(ნაშრომი მომზადებულია ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის /ლაიფციგი _ სანკტ-პეტერბურგი/ მასალების მიხედვით; ცალკეულ წერილებში მოყვანილი მითითებანი გულისხმობს ამავე ლექსიკონის ტომებში გამოქვეყნებული კონკრეტული მასალების დამატებით გაცნობას)
_ ვილჰელმ I _ ბისმარკი (დასაწყისი) _
34) ვილჰელმ I
ვილჰელმ I (ფრიდრიხ-ლუდვიგი) – გერმანიის იმპერატორი და პრუსიის მეფე, მეფის ფრიდრიხ ვილჰელმ III-ისა და დედოფლის ლუიზას მეორე ვაჟიშვილი, დაიბადა 1797 წ. 22 მარტს ბერლინში. იენასთან ბრძოლის შემდეგ იგი თავის მშობლებთან, ძმებთან და დებთან ერთად სამ წელიწადს ცხოვრობდა კენიგსბერგსა და მემელში. 1807 წ. 1 იანვარს მიიღო საოფიცრო პატენტი. დელბრიუკისა და კაპიტან ფ. რაიხეს სახით მშობლებმა მისცეს მას ჩინებული მასწავლებლები და აღმზრდელები. 1813 წ. კაპიტნად აღყვანილი ვილჰელმი თან ახლდა მამას 1814 წ. საფრანგეთში ლაშქრობის დროს და ბარ-სიურ-ობთან ბრძოლაში 26 თებერვალს დაიმსახურა რკინის ჯვარი და წმ. გიორგის რუსული ორდენი და მონაწილეობას ღებულობდა ხელმწიფეთა შესვლაში პარიზში 31 მარტს და მათ მგზავრობაშიც ინგლისში. საკუთარი კონფირმაციის გამო 1815 წ. მან თავის „Lebensgrundsätze und Gelöbnisse“-ში ჩაწერა სიტყვები: „მე ვიცი, რაში უნდა მდგომარეობდეს ჩემი მოვალეობები როგორც ადამიანის და მეფისწულის (პრინცის), ჭეშმარიტ ღირსებასთან მიმართებით. არასდროს არ დავიწყებ ღირსების ძიებას იმაში, რაშიც არაფერი არ არის, ოცნების გარდა. ჩემი ძალები ეკუთვნის სამშობლოს“. განსაკუთრებული სიყვარულით ვილჰელმი დაკავებული იყო სამხედრო საქმით და თანდათანობით მიაღწია უმაღლეს სამხედრო ხარისხებს. რომანტიული სიყვარული თავადის ასულის რაძივილისადმი დიდხანს ხელს უშლიდა მას დაქორწინებაში; მაგრამ როდესაც მისი უფროსი ძმის ქორწინებას შვილების დაბადება არ მოჰყოლია, ვილჰელმმა გადაწყვიტა დაეთმო მამის სურვილისადმი და 1829 წ. ცოლად შეირთო ავგუსტა, საქსენ-ვაიმარის პრინცესა (1811-1890). ამ ქორწინებისგან დაიბადნენ: პრინცი ფრიდრიხ-ვილჰელმი (პრუსიის მეფე და გერმანიის იმპერატორი, 1831-1888) და პრინცესა ლუიზა (ბადენის დიდი ჰერცოგინია), რომელიც დიბადა 1838 წ.
მამის სიკვდილის შემდეგ, 1840 წ., და ძმის, ფრიდრიხ-ვილჰელმ IV-ის უშვილობის გამო, ვილჰელმმა, ტახტის სავარაუდო მემკვიდრის სახით, მიიღო „პრუსიის პრინცის“ ტიტული. როდესაც იფეთქა 1848 წ. რევოლუციამ, მან, სახელმწიფო სამინისტროს უფროსი წევრის სახით, ხელი მოაწერა 18 მარტის ბრძანებულებას, რომელიც პირდებოდა კონსტიტუციას, მაგრამ, ბერლინში აგებული ბარიკადების გამო, მოითხოვა, რათა ამბოხება ჩაეხშოთ იარაღის ძალით. მას თვლიდნენ რეაქციონერად და აბსოლუტისტად; ხალხი მას ეკიდებოდა უკიდურესად ართანაგრძნობით. მეფემ და მინისტრებმა უფრო კეთილგონივრულად ჩათვალეს გარკვეული დროით მისი გაშვება საზღვარგარეთ. იგი 22 მარტს გაემგზავრა ლონდონში, სადაც ურთიერთობები ჰქონდა პრინც ალბერტთან, პილთან, როსელთან, პალმერსტონთან, პრუსიის ელჩთან ბუნზენთან და სხვა სახელმწიფო მოღვაწეებთან, ყურადღებით ადევნებდა თვალყურს ფრანკფურტის საკონსტიტუციო საკითხების განვითარებას და მალე, მისივე საკუთარი სიტყვებით, „სავსებით გაარკვია თავისთვის როგორც საკუთარი მდგომარეობა, ისე სამეფოს მდგომარეობაც“. ივნისში იგი დაბრუნდა ბერლინში და პრუსიის ეროვნულ საკრებულოში, რომელშიც არჩეული იყო დეპუტატად, წარმოსთქვა სიტყვა თავისი კონსტიტუციური პრინციპების ასახსნელად, მაგრამ შემდგომ კამათებში მონაწილეობა არ მიუღია. 1849 წ. იგი დანიშნულ იქნა მთავარსარდლად ბადენსა და პფალცში მომქმედ არმიაში. 12 ივნისს მან ბედნიერად დააღწია თავი მასზე მომზადებულ თავდასხმას, რომელიც მოახდინეს ნიდერ-ინგელჰაიმთან, და რამდენიმე კვირის განმავლობაში სრულებით ჩაახშო რესპუბლიკელების აჯანყება. 1849 წ. ოქტომბერში ვილჰელმი დანიშნეს რაინის პროვინციისა და ვესტფალიის გენერალ-გუბერნატორად, და მან თავის მუდმივ სამყოფელად აირჩია კობლენცი. გარდა ამისა, მან მიიღო ყველა პრუსიული მასონური ლოჟის გროსმაისტერის ტიტული. 1850 წ. მას ვარშავაში ჰქონდა პაემანი იმპერატორ ნიკოლოზთან და თავად შვარცენბერგთან და ცდილობდა პირველი მათგანის დაყოლიებას პრუსიის ეროვნული გეგმების სასარგებლოდ, მაგრამ ეს მას არ გმოუვიდა. არეულობებმა ჰესენის საკურფიურსტოში გამოიწვიეს არმიის მობილიზაცია, რომლის მთავარსრდლადაც დანიშნულ იქნა ვილჰელმი; მაგრამ ოლმიუცის გარიგებამ დასასრული დაუდო ამ ინციდენტს. მანტოიფელისეული სამთავრობო სისტემის არაპოპულარობის პირობებში, მისი მკვეთრად ფეოდლური და კლერიკალური შეფერილობით, პრინც ვილჰელმის პოპულარობა წლიდან-წლამდე იზრდებოდა. უწინდელი ანტიპათია მისდამი ბევრს გადაექცა საპირისპირო გრძნობად, ასე რომ მასზე ამყარებდნენ დიდ იმედებს, როდესაც, მეფის მძიმე ავდმყოფობის შედეგად, მან 1857 წ. 24 ოქტომბერს მიიღო მოადგილეობა, ხოლო 1858 წ. 7 ოქტომბერს – რეგენტობა.
1858 წ. 26 ოქტომბერს მან მიიღო ფიცი კონსტიტუციის ერთგულებაზე, ხოლო 5 ნოემბერს შექმნა „ახალი ერის“ სამინისტრო და 8 ნოემბერს მისდამი მიმართულ სიტყვაში გადმოსცა თავისი სამთავრობო პრინციპები. მან გამოაცხადა, რომ წარსულთან კავშირის გაწყვეტის შესახებ ლაპარაკი არ შეიძლება იყოს, მაგრამ საეკლესიო სფეროში თვალთმაქცობა, პირმოთნეობა და შევიწროვებები არ იქნება შეწყნარებული; რომ პრუსიული არმია უნდა იყოს ძლიერი და პატივცემული, რათა შესაძლებელი იყოს, როდესაც ეს საჭირო გახდება, სასწორზე დიდი პოლიტიკური ძალის დადება; რომ პრუსია საგარეო პოლიტიკაში არ უნდა იყოს გატაცებული უცხოური გავლენებით, ხოლო გერმანიაში კი უნდა ახდენდეს ზნეობრივ დაპყრობებს ბრძნული კანონმდებლობის, მთელი სულირი ძალების ამაღლებისა და ერთიანობისკენ მისწრაფებული ელემენტების წახალისების გზით. „მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ პრუსია მზად არის ყველგან იცავდეს სამართალს“. იტალიური ომის დასაწყისში 1859 წ. ყოველი მხრიდან ცდილობდნენ ვილჰელმისგან კეთილგანწყობის პირობის მიღებას: გრაფი კავური ჯერ კიდევ 1858 წ. ივლისში, ბადენ-ბადენში სტუმრობის დროს, ცდილობდა პრინცის იტალიის სასარგებლოდ განწყობას. ნაპოლეონ III თებერვალში სთავაზობდა მას, თუკი იგი მხარს დაუჭერდა საფრანგეთს იტალიურ საკითხში, თავის მხარდაჭერას ჰოლშტინიის, ჰანოვერისა და ჰესენის საკურფიურსტოს შემოერთებაში. ერცჰერცოგი ალბრეხტი ცდილობდა აპრილში მის წახალისებას რაინზე ჯარების დასაყენებლად. მაგრამ პრინც-რეგენტს არ სურდა ქცეულიყო არც ნაპოლეონის ჩანაფიქრების იარაღად, არც ავსტრიის ლეგიტიმისტურ-კლერიკალური პოლიტიკის დამხმარედ და გამოთქვა თანხმობა სამხედრო შუამავლობაზე ან ჩარევაზე მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, თუკი მას მიეცემოდა მთავარი უფროსობა მთელ გერმანულ სამხედრო ძალებზე და მათი შეუზღუდავად განკარგვის უფლება. ვილაფრანკაში მომავალი სამშვიდობო ხელშეკრულების წინასწარი პირობების სწრაფად დადება წარმოადგენდა პასუხს ავსტრიის მხრიდან, რომელიც განმსჭვალული იყო იჭვიანი მეტოქეობის სულისკვეთებით. შემდგომი წლების განმავლობაში ვილჰელმი მუდმივად მიისწრაფოდა საკავშირო კონსტიტუციის რეფორმისკენ, ავსტრიისა და შუა-გერმანული სახლმწიფოების წინააღმდეგობამ დაარწმუნა ვილჰელმი, რომ მიზნების მისაღწევად აუცილებელია, უწინარეს ყოვლისა, სამხედრო მოწყობის გარდაქმნა თავად პრუიაში, რომელიც მან იღონა კიდეც, დაავალა რა მისი განხორციელება ახალ სამხედრო მინისტრს, როონს. ამ გეგმის მოქმედებაში მოსაყვანად აუცილებელ თანხებზე ნებართვას დეპუტატების პალატა აძლევდა მხოლოდ დროებით ან სულაც არ აძლევდა. რადგანაც პრინცი, რომელიც დარწმუნებული იყო აღნიშნული ზომის აუცულებლობაში, არ აკეთებდა ამ საკითხში არანაირ დათმობებს და აგრძელებდა არმიის გარდაქმნის განხორციელებას, ამიტომ აქედან წარმოიქმნა მრავალწლიანი შეჯახება მთავრობასა და პალატას შორის, რომელსაც შედეგად მოჰყვა ჰოჰენცოლერნისა და ჰოჰენლოეს მთავრობების დაცემა.
უფრო ადრე, 1861 წ. 2 იანვარს, მოკვდა ფრიდრიხ-ვილჰელმ IV. ვილჰელმი ავიდა ტხტზე და თავისი დაგვირგვინებისას კენიგსბერგში მიუთითა „ღვთის წყალობით სამეფო ხელისუფლების“ დიდ მნიშვნელობაზე. სტუდენტმა ოსკარ ბეკერმა, რომელმაც 1861 წ. 14 ივლისს ესროლა მეფეს ბადენ-ბადენში და მიაყენა მას უმნიშვნელო ჭრილობა, გამოაცხადა, რომ ამ თავდასხმის საბაბად იყო მისი რწმენა იმაში, რომ ვილჰელმს არ შეუძლია შეასრულოს თავისი ამოცანა გერმანულ პოლიტიკასთან მიმართებით. როდესაც კონსტიტუციური კონფლიქტი გამწვავდა, 1862 წ. შემოდგომაზე მმართველობის სათავეში დაყენებულ იქნა ბისმარკი (იხ. ეს სახელი). ვილჰელმის გერმანულმა პოლიტიკამ სულ უფრო და უფრო ნათლად იწყო გამოხატვა. იტალიის სამეფოს ცნობა, ფრანგულ-გერმანული სავაჭრო ხელშეკრულების დადება და ჰესენ-კასელის კურფიურსტის წინააღმდეგ კურჰესენულ კონსტიტუციურ სკითხში მიღებული ზომები, მოხდა ჯერ კიდევ ბისმარკის მინისტრად დადგომამდე. ახლა ამას დაემატა უარის თქმა ვილჰელმის მხრიდან 1863 წ. ხელმწიფეთა ფრანკფურტის ყრილობაში მონაწილეობაზე, რეფორმების ავსტრიული პროექტის უარყოფა და 1864 წ. გერმანია-დანიის ომის დაწყება. საკითხმა იმის შესახებ, თუ რა უნდა გაეკეთებინათ ვენის სამშვიდობო ხელშეკრულებით ავსტრიისა და პრუსიისთვის დათმობილი სამი საჰერცოგოსთვის, კვლავ პირველ პლანზე წამოსწია დროებით ჩამცხრალი კონფლიქტი ავსტრიასთან. 1865 წ. 14 აგვისტოს ჰაშტაინში დადებულმა კონვენციამ, რომელმაც ლაუენბურგი პრუსიას დაუტოვა, მხოლოდ მოკლე დროით გადასწია დავის გადაწყვეტა. მაგრამ ბისმარკს უნდა გადაეტანა „საშინელი ბრძოლა იმისთვის, რათა მიეყვანა მეფე იმ რწმენამდე, რომ პრუსიამ უნდა გააშიშვლოს მახვილი“. საკავშირო სეიმის მიერ 1866 წ. 14 ივნისს მიღებულმა გადაწყვეტილებამ შეუმსუბუქა მეფეს ამ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა. თავისი ხალხისადმი მოწოდებაში (18 ივნისს) მან გამოაცხადა, რომ სამშობლო საფრთხეშია, რადგანაც ავსტრია და გერმანიის დიდი ნაწილი ფიქრობენ პრუსიის განადგურებას.
ომი დაიწყო. მეფე ვილჰელმმა 2 ივლისს მიიღო მთავარი უფროსობა არმიაზე და 3 ივლისს მოიპოვა გამარჯვება კიონიგგრეცთან (იხ. ეს სიტყვა და წერილი 1866 წ. გერმანიის ომი). ნიკოლსბურგში ზავის წინასწარი პირობების დადების შემდეგ, ვილჰელმი 4 აგვისტოს დაბრუნდა ბერლინში, 20 სექტემბერს თავისი გამარჯვებული ჯარების სათავეში ჰქონდა ტრიუმფალური შესვლა დედაქალაქში და გამოაქვეყნა ამნისტია. მშვიდობა მეფესა და ხალხს შორის აღდგენილ იქნა. ჰანოვერის, ჰესენის საკურფიურსტოს, ნასაუს, ფრანკფურტისა და შლეზვიგ-ჰოლშტინიის შემოერთებამ პრუსიას მოუტანა ტერიტორიის ისეთი მნიშვნელოვანი მატება, როგორსაც ადგილი არ ჰქონია არც ერთი მისი უწინდელი ხელმწიფის დროს. ჩრდილო-გერმანული კავშირის 1867 წ. 1 ივლისის კონსტიტუციის საფუძველზე, ვილჰელმი დანიშნულ იქნა მის პრეზიდენტად და მიიღო სამხედრო და პოლიტიკური წინამძღოლობა ყველა დანარჩენ ჩრდილო-გერმანულ სახელმწიფოზე. სამხრეთ-გერმანელ ხელმწიფეებთან დადებული სამოკავშირეო ხელშეკრულებებით, მისადმი ჩაბარებულ იქნა ასევე მთავარი უფროსობა სამხრეთ-გერმანულ კონტინგენტებზე. ასეთნაირად შეიქმნა ახალი გერმანია, მაგრამ მისი მოწყობა ჯერ კიდევ არ იყო სავსებით დასრულებული. ლუქსემბურგის საკითხი გადაწყვეტილ იქნა 1867 წ. თუკი არა სავსებით პრუსიული სულისკვეთებით, მაინც არც ნაპოლეონის სურვილების თანახმად. ამ დროიდან ვილჰელმს მხედველობაში უნდა ჰქონოდა საფრანგეთთან ახლო მომავალში ომის დაწყების სავარაუდო შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, იგი 5 ივნისს ჩავიდა პარიზში მსოფლიო გამოფენაზე და გახლდათ ნაპოლეონის სტუმარი. გაკეთებულ იქნა ახალი წინადადებები საფრანგეთთან კავშირის შეკვრის თაობაზე, მაგრამ პრუსიამ უარყო ისინი. 1868-69 წწ. ზამთარში მეფემ მოიწონა გენერალური შტაბის უფროსის მოლტკეს მიერ მისდამი წარდგენილი საფრანგეთთან ომის გეგმა. 1870 წ. ივლისში წარმოიშვა საკითხი ესპანეთის ტახტზე ჰოჰენცოლერნის კანდიდატურის შესახებ. ომი მალე გარდაუვალი შეიქმნა. მეფე ვილჰელმი 31 ივლისს გაემგზავრა ბერლინიდან და 2 აგვისტოს მაინცში მიიღო უფროსობა მთელ გერმანულ არმიაზე. 11 აგვისტოს მან გადალახა საფრანგეთის საზღვარი, პირადად სარდლობდა მას ბრძოლებში გრაველოტთან (18 აგვისტოს) და სედანთან (1 სექტემბერს), ჰქონდა ნაპოლეონ III-თან ხანმოკლე პაემანი ბელვიუს ციხე-სასახლეში (2 სექტემბერს). 1870 წ. 5 ოქტომბრიდან 1871 წ. 7 მარტის ჩათვლით, მისი მთავარი შტაბ-ბინა იმყოფებოდა ვერსალში, საიდანაც იგი ხელმძღვანელობდა სამხედრო ოპერაციებს სულ უფრო და უფრო მეტად გაფართოებად საომარი მოქმედებების თეატრზე, და ასევე პოლიტიკურ მოლაპარაკებებს, რომლებიც სულ უფრო და უფრო მეტად იხრებოდა გერმანიის იმპერიის დაარსებისა და სამშვიდობო ხელშეკრულების დადებისკენ (იხ. 1870-1871 წწ. გერმანია-საფრანგეთის ომი).
გერმანიის იმპერიის საზეიმო გამოცხადება ხდებოდა 1871 წ. 18 იანვარს ვერსალის სასახლის სარკეებიან დარბაზში. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით წაკითხულ პროკლამაციაში „გერმანელი ხალხისადმი“ მეფე ვილჰელმი, გერმანიის ხელმწიფეებისა და თავისუფალი ქალაქების ერთსულოვანი სურვილის მიხედვით, თავისთვის და თავისი მენაცვალეებისთვის, პრუსიის მეფეებისთვის, ღებულობდა გერმანიის იმპერატორის ღირსებას, სასოებით „იყოს ყოველთვის გერმანიის იმპერიის გამამრავლებელი, არა იარაღის ძალით დაპყრობების აზრით, არამედ წყალობისა და მშვიდობის ბოძების აზრით ეროვნული კეთილდღეობის, თავისუფლებისა და კეთილი ზნეობის სფეროში“. 3 მარტს მან ხელი მოაწერა საფრანგეთის ეროვნული კრების მიერ მიღებულ წინასწარ სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ელზასი და გერმანული ლოტარინგია უერთდებოდნენ გერმანიის იმპერიას. უკანა გზაზე ვილჰელმს ყველგან ხვდებოდნენ უდიდესი აღტაცებით, ხოლო 17 მარტს იგი დაბრუნდა ბერლინში და 21 მარტს კი გახსნა გერმანიის პირველი სეიმის სხდომები. შემდეგ საჭირო იყო გაკეთებული შენაძენების განმტკიცება, გერმანიის იმპერიისა და ცალკეული გერმანული სახელმწიფოების სამხედრო მოწყობის გაუმჯობესება და დასრულება, გერმანიის ერთიანობის დამტკიცება და გამყარება.
კლერიკალური პარტიის პრეტენზიებმა და ეპისკოპოსების უარმა სახელმწიფო კანონების უპირობო აღიარებაზე გამოიწვიეს სრული გაწყვეტა კავშირებისა უწინდელ საეკლესიო-პოლიტიკურ სისტემასთან. წარმოიშვა ე. წ. კულტურული ბრძოლა, რომლის დროსაც იმპერატორმა ვილჰელმმა ხელი მოაწერა საიმპერიო კანცლერის, თავად ბისმარკისა და სასულიერო საქმეთა ახალი მინისტრის, ფალკის მიერ მომზადებულ, და პრუსიისა და გერმანიის სეიმების მიერ მიღებულ საეკლესიო კანონებს, ხოლო პაპის პიუს IX-ის წერილზე 1873 წ. 3 სექტემბერს პასუხობდა მითითებით კათოლიკური სასულიერო წოდების საერო ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობაზე და პროტესტით პაპის მიერ განცხადებულ პრეტენზიაზე ყოფილიყო მთელი საქრისტიანოს მეთაური. ახალ პაპს, ლეონ XIII-ს, რომელმაც დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები, მიეცა პასუხი, რომ ჭეშმარიტი მშვიდობა შესაძლოა შედგეს მხოლოდ სახელმწიფო კანონების აღიარების პირობით კათოლიკური სასულიერო წოდების მხრიდან.
საგარეო მშვიდობის განმტკიცებას ხელს უწყობდა ის მეგობრული ურთიერთობები, რომლებსაც იმპერატორი ვილჰელმი ინარჩუნებდა ყველაზე უფრო ძლევამოსილ უცხოელ ხელმწიფეებთან. მისი პაემნების დროს ავსტრიის იმპერატორთან ფრანც-იოსებთან იშლსა და ზალცბურგში 1871 წ. წერტილი დაესვა 1866 წ. მტრობას და აღდგენილ იქნა ძველის-ძველი მეგობრობა. სამი იმპერატორის ბერლინში შეხვედრისას, რომელიც ხდებოდა 1872 წ. 6-დან 11 სექტემბრის ჩათვლით, დამყარებულ იქნა სამი მონარქის თანხმობა ყველა უმთავრეს პოლიტიკურ საკითხში. ამ შეხვედრებს დაემატა იმპერატორ ვილჰელმის სტუმრობა პეტერბურგში 1873 წ. და ვენაში და მეფე ვიქტორ-ემანუილის ბერლინში ჩასვლაც. უკანასკნელის სტუმრობაზე იმპერატორმა უპასუხა მილანში გამგზავრებით, სადაც 1873 წ. 18 ოქტომბერს მას ერგო თანაგრძნობიანი მიღება მოსახლეობის მხრიდან. იმპერიის საშინაო საქმეებს, რაიხსტაგისა და პრუსიის სეიმის კამათებს იგი აქცევდა ყველაზე უფრო ცხოველ ყურადღებას. არ ყოფილა თითქმის არც ერთი ეროვნული დღესასწაული ან ზეიმი, რომელშიც მას არ მიეღო პირადად მონაწილეობა. გერმანული არმიის ტექნიკურ გაუმჯობესებას (სრულყოფას) იგი ყველაზე უფრო მეტად უთმობდა თავის საქმიანობას. ძალების დაუზოგავად იგი უცვლელად მონაწილეობდა ჯარების მანევრებში, რომლებიც ყოველწლიურად მიმდინარეობდა ჩრდილოეთ და სამხრეთ გერმანიაში. ამ მგზავრობებს მანევრებზე არ აკლდა პოლიტიკური მნიშვნელობაც: ისინი იმპერატორს უწევდა სამსახურს მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებისთვის თავის ნათესავებთან და მოსახლეობასთან გერმანული იმპერიის სხვადასხვა ნაწილებში. ევროპული პოლიტიკის სიმძიმის ცენტრი გადატანილ იქნა ბერლინში. ამ წარმატებებს შორის მოულოდნელად ჩადენილ იქნა თავდასხმა იმპერატორის სიცოცხლის ხელყოფის მიზნით. 1878 წ. 11 მაისს მეთუნუქის შეგირდმა ჰედელმა ორჯერ ესროლა იმპერატორს რევოლვერიდან, როდესაც ვილჰელმი მგზავრობდა ღია ეკიპაჟით, ბადენის დიდ ჰერცოგინიასთან ერთად, ქუჩაში სახელწოდებით ცაცხვების-ქვეშ. იმპერატორი უვნებელი დარჩა, ბოროტგანმზრახველი კი დააკავეს. ამას შედეგად მოჰყვა რაიხსტაგში კანონის შეტანა სოციალისტების შესახებ, მაგრამ 24 მაისს იგი უარყოფილ იქნა.
2 ივნისს, როდესაც ეტლში მჯდარი იმპერატორი მიემგზავრებოდა ტირჰარტენში, ცაცხვების-ქვეშ # 18 სახლის მეორე სართულის ფანჯრიდან მას ორჯერ ესროლეს საფანტი, რის შედეგადაც იმპერატორმა მიიღო რამდენიმე მძიმე ჭრილობა. თავდასხმაში დამნაშავე დოქტორი, კარლ ედუარდ ნობილინგი, რომელმაც საკუთარ თავსაც საშიში ჭრილობა მიაყენა, დაპატიმრებულ იქნა დანაშაულის ადგილზე. ჰედელს თავი მოკვეთეს ბერლინში 1878 წ. 16 აგვისტოს; ნობილინგი მოკვდა 1878 წ. 10 სექტემბრს საკუთარი თავისთვის მიყენებული ჭრილობის შედეგად. იმპერატორის ავადმყოფობის დროს მან მემკვიდრე უფლისწულს დააკისრა უმაღლესი სამთავრობო საქმეების წარმოება. ახლად არჩეული რაიხსტაგი გახსნილ იქნა 4 სექტემბერს და მისადმი შეთავაზებული კანონი სოციალისტების შესახებ მიიღო 19 ოქტომბერს, ზოგიერთი ცვლილებით. 5 დეკემბერს იმპერატორი კვლავ შეუდგა სახელმწიფოს მართვას. 1879 წ. 11 ივნისს იმპერატორის ოჯახი ზეიმობდა თავის ოქროს ქორწილს. 600-ზე მეტმა ბრძანებულებამ იმ დღეს თავისუფლება აჩუქა სხვადასხვანაირი დანაშაულებებისთვის დაპატიმრებულ პირებს. თავისი მეფობის მიწურულს ვილჰელმმა ჩაიფიქრა სოციალური რეფორმები. მან მიმართა რაიხსტაგს 1881 წ. 17 ნოემბრისა და 1883 წ. 14 აპრილის გზავნილებით, რომელთა შედეგადაც 1883 წ. გამოცემულ იქნა კანონი ავადმყოფი მუშებისთვის სალაროს შესახებ, 1884 წ. კანონი უბედური შემთხვევების წინააღმდეგ დაზღვევის შესახებ და 1885 წ. ორივე ეს კანონი გავრცელებულ იქნა მუშებზე, სხვადასხვა სატრანსპორტო დაწესებულებების მოსამსახურეებზე, ხოლო 1886 წ. _ სამიწათმოქმედო და სატყეო მეურნეობების მუშებზეც. იმპერატორის 1882 წ. 4 იანვრის რესკრიპტში ოპოზიციური პარტიების მისწრაფებას მმართველობის საპარლამენტო სახის შემოღებისკენ დაუპირისპირდა პრუსიის მეფის კონსტიტუციური უფლება პირადად ხელმძღვანელობდეს საკუთარი მთავრობის პოლიტიკას. „კულტურული ბრძოლა“ შეწყვეტილ იქნა, ვატიკანთან ურთიერთობები განახლდა, ეპისკოპოსების ყველა ვაკანტური ადგილი შეივსო.
პრუსიასა და რუსეთს შორის ძველისძველი მეგობრობის გაციებამ, რომელიც დადგა ბერლინის კონგრესის შემდეგ, წაახალისა ვილჰელმი 1879 წ. 3 სექტემბერს მოეწყო პაემანი იმპერატორ ალექსანდრე II-თან ალექსანდროვში. რადგანაც ეს პაემანი უშედეგოდ დარჩა, ამიტომ მან ხელი მოაწერა თავად ბისმარკის მიერ 1879 წ. 15 ოქტომბერს დადებულ თავდაცვით კავშირს ავსტრია-უნგრეთთან, რომელსაც 1883 წ. შეუერთდა იტალიაც. იმპერატორებს ვილჰელმსა და ფრანც-იოსებს შორის გაშტაინში მიმდინარე ყოველწლიური შეხვედრების წყალობით, ეს კავშირი სულ უფრო მყარი და მჭიდრო ხდებოდა. იმპერატორ ალექსანდრე III-ს 1881 წ. 9 სექტემბერს ჰქონდა პაემანი ვილჰელმთან დანციგში, 1884 წ. 15-17 სექტემბერს _ პოლონურ ციხესიმაგრე სკერნევიცებში. ვილჰელმის პაემანი იმპერატორ ფრანც-იოსებთან, რომელიც მიმდინარეობდა 1886 წ. 8-10 აგვისტოს, იყო დიდი მნიშვნლობის მოვლენა, რადგანაც მის საბაბად იქცა საფრთხეების წარმოქმნა დასავლეთსა და აღმოსავლეთში, ხოლო მისი მიზანი კი შედგებოდა საერთო ღონისძიებების განხილვაში ცნობილი მოვლენების შემთხვევისთვის. 1887 წ. 1 იანვარს იმპერატორი ზეიმობდა არმიაში თავისი შესვლის 80 წლისთავს, ხოლო შემდეგ წელს კი იგი გარდაიცვალა (9 მარტს).
ავტორი, სავარაუდოდ, ა. კუდრიავცევი
35) ბისმარკი
(დასაწყისი)
ბისმარკი (Otto-Eduard-Leopold, Fürst v. Bismarck) _ დაიბადა 1815 წ. 1 აპრილს არცთუ დიდ აზნაურულ მამულში შენჰაუზენში, რომელიც მდებარეობს ბრანდენბურგის შუაგულში, ღარიბი და წინა საუკუნის დასაწყისში ძლივს-ძლივობით შესამჩნევი ქვეყნის აკვანში, რომელიც ასე სწრაფად გაიზარდა ძალმოსილ პრუსიულ სახელმწიფოდ, დაიბადა ოტონ-ედუარდ-ლეოპოლდ ბისმარკი. მისი სახელი საკუთარი თავით ავსებს უკანასკნელი 30 წლის ისტორიას. იგი წარმოადგენს ცენტრალურ ფიგურას, რომლისკენაც მიიზიდება (თავს იყრის) XIX ასწლეულის მეორე ნახევრის ყველა მნიშვნელოვნი ისტორიული მოვლენა.
ბისმარკის საგვარეულო _ ერთერთი ყველაზე უფრო ძველი საგვარეულოთაგანია. მისი გენეალოგიური ხე გადაჭიმულია მთელ შვიდ საუკუნეზე. იმ სამფლობელოებს შორის, რომლებიც ჯერ კიდევ XIII ასწლეულში მიეკუთვნებოდა ჰაველბერგის ეპისკოპოსებს, მდბარეობდა პატარა ადგილი Bischofsmarck, საიდანაც წარმოსდგება კიდეც გვარი ბისმარკი. მისი ყველა წინაპარი იყო ბრანდენბურგის მარკგრაფების ერთგული მსახური, მათი უმრავლესობა სულ ადრეული წლებიდნ უძღვნიდა თავს სამხედრო სამსახურს, და ეს სიყვარული სამხედრო საქმისადმი, იარაღისადმი, მუნდირის ბრწყინვალებისადმი, მემკვიდრეობითობის გზით, გადმოვიდა მათ სახელგანთქმულ, ჩვენს თანამედროვე შთამომავალზე. მისი წინაპრებიდან ბევრი, როგორც ამბობს გადმოცემა, გამოირჩეოდა უჩვეულოდ ვნებიანი და მასთან ერთად დაჟინებული, მეომრული და შმაგი (დაუდგრომელი) ზნითაც კი. ერთერთმა ამ წინაპართაგანმა გაცოფებისას ჩაიდინა მკვლელობა, და უნდა დაეტოვებინა სამშობლო, გამოცხადდა რუსეთში, შევიდა სამსახურში, მაგრამ მალევე გარეული აღმოჩნდა კურლანდიის პოლიტიკურ ინტრიგებში, რისთვისაც გადასახლებულ იქნა ციმბირში. შეწყალებული, იგი კვლავ გაამწესეს სამსახურში დიპლომატის სახით, და თავისი კარიერა დაასრულა იმით, რომ ეკავა უმაღლესი სამხედრო თანამდებობა პოლტავაში. ეს ლიუდოლფ-ავგუსტ ბისმარკი სულაც არ ყოფილა ერთადერთი ამ საგვარეულოდან, რომლებსაც რუსეთმა სტუმართმოყვრულად გაუღო კარი.
მაგრამ თუკი უმრავლესობა ბისმარკის წინაპრებიდან არ აღიარებდა სხვა კარიერას, თუ არა სამხედროსი, სამაგიეროდ ბისმარკის მამა არ გრძნობდა არანაირ მოწოდებას სამხედრო საქმისადმი და ადრე გავიდა თადარიგში, გულმოდგინედ მისცა თავი სოფლის მეურნობას, და ყოველივე დანარჩენს ამჯობინებდა დამოუკიდებელ ცხოვრებას მშობლიურ სამკვიდრო ბუდეში. მას ცოლად ჰყავდა ნიჭიერი პუბლიცისტ-პროფესორის მენკენის ქალიშვილი, რომელსაც უყურებდნენ როგორც იაკობინელს მხოლოდ იმიტომ, რომ მისთვის უცხო არ იყო ვოლტერისა და რუსოს იდეები. ბისმარკის დედას კარგად ესმოდა სერიოზული განათლების ფასი და მთელი თავისი მზრუნველობა მიმართა იმაზე, რათა თავისი შვილებისთვის კარგი განათლება მიეცა. მისი მეოთხე ვაჟიშვილი, გერმანიის იმპერიის მომავლი პირველი კანცლერი, ჯერ კიდევ შვიდი წლისაც არ იყო, როდესაც დედამ გადაწყვიტა მისი მიცემა სკოლაში, სურდა რა რამდენადმე დისციპლინის ქვეშ მოექცია ბავშვის დუყოლიებელი (ჯიუტი) ბუნება. ბიჭის კარიერა დასახულ იქნა ძალზედ ადრე. დედას სურდა მისგან დიპლომატის გაზრდა და ამ მიზნის გულისთვის განსაკუთრებული ყურადღება მიაქცევინა ახალი ენების შესწავლაზე. თორმეტი წლისა იგი გადავიდა პირველდაწყებიsთი სკოლიდან ბერლინის ერთერთ გიმნაზიაში „ფრიდრიხ-ვილჰელმისა“, სადაც დიდხანს არ დარჩენილა და გადავიდა სხვა გიმნაზიაში თუ ლიცეუმში, რომელიც ცნობილია „რუხი მონასტრის“ (Grauer-Kloster) სახელით. ბიჭი-ბისმარკი დიდხანს ვერსად ვერ რჩებოდა, იგი ვერ ურიგდებოდა მკაცრ დისციპლინასა და გარკვეულ სიმკაცრეს, რომლებიც გაბატონებული იყო იმ დროს პრუსიულ სკოლებში; ყველგან მას გამოსდიოდა შეჯახებები მასწავლებლებთან, ყველა ჩიოდა მის შმაგ ზნეზე. ყოველივე ამან ვერ შეუშალა ხელი ახალგაზრდა ბისმარკს 17 წლისას დაესრულებინა გიმნაზიის კურსი და მისგან გამოეტანა საკმარისად საფუძვლიანი ნაცნობობა ისტორიასთან, ლათინელ კლასიკოსებთან, შექსპირთან დაბოლოს მშობლიურ პოეტებთან _ გოეთესა და შილერთან, ერთი სიტყვით შეეძინა ცნობების ის ძირითადი მარაგი, რომლითაც მას ყოველთვის ოსტატურად შეეძლო სარგებლობა საჭირო შემთხვევებში თავის პოლიტიკურ სიტყვებში (გამოსვლებში).
ბერლინში გიმნაზიის დასრულების შემდეგ 17 წლის ბისმარკი გაემგზავრა გიოტინგენის უნივერსიტეტში, სადაც უნდა შეესწავლა იურისპრუდენცია. მაგრამ მეცნირება ნაკლებად იზიდავდა თავისკენ ახალგაზრდა, ჯანმრთელ და ათლეტურად აგებულ ბისმარკს. საუნივერსიტეტო ცხოვრების წლები მისთვის გახლდათ განსაკუთრებული სახის Sturm und Drang Periode-ის წლები. ლექციები, სამეცნიერო საქმიანობა მისთვის არ არსებობდა. მთელ თავის დროს იგი უთმობდა ნადირობას, ფარიკაობას, ტანვარჯიშს, ცხენონობას. მხიარული კომპანია, სტუდენტური ქეიფები, ჩხუბი და დავები ცარიელი, უმნიშველო სიტყვების გამო, დუელები, დუელები დაუთვალავად _ აი რა ავსებდა მის არსებობას შორს მისი დედის ფხიზელი მეთვალყურეობისგან, რომელსაც ასე არ მოსწონდა „ბურშის“ ცხოვრება, რომელმაც გაიტაცა მისი ვაჟიშვილი. ოცდაშვიდი დუელი, ჭრილობისგან დატოვებული ნაწიბური ლოყაზე, სმის უნარი ისე, რომ არასდროს არ დაეკარგა საღი გონება, _ ასეთი იყო ის შენაძენები, რომლებიც მან გაიკეთა გიოტინგენის უნივერსიტეტში. მეცნიერებას ამაზე მეტად ბედმა ვერც ბერლინის უნივერსიტეტში გაუღიმა, სადაც გადავიდა ახალგაზრდა ბისმარკი დაკარგული დროისთვის დაწევის იმედით. აქაც უნივერსიტეტი იშვიათად ხედავდა მას თავის კედლებში; იგი რამდენჯერმე გამოჩნდა სავინის აუდიტორიაში მხოლოდ იმისთვის, რათა დარწმუნებულიყო, რომ ლექციებზე დასწრება უკანასკნელი ორი-სამი სემესტრის მანძილზე უნაყოფო იქნება, რომ იგი უნდა ჩაუჯდეს სამუშაოს სახლში, ჩაუჯდეს ბეჯითად (მუყაითად), მცოდნე და უნარიანი რეპეტიტორის ხელმძღვანლობით, რათა შემდეგ შეეძლებოდეს გამოცდების ჩაბარება. ცუდად თუ კარგად, მან 1835 წ. ჩააბარა იურიდიული გამოცდა და მაშინვე გამწესებულ იქნა სამსახურში ბერლინის საქალაქო სასამართლოში. როგორც არ შეეძლო მას შეგუებოდა სასკოლო ცხოვრებას, როგორც არ შეეძლო მხარი აება მეთოდური მუშაობისთვის უნივერსიტეტში, ზუსტად ასევე არ შეეძლო დაქვემდებარებოდა გარდაუვალ სამსახურეობრივ დისციპლინასაც. იგი სივიწროვეს განიცდიდა და სული ეხუთებოდა კანცელარიაში. სასამართლო საქმიანობიდან იგი გადადიოდა ადმინისტრაციულზე, რამდენჯრმე შეიცვალა ადგილი, მაგრამ ყველგან მას მოსდიოდა გაუგებრობანი უფროსობასთან, და იგი ამთავრებდა იმით, რომ თავს ანებებდა არჩეულ საქმიანობას.
მას არ შეეძლო ყოფილიყო დაქვემდებარებაში, ძალაუფლებიანმა ტემპერამენტმა ძალზედ ადრე იჩინა თავი. საკმარისი იყო აეძულებინათ იგი ზედმეტი ნახევარი საათი ეცადა უფროსის მისაღებში, რომ მას მაშინვე უარი ეთქვა შემდგომ სამსახურზე. მისი ადმინიტრაციული კარიერა შეწყვეტილ იქნა სახელდობრ ასეთი შემთხვევის წყალობით. შევიდა რა თავისი პირდაპირი უფროსის კაბინეტში, მისაღებში ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, ბისმარკმა მიმართა მას შემდგი სიტყვებით: „მე გამოვცხადდი თქვენთან ჩემთვის ხანმოკლე შვებულების მოცემის თხოვნით, მაგრამ მთელი საათის ლოდინის განმავლობაში, მქონდა დრო გადასაფიქრებლად, და ახლა გთხოვთ გადადგომას. არცთუ უფრო მეტად მომხიბლავი აღმოჩნდა ბისმარკისთვის სამხედრო სამსახური. იგი ეძიებდა თავისთვის ისეთ საქმიანობას, როგორიც მის სულსა და გულს გაუხარდებოდა, მაგრამ ყველგან ეჯახებოდა დისციპლინის, დაქვემდებარების აუცილებლობას, რასთანაც შერიგება არ შეეძლო მის დამოუკიდებელ, რომ არა ვთქვათ თავდაუჭერელ ხასიათს. კიდევ ერთხლ სცადა მან შესულიყო ადმინისტრაციულ სამსახურში, მაგრამ ამ უკანასკნელმა მოსინჯვამ საბოლოოდ დაარწმუნა იმაში, რომ იგი არ არის შექმნილი საკანცელარიო სამუშაოსთვის, რომ მისი ტემპერამენტი ვერ ურიგდება ვერანაირ დაქვემდებარებულობას. მან დატოვა ბერლინი და გაემგზავრა სოფელში, რათა ემართა ორი მამული, რომლებიც მას მამამ გადასცა. რამდენადმე არეული საქმეების წესრიგში მოყვანას ხელი არ შეუშლია მისთვის იმაში, რომ ცხოვრობდა რა მამულში, ამავდროულად ეცხოვრა მხიარული და მშფოთვარე ცხოვრებით სამხედრო ახალგაზრდობის საზოგადოებაში. ნადირობა, ცეკვები, ღვინისსმა და ქეიფები არასდროს არ წყდებოდა და ბისმარკი მხოლოდ ზუსტად იმისთვის ზრუნავდა, რათა გაემართლებინა მისთვის მიცემული ზედმეტსახელი „der tolle Bismarck“. გატაცებების მშფოთვარე წლები, როგორც ჩანს ჯერ კიდევ წარსულში არ დაეტოვებინა „გადარეულ“ ბისმარკს, რომელიც არანაირ ყურადღებას არ აქცევდა მისი ქცევით წამოჭრილ აღშფოთებას მეზობელ ფეოდალურ ციხე-სასახლეებში. მაგრამ მის მოქეიფე ცხოვრებას შორის დგებოდა ჩაცხრობისა და ჩაწყნარების დღეებიც, და ამ დღეებში ბისმარკი ეფლობოდა მუშაობაში და ცდილობდა შეევსო ხარვეზები თავის განათლებაში. ისტორია და ფილოსოფია გახლდათ მისი საყვარელი საგნები. ადგილობრივი გარნიზონის ახალგაზრდა ოფიცრები უკიდურესად გაკვირვებულნი დარჩებოდნენ, რომ ეხილათ თავიანთი თანამეინახე ჩაძირული სპინოზას ფილოსოფიის კითხვაში, რომლის შესწავლაც მას უყვარდა მოცალეობის საათებში. მამის სიკვდილმა 1845 წ. აიძულა ბისმარკი კიდევ უფრო გულმოდგინედ დაკავებულიყო საკუთარი საქმეების წესრიგში მოყვანით, მაგრამ სოფლის მეურნეობა მას მაინც ბევრ თავისუფალ დროს უტოვებდა, ხოლო სიმწიფის ასაკში შესვლა აიძულებდა მის მშფოთვარე გონებას სიმძიმედ შეეგრძნო უფრო ფართო ასპარეზის არქონა.
მამის სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ ბისმარკის ინტიმურ ცხოვრებაში მოხდა მსხვილი ცვლილება. მან გადაწყვიტა ცოლად შეერთო ჰაინრიხ პუტკამერის ქალიშვილი. ბისმარკის წინადადებამ შეაშინა საცოლის მამა. გიჟმაჟის, მოქეიფის რეპუტაცია ისე მტკიცედ იყო დამკვიდრებული მასთან, რომ ქალიშვილის მითხოვება „გადარეული ბისმარკისთვის“ სასიმამროს რაღაცნაირად შეუძლებლად ეჩვენებოდა. მაგრამ ბისმარკი ახალგაზრდული წლებიდანვე გამოირჩოდა დაჟინებულობით, და ქორწილი შედგა 1847 წ. მალე შეიცვალა მისი საზოგადოებრივი მდგომარეობაც. 1847 წ. სამეფო ბრძანებულებას პრუსიაში შემოჰქონდა რაღაც წარმომადგენლობითი მმართველობის მსგავსი, და ბისმარკმა, რომელიც სააზნაურო მამულის მფლობელის სახით იჯდა პროვინციულ სეიმში, მიიღო დეპუტატად გამოცხადების შესაძლებლობა იმ შეერთებულ სეიმზე ანუ პარლამენტზე, რომელიც შექმნილი იყო მეფის ფრიდრიხ-ვილჰელმ IV-ის მიერ.
ფრიდრიხ-ვილჰელმ IV ტახტზე ავიდა 1840 წ. თავისი მამის ფრიდრიხ-ვილჰელმ III-ის სიკვდილის შემდეგ, რომელიც განსაცდელების მძიმე წლების შემდეგ, „კაცობრიობის მტერთან“, ნაპოლეონთან, მთელი რიგი სისხლისმღვრელი ომების შემდეგ, ხალხის მიერ გაღებული მსხვერპლის სანაცვლოდ ერთგვარი ჯილდოს სახით, დაპირდა მას ებოძებინა მისთვის კონსტიტუციონალიზმის სიკეთეები. მაგრამ ეს დაპირება შეუსრულებელი დარჩა. პირიქით, ნაპოლეონის დამხობისა და წმ. ელენეს კუნძულზე მისი დატუსაღების შემდეგ, საფრანგეთისთვის ლაგამის ამოდებისა და ბურბონების აღდგენის შემდეგ, ყველა ევროპულ ხალხზე დაწესებულ იქნა საღვთო კავშირის ულმობლად მკაცრი მეურვეობა. ფრიდრიხ-ვილჰელმ III ბრმად ემორჩილებოდა ბრძანებებს, რომლებიც მოდიოდა ობსკურანტიზმის რეაქციის კერიდან _ მეტერნიხისეული ავსტრიიდან. მისმა მემკვიდრემ გაიხსენა ამ დაპირების შესახებ, და რადგანაც იგი თავად ღებულობდა მონაწილეობას მეფის იმ რესკრიპტის განხილვაში, რომლითაც თავის დროზე ხალხს ეუწყა წარმომადგენლობითი მმართველობის შემოღება, ამიტომ იგი თავს ვალდებულად თვლიდა იმ სიტყვის შესრულების გამო, რომელიც ასე გულარხეინად მისცა მისმა მამამ. უწინარეს ყოვლისა მან დააარსა რვა პროვინციული სეიმი, მართალია, ყველაზე უფრო შეზღუდული უფლებებით, მაგრამ ამ პროვინციული სეიმების მხოლოდ არსებობაც კი ახალისებდა და აცოცხლებდა ლიბერალურ მისწრაფებებს. ამ პროვინციული სეიმების ანუ საერო კრებების დაარსებით ფრიდრიხ-ვილჰელმ IV ჯერ კიდვ არ მიიჩნევდა თავის ამოცანას შესრულებულად, და 1847 წ. მან გამოსცა დეკრეტი ბერლინში რვავე სეიმის წარმომადგენლების მოწვევის შესახებ. სწორედ ეს შეერთებული სეიმი ანუ ლანდტაგი იყო კიდეც ის არენა, რომელზედაც პირველად გამოვიდა ბისმარკი პოლიტიკური მოღვაწის სახით.
ორმოც წელზე მეტი გავიდა პოლიტიკურ სარბიელზე ბისმარკის პირველად შედგომის შემდეგ, და დროის ამ გრძელი პერიოდის მანძილზე ბევრი მისი თავდაპირველი შეხედულება შეიცვალა, პოლიტიკური ჰორიზონტი გაფართოვდა, მოვლენებმა, სახელმწიფოებრივმა გამოცდილებამ აიძულეს იგი უარი ეთქვა ამათუიმ ძალზედ ვიწრო იდეებზე, წინარწმენებსა და ცრურწმენებზე, მაგრამ ჩავუკვირდებით რა უფრო ღრმად მის პოლიტიკურ მსოფლმხედველობას, არ შეიძლება არ ვაღიაროთ, რომ თავის მთავარ მონახაზებში, და უპირატესად საშინაო პოლიტიკის საკითხებში, მისი „წმინდათა წმინდა“ 1847 წ.-სა ურყევად დარჩა ორმოცდაოთხი წლის შემდეგაც.
ბისმარკი შეერთებულ ლანდტაგზე გამოცხადდა იმ ფეოდალური, „იუნკერული“ პარტიის დაჯერებულ (დარწმუნებულ) წარმომადგენლად, რომელსაც იგი მიეკუთვნებოდა თავისი დაბადების მიხედვით, და მისი სარწმუნოების სიმბოლოთა ხელშეუხებლობისთვის გულმხურვალე, თავხედობამდე გაბედულ მებრძოლად. ეს სიმბოლოები დაიყვანებოდა სამეფო ხელისუფლების ღვთაებრივი უფლების საწყისის აღიარებაზე, რომელიც ისევე მტკიცე და განუხრელი იყო პრუსიაში, როგორც „ბრინჯაოს კლდე“, რომელზედაც უნდა დამსხვრეულიყო გასული ასწლეულის მიწურულის ისტორიული გადატრიალებით საძირკველჩაყრილი ახალი დემოკრატიული წყობილების მთელი შემოტევები. სამეფო ხელისუფლება, ბისმარკის რწმენით, წარმოადგენს მთელი უფლებების, ხალხის მთელი თავისუფლებების წყაროს, მისთვის უცხოა ყველანაირი ვალდებულებანი, ყველანაირი სახელშეკრულებო ურთიერთობები ხალხთან. პრუსიის მეფეებმა, ასეთია მისი ცრედო, ძალაუფლება მიიღეს ღმერთისგან და ამიტომ პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ ღმერთის წინაშე. მეფისადმი მიმართული ყველანაირი მოთხოვნები უკანონოა. სახალხო უფლებები, რომლებიც უპირისპირდება სამეფო ხელისუფლებას, წარმოადგენს მხოლოდ სიტყვებს, რომელთაც გამოცლილი აქვთ შინაარსი. მას არ ეშინია საყვედურისა ობსკურანტიზმში, პირიქით, იგი ამაყობს იმით, რომ წმინდად ინახავს ამ „შუასაუკუნოებრივი ობსკურანტიზმის ცრურწმენებს“. იგი არ უარყოფს სახალხო წარმომადგენლობის სარგებლობასა და მნივნელობას, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით, რომ მეფის ნება ყოველთვის აღიარებულ იქნას კანონად და რომ სახალხო წარმომადგენლობა არასდროს არ ფიქრობდეს სამეფო ხელისუფლების რაღაცნაირ ფიქციად გადაქცევას.
ბისმარკის ასეთ შეხედულებებში არ არის არაფერი ახალი, ეს გახლდათ ფეოდალური პარტიის მოსიარულე იდეები, და თუკი ახალგზრდა დეპუტატმა თავისი სულ პირველი ნაბიჯებიდანვე მიიქცია საყოველთაო ყურადღება, ეს მოხდა რა თქმა უნდა არა თავისი რეაქციული ქადაგების ბრწყინვალებით, სიღრმით ან ორიგინალურობით, არამედ მხოლოდ იმ ფორმით, რომელსაც იგი აძლევდა თავის „დედის რძესთან ერთად შეწოვილ“ იდეებს, თავისი სიმამაცით, ვაჟკაცობით, უჩვეულო დაჯერებულობით თავისი რწმენის საბოლოო ზეიმში მოწინააღმდგეთა რწმენებზე, რომლებიც აღმართავდნენ სახელმწიფოებრივი ცხოვრების ახალი წყობილების დროშას. მის მიერ ლანდტაგში 1847 წ. წარმოთქმული პირველივე სიტყვიდან უჩვეულოდ კაშკაშად გამოვიდა წინ მტრებთან ბრძოლის ილეთების მთელი ის განსაკუთრებულობანი, რომლებიც მიეკუთვნებოდა მხოლოდ მას და არა ვინმე სხვასაც, მისი ორატორული ტემპერამენტის მთელი გასაოცარი თავისებურება, მთელი მისი ვნებიანობა, შეერთებული უჩვეულო თვითდაუფლებულობასთან, ერთი სიტყვით, ამ მძლე, მაგრამ ხისტი გონების მთელი ის თვისებები და ხსიათები, რომლებსაც დრო სულ უფრო და უფრო მეტად აწრთობდა. მთელი მომხდარი ცვლილებების მიუხედავად, გერმანიის იმპერიის პირველი კანცლერის ხასიათის ნიშნებში ძნელი არ არის ვიცნოთ პირველი მოკრძალებული პრუსიული ლანდტაგის ახალგაზრდა დებუტატის ხასიათის ნიშნები. ბისმარკი სულაც არ გახლავთ ორატორად შობილი, მაგრამ ცოტა ვინმე თუ აღწევდა თავისი სიტყვით შთაბეჭდილების ასეთ ძალას. იგი ოდნავადაც კი არ ზრუნავს თავისი სიტყვის სილამაზეზე, იგი მსმენელების დარწმუნებასაც კი არ ცდილობს; მისთვის მნიშვნელოვანია ერთი რამ _ მთელი სისრულით გამოხატოს თავისი აზრი და გასრისოს თავისი მტრები. რაც უფრო მეტად აიარაღებს მისი აზრი თავის წინააღმდეგ მის მსმენელებს, მით უფრო მკვეთრად გამოხატავს იგი მათ; დაე მისი სიტყვა სწყლავდეს, ჭრიდეს, შეურაცხყოფდეს, დაე აღიმართებოდეს აღშფოთების მთელი ქარისხალი, იგი უკან არ დაიხევს სიტყვის წინაშე, რომელიც გამოხატავს იმას, რასაც იგი ფიქრობს მოცემულ წუთში.
ფლობს რა ცოცხალ და ძლიერ წარმოსახვას, მას შეუძლია გამოძებნოს უჩვეულოდ ძლიერი და ზუსტი სახეები, რომლებიც ელვის მსგავსად აშუქებენ საკითხს. შეკუმშული, მაგრამ ძლიერი ფორმულები ახდენენ უფრო მეტ შთაბეჭდილებას, ვიდრე გრძელი და ზოგჯერ მჭერმეტყველური სიტყვები, ეს ფორმულები იბეჭდება მსმენელთა, მკითხველთა, ბრბოს გონებაში, ხოლო ამგვარი ფორმულები ბისმარკთან უხვადაა განბნეული. „დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ჩვენ არ წავალთ კანოსაში“; „გერმანიის ერთიანობა მიღწეულ იქნება არა სიტყვებით, არამედ რკინითა და სისხლით“; „ჩვენი კავშირი გერმანიის კავშირთან _ დაავადებაა, რომლისგან განკურნებაც ადრე თუ გვიან მოგვიწევს ცეცხლითა და რკინით“.... ყველა მსგავსი გამოთქმა თავის თავში შეიცავდა მთელ პროგრამას, და შუშის მჭრელი ალმასის მსგავსად, ისინი იჭრებოდა საზოგადობრივ შეგნებაში. ბისმარკს უჩვეულო ოსტატობით შეუძლია სარგებლობდეს თავისი არცთუ ძალიან მძიმე ლიტერატურული ბაგაჟით: რომელიმე საოპერო ლიბრეტოდან ნასესხები ვულგარული ციტატა, შექსპირის ტრაგედიიდან ამოღებული შედარება, გოეთეს ან შილერის ლექსი მასთან შეიძლება გადაიქცეს წვერწამახულ ისრებად, რომლებიც ღრმად ესობა მის პოლიტიკურ მტრებს, და ბოროტ დაცინვად მისი მოწინააღმდეგეების იდეებსა და რწმენაზე. თუკი მისი სიტყვები არასდროს არ იტაცებდა მსმენელებს თავისი შთაგონებით, თუკი მას არ გააჩნია არც ერთი სიტყვა მსუნთქავი ხალხისადმი მხურვალე სიყვარულით, და მით უმეტეს კაცობრიობისადმი, სამაგიეროდ არც ერთი მსხვილი სახელმწიფო მოღვაწე თავისი სიტყვით არ იწვევდა ასეთ ქარიშხლებს, ასეთ ქუხილს აღშფოთებისა.
ბისმარკს თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის სულ დასაწყისიდანვე შეეძლო მშვენივრად ესარგებლა თავისი მტრების იარაღებით. 1847 წ. შეერთებული ლანდტაგის ტრიბუნამ მას გაუწია პარლამენტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღის სამსახური. იდგა რა ამ ტრიბუნაზე, მან შიშის გარეშე აღმართა აბსოლუტიზმის დროშა, რადგანაც მხოლოდ მასში ხედავდა იგი თავისი სამშობლოს აყვავების საწინდარს. მან ომი, და თანაც დაუნდობელი ომი გამოუცხადა ყოველივეს, რაც კი აღბეჭდილი იყო ლიბერალიზმის სულით. მისი სიტყვა მათრახივით ტყლაშუნობდა, აღსავსე ზიზღით მისი მტრებისადმი, მისი მტრები კი იყვნენ ყველა ისინი, ვინც არ იზიარებდა აბსოლუტური მონარქიის მისეულ პოლიტიკურ იდეალს. მას არაფერი არ ეუხერხულება, მისი დაშინება შეუძლებელია. შესვენებები, დასტვენები, შეურაცხმყოფელი შეძახილები ვერ აიძულებს მას გაჩუმდეს ან დატოვოს ტრიბუნა. იგი რჩება მშვიდი, საკუთარი თავის ფლობით აღსავსე, შლის გაზეთს და კითხულობს, ან თავს ისე აჩვენებს რომ კითხულობს, სანამდე ხმაური არ დაწყნარდება და იგი არ მიიღებს შესაძლებლობას თავისი სიტყვის გაგრძელებისთვის.
მიდის თებერვლის რევოლუცია. ვენაში, ბერლინში აღიმართება ბარიკადები. რევოლუციური მოძრაობა აშინებს ტახტებს, აიძულებს დემოკრატიული მისწრაფებებისადმი დათმობებისთვის, კომპრომისებზე წასვლისთვის. მხოლოდ ბისმარკი რჩება საკუთარი თავის ერთგულად და შეუდრეკლად. დემოკრატიულ პარლამენტში იგი წარმოადგენს კვლავ იმავე ულტრაროიალისტს, რომელიც მუდამ მზად არის იცავდეს სამეფო ხელისუფლების ხელშეუხებლობას თვით თავად მეფის წინააღმდეგაც კი. „მე არ მინდა ვიტყუებოდე“, ამბობს ის სამეფო ხელისუფლების მიერ გაკეთებული დათმობების გამო, „განვაცხადებ რა, რომ მე მახარებს ის პოლიტიკა, რომელსაც მე ვუყურებ როგორც შეცდომას“. აბსოლუტური მონარქიის დროშა ხელიდან დაუვარდა მეფეს, მაგრამ ბისმარკი ებღაუჭება მას და იცავს მის ხელშეუხებლობას. მისი მტრები, ხოლო მათი სახელი კი ლეგიონია, ეწევიან აგიტაციას, გავლენას ახდენენ საზოგადოებრივ აზრზე, იგი გააკეთებს ზუსტად იმასვე, იგი არ უგულვებელყოფს არანაირ საშუალებებს. იგი წერს წერილებს, ხელს უწყობს ფეოდალური პრტიის ორგანოების, კლუბების დაარსებას, ჩნდება საზოგადოებრივ კრებებზე, გამოდის სიტყვებით, იგი გრძნობს საკუთარ თავში ძალას რათა შეებას რევოლუციურ მოძრაობას. მისი რეაქციული, მაგრამ მაინც ვაჟკაცური როლი, იქცევს სასახლის კარის ყურადღებას, სამეფო კარი მას თავისთან იახლოებს, და ბისმარკიც აღაფრთოვანებს სამეფო ხელისუფლებას დემოკრატიულ ტალღასთან საბრძოლველად. იმ დროს, როდესაც ფრანკფურტში იკრიბება გერმანული პარლამენტი, რომელიც მსჯელობს ერთიანი გერმანიის ბედისა და მომავალი მოწყობის შესახებ, ბერლინში ქარიშხალი დგება, რევოლუციური მოძრაობა უკანასკნელ სულს ღაფავს, ჯარები შედიან დედაქალაქში, რომელშიც ჩქარობენ სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას. ხმების საყოველთაო მიცემის გზით არჩეული სახალხო კრების დარბაზს იკავებენ ჯარისკაცები, კრება გადააქვთ პროვინციულ ქალაქში, სადაც რამდენიმე კვირის შემდეგ იგი კვდება ძალადობრივი სიკვდილით. სამეფო დეკრეტმა შეწყვიტა მისი არსებობა.
ბისმარკი ზეიმობს, მაგრამ გამარჯვება მას ეჩვენება არასრულად, მისთვის ეს ჯერ კიდევ მხოლოდ დასასრულის დასაწყისია. სამეფო ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ დაუბრუნებია თავისთვის მთელი თავისი პრეროგტივები. 1849 წ. თებერვალში კვლავ მოწვეულ იქნა პალატები კონსტიტუციის გადახედვისთვის და ბისმარკი კვლავ ჩნდება პალატაში, რათა მიაღწიოს ყოველივე იმის გაუქმებას, რისი ხალხისთვის მისაცემადაც მზად იყო საკუთარ თავში არასაკმარისად დარწმუნებული სამეფო ხელისუფლება. ბისმარკს, მისივე საკუთარი გამონათქვამის მიხედვით, არ სურს იცოდეს სხვა კონსტიტუცია პრუსიაში, შეუზღუდავი მონარქიული ხელისუფლების გარდა. ყოველივე იმას, რაც არა მხოლოდ გამოვიდა რევოლუციიდან, არამედ რასაც კი შეეხო რევოლუციური მოძრაობა, იგი გააფთრებით უკუაგდებს (განიშორებს). ენერგიულად გამოდის იგი თავად იმის შესაძლებლობის წინააღმდეგაც კი, რომ პრუსიის მეფემ მიიღოს იმპერატორის გვირგვინი ფრანკფურტის პარლამენტის დემოკრატების ხელიდან. „ამ საჩუქარს მეფეს მიართმევს რადიკალიზმი! ადრე თუ გვიან რადიკალიზმი გამოჩნდება მეფის წინაშე, მოითხოვს რა თავისთვის ჯილდოს (სამაგიერო ანაზღაურებას) და მიუთითებს რა არწივის ემბლემაზე ახალ საიმპერატორო დროშაზე, ეტყვის მას: ხომ არ წარმოიდგინე, რომ ეს არწივი შენთვის მუქთადაა მოცემული?“.. ამბობდა ბისმარკი, ახდენდა რა სიტყვების ციტირებას „ფრაიშუტცის“ ლიბრეტოდან. რადიკალიზმისადმი სიძულვილი აიძულებდა მას ამ დროს ხმამაღალი განცხადებები გაეკეთებინა გერმანული ერთიანობის იდეის წინააღმდეგ. „ჩვენ ბედნიერები ვართ ვიყოთ პრუსიელები და გვსურს დავრჩეთ პრუსიელებად“, წამოიძახებდა იგი პარლამენტში, ამტკიცებდა რა, რომ პრუსიის მთავრობამ ბოლო უნდა მოუღოს გაერთიანების ყველა პროექტს. ლიბერალიზმისადმი სიძულვილი მას თვალთ უბნელებდა. იგი მზად იყო ფეხით გაეთელა ყოველივე ის, რასაც ოც წელიწადზე ნაკლები დროის შემდეგ უნდა უკვდავ-ეყო მისი სახელი და დაეწერა იგი ისტორიის დაფებზე. უარი თქვა რა იმპეტრატორის გვირგვინზე, ფრიდრიხ-ვილჰელმ IV-სა და მის მინისტრს რადოვიცს მაინც არ სურდათ უარეყოთ გერმანიის კავშირის გარდაქმნისა და პრუსიის მეთაურობით უფრო მჭიდრო ფედერალური კავშირის წარმოქმნის შესახებ მეორეხარისხოვანი გერმანული სახელმწიფოებისგან წამოსული მოსაზრებანი. ამ მიზნით მოწვეულ იქნა ფედერალური პარლამენტი ერფურტში.
ბისმარკი, რომელიც ასეთ წამოწყებებში ხედავდა რევოლუციური ნიავის ქროლვის უეჭველ ექოს, აჯანყდა ყოველგვარი აზრის წინააღმდეგ გერმანიის გარდაქმნის შესახებ, მოითხოვდა რა ძველ წესრიგში დაბრუნებას და ამტკიცებდა რა, რომ გერმანიის კავშირი, რომელიც წარმოიქმნა ვენის კონგრესის მიერ, მისი სულისკვეთებით, აღდგენილ უნდა იქნას მთელი თავისი მთლიანობით. ერფურტის პარლამენტის დადგენილებებმა, რომელმაც დაამტკიცა ფედერაციული კავშირი, გამოიწვიეს ავსტრიის მტრული დამოკიდებულება, რომელმაც სულ ახლახანს გაიხსნა ხელები უნგრეთის დაწყნარებით, მართალია, რუსული ჯარების დახმარებით. ავსტრიამ მოითხოვა ის, რისი მიღწევაც სურდა ბისმარკს _ გერმანიის კავშირის ძველ ორგანიზაციაში დაბრუნება და მისი გარდაქმნისთვის ყველანაირი მცდელობების უპირობოდ მოხსნა. პრუსიას მოუწია ამას შეგუებოდა. ერთის მხრივ იმპერატორ ნიკოლოზის იმ დროს მრისხანე სიტყვამ, რომელმაც გადაჭრით აღიმაღლა ხმა ავსტრიის პრეტენზიების სასარგებლოდ, მეორეს მხრივ კი პრუსიის არასაკმარისმა საბრძოლო მზადყოფნამ, ბისმარკის რჩევებზე უფრო მეტი გავლენა იქონიეს მეფე ფრიდრიხ-ვილჰელმ IV-ის გადაწყვეტილებაზე. მან გადაწყვიტა გადაეყენებინა მინისტრი რადოვიცი, პრუსიის უფრო გაბედული პოლიტიკის წარმომადგენელი, და მის ნაცვლად, ბისმარკის მითითებით, დაენიშნა მანტოიფელი, რომელიც მზად იყო ყველანაირ დათმობებზე წასასვლელად, ოღონდ კი გულმოწყალე გაეხადა ავსტრიული პოლიტიკის ენერგიული ხელმძღვანელი თავადი შვარცენბერგი, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა არა მხოლოდ დაემცირებინა პრუსია, არამედ სრულიადაც გაენადგურებინა იგი. თავადმა შვარცენბერგმა მრისხანე ულტიმატუმი გამოგზვნა: ან ომი, ან კიდევ პრუსიის მორჩილება (რუს. სმირენიე) და უარის თქმა ყველანაირ ჩანაფიქრებზე გერმანიის გარდასაქმნელად. მერყეობისთვის დრო არ იყო, რომ არ გამოეთქვა პრუსიას მორჩილება, 48 საათის შემდეგ ავსტრიული ჯარები შევიდოდნენ მის ფარგლებში. მანტოიფელი საჩქაროდ გაემგზავრა ოლმიუცში, სადაც იქნა ხელმოწერილი სახელგანთქმული კონვენცია, რომელმაც აიძულა პრუსია მუხლი მოეყარა თავისი მეტოქის ავსტრიის წინაშე.
პრუსია დამცირებულ იქნა და პრუსიის პრინცი, მომავალი იმპერტორი ვილჰელმ I, გამოჩნდა საზოგდოებრივი აზრის გამომხატველად, რომელმაც ღრმად იგრძნო მოყნებული შეურაცხყოფა, როდესაც მან ორიოდე სიტყვით დაახასიათა დადებული კონვენციის მნიშვნელობა: „ოლმიუცი ეს მეორე იენაა“. ერთისა და მეორის გამოც მას წილად ხვდა შური ეძია მომავალში. მხოლოდ ბისმარკს, ფეოდალური პარტიის ტრადიციებისადმი ერთგურლს, უხაროდა გერმანიიდან ავსტრიის გამორიცხვისკენ მიმართული მთელი გეგმების ნგრევა. „ავსტრიაში, ამბობდა ის, მე ვხედავ ძველი გერმანული ძლიერების წარმომადგენელსა და მემკვიდრეს, რომელსაც არა ერთხელ და დიდებით გაუშიშვლებია გერმანული დაშნა“. საკმარისი იყო ის, რომ მოთხოვნა ავსტრიის გერმანიიდან გარიცხვისა და უკანასკნელის პრუსიის მეთაურობით გაერთიანებისკენ მისწრაფების თაობაზე წამოსულიყო ლიბერალური პარტიისგან, რომ ამას აეძულებია ბისმარკი მტრულად მოჰკიდებოდა მათ. იმ დროს იგი გახლდათ არა მხოლოდ ავსტრიის მხურვალე მომხრე, არამედ უძლურებისა და არარაობისთვის განწირული გერმანიის კავშირის მგზნებარე დამცველიც. ბისმარკი ზეიმობდა. პრუსიის დაქვემდებარება ავსტრიისადმი ნიშნავდა აგრეთვე სრულ და უსაზღვრო რეაქციას საშინაო პოლიტიკაში. მას სურდა, რათა 1848 წლის მოძრაობიდან არ დარჩენილიყო კვალიც კი და თავისი სიტყვებით პალატაში იგი აგრძელებდა პრუსიის კონსტიტუციის ბოლომდე დასამარებას, რომელიც უიმისოდაც უკვე გადაქცეული იყო მხოლოდ ფერმკრთალ მოჩვენებად. ბისმარკის როლმა უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ფეოდალური პარტიის მოთავის სახით მიიქცია მეფის ყურადღება, რომელმაც დააფასა მისი ენერგია და ნიჭიერება და დაინახა მასში ყველაზე უფრო შესაფერისი ადამიანი ავსტრიასთან კეთილი ურთიერთობების აღსადგენად. სწორედ ამ მიზნით იქნა კიდეც იგი დანიშნული 1851 წ., თავიდან პირველ მდივნად, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ კი პრუსიის წარმომადგენლად გერმანიის კავშირში. ბისმარკის დანიშვნა ამ საჩოთირო (ფაქიზ) პოსტზე იქცა მისი პოლიტიკური მოღვაწეობის მეორე პერიოდის დასაწყისად, რომელმაც შესაძლებლობა მისცა მას მთელი სისრულით გამოევლინა თავისი არაჩვეულებრივი დიპლომატიური ნიჭიერება.
ფრანკფურტი გახლდათ ნამდვილი პოლიტიკური სამშობლო იმ ბისმარკისა, რომელსაც წილად ხვდა ასეთი უპირატესი ადგილი დაეკავებინა XIX ს. მეორე ნახევრის სახელმწიფო მოღვაწეთა რიგში. ფრანკფურტი ამასთან ერთად მითვის გახლდათ პოლიტიკური სკოლაც, რომელმაც იგი დაარწმუნა ფეოდალური პარტიის შეხედულებების მცდარობაში პრუსიისა და ავსტრიის ურთიერთობებსა და გერმანიის კავშირის სიცოცხლისუნარიანობასთან მიმართებით. ფრანკფურტის სეიმში წარგზავნილის პოსტი გახლდათ მშვენიერი ობსერვატორია, რომლიდანც მას შეეძლო შეეღწია ევროპული დიპლომატიის ყველა საიდუმლოებაში. მისთვის საკმარისი იყო ექვსი კვირა გაეტარებინა ფრანკფურტში, რათა დარწმუნებულიყო, რომ „მაყურებლისთვის პოლიტიკური სამყარო წარმოდგება სრულებით განსხვავებულად, ვიდრე იმისთვის, ვინც დგას კულისებს მიღმა, და რომ შეხედულებათა განსხვავება განპირობებულია არა მხოლოდ განათებით“. რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნებული ბისმარკის დიპლომატიური მიმოწერა ფრანკფურტში მისი ყოფნის დროის მანძილზე, გვიჩვენებს, თუ რამდენად სწრაფად აღსრულდა ბისმარკის გადაქცევა ავსტრიის ერთგული მომხრიდან მის დაჯერებულ (დარწმუნებულ) მტრად. იგი რწმუნდება, რომ პრუსიის ავსტრიასთან მჭიდრო ერთიანობა არსებობს მხოლოდ საღვთო კავშირის მოგონებებში, და რომ სინამდვილეს არაფერი აქვს საერთო ასეთ მოგონებასთან, რომ პრუსიის ყოველ წამოწყებას ხვდება ავსტრიის გადამჭრელი წინააღმდეგობა, რომ უკანასკნელი არც კი უშვებს აზრს პრუსიის თანასწორუფლებიანობის შესხებ, რომ გერმანიის კავშირს, რომლის დიად მნიშვნელობასც იგი ჯერ კიდევ სულ ახლახანს ასე მხურვლედ იცავდა, გადაჭრით არ გააჩნია უნარი ემსახურებოდეს გერმანული პოლიტიკის ორგანული განვითარების მიზნებს.
ბისმარკი, რომელიც არასდროს არ ჩერდებოდა ლოგიკური დასკვნის წინაშე, მიდიოდა დასკვნამდე, რომ ავსტრია ამოგდებულ უნდა იქნას გერმანიიდან. მისი შეხედულებების ძირეულ ცვლილებაზე არცთუ მცირე მოქმედება იქონია ფრანკფურტის სეიმზე აკრედიტებული ავსტრიელი სახელმწიფო მოღვაწეების უზომო ქედმაღლობამ. ასეთი ქედმაღლობა შეურცხჰყოფდა პრუსიელი პატრიოტის მისეულ გრძნობას, და მან არ დააყოვნა ეგრძნობინებინა, რომ პრუსიის წარმომადგენელი არასდროს არ დამდაბლდება ავსტრიის ვასალის მდგომარეობამდე. მისმა მგზავრობამ 1852 წ. ვენაში საბაჟო კავშირის შესახებ საკითხში მასზე დაკისრებული მისიის შესასრულებლად, კიდევ უფრო მეტად დაარწმუნა იგი იმაში, რომ პრუსიასა და ავსტრიას არ შეუძლიათ ურთიერთ შორის მშვიდობით ცხოვრება, სანამ ერთერთი მათგანი არ იქნება ამორიცხული გერმანიიდან. ბისმარკისთვის არ შეიძლებოდა ეჭვის ქვეშ დამდგარიყო ის, რომ მშვიდობიანი გზით ეს საკითხი არ შეიძლება იქნას გადაწყვეტილი, და მივიდა რა ასეთ რწმენამდე, ყველა ევროპულ მოვლენას იგი უკვე ყურებას დაუწყებს მხოლოდ ორი გერმანული დერჟავის მომავალი შეჯახების თვალსაზრისით. „თითოეული პრუსიელი“, იწერებოდა იგი ფრანკფურტიდან, „რომელსაც ეკავებოდა ჩემი პოსტი რაღაც დროის განმავლობაში, დაასრულებდა იმით, რომ შეითვისებდა ყველა პოლიტიკური საკითხის განხილვის ჩვევას ავსტრიულ-პრუსიული მეტოქეობის პრიზმაში გატარებით“. სახელდობრ ასეთი თვალსაზრისით უყურებდა იგი გაჩაღებულ აღმოსავლეთის ომსაც (იგულისხმება 1853-56 წწ. ყირიმის ომი _ ი. ხ.). ამ ომს მისთვის ჰქონდა მხოლოდ ერთი აზრი: ისარგებლოს ავსტრიული მთავრობის ორაზროვანი ქცევით, რომელმაც დაივიწყა იმ სამსახურის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ სულ ახლახანს გუწია იმპერატორმა ნიკოლოზმა იმპერატორ ფრანც-იოსებს, რათა მოახდინოს ავსტრიის იზოლირება და დიპლომატიურ საჭადრაკო დაფაზე მოამზადოს ისეთი მდგომარობა, რომელიც მეტ-ნაკლებად ახლო მომავალში შესაძლებლობას მიცემს წარმოთქვას: ქიში და შამათი ავსტრიას! მას სურდა რომ დუელი, რომელიც დაიწყო მან ავსტრიასთან ფრანკფურტის სეიმზე, გადაეტანა ევროპული პოლიტიკის უფრო ფართო არენაზე.
შეინარჩუნონ ტრადიციული მეგობრობა რუსეთთან და არ გააღიზიანონ პრუსიის წინააღმდეგ საფრანგეთი _ ასეთი გახლდათ ამოცანა, რომელზედაც ყურადღების გამახვილების რეკომენდაცია გაუწია მან საკუთარ მთავრობას. მისი პირადი სიმპათია ამ დროს ეკუთვნოდა რუსეთს, მაგრამ როგორც რეალისტი პოლიტიკოსი, იგი თავის სიმპათიებს ყოველთვის უქვემდებარებდა საკუთარი სამშობლოს ინტერესებს. მისი სიმპათიები განპირობებული იყო იმ სარგებლით, რომლის გამოტანაც კი იყო შესაძლებელი პრუსიის ავსტრიაზე ამაღლებითვის. იგი არ უარყოფდა ისეთი მომენტის დადგომის შესაძლებლობას, როდესაც პრუსია ღიად უნდა დადგეს ამათუიმ მხარეზე, მაგრამ იგი დაჟინებით მოითხოვდა მხოლოდ იმას, რომ ამ თანადგომისთვის პრუსიას უნდა რგებოდა „სერიოზული ანაზღაურება (ჯილდო)“. მაგრამ მას არაფრისა ისე არ ეშინოდა, როგორც ომისა რუსეთთან ავსტრიის ინტერესების გამო. „მე განვიცდი კოშმარს იმის მხოლოდ გაფიქრებითაც, წერდა იგი მანტოიფელს, რომ ჩვენ შეიძლება ვრისკავდეთ საფრთხით ავსტრიის გულისთვის, რომლის ცოდვებსაც მეფე ეკიდება ისეთი შემწყნარებლობით, როგორითაც მე ვისურვებდი, რომ უფალი ღმერთი მოეკიდოს ჩემს საკუთარ ცოდვებს“. ბისმარკის რჩევები არ რჩებოდა მეფის მერყევ გონებაზე გავლენის გარეშე, და რუსეთთან მეგობრობა არ ყოფილა მსხვერპლად მიტანილი ავსტრიის ინტერესებისადმი. ბისმარკის ქცევამ ამ ეპოქაში მიიქცია ევროპული დიპლომატიის ყურადღება და ყოველი მხრიდან მეფესთან მოდიოდა (ცვიოდა) საჩივრები მტრულ დამოკიდებულებაზე ავსტრიისადმი, და იმისგან არეკვლით (რიკოშეტით) დასავლური დერჟავებისადმი ფრანკფურტის სეიმზე პრუსიის წარმომადგენლის მხრიდან. „უყურეთ, შეუნიშნა ბისმარკს საფრანგეთის ელჩმა ბერლინში, ისე არ მოხდეს, რომ თქვენმა პოლიტიკამ ახალ იენასთან მიგიყვანოთ“ (იგულისხმებოდა პრუსიის ჯარების სასტიკი დამარცხება ნაპოლეონ I-ის მიერ იენასთან 1807 წ.). „და რატომ არა, გაბედულად პასუხობდა ბისმარკი, ლაიფციგთან ან ვატერლოოსთან?“ (სადაც ამჯერად პრუსიელებმა მოკავშირეებთან ერთად დაამარცხეს საფრანგეთის მრისხანე იმპერატორი 1813 და 1815 წწ. _ ი. ხ.).
მაგრამ ბისმარკს არანაირად არ სურდა, რომ პრუსიასა და საფრანგეთს შორის დამყარებულიყო არამეგობრული ურთიერთობები. პირიქით, მთლიანად შთანთქმულს საკუთარი აზრის მიერ, რომ მხოლოდ ომით შეიძლება გადაწყვეტილ იქნას საკითხი გერმანიაში პრუსიისა და ავსტრიის მეტოქეობის თაობაზე, მას სურდა, რომ აღმოსავლეთის ომის დასრულების შემდეგ პრუსია ცდილიყო თავის მხარეზე მიეზიდა ნაპოლეონ III-ის სიმპათიები. მისი აზრით, ეს აუცილებელი იყო აგრეთვე იმისთვისაც, რათა რუსეთსა და ავსტრიას არ ჰქონოდათ დარწმუნებულობა (დაჯერებულობა) იმაში, რომ პრუსია ყოველთვის იდგება საფრანგეთის მტრების მხარეზე. ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ ეს დერჟავები „არ შეიწუხებენ თავს გადაიხადონ პრუსიის მეგობრობის სანაცვლოდ“. ბისმარკს უფლებრივად ჯერ კიდევ არ ეკუთვნოდა პრუსიის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელობა, და ამასობაში იგი უკვე ცდილობდა უშუალო გავლენა მოეხდინა დიპლომატიური ურთიერთობების გაუმჯობესებაზე საფრანგეთთან. თავისი ორი მგზავრობისას პარიზში, 55 და 57 წლებში, ბისმარკმა შეძლო მოეხიბლა ნაპოლეონ III და კეთილად განეწყო იგი თავისი სამშობლოსადმი. უჩვეულო გამჭრიახობამ, რომელიც გამოარჩევდა ბისმარკს, მისცა მას შესაძლებლობა ჯერ კიდევ 1857 წ. წინასწარ განეჭვრიტა საფრანგეთის ომი ავსტრიასთან იტალიის გამო, და წინასწარვე მოენიშნა (დაესახა) პრუსიის მოქმედებათა მომავალი სახე (წესი). მოვალეა თუ არა პრუსია, ეკითხება იგი საკუთარ თავს, შეუერთდეს ავსტრიას და თავისი სისხლით იცავდეს მის არსებობას? მისი პასუხი კატეგორიულია. ყოველივე, რასაც შეუძლია ავსტრიის დასუსტება, ყოველივე ეს ემსახურება გერმანიის სარგებელს, რადგანაც იგი წინასწარ ჭვრეტს, რომ „უკვე ახლოა ის დრო“, როდესაც პრუსია სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში უნდა ჩაებას თავის მარადიულ მეტოქესთან გერმანიაში.
ბისმარკის ძალა, ეს არის უნარი აერთიანებდეს გაბედულებას, გადამჭრელობას გასაოცარ წინდახედულებასთან. მან იცის, რომ ჯერ კიდევ არა ერთი წელი გავა მანამდე, სანამ საბედისწერო ბრძოლის საათი ჩამოჰკრავს ავსტრიასთან, მაგრამ იგი არწმუნებს არ კარგავდნენ დროს და იყენებდნენ ყველა საშულებას მოწინააღმდეგის არა მხოლოდ დასუსტებისთვის, არამედ დისკრედიტირებისთვისაც. იგი უკმაყოფილოა პრუსიის დამთმობლობით ავსტრიასთან მიმართებაში, მას სურს, რათა მისმა მთავრობამ ისწავლოს უფრო მეტად მყარი ტონით ლაპარაკი, და როგორც კი სამთავრობო ძალაუფლება ხელიდან გაუვარდა გონებადაკარგულ ფრიდრიხ ვილჰელმ IV-ს, და გადავიდა პრინც ვილჰელმთან, ბისმარკი უგზავნის მას დაწვრილებით წერილს, რომელშიც გადმოცემს მოქმედებათა მთელ გეგმას, მიმართულს არა მხოლოდ ავსტრიის განდევნაზე გერმანიიდან, არამედ იმაზეც, რათა გერმანული კავშირის ფედერალური კონსტიტუცია გადაიქცეს „ისტორიულ დოკუმენტად“ (ანუ ჩაბრდეს ისტორიას, გაუქმებულ იქნას _ ი. ხ.). მისი წერილი _ ეს არის საბრალდებო აქტი ავსტრიისა და ფრანკფურტის სეიმის წინააღმდეგ, და მას სურს, რომ სამსჯავროს დღემდე უფრო ადრე მის მიერ წამოყენებული ბრალდების მთელი პუნქტები გავრცელდეს და მათ მიიღონ საზოგადოებრივი აზრის სანქცია. ბრძოლაში ყველა საშუალება კარგია _ ეს ბისმარკის ჩვეულებრივი წესია, და იგი რეგენტის მთავრობას რეკომენდაციას აძლევს ეძიოს საყრდენი ავსტრიის წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოებრივ აზრში, ბედჭდურ სიტყვაში, პალატებში _ ერთი სიტყვით იმ ზნეობრივ ძალაში, რომელსაც იგი ჯერ კიდევ სულ ახლახანს ეკიდებოდა არა სხვანაირდ, თუ არა ზიზღით. მძიმე გამოცდის საათი ავსტრიისთვის ახლოვდებოდა. ბისმარკის მიერ ორი წლით ადრე ნაწინასწარმეტყველებმა ომმა საფრანგეთსა და ავსტრიას შორის იფეთქა 1869 წ. პრუსიის მთავრობა რომ მიჰყოლოდა თავისი წარმომადგენლის მითითებებს ფრანკფურტის სეიმში, მაშინ იგი ისარგებლებდა ამ მომენტით ავსტრიის გერმანიიდან განდევნისთვის.
რეგენტის მთავრობას საამისოდ არ ეყო გაბედულება, მან ისიც კი ჩათვალა აუცილებლად, რომ ფრანკფურტიდნ წაეყვანა ბისმარკი, როგორც ზედმეტად მტრულდ განწყობილი ადამიანი ავსტრიის წინააღმდეგაც, და გერმანიის კავსირის წინააღმდეგაც, როგორც კი ნათელი გახდა, რომ უკვე აღარაფერს არ შეუძლია ავსტრია-საფრანგეთის ომის თავიდან აცილება. თუმცა კი მთავრობას არ სურდა უარი ეთქვა ბისმარკის სამსახურზე და ჩააბარა მას მნიშვნელოვანი პოსტი ელჩისა პეტერბურგში. ტოვებდა რა ფრანკფურტს, ბისმარკმა წამოიღო იქიდან განსაზღვრული პროგრამა, ნათლად შექმნილი გეგმა პრუსიის უახლოეს ამოცანასთან _ გერმანიის ძირეულ გარდაქმნასთან მიმართებით. ამ გეგმის განხორციელება მნიშვნელოვან ხარისხად დამოკიდებული იყო ორი კაბინეტის: რუსულისა და ფრანგულის ხელსაყრელ ანდა არაკეთილისმსურველ პოლიტიკაზე. ნაპოლეონ III-ის პოლიტიკა ყველაზე უფრო მეტად უწყობდა ხელს ბისმარკის მიერ დასახულ მიზნებს. ეროვნულობათა პრინციპი, ხმამაღლა გამოცხადებული ნაპოლეონის მიერ, ვენის კონგრესის კონსერვატიული საწყისებისადმი ნასროლი გამოწვევა, იტალიური ერთიანობის იდეის გამო ავსტრიასთან ომის დაწყების გაბედვა (გადაწყვეტა), ყოველივე ეს აღაფრთოვანებდა ბისმარკის იმედებს და ანიჭებდა მას დაჯერებულობას, რომ საფრანგეთის მთავრობა, რომელიც ზემოდან უყურებს რაღაც პრუსიას, არ გადაეღობება მას გზაზე დაბრკოლებად მის მიერ ღრმად გააზრებული გეგმის განხორციელებისას. მაგრამ ასეთივე კეთილგანწყობით მოეკიდება კი რუსული კაბინეტი პრუსიის განდიდებას ავსტრიის ხარჯზე და მისცემს კი იგი თანხმობას ვენის კონგრესის ნაშიერის _ გერმანიის კავშირის დასაკლავად? მართალია, ბისმარკს ხელში ჰქონდა უკვე მსხვილი კოზირი: ავსტრიამ ყირიმის ომში „გააოცა მსოფლიო თავისი უმადურობით“ იმ დროს, როდესაც პრუსია ფრთხილობდა რუსეთის მტრების მხარეზე დადგომის საკითხში.
მიუხედავად ამისა ბისმარკს, როგორც პირველი სიდიდის სახელმწიფო მოღვაწეს ყველაფერში, რაც ეხებოდა საგარეო პოლიტიკას, მშვენივრად ესმოდა, რომ რუსეთის უშუალო მეზობლობაში მძლე (ძალმოსილი) სახელმწიფოს წარმოქმნა არ შეიძლება ხელსაყრელი იყოს მისი ინტერესებისთვის. გამოიკვლიოს ნიადაგი, მოამზადოს რუსული კაბინეტის კეთილისმსურველი დამოკიდებულება მის მიერ მოფიქრებული გეგმისადმი, უზრუნველყოს თავისი ქვეყნისთვის, თუ არა თანადგომა რუსეთისა, სულ მცირე იმაში მაინც იყოს დარწმუნებული, რომ გერმანიის გარდაქმნა არ წააწყდება დაბრკოლებებს რუსეთის მხრიდან _ ასეთი იყო ამოცანა, რომელიც საკუთარ თავს დაუსვა ბისმარკმა. ვერავინ ვერ შეძლებდა ასეთი ამოცანის შესრულებას უფრო მეტი წარმატებით, ვიდრე ეს შეძლო მისმარკმა, რომელმაც მოახერხა არა მხოლოდ მოეპოვებია, არამედ განემტკიცებია კიდეც რუსეთის სამეფო კარის ყველაზე უფრო მხურვალე სიმპთიები საკუთრი თავისადმი. ნევის ნაპირებიდან ბისმარკი გაფაციცებულად დაძაბული ყურადღებით ადევნებდა თვალყურს პრუსიული პოლიტიკის მიმართულებას. პრუსიული კაბინეტის გაუბედაობას, მერყეობას, ზოგიერთ სიმპტომს, რომლებიც მიუთითებდნენ გერმანიის კავშირისა და პრუსიის თანადგომის შესაძლებლობაზე ავსტრიისადმი საფრანგეთთან მის დავაში, ბისმარკი მოჰყვდათ უკიდურეს გაღიზიანებაში. იგი უკმაყოფილო იყო პრუსიული პოლიტიკის მსვლელობით, ხედავდა რა მასში ძალზედ ბევრ სანტიმენტალურობასა და ძალზედ ცოტა რეალურ პოლიტიკას. მას არ ეშინოდა საყვედურისა არა თავის საქმეში ჩარევის გამო, იგი დროდადრო უგზავნის გაფრთხილებებს თავის მთავრობას, ანვითარებს თავის გეგმას, თავის შეხედულებებს, ამტკიცებს, რომ პრუსიამ უნდა ისარგებლოს ავსტრიის გაძნელებული მდგომარეობით, რათა გაიუმჯობესოს საკუთარი მდგომარეობა გერმანიაში, გაინთავისუფლოს თავი გერმანული სეიმის მეურვეობისგან, იხელმძღვანელოს მხოლოდ პრუსიული ინტერესებით.
თავის 1859 წ. 12 მაისის სახელგანთქმულ წერილში შლაინიცისადმი, პრუსიის საგარეო საქმეთა მინისტრისადმი, ბისმარკი ამტკიცებს, რომ არსებული ფედერალური დაწესებულებები უკვე უვარგისია პრუსიისთვის, რომ გერმანელებად პრუსიელები შესაძლოა იქცნენ მხოლოდ მაშინ, როდესაც პრუსია შევა თავისთვის უფრო მეტად მომგებიან ურთიერთობებში სხვა გერმანულ ხელმწიფოებთან, რომ მისი მდგომარეობა გერმანიის კავშირში არის „წყლული, რომლის მკურნალობაც ადრე თუ გვიან საჭირო იქნება რკინითა და ცეცხლით (Ferro et igne)“. მას უხარია, რომ პრუსიის ორი საუკუნო მტერი, ავსტრია და საფრანგეთი, ეკვეთნენ ერთმანეთს, და, სხვა დროა, სხვა სიმღერებია! სასტიკად ახდენს ირონიზირებას მათზე, ვინც დაჟინებით მოითხოვს ავსტრიისა და პრუსიის კონსერვატიული ინტერესების რაღაცნაირ სოლიდარულობას. კონსერავატიული ინტერესების სოლიდარულობა _ ეს ახლა ბისმარკისთვის გადაიქცა სახიფათო ფიქციად, რაღაცნაირ დაუშვებელ დონკიხოტობად, რომელიც მხოლოდ ხელს თუ შეუშლის იმ მაღალი მისიის შესრულებას, რომელიც განკუთვნილია პრუსიის მეფისა და მისი მთავრობისთვის. იგი მიესალმება იტალიის განთავისუფლებას ავსტრიის ძალაუფლებისგან, რადგანაც ამ განთვისუფლებაში ხედავს საწინდარს, პრუსიისა და გერმანიის განთავისუფლების დასაწყისს ჰაბსბურგების მონარქიის დამღუპველი პირველობისგან. თავის იდეებს, პროგრამას, პრუსიის განდიდების მისეულ გეგმას ავსტრიისა და გერმანიის კავშირის ხარჯზე, ბისმარკი არაერთხელ ანვითარებდა პრინც-რეგენტის წინაშე, რომელიც 1861 წ. თავისი ძმის სიკვდილის შემდეგ ავიდა პრუსიის ტახტზე. მეფე ვილჰელმი სავსებით თანაუგრძნობდა ამ იდეებს, თუმცა კი სულაც არ გააჩნდა ასეთი დაჯერებულობა მათი განხორციელების შესაძლებლობაში. მან შეძლო ბისმარკის დაფასება, მისი გაბედულების, ენერგიის, სიმყარისა და უჩვეულოდ გამჭრიახი და ნათელი გონების დაფასება და ტახტზე ასვლისთანავე გადაწყვიტა მოეწოდებია ბისმარკისთვის პირველი მინისტრის უფრო საპასუხისმგებლო, მაგრამ სამაგიეროდ უფრო გავლენიან პოსტზეც.
მეფე ვილჰელმს, თანაუგრძნობდა რა ბსიმარკის გეგმებსა და მიზანს, ნათლად ჰქონდა შეგნებული, რომ ასეთი ამაყი ჩანაფიქრების განხორციელებისთვის, უწინარეს ყოვლისა აუცილებელა იყოლიოს კარგი და ძლიერი არმია. უკვე დიდი ხანია მეფე ვილჰელმი იჩენდა მზრუნველობას იმისთვის, რათა მოეხდინა ქვეყნის საბრძოლო საშუალებების სრულყოფა (გაუმჯობესება), და ახლაც მისი ბრძანებით პარლამენტში შეტანილ იქნა სამხედრო ორგანიზაციის პროექტი, რომელსაც ქვეყნის წარმომადგენლობა შეხვდა დიდი უნდობლობით. პალატამ გადაწყვიტა უარეყო ყველა ასეთი პროექტი. სამხედრო ორგანიზციის ნიადაგზე წარმოიქმნა კიდეც კონფლიქტი პალატასა და მთავრობას შორის. მეფე ვილჰელმმა აღიარა ბისმარკი ყველაზე უფრო შესაფერის ადამიანად პარლამენტთან ბრძოლისა და მთელი იმ ზომების გატარებისთვის, რომლებსაც უნდა უზრუნველეყოთ მათ მიერ ჩაფიქრებული საქმის წარმატება. ბისმარკი გამოწვეულ იქნა პეტერბურგიდან, მაგრამ მანამდე, სანამ საბოლოოდ აიღებდა საკუთარ თავზე პრუსიული პოლიტიკის ხელმძღვანელის პასუხსაგებ როლს, ბისმარკს სურდა უფრო ახლოს გამოეკვლია საფრანგეთის პოლიტიკის ნიადაგი და ამ მიზნით მან თავად ისურვა დანიშნული ყოფილიყო ელჩად პარიზში. ბისმარკი დიდხანს არ დარჩენილა თავის ახალ პოსტზე, მაგრამ მის მიერ საფრანგეთის დედაქალაქში გატარებული დრო უკვალოდ არ დაკარგულა. მან მოასწრო უფრო მეტად გაეცნო და ამოეცნო ნაპოლეონი, და იმ გულახდილობით, რომელიც ასე ნაკლებ იყო მანამდე დამახასიათებელი დიპლომატებისთვის, გადმოსცემდა იგი საფრანგეთის მდუმარე მფლობელის წინაშე თავის შეხედულებებს მომავალზე, რომელშიც, დიდებით შემოსილი და თავის საზღვრებში დამრგვალებული საფრანგეთი, იხილავს გაძლიერებულ და გერმანიაში პირველ ადგილზე მდგარ _ პრუსიაში, მყარ საყრდენს მის (ნაპოლეონის) მიერ გამოცხადებული ეროვნული პოლიტიკისთვის. ნაპოლეონმა დაივიწყა, იუდეველთა ბიბლიური მეფის დავითის ხატოვანი ენით რომ ვთქვათ, რომ „პირფერი ბაგეები მეტყველებენ თვალთმაქცი გულისგან“ (რუს. «Уста лживые говорят от сердца притворнаго») და სრული ნდობით მოეკიდა პრუსიის ელჩის მეთოდურ სიტყვებს, რითაც გაამართლა უკანასკნელის მიერ შემდგომში მისთვის მიცემული დახასიათება, რომ ნაპოლეონი _ ეს არის „მსხვილი, მაგრამ არ აღიარებული უნიჭობა“.
ბისმარკს შეეძლო დაეტოვებინა საფრანგეთი უკვე გარკვეული დარწმუნებით, რომ პრუსიას შეუძლია სწრაფად იაროს დასახული მიზნისკენ, არ შეეშინდება რა ხელშეშლისა პარიზული კაბინეტის მხრიდან, და რომ ნაპოლეონი გაებმება ბადეში, რომელიც ასე ოსტატურად ისროლა (გაშალა) მან ევროპული დიპლომატიის მღვრიე ზღვაში. ბისმარკის საფრანგეთში ყოფნის დროს საშინაო პოლიტიკის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გამწვავდა. პარლამენტი არა მხოლოდ აგრძელებდა წინააღმდეგობის გაწევას სამხედრო რეფორმის სამთავრობო პროექტებისთვის, არამედ ეს წინააღმდეგობა ყოველდღიურად კიდევ უფრო გაბედული ხდებოდა. ვილჰელმს შეგნებული ჰქონდა პარლამენტისთვის უშიშარი ადამიანის დაპირისპირების აუცილებლობა, რკინის ნებისყოფის მქონესი, რომელიც შეძლებდა უმაღლესი ხელისუფლების პრეროგტივების ხელშეუხებლობის დაცვას, რომლებსაც, მისი აზრით, ასე უკანონოდ ედავებოდა პარლამენტი. სხვა ვისთვის შეეძლო მიემართა მას, თუ არა ბისმარკისთვის, რომელიც რევოლუციური ქარების ქროლვის ძნელ დროშიც კი ასე გაბედულად იცავდა აბსოლუტიზმს. ბისმარკი გამოცხადდა ბერლინში და ამ წუთიდან იგი ხდება სრული ძალაუფლების მქონე მინისტრი, და დარწმუნებული თავის დაუმარცხებლობაში ღებულობს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას სამეფო ხელისუფლების ბედის გამოცა და თავად პრუსიის ბედის გამოც.
მისი სახელმწიფო მსახურების ამ მესამე ფაზისის დადგომის შემდეგ იწყება ბისმარკის პარალელური მოღვაწეობა პრუსიის საშინაო პოლიტიკის ხელმძღვანელის სახითაც და საგარეო პოლიტიკის ინიციატორის სახითაც. თუკი უკანასკნელში მან მოიხვეჭა ახლანდელი ასწლეულის ერთერთი ყველაზე უფრო მსხვილი სახელმწიფო მოღვაწის უჭკნობი დიდება, სამაგიეროდ პირველი მათგანის სფეროში მან ვერ შეძლო ამაღლებულიყო არაფრით არ გამორჩეული მინისტრების საშუალო დონეზე უფრო ზევით, რომლებიც თავიანთ შემდეგ ვერ ტოვებენ ღრმა ისტორიულ კვალს. მისი 30-წლიანი ბატონობის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ბისმარკის საქმიანობა საშინაო პოლიტიკაში არ არის გამორჩეული არც ერთი ძირეული რეფორმით, არც ერთი ფართო წამოწყებით. ეს საქმიანობა ატარებდა არა იმდენად სახელმწიფო, რამდენადაც პოლიციურ ხასიათს. მას არასდროს არ სურდა ეღიარებინა, რომ სახელმწიფო წესრიგის ჭეშმარიტი სიმაგრე და მდგრადობა განპირობებულია იმით, რომ თითოეული მოქალაქე სიყვარულით იცავდეს და უფრთხილდებოდეს არსებულ დაწესებულებებს. ბისმარკის საშინაო პოლიტიკა _ ეს არის მთავრობის მუდმივი დუელი ხალხთან. მართალია, ამ დუელში იგი თითქმის ყოველთვის რჩებოდა გამარჯვებულად, იგი არა მხოლოდ სასიკვდილოდ ცელავდა (პოლიტიკურად _ ი. ხ.) ბევრს თავის მოწინააღმდეგეთაგან, არამედ სასტიკად წყლავდა გერმანელი ხალხის არაერთ იდეალს. პარლამენტარიზმთან ბრძოლაში იგი გახლდათ ნამდვილი ბრეტერი. რამდენიმე წელიწადს გრძელდებოდა კონფლიქტი სამეფო ხელისუფლებასა და სახალხო წარმომადგენლობას შორის, და მთელი ამ დროის მანძილზე ბისმარკს თითქმის მარტოს გადაჰქონდა თავის მხრებზე ბრძოლის მთელი სიმძიმე.
მდგომარეობა ყველაზე უფრო დაჭიმული იყო. დეპუტატების პალატა თანამიმდევრულად უარყოფდა სამხედრო ორგანიზაციის სამთავრობო პროექტებს, არ ამტკიცებდა ხარჯების სმეტებს, ახდენდა ვოტირებას წარმოდგენილი ბიუჯეტების წინააღმდეგ _ ერთი სიტყვით, როგორც ჩანდა, მთავრობას აყენებდა გამოუვალ მდგომარეობაში. საჭირო იყო ან წასულიყო მთავრობა კომპრომისზე სახალხო წარმომადგენლობასთან, ეღიარებინა საკუთარი თავი დამარცხებულად, ან კი გადაეწყვიტა კონსტიტუციის დარღვევა და სახელმწიფოს მართვა თვითმპყრობელურად, აბსოლუტურად. ბისმარკი არ მერყეობდა. ხალხის უფლებებს იგი კვლავ, ისევე როგორც რევოლუციურ წლებში, უპირისპირებდა სამეფო ხელისუფლების დამოუკიდებლობასა და ხელშუხებლობას, რომელსაც მხოლოდ და თავად უნდა განეგო სამხედრო ორგანიზაცია. „არმია, ამტკიცებდა ის, უნდა იდგეს პარლამენტზე დამოკიდებულების გარეთ, თუკი პრუსია უარს არ ამბობს თავის დიად მისიაზე; ...პრუსიის საზღვრები ხელსაყრელი არ არის. ეპოქის დიადი სკითხები, იგი ამართლებს თავის პოლიტიკას, წყდება არა სიტყვებით, მოხსენებებითა და უმრავლესობის კენჭისყრით, არამედ რკინითა და სისხლით“. მთელი მისი მოსაზრებები ამაო იყო. პალატა აცხადებდა ანტიკონსტიტუციურად ყველანაირ ხარჯებს, გაკეთებულს მისი თანხმობის გარეშე. ვერ ბედავდა რა კონსტიტუციის ღიად განადგურებს, ბისმარკი ამტკიცებდა, რომ მთავრობას, კონსტიტუციის დაურღვევლად, შეუძლია თავი გაართვას საქმეებს დეპუტატების პალატის თანხმობის გარეშეც. ხელისუფლება, ამბობდა ის, წარმოდგენილია სამი ორგანოთი: მეფით, ბატონთა პალატითა და დეპუტატების პალატით. პირველი ორის თანხმობა ზედმეტს ხდის ხელისუფლების მესამე ორგანოს თანხმობას.
მისი თეორია დაიყვანებოდა იმაზე, რომ როდესაც წარმოიქმნება კონფლიქტი ხელისუფლების სამ ორგანოს შორის, მაშინ, რომლის მხარეზეც არის ძალა, მას ეკუთვნის კიდეც ნამდვილი ძალაუფლება. ეს თეორია გრაფმა შვერინმა ჩამოაყალიბა სამი სიტყვიტ: „ძალა ახშობს (თრგუნავს) სამართალს“ (რუს. «сила подавляет право»). ბისმარკის კონსტიტუციური თეორიები, რომლებიც, რა თქმა უნდა, ვერავის ვერ არწმუნებდა, იწვევდა მხოლოდ უფრო ძლიერ გაღიზიანებას დეპუტატების პალატაში, რომელიც გადაიქცა ყველაზე უფრო ქარიშხლიანი სცენების არენად. მღელვრება ვრცელდებოდა მთელ სახელმწიფოზე, და მთავრობამ გადაწყვიტა სესიის დახურვა. ბისმარკმა, რომელსაც არასდროს არ შეეძლო შეურაცხყოფების დავიწყება, მოჩვენებითისა და ნამდვილის, და მათი სამაგიეროს გადახდის გარეშე დატოვება, სესიის დახურვისთანავე აღაგზნო დეპუტატების დევნის მთელი სერია პალატაში მათ მიერ წარმოთქმული სიტყვების გამო, მაგრამ მაგისტრატურამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ il y a des juges a Berlin. საზოგადოებრივი აზრი ხმამაღლა გამოთქვამდა თავისას ბისმარკის წინააღმდეგ, და იგი შურს იძიებდა მასზეც, აკისრებდა რა აღვირის ამოდებას ბეჭდური სიტყვის თავისუფლებაზე, ხოლო ჟურნალებსა და გაზეთებს უქვემდებარებდა ადმინისტრაციულ რეჟიმს, რომელიც ნასესხები ჰქონდა ნაპოლეონისეული საფრანგეთისგან. საშინაო პოლიტიკაში იგი მიდიოდა რეაქციის დატკეპნილი გზით, რომელსაც არასდროს ჯერ არავინ მიუყვანია მტკიცე სახელმწიფო წყობილების შექმნამდე. საშინო პოლიტიკას, მთელი მისი გაჭირვებების მიუხედავად, არასდროს არ გადაჰქონდა ბისმარკის ყურადღება მისი სახელმწიფო მოღვაწეობის მთავარი ამოცანიდან _ გერმანიასა და ევროპაში პრუსიის პოლიტიკური როლიდან.
რეაქციონერი საშინაო პოლიტიკაში, რადიკალი საგარეოში, იგი არასდროს არ უშვებს ხელიდან არც ერთ შემთხვევას, რათა მოახდინოს ავსტრიის გავლენის პარალიზება და მის ხარჯზე აამაღლოს პრუსიის მნიშვნელობა. 48 წლის რევოლუციური მოძრაობის დროიდან მთელ გერმანულ სახელმწიფოებს, რომლებიც შედიოდნენ გერმანიის კავშირის შემადგენლობაში, შეგნებული ჰქონდათ უკანასკნელის რეფორმის აუცილებლობა. უკვე დიდი ხანია ასეთი რეფორმის პროექტს განიხილავდნენ პრუსიაცა და ავსტრიაც და ორივე პირველხარისხოვან გერმანულ დერჟავას შორის შედგა შეთანხმება. ავსტრიას არ სურდა პროექტის დიდი ხნით გადადება და მოულოდნელად დაუგზავნა მოსაწვევები ყველა გერმანელ ხელმწიფეს ფრანკფურტში კონგრესზე შესაკრებად. ბისმარკის გეგმებში სულაც არ შედიოდა გერმანიის კავშირის განახლება, განსაკუთრებით ავსტრიის მონაწილეობით, იგი ისწრაფოდა ამ კავშირის მოსპობისკენ და ამიტომ დაჟინებით მოითხოვა, რათა მეფე ვილჰელმს უარი ეთქვა რაიმენაირ მონაწილეობაზე კონგრესში. ყველა გერმანელი ხელმწიფე იმპერატორ ფრანც-იოსების მეთაურობით შეიკრიბა ფრანკფურტში, მაგრამ მეფე ვილჰელმის არყოფნამ ყველანაირი მნიშვნელობა დაუკარგა ამ კონგრესის მთელ დადგენილებებს. კონგრესის ფიასკო, მასში მონაწილეობაზე პრუსიის მიერ სურვილის არქონის წყალობით, წარმოადგენა იმის თვალსაჩინო დამტკიცებას, რომ ოლმიუცის დროიდან მრავალმა წყალმა ჩაიარა, და რომ ამიერიდან პრუსია უკვე აღარ ითამაშებს მეორეხარისხოვან როლს გერმანულ საქმეებში. მას უკვე აღარ სურდა ასეთივე როლის თამაში ევროპული დერჟავების კონცერტშიც.
1863 წლის პოლონეთის აჯანყებამ ბისმარკს მოუტანა შემთხვევა, რათა მას ერთის მხრივ ხაზი გაესვა პრუსიული პოლიტიკის დამოუკიდებლობისთვის, ხოლო მეორეს მხრივ კი _ უარი თქვა რა ყველანაირ სოლიდარულობაზე სხვა ევროპული დერჟავების კაბინეტებთან, განემტკიცებია რუსეთის კეთილგანწყობა საკუთარი თავისადმი. იმ დროს, როდესაც სხვა კაბინეტები აშკარად გამოხატავდნენ თავიანთ თანაგრძნობას პოლონეთის აჯანყების მიმართ და რუსეთის ღირსებისთვის შეურაცხმყოფელი წარდგენების გაკეთებასაც კი ბედავდნენ, ბისმარკი ხელს აწერს კონვენციას, რომელიც აძლევს უფლებას პრუსიისა და რუსეთის ჯარებს აწარმოებდნენ მეამბოხეთა დევნას ერთიმეორის ტერიტორიებზე. ბისმარკს გააჩნდა საფუძვლიანი რწმენა (დაჯერებულობა), რომ პრუსიის ეს თანადგომა, უფრო პლატონური ხასიათისა, ვიდრე რეალურის, არ დარჩება სამაგიერო ჯილდოს გარეშე. თუმცა კი ამ კონვენციამ საბაბი მისცა ბისმარკის საგარეო პოლიტიკაზე პალატაში ყველაზე უფრო გაშმაგებული თავდასხმებისთვის და სახელგანთქმული ისტორიკოსი ზიბელი, პირველი კანცლერის მომავალი პანეგირისტი, იქცა ქვეყნის საზოგადოებრივი აზრის გამომხატველად, როდესაც იგი ბრალს სდებდა ბისმარკს ყველგვარი პოლიტიკური შორსმჭვრეტელობის არქონაში და ამტკიცებდა, რომ დათრგუნული თავისუფლებების (რუს. ვოლნოსტი) სანახაობა ახარებს მის გულს. არც საშინაო, არც საგარეო პოლიტიკა ბისმარკისა არ პოულობდა მისდამი თანაგრძნობას, რაც ნათლად (კაშკაშად) აისახა ახალ არჩევნებზე დეპუტატების პალატაში. მთავრობა განიცდის გადამწყვეტ დამარცხებას, ოპოზიცია დაბრუნდა პალატაში კიდევ უფრო გაძლიერებული, რიცხობრივადაც და ზნეობრივადაც. მთავრობის ყველა რეაქციული ზომა აღმოჩნდა უნაყოფო, მდგომარეობა დღითიდღე სულ უფრო და უფრო მეტად დაჭიმული ხდებოდა, საკმარისი იყო ერთი ნაპერწკალი, რათა პრუსიაში კვლავ ეფეთქა რევოლუციურ მოძრაობას. ბედნიერებამ, რომელიც მუდამ თან ახლდა ბისმარკს, აქაც იხსნა მთავრობა გაძნელებული მდგომარეობისგან.
დანიის მეფის ფრიფრიხ VII-ის სიკვდილმა საზოგადოებრივი აზრის ყურადღება გადაიტანა საშინაო პოლიტიკისგან და მიაჯაჭვა იგი ძველ საკითხზე შლეზვიგ-ჰოლშტაინის საჰერცოგოების შესახებ. დიდი ხანია უკვე ეს ორი საჰერცოგო ქცეული იყო განხეთქილების ვაშლად დანიასა, რომლის შემადგენლობაშიც ისინი შედიოდა, და გერმანიის კავშირს შორის, რომელიც იცავდა მათ ეროვნულ კავშირს გერმანიასთან. დანიის კონსტიტუციის გავრცელებამ ორივე საჰერცოგოზე საბაბი მისცა გერმანიის სეიმს კვლავ ჩარეულიყო ამ დანიური პროვინციების საქმეებში. სეიმმა დაადგინა საჰერცოგოების დაკავება ფედერალური ჯარებით. ტახტზე ქრისტიან IX-ის ასვლამ საბაბი მისცა ბისმარკს ენერგიული პოლიტიკისა და ომების იმ პერიოდის დაწყებისთვის, რომელსც უნდა მიეყვნა გერმანიის იმპერიის აღდგენამდე. რამდენიმე ოსტატურმა დიპლომატიურმა სვლამ უზრუნველყო მის მიერ ჩაფიქრებული საქმის წარმატება. მან მოახერხა თავის მხარეზე მიემხრო დაბნეული ავსტრია და უკანასკნლთან ერთად ომი გამოუცხადა დანიას, ისე რომ ოდნავადაც არ უზრუნია არც გერმანიის კავშირზე, და არც მთელ ევროპაზე. საკმარისი იყო რამდენიმე კვირა, რათა გაენადგურებინათ მცირე ძალის მქონე დანია, რომელიც დათრგუნვილ იქნა მოკავშირე არმიების შემოტევით. ევროპა ჩუმად იყო, იგი თითქოს-და არც არსებობდა. შლეზვიგი, ჰოლშტაინი, ლაუენბურგი ჩამოშორებულ იქნენ დანიისგან 1864 წ. 30 ოქტომბრის ვენის ტრაქტატით. საჰერცოგოები ხელშეკრულების მიხედვით პრუსიისა და ავსტრიისთვის დათმობილი იქნენ ერთობლივად, და სწორედ ეს ერთობლივი ბატონობა საჰერცოგოებზე უნდა ქცეულიყო ბისმარკისთვის სასურვლი ომის საბაბად ავსტრიასა და პრუსიას შორის.
როგორი დიდიც არ უნდა ყოფილიყო პრუსიული იარაღის წარმატება, დიუპელის დაფნის გვირგვინებმა ვერ შეარიგეს სახალხო წარმომადგენლობა ბისმარკის მიერ დამყარებულ თვითნებობის სისტემასთან. ომი დანიასთან გამოცხადებულ იქნა პალატის თანხმობის გარეშე, რომელმაც უარი უთხრა კრედიტებზე საომარი მზადებებითვის. პირველი მინისტრის თავზე დაფრქვეულ მთელ ბრალდებებზე ბისმარკი პასუხობდა პარლამენტის დადანაშაულებით პატრიოტიზმის უკმრისობაში, ეროვნული გრძნობის უკმარისობაში. ომისა და მშვიდობის უფლება, ამტკიცებდა იგი, ეკუთვნის სამეფო ხელისუფლებას და სხვას არავის. „თქვენ გსურთ, ამბობს იგი, გადაგვაქციოთ ჩვენ პარლამენტის მინისტრებად, ეს არასდროს არ იქნება, ჩვენ მეფის მინისტრები ვართ...“. იგი თავს არ იცავდა, იგი თავს ესხმოდა. „მე არ მეშინია დემოკრატიისა, გამოწვევას ესროდა იგი პალატას, მე ვიმედოვნებ მის დამარცხებას, და მე მეჩვენება, რომ თქვენ თავად იწყებთ ამაში დარწმუნებას...“ ასეთნაირად დანიასთან ომიცა და საჰერცოგოების დაპყრობაც აღსრულდა სახალხო წარმომადგენლობის ნების საწინააღმდეგოდ. მთელი წლის განმავლობაში პალატა არ მოუწვევიათ და ბისმარკი მოქმედებდა კონტროლის გარეშე. სამხედრო წარმატება მცირე ძალის მქონე დანიის წინააღმდეგ ომში იმდენად გამაოგნებელიც არ იყო, რომ თავბრუ დაეხვია სახალხო წარმომადგენლებისთვის და აეძულებინა ისინი შერიგებოდნენ იმ სახელმწიფო სისტემას, რომელიც ასე ნაკლებად ღებულობდა ანგარიშში ხალხის პოლიტიკურ თავისუფლებას. ომის ღმერთის წინაშე საყოველთაო მუხლის მოყრის ეს დრო ჯერ კიდევ წინ იყო, ჯერჯერობით კი საკონსტიტუციო კონფლიქტს არაფრით არ მოკლებოდა ძალა. ბისმარკი უწინდებურად აწყდებოდა გადამწყვეტ წინააღმდეგობას ყველა სამთავრობო წინადადებისადმი. მაგრამ იგი უკვე დიდი ხანია მიეჩვია პარლამენტის წინააღმდეგობას და განუხრელად მიიწევდა წინ წინასწარ განსაზღვრული გზით.
მას გაცილებით უფრო მეტად აშფოთებდა ის წინააღმდეგობა, რომელიც შესაძლოა მას შეხვედროდა თავისი გეგმების განხორციელებისთვის ევროპულ სახელმწიფოებს შორის, და აი აქ იქცეოდა იგი უდიდესი სიფრთხილით, სინჯავდა რა ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ნიადაგს, ნელნელა ამზადებდა რა კავშირებს ერთებთან, ხოლო მეორეთაგან კი ღებულობდა კეთილისმსურველი ნეიტრალიტეტის შეპირებას, უნანავებდა და აძინებდა ევროპულ დიპლომატიას. იგი წინ მიიწევდა ისე, რომ არ აჩქარებდა მოვლენებს, შეძლებისდაგვარად თავს არიდებდა საყვედურს თავისი წამოწყებების უკანონობის შესახებ. როგორც კატა თაგვს, ისე ეთამაშება იგი გერმანიის კავშირს, ასევე დაპყრობილი პროვინციების დაუფლების პრეტენდენტს აუგუსტენბურგის ჰერცოგს, და განსაკუთრებით ავსტრიას; იყენებს რა ყველა მცდელობას, რათა საკითხი საჰერცოგოს შესახებ არ იქნას გადაწყვეტილი მშვიდობიანი გზით, რათა არ ჩაქრეს ის ნაპერწკალი, რომელიც მოცემულ მომენტში, მისი ანგარიშით, უნდა გადაიქცეს დიდად აგიზგიზებულ ცეცხლის ალად, თუმცა კი იგი არ მალავს, ხმამაღლა აცხადებს კიდეც, რომ საკითხის საუკეთესო გადაწყვეტა იქნებოდა საჰერცოგოს პირდაპირი შემოერთება პრუსიასთან ავსტრიისთვის ფულადი ანაზღაურების გადახდით. იცის რა, რომ ასეთი წინადადება არ შეიძლება იქნას მიღებული უკნასკნელის მიერ, თუკი მას არ სურს ყოველგვარი გავლენის დაკარგვა გერმანულ საქმეებზე, ბისმარკი ამას მაინც აკეთებს და, ღებულობს რა უარს, ყველას დასანახად წინ გამოაქვს პრუსიის მშვიდობისმოყვარე პოლიტიკა. ერთობლივი ბატონობა საჰერცოგოებში ბისმარკს აძლევდა ამოუწურავ საბაბს წამოეწყო მკვეთრი კამათები ავსტრიასთან, რომლებსაც ყოველთვის შეეძლოთ გამოეწვიათ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა. შესაძლო იყო ბისმარკს მოეხდინა კიდეც კვანძის გარდაუვალი გახსნის ფორსირება, რომ არ ყოფილიყო მეფის მერყეობა, რომელმაც უარი თქვა პრუსიული მონარქიის ბედის სასწორზე დადებაზე. მაგრამ 1865 წ. ზაფხულში მოკავშირეთა ურთიერთობები, ბისმარკის ზეწოლის წყალობით, იმდენად გამწვავდა, რომ ომი უკვე გარდაუვლი ჩანდა, ერთი და მეორე მხრიდანაც დაწყებული ჰქონდათ მზადებები სისხლიანი ბრძოლისთვის, იძლეოდნენ უკანასკნელ ბრძანებებს კარლსბადში, სადაც იმყოფებოდა მეფე ვილჰელმი, და ვენაშიც, დროდადრო სხდომებს ატარებდნენ სამხედრო საბჭოები, ევროპას უკვე ეჩვენებოდა ქვემეხების კვამლი და დენთის სუნი. მაგრამ საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობამ, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდანაც, აიძულა გადაედოთ სასიკვდილო შერკინება ორ მოკავშირე სახელმწიფოს შორის, რომლებიც ასე მოღალატურად დაესხნენ თავს დაუცველ დანიას. 1865 წ. 14 აგვისტოს ხელი მოაწერეს ჰაშტაინის კონვენციას, რომელმაც თითქმის ერთი წლით გადაავადა ომი ავსტრიასა და პრუსიას შორის.
ამ გადავადებით ოსტატურად ისარგებლა ჰაშტაინის კონვენციის შემდეგ გრაფის ღირსებაში აღყვანილმა ბისმარკმა იმისთვის, რათა რამდენადაც შესაძლებელი იყო უზრუნველეყო პრუსიის წარმატება მომავალ ბრძოლაში. საფრთხის მუქარა შესაძლოა წამოსულიყო მხოლოდ საფრანგეთის მხრიდან, მხოლოდ ნაპოლეონს შეეძლო წინ აღდგომოდა ჩაფიქრებულ ომს. რაინზე ფრანგული არმიის გადმოსროლის მუქარას შეეძლო ბისმარკის ყველაზე უფრო გაბედული გეგმების ჩაშლა. ამ საშიშროების თავიდან ასცილებლად ბისმარკმა იჩქარა ბიარიცისკენ, სადაც უნდა შეხვედროდა მას, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ბევრს ეჩვენებოდა სფინქსად, და არა მხოლოდ ბისმარკს. მგზავრობის წარმატება სრული იყო. ბისმარკმა მოახერხა ნაპოლეონის დაჰიპნოზება და მიაღწია მისგან იმაზე უფრო მეტის მიღებას, ვიდრე იყო პრუსიისთვის გერმანიაში მოქმედებათა თავისუფლების მიეცემა _ მან მიიღო ნაპოლეონის თანხმობა პრუსიის კავშირზე იტალიასთან. კავშირი იტალიასთან კი ბისმარკისთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი გერმანიაში საომარ მოქმედებებათა მომვალი თეატრიდან თავისკენ იზიდავდა ავსტრიული არმიის საკმარისად მნიშვნელოვან ნაწილს, არამედ უფრო მეტად იმიტომ, რომ ასეთი კავშირი პრუსიისთვის იძლეოდა ნაპოლეონ III-ის მთავრობის ნეიტრალიტეტის გარანტიას. იტალია ხელებს უკრავდა საფრანგეთს, აიძულებდა მას მიენდო ავსტრია მისი საკუთარი ბედისთვის. მართალია, ნაპოლეონი იმედოვნებდა, ოცნებობდა, რომ ომი გაჭიანურდება, რომ პრუსია ვერ შეძლებს ასე ადვილად ჰაბსბურგების იმპერიის მორევას, რომ საფრანგეთი ცნობილ წუთში გამოეცხადება მათ გერმანიის ბედის გადამწყვეტად, მაგრამ ბისმარკს ეს იმდები და ოცნებები სულაც არ ანაღვლებდა. თუმცა კი იგი სულაც არ დაიწყებდა ნაპოლეონის დარწმუნებას მისი ოცნებების აუსრულებლობაში. ბისმარკი აჰიპნოზებდა ნაპოლეონს, უხატავდა რა მას ძლიერ პრუსიას მჭიდრო კავშირში ძალმოსილ, თავის საზღვრებში განზე გასულ საფრანგეთთან. და ნაპოლეონს სჯეროდა იმ ჰაერის კოშკების რეალურობა, რომლებსაც ასეთი ოსტატური ხელით აგებდა მის თვალწინ ბისმარკი. უკანასკნელმა იცოდა, რომ პოლიტიკაში დაპირებები არაფერს არ ავალებს. ჯერ კიდევ ბიარიცში გამგზავრებამდე, ჰაშტაინის კონვენციის დადებამდე, ბისმარკმა დაიწყო მოლაპარაკებები იტალიასთან შეტევითი და თავდაცვითი კავშირის შეკვრის თაობაზე.
ამ მოლაპარაკებებს არ შეეძლოთ რაიმე დადებით შედეგამდე მათი მიყვანა, სანამდე ნაპოლეონმა არ მისცა თანხმობა ამგვარ კავშირზე. იტალია ჯერ კიდევ სხვის დაუხმარებლად ვერ დადიოდა და იგი ძალზე ბევრით იყო დავალებული საფრანგეთისგან. ახლა საქმე სხვანაირად იყო და მეტად უკვე აღარაფერი არ უშლიდა ხელს პრუსიისა და იტალიის მჭიდრო დაახლოებას, რომლებიც ისახავდნენ ერთსა და იმავე მიზანს და ერთნაირდ მტრულად იყვნენ დამოკიდებული ავსტრიისადმი. ახლა ბისმარკს უწევდა მხოლოდ ერთი უკანასკნელი დაბრკოლების მოხსნა ორი სახელმწიფოს კავშირის გზაზე _ ეს იყო მეფე ვილჰელმის მიერ სურვილის არქონა დაედო საიდუმლო შეთანხმება მეფე ვიქტორ-ემანუელთან, რომელიც არა მხოლოდ ფეხით თელავდა მონარქიულ საწყისს კანონიერი ხელმწიფეების განდევნით, არამედ კიდევ გაბედულად უწვდიდა ხელს რევოლუციას გარიბალდის სახით. თუმცა კი ამ დაბრკოლების მოხსნა ბისმარკს განსაკუთრებით დიდი შრომა არ დასჯდომია. მეფე ვილჰელმი ადვილად შეურიგდა იმას, რასაც მოითხოვდა ყოვლის შემძლე rasion d’etat. 1865 წ. ბოლოსა და 1866 წ. დასაწყისში ურთიერთობები ავსტრიასთან უკვე იმდენად გამწვავდა, რომ დროის კარგვა უკვე აღარ ღირდა და ბისმარკი ჩქარობდა ფორმლური კავშირის დადებას იტლიასთან, რომელიც ხელმოწერილ იქნა 1866 წ. 8 აპრილს. ხელშეკრულება პრუსიასა და იტალიას შორის დადებულ იქნა მხოლოდ სამი თვით. იგი კარგავდა თავის ძალას, თუკი სამი თვის განმავლობაში ომი არ იქნებოდა გამოცხადებული. საჭირო იყო აჩქარება. მეორე დღესვე 9 აპრილს ბისმარკს ფრანკფურტის სეიმში შეაქვს წინადადება ფედერალურ რეფორმასთან დაკავშირებით. იგი მოითხოვს ხმების საყოველთაო მიცემით არჩეული პარლამენტის მოწვევას, მოითხოვს ასეთი პარლამენტის მოწვევის ვადის დანიშვნას. მან იცოდა, რომ ეს წინადადება უარყოფილი იქნება, მაგრამ იგი სხვას არაფერს არ ესწრაფვოდა, მას სჭირდებოდა მხოლოდ საბაბი მოცემულ მომენტში იმის აღიარებისთვის, რომ გერმანიის კავშირი მეტად უკვე აღარ არსებობს.
სწორედ ამ დროს პრუსია და იტალია უკვე აღარ მალავენ საომარ მზადებებს, აკისრებენ რა მთელ პასუხისმგებლობას ავსტრიას, რომელსაც ვითომდაც ეკუთვნოდა ინიციატივა შეიარაღებაში. თუმცა კი ბევრი არ იყო საჭირო, რათა ბისმარკის მიერ ოსტატურად ჩაფიქრებული დიპლომატიური კომბინაცია, მიმართული უძლური გერმანიის კავშირის მოსპობისა და ავსტრიაზე თავდასხმისკენ, დანგრეულიყო როგორც ხუხულა. ნაპოლეონი, თითქოსდა რაღაც თავდავიწყებისგან გამოღვიძებული, წყვეტს უკვე ასაფეთქებლად გამზადებული ომის თავიდან აცილებას ევროპული კონგრესის მოწვევით. ბისმარკი, რომელსც აშინებდა სიმის კიდევ უფრო მეტად დაჭიმვა და არ სურდა თავისი უარით საფრანგეთის მთავრობის გაღიზიანება, დაფარული სიმწრითა და გულდაწყვეტით იძულებული შეიქმნა დათანხმებოდა პრუსიის მონაწილეობაზე კონგრესში. მაგრამ ბედი მფარველობდა ბისმარკის წამოწყებებს. ბედნიერებამ, რომელიც უცვლელად ახლდა მას საგარეო პოლიტიკაში, არ მიატოვა იგი ამჯერადაც. ავსტრიამ, როგორღაც ტრაგიკულ სიბრმავეში, თავად თქვა უარი მისთვის გადაგდებულ მაშველ ღუზაზე. მან წამოაყენა ისეთი პირობები, რომლებმაც კონგრესი შეუძლებლდ აქციეს. მახვილითა და სისხლით უნდა გადაწყვეტილიყო ახლა დავა პრუსიასა და ავსტრიას შორის. ბისმარკი აჩქარებდა კვანძის გახსნას. 1866 წ. 10 ივნისს გერმანიის სეიმში მას შეაქვს წინადადება გერმნიის კავშირიდან ავსტრიის გარიცხვის შესახებ, რომელზედაც ავსტრია პასუხობს მთელი ფედერალური სამხედრო კორპუსების მობილიზაციის წინადადებით პრუსიის თვითნებობის ალაგმვის მიზნით. ამ წინადადების მიღება სავსებით საკმარისი იყო, რათა ბისმარკს გამოეცხდებინა გერმანიის კავშირი უკვე აღარ არსებულად. რამდენიმე დღის შემდეგ დრეზდენი, ჰანოვერი, კასელი უკვე დაკვებული იყვნენ პრუსიული ჯარებით, რომლებიც 22 ივნისს შევიდნენ ავსტრიის იმპერიის ფარგლებში, ბოჰემიაში.
პრუსიის ბედი სასწორზე იქნა დადებული. ბისმარკს შეგნებული ჰქონდა, რომ არ არის სხვა გამოსავალი, თუ არა გამარჯვება ან სიკვდილი. შესაძლოა ომი არასდროს არ ყოფილა დაწყებული ქვეყნის ასეთი არასასურველი განწყობილობების დროს: ბისმარკის რეაქციული საშინაო პოლიტიკა აიძულებდა მოსახლეობას უნდობლობით მოჰკიდებოდნენ მის საგარეო პოლიტიკასაც. მის მიერ წამოწყებულ ძმათამკვლელ ომში ყველა ხედავდა მხოლოდ ხალხის პოლიტიკური თავისუფლებების მოღრჩობისა და მილიტარიზმის სისტემისთვის ზეიმის მოტანის სურვილს. პრუსიის ყველა ბოლოდან წვიმასავით მოდიოდა ადრესები, რომლებიც პროტესტს გამოთქვამდნენ ავსტრიასთან ომის წინააღმდეგ. ბისმარკის სახელს წყევლა-კრულვით აღავსებდნენ. აგზნება იმდენად დიდი იყო, რომ ბოლოს და ბოლოს იგი გამოიხატა ერთი ახალგაზრდა კაცის უგუნური საქციელით, რომელმაც გადაწყვიტა ბისმარკის მოკვლა. თავდასხმა არ გამოვიდა. ახალგაზრდა ფანატიკოსმა, ცნობილი კარლ ბლინდის გერმა, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ბისმარკი მყარად მიდიოდა თავისი გზით, მას არაფერი არ აშფოთებდა. მან იცოდა, რომ ხალხის განწყობა, როგორც ქარი, ცვალებადია, და რომ ხმაურიანი გამარჯვება აღშფოთების ყვირილს გადააქცევს აღტაცებისა და ზეიმის შეძახილებად. იგი დარწმუნებული იყო, რომ დღეს საძულველი მინისტრი, ხვალ, წარმატების შემთხვევაში, გადაიქცევა სახალხო კერპად. და წარმატებასაც არ დაუგვიანია. როგორც კი დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, 3 ივლისს მთელ ქვეყანაზე იქუხა ამბავმა სადოვაიასთან ბრძოლის შესახებ. ავსტრიული არმია სასტიკად იქნა დამარცხებული. საშიში ფსონი მოგებულ იქნა. ევროპის ცენტრში დაიბადა ძალმოსილი სახელმწიფო. თითქოს-და მეტად უკვე არაფერი არ უშლიდა ხელს პრუსიული არმიის გამარჯვებულ მსვლელობს ავსტრიის გულამდე, ახლა მის დაუცველ დედაქალაქმდე, თუკი მხოლოდ გამარჯვებულის გამაოგნებელი წარმატება არ აიძულებდა ახლა გამოფხიზლებასა და შეკრთომას საფრანგეთის მთავრობას და არ გამოიწვევდა მის ენერგიულ ჩარევას.
ნაპოლეონმა, რომელსაც ავსტრიის იმპერატორმა დაუთმო ვენეცია, შესთვაზა თავისი შუამავლობა სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად. წარმატებამ შესაძლოა თავბრუ დაახვიოს ჩვეულებრივ სახელმწიფო მოღვაწეს, მაგრამ არა ბისმარკს. იგი ყოველთვის ინარჩუნებს საკუთარი თავის ფლობას, მას შეუძლია საკუთარი თავის შეკავებაც, და ასევე ფლობს ძალას სხვების შესაკავებლად. მან იცის, რომ ომი ავსტრისთან არ ამთავრებს მის გეგმას, მას ეშინია უკვე მიღწეული შედეგების კომპრომეტირებისა, მას ესმის აუცილებლობა, და სამხედრო პარტიის წინააღმდეგობისა და მეფის მოუთმენლობის მიუხედავად, თანხმდება ნაპოლეონის შუამავლობაზე. ბისმარკს სამხედრო პარტიაზე უფრო უკეთესად ესმოდა, რომ საფრანგეთს რომ მოესურვებინა თუნდაც უმნიშვნელო არმიის გადმოსროლა სამხრეთ გერმანიაში, მაშინ პრუსიას მოუწევდა უარი ეთქვა სისხლით მოპოვებულ ყველა წარმატებაზე. საფრანგეთის ჩარევს შედეგად იქცა 1866 წ. 26 ივლისის წინასწარი სამშვიდობო პირობების დადება ნიკოლსბურგში. ბისმარკს ზეიმის უფლება ჰქონდა: მისი პროგრამის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებულ იქნა: ავსტრია გარიცხულია გერმანიიდან, ძველი გერმანიის კავშირი დასამარებულია, პრუსია მნივნელოვნადაა გაფართოებული თავის საზღვრებში. შესაძლოა, ბისმარკის დიპლომატიური ხელოვნება, მისი შორსმჭვრეტელობა, არასოდეს არ გამოვლენილა ისეთი ძალით, როგორითაც სწორედ ამ პერიოდში, როდესაც მას უწევდა ახალი გერმანიის ფუნდამენტის ჩადება. ასეთი ფუნდამენტის სამსხურს უწევდა სწორედ ის სამშვიდობო ხელშეკრულებები, რომლებიც პრუსიამ დასდო არა მხოლოდ ავსტრიასთან, არამედ ყველა იმ გერმანულ სახელმწიფოსთანაც, რომლებიც უნებურად ჩარეულ იქმნენ ომში. 1866 წ. 23 აგვისტოს პრაღაში ხელმოწერილ იქნა საბოლოო სამშვიდობო ტრაქტატი ავსტრიასა და პრუსიას შორის. საფრანგეთის ჩარევით გარკვეულ ცნობილ ხარისხამდე იძულებულ ზომიერებას გამარჯვებულისა ჰქონდა ყველაზე უფრო ხელსაყრელი შედეგები ბისმარკის მომავალი პოლიტიკისთვის. იგი უხსნიდა ახლო მომავალში მჭიდრო კავშირის დამყარების შესაძლებლობას გამარჯვებულსა და დამარცხებულს შორის. ხელშეკრულებები სხვა გერმანულ სახელმწიფოებთან ხელმოწერილ იქნა 17 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით.
პრუსიამ მისცა უფლება სამხრეთის სახელმწიფოებს, რომლებიც მდებარეობდნენ მდ. მაინის იქითა მხარეს, შეექმნათ პრუსიისგან დამოუკიდებელი სამხრეთის კავშირი, მაგრამ ასეთი კავშირის დამოუკიდებლობას ჰქონდა მხოლოდ მოჩვენებითი ხასიათი იმ საიდუმლო ხელშეკრულებების წყალობით, რომელთა დადებაზეც ბისმარკმა შესძლო ყველა სამხრეთ სახელმწიფოს დაყოლიება. ამ ხელშეკრულებების ძალით, ომის შემთხვევისთვის, ხელმომწერი ქვეყნები კისრულობდნენ მთელი თავიანთი შეირაღებული ძალების მიცემას ერთიმეორის განკარგულებაში, ამასთან დათქმულ იქნა პირობა, რომ მთელი სამხედრო ძალები იქნება პრუსიის მეფის უფროსობის ქვეშ. ამრიგად მაინის ხაზმა, რომელიც დადგენილ იქნა პრაღის ხელშეკრულებით, და რომელიც ერთგვარ საზღვარს ავლებდა ჩრდილოეთ და სამხრეთ გერმანიას შორის, რაზედაც დაჟინებულ მოთხოვნას აყენებდნენ ავსტრია და საფრანგეთი, სინამდვილეში არსებობა შეწყვიტა მანამდე, სანამ ხელი მოეწერებოდა თავად პრაღის სამშვიდობო ხელშეკრულებას. საქსონიის სამეფომ, ავსტრიის იმპერატორის სიმტკიცის წყალობით, შეინარჩუნა თავისი გარეგნული დამოუკიდებლობა, სინამდვილეში კი იგი, დადებული სამშვიდობო ხელშეკრულების ძალით, გადაიქცა პრუსიის ისეთივე პროვინციად, როგორადაც ჰანოვერის სამეფო, ნასაუს საჰერცოგო, ჰესენ-კასელი და ფრანკფურტი, პრუსიის ეს სამხედრო ნადავლები. გერმანიის ერთიანობას, იმ ფორმით, როგორადაც იგი დღესდღეობით წარმოგვიდგება, აკლდა მხოლოდ საგარეო (გარეგანი) სანქცია, მაგრამ ბისმარკის საქმეც ხომ ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო მიყვანილი. ტრიუმფატორად გამოცხადდა (ჩავიდა) იგი ბერლინში, სადაც მთელმა მოსახლეობამ მოუწყო მას საზეიმო შეხვედრა. დავიწყებულ იქნა მისი რეტროგრადული საშინაო პოლიტიკა, ეპატია მას მთელი მისი შეცოდებანი სახალხო წარმომადგენლობის წინააღმდეგ, მისი ზიზღიანი დამოკიდებულება ქვეყნის პოლიტიკური უფლებებისადმი.
ბისმარკი მართალი აღმოჩნდა, როდესაც ამბობდა, რომ პრუსიის საგარეო ძლიერება აიძულებთ დაივიწყონ საშინაო შევიწროვებანი. ახლა როდესაც დიდებამ გვირგვინებით შეამკო პრუსიული იარაღი, მთავრობას ადვილად შეეძლო თავი დაეღწია კონსტიტუციისგან, პალატებისგან, პარლამენტრიზმისგან, რომელიც ასეთ გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდა მთელ მის წამოწყებებს. ფეოდალური პარტია ამიერიდან უკვე ზეიმობდა, მაგრამ სახელმწიფო გადატრიალების მოხდენა არ შედიოდა არც მეფისა და არც ბისმარკის გეგმებში. ვილჰელმი იჭვნეულად იცავდა სამეფო ხელისუფლების უფლებებს, რომლებიც ზემოდან იყო დაკიდებული სახალხო წარმომადგენლობის თავზე, მაგრმ ამასთან ერთად იგი სამეფო ხელისუფლებისთვის უღირსად ჩათვლიდა თავისი სიტყვის დარღვევას _ წმინდად დაეცვა ხალხისთვის მიცემული უფლებები. ბისმარკი ამ მიმართებით მთლიანად მეფის მხარეზე იდგა, და არა იმიტომ, რომ მან რაიმეში შეცვალა თავისი შეხედულება სახალხო წარმომაგენლობის როლზე, არა _ იგი დარჩა საკუთარი თავის ერთგული, მაგრამ მას ესმოდა, რომ ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე სხვა დროს, საპარლამენტო ტრიბუნას შეუძლია უზარმაზარი სარგებლობა მოუტანოს მისი გეგმების დასრულებას. მას სურდა დაემტკიცებინა სამხრეთ გერმანიისთვის, რომ პრუსია არ სარგებლობს თავისი სამხედრო წარმატებებითა და თავისი ძლიერებით პოლიტიკური თავისუფლების ჩახშობისთვის და ამით ერთგვარად განეწყო იგი უფრო მჭიდროდ შეკვროდა ჩრდილოეთ გერმანიის კავშირს. ბისმარკი აღიარებდა საზოგდოებრივი აზრის დიდ მნიშვნელობას, და სად შეეძლო მას ეპოვა უფრო სრული გამოხატულება, თუ არა სახალხო წარმომადგენლების ხმაში. მან იცოდა, რომ მისი საგარეო პოლიტიკისთვის ეს საზოგადოებრივი აზრი, ეროვნული გრძნობის ხმამაღალი გამოვლენა, არაერთხელ გასწევს მისთვის მტკიცე ფარის როლს. თუკი მას შეეძლო ოპოზიციასთან გამკლავება კონსტიტუციური კონფლიქტის მძიმე პერიოდში, ახლა უკვე ოპოზიციურ ელემენტებთან ბრძოლა მას წარმოუდგებოდა მხოლოდ გართობად.
კანონიერების გარეგნული ფორმის მკაცრად დაცვით ბისმარკმა მიმართა პალატებს თხოვნით დაემტკიცებინათ სახალხო წარმომადგენლობის თანხმობის გარეშე მთავრობის მიერ წარსულ წლებში გაწეული ხარჯები, ასევე მთელი ბიუჯეტები, რომლებიც ადრე უარყო პალატამ. არასოდეს არ ყოფილა ასეთი რბილი ბისმარკი, როგორიც ამ ეპოქაში; იგი ხელს უწვდის ძველ მტრებს, მას სურს შინაგანი მშვიდობა საგარეო პოლიტიკის ჰორიზონტზე გამოსახული სიძნელეების გათვალისწინებით. პალატა ახლა ახდენს ყველაფრის ვოტირებას, რაც ურს ბისმარკს. თუკი ყოფილი ოპოზიცია რაიმეთი უკმაყოფილოა, ეს მხოლოდ იმით, რომ რომ მთავრობამ ვერ შესძლო გამარჯვებისგან ყველა შესაძლო სარგებლის გამოტანა, რომ იგი შემოიფარგლა ჩრდილოეთ გერმანიის კავშირის წარმოქმნით და ბოლომდე არ მიიყვანა გერმანიის ერთიანობის საქმე. „ეროვნული ერთიანობის საფუძვლები“, ამბობდა ის, „ჩადებულია, იქონიეთ მოთმინება, რომი არ აშენებულა ერთ დღეში, ჩვენ ჯერ კიდევ ჩვენი მისწრაფებების ბოლოში არ ვართ გასული“, ამატებდა ის, „ჩვენ მხოლოდ დასაწყისში ვართ...“. პრუსიის დეპუტატების პლატის როლი ახლა დასრულდა, სცენაზე გამოვიდა ახალი რაიხსტაგი, რომელიც არჩეულ იქნა ხმების საყოველთაო მიცემით. 1867 წ. 24 თებერვალს გახსნილ იქნა ჩრდილოეთის რაიხსტაგის პირველი სესია, რომელიც ასე მალე უნდა გადაქცეულიყო ერთიანი გერმანიის რაიხსტაგად. დეპუტატების პრუსიული პალატიდან საპარლამენტო ბრძოლმ გადაინაცვლა რაიხსტაგში, რომლისთვისაც სულ თავიდანვე უცხო არ ყოფილა ოპოზიციური სული. პრუსიისადმი ძალადობრივად მიერთებულმა სახელმწიფოებმა ოპოზიციას მოუტანეს ახალი და ძლიერი კონტინგენტი, თუმცა კი, თავისთავად ცხადია, რომ ბისმარკი ახლა თითქმის ყოველთვის ფლობდა მორჩილ უმრავლესობას. ახალი რაიხსტაგის წინაშე ბისმარკი იცავდა თავის ძველ პრინციპებს, მაგრამ მხოლოდ უფრო რბილი და არა იმდენად მებრძოლი ფორმით. მას სურდა თავი აერიდებინა ყველაფრისთვის, რასაც შეეძლო გაემწვავებინა ურთიერთობები სახალხო წარმომადგენლობასთან, რომელშიც მას სურდა პირიქით, ამოეხაპა ზედმეტი ძალა ახალი გარდაუვალი მომავალი ბრძოლისთვის გარეშე მტერთან.
ომი საფრანგეთთან, დაწყებული 1866 წ.-დან, წარმოადგენდა მხოლოდ დროის საკითხს. ავსტრიულ-პრუსიული ომის შედეგმა ყველაზე უფრო საგრძნობი დარტყმა მიაყენა საფრანგეთის იმპერიის პრესტიჟს, რომელსაც მხოლოდ ამ პრესტიჟით თუ შეეძლო შენარჩუნებულიყო. სადოვაიასთან ბრძოლამ შეარყია ნაპოლეონის ტახტი, მაგრამ იგი იმედოვნებდა, რომ პრუსია, მადლობელი საფრანგეთის მიერ მისთვის გაწეული თანადგომისთვის, უარს არ იტყვის მის დასაჩუქრებზე ამათუიმ ტერიტორიული დათმობით, რომელიც კვლავ აამაღლებს საიმპერატორო მთავრობის პრესტიჟს. იგი ემყარებოდა მისთვის მიცემულ დაპირებებს, მართალია ძალზედ ზოგად გამონათქვამებში, რომლებსაც ასე გულუხვად გასცემდა ბისმარკი იმ დროს, როდესაც იგი აჰიპნოზებდა თავის მეფობრივ თანამოსუბრეს. ახლა, ომის დასრულების შემდეგ, მან გაბედა (გადაწყვიტა) შეეხსენებინა ბისმარკისთვის მის მიერ მიცემული დაპირებების თაობაზე და მოეთხოვა საზღაური პრუსიის იტალიასთან კავშირისა და თავისი კეთილმოსურნე ნეიტრალიტეტის გამო. ნაპოლეონმა სავსებით ვერ შესძლო თავისი ბიარიცელი სტუმრის გაგება და დაფასება. როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაშიც ბისმარკი არასდროს არ თაკილობდა უღირს საშუალებებს. ყველა საშუალება კარგია, ოღონდ კი მათ იგი მიეყვანათ სასურვლ მიზნამდე, ოღონდ კი სარგებლის მოცემა შესძლებოდათ. ზნეობრიობა _ განყენებული ცნებაა, გამოუსადეგარი პოლიტიკისთვის. თუკი ბისმარკი, ღვთაებრივი სამართლის სამეფო ხელისუფლების მინისტრი, თავად დარწმუნებული (დაჯერებული) მონარქისტი, ვერაფერ დასაგმობს ვერ პოულობდა საიდუმლო მოლაპარაკებებში, 1866 წ. ომის მოსამზადებელ პერიოდში, მაძინისთან და უნგრეთიდან გამოსულებთან ავსტრიაში რევოლუციური მოძრაობის გაჩაღების გულისთვის, მაშინ განა კი შეეძლო მას საკუთარი თავი მიეჩნია ზნეობრივად დავალებულად რაიმენაირი დაპირებებით, რომლებიც მისცა მხოლოდ ერთი მიზნით _ მოედუნებინა საფრანგეთის მთავრობის სიფხიზლე. ამაში ადვილად შეიძლებოდა დარწმუნებულიყო საფრანგეთის ელჩი ბერლინის სამეფო კარზე, როგორც კი მან, ომის დამთავრების შემდეგ, განაახლა მოლაპარაკებები საფრანგეთისთვის ანაზღაურების მიცემის თაობაზე.
ბისმარკმა გადაჭრით უარყო არა თუ ყველანაირი აზრი გერმანული მიწის თუნდაც ერთი გოჯის დათმობაზე, არამედ უარი თქვა დახმარებოდა საფრანგეთს საზღვრების დამრგვალებაში რომლიმე სხვა სახელმწიფოს ხრჯზეც. ამ მოლაპარაკებებს ანაზღაურების შესხებ, რომლებიც ასე ზუსტად დაახასიათა ბისმარკმა სიტყვებით: „საფრანგეთი მიჰყვება პოლიტიკას არყისთვის...“ (რუს. «Франция преследует политику на водку...»), ბუნებრივად უნდა მიეყვანა ორი მეზობელი სახელმწიფო ურთიერთ დამოკიდებულებათა ისეთ გაციებამდე, რომელიც არ ჰპირდებოდა არაფერს კარგს. ეს გაციება ძალზედ სწრაფად გადაიქცა პირდაპირ მტრულ დამოკიდებულებად და ძალზედ ცოტა რამ იყო საჭირო იმისთვის, რათა უკვე 1867 წ. გაჩაღებულიყო ომი საფრანგეთსა და პრუსიას შორის. საფრანგეთის პრეტენზიები ძალზედ მოკრძალებული შეიქმნა, მას სურდა საკუთარი თავის დასაჩუქრება ბოლოს და ბოლოს მხოლოდ პატარა ლუქსემბურგის შემოერთებით, შეერთებულისა ჰოლანდიასთან, მაგრამ მასთან ერთად შემავალისა დანგრეული გერმანიის კავშირის შემადგენლობაში, რომელიც ამასთანავე დაკავებული ჰქონდა პრუსიულ გარნიზონს. მაგრამ ასეთი დაკმაყოფილებაც კი არ უნდა მიეღო საფრანგეთს. პრუსია არაფრით არ თვლიდა საკუთარ თავს საფრანგეთისგან დავალებულად, პირიქით, პრუსია თავს თვლიდა შეურაცხყოფილად ნაპოლონის მიერ ჩარევით სადოვაიასთან ბრძოლის შემდეგ და ენთუზიაზმით აღსავსე სამხედრო პარტია, რომელსაც ასევე მხარს უჭერდა ეროვნული გრძნობის აფეთქებაც, ახალისებდა მთავრობას დაეწყო მაშინვე ომი, რომლის შედეგიც მისთვის უკვე იმ დროს ეჭვს არ იწვევდა. ბისმარკმა, რაიხსტაგის დეპუტატების მქუხარე ტაშის ქვეშ, განაცხადა, რომ მთავრობა არასდროს არ დაუშვებს, რათა გერმანელი ხალხის უფლებები რაიმეში დარღვეულ იქნას. საფრანგეთმა გადაწყვიტა უარი ეთქვა ლუქსემბურგის შემოერთების აზრზე, მაგრამ მოითხოვდა პრუსიული გარნიზონის წასვლას. ევროპა შეუერთდა საფრანგეთის სამართლიან მოთხოვნას და თავისი გამარჯვებებით გაამყებული პრუსია იძულებული შეიქმნა დამორჩილებოდა ლონდონის კონფერენციის დადგენილებას. ომი აცილებულ იქნა, მაგრამ არცთუ დიდი ხნით.
ლუქსემბურგული სკითხის მოგვარების შემდეგ, როგორც ჩანს, დადგა გარკვეული ჩაწყნარება, ურთიერთობები საფრანგეთსა და პრუიას შორის გარეგნული მხრივ იმდენად შერბილდა, რომ მეფე ვილჰელმმა შესაძლებლად ჩათვალა მიეღო ნაპოლეონის წინადადება და სწვეოდა პარიზს მსოფლიო გამოფენის დროს. მაგრამ მისი თანმხლები ბისმარკი ძალზედ კარგად ხედავდა, თუ როგორ გრძნობებს მალავს საფრანგეთის მთავრობა მიღების არაჩვეულებრივი ზრდილობიანობისა და 1866 წლის ომით გერმანიაში შექმნილი ახალი წესრიგისადმი გარეგნული კეთილგანწყობის შესახედაობის ქვეშ. მას ნათლად ჰქონდა შეგნებული, რომ საფრანგეთის მთავრობის მოწყლული თავმოყვარეობა არ შეიძლება შეურიგდეს იმ სულელურ და გულსატკენ როლს, რომლის თამაშიც ასე ოსტატურად აიძულა მან ნაპოლეონს, რა რომ როგორც კი საფრანგეთი მოიკრებს ძალებს, იგი მაშინვე მოისურვებს სამაგიეროს გადახდას განცდილი დამცირების გამო. საფრანგეთის მთავრობის ასეთი განწყობა, რომელიც თითქოს-და ხაზგასმული იყო იმპერატორ ფრანც-იოსებისადმი აღმოჩენილი მხურვალე და გულითადი მიღებით, არანაირად არ აშინებდა ბისმარკს; პირიქით მას სურდა, რათა ასეთი განწყობა კიდევ უფრო გაძლიერებულიყო, რადგანაც ომი საფრანგეთთან შედიოდა მის პროგრამაში, და რაც მალე, მით უკეთესი. ომი აუცილებელი იყო გერმანიის გაერთიანების დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად, იმ წინააღმდეგობის (დაპირისპირების) მოსახსენელად, რომელიც უკვე საკმარისად მკვეთრად ვლინდებოდა სამხრეთ გერმანიის მოსახლეობას შორის და სულ უფრო ხშირად ისმოდა ხმები პრუსიისადმი „გერმანიის მონური დაქვემდებარების“ წინააღმდეგ. პარტიკულარიზმმა ამაყად წამოსწია თავი. ბავარია, ვიურტემბრგი, ბადენი ირჩევდნენ დეპუტატებს, რომლებიც პროტესტს აცხადებდნენ პრუსიის ბატონობისა და მეთაურობის წინააღმდეგ. გერმანიის საბაჟო პარლამენტმა ვერ გაამართლა ბისმარკის მოლოდინი. სამხრეთელი დეპუტატები გადამწყვეტ წინააღმდგობას უწევდნენ პრუსიულ გაერთიანებას.
მხოლოდ ომს საფრანგეთთან და თანაც გამარჯვების მომტან ომს შეეძლო დაესრულებინა დაწყებული საქმე და გამოეწრთო გერმანიის ერთიანობა. პრუსია მზად იყო. ბისმარკმა იცოდა, რომ საფრანგეთს არ შეუკრავს ფორმალური კავშირი არც ერთ ევროპულ სახელმწიფოსთან. მას შეეძლო შინებოდა მხოლოდ იმისა, რომ უკანასკნელ წუთს საფრანგეთი იპოვნის მოკავშირეს ავსტრიაში, მაგრამ ასეთი საფრთხის წინააღმდეგ მან შესძლო მიეღო რუსეთის დაპირება არ მიეშვა ავსტრია მომავალ ომში ჩარევამდე. რუსეთს, ბისმარკის დიპლომატიური ხელოვნების წყალობით, ისეთივე როლი უნდა ეთამაშა საფრანგეთ-პრუსიის ომში, როგორსაც თავად საფრანგეთი თამაშობდა პრუსია-ავსტრიის ომში. საჭირო იყო მხოლოდ საბაბი ომისთვის, მაგრამ როდესაც ორ სახელმწიფოს სურს სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეებას ერთმანეთს, საბაბი ყოველთვის და ადვილად მოიძებნება ხოლმე. ასეთი საბაბის სამსახური უნდა გაეწია ჰოჰენცოლერნთა სახლის ერთერთი პრინცის კანდიდატურას ესპანეთის ტახტზე. ბისმარკს, დებდა რა შეთანხმებას გენერალ პრიმთან ესპანეთის ტახტზე პრინც ჰოჰენცოლერნის კანდიდატურსთან მიმართებით, ჩინებულად ესმოდა, რომ ასეთი კანდიდატურა არა თუ არ შეიძლება მოეწონოს საფრანგეთს, არამედ რომ საფრანგეთი ვერ შეძლებს მასზე დათანხმებას ისე, რომ არ დაიმციროს საკუთარი ღირსება. საფრანგეთის მთავრობამ პროტესტი განაცხადა ჰოჰენცოლერნის კანდიდატურის წინააღმდეგ, და ამ პროტესტს თანაგრძნობით შეხვდა ევროპული სახელმწიფოების უმეტესობა. მეფე ვილჰლმმა, რომელსაც არ სურდა ომის დაწყება ევროპის მხრიდან საერთო ართანაგრძნობის პირობებში, რჩევა მისცა თავის ნათესავს უარი ეთქვა საკუთარ კანდიდატურაზე, და ამით თითქოს-და ხსნიდა უშუალო საბაბს ომისთვის საფრანგეთსა და გერმანიას შორის. საფრანგეთის მთავრობას შეეძლო ჩაეთვალა საკუთარი თავი დაკმაყოფილებულად, ზნეობრივი გამარჯვება მის მხარეზე იყო. ბისმარკის საბედნიეროდ საფრანგეთმა ჩაიდინა ისეთივე შეცდომა, როგორიც ავსტრიამ 1866 წ., როდესაც მან უარი თქვა ევროპულ კონფერენციაში მონაწილეობაზე.
ჰოჰენცოლერნის მიერ უარის თქმა არასაკმარისი დაკმაყოფილება აღმოჩნდა საფრანგეთის შეურაცხყოფილი და გაღიზიანებული თავმოყვარეობისთვის, და ნაპოლეონის მთავრობამ პრუსიისგან მოითხოვა გარანტიები იმისა, რომ მსგავსი კანდიდატურა არასდროს არ წარმოსდგება მომავალში. ბისმარკს შეეძლო ეზეიმა. ევროპის საზოგადოებრივი აზრი სწრაფად შებრუნდა საფრანგეთის საწინააღმდეგოდ, მთელმა გერმანიამ საფრანგეთის ახალ მოთხოვნებში დაინახა ქედმაღალი გამოწვევა ომისთვის. ეროვნული გრძნობა უჩვეულო ძალით ალაპარაკდა. ბეჭდური სიტყვა ერთი და მეორე მხრიდანაც აკეთებდა ყველაფერს, რისი ჩაგონებაც შეეძლო მხოლოდ ბრმა ვბნებას. 1870 წ. 15 ივლისს ომი გამოცხადებულ იქნა. ომის გამოცხადებიდნ ექვსი კვირის შემდეგ უკვე აღარ არსებობდა საფრანგეთის იმპერია, რომელიც დამხობილ იქნა ხალხის აღშფოთების ერთი აფეთქებით, აღარ არსებობდა საიმპერატორო არმია, რომელიც ტყვედ ჩაბარდა თავად იმპერატორთან ერთად; გერმანული არმია იდგა მეცთან და უკვე მოასწრო ალყის შემორტყმა პარიზისთვის. თითქოს-და სისხლიანი დრამა უკვე გათამაშებულ იქნა, მაგრამ ამავე დროს იგი მხოლოდ იწყებოდა. მთელი ექვსი თვე გრძელდებოდა პარიზის უნაყოფო, მაგრამ გმირული წინააღმდგობა, მთელ ექვს თვეს, გამბეტას მგზნებარე პატრიოტული სულისკვეთებით აღფრთოვანებული რესპუბლიკური საფრანგეთი, ციებიანივით იბრძოდა და სისხლისგან დაცლილი იცავდა თავის უკანასკნელ, მაგრამ ყველაზე უფრო ძვირფას მონაპოვარს _ ეროვნულ ღირსებას. პარიზი, რომელიც უშიშრად უცქერდა დაბომბვებს, შედრკა მის პირისპირ წამომართული შიმშილით სიკვდილის ხატების წინაშე. პარიზი დაეცა, საფრანგეთი გასრესილ იქნა. ბისმარკმა მიიღო შესაძლებლობა ეკარნახა მშვიდობის პირობები. ცივი, მშვიდი, თვითდაუფლების გრძნობით აღსავსე, ბისმარკი ქედს არ იდრეკდა თავის მოთხოვნაში საფრანგეთის დანაწევრების, გერმანიისთვის ელზასისა და ლოტარინგიის დათმობისა და იმ დროისთვის ზღაპრული ხუთმილიარდიანი კონტრიბუციის გადახდის შესახებ.
არც ერთი წუთით არ გასცა მან საფრანგთის რწმუნებულების ტიერისა და ჟიულ ფავრის წინაშე ის შინაგანი შეშფოთება, რომელსაც მისი საკუთარი აღიარებით პარლამენტისადმი, იგი განიცდიდა მოლაპარაკებების დროს. „მე მეშინოდა, ამბობდა იგი, ნეიტრალური სახლმწიფოების ჩარევისა, და მე გაოცებული ვიყავი იმით, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში არავის არ აღუმაღლებია ხმა. მე მსურდა, რომ ტიერი არ ყოფილიყო იძულებული ბორდოში გასაბრუნებლად, მეშინოდა რა, რომ ამ შემთხვევაში სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი ვერ მოეწერება“. მაგრამ ევროპა დუმდა, ბისმარკმა შესძლო მისდამი იმპონირება. 1871 წ. 1 მარტს საფრანგეთის ეროვნულმა კრებამ ბორდოში მოახდინა საფრანგეთისთვის იმ საბედისწერო მშვიდობის ვოტირება, რომელიც იქცა შეურიგებელი, ყრუ მტრობის წყაროდ ორ მეზობელ ერს შორის. 70 წლის ომის დასრულების დროიდან გავიდა ჯერ ძალზედ ცოტა დრო, რათა შესაძლბელი იყოს უშეცდომოდ გადაწყვეტა იმისა, ხომ არ იფარავს საკუთარ თავში ყველაზე უფრო ბრწყინვალე ფურცელი ბისმარკის ისტორიაში ყველაზე უფრო მსხვილ შეცდომასაც, რომელიც მან დაუშვა საგარეო პოლიტიკაში, ხომ არ დაუჯდება თავად გერმანიას ძალზედ ძვირად ის მშვიდობა, რომლის ხელმოწერაც ბისმარკმა აიძულა თითქმის სასიკვდილოდ დაჭრილ საფრანგეთს. ჯერჯერობით კი შეიძლება ითქვას მხოლოდ ერთი რამ, რომ მნიშვნელოვან ხარისხად, აი უკვე 20 წელიწადია რაც მთელი ევროპა დგას იარაღით ხელში (იარაღის ქვეშ). ასე თუ სხვაგვარად, მაგრამ ომი დასრულებულ იქნა, და პირველი მისი უშუალო შედეგი გახლდათ ჩრდილოეთ და სამხრეთ გერმანიის ერთ მთლიანად შეკვრა. ახდა ბისმარკის წინასწარმეტყველება: რკინითა და სისხლით გაერთიანდა მისი სამშობლო. იმპერიის აღდგენა უნდა ქცეულიყო გერმანიის აღსრულებული გაერთიანების გარეგნულ გამოხატულებად, და, მანამდე სანამ დასრულდებოდა ომი, ბისმარკმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ამ საკითხზე ბავარიის მეფესთან. გარკვეული ყოყმანის შემდეგ მეფე ლუდვიგ II დაეთანხმა აეღო საკუთარ თავზე ინიციატივა და ყველა გერმანელი ხელმწიფისთვის შეეთავაზებინა დაედგათ იმპერატორის გვირგვინი პრუსიის მოხუცებული მეფის თავზე.
1871 წ. 18 იანვარს ვერსალის სასახლის სარკეებიან დარბაზში, მდიდრულ და ბრწყინვალე ვითარებაში, პრუსიის მეფე ვილჰელმ I გამოცხადებულ იქნა აღდგენილი გერმანიის იმპერიის იმპერატორად. ამ საზეიმო აქტის დროს იქ დამსწრე ბისმარკს სრული უფლება ჰქონდა ეთქვა: „ეს ჩემი ხელებით ქმნილი საქმეა!“ თუკი საგარეო ძლიერებას შეუძლია შეადგინოს ხალხის ბედნიერება, მაშინ გერმანიას, 70 წლის ომის დასრულების შემდეგ, ეროვნული ძეგლი უნდა დედგა ბისმარკისთვის, რადგანაც ისე როგორც სხვას არავის, არამედ ბისმარკს ეკუთვნის უპირველესი როლი ასეთი ძლიერების მიღწევაში. ბოლომდე შეასრულა მან თავისი დაუჯერებლად გაბედული პროგრამა და გასაგები სიამაყით შეეძლო მას ახლა ეცქირა იმპერატორ ვილჰელმის მიერ ერთიანი გერმანიის პირველი რაიხსტაგის პირველი სესიის გახსნისთვის. 21 მარტი დარჩება ისტორიულ დღედ გერმანელი ხალხის მატიანეში, და სახელდობრ ეს დღე აირჩია იმპერატორმა ბისმარკის აღსაყვანად თავადის ღირსებაში. ამ მომენტიდან იხსნება ახალი პერიოდი გერმანიის ისტორიაში, და მასთან ერთად ახალი, მაგრამ სულაც არა ასე ბრწყინვალე პერიოდი თავად ბისმარკის მოღვაწეობაში. ქვეყნის საშინაო პოლიტიკური ცხოვრება, თითქოს-და შეჩერებული ომების ეპოქის მიერ, გარდაუვალად უნდა შესულიყო კვლავ თავის უფლებებში, განეცხადებია ის მოთხოვნები, რომლებიც ასე დიდხანს იდო ცხრაკლიტულში. ახალი ღვინო მოითხოვს ახალ თხიერს (ტიკს) ჩასასხმელად. ახალი გერმანია მოითხოვდა ახალ უფრო ფართო საფუძვლებს პოლიტიკური ცხოვრებისთვის, უფრო მტიცე საყრდენებს მთელი ეროვნული ძალების თავისუფალი შინაგანი განვითარებისთვის. გერმანიის იმპერიის კანცლერი არ შეიძლებოდა, ანუ უფრო სწორედ, არ უნდა დარჩენილიყო მებრძოლ პრუსიელ მინისტრად, მაგრამ ბისმარკს არ ძლუძდა თავისი ბუნების გადაკეთება. XIX საუკუნის უდიდესი დიპლომატი, იგი წარმოადგენდა ყველზე უფრო ჩვეულებრივ სახელმწიფო მოღვაწეს ქვეყნის საშინაო ცხოვრების ყველა საკითხში.
ბისმარკმა, რომელიც თითქმის არასდროს არ იცნობდა არ-წარმატებას საგარეო პოლიტიკაში, საშინაოში პირიქით _ თითქმის არ იცის წარმატება, მის მიერ წამოყენებულ ყველა საკითხში იგი განიცდის უიღბლობას უიღბლობაზე. გერმანული იმპერიის მებრძოლი კანცლერის მოღვაწეობა საშინაო პოლიტიკაში აღინიშნა მის მიერ წამოწყებული სამი ახალი ომით: ომით კონსტიტუციონალიზმის წინააღმდეგ, ომით კათოლიციზმის წინააღმდეგ და ომით სოციალური პარტიის წინააღმდეგ. ამ სამივე ომმა, თითქოს-და მისი საგარეო პოლიტიკის სამი ომის საპირისპიროდ, ვერ მოუტანა ბისმარკს, ვერც დაფნის გვირგვინები, ვერც მისი სამშობლოს მადლიერება. სწორედ იმ პოლიტიკურ იდეებს, რომლებსაც იგი იცავდა თავიდან პრუსიის ლანდტაგში, შემდეგ პრუსიის დეპუტატების პალატაში, იგი იცავდა ასევე გერმანიის იმპერიის რაიხსტაგშიც. მას არ სურდა, რომ რაიხსტაგს ესარგებლა უფრო მეტი პოლიტიკური უფლებებით, ვიდრე პრუსიის დეპუტატების პალატას. ბისმარკი არ უშვებდა რაიხსტაგის წინაშე პასუხისმგებელ სამინიტროს, მინისტრები პასუხისმგებელნი იყვნენ მხოლოდ საიმპერიო კანცლერის წინაშე, რომელიც თავის მხრივ პასუხს აგებდა მხოლოდ იმპერატორის წინაშე, და არანაირად რაიხსტაგისა. იგი არ უშვებდა დეპუტატის წოდების ხელშეუხებლობას მის მიერ თავისი მოვალეობების შესრულების დროს, იგი, ისევე როგორც უწინ, უარყოფდა რაიხსტაგისთვის უფლების მიცემას ჩარეულიყო ყველა იმ საკითხში, რომლებიც შეეხებოდა სამხედრო ძალების ორგანიზაციას. ბისმარკი ცდილობდა მთვრობაზე პარლამენტის გავლენის მთავარი იარაღის _ ბიუჯეტის ყველანაირად შეზღუდვას, ართმევდა რა მისი კონტროლის ქვეშიდან სამხედრო ბიუჯეტს. სამხედრო ორგანიზაცია, სამხედრო ბიუჯეტი, ისევე როგორც უფრო ადრე პრუსიის დეპუტატების პალატაში, არაერთხელ ქცეულა საბაბად ყველაზე უფრო ქარიშხლიანი სცენებისთვის, რომლებიც ყველას აგონებდა კონსტიტუციური კონფლიქტის პერიოდს. მაგრამ თუკი ადრე კონსტიტუციური უფლებების დრღვევა ნახულობდა თავის გამართლებას ფართო სახელმწიფოებრივი ამოცანებით, ახლა უკვე ასეთ ახსნას არ გააჩნდა ფეხქვეშ ნიადაგი, და თუკი ბისმარკი მიმართავდა ძველ არგუმენტებს, მაშინ ეს უკვე აღარავისთვის არ იყო დამაჯერებელი. 1871 წ. საჭირო იყო დროდადრო რაიხსტაგის შეშინება ფრანგული შურისძიების აჩრდილით, რათა მიეღწია რაიხსტაგისგან, რომლიც იცავდა საპარლამენტო პრეროგატივებს, სამხედრო ბიუჯეტის სამ წელზე დამტკიცებითვის. 1874 წ, ბისმარკი ცდილობდა უფრო მეტის მიღწევას. იგი იმპერატორთან ერთად მოითხოვდა, რათა რაიხსტაგს ერთხელ და სამუდამოდ განესაზღვრა არმიის მშვიდობიანი დროის შემადგენლობის რიცხოვნება 401659 ადამიანით და ამ რიცხვის შესაბამისად მიეცა იმპერატორისთვის განსაზღვრული ყოველწლიური თანხა არმიის შესანახად. ამაოდ უჭერდა მხარს სამთავრობო პროექტს არმიის ვეტერანი ფელდმარშალი მოლტკე, რომელიც ამბობდა, რომ გერმანიას მოუწევს 50 წლის განმავლობაში იცავდეს იმას, რაც მან შეიძინა ექვსი თვის მანძილზე, მაგრამ რაიხსტაგის ლიბერლური პარტია არ ნებდებოდა და ბისმარკი, რომელიც იმუქრებოდა თავისი გადადგომით, სავსებით უნდა შერიგებოდა სამხედრო ბიუჯეტის დამტკიცებას შვიდწლიანი პერიოდით. ყოველ ჯერზე სეპტენატის (7-წლიანი პერიოდის) განახლება ბისმარკისთვის სულ უფრო და უფრო ძნელი ხდებოდა. მას უხდებოდა მიემართა რაიხსტაგის დათხოვნისთვის, საფრანგეთით დაშინებისთვის, როდესაც საიმპერიო კანცლერის ავტორიტეტი არ აღმოჩნდებოდა საკმარისად ძლიერი ლიბერალური ოპოზიციის წინააღმდეგობის გასატეხად.
ბისმარკს არ ჰქონდა შეგნებული ახალი საფუძვლების მიცემის საჭიროება გერმანიის იმპერიის საშინაო ცხოვრებისთვის, იგი ამჯობინებდა წვრილ-წვრილი ბრძოლების წარმოებას, კომპრომისებში შესვლას ხან ერთ და ხანაც მეორე პარტიასთან; იგი რაიხსტაგს, სახალხო წარმომადგენლობას უყურებდა როგორც აუცილებელ ბოროტებას და იმავე დროს რაიხსტაგში ამბობდა: „მე არა ვარ საკონსტიტუციო სისტემის მოწინააღმდეგე, პირიქით, მე ვაღიარებ მას მმართველობის ერთადერთ შესაძლო ფორმად“. მისი საშინაო პოლიტიკა წარმოადგენს გარიგებების, მუდმივი ბრძოლის პოლიტიკას, რომელიც ახდენდა სახალხო წარმომადგენლობის დემორალიზებასაც, და მონარქიული ხელისუფლებისაც. ეს არის რაღაც უწყვტი დუელი აბსოლუტიზმსა და დემოკრატიულ საწყისს შორის. მონარქიული ხელისუფლების აბსოლუტური საწყისის მომხრემ, ბისმარკმა მაინც შეუძლებლად აღიარა მისი დადება გერმანიის სახელმწიფოებრივი ცხოვრების ახალი წყობილების საფუძვლად; პარლამენტარიზმის მტერსა და საიმპერიო კანცლერს ნათლად ჰქონდა შეგნებული, რომ პარლამენტარიზმი არ შეიძლება ძირფესვიანად იქნას ამოგლეჯილი, და რომ მისი მთელი ძალისხმევა ლიბერალიზმის მოთხოვნების ჩასახშობად, რომლის ძირითად დოგმატსაც წარმოადგენს ხალხის მონაწილეობა სახელმწიფო საქმეების მართვაში, ამაო აღმოჩნდებოდა. მას არ ეყო გამბედაობა (რუს. решимость), რათა მტკიცე ხელით განეხორციელებინა თავისი საყვარელი პოლიტიკური იდეალი, და არ ეყო ვაჟკაცობა (რუს. мужество), რათა შერიგებოდა თავისი მოწინააღმდეგეების იდეალს. იგი აგრძელებდა ლოცვას ძველი ღმერთებისადმი და იმავე დროს მოკრძალებით დადგა ახლების წინაშეც. რაც არ უნდა ხშირად გამოეთქვა თავის სიტყვებში ხელისუფლებათა განაწილების მისეულ თეორიასთან მიმართებით, ეს თეორია ყოველთვის წარმოუდგებოდათ რაღაც გაურკვევლად, უთავბოლოდ, რომელიც მიანიშნებდა ნათლად შეგნებული და მყარი დებულებების არარსებობაზე. აქედან არის მთელი რხევები მის საშინაო პოლიტიკაში, აქედან არის მუდმივი გაღიზიანება, რომელსაც იგი იჩენდა პარლამენტთან ურთიერთობებში, რაც ასეთსავე გაღიზიანებას იწვევდა საპასუხოდ პარტიებისგან, და რაც ყველაზე უფრო მთავარია _ აქედან არის სრული უნაყოფობა მისი შეუპოვარი ბრძოლისა პარლამენტარიზმის წინააღმდეგ. ოცი წელი ხელმძღვანელობდა ბისმარკი, საიმპერიო კანცლერის სახით, გერმანიის საშინაო პოლიტიკას და ამ ოცი წლი მანძილზე არც ერთ საკონსტიტუციო საკითხს არ მიუღია ნათელი ფორმულირება, საიმპერიო მთავრობას უწინდებურად შეუძლია ჩიოდეს, რომ პარლამენტი ახდენს მისი უფლებების უზურპირებას, იმ დროს როდესაც პარლამენტი არანაკლები საფუძვლით მიუთითებს თავისი პრეროგატივების დარღვევაზე.
კიდევ უფრო მეტად უნაყოფო არმოჩნდა სხვა ომი, დაწყებული ბისმარკის მიერ ახალი იმპერიის საშინაო პოლიტიკაში _ ეს არის ომი კათოლიკურ ეკლესიასთან. რელიგიურ საკითხს, ეკლესიის სახელმწიფოსადმი დამოკიდებულებას ბისმარკი ყოველთვის უყურებდა მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით. ჯერ კიდევ ფრანკფურტის სეიმში პრუსიის წარგზავნილად ყოფნის დროს, ბისმარკი განსაკუთრებით მეგობრულად არ ეკიდებოდა კათოლიციზმს, რომელშიც იგი არცთუ უსაფუძვლოდ ხედავდა ავსტრიის ერთერთ ძირითად საყრდენთაგანს პრუსიასთან ბრძოლაში გერმანიაში ჰეგემონიისთვის. „რომის ეკლესია, წერდა იგი, პრუსიაში სარგებლობს ისეთი დამოუკიდებლობით, როგორსაც არ აძლევს მას არც ერთი კათოლიკური მონარქი; და ამავე დროს არ შეიძლება იმის თქმა, რომ მშვიდობა უზრუნველყოფილი იყოს“. გერმანიის კათოლიკური მოსახლეობა არ ეკიდებოდა სიმპატიით პროტესტანტულ პრუსიას, და ბისმარკს არასდროს არ შეეძლო ეპატიებია მისთვის ის წინააღმდეგობა, რომელსაც ეს მოსახლეობა უწევდა პრუსიის მისწრაფებას გერმანიაში გაბატონებული მდგომარეობის მიღწევისკენ. მაგრამ ეს წინააღმდეგობა ატარებდა ფარულ ხასიათს, და ბისმარკიც თავს იკავებდა გამომწვევი ხასიათის მოქმედებებისგან. იგი აღიარებდა ეკლესიის თავისუფლებას რელიგიურ საქმეებში და მხოლოდ არ უშვებდა მის ჩარევას სახელმწიფოებრივ სფეროში. 66 წლის ომმა, ავსტრიის გარიცხვამ გერმანიიდან მნიშვნელოვნად გაამწვავა კათოლიციზმის დამოკიდებულება პროტესტანტული პრუსიისადმი.
პაპის უცოდველობის დოგმატის გამოცხდებამ, მის წინააღმდეგ გერმანელი ეპისკოპოსების პროტესტმა, მათმა გამომგზავრებამ რომიდან გამოაღვიძეს იმედები რომის ეკლესიასა და გერმანულ კათოლიციზმს შორის განხეთქილების შესაძლებლობასა და გერმანიის ეროვნული კათოლიკური ეკლესიის იდეის განხორციელებაზე. ეს იმედები არ გამართლდა. გერმანიის კათოლიკური ეკლესია დაექვემდებარა რომს. მაგრამ ყოვლივე ეს რა თქმა უნდა ვერ აიძულებდა ბისმარკს გაებედა ომის გამოცხადება კათოლიკური ეკლესიისთვის. კარგად ორგანიზებული და მჭიდროდ შეკრული კათოლიკური პარტიის გამოჩენამ რაიხსტაგში გამოიწვია საიმპერიო კანცლერის უკიდურესი გაღიზიანება. ცენტრის ამ პარტიას სათავეში ედგა ვინდჰორსტი, რომელიც თავისი ფართო გონებით, განათლებით, ნიჭიერებითა და ორატორული ტალანტით, სავსებით ღირსეული მოწინააღმდეგე გახლდათ ბისმარკისთვის. კათოლიკი და 66 წ. ძალადობრივად შემოერთებული ჰანოვერის ყოფილი მინისტრი, ვინდჰორსტი გახლდათ ერთერთი ყველაზე უფრო შესანიშნავი საპარლამენტო ტაქტიკოსი და ბელადი, და ბისმარკის პოლიტიკისადმი მტრული პარტიების წინამძღოლებიდან ვერავინ ვერ აყენებდა მას იმდენ საგრძნობ დარტყმას, როგორც ეს ადამიანი. საშუალებებში ყოველთვის მოურიდებელმა ბისმარკმა, წინდაუხედავად გადაწყვიტა გადაეტანა ბრძოლა პოლიტიკური ნიადაგიდან რელიგიურზე. ერთი და მეორე მხრიდანაც მტრობამ იფეთქა კაშკაშა ალით. ბისმარკი სპობს კათოლიკურ განყოფილებას აღმსარებლობების სამინიტროში. რომის პაპი უარს ამბობს ელჩის სახით მიიღოს კარდინალი ჰოჰენლოე, ბისმარკი პარლამენტის ტრიბუნიდან ანადგურებს კათოლიკური ეკლესიის მეთაურს და ხმამაღლა აცხადებს თავის სახელგანთქმულ სიტყვებს: „ჩვენ არასოდეს არ წავალთ კანოსაში“. პაპი ახდენს დანიელ წინასწარმეტყველის ხილვის ციტირებას, და წინასწარმეტყველებს, რომ დადგა დრო, როდესაც კლდეს მოწყვეტილი პატარა ქვა ფეხებს გაუსრესს კოლოსს. Culturkampf _ ბრძოლა სინათლისა და თავისუფლებისთვის უზრაობისა და წყვდიადის წინააღმდეგ იწყება გერმანიის ფარგლებიდან იეზუიტების ორდენის განდევნით და ორი წლის განმავლობაში წარმოებს წეშმარიტად ფანატიკური გააფთრებით. ბისმარკმა არ იცის მტრის დანდობა.
ერთი მეორის მიყოლებით საჩქაროდ გამოიცემა საბრძოლო კანონები, რომლებიც ეკლესიას გადააქცევენ საერო ხელისუფლების მხევლად. ისპობა პაპის დისციპლინარული ხელისუფლება სასულიერო წოდებაზე, სასულიერო წოდება ექვემდებარება საერო ხელისუფლების მიერ დანიშნულ სასულიერო სასამართლოს, წესდება სახელმწიფოს უფლება ეკლესიის მწყემსების დანიშვნაზე, სასულიერო წოდების განათლებას იღებენ ეპისკოპოსების განმგებლობიდან, სასულიერო წოდებისგან მათ მიერ ჩატარებულ მთელი საეკლესიო მოვალეობების შესრულებაში მოითხოვება საერო ხელისუფლებისადმი უპირობო დამორჩილება, ყველანაირი წინააღმდეგობა ისჯება სარჩოს ჩამორთმევითა და მწყემის მოვალეობების შესრულების აკრძალვით _ აი ის კანონები, რომლებითაც ბისმარკი ფიქრობდა რაიხსტაგის კათოლიკური პარტიის ოპოზიციის გატეხვას. მოქნეულ ცელს ქვა დახვდა. ბისმარკის რკინისებური ნებისყოფა წააწყდა კათოლიკური პარტიის გრანიტისებურ ურჩობას. ექვს წელზე მეტ ხანს ებრძოდა ბისმარკის ძალა წინააღმდეგობის ვაჟკაცობასა და რელიგიური სინდისის თავისუფლების დიად იდეას. კონფისკაცია, ციხე და ეკლესიის მწყემსთა გადასახლება _ ყოველივე უნაყოფო იყო. ბევრ ეკლესიაში უკვე აღარ აღესრულებოდა საღვთო მსახურება, მორწმუნეები ავსებდნენ ტაძრებს და მდუმარე მღვდელმსახურების თანდასწრებით აღავლენდნენ ღმერთისადმი თავიანთ ლოცვებს. ბრძოლა ოპოზიციასთან, დარტყმები მიყენებული ეკლესიის მსახურებზე, გადაიქცა, როგორც ეს ყოველთვის ხდება, ბრძოლად და დარტყმებად, რომლებიც მიმართული იყო თავად რელიგიის წინააღმდეგ. ბოროტება და სიძულვილი დაბადეს ეკლესიასთან დაკავშირებულმა კანონებმა გერმანიის მთელ კათოლიკურ მოსახლეობას შორის. რელიგიური დევნა ყოველთვის იწვევს ფანატიზმის აგზნებას, რომელიც გამოიხტება ყველაზე უფრო ველური ფორმებით. რელიგიურმა ფანატიზმმა მისცა იარაღი ხელში 21 წლის უბრალო ხელოსანს კულმანს, რომელმაც გადაწყვიტა სამაგიერო მიეზღო კათოლიკური ეკლესიის „მოსისხლე მტრისთვის“. 1874 წლის 13 ივლისს, კისინჰენში თავისი ყოფნის დროს, ბისმარკი მარჯვენა ხელში იქნა დაჭრილი. კულმანისადმი მიმართულ ბისმარკის შეკითხვაზე, თუ რისთვის სურდა მას მისი მოკვლა, კულმანმა უპასუხა: „ეკლესიის საწინააღმდეგო კანონების გამო გერმანიაში!“
ბისმარკმა ისარგებლა ამ თავდასხმით მის მოსაკლავად, რათა წარმოეთქვა მრისხანე ფილიპიკა ცენტრის პარტიის წინააღმდეგ. „დიახ, მმ. ჰჰ., ამბობდა იგი რაიხსტაგში, რამდენიც გენებოთ ხელი ჰკარით ადამიანს, იგი ეჭიდება თქვენი ტანსაცმლის კალთებს“. მაგრამ ვინდჰორსტი არასდროს არ რჩებოდა ვალში და გაბედულად პასუხობდა თავის მოწინააღმდეგეს: „როდესაც პოლიტიკური და რელიგიური უთანხმოებები აღწევს დუღილის წერტილს, მაშინ არ უნდა გვიკვირდეს, თუკი ხან აქ, ხან კი იქ, უბედურები გაბედავენ უგუნური საქციელის ჩადენას; ბოროტება იმალება უბედურ თანავარსკვლავედებში, და ისინი, რომლებმაც გამოიწვიეს ეს თანავარსკვლავედები, საკუთარ თავს უნდა მიაწერდნენ ბოროტების წარმოშობას“. ბისმარკი იძულებული იყო ეღიარებინა, რომ კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ მის მიერ დაწყებული ომი უნაყოფო იყო და ვერ მიაღწია მისთვის სასურველ მიზანს. კათოლიკურმა პარტიამ ექვსწლიანი ბრძოლის შემდეგ რა თუ არ დასდო იარარი, არამედ პირიქით, მის წინაშე იგი იდგა უფრო მეტად ძლიერი რიცხობრივადაც და ზნეობრივადაც, ვიდრე ოდესმე უწინ. ნებსით თუ უნებლიედ მოუწია წასულიყო კანოსაში და ეძია შერიგება რომთან ყველა საბრძოლო კანონზე უარის თქმის ფასად.
არცთუ მეტი წარმატებით აწარმოებდა ბისმარკი თავის მესამე ომს საშინაო პოლიტიკის სფეროში, ომს დემოკრატიულ-სოციალური პარტიის წინააღმდეგ. როგორც საეკლესიო საკითხი იყო ბისმარკისთვის მხოლოდ პოლიტიკური საკითხი, განპირობებული ცენტრის კათოლიკური პარტიის მტრული დამოკიდებულებით პრუსიფიცირებული გერმანიის იმპერიისადმი, ზუსტად ასევე სოციალურ საკითხსაც ბისმარკი თავიდან ბოლომდე უყურებდა მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით. ბისმარკისთვის სოციალიზმი არ ყოფილა ახალი საზოგადოებრივი მოწყობის მთლიანი სისტემა განსხვავებული პოლიტიკური, საზოგადოებრივი და ზნეობრივი იდეალებით, იგი სოციალიზმში ხედავდა მხოლოდ მისწრაფებას გაეუმჯობესებიათ ახლად წარმოქმნილი მეოთხე წოდების ცხოვრების მატერიალური პირობები და ამ თვალსაზრისით, უკვე დიდი ხანია, თავისი მოღვაწეობის თითქმის პირველივე ნაბიჯებიდან, თანაგრძნობით ეკიდებოდა მას. ხალხის პოლიტიკური უფლებების ყველანაირი გაფართოების მოწინააღმდეგე, ბისმარკი, სახელმწიფოს მართვაში მის მონაწილეობას აღიარებდა ბოროტებად, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლება ყველანაირად უნდა ეწინააღმდეგებოდეს. საუკეთესო საშუალება იმისთვის, რათა ხალხის ყურადღება გადაიტანონ პოლიტიკური ამოცანებიდან, რომლებშიც, ბისმარკის აზრით, მას არფერი არ ესმის _ ეს არის დაუმტკიცონ მას ის, რომ მთავრობა მისი მონაწილეობის გარეშეც ზრუნავს ხალხის ინტერესებზე. ამიტომ ეკონომიკური და სოციალური საკითხები უნდა ბატონობდეს პოლიტიკურ საკითხებზე.
(დასასრული იხ. _ ნაწილი IV)
მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment