Monday, October 24, 2016

ნიკოლოზ დუბროვინი – კავკასიაში ომისა და რუსების მფლობელობის ისტორია – ტომი III

(ნაწილი VI) 

თავი XIV 

(ავარელი ომარ-ხანის საქართველოში შემოჭრა. – ლაზარევის ბრძოლა ლეკებთან მდინარე ივრის ნაპირზე, სოფელ კაკაბეთთან და მოწინააღმდეგის განდევნა.)

დამშვიდდა რა სპარსელთა შემოჭრასთან მიმართებით, საქართველო ახალი მტრის მუქარის ქვეშ აღმოჩნდა, რომელიც სამეფოს საზღვრებთან მოვიდა.

ავარელ ომარ-ხანს, გერგილიან, ვაჟკაც და მამაც ადამიანს ჰქონდა უნარი, რომ ყოველი გარემოებით თავისთვის ხელსაყრელად ესარგებლა და ამით მეზობლებში დიდი მნიშვნელობა შეიძინა. მისი საკუთარი სამფლობელოები უმნიშვნელო იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი გახლდათ ის გავლენა, რომლითაც იგი იმ ხალხებს შორის სარგებლობდა, ვისთვისაც მტაცებლობა ერთადერთ მიზანსა და საქმიანობას შეადგენდა. ომარ-ხანი ამ ხალხებს შორის ერთგვარად დაღესტნის მბრძანებელი გახლდათ. ომარის სულ უმცირესი მოძრაობის ან ღონისძიების დროსაც კი, მთიელ მტაცებელთა მთელი ხროვა, რომლებიც ბრმად იყვნენ მასთან დაკავშირებულნი, მისი ლაშქრის რიგებში დგებოდა. ამის გამო, ბევრი წვრილი მფლობელის ხვედრი ომარ-ხანზე იყო დამოკიდებული, რომელიც ხშირ შემოჭრებს ახდენდა საქართველოში და ძლიერ მფლობელთაგანაც იმას ემსახურებოდა, ვინც უფრო მეტს უხდიდა (Изъ описанiя Грузiи Коваленскаго. См. Акты Кавк. Арх. Комм., т. I, стр. 122).

თუმცა კი აპირებდა ომარ-ხანი საქართველოში შეჭრას, მაგრამ თავის განზრახვებს მალავდა, რის გამოც რუსეთის მფარველობას ეძიებდა და, ემზადებოდა რა უკვე მტრული მოქმედებებისთვის, მფარველობის შესახებ მოლაპარაკებებისთვის კნორინგთან თავისი დესპანი გამოგზავნა.

გენერალი კნორინგი ითხოვდა ნებართვას, რათა ელჩი ს.-პეტერბურგში გამოეგზავნა (Рапортъ Кнорринга Государю Императору 3-го августа 1800 г. Моск. Арх. Инсп. Деп.), ამასთან წერდა, რომ გიორგი მეფე ავარელ ომარ-ხანს ხარკის სახით ყოველწლიურად 5.000 მანეთს უხდიდა ერთადერთი მიზნით, რომ მისი შემოჭრებისგან თავი დაეხსნა.

1800 წლის 26 აგვისტოს რესკრიპტით ნებართვა იქნა მიცემული, რათა ავარელი ელჩი ს.-პეტერბურგში გამოეგზავნათ (Рескриптъ Кноррингу 26-го августа. С.-Петербургскiй Арх. Инсп. Деп. Книга № 19); მაგრამ იმაზე უწინ, სანამ ეს ნებართვა კავკასიას მიაღწევდა, საქართველო თავისთან ხანის შემოჭრას უკვე მოელოდა.

აგვისტოს ბოლოს მიღებულ იქნა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ომარი, შეუერთდა რა ყაზიყუმუხის ხანსა და აქუშის ყადის, სოფელ ბელაქანს მოადგა, რომელიც საქართველოს საზღვარზე მდებარეობდა (Письмо Лазарева Кноррингу 24-го августа. Тифлисскiй Арх. Канц. Наместника). გიორგი სთხოვდა ლაზარევს ორი ბატალიონით კახეთში შესულიყო და ეკითხებოდა, თავად მას რა გაეკეთებინა. ლაზარევი ამ მოძრაობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებდა და ვარაუდობდა, რომ ომარ-ხანმა აბას-მირზას უკან დახევისა და რუსული ჯარების მოსვლის შესახებ ჯერ კიდევ არ იცოდა. მიუხედავად ამისა, იგი სთავაზობდა მეფე გიორგის ქიზიყისა და მის მახლობლად მდებარე სოფლების მცხოვრებნი, რომლებიც ტფილისში იმყოფებოდნენ, თავიანთ სახლებში გაეშვა, რათა ომარ-ხანის თავდასხმის შემთხვევაში მათ საზღვარი დაეცვათ, და რაც მთავარია იმისთვის, რათა მათ რუსული ჯარებისთვის დამზადებული პროვიანტი ტყუილა-უბრალოდ არ გაენადგურებინათ, და ამასთან არც ეპიდემიის განვითარების მიზეზად ქცეულიყვნენ, ვინაიდან მათ შორის მეტად გადამდები და საშიში ფაღარათი გამოვლინდა. ამასთან ერთად გენერალი ლაზარევი ურჩევდა მეფეს ლეკების წინააღმდეგ 2.000 ადამიანის რიცხოვნების თავისი კახური ჯარები გაეგზავნა, და შეატყობინა, რომ ორი ბატალიონი, მათ კუთვნილ არტილერიასთან ერთად, მიდის ქართული ჯარების გაძლიერებისთვის, რომლებიც, ცნობების მიხედვით, მდინარე ალაზანთან იკრიბებიან. ლაზარევი სთხოვდა მეფეს რუსული ჯარებისთვის პროვიანტი დაემზადებინა და განსაკუთრებული მონდომებაც გამოეყენებინა იმისთვის, რათა იგი (ლაზარევი – ი. ხ.) “ამ მხრივ უზრუნველყოფილ” ექნა.

მალევე ამის შემდეგ, გიორგის ვაჟი, ბაგრატ ბატონიშვილი, რომელიც ქიზიყში (სიღნაღში) იმყოფებოდა, წერდა მამას (Письмо Баграта Георгiю 8-го сентября 1800 г. Тифл. Арх. Канц. Нам.), რომ ომარ-ხანი კარახის მთაზე მოვიდა. თავკაცების რჩევით, ქართველებმა გადაწყვიტეს, რომ მთელი ქიზიყი და მახლობელი სოფლების მცხოვრებნი სიღნაღის ციხესიმაგრეში შეკრებილიყვნენ. მცხოვრებნი ითხოვდნენ, რათა გიორგის მათთან დავით ბატონიშვილი გაეგზავნა, “და მეც მოგახსენებთ, – წერდა ბაგრატი, – რომ მთელი კახეთის განკარგვა არ შემიძლია”.

ბაგრატ ბატონიშვილი სთხოვდა მამას მისთვის ტყვია, დენთი და “მცხოვრებთა გამამხნევებელი ბრძანება” გაეგზავნა.

გადიოდა რა სალაშქროდ, ლაზარევმა ტფილისში წესრიგისა და სიწყნარის შენარჩუნებისთვის, აქ რაზმით პოლკოვნიკი კარიაგინი დატოვა. იგი სთხოვდა მეფეს კარიაგინისთვის ყარაულების საგანგებო სიმკაცრით გამწესების შესახებ დაედასტურებინა, “რათა, ჩემი არყოფნის შემთხვევაში, რაიმე შინაგანი თავდასხმა არ მოხდეს” (Письмо Лазарева Георгiю 27-го сентября 1800 г. Тифл. Арх. Канц. Наместника).

“რაც ყაზახელებს შეეხებათ, – წერდა ლაზარევი გიორგი მეფეს, – მე ვვარაუდობ, ბრძანოთ მათგან იმათი ცოლები და შვილები, რომელთა ერთგულებასა და გულმოდგინებაზე დანდობა არ შეიძლება, უსაფრთხოების საბაბით აქ ქალაქში ჩამოიყვანოთ და ამანათების სახით იყოლიოთ, იმ დრომდე, სანამ საგარეო და საშინაო გარემოებები სრული სიწყნარისა და უსაფრთხოების მხარეს არ გადაიხრება. ხომ არ ინებებთ თავად სოლომონ ავალიშვილის ყაზახში გაგზავნას, რათა იქ მან რაც შეიძლება მეტი ჯარები შეკრიბოს, ხოლო შემდეგ კი მათთან ერთად ქიზიყში ჩავიდეს, სადაც, როგორც თქვენი უმაღლესობისთვის ცნობილია, ბატონიშვილ ვახტანგ ერეკლეს ძისადმი ჩემი მიმართვის მიხედვით, მისი ჯარებიც მალე იქნება გაგზავნილი”.

ოქტომბრის დასაწყისში მიღებულ იქნა ცნობა, რომ ომარ-ხანი ვარუდობდა განჯაზე დაძვრას განჯელი ჯავად-ხანის დასამხობად (Рапортъ Лазарева Кноррингу 6-го октября 1800 г., № 29. Тифл. Арх. Канц. Наместника). ამის კვალდაკვალ მოსული ცნობების მიხედვით, იგი თავისი ჯარებით მდინარე ალაზნის მახლობლად ველზე გამოვიდა, რომელსაც თოღაი ეწოდებოდა (Рапортъ его же отъ 7-го октября, № 30. Тамъ же).

მასთან ქართველი ბატონიშვილის ალექსანდრეს მოსვლას მოელოდნენ.

როცა სპარსელები თავიანთ ფარგლებში წავიდნენ და ბატონიშვილს საქართველოში შემოჭრაზე მათი დაყოლიების იმედი უკვე აღარ ჰქონდა, მაშინ იგი, დატოვა რა სპარსული ბანაკი, შუშაში გაემგზავრა, სადაც ხუთი კვირა “სრული კმაყოფილებით იცხოვრა” (Показанiе Турманидзева, бывшаго съ царевичемъ. Тифл. Арх. Канц. Нам.). სწორედ ამავე დროს მოვიდა შუშაში ომარ-ხანის სარდალი, რომელმაც მოახერხა დაეყოლიებინა ბატონიშვილი მის ბანაკში გამგზავრებულიყო. გადმოლახა რა მდინარეები მტკვარი, იორი და ალაზანი, ალექსანდრე ომარ-ხანთან მივიდა, რომელიც თავისი ჯარებით ალაზნის პირას იდგა. ომარ-ხანმა როგორც ალექსანდრე ბატონიშვილი, ისე მასთან ერთად ჩასული შუშელი იბრაჰიმ-ხანის ვაჟიშვილიც მეტად ალერსიანად მიიღო (Письмо царевича, приложенное къ донесенiю Лазарева отъ 25-го октября 1800 г. Тифл. Арх. Канц. Нам.).

მიტროპოლიტისადმი თავის წერილში (Письмо царевича къ митрополиту 23-го октября) ალექსანდრე წმ. ნინოს საფლავს იფიცებდა, რომ იქ სულაც იმისთვის კი არ ჩამოვიდა, რომ საქართველო აეოხრებინა, არამედ რათა საკუთარი უფლებები დაეცვა.

ქართულმა ჯარებმა მიიღეს ბრძანება ბრძოლისთვის მომზადებულიყვნენ. მათი გაძლიერებისთვის დაძვრას დაპირდა ლაზარევიც პოლკითა და 60 კაზაკით. ბაგრატ ბატონიშვლმა, რომელიც მოწინააღმდეგის მოგერიებისთვის ზომების მისაღებად სიღნაღში იყო გაგზავნილი, შეატყობინა ლაზარევს (Письмо царевича Баграта Лазареву 12-го октября 1800 г. Тамъ же), რომ ომარ-ხანი თავისი ჯარებით მდინარ ალაზნის მოპირდაპირე ნაპირზე დგას, ურდოს ფონთან. ბაგრატი სიღნაღს ამაგრებდა, სთხოვდა ლაზარევს მის დასახმარებლად ეჩქარა და ჰპირდებოდა მისთვის პროვიანტი და ფურაჟი დაემზადებინა.

ოქტომბრის შუა რიცხვებში ავარიის ხანმა დავით ბატონიშვილს წერილი გამოუგზავნა, რომელში საქართველოს წინააღმდეგ თავისი მტრული მოქმედებების მიზეზი გამოთქვა. ომარი ამბობდა, რომ მან იმიტომ შეკრიბა ჯარები და საქართველოს საზღვრებთანაც მოვიდა, რომ სამჯერ იქნა მოტყუებული გიორგის მიერ, რომელიც მას ხარკს არ უხდიდა. “როგორც თქვენ თქვენს წერილში, – წერდა ხანი, – მიწოდებთ მე მამას, თუ დადგებით თქვენს სიტყვაზე და ჩვენს ფულს არ დაგვიჭერთ, მაშინ მე ჩემი ჯარებით ქვემოთკენ წავალ. ორი დღის შემდეგ თქვენი ბიძა ალექსანდრე ბატონიშვილი აქ მოვა, რომელმაც ბაბა-ხანისგან შიკრიკის ხელით მიიღო ფირმანი, სადაც წერია, რომ რამდენიც მას, ბატონიშვილს, ჯარები და მათთვის პროვიანტიც დასჭირდება, გამოგზავნილ იქნება. 

თქვენ თავად იცით, რომ თუ მე ჯარით უკან გავბრუნდები, მაშინ ვერც ბაბა-ხანი და ვერც ალექსანდრე ბატონიშვილი ჩემს გარეშე თქვენს საზღვრებში შემოსვლას ვერ გაბედავენ” (Письмо Омаръ-хана царевичу Давиду).

ვარაუდობდა რა, რომ ალექსანდრე ბატონიშვილი, ქიზიყში მოსვლის შემდეგ, კახელებისა და ქიზიყელების აღელვებას დაიწყებდა, და რომ ბატონიშვილის ძმები ასევე შეეცდებოდნენ შინა მღელვარებები მოეხდინათ, დავითი სთხოვდა კნორინგს კახეთში იოანე ბატონიშვილი გამოეგზავნა. “თუ იოანე ბატონიშვილი კახეთში იქნება, – წერდა დავითი (Кноррингу, 13-го октября. Георг. Арх. Коменд. Правл.), – მაშინ ხალხი დარწმუნებული, მშვიდი და მხნე იქნება, და ამიტომ (ალექსანდრე ბატონიშვილისთვის) მათგან პირობების მიღება (უკვე) შეუძლებელი გახდება”.

ომარ-ხანის ჯარები ამასობაში დღითი-დღე მრავლდებოდა; მაგრამ რადგანაც მათი უმეტესი ნაწილი ცხენოსნებისგან შედგებოდა, რომელთათვისაც ფურაჟი დამზადებული არ ყოფილა, ამიტომ ხანი იძულებული იყო ისინი სხვადასხვა ადგილას მიმოეფანტა. ძალებისთვის ერთ ადგილზე თავის ეს ვერმოყრა, და ამის საწინააღმდეგოდ მათი გაფანტვა იყო იმის მიზეზი, რომ არ შეიძლებოდა ზუსტად განსაზღვრა, თუ რომელი მიმართულებით ვარაუდობდა ომარ-ხანი თავისი ჯარების დაძვრას, და რამდენად დიდი იყო მათი რიცხოვნება.

მალევე მიღებულ იქნა ცნობები, რომ ომარ-ხანი მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე გადმოვიდა, სადაც, გაჩერდა რა ორ დღეს, ყარა-აღაჩისკენ დაიძრა.

“იჩქარეთ ღვთის გულისათვის, – წერდა ლაზარევს იოანე ბატონიშვილი (Отъ 25-го октября 1800 г. Тифл. Арх. Канц. Наместн.), – რომ აქ, მოწინააღმდეგის თავდასხმების დასწრებისთვის, წინასწარ მოხვიდეთ, რათა, ამასობაში, ჩვენი საქმე არ წახდეს. მოაწყვეთ ისე, რომ თავად ქალაქში, ისევე როგორც აქაც, სათანადოდ იქნას ყველაფერი განკარგული”.

მოიწვია რა ვახტანგ ბატონიშვილი (Письмо Лазарева царевичу Вахтангу отъ 26-го октября 1800 г., № 56) და მელიქი აბოვი (Письмо мелику Абову отъ того же числа), მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებისთვის, ლაზარევი 29 ოქტომბერს ქიზიყის პროვინციაში, მდინარე ალაზნისკენ დაიძრა. თავისი ეგერთა ბატალიონის გარდა, მან გენერალ-მაიორ გულიაკოვის პოლკის ნაწილი და ყველა კაზაკი წაიყვანა, ათი ადამიანის გამოკლებით, რომლებიც ტფილისში სხვადასხვა ადგილებში გაგზავნისთვის დარჩნენ (Рапортъ Лазарева Кноррингу отъ 25-го октября, за № 53, и 28-го октября Государю Императору. Моск. Арх. Инсп. Деп.). რაზმი 45 შტაბ და ობერ-ოფიცრისა და 1177 დაბალი ჩინისგან შედგებოდა* (*დაწვრილებით რაზმში იმყოფებოდნენ: მუშკეტერთა გულიაკოვის პოლკიდან: 22 შტაბ და ობერ-ოფიცერი, 35 უნტერ-ოფიცერი, 515 რიგითი, 82 არასამწყობრო; ლაზარევის პოლკიდან: 21 შტაბ და ობერ-ოფიცერი, 38 უნტერ-ოფიცერი, 320 რიგითი, 56 არასამწყობრო, 62 კაზაკი და არტილერიის მომსახურების 69 ადამიანი)

თუმცა კი, არ შესულა რა მტრულ მოქმედებებში, ლაზარევი ეკითხებოდა ომარ-ხანს, თუ რამ წაახალისა იგი საქართველოს ფარგლებში შემოჭრილიყო და ამით თავისი ფიქრებისა და სურვილების ცვლილება გამოევლინა (Письмо Лазарева Омаръ-хану 1-го ноября. Тифл. Арх. Канц. Наместн.). როგორ შეათანხმებდა ამ საქციელს რუსეთის მფარველობის ძიებასთან, რომელზედაც უკვე იყო იმპერატორის ნებართვა, და ეს ხანს კიდეც ეცნობა. გენერალი ლაზარევი ავარიის ხანს ეკითხებოდა: გადაწყვიტა თუ არა უფრო აქეთ შემოუტიოს, თუ, სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად, თავის სახლში მშვიდობით დაბრუნდება?

ურჩევდა რა აერჩია ის, რაც უფრო უკეთესი და სასარგებლოა ხანისთვის, ლაზარევი აფრთხილებდა, რომ რამდენადაც სურს მას მშვიდობა და თანხმობა, იმდენადვე, პირიქით, “როცა ჩემი შეგონებანი თქვენზე ვერ იმოქმედებს, შეუბრალებელი ვიქნები”. 

ომარი პასუხობდა, რომ მას პირადად არა აქვს და არც სურს ჰქონდეს არანაირი მტრული მოქმედებები რუსეთის წინააღმდეგ (Письмо Омаръ-хана Лазареву 1-го ноября. Тамъ же), მაგრამ რომ მასთან მოვიდა ალექსანდრე ბატონიშვილი და რომ, მიიღო რა იგი სტუმართმოყვარეობის ვალდებულებით, საჭიროდ თვლის მას დახმარება და თანადგომა აღმოუჩინოს. “მე არ მსურდა, – წერდა ხანი, – თქვენთან მქონოდა რაიმე, მხოლოდ მეგობრობის გარდა; მაგრამ რა ვქნა, როცა ღმერთმა ეს საქმე ასე მოაწყო... თუ იგი (ალექსანდრე ბატონიშვილი) შერიგებაზე დათანხმდება, მე მასთან ერთად კმაყოფილი ვიქნები, იმ მიზეზით, რომ მის ჩემი სტუმარია და მე დახმარება მთხოვა, ხოლო თუ იგი კმაყოფილი არ იქნება, მეც ასევე ვერ ვიქნები... არ შეწყვიტოთ ჩემთან ურთიერთობები თქვენი განზრახვების შესახებ ისე, როგორც ეს მეგობრებისთვისაა დამახასიათებელი”. 

ასეთ ნაირად, მიზეზს, რომელმაც იგი წაახალისა საქართველოს წინააღმდეგ მტრულად ემოქმედა, ომარი ალექსანდრე ბატონიშვილს აკისრებდა. ლაზარევი წერდა ბატონიშვილს (Письмо Лазарева царевичу Александру 5-го ноября. Тамъ же), სთხოვდა და ურჩევდა ტფილისში დაბრუნებულიყო, ჰპირდებოდა რა მას სიმშვიდესა და უსაფრთხოებას და გამოთქვამდა იმედს იგი მეფე-ძმასთან შეერიგებინა, რომელიც ბატონიშვილს მამულებსა და მთელ საკუთრებას დაუბრუნებდა. ლაზარევი ალექსანდრეს არწმუნებდა, რომ იგი იმპერატორ პავლე I-ის პატიებას მიიღებდა.

ბატონიშვილი თავისი ძმის გიორგის შევიწროვებებზე მიუთითებდა, იმაზე, რომ მან მას და მის ძმებს მამულები ჩამოართვა და ისინი თავის შვილებს დაურიგა. “სანამ ცოცხალი ვარ, – წერდა იგი, – მე ჩემს საუფლისწულო მამულსა და გლეხებზე არ ვიტყვი უარს და უნდა ვიწვალო მათ გამო, სანამ ცოცხალი ვარ... როგორ მოვიქცე, რათა მისი (გიორგის) მტრების ამხანაგი არ შევიქნა?”

დარეჯან დედოფალი, ისე ჩანდა, ასევე არწმუნებდა თავის ძეს რუსეთის იმპერატორის სურვილების საწინააღმდეგოდ არაფერი ეღონა და თავისი საგვარეულო არ შეერცხვინა. დედა გარეგნულად ჰკვირობდა ვაჟიშვილის საქციელს და სთხოვდა მას გაეხსენებინა, რომ მისი მამა, განსვენებული ერეკლე, ყოველთვის თავს არიდებდა მოწინააღმდეგეთ, რომლებიც “სრულიად რუსეთის ხელმწიფეს უკმაყოფილებას აყენებდნენ”. 

სინამდვილეში კი დარეჯანი ყველაფერში თავად არიგებდა თავის ძეს და ურჩევდა მას მყარად დამდგარიყო.

“მე იმედი მაქვს, – პასუხობდა ყველაფერ ამაზე ალექსანდრე ლაზარევს (Отъ 6-го ноября 1800 г. Тифл. Арх. Канц. Нам.), – მალე ვნახავ უფროს ძმებს, და რის შესახებაც თქვენ მეკითხებოდით, იმაზე მათგან ყველზე უფრო სრულ პასუხს მიიღებთ. ჩვენ არასოდეს ვერევით ისეთ საქმეში, რომელიც ხელმწიფის წინააღმდეგაა, და ახლაც არა გვაქვს საჭიროება, რომ მის ჯარებს ვებრძოლოთ. ღვთის წყალობით, ჩვენ შევეცდებით, უფრო უკეთ და გულმოდგინედ ვემსახუროთ ხელმწიფე იმპერატორს, და მის ჯარებთან არასოდეს არ ვიბრძოლებთ, და თუ თქვენ თავად არ აიღებთ ხელს ჩვენს დევნაზე, ჩვენ ყველაფრის შესახებ, რასაც თქვენ გააკეთებთ, ხელმწიფე იმპერატორს დაწვრილებით მოვახსენებთ”.

მიემგზავრებოდა რა ავარელთა ბანაკში, ალექსანდრემ შიკრიკი გაუგზავნა ბაბა-ხანს, სთხოვდა მას დახმარებას და ჰპირდებოდა, წარმატებისა და ტფილისის დაუფლების შემთხვევაში, საქართველო სპარსეთის მბრძანებლის ქვეშევრდომობაში გადაეცა. თუმცა კი ბაბა-ხანმა, ემადლიერებოდა რა ბატონიშვილს და მის განზრახვასაც იწონებდა, დახმარების მიცემაზე უარი უთხრა, იმ საბაბით, რომ თავად საქმეებითა და ხორასანში უწესრიგობებით არის დაკავებული (Показанiе Захарiя Джораева. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 285).

სანამ მოლაპარაკებები მიდიოდა, ჩვენი რაზმი საზღვრისკენ მიიწევდა და 1-ლ ნოემბერს კახეთის სასაზღვრო ციხესიმაგრე სიღნაღამდე მიაღწია. 2 ნოემბრის საღამოს, სიღნაღიდან 16 ვერსზე მოწინააღმდეგის ბანაკის კოცონები მოჩანდა. მთელი ეს დღე ლაზარევმა ადგილმდებარეობის დათვალიერების, სიღნაღის გამაგრების, მცხოვრებთა გამხნევებისა და ქართული ჯარების მოგროვებისთვის გამოიყენა, რომელთა ნაწილიც ბაგრატ ბატონიშვილთან ერთად უკვე მოსულიც იყო.

– თქვენ რამდენი ჯარი გყავთ? ჰკითხა ლაზარევმა ბაგრატს.

– სამი ათასამდე იქნება, პასუხობდა ბაგრატი.

მაგრამ ამ უმნიშვნელო რიცხვის ქართველობაც კი მეტად ცუდად იყო შეიარაღებული: ბევრ მათგანს, იარაღის ნაცვლად, თან მხოლოდ შინდის ჯოხები ჰქონდა.

ლაზარევისა და დარეჯან დედოფლის წერილებით წარგზავნილმა ომარი ყარა-აღაჩში იხილა, სადაც ხანს 15.000 ადამიანამდე ჰყავდა შეკრებილი. წაიკითხეს რა წერილი, ომარ-ხანმა და ალექსანდრე ბატონიშვილმა საბჭო შეკრიბეს. ალექსანდრე ურჩევდა კალაგირზე წასულიყვნენ, მაგრამ ლეკი უფროსები საგარეჯოზე მოძრაობას მოითხოვდნენ. უკანასკნელი მოთხოვნა იქნა მიღებული (Показанiе Турманидзе 7-го декабря 1800 г.). გამოივლიდნენ რა “საგანგებო გზით”, გადაწყვეტილი იყო უწინარეს ყოვლისა 2.000 კაცით პატარა ადგილი (местечко) საგარეჯო დაეკავებინათ, ხოლო დანარჩენი ჯარები, გაყოფდნენ რა ორ ნაწილად, ერთი ტფილისზე დაეძრათ, მეორე კი, გადმოვიდოდნენ რა მდინარე მტკვარზე, იმერლებთან და ალექსანდრეს ძმების, ვახტანგ, იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილების ჯარებთან შესაერთებლად წაეყვანათ. დამკვიდრდებოდა რა ამ მხრიდან საქართველოში, ხანი ფიქრობდა შემდეგ, უფრო მეტი წარმატებისთვის, ეს რაზმიც ტფილისზე გამოეგზავნა, რათა ქალაქისთვის ორი მხრიდან შემოეტიათ.

ომარის ჯარები ცუდ მდგომარეობაში იყვნენ. პროვიანტი ცოტა ჰქონდათ, ფურაჟი კი სრულებით არ გააჩნდათ. პროვიანტს ჭარ-ბელაქნელებისგან ყიდულობდნენ, ფურაჟის მაგივრობას კი საძოვარი ბალახი უწევდათ. რაც უფრო ახლოს მოდიოდა ავარიის ხანი საქართველოს საზღვრებთან, მისი ჯარების მდგომარეობა მით უფრო გაძნელებული ხდებოდა. ჯარებს ნება მიეცათ თავიანთთვის სურსათი თავად შეეძინათ. “მისი მდგომარეობა, – მოახსენებდა ლაზარევი, – ისეთია, რომ დღისით უმეტესი ნაწილი ნადირობითაა დაკავებული, ღამით კი სძინავთ, ზოგს ფეხზე გახდილად, სხვებს კი როგორც სურთ, და რომ ყველაფერი თავის ნებაზეა მიშვებული”.

არ სურდა რა ნება მიეცა მოწინააღმდეგისთვის ქვეყნის სიღრმეში შემოჭრილიყო, ლაზარევი 4 ნოემბერს ქართულ ჯარებთან ერთად წინ დაიძრა. დაშორდა რა სიღნაღს 12 ვერსზე, რაზმი ომარ-ხანთან წარგზავნილის დაბრუნების მოლოდინში გაჩერდა. ხანის არადამაკმაყოფილებელმა პასუხმა აიძულა ლაზარები გადაჭრით ემოქმედა. გენერალ-მაიორ გულიაკოვისა და იოანე ბატონიშვილის მონაწილეობით, შედგენილ იქნა შეტევის გეგმა, რომლის მიხედვითაც რაზმი 5 ნოემბერს ლეკებთან შესახვედრად დაიძრა და საღამოს მოწინააღმდეგისგან ექვს ვერსზე გაჩერდა.

გამთენიისას მეწინავე პიკეტებმა შეატყობინეს, რომ მოწინააღმდეგე იმ ხეობებით გაეცალა, რომლებიც მისი ბანაკის მარცხნივ იმყოფებოდა, რომ, გაიარა რა ისინი, უკვე გაშლილ ადგილზე გავიდა და იმ მთაგრეხილის მარცხენა მხარის გაყოლებით, რომელიც ხეობებს ებჯინებოდა, გრძელი რიგებით მდინარე იორისკენ გაეშურა.

ლაზარევს რაზმი უკან უნდა მოებრუნებინა და უკვე გამოვლილი გზით მოწინააღმდეგის პარალელურად დაძრულიყო. იგი ფიქრობდა, გაივლიდა რა მთებსა და ხეობებს, მისთვის ფლანგში შეეტია და მისი შემდგომი შემოტევა აღეკვეთა. ადგილმდებარეობის მოუხერხებლობა იყო იმის მიზეზი, რომ მთელი დღის განმავლობაში არც ერთ მხარეს არ შეეძლო მოწინააღმდეგესთან შეხებაში მოსულიყო.

7 ნოემბერს გამთენიისას ლაზარევმა მოახერხა მოწინააღმდეგეს ორ ვერსზე მიახლოებოდა, რომელიც მდინარე იორის მარჯვენა ნაპირზე სოფელ კაკაბეთის (Кагабетъ) მახლობლად იდგა. დაიკავა რა საკმაოდ ხშირი ტყის ნაპირი, ომარ-ხანმა ბრძანა მის გაყოლებაზე ბანაკის კოცონები დაენთოთ, ხოლო ცხენოსანი ჯარის ნაწილი კი ახლომდებარე სოფლების დასაკავებლად გაგზავნა, საიდანაც ფიქრობდა თავისი ჯარები პრივიანტითა და ფურაჟით მოემარაგებინა. ჩვენი რაზმი სწორ ადგილზე განლაგდა, რომელსაც სამხრეთიდან მდინარე იორი შემოსაზღვრავდა, დასავლეთიდან ხრამი, ჩრდილოეთიდან დაბალი მთები, რომლებიც თელავამდე გრძელდებოდნენ, აღმოსავლეთიდან კი მთის ნაკადულები. დაბლობის გაყოლებით მიემართებოდა გზა მდინარე იორისკენ. გადაუხვია რა გზიდან მარცხნივ, ჩვენი რაზმი ორ კოლონად დაიძრა, რომელთა უკანაც ქართველები მიდიოდნენ. ფერდობის დამრეც მხარეზე, რომელიც რაზმის მსვლელობის გზაზე მდებარეობდა, არცთუ დიდი ძველი კოშკი იდგა, სადაც ჩამჯდარმა ლეკმა სასიგნალო გასროლა მოახდინა.

ომარ-ხანის ჯარებმა მდინარის იმ მხარეზე შეგროვება და ჩვენ ჯარებთან შესახვედრად მისი გადმოლახვა დაიწყეს. ლაზარევმა საბრძოლო რიგები მოაწყო. გენერალ-მაიორ გულიაკოვის კარემ მარცხენა ფლანგი შეადგინა, ლაზარევის კარემ მარჯვენა, ხოლო მათ შორის შუალედში კი, იოანე და ბაგრატ ბატონიშვილების მეთაურობით, ქართველები იდგნენ. გადმოვიდა რა მდინარე იორის მარცხენა ნაპირზე, ომარ-ხანმა მარჯვენა ფლანგს შემოუტია და თავისი ცხენოსანი ჯარით მას ორი მხრიდან ალყა შემოარტყა. თოფების ზალპები და ქვემეხებნიდან კარტეჩის გასროლები ისეთი იღბლიანი იყო, რომ, ლაზარევის გამოთქმით, “არც თუ მცირე რიცხვი ამ მიღებისგან (ილეთისგან), შუბლებით დაეხალა მიწას და მასში დაიწყო იმ მოჩვენებითი უფლებების ძიება, რომელთა ძლიერი ქომაგიც ომარ-ხანი გახლდათ” («не малое число отъ сего прiёма начало лбами доставать землю и доискиваться въ оной мнимыхъ правъ, которыхъ Омаръ-ханъ былъ сильнымъ поборникомъ») (Рапорты Лазарева Кноррингу отъ 8-го и 14-го ноября 1800 г., № 68. Тифл. Арх. Канц. Наместника).

უკუქცეული მოწინააღმდეგე ქართველებს მიუბრუნდა, რომლებიც მას მათ ხელთ არსებული ორი ქვემეხიდან კარტეჩის გასროლებით დახვდნენ. მოწინააღმდეგის ცხენოსანი ჯარის ნაწილმა ჩვენს რაზმს ზურგიდან მოუარა და, შეიკრიბა რა ძველ კოშკთან, ქართველთა უკანა რიგებს ეძგერა, რომლებიც მხოლოდ ჯოხებით იყვნენ შეიარაღებულნი. გენერალ-მაიორ გულიაკოვის კარემ დაუცველებს უშველა, და ომარ-ხანმა უკანდახევა დაიწყო. უკან დახევისას იგი უკვე ვეღარ აუვლიდა გვერდს ჩვენი განლაგების მარჯვენა ფლანგს, რომლიდანაც დაიწყო კიდეც შემოტევა, და ქვეითი ჯარისა და არტილერიის ჯვარედინი გასროლების ქვეშ გრძელ რიგებად გაიწელა. 

“ძლევამოსილი რუსული “ურა!” – მოახსენებდა ლაზარევი – გაისმა ორივე ფრთაზე, და უკანასკნელ გასროლებთან ერთად მოწინააღმდეგის ძალაც დაიღუპა. საბოლოოდ, მოტანილ იქნა ორი მსუქანი თავი, ერთი ომარ-ხანის სარდლისა, მეორე კი ვითომდა ჯენ-გუთაისა, რომლის უზარმაზარობაც პირველი წარმოდგა ყველა ძლევამოსილი რუსი მეომრის წინაშე (громада котораго представилась первая передъ лицомъ всехъ победоносныхъ россiйскихъ воиновъ). გეჩვენებოდათ, რომ იგი ბარბაროსული მძვინვარებით სუნთქავდა, ხოლო მისი სიგანე და სიმსუქნე კი ამტკიცებდა, რომ იგი ბოროტმოქმედებათა ქონით იყო ნაკვები და მხოლოდ მარტო შფოთიანობით დატენილი”.

ჩამოწოლილმა საღამომ სამსაათიანი ბრძოლა შეწყვიტა. ღამის სიბნელემ ხელი შეუშალათ მოწინააღმდეგეს დადევნებოდნენ ისეთ ადგილმდებარეობაზე, რომელიც ტყითა და ეკალნარებით იყო დაფარული, და ირგვლივ ხრამებით დასერილი.

ლაზარევმა რაზმით სოფელ კაკაბეთთან დაიხია, სადაც ღამის გასათევად განლაგდა. დილის დადგომასთან ერთად, გამარჯვებულს თვალწინ იმ საშინელი სასაკლაოს სურათი წარმოუდგა, რომლიც მოწინააღმდეგემ განიცადა. ლელიანი, ბუჩქნარები და ხრამები გვამებით იყო ავსებული, რომელთა შორისაც დაჭრილთა და მომაკვდავთა კვნესა ისმოდა. მთელ მინდორზე მზის სხივები ანათებდნენ ბალახს, რომელიც სისხლით იყო შეღებილი, და ადამიანთა ტანჯვა-ვაების ბევრ სხვა ნაკვალევსაც. მდინარის იქით, მოწინააღმდეგის გუშინდელი ბანაკის ადგილზე, იმ საშინელი არეულობისა და გაოგნების კვალი მოჩანდა, რომელშიც მოწინააღმდეგემ მთელი საკვები მარაგები მიატოვა, ისე რომ ბევრ ადგილას ნაპოვნი იქნა დანები ისეთ მდგომარეობაში, რომლიც ნახევრად დაჭრილი საჭმლის მდგომარეიბაში შეიძლებოდა წარმოგედგინათ. 

მოწინააღმდეგის დანაკარგი მოკლულებითა და დაჭრილებით 2.000 ადამიანამდე ადიოდა. თავად ომარ-ხანი, ცნობების მიხედვით, ტყვიით თეძოში მძიმედ იყო დაჭრილი. ჩვენთან დანაკარგი ერთი მოკლული, ერთი დაჭრილი და ერთი ფეხში კონტუზირებული ოფიცრისგან შედგებოდა.

ეს ბრძოლა პირველი დასაწყისი გახლდათ სახელოვანი კავკასიის არმიის საქმიანობისა, რომელიც თავის დამფუძნებელთა, გენერალ გულიაკოვისა და პოდპორუჩიკ კოტლიარევსკის ნატერფალებს მიუყვება, რომლებმაც ამ ბრძოლაში თავი გამოიჩინეს* (*“გენერალ-მაიორ გულიაკოვის გმირული მოქცევა, მოახსენებდა ლაზარევი, ყოველგვარ დამოწმებას აღემატება; ვიტყვი მხოლოდ, რომ იგი ბრძოლის მთელი დროის მანძილზე ყოველთვის წინ იმყოფებოდა და თითოეულ თავის ხელქვეითს ამხნევებდა, ახალისებდა და უშიშობის მაგალითს აძლევდა, რომლებიც ყველანი ბრძოლის დამთავრების შემდეგ მას მადლიერებით მიაგებდნენ და მის ვაჟკაცობას აქებდნენ... არ შემიძლია დავდუმდე ჩემი საშეფო ადიუტანტის პორუჩიკ კოტლიარევსკის უშიშობის შესახებაც, რომელიც, როგორც ჟურნალიდანაც ჩანს, ჩემს მიერ ათი კაზაკით იქნა გაგზავნილი ხეობის გავლით მიმავალი მოწინააღმდეგის დასაზვერად; ჩემი ეს ბრძანება ყველაზე უფრო შესაძლებელი გულმოიდგინებით, შესანიშნავობითა და მოხერხებულობით აღასრულა. ამაზე ზევით ბრძოლის დღესაც, მოწინააღმდეგის მხედრებისგან მოსალოდნელი საფრთხის მიუხედავად, ჩემს მიერ არაერთხელ იქნა გაგზავნილი მის უგანათლებულესობა იოანე ბატონიშვილთან, და მისთვის მიცემულ ყველა დავალებას გამორჩეული თავგამოდებით ასრულებდა /Изъ рап. Лазарева Кноррингу отъ 14-го ноября 1800 г., № 120/. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, № 113).

ბატონიშვილებმა ბაგრატმა და იოანემ (Рескриптъ Георгiю 21-го декабря 1800 г. Москов. Арх. Мин. Иностр. Делъ), გენერალ-მაიორებმა ლაზარევმა და გულიაკოვმა მოპოვებული გამარჯვებისთვის ჯილდოდ მიიღეს წმ. იოანე იერუსალიმელის ორდენის საკომანდორო ჯვრები. ბევრმა ოფიცერმა მიიღო იმავე ორდენის საკავალერიო ჯვარი; მწყობრში მყოფ ყველა ქვედა ჩინს ადამიანზე ვერცხლის მანეთი ეწყალობა (Высочайшее повеленiе 17-го декабря 1800 г. Тифл. Арх. Глав. Шт. Кавк. Армiи).

არ ჰქონდა რა შესაძლებლობა თოვლიანი ქედის გადავლით თავის სამფლობელოებში წასულიყო, ომარ-ხანმა ჭარში დაიხია და განზრახული ჰქონდა ზამთარი ბელაქანში გაეტარებინა. მთელ მის სამხედრო ძალას ათი ლეკი შეადგენდა. დანარჩენი ჯარები თავიანთ სახლებში წავიდ-წამოვიდნენ, ხოლო 2.000 კი შუშაში, ყარაბეღელი იბრაჰიმ-ხანის სოფლებში დარჩა. ალექსანდრე ბატონიშვილიც მასთან იმყოფებოდა (Рапортъ Лазарева Кноррингу 21-го декабря 1800 г., № 160. Тифл. Арх. Канц. Наместника).

ომარ-ხანის ჯარების სურსათის უკიდურეს უკმარისობას განიცდიდნენ. დადიოდა ხმები, რომ, საზრდოს არქონის გამო, ლეკები ერთმანეთს ცხენებს პარავდნენ და მათ ჭამდნენ.

12 ნოემბერს ლაზარევი რაზმით ტფილისში დაბრუნდა (Рапортъ Лазарева Государю Императору 12-го ноября 1800 г. Моск. Арх. Инсп. Департамента).

დეკემბრის ბოლოს მიღებულ იქნა ცნობა, რომ ომარ-ხანი სოფელ ბელაქანში მოვიდა, და თუმცა კი მასთან ერთად ჯარი არ ყოფილა, მაგრამ, იცოდა რა, რომ ჭარ-ბელაქნელები საერთოდ მიდრეკილი იყვნენ მტაცებლობისკენ, ლაზარევმა, საქართველოს უზრუნველყოფისთვის, ჯარების ახალი დისლოკაცია მოახდინა. სიღნაღის ციხესიმაგრეში ჩაყენებულ იქნა სამი ასეული ქვემეხით და მუშკეტერთა ერთი ასეულიც ქვემეხით სიღნაღიდან 15 ვერსზე ტფილისისკენ მომავალ გზაზე. ბრძანებების უსწრაფესად გადაცემისთვის მფრინავი რაზმიც იქნა დაარსებული (Рапортъ Лазарева Кноррингу 26-го декабря 1800 г. Тифл. Арх. Канц. Наместника).

თუმცა კი ომარ-ხანს საქართველოზე არანაირი თავდასხმისთვის არ მიუმართავს. მისცა რა თავი მისთვის ჩვეულ მანკიერებას, გარყვნილებასა და ქეიფ-ღრეობას, იგი ლოთობისგან 1801 წლის მარტში აღესრულა კიდეც (Рапортъ Лазарева Кноррингу 16-го марта 1801 г., № 171. Рапортъ Кнорринга Государю Императору 24-го марта 1800 г. Тифл. Арх. Канц. Наместника).

თავი XV 

(გიორგის ავადმყოფობის გაძლიერება. – გაურკვევლობა და ქვეყნის მომავლის გამო საერთო შეშფოთება. – მეფის ძეთა ინტრიგები და ხრიკები. – დავით ბატონიშვილის ქცევები მამის სიცოცხლეში. – მღელვარებანი საქართველოში. – ძარცვები და ძალადობანი. – გიორგის თხოვნა ლაზარევისადმი თვითნებობათა დაწყნარებაზე. – ქართველი ელჩების ს.-პეტერბურგში მოსვლა. – პირობები, რომლებზედაც მეფეს რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლა სურდა. – გრაფ მუსინ-პუშკინის წერილი პავლე იმპერატორისადმი საქართველოს მდგომარეობისა და მისი შემოერთების სარგებლიანობათა შესახებ. – საფუძვლები, რომლებზედაც იმპერატორი პავლე საქართველოს რუსეთის ქვეშევრდომობაში ღებულობდა. – გიორგი XII-ის გარდაცვალება. – საქართველოს მდგომარეობა მისი სიკვდილის შემდეგ.)

1800 წლის ნოემბერში გიორგის ავადმყოფობამ ისეთი განვითარება მიიღო, რომ მის გარდაცვალებას დღითი-დღე მოელოდნენ. გრაფი მუსინ-პუშკინი, რომელიც მეფეს ესტუმრა, ეჭვობდა, რომ მას გაზაფხულამდე ეცოცხლა. გიორგის მკურნალი ექიმები მისი გამოჯანმრთელების შესაძლებლობაზე ვერანაირ იმედს ვერ იძლეოდნენ (Письмо Кнорринга Лошкареву 9-го ноября 1800 г. Моск. Арх. Мин. Иностр. Делъ).

მეფის მალე გარდაცვალების გამო საერთო შიშნეულობა, არცოდნა იმ საფუძვლებისა, რომლებზედაც მას რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლა სურდა, და სახელდობრ როგორი მიზნით გაგზავნა ელჩობა პეტერბურგში, ბევრს აიძულებდა შეშფოთებულიყო. მეფის ძეთ, ერეკლეს შვილებს, ყველაზე მეტად იმისა ეშინოდათ, რომ გიორგი იმაზე ადრე არ მომკვდარიყო, ვიდრე ისინი თავიანთ წერილებზე ჩვენი მთავრობისგან პასუხს მიიღებდნენ. მთელი ძალებით ცდილობდნენ ისინი, რათა ტახტი მის ვაჟიშვილს დავითს არ რგებოდა, რომელიც თავის მხრივ თავისი პარტიის გასაზრდელად ყველა საშუალებას იყენებდა.

ერთიმეორისგან როგორ მალულადაც არ აწარმოებდა ორივე პარტია თავის ინტრიგებს, მათი საიდუმლოდ შენარჩუნება მაინც არ შეეძლოთ. ხრიკების საიდუმლოება მოწინააღმდეგეთ იმაზე კიდევ უფრო მეტად ამხედრებდა, ვიდრე ღია მტრობა და ერთმანეთის მიმართ აშკარად არაკეთილგანწყობა. საქმეები სულ უფრო და უფრო მეტად იხლართებოდა, და 1800 წლის მიწურულს საქართველოს მდგომარეობა შინაგან უთანხმოებათა და მტრობის გამო კიდევ უფრო გაძნელდა.

დავით ბატონიშვილი, აცხადებდა რა, რომ გიორგიმ სიცოცხლეშივე დანიშნა იგი მეფედ, ყველას უბრძანებდა მასთან გამოცხადებულიყო, თანაც ემუქრებოდა, რომ ყველა, ვინც მოწოდებაზე არ მოვიდოდა, რუსული ჯარების მიერ იქნებოდა დასჯილი. იგი ქართლის ყველა თავადს, აზნაურსა და ხალხს უცხადებდა, რომ თავის ძმას თეიმურაზ ბატონიშვილს ქართლის მმართველად ნიშნავდა, და (მისდამი) ურჩობის შემთხვევაში დასჯით იმუქრებოდა. ძმას თეიმურაზს იგი უბრძანებდა ციხესიმაგრეები თავდაცვით მდგომარეობაში მოეყვანა და ხალხი მის ერთგულებაზე დაეფიცებინა.

“შენ ციხესიმაგრეში იყავი, – წერდა დავითი თეიმურაზ ბატონიშვილს, – პური ბევრი დაამზადე. თუ შენი ბიძები გორში მოსვლას მოინდომებენ, არ შემოუშვა. ტყვია და დენთი მოიმარაგე. მე შენ ქართლის მმართველად დაგნიშნე. შეკრიბე ჯარები და მოამზადე, და თანაც გაარკვიე, შენს ბიძებთან რა ხდება” (Письмо царевича отъ 20-го декабря. Тифл. Арх. Канц. Наместника).

საერთოდ დავით ბატონიშვილი ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში ცდილობდა თავისი პარტია გაეზარდა. ყველა მხარეში მის მიერ მომხრენი იქნენ დაგზავნილი, რომლებიც მისი მემკვიდრეობის სასარგებლოდ მუშაობდნენ. ლაზარევის შენიშვნებზე, რომ მეფე, მისი მამა, შეიძლება გამოჯანმრთელდეს, და ამიტომ მსგავსი განკარგულებებით აჩქარება საჭირო არ არის, დავით ბატონიშვილი თავის მოქმედებებს უარყოფდა და ლაზარევს არწმუნებდა, რომ მას სრულებით არაფერი უღონია.

მეფის ძმები, იცოდნენ რა ძმისწულის ხრიკების შესახებ, ერთად ქ. გორში “საკმარისი დაფარვით (ჯარებით)” იკრიბებოდნენ და იმ სახსრებზე საუბრობდნენ, რომლებითაც დავით ბატონიშვილის ჩანაფიქრების აღსრულებისთვის დაბრკოლება უნდა აღემართათ. ისინი ასევე ცდილობდნენ თავიანთი პარტია გაეზარდათ და, დავით ბატონიშვილის მსგავსად, ხშირად იძულებასა და ძალადობასაც კი მიმართავდნენ.

ვახტანგ ბატონიშვილი გრაფ მუსინ-პუშკინს ღიად ეუბნებოდა, რომ იგი და მისი ძმები ვერ მოითმენენ, რომ გიორგის სიკვდილის შემდეგ დავით ბატონიშვილი თავისი მამის ნაცვლად გამეფდეს (Донесенiе графа Мусина-Пушкина Государю Императору. Арх. Мин. Внутр. Делъ по Деп. Общ. Делъ. Дела Грузiи, кн. I).

დარეჯან დედოფალი თავადებს წერილებს უგზავნიდა, სთხოვდა მათ მისი შვილების მხარე დაეჭირათ, (სანაცვლოდ) პატივსა და წყალობას ჰპირდებოდა.

“მე შევიტყე, – წერდა იგი თავად თამაზ ორბელიანს (Письмо отъ 18-го декабря 1800 года. Константиновъ, ч. I, стр. 107), – რომ თქვენ დემურჩასალიში მოურავის თანამდებობა ჩამოგართვეს. ნუ სწუხართ ამაზე. თუ ღმერთი ჩემს შვილებს შეეწევა და ისინი ბედნიერნი იქნებიან, მაშინ თქვენც არაფერში უკმარისობა არ გექნებათ, ხოლო ჩემი შვილებისადმი თქვენი ერთგულების შესაბამისად კი ამის სანაცვლოდ მათგან ჯილდოსაც მიიღებთ”.

“დროა ახლა თქვენ ჩვენდამი თქვენი ერთგულება აღმოგვიჩინოთ, – წერდა იგი მასვე სხვა წერილში (Письмо отъ 20-го декабря 1800 года. Константиновъ, ч. I, стр. 107), – ფრთხილად იყავით, რათა თქვენ ამით არ ცდუნდეთ. თუმცა კი თქვენ მეორე მხარემ ბევრი წყალობა მოგცათ, მაგრამ ეს ყველაფერი დიდი ხნით არ იქნება.

ქართლი, კახეთი, ყაზახი და ყველა დანარჩენი ჩვენ გვეთანხმებიან; მალე ჩემი ვაჟი (ალექსანდრე) ტფილისს მოუახლოვდება. ეცადეთ მომთაბარე თათრები და ყაზახები შეაკავოთ, რათა მეორე მხარეს არ შეეძლოს მოქმედება და არ შეეძლოს მათგან რომელიმეს თავისთან მიყვანა და თანამოაზრედ გადაქცევა. როგორ არ შეგიძლიათ აქამდე მიხვდეთ, რომ დავითის სიტყვები უსაფუძვლოა, და რომ ამ საქმის აღსრულების შემდეგ ყველაფერს დაკარგავთ...”.

მოწინააღმდეგენი თავიანთთვის პარტიებს იკრებდნენ და ცდილობდნენ თავიანთი საკუთარი ინტერესები თავიანთ თანამზრახველთა ინტერესებთან შეერწყათ. აქედან დაიწყო მტრობა მთელ სოფლებს, ხოლო შემდგომში კი მთელ თემებს შორისაც. მზად იყო ძმათაშორისი ომი, რომ მთელი საქართველო მოეცვა... (Междоусобная бранъ готова была охватить всю Грузiю...)

დავით ბატონიშვილის ძალაუფლების ქვეშ მყოფი ხევსურები არაგვის მცხოვრებთა მიმართ აშკარა მტრობას იჩენდნენ, რომლებიც ვახტანგ ბატონიშვილის ძალაუფლების ქვეშ იყვნენ და მათ მეზობლად ცხოვრობდნენ. თავს დაესხნენ რა არაგვის მცხოვრებლებს, კახეთიდან მათი ღვინით დაბრუნებისას, ხევსურებმა მათ ღვინო და ცხენები წაართვეს. მტრულ მხარეებს შორის შეტაკება ბევრს ჭრილობისა და სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდა.

მცხოვრებთა ძარცვა და ძლიერის უფლება საქართველოში თავიანთ ძალაში შევიდა. თვით თავად დედაქალაქში, ტფილისშიც კი, ქართველები ერთმანეთს ძარცვავდნენ. ძლიერი ნივთებს ართმევდა სუსტს და ისე განკარგავდა, როგორც თავის საკუთრებას, რომელიც ყოველთვის მას ეკუთვნოდა. ბატონიშვილთა თვითნებობებმა და საერთო ძალადობამ აიძულეს გიორგი უწესრიგობათა შეწყვეტის თხოვნით ლაზარევისთვის მიემართა. მეფე თავის თხოვნაში იმას ემყარებოდა, რომ საქართველო ეკუთვნის რუსეთის იმპერატორს, “და თქვენ, – ამბობდა იგი, – თქვენი აქ ყოფნის გამო უნდა უფრთხილდებოდეთ ამ მიწას, არავის არ მისცემთ რა მისი ძარცვისა და გაჩანაგების ნებას”. იგი სთხოვდა დაენიშნათ ერთი ოფიცერი, რომელსაც კიდეც დაავალებდნენ, “რათა არ დაუშვას ვინმესთვის თუნდაც ერთი ფლურის წართმევა ან გაძარცვა, არ დაუშვას არც ჩვენი კაცი, ვინც არ უნდა იყოს იგი, არც ჩვენი შვილებისა და ძმების ხალხი, არც თავადებისა და აზნაურთა ხალხი, არც გლეხები” (Письмо Георгiя Лазареву 7-го декабря 1800 года. Акты. Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 183).

იულონ, ვახტანგ და ფარნაოზ ბატონიშვილები წერდნენ კნორინგს, რომ “ჩვენი მშობლიური ტახტის მოსარჩლე (დავით ბატონიშვილი) ყოველ დღე გვემუქრება ღიად გაგვყაროს ჩვენ სამშობლოდან საქართველოში მყოფი რუსული ძალების დახმარებით” (Письмо царевичей отъ 26-го ноября 1800 года. Тифл. Арх. Канц. Нам.). თუ, – წერდნენ ისინი, – ძმისწული თავისი მამის სიცოცხლეშივე ასე იქცევა, მაშინ რას უნდა მოელოდნენ ისინი მისგან, როცა გიორგი გარდაიცვლება?

ბატონიშვილები ამბობდნენ, რომ ისეთ მდგომარეობაში არიან ჩაყენებულნი, რომლიდანაც არ იციან როგორ გამოვიდნენ: ეწინააღმდეგებიან რა დავითს, ისინი საკუთარ თავზე იტეხენ პავლე იმპერატორის უკმაყოფილებას, ხოლო თუ არ შეეწინააღმდეგებიან, მაშინ რისკავენ, რომ სამშობლოდან განდევნილნი აღმოჩნდნენ. ისინი სთავაზობდნენ კნორინგს, თავიანთ თხოვნებზე ჩვენი კარისგან პასუხის მიღებემდე და გიორგის სიკვდილის შემთხვევაში, სამეფოს საქმეთა მართვა საკუთარ თავზე აეღო ან ისინი ლაზარევისთვის დაევალებინა.

“გსურთ, – წერდა კნორინგს ვახტანგ ბატონიშვილი (Отъ 14-го декабря 1800 года. Тифл. Арх. Канц. Нам.), – ჩვენი ძმის ალექსანდრე ბატონიშვილის დაბრუნება: გარწმუნებთ, რომ ეს ჩემთვის უპირველესი სურვილია, და მისი დაბრუნების შესახებ ვიმეცადინებ. მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ეს არ შეიძლება სხვანაირად იქნას აღსრულებული, თუ არა ისე, რომ ჩვენ დაგვრჩეს ჩვენი ნეტარხსენებული მშობლის მიერ დატოვებული უფლება, მეფობას ვღებულობდეთ ჩვენ ძმები, მისი შვილები, რიგის მიხედვით. თუ ასე არ იქნება, მაშინ შესაძლოა, ღმერთმა ნუ ქნას და, ზოგიერთი სხვაც იძულებული გახდეს წავიდეს თავისი სამშობლოდან”.

ლაზარევი ყოველივე მომხდარის შესახებ კნორინგს წერდა, ხოლო ის კი იმპერატორ პავლეს მოახსენებდა.

კნორინგის მოხსენებები პეტერბურგში ჩვენს დედაქალაქში ქართველი ელჩების მოსვლასთან თითქმის ერთდროულად ჩამოვიდა.

წარმოგზავნილებს ხელთ ჰქონდათ მეფისგან ვრცელი უფლებამოსილება, რომელიც მიეცა მათ, როგორც ყველას ერთად, ისე თითოეულს ცალ-ცალკეც, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე გარემოებათა გამო ერთს მოუწევდა ჩვენს მთავრობასთან მოლაპარაკებების წარმოება, “დაემტკიცებინა და ხელი მოეწერა ჩვენი მფლობელობისთვის, როგორც ერთი, ძველი დროიდან რუსეთისადმი კუთვნილი მიწის ან პროვინციისა” («утверждать и подписывать къ владычествованiю нашему, какъ одной, издавна принадлежащей Россiи земле или провинцiи») (Переводъ полной мочи оть 31-го декабря 1799 года. Арх. Мин. Внутр. Делъ по Деп. Общ. Делъ. Дела Грузiи, кн. I).

გიორგი ჰპირდებოდა თავისი მეფური სიტყვით მიეღო და აღესრულებია ყოველივე ის, რაც სამი წარმოგზავნილისა და ჩვენი მთავრობის მიერ დადგენილი იქნებოდა. 

წარმოგზავნილებმა გამოაცხადეს, რომ მეფეს, იყო რა ჯერ კიდევ ტახტის მემკვიდრე, ჰქონდა სურვილი, რომელსაც იგი ამ დრომდე გულდასმით მალავდა, საკუთარი თავი და თავისი სამეფო რუსეთის იმპერატორისთვის სამუდამოდ სრულ დამოკიდებულებასა და ქვეშევრდომობაში მიეცა და თავად კი ყველა ნაწილში მორჩილებასა და დამოკიდებულოებაში დარჩენილიყო (Нота пословъ грузинскихъ. Арх. Мин. Внутр. Делъ)

(Посланные объявили, что царь, будучи ещё наследникомъ, имелъ желанiе, до сихъ поръ тщательно имъ скрываемое, предать себя и царство своё русскому Императору навсегда въ полную зависимость и подданство и оставаться самому во всехъ частяхъ въ повиновенiи и зависимости.)

აღასრულებდნენ რა თავიანთი მეფის ასეთ ნებას, სრულუფლებიანი ელჩები ითხოვდნენ: მიეღოთ საქართველო რუსეთის ქვეშევრდომობაში, ვალდებულებით, რომ მეფე, სასულიერო წოდება, დიდებულები და ხალხი, რომელთაც გულწრფელად სურთ ეს ქვეშევრდომობა, წმინდად აღასრულებენ “ყოველივე იმას, რასაც რუსი ქვეშევრდომები ასრულებენ, არ იტყვიან რა უარს არც ერთ კანონსა და ბრძანებაზე, რამდენ შესაძლებლობასაც იმ სამეფოს ძალები მისცემთ, სრულიად რუსეთის იმპერატორის თავიანთ ბუნებრივ ხელმწიფედ და თვითმპყრობელად აღიარებით”.

გიორგის სურდა, რათა მისთვის, ხოლო მის შემდეგ კი მისი ძისა და მემკვიდრისთვის საქართველოს მეფის ტიტული დაეტოვებინათ, თუმცა კი იმ შეზღუდვით, რომ მეფეს ხალხი იმ კანონებით ემართა, რომლებიც რუსეთის იმპერატორის მიერ იქნებოდა ბოძებული, და თავად მეფისთვის ვალდებულებით საქართველოში არანაირი დაკანონებანი არ შემოეღო.

სრულუფლებიანი წარმომადგენლები ითხოვდნენ მეფისთვის ჯამაგირი განესაზღვრათ და რუსეთში სოფლები ეწყალობებინათ. საქართველოს სამეფოდან მიღებული შემოსავლები კი იქითკენ მიემართათ, საითკენაც რუსეთის მთავრობისთვის სასურველი იქნებოდა, და ხალხისთვისაც გადასახადებში იმდენი წლით მიეცათ შეღავათი, რამდენითაც ეს შესაძლებლად აღიარებული იქნებოდა.

“მეზობელი მაწანწალებისგან” საქართველოს დასაცავად ექვსი ათასი რუსული ჯარი გამოეგზავნათ, რომლებიც საქართველოს ყველა ციხესიმაგრეს დაიკავებდნენ. 

საქართველოში არსებული ვერცხლისა და ოქროს საბადოები თავიანთ გამგებლობაში მიეღოთ, და, გაზრდიდნენ რა ადგილობრივ ზარაფხანას, დაემზადებინათ მასზე მონეტა, რომლის ერთ მხარეს იმპერატორის ვენზელი იქნებოდა გამოსახული, რუსული წარწერით, ხოლო მეორე მხარეს კი – საქართველოს სამეფოს ღერბი, ქართული წარწერით.

აძლევდა რა თავს რუსეთის სრულ ქვეშევრდომობაში, გიორგის მაინც სურდა განჯისა და ერევნის ხანებზე თავისი გავლენის შენარჩუნება, რომლებიც უწინ საქართველოსადმი დამოკიდებულებაში იმყოფებოდნენ, და ამიტომ ითხოვდა, რათა, მათზე სპარსელთა თავდასხმის შემთხვევაში, მას შეძლებოდა მათთვის, ჩვენი ჯარების თანადგომით, დახმარება აღმოეჩინა.

ძნელი არ არის დავინახოთ, რომ გიორგის სურდა და იმედოვნებდა თავისთვის მეფის ყველა უპირატესობა გამოესარჯლა (выхлопотать) და, ამასთან ერთად, რუსული ჯარებითა და რუსული ფულებით ესარგებლა.

გრაფ მუსინ-პუშკინის მოხსენებამ, რომელიც საქართველოში იქაური მადნების მოძიებისთვის იმყოფებოდა, ჩვენი მთავრობა გიორგის ყველა თხოვნაზე დათანხმებისკენ მიდრიკა. გრაფი მუსინ-პუშკინი პავლეს წერდა, რომ საქართველოში ყველა წოდება გულწრფელადაა კეთილად განწყობილი რუსეთის იმპერატორისადმი.

“საერთო იმედი, – წერდა იგი, – და მგზნებარე სიყვარული თქვენი კურთხეული პიროვნებისადმი იმდენად სრულიად სახალხოა, რომ, ამ სამეფოში ჩემი ხანმოკლე ყოფნის დროს არ მინახავს არც ერთი თვალი, ცრემლებით რომ არ ავსებულიყო, ვერ ვპოვე ვერც ერთი გული, მომხრეობითა და იმედით რომ არ დაეწყო ძგერა, როგორც კი თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის მხოლოდ უზენაესი სახელი წარმოითქმებოდა”.

გრაფი მუსინ-პუშკინი მოახსენებდა, რომ უპირველესი ქართველი თავადები და დიდმოხელენი ეუბნებოდნენ მას, რომ საქართველო არ შეიძლება დიდხანს რჩებოდეს ამჟამად გამეფებული საგვარეულოს მფლობელობაში, “არამედ, თუ სასოების მიუხედავად დაკარგავდა იმედს რუსეთის უშულო დერჟავის (სამპყრობელოს) ქვეშ ყოფილიყო”, ან სპარსელთა მფლობელობაში გადავიდეს, ან თურქებისა, ან მთიელ მტაცებელთა მიერ იქნას გაჩანაგებული.

(Графъ Мусинъ-Пушкинъ доносилъ, что первейшiе князья и вельможи грузинскiе говорили ему, что Грузiя не можетъ долго оставаться во владенiи ныне царствующей фамилiи, «а должна, если бы паче чаянiя лишилася надежды быть подъ непосредственной державой Россiи», перейти во владычество или персiянъ, или турокъ, или быть разорённою хищными горцами.)

მეფე გიორგი, რომლისგანაც მასზე ძმებისა და ქვეშევრდომთა უკმაყოფილების ყველა მიზეზი და საბაბი დაფარული არ ყოფილა, ხედავდა, რომ საქართველო თუნდაც დავით ბატონიშვილის ხელში გადასულიყო, ქვეყანას არ შეეძლო სიმშვიდის იმედი ჰქონოდა. ოჯახურმა დავებმა მოქალაქეობრიობის ისეთი უფლება შეიძინა, რომ ადვილი იყო იმის წინასწარ განჭვრეტა, რომ დავით ბატონიშვილი, რომელიც თავის ბიძებთან უკვე დავა-ჩხუბში იმყოფებოდა, მალე უკვე თავის ღვიძლ ძმებსაც ჩხუბს დაუწყებდა. ოჯახის უბედურებანი გიორგის თვალწინ ჰქონდა, რომელიც, როგორც გრაფი მუსინ-პუშკინი წერდა, “გამუდმებით იტანჯება ამ ფიქრებით, რომლებიც მის ავადმყოფობას ამძიმებს, და, როგორც მე ბევრისგან მომისმენია, ვერ ხედავს სხვა ხსნას, თუ არა მოგცეთ საკუთარი თავი და თავისი სამეფო თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის უშულო მფლობელობაში” («...повергнуть себя и царство всоё въ непосредственное владенiе вашего императорскаго величества»).

გრაფ მუსინ-პუშკინის სიტყვებისა და დარწმუნებათა მიხედვით, მეფის ძმები, რომელთაგან მხოლოდ ერთ ვახტანგს “შეუძლია მოიპოვოს პოლიტიკური პატივისცემა”, უფრო მეტი ხალისით იხილავენ საქართველოს, რუსეთთან შეერთებულს, ვიდრე დავითის მეფობაში მიცემულს.

საქართველოს რუსეთთან შემოერთება, მისი საკუთარი სიკეთისა და ბედნიერების გარდა, მთავრობაში მყოფი ბევრი პირის აზრით, რუსეთის პოლიტიკური მიზნებისთვისაც მომგებიანი და აუცილებელი გახლდათ.

მისი შემოერთებით: 1) უზრუნველიყოფოდა კავკასიის ხაზი მთიელი ხალხებისთვის ორი მხრიდან ლაგამის ამოდებით, და, მათგან მტრობის შემთხვევაში, შესაძლებელი ხდებოდა მათი შიმშილით დაწყნარება, რადგანაც თავიანთი გამოკვებისთვის ყოველივე აუცილებელს ისინი ან საქართველოში, ან კიდევ მოზდოკში იძენდნენ.

2) საქართველოს შესახებ მაშინდელი ცნობების მიხედვით, იერთებდნენ სამეფოს, რომელიც ბუნებით უხვად გახლდათ დაჯილდოვებული.

3) ფართოვდებოდა ჩვენი სპარსული და ინდური ვაჭრობა.

4) თურქეთთან ურთიერთობების გაწყვეტის შემთხვევაში, რუსეთი, დაიკავებს რა საქართველოს, შეუძლია მისთვის იმდენადვე საშიში იყოს ანატოლიის მხრიდან, რამდენადაც მუქარას უქმნის მას თავისი შავი ზღვის ფლოტებით. თურქებს რომ მოესწროთ ჩვენზე უწინ საქართველოს დაკავება, მაშინ შეიძლებოდა საფრთხე დამუქრებოდა როგორც კავკასიის ხაზს, ისე თავად ყირიმსაც.

ბევრი – მათ რიცხვში გრაფი მუსინ-პუშკინიც – ვარაუდობდა, რომ რუსული დერჟავისადმი საქართველოს შემოერთებით, მის მაგალითს მიჰყვება იმერეთიც, და მაშინ, მათი აზრით, ყველა სარგებელი და უპირატესობა ასეთი შენაძენისგან ორმაგდებოდა.

თუ საქართველოს რუსეთისადმი შემოერთებაში სიძნელე შეიძლებოდა წამოჭრილიყო, ერთადერთი ვახტანგ ბატონიშვილისგან, რომელსაც, ჰქონდა რა თავისი სამფლობელოები თოვლიანი მთების ორივე მხარეზე, შეეძლო საქართველოში ჩვენი ჯარების შესვლა გაეძნელებინა. ერთგულება და გულმოდგინება – სულ მცირე როგორც გარეგნულად ჩანდა – რომლებსაც ბატონიშვილი აღმოუჩენდა, არ აძლევდა ადგილს ჩვენს მთავრობას, რომ ამ მხრიდანაც წარმატებაში დაეჭვებულიყო. ყოველ შემთხვევაში ეს საკითხი მალე, გიორგის მოსალოდნელ გარდაცვალებამდე უნდა გადაჭრილიყო, რადგანაც, ყველას აზრით, “ის, რაც მისი სიცოცხლისას კალმის ერთი მოსმით შეიძლება გადაწყდეს, შრომისა და სისხლის საფასურს მოითხოვს მისი მემკვიდრის დროს”.

გრაფი როსტოპჩინი იქნა რწმუნებული მოლაპარაკებების წარმოებაზე ქართველ ელჩებთან. მის დამხმარედ საიდუმლო მრჩეველი ლოშქარევი დაინიშნა.

14 ნოემბრის აუდიენციაზე გრაფმა როსტოპჩინმა და ლოშქარევმა მათ გამოუცხადეს, რომ იმპერატორი პავლე სამუდამო ქვეშევრდომობაში ღებულობს მეფესა და მის მთელ ხალხს და თანხმდება გიორგის ყველა თხოვნა დააკმაყოფილოს (Записка графа Ростопчина грузинскимъ полномочнымъ 14-го ноября 1800 г. Арх. Мин. Внутр. Делъ, по Деп. Общ. Делъ), მაგრამ არა სხვანაირად, თუ არა მაშინ, როცა ერთი წარმოგზავნილთაგანი უკანვე საქართველოში გაემგზავრება, გამოუცხადებს მეფეს და ხალხს რუსეთის იმპერატორის თანხმობის შესახებ, და როცა ქართველები ხელმეორედ განაცხადებენ სიგელით რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლაზე თავიანთი სურვილის შესახებ (Высочайше утверждённый докладъ отъ 15-го ноября 1800 года. Арх. Мин. Внутр. Делъ. Дела Грузiи, кн. I).

ამასთან ერთად ჩვენმა მთავრობამ აუცილებლად მიიჩნია ეკითხა კნორინგისთვის: რამდენი ჯარის დამატებაა კიდევ საჭირო საქართველოში უკვე არსებულზე, მეზობელი ხალხების თავდასხმებისგან ქვეყნის დაცვისა და “ახალი მმართველობის შემოღებისას უკეთესი წესრიგის დამყარებისთვის”?

მეფეს დაპირება მიეცა სიკვდილამდე მისთვის უფლებები დაეტოვებინათ. გიორგის აღსრულების შემდეგ კი ფიქრობდნენ მისი ძე დავითი, მეფის ტიტულით, საქართველოს გენერალ-გუბერნატორის წოდებაში დაემტკიცებინათ, ხოლო თავად ქვეყანა კი, საქართველოს სამეფოს სახელწოდებით, რუსეთის გუბერნიათა შორის ჩაერიცხათ. ეს ზომა შესაძლებლად და ადვილად იქნა მიჩნეული, იმიტომ რომ დავით ბატონიშვილი რუსულ სამსახურში იმყოფებოდა და ადვილად შეიძლებოდა გენერალ-გუბერნატორად დანიშნულიყო.

ღებულობდა რა საქართველოს თავის ქვეშევრდომობაში, რუსეთის მთავრობას სულაც არ სურდა ქართველები მათ საშინაო მმართველობაში შეევიწროვებინა. გაგზავნა რა მხოლოდ ერთი რუსი მოხელე ტფილისში, წესრიგის დამყარებისა და მართლმსაჯულებაზე მეთვალყურეობისთვის, პავლე იმპერატორს სურდა მთელ დანარჩენ საშინაო მმართველობაში ქართველებისთვის სრული თავისუფლება მიეცა. მათ იგი უფლებას აძლევდა თავიანთთვის მოსამართლეები, სამოქალაქო და სასულიერო მმართველები აერჩიათ, ჰპირდებოდა გაეგზავნა ჯარები გარეშე მტრებისგან ხალხის დასაცავად; გიორგი მეფესა და მის უახლოეს ნათესავებს განუსაზღვრა ჯამაგირი საქართველოს შემოსავლებიდან, ხოლო თუ ზოგიერთი რუსეთში გამომგზავრებას მოისურვებდა, ჰპირდებოდა მათი წოდების შესაფერისი ქონება ეწყალობებინა (Высочайше утверждённый докладъ отъ 15-го ноября и конфиденцiальная записка гр. Ростопчина 14-го ноября 1800 г. Арх. Мин. Внутр. Делъ, по Деп. Общ. Делъ. Дела Грузiи, кн. I).

“მამულებს, რომლებიც მაცხოვრის საფლავზეა მიწერილი და რომელთაგან შემოსავლები ყოველწლიურად იერუსალიმში იგზავნება, მოიყვანთ რა წესრიგში, გამოიყენეთ საქართველოს დიდი საპრიოროს საკომანდოროთა დაარსებაზე, რომელიც რუსეთის ენის ერთერთი უდიდესი საპრიორო შეიქნება”.

(«Именiя, приписанныя къ гробу Господню и съ коихъ доходы обращаются ежегодно въ Iерусалимъ, приведя въ порядокъ, употребить на установленiе командорствъ великаго прiорства грузинвкаго, кое составитъ одно изъ великихъ прiорствъ языка россiйскаго».) 

კნორინგმა მიიღო იმპერატორის ბრძანება, გიორგის სიკვდილის შემთხვევაში, ხალხისთვის გამოეცხადებინა, რომ საქართველოს ტახტზე მონაცვალის დანიშვნაზე ზრუნვას არ შესდგომოდნენ (Рескриптъ Кноррингу отъ 15-го ноября 1800 г. Арх. Мин. Внутр. Делъ).

საქართველოში მყოფ ჯარებზე დამატებით, პავლემ გამოგზავნისთვის ერთი დრაგუნთა და სამი ქვეითი პოლკი დანიშნა. პოლკების არჩევა და დანარჩენი ჯარებით კავკასიის ხაზის უზრუნველყოფა თავად გენერალ კნორინგის ნებას მიეცა (Другой рескриптъ отъ того же числа. Тамъ же). მის ნებასა და სურვილზე იყო ასევე მინდობილი, რომ, ბრძანების მიღების შემდეგ, ან თავად წასულიყო დანიშნულ ჯარებთან ერთად, ან კიდევ რომელიმე გენერალი გაეგზავნა საქართველოში, რომელსაც იმპერატორი “უწყალობებს მფარველობას, შემოუერთებს რა რუსეთის იმპერიას ოლქს, რომელსაც მთელი მეზობელი ხალხები ემუქრებიან”. “მაშინ უკვე დაწყნარდება, – წერდა გრაფი როსტოპჩინი, – მთიელთა თვითნებობანიცა და კასპიის ზღვის ნაპირების მფლობელთა მოუსვენრობაც” (Письмо гр. Ростопчина Кноррингу. Тамъ же).

თავადები გიორგი ავალიშვილი და ელიაზარ ფალავანდიშვილი გაგზავნილ იქნენ უკანვე პეტერბურგიდან ტფილისში გიორგისადმი როსტოპჩინის წერილით, რომელშიც გრაფი სთხოვდა მეფეს განეხილა იმ პირობების შინაარსი, რომლებზედაც საქართველო რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოდიოდა. თანხმობის შემთხვევაში, ისინი თავისი ხელმოწერით დაემტკიცებინა და იმავე წარმოგზავნილების ხელით, სამადლობელ სიგელთან ერთად, პეტერბურგში დაებრუნებინა (Письмо гр. Ростопчина Георгiю 23-го ноября 1800 г. Тамъ же). უფრო მეტი ზეიმურობისთვის გიორგის თავისი რწმუნებულებისთვის ელჩები უნდა ეწოდებინა.

ნოემბერში რწმუნებულები საქართველოში გაემგზავრნენ. პეტერბურგში მათგან ერთი, თავადი გარსევან ჭავჭავაძე დარჩა. ტფილისიდან პეტერბურგში დაბრუნება მათ მხოლოდ თებერვლისთვის შეეძლოთ, ხოლო აპრილში კი კნორინგი ჯარებით საქართველოში უნდა გამგზავრებულიყო.

“მაგრამ ძალზედ საჭიროა, – წერდა გრაფი როსტოპჩინი, – რათა საგნები იმ ქვეყანაში მათ პირველყოფილ მდგომარეობაში დარჩეს. გამომგზავრებული თავადები თქვენ გაცნობებენ, თუ რამდენად მომგებიანია საქართველოსთვის დადგენილებები მისი ქვეშევდომობის შესახებ. დაამშვიდეთ ისინი მათი მეზობლების თაობაზე, ხოლო იქ კი ყველაფერი სათანადო წესრიგში იქნება მოყვანილი, და ჩვენ გვექნება კმაყოფილება ვმონაწილეობდეთ საქმეში, რომელიც ღვთისა და ხელმწიფისთვის ამდენად სასურველია” (Письмо гр. Ростопчина Кноррингу 26-го ноября 1800 г. Арх. Мин. Внутр. Делъ. Кн. I).

კნორინგმა, ასრულებდა რა იმპერატორ პავლეს ბრძანებას, საქართველოში გამოგზავნისთვის დანიშნა პორტნიაგინის დრაგუნთა პოლკი, ტუჩკოვის გრენადერთა და თავისი მუშკეტერთა პოლკები, მათი კუთვნილი საპოლკო არტილერიითა და მე-5 საარტილერიო პოლკის საბატარეო არტილერიის ოთხი ქვემეხით. ამრიგად, უერთდებოდნენ რა ეს ჯარები საქართველოში უკვე მყოფებს, დგებოდა რაზმი ქვეითი ჯარის 8 ბატალიონის, კავალერიის 10 ესკადრონის, საბატარეო არტილერიის 4 ქვემეხის, საპოლკო არტილერიის 15 ქვემეხისა და კაზაკთა ასეულისგან* (*ჯარების განთავსებას ასე ვარაუდობდნენ: ტფილისში კნორინგის მუშკეტერთა პოლკი, გენერალ-მაიორ ლაზარევის პოლკის ერთი ბატალიონი, დრაგუნთა ორი ესკადრონი და მთელი საბატარეო არტილერია. თელავში – გულიაკოვის მუშკეტერთა პოლკის ერთი ბატალიონი, ეგერთა ერთი ასეული და დრაგუნების ორი ესკადრონი. სიღნაღში – გულიაკოვის პოლკის მეორე ბატალიონი, ეგერთა ასეული და დრაგუნთა ორი ესკადრონი. ლორეში – ტუჩკოვ მე-2-ის გრენადერთა პოლკის ერთი ბატალიონი, ეგერთა ასეული და დრაგუნების ორი ესკადრონი. გორში – ტუჩკოვის პოლკის მეორე ბატალიონი და იმავე რიცხვის ეგერები და დრაგუნები, რაც ლორეში, და, ბოლოს, დუშეთში – ეგერთა ერთი ასეული, კავკასიის ხაზთან შეტყობინების შენარჩუნებისთვის).

თითოეული ადგილი, რომლებშიც ჯარების განთავსება იყო ნავარაუდევი, ტფილისიდან ას ვერსზე მეტად არ იყო დაშორებული, და ამიტომ წარმოდგებოდა სრული შესაძლებლობა დაეცვათ ქვეყანა მისი მეზობლების მტრული მოქმედებებისგან, რომელი მხრიდანაც არ უნდა დასხმოდნენ თავს.

სანამ მთელი ეს მზადებები წარმოებდა, ტფილისში გავრცელდა ხმები, ვითომ გიორგი გარდაიცვალა. ბატონიშვილები, მისი ძმები, მაშინვე სოფელ ჭალაში შეიკრიბნენ და იქიდან დაუგზავნეს მოწოდებები ქალაქ გორის მცხოვრებლებს, სასულიერო წოდებასა და მთელ ქართველ ხალხს (Письмо царевичей отъ 20-го декабря 1800 г. Тифл. Арх. Канц. Нам.). ატყობინებდნენ რა, რომ ერეკლეს ანდერძითა და “ხალხის დამტკიცებით”, ახლა მეფედ უფროსი ძმა იულონი უნდა ყოფილიყო, ბატონიშვილები ყველას გორში მოუწოდებდნენ და ჰპირდებოდნენ, რომ ჯილდოსა და წყალობის გარდა, მათთან მოსულთა ცოლებისა და შვილების დასაცავად, საკუთარი სისხლიც არ დაეშურებინათ. მათ კი, ვინც გორში არ გამოცხადდებოდა, ბატონიშვილები სასჯელით ემუქრებოდნენ და არწმუნებდნენ, რომ ისინი თავიანთ გაზრახვაზე ხელს არანაირად არ აიღებდნენ. “ჩვენ ამ შემთხვევაში კიდეც გთხოვთ, კიდეც გირჩევთ და გიბრძანებთ ჩვენ დაგვიჯეროთ. ჩვენ ამ განზრახვიდან, სანამ ცოცხლები ვართ, უკან დახევა არ შეგვიძლია”.

თავის მხრივ, დავით ბატონიშვილმა მცხეთის იქით პიკეტი დააყენა, რომელიც ყველა ჩამოსულ ქართველს ძარცვავდა და მათ წერილებს ართმევდა.

ლაზარევი ეკითხებოდა დავითს, თუ რატომ არის პიკეტი დაყენებული, როცა იმ მხრიდან ლეკთაგან საშიშროება არ არის. ბატონიშვილი უარობდა და ამბობდა, რომ მას არანაირი პიკეტი არ დაუყენებია და არც მისი არსებობის შესახებ იცის რაიმე.

იმ ღამესვე პიკეტი მოხსნილ იქნა (Письмо Лазарева Кноррингу 2-го января 1801 г. Тифл. Арх. Канц. Нам.); მაგრამ დავითს თავისი ხრიკებისთვის თავი არ დაუნებებია.

22 დეკემბერს ტფილისში ხმა დაირხა, რომ მეფემ ბრძანა იგი სიონის ტაძარში მიესვენებინათ, რათა ყველანი დავითისადმი ერთგულებაზე დაეფიცებინა. ხალხი, თავადები, ბატონიშვილები, ყველანი ტაძარს მიაწყდნენ. გენერლები ლაზარევიცა და გულიაკოვიც მათ მიჰყვნენ. ფიცის დადების წესის ნაცვლად, მათ წმინდა ნაწილების გახსნის წესი იხილეს, რომლებიც აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროიდან ეკლესიაში ცხრაკლიტულში ინახებოდა (Донесенiе Лазарева Кноррингу 25-го декабря 1800 г. Константиновъ, ч. I, стр. 115).

ძნელი არ არის მივხვდეთ, რომ ხმები დავით ბატონიშვლის პარტიის მიერ მიყო გავრცელებული, რომელიც მის სასარგებლოდ დაუღალავად მუშაობდა. ერთგულ პირთა დახმარებით, დავითმა მოახერხა კახეთის მცხოვრებთა დარწმუნება გენერალ-მაიორ ლაზარევისთვის თხოვნა მიერთვათ, რომელშიც ისინი, თავადების, აზნაურთა, სასულიერო წოდებისა და უბრალო ხალხის სახელით, ითხოვდნენ მეფედ დავითი ეღიარებინათ. მთხოვნელნი ამბობდნენ, რომ დავით ბატონიშვილის გარდა მეფედ არავინ არ სურთ, “და უფრო მეტად კი იმ მიზეზით, რომ ერეკლე მეფის სხვა შვილებს უნდოდათ საქართველო დაეტყვევებინათ და გაეძარცვათ და დაეთანხმენ ქართველი ხალხი ყაჩაღ ბაბა-ხანის მფარველობის ქვეშ ჩაეგდოთ”, და რომ ისინი მხარში ედგნენ ომარ-ხანს, “ცდილობდნენ რა ჩვენი ცოლ-შვილი დაეტყვევებინათ” (Письмо кахетинцев Лазареву 23-го декабря 1800 г. Тифл. Арх. Канц. Наместника).

კახელები უმატებდნენ, რომ მათ უკვე შეჰფიცეს დავით ბატონიშვილს როგორც საქართველოს მეფეს.

ასეთ მდგომარეობაში იყო საქმეები ჯერ კიდევ გიორგის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში, როცა მისი ორი წარგზავნილი, ბრუნდებოდა რა პეტერბურგიდან, ტფილისს უახლოვდებოდა.

ლაზარევმა მიიღო ბრძანება, საქართველოს დედაქალაქში მათი ჩამოსვლის შემდეგ, გიორგის სურვილის აღსრულებისთვის ხელი შეეწყო და, საჭიროების შემთხვევაში, მისთვის ძალითაც მხარი დაეჭირა. “ყველანაირი თავგადასავლისთვის თქვენ საკმარისად ძლიერი ხართ”, წერდა მას კნორინგი და ატყობინებდა, რომ ზამთრის მიუხედავად, იგი მზად არის დანიშნული ჯარებით საქართველოსკენ დაიძრას.

სხვადასხვა პირებთან მოლაპარაკებებისა და მიმოწერის დროს მიღებულ იქნა ახალი ცნობები საქართველოს მეფის სწრაფი აღსასრულის შესაძლებლობაზე.

სახელმწიფო საბჭომ, რომელსაც საქართველოს რუსეთთან შემოერთების შესახებ საკითხი განსახილველად გადაეცა, ასეთი გარემოებების გამო, იჩქარა მიეღო გადაწყვეტილება (Журналъ совета 17-го декабря. Арх. Мин. Внур. Делъ). მას მიაჩნდა, რომ იმპერატორმა, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო ქვეყნის მფარველობა, უნდა დაამკვიდროს მასში სიმშვიდე და დაიცვას საქართველო ყოველგვარი მოუწყობლობისა და გარედან შემოჭრებისგან.

მეორეს მხრივ, ყველასთვის ნათელი იყო, რომ გიორგის სიკვდილის შემდეგ საქართველოში დაიწყებოდა შიდა ბრძოლები გარდაცვლილი მეფის ძმებსა და ვაჟიშვილებს შორის; რომ მოუწყობლობა და არეულობანი ქვეყანაში მისცემდნენ შემთხვევასა და საშუალებას თურქებსა და სპარსელებს საქართველოს დასაუფლებლად, ხოლო მთიელ ხალხებს კი – გამაჩანაგებელი თარეშებისთვის. ასეთი უწესრიგობების დროს, სახელმწიფო საბჭო, ეშინოდა რა, რომ “ზიანი არ განეცადა საკუთრივ რუსეთის საზღვრების უსაფრთხოებასაც”, საქართველოს რუსეთთან შემოერთებას აუცილებლად მიიჩნევდა, მით უმეტეს, რომ “ეს განკარგულებანი, უეჭველად, რუსეთს დიდ სარგებელს მოუტანს” მეზობელ მტაცებელ მცხოვრებთათვის ლაგამის ამოდებითა და მტკიცე ვაჭრობის დამყარებით არა მხოლოდ მეზობლებთან, “არამედ ინდოეთის ხალხებთანაც”. 

სახელმწიფო საბჭოს აზრმა საბოლოოდ მიდრიკა იმპერატორი პავლე საქართველოს შემოერთების სასარგებლოდ. არ ელოდებოდა რა უკვე საქართველოს ელჩების პეტერბურგში დაბრუნებას, იმპერატორმა, დეკემბერში, გაუგზავნა კნორინგს მანიფესტი შემოერთების შესახებ, თუმცა კი ბრძანებით, რომ ის მხოლოდ მეფის სიკვდილის შემთხვევაში გამოექვეყნებინა. თუ გიორგი საქართველოს ელჩების პეტერბურგში ჩამოსვლამდე ცოცხალი დარჩებოდა, მაშინ კნორინგი მანიფესტის დაბეჭდვისა და შემდეგი დადგენილებების შესახებ ჩვენი მთავრობის ბრძანებებს უნდა დალოდებოდა. 

1800 წლის 22 დეკემბერს ხელმოწერილ იქნა პეტერბურგში მანიფესტი საქართველოს რუსეთთან შემოერთების შესახებ, ხოლო 28 დეკემბერს კი ტფილისში გიორგი გარდაიცვალა.

პირველ ჯერზე, როცა მეფე ცუდად შეიქნა, მისთვის ზეთის კურთხევა აღასრულეს, და ლაზარევმა მასთან მთელი ღამე გაატარა. მეორე დღეს, დილით, ლაზარევი, ინახულა რა გიორგი, სასახლის ჰაუპტვახტაში ჩავიდა, რათა ყოველი შემთხვევისთვის მზად ყოფილიყო. იქ მასთან მოვიდა ორი მღვდელმსახური და გამოუცხადა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი და საიდუმლო სათქმელი აქვთ. ყარაულში მყოფნი გარეთ იქნენ გაშვებულნი, და ლაზარევმა მღვდელმსახურთაგან შეიტყო, ვითომ გიორგიმ, აბარებდა რა მათ აღსარებას, უბრძანა მისი სახელით ლაზარევისთვის ეცნობებინათ, რომ იგი თავის მეუღლესა და შვილებს მათ აბარებს და უბრძანებს, რომ მისი აღსრულების შემდეგ მაშინვე ტახტზე დავით ბატონიშვილი აიყვანოს. უმართლობა და ტყუილი აშკარა იყო. გაუშვა რა ეკლესიის მწყემსნი, ლაზარევი გიორგისთან სასახლეში გაემართა.

მან მეფე ძალზედ სუსტად იხილა. ლაზარევის შეკითხვაზე, სიმართლეა თუ არა მღვდელმსახურთა მიერ მისთვის ნათქვამი, გიორგი უარყოფითად პასუხობდა. 

ავადმყოფობის მთელი დროის მანძილზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდეც კი, მეფე განუწყვეტლივ ეკითხებოდა ლაზარევს, მალე დაბრუნდება თუ არა პეტერბურგიდან მისი სრულუფლებიანი (წარგზავნილი), თავადი ჭავჭავაძე.

ლაზარევი აიმედებდა ავადმყოფს, ეუბნებოდა რა, რომ ის გზაშია და მალე ტფილისშიც ჩამოვა.

– მე ვერ დავასრულებ მშვიდად ჩემს ცხოვრებას, – ამბობდა გიორგი სუსტი, მომაკვდავი ხმით, – თუ თავადი ჭავჭავაძე კეთისასურველი ცნობებით არ დაბრუნდება და თუ მისდამი მიცემულ დავალებებში წარმატებას ჩემს სიცოცხლეშივე ვერ ვიხილავ.

– რა თქმა უნდა, თავადი ჭავჭავაძე მალე დაბრუნდება, და წარმატებითაც, – პასუხობდა ლაზარევი, ცდილობდა რა მომაკვდავი მეფე დაემშვიდებინა.

ამ დროს ავადმყოფის ოთახში, თავად ლეონიძესთან ერთად, დავით ბატონიშვილი შემოვიდა.

თავად სოლომონ ლეონიძის პაპა, ეროვნებით ლეკი, მოინათლა რა საქართველოში, მისი ქვეშევრდომი შეიქნა. თავად სოლომონის მამა მღდელმსახური გახლდათ თელავში, რომელიც ტფილისიდან 102 ვერსითაა დაშორებული. სოლომონ ლეონიძე, თავისი მამის ხელმძღვანელობით, 24 წლის ასაკიდან რუსულსა და სხვადასხვა აზიურ ენებს სწავლობდა. გადავიდა რა შემდეგ ტფილისში, იგი ერთ ხანს მეფის ასულის ანას, გარდაცვლილი ერეკლე მეფის დის და იმერეთის ქვრივი დედოფლის ანა მათეს ასულის ბებიის კარზე იმყოფებოდა. მეფის ასულის ანას რეკომენდაციით, ლეონიძე ერეკლეს მიერ მწერლად იქნა აყვანილი და მალევე, ნიჭის გამო, რომელიც მეფემ მასში შენიშნა, და სპარსული და სხვა აღმოსავლური ენების სრულყოფილი ცოდნის გამოც, ლეონიძე მდივნის ხარისხში იქნა აყვანილი, და მეფე მას თავის მეზობლებთან უმნიშვნელოვანეს მიმოწერებში იყენებდა. შემდგომში მან მსაჯულის (წერია самджвухи) (მოსამართლის) წოდებამდე მიაღწია.

პოლკოვნიკ ბურნაშოვის უფროსობით საქართველოში რუსული ჯარების ყოფნის დროს, მას თავადის ღირსება ეწყალობა. იმყოფებოდა რა ამდენად მაღალ წოდებაში, თავადი ლეონიძე ერეკლეს განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა და საქართველოში მნიშვნელოვანი მამულები შეიძინა. უბრალო წოდებიდან აღზევებული ადამიანი, იგი არ კმაყოფილდებოდა მდგომარეობით, რომელშიც იმყოფებოდა, და მას კიდევ უფრო მეტი სურდა. მან ერეკლე მეფის წინაშე მის ძეს გიორგის, მაშინ მემკვიდრეს, დასწამა ცილი იმაში, რომ ვითომ ძეს მამის მოწამვლა სურდა. გიორგის კი მან უთხრა, რომ ერეკლეს მისთვის თვალის ჩინის წართმევა უნდოდა (Рапортъ Лазарева Кноррингу 21-го мая 1801 г., № 181. Акты Кавк. Арх. Комм., т. I, 334). ლეონიძის ხრიკები მალევე გამომჟღავნდა, და ის არა მხოლოდ გაძევებულ იქნა თანამდებობიდან, არამედ ქონებაც ჩამოერთვა და ცრუ და ცარიელ ცილისმწამებლად და ჭორიკანად იქნა გამოცხადებული, როგორადაც მთელ საქართველოში დიდხანს ცნობილი გახლდათ. თუმცა კი შემდეგ, პოლკოვნიკ სიროხნევის საქართველოში ყოფნის დროს, ლეონიძემ მიიღო პატიება, მაგრამ მხოლოდ დაშვებულ იქნა მეფესთან, და არანაირ საქმეებში არ გამოიყენებოდა. იმ ქონებიდან კი, რომელიც მას შეეძინა და მეფის ბრძანებით ჩამოერთვა, პატიებისას მას მხოლოდ ის დაუბრუნეს, რაც მის სახლში იქნა აღებული; დაუბრუნდა თუ არა მას თავადობის ხარისხი – ჩვენთვის უცნობია. ერეკლე მეფის გარდაცვალებისა და საქართველოს ტახტზე გიორგის ასვლის შემდეგ, ლეონიძე მთელი მეფობის მანძილზე არა თუ რაიმენაირი ნდობით არ სარგებლობდა, არამედ მას მეფესთან შესვლაც კი აკრძალული ჰქონდა. ინტრიგანი, რომელსაც არანაირი ზნეობრივი საწყისები არ გააჩნდა, ლეონიძე თავისთვის სხვა საქმიანობას ეძიებდა და დავით ბატონიშვილის ნდობაში შეაღწია (втёрся). 

უკანასკნელმა, რომელიც საკუთარ თავს ტახტის დასრულებულ მემკვიდრედ თვლიდა, და იცოდა რა იმ მოლაპარაკებების შესახებ, რომლებსაც მისი მამა პეტერბურგში აწარმოებდა, ლეონიძის დახმარებით თავის სასარგებლოდ დაიწყო მოქმედება.

სნეულმა მეფემ ამ ინტრიგების შესახებ იცოდა, და ბოლო ხანებში მამასა და ძეს შორის უთანხმოება წარმოიშვა. გიორგის არ შეეძლო არ დაენახა, რომ მისი ვაჟი, დავით ბატონიშვილი, მხოლოდ თავის პატივმოყვარულ სურვილებს მიჰყვება, საქართველოს ტახტს ეძიებს და თავისი მიზნების მიღწევისთვის მხოლოდ მამის გარდაცვალებასღა ელოდება. ბატონიშვილი სნეულ მამას იშვიათად სტუმრობდა. ხოლო როცა ხდებოდა კიდეც, რომ ზოგჯერ ავადმყოფის ოთახში შევიდოდა, მამა მისგან კედლისკენ გადაბრუნდებოდა, ან კიდევ თვალებს ხუჭავდა და თავს იმძინარებდა. ხოლო როცა მას ეუბნებოდნენ, რომ ძე მის ახლოსაა, და ეკითხებოდნენ, ხომ არ უნდა მას რაიმე უბრძანოს, გიორგი ან დუმდა, ან კიდევ საპირისპირო მხარეს მიბრუნდებოდა.

ზუსტად ასევე გიორგი გადაბრუნდა ახლაც მის ოთახში, თავად ლეონიძესთან ერთად, დავით ბატონიშვილის შემოსვლისას. მათ ყველა შეკითხვაზე იგი დუმილით პასუხობდა. რამდენიმე წუთის შემდეგ, სანამ ლაზარევი ბატონიშვილს ესაუბრებოდა, ლეონიძე ავადმყოფის ლოგინთან მივიდა.

– ხომ არ ინებებს თქვენი უმაღლესობა, – ჰკითხა მან, – უბრძანოს რაიმე მემკვიდრეს ტახტთან და სამეფოსთან მიმართებაში? (Изъ донесенiя Соколова. Арх. Мин. Иностр. Делъ. 1-5. 1802-1802, № 1).

გიორგი დუმდა.

– თქვენი ჯანმრთელობა როგორაა? ჰკითხა მაშინ დავით ბატონიშვილმაც.

– მე ახლა ისე ჯანმრთელი ვარ, – პასუხობდა გიორგი, – როგორც შენ ამას არ ისურვებდი. 

ამდენად მტკიცე პასუხის მიუხედავად, მეფე მომდევნო დღეს, დილის თერთმეტ საათზე აღესრულა.

იგი მოკვდა უბრობაში თავის ვაჟიშვილთან, რომლის გამოც ამდენად ბევრს ზრუნავდა და მეცადინეობდა. სიცოცხლის უკანასკნელი წუთები გიორგისთვის სასიხარულო არ ყოფილა: იგი ვერ ხედავდა თბილ განწყობას საკუთარი ოჯახისგან, რომლისთვისაც თავის მიერ მიცემული ფიცი დაარღვია. მეფეს შეგნებული ჰქონდა, რომ იმ ფიცისა და დაპირებების აღსრულება, რომლებიც ტახტის მემკვიდრეობის თაობაზე ერეკლე II-ის ანდერძის დაურღვევლობაში მისცა ძმებს, არ შეიძლებოდა კარგ საქმედ ყოფილიყო წოდებული, და ასეთი შეგნება გიორგის ღირსებას უნდა მივათვალოთ. როდესაც დარეჯან დედოფალი ნახულობდა მას მისი ცხოვრების უკანასკნელ დღეებში, მაშინ მისი ერთერთი სტუმრობისას, თავისი დედინაცვლის ხელს მიწვდა, ემთხვია მას და თავისი საქციელებიც გულახდილად აღიარა.

– მე დამნაშავე ვარ თქვენს წინაშე, ამბობდა სნეული, ემთხვეოდა რა ხელზე...

ცნობა მეფის გარდაცვალების შესახებ ტფილისში სწრაფად გავრცელდა. ყველამ, ვინც ამას მოელოდა, თავისი მოქმედება დაიწყო. დავით ბატონიშვილმა გაავრცელა ხმა, რომ გიორგიმ იმპერატორ პავლეს მისწერა წერილი, რომელშიც ატყობინებდა, რომ თავისი ძე უკვე საქართველოს ტახტზე დაამტკიცა. მეფის სიკვდილამდე ოთხი დღით ადრე მან დედოფალს (მარიამს) ყველა გასაღები და ბეჭედი გამოართვა, ქაღალდები გადაათვალიერა და სხვათა შორის ნახა პროექტი წერილისა, რომლითაც განსვენებული მეფე ფიქრობდა ხელმწიფისთვის 30.000 ყმა-გლეხი და წელიწადში 200.000 მანეთი ჯამაგირი ეთხოვა, ხოლო თავისი ძმებისთვის კი – საქართველოში ან რუსეთში პენსიების დანიშვნა.

მოუხმო რა თავისთან თავად თუმანიშვილს, დავითი ეკითხებოდა, იცოდა თუ არა მან ამ ქაღალდის არსებობის შესახებ. თავადმა თუმანიშვილმა, რომელიც წერდა ამ თხოვნას და შეჰფიცა გიორგის მისი შენაარსის შესახებ არავისთვის ეთქვა, ახლაც საჭიროდ მიიჩნია უცოდინრობა მოემიზეზებინა და (თავისი მონაწილეობაც) უარეყო (Изъ рапорта Кнорринга Государю Императору 13-го января 1801 г. Арх. Мин. Внутр. Делъ).

– მამამ ჩვენ ყელი გამოგვჭრა (Батюшка насъ зарезалъ), ამბობდა მაშინ ბატონიშვილი. 

ლაზარევი, ამასობაში, ღებულობდა ყველა ზომას იმისთვის, რათა არც ტფილისში, არც საქართველოს რომელიმე სხვა ადგილას სიმშვიდე არ დარღვეულიყო. მისი განკარგულებით, მაშინვე მეფის გარდაცვალების შემდეგ სასახლეში გუშაგები იქნა დაყენებული ბრძანებით, რომ არაფრის გატანის ნება არ მიეცათ. დავით ბატონიშვილის მეშვეობით მან თავისთან შეკრიბა ტფილისში მყოფი ყველა დიდებული და დიდკაცი, იმპერატორ პავლეს ბრძანების მოსმენისთვის, რათა გიორგის სიკვდილის შემდეგ საქართველოს ტახტის მენაცვალედ დანიშნული არავინ ყოფილიყო.

ბრძანება რუსულად იქნა წაკითხული. სანამდე თარჯიმანი ამ ბრძანების ქართულად გადათარგმნას მოასწრებდა, შეკრებილთაგან წინ თავადი ლეონიძე გამოვიდა. იცოდა რა რუსული და მიმართა რა მსმენელებს, ლეონიძემ ყველა დაარწმუნა, რომ ლაზარევმა დავით ბატონიშვილს საქართველოს მეფობა მიულოცა.

შეიტყო რა ამის შესახებ, ლაზარევმა ხელმეორედ განმარტა ბრძანება და სთხოვა ლეონიძეს თარგმნაში არ ჩარეულიყო.

ლეონიძე ამაზე არ გაჩერებულა. ის ტფილისის ქუჩებში დარბოდა და ხალხს აშფოთებდა, თან დავით ბატონიშვილის ტახტზე ასვლის შესახებ მის მიერ შეთხზულ მანიფესტს აქვეყნებდა. ამის კვალდაკვალ ლაზარევმა შეიტყო, რომ ლეონიძე ღამით დარეჯან დედოფალთან იყო, რომელთანაც ხანგრძლივი თათბირი და საუბარი ჰქონდა. 

ცდილობდა რა სხვადასხვა საშუალებით შეეტყო თავად დავითისგან მისი განზრახვების შესახებ, ლეონიძე ღამ-ღამობით მათ საიდუმლოდ დარეჯან დედოფალს ატყობინებდა, რომელიც ზოგჯერ ტფილელი მიტროპოლიტის არსენის სენაკში – მათი თათბირების ადგილას – მოდიოდა (Лазаревъ Кноррингу 20-го января 1801 г. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 316).

მისი გაიძვერობა და ხალხის აღშფოთება სერიოზულ საქმედ იქცეოდა. ლაზარევმა თავადი ლეონიძე დააპატიმრა, ამის შესახებ კნორინგს მოახსენა*, და იმავე დღეს გარდაცვლილი მეფის ძმებს მისწერა, ეპატიჟებოდა რა მათ იმპერატორ პავლეს ნებისადმი მორჩილნი ყოფილიყვნენ. (Донесенiе Соколова кн. Куракину 30-го августа 1802 г. Арх. Мин. Иностр. Делъ. 1-5. 1802-1803 г. Письмо Лазарева Кноррингу 2-го января 1801 г. Тыфл. Арх. Канц. Нам.).

(*ერთერთი მიზეზი, რომელმაც წაახალისა ლაზარევი საჩქაროდ დაეპატიმრებინა თავადი ლეონიძე, გახლდათ შემდეგი გარემოება, რომელიც სოკოლოვის მოხსენებაშია გადმოცემული. 

“თავადმა ლეონიძემ, – წერს იგი, – განიზრახა მოქმედებაში მოეყვანა თავისი შურისძიება თავად ჭავჭავაძის მეუღლესა და თავად ეგნატე თუმანიშვილზე, რუსეთისადმი მათი მომხრეობის გამო. შეიპარა რა მათ სახლებში, მას სურდა ისინი ხანჯლით განეგმირა; მაგრამ რადგანაც, საბედნიეროდ, თავადის მეუღლე ჭავჭავაძე იმ წუთას დაქვრივებულ დედოფალ მარიამთან იმყოფებოდა, ხოლო თავად ლეონიძეს კი სახლში მისი ძმა თავადი სოლომონ ავალიშვილი დახვდა, ამ უკანასკნელმა იგი სახლიდან გააძევა. თავადი თუმანიშვილი კი ლეონიძემ სახლში ვერ ჰპოვა, ვინაიდან იგი მაშინ საქართველოში ჯარების სარდალთან გენერალ-მაიორ ლაზარევთან ქართული მიმოწერისთვის იმყოფებოდა, რის გამოც ლაზარევმა, შეიტყო რა ამის შესახებ, ბრძანა, მათ დასაცავად, მათ სახლებთან ყარაულები დაეყენებინათ”.) 

“ყველა ბრძანება – წერდა იგი მათ (Письмо Лазарева царевичамъ 28-го декабря 1800 г. Тифл. Арх. Канц. Наместн.) – ხალხის თავ-თავიანთ ფარგლებში დასაცავად, ხელმოწერილი და დაბეჭდილი იქნება მისი უგანათლებულესობის იოანე ბატონიშვილის, ობერ-სეკრეტარ ეგნატეს (თავად თუმანიშვილისა) და ჩემს მიერ”.

ბატონიშვილებს, გამოთქვამდნენ რა სინანულს ძმის გარდაცვალების გამო, უკვირდათ, რომ მათი ძმისწული, იოანე ბატონიშვილი, ბრძანებებს ხელს მოაწერდა. ისინი საკუთარ თავს გულნატკენად თვლიდნენ იმით, რომ გარდაცვლილი მეფის ძმათაგან ქვეყნის მართავში მონაწილეობისთვის მოწოდებული არავინ ყოფილა (Письмо царевичей Вахтанга и Мирiана къ Лазареву отъ 29-го декабря 1800 г. Тифл. Арх. Канц. Наместника). ბატონიშვილები სთხოვდნენ ლაზარევს, რათა მას მარტოს ემართა საქართველო – და მაშინ გამოთქვამდნენ სრულ მზადყოფნას რუსეთის იმპერატორისთვის ემსახურათ – ან კიდევ (მმართველობაში) მონაწილეობისთვის გარდაცვლილი მეფის ერთერთი ძმა დაეშვა. ლაზარევი ბატონიშვილებს პასუხობდა, რომ გარდაცვლილი მეფის ძმათაგან არავინ არ არის მოწოდებული ქვეყნის მმართველობაში, იმიტომ რომ ერეკლეს შვილებიდან ტფილისში არავინ ყოფილა, მაგრამ რომ თუ რომელიმე მოისურვებს საქართველოს დედაქალაქში ჩამოსვლას, მაშინ ის მიიჩნევს “პატივად რომელიმე მათგანის თანაწევრად მიღებას” (Письмо Лазарева царевичамъ 30-го декабря 1800 г. Тамъ же).

30 დეკემბერს მეფის სხეული ტაძარში იქნა გადასვენებული. გამოსვენება მთელი პატივით იქნა აღსრულებული; მოხელეებს გარდაცვლილის რეგალიები მოჰქონდათ და ჩვენი ჯარების სამივე ბატალიონიც სამწუხარო პროცესიაში მონაწილეობდა (Письмо Лазарева Кноррингу 31-го декабря 1800 г. Тамъ же).

დედოფალი მარიამი სთხოვდა ლაზარევს დაკრძალვა არ ეჩქარა და ისინი მხარის დამშვიდებამდე დაეტოვებინა. 1801 წლის 20 თებერვლის დილის ცხრა საათზე გიორგის სხეული ტფილისიდან მცხეთაში დასაკრძალად იქნა გაგზავნილი.

გიორგი XII-ის სიკვდილის შემდეგ საქართველო უფრო უარეს მდგომარეობაში დარჩა, ვიდრე ერეკლე II-ის სიკვდილის შემდეგ. ერეკლე II-ის აღსრულების შემდეგ მხოლოდ ძმები მტრობდნენ ურთიერთ შორის, რომლებიც ტახტის მემკვიდრეობის წესზე კამათობდნენ; ახლა კი, გიორგის გარდაცვალებასთან ერთად, გადამტერებულებს მათი ძმისწულებიცა და მრავალრიცხოვანი ნათესავებიც შეუერთდნენ, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან.

მარიამ დედოფალი მეტად საცოდავ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როგორც მწუხარებისგან, ისე იმიტომაც, რომ გარდაცვლილ მეფეს თავისი ოჯახის მატერიალური არსებობისთვის თითქმის არაფერი დაუტოვებია. ამასთან ერთად იგი ავადაც გახლდათ. 

“მოუთმენლად მოველი, – წერდა ლაზარევი კნორინგს (Письмо Лазарева Кноррингу 2-го января 1801 г. Тиф. Арх. Канц. Нам.), – თქვენს ჩამოსვლას, და ეს წრფელი გულითაც მსურს. ვგრძნობ რომ მეტად არასაკმარისი ვარ ამ უცნაური ადამიანებისა და გარემოებებისთვის თავის გასართმევად და სადაც ყოველი ნაბიჯი შესაძლოა დამღუპველიც იყოს; თუ თავად რაიმეს არ გააკეთებ, მაშინ ნამდვილად გამოიგონებენ, და სადაც მხოლოდ იმას თუ უყურებენ, რათა ერთმანეთი გაძარცვონ, მთელი მამული წაართვან, და თუ შესაძლებელი იქნება, სიცოცხლეც”.

(«Нетерпеливо ожидаю, – писалъ Лазарев Кноррингу, – прибытiя вашего, и отъ искреннего сердца онаго желаю. Чувствую, что весьма недостаточенъ съ сими странными людьми и обстоятельствами обходиться и где всякiй шагъ можетъ быть пагубный; если самъ чего не сделаешь, такъ верно выдумаютъ, и где только того и смотрятъ, что бы другъ друга ограбить, отнять всё именiе, и еслибъ можно было, то и жизнь».)

ასეთ მდგომარეობაში, რათა შეენარჩუნებინა ქვეყანა და მასში ურთიერთშორისი ომი თავიდან აეცილებინა, ლაზარევს ერთი საშუალება რჩებოდა – მოწინააღმდეგეთა არც ერთი და არც მეორე მხარისთვის უპირატესობა არ მიეცა.

გეგონებოდათ, რომ ლაზარევმა ბედნიერად მიაღწია ამას იმით, რომ დავითს იოანე ბატონიშვილი ამჯობინა, ჩართო რა უკანასკნელი იმ პირთა რიცხვში, რომლებიც ქვეყნის დროებით მმართველობას შეადგენდნენ. ტახტის ორივე პრეტენდენტი, დავითიცა და იულონიც, ჩამოცილებული იყო მმართველობისგან და ერთი-მეორის წინააღმდეგ მტრული მოქმედებებისთვის მიზეზი არ გააჩნდათ. დაიწყო რა ასე კარგად, ლაზარევმა საქმე ბოლომდე ისეთივე დაჟინებულობით უკვე ვეღარ მიიყვანა. დავითმა, როგორც ვნახავთ, მოახერხა დროებითი მმართველობის შემადგენლობაში შეეღწია (втереться), და ამიტომ ლაზარევის მიერ იოანე ბატონიშვილისთვის უპირატესობის მინიჭება მხოლოდ ნახევარზომა გახლდათ, რომელმაც თუმცა კი გააჩერა სისხლისღვრა, მაგრამ ქვეყნის სრული დამშვიდება ვერ გამოიწვია.

მოწინააღმდეგეთა ორივე პარტია, ასე ვთქვათ, ერთი-მეორის მიმართ თავდაცვით მდგომარეობაში დადგა და ცდილობდა, შეძლების და გვარად, გაძლიერებულიყო და ხალხში ფესვები უფრო ღრმად გაედგა. იკრებდნენ რა პარტიებს და აღელვებდნენ რა ხალხს, ისინი განუწყვეტლივ ერთი-მეორეზე საჩივრებით რუსული ჯარების სარდლებს მიმართავდნენ. ვახტანგ და მირიან ბატონიშვილები ჩიოდნენ (Письмо царевичей Кноррингу отъ 2-го января 1801 г. Тамъ же), რომ მათი ძმისწული ბაგრატი კახეთში ხმებს ავრცელებს, რომ მიიღო წერილი ლაზარევისგან, რომელიც მას სწერდა, ვითომ, უზენაესი ნების თანახმად, მისი ძმა, დავით ბატონიშვილი მეფედაა დამტკიცებული და რომ იგი ხალხს მის ერთგულებაზე ძალით აფიცებს. ვახტანგი და მირიანი იტყობინებოდნენ, რომ ის კახელი თავადები, რომლებმაც ერეკლეს ანდერძი გიორგის სიკვდილის შემდეგ ტახტის ძმებზე გადასვლის შესახებ თავიანთი ხელმოწერებით დაამტკიცეს, მათთან ჩამოვიდნენ, არ სურთ დავითს შეჰფიცონ და ამ ანდერძის დაცვას ითხოვენ.

ბაგრატი წერდა ლაზარევს (Письмо Баграта Лазареву отъ 2-го января 1801 г. Тиф. Арх. Канц. Нам.), რომ ბევრმა კახელმა თავადმა მიიღო წერილი, რომლებითაც მათ აიძულებენ პავლე იმპერატორის ბრძანებებს არ დაელოდონ.

“იულონი და ფარნაოზი, – წერდა დავით ბატონიშვილი (Лазареву отъ 3-го января 1801 г. Тамъ же), – გადადიან ყველგან ქართლში და ხალხს ამბოხებისთვის განაწყობენ, არწმუნებენ რა, რომ თქვენი განცხადება პირდაპირ ისეთი იყო, რომ საქართველოში ამიერიდან მეფე არ უნდა იყოს. ამასთან ხალხს ჩააგონებენ, რომ მას სრული ტყვეობა და დაღუპვა მოელის, ხოლო თავადებსა და აზნაურებს კი ისევე გახდიან, როგორც ჩერქეზებს, და ყოველგვარი პატივისცემის გარეშე დატოვებენ. ამრიგად, გასახელებენ რა თქვენ მთელი მათი მოძრაობისა და მღელვარების მიზეზად, ხალხს აჯანყებისთვის აგულიანებენ (ამხნევებენ)”.

ლაზარევმა მიიღო ცნობა, რომ ბატონიშვილებს, გარდაცვლილი მეფის ძმებს, განზრახული აქვთ კახეთში შეაღწიონ და იქ, დავით ბატონიშვილის სიტყვებით, აშკარა ამბოხება მოაწყონ. დავით ბატონიშვილი, რომელიც სავსებით იყო დარწმუნებული თავის აღმატებასა და უფლებებში, იმედოვნებდა, რომ საქართველოს ტახტს მემკვიდრეობით აუცილებლად მიიღებდა და ცდილობდა თავისი დამოუკიდებლობა ეჩვენებინა და გამოეცხადებინა.

“მე ვერაფრით ვერ დავიჯერებ, რომ ჩემს ბიძებს ამაზე ნება ჰქონდეთ – წერდა იგი ლაზარევს. – მე მჯერა, რომ ხელმწიფეს თავისი ერთი სიტყვით შეუძლია ყოველივე აღასრულოს და (ბატონიშვილების) მთელი ასეთი ჩანაფიქრები გააქარწყლოს.

თუ თქვენ არ გსურთ, რაიმენაირი მიზეზის გამო, ამაში ჩაერიოთ, მაშინ გთხოვთ მომცეთ ნება და მე მათ დავაწყნარებ, ვინაიდან თქვენ ხედავთ ჩემს მორჩილებას, რის მიყოლასაც მე ჩემს მოვალეობად და ღირსებად მივიჩნევ. ამის საპირისპიროდ, ჩემს ბიძებს თქვენ აშკარად ეზიზღებით, და, რათა ამ დროს მშვიდ მაყურებლად დავრჩე, მე არც თქვენგან, არც რუსეთისგან არ ვსასოებ, მით უმეტეს, როცა არ შეიძლება საჩივრისთვის მიზეზის წარხოცვა, და, რა თქმა უნდა, ასეთი მღელვარება დავიწყებული ვერ დარჩება.

მე გთხოვთ, სანამ ხალხი ჯერ არ შეკრებილა, ეს (საქმე) წინასწარ გამოვშიგნოთ. თქვენთვის ცნობილია, თუ როგორი უბედურება იქნება ეს ჩვენთვის, ხოლო თქვენთვის კი უზომო საზრუნავები. ამ ამბოხების დროს ავარელი ომარ-ხანი აუცილებლად ისარგებლებს და ადვილად შეუძლია ერთი ან ორი სოფელი მოგვტაცოს და გაძარცვოს; და ყოველივე ამაზე პასუხს ვინ აგებს?”

ამთავრებდა რა წერილს ასეთი შეკითხვით, დავით ბატონიშვილს, რა თქმა უნდა, სურდა ეთქვა, რომ პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ლაზარევს და ნაწილობრივ მასაც, როგორც საქართველოს კანონიერ წარმომადგენელს. ასე ფიქრობდა იგი, რამდენადაც დარწმუნებული იყო და, როგორც ვნახავთ, ასეც მოქმედებდა, თვლიდა რა საკუთარ ქვეყნის პატრონად. მეორეს მხრივ, ბატონიშვილები, მისი ბიძები, თავიანთ უფლებებს ასევე განუყოფელად თვლიდნენ და ძმისწულისადმი დაქვემდებარება არ უნდოდათ. 

კრიტიკული მდგომარეობა, რომელშიც საქართველო იმყოფებოდა, ქვეყნის გადარჩენისთვის სხვა ზომებს მოითხოვდა, ენერგიულ ზომებს, რომლებიც ორივე მტრულ მხარეს დააწყნარებდა და შინაომებსა და სისხლისღვრას არ დაუშვებდა...

თავი XVI 

(ჩვენი მთავრობის მიერ მიღებული გზა საქართველოს რუსეთისადმი შემოერთების საკითხში გიორგი XII-ის სიკვდილის შემდეგ. – იმპერატორი პავლე ამ საქმეში განსაკუთრებულ მონაწილეობას ღებულობს. – ელჩების ჩასვლა ტფილისში, თავადების, ხალხის თათბირი და ელჩების ახალი გამოგზავნა პეტერბურგში. – უწესრიგობანი საქართველოში. – დავით ბატონიშვილი დროებით მართავს სამეფოს. – ბატონიშვილების, ერეკლეს ძეთა წასვლა იმერეთში.)

ტფილისში გამგზავრებულმა საქართველოს ელჩებმა კავკასიის ხაზზე მისვლა გიორგის გარდაცვალებამდე მოასწრეს, სახელდობრ კი 23 დეკემბერს. კნორინგმა მეორე დღესვე გაისტუმრა ისინი; მაგრამ ისინი გზიდან გამობრუნდნენ და ისევ მოზდოკში ჩამოვიდნენ. 

მიაღწიეს რა ლარსს, წარგზავნილებმა იქ შეიტყვეს, ვითომ ვახტანგ ბატონიშვილმა, რომელიც დუშეთში ცხოვრობდა, როგორც კი მეფის სიკვდილის შესახებ მოისმინა, მიიღო ზომები, რათა არც საქართველოში შეეშვა ვინმე, და არს საქართველოდან გამოეშვა, რუსი კურიერებისა და წარგზავნილთა გარდა (Рапортъ Кнорринга Государю Императору 3-го января 1801 г. Тифл. Арх. Канц. Наместника). ეს ჩასაფრება დავით ბატონიშვილის ბრძანებით იყო დაყენებული (Рапортъ Кнорринга Государю Императору 13-го января 1801 г. Арх. Мин. Внутр. Делъ), რომელიც იმისთვის, რათა თავისი საქციელი დაემალა, ავრცელებდა ხმებს, ვითომ ეს ვახტანგ ბატონიშვილის მიერაა გაკეთებული. ამბობდნენ, რომ უკანასკნელმა უბრძანა მთიულებს – იმ ხეობებში მცხოვრებ ხალხს, რომლებზედაც საქართველოსკენ მიმავალი გზა გადიოდა, და რომლებიც მხოლოდ ვახტანგის ძალაუფლების ქვეშ იყვნენ – ყველა მიმავალი ქართველი შეეპყროთ და დაეკავებინათ. ჰყვებოდნენ, რომ უფრო მეტი წახალისებისთვის, მან ნება მისცა მთიულებს გზად მიმავალნი თავიანთ სასარგებლოდ ეძარცვათ.

კნორინგმა მაშინვე გაუგზავნა შიკრიკი ვახტანგ ბატონიშვილს და სთხოვა მას როგორც შეეტყობინებინა მის განკარგულებებთან მიმართებით ხმების სამართლიანობის შესახებ, ისე იმის თაობაზეც, რათა მას თავადების ავალიშვილისა და ფალავანდიშვილის ტფილისში უსაფრთხო მგზავრობაში, რომლებიც იქ იმპერატორ პავლეს ნებით მიემგზავრებოდნენ, დახმარება აღმოეჩინა.

ვერ მიიღო რა პასუხი ვახტანგისგან, კნორინგმა მაინც გასცა განკარგულება ელჩების გამგზავრებაზე. მისცა რა მათ 100 კაზაკი ბადრაგად, მან დაავალა ლაზარევს დუშეთში, და უფრო აქეთაც, ელჩების ტფილისამდე თანხლებისთვის ეგერთა ერთი ასეული და 50 კაზაკი გამოეგზავნა.

მიუხედავად ამისა, ვახტანგ ბატონიშვილმა თავად ავალიშვილის მსახური, რომელიც მის მიერ, სრულუფლებიან წარგმოზავნილთათვის ბადრაგის გაგზავნის ბრძანებით ლარსიდან იყო გამოგზავნილი, დუშეთში დააკავა და საპყრობილეში ჩასვა. საკუთრივ დუშეთის წინ თავადმა ავალიშვილმა მისი ერთგული ადამიანისგან მიიღო გაფრთხილება და რჩევა ამ ადგილას არ გაჩერებულიყვნენ. დუშეთში მოსვლისას, ვახტანგი რამდენჯერმე ჰპატიჟებდა თავად ავალიშვილს მასთან სახლში მისულიყო; მაგრამ წარმოგზავილები ნიშნებით ატყობინებდნენ მას დამუქრებული საფრთხის შესახებ და ურჩევდნენ დუშეთიდან საჩქაროდ გამგზავრებულიყო (Рапортъ Кнорринга 10-го января 1801 г.).

მოხსენება გიორგის სიკვდილის შესახებ უკვე გაგზავნილი ჰქონდა კნორინგს იმპერატორისთვის, როცა მეორე დღეს მან საქართველოს რუსეთთან შემოერთების შესახებ 18 დეკემბრის მანიფესტი მიიღო. წაიკითხა რა პავლე იმპერატორის მანიფესტი და რესკრიპტი, კნორინგს გაუბედაობა დაეუფლა და ძნელ მდგომარეობაში აღმოჩნდა. 

მანიფესტის შინაარსიდან ჩანდა, რომ მისი გამოქვეყნება მაშინ უნდა მომხდარიყო, როცა საქართველოს სრულუფლებიანი ელჩები, მიიღებდნენ რა სიგელებს მეფისა და ხალხისგან რუსეთის ქვეშევრდომობაში ყოფნაზე მათი სურვილის შესახებ, ამ სიგელებით ტფილისიდან პეტერბურგისკენ გამოემგზავრებოდნენ.

კნორინგმა ამიტომ მანიფესტის გამოქვეყნება ვერ გაბედა, “ვიცოდი რა, – როგორც ის წერდა (Рапортъ Кнорринга Государю Императору 5-го января 1801 г. Тифл. Арх. Канц. Нам.), – რომ ამ საქმემ თავისი დაბოლობა, ვარაუდების თანახმად, ვერ მიიღო, და ქართველი ხალხი не предваренъ თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის გადამწყვეტი ნების შესახებ მიიღოთ ისინი სრულიად რუსეთის იმპერიის კანონების ქვეშ” (что дело оное конца своего, сообрано предположенiямъ, не воспрiяло, и народъ грузинскiй не предваренъ о решительномъ соизволенiи вашего императорскаго величества принять ихъ подъ законы Имперiи Всероссiйской).

მანიფესტის გამოქვეყნებაში დაყოვნებას სამეფოსთვის ცუდი შედეგები ჰქონდა. 

თავადები და აზნაურები ორ პარტიად დაიყვნენ. ერთი პარტია რუსული მმართველობის შემოღებას მოუთმენლად მოელოდა; მეორეს, პირიქით, თავისი მეფის შენარჩუნება სურდა, რომელიც, იქნებოდა რა რუსეთის სრულ დამოკიდებულებაში, საქართველოს მისი საკუთარი კანონებითა და წეს-ჩვეულებებით მართავდა. თითოეულს, რომელიც ამ უკანასკნელ პარტიას მიეკუთვნებოდა, ამ შემთხვევაში მხედველობაში რომელიმე ბატონიშვილი ჰყავდა, მხოლოდ ამ უკანასკნელის მისდამი კეთილგანწყობის მიხედვით, არ განარჩევდა რა არც ტახტის მემკვიდრეობაზე მის უფლებებს, და არც მის პირად ნიჭსა და უნარს (Записка князя Чавчавадзе, поданная Государю Императору въ 1836 г. Арх. Главн. Шт. въ С.-Петербурге).

სარგებლობდნენ რა განწყობათა განსხვავებით, ბატონიშვილები ურთიერთ შორის მტრობას განაგრძობდნენ.

1800 წლის 20 დეკემბერს ბატონიშვილებმა იულონმა, ვახტანგმა და მირიანმა ქართლსა და კახეთში მთელი სასულიერო წოდებისა და ერისკაცთათვის მოწოდებები დააგზავნეს, რომლებშიც, წინ სწევდნენ რა თავიანთ მიუკერძოებლობას საქართველოს მეფედ გიორგის არჩევისა და დამტკიცებისას, აღწერდნენ, თუ როგორ გადაუხადა მათ ამისთვის განსვენებულმა მეფემ. ბატონიშვილები ბრალს დებდნენ მას როგორც მათ შევიწროვებაში, ისე დარეჯან დედოფლისაც (Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 229). ისინი ცდილობდნენ ხალხისთვის შეეხსენებინათ მათი მამის, მეფის ერეკლე II-ის მეურვეობისა და ზრუნვის შესახებ; სთხოვდნენ ქართველებს გაეხსენებინათ, რომ ის არა მარტო მათი, არამედ მთელი ხალხის მამაც იყო; სთხოვდნენ გაეხსენებინათ, რომ ერეკლემ დატოვა ანდერძი, რომლის ძალითაც მეფობის უფლება ძმებს შორის მონაცვლეობით უნდა გადასულიყო...

“გირჩევთ თქვენ, – წერდნენ ბატონიშვილები, – მყარად იდგეთ იმაზე, რაც ჩვენი მშობლის მიერაა დადგენილი. ახლა ისეთი დროა, როცა თქვენ ყველანაირად სრული ერთგულება და მორჩილება უნდა აღმოგვიჩინოთ. თუ ვინმე გირჩევთ თქვენ რაიმეს ჩვენდამი საწინააღმდეგოს ან თქვენ თავისთან მოგითხოვთ – არ მოუსმინოთ...”

ვახტანგ ბატონიშვილის წარმოგზავნილმა კნორინგს განუცხადა, რომ განსვენებული მეფის ძმები დავითს მეფობის ნებას არ მისცემენ, არამედ უმჯობესად სურთ საკუთარი თავი რუსეთის უშუალო მფლობელობაში იხილონ (Рапортъ Кнорринга Государю Императору 5-го января 1801 г.). (Посланный царевича Вахтанга объявилъ Кноррингу, что братья покойнаго царя не дозволятъ царствовать Давиду, а желаютъ видеть себя лучше въ непосредственномъ владенiи Россiи.)

30 დეკემბერს დავით ბატონიშვილმა გენერალ-მაიორ ლაზარევს გადასცა წერილი, რომელსაც ოცდაორი თავადი და ნეკრესის მიტროპოლიტი აწერდნენ ხელს. ამ წერილში კახელი თავადები კვლავ გამოთქვამდნენ ერთსულოვან სურვილს მეფედ დავითი ჰყოლოდათ, ემყარებოდნენ რა იმაზე, რომ ის პავლე იმპერატორის მიერ უკვე ტახტის მემკვიდრედაა დამტკიცებული. წერილის ხელმომწერები გამოთქვამდნენ სურვილის არქონას ტახტზე გარდაცვლილი მეფის რომელიმე ძმა ეხილათ და ხელმეორედ მიუთითებდნენ იმაზე, რომ ვითომ მათ ჰქონდათ განზრახვა საქართველო ბაბა-ხანის მფარველობის ქვეშ გადაეცათ და ავარელი ომარ-ხანის შემოჭრასაც ხელს უწყობდნენ. 

მოახერხა რა ასეთნაირად რამდენიმე თავადი თავის სასარგებლოდ გადაეხარა, დავითი მოითხოვდა, რათა ყველა დანარჩენი თავადიც მასთან, როგორც ტახტის კანონიერ მემკვიდრესთან, გამოცხადებულიყო. მან ბევრს სხვადასხვა ჩინი მიანიჭა, თანამდებობებზე დანიშნა და კვლავ უბრძანა თავის ძმას თეიმურაზ ბატონიშვილს ხალხი მის ერთგულებაზე დაეფიცებინა. მეორეს მხრივ, ქართლში სასულიერო წოდება იულონ ბატონიშვილის ჯანმრთელობისთვის ლოცულობდა, როგორც საქართველოს მეფისა (Письмо Лазарева грузинскому патрiарху 8-го января 1801 г., № 15), და ამის შემდეგ მალევე მიღებულ იქნა ტფილისში კახელ თავადთა მოწოდება, რომელსაც ხელს თორმეტი პირი აწერდა. მოწოდების ხელმომწერნი, გამოაცხადეს რა, რომ მათ იულონ ბატონიშვილს უკვე შეჰფიცეს, დედაქალაქის ყველა მცხოვრებს მათი მაგალითისთვის მისაბაძად ეპატიჟებოდნენ.

“ჩვენ თქვენ ეს წერილი მოგწერეთ, – ნათქვამი იყო მოწოდებაში, – ვინც მას პირველი იხილავს და დამალავს, არ გამოუცხადებს რა მას იმათ, ვისდამიც ის გაგზავნილია, დაე განკვეთილ იქნას ყოვლადწმიდა სამების მიერ და დაწყევლილი სულითა და სხეულით” (Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 230).

შეატყობინეს რა ქალაქ გორში, რომ ერეკლე მეფის ანდერძის მიხედვით იულონმა უნდა იმეფოსო, და გამოუცხადეს რა, რომ მათ ამის შესახებ იმპერატორ პავლეს მისწერეს, მეფის ძენი, ერეკლე II-ის შვილები, შეგონებებითა და მუქარებით ეპატიჟებოდნენ ქართველებს მათ შეერთებოდნენ.

ვახტანგ და იულონ ბატონიშვილებმა იმერეთის მეფე სოლომონ II დაიყოლიეს იმპერატორ პავლესთვის წერილი მიეწერა და მისთვის საქართველოს ტახტზე იულონ ბატონიშვილის აყვანა ეთხოვა. კნორინგთან მოტანილი ეს წერილი ს.-პეტერბურგში იქნა გამოგზავნილი.

დავითის ძმამ ბაგრატმა მცხოვრებთ გამოუცხადა, რომ დავით ბატონიშვილი უკვე საქართველოს მეფედაა გამოცხადებული, ხალხის ძალით დაფიცებაც დაიწყო, ხოლო გარდაცვლილი მეფის ძმები კი ჯარს აგროვებდნენ იმ განზრახვით, რომ ქალაქ გორს დასხმოდნენ.

“თქვენთვის ცნობილია, – წერდა თეიმურაზი ამილახვარს – რომ ხელმწიფემ მეფობა დავითს უწყალობა, ქართლელებს კი სურთ ხელმწიფის ბრძანება დაარღვიონ. ქართლელებს შორის შენ ხარ პირველი. ვინ გაპატიებთ, რომ თქვენ იულონისადმი ხელმოწერას ორი ბეჭედი დაადეთ? თუ ახლავე არ შეინანებ, მაშინ შენ ხელმწიფის მოწინააღმდეგე ხარ. თუ ახლავე არ გამოასწორებ შენს საქციელს, მაშინ ხელმწიფისადმი ღალატში იქნები დადანაშაულებული. ხელმწიფის მიერ მეფედ დასმულის უარყოფა შენ როგორ შეგიძლია? შენ უკვე იცი, რომ დავითი მეფედაა აღიარებული და რომ ამ მიწაზე, იქნები რა დავითისადმი ორგული, არ შეგიძლია იყო: თუ რუსეთში გაემგზავრები, იქ ხელმწიფე დაგსჯის როგორც მოღალატეს; თუ იმერეთში, იქაც შენი ცხოვრება შეუძლებელი იქნება; თუ თურქეთში, იქ შენ თუ არა, შენს შვილებს მაინც თურქულ რჯულზე გადაიყვანენ. შენს თავს ასე რატომ ვნებ?” (Письмо Теймураза отъ 18-го января 1801 г. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 310).

ასეთ მღელვარებებს შორის, საქართველოს ელჩები, თავადები ფალავანდიშვილი და ავალიშვილი, ტფილისისკენ მოდიოდნენ. 5 იანვარს ისინი უკვე სოფელ კობში იყვნენ, ქალაქიდან 70 ვერსზე, ხოლო 8 იანვარს კი საქართველოს დედაქალაქში მოვიდნენ, სადაც ლაზარევი მცხოვრებთა დამშვიდებისთვის ყველა ზომას ღებულობდა.

ქართველებს ეკრძალებოდათ ქუჩებში ჯგუფებად შეკრებილიყვნენ და ყველა ცრუ ხმას (ჭორს) მათი უსამართლობის ხმამაღლა გამოცხადებით უარყოფდნენ. საერთო წესრიგის დამრღვევები, მათი წოდების და მიუხედავად, დაპატიმრებული იყვნენ.

კნორინგმა, რომელიც მიღებული მოხსენებებიდან ხედავდა, რომ ვახტანგ ბატონიშვილი ერთერთი გახლდათ იმ პირთაგან, რომლებიც ხალხს ყველაზე უფრო მეტად აღელვებდნენ, უბრძანა ლაზარევს, შემდგომი ხრიკების შემთხვევაში, ეცადა იგი დაეპატიმრებინა. “ამ საგნის მისაღწევად, – წერდა იგი (Секретное предписанiе Кнорринга Лазареву 18-го января 1801 г. Тифл. Арх. Канц. Наместника), – შეიძლება ვახტპარადის შემდეგ, რაიმე საბაბით, გამოყოთ ასი ადამიანი, ან რამდენსაც საჭიროდ ჩათვლით. ეს რაზმი ყველაზე მეტი შესაძლო სიჩქარით აღნიშნული ბატონიშვილის ადგილსამყოფელისკენ უნდა გაემართოს და ღამით იგი დააპატიმროს”.

გადაწყვიტა რა ენერგიულად ემოქმედა, კნორინგს მეზობელი ხალხების შემოჭრისა ეშინოდა, რომლებსაც საქართველოში უწესრიგობებითა და უმეფობით ადვილად შეეძლოთ ესარგებლათ. იგი ფიქრობდა თავად დაძრულიყო საქართველოსკენ, მაგრამ ის აძნელებდა საქმეს, რომ კავკასიის ხაზზე დატოვებული ჯარები ვერ იქნებოდა საკმარისი ყაბარდოელთა მტაცებლობისგან საზღვრის დასაცავად.

წაიყვანდა რა იმ ჯარებს, რომლებიც იმპერატორის მიერ იყო დანიშნული, და დაიძრებოდა რა მათთან ერთად საქართველოსკენ, კნორინგი ხაზზე მხოლოდ მუშკეტერების ოთხ ბატალიონს, გრენადერებისა და ეგერთა ორ-ორ ასეულსა და დრაგუნების ათ ესკადრონსღა დატოვებდა.

ამ ჯარებს უხდებოდათ ყიზლარიდან უსტ-ლაბის ციხესიმაგრემდე, 700 ვერსზე მეტ სიგრძეზე მთელი ხაზის დაცვა. ჯარების უმნიშვნელობა და თავდაცვის ხაზის სიგრძე კნორინგს მის შემდგომ განკარგულებებში ძალზედ ავიწროვებდა. მან არ იცოდა, დაძრულიყო ის საქართველოში, თუ ადგილზე დარჩენილიყო, გამოექვეყნებინა თუ არა მანიფესტი და ლაზარევისთვის მიენდო მხოლოდ თავისი ძალებით ემოქმედა, ან კიდევ, დაელოდებოდა რა ჩვენი მთავრობის შემდგომ ბრძანებებს, მის მიერ მიღებული მანიფესტი დრომდე შეეჩერებინა.

გიორგის სიკვდილმა საქართველოს რუსეთისადმი შემოერთების საკითხში ჩვენი მთავრობის მთელი ვარაუდები გარკვეული დროით მთლიანად მოსპო.

ყველაფერი ისე იყო გაანგარიშებული, რომ ელჩები ტფილისში ჩავიდოდნენ, გიორგი ქვეშევრდომობის პირობებს ხელს მოაწერდა, მათ ხალხს გამოუცხადებდა და პეტერბურგში ახალ ელჩებს გამოგზავნიდა. ჩვენი მთავრობა ვარაუდობდა და იმედოვნებდა, რომ ქვეყნის შემოერთება გიორგის სიცოცხლეში შედგებოდა, და ამიტომ, როგორც ჩვენ ვნახეთ, კნორინგს დრომდე მანიფესტის გამოქვეყნება აუკრძალა. მოლოდინები ვერ აღსრულდა: გიორგი თავისი სრულუფლლებიანი წარმოგზავნილების ტფილისში დაბრუნებამდე გარდაიცვალა. ჩვენი მთავრობის სურვილი, რომ გიორგის თავისი განზრახვის შესახებ ხალხისთვის თავად ხმამაღლა განეცხადებინა, ვერ განხორციელდა. დაბნეულობაში ჩავარდნილი პეტერბურგული კაბინეტი იმ რწმენამდე მივიდა, რომ მანიფესტი აუცილებლად გადაუდებლად უნდა გამოექვეყნებინათ. 

საქართველოს რუსეთისადმი შემოერთების შესახებ მანიფესტის პეტერბურგში 1801 წლის 18 იანვარს გამოქვეყნებამ კნორინგი გაძნელებული მდგომარეობიდან გამოიყვანა. 

პეტერბურგული კაბინეტი სამეფოს შემოერთების შესახებ საკითხში იმავე გზაზე დარჩა, რომლითაც სულ თავიდანვე მიდიოდა. გიორგის გარდაცვალებისა და ქვეყანაში მიმდინარე არეულობების მიუხედავად, იმპერატორი პავლე მაინც პეტერბურგში წარმოგზავნილთა ან დეპუტატების ჩამოსვლას ელოდებოდა – ამჯერად ხალხისა და ბატონიშვილებისგან – რომლებიც განზრახული ჰქონდა საზეიმო აუდიენციაზე და თავისი თანდასწრებით ერთგულებაზე დაეფიცებინა (Рескриптъ Кноррингу 18-го января 1801 г. Арх. Мин. Внутр. Делъ).

გრაფმა როსტოპჩინმა პავლე I-ის სახელით, პეტერბურგში დარჩენილ თავად ჭავჭავაძეს გამოუცხადა, რომ იმპერატორი, თავის ახალ ქვეშევრდომთა მიმართ წყალობის სახით, სამეფო სახლის ყველა წევრიდან უფროსს საქართველოს მმართველად დანიშნავს, მეფისნაცვლის ან მეფის სახელწოდებით, მხოლოდ იმ პირობით, რომ მას მუდმივად თავისთან “ერთ-ერთი ველიკოროსი დიდგვაროვანი” ეყოლება (Докладная записка Лошкарева министерству 5-го марта 1801 г. Арх. Мин. Внутр. Делъ. Дела Грузiи кн. I). როსტოპჩინი თავად ჭავჭავაძეს ეუბნებოდა, რომ საქართველოში დაარსებულ იქნება მთავარი სასამართლო, საბჭოს ან სენატის დეპარტამენტის სახელწოდებით; რომ დაარსებულ იქნება უფრო დაბალი სასამართლო ადგილებიც და რომ ყველაფერ ამის მოსაწყობად საქართველოში საიდუმლო მრჩეველი ლოშქარევი ჩამოვა.

კნორინგს ებრძანა ტფილისიდან ს.-პეტერბურგში დეპუტატების გამოგზავნა დაეჩქარებინა (Письмо графа Ростопчина Кноррингу 19-го января 1801 г. Арх. Мин. Внутр. Делъ).

იმპერატორმა პავლემ, რომელიც თავიდან ეწინააღმდეგებოდა, ხოლო შემდგომში კი სახელმწიფო საბჭოს მიერ იქნა რა დარწმუნებული, საქართველოს შემოერთების საქმეში გაბედულად და განსაკუთრებული მონაწილეობით დაიწყო მოქმედება. მისი შემოერთება იმპერატორის საყვარელ და სანუკვარ ოცნებად იქცა. თავადი კურაკინი პავლეს საძინებელ ოთახში და მის მაგიდაზე ადგენდა ცერემონიალს საქართველოს ელჩების მისაღებად, აკეთებდა რა, იმპერატორის ბრძანებით, ამონაწერებს “Mémoire du Baron de Brilefeldt”-დან. ეს ამოწერები მისი აღსრულების წინა დღეს, 1801 წლის 10 მარტს, წარმოებდა («Вестникъ Европы» 1867 г. т. I, 303 прим.).

სურდა რა თავისი ახალი ქვეშევრდომებისთვის ეამებინა, იმპერატორს უნდოდა მათი წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებული ყურადღება აღმოეჩინა. ყოველთვის მარხულობდა რა ვნების კვირაში, მან თავისი მეფობის უკანასკნელ წელიწადს უფრო ადრე, ჯვრის თაყვანისცემის კვირაში იმარხულა, რათა, როგორც იგი ამბობდა, საქართველოს ქვეშევრდომობაში მისაღებად თავისუფალი დრო ჰქონოდა (Разсказъ Котлубицкаго. См. «Русскiй Архивъ» 1866 г., №№ 8 и 9, стр. 1329). ამდენად საზეიმო შემთხვევისას ხედავდა რა ჯეროვნად მათი უწინდელი მეფეების სამოსელში გამოცხადებულიყო, პავლე I-მა ბრძანა მისთვის დალმატიკი დაემზადებინათ.

“ეს ტანსაცმელი, – ამბობს კოტლუბიცკი, – რომელსაც ბიზანტიის იმპერატორები, როგორც გამორჩეულობას, აღმოსავლეთის ეკლესიის ზოგიერთ წმინდა მამას აძლევდნენ, შემდგომში, საკოსის მორჩილი სახელით, თავიდან მთავარეპისკოპოსების, ხოლო შემდეგ კი ეპისკოპოსების წმინდა შესამოსლად იქცა”.

“ამის შედეგად გავრცელდა ხმა, ვითომდა იმპერატორს მღვდელმსახურების აღსრულება სურს, რის გამოც თავისთვის მღვდელმთავრის შესამოსელი შეუკვეთა...”-ო. 

პეტერბურგში ელჩების დაფიცებას საქართველოშიც ზუსტად ასეთივე დაფიცება უნდა მოჰყოლოდა. უკანასკნელის აღსრულება კნორინგს დაევალა.

“მე მსურს, – წერდა იმპერატორი პავლე (Рескриптъ Кноррингу 20-го января 1801 г. Тифл. Арх. Канц. Наместника), – რომ საქართველო იყოს გუბერნია, და ის მაშინვე ასე ჩააყენეთ ურთიერთობაში სენატთან, ხოლო სასულიერო ნაწილში კი სინოდთან, არ შეეხებით რა მათ პრივილეგიებს. გუბერნატორი დაე იყოს რომელიმე (პირი) სამეფო სისხლისა, მაგრამ თქვენი (უფროსობის) ქვეშ, და იქაური ახალი ჰუსართა პოლკის შეფიც იქნება”* (*“როცა ქართველები – წერდა იმპერატორი სხვა რესკრიპტში – ჩვენს ქვეშევრდომობაში მათი მიღების შემთხვევის გამო ამაზე ერთგულების ფიცს დადებენ, მაშინ შეუდექით ქართველებისგან ჰუსართა ერთი პოლკის ჩამოყალიბებას, და მის შეფად ბატონიშვილთაგან ერთერთი მე წარმომიდგინეთ, რომელიც ამისთვის ყველაზე უფრო მეტად ღირსეული იქნებოდა, რომელსაც მე სამსახურში გენერალ-მაიორად მივიღებ, და პოლკსაც მისი სახელი ეწოდება”. См. Рескриптъ отъ 19-го января 1801 г.).

(«Я хочу, – писалъ императоръ Павелъ, – чтобы Грузiя была губернiя, и такъ тотчасъ и поставьте её въ сношенiе съ сенатомъ, а по духовной части съ синодомъ, не трогая ихъ привилегiй. Губернаторомъ пусть будетъ кто-либо изъ царской крови, но подъ вами, и будетъ шефъ гусарскаго тамошняго новаго полка».)

კნორინგმა მიიღო ბრძანება ალექსანდრე ბატონიშვილისთვის გამოეცხადებინა, რომ იმპერატორი დავიწყებას აძლევს ყველა მის უწინდელ საქციელს, თუ მხოლოდ ის თავს დაანებებს თავის ხრიკებს და რუსეთში გამოემგზავრება, სადაც მოუწოდებდნენ ყველას გამონაკლისის გარეშე საქართველოს სამეფო სახლიდან (Рескриптъ Кноррингу 20-го января 1801 г. Тифл. Арх. Канц. Наместника), იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველოში ყველა წოდებას სურს რუსეთის ქვეშევდრომობაში შემოსვლა, “და არა ის, რომ მათი მორჩილება მხოლოდ ორის ან სამის სურვილის გამო ხდებოდეს” (Рескриптъ Кноррингу 19-го февраля 1801 г.).

დავით ბატონიშვილმა პირადად მიიღო იმპერატორის წერილი, როგორც თავად მასზე, ისე საქართველოს სიკეთეზეც მზრუნველობის ნიშნად (Рескриптъ царевичу Давиду отъ 18-го января 1801 г. Арх. Мин. Внутр. Делъ).

გრაფი როსტოპჩინი სთხოვდა ბატონიშვილს საქართველოს სამეფო ოჯახის ყველა წევრს შორის მეგობრობა და თანხმობა შეენარჩუნებინა და ელჩების გამოგზავნით აჩქარებულიყო, “ღვთივსათნო და თქვენთვის სასიამოვნო საქმის, – როსტოპჩინის სიტყვებით, – უსწრაფესად დასრულებისთვის” (Письмо графа Ростопчина царевичу 19-го января 1801 г. Арх. Мин. Внутр. Делъ).

ჩვენი მთავრობა, და მის სათავეში იმპერატორი პავლე I, ამ შემთხვევაში მეტად შორს იყვნენ ჩვენი მხრიდან რაიმენაირი ძალადობრივი მოქმედებებისგან.

“ეცადეთ, – ნათქვამი იყო კნორინგისადმი ერთერთ რესკრიპტში (Рескриптъ отъ 20-го января 1801 г. Тифл. Арх. Канц. Наместника), – საქართველო იმ საფუძველზე დაამკვიდროთ, როგორც თქვენ უკვე მოგეწერათ კიდეც; ნუ შეეცდებით სხვა შენაძენების მოპოვებას, გარდა იმათი, რომლებიც ნებაყოფლობით დაიწყებენ ჩემი მფარველობის ძიებას. უმჯობესია გვყავდეს მოკავშირენი, რომლებიც კავშირში იქნებიან დაინტერესებულნი, ვიდრე არასაიმედო ქვეშევრდომები. ჩვენი მარცხენა მხარე ასეთებით უზრუნველყოფილია. თურქებს შიშს ნუ მოჰგვრით: მაშინ მარჯვენა მხარეც საიმედო იქნება. ეძიეთ სომხეთის დაინტერესება დაახლოებაში ვაჭრობისთვის და ვაჭრობით, რათა უფრო შორი ვაჭრობის არხიც გვქონდეს მათი მეშვეობით. დაიცავით პრივილეგიები, მაგრამ ჩვენი წესრიგი დაამყარეთ. პოლკები ჩვენი რეკრუტებით დააკომპლექტეთ, მაგრამ სივრცის მიხედვით პოლკები ცოტაა. და ასე განსაჯეთ, ხომ არ შეგიძლიათ მათი გამრავლება იქაური მაცხოვრებლებითა და იქაური შემოსავლებით. ყოველგვარი მადნები და სარეწები ეძიეთ; ასევე საბაჟოებიც საზღვარზე გადაიტანეთ. დაკავდით ახლა არა დაპყრობით, არამედ ნებაყოფლობით შეძენით. აი ჩემი ფიქრები”. 

იმპერატორი თავად ეძიებდა საბაბს, იგონებდა შემთხვევებსა და საშუალებებს ახალ ქვეშევრდომთა თავისი წყალობის ნიშნებით დაჯილდოებისთვის. მან კნორინგს დაავალა მისთვის იმ პირთა სახელობითი სია მიეწოდებინა, რომლებსაც სხვებზე უფრო მეტად სურდათ “მის ქვეშევრდომობაში ყოფილიყვნენ” (Рескриптъ Кноррингу 19-го февраля 1801 г.).

ნავარაუდევი იყო ბევრი მათგანის დაჯილდოება გრაფებისა და ბარონების ღირსებით; ერთთათვის წმ. მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ორდენი ეწყალობებინა, სხვებისთვის საკამერჰერო წოდება*, და მთელი ხალხი ხარკისგან სამი წლით გაეთავისუფლებინა. მოქმედებათა ასეთი ხერხით ფიქრობდა პავლე I ქართველების თავისთან დაკავშირებას (привязать къ себе грузинъ). (*ამის შესახებ კნორინგის შეკითხვაზე ლაზარევი პასუხობდა, რომ ეს მეტად ძნელი საქმეა. 

“რაც შეეხება ჯვრებს, ჩემი აზრით, თავადები ეგნატე თუმანიშვილი, დარჩია ბებუთაშვილი და სოლომონ არღუთინსკი-დოლგორუკი ამ ჯილდოს ყველაზე უფრო მეტად იმსახურებენ. ყველა აქაური აზნაური ჩვენს მდაბალ აზნაურებზე (ცალქალამანებზე /однодворцы/) არაფრით უკეთესი არ არის. და ვინ გავხადოთ გრაფები და ბარონები? ამას კიდევ უნდა დავუმატოთ, რომ ზოგიერთ ოჯახში ძმათაგან ერთი ჩვენი ერთგულია, მეორე კი მეამბოხეთა რიცხვში იმყოფება. სასახლის კარზე არც ერთ მათგანს სამსახური არ შეუძლია, იმიტომ რომ მათ არანაირი აღზრდა არ მიუღიათ: ძნელია აქაური ბატონიშვილი უბრალო გლეხისგან განასხვაო”. Рапортъ Лазарева 24-го марта 1801 г. Тифл. Арх. Канц. Наместника).

იმპერატორი არ ცდებოდა. ტფილისში, ელჩების ჩამოსვლის შემდეგ, თათბირები ეწყობოდა. კრებაზე ყველა წოდებისა და შეძლების პირები იყვნენ მოწვეულნი. თავადებმა ავალიშვილმა და ფალავანდიშვილმა, ლაზარევთან ერთად წერილები დაუგზავნეს იულონ, ვახტანგ, მირიან და ფარნაოზ ბატონიშვილებს, მოპატიჟებით საერთო საქმეში მიეღოთ მონაწილეობა. იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილები არა მხოლოდ არაფერს პასუხობდნენ ამ მოპატიჟებაზე, არამედ, პირიქით, ყველა ზომით ცდილობდნენ თავადების ტფილისში ჩამოსვლას წინ აღდგომოდნენ. ვახტანგ და მირიან ბატონიშვილებმა შეატყობინეს, რომ გზის სიშორის გამო დანიშნული დღისთვის ტფილისში ჩამოსვლა არ შეუძლიათ, და რომ ამასთან ერთად ისინი კითხულობდნენ უფროსი ძმის იულონის რჩევას, თუ ამ შემთხვევაში როგორ მოქცეულიყვნენ. ამასთან ერთად გიორგის ყველა ძმა, 700 შეიარაღებული ადამიანით, მუხრანში სათათბიროდ შეიკრიბა, რომელზედაც გადაწყვიტეს კახეთში გამგზავრებულიყვნენ, ქართლელნი და კახელნი თავიანთ ერთგულებაზე დაეფიცებინათ, რაც აზნაურ იოსებიძის (?) (Iасефовъ) სიტყვებით კიდეც აღასრულეს (Показанiе дворянъ Iасефова и Мамацева 28-го ярваря 1801 г. Тифл. Арх. Канц. Наместника). ბატონიშვილები გულდასმით უმალავდნენ ხალხს უზენაეს სიგელს, რომელიც მათ ლაზარევმა გამოუგზავნა. თუმცა კი სიგელით გაგზავნილი ლაზარევის ადიუტანტი, შტაბს-კაპიტანი კოტლიარევსკი* (*შემდგომში კავკასიის სახელგანთქმული მოღვაწე), არ თვლიდა საჭიროდ თავისი მისვლის მიზეზის დამალვას. უზენაესი სიგელი ცნობილი შეიქნა იმ თავადებისთვისაც, რომლებიც ბატონიშვილებთან იყვნენ, ასე რომ მათი ამალა ორ პარტიად გაიყო. თავადთაგან ზოგიერთს ბატონიშვილების დატოვება სურდა, მაგრამ, ეშინოდათ რა სასჯელის და დევნისა, თავიანთ განზრახვას მალავდნენ. ბევრი მათგანი კოტლიარევსკისთან მოდიოდა; მაგრამ როგორც კი იგი მათთან საუბარს იწყებდა, მოსულებს მაშინვე თავისთან იხმობდნენ ხოლმე ბატონიშვილები, რომლებიც ცდილობდნენ წარგზავნილთან მოლაპარაკებებამდე არავის მიეშვათ.

კოტლიარევსკის გამომგზავრების წინ მასთან, იულონ ბატონიშვილისადმი ერთგულ პირთაგან, ოცი თავადი მოვიდა.

– ხომ არ დამიწერთ თქვენ პასუხს წერილზე, რომელიც მე მოვიტანე? ჰკითხა კოტლიარევსკიმ.

– ჩვენ რომ გენერალი ლაზარევი გვენახა, – პასუხობდნენ ისინი, – მაშინ მას პირადად ყველაფერს განვუცხადებდით, მაგრამ ახლა ამის საშუალება არ გაგვაჩნია.

– ყველაზე უფრო ადვილი საშუალებაა – ტფილისში ჩამოსვლა, შეუნიშნა მათ კოტლიარევსკიმ.

თავადები ამაზე არ დაეთანხმენ.

– სწორია, რომ დავით ბატონიშვილი მემკვიდრედაა გამოცხადებული? კითხულობდნენ ისინი.

– სწორია. იულონ ბატონიშვილისთვის ჩემს მიერ ჩამოტანილი უზენაესი სიგელის ასლი, რომლის ხილვაც თქვენ ადვილად შეგიძლიათ, ამას ამტკიცებს, პასუხობდა კოტლიარევსკი.

– მემკვიდრედ მისი აღიარება ჩვენ არანაირად არ შეგვიძლია, იმიტომ რომ განსვენებული მეფის ერეკლეს დროს ჩვენ იულონ ბატონიშვილს შევფიცეთ; მაგრამ თუ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა ინებებს, რათა არც ერთი და არც მეორე მეფედ არ იყოს, მაშინ ამაზე თანახმანი ვართ და მისი უდიდებულესობისთვის უკანასკნელი სისხლის დასაღვრელადაც მზად გახლავართ.

ამასობაში, ბატონიშვილებმა დარეჯან დედოფალს წერილი გამოუგზავნეს, რომელმაც საპასუხოდ ვაჟიშვილებს შეატყობინა, რომ კახეთში ჯარები გაიგზავნა.

ტფილისში კი, თათბირებისა და მოლაპარაკებების შემდეგ, თავადებმა, სასულიერო წოდებამ და ხალხმა გადაწყვიტეს რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლაზე თავიანთი სურვილის ერთსულოვანი გამოცხადებით თავადები ფალავანდიშვილი და ავალიშვილი უკანვე პეტერბურგში გამოეგზავნათ.

ლაზარევის სახლში სასულიერო წოდება, თავადები და ტფილისის მცხოვრებნი შეიკრიბნენ. აქ ისინი იმპერატორ პავლე I-დმი სამადლობელ სიგელზე ხელს აწერდნენ. 

“მადლიერება და სიხარული, – მოახსენებდა ლაზარევი, – იყო გამოხატული ყველა სახეზე, და ხელმოწერის სურვილიც იქამდე ვრცელდებოდა, რომ ბევრი თავადი უკვე საღამოს მოდიოდა და ითხოვდა, რომ გაგვეხსნა ის პაკეტი, რომელშიც აღნიშნული სიგელი იყო ჩადებული, რომ მათაც სურდათ ხელი მოეწერათ. კახეთის ციხესიმაგრის მოურავმა თავადმა ანდრონიკაშვილმა, რომელიც სნეულებას შეეპყრო და არ შეეძლო კრებულში ყოფილიყო, ბეჭედი გამოუგზავნა (ლაზარევს) მინდობილობით, რომ მის მაგივრად ის სიგელზე მიედო” (Изъ рапорта Лазарева Кноррингу 16-го января 1801 г. Тифл. Арх. Канц. Наместника).

18 იანვარს ელჩები ტფილისიდან პეტერბურგს გამოემგზავრნენ და 7 თებერვალს მოზდოკის გამოვლით გამოემართნენ (Письма: царевича Давида Кноррингу 18-го января 1801 г. Тифл. Арх. Канц. Нам. Кнорринга Лошкареву 7-го февраля. Арх. Мин. Иностр. Делъ)

ელჩებს თან თავადების, სასულიერო წოდების, ვაჭართა წოდებისა და სხვა წოდებათა მადლობა და ერთგულების დამოწმება მოჰქონდათ ქვეშევრდომობასა და მფარველობაში საქართველოს მიღების გამო (Переводъ прошенiя грузинъ 18-го января 1801 г. Моск. Арх. Мин. Иностр. Делъ), ხოლო ტფილისში მცხოვრები სპარსელები კი წერდნენ, რომ მათაც სურთ რუსეთის იმპერატორის მაღალი მფარველობის ქვეშ იყვნენ და მზად არიან მას ემსახურონ, როგორც ჭეშმარიტი ერთგული ქვეშევრდომები (Письмо персiянъ 18-го января 1801 г. Тамъ же).

დავით ბატონიშვილი წერდა (Письмо царевича Давида Государю Императору отъ 18-го января 1801 г. Тамъ же), რომ, მიიღო რა იმპერატორ პავლე I-ის სურვილი “სათანადო მადლიერებით და მოვიხარე რა თავი, ერთხელ და სამუდამოდ მოგეცით ჩემი თავი და ჩემი სამეფო თქვენსა და თქვენი ტახტის მაღალ უავგუსტეს მონაცვალეთა ქვეშევრდომობაში, ყველაფერში ჩემი მშობლის თხოვნათა თანახმად”.

მაშინვე საქართველოს რუსეთისადმი შემოერთების შესახებ იმპერატორ პავლეს გიორგისადმი სიგელის მიღების შემდეგ, დავით ბატონიშვილმა გამოსცა შეტყობინება ხალხისთვის, რომ ის საზეიმოდ ღებულობს საქართველოს მემკვიდრეობითი ტახტის მართვას, პატიობს დამნაშავეებს, ხოლო ახალი დანაშაულებებისთვის კი რუსული კანონების მუხედვით გაასამართლებს (Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 297).

დავითი სწერდა ხალხს, რომ მას “უზენაესად ებრძანა საზეიმოდ მიუახლოვდეს საქართველოს ტახტს, მემკვიდრეობის მიხედვით საქართველოს მმართველის წოდებით”, ხოლო ამის კვალდაკვალ კი, ტფილისიდან გამომგზავრებული ელჩების ხელით, წერილი გამოუგზავნა კნორინგს, რომელშიც სთხოვდა მათი ს.-პეტერბურგში გამოგზავნით აჩქარებულიყო, “ჩემთვის და ჩემი სამეფოსთვის – როგორც ის ამბობდა – რუსეთის იმპერატორის წყალობათა შესაძენად” (Изъ письма царевича Давида отъ 18-го января 1801 г. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 298).

ამრიგად, დავით ბატონიშვილმა, რომელიც თავიდან ჩამოცილებულ იქნა მმართველობისგან, ახლა ის საკუთარ ხელში აიღო. ლაზარევი არ თვლიდა შესაძლებლად წინააღმდეგობა გაეწია ამისთვის მას შემდეგ, რაც იმპერატორი პავლე I, გრაფი როსტოპჩინი და კნორინგი მიმართავდნენ ბატონიშვილს, როგორც უპირველეს პირს საქართველოში. ამ შეცდომამ ბევრი ბოროტად გამოყენებისა და არეულობისკენ წაგვიყვანა...

პეტერბურგში დეპუტატების გამოგზავნა ბატონიშვილების – გარდაცვლილი გიორგის ძმების სურვილებს ეწინააღმდეგებოდა, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოში არეულობა მოეხდინათ და თავიანთ სასარგებლოდ მომხრეები მოეძიათ. იულონ ბატონიშვილმა, შეკრიბა რა მისი ძალაუფლების ქვეშ მყოფი სოფლებიდან შეიარაღებულთა ბრბო და უწოდა რა მას ჯარი, ქართლისა და ყველა მცხოვრებთა რბევა დაიწყო, რომელთაც არ სურდათ მისთვის ერთგულება შეეფიცათ ან იმ პირთა რიცხვში მოეწერათ ხელი, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ახლა საქართველოს მეფედ იულონი უნდა გამხდარიყო. იულონის ქცევა მისი ძმების სახით მოწონებასა და მხარდაჭერას პოულობდა. ფარნაოზ ბატონიშვილი სხვადასხვა ხრიკებით იყოლიებდა თავადებს მისი უფროსი ძმის მხარე დაეჭირათ, ხოლო ვახტანგ და მირიან ბატონიშვილები კი, დასახლდნენ რა დუშეთში, ქართველთაგან არავის რუსეთში არ უშვებდნენ, აჩერებდნენ, ყველა წერილს ართმევდნენ და თავად წარმოგზავნილებს კი ყარაულის ქვეშ პყრობილობაში აჩერებდნენ.

ოსებმა, რომლებიც ვახტანგის ძალაუფლების ქვეშ იყვნენ და ხეობაში სოფელ მთიულეთში ცხოვრობდნენ (жившiе въ ущелье въ селенiи Мтiулеты), მისი დარიგებით, ხუთი ხიდი აჰყარეს და ამით გზა გაუვალი გახადეს.

დავით ბატონიშვილი ცდილობდა თავისი ბიძა ალექსანდრე ხელში ჩაეგდო, რომელიც, როგორც ამბობდნენ, შუშიდან ყაზახში ჩამოვიდა ძმებთან სათათბიროდ.

დარეჯან დედოფალი, მოიწვია რა თავისთან ლაზარევი, ბაგრატ (ბატონიშვილზე) შესჩიოდა, რომ იგი მის ხალხს კახეთში ძარცვავს, ხოლო წარგზავნილთ თავადებს ავალიშვილსა და ფალავანდიშვილს კი გამოუცხადა, ვნახავ უკან როგორ გაემგზავრებითო.

ლაზარევის მოძიებათა მიხედვით, ბრალდება ბატონიშვილზე უსამართლო აღმოჩნდა. 

დედოფალი ითხოვდა, რომ ტახტზე მისი უფროსი ვაჟი, იულონ ბატონიშვილი აეყვანათ, და თავისი თხოვნის გაძლიერებისთვის ლაზარევს ალექსანდრე ბატონიშვილის ყალბი წერილი გადასცა, რომელიც მისი ბრძანებით მის საკუთარ მწერალს დაეწერა. თავად ალექსანდრე იტყობინებოდა, რომ საქართველოდან მისი წასვლის მიზეზი გიორგის უმართებულო ქმედებანი იყო მისი დედისა და ძმების წინააღმდეგ, და ითხოვდა აგრეთვე თავისი უფროსი ძმის, იულონ ბატინიშვილის, საქართველოს ტახტზე აყვანას. 

იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილები, რომლებიც ხალხს ძალით აფიცებდნენ (Показанiе дворянъ Iасефова и Мамацева 28-го января), ამასობაში იმათ მამულებს ძარცვავდნენ, რომლებიც მათ პარტიას არ მიეკუთვნებოდნენ, არ ინდობდნენ რა არც წოდებასა და არც შეძლებას (Показанiе дворянъ Iасефова и Мамацева 28-го января). მათი ძალადობისგან დაზარალებულთა რიცხვიდან ერთ ერთი პირველი რუისის მღვდელმთავარი გახლდათ. 

ლაზარევი სთხოვდა იულონს სახლებში გაეშვა ჯარი, რომელიც ქართლს არბევდა, და რუსეთის იმპერატორის გადაწყვეტილებას მოთმინებით დალოდებოდა.

“გატყობინებთ, – პასუხობდა ამაზე ბატონიშვილი (Письмо Юлона Лазареву 20-го анваря 1801 г. См. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 232) – რომ უფრო მეტი მოთმინებით ლოდინი და მშვიდად ყოფნა არავის შეუძლია, ვიდრე მე. რადგანაც, წესისა და კანონის მიხედვით, რომელიც ჩვენ ჩვენმა მშობელმა დაგვიტოვა, მეფისა და ძმის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს სამეფო ჩემი უნდა იყოს, და ქართველი ხალხისგანაც მე ამ წოდებაში ვარ აღიარებული, მაგრამ მე ჯერ კიდევ სწორედ ასეთი სახელწოდება არ მიმიღია, არამედ ამაზე ნებართვა ვთხოვე მის იმპერატორობით უდიდებულესობას და ხელმწიფის წყალობას ველოდები.

მწერთ დავშალო ჯარი, ჩემთან რომ იმყოფება და საქართველოს აწუხებს. მე აქ რომელიმე უცხო ჯარი კი არ მყავს, არამედ მხოლოდ ჩემთან მყოფი ქართველი თავადები და აზნაურებია: ეს მგონი უღირსი საქციელი არ არის. ისინი, იმყოფებიან რა ჩემთან, არ დაიწყებენ ჩემი სამშობლოს დარბევას, და მე არანაირი მარბიელი ჯარი არა მყავს, ხოლო თუ თქვენ ასე შეგატყობინეს, ეს აშკარად მტრების ცილისწამებაა...”

იულონმა, თითქოსდა ამ თხოვნის საპასუხოდ, თავად ამილახვრის სახლი გაძარცვა და მისი ცოლიც შეიპყრო იმისთვის, რომ ამ უკანასკნელს მისთვის ერთგულების შეფიცება არ სურდა (Показанiе протоiерея Iоанна Осеева. Акты Кавк. Арх. Комм., т. I, стр. 235) და რომ მისი ქმარი ტფილისში იყო იმპერატორ პავლეს სიგელის მოსასმენად. ზუსტად ასევე, ბატონიშვილთა ბრძანებით, თავად თუმანიშვილის მეუღლე და თავად ორბელიანის ცოლის და იქნენ შეპყრობილი და ბორკილდადებული (Рапортъ Лазарева Кноррингу 20-го января 1801 г. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 233).

დაზარალებულები (обиженные и ограбленные) დაცვას ითხოვდნენ, მიმართავდნენ რა ხან დავით ბატონიშვილს, ხან ლაზარევს და ხანაც კნორინგს. უკანასკნელმა, ვერ პოულობდა რა სხვა საშუალებებს, ბრძანა ბატონიშვილებისთვის ეცნობებინათ, რომ თუ ისინი თავიანთ სახლებში არ წავლენ, მაშინ მათი ხროვა (сборища ихъ) რუსული ჯარების მიერ იქნება გაფანტული, და რომ ყველას, ვინც საქართველოს სიკეთისთვის მისაღებ ზომებს წინააღმდეგობას გაუწევს, ისე მოექცევიან როგორც მოწინააღმდეგეს.

შემდეგ საერთო მკაცრ ადმინისტრაციულ ზომებს მიმართეს. ბრძანება გაიცა ცრუ ხმების გამავრცელებლები დაეპატიმრებინათ და შეიარაღებულ ადამიანთა შეკრების ნება არ მიეცათ.

ცნობამ იმის შესახებ, რომ იულონი ფიქრობს მცხეთაში ჩამოვიდეს იმისთვის, რათა იქ გვირგვინი დაიდგას, აიძულა ლაზარევი იქ ქვეითი ჯარის ორი ასეული გაეგზავნა, და კიდევ სამი ასეული, პოლკოვნიკ კარიაგინის უფროსობით, ქიზიყის (სიღნაღის) ციხესიმაგრეში, მხარის ავარელი ომარ-ხანის თავდასხმისგან დასაცავად, რომელიც თავის ჯარებს აგროვებდა. თუმცა კი მცხეთაში დანიშნული ორის ასეული დუშეთში იქნა გაგზავნილი, ვახტანგ ბატონიშვილის საცხოვრებელ ადგილას, კავკასიის ხაზის საქართველოსთან თავისუფალი და უსაფრთხო შეტყობინების უზრუნველსაყოფად. 

მცხოვრებთა თხოვნით, ერთი ასეული ქალაქ გორში იქნა გაგზავნილი, რომელიც მოსახლეობამ დიდი სიხარულით მიიღო. ქართველთაგან ბევრი, რომლებმაც დატოვეს ქალაქი, იმის შიშით, რომ ბატონიშვილების ხელში არ ჩავარდნილიყვნენ, ასეულის მოსვლის შემდეგ თავიანთ სახლებში დაბრუნდა.

გენერალ-მაიორი გულიაკოვი ოთხი ასეულით, ხოლო ბატონიშვილი იოანე გიორგის ძე კი ქართული ჯარით, მარტყოფისკენ გაემართნენ, სადაც, ცნობების მიხედვით, ბატონიშვილები, გარდაცვლილი მეფის ძმები, სათათბიროდ უნდა შეკრებილიყვნენ (Рапортъ Кнорринга Государю Императору 1-го февраля 1801 г. Тифл. Арх. Канц. Наместника).

გულიაკოვს დაევალა ჩაეგონებინა ბატონიშვილებისთვის, რომ მათი ქცევები გასაკიცხია, რომ საქართველოში მეფე არ არის და რომ მხარის მართვა დავით ბატონიშვილსა აქვს დავალებული (Предписанiе Лазарева Гулякову отъ 20-го января 1801 г. Акты. Кавк. Арх. Ком., т. I, стр. 233).

მარტყოფში მხოლოდ ერთი მირიან ბატონიშვილი იყო, ხოლო ვახტანგი და იულონი კი ჯერ კიდევ წინა საღამოს გაემგზავრნენ, როდესაც ვახშმობისას შეიტყვეს, რომ მათი დევნისთვის (преследованiе) რუსული ჯარებია გამოგზავნილი.

ბატონიშვილები პროტესტს აცხადებდნენ და იმაზე იყვნენ განაწყენებული, რომ მათ წინააღმდეგ მოქმედება რუსულ ჯარებს ებრძანათ. შეიტყვეს რა გულიაკოვის მოძრაობის შესახებ, ისინი წერდნენ კნორინგს, რომ ეს მოძრაობა იყო ერთი ადგილიდან მეორეზე მათი ხშირი გადანაცვლების მიზეზი, და სულაც არა მათი ხრიკები. ბატონიშვილები ამბობდნენ, რომ მათ რამდენჯერმე შესჩივლეს ლაზარევს, მაგრამ რომ ის მათ წერილებს არ კითხულობს.

“...ჩვენ არ ვიცით, რა არის ეს, – წერდნენ ბატონიშვილები (Письмо царевичей Вахтанга и Юлона Кноррингу отъ 26-го января 1801 г. Тифл. Арх. Канц. Наместника). – თუ ჩვენს თავზე რაღაც უბედურებაა, მაშინ ჩვენ უნდა გამოგვიცხადონ, ხოლო თუ არა, მაშინ ასეთ მოვარდნას რატომ გვიწყობენ. ჯერ ამ დრომდე როგორც ჩვენ, ისე ჩვენს ძმას გიორგი მეფესაც, არ აღმოუჩენია არანაირი სამსახური დიდი ხელმწიფისთვის. თითქოსდა მას არ გაუწევია იმდენი სამსახური, რომ ამდენი უძვირფასესი წყალობანი მიეღო და ასეთი მადლიერებითა და წყალობით ყოფილიყო მიღებული... და რატომ უნდა განდიდდეს ასე ჩვენი ძმის მხარე, ხოლო ჩვენ კი სამაგალითო უბედურებისთვის ვართ გაწირულნი? თუ ისინი ქრისტიანები არიან, ჩვენც ასევე ვართ; თუ ისინი ერეკლე მეფის შთამომავლები არიან, ჩვენ მისი შვილები ვართ, ისინი კი შვილიშვილები”.

არ დალოდებიან რა გენერალ-მაიორ გულიაკოვის მოსვლას, ბატონიშვილები გაემგზავრნენ: იულონი და ვახტანგი ქიზიყში, სადაც ორი სოფლის თავიანთ ერთგულებაზე დაფიცება მოახერხეს, ფარნაოზი ქართლში გაემგზავრა, მირიან ბატონიშვილი კი ფიქრობდა, ღამე გაეთენებია და დუშეთში წასულიყო. გულიაკოვი დიდხანს არწმუნებდა მირიანს თავის ხრიკებზე ხელი აეღო, მაგრამ როცა იგი არ თანხმდებოდა, მას მასთან მყოფი აზნაურები და ხალხი ჩამოართვა.

აქედან გენერალი გულიაკოვი სიღნაღისკენ დაძვრას ვარაუდობდა, სადაც იულონი და ვახტანგი გაემგზავრნენ, გაუგზავნეს რა ბრძანება თავიანთი ძალაუფლების ქვეშ მყოფთ ჯარები შეეკრიბათ და მათთნ მისულიყვნენ.

შემდეგ ბატონიშვილები სოფელ მაჩხაანში გაემგზავრნენ, და მერე კი, გადმოლხეს რა მდინარე იორი, მუხრანში დაბრუნდნენ.

მათ კვალდაკვალ მაჩხაანში, 500 ყაზახელით, ალექსანდრე ბატონიშვილიც მოვიდა; მაგრამ მათ, როგორც კი შეიტყვეს, რომ იულონი და ვახტანგი თავს გაქცევით შველიან, ხოლო რუსები კი მათ მისდევენ, მაშინვე მიატოვეს ალექსანდრე და თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ. ბატონიშვილი, ბადრაგის 20 მხედრით, დავით-გარეჯის მონასტერში მიიმალა და, გამოიქცა რა იქიდან ძმების კვალდაკვალ, მათ მუხრანში შესვლამდე დაეწია (Рапортъ г.-м. Гулякова Лазареву 25-го января 1801 г.).

თათბირის შემდეგ ვახტანგმა დუშეთისკენ აიღო გეზი; იულონმა და ალექსანდრემ – სოფელ კოშკისკენ, საიდანაც თავად ერისთავთა სამფლობელოზე წავიდნენ იმ განზრახვით, რომ ისინი მამულიდან განედევნათ. ერისთავები, რომლებიც საფრთხის შესახებ იყვნენ გაფრთხილებულნი, ბატონიშვილებს იარაღით დახვდნენ, და ისინიც, არცთუ ხანგრძლივი სროლის შემდეგ, უფრო შორს გაიქცნენ და, თავიდან ცხინვალის ციხესიმაგრეში მიიმალნენ (Показанiе кн. Отара Амилахварова), ხოლო შემდგომში კი იმერეთში წავიდნენ.

ბატონიშვილები იმერეთის მეფისა და ავარელი ომარ-ხანის თანადგომას ითხოვდნენ. თავის მხრივ ალექსანდრე ბატონიშვილი დახმარებას განჯისა და შემახის ხანებისგან ეძიებდა (Показанiе дворянина Мамацева отъ 28-го января 1801 г.). და ბოლოს ყველამ ერთად წარგზავნილი მიავლინა ბაბა-ხანთან (Рапортъ Лазарева Кноррингу 2-го февраля 1801 г. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 240), სთხოვდნენ რა მას დახმარებასა და თანადგომას, და იმავე დროს ლიახვის გამაგრებასაც ფიქრობდნენ, სპარსული ჯარებისთვის მხარის დასაჭერად (Изъ письма Эристовыхъ Михаила и Шанше. Тамъ же, стр. 242). გაზაფხულის დადგომასთან ერთად ბატონიშვილებს იმედი ჰქონდათ, რომ გარემომცველი ხანებისა და ლეკების მთელ ჯარებს შეკრებდნენ და მათი თანადგომით რუსებს საქართველოდან განდევნიდნენ. თუმცა კი მოკავშირეებს, რომელთა იმედიც ჰქონდათ ბატონიშვილებს, ძალებისა და საშუალებათა უკმარისობის გამო დახმარების აღმოჩენა არ შეეძლოთ, მიუხედავად ამისა ლაზარევი, საქართველოს ტახტის მემკვიდრესთან შეთანხმებით, ყოველგვარი თავდასხმის მოსპობისთვის ზომებს ღებულობდა. თათბირების შემდეგ გადაწყვეტილ იქნა, გენერალ გულიაკოვისთვის ებრძანებინათ, რომ მას ეცადა ისინი, რომლებმაც იულონისა და მისი ძმების მხარე დაიჭირეს, ნამდვილ ჭეშმარიტ ხელისუფლებასთან დაბრუნებაზე დაეყოლიებინა, ხოლო ყველა ისინი კი, ვინც უდრეკი დარჩებოდა, თავად ბატონიშვილთა გამორიცხვის გარეშე, დაეპატიმრებინა. ყაზახელ თათრებს ლაზარევმა წერილი გაუგზავნა, ჩააგონებდა რა მათ, რომ ალექსანდრეს სიტყვებს არ დაჰყოლოდნენ და საერთო სიმშვიდე არ დაერღვიათ. წერილმა თავისი მოქმედება მოახდინა, და ალექსანდრეს თათრებში არანაირი წარმატება არ ჰქონია.

“ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროდ, მე შევიტყვე, – წერდა ლაზარევი ქართლის ხალხისადმი შეტყობინებაში (Отъ 26-го января, № 58. Тифл. Арх. Канц. Нам.), – რომ ქართლის თავადებიდან ზოგიერთი ამას არ ასრულებს (ე. ი. იმპერატორ პავლეს სურვილს არ აღასრულებს), სასულიერო წოდება მორჩილებას გამოუხატავს მეფეს, რომელიც არ არის, ვინაიდან ხელმწიფე იმპერატორის მიერ არავინ არ არის დანიშნული. რისთვისაც გთავაზობთ თქვენ ყველა ასეთი თავხედობა (дерзости), რომლებიც კეთილმოწყობილ წესრიგს ეწინააღმდეგება, დატოვოთ და ჯეროვან მორჩილებას დაუბრუნდეთ; წინააღმდეგ შემთხვევაში კი ვალდებული ვიქნები ყველა ურჩი მორჩილებისკენ ვაიძულო. სხვა მხრივ, არანაირ გამოცემულ ქაღალდს, იმათი გამოკლებით, რომლებიც მისი უგანათლებულესობის მემკვიდრის ბატონიშვილ დავით გიორგის ძისა და ჩემს მიერ იქნება გამოცემული, არ დაუჯეროთ”.

საქართველოს სამეფო სახლში პირველ პირად დავით ბატონიშვილის ასეთმა სრულიად სახალხო გამოცხადებამ ორივე გადამტერებული პარტია კიდევ უფრო განაცალკევა. გარდაცვლილი მეფის ძმები, თავიანთ დედასთან, დარეჯან დედოფალთან ერთად, იულონის ტახტზე აყვანისთვის მეცადინეობდნენ, ხოლო გიორგი XII-ის ვაჟები და მისი მეუღლე, მარიამ დედოფალი კი, დავითის დამტკიცებისთვის ზრუნავდნენ. ორივე პარტია ერთსულოვნად თავის სასარგებლოდ მოქმედებდა და არანაირ საშუალებებს არ უგულვებელყოფდა.

იანვარში დარეჯან დედოფალი ატყობინებდა ლაზარევს, რომ მთელმა ქართლმა, კახეთმა, თუშებმა, ფშავლებმა, ხევსურებმა და თათრებმა უკვე ერთგულება შეჰფიცეს იულონს. იგი სთხოვდა ლაზარევს არ ედევნა მისი შვილები, როგორც ლეკები. განა გასაკვირია, – კითხულობდა დედოფალი, – თუ ერეკლე მეფის შვილები კახეთში მივლენ? “კახეთში არავინ არის ისეთი, და მით უმეტეს ქიზიყში, ორჯერ ან სამჯერ რომ არ იყოს ტყვეობიდან ერეკლე მეფის საკუთარი ფულებით გამოსყიდული. მათი პური მის შვილებს უფრო ეკუთვნით”. ეშმაკი ქალი ამასთან გამოთქვამდა დარწმუნებას, რომ იმპერატორი არ მოისურვებს აიძულოს ერთგულების ფიცს უღალატონ და ამდენი ქრისტიანი სულის ფიცი დაარღვიოს. დედოფალი იმავე დროს მოხერხებულად სვამდა კითხვას იმის შესახებ: შეუძლიათ თუ არა გარდაცვლილი გიორგის შვილებს უფრო მეტი პატივი მიიღონ, ვიდრე ერეკლეს შვილებს (Письмо царицы Дарьи Лазареву 21-го января 1801 г. Тифл. Арх. Канц. Наместника).

ასეთ კითხვაზე მას გაეცა პასუხი, რომ საქართველოს კეთილდრეობისთვის მიღებული ზომები საჯაროდაა გამოცხადებული, და ამიტომ უცნაურია, რომ იგი ისეთ სახეს ღებულობს, თითქოს ამის შესახებ არაფერი იცოდეს. კნორინგი სთხოვდა ლაზარევს ეცნობებინა დედოფლისთვის, რომ თავისი ქცევითა და საქციელით იგი საკუთარ თავზე ეჭვს იწვევს, “თითქოსდა იგი უგულვებელყოფდეს ზომებს, რომლებიც საერთო სიკეთისთვის მიიღება” (Изъ отношенiя Кнорринга Лазареву 29-го января и Дарье 21-го января 1801 г.).

დარეჯან დედოფალი დავითისგან მოითხოვდა მისთვის შესაფერისი ჯამაგირი დაენიშნათ ოცდაათი მანეთი დღეში. ბატონიშვილი პასუხობდა, რომ მას აქვს სოფლები, საიდანაც ღებულობს პურს, ბრინჯს, კარაქს, ხორცს, ღვინოს, შეშას, ქათმებს, კვერცხებს, რძეს და, ამაზე ზევით, 4.000 მანეთი სუფთა შემოსავალი აქვს წელიწადში (Письма царевича: Лазареву отъ 20-го января и Дарье 21-го января 1801 г.). დარეჯანი საყვედურობდა გერისშვილს (племянника) უსამართლობას და ამბობდა, რომ მთელი მისი შემოსავლები წელიწადში 170 მანეთს არ აღემატება, რომ მან (ბატონიშვილმა) ისინი საგანგებოდ გაზარდა იმისთვის, რათა უცოდინარნი მოატყუოს.

“თუნდაც ყველა რომ მოტყუებულ იქნას, ღმერთი არ მოტყუვდება, დამიჯერე, – წერდა დედოფალი (Царевичу Давиду 24-го января 1801 г.). ყველაზე მეტად ის მაოცებს, რატომ არ უფრთხილდები შენ საკუთარ თავს ასეთ სიცრუეთაგან. კიდევ მწერდი, რომ თუ ფარნაოზი გამოცხადდება და ხელმწიფის ერთგულებაზე დადებს ფიცს, მაშინ უკანვე მიიღებს მთელ იმ საუფლისწულო მამულებს (вотчины), რომლებიც მამაშენმა მას კანონიერ საფუძველზე ჩამოართვა. მამაშენს კანონიერი არაფერი გაუკეთებია. რომელი კანონი უბრძანებს ფიცის გატეხვასა და ძმისთვის ლუკმა-პურის ჩამორთმევას? თქვენ ისიც უნდა გამოუცხადოთ ფარნაოზს: როგორც თქვენ გჯერათ ფიცისა და როგორც თქვენ შეჰფიცეთ მას, ისევე უნდა შეჰფიცოს მანაც, თუ სხვანაირად?”

იულონ ბატონიშვილისა და მისი ძმების ძარცვა-რბევა და ძალადობანი, რომლებიც ყველგან გაჩანაგებას ახდენდნენ (производившихъ повсюду опустошенiе), იყო იმის მიზეზი, რომ ბევრ ქართველს ეშინოდა ტფილისში გამომგზავრებისა და სთხოვდნენ ლაზარევსა და დავით ბატონიშვილს, როგორც სამეფოს დროებით მმართველს, ფიცის მისაღებად მათთან ქალაქ გორში ჩასულიყვნენ. ჰქონდა რა მხედველობაში ქვეყანა დაემშვიდებინა, და რაც მთავარი იყო ბატონიშვილები მორჩილებაში მოეყვანა, ლაზარევმა გადაწყვიტა ჯარებით გორისკენ დაძრულიყო (Рапортъ Лазарева Кноррингу 2-го февраля 1801 г., № 81). დარეჯან დედოფალმა, შეიტყო რა ქართლში წასვლაზე ლაზარევის განზრახვის შესახებ, თხოვნით მიმართა მას მოეცადა და არ წასულიყო. იგი დაპირდა შვილებთან კაცი გაეგზავნა და ეთხოვა დაშლილიყვნენ. ლაზარევი დაეთანხმა ამ თხოვნის შესრულებაზე იმ პირობებით: 1) რომ მის ვაჟიშვილებს ხალხი არ ერბიათ, იგი თავიანთ ერთგულებაზე არ ეფიცებინათ და ქვეყანაში შეშფოთებები არ მოეხდინათ; 2) რომ ტახტის მემკვიდრის ნებართვის გარეშე ჯარი არ შეეკრიბათ; 3) რომ იულონს ბარათებზე (ბრძანებებზე) მემკვიდრედ ხელი არ მოეწერა და 4) რომ ყველა მეფის ძეს, მის შვილებს, ტფილისში ეცხოვრა.

პირველ პუნქტს დარეჯან დედოფალმა სიცრუე უწოდა, მეორესა და მესამეს არ დაეთანხმა, ხოლო მეოთხეზე კი პასუხობდა, რომ ამაზე მათი იძულება არავის შეუძლია. დავითმა დედოფალს შესთავაზა წინადადებებზე კარგად დაფიქრებულიყო და მას ამისთვის სამი დღის ვადა მისცა. დარეჯანი პასუხობდა, რომ ყველა სიგელი, რომლებიც რუსეთის იმპერატორისგანაა გამოცხადებული, ცრუ და გამოგონილია, და უარი თქვა თავისი ვაჟების დაწყნარების საქმეში შუამდგომლობა გაეწია. ამაზე საპასუხოდ მას ქართლში ჯარების მოძრაობა გამოეცხადა. მოძრაობა მით უფრო აუცილებელი აღმოჩნდა, რომ ტფილიში მიღებულ იქნა ახალი ცნობები იულონის ქცევათა შესახებ. მიიტაცა რა ხელში ლიახვის მამული, რომელიც ქართლში მთელ პროვინციას შეადგენდა, იულონმა ის თავის სიძეს თავად რევაზ ერისთავს მისცა, რომელიც ამის სანაცვლოდ მას დაპირდა, თავისი ძალები იმერეთის ჯარებთან შეეერთებინა, რომლებიც ზემო იმერეთში ელიზბარ ერისთავის წინამძღოლობით იკრიბებოდა. ამ შეერთებას შეეძლო გორის ყველა მცხოვრები აეძულებინა მეამბოხეებს შეერთებოდა და საქართველოში შემდგომი უწესრიგობანი გამოეწვია, მით უმეტეს, რომ თავად ბატონიშვილებიც ფიქრობდნენ იმერეთში გამგზავრებულიყვნენ, სადაც უკვე თავიანთი აღალი გააგზავნეს.

“ახლა მე ვისმენ, – წერდა იულონს დავით ბატონიშვილი, – რომ თქვენ ლიახვი მფლობელობაში თქვენს სიძეს რევაზ ერისთავს მიეცით, ხოლო თავად კი მთელი ოჯახითა და ძმებით, ფარნაოზით ასევე ოჯახით, და ალექსანდრეთი, იმერეთში მიემგზავრებით, რის გამოც გიცხადებთ, რომ როგორც მე, უზენაესი ბრძანებით, საქართველოს მმართველად ვარ დაყენებული, ამიტომ თქვენ არანაირი უფლება არ გაგაჩნიათ ვინმეს უძრავი მამული უწყალობოთ, და გარდა ამისა ძებთან ერთად იმერეთში თქვენი წასვლა ხელმწიფის ნებისამი აშკარა წინააღმდეგობაა” (Письмо Давида царевичу Юлону 9-го февраля 1801 г. Тифл. Арх. Канц. Наместника).

“ვინ შეგაწუხათ თქვენ, – კითხულობდა დავითი, – რომ უცხო მიწაზე მიდიხართ და თქვენი ძმებიც იქვე მიგყავთ, ხოლო თქვენს საკუთარ სამშობლოს კი ტოვებთ?... ხელი აიღეთ ახლა თქვენს განზრახვაზე – არ წახვიდეთ იმერეთში, არ დაადასტუროთ ამით კიდევ თქვენი წინააღმდეგობა და თქვენი სამშობლოს მოღალტენი არ აღმოჩნდეთ”. 

მაგრამ ბატონიშვილები საქართველოდნ წავიდნენ, რომელშიც დროებით სიმშვიდე დამყრდა, ასე რომ ბევრ ქართველს შეეძლო ტფილისში მშვიდად და უსაფრთხოდ გამომგზავრებულიყო, არ შეეშინდებოდა რა ბატონიშვილთა ხელში ჩავარდნისა.

თუმცა კი ეს სიმშვიდე ქვეყანაში მეტად მცირე ხანს გრძელდებოდა.

(გაგრძელება იხ. ნაწილი VII)

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა