Wednesday, September 19, 2018

ნიმუშები კობა არაბულის პოეზიიდან გერმანული თარგმანებით


(ლექსები ამოღებული პოეტ კობა არაბულის კრებულიდან „მითების გაღვიძება /წიგნი სიზმრისა და სიცხადისა/“, გამომცემლობა „მერანი“, თბილისი, 2012; გერმანულად თარგმნა მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილმა // Die Gedichte des Dichters Koba Arabuli aus seiner Sammlung “Die Erwachung der Mythen /das Buch des Traums und der Wahrheit/”, Verlag “Merani” /“Der Ross”/, Tbilisi, 2012; aus dem Deutschen von Mariam Ksowreli-Chartischwili)


ქრისტეს შემდგომი დროის პეიზაჟები 


* * *

ვისმენდი ბავშვობის დროინდელ მუსიკას:
ეს იყო წყაროთა ხმა და წვიმების წკარუნი...
კიდევ იყო რაღაც სხვა: უდაბნოს მუსონივით –
მთვარის მტვერი...
და მთვარეს მოყოლილი ვარსკვლავთა ჟრიალი...


Die Landschaften nach der Christuszeit 


* * *

Ich hörte die Musik von der Kindheitszeit:
Das war die Quellenstimme und das Klirren des Regens…
Und noch war etwas ander’s: wie der Wüstenmonsun –
der Staub des Mondes…
Und das Klingen der dem Mond gefolgten Sterne…


სიყვარული 

„კარგად უსუნე, მარიამის ყვავილებია,
გიამება...
დამშვიდდები და დაიძინებ“.
ნაცრისფერ ღაწვზე აკოცებს ქალი.

„გუშინ მარწყვის მდელო გადათხარეს,
მწვანე მიწა გადაატყავეს...
იქ, სადაც მწყემსი იძინებდა, ლამაზ ბორცვზე,
და წყვეტილ სიზმრებს ხედავდა ხოლმე, –
აკლდამებმა ამოანათეს:

თურმე მწყემსი საკუთარი წინაპრების კალთაში იწვა,
იმიტომაც ეძინა ტკბილად...
როცა ეღვიძა, – კომბალს ნისლივით დაკიდებული –
ისევ მიწაში იყურებოდა...

ეხლა კი ბორცვი ჩაატყავეს, როგორც კურატი –
მყუდრო აკლდამებს გადაეხადათ,
საკვირველია ადამიანი –
საკუთარ მკვდრებს ამოთხრიან,
აბჯარს აჰყრიან –
და ცარიელ-ტარიელა ძვლებს დამარხავენ“...
ფიქრობდა კაცი.

„კარგად უსუნე, მარიამის ყვავილებია,
დამშვიდდები და დაიძინებ“ –
ქალი ტკბილი ხმით უყვავებდა ხმელ-ხმელ მამაკაცს,
მხალსა და მწვანილს მიართმევდა,
ცდილობდა წვენი გამოეწურა
რომელიმე ველურ ხილისთვის,
და ის ესმია...
წვენის სახდელი
ფრინველივით ღუღუნებდა საველე ქოხში,
შესჩვეოდა კაცის ყური ამ ხმას, რომელსაც
სიცოცხლის წვენი შემოჰქონდა
მის გამშრალ სისხლში...

თითქოს ესეც და სხვაც ბევრი რამ მოჰბეზრებოდა,
დროც გასულიყო...
მაგრამ იცოდა სიყვარული იყო მიზეზი,
რომ სული ედგა
და დილაზე გაღვიძებული ისევ იტყოდა:
„აბა, ავდექი!“


Die Liebe 

“Rieche doch gut, das sind Mariablumen,
Du vergnügst dich…
Du wirst dich beruhigen und schlafen” –
Auf die graue Wange küsst ihn die Frau.

“Gestern hat man die Erdbeerenwiese ausgegraben,
Der grünen Erde die Haut weggezogen…
Dort, wo der Hirt schlief, auf dem schönen Hügel,
Und unterbrechliche Träume sah, –
Dort sind die Grabgewölbe ausgeschienen worden:

Es war so, als der Hirt auf dem Schoß eigener Ahnen läge,
Und darum schliefe er süß…
Als er wach war, – am Holzstock wie Nebel angehängt –
Sah wieder in den Boden ein…

Jetzt hat man den Hügel, wie den Stier, von der Haut frei gelassen –
Die stillen Grüfte standen abgehoben,
Es ist der Mensch wunderbar –
Die eigenen Toten wird man ausgraben,
Die Rüstung von ihnen abpanzern –
Und bloß die Knochen begraben…”
Dachte der Mann.

“Rieche doch gut, das sind Mariablumen,
Beruhigst du dich und schläfst” –
Die Frau erzählte mit der milden Stimme dem mageren Mann,
Bot den Kohlrabi und die Kräuter ihm an,
Sie versuchte den Saft
Von irgendwelchem Wildobst auszupressen
Und es ihm zum Trinken zu geben…
Der Saftauspresser,
Wie der Vogel, sang in der Zelthütte,
Die Mannesohren waren an diese Stimme gewöhnt,
Die den Lebenssaft in sein getrocknetes Blut brachte…

Es war so, als ihm dies und das langweilig wäre,
Die Zeit wäre auch vergangen…
Aber er wußte, dass die Liebe der Grund war,
Dass er denn am Leben war
Und er, Aufgewachter, sagte am Morgen wieder:
“Los, ich bin aufgestanden!”


ურითმო ლოგარითმი 

დაიგვიანეს ფრინველებმა –
ჭილყვავების ადრეული მოვიდა თოვლი:
დაფერდნენ მთები: დაალმაცერდა ჩვენი გზები ფეხმოსაკიდი!..

„აგრე ტაძარი! –
ეკლესია გამოჩნდა მშვიდი,
აი, აქანა: ფლატეს თავზე – ხეობის შიგნით –
ნისლის ნაფლეთში გახვეული მაცხოვრის წიგნი!“
„რამ დაგვაბრმავა, აქამომდე რომ ვერ ვხედავდით, –
რა წყალს ვღეჭავდით, ჩვენ ცოდვილი დროის მხედარნი!“

დაგვაფეთა უცებ ნისლიდან
ამოფეთქილმა საყდარმა თეთრმა –
და სახტად დავრჩით!..

უეცრად სეტყვა წამოვიდა ხატის ტყეებზე,
ვერცხლის ბარძიმი დაუგორდა ბებერ ხევისბერს!..
ელიას მთაზე ქვების ტაბლა მომწვდა მუხლამდე,
გამიყინა კვირის თავები –
ერთი ჟამი მარტო დავრჩი კვირიასაებრ!..

აქ გზები სეტყვით დასეტყვილი შეხვდნენ ერთმანეთს –
გზა-ჯვარედინად გადაიქცენ და აბალახდნენ...
გზა და გზა ქვებზე – ჭრელი ლექსი ჩამომიფინეს?!.
ბავშვებს „დიგალნი“ (1) დაუგორეს ხუცის ნაკურთხი...
შარაზე ცხვრები მიბღაოდნენ „ოთხრქა-ოთხყური“ (2)...
მერე ქალებმა ჭრილობები რძისცვრით მომბანეს...

იქ, მეხთატეხის საუფლოში, დამრჩა სოფელი, –
ძველი მითები და სიზმრები ჩემი სწორფერის...
ის გაზაფხულიც – უიმედო ჩვენი სურვილი –
ჩვენი – ქართველთა გაზაფხული, ცრემლჩაწურული...

(1) დიგალნი – სამეშველო ხმიადები 
(2) ოთხრქა-ოთხყური ცხვრები – მითოლოგიური ცხვარი 


Der reimlose Logarithmus 

Es haben sich die Vögel verspätet –
Es ist der frühe Schnee der Raben gekommen:
Die Berge sind verändert: unsere Fußwege sind schief geworden!..

“Da ein Tempel –
 Es schien die Kirche, die Ruhige,
Hier: auf der Spitze – drinen im Tal –
Ist das Buch des Erlösers im Nebelstück gewickelt”.
“Was hat uns blind gemacht, dass wir bisher nicht sahen, –
Was für ein Wasser kauen wir, wir die Reiter der sündiger Zeit!”

Das vom Nebel plötzlich erschienene weiße Tempel
Hat uns erstaunt –
Und sind wir starr geblieben!..

Unerwartet brach der Hagel über die Ikonenwälder an,
Die silberne Schale rollte dem alten Talmönch –
Auf dem Eliaberg erreichte mir die Steinentafel bis das Knie,
Und damit froren sich meine kleinen runden Knochen des Knies –
Eine Zeitlang blieb ich wie Kwiria allein!..

Hier trafen sich die gehagelten Wege zusammen –
Wurden sie als die Kreuzung und grasten…
Unterwegs, auf die Steine hängten sie mir buntes Gedicht?!.
Rollten den Kindern “Digalis”(1), vom Mönch geweiht…
Auf der Landstraße meckerten Schafe “mit vier Hörnern und vier Ohren”(2)…
Dann wuschen mir die Frauen die Wunden mit den Milchtropfen…

Dort, im Hagelanbruchreich, blieben mir zurück: das Dorf, –
Die alten Mythen und die Träume meiner Geliebten…
Jener Frühling, auch unser hoffnungsloser Wunsch –
Unser – Frühling der Georgier, verflossen mit Tränen…

(1) Digalis – Hilfebrötchen, vom Sauerteig (ohne Hefe). 
(2) mit vier Hörnern und vier Ohren – mythologisches Schaf. 


მოდელი მეორე ინტეგრალისათვის 

ცა დახურული იყო ბწკარედით, –
ლურჯი მინანქრის ჩანდა კარედი...
აი, ქალები – თევზის თვალებით...
აი, კაცები – ნედლი პალმებით...

მოვიდა მარხვა და – ჩემი ძმა – მეჰმედ აბაზგი,
ლაზი მხატვარი მეკეში და წათე ბაწაში –
გამომეცხადნენ, ხილვებივით, – ღამის ნატვრაში...
გადაიხურა ჩემი ქოხი მწვანე კაწახით,
გამოჩნდა მთვარე, მთვარის მიღმა: ცა – სულკალმახის...
ნოსტრადამუსი...
და ხევსური ალდი ქადაგი!..
მათი ცხოვრება რამდენსამე დროში გადადის...
გაღუნულია ჩემი ჩრდილი მათი კარნახით...

... თუ ამჩნევია მზის ნაკოცნი ლამაზ ლავიწზე, –
ამ თევზისთვალა მანდილოსანს მკლავზე დავიწვენ:
ახალი წესი ძველ ადათებს ვერ დამავიწყებს...
როცა აუხსნელ ლეგენდების ამბავს დაგიწერ:
შენ გაიგონებ ლექსის წკარუნს კოლხურ კრამიტზე, –
ჩემი უხორცო სიყვარული არ გიღალატებს...
.    .    .
როდესაც მდედრი მამრთან გორავს ყვითელ ჩალაში,
როდესაც ქალი მძივებს კარგავს გამხმარ ბალახში:
ამოდის მთვარე რომელიმე სულის კარნახით,
მთვარეს, პირველი, ქალი ხედავს, როგორც კალმახი?!
.    .    .
შემოვინახე სამკაული მძიმე მარხვისთვის:
სულის პეპლები... ფარღულები –
მკრთალი სახისთვის...
დედის ნივთები...
მამის ფარი – ჩემი სახლისთვის!..

რა მსუბუქია სამოსელი გრძელი მარხვების,
რა სხვაგვარია წინაპართა მყუდრო სახლები...
როგორ შუშდება ჭრილობები ღვთის ხელ-ნახები...
მოვედ (უფალო!)...
თუ არა და – მე გეახლები...


Das Modell zum zweiten Integral 

Der Himmel war mit den Zeilen bedeckt, –
Es schien die Außentür der blauen Emaille…
Da, die Frauen – mit den Fischaugen…
Da, die Männer – mit den rohen Palmen…

Es ist die Fastenzeit gekommen und –
Mein Bruder – Mehmed Abasg,
Der Maler aus Laseti Mekeschi und Zate Bazaschi –
Erschienen mir wie die Träume – im Nachtwunsch…
Es wurde meine Hütte mit grünem, rohem Obst übergedeckt,
Es war der Mond erschienen, die Mondjenseits: der Himmel – von Sulkalmachi…
Nostradamus…
Und der Chewsuri Aldi Prediger!..
Ihr Leben geht in mehrere Zeiten über…
Mein Schatten ist durch ihr Diktat gebogen…

… Wenn sie einen Sonnenkuß auf dem Schüsselbein hat, –
Diese Fischaugenfrau lege ich auf meinen Arm…
Die neue Regel lässt mich die alten nicht vergessen…
Wenn ich dir die Geschichte der ungelösten Legenden schreibe:
Du wirst das Gedichtklirren auf den kolchischen Dachziegel – hören, –
Meine fleischlose Liebe wirst du nicht verraten…
.    .    .
Wenn die Frau mit dem Mann im gelben Heu rollt,
Wenn die Frau die Kettensteine im dürren Gras verliert:
Kommt der Mond mit dem Diktat des irgendwelchen Geistes heraus,
Und den Mond sieht die Frau als Erste, wie die Forelle?!
.    .    .
Ich habe meinen Schmuck für die schwere Fastenzeit beibehalten:
Die Schmetterlinge des Geistes… die Perlenketten –
Für das blasé Gesicht…
Die Sachen von der Mutter…
Das Schild des Vaters – für mein Haus!..

Vielleicht ist das Gewand für die lange Fastenzeit,
Wie anders sind die gemütlichen Häuser der Ahnen…
Wie werden die Wunden, mit der Gotteshand rührend, geheiligt…
Herr, komm zu mir!..
Wenn nicht – ich komme zu Dir…


მეტაფორა წარმართულ სივრცეში 

შემომდგარიყო, როშკის ყურეში –
მთვარე
და წოვდნენ ცვარს სამყურები...
ათოვდა თრთვილი მთებს და მდინარის, –
პირას ნიჟარებს ლოკდა კალმახი...
მოწურულიყო ჟამი ზაფხულის –
წითელ წვიმებში თრთოდა ბალახი, –
ყანებს აწვიმდა „მწარე ვარსკვლავი“...
დარჩენილიყო სული სალხენი, –
ხოგაის მინდის ყანა სამკელი...

ჩანდა ქალაქი წყალში ჩამხრჩვალი:
სარკოფაგების ძველი აკვანი...
ქალაქის თავზე იდგა კაშხალი, –
ახალი დროის ქაჯთა ნაქმარი!..

იყო ასეთი დრო და სახმილი:
მე აღარ მერქვა ჩემი სახელი?!
 მთვარეს ლოკავდა, როგორც ნახირი –
ათასი ქალი პატივ ახდილი...

ვიცით ასეთი დრო და დაცინვა –
თავზე ჭილყვავთა ქერტლი გვაცვივა?!
ტანზე მჭივანი ხავსი გვაცვივა –
მწვანე სამოსი რადიაციის!..

... და მაინც მიწის ორთქლში ჩაფლული –
მზე ყვავის – ჩემი ვაჟის ნათლული...
ქრისტეს პერანგზე ვწევარ, ქართველი:
მე – მარიამის ძე, წარმართული?!

ზოგჯერ მაფრთხილებს ბედის სამანი, –
გველის ნალოკი ჩემი წამალი...
კოპალას ქვები – გზებზე დაყრილი,
ირემთ კალოზე – დევის საყვირი!..


Die Metapher in dem heidnischen Raum 

Es war der Mond in der Ecke von Roschka hingestanden –
Und der Klee sog den Tau…
Der Reif wie Schnee bedeckte die Berge
Und am Ufer des Flußes leckte die Forelle die Muscheln…
Es war die Zeit des Sommers hergekommen –
In dem roten Regen zückte das Gras…
Auf die Äcker regnete es “der bittere Stern”…
Es war der Geist in der Wonne geblieben, –
Der zu erntende Acker von Chogais Mindi…

Es schien die Stadt im Wasser ertrunken:
Die alte Wiege der Grüfte…
Über der Stadt stand der Deich, –
Geschaffen von Kadshen der neuen Zeit!..

Es war solche Zeit und Weile:
Ich hieß nicht meinen Namen?!
Den Mond leckten, wie Vieh,
Tusende Frauen, die entehrten…

Wir wissen solche Zeit und solches Überlachen –
Auf unsere Köpfe streuen die Schuppen der Raben?!
An den Körpern haben wir das Moos an –
Die grüne Tracht der Radiation!..

… Und doch die im Bodendampf versunkene –
Sonne blüht – der Täufling meines Sohnes…
Auf dem Christumhemd liege ich, Georgier:
Ich – der Sohn von Mariami, der Sohn, der heidnische?!

Manchmal mahnt mir die Schicksalsgrenze, –
Von der Schlange geleckte, meine Arznei…
Die Steine von Kopala – auf die Wege geworfene,
Auf dem Hirschenfeld – der Dewisblashorn!..


ენიგმური წამი 

უფალი ხელს თუ მომიმართავს
და თუ გამომცდის, –
ან თუ, შემიცვლის ახალ სამოსს ძველი სამოსლით...
ან თუ, იმავეს დამიბრუნებს, რომელიც მქონდა,
რომელიც მეცვა დაბადებულს, ან – ახალ შობადს...
იმ ბავშვს, რომელსაც უსახელო სახელი მერქვა, –
მერე რომელსაც პაპის-პაპის სახელი შემხვდა...

მამის დედულთა მოსაგონრად სულ სხვა რამ მერგო!..
დედის დედულთა საპატიოდ – ბეჭედი მედო...
პირველი სიტყვა ხატის კარზე – ხუცესმა მკადრა –
მკადრე მოვიდა... და ნათლიის სახელი დამდვა...

ბევრი რამ იყო ღვთისმიერი და სანატრელი –
აწ გარდასული ზაფხულების ოქროს სარტყელი...

ვერცხლის სანდალი... მოელვარე შუქი ცისკრების...
ღამის წყვილ-წყვილი ვარსკვლავები – ირმის კისრები!..
შორი მითების ჟრიამული – გზებზე ჩაშლილი –
როგორც ბავშვობა, – სიბერის და სიყრმის კავშირი...

სულ ერთად ყოფნა – სწორფერთან და დროსთან – ჩალაში,
სულ ერთი ბედი მოხუცის და ქორფა ქალ-ვაჟის...

იქ ვხვდებით ერთურთს, სადაც მზე და მთვარე კვეთავენ
ღამის ჰორიზონტს...
და სხივები ჭრიან ერთმანეთს...
ეს დაბადების სამოსელი ჩვენი, ღმერთმანი –
ღმერთმა გვიბოძა... და ნაბოძებს ვუცვლით ერთმანეთს...

ასე გადადის სიყვარული ჩვენი ერთურთში
და დაკარგული სახსოვრებიც ჩვენვე გვეკუთვნის,
ის სახსოვარი, რომ მოგვყვება სიბრძნის კარამდე –
გზას მიგვანიშნებს და გაგვიხსნის დროის დარაბებს!


Enigmischer Augenblick 

Wenn der Gott mir hilft und
Wenn mich prüft –
Oder wechselt mir die alte Tracht mit der neuen…
Oder, gibt mir die zurück, welche ich hatte,
Die ich, der Geborene, anhatte, oder, der – der Neugeborene…
Das Kind, das ich den namenlosen Namen hieß, –
Dem der Name des alten Urgroßfaters gehörte…

Fürs Andenken des Mutterlandes vom Vater traf es mir ganz anders!..
 Fürs Ehren des Mutterlandes von der Mutter hatte ich den Stempel…
Das erste Wort auf dem Hof des Urbildes leistete mir der Bergmönch –
Wagte er mir und gab den Nemen des Paten…

Vieles war göttlich und wünschenswert –
Schon vergangener goldener Gürtel der Sommerzeit…
Die silberne Sandale – die schallenden Lichter der Morgenröte…
Die Sternepaare der Nacht – die Hirschenhälse!..
Das Geräusch der fernen Mythen – auf den Wegen zergelegte –
Wie die Kindheit, – Verbindung des Alters und der Jugend…

Immer das Zusammensein – mit der Deinergleichen und Zeit – im Heu,
Immer ein Schicksal des alten und des jungen Weib-und-Mannes…

Dort treffen wir uns einander, wo die Sonne und der Mond den Nachthorizont überqueren…
Und die Strahlen sich einander überschneiden…
Diese Geburtstracht, unsere, o Gott –
Gab uns der Gott und die Geschenke tauschen wir einander…

So geht unsere Liebe ineinander
Und die verlorenen Geschenke uns gehören,
Jenes Geschenk, das uns bis das Tor der Weisheit führt, –
Eröffnet uns die Zeitläden!


Erklärungen 

Kwiria – eine Hauptperson aus dem Poem “Bachtrioni” von Washa Pschawela.

Der Bergmönch – der Priester in den Bergen.

Meine Geliebte – eine Meinergleiche.

Mahmed Abasg, Mekeschi, Zate Bazaschi – die Personen von der Dichterswelt.

Sulkalmachi – die Person aus dem bekanntesten georgischen Märchen “Amirani”.

Aldi Predieger – der Name eines Prädiegers.

Kolchisch – der alte Staat Kolchis, der in Westgeorgien, am Schwarzen Meer liegt, der in der griechischien Sage von Argonauten genannt ist.

Roschka – eine Stelle in Chewsureti.

Kadshen – persisch, die Bösewichter.

Kopala – ein mythologischer Held in Gebirgen von Ostgeorgien.

Dewi – die Person aus dem georgischen Märchen, der Riese.

Tuesday, September 18, 2018

ვალერიან მაჭარაძე 1760–1762 წლებში რუსეთში თეიმურაზ II ელჩობის შესახებ – (ნაწილი III)

(ქვემოთ შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს დასასრულ ნაწილს პროფ. ვალ. მაჭარაძის წიგნისა „მასალები XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიისათვის“ /ნაწილი II; „თეიმურაზ მეორის ელჩობა რუსეთში“/, თბილისი, 1968)


III ნაწილის შინაარსი 

თ ა ვ ი III. ქართლისა და კახეთის სამეფოების გაერთიანებული ელჩობა რუსეთში თეიმურაზ II მეთაურობით 1760–1762 წლებში
§ 4. ელჩობის ჩასვლა პეტერბურგს და რუსეთის მთავრობასთან მოლაპარაკება
§ 5. თეიმურაზ II გარდაცვალება და ელჩობის სამშობლოში დაბრუნება
§ 6. ელჩობის შედეგები და ერეკლე II
თ ა ვ ი IV. რუსეთის ქართული კოლონიის ისტორიის ზოგიერთი საკითხი (XVIII ს. 50–60-იანი წლების მიჯნა)


თ ა ვ ი III. ქართლისა და კახეთის სამეფოების გაერთიანებული ელჩობა რუსეთში თეიმურაზ II მეთაურობით 1760–1762 წლებში (გაგრძელება)

§ 4. ელჩობის ჩასვლა პეტერბურგს და რუსეთის მთავრობასთან მოლაპარაკება 

რუსეთის მთავრობა ქართლისა და კახეთის სამეფოების ელჩობის პტერბურგში მისაღებად სამზადისს ადრევე შეუდგა. საგანგებოდ იქნა გამოთხოვილი მასალები თეიმურაზ I ელჩობის შესახებ (გამოცდილების გათვალისწინების მიზნით). მეფისა და მისი მრავალრიცხოვანი ამალის სადგომად ჯერ კიდევ 1761 წლის თებერვალში იქნა შერჩეული თავად კანტემირების სახლი*, სადაც საფრანგეთის ელჩი – კაპიტანი ბერტენი ცხოვრობდა (*სახლი ეკუთვნოდა მოლდავეთის ყოფილი მთავრის, დიმიტრი კანტემირის ვაჟებს – მათესა და სერგის. ცნობილი მეცნიერი და ფილოსოფოსი დიმიტრი კანტემირი პეტრეს მიემხრო თურქების წინააღმდეგ 1711 წელს, მაგრამ პრუტის მარცხიანი ლაშქრობის შემდეგ რუსეთმა აზოვი დაკარგა, დიმიტრი კანტემირმა – მოლდავეთის ტახტი. დ. კანტემირი, ისევე როგორც ვახტანგ VI, რუსეთს გადასახლდა, სადაც პატივით იქნა მიღებული). აღნიშნული სახლი ყოფილა საფოსტო ნავმისადგომის ახლოს.

რაკი საქართველოს ელჩობას ელოდნენ, 1761 წლის 12 მარტს საფრანგეთის ელჩს წინადადება მისცეს დაეცალა სახლი, რათა მეფის ჩამოსვლამდე იგი შეეკეთებინათ. სახლის მოსართავად უყიდიათ აგრეთვე ფრანგი ელჩის ზოგიერთი ნივთიც (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1761 г., д. I, ч. I, лл. 66, 91–125, 201, 206; ч. II, лл. 259, 260, 263–266, 346–347).

1761 წლის 14 მარტს იმპერატორმა დაამტკიცა თეიმურაზ მეფის რუსეთის სამეფო კარზე მიღების წესები («Церемониал») (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1761 г., д. I, ч. I, лл. 209–212). აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ეს წესები სამგზის გადაამუშავეს. მისი პირველი ვარიანტი 1761 წლის 23 თებერვალს დაასრულეს და 27 თებერვალს დასამტკიცებლად წარუდგინეს კანცლერ მ. ვორონცოვს, რომელმაც 28 თებერვალს პროექტი შენიშვნებითურთ კოლეგიას უკანვე დაუბრუბა (იქვე, 68, 76–83). გადამუშავებული ტექსტი 6 მარტს წარუდგინეს კანცლერს, რომელმაც «წესები» შენიშვნებითა და შესწორებებით 7 მარტს კვლავ კოლეგიას დაუბრუნა (იქვე, 179, 188–192, 193). «წესების» უკანასკნელი რედაქცია 1761 წლის 14 მარტს კანცლერმა ვორონცოვმა იმპერატორს წარუდგინა. მეფის მიღების წესების საბოლოოდ დამტკიცებულ ტექსტში აისახა მ. ვორონცოვის ყველა შენიშვნა, გარდა მე-6 მუხლის დამატებისა, რომელიც ცერემონიალის წვრილმან მხარეს შეეხებოდა (შდრ. იქვე, 193, 196–197, 208, 209–212) (თუმცა ეს დამატებაც შემდეგ საჭიროდ მიუჩნევიათ და დაუმტკიცებიათ, მაგრამ ამაზე ქვემოთ).

მეფის მიღების წესები («Церемониал»), რომელიც 15 მუხლისაგან შედგებოდა, ასე იყო ჩამოყალიბებული: მეფეს პეტერბურგში საზეიმო მიღებას არ უწყობდნენ – იგი პირდაპირ გაემართებოდა მისთვის განკუთვნილი ბინისაკენ, სადაც გამოყოფილი იყო ყარაული (1 პრაპორშჩიკი, 1 სერჟანტი, 2 კაპრალი, 20 ჯარისკაცი, 1 მედოლე); ბინაზე მეფეს შეხვდებოდა «სტატს» კანტორის მრჩეველი თავადი ე. ამილახვარი და აუწყებდა, რომ მეფისათვის სასახლემ გამოყო ეტლი, ხოლო ამალისათვის – ბინები; მეფეს, პეტერბურგში ჩასვლისთანავე, თავის მხრივ, რჩეული კაცები უნდა გაეგზავნა კანცლერთან, ეცნობებინა ჩამოსვლა და ეთხოვა მიღება; კ ა ნ ც ლ ე რ ი | მ ე ფ ე ს | მ ი ი ღ ე ბ დ ა | ი მ ა ვ ე | წ ე ს ი თ, | რ ო გ ო რ ც | ე ვ რ ო პ ი ს | ქ ვ ე ყ ნ ე ბ ი ს | ე ლ ჩ ე ბ ს; როცა იმპერატორი მეფეს მიღებას დაუნიშნავდა, იგი მოხელეების მიერ მიჩენილ ოთახში დაიცდიდა, სანამ კანცლერი არ შეატყობინებდა, ხოლო მისაღები ოთახის წინ მეფეს შეეგებებოდა ჰოფმარშალი; იმპერატორი მეფეს ფეხზე მდგომი შეხვდებოდა (კანცლერისა და ობერ ჰოფმაისტერის თანხლებით); აუდიენციის დამთავრების შემდეგ იმპერატორს ხელზე ემთხვეოდნენ მეფის თანმხლები დიდებულები, რომლებიც აქამდე წინა ოთახში იდგებოდნენ. შემდეგ მეფე იმპერატორის ოჯახის წევრებთან უნდა წაეყვანათ, სადაც მას ასევე ფეხზე მდგომი უნდა შეხვედროდნენ; აუდიენციის დროს თარჯიმნად იქნებოდა თავადი ამილახვარი; გ ვ ა რ დ ი ი ს | ყ ა რ ა უ ლ ი | ი ს ე ვ ე | უ ნ დ ა | მ ი ს ა ლ მ ე ბ ო დ ა | მ ე ფ ე ს, | რ ო გ ო რ ც | ა ქ | მ ყ ო ფ | გ ვ ი რ გ ვ ი ნ ო ს ა ნ | მ ე ფ ე თ ა | ე ლ ჩ ე ბ ს. | ქ ა რ თ ვ ე ლ | მ ე ფ ე ს | მ ხ ო ლ ო დ | ი ს | უ პ ი რ ა ტ ე ს ო ბ ა | ე ძ ლ ე ო დ ა, | რ ო მ | მ ა ს | შ ე ე ძ ლ ო | ე ტ ლ ი დ ა ნ | გ ა დ მ ო ს ვ ლ ა | დ ა | ე ტ ლ შ ი | ჩ ა ბ რ ძ ა ნ ე ბ ა, | რ ო გ ო რ ც | კ ი | დ ი დ | პ ა რ მ ა ღ ს | გ ა ს ც დ ე ბ ო დ ა; საუბრისას მას მიმართავდნენ ტიტულით «Светлость». ბანკეტებზე, თეატრალურ წარმოდგენებზე ევროპის ქვეყნების ელჩები მეფეს მარჯვენა მხარეს არ დაუთმობდნენ, რაც მეფისათვის წინასწარ უნდა ეცნობებინათ (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1761 г., д. I, ч. I, лл. 209–212).

როგორც ვხედავთ, საგანგებოდ დამუშავებული ეს ინსტრუქცია ქართველ მეფეს, მიღებისა და პატივის აღმოჩენის თვალსაზრისით, ევროპის ქვეყნების ელჩებთან ათანაბრებდა, რაც, როგორც ზემოთ დავინახეთ, საერთაშორისო ვითარებით იყო გაპირობებული.

აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ 1761 წლის მარტის პირველ რიცხვებში, როცა ქართველი მეფის რუსეთის კარზე მიღების წესებს საბოლოოდ აზუსტებდნენ, რუსეთის მთავრობას ხელმეორედ შეუსწავლია ობრესკოვის 1759–1760 წლების მოხსენებები კონსტანტინოპოლიდან. მათ ასეთი მინაწერები აქვთ: «დაბრუნებულ იქნა კონფერენციიდან 1761 წლის 5 მარტს» (АВПР, ф. Сн. России с Турцией, 1759 г., д. 4, лл. 152–158, 163–167, 169–176, 177–182, 183–185 и т. п.). რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის საქმეების შესწავლისას ჩვენი ყურადღება მიიქცია ამ მინაწერებმა: დავინტერესდით, რატომ გახდა 1759 წელს მიღებული, მთავრობის მიერ თავის დროზე შესწავლილი და რესკრიპტებით პასუხგაცემული მოხსენებები 1761 წელს ხელახალი მსჯელობის საგანი? რატომ უბრუნებენ მათ კოლეგიას 1761 წლის 5 მარტს? თურქეთის საქმეების საგანგებო შესწავლის შემდეგ ამას სხვა ახსნა ვერ მოვუძებნეთ, გარდა იმისა, რომ თეიმურაზის მისაღებად მზადების პერიოდში ხელახლა გასცნობიან თურქეთიდან მიღებულ ძველ მოხსენებებს მათთვის სათანადო ანგარიშის გაწევის მიზნით.

1761 წლის 19 მარტს იმპერატორის კარის კონფერენციაზე საგანგებოდ უმსჯელიათ მეფის ამალის სახარჯოთი უზრუნველყოფის საკითხზე და თვიური საზრდო 1000 მანეთამდე გაუზრდიათ (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1761 г., д. I, ч. II, л. 253) (1760 წელს ქართლ-კახეთის ელჩობა ყიზლარსა და ასტრახანში თვიურად იღებდა 420 მანეთს; 1760 წლის 17 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე, მოსკოვში 1761 წლის მარტიდან მეფის ამალის თვიური საზრდო 500 მანეთამდე გაადიდეს, ხოლო პეტერბურგში ჩასვლისას მან უკვე 1000 მანეთს მიაღწია /ეს საკმაოდ სოლიდური თანხა იყო. მაშინდელი 1000 მანეთი პირველი მსოფლიო ომის წინანდელ 9000 ოქროს მანეთს უდრიდა/).

ქართლ-კახეთის ელჩობის მიღებისათვის მზადების თვალსაზრისით რუსეთის მთავრობისათვის გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა ელჩობის ამოცანის დაზუსტებას, ელჩობის შემადგენლობის ვინაობის გარკვევასა და იმ საჩუქრების გაგებასაც, რომლითაც ქართველი მეფე რუსეთის სამეფო კარზე მიდიოდა. თავისთავად ცხადია, რუსეთის მთავრობას ასეთი მასალა საპასუხო ღონისძიების მომზადებისათვის სჭირდებოდა. ამიტომ მ. ვორონცოვს დიდის კმაყოფილებით მიუღია ე. ამილახვრის 1761 ლის 27 თებერვლით დათარიღებული ბარათი, რადგან ელჩობის ამოცანა უკვე გარკვეული იყო და, რაც მთავარია, ამ ბარათით მიწოდებული ცნობები, როგორც ზემოთ დავინახეთ, დაზვერვით მიღებული ცნობებისაგან დიამეტრალურად განსხვავდებოდა. მ. ვორონცოვი ე. ამილახვრისათვის 1761 წლის 5 მარტს გაგზავნილ წერილში არ მალავდა ამ კმაყოფილებას და მოხელეს ავალებდა: «Еще прошу усугубить, буде можно, старание ваше к точнейшему распознанию его (ე. ი. მეფის – ვ. მ.) склонностей и намерений, также и знатнейших свиты его людей, изображая имянно какое кто в отечестве своем достоинство имеет» (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1761 г., д. I, ч. I, л. 177). გარდა ამისა, მ. ვორონცოვი ავალებდა ე. ამილახვარს დაეზუსტებინა «в чем бы состоят взяты для двора подарки» (იქვე).

მ. ვორონცოვის ხსენებული ბარათი ე. ამილახვარს მოსკოვიდან გასვლის შემდეგ, გზაში (გროდნოს ახლოს) მიუღია 1761 წლის 10 მარტს და 11 მარტს გროდნოდან გაგზავნილი საპასუხო წერილით მ. ვორონცოვს აცნობებდა: «о точнейшем распознании грузинского владетеля склонностей, намерений и прочаго сколько сил было старался и вашему сиятельству пред сим уже доносил» (იქვე, 184–185). რაც შეეხება ელჩობის შემადგენლობასა და საჩუქრებს, ამილახვარი დაწვრილებით ცნობებს აწვდიდა მ. ვორონცოვს ამ საკითხზე. კერძოდ, ე. ამილახვარი მეფის თანმხლები პირების შესახებ წინანდებურად იმეორებს: «как слышу своему властелину в должном послушании состоят» (იქვე); ქვემოთ პატივისა და მდგომარეობის მიხედვით გამოყოფს ორ თავადს ქართლიდან (სარდალ თავ. ა. ციციშვილსა და კართან დაახლოებულ იასე მაჩაბელს) და ორს – კახეთიდან (ელისეთმოურავს დავით ჯორჯაძესა და მარტყოფის მოურავს ქაიხოსრო ჩერქეზიშვილს). შემდეგ ნაზირს ეგორ (გიორგი) ციციშვილს (ქართლიდან) და ხაზინადარ შიო ტუსიშვილს; უფრო ქვემოთ დასახელებულია ზაალ ავალიშვილი და მდივანი სულხან ბეგთაბეგიშვილი. ხსენებულ პირთა ჩამოთვლისას შედარებულია მათი ადგილები რუსი მოხელეების ჩინებთან. რაც შეეხება საჩუქრებს, თავ. ე. ამილახვარი წერს: «подарки ко двору от владетеля состоят: 1-е большой красный яхонт, только не граненной, по их объявлению дорогой цены; 2-е жемчуг 12 ниток, а притом разных всяких азиацких галантерей, богатых золотых немалое число» (იქვე). ასე რომ, რუსეთის მთავრობა ელჩობის პეტერბურგს ჩასვლამდე ევ. ამილახვრის მშვეობით საკმაოდ კარგად იყო ინფორმირებული.

 როგორც ზემოთ აღინიშნა, 1761 წლის 8 მარტს ელჩობა მოსკოვიდან გავიდა, 9 მარტს კლინს ჩავიდა, 10 მარტს – ტვერს, 11 მარტს – ტორჟოკს, 12 მარტს – ვიშნი ვოლოჩეკს, 13 მარტს – ზიმნეგორსკს, 14 მარტს – ბრონიცკოის. გზაში მეფეს პატივით ხვდებოდნან: «будучи в предписанных городах владетель от воевод был поздравляем с прибытием, коих он принимал, приятно благодарил» (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1761 г., д. I, ч. II, л. 236), – წერს ე. ამილახვარი თავის ყოველდღიურ ჩანაწერებში. 15 მარტს ქართლ-კახეთის ელჩობა ნოვგოროდს ჩავიდა, სადაც მეფესთან მისულა ნოვგოროდის გუბერნატორი თავისი ამხანაგითა და პროკურორით და ჩასვლა მიულოცავს, შემდეგ კი მეფეს გამასპინძლებია; 16 მარტს ელჩობა ჩავიდა ს. ჩუდოვოს, 18 მარტს – ს. იჟორს, საიდანაც 19 მარტს პეტერბურგისაკენ დაძრულა და დღის 12 საათზე მისულა ელჩობისათვის მომზადებულ ბინაში – «ვოლოხთა» თავადის კანტემირის სახლში, სადაც მიუღია «სტატს» კანტორის მრჩეველს თავ. ეგორ (გიორგი) ამილახვარს (იქვე. /თეიმურაზ მეფეს რუსეთის მთავრობამ მიამაგრა ორი ამილახვარი: კარის მრჩეველი – «ნადვორნი სოვეტნიკი» ევგენი ამილახვარი დაინიშნა «პრისტავად»; იგი მეფეს შეხვდა მოსკოვში და შემდეგ მოუცილებლად ახლდა, ხოლო მეორე ამილახვარი – «სტატს» კანტორის მრჩეველი – პეტერბურგში შეხვდა მეფეს/).

აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ თავდაპირველად განზრახული იყო ქართლ-კახეთის ელჩობა შეეჩერებინათ ნევის მონასტერში (რისთვისაც მონასტერს საგანგებოდ ამზადებდნენ კიდეც), მაგრამ, როგორც ჩანს, რაკი მეფეს პეტერბურგში საზეიმო შეხვედრას არ უწყობდნენ, ნევის მონასტერში ღამის გასათევად შეჩერებას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ ს. იჟორიდან პირდაპირ განკუთვნილ რეზიდენციისაკენ, კანტემირის სახლისაკენ, გაუგზავნიათ.

პეტერბურგში ჩასვლისთანავე, ინსტრუქციის შესაბამისად, თავ. ამილახვარს უცნობებია მეფისათვის, რომ საჭირო იყო კანცლერთან გაეგზავნა უპირველესი კაცი ამალიდან, რათა მისთვის პეტერბურგს ჩასვლა ეცნობებინა. მეფეს კანცლერთან გაუგზავნია სარდალი ალ. ციციშვილი კარის მრჩევლის ე. ამილახვრის თანხლებით, რომელსაც უთხოვია აუდიენციის დღის დანიშვნა. კანცლერს უპასუხია: უმჯობესია მეფემ მომქანცველი მგზავრობის შემდეგ რამდენიმე დღე დაისვენოს, რაც შეეხება შეხვედრას, როდესაც ნებავს, მობრძანდეს, ოღონდ წინასწარ მაცნობოს, რომ ეტლი გავუგზავნოო. საპასუხო ვიზიტით კანცლერს მეფესთან საგარეო საქმეთა კოლეგიის მდივანი ბაკუნინი გაუგზავნია (იქვე, 336, 245).

1761 წლის 21 მარტს მეფეს პირველი ოფიციალური შეხვედრა ჰქონდა კანცლერ მ. ვორონცოვთან, ხოლო 25 მარტს კანცლერმა მეფე სადილზე მიიწვია. ფაქტიურად ამ შეხვედრებით დაიწყო საქმიანი მოლაპარაკება. პეტერბურგში ჩასვლისთანავე მეფეს უახლესი ცნობები მიუღია საქართველოდან, რასაც მოლაპარაკების დროს მეფისათვის მნიშვნელობა ჰქონდა. კერძოდ, 1761 წლის 26 მარტს თეიმურაზ მეფეს წერილი მიუღია ერეკლე მეფისაგან. მართალია, საქმეში ერეკლეს წერილის არც დედანი და არც რუსული თარგმანი არ აღმოჩნდა, მაგრამ საგარეო საქმეთა კოლეგიის მიერ გაკეთებულ ჩანაწერებში გადმოცემულია ერეკლე მეფის წერილის შინაარსი და ნათქვამია, რომ იგი (წერილი) 1760 წლის 25 დეკემბერსაა გამოგზავნილი (იქვე, 306–307, 310). ერეკლე წერილში ატყობინებდა თურმე: სარდალი ფანა-ხანი თავს დასხმია განჯას და აუღია, განჯის ყოფილ მფლობელ შაჰ-ვერდი-ხანს ძმითურთ ძლივსღა გაუსწრია და კახეთისათვის შეუფარებია თავი; ერეკლე მეფე თავისი ჯარით განჯისაკენ დაძრულა და როცა 2 დღის სავალზე მიახლოვებია მას, 1760 წლის 8 დეკემბერს წინ გაუგზავნია 3000 კაცისაგან შემდგარი რაზმი, რომელსაც განჯა იერიშით აუღია და შაჰ-ვერდი-ხანი აღუდგენია ტახტზე; მალე მეფის ბანაკში, რომელიც ყაზახ-ბორჩალუში იმყოფებოდა, მცირე რაზმით გამოცხადებულა აზატ-ხანი და მფარველობა უთხოვია. მეფეს იგი თბილისს გაუგზავნია მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო აზატ-ხანის რაზმი დაუფანტავს; ამასობაში ერეკლე მეფესთან ერევნიდან მოსულან საჩუქრებით და მფარველობა უთხოვიათ. მეფეს საზეიმო დაპირება მიუცია (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1761 г., д. I, ч. II, лл. 310–311).

მართალია, ერეკლეს ხსენებული წერილის (იგი გზაში დაუკარგავს შიკრიკს) (იქვე, 312, 313, 315, 316–317) შინაარსს მხოლოდ ჩანაწერებით ვეცნობით, მაგრამ იმავე საქმეში დაცულია ერეკლე მეფის მეორე, 1761 წლის 23 იანვარს გამოგზავნილი წერილი, რომელიც 21 აპრილს კანცლერს ხელთ ჰქონია და კოლეგიაში გაუგზავნია. მასში ნათქვამია: განჯის აღებისა და შაჰ-ვერდი-ხანის ტახტზე აღდგენის ამბავი წინა წერილით გაუწყეთ (იქვე, 385), რაც წინა წერილის ნამდვილობას საეჭვოდ არ ხდის. ამავე წერილში დაწვრილებითაა აღწერილი აზატ-ხანის დატყვევების ისტორია, საიდანაც ჩანს, რომ ჯარით ერეკლე მეფის თბილისიდან გასვლას აზატ-ხანი შეუშინებია და სამგზის გაუგზავნია მეფისათვის წერილი; რაკი ერეკლე პასუხს აყოვნებდა, აზატ-ხანი იძულებული გამხდარა თვითონ გამოცხადებულიყო მეფესთან: «По вступлении же моем с войском в Казах Бощалу, – სწერს ერეკლე თეიმურაზს, – Азад хан троекратно чрез письма просил меня о допущении его ко мне и наконец, видя с моей стороны молчание, принужден нашелся ко мне в означенное место приехать, между тем многие из Персии писали ко мне, чтоб ево на дороге захватя в заключении содержать. Я и по собственному моему рассуждению не упуская случая с таким опасным человеком осторожно поступить, отослав его с женами и детьми в Тефлиз и приказал под крепким присмотром тамо содержать, а имеющихся при нем служивых людей до 300 человек, отобрав у них ружии и всякую аммуницию, купию и лошадей, по разным местам раскасовал» (იქვე).

ერეკლე მეფის 1761 წლის 23 იანვრის წერილის მთელ შინაარსს არ ვეხებით, რადგან იგი 21 აპრილს იქნა მიღებული და ამჯერად მოლაპარაკებისათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. აქ მხოლოდ აღნიშნული წერილის ის ნაწილი მოვიტანეთ, რომელიც ერეკლე მეფის 1760 წლის 25 დეკემბრის წერილის შინაარსის დასადასტურებლად გამოგვადგებოდა. 

ამრიგად, 1761 წლის 25 მარტს თეიმურაზ მეფემ უკვე იცოდა, რომ 1760 წლის დეკემბერში ერეკლემ ფანა-ხანი დაამარცხა, განჯის ტახტზე თავისი ერთგული შაჰ-ვერდი-ხანი აღადგინა, რომ განჯა და ერევანი ერეკლეს ემორჩილებოდა და აზატ-ხანიც შეპყრობილი ჰყავდა მას.

სწორედ ამავე დროს, 1761 წლის 20 მარტს, პეტერბურგში მიიღეს ა. ობრერსკოვის მიერ კონსტანტინოპოლიდან 15 თებერვალს გამოგზავნილი რელაციები, საიდანაც ჩანს, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის გრძელდებოდა დავა სამხრეთის საზღვარზე სიმაგრეების გარშემო, მაგრამ ეს დავა მწვავე ხასიათისა არ ჩანს (შდრ. АВПР, ф. Сн. России с Турцией, 1761 г., д. 2, лл. 39–92). ჩვენი ყურადღება მიიქცია ამ რელაციებს დართულმა ერთმა დოკუმენტმა, რომელიც წარმოადგენს თურქეთის მთავრობის მიერ ჩილდირისა და ტრაპიზონის ფაშებისადმი გაგზავნილი ბრძანების ასლს და დათარიღებულია 1761 წლის 20 იანვრით (შდრ. АВПР, ф. Сн. России с Турцией, 1761 г., д. 2, лл. 72–73). აღნიშნული ბრძანებით ჩილდირის ფაშას იბრაჰიმს აუწყებდნენ: სპარსეთის საზღვარზე უწესრიგობაა და ამიტომ გადავწყვიტეთ თქვენი ყარსში გადაყვანაო; ხოლო ჩილდირის ახალ ფაშას, იბრაჰიმის ძმისწულს, უბრძანებდნენ: «Как под сие время персианин Азад хан с нашего императорского позволения в Цилдире находится, то имеете с ним поступать таким образом, как предместник ваш Ибрагим паша вас наставит, делая ему всегда те же чести и учтивости, как и трех бунчужному паше, також на предложения его не снисходить, но поступать в том по силе наших императорских повелений» (იქვე).

როგორც ვხედავთ, კონსტანტინოპოლში 1761 წლის 20 იანვარს არ სცოდნიათ, რომ 1760 წლის დეკემბერში აზატ-ხანი ერეკლემ შეიპყრო, იგი ისევ ჩილდირში ჰგონიათ და ახალ ფაშას აფრთხილებენ: პატივით მოეპყარი, ოღონდ მის წინადადებას არ დაეთანხმო, სპარსეთის საქმეში არ ჩაერიოო. როგორც ჩანს, აზატ-ხანი დარწმუნებულა, რომ თურქეთისაგან დახმარებას ვერ მიიღებდა და ჩილდირი დაუტოვებია, რათა თავისით ეცადა ბედი, მაგრამ, რაკი გრძნობდა სპარსეთის ხანების მისდამი მტრულ დამოკიდებულებას და ერეკლეც ჯარით თბილისიდან გასული დაუნახავს, ერეკლეს ჩაბარებია თავისივე ნებით. იქნებ აზატ-ხანი ფიქრობდა კიდეც: ერეკლე შემიწყალებს და ამ არეულობის დროს რომელიმე სახანოში დამსვამსო. სხვაგვარად ჩილდირიდან აზატ-ხანის გამოსვლას აზრი არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ვიდრე დამატებითი მასალა არ იქნება გამოვლინებული, დაბეჯითებით რაიმეს თქმა შეუძლებელია.

აზატ-ხანის შესახებ მიღებულ ცნობებს შორის სხვაობას ეჭვები გამოუწვევია, რაც რუსულ დოკუმენტებში თავისებურად აისახა. ერთის მხრივ, რუსეთის მთავრობამ გამოაქვეყნა ერეკლეს წერილის შინაარსი, ხოლო შემდეგ საგარეო კოლეგიის წევრებმა სცადეს ერეკლეს ცნობის ყალბად გამოცხადება, რაც რუსულ დოკუმენტებში შემდეგნაირადაა დაფიქსირებული.

1761 წლის 27 მარტს აკადემიის სტამბაში გაუგზავნიათ ცნობა, რომელშიც ნათქვამი იყო: 1760 წელს თავისი ქვეყნიდან გამოვიდა და 1761 წლის 19 მარტს აქ ჩამოვიდა ქართველი მფლობელი თეიმურაზი 76 კაცით, რათა თავისი მამისა და წინაპრების მაგალითისამებრ თაყვანი ეცა იმპერატორისათვის. თეიმურაზმა იმავე დღეს სარდალი ციციშვილი გაუგზავნა კანცლერს, აცნობა ჩამოსვლა და ითხოვა აუდიენციის დანიშვნა; 21 მარტს მას აუდიენცია ჰქონდა კანცლერთან, ხოლო 25 მარტს თეიმურაზი კანცლერმა სადილზე მიიწვია; 26 მარტს თეიმურაზმა საქართველოდან მიიღო თავისი შვილის – ერეკლეს წერილი, დათარიღებული 1760 წლის 25 დეკემბრით, სადაც ნათქვამია, რომ ერეკლეს ფანა-ხანი დაუმარცხებია, განჯა აუღია და იქ ტახტზე შაჰ-ვერდი-ხანი აღუდგენია; ერეკლესთან მფარველობისათვის მისულან ერევნელები და მასაც თხოვნა შეუწყნარებია; ხოლო აზატ-ხანი თვითონვე გამოცხადებულა ერეკლესთან, რომელსაც იგი შეუპყრია და თბილისს გაუგზავნიაო. ეს ცნობა აკადემიის სტამბას უნდა დაებეჭდა, როგორც «სანკტ-პეტერბურგსკიე ვედომოსტის» დამატება 25 ცალად რუსულ ენაზე და 10 ცალად გერმანულ ენაზე (და დაუბეჭდავთ კიდეც) (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1761 г., д. I, ч. II, лл. 304–307).

1761 წლის 28 მარტს საგარეო საქმეთა კოლეგიის წევრებს ბაკუნინისათვის წარუდგენიათ მოხსენება, რომ კონსტანტინოპოლიდან მიღებული ცნობებით (იგულისხმება ობრესკოვის 15 თებერვლის რელაცია) არ მტკიცდება აზატ-ხანის შეპყრობის ამბავი და საჭიროა გამოვაცხადოთ, რომ ერეკლეს მიერ მოწოდებული ცნობები აზატ-ხანის შეპყრობის შესახებ ყალბიაო; ბაკუნინს ეს ამბავი კანცლერისათვის მოუხსენებია, კანცლერს აღნიშნული მოხსენება 1761 წლის 29 მარტს უკანვე დაუბრუნებია კოლეგიისათვის ასეთი დასკვნით: «Его сиятельство (კანცლერმა – ვ. მ.) изволил быть такого мнения, что хотя бы обстоятельство об Азад хане и справедливо не было, однако ж от объявления оного в публике предосуждения быть не может, потому что вся реляция основывается на полученных из Грузии ведомостях, о достоверности которых каждой рассуждать может как ему угодно» (იქვე, 300).

აზრთა ასეთი სხვადასხვაობის მიუხედავად, 1761 წლის 29 მარტს საგარეო საქმეთა კოლეგიას გაუგზავნია მიწერილობა მეცნიერებათა აკადემიის კანცელარიისათვის, რომ ასტრახანიდან მიღებული ცნობები (ე. ი. ერეკლეს წერილის შინაარსი) დაებეჭდათ 25 ცალად რუსულსა და 10 ცალად გერმანულ ენაზე, როგორც «ს. პ. ბურგის ვედომოსტის» დამატება, და საგარეო საქმეთა კოლეგიაში გამოეგზავნათ (იქვე, 302). საქმეშია 1761 წლის 30 მარტით დათარიღებული რუსული ბეჭდური ტექსტი (იქვე, 303).

რა თქმა უნდა, ერეკლეს ცნობა სინამდვილეს ასახავდა, მაგრამ რუსეთის დაზვერვას კონსტანტინოპოლში 2 თვის განმავლობაში (1760 წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან 1761 წლის თებერვლამდე) ვერ დაუზუსტებია საქმის ვითარება და ობრესკოვიც არასწორ ინფორმაციას აწვდიდა თავის მთავრობას. საფიქრებელია, რომ თურქეთის მთავრობამ 1761 წლის 20 იანვარს არ იცოდა დეკემბერში მომხდარი ამბები და ბრძანებას უგზავნიდა ფაშებს, ხოლო შემდეგ განგებ საიდუმლოდ ინახავდა ერეკლეს მიერ აზატ-ხანის შეპყრობის ამბავს. ამით უნდა ავხსნათ, რომ 15 თებერვლამდე ა. ობრესკოვს ვერაფერი შეუტყვია და თავისი მოხსენებისათვის 1761 წლის 20 იანვრით დათარიღებული ფირმანი დაურთავს.

ამ ამბებს მოლაპარაკების მსვლელობისათვის გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა. თეიმურაზ მეფე რუსეთის მთავრობას ამაყად აცნობებდა ერეკლეს წარმატებებს, რუსეთის მთავრობას კი ამ წარმატებებისა არა სჯეროდა და მათ ყალბად მიიჩნევდა. 

თეიმურაზ მეფის პეტერბურგს ჩასვლისთანავე დაიწყო სამზადისი იმპერატორთან მეფის აუდიენციის მოსამზადებლად. წინასწარ იქნა შედგენილი მეფის მიერ აუდიენციის დროს წარმოსათქმელი სიტყვების ტექსტი, რომლებიც თარგმნეს, პასუხები შეადგინეს და შემდეგ მეფესთან შეათანხმეს (იქვე, 282, 283, 285, 290, 288, 289).

საბოლოოდ დააზუსტეს მიღების ცერემონიალის ადრევე შემუშავებული წესები, რომლის მე-6 მუხლის დამატება დაამტკიცეს 1761 წლის 6 აპრილს (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1761 г., д. I, ч. II, лл. 368–369). დამატებაში, კერძოდ, ნათქვამი იყო: 1) შესვლის დროს მეფე იმპერატორს სამგზის დაუკრავდა თავს, შემდეგ წარმოთქვმდა სიტყვას; საპასუხო სიტყვას იტყოდა კანცლერი; იმპერატორის ტიტულის ყოველ წარმოთქმაზე მეფე მოიხრებოდა; სიტყვებს თარგმნიდა თავ. ამილახვარი; შემდეგ მეფე ითხოვდა ხელზე მთხვევის ნებართვას და ბოლოს იმპერატორს წარუდგენდა თავის დიდებულებს; უკან დაბრუნებისას მეფეს ისევ სამგზის თაყვანი უნდა ეცა; 2) აუდიენცია იმპერატორის ოჯახის წევრებთან იმავე წესით უნდა მომხდარიყო. მეფისათვის ეს უცნობებიათ, რაზედაც იგი დათანხმებულა (იქვე, 369).

1761 წლის 8 აპრილს მეფეს აუდიენცია ჰქონდა იმპერატორთან და იმპერატორის ოჯახის წევრებთან. შუადღის დადგომამდე, როგორც ჩანაწერებშია ნათქვამი, სასახლიდან გაუგზავნიათ კოლეგიის მრჩეველი თავ. ამილახვარი (ეს უნდა იყოს «სტატს» კანტორის მრჩეველი თავადი ამილახვარი /დოკუმენტები «ეგორად» იხსენიებენ/, რომელიც კანტემირის სახლში შეხვდა მეფეს და მასთან იყო ბოლომდე. რუსულ წყაროებში იგი ევგენის «ძმად» იხსენიება) სამი ეტლით. ერთ ეტლში ჩამსხდარან მეფე და თავ. ამილახვარი, ხოლო დანარჩენ ორში – მეფის დიდკაცები კარის მრჩეველ თავ. ევგენი ამილახვართან ერთად; სასახლესთან მისვლისას მეფეს გვარდია მისალმებია თოფებით, წინა რიგებში მეფეს შეხვედრია ჰოფ ფურიერი, რომელსაც კოლეგიის მრჩეველ თავ. ამილახვრისათვის უჩვენებია მეფის დასასვენებელი ოთახი. შემდეგ იმპერატორისათვის უცნობებიათ მეფის მისვლა, მასაც უბრძანებია მისი გამოტარება; მისაღები ოთახის წინ მეფეს დახვედრია კამერჰერი გრაფი ს. პ. იაგუჟინსკი და გაჰყოლია მისაღებში, სადაც იმპერატორი (დიდებულებით) ფეხზე ამდგარი შეხვედრია; მეფეს სამგზის უცია თაყვანი და ქართულ ენაზე წარმოუთქვამს სიტყვა (რომ იგი თავისი წინაპრების მაგალითისამებრ მოვიდა თაყვანისსაცემად და მიღება დიდ პატივად მიაჩნია). მეფის სიტყვა თავ. ამილახვარს უთარგმნია; საპასუხო სიტყვა, იმპერატორის სახელით, კანცლერის ავადმყოფობის გამო, უთქვამს გენერალ-პორუჩიკს ი. ი. შუვალოვს (რომ იმპერატორს სასიამოვნო მოვლენად მიაჩნია მეფის ჩასვლა და წყალობით აიმედებს). შემდეგ მეფე იმპერატორს ხელზე ემთხვია. აუდიენციის დამთავრების შემდეგ მეფეს იმპერატორისათვის წარუდგენია ქართველი დიდებულები; მეფეს ანალოგიური აუდიენცია ჰქონია იმპერატორის ოჯახის წვრებთან: დიდ მთავარ პეტრე თევდორეს ძესთან (პეტრე III), დედოფალ ეკატერინესთან (ეკატერინე II) და უფლისწულ პავლესთან (პავლე I). აუდიენციის დამთავრების შემდეგ მეფე, კოლეგიის მრჩეველ თავ. ამილახვრის თანხლებით, წასულა თავის ბინაზე, სადაც მას იმპერატორის სახელით გამასპინძლებია გრაფი სერგი პავლეს ძე იაგუჟინსკი (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1761 г., д. I, ч. II, лл. 356–363).

აუდიენციის დამთავრების შემდეგ კანცლერ მ. ვორონცოვს მეფესთან გაუგზავნია საგარეო საქმეთა კოლეგიის მდივანი ბაკუნინი და მოუბოდიშებია, რომ ავადმყოფობის გამო აუდიენციას ვერ დაესწრო. მეფეს, თავის მხრივ, დიდებული გაუგზავნია კანცლერთან, აუდიენციის მოწყობისთვის მადლობა მოუხსენებია და საიმპერატორო კარისათვის გადასაცემი საჩუქრები გაუგზავნია. კერძოდ, იმპერატორისათვის: ძვირფასი თვლები და ქსოვილები; პეტრე თევდორეს ძისათვის – ინდური ხანჯალი და ცხენის მორთულობა ოქრო-ვერცხლისა; ეკატერინესათვის – ინდური სარკე და ორი აგება აღმოსავლური მარგალიტი; პავლე პეტრეს ძისათვის – ინდური ხანჯალი (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1761 г., д. I, ч. II, лл. 381–382).

ცერემონიალის დამთავრების შემდეგ მხარეები საქმიან მოლაპარაკებას უნდა შედგომოდნენ, მით უმეტეს, რომ რუსეთის მთავრობისათვის ცნობილი იყო თეიმურაზის პეტერბურგს ჩასვლის მიზანი. მაგრამ ვიდრე საქმიანი მოლაპარაკება დაიწყებოდა, საგანგებოდ გამოქვეყნდა ცნობა თეიმურაზ მეფის რუსეთის იმპერატორის მიერ მიღების შესახებ (რაკი იგი უცნობი მაინც არ დარჩებოდა). ეს ამბავი აცნობეს ობრესკოვსაც. 

რუსეთის საიმპერატორო კარზე ქართველი მეფის მიღებას რომ თურქეთში მითქმა-მოთქმა არ გამოეწვია, რუსეთის მთავრობას დაუყოვნებლივ, 1761 წლის 12 აპრილს, რესკრიპტი გაუგზავნია კონსტანტინოპოლში ა. ობრესკოვისათვის, რომლითაც რეზიდენტს აცნობებდნენ, რომ 19 მარტს პეტერბურგს ჩამოვიდა თეიმურაზი 76 კაცით (თეიმურაზ მეფე, როგორც ზემოთ დავინახეთ, ყიზლარს ჩავიდა 73 კაცით, ყიზლარშივე დაემატა მას საქართველოსაკენ მომავალი პაპუნა გაბაშვილი, ყიზლარიდან მეფემ პეტერბურგს გაგზავნა შიო ტუსიშვილი /მხლებლებით/. ასტრახანში ჩასვლისას მეფეს 69 კაცი ახლდა; შემდეგ მათ ისევ დაემატათ პეტერბურგიდან დაბრუნებული შიო ტუსიშვილი /მხლებლებით/ და საქართველოდან მისული შიკრიკები. ამიტომაა, რომ ელჩობის შემადგენლობა /ან მეფის ამალა, როგორც მაშინ წერდნენ დოკუმენტებში/ ცვალებადია, იგი 66 კაციდან 76 კაცამდე მერყეობს), რათა წინაპრების მაგალითისამებრ თაყვანი სცეს იმპერატორსო და ა. ობრესკოვს ურჩევენ: «ежелиб Порта по случаю того Теймуразова сюда приезда приняла какое сумнение и к вам о том отозванось было, то имеете вы ответствовать сходственно с данными вам от нас пред сим наставлениями, предъявляя при том, что когда она Порта с своей стороны в Персидских делах никакого участия не принимает, а дозволяет однако в ея границах убежище приходящим по единоверию, как то и до ныне содержан был известной авганец Азад хан (которой по полученным из Грузии ведомостям покорился Кахетинскому владетелю Ираклию) и мы в том на нее никакого подозрения не имеем, то и она равномерно не может нимало беспокоиться по случаю приезда сюда по единоверию грузинского владетеля, потому что мы принять с начала возставших в Персии внутренних замешательств в том никакого участия не отменно содержать (?) хотим» (АВПР, ф. Сн. России с Турцией, 1761 г., д. I, лл. 45, 48).

ერთი სიტყვით, ობრესკოვს უნდა ეპასუხა თურქეთის მთავრობისათვის: როგორც თქვენ არ ერევით სპარსეთის საქმეებში, მაგრამ ერთმორწმუნეობის გულისათვის თავშესაფარს აძლევთ აზატ-ხანს და ახლაც მანდ გყავთ, ჩვენ კი ამაზე არაფერს ვამბობთ, ასევე ჩვენც მივიღეთ, ერთმორწმუნეობის გულისათვის, ქართველი მფლობელი და არც თქვენ უნდა თქვათ რაიმე, მით უმეტეს, რომ სპარსეთში არეულობის დაწყების დროიდან ჩვენ მასში არავითარ მონაწილეობას არ ვიღებთ და ჩაურევლობის პოზიციის შენარჩუნება გვსურსო.

საქმიანი მოლაპარაკების დაწყებამდე თეიმურაზ მეფეს საქართველოდან ახალი ცნობა (ერეკლე მეფის 1761 წლის 23 იანვრის წერილი) მიუღია (ეს წერილი ერეკლეს გაუგზავნია ოსეთში არქიმანდრიტ პახომისათვის, ხოლო ამ უკანასკნელს – ყიზლარის კომენდანტისათვის. ამ გზით მიუღწევია მას პეტერბურგამდე), რომელიც 21 აპრილს კანცელარიისათვის გადაუცია. ამ წერილის მიღებას ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მას ნაწილობრივ უნდა გაეფანტა ის ეჭვები, რომლებიც აზატ-ხანის შეპყრობის საკითხზე რუსეთის მთავრობას შეუქმნა ობრესკოვის რელაციამ კონსტანტინოპოლიდან, რადგან ერეკლეს ეს წერილი, როგორც ზემოთ დავინახეთ, მიუთითებდა წინა წერილზე (იგულისხმება 1760 წლის 25 დეკემბერს გამოგზავნილი წერილი, რომელიც შიკრიკმა გზაში დაკარგა), რომლითაც თეიმურაზს ეცნობა ფანა-ხანის დამარცხებისა და განჯაში შაჰ-ვერდი-ხანის აღდგენის, ერევნელთა თხოვნისა და აზატ-ხანის შეპყრობის ისტორია ისე დაწვრილებით იყო აღწერილი, რომ მას ყოველგვარი ეჭვი უნდა გაეფანტა.

ერეკლე მეფე წერილით ატყობინებდა, რომ ფანა-ხანს უთხოვია აზატ-ხანი მისთვის გაეგზავნა, მაგრამ ერეკლეს უარი შეუთვლია. განჯიდან გაქცეულან აზატ-ხანის ჯარისკაცები. ფათალი-ხანი ყარაბაღში ყოფილა, ხოლო ქართველთა მაშველი ჯარი – შაჰ-ვერდი-ხანთან; ეს ხანები, ქართველების მაშველი რაზმით, ბარდავისა და შუშის ასაღებად იბრძოდნენ თურმე. ერეკლეს ჭარელებთან ხელშეკრულება დაუდვია («და ჯერჯერობით ზავს არ არღვევენო»). ერევანი ერეკლეს მფარველობაში ყოფილა და 10 000 მანეთს უხდიდა მას. ქერიმ-ხანსა და ფათალი-ხანს შორის დავა გრძელდებოდა. ამბობენ, ქერიმ-ხანს სპარსელები აუჯანყდნენო. ლეკების აშკარა გამოსვლას დიდი ძალებით ადგილი არა ჰქონია – ცალკეული ქურდული თავდასხმებია, რომელსაც დიდი ზარალი არ მოუტანიაო (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1761 г., д. I, ч. II, лл. 385–386).

ასე რომ, თეიმურაზ მეფე, საქმიანი მოლაპარაკების წინ საქართველოსა და კავკასიაში არსებულ ვითარებას კარგად იცნობდა, თანაც, ერეკლეს წარმატებანი თეიმურაზ მეფეს საშუალებას აძლევდა მნიშვნელოვანი საკითხები გაბედულად დაესვა რუსეთის მთავრობის წინაშე.

1761 წლის 28 აპრილს დაიწყო საქმიანი მოლაპარაკება თეიმურაზ II და რუსეთის იმპერიის კანცლერ მ. ვორონცოვს შორის. ნაშუადღევის 5 საათზე მეფეს ცალკე შეხვედრა უთხოვია, რაზედაც ვორონცოვი დათანხმებულა. მეფე შეხვედრია კანცლერს კაბინეტში, გადაუცია ქართულად დაწერილი ბარათი და უთხოვია მოხერხებულ დროს გადაეცა იგი იმპერატორისათვის (იქვე, 387).

თეიმურაზ მეფის ბარათში, რომელიც მეფეს 28 აპრილს გადაუცია კანცლერისათვის, ზოგადად გაშუქებულია საქართველოს პოლიტიკური ვითარება და ჩამოყალიბებულია ძირითადი მოთხოვნები: 1) ლეკთა ყაჩაღური თავდასხმები საქართველოს აოხრებს, მაშველი ჯარი ამიტომ გვჭირდება, მაგრამ «შემცირება შემოსავლებისა ნებას არ გვრთავს» «ჯამაგირით სამხედროსა მსახურებასა მოსამატათ ქართველთა თანა სომეხთაგან და ყაბარდოთაგან შემრავლებასო»; ამიტომ «ესრეთ დამხობით წინაშე ფერხთა თქუენისა ყ~დ უგანათლებულობისა იმპერატორობის დიდებულობისა უმდაბლესად და მონებრივ მოვივედრებ უუმაღლესს შემწეობასა ჯარითა გინა ყ~დ უუმოწყალესის შეწყნარებით მერაოდენისამე წელით გამოჩინებულით თეთრის ხაზინით, რომელსა უკვე პირველსა ჴელის გამართვას ჩემსა დადგინებასა ყ~დ უმდაბლესის მადლობით ხაზინასა შინა თქუენის იმპერატორობის დიდებულობისა მოქცევას ვითანამდებებ» (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1761 г., д. I, ч. II, л. 398).

2) როცა ქართლსა და კახეთს მტერთაგან სიმშვიდეს მოვუპოვებ, «საქართველოსა და კახეთსა საიმედოთი შეიარაღებულის ერითა მწადის გამორჩეულის დასით სპარსეთში შევიდე, რათა მოყუანებად ერთხმობით ჩინებულთა სპარსთა შეკრებანი ვინათგან მით შევიძლო შემოკლება შფოთისა და ვეცადო მოგროვებულის ძალით ყეენი კეთილმოსურნე, რუსეთის შესამატათ, ერანის ტახტზე აღვიყვანო» (იქვე)

განსაკუთრებით საინტერესოა მეფის მეორე წინადადება, რომლითაც ნავარაუდევია ირანის ბატონობისაგან საქართველოს საბოლოო გამოხსნის საკითხის გადაწყვეტა. ქართველ მეფეებს გადაუწყვეტიათ, რომ, როგორც კი ლეკთა საკითხს მოაგვარებდნენ, ქართლ-კახეთის ჯარით ირანში შეჭრილიყვნენ, არეულობისათვის ზღვარი დაედოთ და ირანის ტახტზე თავისი კანდიდატი დაესვათ. რუსეთის დაინტერესების მიზნით ჰპირდებიან: თქვენთვის სასურველ პირს ავიყვანთ ირანის ტახტზეო.

ამ დიდი პრობლემის გადაჭრა ქართველ სახელმწიფო მოღვაწეებს რეალურად ესახებოდათ: რაკი სპარსეთში არეულობა გრძელდებოდა, ხოლო «ხონთქრის კარი არ არს საქმეში არ ერევის, ესეოდენ საქართველოსათვის სარგოიანი რომ მსგავსი შეძლებულობისა ჟამი დიდის ხნითგან არ ყოფილა» (იქვე). მეფე იქვე იმეორებდა, რომ «ორთაგან უძლიერესთაგან მაჰმადისთაგან მპყრობელთა საქართველოს მპყრობელობა აწ მოსვენებასა შინა იმყოფების», ამიტომ ამ საშვილიშვილო საქმის გადასაწყვეტად ხელსაყრელი ვითარებაა, მაგრამ ჩვენ ძალა არ გვყოფნის: «მე ჩემის შვილით ირაკლით ვიცნობები, რომ უმჯობესთა აწინდელთა შესწრებათა შორიელსა სარგოსა ძალის დადების ჩემით განწესებად არ ძალგვიძს» (იქვე).

ქართველ მეფეებს სპარსეთის ტახტზე ასაყვან კანდიდატად ჰყოლიათ შაჰ-რუხი (მამით – შაჰ-ნადირის ნათესავი, დედით – სეფიანთა შთამომავალიც): თუმცა იგი ბრმა არის, მაგრამ სპარსელები მას პატივით მოეკიდებიანო (იქვე, 398–399).

კანცლერი მ. ვორონცოვი გასცნობია მეფის თხოვნას და დაპირებია, იმპერატორს მოვახსენებო, თანაც მეფისათვის გადაუკრავს: «при нынешнем состоянии дел Россия находится в тяжкой войне с прусским королем и едва ли может участие принять в персидских замешаниях, не подвергая себя другой войне с Портою Отоманскою, потому что подаваемая помощь Грузии в тайне содержаться не может и турки сведав получат повод вмешаться в Персидские дела, отчего война между двумя империями неминуемо последует» (იქვე, 387–388).

შემდეგ კანცლერს მეფისათვის უკითხავს: «можно ли недежно положиться, что персияне хотят иметь шахом своим Шах Руха, и имеет ли он сильную партию и не похотят ли они прислать к е. и. в.-у депутатов с прошением как о возстановлении тишины в Персии, так и утверждении шахом онаго Шах Руха, и сколько бы военных людей для обороны Грузии и Кахетии потребно было» (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1761 г., д. I, ч. II, л. 388).

თეიმურაზ მეფემ მ. ვორონცოვის მიერ დასმულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი მისცა ისეთი თანამიმდევრობით, რომ რუსეთის მთავრობას აგრძნობინა: მატერიალური დახმარება გაგვიწიეთ, ისე, რომ რუსეთის ხარჯით 2–3 ათასი ჯარისკაცი შევინახოთ საზღვრების დასაცავად და დანარჩენი ჩვენ ვიცით, ყველაფერს მოვაგვარებთ, ჩვენ ყველაზე გავლენიანი ვართ იმ მხარეში, სხვების ჩარევა არ დაგვჭირდებაო: «ежели по высочайшей е. и. в. милости войско от двух до трех тысяч человек на российском иждевении ко охранению его отечества и к обороне пограничных мест от лезгинцов он содержать в состоянии будет, тогда свободно ему с отборным корпусом в Персию вступить для возведения на Иранской престол Шах-Руха, посему наипаче преимуществу, что он владетель в нынешнее время первенствующей персидского государства член обретается, владея по наследственному праву Грузиею и Кахетиею, а прочие персидские ханы по продолжающимся мятежным обстоятельствам и между собою, по большей части из подлости и одним словом хищники суть» (იქვე, 388–389). თავისი ამ მოსაზრების დასასაბუთებლად მეფე დასძენდა, რომ «Народ же персидской чрез толь долгое время в пагубном житье погружаясь и от непрестанных волнений будучи утомлен, со всегдашним нетерпением желает и жаждет видеть законного государя» (იქვე, 389). ზემოაღნიშნულის გამო, «когда он, владетель, вошед с войском в Персию, публикациями знать даст, что вступление его, не для чего инаго, но единственно ради прекращения мятежей и чтоб единодушно наследнаго преемника Шах Руха на Иранской престол возвести, то надеется, что многие партии к сему согласию, яко к общей пользе присовокупятся, буде же бы некоторые неспокойные духи возмутились, тех стараться станет силою и наказанием успокоить» (იქვე).

შაჰ-რუხის სასარგებლოდ საქმის გადაწყვეტას, თეიმურაზის აზრით, აიოლებდა ორი გარემოება: შაჰ-რუხის მეფური წარმოშობა და მისი ფაქტიური ბატონობა სპარსეთის მნიშვნელოვან პროვინციაში – ხორასანში.

მეფე არც რუსეთის ინტერესებს ივიწყებდა და დასძენდა, რომ თუ სპარსეთში სხვა რომელიმე ხანი გაძლიერდა და მეფე დარწმუნდება, რომ «он к Российским интересам доброхотным себя оказывать станет и в том письменным образом обяжется, то донеся на перед высочайшему императорскому двору и получа дозволение, о возведении его шахом стараться будет» (იქვე, 390).

მ. ვორონცოვის კითხვაზე, შაჰ-რუხის მომხრეები ძლიერ დაჯგუფებას თუ წარმოადგენენ და ხომ არ ისურვებენ გამოგზავნონ იმპერატორთან თავისი წარმომადგენლებიო, მეფეს მეტად თვითდაჯერებულად უპასუხია: «ежели угодно будет, он их прислать в состоянии находится» (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1761 г., д. I, ч. II, л. 390). ერთი სიტყვით, ქართველი მეფე აცხადებს: სპარსეთში მე ვარ თავკაცი და, თუ გნებავთ, შემიძლია გამოგიგზავნოთ მათგან დეპუტატებიო.

ქართველი მეფის თამამ წინადადებას მ. ვორონცოვი შეუფიქრებია და უთქვამს: «буде с Российской стороны к сему делу приступлено будет, то для подкрепления онаго предприятия надобно немалое число здешних во многом числе войск на границах Персии содержать и денежною казною его владетеля снабдевать» (იქვე).

მ. ვორონცოვის მერყეობისათვის რომ ზღვარი დაედო, მეფეს უმალ უპასუხია: «Он никакой публичной помощи не просит, кроме денежной казны и тою бы всемилостивейше соизволено было чрез некоторые годы снабдевать, о чем никто сведать не может, дабы оною суммою потребное число военных людей нанимать в состоянии был» (იქვე).

მ. ვორონცოვის კითხვაზე: «из каких бы наций войско набрано было», მეფეს უპასუხია: «из грузинов, милитинцов, армян и кабардинцов» (იქვე).

შემდეგ მეფეს კანცლერისათის რჩევა უთხოვია, თუ როგორ მოქცეოდნენ აზატ-ხანს, რომელიც თბილისს ჰყავდათ დატყვევებული. კანცლერს უთქვამს: «Когда он Азад-хан добровольно в защищение владетеля отдался и буде от турков и от персиян за него вступаться не будут, то и могут его в Грузии содержать» (იქვე, 391).

ცხადია, მეფეს სურდა რუსეთის პოზიცია მოესინჯა, გამოესარჩლებოდა თუ არა იგი საქართველოს საჭირო შემთხვევაში, მაგრამ, როგორც ვხედავთ, რუსეთი თავს იკავებდა, რაც მეფისათის გასაგები უნდა ყოფილიყო.

საუბრის დასასრულს მეფეს კანცლერისათვის უკითხავს: «Коим образом выехавшие из Грузии в Россию владетели, будучи в магометанском законе и от владения над Грузиею изгнаны, здесь в России титулованием царя почтены (იგულისხმება ვახტანგ VI* – ვ. მ.), а он, Теймураз, христианския веры и будучи помазан, того титула не удостоен»** (*როგორც ცნობილია, ვახტანგ მეექვსესაც ბრძოლა დასჭირდა, რომ მისთვის «პრინცის» ნაცვლად მეფე ეწოდებინათ. იხ. Г. Г. П а й ч а д з е, Русско-грузинские отношения в 1725–1737 гг., Тбилиси, 1965 г., стр. 76; **АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1761 г., д. I, ч. II, л. 391)

კანცლერს ასეთი პასუხი გაუცია: «в прежнее время ошибкою переводчиков выехавшие из Грузии владетели царями имяновались, а его светлость себе за унижение принять не может, потому что прежние ошибки ныне примером служить не могут... К тому ж здесь не без известно, что и персияне грузинских владетелей в а л и, т. е. владетель называют» (იქვე). ამ პასუხის მიუხედავად, მეფის დაჟინებული მოთხოვნის გამო, კანცლერი ტიტულაციასთან დაკავშირებული საკითხის იმპერატორისათვის მოხსენებას შეპირებია (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1761 г., д. I, ч. II, л. 391).

თეიმურაზ მეფის წინადადებანი 1761 წლის 30 აპრილსკანცლერს იმპერატორისათვის მოუხსენებია, რაზედაც აშკარად მეტყველებს შემდეგი: 1) თეიმურაზ მეფის 28 აპრილის წერილის რუსულ თარგმანს აქვს ასეთი მინაწერი: «с сего чистая копия поднесена е. и. в.-у 30 апреля 1761» (იქვე, 392). 2) მეფესა და კანცლერს შორის მოლაპარაკების ჩანაწერებს ასეთი მინაწერი აქვს: «На черном конверте подписано тако: чистая копия поднесена е. и. в.-у в 30 де апреля 1761 году» (იქვე, 387).

მართალია, თეიმურაზ მეფის მიერ 1761 წლის 28 აპრილს წარდგენილი ბარათი და მისი მ. ვორონცოვთან იმავე დღის მოლაპარაკების ჩანაწერები იმპერატორსაც ორი დღის შემდეგ, 1761 წლის 30 აპრილს, მოხსენდა, მაგრამ მთელი მასალა იმ დღესვე რეზოლუციის გარეშე დაუბრუნებიათ საგარეო საქმეთა კოლეგიაში.

რუსეთის მთავრობა პასუხს არ ჩქარობდა. საარქივო საქმეში მეფის წინადადებაზე პასუხი 1761 წლის 27 დეკემბრამდე არ ჩანს. მხოლოდ 1761 წლის 27 დეკემბერს წარუდგენიათ მოხსენება ახალი იმპერატორისათვის, სადაც ლაპარაკია «об отпуске грузинскаго владетеля в отечество его, о \ ч е м \ о н \ н е о д н о к р а т н о \ у ж е \ п р о с и л» (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1762–1764 гг., д. I, л. 297).

როგორც ვხედავთ, 1761 წლის 28 აპრილიდან იმავე წლის 27 დეკემბრამდე მეფეს რამდენჯერმე უთხოვია («неоднократно уже просил») სამშობლოში გაშვება, მაგრამ, რაკი საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ იყო, მთელი 8 თვის განმავლობაში არ უპასუხიათ.

თეიმურაზ მეფის წინადადებაზე რუსეთის მთავრობა პასუხს არ ჩქარობდა, ეს შემთხვევითი არ უნდა იყოს. როგორც ჩანს, რუსეთის მთავრობას ევროპაში არახელსაყრელი ვითარების მიუხედავად არ სურდა ქართველი მეფის ხელცარიელი გამოსტუმრება და კავკასიაში ფეხის მოკიდების მარჯვე შემთხვევის ხელიდან გაშვება. სხვა რომ არა იყოს რა, ხელცარიელი გამოსტუმრება ერთგულ კავკასიელ მოკავშირეს რუსეთზე გულს აუცრუებდა, რაც არ შეიძლებოდა მისთვის სასურველი ყოფილიყო. ერთი სიტყვით, რუსეთის მთავრობა ევროპაში ვითარების შეცვლას ელოდებოდა, თეიმურაზ მეფე – რუსეთის მთავრობის პასუხს.

თუმცა ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ არც თეიმურაზ მეფის წინანდებური აქტიურობა ჩანს 1761 წლის აპრილიდან დეკემბრამდე. მეფე მხოლოდ საქართველოდან მოსულ ამბებს აცნობს რუსეთის მთავრობას, ზეპირად უთვლის, გამიშვითო და ამით კმაყოფილდება (მეფის წერილობითი მოხსენებები არ ჩანს საქმეში). ასე მაგალითად, 1761 წლის 20 ივნისს თეიმურაზ მეფეს რუსეთის მთავრობისათვის თავ. ამილახვრის ხელით გადაუცია საქართველოდან მიღებული წერილების თარგმანები, კერძოდ, ერეკლე მეფის 1761 წლის 26 აპრილის წერილი და სარდალ რევაზ ორბელიანის ბარათი. ერეკლე მეფის წერილში ნათქვამი იყო: წინანდებურად ადგილი ჰქონდა ლეკების ცალკეულ თარეშს; ჭარელებთან და სარდალ ფათალი-ხანთან ძველებურად თანხმობით ვართ, მაგრამ შეინიშნება, რომ ჭარელებს ფათალი-ხანთან ჩემი მეგობრობა არ მოსწონთო; ჩვენი ჯარი, ფათალი-ხანთან ერთად, შუშასთან დგას და ციხე გარემოცული აქვსო; ჩვენი მომთაბარეები: ყაზახ-ბორჩალუ, დემურჩი ასანლუ, ბაიდარი და სომხები (500 კომლი) ყარაბაღიდან საქართველოში გადმოვასახლეთო; აჯი ჩალაბის შვილიშვილს, ჰუსეინ ბეგს, ფათალი-ხანი თავისთან აკავებს; აზატ-ხანი ისევ თბილისში მყავს; ქერიმ-ხანსა და ფათალი-ხანს მტრობა აქვთო (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1761 г., д. I, ч. II, лл. 430–431).

საინტერესოა ერეკლეს ამავე წერილის ბოლო ნაწილი, სადაც ნათქვამია, რომ ახალციხის ფაშა საეჭვო აღმოჩნდა და გადააყენესო (იქვე); ა. ობრესკოვის მოხსენებით კი ახალციხის ფაშა ყარსში გადაყვანილი ჩანს. ერეკლეს ცნობა უფრო ზუსტი უნდა იყოს. რაც შეეხება სარდალ რევაზ ორბელიანის წერილს თეიმურაზ მეფისადმი, იქ ნათქვამია: ფათალი-ხანი სარდალ აზატ-ხანის გადაცემას ითხოვდა, ამიტომ თქვენმა შვილმა (ერეკლემ) გამგზავნა ფათალი-ხანთან დავალებით, რომ მოვლაპარაკებოდი ფათალი-ხანს, რათა ამ უკანასკნელს გაღიზიანების გარეშე ხელი აეღო თავის განზრახვაზეო; ჩემი ჩასვლისას ჩვენმა ჯარებმა განჯა აიღეს, შემდეგ ქართველთა ლაშქარმა მინბაშ ამილახვრის მეთაურობით იერიშით აიღო ბარდავის ციხე; ბარდავი შაჰ-ვერდი-ხანს გადავეცით; ამის შემდეგ მივედი ფათალი-ხანთან. მან დიდი პატივით მიმიღო, 12 დღეს მასთან დავრჩი, კარგად გამიმასპინძლდა. თქვენი შვილის დავალებაც (არ გადაგვეცა აზატ-ხანი) მშვიდობით მოვაგვარე; ფათალი-ხანმა მთელი ყარაბაღი დაიკავა და ფანა-ხანი შუშის ციხეში ჩაკეტა; მინბაში ამილახვარი თქვენის ჯარით შუშის ციხესთანაა და უტევს; ფათალი-ხანმა მომთაბარეები გადმომცა, რომლებიც საქართველოში გადმოვასახლეო (იქვე).

აი ის ახალი ცნობები, რაც ხსენებული 8 თვის განმავლობაში თეიმურაზ მეფეს რუსეთის მავრობისათვის მიუწოდებია; სხვა მხრივ მეფის აქტივობა, როგორც ზემოთ აღინიშნა, არ ჩანს. შემთხვევითია თუ არა ეს ამბავი? ჩვენ ვფიქრობთ, არა.

თეიმურაზ მეფეს რუსეთის მთავრობის რომელიმე წევრისაგან, უფრო საფიქრებელია თვით კანცლერისაგან, საიდუმლო, საიმედო დაპირება რომ არ ჰქონოდა, იგი უთუოდ არ გაჩერდებოდა, როგორც სხვა დროს არ ჩერდებოდა.

ამასთან, მეფეს არ შეეძლო მ. ვორონცოვის დაპირება არ დაეჯერებინა. მაგალითად, როგორც ზემოთ დავინახეთ, მ. ვორონცოვმა მთავრობის წევრებთან შეუთანხმებლად (როგორც ჩანს, იმპერატრიცასთან საიდუმლო შეთანხმებით) შიო ტუსიშვილს თეიმურაზ მეფის პეტერბურგში დაშვებაზე 1760 წლის ოქტომბრის პირველ რიცხვებში მისცა თანხმობა, ხოლო მთავრობამ სათანადო გადაწყვეტილება მხოლოდ 2 თვის შემდეგ, 1760 წლის დეკემბერში მიიღო. მ. ვორონცოვმა შ. ტუსიშვილისათვის მიცემული სიტყვიერი პირობა ზუსტად შეასრულა, თუმცა საგარეო საქმეთა კოლეგიის წევრები ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მ. ვორონცოვს საგარეო საქმეთა კოლეგიის წევრებისათვის თავისი აზრის გაცნობა არ შეეძლო, რადგან რუსეთის სამეფო კარზე მაშინ ორი დაჯგუფება იყო: ერთი, ელისაბედის ერთგულნი, პრუსიასთან ომის აქტიურად წარმოებისა და ომის მალე გამარჯვებით დამთავრებისათვის იბრძოდა; მეორე, ელისაბედის სიკვდილის მოლოდინში, ტახტის მემკვიდრის, პეტრეს (პრუსიის მეფის თაყვანისმცემლის) მალე გამეფების შიშით, პრუსიის წინააღმდეგ აქტიურ მოქმედებას ერიდებოდა, რაც საქმეს აჭიანურებდა და საგარეო პოლიტიკაში გაურკვეველ პერსპექტივებს სახავდა. ამიტომ მთავრობის წევრები ერთმანეთთან გულახდილნი არ იყვნენ.

თეიმურაზისათვის პასუხის მიცემა ვითარებაზე იყო დამოკიდებული. ვითარება კი 1761 წლის გაზაფხულზე არც თუ ურიგო ჩანდა. 1760 წლის სექტემბრის ბოლოს, როგორც ვთქვით, რუსეთის ჯარებმა ბერლინი აიღეს. მართალია, რუსეთის ჯარებმა ბერლინი ოქტომბრის პირველ რიცხვებშივე დატოვეს, მაგრამ ბერლინის აღების ფაქტმა უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. 1761 წლისათვის, მოკავშირეებს შორის ინტერესთა სხვაობის მიუხედავად, რუსეთის მთავრობა ფართო საომარ ოპერაციებს გეგმავდა, რომელსაც ომის ბედი უნდა გადაეწყვიტა. პრუსიასთან ომის მსვლელობაზე კი ბევრად იყო დამოკიდებული თურქეთის პოზიცია, რომელსაც რუსეთი საერთოდ დიდად უწევდა ანგარიშს, ხოლო საქართველოსთან დამოკიდებულების საკითხში იგი მთავარ დაბრკოლებად თურქეთის პოზიციას თვლიდა.

აი რას უცდიდა რუსეთის მთავრობა და მათგან დაიმედებული თეიმურაზ II. სხვაგვარ პირობებში თეიმურაზ მეფე ისევ არ მოასვენებდა რუსეთის მთავრობას, როგორც ამას იგი ყიზლარსა და ასტრახანში აკეთებდა, მარტო ინფორმაციის მიწოდებით არ დაკმაყოფილდებოდა.

კონსტანტინოპოლიდან ობრესკოვი არც თუ სახარბიელო ცნობებს გზავნიდა: ყირიმელ თათართა აქტიურობა გრძელდებოდა, ხოლო პრუსიის ემისრებს საქმე წინ მიჰყავდათ. 1761 წლის 27 აპრილს რუსეთის მთავრობამ მიიღო ა. ობრესკოვის რელაცია, დათარიღებული 1761 წლის 17 მარტით, სადაც ნათქვამი იყო, რომ 20 თებერვალს პრუსიის ემისართან შიკრიკი ჩამოვიდა, რომელმაც აუწყა ემისარს: მთავრობისაგან სრული უფლება გაქვს მინიჭებული თურქეთთან დადო მეგობრობისა და სავაჭრო ხელშეკრულება – როგორც თურქებს ნებავთ, ისეთი პირობითო (АВПР, ф. Сн. России с Турцией, 1761 г., д. 2, л. 118); ხოლო 1761 წლის 7 აპრილის საიდუმლო რელაციით, რომელიც რუსეთის მთავრობას 5 მაისს მიუღია, ობრესკოვი იუწყებოდა: 12 მარტს პრუსიის ემისარმა თურქეთის წარმომადგენელს განუცხადა, რომ თუ ხელშეკრულება არ იქნებოდა დადებული, წავიდოდა. 20 მარტს ემისარი საიდუმლოდ შეხვდა თურქეთის მთავრობის თარჯიმანს, ხოლო 22 მარტს იგი დიდმა ვეზირმა ოფიციალურად მიიღო. დაიდო აღნიშნული ხელშეკრულება, რომლის რატიფიკაციის ვადად დათქვეს 4 თვე; ჩვენ, მოკავშირე მინისტრებმა, – ნათქვამია რელაციაში, – გადავწყვიტეთ გავჩუმებულიყავით, რადგან პროტესტის განცხადება მაინც უშედეგო იქნებოდა. რატიფიკაცია რომ ჩავშალოთ, საჭიროა: 1) მოკავშირე ჯარების აქტიური მოქმედება პრუსიის წინააღმდეგ და 2) ქრთამი, რისთვისაც 10 000 ჩერვონეცი უნდა გამოგზავნოთო (იქვე, 154–163); იმავე წლის 7 აპრილით დათარიღებულ მეორე რელაციაში ობრესკოვი წერდა: 22 მარტს პრუსიის ემისარი რეკსენი იყო დიდ ვეზირთან, სადაც მას განუცხადეს: თურქეთი დარწმუნებულია პრუსიის მეფის კეთილ განწყობილებაში, 4 თვეში დაჰპირდნენ ხელშეკრულების რატიფიკაციას, აქამდე პრუსიის ემისარი ფარულად იყო აქ, ახლა საჯაროდ დარბაზობა ჰქონდაო ინგლისის ელჩთან (АВПР, ф. Сн. России с Турцией, 1761 г., д. 2, лл. 146–153). ამავე რელაციაში ობრესკოვი უარყოფდა ასტრახანიდან რუსეთის მთავრობის მიერ მიღებული ცნობის (ლეკების წინააღმდეგ ქართველებს თურქები დაეხმარნენო) შესაძლებლობას, ხოლო აზატ-ხანისადმის დამოკიდებულებისა და სპარსეთის საქმეებში ჩარევის თაობაზე წერდა: საფუძველი არა მაქვს «Порту подозревать, чтоб она помышляла в Персидские дела вмешаться и нынешним их несогласием воспользоваться к приобретению какой провинции и города» (იქვე, 147–148).

რუსეთის მთავრობას განსაკუთრებით აწუხებდა ის ამბავი, თუ როგორ რეაგირებას მოახდენდა თურქეთის მთავრობა თეიმურაზ II პეტერბურგს ჩასვლისა და ერეკლე II მიერ აზატ-ხანის შეპყრობის გამო, რაც საგანგებოდ აცნობეს ა. ობრესკოვს 1761 წლის 12 აპრილს გაგზავნილი რესკრიპტით. ა. ობრესკოვის 1761 წლის 8 ივნისის მოხსენებაში, რომელიც რუსეთის მთავრობა ერთი თვის თავზე (8 ივლისს) მიუღია, ნათქვამია: აზატ-ხანის შეპყრობის ამბავი აქ, ალბათ, არ იციან, «а коли ведома, то уважения ея малодостойным быть почитает» (იქვე, 182).

რა თქმა უნდა, თურქეთის მთავრობას ეს ამბავი უნდა სცოდნოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, განგებ მალავდნენ. არაა გამორიცხული, რომ ახალციხის ფაშის საეჭვოდ მიჩნევა და გათავისუფლება, რაზედაც ერეკლე წერდა, ამ ამბავს უნდა მოჰყოლოდა. მაგრამ, ეტყობა, რუსი რეზიდენტი ყველაფრის გაგებას ვერ ახერხებდა.

გარდა ამისა, ა. ობრესკოვის მოხსენებიდან ჩანს, რომ ყირიმის ხანი ყაბარდოში წყალს ამღვრევდა, დნეპრის რაიონშიც ართულებდა საქმეს და პრუსიის მეფესთან კავშირის დამყარებას ცდილობდა. მაგრამ ობრესკოვის მოხსენებიდან ისიც ჩანდა, რომ თურქეთის მთავრობა სიფრთხილეს იჩენდა და რუსეთის გამოწვევას ერიდებოდა (იქვე, 191–206, 241–256, 282–286, 294–298).

1761 წლის მეორე ნახევარშიც თურქეთის მთავრობა ერიდებოდა რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებას, მაგრამ რუსეთის მთავრობა ეჭვით უყურებდა თურქეთ-პრუსიის მეგობრობას და ა. ობრესკოვი, რუსეთის მთავრობის დავალებით, ცდილობდა პრუსია-თურქეთის ურთიერთობის ყველა დეტალს ჩაწვდომოდა, რათა რუსეთი მოულოდნელად მეორე ფრონტის წინაშე არ აღმოჩენილიყო. ა. ობრესკოვის 1761 წლის 2 ივლისის მოხსენებაში, რომელიც რუსეთის მთავრობას 4 აგვისტოს მიუღია, ნათქვამია: რეკსენმა 15 ივნისს მიიღო რატიფიკაცია. ხელშეკრულება უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა: პირველსა და მე-8 მუხლებს ვაჭრობასთან საერთო არაფერი აქვს, სამხედრო ხასიათისააო (АВПР, ф. Сн. России с Турцией, 1761 г., д. 3, лл. 1–15, 22–34). 1761 წლის 1 აგვისტოს გამოგზავნილი რელაციით (რომელიც რუსეთის მთავრობას 29 აგვისტოს მიუღია) ობრესკოვი იუწყებოდა: ყოფილი პრუსიელი ემისარი ახლა სრულუფლებიანი ელჩის რანგის მქონეა, 16 ივლისს დიდმა ვეზირმა სათანადო პატივით მას აუდუიენცია მოუწყო. თუ ჩემს მიერ ადრე მოთხოვნილი ფული (10 000 ჩერვონეცი) აქამდე არ გამოგიგზავნიათ, თავი შეიკავეთ, მის გამოგზავნას აზრი აღარ აქვსო; შეიძლება იმედი ვიქონიოთ, რომ ხელშეკრულება პრუსიას ვერაფერს მისცემს, რადგან თურქეთის ყურადღების ცენტრში ახლა ეგვიპტისა და სირიის დაწყნარებაა. გარდა ამისა, აღმოსავლეთ პროვინციებში საფრთხე გაიზარდაო სპარსეთის მხრით (АВПР, ф. Сн. России с Турцией, 1761 г., д. 3, лл. 53–58). რელაციას დართული ჰქონდა ცნობა, რომ ტრაპიზონში გაუგზავნიათ 3000 თოფი, 5000 დამბაჩა, უამრავი მაუდი, 2000 ხმალი, რკინა და სხვა მასალა თოფის ტყვიის დასამზადებლად. არზრუმის ფაშას, იბრეიმს, გაუგზავნეს ბრძანება, რომ 12 ათასიანი ჯარი მზად ჰყოლოდა (იქვე, 66–68). 1761 წლის 2 სექტემბერს გამოგზავნილი პატაკებით (რომელიც 4 ოქტომბერს მიიღეს პეტერბურგში) ა. ობრესკოვი იუწყებოდა: პრუსიის მეფე ხმებს ავრცელებს. თითქოს თურქეთის 60 000-იანი არმია პოლონეთის საზღვრებს უახლოვდებოდეს, რაც არ შეეფერებაო სინამდვილეს (იქვე, 122–127); აღმოსავლეთ საზღვრებზე თურქეთის სამხედრო სამზადისის თაობაზე ნათქვამია: «отправление артиллерии и разной военной аммуниции по небольшому числу в пограничные крепости, а особливо Трапезунд... продолжается, что о приближении войны, между желающими оную видеть молву содержит»; გარდა ამისა, ყირიმიდან რამდენიმე კაცი ჩამოვიდა, რომლებიც სულთანს რუსეთთან ომის დაწყებას ურჩევდნენ და სხვებსაც საომრად განაწყობდნენ, მაგრამ დიდმა ვეზირმა ისინი დააპატიმრაო (იქვე, 151–154). ბოლოს, 1761 წლის 3 ნოემბრის რელაციაში (რომელიც პეტერბურგში 3 დეკემბერს მიიღეს) ნათქვამია: არ ჩანს, რომ თურქები ჩვენთან ზავის დარღვევას ფიქრობდნენ, ახლა თურქეთის მთავრობის ყურადღების ცენტრშია ეგვიპტეში წესრიგის დამყარებაო (იქვე, 185–188).

ასეთი იყო თურქეთიდან მიღებული ცნობები.

როგორც ვხედავთ, რუსეთის მთავრობა მეორე ფრონტის შიშით ცდილობდა ჩაეშალა თურქეთ-პრუსიის კავშირი, არ დაეშვა თურქეთის ჩარევა სპარსეთის საქმეებში, ვიდრე რუსეთი პრუსიასთან ომით იყო დაკავებული. რუსეთის დიპლომატიამ თურქეთის შინაგანი სისუსტის ვითარებაში ფრთხილი პოლიტიკით ორივე ამოცანის განხორციელება შეძლო. მაგრამ სწორედ ეს ფრთხილი პოლიტიკა აფერხებდა ქართველი მეფისათვის გარკვეული პასუხის მიცემას და თეიმურაზი პასუხის მოლოდინში პეტერბურგში რჩებოდა. რუსეთის მთავრობას კავკასიის საკითხში ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ პრუსიასთან ომის დამთავრების შემთხვევაში შეეძლო, წინააღმდეგ შემთხვევაში თურქეთ-პრუსიის სამეგობრო და კომერციული ხელშეკრულება შეიძლებოდა თურქეთ-პრუსიის სამხედრო კავშირად გადაქცეულიყო.

რუსეთის მთავრობას 1761 წელს შეიძლებოდა ჰქონოდა პრუსიასთან ომის დამთავრების იმედი. ბერლინის ოპერაცია პრუსიის სისუსტეს აშკარად მოწმობდა. მართლაც, რუსეთის მთავრობა 1761 წელს ფართო დამოუკიდებელ ოპერაციებს გეგმავდა პომერანიიდან პრუსიის გულისაკენ, ბრანდერბურგისაკენ, მაგრამ რუსეთი იძულებული გახდა მოკავშირეებისათვის ანგარიში გაეწია და ავსტრიას სილეზიის დაბრუნებაში დახმარებოდა: მთავარი ძალები იქ დაებანდებინა. სილეზიის ოპერაცია რუსეთისათვის მძიმე იყო, რადგან იგი რუსეთის არმიას ბაზიდან წყვეტდა. მიუხედავად ამ დათმობისა, რუსეთის სარდლობამ 1761 წელს მაინც დაგეგმა კოლბერგის ოპერაცია, რომელიც წარმატების შემთხვევაში რუსეთის არმიას პომერანიაში გააბატონებდა და ბრანდერბურგისაკენ გზას გაუხსნიდა.

კოლბერგის ოპერაცია, როგორც ცნობილია, ნიჭიერ სარდალს პ. რუმიანცევს მიანდეს. მიუხედავად იმისა, რომ რუმიანცევს მცირე ძალები ჰყავდა, ფლოტის დახმარებით კოლბერგის ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობდა. 1761 წლის 2 დეკემბერს რუმიანცევმა დაამარცხა ვიუტემბერგისა და პლატენის კორპუსები, ხოლო 5 დეკემბერს კოლბერგმა კაპიტულაცია მოახდინა. კოლბერგის აღებით გაიხსნა უმოკლესი გზა შტეტინ-ბერლინის მიმართულებით, პრუსიის სიღრმეში გადამწყვეტი შეტევისათვის (Очерки истории СССР, XVIII в., вторая половина, стр. 345–347).

პრუსიის მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ ინგლისმა, რაკი საფრანგეთთან ბრძოლაში საწადელს მიაღწია, პრუსიას სუბსიდიები შეუწყვიტა. ფრიდრიხ II აღიარებით, «Пруссия лежала в агонии, ожидая последнего обряда» (იქვე, 347).

ასე რომ, 1762 წლიდან რუსეთს კავკასიაში სამოქმედოდ ხელები უნდა გახსნოდა, რასაც ელოდებოდნენ რუსეთის მთავრობა და თეიმურაზ II. მაგრამ მოხდა მოულოდნელი რამ: 1761 წლის 25 დეკემბერს გარდაიცვალა ელისაბედ პეტრეს ასული, ტახტზე ავიდა პეტრე III, რასაც მოჰყვა მკვეთრი მობრუნება რუსეთის საგარეო პოლიტიკაში. რუსეთი ყოფილი მოკავშირეების წინააღმდეგ ბრძოლის სამზადისს შეუდგა ფრიდრიხ II გადასარჩენად, რამაც საქართველოს საკითხი უკანა პლანზე გადაწია.

ელისაბედ პეტრეს ასულის გარდაცვალებიდან 2 დღის შემდეგ, 1761 წლის 27 დეკემბერს, ფაქტიურად გადაწყდა თეიმურაზ მეფის სამშობლოში ხელცარიალი გამოსტუმრების საკითხი.

1761 წლის 27 დეკემბერს რუსეთის ახალ იმპერატორს წარუდგინეს მოხსენება, სადაც აღნიშნულია «Об отпуске грузинского владетеля в отечество его, о чем он неоднократно уже просил» (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1762–64 гг., д. I, л. 297). როგორც ვხედავთ, იმპერატორს მოახსენებენ, რომ მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს მეფის თხოვნა სამშობლოში მისი გაშვების თაობაზე; მაგრამ საკითხავია, რა პასუხს აძლევენ თეიმურაზს? როგორ უნდა გაისტუმრონ იგი სამშობლოში? მოხსენების ავტორები საკმარისად მიიჩნევენ «учинение ему обнадеживания, о высочайшей е. и. в. протекции, как к нему самому, так сыну и народу его» (იქვე). გარდა მფარველობის შესახებ იმედიანი დაპირებისა, საჭიროდ მიაჩნიათ აგრეთვე: «пожалование ему ордена святаго Андрея и в подарок портрета е. и. в. с брилиантами, в три тысячи рублев, парчей, бархатов, галунов золотых, серебреных и разных шелковых материй на пять тысяч рублев, деньгами десять тысяч рублев, да по собственному его прошению тысячу или больше палашей, на свиты его на духовных персон одной или двух тысяч рублев, первым четырем свиты его персонам по тысяче рублев каждому, четырем за оними следующим по пятсот рублев, а на остальную свиту пять тысяч рублев» (იქვე).

მოხსენებაში არ დავიწყებიათ მეფის თხოვნა ძმები ამილახვრების ჩინებით დაწინაურებისა და მათთვის ფულადი ჯილდოს (2–2 ათასი მანეთი) მიცემის თაობაზე, რადგანაც მათ მეფის პეტერბურგში ყოფნის დროს ზედმეტი ხარჯები ჰქონდათ (იქვე)

აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ელისაბედის გარდაცვალების მომდევნო ორ დღეში ასეთი დაწვრილებითი მოხსენების მომზადება ადვილი არ იყო. მეფის გამოსტუმრებისას საჭირო საჩუქრების თაობაზე სამზადისი ადრევე დაუწყიათ. ჯერ კიდევ 1761 წლის 5 აგვისტოს უბრძანებია კანცლერს მოემზადებინათ ცნობა – რა საჩუქრები მიეცათ ადრე რუსეთში მყოფ ქართველ მეფეებს; საგარეო საქმეთა კოლეგიას გაუკეთებია თეიმურაზ პირველისათვის მიცემული საჩუქრების მოკლე ამონაწერი, მაგრამ აგვისტოს ბოლოს კანცლერს მასალა დაუწუნებია და დაწვრილებითი მასალა მოუთხოვია. 1761 წლის სექტემბერ-ოქტომბერში სათანადო მასალა მოუმზადებიათ (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1761 г., д. I, ч. II, лл. 432–445). ასე რომ, ზემოთ მოტანილი მოხსენების ერთი ნაწილი ადრევე ყოფილა მომზადებული. რაც შეეხება მოხსენების მეორე ნაწილს, რომელიც მეფისათვის გასაცემ პასუხს ეხება, იგი ვითარებაზე იყო დამოკიდებული. ამჯერად, რაკი ახალი იმპერატორი პრუსიული ორიენტაციისა იყო, ალბათ, კარისკაცებს აღარ ეეჭვებოდათ, რომ ევროპაში საქმეებს შემდგომი გართულება ელოდა და ქართველი მეფისათვის სხვა პასუხის მიცემა, გარდა სიტყვიერი დაპირებით გამოსტუმრებისა, გამორიცხული იყო. თუმცა ახალ იმპერატორს გადაწყვეტილების მიღება დიდად არ დაუყოვნებია, მაგრამ ამასობაში თეიმურაზ მეფე გარდაიცვალა.

§ 5. თეიმურაზ II გარდაცვალება და ელჩობის სამშობლოში დაბრუნება 

1762 წლის 8 იანვარს, საღამოს 6 საათზე, გარდაიცვალა თეიმურაზ II. თანამედროვის ჩანაწერებში ნათქვამია: «წელსა 1762, იანურის 8 შუადღეს უკან ჟამსა მეექუსესა დაწყებისასა, ნეტარად ხსენებული კეთილმორწმუნე მეფე ქართლ-კახეთისა თეიმურაზ, რა ნებითა ღვთისათა ამიერ სოფლით განსლუასა განემზადა და მერმისა მის საუკუნისა მიმთხუჱვად წარსდგაო»; შემდეგ ჩანაწერის ავტორს აღწერილი აქვს ზიარების ამბები და დასასრულ წერს: «მეფემ მეორედ წარმოსთქუა: მე ხომ აღმოსავლეთის კათოლიკე ვარო და მიიძინაო» (ЛОИНА, С. 44 /H. 13/, л. 1).

იმავე დღეს, 1762 წლის 8 იანვარს, საგარეო საქმეთა კოლეგიის მდივანი პეტრე ბაკუნინი იმპერატორთან გამოცხადებულა და მოუხსენებია, რომ «Того числа в шесть часов по полудни скончался по жестокой болезни, находящейся здесь грузинской владетель» (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1762–64 гг., д. I, л. 3). იმპერატორ პეტრე III გენერალ-ანშეფ გრაფ რომან ვორონცოვის თანდასწრებით მაშინვე უბრძანებია: «I-ое, дабы свиту владетелеву отпустить, как можно скорее в Грузию, с пристойными всем чиновным и прочим людям награждениями и подарками к сыну его, принцу Ираклию. 2-ое, чтоб на время остальнаго здесь пребывания помянутной свиты производить на оную ту же самую дачу по тысяче рублев на месяц, какую прежде сам владетель получал» (იქვე).

როგორც ვხედავთ, ელჩობის დაუყოვნებლივ გამოსტუმრება გადაწყდა, თუმცა რა პასუხით უნდა გამოისტუმრონ ელჩობა, ჯერ კიდევ არ ჩანს. იმავე ჩანაწერში არის ასეთი ადგილიც: «по первому пункту для исполнения сообщено господину статскому советнику Волкову, потому что и прежде уже от его величества повелено было зделать определение грузинскому владетелю по конференции» (იქვე). ეს ამონაწერი უდავოდ მოწმობს, რომ 27 დეკემბრის მოხსენებითი ბარათის მიღების შემდეგ იმპერატორს სახელმწიფო მრჩეველ ვოლკოვისათვის დაუვალებია შეემუშავებინა ღონისძიებანი ქართლ-კახეთის ელჩობის უკან გამოსტუმრების თაობაზე და კონფერენციისათვის მოეხსენებინა. რაც შეეხება იმპერატორის განკარგულების მეორე პუნქტს, ჩანაწერში ნათქვამია: «остается зделать по коллегии надлежащее определение» (იქვე).

1762 წლის 12 იანვარს კონფერენციას, როგორც ჩანს, ვოლკოვის მოხსენების მოსმენის შემდეგ, გამოუტანია დადგენილება ქართლ-კახეთის ელჩობის სამშობლოში გაშვების თაობაზე, ხოლო იმავე დღეს იმპერატორის სახელით საგარეო საქმეთა კოლეგიისადმი სათანადო ბრძანებაც დაუშვიათ.

1762 წლის 12 იანვარს მისი იმპერატორობის უმაღლესობის კარის კონფერენციის გადაწყვეტილებაში, რომელიც მეორე დღეს (13 იანვარს) გაუგზავნიათ საგარეო საქმეთა კოლეგიისათვის, ნათქვამია:

«1. Оставшуюся после умершаго здесь грузинского владетеля Теймураза свиту отправить в их отечество, а при сем отпуске сделать обнадеживание сыну владетеля принцу Ираклию о высочайшей е. и. в. протекции к нему и к народу его в знак того послать к нему соболей, парчей, бархатов, галунов золотых,серебреных и разных шелковых материй на 5000 р.; да деньгами 5000 р.; приняв соболи и протчее из кабинета, а деньги от сената, и отправить все то с помянутою свитою.

2. Что принадлежит до удоволствия помянутой свиты всем потребным при ея отправлении, тоб поступлено было в том по примеру прежних сему подобных грузинских приездов, а по разсмотрению Коллегии, так чтоб при том крайняя экономия и бережливость наблюдена, и ни одного рубля напрасно потеряно не было, да и сверх того понеже самаго владетеля теперь нет, то и протчие издержки как в кормовых, так и проезжих деньгах и одним словом во всем где можно крайне умерить, что все на попечение Коллегии поручено с присовокуплением, что сенату повелено ж по требованию Коллегии всякое в сем случае вспоможение зделать» (იქვე, 7–8).

1762 წლის 19 იანვარს საგარეო საქმეთა კოლეგიამ ბეზსონოვის ხელით მიიღო იმპერატორ პეტრე III 1762 წლის 12 იანვრის ბრძანება, რომელიც სიტყვა-სიტყვით იმეორებდა კონფერენციის გადაწყვეტილების ზემოთ მოტანილ პირველსა და მეორე პუნქტს (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1762–64 гг., д. I, л. 5).

როგორც ვხედავთ, საქართველოში ელჩობის დაბრუნება და ერეკლესათვის მხოლოდ იმედიანი სიტყვის შემოთვლა საბოლოოდ გადაწყდა. რაც შეეხება თეიმურაზ მეფის მიერ რუსეთის მთავრობისათვის წაყენებულ ძირითად მოთხოვნებს, ისინი შეუსრულებელი დარჩა.

საინტერესოა აქვე აღინიშნოს რომ საქართველოსთან ურთიერთობის საქმეებში, კერძოდ, ქართლისა და კახეთის ელჩობის სამშობლოში გამოშვებასთან დაკავშირებით, იმპერატორისათვის 1761 წლის 27 დეკემბერს წარდგენილი მოხსენების გვერდით დაცულია პეტრე III 1762 წლის 12 იანვრის ბრძანება, რომლითაც ფრიდრიხ II წინააღმდეგ მოქმედი რუსეთის ჯარების სარდალს – გენერალ-პორუჩიკ გრაფ ჩერნიშევს უბრძანებენ ჩამოსცილდეს ავსტრიელებს და თავისი კორპუსით წამოვიდეს პოლონეთს ქ. პოზნანისაკენ (იქვე, 298).

ჩერნიშევისადმი ბრძანება შესავალი იყო იმ ახალი კურსისა, რომელსაც პეტრე III დაადგა. 1762 წლის 8 (19) თებერვალს გამოქვეყნდა დეკლარაცია პრუსიასთან საომარი მოქმედების შეწყვეტის შესახებ. 5 (16) მარტს იმპერატორმა ხელი მოაწერა პრუსიასთან დროებით ზავს, ხოლო 24 აპრილს (6 მაისს) – სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლითაც რუსეთმა მთელი დაპყრობილი ტერიტორია საზღაურის გარეშე დაუბრუნა პრუსიას; კიდევ მეტი, რუსეთის 20 ათასიანი არმია გადასცა ფრიდრიხ II განკარგულებაში და ყოფილი მოკავშირეების წინააღმდეგ საომარი მოქმედების დაწყება უბრძანა (Очерки истории СССР, XVIII в., вторая половина, стр. 348).

შემთხვევითი როდია, რომ ჩერნიშევისადმი ბრძანება ქართულ საქმეებშია, არც ისაა შემთხვევითი, რომ 1762 წლის 12 იანვარს იმპერატორის სახელით 2 ბრძანება (ქართლისა და კახეთის ელჩობის მხოლოდ იმედიანი სიტყვით სამშობლოში გამოსტუმრებისა და ჩერნიშევის კორპუსის ავსტრიელებისაგან გამოცალკევებისა) დაიწერა. ქართლისა და კახეთის ელჩობის წინადადებაზე პასუხი პირდაპირ კავშირში იყო პრუსიასთან ომის საკითხთან: ძველი მთავრობა (ელისაბედ პეტრეს ასულისა) ელჩობას 1761 წლის 25 დეკემბრამდე აჩერებდა იმ იმედით, რომ ევროპაში ომის მალე წარმატებით დამთავრებას ელოდა, რათა ქართველი მეფისათვის გარკვეული პასუხი მიეცა; ახალმა მთავრობამ კი, რაკი სხვა კურსის აღება გადაწყვიტა (რომელიც ევროპაში ომის გაჭიანურების პერსპექტივას ქმნიდა), აღარ დააყოვნა, ელისაბედ პეტრეს ასულის გარდაცვალებიდან 2 დღის შემდეგ, 1761 წლის 27 დეკემბერს, იმპერატორს წარუდგინა პროექტი, რომელიც 1762 წლის 12 იანვარს კონფერენციამ თითქმის უცვლელად დაამტკიცა.

კონფერენციის მიერ საქართველოს საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებაში, გარდა ზემოთ მოტანილი 2 პუნქტისა, იყო კიდევ 6 კითხვა, რომლებზეც საიდუმლო ექსპედიციას კონკრეტული პასუხი უნდა მოემზადებინა. ეს კითხვებია: რა საჩუქრები მიეცეს მეფის ამალას; რამდენი მიეცეს ამალას სახარჯოდ; როგორ უნდა მოექცნენ მეფის ამალის იმ წევრებს, რომლებიც მოსკოვში დარჩნენ და სამშობლოში წასვლას მოისურვებენ; სად გაიგზავნოს ბრძანებები; ამალის გამგზავრებასთან დაკავშირებით ხომ არ იქნება აუცილებელი ამალისათვის საჭირო ტრანსპორტის დაზუსტება. ყველაზე საინტერესო იყო პირველი კითხვა, რომელიც სანახევროდ პასუხსაც შეიცავდა. კერძოდ, პირველ კითხვაში ნათქვამია: «Каким образом препроводить вышеозначенныя Ираклию пожалованныя подарки, также обнадеживание ему о высочайшей е. и. в. протекции подано быть имеет, то есть чрез грамоту ли от е. и. в. или же письмо от его сиятельства канцлера, ибо при приезде сюда покойнаго грузинского владетеля от Ираклия к е. и. в. блаженныя памяти государыне Елисавет Петровне письма в присылке не было» (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1762–64 гг., д. I, лл. 7–8). აქვე იგონებდნენ წარსულის მაგალითებს: «А на пред сего приезжавшим сюда грузинским владетелям обнадеживания о здешней протекции подаваны были чрез жалования от тогдашних государей царей грамоты без подписания за большую государственною печатию на Александрийских листах с каймами и фигурами золотыми» (იქვე).

აი ის ფორმალური და წვრილმანი საკითხები, რომლებიც გადასაჭრელი რჩებოდა. 

საგარეო საქმეთა კოლეგია (რაკი 1762 წლის 13 იანვარს მიიღო კონფერენციის გადაწყვეტილება) დაუყოვნებლივ შეუდგა პრაქტიკული საკითხების მოგვარებას: 1762 წლის 14 იანვარს ბოქაულს – თავად ე. ამილახვარს მოსთხოვეს ელჩობის შემადგენლობის სრული სია (მოსკოვსა და ასტრახანში დარჩენილთა ჩათვლით) ჩინების მითითებით და საჭირო ტრანსპორტის ნუსხა (იქვე, 10). 1762 წლის 15 იანვარს თავ. ამილახვარს უპასუხია: საელჩოს შემადგენლობის სრული სია 1761 წლის 4 ოქტომბერს წარმოვადგინე, სამგზავროდ კი 61 მარხილი და 130 ცხენია საჭიროო; გარდა ამისა, გამცილებლებს, მაიორ თუმანოვსა და პრაპორშჩიკ ჩუფაროვს, საჭირო ტრანსპორტი უნდა მიეცეთო (იქვე, 12)

1762 წლის 21 იანვარს კანცლერს დაუმტკიცებია ელჩობის შემადგენლობისათვის მისაცემი საჩუქრების სია: რუსთავის არქიეპისკოპოს იოანეს ბეწვეული და 300 მანეთი ფულად, 4 უპირველეს თავადს (ქართლიდან – ალ. ციციშვილსა და იესე მაჩაბელს, კახეთიდან – დავით ჯორჯაძესა და ქაიხოსრო ჩერქეზიშვილს) 200–200 მანეთი და ბეწვის მოსასხამი თვითეულს, მეორე რანგის თავადებს (გიორგი ციციშვილს, შიო ტუსიშვილს, ზაალ ავალიშვილს, სულხან ბეგთაბეგიშვილს) 100–100 მანეთი და ბეწვეული, აზნაურებს _ 50–50 მანეთი, რიგით მსახურებს _ 5–5 მანეთი და ა. შ. (იქვე, 50–51). 23 იანვარს საჯარო ექსპედიციისათვის გაუგზავნიათ საქართველოში გასამგზავრებელთა სია (იქვე, 43–46, 49).

რუსეთის მთავრობა ამ სამზადისში იყო, რომ ქართველ თავადებს 1762 წლის 17 იანვარს თხოვნა დაუწერიათ საგარეო საქმეთა კოლეგიის სახელზე თეიმურაზის ვალების დაფარვის თაობაზე. ქართველი თავადები წერდნენ: «უბედურებითა ჩვენითა მეფე ჩვენი მიიცვალა, მყოფი მოვალე რომელთამე აქა თვით პეტრებუხს კაცთა, რომელი იქმნების ათას სამასი თუმანი, რომლისა გარდაწყვეტად ჩვენ ვერ შემძლებელ ვიმყოფებით, უიმისოდ, როგორც გვამსა მის მეფისას, აგრეთვე ჩვენც აქიდამ (ჩვენ)ს ქვეყანას არ გაგვიშვებენ და ეგრეთვე გზაზე ყიზლარიდამ ჩერქეზის ქვეყანას და ოსეთს გავლაზე უცვალებელად მოგვინდება ჩვენი ხარჯი ოთხას თუმნამდინ, ამისთვის ყ~დ უმდაბლესად ვითხოვთ, რათა გვიჩვენოთ ჩვენ მიზეზისათვის და უბედურობისა ჩვენისა ყოველი მოწყალება» (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1762–64 гг., д. I, л. 25).

1762 წლის 21 იანვარს ქართველი თავადების თხოვნა თავად ე. ამილახვარს საგარეო საქმეთა კოლეგიაში წარუდგენია, რომლისთვისაც საკუთარი მოხსენებაც დაურთავს, სადაც ნათქვამია, თუ სად იქნა აღებული ვალი და რაში დაიხარჯა (იქვე, 24). ხოლო 1762 წლის 23 იანვარს ვალების ზუსტი ნუსხა წარუდგენიათ (მეფის კრედიტორები ძირითადად სომხები იყვნენ. მაგალითად, მარტო დავით ნაზაროვისაგან 3940 მანეთი უსესხიათ, სერგი ივანოვისაგან – 2000 მანეთი და სხვა). კრედიტორთა შორის მოხსენიებულია ქალბატონი ბარათაშვილიც, რომელსაც თავისი 580 მანეთი უსესხებია და სხვებისაგანაც 995 მანეთი უშოვია; სულ – 12 447 მანეთი და 35 კაპიკი (იქვე, 27). 1762 წლის 24 იანვარს თავ. ამილახვრისათვის მთავრობას უპასუხია: თეიმურაზი აცხადებდა: ჩემი ხარჯით შემიძლია წამოსვლა და უკან დაბრუნებაო. მიუხედავად ამისა, ჩვენ სახარჯო ფულს ვაძლევდით და ვალების დასაფარავად პრეტენზიის უფლება არა გაქვთო; რაც შეეხება ყიზლარიდან საქართველომდე გასატარებლად მოთხოვნილ 4000 მანეთს, ესეც ზედმეტად მიგვაჩნია; როცა ყიზლარს ჩავლენ, ერეკლეს აცნობონ და შესახვედრად რაზმს გამოუგზავნისო (იქვე, 56).

ერთი სიტყვით, რუსეთის მთავრობამ ვალების გადახდაზე უარი განაცხადა. თუ როგორ დაფარეს ქართველებმა ეს ვალები, ამაზე ქვემოთ.

რუსეთის მთავრობის 1762 წლის 25 იანვრის განკარგულებით ელჩობას გზაში საზრდოდ დაენიშნა 400 მანეთი და გადაწყდა 3 თვის სახარჯოს წინასწარ მიცემა (იქვე, 62). 1762 წლის 28 იანვარს იმპერატორის კაბინეტმა საგარეო საქმეთა კოლეგიას აცნობა, რომ ერეკლესათვის გასაგზავნი საჩუქრები მზად იყო და სათანადო სიაც გაუგზავნა, სადაც მოცემულია მათი საერთო ღირებულება – 5026 მან. და 63¾ კაპ. (იქვე, 66, 67–68); ხოლო 1762 წლის 30 იანვარს სენატმა, კონფერენციის გადაწყვეტილებით, გასცა განკარგულება ელჩობის ხარჯებისათვის საჭირო თანხის (23 260 მან. და 80 კაპ.) დაშვების თაობაზე (იქვე, 74–75). განკარგულებას ახლდა ცალკე მითითება: პერსონალურად ვის რამდენი უნდა მისცემოდა ფულად (იქვე, 78).

აღსანიშნავია, რომ 1762 წლის 31 იანვარს ერეკლესათვის გასაგზავნი საჩუქრების ახალი სია შეუდგენიათ, სადაც, ძველი სიისაგან განსხვავებით (რაკი თვით ეს სია ერეკლესთან გასაგზავნად ყოფილა ნავარაუდევი), საჩუქრების ფასები არ შეუტანიათ და, რაც მთავარია, სათაურში ცვლილება მოუხდენიათ. სიის სათაური ადრე ასეთი ყოფილა: «Роспись посылаемому от е. и. в. жалованью к его светлости грузинскому и кахетинскому Ираклию» (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1762–64 гг., д. I, л. 89). ამ სათაურში შემდეგ, ერეკლეს სახელის წინ, ჩაუმატებიათ სიტყვა «царю» (იქვე). ეს თავისებური დიპლომატიური ნაბიჯი იყო. ჩვენ ზემოთ დავინახეთ, თუ როგორ თავგამოდებით უმტკიცებდა მ. ვორონცოვი თეიმურაზ მეფეს, რომ ძველ დოკუმენტებში ქართველ მფლობელებს ტიტული «царь» მთარგმნელების გაუგებრობით ეძლეოდათო. თეიმურაზი ისე გარდაიცვალა, რომ არც ერთ ოფიციალურ რუსულ დოკუმენტში «царь» ტიტულით არ მოუხსენებიათ. ახლა კი, როცა მოდავე არავინ იყო, ერეკლეს «царь»-ს უწოდებენ. გარდა ამისა, ხსენებული დოკუმენტი პირველია, სადაც ერეკლე გაერთიანებული ქართლისა და კახეთის მეფედ იხსენიება, რაც მის ოფიციალურ ცნობასაც ნიშნავდა (ვახტანგის მემკვიდრეთა სურვილის საწინააღმდეგოდ). ასე რომ, რუსეთმა ადრევე მისცა ოფიციალური სანქცია იმას, რაც ერეკლემ შემდეგ განახორციელა.

მართალია, ამას თავისთავად დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ რუსეთის დიპლომატიის ეს უკანდახევა და საჩუქრები, დაპირებასთან ერთად, ერეკლე-თეიმურაზის წინადადების უპასუხოდ დატოვების თავისებური კომპენსაცია იყო. 

კონფერენციის მიერ 1762 წლის 12 იანვარს მიღებული დადგენილება, როგორც ზემოთ დავინახეთ, ღიად ტოვებდა საკითხს: რა ფორმით ეცნობებინათ ერეკლესათვის პასუხი (რაკი თეიმურაზ მეფეს ერეკლე მეფის წერილი არ ჰქონია წამოღებული ელისაბედ პეტრეს ასულისადმი). იანვრის ბოლოს მიუღიათ გადაწყვეტილება, რომ ერეკლესათვის წერილი გაეგზავნა კანცლერს. მართლაც, 1762 წლის 31 იანვარს უკვე მზად იყო კანცლერ მ. ვორონცოვის წერილი ერეკლესადმი, სადაც ვკითხულობთ: «Изъявляя вашей светлости сим дружеским письмом искреннее мое к вашей особе усердие, имею при том со многим сожалением и уведомить вашу светлость, о случившейся пред недавним времянем... родителю вашему царю Теймуразу Николаевичу кончине, котораго тело и совсею находившеюся при нем свитою честным и пристойным вашему достоинству порядком отправлено обратно к вам в Грузию» (იქვე, 87–88). სამძიმრისა და ამალის გამოგზავნის ცნობების შემდეგ კანცლერი აღნიშნავდა: თუ როგორი პატივით ვეპყრობოდით მამათქვენსა და მის ამალას, სიტყვას აღარ გავაგრძელებ, თვითონ ამალა მოგახსენებსო. შემდეგ ვორონცოვი სწერდა, რომ იმპერატორმა პეტრე III «повелел мне обнадежить вас высочайшего его величества к вам и к народу вашему протекциею и особливою императорскою милостию, во знак которой по высочайшему е. и. в. соизволению, посылаеться при сем к вашей светлости жалованья его величества денег пять тысячь рублев, да соболей, парчей, бархатов, галунов золотых, серебреных и разных шелковых материй, а по скольку чего мерою и весом, тому прилагается при сем же роспись. И тако поздравляя вашу светлость в сею высочайшею е. и. в. к вам милостию и монаршеским благоволением, уверяю о всегдашнем моем к вашей особе почтении» (იქვე). დასასრულ ნათქვამია: საჩუქრების მიღების პასუხს პრაპორშჩიკ მანღოვის მეშვეობით ველოდებიო. წერილს ქვემოთ აქვს მინაწერი: ამასთან გიგზავნი ჩემგან ოქროს საათს, რომელიც ბრილიანტებითაა შემკული და ჩემი დავალებით საგანგებოდ ამოტვიფრულია მამათქვენის სახელი ქართული ასოებით: მისთვის უნდა მეჩუქებინა, მაგრამ გარდაიცვალა და თქვენ გიგზავნითო (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1762–64 гг., д. I, лл. 87–88).

კანცლერის წერილი ჰოლანდიურ ქაღალდზე ყოფილა დაწერილი და კანცლერის ლუქის ბეჭედი დაუსვამთ, წერილისა და საჩუქრების სიის თურქული თარგმანიც გაუკეთებიათ. დაბეჭდვის შემდეგ, 2 თებერვალს, დაუბრუნებიათ კანცლერისათვის, რომ იგი ამალისათვის გადაეცა (იქვე).

წერილი ყურადღებას იქცევს იმ მხრივაც, რომ აქ, მიმართვაში, სიტყვა «принц» გადაშლილია და მიწერილია «царь»; ასევე თეიმურზის სახელის ხსენების წინ ჩამატებულია სიტყვა «царю», ხოლო ბოლო მინაწერში ნათქვამია: «Светлейшему царю грузинскому и кахетинскому Ираклию» (იქვე).

1762 წლის 2 თებერვალს საგანგებოდ უმსჯელიათ ელჩობის გამცილებლებზე პეტერბურგიდან ასტრახანამდე და გადაუწყვეტიათ: ელჩობის გამცილებელი რაზმი მოსკოვში შეიცვალოს, ოღონდ პრაპორშჩიკი ჩუფაროვი უცვლელად გაჰყვეს ასტრახანამდეო (იქვე, 96); 1762 წლის 3 თებერვალს საგარეო საქმეთა კოლეგიას შეუდგენია ინსტრუქცია პრაპორშჩიკ ჩუფაროვისათვის, რომელიც 11 მუხლს შეიცავს. ინსტრუქციაში ნათქვამი იყო, რომ ჩუფაროვს ევალებოდა ელჩობა (ან მეფის ამალა, როგორც წერდნენ) ასტრახანამდე გაეცილებინა; ამასთან, ყაზანამდე – სახმელეთო გზით (ფორნებითა და მარხილებით), ხოლო ყაზანიდან, ყინულის გადნობისთანავე, – სამდინარო ტრანსპორტით; ჩუფაროვს უნდა ეჩქარა, რომ, სანამ ზამთრის გზა გაფუჭდებოდა (ყინული დნობას დაიწყებდა), ყაზანში ჩაეღწია; გზებზე ელჩობის ბინებით უზრნველსაყოფად ბრძანება გაგზავნილი იყო, ხოლო მოსკოვის კანტორას დავალებული ჰქონდა ისევ ბაქარ მეფის სახლი დაექირავებინა; ამალას 3 თვის (თვეში 400 მანეთი) სახარჯო წინასწარ პეტერბურგშივე მიეცა. თუ აღმოჩნდებოდა, რომ ასტრახანამდე ამ ხნის განმავლობაში ვერ ჩააღწევდნენ, ყაზანის საგუბერნიო კანცელარიისაგან გამცილებელს (?) უნდა მიეღო თანხა ამალისათვის გადასაცემად; თვით ჩუფაროვი მოსკოვამდე სახარჯო ფულს პეტერბურგში მიიღებდა, დანარჩენს – მოსკოვში; მოსკოვამდე გამცილებლად გაატანდნენ 1 სერჟანტს, 1 კაპრალს დ 4 ჯარისკაცს, რომელთაც მოსკოვიდან უკან დააბრუნებდა, ხოლო იქ მიიღებდა ახალ რაზმს (1 სერჟანტს, 1 კაპრალს და 20 ჯარისკაცს); ჩუფაროვი გზაში ამალას თავაზიანად უნდა მოქცეოდა. ინსტრუქციის დამატებაში (p. s.) ნათქვამი იყო, რომ ჩუფაროვს თვით ქართველებს შორის ჩხუბი არ უნდა დაეშვა (ГААО, ф. 394, оп. I, д. 2347, лл. 20–23 /ინსტრუქციის შავი იხ.: АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1762–64 гг., д. I, лл. 101–108/)

პეტერბურგში სათანადო სამზადისის ჩატარების შემდეგ საგანგებო ბრძანებები დაიგზავნა მოსკოვში, ყაზანსა და ასტრახანში, რათა მომზადებულიყვნენ ელჩობის მისაღებად და გასაცილებლად. განსაკუთრებით საინტერესოა ამ მხრივ 1762 წლის 5 თებერვალს ასტრახანის საგუბერნიო კანცელარიაში გაგზავნილი ბრძანება, რომელშიც ვკითხულობთ: 8 იანვარს თეიმურაზი გარდაიცვალა; ანდერძის თანახმად მისი ნეშტი სამშობლოში მიაქვთ და ამალაც ამ დღეებში საქართველოში გაემგზავრება; წინასწარ გაცნობებთ, რომ სათანადო სამზადისი ჩაატაროთ ამალის მისაღებად – ბინებისა და საზღვრამდე საჭირო ტრანსპორტის მოსაგვარებლად; ბრძანებას სასწრაფოდ გიგზავნით პრაპორშჩიკ მანღოვის ხელით; რაკი ქართლისა და კახეთის მფლობელს საჩუქრები და კანცლერის წერილი ეგზავნება, ამალას თან გააყოლეთ პრპორშჩიკი მანღოვი, რომელსაც მიეცით სათანადო სახარჯო ფული; «а сим случаем пользуясь, имеет астраханская губернская канцелярия тому прапорщику Мангову секретно препоручить, чтоб он в проезд свой в Грузию и обратно от туда, а паче в бытность свою тамо употребил все возможное старание о тамошних, такою в Персии и на границе турецкой происхождениях обстоятельно разведать...» (ГААО, ф. 394, оп. I, д. 2347, лл. 10–11).

გარდა ამისა, მანღოვს უნდა დაეზუსტებინა, რამდენად სწორი იყო სპარსეთიდან მიღებული ცნობა, რომ ყაზი-ყუმუხის მფლობელს ჯარი შეუგროვებია თბილისში მყოფი ახატ-ხანის გასათავისუფლებლადო და, აგრეთვე, ისიც, «каким образом Ираклием принято будет отправляемое к нему е. и. в. жалованье» (იქვე).

აღნიშნული ბრძანება 1762 წლის 6 თებერვალს გაუგზავნიათ ასტრახანს დ. მანღოვის ხელით, როგორც მინაწერი მოწმობს (საბუთების მიღებას მანღოვი ქართულად აწერს ხელს) (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1762–64 гг., д. I, лл. 115–117), ხოლო 26 თებერვალს მანღოვს ასტრახანში ჩაუტანია (იქვე, 196).

რაკი ელჩობის გამოსაზამთრებლად სათანადო განკარგულებები გაცემული იყო და სამზადისიც ჩატარებული (ბრძანებები გაგზავნილი, ერეკლესათვის გამოსაგზავნი პასუხი შედგენილი, საჩუქრები და სახარჯო თანხა გაცემული, გამცილებელი შერჩეული და რაზმიც გამოყოფილი), მეფის ცხედრის გამოსასვენებლადაც სათანადო ზომები მიუღიათ: კუბოს ჩასასვენებლად ფიჭვის ფიცრისაგან დაუმზადებიათ დიდი ყუთი, რომელიც შიგნიდან ფისით დაუფარავთ, ხოლო გარედან ტყავი გადაუკრავთ და რკინის სალტეებით შეუკრავთ (იქვე, 137).

გამომგზავრების წინ, 1762 წლის 18 თებერვალს, სარდალ ალ. ციციშვილსა და ქართველ თავადებს ი. ჩუფაროვისათვის უთხოვიათ: ეშუამდგომლა მთავრობასთან, რათა მას ნება დაერთო საზღვარგარეთ (იგულისხმება ყიზლარიდან საქართველომდე) მგზავრობისათვის თავისი ფულით ეყიდათ ცხენები, გზაზე ლეკებისა და თურქებისაგან თავის დასაცავად – თოფები, ხმლები და დანები, გზაზე გასატარებლად კი საჩუქრები (მაუდი და ტილო) შეესყიდათ. რუსეთის მთავრობას ამ საქონლის გატანის ნება უნდა დაერთო (იქვე, 141).

საგარეო საქმეთა კოლეგიამ ქართველი თავადების თხოვნა განიხილა და დააკმაყოფილა: ელჩობას პეტერბურგიდან გასვლის შემდეგ, 1762 წლის 7 მარტს. სათანადო ბრძანება გაუგზავნეს ყიზლარის კომენდანტ სტუპიშინს (იქვე, 159–161).

1762 წლის 18 (თუ 20) თებერვალს ქართლ-კახეთის ელჩობა პეტერბურგიდან გამოსულა. 

ელჩობის პეტერბურგიდან გამოსვლის თაობაზე წყაროებში ორგვარი ჩვენება გვაქვს. პეტერბურგში დარჩენილი თავადი ნაზირი გიორგი ციციშვილი 1762 წლის 27 თებერვალს საგარეო საქმეთა კოლეგიას სწერს: «Царя Теймураза Николаевича тело и свита ево сего февраля 18 дня отсюда отправлены в Грузию» (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1762–64 гг., д. I, л. 143). გ. ციციშვილის თხოვნის პასუხად 1762 წლის 4 მარტს საგარეო საქმეთა კოლეგიის მიერ შედგენილ ბრძანებაში კი ნათქვამია: «Грузинская свита, в числе которой и он князь Цицианов находился, в 20 де минувшего февраля отправлена из Санктпетербурга в Москву» (იქვე, 144).

ამ უკანასკნელი თარიღის სასარგებლოდ ლაპარაკობს კიდევ 2 საბუთი: 1) ასტრახანის საგუბერნიო კანცელარიისათვის 1762 წლის 7 მარტს გაგზავნილი ბრძანება, სადაც ნათქვამია: «Тело покойнаго грузинскаго владетеля* Теймураза и свита его прошедшаго февраля месяца 20-го числа действительно отсюда уже отправлена»** (*აღსანიშნავია, რომ რუსეთის მთავრობა მიმოწერაში თეიმურაზ მეფეს კვლავ «მფლობელად» იხსენიებს და არა მეფედ, ამ მხრივ გამონაკლისს მხოლოდ ერეკლესათვის გამოსაგზავნი საბუთები წარმოადგენს; **ГААО, ф. 394, оп. I, д. 2347, л. 29) და 2) ვორონცოვის მიერ ხელმოწერილი ბრძანება, დათარიღებული, 1762 წლის 11 მარტით, ასტრახანის საგუბერნიო კანცელარიისადმი, სადაც იმეორებენ: «Из отправленного в 7-го сего марта чрез ямскую почту указа известно той канцелярии, что тело умершаго здесь грузинскаго владетеля для отвозу онаго в Грузию, так же и свита его отсюда 20-го числа минувшаго февраля отправлены» (იქვე, 44). ასე რომ, ქართლ-კახეთის ელჩობა პეტერბურგიდან 1762 წლის 18 (20) თებერვალს გამოსულა, ხოლო 26 თებერვალს იგი უკვე მოსკოვს ჩასულა. ამ უკანასკნელ თარიღს საბუთები სადავოდ არ ხდის. კერძოდ, საგარეო საქმეთა კოლეგიის მოსკოვის კანტორა იმავე კოლეგიას 1762 წლის 28 თებერვალს აუწყებდა: «Оставшая после умершаго грузинского владетеля Теймураза свита сего февраля 26 числа в Москве прибыла в сопровождении... Ивана Чюфарова» (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1762–64 гг., д. I, л. 151)

აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ პეტერბურგიდან ქართლ-კახეთის ელჩობა სრული შემადგენლობით არ გამოსულა, როგორც ეს სიებშია მოხსენიებული (მას აკლდა რუსთავის ეპისკოპოსი იოანე და თავ. გ. ციციშვილი, მსახურებითურთ). ელჩობის პეტერბურგიდან გამომგზავრების წინ, 1762 წლის 11 თებერვალს, საგარეო საქმეთა კოლეგიის მდივან ბაკუნინისათვის კანცლერთან მოსახსენებლად წარუდგენიათ რუსულ ენაზე შედგენილი თხოვნა, რომელსაც ქართულად ხელს აწერს რუსთავისა და მარტყოფის არქიეპისკოპოსი იოანე. თხოვნაში ნათქვამია: «Имею намерение остаться в Российской империи, имея и резон тот, что епархия моя вся от лезгинцов разорена и жить мне никаким образом там невозможно, разве бы тогда ж возвратился, если б покойной вышереченной царь с каковою здешнею помощию возвратился, а как мне ныне оное все не по желаниям нашим успех получило за наши грехи, то не токмо мне приехав туды в сану моему жить невозможно, конечно и душу свою спасти от смерти в состоянии не буду»... (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1762–64 гг., д. I, л. 130).

ქვემოთ ნათქვამია, რომ თანახმად პეტრე I 1713 წლის 15 მაისის ანდერძისა, სხვების მსგავსად, თავშესაფარი რუსეთში მეც მომეცესო (იქვე). ჩვენ არ ვიცით, როდის წარუდგინა ეს თხოვნა ბაკუნინმა კანცლერს, მაგრამ 1762 წლის 13 თებერვალს (როგორც მინაწერიდან ჩანს) კანცლერს იგი კოლეგიისათვის დაუბრუნებია (იქვე). 1762 წლის 6 მარტს საგარეო საქმეთა კოლეგიას, კანცლერ მიხეილ ვორონცოვის ხელმოწერით, უწმინდესი სინოდის წინაშე აღუძრავს სათანადო შუამდგომლობა (იქვე, 156–157). ასე რომ, არქიეპისკოპოსი იოანე თავისი ნებით დარჩენილა რუსეთში.

რაც შეხება თავ. გიორგი ციციშვილს, იგი იძულებით ჩამოარჩინეს ელჩობას. 1762 წლის 6 თებერვალს მევალეებს მიუმართავთ პოლიცმაისტერისათვის, რომ მეფის ამალისათვის ნაზირმა თავ. ციციშვილმა ჩვენგან წაიღო 1350 მანეთის საქონელი და ფულს არ გვაძლევს. ახლა გავიგეთ, რომ აქედან მიემგზავრება და გამგზავრების პასპორტს რომ მოგიტანთ, ნომერი არ დაუსვათო; პოლიცმაისტერს ეს ამბავი 7 თებერვალს საგარეო საქმეთა კოლეგიისათვის უცნობებია (იქვე, 119); საგარეო საქმეთა კოლეგიას გამოუძახებია ელჩობის გამცილებელი ჩუფაროვი და ეს ამბავი უცნობებია. ქართველ თავადებს ჩუფაროვისათვის 8 თებერვალს პირობა მიუციათ, რომ ვალს დღესვე დავფარავთო (იქვე, 120); მგრამ, როგორც ჩანს, ვალის დაფარვა ვერ მოუხერხებიათ და გ. ციციშვილი დარჩენილა პეტერბურგში. 1762 წლის 27 თებერვალს გ. ციციშვილი საგარეო საქმეთა კოლეგიას სწერდა: «Понеже не без известно есть государственной Коллегии инстранных дел, что помянутаго царя Теймураза Николаевича тело и свита ево сего февраля 18 дня отсюда отправлены в Грузию, а я имянованный с двумя служителями моими от оной свиты оставлен здесь в Санктпетербург для расплаты оставшегося после онаго царя разным людям долгу, которой и расплатил ныне имею отсюда ехать в Грузию» (იქვე, 143). ქვემოთ იგი საგარეო საქმეთა კოლეგიას სთხოვდა: «покорно прошу дабы повелено было меня имянованного отсюда в отечество мое в Грузию и во съезду мои с служителми моими до Астрахани дать мне три емские подводы и на оные прогонные деньги и подорожную, а отпуске за границу Кизлярскому коменданту послать указ» (იქვე). 1762 წლის 4 მარტს საგარეო საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა გიორგი ციციშვილის თხოვნა და აცნობა, რომ ელჩობას მოსკოვში ვერ დაეწეოდა, ამიტომ მას მოსკოვის კანტორისათვის უნდა მიემართა და ის გაამგზავრებდა მოსკოვიდან (იქვე, 144–145). გ. ციციშვილი ელჩობას მართლაც ვერ დასწევია მოსკოვში. იგი 22 მარტს გაუსტუმრებიათ მოსკოვიდან ყაზანისაკენ (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1762–64 гг., д. I, л. 199), როცა ელჩობა უკვე ყაზანს იყო ჩასული.

1762 წლის 26 თებერვალს, როგორც ზემოთ დავინახეთ, ელჩობა მოსკოვს ჩავიდა (იქვე, 151). მოსკოვის კანტორას საგარეო საქმეთა კოლეგიისაგან დავალებული ჰქონდა ელჩობის მოსკოვში მოსასვენებლად ისევ ბაქარ მეფის სახლი დაექირავებინა, მაგრამ ბაქარ მეფის ქვრივი დაბრუნებულა სახლში და გაქირავებაზე უარი უთქვამს (იქვე). ამიტომ მდინარე მოსკოვის გაღმა 50 მანეთად დაუქირავებიათ ლეიბგვარდიის სემიონოვის პოლკის კაპტერნამუსის, მიხეილ დუდაროვის ძველი სახლი, რომელსაც 15 საცხოვრებელი ოთახი ჰქონია (იქვე, 186–187, 194). ელჩობა მოსკოვში დარჩენილა 1762 წლის 26 თებერვლიდან 2 მარტამდე, სადაც ჩუფაროვს მოსკოვის კანტორისაგან მიღია: 400 მანეთი, 100 ფორანი და გამცილებელი რაზმი; 1762 წლის 4 მარტს ელჩობა მოსკოვიდან გასულა და 19 მარტს ჩასულა ყაზანში, სადაც 26 აპრილამდე დარჩენილა (იქვე, 162, 174, 212, 216).

მოსკოვში ქართველებს შეუტყვიათ, რომ სახმელეთო გზით ყაზანამდე გზავნიდნენ, ხოლო ყაზანიდან ვოლგით უნდა გამგზავრებულიყვნენ, რაც ყინულის გალღობამდე (გაზაფხულამდე) შეუძლებელი იქნებოდა; ასეთი მგზავრობით გზაში ძალზე დაუგვიანდებოდათ, ზაფხული მოუსწრებდათ და ცხედრის საქართველოში ჩამოსვენება შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ მოსკოვდან გასვლის წინა დღეს, 1762 წლის 3 მარტს, საგარეო საქმეთა კოლეგიის მოსკოვის კანტორისათვის გადასაცემად ქართველ თავადებს ასეთი თხოვნა შეუდგენიათ: «Здесь уже уведомлены, что тракт нам предписан до Казани, оттудаж велено следовать до Астрахани водою, куды не прежде самого летняго жаркаго времени доехать можно, которое время уже для переходу степей до Кизляра лежащих и гор Кавказских, совсем неудобно, как в разсуждении мертваго тела, так и протчих препятствующих обстоятельств.

Того ради государственной Коллегии иностранных дел канторы просим указом е. и. в. дать нам в случае невозможности предписанной, если требовать будем, дозволения о погребении тела его светлости покойного владетеля нашего в Астрахани, где погребен и покойный грузинской царь Вахтанг Леонович» (იქვე, 155). რუსულ ენაზე შედგენილ დოკუმენტს ქართულად ასე აწერდნენ ხელს: «სარდალი კნიაზი ალექსანდრე ციციანოვი, კნიაზი მოურავი დავით, კნიაზი მოურავი ქაიხოსრო, კნიაზი მაჩაბელი იასე» (იქვე). თხოვნა მოსკოვის კანტორას 1762 წლის 4 მარტს მიუღია და იმავე დღეს, მ. სობაკინის შუამდგომლობით, საგარეო საქმეთა კოლეგიაში გაუგზავნია (იქვე, 154, 155).

საგარეო საქმეთა კოლეგიას ზემოაღნიშნული თხოვნა მალე მიუღია და დათანხმებულა. მოსკოვის კანტორისადმი 1762 წლის 11 მარტს გაგზავნილ ბრძანებაში, რომელსაც ხელს კანცლერი მ. ვორონცოვი აწერდა, წერია: «сим объявляется, что по притчине вышеозначенных неудобностей помянутой свите позволяется по приезде в Астрахань тело грузинскаго владетеля, ежели они похотат, тамо погребсти, в том же месте, где и царь Вахтанг погребен. Но, как чаятельно, они на сие поступят не инако разве с позволения своего владетеля Ираклия и для того может быть похотят отправить к оному Ираклию от себя на пред куриера; и ежели б сию посылку они зделали из Астрахани, то в ожидании от Ираклия резолюции, пребывание их в Астрахани к напрасному здешнему убытку может продержится долговремянно. Так, по получении сего, имеете вы... Чюфарову послать указ, в котором предписать, чтоб он вышепомянутым князьям, о здешнем позволении Теймуразово тело погребсти в Астрахне знать дал и притом, старался их склонить, чтоб оне к владетелю своему Ираклию для изтребования означеннаго позволения... отправили от себя куриера заблаговремянно с дороги» (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1762–64 гг., д. I, лл. 173–179)

საგარეო საქმეთა კოლეგიას იმავე დღეს, 1762 წლის 11 მარტს, ანალოგიური ბრძანება გაუგზავნია ასტრახანის საგუბერნიო კანცელარიისათვის, სადაც ზემოაღნიშნულის გარდა, მოცემულია სათანადო დარიგება ასტრახანში მეფის დაკრძალვის შესახებ: «помянутоеж тело по освящению с астраханским архиереем в свое время предать земле обыкновенным порядком» (ГААО, ф. 394, оп. I, д. 2347, лл. 44–45). ამრიგად, საკითხი გადაწყვეტილი იყო, ოღონდ უნდა დაზუსტებულიყო, საჭირო იყო თუ არა ერეკლეს ნებართვა.

ჩუფაროვს სათანადო ბრძანება მიუღია ყაზანში 1762 წლის 31 მარტს და ქართველი თავადებისათვის უცნობებია, რაზედაც ქართველ თავადებს მისთვის განუცხადებიათ – მეფისთვის კითხვა არ გვინდაო. ჩუფაროვი 1762 წლის 4 აპრილს წერდა: «князья на то в ответ мне объявили, что оне как ис Казани с пути и из Астрахани о вышеупомянутом позволении писать не будут и куриеров послать не намерены для того, что оной... в пути продолжится долговременно или с ним на дороге в горах, что зделаться может, да и сверх того владетель Ираклий в резиденции не будет, ибо он в летнее время всегда в походах с армиею бывает, а в Астрахани продолжаться нам невозможно потому, что и ныне от теплоты телу есть вред, от чево небольшая и духота происходит, а мы де и без позволения в Астрахани погребсти можем и знаем, что с нас ответу за оное владетель, наш Ираклий не потребует и гневаться не будет, в разсуждении тамошняго трудного прохода чрез горы Кавкаския, особливо в летнее время с телом проехать никак невозможно» (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1762–64 гг., д. I, л. 209).

წარმოდგენილი მასალების შუქზე ნათელი უნდა იყოს, თუ რამდენად უსაფუძვლოა ის, რასაც ასტრახანის შესახებ არსებულ საცნობარო ლიტერატურაში წერენ: «Теймураз II умер в 1760 г. (?) в Петербурге во время переговоров с правительством России. Тело покойного везли в Грузию, но ее территорию захватили турки, и Теймураза похоронили в Астрахани» (По Астраханской области. Путеводитель для экскурсантов и туристов, Астрахань, 1958 г., стр. 37).

* * *

1762 წლის დასაწყისში აღმოსავლეთ საქართველოს მდგომარეობა არც თუ ურიგო ყოფილა, რაც მაშინ რუსეთში კარგად სცოდნიათ. როგორც ზემოთ აღინიშნა, 1760 წლის დეკემბერში ერეკლე II ფანა-ხანი დაამარცხა და განჯის ხანის ტახტზე შაჰ-ვერდი-ხანი აღადგინა, რითაც აღიდგინა თავისი უფლებებიც განჯის სახანოზე; ერეკლეს შეპყრობილი ჰყავდა ირანის ტახტის მაძიებელი, ცნობილი სარდალი აზატ-ხანი. ირანში შინაბრძოლები გრძელდებოდა, თურქეთი, რუსეთის შიშით, ირანისა და ამიერკავკასიის საქმეებში აშკარა ჩარევას ვერ ბედავდა; ასეთ პირობებში ერეკლე II ამიერკავკასიაში თავკაცობდა, რაც 1761 წელს რუსეთში კარგად იცოდნენ. 1762 წლის დასაწყისში, როგორც ქვემოთ დავინახავთ, ასტრახანის ხელისუფალთ და რუსეთის მთავრობას ახალი ინფორმაციები მიუღიათ საქართველოს შესახებ. კერძოდ, 1761 წლის დეკემბერში ერეკლე მეფეს რუსეთში წერილებით გაუგზავნია ვინმე ქართველი აბრამოვი (?) და ყიზლარის კომენდანტისათვის (როგორც ყიზლარის კომენდანტ სტუპიშინის მიერ ასტრახანის გუბერნატორ ვ. ნერონოვისადმი გაგზავნილ წერილშია ნათქვამი) უთხოვია: გაეგზავნა აბრამოვი თეიმურაზ მეფესთან წერილის გადასაცემად (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1762–64 гг., д. I, л. 190).

ყიზლარის საკომენდანტოს კანცელარიის საიდუმლო ექსპედიციის კითხვაზე აბრამოვს 1762 წლის 22 იანვარს ასე უპასუხია: «В бытность мою в Грузии слышно было, что в Персии два хана имеют междуусобие яко то Фет-Али хан, жительствующий в городе Урюме, вознамеряется, собрав войско, итти к городу Каррабагу, для раззорения начальствуюшего во оном Пени хана с подвластными ево людьми, а за что у них ссора, того я не знаю, что ж касается до моровой заразы, от оной в Грузии обстоит благополучно и в коих бы местах была не слышно, також о собрании войск и о персидских (кроме вышеписанного Фет-Али-ханского намерения) и других обращениях я ни от кого слышать не мог и сам не видал, но едино в Грузии более опасность от лезгинцов, которые по часту собранными партиями воровски побегая деревни раззоряют и людей пленят, от которых неприятелей в Грузии предосторожность приемлется. Владелец Ираклий ныне находится в городе Тефлизе и при нем собранного войска по благополучности время нет, а которой в прошлом 1760-м году грузинским владетелем Ираклием призванной в Грузию, и явившемся в подозрении в призыве к нападению на оную лезгинцов, авганской Азад хан с войском ево и до ныне сам он хан в Тефлизе под караулом, а военные люди ево содержутся ж по разным в Грузии местам и о выручке его хана никто не старается» (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1762–64 гг., д. I, лл. 190 об.–191).

ეს უკანასკნელი ცნობები ასტრახანის გუბერნატორმა ვ. ნერონოვმა საგარეო საქმეთა კოლეგიას გაუგზავნა 1762 წლის 28 თებერვალს და იქვე უმატებდა, რომ, მართალია, თეიმურაზი გარდაიცვალა, მაგრამ აბრამოვი მაინც გამოვუშვი მოსკოვს, რადგან განაცხადა, საქართველოს პატრიარქ ანტონთანაც მიმაქვს ერეკლე მეფის წერილიო (იქვე, 189).

1762 წლის 14 მაისით დათარიღებული მოხსენებით ასტრახანის გუბერნატორი ვ. ნერონოვი რუსეთის მთავრობას აცნობებდა, რომ უგზავნიდა 10 მაისს ყიზლარიდან მიღებულ წერილებს (იქვე, 236). გუბერნატორის მოხსენებას დართული ჰქონდა ყიზლარის კომენდანტ სტუპიშინის წერილი (1762 წლის 30 აპრილისა) და ახალციხის ფაშის წერილი დაღესტნის მფლობელებისადმი (იქვე, 237–240). ყიზლარის კომენდანტის წერილში ნათქვამი იყო: მან 12 აპრილს მიიღო ცნობა, რომ სულთანს წერილი გაუგზავნია დაღესტნის მფლობელებისათვის, რომლითაც აცნობებდა მათ რუსეთსა და თურქეთს შორის არსებულ უთანხმოებას და მოუწოდებდა დაღესტნელ ხალხს, როგორც ერთმორწმუნეს, დახმარება არ აღმოეჩინათ რუსეთისათვის; ამ ცნობის მიღებისთანავე სტუპიშინს ზომები მიუღია სულთნის წერილის ხელში ჩასაგდებად, მაგრამ აღმოჩენილა, რომ წერილი სულთნისა კი არა, ახალციხის ფაშისა ყოფილა (იქვე, 237–238).

ახალციხის ფაშის წერილში, რომელიც 1762 წლის თებერვალში გაუგზავნია შამხლისათვის, აღნიშნულია: სურვილი მაქვს თქვენსა და ჩემს წინამორბედს შორის არსებული ძველი მეგობრობა «возобновить и дружескими усердными писаниями к вам свою усердность оказывать», რისთვისაც «прошу вас и с своей стороны приятно возобновить же как на предь сего с покойными братьями дружбу имели и ко мне прислать от себя посланца» (იქვე, 238 об.–240). ახალციხის ფაშის წერილში ქვემოთ ნათქვამია: «ныне мы подлинно известились, что Тефлиской Теймураз хан поехал в город Москву к Российскому государю с принесением жалобы о причиняемых его подвластным от Дагестанского народа обидах и испрошения войска, освобождения подвластного своего Тефлискаго народа от рук Дагистанского народа и я в размышлении состою, как сие дело произойдет и о сем наши протчие люди известны ль или нет, ибо они состоят магометанскому закону и народу неприятельми, о котором деле вы известны ль от Московской стороны, как Теймураз тамо обращается и какие у них разсуждения имеют и не имеют ли намерение, чтоб к вашей стороне приступить или нет, и если то будет и тогда оне вашим протчим людем нечаянно не причинят ли какую обиду или нет, и тако прошу вас о сем известии меня уведомить» (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1762–64 гг., д. I, лл. 238 об.–240).

გარდა ამისა, წერილში აღნიშნულია, რომ ამ წერილს ჩვენი კაცის – აბდულ ჯელილის ხელით გიგზავნი, ჩვენს ამბებს ის გიამბობს და პასუხი დაუყოვნებლივ მაცნობეო (იქვე)

მოტანილი მასალა ცხადყოფს იმ ძველ კავშირს, რომელიც ახალციხის ფაშასა და ლეკებს შორის არსებობდა საქართველოს წინააღმდეგ. აგრეთვე, ახალციხის ახალი ფაშის განზრახვას, აღადგინოს ძველი ურთიერთობა ლეკთა წინამძღოლებთან ქართლ-კახეთზე შეტევის მიზნით. წერილი მოწმობს, რომ ახალციხის ახალი ფაშა შეშფოთებულია თეიმურაზ მეფის რუსეთში ყოფნით (ეშინია, რომ რუსეთმა ქართლ-კახეთს დახმარება არ აღმოუჩინოს). ფაშას სურს დააზუსტოს რუსეთთან თეიმურაზის მოლაპარაკების შედეგები, შესაძლოა ეს მას თურქეთის მთავრობამ დაავალა. მოტანილი დოკუმენტები ამ ხაზით საგანგებო კვლევას ითხოვს. მაგრამ ეს სპეციალური საკითხია და მას აქ ვერ გამოვუდგებით.

* * *

1762 წლის 26 აპრილს ქართლ-კახეთის ელჩობა გავიდა ყაზანიდან (იქვე, 228–230) და 26 მაისს ასტრახანში ჩავიდა (იქვე, 256). ჩუფაროვის პატაკით, მეფის ამალიდან 15 კაცი პეტერბურგში, მოსკოვსა და სხვა ქალაქებში დარჩენილა, ასტრახანში მასთან ერთად ჩასულა მხოლოდ 55 კაცი; ელჩობის დასაბინავებლად წინასწარ მოუმზადებიათ რუს მოქალაქეთა სახლები (დიდებულთათვის) და ასტრახანის თევზის კანტორის შენობა (რიგითი შემადგენლობისათვის); ელჩობას გზაში (მოსკოვსა და ასტრახანში) შეერთებია 7 კაცი; მეფის დასაფლავებასთან დაკავშირებით გუბერნატორს წინასწარ გაუფრთხილებია ასტრახანის არქიეპისკოპოსი მეთოდე (იქვე, 256–257).

1762 წლის 27 მაისს, დილით, ოფიცრებმა და მოხელეებმა თავი მოიყარეს საკრებულო ტაძარში; არქიეპისკოპოსი მეთოდე, სასულიერო და საერო პირების თანხლებით, ჯვრით გავიდა ჩრდილოეთის კარიდან სანაპიროსაკენ, სადაც მოყენებული იყო გემი თეიმურაზ მეფის ცხედრით; ქართველებმა მეფის ცხედარი გემიდან გადმოასვენეს და დაასვენეს სარეცელზე (რომელსაც გადაფარებული ჰქონდა ოქროქსოვილი). სარეცელი მხარზე შეიდგეს და ისე მიასვენეს საკრებულო ტაძრამდე; ცხედარს მიაცილებდნენ: ეპისკოპოსი, გუბერნატორი, ოფიცრები, მოხელეები, რიგითი მოქალაქენი; სარდალი ალ. ციციშვილი და ქართველი თავადები გვერდით მიჰყვებოდნენ და კუბოს ხელს აშველებდნენ. მეფე ქვედა ტაძარში, ვახტანგის სამარხის გვერდით სარეცელზე იყო დასვენებული დამარხვის დღემდე (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1762–64 гг., д. I, л. 257).

1762 წლის 28 მაისს სარდალი ალ. ციციშვილი ორი თავადის თანხლებით მისულა გუბერნატორთან და უთხოვია ტრანსპორტი: 1) ერეკლე მეფესთან წინასწარ შიკრიკის გასაგზავნად, რათა გზებზე ხიდები შეეკეთებინათ და 2) მეფის დაკრძალვის უმალ ელჩობის შეუფერხებლად გასამგზავრებლად. გუბერნატორს ორივე თხოვნაზე დადებითად უპასუხია და თავის მხრივ უკითხავს, როდის აპირებდნენ მეფის დაკრძალვას. სარდალსა და თავადებს განუცხადებიათ: დაკრძალვის დღე ჯერ არ დაგვიდგენია, ვითათბირებთ, დავნიშნავთ და გაცნობებთო, მაგრამ ვითხოვთ დაგვასაფლავებინოთ ვახტანგის გვერდით და ამასთან «оное тело владетелево погребено было по царскому порядку со всякою подобающею честию» (იქვე, 257–258). გუბერნატორს უპასუხია, რომ დასამარხი ადგილი ეკლესიაში შეიძლება იცოდეს ეპისკოპოსმა მეთოდემ, «которой и то погребение учинит по прошению их с надлежащею церемониею и церковному чиноположению» (იქვე, 258). 29 მაისს ქართველი თავადების აღნიშნული თხოვნა ასტრახანის საგუბერნიო კანცელარიას წერილობით უცნობებია ეპისკოპოს მეთოდესათვის და საგარეო საქმეთა კოლეგიის ბრძანების თანახმად მოუთხოვია: «дабы благоволено было вышеописанное привезенное тело грузинского владетеля погребсти в Астрахани в соборной церкви обыкновенным по церковному чиноположению порядком» (იქვე).

1762 წლის 3 ივნისს ქართველ თავადებს მანღოვის პირით შეუთვლიათ გუბერნატორისათვის, რომ მეფის დასასაფლავებლად ეპისკოპოს მეთოდეს მითითებით საკრებულო ტაძარში სამარხი გაამზადეს და 4 ივნისს თეიმურაზ მეფე «по отправлении литургии с отпевом по обыкновению с подобающею по церковному чиноположению честию, при нем губернаторе и протчих штап и обер офицерах и при множестве народа погребен с звоном» (იქვე, 259).

ქართველმა თავადებმა მეფის დასაფლავებისა და მისი სულის მოსახსენებლად «дали епископу Мефодию тритцать рублей, а более того от себя никакого стола для его поминования делано свитою не было и по погребении и его в тож время с протчим народом из церкви вышли в свои квартиры» (იქვე), – ვკითხულობთ საგუბერნიო კანცელარიის ჟურნალში. როგორც ჩანს, რუსებს გაკვირვებიათ, რომ ქართველებს ქელეხი არ გაუმართავთ, თორემ ჟურნალში ეს საგანგებოდ მოხსენიებული არ იქნებოდა.

ასე დაასრულა თავისი სიცოცხლე XVIII საუკუნის ცნობილმა პოეტმა* და დიდმა სახელმწიფო მოღვაწემ თეიმურაზ II (*აღსანიშნავია, რომ იმ დიდი დიპლომატიური ბრძოლის მიუხედავად, რომელიც მას მოუხდა რუსეთში, თეიმურაზ II პოეზიისათვის თავი არ მიუნებებია. რუსი ქალის სილამაზით მოხიბლულ პოეტს ქება უძღვნია ბარბარე ალექსანდრეს ასულ ბუტურლინასადმი /«კიდურწერილობა», «ანბანთქება 1», «გაბაასება რუსთაველთან»/. იხ: თ ე ი მ უ რ ა ზ | მ ე ო რ ე, თხზულებათა სრული კრებული, გიორგი ჯაკობიას რედაქციით, 1939, გვ. 114–124).

შევეცადე ქართველ მეფეთა საფლავების ადგილებიც დამეზუსტებინა და მათზე დადგმული ძეგლების შესახებ მასალა შემეგროვებინა (თეიმურაზ II გარდაცვალებიდან 200 წლის შემდეგ, 1962 წლის სექტემბერში, ასტრახანის საოლქო არქივში სამუშაოდ ჩავედი და საგანგებოდ მოვიკითხე ქართველ მოღვაწეთა საფლავები. ასტრახანის კრემლის ტერიტორიაზე დიდი აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა. ასტრახანის მიძინების ტაძარი აღსადგენ ობიექტთა რიცხვში იყო, ხოლო მისი ქვედა სართული, სადაც ქართველი მეფეებია დასაფლავებული, დაკეტილი დაგვხვდა. გამოირკვა, რომ 1956 წელს წმ. ნიკოლოზის ტაძრიდან /იმ დროს არქივის შენობა/, ამ უკანასკნელის ავარიული მდგომარეობის გამო, საკრებულო ტაძრის ქვემო სართულში /სწორედ იქ, სადაც ქართველი მეფეები არიან დასაფლავებული/ გადაუტანიათ საოლქო არქივის რევოლუციამდელი ფონდები. ასე რომ, საფლავების ნახვა არქივის მეშვეობით უნდა მომეხერხებინა. 1962 წლის 27 სექტემბერს ასტრახანის საოლქო არქივის რევოლუციამდელი ფონდების განყოფილების გამგემ ლუდმილა სავას ასულმა ლოგაჩევამ წინასწარ მითხრა, იქ ვერაფერს ნახავთო, მაგრამ ხათრი ვერ გამიტეხა და წამიყვანა დაკეტილ ტაძარში – არქივთსაცავში, სადაც ხის იატაკი იყო დაგებული და თაროები აღმართული. არაფერი ჩანდა, გარდა წარწერებისა /სამხრეთის კედელზე/, რომლებშიც ასტრახანის ეპისკოპოსები იყვნენ მოხსენიებული. ხის იატაკი საარქივო საქმეების გადმოტანის წინ დაუგიათ, მანამდე იგი ცემენტით ყოფილა მოპირკეთებული და საფლავების არავითარი ნაშთი არ ჩანდა თურმე. ვნახე ის სვეტები, რომლებთანაც, გადმოცემით, ქართველი მეფეები უნდა დაესაფლავებინათ. თეიმურაზის სავარაუდო საფლავს უკან, ტაძრის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში /როგორც კედლის წარწერები მოწმობს/, პახომი /იქნებ ქართველი საეკლესიო მოღვაწე ოსეთში/ და «Гаи» /გაიოზ არქიმანდრიტი, XVIII საუკუნის ცნობილი მწიგნობარი და სახელმწიფო მოღვაწე, ოსური ანბანისა და პირველი ოსური საკითხავი წიგნის შემდგენელი/ არიან დაკრძალული. ასტრახანში კარგად იციან და ყველა საცნობარო მასალაშია მოხსენიებული, რომ მიძინების ტაძრის /«Успенский собор»/ ქვედა სართულში /ამ ქვედა სართულს თავისი დამოუკიდებელი სახელიც ჰქონია – ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატისა/ ქართველი მეფეები /ვახტანგ VI და თეიმურაზ II/ არიან დასაფლავებული, მაგრამ, საერთოდ, ცოტა იციან მათ შესახებ და ძველი და ახალი საცნობარო ლიტერატურა ხომ ფაქტიური შეცდომებისაგანაც არაა დაზღვეული, როგორც ეს ზემოთ აღინიშნა).

ასტრახანის კათედრალური ტაძრის 1880 წელს შედგენილ აღწერაში ნათქვამია, რომ ქვედა ტაძარი საძვალეა, აქ განისვენებენ ასტრახანის ეპისკოპოსები და, აგრეთვე, «два державные царя Иверии (Грузии): Вахтанг и Теймураз» (Астраханский кафедральный Успенский собор. История его и настоящее состояние. Издан. Пр. Н. К., Астрахань, 1880 г., стр. 12–13). ქვემოთ ვკითხულობთ: «Прежде над гробами святителей были надгробные памятники, но в 1801 году, для распоряжения нижняго собора, по изволению архиепископа Платона, бывшия надгробия сломаны, а в место их над могилою каждого святителя вырезаны на стенах имена и время кончины их. Здесь же покоится прах: Митрополитов – Пахомия, Никифора, архиепископов – Антония, тихона, Гаия, Павла, Виталия, Стефана, Афанасия и епископа Илариона. Прочие митрополиты и архиепископы Астраханские, умершие в Астрахани, погребены в бывшем Троицком Монастыре, хотя место погребения их неизвестно. Кроме помянутых святителей, в Северозападном углу нижняго собора погребены грузинские архипастыри: Иосиф, архиепископ Самобельский и Роман, митрополит Сампавринский и горский. Над ним нет никакой надписи. Первый из них ехавши из Москвы в Кизляр, заболел на пути и в Саратове 1-го сентября 1750 года скончался, погребен 28-го числа. Последний, следуя в Москву, заболел на дороге в городе Черном-Яру скончался 30-го января 1753 года. После их оставшиеся различныя вещи поступили в собор; некоторые из них доныне находятся в ризнице.

Над телами грузинских царей Вахтанга Леоновича и Теймураза Николаевича также были памятники, покрытые один красным бархатом, а другой лазоревым бархатом. И эти памятники в вышеозначенном году были разобрананы, а из покровов: первый в 1792 году похищен, а второй употреблен на различные вещи. Царь Вахтанг погребен от южной стороны около правого передняго столпа; на памятнике была на медной доске (неизвестно когда утраченной) надпись русскими буквами: «От колени Иессеева и ветви Давидова, колена Соломонова, родился в мире 1675 г. сентября 15 дня, грузинского государства 6-й царь Вахтанг. Вселился в сей гроб 1737 года, марта 26 дня, за престол и за венец. Ныне се зри мя, благословения прошу». Надпись сия сохранилась в книге, между списков, соборных актов. Царь Теймураз погребен от северной стороны у леваго передняго столпа. Из дел соборного архива видно, что царь Теймураз преставился 28 д е к а б р я \ 1 7 6 1 \ г о д а, привезен в Астрахань в 1762 году и погребен в мае месяце того же года. Надгробная надпись на грузинском языке: «Теймураз Николаевич, наследный царь Грузинский, Кахетской и Карталинской, прибывший в С.-Петербург в 1761 году на поклонение Ея императорскому Величеству Монархине Всероссийской». Но сей надписи в делах Консистории не видно» (Астраханский кафедральный Успенский собор. История его и настоящее состояние. Издан. Пр. Н. К., Астрахань, 1880 г., стр. 13–14).

გავსინჯეთ ასტრახანის ეპარქიის უწყებათა დედნები და აღმოჩნდა, რომ შრომის რედაქტორი ყოფილა ი. ლებედინსკი, მაგრამ ავტორი ვერ დავადგინე. უფრო ადრინდელი შრომები არ აღმოჩნდა, გვიანდელი კი ახალს არაფერს იძლევა.

ზემოთ მოტანილი აღწერა, მიუხედავად აშკარა შეცდომებისა (მკითხველისათვის ცნობილია, რომ თეიმურაზი გარდაიცვალა არა 1761 წლის28 დეკემბერს, არამედ 1762 წლის 8 იანვარს; მეფე 1762 წლის მაისში კი არა, 4 ივნისს დაასაფლავეს. მაგრამ, ალბათ, ავტორის ეს უკანასკნელი შეცდომა გამოწვეულია იმით, რომ თეიმურაზი 27 მაისს დაასვენეს ტაძარში) მაინც ძვირფას მასალებს შეიცავს XVIII საუკუნის ცნობილი ქართველი მოღვაწეების: არქიმანდრიტ გაიოზის, ვახტანგ VI და თეიმურაზ II შესახებ.

ამ ცნობებს, მიუხედავად ნაკლისა, ის მნიშვნელობა აქვს, რომ ავტორის განკარგულებაში იმ დროს მეტი მასალა იყო, დღეს კი მასალების ნაწილი დაღუპულია. ასტრახანის საოლქო არქივში საგანგებოდ ვეძებე ასტრახანის კათედრალური ტაძრის მასალები. ვიპოვე ტაძრის აღწერა 1763 წლისა, სადაც ვკითხულობთ: «у передних столбов перед образами три лампады медные, в том числе одна по больше.

Впереди оныхже столпов к средине паникадило медное не большое;

Над гробом царя грузинскаго:

Вахтанга образ богоматери Иверския с превечным младенцем, четыре листовой венец и вокруг оклад уской прорезной с канком серебро золоченной с финифтью в деревянном футляре за стеклом.

На гробе оногож царя грузинскаго покров бархатной красной, на нем крест почти чрез всю оной осмиконечной с подножием и вокруг всего в два ряда обложено позументом золотым травнетимя (?) гладким подпушен кустиею полосатою подложен китайскою лазоревою;

Над гробом грузинского царя Теймураза Николаевича образ знамения пресвятыя богородицы венце и поля гладкия сребреныя.

На гробе онаго царя покров бархатной лазоревой кресть таков же как и выше описан осмиконечной с подножинм и кругом всего в два ряда обложен часом (?) сребренным подпушен кустиею полосатою подложен китайскою зеленою;

Кругом зеленаго сукна по краям вдва ряда оправлен бляхами сребреными подложен кожею, на которой поставляется шандал большей сребреной.

Купель медная луженая гладкая с двери кольцами большая приложена в церковь бывшим губернатором Татищевым» (ГААО, ф. 294, оп. 2, д. I, л. 122).

აი ის მოკლე ნაწყვეტი, რომელსაც ქართველი მეფეების საფლავების შესახებ მივაკვლიე. არ ვაცხადებ პრეტენზიას, რომ ასტრახანის კათედრალური ტაძრის აღწერილობანი მთლიანად შესწავლილი მქონდეს, შეიძლება შემდგომმა კვლევამ ბევრი რამ მოგვცეს. თუმცა აქვე უნდა დავძინო, რომ ტაძრის არქივსაცავისა და ბიბლიოთეკის საყურადღებო ნაწილი განადგურებულია სამოქალაქო ომის წლებში. მომდევნო პერიოდში ტაძარი ჯარის სადგომად ყოფილა გამოყენებული. ასე უყურადღებოდ იყო მიტოვებული ისტორიული ნაშთები.

რაკი ახლა ასტრახანის ისტორიული ძეგლების რესტავრაცია დაიწყო, მიზანშეწონილი იქნება აღდგეს დიდი ქართველი მოღვაწეების საფლავებიც, როგორც უტყვი მოწმენი საქართველოს ბედუკუღმართი წარსულისა.

ჯერ კიდევ თეიმურაზ მეფის დასაფლავებამდე, 1762 წლის 30 მაისს, ქართველ თავადებს მანღოვის პირით შეუთვლიათ გუბერნატორისათვის, რომ ერეკლესთან შიკრიკად გზავნიდნენ ქართველ პაპუ ხატოვს (პაპუნა ხატიაშვილს ?); გუბერნატორს დაუყოვნებლივ მიუცია ორი საზიდარი (подвода) და სამგზავრო ყიზლარამდე (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1762–64 гг., д. I, лл. 258–259). ხოლო მეფის დასაფლავების შემდეგ, 1762 წლის 5 ივნისს, საგუბერნიო კანცელარიას პრაპორშჩიკ მანღოვისათვის დაუვალებია მოემზადებინა ელჩობის გამგზავრება. ამ მიზნით მას უნდა დაექირავებინა 55 საზიდარი (ურემი); 6 ივნისს პრაპორშჩიკი მანღოვი უკვე მოლაპარაკებია მეურმეებს (მეეტლეებს), რომლებიც, თანახმად ხელშეკრულებისა, 16 ივნისისათვის მზად უნდა ყოფილიყვნენ გასამგზავრებლად (იქვე, 259–260).

1762 წლის 20 ივნისს ქართლ-კახეთის ელჩობა ასტრახანიდან ყიზლარისკენ წამოვიდა (იქვე, 261). მას მოაცილებდა პრაპორშჩიკი დ. მანღოვი, რომელსაც თან მოჰქონდა ასტრახანის გუბერნატორ ვ. ნერონოვის წერილი ერეკლე მეფესთან. ვ. ნერონოვის წერილში (რომელიც 1762 წლის 13 ივნისითაა დათარიღებული) სამძიმარია გამოთქმული თეიმურაზ მეფის გარდაცვალების გამო, შემდეგ ლაპარაკია იმაზე, თუ როგორი პატივით იქნა გამოცილებული ელჩობა პეტერბურგიდან და როგორ დაასაფლავეს თეიმურაზი ასტრახანში; გუბერნატორი საგანგებოდ ჩერდება რუსეთის მთავრობის მხრივ ერეკლესადმი გამოჩენილ ყურადღებაზე და გაკვრით იხსენიებს საჩუქრებს, რომელთა ჩამოთვლა ზედმეტად მიუჩნევია (მასზე კანცლერი წერსო); ბოლოს, გუბერნატორი აღნიშნავს, რომ, როგორც კი ამალა ჩამოვა, პრაპორშჩიკი მანღოვი, რომელიც ელჩობის უკეთ გაცილების მიზნით გამოვგზავნე, სასწრაფოდ უკანვე დააბრუნე საპასუხო წერილითო (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1762–64 гг., д. I, лл. 262–263).

აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ გუბერნატორის წერილი ახალს არაფერს შეიცავდა, იგი კანცლერის წერილს იმეორებდა და ისეთივე სტილით იყო დაწერილი. გუბერნატორის მხრივ წერილის გაგზავნა მთავრობას საჭიროდ იმიტომ მიუჩნევია, რომ, რაკი კანცლერის წერილი და საჩუქრები ქართველებს ჩააბარეს, მზვერავად გამოგზავნილი მანღოვი «ხელცარიელი არ ჩასულიყო» ერეკლე მეფესთან; ამასთან, გუბერნატორს მიუთითებდნენ, თუ როგორი ტიტულით მიემართა ერეკლესათვის (იქვე, 251–252). გუბერნატორის წერილის მიმართ შემდეგი შენიშვნაც უნა გაკეთდეს: მასში საჩუქრებზეა ლაპარაკი, მიუხედავად იმისა, რომ გუბერნატორმა კარგად იცოდა, ამ საჩუქრებიდან საქართველოში არაფერი მოჰქონდათ (გუბერნატორს ეს ამბავი ადრევე შეუტყვია და 1762 წლის 16 ივნისს დ. მანღოვისათვის დაუვალებია გაეგო, მიჰქონდათ თუ არა ელჩებს ერეკლესთან ფული და საჩუქრები; 17 ივნისს მანღოვი მოახსენებდა გუბერნატორს, რომ ფული და საჩუქრების დიდი ნაწილი ელჩობას პეტერბურგსა და მოსკოვში მეფის ვალებში გაუციაო) (იქვე, 260–261).

ქართლ-კახეთის ელჩობა 1762 წლის 28 ივნისს ყიზლარს ჩასულა; იქ კომენდანტს ოსეთამდე სამგზავროდ მიუცია ნოღაელთა 30 საზიდარი (подвода), გამცილებელი რაზმი – 20 კაზაკი; გარდა ამისა, ქართველებს სამგზავროდ ყიზლარში უყიდიათ: 71 ცხენი, 50 თოფი, 76 ხმალი. 1762 წლის 22 ივლისს ელჩობა ყიზლარიდან გამოსულა (წამოსულა 65 კაცი, 10 კაცი გზაშივე დარჩენილა სხვადასხვა ადგილას) (იქვე, 265). ოსეთიდან ნოღაელი თათრების საზიდრები და კაზაკთა რაზმი უკან გაუშვიათ, მაგრამ, რაკი ერეკლეს მიერ გამოგზავნილი შემხვედრი რაზმი არ ჩანდა, ოსების რაზმი (100 კაცი) დაუქირავებიათ გამცილებლად (ოსეთის კომისიის ბერის – გრიგორის შუამდგომლობით); ამასობაში მათ შეერთებია მცირე ყაბარდოს მფლობელი ბატოკა 400 კაცით. იგი თეიმურაზის მოყვარე იყო ცოლის მხრით და ერეკლესთან სამძიმრისათვის მოდიოდა (АВПР, ф. Сн. России с Персией, 1763 г., д. I, л. 10).

§ 6. ელჩობის შედეგები და ერეკლე II 

საქართველოში დ. მანღოვის გამოგზავნა (რომელსაც დაზვერვითი ხასიათის ცნობების შეგროვებასთან ერთად ისიც უნდა გაერკვია და მოეხსენებინა რუსეთის მთავრობისათვის, თუ როგორ შეხვდებოდა ერეკლე ელჩობის შედეგებს) ბუნებრივად სვამდა დ. მანღოვის კვალის ძებნის საკითხს. რაკი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ფონდებში ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე მასალა ელჩობის ყიზლარიდან გამოსვლით წყდება, იძულებული გავხდი სათანადო ძიება ჩამეტარებინა მომიჯნავე (რუსეთ-სპარსეთის, რუსეთ-ყაბარდოს, რუსეთ-თურქეთის და სხვ.) ფონდებში. ძიებამ სასურველი შედეგი გამოიღო.

დ. მანღოვის მისია, თავისთავად, შეიძლება თავისებური ჩრდილოვანი მხარე იყოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, მაგრამ ქართული სამეფო არქივის დაღუპვის პირობებში სწორედ მან მოჰფინა ნათელი მრავალ საკითხს არა მარტო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის, არამედ თვით ქართული დიპლომატიის ისტორიის ხაზითაც. ეს მასალა, შეიძლება ითქვას, იმ რიგის მასალებს ეკუთვნის, რომლებიც ნაწილობრივ მაინც ზღუდავენ ქართველ დიპლომატთა აუგადმახსენებელთა პოზიციებს (სრული შეზღუდვა, ცხადია, ქართულ სამეფო არქივების მასალათა გარეშე შეუძლებელია).

ქართლ-კახეთის ელჩობა, როგორც უკვე ვთქვით, 1762 წლის 20 აგვისტოს დაბრუნდა თბილისს; 21 აგვისტოს ერეკლესათვის გადაუციათ კანცლერ მ. ვორონცოვის, ასტრახანის გუბერნატორ ვ. ნერონოვისა და ყიზლარის კომენდანტ ალ. სტუპიშინის წერილები. ერეკლეს მანღოვისათვის უთქვამს: «что он о е. и. в. слышал от своих яко он от владения Российской империи да и государственной канцлер отменены» (АВПР, ф. Сн. России с Персией, 1763 г., д. I, лл. 10–11). მანღოვს უპასუხია: პირველი მართალია, მეორის შესახებ არავითარი ცნობა არ არსებობს და რომ ეს უკანასკნელი «донесено ему напрасно» (იქვე) (შეიძლება ითქვას, რომ ქართველი დიპლომატების დასკვნა უფრო ახლოს იყო სინამდვილესთან, ვიდრე რუსი მოხელის პასუხი, მაგრამ დ. მანღოვს სხვაგვარი პასუხის გაცემა არ შეეძლო, იგი ფაქტიური ვითარებიდან უნდა ამოსულიყო) (პეტრე III ჩამოაგდეს 1762 წლის 28 ივნისს – ქართლ-კახეთის ელჩობის ყიზლარში ჩასვლის დღეს; ქართველებს 20-ოდე დღის განმავლობაში /ვიდრე ყიზლარიდან გამოვიდოდნენ/ არა მარტო შეუტყვიათ ეს ამბავი, არამედ იმდენად სწორად ყოფილან ინფორმირებული რუსეთის სამეფო კარზე დაჯგუფებებს შორის არსებული ბრძოლის შესახებ, რომ სწორი დასკვნაც გაუკეთებიათ: ვორონცოვი შეიძლებოდა სხვას შეეცვალა. როგორც ცნობილია, ეკატერინე II გამეფებას მოჰყვა ორლოვებისა და პანინის /გადატრიალების მოთავეების/ აღზევება, ძველი მთავრობის გავლენიანი წევრები კი საქმეებს ჩამოაცილეს). შემდეგ ერეკლესათვის მიურთმევიათ: «Послание и презент при письме государственнаго канцлера золотые карманные часы, на кои он долго весьма с отменным видом и с великою неприязнию смотрел и ничего не говоря и нимало их в руки свои не приемля, сказал бывшему в свите грузинскому князи Шио Тушиеву, повелеавя взять и отнесть в казеной покой, а ему Мангову приказал итти во отведенную ему в городе в армянском селении квартиру» (АВПР, ф. Сн. России с Персией, 1763 г., д. I, л. 11).

ერეკლეს მსახური გაუგზავნია მანღოვთან, რომელსაც მოუკითხავს რუსეთიდან გამოგზავნილი საჩუქრები. მანღოვს უპასუხია: «с ним никаких подарков и денег послано не было, а требовали б они у бывшаго при грузинском владетеле сердара князя Александра Цицианова, однако ими ни денег ни посланных в презент вещей ничего не привезено, а объявлено царевичу (ერეკლეს – ვ. მ.) якобы ис того часть заплачена за владетеля долгов, а протчие употреблены на его погребение. В таком случае вся оная свита принята им царевичем весьма неласково и имеет на нее ненависть кроме одного сердара Цицианова, котораго по свойству приемлет от других со отменностию» (იქვე).

თბილისში მანღოვის ყოფნის დროს (როგორც თვითონ იუწყება) «как сам царевич (ერეკლე – ვ. მ.), так бывшие в свите князья и тамошные придворные все явно говорили о пребывании в России покойнаго владетеля Теумураза великое неудовольствие» (იქვე). ერეკლე მეფის კარის მსახურს – სომეხ მელიქ აღას დ. მანღოვისათვის უთქვამს: «Он (მანღოვი – ვ. მ.) приехал к ним только с одною бумашкою негодуя, что царь умер у вас и казна де наша пропала, а мы от вас ничего не получили» (იქვე, 12).

ამასთან, როგორც მანღოვს შეუნიშნავს, ხალხში ხმა გაუვრცელებიათ: «якобы с ним владетелем Теймуразом отпущено было казны ста тысяч рублев и что им было надобно пользы, от России никакой получить не могли и для чего де с стороны Россииской горским татарам воспрещения не учинят» (იქვე).

ერეკლეს უკმაყოფილებას სხვა საფუძველიც ჰქონია: ჯერ ერთი, ერეკლე მამის დაღუპვაში ბრალს სდებდა ქართველ თავადებს. დ. მანღოვი მოახსენებდა რუსეთის მთავრობას, რომ თეიმურაზის რუსეთში ელჩობით უკმაყოფილო არიან – «более потому, что он здесь (რუსეთში – ვ. მ.) умер якобы от данного ему в болезни неполезного медикамента, о котором бывшей от свиты в посылке в Грузии вперед куриером Пата Хатов разгласил при дворе, что когда Теймураз заболел, тогда из свиты его князь Егор Цициянов, Шио Тушиев, Зал Авалиев, Султан Бектабегов обще с князем Амилахоровым имея согласие учиня неведомо какой медикамент представили ему Теймуразу принять, и хотя де он принимать не желал, чувствуя в нем горесть, однако по совету их уверен от того пользою, выпил и ослабев от сего живот свой скончал, за что грузинской царевич и все придворные пребывают в великой злобе, не меньше и за то по евож Паты уведомлено, бутто по смерти владетеля тело его и вся свита высланы из Санктпетербурга в ночное время поневоле бесчестно и отправлены были на промедлительных подводах» (იქვე, 11–12). მეორე, ქართველებმა უთუოდ იცოდნენ, რომ რუსეთის მთავრობამ მათ მიუგზავნა მზვერავი ო. თუმანოვი, ხოლო ამჯერად საქართველოში დ. მანღოვი იყო მზვერავად გამოგზავნილი. ეს უკანასკნელი სადავო არ არის. დ. მანღოვი რუსეთის მთავრობას მოახსენებდა: «в одно время оной Мелик пришед к нему прапорщику (მანღოვთან – ვ. მ.) в квартиру говорил, что он об нем слушал от грузинцов, яко он прислан из России шпионом» (იქვე, 12).

დ. მანღოვს უგრძვნია, რომ მისი საქართველოში გაჩერება არ შეიძლებოდა და მეფისათვის უთხოვია: გამიშვი და საპასუხო წერილი გამატანეო. ერეკლეს უპასუხია: ახლა დრო არა მაქვს, ლეკები შემოიჭრნენ და კახეთს უნდა წავიდეო (ერეკლე ყაბარდოელებთან ერთად 2000 კაცით ჭარს წასულა სალაშქროდ). რომ დავბრუნდები, პასუხს მაშინ მოგცემო (АВПР, ф. Сн. России с Персией, 1763 г., д. I, лл. 11–12). მეფე 1762 წლის 16 ოქტომბერს დაბრუნებულა თბილისში; დ. მანღოვს რამდენჯერმე უთხოვია გაშვება, მაგრამ მეფე აყოვნებდა იმ მოტივით, რომ არ იცოდა, ვინ იყო რუსეთში კანცლერი, ვისთვის გაეგზავნა პასუხი; ამასთან, «никакой ласковости против прежнего оказываемо ему (მანღოვს – ვ. მ.) не было и поступано во всем огорчительно и на пропитание производим был один сухой хлеб с крайим недостатком» (იქვე, 14). რაკი შეუტყვიათ, რომ დ. მანღოვი მზვერავი იყო, მეტისმეტად ავიწროებდნენ თურმე მას: «приходя многократно в квартиру чинили ему прапорщику немалое ругательство и задоры, покушались драться, что он принужден сносить с немалой досадностию, разсуждая, что они чинили то иногда с воли царевича, и другие делали всякие озлобления и поношения Российской стороне, и едва он прапорщик ответные письма у него царевича выпросил, которые ему препоручены были в разных пакетах, а имянно государственному канцлеру сиятельнейшему графу Михаилу Ларионовичу Воронцову, астраханскому губернатору, кизлярскому коменданту, гребенскому войсковому атаману Ивану Иванову, грузинскому патриарху Антонию, живущей в Москве грузинской княгине Бегуме, причем дано было на дорожной расход пять рублев, но после на другой день чрез присланного своего придворнаго человека те письмя и деньги от него отобрал и отдал для отвозу вышеписанному бывшему куриеру Пате Хатову, которой отправлен в Россию к называющемуся армянским принцом Осипу Эмину» (იქვე, 15).

როგორც ვხედავთ, გამომჟღავნებული მსტოვარი ქართველებს შეურცხვენიათ და დაუმცირებიათ.

ერეკლეს შეუბრალებია დ. მანღოვი და 1762 წლის 3 დეკემბერს მისთვის ასეთი მოწმობა მიუცია: «Получены чрез прапорщика Дмитрия писанные из России четыре письма: одно от его сиятельства канцлера, два письма от астраханского губернатора, одно от генерала кизлярского коменданта, на которые письма в предь от нас ответы писаны будут, а ему прапорщику при нынешних числах позволение от нас дано, чтоб ехать обратно, а по сие время по приказу нашему находился здесь. Декабря 3 дня 1762 года» (იქვე, 21). საბუთს ხელს აწერდა ერეკლე.

ამით აგრძნობინა ერეკლემ რუსეთის მთავრობას, რომ მას უკეთესი დაზვერვა ჰქონდა და საჭირო იყო პატივით მოპყრობოდნენ. დ. მანღოვი სუსხიან ზამთარში, 1762 წლის 5 დეკემბერს, ხელცარიელი გაუშვიათ თბილისიდან. იგი გზაში დასწევია პაატა ხატოვს (?) და მასთან ერთად უმგზავრია ყიზლარამდე, სადაც 1763 წლის 6 იანვარს ჩასულა, ხოლო ასტრახანში – 23 იანვარს (АВПР, ф. Сн. России с Персией, 1763 г., д. I, лл. 15–16). მანღოვი ხელცარიელი ეახლა ასტრახანის გუბერნატორს: «Мангову в приеме посланных с ним из России писем дана одна расписка (ლაპარაკია ერეკლეს მიერ მიცემულ ხელწერილზე – ვ. მ.) на грузинском диалекте, которою объявляет при сем» (იქვე, 15).

რაც შეეხება ერეკლეს წერილებს რუსი მოხელეებისადმი, მანღოვის ჩვენებით, პაატა ხატოვს (ხატიაშვილს) «по приезде в Кизляр те письма все препоручены от него Кизлярскому коменданту, генерал маиору Ступишину» (იქვე), მაგრამ აღნიშნულ წერილებს, რომელთაც შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეთ ერეკლეს დიპლომატიის შესასწავლად, არქივში ვერ მივაკვლიეთ.

მანღოვის მოხსენებით უკმაყოფილო ასტრახანის გუბერნატორი რუსეთის მთავრობას 1763 წლის 18 თებერვალს მოახსენებდა: «Грузинской царевич Ираклий о пребывании в России покойнаго отца его Теймураза показывает великое неудоволствие и неблагодарность, произнося на российскую сторону в некотором нарекание» (იქვე, 8).

მიუხედავად იმისა, რომ დ. მანღოვი გამომჟღავნებული იყო, მას მაინც მეტად საყურადღებო ცნობები შეუკრებია საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნების შესახებ. დ. მანღოვის მოხსენება, რომელიც 11 პუნქტადაა ჩამოყალიბებული, ძვირფასი მასალაა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიის შესასწავლად, მაგრამ მასზე არ ვჩერდები, რადგან საკვლევ საკითხთან პირდაპირი კავშირი არა აქვს (თუმცა ეს მასალები იმასაც მოწმობს, რომ ერეკლეს ელჩობის შედეგებიდან სათანადო დასკვნები გაუკეთებია და თავისი საგარეო პოლიტიკის კურსიც უმალ ვითარებისათვის შეუხამებია). შემთხვევითი როდია, რომ ერეკლემ ელჩობის დაბრუნების შემდეგ უმალვე (როგორც დ. მანღოვის მოხსენებიდან ჩანს) ერთბაშად «უკმაყოფილოს» პოზა მიიღო. ირანის მმართველებთან და თურქეთთან მოსარიგებლად ეს საჭირო იყო. დ. მანღოვის ასე სააშკარაოზე გამოყვანაც და რუსეთით უკმაყოფილების დემონსტრირება სწორედ იმ ახალ კურსს ემსახურებოდა, რომელსაც ერეკლე 60-იან წლებში ატარებდა. რაც შეეხება ერეკლეს რუსულ ორიენტაციას, იგი არ შეცვლილა, მეფე ამინდს უცდიდა. ეს საკმაოდ ნათლად გამოჩნდა 1769 წელს.


თავი IV 

რუსეთის ქართული კოლონიის ისტორიის ზოგიერთი საკითხი (XVIII საუკ. 50–60-იანი წლების მიჯნა) 

ქართული კოლონიების ისტორია ჯერ სათანადოდ შესწავლილი არ არის. ვ. ტატიშვილის ნაშრომი «ქართველები მოსკოვში» ცნობილ მასალაზე შექმნილი პოპულარული ხასიათის მხატვრული ნარკვევი უფროა, ვიდრე ისტორიული გამოკვლევა. ამასთან, ეს წიგნი ფაქტიურად ერთი – მოსკოვის ქართული კოლონიისადმი არის მიძღვნილი და აქაც ამბების აღწერა XVIII საუკუნის დასაწყისში (არჩილ მეფეზე) წყდება. რაც შეეხება XVIII საუკუნეს, ფაქტებითა და მოვლენებით მდიდარ ეპოქას, როცა თვით მოსკოვის კოლონია თვისობრივად ახალი გახდა, წიგნში განხილული არაა (შდრ. ვ. ტატიშვილი, ქართველები მოსკოვში, თბილისი, 1959). გარდა ამისა, XVIII საუკუნეში ქართული კოლონიები გაჩნდა ყიზლარში, ასტრახანში, პეტერბურგსა და უკრაინის მთელ რიგ დაბა-ქალაქებში, რომლებიც (ლიტერატორთა მიერ ჩატარებული მუშაობის მიუხედავად) საგანგებო შესწავლას მოითხოვს. კერძოდ, დღემდე დაკვირვების საგნად არ გამხდარა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ქართველთა კოლონიზაციის მასშტაბი და ხასიათი, ქართული კოლონიის დამოკიდებულება სამშობლოსთან და ერეკლე-თეიმურაზის პოლიტიკასთან, რუსეთის მთავრობის დამოკიდებულება ქართული კოლონიის იმ ნაწილთან, რომელიც ქართლის ტახტისათვის იბრძოდა და სხვ.

ამ დიდი საკითხებიდან მხოლოდ ზოგიერთის დასმა განვიზრახე, ისიც დროის იმ მცირე მონაკვეთის ჩარჩოში, რომელსაც ეს წიგნი ეძღვნება.

რუსეთის საარქივო მასალებზე დაკვირვება გარკვეულ საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ, რომ ქართველთა გადასახლება რუსეთში, რომელმაც ვახტანგ VI საქართველოდან წასვლის შემდეგ (1724 წლიდან) ფართო ხასიათი მიიღო, XVIII საუკ. 40-იანი წლების ბოლოდან ნელდება. კიდევ მეტი, XVIII საუკ. 40-იანი წლების მიწურულიდან, როცა ქართლმა და კახეთმა ფეხზე წამოდგომა იწყო, შეინიშნება საწინააღმდეგო პროცესი: 50–60-იან წლებში ემიგრანტთა სამშობლოში დაბრუნება გახშირდა, ხოლო საქართველოდან რუსეთში გადასახლების ერთეული ფაქტებიღა გვაქვს. ამასთან, 50–60-იან წლებში რუსეთში მხოლოდ ერეკლე-თეიმურაზის პოლიტიკით უკმაყოფილო (თუ დანაშაულისათვის დასჯილ-შევიწროებული) თავადებიღა მიდიან. სამეცნიერო ლიტერატურაში ეს საყურადღებო მოვლენა, თუ არ ვცდები, შენიშნული არ ყოფილა.

ამ წიგნის დანართში დაბეჭდილი დოკუმენტებიც, თუმცა აქ დროის მცირე მონაკვეთია (1759–63 წწ.) წარმოდგენილი, ნაწილობრივ მაინც ადასტურებს ამ დებულების სისწორეს. კერძოდ, 1759–1763 წლებში, როგორც ამას მკითხველიც დაინახავს, საქართველოდან რუსეთში გადასახლებული ჩანს რამდენიმე უკმაყოფილო თავადი (ალექსანდრე იესეს ძე ბაგრატიონი და თავადი ანდრონიკაშვილი), უკან დაბრუნებულთა სია კი საკმაოდ მოზრდილია და სხვადასხვა სოციალურ ფენას მოიცავს.

ალექსანდრე იესეს ძე ბაგრატიონი (ანტონ I ძმა), როგორც თვითონ წერს, ირანში დაბადებულა. იქ გაუმაჰმადიანებიათ, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მოზრდილს მიუღია ქრისტიანობა. ანტონის გაძევების შემდეგ ერეკლესა და თეიმურაზს მისი შევიწროება დაუწყიათ, ამიტომ ალექსანდრეს თავისი უფროსი ვაჟით სამშობლო დაუტოვებია და 1759 წლის მაისში* რუსეთის მთავრობისათვის უთხოვია სამსახურში მიღება** (*დოც. ნ. ნაკაშიძე, არაპირდაპირ ცნობებზე დაყრდნობით, ფიქრობს, რომ ალექსანდრე ბაგრატიონის /ცნობილი სარდლის – პეტრე ბაგრატიონის პაპის/ რუსეთში გადასახლება 1757 წელს უნდა მომხდარიყო /შდრ. ნ. ნ ა კ ა შ ი ძ ე, ბოროდინოს გმირი, თბ., 1961, გვ. 7/, რაც, როგორც ახლა ირკვევა, ზუსტი არ ყოფილა; **ЦГАДА, ф. 178, оп. I, 1760 г., д. 18, лл. 280–281).

რუსეთის მთავრობას საგანგებოთ შეუკრებია ქართველი ბატონიშვილების რუსეთის სამსახურში (იქვე, 279, 282) მიღებასთან დაკავშირებული ცნობები და 1760 წლის 14 დეკემბერს ალექსანდრე იესეს ძის ასტრახანის ან ყიზლარის გარნიზონში განწესების გადაწყვეტილება მიუღია, ხოლო მისი ვაჟის კადეტთა კორპუსში ჩარიცხვა დაუდგენია (ЦГАДА, ф. 178, оп. I, 1760 г., д. 18, лл. 276–277). 1761 წლის 20 იანვარს რუსეთის მთავრობამ იგივე საკითხი ხელახლა განიხილა, რადგან ალექსანდრეს (ენის ცოდნის მიზეზით) გარნიზონის შტატიდან ამორიცხვა და ქართულ ან სომხურ ესკადრონში განწესება უთხოვია. მთავრობამ ეს თხოვნაც დააკმაყოფილა (ЦГАДА, ф. 178, оп. I, д. 22, 1761 г., л. 76).

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში საკმაოდ კაგრადაა ცნობილი ანტონ I გაძევების მიზეზი, მაგრამ ალექსანდრე იესეს ძე თავის მოხსენებაში სულ სხვაგვარად ხატავს ამ ამბავს: «... брат ево Александров нынешней Володимирской архиепископ (ანტონ I – ვ. მ.) в бытность еще его в Грузии стал тех владетелей от чинимаго ими разорения по должности своей увещевать и воздерживать, то они его отлуча от пастырского престола изгнали, а по отлучении онаго и его Александра стали утеснять и делать всякие обиды, стараясь как бы нибудь из Грузии выжить на прежнее жилище в Персию, что он Александр видя у них владетелей выпросился и остави в Грузии жену, двух сыновей и трех дочерей принял смелость выехать с одним шестнадцатилетним сыном Фомою* в России, под покровительство е. и. в. для благочестия и спасения себя от погибели душевной и телесной»** (*როგორც ამ დოკუმენტიდან ჩანს, ზუსტი არ ყოფილა აგრეთვე არსებული ცნობები ალექსანდრე ბაგრატიონის ოჯახის შემადგენლობის შესახებ და ნ. ნაკაშიძის მიერ შემოთავაზებული პეტრე ბაგრატიონის გენეალოგიის სქემაც ნაწილობრივ კორექტივს საჭიროებს /შდრ. ნ. ნ ა კ ა შ ი ძ ე, დას. ნაშრომი, გვ. 7–8/; **ЦГАДА, ф. 178, оп. I, 1760 г., д. 18, лл. 280–281).

იესე მეფის ნაშიერის საქართველოში ყოფნა სასურველი რომ არ უნდა ყოფილიყო კახი ბაგრატიონებისათვის, ეს სადავო არ შეიძლება იყოს. როგორც ცნობილია, შემდეგ ქართლის თავადებმა ერეკლეს წინააღმდეგ ვახტანგის უკანონო შვილის – პაატას გამოყენებაც კი სცადეს. ცხადია, ალექსანდრე იესეს ძე თავისებური მიზიდულობის ცენტრი უნდა ყოფილიყო. არც ისაა გამორიცხული, რომ ერეკლე და თეიმურაზი ერთგვარი უნდობლობით მოკიდებოდნენ ალექსანდრეს ღვიძლ ძმას, ანტონს; შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ ალექსანდრეს რუსეთში გადაბარგების შემდეგ ერეკლეს ბევრი აღარ დაუყოვნებია და 1763 წელს ანტონ I საქართველოში დაიბარა. საფიქრებელია, რომ არა მარტო თეიმურაზის გარდაცვალებას, არამედ ალექსანდრეს საქართველოდან წასვლასაც უნდა ეთამაშა გარკვეული როლი ანტონ I საქართველოში დაბრუნების საქმეში. ეს საკითხი საგანგებო შესწავლას მოითხოვს და მასზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ.

აღსანიშნავია, რომ XVIII ს. 50–60-იანი წლების მიჯნაზე საქართველოდან რუსეთს მიემგზავრება აგრეთვე თავადი ანდრონიკაშვილი, რომელიც თავისი საქციელისათვის დაუსჯიათ (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1761 г., д. I, ч. I, лл. 146–147).

მართალია, ამავე პერიოდში რუსეთში სხვა თავადებიც მიდიან, მაგრამ ისინი მალევე ბრუნდებიან სამშობლოში. მაგალითად, 1762 წელს საქართველოში დაბრუნდა თავადი დავით პავლეს ძე ბარათაშვილი, კაპიტან თომა ბარათაშვილის ძმისშვილი (მეუღლითურთ), რომელიც 1757 წელს წასულა რუსეთს (ГААО, ф. 394, оп. I, д. 2347, л. 28). 1762 წელს საქართველოში დაბრუნდა თავ. დიმიტრი ორბელიანი (აზნაურებითურთ), რომელიც 1760 წელს ჩასულა მოსკოვს თავის ნათესავთან მოხუც დედასთან ერთად, რომელიც იქვე დაუტოვებია (ГААО, ф. 394, оп. I, д. 2347, л. 54).

როგორც ცნობილია, რუსეთის მთავრობა XVIII საუკუნეში დაინტერესებული იყო ქართული კოლონიების შევსებით, რომ ჰუსართა რაზმი გაედიდებინა. ამიტომ მოსალოდნელი იყო, რომ ყირიმში გატაცებულ ქართველ ტყვეებს (რომლებიც რუსეთში გარბოდნენ) სამშობლოში დაბრუნების საქმეში ის ერთგვარ დაბრკოლებას შეუქმნიდა. მაგრამ წყაროები მოწმობენ, რომ რუსეთის მთავრობა ხელს კი არ უშლიდა, ეხმარებოდა კიდეც განაწამებ ადამიანებს (საზრდოსა და ტრანსპორტის მიცემით) სამშობლოში დაბრუნებაში. ასე მაგალითად, 1760 წელს კიევში მისულა ყირიმიდან გაქცეული ქართველი გლეხი, ამირანდო ამილახვრის ყმა, პეტრე ივანოვი (ივანიშვილი? ივანიძე?). მასთან ერთად ყოფილან ქართველები სერგო ივანოვი, დავით სენაზოვი (სანაძე?) და პეტრე ნიკოლაევი (?). კიევის საგუბერნიო კანცელარიას მათთვის 1760 წლის 22 მარტს პასპორტი მიუცია და მოსკოვს გაუსტუმრებია; დავით «სენიზა»* (სანაძე?) გლუხოვოში გარდაცვლილა (საარქივო მასალებში იგი ჯერ «სენაზოვად», შემდეგ კი «სენიზად» არის მოხსენიებული. იხ. ГААО, ф. 394, оп. I, д. 2347, л. 60); სერგო ივანოვი და პეტრე ნიკოლაევი მოსკოვიდან უმალ სამშობლოში გამოუსტუმრებიათ, პეტრე ივანოვი კი ავადმყოფბის გამო მოსკოვში დარჩენილა. 1762 წელს უთხოვია სამშობლოში გაშვება. მისი თხოვნა დაუკმაყოფილებიათ (იქვე).

1762 წლის 29 აპრილს ასტრახანში საგარეო საქმეთა კოლეგიის მოსკოვის კანტორიდან ბრძანება მიიღეს. მასში ნათქვამია: «Сего 1762-го года марта 11-го и 18-го чисел Коллегии иностранных дел в канторе явились грузинцы с данным пашпортом ис полтавской гарнизонной канцелярии Томас Мурьянов, родом из грузинскаго города Тифлиса и тифлисскаго уезда вотчины бывшаго при покойном грузинском царевиче Бакаре Вахтанговиче секретарем, грузинского князя Мелхиседека Авелича деревни Араден, и из оной деревни взят в полон лезгинцами и оными продан в Крым крымским татарам и был в полону два года и оттуда бежал и пришед в Полтаву и взяв из тамошней гарнизонной канцелярии пашпорт, с которым пришел сюда в Москву и в прошлом 1761-м году июля 10-го дня с тем пашпортом Коллегии иностранных дел в канторе явился только и до ныне по оному за болезнию ево о даче ему для проходу до Астрахани пашпорта хождения не имел; Христофор Сулханов, Иван Сергеев, Зурап, Лугарсаф, а допросом показали родом [из] грузинского города Тифлиса: Сулханов – грузинскаго дворянина сердара крестьянин и взят в полон лезгинцами и ими продан нагайским татарам, оттуда бежал; Сергеев – грузинскаго дворянина Шимшери крестьянин взят в полон лезгинцами и ими продан черкесским татарам...» (იქვე, 47).

1762 წლის 11 ივნისს მოსკოვის კანტორიდან ასტრახანში მიღებული იქნა ბრძანება ქართველი გლეხის ივანე პავლოვის სამშობლოში გაშვების თაობაზე. ბრძანებაში ნათქვამია: 1762 წლის 4 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიის მოსკოვის კანტორაში გამოცხადდა კახელი გლეხი ივანე პავლოვი (პავლიაშვილი?), რომელმაც განაცხადა, რომ იგი თავად თამაზის ყმაა; იგი კახეთიდან ლეკებს გაუტაციათ და ყირიმელი თათრებისათვის მიუყიდიათ. ყირიმიდან გაქცეულა და მისულა კიევში: «явился в тамошней губернской канцелярии с товарищи ево грузинцами Ламазою Мамулиным и Уманом Мамулиным в прошлом 1761-ом году мая 29-го дня ис которой дан им был обще пашпорт, с которым и пошли в Москву, и будучи на дороге в городе Нежине он Павлов остался за болезню, и по выздоровлении от той болезни пришел в Москву» (ГААО, ф. 394, оп. I, д. 2347, л. 61).

1762 წლის 11 ოქტომბერს მოსკოვის კანტორა ბრძანებას გზავნის ასტრახანში, რომ გაატარონ სამშობლოში მიმავალი ქართველი იღუმენი იაკობი. იაკობს მრავალი ადგილი შემოუვლია ტყვედ გატაცებული თავისი ძმის – დიაკვან თევდორეს ძებნაში და ბოლოს კიევში მიცემული პასპორტით მოსკოვში ჩასულა (იქვე, 180). 1762 წლის 12 ოქტომბერს საგარეო საქმეთა კოლეგია ბრძანებას გზავნის ასტრახანში, რათა სამშობლოში გაუშვან ქართველი აზნაური ელისე ლოლაძე, რომელიც ყირიმიდან ჩასულა პოლტავაში (სადაც გარნიზონის კანცელარიას 1761 წლის 17 სექტემბერს მიუცია პასპორტი) და, მოსკოვზე გავლით, ასტრახანის გზით საქართველოში მიემგზავრებოდა (იქვე, 188).

აღსანიშნავია, რომ ქართველი ტყვეების დახსნის საქმეში ზოგჯერ რუსეთის დიპლომატიაც ერეოდა. ასე მაგალითად, 1762 წლის 23 ივნისს კონსტანტინოპოლიდან რუსი რეზიდენტი ა. ობრესკოვი საგარეო საქმეთა კოლეგიას მოახსენებდა, რომ მას თურქეთის მთავრობამ, ყირიმის ხანის წინადადებით, წერილობით მიმართა ქ. კაფის (ყირიმშია) მცხსოვრებ მუსტაფა ლიმონ სუ ოღლუს თხოვნის გამო. საქმე შემდეგში ყოფილა: 5–6 თვის წინ ქ. კაფის მცხოვრებ მუსტაფა ლიმონ სუ ოღლუს გაქცევია სამი ქართველი ტყვე – 2 ყმაწვილი და ერთი მოწიფული ვაჟკაცი, რომლებიც ყიზლარში ჩასულან; მუსტაფა თვითონ წასულა ყიზლარში, მაგრამ უარით გაუსტუმრებიათ. შემდეგ მას ყირიმის ხანის შუამდგომლობით მიუმართავს თურქეთის მთავრობისათვის, ამ უკანასკნელს კი რუსეთის მთავრობისათვის უთხოვია: მიეწერა ყიზლარის კომენდანტისათვის, რომ ტყვე ქართველები ყირიმელ თათარს დაბრუნებოდა. მიიღო რა ა. ობრესკოვის მოხსენება, რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიამ ყიზლარის კომენდანტს გენერალ სტუპიშინს 1762 წლის აგვისტოში ასეთი ბრძანება გაუგზავნა: «... Можете и вы помянутому кефинскому жителю, будебы он сам в Кизляр приехал, или присылаемому от него поверенному якобы от себя* притом дать знать, что когда по трактату между обеими высокими империями настаящему, положено, и беглецов одной стороны не выдавать из другой, ежели они тамошней закон примут, вы тем меньше можете выдать убежавших от него грузинцев, яко природных христиан, которыя в наше местопребывание возымели»** (*XVIII საუკუნის 80-იან წლებში ქართველი ტყვეების დაცვა სახელმწიფოებრივი ურთიერთობის დონეზე იქნა აყვანილი და დიპლომატიურმა ბრძოლამაც რუსეთსა და თურქეთს შორის უფრო მწვავე ხასიათი მიიღო, რაზედაც სხვა დროს ვისაუბრებთ; **ГААО, ф. 394, оп. I, д. 2347, лл. 161–162).

ანალოგიური მასალების მოტანა შეიძლებოდა, მაგრამ ესეც ცხადყოფს, რომ ტყვედ გატაცებული ქართველები თავშესაფარს რუსეთში პოულობდნენ, შემდეგ კი რუსეთის მთავრობა ხელს უწყობდა სამშობლოში მათ დაბრუნებას. ეს კი მეტად საყურადღებო მოვლენაა და ნათელი მხარე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისა, რასაც დღემდე სათანადო ყურადღება არ მიქცევია.

XVIII საუკ. 50–60-იანი წლების მიჯნაზე ქართულ კოლონიას სამშობლოსთან რეგულარული ურთიერთობა აქვს. ხშირია როგორც რუსეთის სამსახურში მყოფთა საქართველოში ჩამოსვლის, ისე ნათესავების სანახავად საქართველოდან რუსეთში წასვლის შემთხვევები. თუმცა აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ «ნათესავების სანახავად» წასვლის საბაბით ზოგჯერ აგენტების საქმიანობაც იფარებოდა. ასე მაგ., «ნათესავების სანახავად» საქართველოში ჩამოსული ოთარ თუმანოვი ორი წლის განმავლობაში (1754–1756 წწ.) დაზვერვითი ხასიათის მასალებს აწვდიდა რუსეთის მთავრობას (ი. ც ი ნ ც ა ძ ე, ოთარ თუმანოვის მოხსენებითი ბარათები, დასახ. გამოცემა); თეიმურაზ II 1760 წ. სექტემბერში ყიზლარიდან უკრაინის ქალაქებში «ნათესავების სანახავად» («თავისი თხოვნით») გაუშვა თამაზ თურქისტანიშვილი (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1762–1763 гг., д. 3, л. I), რომელიც შემდეგ იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ «послал меня означенной царь в город Полтаву князю Туркистанову и в другие тамошние города с нужнейшими письмами» (იქვე, 15–16). ძნელია იმის თქმა, თუ რატომ დასჭირდა თ. თურქისტანიშვილს თავისი მისიის დამალვა, მაგრამ ზოგიერთი წინასწარი მოსაზრების გამოთქმა შეიძლება.

ქართველი კოლონისტები, საქართველოსთან დამოკიდებულების თვალსაზრისით, პირობით შეიძლება დავყოთ ძირითად 3 ჯგუფად:

პირველი ჯგუფი, რომელსაც ალექსანდრე ბაქარის ძე ბატონიშვილი მეთაურობდა, ქართლის ტახტისათვის იბრძოდა და კახი ბაგრატიონისადმი მტრულად იყო განწყობილი. ეს ჯგუფი ძალზე სუსტი და მცირერიცხოვანი იყო, რაც იმითაც უნდა იყოს განპირობებული, რომ მას რუსეთის მთავრობა მხარს არ უჭერდა (მასალები ალექსანდრე ბატონიშვილის ქართლის ტახტისათვის ბრძოლისა და ამ ბრძოლისადმი რუსეთის მთავრობის დამოკიდებულების შესახებ დაიბეჭდება მომდევნო წიგნში).

მეორე ჯგუფი, რომელიც კოლონისტების უმრავლესობას შეადგენდა, კმაყოფილი იყო რუსეთში მიღებული ყმა-მამულით, მტკიცედ იდგა რუსეთის სამსახურში, სამშობლოში დაბრუნებაზე აღარ ფიქრობდა, ქართლის ტახტის გარშემო წარმოებული ბრძოლისაგან თავი შორს ეჭირა (უთუოდ იცოდა რუსეთის პოზიცია) და ერეკლე-თეიმურაზის მიმართ ლოიალური იყო (ამ ჯგუფს ეკუთვნოდა ბატონიშვილების ნაწილიც, რომელთაც ქართლის ტახტზე პრეტენზია არ ჰქონიათ). ამ ჯგუფიდან ზოგიერთმა იმდენად დაუკავშირა თავისი ბედი რუსეთს, რომ საქართველოში რუსეთის დაზვერვის აგენტობაც კი იკისრა (ო. თუმანოვი).

მესამე ჯგუფი კოლონისტთა პატრიოტულად განწყობილი ნაწილი იყო, რომელსაც სამშობლო მიწის სურნელი ეწეოდა და, როგორც ჩანს, ისევ უკან დაბრუნებაზე ოცნებობდა, ამიტომ ერეკლე-თეიმურაზთან ახლო ურთიერთობაში იყო (ამ წრიდან უნდა იყვნენ ის მზვერავები, რომლებიც საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდნენ თეიმურაზსა და ერეკლეს. მართალია, ჩვენ ამ მზვერავების გვარები არ ვიცით, მაგრამ წიგნში წარმოდგენილი მასალიდან მკითხველი ნათლად დაინახავს, თუ რამდენად უდავოა ეს მოსაზრება).

ქართველი კოლონისტების ასეთი დაყოფა იმით იყო განპირობებული, რომ XVIII ს. 50–60-იან წლებში დასავლეთის ამბებით დაკავებული რუსეთი საქართველოს საქმეებში არ ერეოდა, ცდილობდა კავკასიაში სიმშვიდე შეენარჩუნებინა, რომ თურქეთისათვის არ მიეცა ირანის საქმეებში ჩარევის საბაბი.

ამიტომ რუსეთი ქართლის ტახტის მაძიებლებს არა თუ არ სწყალობდა, 50–60-იან წლებში საქართველოში წამოსვლის ნებასაც არ აძლევდა, რითაც ფაქტიურად ერეკლე-თეიმურაზის მხარდამჭერის როლში გამოდიოდა (თეიმურაზის გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო ნათელი გახდა რუსეთის პოზიცია. სამძიმრის წერილით რუსეთის მთავრობამ ერეკლე ქართლ-კახეთის მეფედ აღიარა, რითაც ყველასათვის ცხადი უნდა გამხდარიყო, რომ კახი ბაგრატიონების ქართლის მფლობელად ცნობის საქმეში რუსეთის ფორმალური ორჭოფობაც კი დამთავრდა. ამიტომ იყო, რომ ალექსანდრე ბაქარის ძემ რუსეთის დატოვა და XVIII საუკ. 60–80-იან წლებში მაჰმადიანურ ქვეყნებზე /ირანი, დაღესტან-აზერბაიჯანის სახანოები/ დაყრდნობით ცდილობდა ქართლის ტახტის ხელში ჩაგდებას, რაც მარცხით დამთავრდა. ამ მარცხში ერეკლეს გარდა, რუსეთმაც გარკვეული როლი ითამაშა, რაც მომდევნო წიგნებში დაბეჭდილი დოკუმენტებით ცხადი გახდება. გარდა ამისა, რუსეთი XVIII საუკ. მეორე ნახევარში საქართველოში შინაპოლიტიკური ბრძოლების ჩამქრობის როლშიც გვევლინება. მართალია, ამ შემთხვევაში დიდმპყრობელობას თავისი მიზნები ამოძრავებდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ერთ-ერთი ნათელი მხარეა, რასაც დღემდე სათანადო ყურადღება არ მიქცევია. კიდევ მეტი, ზოგ ავტორს ისიც კი ეჩვენებოდა, თითქოს რუსეთი ერეკლეს დასუსტებით იყო დაინტერესებული, რაც სინამდვილეს არ შეეფერება).

რაც შეეხება ერეკლესა და თეიმურაზს, ისინი ქართველ კოლონისტთა პატრიოტულ ნაწილთან მჭიდრო ურთიერთობაში იყვნენ, წყალობას პირდებოდნენ და მათი მეშვეობით საჭირო ინფორმაციას აგროვებდნენ; მათივე მეშვეობით ქართლის ტახტისათვის მებრძოლთა რიგებს თიშავდნენ, ამ უკანასკნელთა პოზიციებს ასუსტებდნენ.

ამ მოსაზრების სასარგებლოდ უნდა ლაპარაკობდეს თამაზ თურქისტანიშვილის მისიის დაფარვა და ამ წიგნში წარმოდგენილი სხვა მასალები. ისიც შეინიშნება, რომ თეიმურაზი და ერეკლე დიპლომატიურად ელოლიავებოდნენ თვით ვახტანგ VI შთამომავლობას და ცდილობდნენ «დაემტკიცებინათ» ბატონიშვილებისათვის, რომ ერეკლე-თეიმურაზის წარმატებანი მათთვის «უსარგებლო» არ იქნებოდა.

ვახტანგის შთამომავალთა ერთი ნაწილი, რომელსაც ესმოდა, რომ ერეკლესა და თეიმურაზს ქართლი საკმაოდ მაგრად ეჭირათ ხელში და რუსეთის მთავრობაც საქართველოს საქმეებში ჩარევას არ ფიქრობდა, გრძნობდა – ქართლში დაბრუნებაზე ფიქრი ფუჭი ოცნება იყო. ამიტომ ისინი საბოლოოდ შეურიგდნენ მომხდარ ფაქტს და თეიმურაზს ისე შეხვდნენ რუსეთში, როგორც ნათესავს. მხოლოდ ალექსანდრე ბაქარის ძე და მისი თანამოაზრე რამდენიმე თავადი, რომელთაც რეალური ვითარება ჯეროვნად ვერ შეეფასებინათ, ერეკლესადმი მტრობაზე ხელს კვლავ არ იღებდნენ.

დასასრულ, საყურადღებოა ერთი მომენტიც. როგორც ჩანს, ერეკლესა და თეიმურაზს კარგად ესმოდათ რუსეთის პოზიცია. შემთხვევითი არ უნდა იყოს ის, რომ ალექსანდრე იესეს ძეს ნება დართეს გადასახლებულიყო რუსეთში და არა სხვა ქვეყანაში. 

ბლოგისთვის მასალა მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა