წერილები მომზადებულია იმ ლექციების საფუძველზე, რომლებიც წაიკითხა ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა პროფესორმა ა. ფ. სმირნოვმა მირქმის სახელობის სასულიერო სემინარიაში (2003-2004 წწ।)
საერთო შინაარსი
თ ა ვ ი I
1. მობრუნების მომენტი ისტორიაში. 1917 წლის 24-26 ოქტომბერი
თ ა ვ ი II
გაგრძელება. ნაწილი 1
1. რამ მისცა ბოლშევიკებს ძალაუფლების შენარჩუნების საშუალება
2. დამფუძნებელი კრების გარეკვა
3. ბოლშევიკებმა საკუთარი თავი წამოაყენეს სამშობლოს დამცველების როლში
4. თეთრი არმია: იყო თუ არა „მეფე“ და „სარწმუნოება“ მის დროშად?
თ ა ვ ი III
გაგრძელება. ნაწილი 2
1.ვინც არის კრემლში, მას აქვს კიდეც კანონიერი ძალაუფლება ხალხის თვალში
2.„ერთიანი და განუყოფელი“ რუსეთი, თუ „ხალხთა თავისუფალი თვითგამორკვევა“?
3. სამშობლოს სახელმწიფოებრივი ფორმა
4. სამოქალაქო ომის სამხედრო-პოლიტიკური მხარე
თ ა ვ ი IV
გაგრძელება. ნაწილი 3
1. მთელი XX საუკუნე რუსი ხალხისთვის დაკარგულია
2. ბოლშევიკების სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა
3. პარტიის წევრთა პრივილეგიები
4. ფულმა დაკარგა ყველანაირი ფასი
5. პარტიისა და მთავრობის პოლიტიკა ეკლესიასთან მიმართებით
6. ომი, გამოცხადებული საკუთარი ხალხისთვის
7. ერთპარტიული დიქტატურის სისტემა
8. ბრძოლა ძალაუფლებისთვის ლენინის სიკვდილის შემდეგ
თ ა ვ ი V
გაგრძელება. ნაწილი 4.
1. კრონშტადტის ამბოხება
2. ახალი ეკონომიკური პოლიტიკა
3. მუშათა ოპოზიცია
4. პარტიის X ყრილობა, ერთიანობის შესახებ დადგენილების მიღება
5. სტალინის დანიშვნა გენერალურ მდივნად
6. ბრძოლა ლენინსა და ტროცკის შორის
7. ლენინის ანდერძი
8. სახელმწიფო მხარდაჭერა კოოპერაციისადმი
თ ა ვ ი VI
გაგრძლება. ნაწილი 5
1. პარტიის „ხელმძღვანელი და წარმმართველი“ როლი
2. სტალინი როგორც ტროცკის საპირწონე
3. საკითხი სახელმწიფო მშენებლობის შესახებ
4. სსრკ-ის წარმოქმნა
5. ლენინის კამათი სტალინთან
6. ლენინის სიკვდილმა საბჭოთა ადამიანები გლოვაში ჩაძირა
7. ბელადის საქმის ერთპიროვნული გამგრძელებელი ხდება სტალინი
8. ტროცკის განდევნა და მკვლელობა
9. დვუუმვირატი _ სტალინი და ბუხარინი
შენიშვნები და კომენტარები
ნ ა წ ი ლ ი I
პირველი ნაწილის შინაარსი

1. შემობრუნების მომენტი ისტორიაში. 1917 წლის 24-26 ოქტომბერი.
1917 წლის სექტემბრის შუახანებში ლენინმა გადაწყვიტა დაეწყო დაუყოვნებელი მომზადება შეიარაღებული აჯანყებისთვის. წერილში „კრიზისი მომწიფდა“, რომელიც მიმართული იყო პარტიის ხელმძღვანელობისადმი, იყო ასეთი ულტიმატუმი: ან ცენტრალური კომიტეტი (ცკ) ამზადებს აჯანყებას, ან ლენინი გადის ცკ-დან.
ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო არჩევნები დამფუძნებელ კრებაში. 24 ოქტომბერს პარლამენტწინა სხდომაზე კერენსკიმ უარყო მენშევიკ ფ. ი. დანის წინადადება დამფუძნებელ კრებაში დაუყოვნებლივ არჩევნების ჩატარების თაობაზე, სამშიდობო მოლაპარაკებებისა და მემამულეთა მიწების გლეხებისთვის გადაცემის თაობაზე. იგი იმედოვნებდა, რომ მთავრობა თავს გაართმევდა აჯანყებას, თუმცა კი ცნობილი იყო, რომ ერთგულებას ინარჩუნებენ მხოლოდ მილიცია, იუნკრები და ქალთა ბატალიონი.
ბოლშევიკების ამბოხებულთა რაზმები წინააღმდეგობის გარეშე იკავებდნენ პეტერბურგის სტრატეგიულ პუნქტებს...
იმ სადგომის ახლოს, სადაც სხდომებს ატარებდა დროებითი მთავრობა, იდგა ყარაული ოთხი იუნკერის შემადგენლობით. იუნკერთა ერთი რაზმი იყო მოედანთან. ზამთრის სასახლის შესასვლელთან მორიგეობდა ქალთა დამრტყმელი ბატალიონი. ნევის მხრიდან პიველ სართულზე განთავსებული იყო ლაზარეთი, რომელსაც ინახავდა თავად იმპერატრიცა ალექსანდრა თეოდორეს ასული. მისი დაპატიმრების შემდეგ ჰოსპიტალი განაგრძობდა მოქმედებას. ამიტომ ჯარისკაცებს, რომლებმაც ალყა შემოერტყათ ზამთრის სასახლისთვის, ფანჯრებიდან გადასვლით დაუბრკოლებლად შეეძლოთ მოხვედრილიყვნენ ზამთრის სასახლეში. იერიშით აღება არ გამხდარა საჭირო. დაპყრობის მეთაური ანტონოვ-ოვსეენკო შეიჭრა მეორე სართულზე იმ კაბინეტთან, სადაც სხდომას ატარებდა დროებითი მთავრობა. მორიგე იუნკრებმა იარაღი ჩააბარეს წინააღმდეგობის გარეშე. ანტონოვ-ოვსეენკო შევიდა და დააპატიმრა დროებითი მთავრობა, რომელიც სხდომას ატარებდა სრული შემადგენლობით.
დაპატიმრებული მინისტრების სათავეში იდგა კოკოშკინი, მსხვილი პროფესორი და ცნობილი იურისტი. იგი დარჩა პრემიერის ნაცვლად. პეტერბურგში არ იყო სამხედრო ძალები, არამედ მხოლოდ იუნკერთა ბატალიონები. ზამთრის სასახლის აღებამდე რამდენიმე საათით ადრე უმაღლესი მთავარსარდალი კერენსკი გაემგზავრა ფრონტზე, განუცხადა რა მთავრობას, მინისტრებს, რომ იგი დაბრუნდება რამდენიმე დღის შემდეგ მისდამი ერთგული ჯარების სათავეში. კერენსკი აპირებდა ფრონტიდან მათ მოხსნას, მობილიზებასა და დედაქალაქზე დაძვრას.
ვითარება იყო ისე ჩახლართული, რომ გარნიზონის უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა არც ლენინს, არც კერენსკის. გარნიზონი რჩებოდა ნეიტრალურ პოზიციებზე. კერენსკი გაემგზავრა პეტერბურგიდან. არსებობს მოსაზრება, რომ მისი თანმხლები ერთერთ ავტომობილთაგანი დათმობილ იქნა ამერიკის საელჩოს მიერ.
როგორც სამხედრო მინისტრი, კერენსკი გამოწყობილი იყო ნახევრად სამხედრო მუნდირში. ეცვა ფრენჩი სამხრეების გარეშე. იგი ატარებდა სამხედრო ნიმუშის ოფიცრის ქუდს (фуражка) და ყოველთვის იყო ჩექმებსა და გალიფეში. თუმცა კი მას არ ჰქონია სამხედრო წოდება, ეს ეკიპირება უფრო მეტად შეესაბამებოდა სამხედრო მინისტრისა და მთავარსარდლის სახეს.
კერენსკი იყო გამორჩეული პიროვნება, ფლობდა გამოჩენილ ორატორულ ნიჭს და შეეძლო მსმენელთა „ანთება“. ერთხელ მან უთხრა საბჭოთა კორესპონდენტებს: „მაშინ რომ ყოფილიყო ტელევიზია, მაშინ მე მოვიპოვებდი რუსეთის სიმპატიებს და შევინარჩუნებდი მათ. ასე კი, მე მომატყუეს, გამომხატეს დეზერტირად, რომელიც გადაიცმევს ქალის ბოლოკაბებს და ა. შ. მოახდინეს ჩემი დისკრედიტირება“. კერენსკის გაქცევის გარშემო დადიოდა ბევრი ანეკდოტი. ისინი წარმოდგენილია ეიზენშტეინის ფილმებსა და საბჭოთა პერიოდის ლიტერატურაში.
კერნსკი იმედოვნებდა სწრაფად მიეღწია კრასნოვის კორპუსის კაზაკთა ჯარების შტაბში, რომელიც ჯერ კიდევ კორნილოვის გამოსვლის დროინდელი დისპოზიციით იყო დაბინავებული. აგვისტო-სექტემბრის დასაწყისში პოლკები იდგნენ დედაქალაქის გარეუბნებში: პეტერგოფში, გატჩინოში, ცარსკოე სელოში, პავლოვსკში. ერთი მონაცემებით _ 17 ათასი, სხვებით _ 7 ათასი კაზაკი. ოქტომბერში მდგომარეობა შეიცვალა. ემზადებოდნენ რა გადატრიალებისთვის, ბოლშევიკებმა გამოიყენეს თავიანთი კავშირები ჩრდილოეთის ფრონტის შტაბის უფროსთან გენერალ ბონჩ-ბრუევიჩთან, ვლადიმირ ბონჩ-ბრუევიჩის უფროს ძმასთან. უკანასკნელი იყო ლენინის პირადი მეგობარი და მდივანი და შევიდა სახალხო კომისართა საბჭოს (სახკომსაბჭოს, Совнарком) შემადგენლობაში საქმეთა მმართველის სახით. გენერალმა ბონჩ-ბრუევიჩმა ძმის ვლადიმირის გავლენით, ვითომდა გერმანელების მოსაგერიებლად, რომლებიც დაეუფლნენ რიგას, დააცალკევა კაზაკთა კორპუსი. გადაისროლა რიგასთან და სხვა ადგილებში.
გატჩინოსა და ცარსკოე სელოში რჩებოდა სულ 700 კაზაკი. როდესაც კერენსკი მათთან ჩავიდა, კაზაკებმა შეატყობინეს, რომ კორპუსის შტაბი და გენერალი კრასნოვი იმყოფებიან ფსკოვში. მთელი დისპოზიცია კერენსკიმ არ იცოდა და გაემგზავრა ფსკოვში. ფრონტის სარდალი იდგა ნეიტრალურ პოზიციებზე და არ სურდა მასთან საქმის დაჭერა. კერნსკიმ იპოვა კრასნოვი, რომელიც დათანხმდა მიეცა კაზაკები პეტროგრადში დასახმარებლად. მაგრამ მას ჰყავდა არა 7 ათასი, არამედ სულ 700 კაზაკი.
ამ „არმიის“ სათავეში კერენსკი წამოვიდა პეტროგრადზე. მის შესახვედრად გაემართა რაზმი ცენტრობალტის თავმჯდომარის მატროს დიბენკოს მეთაურობით. ეს მატროსი სარგებლობდა დიდი წარმატებით, რადგანაც უზარმაზარი სიმაღლისა და მხარბეჭის პატრონი იყო. ბალტიის ფლოტის ცენტრალურმა კომიტეტმა უარი თქვა ეღიარებინა კერენსკი და ძალაუფლება აიღო თავის ხელში.
როდესაც მატროსები და კაზაკები შეხვდნენ ერთმანეთს გატჩინოში, მათ გადაწყვიტეს დაეპატიმრებინათ კერენსკი სისხლის ღვრის გარეშე. არავის არ სურდა სამოქალაქო ომი. და ეს იყო გაბატონებული განწყობილება ჯარისკაცებსა და მატროსებს შორის. მით უმეტეს, ხალხმა ვერ მოასწრო იმაში გარკვევა, თუ ვინ არიან ეს რევოლუციური ბელადები: კერენსკი, ლენინი, ტროცკი. ასევე ფიქრობდნენ პულკოვოს, იჟორსკისა და სხვა ქარხნების მუშები.
ეს შემდეგ დაბეჭდავენ მუშების მიერ ბოლშევიკების მხარდაჭერის შესახებ. ხალხის მაშინდელი იმედები და სურვილები იყო ისეთი მთავრობის შექმნა, რომელიც ნამდვილად შეძლებდა მიეცა მშვიდობა, მიწა და, ყველაზე უფრო მთავარი _ შეწყვეტდა ძმათამკვლელ სისხლიან მტრობებს. გატჩინოსთან კერენსკიმ ეს იგრძნო. მან ძლივსძლივობით მოახერხა თავის დაღწევა.
უარყოფითი როლი ითამაშა გავრცელებულმა ამბავმა იმის შესახებ, რომ კერენსკი უკვე აღარ არის პრემიერი და რომ დროებითი მთავრობა დამხობილია. არმია მას არ ენდობოდა, ოფიცერთა კორპუსი, გენერალიტეტი მასში ხედავდნენ დამნაშავეს კორნილოვის უკანდახევის საქმეში. თვლიდნენ, რომ კერენსკიმ მას უღალატა და ამით გზა გაუწმინდა ბოლშევიკ-ექსტრემისტებს. მაგრამ უნდა ვითვალისწინებდეთ, რომ მაშინ ჯერ კიდევ არ ყოფილა ბოლშევიკების ძლიერი სააგიტაციო პროპაგანდა.
კერენსკის ჯარები მოვიდნენ პულკოვოს სიმაღლეებამდე, სადაც მათ დახვდნენ პიტერის გარნიზონის რევოლუციური ნაწილების გადამღობი რაზმები. ორმხრივი სროლის შემდეგ, რომელიც უფრო სურათის სცენას ჰგავდა (სროლა არავის არ სურდა), კრასნოვის ჯარები მივიდნენ გატჩინომდე. იქვე მივიდა დიბენკოს მიერ გაგზავნილი მატროსების დელეგაციაც, და მათ შორის დაიდო ზავი, მაგრამ კერენსკი გაიქცა. რამდენიმე თვეს იგი იმალებოდა მეგობრებთან რუსეთში. 1918 წლის შუახანებში გაემგზავრა ემიგრაციაში.
მას მიაწერდნენ ოსტატობას სოციალური დემაგოგიის ნაწილში. კონსტიტუციის მისივე საკუთარი პროექტის მიხედვით, იგი უნდა გამხდარიყო რესპუბლიკის პრეზიდენტი უზარმაზარი უფლებამოსილებებით. ასეთი უფლებამოსილებანი მეფეს არ ჰქონია. სახელდობრ ეს კანონპროექტები იქნა გამოყენებული 1993 წლი კონსტიტუციაში.
არეულობის დროს, როდესაც ხდება სულების წუხილი, გონების არეულობა და იკარგება ცხოვრებისეული ორიენტირები, ხელისუფლებაში მოდიან ყველაზე უფრო გაბედული, ყველაზე უფრო დაუნდობელი ადამიანები. ასეთად აღმოჩნდა მაშინ ბოლშევიკების პარტია ლენინის მეთაურობით. მას შეეძლო დაეცვა თავისი შეხედულებები, თვით თავისი თანამებრძოლებისადმი ულტიმატუმების წაყენებამდეც კი, თუკი მათ ეჭვი ეპარებოდათ მის სიმართლეში. ლენინი ასევე ემუქრებოდა რევოლუციურად განწყობილი ხალხის მხრიდან ანგარიშსწორებით. ეს ყოველთვის მოქმედებდა. ასე იქცეოდა ის ოქტომბრის დღეებში. მან გატეხა ნეიტრალური ძალების წინააღმდეგობა სახელდობრ ულტიმატუმის ენით.
ზამთრის სასახლე აღებულ იქნა მცირე დანაკარგებით. დაიჭრა სულ რამდენიმე ადამიანი. „ავრორაზე“ არ ყოფილა საბრძოლო მუხტები. აძლევდა რა შეტევის ნიშანს, კრეისერმა ზამთრის სასახლეს ესროლა ფუჭი მუხტებით. „ავრორა“ იდგა სარემონტოდ საადმირალოში გემთსარემონტო ქარხანაში. შემდეგ იგი მიიყვანეს ზამთრის სასახლესთან უფრო ახლოს. პეტრეპავლეს ციხერსიმაგრიდან ისროლეს რამდენჯერმე ნევის მხარეს, და ერთერთმა ჭურვმა ნამსხვრევებად აქცია ფანჯრის შუშა ზამთრის სასახლეში. ასეთია რეალური ფაქტები.
25-დან 26 ოქტომბრის ღამეს სმოლნში სხდომას ატარებდა საბჭოების სრულიად რუსეთის ყრილობა. ტრიბუნიდან ვ. ი. ლენინი აცხადებს: „რევოლუცია, რომლის შესახებაც ასე დიდხანს ლაპარაკობდნენ ბოლშევიკები, აღსრულდა! დროებითი მთავრობა დამხობილია!“ მენშევიკებმა და ესერებმა დაკარგეს კონტროლი საბჭოებზე. მათ გამოხატეს პროტესტი ზამთრის სასახლის დაპყრობისა და მინისტრების შეპყრობის წინააღმდეგ, რომელთა შორისაც იყვნენ სოციალისტები, ე. ი. მენშევიკები და ესერები, რომლებიც ყრილობაზე წარმოდგენილი იყვნენ დელეგატების 30-40%-ით.
პროტესტის შემდეგ ყრილობა ღებულობს დეკლარაციას მთავრობის ჩამოყალიბების თაობაზე ყველა საბჭოთა პარტიის წარმომაგენლებისგან. მენშევიკები გაიხლიჩნენ. მათი ნაწილი იდგა მთელი სოციალისტების ერთიანობის პოზიციაზე _ ე. ი. მენშევიკ-ინტერნაციონალისტები, მეორე ნაწილს კი ეკავა კერენსკისთან თანამშრომლობისა და ომის გამარჯვებამდე გაგრძელების პოზიცია _ ესენი იყვნენ მენშევიკ-თავდაცვისტები (ობორონცები). მენშევიკების ძალზედ გავლენიანი ფრაქცია მიჰყვებოდა გ. ვ. პლეხანოვს, რომელსაც რევოლუციური მოძრაობის ისტორიაში გააჩნდა თავისი განსაკუთრებული პოზიცია. ზოგჯერ იგი მხარს უჭერდა ლენინს, ზოგჯერ ეკამათებოდა მას. პლეხანოვს ბევრი მიჰყვებოდა. რადგანაც იგი იდგა მთელი სოციალისტური ძალების ერთიანობის პოზიციაზე. იგი ახლოს იყო გორკისთან, იბეჭდებოდა მის გზეთში «Новая жизнь» („ახალი ცხოვრება“). ძალთა განაწილება იყო რთული, და ჩვენი სასწავლო ლიტერატურა ამას აშუქებს ცალმხრივად და ზედაპირულად.
საბჭოების სრულიად რუსეთის II ყრილობაზე იყო არეულ-დარეულობა. დელეგატების უმეტესობას არც თუ სრულებით ესმოდა, თუ როგორ ღებულობდა ყრილობა გადაწყვეტილებებს. საბჭოების ყრილობის შემადგენლობაში შედიოდნენ უპირატესად ჯარისკაცები, მუშები და მატროსები. დელეგატებმა დაიწყეს თავიანთი ინტერესების დაცვა და ყურის დაგდება იმათთვის, ვინც ლაპარაკობდა მათი ენით. მათ სჭირდებოდათ ისეთი მთავრობა, რომელიც უკან სანგრებში არ გაგზავნიდა. მთავრობისადმი ნდობა შეიცვალა უნდობლობით.
ბოლოს და ბოლოს ხალხი გადავიდა ბოლშევიკების მხარეზე. ეს არის ის, რასაც ეწოდება ოხლოკრატია, ბრბოს ხელისუფლება. არ არის საჭირო, რათა განვადიდებდეთ მუჟიკების (გლეხების) გონებასა და ღირსებებს, რომლებიც შკრებილი იყვნენ სმოლნში. ლენინი შესანიშნავად მართავდა ბრბოს განწყობილებას. იგი არ ყოფილა ბრწყინვალე ორატორი, მაგრამ გააჩნდა ლოგიკის რკინისებური ძალა. და თუკი ის ჯარისკაცებს ელაპარაკებოდა მშვიდობისა და მიწის შესახებ, საბჭოების II ყრილობაზე ბრბოში მან ისროლა ლოზუნგი დაუყოვნებლივ მშვიდობის დამყარების თაობაზე. მისი მთავრობა დაპირდა: „მიწა _ გლეხებს! მშვიდობა _ ხალხებს! ფაბრიკები და ქარხნები _ მუშებს!“.
მოვლენებმა ასეთი შემობრუნება მიიღეს იმიტომ, რომ მენშევიკები და ესერები მოიქცნენ არა საუკეთესო სახით. ისინი განაწყენდნენ ხალხის მასაზე მათ მიმართ გამოხატული უნდობლობის გამო და მოითხოვეს ბოლშევიკების ნებაყოფლობით მიცემა, იმ ლოზუნგებისა და მოთხოვნების გაუქმება, რომლებიც ლენინმა უკვე გამოაცხადა. მათ უნდა ებრძოლათ ყრილობაზე ყველა საბჭოთა პარტიის წარმომადგენლებისგან კოალიციური საბჭოთა მთავრობის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების განხორციელებისთვის. მენშევიკებმა და ესერებმა შეუმსუბუქეს ბოლშევიკებს მათი პროგრამის განხორციელება, დატოვეს რა ყრილობის დარბაზი.
სახელწოდება „სახალხო კომისართა საბჭო“ მოიგონა ტროცკიმ. სიტყვას „კომისარი“ იყენებდნენ პეტრე I-ის დროიდან იმ სამთავრობო მოხელეთა აღსანიშნავად, რომელთაც ჰქონდათ კონტროლისა და ზედამხედველობის უფლება. ბოლშევიკებთან ამ სიტყვამ მიიღო ახალი მნიშვნელობა.
ბოლშევიკებმა დაამტკიცეს სახკომსაბჭოს შემადგენლობა და დეკრეტები. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საბჭოთა მთავრობის დაუყოვნებლივ მიმართვის შესახებ ყველა მეომარი ქვეყნისადმი სამშვიდობო ხელშეკრულების დადების მიზნით კონტრიბუციის გარეშე. მიმართვა გადაცემულ იქნა რადიოთი.
მენშევიკებმა და ესერებმა შექმნეს სამშობლოსა და რევოლუციის ხსნის კომიტეტი, რომელმაც თავი გამოაცხადა ხელისუფლების უმაღლეს ორგანოდ დამფუძნებელი კრების მოწვევამდე. ეს ორგანო მოუწოდებდა არ დამორჩილებოდნენ სახკომსაბჭოს, აღემართათ აჯანყება ბოლშევიკების წინააღმდეგ.
ბოლშევიკების მიერ გამოცხადებულ იქნა „დეკრეტი მიწის შესახებ“, რომელსაც საფუძვლად ედო ესერების პროგრამა. ესრების (სოციალისტ-რევოლუციონერების) პარტია წარმოადგენდა გლეხური რუსული თემური სოციალიზმის პარტიას, რომელიც თავისი ფესვებით მიდიოდა სლავიანოფილებთან და გერცენთან.
მიწის შესახებ საკითხის ესერულ გადაწყვეტას საფუძვლად ედო გლეხური წარმოდგენები სოციალური სამართლიანობის თაობაზე. ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს. სამართლიანია მხოლოდ ის საკუთრება, რომელიც გამომუშავებულია სკუთარი ხელებით. კერძო საკუთრება, ბატონთა საკუთრება ითვლებოდა ნაშოვნად უპატიოსნო შრომით. მდიდარ ადამიანებს გლეხები უყურებდნენ როგორც პლუტოკრატებს, სპეკულიანტებს.
თითოეული სოფლის მიწა ეკუთვნის მთელ ქვეყანას. ქვეყანა გლეხური წარმოდგენით _ ეს არის თემი (община), საეკლესიო მრევლი, თემი (волость). საერო შეკრება (мирская сходка) _ არის უმაღლესი ორგანო. მიწის საკითხის ამ სამართლიან გლეხურ და ესერულ გადაწყვეტას საფუძვლად ედო წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ ეს შკრება თავად გაანაწილებს მიწას და თითოეული მიიღებს იმდენ მიწას, რამდენი მჭამელიც არის ოჯახში. ხოლო თუკი ვინმეს უფრო მეტი მიწა აქვს, მას უნდა ჩამოეჭრას. ეს ვრცელდებოდა არა მხოლოდ ბატონზე, რომელსაც ჰქონდა 2 ათას დესიატინამდე მიწა, არამედ შეძლებულ გლეხზეც. მათ ასევ უწოდებდნენ კიდეც კულაკებსა და ქვეყნისმჭამელებს.
ესერებმა გამოაქვეყნეს პროგრამა გაზეთებში იმის მითითებით, რომ ეს პროგრამა შედგენილია 342 საერო შეკრების გლეხური განაჩენების საფუძველზე. მათ მიიღეს საერო შკრებების გადაწყვეტილებები, მოხადინეს მათი რედაქტირება, გადმოსცეს, ლენინმა კი ეს ესერული საგლეხო პროგრამა აქცია თავისი სახელგანთქმული „მიწის შესახებ დეკრეტის“ საფუძვლად. დეკრეტი მეფის, მემამულეთა, საეკლესიო და სამონასტრო მიწებს გადასცემდა მიწის კომიტეტებისა და სამაზრო საბჭოების განკარგულებაში. მიწა ცხადდებოდა საერთო სახალხო ქონებად. საგლეხო პროგრამის ასპექტებს არცთუ ბევრი რამ საერთო აქვს ლ. ნ. ტოლსტოის შეხედულებებთან, ასევე ახლოსაა ქრისტიანულ მსოფლგაგებასთან.
შეიძლება თუ არა, ზოგადად, მიწა იყოს კერძო საკუთრება? თეორიულად, მიწა არ შეიძლება იყოს კერძო საკუთრება, ისევე როგორც ჰაერი და წყალი, იმიტომ რომ მიწა საჭიროა არა მხოლოდ სამრეწველო ნაკეთობების, პროდუქტების წარმოებისთვის. მიწა წარმოადგენს ცხოვრების პირობას. ეს არ არის ადამიანის საქმიანობის პროდუქტი. იგი ჩვენ ნაბოძები გვაქვს ღვთისგან. და დიდი ტოლსტოი ამას აღიარებდა. როდესაც მიწა წარმოადგენს ექსპლუატაციის ობიექტს, ეს იწვევს მის გადაქცევას უდაბნოდ. მიწისადმი არასწორი დამოკიდებულების გამო წარმოიქმნება ეკოლოგიური კრიზისის მუქარა, რომელსაც მოვყავართ მსოფლიო კატასტროფისკენ. ყრილობის მიერ დამტკიცებული ლენინის ყველა დეკრეტიდან დეკრეტი მიწის შესახებ იყო ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სტრატეგიულ პლანში, კაცობრიობის მომავლის პლანში.
დეკრეტი მშვიდობის შესახებ სთავაზობდა ყველა მეომარ ქვეყანას დაედოთ ზავი სამი თვის ვადით და დაესრულებინათ მოლაპარაკებები მშვიდობის თაობაზე ანექსიისა და კონტრიბუციის გარეშე.
ოქტომბრის რევოლუცია _ ყველაზე უფრო უსისხლოა ყველა დიდ რევოლუციას შორის: ზამთრის სასახლის იერიშმა, დედაქალაქში ძალაუფლების ხელში აღებამ, მთავრობის შექმნამ, ბოლშევიკური ერთპარტიული მთავრობის დამტკიცებამ ჩაიარა დიდი დანაკარგების გარეშე. ცნობა ამ გადატრიალების თაობაზე ყველგან არ ყოფილა მოწონებული ხალხის მიერ და არც მიღებული წინააღმდეგობის გარეშე. ეს ლენინი ამბობდა: „საბჭოთა ხელისუფლების ტრიუმფალური მსვლელობა“. და ეს ლოზუნგი მტიცედ შევიდა ლიტერატურაში.
რა თქმა უნდა, „გამარჯვებულებს არ ასამართლებენ“. ისტორიის მსხვილი მასშტაბით ლენინი _ ტრიუმფატორია, მაგრამ ეს ტრიუმფი მისთვის არ ყოფილა უსისხლო. უწინარეს ყოვლისა, ეს შეეხება მოსკოვს. რუსეთში მოიძებნა ძალები, რომლებიც არ დაეთანხმენ და გამოწვევა ესროლეს ძალაუფლების გადასვლას ერთი პარტიის ხელში. ესენი იყვნენ იგივე მენშევიკები და ესერები. ზოგიერთმა პროფკავშირულმა მუშათა ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ ყველა საბჭოთა პარტიის წარმომადგენლებისგან და თავისი აზრი შეატყობინა ლენინს.
განსაკუთრებულად დიდი შთაბეჭდილება საზოგადოებაზე, მუშებსა და ინტელიგენციაზე მოახდინა „ვიკჟელის“ (სარკინიგზო ტრანსპორტის მუშებისა და მოსამსახურეების სრულიად რუსეთის კომიტეტის) პოზიციამ. როგორც ცნობილია, რკინიგზები _ ეს არის ეკონომიკისა და სახალხო მეურნეობის სისხლის გამტარი ძარღვები. გადაზიდვების ძირითადი მასა ხორციელდებოდა რკინიგზებით. საჰაერო ტრანსპორტი მაშინ არ ყოფილა, გზატკეცილები თითქმის არ ყოფილა, საჭაპანე ტრანსპორტს კი ჰქონდა ადგილობრივი მნიშვნელობა.
„ვიკჟელმა“ განაცხადა, რომ აცხადებს საყოველთაო გაფიცვას. რკინიგზები ჩერდება, სანამ მოთხოვნები კოალიციური მთავრობის შექმნის თაობაზე, ნამდვილად საბჭოთასი, და არა ბოლშევიკურისა, არ იქნება რეალიზებული. „ვიკჟელს“ მხარი დაუჭირეს ესერებმა, მენშევიკებმა, სხვა პროფკავშირებმა. ემყარება რა რკინიგზელთა ამ პოზიციას, სრულიად რუსეთის საბჭოების II ყრილობის მიერ არჩეული ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი, რომელშიც სჭარბობდნენ ბოლშევიკები, საბჭოების სრულიად რუსეთის ახალი ხელმძღვანელობა კამენევის მეთაურობით, ღებულობს გადაწყვეტილებას კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობის შესახებ, რათა შეწდეს სამოქალაქო ომი.
თუკი პეტერბურგში ხელისუფლების ხელჩი ჩაგდებამ მშვიდად ჩაიარა, მოსკოვში გაიშალა სამოქალაქო ომი. იუნკრებმა დაიპყრეს კრემლი. ბოლშევიკური ჯარები აწარმოებდნენ კრემლისა და დედაქალაქის ცენტრალური ქუჩების ალყას, რომლებიც იმყოფებოდა დროებითი მთავრობისადმი ერთგული ჯარების დაცვის ქვეშ. ნოემბერში კრემლში დაიწყო მოქმედება საეკლესიო კრებამ, რომელიც განიხილავდა პატრიარქობის აღდგენისა და საეკლესიო მრევლების თვითმმართველობის პრობლემებს.
ცნობამ მოსკოვში მიმდინარე მოვლენების თაობაზე გააოგნა და შეარყია მთელი ქვეყანა. თვით ლენინური სახკომსაბჭოს წევრების კი აღელვებულნი იყვნენ. ლუნაჩარსკის, განათლების მინისტრს, არ შეეძლო მშვიდად იმის ყურება, თუ როგორ იღუპება ისტორიული რელიქვიები. ლენინს გადასცეს სცაკ-ის (სრულიად რუსეთის საბჭოების ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის _ ВЦИК), ყრილობის მიერ არჩეული სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს გადაწყვეტილება. ლენინური სახკომსაბჭოსა და პარტიის ცენტრალური კომიტეტის (ცკ) წევრების უმრავლესობა გამოთქვამდა დამოკიდებულებას სცაკ-ის გადაწყვეტილების მომხრედ კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ. ბოლშევიკები კამენევის მეთაურობით დაჟინებით მოითხოვდნენ მის დაუყოვნებლივ განხორციელებას. სახკომსაბჭოს შემადგენლობაში ლენინისა და ტროცკის შენარჩუნებაზე არ ლაპარაკობდნენ. უკვე დაიწყეს მათში ეჭვის შეტანა იმაზე, რომ ისინი ანგარიშს არ უწევენ საერთო სახალხო ინტერესებს.
პეტერბურგის სამხედრო ქარხნების (პუტილოვისა, იჟორისა, ობუხოვისა) მუშები ღებულობენ რეზოლუციებს საბჭოთა მთავრობის შექმნის შესახებ. გამოთქვამენ მოსაზრებებს, რომ კერენსკი, ლენინი და ტროცკი ჩამოცილებულნი უნდა იქნან ხელისუფლებისგან, და გამოყვანილნი სახკომსაბჭოდან, იმიტომ რომ ისინი არიან სამოქალაქო ომის მომხრეები.
პარტიის ცკ-ში წარმოიქმნა დაძაბული სიტუაცია. საკითხს განიხილავდნენ რამდენიმე დღის განმავლობაში. თავიდან ლენინი აღმოჩნდა უმცირესობაში. შვიდი ხმით ექვსის წინააღმდეგ გამოვიდნენ კამენევი, ზინოვიევი, ლუნაჩარსკი, რიკოვი, ნოგინი და სტალინი. ამ ეტაპზე გადაწყვეტილ იქნა შეექმნათ კოალიციური მთავრობა მასში ლენინისა და ტროცკის პირდაპირი მონაწილეობის გარეშე. სხდომაზე უნდოდათ ცკ-ის პერსონალური შემადგენლობის შესახებ საკითხის გადადება. ლენინი აღმოჩნდა უმცირესობაში და გამოვიდა ასეთი გადაწყვეტილების წინააღმდეგ. გამოაცხადეს შესვენება.
ტრიუმფატორები დაიბნენ. მაგრამ ლენინი არ განიცდიდა არანაირ შეცბუნებას. იგი გავიდა სხვა ოთახში, მიუჯდა ტელეგრაფის აპარატს, გამოიძახა კრონშტადტი, ცენტრობალტი, დიბენკო და მისცა დირექტივა: „დაუყოვნებლივ გამოგზავნეთ პეტერბურგში შეიარაღებული მეზღვაურები“. ცკ-ის წევრებმა შესთავაზეს ლენინს განმეორებით ემსჯელათ საკითხზე. ლენინმა შეწყვიტა დეპეშების გაგზავნა მიმართვით რევოლუციური მასებისადმი. ულტიმატუმმა იმოქმედა. ლენინი აღმოჩნდა უმრავლესობაში. შვიდი ადამიანი გამოვიდა ლენინის მომხრედ, ექვსი კი _ წინააღმდეგ.
სცაკ-ის ამ სხდომის დოკუმენტი არ ყოფილა გამოქვეყნებული ცკ-ის ოქმებისა და გადაწყვეტილებების კრებულში, რომლებსაც აქვეყნებდნენ როგორც სასწავლო დამხმარე სახელმძღვანელოებს. ომის შემდეგ დაბეჭდილ იქნა მოკლე ცნობები სხდომის სტენოგრაფიული ჩანაწერიდან. ოქმის გამოქვეყნება ითვლებოდა შეუძლებლად, რადგანაც გადამწყვეტი როლი ამ სხდომაზე ითამაშა ტროცკიმ, რომელიც შემდეგ გამოცხადებულ იქნა მტრად და მოღალატედ. ლენინი გამოდიოდა სოლიდარულად ტროცკისთან, ეუბნსებოდა მას: „შენ, ლიოვუშკა _ ნამდვილი ბოლშევიკი ხარ, ესენი კი _ რევოლუციის შტრეიკბრეხერები არიან“.
ტროცკიმ თავის მემუარებში აღნიშნულ ოქმს უწოდა „დაკარგული სიგელი“. სცაკ-ის წევრებს სურდათ თავიდან აეცილებინათ სამოქალაქო ომის საშიშროება. არ შეიძლებოდა ხელისუფლების ძალით ხელში ჭერა. „ხელისუფლებას არ შეუძლია იჯდეს ხიშტებზე“. ტროცკი პასუხობდა: „ხიშტებზე არ შეუძლია, ხოლო ხიშტების დახმარებით კი იჯდება“. სამოქალაქო ომის მუქარა მას არ აცბუნებდა. იგი თვლიდა, რომ „რუსი ხალხი _ ისტორიის ნეხვია“. თუკი ბოლშევიკებმა ბრძოლა დაიწყეს მსოფლიო კაპიტალთან, ისინი უნდა აგრძელებდნენ მსოფლიო რევოლუციის ინტერესების გატარებას, და არ მიდიოდნენ მთარობაში ესრებთან და მენშევიკებთან ერთად. ტროცკი მათ უწოდებდა „კაპიტალის მიერ დაქირავებულებს“. საერთო ენა ამ „მუშათა კლასის გამყიდველებთან“ არ შეიძლებოდა ჰქონოდათ.
დასრულდა იმით, რომ ლენინმა უმცირესობა გამოაცხადა მოღალატეებად. ისინი გავიდნენ სახკომსაბჭოს შემადგენლობიდან და თავიდან მოიხსნენ მინისტრების უფლებამოსილებანი. ლენინმა კამენევის ნაცვლად სცაკ-ის თავმჯდომარედ დანიშნა იაკ. მ. სვერდლოვი, რომელიც ამავდროულად იყო პარტიის ცკ-ის მდივანი საორგანიზაციო საკითხებში. ლევ დავითის-ძე ტროცკიმ შეინარჩუნა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი.
მთავრობა ატარებდა იმ პოლიტიკას, რომელსაც განსაზღვრავდა ლენინი. ჩამოყალიბდა ხელისუფლების შემდეგი სისტემა: სახკომსაბჭო, სცაკ-ი _ საბჭოების ცენტრალური ორგანო და სახელმწიფოს კოლექტიური მეთაური. სცაკ-ის თავმჯდომარე წარმოადგენდა პირველ პირს სახელმწიფოში. მაგრამ გადაწყვეტილებას ღებულობდა ლენინი და მისი უახლოესი თანამებრძოლების წრე. გადაწყვეტილებებს აფორმებდნენ როგორც სახკომსაბჭოს დეკრეტებს და ამტკიცებდნენ სცაკ-ის სხდომებზე, ე. ი. ღებულობდნენ სახელმწიფოებრივ სანქციას.
ხელისუფლების გაორება წარმოიქმნა ჯერ კიდევ ოქტომბრის საომარი მოქმედებების პერიოდში. იურიდიულად საბჭოთა ხელისუფლება იყო მშრომელთა ხელისუფლება. რუსეთის პირველ კონსტიტუციაში, მშრომელთა უფლებების დეკლარაციაში ჩაწერილი იყო: „ძალაუფლების მთელი სისრულე რუსეთში ეკუთვნის მშრომელ მასებს მშრომელთა დეპუტატების საბჭოების სახით“.
საბჭოები ყველა დონეზე ირჩევდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს. ეს შესაძლოა ყოფილიყო სოფლის საბჭო. დაბის საბჭო, ქალაქის საბჭო და ა. შ. _ ხელისუფლების მთელი სტრუქტურა იქმნებოდა არჩევითობის საწყისზე. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში იყო _ ხალხის მმართველობა, და არა დიქტატურა. მაგრამ გადაწყვეტილებებს, რომელთა მიხედვითაც ცხოვრობდა ქვეყანა, ღებულობდა პარტიის ხელმძღვანელობა, მისი ბელადი.
ყოფილ გაბატონებულ კლასებს წართმეული ჰქონდათ მთელი სამოქალაქო უფლებები და ვერ მონაწილეობდნენ არჩევნებში. მათ ასევე უწოდებდნენ „ჩამორთმეულებს“ («лишенцы»). ჩამორთმეულთა შვილებს არ ღებულობდნენ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, სახელმწიფო სამსახურში. პასუხს ერტპარტიული დიქტატურის დამყარებაზე წარმოადგენდა სამოქალაქო ომი, რომელმაც იფეთქა მთელს რუსეთში.
თ ა ვ ი II
გაგრძელება. ნაწილი 1.
სახალხო კომისართა საბჭო ლენინის მეთაურობით, რომელიც შეიქმნა საბჭოების მეორე ყრილობაზე, მალევე ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, არ ყოფილა, საკუთრივ, საბჭოთა მთავრობა აზრის მეცნიერული, ზუსტი გაგებით, იმიტომ, რომ ამ მთავრობაში არ მონაწილეობდა ორი საბჭოთა პარტია _ ესერებისა და მენშევიკების, რომლებიც შედიოდნენ საბჭოების შემადგენლობაში, მაგრამ დაგმეს ბოლშევიკების მიერ ხელისუფლების მიტაცება და უარი თქვეს მათთან თანამშრომლობაზე. ეს იყო ბოლშევიკების ერთპარტიული დიქტატურა ლენინისა და ტროცკის მეთაურობით. ერთი პარტიის ერთპიროვნული დიქტატურისკენ ამ მისწრაფებაში, საკუთრივ რომ ვთქვათ, არის ჩადებული ოქტომბრის გადატრიალებისა და თითქმის მთელი საუკუნოვანი ისტორიის ტრაგედიის ფესვები. იმიტომ რომ, თუკი შესრულებული იქნებოდა ჯარისკაცთა და მუშურ-გლეხური დეპუტატების სრულიად რუსეთის საბჭოს გადაწყვეტილებები, მაშინ შეიქმნებოდა კოალიციური მთავრობა ყველა საბჭოთა პარტიის წარმომადგენლებისგან. ასეთი მთავრობა გამოხატავდა მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ნებას, რაც გამორიცხავდა სამოქალაქო ომის, შინაგანი სისხლიანი გარჩევების შესაძლებლობას. ფაქტიურად, გამოვიდა პირიქით. ამასთან, თვით ბოლშევიკური ხელმძღვანელობის უმრავლესობამაც კი გააფრთხილა ლენინი, რომ არ შეიძლება მხოლოდ ხიშტებზე ხელისუფლების შენარჩუნება, რომ საჭიროა კომპრომისზე, სხვა საბჭოთა სოციალისტურ პარტიებთან კავშირზე წასვლა. მაგრამ ტროცკიმ ცინიკურად განაცხადა: „ხიშტებზე გაჩერება არ შეიძლება, ხიშტების დახმარებით კი _ შეიძლება“. ფაქტიურად, ამით იწყება სამოქალაქო ომი, იმიტომ რომ უკვე ბოლშევიკების მიერ მოსკოვში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას თან ახლდა სისხლიანი ბრძოლები, რომლებიც გრძელდებოდა მთელ კვირას. ამოქმედებულ იქნა არტილერია, ცეცხლს უშენდნენ კრემლს.
1. რამ მისცა საშუალება ბოლშევიკებს შენარჩუნებინათ ძალაუფლება
ახლა დგება საკითხი, თუ რაზე ემყარებოდნენ ბოლშევიკები _ ერთადერთი პარტია, რომელმაც საკუთარი თავი დაუპირისპირა ყველა სხვას? რატომ არ შეეძლო ანტიბოლშევიკურ ოპოზიციას _ კადეტებიდან მენშევიკებამდე (მონარქისტებზე მე არ ვლაპარაკობ) ან გაეყო ხელისუფლება ბოლშევიკებთან ერთად, ან კიდევ ჩამოეშორებინა ისინი ხელისუფლებისგან? ძალთა განალაგება იცვლებოდა. ბოლშევიკები თავიანთ მოწინააღმდეგეებს ურტყამდნენ თითო-თითოდ _ ძველი პრინციპის მიხედვით, რომელიც ჩამოაყალიბეს ჯერ კიდევ რომაელმა კეისრებმა: „დაყავი _ და იბატონე“. თავიდან მათ მიიტაცეს ხელისუფლება, გამოიყენეს მოლაპარაკებები იმისთვის, რათა განემტკიცებინათ იგი, მოეგოთ დრო და ჩაეთესათ უთანხმოებები თავიანთ მოწინააღმდეგეებს შორის. მათ პირველად აკრძალეს კადეტთა პარტია. მენშევიკებთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. იყენებდნენ რა იმ გარემოებას, რომ ესერები გაიხლიჩნენ მემარცხენეებად და მემარჯვენეებად (პირველები ახლოს იყვნენ ბოლშევიკებთან და ოქტომბრის გადატრიალებაშიც კი მონაწილეობდნენ), ბოლშევიკებმა გარკვეული დროით სახკომსაბჭოს შემადგენლობაში შეუშვეს მემარცხენე ესერული პარტიის წარმომადგენლები.
რატომ ეკეკლუცებოდნენ ბოლშევიკები ესერებს? ესერული პროგრამა _ მიწის პროგრამა _ სარგებლობდა უზარმაზარი პოპულარობით. ბოლშევიკებმა იგი მიითვისეს, გამოაქვეყნეს „დეკრეტი მიწის შესახებ“, და სწორედ ამით თავიანთ მხარეზე მიიზიდეს გლეხთა ინტერესები და თქვეს. „ძარცვე ნაძარცვი! დაიწყეთ მიწის გადანაწილება თითოეულ სოფელში“. სანამ გლეხები დაკავებული იყვნენ მიწის გადანაწილებით, ბოლშევიკებმა მიიღეს მანევრის თავისუფლება. ქალაქებში, დედაქალაქში ისინი აკეთებდნენ იმას, რაც სურდათ. კადეტებთან ასე მოქცევა არ შეიძლებოდა. დამფუძნებელ კრებაში არჩევნებზე (ეს არჩევნები გამოაცხადა დროებითმა მთავრობამ, და არა ბოლშევიკებმა, არჩევნების შემდეგ მაშინვე უნდა ჩატარებულიყო დამფუძნებელი კრება, რომელიც გადაწყვეტდა კიდეც საკითხს ძალაუფლების შესახებ) კადეტებმა დაიკავეს მეორე ადგილი ქალაქებში ბოლშევიკების შემდეგ. პირველ ადგილზე დედაქალაქსა და სხვა მსხვილ ქალაქებში მიდიოდნენ ბოლშევიკები, მაგრამ კადეტები იყვნენ გავლენის მიხედვით მეორე პარტია. მათ ჰქონდათ დიდი მხარდაჭერა ხალხში საზოგადოების განათლებული ფენების მხრიდან. არცთუ ამაოდ ამ პარტიას უწოდებდნენ პროფესორებისას. მთელი განათლებული ელიტა მიჰყვებოდა კადეტებს. მათ მიჰყვებოდა აგრეთვე მუშების რაღაც ნაწილი. მოსამსახურეები და ბევრი განათლებული მუშა თანაუგრძნობდნენ კადეტებს და ხმა მისცეს მათ, იმიტომ რომ კადეტთა პარტია იყო არაერთგვაროვანი. მემარცხენე კადეტები იდგნენ სოციალიზმის პლატფორმაზე, თავიანთი შეხედულებების მიხედვით ახლოს იყვნენ მენშევიკებთან და ესერებთან. ამიტომ მათი პარტია სარგებლობდა დიდი გავლენით და მასობრივ შეგნებაში ბოლშევიკებს ედავებოდა ჰეგემონიას. მას შეეძლო ზემოქმედება მოეხდინა ადამიანთა გონებაზე. საკუთრივ, ბოლშევიკების მთავარ იდეოლოგიურ მოწინააღმდეგედ ოქტომბრის გადატრიალების დროს და მის შემდეგ იქცა კადეტთა პარტია. და მათ იგი აკრძალეს, იმიტომ რომ არგუმენტები ამ გონებრივი, განათლებული ოპოზიციის გასანადგურებლად ბოლშევიკებს არ ჰქონიათ. მათ აკრძალეს კადეტები, გამოაცხადეს ისინი კონტრრევოლუციონერებად. აქედან წამოვიდა კიდეც კადეტ-კონტრრევოლუციონერი. და შემდეგ, მთელი სამოქალაქო ომისა და მთელი საბჭოთა ისტორიის მანძილზე, სიტყვა კადეტი წარმოადგენდა საგინებელ მეტსახელს. ამასთან არის დაკავშირებული კეკლუცობა ესერებთან და მენშევიკებთან. გარკვეულ დრომდე ბოლშევიკები ანგარიშს უწევენ მათ, თამაშობენ წინააღმდეგობებზე, მაგრამ ხედავენ და ითვალისწინებენ იმასაც, რომ ამ პარტიებს მიჰყვება ჯარისკაცების, მუშებისა და გლეხების ნაწილი. და თვით დედაქალაქშიც, პიტერშიც კი, მენშევიკებს ჰქონდათ გავლენა ზოგიერთ პოლკზე. კერძოდ, სემიონოვსკის, პრეობრაჟენსკის, იზმაილოვსკის _ ამ ძველ გვარდიულ პოლკებზე, ეს არის რუსული გვარდიის პეტრესეული ბრიგადა. თუმცა კი მათი შემადგენლობა ძალზედ შეიცვალა, მაგრამ რაღაც ტრადიციები მაინც შენარჩუნდა. და ამ პოლკებმა განაცხადეს, რომ ისინი იდგებიან დამფუძნებელი კრების (დკ – Учредительное Собрание - УС) დაცვის პოზიციაზე, რომ ისინი თვლიან, რომ დკ გადაწყვეტს საკითხს ხელისუფლების შესახებ. ისინი ამ აზრით მიჰყვებოდნენ ესერებსა და მენშევიკებს. რა თქმა უნდა, ბოლშევიკებს ამისთვის ანგარიში უნდა გაეწიათ. მაგრამ, ბოლშევიკებს გადააქვთ დკ-ის მოწვევა ერთნახევარი თვით _ ნოემბრის ბოლოდან იანვრის დასაწყისში, იყენებენ რა მთელ დეკემბერს ძალების გადაჯგუფებისთვის. აქ ვლინდება, რომ ბოლშევიკების მოწინააღმდეგენი ღიად არ შედიან მათთან ბრძოლაში, არ ცდილობენ მათ ჩამოცილებას ხლისუფლებისგან. ბოლშევიკების ზოგიერთი მოწინააღმდეგე ესერებისა და კადეტების რიცხვიდან, თითქოსდა ჭკვიანი ადამიანები, ამბობდა: „აი, დკ შეიკრიბება, და საკითხს გადაწყვეტს, და მოლშევიკები ჩამოცილებული იქნებიან ხელისუფლებისგან მშვიდობიანი გზით. ისინი მდგომარეობას ინარჩუნებენ მოტყუების გზით. ეს ტყუილი მხილებული იქნება. მათ მასების მხარდაჭერა არა აქვთ. აი უკვე არმია, და მუშების ნაწილიც უნდობლობას უცხადებენ. რატომ ვებრძოლოთ მათ ღიად? ჰო, ხელისუფლება მიიტაცეს. მაგრამ ჩვენ ხომ არ მოვითხოვთ სისხლიანი ძალადობის გამოყენებას და არ დავემსგავსებით ბოლშევიკებს, რათა ჩამოვაშოროთ ისინი ხელისუფლებისგან. საკმარისია სისხლი!“ გარდა ამისა, ზოგიერთი მენშევიკი და ესერი ამბობდა: „ბოლშევიკები, მაინც _ სოციალისტები არიან, _ ე. ი. მოქმედებაში შედიოდა სოციალისტური სოლიდარობა, _ ხოლო თუკი ჩვენ მათ ახლა ჩამოვაშორებთ ხელისუფლებისგან, მაშინ ხელისუფლებაში მოვა ბურჟუაზია, და ხელისუფლებაში მოვლენ მონარქისტული მემარჯვენე ძალები. გამოვა კონტრრევოლუციის ზეიმი, ჩვენ დავკარგავთ რევოლუციის მონაპოვრებს. ამიტომ არ არის საჭირო მათთან ბრძოლა. დკ ყველაფერს გადაწყვეტს, და მშვიდობიანად ჩამოაშორებს ხელისუფლებისგან ბოლშევიკებს“. ეს გარემოება უნდა გვქონდეს მხედველობაში, როდესაც ვლაპარაკობთ იმის თაობაზე, თუ როგორ წარმოიქმნა ერთი პარტიის დიქტატურა და რატომ შეინარჩუნა მან ხელისუფლება სამოქალაქო ომის ამ ბედისმომტან დღეებში და შემდეგ კიდევ 70 წელიწადს ინარჩუნებდა მას.
არეულობის დღეებში, სულისკვეთების დაცემის, ორიენტირების დაკარგვის, ეროვნული სულიერი ძალების გატეხვის პერიოდში გამარჯვებას აღწევენ ყველაზე უფრო გაბედული, ყველაზე უფრო უბოდიშო (безпардонная), ცინიკური, მაგრამ კარგად ორგანიზებული, მიზანსწრაფული, თავიანთი მიზნისკენ ჯიქურ მიმავალი ძალები. ასეთი ძალა იყო ბოლშევიკური გვარდია, რომელიც შექმნა ლენინმა თავისი ნიმუშისა და მსგავსების მიხედვით. რა-რა, და ნებისყოფა კი ულიანოვს რკინისა ჰქონდა, ლოგიკა კოლოსალური, ორგანიზატორი იყო ჩინებული. ბელადის ეს თვისებები მან ნათლად გამოავლინა, და გადამწყვეტ მომენტებში ლენინი ტეხდა თვით თავისი თანამებრძოლების წინააღმდეგობასაც, თუ კი ისინი ავლენდნენ მერყეობას, გამოუცხადებდა რა მათ ულტიმატუმს. „მე თვითონ წავალ, თუკი თქვენ მე არ წამომყვებით“, _ და რაღა რჩებოდათ მათ? ისინი უკუისვრიდნენ ეჭვებს და მჭიდროდ ირაზმებოდნენ თავიანთი ილიჩის გარშემო. ანტიბოლშევიკურ ბანაკში კი ასეთი ბელადი არ აღმოჩნდა. მოლაყბეები ძალზედ ბევრნი იყვნენ, და თითოეული მათგანი სთავაზობდა თავის გზას, თუ როგორ წაეყვანათ რუსეთი „ნათელი მომავლისკენ“. მაგრამ ეს იყო სწორედ ლაყბობა, დემაგოგია, რომელიც არ იყო გამაგრებული გადამწყვეტი მოქმედებებით, ძლიერი ორგანიზაციით. ამას ჩვენ კარგად ვხდავთ დამფუძნებელი კრების მოწვევის მაგალითზე. ეს იყო მეორე ნაბიჯი, რომელმაც განამტკიცა ბოლშევიკების გამარჯვება ოქტომბრის გადატრიალების დროს. დამფუძნებელი კრების არჩევნები ჩატარდა ნოემბერში, გახსნა გადატანილ იქნა იანვრის დასაწყისში. ამ კრების გახსნისთვის მენშევიკებმა, ესერებმა და კადეტებმა რაღაც ორგანიზაციაც კი შექმნეს დკ-ის მხარდასაჭერად, მათ უკვე გამოცდილებით იცოდნენ, რომ საჭიროა მხარი დაუჭირონ დკ-ს მასობრივი გამოსვლებით. აწარმოებდნენ აგიტაციას პიტერის გარნიზონის პოლკებს შორის, და ზემოთ დასახელებულ ზოგიერთ პოლკში წარმატებასაც მიაღწიეს. პიტერის რიგი ქარხნების მუშები, რომლებსაც ისტორიაში ყოველთვის უწოდებენ ბოლშევიზმის საყრდენს: „პუტილოვის“, „იჟორის“, „ობუხოვის“ _ ხშირად ღებულობდნენ რეზოლუციას დკ-ის მხარდასაჭერად. ეს იყო იარაღის მწარმოებელი ქარხნები, პროლეტარიატი იქ იყო კარგად ორგანიზებული და საკმარისად განათლებული, შეიძლება ითქვას, მუშათა კლასის რჩეული ნაწილი. და პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ისეთი ადამიანები, რომლებიც მოგვიწოდებენ სამოქალაქო ომისკენ, სისხლისღვრისკენ _ მხედველობაში ჰყავდათ კერენსკი, ტროცკი, ლენინი _ უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებისგანო. აი როგორი იყო სიტუაცია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ფხიზელ ადამიანებს მიჰყვებოდა უდიდესი უმრავლესობა, მაგრამ ასეთი რყევები თვით მუშებისა და ჯარისკაცების გარემოშიც ვლინდებოდა. და, რა თქმა უნდა, ინტელიგენცია კლდედ იყო აღმართული დკ-ის მომხრედ. მაქსიმ გორკი თავის გაზეთში ასევე მოუწოდებდა დკ-ის მხარდაჭერისკენ. გორკის გარშემო ჯგუფდებოდა რუსული ინტელიგენციის ელიტა: მწერლები, ჟურნალისტები, არტისტები. როგორც უჩვენა დკ-ის არჩევნებმა, ძალთა თანაფარდობა ისეთი იყო, რომ მართლაც ანტიბოლშევიკური ოპოზიციის ეს გეგმები არ იყო აშენებული სილაზე. მათ ჰქონდათ საფუძველი, იმიტომ რომ რომელთაც უკვე ჰქონდათ ძალაუფლება (არჩევნებმა ჩაიარა მაშინვე ოქტომბრის აჯანყების შემდეგ), იქცნენ მმართველ პარტიად. მართალია, არჩევნების დროს მათ ჯერ კიდევ მთელი ქვეყნის მასშტაბებში ხელისუფლების ამ რესურსის მთელი ძალით ამოქმედება არ შეეძლოთ. მაგრამ მაინც მათ ჰქონდათ გამარჯვებული პარტიის ავტორიტეტი. მიუხედავად ამისა, მათ მოაგროვეს ხმების დაახლოებით მეოთხედი. და მათმა მოკავშირეებმა, მემარცხენე ესერებმა, რომლებიც ოქტომბრის გადატრიალების დროს ჩამოსცილდნენ თავიანთ პარტიას და ჯერ კიდევ არ ჰქონდათ საორგანიზაციო სტრუქტურები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოაგროვეს დაახლოებით 5%. საერთოდ, ბოლშევიკებსა და მათ მოკავშირეებს შესაძლო იყო იმედი ჰქონოდათ დკ-ის დეპუტატების დაახლოებით 30%-სა, ანუ 1/3-ზე ნაკლებისა. უმრავლესობა კი მოიპოვეს ესერებმა და მენშევიკებმა, განსაკუთრებით გასაოცარი იყო ესერთა პარტიის წარმატება მისი ლიდერის ვიქტორ ჩერნოვის მეთაურობით, რომელიც იყო მიწათმოქმედების მინისტრი კერენსკის მთავრობაში. ეს იყო _ ძველი ესერი. ესერთა პარტიას ჰქონდა სახელოვანი რევოლუციური ტრადიციები, თუკი ასეთებზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ. მაგრამ, ბევრი მუშისა და გლეხის თვალში, იგი იყო გლეხური სამართლიანობის განსახიერება. ეს იყო პარტია, რომელიც იცავდა გლეხურ იდეალებს, სოციალური სამართლიანობის გლეხურ გაგებებს (შეხედულებებს, წარმოდგენებს) თანასწორობის შესახებ, თავისუფლების შესახებ. და ამიტომ მათ მოიპოვეს ხმების 40%-ზე მეტი, მიუხედავად იმისა, რომ მემარცხენე ფრთა მათ ჩამოსცილდათ. ამან რა თქმა უნდა, მტკივნეულად დაარტყა პარტიას, და მაინც, მათი წარმატება კოლოსალური იყო. პლიუს კიდევ მენშევიკები, პლიუს სოციალისტები ეროვნული რაიონებიდან: უკრაინიდან, ბელორუსიიდან, ვოლგისპირეთიდან, რომლებიც ასევე იდგნენ ესერულ პოზიციებზე. იყვნენ უკრაინელი ესერები _ მათმა ლიდერმა პეტლიურამ შემდეგ სახელი გაითქვა სამოქალაქო ომის წლებში. ასე რომ, თუკი დავითვლით ამ მოკავშირეებთან ერთად _ მათ ჰქონდათ მანდატების უმრავლესობა, 50%-ზე მეტი, თითქმის 2/3-იც. ამასთან, მენშევიკებმა სართოდ არჩევნებზე განიცადეს დამარცხება, თუკი შევადარებთ მათ პოზიციას ბოლშევიკებთან. ოდესღაც, წარსულ წლებში, მენშევიკებს მიჰყვებოდა მუშების ნახევარზე მეტი, ხოლო დკ-ის დროს მათ სრულიად რუსეთის (ავტორს უწერია _ სრულიად საკავშირო _ ი. ხ.) მასშტაბით განიცადეს დამარცხება _ მოაგროვეს ხმების სულ რამდენიმე პროცენტი. მაგრამ ზოგიერთ რაიონში მათ ხმა მისცა ძალზედ ბევრმა მოსახლეობამ. საქართველოში მათ მიიღეს უმრავლესობა _ მენშევიზმი იყო ერთგვარი ქართული ეროვნული პარტია. ხოლო მენშევიკების ზოგიერთი ლიდერი იყო ქართველი: ჩხეიძე, ჟორდანია (ავტორს უწერია გარდანია _ ი. ხ.), წერეთელი. ამასთან მენშევიკების ზოგიერთი ლიდერის უკან, წარმოშობით ქართველებისა, იდგა დიდი ტრადიციები. წერეთელი იყო ქართველი თავადი, და მისი მამა იყო ახალი ქართული ლიტერატურის ერთერთი ფუძემდებელთაგანი. ბუნებრივია, რომ ასეთი ადამიანები ქართველებთან სარგებლობდნენ უზარმაზარი პოპულარობით, ისინი განასახიერებდნენ არა მხოლოდ ეროვნულ სამართლიანობას, არამედ საქართველოს საუკეთესო ეროვნულ ტრადიციებს. ამიტომ არაფერი არ არის გასაკვირი იმაში, რომ მათმა უმრავლესობამ ხმა მისცა მენშევიკებს (1). მენშევიკებს ხმა მისცა ასევე ურალის ძალზედ ბევრმა მუშამ. თითქოს და ურალი _ მრეწველობით განვითარებული რაიონია. ჩვეულებრივ, ლენინი ამბობდა, რომ ბოლშევიზმი _ ეს არის მსხვილი სამრეწველო პროლეტარიატის იდეოლოგია, მაგრამ ურალი იყო გამონაკლისი ამ მიმართებით. ურალის მუშები თავიანთი უმრავლესობით წაჰყვნენ მენშევიკებსა და ესერებს. ამისთვის არის მთელი რიგი მიზეზებისა. ერთერთი მიზეზთაგანი იმაშია, რომ ურალის მუშების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ ის მუშები, რომლებიც ჯერ კიდევ პეტრე პირველის დროიდან მთელი სოფლებით მიწერილი იყვნენ საბადოებზე, ქარხნებზე. მაგრამ ამ მუშებს ჰქონდათ თავიანთი კარმიდამო, ქოხი (хата), ბოსტანი, თავიანთი დამხმარე მეურნეობა და ცხოვრობდნენ საკმარისად შეძლებულად. ოჯახის წევრებიდან რომელიმე მუშაობდა ქარხანაში, დანარჩენები კი დაკავებული იყვნენ მებოსტნეობით, მებაღეობით, ვაჭრობდნენ, დაკავებული იყვნენ ხელოსნობით, აკეთებდნენ სხვადასხვანაირ ნაკეთობებს ოქროსგან, ძვირფასი ქვებისგან. სახელგანთქმულია ურალური მხატვრული ჩამოსხმა თუჯისგან, ფოლადისგან, ძვირფასი ლითონებისგან. ზოგადად, ეს იყო მუშათა კლასის განსაკუთრებული ნაწილი, და იგი იყო უფრო შეძლებული, უფრო განათლებული, უფრო მეტად იყო დაკავშირებული ეროვნული ცხოვრების ტრადიციებთან. ამიტომ ესერები და მენშევიკები მათთან პოულობდნენ საერთო ენას. ეს მეტად საინტერესო საკითხია.
მიდიოდა პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც გადადიოდა ღია ბრძოლაში: უკვე იღვრებოდა სისხლი, უკვე ლაპარაკობდა არტილერია. იმ დროის პოლიტიკური ბრძოლა _ ეს არის აბურდული გორგალი. არ შეიძლება გამარტივებულად გვესმოდეს ისეთი ცნებები, როგორებიცაა რევოლუცია, სამოქალაქო ომი, სოციალიზმი, კაპიტალიზმი, მონარქიის მომხრეები. არ შეიძლება წარმოვიდგენდეთ სიტუაციას ასე პრიმიტიულად: ლენინი ამბობს: „მომყევით, ვისაც სურს სოციალიზმი!“, ხოლო ვინმე სხვა ამბობს: „მომყევით, ვისაც სურს კაპიტალიზმი!“. არ შეიძლება წარმოვიდგენდეთ ისე, რომ კაპიტალიზმისა და სოციალიზმის მომხრეები გაიყვნენ ორ ბანაკად და მუშტებით დაერივნენ ერთმანეთს. ყველა სოციალურ რყევებში, სოციალურ რევოლუციებში, ჩვენ ვხედავთ, რომ ძველი წყობილების მხარეზე, რომელსაც ამხობენ, ანადგურებენ, რომელიც კონტრრევოლუციურია, ყოველთვის გამოდის მუშათა კლასის ნაწილი, გლეხობის ნაწილი, ინტელიგენციის, ხელოსნების ნაწილი მთელი რიგი გარემოებების ძალით. ურალის მუშების მაგალითზე ნაჩვენებია, რომ ამას ყოველთვის აქვს მიზეზები: სოციალური, ეკონომიკური, ცხოვრებისეული. და ჩვენ შემდეგში ვნახავთ, რომ ბოლშევიკების მხარეზე ასევე გამოდიოდა ძველი არმიის, ძველი სამეფო ოფიცერთა კორპუსის რაღაც ნაწილი, არისტოკრატების ნაწილიც კი, ქონების მქონე, შეძლებული კლასების რაღაც ნაწილი. ბოლშევიკები ამას ხსნიდნენ ასე: „ჩვენ მოგვყვება ის ინტელიგენცია, ის განათლებული ადამიანები, რომლებიც ამაღლდნენ ისტორიის მსვლელობის თეორიულ გაგებამდე. ისინი ხედავენ, რომ ჩვენს მხარეზეა მომავალი _ და ისინი გვიერთდებიან ჩვენ, როგორც მომავლის პარტიას, რომელიც აშენებს ახალ რუსეთს“. და რა თქმა უნდა, ყოველივე ეს აბნევდა ხალხს _ უცბად ვერ გაერკვევი, სად არიან მემარცხენეები, სად მემარჯვენეები, ვინ არის მათგან დემაგოგი, მატყუარა, და ვინ არის სიმართლის მთქმელი.
2. დამფუძნებელი კრების გარეკვა
იყო საკმარისად ღია სიცრუე. ვთქვათ, ბოლშევიკებს საკუთარი თავი გამოჰყავდათ პიტერის დამცველებად გერმანული მუქარისგან. ისინი ამბობდნენ, რომ დროებითი მთავრობა და მისი მომხრეები მზად არიან პეტროგრადი მისცენ გერმანელებს, რათა მათ აქ გასრისონ რევოლუცია. ეს იყო წმინდა წყლის სიცრუე. ქურდის თავზე ქუდი იწვისო. ბოლშევიკები თავად იყვნენ გერმანული გენშტაბის კმაყოფაზე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს დემაგოგია მოქმედებდა. კრძალავდნენ რა კადეტთა პარტიას, ისინი ასევე ყვიროდნენ, რომ კადეტები _ სამშობლოს მოღალატეები არიანო, დაქირავებულები, მსხვილი ბურჟუაზიის მსახურები, გლეხობის მტრები, მუშათა კლასის მტრებიო, თუმცა კი ეს ასე არ ყოფილა.
და აი, 5 იანვარს, ამ საგანგაშო ვითარებაში, იწვევენ დამფუძნებელ კრებას. ტავრიდის სასახლეში ჩამოდიან დეპუტატები რუსეთის ყველა მხრიდან. მაგრამ დკ-ის გახსნა იდება, ვინაიდან დილით ბოლშევიკებმა მოახდინეს ქალაქის წმენდა. ისინი იყვნენ ასეთი პოლიტიკური ავანტიურების ოსტატები. როდესაც პიტერის მოსახლეობის დემონსტრაცია დკ-ის მხარდასაჭერად, რომელშიც მონაწილეობდა ძელზედ ბევრი მუშა, ჯარისკაცი (მატროსებიც კი იყვნენ, მაგრამ მაინც სჭარბობდა განათლებული პუბლიკა, ინტელიგენცია), გამოვიდა ქუჩაში და დაიძრა ტავრიდის სასახლისკენ, წინასწარ დაყენებულმა ბოლშევიკურმა სამხედრო ნაწილებმა მათ გაუხსნეს ტყვიამფრქვევების ცეცხლი. დემონსტრაცია დახვრეტილ იქნა ტყვიამფრქვევებიდან. გორკი აღშფოთებული გამოდიოდა თავის გაზეთში «Новая жизнь» ამის გამო. პიტერელთა აღშფოთება საშინელი იყო, მაგრამ საქმე გაკეთებული იყო _ დემონსტრაცია დახვრიტეს. რამდენი ადამიანი დაიღუპა? ოფიციალური მონაცემები ასახელებს რამდენიმე ათეულ ადამიანს, მაგრამ ეს _ სიცრუეა. იქ, რა თქმა უნდა, დახვრიტეს ასეულობით ადამიანი. მაგრამ როგორ ესროდნენ ჩვენს „თეთრ სახლს“ 1993 წლის ოქტომბერში და ამბობენ, რომ იქ დაიღუპა სულ 170 ადამიანი, მთელ ღამეს კი ბარჟებით გამოჰქონდათ გვამები. ან როგორც დკაბრისტების აჯანყების შესახებ ითვლებოდა, რომ ქვემეხებიდან კარტეჩით დახვრეტის დროს დაიღუპა 100 ადამიანი, აღმოჩნდა კი _ დაახლოებით 2000 მსხვერპლი. მაგრამ ეს დამალეს დეკემბრის აჯანყების ჩახშობიდან თითქმის 100 წლის შემდეგ. ფაქტი რჩება ფაქტად, პიტერის მოსახლეობის გამოსვლა დკ-ის მხარდასაჭერად დახვრეტილ იქნა ტყვიამფრქვევებიდან. ამასთან, მანამდე ჯერ კიდევ ღამით მოახდინეს დაპატიმრებები იმ სამხედრო ნაწილებში, სადაც წონადი იყო დკ-ის მიმართ თანაგრძნობა. დაპატიმრებები იყო მოსახლეობის სხვა ფენებშიც. კადეტთა პარტია აკრძალული იყო, და ამიტომ დკ-ის ყველა მომხრეს აცხადებდნენ კადეტებად, რევოლუციის მტრებად და აპატიმრებდნენ. ჩატარებულ იქნა წმენდა (чистка), ანუ როგორც ახლა ამბობენ „ზაჩისტკა“. გარდა ამისა, იმ ნაწილებში, რომლებიც მზად იყვნენ მხარი დაეჭირათ დროებითი მთავრობისთვის, ბოლშევიკურად განწყობილმა ოფიცრებმა მწყობრიდან გამოიყვანეს ჯავშანტექნიკა, რომლებზედაც უნდა ემოძრავათ დემონსტრანტებს. ძალიან იმედოვნებდნენ იმაზე, რომ ჯავშანავტომობილების დივიზიონი წავა დემონსტრანტების კოლონის სათავეში, და დაიფარავს დემონსტრანტებს ტყვიამფრქვევების ცეცხლისგან. მაგრამ ყველა ეს ჯავშანავტომობილი ღამით მწყობრიდან იქნა გამოყვანილი. დემონსტრაცია წავიდა დაფარვის გარეშე, და დახვრეტილ იქნა.
და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩატარებულ იქნა ეს ზაჩისტკა, ტავრიდის სასახლეში მოდის ლენინი და ცხადდება სხდომების დაწყება. როდესაც ხდება დკ-ის თავმჯდომარის არჩევნები, ხმების უმრავლესობით ირჩევენ ვიქტორ ჩერნოვს, ესერთა პარტიის ლიდერს. იგი აცხადებს დკ-ის მუშაობას გახსნილად. ამ დროს ტრიბუნაზე იჭრება სვერდლოვი. იგი მაშინ იყო ცკ-ის მდივანი და სცაკ-ის (ВЦИК) თავმჯდომარე კამენევის ნაცვლად. რომელიც გადადგა სცაკ-ის თავმჯდომარის პოსტიდან, იმიტომ რომ არ ეთანხმებოდა ლენინს. სვერდლოვი, როგორც სრულიად რუსეთის საბჭოების აღმასრულებლი კომიტეტის თავმჯდომარე, იყო სახელმწიფოს მეთაური ლენინის გაგებით. იგი თავისთავად იყო სუსტი აღნაგობის ადამიანი, მაგრამ ხმა ჰქონდა ომახიანი, როგორც კარგ დიაკვანს. სვერდლოვი თვითნებურად ავიდა ტრიბუნაზე და განაცხადა, რომ შემოაქვს წინადადება იმის შესახებ, რათა დკ-მ მოიწონოს საბჭოთა ხელისუფლების ყველა დეკრეტი. მაგრამ, ბუნებრივია, რომ ბოლშევიკების წინადადება მიღებული არ ყოფილა. სვერდლოვმა დატოვა ტრიბუნა და ბოლშევიკები წავიდნენ სხდომიდან. ისინი არ წასულან ტავრიდის სასახლიდან, მაგრამ მათმა ფრაქციამ დატოვა სხდომათა დარბაზი და დაიწყო ფრაქციული თათბირი _ რა ვაკეთოთ? სხდომათა დარბაზში დარჩენილმა დეპუტატებმა და დელეგატებმა _ დკ-ის უმრავლესობამ საჩქარო წესით მიიღეს მთელი რიგი მნიშვნელოვანი კანონების და გადაწყვეტილებებისა. ჯერ ერთი, მათ გამოაცხადეს რუსეთი რესპუბლიკად. რუსეთი რესპუბლიკად გამოაცხადა ჯერ კიდევ კერენსკიმ, სექტემბერში კორნილოვის გამოსვლის ჩახშობის შემდეგ. მგრამ ეს იყო მთავრობის ადმინისტრაციული განკარგულება, ახლა კი დკ, რომელიც გამოხატავს ხალხის ნებას, აცხადებს რუსეთის რესპუბლიკას. საბჭოთა რუსეთის რესპუბლიკას. მეორეც, ისინი ღებულობენ თითქმის კამათის გარეშე „დეკრეტს მიწის შესახებ“, მიწა ცხადდება სახალხო მონაპოვრად. აქ, საკუთრივ რომ ვთქვათ, ისინი ღებულობენ კიდეც სახელმწიფო კანონის სახით ესერთა პროგრამას მიწის შესახებ, რომელიც აქამდე უკვე მიღებულ იქნა ბოლშევიკების მიერ. მაგრამ გლეხებმა მიწის განაწილება დაიწყეს ჯერ კიდევ ლენინური „მიწის შესახებ დეკრეტისა“ და დკ-ის დეკრეტის გამოცხადებამდეც. დკ-მ მხოლოდ მოახდინა იმის კონსტატირება, რაც სოფელში უკვე მოხდა და ხდებოდა. არანაირი სხვა გადაწყვტილების მიღება მათ არ შეეძლოთ, იმიტომ რომ მიწას გლეხები უკვე თავად ანაწილებდნენ ყველგან სამართლიანობის თავიანთი გაგების შესაბამისად. დაბოლოს, დკ ღებულობს გადაწყვეტილებას სამშვიდობო მოლაპარაკებების დაუყოვნებლად, გადაუდებლად დაწყების შესახებ, მიმართავს თავის მოკავშირეებსა და ყველა მეომარ მხარეს იმით, რომ საჭიროა დაუყოვნებლივ დაიდოს ზავი და დასხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან _ კმარა ომი, კმარა სისხლის ღვრა. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ეს გადაწყვეტილება იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ მათი ეფექტურობა მნიშვნელოვან ხარისხად უფასურდებოდა (და ეს შემდეგ ლენინის მიერ გამოყენებულ იქნა) იმით, რომ „დეკრეტი მშვიდობის შესახებ“ უკვე მიღებული იყო ლენინის მიერ ჯერ კიდევ ნოემბერში, გადატრიალების დროს, „დეკრეტი მიწის შესახებ“ ასევე უკვე მიღებული იყო, რუსეთი უკვე დე-ფაქტოდ იყო რესპუბლიკა.
შემდეგ დკ-ის გეგმებში იდგა საკითხი ახალი კონსტიტუციის მიღებისა და ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ დკ-ის უმრავლესობის საფუძველზე. ხელისუფლება დკ-ს უნდა ჩამოეყალიბებინა კოალიციურად, პარიტეტულ საწყისებზე, ამა თუ იმ პარტიის, ამა თუ იმ ფრაქციის წონის გათვალისწინებით, იმიტომ რომ მანდატების ამ განაწილების უკან იდგა რუსეთის ნება, რუსეთის ხალხის, რუსული საზოგადოების ძირითადი სოციალური ძალების ნება. სწორედ ამის დაშვება კი ბოლშევიკებს არ შეეძლოთ და არც უნდოდათ. სანამ სხდომების დიდ დარბაზში ჩერნოვის ხელმძღვანელობით ღებულობდნენ გადაწყვეტილებებს, საჩქაროდ, დიდი დებატების გარეშე (საკითხი ნათელი იყო, მაგრამ ამაზე წავიდა რამდნიმე საათი, მათ კი მუშაობა დაიწყეს შუადღისას), ამ დროს კულუარებში ლენინი და მემარცხენე ესერები ღებულობენ გადაწყვეტილებას, რომ დკ უნდა გარეკილ იქნას. გვიან საღამოს კი, შუაღამის მიტანებისას, ყარაულის უფროსი, რომელიც იცავდა ტავრიდის სასახლეს, ანარქისტი ჟელეზნიაკი გამოდის ტრიბუნაზე და ამბობს: „სხდომა წყდება, ყარაული დაიღალა, დატოვეთ სხდომათა დარბაზი“, _ ეს არის ისტორიული ფრაზა. დეპუტატები გამოისტუმრეს, სასახლის შენობა დალუქეს, დააყენეს შეიარაღებული დაცვა. როდესაც ლენინს მოახსენეს მომხდარის შესახებ, თუ როგორ მარჯვედ გაუსწორდა ჟელეზნიაკი „უჩრედილკას“ (რუს. უჩრედიტელნოე სობრანიე _ დამფუძნებელი კრება), ლენინი ახარხარდა, როგორ რევოლუციურად ლამაზად იქნა ეს გაკეთებულიო. მაგრამ შემდეგ, ახლობელი ადამიანები, რომლებიც მას თვალყურს ადევნებდნენ, ამბობდნენ, რომ ფაქტიურად ეს იყო ისტერიული სიცილი, ეს იყო „რევოლუციის ბელადის“ უზარმაზარი ნერვული დაძაბულობის განმუხტვა _ იგი მიდიოდა დანის პირზე. დემონსტრაციის დახვრეტაც, დკ-ის გარეკვაც, კამათებიც თავის კოლგებთან _ მას ეპასუხებოდნენ, ეუბნებოდნენ, რომ არ შეიძლება ამის გაკეთება. მაგრამ ახლა, როდესაც ყოველივე უკვე აღსრულდა, რუბიკონი გადალახულია, უკან სვლა აღარ არის _ აი ეს ისტერიული სიცილი, ეს განმუხტვა. ასე იქნა ლიკვიდირებული დამფუძნებელი კრება.
გაზეთებში მოთავსებული იქნა სცაკ-ის დეკრეტი, ხელმოწერილი სვერდლოვის მიერ. ამ ქაღალდიდან ჩანდა, რომ დკ გარეკილი იქნა, ვინაიდან იგი არ გამოხატავს ხალხის ნებას, მან უარი თქვა მიეღო საბჭოთა ხელისუფლების დეკრეტები, რომლებიც მიღებულ იქნა საბჭოების სრულიად რუსეთის მეორე ყრილობის მიერ, რომ საბჭოთა ხელისუფლება უფრო მეტად დემოკრატიულია, ვიდრე ბურჟუაზიული დემოკრატია დკ-ის სახით, ვინაიდან საბჭოები გამოხატავენ მშრომელთა ნებას, ხოლო მშრომელები კი შეადგენენ მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას.
დკ-ის გარეკვა იყო მეორე გადამწყვეტი ნაბიჯი ერთპარტიული დიქტატურის დამყარებისა და განმტკიცების გზაზე. კრების დელეგატებმა მენშევიკებმა და ესერებმა, ბუნებრივია, არ აღიარეს ლენინური დეკრეტი. ისინი გაემგზავრნენ ვოლგისპირეთში, სამარაში და იქ შექმნეს დამფუძნებელი კრების კომიტეტი (დკკომ – КомУС), რომელმაც თავისი თავი გამოაცხადა რუსეთის მთავრობად და დაიწყო არმიის ჩამოყალიბება ბოლშევიკებთან საბრძოლველად. შემდეგ იგი სამარადან გადავიდა ციმბირში, ომსკში. დკკომ-ის მიერ შექმნილ მთავრობას სათავეში ჩაუდგა ადმირალი კოლჩაკი, ცნობილი პოლარული მკვლევარი, ფლოტმთავარი, რომელიც სარდლობდა შავი ზღვის ფლოტს, გონმიუწვდომელი პირადი ვაჟკაცობის მქონე ადამიანი. მისი გმირობის შესახებ ლეგენდები დადიოდა. მან გამოიჩინა ვაჟკაცობა არქტიკის ყინულებშიცა და სარდლის პოსტზეც. ყვებოდნენ, რომ როდესაც აღსრულდა რევოლუცია, რევოლუციური მატროსები ავიდნენ მასთან კაპიტნის ხიდურაზე, სადაც იგი იდგა თავის შტაბთან ერთად, და მოითხოვეს, რათა მას ჩაებარებინა სარდლობა და მიეცა იარაღი. მან მოიხსნა ოქროს დაშნა, რომელიც მას აჩუქეს სამხედრო დამსახურებებისთვის, და გადააგდო ზღვაში, რითაც ხაზი გაუსვა იმას, რომ არ აღიარებს ამ რევოლუციურ ხელისუფლებას და არ სურს თავის შერცხვენა იარაღის ჩაბარებით. აი ეს ადამიანი ჩაუდგა სათავეში რუსეთის ციმბირულ დროებით მთავრობას, მიიღო რა რუსეთის უმაღლესი მმართველის ტიტული. ამ დროისთვის მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებმაც ყველას დაანახეს, რომ დკ-ის პროტესტი, დკკომ-ის შექმნა, რუსეთის მთავრობის შექმნა არ წარმოადგენს იზოლირებულ აქტს, რომ იგი რაღაც ხარისხით გამოხატავს რუსული საზოგადოების გარკვეული ფენების განწყობას. უწინარეს ყოვლისა, ოფიცერთა კორპუსის მნიშვნელოვანი ნაწილისა, და ეს კი 400 ათასი ადამიანია. ეს არის _ დონის, ყუბანის, ციმბირის, სემირეჩენსკის კაზაკობისა, და თვით ურალისა და ვოლგისპირეთის მუშათა კლასის ნაწილის განწყობისაც. გლწეხობა ამ დიდ შეჭიდებაში პირველ ხანებში არ მონაწილეობდა, იმიტომ რომ იგი დაიფანტა სოფლებში და წყვეტდა საკითხს მიწის შესახებ. რა თქმა უნდა, რჩებოდნენ კიდევ რაღაც დაუშლელი ნაწილებიც მეფის ძველი არმიისა. ხიშტის ქვეშ მაშინ იმყოფებოდა 10 მლნ.-ზე მეტი ადამიანი. ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო ფრონტზეც და ზურგშიც ცალკეული სამხედრო ნაწილები და პოლკები _ იგივე გლეხობა, მხოლოდ ფარაჯებში გამოწყობილი. და ჯარისკაცთა ამ პოლკებმა თავიანთი ანაბეჭდი დატოვეს მოვლენების მსვლელობაზე. მაგრამ გლეხების ძირითადი მასა სოფლებში აქტიურად არ მონაწილეობდა იმ ბრძოლებში, რომლებიც გაიშალა დედაქალაქებში, მსხვილ ქალაქებში და რკინიგზების გაყოლებით, იმიტომ რომ შეჯახებები ხდებოდა რკინიგზების გარშემო. წითელი გვარდია, რევოლუციური ჯარისკაცები, მატროსები ბოლშევიკების ბრძანებით მიემგზავრებიან კონტრრევოლუციის ჩასახშობად მოსკოვში, მიემგზავრებიან იაროსლავლში, დონზე, ვოლგისპირეთში. ხოლო დკკომ-ის რაზმები ასევე მოძრაობენ რკინიგზების გასწვრივ მათ შესახვედრად. და აი, ბრძოლა მიდის ქალაქების გარშემო, სარკინიგზო მაგისტრალების გარშემო. ხოლო გლეხებით დასახლებული სიღრმისეული რუსეთი ამაში ძალზედ სუსტად მონაწილეობდა. იგი დაკავებული იყო თავისი საკითხებით. გადამწყვეტ როლს პირველ ხანებში თამაშობდა კაზაკობისა და რუსული ოფიცერთა კორპუსის პოზიცია.
3. ბოლშევიკებმა თავიანთი თავი გამოიყვანეს სამშობლოს დამცველების როლში
მსხვილ მოვლენას, რომელმაც გაართულა სამოქალაქო ომი და გააძლიერა მისი ხანძარი, წარმოადგენდა ჩეხოსლოვაკელთა კორპუსის აჯანყება. ომის დროს, განსაკუთრებით ბრუსილოვის შეტევის დროს, ტყვედ ჩავარდა ავსტრია-უნგრეთის არმიის 500 ათასი ჯარისკაცი და ოფიცერი, რუსულ ტყვეობაში აღმოჩნდა ავსტრო-უნგრული მონარქიის ქვეშევრდომი ძალზედ ბევრი სლავი, განსაკუთრებით ძალზედ ბევრი იყო ჩეხოსლოვაკი, ამასთან იყო შემთხვევები, როდესაც ისინი ხელებს სწევდნენ და ტყვედ ნებდებოდნენ ათეულობითა და ასეულობით, იმიტომ რომ მათ არ სურდათ სლავების წინააღმდეგ ომი. სწორედ ამ ტყვეებისგან, ჩეხოსლოვაკელი მოღვაწეების ინიციატივით, კერძოდ, მასალეკისა, _ სახელგანთქმული პოლიტიკური მოღვაწისა (მოგვიანებით იგი გახდა ჩეხოსლოვაკური რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი), ომის წლებში ჩამოყალიბებულ იქნა ჩეხოსლოვალური კორპუსი _ დაახლოებით 50 ათასი ადამიანი შევიდა მასში. ესენი იყვნენ გამოცდილი ჯარისკაცები. რუსეთმა საფრანგეთისა და ინგლისის დახმარებით კარგად ჩააცვა მათ, მოამარაგა ყოველივე აუცილებლით, შეაიარაღა. ეს კორპუსი მზად იყო თავდასხმისთვის რუსული არმიის შემადგენლობაში, რომელიც იგეგმებოდა 1917 წლის გაზაფხულისთვის, მაგრამ მონარქიის დამხობამ და სხვა ქარიშხლიანმა მოვლენებმა რუსეთში გამოიწვიეს ის, რომ ჩეხისლოვაკური კორპუსი ფრონტზე არ წასულა. მეფის დამხობის შემდეგ, ხოლო მერე კი ოქტომბრის გადატრიალებისა და ბოლშევიკების მიერ გერმანელებთან ბრესტის ზავის დადების შემდეგ, გაისმა მოწოდება სამშვიდობო ხელშეკრულების დაუყოვნებლად დადებისკენ. რუსეთი გამოვიდა ომიდან, ხოლო ჩეხოსლოვაკური კორპუსი გადავიდა საფრანგეთის დაქვემდებარებაში და დაიწყო მოძრაობა საფრანგეთისკენ. მისი ევაკუირება მოიფიქრეს ვლადივოსტოკის გავლით. და ვოლგიდან, სადაც ის ადრე იყო დაბინავებული, ვლადივოსტოკამდე, მთელი ტრანსციმბირული მაგისტრალის გაყოლებით, გაიჭიმა ჩეხოსლოვაკური კორპუსის ეშელონები. და, როდესაც ბოლშევიკებმა მიიტაცეს ძალაუფლება, როდესაც წარმოიქმნა დკკომ-ი და მოუწოდა საბრძოლველად დემოკრატიისთვის ბოლშევიკების დიქტატურის წინააღმდეგ, ამან გამოხმაურება ჰპოვა ჩეხოსლოვაკებს შორისაც. გარდა ამისა, ტროცკიმ სახკომსაბჭოს სახელით გასცა ბრძანება იმის შესახებ, რომ ჩეხოსლოვაკური კორპუსი უნდა განაიარაღონ, და რომ ისინი რუსეთიდან უნდა გაემგზვრონ ვლადივოსტოკის გავლით, მაგრამ იარაღი უნდა ჩააბარონ. რეალური ძალები იმისთვის, რათა განეიარაღებინა 50-ათასიანი კორპუსი, საბჭოთა მთავრობას არ ჰყავდა. ძველი არმია გამოვიდა დაქვემდებარებიდან, გადარჩენილი პოლკების დაძვრა ჩეხოსლოვაკების წინააღმდეგ ვერ მოხერხდა. წითელი არმია ჯერ კიდევ არ არსებობს. მთლიანობაში, რეალური ძალა იმისთვის, რათა განეიარაღებინა ჩეხოსლოვაკები, საბჭოთა მთავრობას არ ჰქონდა, და ჩეხოსლოვაკები დადგნენ დკკომ-ის მხარეზე და შეადგინეს ანტისაბჭოთა შეიარაღებული ძალების ბირთვი, და მონაწილეობაც კი მიიღეს შეტევაში, რომლის ორგანიზებაც მოახდინა კოლჩაკმა, ციმბირის აღმოსავლეთიდან, ურალიდან ვოლგისპირეთზე, ყაზანზე, და შემდეგ _ პიტერისკენ. ჩეხებმა მონაწილეობა მიიღეს ამ შეტევაში. მაგრამ კიდევ უფრო მეტი დახმარება კოლჩაკს მათ აღმოუჩინეს იმით, რომ შეინარჩუნეს ტრანსციმბირული მაგისტრალი. მათი ეშელონები გაფანტული იყო ციმბირის ყველა ქალაქში რკინიგზის გაყოლებით, და მათი მხარდაჭერა კოლჩაკისთვის ძალზედ და ძალზედ არსებითი გახლდათ. სახელდობრ ამ მხარდაჭერის წყალობით კოლჩაკი გადავიდა შეტევაში და პირველ ხანებში წარმატებაც კი ჰქონდა.
აღმოსავლეთ ფრონტის _ ვოლგისპირეთისა და ციმბირის გარდა, მნიშვნელოვანი მოვლენები გაიშალა სამხრეთში. აქ გადამწყვეტი როლი ითამაშა გენერალმა ალექსეევმა. მას შემდეგ, რაც მან საბოლოოდ გაწყვიტა კერენსკისთან, და კერენსკიმ უარი თქვა მის გეგმაზე მოეხდინათ ოფიცრების მობილიზება დედაქალაქში, პიტერში, იმისთვის რათა, უკუეგდოთ ბოლშევიკები. ალექსეევი გაემგზავრა დონზე, მიიღო რა გადაწყვეტილება ჩამოეყალიბებინა დონზე მოხალისეთა არმია, რომლის საყრდენადაც უნდა გამხდარიყვნენ რუსი ოფიცრები და კაზაკობა. დონი, გარდა ამისა, საკმარისად მდიდარი რაიონია მატერიალური მიმართებით. იგი იმედოვნებდა რამდნიმე კვირის განმავლობაში, სულ ორი-სამი თვისა, შეექმნა შეიარაღებული არმია 40-50 ათასი ადამიანისგან, და თვლიდა, რომ კარგად განსწავლული და დისციპლინირებული კაზაკები და ოფიცრები შეადგენენ მთავარ მუშტს. ეს იქნება ისეთი მუშტი, რომელიც საშუალებას მისცემს მას დაუყოვნებლვ შეუტიოს მოსკოვსა და პეტერბურგზე და დაამხოს ბოლშევიკები. დონზე, ნოვოჩერკაზსკსა და როსტოვში, მან აღმართა აჯანყების დროშა ბოლშევიკების წინააღმდეგ, რადგანაც მას ჰქონდა საორგანიზაციო ძალა _ ოფიცერთა კავშირი, რომელსაც იგი ქმნიდა ჯერ კიდევ 1917 წლის გაზაფხულიდან. ამ კავშირის უჯრედები გაფანტული იყო ქალაქებში, ისინი არ იყვნენ მრავალრიცხოვანი, მაგრამ მიუხედავად ამისა იყვნენ მოხალისე ოფიცრების დაქირავების პუნქტები, და ისინივე უკეთებდნენ ორგანიზებას მათ არალეგალურ გადაყვანას დონზე, ალექსეევთან.
რატომ აირჩია ალექსეევმა დონი? იმიტომ, რომ კაზაკობამ არ დაიჭირა ღიად ანტისაბჭოთა პოზიცია, მაგრამ არც ბოლშევიკებს წაჰყოლია. სახკომსაბჭოს კაზაკებისთვის არაფრის მიცემა არ შეეძლო. „დეკრეტმა მიწის შესახებ“ იმოქმედა გლეხებზე, ბოლშევიკებს დიდი წარმატება ჰქონდათ რუს მუჟიკებს შორის, მაგრამ კაზაკობის მიტყუება ამ დეკრეტით შეუძლებელი იყო. კაზაკები კარგად იყვნენ უზრუნველყოფილი მიწით. ეს იყო რუსი ხალხის შედარებით პრივილეგირებული ნაწილი, რომელსაც ჰქონდა უზარმაზარი მიწები _ რუსეთის მთელი სამხრეთი, უნაყოფიერესი შავმიწიანი რაიონი. მათ ჰქონდათ მიწები, რომლებიც წარმოადგენდა მთელი კაზაკური მხედრობის საკუთრებას, კერძო საკუთრება მიწაზე კაზაკებს არ ჰქონიათ, მათთან მიწა იყო სრულიად კაზაკობის მონაპოვარი. ამიტომ როდესაც მიწა გამოაცხადეს სრულიად სახალხო მონაპოვრად, ამით მათ არაფერი მომატებიათ _ სხვა სიტყვები ითქვა მხოლოდ. თითოეულ კაზაკზე მოდიოდა მიწის დაახლოებით 30-40 დესიატინა, თითოეულ გლეხზე კი რუსულ სოფელში იყო 6-8 დესიატინა სახლის პატრონზე. კაზაკობას ჰქონდა უზარმაზარი სტეპები, სადაც სძოვდნენ ცხენთა რემები, ჰქონდა თავისი ცხენსაშენები, რათა ცხენები მიეწოდებინა კაზაკური არმიისთვის. ისინი ცხენებით ამარაგებდნენ არა მხოლოდ კაზაკთა ნაწილებს, არამედ მნიშვნელოვან წილად საერთოდ რუსულ კავალერიასაც. ღებულობდნენ შესაბამის შემოსავალსაც ხაზინაში, ყიდდნენ რა მშვენირ დონურ ბედაურებს. გარდა ამისა, მათ ჰქონდათ უზარმაზარი ტყეები, მინდვრები, თევზსაჭერები. იყო შეძლებული ნაწილი. და ალექსეევმა სწორად გაითვალა, რომ რუსული შეიარაღებული ძალების ეს ნაწილი წაჰყვება მას, დონზე მოხალისეთა არმიას ექნება საიმედო საყრდენი, და ამიტომ ზურგიც. მაგრამ ეს ანგარიში არც თუ მთლად ზუსტი აღმოჩნდა. კაზაკობა გაიხლიჩა. კაზაკობის ნაწილმა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ნაწილმა, ფრონტგამოვლილმა, რომელიც მონაწილეობდა ბრძოლებში, რწყილებს ჭყლეტდა სანგრებში, განიცადა ბოლშევიკური აგიტაციის გავლენა დაუყოვნებლივ მშიდობისთვის, ახალგაზრდა კაზაკები, რომლებიც ფრონტიდან ბრუნდებოდნენ, თავისებურად განმარტავდნენ საბჭოთა დეკრეტებს, და თვლიდნენ, რომ საბჭოთა ხელისუფლება _ ეს რაღაც ისეთივეა, რაც კაზაკთა თვითმმართველობა. კაზაკობის ეს გახლეჩა დაკავშირებულია პოკლოვნიკ მირონოვის სახელთან. ეს არის კაზაკი შუა დონიდან, გმირი მეომარი, მამაცი ოფიცერი, რომელმაც პოლკოვნიკის წოდებას მიაღწია _ პოლკის მეთაურისა. მონაწილეობას ღებულობდა იაპონიის ომში, გერმანელებთან ომში. ჰქონდა გიორგის ჯვრების სრული ბაფთი, გიორგის ჯვრებს კი ტყუილად არ აძლევდნენ. იგი სარგებლობდა უზარმაზარი ავტორიტეტით კაზაკებს შორის. მირონოვი ამტკიცებდა, რომ საჭიროა საერთო ენის გამონახვა ბოლშევიკებთან, იმიტომ რომ საბჭოთა ხელისუფლება _ ეს არის კაზაკური თვითმმართველობის სხვა ფორმა. კაზაკებთან როგორ არის? ყველაფერს წყვეტს კაზაკური წრე (казачьий круг). როდესაც ისინი იკრიბებიან შეხვედრაზე სტანიცაში, მაშინ ირჩევენ სტანიცის მმართველობას, ატამანს, ისინი თავად წყვეტენ ყველა საკითხს კაზაკურ წრეში. „სწორედ იგივეს, _ ამბობდა ის, _ აკეთებენ ბოლშევიკებიც, მხოლოდ მათ სტანიცური მმართველობა და კაზაკთა წრე კი არა აქვთ, არამედ ყველა გლეხის საქვეყნო საკრებულო, რომლებიც თავად ირჩევენ სასოფლო სათემო მმართველობას. და, ეს სასოფლო სათემო მმართველობა _ თავად გლეხები განკარგავენ მიწას, მთელ სიმდიდრეებს, რომლებიც განთავსებულია მათ ტერიტორიაზე. ჩვენ კი რატომ არ უნდა ვუსმენდეთ ასეთ ხელისუფლებას? იგი ჩვენი მონათესავეა“. ამ შეცდომაში მირონოვს მხარს უჭერდნენ და ამყოფებდნენ, რა თქმა უნდა, ბოლშევიკური კომისრები. მას მთელი კაზაკური კორპუსის ჩამოყალიბებაც კი დაავალეს საბჭოთა ხელისუფლებისთვის საბრძოლველად. მისი ხვედრი სამწუხარო იყო. თავისი შეცდომის წყალობით იგი მიიღეს ლენინმა და ტროცკიმ, მას შემდეგ ცხენოსანი არმიის ჩამოყალობებაც კი მიანდეს. მირონოვის მეორე ცხენოსანი არმია კიდევ უფრო მეტად გამოირჩეოდა ბრძოლებში, ვიდრე ბუდიონის ცხენოსანი ჯარი. მაგრამ, დასრულდა იმით, რომ მირონოვს გული აუცრუვდა, გაიგო, რომ ცდებოდა, რომ მისი ოცნებები უტოპიური იყო, და, საბოლოო ჯამში, იგი მოკლულ იქნა სასამართლოსა და გამოძიების გარეშე. დააპატიმრეს, შემდეგ კი მოკლეს _ დახვრიტეს ციხის ეზოში სეირნობის დროს. ვითომდა შეცდომით. აი ასე დაასრულა სიცოცხლე ამ ლეგენდარულმა კაზაკმა. მაგრამ, 1918 წელს მირონოვს მიჰყვებოდა ძალზედ ბევრი კაზაკი, და ამიტომ, საბოლოო ჯამში, კაზაკებმა არ გაუწიეს წინააღმდეგობა წითელი გვარდიის რაზმებს, რევოლუციურ მატროსებს, რომლებიც უტევდნენ მოსკოვიდან დონზე. დონის მხედრობის ატამანმა თავი მოიკლა. ბოლშევიკები მივიდნენ როსტოვამდე. ალექსეევის მიერ დონზე ჩამოყალიბებული მოხალისეთა არმია წითლების შემოტევის ქვეშ გამოდევნილ იქნა დონიდან და წავიდა ყუბანის სტეპებში. სახელგანთქმულია მოხალისეთა არმიის „ყინულოვანი ლაშქრობა“. როდესაც ისინი განდევნეს დონიდან, დაიწყო უკვე შემოდგომა, შემდეგ ზამთარი. ქარბუქში ისინი დონიდან წავიდნენ ყუბანში ისინი მივიდნენ ეკატერინოდარამდე (ახლა კრასნოდარი) _ ყუბანის დედაქალაქამდე, შეეცადნენ კრასნოდარის იერიშით აღებას, რომელიც მაშინ ბოლშევიკების ხელში იყო. ეს იერიში ბოლშევიკებმა მოიგერიეს, მოხალისეთა არმიის სარდალი გენერალი კორნილოვი მოკლულ იქნა, და მაშინ ალექსეევმა, როგორც მოხალისეთა მოძრაობის პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, მოხალისეთა არმიის სარდლად დანიშნა გენერალი დენიკინი. ალექსეევს, დენიკინსა და კორნილოვს შორის იყო რთული ურთიერთობები, რომლებიც დაკავშირებული იყო შეხედულებების სხვადასხვაობასთან საომარი მოქმედებების გეგმების გამომუშავებაში, და პროგრამის გამომუშავებაშიც, „დროშისა“, რომლის ქვეშაც იბრძოდა მოხალისეთა არმია. ზოგადად, კორნილივის დაღუპვის შემდეგ მოხალისეები აღმოჩნდნენ მეტად რთულ მდგომარეობაში. ამ დროს მათ მოუვიდათ ცნობა, რომ დონი აჯანყდა ბოლშევიკების წინააღმდეგ. როგორც კი დონის კაზაკებმა პრაქტიკაში გაიცნეს ბოლშევიკური ხელისუფლება, რომელიც ატარებდა განკაზაკების პოლიტიკას, დონი აჯანყდა, და შიკრიკები გაგზავნა ალექსეევთან: „დაბრუნდით, ერთად წავიდეთ მოსკოვზე“. ეს გახლეჩვები კაზაკურ გარემოში, აქეთ-იქით მიწყდომა კარგად აქვს აღწერილი შოლოხოვს „წყნარ დონში“. მოხალისეთა არმია დაბრუნდა დონზე უკვე დენიკინის ხელმძღვანელობით, დაკარგა რა კორნილოვი და ალექსეევი, რომელიც ამ დროისთვის გარდაიცვალა. ის იყო მოხუცებული, ავადმყოფი ადამიანი, და ყუბანში დაასრულა თავისი ამქვეყნიური სიცოცხლე. უკვე ალექსეევის გარეშე დენიკინი დაბრუნდა დონზე, და აქ აღმოჩნდა, რომ ალექსეევის მიერ შექმნილი მოხალისეთა არმია, ჯერ ერთი, იყო ყველაზე უფრო ძლიერი, ყველაზე უფრო ორგანიზებული რაზმი ანტიბოლშევიკური წინააღმდეგობისა. მან პირველმა აღმართა იარაღი ბოლშევიკების წინააღმდეგ და უკანასკნელმა დადო იგი. ზუსტად ოთხი წელი, 1917 წლის ნოემბრიდან 1921 წლის ნოემბრის ჩათვლით, იგი იბრძოდა. ალექსეევს სურდა შეექმნა საერთო სახალხო მოძრაობა, როგორიც იყო მინინისა და პოჟარსკის საერო ლაშქარი, და განაპირა მხარიდან დაძრულიყვნენ მოსკოვზე. ამ საერო მოძრაობის საყრდენი იყვნენ კაზაკობა და ოფიცრები. კაზაკები კი გაიხლიჩნენ. ფსონი იმაზე, რომ იგი თავისი დროშების ქვეშ რამდენიმე კვირის განმავლობაში შეკრებს დაახლოებით 40-50 ათას ოფიცერს, თითქოსდა რეალური იყო, მეფის არმიაში ხომ თებერვლის რევოლუციის წინ ოფიცერთა კორპუსი მოითვლიდა დაახლოებით 400 ათას ადამიანს. ალექსეევი თვლიდა, რომ სულ მცირე, ყოველი მეათე გამოეხმაურება მის დაძახებას. იგი შეცდა. მასთან ერთად წავიდა იუნკერთა რამდენიმე სასწავლებელი, მოხალისეები გამოცხადდნენ, მაგრამ საერთო ჯამში მას, რა თქმა უნდა, 50 ათასი ოფიცერი თავის განკარგულებაში არ ჰყოლია. და აი, რუმინეთის ფრონტიდან (ეს სამხრეთი ნაწილია) მასთან მოვიდა 1000 დროზდოველი. 1000 ოფიცერი მთელი ფრონტიდან პოლკოვნიკ დროზდოვის მეთაურობით. ამასთან, ეს იყო სამხრეთ ფრონტი, რომელიც ყველაზე უფრო ნაკლებად განიცდიდა ბოლშევიკურ აგიტაციას, ჩრდილოეთ და დასავლეთ ფრონტებიდან კი ასეთი ორგანიზებული დრუჟინები არ მოსულა, არამედ მოდიოდნენ ერთეულებად. ოფიცერთა უმეტესი ნაწილი დაიღალა ომისგან და დაიკავა ნეიტრალიტეტის პოზიცია. მაგრამ ნეიტრალიტეტის უფლება არ მისცეს ბოლშევიკებმა. მათ გამოაცხადეს რეგულარული წითელი არმიის შექმნის შესახებ. წითელი გარდიის ჩამოყალიბების პრინციპმა ნებაყოფლობით საწყისებზე არ გაამართლა. ცოტა მუშა, და მით უმეტეს ოფიცერი და ჯარისკაცი მიდიოდა ნებაყოფლობით წითელი გვარდიის რაზმებში. თუმცა კი თეორიაში ისინი იყვნენ მუდმივი რეგულარული არმიის მოწინააღმდეგენი, ამბობდნენ, რომ რევოლუციის გამარჯვების შემდეგ წარმოიქმნება რევოლუციური მილიცია ნებაყოფლობით საწყისებზე, რომელიც შეინარჩუნებს წესრიგს, ხოლო მუდმივი რეგულარული არმია საჭირო არ არის. მაგრამ იმისთვის, რათა შეინარჩუნონ ხელისუფლება, მათ ნახეს, რომ სჭირდებათ შეიარაღებული ძალა. ამ მიზნებით მათ ოსტატურად გამოიყენეს თავიანთი მანევრის დაფარვა _ გერმანული შემოტევა. გამოცხადებულ იქნა: „სამშობლო საფრთხეშია! სამშობლოს დასაცავად საჭიროა ჩამოვაყალიბოთ რეგულარული არმია“. ამ პლანში ლენინმა 1812 წლის სამამულო ომის შესახებაც კი გაიხსენა, და განაცხადა, რომ კომუნიზმში გადასვლა იქნება ნამდვილად დიდი სამამულო ომების ეპოქა. იმისთვის, რათა შეექმნათ რეგულარული წითელი არმია, საჭირო გახდა ოფიცერთა კადრები. მათ გამოაცხადეს მეფის არმიის ოფიცრების მობილიზაცია. ისინი გამოაცხადეს სპეციალისტებად, მათ დაპირდნენ სამეთაურო თანამდებობეს მათი წოდებების შესაბამისად, შესაბამის სასურსათო ულუფებს. მეფის არმიის დაახლოებით 70 ათასი ოფიცერი მიზიდულ იქნა წითელი არმიის მშენებლობაში. ეს იმაზე მეტი იყო, ვიდრე ჰყავდა ალექსეევს. იმ ოფიცრებს, რომლებიც უარს ამბობდნენ წითელ არმიაში წასვლაზე, ხვრეტდნენ. არის აღმაშფოთებელი დოკუმენტები, რომლთა მიხედვითაც ჩანს, რომ მათ კრებდნენ ვითომდა აღრიცხვის, ან სასურსათო ბარათების მიცემისთვის და შემდეგ ხვრეტდნენ ტყვიამფრქვევებიდან. საბრძოლო ოფიცრებს, რომლებსაც მხრებს უკან ჰქონდათ გერმანული ომის 4 წელიწადი. აი რატომ წავიდა 70 ათასი ოფიცერი, სამხედრო სპეციალისტი წითელ არმიაში, ემსხურებოდა ბოლშევიკებს. თეთრების მხარზე გადასვლის შემთხვევები არ ყოფილა მრავალრიცხოვანი, იმიტომ რომ თითოეულ ამ მობილიზებულ სამხედრო სპეციალისტთაგანს ზურგში რჩებოდნენ შვილები, ცოლები, მშობლები, რომლებიც იყვნენ აღრიცხვაზე, და თუკი ოფიცერმა უღალატა რევოლუციას, მაშინ მის ოჯახს ხვრეტდნენ. ამანაც ასევე ითამაშა თავისი როლი. და უზარმაზარი როლი ოფიცრების მოყვანაში ითამაშა იმ გარემოებამ, რომ ისინი თვლიდნენ, რომ ბოლშევიკური მთავრობა _ ეს მაინც არის ცენტრალური, მთავარი მთავრობა, ეს არის რუსული მთავრობა, რომელიც იცავს სამშობლოს ინტერვენტებისგან, ოკუპანტებისგან. განსაკუთრებით ეს ძალზე ძლიერად გამოვლინდა სამოქალაქო ომის მსვლელობაში. თეთრები, იგივე დენიკინი, იგივე კოლჩაკი, თანამშრომლობენ უცხოურ ჯარებთან _ ინგლისელების, ფრანგების, იაპონელების ჯარებთან, რომლებიც გადმოსხდნენ რუსეთში. გამოდის, რომ თეთრგვარდიელები რუსული მიწის ოკუპანტებთან ერთად არიან, ბოლშევიკები კი _ რუსული მიწის დამცველები არიან ოკუპანტებისა და მათი დამქაშებისგან. ლენინი კი ამბობს: „დიდი სამამულო ომი იქნება ჩვენთვის მაგალითი“. აქ მოვლენების მსვლელობამ ითამაშა ბოლშევიკების სასარგებლოდ. ლიტერატურაში ამ საკითხს ან საერთოდ ტოვებენ, ან კიდევ გადმოსცემენ დამახინჯებულად. უცხოური ჯარები _ ინგლისელები, ფრანგები, ამერიკელები, იაპონელები _ რუსეთის მიწაზე გადმოსხდნენ იმისთვის, რათა შეექმნათ აღმოსავლეთის ფრონტი გერმანელებთან საბრძოლველად. ბოლშევიკები ხომ გამოვიდნენ ომიდან, დაიწყეს მოლაპარაკებები მშვიდობის შესახებ, საომარი მოქმედებები შეწყდა. ეს კი ნიშნავს, რომ საჭიროა განახლდეს ეს მოქმედებები. გერმანელებმა, ისარგებლეს რა იმით, რომ რუსული არმია გამოვიდა ომიდან, შეწყვიტა ბრძოლა, კვლავ პარიზისკენ შეუტიეს. იქ გაჩაღდა უზარმაზარი ბრძოლები 1918 წლის ზაფხულში. პირველ ადგილზე უცხოურ ჯარებს უდგათ _ ბრძოლის გაგრძელება გერმანიასთან, და არა ბრძოლა რუს ხალხთან და მის ბოლშევიკურ მთავრობასთან, როგორც ამას გამოხატავდნენ ლენინი და ტროცკი. ალექსეევს არ დაუძახია უცხო ჯარებისთვის. ისინი თავად გადმოსხდნენ რუსეთში. მაგრამ, რამდენადაც ალექსეევი დგას გერმანელებთან ბრძოლის პოზიციაზე, ამდენად ბუნებრივია, რომ იგი მოქმედებს ფრანგულ და ინგლისურ ჯარებთან ერთად. და ასევე კოლჩაკიც, და ასევე დენიკინიც. მაგრამ ანგარიშები _ ერთია, ხოლო ცხოვრების ყოველდღიური პროზა კი _ მეორე. ფაქტი რჩება ფაქტად, რომ მოსკოვსა და პიტერში _ სადაც ბოლშევიკები არიან _ ოკუპანტები არ არიან, ხოლო დონზე, ოდესაში, ციმბირში _ დგანან ოკუპანტები. ამიტომ სამოქალაქო ომი იძენს სამამულო ბრძოლის ხასიათს. განსაკუთრებით მკვეთრად ამან თავი იჩინა მას შემდეგ, რაც ბრძოლაში ჩაება პოლონეთი.
პოლონელებმა გამოაცხადეს თავიანთი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ოკუპირებული იყვნენ გერმანელების მიერ. მას შემდეგ, რაც გერმანია დაეცა 1918 წ., ისინი ნამდვილად ითვლებოდნენ დამოუკიდებელ დერჟავად. ამ დროისთვის მათ უკვე ჰყავდათ თავიანთი შეიარაღებული ძალები, მათ რიცხვში პოლონური არმიის ერთერთი კორპუსი _ გენერალ დოვბა ბრუსნევსკის კორპუსი ჩამოყალიბებული იყო რუსეთში, შეიარაღებული რუსული იარაღით, იმიტომ რომ პოლონელები საკმარისად იყვნენ რუსეთის იმპერიაში. პოლონელ მოხალისეთაგან ჩამოყალიბებულ იქნა პოლონური კორპუსი გერმანიის წინააღმდეგ საბრძოლველად, იმიტომ რომ პირველი მსოფლიო ომის ბრძოლის მიზანს რუსეთის მხრიდან წარმოადგენდა პოლონეთის განთავისუფლება გერმანული ჩაგვრისგან, მთელი პოლონური მიწების გაერთიანება ერთ სახელმწიფოდ რუსეთის იმპერატორის უმაღლესი მმართველობის ქვეშ. ახლა კი, როდესაც გერმანელები დამარცხებული არიან, პოლონეთი გახდა დამოუკუდებელი, გაერთიანდა მთელი პოლონური მიწები, და მთელი პოლონური არმიის მთავარსარდალმა, გენერალმა იოზეფ პილსუდსკიმ გამოაცხადა, რომ პოლონეთი უნდა იყოს ზღვიდან ზღვამდე _ ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე, პოლონეთში უნდა ჩართონ მთელი უკრაინული და ბელორუსული მიწები, რომლებიც ოდესღაც შედიოდა ძველ რჟეჩ პოსპოლიტაში.
დაიწყო საბჭოთა-პოლონური ომი. პოლონელებმა დაიპყრეს კიევი. ამ მომენტში რუსული ოფიცერთა კორპუსი, რომელიც ჯერ კიდევ აგრძელებდა ბრძოლას ბოლშევიკებთან ვრანგელის ხელმძღვანელობით (უკვე ყირიმში), აღმოჩნდა დილემის წინაშე, აღმოჩნდა საშინელ ფსიქოლოგიურ გატეხილობაში (გულჩაწყვეტილობაში). რუსეთს თავს დაესხნენ პოლონელები. მათი მიზანია _ აღორძინებადი პოლონეთსის შემადგენლობაში ჩართონ ბელორუსული და უკრაინული მიწები. ეს ნიშნავს, რომ საჭიროა რუსეთის დაცვა, ჩვენ კი ბრძოლას ვაწარმოებთ რუსულ მთავრობასთან. გამოდის, ჩვენ _ პოლონელებს ვეხმარებით. ეს ნიშნავს, რომ რუსი ოფიცრის მოვალეობაა _ შევწყვიტოთ ბრძოლა ბოლშევიკებთან და დავდგეთ არა ბოლშევიკების მხარეზე, არამედ რუსეთის მხარეზე, დავიცვათ რუსეთი იარაღით ხელში პოლონელებისგან. გენერალი ბრუსილოვი, უმაღლესი მთავარსარდალი, პირველი მსოფლიო ომის ოთხი დიდი მხედართმთავრიდან ერთერთი, გამოსცემს მოწოდებას, რომელიც მიმართულია ოფიცრებისადმი და მოუწოდებს დადგნენ სამშობლოს დასაცავად, და თავადაც შედის ბოლშევიკების სამსახურში, ინიშნება ბოლშევიკური მთავრობის სამხედრო მრჩევლად. იგი შეიმუშავებს ომის წარმოების მისეულ გეგმებს, აქტიურად მონაწილეობს ყოველივე ამაში. და რა თქმა უნდა, ბრუსილოვის მოწოდებამ ძლიერად იმოქმედა იმ ოფიცრებზე, რომლებიც არ იბრძოდნენ, და იმ ოფიცრებზეც, რომლებიც იყვნენ თეთრი არმიის რიგებში. შემონახულია დოკუმენტები, რომლებიც ჯერ კიდევ სათანადოდ არ არის გაანალიზბული, დაფანტულებია, მაგრამ ყველანაირი მოწმობების ამ ნაწყვეტებიდან იკრიბება ასეთი სურათი, რომ ვრანგელის არმიაში, რომელიც იყო ყირიმში და აწარმოებდა ბრძოლას ჩრდილოეთ ტავრიასა (სახელგანთქმული კახოვკა) და მიმდებარე ტავრიულ რაიონებში, წარმოიშვა ძლიერი მოძრაობა, რომლის მიზანიც იყო დაუყოვნებლივ შეწყვეტა ბრძოლისა ბოლშევიკებთან, ყირიმში მოხალისეთა რუსული არმიის რეორგანიზება საგანგებო არმიად, რომელიც გენერალ ბრუსილოვის ხელმძღვანელობით უნდა გამოსულიყო პოლონეთის ფრონტზე რუსეთის დასაცავად. ამ მოძრაობის ემისრები ჩავიდნენ მოსკოვში, შეხვდნენ ბრუსილოვს, რომელმაც მოიწონა ეს გეგმა. შეხვდნენ ტროცკის, რომელსაც ამ გეგმის მიღება არ სურდა და არ შეეძლო. საქმე ასე არაფრით არ დასრულებულა კიდეც, ამ მოძრაობას თავისი მიზნის რეალიზება არ შეეძლო, საგანგებო არმია შექმნილი არ ყოფილა, ბრძოლა ბოლშევიკებთან გრძელდებოდა, მაგრამ სულიერად რუსული ოფიცერთა კორპუსი, ვრანგელის რუსული არმია უკვე გატეხილი იყო: „როგორ არის ასე? ჩვენ, რუსი ოფიცრები, აღზრდილები სამშობლოს დაცვის ტრადიციებით, ვაწარმოებთ ბრძოლას მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც ახლა იცავს რუსეთს პოლონელებისგან“. არცთუ ადვილი კითხვაა. სიტუაცია კიდევ უფრო მეტად გართულდა პოლონეთის თავდასხმის შემდეგ. და რა თქმა უნდა, ეს არის _ ერთერთი მიზეზთაგადნი იმისა, თუ რატომ აღმოჩნდა თეთრი მოძრაობა ანტიპატრიოტულ პოზიციებზე, ბოლშევიკები კი თავიანთი თავი წამოაყენეს სამშობლოს დამცველების, ინტერვენტებთან, ოკუპანტებთან ბრძოლის ორგანიზატორების როლში. სიტუაცია ჩახლართული იყო, ბოლშევიკებმა კი იღბლიანად განმარტეს იგი თავიანთ სასარგებლოდ. ხოლო საშუალებები იმისთვის, რათა თავიანთი შტამპები თავზე მოეხვიათ ხალხისთვის, მათ საკმარისი ჰქონდათ.

თეთრი ანტიბოლშევიკური მოძრაობა, მთელი ეს თეთრი არმიები, რომლებიც წარმოიქმნა, აღმოჩნდნენ დროშის გარეშე. მათ არ აღმოაჩნდათ ისეთი ლოზუნგები, მოწოდებები, დროშები, რომლებიც შეძლებდნენ თეთრების გარშემო მოსახლეობის დიდი უმრავლესობის დარაზმვას. ბოლშევიკებმა მათზე უკეთ ითამაშეს. ამიტომ, როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ იბრძვიან დიდი რუსეთისთვის, რომ ისინი არიან რუსეთის პატრიოტები, ეს არ იყო საკმარისი. ეს ლოზუნგი არ იყო ქმედითი, იგი ვერ თამაშობდა მამობილიზებელ როლს, იმიტომ რომ ამავე დროშის ქვეშ იბრძოდნენ ბოლშევიკები, თუმცა კი ისინი არ ყოფილან რუსეთის დამცველები არსებითად. ეს იყო ძალზედ მოხერხებული პროპაგანდისტული მანევრი ბოლშევიკების მხრიდან. ძალაუფლების თავიანთ ხელში აღების შემდეგ, მათ ხომ მოუწოდეს მშვიდობისკენ. ეს მოწოდება არავინ არ შეისმინა _ ინგლისი და საფრანგეთი აგრძელებდნენ ომს გერმანიასთან. მაშინ ისინი სეპარატულ მოლაპარაკებებში შევიდნენ გერმანელებთან. ბრესტლიტოვსკში სხდომებს ატარებდა სახკომსბჭოს მიერ გაგზავნილი დელეგაცია ტროცკის მეთაურობით. იგი იქ სხდომებს ატარებდა ორი თვის მანძილზე _ გერმანელებთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. გერმანელები დაჟინებით მოითხოვდნენ მშვიდობას. ზავი უკვე გამოცხადებული იყო, ომი შეწყდა, რისთვისაც გადმოსხეს კიდეც მოკავშირეებმა ჯარები რუსეთში _ ბოლშევიკები უკვე აღარ მიდიოდნენ აღმოსავლეთისკენ. გერმანელები სთავაზობენ სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას „status quo“-ს პირობებზე, ე. ი. მიწები, რომლებიც დაიპყრეს გერმანელებმა, რჩება მათ განკარგულებაში, ხოლო ის მიწები რომლებიც რჩება რუსების კონტროლი ქვეშ, რჩება რუსული სახელმწიფოს შემადგენლობაში. რა თქმა უნდა, ამით ჩვენ ვკარგავდით უკრაინის მნიშვნელოვან ნაწილს, ბელორუსიის დასავლეთ ნაწილს; ბუნებრივია, პოლონეთს, მაგრამ პოლონეთი უკვე ჩამოგვცილდა და იყო დამოუკიდებელი; ისევე როგორც ბალტიისპირეთის ნაწილი _ ლიტვისა და ბელორუსიის, გერმანელებმა აიღეს რიგა. მაგრამ იმის თქმა, რომ ეს პირობები ძალზედ მძიმე იყო, რა თქმა უნდა. არ შეიძლება. ამ პირობებს ტროცკიმ მისცა მძარცველური, დამპყრობლური პირობების კვალიფიკაცია. იგი იდგა კონტრიბუციის მშვიდობიანად შეჩერების პოზიციაზე, და აქ თავს ახვევენ მძარცველურ მშვიდობას, მიაქვთ ტერიტორია. და, მაშინ მან განაცხადა, რომ რუსული დელეგაცია ამ სამარცხვინო მშვიდობას ხელს არ აწერს, ომს წყვეტს, ახდენს არმიის დემობილიზებას. ფსონი გაკეთებული იყო იმაზე, რომ გერმანელები ან ვერ გაბედავენ შემოტევას, ხოლო, თუკი ისინი გადმოვლენ შეტევაში, ამით ისინი ამხელენ საკუთარ თავს მთელი მსოფლიოს წინაშე და გამოიწვევენ გერმანელი ხალხის, გერმანული მუშათა კლასის აღშფოთებას, და გერმანიაში დაიწყება რევოლუცია. ტროცკი შემდეგში აცხადებდა, რომ ფსონი გაკეთებული იყო იმაზე, რომ იმ შემთხვევაში, თუკი გერმანელები გადმოვლენ შეტევაში, დაიწყება რევოლუციური ომი. რუსეთი შესაძლოა დაპყრობილ იქნას გერმანელების მიერ, მაგრამ რევოლუციური ცეცხლის ალი გავრცელდება მთელ ევროპაში, და რუსეთის მსხვერპლი არ იქნება ამაო, იმიტომ რომ მისი დაღუპვა იქცევა სიგნალად გამარჯვების მომტანი მსოფლიო რევოლუციისთვის. აი ასეთი იყო პოზიცია. პატრიოტული მას არ შეიძლება ეწოდოს.
გაიშალა მხურვალე კამათები კომუნისტებს შორის. მემარცხენე კომუნისტები ბუხარინის მეთაურობით აცხადებდნენ, რომ საჭიროა მისწრაფება მსოფლიო რევოლუციისკენ, და თუკი ამ რევოლუციის მსვლელობის დროს რუსეთი დაიღუპება _ ეს არ არის მნიშვნელოვანი. ბუხარინის ერთერთი მომხრეთაგანი, რომელიც მოგვიანებით სათავეში ედგა მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტს, ითვლებოდა პარტიის ძალზედ თვალსაჩინო თეორეტიკოსად, რიაზანოვი (ეს მისი ფსევდონიმია, მისი გვარი კი სუფთად ებრაულია), ამბობდა: „გაუმარჯოს რევოლუციურ ომს! გაუმარჯოს მსოფლიო კომუნიზმის გამარჯვებას! რუსეთი კი _ ისტორიის ნეხვია. რუსეთის დაღუპვა გაანაყოფიერებს ნიადაგს მსოფლიო კომუნიზმის გამარჯვებისთვის“. სანამ ბოლშევიკები ურთიერთ შორის დავობდნენ, გერმანელები, რამდენადაც ზავის ვადა ამოიწურა, სამშვიდობო ხელშეკრულება ხელმოწერილი არ იყო, გადმოვიდნენ შეტევაში და სწრაფად, ისე რომ არანაირი წინააღმდეგობა არ ხვდებოდათ, დაიწყეს წინსვლა აღმოსავლეთისკენ. ლენინი ამ დროს ისვრის ლოზუნგს: „სამშობლო საფრთხეშია!“, _ იწყება ბრძოლა სამშობლოს დასაცავად, ფრონტზე გადაისვრიან მოხალისეების, წითელი გვარდიისა და რევოლუციური მატროსების რაზმებს, და რაც ყველაზე მთავარია _ აცხადებენ გადაწყვეტილებას რეგულარული არმიის შექმნაზე. რამდენიმე თვის განმავლობაში ბოლშევიკებმა შექმნეს 3-მილიონიანი არმია, სამოქალაქო ომის დასასრულისთვის იგი 5 მილიონამდეც კი გაიზარდა. ამ არმიის ბირთვად იყვნენ ძველი საბრძოლო ოფიცრები, მგრამ თითოეულ ყოფილ მეფის ოფიცერზე მიჩენილი ჰყავდათ კომისარი, რომელსაც კიდევ უფრო მეტი უფლებები ჰქონდა, ვიდრე პოლკის მეთაურს, ვიდრე ოფიცერს. წითელი არმიის წესდებაში ჩაწერილი იყო, რომ პოლკის მამას წარმოადგენს მეთაური, კომისარი კი _ პოლკის სულია. კომისარს შეეძლო პოლკის მეთაურის ნებისმირი გადაწყვეტილების გაუქმება, თუკი ამას თვლიდა კონტრრევოლუციურად. მაგრამ, მიუხედავად ამისა, საბრძოლო ოფიცრების გამოცდილებამ თავისი როლი ითამაშა. ბოლშევიკურმა წითელმა არმიამ მოიგო საბოლოო ჯამში, ბრძოლა ინტერვენტებთან, აიძულა რა ისინი წათრეულიყვნენ რუსული მიწიდან. უფრო ზუსტად, ისინი შემდეგ თავად წავიდნენ, როდესაც ხელმოწერილ იქნა ვერსალის ხელშეკრულება, დასრულებულ იქნა პირველი მსოფლიო ომი. ასე არის საქმე რუსეთის დაცვის ლოზუნგთან, მის ეროვნულ დამოუკიდებლობასთან, ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლასთან მიმართებით. აქ ბოლშევიკებმა უფრო კარგად ითამაშეს, ვიდრე თეთრმა გვარდიამ.
საინტერესოა შტრიხი, რომელიც მეტყველებს იმის შესახებ, თუ რამდენად კრიტიკული იყო ვითარება, როდესაც გვიტევდნენ გერმანელები. რამდენად არასაიმედონი იყვნენ რევოლუციური მატროსების, ჯარისკაცებისა და წითელი გვარდიის რაზმების ძალები, რომლებსაც, რა თქმა უნდა, არ შეეძლოთ გზის გადაღობვა გერმანელებისთვის ქვეყნის სიღრმეში. ფსკოვთან, საითკენაც უკან იხევდნენ გერმანელები, ჩავიდა რევოლუციური ბალტიელების რაზმი დიბენკოს მეთაურობით. ამ სახელგანთქმული დიბენკოსი, რომელიც ეხმარებოდა ტროცკის ოქტომბრის რევოლუციის მოხდენაში, იყო ცენტრობალტის თავმჯდომარე, ხოლო შემდეგ კი სახკომსაბჭოს შემადგენლობაშიც შედიოდა, როგორც სახალხო კომისარი სამხედრო-საზღვაო ფლოტის საქმეებში. და აი, იგი მატროსების სათავეში, ტანზე გადახვეული ტყვიამფრქვევის ლენტებით, ჩადის ფსკოვში. გერმანელები უახლოვდებიან ფსკოვს, ისმის ქვემეხების სროლა. საქმე მთავრდება იმით, რომ ფსკოვის დაცვის ნაცვლად რევოლუციური მატროსების ეს რაზმი ხელთ იგდებს სამგზავრო მატარებელს, ჯდება ვაგონებში და რამდენიმე დღის შემდეგ აღმოჩნდება ვოლგაზე. მოგვიანებით, როდესაც დიბენკოს პასუხი მოთხოვეს, იგი თავს იმართლებდა იმით, რომ იგი საჩქაროდ გაეშურა ვოლგისკენ, იმიტომ რომ გაიგო, რომ იქ უტევენ თეთრჩეხები (ადმირალ კოლჩაკის დაქვემდებარებაში შესული ჩეხისლოვაკების კორპუსი _ ი. ხ.), რომ იქ კონტრრევოლუცია გამოცოცხლდა, ეს კი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გერმანელების მოგერიება. შემდეგში მას გაახსენეს ეს სამარცხვინო გამოქცევა ფსკოვიდან ვოლგაზე, 1938 წ. დახვრიტეს, მართალია სხვა ბრალდებით.
წითელი არმია იყო რეგულარული არმია. იქმნებოდა იგი არა ნებაყოფლობით საწყისებზე _ ეს იყო სამხედრო ვალდებულება. დიახ, მისგან გარბოდნენ, დეზერტირობდნენ. მაგრამ მუქარების დახმარებით, ძალადობის დახმარებით, დემაგოგიის დახმარებით, უნარიანად დაყენებული პროპაგანდის დახმარებით ბოლშევიკებმა მაინც შექმნეს ასეთი არმია. მაგრამ, მისი შექმნისთვის საჭირო იყო რაღაც დრო, გერმანელები კი გვიტევენ. ამიტომ ლენინი ტეხავს ყველა მერყევის წინააღმდეგობას: ბუხარინისა, ტროცკისა, მკვეთრად გამოდის ტროცკის წინააღმდეგ, ანთავისუფლებს მას საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის პოსტიდან, მოითხოვს უმაღლესი კომიტეტის, ხოლო შემდეგ კი საბჭოების სრულიად რუსეთის ყრილობის მიერ დეკრეტის მიღებას დაუყოვნებლივ მშვიდობის შესახებ. გერმანელებთან გზავნის ახალ სამშვიდობო დელეგაციას. ბოლოს და ბოლოს, 3 მარტს დებს „ბრესტის ზავს“. რუსეთი გამოდის ომიდან უზარმაზარი დანაკარგების ფასად, იგი კარგავს უკრაინას, კავკასიას, ბალტიისპირეთს. იგი მოვალე იყო ამ ხელშეკრულების საიდუმლო პირობების მიხედვით მიეცა გერმანელებისთვის ბალტიის ზღვისა და შავი ზღვის ფლოტები. ბუნებრივია, იგი განიარაღდება, უზარმაზარ კონტრიბუციას იხდის ოქროთი, 5 მილიარდ ოქროს მანეთს _ ეს მაშინდელი ოქროს ფონდის ნახევარზე მეტია. მაგრამ, მაინც, შემოტევა რამდენადმე შეჩერებულ იქნა. უკრაინაში წარმოიქმნა საკუთარი მთავრობა. ბალტიისპირეთშიც ასევე წარმოიქმნა საკუთარი მთავრობები. ბალტიის ფლოტი არ დანებდა. ტროცკის ბრძანების დარღვევით, მატროსებმა ფლოტი ჰელსინკიდან, სადაც იყო ბალტიის ფლოტის მთავარი ბაზა, გადმოიყვანეს კრონშტადტში. თუმცა კი უკვე ზამთარი იყო, ყინულის ფენა შეკრული, და მაინც, მათ შეასრულეს ასეთი ყინულოვანი ლაშქრობა, გადაარჩინეს ფლოტი. ამ ლაშქრობის სარდალი, ადმირალი ტშჩეცნიხი ტროცკიმ გადასცა რევოლუციურ სასამართლოს კონტრრევოლუციური მომედებებისთვის და იგი დახვრეტილ იქნა. რამდენიმე დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ფლოტმა ღუზა ჩაუშვა კრონშტადტში, ფლოტის გადამრჩენელი დახვრეტილ იქნა საზიზღრად (სულმდაბლად), ცილისწამებით _ ტროცკიმ არ აპატია მას. შავი ზღვის ფლოტის სევასტოპოლში გადაყვანაზე კი, რომელიც ოკუპირებული იყო გერმანელების მიერ, მეზღვაურებმა უარი თქვეს, და ნოვოროსიისკის რეიდზე მათ ააფეთქეს ფლოტის უდიდესი ნაწილი. მატროსებმა ამ აფეთქებული ხომალდებიდან წარმოქმნეს ე. წ. ტამანის არმია, რომელმაც დენიკინის მოხალისეთა არმიის ზურგში, როგორც იტყვიან, ბევრი ხმაური ატეხა. დენიკინს მოუხდა ძალების გადასროლა ყუბანის რევოლუციური ნაწილების წინააღმდეგ, რომელთა ბირთვსაც შეადგენდნენ შავი ზღვის ფლოტის მატროსები. მან ისინი გაანადგურა, მაგრამ დაკარგა დრო მოსკოვზე ლაშქრობისთვის. მართალია შავი ზღვის ფლოტის მატროსების ნაწილმა ნოვოროსიისკიდან უარი თქვა თავიანთი ხომალდების ჩაძირვაზე. აქ კიდევ თავისი როლი ითამაშეს „დამოუკიდებელი“ (რუს. „სამოსტიინაია“ – «самостиіная») უკრაინის ლოზუნგებმაც. მატროსების ნაწილი, რომელმაც უარი თქვა ხომალდების ჩაძირვაზე, წავიდა სევასტოპოლში, შემდეგ კი შევიდა ვრანგელის არმიის შემადგენლობაში, და ვრანგელთან ერთად შემდეგ წავიდა საზღვარგარეთ. შავი ზღვის ფლოტის ეს ხომალდები შემდეგში წავიდნენ ფრანგულ სამხედრო-საზღვაო ციხესიმაგრე ბიზეტაში, _ ეს არის ჩრდილოეთ აფრიკა, ტუნისის ახლოს. და ბიზეტაში კიდევ 10 წელიწადს იდგნენ ღუზაზე. ეს არის რუსული საზღვაგარეთის ისტორიის განსაკუთრებული ფურცელი. ასეთია ბრესტის ზავის პირობები. მაგრამ ბრესტის ზავმა საშუალება მისცა ბოლშევიკებს დარჩენილიყვნენ ხელისუფლებაში, მოეგოთ დრო რეგულარული არმიის შესაქმნელად, და, საბოლოო ჯამში, გაემარჯვათ სამოქალაქო ომში.
ლოზუნგი რუსეთის დაცვის შესახებ კოლოსალურ როლს თამაშობდა სამოქალაქო ომის მსვლელობაში. ეს ძალზედ რთული საკითხია. იგი მოითხოვს კონკრეტული სიტუაციის ანალიზს, მაგრამ ეს ანალიზი გვიჩვენებს, რომ სამშობლოს ხსნის პატრიოტულ ლოზუნგს დიდი, განუყოფელი, ძლიერი, ძალმოსილი „რუსეთისთვის“ _ თავის თავად არ შეეძლო ქცეულიყო რუსი ხალხის პატრიოტული ძალების მიზიდულობის, მოხალისეთა არმიის გარშემო მათი მჭიდროდ დარაზმვის ცენტრად. ალექსეევი მიისწრაფოდა აქეთკენ, თუმცა კი ეს მას არ გამოუვიდა. მაგრამ სამშობლოს დაცვის ლოზუნგის გარდა არის კიდევ ძველი, რუსი ხალხის, რუსი მეომრების მიერ გამოცდილი „სარწმუნოებისთვის, მეფისა და სამშობლოსთვის!“. „სამშობლო“ ბოლშევიკებმა აართვეს ხელიდან, მაგრამ კიდევ რჩება „სარწმუნოება“, კიდევ რჩება „მეფე“. იყო თუ არა ეს სიტყვები დაწერილი მოხალისეთა არმიის დროშაზე? შედიოდა თუ არა ისინი ყველა თეთრი არმიის პროგრამაში, ან თუნდაც ერთი მათგანისა? ხომ იყო იუდენიჩის არმია პიტერიდან, კოლჩაკის არმია ციმბირში, დენიკინისა და ვრანგელის არმიები, მილერის არმია არხანგელსკში. როგორ მიდიოდა აქ საქმეები? ეს საკითხებიც ასევე მეტად ჩახლართულია. სამწუხაროდ, სახელმძღვანელო ლიტერატურაში მათ აშუქებენ ცალმხრივად, ზედაპირულად, დიდი დამახინჯებებით, ხოლო კვლევით ლიტარატურაში ასევე გამეფებულია არეულ-დარეულობა, ამიტომ საჭიროა ამაში საფუძვლიანად გავერკვეთ.
პროფ. ანატოლი სმირნოვი
მასალის ორიგინალი განთავსებულია საიტზე православие.ru
თარგმნა და შენიშვნები დაურთო ირაკლი ხართიშვილმა
(1) აქ პროფესორ სმირნოვს სწორი ინფორმაცია არა აქვს, როდესაც აფასებს საქართველოში მენშევიკური პარტიის (სოციალ-დემოკრატიულის) პოპულარობის მიზეზებს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი კონსტანტინე კანდელაკი ემიგრაციაში გამოცემულ თავის წიგნში „საქართველოს ეროვნული მეურნეობა“ (ტომი 2) წერს, რომ საქართველოში იმ ხანად პროლეტარიატი წმინდა სახით ძალზედ მცირერიცხოვანი იყო, ხოლო მუშათა კლასის უმრავლესობას კი შეადგენდნენ წვრილი მესაკუთრე გლეხები, რომლებსაც თავიანთი მეურნეობა ჰქონდათ სოფელში, ხოლო საწარმოებში სამუშაოდ კი ჩამოდიოდნენ სეზონურად. ამით ისინი ემსგავსებოდნენ ურალის მუშებს, რომელთა შესახებაც ქვემოთ ასე კარგად სწერს ავტორი. ურალის მხარის მუშების მსგავსად ქართველი მუშების მხარდაჭერა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკური ფრაქციისადმი სწორედ ამ ნიშნით, მათი ეკონომიკური ცხოვრების წესითა და პირობებით იყო ნაკარნახევი. ხოლო რაც შეეხება საქართველოში ამ პარტიის პოპულარობას, ესეც აიხსნება იმით, რომ სეზონური სამუშაოებიდან სოფლებში დაბრუნებულ გლეხებს თან მიჰქონდათ სოციალ-დემოკრატი პროპაგანდისტებისა და აგიტატორებისგან გაგებული ცოდნა და ახალი იდეები, რომლებიც ასე ვრცელდებოდა ხალხის ფართო მასებში. ეს ყოველივე კარგად უწერია თავის წიგნში კ. კანდელაკს.საერთო შინაარსი

No comments:
Post a Comment