Saturday, December 14, 2013

ერთი სპექტაკლის თაობაზე – “ჩვენთვის უცნობი ქვეყანა”



(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" 2013 წლის 13 დეკემბრის ნომერში # 74 /3684/, და წარმოადგენს რეცენზიას მსახიობ მანანა სურმავას საავტორო სპექტაკლზე "ჩვენთვის უცნობი ქვეყანა")

დაკვირვებული გონების თვალი კარგა ხანია უკვე ხვდება, რომ თაობათა წინაშე სხვადასხვა ფორმით თითქმის ერთი და იგივე პრობლემები დგება და მათი ობიექტური დანახვა, შეფასება და სხვათათვის გადაცემა გამორჩეულ, გულმხურვალე მამულიშვილებს ხვდებათ ხოლმე წილად. როცა ნიკო ლორთქიფანიძის მხატვრულ, დრამატულ თუ პუბლიცისტურ ნაწერებს ვკითხულობთ, თვალწინ გვეშლება მის მიერ თავისებური ლაკონიურობით დანახული ჩვენი ქვეყნის ავ-კარგი, მისი გაჭირვება და სულიერი სიმაღლე, რაც შერჩენილია ხალხში ქრისტიანული ცხოვრების წესის მიდევნებით. მწერალი თავის მოკლე ფორმებით გამოხატულ სერიოზულ ნაწარმოებებში იშვიათ გონებამახვილობასა და მხატვრული აღქმის უნარს ამჟღავნებს, და ამ ორიოდ სიტყვით ნათქვამ მინიატურებსა თუ დიდრონ ნაწარმოებებში ზუსტ ცოდნას გვაძლევს მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს მდგომარეობაზე, მის ისტორიულ წარსულზე. დღესდღეობით მის ლიტერატურულ საგანძურს ვინმე რომ შეეხებოდეს, ვფიქრობთ, ესეც ასეთივე გამორჩეული ნიჭისა და გამოცდილების ადამიანი უნდა იყოს. სხვათაშორის, ისეც არის, რომ ძვირფასეულობას მაინც და მაინც ხშირად არ მივეახლებით და სადღესასწაულო დღეებში უფრო ვიყენებთ ხოლმე.

ჩვენის აზრით, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის გემოვნებიანი მსახიობის მანანა სურმავას მიერ მოწონებული ნიკო ლორთქიფანიძის “შელოცვა რადიოთი”, იქცა მის საავტორო წარმოდგენად სახელწოდებით “ჩვენთვის უცნობი ქვეყანა”. ნამუშევარი შეიცავს დადგმის ელემენტებს, სპექტაკლში მიგნებულია დადგმის საფუძველი და მის მიერვეა იგი განსახიერებული, რაც ამ სასიხარულო შემთხვევას წარმოადგენს, რომელიც გამოხმაურებას იწვევს და ეს ამ მოვლენას სჭირდება კიდეც; აი, რას წერს თავად მწერალი: “როცა ევროპიელი მიდის თეატრში, მას მხოლოდ ერთი სურვილი აქვს, ესტეტიურად დატკბეს და ყოველდღიურ ჭირ-ვარამით დაქანცულმა რამდენიმე საათით მაინც დაისვენოს. სხვა რაიმე მიზნით თეატრში არ წავა ევროპიელი, რადგან სხვა მისწრაფებას სხვა დაწესებულებანი აკმაყოფილებენ.

რუსეთის შეხუთული ცხოვრება აიძულებს მსმენელს თეატრში გარდა მოსვენებისა, ესტეტური სიამოვნებისა, გონების განვითარებაც ეძიოს.

ჩვენში, საქართველოში, კი ამ თეატრის დანიშნულებებს კიდევ ემატება ერთი და შეიძლება უდიდესი მიზანი – ენის შენახვა, ენის დემონსტრაცია”. დღეს ჩვენ დავამატებთ – ქართული კულტურის გახსენებასა და დაცვას სნობიზმისა და არაფასეულობათა გავრცელება-დამკვიდრების ხანაში. და კვლავ პუბლიცისტი ნიკო ლორთქიფანიძე: “არტისტების განვითარებისათვის საჭირო იყო ყურადღება მიექცია არა მარტო რეჟისორებს და დრამატულ საზოგადოებას, არამედ ჟურნალ-გაზეთებსაც და ინტელიგენციას”.

ამ სპექტაკლიდან გაჟღერებული თემატიკა თითქმის დღესაც იგივეა: მის მკვიდრთა გაუსაძლისი ყოფა საქართველოში, მიგრაცია, უცხოური კულტურის მიღება, მაგრამ, ნურას უკაცრავად, მაინც ამაღლებული სული ქართველთა. სპექტაკლის მშვენიერი თავადის ქალია ტრაგიკული ქალბატონი ელი, უცხოს, არატრადიციულს ვერ იღებს მშობლიურის გარდა, მისთვის მის სხეულზე მოსრიალე იმ ორი გველივით, უცხოა და ცივი, სრიალაა და სლიკინა, ამერიკელი ბრომლეისა და გაამერიკელებული ინგლისელი ჰექსლეის სიმდიდრე და მოყირჭებული ფუფუნება, ის ამაღლებული ხელოვნებაც, ევროპელისთვის მიზანი რომ არის, და მისთვის რომ ხელმისაწვდომი და გასაგებიცაა: ძვირფასი პოეზია შელისა და გამოფენებზე სხვადასხვა ფერწერული ტილოების წვდომა; მისთვის იმ მონატრებასა და ჩაკირულ წუხილსა და დარდზე აღმატებული არაფერია, რასაც თავისი თბილი ბუდე, თბილისი ჰქვია და რაც “თვალწინ სინემატოგრაფიულად მიურბოდა: ბორანი მტკვარზე... ფიქრის გორა... პანსიონის კვიპაროზები... მამა... სიონი... ნარიყალას ნანგრევები... ოთახი სადღაც ჩიხში და, სულ ბოლოს, ტკბილი ძიძა”. მირაჟში ჩარჩენილი სამშობლოს მონატრება, იქ დაბრუნება და, ალბათ, მისადმი მოვალეობის ვერ აღუსრულებლობა და გადარჩენის სურვილი, იმედი – ფესვებს ჩაჭიდებისა, გადააწყვეტინებს ქართველ ქალს იმას, რომ პირისპირ ებრძოლოს მწარე ცხოვრებას, მხეცს, გველის ნაკბენს რისკისამებრ, ოღონდაც დაბრუნდეს, ბრომლეის ნააზრევით რომ ვთქვათ, თავის ქრისტიანიაში, რისთვისაც მსხვერპლს გაიღებს რეალურად. იგი ასრულებს ინდურ ცეკვას ორი შხამიანი გველით, ქალს მცირეოდენი ალკოჰოლის სუნიც კი არ უნდა ეგრძნობინებინა უხსენებლებისთვის. და აი, როდესაც მსახიობი – ელი სცენაზე ცეკვავს, უცებ ხელს მოაბრუნებს და ქართული ცეკვის პოზაში დადგება. მსახიობის მიერ შემოთავაზებული მიგნებით, ინდური ცეკვისათვის უცხო პლასტიკაში თავს იჩენს გენი. თავად პერსონაჟში კუნთი თავისთავად ამოძრავდება და მოცეკვავე მას მიჰყვება. შემზარავი აპოკალიფსური სურათი გადაიშლება, როცა იგი თავის თავს სჯის, მწარე განსაცდელში ჩავარდნილი.

აი, რას ამბობს ჰექსლეი ელისთან საუბარში ქართველებზე: “მე მგონია თქვენ, ქართველები, ყველაზე უფრო არსებობის შენარჩუნებაზე ფიქრობდით, და ჭეშმარიტად განსაცვიფრებელია, თუ როგორ გადიტანეთ ამდენი, მრავალგვარი უბედურება... მე შეიძლება ისე კარგად არ ვიცოდე თქვენი ისტორია, მაგრამ რაც ვიცი მაკვირვებს, როგორ გადარჩით ამდენს მტერს... მტერს უცხოს, შემოსეულს, მტერს შინაურს. და თქვენ გაკაჟებული იბრძოდით არსებობისთვის... – ეს არის პირველი. ყველა დანარჩენი – ევროპული გატაცება მეცნიერებით, პოლიტიკით, ხელოვნებით და ამერიკის დევიზი – სიმდიდრე დოვლათი, დოლარი – თქვენთვის მეორეხარისხოვანი მოთხოვნილება იყო თქვენი სულის. მე შევხვედრივარ საქართველოში ყველა მიმართულების, მდგომარეობისა და ასაკის პიროვნებებს, და განცვიფრებული დავრჩენილვარ... სადაც სრულიად მოულოდნელია იქაც კი იპოვიდით ამ მძაფრ, ავადმყოფურ მუდმივ ფიქრს ეროვნულ სხეულის შენარჩუნებისას”.

დღევანდელ ქართულ სცენაზე ნ. ლორთქიფანიძის ნაწარმოების ამორჩევა და მაყურებლამდე დიდი თავმდაბლობითა და აზრიანობით მიტანა სადღესასწაულო ამბავია, ერთი მსახიობის საოცარი შინაგანი ძალისხმევითა და ბუნებრივი სამსახიობო ნიჭის – სასურველი გამოვლენის წყალობით მიღწეული. სპექტაკლს ეგზომ ამდიდრებს მსახიობის პლასტიკა, მანერა, მიმიკა, ჩაცმულობა, გრიმი, რაც იმდენად თავისუფლადაა მის მიერ მორგებული, რომ ეს ყველაფერი ხელოვანის სულიერი სამყაროდან გადმოსული სიყვარულის შედეგია. იგი გვაგრძნობინებს მთელი იმდროინდელი ქვეყნის ატმოსფეროს: პერსონაჟებად გარდასახვის, საფორტეპიანო, სასულე და სიმებიანი საკრავების მუსიკის საშუალებით, მაცნე-მუსიკოსები სხვადასხვა მოვლენების მაუწყებელნი არიან. მთელი მუსიკა სპექტაკლში სრულდება კვალიაშვილების ოჯახისა და ოლეგ კაკალაშვილის მიერ.

ეს ამაღელვებელი სპექტაკლი დამადასტურებელი საბუთია იმისა, თუ რა დანიშნულება ენიჭება ხელოვანს საზოგადოების წინაშე – ნაწარმოების გაცოცხლებით მას სურს მაყურებელს კავშირი დაამყარებინოს დღევანდელობასთან – რამეთუ აღნიშნული სპექტაკლი რეალურობას არ არის მოწყვეტილი დღესაც, აქ მცხოვრებნი ღვთის სახელით და მისი შემწეობით იტანენ მძიმე ცხოვრებას, ხოლო ემიგრანტთა საყურადღებოდ, ამაღლებული სულის დაცვა და მათი დაბრუნებაა სამშობლოში საჭირო. ვინ დატოვა ელიმ აქ, თბილისში? ის მცირე ხალხი, ვინც იგი დაიტირა, მაგრამ ვაი, რომ ვერც დაიტირა:

მამა სულთმობრძავი, შვილი გაძიძავებული, შვინდაძე, ვერც რომ მიაგნეს მას, მივარდნილ სოფელში მოქვითინე მოხუცი მამიდა და მცირედი მომგონებელი. ყველას როგორ სჭირდებოდა იგი, არამც თუ მათ დაეტირათ, იყო კი ტირილის დრო?! ელის ეს არ დავიწყებია. ელი მას ემსხვერპლა, საუბედუროდ.

რამდენ პერიოდს გაივლის მსახიობი საფეხურებრივ:

ელის დაბადება. მამა გორდელიანი და დედა გერმანელი, მუსიკის მცოდნე. გრაფ ბორენკოვზე ჯვრის წერას ქალი ჩაშლის საქმროსგან უპატივცემულობის გამო, მას გადაარჩენს ოფიცერი იერონიმე შვინდაძე, შემდეგში ქმარი მისი, მაგრამ ვერ შეძლებს გაუძღვეს ოჯახს თავის ლაჩრობით. ჩნდება ვაჟი. სიდუხჭირე. წვალება და მარტოობა. 

თბილისში ჩამოსული ინგლისელი ჰექსლეი იხიბლება ქალით და იგი თანხმდება მას, გაჰყვეს. თუმცა მამამისსა და ინგლისელს შორის დუელი უნდა გამართულიყო, მაგრამ მამამ ქალიშვილი ჩააბარა მას მოსავლელად და დასაცავად. ქალს ყველაფერი უსრულდება. რუსეთის თვალუწვდენელი ველები, პარიზი, ბერლინი, მიუნხენში ჩერდებიან. მამაკაცი ცდილობს ელის აჩრდილად არ დაჰყოლოდა ფიქრი წარსულზე. ჰექსლეის კინო-ქარხნის გახსნა სურს მიუნხენში და ამერიკელი მილიარდერის ბრომლეის დახმარების იმედიც ჰქონდა, რომელმაც ელის დაადგა თვალი.

ქალის ჩაღრმავება. იმედის გაწბილება ჰექსლეიზე, რომელმაც მისი პატივმცემელი ინდოელი – რამინო ბრომლეის მიჰყიდა დიდ ფასად. შეურაცხყოფილი მსახური გაქრა. ბრომლეი ჰექსლეის აქციებს ყიდულობს, რათა არ გაკოტრდეს ჰექსლეი.

“ოღონდ წამიყვანეთ თბილისში”…. . .

ელი ცეკვავს ინდურ ცეკვას ორ ასპიტ გველთან ერთად. მაგრამ ბოლომდე ისმევა შხამი ცხოვრებისა.

“უშველეთ მამას, შელოცვა... როსკანმა გამომიგზავნოს რადიოთი!”

შეულოცა როსკანმა, მაგრამ შელოცვამ ვეღარ გასჭრა.

დიდი სამგლოვიარო პროცესია – მათთვის უცნობ ქვეყანაში.

ქაშვეთში პანაშვიდი. დაფერფლილი სხეული. ჭირისუფალი მცირე, მაგრამ. მისი სული თბილისს დასტრიალებს, სხეულში იყო – თუ უსხეულოდ.

რატომ იქმნება დიდი ნაწარმოები? იგი გვეხმარება ავცდეთ და ავირიდოთ შეცდომები და განაწამები სიცოცხლე, რაც ეპიგრაფშიც მინიშნებულია. მსახიობი, ბრეხტისეული თეატრის სტილის შესაბამისად, მონათხრობს იმგვარად ასხამს ხორცს წარმოსახვასა და გადმოცემა-თამაშში, რომ მაყურებელი ეპოქის სულს გრძნობს და პერსონაჟებს ხედავს სულისშემძვრელად. თითქოს სცენა სავსეა და დატვირთულია ამბებითა და ადამიანებით. მსახიობი შთაგონებული მთხრობელია, სპექტაკლი მიჰყავს და თამაშობს ელის სიცოცხლისადმი სიყვარულის დიდი განცდით, იგი ელით ხარობს, ხოლო სხვა ყველაფერი, პერსონაჟები, მისი ახლობლები, მიმდინარე პროცესები თავადის ქალბატონშია უბრალოდ არეკლილი. ამიტომ მსახიობი განგვაწყობს ელისადმი ტრაგიზმისა და დიდი თანაგრძნობით. ხომ არ არის ეს ბრეხტისეული თეატრის პრინციპის ეპიკურ თეატრთან შერწყმის ბუნებრივი ნაზავი? მანანა სურმავა, მსახიობი, თანდათანობით დიდი მხატვრულობით აწარმოებს თხრობას, ისეთივე მოხდენილობით, როგორც თავდაპირველ წყაროშია. იგი ამართლებს ბრეხტის მიზანს – მაგნიტივით მოიზიდოს მაყურებელი და გაუჩინოს ფიქრები განსჯისა, თუმცაღა ეპიკური თეატრისათვის ჩვეული ცრემლიც გვეღვრება თვალთაგან, ქართველის ბედისა და მსახიობის კეთილშთაგონებული თამაშის გამო. მსახიობი და ელი, ესენი ერთნი არიან, სიფრთხილით რომ ეკიდებიან მშობლიურის განცდას ღვთის სიყვარულით; ხელოვანი სცენაზე ანთია, თავისი შინაარსიანი და სხივოსანი სახით, და ამაღლებულის განცდას ჰბადებს. და რაც მთავარია, ის თამაშობს უბრალოდ, სადად, არ ზედმეტი და მოგონილი აქსესუარებითა და ჟესტებით. ის მისეულია. ის დღესდღეობით წარმოადგენს საკუთარ თავს ამ სპექტაკლით; მშვენიერსა და საშინელ სანახაობას, სასიხარულოსა და ასატირებელს გვაზიარებს და გვმოძღვრავს, – ის სიცოცხლის ნაწილი, რაც ელის დააკლდა, ჩვენ ბევრს გვავალებს. “მე ვარ შენი ერთგული, სხვა მიგატოვებს ყველა”, – ისმის ყმაწვილის სიყვარულითა და იმედით აღსავსე ხმა.

ლიტერატორი მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი

Friday, November 15, 2013

ნიკოლოზ დუბროვინი. „კავკასიაში ომისა და რუსების მფლობელობის ისტორია“, II ტომი, 1886 წ.

(ნაწილი VI) 

თავი XIV 


(გენერალ-პორუჩიკ ბიბიკოვის წარუმატებელი ლაშქრობა ანაპისკენ. – ჯარების სარდლად გრაფ დე-ბალმენის დანიშვნა. – თურქების შემოტევა. – ბათალ-ფაშას გადმოსვლა მდინარე ყუბანის მარჯვენა ნაპირზე. – დამარცხება, რომელიც მიაყენა მას გენერალმა გერმანმა მდინარე თოხთამიშზე. – გრაფ დე-ბალმენის გარდაცვალება და ჯარების სარდლად გუდოვიჩის დანიშვნა. – მისი მოძრაობა ანაპისკენ. – ციხესიმაგრისთვის ალყის შემორტყმა, დაბომბვა და მასზე იერიში. – იასის ზავის დადება.)

19 ივლისს გრაფი სალტიკოვი მოვიდა დანიშნულების მიხედვით და ვერც კი მოასწრო გაცნობოდა საქმეთა მდგომარეობას, რომ გაწვეულ იქნა იმ ჯარების სარდლობისთვის, რომლებიც განკუთვნილი იყვნენ შვედების წინააღმდეგ სამოქმედოდ.

“ყუბანისა და კავკასიის არმიების მოქმედებათა კავშირის მიხედვით, წერდა იმპერატრიცა თავად პოტიომკინ-ტავრიდელს (Въ рескрипте отъ 24-го ноября 1789 г. Арх. Кабинета Его Импер. Велич. св. 443), ასეთივეებთან, რომლებიც წარმოებს სხვა ნაწილებში თქვენი წინამძღოლობით, ჩვენ საჭიროდ მივიჩნიეთ, რათა ჯარები, რომლებიც შეადგენენ მოხსენიებულ არმიას, ამიერიდან იყვნენ თქვენი ზუსტი უფროსობის ქვეშ. ხოლო რადგანაც იქ სარდლად მყოფი გენერალი გრაფი სალტიკოვი გამოძახებულია ჩვენს კარზე სხვა უფროსობაში გამოყენებისთვის, ამიტომ გაძლევთ თქვენ ნებას, რათა აღნიშნული ჯარების სარდლობისთვის გამოიყენოთ თქვენდამი დაქვემდებარებული გენერლებიდან, ვისაც კეთილგონივრულად მიიჩნევთ”.

სანამ წარმოებდა ახალი უფროსის არჩევა, უფროსად დარჩენილმა გენერალ-პორუჩიკმა იური ბიბიკოვმა, 1789 წლის მიწურულს მიიღო ცნობა, რომ სულთანმა სელიმ III-მ გამოუგზავნა ახალი ფირმანი შეიხ-მანსურს წინადადებით, რომ დაეყოლიებინა მთიელები ერთსულოვნად მოქმედებაზე რუსეთის წინააღმდეგ.

სურდა რა მოეხდინა ფირმანის მოქმედების პარალიზება და წინ აღდგომოდა მთიელებს კავკასიის ხაზზე შემოჭრაში, ბიბიკოვმა გადაწყვიტა მიემართა ექსპედიციისთვის ყუბანს იქით ზამთრის ყველაზე უფრო მკაცრ დროს. მან თავი მოუყარა ქვეითი ჯარის 14 ბატალიონს, დრაგუნების 6 ესკადრონსა და კაზაკთა შვიდ პოლკს, მაგრამ ჯარებში მნიშვნელოვანი დაუკომპლექტებულობის გამო, მისი ძალები შედგებოდა სულ 7.609 ადამიანისგან.

მიმართა რა ძნელ ზამთრის ლაშქრობას, ბიბიკოვმა ვერ უზრუნველყო რაზმი ვერც საკმარისი სურსათით, ვერც კარვებით; იგი იმედოვნებდა პურის მნიშვნელოვანი მარაგების პოვნას ადგილობრივ მცხოვრებლებთან და ჯარების სოფლებში განლაგებას. 

მოვიდა რა რაზმით პროჩნი-ოკოპში, გენერალ-პორუჩიკმა ბიბიკოვმა შეიტყო, რომ მოხოშელები რამდენიმე ათასი ადამიანის რიცხვით აპირებენ გრიგორიოპოლის რედუტზე თავდასხმას და, დაეუფლებიან რა მას, დაიძრებიან დონის ციხესიმაგრისკენ, რათა გადაკეტონ გზა ჩერკასკთან. მოწინააღმდეგის დასწრების მიზნით, ბიბიკოვი 1790 წლის 10 თებერვალს გადავიდა გაყინულ მდინარე ყუბანზე და გაემართა მოხოშელთა სამფლობელოსკენ. მთიელები გაიფანტნენ და მთებში მიიმალნენ, ბიბიკოვი კი, დაედევნა რა მათ, მივიდა მდინარე ლაბამდე. ამ მდინარეზე მცხოვრებმა ჩერქეზი ხალხის (ადიღეს) ტომებმა (поколенiя) გამოაცხადეს თავიანთი მორჩილება და, ბიბიკოვმა, დაუჯერა რა მათ გულწრფელობას, მიიღო ისინი რუსეთის ქვეშევრდომობაში* (*ბიბიკოვის სიტყვებით, დამორჩილებულთა რიცხვი ადიოდა 1.950 ოჯახამდე ანუ ორივე სქესის 29.250 სულამდე). მოაწყო რა ახალ ქვეშევრდომთაგან ფოსტა და ჩააბარა რა მათ მთელი კორესპონდენცია, ბიბიკოვი უფრო შორს დაიძრა თემირგოელებისკენ. “აქ ახლანდელი სასტიკი ზამთრის გამო, მოახსენებდა იგი თავად პოტიომკინს (Отъ 16-го февраля 1790 года, № 110. Москов. Арх. Мин. Иностр. делъ, VII комната, шкафъ № 57), არ შემიძლია მე ზუსტად მოვახსენო თქვენს უგანათლებულესობას, შორს გავაგრძელებ თუ ვერა ჩემს გზას; მაგრამ ვვარაუდობ მის დასრულებას მაშინ, როდესაც სრულებით შეუძლებლად დავინახავ იმ პუნქტამდე მიღწევას, რომელზედაც მთელი ეს ხალხები არიან მიბმულნი (ანაპამდე). ჯარების ყოფნამ კი მთებში უკვე თვალნათელი გახადა სარგებელი: ანაპაში მოვაჭრე სომხები, რომლებიც ახლა ჩემს ხელში არიან, დარწმუნებით ამბობენ, რომ იმ ქალაქში, მათი (თურქების) დასკვნის გამო, რომ ზამთარში რუსული ჯარები არ დადიან, დატოვებულია გარნიზონის არაუმეტეს 500 ადამიანისა. ადამიანთა გამოკვებასა და საქონელთან დაკავშირებით კი, ეს აქ იმდენია, რომ თუნდაც სამუდამო სამყოფელად რომ დარჩენილიყო აქ კორპუსი, უკმარისობა არ შეიძლება ჰქონოდა”.

დაჰყვა რა სომეხთა ცრუ ჩვენებებსა და მთიელთა მოჩვენებით სისუსტეს, ბიბიკოვი დაიძრა ანაპისკენ. იმისდა მიხედვით, თუ რამდენად მიიწევდა იგი წინ და ღრმად შედიოდა მთებში, იქაურებმა დაიწყეს მისთვის სულ უფრო და უფრო მეტი წინააღმდეგობის გაწევა. შეიხ-მანსურისა და თურქების მიერ აგზნებული იმიერყუბანელები სულ უფრო და უფრო ხშირი რიგების ალყას არტყამდნენ რაზმს და ეწინააღმდეგებოდნენ მის შემდგომ წინ მოძრაობას. ისინი ჩნდებოდნენ ზურგში, ცდილობდნენ შეტყობინების გაწყვეტას, ხოლო ფრონტის წინ კი, და განსაკუთრებით გზებზე აწყობდნენ ჩამონაქცევებსა და ხერგილებს. რუსულ რაზმს უხდებოდა ყოველდღიურად ებრძოლა მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგესთან და გადაელახა ბუნების მიერ დაპირისპირებული დაბრკოლებანი. ჯარები მიდიოდნენ უგზოოდ წელიწადის ისეთ დროს, როცა გაზაფხულის სხივების პირველი მოქმედებებით გამდნარი თოვლისგან წარმოიქმნებოდა წყლის ნაკადები ან კიდევ დამდგარ ყინვას თან ახლდა ძლიერი ქარბუქები, რომლებიც თოვლის ნამქერებს აყრიდნენ რაზმს და აიძულებდნენ მას რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ადგილზე მდგარიყო. ასეთ მდგომარეობაში წყალს მოიპოვებდნენ მხოლოდ ჯარისკაცთა პატარა ქვაბებში თოვლის გადნობით და ცხენების სასმელად კი არაფერი გააჩნდათ. პროვიანტი და განსაკუთრებით კი ფურაჟი მთლიანად ამოწურულ იქნა, ადგილზე მათი შოვნა შეუძლებელი იყო, და მალე დაიწყეს ცხენების კვება წვრილად დაჭრილი ჭილობებით. ჩერქეზები იტაცებდნენ და ერეკებოდნენ საქონელს და ანადგურებდნენ ყველაფერს, რაც შეიძლებოდა გამომდგარიყო ადამიანთა და ცხენების გამოსაკვებად გზაზე, რომელსაც მიჰყვებოდნენ რუსული ჯარები. გადალახავდნენ რა მოწინააღმდეგის წინააღმდეგობას, ჯარისკაცები იძულებულნი იყვნენ გადაეტანათ გაჭირვება და შიმშილი. როდესაც მოხმარებულ იქნა საჭმელში დამტვრეულ ორცხობილათა უკანასკნელი ნამცეცები, მაშინ აღალის ცხენების ხორცი გადაიქცა მათ ერთადერთ საზრდოდ (Воен. Журн. 1818 г., кн. VIII).

ამასობაში, ვერ ხედავდნენ რა ღია ძალით რუსების გაჩერების შესაძლებლობას, მთიელებმა დაიწყეს ბრძოლისთვის თავის არიდება, ცდილობდნენ ბიბიკოვის შეტყუებას მიუდგომელ მთებში და ასორმოცდაათ ვერსზე რაზმის წინ და ათ ვერსზე აქეთ-იქით წავავდნენ თავიანთ სოფლებს მთელი მარაგებით. ბიბიკოვი ამაშიც ვერ ხედავდა საფრთხეს, არამედ პირიქით, მთიელთა საქციელს ხსნიდა სრულებით თავისებურად მათი რაღაცნაირი სიძულვილით თურქებისადმი.

“შეიძლება დავინახოთ, მოახსენებდა იგი (Въ рапорте отъ 18-го апреля 1790 г., № 111), რომ ეს ხალხები არ იყვნენ თანახმა ზუსტად აღესრულებინათ ბათალ-ფაშას მიერ მათთვის მიცემული ბრძანება, არამედ მხოლოდ გარეგნულად უჩვენებდნენ თავიანთ მორჩილებას, ვინაიდან ცეცხლწაკიდებულ სოფლებში მე ვპოულობდი ძალზედ მცირე ნაწილს კომლებისას, და მათაც არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნდათ, დამწვრებსა და ცეცხლწაკიდებულებს. ამ დამწვარი სოფლების გავლით მე გავიარე სამოცდაათი ვერსი, არ შემხვედრია რა არანაირი დაბრკოლება ალისა და კვამლის გარდა”. როცა სოფლებში ხვდებოდა ფეტვის მარაგები, რომელთა მოსპობაც მთლიელებმა ვერ მოასწრეს, ბიბიკოვი მიდიოდა უფრო შორს და 15 მარტს მიადგა ორ ხეობას, რომლებიც გადიოდნენ ანაპის დაბლობზე.

16 მარტს იგი წავიდა მარცხენა ხეობით* (*ხეობაში, რომელიც პირდაპირ ფრონტის წინ იმყოფებოდა, უხვად იყო მთის ნაკადულები, რომლებიც მოძრაობას უკიდურესად აძნელებდნენ) და, მივიდა რა მდინარე შიბზიმდე, წააწყდა ორთუღიან მუსტაფა-ფაშას 2.000-კაციანი რაზმით. არცთუ ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ ჩვენმა ჯარებმა დაიკავეს სიმაღლეები და აიძულეს მოწინააღმდეგე უკან დაეხია. ჩვენი რაზმის შემდგომი მოძრაობა მიდიოდა მოწინააღმდეგესთან განუწყვეტელი შეტაკებებით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბიბიკოვმა მიაღწია სოფელ ზანიმდე და 21 მარტს დაიკავა იგი. 

ორდღიანი დასვენების შემდეგ გენერალმა ბიბიკოვმა მიმართა ქალაქ ანაპის რეკოგნოსცირებას, რომელშიც მოითვლებოდა 40.000-მდე მცხოვრები და გარნიზონი. რეკოგნოსცირების დროს მოხერხდა თხრილის გაზომვა, რომლის სიგანე და სიღრმე აღმოჩნდა 14-დან 15 ფუტამდე. იმავე დღეს, ე. ი. 24 მარტს, ბათალ-ფაშამ, შენიშნა რა რუსების მოახლოება, მოხდინა ქალაქიდან გამოხდომა ორი რაზმით: თავისი უფროსობისა და მუსტაფა-ფაშას უფროსობის ქვეშ. ეს თავდასხმა მოგერიებულ იქნა, ამასთან ბათალ-ფაშა ჩაიკეტა ციხესიმაგრეში, ხოლო მუსტაფა-ფაშას კი აღარ შეეძლო ანაპაში მოხვედრა და დაიხია სუჯუკ-კალეს გზით. სარგებლობდა რა წარმატებით, ბიბიკოვს განზრახული ჰქონდა იერიშით აეღო ციხესიმაგრე, მაგრამ 26 მარტის გათენების ღამეს ატყდა ისეთი სასტიკი ქარბუქი თოვლთან ერთად, რომ ერთ ღამეში დაეცა 150-მდე ცხენი, და ყველა უფროსი, მოახსენებდა ბიბიკოვი, “ჩემს გარდა, ისე გაცივდა და დასუსტდა, რომ მათ არანაირი მოქმედებების დაწყება უკვე აღარ შეეძლოთ”. ასეთ მდგომარეობაში არაფერი არ ჰქონდა უკვე დარჩენილი, თუ არა უკან დაეხია.

27 მარტს ბიბიკოვმა დატოვა ბანაკი და უკან წამოვიდა. რაზმის უკანდახევას თან ახლდა საშინელი გაჭირვებანი. ადიდებულმა მთის მდინარეებმა იმდენად გააძნელეს მოძრაობა, რომ 27 მარტიდან 11 აპრილამდე ჯარებს შეეძლოთ მხოლოდ 120 ვერსის გავლა, განიცდიდნენ რა უზარმაზარ გაჭირვებას საკვებში: ადამიანები ჭამდნენ ბალახებს, ფესვებსა და ცხენის ხორცს. ტახის ხორცი ფუფუნებად ითვლებოდა და მასში იხდიდნენ 20 კაპიკს გირვანქაში, რაც მაშინდელი ფასებით ძალზედ ძვირი იყო (Рапортъ генералъ-поручика барона Розена князю Потёмкину21-го мая 1790 г. Исходящiй жур. реляцiямъ и докладамъ князя Потёмкина. Москов. Арх. Главн. Штаба. См. также статью «Походъ русскихъ въ закубанскiя горы въ 1789 году». «Заря» 1870 г., т. I, № 2).

ცნობამ იმ გაჭირვებათა შესახებ, რომელსაც განიცდიდა ბიბიკოვის რაზმი, ყირიმის გავლით მიაღწია თავად პოტიომკინ-ტავრიდელამდე. მან დაავალა ყუბანის კორპუსის მეთაურს, გენერალ-პორუჩიკ ბარონ როზენს, მოეძებნა ბიბიკოვი, დაებრუნებინა მისი რაზმი ჩვენს საზღვრებში და მიეღო თავისი უფროსობის ქვეშ. ბარონმა როზენმა მაშინვე გაგზავნა დონის ციხესიმაგრიდან ყუბანისკენ პროვიანტის მნიშვნელოვანი მარაგი და რაზმის მოსაძებნად კი გაუშვა 600 დრაგუნი ყუბანის მარჯვენა ნაპირის გაყოლებაზე.

4 მაისს ბიბიკოვის ჯარები ყველაზე უფრო საცოდავ მდგომარეობაში გამოჩნდნენ გრიგორიოპოლისთან. ადამიანები მოვიდნენ მუნდირისა და ამუნიციის საგნების გარეშე, პერანგების გარეშეც კი, თითქმის შიშვლები. ბარონი როზენი მოახსენებდა, რომ იხილა “სიმყარეში ურყევი ეს ოფიცრები და ჯარისკაცები ისეთ საცოდავ მდგომარეობაში, რომელიც ყოველგვარ აღწერაზე უფრო მაღლაა”. შიმშილით ქანცგაწყვეტილი ოფიცრები და ჯარისკაცები “ადამიანურ მოთმინებაზე უფრო მეტად არიან გამოფიტულნი სიცივითა და უამინდობით, რისგანაც არაფერი საკუთარი თავის დაცვისა და გაძლიერებისთვის არ ჰქონიათ; ფეხშიშვლები, ყოველგვარი პერანგებისა და ქვედა საცვლების გარეშე, არამედ გასაცოდავებულ ზედა სამოსში, რომელიც მთლიანად დალპა და დაიფხრიწა. ავადმყოფები, ძლივს რომ სუნთქავენ, გასივდნენ, და ისინიც კი, რომლებიც ჯანმრთელებად ითვლებიან, მათგან დიდად არ გასხვავდებიან და ყველაზე უფრო სუსტი ძალებიღა გააჩნიათ; პოლკებმა და არტილერიამ დაკარგეს ცხენები, და საერთოდ მთელი კორპუსი უკიდურესად მოშლილია”.

თავადი პოტიომკინი საშინლად იყო გულდაწყვეტილი ლაშქრობის წარუმატებლობითა და ასეთი სამწუხარო შედეგით. “ამ უღირსმა ოფიცერმა, მოახსენებდა უგანათლებულესი იმპერატრიცა ეკატერინე II-ს ბიბიკოვის შესახებ (Во всеподд. донесенiи 3-го мая 1790 г., № 59. Москов. Арх. Главн. Штаба. Исходящiй журналъ князя Потёмкина), პირადი სარგებლის მოძიებისთვის, უგულვებელჰყო ყველაფერი, და დაღუპვის პირას მიიყვანა ადამიანები, რომელთაგან თითოეული ჭეშმარიტად მასზე უფრო ძვირფასია. თანდართული მოხსენებებიდან უზენაესად ინებეთ იმ კორპუსის მდგომარეობის მოხილვა, შედგენილისა უმეტესი და უკეთესი ნაწილისგან და გაურკვეველი აღწერების მიხედვით კი ყოვლადმოწყალედ შეგიძლიათ მსჯელობა ჩემი საზრუნავების შესახებ. მან მოშალა კავშირგაბმულობა და ჯარები, ხოლო ჩემს განზრახვებს კი დაბრკოლება დაუდო. რამდენად გაამაყდებიან ამით თურქები? უფრო მეტად კი იმ მხარეში, სადაც ყველაფერს მიაწერენ ცრუწინასწარმეტყველი შეიხ-მანსურის სასწაულებს”.

თუმცა კი შემდგომში, მიიღო რა დაწვრილებითი მოხსენება, თავადმა პოტიომკინმა შეიცვალა თავისი აზრი ბიბიკოვის საქციელის შესახებ, მიუხედავად ამისა, იმპერატრიცამ ბრძანა მიეცათ იგი სასამართლოში “რომელშიც გამოეძიათ მისი მოხსენიებული საქციელი და გამოეტანათ განაჩენი კანონების საფუძველზე” (Рескриптъ императрицы князю Потёмкину 14-го мая 1790 г. Арх. Кабинета Е. И. В. Св. 444). დაბალ ჩინებს კი, რომლებმაც უზარმაზარი გაჭირვებანი გადაიტანეს, იმპერატრიცამ უწყალობა ვერცხლის მედლები წარწერით: “გულმოდგინებისთვის” («за усердiе»).

რაზმის დანაკარგები შედგებოდა 233 მოკლულისგან, ავადმყოფობით გარდაცვლილი 618 ადამიანისგან, 121 ტყვის, 23 დამღრჩვალისა და 111 გაქცეულისგან. ეს ექსპედიცია დაჯდა 52.000 მანეთზე მეტი.

რაზმის პროჩნი-ოკოპში მოსვლის შემდეგ, გენერალმა ბარონმა როზენმა მიიღო ზომები მის წესრიგში მოსაყვანად. მან განაცალკევა ავადმყოფები და დაჭრილები ჯანმრთელებისგან, “უბრძანა, დაბანა რა ყველა, სუფთა საცვლებისა და ტანსაცმლის ჩაცმა”; ბრძანა არ დაენიშნათ ეს ადამიანები სამსახურში ერთი თვის განმავლობაში და ეძლიათ უფრო უკეთესი საჭმელი (Рапортъ барона Розена князю Потёмкину 21-го мая 1790 г.). ჰპოვა რა კავკასიის ხაზის მარჯვენა ფლანგის თავდაცვა დასუსტებულად, ბარონმა როზენმა ყუბანის კორპუსისგან ჩამოაყალიბა ორი რაზმი, რომელთაგან პირველი დააყენა ყარასუ-ეიზე, ხოლო მეორე კი ტემიშბეგთან; თავად კი დანარჩენი ჯარებით განლაგდა ეისკის სიმაგრესთან და დონიდან კავკასიის ხაზზე კაზაკთა რამდენიმე პოლკიც გამოიძახა.

ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა ხაზის თავდაცვა, როცა ჯარების სარდლობა დაევალა გენერალ-პორუჩიკ გრაფ დე-ბალმენს (графъ де-Бальменъ) (Предписанiе князя Потёмкина графу де-Бальмену 29-го апреля 1790 г. Москов. Арх. Глав. Шт. Исходящiй журн. кн. Потёмкина).

უკანასკნელი მოვიდა დანიშნულების ადგილზე სწორედ მაშინ, როცა თურქები გადმოვიდნენ შეტევაზე, იმედი ჰქონდათ რა იმიერყუბანელთა და, განსაკუთრებით კი, ყაბარდოელთა დახმარებისა.

1790 წლის ივნისში ბათალ-ფაშასგან მათთან გამოგზავნილ იქნა თურქი მოხელე საჩუქრებითა და წერილებით უმთავრესი მფლობელებისთვის, რომლებშიც მათ იწვევდნენ ერთობლივი მოქმედებებისთვის რუსეთის წინააღმდეგ. ყაბარდოელებმა მიღეს საჩუქრები და განაცხადეს, რომ თუკი ბათალ-ფაშა მოვა მათთან თუნდაც 2.000 ადამიანით, მაგრამ საკმარისი რაოდენობის ქვემეხებით, მაშინ ისინი საყოველთაოდ აჯანყდებიან და შეუერთდებიან თურქულ ჯარებს. ეს მოლაპარაკებები დაფარულად არ დარჩენილა ჩვენი მთავრობისთვის, და თავადი პოტიომკინი იმედოვნებდა ყაბარდოელთა მორჩილების ფარგლებში შენარჩუნებას მათი კეთილდღეობის მოწყობის დაპირებებით.

“ყაბარდოელებს რომ მიმოწერა აქვთ თურქებთან, წერდა უგანათლებულესი გრაფ დე-ბალმენს (Предписанiе князя Потёмкина графу де-Бальмену 26-го iюля 1790 года. Исходящiй журналъ Потёмкина), ამას არ უყუროთ და უთხარით, რომ ნებას ვაძლევ მათ თურქებისგან ფულები აიღონ, ოღონდ კი რუსეთისადმი ერთგულები იყვნენ. გამოუცხადეთ მათ, რომ მე მაქვს უზენაესი ბრძანება, რათა მივცე მათ ყველა შესაძლო სარგებელი, თუკი ერთგულები იქნებიან, და გამოვუყო მიწები, და რათა მათ თავიანთი სახელით ჩემთან გამოგზავნონ ექვსი ადამიანი რწმუნებულად: ოთხი დიდი და ორიც მცირე ყაბარდოდან, რომელთაც მიეცით კიდეც გზისთვის შესაფერისი თანხა და რაც შეიძლება სწრაფად გამოგზავნეთ”.

ამასობაში ბათალ-ფაშა, რომელმაც დაუჯერა ყაბარდოელთა დაპირებებს, დიდი იმედებით იყო განწყობილი, რომ კავკასიის ხაზზე მის გამოჩენასთან ერთად მთელი მაჰმადიანი ხალხები მას შეუერთდებოდნენ. შევიდა რა ურთიერთობებში ახალციხის ფაშასთან, ავარიის ხანთან და ჯენგუთაელ მფლობელებთან, ბათალ-ფაშამ შეაგროვა 8.000 ქვეითი ჯარი, 10.000 თურქული ცხენოსანი ჯარი 15.000-მდე იმიერყუბანელი და 30 ქვემეხი და ამ ლაშქრით (ополченiе) ყაბარდოსკენ დაიძრა. ვარაუდობდა რა, რომ კავკასიის ხაზის თავდაცვა მნიშვნელოვნადაა დასუსტებული გენერალ ბიბიკოვის უიღბლო ლაშქრობით, ბათალ-ფაშა იმედოვნებდა თავისი ღონისძიების სრულ წარმატებას. თუმცა კი გარემოებები სხვანაირად ჩამოყალიბდა და თურქი უფროსის იმედები ვერ გამართლდა.

ბათალ-ფაშას განზრახვის შესახებ ყაბარდოსკენ დაძვრის თაობაზე კავკასიური უფროსობისთვის ცნობილი იყო 1790 წლის ივლისის თვიდან, და თავადმა პოტიომკინ-ტავრიდელმა ჯერ კიდევ მაშინ დაავალა გრაფ დე-ბალმენს შეეტია თურქებისთვის, ისე რომ არ დალოდებოდა მათ შემოტევას. გენერალ-პორუჩიკ ბარონ როზენს ნაბრძანები ჰქონდა მიახლოებოდა ყუბანს, ხოლო ტავრიდიდან კი, ანაპის წინააღმდეგ დივერსიის მოსაწყობად, გადაყვანილ იქნა საკმაოდ მნიშვნელოვანი რაზმი.

მძიმე ავადმყოფობამ წაართვა გრაფ დე-ბალმენს შესაძლებლობა, რომ პირადად გაძღოლოდა წინ ჯარებს, მაგრამ მან ჯერ კიდევ სიცოცხლეში მოასწრო სამი შემტევი რაზმის ჩამოყალიბება გენერალ-მაიორების: გერმანისა და ბულგაკოვის და ბრიგადირ მატცენის უფროსობით (Всеподд. донесенiе кн. Потёмкина-Таврическаго 16-го октября 1790 г. Московск. Арх. Глав. Шт. Исход. журналъ). ყუბანის ეგერთა კორპუსის მეთაურს, გენერალ-პორუჩიკ ბარონ როზენს, და საჯარისო ატამანს ილოვაისკის მან უბრძანა ყუბანს იქით ექსპედიციის მოწყობა.

სანამ წარმოებდა მზადებანი მოწინააღმდეგის დასახვედრად, ბათალ-ფაშა, 28 სექტემბერს, გადმოვიდა ყუბანის მარჯვენა ნაპირზე* (*ყუბანზე თურქების გადმოსვლის ადგილი ამ დრომდე ცნობილია ბათალფაშის გადასასვლელის სახელწოდებით) და დაიძრა ყაბარდოსკენ. იგი იმედოვნებდა რუსების დამარცხებასა და გეორგიევსკის ციხესიმაგრის დაკავებას, სადაც მოელოდა მასთან მთელი ყაბარდოელების შემოერთებას.

სხვებზე უფრო ახლოს მყოფმა გენერალ-მაიორმა გერმანმა გადაწყვიტა თურქების გაჩერება. დაახლოებით 3.000 კაციანი რაზმით, რომლებიც განლაგებულნი იყვნენ მდინარე კუმაზე, პესჩანნი ბროდთან, იგი დაიძრა მოწინააღმდეგესთან შესახვედრად, ცდილობდა რა ყაბარდოსკენ თურქებისთვის გზის გადაღობვას. შემოიერთა და ბრიგადირ ბეერვიცის მცირე რაზმი, გენერალმა გერმანმა სთხოვა ბულგაკოვს, რომ მისთვის დახმარება აღმოეჩინა და, არ დალოდებია რა მის მოსვლას, 29 სექტემბერს მიადგა ბათალ-ფაშას ბანაკს, რომელიც მდინარე თოხთამიშზე იმყოფებოდა იმავე სახელობის მთასთან.

“როგორც კი დანახვა შესაძლებელი შეიქნა, წერს გერმანი თავის ჩანაწერებში («Отечествен. записки» 1825 г. кн. XXIV, № 68, стр. 352), მე შევკრიბე ჩემი ამხანაგები და გამოვუცხადე რა მათ ჩემი განზრახვა (შემეტია), ავუხსენი ამასთანავე, რომ მე ვიმყოფები ისეთ გარემოებებში, როცა ვერ დაველოდები რა გენერალ-მაიორ ბულგაკოვის მოსვლას, აუცილებლად უნდა შევუტიო მოწინააღმდეგეს, და თუ ახლა მე მას კიდევ მხოლოდ თავისუფლებას მივცემ, მაშინ დავკარგავ არა მხოლოდ კუმას, არამედ შესაძლოა მთელ საზღვარსაც. ამასთან პურიც უკვე მეტი აღარ იყო, ხოლო ვაგენბურგიდან პტოვიანტის მოტანის საშუალებას არც დრო და არც ჩვენი მდგომარეობა არ გვაძლევდა”.

გაყო რა თავისი რაზმი ხუთ კოლონად, გერმანი გაბედულად წავიდა მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგეზე. 30 სექტემბრის დილის დაახლოებით 8 საათზე დაიძრა ავანგარდი 700 ადამიანისგან 2 ქვემეხით, მაიორ თავად ორბელიანის წინამძღოლობით. მას ჰქონდა ბრძანება საჩქაროდ დაეკავებინა სიმაღლე პოდბაკლეის მწვერვალის უკან და შეენარჩუნებინა ის მთავარი ძალების მოსვლამდე. სწორედ იმ დროს, როცა მთავარმა ძალებმა დატოვეს ბანაკი, წამოვიდა წვიმა, – “რუსული ბედნიერი ნიშანი, შენიშნავს გერმანი, რომელიც იმ დღესვე აღსრულდა უფრო მეტად, ვიდრე შეიძლება მოლოდინი გვქონოდა”. როგორც კი ავანგარდი გამოჩნდა მოწინააღმდეგის თვალსაწიერში, მთიელებმა შემოუტიეს წინ მიმავალ ფლანკერებსა და კაზაკებს. ეს შემოტევა მოგერიებულ იქნა, და შეერთდნენ რა სეკუნდ-მაიორ თავად ორბელიანის უფროსობით, ჩვენმა ფლანკერებმა და კაზაკებმა მოასწრეს სიმაღლის დაკავება მდინარე თოხთამიშის თავზე.

ბრიგადირმა მატცენმა შუა კოლონით და ბრიგადირმა ბეერვიცმა ეგერებით დაიკავეს სიმაღლეები. თურქები, ჰაჯი-მუსტაფა-ფაშას წინამძღოლობით, სიმაღლეებს მოადგნენ ჩვენს ჯარებთან თითქმის ერთდროულად, და სიმაღლეებისთვის ბრძოლა (борьба) გახლდათ საერთო ბრძოლის (сраженiе) უმთავრესი მიზანი. ჩერქეზების მცდელობები შემოეტიათ ჩვენთვის ფლანგებიდან და ზურგიდან უიღბლო გამოდგა. პოლკოვნიკმა ბუტკევიჩმა საკავალერიო ბრიგადით უკუაგდო ჩერქეზები, და შემდეგ კვალდაკვალ გენერალი გერმანი მთელი ხაზით გადავიდა შეტევაში. მან უბრძანა ეგერთა მარჯვენა კოლონას ბრიგადირ ბეერვიცით შეეტია თურქების მარცხენა ფლანგისთვის, ხოლო პოლკოვნიკ ჩემოდანოვს კი მუშკეტერებით – მარჯვენისთვის. ბეერვიცს შეხვდა ძლიერი წინააღმდეგობა მოწინააღმდეგის მხრიდან, სანამ დრაგუნებით შემოჭრილმა პოლკოვნიკმა მუხანოვმა არ არივ-დარია თურქები. თავიანთი პოზიციიდან გაყრილმა თურქებმა დაჩქარებით დაიწყეს უკანდახევა მთელ ხაზზე. არ დალოდებია რა პოლკოვნიკ ჩემოდანოვის შეტევას, მოწინააღმდეგემ მიატოვა თავისი ზარბაზნები და ყუბანისკენ გაიქცა. თურქებს დადევნებული ჩვენი ჯარები შეიჭრნენ ბანაკში, ტყვედ შეიპყრეს თავად ბათალ-ფაშა და დაეუფლნენ მდიდარ ნადავლს. სხვადასხვა ყალიბის 30 ქვემეხის ზევით, გამარჯვებულებმა აიღეს ბევრი ჭურვი და სხვა მარაგები. თურქებმა განიცადეს უზარმაზარი დანაკარგი და ბევრი მათგანი მდინარე ყუბანის გადალახვისას დაიღრჩო (Всеподд. донесенiе кн. Потёмкина 30-го декабря, № 161. Московск. Архивъ Глав. Штаба. Журналъ реляцiй и докладовъ).

გენერალი გერმანი ამ გამარჯვებისთვის დაჯილდოვებულ იქნა წმ. გიორგის მე-2 ხარისხის ორდენით და მას ეწყალობა 500 სული პოლოცკის გუბერნიაში (Рескриптъ Императрицы кн. Потёмкину-Таврическому 21-го анваря 1791 г., № 30. Арх. кабинета Е. И. В., св. 444).

ამრიგად, ერთი დარტყმით განადგურებულ იქნა თურქების ორწლიანი მზადება. “დიდება ღმერთს, მოახსენებდა თავადი პოტიომკინ-ტავრიდელი (Во всеподд. донесенiи отъ 16-го октября, № 148. Москов. Арх. Глав. Штаба. Журналъ реляцiй и докладовъ), რომელმაც გვიბოძა ყოვლად სახელგანთქმული გამარჯვება, რომლის შესახებაც რაც უფრო მეტს მსჯელობენ, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება იგი. დამარცხებულია ორმოცათასიანი თურქული არმია, შემდგარი მრავალი შემოერთებული იმიერყუბანელისგანაც. გაქრა იმედი, რომელსაც ისინი ელოლიავებოდნენ იმ მხარეში, დაწყნარდნენ ხალხები, მათ მიერ ამბოხებულნი, და ოპერაციების ეშმაკური გეგმა, მტრული დერჟავების მიერ მათთვის მიცემული, კვამლივით გაქრა.

და რადგანაც სწორედ იმ დროს, როცა მე ვუბრძანე კავკასიის კორპუსს მოწინააღმდეგეზე წასულიყო, მე მივეცი ბრძანება გენერალ-პორუჩიკ ბარონ როზენსაც, რომელიც ყუბანთან იდგა, დონელთა ჯარით მოსახერხებელ შემთხვევაში გადაელახა ყუბანი, ამიტომ ველოდები კიდეც, როგორც მისგან, ისე იმ კორპუსებისგანაც კიდევ კარგ შედეგებს”. 

გადავიდა რა ყუბანზე, გენერალ-პორუჩიკი ბარონი როზენი დაიძრა მდინარეებს შეკუფსასა და პჩასას შორის, გაიარა 50 ვერსზე მეტი ზევით და ქვევით მდინარეების გაყოლებაზე და ცეცხლს მისცა მთიელთა აულები. აქედან მან გაიარა მდინარეების მარტესა და ფშიშუს გაყოლებაზე. არბევდა რა ყველგან აულებს, ბარონმა როზენმა ფშიშუს მარჯვენა ნაპირზე მოსვლის შემდეგ შეიტყო ბათალ-ფაშას დატყვევებისა და მისი არმიის გაფანტვის შესახებ. აღარ ჰქონდათ რა ახლა თურქების დახმარების იმედი, იმიერყუბანელები გამოხატავდნენ დამორჩილებისა და თვით რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლის სურვილსაც კი.

აკმაყოფილებდა რა მოსახლეობის თხოვნებს, ბარონი როზენი ფიცს ადებინებდა ყველა მსურველს, აიყვანა ამანათები და დააიმედა იმპერატრიცის წყალობით.

ლაბაზე მომთაბარე ნოღაელი თათრები, რომლებმაც ითხოვეს ნებართვა 2.000 ოჯახით მდინარე ყუბანის მარჯვენა ნაპირზე გადმოსასვლელად, გამოყვანილ იქნენ კავკასიის ხაზის ფარგლებში. თათრებთან ერთად მთებიდან გადმოსახლდა 290-მდე სომეხი ადამიანი მამრობითი და მდედრობითი სქესისა.

დაასრულა რა ამდენად წარმატებულად ექსპედიცია, ბარონი როზენი 2 ნოემბერს რაზმით დაბრუნდა კავკასიის ხაზზე და მალევე გარდაიცვალა. მასზე რამდენადმე უფრო ადრე გარდაიცვალა გრაფი დე-ბალმენი, და ყუბანისა და კავკასიის კორპუსების ჯარების სარდლად დანიშნულ იქნა გენერალ-ანშეფი ივანე ვასილის ძე გუდოვიჩი. მას მიეცა ბრძანება რაც შეიძლებოდა უფრო სწრაფად გამგზავრებულიყო დანიშნულების ადგილზე და გამოეყენებინა საგანგებო მონდომება “ყველაზე უფრო ადრეული კამპანიის დასაწყებად ანაპაზე, რათა მოესპო თურქების ეს ბუდე, საბოლოოდ დაედო ზღვარი იმ შფოთვებისა და მოუსვენრობათათვის, რომლებსაც პორტა, ყიდულობდა და არიგებდა რა იმიერყუბანელებს, იმ მხარეში ახდენდა” (Предписанiе Гудовичу 24-го декабря 1790 г. Москов. Арх. Главн. Штаба. Исход. журн. кн. Потёмкина).

1791 წლის იანვრის მიწურულს გუდოვიჩი მოვიდა კავკასიის ხაზზე და დაიწყო ლაშქრობისთვის მზადება. ეს მზადებანი მიდიოდა საკმარისად ნელა, ხოლო ამასობაში კი თურქები იყენებდნენ მთელ ძალისხმევას, რათა რუსეთის წინააღმდეგ აღემართათ მხარის მთელი მაჰმადიანი მოსახლეობა. მარტში მიღებულ იქნა ცნობა, რომ სულთანმა დააგზავნა ღია ფირმანი, რომელშიც იმუქრებოდა ყველა იმათი განშორებით ცოლებისა და შვილებისგან, რომლებიც უმოქმედოდ დარჩებიან მართლმორწმუნეთა ომში გიაურებთან. ანაპელი მუსტაფა-ფაშა არწმუნებდა მთიელებს, რომ უკვე შეგროვებულია სიმრავლე ჯარისა, დაპირდა ფულების გამოგზავნას და მოითხოვდა ამანათებს ყაბარდოელთაგან. ანაპაში მყოფი შეიხ-მანსური აგზავნიდა თავის მოწოდებებს, რომლებიც მოითხოვდა სახალხო ლაშქარს რელიგიის სახელით.

“გამოვთქვამ თქვენდამი ჩემს გულწრფელ პატივისცემას, ამბობდა იგი, და გირჩევთ განიწმინდოთ თქვენი გულები მანკიერებათაგან და იაროთ ჭეშმარიტების გზით, ღვთის რჯულის მიხედვით. ეცადეთ ამხედრდეთ ურჯულოთა წინააღმდეგ და ვაჟკაცურად მიაყენეთ მათ ზარალი. მე სარწმუნოდ ვიცი, რომ ომი რუსებს უკვე აშინებს; მოველი აქ მართლმორწმუნეთა ჯარების მოსვლას და, შევუერთდები რა მათ, მივმართავ შეტევას რუსებზე. ნუ გეშინიათ მათი მუქარებისა. დადგა უკვე ურჯულოთა დასუსტებისა და მუსლიმანთა ზეიმის დრო”.

ასეთ პირობებში ანაპის უსწრაფესი დაუფლება აუცილებელ საქმეს წარმოადგენდა.

თავი მოუყარა რა 1791 წლის 4 მაისს, ტემიშბეგთან ქვეითი ჯარის 11 ბატალიონს, 1.900 ეგერს, კავალერიის 24 ესკადრონსა და 20 ქვემეხს* (*თითოეულ ბატალიონში იყო არაუმეტეს 500 სამწყობრო ადამიანისა, ხოლო ესკადრონში კი – 100-100 ადამიანი), გენერალ-ანშეფი გუდოვიჩი, 9 მაისს, დაიძრა ანაპისკენ. მასთან შესახვედრად მოდიოდა გენერალ-მაიორი ზაგრიაჟსკი რაზმით, რომელიც გამოყოფილი იყო ყუბანის კორპუსიდან. ამ რაზმში იმყოფებოდა ქვეითი ჯარის ოთხი ბატალიონი, დრაგუნთა 20 ესკადრონი, დონელ კაზაკთა ორი პოლკი და საველე არტილერიის 16 ქვემეხი.

24 მაისს ორივე რაზმი შეერთდა და გაჩერდა ანაპიდან რვა გადასასვლელზე, მდინარე ყუბანზე ეგრეთ წოდებულ ტილიზის გადასასვლელთან.

კავკასიის ხაზთან და ეისკის სიმაგრესთან კავშირგაბმულობისა და შეტყობინების შენარჩუნებისთვის მოწყობილ იქნა სიმაგრეებიანი საეტაპო პუნქტები. ტემიშბეგში მოაწყვეს მთავარი საყრდენი პუნქტი, ააგეს რედუტი და დატოვეს გარნიზონი ოთხი ქვემეხით ბრიგადირ ფონ-კროპფის უფროსობით. ზუსტად ასეთივე საყრდენი პუნქტი ყუბანის კორპუსისთვის მოწყობილ იქნა ეისკის სიმაგრეში. ყუბანზე გადასასვლელზე მდინარის ორივე ნაპირზე ააგეს სიმაგრეები და მათში დატოვეს 422 ადამიანი 4 ქვემეხით, პოდპოლკოვნიკ ბრაუნის უფროსობით. შეტყობინება ნაპირებს შორის წარმოებდა ბორნების დახმარებით; საპონტონო ხიდი კი, რომლითაც გადავიდნენ ჯარები, მოხსნილ იქნა, იმიტომ რომ ჩერქეზებმა იგი ერთხელ გაწყვიტეს წყალზე გაშვებული ხის დიდი მორებით. ტალიზის გადასასვლელზე გუდოვიჩმა დატოვა ძნელად მოსავლელი ავადმყოფები, აღალი და ზედმეტი სიმძიმეები. აქვე ნაბრძანები იყო წმ. დიმიტრის ციხესიმაგრიდან მთელი მოქმედი რაზმისთვის პროვიანტის ერთთვიანი პროპორციის მოტანაც.

მოამარაგა რა ჯარები 40-დღიანი სურსათით, გენერალ-ანშეფი გუდოვიჩი 29 მაისს გადავიდა ყუბანის მარცხენა ნაპირზე და დაიძრა ანაპისკენ. მისგან ერთ გადასასვლელზე იგი, 8 ივნისს, შეუერთდა გენერალ-მაიორ შიცის რაზმს, რომელიც გამოგზავნილი იყო ყირიმიდან ტამანის გამოვლით. რაზმების შეერთება მოხდა სოფელ ადალისთან, პატარა მდინარე ნართფსუხოზე. გენერალ-მაიორ შიცის რაზმში იმყოფებოდნენ 800 ეგერი, კავალერიის 10 ესკადრონი, 300 დონელი კაზაკი, საველე არტილერიის 14 ქვემეხი და 90 საიერიშო კიბე. მომდევნო დღეს, 9 ივნისს, ჯარები დაიძრნენ ანაპისკენ და მისგან ოთხ ვერსზე მათ შემოუტია რამდენიმე ათასმა ჩერქეზმა. განლაგდა რა წინ მდებარე სიმაღლეებზე, მოწინააღმდეგე ცდილობდა წინ აღდგომოდა პატარა მთის მდინარეზე ჩვენს გადასვლას, მაგრამ ბრიგადირ პოლიკარპოვის ავანგარდის მიერ გაგდებულ იქნა. ჩერქეზები მთებში გაიფანტნენ და გენერალ-ანშეფმა გუდოვიჩმა გააჩერა თავისი ჯარები ანაპის თვალსაწიერში.

ანაპა უკვე დიდი ხანია იყო ცენტრი, რომლიდანაც ვრცელდებოდა თურქების რელიგიური პროპაგანდა მთიელთა შორის. სულთანის ფირმანის მიერ შავი ზღვის აზიური ნაპირების გასაღებად წოდებული, ანაპა თავიდან გარშემორტყმული იყო მხოლოდ მიწაყრილით, მაგრამ 1781 წელს, სულთან ჰამიდის ბრძანებით, აშენებულ იქნა ციხესიმაგრე ფრანგი ინჟინრების მონაწილეობით. იგი შედგებოდა შვიდი ბასტიონისგან, რომლებიც შეერთებული იყო კვალ-კვალად აგებული კედლებით (соединённыхъ куртинами).

ციხესიმაგრე გარშემოვლებული იყო ღრმა, განიერი და ქვით ამოყვანილი თხრილით, რომელიც ორივე ბოლოთი ზღვაში ჩადიოდა და 700 საჟენზე მეტი სიგრძე ჰქონდა. თხრილს უკან მიუყვებოდა მიწაყრილი (валъ), ხოლო მიწაყრილის უკან (за валомъ) კი მოწყობილი იყო полисадъ. ზღვის მხრიდან ანაპას უზრუნველყოფდნენ ფრიალო კლდოვანი ნაპირები, ხოლო ზღვის წყალმარჩხობა კი ხელს უშლიდა ქალაქთან დიდი გემების მოსვლას. ციხესიმაგრე დაცული იყო გარნიზონით, რომელიც შედგებოდა 10 ათასი თურქისა და 15 ათასი თათრისგან, ნოღაელების, იმიერყუბანელთა და სხვა მთიელი ტომებისა; მნიშვნელოვანი რიცხვის მცირე შეიარაღებული გემები უზრუნველყოდნენ ანაპას ზღვის მხრიდან. ციხესიმაგრეში იყო 83 ზარბაზანი და 19 მორტირა, მნიშვნელოვანი სასურსათო და საბრძოლო მარაგები. გარნიზონის უფროსი გახლდათ სამთუღიანი მუსტაფა-ფაშა. ცრუწინასწარმეტყველ შეიხ-მანსურის თანადგომით გარნიზონი და მცხოვრებნი შეუპოვარი წინააღმდეგობისთვის ემზადებოდნენ.

ამასობაში 12 ივნისს, გუდოვიჩის განკარგულებით, მოწყობილ იქნა სამი ბატარეა 32 ქვემეხით, ამასთან მათგან უახლოესი სულ 250 საჟენზე იმყოფებოდა ციხესიმაგრის მიწაყრილისგან (отъ крепостнаго вала). ხშირი გამოხდომებითა და ქვემეხებიდან წარმოებული ძლიერი ცეცხლით მოწინააღმდეგე ცდილობდა წინ აღდგომოდა ბატარეების აღმართვას, მაგრამ მისმა მცდელობებმა, რომლებიც თუმცა კი დროებით აჩერებდნენ ჩვენს სამუშაოებს, მაინც ვერ შეუშალეს ხელი ჩვენი ბატარეების შეიარაღებასა და საბოლოოდ მოწყობას.

19 ივნისს გახსნილ იქნა ცეცხლი ციხესიმაგრზე, ხოლო 20 რიცხვის გათენების ღამეს ჩვენი ბომბებისა და ბრანდსქუგელების მოქმედებისგან გაჩნდა ხანძრები ქალაქის სხვადასხვა ნაწილში. ხანძარი გათენებამდე გრძელდებოდა, ამასთან იყო ბევრი აფეთქება, დაიწვა ბევრი სახლი და მათ შორის ფაშის სახლიც. ვარაუდობდა რა, რომ მცხოვრებნი დაშინებულნი არიან და სულით დაეცნენ, გენერალმა გუდოვიჩმა 20 ივნისის დილის 8 საათზე გაუგზავნა ფაშას წერილი, რომელშიც ურჩევდა მას ქალაქის ჩაბარებას, ჰპირდებოდა რა თავისუფლად გასვლას გარნიზონსა და ქალაქის მცხოვრებთ; უარის შემთხვევაში კი იმუქრებოდა ანაპისთვისაც ისეთივე ხვედრის მიგებით, როგორიც ერგო იზმაილს. ფაშა მზად იყო წინადადების მისაღებად, მაგრამ შეიხ-მანსური დაჟინებით მოითხოვდა შეუპოვარი წინააღმდეგობის გაწევას. ქადაგებდა რა წმინდა ომს ურჯულოებთან, ცრუწინასწარმეტყველმა მიაღწია იმას, რომ წერილზე პასუხის ნაცვლად თურქებმა გაუხსნეს ცეცხლი ჩვენს ჯარებს.

არ გააჩნდა რა საალყო არტილერია და იყო რა მუდმივად ჩერქეზებისგან შეწუხებული, რომლებიც ჩნდებოდნენ რაზმის ფლანგებზე და ზურგში, გუდოვიჩმა გადაწყვიტა ანაპაზე იერიშის მიტანა, მით უმეტეს, რომ მიიღო ცნობა დნესტრის შესართავში თურქული ფლოტის გამოჩენის შესახებ. შესაძლებელი იყო დანამდვილებით ევარაუდა, რომ თურქული ფლოტი გამოგზავნილია ანაპის დასახმარებლად და შესაძლა მას ჰყავდეს დესანტიც.

21 ივნისის მთელი დღე გატარებულ იქნა იერიშისთვის მზადებაში. გუდოვიჩი და სხვა გენერლები ცხენებზე ამხედრებულნი დადიოდნენ ბანაკში, ამხნევებდნენ ჯარებს, წარმოუდგენდნენ რა ჯარისჯაცებს “წარმატების მთელ დიდებას, წარუმატებლობის სირცხვილსა და უბედურებებს, რომლებიც ამასთან იქნებოდა შეუღლებული მოწინააღმდეგის ქვეყანაში, ყოველი მხრიდან ზღვით ან მტრებით გარშემორტყმულ ბანაკში” («Северная Пчела» 1828 г., № 85).

მიიღეს რა მხედველობაში, რომ ციხესიმაგრის валъ-ისა და თხრილის მარჯვენა ნახევარს ჰქონდათ ნაკლები პროფილი, გადაწყვეტილ იქნა, რომ მთავარი შეტევა ამ მხრიდან ეწარმოებინათ.

21 ივნისის ღამის დადგომის შემდეგ ბანაკი მოხსნილ იქნა და ჯარები განალაგეს იმ ადგილებში, საიდანაც უნდა დაეწყოთ შეტევა. მოელოდა რა, რომ მთიელები არ დარჩებოდნენ მიმდინარე მოვლენების უქმ მაყურებლებად, გუდოვიჩმა მათი შემოტევების მოსაგერიებლად და ვაგენბურგის დასაცავად დანიშნა გენერალ-მაიორ ზაგრიაჟსკის რაზმი, რომელიც შედგებოდა 4.000 ადამიანისგან. დანარჩენი 8.000 ადამიანი კი გაყოფილ იქნა ხუთ კოლონად, დაწყებული მარცხენა ფლანგიდან: 1-ლი და მე-2 კოლონები გენერალ-მაიორ ბულგაკოვის უფროსობით; მე-3 და მე-4 კოლონები გენერალ-მაიორ დეპრერადოვიჩისა და მე-5 კოლონა გენერალ-მაიორ შიცის მეთაურობით. უკანასკნელი კოლონა დანიშნული იყო ციხესიმაგრის валъ-ის მარცხენა დაბოლოებაზე შესატევად. შემტევი კოლონების მხარდაჭერისთვის, თითოეული კოლონის უკან მყოფი კერძო რეზერვების გარდა, დანიშნულ იქნა საერთო რეზერვიც ბრიგადირ პოლიკარპოვის მეთაურობით.

შუაღამეზე გუდოვიჩმა ბრძანება გასცა გაეხსნათ ცეცხლი ყველა ბატარეიდან, და მისი დაფარვის ქვეშ შემტევმა კოლონებმა მიახლოება დაიწყეს ციხესიმაგრესთან. ღამის პირველ საათზე ბატარეების სროლა შეწყვეტილ იქნა; მოწინააღმდეგეც ასევე დადუმდა. განთიადამდე ნახევარი საათით ადრე კვლავ იქნა დაწყებული ქალაქის ბომბარდირება და ჯარები დაიძრნენ საიერიშოდ. მოწინააღმდეგემ ისინი მხოლოდ მაშინ შეამჩნია, როცა პირველი ორი კოლონა ციხესიმაგრის თხრილთან წააწყდა ერთერთ პიკეტს. თურქებმა თხრილში ჩაადგეს რამდენიმე მანათობელი ბირთვი და თითქმის მიბრჯენით გახსნეს კარტეჩის ცეცხლი. მიუხედავად ამისა, ჩვენი ჯარები ჩავიდნენ თხრილში და დაიწყეს კიბეების მიდგმა.

მარცხენა ფლანგის მეოთხე კოლონა, სხვებზე უფრო მეტად დაშორებული ნაპირიდან, პოლკოვნიკ სამარინის უფროსობით, პირველი ავიდა მოწინააღმდეგის валъ-ზე და თავგანწირული წინააღმდეგობის მიუხედავად, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ ქალაქის მცხოვრებნიც, დამკვიდრდა მასზე.

პოლკოვნიკმა კელერმა, რომელიც მეთაურობდა მესამე კოლონას, ხედავდა რა სამარინის წარმატებას, გააორმაგა თავისი ძალისხმევა და უკვე თავისი რაზმის ნაწილით იყო ციხესიმაგრის валъ-ზე, მაგრამ დაჭრილი ჩავარდა თხრილში. მის ადგილზე დამდგარმა მაიორმა ვერიოვკინმა მოახერხა валъ-ზე გამაგრება, მაგრამ შემდგომში ასევე ძლიერად იქნა დაჭრილი.

პოლკოვნიკ მუხანოვის მეორე კოლონა დაეუფლა ბასტიონს, ხოლო პოლკოვნიკ ჩემოდანოვის პირველ კოლონას კი შეხვდა დიდი დაბრკოლებანი: მას მოუწია დაუფლებოდა არა მხოლოდ валъ-ის ნაწილს, რომელიც ნაპირს ებჯინებოდა, არამედ მის უკან მყოფ კავალიერსაც. მოასწრო რა валъ-ის მიღწევა, ეს კოლონა იძულებული შეიქნა შემდეგ ჩამოსულიყო თხრილში და გაძნელებული მდგომარეობიდან გამოყვანილ იქნა მხოლოდ დროზე მოსული რეზერვის მიერ. მაშინ თურქები განდევნილ იქნენ კავალიერიდან და რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალაქს. იმ დროს, როცა მარცხენა ფლანგის კოლონები გამარჯვებას ზეიმობდნენ, მეხუთე ანუ მარჯვენა კოლონა წააწყდა უდიდეს სიძნელეებს. იგი იძულებული შეიქნა, მიადგა რა валъ-ს, ნაპირიდან ჩასულიყო წყალში, და ისარგებლა რა წყლის მცირე სიღრმით, შემოევლო валъ-ის დაბოლოებისთვის და ზურგიდან შეეტია.

იმის ნაცვლად, რომ ფარულად მიახლოებოდა, გენერალმა შიცმა 50 ეგერი გაგზავნა ნავებით, რათა მოწინააღმდეგის ყურადღება ზღვის მხრიდან ატეხილ სროლაზე გადაეტანა. ეგერებმა ძალზედ ადრე გახსნეს ცეცხლი და ამით მისცეს თურქებს წინააღმდეგობის გასაწევად მომზადების საშუალება. ამრიგად შიცის კოლონას მოწინააღმდეგე შეხვდა იმდენად სასტიკი ცეცხლით, რომ მან ვერ შეძლო კონტრ-ესკარპამდე მისვლა და დაიწყო უკანდახევა. გენერალმა შიცმა გამოიძახა რეზერვი, თავად ჩაუდგა კოლონას სათავეში და ის წინ წაიყვანა. ამ დროისთვის მოსვლა მოსწრეს: ქვეითი ჯარის ბატალიონმა და ჩამოქვეითებული დრაგუნების სამმა ესკადრონმა, რომლებიც გენერალ გუდოვიჩს მთავარი რეზერვიდან გამოეგზავნა.

ამისგან დამოუკიდებლად, თვლიდა რა შეტევის ამ პუნქტს ყველაზე უფრო მნიშვნელოვნად, გუდოვიჩმა შიცს დასახმარებლად გამოუგზავნა ბრიგადირი პოლიკარპოვი მთავარი რეზერვის მთელი კავალერიით. მისი ცხენოსანი ჯარი, ნაწილობრივ ამხედრებული, ნაწილობრივ კი ჩამოქვეითებული, შეიჭრა ციხესიმაგრეში, რომლის შიგნითაც და ქალაქშიც უკვე გაჩაღებული იყო სასტიკი ხელჩართული ბრძოლა. 

თურქები ხუთი საათის განმავლობაში თავგანწირულად იცავდნენ თავს და ჩვენი კოლონები იძულებული იყვნენ რამდენჯერმე უკან დაეხიათ და შემდეგ კი ისევ ასულიყვნენ კედელზე. იერიშის წარმატება საეჭვო იყო, სანამ გენერალ-ანშეფმა გუდოვიჩმა არ დაძრა მთავარი რეზერვიდან 600 მუშკეტერი და ჩამოქვეითებულ დრაგუნთა სამი ესკადრონი. ახალი ძალების მოსვლამ გადაწყვიტა გამარჯვება, და 22 ივნისს, დილის 8 საათზე, ანაპა რუსების ხელში იყო.

“მთელს ჩემს ცხოვრებაში, წერდა გუდოვიჩი თავის სიმამრს გრაფ კ. გ. რაზუმოვსკის (Въ письме отъ 24-го iюня 1791 г. Русскiй Арх. 1876 г. т. III, 262), არ მინახავს მე ჩემი თავი ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში”.

ანაპის კედლებთან ყველაზე უფრო გახურებული საქმის დროს 8.000 იმიერყუბანელი ჩამოვიდა მთებიდან და ზურგიდან შემოუტია ჩვენს ვაგენბურგს. მათ დახვდნენ თავიდან გრებენისა და სემეინიე კაზაკები, ხოლო შემდეგ კი გენერალ-მაიორი ზაგრიაჟსკი თავისი რაზმით. წინ წაწეული ტაგანროგის დრაგუნთა პოლკი გადავიდა შეტევაში, რამდენჯერმე შეიჭრა (врубался) ჩერქეზების შუაგულში და აიძულა ისინი მთებისკენ უკან დაეხიათ. 

ანაპაში ჩვენს მიერ აღებულ იქნა 95 ქვემეხი, 130 დროშა, მნიშვნელოვანი საბრძოლო და სასურსათო მარაგები. მოწინააღმდეგემ მოკლულებითა და დაჭრილებით დაკარგა 8.000 ადამიანამდე* (*მეტად მნიშვნელოვანი ციფრი მოდის დამღრჩვალთა წილად. მცხოვრებთაგან ბევრი იერიშის დროს ჩქარობდა გემებში ჩასხდომას და გადატვირთავდნენ რა მათ, იღრჩობოდნენ ზღვის ტალღებში) და ამაზე ზევით ტყვედ იქნა აყვანილი 5.900 მამაკაცი და 7.588 ქალი. ტყვეთა რიცხვში იყვნენ: გარნიზობის უფროსი მუსტაფა-ფაშა, მისი თანაშემწე ბათალ-ფაშას ვაჟიშვილი, ბევრი თურქი მოხელე და ცნობილი ცრუწინასწარმეტყველი შეიხ-მანსური. დაიმალა რა სარდაფში, იგი შეუპოვრად იცავდა თავს და არ სურდა დანებება იმ დრომდე, სანამ გენერალ-მაიორმა ბულგაკოვმა არ გააგზავნა კაცი მასთან სათქმელად, რომ ააფეთქებს სარდაფს. მაშინ მანსური დანებდა და გაგზავნილ იქნა პეტერბურგში. ყველა დანარჩები ტყვე კი გაგზავნილ იქნა ყირიმში. ჩვენი ზარალი შედგებოდა 930 მოკლულისა და 1.995 დაჭრილისგან (Рапортъ Гудовича кн. Потёмкину 22-го iюня 1791 г. Георгiев. Воен. Арх.)

იერიშის დღეს გუდოვიჩმა თავად პოტიომკინთან გაგზავნა ასტრახანის დრაგუნთა პოლკის სეკუნდ-მაიორი თავადი ორბელიანი მოხსენებით, რომელშიც წერდა: “თქვენი უგანათლებულესობის ბრძანება შესრულებულია. დღეს დილის რვის ნახევარზე ანაპა აღებულია” (Тамъ же).

“სასიამოვნო ცნობა, პასუხობდა თავადი ტავრიდელი (Въ письме Гудовичу отъ 8-го iюля. Московс. Арх. Глав. Штаба. Исходящiй журналъ кн. Потёмкина), ანაპის დამორჩილების შესახებ აქ მიღებულია სრული და საერთო კმაყოფილებით. ეს ამბავი ემსახურება საკუთრივ თქვენს ღირსებასა და ძლევამოსილი რუსული იარაღის დიდებას. თქვენგან ამ სახელგანთქმული საქმის დაწვრილებითი ამბების მოწოდებასთან ერთად, მისი უდიდებულესობა შესაფერი სამაგიეროს მიგების გარეშე არ დატოვებს არც უფროსსა და არც მის თანამებრძოლებს”.

ანაპის დაცემის შემდეგ სუჯუკში მყოფმა თურქებმა დაწვეს თითქმის ყველა სახლი, ააფეთქეს დენთის სარდაფები და, დატოვეს რა რამდენიმე ზარბაზანი, თავად გაიქცნენ ციხესიმაგრიდან. ამის შესახებ ცნობის მიღების შემდეგ, გუდოვიჩმა გაგზავნა არცთუ დიდი რაზმი, რომელმაც 30 ივნისს ყოველგვარი ბრძოლის გარეშე დაიკავა სუჯუკი. ნაპოვნი ზარბაზნები გაფუჭებულ იქნა და გადაყრილ ნაწილობრივ ზღვაში, ნაწილობრივ კი ჭებში, რომლებიც შემდეგ მიწით ამოავსეს. დაანგრია რა ციხესიმაგრის верки, რაზმი დაბრუნა ანაპაში.

ანაპის აღებისა და სუჯუკის დაკავებისთვის იმპერატრიცამ უწყალობა გუდოვიჩს წმ. გიორგის მე-2 ხარისხის ორდენი და მდიდრული დაშნა (Письмо князя Потёмкина генералу Гудовичу 19-го იюля 1791 г., № 1577. Тамъ же). ამასთან ერთად თავადმა პოტიომკინმა უბრძანა დაენგრია ანაპის ყველა სიმაგრე და ჯარებით კავკასიის ხაზზე დაბრუნებულიყო.

მიმართა რა უკან მოძრაობას, გუდოვიჩმა ააფეთქა ბატარეები, მიწით ამოავსო თხრილი, ჭები და თითქმის მთელი ქალაქი გადაწვა. 10 ივლისს რუსულმა ჯარებმა დატოვეს ანაპა და 16 სექტემბერს მოვიდნენ ხაზზე. ყველა მთიელი ტომი, რომლებიც ცხოვრობდნენ ჩვენი რაზმის მსვლელობის გზაზე, იჩქაროდნენ მორჩილებისა და რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლის მზადყოფნის გამოხატვას. გუდოვიჩი მათ ფიცს ადებინებდა და ამანათებს იყვანდა, მაგრამ თავადმა პოტიომკინმა არ მოიწონა ეს განკარგულება და ბრძანა გამოეცხადა მათთვის, რომ იმპერატრიცა ათავისუფლებს მათ ქვეშევრდომობისგან, “ბრძანებს რა აღიარონ ისინი თავისუფალ და არავისზე არ დამოკიდებულ ხალხებად”.

“გენერალ-ანშეფმა გუდოვიჩმა, მოახსენებდა უგანათლებულესი იმპერატრიცას (Всеподд. донесенiе кн. Потёмкина 6-го сентября 1791 г., № 66. Москов. Арх. Глав. Штаба. Исход. журналъ князя Потёмкина), აგრძნობინა რა მათ თქვენი უდიდებულესობის ეს დიდსულოვანი მოწყალება, განუმარტა, რომ ერთადერთი მშვიდობიანად ყოფნით, ქურდობისა და მტაცებლობისგან თავის შეკავებით, შეუძლიათ მათ იქცნენ უმაღლესი კეთილნებელობის ღირსად და გამოავლინონ საკუთარი მადლიერება.

მე ვუბრძანე ასევე ეუწყებინათ ამ ხალხებისთვის, რომ თქვენმა უდიდებულესობამ ინებეთ გებრძანებინათ, რათა ნება მიეცათ მათთვის, რომ საკუთარი მოხმარებისთვის უფულოდ იღებდნენ მარილს მათთან უახლოესი ფანოგორიის მაზრის ტბებიდან, და რომ მათ შეუძლიათ თავისუფლად მოდიოდნენ მის ასაღებად, მხოლოდ წინასწარ აცნობებენ რა თავიანთი წამოსვლის შესახებ. ეს დაავალდებულებს მათ თქვენი უდიდებულესობის გულმოწყალების უფრო უაღრესად შეგრძნებას და ასევე გამოდგება ადამიანთა მოტაცების აღკვეთისთვის, რასაც ისინი აკეთებდნენ, როცა ქურდულად მოდიოდნენ მარილისთვის დიდ პარტიებად”. მიიღო რა თავად პოტიომკინის ბრძანება, გენერალმა გუდოვიჩმა მაშინვე დააბრუნა ამანათები და სთხოვდა უმთავრეს მფლობელებს, რათა დაერწმუნებინათ ხალხი, რომ შეეწყვიტათ მტაცებლობა, მით უმეტეს უადგილო, ვინაიდან პორტა შეუდგა სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რომლებიც დასრულდა 29 დეკემბერს იასის ხელშეკრულების დადებით.

ამ სამშვიდობო ხელშეკრულებით ანაპა დაბრუნებულ იქნა თურქეთისთვის, მაგრამ პორტამ იკისრა ვალდებულება დაედასტურებინა, რათა ახალციხის ფაშა და ყველა მოსაზღვრე უფროსი არც საიდუმლოდ, არც აშკარად “არ შეურაცხყოფდნენ და არ აშფოთებდნენ იმ მიწებსა და მცხოვრებთ, რომლებსაც ფლობს მეფე ერეკლე”. პორტამ ვალად იკისრა “გამოიყენოს მთელი ძალაუფლება და ხერხები მდინარე ყუბანის მარცხენა ნაპირზე მცხოვრები ხალხების ალაგმვისა და მოზღუდვისთვის, რათა ისინი არ აწყობდნენ თარეშებს სრულიად რუსეთის იპერიის განაპირა მხარეებზე და არანაირ წყენას, მტაცებლობასა და ძარცვა-რბევას არ აყენებდნენ რუსეთის იმპერატრიცის ქვეშევრდომებსა და მათ სოფლებს, საცხოვრებლებსა და მიწებს, არც საიდუმლოდ, არც აშკარად და არანაირი სახით ადამიანები ტყვედ არ მიჰყავდეთ”.

თავი XV 

(ზომები კავკასიის ხაზის თავდაცვის გაძლიერებისთვის. – დონელი კაზაკების გადასახლება ყუბანზე. – კაზაკთა გაქცევები დონზე. – მღელვარება ჩერკასკში. – იმპერატრიცის განკარგულებანი. – შავი ზღვის მხედრობის ყუბანზე გადმოსახლება. – ყაბარდოელთა ყოფა-ცხოვრების მოწყობა. – პორტას ინტრიგები.)

მეორე თურქული ომის დამთავრების შემდეგ გამოჩნდა ჯარების გამოყენების შესაძლებლობა მთიელთა შემოჭრებისგან კავკასის ხაზის უფრო უკეთესად უზრუნველყოფისთვის, და გუდოვიჩმა მიიღო უზენაესი ბრძანება რათა წარედგინა თავისი მოსაზრებანი ამ საგანზე. მან აუცილებლად სცნო სიმაგრეთა რიცხვის გაზრდა და მათი განლაგება ისეთ ადგილებში, სადაც ყველაზე უფრო მოსახერხებელი იყო მთიელთათვის ჩვენს საზღვრებში შემოღწევა. ამ საფუძველზე 1792 და 1793 წლების განმავლობაში აგებულ იქნა ციხესიმაგრეები: შელკოზავოდსკაია – მდინარე სუნჯის თერგთან შეერთებისას; კავკაზსკაია – ტემიშბეგის სანახებთან, მდინარე ყუბანის მარჯვენა ნაპირზე; უსტ-ლაბინსკაია – ორი ვერსით ქვემოთ ყუბანში მდინარე ლაბას შესართავიდან. ორი უკანასკნელი ციხესიმაგრის დასაკავშირებლად აგებულ იქნა რედუტები კავკასიის, ტფილისის და ლადოგისა. კონსტანტინოგორსკის არსებული ციხესიმაგრე შეკეთებულ და გაძლიერებულ იქნა, მდნარე კუმზე აიგო კუმის შტერნშანეცი, და ბოლოს, ბათალ-ფაშის გადასასვლელის ადგილზე აგებულ იქნა ვოროვსკოლესსკის რედუტი. ამასთან ერთად, კავკასიის ხაზის კიდევ უფრო უკეთესად უზრუნველყოფისთვის, გუდოვიჩი ვარაუდობდა ვოლგისა და ხოპერის კაზაკების წინ წამოწევასა და ციხესიმაგრეთა და სიმაგრეთა მახლობლობაში მათ განსახლებას; უსტ-ლაბინსკაიას ციხესიმაგრის მახლობლად კი დონელი კაზაკების დასახლებას, რისთვისაც გამოიყენებდნენ სამ პოლკს.

მოიწონა რა ზოგად ხაზებში გუდოვიჩის ვარაუდები, იმპერატრიცამ ვერ სცნო შესაძლებლად ვოლგისა და ხოპერის კაზაკების გადმოსახლება, და ბრძანა ამისთვის დონელ კაზაკთა 3 ათასი ოჯახის გამოყენება. ამ მიზნით ნაბრძანებ იქნა კავკასიის ხაზზე მყოფ დონელთა ექვსი პოლკის გაყოფა 12 სტანიცად და ციხესიმაგრეთა მახლობლობაში მათი დასახლება* (*ამ სტანიცების დასახლება ივარაუდებოდა ციხესიმაგრეებთან: კონსტანტინოგორსკისა, კუმის შტერნშანეცისა, ვოროვსკოლესის რედუტისა, ნევინნომისსკის რედუტისა, ტემნოლესკის რეტანშემენტისა, ნედრემანნი რედუტის, პროჩნო-ოკოპის ციხესიმაგრისა, გრიგორიოპოლისის ციხესიმაგრისა, კავკასიის ციხესიმაგრისა, ტფილისის რედუტისა, უსტ-ლაბის ციხესიმაგრისა და სოლიანი ბროდსა და თეთრ მეჩეთს შორის ნავარაუდევი ციხესიმაგრისა); გადმოსახლებულთათვის დასახმარებლად მიეცათ 20 მანეთი ოჯახზე და 500 მანეთი თითოეული სტანიცისთვის ეკლესიების ასაშენებლად. სტანიცები გადაწყდა აეშენებინათ არაუახლოეს 250 საჟენისა ციხესიმაგრის ან სიმაგრისგან, და აუცილებლად გარეშემოევლოთ მათთვის თხრილები, რომელთა შიდა კედლებთან დაერგოთ ეკლნარი ცოცხალი ღობის წარმოსაქმნელად. თითოეული სტანიცა შემგარი უნდა ყოფილიყო არანაკლებ 200 ოჯახისგან, ხოლო უსტ-ლაბის სტანიცა კი ოთხასისა. გადმოსასახლებელ კაზაკებს, მათ მიერ საამისოდ სურვილი არქონის შემთხვევაში, ნება მიეცათ მოეძებნათ მოხალისენი თავიანთ შესაცვლელად. 

ჰქონდა რა მხედველობაში, რომ კავკასიის ხაზზე მყოფ ექვს პოლკში იყო დიდი დაუკომპლექტებლობა, გუდოვიჩი სთხოვდა საჯარისო ატამან ილოვაისკის პოლკების დაკომპლექტებას ხუთასეულიან შემადგენლობამდე და უცოლშვილო კაზაკების დაოჯახებულებით შეცვლას. გადმოსახლებულთა მატერიალური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად, გადაწყვეტილ იქნა მათთვის ქოხები აეგოთ ჯარების დახმარებით და უზრუნველეყოთ ისინი ყოველივე აუცილებლით. “მე ყველა ზომით შევეცდები შესრულებას, წერდა გუდოვიჩი გრაფ სალტიკოვს (Въ собственноручномъ письме отъ 24-го марта 1792 г. Москов. Арх. Главн. Штаба. Дела графа Салтыкова), მაგრამ ვითვალისწინებ, რომ იმ ადგილებში, სადაც ჯერ კიდევ არ არის ციხესიმაგრეები, გაზაფხულიდან სტანიცების მშენებლობის დაწყება არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს ახალმოსახლენი, არ იქნებიან რა დაფარულნი, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან მტაცებელ მეზობელთაგან. 

ყველაზე უფრო მეტად საჭიროა ციხესიმაგრეთა მშენებლობის დაწყება, მაგრამ მათიც ყველასი ერთ წელს დაწყება არ შეიძლება, ვინაიდან მათი მოსწრება შემოდგომამდე ჯარების აქაური რიცხვით ვერ მოხერხდება, და ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესია, რომ შემდეგ წელიწადს ვეცადოთ შემდეგის გაკეთებას: უსტ-ლაბისა, რომელსაც უფრო მეტი სიმაგრეები უნდა ჰქონდეს, ვიდრე საველეს; კავკასიისა, რომელიც ტემიშბეგის სანახების ახლოსაა, და იმისა, ყაბარდოს მოპირდაპირედ რომ არის, მდინარე მალკაზე. ამ ციხესიმაგრეთა მშენებლობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება უფრო ადრეული გაზაფხულიდან, რათა შესაძლებელი იყოს მათი დასრულება ღრმა შემოდგომაზე უფრო ადრე და ჯარებს იქ გამოზამთრება შეეძლოთ, მოამზადებენ რა ადგილზე ყოველივე საჭიროს. ამიტომ აუცილებელია, რათა რაც შესაძლოა უფრო მალე იქნენ აქ გამოგზავნილი ინჟინრები, ერთი ან ორი შტაბ-ოფიცერი და სულ მცირე 4 ობერ-ოფიცერი მათდამი კუთვნილი ჩინებითა და საჭირო საინჟინრო ინსტრუმენტებით, რომლებიც აქ არ არის. მესანგრეთა და სხვა ინსტრუმენტების აქ შოვნა ამ ციხესიმაგრეთა და ყაზარმების ასაშენებლად შეუძლებელია, ასევე მათი სწრაფად დამზადებაც”. 

ციხესმაგრეთა აგებასთან ერთდროულად გუდოვიჩი ვარაუდობდა გადმოსახლებულთათვის სტანიცების აშენების დაწყებასაც. “ამ ახალგადმოსახლებულთა ცოლებისა და შვილების აქ გადმოყვანა, წერდა იგი პ. ა. ზუბოვს (Тамъ же), მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იქნება მომავალ შემოდგომაზე, როგორც იმიტომ, რომ ვერ მოასწრებენ მეურნეობის აწყობას, პურის დათესვას, ისე იმიტომაც, რომ თუკი მანამდე მოიყვანენ ცოლებსა და შვილებს, მაშინ მათი კვება საჭირო შეიქნება სახაზინო პროვიანტით, რომელიც ასეთ რიცხვზე ამ წელს არ დაგვიმზადებია, ხოლო ახლა კი მისი დამზადება ხაზინისთვის რაიმე ზარალის მიყენების გარეშე უკვე შეუძლებელია, იმიტომ რომ შესყიდვა ხდება ზამთრის დასაწყისიდან.

ჩემთვის ცნობილია თუ რამდენადაა დაკავებული ყოვლადმოწყალე ხელმწიფა (государыня) თავის ერთგულ ქვეშევრდომთა კეთილდღეობაზე ზრუნვით და ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ყველა ხერხი, რათა ამ ახალმოსახლეებმა არ განიცადონ არათუ დაქანცვა, არამედ არც მდგომარეობის უკიდურესად დამძიმება, როცა დაემშვიდობებიან თავიანთ უწინდელ საცხოვრებლებს. გენერალ-მაიორი საველიევი ამ გადმოსახლების საქმისთვის მეტად უნარიანი ადამიანია”.

წარმოდგებოდა რა თავად ვოლგის მხედრობის ზემდეგებისგან, საველიევმა 1770 წელს კავკასიის ხაზზე გადმოასახლა მოზდოკის კაზაკთა პოლკი და მისი მეთაურიც გახლდათ. მას, როგორც ამ საქმეში უკვე გამოცდილ ადამიანს, გუდოვიჩმა დაავალა ახალი სტანიცების მოწყობა, მაგრამ დონელთა გადმოსახლება ხაზზე სიძნელეების გარეშე მაინც არ მომხდარა.

1792 წლის გაზაფხულზე კავკასიის ხაზის მარჯვენა ფლანგზე ციხესიმაგრეებსა და სიმაგრეებში განლაგებული იყვნენ დონელთა პოლკები: სალაშქრო ატამან პოზდეევისა და პოლკოვნიკების ლუკოვკინის და კოშკინისა. უკვე მესამე წელიწადი იყო, რაც ეს პოლკები ხაზზე იმყოფებოდნენ, მაშინ როდესაც, დონის მხედრობაში შემოღებული წესრიგის მიხედვით, ისინი ორი წლის შემდეგ უნდა შეცვლილიყვნენ. კაზაკები მოუთმენლად ელოდნენ შეცვლას, მაგრამ ამის ნაცვლად პოზდეევის პოლკი გაგზავნილ იქნა გრიგორიოპოლის ციხესიმაგრეში სახლების აშენებისა და დასახლებისთვის. ამის კვალდაკვალ სხვა პოლკებმაც მიიღეს ასეთივე ბრძანება და გენერალმა გუდოვიჩმა თავისთან მოითხოვა მიმღები პირნი ახალი მეურნეობის მოწყობისთვის დანიშნული ფულების მისაღებად. კაზაკებმა უარი თქვეს მუშაობაზე და არ სურდათ დასახლება. ისინი ამბობდნენ, რომ თითოეული მათგანი წილისყრისა და რიგის მიხედვით, ვისაც ერგება რომ დაესახლოს, ვალდებულია ეს აღასრულოს, მაგრამ თუკი ისინი დაიწყებენ მუშაობას ამაზე მხედრობის თანხმობის გარეშე, მაშინ წილისყრა და რიგი მათ უკვე აღარ ექნებათ და ყველას კავკასიის ხაზზე დატოვებენ (Въ собственноручномъ письме отъ 15-го мая 1792 г. Московск. Арх. Главн. Штаба. Дела графа Салтыкова).

გუდოვიჩმა ბრძანა, რომ ძალა გამოეყენებინათ და ისინი მუშაობისთვის აეძულებინათ. 

მაშინ კაზაკებმა დაიწყეს თავიანთი პოსტების მიტოვება და დონზე მიდიოდნენ. საჯარისო ატამანმა გენერალ-პორუჩიკმა ილოვაისკიმ, შეიტყო რა კაზაკთა გაქცევის შესახებ, გამოგზავნა პოლკებში ბრძანება, არწმუნებდა რა კაზაკებს რომ სამსახური უწინდებურად გაეგრძელებინათ, უფროსობის ყველა ბრძანება აღესრულებინათ და ამით დონის მხედრობის ყველასთვის ცნობილი დიდება უვნებლად დაეცვათ. ატამანი არწმუნებდა კაზაკებს, რომ იმდენად მნიშვნელოვან საგანზე, როგორიცაა კაზაკების ხაზზე დასახლება, იგი საკუთარ თავზე იღებს მზრუნველობას, ელოდება ნებართვას პეტერბურგში გამგზავრებისთვის და იმედოვნებს მიიღოს იმპერატრიცისგან თანხმობა საჯარისო პრივილეგიების მოწყალედ შენარჩუნების შესახებ (и надеется испросить у Императрицы о милостивомъ сохраненiи войсковыхъ привилегiй). კაზაკებს არ სჯეროდათ ატამანისა და გაქცევები გრძელდებოდა. 14 ივნისისთვის პოზდეევის პოლკიდან გაიქცა 330 ადამიანი, ლუკოვკინის პოლკიდან 241 და კოშკინის პოლკიდან კი 213 ადამიანი. ამაზე ზევით, ბევრი პარტია დაკავებულ იქნა პოსტებზე რეგულარული ჯარების მიერ და გზიდან დრაგუნების მიერ დაბრუნებული. პოზდეევმა მოახსენა ხაზის მარჯვენა ფლანგის უფროსს, გენერალ ბულგაკოვს, რომ ყველა დანარჩენი კაზაკიც მერყეობს და მათზე დაყრდნობა მას არ შეუძლია. ეშინოდა რა, რომ გაქცეული კაზაკების დონზე მოსვლას შეუძლია მეტად ძლიერი გავლენის მოხდენა მთელ ხალხმოსახლეობაზე და მღელვარების გამოწვევაც, გუდოვიჩმა დაავალა გენერალ-მაიორ საველიევს მოემზადებინა არცთუ დიდი რაზმი მოსახლეობის დამშვიდების აუცილებლობის შემთხვევისთვის, ხოლო ყუბანის კორპუსის ჯარების სარდალს, ბრიგადირ თავად შჩერბატოვს კი უბრძანა დაეკავებინა გაქცეული კაზაკები მისი კორპუსის განლაგების ადგილებში: როსტოვში, ტაგანროგსა და ბაჰმუტში. ამ მიზნით თავად შჩერბატოვისთვის ნაბრძანებ იქნა, რომ ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის ექვსი ესკადრონით დაეწყო დარაჯობა დონის დინების მთელ გაყოლებაზე, ხოლო ყუბანის ეგერთა კორპუსის ბატალიონები კი რაც შეიძლებოდა უფრო სწრაფად წასულიყვნენ ჩერკასკში და ეუწყებინათ ატამან ილოვაისკისთვის, რომ არ გაეშვა გაქცეულები მდინარე დონის მარჯვენა მხარეზე.

ამასობაში კაზაკთა გაქცევები კავკასიის ხაზიდან გრძელდებოდა, და მაისის ბოლოს პოდპოლნოეში შეიკრიბა 400 კაზაკამდე 15 მიტაცებული დროშით. “კვირას, მოახსენებდა თავადი შჩერბატოვი (Генералу Гудовичу отъ 1-го iюня), როცა დონელთა სამი პოლკის მეამბოხენი მოვიდნენ პოდპოლნოეში 15 დროშით, შეკრიბეს წრე (собрали кругъ). მათგან ერთერთმა ეკატერინოვსკაიას სტანიცის არჩეულმა უხუცესმა, მაგრამ თუ რა ჰქვია, ცნობილი არ არის* (*შემდგომში აღმოჩნდა, რომ ეს გახლდათ ნიკიტა ივანეს ძე ბელოგოროხოვი ეკატერინინსკაიას სტანიციდან), იკითხა: იცით თუ არა, რითი წამოვედით ჩვენ ხაზიდან და რისთვის მოვედით აქ? ამაზე ყველამ უპასუხა: ვიცით. ამის შემდეგ ყველას უთხრა, რათა დამსხდარიყვნენ, შემდეგ კი უბრძანა (велелъ) ამდგარიყვნენ და ღმერთის წინაშე ელოცათ ფიცით, რომ მათ მიერ ცნობილ საქმეში ერთი-მეორისთვის დახოცილიყვნენ, და, დახარეს რა დროშები, მათ ემთხვეოდნენ. ფიცის დადების შემდეგ, იმავე დღეს დაიწყეს ნავების წართმევა სხვადასხვა ხალხისთვის და ქალებისა, რომლებიც იმ მხარეს იყვნენ წასულნი, რომელთა შეპყრობის შემდეგ ღამით რამდენიმე ადამიანი ჩუმად მოცურდა ნავსადგურთან და იქიდან რამდენიც საჭირო იყო ნავები წაიყვანა და, გადაიყვანეს რა თავიანთ მხარეზე, გუშინდელ დღეს დილიდანვე (31 მაისს) უეცრად ჩასხდნენ მათში და შევიდნენ ქალაქ ჩერკასკში მეტად ხმამაღალი ყვირილით, მიცვივდნენ ატამანის კარზე და მოითხოვდნენ ატამანს, რათა მათთან გამოსულიყო”. 

როდესაც ილოვაისკი გამოვიდა შეკრებილებთან, მაშინ კაზაკებმა დაიწყეს ჩივილი, რომ იგი მათ ღუპავს, და არ იცავს.

– რატომ გვიშვებთ ჩვენ დასახლებაზე? გაისმოდა ხმები ბრბოდან: – ეს არ იქნება, ჩვენ არ წავალთ!

ილოვაისკი პასუხობდა, რომ ამაზე არის უზენაესი ბრძანება (высочайшее повеленiе).

– გვიჩვენე! ყვიროდნენ კაზაკები.

ილოვაისკიმ უბრძანა დიაკონ მელენტიევს წაეკითხა, მაგრამ კაზაკები არ უსმენდნენ და ყვიროდნენ: “ჩვენ ჯერ არ გვიჭამია, როცა შევჭამთ ისევ მოვალთ შენთან. და მაშინვე წავიდნენ ბაზარში, არ დაუწყიათ რა არანაირი თვითნებობანი (озорничества), არამედ თავიანთთვის საჭიროს ყველაფერს ფულით ყიდულობდნენ”. ბაზრიდან ბრბო ისევ გამოცხადდა ატამანის სახლთან. ილოვაისკიმ მათთან გამოგზავნა დიაკონი, რომელმაც წაიკითხა კიდეც უზენაესი ბრძანება. როგორც კი დაასრულა კითხვა და წარმოთქვა: “ნამდვილად დაწერილია ასე: ეკატერინე” («на подлинномъ написано тако: Екатерина»), რომ კაზაკები ყვირილით: თქვენ გვატყუებთ! ეცნენ დიაკონს, ძირს დასცეს იგი, რამდენიმე დარტყმა მიაყენეს და მთელი ქაღალდები წაართვეს. ბობოქრობდა რა და ყვიროდა, ბრბო დაეხეტებოდა ქალაქში და საღამოს პირზე ისევ მოვიდა ატამანის სახლთან.

ილოვაისკი ელაპარაკებოდა მათ და არწმუნებდა, რომ გაემგზავრება პეტერბურგში რათა ითხოვოს მათთვის მოწყალება.

– უაზროდ ნუ გაემგზავრები! ყვიროდნენ კაზაკები: – და ჩვენც არ გაგიშვებთ, უკან დაბრუნება კი არ გვსურს, თუნდაც ახლავე ბრძანე რომ დაგვხოცონ.

– თქვენ სახლში წასვლა გინდათ? იკითხა ატამანმა.

– გვინდა; გვიბრძანე რომ წავიდეთ და მოგვეცი ბილეთები, რათა სტანიცებში მიგვიღონ, და გაქცევის გულისთვის გაკიცხვა არ დაგვიწყონ და ლაშქრობაში ახლანდელი ყოფნაც სამსახურში ჩაგვითვალონ.

– წადით, სტანიცებში კი მე თქვენს შესახებ ბრძანებას გამოვაგზავნი, პასუხობდა ილოვაისკი.

კაზაკები რამდენადმე დამშვიდდნენ და დაშლა დაიწყეს.

ამ შემთხვევის გამო ილოვაისკი წერდა გენერალ-ანშეფ გუდოვიჩს: “სამი პოლკის ცნობილი გამოქცეულები, მაისის 31-ე დღეს ჩერკასკში მოსვლის შემდეგ, მათი მღელვარებით, რომელიც მთელ დღეს გრძელდებოდა, ყველა აქაურ მოქალაქეში საშინელ შიშს თესდნენ და ეძიებდნენ საკუთრივ ჩემს თავს, მარტო მე მთვლიდნენ რა დანიშნული გადასახლების მიზეზად. აქ რომ მათ წინააღმდეგ სიმკაცრე გამომეყენებინა, მაშინ, რა თქმა უნდა, მეცა და აქაური თანამოქალაქეებიც დაღუპვასა და უდანაშაულო სისხლისღვრას ვერ ავცდებოდით. მაგრამ გაბოროტების ჩასაქრობად მე მივმართე არა იარაღს, არამედ მხოლოდ მოფერებასა და დარწმუნებას და დავაწყნარე, საბოლოოდ, იმით, რომ გადავიხარე მათი მოთხოვნისკენ სახლებში გაშვებაზე, დავაიმედე ჩემი შუამდგომლობით მათთვის მონარქის წინაშე მათი დანაშაულის პატიებისა და ახალ დასახლებაზე გაშვებისგან მათი დახსნის თაობაზე”.

ზრუნავდა რა უფრო მეტად მხედრობაში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის, ილოვაისკი გამოემგზავრა პეტერბურგში. განმკარგავ ატამანად დარჩენილი გენერალ-მაიორი მარტინოვი აგრძელებდა კავკასიის ხაზიდან გამოქცეული კაზაკების მიღებას და აგზავნიდა მათ სტანიცებში. გუდოვიჩის მოთხოვნებზე, რომ ისინი პოლკებში დაებრუნებინა, მარტინოვი უარით პასუხობდა, ამბობდა რა, რომ მსგავს დაბრუნებას შეუძლია მთელი მხედრობის აღელვება, რომლის შორისაც უკვე შეიმჩნევა გარკვეული დუღილი. “სტანიცა მიხაილოვსკაიასა და მის მახლობლად ზოგიერთ სხვებშიც, მოახსენება თავადი შჩერბატოვი (Генералъ-маiору Мартынову въ рапорте отъ 19-го iюня), ძველი უმეცრები და ჩვენი ეკლესიისგან გამდგარი საზიზღარი უღმერთონი კითხულობენ რაღაც წიგნებს, რომელთაგან ერთს უწოდებენ წმ. კირილესას, და რომელთა მიხედვითაც თავიანთ მსგავს უაზრო ხალხს განუმარტავენ, რომ მერვე ათასეულის შუახანებში (მაგრამ რომელია ეს წელთაღრიცხვა, თქმა არ შეუძლიათ) შვიდი წლით დაცარიელდება დონი, და მაშინ იქნება საუკუნის აღსასრული. ხოლო კავკასიის ხაზზე კაზაკების შესახებ ახლახანს მომხდარი ბრძანებების გამო კი ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს დროა დამდგარი”.

ამასობაში, პეტერბურგიდან გამოგზავნილ იქნა ბრძანება, რათა გამოეცხადებინათ კაზაკებისთვის, რომ მათი გამოქცევა პატიებულ იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი დაუბრუნდებიან თავიანთ პოლკებს. გენერალ-მაიორი მარტინოვი და ბრიგადირი მ. ი. პლატოვი იყენებდნენ დარწმუნების ყველა საშუალებას, მაგრამ პოლკებს დაუბრუნდა არაუმეტეს 50 ადამიანისა; დანარჩენებმა გამოაცხადეს, რომ მათი სამსახური ხაზზე დასრულდა. სამხედრო კოლეგიამ ბრძანა, რომ ხაზზე მყოფი პოლკები ახლებით შეეცვალათ, ხოლო იმპერატრიცა ეკატერინე II-მ კი დაავალა ატამან ილოვაისკის, რათა თავისი შეხედულების და მიხედვით, გაეგზავნა 3.000 ადამიანი კავკასიის ხაზზე დასახლებისთვის.

“დონელ კაზაკთა გაქცევა, წერდა იმპერატრიცა ილოვაისკის (Въ рескрипте отъ 18-го августа 1792 г. Арх. Кабинета Его Императ. Величества, св. 451), პოზდეევის, ლუკოვკინისა და კოშკინის პოლკებიდან, გასაკიცხ სამსახურს უწევს დონის მხედრობას, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ჩვენი სამსახურისადმი თავისი ერთგულებითა და გულმოდგინებით. თუ როგორ ზომებს მიიღებს მხედრობის მთავრობა ამ ლაქის წასაშლელად ამ ბოროტმოქმედებთან მიმართებაში, და განსაკუთრებით კი მათი მოთავეებისა, ამის შესახებ გიბრძანებთ დაუყოვნებლივ ჩვენ მოგვახსენოთ. ხოლო რათა ჩვენს მიერ გაცემული განკარგულება ყუბანის გაყოლებაზე კაზაკთა სტანიცების დასახლების შესახებ ზუსტად სათანადო სარგებლით იქნას სისრულეში მოყვანილი, ახლა თქვენ გეძლევათ, რომ მხედრობის მმართველობის განკარგულებითა და უკეთესად მიჩნევით მოახდინოთ განწესი დონის მხედრობიდან ყუბანზე ჩვენგან დადგენილი სამი ათასი კაზაკის დასასახლებლად, და თქვენზე დაკისრებული ამ საქმის წარმატების შესახებ ჩვენ მოგვახსენებდეთ, შეატყობინებთ რა ამის თაობაზე გენერალ გუდოვიჩსაც”. 

კაზაკების გასახლება წარმოებდა დიდი სიძნელით და ამისთვის ძალის გამოყენებაც გახდა საჭირო. მხოლოდ 1794 წლის აგვისტოში მოვიდა დონიდან ათასი ოჯახი, რომელთაც წარმოქმნეს კაზაკთა ყუბანის პოლკი და დასახლებულ იქნენ ექვს სტანიცაში: უსტ-ლაბის ციხესიმაგრესთან (300 ოჯახი), კავკასიის ციხესიმაგრესთან (150 ოჯახი), გრიგორიოპოლის სიმაგრესთან (150 ოჯახი), პროჩნი ოკოპთან (150 ოჯახი), ტემნოლესის რეტრანშემენტთან (150 ოჯახი) და ვოროვსკოლესის რედუტთან (100 ოჯახი). მალე დონზე შეიტყვეს გადმოსახლებულთა შეძლების შესახებ, ბუნების სიმდიდრისა და თავისუფალი ცხოვრების შესახებ. მაშინ, ნათესაობის საბაბითა და კიდევ სხვადასხვა მიზეზებით კაზაკებმა დაიწყეს დონიდან მთელი ოჯახებით წამოსვლა და ყუბანზე დასახლება. მოხალისენი იმდენად ბევრნი გამოჩნდნენ, რომ მოუხდათ ზომების მიღება მსგავსი გადმოსახლების შესაწყვეტად.

დონელი კაზაკების გადმოსახლებასთან ერთდროულად გადაწყვეტილ იქნა მიწის მთელი სივრცის დასახლება ქვემოთკენ ყუბანის გაყოლებით უსტ-ლაბის ციხესიმაგრიდან აზოვისა და შავი ზღვების ნაპირებამდე. ამისთვის განკუთვნილი იყო ერთგული შავი ზღვის კაზაკთა მხედრობა. სენატისადმი 1792 წლის 30 ივნისის ბრძანებულებით, უკანასკნელ თურქულ ომში გამოჩენილი გმირობებისთვის, როგორც ზღვაში, ისე ხმელეთზეც, შავი ზღვის კაზაკთა მხედრობას ეწყალობა ფანაგორიის ნახევარკუნძული და მიწა შემდეგ ამ ნახევარკუნძულიდან აზოვის ზღვის გაყოლებაზე ეისკის ქალაქამდე და ზემოთ ყუბანის გაყოლებით მასში მდინარე ლაბის შესართავამდე. მხედრობისთვის ბოძებული მიწების დიდი ნაწილი შედიოდა ტავრიდის ოლქის შემადგენლობაში, და ამიტომ შავი ზღვის კაზაკებიც შევიდნენ ტავრიდის გენერალ-გუბერნატორის გამგებლობაში.

გადასახლების თაობაზე ბრძანებულების მიღების შემდეგ შავი ზღვის მხედრობის ყოშის ატამანმა (кошевой атаманъ) ჩეპეგამ, 1793 წლის გაზაფხულზე, ტამანში გამოგზავნა საჯარისო ესაული გულიკი მხედრობისთვის უზენაესად ბოძებული მიწების დათვალიერებისთვის. მას მიეცა შავი ზღვის მხედრობის სხვადასხვა ჩინის 40 ადამიანი. გულიკისადმი ბრძანებაში ნათქვამი იყო, რათა იგი არა თავის საქმეებში არ ჩარეულიყო, არამედ ეცადა გულმოდგინებით აღესრულებინა მასზე დაკისრებული “დიდი საქმე”. 

გულიკმა დაწვრილებით დაათვალიერა ტამანის ნახევარკუნძული და ყუბანის მხარე და შემდეგ მოვიდა გეორგიევსკში, სადაც გამოცხადდა კიდეც გენერალ-ანშეფ გუდოვიჩთან. მთავარსარდლისგან გულიკმა შეიტყო, რომ ივარაუდება შავი ზღვის მხედრობისთვის ნაწყალობევი მიწის ისედაც შეზღუდული სივრცის შემცირება. გუდოვიჩი წერდა ტავრიდის გუბერნატორს ჟეგულინს, რომ თუმცა კი ბრძანებულებით არის ნაწყალობევი შავი ზღვის მხედრობისთვის მდინარე ყუბანის ზემოთკენ გამოყოლებით უსტ-ლაბამდე, მაგრამ რადგანაც კავკასიის ხაზის მოწყობის შესახებ უზენაესად დამტკიცებული პროექტის მიხედვით დავარაუდევია სწორედ ლაბის შესართავთან ციხესიმაგრის აგება, ხოლო შემდეგ მისგან კი ყუბანის გაყოლებაზე ქვემოთ ვორონეჟის რედუტისა, ამიტომ შავი ზღვის მხედრობის მიწის საზღვარიც უნდა იყოს ამ უკანასკნელი რედუტიდან ოთხ ვერსზე. ამ ცნობამ უკიდურესად დაამწუხრა გულიკი და მან ძალზედ დაწვრილებით მოახსენა ყოველივეს თაობაზე მხედრობას.

ამასობაში, ყუბანზე გულიკის გამოგზავნასთან თითქმის ერთდროულად, ს.-პეტერბურგში გამოგზავნილ იქნა მხედრობის ზემდეგი გოლოვატი, რომელსაც მეგობრული კავშირები ჰქონდა ბევრ გავლენიან პირთან. მას ჰქონდა დავალება მხედრობისგან, რათა იმპერატრიცისთვის ეთხოვა უფლება მხედრობისთვის ნაწყალობევი მიწის მუდმივ მფლობელობაზე.

“მივმართავთ რა თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის მფარველობას, წერდა მხედრობა (Во всеподд. прошенiи отъ 29-го февраля 1792 года), ყოვლადუქვეშევრდომილესად მონებრივ გევედრებით: ჩვენ, მხედრობა, დედობრივად მიგვიღეთ რა თქვენს ყოვლადუქვეშევრდომილეს წყალობაში, ტამანზე და მის შემოგარენში დასახლებისთვის, მოწყალედ ბრძანოთ გამოგვეყოს ხელსაყრელი მიწები, ისე საკმარისად, რათა ამ მხედრობის გამრავლებისას გაჭირვების გარეშე განთავსება შეიძლებოდეს, და მუდმივად მშვიდობით შთამომავლობით მის მფლობელობაზე ჩვენგან არჩეულ საჯარისო მსაჯულს, არმიის პოლკოვნიკსა და კავალერს ანტონ გოლოვატის, ზემდეგებთან ერთად ამისთვის გამოგზავნილს, თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის უზენაესი წყალობის სიგელი მიეცეს”.

ამაზე ზევით, კაზაკები ითხოვდნენ ბრძანებას, რომ ეძლიათ მათთვის პური ორი წლის განმავლობაში, ეწარმოებინათ თავისუფალი ვაჭრობა თავიანთ მიწაზე საბაჟო და გამოსასყიდი გადასახადების გარეშე (безъ пошлины и откуповъ), ჰქონოდათ თავისუფლად გადაზიდვების უფლება ყუბანიდან ყირიმის ნახევარკუნძულზე და, ბოლოს, მხედრობის დაარსების წესრიგის განსაზღვრას, “როგორი მდგომარეობით უნდა იყოს იგი” («на какомъ положенiи ему быть»).

გოლოვატი დედაქალაქში გულთბილად იქნა მიღებული და 1 აპრილს მიიღო იგი იმპერატრიცამ.

– ყოვლადუგანათლებულესო მონარქო, ყოვლადუმოწყალესო ხელმწიფავ! თქვა მან (Государств. Арх. XVI, д. № 965. ეს სიტყვა განსხვავდება კოროლენკოს წიგნში «Черноморцы» დაბეჭდილისგან, მაგრამ ჩვენ საჭიროდ ვთვლიდით მივყოლოდით ტექსტს, რომელიც შენარჩუნებულია სახელმწიფო არქივში). შენი დიდებულების სიცოცხლისმომცემი სიტყვით არარსებობიდან ხელახლა დაბადებული ერთგული შავი ზღვის ყოში ახლა გათავხედდება და გაბედავს, რომ ჩემს მიერ აღიმაღლოს თავისი მადლიერი ხმა შენი უგანათლებულესი დიდებულების წინაშე და ერთობლივად შეჰღაღადოს მის გულთა უღრმესი ერთგულება. მიიღე იგი როგორც მსხვერპლი მხოლოდ შენთვის ჩვენს მიერ შენახული, მიიღე და მღაღადებელთ შენი ფრთის ჩრდილქვეშ გვიბოძე ნავსაყუდელი, საფარველი და სიხარული.

1792 წლის 30 ივნისის უზენაესი სიგელით შავი ზღვის მხედრობას ეწყალობა კუნძული ფანაგორია მთელი მიწით, რომელიც ძევს ყუბანის მარჯვენა ნაპირზე მისი შესართავიდან უსტ-ლაბის რედუტამდე, “ისე რათა ერთის მხრივ მდინარე ყუბანი, მეორე მხრივ კი აზოვის ზღვა ეისკის ქალაქამდე შეადგენდნენ საზღვარს მხედრობის მიწისა”. სხვა მხარეებიდან საზღვრის დადება კი ებრძანათ კავკასიისა და ტავრიდის გუბერნატორებს შავი ზღვის მხედრობის დეპუტატებთან ერთად.

შავზღველებს მოვალეობად ეკისრებოდათ საზღვრის დაცვა იმიერყუბანელ მტაცებელთა თარეშებისგან, და ამისთვის მათ მიეცათ ბევრი სარგებელი. ისინი მდგომარეობდა: მხედრობისთვის ყოველწლიურად 20.000 მანეთის ჯამაგირის წყალობაში, “თავისუფალი შიდა ვაჭრობითა და მხედრობის მიწებზე ღვინის თავისუფალი გაყიდვით” სარგებლობაში; ღარიბ გადმოსახლებულთა დასახმარებლად 30.000 მანეთის ერთდროულ მიცემასა და 1793 წლის სექტემბრის ჩათვლით ყველასთვის პროვიანტის მიცემაში (Высочайшая грамота отъ 1-го iюля 1792 года).

მხედრობის საერო მმართველობა თანხმობაში უნდა ყოფილიყო გუბერნიათა მმართველობის შესახებ დაწესებულებებთან.

მიიღო რა ორი უზენაესი სიგელი, მხედრობის (საჯარისო) მსაჯულს გოლოვატის 13 ივლისს გამოსამშვიდობებელი აუდიენცია ჰქონდა იმპერატრიცასთან.

– ყოვლადუავგუსტესო მონარქო! თქვა მან. ჩვენ შენ შემოგივრდით, შენ, მონარქო, მართლმორწმუნევ, – შენ ჩვენ მიგვიღე როგორც დედამ. ტამანი ჩვენზე შენი მოწყალების საბოძვარი მასში მცხოვრებთათვის იქნება შენთა წყალობათა მარადიული საწინდარი. ჩვენ აღვმართავთ ქალაქებს, დავასახლებთ სოფლებს და შევინარჩუნებთ საზღვრების უსაფრთხოებას. ჩვენი ერთგულება და გულმოდგინება შენდამი, მონარქო, და სიყვარული სამშობლოსადმი მარადიული იქნება, ხოლო ამის მოწმეა ყოვლისშემძლე ღმერთი. უშვებდა რა გოლოვატის, იმპერატრიცამ უწყალობა ყოშის ატამანს ოქროს ხმალი, ხოლო მხედრობას კი მომზადებული პური და მარილი ოქროს სინზე ასეთივე სამარილით (Черноморцы. Соч. Короленко, стр. 33).

ამაზე ზევით ეკატერინე II-მ უწყალობა მხედრობას თეთრი დროშა, ვერცხლის საყვირები და ბეჭედი წარწერით: “მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის ბეჭედი ერთგული შავი ზღვის მხედრობის ყოშისა”.

გოლოვატის პეტერბურგიდან დაბრუნების შესახებ ცნობის მიღებისთანავე, ყოშის ატამანმა მოუწყო მას საპარადო შეხვედრა. ჩეპეგამ მიავლინა “ოცდაათ ვერსზე ხუთასეულიანი პოლკი, მხედრობის რეზიდენციაში მოიწვია ჯარის ყველა ზემდეგი, ხერსონის მთავარეპისკოპოსი და დანარჩენი სასულიერო წოდება. მოწყობილ მშვენიერ ადგილზე ყოშის ატამანმა ჩეპეგამ კაზაკების შეკრებისა და მრავალრიცხოვნი ხალხის მოდინებისას, ამალით გარშემორტყმულმა, მოისმინა გოლოვატის მისალმება და და ღირსებით მიიღო მხედრობის სახელოვანი მართვისთვის უზენაესად მისდამი ნაწყალობევი ალმასებით მორთული ხმალი. წელზე შემოირტყა რა ძვირფასი საჩუქარი, ჩეპეგამ ღრმა გულაჩუყების გრძნობით მიიღო საჯარისო მსაჯულისგან შავი ზღვის მხედრობისადმი მონარქის მოწყალების ძვირფასი ნიშნები, გამოუცხადა ხალხს უზენაესი სიგელები და, სათანადო ცერემონით მადლობა შესწირა რა ღმერთს მხედრობის ეკლესიაში, სადიდებელად გაუმასპინძლდა მხედრობას სამეფო პურითა და მარილით” (*სინზე იყო წარწერა: “ეკატერინე დიდის მიერ ერთგული შავი ზღვის მხედრობისადმი ბოძებული 1792 წლის 13 ივლისს ცარსკოე სელოში, საჯარისო მსაჯულისა და კავალრის ანტონ გოლოვატის მეშვეობით”. აღსანიშნავია, რომ ეს სულაც არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა იმპერატრიცის სიცოცხლეში მის სახელზე დამატებულია ტიტული “დიდისა”).

ზეიმების შემდეგ მხედრობამ დაიწყო გადმოსახლებისთვის მზადება, და ჯერ კიდევ გოლოვატის დაბრუნებამდე შავი ზღვის კაზაკები, 3.847 ადამიანის რიცხვით, საჯარისო პოლკოვნიკის საბა ბელის მეთაურობით, ზღვით გამოემართნენ ტამანისკენ, სადაც მოვიდნენ კიდეც 25 აგვისტოს. ამის შემდეგ კვალდაკვალ, 2 და 5 სექტემბერს, მშრალი გზით ბუგიდან გამოვიდა ყოშის ატამანი ჩეპეგაც მთელი დანარჩენი მხედრობით, და ოქტომბრის ბოლოს შავზღველები, შორეული ლაშქრობით მოქანცულები, გამოზამთრებისთვის გაჩერდნენ ეისკის კოსასთან (при Ейской косе) ხანის ქალაქში. 1793 წლის 10 მაისს ატამანი ჩეპეგა თავისი კაზაკებით დაიძრა ყუბანისკენ მასში მდინარე ლაბას შესართავამდე და მაშინვე დაფარა საზღვარი კორდონებითა და პიკეტებით. აქედან ჩეპეგა გაემართა გუდოვიჩთან.

– ზაქარია ალექის ძევ, ეუბნებოდა მას გუდოვიჩი, შენ ასეთი დიდი რაზმით რატომ დადიხარ საზღვრის გაყოლებაზე; ჩერქეზებს თქვენი დანახვა აშინებთ და უკვე დაიწყეს თავიანთი სოფლებიდან მთებისკენ წასვლა.

– ღმერთმა მისცეთ მათ შიში, პასუხობდა ჩეპეგა, რათა მათ ჩვენი ყოველთვის ეშინოდეთ. 

დაბრუნდა რა მხედრობასთან და აირჩია რა ადგილი მთავარი დასახლებისთვის მდინარე ყუბანზე ყარასუგის კუტში (въ Карасугскомъ куте), ჩეპეგა დანარჩენი პიკეტებზე არდაყენებული კაზაკებითა და მხედრობის მთავრობით მოვიდა აქ 10 ივნისს და ბანაკად განლაგდა. – ერთი თვის შემდეგ, 15 ივლისს მოვიდა მხედრობის მსაჯული გოლოვატიც დნესტრზე დროებით დატოვებული კაზაკებით.

15 აგვისტოს მხედრობის მმართველობაში შეიკრიბნენ ყოშის ატამანი, მხედრობის ზემდეგები, პოლკოვნიკები, თუღის ამხანაგობა (бунчуковое товарищество), პოლკთა ზემდეგები და ატამანები. – “მათ დაადგინეს, რომ კარასუგის კუტში, მუხნარის პირდაპირ, რომელსაც კრუგლიკი ეწოდებოდა, სიცოცხლისმომცემის ჩვენი დიადი ხელმწიფას ეკატერინე ალექსის ასულის სახელის ღირსსახსოვარი მოხსენიებისთვის, აიგოს მთავარი ქალაქი ეკატერინოდარი, აშენებულ იქნას მასში მხედრობის მთავრობა და ორმოცი კურენი (ისტ. ზაპოროჟიეში კაზაკთა ჯარის ნაწილი. – ი. ხ.). საზღვრის გაყოლებაზე კი იმიერყუბანელ ხალხებთან მოყვარულ-მეზობლური მეგობრობის უსწრაფესად დამყარებისთვის, ბოროტად მავნე ადამიანების გამორიცხვით, გზები და მდინარე ყუბანზე არსებული გადასასვლელები დაიფაროს სამხედრო კურენული სოფლებით მათი კურენების სახელწოდებათა მიხედვით”.

ამრიგად, დასახლებულ იქნა კორდონებთან

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . კომლების . . . . ს უ ლ ე ბ ი ს . . . რ ი ც ხ ვ ი
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .რიცხვი. . . . . მამრობითი . . მდედრობითი
 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . სქესისა . . . . . . . სქესისა

1) ვორონეჟისა . . . . . . . . . . . . . . . . . . . 250 . . . . . . . . . . . 685 . . . . . . . . . . 546
2) კონსტანტინოვსკისა . . . . . . . . . . . .195 . . . . . . . . . . . 480 . . . . . . . . . . 406
3) ალექსანდრესი . . . . . . . . . . . . . . . . .107 . . . . . . . . . . . 316 . . . . . . . . . . 269
4) პავლოვსკისა . . . . . . . . . . . . . . . . . . 109 . . . . . . . . . . . 320 . . . . . . . . . . 275
5) ველიკო-მარიინისა . . . . . . . . . . . . . 289 . . . . . . . . . . . 768 . . . . . . . . . .646
6) ქალაქ ეკატერინოდარში . . . . . . . . 365 . . . . . . . . . . . 916 . . . . . . . . . . 769
7) ალექსანდროვსკისა . . . . . . . . . . . . . .50 . . . . . . . . . . .132 . . . . . . . . . . 116
8) ელისაბედისა . . . . . . . . . . . . . . . . . . 250 . . . . . . . . . . .726 . . . . . . . . . . 617
9) ელინისა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .47 . . . . . . . . . . .116 . . . . . . . . . . . 91
10) მარიინისა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 125 . . . . . . . . . . .306 . . . . . . . . . . 221
11) ნოვო-ეკატერინისა . . . . . . . . . . . . .226 . . . . . . . . . . .630 . . . . . . . . . .597
12) ოლგასი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 39 . . . . . . . . . . . . 93 . . . . . . . . . . .62
13) სლავიანსკისა . . . . . . . . . . . . . . . . . . 54 . . . . . . . . . . .129 . . . . . . . . . . .98
14) პროტოკსისა . . . . . . . . . . . . . . . . . . . 43 . . . . . . . . . . . .97 . . . . . . . . . . .81
15) კოპილში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 76 . . . . . . . . . . .211 . . . . . . . . . .173
16) პეტროვსკისა . . . . . . . . . . . . . . . . . . .63 . . . . . . . . . . .173 . . . . . . . . . .116
17) ანდრეევსკისა . . . . . . . . . . . . . . . . . . 77 . . . . . . . . . . .184 . . . . . . . . . 110
18) გრიგორიევსკისა . . . . . . . . . . . . . . 112 . . . . . . . . . . . 313 . . . . . . . . . 269
19) პლატონოგორსკისა . . . . . . . . . . . .119 . . . . . . . . . . . 320 . . . . . . . . . 283
20) ფანაგორიისკისა . . . . . . . . . . . . . . . 34 . . . . . . . . . . . . 91 . . . . . . . . . . 59
სულ ყუბანის გაყოლებაზე . . . . . . . 2630 . . . . . . . . . . 7006 . . . . . . . . .5804
სულ ორივე სქესისა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 12810 . . . . . .

მდინარე ეიზე დასახლებული კომლები:

21) ტკბილ ლიმანთან . . . . . . . . . . . . . . .95 . . . . . . . . . . 311 . . . . . . . . . .259
22) ბურლაკების შავ ფონთან . . . . . . . 115 . . . . . . . . . . .362 . . . . . . . . . 271
23) სასიკ ეის შესართავის ზემოთ
კრინიცებთან . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 39 . . . . . . . . . . . 20 . . . . . . . . . . .87
24) კუგაი-ეიკის შესართავთან . . . . . . . 57. . . . . . . . . . . 161 . . . . . . . . . 102
სულ მდინარე ეის გაყოლებაზე . . . . . 306 . . . . . . . . . . 854 . . . . . . . . . 710

1794 წლის 6 იანვარს, ღმერთის გამოცხადების დღეს, ქალაქ ეკატერინოდარში, ათ საათზე, მდინარე ყუბანში წყლის კურთხევის დროს წარმოებულ იქნა ზარბაზნებიდან და თოფებიდან სროლა. – წინასწარ გაცემული განკარგულების მიხედვით სწორედ ამავე საათში წარმოებულ იქნა სროლა ყველა სასაზღვრო სოფელში და კორდონზე. – 8 რიცხვის დილას ეკატერინოდარის კორდონის შემადგენლობაში მყოფ ზემდეგ სემიონ შჩერბინასთან მოვიდა სამი ჩერქეზი.

– ჩვენ თავადებმა გამოგვგზავნეს იმის გასაგებად, ამბობდნენ ისინი, თუ რა მიზეზით გრძელდებოდა თქვენთან ასე დიდხანს სროლა? ჩვენი ჩერქეზები, ასეთი საშინელი სროლა რომ არასოდეს არ გაუგონიათ, იმდენად შეშინდნენ, რომ თავიანთ ქონებასა და საცხოვრებელს ტოვებენ და მთებში მიდიან.

– იმ დღეს, პასუხობდა შჩერბინა, ჩვენი კანონის მიხედვით, იყო ისეთი დღესასწაული, რომ საჭირო იყო სროლა. ხოლო რადგანაც ჩვენს იმპერატრიცას სამეფო საგვარეულოს მაღალი პირები ბევრი ჰყავს, ამიტომ სამადლობელი ლოცვის აღსრულებისას, ასეთი სროლა წლის განმავლობაში ხშირად იქნება წარმოებული. და ასე უთხარით თქვენს თავადებსა და ჩერქეზებს, რათა მათ მომავალში ასეთი სროლისა აღარ ეშინოდეთ (Русскiй инвалидъ 1829 г., №№ 97 и 98).

ყველაფერი ეს ხდებოდა მაშინ, როცა შავი ზღვის კაზაკები საბოლოოდ არ იყვნენ შეყვანილნი მათთვის ნაწყალობევი მიწის მფლობელობაში.

უზენაესი სიგელის საფუძველზე, 1793 წლის აგვისტოში, შავი ზღვის მხედრობის დეპუტატები გამიჯვნისთვის მოვიდნენ ეისკის სიმაგრეში, მაგრამ სამუშაოები მალევე შეწყდა საზღვრების გატარებაში უთანხმოებათა გამო. მიუთითებდნენ რა ბრძანებულებაზე, შავზღველები მოითხოვდნენ გამიჯვნის მიმართვას პირდაპირ მდინარე ლაბას შესართავზე, და არა მის ქვემოთ 20 ვერსზე, როგორც სთავაზობდა გუდოვიჩი. მთავარსარდალი თავის სიტყვაზე იდგა, და მაშინ ყოშის ატამანი ითხოვდა, რათა საზღვარი ეისკის სიმაგრიდან გატარებული ყოფილიყო არა ლაბას შესართავისკენ, არამედ ზემოთ პატარა მდინარე კუგაი-ეიკის გაყოლებით მის სათავეებამდე, ხოლო იქიდან კი უკვე პირდაპირ ყუბანზე. “სხვანაირად, ამბობდა ჩეპეგა, მხედრობას, სურს რა დასახლება მდინარე ყუბანის გაყოლებით 40 კურენის რიცხვით, არ ექნება თავის უკან მიწა, მოსახერხებელი ხვნა-თესვისა და მესაქონლეობისთვის, იმიტომ რომ ამ მიწების უმეტესი ნაწილი შედგება მწარეწყლიანი ჭაობებისგან”.

გრაფი ზუბოვი ეკითხებოდა გუდოვიჩს (Письмомъ отъ 4-го мая 1794 года), ხომ ვერ ჰპოვებს იგი მოსახერხებლად, რომ შავზღველებისთვის გამოჰყოს მიწა მათი თხოვნის თანახმად. გუდოვიჩი ამტკიცებდა, რომ მდინარე კუგაი-ეიკის სათავეებიდან არ შეიძლება საზღვრის გატარება პირდაპირი ხაზით ყუბანზე, ვინაიდან უსტ-ლაბის ციხესიმაგრესა და ვორონეჟის რედუტს, სადაც ნავარაუდევია სტანიცების დასახლება, არ ექნებათ მაშინ თავიანთ უკან დამუშავებისთვის აუცილებელი მიწა. ამრიგად საკითხმა საზღვრის გატარების შესახებ წარმოშვა კამათები და დავები, რომლებიც დასრულდა მხოლოდ 1795 წელს ურთიერთ დათმობების შემდეგ. ამ წლის მარტისათვის შავზღველთათვის ნაწყალობევ მიწაზე დასახლებული იყო უკვე 17.000 სული. მათ წილად ერგოთ შეუპოვარი და ხანგრძლივი ბრძოლა მთიელებთან და სახელოვანი მონაწილეობა, რომელსაც შავი ზღვის კაზაკები ღებულობდნენ რუსეთის ყველა ომში გარეშე მტრებთან ევროპულ და აზიურ თეატრებზე (*გახურებული გადმოსახლების დროს კაზაკები მოწოდებულ იქნენ საბრძოლო საქმიანობისთვის, და 1794 წლის აპრილში ორი ცხენოსანი პოლკი გაგზავნილ იქნა პოლონეთში. “დედაქალაქში თქვენი ყოფნის დროს, წერდა 1794 წ. 25 აპრილს გრაფი პ. ა. ზუბოვი გოლოვატის, თქვენ მე ზოგჯერ მეუბნებოდით, რომ სტუმრად სწვეოდით პოლონელებს. ახლა ჩვენი ყოვლადმოწყალე დედა თქვენგან გზავნის იქ ორ ცხენოსან პოლკს, ამის შესახებ ჩემგან მიეწერა ზაქარია ალექსის ძესაც /ჩეპეგას/. ერთგული კაზაკები ამ დანიშვნაში დაინახავენ მათი ქველმოქმედის მათდამი მოწყალების ახალ მაგალითს და შეეცდებიან ამ შემთხვევის გამოყენებას რამდენადაც მის სამსახურში, იმდენადვე საკუთარი სარგებლისთვისაც”)

ყუბანის მიწის ნაწილის შავი ზღვის მხედრობის მფლობელობაში გადაცემასთან ერთად, წარმოიშვა ამ მიწებზე მომთაბარე ნოღაელი თათრების მოშორების აუცილებლობაც, და ამ მიზნით მათი ნაწილი გადაყვანილ იქნა на Молочныя воды, ხოლო მეორე ნაწილი კი მდინარე კუმაზე, სადაც შეერთებულ იქნა კიდეც თურქმენებთან.

დაბოლოს, კავკასიის ხაზზე სიმშვიდის უფრო მტკიცედ უზრუნველყოფისთვის, იმპერატრიცამ დაავალა გუდოვიჩს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცია ყაბარდოელებისთვის. “უფროსობის არარსებობა, რომელიც ნერგავს უწესრიგობებს, წერდა იგი (Въ рескрипте Гудовичу отъ 28-го февраля 1792 г. Адх. Кабинета Его Императорскаго Величества. Св. 445), თავხედობასა და მტაცებლობას როგორც დიდ, ისე მცირე ყაბარდოშიც, არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენი ქვეშევრდომი ეს ხალხი ამ დრომდე ვერ იქნა მოქცეული იმპერიისთვის რაიმე სარგებლის მოსატანად, არამედ თავისი შფოთიანობით მხოლოდ შეშფოთებასა და საზრუნავებს გვმატებდა. მაგრამ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მისი მძვინვარე ზნე-ჩვეულებების მოთვინიერება შესაძლებელია, თუკი მივყვებით ჩვენი ცნობილი კაცთმოყვარეობისთვისა და თითოეულის სიკეთეზე ზრუნვისთვის დამახასიათებელ წესებს.

არა მხოლოდ იარაღის ძალით არის ჯეროვანი ხალხების დამარცხება, რომლებიც ცხვრობენ მიუდგომელ მთებში და მათში გააჩნიათ ჩვენი ჯარებისგან საიმედო თავშესაფრები, არამედ უფრო მეტად მართლმსაჯულებითა და სამართლიანობით არის საჭირო მათი ჩვენდამი ნდობის მოპოვება, სიმშვიდით (თვინიერებით) მათი ზნე-ჩვეულებების შერბილება, გულის მოგება და იმის სწავლება, რომ უფრო მეტი ურთიერთობები ჰქონდეთ რუსებთან, რისთვისაც საჭიროა: 1) ყველანაირად ეალერსებოდეთ და თქვენსკენ მოიზიდავდეთ ამ ხალხის საუკეთესო ადამიანებს; იმათ შესახებ კი, რომლებიც უფრო მეტად იჩენენ ჩვენდამი და ჩვენი იმპერიისადმი ერთგულებას, ნებას გაძლევთ თქვენ, რომ გვიკეთებდეთ წარდგენებს, რომელთა შედეგადაც არ დავაყოვნებთ მათ წყალობას ჩინებით, ფულითა და წარჩინების სხვა ჯილდოებით ჩვენი შეხედულების და მიხედვით; ხოლო ყველაზე უფრო მეტად კი ჩვენი მონარქიული გულუხვობა და წყალობა გადმოიღვრება იმათზე, რომლებიც ნებაყოფლობით მიიღებენ ქრისტიანულ სარწმუნოებას. და ასეთი გულუხვობანი კი, რა თქმა უნდა, სხვებისთვის გამამხნევებელი იქნება იმათ მისაბაძად, რომლებიც ჩვენდამი ერთგულებას გამოიჩენენ. 2) მტკიცედ ადევნეთ თვალყური, რათა არც ჩვენი ჯარებისგან, არც ხაზზე მოსახლე კაზაკებისგან არ იქნას მიყენებული ჩვენს ციხესიმაგრეებში მოსული მთიელებისთვის თუნდაც უმცირესი შევიწროვება და წყენა, უმკაცრესად გიდასტურებთ რა, რათა სამხედრო, საველე და გარნიზონთა უფროსები არ მიუშვებდნენ თავიანთ ხელქვეითებს არანაირ თვითნებობებზე ყაბარდოელთა და სხვა მთიელი ხალხების წინააღმდეგ, ცხენთა რემების გამორეკვით, მტაცებლობითა და ამის მსგავსი სახით, მისცემთ რა სამართალში და უსასტიკესად დასჯით ყველას, ვინც ამის საწინააღმდეგოდ მოიქცევა, როგორც დამნაშავეს, რომელიც თავისი საქციელით იძლევა საბაბს ჩვენ ქვეშევრდომთა სიმშვიდის დარღვევისთვის, და მათიც, ვისაც ჩვენს მიერ აქვთ დარწმუნებულობა და სიმშვიდე ბოძებული; ვინაიდან არ არის ეჭვი, რომ ჩვენი მხრიდან ასეთი მიშვება (попущенiе) თავს დაგვატეხდა ამ ველური ხალხებისგან შურისძიების გამო ქურდობასა და ძარცვას. 3) პირველ ხანებში ჩვენ სასარგებლოდ მივიჩნევთ მათ შორის საგვარეულოთა რიცხვის მიხედვით სასამართლოების დაარსებას, მფლობელთათვის შემდეგი სახელით ყაბარდოს ამა და ამ საგვარეულოს სასამართლო (кабардинскiй такого-то рода судъ), ხოლო უზდენებისთვის კი საგვარეულო სადამსჯელოები (родовые расправы), შევადგენთ რა ერთთაც და მეორეთაც თავად მათ მიერვე არჩეული საუკეთესო ადამიანებისგან, არ შევურევთ რა მათ არავის ჩვენი ოფიცრებისგან იმის მაგალითით, როგორც სარგებლით არის მოწყობილი ორენბურგში ყირგიზებს შორის სადამსჯელოები. ასეთ საგვარეულო სასამართლოებსა და სადამსჯელოებში არჩეული ადამიანებისთვის არ დავაყოვნებთ შესაფერისი ჯამაგირის განსაზღვრას თქვენგან სამაგალითო დებულების მიღების შემდეგ. ამ სარგებელზე ზევით მათ უნდა მიეცეთ პატივისცემაც, რათა შეეძლოთ თავიანთი გადაწყვეტილებებისადმი მორჩილების დამკვიდრება. არცთუ ზედმეტად მივიჩნევთ აგრეთვე უმაღლესი სასაზღვრო სასამართლოს დაარსებას მოზდოკში ან ეკატერინოგრადში, რომელშიც იქნებოდნენ ასევე მათი საგვარეულოებისგან არჩეული უპირველესი ადამიანები და იქ ჩამოსული ხალხთა დეპუტატები, ჩვენს მიერ განსაზღვრულ მოხელეებთან ერთად. ზოგადად ყაბარდოულ საგვარეულო სასამართლოებსა და სადამსჯელოებს შეუძლიათ მათი სადაო საქმეებისა და მცირე დანაშაულთა განსჯა მათი წეს-ჩვეულებების მიხედვით; მაგრამ მნიშვნელოვანი დანაშაულებანი, როგორიცაა ღალატი, მკვლელობა და ყაჩაღობა, განხილულ უნდა იქნას სასაზღვრო სასამართლოში ჩვენი კანონების მიხედვით და მისი მოსაზრების თანდართვით უნდა წარედგინოს გენერალ-გუბერნატორს. მაგრამ თუკი მოხდება, რომ საგვარეულო სასამართლოებსა და სადამსჯელოებში საქმის მქონენი მათი გარჩევით უკმაყოფილო იქნებიან, ასეთ შემთხვევაში მათ შეუძლიათ სამართალი ითხოვონ სასაზღვრო სასამართლოში, რომელიც ამიტომ ვალდებული იქნება რომ განიხილავდეს ასეთ საქმეებს და მოდავეთ აძლევდეს სამართლიან და გაუჭიანურებელ დაკმაყოფილებას. ამის შექმნას ვაკისრებთ თქვენს კეთილგონიერებასა და გამოცდილებას და მოვითხოვთ, რათა თქვენ, დაემყარებით რა ჩვენს მიერ მოხაზულ ამ ზოგად წესებს, ეცადოთ ამის საუკეთესო ხერხით მოქმედებაში მოყვანას მხოლოდ დარწმუნებით და არა სხვანაირად, თუ არა ყაბარდოელთა სურვილისა და კეთილი ნების მსგავსად, რისთვისაც გეძლევათ კიდეც თქვენ, რომ მაგ მხარის ადგილობრივი ცნობების, გარემოებათა და ამ ხალხების ადათ-წესების გათვალისწინებით გამოთქვათ დასაბუთებული ვარაუდი იმისა, თუ სად უნდა იქნას დაარსებული საგვარეულო სასამართლოები და სადამსჯელოები და უმაღლესი სასაზღვრო სასამართლო და როგორ იქნება უფრო მოსახერხებელი ამის აღსრულებისადმი შედგომა; ჩვენს მიმართ თქვენი მოხსენებების და მიხედვით არ დავაყოვნებთ შემდგომშიც ჩვენი დარიგებების მოცემას. წესრიგისა და დაქვემდებარებულობის მსგავსი დაწესებულებების მისაღებად ყველაზე უფრო უკეთესი და მოსახერხებელი დარწმუნებისა და წახალისებისთვის სიკეთედ მივიჩნევთ, რათა თქვენ ამ დაწესებულებებს აწყობდეთ და თქვენს შეგონებებს ახდენდეთ მათი თანამემამულის გენერალ-მაიორ გორიჩის ან სხვა ვინმეს მეშვეობით, ვისაც თქვენი შეხედულების და მიხედვით ამისი უნარი ექნება; და რათა მათი სარწმუნოებაც ამავე საგნისკენ მომართოთ, საჭირო იქნება მას დასახმარებლად მისცეთ რამდენიმე მოლა ჩვენი ყაზანელი თათრებიდან, რომელთაც ჩვენ დიდ და მცირე ყაბარდოში მეჩეთების მოწყობის ნებართვაზე უარს არ ვეტყოდით. მთიელ ხალხებზე უფრო ძლიერი შთაბეჭდილების მოსახდენად და ჩვენდამი მათი მომხრობის განსამტკიცებლად ხომ არ ჩათვლით საჭიროდ, რათა გარკვეული დროით თქვენთან გამოგზავნილ იქნას ორენბურგში მყოფი მუფტი, რომელიც სარგებლით იქნებოდა გამოყენებული მაგ მხარის სიმშვიდისა და ველურ ყირგიზულ (?) ხალხებს შორის ახალი წყობილების შემოღებისთვის. სხვა მხრივ, ზოგადად თქვენ გევალებათ, რომ ცდილობდეთ კავკასიის ყველა ხალხის ჩვენდამი მომხრობას, ჩვენი უზენაესი ტახტისადმი გარკვეული სახით მათ დამოკიდებულებაში მოყვანას, იმპერიისა და მათი საკუთარი სარგებლისადმი მათ შემობრუნებას და დარწმუნებით ავრცელებდეთ ჩვენს კეთილმოწყობასა და კანონებს, რომელთა მათთვის მისაცემადაც ჩვენ მზად გახლავართ მათი საკუთარი სიმშვიდის, სიწყნარისა და კეთილდღეობისთვის”.

ითხოვდა რა მასთან მუფტის გამოგზავნას, გუდოვიჩი გენერალ-მაიორ გორიჩს არ მიიჩნევდა ყაბარდოელებს შორის სიმშვიდის დასამკვიდრებლად უნარის მქონედ. მათ იგი არ უყვარდათ და მისდამი არანაირი ნდობა არ გააჩნდათ. თუმცა კი გორიჩი თავად ყაბარდოელი იყო, მაგრამ იგი არ ყოფილა მფლობელთა საგვარეულოდან, რომლებიც თავიანთი წარმოშობით ამაყობდნენ. “ამ ხალხის გამოსწორება, წერდა გუდოვიჩი, საჭიროა რბილად, და თანაც ზაფხულში, რათა მათ თვალსაწიერში იდგეს ჯარი” (Письмо Гудовича П. А. Зубову 24-го марта 1792 г.). შეგონებების, რჩევებისა და დარიგებების დახმარებით გუდოვიჩმა მოახერხა იმის მიღწევა, რომ ყაბარდოელები თავად ითხოვდნენ მათთან საგვარეულო სასამართლოებისა და სადამსჯელოების დაარსებას.

1793 წლის 19 აპრილს უზენაესად იქნა დამტკიცებული საგვარეულო სასამართლოები მფლობელთათვის: ორი დიდ და ერთიც მცირე ყაბარდოში და სავარეულო სადამსჯელოები უზდენებისთვის: ორი დიდ ყაბარდოში და ერთიც მცირეში. სისხლის სამართლის საქმეებისთვის მოზდოკში დაარსებულ იქნა უმაღლესი სასაზღვრო სასამართლო მოზდოკის კომენდანტის თავმჯდომარეობით. ამ სასამართლოებს, გუდოვიჩის რამდენადმე აჩქარებული დასკვნით, ვითომდა დიდი გავლენა ჰქონდათ ყაბარდოელთა მკაცრი ზნე-ხასიათისა და ადათების შერბილებაზე და “მათში შემეცნებათა და (რუსული ხელისუფლებისადმი) მორჩილების დამკვიდრებაზე”. ის, რაც უწინ მიიღწეოდა იმ მხარეში ჩვენი ჯარების მნიშვნელოვანი რაზმის (отрядъ) შენახვით, ახლა საკმარისი იყო მცირე სამხედრო რაზმითაც (команда), “რომელიც მეტად იშვიათად იგზავნებოდა და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში”.

ეს ყველაფერი მხოლოდ ნაწილობრივ იყო სამართლიანი; სინამდვილეში კი ყაბარდოელები მას შემდეგაც დიდხანს რჩებოდნენ ისეთივე მტაცებლებად, როგორებიც იყვნენ სასამართლოების დაარსებამდე. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. სასამართლოების დაარსებასთან ერთად ყაბარდოელებმა იგრძნეს ყველაფერში თავიანთი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შევიწროვება (Съ учрежденiемъ судовъ кабардинцы почувствовали во всёмъ стесненiе своей вольности и независимости). მათ აეკრძალათ საზღვარგარეთ წასვლა უფროსობის ნებართვის გარეშე, მკვლელისთვის თავიანთი ნების მიხედვით სამაგიეროს გადახდა, ყონაღობისა და სტუმართმოყვარეობის წეს-ჩვეულებით დამნაშავეთა შეფარება, მხედრების (ჯიგიტების) შეკრება და მეზობელ ტომებში ან კავკასიის ხაზზე ძარცვა-თარეშის მოწყობა.

ამდენად მკვეთრმა შემობრუნებამ ყაბარდოელთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში აიძულა ისინი რომ ეზრუნათ დაკარგული დამოუკიდებლობის დაბრუნებისთვის, და მათ პორტასთან დაიწყეს დაცვის ძიება.

არ ჰქონდა რა ყაბარდოელთა საქმებში აშკარად ჩარევის შესაძლებლობა, თურქეთის მთავრობა მთელი ძალებით ცდილობდა მათში რუსეთისადმი არაკეთილგანწყობის მხარდაჭერასა და შენარჩუნებას. თურქები აღადგენდნენ ანაპის დანგრეულ სიმაგრეებს, სადაც მოელოდნენ ახალი ჯარების მოსვლას იმიერყუბანელთათვის ლაგამის ამოდების საბაბით, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ ანაპის ფასას. 1794 წლის თებერვალში დიდ ყაბარდოში დაჭერილ იქნა (былъ перехваченъ) სულთანის ფირმანი და მურად-გირეი-სულთანის წერილი, რომელიც საკუთარ თავს უწოდებდა ყველა იმიერყუბანელი ხალხის უფროსს, და ირწმუნებოდა, რომ სულთანმა მას დაავალა ყაბარდოელებზე მზრუნველობა. გზავნიდა რა სულთანის ფირმანს, მურად-გირეი სთხოვდა რომ ყურადღებით წაეკითხათ ის და მზად ყოფილიყვნენ ურჯულოთა წინააღმდეგ მოქმედებისთვის (Письмо Муратъ-Гирей-султана и фирманъ султана. Московск. Арх. Главн. Штаба, дела графа Салтыкова). სულთანი სელიმი სთხოვდა ყაბარდოელებს სცოდნოდათ, რომ “ჩვენს მიერ რუსეთთან დადებული მშვიდობა უფრო მეტ წილად გვჭირდებიდა ჩვენ ყაბარდოსა და ყირიმისთვის. ამრიგად, თუკი შეეცდებით თქვენ რომ გადახვიდეთ ყუბანს იქით, მაშინ რუსეთისგან თქვენი თავდასხნის თაობაზე ეჭვი არ უნდა გქონდეთ, იმიტომ რომ პორტა თქვენ არ მიგატოვებთ.

ხოლო რაც შეეხება იმას, რაც ჩვენსა და რუსეთს შორის ხდება, ამაზე გატყობინებთ, რუსეთის კარიდან ჩვენთან წარმოგზავნილი დესპანის მეშვეობით მოითხოვდა რუსეთი თავისი ქვეშევრდომებისთვის იერუსალიმში სათაყვანებლად ჩამოსვლის ნებართვას; მაგრამ ის წარმოგზავნილი რუსეთში თითქმის პასუხის გარეშე იქნა გაგზავნილი. ამიტომ, თუკი რუსეთს ძალა შესწევს, მაშინ ამაზე გაბრაზებული ჩვენს წინააღმდეგ მტრობით წამოსვლას არ დააყოვნებს, და ჩვენც ასევე განზრახული გვაქვს მასთან მტრობა. და როცა ასე მოხდება, მაშინ როგორც ყაბარდო, ისე ყირიმიც, რუსეთისგან თქვენი გამოხსნის აზრით, ჩვენგან მიტოვებული არ იქნებით. მანამდე კი ეცადეთ, რომ თქვენი ძალაუფლების ქვეშ მყოფებთან ერთად არ გადაიხაროთ რუსეთისკენ, არამედ გადადით მთებში და თქვენი განლაგებისა (განწყობისა) და მდგომარეობის თაობაზე ურთიერთობანი გქონდეთ ანაპის სერასკერ მურად-გირეი-სულთანთან, რომელსაც შეგიძლიათ უგზავნიდეთ თქვენგან, საჭიროებისდა მიხედვით, წარგზავნილებსაც, არ გექნებათ რა ამაში სულ მცირე ეჭვიც რუსეთისგან... იზრუნეთ მხოლოდ რათა იყოთ თქვენს მხარეში მცხოვრებ მაჰმადიანებთან თანხმობაში, და როგორი განზრახვა და განწყობა გექნებათ თქვენ ყველას საერთოდ, ამის შესახებ გამოგზავნეთ თქვენი საგანგებო წარმოგზავნილი თურქეთის კარზე წერილით მოხსენებისთვის. თქვენს სურვილში სავსებით დარწმუნებული იყავით და ახლა რუსეთისგან არაფრის არ უნდა გეშინოდეთ, იმიტომ რომ რუსეთთან ჩვენს სამშვიდობო დადგენილებაში ყველა მაჰმადიანისთვის, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი, დათქმული გვაქვს წყენის მიყენებისა და დაჩაგვრის გარეშე ყოფნა.

ხოლო რაც შეეხება მაჰმადიანურ ჯარს, ის ისე სწავლობს საომარ მოქმედებებს, როგორც გერმანული ჯარი. თქვენ კი ეცადეთ რაც შეიძლება უფრო მეტად მიიღოთ ზომები მუსლიმანების რუსეთისგან დასახსნელად, რისთვისაც თქვენ ეს მოწერილობა ჩვენგან წარმოგზავნილი ჩოლოქ დერვიშის ხელით გეგზავნებათ”.

ამასთან ერთად, იმით შეწუხებულმა სულთანმა, რომ ტარკის შამხალი შემოვიდა რუსეთის ქვეშევრდომობაში, ხოლო დარუბანდის ხანი კი იმავე საკითხზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს, გამოგზავნა ფირმანი დაღესტანსა და სპარსეთში მფლობელების რუსეთთან კავშირისგან არიდების მიზნით.

“გიბრძანებთ რა ამ უზენაესი ჩემი ფირმანით, – წერდა იგი* (*დაღესტნელებს, აკუშის ყადისა /кадiю акушенскому/ და ალი-სულთან-ბეგს), – გიცხადებთ, რომ ახლა ზავი რუსეთთან დადებულია უფრო მეტად იმიტომ, რომ მაჰმადიანური აღმსარებლობის ხალხები არიან დაშლილნი და სხვადასხვა ადგილას გაფანტულნი, თუმცა კი ახლაც სხვა ხელმწიფეები რუსეთს ეომებიან და რუსეთში სიმშვიდე არ არის. მაგრამ ამ შემთხვევაში, რომ რუსეთს სხვებთან ომი აქვს, ბოროტად რომ ვიმოქმედოთ ჩვენ მის წინააღმდეგ, უჯერო და სამარცხვინო იქნებოდა, არამედ ვცდილობთ მხოლოდ იმისთვის, რათა მართლმორწმუნე ხალხები ყველანი თანხმობაში იყვნენ, რადგანაც ამის თაობაზე ჩემგან წერილები გაეგზავნათ მექაში, ინდოეთსა და დასავლეთის ქვეყნებში ხელმწიფეებს, რაზედაც, რა თქმა უნდა, მუსლიმანები თანახმანი იქნებიან. და ამაზე ზევით კი ჩვენი ჯარიც დახელოვნებულ ადამიანთაგან რაც შეიძლება სწავლობს და ეჩვევა სამხედრო ეკზერციციას (წვრთნებს – ი. ხ.), ხოლო ქალაქები კი ჩვენში მაგრდება, ამიტომ ეცადეთ რაც შესაძლებელია იყოთ ურთიერთშორის თანხმობაში და ხელი არ აიღოთ აქ ჩვენთან თქვენი წარმომადგენლების გამოგზავნასა და ყველა თქვენი საჭიროების შესახებ შეტყობინებებზე. მე კი ჩემის მხრივ რამდენადაც შესაძლებელია შევეცდები ყირიმის, ყაბარდოსა და სხვა მუსლიმანური ოლქებისა და სოფლების რუსეთისგან განთავისუფლებას, იმიტომ რომ ეს მე უკიდურესად მაშფოთებს.

ამაზე ზევით კი მომახსენებენ ყაბარდოელი ჰაჯიები, რომ ყაბარდოელებს ურთიერთშორის აქვთ უთანხმოებანი და ყაბარდოში დაარსებულია მმართველობა. ამაზე მათ აქ ეთქვათ, რომ ახალი სამმართველოების დაარსება მოხდა აუცილებლობის გამო; სხვები ამბობდნენ, რომ მმართველობა მათთან აუცილებლობის გამო არ არის შექმნილი და ამ კამათის დროს ჩემთან დაბრუნდა აქედან გაგზავნილი ჯაშუში ჩოლაქ დერვიში. მან აქ დაწვრილებით გამოგვიცხადა ყოველივეს შესახებ, როგორც ყაბარდოელთა, ისე დაღესტნელების თაობაზეც, რომ თავად ისინი ღალატით არიან რუსეთის ხელში ჩავარდნილი და ბევრია მათ შორის მაცდური და მძვინვარე ადამიანი, რომელთაგან მხოლოდ შამხალმა, მიეყიდა რა რუსეთს, დარუბანდიც კი დაიყოლია რუსეთისადმი ჩასაბარებლად და ამისთვის ყოველწლიურად არცთუ ცოტა ჯამაგირს ღებულობს რუსეთისგან. რისთვისაც გიბრძანებთ კიდეც თქვენ ფირმანით, რათა ეცადოთ ისეთი მაცდური და მძვინვარე ადამიანების მოსპობას, როგორიც შამხალია, ან კიდევ შამხალის ადგილზე აირჩიოთ სხვა უფრო ღირსეული მისი საგვარეულოდან. ხოლო თუ ვინმე არ მოიქცევა ამ ჩემი ფირმანის ძალის მიხედვით, ასეთი გაშორებული იქნება ცოლისგან და დარჩება ისე როგორც კანონის გარეშე მყოფი და ურჯულო.

ამაზე ზევით კი ეცადეთ თქვენ იმის შესახებაც, რომ ყაბარდოელებს რუსეთისგან არ მიადგეთ შევიწროვება, ხოლო თუკი თქვენი ძალები არ იქნება საკმარისი, მაშინ შეგიძლიათ თავს უშველოთ მთებში და მე მომახსენოთ ამის თაობაზე, ამიტომაც თავს არ დავანებებ მე თქვენზე მზურველობასა და თვენს დახმარებას, და მაშინ უკვე მშვიდობის დარღვევის მიზეზი მე კი არ ვიქნები, არამედ რუსეთი. სხვა მხრივ, როგორადაც ჩვეულებრივ გასაჩუქრებდით თქვენ სამსახურისა და ჩემი ბრძანებების აღსრულებისთვის ხაზინით (ფულებით), ახლაც თქვენგან აქ წარმოგზავნილთა მოვლინებისას დაჯილდოვების გამო ეჭვი ნუ გექნებათ. თუმცა კი, თუ რუსეთისგან წყენები არ მოგადგებათ, თქვენც მისი საწინააღმდეგო არაფერი აკეთოთ და ჩემი ეს ბრძანება რუსეთისგან საიდუმლოდ შეინახეთ; მუსლიმანებს კი შეეცადეთ რამდენადაც შესაძლებელია ეს შეატყობინოთ”.

სულთანი სთხოვდა ყაბარდოელებსა და დაღესტნის მფლობელებს, რომ ურთიერთობებში შესულიყვნენ ახტა-ხანთან* (*აღა-მაჰმად-ხანთან. ახტა ნიშნავს საჭურისს) და მზად ყოფილიყვნენ მოქმედებებისთვის. მართლაც, ამ ხანებში პორტა მზად იყო ესარგებლა რუსეთის პოლიტიკური მდგომარეობით და მასთან მშვიდობა გაეწყვიტა. პოლონეთის მეორე გაყოფამ აღაგზნო ბევრი დერჟავის უკმაყოფილება და განსაკუთრებით კი საფრანგეთისა, რომელიც ცდილობდა თურქეთის განწყობას რუსეთის წინააღმდეგ. იმპერატრიცა ეკატერინე II-მ დაავალა გუდოვიჩს, რომ განსაკუთრებით ედევნებინა თვალყური იმ ხალხებზე, რომლებიც ცხოვრობენ ყუბანის იქითა მხარეს, და გამორჩეულად კი ყაბარდოელებზე, მით უმეტეს, რომ მამთ შორის უკვე შესამჩნევი ხდებოდა გარკვეული მღელვარება. 1794 წლის თებერვალში დიდ ყაბარდოში წარმოიქმნა უწესრიგობები და საგვარეულო სასამართლოებისა და სადამსჯელოებისადმი დაუმორჩილებლობა, ასე რომ მოუხდათ ძალის გამოყენება. გენერალ-მაიორი საველიევი რაზმით ცხრა თვის განმავლობაში დადიოდა ყაბარდოში და წესრიგს ამყარებდა (Всеподд. рапортъ Гудовича 9-го декабря 1794 г. Московск. Арх. Глав. Штаба, дела графа Салтыкова). აღშფოთების მთავარი მოთავეები, პოდპოლკოვნიკი ატაჟუკო ხამურზინი, იზმაილ ატაჟუკინი და მისი ძმა პრემიერ-მაიორი ადილ-გირეი ატაჟუკინი, საცხოვრებლად გასახლებულ იქნენ ეკატერინოსლავში (Отношенiе гр. Зубова екатеринославскому губернатору 10-го января 1795 г. Московск. Арх. Главн. Штаба, дела графа Салтыкова).

წესრიგის დამყარების შემდეგ, ყველაზე უფრო დიდგვაროვანმა მფლობელებმა წერილობითი ხელშეკრულებით ვალად იკისრეს რომ არ შეევიწროვებინათ თავიანთი ძალაუფლების ქვეშ მყოფნი და მიეცათ მათთვის ანაზღაურება სამართლიან პრეტენზიებში. ამასთან ყველა წოდებამ დაადგინა, რომ თუკი მფლობელთაგან რომელიმე წავა მთებში, იგი დაკარგავს ყოველგვარ უფლებას მისი ძალაუფლების ქვეშ მყოფ ხალხზე, რომელიც გადავა კიდეც რუსეთის მთავრობის უშუალო მმართველობაში. 

ხედავდა რა, რომ ყაბარდოელები უძლურნი არიან რაიმენაირი წინააღმდეგობის გასაწევად, პორტა ინტრიგებს აბავდა სპარსეთში, რათა ერთობლივი ძალებით წინ აღდგომოდნენ რუსეთის პოლიტიკურ გეგმებს.

თავი XVI 

(სპარსეთში აღა-მაჰმად-ხანის მისწრაფება ერთმმართველობისკენ. – მისი ბრძოლა ძმასთან მურთაზა-ყული-ხანთან და შირაზელ ლუტფ-ალი-ხანთან. – აღა-მაჰმად-ხანის მტრული საქციელი ჩვენი ვაჭრების წინააღმდეგ. – მისი რუსეთთან შეჯახებაში მოყვანა.)

სპარსეთში უწინდებურად ხდებოდა უწესრიგობები და უუფროსობა. ორი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მფლობელი, ლუტფ-ალი-ხანი და აღა-მაჰმად-ხანი ედავებოდა ერთმანეთს მთელი ქვეყნის მფლობელობის უფლებას. აღა-მაჰმად-ხანს, ამაზე ზევით, მტრობა ჰქონდა ღვიძლ ძმებთანაც. ერთი მათგანი, მურთაზა-ყული-ხანი, რომელიც ბაქოში გაიქცა, სთხოვდა ჩვენს მთავრობას გილანის ხანად აყვანაში დახმარების შესახებ. კასპიის ზღვის ფლოტილიის სარდალმა, გენერალ-მაიორმა შიშკინმა მიიღო გენერალ-პორუჩიკ პოტიომკინის 1787 წ. 2 სექტემბრის საიდუმლო ბრძანება (предписанiе), რომ ჩვენი ფრეგატები ყოფილიყო ბაქოს მახლობლად მურთაზა-ყული-ხანის “სარგებლისთვის” და საჭიროების შემთხვევაში დაეცვათ ენზელიში მყოფი ჩვენი სავაჭრო წოდებაც. შიშკინი ეკითხებოდა პ. ს. პოტიომკინს, თუ რითი და როგორ დახმარებოდა მურთაზას: ჯარებით, იარაღით თუ ფულით და, ვერ მიიღო რა დიდხანს პასუხი, პირობა დათქვა ხანთან შეძლებისდაგვარად დიდხანს შეენახათ საიდუმლოდ მის მხარდაჭერაზე რუსეთის მთავრობის განზრახვა.

მურთაზა-ყული-ხანმა დაარღვია მიცემული პირობა და თვითნებურად ჩაჯდა ბაქოში მდგარ ფრეგატში, და, იმედი ჰქონდა რა იქაურებს შორის ბევრი მომხრის შეძენისა, ფიქრობდა ასეთი საშუალებებით გილანის პროვინციის დაუფლებას. იგი ჩამოვიდა ნაპირზე თალიშში და შეკრიბა სხვადასხვა ჯურის 200-დან 300 ადამიანამდე შემდგარი ბრბო, რომლებითაც 1788 წლის 28 აგვისტოს შევიდა სრულიად დაუცველ ქალაქ რეშთში და დაიკავა (Всеподд. прошенiе генералъ-маiора Шишкина, отъ iюля (число не обозначено) 1794 года. Арх. Кабин. Св. 380, ч. II). მან მაშინვე გამოგზავნა თავისი წარმოგზავნილი კავკასიის ხაზზე გენერალ ტეკელისთან, რომელიც იმ დროს სარდლობდა ჯარებს, რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლაზე თავისი სურვილის გამოხატვით. ემყარებოდა რა ასეთ განცხადებას, გენერალმა ტეკელიმ უბრძანა (предписалъ) სპარსეთში მყოფი გემების უფროსებს, რათა მურთაზასთვის ყველა მოთხოვნაში დახმარება აღმოეჩინათ. გაზაფხულის დადგომისთანავე კი ვარაუდობდნენ გილანის ნაპირებთან ორი გემის გაგზავნას, რათა მათ “ყველა საჭირო შემთხვევაში გილანის შენარჩუნებაში მისი მფლობელისთვის ყველანაირი კეთილი სამსახურის გაწევით (со всеми благоугожденiями), დახმარება აღმოეჩინათ, ჩვენი ვაჭრებისა და სოფლების დაცვით”.

როდესაც ჩვენი ბოტი, ლეიტენანტ მოლერის უფროსობით, ენზელის პორტში გამოცხადდა, მურთაზა-ყული-ხანი არა მხოლოდ იქ, არამედ მთელ გილანის პროვინციაშიც კი უკვე აღარ იყო. ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე, აღა-მაჰმად-ხანმა, შეიტყო რა მურთაზა-ყული-ხანის მიერ რეშთის დაკავების შესახებ, დაუყოვნებლივ გამოგზავნა რაზმით თავისი ძმა, ჯაფარ-ყული-ხანი, რომელიც, ისარგებლა რა მურთაზა-ყული-ხანის დაუდევრობითა და სრული უდარდელობით, შევიდა რეშთში.

მურთაზა 1788 წლის 14 ოქტომბერს გაიქცა ენზელიში, სადაც გამაგრდა კიდეც. ჯაფარ-ყული-ხანმა სიმაგრეებს შეუტია, მაგრამ მოგერიებულ იქნა და იძულებული გახდა ალყით შემოფარგლულიყო. ორივე მხარე აგებდა ახალ სიმაგრეებს, ახდენდა გამოხდომებს და თითქმის ყოველდღე აწარმოებდა სროლას. ასე გრძელდებოდა 18 ნოემბრამდე, როცა ჯაფარ-ხანმა მიმართა რუს საზღვაო ოფიცრებს თხოვნით, რომ ძმასთან შეერიგებინათ. რუსი ვაჭრების დასაცავად ენზელის პორტში მყოფმა კაპიტან-ლეიტენანტმა ხარლამოვმა და ლეიტენანტმა ოკოროკოვმა იკისრეს შუამავლობა და ხელი შეუწყეს ხელშეკრულების დადებას, რომლის მიხედვითაც ჯაფარი ფიცით ჰპირდებოდა, რომ გამოეთხოვა მურთაზასთვის გილანის მფლობელობა გენერალ-გუბერნატორის უფლებით, მაგრამ არა დამოუკიდებელი მფლობელისა. აღა-მაჰმად-ხანისგან პასუხის მოლოდინში მურთაზა-ყული-ხანმა ვალად იკისრა გასულიყო ენზელიდან ლენქორანში ან სალიანიში და ენზელიში არსებული კედელი კი დაენგრია.

ამ პირობების დადების შემდეგ, ჯაფარმა, 23 ნოემბერს, თავისი ჯარებით რეშთისკენ უკან დაიხია, მურთაზა კი, 12 დეკემბერს, ჩაჯდა რუსულ სავაჭრო გემში და სალიანიში, დარუბანდის ხანთან გასცურა. მან ასტრახანის გავლით დესპანი გამოგზავნა კავკასიის ხაზზე განცხადებით რუსეთის იმპერატრიცის ქვეშევრდომობაში შემოსვლაზე თავისი სურვილის შესახებ. მურთაზა ითხოვდა 1789 წლის მარტისთვის მისთვის დასახმარებლად 2 ათასიანი რუსული ჯარისა და რამდენიმე სამხედრო გემის გაგზავნას. იგი ჰპირდებოდა, რომ თავისი აღზევების და მიხედვით, რუსეთის სასარგებლოდ სპარსული ტერიტორიის სულ უფრო და უფრო მეტ დათმობაზე წავიდოდა. თავადი პოტიომკინი მურთაზა-ყული-ხანის სახით ხედავდა გაბედულ, გერგილიან, რუსეთის მთავრობისადმი ერთგულ ადამიანს, რომელიც სპარსეთის ფლობის ღირსი იყო. თურქეთთან ომი ჩვენ წინააღმდეგობას გვიქმნიდა იმაში, რომ მურთაზასთვის არსებითი დახმარება აღმოგვეჩინა და ყველა მის თხოვნაზე მხოლოდ იმპერატრიცის წყალობათა და მფარველობის შესახებ დარწმუნებით პასუხობდნენ.

ამასობაში მურთაზა-ყული-ხანმა, როდესაც სალიანიში მიემგზავრებოდა, საბაჟო გადასახადების აკრეფისთვის ენზელიში თავისი ერთგული რამდენიმე ადამიანი დატოვა. ენზელის პორტში, კედლისა და სიმაგრეთა დანგრევის შემდეგ, მხოლოდ რუსული კოლონიაღა რჩებოდა, და მურთაზას მიერ უფლებამოსილი სპარსელები, აუცილებლობის გამო, იძულებული იყვნენ თავი მისთვის შეეფარებინათ. მალე მათი დატოვების მიზანი ცნობილი გახდა გილანის მმართველის სულეიმან-ხანისთვის. მან მოითხოვა, რათა ეს ადამიანები, მურთაზა-ყული-ხანთან დადებული დადგენილების საფუძველზე, დაუყოვნებლივ ყოფილიყვნენ გასახლებულნი რუსების სოფლიდან, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში კი ძალის გამოყენებით იმურქებოდა.

იქ მყოფმა ოფიცრებმა, რომელთაც ამ შემთხვევისთვის არ ჰქონდათ არანაირი ბრძანებები, ეს ადამიანები გაასახლეს. მურთაზა-ყული-ხანმა, რომელიც ასეთი განკარგულებით უკმაყოფილო დარჩა და არ აქცევდა ყურადღებას ძმასთან დადებულ ხელშეკრულებას, 1789 წლის 12 ივლისს, ისევ გამოგზავნა ენზელიში ლეიტენანტ მოლერთან თავისი ცოლისძმა შვიდი ადამიანით, გადასახადების აკრეფისა და აღა-მაჰმად-ხანის მმართველის მიერ დატოვებულ ამკრეფთა განდევნისთვის. ამ ადამიანებთან ერთად მურთაზამ გამოუგზავნა წერილები ზოგიერთ თავკაცს, რომლებთანაც მას მუდმივი მიმოწერა ჰქონდა, და ტრაბახობდა რუსეთის მხარდაჭერით. ზოგიერთი მისი წერილი, მათ რიცხვში ისიც, რომელშიც მურთაზა არწმუნებდა გილანელებს, რომ მალე ჩამოვა მათთან 12 ათას რუსთან ერთად, ხელში ჩაუვარდა სულეიმანს და მაშინვე იქნა გადაგზავნილი აღა-მაჰმად-ხანთან. უკანასკნელმა დააპატიმრა მურთაზას ღვიძლი ძმა, “დაუნდობლად” სცემა ქუსლებში მის ვაჟიშვილს და თავის ბიძაშვილს ბაბა-ხანს კი უბრძანა, რომ რუსებთან მტრულ მოქმედებებში შესვლის გარეშე, შორიდან მოეხდინა ჩვენი კოლონიისა და ენზელის ბლოკირება, შეეწყვიტა რუსებთან ვაჭრობა და ყველანაირი ურთიერთობა და ახლომდებარე სპარსული სოფლებიც კი სხვა ადგილებში გადაეტანა. ჩვენმა მოსახლეებმა ძალზედ მალე იგრძნეს ყველაფერში უკმარისობა და შიმშილი; ავადმყოფთა რიცხვი გაიზარდა და მარტო ჯარისკაცებს შორის 85 ადამიანამდე იყო ავად.

ხედავდა რა თავისი მდგომარეობის გამოუვალობას, ვაჭრობით დაკავებულმა მოსახლეობამ თხოვნა მიართვა ლეიტენანტ მოლერს სოფლის დატოვებისა და რუსეთში გამომგზავრების ნებართვაზე. მოლერი იძულებული იყო გაესახლებინა მურთაზას ცოლისძმა და ამით აღედგინა სიმშვიდე, მაგრამ არა ვაჭრობა, რადგანაც ვაჭართა წოდებამ უზარმაზარი ზარალი განიცადა.

წააწყდა რა აქაც წარუმატებლობას, მურთაზა სთხოვდა გენერალ-მაიორ შიშკინს, რათა მისთვის 1000-კაციანი რუსული ჯარი გამოეგზავნათ, ვითომდა მის მიერ შეგროვილ 8 ათას კაცზე დამატებით. არ სჯეროდა რა იმისა, რომ მურთაზას ლაშქარს შეეძლო ასეთ დიდ ციფრამდე ასულიყო და მიიღო რა ცნობები ენზელიში ჩვენს მოსახლეთა ასეთი გამოუვალი მდგომარეობის შესახებ, შიშკინი უკიდურესად ძნელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუ როგორ მოქცეულიყო. იმის იმედები, რომ მურთაზას შეეძლო კვლავ დაუფლებოდა გილანის პრივინციას, ცოტა იყო, ხოლო ამასობაში კი მის მტრულ მოქმედებებს აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ ჩვენი მოსახლენი კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში შეეძლო ჩაეყენებინა. შიშკინმა უბრძანა ლენქორანში მყოფ კაპიტან-ლეიტენანტ აკლეჩეევს, ისე რომ არ გაეშვა ხელიდან სამამულო ვაჭრობისთვის სარგებლის მომტანი შემთხვევები, ეცადა თავის მხარეზე დაეყოლიებინა რეშთის მმართველი და დაერწმუნებინა იგი, რომ სპარსეთში არსებული არეულობების დროს ჩვენ ვიცავთ მხოლოდ ჩვენს ვაჭრობასა და დასახლებას, ხოლო მურთაზა-ყული-ხანი კი დაეყოლიებინა, რათა მას უფრო ხელსაყრელ დრომდე თავი დაენებებინა თავისი ღონისძიებებისთვის და უსარგებლო თავდასხმებით ჩვენი ვაჭრობისთვის ბოლო არ მოეღო.

შიშკინის ვარაუდები მურთაზას უძლურების შესახებ სავსებით გამართლდა: მან მხოლოდ 160 უსაქმოდ მოხეტიალის შეგროვება მოახერხა, მაგრამ ისინი კი, არ ჰქონდათ რა არანაირი შეიარაღება, სხვადასხვა მხარეს მიმომიფანტნენ და თავად მურთაზაც არავინ იცოდა თუ საით წავიდა: ერთნი ამტკიცებდნენ, რომ იგი დახმარების სათხოვნელად შუშის ხანისკენ გაემართა, სხვები ამბობდნენ, რომ შირაზშიო.

მურთაზა-ყული-ხანის ქცევებმა და მისმა ტრაბახმა რუსებისადმი უნდობლობა გაუღვივა აღა-მაჰმად-ხანს, და მან დაიწყო ჩვენი ვაჭრობის უფრო მეტად შევიწროვება. ჩვენი ვაჭრების მუდმივმა საჩივრებმა აიძულეს გენერალ-მაიორი შიშკინი, რომელსაც მთელი ამ დროის მანძილზე არანაირი წერილობითი ბრძანებები არ მიუღია (*გენერალ-პორუჩიკი ბიბიკოვი, რომლისთვისაც მას ნაბრძანები ჰქონდა მიემართა, იმ დროს ყუბანს იქით ლაშქრობაში იმყოფებოდა და წამოჭრილ შეკიხვებზე ვერ პასუხობდა), თავად გადაეწყვიტა რაიმენაირი ზომის მიღება და მან, მხედველობაში ჰქონდა რა უმთავრესად ვაჭრობის განვითარება და ენზელის პორტში ჩვენი დასახლების შენარჩუნება, მათ მიაპყრო მთელი თავისი ყურადღება.

გზავნიდა რა გაზაფხულის დადგომისას ლეიტენანტ მოლერის შესაცვლელად ლეიტენანტ ატრეპლევს, გენერალი შიშკინი 2 აპრილის ინსტრუქციაში წერდა, რათა მას ენზელის პორტში თავისი ყოფნის დროს ეცადა ნაცნობობა დაემყარებინა რეშთის მმართველთან და ამით უსაფრთხო შეექნა ჩვენი ვაჭრობა; მაგრამ თუკი საჭიროება დადგებოდა, მაშინ ვაჭართა წოდებისა და დასახლების დასაცავად იარაღის ძალა გამოეყენებინა. ატრეპლევს აეკრძალა მურთაზა-ყული-ხანის საქმეებში ჩარევა, მაგრამ თუკი იგი, საქმეების მისთვის საუბედუროდ შემოტრიალების შემთხვევაში, რუსული დროშის დაცვის ქვეშ მიმართავდა, მაშინ მიეღო გემზე, არავისთვის არ მიეცა და ასტრახანში გამოეგზავნა.

ატრეპლევი მაშინ ჩავიდა, როცა უიღბლო გარემოებათა გამო იძულებულმა აღა-მაჰმად-ხანმა შეცვალა თავისი ქცევა რუსეთთან მიმართებაში. დაახლოებით ამ დროს ლუტფ-ალი-ხანი შირაზს დაეუფლა და სპარსული ჯარების უმეტესი ნაწილი მის მხარეზე გადავიდა. შეიტყო რა შირაზში მომხდარი მოვლენების შესახებ, აღა-მაჰმად-ხანმა ისპაჰანი დაიკავა და ფორსირებული მარშით შირაზისკენ დაიძრა. ლუტფ-ალი-ხანმა თავის მეტოქეს მნიშვნელოვანი ჯარი დაუპირისპირა და რამდენიმე შეუპოვარი საქმის შემდეგ 1789 წლის ივლისში აღა-მაჰმად-ხანი აიძულა, რომ უკან დაეხია. აი სწორედ ამ დროს აღა-მაჰმად-ხანმა დაიწყო რუსეთის კეთილგანწყობის ძიება და სანაპირო პროვინციათა უფროსებს რუსების ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება უბრძანა. 

ვაჭრობისადმი ნდობა უწინდებურად განახლდა, მოვაჭრეებმა ყოველგვარი საშიშროების გარეშე დაიწყეს ისპაჰანამდე მგზავრობა. ასე იყო 1790 წლის შუახანებამდე, როცა ლენქორანში მცხოვრებმა მურთაზა-ყული-ხანმა კვლავ დაყარა ხმები, რომ 2 ათასი თალიშელით მოდის გილანის პროვინციაში, და 4 ოქტომბერს კვლავ გამოგზავნა ენზელიში თავისი ცოლის ძმა ალი 40 ადამიანით, საბაჟო სახლის დაუფლებისთვის, რომელიც ჩვენი დასახლების მახლობლად იმყოფებოდა. ალიმ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა სახლი და შემდეგ კი, გამოცხადდა რა გემზე ლეიტენანტ ატრეპლევთან, თავისი ხანის სახელით მოითხოვდა მისგან დენთს, ტყვიასა და ერთ სავაჭრო გემს. მიიღო რა უარი, ალი გაემართა ნაპირისკენ, სადაც მას დახვდა მის დასაკავებლად რეშთიდან გამოგზავნილი რამდენიმე ადამიანი. მცირე ორმხრივი სროლის შემდეგ, ალი ჩვენს დასახლებაში მიიმალა და ამით მისთვის განკუთვნილი სამწუხარო ხვედრი თავიდან აიცილა. შეიტყო რა მისი ცოლისძმის თავზე დატრიალებული ამბის შესახებ, მურთაზამ შეაგროვა თავისთვის ხროვა (шайка) და 1790 წლის 25 ოქტომბერს დაიკავა რეშთი. არ ზრუნავდა რა თავისი ძალაუფლების განმტკიცებისთვის, მურთაზამ თავისთან მიიწვია ატრეპლევი და, როგორც თვითმპყრობელმა მმართველმა, მას რუსეთთან კომერციული ტრაქტატის დადება შესთავაზა.

ეს მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული, როცა, 6 ნოემბერს, მურთაზამ მიიღო ცნობა აღა-მაჰმად-ხანის ჯარების მოახლოების შესახებ, რეშთიდან გაიქცა და 12 რიცხვში ენზელიში მოვიდა, სადაც ლეიტენანტ ატრეპლევისგან დახმარება მოითხოვა, მაგრამ რადგანაც უკანასკნელს არ ჰქონდა ამის უფლება, ამიტომ მურთაზა კვლავ ლენქორანში გაიქცა.

იმავე წლის დეკემბერში მურთაზამ რამდენიმე ადამიანი გამოსთხოვა თალიშელ მუსტაფა-ხანს, მათთან ერთად თავს დაესხა აღა-მაჰმად-ხანის ჯარების მცირე რაზმს და დაამარცხა რა იგი, რეშთი კვლავ დაიკავა. სურდა რა ამჯერად გილანში უფრო მტკიცედ დამკვიდრება, მურთაზამ დაყარა ხმები, რომ რუსები მის დასახმარებლად გამოგზავნიან 12 ათას ადამიანს, და კასპიის ზღვაში მყოფი ყველა გემიც მის განკარგულებაში იქნება გადმოცემული. 1791 წლის 8 იანვარს აღა-მაჰმად-ხანმა რეშთში გამოგზავნა თავისი დედა მურთაზას დაყოლიებისთვის, რათა მას დაეტოვებინა გილანის პროვინცია, არ გაეღატაკებინა მცხოვრებნი და არ გაეძნელებინა ვაჭრობა. მურთაზამ არ შეისმინა დედის რჩევები და ამით აიძულა აღა-მაჰმად-ხანი, რომ მის წინააღმდეგ ძალა გამოეყენებინა. ეშინოდა რა თავისი გულსასტიკი ძმის ხელში ჩავარდნისა, მურთაზამ თავისთან წაიყვანა დედა და 21 თებერვალს თალიშში გაემგზავრა, სადაც დიდი ხნით დარჩა კიდეც. 

მოიშორა რა თავიდან საკუთარი თავმომაბეზრებელი ძმა, აღა-მაჰმად-ხანმა მთელი თავისი ყურადღება ლუტფ-ალი-ხანთან ბრძოლას მიაპყრო. უკანასკნელმა, ცდილობდა რა მთელ სპარსეთში უმაღლესი ძალაუფლების შეძენასა და თავისი მეტოქის მორევას, ურთიერთობებში შევიდა ინგლისელებთან და მოახერხა თავის დასახმარებლად მათი დაყოლიება. 1790 წლის გაზაფხულზე ინგლისელებმა, ინდოეთში თავიანთი სამფლობელოებიდან, ლუტფ-ალი-ხანს გაუგზავნეს 200 ჯარისკაცი და 20 ქვემეხი მათი კუთვნილებით (ქვემეხებისთვის განკუთვნილი ტყვია-წამლითა და მომსახურე პერსონალით – ი. ხ.) და ფულის მნიშვნელოვანი თანხა, თან მისდამი სპარსეთის დაქვემდებარების საქმეში შემდგომ თანადგომასაც დაპირდნენ. სთხოვდა რა ინგლისელებს მილიონ მანეთს ფულით, ლუტფ-ალი-ხანმა მათ წინდად გაუგზავნა მეტად ძვირფასი ქვა და დაპირდა, რომ სპარსეთის უმაღლეს მმართველად გახდომის შემდეგ, ინგლისელ კონსულებს სპარსეთის ყურის ნავსადგურში მიიღებდა, მოტანილი საქონლიდან ინგლისელთა სასარგებლოდ ბაჟის აკრეფისთვის.

თავის მხრივ აღა-მაჰმად-ხანი პორტასგან ეძიებდა დახმარებას, მაგრამ ორივე მათგანმა ვერ მიაღწია ვერაფერ არსებითს და იძულებული იყვნენ ებრძოლათ იმ საშუალებებით, რომლებიც გააჩნდათ. 1791 წლის გაზაფხულზე აღა-მაჰმად-ხანმა შირაზისკენ გაგზავნა თავისი ბიძაშვილი ბაბა-ხანი 10.000 კაცისგან შემდგარი რაზმით. ლუტფ-ალი-ხანი 20.000 კაცით დახვდა მას გარდემალთან, დაამარცხა და აიძულა ისპაჰანში დაბრუნებულიყო. აღა-მაჰმად-ხანმა ახალი ჯარების შეგროვება დაიწყო. “მისი არმია, წერს იმ ხანებში მასთან მყოფი რუსი კონფიდენტი, 45.000-მდე ადიოდა; მათგან 25.000 ჯამაგირით მსახურობდა, დანარჩენები კი ჯამაგირის გარეშე, რომლებიც შედგებოდნენ სულაც არა სამხედრო ადამიანთა ბრბოებისგან (состоя изъ разнаго сброда людей, совсемъ невоенныхъ). ქვეით ჯარს უმეტეს წილად ჰქონდა პატრუქიანი თოფები, ცხენოსან ჯარს კი საკეტიანი. ყველაზე დიდი ზომისა ჰქონდა თუჯის შვიდი ზარბაზანი, ლაფეტები სამ თვალზე იდგა, რომელთა ღერძებიც თვლებთან ერთად ბრუნავდა; თითოეულ ზარბაზანში შესაბმელად ხარების ოთხი წყვილი გამოიყენებოდა; მუხტების ყუთები ორ ზარბაზანზე ერთი მოდიოდა. ამასთან იყო 50 აქლემი, რომელთაგან თითოეულის ზურგზე იდო ორ-ორი ფალკონეტი, საიდანაც ერთი ადამიანი აწარმოებს სროლას. ჯარების სურსათით მომარაგება წარმოებს არა მაღაზიებიდან, არამედ სპეციალურად გაგზავნილები აგროვებენ პურს სოფლებში და მას არმიაში აწვდიან”.

ასეთი ლაშქრით აღა-მაჰმად-ხანი მიადგა შირაზს. ლუტფ-ალი-ხანი ასევე 40.000-მდე ადამიანისგან შემდგარი არმიითა და 2 ქვემეხით ქალაქის წინ ორ გადასასვლელზე შეეგება მომხვდურებს და დაამარცხა ისინი. აღა-მაჰმად-ხანის ჯარები ისეთ უწესრიგობაში იქნენ მოყვანილი, რომ მთელი ბანაკი დაკარგეს, და თავად ხანიც კინაღამ ტყვედ ჩავარდა. აღა-მაჰმადი ბრძოლის ველიდან გაიქცა, და დიდ ხანს არ იცოდნენ, თუ სად იმყოფებოდა. სარგებლობდა რა წარმატებით, ლუტფ-ალი-ხანი ისპაჰანისკენ მისი დაკავების განზრახვით გაემართა, მაგრამ მოძრაობის დროს ერთერთმა მისმა მხედართმთავარმა, ჟეა-ზარჩი-ბაშიმ, აამბოხა ჯარის უმეტესი ნაწილი, მათთან ერთად შირაზში გაიქცა, და, ჩაიკეტა რა მასში, თავისი ხანი იქ აღარ შეუშვა. ლუტფ-ალი თავისი ძალების ნარჩენებით ბაღდადის მხარეში წავიდა, ხოლო ზარჩი-ბაშიმ კი შირაზი აღა-მაჰმად-ხანს გადასცა იმ პირობით, რომ იგი შირაზის ხანად იქნებოდა დანიშნული (Всеподд. рапортъ Гудовича 12-го марта 1792 г. Москов. Арх. Шлав. Штаба, дела графа Салтыкова).

ასეთი შემთხვევით გახარებული აღა-მაჰმადი თავის მტერს საბოლოოდ დამარცხებულად თვლიდა, ხოლო საკუთარ თავს კი სპარსეთის ერთადერთ მბრძანებლად. იგი იქამდე გაამპარტავნდა, რომ ფადიშაჰის ტიტული მიიღო, შაჰის ღირსების ნიშნებით მოიკაზმა და “თავისი სახელით გაცემული ბრძანებებისთვის, რომლებსაც ეწოდებოდა თალაღები (талаги) ანუ ორდერები, დაიწყო ფირმანების დარქმევა, იყენებდა რა მათში თავისი ტიტულის “მაღალხარისხოვანის” («высокостепенный») ნაცვლად, “უდიდებულესობის” («величество») ტიტულს. “მაგრამ მის მიერ საკუთარი თავისთვის ამ ტიტულის ასე თვითნებურად მინიჭება, მოახსენებდა გუდოვიჩი (Во всеподд. рапорте 13-го апреля 1792 г. Тамъ же), არ შეიძლება დამკვიდრებულ იქნას, რამდენადაც სპარსეთში არსებული ადათების მიხედვით, შაჰად შეიძლება აღიარებულ იქნას მხოლოდ მთელი სპარსეთის საერთო მფლობელი, ამ ღირსებაში სპარსეთის ყველა ხანის საერთო თანხმობით ქალაქ არდევილში არჩეული, რომელიც ადერბაიჯანის პრივინციაში მდებარეობს. მაგრამ აღა-მაჰმად-ხანი ფლობს სპარსეთის მხოლოდ შუა ნაწილს, და არა მის ყველა პროვინციას, და თავად ადერბაიჯანის პრივინციაც კი მთლიანად არ ეკუთვნის მას, რადგანაც ყარაბაღს, რომელიც მასში ითვლება, განსაკუთრებული მფლობელი ჰყავს, ასევე ტარკის შამხალიც, რომელიც უწინ სპარსეთს ეკუთვნოდა, მასზე არ არის დამოკიდებული, და თითქმის ყველა ხანის სახითაც, რომლებიც სპარსეთის შიგნით მდებარე პროვინციებს ფლობენ, აღა-მაჰმად-ხანს მოწინააღმდეგენი გააჩნია”.

ეს საყოველთაო არაკეთილმოსურნე განწყობა იყო იმის მიზეზი, რომ აღა-მაჰმად-ხანის შირაზზე მფლობელობა დიდხანს არ გაგრძელებულა. მოიკრიბა რა ძალები, ლუტფ-ალი-ხანმა მოახერხა შირაზის მცხოვრებთა თავის მხარეზე დაყოლიება. საერთო მოხსენიების დღესაწაულის დროს მცხოვრებნი აჯანყდნენ აღა-მაჰმად-ხანის მიერ დასმული მმართველის წინააღმდეგ და მოკლეს იგი. ლუტფ-ალი-ხანი შირაზში შევიდა, გაანადგურა აღა-მაჰმად-ხანის მიერ ჟეა-ზარჩი-ბაშის დასახმარებლად გამოგზავნილი ჯარების უმეტესი ნაწილი, და სიკვდილით დასაჯა ბევრი პირი, ვინც მას უღალატა. აღა-მაჰმადს ავადმყოფობის მიზეზით არ შეეძლო ამ დროს შირაზისთვის დახმარების აღმოჩენა. ამ ავადმყოფობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც მისი ძალაუფლების ქვეშ მყოფებმა ერთგულებაში რყევა დაიწყეს და მისი მტრების მხარეზე გადასვლას ფიქრობდნენ. როდესაც ხალხმა, ვერ ხედავდა რა აღა-მაჰმად-ხანს “დიდხანს დივანში, მოახსენებდა გუდოვიჩი (Во всеподд. рапорте отъ 13-го апреля 1792 г. Мос. Арх. Гл. Шт., дела гр. Салтыкова), დაიწყო მის სიცოცხლეში ეჭვის შეტანა, მოხელენი ორ პარტიად გაიყვნენ და ამის გამო ამბოხება ხდებოდა, ამიტომ აღა-მაჰმად-ხანი, მთელი მისი სისუსტის მიუხედავად, გამოტანილ იქნა დივანში, და მოუწოდა რა თავისთან ტყუილით რამდენიმე ადამიანს ამბოხებულთაგან, სიკვდილით დასაჯა ისინი და ხალხის მღელვარებაც ამით შეწყვიტა. თუმცა კი იმ დროიდან ხალხი ისევ ვერ ხედავს მას დივანში, რაც ახალი შფოთისთვის იძლევა მიზეზს, და ზოგიერთი ფიქრობს, რომ აღა-მაჰმად-ხანი თავისი გახანგრძლივებული ავადმყოფობისგან უკვე მოკვდა კიდეც, მაგრამ დივანი მხოლოდ თავისი ჩვეულებისამებრ უმალავს ხალხს მის სიკვდილს, სანამ ახალი მმართველის არჩევაში ხალხის არდათანხმების თავიდან ასაცილებლად საჭირო ზომები არ იქნება მიღებული. ამასობაში მისმა ვეზირმა მირზა შეფიმ მისი სახელით დაიწყო თეირანში სახლებში გაშვებული ჯარების შეკრება, რომლებიც თუმცა კი მას უხალისოდ ემორჩილებიან”.

აღა-მაჰმად-ხანის ავადმყოფობის, ან სულაც სიკვდილის შესახებ ხმებმა მოადუნეს ლუტფ-ალი-ხანის სიფხიზლე და იგი, დაკარგა რა 1792 წლის ბოლოს შირაზი, იძულებული შეიქნა ჯერ თაბასში მიმალულიყო, ხოლო შემდეგ კი ქერმანში. 1794 წლის ბოლოს აღა-მაჰმად-ხანმა რვა თვის განმავლობაში მოახდინა ქერმანის ბლოკირება. ლუტფ-ალი-ხანის მთელი ძალა ქერმანის ოლქში მომთაბარე 25.000 არაბისგან შედგებოდა. ჰქონდა რა სურსათის ორი წლის მარაგი, ლუტფ-ალი იმედოვნებდა ქერმანის შენარჩუნებას, მაგრამ აღა-მაჰმად-ხანმა მოახერხა რამდენიმე გავლენიანი პირის მოსყიდვა, რომლებმაც საიდუმლოდ შეუშვეს ქალაქში მისი ჯარები. უბედურმა ლუტფ-ალი-ხანმა ღალატის შესახებ მაში შეიტყო, როცა ქალაქში უკვე 10.000-მდე მოწინააღმდეგე იყო შემოსული. იგი ქუჩებში მთელ დღეს იბრძოდა და შემდეგ კი მისი ერთგული 500 ადამიანით ბოსტისკენ დაიხია. აღა-მაჰმად-ხანმა ქალაქი საძარცვად მისცა თავის ჯარებს და ბრძანა, რომ სამი დღის მანძილზე არავინ დაენდოთ. დაედევნა რა თავად ლუტფ-ალი-ხანს, მან მოახერხა მისი დაწევა და ხელში ჩაგდება. უბედურ ტყვეს თვალები დათხარეს, და იგი გაგზავნილ იქნა თეირანში, სადაც მისმა სასტიკმა მტერმა სიცოცხლის ბოლომდე მას პენსია დაუნიშნა.

ხელში ჩაიგდო რა ქერმანში მნიშვნელოვანი საგანძური, აღა-მაჰმად-ხანი თავად თეირანში დაბრუნდა და, თვლიდა რა ახლა საკუთარ თავს სპარსეთის ერთადერთ მფლობელად, დაიწყო შაჰის ფრთით მოკაზმვა. რჩებოდა რა თეირანში, იგი დაკავებული იყო თავისი ძალაუფლების საბოლოოდ განმტკიცებით და უწინარეს ყოვლისა ყურადღება მოაპყრო ადერბაიჯანსა და საქართველოს. მტრულმა მოქმედებებმა უკანასკნელის წინააღმდეგ აღა-მაჰმად-ხანი რუსეთთან შეჯახებაში მოიყვანა.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა