფასად.
გაერთიანებული გერმანიის არაფრად ჩაგდებას იგი აგრძელებდა ისევე, როგორც უფრო ადრე იგი არაფრად აგდებდა პრუსიას. მკაცრად რომ ვთქვათ, ბისმარკს არც კი გააჩნია საშინაო პოლიტიკის არანირი პროგრამა, იგი არ იყურება შორს, იგი ვერ იცქირება მომავალში, არ უსვმს, უფრო სწორად, არ უსვმდა საკუთარ თავს კითხვას _ რომელი გზით უნდა წავიდეს გერმანია, როდესაც აღარ იქნება იგი, ბისმარკი, დიდი იმპერიის დამაარსებელი. მთელი კონსტიტუცია, მთელი შინაგანი ორგანიზაცია გერმანიისა გაანგარიშებული იყო ბისმარკის საზომის მიხედვით. მთელი ძაფები თავს იყრიდა ერთ პირთან _ საიმპერიო კანცლერთან. გერმანია და ბისმარკი წარმოადგენდნენ რაღაც იმ ერთს, რაც განუყოფელი მთელია. მაგრამ თუკი ასეთი გაიგივებით კმაყოფილი იყო თავად ბისმარკი, იგი სულაც არ იყო სასურველი სახალხო წარმომადგენლობისთვის, რომელიც დაქანცული გახლდათ ზედმეტად მკაცრი მეურვეობით. „გერმანია დასმული იყო უნაგირზე“, მაგრამ ბისმარკს მაინც არ სურდა აღვირის გაშვება თავისი ხელებიდან. მბრძანებლურს, დესპოტურს თავისი ტემპერამენტით, ბისმარკს არასოდეს არ შეეძლო ყოფილიყო რბილი, ელასტიური, თავაზიანი. იგი არასოდეს არ ურიგდებოდა დამოუკიდებელ ქცევას ცალკეული ადამიანის თუ მთელი პარტიისა. „იმპერიის მტრები“ იყვნენ ყველა ისინი, ვინც უარს ამბობდა ბრმად დამდგარიყო მისი დროშის ქვეშ, ვინც კი თავხედობდა დაეცვა თავისი დამოუკიდებლობა, თავისი ეროვნულობა, ვინც კი ბედავდა დაეცვა ის, რასაც ბისმარკი უწოდებდა „ფრაზას“, ე. ი. სახალხო უფლებებს. არა მშვიდობა და დაწყნარება შემოიტანა გერმანიაში ბისმარკის 20-წლიანმა საშინაო პოლიტიკამ, არამედ მხოლოდ ბრძოლა, გაღიზიანება და გაბოროტება.
თუკი გერმანიის იმპერიის კანცლერის როლში თავად ბისმარკის მოღვაწეობის 20 წლის განმავლობაში მისი პრესტიჟი ოდნავადაც არ შერყეულა, ეს აიხსნება იმით, რომ წარუმატებლობათა გვერდით, რომლებიც თან სდევდა მას საშინაო პოლიტიკაში, და ერთგვარად ამცირებდა მის მიერ მოპოვებული XIX ს. ყველაზე უფრო მსხვილი სახელმწიფო ადამიანის დიდებას, იგი უჩვეულო წარმატებით აგრძელებდა გერმანიის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელობას. მისი ამოცანა 1871 წ. ომის შემდეგ განსაკუთრებით ძნელი იყო. გერმანიის იმპერიის აღდგენა, ერთიანი იტალიური სამეფოს წარმოქმნა, ავსტრიის განდევნა გერმანიიდან და მის მიერ იტალიური სამფლობელობის დაკარგვა, საფრანგეთის დანაწევრება მისგან ორი პროვინციის ჩამოშორებით, ინგლისის განკერძოებული მდგომარეობა, შერყეული გავლენა რუსეთისა ევროპული მოვლენების მსვლელობაზე _ ყველა ამ ცვლილებამ წაშალა პოლიტიკური წონასწორობის იმ სისტემის უკნასკნელი კვალი, რომელიც მოიფიქრა 1815 წ. ვენის კონგრესმა, როგორც ურყევი სიმტკიცე და საყრდენი ევროპული მშვიდობისა. ევროპის რუკა ახლა გადაკეთებულ იქნა. თავადმა ბისმარკმა მას მისცა ახალი კონფიგურაცია. იგი არ იქნებოდა ის მახვილი (ფაქიზი, რუს. тонкий), შორსმწვრეტელი პოლიტიკოსი, რეალისტი, რომლისთვისაც უცხო იყო ყველანირი სანტიმენტალობა, თუკი მაშინვე არ შეაფასებდა ევროპის იმ ახალ მდგომარეობას, რომელიც შექმნილი იყო გერმანიის გაერთიანებით. ბისმარკმა მშვენივრად გაიგო, რომ ევროპა სამუდამოდ არ დარჩება იმ გაშტერების (გაშეშების) მდგომარეობაში, რომელშიც იგი ჩავარდნილი იყო იმ მეხის დაცემებით, რომლებმაც ყველას აუწყეს ახალი ძალმოსილი სახელმწიფოს დაბადების შესახებ, და რომ ზუსტი ნათქვამი „აღარ არის უკვე ევროპა“ _ დიდი ხნით აღარ დარჩება პოლიტიკური მდგომარეობის სწორ დახასიათებად.
ბისმარკს ნათლად ჰქონდა შეგნებული, რომ გერმანიის დიდმა სამხედრო ძლიერებამ არ შეიძლება გულგრილად დატოვოს მთელი დანარჩენი ევროპელი ხლხები, როგორც კი გაიფანტება მისი ხმაურიანი გამარჯვებების პირველი თილისმა (გრძნეულება), და რომ თავისი სამხედრო ძალით მრისხანე ახალი სახელმწიფოს წარმოქმნას ევროპის შუაგულ ცენტრში ადვილად შეუძლია გამოიწვიოს ახლი კავშირები, კოალიცია სუსტებისა ძლიერთა წინააღმდეგ. დაამშვიდოს ევროპა გერმანიის მომავალ გეგმებთან მიმართებით, თავიდან აიცილოს მისდამი რაიმენაირი მტრული კავშირების წარმოქმნის თავად შესაძლებლობაც კი და ამით უზრუნველყოს სამი გამარჯვებული ომის მოპოვებული შედეგების ხელშეუხებლობა _ ასეთი გახლდათ ახლა თავად ბისმარკის პოლიტიკის ამოცანა. მან არ იცის, თუ რას ნიშნავს ხელიდან გაუშვა ყველაზე უფრო ხელსაყრელი მომენტი დიპლომატიური სვლისთვის, იგი სჭედს რკინას, სანამ რკინა ცხელია, მას არ უყვარს დამშვიდება მოპოვებული დაფნის გვირგვინებით, აწმყო მისთვის წარმოადგენს მხოლოდ ამოსავალ წერტილს მომვლისთვის. ვერც კი მოასწრო სედანის ბრძოლის კვამლმა გაფანტვა, რომ თავადი ბისმარკი უკვე ზრუნავს ისეთი პოლიტიკური თანავარსკვლავედის შესაქმნელად, რომელშიც საფრანგეთი განმარტოებულად მდგომარე აღმოჩნდებოდა ევროპის მონარქიულ სახელმწიფოებს შორის, ხოლო გერმანიას კი, მჭიდრო კავშირში რუსეთთან და ავსტრიასთან, შეეძლებოდა უშფოთველად ებრწყინა, როგორც პირველი სიდიდის ვარსკვლავს. მოეხდინა საფრანგეთის იზოლირება და აღედგინა ტრადიციული სამთა კავშირი, რომელშიც გერმანია ითამაშებდა პირველ როლს _ აი რაზე იყო მიმართული ბისმარკის ძალისხმევა. ამ მიზნის მიღწევის გულისთვის, ფრანგული არმიის კაპიტულაციისა და ნაპოლეონის დატყვევებიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ, იგი იწყებს მოლაპარაკებებს ავსტრიასთან, ცდილობს რა მის დაყოლიებას წარსულის დავიწყებასა დ გერმანიის გვერდით დადგომაზე ევროპული მშვიდობისა და ევროპის კონსერვატიული ინტერესების სადარაჯოზე. მაგრამ მაინც ვინ ემუქრება ამ მშვიდობას, ვინ აპირებს მის დარღვევას? 1870 წ. 13 სექტემბრის დიპლომატიურ ნოტაში ბისმარკი ამბობდა: „ჩვენ არ უნდა გვეშლებოდეს: ჩვენ არ შეიძლება იმედი გვქონდეს მტკიცე მშვიდობაზე, არამედ პირიქით მზად უნდა ვიყოთ ახალი თავდასხმისთვის საფრანგეთის მხრიდან, მშვიდობის როგორ პირობებზედაც არ უნდა ვაიძულოთ ჩვენ ისინი წამოსასვლელად. როგორიც არ უნდა იყოს მშვიდობა, საფრანგეთი მას შეხედავს მხოლოდ როგორც ზავს, და კვლავ მოახდენს ჩვენზე თავდასხმას იმისთვის, რათა შური იძიოს თავისი დამარცხების გამო, როგორც კი იგრძნობს საკუთარ თავს საკმარისად ძლიერად, მარტო ან სხვა სახელმწიფოს დახმარებით“. ამ სიტყვებით განისაზღვრება ბისმარკის მთელი ოცწლინი პოლიტიკა საფრანგეთთან მიმართებით, და მასთან ერთად კი სხვა სახელმწიფოებთან მიმართებითაც: ავსტრიასთან, იტალიასთან, რუსეთთან.
საფრანგეთთან მიმართებით, ისევე როგორც ყველა სხვა ევროპულ სახელმწიფოსთან მიმართებითაც, ბისმარკი თავის საგარეო პოლიტიკაში ხელმძღვანელობდა მხოლოდ ერთი წახალისებით: თავისი სამშობლოს სარგებლით. ყველანაირ განყენებულ პრინციპს მისთვის აქვს მეტად მცირე მნიშვნელობა და იგი ხალისით სწირვს მათ მსხვერპლად. მონარქიული პრინციპის მხურვალე მომხრეს, ბისმარკს, არა თუ არ სურს აღმოუჩინოს ამ პრინციპს მხარდაჭერა საფრანგეთში, არამედ პირიქით ერთვება პარიზში გერმანიის ელჩის გრაფ არნიმისთვის დამღუპველ ბრძოლში, როგორც კი რწმუნდება, რომ არნიმი, მისი ინსტრუქციების საპირისპიროდ, მზად არის მოქმედებდეს საფრანგეთში მონარქიის აღდგენის სასარგებლოდ. ბისმარკს სურს იქ რესპუბლიკური რეჟიმის დამკვიდრება, ვარუდობს რა, რომ არაფერს არ შეუძლია ისე საფრანგეთის იზოლირება, როგორც მმართველობის რესპუბლიკური ფორმის შენარჩუნებას. ბისმარკი იმედოვნებდა, რომ პარტიების საშინაო ბრძოლები, მონარქისტული პარტიების ბრძოლები რესპუბლიკურთან დიდხანს გაუწევენ დამარცხებული მტრის უძლურებისა და უსუსურობის მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის ძალმოსილი ფაქტორის სამსახურს. საფრანგეთის გენიას, მისი სასიცოცხლო ძალების ამოუწურავ მარაგს, ქვეყნის უზარმაზარ სიმდიდრეს, რომელმაც საშუალება მისცა მას ასე სწრაფად გადაეხადა ჯერ კიდევ 1871 წ. ომამდე გაუგონარი ხუთმილიარდიანი კონტრიბუცია და ასეთი ენერგიით შესდგომოდა თავისი სამხედრო ძალების აღდგენას, შეეძლოთ რა თქმა უნდა მოეტყუებინათ თვით ისეთი შორსმჭვრეტელი დიპლომატიც კი, როგორიც ბისმარკია. მან იცოდა, რომ საფრანგეთი, საშინელი გამანდგურებელი დამარცხების მიუხედავად, არ არის ამოშლილი ევროპული სახელმწიფოების სიიდან, იგი მოელოდა, რომ ეს ქვეყანა დაძაბავს მთელ თავის ძალებს, რათა დადგეს ფეხზე, მაგრამ თვით ისიც კი ვერ ივარაუდებდა, რომ მისი აღორძინება მოხდებოდა ასეთი წარმოუდგენელი სისწრაფით. საფრანგეთის დადებით უძლურებაზე თავის იმედებში გაცრუებული ბისმარკი ეჭვიანად ეკიდებოდა იმ დაჩქრებულობას, რომელსაც ეს ქვეყანა იჩენდა სამხედრო ორგანიზაციის საქმეში.
ბისმარკზე დამოკიდებული პრესა არაერთხელ იწყებდა დაფდაფების ცემას, აღიზიანებდა ვნებებს და კიდევ უფრო მეტად ამწვავებდა უიმისოდაც არამეგობრულ ურთიერთობებს ორ მეზობელ ქვეყანას შორის. თავის ურთიერთობებში საფრანგეთის რესპუბლიკასთან ბისმარკი ყოველთვის ვერ ინარჩუნებდა საჭირო ცივსისხლიანობას, ძალზედ ხშირად სიტყვით გამოსვლების, დიპლომატიური ნოტების გზით, იგი გამოხატავდა გადაჭარბებულ შეშფოთებას საფრანგეთის საომარ ჩანფიქრებთან მიმართებით. „ყველა პარტია, ამბობდა იგი, მიმართავს თავის მცდელობებს იმისთვის, რათა აღვივებდეს ეროვნულ სიძულვილს, ყველა თავის თავში ფარავს ოცნებას რევანშის შესახებ, და ერთადერთი საკითხი მდგომარეობს იმაში, თუ რამდენი დრო დასჭირდებათ ფრანგებს, რათა აღადგინონ თავიანთი არმია, თავიანთი ფინანსები“. სულ რაღაც სამი წლის შემდეგ ფრანკფურტის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდნ, ბისმარკი ერთერთ თავის ცირკულარში უკვე ამბობდა, რომ თუკი ახლი შეჯახება საფრანგეთსა და გერმანიას შორის გარდაუვალი გახდება, მაშინ იგი, რა თქმა უნდა, არ დაუწყებს ლოდინს, რათა „საფრანგეთმა მიიღოს შესაძლებლობა აირჩიოს საამისოდ თავისთვის ყველაზე უფრო ხელსაყრელი მომენტი“. „საფრანგეთი გვემუქრება, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ „მემკვიდრეობითი მტრის“ მოგერიებისთვის!“ _ ბისმარკისთვის იქცა caeterum censeo-დ... და იგი ოსტატურდ სარგებლობდა მის მიერ აგზნებული განგაშით, რათა აეძულებინა რაიხსტაგი მოეხდინა მთელი ექსტრაორდინალური კრედიტების ვოტირება სამხედრო ძალების გაზრდაზე. თუმცა კი, სინამდვილეში, საფრანგეთის ქცევა სულაც ვერ ამართლებდა გერმანიის იმპერიის კანცლერის ეჭვებს. რუსეთის მსგავსად, აღმოსავლეთის (ყირიმის) ომში დარბევის შემდეგ, საფრანგეთი იძულებული იყო „თავი მოეყარა“ (რუს. «сосредоточиться»). მან უარი თქვა ყოველგვარ ჩარევაზე საერთაშორისო ევროპულ პოლიტიკაში, და მხოლოდ დაჟინებით, მთელი საშინაო უთანხმოებებისა და პარტიების ბრძოლის მიუხედავად, აგრძელებდა თავისი ეროვნული განახლების საქმეს. წმინდად აღასრულა რა მთელი თავისი ვალდებულებები გერმანიასთან მიმართებით, ვადამდე გაცილებით უფრო ადრე გადაიხადა მთელი კონტრიბუცია და გაწმინდა რა თავისი ტერიტორია მოწინააღმდეგის ჯარებისგან, საფრანგეთი ენერგიულად შეუდგა სამხედრო ორგანიზაციას. მუშაობა მიდიოდა სწრაფად, საფრანგეთი არ ზოგავდა სახსრებს, იგი მზად იყო ყველა მსხვერპლი გაეღო, ოღონდ კი უზრუნველეყო თავისი დამოუკიდებლობა და დაებრუნებინა თავისთვის მისი შესაფერისი დიდი დერჟავის მნიშვნელობა.
მაგრამ სწორედ ეს მუშაობა სამხედრო ორგანიზაციზე იყო კიდეც საფრანგეთის დანაშაული გერმანიის თვალში, რომელიც არ პატიობდა დამარცხებულ ქვეყანას მოულოდნელად სწრაფ აღორძინებას. 1875 წ. ეპიზოდი ყველაზე უფრო კარგად ახასიათებს ორი მეზობელი სახელმწიფოს ურთიერთ დამოკიდებულებას, რომლებიც ერთიმეორისგან გაყოფილი იყვნენ ელზასისა და ლოტარინგიის ჩამოცილების შედეგად ამოთხრილი უზარმაზარი უფსკრულით. ისე რომ არ ელოდა, საფრანგეთმა თავის თავს ზემოთ დაინახა ჭექა-ქუხილის მომასწავებელი ღრუბელი. მან შეიტყო, რომ გერმანია აპირებს ახალი დარტყმა მიაყენოს მას და ამით დაასრულოს საფრანგეთის განადგურების ვერდასრულებული საქმე. საფრანგეთის მთავრობამ იჩქარა გაეკეთებინა წარდგენები პეტერბურგსა და ლონდონში, და მზადების პროცესში მყოფი ახალი თავდასხმა საფრანგეთზე აცილებულ იქნა იმ გადამწყვეტი სიტყვით, რომელიც წარმოსთქვა ბერლინში იმპერატორმა ალექსანდრე II-მ. მართალია, 1875 წ.-ის მთელ ამ ეპიზოდს, რომელიც თავის დადასტურებს პოულობდა ფრანგი დიპლომატების მიერ გაკეთებულ მხილებებში, დაჟინებით უარყოფდა თავადი ბისმარკი, რომელმაც მაშინვე იჩქარა გამოეხატა თავისი გაოცება იმ განგაშის გამო, რომელსაც მისი სიტყვებით, არანაირი რეალური საფუძველი არ ჰქონდა. „გერმანია, ამბობდა იგი, აღფრთოვანებულია ყველაზე უფრო გულწრფელი სურვილით ინარჩუნებდეს მეგობრულ ურთიერთობებს საფრანგეთთან“. ჰქონდა თუ არა სინამდვილეში ბისმარკს მყარი განზრახვა საფრანგეთზე თავდასხმის მოსახდენად თუ ეს წარმოადგენდა სამხედრო პარტიის სანუკვარ ოცნებას, ყოველ შემთხვევაში 1875 წ. ეპიზოდი წარმოადგენს ერთგვარად შემობრუნების პუნქტს ურთიერთობებში ერთის მხრივ საფრანგეთსა და რუსეთს შორის, ხოლო მეორეს მხრივ რუსეთსა და გერმანიას შორის. იმპერტორ ალექსანდრე II-ის გამოქომაგება საფრანგეთისადმი, მისი მყარი გადაწყვეტილება არ დაეშვა ახალი თავდასხმა საფრანგეთზე, იქცა ერთგვარ საწინდრად რუსეთის დახლოებისა საფრანგეთთან და ამასთან ერთად ურთიერთობების გაციების დასაწყისად გერმანიასა და რუსეთს შორის.
ბისმარკი უნდა დარწმუნებულიყო, რომ თავის შემდგომ პოლიტიკაში მას უკვე აღარ უნდა ჰქონოდა რუსეთის ზომაზე მეტად უანგარო თანადგომის იმედი, და ამ გარემოებამ უეჭველად გავლენა იქონია მისი პოლიტიკის უფრო მეტად შემრიგებლურ ხასიათზე საფრანგეთთან მიმართებით. უკანასკნელი თავის მხრივ დიდად უფრთხილდებოდა თავის ღირსებას, გულდასმით იკავებდა რა თავს ყველანაირი უმცირესი საბაბისგან, რომელსაც კი შეეძლო გამოეწვია მისი მრისხანე და წვრილმანებზე გამახვილებული მეზობლის უკმაყოფილება. მართალია, დაჟინებით შენარჩუნებული მტრული განწყობა ფრანგული საზოგადოებისა დროდადრო იწვევდა გერმანიის იმპერიის მბრძანებლური კანცლერის გაღიზიანებას, და ეს გაღიზიანება ვლინდებოდა ოფიციოზური გერმანული ბეჭდური სიტყვის მრავალჯერად ლაშქრობებში, მის შარიან, ქედმაღლურ და გამომწვევ ტონში. ყველაზე უფრო მეტად ბისმარკს აღიზიანებდა გამბეტას მიერ წარმოთქმული სიტყვები, რომლებშიც იგი არცთუ უსაფუძვლოდ ხედავდა ფარულ, მაგრამ დაჟინებულ მოწოდებას საფრანგეთისადმი არ დაივიწყოს მისგან ჩამოცილებული პროვინციები. დიდი ფრანგი პატრიოტის ხელისუფლებაში მოსვლა განსაკუთრებულად საგრძნობი იყო ბისმარკისთვის, რომელიც ამბობდა, რომ გამბეტას სამინისტრო მოქმედებს ევროპის ნერვებზე ზუსტად ისე, როგორც „დოლზე დამკვრელი ადამიანი ავადმყოფის ოთახში“. მაგრამ დიდხნს არ მოუწია გამბეტას თავად ბისმარკის ნერვების გაღიზიანება. მისი სამინისტროს დაცემამ და ამის შემდეგ მალევე მისმა სიკვდილმა, რომელმაც ძაძით შემოსა თითქმის მთელი საფრანგეთი, გაანთავისიფლეს გერმანიის კანცლერი იმ კოშმარისგან, რომელიც მუდმივად სდევნიდა მას. შექმნილმა ფერის სამინისტრომ, რომელმაც გამოავლინა უფრო მეტი დამყოლიანობა გერმანიასთან მიმართებით და, უმთვარესად, რამდენადმე შეცვლილმა დამოკიდებულებებმა რუსეთთან, ჩააგონეს ბისმარკს აზრი მოესინჯა საფრანგეთთან დაახლოების გზაც.
ნიადაგად ასეთი დახლოებისთვის იქცა საფრანგეთის კოლონიური პოლიტიკა, რომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა ბისმარკს არა თუ არ სურდა, არამედ პირიქით, ყველანაირად ხელს უწყობდა. მას კარგად ესმოდა, რომ წარმატებულ კოლონიურ პოლიტიკას, მოუტანს რა დაკმაყოფილებას საფრანგეთის ეროვნულ გრძნობას, შეუძლია გადაატანიოს მას ფიქრები შურისძიებისგან 1870 წ. მოვლენების გამო. „უკვე დიდი ხანია, ამბობდა იგი რაიხსტაგში 1885 წ., მე შემიძლია ვთქვა კიდეც, რომ 1866 წ. წინამორბედი ეპოქიდან, ჩვენ არ ვიმყოფებოდით საფრანგეთთან ისეთ კეთილ ურთიერთობებში, როგორც ამჟამად. ეს არის საფრანგეთის ბრძენი და ზომიერი მთავრობის შედეგი, რომელიც ჩვენნაირად აფასებს მშვიდობის სიკეთეებს. ორივე მთავრობას შეგნებული აქვს, რომ არ არსებობს უფრო მეტი უბედურება, ვიდრე საფრანგეთ-გერმანიის ომი“. მაგრამ თუკი საფრანგეთის მთავრობა თავისი პოლიტიკით იწვევდა ბისმარკის საქებარ გამოხმაურებებს, სამაგიეროდ მთელი საფრანგეთის საზოგადოებრივი განწყობა უწინდებურად იწვევდა მის გაღიზიანებასა და ეჭვიანობას. ამ საზოგადოებრივ აზრს იგი ჰკიდებდა პასუხისმგებლობას გერმანიის შეიარაღებული ძალების მუდმივად გაძლიერების აუცილებლობის გამო. „ფრანგები, ამბობდა იგი რაიხსტაგში, განუწყვეტლივ უდიდესი სისწრფითა და უზარმაზარი ფინანსური მსხვერპლის ფასად ზრდიან თავიანთ სამხედრო ძალებს. გერმანია იძულებულია მახვილი თვალით უმზერდეს თავის დასავლეთ საზღვარს, საფრანგეთს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ცენტრალური ევროპის მდგომარეობის გამო...“. პასუხისმგებლობის დაკისრება საფრანგეთზე ძვირად ღირებული შეიარაღებული მშვიდობისთვის, რა თქმა უნდა, ბისმარკის მხრიდან იყო სხვა არაფერი, თუ არა ორატორული ილეთი, რომელიც სულაც არ ემსახურებოდა იმ დიპლომატიური გულახდილობის დადასტურებას, რომელსაც მისი პანეგირისტები ასეთ დიდ დამსახურებად უთვლიან მას. ბისმარკი გულახდილია მხოლოდ მაშინ, როდესც გულახდილობა მისთვის სასარგებლოა, და რა თქმა უნდა არავის არ შეუძლია დაადანაშაულოს იგი იმაში, რომ რაღაც დრომდე იგი გულდასმით მალავს თავის განზრახვებს.
მუდმივად ამტკიცებს რა რაიხსტაგის წინაშე, რომ მთელი ფრანგი ერის გერმანიისადმი მტრულ დამოკიდებულებაში აქვს ფესვები გადგმული ევროპის დაძაბული მდგომარეობის მიზეზს, რომელიც თავიდან ფეხებამდე იარაღდება, ბისმარკი წლითი წლობით სულ უფრო დაჟინებით ამტკიცებს გერმანიის მშვიდობისმოყვრეობას. მის მიერ 1887 წ. წარმოთქმულ სიტყვაში იგი აღიარებს, რომ საფრანგეთსა და გერმანიას შორის მშვიდობის საქმე იმიტომ წარმოდგება ძნელად, რომ ორ სახელმწიფოს შორის გრძელდება უწყვეტი კამათი საზღვრების გამო, ასევე რომ გერმნიას 1871 წ. ომის შემდეგ უკვე აღარ გააჩნია არანირი საბაბი საფრანგეთზე თავდასხმისთვის. „თუკი ფრანგები მოისურვებდნენ დარჩენილიყვნენ ჩვენთან მშვიდობიან მდგომარეობაში იმ დრომდე, სანამ ჩვენ მათ თავს არ დავესხმევით, და თუკი ჩვენ ამაში დარწმუნებული ვიქნებოდით, მშვიდობა უზრუნველყოფილი იქნებოდა სამუდამოდ. რას უნდა მოვითხოვდეთ ჩვენ საფრანგეთისგან? კიდევ საფრანგეთის ტერიტორიის რაიმე ნაჭრის შეზენას?...“ და აქ ბისმარკმა, თითქოსდა სურდა ძალა მიეცაო თავისი სიტყვებისთვის, დაუმატა: „უკვე 1871 წ., მე გულახდილად ვაღიარებ, რომ სულაც არ ვიყავი განწყობილი მეცის დასაპყრობად, ვკმაყოფილდებოდი რა გერმანული ენის საზღვრით...“. იგი უნდა დამორჩილებოდა სამხედრო ავტორიტეტებს, რომლებიც დაჟინებით მოითხოვდნენ მეცის შემოერთებას. მაგრამ იმის მტკიცება, რომ მშვიდობა უზრუნველყოფილია, სულაც არ შედიოდა ბისმარკის ამოცანაში, რომელიც რაიხსტაგისგან მოითხოვდა ახალ მსხვერპლს გერმანიის „თავდაცვითი“ საშუალებების გაძლიერებისთვის. „არა, ბევრჯერ უთქვამს მას, _ მშვიდობა არ არის უზრუნველყოფილი, რადგანაც საფრანგეთს არ სურს შეურიგდეს ორი პროვინციის ჩამოშორების აღსრულებულ ფაქტს და უარს არ ამბობს რევანშის იდეაზე“. მთელმა მისმა ძალისხმევამ შეერიგებია საფრანგეთი წარსულთან, ეღიარებია status quo, მთელმა მისმა „მეგობრულმა“ განზრხვებმა, მთელმა მცდელობებმა დაახლოებისთვის მაინც ვერსად ვერ მიიყვანეს საქმე, და უწინდებურად გერმანიის წინაშე დგას მტრული საფრანგეთი, რომლის სამხედრო ძლიერებასაც, მისი აზრით, საკმარისად არ აფასებენ გერმანიაში.
გერმანელები უნდა ძაბავდნენ მთელ თავიანთ ძალებს, არ უნდა ერიდებოდნენ მსხვერპლის გაღებას, თუკი არა სურთ განიცადონ ფრანგების შემოსევა. „რუსეთთან კავშირზე, დაუმატა მან 1887 წ., ჩვენ უკვე აღარ უნდა ვამყარებდეთ იმედებს საფრანგეთთან ომის შემთხვევაში“. ასე რომ, საფრანგეთი წარმოადგენს გერმანიის შეურიგებელ მტერს _ აი ის შედეგი, რომელსაც მიაღწია ბისმარკმა ოცი წლის გავლის შემდეგ საფრანგეთ-პრუსიის ომის დასრულების დროიდან. ეს შედეგი მოგვიხდებოდა მიგვეთვლა ბისმარკის პოლიტიკის პასივში, თუკი მას მართლა ექნებოდა ოდესმე ილუზია საფრანგეთთან სრული შერიგების შესაძლებლობასთან მიმართებით. მაგრამ მას ძალზედ კარგად ესმოდა ფრანგი ხალხის განწყობა და გრძნობა იმისთვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო შეცდომაში მისი ჩავარდნა. პოლიტიკოს-რეალისტი, იგი ფხიზლად უყურებდა ორი სახელმწიფოს ურთიერთობებს და მთელი მისი მისწრაფებები მიმართული იყო მხოლოდ იმისკენ, რათა შეძლებისდა გვარად მეტი ხნით შეენარჩუნებინა საფრანგეთი იზოლირებულობის მდგომარეობაში და არ მიეშვა იგი გერმანიის წინააღმდეგ მიმართული რაიმენაირი კავშირების წარმოქმნისკენ, და ამ მიმართებით ბისმარკმა სავსებით მიაღწია თავის მიზანს. მხოლოდ სულ უკანასკნელ დროს, როდესაც აღორძინებულმა საფრანგეთმა აღიდგინა თავისი სამხედრო ძლიერება, დაიწყო მისი უფრო მჭიდრო დაახლოება რუსეთთან, რომელიც დაფუძნებულია ორი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური, განკერძოებული მდგომარეობის (მდებარეობის) სოლიდარულობაზე. ეს დაახლოება მნიშვნელოვნია იმ მიმართებით, რომ იგი ათავისუფლებს როგორც საფრანგეთს, ასევე რუსეთსაც ორი დიდი ხალხის თავმოყვრეობისთვის შეურაცხმყოფელი დაქვემდებარებისგან გერმანული პოლიტიკისადმი, მაგრამ მას არ გააჩნია გერმანიისადმი მუქარის შემცველი არანაირი ხასიათი. გერმანიას უწინდებურად უჭირავს ის პირველობის (მოწინავე) მდგომარეობა ევროპაში, რომელიც მან მოიპოვა ოცი წლის წინ, რაც უდაოდ უნდა მიწერილ იქნას ბისმარკის არაჩვეულებრივად ოსტატური და ძლიერი საგარეო პოლიტიკისადმი, როგორც საფრანგეთთან მიმართებით, ისე ამის თანაბრად ევროპის სხვა პირველხარისხოვან სახელმწიფოებთან მიმართებითაც.
მყარმა დარწმუნებულობამ იმაში, რომ საფრანგეთი არასდროს არ შეურიგდება ვერსალის ანუ უფრო სწორად ფრანკფურტის შვიდობის შედეგებს, აიძულა ბისმარკი ეძია მჭიდრო დაახლოება ავსტრიასთან, თუმცა კი ისე, რომ პირველ ხანებში ამისთვის მსხვერპლად არ შეეწირა ამდენად ფასეული კავშირი რუსეთთან, რომელმაც გერმანიას მის ომში საფრანგეთთან აღმოუჩინა აუნაზღაურებელი სამსახური, რომელიც დამოწმებულ იქნა იმპერატორ ვილჰელმის ტელეგრამით იმპერატორ ალექსანდრე II-დმი მაშინვე წინასწარი სამშვიდობო პირობების ხელმოწერის შემდეგ. საჭირო იყო ბისმარკის მთელი ხელოვნება, რათა 1866 წ. მოვლენების შემდეგ დაეყოლიებინა ავსტრია მჭიდრო კავშირში შემოსვლაზე მის ბედნიერ საუკუნო მეტოქესთან. ბისმარკს არ უყვარდა დროის კარგვა, და წახალისებული შიშით იმის გამო, რათა არ დამყარებულიყო ასეთი ბუნებრივი კავშირი არცთუ დიდი ხნის წინ დამარცხებულ ავსტრიასა და შემდეგ სასტიკად დამარცხებულ საფრანგეთს შორის, იგი გამოვიდა წინადადებით აღედგინათ ძველი საღვთო კავშირი. მონარქიულ ევროპას, ამტკიცებდა იგი ახლა, ემუქრება მარადიული რევოლუცია, და იმისთვის, რათა წარმატებით ვიმოქმედოთ მის წინააღმდეგ, აუცილებელია გერმანიის, ავსტრიისა და რუსეთის მჭიდრო კავშირი. ბისმარკმა აშკარად გაიხსენა დაშინების ძველი მეტერნიხისეული ილეთი, და ამასთან ერთად დაივიწყა ის, რაც მან სულ ცოდა ხნის წინ მანამდე ურჩია იტალიას, რათა ესარგებლა რევოლუციის მთელი საშუალებებით ავსტრიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ ბისმარკი არასოდეს არ ყოფილა თანამიმდევრული თავისი საგარეო პოლიტიკის პრინციპებში, იგი სარგებლობდა ყველაფრით, რასაც კი შეეძლო მისი მიყვანა დასახულ მიზნამდე. პირველ ხანებში ავსტრია დიდი თავშეკავებით მოეკიდა გერმანიის მოულოდნელ წინადადებას. მაგრამ ბისმარკი არ შემკრთალა ცივი პასუხით. დაჟინება და შეუპოვრობა ყოველთვის იყო მისი ერთერთ განმასხვავებელ თვისებათაგანი. ვერსალის სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ ბისმარკი კვლავ განაახლებს თავის წინადადებას, გამოხატავს რა სურვილს, რათა ორ მონარქიას შორის დამყარდეს მჭიდრო მეგობრობის ურთიერთობა. კვლავ თავაზიანის (რუს. учтивый), მაგრამ ცივი პასუხია ავსტრიული კაბინეტის მეთაურის გრაფ ბაისტისგან, რომელსაც ბისმარკი უწოდებდა თავის „ყველაზე უფრო ობიექტურ და თავაზიან (რუს. любезный) ანტაგონისტს“.
ბისმარკმა გაიგო, რომ სანამ ბაისტი უხელმძღვანელებს ავსტრიულ პოლიტიკას, მას გაუჭირდება მისი დაქვემდებარება თავისი გავლენისადმი, და მან დაიწყო სწრაფვა მისი შეცვლისკენ სხვა სახელმწიფო ადამიანით, უფრო დამყოლითა და ამასთან ერთად უფრო მეტად განწყობილით იმ დარტყმების დასავიწყებლად, რომლებიც მან ავსტრიას მიაყენა. წარმატება თან ახლდა ბისმარკს. ბაისტმა თავისი ადგილი დაუთმო გრაფ ანდრაშის, მხურვალე უნგრელ პატრიოტს, რომელიც უფრო მეტად აკურთხევდა, ვიდრე სწყევლიდა 1866 წ. მოვლენებს. ეს ცვლილება შედეგად მოჰყვა იმ პაემანს, რომელიც მოაწყო ბისმარკმა ვილჰელმსა და ფრანც-იოსებს შორის 1871 წ. ზაფხულში, და რომელმაც დასაბამი მისცა გერმანიის კანცლერის მიერ ჩაფიქრებულ მჭიდრო კავშირს. 71 წლის პაემანს მოჰყვა 1872 წ. სექტემბერში უკვე სამი იმპერტორის პემანი ბერლინში, რომელმაც, თითქოსდა განახორციელა სამმხრივი კავშირის ოსტატური გეგმა, ჩაფიქრებული ბისმარკის მიერ. ამ კავშირს საფუძვლად (ბაზისად) დაედო მომხდარი ფაქტების აღიარება, ე. ი. იმ პოლიტიკური წესრიგისა, რომელიც შეიქმნა 66 და 71 წლების ომებით, და ასევე გადაწყვეტილება იმოქმედონ ურთიერთ შეთანხმების მიხედვით ყველა სიძნელეების დროს, რომლებიც შესაძლოა წარმოიქმნას აღმოსავლურ საკითხში. ბისმარკს უფლება ჰქონდა ეზეიმა. ცოტაა, რომ მან აიძულა ავსტრია დაევიწყებინა არცთუ შორეული წარსული და მიამაგრა (მიაბა) იგი თავის პოლიტიკასთან, იგი ასევე მოევლინა, როგორც ჩანს, კეთილ გენიად, რომელმაც მოახერხა რუსული პოლიტიკის შერიგება ავსტრიულთან. მართალია, ზრუნავდა რა ასეთი შერიგების შესახებ, იგი ფიქრობდა მხოლოდ გერმანიის ინტერესებზე. მისი საკუთარი გამონათქვამის მიხედვით, მან ხიდი გასდო ვენასთან და იმავე დროს შეინარჩუნა ხიდი პეტერბურგთან. როგორი ოსტატურიც არ უნდა ყოფილიყო ბისმარკის კომბინაცია, გერმანიის, ავსტრიისა და რუსეთის ეს კავშირი არ შეიძლებოდა ყოფილიყო მტკიცე. აღმოსავლური საკითხი მასში თამაშობდა პირველქმნილი ცოდვის როლს.
გარიცხა რა ავსტრია გერმანიიდან და შედიოდა რა ახლა მასთან მჭიდრო კავშირში, ბისმარკს უნდა მიეცა მისთვის ან სულ მცირე დაპირებოდა რაღაც ჯილდოს (ანაზღაურების) მიცემას. სახელდობრ ასეთ ჯილდოდ უნდა ყოფილიყო ავსტრიის გავლენის სფეროს გაფართოება აღმოსავლეთისკენ. მაგრამ ხატავდა რა ავსტრიის წინაშე მისი ცივილიზატორული მისიის მთელ მშვენიერებასა და სარგებელს აღმოსავლეთში, ბალკანეთის ნახევარკუნძულის ფარგლებში, ბისმარკი ამით შეგნებულად აძლიერებდა იმ ანტაგონიზმს რუსეთსა და ავსტრიას შორის, რომელსაც ადრე თუ გვიან საქმე უნდა მიეყვანა სამმხრივი კავშირის დანგრევამდე. 1875 წ. ჰერცოგოვინაში აფეთქებული აჯანყება სწევდა მხოლოდ საბაბის როლს იმ სლავური მოძრაობისთვის, რომელსც უნდა მივეყვანეთ 1877 წ. ომამდე რუსეთსა და თურქეთს შორის. ამ ომისთვის მოსამზადებელ პერიოდში ბისმარკი ოსტატურად ლავირებდა რუსეთსა და ავსტრიას შორის და, მნიშვნელოვან ხარისხად იმ დროს მისი შუამავლობის წყალობით, გაღვივებულ აღმოსავლურ სკითხში ავსტრია მოქმედებდა რუსეთთან სოლიდარულად. თუმცა კი ასეთი სოლიდარულობა არ შეიძლებოდა ყოფილიყო ხანგრძლივი, ვინაიდან რუსეთისა და ავსტრიის ინტერესები ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ძალზედ ურთიერთ საწინააღმდეგოა. ავსტრიის ანტაგონიზმი მთელი თავისი ძალით გამოვლინდა სან-სტეფნოს სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ, რომლის დადგენილებების ნამდვილად აღიარებაზეც (ცნობაზეც) ვენის კაბინეტი, შეუერთდა რა ინგლისს, არ თანხმდებოდა დიდი დერჟავების რატიფიკაციის გარეშე. ავსტრიის ინიციატივით ბერლინში შეიკრიბა ევროპული კონგრესი, რომელიც გაიხსნა 1878 წ. 13 ივნისს „პატიოსანი მაკლერის“ თავად ბისმარკის თავმჯდომარეობით.
ბისმარკის მდგომარეობა უკიდურესად საჩოთირო იყო. მას არ სურდა ღიად დაპირისპირებოდა რუსეთის ინტერესებს, ეშინოდა რა იმ „საუკუნო მეგობრობის“ დარღვევისა, რომელიც აკავშირებდა ბერლინსა და პეტერბურგს, და მასთან ერთად ავსტრიის ინტერესები არ აძლევდა მას უფლებას (საშუალებას) დამდგარიყო რუსეთის მხარეზე და თავისი გავლენით ენერგიული მხარდაჭერა აღმოეჩინა მისი მოთხოვნებისთვის. ავსტრიისა და რუსეთის ურთიერთსაპირისპირო ინტერესებმა აიძულეს იგი ეთამაშა ორმაგი როლი. იგი საკუთარ თავს აყენებდა მკაცრი ნეიტრალიტეტის მომხრედ, ავიწყდებოდა რა, რომ არსებობს ისეთი მდგომარეობები, როცა ნეიტრალიტეტი გადაიქცევა ცარიელ ფრაზად, როცა მოცემული გარემოებების ძალით იგი სინამდვილეში გადაიქცევა კეთილგანწყობილ ნეიტრალიტეტად ერთერთ სახელმწიფოსთან მიმართებით და პირდაპირ მტრულად მეორე სახელმწიფოსადმი. სწორედ ასე მოუვიდა კიდეც ბისმარკის ნეიტრალიტეტს ბერლინის კონგრესზე. ავსტრიისა და რუსეთის ანტაგონიზმმა დაანგრია ბისმარკის მიერ აღდგენილი სამმხრივი კავშირი, რომელმაც უსიტყოდ, მდუმარედ, შეწყვიტა თავისი არსებობა. რუსეთის უკმაყოფილებამ, სამმხრივი კავშირის შეწყვეტამ, შიშებმა, რომ რუსეთი დაუახლოვდება საფრანგეთს აიძულეს ბისმარკი მიემართა ახალი პოლიტიკური კომბინაციისთვის, რომლის განხორციელებაც მან არ დააყოვნა. ეს კომბინაცია შედგებოდა უკვე ფორმალური კავშირის დადებაში გერმანიასა და ავსტრიას შორის. 1879 წ. 7 ოქტომბერს ხელმოწერილ იქნა ხელშეკრულება, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა ერთის მხრივ ბისმარკის იშვიათი წინდახედულება, ხოლო მეორეს მხრივ კი, მისი ზიზღი ყველაფრისდმი, რაც შეუთავსებელია მისი სამშობლოს სარგებელთან. ამ ხელშეკრულების პირველი მუხლი შეიცავს ვალდებულებას ორი მონარქიისთვის გამოცხადდნენ ერთიმეორის დასახმარებლად მთელი თავიანთი სამხედრო ძალებით იმ შემთხვევაში, თუკი ერთი ან მეორე განიცდის თავდასხმას რუსეთის მხრიდან; მეორე მუხლი კეთილგანწყობილი ნეიტრალიტეტის გარანტიას აძლევდა ორივე ხელმომწერ მხარეს გერმანიაზე ან ავსტრიზე სხვა რომელიმე დერჟავის მიერ წარმოებული თავდასხმის შემთხვევაში და ბოლოს მესამე მუხლში დადგენილ იქნა, რომ თუკი თავდამსხმელ დერჟავას მხარს დაუჭერს რუსეთი, ასეთ შემთხვევაში იმწამსვე შედის ძალაში ვალდებულება, რომელიც გამოხატულია პირველ მუხლში.
1879 წ. ხელშეკრულება მოგვაგონებს იმ ხელეკრულებებს, რომელთა დადებაც პრუსიასთან ბისმარკმა აიძულა სამხრეთ გერმანიის სახელმწიფოებს 1866 წ. ომის შემდეგ. როგორც მაშინ სამხრეთის სახელმეწიფოებმა უარი თქვეს თავიანთ დამოუკიდებლობაზე, ისე ახლაც ავსტრია დგებოდა გერმანიის დაცვის ქვეშ და თავის პოლიტიკას უქვემდებარებდა გერმანიის კანცლერის პოლიტიკას. თავადმა ბისმარკმა მიაღწია სასურველ მიზანს: ავსტრია ახლა მის ხელში იყო. 79 წლის ხელშეკრულება უკვე წარმოუდგენელს ხდიდა მის კავშირს საფრანგეთთან და კიდევ უფრო აძნელებდა, ისედაც მის ნაკლებად შესაძლო დაახლოებას რუსეთთან. ამასთან ერთად მან ახლა შეიძინა დაჯერებულობა (დარწმუნება) იმაში, რომ ევროპაში რაიმენაირი არეულობების შემთხვევაში, გერმანია არ აღმოჩნდება მარტო, რომ ავსტრია იძულებული იქნება წაჰყვეს მის მიერ დასახულ გზას, ხოლო თუკი ბისმარკს რაიმესი ეშინოდა, მხოლოდ ევროპული კოალიციის შესაძლებლობისა მისი სამშობლოს წინაათმდეგ, რომელიც ყველას აგრძნობინებდა და მტკივნეულადაც აგრძნობინებდა თავის ძლიერებას. უზრუნველყო რა გერმანიისთვის კავშირი ავსტრიასთან რუსეთთან შეჯახების შემთხვევაში, ბისმარკმა ასევე მონახა თავისთვის მოკავშირე საფრანგეთთან ომის შემთხვევისთვისაც. გერმანიის მოკავშირედ უნდა გამხდარიყო იტალია, რომელმაც ავსტრიის მსგავსად გადაწყვიტა გაეკვირვებინა მსოფლიო თავისი უმადურობის უსასრულებლობით. ფრანგული სისხლით იქნა შექმნილი იტლიის ერთიანობა, საფრანგეთს უფლება ჰქონდა ეცქირა საკუთარი თავისთვის, როგორც იტალიის უფროსი დისთვის. იტალიის მიზიდვა საფრანგეთისადმი მტრულ კავშირში შეადგენდა მძიმე ამოცანას, რომელშიც არ უნდა ჰქონოდა წარმატების იმედი, მაგრამ ბისმარკი უდიდესი ვირტუოზია ყველაზე უფრო შეუძლებელი პოლიტიკური კომბინაციების შექმნაში. იგი მიეჩვია ყველანაირ სიძნელეებზე გამარჯვებას. მან აცდუნა პატივმოყვარე იტალია ძალმოსილ გერმანიასთან კავშირის სარგებლიანობით, მან აიძულა იგი დაევიწყებინა საფრანგეთის მიერ მისთვის გაწეული სამსახური და ხელი გაეწოდა წარსულში მისი უბოროტესი მტრისთვის _ ავსტრიისთვის.
1882 წ. იტალია შეუერთდა 1879 წლის ხელშეკრულებას „მშვიდობის ლიგა“, როგორც მაკიაველისტურად მონათლა ბისმარკმა ახალი სამთა კავშირი გერმანიას, ავსტრიასა და იტალიას შორის, რომელიც ახლა დადგა ევროპის შეიარაღებული მშვიდობის სადარაჯოზე და ამასთან ერთად იმ პოლიტიკური წესრიგის ხელშეუხებლობის სადარაჯოზეც, რომელიც გერმანიისთვის უზრუნველყოფდა პირველობის მდგომარეობას ევროპაში. ბისმარკის მიერ შექმნილი სამთა კავშირი სრულებით აუქმებს კითხვას, რომელსაც ასე ხშირად სვამენ ხოლმე: ჩარიცხულ უნდა იქნას თუ არა ბისმარკი რუსეთის მეგობრების ან მტრების რიცხვში? ბისმარკი არასოდეს არ ყოფილა რუსეთის მეგობარი, ისევე როგორც არასოდეს არ ყოფილა მისი მტერიც. საგარეო პოლიტიკის საკითხებში ბისმარკისთვის ყოველთვის უცხო იყო ყველანაირი პლატონური გრძნობები. გერმანიის სარგებელი _ აი რა უცვლის მას ყველა პრინციპს, აი რითი ამოიწურება მისი ზნეობრივი წესების მთელი კოდექსი პოლიტიკაში. მხოლოდ და განსაკუთრებით ამ სარგებლით ხელმძღვანელობდა იგი თავის პოლიტიკაში რუსეთთან მიმართებით. სანამდე გერმანიას შეეძლო სარგებლის მიღება რუსეთისგან, უკანსკნელს არ ჰყოლია უფრო მეტად ერთგული მეგობარი, ვიდრე ბისმარკი. მოიხილავდა რა თავისი მახვილი მზერით მომავალს, ბისმარკი ჯერ კიდევ ყირიმის კამპანიის დროს გახლდათ რუსეთის ენერგიული მომხრე. ბერლინის კონგრესის დროს, ამბობდა ბისმარკი, იგი იყო რუსეთის მეგობარი, წარმოადგენდა რა ერთგვარად „მეოთხე რუს რწმუნებულს“. ეხებოდა რა 1879 წ. ხელშეკრულებას იგი ამტკიცებდა, რომ ამ ხელეკრულებას, რომელიც დროულად ეცნობა რუსეთის იმპერატორს, არასოდეს არ ჰქონია მუქარის შემცველი მნიშვნელობა, რომ იგი მხოლოდ წარმოადგენს გამოხატულებას „ინტერესების საერთოობისა მისწრაფებებში და ასევე იმ საფრთხეებშიც, რომლებიც შესაძლოა დაემუქროს სახელმწიფოებს“. ბისმარკის დარწმუნებებს (მტკიცებებს) გერმანიის რუსეთისადმი მეგობრობაში როგორღაც ნკლებად ეთნხმებოდა მისი ეკონომიკური პოლიტიკა; თუმცა კი უეჭველად, ბისმარკს ჰქონდა სრული შესაძლებლობა აეხსნა ისეთი ზომები, როგორებიც იყო საბრძოლო საბაჟო გადასახადები, ასევე ბერლინის ბაზრის დახურვა რუსული ფონდებისთვის, გერმანიის ეკონომიკური ინტერესების მკაცრი დაცვის აუცილებლობით.
ბისმარკის სიტყვას 1888 წ. 6 თებერვალს ჰქონდა მით უფრო მეტი მნიშვნელობა, რომ იგი წარმოთქმულ იქნა სულ სამი დღის შემდეგ 1879 წლის ხელშეკრულების პირველად გამოქვეყნებიდან. პირველხარისხოვანი მნიშვნელოვნების ამ დოკუმენტის გამოქვეყნებით ბისმარკს სურდა დაემტკიცებინა, რომ იგი არ მალავდა არანაირ საიდუმლო ჩანაფიქრებს რუსეთის წინააღმდეგ, რომ მისი პოლიტიკა სავსებით გულწრფელია, რომ თავდასხმა რუსეთზე არ შედის მის გეგმებში, მაგრამ ამასთან ერთად, რომ გერმანია მზად არის ვაჟკაცურად შეხვდეს ყველანაირ შემთხვევითობას. მისი სიტყვა წარმოადგენდა თითქოსდა ხელშეკრულების ახსნას (განმარტებას), მას შემოჰქონდა დამამშვიდებელი და შემრიგებლური ელემენტი რუსეთსა და გერმანიას შორის, და ბისმარკმა მიიღო დარწმუნებულობა იმაში, რომ იგი სწორედ ასე იქნა კიდეც გაგებული პეტერბურგში. ისე რომ არ გუკეთებია თუნდაც უმცირესი დათმობა, არ დაუთმია გერმანიის ყველაზე უფრო უმნიშვნელო ინტერესიც კი, ბისმარკმა შესძლო მიეცა თავისი საგარეო პოლიტიკისთვის ისეთი სიმტკიცე, რომ ბოლოს და ბოლოს იგი ყოველთვის აღმოჩნდებოდა ხოლმე მოუწყვლადი. მისი ხელოვნების (ოსტატობის) წყალობით, გადამჭრელობა (გაბედულება), ძალა და სიმყარე (სიმტკიცე) იქცა გერმანიის იმპერიის დევიზად.
ბისმარკის მიერ 6 თებერვალს წარმოთქმულ სიტყვას შეიძლება ვუწოდოთ დიდი გერმანელი დიპლომატის გედის სიმღერა. იგი წარმოადგენს მისი ბრწყინვალე პოლიტიკური მოღვაწეობის უკანასკნელ ხმამაღალ აქტს. ერთი თვის შემდეგ ჩაქრა (გარდაიცვალა, რუს. угас) იმპერატორი ვილჰელმ I, და მისი სიკვდილი გახლდათ მძიმე დარტყმა მისი უცვლელი თანაშემწისა და მისი მეფობის მძლავრი პოლიტიკის შთამაგონებლისთვის. საიმპერატორო გვირგვინი გადავიდა ფრიდრიხ III-ზე, რომელიც ამ დროს სასიკვდილო ტანჯვებს განიცდიდა. მისი ხანმოკლე მეფობა, რომელიც სრულ სამ თვესაც კი ვერ გაგრძელდა, ძალზედ იყო აღვსებული მისი მტანჯველი აგონიით, იმისთვის, რათა ახალი მიმართულება პოლიტიკისა, რომელსაც აკავშირებდნენ ფრიდრიხ III-ის სახელთან, შესაძლო ყოფილიყო გამოხატულიყო (გამოკვეთილიყო) საკმარისი სინათლითა და გარკვეულობით. მთელს გერმანიასა და მთელს ევროპაში არსებობდა რწმენა (დაჯერებულობა), რომ იმპერტორ ვილჰელმის მეფობის დასასრული დასასრულს დაუდებს ასევე თავად ბისმარკის ბატონობასაც. ფრიდრიხ III-ს საზოგადოებრივი აზრი მიაწერდა ისეთ ლიბერალურ რწმენას, რომელთანაც შეუთავსებელი იყო ბისმარკის მიერ თავისი უპირატესი გავლენის შენარჩუნება. თუმცა კი ასეთ მოსაზრებას არ გააჩნდა სერიოზული საფუძველი, რადგანაც ახალი იმპერატორის პირველი აქტი გახლდათ მიმართვა ბისმარკისადმი მის მიმართ თავისი სრული ნდობის გამოხატვითა და მხურვალე მადლობის გამოცხადებით მის მიერ გერმანელი ხალხისთვის გაწეული სამსახურის გამო. რა თქმა უნდა, ფრიდრიხ III-ის მიერ ბისმარკისთვის მიცემულ რესკრიპტს არ შეეძლო გაეწია სამსახური იმის დასამტკიცებლად, რომ ახლო მომავალში არ წარმოიქმნებოდა იმპერტორსა და საიმპერიო კანცლერს შორის ისეთი შეჯახებები, რომლებიც იძულებდნენ ბისმარკს წასულიყო პოლიტიკური სცენიდან.
ბისმარკმა სხვებზე უფრო მეტად იცის განსხვავება სიტყვებსა და საქმეს შორის, და ასეთ ღრმა განსხვავებაში მას შეეძლო თავად დარწმუნებულიყო, როდესაც გარდაიცვლა ფრიდრიხ III და ტახტზე ავიდა მისი ვაჟიშვილი ვილჰელმ II. ბედი თავის თავში მალავს ძალზედ ბევრ მოულოდნელობას. ახალგაზრდა იმპერატორი იყო ბისმარკის აღფრთოვანებული თაყვანისმცმელი ჯერ კიდევ პრუსიის პრინცად ყოფნის დროს, იგი ხმამაღლა უწოდებდა მას მედროშეს, რომელსაც ბრმად უნდა მიჰყვებოდეს მთელი გერმანია. გეგონებოდათ, რომ ახალი მეფობა უზრუნვლყოფდა ბისმარკისთვის მისი სიცოცხლის დასასრულამდე იმ გაბატონებულ გავლენასა და მდგომარეობას, რომლებითაც იგი უსაზღვროდ სარგებლობდა ვილჰელმ I-ის მეფობის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. შეეძლო კი ჰქონოდა იმის მოლოდინი ბისმარკს, როდესაც იგი ხელზე ჰკოცნიდა ვილჰელმ II-ს რაიხსტაგის საზეიმო სხდომაზე 1888 წ. 25 ივნისს, როდესაც გერმანელი ხელმწიფეებით გარშემორტყმული ახალგაზრდა იმპერატორი წარმოსთქვამდა თავის პირველ სატახტო სიტყვას, რომ მისი მგზნებარე თაყვანისმცემელი ასე მალე გაიმართება მთელი სიმაღლით და მოისურვებს საკუთარი თავიდან მოხუცი კანცლერის მძიმე მეურვეობის ჩამოფერთხვას (მოშორებას). ახალგაზრდა იმპერატორის მბრძანებლურ, თავდაჯერებულ და ფიცხ ტემპერამენტს არ შეეძლო დიდხანს ედრიკა ქედი იმ ადამიანის დესპოტური ხასიათის წინაშე, რომელმაც გერმანიისადმი თავისი დამსახურებებით საკუთარ თავს შეუქმნა სრულებით განსაკუთრებული მდგომრეობა, ზუსტად ისევე როგორც ბისმარკს, რომელიც სამართლიანად თვლის საკუთარ თავს გერმანიის იმპერიის დამაარსებლად, მთელი თავისი მონარქიზმის მიუხედავად, არ შეეძლო ქედი მოეხრა ახალგაზრდა გამოუცდელი იმპერტორის ნების წინაშე და ქცეულიყო მხოლოდ სხვისი გეგმებისა და განზრახვების აღმასრულებლად.
გარდაუვალად უნდა მომხდარიყო ურთიერთობთა გაწყვეტა, და ეს მოხდა იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე ამას რომელიმე ადამიანი მოელოდა. 1890 წ. 20 მარტს მთელ მსოფლიოს ეუწყა იმპერატორ ვილჰელმ II-ის მიერ ერთიანი ძალმოსილი გერმანიის შემქმნელის გადადგომის მიღების შესახებ, ადამიანისა, რომელმაც თავისი სახელით აღავსო XIX საუკუნის მეორე ნახევრის ისტორია. ცნობამ ბისმარკის მიერ პოლიტიკური სცენის დატოვების შესახებ მთელს ევროპაში მოახდინა ისეთი მღელვარება, რომელიც უკვე დიდი ხანია არავის განეცადა. თუკი გერმანიაში სხვდასხვა პარტიის ადამიანები ამ მოვლენას სხვადსხვნაირად მოეკიდნენ: ერთნი მიესლმენ მას ხმაურიანი სიხარულით, სხვები კი უფრო ხმამაღლა გამოხატავდნენ თავიანთ მწუხარე შეშფოთებას გერმანიის მომავლის გამო, სამაგიეროდ მთელი ევროპა, აღიარებდა რა პირველი გერმანელი კანცლერის მსხვილი ფიგურის დიდ ისტორიულ მნიშვნელობას, იგრძნო თითქოსდა განთავისუფლება მასზე დადებული მძიმე ხელისგან. ბისმარკმა, რომელმაც არ გაცვალა თავისი ისტორიული სახელი იმპერატორის მიერ ნაწყალობევ ლაუენბურგის ჰერცოგის ხმამაღალ ტიტულზე, დატოვა ბერლინი და წვიდა ნებაყოფლობით გადასახლებაში თავის მამულ ფრიდრიხსრუეში. ბისმარკი, რომელიც შეჩვეული იყო საკუთარი პოლიტიკური როლის ხმაურიან მნიშვნელობასთან, არ სურდა შერიგებოდა თავის ახალ მდგომარეობას. მას უწინდებურად სურდა აღევსო თავისი სახელით მთელი ევროპა, მაგრამ მისი ეს სურვილი მხოლოდ ამცირებდა მის ღირსებას. გამოჩნდება თუ არა კვლავ ბისმარკი პოლიტიკურ სცენზე რაიხსტაგის დეპუტატის სახით, გაისმება თუ არა კვლავ მისი ძალმოსილი ხმა, ყოველ შემთხვევაში მისი დიდი ისტორიული როლი დასრულებულია სამუდამოდ. 76 წლის ასკში ადამიანი არ იწყებს ცხოვრების ახალ თავს. ბისმარკს შეუძლია მშვიდად შეურიგდეს თავის ბედს _ მან თავისი ბეჭედი დაუსვა XIX საუკუნის მეორე ნახევარს. მის სახელს შეინარჩუნებს ისტორია, როგორც სახელს ჩვენი ასწლეულის გენიალური პოლიტიკოსისა.
(შემდეგ მოცემულია თემაზე არსებული ლიტერატურის ჩამონათვალი)
(ავტორი არ წერია)
36) გერმანია-დანიის ომი
1864 წ. გერმანია-დანიის ომი (მისი წარმოქმნის საბაბების შესახებ იხ. შლეზვიგ-ჰოლშტინია). 1863 წ. 1 ოქტომბერს გერმანიის საკავშირო სეიმმა, დანიის მთავრობასთან დავების შედეგად, დაადგინა დაეკავებინა, ეკზეკუციის სახით, საჰერცოგო ჰოლშტინია. იმავე წლის 15 ნოემბერს მოკვდა მეფე ფრიდრიხ VII და დანიის ტახტზე ავიდა გლიუქსბურგის პრინცი (სამეფო სახლის უმცროსი გვერდითი შტოდან), ქრისტიან IX-ის სახელით. გერმანიის სეიმმა, ამასობაში, ჰოლშტინიისა და ლაუენბურგის ტახტზე კანდიდატად წამოაყენა ავგუსტენბურგის პრინცი (სხვა გვერდითი შტოდან). ქრისტიან IX დადგა დანიის ეროვნული პარტიის მხარეზე, რომელიც მიისწრაფოდა ელბის საჰერცოგოების შერწყმისკენ დანიის გვირგვინის მიწებთან და მისი მეთაური, გალი, დანიშნა მინისტრად ჰოლშტინიის საქმეებში. ჰოლშტინია და ლაუენბურგი დაიკავა 10-ათასიანმა სქსონურ-ჰანოვერულმა რაზმმა, რომლის უკანაც რეზერვის სახით გამოყვანილ იქნა: ავსტრიული ბრიგადა _ ჰამბურგში და პრუსიული _ ლუბეკში. ავსტრიისა და პრუიის მიერ გაკეთებული წარდგენები არ შეიწყნარა დანიის მთავრობამ, რის შედეგადაც ამ დერჟავებმა შესთავაზეს გერმანიის სეიმს დაეკავებინათ შლეზვიგიც, მაგრამ სეიმმა ამაზე თანხმობა არ მისცა. ავსტრიამ და პრუსიამ გადაწყვიტეს ემოქმედათ ცალკე. წარმატების უზრუნველყოფის იმედი ჰქონდათ მოწინააღმდეგის სისუსტის ხარჯზე, რომელსაც, აშკარაა, არ ძალუძდა ბრძოლა ორ დიდ დერჟავასთან. დანიის არმია შდგებოდა 52 ათასი ადამიანისგან; მის წინააღმდეგ მოქმედებებისთვის ავსტრიამ მობილიზაცია გაუკეთა 26 ათასზე მეტ ადამიანს, პრუსიამ კი _ დაახლოებით 43 ათასს. სერთო სარდლობა მოკავშირეთა ჯარებზე ჩააბარეს პრუსიელ ფელდმარშალს ვრანგელს. დანიელებს უფროსობდა გენერალი დე-მეცი. როდესაც უკანასკნელმა ვრანგელის მოთხოვნაზე _ გაენთავისუფლებინა დანევერის სიმაგრეების ხაზი (ზღვის ყურეს შლეისა და ნაკადულს რაიდერს-აუეს, მდ. ტრეენეს შენაკადს შორის) _ უპასუხა უარით, მაშინ 1864 წ. 1 თებერვალს მოკავშირეთა ჯარები შევიდნენ შლეზვიგში. 3 და 4 თებერვალს მათმა მთავარმა ძალებმა დანევერის ხაზს შეუტიეს ფრონტიდან, მაშინ როდესაც საგანგებო კორპუსმა გადალახა შლეის ყურე.
ამის შედეგად 6 თებერვლის ღამეს დანიელებმა უკან დაიხიეს ფლენსბურგისკენ და უფრო შორსაც; 7 თებერვალს მოკავშირეებმა დაიკავეს ფლენსბურგი, დანიის არმიამ კი უკან დაიხია ნაწილობრივ დიუპელთან და ნაწილობრივ ჩრდილოეთისკენ და შემდეგ გაყოფილ იქნა ორ ნაწილად: ერთი მათგანი დანიშნულ იქნა დიუპელისა და კ. ალზენის თავდაცვისთვის, ხოლო მეორე კი _ იუტლანდიის დასაცავდ. დიუპელთან მოქმედებები გრძელდებოდა 18 აპრილამდე (იხ. დიუპელი), როდესაც პრუსიულმა ჯარებმა მოახერხეს ამ პოზიციის აღება იერიშით, გაყარეს რა დანიელები კ. ალზენზე. მოკავშირეთა ჯარების შეტევა ჩრდილოეთისკენ ხდებოდა ნელა, რუსეთისა და ინგლისის დიპლომატიური გამოქომაგების შედეგად, რომლებიც მოკავშირეთა იუტლანდიაში შევლის წინააღმდეგი იყვნენ. მიუხედავად ამისა, უკანასკნელებმა თანდათანობით დაიკავეს ჰადერსლებენი და, ბოლოს, კოლდინგი, რომელიც უკვე მდებარეობდა იუტლნდიის ტერიტორიაზე. რამდენიმე წვრილი შეტაკების შემდეგ 7 მარტს გადაწყდა დაძრულიყვნენ კოლდინგიდან ჩრდილოეთისკენ. ამ მოძრაობას შედეგად მოჰყვა ბრძოლა ვაიდესთან, დანიური არმიის ჩრდილოურ ნაწილთან, რომლის შედეგადაც უკანასკნელი დაიშალა ორ რაზმად: ერთმა უკან დაიხია ფრიდერიციის ციხესიმაგრესთან, ხოლო მეორემ კი ჰორზენსთან. 25 აპრილს, დიუპელის დაცემის შემდეგ, ფრიდერიცია გაწმენდილ იქნა, და მისმა დამცველმა დანიურმა ჯარებმა უკან დაიხიეს კ. ფიონიაზე. 9 მაისს გელჰოლანდთან მოხდა საზღვაო ბრძოლა ავსტრიისა და დანიის ფლოტებს შორის, რომელიც წარუმატებლად დასრულდა ავსტრიელებისთვის. ამასობაში, დაწყებულმა მოლაპარაკებებმა შედეგად გამოიღო ზავის დადება 12 მაისს, ვადით 26 ივნისამდე. დიპლომატიური თათბირები ამ დროის მანძილზე მიდიოდა ლონდონში, მაგრამ მათ ვერ მიიყვანეს მეომარი მხარეები შეთანხმებამდე, და ამის გამო ომი ხელახლა დაიწყო. მოკავშირეთა არმიის მთავარსარდლად დანიშნულ იქნა პრინცი ფრიდრიხ-კარლი. ომის მეორე პერიოდი დანიელებისთვის კიდევ უფრო უიღბლო იყო, ვიდრე პირველი. პრუსიელების მიერ კ. ალზენის დაკავების შემდეგ, 29 ივნისს (იხ. ალზენი), დანიურ ჯარებს ყველგან უხდებოდთ უკანდახევა, ხოლო მოკავშირეთა ჯარები კი სულ უფრო და უფრო მეტად ვრცელდებოდნენ სამეფოს ტერიტორიაზე. დანიის მთავრობამ დაიწყო მოლაპარაკებები და 16 ივლისს დადებულ იქნა ზავი, ხოლო 30 ოქტომბერს ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც დანიამ დაუთმო ელბის საჰერცოგოები ავსტრიასა და პრუსიას; შლეზვიგში იუტლანდიის უბნების სანაცვლოდ მას მისცეს ამ საჰერცოგოს უბნები ქ. რიბესა და იუტლანდიას შორის, აგრეთვე დაუთმეს კ. ერიო. შეადარეთ „Der Deutsch-Dänische Krieg 1864“ (პრუსიის გენერალური შტაბის გამოცემა, 1887); „Waldersee, „Krieg gegen Dänemark im Jahre 1864“ (1865); Rüstow, „Der D.-Dänische Krieg 1864“ (1864).
37) საფრანგეთ-გერმანიის ომი
(საფრანგეთ-პრუსიის ანუ საფრანგეთ-გერმანიის 1870-1871 წწ. ომი)
ომის წარმოშობა
1866 წ.-დან ნაპოლეონ III-ს ძალზედ ეშინოდა პრუსიისა და გაღიზიანებული იყო იმით, რომ ბისმარკმა ავსტრო-პრუსიული ომის შემდეგ არ მისცა საფრანგეთს „კომპენსაცია“, რისი დიდი იმედიც ჰქონდა იმპერატორს. თავის მხრივ პრუსიაც ქმედითად ემზადებოდა ომისთვის; მისი აგენტების მთელი გუნდები დაძრწოდნენ საფრანგეთის აღმოსავლურ პროვინციებში. ასეთ პირობებში არ კმაროდა მხოლოდ საბაბი შეიარაღებული შეჯახებისთვის _ და საბაბმაც არ დააყოვნა გამოჩენილიყო. 1870 წ. 2 ივლისს ესპანეთის მინისტრთა საბჭომ გადაწყვიტა ესპანეთის გვირგვინის შეთავაზება პრინც ლეოპოლდ ჰოჰენცოლერნისთვის, რომლთანაც ჯერ კიდევ უფრო ადრე აწარმობდნენ ამის შესახებ მოლაპარაკებებს ესპანელი რწმუნებულები, რომლებიც სპეციალურად ამისთვის ჩამოვიდნენ ზიგმარინგენში. 3 ივლისს ცნობა ამის თაობაზე დაბეჭდილ იქნა საგაზეთო დეპეშებში _ და მაშინვე პარიზის ოფიციალურ წრეებშიც ატყდა ძლიერი მღელვარება. 4 ივლისს პრუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოჩნდა ბერლინიდან გამგზავრებული საფრანგეთის ელჩის ბენედეტის წარმომადგენელი და განაცხადა, რომ საფრანგეთის მთავრობა უკმაყოფილოა პრუსიის მეფის ნათესავის, პრინც ლეოპოლდის მიერ ესპანეთის გვირგვინის მიღებით. საფრანგეთის რწმუნებულის მიმღებმა ტილემ უპასუხა, რომ პრუსიას არანაირი დამოკიდებულება არ გააჩნია ამ საქმესთან. როგორც კი ტილეს პასუხი ტელეგრაფით იქნა გადაცემული პარიზში, იმავე დღეს (4 ივლისს), საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰერცოგმა გრამონმა ექსტრენულად მოიწვია თავისთან ბარონი ვერტერი, პრუსიის ელჩი, და მოითხოვა, რათა პრუსიის მეფეს ებრძანებინა ლეოპოლდისთვის უარი ეთქვა ესპანურ გვირგვინზე და არ გამგზავრებულიყო გერმანიიდან; წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობდა გრამონი, დგება კატასტროფის მუქარა. ვერტერმა ჰკითხა, ხომ არ უნდა გაგებული „კატასტროფის“ ქვეშ ომი? მას მისცეს დამადასტურებელი პასუხი, და მეორე დღესვე იგი გაემგზავრა ემსში, სადაც იმყოფებოდა მაშინ მეფე ვილჰელმი. 4, 5 და 6 ივლისს პარიზის გაზეთებში გამოქვეყნებულ იქნა რიგი ყველაზე უფრო ცხარე და მუქარის შემცველი წერილებისა პრუსიის მისამართით, რომელთაც ჰქონდა აშკარად გამოხატული ოფიციოზური ხასიათი.
6 ივლისს ოლივიემ, კაბინეტის მეთაურმა, საკანონმდებლო კორპუსში წარმოთქვა მოხსენება, რომელშიც სხვათა შორის თქვა: „ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ უცხოურმა დერჟავამ დასვას თავისი ერთერთი პრინცთაგანი კარლ V-ის ტახტზე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს გეგმა არ იქნება მოყვანილი აღსრულებაში; ჩვენ იმედებს ვამყარებთ გერმანელი ხალხის სიბრძნეზე და ესპანელი ხალხის ჩვენდამი მეგობრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ, რომლებიც ძლიერნი ვართ თქვენი მხარდაჭერითა და მთელი ფრანგი ხალხის მხარდაჭერით, შევასრულებთ ჩვენს მოვალეობას უმცირესი მერყეობის გარეშე და საჭირო სიმტკიცით“. ოფიციოზურ პრესას ცამდე აჰყავდა ოლივიესა და გრამონის სიბრძნე და სიმტკიცე, რომელთაც არ სურდათ მიეცათ „საფრანგეთის სამხრეთ საზღვარი აღმოსავლელი მტრისთვის“. ამაოდ გაუკეთეს ესპანეთის მინისტრებმა ყველა სამეფო კარს კატეგორიული განცხადება, რომ მეფე ვილჰელმი გადაჭრით არაფერ შუაში არ არის პრინც ჰოჰენცოლერნთან დაკავშირებულ მთელ ამ ისტორიასთან. პარიზული პრესა, გავლენის არმქონე სულ რამოდენიმე ორგანოს გამოკლებით, აშკარა ოფიციალური ზეწოლის ქვეშ, აგრძელებდა პუბლიკის მომზადებას უკვე გადაწყვეტილი ომისთვის. საქმე იმაშია, რომ თუმცა კი ნაპოლეონ III თავიდან კიდევ რამდენადმე ეწინააღმდეგებოდა ურთიერთობების გაწყვეტას პრუსიასთან, მაგრამ იმპერატრიცა და მინისტრები, რომლებიც მყარად იყვნენ დარწმუნებულნი ომის აუცილებლობაში და სავსებით არ იცნობდნენ ორივე ქვეყნის ძალთა რეალურ თანაფარდობას, უკვე წინდაწინ აიგივებდნენ ომს გამარჯვებასთან და მოითხოვდნენ მას. „ომი საჭიროა იმისთვის, რომ ეს ბავშვი მეფობდეს“ _ სთქვა ევგენიამ, მიუთითა რა თავის ვაჟიშვილზე. ოფიციოზები განმარტავდნენ უკვე იმ მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა დაემორჩილოს განადგურებული პრუსია, რომელიც შედენილ იქნება „კავდინის ხეობაში“ (კასანიაკის სიტყვები). 8 ივლისს ჰერცოგმა გრამონმა საფრანგეთის ელჩებს უცხოურ სამეფო კარებზე დაუგზავნა ცირკულიარი, რომელშიც ატყობინებდა მათ საფრანგეთის მყარი გადწყვეტილების შესახებ წინ აღუდგეს ჰოჰენცოლერნის კანდიდატურას. საკანონმდებლო კორპუსის მემარცხენე ფრთა რამდენჯერმე პირდაპირ აცხადებდა (ჟიულ ფავრისა და არაგოს პირით), რომ მთავრობა მხოლოდ ეძებს საბაბს ომისთვის, ხელოვნურად ბერავს რა ცარიელ პოლიტიკურ ინციდენტს; მაგრამ სამინისტრო, უმრავლესობის სრული მოწონებით, თავს არიდებდა ოპოზიციისთვის პასუხის გაცემას. საფრანგეთში დიწყო დემონსტრაციულად დაჩქარებული საომარი მზადებები. ინგლისის ელჩი პარიზში, ლორდი ლაიონსი, ცდილობდა გრამონის დამშვიდებას, მაგრამ მან გამოუცხადა, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა იყვნენ, სანამ არ არის გარკვეული პასუხი პრუსიის მთავრობისგან. გერმანული ბეჭდური სიტყვის ბევრ ორგანოში დაიწყო ასევე განსაკუთრებულად მკვეთრი და გაღიზიანებული წერილების გამოჩენა.
ბისმარკს, მოლტკეს, როონს სურდათ ომი, ვინაიდან დარწმუნებული იყვნენ პრუსიის სამხედრო ძალის უპირატსობაში; მაგრმ მეფე განწყობილი იყო შედარებით მშვიდობიანად. 7 ივლისს საფრანგეთის ელჩმა პრუსიის სამეფო კარზე, ბენედეტიმ, ჰერცოგ გრამონისგან ტელგრაფით მიიღო ბრძანება გამგზავრებულიყო ემსში და მოეთხოვა იქ პირადი მოლაპარაკებები მეფე ვილჰელმთან. 9 ივლისს ბენედეტი მიღებულ იქნა მეფის მიერ. ვილჰელმი ძალზედ გულთბილად მოეკიდა მას და უთხრა: „ჩვენ ჰოჰენცოლერნის კანდიდატურის გამო დავას არ დავიწყებთ“. ბენედეტიმ გამოხატა საფრანგეთის მთავრობის სურვილი, რათა მეფემ უბრძანოს პრინც ლეოპოლდს უარი თქვას თავის კანდიდატურაზე ესპანეთის ტახტზე. ვილჰელმი პასუხობდა, რომ მას არ შეუძლია ამის გაკეთება, ვინაიდან მთელი ეს საქმე მას სრულებით არ ეხება. 11 ივლისს ბენედეტი მეორე იქნა მიღებული მეფის მიერ და კვლავ მიიღო პასუხი, რომ ყველაფერი დამოკიდებულია თავად პრინც ჰოჰენცოლერნის გადაწყვეტილებაზე, რომლის ადგილსმყოფელიც კი მოცემულ მომენტში ვილჰელმისთვის უცნობია. ამასთან ერთად ბარონ ვერტერს, პრუსიის ელჩს, უბრძანეს დაბრუნებულიყო პარიზში. 12 ივლისს ვრტერი ჩავიდა პარიზში და მაშინვე მიწვეულ იქნა ჰერცოგ გრამონთან. სწორედ ამ ვიზიტის დროს გრამონთან გამოცხადდა ესპანეთის ელჩი (ოლოსაგა) და ჩააბარა პრინც ჰოჰენცოლერნის მამის მიერ მადრიდში გამოგზავნილი დეპეშის ასლი, რომელიც ესპანეთის მთავრობამ მას გადმოუგზავნა. მასში მამა, თავისი ვაჟიშვილის სახელით, უარს ამბობდა უკანასკნელის კანდიდატურაზე ესპნეთის სამეფო ტახტზე. იმ პირებისთვის, რომლებიც არ იყვნენ ჩახედული ფრანგული (და ნაწილობრივ ბისმარკისეული) დიპლომატიის საიდუმლოებებში, უეჭველი ჩანდა, რომ ინციდენტი ამოწურულია. თავიდან საფრანგეთის მთავრობა მართლაც რამდენადმე შეფიქრიანებული იყო, ვინაიდან იგი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ სურს მიაღწიოს მხოლოდ პრინცის მიერ უარის თქმას ესპანეთის გვირგვინზე. ოლივიემ ისიც კი განაცხადა (12 ივლისს), რომ საქმე მოგვარებულიაო. იმავე სულისკვეთებით გამოვიდა ოფიციოზური გაზეთი „Constitutionnel“. მაგრამ, გრამონმა თითქმის მაშინვე გამოხატა თავისი დაუკმაყოფილებლობა საქმის შედეგით. მან უთხრა ბარონ ვერტერს, რომ იმპერატორი ნაპოლეონი კმაყოფილი იქნებოდა, თუკი ახლა პრუსიის მეფე მისწერდა მას წერილს, რომელშიც აუხსნიდა, რომ იწონებს პრინცის მიერ უარის თქმას და იმედოვნებს, რომ დავის მიზეზი საფრანგეთსა და პრუსიას შორის მოხსნილია. ვერტერმა გაგზავნა ბერლინში მოხსენება ამ ახალი მოთხოვნის შესახებ, მაგრამ გრამონი პასუხს არ ელოდებოდა. 13 ივლისს მან განაცხადა საკანონმდებლო კორპუსში, რომ ინციდენტი ჯერ კიდევ გრძელდება, ხოლო როდესაც მას მიანიშნეს, რომ წინა დღეს ოლივიემ უწოდა ინციდენტს ამოწურული, გრამონმა მშრალად უპასუხა, რომ მას არაფერი ესაქმება კულუარებში მიმდინარე საუბრებთან (ოლივიეს თავისი განცხადება ტრიბუნიდან არ გაუკეთებია). მიიღო რა ცნობა გრამონის ახალი მოთხოვნის შესახებ, ბისმარკმა კატეგორიულად განუცხადა ინგლისის ელჩს, ლორდ ლოფტუსს (13 ივლისს), რომ შემდგომი დათმობები პრუსიის მხრიდან შეუძლებელია და რომ ფრანგები აშკარად იგონებენ საბაბებს ომისთვის.
12 ივლისის საღამოს ბენედეტიმ პარიზიდან მიიღო ინსტრუქცია მოეთხოვა ვილჰელმისგან პრინც ჰოჰენცოლერნის მიერ კანდიდატურზე უარის თქმის ზეპირი მოწონება, აგრეთვე დაპირება, რომ მომავალშიც პრინცი არ მიიღებს ამ კანდიდატურას. 13 ივლისს ბენედეტი, ემსის წყაროებთან მეფის სეირნობის დროს, მიუახლოვდა მას და გადასცა პარიზის მოთხოვნები. მეფემ, მიუთითებდა რა პრინცის მიერ უარის თქმაზე, უპასუხა, რომ მის მიერ შეწყვეტილია მთელი საქმე; ხოლო რაც შეეხება გარანტიებს მომავლისთვის, მეფემ შენიშნა, რომ პრინცი მისი უფროსობის ქვეშ სულაც არ იმყოფება, და მის გამო თავდებობა მას არ შეუძლია. მეფემ დაასრულა რეკომენდაციით, რათა ელჩს მიემართა პრუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის. ბენედეტი დაჟინებით მოითხოვდა, რათა მეფეს პირადად გამოეცხადებინა მისთვის თავისი საბოლოო გადაწყვეტილება; მეფე უარს ამბობდა და, ბოლოს, გაღიზიანებულმა უთხრა მის გვერდით მიმავალ გრაფ ლენდორფს: „უთხარით ამ ბატონს, რომ მე მეტი არაფერი მაქვს მისთვის გადასაცემად“. იმავე დღეს მეფემ სამჯერ გაგზავნა ბენედეტისთან თავისი ადიუტანტი (თავადი რაძივილი), და უფრო შერბილებული სახით უმეორებდა მას დილით ნათქვამ სიტყვებს; მაგრამ ბენედეტი სულ მოითხოვდა ახალ აუდიენციას, რაზეც მას უარი უთხრეს. როდესაც მეფემ ტელეგრამა გაუგზავნა ბისმარკს მომხდარის შესახებ, უკანასკნელი იყო ბერლინში. როგორც მან თავად მოყვა შემდგომში, იგი, მოლტკე და როონი დეპეშის წაკითხვისას მოვიდნენ გარკვეულ მოწყენილობაში, ვინაიდან მეფის საქციელის ხასიათს უყურებდნენ როგორც ფრანგული პრეტენზიებისადმი დათმობას. მაგრამ ბისმარკი არ დაბნეულა; მან ისე გადასცა დეპეშა, რომ ხაზი ესმებოდა დილის შეხვედრის საფრანგეთის ელჩისადმი შეურაცხმყოფელ აზრს („მისმა უდიდებულესობამ _ იდგა ბისმარკის მიერ გადაკეთებული ტექსტის ბოლოში _ უარი თქვა მეორედ მიეღო საფრანგეთის ელჩი და ბრძანა შეეტყობინებინათ მისთვის თავისი მორიგე ადიუტანტის მეშვეობით, რომ მას მეტი არაფერი აქვს მისთვის სათქმელი“). სრულებით არ იყო მოხსენიებული ის, რაც ცვლიდა მოვლენის ხასიათს: მეფის სიტყვები, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება ბერლინში, საგარეო საქმეთა სამინისტროში. გამოდიოდა ისე, თითქოს მეფემ არა მხოლოდ უბრალოდ უხერხულად მიიჩნია მოლაპარაკებების გაგრძელება ემსში, სადაც იგი გაემგზავრა დასასვენებლად და სამკურნალოდ, _ არამედ, რომ საფრანგეთის ელჩს „მიუთითეს კარებზე“.
გადაკეთებული დეპეშა შეატყობინეს პრესას, და 14-ში საფრანგეთის მთავრობამ მიიღო უკვე არა მხოლოდ ბენედეტის მოხსენება, არამედ დეპეშებიც იმ დოკუმენტის თაობაზე, რომელიც შეადგინა და გამოაქვეყნა ბისმარკმა. როგორც იმედოვნებდნენ კიდეც ბისმარკი, მოლტკე და როონი, ეს ფალსიფიკაცია აღმოჩნდა, მართლაც, „წითელი ნაჭერი გალელი ხარისთვის“ და მოახდინა პარიზში გამაოგნებელი შთაბეჭდილება. ომი საბოლოოდ იქნა გადაწყვეტილი. ფრანგმა მინისტრებმა არაფერი არ იცოდნენ საბრძოლველად არმიის სრული მოუმზადებლობის შესახებ; სამხედრო მინისტრი (მარშალი ლებეფი) აცხადებდა, რომ ყველაფერი მზად არის, თვით ღილებამდეც კი. უზარმაზარი ბრბოები დადიოდნენ პარიზში ყვირილით: a Berlin! 15 ივლისს დღის პირველ საათზე შეიკრიბნენ სენატი და საკანონმდებლო კორპუსი. საკანონმდებლო კორპუსში ოლივიემ გადმოსცა პრუსიასთან მოლპარაკებების მსვლელობა, გამოხატა „გაოცება“ მეფის მიერ სურვილის არქონის გამო მიეღო ბენედეტი, და განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ იქნება მიღებული ზომები საფრანგეთისა და მისი ღირსების დასაცავად. ყურადღებას ამახვილებდა ოლივიე აგრეთვე იმაზეც, რომ ბარონი ვერტერი უეცრად გაემგზვრა შვებულებაში. ოპოზიცია (განსაკუთრებით ტიერი) ეკამათებოდა, უწოდებდა რა ომს უგუნურს და მისთვის მოყვანილ ყველა საბაბს ცარიელსა და ხელოვნურს; ფავრი, არაგო, გრევი, გამბეტა მოითხოვდნენ სულ მცირე ნამდვილი დოკუმენტების წარმოდგენას, რომლებიც შეეხებოდა „შეურაცხყოფას“, მაგრამ უარი მიიღეს. კრედიტი ომისთვის ვოტირებულ იქნა 245 ხმის უმრავლესობით 10-ის წინააღმდეგ, ხოლო მთავრობის სხვა წინადადებები _ ყველას უმრავლესობით ერთის წინააღმდეგ (გლებიზუენისა). სენატში საქმე გავიდა ერთხმად, ყველაზე უფრო მაამებლური მისალმებებით გრამონის მისამართით. დღის 2 საათზე ბერლინში გაგზავნილ იქნა ტელეგრამა, რომელიც იტყობინებოდა საფრანგეთის მიერ პრუსიისთვის ომის გამოცხადების შესახებ. ციებ-ცხელებიანივით დაჩქარებულად მიდიოდა მობილიზაცია ორივე ქვეყანაში. 19 ივლისს მოხდა ჩრდილო-გერმანიის რაიხსტაგის სხდომა, რომელზედაც ბისმარკმა შეატყობინა ომის ფორმალურად გამოცხადების მიღების შესახებ. რაიხსტაგში გაისმა მქუხარე შეძახილები მეფის საპატივსაცემოდ.
რაც შეეხება სამხრეთ-გერმანული სახელმწიფოების დამოკიდებულებას ომისდმი, ნაპოლეონი შეცდა თავის ანგარიშებში სამხრეთ-გერმანული სახელმწიფოების ნეიტრალურობაზე ან სულაც მათთან კავშირზე. ეს ანგარიშები ეფუძნებოდა იმას, რომ უკანასკნელებმა 1866 წ. ომის შემდეგ განიცადეს სხვადასხვანაირი შევიწროვებები პრუსიის მხრიდან. ამასობაში, ომამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნებულ იქნა დოკუმენტები, რომლებიდანაც ჩანდა, რომ ნაპოლეონი სთავაზობდა ბრუსიას კავშირს ბელგიისა და სამხრთ-გერმანული სახელმწიფოების საზარალოდ; პირველი უნდა ქცეულიყო საფრანგთის ნადავლად, ხოლო მეორე შესულიყო პრუსიის მფლობლობაში. ამის გარდა ნაპოლეონ III მიისწრაფოდა თავისი სამფლობელოების დამრგვალებისკენ რაინის მხრიდან. როდესაც სამხრეთ-გერმანული მოსახლეობა განიმსჭვალა დარწმუნებით, რომ საქმე მიდის სულაც არა ჰოჰენცოლერნის შესახებ, არამედ გერმანული მიწის დაპყრობის თაობაზე, რომ ომი გამოცხადებულია არა დინასტიური მოსაზრებების გამო, არამედ იმიტომ, საფრანგეთის იმპერატორი ეწინააღმდეგება გერმანიის გაერთიანებას და მიისწრაფის რაინის ფრანგულ მდინარედ გადაქცევისკენ, მაშინ იგი მოიცვა საყოველთაო მღელვარებამ. ბავარიაში მხოლოდ ულტრამონტანური პარტია ცდილობდა თანამემამულეთა დარწმუნებას იმაში, რომ საფრანგეთსა და პრუსიას შორის დავაში სულაც არ დგას გერმანული საკითხი. ხალხის გაღიზიანება ულტრამონტანების წინააღმდგ იქამდეც კი მივიდა, რომ ამ პარტიის მთავარი წარმომადგენელი ჟურნალისტიკაში, ზიგლი, იძულებული შეიქმნა ავსტრიაში გაქცეულიყო. ულტრამონტანების საპარლამენტო ბელადი იეგერი დაჟინებით მოითხოვდა ბავარიის მიერ შეიარაღებული ნეიტრალიტეტის გამოცხადებას, და ამტკიცებდა, რომ ომი საფრანგეთსა და პრუსიას შორის წარმოიქმნა სასახლის კარის ეთიკეტის დარღვევების გამოო. პირველი მინისტრი, გრაფი ბრაი, მიუთითებდა იმაზე, რომ ხელშეკრულება ჩრდილო-გერმანულ კავშირთან ავალდებულებს ბავარიას მიდიოდეს ჩრდილო-გერმნელებთან ერთად ყოველთვის, როდესაც მოწინააღმდეგე შემოდის გერმანიის მიწაზე, ე. ი. როდესაც ომი წარმოებს მთელი გერმანიის ინტერესებში. სმინისტროს წინადადება მიღებულ იქნა 101 ხმის უმრავლესობით 47-ის წინააღმდეგ. ბავარიის გდაწყვეტილებამ გავლენა მოახდინა ვიურტემბერგზე, სადაც ასევე ბატონობდა მტრობა პრუსიელების წინააღმდეგ. აქ დემოკრატიული „საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენელმა ბეხერმა შესთავაზა გადაეცათ სამინისტროს საგანგებო სამხედრო ბიუჯეტი განსახილველად განსაკუთრებული კომისიისთვის, მაგრამ, დაუთმო რა მთავრობის თავმჯდომარის, ვარნბიულერისა, და იმ დრის ცნობილი პუბლიცისტის, დემოკრატიული გაზეთის „Beobachter“-ის რედაქტორის, კარლ მაიერის დაჟინებულ მოთხოვნებს, ბეხერმა თავისი წინადადება უკან წაიღო, და სამინისტროს პროექტი დამტკიცებულ იქნა ერთხმად. ჰესენ-დარმშტადტს, რომელიც ასევე მტრულად იყო განწყობილი პრუსიის მიმართ, არ შეეძლო არ შესდგომოდა საყოველთაო შეიარაღებას, მას შემდეგ რაც მთლმა გერმანიამ გამოაცხადა თავი სფრანგეთის წინააღმდეგ. საქსონიის მთავრობამ დაუყოვნებლივ გამოიწვია თავის ელჩი პარიზიდან და ითხოვა დაეშვათ საქსონური ჯარები საკავშირო არმიის ავანგარდში (საქსონელებმა მართლაც შეადგინეს პრინც ფრიდრიხ-კარლის კორპუსის ავანგარდი). სწორედ იქ, სადაც საფრანგეთის მთავრობა მოელოდა მომხრეთა პოვნას _ ჰანოვერსა და ჰოლშტინიაში _ მოსწვლე ახალგზრდობა აღმოჩნდა აღფრთოვანებული პატრიოტიზმით: კილისა და გიოტინგენის უნივერსიტეტების სტუდენტები ერთსულოვნად ყველანი ჩადგნენ ვოლონტერთა (მოხალისეთა) რიგებში. ზუსტად ასევე მოიქცნენ ერლანგენის უნივერსიტეტის სტუდენტები ბავარიაში და ჰისენის უნივერიტეტისა ჰესენ-დარმშტადტში.
ევროპული დერჟავების დმოკიდებულება საფრანგეთ-პრუსიის კონფლიქტისადმი სულ დასაწყისიდნვე რჩებოდა სავსებით ნეიტრალური. სფრნგეთის ელჩი პეტერბურგში, გნერალი ფლერი, სარგებლობდა იმპერატორ ალექსანდრე II-ის კეთილგანწყობით, მაგრამ ეს ვერ დახმარა მას გავლენა მოეხდინა რუსეთის პოლიტიკაზე კონფლიქტში საფრნგეთისთვის სასურველად ჩარევის აზრით. ჯერ ერთი, საფრანგეთისა და პრუიის მოქმედებების ხასიათმა კრიტიკულ 1863 წ. დიდი ხნით განსაზღვრა ალექსანდრე II-ის დამოკიდებულება ორივე დერჟავისადმი; მეორეც, დიდი მნიშვნელობა ჰონდა რუსეთისა და პრუსიის სამეფო კარების ნათესაურ კავშირებს; მესამეც, იმპერტორი ალექსანდრე II გაღიზიანებული იყო ფრანგული დიპლომატიის გამომწვევი ქცევით პრუსიასთან მიმართებით. „თქვენ ფიქრობთ, რომ მხოლოდ თქვენ გაქვთ თავმოყვარეობა“, უთხრა მან ფლერის, როდესაც შეხვდა მას ბენედეტის ვილჰელმთან ემსში საუბრის თაობაზე ტელეგრამის მიღების შემდეგ. რუსეთის კეთილგანწყობილი ნეიტრალიტეტი პრუსიისადმი მნიშვნელოვანი იყო კიდევ იმიტომაც, რომ რუსეთმა განაპირობა იგი დანარჩენი დერჟავების სრული ჩაურევლობით ამ ომში; წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი იმუქრებოდა დამდგარიყო პრუსიის მხარეზე. ავსტრიის მთავრობა, რომელიც 1866 წ.-დან ოცნებობდა რევანშისა და გერმანიაზე გავლენის დაბრუნების შესახებ, ამ განცხადებით სრულიდ პარალიზებულ იქნა; პრუსიის სარეზერვო არმიამ, რომელიც ომის პირველ თვეებში იდგა გლოჰაუსთან, ასევე მოახდინა ავსტრიაზე მეტად ძლიერი შთაბეჭდილება და მან შეინარჩუნა სრული ნეიტრალიტეტი. იტალია კონფლიქტის დასაწყისში რამდენადმე აშფოთებდა ბისმარკს თავისი არმიის მოულოდნელი გაზრდითა და სხვა მზადებებით, მაგრამ პრუსიის პირველივე გამარჯვებების შემდეგ გამოვლინდა, რომ იტალიის მთავრობა ისარგებლებს რომიდან ფრანგული რაზმის უკან გაძახებით, რათა დაიკაოს რომი. ინგლისური პოლიტიკა, ივლისის კრიტიკულ დღეებში გარკვეული გაორმაგების შემდეგ, ძალზედ მალე აღმოჩნდა არცთუ მეგობრული საფრანგეთის მიმართ. 18 ივლისს ლორდთა პალატაში და თემთა პალატაშიც სამინისტრომ განაცხადა, რომ ინგლისი დაიცავს უმკაცრეს ნეიტრალიტეტს. „Times“-ი ომს უწოდებდა „დანაშაულებრივს“; „Daily News“-ში ლაპარაკობდნენ „სისხლით გასვრილი“ საფრანგეთის იმპერატორის შესახებ. ეს განწყობა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა, როდესაც (24 ივლისს) ბისმარკმა უჩვენა ლორდ ლოფტუსს ფრანგულ-პრუსიული ხელშეკრულების პროქეტი (შედგენილი ბენედეტის მიერ 1867 წ.), რომლის მიხედვითაც პრუსია ვალდებულებას კისრულობდა დახმარებოდა ნაპოლეონს ლუქსემბურგისა და ბელგიის „შეძენაში“. ეს პროექტი, რომელსაც არასოდეს არ მიუღია ძალა, ბენედეტიმ გულარხეინად დატოვა ბისმარკის ხელში, რომელმაც ახლა გააცნო კიდეც იგი ორიგინლში უცხოეთის ელჩებს.
ამ მხილებით არა მხოლოდ ბენედეტი, არამედ ნაპოლეონ III-ც ჩაყენებული აღმოჩნდნენ განსაკუთრებით არახელსაყრელ მდგომარეობაში. პრუსია იქცა ევროპის ერთგვარ დამცველად საფრანგეთის მცდელობებისა და სიხარბისგან. ოლივიე და ბენედეტი ცდილობდნენ დოკუმენტის პირდაპირი აზრისა და ნამდვილობის უარყოფას (გაბათილებას), მაგრამ ეს მათ ვერ მოახერხეს. მიუხედავად ამისა ინგლისური მთავრობა, საერთოდ, უფრო მეტად თანაგრძნობით ეკიდებოდა საფრანგეთს, ვიდრე ამ ქვეყნის საზოგადოებრივი აზრი. პრუსია უკვე აგვისტოს შუახანებში შესჩიოდა ინგლისის კაბინეტს იმაზე, რომ ინგლისურ გემებს შეაქვთ საფრანგეთში იარაღი, ქვანახშირი, საკვები მარაგები, ე. ი. დაკავებული არიან სამხედრო კონტრაბანდით; მაგრამ ინგლისის კბინეტი თავიდან აყოვნებდა ამ კონტრაბანდის აკრძალვას, ხოლო შემდეგში, აკრძალვის გამოცემის შემდეგ (ნოემბრის ბოლოს), უგულისყუროდ ეკიდებოდა მის დარღვევებს. შეერთებული შტატები სრული თანაგრძნობით ეკიდებოდა გერმანიას, ვინაიდან მექსიკური ექსპედიციის შემდეგ ნაპოლეონ III იქ არ უყვარდათ (და ძმათამკვლელი ომის დროსაც იგი ცდილობდა უთანხმოების გაღვივებასა და შენარჩუნებას ჩრდილოეთ და სამხრეთ შტატებს შორის, და ამ უკანასკნელთ მფარველობდა კიდეც). მაგრამ პრუსილთა გამარჯვებების და მიხედვით განწყობილება უკვე გაორმაგდა, ხოლო როდესაც გამოცხადებულ იქნა საფრანგეთის რესპუბლიკა, ძალიან ბევრი თანამგრძნობი პრუსიისა ნაპოლეონისადმი სიძულვილის გამო, უკვე გადავიდა საფრანგეთის მხარეზე. კავშირის მთავრობა ომის დასაწყისიდან ბოლომდე იცავდა სრულ ნეიტრალიტეტს. მეორეხარისხოვანი დერჟავებიც ყველანი, პირველი კლასის დერჟავების მსგავსად, დარჩნენ ნეიტრალურებად. პრუსიაში ყველაზე უფრო მეტად შეშფოთებას გამოთქვამდნენ დანიის გამო, რომელსაც შეეძლო მიემართა მცდელობისთვის მითვის წართმეული პროვინციების დასაბრუნებლად, მაგრამ მან ეს ვერ გაბედა. ამრიგად, ისე რომ არ ჰყოლია არც ერთი მოკავშირე, მოუმზადებელი, გაცილებით უფრო მცირე და უარესად შეიარაღებული არმიით, არ ჰქონია რა თავისივე ქვეყნის წესიერი სამხედრო რუკები, ნაპოლეონ III-მ დაიწყო მისი დინასტიისა და საფრანგეთისთვის ეს საბედისწერო ომი.
ე. ტ.
საომარი მოქმედებების მსვლელობა
1 აგვისტოსთვის ხუთმა ფრანგულმა კორპუსმა (მე-2, -3, -4, -5 და გვარდიულმა) თავი მოიყარა ლოტარინგიაში, მდ. საარზე; მათ უკან შალონში, სუასონსა და პარიზში განლაგებული იყვნენ მე-6 კორპუსის ჯარები; 1-ლი და მე-7 კორპუსები იდგნენ ელზასში სტრასბურგთან და ბელფორთან, სამი სარეზერვო საკავალერიო დივიზია _ პონტ-ა-მუსონსა და ლუნევილში. ფრანგული ჯარების საერთო რიცხოვნება აღწევდა 200 ათასამდე. მთავარი უფროსობა მათზე მიიღო თავად იმპერატორმა, ლებეფთან ერთად შტაბის უფროსის ხარისხში. იმავე დროისთვის მეწინავე გერმანული კორპუსები (დაახლ. 330 ათასი), გაყოფილები სამ არმიად, გაიშალნენ ტრირ-ლანდაუს ხაზზე. უკვე 28 ივლისს სამხედრო საბჭოზე მეცში გამოირკვა ფრანგული არმიის სრული მოუმზადებლობა; მაგრამ საზოგადოებრივი აზრი მოითხოვდა შეტევით მოქმედებებს, და მე-2 კორპუსი (გენერალ ფროსარისა) დაძრულ იქნა საარბრიუკენიისკენ, სადაც ამას მოჰყვა (2 აგვისტოს) პირველი, უშედეგო ბრძოლა ამ ქალაქში მყოფ გერმანულ რაზმთან. ამასომაში, 3 აგვისტოს გერმანული ჯარების გადაყვანა საზღვართან დასრულებულ იქნა, და მეორე დღესვე მე-3 არმია (პრუსიის მემკვიდრე პრინცისა) შეიჭრა ელზასში და დაამარცხა გენერალ დუეს ფრანგული დივიზია, რომელიც განლაგებული იყო ვაიზენბურგთან. ამის კვალდაკვალ ნაპოლეონმა, რომელმაც უარი თქვა ჯარების საერთო სარდლობაზე და თავის განკარგულებაში დაიტოვა მხოლოდ გვარდია და მე-6 კორპუსი, ელზასის თავდაცვა დაავალა სამ კორპუსს (1-ლს, მე-5-სა და მე-7-ს), მაკ-მაგონის უფროსობით, ხოლო მეცთან მყოფი ჯარები დაუქვემდებარა მარშალ ბაზენს. ვაიზენბურგის ბრძოლიდან ორი დღის შემდეგ, ვერტთან განლაგებულ მაკ-მაგონის კორპუსს კვლავ შეუტია პრუსიის მემკვიდრე პრინცმა, სასტიკად დაამარცხა და დაახევინა შალონისკენ. ამასთან ერთდროულად (6 აგვისტოს) ფრანგებმა განიცადეს სხვა წარუმატებლობაც: მე-2 კორპუსს (ფროსარისა), რომელსაც მტკიცე პოზიცია ეკავა შიიხერნ-ფორბახის სიმაღლეებზე, საარბრიუკენის სამხრეთით, შეუტიეს 1-ლი და მე-2 გერმანული არმიების (შტაინმეცისა და პრინც ფრიდრიხ-კარლის) ნაწილებმა და შეუპოვარი ბრძოლის შემდეგ აიძულეს უკან დაეხია. თუმცა კი ამ უკანასკნელი წარმატებით გერმანელებს არ შეეძლოთ მაშინვე ესარგებლათ, რადგანაც მე-2 არმიის სტრატეგიული გაშლა მდ. საარზე ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული; მხოლოდ მათი ცხენოსანი ჯარის რაზმები უკვე 9 აგვისტოს გამოჩნდა მდ. მოზელის მარცხენა ნაპირზე. მარშალმა ბაზენმა ამასობაში თავი მოუყარა თავის ჯარებს მეცთან, სადაც მოსვლა დაიწყეს მე-6 კორპუსის ნაწილებმაც შალონის რაიონიდან.
11 აგვისტოს გერმანელები წინ დაიძრნენ; 13-ში მათი 1-ლი არმია წააწყდა მეცის შემოგარენში განლაგებულ ფრანგულ ჯარებს; 14-ში მოხდა ბრძოლა კოლომბე-ნულიისთან, ხოლო 15-ის გათენებისას ღამით ფრანგებმა დაიხიეს მოზელის იქითა ნაპირზე. ბაზენმა გადაწყვიტა უკან დაეხია დასვლეთის მიმართულებით, ვერდენისკენ, მაგრამ ამ დროს ჩავარდა ღრმა შეცდომაში, წამოიყვანა რა მთელი არმია (170 ათასამდე) ერთი გზით, მაშინ როდესაც მის განკარგულებაში იყო ხუთი გზა. ამასობაში მე-2 გერმანული არმია, რომელმაც ხელში ჩაიგდო გადასასვლელები მდ. მოზელზე, მეცის ზემოთ, უკვე გადადიოდა მდინარის მარცხენა ნაპირზე; ამ არმიის წინ მიმავალი რაინბაბენის სკავალერიო დივიზია წააწყდა ვერდენისკენ მოძრავ ფრანგულ ჯარებს და გააჩაღა მათთან ბრძოლა. 16 აგვისტოს დილას ბაზენის არმიასთან მყოფი იმპერატორი ნაპოლეონი გაემგზავრა შალონში; იმავე დღეს ფრანგულ ჯარებს შეუტია მარს-ლა-ტურსა და ვიონვილში მე-2 გერმანული არმიის ორმა კორპუსმა. ეს ბრძოლა, რომელიც ტაქტიკური აზრით იყო გაუბედავი, სტრატეგიული თვალსაზრისით იქცა გერმანელთა მნიშვნელოვან გამარჯვებად: მათ გადაჭრეს ბაზენის უკანდახევის პირდაპირი გზა ვერდენისკენ და თვით პარიზისკენაც კი და მუქარას უქმნიდნენ ჩრდილოეთის გზას დონკურზე. იმის ნაცვლად, რომ, ესარგებლა თავისი ძალების დროებითი რიცხობრივი უპირატესობით და მეორე დღეს შეეტია მოწინააღმდეგისთვის, ბაზნმა 17 აგვისტოს თავისი ჯარები კიდევ უფრო უკან დახია მისი აზრით მიუდგომელ პოზიციაზე მეცის უშუალო სიახლოვეში. ამასობაში 1-ლი და მე-2 გერმანული არმიები (250 ათასზე მეტი) სწრაფად იყრიდნენ თავს მარს-ლა-ტურთან; ტულის წინააღმდეგ მოქმედებებისთვის გამოგზავნილ იქნა საგანგებო კორპუსი. ბაზენის ჯარების განლაგება გერმანელებისთვის ნათელი გახდა მხოლოდ დაახლოებით 18 აგვისტოს შუადღისთვის. ამ დღეს ისინი დილიდან დაიძრნენ ჩრდილოთის მიმართულებით; მოხდა შეუპოვარი ბრძოლა სენ-პრივასთან და გრაველოტთან; ფრანგების მარჯვენა ფრთა დამარცხებულ იქნა, ხოლო უკანდახევის უკანასკნელი გზა გერმანელებს ჩაუვარდათ ხელში. მეორე დღეს ჩატარებულ იქნა გერმანული სამხედრო ძალების რეორგანიზაცია: გვარდიისგან, მე-2 არმიის 12-ე და მე-4 კორპუსებისგან, მე-5 და -6 საკავალერიო დივიზიებით, ჩამოაყალიბეს მე-4 არმია _ მაასისა, რომელიც ჩააბარეს სქსონიის მემკვიდრე პრინცის უფროსობას. ამ არმიას მე-3-თან ერთად (სულ 245 ათასამდე) უბრძანეს შეეტიათ პარიზისკენ.
საფრანგეთის მხრიდან, ამასობაში, ჩამოყალიბებულ იქნა შალონთან ახალი არმია (დაახლოებით 140 ათასი), მაკ-მაგონის უფროსობით. ამ არმისთან მივიდა თავად იმპერტორიც. თავიდან გადაწყვეტილ იქნა დაეხიათ იგი პარიზისკენ, მაგრამ ამის წინააღმდეგ გამოვიდა საზოგადოებრივი აზრი, რომელიც მოითხოვდა ბაზენის გამოხსნას, და, ახალი სამხედრო მინისტრის კუზენ-დე-მონტობანის (გრაფ პალიკაოს) დაჟინებული მოთხოვნით, მაკ-მაგონმა გაბედა ასეთი სარისკო ოპერაციის შესრულება. 23 აგვისტოს მისი არმია დაიძრა მდ. მაასისკენ. ეს მოძრაობა შეყოვნებულ იქნა სასურსათო სიძნელეებით, ხოლო ამასობაში უკვე 25 აგვისტოს გერმანულ მთავარ შტაბ-ბინაში მიღებული ჰქონდათ მასზე დადებითი ცნობები. მე-3 და -4 გერმანული არმიები დაძრეს ჩრდილოეთის მიმართულებით, მაკ-მაგონისთვის გზის გადასაჭრელად, და მათ მოასწრეს ფრანგებზე უფრო ადრე გასვლა მდინარეზე გადასასვლელებზე დენთან და სტენესთან. არაერთი შეტაკება მის კვალდაკვალ მიმავალ გერმანულ ჯარებთან (ბრძოლა ბიუზანსისთან, ნუართან, ბომონთან) მიუთითებდა მაკ-მაგონს იმ საფრთხეზე, რომლიც მას ემუქრებოდა; მას ჯერ კიდევ ჰქონდა შესაძლებლობა წაეყვანა თავისი არმია მეზიერისკენ, მაგრამ ამის ნაცვლად წაიყვანა იგი სედანის პატარა ციხესიმაგრისკენ, რომლიც სულაც არ წარმოადგენდა საიმედო საყრდენ პუნქტს და ყოველი მხრიდან გარშემორტყმული იყო გაბატონებული სიმაღლეებით. ამის შედეგად იქცა 1 სექტემბერს მომხდარი სედანის კატასტროფა, რომელიც გამოიხატა მაკ-მაგონის მთელი ფრანგული არმიის დატყვევებაში, იმპერატორ ნაპოლეონთან ერთად. მთელი მოქმედი ფრანგული არმიიდან თავისუფალი რჩებოდა მხოლოდ ერთი 13-ე კორპუსი გენერალ ვინუას მეთაურობით. იგი გაგზვნილ იქნა სამხედრო მინისტრის მიერ მაკ-მაგონის გასაძლიერებლად და უკვე მივიდა კიდეც მეზიერამდე, მაგრამ იქ 1 სექტემბრის საღამოს შეიტყო სედანთან მომხდარის შესახებ და დაუყოვნებლივ შეუდგა უკან დახევას პარიზისკენ, ხოლო მას კვალდაკვალ მიჰყვებოდა მე-6 გერმანული კორპუსი. ოფიციალური ცნობა უკანასკნელი მოვლენების შესახებ მიღებულ იქნა საფრანგეთის დედაქალაქში 3 სექტემბრს, და მეორე დღესვე იქ მოხდა გადატრიალება: ნაპოლეონი გამოაცხადეს დამხობილად და მოახდინეს ეროვნული თავდაცვის მთავრობის ორგანიზება გენერალ ტროშიუს თავმჯდომარეობით, სამხედრო მინისტრად დნიშნულ იქნა გნერალი ლეფლო. ეროვნული თავდაცვის მთავრობამ შესთავას გერმანიას მშვიდობა, მაგრამ გამარჯვებული მოწინააღმდგის ზომაზე უფრო გადამეტებული მოთხოვნების გამო, შეთანხმება ვერ შედგა. ამასთან ერთად, საომარი მოქმედებების მსვლელობის ფრანგებისთვის საბედნიეროდ შემობრუნების იმედი არ უნდა ჰქონოდათ. გერმანელებმა, სექტემბრისა და ოქტომბრის განმავლობაში, შეიყვანეს საფრანგეთში დაახლოებით 700-ათასიანი ჯარები; ფრანგებს კი, მეცში ჩაკეტილი ბაზენის არმიის ჩაუთვლელად, რჩებოდათ შედარებით მხოლოდ უმნიშვნელო საიმედო ძალები. ვინუას კორპუსთან ერთად, რომელმაც მოასწრო პარიზში შესვლა, ამ ქალაქში შესაძლო იყო მოეთვალათ 150 ათასამდე ჯარი, რომლიდანაც მნიშვნელოვანი ნაწილი _ მეტად საეჭვო ღირსებისა გახლდათ; დახლოებით 50 ათასი იმყოფებოდა სხვადასხვა დეპოსა და სამარშო პოლკებში; გარდა ამისა, მოითვლებოდა 20-40 წლების ასაკის 500 ათასამდე ადამიანი, რომლებიც იქცნენ კიდეც მასალად ახალი კორპუსების ჩამოყალიბებისთვის.
ამ იმპროვიზებულ არმიას, რეგულარული ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებიც აღფრთოვანებული იყვნენ მათ მიერ მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებებით, ძალზედ მცირე შანსები ჰქონდა წრმატებისთვის. მიუხედავად ამისა, ეროვნული თავდაცვის მთავრობამ გადაწყვიტა გაეგრძელებინა ბრძოლა უკანასკნელ უკიდურესობამდე. ამასობაში გერმანული არმია ვრცელდებოდა ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში, ეუფლებოდა რა იქ არსებულ ჯერ კიდევ ფრანგების ძალაუფლების ქვეშ მყოფ მეორეხარისხოვან ციხესიმაგრეებს. მე-3 და -4 არმიები, გამოყვეს რა სედანელი ტყვეების გასაცილებლად ორი კორპუსი, დაიძრნენ პარიზზე და 17-დან 19 სექტემბრის ჩათვლით დაასრულეს ამ ქალაქისთვის ალყის შემორტყმა (იხ. პარიზი). ახალი ფრანგული კორპუსებიდან პირველად ჩამოყალიბებულ იქნა 15-ე. იგი დაუყოვნებლივ გაგზავნეს ორლეანისკენ, რათა შეეკავებინა ამ ქალაქისკენ მომავალი ბავარიელები. წარუმატებელმა ბრძოლებმა 10, 11 და 12 ოქტომბერს აიძულეს 15-ე კორპუსი დაეხია მდ. სოლდრის გადაღმა. ბლუაში ფრანგების მიერ ჩამოყალიბებულ იქნა 16-ე კორპუსი, რომელმაც 15-ე კორპუსთან ერთად შეადგინა ლუარის 1-ლი არმია და მის უფროსად დაინიშნა ორელ-დე-პალადინი. მას დაავალეს ბავარიელების გამოძევება ორლეანიდან. რიგი არახელსაყრელი გარემოებების შედეგად (მათ რიცხვში _ ცნობისა 27 ოქტომბერს მომხდარი ბაზენის კაპიტულაციის შესახებ), ორლეანისკენ შეტევა შენელდა ნოემბრის დასაწყისამდე: ბავარიელები განდევნილ იქნენ ქალაქიდან. ამ წარმატებით გამხნევებულმა საფრანგეთის მთავრობამ ჩაიფიქრა ესარგებლა მისით პარიზისკენ შემოსატევად. მაგრამ, ორელ-დე-პალადინმა, რომელსაც ესმოდა რა, რომ არც რიცხოვნება მისი არმიისა, არც მისი საბრძოლო თვისებები არ შეესაბამებოდა ამდენად მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვიტა ჩამდგარიყო მომლოდინე მდგომარეობაში და დაიკავა პოზიცია ორლეანის წინ, სადაც მას შეუერთდა ახლად ჩამოყალიბებული 17-ე კორპუსი. ამის შემდეგ მალევე, გამბეტას დაუღალავი, ენერგიული საქმიანობის წყალობით, ჟიენში ჩამოყალიბებულ იქნა კიდევ 18-ე კორპუსი, ნევერში _ 20-ე. ეს ორი კორპუსი გაგზავნეს პიტივიეზე, პრინც ფრიდრიხ-კარლის შეჩერების მიზნით, რომელიც მეცის მხრიდან მოდიოდა. 28 ნოემბერს მოხდა შეუპოვარი ბრძოლა ბონ-დე-როლანდთან, რომლის შემდეგაც ორელ-დე-პალადინი დაბრუნდა თავის უწინდელ პოზიციაზე. ამის კვალდაკვალ, ეროვნული თავდაცვის მთავრობის წევრებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ ქ. ტურში, შეიტყვეს რა იმ გამოხდომის შესახებ, რომელიც პარიზის გარნიზონმა მოაწყო შამპანიის მიმართულებით, გადაწყვიტეს 16- და 17-ე კორპუსების ახალი შეტევა. 1 და 2 დეკემბერს ამ კორპუსებს ჰქონდათ წარუმატებელი შეტაკებები (ვილნუანთან და ლუანი-პუპრისთან) პრინც ფრიდრიხ-კარლის არმიის მარჯვენა ფრთასთან და უკუგდებულ იქნენ დასავლეთისკენ. ამის შემდეგ პრინცი გაბედულად (გადაჭრით) დაიძრა ორლეანისკენ, 4 დეკემბერს დაეუფლა ქალაქს, და ფრანგული არმია გაკვეთა ორ ნაწილად: 16- და 17-ე კორპუსები დარჩნენ ლუარის მარჯვენა ნაპირზე, გენერალ შანზის უფროსობით, ხოლო 15-, 18- და 20-ე _ მარცხენაზე ორელ-დე-პალადინის უფროსობით, რომელიც მალევე შეცვალეს გენერალ ბურბაკით. ორლეანის დაკარგვამ, მეცის ჩაბარებასა და პარიზიდან გამოხდომის უიღბლო შედეგთან ერთად, მნიშვნელოვნად შეამცირა იმედები საქმეების უფრო ბედნირად შემობრუნებაზე; მიუხედავად ამისა, მთავრობას არ შეუცვლია თავისი გადაწყვეტილება _ გაეგრძელებინა თავდაცვა ძალების უკანასკნელ ამოწურვამდე.
შანზის ჯარების წინააღმდეგ, რომელსაც დაარქვეს ლუარის მე-2 არმია და გააძლიერეს ახლად ჩამოყალიბებული 21-ე კორპუსით, დაიძრა პრინც ფრიდრიხ-კარლის მთელი არმია. 7-დან 10 დეკემბრის ჩათვლით ხდებოდა რიგი ბრძოლებისა, ხოლო 11-ში კი ფრიდრიხ-კარლმა მოახდინა გადამწყვეტი შეტევა ფრანგების განლაგების ცენტრზე. დარწმუნდა რა თავისი ჯარების უკიდურეს მოქანცულობაში და გაიგო რა, რომ მოწინაღმდეგემ მიღწია უკვე ქ. ბლუამდე, შანზიმ იმავე დღეს დაიწყო უკანდახევა ფრეტევალისა და ვანდომისკენ. 14 და 15 რიცხვებში გერმანელებმა შეუტიეს მას, თუმცა კი გადამწყვეტი წარმატებები ვერ მოიპოვეს; მაგრამ თავად შანზიმ, ეშინოდა რა, რომ ახალ ბრძოლას საბოლოოდ არ გამოეცალა ძალები მისი ახალგაზრდა ჯარისთვის, 16 დეკემბერს უკან დაიხია, თანაც იცავდა სრულ წესრიგს და აკავებდა დადევნებულ მოწინააღმდეგეს. 19 დეკემბერს ლუარის მე-2 არმია გაჩერდა ლე-მანიდან აღმოსავლეთით. ამასობაში სახალხო თავდაცვის მთავრობა მსჯელობდა მოქმედებათა ახალი გეგმების თაობაზე პარიზის ბლოკადისგან გასანთავისუფლებლად. შანზი სთავაზობდა ერთდროულ შეტევას: ჩრდილოეთიდან _ იქ ახლად ჩამოყალიბებული არმიით, რომელსაც სათავეში ედგა გენერალი ფედერბი, სამხრეთიდან _ ლუარის 1-ლი და მე-2 არმიებით. ეს წინადადება არ ყოფილა მიღებული და 1871 წ. 6 იანვარს გაცემულ იქნა ბრძანება: ფედერბს _ გააგრძელოს მოქმედებები მდ. სომას ხეობაში; ბურბაკის _ დაიძრას აღმოსავლეთისკენ, გაანთავისუფლოს ალყაშემორტყმული ბელფორი და დაიწყოს ოპერაციები გერმანული არმიის შეტყობინენებების წინააღმდეგ; შანზის ევალებოდა შემოფარგლულიყო თავდაცვითი მოქმედებებით. 1871 წ. 6 იანვარს ფრიდრიხ-კარლის არმიამ განაახლა შეტევა 11-სა და 12-ში მიმდინარეობდა ბრძოლა ლე-მანთან, რომლის შემდეგაც შანზის უნდა დაეხია კიდევ უფრო მეტად დასავლეთისკენ; მისმა არმიამ მოასწრო წესრიგში მოსვლა და ზავის დადების დროისთვის მოითვლიდა 160 ათასამდე ადამიანს. ომის თეატრი ჩრდილოეთისკენ ვრცელდებოდა მდ. შელდადან ზღვამდე, სამხრეთისკენ კი აღწევდა მდ. უაზამდე. არცთუ დიდი რაოდენობის თავისუფალი სახაზო ჯარებისგან, მოძრავი ეროვნული გვარდიისა და თავისუფალ მსროლელთაგან ოქტომბრის ბოლოსთვის ჩამოყალიბებულ იქნა ორი ფრანგული კორპუსი: 22-ე (დაახლოებით 17 ათასი ადამიანი), რომელიც თავმოყრილი იყო ლილთან, და 23-ე (დაახლ. 20 ათასი) _ რუანთან; გარდა ამისა, 8 ათას ადამიანამდე იმყოფებოდა ამიენში. საერთო უფროსობა ჩრდილოეთში ჩააბარეს გენერალ ფედერბს, მაგრამ მისდამი დაქვმდებარებულ ჯარებს თითქმის სულაც არ ჰქონიათ სათანადო მომზადება, და არც ერთნაირი შეიარაღება. ამასობაში, მეცის კაპიტულაციის შემდეგ, 1-ლი გერმანული არმიიდან გამოყოფილ იქნა რაზმი ჩრდილოეთის მიმართულებით მოქმედებებისთვის გენერალ მანტოიფელის უფროსობით; ერთი კორპუსი თავიდან დატოვებუი იქნა მეცში, ხოლო შემდეგ კი შეუდგა ტიონვილის, მონმედისა და ზურგში დარჩენილი სხვა მეორეხარისხოვანი ციხესიმაგრეების ალყას. 20 ნოემბერს გერმანელებმა გახსნეს ოპერაციები ჩრდილოეთ ომის თეატრზე. 24 ნოემბერს მანტოიფელი დიძრა ამიენისკენ და, ორდღიანი ბრძოლის შემდეგ (27 და 28 ნოემბერს) აიძულა ფრანგები უკან დაეხიათ არასისკენ. 30 ნოემბერს მანტოიფელს დანებდა ამიენის ციტადელიც, ხოლო მეორე დღეს კი იგი დაიძრა რუანზე, ხოლო თავის ჯარის ნაწილი დატოვა მდ. სომაზე; 5 დკემბერს დაკავებულ იქნა რუანი, რის შემდეგაც ომის ჩრდილოეთ თეატრის ამ უბანზე ხდებოდა მხოლოდ წვრილი შეტაკებები.
ამასობაში გენერალი ფედერბი, რომელიც 4 დეკემბრს მოვიდა ჩრდილოეთის ფრანგულ არმიაში, დაუყოვნებლივ შეუდგა მის დაკომპლექტებას და მალევე თავისი ორი კორპუსის ძალები აიყვანა 40 ათასამდე. 8 დეკემბერს ერთერთმა ფრანგულმა დივიზიამ მოახდინა მოულოდნელი თავდასხმა ფორტ გამზე და დაეუფლა მას; ფედერბი დაიძრა ამიენისკენ და 23 დეკემბერს დაიკავა პოზიცია ამ ქალაქის ახლოს. მანტოიფელმა შეუტია მას, მაგრამ გადამწყვეტი წარმატების გარეშე; მიუხედავად ამისა ფედერბმა მეორე დღესვე, დარწმუნდა რა თავისი ახალგაზრდა ჯარების უკიდურეს მოქანცულობაში, გადაიყვანა ისინი მდ. სკარპის გადაღმა და განალაგა არასსა და დუეს შორის. 1 იანვარს იგი კვლავ გადავიდა შეტევაში, რათა გასაჭირიდან გამოეხსნა ალყაშემორტყმული ციხესიმაგრე პერონი, მაგრამ 2 და 3 იანვარს მიმდინარე შეუპოვარი ბრძოლების შემდეგბა პომთან მდგომ (III, 22) პრუსიულ საობსერვაციო კორპუსთან, უარი უნდა ეთქვა თავის განზრახვაზე; 10 იანვარს პერონი დანებდა გერმანელებს. მოწინააღმდეგის ყურადღბის გადატანის მიზნით, ფედებრი გაემართა სენ-კანტენზე, რომლის სიახლოვეშიც, 19 ინვარს, ბრძოლაში ჩაება გერმანულ ჯარებთან, რომლებსაც სათავეში ედგა გენერალი ჰიობენი, მაგრამ განიცადა წარუმატებლობა და უკან დაიხია კამბრეზე. მაგრამ მოწინააღმდეგის ჯარები იმდენად მოქანცული იყვნენ, რომ მხოლოდ 21 იანვარს დაიძრნენ ფრანგების კვალდაკვალ და მალევე ისევ უკან დაიხიეს მდ. სომას იქით. ისარგებლა რა მოწინაარმდეგის დროებით უმოქმედობით, ჩრდილოეთის ფრანგულმა არმიამ მოასწრო წესრიგში მოსვლა და რამდენიმე დღის შემდეგ მზად იყო ახალი ოპერაციებისთვის; მაგრამ 28 იანვრის ზავმა გააჩერა მისი შემდგომი მოქმედებები. აღმოსავლეთში საქმეებს ჰქონდა ფრანგებისთვის კიდევ უფრო უბედური შედეგი. როდესაც 1870 წ. აგვისტოში გენერლ დუეს დივიზიამ დატოვა ბელფორი, რათა შეერთებოდა მაკ-მაგონის შალონის არმიას, აღმოსავლეთ საფრანგეთი გარკვეული დროის მანძილზე დარჩა თავდაცვისთვის ყველანაირი საშუალებების გარეშე. შემდეგ სათადარიგო და სამარშო ნაწილებისგან თანდათანობით ჩამოაყალიბეს 20-ე კორპუსი, რომელიც განკუთვნილი იყო ვოგეზებზე გასასვლლების დასაცავად; მასთან ერთად მოქმედებდა თავისუფალი მსროლელების რამდენიმე რაზმი; გარდა ამისა, საფრანგეთში ჩამოსულმა გარიბალდიმ ოტენში ჩამოაყალიბა ლეგიონი 12 ათასი ადამიანისგან, რომელიც თავის რიგებში მოითვლიდა მობილების რამდენიმე ბატალიონსა და სხვადასხვა ეროვნების მოხალისეებს; დაბოლოს, ქ. ბონის შემოგარენში ჩამოყლიბებულ იქნა დივიზია, გენერალ კრემერის უფროსობით. მთელი ეს სახალხო ლაშქრები არ წარმოადგენდა საფრთხეს გერმანელების საოპერაციო ხაზისთვის, მით უმეტეს, რომ 20-ე კორპუსი მალევე თავმოყრილ იქნა ნევერთან, პარიზის დებლოკირების მცდელობებში მონაწილეობისთვის. ამასობაში, სტრასბურგის აღების შემდეგ გენერალ ვერდერის კორპუსი შეუდგა ელზასის სხვა ციხესიმაგრეების ალყას. ბელფორის ალყისთვის გერმანელებს ჰყავდათ საგანგებო კორპუსი, და, გარდა ამისა, კიდევ ერთი საობსერვაციო კორპუსიც, ქ. ვეზულში. ამ საობსერვაციო კორპუსის ჯარებმა განდევნეს გარიბალდელები დიჟონიდან, ხოლო 18 დეკემბერს გადაიტანეს შეუპოვარი ბრძოლა კრემერის დივიზიასთან, ქ. ნუისთან.
ორლანთან 3 და 4 დეკემბრის ბრძოლის შემდეგ საფრანგეთის მთავრობა შეუდგა იმ სამი კორპუსის რეორგანიზებას, რომლებმც უკან დაიხიეს ბურჟისა და ნევერისკენ, და დეკემბრის შუახანებში მათი რიცხოვნება აიყვანა 100 ათასამდე. მათი მიზანი იყო ბელფორის დებლოკირება. ამისთვის განკუთვნილი მთელი ჯარების უფროსობა დაევალა გენერალ ბურბაკის, რომელიც უნდა გაეძლიერებინათ ლიონიდან ბეზანსონისკენ დაძრული 24-ე კორპუსით. დაახლოებით 20 დეკემბერს დაიწყო ფრანგული 18- და 19-ე კორპუსების მოძრაობა აღმოსავლეთისკენ. ჯარების გადაყვანა მიდიოდა მეტად უწესრიგოდ და დიდი დაყოვნებებით; ახალგაზრდა, გამოუცდელ ჯარისკაცებს ბევრი გასაჭირის გადატანა მოუხდათ დამდგარი სიცივისგან. მიუხედავად ამისა, 29 დეკმბრისთვის ფრანგები უკვე იმყოფებოდნენ მათთვის დანიშნულ ადგილებში. გაიგო რა, რომ ბურბაკის მოქმედებების ნამდვილი საგანი იყო ბელფორი, ვერდერმა გადაწყვიტა მოეხდინა საფლანგო მოძრაობა, რათა პოზიციაზე მდ. ლიზენის გაღმა გზა გადაეღობა მოწინააღმდგისთვის; ამასთან ერთდროულად მან დაიკავა სოფელი ვილერექსელი, რომლის მახლობლადაც 9 იანვრის მთელი დღის მანძილზე აკავებდა შემომტევ მოწინააღმდგეს, ხოლო შემდეგ კი დაუბრკოლებლად უკან დაიხია არჩეულ პოზიციაზე მდ. ლიზენზე. 15-დან 17 იანვრის ჩათვლით ფრანგები ამაოდ ცდილობდნენ მოწინააღმდეგის უკუგდებას ამ პოზიციიდან. როდესაც მიიღო ცნობები დასავლეთიდან გერმანული ჯარების მოახლოების შესახებ, ბურბაკიმ გადაწყვიტა უკან დაეხია ბეზანსონისკენ, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო. ორმა გერმანულმა კორპუსმა გენერალ მანტოიფელის უფროსობით, რომლებიც სწრაფად უტევდნენ აღმოსავლეთისკენ, 22 და 23 იანვრისთვის მოასწრეს მოსვლა მდ. დუბამდე; იმავე დროს ვერდერმა მუქარის შექმნა დაუწყო კლერვალსა და ბომ-დე-დამს. ყოველი მხრიდან ალყაშემორტყმულმა ბურბაკიმ სასოწარქვეთილებისგან თავი მოიკლა. მის ადგილზე დამდგარმა გენერალმა კლენშანმა უკან დაიხია პონტარლიესკენ, სადაც მოვიდა 28 იანვრს. აქედან მას განზრახული ჰქონდა წასულიყო შვეიცარიის საზღვრის გაყოლებით, მუტზე, მაგრამ ამ უკანასკნელ გზაზე გასვლაც მოწინააღმდეგემ დაასწრო. საზღვართან მიმწყვდული ფრანგული არმია (დაახლოებით 80 ათასი) 1 თებერვალს ვერიერთან გადავიდა შვეიცარიაში, სადაც დაყარა კიდეც იარაღი. ომი პროვინციებში მჭიდრო კავშირში იმყოფებოდა პარიზთან მიმდინარე მოვლენებთან, რომელმაც 4,5 თვიანი ალყა გადაიტანა (იხ. პრიზი). ზავის დროს, 28 იანვრიდან 28 თებერვლის ჩათვლით, გამომუშავებულ იქნა ფრანკფურტის სამშვიდობო ხელშეკრულების პირობები, რომლითაც დასრულდა კიდეც ომი.
(შემდეგ მოყვანილია აღნიშნულ თემაზე მაშინ არსებული ლიტერატურის ჩამონათვალი)
ო.
38) გერმანული სამფლობელოები აფრიკასა და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში
გერმანული სამფლობელოები აფრიკაში: 1) ტოგოლანდი, 2) კამერუნი, 3) გრმანული სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკული ოლქი.
1) ტოგოლანდი, მონათა ნაპირზე ზემო გვინეაში, აღმოსავლეთ გრძედის 1 გრად. და 31 მინ.-სა და 1 გრად. და 10 მინ.-ს შორის (გრინვიჩიდან), ატლანტის ოკეანის პირას და ჩრდილოეთ განედის დაახლოებით 7 გრად. და 20 მინ.-ზე; შეძენილ იქნა 1884 წ. ჩრდილოეთით ჯერ კიდევ არ არის ზუსტი საზღვრები; სივრცე დაახლოებით განისაზღვრება 1300 კვ. კმ-ით და მოსახლეობა 40000 ზანგით. მას მართავენ საიმპერიო კომისარი და სავაჭრო წოდებიდან წარმომადგენლების ადგილობრივი საბჭო. მთავარი ქალაქია ქლაინ-პოპო; სხვა ზღვისპირა ქალაქებია: ლომე, პორტო-სეგურო და ბაგიდა. მთავარი ადგილობრივი მოსახლეობაა ტოგო, ტბა ტოგოზე, ჰყავს დაახლოებით 3000 მცხოვრები. ტოგოლანდის მთავარი ბუნებრივიი ნაწარმია: მაისი, იამსი, ტაპიოკა, ინბირი, კაუჩუკი, საღებავები, სამშენებლო და დასამუშავებელი ხე-ტყე და სხვადასხვანაირი ზეთების მომცემი პალმები. ქვეყნის შიდა მხარეები ნაკლებადაა გამოკვლეული; მცირე რიცხვის ფაქტორიები აწარმოებენ იქ გაცვლით ვაჭრობას სპილოს ძვლითა და პალმის ზეთით. 1887 წ.-დან შესატანი საქონელი იბეგრება საბაჟო გადასახადით; შეტანის მთავარი საგნებია: ბამბის ქსოვილები, ალკოჰოლი, თამბაქო, მარილი, დენთი. 1888-89 წ. შეტანა უტოლდებოდა 2 მლნ. მარკას, გამოტანა _ 1,8 მლნ.-ს. ბიუჯეტი: შემოსავლები_ 167000, ხარჯები _ 178000 მარკა.
2) კამერუნი, ზღვისპირა ოლქი, გადაჭიმულია 300 კმ-ზე ბიაფრის ბუხტის გაყოლებით, მდინარეებს კამპოსა და რიო-დელ-რეის შორის; მისი აღმოსავლეთ საზღვარი აღწევს აღმოსავლეთ გრძედის 15 გრადუსს (გრინვიჩიდან). კამერუნი გერმანიამ შეიძინა 1884 წ. და მას უკავია 30000 კვ. კმ, მოსახლეობით 500000 ადამიანი აფრიკული რასისა; თეთრკანიანები 1890 წ. იყვნენ სულ 105 ადამიანი. კამერუნი იმართება გუბერნატორისა და ადგილობრივი საბჭოს მიერ, რომელშიც შედის სამი წარმომაგენელი სავაჭრო წოდებისგან. მხარის ნიადაგი ძალზედ ნაყოფიერია, ტყეები მდიდარია აფრიკული ფლორის ძვირფასი მცენარეულობით. გერმანელებმა მოაშენეს აქ თამბაქოსა და კაკაოს პლანტაციები და აწარმობენ გაცვლით ვაჭრობას სპილოს ძვალზე და პალმის ზეთზე. უმთავრეს შემოსავალს იძლევა საბაჟო გადასახადები. შემოსავლები 1888-89 წ. აღირიცხებოდა 76000 მარკად, ხარჯები _ 94000 მარკად. ოლქის მთავარი ქალაქია კამერუნი; იგივე არის ყველაზე უფრო დატვირთული პორტი, რომელშიც 1890 წ. შესული იყო 90-მდე გემი ტევადობით 92000 ტ. კამერუნის სხვა უფრო მეტად მნიშვნელოვანი სავაჭრო სადგურებია: ბატანგა, ბიმბია და ბაკუნდუ; იქაური მაცხოვრებლების დასახლებებიდან უმთავრესია _ აკზა-თაუნი და ბელ-თაუნი.
3) სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის გერმანული ოლქი გადაჭიმულია 1488 კმ-ზე ატლანტის ოკეანის ნაპირის გაყოლებით, ვეშაპის ყურის ნაპირის გამოკლებით, რომელიც ეკუთვნის ინგლისელებს. მოიცავს ოლქებს ნამალანდი სამხრეთში, დამარალანდი, კაოკო და ოვამბო ჩრდილოეთში, და უჭირავს 835100 კვ. კმ სივრცე 236000 ზანგი ადამიანის მოსახლეობით. მისი ჩრდილოეთ საზღვარი იწყება მდ. კუნენთან გუმბეს ჩანჩქერებამდე, სამხრეთ საზღვარი კი მთავრდება ნარინჯისფერი მდინარით, აღმოსავლეთით აღწევს აღმოსავლეთ განედის 20 გრად.-მდე (გრინვიჩიდან). სამხრეთ ნაწილი და აღმოსავლეთ ნაწილის უმეტესი ნაწილი _ შიშველი უდაბნოა. ზღვისპირა მხარე არის _ სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის გერმანული კოლონიური საზოგადოების მფლობელობაში. ამ სამხრეთ-დასავლეთ სამფლობელოებში ნაპოვნია სპილენძის მადნები და სხვა ლითონები, ასევე ოქრო, რამაც გამოიწვია გადასახლებულთა ნაკადი; მაგრამ სპილენძის მადნის დამუშავება არ ნაზღაურდება. მთავარი ნავსადგურებია: სანდვიჩ-ჰარბორი და ანგრა-პეკვენა ანუ ლუდერიც-ბეი.
4) გერმანული სამხრეთ-აღმოსავლური აფრიკული ოლქი გადაშლილია ჩრდილო-დასავლეთისკენ მდ. უმბედან, ჩრდილოეთით კილიმა-ნჯაროდან ტბა ვიქტორია-ნიანცას აღმოსავლეთ ნაპირამდე; დასავლეთში _ ტბა ტანგანაიკამდე, და სამხრეთში _ ტბა ნიასარამდე. უკავია 1 მლნ. კვ. კმ სივრცე დაახლოებით 800000 ადამიანის მოსახლეობით. გერმანული გავლენის სფერო განისაზღვრება ამ საზღვრებით, რომლებიც დადგენილია 1886-1890 წწ. ტრაქტატებით. 1890 წ. გერმანულ-აღმოსავლეთ აფრიკის საზოგადოებამ ზანზიბარის სულთნისგან 4 მლნ. მარკად იყიდა ოკეანის ნაპირის ვიწრო ზოლი ზღვისპირა სავაჭრო სადგურების მოსაწყობად. შიდა მხარის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის გამოკვლეული; არაბები აწარმოებენ იქ ვაჭრობას სპილოს ძვლითა და მონებით. გერმანულ-აღმოსავლეთ აფრიკული კომპანიის მიერ 1885 წ. მოწყობილი სავაჭრო სადგურები განადგურებულ იქნა ადგილობრივი მოსახლეობის აჯანყების დროს 1889 წ.; ახლა ხდება სავაჭრო საქმიანობის აღდგენა. გატანის მდგომარეობის საგნებია: სპილოს ძვალი, კოპალ. წებო, კაუჩუკი და სესამის თესლები. 1890 წ. გერმანიაში გატანილი საქონელის ღირებულება = 489000 მარკას, გერმანიიდან კი შეტანილი იყო 320000 მარკის თანხის საქონელი. ოლქის უმთავრესი პორტებია: დარ-ეს-სალამი, ბაჰამაიო, საადნი, პანგანი, კილოა, დინდი, მიკინდანი და ტანგა. 1890 წ.-დან გერმანული გავლენის სფეროს მიეკუთვნება აგრეთვე ერთერთი დიდი ცენტრალურ-აფრიკული სახელმწიფო კოროგვე, რომელიც წარმოიქმნა ყოფილი კიტვარის იმპერიის დაშლის შემდეგ. მხარე ვიტუ მდ. მანდას შესართავთან გადაშლილია 70 კმ-ზე აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროს გაყოლებით მეორე სამხრეთ პარალელთან; შეძენილია 1885 წ. ახლად შექმნილი ვიტუს გერმანული საზოგადოების მიერ, რომელც 1890 წ. შეერწყა გერმანულ აღმოსავლეთ აფრიკულ საზოგადოებას.
გერმანული სამფლობელოები წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში. _ 1) იმპერატორ ვილჰელმის მიწა, 2) ბისმარკის არქიპელაგი _ უწინ ახალბრიტანული არქიპელაგი; 3) ჩრდილოეთის სოლომონის კუნძულები და 4) მარშალისა და ნავოდოს კუნძულები.
1) იმპერატორ ვილჰელმის მიწა _ სამხრეთ-აღმოსავლეთ ახალი გვინეის ჩრდილო ნაწილი, გერმანული პროტექტორატის ქვეშ 1884 წ.-დან, დიდ კუნძულებთან, ლონგთან და დამპიერთან, აგრეთვე რამდენიმე მცირე კუნძულთან ერთად, უკავია 181650 კვ. კმ ფართობი მოსახლეობით 110000 ადამიანი. იმართება საიმპერიო კომისრის მიერ და მას ექსპლუატაციას უწევს გერმანული ახალგვინეური K. ამ ოლქის ბუნებრივი ნაწარმია: არეკო, საგო, ბამბუკი, შავი ხე და სხვა ძვირფასი ხეები; მოყავთ თამბაქო. შინაური ცხოველებიდან კარგად მრავლდება პატარა ცხენები, ძროხები და თხები; მეცხვარობა ვერ ხერხდება. მთავარი ნავსადგურებია: ფინშჰაფენი, კონსტანტინჰაფენი და ჰატცფელდჰაფენი.
2) ბისმარკის არქიპელაგი _ გერმანული პროტექტორატის ქვეშაა 1884 წ.-დან, უკავია 47100 კვ. კმ ფართობი მოსახლეობით 188000 ადამიანი. გატანის საგნებია: ქოქოსის ბოჭკოები და სხვა. ამ ჯგუფის მნიშვნელოვანი კუნძულებია: ახალი პომერანია (უწინდელი ახალი ბრიტანეთი), ახალი მეკლენბურგი (ახალი ირლანდია), ახალი ლაუენბურგი, ვიშერი, ჰერიტ-დენისი.
3) ჩრდილოეთის სოლომონის კუნძულები _ ჯგუფის ყველაზე უფრო ჩრდილოეთ ნაწილია, უკავია 22255 კვ. კმ ფართობის სივრცე 80000 მოსახლით; მათგან ყველაზე უფრო დიდებია: ბუჰენვილი, შუაზელი და იზაბელი ანუ მაჰაგა. გატანის საგნებია: სანდლის ხე და კუები.
4) მარშალისა და ნავოდოს კუნძულები ეკუთვნის გერმანიას 1885 წ.-დან _ ეს არის ლაგუნის კუნძულების ორი გროვა, პირველი შედგება 13 კუნძულისგან და ეწოდება რატაკი, მეორე 11 კუნძულისგან და ეწოდება რამეკი; საერთო ფართობია 415 კვ. კმ 16000 მოსახლით. მთავარ კუნძულს, სადაც იმყოფება საიმპერიო კომისრის რეზიდენცია, ეწოდება _ ჯალუითი.
(ავტორი არ უწერია)
39) ვილჰელმ II
ვილჰელმ II (ფრიდრიხ-ვილჰელმ-ვიქტორ-ალბერტი) _ იმპერატორ ვილჰელმ I-ის შვილიშვილი, გერმანიის იმპერატორი და პრუსიის მეფე, დაიბადა ბერლინში 1859 წლის 27 იანვარს, პრინც ფრიდრიხ-ვილჰელმისა (შემდგომში იმპერატორ ფრიდრიხისა) და ინგლისელი პრინცესის ვიქტორიას უფროსი ვაჟიშვილი. ვილჰელმის მშობლები, განსაკუთრებით მისი დედა, რომელიც აღზრდილი იყო თავისი მამის პრინც ალბერტის მიერ, დიდი წარმოდგენებით სამეფო ხელისუფლების მოვალეობათა შესახებ, განსწვალულნი იყვნენ მეფისწულებისთვის შესაფერისი მომზადების მიცემის აუცილებლობის შეგნებით, რომლებსაც, შესაძლოა, წილად ხვდომოდათ ოდესმე ტახტზე ასვლა. უწინარეს ყოვლისა მათ გადაწყვიტეს მიეცათ თავიანთი შვილებისთვის, შეძლებისდაგვარად, ზოგადი ადამიანური აღზრდა, რომელშიც სამოქალაქო ელემენტი ითამაშებდა ისეთსავე როლს, როგორსაც თამაშობდა სამხედრო ელემენტი, ან შესაძლოა მასზედ უფრო აღმატებულ როლსაც. ისინი ამოდიოდნენ იმ პრინციპიდან, რომ მომავალი ხელმწიფისთვის არ შეიძლება იყოს არაფერი იმაზე უფრო დამღუპველი, ვიდრე ხელოვნური გაუცხოება ხალხისგან. ეს პროგრამა ვერ მოდიოდა ჰარმონიაში ახალგაზრდა უფლისწულის მიდრეკილებებთან, რომელიც აღიზარდა პრუსიული იარაღის სახელოვანი გამარჯვებების ეპოქაში. მშობლებს უხდებოდათ შეუპოვარი ბრძოლის გადატანა არა მხოლოდ ვილჰელმ I-ის შეხედულებებთან, არამედ საკუთარი ვაჟიშვილის ბუნებრივ მიდრეკილებებთანაც, რომელიც ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ძლიერი და უდრეკი ხასიათით. მისი აღმზრდელის, დოქტორ ჰინცპეტერის სიტყვებით (Hincpeter, „Kaiser Wilhelm II“, ბილეფელდი, 1888), ახალგაზრდა მეფისწული თავისთავად წარმოადგენდა უჩვეულოდ მტკიცე და განვითარებულ ინდივიდუალურობას, რომელიც არ ემორჩილებოდა ყველაზე უფრო ძლიერ გარეშე გავლენებს, რომელზედაც არავითარი ავტორიტეტები არ მოქმედებდა. მხოლოდ მასში განვითარებული მოვალეობის გრძნობის წყალობით მოხერხდა მისი დაქვემდებარება დისციპლინისადმი.
იმისთვის, რათა ტახტის მომავალი მემკვიდრე დაეშორებინათ სამეფო კარისგან და მოექციათ წმინდად სამეცნიერო გარემოში, იგი გამწესებულ იქნა კასელის გიმნაზიაში, რომლის დირექტორიც, დოქტორი ფოგტი, სარგებლობდა კეთილგონიერი და კეთილსინდისიერი პედაგოგის რეპუტაციით, რომელიც არ იყო მიდრეკილი მლიქვნელობისა და პირმოთნეობისადმი. 1874 წ. შემოდგომიდან 1877 წ. იანვრამდე ვილჰელმი სწავლობდა ამ გიმნაზიაში, ხოლო 1877 წ. იანვარში ჩააბარა გამოსაშვები გამოცდა, და თუმცა კი საუკეთესოთა შორის ვერ მოხვდა, მაგრამ არც ჩამორჩენილთა შორის ყოფილა. იმავე წლის შემოდგომაზე იგი გაგზავნილ იქნა ბონის უნივერსიტეტში, სადაც გაატარა ორი წელი და დაკავებული იყო განსაკუთრებულად იურიდიული და სახელმწიფო მეცნიერებებით. 1879 წ.-დან მან დაიწყო ნამდვილი სამხედრო სამსახურის გავლა, ხოლო 1881 წ. ჩააბარა გამოცდა სამხედრო საქმეში, რომელიც საფუძვლიანად შეისწავლა თეორიულადაც, მის ისტორიულ განვითარებაში. იმავე დროს იგი, ბრანდენბურგის ობერ-პრეზიდენტის ახენბახის ხელმძღვანელობით, ეცნობოდა პრუსიული ადმინისტრაციული მანქანის ყველა კუთხე-კუნჭულს; საგარეო პოლიტიკის საიდუმლოებებში მას ახედებდა თავადი ბისმარკი, რომლის მიმართაც იგი მაშინ განიცდიდა მოწიწებითი პატივისცემის გრძნობას. ვნებიანმა სიყვარულმა არმიისა და სამხედრო ვარჯიშებისადმი არ დაავიწყა მას თანამედროვე სახელმწიფოს უმაღლესი სოციალური ამოცანებიც, რისი წყალობითაც გრაფინია ვალდერზეემ მოახერხა მისი მიზიდვა საზოგადოებაში, რომელიც არსებობდა ბერლინში სახელწოდებით „საქალაქო მისია“ და მიზნად ისახავდა უპოვართა შერიგებას მათ ხვედრთან, აღმოუჩენდა რა მათ დახმარებას სიტყვითა და საქმით.
თავისი მამის სიკვდილის შემდეგ, რომელმაც სულ სამ თვეს იმეფა, ვილჰელმი ავიდა ტახტზე 1888 წ. 15 ივნისს. მისი პირველი მანიფესტი იყო მხურვალე მოწოდება არმიისა და ფლოტისადმი, რომელშიც მან მიუთითა საკუთარ მჭიდრო განუწყვეტელ კავშირზე ჯართან, თავისი წინაპრების სამხედრო დიდებაზე, თავისი პაპის, როგორც მხედართმთავრის, დაუვიწყარ სახეზე, და თავის მზადყოფნაზე შეინარჩუნოს არმიის ღირსება და დიდება. ამ მანიფესტის ერთგვარ დამატებად იქცა მისი სიტყვა, რომელიც წარმოსთქვა იმავე წლის 16 აგვისტოს პრინც ფრიდრიხ-კარლის ძეგლის გახსნისას ოდერის-ფრანკფურტში, რომელშიც მან განაცხადა, რომ „უმჯობესია ერთად დაეცეს გერმანული არმიის 18-ვე კორპუსი და 42 მლნ. გერმანელი ხალხი, ვიდრე უარი ვთქვათ გერმანიის მიერ გაკეთებულ რომელიმე ტერიტორიულ შენაძენზე“-ო. საგარეო საქმეებმა მიიქციეს უწინარეს ყოვლისა ახალგაზრდა იმპერატორის ყურადღება. იმისთვის, რათა განემტკიცებინა კავშირი მეგობრულ და მოკავშირე დერჟავებთან, მან დაიწყო ევროპული სამეფო კარების შემოვლა და პირადი ურთიერთობების დამყარება დიდი და მცირე სახელმწიფოების მონარქებთან. იგი არაერთხელ ეწვია რუსეთს (1888 წ. ივლისსა და 1890 წ. აგვისტოში), შვედეთს, ავსტრიას, იტალიასა და ინგლისს, სადაც დედოფალ ვიქტორიას მიერ აყვანილ იქნა ინგლისური ფლოტის საპატიო ადმირალის წოდებაში; იყო დანიაში, ჰოლანდიაში, კონსტანტინოპოლსა და, ბოლოს, ათენში, სადაც დაესწრო თავისი დის ქორწინებას საბერძნეთის მემკვიდრე მეფისწულთან. საერთოდ გერმანიის საგარეო პოლიტიკა ვილჰელმის მეფობის პირველი ორი წლის მანძილზე ატარებდა იმ ქედმაღლურ ხასიათს, რომელსაც ყოველთვის აძლევდა მას თავადი ბისმარკი და რომელიც ასე რელიეფურად გამოვიდა ვოლგემუტის საქმეში. გერმანული პოლიციის მიერ ამ უმნიშვნელო მოხელის დაპატიმრების გამო (1889 წ. აპრილში), თავადი ბისმარკი მზად იყო შესდგომოდა ევროპულ დერჟავებს შორის შვეიცარიის მდგომარეობის შესახებ საკითხის გადახედვას. ვილჰელმის პირადი ინიციატივით კონფლიქტი მოგვარებულ იქნა და მალევე დაიდო გერმანიის ახალი ხელშეკრულება შვეიცარიასთან, რომლითაც დაკმაყოფილებულ იქნა უკანასკნელის ყველა სამართლიანი მოთხოვნა. ამდენადვე მშვიდობისმოყვარულად იქნა გადაწყვეტილი დავა გერმანიას, ინგლისსა და შეერთებულ შტატებს შორის წყნარ ოკეანეში სამოას კუნძულებზე პროტექტორატის გამო.
1890 წ. 20 მარტს ვილჰელმმა მიიღო თავად ბისმარკის გადადგომა და კანცლერად დანიშნა გენერალი კაპრივი, რის შემდეგაც გერმანიის საგარეო პოლიტიკა გახდა უფრო მეტად თავშეკავებული. პირდაპირმა შეთანხმებამ ინგლისთან (იხ. ვიქტორია და მისი მეფობა, გვ. 310) მოხსნა მიზეზი იმ დავებისა, რომლებიც წამოჭრილი იყო თავად ბისმარკის კოლონიური პოლიტიკის გამო. თუმცა კი ვილჰელმმა მოითხოვა რაიხსტაგისგან არმიის შემადგენლობის გაზრდა 18000 ადამიანით და სამხედრო ბიუჯეტის სახსრების გაძლიერება 18 მლნ.-ით (40 მლნ. ერთდროულ ხარჯზე ზევით), მაგრამ იგი ცდილობდა იმავე დროს მოემზადებინა ნიადაგი მშვიდობიანი ურთიერთობებისთვის საფრანგეთთან ზოგადსაკაცობრიო ინტერესების, სამეცნიერო, სოციალური და მხატვრული დარგების სფეროში. მან მეტად გაბედული და გადამჭრელი ნაბიჯიც კი გადადგა: 1891 წ. დასაწყისში იმპერატორის დედა და და გაემგზავრნენ პარიზში, რათა მიეწვიათ ფრანგი ფერმწერები მომავალ სამხატვრო გამოფენაზე მონაწილობისთვის ბერლინში. ეს იყო ჰოჰენცოლერნთა საგვარეულოს წევრების პირველი სტუმრობა საფრანგეთში 1870-71 წწ. მოვლენების შემდეგ. მაგრამ ეს მისია ვერ გამოვიდა, და მკვეთრმა ტონმა, რომელიც ამის კვალდაკვალ მიიღო გერმანიამ საფრანგეთთან მიმართებით, ბევრი აიძულა იჭვი შეეტანა ვილჰელმის განზრახვების გულწრფელობაში. საერთოდ გერმანიის საგარეო პოლიტიკა დამყარებულია იმავე საფუძვლებზე, რომლებიც ჩადებულ იქნა ვილჰელმ I-ისა და თავად ბისმარკის მიერ, სახელდობრ სამთა კავშირზე, რომელიც ფორმალურად განაახლეს 1891 წ. კიდევ ექვსი წლით. ამ პოლიტიკური კავშირის განმტკიცებისკენ იმპერატორი ვილჰელმი ისწრაფვის ეკონომიკური კავშირებითაც, რისთვისაც 1891 წ. ნოემბერში დადებულ იქნა სავაჭრო ხელშეკრულებები გერმანიას, იტალიასა და ავსტრია-უნგრეთს შორის. იმავე საბაჟო კავშირში მიიზიდეს შვეიცარია და ბულგარეთიც. საერთაშორისო სატარიფო პოლიტიკის სფეროში ურთიერთ დათმობებზე დაფუძნებულ ამ ხელშეკრულებებს მხედველობაში აქვთ სულო მცირე 12 წლით სწორი და მტკიცე ურთიერთობების უზრუნველყოფა საერთაშორისო ვაჭრობაში.
დიდ ინტერესს წარმოადგენს იმპერატორ ვილჰელმის საშინაო პოლიტიკაც. უკვე პირველ ორ თავის სატხტო სიტყვაში, სახელდობრ კი 1888 წ. 25 ივნისს საიმპერიო სეიმისა და იმავე წლის 27 ივნისს პრუსიის პალატებისადმი მიმართვებში მან გადმოსცა თავისი პოლიტიკური პროგრამა. პრუსიის პალატებისადმი მიმართვაში იმპერატორი დაპირდა „ერთგულად და კეთილსინდისიერად სცემდეს პატივს კანონებსა და სახალხო წარმომადგენლობის უფლებებს“, აღმოუჩენდეს დაცვას ყველა რელიგიურ აღმსარებლობას და ახსოვდეს ფრიდრიხ დიდის სიტყვები, რომ პრუსიაში „მეფე _ პირველი მსახურია სახელმწიფოსი“. საიმპერიო სეიმისადმი სიტყვაში იმპერატორმა განაცხადა, რომ საიმპერიო კანონმდებლობის დხმარებით იგი შეეცდება „მისცეს მშრომელ მოსახლეობას ის დაცვა, რომლის აღმოჩენაც შეიძლება ქრისტიანული მორალის სწავლების თანახმად, სუსტებისა და უბედურებაში მყოფთათვის არსებობისთვის ბრძოლაში“, და ამ გზით „მიუახლოვდეს არაჯანსაღი საზოგადოებრივი კონტრასტების გადაწყვეტას“. 1889 წ. 24 მაისს რაიხსტაგმა მიიღო კანონი მუშათა დაზღვევის შესახებ მოხუცებულობაში გაჭირვებისგან და მუშაობისადმი უუნარობის დროს, თუმცა კი ამ კანონის განხილვისას მან განიცადა მკვეთრი თავდასხმები, როგორც კანონმა, რომელიც საკმარისად ვერ აღწევდა დასმულ მიზნებს. მისი გამოცემით თითქმის ამოწურულ იქნა სოციალური რეფორმის პროგრამა იმ აზრით, როგორც იგი ესმოდა თავად ბისმარკს, რომლისთვისაც მუშათა საკითხი შეადგენდა, არსებითად, მხოლოდ მუშათა კლასის მთავრობისდმი მიმაგრების საშუალებას ადმინისტრაციის ხელში თავმოყრილი სადაზღვეო და სხვა დაწესებულებების მეშვეობით. ასეთი უკანა ფიქრები არ ჩანს ვილჰელმის მოქმედებებში, რომლებიც აღბეჭდილია რაღაც ახლითა და ხალასით, სახელდობრ უბრალო ადამიანური დამოკიდებულებით მშრომელი ხალხის მასებისადმი.
ეს განსკუთრებით გამოვლინდა 1890 წ. 4 თებერვლის ორ სახელგანთქმულ რესკრიპტში. ერთერთი მათგანის საფუძველზე პრუსიის სახელმწიფო საბჭო, მეფის პირადი თავმჯდომარეობითა და საგანგებოდ დანიშნული ექსპერტების მონაწილეობით მსხვილი მრეწველების გარემოდან და მუშათა კლასის წარმომადგენლებისგან, მთელ რიგ სხდომებზე დაკავებული იყო (1890 წ. თებერვალში) მასალის შემუშავებით კანონპროექტებისთვის, რომლებიც მიმართულია „მუშაკების დაცვაზე მუშათა ძალების თვითნებური (ნებისმიერი) და შეუზღუდავი ექსპლუატაციისგან“. მეორე რესკრიპტით საკითხი მუშების დაცვის შესახებ დასმულია სართაშორისო შეთანხმებების ნიადაგზე* (პირველი ოფიციალური ნაბიჯი ამ მიმართულებით გადადგა შვეიცარიამ, რომელმაც ხალისით დაუთმო გერმანიას თავისი პროექტის განხორციელების ნაწილი); ამ გზით მიღწეულ უნდა იქნას კანონმდებლობის ერთიანობა დასავლეთ ევროპის მთავარ სამრეწველო სახელმწიფოებში, რათა ერთ სახლმწიფოში მიღებული ზომები მუშათა დასაცავად ვერ ამცირებდნენ მის რესურსებს მსოფლიო ბაზარზე უპირატესობისთვის ბრძოლაში. ინგლისის, საფრანგეთის, იტალიისა და შვეიცარიის წარმომადგენლები მიწვეულ იქნენ ბერლინში კონფერენციაზე, რომელიც შედგა კიდეც 1890 წ. მარტში, პრუსიის ვაჭრობის მინისტრის ფონ-ბერლეფშის თავმჯდომარეობით. ამ კონფერენციაზე, რომელშიც საფრანგეთის წარმომდგენელი ჟიულ სიმონი ხედავს „ახალი სოციალური ერის დასაწყისს“, განხილულ იქნა საკითხები ქალების, ბავშვებისა და მოზარდების მუშაობის შესახებ, ღამითა და კვირა დღეს მუშაობის შესახებ, ზრდასრულებისთვის სამუშაო დღის შეზღუდვის შესახებ, გათხოვილი ქალების მშობიარობიდან გარკვეული დროის ამოწურვამდე სამუშაოზე არდაშვების შესახებ, ბავშვების მიერ სკოლის კურსის გავლამდე ფაბრიკაში მათი არდაშვების შესახებ, პირველდაწყებითი სწავლების აუცილებლობის შესახებ. თავისი რეზოლუციების აღსრულებაში მოყვანა კონფერენციამ დუთმო თითოეული სახელმწიფოს კანონმდებლობას ცალ-ცალკე და ამასთან გამოთქვა სურვილი, რათა ამ კანონმდებლობათა ერთიანობის ინტერესებში მომავალშიც მოწვეულ იქნას საერთაშორისო თათბირები.
კონფერნციის რეზოლუციების აღსრულებისთვის გერმანიის მთავრობამ რაიხსტაგში შეიტანა კანონი მუშათა დაცვის შესახებ, სამრეწველო წესდების ზოგიერთი მუხლის ცვლილების გათვალისწინებით. შინგანი მმართველობის სხვა დარგებიც იქცევს ვილჰელმის ყურადღებას. ასე, მის დროს გადადგმულია უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯები პრუსიის გადასახადების (ხარკის) გადახდის სისტემის (რუს. податная система) რეორგანიზებისთვის, შეძლებული და მდიდარი კლასების მიზიდვით უფრო მეტად სერიოზული მონაწილეობისთვის სახელმწიფო მოსაკრებლების გადახდაში და იმ სახარკო (საგადასახადო) ტვირთის შემცირებით, რომელიც აწევს მოსახლეობის დაბალ და ღარიბ ფენებს. პრუსიაში კი გატარებულია სოფლის თვითმმართველობის ახალი ორგნიზაცია, ამასთან მოისპო მსხვილი მიწათმფლობელების ძველთაძველი პრივილეგიები და გლეხობის ადგილობრივ სამეურნეო და მმართველობით ცხოვრებაში შეტანილია თავისუფალი საარჩევნო საწყისი. დაბოლოს, გერმანიის იმპერატორმა წამოსწია საკითხი სასკოლო საქმის ძირეული გარდაქმნის შესახებ. უარყოფს რა კლასიციზმს, როგორც თანამედროვე განათლების საფუძველს, იმპერატორი ვილჰელმი სკოლისგან მოითხოვს, რომ იგი იყოს ოჯახის გაგრზელება, რომ მას მხედველობაში ჰქონდეს ბავშვის არა მხოლოდ ს წ ა ვ ლ ე ბ ა, არამედ მისი ა ღ ზ რ დ ა ც, და ამასთან ყველა მიმართებით: ფიზიკურით, ზნეობრივითა და გონებრივით. გერმანიის იმპერატორის პედაგოგიური შეხედულებები გადმოცემულია მის მიერ 1890 წ. 2 დეკემბერს წარმოთქმულ საფუძვლინ სიტყვაში, და უფრო დაწვრილებითაა განვითარებული მასთან დაახლობული ადამიანის გიუსფელდტის თხზულებაში (P. Güssfeldt, „Die Erziehung der deutschen Jugend“, ბერლინი, 1890). შეადართ კიდევ A. Herzen, „Vellites pedagogiques d’un empereur“ (ლოზანა, 1890).
გერმანიის იმპერატორის რთული ხასიათის ერთერთ ყველაზე უფრო კაშკაშა თავისებურებას წარმოადგენს მისი მიდრეკილება (სიყვარული) ექსპრომტად სიტყვების წარმოთქმისადმი. ლაპარაკობს ის შემჭიდროებულდ (რუს. სჟატო), წყვეტილად, გარკვულად, უფრო მეტად ზრუნვს რა იმისთვის, თუ რა თქვას, ვიდრე იმის შესახებ, თუ როგორ იქნება ეს გამოთქმული. მოუთმენელი და ენერგიული, იგი საკმარისდ გულგრილდ ეკიდება „ბრბოს“ აზრებს. მყარად დარწმუნებული საკუთარ ღვთაებრივ მოწოდებაში, იგი აღსავსეა მზადყოფნითა და გაბედულებით თავისი ნების აღსრულბისთვის, და თრგუნავს ყველანაირ წინააღმდეგობას, საიდანაც არ უნდა ამოდიოდეს ის. კერძო ცხოვრებაში იგი გამოირჩევა უბრალოებითა და ზომიერებით; ფრანგული სამზარეულო და კერძების ფრანგული დასახელებნი ერთნაირად მკაცრად არის აკრძალული მის საშინაო ცხოვრებაში. მაგრამ საზეიმო შემთხვევებში იგი გვიჩვენებს სიყვარულს ფუფუნებისა და ბრწყინვალბისადმი, რომლებიც სრულებით არ შეესაბამება მისი წინაპრების ტრადიციებს, რომლებიც ყოვლთვის გამოირჩეოდნენ თითქმის სიძუნწემდე მისული მომჭირნეობით. მისი მეფობის მოკლე დროის მიუხედავად, იგი უკვე იძულებული იყო მოეთხოვა დამატება თავის ცივილურ ფურცელზე. უჩვეულო სიჩქარე, რომლითაც ვილჰელმი ისწრაფვის თავისი გეგმების განხორციელებისკენ, შესაძლოა, განპირობებული იყოს, საკუთარი ჯანმრთელობის არამტკიცობის შეგნებით: იგი იტანჯება ყურის დაავადებით, რომელიც ქმნის მის ტვინში ჩირქოვანი პროცესის განვითარების მუქარას. 1881 წ.-დან ვილჰელმს ცოლად ჰყავს ავგუსტა-ვიქტორია, შლეზვიგ-ჰოლშტაინ-ზონდერბურგ-ავგუსტენბურგის პრინცესა (დიბადა 1858 წ. 22 ოქტომბერს), რომელიც არც თავისი ხასიათით, არც თავისი შეხედულებებით არ არის მიდრეკილი პოლიტიკური როლის თამაშისკენ. მათ ჰყავთ ექვსი ვაჟიშვილი: მემკვიდრე მეფისწული ვილჰელმი, დაიბად. 1882 წ. 6 მაისს, და მეფისწულები: აიტელ-ფრიდრიხი, დაიბად. 1883, ადალბერტი, დაიბად. 1884, ავგუსტ-ვილჰელმი, დაიბდ. 1887, ოსკარი, დაიბად. 1888, და იოაჰიმი, დაიბად. 1890. იმ მოლოდინების დახასიათებისთვის, რომლებიც აღიგზნო გერმანიაში ახალგაზრდა იმპერატორის წამოწყებებით, საინტერესოა: Graf Doulags, „Was wir von Kaiser Wilhelm zu erwarten haben“ (ბერლინი, 1888); H. Conrad, „Wilhelm II und die junge Gemeration“ (ლაიფციგი, 1889); Fr. Bauer, „Kaiser und Arbeiter“ (ბონი, 1891). შეადარეთ E. Lavisse, „Trois emoereurs d’Allemagne. Guillaume I, Frederic III, Guillaume II“ (პარიზი, 1888); Politikos, „ევროპელი მონარქები და მათი სასახლის კარები“ (ინგლისურიდან თარგმანი ვ. რანცევისა, სანკტ-პეტერბურგი, 1892).
ავტორი სავარუდოდ ა. კუდრიავცევი
მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment