Wednesday, July 20, 2016

აკადემიკოსი დუბროვინი საქართველოს რუსეთთან შეერთებაზე იმპერატორ ალექსანდრე I-ის უარყოფითი აზრის, საქართველოში გენერალ-ლეიტენანტ კნორინგის გამოგზავნისა და აქაური მდგომარეობის შესახებ

(მასალა წარმოადგენს წიგნიდან «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ III, Санктпетербургъ, 1886/ შესაბამისი თავის თარგმანს)

თავი XVIII 

(დავით ბატონიშვილისა და დარეჯან დედოფლის წერილები იმპერატორ ალექსანდრე I-დმი. – საკითხი საქართველოს შემოერთების შესახებ ისევ გადაეცა სახელმწიფოს საბჭოს განსახილველად. – იმპერატორი ალექსანდრე I ეწინააღმდეგება თავისი დერჟავისადმი საქართველოს შემოერთებას. – რესკრიპტი კნორინგისადმი და მისი საქართველოში გაგზავნა. – ს.-პეტერბურგში რწმუნებულების ჩამოსვლა და მათი თხოვნები. – შემთხვევები საქართველოში.)

დავით ბატონიშვილი და დარეჯან დედოფალი, შეიტყვეს რა ტახტზე იმპერატორ ალექსანდრე I-ის ასვლის შესახებ, ჩქარობდნენ წერილების გაგზავნას, თავიანთი თხოვნებისა და სურვილების განცხადებით. დავითი სთხოვდა იმპერატორს ის საქართველოს მეფედ დაემტკიცებინა (Письмо Давида отъ 8-го апреля 1801 г. Арх. Мин. Внутр. Делъ, по деп. Общ. делъ, Дела Грузiи, кн. 1); დარეჯან დედოფალი სთხოვდა ეს ტახტი მისი უფროსი ვაჟიშვილის, იულონ ბატონიშვილისთვის გადაეცა (Письмо царицы отъ 15-го апреля 1801 г. Тамъ же). დავითი იმაზე მიუთითებდა, რომ იგი ტახტის მემკვიდრედ ჯერ კიდევ განსვენებული ხელმწიფის პავლე პეტრეს ძის მიერაა დამტკიცებული, დარეჯან დედოფალი კი მისი განსვენებული მეუღლის ერეკლე II-ის ანდერძს ემყარებოდა, რომელმაც ტახტზე მემკვიდრეობის წესი განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც ტახტი უნდა გადავიდეს გიორგის ძმებთან გვარში უფროსობის მიხედვით. 

«გვიხსენით ჩვენ სიცრუისაგან, – წერდა დედოფალი, – და უპატიობისაგან, რომლებიც ჩვენ ჩემმა გერმა გიორგი მეფემ შეგვამთხვია, და ინებეთ დაამტკიცოთ ჩვენი უფლებები, რომლებიც ჩემმა გარდაცვლილმა მეუღლემ ერეკლე მეფემ თავის სამეფო სახლში წერილობით დაადგინა».

დავით ბატონიშვილმა წერილი კნორინგის მეშვეობით გამოგზავნა, დარეჯან დედოფალმა კი ის თავის ძეს მირიანს გადასცა, რომელიც პეტერბურგში მოემგზავრებოდა. იგი იმედოვნებდა, რომ მირიანი პირადად იშუამდგომლებდა თავისი დედისთვის და იმპერატორის ყურადღებას მის დაუცველ მდგომარეობაზე მიაქცევდა. დედოფალი არა მხოლოდ თავისი გერის გიორგის უსამართლო ქცევებზე ჩიოდა, არამედ იმაზეც, რომ მას მამულების დიდი ნაწილი ჩამორთმეული აქვს და არსებობის სახსრები არ გააჩნია.

«ყველას საერთო გამოცდილებით ცნობილია, – წერდა დედოფალი, – რომ ცოცხალ არსებათა უპირველესი საზრუნავია თავიანთი სიცოცხლის გაგრძელებისთვის საზრდელის ქონა, რომელსაც მეც უნდა მივყვე, არა მაქვს რა შეძლება ჩემთან მყოფთა ყოველდღიურად თუნდაც მხოლოდ პურით დაკმაყოფილებისთვის. შემოსავლებით, რომლებიც კანონიერად მე მეკუთვნის, სხვები სარგებლობენ, ხოლო მე კი, არ გამაჩნია რა ძალები და დავრჩი რა საზრდელის გარეშე, ჩემს ცხოვრებას უკიდურეს მწუხარებაში ვატარებ. ხოლო ჩემს მამულებს, ჩემი საკუთარი შრომითა და ზრუნვით შეძენილთ, სხვები ფლობენ...»

ორი პირის თხოვნა ერთი და იგივეთი მათი დაკმაყოფილების შესახებ იმპერატორ ალექსანდრეს მათ აღსრულებას უძნელებდა და აიძულებდა, არ მისცემდა რა უპირატესობას არც ბატონიშვილს, არც დედოფალს, რუსეთისადმი საქართველოს შემოერთების შესახებ საკითხი ისევ განსახილველად სახელმწიფო საბჭოსთვის გადაეცა. 

არ იყო რა პირადად განწყობილი ქვეყნის შემოერთების სასარგებლოდ, ალექსანდრემ საბჭოს შესთავაზა საკითხი: რუსეთის ქვეშვრდომობაში საქართველოს მიღებით ხომ არ მოვიქცევით უსამართლოდ იმ სამეფოს ტახტის მემკვიდრეებთან მიმართებაში? (Реестръ протоколамъ государственнаго совета 1801 г. Государственный Архивъ) ხელმძღვანელობდა რა უმკაცრესი მიუკერძოებლობით, «უარყო რა სრულიად ანგარების მიზნები», სახელმწიფო საბჭომ მაინც აღიარა რუსეთის იმპერატორების სკიპტრის ქვეშ იმ ქვეყნის შენარჩუნების აუცილებლობა. სამი საფუძველია მოყვანილი საბჭოს 1801 წლის 11 აპრილის ჟურნალში. პირველია ის, რომ სამეფო სახლის უთანხმოებანი სუსტ სამეფოს დამღუპველი შინაომებით ემუქრება. მეორეა, რომ მფარველობა, რომელსაც რუსეთი დიდი ხნიდან უწევს, მოითხოვს, რათა იმპერიის საკუთარი ღირსებისთვის საქართველოს სამეფო მთლიანობაში იქნას შენარჩუნებული, და, მესამე საფუძველი ისაა, რომ ქვეყნის შემოერთებით უზრუნველიყოფა რუსეთის საკუთარი საზღვრების სიმშვიდე და შეიძინება სრული მოხერხებულობა მთიელი ხალხების თვითნებობებათა ასალაგმავად. 

ემყარებოდა რა ამას, სახელმწიფო საბჭო ვარაუდობდა: 1) დაეტოვებინა საქართველოში ჩვენი ჯარები, რომლებიც იქ უკვე იმყოფებოდნენ; 2) დაეარსებინა ქვეყანაში დროებითი რუსული მმართველობა, დაყოფდა რა მთელ მიწა-წყალს შვიდ მაზრად. სამოქალაქო ნაწილის მართვისათვის საქართველოში გაეგზავნათ გუბერნატორი, რომელიც საკუთარ თავში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლებას შეიერთებდა.

იმპერატორის არაოფიციალური კომიტეტის წევრები (დაწვრილებითი ამბები ამ კომიტეტის მოწყობისა და შემადგენლობის შესახებ არის მ. ი. ბოგდანოვიჩის წერილში: «Первая эпоха преобразованiй Императора Александра». «Вестникъ Европы» 1866 г., т. I, стр. 158) სახელმწიფო საბჭოს დასკვნას არ იზიარებდნენ; არ იზიარებდა მას იმპერატორი ალექსანდრეც, რომელიც მათთან ერთად ვარაუდობდა, რომ მხოლოდ ძალა არ იძლეოდა არანაირ უფლებას შემოეერთებინა იმპერიისთვის ქვეყანა, თუ თავად მის მცხოვრებთ ეს არ სურდათ.

პოულობდნენ რა, ამის გარდა, ბევრ არახელსაყრელობას მსგავსი შემოერთებისგან, კომიტეტის წევრებმა დაარწმუნეს იმპერატორი ეს საკითხი ხელმეორედ გადაეცა სახელმწიფო საბჭოსთვის განსახილველად, ამასთან ალექსანდრემ რწმუნებით აღჭურვა გენერალ-პროკურორი ბეკლეშევი განეცხადებია საბჭოსთვის «მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის სურვილის უკიდურესად არქონის შესახებ, რომ ის სამეფო რუსეთის ქვეშევრდომობაში მიიღოს, მიიჩნევს რა უსამართლოდ სხვისი მიწის მითვისებას» (Государственный Архивъ).

თავისი პირველი დადგენილებიდან ოთხი დღის შემდეგ, სახელმწიფო საბჭო, 15 აპრილს, ისევ განიხილავდა საკითხს საქართველოს შემოერთების შესახებ. საბჭო თავის პირველ მოსაზრებაზე დარჩა.

მთელი ხალხის მიერ განცხადებული სურვილი ყოფილიყო რუსეთის ქვეშევრდომობაში ხსნიდა (იცილებდა) ყველანაირ ძალადობას, თვითნებობასა და უსამართლობას იმპერიისადმი მისი შემოერთების საქმეში. სპარსეთის შაჰების პრეტენზიებმა უმაღლეს ძალაუფლებაზე საქართველოში და ამის გამო ქვეყნის მუდმივმა რბევა-აწიოკებამ აიძულეს ხალხი რუსეთის მფარველობა ეძია და ამით ბარბაროსული უღლისგან განთავისუფლებულიყო. რისი მოლოდინი უნდა ჰქონებოდა საქართველოს მაშინ, როცა მან საჯაროდ განაცხადა თავისი სიხარული ახალი მდგომარეობის გამო, რომელშიც იმპერატორ პავლეს მანიფეტის შედეგად გადავიდა და რომელშიც დაცვისა და სიმშვიდის მიღებას იმედოვნებდა? დატოვებდა რა ქვეყანას მისი საკუთარი ნების ანაბარა და უარს იტყოდა რა მფარველობაზე, რუსეთი მას მტაცებელი მეზობლის – სპარსეთის მთელ სისასტიკესა და შურისძიებას შეატოვებდა, რომელიც მხოლოდ მიხერხებულ შემთხვევას ელოდებოდა იმისთვის, რათა იგი თავის ხელში ჩაეგდო. რუსეთის სიდიადე და სამართლიანობა მოითხოვდა, რომ საქართველო მისი საკუთარი ძალების ამარა არ ყოფილიყო დატოვებული, ხოლო მისი მხოლოდ მფარველობაში დატოვება კი თავად იმპერიისთვის არ იქნებოდა ხელსაყრელი.

მართლაც, მფარველობას უწევდა რა საქართველოს, რუსეთს იქ საკმარისი ჯარები უნდა შეენახა მტრების თავდასხმებისგან მის დასაცავად. ამ ძალის შენახვა სახელმწიფოს ზედმეტ და უსარგებლო ხარჯებში ჩაითრევდა. ჯარების გაგზავნა კი საქართველოში მხოლოდ მაშინ, როცა მათი აუცილებლობა წარმოიქმნებოდა, შეუძლებელი გახლდათ. მთების გავლით მოძრაობისთვის მხოლოდ გზის მომზადებაზე, იმდენად ბევრი დრო იყო აუცილებელი, რომ მეზობლები ყოველთვის მოასწრებდნენ ქვეყანაში შემოჭრასა და მის საბოლოოდ აოხრებას.

«მაგრამ თავად რუსეთისთვისაც მავნებელია საქართველოს დატოვება, – ნათქვამია სახელმწიფო საბჭოს ჟურნალში. – თავის ხვედრს მინდობილი, ეს მიწა თავისი მეზობლების აუცილებელ მსხვერპლად შეიქნება, და იმ ქვეყანაში ქრისტიანული სამფლობელო მოისპობა. მხოლოდ ეს ემუქრება უკვე რუსეთის საზღვრებს დამღუპველი შედეგებით. ამ დრომდე მათი სიმშვიდე, საკუთარი საჯარისო თავდაცვის გამოკლებით, მნიშვნელოვანწილად იმითაც იყო დაცული (მოზღუდული), რომ საქართველო, რომელსაც მთიელ ხალხებს შორის აქვს მდებარეობა, მათ ფიზიკურად ჰყოფდა ერთმანეთისგან, ხელს უშლიდა რა უმცირესი შეთანხმების დროსაც გაერთაინებულიყვნენ. ამაზე არანაკლებ უშლიდა ეს სამეფო ხელს პოლიტიკური მოსაზრებით გაერთიანებაშიც იმ ხალხებს, რომლებსაც ურთიერთ შორის ამდენად ხშირი დავები აქვთ, მაგრამ რომლებიც მეზობლების მიწებზე თარეშებისთვის, ძარცვისთვის ხალისით ერთიანდებიან...

შეიძლება ისიც მოხდეს, რომ ქართველი ხალხი, თავისი მეზობლებისგან საბოლოოდ აოხრებისთვის თავის დასაღწევად, პორტას ქვეშევრდომობაში შევა და უკვე ამ მოვლენის დროს, შედეგები, რომლებიც ამის გამო რუსეთისთვის შეიძლება წარმოიქმნას, ჭეშმარიტად საშინელ სურათს წარმოადგენს (ყაინარჯის ზავამდე თურქები თუმცა კი მფლობელობდნენ კავკასიონის ჩრდილოეთ კალთებზე ტამანიდან თერგის შესართავამდე, მაგრამ მათი მფლობელობა ნომინალური გახლდათ, და ჩვენთვის საშიში არ იყო. მხოლოდ რუსებმა მოახერხეს კავკასიონის მთებში თავიანთი ძალაუფლების მყარად დამკვიდრება).

ერთმორწმუნეობა, რა თქმა უნდა, კავკასიონის მთების ყველა მცხოვრებს თურქული მფლობელობის ქვეშ გააერთიანებს, და რა უნდა დავუპირისპიროთ მაშინ მათ ძალებს, პორტასთან ურთიერთობების გაწყვეტის შემთხვევაში, რომელიც ყოველთვის, თურქების საკუთარი არამდგრადობისა და გარეშე დერჟავების ჩაგონებათაგან არის მოსალოდნელი? რომელი საშუალებებით დავიცავთ (მოვზღუდავთ) 800 ვერსზე მეტ სივრცეს, სადაც რუსეთის მხრიდან მოწინააღმდეგეს ეძლევა თავისუფალი შემოსასვლელი დაბლობ, არაფრით არ დაცულ ადგილებში; მოწინააღმდეგის მხრიდან კი პირველივე ნაბიჯის გადადგმისას მიუვალი მთები გვხვდება».

ყველა გადმოცემულმა მიზეზმა აიძულა სახელმწიფო საბჭო ამჯერადაც საქართველოს რუსეთთან შემოერთების სასარგებლოდ გადახრილიყო. თავისი მოსაზრების გარდაუვალობაში უფრო მეტად დარწმუნებისთვის, საბჭო აუცილებლად ვარაუდობდა კნორინგი საქართველოში გაეგზავნა იმისთვის, რათა მას ადგილზე შეძლებოდა ქვეყნის მდგომარეობა და მისი მოთხოვნილებები განესაზღვრა და მიუკერძოებლად გამოეკვლია, შეიძლებოდა თუ არა საქართველო დამოუკიდებელ სამეფოდ ყოფილიყო დატოვებული. 

იმპერატორ ალექსანდრეს ბრძანებით, რომელიც ახლა სახელმწიფო საბჭოს აზრს ეთანხმებოდა, კნორინგი საქართველოში გაემგზავრა, ჰქონდა რა ხელზე იმპერატორის შესანიშნავი რესკრიპტი.

«...ტახტზე ჩვენი ასვლისას, – წერდა ალექსანდრე (Рескриптъ отъ 19-го апреля 1801 г. მთელი ეს რესკრიპტი სრულად არის დაბეჭდილი კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის აქტებში ტ. I, გვ. 419), ვპოვეთ ჩვენ, რომ ეს სამეფო მთელი სახელმწიფო აქტებით უკვე იმპერიისადმია შემოერთებული და ამ სახით ყველა ჩვენი ერთგული ქვეშევრომის მიერ დადებული ფიცის მთელი სიწმინდითაა მოცული. საქმეთა ასეთ მდგომარეობაში და ამ ქვეყანაში მყოფი ჩვენი სამხედრო ძალის წყალობით შეგვეძლო ჩვენი ძალაუფლება მასში ურყევად დამყარებულად ჩაგვეთვალა, მით უმეტეს, რომ ჩვენამდე მოსული წინასწარი ცნობების მიხედვით დავრწმუნდით, რომ დაბრუნებულ წარგზავნილთა სურვილები და უფლებამოსილებანი მიღებულ ზომებს სრულებით ეთანხმება. ჩვენ არც იმას დაგიმალავთ, რომ იმპერიის ღირსება, ჩვენი საზღვრების უსაფრთხოება, ოტომანის პორტას სურვილები, მთიელი ხალხების თავდასხმები და მისწრაფებანი, რუსეთის საკუთარ სარგებელთა მთელი პატივისცემა უძველესი დროიდან აიძულებდა მთავრობას ამ შემთხვევაზე ეფიქრა და ამ მოვლენის აღსრულების სურვილი ჰქონოდა.

ვზომავთ რა მის არსს ერთადერთი ჩვენი სარგებლით, ჩვენ არ შეგვიძლია მთელი მათი ძალა არ ვაღიაროთ, მაგრამ მიწიერ სამეფოთა სარგებელს, მარადიულ წესებში, წინასწარ აქვს დადგენილი სხვა საზომი, ერთიანი, ჭეშმარიტი და ურყევი: სამართლიანობა და საერთო-სახალხო სამართლის (უფლების) ხელშეუხებლობა. ჩვენს ყველა საშინაო და საგარეო საქმეში, დავუდეთ რა საკუთარ თავს ეს ჭეშმარიტება ურყევ საფუძვლად, ამის შედეგად და საქართველოს შესახებ ახლანდელ განწყობათა გამო ჩვენ გვსურს უწინარეს ყოვლისა დავრწმუნდეთ:

პირველი, ამ ქვეყნის საშინაო მდგომარეობა ნამდვილად ისეთია თუ არა, რომ მხოლოდ თავისი ძალებით მას არ შეუძლია წინ აღუდგეს სპარსეთის ძალაუფლებისმოყვარულ პრეტენზიებს, არც მის გარეშემო მყოფი მთიელი ხალხების თარეშები მოიგერიოს, არც შინაური მტრობანი ჩააქროს, რომლებიც მას ძმათაშორისი ომით ემუქრებიან, რომ მისი დატოვება ცალკეულ და თვითმყოფად სამეფოდ ბედის ანაბარა იქნებოდა შეუსაბამო როგორც იმპერიის სიდიადისთვის, რომელიც უძველესი დროიდან მას მფარველობს, ისევე ჩვენი დიდსულოვნებისთვისაც.

მეორე, აუცილებლობისა და სამშობლოს სარგებლის საკუთარ რწმენაზე იყო თუ არა დაფუძნებული ამ სამეფოს მიერ რუსეთის დერჟავის ქვეშ ქედის მოდრეკა და მთელმა უმაღლესმა წოდებამ და ხალხმა ერთსულოვნად აღიარეს თუ არა ეს საქციელი თავიანთ გადასარჩენად, თუ, ცნობილი სახის ადამიანთა გერგილიანობას აყოლილებმა, მათ ჩანაფიქრების შიშსა და გარეშე ჩაგონებებს უფრო მეტად დაუთმეს, ვიდრე თავიანთ სარგებელთა ჭეშმარიტ შეგნებას.

გაკისრებთ რა თქვენ თავად ადგილზე შეაგროვოთ მთელი ეს სარწმუნო ცნობები და ამის გამო გავალებთ საქართველოში გაემგზავროთ, ჩვენ უეჭველად ვიმედოვნებთ, რომ, განმსჭვალული იქნებით რა იმ საწყისებით, რომლებითაც ჩვენ ამ საქმეში ვხელმძღვანელობთ, თქვენ ახვალთ მათ სულ პირველ წყაროებამდე, აწონით ამ სამეფოს ძალას და შეადარებთ მას (მის წინაშე არსებულ) საშინაო და საგარეო წინააღმდეგობებს; ჩაწვდებით ხალხის გონების განწყობას, გაიგებთ მის საჭიროებებსა და ამ საჭიროებათა შედეგებს მის სურვილებში; დაბოლოს, დარწმუნდებით, გულწრფელად არიან თუ არა ისინი დაჯერებულნი და იმყოფებიან თუ არა იმ აზრში, რომ რუსეთის დერჟავის ქვეშ მათი მიღება არის ერთადერთი საშუალება მათი გადარჩენისთვის, და მაშინ ამაში დარწმუნების შემდეგ თქვენ დაკავდებით სანიმუშო დებულების მომზადებით ამ ქვეყანაში მომავალი მმართველობის შესაქმნელად. თქვენ ამ დროს მხედველობაში გექნებათ, რომ რუსეთისთვის კი არ უერთდება ეს ხალხი იმპერიას, არამედ საკუთრივ მისთვის; რომ ჩვენ ამაში ჩვენს საკუთარ სარგებელს კი არ ვეძებთ, არამედ ერთადერთ მის სიმშვიდესა და უსაფრთხოებას, და ამიტომ მმართველობის შესახებ თქვენს დებულებებში არ გამოგრჩებათ მისი უფლების პატივისცემა შეუსაბამოთ (ეს მმართველობა) მის ზნე-ხასიათს, წეს-ჩვეულებებსა და გონების მიმართულებებს; ერთი სიტყვით, თქვენ ამ ქვეყანას შეხედავთ არა ისე, როგორც ჩვენთვის სასარგებლო შენაძენების ქვეყანას, არამედ როგორც ხალხს, რომელიც იმპერიასთან შემოერთებას ეძიებს მისი საკუთარი ბედნიერებისთვის და რათა მის წიაღში შეიძინოს მის გარემომცველ უბედურებათა დასასრული».

შეაგროვებდა რა ყველა ცნობას ადგილზე, კნორინგი უნდა ჩამოსულიყო პეტერბურგში იმპერატორისთვის პირადად ასახსნელად. მის დაბრუნებამდე კი მთავრობა არ წყვეტდა საკითხს საქართველოს შემოერთების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ელჩები ხალხისგან რწმუნებით უკვე ს.-პეტერბურგში იყვნენ ჩამოსულნი.

ემყარებოდნენ რა იმას, რომ რომ საქართველო იმპერატორ პავლეს მანიფესტით უკვე მიღებულია რუსეთის ქვეშევრდომად «სამარადისოდ», რწმუნებულები ითხოვდნენ საზეიმო ორმხრივი აქტის დადებას, როგორც ეს მათ განსვენებული ხელმწიფისგან ჰქონდათ დაპირებული. ხალხის წარმომადგენლები ითხოვდნენ სამეფო «მამობრივი კეთილმზრუნველობის» ქვეშ შეენახათ, ეზრუნათ ხალხის კეთილდღეობის შესახებ, რომელმაც ნებაყოფლობით მისცა თავი საუკუნო ქვეშევრდომობაში, მიეცათ მისთვის რუსეთის ძირეულ ქვეშევრდომთა უფლებები და უპირატესობანი, და, ბოლოს, დაეცვათ იგი გარეშე და შინაური მტრებისგან.

«ჩვენ კი, ვკისრულობთ რა ახალ ქვეშევრდომობას, ვალდებულებას ვიღებთ მის მიხედვით, ვზიდოთ და დავიცვათ, სამეფოს შესაძლებლობების და შესაბამისად, ყველა ის სამსახური, რომლებიც ჩვენზე იქნება დაკისრებული» (Нота пословъ грузинскихъ въ апреле 1801 г. Арх. Мин. Иностр. Делъ. 1-7, 1800-1805 г., № 1).

ემყარებოდნენ რა გიორგის სიგელს და ელჩებისადმი როსტოპჩინის სიტყვებს, რომლებიც იმპერატორ პავლეს სახელით იყო გადაცემული, რწმუნებულებმა ჩამოიტანეს თხოვნა, რომელშიც ითხოვდნენ ერთერთი ბატონიშვილის მეფისნაცვლად დანიშვნას, საქართველოს მეფის სახელწოდებით, მისცემდნენ რა მას თანაშემწედ რუს მოხელეს. ახალ მმართველს არ ჰქონდა უფლება არც განკარგულებები გაეცა, არც კანონები გამოეცა თანაშემწის გარეშე და ვალდებული იყო ყველა ბრძანებასა და აქტზე ხელი მას შემდეგ მოეწერა, რაც მათზე ხელს მოაწერდა ის, ვინც მის თანაშემწედ იქნებოდა დანიშნული. ზუსტად ასევე საქართველოს ყველა სხვა დაწესებულებასა და სამმართველოში ივარაუდებოდა, ქართველებთან ერთად, რუსი მოხელეების დანიშვნაც, როგორც ხელმძღვანელებისა.

რწმუნებულები ითხოვდნენ დაეარსებინათ სამეფოში ხუთი სასამართლო ადგილი, დაარქმევდნენ რა პირველს საბჭოს ან სენატის დეპარტამენტს, მეორეს სამეფოს მმართველობას, დანარჩენ სამს კი პროვინციებში, უწოდებდნენ რა მათ სამაზრო სასამართლოებს.

სასამართლოების ასეთი რიცხვი აღიარებული იყო საკმარისად «სამეფოს არცთუ დიდი სივრცის გამო, ხოლო თუ ვინმეს, – წერდნენ რწმუნებულები, – ვინც დედაქალაქის გარეთ ცხოვრობს, აუცილებელი საჭიროება მოსთხოვს რაიმენაირი თხოვნით დედაქალაქ ტფილისში გამოემგზავროს, არ არის ადგილი, სადაც მანძილი ოთხი დღის სავალ გზაზე მეტი იქნება».

ტფილისში ვარაუდობდნენ კიდევ ერთი სასამართლოს დაარსებას, სიტყვიერი (ზეპირი) სასამართლოს სახელწოდებით, დავებისა და სიტყვიერი თხოვნების სწრაფად გადაწყვეტისთვის. თავად ქართველებს შეგნებული ჰქონდათ პოლიციის დაარსების აუცილებლობა იმისთვის, რათა ქალაქში «ღარიბ მაცხოვრებლებს შეეძლოთ მშვიდად იცხოვრონ და გლეხებს ჩამოჰქონდეთ იქ ქალაქისთვის საჭირო (საქონელი), ვინმესგან ყოველგვარი შევიწროვების გარეშე, და თითოეულს შეეძლოს თავისი სარეწის თავისუფლად წარმოება, და არა ისე, როგორც ეს აზიური ჩვეულებითაა, ვინც უფრო ძლიერია, მას სავაჭროზეც ყველაფერი აქვს და მაცხოვრებელს ავიწროვებს».

რადგანაც სასაზღვრო მამულების უმეტესი ნაწილი ბატონიშვილებს ეკუთვნოდა, ამიტომ ქვეყნის სიმშვიდისთვის რწმუნებულები ითხოვდნენ მათთვის მამულები ჩამოერთმიათ და სანაცვლოდ საქართველოს შიგნით სხვები მიეცათ. საზღვრებზე ციხესიმაგრეები და საბაჟოები აეშენებიათ საქონლიდან ბაჟის ასაღებად.

ქვრივი დედოფლებისა და მეფის ასულებისთვის ითხოვდნენ პენსიების დანიშვნას, ხოლო მათი კუთვნილი მამულების ხაზინაში მიღებას. ყველა იმ ბატონიშვილმა, «რომლებიც მათი სუსტი ჯანმრთელობის ან ჭარმაგი ასაკის გამო სამშობლოში დარჩებიან, ისარგებლონ მათი კუთვნილი საკუთრებით, ხოლო ისინი კი, რომლებიც, უეჭველად, ისურვებენ გამომგზავრებას და თავიანთი ხელმწიფის ფერხთით განრთხმას, მიიღონ სამსახურში და მათი იქაური მამულების ნაცვლად რითაც ინებებენ დააჯილდოვონ, ხოლო იქაურები კი სახაზინოდ ჩარიცხონ».

არ შეიძლება არ ითქვას, რომ ქართველებს თავიანთი კეთილდღეობის მოწყობა რუსული ფულებით უნდოდათ. ისინი ეძიებდნენ ძირეული რუსების უფლებებსა და უპირატესობებს, და თუმცა კი უარს არ ამბობდნენ ამისთვის გარკვეული ვალდებულებები ეზიდათ, მაგრამ ამასთან ერთად შეღავათებისა და პრივილეგიების მიღებას ცდილობდნენ. შემოდიოდნენ რა ქვეშევრდომობაში, და უწოდებდნენ რა საკუთარ თავს რუსეთის ქვეშევრდომებს, ისინი ითხოვდნენ გარკვეული დროით გადასახადებისგან განთავისუფლებას, ასევე სარეკრუტო გაწვევებისგან და «კავკასიონის მთების აქეთა მხარეს» სამსახურში გამოყენებისგან განთავისუფლებასაც, «იქნება ეს შვედურ, პრუსიულ თუ სრულიად რუსეთის სხვა საზღვრებზე» (Арх. Мин. Иностр. Делъ, 1-7, 1800-1805 г., № 1).

თავადებისთვის, რომლებსაც მეფეებთან მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავათ და რომლებიც მოხუცებულობის გამო სამსახურში შესვლას არ მოისურვებენ, ითხოვდნენ, ახალი მმართველობის დაარსების შემდეგ, პენსიები დაენიშნათ, ხოლო სამეფოს შემოსავლების შესახებ კი ამბობდნენ, რომ მათ ცნობილს შემდგომში გახდიდნენ... 

შემოსავლები იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ წარმოგზავნილები, ითხოვდნენ რა საქართველოში 6000-იანი რუსული ჯარის მუდმივად შენახვის შესახებ, აუცილებლად თვლიდნენ დაეთქვათ, რომ პროვიანტი (სურსათი) მათთვის უნდა იქნას შესყიდული რუსეთის მთავრობის განკარგულებით ფულით და ბაზრებზე.

ქართველი ელჩების ყველა ეს თხოვნა და განცხადება ტფილისიდან ს.-პეტერბურგში კნორინგის ჩამოსვლამდე აღსრულების გარეშე იქნა დატოვებული. მისი ანგარიში უნდა ქცეულიყო საფუძვლად საქართველოს შემოერთების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას. 

15 მაისს კნორინგი მოზდოკიდან საქართველოში გაემგზავრა. ხალხი, რომელიც ფიქრობდა, რომ იგი იმისთვისაა გამოგზავნილი, რათა იმპერატორ პავლეს წინასწარგანზრახულებანი აღსრულებაში მოიყვანოს, მას ყველგან სიხარულითა და აღტაცებით ხვდებოდა. დაწყებული საზღვრებიდან თავად ტფილისამდე კნორინგს გზაზე შეკრებილი ბრბოები ხვდებოდნენ, ელოდებოდნენ და სასიხარულო შეძახილებით აცილებდნენ (Донесенiе Кнорринга Государю Императору 29-го iюля 1801 г. Арх. Мин. Внутр. Делъ).

მიიღო რა ცნობები კნორინგის გამომგზავრების შესახებ, ლაზარევმა ტფილისში ქვეყნის ყველაზე უფრო დიდგვაროვანი პირები შეკრიბა. მათი პასუხები და მითითებანი კნორინგის შეკითხვებზე უნდა ქცეულიყო ძირითად მასალად მხარის შესახებ ანგარიშისა და ცნობების შედგენისთვის.

როგორც კი კნორინგი ტფილისში ჩამოვიდა, დავით ბატონიშვილმა მას საქართველოს ტახტზე თავისი უფლებების ახსნა-განმარტებით მიმართა. ბატონიშვილი წერდა, რომ მისმა განსვენებულმა მამამ გიორგიმ განსვენებულ იმპერატორ პავლეს «თავისი სამეფო მსხვერპლად შესწირა» მხოლოდ იმ განზრახვითა და თხოვნით, რათა მემკვიდრე, მისი ვაჟიშვილი, თავის კანონიერ ტახტზე დარჩენილიყო (Письмо Давида отъ 27-го мая 1801 г.)

დავითი ითხოვდა კნორინგის ნებართვას პეტერბურგში წარგზავნილი გაეგზავნა, რადგანაც, ავადმყოფობის გამო, თავად მას იქ გამგზავრება არ შეუძლია, იმპერატორისთვის მისი თხოვნის წარსადგენად, და რაც მთავარია იმისთვის, რათა ქართველი ელჩების საქციელის შესახებ გაეგო და იმის შესახებაც, თუ რას თხოვდნენ ისინი ჩვენს მთავრობას.

არ დააკმაყოფილა რა ბატონიშვილის თხოვნები, კნორინგმა, ამის საპირისპიროდ, აუცილებლად მიიჩნია დავითი სამეფოს მმართველობის მთელი საქმეებიდან ჩამოეშორებინა.

«მოვედი რა საქართველოში უმაღლესი ბრძანებით, – წერდა იგი სრულიად სახალხო შეტყობინებაში (Отъ 2-го iюня 1801 г.), – იმ საქმეების აღსრულებისთვის, რომლებიც მონარქის ნდობით მე დამეკისრა, და განსაკუთრებით კი საქართველოს მიწის შინაგანი მდგომარეობის ზუსტად გარკვევისთვის, მე ვნახე ბევრი ცვლილება, შემოღებული ნეტარხსენებული მეფის გიორგი ერეკლეს ძის გარდაცვალების შემდეგ, მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის საქართველოსადმი წმინდა მანიფესტისა და სხვა უმაღლეს ნებათა საწინააღმდეგოდ, რომლებიც ჩემდამი გამოგზავნილ რესკრიპტებშია გამოხატული.

ზოგიერთ მფლობელს ჩამორთმეული აქვს სამეფო ხელისუფლების მიერ მისთვის ბოძებული ქონება; სხვებს ისინი გაუმრავლდათ სოფლებისა და თანამდებობათა ახალი დანიშვნით, რომლებიც შემოსავლებთანაა შეუღლებული; ზოგიერთმა დაკარგა თავისი ჩინი და მათ ადგილებზე სხვები დადგნენ, და ერთი სიტყვით ისეთ სიახლეები გამოჩნდა, რომლებიც, დამოკიდებული არიან რა მხოლოდ ხელმწიფის თვითმპყრობელობაზე, არღვევენ საქართველოს შესახებ იმპერატორის სიტყვის ღირსებას, რომელიც მთელ ქვეყანას გამოეცხადა. აქ ადგილი არ არის ყველა შემოპარული უწესრიგობის აღწერისთვის: საქართველოს ყველა მაცხოვრებლისთვის ისინი ცნობილია; მაგრამ ვალად მაწევს რა ზუსტად დავიცვა უმაღლესი ნება და გავაუქმე რა ჩემამდე მოსული ცნობით ყველაფერი, რაც იმპერატორობითი უდიდებულესობის ბრძანებებს ეწინააღმდეგება, საქართველოს მიწის მაცხოვრებელთაგან ყველას საერთოდ და თითოეულისა განსაკუთრებით უფლების უფრო ცხოვლად დამკვიდრებისთვის, ვუცხადებ მათ სრულიად სახალხო ცნობად, რომ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მომავალ ბრძანებებამდე საქართველოში ყველაფერი უნდა დარჩეს იმ მდგომარეობაში, როგორიც იყო მისი უმაღლესობის საქართველოს მეფის გიორგი ირაკლის ძის სიცოცხლის უკანასკნელ საათს, და, ამის შედეგად, ყველა ცვლილებამ რაც შემდეგაა გაკეთებული, იმ პირის მიერ, ვისაც ხელისუფლებისგან ამაზე უფლება არ ჰქონდა, ამ შეტყობინების გამოცხადებისთანავე თავისი არსება უნდა დაკარგოს. ამგვარი საქმეების განხილვა და საჭირო წესრიგში დაუყოვნებლივ მოყვანა დავაკისრე საგანგებო მოხელეებს, გენერალ-მაიორ ლაზარევის თავმჯდომარეობით...»

თავადები მდივან-ბეგები: ზაალ ბარათაშვილი, ეგნატე თუმანიშვილი, იოანე ჩოლოყაშვილი, სულხან თუმანიშვილი და ტფილისის ობერ-პოლიცმაისტერი მელიქი დარჩია ბებუთაშვილი იქნენ დანიშნულნი ახალი მთავრობის შემადგენლობაში. ამ მთავრობას ევალებოდა ყველა ის საქმე განეხილა, რომელთა გადაწყვეტისთვისაც ქართველები უწინ მეფეს მიმართავდნენ. მას არ შეეძლო სისხლის სამართლის საქმეების გადაწყვეტა, რომელთა შესახებაც აუცილებლად კნორინგისთვის უნდა მიემართათ. 

«საქართველოს მიწის მაცხოვრებელთაგან ყოველი, – წერდა კნორინგი, – იცის რა, რომ ხალხის სიმშვიდე ხელისუფლების გარეშე არ შეიძლება არსებობდეს, რა თქმა უნდა, დაასკვნის, რომ მთავრობის დაარსება, შემდგარისა იმ მოხელეთაგან, რომლებმაც თავიანთი სამშობლოს ნდობა შეიძინეს, აუცილებლობის შედეგს წარმოადგენს. და ამიტომ საქართველოს მიწის ხალხის თითოეული წოდება და თითოეული მისი მაცხოვრებელი, ძველთაგანვე შემოღებული წესრიგის მიხედვით, მოვალეა თავისი საქმეების შესახებ მიმართოს არა თუ სადმე სხვაგან, არამედ მხოლოდ საქართველოს ამ მთავრობაში; იქცეოდეს მისი ბრძანებების მიხედვით და იმ ძალაუფლების ყველა გარეშე არასწორ მიმთვისებელს, რომელიც ამ მთავრობაზეა დაკისრებული, არ დაუჯეროს, ვინაიდან ეს იმპერატორობითი უდიდებულესობის წმინდა ნებას ეწინააღმდეგება». 

საქართველოს ახალ მთავრობას ვალდებულებად დაეკისრა თავის განკარგულებაში ჩამოერთვა მამულები, რომლებიც იმ ბატონიშვილებს ეკუთვნოდა, იმერეთში რომ იმყოფედოდნენ, და რომლებიც დავით ბატონიშვილმა სხვადასხვა თავადებს დაურიგა. შემოსავლები ამ მამულებიდან ბატონიშვილების დაბრუნებამდე საერთო ქართულ შემოსავლებში საგანგებო მუხლით შედიოდა. გიორგი მეფის შვილებისთვის, რომელთაც სოფლები და შემოსავლები არ ჰქონდათ, ნაბრძანები იქნა შესანახად თვეში ას-ასი მანეთი მიეცათ. დავით ბატონიშვილს, მისი კუთვნილი მამულებიდან შემოსავლების უმნიშვნელობის გამო, წელიწადში დამატებით 500 მანეთი დაენიშნა საქართველოს საერთო შემოსავლებიდან. ზუსტად ასევე და იმავე შემოსავლებიდან დარეჯან დედოფალს დაენიშნა პენსია 300 მანეთი თვეში (Предписанiе Кнорринга Лазареву 2-го iюня 1801 г., №1324).

ამასთან ერთად, ტფილისში სიწყნარისა და სიმშვიდის შენარჩუნებისთვის, მოწყობილ იქნა პოლიცია. მთელი ქალაქი დაიყო სამ ნაწილად: პირველი ორი თავად ქალაქში, მესამე კი შემოგარენში, რომელსაც გარეთუბანი ეწოდებოდა. ავლაბარი კი, როგორც შემოგარენი, რომელიც დარეჯან დედოფალს ეკუთვნოდა, მისდამი პატივისცემის გამო, იმ სახით იქნა დატოვებული, როგორც იყო. თუმცა კი, კნორინგმა ნება მისცა ლაზარევს, დედოფლის ნებაყოფლობით თანხმობის შემთხვევაში, იქაც საპოლიციო ნაწილი დაეარსებინა (Предписание Кнорринга Лазареву 31-го мая 1801 г.). წესდების მიხედვით, პოლიცია ვალდებული იყო ჰქონოდა ზუსტი ცნობები ქალაქის სახლების რიცხვის შესახებ, აგრეთვე მცხოვრებთა რიცხვის შესახებ აღმსარებლობის მიხედვით, ჩამოსულთა და გამგზავრებულთა რიცხვისა და წოდებების შესახებ, მცხოვრებთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

საქმეებს ჩამოშორებული დავით ბატონიშვილი კნორინგის განკარგულებებით უკიდურესად უკმაყოფილო გახლდათ. იყო რა სამეფოს მმართველი, იგი ახდენდა თავისი ინტერესების რუსეთის სარგებელთან შერწყმას. «თქვენთვის ცნობილია, – წერდა იგი ერთ წერილში ლაზარევს (Отъ 18-го января 1801 г. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 298), – რომ საქართველო ახლა უკვე საქართველო აღარ არის, არამედ რუსეთი, ხოლო მისი მცხოვრებნი კი ამიერიდან იმპერიის ქვეშევრდომები არიან». ახლა კი, მმართველობისგან ჩამოშორების შემდეგ, იგი ჩვენი მთავრობის აშკარა მოწინააღმდეგე შეიქნა და მთელი ძალებით ცდილობდა როგორც რუსებისთვის, ისე ახლად შექმნილი მთავრობისთვისაც მავნებლობა მიეყენებია.

«ოთხი პლუტი და ერთი დურაკი მართავენ მთელ აქაურ მიწა-წყალს, – წერდა იგი თავად ბეგლარ ორბელიანს (Въ iюне 1801 г. Тифл. Арх. Канц. Наместн.). – ამ დურაკმა ორი ჭარელი ლეკის ბიჭი დაიჭირა, რისთვისაც მათ ერთი ჯარისკაცი დაიჭირეს, ხელები მოკვეთეს, ცხვირი მოაჭრეს და გამოუშვეს (ყველაფერი ეს უსამართლობა იყო). ამას ლაზარევი მალავს. გარდა ამისა, რუსები ხალხს წყენას აყენებენ, ბაზარში საქონელს ართმევენ და თავადებს ცემენ. ახლა ბილეთებია დაწესებული; ვისაც ბილეთი არა აქვს, თავისთან არ უშვებენ (ბილეთები დადგენილ იქნა იმ ოთახში შეშვებისთვის, სადაც საქართველოს დროებითი მთავრობის სხდომები იმართებოდა). თავადები ქუჩებში ჰყრიან. ივანეს (იოანე ბატონიშვილს) მისწერე, თუ სექტემბრამდე არ იქნება, ასე შემდეგ გუბერნია დარჩება, საქმე სამუდამოდ გაფუჭდება. აუცილებლად მისწერე, რომ ძაღლის შვილი შეცვალონ».

ბატონიშვილი ხმებს ავრცელებდა ვითომდა მის მიერ პეტერბურგიდან მიღებული წერილის შესახებ, რომელშიც იმპერატორი ალექსანდრე მას საქართველოს მეფედ ამტკიცებს; რომ კნორინგის მიერ გაკეთებული განცხადება თვითნებურია და იმპერატორის სურვილს ეწინააღმდეგება; რომ თავისი გამეფების შემდეგ იგი შურს იძიებს იმათზე, ვინც ახლა მას არ ემორჩილება, და რომ, ბოლოს, ლეკები თავს დაესხნენ რუსულ ჯარებს, ბევრი დახოცეს და კიდევ უფრო მეტი ტყვედ წაიყვანეს. ერთი უკიდურესობიდან დავითი მეორეში გადავარდა: რუსეთის მომხრიდან, როგორიც დასაწყისში იყო, იგი ახლა თითოეული რუსის შეურიგებელ მტრად გადაიქცა. იგი კნორინგს ცილს წამებდა იმის გამო, რომ მან მმართველობას ჩამოაშორა; ცილს წამებდა ლაზარევს, რომ მან დაარბია და გაძარცვა მთელი საქართველო, რომ იგი წავიდა ერევანზე რათა თურქები, სპარსელები და ლეკები აემბოხებინა (ლაზარევის ამ მოძრაობის შესახებ იხ. ქვემოთ).

დავითი ჩიოდა ლაზარევზე, რომ იგი ართმევს მამულებს. ლაზარევი კნორინგის შეკითხვაზე პასუხობდა, რომ ამას აკეთებს საქართველოს მთავრობა, ართმევს რა მათ, რომლებსაც დავითმა თვითნებურად დაურიგა, და უბრუნებს რა მათ, რომელთაც გარდაცვლილი მეფისგან მათ ფლობაზე სიგელები და უფლება გააჩნიათ.

დავითი ჯერ კიდევ იმედოვნებდა დროებითი მთავრობის შემადგენლობაში მოხვედრის შესაძლებლობას. «გძინავთ თუ რა მოგივიდათ, რომ არ ცდილობთ? – ეკითხებოდა იგი ნიკოლოზ ონიკაშვილს, რომელიც ბატონიშვილებთან ერთად პეტერბურგში იმყოფებოდა (Письмо царевича Давида къ Николаю Оникову 5-го iюня 1801 г.) – კნორინგი აქ ჩამოვიდა და ყველა საქმეს ჩამომაშორა, ლაზარევმა კი, შეკრიბა რა ოთხი თაღლითი (პლუტი), ისინი საქართველოს მთავრობაში შეიყვანა. მთელ საქმეებს ისინი აწარმოებენ, მე კი ვერაფერში ვერ ვერევი... ეგნატეს (თავად თმანიშვილს) როგორ შეუძლია საქართველოს მართვა?» 

აღელვებდა რა ხალხს ცრუ ხმებით, დავით ბატონიშვილი ყველას არწმუნებდა, რომ ლაზარევს აქვს, მაგრამ მალავს იმპერატორ ალექსანდრეს ბრძანებას, რომელიც გარდაცვლილი იმპერატორის პავლეს მანიფესტს უარყოფს. სწრაფმორწმუნე ხალხი ღელავდა; ჩვენდამი ერთგული თავადები და აზნაურები თავიანთი ხვედრის გამო შიშობდნენ, და არც ლაზარევი მალავდა თავის შეშფოთებას ცუდი შედეგების გამო საქმეთა ასეთი მდგომარეობისგან.

«ჩემი აზრით, საუკეთესო საშუალებაა, – მოახსენებდა იგი (Письмо Лазарева Кноррингу 6-го августа 1801 года. Акты Кавк. Арх. Комм., т. I, стр. 341), – რომ ბაგრატიონთა მთელი საგვარეულო აქედან გავიყვანოთ, ხოლო სანამ იგი აქ იქნება, უწესრიგობებს დასასრული არ ექნებათ».

ბრალს დებდა რა რუსეთის წარმომადგენლებს, კნორინგსა და ლაზარევს, თვითნებურ მოქმედებებსა და შევიწროვებაში, დავითი ამბოხებდა ლეკებს და ცდილობდა მეზობელი ხანების დაყოლიებას ემოქმედათ საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც მეფობას აპირებდა.

ბატონიშვილის დაპირებანი და თხოვნები უკვალოდ არ იკარგებოდა: ისინი წამგებიანად აისახებოდა უბედურ ქართველებზე, რომლებიც თავისიანებისგანაც განიცდიდნენ რბევა-აწიოკებას, და მეზობლებისგანაც, რომელთაგან საქართველოს პირველ არაკეთილმოსურნეთა რიცხვში შეგვიძლია ერევნის ხანი დავასახელოთ.

ერევნის ხანის საქციელი რუსეთთან მიმართებაში უკიდურესად წინააღმდეგობრივი იყო. იგი ხან იმპერატორის მფარველობას ეძიებდა და ამ საქმეზე მოლაპარაკებებისთვის თავის წარმოგზავნილებს აგზავნიდა, ხან საქართველოს წინააღმდეგ მტრულ მოქმედებებს იჩენდა, იცოდა რა, რომ იგი რუსეთის დაცვის ქვეშ იმყოფება (Рапортъ Лазарева Кноррингу 23-го марта 1801 г. Константиновъ, ч. I, 24 /рукопись/).

სარგებლობდა რა, ასე ვთქვათ, საქართველოს ორაზროვანი მდგომარეობით და მიჰყვებოდა რა ბატონიშვილების თხოვნას, მან ბამბაკის აღალარებს ანუ უფროსებს თავისთან მოუწოდა და დაუწყო მოთხოვნა, რომ ყველა ბამბაკელი დაუყოვნებლივ მის ქვეშევრდომობაში შესულიყო. ერევნელმა მეჰმედ-ხანმა იმდენი მოახერხა, რომ აღალარები მის მოთხოვნას დაეთანხმენ. შემდეგ ამის კვალდაკვალ ერევნის ხანმა ბამბაკში 400 ერევნელი გამოგზავნა და 14-მდე სოფელი, რომლებიც თავიანთ აღალარებთან ერთად დაახლოებით 6000 მცხოვრებს მოითვლიდა, თავის სამფლობელოებში გაიყვანა (Рапортъ Лазарева Кноррингу 10-го iюня 1801 г. Константиновъ, ч. I, 138).

ბამბაკელთა წასვლის მიზეზი იყო შევიწროვებანი, რომლებსაც ისინი მოურავის თავად ორბელიანისგან განიცდიდნენ, რომელიც მათ განსვენებული მეფის სიმამრის, თავად ციციშვილის არყოფნის გამო მართავდა, რომელიც (თავადი ციციშვილი) პეტერბურგში იმყოფებოდა.

ლაზარევმა, შეიტყო რა ბამბაკში მომხდარი მღელვარებების შესახებ, მაშინვე მისწერა ერევნის მფლობელს, რათა მას თავის თავხედურ ჩანაფიქრებზე ხელი აეღო. თუმცა კი, არ ჰქონდა რა თავისი მოთხოვნის შესრულების იმედი და შემდგომ უწესრიგობათა თავიდან აცილებისთვისაც, ლაზარევი თავისი პოლკის ეგერთა ბატალიონით, გენერალ-მაიორ ლეონტიევის 1-ლი პოლკის მუშკეტერთა ბატალიონით, ეგერთა 17-ე პოლკის სამი მსუბუქი ქვემეხით, 100 კაზაკითა და რამდენიმე ასეული (500-მდე) ქართველით, ერთი ქართული ქვემეხით, სარდლის თავად იოანე ორბელიანის მეთაურობით (30 ივნისს) ტფილისიდან გამოვიდა (Рапортъ Лазарева Кноррингу 26-го iюня 1801 г., № 338).

ერევნისა და ნახჭევნის ხანები და სახანოთა უმნიშვნელოვანესი მოხელენი, შეიტყვეს რა ამ მოძრაობის შესახებ, სათათბიროდ შეიკრიბნენ და ამბობდნენ, რომ არ შეიძლება ქრისტიანების დაშვება მუსლიმანებზე მფლობელობისთვის და ამიტომ აუცილებელია ბამბაკის პროვინციის რუსებისგან დაცვა. ამ საფუძველზე გადაწყვეტილ იქნა ჯარის შეკრება.

საბჭოს ერთსულოვანი სურვილის მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგ მტრულად ემოქმედათ, მეჰმედ-ხანს უკეთესად და თავისთვის უფრო მომგებიანად მიაჩნდა თავიდან ლაზარევთან მოლაპარაკებებში შესულიყო და თავისი გაუგებრობანი შესაძლო-მშვიდობიანი გზით დაესრულებინა. მან ლაზარევთან თავისი წარგზავნილი გამოგზავნა გამოცხადებით, რომ ბამბაკის პროვინცია მას, ხანს ეკუთვნის, რადგანაც აქვს ფირმანი აღა-მაჰმად-ხანისგან საქართველოს აოხრების დროს მისთვის ამ პროვინციის წყალობის შესახებ, და ამიტომ მის მფლობელობაში შედის.

– ხანს არა აქვს განზრახული რუსებთან მტრული მოქმედებები ჰქონდეს, – ამბობდა ერევნელი წარმოგზავნილი, – პირიქით, იგი ეძიებს ხელმწიფე იმპერატორის მფარველობას და გთხოვთ, რომ თქვენ ბამბაკის პროვინციას არ გამოექომაგოთ. იმპერატორისთვის გაცილებით უკეთესია ქვეშევრდომობაში ჰყავდეს თავად ხანი, ვიდრე ბამბაკის პროვინცია. 

ლაზარევმა სთხოვა ხანისთვის გადაეცა, რომ მოვალეა რა თვალ-ყურს ადევნებდეს იმას, რათა საქართველოს ყველა მცხოვრები სრულ სიმშვიდესა და უსაფრთხოებაში იმყოფებოდეს, ამიტომ ის მოდის საზღვრისკენ და მოითხოვს ხანისგან მისი ხრიკების დატოვებას (Рапортъ Лазарева Кноррингу 13 iюля 1801 г. Акты Кавк. Археогр. Ком., т. I, стр. 617).

გამოცხადდა რა რაზმით ბამბაკში და დარწმუნდა რა, რომ ხალხმა, რომელიც დაჰყვა ხანის მუქარებს, დატოვა თავისი სახლები, ლაზარევი, 11 ივლისის მოწოდებით მოითხოვდა, რათა მცხოვრებნი, ურჩობისთვის მკაცრი სასჯელის შიშის ქვეშ, თავიანთ საცხოვრებლებში დაბრუნებულიყვნენ.

მაშინვე მოწოდების შემდეგ ხუთი სოფლის მაცხოვრებლები გამოცხადდნენ. დანარჩენების უფრო მეტად გამხნევებისთვის რაზმმა გზა განაგრძო და ერევნის სახანოს საზღვარზე მოვიდა (Рапортъ Лазарева Кноррингу 15-го iюля 1801 г.). აქ ლაზარევთან მეჰმედ-ხანის სხვა წარმოგზავნილი მოვიდა, ახალი დარწმუნებებით იმაში, რომ ხანს არ სურს ჰქონდეს მტრული მოქმედებები რუსეთთან. თავადი თარხნიშვილი გაგზავნილ იქნა ერევანში დავალებით რათა მოეთხოვა ხანისგან ერევანში მყოფი დანარჩენი აღალარებიც დაებრუნებია. ერევნის ხანმა მაშინვე გაათავისუფლა დაპატიმრებულნი და თარხნიშვილს გამოუცხადა, რომ აქვს რა უფლება ბამბაკზე, აღა-მაჰმად-ხანის ფირმანის საფუძველზე, ამ პროვინციის დასაუფლებლად ქართველი ბატონიშვილების მიერ იქნა შეგულიანებული.

მართლაც, დავით ბატონიშვილმა ხანს შეატყობინა, რომ მის წინააღმდეგ რუსული ჯარის 400 ადამიანია გაგზავნილი, და არწმუნებდა მას არ მიეცა რუსებისთვის ბამბაკის პროვინცია, რომელსაც დავითი ხანს უთმობდა. ბატონიშვილი სთხოვდა ერევნის ხანს ტახტის დაუფლებაში დახმარებოდა და ჰპირდებოდა მას ზუსტად იმ ხარკის გადახდას, რომელსაც ხანი უწინ საქართველოს მეფეებს უხდიდა. ვახტანგი, იულონი და ალექსანდრე ასევე სთხოვდნენ რუსებისგან საქართველოს განთავისუფლებაში დახმარებას. ერევნიდან მოსული სომეხი მთავარეპისკოპოსი გრიგოლი, რომელსაც მეჰმედ-ხანმა ბატონიშვილების წერილები უჩვენა, ამ მიმოწერის სარწმუნოობას ადასტურებდა (Рапортъ Лазарева Кноррингу 4-го августа и письмо его же 5-го августа)

ბატონიშვილები აიმედებდნენ ხანს, რომ თუ ის რუსეთს წინააღმდეგობას გაუწევს, მაშინ მიიღებს დახმარებას იმერეთიდან; რომ იულონი და ალექსანდრე, შეუერთდებიან რა ახალციხელ შერიფ-ფაშასა და იმერეთის მეფეს, ერთი მხრიდან იმოქმედებენ, ლეკები კი მეორე მხრიდან მოახდენენ თავდასხმას.

დავითი არ ურჩევდა ხანს რუსეთის მფარველობა ეძია.

– შენ ხედავ, თუ რას უკეთებენ საქართველოს: შენც ასევე გაგაგდებენ, ეუბნებოდა ხანს ბატონიშვილისგან წარგზავნილი.

მაგრამ ჩვენი ჯარების სიახლოვემ აიძულა ხანი ბატონიშვილთა თხოვნა უარეყო და ლაზარევთან კიდევ ერთხელ მოევლინა წარმოგზავნილი დაპირებით შეეწყვიტა თავისი ყოველგვარი პრეტენზიები ბამბაკის პროვინციაზე.

დატოვა რა ყარაქელესაში მუშკეტერების ბატალიონი, ეგერთა ასეული, არტილერია და კაზაკები, ლაზარევი ბორჩალოსა და ყაზახის გამოვლით ტფილისში დაბრუნდა. თავის დაბრუნებამდე მას უნდა გაეგზავნა ყაზახებისგან შემდგარი რაზმი, თავად ჭავჭავაძისა და თავად სოლომონ ავალიშვილის უფროსობით, შამშადილელთა მორჩილებაში შენარჩუნებისთვის, რომლებიც განჯის ხანმა დაიყოლია მასთან გადასახლებულიყვნენ (Рапортъ Лазарева Кноррингу 18-го iюля 1801 г.).

ახალციხის მხრიდან საქართველოს საზღვარი ასევე ვერ იყო უზრუნველყოფილი.

1801 წლის მარტში, ახალციხელი საბუდ-ფაშა, ადამიანი, რომელიც რუსეთისადმი კარგად იყო განწყობილი და ლეკებსა და თურქებს საქართველოში მტაცებლური შემოჭრებისგან აკავებდა, ახალციხიდან თავისი ნათესავის, შერიფ-ფაშის მიერ იქნა განდევნილი (Рапортъ Кнорринга Государю Императору 19-го марта 1801 г. Тифл. Арх. Канц. Наместника).

საბუდ-ფაშა არზრუმში წავიდა, სადაც არზრუმისა და ჩილდირის გუბერნატორად იქნა დანიშნული.

ახალციხიდან შერიფ-ფაშის განდევნისთვის, საბუდ-ფაშამ თხოვნით დავით ბატონიშვილს მიმართა, რომელმაც მას დასახმარებლად საქართველოდან მელიქ-აბოვის უფროსობით ყაზახების რაზმი გაუგზავნა. შეიტყო რა ამის შესახებ, კნორინგმა ბრძანა საქართველოს ჯარები დაებრუნებიათ და ურჩევდა დავით ბატონიშვილს თურქულ საქმეებში არ ჩარეულიყო (Предписанiе Кнорринга Лазареву 31-го мая, № 1295).

არ მიეცა რა დახმარება, საბუდ-ფაშა ითხოვდა პაემანს ლაზარევთან, რომელიც 11 ივლისს შედგა (Рапортъ Лазарева Кноррингу 12-го iюля, № 325). ცდილობდა რა დაერწმუნებია ყოველთვის რუსეთისადმი თავის ერთგულებაში და უჩვენა რა სულთნის ფირმანი, რომელიც უბრძანებდა მისთვის შერიფ-ფაშის თავი გაეგზავნა, საბუდი ლაზარევს მისთვის ჩვენი ჯარებით დახმარების აღმოჩენას და ამით რუსეთის მოკავშირე ოტომანის პორტასთვის სასურველი საქმის გაკეთებას თხოვდა.

ვერ მიიღო რა ლაზარევისგან პასუხი, საბუდ-ფაშას ახალი განსაცდელები და დევნა უნდა განეცადა.

ჰყავდა რა პირადი მტერი იუსუფ-ფაშის სახით, ჯარების უფროსისა, რომლებიც მაშინ საფრანგეთის წინააღმდეგ მოქმედებდნენ, და რომლის მოალერსებასაც პორტა მთელი ძალებით ცდილობდა (Письмо Сабуда-паши Лазареву безъ числа. Тифл. Арх. Канц. Нам.), საბუდმა მალე, იუსუფის ხრიკებით, გუბერნატორის ადგილი დაკარგა და საქართველოში დასახლების ნებართვა უნდა ეთხოვა. ვერ მიიღო რა ნებართვა, იგი მეფის სოლომონ II-ის მფარველობის ქვეშ, იმერეთში წავიდა. ფულების დახმარებით, შერიფ-ფაშამ იმერეთის მეფისა და ალექსანდრე ბატონიშვილის მოსყიდვა მოახერხა. ლაზარევის დაბეჯითებული თხოვნების მიუხედავად, საბუდი და მასთან მყოფ ექვი ადამიანი თავმოკვეთილ იქნენ და მათი თავები შერიფ-ფაშას გაუგზავნეს. იმერეთის მეფემ ამ ბოროტი საქციელისთვის ათი ქისა პიასტრები მიიღო; დედოფალმა – ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ხატი; ალექსანდრე ბატონიშვილმა – ხუთი ქისა, და იმერეთის ორმა მოხელემ კი – ოთხი ქისა პიასტრებით. გარდა ამისა, სოლომონმა შერიფ-ფაშასთან გაგზავნა თავისი მოხელე, რათა ხელშეკრულების მიხედვით კიდევ ოთხმოცი ქისა მიეღო (Изъ рапорта Кнорринга Государю Императору 26-го марта 1802 г.).

საბუდ-ფაშის განდევნა ახალციხიდან მეტად არასასიამოვნო იყო ჩვენი მთავრობისთვის. მან მისი სახით დაკარგა რუსეთისადმი ერთგული ადამიანი, რომელიც ლეკებს საქართველოში მტაცებლური შემოჭრებისგან აკავებდა. საბუდისთვის ფაშის ღირსების წართმევა ხელებს უხსნიდა ლეკებს, რომლებიც უწინდებურად თავს არ ანებებდნენ ყველა საზღვარზე თავდასხმებისა და მტაცებლობათა მოწყობას. ასე, 1801 წლის 29 მარტს ლეკების პარტიამ დაარბია ქართული სოფლები მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ტფილისის შორიახლოს, ამასთან მათ მამრობითი და მდედრობითი სქესის 80 ადამიანი ტყვედ წაიყვანეს და 300 თავი საქონელი გაირეკეს.

6 ივნისს ლეკებმა მოახდინეს თავდასხმა კაზაკების ჯოგზე და ცხენები გაირეკეს.

ორივე შემთხვევაში ისინი დევნის ქვეშ აღმოჩნდნენ, რის გამოც მათ თავიანთი ნადავლი და ტყვეები დატოვეს, რომლებიც თავიანთ სახლებში იქნენ დაბრუნებულნი (Рапортъ капитана Савельева Кноррингу 31-го мая, № 100, и рапортъ Лазарева 8-го iюня, № 317).

6 ივლისს ლეკების პარტიამ ალაზნის მხრიდან ხშირი ტყის გამოვლით მოაღწია ხუთ ვერსზე სოფელ ველისციხესთან, სადაც ყაბარდოს მუშკეტერთა პოლკის ცხენები ბალახობდნენ, მაგრამ, ვერ მოახერხა რა მათი გარეკვა, მიიმალა და თავისი თავდასხმა, 400-მდე ადამიანის რიცხვით, 8 ივლისს გაიმეორა, თუმცა კი ისევ წარუმატებლად. 

იმყოფებოდნენ რა ახალციხის ფაშის სამსახურში და მის ჯამაგირზე, ლეკები საქართველოში შემოჭრას ყველაზე ხშირად ამ მხრიდან ახდენდნენ. 20 ივნისს მიღებულ იქნა ცნობა, რომ ლეკების მნიშვნელოვანი პარტია შემოიჭრა საქართველოს ფარგლებში იმ სოფლების დასარბევად, რომლებიც მტკვრის მარჯვენა ნაპირზე ახალქალაქის მახლობლად მდებარეობდნენ. იმერეთის საზღვრებზე ჯარების მეთაურმა, პოდპოლკოვნიკმა სიმონოვიჩმა თავისი სახელობის ასეულს უბრძანა სოფელ ბრეთიდან ქარელისკენ დაძრულიყო, ხოლო კაპიტან რაიხის ასეულს კი – გორიდან სოფელ დოესისკენ. წაიყვანა რა ასეული ქარელიდან და ეგერთა 17-ე პოლკის მაიორ პლესტის ასეული, მასთან მყოფი კაზაკებითა და ქართველი თავადებით, სულ 79 გრენადერი, 48 ეგერი, 22 კაზაკი და 100 ქართველი, სიმონოვიჩი, გადაიარა რა მამცულარისა და გუჯარეთის ქედები, ფიქრობდა ლეკების კვალზე წასულიყო, ხოლო კაპიტან რაიხისთვის კი ახალქალაქის მხრიდან თვალყურის დევნება დაევალებინა. 21 ივნისს სიმონოვიჩი რაზმით დარბეულ ქართულ სოფელ ზღუდერთან მოვიდა, და შემდეგ, გადავიდა რა მდინარე გუჯარეთზე და გვერდი აუქცია თურქეთის საზღვარს მდინარე ქციის სათავეებთან და ბისკურის ტბასთან, მან ქართულ სოფელ საფიცალომდე მიაღწია. 24 ივნისს, ავიდა რა სოფლის ზემოთ, მდინარე ქციის სიმაღლეზე, იგი შეხვდა ლეკებს, რომლებიც 760-მდე ადამიანის რიცხვით ახალციხეში ბრუნდებოდნენ.

ლეკები მდინარე ქციისკენ წავიდნენ. სიმონოვიჩი მათ თავიდან დაედევნა, მაგრამ შემდეგ თავი ანება და თრიალეთის მინდვრებზე გამავალ დიდ გზაზე მომგებიანი ადგილი დაიკავა. დაისვენა რა აქ, იგი მდინარე ქციის გავლით კოხადშების სიმაღლეებისა და ვიწრობებისკენ (დეფილე) გაემართა, სადაც ერთდება ტფილისის, მანგლისის, მცხეთის, ახალქალაქის, ხოვლესა და სხვა ადგილებისკენ მიმავალი გზები. ეს მოძრაობა ლეკებმა უკანდახევად მიიღეს და სიმონოვიჩს შემოუტიეს, მაგრამ მოგერიებულ იქნენ და გარეკილნი ახალციხის სამფლობელოებში, თავიანთ ბანაკში, რომელიც ქალაქ ხერთვისის მახლობლად არტაიურტის დეფილეში იმყოფებოდა და სადაც ისინი ტყვე ქართველებსა და საქონელს ინახავდნენ (Рапортъ Симоновича Лазареву 28-го iюня, № 361).

8 და 10 აგვისტოს ლეკები ისევ შემოიჭრენ საქართველოში და დაეშვნენ რა ხიობის სამანებში, სოფელ ხერცხიულზე აპირებდნენ თავდასხმას, მაგრამ ჩვენი ჯარებისგან დევნის გამო უკანვე წავიდნენ (Рапортъ Кнорринга Государю Императору 1-го октября 1801 г.).

თუმცა კი ლაზარევი სთხოვდა ფაშას ლეკებისთვის მსგავსი მძარცველობები აეკრძალა, მაგრამ შერიფ-ფაშა, ღებულობდა რა წერილებს, მხოლოდ სხვადასხვა ამკრძალავ ბრძანებებს გამოსცემდა, ამასობაში კი მათგან ტყვეებს თავადვე ყიდულობდა, მტაცებლებს პროვიანტით ამარაგებდა, მათ თავკაცებს საჩუქრებს აძლევდა; ლაზარევს კი სწერდა, რათა მას ლეკები საზღვარზე არ გადმოეშვა (Рапортъ Лазарева Кноррингу 20-го сентября 1801 г.). ფაშა ატყობინებდა, რომ მან განდევნა ლეკები, მაგრამ მათი ნაწილი ყარსის ფაშამ თავისთვის დაიქირავა (Письмо Лазарева Кноррингу 5-го августа).

ლეკები მტაცებლობდნენ და იმავე დროს რუსეთის მფარველობას ეძიებდნენ. სექტემბერში მათ რამდენჯერმე მიმართეს თხოვნით ქვეშევრდომობის შესახებ და ბოლოს ლაზარევის მიერ კახეთის საზღვრის შემოვლისას იმავე თხოვნით ორი დეპუტატი გამოგზავნეს და ითხოვდნენ, რომ ლაზარევს მათთვის წერილობითი პასუხი მიეცა. ლაზარევი არ თანხმდებოდა და თავისი აზრი სიტყვიერად გამოუთქვა; მაგრამ დეპუტატებს მისი წერილის გარეშე გამგზავრება არ უნდოდათ. მაშინ, დაუწერა რა მათ წერილი, ლაზარევი ერთგულების საწინდრად ამანათებს მოითხოვდა. წაიკითხეს რა წერილი, ლეკების თავკაცებმა ის დახიეს, თავიანთი წარმოგზავნილების სახლები დაწვეს, ერთერთი მათგანი მოკლეს და ჩვენი მოხოვნების შესრულებაზე უარი განაცხადეს. 

მიიღეს რა დახმარებაში დაიმედება შუშის, შემახიისა და სხვა ხანებისგან და იცოდნენ რა, რომ მსგავსი საქციელი დაუსჯელი არ შეიძლება დარჩეს, ლეკებმა თავიანთი ქონების დიდი ნაწილი დაღესტანში გაგზავნეს, ნაწილიც მიწაში ჩაფლეს და წინააღმდეგომის გაწევა გადაწყვიტეს. ლაზარევი ითხოვდა კნორინგის ნებართვას ჭარ-ბელაქანზე დაძრულიყო, რათა მტაცებლები გადაუდებლად დაესაჯა, მით უმეტეს, რომ თოვლით დაფარული მთები ართმევდნენ მათ საშუალებას საიდანმე გარეშე დახმარება მიეღოთ (Рапортъ Лазарева Кноррингу 19-го ноября 1801 г., № 478. Тифл. Арх. Канц. Наместника). კნორინგმა უარყო ეს წინადადება და ურჩევდა ლაზარევს არ გაეკეთებინა არანაირი «ქვეშევრდომობაში მოპატიჟება, მით უმეტეს ლეკთა თემებისთვის, როგორც არამდგრადი ხალხისთვის» (Предписанiе Кнорринга Лазареву 5-го декабря. Тифл. Арх. Канц. Нам.).

ხედავდნენ რა ლეკთა შემოსავლიან ხელობას, თურქებმაც ასევე დაიწყეს მონაწილეობა ქართლში ლეკების ძარცვასა და თავდასხმებში. იმპერატორმა ალექსანდრემ ბრძანა ეცნობებინათ პორტასთვის, რათა მას შერიფ-ფაშისთვის თვითნებობები აეკრძალა; საქართველოში უფროსს კი ებრძანა, რომ თუ ამის შემდეგაც მტაცებლობები არ შეწყდება, მაშინ შემოჭრაზე ლეკების ყოველი მცდელობისას ფაშის მიწებზე შურისძიება მოეხდინათ (Высочайшiй рескриптъ Кноррингу 15-го октября 1801 г.).

დარეჯან დედოფალმა გამოაცხადა, რომ, ხელმწიფისადმი გულმოდგინების გამო, მას სურს რუსეთის მფარველობაში შემოსვლაზე თავისი შვილიშვილი, იმერეთის მეფე სოლომონ II დაიყოლიოს. ლაზარევი პასუხობდა, რომ ნებართვის გარეშე ამაზე დათანხმება არ შეუძლია. მაშინ სოლომონმა თავად მიმართა წერილით ლაზარევს და ითხოვდა ნებართვას თავისი წარგზავნილი პეტერბურგში გამოეგზავნა. იმპერატორმა ალექსანდრემ ბრძანა იმერეთის მეფისთვის ასეთი განზრახვა გადაეფიქრებინათ (Высочайшiй рескриптъ Кноррингу 17-го сентября 1801 г. Протоколъ государственнаго совета 9-го сентября 1801 г. Госуд. Арх.), პორტასთან თანხმობის შენარჩუნებისთვის, რომელზეც დამოკიდებულად იმერეთი ითვლებოდა. იმპერატორმა დაავალა კნორინგს საერთოდ ყველა გარემომცველ ხანთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობები შეენარჩუნებინა. 

იმერეთის მეფის, ერევნისა და ნახჭევნის ხანების გარდა, ხოელმა ჯაფარ-ყული-ხანმაც, რომელიც ბაბა-ხანმა ხოის სახანოს მმართველობას ჩამოაშორა, ლაზარევთან წარმოგზავნილი მოავლინა განცხადებით, რომ იგი ეძიებს რუსეთის იმპერატორის მფარველობას, არ უნდა რა თავისთვის დასახმარებლად არც ჯარები და არც ფულადი ანაზღაურება (Рапортъ Лазарева Кноррингу 4-го февраля 1801 г.).

ელისუს სულთანი ასევე წერდა, რომ მას უნდა სურს რუსეთის ხელმწიფეს ემსახუროს, როგორც გრაფ ვალერიან ზუბოვის დროს ემსახურებოდა (Рапортъ Лазарева 7-го декабря)

კნორინგმა, მიიღო რა ცნობა ხანების სურვილის შესახებ, ლაზარევს შეატყობინა, რომ მას არა მხოლოდ თავი შეეკავებინა ქვეშევრდომობაში ყოველგვარი მოპატიჟებისგან, არამედ საქართველოს სამეფოს საზღვრებზე თავდასხმებისთვის მთიელი ხალხების დასჯაზეც ხელი აეღო იმ დრომდე, როცა თავად საქართველოში წესრიგი დამყარდება, და ჩვენ უფრო მყარად გავამაგრებთ მასში ჩვენს მფლობელობას (Предписанiе Кнорринга Лазареву 5-го декабря 1801 г.).

ამრიგად, ჯარების სარდლის მთავარ ამოცანად იქცა საზღვრების სრული უზრუნველყოფა და მათი დაცვა.

მოახდინა რა ჯარების ახალი განთავსება, მოთხოვნილებათა შესაბამისად, კნორინგმა დატოვა საქართველო და ს.-პეტერბურგში გამოემგზავრა.

(ჯარები შემდეგნაირად იქნა განთავსებული: 

კავკასიის გრენადერთა პოლკი: საშეფო ბატალიონი სამი ასეულით ტფილისში; პოდპოლკოვნიკ სიმონოვიჩის ბატალიონმა სამი ასეულითა და ერთი ქვემეხით დაიკავა ქ. გორი; თითო-თითო ასეული განლაგებულ იქნა სურამსა და ცხინვალში. სურამში იმყოფებოდა ერთი საველე ქვემეხიც. 

ტფილისის მუშკეტერთა პოლკი: საშეფო ბატალიონის ერთი ასეული საგარეჯოში და თითო-თითო ასეულიც სოფლებში: ხოშმში, პატარძეულში, მარტყოფსა და მანავში. პოდპოლკოვნიკ კუზენევის ბატალიონი ბორჩალოში და შულავერის სოფლებში. 

ყაბარდოს მუშკეტერთა პოლკი: საშეფო ბატალიონის ერთი ასეული ქვემეხით ქ. თელავში, ერთი ასეული სოფელ ველისციხეში, ერთი ასეული ქვემეხით სოფელ ყვარელში და ერთი ასეულიც სოფელ შილდაში. პოდპოლკოვნიკ სოლენიუსის ბატალიონი: ასეული ქვემეხით სოფელ ჯიგაანში, თითო-თითო ასეული სოფლებში სოკაბში, მოშნარში, ანაგასა და კარდანახში; უკანასკნელ სოფელში იმყოფებოდა ერთი ქვემეხიც. 

ეგერთა 17-ე პოლკი: საშეფო ბატალიონი ორი ქვემეხით ტფილისში. პოლკოვნიკ კარიაგინის ბატალიონი: ორი ასეული დუშეთში, თითო-თითო ასეული სოფლებში ხორელსა /ქ. გორის მახლობლად/ და ფარსიანში და ერთი ასეულიც ქვემეხით სოფელ კოდაში /ტფილისის ქვემოთ/. 

დონელ კაზაკთა შჩედროვის მე-2 პოლკი განთავსებულ იქნა იმავე ქალაქებსა და ადგილებში, სადაც იდგა სხვა ჯარები. კაზაკები მცირე პარტიებად იყვნენ მიმოფანტულნი – 10-დან 40 ადამიანამდე – და სხვადასხვაგვარი გაგზავნისა და სადარაჯო სამსახურისთვის გამოიყენებოდნენ) 

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

Friday, July 8, 2016

ორი დასავლური ხედვა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისა XIX საუკუნეში

(წიგნიდან «კ. კოხისა და ო. სპენსერის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ» /თბილისი, 1981/).

წიგნის მთარმნელის, ქ-ნ ლონდა მამაცაშვილის მიერ გაკეთებულ შესავალში ვკითხულობთ, რომ კარლ ჰაინრიხ ემილ კოხი გახლდათ იენის უნივერსიტეტის პროფესორი და თავისი დროისთვის საკმაოდ ცნობილი ბოტანიკოსი. მან კავკასიასა და საქართველოში იმოგზაურა ორჯერ – 1836-1838 და 1843-1844 წლებში. 1855 წელს კ. კოხმა ქალაქ ლაიფციგში გერმანულ ენაზე გამოსცა კრებული «კავკასიის ქვეყნები და სომხეთი», რომელშიც შევიდა თავად მისი, აგრეთვე ო. სპენსერის, ა. კურზონის, რ. უილბრაჰამისა და ა. მაკინტოშის თხზულებები, რომელთაგან უშუალოდ კავკასიასა და საქართველოს ეხებოდა ო. სპენსერის «მოგზაურობა ჩერქეზეთის, აფხაზეთისა და სამეგრელოს სანაპიროს გასწვრივ» და კ. კოხის «მოგზაურობა რედუტ-კალედან ტრაპიზონამდე /კოლხეთი და ლაზების ქვეყანა/» და «ბრძოლის ველზე გასვლა», რომლებიც ითარგმნა და გამოიცა კიდეც ქართულად. ორიოდე სიტყვით შევეხოთ ო. სპენსერის პიროვნებასაც. იგი გახლავთ კაპიტანი ედმონდ სპენსერი, მზვერავი და ჟურნალისტი, ინგლისის რეზიდენტი ჩერქეზეთში, სადაც მაშინ რუსეთის მთავრობის საწინააღმდეგო მოძრაობა იყო გაშლილი. შესავალში ვკითხულობთ, რომ ე. სპენსერი «ინგლისის კომერციული პოლიტიკის ინტრესების დამცველია კავკასიაში და მისი თანაგრძნობა ჩერქეზებისადმი რუსეთის წინააღმდეგ დამოუკიდებლობისათის ბრძოლაში მხოლოდ და მხოლოდ ამ მოტივებითაა ნაკარნახევი» როგორც ვხდავთ, კ. კოხს ამ მოგზაურობისას უმთავრესად სამეცნიერო ინტერესები ამოძრავებდა, ე. სპენსერს კი – მისი ქვეყნის კომერციული და სადაზვერვო ინტერესები, აგრეთვე რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი ჩერქეზებისა და შამილის მხარდაჭერა, რის შენიღბვასაც იგი, მთარგმნელის თქმით, «ზოგადკაცობრიული ჰუმანურობისა და სამართლიანობის ლოზუნგებით» ცდილობს. დამახასიათებელია, რომ რიგ ადგილებში კ. კოხი ბრიტანელ ავტორს არ ეთანხმება და შესაბამის შენიშვნებსაც აკეთებს. ქვემოთ სწორედ ო. სპენსერის შესაბამისი მსჯელობები და კ. კოხის მიერ გაკეთებული შენიშვნები გვინდა შევთავაზოთ ჩვენს მკითხველებს, რაც, განზოგადებულად რომ ვთქვათ, გვიჩვენებს დასავლეთის სადაზვერვო სამსახურებისა და დასავლეთის სამეცნიერო წრეების შეფასებათა განსხვავებას რუსეთის პოლიტიკისა ზოგადად კავკასიაში და კერძოდ საქართველოში. დანარჩენ მსჯელობას კი ტექსტის გადმოცემის შემდეგ გავაგრძელებთ.

ო. სპენსერი  

მოგზაურობა ჩერქეზეთის, აფხაზეთისა და სამეგრელოს სანაპიროს გასწვრივ 

თავი I. ანაპა და სუჯუკ-კალე 

1) ო. სპენსერის თხრობიდან: 

«როგორც კი უკან მოვიტოვეთ ყუბანის შესართავი, ჩვენს წინ მთელი თავისი სიდიადითა და სილამაზით აღიმართა კავკასიონის დაბალი მთისწინეთი, რომელსაც რუსები ჩერნიგორის ანუ შავ მთებს უწოდებენ. პირველად ვიხილეთ ჩერქეზეთის სანაპირო. ძნელი წარმოსადგენია უკეთესი სანახაობა: აზიის მცხუნვარე მზე თითოეული მთის მწვერვალს ანათებდა. მართალია, მთები მეტად ლამაზი იყო და მისი მწვერვალები ტყეების მწვანე სამოსელში დიდებულად გახვეულნი ბრწყინავდნენ, მაგრამ ეს მაინც არ იყო ის, რამაც ჩვენ ასე ძლიერ მოგვაჯადოვა. ეს იყო ჩერქეზეთის, გმირობისა და თავისუფლების ამ რომანტიკული სამშობლოს პირველი ხილვის ჭეშმარიტება. ჩვენმა თანამგზავრებმა და განსაკუთრებით ქალებმა ვეღარ შეძლეს სიხარულის დაფარვა და თითქმის ერთდროულად წამოიძახეს: «ჩერქეზეთი, ჩერქეზეთი!»

ღუზა ჩავუშვით ჩერქეზეთის პირველ ნავსადგურში – ანაპაში. რუსების გადმოცმით, აქ 1784 წელს თურქებს ციხესიმაგრე აუგიათ. ციტადელი აღმართულია კიზილ კაიას მთების ერთერთ შვერილზე, რომელიც ზღვის ნაპირთან ციცაბოდ ეშვება დაბლობზე. სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან ამ ქალაქს გარს აკრავს საკმაოდ ციცაბო გორაკების რკალი, რომელიც დაახლოებით ორასი ფუტის სიმაღლისაა. ისინი მთიელებისაგან თავდასაცავად კარგ კედელს წარმოადგენენ. მთიელებს, სამწუხაროდ, მხოლოდ თოფები აქვთ თავის დასაცავად, თუმცა ქალაქის გარშემო მდებარე ყველა ის გორაკი რომ დაეპყროთ, რომლითაც ქალაქია გარშემორტყმული, მაშინ, ცხადია, გარნიზონი თავის მოსახლეობითურთ საკმაოდ მოწყვეტილი აღმოჩნდებოდა გარე სამყაროსაგან. ღია დარჩებოდა მხოლოდ ზღვა, დაბლობი და ჭაობიანი ჩრდილოეთის ნაწილი, რაც სავსებით საკმარისია კარგი ამინდის დროს (მაშინაც კი როდესაც მდინარე ყუბანის წყალი მეჩხერია) ჩერნომორცებთან (ასე ეწოდება შავ ზღვაზე მობინადრე კაზაკებს) კავშირის დასამყარებლად.

ანაპას არ გააჩნია კარგად დაცული ყურე, ღუზის ჩასაშვები ადგილი ცუდია. გარდა ამისა, აქ თავთხელი ადგილია და მხოლოდ პატარა გემების სადგომად თუ გამოდგება იგი. საკმარისია ქარმა მძლავრად დაუბეროს და დინება იმწამს შუა ზღვაში გარიყავს გემს. ნავსადგურს იცავს ჯებირი ბასტიონითურთ. მთელი ეს მიდამო ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს სრულიად უყურადღებოდაა მიტოვებული და არც იმისათვისაა გათვალისწინებული, რომ ზღვიდან შემოტევისას მტრისაგან დასაცავ სიმაგრედ გამოდგეს. ამას ისიც ემატება, რომ მთელ ქალაქში სასმელი წყლის ნაკლებობაა. გარნიზონის ჯარისკაცებს შორეულ მთებში უხდებათ წყლის მოსატანად წასვლა. მაგრამ ჩერქეზების მუდმივად მტრული განწყობილების გამო ეს მეტად საშიშია, ამიტომ ჩერქეზები, ჩვეულებრივ, იარაღს მიმართავენ.

ანაპა და მისი მიდამოები ოდესღაც ეკუთნოდა ჩერქეზების მებრძოლ ტომს – შეგაკებს, რომელთა უკანასკნელი მთავარი – მეჰმედ გირეი ასლანი იყო. ერთხანს ის ძლიერი იყო და მნიშვნელოვან ვაჭრობას ეწეოდა თურქებთან. მაგრამ როდესაც რუსეთის დედოფალმა ეკატერინე მეორემ ადრე დაპყრობილი ყუბანი ხელმეორედ დაასახლა ზაპოროჟიელთა (დნეპრის კაზაკების) შთამომავლებით, საუბედუროდ, მალე ატყდა სისხლისმღვრელი, გამანადგურებელი ომი შეგაკებსა და კაზაკებს შორის; ომი შეგაკების სრული განადგურებით დამთავრდა. მთავრის ოჯახის ყველა წევრი ამოწყდა. თავის დროზე მთავარმა უფლება მისცა თურქებს ანაპაში თავისი მეციხოვნეები ჰყოლოდათ. მას ორი მიზანი ჰქონდა: ჩრდილოეთში რუსთა მოძრაობისათვის თვალყურის დევნება და სავაჭრო კავშირურთიერთობისათვის სადგურის ქონება (სახელდობრ, ქალიშვილებით ვაჭრობისათვის). ანაპა ჩათრეული იყო ყველა ომში, რომელიც რუსეთსა და თურქეთს შორის წარმოებდა. ჯერ 1790 წელს გენერალმა ბიბიკოვმა ათი ათასიანი ჯარით გადალახა და მთლიანად გააცამტვერა ეს მხარე ანაპის კარიბჭემდე. შემდეგ წელს გენერალმა გუდოვიჩმა ექვსკვირიანი ალყის შემდეგ ქალაქი იერიშით აიღო, მაგრამ მალე ისევ დატოვა და ქალაქი ხელახლა დაიკავეს თურქებმა. მათ მიწაყრილის ნაცვლად გალავანი აღმართეს. უფრო მოგვიანებით, კერძოდ, 1807 წელს ანაპა აიღო გენერალმა გოვოროვმა; მისმა ჯარებმა გაანადგურეს ქალაქი და ციხე; საბოლოოდ კი უკნ დაიხიეს. 1811 წელს ანაპა ისევ დაიკავეს რუსებმა. 1828 წელს კი სამთვიანი სამკვდრო-სასიცოცხლო ალყის შემდეგ, როგორც ზღვიდან ისევე ხმელეთიდან, იგი საბოლოოდ დაიპყრო თავადმა მენშიკოვმა და ამ დროიდან დარჩა რუსეთის მფლობელობაში.

ანაპის დაპყრობით რუსებმა ფეხი მოიკიდეს ჩერქეზეთში და გაეხსნათ ასპარეზი შემდგომი საომარი მოქმედებებისათვის. მათ შეექმნათ ხელსაყრელი პირობები, რათა თანდათანობით დაემორჩილებინათ დასავლეთის მთიანეთის მებრძოლი ტომები და მომავალში უფრო განევრცოთ დაპყრობები აზიაში. მაგრამ, მიუხედავად ძლევამოსილებისა, დიდი მცდელობისა და ხრიკებისა, რუსეთი 1854 წელსაც თითქმის ისევე შორს იმყოფებოდა თავისი სანუკვარი მიზნების განხორციელებისაგან, როგორც ბრძოლის დასაწყისში. რუსები ამაოდ ცდილობდნენ განეხორციელებინათ თავიანთი მიზნები. მთის მხარეს არ შეეძლო რუსეთის დიდი არმიის გამოკვება. ამავე დროს მთა თავის მცხოვრებლებს კარგ პირობებს უქმნიდა თავდაცვისათვის. ამასთანავე ეს იმ ხალხის შთამომავლობა იყო, რომელიც არ შეუშინდა ალექსანდრე დიდის შემოსევას, განდევნა და დაფანტა რომის ძლევამოსილი ლეგიონები, უკუაგდო მითრიდატეს მებრძოლი ურდოები, ხოლო უფრო გვიან მამაცურად უმკლავდებოდა ისეთ მეტოქეებს, როგორებიც იყვნენ სპარსელები და თურქები თავიანთი ძლიერების ხანაში. აბა როგორ შეეძლო რუსეთს ასეთი ხალხის დამორჩილება? ვინ იცის, რა ძლევამოსილი იქნებოდა ასეთი ადამიანებისაგან შემდგარი ჯარი, სამხედრო საქმის ევროპულ ხელოვნებას რომ ყოფილიყო დაუფლებული? რის გაკეთებას არ შეძლებდნენ ადამიანები, რომლებზედაც თვითონ რუსები ამბობდნენ – შესანიშნავი მხედრები და ყველაზე უშიშარი გვერილიასები (პარტიზანები) არიანო, სულით არასდროს არ ეცემიან და მათი მოსყიდვა შეუძლებელი საქმეა, თავისი სამშობლოს დამოუკიდებლობას ისინი არაფერზე არ გასცვლიანო.

იმედია, მას შემდეგ, რაც ევროპას თვალი აეხილა და რუსეთის პატივმოყვარე მიზნებს ჩასწვდა, ბრძოლაში უბრალო მოწმის როლში აღარ დარჩება! ნუთუ არ დადგება ის დრო, როდესაც კავკასიის მშვენიერი ველ-მინდვრები და რომანტიკული მთები მოგზაურთა სარბიელი გახდება? როგორც კი ამ ქვეყანაში მშვიდობა გამეფდება და მისი ხალხები, რომლებიც ამჟამად ასე ვაჟკაცურად იტანენ ომის მთელ სიმძიმეს, თავისუფლად ამოისუნთქავენ თავის აზიურ შვეიცარიაში, კავკასია მოგზაურთა საასპარეზო ადგილად იქცევა. რაც უფრო დავუახლოვდებით შავ ზღვას, მშვიდად რომ გადაშლილა და ახლა ტბას უფრო წააგავს, მით უფრო ლამაზი ხდება ჩერქეზეთის თვალწარმტაცი სანაპირო. 

სუჯუკ-კალე უახლოესი ნავსადგურია, რომელშიც ჩვენ ჩამოვედით. იგი განსაკუთრებით ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთი ჩერქეზეთში შემოიჭრა. სუჯუკ-კალე ანაპიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით ოცდაათი მილის დაშორებით მდებარეობს. ჩერქეზეთის მთელ სანაპიროზე არ გვხვდება სამხედრო ანდა სავაჭრო თვალსაზრისით გელენჯიკზე უფრო მნიშვნელოვანი პუნქტი. ჩერქეზების «მეგობარმა» თურქებმა (რომლებსაც აქამდე უბედურების მეტი არაფერი მოუტანიათ მათთის) აქ სავაჭრო პუნქტი შექმნეს (იგულისხმება, ცხადია, უთავრესად, ადამიანებით ვაჭრობა – ი. ხ.). ეს მათ ადგილობრივი მთავრის გირეი კოემიტის ნებართვით გააკეთეს. იმ საბაბით, რომ სულთანი ამ ქვეყნის ერთადერთი მფლობელია, რუსები გენერალ გუდოვიჩის სარდლობით 1809 წელს თავს დაესხნენ სუჯუკ-კალეს, მაგრამ უშედეგოდ. 1811 წელს მათ ბედმა უფრო გაუღიმა. იმ დროისათვის ქალაქი ხელთ იგდო ჰერცოგმა რიშელიემ და ბუქარესტის ზავამდე ხელთ ეპყრათ, სანამ რომელიღაც პუნქტის მიხედვით ქალაქი ისევ თურქებს არ გადაეცათ. საბოლოოდ ჩერქეზები დარწმუნდნენ, რამდენი გაჭირვება მოუტანეს მათ თურქებმა, რომლებსაც არა აქვთ მებრძოლი სული და რუსებთან ბრძოლისას არ შესწევთ უნარი მათი დაცვისა. ამიტომ მათ გადაწყვიტეს თურქების სუჯუკ-კალედან განდევნა, რათა რუსებსა და თურქებს შორის ბრძოლებში ჩათრეული არ აღმოჩენილიყვნენ. ჩერქეზებმა სიმაგრე დაანგრიეს და მთელი მისი მოსახლეობა გაანადგურეს.

ამ დროიდან მოყოლებული 1836 წლამდე სუჯუკ-კალე ჩერქეზების თავისუფალ მფლობელობაში იმყოფებოდა. აღნიშნულ წელს გენერალმა ველიამინოვმა მოულოდნელად 15 ათასიანი ჯარი გადმოსხა ნაპირზე; შემდეგ კი მის დასახმარებლად გაიგზავნა სამხედრო ნაწილი თავად ვორონცოვის მთავარსარდლობით. მათ სანგრები უნდა აეგოთ, მაგრამ როგორც კი დაიწყეს ჯარისკაცებისათვის ბარაკებისა და სასურსათო მაღაზიების შექმნა, ნაადრევმა შემოდგომის წვიმებმა მოუსწროთ. ზღვაზე ისეთი ძლიერი ქარიშხალი ატყდა, რომ მთლიანად გაანადგურა რუსების ფლოტი თავის სურსათ-სანოვაგით. ამას ისიც დაემატა, რომ მდინარე სემესი, სუჯუკ-კალეს ყურეს რომ ერთვის (ზაფხულობით იგი უბრალო ნაკადულია), უეცრად ადიდდა, სულ დატბორა რუსების მიერ აშენებული ყველა სიმაგრე, გაანადგურა სურსათ-სანოვაგის დიდი რაოდენობა და, რაც მთავარია, თოფის წამალი. ყოველივე ამ უბედურებათა შემდეგ გენერალ ველიამინოვს ისღა დარჩენოდა, რომ უარი ეთქვა თავის წამოწყებაზე და როგორმე ხმელეთით შეეღწია ანაპაში, რათა შიმშილისა და ავადმყოფობისაგან არ დაღუპულიყო თავის ჯართან ერთად.

უნდა ითქვას, რომ იგი ყოველთვის მამაცურად იკვალავდა გზას, მას უნდა გაევლო ღრმა ხევები და საშიში გასასვლელები. მეამბოხე ჩერქეზი გვერილიასისათვის ყველა ბუჩქი და კლდე თავდაცვის ბუნებრივ საშუალებას წარმოადგენს, საიდანაც მას შეუძლია რუსს ზიანი მიაყენოს. ანაპიდან რამდენიმე მილის დაშორებით მას მოულოდნელად თავს დაესხა ჩერქეზი ტომების შაფსუღების, თემირგოელების, და ნატუხაელების გაერთიანებული ძალები. გაიმართა საშინელი ბრძოლა. შავი ზღვის კაზაკების ესკადრონი და ქვემეხები ანაპიდან დროზე რომ არ დახმარებოდნენ, მთელი ჯარი მოისპობოდა, ვინაიდან შიმშილისა და დაღლილობისაგან უბედურ ჯარისკაცებს ძალა გამოელიათ. ჯარისაგან, რომელიც რამდენიმე თვის წინ 15 ათას კაცს ითვლიდა, მხოლოდ ნახევარი გადაურჩა ჩერქეზების სასიკვდილო მახვილს და არანაკლებად გამანადგურებელ ციებას, რომელიც, როგორც წესი, ღამით საგუშაგოზე დგომის დროს ემართებოდათ ჯარისკაცებს.

ამ ხანმოკლე ლაშქრობამ რუსებს მაინც გარკვეული სარგებელი მისცა. მთის გადასასვლელების დასაცავად ველიამინოვმა ორი ფორტი ააგო: ერთი სუჯუკ-კალედან – ანაპისაკენ, მეორე – გელენჯიკში მიმავალ გზაზე. სინამდვილეში ველიამინოვმა მთის მცხოვრებლების დამონება ისევე ვერ შეძლო, როგორც მისმა წინამორბედმა. საბოლოოდ იგი გადაიქანცა ამდენი წარუმატებლობისაგან (მის თვალწინ მისი ჯარის საუკეთესო ნაწილები წლითი-წლობით სულ უფრო მეტად განიცდიდნენ მარცხს) და მალე უკან გაბრუნდა. რამდენიმე წლის შემდეგ ველიამინოვი გარდაიცვალა. პატივი ვცეთ მის ხსოვნას. იგი მამაცი ჯარისკაცი და პატივსაცემი პიროვნება იყო. ჩვენ მას კარგად ვიცნობდით და შეგვიძლია დავიმოწმოთ მისი დამსახურებანი. აგრეთვე ისიც, თუ როგორ უყვარდათ იგი ჯარისკაცებს, ან რა პატივს სცემდნენ მას მისი მრავალრიცხოვანი მეგობრები.

კ. კოხის შენიშვნა: 

ყველა ეს მონაცემი სწორი არ უნდა იყოს. რუსებს ეგონათ, რომ როცა თურქებმა თავიანთი მოჩვენებითი ბატონობა ჩერქეზებზე გამარჯვებულებს გადასცეს, მათაც ჰქონდათ უფლებები სუჯუკ-კალეზე, ამიტომ მათ 1834 წელს ნავსადგურის შიგნით მდებარე სავაჭრო ადგილი სემესი დაანგრიეს, საიდანაც უმთავრესად წარმოებდა ქალიშვილებით ვაჭრობა. ამავე დროს ნავსადგურის სამხრეთ ნაწილში, გამოსასვლელთან, აგებულ იქნა კაბარდინსკის ციხე. მაგრამ მიუხედავად ამისა, 1836 წელს, როდესაც კაპიტან ვიქსენის მეთაურობით ინგლისური გემი შევიდა ნავსადგურში, რათა ჩერქეზებით იარაღითა და საჭურვლით მოემარაგებინათ, რუსებმა ძალიან მოხერხებულად ჩამოართვეს მათ ყველაფერი. რუსების აზრით, უკეთესი იქნებოდა უარი ეთქვათ სუჯუკ-კალეზე და სემესის შესართავთან მის მაგივრად სხვა სიმაგრე აეგოთ, რათა ჩერქეზებისათვის უკეთესად ედევნებინათ თვალყური. ასე გაჩნდა ნოვოროსიისკი (ახალ-რუსული ციხესიმაგრე). ბევრს ეცადნენ კავშირი დაემყარებინათ ანაპასთან, მაგრამ ამას ბევრი ხალხი შეეწირა. საჭირო იყო ყველაზე უფრო საშიში ადგილების – ნიკოლაევისა და რაევსკის დაკავება, რისთვისაც სიმაგრეები წამოსწიეს წინ.

თავი II. გელენჯიკი, ფშადი და ბიჭვინთა 

2) ო. სპენსერის თხრობიდან: 

გელენჯიკის შემდეგ 15 მილი რომ გავიარეთ, ჩერქეზეთის მრავალრიცხოვან ყურეთა და ნავსადგურთაგან ერთ-ერთს – ფშადს მივაღწიეთ. ფშადი მნიშვნელოვანი ნავსადგურია. რუსეთის ყოველგვარი ცდა, დაეპყრო იგი, მარცხით დამთავრდა. ამას ისიც უწყობდა ხელს, რომ ზღვაში ღრმად შეჭრილი კლდის ზედაპირი დიდ საფრთხეს უქმნიდა გემებს. ნავსადგურში შესვლა ძალიან ძნელი იყო ჩერქეზი ლოცმანის გარეშე. გარდა ამისა, აქაური მრავალრიცხოვანი მცხოვრებლები კავკასიის ყველა ტომს შორის ცნობილი იყვნენ, როგორც ყველაზე მეომარი ბუნებისა და რუსეთის დაუძინებელი მტრები. როცა ჩერქეზები თვალს მოჰკრავდნენ ნაპირისაკენ მოახლოვებულ გემს, საბრძოლველად აღჭურვილი ნავებით, თითქოს ჯადოსნური ჯოხის დაქნევაზე, ნავსადგურის მთელი შესასვლელი და ირგვლივ მდებარე გორაკები თვალისდახამხამებაში ივსებოდა შეიარაღებული ხალხით, ზოგი კი ნაპირისაკენ მირბოდა. აღტაცების მომგვრელი სანახაობაა ამ მამაც ხალხს რომ უყურებ საფრთხის დროს სხვადასხვა იარაღით აღჭურვილთ: მშვილდ-ისრებით, შუბებით, თოფებით, ხმლებითა და ა. შ. ბრძოლას მოწყურებულთა საბრძოლო ყიჟინას მთები ბანს ეუბნებიან. როდესაც მას კავკასიელი მეომრები გამოსცემენ, მართლაც საზარელია. მათი კივილი ერთგარად წააგავს ტურის ყმუილს. იგი იმდენად შემაზრზენი და არაადამიანურია, რომ თუ ის პირველად ესმის ადამიანს, შეიძლება გონებაც კი დაკარგოს.

კ. კოხის შენიშვნა: 

არც ეს არის სწორი. ფშადი 1840-41 წლებში რუსებმა დაიპყრეს. ციხესიმაგრედ გადააქციეს და ნოვოტროიცკი უწოდეს. კარლ კოხის მიერ შედგენილ კავკასიის ყელისა და სომხეთის რუკაზე ეს ციხესიმაგრე ასეთივე სახელწოდებითაა აღნიშნული.

3) ო. სპენსერის თხრობიდან: 

ღამით ისეთ პატარა ნავსადგურებს ჩავუარეთ, როგორიცაა: მამაი, არდტლერი და სხვა. ისინი ყველანი აღნიშნულია ჩერქეზული სანაპიროს რუსულ რუკებზე. არცერთი მათგანი არაა მნიშვნელოვანი და არ გამოდგება დიდი გემების ნავსაყუდელად. დილით ვარდანის ნავსადგურში ჩავუშვით ღუზა. ხელმეორედ გვინდა აღვნიშნოთ აქაური მოსახლეობის სიფრთხილე და სიფხიზლე. ყველა გორაკზე, რომელსაც გვერდით ჩავუარეთ, დიდი კოცონი ენთო, რომლის მეშვეობითაც მცხოვრებლები ერთმანეთს ატყობინებდნენ მოახლოებულ საფრთხეს.

ვარდანი, როგორც ნავსადგური, მცირე მნიშვნელობისაა და სანაოსნოდ მხოლოდ ზაფხულის თვეებში გამოდგება. აქედან მთების სიმაღლე თანდათან უფრო მატულობს და თითქმის იალბუზის ალპურ ზონას აღწევს. სწორედ ამიტომაა შავი ზღვის ეს ნაწილი მეტად საშიში ზღვაოსნობისათვის, როდესაც ქარი იმ მიმართულებით ქრის.

ისეთი ძლიერი სახელმწიფოსათვის, როგორიცაა რუსეთი (რომელსაც კავკასიაზე გაბატონება სურს), ვარდანის ნავსადგური გარკვეული მნიშვნელობის მქონეა; განსაკუთრებით იმის გამო, რომ იგი მდებარეობს კავკასიის ერთ უმნიშვნელოვანეს ვიწრო შესასვლელში, გაგრის ცნობილ ხეობაში. ეს ადგილი რუსებსა და მთიელ გვერილიასებს შორის გააფთრებული ბრძოლის ასპარეზს წარმოადგენდა. ცოტა მოშორებით მდებარეობს გაგრი, თავისი ვიწრო გასასვლელებითა და ხეობებით, რომელთაც კავკასიის სიღრმეში შევყავართ. მას შემდეგ, რაც რუსებმა ეს პუნქტი დაიკავეს, ძველი მონასტრისა და ეკლესიის ნანგრევების იქით აღარ წაუწევიათ. ეს მონასტერი საცხოვრებლად გამოიყენეს და სიმაგრედ გადააქციეს. არცერთი რუსული სადგომი ჩერქეზეთის სანაპიროზე არ ყოფილა ისეთი საშიში რუსეთის ჯარისათვის, როგორც გაგრი, თავისი მავნე ჰავის გამო. ადგილობრივი მცხოვრებლების მტრული განწყობილებაც კი უფრო ნაკლებ საშიშროებას წარმოადგენდა მასთან შედარებით. აქ ისეთი დიდი სიკვდილიანობა იყო, რომ პოლკის ოფიცრების ცნობების მიხედვით, გარნიზონს ყოველ ექვს თვეში შეცვლა ან ახალი შევსება სჭირდებოდა.

კ. კოხის შენიშვნა: 

ავტორი ცდება, როდესაც ვარდანს გაგრაში ურევს. პირველი – ზემონახსენები მამაის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს რამდენიმე საათის დაშორებით, ხოლო გაგრა – აფხაზეთის სამთავროში მდებარე რუსების უკიდურესი სიმაგრეა. დიდი ხანია, რაც აფხაზეთის მთავარმა სცნო რუსეთის უმაღლესი მმართველობა, რომელსაც მხოლოდ შავი ზღვის სანაპიროზე აქვს გარკვეული გავლენა.

1838 წლიდან რუსეთის მიერ ნოვოტროიცკიდან გაგრამდე აგებულ იქნა კიდევ შვიდი ციხესიმაგრე ჩერქეზებისათვის ყოველგვარი მიმოსვლის საშუალების მოსპობის მიზნით. მას შემდეგ, რაც მოკავშირეები თავისი ფლოტითურთ გაბატონდნენ შავ ზღვაზე, ჩერქეზეთის სანაპიროზე ყველა სიმაგრე დათმეს.

4) ო. სპენსერის თხრობიდან: 

ბამბორაში ჩასვლისთანავე ჩვენმა ინგლისელმა ინჟინერმა აღმოაჩინა, რომ გემის ძრავა დაზიანებულია. ამის გამო ჩვენ გადავწყვიტეთ ჩერქეზეთის შუაგულში გამგზავრება.

ამ სამთავროს მთავარმა, თავადმა შერვაშიძემ უკვე დიდი ხანია მიიღო რუსეთის მთავრობის ქვეშევრდომობა და ჩვენც ადგილობრივი მოსახლეობის მტრული განწყობილების იმდენად აღარ გვეშინოდა.

ეკლესიისა და მონასტრის ნანგრევების დათვალიერების შემდეგ (რაც იმის უცილობელი საბუთია, რომ აქაური მოსახლეობა მუდამ ქრისტიანულ რელიგიას აღიარებდა) ჩვენ ლამაზი მდინარის ფანდრას (ხიფსთა) კლაკნილს მივყევით და ციხესიმაგრეს მივადექით, რომელიც აქედან სამი მილითაა დაშორებული. ბიჭვინთის მსგავსად, აქაც მდიდარი მცენარეულია. მზერას ატკბობს გორაკები და მაღალი მთის მწვერვალები, რომლებიც დაფარულია უამრავი მუხის ხეებით. აქ იმდენი მუხის ხეებია, რომ იგი თავისუფლად მოამარაგებდა დიდი ხნით მთელ ევროპას გემების სამშენებლო მასალით და სხვაგან მისი ძებნა საჭირო აღარ იქნებოდა. სამეგრელო, იმერეთი, გურია და მცირე აზიის თურქული პროვინციები ისევე მდიდარია ამ მასალით, როგორც ჩერქეზეთი...

კ. კოხის შენიშვნა: 

ჩვენში სახელწოდება «ჩერქეზეთში» გულისხმობენ მთელ ამ უზარმაზარ მთაგრეხილს, ან მის ნაწილს, თუმცა სინამდვილეში ჩერქეზებით ამ მთაგორიანი ქვეყნის მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთი ნაწილია დასახლებული. ბამბორი შედის აფხაზეთის სამთავროში, რომელიც ვიღაც თავადის ოჯახმა დაიპყრო. აფხაზები მომდინარეობენ იმ ხალხიდან, რომელსაც ბიზანტიელები იცნობენ «აბასების» («აბაზგები» – ლ. მ.) სახელწოდებით. ისინი თითქმის ყველანი ქრისტიანები არიან, მაგრამ რელიგიური კულტი დაქვეითებულია.

5) ო. სპენსერის თხრობიდან: 

ციხესიმაგრის დათვალიერების შემდეგ, რომელიც, როგორც ყოველთვის, სავსე იყო ავადმყოფებითა და მომაკვდავებით (იგულისხმება მავნე ჰავისგან დაავადებული რუსი ჯარისკაცები და ოფიცრები – ი. ხ.), ჩვენ პატარა ქალაქ ბამბორას ანუ ლეჰნას (როგორც მას იქაური მკვიდრნი ეძახიან) დათვალიერებას შევუდექით. ეს ქალაქი არაფრით არ განსხვავდება სხვა თურქული ქალაქებისაგან. მისი მოსახლეობის დიდ ნაწილს შეადგენენ თათრები, ყირიმის ებრაელები, სომხები და თურქები. ჩერქეზები ძალიან ცოტანი არიან. ჩერქეზებს – მებრძოლი სულის კავკასიელებს, არ შეუძლიათ მშვიდობიანი ვაჭრობა და საქმიანობა და ამჯობინებენ მას ნადირობასა და შფოთიან ცხოვრებას. ქალაქში იარაღის დუქნებია. ჩვენმა თანამგზავრებმა იყოდეს ძვირფასი ხმლები და ხანჯლები; ისინი მეტად ნატიფად იყო ნაკეთები და ეტყობოდა ძველებური უნდა ყოფილიყო. იარაღს პირზე მეტწილად ვენზელები ანდა ოქროს ასოები აქვს ამოკვეთილი. თავადმა ვორონცოვმა იყიდა ძვირფასი ხმალი, რომელზედაც შემდეგი წარწერა იყო: “Par mi Dey y Par my Rey”. ეჭვს გარეშეა, რომ ეს ხმალი ოდესღაც ვიღაც ჯვაროსნის საკუთრება იყო. ერთი სომეხი ვაჭარი (რომელსაც ხშირად უხდებოდა კავკასიაში ყოფნა თავისი საქმიანობის გამო) გვარწმუნებდა, რომ იალბუზის ძირას დღესაც ბინადრობს ხერვისურებად წოდებული ტომი, რომელიც დღემდე ქრისტიანულ რელიგიას აღიარებს. როცა ამ ტომის მამაკაცი ომში მიდის, ხმარობს ჩერქეზი რაინდისგან განსხვავებულ იარაღს. ამას გარდა მათ გამოსახული აქვთ ერთი ჯვარი ფარზე და მეორე, წითელი ნაჭრისა, გულმკერდზე. 

ევროპელთათვის ძალიან სასიამოვნო იქნებოდა, რომ დასავლეთის მეცნიერებსა და მოგზაურებს ეს საინტერესო მხარე შეესწავლათ და გამოეკვლიათ. ვინ იცის, შეიძლება კავკასიის ამ ველურ მიდამოებში უცებ ჩვენი მონათესავე ტომის მთელი დასახლება აღმოჩნდეს. ეს მოსაზრება ჩვენ მხოლოდ ვაჭრის გამონათქვამის მიხედვით დაგვებადა. საკმაოდ საეჭვოა, თუმცა შესაძლოა არ იყოს სიმართლეს მოკლებული.

კ. კოხის შენიშვნა: 

ხერვისურების ტომი არც იალბუზთან არის და არც საერთოდ კავკასიაში მოიპოვება. ავტორი ალბათ ხევსურებს გულისხმობს. ეს უაღრესად მამაცი ხალხი უეჭველად ქართული წარმოშობისაა და სამხედრო გზის აღმოსავლეთით, კავკასიონის მაღალმთიან ველურ ხეობებში ცხოვრობს. რაც შეეხება ქრისტიანობას, უეჭველია, რომ ის კავკასიის დასავლეთით გასული საუკუნის მეორე ნახევრამდე ყველგან იყო გავრცელებული. ჩერქეზეთი შუა საუკუნეების დასასრულისათვის წარმოადგენდა ბიზანტიის ეპარქიას. როდესაც რუსეთი ჩერქეზეთზე გაბატონდა, ხოლო შეიხ-მანსურმა სამოცდაათიან წლებში დასავლეთში თავისი წინამძღოლები დაამკვიდრა და დაარწმუნა ისინი მათი დაუძინებელი მტრების რელიგიაზე უარი ეთქვათ და ისლამი მიეღოთ, სწორედ მაშინ მოიდგა ფეხი ამ რელიგიამ. თვითონ ხალხი ქრისტიანულ რელიგიას აღიარებს. ამას მთელი რიგი ადათ-წესები ადასტურებენ. ეს ადათ-წესები უმთავრესად კავკასიის შუაგულში მობინადრე ოსების ანუ ოსეთების (რომლებიც ინდო-გერმანული წარმოშობისა არიან) და ზემოხსენებული ხევსურებისთვისაა დამახასიათებელი.

თავი III. ბამბორი და სოხუმ-კალე 

6) ო. სპენსერის თხრობიდან: 

როდესაც დავინახეთ ბუნების შვილების კოპწიაობით ასეთი გატაცება, ძალაუნებურად გავიფიქრეთ, თუ როგორ მოგებას მოუტანდა ინგლისელ ვაჭარს ჩერქეზეთის სანაპიროზე დიდი რაოდენობით აქ ჩამოტანილი ღია ფერის აბრეშუმის, შალისა და ბამბეულის ქსოვილი. ინგლისელები ჩვეულებრივ რუსეთსა და ავსტრო-უნგრეთში დამზადებულ მდარე საქონელს უფრო ანიჭებენ უპირატესობას (რომელიც დიდი რაოდენით იგზავნება კავკასიაში), ვიდრე თავის ნახელავს.

კ. კოხის შენიშვნა: 

ამ სიტყვებში კარგად ჩანს ინგლისელი ვაჭრის ფსიქოლოგია, მისი ეგოიზმი. ის უცხოურ ქვეყნებს მხოლოდ იმიტომ შეისწავლის, თავისი საქონელი რომ გაასაღოს; ავსტრიული ნაწარმი ნამდვილად არ არის უვარგისი, როგორც ავტორს მიაჩნია. ეს რომ ასეა, იქიდანაც ჩანს, რომ ინგლისელების გარკვეული ნაწილი ძალიან ცდილობს (მიუხედავად იმისა, რომ აკრძალულია) სწორედ გერმანული საქონელი (ვენური და ბერლინისა) გაასაღოს ინგლისურ ბაზარზე.

თავი IV. სამეგრელო და სვანეთი 

7) ო. სპენსერის თხრობიდან: 

ამჟამად რედუტ-კალეში დიდი ბაზრობა იყო (ბაზრობა ყოველწლიურად ეწყობა ამ დროს) და ჩვენ საშუალება მოგვეცა ქალაქი მთელი თავისი ნაირსახეობით გვენახა. აქ თავი მოეყარა სხვადასხვა ეროვნების ხალხს, მეზობელი მთიანი მხარეების მცხოვრებლებს; გარდა მეგრელებისა და იმერლებისა, შეგვხვდნენ ქართველები (ქართლელები), სპარსელები, ჩერქეზები, აბაზები, ლაზები, ლეკები და სომხები. მათ შორის იყვნენ აგრეთვე ებრაელები, თურქები, თათრები და თურქმენები (?). მართლაც საინტერესო თავყრილობა იყო, მით უმეტეს, რომ თითოეული მათგანი თავის ნაციონალურ ტანსაცმელში იყო გამოწყობილი და თავისი გამომეტყველებითა და მოქმედებით ამჟღავნებდა თავისი ეროვნებისათვის დამახასიათებელ თავისებურებებს. 

სანამ ჩვენ ამ ჭრელ ბრბოში დავდიოდით, თავადი ვორონცოვი მაცნობდა თითოეულ ეროვნებას ცალ-ცალკე.

შორიახლოს ამაყად იდგა ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი ქართველი მამაკაცი. მას წელში გამოყვანილი ვიწრო ქულაჯა ეცვა, ჩაჭრილი სახელოებითა და ვერცხლით გაწყობილი მასრებით. შარვალი საკმაოდ ფართო ჰქონდა და მუხლებამდე სწვდებოდა. თავზე მაღალი და წაწვეტებული ასტრახანული კრაველის ქუდი ეხურა; სახის ნაკვთებით იგი სპარსელს ან სომეხს უფრო მოგაგონებდათ. ერთადერთი იარაღი, რომელსაც ატარებდა, დიდი შავვადიანი, რომაული ორლესული ხმლის მსგავსი ხანჯალი იყო, რომელიც მდიდრულად მოსევადებულ სარტყელზე ეკიდა. მეგრელები და იმერლები ქცევითა და თავისი ჩაცმულობით ჩერქეზებს ჰგვანან, თუმცა გარეგნობით უფრო ნაკლებ მიმზიდველნი არიან, ვიდრე ჩერქეზები. მათ არა აქვთ ჩერქეზებივით ცეცხლოვანი (მე ვიტყოდი ნაკვერჩხალივით) თვალები და გამომწვევი ქცევა, რომლითაც ჩერქეზები გამოირჩევიან. სოფლელები შეიარაღებულნი იყვნენ ხანჯლებით, დამბაჩებითა და მხრებზე გარდიგარდმო გადებული თოფებით. მათ ჩერქეზებივით მხრებზე შემოხურული აქვთ შავი ქეჩის მოსასხამები (ე. წ. «ბურკა» – ნაბადი). გაცილებით უფრო საინტერესო ხალხია მაღალი ალპების მობინადრეები, სახელდობრ, სვანები ანუ სვანეთელები. მათ ქვეყანას იმდენად მაღალი მდებარეობა აქვს, რომ ზამთარი 8-9 თვეს გრძელდება. ისინი (სვანები) გოლიათური აღნაგობისა არიან და თავით-ფეხებამდე (კბილებამდე) შეიარაღებულნი, ამაყი და ველური შესახედაობის ხალხია; გეგონებათ, რომ არასოდეს არ ჰქონიათ ურთიერთობა ცივილიზებულ ხალხებთან. ჩერქეზებისაგან განსხვავებით, სვანებს გრძელი ცხვრის ტყაპუჭი აცვიათ. ტყაპუჭზე ზემოდან წითელი ტყავის პატრონტაშები უკეთიათ, კავკასიის მთიელებისთვის დამახასიათებელი. ქუდები თავისი ფორმით ჩერქეზების ქუდებს ჰგავს (და საერთოდ, ზემოთ აღწერილი ქუდებისთანაა). განსხვავება იმაშია, რომ მათ ქუდებს კიდეებზე ბეწვი აქვს შემოვლებული. სვანურ ქუდს გრძელი, თეთრი თხის ბეწვები ცალკეულ კულულებად აქვს დაწნული. ფეხსაცმელების მაგივრად ისინი შიშველ ფეხზე ხამლებს ატარებენ. ხამლები მოუთრიმლავი ტყავისაგან არის გაკეთებული და ზემოთკენ თასმებით შეკრული. კ. კოხის შენიშვნა: ქალამანი.

ბაზრობაზე ჩვენ ზოგიერთი სხვა ტომის წარმომადგენლებიც შევამჩნიეთ. ისინი კავკასიის შორეული მხარეებიდან იყვნენ ჩამოსულნი. თითოეულ მათგანს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ. ისინი კარგ ურთიერთობაში იმყოფებიან რუსეთის ხელისუფლებასთან და უფლება აქვთ მარილის, თამბაქოსა და თოფის წამლის ყიდვისა (ამ უკანასკნელის მხოლოდ მცირე რაოდენობით ყიდვის უფლება ეძლევათ). იმის საფუძველზე, რომ მეგრელებსა და იმერლებს უფლება ეძლევათ იარაღის ტარებისა, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ პროვინციებში რუსეთის ძალაუფლება ჯერ კიდევ მყარად არაა ფეხმოკიდებული, რადგან ასეთი უფლება არა აქვთ არც ქართველებს და არც სომხებს, რომლებიც რუსეთის ქვეშევრდომები არიან. ასეთ ვითარებაში რუსეთის საოკუპაციო ჯარებს შეუძლიათ თავი ბედნიერად ჩათვალონ, ვინაიდან მათ სხვა რუსულ სიმაგრეებში მყოფ ჯარისკაცებთან შედარებით ის უპირატესობა აქვთ, რომ რედუტ-კალეში მხოლოდ ერთადერთი მტრის – ჭაობის ანაორთქლის უნდა ეშინოდეთ.

კ. კოხის შენიშვნა: 

საფიქრებელია თუ მეგრელებს აქვთ იარაღის ტარების უფლება, ისინი ამით თავის ქვეშევრდომობას უფრო ადასტურებენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ავტორის ცნობა იმის შესახებ, რომ ქართველებს და სომხებს არა აქვთ იარაღის ტარების უფლება, ყალბია, ვინაიდან თბილისშიც ვერ ნახავთ ადგილობრივ მაცხოვრებელს უიარაღოდ მაშინაც კი, როდესაც იგი ბაზარში მიდის.

8) ო. სპენსერის თხრობიდან: 

სამეგრელოს, იმერეთისა და გურიის პროვინციებში რუსეთის ავტორიტეტი ძალზე საეჭვოა. რუსეთმა კარგად იცის, რომ სანამ დაღესტნისა და ჩერქეზეთის მოსახლეობას ებრძვის, ოდნავი იერიშის მიტანაც კი არ შეიძლება ხალხის თავისუფლებაზე, ვინაიდან იმწამსვე იფეთქებს აჯანყება. ამას კი მოჰყვება საქართველოს (ე. ი. რუსეთის ამ პროვინციის) დაკარგვა, რომელიც თავისი ადგილმდებარეობით დანარჩენი ამიერკავკასიის სამფლობელოებისაკენ ერთგვარ გასაღებს წარმოადგენს. ამის გამო რუსეთს დღემდე ვერ გაუბედავს თავისი თვითმპყრობელური მანქანის ამუშავება და სახაზინო და საპასპორტო სისტემის დანერგვა. მათ ჯერჯერობით ვერ შეძლეს ამ ქვეყნისათვის მოხელეთა არმიის მისევა, რომ ძალმომრეობით გაეტარებინათ აქ თავისი დადგენილებები და კანონები. რუსეთი ხომ ჩვეულებრივ ასე იქცევა თავისი ბატონობის ქვეშ მყოფი ხალხების მიმართ.

ეჭვს გარეშეა, რომ მმართველობის სულ სხვა სისტემას შემოიღებენ, როგორც კი ერთხელ ბედი გაუღიმებთ და შეძლებენ ჩერქეზებისა და დაღესტნელების დაუოკებელი და დაუმორჩილებელი სულის დამონებას. ისევე როგორც ძველ რუსეთში და დიდი ხნის წინ დაპყრობილ პროვინციებში, დესპოტიზმის სისტემამ შეცვალა შედარებით ლმობიერი ხელისუფლება, რომლითაც დღესაც ხარობენ ეს ხალხები საკუთარი მთავრებისა და მეთაურების ხელქვეით მყოფნი. ყველა ეს უპირატესობა, რომელიც კავკასიელმა ხალხებმა დღემდე ძალით შეინარჩუნეს, სულ მალე შეიძლება მოისპოს. ისევე როგორც რუსეთის გამგებლობის ქვეშ მყოფ ყველა დაუძლურებულ და დაბეჩავებულ ხალხებთან, ჩვენ აქაც წავაწყდებოდით მხოლოდ მანქანებს, რომლებსაც მართავს ერთადერთი, მაგრამ საკმაოდ გაწვრთნილი წინამძღოლის ხელი.

კ. კოხის შენიშვნა: 

მართალია, რუსეთის მმართველობის თაყვანისმცემელი არ გახლავართ, მაგრამ ამ შემთხვევაში სწორედ პირიქითაა. ამიერკავკასიის იმ ადგილებში (კერძოდ, სამეგრელოში და აფხაზეთში), სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია პირვანდელი მთავრები, ხალხი გაცილებით უფრო ცუდ მდგომარეობაში იმყოფება, ვიდრე იქ, სადაც ისინი უშუალოდ რუსეთის ქვეშევრდომები არიან. ბუნებრივია, რუსები ყოველგვარ ღონეს ხმარობენ, რომ თავისუფლებას მიჩვეული კავკასიელები მეგობრულად განაწყონ თავის მიმართ, ადგილობრივი თავადები, კი, რომლებსაც აღარ ძალუძთ თავდასხმები, საკუთარი ქვეშევრდომებისაგან ინაზღაურებენ დანაკლისს. გასაოცარ მაგალითს იძლევიან მეგრელები (რომელთაც ჯერ კიდევ ჰყავთ მთავარი) და იმერლები (ანუ იმერეთი), რომლებმაც დიდი ხანია განდევნეს მთავარი, რადგან ვითარების შესაბამისად ხან რუსებს უკავშირდებოდნენ, ხან კი თურქებს.

9) ო. სპენსერის თხრობიდან: 

ამ პროვინციებს რუსეთისათვის მხოლოდ პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს მათთვის შემოსავლის წყაროს, პირიქით, ისინი წარმოადგენენ არხს, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო სახსრები იკარგება. ამ ზარალის მიზეზია არა იმდენად სახსრები, რომლებიც აუცილებელია გარნიზონების შესანახად, არამედ ის მნიშვნელოვანი თანხები, რომელიც პენსიის სახით ყოველწლიურად ურიგდება თავადებსა და უხუცესებს მათ ერთგულების მოსაპოვებლად. ამ პენსიების საშუალებით რუსეთი ცდილობდა მთავრებისა და თემის უხუცესთა ერთგულების მოპოვებას, მაგრამ რასაც რუსეთი პენსიას უწოდებს, ის ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის ხარკს წარმოადგენს. რუსების ეს ფარსი იქამდე მივიდა, რომ სამეგრელოს მთავარი ყოველწლიურად 200 მანეთზე მეტს იღებს, რათა რუსებმა რედუტ-კალეში იყოლიონ სავაჭრო ამხანაგობა. და მაინც განსვენებული იმპერატორის ალექსანდრეს მმართველობის დროს სამეგრელო საქართველოსთან ერთად რუსეთის პროვინციად გამოაცხადეს. აქედანაც კარგად ჩანს, რა საშუალებებით იქნა მოტყუებული ეს ნახევრად ცივილიზებული ხალხი და როგორ შეუშალეს მათ ხელი, რათა თავის მეზობლებთან, მთის დამოუკიდებელ ტომებთან ერთად, საერთო საქმე ეკეთებინათ.

კ. კოხის შენიშვნა:

არც ეს არის სწორი. დადიანმა (ანუ სამეგრელოს მმართველმა მთავარმა) ფინანსური სიძნელეების გამო (რასაც იგი მუდმივ განიცდის) მიჰყიდა რუსეთის ხელისუფლებას სანაპიროზე ბაჟის აღების უფლება, რისთვისაც ყოველწლიურად 2000 მანეთი უნდა გადაეხადათ. სამაგიეროდ, ამჟამად აქედან რუსეთი 40000 მანეთის შემოსავალს იღებს ყოველწლიურად.

თავი V. კავკასია და შამილი 

10) ო. სპენსერის თხრობიდან: 

ჩერქეზები ენის თვალსაზრისითაც განსხვავდებიან კავკასიის სხვა ტომებისაგან; ისინი თავის თავს ადიღეს უწოდებენ, რაც ორ ზღვას შუა მობინადრე ხალხს უნდა ნიშნავდეს. აქედან უნდა ვიგულისხმოთ, რომ ისინი უძველესი დროიდან ყოველთვის კავკასიის მკვიდრნი არიან. გერმანელი მეცნიერების ყველა ცდა დაემტკიცებინათ, რომ ჩერქეზები ალანებიდან, არაბებიდან ან მიდიელებიდან არიან წარმოშობილი, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და მაშინვე დაირღვევა, როგორც კი ჩერქეზული ენის შესწავლას მოჰკიდებენ ხელს. ენათმეცნიერები ერთხმად ამტკიცებენ, რომ ამ ენას არავითარი ნათესაობა არა აქვს არც ერთ ჩვენთვის ცნობილ ენასთან.

კ. კოხის შენიშვნა: 

ავტორი ცდება, ვინაიდან, რამდენადაც ვიცი, ჯერ არცერთ გერმანელ მეცნიერს არ გამოუთქვამს თავისი აზრი გარკვეულად ჩერქეზთა წარმოშობის შესახებ; ენას ზოგიერთ ფინურ ენის ძირთან უნდა ჰქონდეს მსგავსება. 

11) ო. სპენსერის თხრობიდან: 

საკვირველია, რომ არავითარი ცნობები არ არსებობს ამ ხალხის ისტორიისა და წარმოშობის შესახებ, რომლებსაც, როგორც ამტკიცებენ, ეპყრათ ტერიტორია კავკასიამდე ყირიმის ჩათვლით. გარდა ბარდების სიმღერებისა და პოეტების თქმულებებისა, ყოველი ერი, რაგინდ ბარბაროსი არ უნდა იყოს იგი, მაინც ინახავს გარკვეულ ისტორიულ მოგონებებსა და ცნობებს საკუთარი მხარის სხვა ტომებთან კავშირის შესახებ.

კავკასიის სხვა ხალხებისაგან ჩერქეზები განსხვავდებიან თავიანთი ვაჟკაცური შესახედაობით, დიდი ფიზიკური ძალითა და აგებულებით. გასაკვირია, მაგრამ როდესაც ესენი სხვა ხალხებს შეერეოდნენ ხოლმე (იქნებოდა ეს თათრები, თურქები თუ კაზაკები), კავკასიურ სისხლს დიდი გავლენა ჰქონდა უკანასკნელებზე და მათი სახის ნაკვთები და ტანადობა უფრო კეთილშობილი ხდებოდა.

თურქები, ბერძნები, იტალიელები და ფრანგები ჩერქეზებს ჩირკასირებს ეძახიან, რაც დაახლოებით «გზის მომჭრელს» უნდა ნიშნავდეს. ჩემი ვარაუდით, ეს ზედმეტი სახელი წარმოიშვა იმის გამო, რომ ჩერქეზები არც ერთ უცხოელ ჯარისკაცს არ აძლევდნენ მათ ქვეყანაზე გავლის უფლებას. სპარსელები მათ კავკასიის სხვა ტომებისაგან გამოარჩევენ სახელწოდებით «კასაკები». ამიტომ არც ისე ძნელი დასაჯერებელია, რომ საშუალო საუკუნეების კაზაკების მოდგმა თავდაპირველად კავკასიაში არსებობდა.

კ. კოხის შენიშვნა: 

ავტორი აქ ლაპარაკობს იმ სახელწოდების შესახებ, რომელიც უკვე უარყოფილ იქნა კლაპროტის დასკვნებით. ჩერქეზები და ჩირკასიები ერთი და იგივე ჩამომავლობისა არიან. სტრაბონი კერკეტებს უწოდებს. ეს სახელწოდება გვხვდება გვიანაც, ანდა განდევნილია «ზიხების» მიერ. ამ ქვეყანასა და მის ხალხზე შეიძლება წაიკითხოთ კოხის «მოგზაურობის» პირველ ტომში – რუსეთის გავლით კავკასიაში.

თავი VI. შამილ-ბეი 

12) ო. სპენსერის თხრობიდან: 

რუკას თუ დავხედავთ, დავინახავთ, რომ ამჟამად დაღესტანი ანუ კავკასიის აღმოსავლეთი შამილის საგმირო საქმეების ასპარეზად იქცა. კავკასიის აღმოსავლეთი ნაწილი წარმოადგენს მთაგორიან სამკუთხედს, რომლის ყველაზე დიდი გვერდია კასპიის ზღვის სანაპირო ცნობილი დაღესტნის სახელწოდებით. ხსენებული ავარია შუაში მდებარეობს; ჩრდილოეთით მას ჩეჩნების ქვეყანა ესაზღვრება. როდესაც დაღესტანს კასპიის ზღვიდან უყურებ, მთელი ქვეყანა, თავისი უთვალავი კლდეებით (სადაც ხეები და სიმწვანე ნაკლებად გვხვდება) მოგზაურზე უდაბნოს შთაბეჭდილებას ტოვებს. მაგრამ როგორც კი კლდეების რიგს გასცდებით, მყისვე გაოცებთ კონტრასტი, რომელიც ნამდვილ არკადიას მოგაგონებთ. სამაგიეროდ ქვეყნის შიდა ნაწილი ხეობებისა და ქვაბებისაგან შედგება. ისინი ძალზე ნაყოფიერია, ყოველივე მოჭარბებით მოიპოვება და კარგი ჰავა აქვთ. უფრო ღრმად ჩანს ზეგანი, სადაც მოშენებულია დიდი რაოდენობის საქონელი და ჯიშიანი ცხენები.

ეს გახლავთ ის ქვეყანა, რომელსაც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ერთპიროვნულად მართავს შამილი, როგორც შეუზღუდველი ხელისუფალი. შამილი მის წინააღმდეგ გაგზავნილ ყველა რუსის გენერალს შეებრძოლა, დაწყებული პასკევიჩიდან – ვორონცოვამდე. შამილმა რომ მოღვაწეობა დაიწყო, დაღესტნის დიდი ნაწილი რუსეთის პროვინციას წარმოადგენდა. ამჟამად იგი არა მარტო მთელი ამ ქვეყნის მფლობელია, ავარეთის ჩათვლით, არამედ ჩეჩნების ქვეყნისაც და მთელი მთის მხარისა, თვით იმერეთამდე, სამეგრელომდე და საქართველომდე. შესაძლოა ეს ხალხი საქვეყნოდ არა სცნობს შამილის ბატონობას, მაგრამ გულში მაინც მას ემხრობიან. შამილი დაკავშირებულია ჩერქეზ ბელადებთან როგორც კავკასიის შიგნით, ასევე შავი ზღვის სანაპიროზე; იგი არაერთხელ იყო ჩერქეზეთში, რათა მისი ბელადები თავის მხარეზე გადმოებირებინა. ერთიანი მოქმედების საჭიროება ჯერ კიდევ შეიხ მანსურმა და ყაზი-მოლამ შეიგნეს.

კ. კოხის შენიშვნა: 

ეს არ არის სწორი. შამილი მხოლოდ დაღესტნისა და ლეკეთის შუა ნაწილის და სამხრეთ ჩეჩნეთის შეუზღუდავი მფლობელი იყო. სამხრეთით მისი სამფლობელო ქართულ პროვინციას – კახეთს ესაზღვრება. სწორედ მათ დაესხა შამილი თავს, რომლის შესახებაც გვამცნობდნენ ამ წლის გაზეთები. იმერეთი ძალზე მოშორებით მდებარეობს, ხოლო სამეგრელომდე ას მილზე მეტია. ამ ქვეყნის ხალხებთან გაერთიანება ძალიან ძნელი იყო შამილისათვის, რომ არა ვთქვათ შეუძლებელი. (ამონარიდების დასასრული)

* * *

ამ მსჯელობის დაკვირვებით წაკითხვის შემდეგ რჩება შთაბეჭდილება, რომ როგორც უკანასკნელ ათწლეულებში, ისე დღესაც, ქართულ საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება ისტორიული რუსული სახელმწიფოსა და რუსულ-ქართული ურთიერთობების მიმართ უფრო ახლოა ო. სპენსერის შეფასებებთან, ვიდრე კ. კოხისა, ანუ უფრო ახლოა დასავლეთის სპეცსამსახურების იდეოლოგიასთან, ვიდრე დასავლეთის სამეცნიერო წრეებისა. შესაბამისად, საქართველო და ქართველი ხალხი მთელი ამ დროის მანძილზე მოქმედებდა და მოქმედებს დასავლეთის სადაზვერვო სამსახურების ინტერესებში, ხშირად ისტორიული სინამდვილის დამახინჯებით, ისტორიული რუსული სახელმწიფოსა და მისი პოლიტიკისადმი ცილისმწამებლობით, რის გამოც არაერთხელ გვიგემნია მძიმე დარტყმები დღევანდელი რუსეთისგან. და ყველაფერ ამას თავისი ისტორია გააჩნია, რომელიც, ჩვენი აზრით, ჯერ თავიდან 1919 წელს, ხოლო შემდეგ კი 1970-იან წლებში იღებს სათავეს.

საქმე იმაშია, რომ 1919 წელს თბილისში გამოქვეყნდა ივ. ჯავახიშვილის წიგნი «დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში», რომელიც სიყალბეებითა და ფალსიფიკაციითაა სავსე. ამის შესახებ ჯერ კიდევ 2010 წლის ოქტომბერში გამოვაქვეყნეთ ვრცელი ნაშრომი სათაურით «ქართული ისტორიოგრაფია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ». მასში ძირითადად ქართველი საბჭოთა ისტორიკოსების, იასე ცინცაძის, გიორგი პაიჭაძისა და ვალერიან მაჭარაძის, აგრეთვე XIX საუკუნის ქართველი ისტორიკოსის, პლატონ იოსელიანის თხზულებებზე დაყრდნობით, ვაჩვენებდით მკითხველს იმ სიყალბეებს, რომლებსაც მიმართავდა თავის დროზე ივ. ჯავახიშვილი აღნიშნული თემის განხილვისას. ზემოხსენებული ქართველი ისტორიკოსების წიგნები გამოქვეყნდა 1960-იან წლებში, და ისინი იმითაც არის გაცილებით უფრო სანდო, რომ მათი ავტორები უხვად იშველიებენ ამონარიდებს შესაბამისი ისტორიული დოკუმენტებიდან, რაც მათ მსჯელობას კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობას აძლევს. მოკლედ ქვემოთაც შევეხებით მათ მონათხრობს.

ჯერ ერთი, ივ. ჯავახიშვილი რუსეთის იმპერატორს პეტრე I-ს საყვედურობს ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის ირანის წინააღმდეგ წაქეზებას და შემდეგ კი 1723 წელს უსულგულოდ მიტოვებას, რასაც შედეგად აღმოსავლეთ საქართველოსთვის დიდი უბედურებები მოჰყვა. მაგრამ გ. პაიჭაძე თავის წიგნში «რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიისათვის (XVIII ს. I მეოთხედი)» ამას ხსნის თურქეთის მხარეზე ინგლისის, ვენეციისა და საღვთო რომის იმპერიის მთავრობების გამოსვლით, რომლებსაც შემდეგ საფრანგეთმაც დაუჭირა მხარი, და მოჰყავს კონსტანტინოპოლში რუსეთის წარგზავნილის ნეპლიუევის წერილები პეტრე I-დმი, რომლებშიც ამ სახელმწიფოთა ელჩების შესაბამისი საქმიანობაა აღწერილი. სწორედ მათი წაქეზებითა და თავიანთი მთავრობების მხარდაჭერის დაპირებით გულმოცემულმა თურქებმა მოაწყვეს ის მასშტაბური ლაშქრობა ირანის ამიერკავკასიაში, რაც «ქართლის ჭირის» სახელითაა ცნობილი (დავით გურამიშვილი). მეორე, ივ. ჯავახიშვილი ასევე საყვედურობს რუსეთის მთავრობას უყურადღებობას თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის არაერთი თხოვნის მიმართ მფარველობაში მიღების შესახებ 1750-იან და 1760-იან წლებში. თუმცა კი ი. ცინცაძე წიგნში «1783 წლის მფარველობითი ტრაქტატი» რუსეთის თავშეკავებას ამ საკითხში ხსნის რუსეთის მთავრობის შიშით თურქეთის იმპერიის წინაშე, რომელსაც მაშინ, ირანისგან განსხვავებით, საკმარისი ძალები გააჩნდა თავისი ინტერესების დასაცავად და გასატარებლად. ამ მსჯელობას ქართველი პროფესორი ასევე განამტკიცებს ამონარიდებით შესაბამისი ისტორიული დოკუმენტებიდან. მესამე, 1768-1774 წლების რუსეთ-თურქეთის ომში ქართველი მეფეების სოლომონ I-ისა და ერეკლე II-ს რუსეთის მხარეზე გამოსვლასთან ერთად, მოხდა კონფლიქტი რუსული ჯარების მეთაურს გენერალ-მაიორ ტოტლებენსა და ერეკლე მეფეს შორის, რის გამოც ივ. ჯავახიშვილი ისევ რუსეთის მთავრობაზე მიანიშნებს. მაგრამ ვ. მაჭარაძე თავის წიგნში «ასპინძის ბრძოლა» ჰყვება, რომ ამ კონფლიქტის ყველაზე უფრო მეტად გამწვავების დროს საქართველოში შემოვიდა ტომსკის პოლკი, რომელიც ტოტლებენს უნდა შეერთებოდა და თურქების წინააღმდეგ ემოქმედა. ამ პოლკის მეთაურს პოლკოვნიკ კლავრეს ცალკე ტოტლებენმა მისწერა წერილები ერეკლეს დადანაშაულებით, ცალკე ერეკლესთან მყოფმა ანტონ მოურავოვმა და პოლკოვნიკმა რატიევმა ტოტლებენის უჯერო საქციელის მხილებით. ტოტლებენი თავისი ჯარით დუშეთში დადგა და პოლკოვნიკ კლავერს წერდა, მძიმე ტვირთები გზაში დაეტოვებინა და ორივე ბატალიონი სასწრაფოდ მასთან მიეყვანა, რათა შემდეგ თბილისი აეღოთ და ერეკლე II ტახტიდან დაემხოთ. ასეთ პირობებში კლავერმა ყველა ეს წერილი კავკასიის ხაზზე თავის უფროსობას გაუგზავნა, თავად კი არ შეასრულა ტოტლებენის ბრძანება, ფეხი აითრია და ანანურიდან დუშეთამდე გზის გავლას 11 დღე მოანდომა, სანამ კონფლიქტი არ ჩაცხრა. ამ დაპირისპირებაში რომ რუსეთის მთავრობა ყოფილიყო გარეული, განა ტომსკის პოლკი ასე მოიქცეოდა, განა ის არ მივიდოდა ტოტლებენთან, რომ ერეკლე მეფე მართლა დაემხოთ ტახტიდან და მთავრობის დავალება შეესრულებინათ? მაგრამ საქმე ასე არ ყოფილა. მეოთხე, 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ, ი. ცინცაძის მტკიცებით, ისევ ევროპული წამყვანი სახელმწიფოები, საფრანგეთი, ბრიტანეთი და პრუსია გამოვიდნენ რუსეთ-საქართველოს კავშირის წინააღმდეგ და შეეცადნენ როგორც ირანისა და თურქეთის ამ საქმეში გაერთიანებას, ისე თურქეთის გაძლიერებასაც მისი ჯარების ევროპულად გაწვრთნითა და ციხესიმაგრეების გამაგრებით (საფრანგეთის ემისრის გრაფ დე ლა ფერიერ-სოვბეფისა და კონსტანტინოპოლში საფრანგეთის ელჩის შუაზელ-გუვიეს საქმიანობა). სწორედ მათგან მხარდაჭერილმა სულთანმა გამოუგზავნა ხაზინა ახალციხის ფაშას ამიერკავკასიელი ხანებისა და დაღესტნელი მფლობელების დასაქირავებლად, რასაც საშიელი ლეკიანობა მოჰყვა. და ამჯერადაც თავი და თავი მიზეზი ისევ ევროპული ქვეყნები იყვნენ, ანუ მათი საქმიანობა რუსეთის წინააღმდეგ, რასაც ქართული იმედები და სასოება ასე დაუნდობლად შეეწირა (სწორედ რომ დასავლეთის მხრიდან).

ზემოაღნიშნული წიგნები, როგორც ვთქვით, 1960-იან წლებში გამოქვეყნდა, ასევე იასე ცინცაძის «აღა-მაჰმად-ხანის თავდასხმა საქართველოზე» (1969 წ.), სადაც ასევე ობიექტურადაა გადმოცემული მაშინდელი ამბები და ისევ ივ. ჯავახიშვილისეულ ბრალდებებს ეწინააღმდეგება. ეს წიგნები რომ 1970-იან და 80-იან წლებში ხელახლა გამოეცათ, მაშინ ქართველი ახალგაზრდობა და მთლიანად ქართული საზოგადოება მათ თავის დროზე კარგად გაეცნობოდა და ის ცნობილი ანტირუსეთული და ანტირუსული განწყობები აღარ განვითარდებოდა. მაგრამ ასეთი რა არ მომხდარა. ერთხელ გამოცემული ეს წიგნები თავის დროზე გაიყიდა შემდეგ ცხოვრების სარბიელზე გამოსული ახალგაზრდობისთვის ხელმისაწვდომი უკვე აღარ იყო. უფრო მეტიც, გამოჩნდა ვრცელი წერილები ისტორიულ თემაზე ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, სადაც ავტორები საქართველოს თავზე დატეხილ მთელ უბედურებებში ისევ რუსეთს ადანაშაულებდნენ. მე პირადად 1977 წელს დავამთავრე საშუალო სკოლა, 1982-ში კი თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი და სწორედ ასევე ანტირუსეთულად ვიყავი განწყობილი, ვმონაწილეობდი 1978 წლის 14 აპრილის დემონსტრაციაში, შემდეგ 80-იანების დასაწყისში აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით პირველ სკოლასთან გამართულ საპროტესტო აქციაში, ზაფხულობით ისტორიული ძეგლების გაწმენდა-გასუფთავებისა და აღდგენის სამუშაოებში (კუმურდოს ეკლესია და ხიზაბავრას ტერასები სამცხე-ჯავახეთში), ხოლო 1988 წლის 26 მაისს «ბერიკონში» გამართული აქციიდან კი პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან საპროტესტო ღონისძიებაში, რომლებიც მაშინ იმართებოდა, ანუ ვიყავი იმ ადამიანებს შორის, ვის მხრებზეც მოვიდა 9 აპრილი. და ამ აქციებზე მე მივდიოდი იმის გამო, რომ რუსეთის სახელმწიფოს ისტორიულ მოძალადედ და ვერაგ მატყუარად ვთვლიდი (მანამდე სწორედ 1985 წელს წავიკითხე ივ. ჯავახიშვილის ზემოხსენებული წიგნი და მისი მსჯელობა სარწმუნოდ და სანდოდ მიმაჩნდა). 

და რატომ მოხდა რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების შესახებ ქართველი საზოგადოების ცოდნის გაყალბება და დამახინჯება? ვინ იდგა ამის უკან? ყველაფრიდან ჩანს, რომ ეს გახლდათ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მაშინდელი პირველი მდივანი და რესპუბლიკის ხელმძღვანელი ე. შევარდნაძე. მის გარეშე ქართველი ისტორიკოსები ასეთ სიყალბეზე წასვლას ვერც გაბედავდნენ და ვერც შეძლებდნენ. თუ ეს შეგნებულად არ კეთდებოდა, მაშინ რა უშლიდა ხელს საქართველოს მაშინდელ მთავრობას ზემოხსენებული ისტორიული ნაშრომები ხელახლა გამოეცა და ახალი თაობებისთვის ხელმისაწვდომი გაეხადა? ან კიდევ, როცა ის ნამდვილი ცოდნა უკვე არსებობდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ძირითად მომენტებზე, განა ისტორიკოსებს არ შეეძლოთ საზოგადოებაში წარმოშობილი ანტირუსეთული განწყობები ადვილად გაებათილებინათ? რა თქმა უნდა, შეეძლოთ, მაგრამ არ აკეთებდნენ. ამავე კალაპოტში იჯდა თამაზ კვაჭანტირაძის სატელევიზიო ლექციები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომლებსაც რეგულარულად ვუყურებდით და აკაკი ბაქრაძის საჯარო ლექციები, რომლებსაც ხშირად კანონის დამცველთა სერიოზული წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ-ღა ვესწრებოდით. ცოდნა გვინდოდა, და ტენდენციურ ინფორმაციას კი ვღებულობდით. ანუ ხდებოდა ისტორიულ რუსეთზე ცილისწამება, რაშიც პირადად მეც ვიყავი ჩართული, როგორც იმ ცნობილი აქციების მონაწილე, «ძირს რუსეთის მოდერნიზებული იმპერია» და «დავშალოთ რუსეთის იმპერიაო» ლოზუნგებისთის ტაშის დამკვრელი და საზოგადოებაშიც მათი გატარების მხურვალე (დაჯერებული) მონაწილე. მე ამის მაშინ გულწრფელად მჯეროდა. მაგრამ ვინც ცილს სწამებდა, იმას ხომ უნდა სცოდნოდა, რომ ამას რუსეთის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვებოდა? და რისი იმედით კეთდებოდა ეს ყველაფერი?

ნატალია ნაროჩნიცკაიას, ვისი დაახლოებით 70 წერილი მე ქართულად ვთარგმნე და ბლოგზეც გამოვაქვეყნე, ერთგან უწერია, რომ უკვე 1970-იან წლებში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში მოსკოვში მოქმედებდა მისი წევრების ერთი ჯგუფი, რომელიც აშშ ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან იყო დაკავშირებული და მისი მფარველობითაც სარგებლობდა. მათი წარმომადგენელი გახლდათ, სახელდობრ, ალექსანდრე იაკოვლევი, რომელიც 80-იან წლებში გორბაჩოვთან და შევარდნაძესთან ერთად «პერესტროიკის» მამად მოგვევლინა. როგორც ჩანს, ე. შევარდნაძე უკვე 70-იანი წლების დასაწყისიდან იყო ამ ფრთასთან დაკავშირებული და ხმამაღლა პროსაბჭოური ლოზუნგების განცხადებათა პარალელურად ჩუმ-ჩუმად ახალგაზრდობაში ანტირუსეთული განწყობების დანერგვასა და გავრცელებას ხელს უწყობდა. ეს რომ სიმართლით ყოფილიყო გაკეთებული, მაშინ მისი ასეთი საქმიანობა მართლაც საქებარი იქნებოდა, მაგრამ რაკი ეს ყველაფერი სიცრუითა და ცილისმწამებლობით კეთდებოდა, დადგა დრო და ყველაფრისთვის პასუხი მოგვეთხოვა, და ეს პასუხისგება დღესაც გრძელდება. ქართული სამეცნიერო და კულტურული ელიტა კი უკვე იმ დროიდან, ანუ 1970-იანი წლებიდან, ე. შევარდნაძის ხელმძღვანელობით, ამერიკული სპეცსამსახურების ინტერესებში მოქმედებდა, მაშინ ფარულად, რა თქმა უნდა, ბოლო ათწლეულებში კი აშკარად. ასეთია რუსეთთან დღევანდელი კონფლიქტური სიტუაციის ანატომია, ყოველ შემთხვევაში, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ქართული საზოგადოება რუსეთზე ბრალდებებში უფრო მიუყვება არა დასავლური სამეცნიერო (ისტორიული) წრეების ცოდნასა და შეფასებებს, არამედ დასავლური სპეცსამსახურების იდეოლოგიასა და მათ მიერ შეთითხნილ ლეგენდებს. ამ დროს, ამ სიყალბისა და ცილისმწამებლობის შემოქმედნი თბილისში თბილად არიან მოკალათებულნი და თავიანთი პირადი სარგებლისთვის განაგრძობენ ზრუნვას, ხოლო მათგან უბედურებაში ჩავარდნილი ქართული სახელმწიფო და ქართველი მოსახლეობა რა დღეშიც არის, ამას ხომ ლაპარაკიც აღარ სჭირდება. და როცა ამერიკელები ისევ მოინდომებენ რუსების ძალების მოსინჯვას, 2008 წლის აგვისტოს მსგავსად, ან კიდევ უფრო სერიოზული განზრახვებითაც, მაშინ ისევ იქაურ ქართველ მოსახლეობას მოუწევს საკუთარ თავზე ყველაფერ ამის გადატანა. უფალს ვთხოვ, რომ, თუ ეს მოხდა, ეს ამბავი ისევ სადმე რაიონებში კი არ მოხდეს, არამედ სწორედ თბილისში, სადაც მთელი ამ უბედურებისა და ცილისმწამებლობის ბუდეა და საიდანაც ითესება მთელი ის სიბინძურე, რაზედაც ზემოთ იყო საუბარი.

ირაკლი ხართიშვილი

Wednesday, July 6, 2016

პლატონ იოსელიანი ერეკლე II-ისა და გიორგი XIII-ის დროს საქართველოში თანამდებობის პირთა და თანამდებობათა შესახებ

(ეს მასალა უნდა ამეტვირთა პლატონ იოსელიანის წიგნის "ცხოვრება გიორგი მეცამეტისა" დანარჩენ ნაწილებთან ერთად, მაგრამ მაშინ მხედველობიდან გამომრჩა. ამისთვის მკითხველებს ბოდიშს ვუხდი და მას ახლა ვათავსებ. ვფიქრობ დაინტერესებული მკითხველები აქ ბევრ საინტერსო და სასარგებლო რამეს ნახავენ)

სამეფოჲსა ნაღარა-ხანისა პირნი 

1) იოსებ ბარათაშვილი, ზედამხედველი, შემდეგ უზბაშად დადგენილი ალავერდისა და ახტალისა მადნებზედ 1809 წელსა. მოკვდა 1811 წელსა.

2) მ ე დ ა ფ ე ნ ი: ივანე კოტეტიშვილი; დავით ოჯალაშვილი; ფილიპე გოცირიძე და 4 სხვანი.

3) მ ე ბ უ კ ე ნ ი: სტეფანე ნორიელი; შიო ბორაშვილი, დიდი ფალავანი და მოკრივე; ქრისტესია კავთისხეველი.

4) მ ე ზ უ რ ნ ე ნ ი: დათია ღოღოლაშვილი; პაატა ამისხაშვილი; არუთინა ტაგრუციშვილი და 3 სხვანი.

5) მ ე ქ ო ს ე ნ ი: პავლე სოზაშვილი; სოლომონ...; კუკიელი და 2 სხვანი.

6) მ ე ნ ა ღ ა რ ე: დავით ირემაშვილი; სესია....; როსტომა გელიაშვილი.

7) ტაბლაკი...

8) ჯიმჯიმი...

თოფხანისა მსახურნი 

1) განმგე ჯაბახანისა მეფის ძე იოანე. 2) იოანე ქობულაშვილი. რუსთა მიიღეს იგი პოდპოლკოვნიკად.

2) ზედამხედველი თავადი... გურამიშვილი და მის შემდეგ... ნაზარაშვილი, ხუმრობით კნიაზად წოდებული თვით ახლად მოსულთა რუსთაგანცა.

3) ...ყალამთაროვი. ესე დაესწრა ნიახურას ომშიაცა. რუსთა მიიღეს იგი არტილერიისა კაპიტნად.

4) გიორგი ჩემსურაშვილი – ხირსელი.

მ ს რ ო ლ ე ლ ნ ი: a) ზურაბა... ხიდისთაველი. ესე ცხოვრობდა მეფის ძეს იოანესთან ს. პ. ბ., მერეთ მეფის ძეს ბაგრატთან. 1834 მოვიდა საქართველოს და მოკვდა ხიდისთავს 1837 ღრმად მოხუცი. მან შესწირა აქა თვისსა ეკკლესი[ა]სა ზარები ზედა წარწერით: . . . . . . . . . 

b) ზურაბა ხაჩიშვილი ბოდბისხეველი. ამას მოხუცსა მეც მოვესაწარი. მოკვდა 1826 წელსა ქ. თფილისსა. იყო ყმა ნათლისმცემლის უდაბნოჲსა. c) კაცი მეხუმარი და მოხუცებაშიცა ცქვითი. მოკვდა 1824 წელსა. d) 40 სხვანი, რომელთა სახელი და გვარნი დავიწყდნენ დროთაგან.

ასოცი ხარი და კამბეჩი იყო მზად ზარბაზანთათვის დანიშნული და მათნი მეხრენი.

თოფის წამლისა მკეთებელნი 

1) ზედამხედველი ერასტი სოროლაშვილი, ნალეკარი, ხერთვისიდამ ტყვედ მოყვანილი 1770 წელსა. მისი თანაშემწე:

2) პეტრე... ხიზაბარელი და 10 სხვანი.

წამლისა კეთება არავის ჰქონდა აღკრძალული. ყოველ სოფელში აკეთებდნენ თავისთვის სახმარსა და ჰყიდდენცა თავისუფლად.

ზარბი-ხანა 

ფულის მომჭრელ[ნ]ი 

ფულსა სჭრიდენ მეფისა გიორგისა დროსა ვეცხლისა აბაზიანსა, ორ აბაზიანსა, ორ-შაურიანსა და ერთ-შაურიანსა, და შავი ფულიდამ ორ-ფულიანსა და ერთ-ფულიანსა. 

ლეკთა გამო, რომელნიცა, თხოულობდენ ჯამაგირსა, მეფემან უბოძა ვეცხლის ბადიეები და ვეცხლის კოკები და აქედამ მოაჭრევინა 700 თუმანი.

მუსინ-პუშკინისა დროსა, 1800 წელსა, მასვე ზარბი-ხანაში, რომელსაცა უწოდეს მონეტნი დვორი, ახტალისა მადნებიდამ გამოტანილისა ვეცხლისა მოსჭრეს სახედ და საჩვენებელად რუსთა და ქართველთა რამდენიმე ბრონზისა ფულნი; მათზედ იყვნენ გამოჩენილნი ერთსა მხარეს არწივი რუსეთისა და მეორესა ღერბი ქართველთა მეფისა, ესენი შემდგომათ წარუვლინეს რუსეთისა დიდთა კაცთა. გარდა ამა დაწყებისა დროსა რუსთაგან ფულის მოჭრისა, არა რაჲ მოუჭრიათ 1802-მდე. 1809 იწყეს მოჭრა ორაბაზიანისა და აბაზიანისა, ესრეთვე სპილენძიდამაც ორ-კაპეიკიანისა და ერთ-კაპეიკიანისა.

დ რ ო თ ა | მ ე ფ ო ბ ი ს ა | მ ი ს ი ს ა, | გ ვ ა მ ნ ი | წ ა რ ჩ ი ნ ე ბ უ ლ ნ ი | გ ვ ა რ შ თ ა მ ო ე ბ ი თ ა, | ს ა ქ მ ი თ ა, | ს ი ტ ყ ვ ი თ ა, | ც ხ ო ვ რ ე ბ ი თ ა | ი ყ ვ ნ ე ნ | შ ე მ დ ე გ ნ ი: 1) მ უ ხ რ ა ნ ი ს - ბ ა ტ ო ნ ი | ი ო ა ნ ე,

სიძე მეფისა და მეუღლე ქეთევან მეფის (ერეკლეს – ი. ხ.) ასულისა, – მექონი ხმისა და პატივისა..., სალთ-ხუცესი სასახლისა; არა ცხადად, გარნა არა მყვარებელი მეფისა (გიორგისა – ი. ხ.), მორიდებულად მეფისა მცხოვრები მუხრანსა, შეშინებული მეფისაგან, რომლისაგანცა ჰგონებდა, რათა მოუღებს მას სალთ-ხუცესობასა მიტაცებულსა მეფის ირაკლისა მიერ დავით სარდლისაგან ორბელიანისა*. ესე გარდაიცვალა 1798 წელსა. მისმან შვილმან ჯერეთ 16 წლისამან კონსტანტინემ დაიმკვიდრა ადგილი მისი დამტკიცებითა თვით მეფისა გიორგისაგან და გარდაიცვალა 1843 წელსა (*ხელნაწერში ამ სიტყვებს მიჰყვება ბარბარე ქობულიშვილის მინაწერი, რომელიც მქრალი ფანქრით არის გადახაზული: «ყველა სარდალ[თ] შორის უფროსი და მბრძანებელი ომში. ეს იყო სომხითის ამშენებელი, რომ აღარსად იყო შენობა გარდა კუმისისა. იქაცა კლდის შემწეობით შვიდი კომლი ესახლა. დავით სარდალმან გააკეთა ტაბახმელას კოშკი. კოდაზედ კოშკი და გალავანი ეკლესია». ქ ვ ე ვ ი თ, | ყ ვ ე ლ გ ა ნ, | ქ ო ბ უ ლ ი შ ვ ი ლ ი ს | ხ ე ლ ი თ | შ ე ს რ უ ლ ე ბ უ ლ ი | ა დ გ ი ლ ე ბ ი | შ ე ტ ა ნ ი ლ ი | გ ვ ა ქ ვ ს | კ ვ ა დ რ ა ტ უ ლ | ფ რ ჩ ხ ი ლ ე ბ შ ი. ცარიელი და უბრალო ფჩხილები კი ავტორს ეკუთვნის. რ ე დ. /წიგნის რედაქტორი გახლდათ აკაკი გაწერელია – ი. ხ./).

2) დ ა ვ ი თ | ს ა რ დ ა რ ი | ყ ა ფ ლ ა ნ ი შ ვ ი ლ ი, სიძე მეფის გიორგისა. ქმარი დისა მისისა თამარისა ერთისა დედიდამ... ამას ჰყვანდა ცოლად... და იყო კაცი მხნე და ძლიერი სიტყვითა. ამან დააშენა სომხითი მტერთაგან გაოხრებული. გარდაიცვალა 1796 წელსა.

3) ო თ ა რ | ა მ ი ლ ა ხ ვ ა რ ი, სარდარი [საამილახვროსი და ლიახვზედ საერისთოსი] მოურავი გორისა; ქალი მისი ელენე იყო ცოლი თეიმურაზ მეფის ძის გიორგისა შვილი. გარდაიცვალა 1827 წელსა.

4) გ ი ო რ გ ი | ც ი ც ი შ ვ ი ლ ი, ეშიკაღაბაში მეფისა გიორგისა. გარდაიცვალა 1850 წელსა, ღრმად მოხუცი.

5) ლ უ ა რ ს ა ბ | თ ა რ ხ ნ ი შ ვ ი ლ ი, ქმარი სოფიო მეფის გიორგის ასულისა, გარდაიცვალა . . . . . . . . წელსა.

6) ე ვ ს ტ ა ტ ი | ც ი ც ი შ ვ ი ლ ი [ქალაქისა მოურავი, ნაშობი მეფის ირაკლისა ასულისაგან], მეგობარი კათოლიკოსისა* ანტონისა მეორისა (*აქ ქობულაშვილის მიერ ჩამატებულია სიტყვა «პოეტი» რ ე დ.). გარდაიცვალა ნიჟნი-ნოვგოროდსა 1828 წელსა და მექონი ჩინისა д. ст. сов. (действительный статский советник – ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი; სამხედრო ხაზით უტოლდებოდა გენერალ-მაიორის წოდებას – ი. ხ.), კაცი წერილთაცა შინა დახელოვნებული.

7) დ ა ვ ი თ | თ ა რ ხ ნ ი შ ვ ი ლ ი, მიმბაში მეფის კარზედ მყოფი. გარდაიცვალა 1847 წელსა.

8) ნ ი კ ო ლ ო ზ | ხ ი მ შ ი ა შ ვ ი ლ ი, რომელმანცა მოკლა ღენერალი ლაზარევი; [იყო ყულუხჩი მარიამ დედოფლისა. გადავარდა ახალციხეს და მუნ მოკვდა].

9) რ ო ი ნ | ა მ ი რ ე ჯ ი ბ ი, დიდი მხნე და ვაჟკაცი, ერთგული მეფისა.

10) ფ ა რ ს ა დ ა ნ | მ ა ჩ ა ბ ე ლ ი, შინა ყმა მეფისა, ოვსთა ჯარისა მკრებელი, და ხარკისა სახასოს მომგროვებელი.

11) ე ლ ე ა ზ ა რ | ფ ა ლ ა ვ ა ნ დ ი შ ვ ი ლ ი, რომელმანცა მოაწერა ხელი ტრაქტატზედ პავლეს იმპერატორისა და მეფისა.

12) შ ა ნ შ ე | ე რ ი ს თ ა ვ ი. შინა მეფესა ახლდა. მოკვდა 1831 წელსა.

13) ე ლ ი ზ ბ ა რ | ე რ ი ს თ ა ვ ი ყულარაღასი. ესე იყო სიძე იმერეთისა მეფისა სოლომონისა დიდისა. ქალი ამის ანნა იყო ცოლი მეფის ძის ფარნაოზისა. მოკვდა . . . წელსა.

14) . . . . შალიკაშვილი მხნე და ვაჟკაცი, მტერთა უშიშარი, გამბედავი მეომარი – მეფე ირაკლი იტყოდა: «სამისა შალიკაშვილითა 500 კაცს მტერს არ შევუშინდებიო».

15) ზ ა ა ლ | ბ ა რ ა თ ა შ ვ ი ლ ი [ყმაწვილი კაცი, მაგრამ მაინც მეფე გიორგიმ ისევ უბოძა მამის ადგილი სუფრაჯობა და ემსახურებოდა].

16) გ ი ო რ გ ი | ბ ა რ ა თ ა შ ვ ი ლ ი (სუფრაჯი... გარდაიცვალა 1854 წელსა)* (ჩვენ მიერ ფრჩხილებში შეტანილი სიტყვები ავტორს მელნით გადაუხაზავს. რ ე დ.) – ახლდა განუშორებლივ მეფესა.

17) ზ ა ზ ა | ს ო ლ ო ღ ა შ ვ ი ლ ი, – ლეკთა აიკლეს მისი სოფელი, დაასახლა გლეხნი, აღაშენა კოშკი, მოუხდა ახალციხის ფაშა რვაასის კაცითა; გაუმაგრდა კოშკში და მოუკლეს შვილი ფაშასა. ზაალ (sic) გამოუხდა კოშკით, მოსტაცა მოკლული შვილი და შეითრია. ფაშა სირცხვილეული დაბრუნდა. ამას ზაზას ჰყვანდა ძმა სვიმონ რუსეთისა კარზედ ცერემონმეისტერი.

18) ვ ა ხ ტ ა ნ გ | ყ ა ფ ლ ა ნ ი შ ვ ი ლ ი | ა ნ უ | ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი, იყო ქმარი თეკლა მეფის ასულისა, მოკლული კახეთსა 1812 წელსა. მას ებარა ყარაბულახი და გარემო სოფლები და იფარვიდა საგარეჯოს, მანავს ლეკთა დაცემისაგან. უდაბნოს ბოლოს დაამარცხა ბელადი ერთი და მოსჭრა თავი.

19) თ ა მ ა ზ | ყ ა ფ ლ ა ნ ი შ ვ ი ლ ი. ეშიკაღბაში. მამიდაშვილი მეფისა. გაიქცა იმერეთსა და მერეთ მობრუნდა და მოკვდა თფილისს ( . . . . . . . . . . . . . ).

20) ზ ა ა ლ | ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი. მეომარი, თანაშეზრდილი ირაკლისა ( . . . . . . . . . . . ).

21) ჭ ა ბ უ ა | ანუ | ი ო ა ნ ე | ყ ა ფ ლ ა ნ ი შ ვ ი ლ ი, მდივანბეგი, ფილოსოფოსი, მოლექსე, მწერალი სამღრთოთა და საეროთა წერილთა. სიტყვა მჭევრი.

22) ე გ ნ ა ტ ი | თ უ მ ა ნ ი შ ვ ი ლ ი, მდივანი მეფისა, კაცი გონიერი და მწერალი და მწიგნობარი.

23) ს ო ლ ო მ ო ნ | ლ ი ო ნ ი ძ ე. მაღლის გონების კაცი. ერთგული ქვეყნისა, დიდი მრჩეველი და უცთომელად შემმეცნებელი საქმისა.

24) შ ი ო | ს ი დ ა მ ო ნ ი ძ ე. საყვარელი მეფისა. ამას ჩააბარა მეფემან გრემის ეკკლესია, სადაცა დაუმტკიცა მამულებიცა; მოკვდა 1810 წელსა.

25) ი ე ს ე | დ ე კ ა ნ ო ზ ი, იყო სასახლისა. მეფემენ გიორგიმ უბოძა მას აზნაურობა; შვილი მისი ეფრემ, მოხსენებული ზევით ( . . . . . . . . . . . . . . ).

26) ი ე ს ე | ო ს ე ს - შ ვ ი ლ ი, გვარით ბარათაშვილი. [მსაჯულობით ხმობილი. მისსა ბეჭედზედ ესრეთ ეწერა: «ჟამი ესეცა წარსვლის»]. აქვნდა მას სხვაცა ბეჭედი წარწერითა: «პირი ესეცა მტკიცე არს». მტერთა დააბეზღეს მეფესთან, რომელ იესე მსაჯულს ორი ბეჭედი აქვს და ასვამს ზოგსა ქაღალდზედ ერთსა და ზოგზედ მეორესაო. მეფემან მიიხმო და მოსთხოვა პასუხი: «დიახ, ბატონო მეფევ! თქვენს განჩინებაზედ, ვითარცა მტკიცეზედ და სამართლიანზედ ვსდებ სიმტკიცისა ბეჭედსა და სხვათა წერილთა ზედა ადვილ დასარღვეველთა მეორესა. ორთავე ბეჭედთა ზედა წარწერიდამ სჩანს ლექსი სახელისა მისისა «იესე»» – მეფემან გაიღიმა და სდუმნა. იხილა, რომელ არა რაჲ იყო უგვანი ბეჭედთა მისთა გამო.

27) ე გ ნ ა ტ ი | ი ო ს ე ლ ი ა ნ ი, მწერალი მეფისა, მისგანვე მიბარებული სომხისა მოძღვართან სასწავლებლად ენისა და სომხურისა ენისათვის მოხმარებული მეფისაგან, მწერალი წიგნთა. გარდაცვლილი 1843 წელსა, 77 წლისა.

28) გ ლ ა ხ ა | ჭ ი ლ ა შ ვ ი ლ ი, მილახვარი მეფის ძის ვახტანგისა ანუ ალმასხანისა, აზნაურიშვილი არაგვისა. მობრუნდა რუსეთით და მოკვდა 1815 წელსა.

29) ა დ ა მ | ყ ა რ ა ნ გ ო ზ ი შ ვ ი ლ ი [ვაჟკაცობით ცნობილი], მოკლული ლეკთაგან ნაოზსა 1801 წელსა.

30) გ ი ო რ გ ი | ყ ა რ ა ნ გ ო ზ ი შ ვ ი ლ ი, მებრძოლი რუსთა.

31) ი ა ს ე ძმა მისი, დიდივე ვაჟკაცი. 32) გ ო შ პ ა რ კობიაშვილი ( . . . . . . . . . . . . . . . . ).

33) ზ ა ა ლ | ტ ე რ ი შ ვ ი ლ ი, მეფისა კარზედ აღზრდილი და მეფისა გიორგისა საყვარელი. მოკვდა 1824 წელსა. [გედევანიშვილი, საკათოლიკოსო აზნაური და სარდალი საეკლესიო ყმათა]* (*ჩამატებულია ქობულაშვილის მიერ უადგილოდ. რ ე დ.)

34) ბ ე ც ი ა | კ ო ბ ი ა შ ვ ი ლ ი. მეფემან გიორგი მიანდო გზაზედ დარიალისა დახვედრა და გამოძღოლა რუსთა ჯარისა. თუმცა იწყინა ესე ძმამან მისმან ვახტანგ, გარნა ვერა ჰქმნა წინააღმდეგი.

35) ზ ა ა ლ | გ უ რ ა მ ი შ ვ ი ლ ი, მისსა სახლში ქვემო ავჭალას გაატარა მეფემ სახლობით თვისით ორი ზაფხული. ცოლი მისი ნინო დღესაც ცოცხალია 104 წლისა. თვით მოკვდა 1804 წელსა.

36) ი ო ა ნ ე | კ ვ ე ზ ე რ ე ლ ი, არა აზნაურთაგანი, მეფის სადილზედ განუშორებელი. იყო ერთგული მეფისა, მესაუბრე კარგი და მლოცველი. კარი მეფისა იყო მისთვის ღია მარადის.

37) ი ო ს ე ბ | ზ ე ი დ ლ ი შ ვ ი ლ ი, წინამძღვაროვი გვარით, რუსულისა ენისა მცოდნე. მერეთ მოძღვარი კ. ციციანოვისა. მოკვდა 1827 წ. თვით მე გამიგონია მისგან შემდეგი ამბავი: «მოკვდა აფიცარი ლუტერანი 1801 წელსაო; არ ვიცოდი როგორ უნდა დაგვემარხაო. მიბრძანეს დაასაფლავეო. გადვიკიდე ოლარი და გავყევ მიცვალებულსაო, მოთქმით გალობისა: «არც ჩვენია, არც სხვისია, ეშმაკმან იცის ვისია»-ო. ესეთი ხუმრობა მრავალი იცოდა მან მოხუცმან.

38) ზ ა ქ ა რ ი ა | ს ი დ ა მ ო ნ ი ( . . . . . . . . . . . . . . )

39) ი ა ს ე | ს უ ლ ხ ა ნ ი შ ვ ი ლ ი.

40) თ ე ი მ უ რ ა ზ | ც ი ც ი შ ვ ი ლ ი, მდივანბეგი, დიდი ჭკვიანი კაცი, ორჯერ სტამბოლში ელჩად გაგზავნილი. მოკვდა 1802 წელსა.

41) ბ ა რ ძ ი მ (მოკვდა მოხუცი ღრმად 1827; ახლდა სპარსეთს მეფეს თეიმურაზს) და ზ ა ზ ა მიმბაში ბორტიშვილები მაჩაბლები. ბარძიმს მეფე უწოდებდა «უმანკო ტრედი» და ზაზას «შევარდენი». ზაზა დაესწრო ასპინძის ომში, როდესაც მეფის ძეს გიორგის არ დაუჯერა ტოტლებენმან მიშველება, მაშინ ზაზამ შეჰკივლა: «დაანებე მაგ მ....ძ. წამობრძანდით, ჩვენ შევებმით და გავიმარჯვებთო». შემდეგ რუსთა შეიპყრეს ზაზა და ბაადურ მაჩაბელივე და ორნივე ციხეში დაიხოცნენ 1810. ამ ზაალს (?) უბოძა კეხვის ციხე, – მეფის ძემან დავით.

42) ზ უ რ ა ბ | ფ ა ლ ა ვ ა ნ დ ი შ ვ ი ლ ი, მამა მიხაილისა. მეფემან გიორგი მიუჩინა რუსისა ჯარსა საგზლისა მისაცემად. მისცეს პირდაპირ ჩინი ტიტულიარნის სოვეტნიკობისა. მოკვდა მოხუცი 1819 წელსა, ანუ 1820 წელსა.

43) ნ ი კ ო ლ ო ო ზ | ე ლ ი ო ზ ი შ ვ ი ლ ი, ნაზირი კათოლიკოსისა ანტონი მეორისა. თანა ჰყვა მას რუსეთს და უკუქცეული მუნით მოკვდა 1857 წელსა ღრმად მოხუცებული.

44) კ ა თ ო ლ ი კ ო ს ი | ა ნ ტ ო ნ ი | მ ე ო რ ე, [მეფის] ირაკლის ძე. უყვარდა მეფეს, ვითარცა ძმა თვისი და კაცი განკრძალული. საკვირველი სასოებიანი მწირველი. იონა მიტროპოლიტი და ექსარხი ხშირად მეტყოდა ხოლმე მისთვის: რუსეთში მისგან ვისწავლე წირვაო. თვით იონა იყო დიდად სასოებიანი მწირველი. გარეგანსა ცერემონიასა გარდაემატებოდა მარადის ღირსებითა ცრემლთა დენითა და კრძალვითა სამღვთოჲსა ლიტურღიისა მისგან აღსრულება.

45) ი უ ს ტ ი ნ ე, მთავრ-ეპისკოპოსი [მაღალაშვილი, კაცი ფილოსოფოსი და გაზრდილი დიდის კათოლიკოსისა]გან. წირვისათვის მისისა იტყოდა მეფე გიორგი: «წირვა იუსტინესი არის გარედგან რაჲმე საჩვენებელი დიდისა საიდუმლოჲსა, რომელიცა არის ლიტურღია; კეთილი და პატიოსანი; მაგრამ გვავიწყებს და არა გვაგონებს ლიტურღიისა სიღრმესა; ვითარცა, მზე ზამთრისა ანათებს და არ გვათბობს. წირვა უნდა ხვდებოდეს გულსა და არა თვალსა». ესე ვიცი თვით მიტროპოლიტისა იოანე ბოდბელისაგან, და ხშირად მეტყოდა მეფისა თქმასა ამას იმერეთისა მიტროპოლიტიცა დავით წერეთელი. 

46) ა რ ს ე ნ ი თფილელი [ქართველთ მეფეთ ჩამომავლობა]. მოკვდა განდევნილი კათედრიდამ 1813 წელსა. ესე არა უყვარდა მეფეს გიორგის.

47) ვ ა რ ლ ა ა მ, შემდეგ ექსარხოსად ყოფილი. ქსნის ერისთვისშვილი; მცოდნე ებრაულისა ენისა. დეკანოზი და მასწავლებელიცა ხელმწიფე იმპერატორისა ალექსანდრე მეორისა გერასიმე პავსკი, მასწავლებელიცა ჩემი ს. პ. ბ. ებრაულისა ენისა მეტყოდა ვარლამისთვის (1834 წელსა), რომელმან მისისა თხოვნითა თარგმნა რუსულად ქადაგებები ვარლაამისა, რომელიცა დაიბეჭდაცა. მისგანვე ვარლაამისა ესწავა მრავალთა ქართულთა ლექსთა, ებრაულის ენისა სახმართა.

48) ი ო ა ნ ე | ბ ო დ ბ ე ლ ი [მაყაშვილი]. ამას არ უყვარდა მეფე გიორგი და მარადის მოიხსენებდა არა კეთილად. იყო ორგული მეფისა, თუმცა მიმალული. ძმასა მისსა ალექსანდრესთან აქვნდა იდუმალ მიწერ-მოწერა. ღრმად მოხუცი გარდიცვალა 1837 წელსა; იყო დიდი პურადი, დიდი ეკკლესიათა ძველთა განმაახლებელი. დიდად მეცადინებდა შემდგომად თვისსა ყოფილიყო ვინმე მღვდელმთავრად ბოდბეს და ვერვის დააჯერა. მრავალი ვიცი მისგან ძველი ამბავი და მრავალი მაქვნდა მასთან ბაასი მრავალთათვის საგანთა.

49) მ ი ხ ა ი ლ | ნ ი ნ ო წ მ ი ნ დ ე ლ ი, არ უყვარდა მეფესა გიორგის. მოკვდა 1813 წელსა ბრმად. იყო მოწაფე ანტონი კათოლიკოსისა. ამან უქმნა სარდალსა დავით ყაფლანიშვილსა ზედა წარწერა, ღვთისა დედისა ხატზედ: «სიტყვისა ღვთისა დედაო, ძღვენს მცირეს გაგიბედაო, როს აწყურს მექმენ მწედაო, მუნ შოვნით გიმკობ ზედაო. შენდა ვითხოვ ჟამსა არ დრობით ვინ გამკობ არ დარიდობით». ხატი ესე დღესაცა აქვს კ. მანანა ორბელიანსა, ვითარცა სამკაული და საუნჯე ოჯახისა. არის სახე ივერიისა ანუ კარისა ღვთისმშობლისა და გარემო 26 უსხედან წმიდანი ნაწილნი, ზედა წარწერებითა თვით წმიდათა მათ, რომელთაცა ნაწილნი განაშვენებენ ხატსა წმინდასა.

50) ა მ ბ რ ო ს ი | ნ ე კ რ ე ს ე ლ ი, ნამღვდელავი, მოკვდა თფილისს 1799 წელსა. ქალი მისი თინათინ იყო დედა ნ. ო. ფალავანდოვისა ღუბერნატორად ყოფილისა 1837 წელსა. ესე ამბროსი იყო უკანასკნელ ეპისკოპოსი ნეკრესისა, ლეკთაგან გაოხრებულისა.

51) გ ე რ ვ ა ს ი | წ ი ლ კ ნ ე ლ ი, გვარით მაჭავარიანი, ესე ეკურთხა მეფის გიორგისა დროსა, რომელიცა მას ვერა სწყალობდა. რად? ვერ ვცსან; მოკვდა 1817 წელსა. ამის მეტი მეფის გიორგის დროს არ კურთხეულა ეპისკოპოსად.

52) ...მ რ ო ვ ე ლ ი.

53) ე ვ თ ი მ ი, არქიმანდრიტი წინამძღვარი ნათლისმცემლის უდაბნოსი, მოძღვარი მეფისა. მისი იყო ხშირად საუბარში თქმა: «ქრისტეს ღვთის მადლითა». ესე თქმა მიიღო თვით მეფემან გიორგი მისგან და ხშირად ხმარობდა საუბართა შინა და წერილთაცა თვისთა და თვით მიწერმოწერასაცა შინა სამეფოჲსა საქმეთა გამო.

54) ი ო ა ნ ე | ქ ა რ უ მ ი ძ ე, სამთავნელი, მერეთ მთავარ-ეპისკოპოსი, კაცი ნასწავლი. მოკვდა თფილისს და დაასაფლავა არსენი თფილელმან თვისსა სამეტოქოსა კვირა-ცხოვლისა ეკკლესიასა 1804 წელსა.

55) ი უ ლ ი ო ს | უ რ ბ ნ ე ლ ი, თუხარელი. კაცი მაღლისა სათნოებისა, ღირსი ვითარცა მეუდაბნოე. მომხილველი ტრაპეზუნტისა და აღკვეცილი ახლოს მისა ნათლისმცემლისა უდაბნოჲსა; წინამძღვარმან მან უდაბნოჲსა ამის უწოდა სახელი თვისი და მოვიდა ახალციხით თფილისად. იყო არქიმანდრიტად დიდისა ანტონისაგან ნაკურთხი. მანვე მიუბოძა ურბნისელობა.

56) ს ე რ ა პ ი ო ნ, წინამძღვარი დავით გარესჯისა.

57) ნ ე ო ფ ი ტ ე, არქიმანდრიტი და წინამძღვარი მცხეთის დაუჯდომლობისა ეკვდერისა, დაქცეულისა 1838 წელსა. მოკვდა უადგილო თფილისს 1841 წელსა.

58) ნ ი კ ო ლ ო ო ზ შუამთისა [მოძღვართ მოძღვარი, ნიკოლოოზ ქობულოვი]* მოკვდა 1803 წელსა (*პ. იოსელიანს ბარბარე ქობულაშვილის ჩანაწერი /შეტანილი კვადრატულ ფრჩხ-ში/ შემდეგ შეუსწორებია. რადგან სიტყვა «ნიკოლოოზ» თვითონ მას დაუწერია ნომრის /# 58/ შემდეგ, ამიტომ ეს სახელი ქობულაშვილის ფრაზიდან ამოუგდია. ჩვენ ის აღვადგინეთ /შდრ. ძვ. გამოცემა, გვ. 315. რ ე დ./) 

59) ნ ი კ ი ფ ო რ ე შიო მღვიმისა, რომელიცა დაიკეტა ლეკთა გამო 1800 წ. 1802-დმდე ( . . . . . . . . . . . . ).

60) გ ა მ ა ლ ი ე ლ, წინამძღარი იკორთისა, მოკვდა 1816 წელსა. არ უყვარდა ამას ვარლაამ ექსარხოსი, რადგანაც ებრძოდა ერისთვიანთა ყმათა და მამულთათვის ძველად შეწირულთა და მისგან ექსარხისა მიმალულითა.

61) ა თ ა ნ ა ს ი ჯვარის-მამა, ბერძენი, მოკვდა პატრიარქად იერუსალიმისა 1834 წ.

62) ნ ი კ ი ფ ო რ ე, არქიდიაკონი იოანე ბოდბელისა; მერეთ არქიმანდრიტი ხირსისა, მერეთ ეპისკოპოსი გორისა და ვიკარი ექსარხოსთა. მოკვდა 1850 წელსა. სნეულმან მდებარემან სარეცელსა მრავლად ეცადა ენახა და მიღო კურთხევა ექსარხოსისა ისიდორესი, გარნა ამან არ ნახა, მტერობისა გამო მისდა და მეშურნეობისა, რომელ მას უმეტესსა უძღვიდენ პატივისცემასა კ. ვორონცოვი და სხვანიცა. – მე თვით ვარ მოწამე ამისი და თვით ვიყავ შუამავლად რათა ენახა მას იგი.

63) ... სინა-მთისა.

64) .....ათონისა.

65) ი ო ა კ ი მ ვიკარი კიპრისა მონასტრისა, იქმნა ეპისკოპოსად ახტალისა 1803 წელსა, მოკვდა 1829 წელსა. ამას ახლდა დიაჩოქად ვასილი... რომელმანცა მიიღო დეკანოზობისა ხარისხი და აღაშენა ხარფუხს თფილისს ეკკლესია გუმბათიანი წმინდისა ნიკოლოოზისა სახელზედ.

66) ტ რ ი ფ ი ლ ე, აღმწერელი წიგნთა, წინამძღარი ჯვარისა მონასტრისა, არაგვს გაღმა პირის-პირ მცხეთისა. მოკვდა 1818 წელსა.

67) ი ო ს ტ ო ს, მღვდელ-მონოზონი ანდრონიკაშვილი [კაცი ფილოსოფოსი და ერთგული მეფეთა]. მოკვდა ვეჯინსა კახეთში.

68) ი ო ა ნ ე | ო ს ე შ ვ ი ლ ი [სიონის მღვდელი იყო]* ( . . . . . . . . . . . ) (*ხელნაწერში, ქობულაშვილის ამ ფრაზაში, პ. იოსელიანს წაუშლია სიტყვა «მღვდელი» და მის ნაცვლად დაუწერია «დეკანოზი» /შდრ. ძვ. გამოცემა, გვ. 316/. რ ე დ.) 

69) ო ნ ი ს ი მ ე იოსელიანი [საყვარელი მეფის გიორგისა] იოსებ კათოლიკოსისაგან ნაკურთხი. მამა მისი ქრისტეფორე გადმოვიდა იმერეთით წყალ-ტუბოდგან. ორნი ძმანი მისნი დაიხოცნენ ჭარის ომში. კათოლიკოსსა ანტონის უნებდა, რათა მიჰყიდოს მან მამული თვისი და ვენახი მარტყოფს «სესიაური» სხვასა. უარისათვის გადააყენა მღვდელობიდამ. მეფემან თეიმურაზ იწყინა და კვალად გახსნეს კრულებიდან.

70) ს ო ლ ო მ ო ნ დეკანოზი ანჩის-ხატისა [ალექსიევი]. მწერალი და მწიგნობარი; ძე ალექსი დეკანოზისა, მწერალისავე ჩინებულისა. მოკვდა 1808 წელსა; ამან 1795 წელსა ზურგით გაიტანა ხატი პირის მღვთისისა ქალაქიდამ, დაუდვა ურემსა მცხეთაში და აქედამ გასული არაგვსა წარვიდა თელავსა და დახიზნვა მუნ იგი წინ ქეთევან დედოფლისა ეკკლესიასა.

71) კ ე ჟ ე რ ა შ ვ ი ლ ი მარტყოფელი, მბეჭდავი წიგნთა.

72) ა ბ რ ა მ, გვარით ურიათყოფილი, მოუსტვინეშვილად წოდებული, მბეჭდავი წიგნთა, პატივცემული მეფისაგან; მეგობარი დავით სარდლისა ორბელიანისა; მშრომელი მეტეხისა ეკკლესიისა განახლებაზედ სოფელსა მეტეხს, დიდი მლოცველი და მემარხულე, და მღვდელი განკრძალული იდგა მარტყოფს.

73) ზ ა ქ ა რ ი ა | ს უ ლ ხ ა ნ ო ვ ი, მბეჭდავი წიგნთა, მოძღვარი დედოფლისა დარეჯანისა. დაახლოვებული მეფისა გიორგისა. მოკვდა 1820 წელსა.

74) ი ს ა კ | მ წ ი გ ნ ო ბ ა რ ი, სიონისა თფილისს ეკკლესიასთან მცხოვრები. მოკვდა 1799 წელსა, მეფემან გიორგი თავისის ხარჯითა დაასაფლავა იგი მუნვე. მეფის ძემან დავით იახლა თავისთან, ოდეს მოიხილა ერევანი და განჯა, ეჩმიაწინისა ეკკლესიასა შინა შესულმან, არ დაიწერა პირჯვარი და ამით აწყინა სომეხთა ოქევარტერსა ლუკას, ამან არ მიიღო მღვდელობისა ხარისხი სიმდაბლისა გამო და იმავე მწიგნობრისა ანუ მკითხველისა ხარისხითა აღსრულდა.

75) ჰ ა რ ო ნ მღვდელი ალექსიევი. ეახლა კათოლიკოსსა ანტონი მეორეს. არ უყვარდა ესე მეფეს. მოკვა თფილისს 1827 წელსა.

76) ე ლ ე ვ თ ე რ ი, საყვარელი მეფის გიორგისა მღვდლობაში. 1804 ბერი და არქიმანდრიტი, 1812 წელსა წინა უძღოდა კახეთისა დამამშვიდებელსა, გარნა მრავალთა თავადთა, აზნაურთა და სამღვდელოთა ბოროტად და შეუწყალებელად დამსჯელსა, ღენერალსა დიმიტრი ორბელიანსა, აქა შეიძაგეს იგი. შეიძაგა თვით ერმოლოვმაცა. გარნა უყვარდა მრავალთა პურადობისათვის და ტკბილისა ხასიათისათვის. მოკვდა 1835 წელსა.

77) გ ო გ ი ა | დ ი ა კ ვ ა ნ ი [საყვარელი მეფის გიორგისა]. სახლობა მისი ახლდა მას და დედოფალსა მსახურებად. იყო გარკვევით ლექსთა და აზრთა გამოხატვით მკითხველი ეკლლესიისა წიგნთა. ხმა მისი არის, – ბრძანებდა მეფე, – ხმა ლოცვისა და ვედრებისა, ხმა საგალობელისა ხმათაო.

78) დ ა ვ ი თ | მ ღ ვ დ ე ლ ი | ჩ უ ბ ი ნ ი ძ ე, ნათლისმცემლის ეკკლესიისა აწ დაქცეულისა, და ი ე ს ე | დ ე კ ა ნ ო ზ ი, შვილი მისი. ამას აქვნდა მუნ სასწავლებელი, სადაცა მეცა ვსწავლობდი ქართულისა კითხვასა და წერასა ხარისა ბეჭის ძვალზედ დროთა ჩვეულებისა გამო. 1817 გაუქმდა სასწავლებელი ესე და გადაგვიყვანეს სემინარიისა, რომელიცა განხსნა მასვე წელსა 1 ოკდომბერსა ექსარხოსმან თეოფილაკტე. კარგად მახსოვს დღე ესე 8 წლისას, ოდეს რექტორმან პირველმან ვიტალი კურთხევისა დროსა და სხურებისა გვიბრძანა ვუყრიდეთ თეოფილაკტეს ყვავილოვანთა ბალახთა.

79) ზ ო ს ი მ ე, ბერი დავით გარესჯელი, გამომკვეთილი სენაკისა და კანკელისა, თფილისს სიონისა შემმზადებელი.

80) ი ლ ა რ ი ო ნ არქიმანდრიტი, ვაჩნაძე; – მრავალი დასდვა ამაგი საბა წმინდის მონასტრის განახლებაზედ კახეთს.

81) დ ა რ ჩ ი ა | მ ე ლ ი ქ ი | ბ ე ბ უ თ ა შ ვ ი ლ ი, კუზიანი ტანით და ფრთხილი საქმეში კაცი. პატივს სცემდა მას მეფე გიორგი, თუმცა განარისხაცა ორგულობისა შეწამებისა გამო. მოკვდა 1827 წელსა.

82) ს ტ ე ფ ა ნ ე | გ უ რ გ ი ნ ბ ე გ ი შ ვ ი ლ ი, კაცი მდიდარი და დარბაისელი, მოკვდა 1881 წელსა.

83) ო ს ე ფ ა | ბ ე ბ უ თ ა შ ვ ი ლ ი, მიშკარბაში, მამა ვასილისა, ღენერალ ოტინფანტერისა. ელჩად ხმარობდა მას ეჩმიაწინსა და ერევანსა. მოკვდა 1807 წელსა.

84) ა ღ ა | დ ა | დ ა ნ ი ე ლ | ფ ი თ უ ა შ ვ ი ლ [ნ] ი. მოქალაქენი დარბაისელნი.

85) ...მ უ ნ თ უ ა შ ვ ი ლ ი.

86) მ ი კ ი რ ტ უ მ | თ ა ყ უ ა შ ვ ი ლ ი, სასახლისა კაცი და მოქალაქე.

87) ა ღ ა ლ ო | ო ქ უ ა შ ვ ი ლ ი, დიდი მდიდარი საკათოლიკოსო ყმა.

88) რ ე ვ ა ზ | დ ა | ზ ა ქ ა რ ი ა | ა ნ დ რ ო ნ ი კ ა შ ვ ი ლ ი, ქიზიყისა მოურავნი ( . . . . . . . . . . )

89) ი ო ა ნ ე | ა ნ დ რ ო ნ ი კ ა შ ვ ი ლ ი ეშიკაღაბაში, მემკვიდრისა მახლობელი და ერთგული. გარდაიცვალა 1830 წელსა.

90) ს ვ ი მ ო ნ | ა ბ ა შ ი ძ ე, მეფის გიორგისა მძახალი და მისგან პატივცემული.

91) ს ვ ი მ ო ნ | ბ ე ბ უ რ ი შ ვ ი ლ ი, დიდი გამოჩენილი ვაჟკაცი, გმირთა გმირი. ესე გაიქცა 1803 წელსა და მივიდა თვისსა ძმასთან ადამთან, რომელიცა ახლდა მეფის ძეს ალექსანდრეს. დამსწრემან რუსთა თანა სპარსთა ომისა, შეიძაგა სპარსნი მხდალნი. ამისთვის უიმედო მათგან გამოვიდა რუსთან და გამოიყვანაცა ძმა თვისი.

92) თ ა დ ი ა | ჩ ო ლ ო ყ ა შ ვ ი ლ ი, გაიქცა სპარსეთსა ალექსანდრესთან და მერეთ მობრუნდა. მოკვდა 1836 წელსა. მეფე გიორგიმ მინდო მზრუნველობა რუსთა ჯარისათვის, რომელიცა იდგა საგარეჯოში და ახლო მისსა სოფლებში.

93) ჰ უ ს ე ი ნ ო ღ ლ ი | ს უ ლ ი ა ნ, ბორჩალოელი, მეფისა მცნობი; საქმეთა შინა მრავალთა მისგან ხმარებული. შემდგომად მეფისა არ დამორჩილდა რუსთა და ივლტოდა სპარსეთად.

94) ა ლ ი ბ ე გ, სულთანი ყაზახისა, მდიდარი საქონლითა. შემნახავი მეფისა გიორგისა, ცხვრისა და ძროხის არვეთა. ივლტოდა სპარსეთად.

95) ი ბ რ ა ღ ი მ, სულთანი შამშადილისა. ამას ებარა მეფისა ჯორები და აქლემები.

96) პ ე ტ რ ე | ლ ა რ ა ძ ე, მოლექსე და მწიგნობარი, შვილი მღვდელთა ხარებისა ეკკლესიისა, რომელიცა თეიმურაზ მეფემან მოუღო ფრანგთა. მოკვდა 1837 წელსა.

97) დ ა ვ ი თ | რ ე ქ ტ ო რ ი | ა ლ ე ქ ს ი ე ვ ი. მოკვა 1825 წელსა.

98) ო მ ა ნ | ხ ე რ ხ ე უ ლ ი ძ ე, აღმწერელი მეფის ირაკლის ცხოვრებისა; მოკვდა 1805 წელსა. ახლდა იულონსა და მომდურავი მისი ეახლა მეფეს გიორგის, რომელმანცა უბოძა მდივნობა კახეთისა ოქმითა.

99) ს ტ ე ფ ა ნ ე | ფ ე რ შ ა ნ გ ი, გორელი სომეხი, მოლექსე. ამან ტყვედ მოყვანილსა ლეკსა ოსოქოლელსა ასესხა ფული რვა თუმანი და გაიხსნა მაჩაბლისაგან, პირობითა, რომ გამოუგზავნის. ლეკმა დაიცვა სიტყვა მიცემული და გამოგზავნა რვისა ნაცვლად ათი. სცნო ესე მეფემან და იამა მეფესა. – იყო სტეფანე მოიჯარადრე ბურნუთისა და თამბაქოსა თფლისს. მრავალია მისგან დაწერილი ლექსი. მოკვდა თფილისს 1839 წელსა, ღრმად მოხუცი.

100) დ ი მ ი ტ რ ი, იოსებ მდივნის შვილი, გვარით თუმანიშვილი. მოლექსე. მოკვდა 1821 წელსა. ახლდა მეფის ძეს მიხაილს. ს.-პ. ბ. მისგან დაწერილსა ლექსსა სიყვარულითსა: სიცოცხლეს შენგან მოველი, უკვდავება ხარ ცხოველი. უქმნა დაწუნება ლექსადვე მღვდელმან ეგნატე იოსელიანმან. ამას შეუდგინეს ბაასი. მიწერ-მოწერისა ესე წიგნაკი, წარკითხული ჩემსა სიყრმეში, ვეღარსად და ვერვისთან ვჰპოვე. დიდის გონიერებით იყო ორთავე მხრითგან ნაწერი. – იყვნენ სიყრმით მეგობარნი და მეზობელნი სახლთა სადგურით, მეფეთა სასახლისა.

101) ბ ე ს ი კ ი ანუ ბ ე ს ა რ ი ო ნ | გ ა ბ ა შ ვ ი ლ ი, მოლექსე, მოკვდა 1799 წელსა* (ბესიკი გარდ. 1791 წ. იანვარში. რ ე დ.); ამაზედ მრავალი სწერია და მე აღარ განვიმეორე.

102) ს ო ლ ო მ ა ნ ა | ა ბ ა მ ე ლ ი ქ ი, ბიძა მეფის რძლის ელენესი. დავით მემკვიდრის ცოლისა. მეფე გიორგი პატივს სცემდა. პატივისცემისათვის თვისისა რძლისა. მოკვდა ბრმა, ღრმად მოხუცი 1823 წელსა.

103) . . . . . . . . . ს ა ა თ ნ ა ვ ა, სომეხი თფილისელი, ცნობილი გვამი, გამოჩენილი მოლექსე. მოკვდა 1801 წელსა; იყო მწერალი მარტივითა საუბარისა ენითა, გარნა ჰაზრთა მკვეთრთა მექონი. მისთა თქმათა დღესაცა იგავად იტყვიან ქართველნი; იყო მომღერალიცა, იყო სომეხი და სძაგდა სომეხი; ამისთვის ემდუროდნენ სომეხნი.

104) ო თ ა რ | ქ ო ბ უ ლ ა შ ვ ი ლ ი, სოფლისა კისისხევისა, დესპანი ქართველთა მოსკოვსა, ოდეს შეერთდა საქართველო რუსეთსა 1801 წელსა. გარდაიცვალა 1830 წელსა; იყო ესეცა მოლექსე სიყვარულისა და მიჯნურობისა. ლექსთა მისთა იმღეროდენ ქართველთა მოსაკრავენი და მეჭიანურენი.

105) გ ი ო რ გ ი | ა ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი, ცოლისძმა გარსევან ჭავჭავაძისა.

106) ი ა ი ა | ა ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი, ძმა გიორგისა, ცოლის ძმა გარსევან ჭავჭავაძისა. იყო დესპანად ოდეს შეერთდა საქართველო რუსეთსა 1801 წელსა. მოკვდა კახეთს 1837 წელსა.

107) გ ა რ ს ე ვ ა ნ | ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე, გვამი ცნობილი.

108) პ ა ა ტ ა | ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე. ამას მიანდო მეფემან ირაკლი გამოყვანა 900 ლეკისა და სარდლობაცა იმერეთისკენ. მუნ მისრულთა ლეკთა შესაწევნელად ქართველთა ჯარისა, ოდეს დასვეს მეფედ სოლომონ, ლეკთა ააოხრეს იმერეთი, დაიტაცეს ეკკლესიათა სამკაულნი და ბარძიმ-ფეშხუმნი ჰქმნეს ჭურჭელად ჭრაქისა ასანთობელად. ესე იწყინეს იმერთა და დიდად ემდურვოდნენ მისსა სარდლობასა. იტყვიან დღედმდე იმერელთა თფილისისა აღებისა დღესა სპარსთაგან, მაგიერი გარდაუხადეს ქართველთაო: ე. ი. გაცარცვეს თფილისიო.

109) ნ ი კ ო ლ ო ო ზ მხატვარი აბხაზი, შვილი მისი იოანე იქმნა შემდგომად ღენერალი ( . . . . . . . . ). დედოფალმან დარეჯან დაახატვინა ამას კანკელი ანანურისა ეკკლესიისა და სხვათაცა ეკკლესიათა, ამანვე განაახლა სიფრთხილით ანანურისა ეკკლესიისა კედელზედ დახატულნი ძველად 13 ასურელთა მამათა ხატნი. დღეს არღა არიან ესენი. 

110) ი ო ს ე ბ | კ ა ლ ა ტ ო ზ ი შ ვ ი ლ ი, ახლდა მეფესა გიორგისა და მერეთ დედოფალსა მარიამს; ამან გასცა დედოფალი, რომელსაცა უნებდა გაქცევა ქალაქიდამ თუშეთსა ანუ ფშავ-ხევსურეთსა. კნიაზმან ციციანოვმან დაასაჩუქრა იგი; მოკვდა 1834 წელსა. მრავლად ემდუროდა მას მეფის ძე თეიმურაზ; როტიე გოლლანდიელი წერს მისთვის წიგნში. თუმცა ახსენებს მას გვარით და არა სახელით.

111) ი ო ა ნ ე | ა ბ ხ ა ზ ი კარდანახელი, კაცი ქრისტიანე და პატივცემული; მოკვდა 1828 წელსა ( . . . . . . . . . . . ). ესე გაგზავნა მეფემან გიორგი თელავსა ორჯერ და გაატანა სანთლები კელაპტრები, რათა დღესა ქეთევან დედოფლობისსა, დაესწოს წირვისა ჟამსა მცირესა ეკკლესიასა შინა, აღშნებულსა მუნ თეიმურაზ მეფისაგან პირველისა. ესე ეკკლესია არის პირველი, ნაკურთხი ქეთევან დედობლისა წამებულისა სახელზედ.

112) ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე | მ ა ყ ა შ ვ ი ლ ი, ეშიკაღაბაში მეფისა გიორგისა, ძე გამდელისა მისისა სვიმონისა. გარდაიცვალა 1823 წელსა ცხენიდამ გადმოვარდნით, ოდეს მიეგებებოდა მისულსა კახეთად და მიმავალსა გომბორისა გზით ექსარხოსსა იონას. ამანვე დაასაფლავა იგი იყალთოს მონასტერსა.

113) ს ვ ი მ ო ნ | მ ა ყ ა შ ვ ი ლ ი, ლალა მეფისა გიორგისა, დასაფლავდა იყალთოს მონასტერსა ( . . . . . . . . . . . . . . . . ).

114) დ ა ვ ი თ | ჯ ი მ შ ე რ ი შ ვ ი ლ ი, ჩოლოყაშვილი, დიდად ნიჭებული კაცი სიტყვითა და მწერლობითა ( . . . . . . . . . . . . . . . . . ).

115) გ ი ო რ გ ი | თ უ მ ა ნ ი შ ვ ი ლ ი, ძე ეგნატი მდივნისა, მოყვარე მწიგნობრობისა და მწერლობისა, ამან შეკრიბა ერთ წიგნად ლექსნი ძველად თქმულნი და უწოდა ქართველთა მწერლობისა ამის საუნჯესა «მრავალ-ყვავილოვანი». დღესცა აქვს იგი შვილსა მისსა ღენერალ-მაიორსა ალექსანდრეს. მოკვდა 1837 წელსა.

116) ი ო ა ნ ე | ა ბ ა მ ე ლ ი ქ ი, ძმა მეფის რძლის ელენესი ( . . . . . . . . . . . . . ).

117) ს ო ლ ო მ ო ნ (სოღომონ) ა ბ ა მ ე ლ ი ქ ი, ბიძა მეფის რძლის ელენესი, მოკვდა 1827 წ.

118) მ ი რ ზ ა | ა ფ რ ი ა მ ა | ე ნ ა კ ო ლ ო ფ ა შ ვ ი ლ ი, სპარსეთიდამ მოსული. მეფემან გიორგიმ სამჯერ წარავლინა ერევნის ხანთან და მუნით შირვანსა ტყვეთა ქართველთა, დაშთენილთა მუნ დროთა თფილისის აოხრებისა, მოსაყვანად. მოკვდა 1824 წელსა.

119) შ ი ო | მ ე ჭ ი ა ნ უ რ ე, ქებული მრავალთაგან და მომღერალიცა. მოკვდა 1828 წელსა, გვემული დროთა ცვლილებისაგან, მტირალი წარსულთა ჟამთათვის, მისთვის ტკბილთა და ცრემლით მოსაგონთა. თვით პოეტი, გოდებით ჰკრავდა ჩანგთა და აგოდებდა თვით ჩანგსა.

120) დ ა ვ ი თ ა | მ ე თ ა რ ე, წავკისელი.

121) [ა ღ ა ჯ ა, მომღერალი], სომეხი თფილისელი.

122) [ა ლ ა ვ ე რ დ ა | მ ო მ ღ ე რ ა ლ ი], თფილისელი თათარი.

123) ნ ი ნ ი ა, დურგალი ლალიაშვილი, ჩინებული ხელოსანი*

(## 122 და 123-ის შორის წაშლილია სიტყვები: 
[საათნავა მოლექსე და მომღერალი] 
მოღერალნი ქართველნი – ზაალ, პაატა, ოტია; თათარნი – ისმაილა, უსეინა; სომეხნი – თარუმა, პოღოს. 
პირველი სტრიქონი /კვ. ფრჩხილებში/ ეკუთვნის ბარბარე ქობულაშვილს) 

124) გ ლ ა ხ ა | კ ა ლ ა ტ ო ზ ი | ზ ა ზ ი ა შ ვ ი ლ ი, სომეხი. ამან ააშენა ეკკლესია მარტყოფს გუმბათიანი და იქავე დაასაფლავა რუსთველმან სტეფანე 1826 წელსა.

125) ო ქ რ ო მ ჭ ე დ ე ლ ი [გ ა ბ რ ი ე ლ | მ ა ს ხ ა ლ ო ვ ი], (აწ ბასხაროვი), მისგან მრავალია ნაკეთები ბარძიმ-ფეშხუმნი, ჯვარნი და ხატნი შემკულნი. ალევის სამების ეკკლესიაში არის ერთი მისგან გაკეთებული სასანთლე ვერცხლისა ბატკნად ანუ ცხვრად ნაკელი ვერცხლისა. ესე შეუწირავს მეფისა გიორგის ძეს იოანეს, როგორც სჩანს ზედა წარწერიდამ.

126) სამართებლების მკეთებელი ი ვ ა ნ ე | ზ ო ტ ი შ ვ ი ლ ი. ქალაქსა ს.-პ. -სა გავიცან 1843 წელსა,.... სლივიცკი მოხუცი, მამა მის სლივიცკისა, რომლისაცა ძეგლად სიმხნისა იმპერატორმან ნიკოლოოზ უწოდა სიმაგრესა ერთსა პოლშაში «Фორტი სლივიცკისა». ესე მოხუცი სლივიცკი იყო ზუბოვისა ადიუტანტი დერბენტსა და როდესაც იმპერატორმან პავლე დააბრუნა ჯარი რუსეთად, მაშინ მოვიდა იგი თფილისს 1797 წელსა და მოისყიდა სამართებლები, ეგონა კიდევ იყო ხელოვნება ესე მუნ და მოთხოვა დაუბარო მას რავდენიმე. თვითოში მივე თვითო აბაზიო. არცა ერთი ევროპაში ნაკეთი არ შეედრება თფილისისა სამართებლებსაო – ესრეთ ადვილად იკარგება ხელოვნება?

127) ა ს ლ ა ნ | ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი, ეშიკაღაბაში მეფისა; მცოდნე სპარსულისა ენისა, დასაფლავდა მთაწმინდას თფილისში... წელსა 1826. ერმოლოვისა თხოვითა დაამშვიდა აღრეულობა ყაზახში და არცა მიუდგა მეფის ძეს ალექსანდრეს, რომელთა წერილთა არა უმალავდა ერმოლოვსა. შემდგომად სპარსთა დამარცხებისა შამქორს ერმოლოვმან ჰკითხა ასლანს: «მითხარ, გიყვარვარ თუ არაო?» – ასლანმან უპასუხა: «სარდალო, არც მყვარებიხარ და არც მიყვარხარო». – მოიწონა ესე სწორი მისი თქმა და უთხრა: ერევანსა რომ შემოვადგებით, მაშინ შევრიგდებითო.

128) ი ო ა ნ ე | ს ა რ დ ა ლ ი. ოდეს კ. ციციანოვისა დროსა წარვიდა ჯარში, მაშინ ესე და ასლანცა და სხვანი თავადნი იგდეს ტყვედ სპარსთა. ფათალიშახმან ნახა ესე იოანე და ოდეს იხილა მისსა გულზედ ვარსკვლავი ანნასი, ბოძებული იმპერატორისაგან, მაშინ ჰყვედრა მრავალი. მისწვდა თვით ვარსკვლავსა, მოგლიჯა იგი და გარდააგდო და უბრძანა: «ამისთვის უღალატე შენს მეფესა და ქვეყანასაო?» – მოქცეული თავისდა გარდაიცვალა თფილისს...

129) ა ბ ე ლ | ჩ ო ლ ა ყ ა შ ვ ი ლ ი, მეფისგან გიორგისა შერისხული თელავს, სადაცა მოვიდა გვიან და არა უნებდა მოწერა ხელისა ფიცისა ქაღალდზედ. 1812 წელსა უღალატა რუსთა, რომელთაცა გაგზავნეს სიბირს: უკუ მოქცეული მოკვდა კახეთს 1838 წელსა.

130) ა ბ ე ლ | ა ნ დ რ ო ნ ი კ ა შ ვ ი ლ ი, მიმბაში მეფისა გიორგისა, აღმაშენებელი ქოდალას ღვთაებისა გუმბათიანისა ეკკლესიისა ქაშოეთისა თფილისს ეკკლესიისა პლანისა. 1812 წელსა ბუნტისა გამო გაგზავნეს სიბირსა და უკუმოიქცა 1817 წელსა. იყო სიძე სარდლის იოანესი. მოკვდა და დაეფლა მუნვე 1835 წელსა.

131) თ ო მ ა | ა ნ დ რ ო ნ ი კ ა შ ვ ი ლ ი, შვილისშვილი მეფისა მეფის ასულის ბარბარესაგან, ჯერეთ ყრმა იზრდებოდა მეფესთან. მოკვდა 1847 წელსა.

132) დ ა ვ ი თ | მ ი მ ბ ა შ ი | თ ა რ ხ ნ ი შ ვ ი ლ ი. ცოლი ამისა მაკრინა იყო ცოლის და დადიანის ლეონისა, და დედიდაჲ დავით უკანასკნელისა დადიანისა. გარდაიცვალა 1837 წელსა. ესე იყო მიმქმელი მეფის რძლის ელენესი, მეფის ძის დავითის ცოლისა (მემკვიდრისა), ოდეს მიიღო მართლმადიდებლობითი სარწმუნოება.

133) გ ი ო რ გ ი | ჩ ო ლ ა ყ ა შ ვ ი ლ ი, შერჩა მეფესა გიორგის, ვითარცა მეფის ძისა ბაგრატის ნათესავსა ცოლით, და ვერ შერჩა რუსთა, რომელთაცა უღალატა 1812 წელსა; ამისთვის პყრობილი თფილისის ციხესა, მოკვდა 1813 წელსა.

134) ა დ ა მ | ა ნ დ რ ო ნ ი კ ა შ ვ ი ლ ი, მილახვარი მეფის გიორგისა. 1801 წელსა გაჰყვა სპარსეთსა ალექსანდრეს. მოვიდა მუნით 1804 წელსა. მოხუცი 80 წლისა მოკვდა 1854 წელსა ვეჯინში.

135) ბ ე ც ი ა | თ უ რ ქ ი ს ტ ა ნ ი შ ვ ი ლ ი, ესე იყო მოურავად ტირძნისა სოფლისა, მეფისაგან გიორგისა დადგენილად.

ტირძნისისათვის, სადაცა იყო ეგნატი იოსელიანი, სწერს შემდეგსა:

«ტირძნისი ყოფილა არაგვის ერისთავის საპურე სოფელი და მეფემ ირაკლი არაგვთან ტირძნისიცა ჩამოართვა არაგვის ერისთავთა.

მაშინ ტირძნისი მისცა სარჩოდ ხერთვისისა ბეგსა ახალციხიდამ აქ გადმოვარდნილსა. მას ბეგს გამოართვა მეფე ერეკლემ და მისცა სამოურაოდ დავით ვისმე აბაშიძეს, და შემდგომად აბაშიძისა, მისცა მეფემ ერეკლემ მეთოდი რაჭის ერისთავს. შემდგომად გარდაცვალებისა მეფის ირაკლისა, გამეფებულმან მეფემან გიორგი წარგზავნა გამგედ მის სოფლისა ბეცია თურქისტანიშვილი და როდესაც ახალსა დროსა მეფისა გიორგისა გამეფებისა, დავით ბატონიშვილი გადმოვიდა რუსეთით და ლაშქაროვის მაგიერ სოფელი სთხოვა მეფესა, მაშინ მეფემან დაუწერინა სიგელი ტირძნისისა რომ არის ლაშქაროვისაო. მაშინ ის სოფელი მიაბარა მეფემან სიგლითურთ დავით ბატონიშვილსა. დავით ბატონიშვილმან გამგზავნა მე განმგედ მის სოფლისა და მე გამოსცვალე ბეცია და ვიყავ ორს წელს გამგე მისი ჩ ღ ჟ ჱ და ჩ ღ ჟ თ და რაც გამოსავალი იყო სოფლიდამ ჩემს სარგოს მე ვიღებდი და საბატონოს ვუგზავნიდი დავით ბატონიშვილსა. მერმე მე გამომცვალა სვიმონ გაბაშვილმა 1799 წელსა. 1802 წელსა რუსეთით მოვიდა ნიკოლოოზ ონიკოვი და ლაშქაროვსა ტირძნისი მიებარებინა მისთვის. ამისთვის მან ონიკოვმან გამოსცვალა სვიმონ გაბაშვილი და მიიღო ონიკოვმან ტირძნისი. შემდგომად მისსა მიიბარა ლაშქაროვისაგან და ონიკოვისა იოსებ დეკანოზმან წინამძღვრიშვილმან, ამისისა მოქმედებითა გაისყიდა ტირძნისი და მიესყიდა სულხანოვს».

136) ი ო ბ | ზ ე დ გ ე ნ ი ძ ე. ესე იყო მოურავი და სალთხუცესი მუხრან-ბატონისა: მეფე გიორგი სწყალობდა მას ვითარცა მეფეთა ერთგულსა და უბრძანებდა ყოველთვის საამოდ მისდა სიტყვათა. თვით მუხრან-ბატონი ექცეოდა მას ვითარცა კაცსა დარბაისელსა. მოკვდა მოხუცი 1819 წელსა.

137) დ ი მ ი ტ რ ი | ს ა გ ი ნ ო ვ ი. ზედამხედველი ქ. თფილისს თამბაქოს იჯარისა მეფისა გიორგის დროს. ნაცვლად ამისა მიეცა რუსთაგან პენსია. მოკვდა 1821 წელსა.

138) შ ი ო შ | თ უ მ ა ნ ი შ ვ ი ლ ი, ძე სულხანისა. მეფე ერეკლე სწერს მამასა მისსა სულხანს შემდეგსა წერილსა, რომელსა შინა მოიხსენებს შიოშსაცა:

«ჩვენ მაგიერად თუმანოვს მდივანს სულხანს მრავალი მოკითხვა ეუწყოს. მერე შენი წარმოგზავნილი მაიორის დისწული დავით, მრავლის საქმეების გამო აქამომდე ვერ გამოვისტუმრეთ, რომელიც ამ დროს ჩვენის ქვეყნის ამბის ვითარება იყო; ჩვენი წიგნები მოგივა და ყოველსავე იმით სცნობ. ამ დავითის ხელით რომ წიგნები წარმოგეგზავნა შენის ძმის წიგნში, შენი დიახ, შეწუხება მოგეწერა ულუფის მოუცემლობის მიზეზზედ, და ჩვენ ამისთვის წარსულს ჟამს ერთი წიგნი მოვსწერეთ აშტარხანს თარხან-აღაშვილს სტეფანეს და სამოცს თუმანს დავესესხენით, რომ მანდ შენთვის უნდა გამოეგზავნა და მაგიერი ჩვენგან მიეღო, და ერთი წიგნიც იოსებ არქიერს მოვსწერეთ და იმასაც ასს თუმანს დავესესხენით შენთვის მოსაცემად და ჯერეთაც არ ვიცით ჩვენის მიწერილობისამებრ ხელი გაგიმართეს თუ არა, რადგანაც აქაური ამბავი ყოველივე ამ ახლის ჟამში მოწერილი გვქონდა, რომელსაცა ჩვენის წიგნებითა სცნობ: ამისთვის ამ წიგნით ამბავს აღარას მოვიწერთ: აქაური ნაღველი ნურა გაქვს რა, ღვთის მოწყალებით ვინცა ვინ შენიანი არიან, ყველანი მშვიდობით იმყოფებიან, და შენს შვილს შიოშს ჩვენ ფეშქაშნავისობა ვუბოძეთ ქართლისა.

ირაკლი

წელსა 1791.
აგვისტოს 20.

ესე შიოშ იყო შემდეგ გუბერნიისა გახსნისა მიღებული რუსთა მთავრობისაგანცა; მოკვდა 1829 წელსა.

139) ი ო ს ე ბ | მ ე ლ ი ქ ი შ ვ ი ლ ი, ხაზინადარი. ამას უბოძა მეფემან გიორგი ლაშქარ-ნავისობა სომხითისა და საბარათაშვილოსი. მოკვდა 1830 წელსა.

140) ს ო ლ ო მ ო ნ | ა ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი, კახელი; 1800 წელსა, ოდეს რუსის ჯარი წარვიდა ყაზახსა, მაშინ წარატანა ჯარი ქართველთა 600 კაცი არაგველი სოლომონს. შვილი ამისი ივანე იყო ღენერალ-მაიორი და მოკვდა 1861 წელსა.

141) ზ უ რ ა ბ | ყ ა ფ ლ ა ნ ი შ ვ ი ლ ი, იყო ზედამხედველი თფილისის ბაჟისა, მოკვდა 1827 წელსა. ესე იყო მამა ღენერალ-ოტინფანტერისა კ. გრიგორი ორბელიანისა.

142) გ ი ო რ გ ი | ყ ა ფ ლ ა ნ ი შ ვ ი ლ ი, ნაზირი მეფისა გიორგისა, მცოდნე არაბულისა, სპარსულისა და თათრულისა ენათა. მოკვდა 1810 წელსა.

143) ე ლ ი ზ ბ ა რ | ე რ ი ს თ ვ ი შ ვ ი ლ ი, ყულარაღასი. ესე გადვიდა იმერეთსა და მუნ შეირთო ცოლად ქალი იმერთა მეფისა სოლომონ დიდისა. დაახლოვებული იმერთა მეფისა დავითისა, ურჩევდა მიწერ-მოწერასა რუსეთთან და ჰგონებდა ამით ქსნის საერისთავოჲსა მოპოვებასა, ჩამორთმეულისა ქართლისა მეფისაგან. მეფემან სოლომონ მეორემან ჩამოართო სოფლები იმერეთსა ნაშოვნი და მიუბოძა რა იგინი მალხაზ ანდრონიკაშვილსა, რომელიცა იყო ქმარი მეფის ძის არჩილის ქალისა მარიამისა. გადმოსრული იმერეთით მოკვდა ქართლსა 18... წელსა.

144) მ ა ლ ხ ა ზ | ა ნ დ რ ო ნ ი კ ა შ ვ ი ლ ი, ამას ჰყვანდა ცოლად მეფის ძის არჩილის ქალი მარიამ და სცხოვრობდა იმერეთსა. შემდგომად მეფისა გიორგისა ებრძოდა რუსთა, ვითარცა ერთგული იმერთა მეფისა სოლომონისა. 1811 წელსა წარვიდა სპარსეთად და უკუმოქცეული მივიდა ახალციხეს და ტრაპეზუნტსა. აქა მოკვდა მეფე სოლომონ 1815 წელსა. მალხაზ მერეთ მობრუნდა კახეთს და მოკვდა აქა 18...; ღენერალ-ლეიტენანტი იოანე მალხაზიჩი ანდრონიკოვი – დღესაცა ცოცხალი არის შვილი მისი.

145) ნ ი ნ ი ა | ჩ ე რ ქ ე ზ ი შ ვ ი ლ ი, კაკაბეთის მოურავი. დამსწრე ნიახურას ომშიაც. საყვარელი მეფისა.

146) ზ ა ა ლ | ა ნ დ რ ო ნ ი კ ა შ ვ ი ლ ი, სალთხუცესი მეფის ძის იოანესი. დიდი ერთგული მეფისა.

147) დ ი მ ი ტ რ ი | ჩ ო ლ ა ყ ა შ ვ ი ლ ი, ფშავისა, ხევსურისა და თუშეთისა მოურავი.

148) ი ო ს ე ბ | ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე, ნაზირი მეფისა.

149) ა დ ა მ | ვ ა ჩ ნ ა ძ ე, დიდი ვაჟკაცი. ამან მოკლა თოფითა ჯუნგუთაი (?) დაღესტნელი, რომლისა თავი მოართვეს მეფესა შემდგომად ნიახურას ომისა.

150) ი ლ ი ა | ა ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი. ესე გაგზავნა მეფემან გიორგი ძმასთან ალექსანდრესთან ჭარსა წერილითა მასთან და ომარ-ხანთან წინათ ნიახურას ომისა. წერილითა ამით მოუწოდებდა ძმასა დამორჩილდეს და არა შევიდეს ქრისტიანეთა სისხლის ღვრასა ლეკთა შეწევნითა.

151) პ ა ა ტ ა | ა ბ ა შ ი ძ ე ქართვლელი, ნაზირი; ამან შეიპყრო გზაზედ კაცი, ძმისაგან მეფისა ალექსანდრესაგან გამოგზავნილი იმერეთსა და მოართვა მეფესა თფილისს. წერილითა ამით სთხოვდა მოსცეს ჯარი თვისი იულონს, რათა განაძიონ მეფე გიორგი მეფობიდამ და მისდა ნაცვლად დასვან იულონ. ამასვე დროსა უნიშნავდა დღესა, როდესაც უნდა შემოვიდეს ლეკთა ჯარი და განაძიონ თფილისიდამ თვით რუსნიცა, მეფისა გიორგისაგან მოყვანილი საქართველოსა. მეფემან აჩვენა ესე რუსისა ღენერალსა და თვით ნამდვილი უბრძანა კაცსა ძმისა თვისისა ალექსანდრესსა, წარიღოს და მიართვას მეფესა სოლომონს.

152) გ ი ო რ გ ი | ხ ე რ ხ ე უ ლ ი ძ ე. მეფემან წარავლინა ესე და ზაალ ბარათაშვილი მდივანბეგი დემურჩასალოს, ბრძანებითა, რათა ჩამოართოს მოურავობა ესე მეამბოხესა თამაზს ყაფლანიშვილსა და მიიბაროს ზაალ ბარათაშვილმან. დარეჯან დედოფალმან იწყინა ესე და იქმნა დიდი შფოთი წინათ გარდაცვალებისა მეფისა. ამისთვის 8 იანვარსა 1801 წელსა მოვიდა ალექსანდრე ყარაბაღით ყაზახში და აცნობა დედასა წერილით, რას მიბრძანებთო. მეფე გიორგი, გარდაცვლილი 28 დეკემბერსა, ჯერეთ არ იყო დასაფლავებული.

153) გ ა ბ რ ი ე ლ | რ ა ტ ი შ ვ ი ლ ი. ამას ვითარცა ომში ნიახურას დასწრობილსა, გაატანა მეფემან წერილი, ერთი ხელმწიფე იმპერატორთან და ერთი კნორრინგთან ლინიაზედ; წერილებითა ამით მოახსენებდა პავლეს მადლობასა ჯარისათვის და გაუგზავნა ლეკთა ბაირაღები; და ითხოვდა, რათა დაჯილდოვდნენ ლაზარევი, გულიაკოვი, მეფის ძენი იოანე და ბაგრატ და სხვანიცა. მასვე გაატანა საკუთარი მოხსენება, ვითარცა განმგემან ჯაბახანისა, თვით მეფის-ძემან იოანე, ღენერალ კნორრინგთან.

154) ზ ა ზ ა | ა ნ დ რ ო ნ ი კ ა შ ვ ი ლ ი, წარსული ს. პ. ბ. 1800 წელსა დესპანთა თანა, ზრუნავდა დიდად მეფობისათვის ქართველთა, და ამისთვის არ მოეწონა მოხსენება ღენერალისა კნორრინგისა, მისრულისა 1801 წელსა ს. პ. ბ., ვითამც ქართველთა არა სურდესთ თვისი მეფე. მასვე დროსა მისწერა წერილი იოანე სარდალსა ორბელიანსა და ურჩევდა არა ჰქმნან ამოვარდნა მეფობისა საქართველოში. წერილი ესე იგდეს რუსთა და აღუკრძალეს მოსვლა საქართველოდ. 1818 წელს ესე ზაზა და დოსითეოს ეპისკოპოსი ფიცხელაური წარვიდენ ნევისა მდინარესა შესართავსა ფინის ზღვის პირას, და აქა ბანაობდენ ცურვითა; მსწრაფლ აღელდა ზღვისპირი. დოსითეოს ცურვითა გამოვიდა წყლისა პირსა და ზაზა მოტაცებული ღელვისაგან დაირჩო. ვერღა იპოვეს ვერცაღა გვამი მისი. იყო წლისა 50 და სცხოვრობდა იულონ მეფის ძესთან მისსა მწყალობელთან, რომელსაცა უყვარდა იგი, ვითარცა კაცი დიდად სიტყვა მჭევრი და აზრთა დიდთა და საფუძვლიანთა მქონი.

155) გ ი ო რ გ ი | ა მ ი ლ ა ხ ვ ა რ ი, ამას ჰყვანდა ცოლად დაჲ სარდლისა დავით ორბელიანისა. 1801 წლისა იანვრის დამდეგს, იულონმან მოიტაცა ტყვედ ცოლი ესე მისი ქეთევან და მიიყვანა თვისდა სოფელსა ბელოტს. მემკვიდრე მეფის ძე დავით აპირებდა რუსთა ჯარითა ზედა დასხმასა. მაშინ გაიქცა იმერეთსა იულონ და განთავისუფლდა დისწული მემკვიდრისა ტყვეობისაგან.

მოხელენი მოურავად მეფისა გიორგისა დროსა იყვნენ შემდეგნი პირნი:

მოურავნი ქართლისა: 

ერასტი ამილახვარი . . . სოღანლუღს

ქაიხოსრო სუმბათოვი მოლარეთუხუცესი . . . ნავთლუღსა

ბარამ გურგენიძე ნაზირი . . . დიდუბეში

ალექსანდრე მაყაშვილი . . . წინწყაროს. ორსავე ავლაბარში. კუკიას

არსადან ქარუმიძე . . . ახალსოფელში

იორგი ამილახვარი . . . გორში

ლუარსაბ ლოლაძე და გოგია ბეგიაშვილი . . . მეჯვრისხევს

გოგია ბეგიაშვილი . . . მეჯუდაში

დავით ბიბილური . . . სათემოს

ფირან ჩერქეზიშვილი . . . კრწანისში და ტყვიავში, ღვიდისში

გოგია ფურცელაძე . . . პატარა ლიახვსა და ოსებისა

გოგია მირზაშვილი . . . ვანათსა, არბის, შინდისს

ეგნატე იოსელიანი (ორჯერ) . . . ტირძნისში

ნინია ამილახვარი . . . ცხინვალში და ქარელში

მიმბაში ზაზა მაჩაბელი . . . ქელვი და აჩაბეთი

ნასყიდა ზარდიაშვილი . . . მაღრანდოვლეთში

ევგენი აბაშიძე . . . ალსა, სურამსა და ქეფინისხევსა

ნიკოლოზ გლურჯიძე მოლარეთუხუცესი . . . ხიდისთავსა

დომენტი წინამძღვრიშვილი . . . გლურჯეთსა

დავით აბაშიძე ქეშიქჩი-ბაში . . . ბორჩალო და შილიხოს

შანშე ერისთვისშვილი . . . შელავერსა

რევაზ ვახვახიშვილი . . . ახატელისა თათრებისა

თამაზ ორბელიანი . . . დემურჩასალის

ადამ ანდრონიკაშვილი . . . კახეთში თათრებისა ქირჩხლის

ოსეფა ბებუთაშვილი მიშკარბაში . . . ბაადარსა

სოლომონ არღუთაშვილი . . . სარვანში

საამ ბარათაშვილი . . . ძველს თაქლასა

პაატა აბაშიძე . . . ახალს თაქლასა

სოლომან გაბაევი . . . მუღანლოსა

გიორგი ციციშვილი სარდალი . . . ელებისა, ქოლაგირისა, მუღანლოსა, ქოშქილისისა, აყლილისა, უზუნლარისა და დისიღისა

ოსეფა ყორღანაშვილი მილახვარი . . . ჰასან ხოჯალისა

გარსევან ჭავჭავაძე . . . ყაზახის თათრებისა

გიორგი ციციშვილი სარდალი . . . ფამბაკისა

მოურავნი კახეთისა: 

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი . . . მანავში

თადია ჩოლაყაშვილი (მის ნაცვლად ვახტანგ ორბელიანი) . . . თვალ-საგარეჯოს, სართიჭალაში

დავით მაყაშვილი . . . უჯარმასა

ზაალ ანდრონიკაშვილი . . . ორსავე მარტყოფში

გოგია ნათალიშვილი . . . ლილოსა

დიმიტრი ჩოლაყაშვილი . . . თიანეთში და მარილისში

გლახა საგინოვი აზნაური . . . ქისტაური

ალექსანდრე მაყაშვილი . . . ბოჭორმას

დავით და იოანე ქობულოვი . . . ზემოხოდაშენსა

ალექსანდრე მაყაშვილი* (ორივე სიტყვა გადახაზულია ხელნაწერში) . . . ძველი გალავნისა თელავსა

იროდიონ გურგენიძე . . . თელავსა

გიორგი ვახვახიშვილი . . . კალაურსა

იოსებ ჭავჭავაძე . . . ირაკლის ციხისა

სფირიდონ ჯანდიერიშვილი . . . ქვემო ხოდაშენსა და შაშიანსა

ომან ჯანდიერიშვილი . . . ურიათუბანსა დიმიტრი ანდრონიკაშვილი . . . ველისციხეს

დავით ჯანდიერიშვილი . . . გურჯაანში

დურმიშხან ჩოლაყაშვილი . . . პანკისში, ბახტრიონსა და ქორბალას

აღათანგო პეტრიაშვილი . . . მაღრიანში ნიკოლოოზ ჩოლაყაშვილი . . . ლალისყურსა თამაზ ჯორჯაძე . . . შაქრიანსა

დიმიტრი ჯორჯაძე . . . ენისელსა

დავით მაყაშვილი . . . აღდგომას

გიორგი ნოდარაშვილი და ფარეშთუხუცესი ანდუყაფარ ბანცურაშვილი . . . შილდას

კირილე ავალიშვილი . . . ლომის-ციხეს

დავით ჩოლოყაშვილი . . . ვეფხვის-ციხეს

ლუარსაბ თარხნიშვილი . . . ფაშაანსა

იმონ ქობულაშვილი . . . სანავარდოს

გარსევან ვაჩნაძე . . . კუჭავანსა და ორსავე გავაზს

სპირიდონ თარხნიშვილი . . . ვანათს

ლუარსაბ თარხნიშვილი . . . აკურას

ომან მაყაშვილი . . . ყარაჯალას პირაქეთ თათრებისა და კახეთში მცხოვრებთა

დავით და იოანე ქობულაშვილი . . . თათრებისა ყიზილ-აჯილისა

რევაზ ანდრონიკაშვილი სარდალი . . . ქიზიყში

როსეფ ჯანდიერი ნასახჩი-ბაში . . . ჯიმითსა და ყანდაურას

ნინია ჩერქეზიშვილი . . . კაკაბეთსა

დურმიშხან ჩოლაყაშვილი . . . თუშებისა

დიმიტრი ჩოლაყაშვილი . . . ფშავისა და ხევსურებისა

სამღვდელო წესი

მეფისა გიორგი XIII დროსა სამღვდელო წესი იყო შემდეგი: 

1) კათოლიკოსი

2) ქართლისა მიტროპოლიტნი: სამთავროჲსა, თფილისისა, რუისისა.

3) არქიეპისკოპოსნი: წილკნისა, მანგლისისა.

4) ეპისკოპოსნი: ურბნისისა, სამთავისისა, ნიქოზისა.

5) კახეთისა მიტროპოლიტნი: ალავერდისა, ბოდბისა, ნინოწმინდისა.

6) არქიეპისკოპოს[ნ]ი: რუსთავისა, ნინოწმინდისა.

7) ეპისკოპოსნი: ნეკრესისა, ხარჭაშნისა.

მეფისა დროსა იყვნენ მონასტერნი: 

ქ ა რ თ ლ ი ს ა: შიომღვიმისა, მეტეხისა, იკორთისა, ანანურისა, ჯვარისა, მღვიმისა, ლარგვისისა, ხობისა, ულუმბიისა, გეთსამანიისა, თირისა.

კ ა ხ ე თ ი ს ა: 12-გან ორნი – დავით გარესჯელისა, იოანე ნათლისმცემლისა; შუამთისა, ბოჭორმისა – (ორივეს) ალავერდელი განაგებდა; წ. საბასი, ხირსისა, ღვთაებისა ვეჯინსა, ნათლისმცემლისა – (ოთხივე) განიგებოდა ბოდბელისაგან.

მღვდელმთავარნი: 

ქ ა რ თ ლ ი ს ა: კათოლიკოსი ანტონ II, მთავარ-ეპისკოპოსი იოანე (მოკვდა 1802 წ.), თფილელი არსენ, მროველი იუსტინე, წილკნელი იოანე (შვილი სქემონასანისა ონისიფორესი 38 წლისა, ქარუმიძე), ურბნელი იულიოს, სამთავნელი გერვასი, ნიქოზელი ათანასი.

კ ა ხ ე თ ი ს ა: ალავერდელი, – განმგედ თვით ანტონი, ბოდბელი იოანე, ნინოწმინდელი მიხაილ, რუსთველი სტეფანე, ნეკრესელი ამბროსი (ესე შილდას იდგა).

ნიახურისა ომში დასწროფილნი და მხნეობითა გამოჩენილნი მუნ იყვნენ პირნი 

მ ე ფ ი ს | ძ ე ნ ი: იოანე, ბაგრატ.

ქ ა რ თ ლ ი ს ა | თ ა ვ ა დ ნ ი: პაატა აბაშიძე, ნაზირი მეფისა; ზაალ ბარათაშვილი მდივანბეგი; გიორგი ხერხეულიძე; გაბრიელ რატიშვილი.

კ ა ხ ე თ ი ს ა (თ ა ვ ა დ ნ ი): რევაზ ანდრონიკაშვილი, ქიზიყის მოურავი; ზაზა ანდრონიკაშვილი, სალთხუცესი მეფის ძის იოანესი; იოანე ზურაბიშვილი; ზაზა ზურაბიშვილი; იოანე ანდრონიკაშვილი; როსებ ჯანდიერიშვილი; გიორგი ჯანდიერიშვილი; ადამ ვაჩნაძე; იოსეს ვაჩნაძე; ასლან ონანიშვილი; გიორგი ჩოლაყაშვილი; დიმიტრი ჩოლაყაშვილი, ფშავის და თუშის მოურავი; ლუარსაბ სუმბათიშვილი, მიმბაში; იოსებ ჭავჭავაძე, ნაზირი მეფისა; ილია ავალიშვილი; იოანე ქობულიშვილი, პოლკოვნიკი ქართველთ თოფხანისა; ალექსი ყალანთრიშვილი, კაპიტნად წოდებული ქართველთ ჯაბახანისა და გიორგი ჩამბურიშვილი კაპიტანივე ჯაბახანისა.

ამასვე ომში დაესწრნენ ექიმნი ქართველთა მეფისა, ფრანგნი სარწმუნოებით: ოსეფა ყარაშვილი და შვილი მისი იოანე.

სამოხელონი მეფისა გიორგისა XIII: 

ს ა მ ხ ე დ რ ო ნ ი:

სარდალი, სარდარქარი, მიმბაში, პუნსედ-ბაში, უზბაში, ფანჯაბაში, დეღ-ბაში.

ს ა ს ა ხ ლ ი ს ა: სალთხუცესი, ვეზირი, მდივანი, ფეშქაშ-ნევისი, მუსტოუფი, მოლარეთ-ხუცესი, ნაზირი, სალაროს ნაზირი, მოლარე, სალაროს მუშრიბი, მუშრიბი, თუშმალი.

ს ა მ ე ფ ო ჲ ს ა: ყულარ-აღასი, ეშიკაღაბაში, ეშიკჩი-ბაში, ქეშიქჩი-ბაში, ქორიასაული, ნასახჩი-ბაში, მირისშქარ-ბაში, ბოქოულთ-ხუცესი.

ს ა მ ო ქ ა ლ ა ქ ო ნ ი: მოურავი, მელიქი, მამასახლისი, ნაცვალი, ქეთხუდა თავი, ქეთხუდა მეორე.

ს ა მ ო უ რ ა ვ ო ნ ი: თფილისისა, ქიზიყისა, თუშისა, ხევსურეთისა, ფშავისა, სამშადილისა, ბორჩალოსი, ფამბაკისა, გორისა, თელავისა, საგარეჯოსი, სურამისა.