Monday, November 15, 2010

რუსეთის ისტორია რევოლუციისა და სამოქალაქო ომის წლებში – ნაწილი II

წერილები მომზადებულია იმ ლექციების საფუძველზე, რომლებიც წაიკითხა ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა პროფესორმა ა. ფ. სმირნოვმა მირქმის სახელობის სასულიერო სემინარიაში (2003-2004 წწ.)

შ ი ნ ა ა რ ს ი

თ ა ვ ი III
გაგრძელება. ნაწილი 2
1.ვინც არის კრემლში, მას აქვს კიდეც კანონიერი ძალაუფლება ხალხის თვალში
2.„ერთიანი და განუყოფელი“ რუსეთი, თუ „ხალხთა თავისუფალი თვითგამორკვევა“?
3. სამშობლოს სახელმწიფოებრივი ფორმა
4. სამოქალაქო ომის სამხედრო-პოლიტიკური მხარე
თ ა ვ ი IV (დასაწყისი)
გაგრძელება. ნაწილი 3
1. მთელი XX საუკუნე რუსი ხალხისთვის დაკარგულია
2. ბოლშევიკების სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა
3. პარტიის წევრთა პრივილეგიები
4. ფულმა დაკარგა ყველანაირი ფასი
5. პარტიისა და მთავრობის პოლიტიკა ეკლესიასთან მიმართებით
შენიშვნები და კომენტარები

თ ა ვ ი III
გაგრძელება. ნაწილი 2

1. ვინც არის კრემლში, მას აქვს კიდეც კანონიერი ხელისუფლება ხალხის თვალში

თეთრები და წითლები შეიძლება მივამსგავსოთ ცხვრებს, რომლებიც შუბლებით შეეჯახნენ ერთმანეთს მდინარეზე გადებულ მორზე, და დასრულდა იმით, რომ ორივენი ჩაცვივდნენ წყალში. თავიდან ჩაცვივდნენ თეთრები, შემდეგ კი წითლებიც, მართალია, რამდენიმე ათწლეულის მერე. როგორც იტყვიან, გზაც იქით ჰქონიათ. ისე მოხდა, რომ სამშობლოს დამცველებად რუსეთის თვალში, ეროვნული დამოუკიდებლობისთვის, ინტერვენტების განდევნისთვის ბრძოლის ორგანიზატორებად გამოდიოდნენ წითლები. ამასთანავე, ისინი ისხდნენ კრემლში, მოსკოვში. მოსკოვი კი რუსეთის თვალში _ ეს პირველი სატახტო დედაქალაქია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვინც მართავს მოსკოვში, ის არის კანონიერი, ლეგიტიმური. თეთრები კი, რა? მომთაბარეობდნენ: დღეს ისინი სამარაში არიან, ხვალ _ ომსკში, ზეგ კოლჩაკი აღმოჩნდა კრასნოიარსკში. დენიკინი ალექსეევთან ერთად: დღეს ნოვოჩერკასკშია, ხვალ _ ეკატერინოდარში, ეს ხელისუფლება იყო რაღაცნაირი მოუხელთებელი, ეფემერული, გაუგებარი. აქ კი ყველაფერი გასაგებია _ მოსკოვიდან. ყველასთვის ცნობილია, რომ დედამიწა იწყება კრემლიდან. კრემლი _ პირველსატახტო სიწმინდეა. გარდა ამისა, ბოლშევიკებმა შექმნეს მთავრობა, თუნდაც იმით, რომ მიმართეს ძალადობას, ტყუილს, დემაგოგიას, მაგრამ მათ შექმნეს ახალი ხელისუფლება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ხოლო ხელისუფლება _ ეს არის ორგანიზაცია, ეს არის ძალა, და არცთუ მცირე ძალა. თეთრებთან კი მთელი ძალაუფლება თავმოყრილი იყო სამხედრო სარდლობის ხელში, ისინი მფლობელობდნენ კიდევაც. თეთრები თვლიდნენ, რომ მათი ამოცანაა _ დაამხონ რაც შესაძლოა მალე ბოლშევიკები, ხოლო ხელისუფლების ორგანიზებას შემდეგ მოახდენს დამფუძნებელი კრება. ისინი იდგნენ დკ-ის მოწვევამდე ნებისმიერი საკითხის წინასწარ არგადაწყვეტის პოზიციაზე. „ჩვენ წინასწარ არ შეგვიძლია გადაწყვეტა. ყოველივეს გადაწყვეტს დამფუძნებელი კრება“. ამიტომ რეალურ სამოქალაქო ხელისუფლებას, მმართველობის სტრუქტურებს თეთრები არ ქმნიდნენ. და, რა თქმა უნდა, წითელ არმიასთან ბრძოლაში ისინი იძულებული იყვნენ თავიანთი ნაწილების ჩამოყალიბების ნებაყოფლობითი პრინციპიდან გადასულიყვნენ მობილიზაციაზე, იმიტომ რომ ბოლშევიკებმა ძალზედ სწრაფად შექმნეს მრავალმილიონიანი არმია. სამოქალაქო ომის ბოლოსთვის ეს არმია მოითვლიდა 5 მლნ.-მდე ხიშტს, ხოლო მთელი თეთრი ფორმირებები ერთად აღებული: დენიკინის, კოლჩაკის, იუდენიჩის, მილერის და სხვები _ მთლიანობაში არ აღემატებოდნენ 600 ათას ადამიანს, ე. ი. ბოლშევიკებს ჰქონდათ რვაჯერადი აღმატება ჯარებში. თეთრებს სურდათ თავიანთი ჯარების შევსება მობილიზაციის, მათ მიერ დაკავებული ტერიტორიების მოსახლეობის გაწვევის გზით. მაგრამ, მმართველობის მოსკოვური ორგანოები, რომლებსაც შეეძლებოდათ ამის განხორციელება, მათ არ ჰყოლიათ. ბოლშევიკებს კი ყველგან ჰქონდათ სახელმწიფო აპარატი, და ისინი მობილიზაციას უტარებდნენ ოფიცრებსაცა და ჯარისკაცებსაც. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალადობრივად, ნების საწინააღმდეგოდ, მობილიზებულები ცდილობდნენ დეზერტირობას, გაქცევას, მაგრამ ძალა აღმართს ხნავს (დედანში სწერია: ძალა ჩალის ღერს ტეხავს – сила солому ломит). იმ ფაქტორმა, რომ თეთრები არ ქმნიდნენ სახელმწიფო ხელისუფლებას, ითამაშა, რა თქმა უნდა, საბედისწერო როლი. თეთრი არმიების სარდლებთან იყო პოლიტიკური საბჭოები, რომლებიც იძლეოდნენ რეკომენდაციებს, ეხმარებოდნენ იმავე დენიკინს მმართველობაში. მაგრამ, ესენი იყვნენ საკონსულტაციო, სათათბირო ორგანოები, ხოლო საერო ადგილობრივი მმართველობის ორგანოები მათ არ შეუქმნიათ. ესეც ასევე მხედველობაში უნდა გვქონდეს, როდესაც ვლაპარაკობთ, რომ არა მხოლოდ სამშობლო აღმოჩნდა ბოლშევიკების ხელში, და მათ „სამშობლოს დაცვა“ დააწერეს თავიანთ დროშებზე, არამედ ისინი უნარიანად სარგებლობდნენ ამით, და სამშობლოს სახელით, როგორც სამშობლოს დამცველები, ქმნიდნენ სტრუქტურებს, რომლებსაც აიძულებდნენ ამ სამშობლოსთვის ემსახურათ.

2. „ერთიანი და განუყოფელი“ რუსეთი, თუ ხალხთა „თვითგამორკვევის თავისუფლება“?

აქ ჩვენ მივდივართ კიდევ ერთ საკითხთან. მთელი თეთრი მოძრაობა მთლიანობაში: დენიკინიც, იუდენიჩიც, კოლჩაკიცა და სხვებიც _ იბრძოდნენ ერთიანი და განუყოფელი რუსეთისთვის. ისინი თვლიდნენ, რომ საჭიროა აღადგინონ ის რუსეთი, რომელიც იყო მეფის დროს, იმიტომ რომ მეფის დამხობის შემდეგ დაიწყო რუსეთის დაშლა. ამ ლოზუნგმა „ერთიანი და განუყოფელი“ მათ ცუდი სამსახური გაუწია (დედანში სწერია: მათ ცუდი ხუმრობით ეხუმრა). ერთიანი და განუყოფელი რუსეთი უკვე აღარ იყო. რუსეთის ტერიტორიაზე წარმოიქმნა მსხვილი ეროვნული სახელმწიფოები, რომლებმაც შექმნეს საკუთარი მთავრობები, რომლებსაც ჰყავდათ ან ქმნიდნენ თავიანთ შეიარაღებულ ძალებს, ან კიდევ ჰყავდათ რაიმენაირი შეიარაღებული ფორმირებები, რომლებიც გაძლიერდნენ ოქტომბრის შემდეგ. უკრაინამ, მაგალითად, თავისი შეიარაღებული ძალების შექმნა დაიწყო უკვე თებერვლის რევოლუციის შემდეგ, და 1917 წლის ზაფხულში უკვე თავი გამოაცხადა დამოუკიდებელ რესპუბლიკად, ჰყავდა თავისი პრეზიდენტი, თავისი ცენტრალური რადა _ ხელისუფლების უმაღლესი ორგანო. ფინეთი ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ მაშინვე ჩამოსცილდა რუსეთს, სწრაფად შექმნა თავისი არმია 100 ათას ადამიანზე მეტი რიცხოვნებით. იქ გაჩაღდა სამოქალაქო ომი, მაგრამ წითელი ფინელები, ფინური წითელი გვარდია, თეთრებმა სწრაფად დაამარცხეს გერმანული ხიშტების დახმარებით, ვინაიდან გერმანელებმა მთელი დივიზია გადმოსხეს ფინეთში. ამ გერმანული ჯარების დახმარებით ფინეთმა ძალზედ სწრაფად დაასრულა სამოქალაქო ომი, და ხელისუფლებაში მოვიდა გენერალი მანერჰაიმი. ეს იყო გენერალი იმპერატორის ამალიდან. თავიდან მეთაურობდა გვარდიულ პოლკს, შემდეგ გვარდიულ საკავალერიო დივიზიას. ნიკოლოზს იგი ძლიერ უყვარდა, და მასაც უყვარდა ნიკოლოზი, მისი ერთგული იყო. და აი, მანერჰაიმმა გახურებულ სამოქალაქო ომში, როდესაც იუდენიჩი მოდიოდა პეტროგრადზე, შესთავაზა მას თავისი დახმარება. მან განაცხადა, რომ თუკი თეთრი არმიის ხელმძღვანელობა აღიარებს ფინეთის დამოუკიდებლობას, მაშინ ის დაძრავს ასიათასიან არმიას პეტროგრადზე. იუდენიჩი ამ დროს მოვიდა ცარსკოე სელომდე და მზად იყო შესულიყო კავშირში მანერჰაიმთან. იუდენიჩი იყო მსხვილი, ნიჭიერი მხედართმთავარი. 1914 წლის დიდი გერმანული ომის დროს იგი სარდლობდა კავკასიის არმიას, რომელიც მოქმედებდა თურქების წინააღმდეგ. ჩაატარა იქ რიგი ბრწყინვალე ოპერაციებისა. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფმა კავკასიის არმიამ დაიპყრო მთელი დასავლეთ სომხეთი, ე. წ. თურქეთის სომხეთი, და წინ წაიწია რა ანატოლიის ნახევარკუნძულის ცენტრისკენ, მიაღწია ქ. ტრაპიზონამდე (1). ეს თითქმის ნახევარ გზაზე იყო კონსტანტინოპოლამდე _ ოსმანური თურქეთის დედაქალაქამდე. რუსული ფლოტი რკალით მიდიოდა ტრაპიზონიდან ვანის ტბამდე. ეს არის ნავთობით მდიდარი რაიონი. რუსეთი შემდეგში ჩამოაშორეს, დაამარცხეს, იმიტომ რომ აქ მმართველობდნენ ინგლისელები, ამერიკელები. რად სჭირდებათ მათ რუსები? ეს არის ე. წ. რევოლუციის ერთერთი მიზეზთაგანიც. იუდენიჩი ძალზედ წარმატებულად მოქმედებდა. მისი რაზმები არ იყო მრავალრიცხოვანი, არაუმეტეს 40-50 ათასი ხიშტის და ხმლისა, მაგრამ ესენი იყვნენ კარგად განსწავლული და გაწვრთნილი ჯარისკაცები, ესენი იყვნენ მეფის არმიის ნარჩენები, იქ იყო ბევრი ოფიცერი. მანერჰაიმი რომ მას დახმარებოდა, მაშინ ისინი, რა თქმა უნდა, აიღებდნენ ცარსკოე სელოს, და არა მხოლოდ ცარსკოე სელოს, არამედ დედაქალაქსაც. მაგრამ როდესაც იუდენიჩი ამ საკითზე დაუკავშირდა კოლჩაკსა და დენიკინს (კოლჩაკი იყო რუსეთის უმაღლესი მმართველი, დენიკინი კი მისი მოადგილე), მათ აუკრძალეს მას, და უთხრეს, რომ ეს ეწინააღმდეგება რუსეთის ეროვნულ ინტერესებს, რომ ასეთი ვალდებულების მიცემა არ შეიძლება, მხოლოდ დკ გადაწყვეტს საკითხს, მიეცეს ფინეთს დამოუკიდებლობა, თუ დარჩეს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. და ბუნებრივია, რომ მანერჰაიმი იუდენიჩს არ დაეხმარა. როდესაც იუდენიჩმა დამარცხება განიცადა ცარსკოე სელოსა და გატჩინოსთან, ესტონეთის ხელისუფლებმა დაარტყეს მის ზურგებს, დაიწყეს იუდენიჩის იმ ნაწილების განიარაღება, რომლებიც განლაგებული იყვნენ ესტონეთის ტერიტორიაზე. როდესაც იუდენიჩმა უკან დაიხია ესტონეთის ტერიტორიაზე, მაშინ მთელი მისი არმია განიარაღებულ იქნა ესტონეთის ხელისუფლების მიერ. ლენინმა და სახკომსაბჭომ სწრაფად დადეს სამშვიდობო ხელშეკრულება ესტონეთთან (რისთვისაც ესტონელები ასე გულმოდგინედ შეუდგნენ იუდენიჩის განიარაღებას), აღიარეს ესტონეთი დამოუკიდებლად, ისინი არ იყვნენ ისეთი კეთილსინდისიერები, როგორიც თეთრები, რომლებიც უარს ამბობდნენ ეღიარებინათ პოლონეთის, ფინეთისა და უკრაინის დამოუკიდებლობა. ბოლშევიკებმა მაშინვე აღიარეს ესტონეთის დამოუკიდებლობა _ ეს იყო პირველი საერთაშორისო სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც დადო საბჭოთა რესპუბლიკამ. ამასთან, ისინი წავიდნენ დიდ დათმობებზე ესტონეთის წინაშე. კერძოდ, მათ გადასცეს ესტონეთს ტერიტორიის დიდი ნაწილი, რომელიც დასახლებული იყო რუსებით, მაგრამ მდებარეობდა ჩუდის ტბის იქით. რუსი ადამიანებით დასახლებულ ამ ტერიტორიაზე, რომელიც გადაეცა ესტონეთს, მდებარეობს სახელგანთქმული ფსკოვო-პეჩორის მონასტერი. იგი სულ უბრალოდ მისცეს. და ახლა ეს საკითხი წარმოადგენს დავის საგანს. ესტონლები მიუთითებენ 1920 წ. სამშვიდობო ტრაქტატზე და მოითხოვენ, რათა ეს ოლქი მათთან გადავიდეს. ბუნებრივია, რომ ჩვენ ამაზე წასვლა არ შეგვიძლია.

აქ ჩვენ მივდივართ საკითხთან, რომ სამშობლოს პრობლემა შეეხება სახელმწიფო მოწყობის პრობლემას, რუსული დერჟავის ისტორიულად ჩამოყალიბებული ერთიანობის შენარჩუნების პრობლემას, მისგან ამა თუ იმ ტერიტორიების ეროვნული თუ რელიგიური პრინციპის მიხედვით ჩამოშორების უფლებამოსილების პრობლემას. თეთრები წმინდად ინახავდნენ ამ ერთიანობას, და ამ საკითხების გადაწყვეტას დამფუძნებელ კრებამდე. ბოლშევიკები კი ეროვნულ საკითხს იყენებდნენ იმისთვის, რათა თავიანთ მხარეზე მიეზიდათ ეროვნული განაპირა ოლქები (национальные окрайны), კათოლიკები, მუსლიმანები, ბუდისტები. სამოქალაქო ომის ისტორიამ იცის მაგალითები, როდესაც ბოლშევიკები აღიარებდნენ განსაზღვრული ხალხების დამოუკიდებლობას, ქმნიდნენ ახალ ეროვნულ რესპუბლიკებს შემომტევი თეთრი არმიების „ცხვირწინ“. ასე, როდესაც კოლჩაკი მოადგა ვოლგას, საჩქაროდ იქნა გამოცხადებული თათრებისა და ბაშკირების რესპუბლიკების შექმნის შესახებ. ამ მომთაბარე ხალხებმა, დაბადებიდან კავალერისტებმა, მხედრებმა, შექმნეს მრავალათასიანი, არანაკლებ 20-30 ათასი მხედრისგან, კავალერია, რომელიც გამოვიდა წითელი არმიის მხარეზე კოლჩაკის წინააღმდეგ. კოლჩაკს ცოტა ჰყავდა საკავალერიო ნაწილები, იმიტომ რომ ციმბირის კაზაკობა შედარებით არცთუ მრავალრიცხოვანი იყო, შორეული აღმოსავლეთის კაზაკობა _ იმიერბაიკალეთის, ამურისპირეთის, ზღვისპირეთის კაზაკობა, თავისი ატამანის სემიონოვის მეთაურობით, კონფლიქტში იმყოფებოდა კოლჩაკთან და თავისი ნაწილები ფრონტზე არ გაუგზავნია. ამიტომ თათრულ-ბაშკირული კავალერიის დარტყმა კოლჩაკზე განსაკუთრებით საგრძნობი იყო, და დაეხმარა, რა თქმა უნდა, ბოლშევიკებს კოლჩაკის განადგურებაში. როდესაც კოლჩაკის მუქარა უკვე ლიკვიდირებული იყო, ვოლგისპირეთიდან მუსლიმანური კავალერიის ამ შეიარაღებულ რაზმებს უფლება მისცეს გამგზავრებულიყვნენ თურქეთში, სადაც ამ დროს თურქეთის ლიდერმა ქემალ ათათურქმა წამოიწყო რევოლუცია, დაამხო სულთანი, იბრძოდა თურქეთიდან საოკუპაციო ჯარების: ფრანგულის, ინგლისურის, ბერძნულის განდევნისთვის. ბოლშევიკები ეხმარებოდნენ ათათურქს „მსოფლიო იმპერიალიზმთან“ ბრძოლაში, იქ ვოლგისპირეთიდან გაგზავნეს მუსლიმანური კავალერია, რომელიც მათ უკვე აღარ სჭირდებოდათ, მუქარასაც კი წარმოადგენდა მათთვის. ხოლო თათრეთისა და ბაშკირეთის რესპუბლიკები დარჩნენ, ბუნებრივია, არსებობისთვის, როგორც ეროვნული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები.

დენიკინის ზურგშიც ასევე არახელსაყრელად იყო საქმე. კავკასიაში წარმოიქმნა სამი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინგლისელების, ფრანგების და, განსაკუთრებით, თურქების დახმარებით. მაშინ წარმოიქმნა დამოუკიდებელი საქართველო, სადაც ხელისუფლებაში მოვიდა მენშევიკური მთავრობა; დამოუკიდებელი აზერბაიჯანი. იქ თავიდან იყო საბჭოთა მთავრობა (26 ბაქოელი კომისარი), მაგრამ თურქების დახმარებით, რომლებიც მიადგნენ ბაქოს, საბჭოთა მთავრობა დამხობილ იქნა. ეს 26 კომისარი გემით გაგზავნეს ასტრახანში. მაგრამ, იქ ბნელი ისტორიაა. გემი წავიდა არა ასტრახენზე, არამედ კრასნოვოდსკზე, სადაც იყვნენ თეთრების რაზმები და ინგლისური ჯარები თურქესტანში. ეს 26 კომისარი დახვრიტეს უდაბნოს ქვიშებში. აზერბაიჯანში კი დამყარებულ იქნა დამოუკიდებელი რესპუბლიკა. იგივე მოხდა საქართველოსა და სომხეთშიც. ამ სამმა რესპუბლიკამ შექმნა თავიანთი შეიარაღებული ძალები კავკასიის არმიის ხარჯზე. კავკასიაში ომის პერიოდში იყო საგანგებო კავკასიური არმია, იყო საწყობები შეიარაღებითა და საბრძოლო მასალებით, იყვნენ კადრები. და როდესაც ჯარისკაცები კავკასიის ფრონტიდან ბრუნდებოდნენ სახლში, სომხები, აზერბაიჯანელები და ქართველები მთლიანად განაიარაღებდნენ მათ _ ართმევდნენ არა მხოლოდ მძიმე იარაღს, არამედ შაშხანებსაც, და სრულიად გაძარცულებს უშვებდნენ თავიანთი ტერიტორიიდან. ამიტომ ამ სამ რესპუბლიკას ჰყავდა თავიანთი შეიარაღებული ძალები, შექმნილი ასეთი მოროდიორული გზით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი ნაკლებად ბრძოლისუნარიანი იყვნენ. სომხეთმა, მაგალითად, დაკარგა თავისი ტერიტორიის უმეტესი ნაწილი. თურქებმა არ აღიარეს სომხეთის დამოუკიდებლობა, გამოუცხადეს მათ ომი, დაიპყრეს მთელი დასავლეთ სომხეთი, ე. ი. ტრაპიზონიდან მივიდნენ ერევნამდე. ბოლშევიკები კი ამ კონფლიქტს უყურებდნენ მსოფლიო რევოლუციის თვალსაზრისით. რაკი თურქები ებრძვიან „მსოფლიო იმპერიალიზმს“, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება დავხუჭოთ თვალები იმაზე, რომ მათ დაიპყრეს დასავლეთ სომხეთი. აი ასე გამოვიდა, რომ სომხეთის საზღვრები დადგენილ იქნა მდ. არაქსის გაყოლებით, და მთელი დასვლეთ სომხეთი არარატით დარჩა თურქების ხელში. ქართველებიც ასევე მოქმედებდნენ, მაგრამ მათ უფრო მეტად გაუღიმა ბედმა. მათ არა მხოლდ დაამყარეს ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიაზე, ბუნებრივად, დაიპყრეს რა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომლებსაც ქართულებს ვერ უწოდებ, არამედ სოჭის ოლქიც კი დაიპყრეს რუსული მოსახლეობით (2). ალექსეევი და დენიკინი გამოთქვამდნენ პროტესტს იმის წინააღმდეგ, რომ საქართველო გამოვიდა თავის ეთნოგრაფიულ საზღვრებს გარეთ, და იპყრობს ტერიტორიას რუსული მოსახლეობით. ამან, ბუნებრივია, გაართულა სიტუაცია მოხალისეთა არმიის ზურგში. გარდა ამისა, ბოლშევიკებმა საჩქაროდ გამოაცხადეს მთიელი ხალხების დამოუკიდებლობა, შეიქმნა მთიელთა რესპუბლიკა დენიკინის ზურგში. და მთიელი ხალხების უმრავლესობამ დაიწყო ბრძოლა თეთრებთან, იმიტომ რომ თეთრები არ აღიარებდნენ მათ დამოუკიდებლობას, ბოლშევიკებმა კი აღიარეს. მაგრამ, რამდენადაც იქ იყო ძალზედ რთული სიტუაცია _ ხალხები იქ ბევრია, ამიტომ, მაინც, დროდადრო იქ ხერხდებოდა რომელიღაც ნაწილის გადახრა თეთრების მხარეზე და მათი კონტროლის ქვეშ ყოლა, ყუბანის კაზაკთა ნაწილების გამოყენებით. ყოველ შემთხვევაში, იმისთვის, რათა „წესრიგი“ დაემყარებინა ჩრდილოეთ კავკასიაში, და უზრუნველეყო იქ თავისი ზურგის უსაფრთხოება, დენიკინს დასჭირდა არცთუ ცოტა დრო, და მან გადასდო ლაშქრობა მოსკოვზე, ეს დაყოვნება კი ბოლშევიკებს აძლევდა ხელს. ე. ი. ალექსეევის გენიალური გეგმა _ სწრაფად შეექმნა დამრტყმელი ოფიცერთა მუშტი 30-40 ათასი ადამიანის შემადგენლობით და შეეტია მოსკოვისთვის _ გადადებულ იქნა.

გარდა ამისა, მდგომარეობა ყუბანზე გართულდა იმით, რომ ყუბანის კაზაკობის ნაწილი, ისევე როგორც დონის კაზაკობისა, არ თვლიდა საბჭოთა ხელისუფლებას ბოლშევიკების დიქტატურად. ისინი თვლიდნენ, რომ საბჭოთა ხელისუფლება _ ეს არის კაზაკური წრის სხვა ფორმა, ეს არის სახალხო ხელისუფლება. ყუბანზე იყო თავისი „მირონოვი“, რომელსაც მიჰყვებოდა ყუბანის მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს იყო სახელგანთქმული კავალერისტი კოჩუბეი, რომელმაც არცთუ მცირედ გაუფუჭა სისხლი დენიკინსა და მის გენერლებს. საბოლოო ჯამში იგი დამარცხებულ იქნა, დაატყვევეს და ჩამოაღრჩეს ყალმუხეთის დედაქალაქში, ქ. ელისტაში.

ბოლშევიკებმა გამოიყენეს პოლონური ფაქტორიც. პოლონეთში წარმოიქმნა მთავრობა, გამოცხადებულ იქნა რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. პოლონური არმიის უმაღლეს მთავარსადლად იყო იუზეფ პილსუცკი, მან მიიღო მარშლის წოდება, ფაქტიურად ის იყო რესპუბლიკის პატრონი. თუმცა იქ იყო პრემიერ-მინისტრი, მაგრამ პრემიერ-მინისტრად მათ გახადეს სახელგანთქმული პოლონელი პიანისტი პობერევსკი, იმიტომ რომ ეს იყო ერთადერთი პოლონელი, რომელსაც იცნობდა ევროპა, იცნობდა როგორც დიდ მუსიკოსს. და, რამდენადაც იგი ცნობილია მსოფლიოში, იგი აირჩიეს კიდევაც პრემიერად, რათა მას ეწარმოებინა მოლაპარაკებები უცხოურ სახელმწიფოებთან, მიეღო ელჩები. ფაქტიურად კი, ძალაუფლება ჰქონდა იუზეფ პილსუცკის. მან ჯერ კიდევ ომის წლებში ავსტრია-უნგრეთში შექმნა პოლონური ლეგიონი რამდენიმე ათასი ადამიანისგან, რომელიც ავსტრიელებმა შეაიარაღს, დაეხმარნენ მის შექმნაში იმისთვის, რათა ამ ლეგიონს ებრძოლა ავსტრია-უნგრეთის მხარეზე რუსეთის წინააღმდეგ. როდესაც მეფე უკვე დაამხეს, პილსუცკი შევიდა შეთანხმებაში გერმანიის სარდლობასთან, ამ ლეგიონმა გაიარა ყოფილი რუსეთ-პოლონეთის საზღვარი და შევიდა ვარშავაში. მას შეუერთდა გენერალ დოვბა ბრუსნიცკის პოლონური კორპუსი, რომელიც შექმნილი იყო მეფის ხელისუფლების მიერ, დაბინავებული იყო ბელორუსიაში, მოგილიოვის რაიონში, და ასევე მოითვლიდა დაახლოებით 10 ათას ხიშტსა და ხმალს. ძირითადად ის იყო საკავალერიო შენაერთი. დოვბა ბრუსნიცკის კორპუსი იქმნებოდა გერმანიასთან საბრძოლველად რუსეთის მხარეზე. როდესაც მეფე ჩამოაგდეს და პოლონეთი გამოცხადებულ იქნა დამოუკიდებლად, ეს კორპუსი წავიდა ვარშავაში. და აი, ამ ორმა _ პილსუცკის ლეგიონმა და დოვბა ბრუსნიცკის კორპუსმა შექმნეს პოლონური არმიის ბრთვი. ამ არმიამ დაიპყრო დასავლეთ უკრაინა, ბელორუსიის დასავლეთ ნაწილი, და შემდეგ კი უეცრად შეაჩერა შემოტევა. ბოლშევიკები შევიდნენ პილსუცკისთან მოლაპარაკებებში, იმიტომ რომ ამ დროს ვრანგელი გამოძვრა ყირიმიდან და გადავიდა შეტევაში. პილსუცკი თვლიდა, რომ ბოლშევიკები მისთვის უფრო მეტად საშიში მტრები არიან, ვიდრე „ერთიანი და განუყოფელი რუსეთი“, რომ, თუკი თეთრები გაიმარჯვებენ, მაშინ ისინი ალბათ არ აღიარებენ პოლონეთის დამოუკიდებლობას, ლენინმა კი პოლონეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამიტომ, მისთვის არ არის მიზანშეწონილი ეხმარებოდეს თეთრებს წითლების წინააღმდეგ, და მისი შემოტევა დროებით შეჩერებულ იქნა. მოლაპარაკებებს მასთან აწარმოებდა ლენინის პირადი მეგობარი, პოლონელი სოციალისტი ხამიცკი, რომელიც ომის წლებში იყო ლენინის საიდუმლო აგენტად გერმანული ფულების მიღების საქმეში. იგი ახლოს იყო ვლადიმირ ილიას ძესთან, მისი ნდობით აღჭურვილი პირი. და ხამიცკიც გამოიყენეს, რადგანაც მას ჰქონდა კავშირები, ის იყო სოციალ-დემოკრატი. მართალია, ის არ ყოფილი პოლონელი, ის იყო პოლონელი ებრაელი, მაგრამ, კავშირები მას მაინც ჰქონდა კოლოსალური. და აი, მან მოახერხა მოლაპარაკებოდა პილსუცკის. გარდა ამისა, არცთუ მცირე როლი ითამაშა კიდევ იმან, რომ პილსუცკი თავისი შეხედულებებით, სულ მცირე, ადრე, პოლონეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე და პოლონური არმიის სარდლად მის დანიშვნამდე, იყო სოციალისტი, პოლონეთის სოციალისტური პარტიის წევრი. მართალია, იგი ამბობდა, რომ პოლონეთის დამოუკიდებლობა უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე სოციალიზმიო: „თავიდან დამოუკიდებლობას მოვიპოვებთ, ხოლო შემდეგ კი ავაშენებთ სოციალიზმს. უწინარეს ყოვლისა _ დამოუკიდებლობა“. საერთოდ, ეს საინტერესო პიროვნებაა. როდესაც იგი გახდა უმაღლესი მთავარსარდალი, ვარშავიდან კიევში იგი სწერდა თავის მეგობარს, რომელთანაც გადასახლებაში დამეგობრდა: „კოსტია, ჩამოდი ჩემთან ვარშავაში. მე აქ არცთუ ცუდად მოვეწყე, მე ახლა უმაღლესი მთავარსარდალი ვარ, პოლონეთის მარშალი. გავიხსენოთ ძველი დრო“. ეს ადრესატი, უკრაინელი სოციალ-დემოკრატი, შემდეგში პეტლიურელი, ნამდვილად იყო პილსუცკისთან ერთად ციმბირის გადასახლებაში, ე. ი. ეს ანეკდოტური ფაქტი მეტყველებს იმის შესახებ, რომ პილსუცკიმ მაშინვე არ გაწყვიტა კავშირები თავის სოციალისტურ წარსულთან. საქმე იმაშია, რომ იგი იყო _ სოციალისტური მოძრაობის ვეტერანი. პირველად იგი დაპატიმრებულ იქნა ალექსანდრე ულიანოვის საქმეზე, როდესაც იყო თავდასხმა ალექსანდრე III-ზე. მან მაშინ დაამთავრა გიმნაზია. მისი უფროსი ძმა ბოლესლავი იყო პირადი მეგობარი ალექსანდრე ულიანოვისა, რომელიც ამზადებდა თავდასხმას ალექსანდრე III-ზე. როდესაც შეთქმულება გამჟღავნებულ იქნა, და ალექსანდრე ულიანოვი და მისი ამხანაგები ჩამოაღრჩეს, უფროსი პილსუცკი გადაასახლეს სახალინზე, სადაც იგი მოკვდა ჭლექისგან. მაგრამ ამავდროულად არ დაინდეს უმცროსი ძმა იუზეფიც, რომელიც ციმბირში გადაასახლეს რამდენიმე წლით. შემდეგ იგი დაბრუნდა, და ისევ ასახლებდნენ, ამიტომ, ყოველ შემთხვევაში, მას ჰქონდა მდიდარი რევოლუციური წარსული, და იგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ესერული მიმართულების მქონე რუსულ რევოლუციურ მოძრაობასთან, ეროვნული შეფერილობისა. ასეთი იყო იუზეფი, ასეთი იყო უკრაინაში პეტლიურა _ ესენი იგივე ესერებია, ოღონდ ეროვნული გემოთი. არ არის გასაკვირი, რა თქმა უნდა, რომ თამაშობდნენ რა მის სიმპათიებზე, მის წარსულზე, გამონახეს მათ საერთო ენა, და მან შეაჩერა შეტევა წითელ არმიაზე. ამან ბოლშევიკების წისქვილზე დაასხა წყალი. ამბობენ, რომ თავად პილსუცკის ცნობებით, მისი ფრონტიდან ბოლშევიკებმა სამხრეთისკენ თეთრების წინააღმდეგ გადაისროლეს 50 ათასამდე ხიშტი და ხმალი, რაც დაეხმარა მათ თეთრებთან გამკლავებაში სამხრეთში.

ეროვნულ ფაქტორს ჰქონდა არცთუ მცირე მნიშვნელობა, და მას ბოლშევიკები ოსტატურად იყენებდნენ. მათ პროგრამაში ხომ ჩაწერილი იყო: „თავისუფლება ხალხებს! თვითგამორკვევა ხალხებს! თვით გამოყოფამდეც და დამოუკიდებელი სახელმწიფოს წარმოქმნამდეც“. ამ ლოზუნგს, ამ პროგრამას, მითითებას ბოლშევიკები უნარიანად იყენებდნენ, და ამ ანკესზე ეგებოდნენ, ამ სატყუარას ყლაპავდნენ მთელი რიგი ეროვნული ლიდერები. რა თქმა უნდა, ეს ძნელი საკითხია. რა გვესმოდეს სიტყვის ქვეშ მამული (Родина), სიტყვის ქვეშ სამშობლო (Отечество)? ჩვენს დროში ეს საკითხი ასევე მწვავედ დგას. იგი ყოველთვის მწვავედ დგას ნებისმიერი ეროვნების ადამიანის წინაშე. როგორია დამოკიდებულება შენი პატარა მამულისა და შენი სამშობლოსი მთლიანობაში, სახელმწიფოსი, დერჟავასი, რომლის შემადგენლობაშიც შედის შენი მამული. ამ თემაზე ბევრი დავა წარმოებდა და წარმოებს, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ ამ საკითხის ბრწყინვალე გადაწყვეტა პატარა მამულის დამოკიდებულებაზე სამშობლოსთან აქვს ალექსანდრე სერგის ძე პუშკინს. მოდით გავიხსენოთ, ჩავფიქრდეთ მის შესანიშნავ ლექსზე, რომელიც მიძღვნილია ამ თემისადმი.

„ორი გრძნობა საოცრად ახლოა ჩვენთან _
მათში გული იძენს საკვებს:
სიყვარული მშობლიური კერისადმი,
სიყვარული მამების საფლავებისადმი.
მათზე არის დაფუძნებული დასაბამიდან
თავად ღვთის ნებით
ადამიანის საკუთარ ფეხზე დგომა (რუს. самостояние),
მისი დიდების საწინდარი...
ცხოველსმყოფელი სიწმინდე!
დედამიწა მათ გარეშე მკვდარი იყო,
მათ გარეშე ჩვენი ვიწრო ქვეყანა _ უდაბნოა,
სული _ საკურთხეველი ღვთაების გარეშე“.

ეს საოცარი ლექსი აპირიპირებს მცირე მამულს დიდთან. საერთოდ, პუშკინისთვის ეს საკითხი არ არსებობს, ეს მოიგონეს პუბლიცისტებმა. იმიტომ რომ ამ ლექსში, შავ ვარიანტში, არის ასეთი სტრიქონები, რომ ამ გრძნობებზე _ მამა-პაპათა საფლავების სიყვარულზე იგება „... ოჯახიცა და შენც სამშობლოსადმი სიყვარულო“. სამშობლოსადმი სიყვარული ასევე დაფუძნებულია მამა-პაპათა საფლავებისადმი სიყვარულზე. რა თქმა უნდა, როდესაც იგი ამბობს „სიყვარული მშობლიური კერისადმი“, მხედველობაში არა აქვს დამწვარი ქოხის საძირკველი, არამედ მხედველობაში აქვს მთლი წარსული, ყოველივე ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ რელიქვიებს, ჩვენი ქვეყნის უძველეს ფესვებს. როდესაც ის ამბობს მამა-პაპათა საფლავების შესახებ, მხედველობაში აქვს არა მხოლოდ მშობლების საფლავი (შემთხვევითი არ არის, რომ მან ანდერძად დაიბარა დასაფლავებინათ იგი დედის გვერდით), არამედ „წმინდა საფლავები“ _ ეს არის კრემლი, საძვალე ხელმწიფეთა ჩვენთა. ამ საოცარ ლექსში ჩადებულია სწორი აზრი ადამიანთა ძმობის შესახებ. არ შეიძლება ვუპირისპირებდეთ ჩვენს „მეს“ ჩვენს ძმებსა და დებს, არ შეიძლება ვდგებოდეთ ეგოცენტრიზმის პოზიციაზე. ადამიანის თვითდგომა (самостояние), ე. ი. თვითგამოხატვა, ადამიანის პიროვნების აყვავება არ შეიძლება მიღწეულ იქნას მარტოდმარტო, ეგოიზმის, ვთქვათ, ახლობლებისა და ნათესავების ღალატის გზით. ადამიანის თვითდგომა თავად ღვთის ნებით, დაფუძნებულია სამშობლოსადმი სიყვარულზე. მხოლოდ ეს თავდადებული ერთგულება სამშობლოსადმი _ წმინდა რუსეთისადმი, რწმენისადმი, აძლევს ადამიანს საშუალებას გამოვლინდეს როგორც პიროვნება. ის, რაც ჩადებულია ღვთისგან, აყვავდება, და იქნება იგი პოეტი, მხედართმთავარი, მონაზონი, ან პროფესორი. ამ პუშკინისეული ფიქრების სინათლეში, რომლებშიც აირეკლა ყველა რუსი ადამიანის ფიქრები, ხედავ, რამდენად უსაფუძვლოა ეგოიზმი, ეგოცენტრიზმი ცალკეული პიროვნებისაც და ხალხისაც, როდესაც იგი გადადის ჭეშმარიტი გზიდან, და თავის თავს უპირისპირებს ყველა სხვას, თვლის რა საკუთარ თავს რჩეულ ხალხად. ირღვევა ადამიანთა პირადი და საზოგადოებრივი ძმობის ჰარმონია, ხოლო ადამიანთა ძმობა შეუძლებელია სარწმუნოების გარეშე.

ამაზე უნდა დავასრულოთ ფიქრები სამშობლოს დაცვის ლოზუნგის შესახებ, რომელმაც ასეთი უზარმაზარი როლი ითამაშა სამოქალაქო ომის წლებში. უყვარდათ რუსეთი და იბრძოდნენ მისთვის თეთრებიცა და წითლებიც. მაგრამ უყვარდათ სხვადასხვანაირი სიყვარულით, სხვადასხვანაირ შინაარსს დებდნენ ცნებაში „რუსეთი“. დიახ, რა თქმა უნდა, თეთრი გვარდია იყო უფრო გულწრფელი თავის გრძნობებში სამშობლოსადმი, ბოლშევიკები კი იყვნენ ცინიკოსები. საერთოდ კი, ისინი უყურებდნენ რუსეთს როგორც ბაზას მსოფლიო რევოლუციისთვის. და ლენინს ეკუთვნის ასეთი სიტყვები: „მიმიფურთხებია რუსეთისთვის! მე მსოფლიო რევოლუცია უნდა გადავარჩინო“. მსოფლიო რევოლუციაზე ამ ფსონის გარეშე ჩვენ ვერაფერს ვერ გავიგებთ სამოქალაქო ომში. მაგრამ იგი ვერ განხორციელდა. რევოლუციური მცდელობები რევოლუციური ხელისუფლების დასამყარებლად იყო დასავლეთ ევროპაშიც. გამოცხადებულ იქნა უნგრეთის სოციალისტური რესპუბლიკა. გერმანიის ტეროტორიაზე წარმოიქმნა ბავარიის საბჭოთა რესპუბლიკა და სხვა, მდ. რაინის პირა მხარეებში იყო ძლიერი კომუნისტური გავლენები, მაგრამ ყოველივე ეს განადგურებულ იქნა, ვერ იხარეს მისმა თესლებმა.

წითელი არმია სულ მუდამ ისწრაფოდა დასავლეთისკენ. პეტლიურასთან ბრძოლის დროს, თეთრპოლონელებთან, პოლონეთთან ბრძოლის დროს, როდესაც ვრანგელის განადგურების შემდეგ გადმოსროლილმა რუსულმა ჯარებმა გაარღვიეს პოლონეთის ფრონტი, დაიძრნენ ვარშავაზე, შექმნილ იქნა რევოლუციური მთავრობა ძერჟინსკის, მარხვევსკისა და ფელიქს კონის მეთაურობით. ესენი იყვნენ პოლონური რევოლუციური მოძრაობის სამი ვეტერანი პოლონეთის რევკომის სათავეში, მაგრამ ფაქტიურად ეს იყო პოლონეთის რევოლუციური მთავრობა. წითელი ჯარები მიადგნენ ვარშავას, ხოლო პოლონეთის რევკომი გადავიდა ბელოსტოკში. ტუხაჩევსკიმ გამოსცა ბრძანება პოლიტბიუროს გადაწყვეტილების საფუძველზე იმის შესახებ, რომ მთავარი ამოცანაა _ პოლონელი შლიახტიჩების გვამებზე გადავლით გავიჭრათ ევროპის პროლეტარული ცენტრებისკენ, გერმანიისკენ. და ვარშავისთვის ალყის შემორტყმისას მღეროდნენ სიმღერას: „იძლევი ვარშავას! მოგვეცი ბერლინი! უკვე შევიჭერით ჩვენ ყირიმში“ («Даёшь Варшаву! Дай Берлин! Уж врезались мы в Крым».). ე. ი. ყირიმი განადგურებულია. წითელი ჯარები ალყას არტყამენ ვარშავას, წინ ბერლინია. „ჩვენ უნდა დავეხმაროთ გერმანიის რევოლუციურ პროლეტარიატს საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებაში“, _ აი ასეთი იყო მითითება. რუსეთი განიხილებოდა როგორც პლაცდარმი მსოფლიო რევოლუციისთვის. ლენინი საკუთარ თავს უყურებდა, ბუნებრივია, როგორც ბელადს ამ რევოლუციისა. მან 1919 წელს შექმნა „მესამე კომუნისტური ინტერნაციონალი“ როგორც მსოფლიო რევოლუციისთვის ბრძოლის იარაღი.

3. სამშობლოს სახელმწიფოებრივი ფორმა

ახლა ჩვენ ვუახლოვდებით სამშობლოს პრობლემის სხვა ჰიპოსტასს _ სამშობლოს სახელმწიფოებრივ ფორმას, როგორი ფორმით უნდა არსებობდეს ეს დერჟავა. და აქ დგება საკითხი მონარქიის შესახებ, მონარქიის ლოზუნგის შესახებ. რატომ არ აღმართეს თეთრებმა მონარქიული დროშა? თეთრ არმიებში იყო ძალზედ ძლიერი მონარქიული ორგანიზაციები, მონარქიის მომხრეები იქ საკმარისად იყვნენ, მაგრამ ისინი იმყოფებოდნენ ნახევრად ლეგალურ მდგომარეობაში, იმიტომ რომ მოძრაობის ხელმძღვანელები თვლიდნენ, რომ მონარქიის შესახებ საკითხის წამოწევა არ შეიძლება, რომ იგი გახლეჩს მოძრაობის ძალას, შეაშინებს და თეთრ მოძრაობას ჩამოაშორებს რესპუბლიკის მომხრეებს, რომ საკითხი თავისდროული არ არის. რა თქმა უნდა, თავისი როლი ითამაშა იმ გარემოებამაც, რომ მოხალისეთა არმიის სათავეში მყოფი თეთრი გენერლები ნიკოლოზს იცნობდნენ არა მასზე გაგონილის მიხედვით, იცოდნენ მისი სუსტი მხარეები, განსაკუთრებით ეს ეხება ალექსეევს, დენიკინს. მათ აბრკოლებდა ის გარემოებაც, რომ თებერვლის რევოლუციას, ხელმწიფის ტახტიდან გადაყენებას მიესალმა რუსული ინტელიგენციის უდიდესი უმრავლესობა, ასევე რუსი ოფიცრებისა, რომ ორგანიზებული ძლიერი პროტესტი ხელმწიფის გადაყენების წინააღმდეგ ქვეყანაში არ ყოფილა. ეს მათ არწმუნებდა იმაში, რომ ნიკოლოზ II-ის ხელისუფლების აღდგენის ლოზუნგი _ ეს მათი საქმე არ არის, შეიკრიბება დამფუძნებელი კრება და იგი გადაწყვეტს კიდეც: იყოს რესპუბლიკა თუ იყოს მონარქია. მაგრამ რამდენადაც რესპუბლიკა უკვე გამოაცხადა კერენსკიმ 1 სექტემბერს, ხოლო შემდეგ კი დაადასტურა ლენინმა, ამიტომ ისინი არ აღიარებდნენ ამ გადაწყვეტილებებს, ისინი ამბობდნენ, რომ ეს არის _ ხალხის ნების დარღვევა, ხალხმა ჯერ კიდევ არ იცის, მონარქიის მხარეზეა იგი, თუ რესპუბლიკის. აი ასე იყო საქმე.

მხოლოდ სვერდლოვსკში ნიკოლოზისა და მისი ოჯახის დახვრეტის შემდეგ, გენერალმა ალექსეევმა როგორც თეთრი მოძრაობის პოლიტიკურმა ბელადმა გადაახდევინა პანაშვიდი მოკვდინებული იმპერატორის სულის საოხად და თათბირზე თქვა, რომ საჭიროა აღიმართოს კონსტიტუციური მონარქიის დროშა, დაიწყო მოლაპარაკებები დიდ მთავართან ნიკოლოზ ნიკოლოზის ძესთან, რომელიც ამ დროს იმყოფებოდა ყირიმში თავის მამულში. ნიკოლოზ ნიკოლოზის ძემ უარი თქვა ჩამდგარიყო მოხალისეთა მოძრაობის რიგებში და სათავეში ჩასდგომოდა ბრძოლას კონსტიტუციური მონარქიისთვის. რითი ხელმძღვანელობდა იგი, ძნელი გასარკვევია. ნიკოლოზ ნიკოლოზის ძემ დაწერა თავისი დღიურები, თავისი მოგონებები. ისინი ახლა ინახება დასავლურ არქივებში, მაგრამ მან ანდერძად დატოვა გამოქვეყნდეს ეს დღიურები მისი სიკვდილიდან 100 წლის შემდეგ. ხოლო რადგანაც იგი აღესრულა 20-იანი წლების შუახანებში, 1927 წელს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ კიდევ 25 წელიწადს. შესაძლოა იქ, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძის ამ დღიურებში, ამ ჩანაწერებში ჩვენ შევიტყობთ, თუ რატომ თქვა მან უარი სათავეში ჩასდგომოდა თეთრ მოძრაობას.

რომანოვებიდან მონარქიისთვის არავინ არ იბრძოდა, და თავად ხელმწიფემაც ტახტზე უარი თქვა. მართალია, მას ჰქონდა კეთილი მიზნები. იგი ფიქრობდა თავიდან აეცილებინა სამოქალაქო ომი, სისხლისღვრა, და საკუთარ თავს მსხვერპლად სწირავდა სამშობლოსა და ხალხის ერთიანობის გულისთვის. მაგრამ, მონარქიისთვის არ იბრძოდა არც მიხეილ ალექსანდრეს ძე. უფრო მეტიც, თებერვლის რევოლუციის დროს, როდესაც იყო მონარქიის დამცველთა ჩანაფიქრი გამაგრებულიყვნენ ზამთრის სასახლეში და წინააღმდეგობა გაეწიათ მთავარსარდლობის ძალების მოსვლამდე, მიხეილ ალექსანდრეს ძემ, რომელიც მეთაურობდა დედაქალაქის საკავალერიო კორპუსს, განაცხადა პროტესტი და თქვა: „არ მოგცემთ უფლებას გადააქციოთ ზამთრის სასახლე ბრძოლის ციტადელად. სისხლის დაღვრა შეურაცხჰყოფს ჩემთა წინაპართა სახლს“. მან ნებაყოფლობით უარი თქვა ტახტზე _ წავიდა კერენსკის მიერ ნაჩვენები გზით. ე. ი. თეთრი მოძრაობა საკითხს მონარქიის შესახებ სდებდა დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილებამდე, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა, იქნებოდა რუსეთში მონარქია, თუ იგი იქნებოდა რესპუბლიკა. ამ პლანში ისინი, რა თქმა უნდა, უარყოფდნენ რუსეთის რესპუბლიკად გამოცხადებასაც, რომელიც მოახდინა 1 სექტემბერს კერენსკიმ, და ბოლშევიკებმაც დაადასტურეს ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ.

ალექსეევი მთელ ამ დროში (ეს არის 1918 წლის შემოდგომა) განიხილებოდა როგორც უმაღლესი მმართველის კანდიდატი. ანტიბოლშევიკურმა ე. წ. ეროვნულმა ცენტრმა, რომელიც აერთიანებდა რუსეთში სახელმწიფოს ყველაზე უფრო გამოჩენილ მოღვაწეებს, რომლებიც იდგნენ ანტიბოლშევიკურ პოზიციებზე, და რომელიც ცდილობდა ეთამაშა მთელი ანტიბოლშევიკური ძალების კოორდინატორის როლი, ურჩია ალექსეევს გამგზავრებულიყო ომსკში. ეს იყო კოლჩაკის გადატრიალების წინ. კოლჩაკი ჯერ კიდევ არ ყოფილა რუსეთის უმაღლესი მმართველი, იგი ჯერ კიდევ იყო მთავრობის წევრი, სამხედრო მინისტრი. ალექსეევს შესთავაზეს თავის თავზე აეღო რუსეთის უმაღლესი მმართველის ფუნქციები იმისთვის, რათა მოეხდინა მთელი ანტიბოლშევიკური ძალების მოქმედებების კოორდინირება. ალექსეევმა მიიღო ეს წინადადება, მოილაპარაკა, რომ იგი გაემგზავრება ომსკში თავის მეგობართან გენერალ დრაგომიროვთან ერთად, როგორც მის შტაბის უფროსთან. გაერთიანებული ძალების მოსკოვზე ლაშქრობის მიზანი უნდა ყოფილიყო მონარქიის აღდგენა და კონსტიტუციის მიღება, ე. ი. რუსეთის კონსტიტუციურ მონარქიად გამოცხადება, როგორც ეს იყო კიდეც თებერვლის რევოლუციამდე. ბუნებრივია, არ იხსნებოდა დკ-ის მოწვევის ამოცანაც, მაგრამ შეჰქონათ ისეთი კორექტირება, რომ ჯერ კიდევ დკ-ის მოწვევამდე საჭიროა აღიმართოს კონსტიტუციისთვის, მონარქიისთვის ბრძოლის დროშა. ამას შეეძლო გაეძლიერებინა ანტიბოლშევიკური ძალების პოზიცია, მაგრამ ალექსეევი მოულოდნელად გარდაიცვალა კრასნოდარში, და ომსკში იგი ბუნებრივია ვეღარ გაემგზავრებოდა. თავი იჩინეს გაჭირვებებმა, განცდებმა, ძველმა ჭრილობებმა. და ასე, რომ, მონარქიისთვის ბრძოლის დროშა აღმართული არ ყოფილა.

უნდა ითქვას, რომ თეთრი მოძრაობის რიგებში მონარქიის მომხრენი ცოტანი იყვნენ. სჭარბობდნენ მაინც თებერვლის პოზიციებზე მდგარი ადამიანები. ამ აზრით ჩვენი დიდი მწერალი ბუნინი ამბობდა, რომ სამოქალაქო ომი იყო „ოქტომბრისტების“ ბრძოლა „თებერვლისტებთან“. ნიკოლოზის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა მოხდა უკვე სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ რუსული საზღვარგარეთის რიგებში, როგორც ახლა ჩვენ ვამბობთ, ანუ თეთრი ემიგრაციის რიგებში, როგორც ამბობდნენ საბჭოთა კავშირის დროს. ნიკოლოზის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა დაიწყო მისი დაღუპვის მხოლოდ 10-ე წლისთავისთვის. გამოჩნდა თანაგრძნობით განმსჭვალული მოგონებები მის შესახებ, და რუსული საზღვარგარეთი თავისი სიმპათიებით მიბრუნდა ნიკოლოზის მხარეს. მას თვლიდნენ წამებულად. სამეფო ოჯახის დაღუპვის 10-ე წლისთავისთვის რუსული საზღვარგარეთის პირველმა პოეტმა ივანოვმა დაწერა სახელგანთქმული სტრიქონები, რომლებიც ეძღვნებოდა დაღუპულ სამეფო ოჯახს:

„მინანქრიანი პატარა ჯვარი საღილეზე
და რუხი ფერის ფრენჩის მაუდი.
ასეთი მშვენიერი სახეებია.
და რა დიდი ხნის წინათ იყო ეს.
როგორი მშვენიერი სახეებია,
და როგორ სასიკვდილოდ გაფითრებული:
მემკვიდრე, იმპერატრიცა,
და ოთხი დიდი მთავრინა“.

ეს სტროფი იქცა თითქმის ლოცვად რუსული საზღვარგარეთისა იმ დროიდან. რუსულმა საზღვარგარეთულმა ეკლესიამ პირველმა მოახდინა ნიკოლოზისა და მთელი მისი ოჯახის კანონიზება მათი მოწამეობის ნიშნად, ხოლო შემდეგ კი ეს გააკეთა მოსკოვის საპატრიარქომაც. ასე არის საქმე ლოზუნგთან „მეფისთვის“ მიმართებაში. მეტად თუ ნაკლებად, აქ ყველაფერი დაიმზირება. შეიძლება ითქვას ლერმონტოვის სიტყვბით:

„ჩვენ მდიდარნი ვართ თითქმის აკვნიდან
ჩვენი მამებისა და მათი უდარდელი გონების შეცდომებით“.

აი, ჩვენმა მამებმა დალეწეს ყველაფერი, და ჩვენ კი კვლავ დიდ ხანს ვაგრძელებდით ამ შეცდომების გამეორებას. შეგვიძლია დავუმატოთ მიხეილ იურის ძის შემდეგი სტრიქონები:

„დადგება წელი. რუსეთის შავი წელი,
როდესაც მეფეთა გვირგვინი ძირს დაეცემა“.

თებერვალში იგი დაეცა და დაგორდა.

უფრო რთულად არის საქმე იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რატომ არ დაწერეს მოხალისეთა არმიამ და სხვა თეთრმა ძალებმა თავიანთ დროშებზე მესამე ლოზუნგი, მესამე მოწოდება _ „სარწმუნოებისთვის“? რატომ ჩაიკეტნენ ისინი ამ წინასწარ არგადაწყვეტის ჩარჩოებში _ „ყველაფერს გადაწყვეტს დამფუძნებელი კრება“? რუსეთის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა, უწინარეს ყოვლისა გლეხობა, ეს კი იყო მოსახლეობის 80%, მაშინ ხომ ჯერ კიდევ მორწმუნე იყო. და ყველა გლეხურ ქოხში წითელ (ლამაზ) კუთხეში იყო ხატები, და ხატების ქვეშ ეკიდა მეფის პორტრეტი მემკვიდრესთან ერთად, ან მხოლოდ მემკვიდრისა, მაგრამ აუცილებლად მემკვიდრის, მეფისწულ ალექსის ფოტოსურათი. ტროცკი შემდეგ თავის მემუარებში აღიარებდა, რომ თეთრ გვარდიას რომ აღემართა „სარწმუნოებისა და მეფისთვის“ ბრძოლის დროშა, მაშინ წარმოიქმნებოდა ისეთი საერო მხედრობა, რომელიც წალეკავდა ბოლშევიკურ რეჟიმს. ტროცკი წერს: „...ჩვენ გაგვანადგურებდა რამდენიმე თვის განმავლობაში“. დაკვირვებულობასა და გონიერებაზე ტროცკის უარს ვერ ეტყვი. მიუხედავად ამისა, ეს ლოზუნგი, ეს დროშა აღმართული არ ყოფილა. ეს მოწოდება ასევე არ გაჟღერებულა. შემონახულია მოწმობა იმისა, რომ ამ საკითხს სპეციალურად განიხილავდნენ მოხალისეთა მოძრაობის შტაბში. იქ იყო რამდენიმე გენერალი. ეს იყო უკვე გენერალ ალექსეევის სიკვდილის შემდეგ. იქ იყო მისი მოადგილე გენერალი კუტეპოვი, რომელიც მოგვიანებით, უკვე ემიგრაციაში სათავეში ჩაუდგა თეთრ მოძრაობას ვრანგელთან ერთად, ძალზედ გავლენიანი, გაბედული გენერალი. პრეობრაჟენსკის პოლკის პოლკოვნიკი ომის წლებში, შემდეგ იგი წვრთნიდა მოხალისეთა არმიას. იყო კიდევ რამდენიმე გავლენიანი ადამიანი. და იქ მყოფთაგან ვიღაცამ შესთავაზა აღემართათ სარწმუნოებისთვის, მართლმადიდებლობისთვის ბრძოლის დროშა, ხოლო კუტეპოვმა და დენიკინმა კი არ დაუჭირეს მხარი ამ წინადადებას. მათ თქვეს, რომ ეს არასწორი იქნება, რომ ეს მოტყუება იქნება: „მოხალისეთა არმიის ოფიცრების უმრავლესობას ღმერთი არა სწამს, ხოლო ოფიცრები _ ეს არის ჩონჩხი, ბირთვი მოხალისეთა არმიისა. ჩვენ უბრალოდ ვერ გაგვიგებენ“. სარწმუნოების შესახებ საკითხი კი ამ დროს მწვავედ იდგა.

სულ ახლახანს დასრულდა მოსკოვში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი კრება, არჩეულ იქნა პატრიარქი ტიხონი, გატარებულ იქნა რეფორმა, გამოცხადებულ იქნა, სულ მცირე, დიდი დოკუმენტები, რომლებსაც უნდა განეახლებინათ ეკლესია, ახალი უფლებები მიეცათ ეკლესიის მრევლისთვის. კრება ხომ მუშაობდა ლოზუნგით „აღვადგინოთ ისე, როგორც იყო ძველად წმინდა რუსეთში“, და ამ კრების მიერ ბევრი რამ გამომუშავებული სრულად არ ყოფილა მოთხოვნილი, და არც დღეს არის გამოყენებული. ბოლშევიკები არ აღდგომიან წინ საეკლესიო კრების მუშაობას, მაგრამ შემდეგ მაინც ხელი შეუწყეს მის დახურვას, იმიტომ რომ მათ აიღეს კურსი ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფაზე და გამოაცხადეს ეს. 1918 წლის დასაწყისში გამოცხადებულ იქნა „ადამიანისა და მოქალაქის უფლებების დეკლარაცია“ _ რუსეთის ფედერაციის პირველი კონსტიტუცია. იქ გამოცხადებული იყო ეკლესიის გამოყოფა სახელმწიფოსგან, სკოლისა ეკლესიისგან _ ნაბიჯი, რომელზედაც თავის დროზე არ წავიდა კერენსკი. დროებითი მთავრობისა და ბოლშევიკების პოზიცია ეკლესიასთან მიმართებით ძლიერად განსხვავდებოდა. დროებით მთავრობაში შექმნეს სამინისტრო რწმენის აღმსარებლობის საქმეებში, მისი პირველი მინისტრი იყო კარტაშოვი, სასულიერო აკადემიის პროფესორი. სახელდობრ ის გახლდათ საეკლესიო კრების მოწვევის ინიციატორი. ემიგრაციაში მან სახელი გაითქვა როგორც საეკლესიო ისტორიკოსმა. მას ეკუთვნის ბევრი ნაშრომი ეკლესიის ისტორიაში, მათ შორის სამტომეული „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია“. დროებითი მთავრობაც ასევე იდგა საერო სახელმწიფოს პოზიციებზე, მაგრამ ამის გასაკეთებლად ემზადებოდა ეტაპობრივად, და, საერთოდ საკმარისად ფრთხილად იქცეოდა. ბოლშევიკები კი წავიდნენ ვა-ბანკზე. მალევე მოჰყვა განკარგულება მთელი საეკლესიო ქონების ნაციონალიზაციის შესახებ. გამოვიდა სახკომსაბჭოს დეკრეტი, დაიწყო ეკლსეიებისა და მონასტრების ძარცვა. სამოქალაქო ომის პირობებში ამ ძარცვას ხშირად თან ახლდა ყოვლად უდანაშაულო ბერ-მონაზვნებისა და მღვდელმსახურების მკვლელობები. დახვრეტილ იქნა რამდენიმე მიტროპოლიტი: სანკტ-პეტერბურგის, კიევის. პატრიარქმა ტიხონმა დაჰგმო ყოველივე ეს როგორც მკრეხელობა, როგორც სიწმინდის შეურაცხყოფა (შეგინება).

არის კამათი ლიტერატურაში: მოუწოდა თუ არა ღიად პატრიარქმა ტიხონმა ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად, იყო თუ არა მოწოდება? არ ყოფილა ასეთი მოწოდება, და არც უკურთხებია მას თეთრი არმია, იმიტომ რომ მას არ შეეძლო ეკურთხებინა რუსების მიერ ერთმანეთის ამოწყვეტა, სისხლიანი ურთიერთბრძოლა. მით უმეტეს, რომ თეთრი არმია არ იბრძოდა ღიად მართლმადიდებლობისთვის. რა თქმა უნდა, თეთრი არმიის დამოკიდებულება ეკლესიისადმი არ იყო ისეთი, როგორიც ბოლშევიკებისა. ბოლშევიკები ძარცვავდნენ ეკლესიებს, მონასტრებს, ხვრეტდნენ სასულიერო წოდებას. როდესაც თეთრი არმია შედიოდა ქალაქში, მას ხვდებოდნენ ზარების რეკვით, ტაძრებში აღესრულებოდა ღვთისმსახურება. და ამას უნდა ვითვალისწინებდეთ, მაგრამ ოფიციალურად სარწმუნოებისთვის ბრძოლის ლოზუნგს თეთრი მოძრაობა არ აყენებდა. ეს იყო შეცდომა, მაგრამ ასე იყო. ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ რუსული ინტელიგნცია, რუსული განათლებული საზოგადოება _ სამოქალაქოც და სამხედროც, ე. ი. ოფიცერთა კორპუსი, _ ამ დროს მნიშვნელოვან ხარისხად იდგა სარწმუნოების საკითხებში ან განურჩევლობის (გულგრილობის), ან კიდევ ათეიზმის, ურწმუნოების პოზიციაში.

რუსული ინტელიგენცია რევოლუციის წინ მოცული იყო მოძრაობით არა მხოლოდ ეკლესიის განახლებისთვის, არამედ სულის აღმშენებლობისაც, ღვთის განგებულებისაც (რუს. შესაბამისად _ Домострйтельство და Богостройтелство). ერთნი, ტოლსტოის კვალდაკვალ, „წმენდნენ“ მართლმადიდებლობას, ქმნიდნენ თავიანთ რაფინირებულ „მართლმადიდებლობას“. სხვები ღიად აცხადებდნენ, რომ მათ სჭირდებათ ახალი რელიგია. აქედან მათ უწოდებდნენ ღვთის განგებულების განმაახლებლებს (новые Богостройтели). მათ შორის იყვნენ თვალსაჩინო ლიტერატორები, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ ინტელიგენციას შორის. სახელგანთქმული მწერალი მერეჟოვსკი, მისი მეუღლე, ცნობილი პოეტესა ზინაიდა გიპიუსი და სხვები. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს აისახა თეთრ ბანაკში.

აი ასე არის საქმე თეთრი მოძრაობის ოფიციალურ პროგრამასთან. „სარწმუნოების, მეფისა და სამშობლოსთვის!“. დარჩა „სამშობლოსთვის“, და სამშობლოც ასევე სხვანაირი აღმოჩნდა. ლოზუნგი ხელიდან აართვეს ბოლშევიკებმა. ყოველივე ზემოთ განხილული იქცა თეთრი მოძრაობის დამარცხების ძირითად მიზეზად. ამას უნდა დავუმატოთ სამხედრო ფაქტორი, რომელიც თამაშობდა, რა თქმა უნდა, მეტად მნიშვნელოვან, ხოლო ზოგჯერ კი გადამწყვეტ როლსაც. უწინარეს ყოვლისა, თეთრმა მოძრაობამ დააყოვნა თავისი ძირითადი მიზნის რეალიზების საქმეში. იგი წარმოიქმნა იმისთვის, რათა სწრაფად შეექმნა დამრტყმელი მუშტი 40-50 ათასი ადამიანისგან და დაერტყა ბოლშევიკებისთვის მანამდე, სანამ ისინი გაძლიერდებოდნენ. ასეთი იყო გენერალ ალექსეევის ჩანაფიქრი. მაგრამ, ლაშქრობა მოსკოვზე გამოცხადებულ იქნა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, დრო კი ხელიდან იყო გაშვებული. ამ დროის მანძილზე ბოლშევიკებმა მოასწრეს რეგულარული არმიის შექმნა. სამხედრო უპირატესობა მათ ხელში აღმოჩნდა. მათი 3, შემდეგ კი 5 მლნ. მებრძოლი 600 ათასი თეთრგვარდიელის წინააღმდეგ. ეს პირველია. მეორეც: არ იყო მოქმედებების ერთიანობა ამ ფორმირებებს შორის, უწინარეს ყოვლისა მოხალისეთა არმიასა და კოლჩაკს შორის. თვით მაშინაც კი, როდესაც კოლჩაკი ვოლგაზე გამოვიდა. მოხალისეთა არმია იმის ნაცვლად, რომ მათთან შესაერთებლად წასულიყო, სადმე ცარიცინის რაიონში შეეკრა მათთან თავისი რიგები, იცავდა თავის სამხრეთ ზურგებს. თუმცა კი დენიკინმა აღიარა კოლჩაკი უმაღლეს მმართველად, ხოლო კოლჩაკმა თავის მხრივ, დანიშნა დენიკინი თავის მოადგილედ, მაინც სრული გულწრფელობა მათ მოქმედებებში არ ყოფილა. დენიკინის ერთერთ თანამეგრძოლთაგანი, რომლიც მეთაურობდა საკავალერიო კორპუსს, იყო გენერალი ვრანგელი. ეს გახლდათ შვედი არისტოკრატი რუსეთის სამსახურში. ვრანგელები კარგად ემსახურებოდნენ რუსეთს, პეტრე I-ის დროიდან. მისი მამა იყო მსხვილი ბიზნესმენი, დიდი ნობელის თანამოღვაწე, თანამებრძოლი, რომელსაც ჰქონდა მრავალმილიონიანი ქონება. გერმანული ომის წლებში ვრანგელმა დაიწყო ომი ესკადრონის მეთაურად, ხოლო 1917 წელს უკვე მეთაურობდა საკავალერიო კორპუსს. გახმაურებული დიდება მიიღო თავისი მამაცობის, ვაჟკაცობის, გმირობისა და უნარიანობისთვის. ცხენოსან მწყობრში იღებდა იგი გერმანულ საარტილერიო ბატარეებს. აი ასეთი თავზეხელაღებულად მამაცი ადამიანი იყო. იგი დაჟინებით მითხოვდა, რათა დაუყოვნებლივ წასულიყვნენ ცარიცინზე და შეერთებულიყვნენ კოლჩაკის ჯარებთან. დენიკინმა მას არ მოუსმინა _ მათ შორის გაწყდა ურთიერთობები. საერთოდ, სრული ერთსულოვნება მოხალისეთა არმიის სარდლობის შიგნით არ ყოფილა. ძალზედ რთული ურთიერთობები ჰქონდა ალექსეევს კორნილოვთან. როდესაც კორნილოვი მოკლულ იქნა კრასნოდართან, მიხეილ ვასილის-ძე ალექსეევმა სთქვა: „ივანე ვასილის-ძის სიკვდილმა თავიდან ამაცილა მე სრული იმედგაცრუება ამ ადამიანში, ხოლო ჩვენს ბანაკს კი _ დაღუპვა“. ე. ი. კორნილოვი მიდიოდა ეკატერინოდარის იერიშზე, ხოლო ალექსეევი კი ამბობდა, რომ ეს _ უგუნურებაა, ქალაქი გამაგრებულია, იქ ძლიერი გარნიზონი დგას, მოხალისეთა არმია დაღუპვაზე მიდის. ალექსეევის სიკვდილის შემდეგ იყო დავები დენიკინსა და ვრანგელს შორის, იყო სხვა უთანხმოებებიც. არც კოლჩაკის ბანაკში ყოფილა სრული ერთსულოვნება. ეს უთანხმოებები და განსხვავებულობანი, რა თქმა უნდა, არ უწყობდნენ ხელს გამარჯვებას.

როდესაც დენიკინმა უარი თქვა წასულიყო ცარიცინზე, დონის კაზაკობის ატამანი გენერალი კრასნოვი შეეცადა კაზაკების ძალებით აეღო ცარიცინი, მაგრამ უკგდებულ იქნა დიდი დანაკარგებით. გამოდის, რომ სრული ერთსულოვნება დონის კაზაკობასა, რომელიც შედიოდა მოხალისეთა არმიის შემადგენლობაში, და მოხალისე ოფიცერთა პოლკებს შორის, ასევე არ ყოფილა.

ხოლო ყველაზე მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ბოლშევიკებს, თუნდაც ეს უთანხმოებები არ ყოფილიყო, ჰქონდათ უზარმაზარი სტრატეგიული უპირატესობა. ისინი აკონტროლბდნენ ქვეყნის ცენტრს, იმპერიის ბაზას უპირატესად ველიკორუსული მოსახლეობით, იმ ტერიტორიას, რომელიც ოდესღაც შეადგენდა მოსკოვის სამეფოს, ემყარებოდა რა იმ ძალას, რომლითაც მეფეები შემდეგ ქმნიდნენ იმპერიას. ეს არის _ იმპერიის ბაზა, მისი საყრდენი, მონოლითი ეთნიკური მიმართებით, იმიტომ რომ ეს არის _ დიდი რუსეთი, რუსი გლეხები, მუშები. აქ იყო თავმოყრილი ქარხნები, საბრძოლო მასალებისა და აღკაზმულობის საწყობები, რომლებიც დამზადებული იყო ჯერ კიდევ მეფის რეჟიმის დროს გერმანელებთან ომისთვის _ ყოვლივე ეს მოხვდა ბოლშევიკების ხელში. ამიტომ მათ ჰქონდათ შესანიშნავი ბაზა წითელი არმიის მოსამარაგებლად არტილერიით, ჭურვებით. მათ წითელ არმიას მთლიანად ახალი ფორმაც კი ჩააცვეს, რომლიც დამზადებული იყო ჯერ კიდევ მეფის დროს. მაშინ, რუსი პატრიოტების ინიციატივით, გადაწყვეტილ იქნა შეეცვალათ სამხედრო ფორმა, და ფაფახების ნაცვლად დაამზადეს წაწვეტებულ თავიანი ჩაფხუტები, იმ რაინდული ჩაფხუტების მსგავსად, რომლებსაც ოდესღაც ატარებდნენ რუსი მეომრები, მაგრამ უკვე არა ფოლადისგან, არამედ სარჩულდაგებული მაუდისგან. შესაბამისად იყო მუნდირებიც დაკერებული შესაკრავებით. სურდათ რუსული არმია შეემოსათ ეროვნული სამხედრო ფორმით იმისთვის, რათა აემაღლებინათ მისი სულისკვეთება. ყოველივე ეს მომზადებულ იქნა ჯერ კიდევ მეფის დროს, ხოლო ბოლშევიკებმა კი ყოველივე ეს გადაისროლეს წითელი არმიის შესამოსად. ფილმებსა და სამოქალაქო ომის დროის ფოტოსურათებზე შეგვიძლია ვნახოთ, რომ ყველა წითელარმიელს ახურავს თავზე წითელვარსკვლავიანი ჩაფხუტი. წითელი ვარსკვლავები მოვიდა მოგვიანებით. წითელი ვარსკვლავის ემბლემა მოიგონა ტროცკიმ. ეს არის _ მასონური ნიშანი. მასონებს აქვთ ორდენიც „ხუთქიმიანი ვარსკვლავი“. ტროცკი ახალგაზრდობაში იყო მასონი და, ნამდვილად, მშვენივრად იცნობდა მასონურ ლიტერატურას, ტრადიციებს. შესაძლოა, იგი მასონი იყო მოგვიანებითაც, ყოველ შემთხვევაში, მან გამოიყენა ეს განსაკუთრებული მასონური ნიშანი როგორც წითელი არმიის ემბლემა. იგი სრული ბატონ-პატრონი იყო წითელ არმიაში. ტროცკი იყო სამხედრო-საზღვაო მინისტრიცა და რუსეთის რესპუბლიკის რევოლუციური სამხედრო საბჭოს (რევსამხსაბჭოს - Реввоенсовет) _ ქვეყნის მთელი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის უმაღლესი ორგანოს _ თავმჯდომარეც.

ბოლშევიკები ემყარებოდნენ ამ ბაზაზე. მათ ჰქონდათ განვითარებული სამხედრო მრეწველობა, მარაგები, საწყობები. მათ განკარგულებაში იყო სარკინიგზო ქსელი. მოსკოვიდან, როგორც მზისგან სხივები, ყველა მხარეში მიემართება რკინიგზები. მატარებლები მიჰქრიან ჩრდილოეთისკენ, მატარებლები მიჰქრიან სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისა და დასავლეთისკენ. ამიტომ ბოლშევიკებს შეეძლოთ სწრაფად გადაესროლათ თავიანთი ჯარები ფრონტის ერთი უბნიდან მეორეზე. მანევრის ასეთი შესაძლებლობა თეთრ არმიებს არ გააჩნდათ, მით უმეტეს, რომ ერთიანი ფრონტი მათ შორის არ ყოფილა: დენიკინი თვითონ იყო თავისთავად სამხრეთში, კოლჩაკი _ თვითონ იყო თავისთავად, იუდენიჩი თვითონ იყო თავისთავად და ა. შ., მათ ვერ შეძლეს ჩაკეტილი რგოლის შექმნა. ლენინი ყვიროდა: „ყველაფერი კოლჩაკის გასანადგურებლად!“, - გადაისროლეს იქით ძალები, დაამარცხეს კოლჩაკი, შემდეგ, _ „ყველაფერი დენიკინის გასანადგურებლად!“, _ იმიტომ რომ დენიკინმა აიღო ორიოლი და უახლოვდება ტულას, კიდევ ერთი მარშ-ნახტომი და იგი უკვე მოსკოვში იქნება.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ გარემოებამაც, რომ ბოლშევიკებმა უნარიანად გამოიყენეს პარტიზანული მოძრაობაც, როდესაც კოლჩაკმა დააპატიმრა ესერი მინისტრები, რომლებიც შედიოდნენ დკკომ-ის მთავრობის შემადგენლობაში, და გააძევა ისინი საზღვარგარეთ, ხარბინში, ამან დარტყმა მიაყენა ციმბირის გლეხებს, იმიტომ რომ ეს ესერები დაკავშირებული იყვნენ ციმბირის საგლეხო კოოპერატივებთან. ციმბირში ძლიერად იყო განვითარებული კოოპერაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ესერთა პარტიის წევრები. ზოგადად, კოოპერატივების მეშვეობით ციმბირის გლეხობა დაკავშირებული იყო ესერებთან. როდესაც კოლჩაკს წარმოექმნა კონფლიქტი ესერებთან, გლეხობა ფეხზე დადგა კოლჩაკის წინააღმდეგ. ალტაის მხარესა და სხვა ადგილებში შეიქმნა პარტიზანული არმიები, რომელთაც კოლჩაკი საბოლოოდ მაინც ვერ გაუმკლავდა. ამან, რა თქმა უნდა, ძლიერად გამოუთხარა ძირი მის სამხედრო ძალებს.

როდესაც დენიკინი წამოვიდა მოსკოვზე, ბოლშევიკები მოელეპარაკნენ ბატკა (მამილო, батька) მახნოს, რომელსაც ჰყავდა რამდენიმე ათეული ათასი საკავალერიო ჯარები, რომლებიც ბაზირებული იყვნენ სამხრეთ უკრაინაში. ეს არის დონეცკის სამხრეთით, ახლა რაიონული ცენტრი ვოლნოვახა. იქ იყო შტაბი. ეს არის _ სტეპის ტავრია, მდიდარი შავმიწიანი ტავრიის სტეპები. ხალხი იქ იყო შეძლებული, პური, საქონელი ბევრი იყო. როდესაც დენიკინი ანვითარებდა შეტევას, მის ზურგებში გაიარა ბატკა მახნომ, ამასთან, ბოლშევიკებმა შეკრეს მასთან კავშირი. ბატკა მახნოს ანარქისტები მსხვილ ქალაქებშიც კი იჭრებოდნენ, მათ შორის დნეპროპეტროვსკში (მაშინ მას ეწოდებოდა ეკატერინოსლავი). ისინი იპყრობდნენ ქალაქებს, ძარცვავდნენ მაღაზიებს, საწყობებს. ბატკა მახნოცა და მისი ატამანებიც ოთხთვალებიდან მოსახლეობას უყრიდნენ შაქრიან ტომრებს, მანუფაქტურიან ფუთებს, და ასეთნაირად იხვეჭდნენ პოპულარობას. სამხედრო მიმართებით ეს იყო ძალზედ საინტერესო მხედრობა. თიტქმის ყველანი ისინი იყვნენ კავალერისტები, ან კიდევ გადაადგილდებოდნენ ოთხთვალებით. ოთხთვალა (тачанка) _ ეს იყო ტრანსპორტის გავრცელებული სახეობა ამ სტეპის მხარეში, თვლებს ჰქონდა რესორები, ხოლო ოთხთვალაში შებმული იყო სამი ცხენი ერთმანეთის გვერდიგვერდ. ამ ოთხთვალებით ადრე მგზავრობდნენ გლეხები, კოლონისტები _ ერთგვარად მოსახერხებელი ეკიპაჟი გახლდათ. მახნოელები ოთხთვალებზე აყენებდნენ ტყვიამფრქვევებს. ორი ადამიანი იჯდა ტყვიამფრქვევთან, და ორი, ან ერთი ადამიანი _ კოფოზე. სამი-ოთხი ადამიანი ტყვიამფრქვევიან ოთხთვალაზე. მათ მისდევენ, ისინი კი სწრაფად გარბიან, და ცეცხლს უშენენ ტყვიამფრქვევიდან. ვინ დაეწევა მათ? როგორ გინდა მათი მოხელთება? შემდეგში ეს ოთხთვალები შეიარაღებაში აიღო ბუდიონის წითელმა კავალერიამაც. ეს იყო ძალზედ მრისხანე იარაღი. მახნოს ანარქისტული პოლკების ბრძოლისუნარიანობა ძალზედ მაღალი იყო. მას მიანიჭეს დივიზიის მეთაურის წოდება, ხოლო მისი ამბოხებულთა არმია ჩარიცხეს წითელ არმიაში დივიზიის უფლებებით. მაგრამ, როდესაც დენიკინი დაამარცხეს, და „მავრმა გააკეთა თავისი საქმე“, ბოლშევიკებმა გაანადგურეს მახნოს ჯარები, თავად იგი გაიქცა საზღვარგარეთ და მოკლულ იქნა პარიზში ბოლომდე გაურკვეველ გარემოებებში. ამბობენ, რომ იგი მოკლა ვიღაცამ მეფის ყოფილ ოფიცერთაგან იმის გამო, რომ მახნოელებმა გაანადგურეს მისი კარმიდამო და შეურაცხჰყვეს მისი ნათესავები ომის წლებში.

მახნო აქ მოყვანილია იმის მაგალითად, თუ როგორ ოსტატურად იყენებდნენ ბოლშევიკები ჩახლართულ სიტუაციას და თავიანთ მხარეზე დაპირებებით იზიდავდნენ ეროვნულ ფორმირებებსაც, ანარქისტებსაც და გლეხ პარტიზანებსაც. ეს, რა თქმა უნდა, მათ ძალზედ ეხმარებოდა. ისინი, რკინიგზების გამოყენებით, თავიანთი მოკავშირეების გამოყენებით, ქმნიდნენ გადამწყვეტ უპირატესობას ფრონტის ამა თუ იმ უბანზე და თავიანთ მტრებს ამარცხებდნენ ცალცალკე. თეთრები კი არა მუშტით, არამედ გაშლილი ხელისგულით ცდილობდნენ საბჭოთა ხელისუფლებისა და წითელი არმიის გაჭყლეტას. მაგრამ ხელისგულით ხიშტებს ვერ მოერევი, ხოლო სამი, და შემდეგ კი ხუთი მილიონი ხიშტი _ ეს სულაც არ არის ხუმრობა.

გლეხობა საერთოდ უხალისოდ მიდიოდა წითელ არმიაში. რაღაც ხარისხამდე როლი ითამაშა იმ გარემოებამ, რომ გლეხებს მისცეს მიწა, და ისინი თავად ინაწილებდნენ ამ მიწას, ყველას თანაბრად. ამიტომ, ისინი თვლიდნენ, რომ საჭირო იყო ამ მიწისთვის როგორღაც გადაეხადათ კიდეც მადლობა. მაგრამ, საერთოდ, ძირითადად, მათ წითელ არმიაში ძალით ერეკებოდნენ. ძალზედ საინტერესო სიმღერებიც კი იყო იმ დროს, რომლებიც გამოხატავდა გლეხების ინტერესებს:

„არ წახვიდე შენ, ვანიოკ, ჯარისკაცად.
წითელ არმიაში ხიშტები, ვიძლო, მოიძებნოს,
ბოლშევიკები უშენოდაც იოლად გავლენ“.

და ასე შემდეგ _ ერთნახევარი არშინია ასეთი ლექსებისა. შეხედე, რამდენი საქმეა სახლში: ხბორებიც ბღავიან და ცხვრებიც, მამლებიც ყივიან _ აი სად არის შენი ადგილი.

აი სამხედრო ფაქტორი. წითელ არმიას ჰყავდა მხედართმთავრები, მხედართუფროსები მეფის ყოფილი ოფიცრების რიცხვიდან. შეიარაღებულ ძალებს სათავეში ედგა კამენევი, იგი უმაღლეს მთავარსარდლადაც კი ითვლებოდა, ტროცკის ხელქვეით, რა თქმა უნდა. ტროცკი ხელმძღვანელობდა წითელი არმიის გენერალურ შტაბს. კამენევი _ ეს იყო მეფის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი, გენშტაბის პოლკოვნიკი, რომელსაც ჰქონდა შესანიშნავი სამხედრო მომზადება, დამთავრებული ჰქონდა გენშტაბის აკადემია. გენშტაბის ოფიცრები წარმოადგენდნენ მეფის არმიის ტვინს. ამ ტვინის ნახევარი, ე. ი. გენშტაბის ოფიცერთა ნახევარი, მსახურობდა წითელ არმიაში. გენშტაბის ამ ოფიცრებიდან, რომლებიც ჯერ კიდევ სამოქალაქო ომის წლებში გადავიდნენ წითელი არმიის მხარეზე, გამოვიდა საბჭოთა არმიის არცთუ ცოტა მხედართმთავარი, რომლებმაც სახელი გაითქვეს დიდი სამამულო ომის წლებში. მარშალი შაპოშნიკოვი იყო წითელი არმიის გენშტაბის უფროსი. და, სტალინი ამბობდა, რომ მისმა ყველა გენერალმა გაიარა შაპოშნიკოვის სკოლა, ე. ი. მან გადასცა თავისი გამოცდილება წითელი არმიის გენერალიტეტს, გენშტაბს. მარშალი გოვოროვი, რომელმაც გადაარჩინა ლენინგრადი ომის დროს, იყო მეფის არმიის ოფიცერი, შემდეგ, ერთ ხანს, მსახურობდა კოლჩაკთან, მეთაურობდა ბატარეას. პროფესიით იგი იყო არტილერისტი. შეგვიძლია ჩამოვთვალოთ რიგი სხვა სახელებისა, მათ შორის მარშლების. იყო არცთუ ცოტა მხედართმთავარი უბრალო ხალხისგან, რომელიც დადგა თავისი სამშობლოს დასაცავად. უწინარეს ყოვლისა ეს იყო _ მიხეილ ფრუნზე, რომელიც სარდლობდა წითელი არმიის იმ ჯარებს, რომლებიც ანადგურებდნენ კოლჩაკს, შემდეგ კი ვრანგელსაც. ეს იყო დიდი ცოდნის, დიდი ვაჟკაცობის მქონე ადამიანი. 1905 წლის რევოლუციის დროს იგი იდგა რევოლუციური დრუჟინების (რაზმების) სათავეში ივანო-ვოზნესენსკის საფეიქრო რაიონში. იქ იგი იყო მუშების ბელადი, მეთაურობდა დრუჟინებს. მას მისჯილი ჰქონდა სივდილით დასჯა პოლიციის ოფიცრის მკვლელობისთვის. ფრუზე იყო უდიდესი ნიჭიერების მქონე სტუდენტი, ინსტიტუტის პროფესურა შუამდგომლობდა სასიკვდილო განაჩენის გაუქმებისთვის. სიკვდილმისჯილთა კამერაში იგი სწავლობდა ინგლისურ ენას. საერთოდ იგი იყო უდიდესი ნიჭიერების მქონე ადამიანი. ფრუნზემ სახელი გაითქვა, გახდა ტროცკის მოადგილე რევსამხსაბჭოში, ხოლო როდესაც ტროცკი ჩამოაცილეს, იგი სათავეში ჩაუდგა რესპუბლიკის რევსამხსაბჭოს. ადამიანი, რომელსაც მშვენივრად ესმოდა სიტუაცია, ბევრ სხვა ბოლშევიკზე უფრო უკეთესად, და იყო დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში. ასე, პერეკოპის იერიშის წინ, ყირიმის აღების წინ, მან, როგორც სამხრეთის ფრონტის სარდალმა, გამოსცა მოწოდება, მიმართვა ვრანგელის არმიის ოფიცრებისადმი: „იმას, ვინც არ იბრძოლებს წითელი არმიის წინააღმდეგ, ნებაყოფლობით ჩაბარდება ტყვედ, ეძლევა სრული თავისუფლებისა და სრული ამნისტიის გარანტია, თავისუფლება ყოველგვარი დევნისგან“. როდესაც ლენინმა შეიტყო ამ მოწოდების შესახებ, მან თეთრებს გაუგზავნა თავისი ტელეგრამა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ფრუნზე აჭარბებს თავის უფლებამოსილებებს, რომ არავითარ შემთხვევაში ასეთი დაპირებების მიცემა არ შეიძლება. ეს მეტყველებს ფრუნზეს დამოუკიდებლობის შესახებ. და, მართლაც, როდესაც პერეკოპი აღებულ იქნა, 145 ათასი ვრანგელელი წავიდა საზღვარგარეთ, კონსტანტინოპოლში, შემდეგ უფრო შორსაც. მაგრამ ვრანგელის არმიის მრავალმა ათეულმა ათასმა ოფიცერმა დაიჯერა ფრუნზეს დაპირებისა, დარჩა ყირიმში და ისინი ყველანი შეუბრალებლად იქნენ ამოჟლეტილნი.

ყირიმის რევსამხსაბჭოს სათავეში ედგა ორეული. ბელაკოვი _ ყოფილი საბჭოთა სამხედრო მინისტრი უნგრეთში. იქ რევოლუცია ჩახშობილ იქნა, ბელაკოვი გამოიქცა რუსეთში, რომელსაც იგი კარგად იცნობდა, იმიტომ რომ იგი ჩვენთან ტყვედ იყო პირველი მსოფლიო ომის დროს. იგი დააყენეს ყირიმში. მის გვერდში იყო ზემლიაჩკა (პარტიული ფსევდონიმი), ძველი ბოლშევიკი ქალი, ეროვნებით ებრაელი. აი ეს „საძმო“: უნგრელი და რუსი ებრაელი ქალი _ მეთაურობდნენ ყირიმის „გაწმენდას“. ტროცკი ამბობდა, რომ ყირიმი ჩამორჩა თავის განვითარებაში მთელ ქვეყანას ოთხი წლით, იმიტომ რომ იგი აღებულ იქნა მხოლოდ 1920 წლის ნოემბერში _ ვრანგელელები ჩაყარეს ზღვაში. ეს ნიშნავს, რომ საჭიროა ამ ჩამორჩენის ლიკვიდირება. და აი ისინი ახდენდნენ კიდეც ამ „ლიკვიდირებას“.

4. სამოქალაქო ომის სამხედრო-პოლიტიკური მხარე

ჩვენ მივადექით უკანასკნელ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია ომთან _ ეს არის ტერორის, ძალადობის ბატონობა. ფრაზა, რომელიც წარმოთქვა ჯერ კიდევ ნოემბერში ტროცკიმ პარტიის ცკ-ის ბობოქარ სხდომაზე: „ხიშტზე ვერ დაჯდები, მაგრამ ხიშტების დახმარებით შეიძლება ხელისუფლების შენარჩუნება“. ეს ლამაზი ფრაზა არ ყოფილა, მართლაც, ეს ხელისუფლება ნარჩუნდებოდა მხოლოდ ხიშტებზე. ბრძოლის კულმინაციას წარმოადგენდა 1919 წლის შემოდგომის მოვლენები, როდესაც დენიკინს ჰქონდა ყველაზე უფრო მეტი მიღწევები, იუდენიჩი „აწვებოდა“ პეტროგრადს. ტროცკიმ აღიარა, რომ მაშინ ყველაფერი ირყეოდა და შესაძლო იყო დანგრეულიყო. ბოლშევიკები უკვე გასაქცევადაც კი ემზადებოდნენ. ისინი იმარაგებდნენ ყალბ საბუთებს, ოქროს თუმნიანებს, ძვირფასეულობას. მაგრამ ბოლშევიკებმა მოახერხეს ხელისუფლებაში დარჩენა _ მათთვის საბედნიეროდ და ქვეყნისთვის საუბედუროდ. ხელისუფლება მათ შეინარჩუნეს მხოლოდ ტერორით. ლენინზე თავდასხმისა და სვერდლოვის მოკვლის შემდეგ გამოცხადებულ იქნა „წითელი ტერორი“. მძევლებად იყვანდნენ ქვეყნის გამოჩენილ მოღვაწეებს, უწინარეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, არისტოკრატებს, სამეფო საგვარეულოს წევრებს, პროფესურას, გამოჩენილ მრეწველებს, ბანკირებს, ოფიცრებს და ხვრეტდნენ მათ. 1917 წლის ნოემბერში ძალზედ ძნელი იყო ბოლშევიკებისა და ბოლშევიზმის მტრების ერთმანეთის წინააღმდეგ დაძვრა, ისინი ამჯობინებდნენ როგორმე მოლაპარაკებოდნენ ერთმანეთს და თავიდან აეცილებინათ შეტაკებანი. მაგრამ დემაგოგიის, ტყუილისა და პროვოკაციის დახმარებით, მაინც მიუსიეს ადამიანები ერთიმეორეზე.

სამოქალაქო ომის მსვლელობისას წითლები არ იყვანდნენ ტყვედ თეთრ ოფიცრებს, ყოფილ იუნკერებს _ ხვრეტდნენ ადგილზე. მათი შემჩნევა უმალვე შეიძლებოდა _ „ცისფერი სისხლი“. ხოლო თეთრები არ იყვანდნენ ტყვედ და ადგილზე ხვრეტდნენ კომისრებს. მათი შემჩნევაც არ იყო ძნელი _ ისინი მოუსვენრად წრიალებდნენ, კავკასიელებივით. ხვრეტდნენ თავიანთ ყოფილ თანამოსამსახურეებს, ოფიცრებს, რომლებიც იყვნენ წითელი არმიის რიგებში, სასამართლოსა და გამოძიების გარეშე, ადგილზევე. წითლები განიცდიდნენ სიძულვილს კაზაკობისადმი. ტროცკიმ განკაზაკებაც კი გამოაცხადა. რამდენადაც კაზაკები მეფის რეჟიმს ემსახურებოდნენ რწმენითა და სიმართლით, რამდენადაც კაზაკები თავიანთ ძირითად მასაში თეთრების მხარეზე არიან, ამიტომ საჭიროა ტარდებოდეს განკაზაკება. ხვრეტდნენ ყველა კაზაკს, რომლებიც გარეული იყვნენ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში, ან რომლებზედაც მხოლოდ ეჭვი ჰქონდათ მიტანილი. ხოლო აქ კაზაკების მიწებზე ასახლებდნენ ღარიბ გლეხებს დახვრეტილების ნაცვლად. განკაზაკება კარგად აქვს აღწერილი შოლოხოვს „წყნარ დონში“: იფეთქა ამბოხებამ დონზე. სწორედ ეს აჯანყება დონზე დაეხმარა დენიკინს დაძრულიყო მოსკოვზე სალაშქროდ. აი ეს სისხლიანი ვაკხანალია, დახვრეტა სასამართლოსა და გამოძიების გარეშე _ ეს, რა თქმა უნდა, ყველაზე უფრო ბნელი, ყველაზე უფრი ტრაგიკული ფურცლებია სამოქალაქო ომისა. რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანები გონებაზე მოდიოდნენ, ჩამოიცილებდნენ ამ უგუნურებას, ზოგჯერ მათში სინდისი იღვიძებდა რელიგიის გავლენით. თუმცა კი ეს შემთხვევები იშვიათია, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესც უარს ამბობდნენ დახვრეტაზე და ა. შ.

ერთი თეთრი ემიგრანტის მემუარებში არის გამაოგნებელი მოთხრობა ასეთი გასაოცარი შემთხვევის შესახებ. ეს მოხდა სადღაც რუსეთის სამხრეთში, გაზაფხულზე. იგი მიდიოდა თეთრი კავალერისტების სადაზვერვო რაზმის სათავეში, სულ რამდენიმე ადამიანი იყვნენ. ისინი ღამით წავიდნენ დაზვერვაში, და ნახევრად მძინარენი ნელი ნაბიჯით მიდიოდნენ გზაზე. უეცრად მათ თავს დაესხა წითელარმილთა ცხენოსანი რაზმი. წითელარმიელები უფრო მეტნი იყვნენ, თანაც მათ ჰყავდათ ოთხთვალა ტყვიამფრქვევით. თეთრები ალყაში აღმოჩნდნენ და თვლიდნენ, რომ მათი აღსასრულის საათმაც ჩამოჰკრა. და უეცრად, ამ დროს ღამის წყვდიადში გაისმა საეკლესიო ზარის ხმები. წითელი ცხენოსანი რაზმის მეთაური ამბობს:

_ ეს რა არის?

ოთხთვალადან კი ხმა ისმის:

_ როგორ, ხვალ ხომ აღდგომაა, დღეს _ წმინდა ღამეა.

და აი, მათ პირჯვარი გადაიწერეს:

_ ქრისტე აღსდგა!

_ ჭეშმარიტად აღსდგა! _ უთხრეს „მტრებმა“ ერთმანეთს.

მათ, რა თქმა უნდა, არ გადაუკოცნიათ ერთმანეთი, მაგრამ ერთურთს აღდგომა მიულოცეს და თავ-თავიანთ გზებზე წავიდნენ _ შეტაკება არ მომხდარა.

ასეთი შემთხვევები, რა თქმა უნდა, ბევრი არ იყო. შემთხვევა არაორდინალურია, მაგრამ ძალზედ დამახასიათებელი რუსი მართლმადიდებელი ადამიანისთვის.

ახლა უკანასკნელი შტრიხი. სამოქალაქო ომის ცეცხლი გიზგიზებდა ოთხ წელიწადს. მისი უკანასკნელი მოვლენები იყო შორეულ აღმოსავლეთში უკვე 1922 წელს, მაგრამ საერთოდ სამოქალაქო ომი დასრულებულად ითვლებოდა 1920 წლის მარტში, როდესაც რიგაში ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელკშეკრულებას რუსეთსა და პოლონეთს შორის. ამ სამშვიდობო ხელშეკრულების მიხედვით ბოლშევიკებმა პოლონელებს მისცეს დასავლეთ უკრაინა, ბელორუსია. ეს მათ გააკეთეს იძულებით. არა იმიტომ, რომ რუსეთს არ გააჩნდა ძალები ომის მსვლელობის გარდასატეხად. რა თქმა უნდა, წითელმა ჯარებმა განიცადეს კატასტროფა ვარშავასთან. პილსუცკიმ იქ მოატყუა ტუხაჩევსკი, უფრო უკეთესად ითამაშა. „საოცრება ვისლაზე“ _ ასე უწოდა პილსუცკიმ თავის გამარჯვებას ტუხაჩევსკიზე ვარშავასთან. ეს ეხმაურება „საოცრებას მაინზე“, როდესაც ფრანგებმა დაამარცხეს პრუსიელები. მაგრამ, მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ წავიდნენ ისინი პოლონელებისადმი დათმობებზე, მდგომარეობდა იმაში, რომ ვრანგელი ამ დროს გააქტიურდა სამხრეთში, გარდაქმნა არმია, წამოაყენა ძალზედ საინტერესო აგრარული პროგრამა, ფაქტიურად აღიარა რა ის, რაც უქნეს გლეხებმა მემამულეთა მიწებს. დენიკინი რომ ასეთი აგრარული პროგრამით წამოსულიყო მოსკოვზე 1919 წელს, გლეხები მას წინააღმდეგობას არ გაუწევდნენ. ბოლშევიკები ძალზედ შეშინდნენ, რომ ვრანგელი მოახერხებდა საერთო ენის გამონახვას გლეხობასთან. გარდა ამისა, ზურგში იფეთქა ტამბოვის აჯანყებამ. იგი იწყებოდა ჯერ კიდევ 1918 წელს, ხოლო 1919-ში გავრცელდა მთელ გუბერნიაში. აჯანყებულთა რიგებში იყო დაახლოებით 50 ათასი ადამიანი. წარმოიქმნა ვრანგელის რუსული არმიის შეერთების მუქარა, რომელიც გამოვიდა ყირიმიდან და მოდიოდა ჩრდილოეთისკენ, ტამბოველ გლეხებთან. რუს გლეხებს რომ მიეღოთ მეთაურთა კადრები თეთრი გვარდიის შემადგენლობიდან, გამოვიდოდა ისეთი „შენადნობი“, რომ მას ძნელად თუ გაუმკლავდებოდნენ. ამიტომ წავიდნენ დიდ დათმობებზე თეთრპოლონელთა წინაშე, 1-ლი ცხენოსანი არმია გადაისროლეს ვრანგელის წინააღმდეგ, იქ გადაიყვანეს მთელი ძალები და 1920 წლის ნოემბერში იერიშით აიღეს ყირიმი. ამის შემდეგ კი ჯარები გადაისროლეს ტამბოველი გლეხების წინააღმდეგაც. სადამსჯელო ექსპედიციას ტამბოველი გლეხების წინააღმდეგ მეთაურობდა ტუხაჩევსკი. პილსუცკის იგი ვერ გაუმკლავდა, ტამბოველ გლეხებთან კი მოახერხა გამკლავება. აჯანყებულებს ცეცხლს უშენდნენ არტილერიიდან. ურტყავდნენ პირდაპირ სოფლებს, ტყეებს, სადაც ისინი თავს აფარებდნენ, ბომბავდნენ თვითმფრინავებიდან, წამლავდნენ გაზებით. ეს აჯანყება სისხლში იქნა ჩახშობილი. ეს უკანასკნელი გლეხთა ომი იყო რუსეთში მართლმადიდებლობის დასაცავად, რუსული სოფლის, რუსი გლეხის ისტორიულად ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის დასაცავად.

თ ა ვ ი IV(დასაწყისი)

გაგრძელება. ნაწილი 3

1. მთელი XX საუკუნე რუსი ხალხისთვის დაკარგულია

ამ დროის მანძილზე, პრაქტიკულად ხუთი წლის მანძილზე, რუსეთის მოსახლეობა შემცირდა 14-15 მლნ. ადამიანით. მათგან სამხედრო დანაკარგებმა შეადგინეს ერთი მესამედი ნაწილი. ბრძოლებში დაიღუპა დაახლოებით 3 მლნ. ადამიანი ერთი და მეორე მხრიდან, შესაძლოა უფრო მეტიც კი, იმიტომ რომ ეს მონაცემები _ 2,5 მლნ. _ ითვალისწინებს დანაკარგებს ფრონტებზე, რომლებიც განიცადეს წითელმა არმიამ, მოხალისეთა არმიამ და კოლჩაკის არმიამ. მაგრამ ხომ იყო კიდევ პარტიზანული მოძრაობა, ყველანაირი „ლურჯები“, „მწვანეები“, მახნოელები. მათი დათვლა შეუძლებელია. მინიმუმ 2 მლნ. წავიდა საზღვარგარეთ. მხოლოდ ვრანგელმა, როდესაც ყირიმს ტოვებდა, თან წაიყვანა 150 ათასი ადამიანი. ეს იყო მისი არმია და ლტოლვილები. ზუსტი მონაცემები სამხედრო და სამოქალაქო ემიგრანტებზე არ არის. ეს ადამიანები მიემგზავრებოდნენ საზღვარგარეთ, აარსებდნენ იქ კოლონიებს, რუსულ თემებს, ტაძრებს. რუსული თემები იყო ევროპის ყველა ქალაქში, ასევე ჩრდილოეთ აფრიკის, შემდეგში ლათინური ამერიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქალაქებში, წარმოიქმნა შეერთებულ შტატებშიც. ისინი ჯგუფდებოდნენ მართლმადიდებლური ტაძრების გარშემო. ჩვენ მათ საბჭოთა დროში ვუწოდებდით თეთრ ემიგრანტებს. ისინი ითვლებოდნენ მოღალატეებად, მტრებად, ფაქტიურად, ეს იყო რუსეთის ნაწილი _ რუსული საზღვარგარეთი. ისინი აგრძელებდნენ იქ თავიანთ საქმიანობას, მოღვაწეობას. იქ ძლიერად იყო განვითარებული რუსული კულტურა, ხელოვნება, მეცნიერება, იყო თავისი უნივერსიტეტები. იყო საერო სასწავლო დაწესებულებებიც, სასულიერო აკადემიებიცა და სემინარიებიც. ამის შესახებ არ უნდა გვავიწყდებოდეს. და რუსული საზღვარგარეთის ამ სულიერი მემკვიდრეობის შეთვისების გარეშე, დღეს ჩვენ რუსული მართლმადიდებლური ცივილიზაციის აღორძინების ამოცანებს ვერ გადავწყვეტთ. ამის შესახებ ჩვენ ვისაუბრებთ ქვემოთ, ახლა კი გავაგრძელოთ სამოქალაქო ომის დანაკარგების დაანგარიშება.

ამრიგად, 5 მლნ. ადმიანი დაიღუპა ბრძოლებში, ან წავიდა საზღვარგარეთ. ეს არის დაუბრუნებელი, აუნაზღაურებელი დანაკარგები. დაახლოებით 5 მლნ. დაიღუპა შიმშილისგან. კარგად იყო ორგანიზებული შიმშილი. და დაახლოებით 5 მლნ. დაიღუპა ეპიდემიებისგან. უჭმელობის, განგაშებისა და მღელვარებების გამო ადამიანებს არ შეეძლოთ გამკლავება ეპიდემიებთან. ტიფი, გრიპის სხვადასხვანაირი ფორმები, „ესპანურა“ («испанка») თითქოს ცელივით სცელავდნენ ადამიანებს. რა თქმა უნდა, ეს უზარმაზარი დანაკარგებია. დიმიტრი ივანეს ძე მენდელეევი, ჩვენი სახელგანთქმული მეცნიერი, იყო არა მხოლოდ ქიმიკოსი, არამედ შესანიშნავი ეკონომისტიც, ბევრწილად იყო დაკავებული რუსეთის მდგომარეობის, მისი ეკონომიკის, ისტორიის, კულტურის კვლევებით, სიკვდილის წინ დაწერა შრომა „სანუკვარი ფიქრები“, სადაც გადმოსცა თავისი მოსაზრებანი რუსეთის შესახებ. ამ „სანუკვარ ფიქრებში“ მან მოიყვანა გაანგარიშებანი, რომ რუსეთი XX საუკუნის დასაწყისში იყო მოსახლეობის მიხედვით დაახლოებით მესამე ქვეყანა მსოფლიოში ჩინეთისა და ინდოეთის შემდეგ. მიუთითებდა, რომ თუკი ასეთივე ტემპებით გაიზრდებოდა ხალხმოსახლეობა, ხოლო ის კი 1861 წლის დიდი რეფორმების შემდეგ 50 წელიწადში გაორმაგდა, მაშინ რუსეთი XX საუკუნის ბოლოსთვის რიცხოვნების მიხედვით უნდა გაუთანაბრდეს ინდოეთს, ე. ი. უნდა მიუახლოვდეს სადღაც 1 მლრდ.-ს, რუსები იქნებიან 800-900 მლნ. ადამიანი როგორც მინიმუმი. ეს პროგნოზი იყო მეცნიერულად დასაბუთებული, მაგრამ იგი ვერ შედგა, იმიტომ რომ სამოქალაქო ომმა და ბოლშევიკურმა დიქტატურამ ძირეულად შეცვალეს სიტუაცია. ახლა მოსახლეობის რიცხოვნების მიხედვით, თვით უკრაინელებისა და ბელორუსების გათვალისწინებითაც კი, ჩვენ ვრჩებით იმავე დონეზე, რომელიც იყო პირველი მსოფლიო ომის წინ. ე. ი. მთელი XX საუკუნე რუსი ხალხისთვის დაკარგულია, უხეშად რომ ვთქვათ. აი ეს არის _ პირველი დასკვნა. ამიტომ, როდესაც დღეს ზოგიერთი პოლიტიკოსი ლაპარაკობს, რომ ლიმიტები რევოლუციებსა და აჯანყებებზე, სისხლიან გარჩევებზე, ავადმყოფობებზე ამოწურულია, მათ შეიძლება დავეთანხმოთ. მეტი რაღა ვქნათ? არის სოციალური და სულიერი ავადმყოფობების მკურნალობის სხვა მეთოდებიც.

შეიძლება თუ არა უბრალოდ დავგმოთ მთელი ეს რევოლუციები: თებერვლისა, ოქტომბრისა, ეს სისხლიანი გარჩევები, რომლებიც ხუთ წელიწადს ძიძგნიდნენ რუსეთს _ ყოველივე ეს ანათემას გადავცეთ, წყევლას და თითქოს-და ამოვშალოთ ისტორიიდან, ხალხის მეხსიერებიდან? ჯერ ერთი, ამის გაკეთება შეუძლებელია, ხოლო მეორეც _ ეს უაზრობაა. იმიტომ რომ ამ სისხლინ რყევებს ჰქონდა თავისი მიზეზები. ისტორიიდან ცნობილია, რომ როდესაც ხალხის უბედურება, ტანჯვა, სიღარიბე, ძიძგნა, ადამიანის სახელის შეგინება აღწევს ზღვარს, ხალხის მოთმინება სკდება, და უბრალო ხალხის მასა აღიმართება აჯანყებისთვის, რეჟიმთან ბრძოლისთვის, რომელიც მას სტანჯავს, დედამიწისკენ ხრის, მას დასცინის. და მაშინ ჩნდებიან რაზინები, პუგაჩოვები, ტამბოველი გლეხები. აი ასეთი მართალი პროტესტი იყო სახალხო აღშფოთების აფეთქებაც სამოქალაქო ომის წლებში. ხალხი მიისწრაფოდა სოციალური სამართლიანობისკენ. მაგრამ, როგორც პუგაჩოვის, რაზინის, კაზაკურ-გლეხური ომებისა და წარსული საუკუნეების აჯანყებების შემთხვევაში, აქაც ჩვენ ვხედავთ სწორედ იგივეს. დამონების, ტანჯვის წინააღმდეგ, სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლაში ისინი იწყებენ სისხლიანი მეთოდების გამოყენებას, ე. ი. აგრძელებენ დაცინვას ადამიანზე. ფეხქვეშ ითელება მორალი, ზნეობა, ღვთის მცნებები. და, რა თქმა უნდა, ასეთი გზით ვერ მოიპოვებ სოციალურ სამართლიანობას, ვერ დაიცავ ღვთის სიმართლეს, თუკი შენ არასწორ საქმესთან ბრძოლაში თავად მოქმედებ არასწორი მეთოდებით. გამოსავალი მხოლოდ ერთია _ ხალხის ზნეობის განმტკიცება, ხალხის ღვთისმოსაობის განმტკიცება. აი გზა, რომელსაც ნამდვილად შეუძლია განკურნოს რუსული მიწა და აღადგინოს ფეხქვეშ გათელილი სამართლიანობა. აი როგორი დასკვნა უნდა იქნას გაკეთებული რუსი მართლმადიდებელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლიდან სოციალური სიმართლისთვის, სამართლიანისთვის. საჭიროა სინანული. ემელკა პუგაჩოვმა თხემის ადგილზე, სადაც მას თავი მოჰკვეთეს, მიწამდე დაუხარა თავი და წამოიძახა: „მაპატიე რუსო ხალხო!“. მან იგრძნო თავისი დანაშაული, იმიტომ რომ მან დაარღვია ღვთის სიმართლე, იგრძნო, რომ არა იმ მეთოდით მოქმედებდა, ღრმად შეინანა.

როდესაც ჩვენ დღეს ვამბობთ, რომ დროა ზოგიერთებმა შეინანონ, ხოლო ისინი კი არ ინანიებენ, მაშინ გამოდის, რომ სინდისი მათ კიდევ უფრო ნაკლები აქვთ, ვიდრე ემელიანეს ჰქონდა. მას იგი გაეღვიძა სიკვდილის წინ, ამათთან კი _ მაგრად სძინავს. ხშირად ჩვენ ვიფარგლებით სახალხო აჯანყებების, მღელვარებების, ე. წ. რევოლუციების, არეულობების აღწერით, დასკვნებს კი არ ვაკეთებთ. ხოლო დასკვნები, რომელთა გაკეთებაც აუცილებელია ამ სოციალური ტანჯვებიდან, ტრაგედიებიდან, პირდაპირ გვეხება ჩვენ ყველას, გვიხატავს ჩვენს ვალს, გვახსენებს ჩვენი წმინდა მოვალეობების შესახებ. ახლა აუცილებელია ვილაპარაკოთ ღვთისმოსაობის (კეთილზნეობის, добронравие) პრაქტიკულად აღორძინების შესახებ. თუმცა კი ტაძრებში მოსიარულეთა რიცხვი იზრდება, მაგრამ გაეკლესიურებული ადამიანების რიცხვი, რომლებმაც სინამდვილეში აღიქვეს ქრისტეს სიმართლე, იზრდება ნელ-ნელა. ჯერჯერობით ეს ყოველივე მოდის დონეზეა, მოდა კი _ ჭირვეული ქალბატონია, თავქარიანი.

აქ ჩვენ ვხედავთ თებერვლისა და ოქტომბრის რევოლუციების განსხვავებას, იმიტომ რომ ეს არის _ ორი ეტაპი. არ შეიძლება ვამბობდეთ: „აი _ თებერვლის რევოლუცია, ეს კი _ ოქტომბრის რევოლუციაა“. ფაქტიურად, ეს არის _ რუსული მართლმადიდებლური ცივილიზაციის ნგრევის ერთიანი პროცესის ორი ეტაპი. დასკვნა ასეთია, რფომ რაზინისა და პუგაჩოვისგნ განსხვავებით გახრწნა დაიწყო ზევიდან. თუკი იქ აჯანყდნენ სასოწარკვეთილებამდე მიყვანილი ქვედა ფენები, აქ საჭირო გახდა ხანგრძლივი თვეები, რამდენიმე წელიწადი ხალხის ზნეობის დაჟინებული გახრწნისა. მოწოდებები ბრძოლისკენ გამოდიოდა სხვადასხვა პოლიტიკური მოღვაწეებისგან, პარტიებისგან. ამბობენ, თევზი თავიდან ყროლდებაო. 1917 წლის არეულობა, რომელიც ფაქტიურად გრძელდება დღემდეც, დაიწყო ზემოდან. ამ აზრით ეს არეულობა გვახსენებს XVII საუკუნის დასაწყისის არეულ დროებას. მაგრამ, მაშინ ხალხი დარჩა ეკლესიის ერთგული, გამოეხმაურა გერმოგენის მოწოდებას. ქვემოდან წარმოიქმნა საერო ლაშქარი, განდევნილ იქნენ უცხოელი ოკუპანტები და აღდგა სახელმწიფოებრიობა. ყველაფერი წამოვიდა ქვემოდან. გახრწნა მოდიოდა ზემოდან, ხოლო წესრიგს კი ამყარებდნენ ქვემოდან. ოქტომბერში გამოვიდა, რა თქმა უნდა, სხვანაირად. გახრწნა, ნამდვილად, დაიწყო, როგორც უკანასკნელი რიურიკოვიჩის სიკვდილის შემდეგაც, ზემოდან, მაგრამ ხალხმა ვერ შეძლო ზედა ფენების ინიციატივით დანგრეული სახელმწიფოებრიობის აშენება, ხელახლა შექმნა, რესტავრირება, აღორძინება სამართლიანობის მისეული გაგების შესაბამისად. ხალხის ხელისუფლება დამყარებული არ ყოფილა, ხელისუფლება დარჩა ყველაზე უფრო სისხლიანი, დაუნდობელი, თავხედური, მიზანსწრაფული, ურცხვი, მორალის მთელი ნორმების ფეხქვეშ გამთელავი პარტიის ხელში. როგორც წესი, არეულობისას ყოველთვის იმარჯვებს ყველაზე უფრო ორგანიზებული, ყველაზე უფრო უპრინციპო, ყველაზე უფრო მიზანსწრაფული ძალა. ეს იყო 1917 წელს, ეს გრძელდება ჩვენს დღეებამდეც.

2. ბოლშევიკების სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა

მაინც როგორი მეთოდებით მოქმედებდნენ ბოლშევიკები, თუკი მათ არა მხოლოდ მიიტაცეს ხელისუფლება, არამედ 70 წელიწადს ინარჩუნებდნენ მას? უწინარეს ყოვლისა, მათი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა. შემდეგ სახელმწიფოებრივი წყობილების პრობლემები. მაინც როგორი პოლიტიკური სისტემა წარმოიქმნა? სახელმწიფოს მმართველობის როგორი ფორმა? ეს საკითხები მჭიდროდ გადაეჭდო ერთიმეორეს. ლენინმა საბჭოების არსებობის პირველ წლებს, საბჭოთა ხელისუფლების პირველი დეკრეტებიდან დაწყებულს, უწოდა „წიტელგვარდიული შეტევა კაპიტალზე“. მოგვიანებით ამ პოლიტიკამ მიიღო კომუნიზმის სახელწოდება. რამდენადაც მან მოუტანა ქვეყანას გარდაუვალი უზარმაზარი უბედურებები: შიმშილი, ეპიდემიები, ომი _ ამიტომ, ბუნებრივია, ბოლშევიკები, ლენინი როგორც მათი ბელადი და თეორეტიკოსი, უწინარეს ყოვლისა, ცდილობდნენ ამ დანაშაულის გადატანას სნეული თავიდან ჯანმრთელზე. ისინი ამბობდნენ, რომ სამხედრო კომუნიზმი დამყარებულ იქნა იმიტომ, რომ ექსპლუატატორები, რომლებმაც დაკარგეს პოლიტიკური ძალაუფლება, ამას არ შეურიგდნენ. უნდოდათ თავიანთთვის „სამოთხისეული“ ცხოვრების, ძალაუფლები, სიმდიდრის დაბრუნება გააჩაღეს სამოქალაქო ომი. ხოლო, აწარმოებდნენ რა სამოქალაქო ომს, ყოველი მხრიდან მტრული გარემოცვის პირობებში, ბოლშევიკები, რათა გადარჩენილიყვნენ, იძულებული იყვნენ მიემართათ ყველაზე უფრო გადამწყვეტი საგანგებო ზომებითვის. ეს არასწორია. იმიტომ რომ სამხედრო კომუნიზმმა, ამ „წითელგვარდიულმა შეტევამ კაპიტალზე“ მოახდინა აჯანყების პროვოცირება, მოახდინა წინააღმდგობის პროვოცირება, და, რა თქმა უნდა, თავის მხრივ, თეთრი გვარდიის შეტევაც (მიწოლაც, ხოლო ის შიშის მომგვრელი იყო, და თეთრებს სულ ცოტა-ღა დააკლდათ გამარჯვებამდე) აიძულებდა ბოლშევიკებს ემოქმედათ ასეთი მეთოდებით, რათა გადარჩენილიყვნენ. უნდა ვხედავდეთ ამ ორი ფაქტორის ურთიერთმოქმედებას. ბოლშევიკებმა მაშინვე ჩაატარეს ნაციონალიზაცია, ანუ, როგორც ლენინმა თქვა: „ძარცვეთ ნაძარცვი!“. მარქსს აქვს ასეთი გამოთქმა, და ხშირად ამთავრებდა იგი ამ ფრაზით თავის წერილებს, ნაშრომებს: „ექსპლუატატორთა აღსასრულის საათი სცემს. ექსპროპრიაცია ჩაუტარეთ ექსპროპრიატორებს!“. რა არის ექსპროპრიაცია? რუსულად ეს არის _ ძარცვა. „კერძო საკუთრება _ ეს არის ნაქურდალი საკუთრება“, _ ამბობდა ჯერ კიდევ მარქსის წინამორბედი, სოციალისტი პრუდონი, ფრანგი მოაზროვნე.

ლენინმა, გამოდიოდა რა საჯაროდ, განაცხადა: „მე ბოლშევიკების პოლიტიკა ყველაზე უფრო უკეთესად გამომიხატა ერთმა მუშამ, სხვათა შორის ანარქისტმა. მან მითხრა: „მე ბოლშევიკები მომწონს, ისინი ამბობენ: „ძარცვე ნაძარცვი!“ _ დიდებულად არის დაჭერილი ბოლშევიზმის არსი“. ლენინს მისცეს შეკითხვა ამის შესახებ: „თქვენ ხომ მოუწოდებთ ამბოხიანი ვნებების თავაშვებულობისკენ, ადამიანთა ძარცვისკენ; ასე ხომ არ შეიძლება“. ეს იყო კულტურის მუშაკთა სრულიად რუსეთის თათბირზე 1918 წელს. და აი, ამ ბიბლიოთეკარმა ქალებმა, მუზეუმების მუშაკებმა _ განათლებულმა პუბლიკამ, რომელიც ქადაგებს სიკეთეს, სილამაზეს, კედელთან მიაყენეს ვლადიმირ ილიას ძე, წერილები მიაყარეს. მან თქვა: „ეს იყო ნათქვამი, მაგრამ ეს ხომ _ ჩემი სიტყვები არ არის. ეს იყო სიტყვები ჯერ ერთი, მუშის, პროლეტარის; მეორეც, ეს არის – მარქსის ცნობილი თეზისის რუსული თარგმანი. თქვენ ხომ იცით, თქვენ ხომ განათლებული ხალხი ხართ. თქმა „ძარცვე ნაძარცვი“ და „ექსპროპრიაცია ჩაუტარე ექსპროპრიატორებს“ _ ეს ერთი და იგივეა“. აი ასე დაიმალა (ამოეფარა, რუს. Вот так укрылся).

მთელი მსხვილი და საშუალო საკუთრება იქნა ნაციონალიზებული. ნაციონალიზებული საკუთრების სამართავად შექმნილ იქნა მმართველობის სპციალური ორგანო _ სახალხო მეურნეობის სრულიად რუსეთის საბჭო (რუსული აბრევიატურით _ ВСНХ). ლენინი განმარტავდა, რომ დაე ვსნხ დაკავებული იყოს ეკონომიკით, ხოლო სახკომსაბჭო დაკავებული იქნება მხოლოდ პოლიტიკური პრობლემებით; ისეთ დაწესებულებებს როგორიც არის ვსნხ ეკუთვნის მომავალი, იმიტომ რომ მარქსის თეორიის თანახმად სახელმწიფო, როგორც ადამიანთა დათრგუნვის განსაკუთრებული აპარატი თანდათანობით მოკვდება, ხოლო საგნების, წარმოების მმართველობა გაიზრდება, გადავა მეცნიერების, ინჟენრების ხელში. ამის შესახებ ჯერ კიდევ დიდი სენ-სიმონი ამბობდა XVIII საუკუნის ბოლოს. ვსნხ-მ მართლაც აიღო თავის ხელში მთელი მრეწველობა, ყველაფერი ის, რაც იყო ნაციონალიზებული. მაგრამ, სინამდვილეში, რა თქმა უნდა, არანაირი კვდომა სახელმწიფოსი არ მომხდარა. მოხდა პირიქით, სახელმწიფო ძალადობის გაძლიერება ადამიანებზე. სახელმწიფო აპარატი გაიზარდა რამდენჯერმე. ლენინი შემდეგ ამბობდა: საშინელი საქმეა, რატომ იზრდება იგი ასე სწრაფად“, _ ხოლო შემდეგ კი შეადარა ის, რაც ხდება რევოლუციურ პროცესებს სხვა ქვეყნებში, რომელთაც ადგილი ჰქონდათ წარსულში, და დაიმშვიდა თავი, _ „ყველა რევოლუციის დროს ყოველთვის მრავლდება მოხელეთა რიცხვი, სწრაფად იზრდება ბიუროკრატია, ხელისუფლებაში მოდიან ახალი ადამიანები. პირამიდა თავდაყირა დგება: ვინც არაფერი იყო, დგება მაღლა, ის, ვინც ყველაფერი იყო, აღმოჩნდება დაბლა“. როგორც ქვიშის საათი. სოციალური როტაციაა, და ამიტომ ბუნებრივია, რომ ბიუროკრატია ასე იზრდება. ეს სწორია.

3. პარტიის წევრთა პრივილეგიები

და აი იმ გადატრიალებებმაც, რომლებიც ახლა ხდება ჩვენს თვალწინ, გამოიწვიეს ბიუროკრატების, მოხელეთა, მმართველების, ძალოვანი სტრუქტურებისა და ა. შ. მკვეთრი გაზრდა. ამასთან, თითქოს-და წარმოიქმნა კერძო საკუთრება, კომპანიები, ტრესტები, კაპიტალისტები, ბიზნესმენები, ახალი რუსები (ჯერ კიდევ რცხვენიათ საკუთარ თავს უწოდონ ბურჟუები) _ ისინი მართავენ, თითქოს-და. ხოლო მოხელენი, სახელმწიფო თავად უკვე არ მართავს ეკონომიკას, იგი გამოდევნეს. მიუხედავად ამისა ნარჩუნდება ყველა სამინისტრო, მოხელეთა რიცხვიც იზრდება. ე. ი. რაღაც ორხელისუფლებიანობაა. ეს _ საერთო პროცესია, და, რა თქმა უნდა, ამ სამოხელეო საძმოს გაბერვას ჩვენ თვალს ვადევნებთ მაშინვე ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლების პირველსავე წლებში. ამასთან, ეს სახელმწიფო მოხელენი, როგორც წესი, წარმოადგენდნენ სახელმწიფო პირამიდის წვეროს _ ესენი იყვნენ პარტიის წევრები. ისინი სარგებლობდნენ დიდი სოციალური შეღავათებით, პრივილეგიებით. ერთის მხრივ, ბოლშევიკები გმობდნენ ძველ რეჟიმს, რომ იქ პრივილეგიები ჰქონდათ თავადაზნაურობას, სასულიერო წოდებას, იყო ყველანაირი საპატიო წოდებები, ხოლო ჩვენ კი, ყოველივე ეს გავაუქმეთ, ჩვენთან ყველა ადამიანი თანასწორიაო. სინამდვილეში ეს ასე არ იყო. ბოლშევიკური პარტიის წევრები იმყოფებოდნენ განსაკუთრებულ იურიდიულ მდგომარეობაში. შემდეგში, ჯერ კიდევ სამოქალაქო ომის წლებში, X ყრილობაზე ლენინმა თქვა, რომ სახელი უნდა გადაერქვას პარტიას, დაარქვან მას კომუნისტური. მაგრამ, ძველი ჩვეულებით მათ უწოდებდნენ ბოლშევიკებს. ბოლშევიკი-კომუნისტები სარგებლობდნენ უზარმაზარი უპირატესობით, ფაქტიურად, იმუნიტეტით. მათი სასამართლოში მიცემა არ შეიძლებოდა პარტიული ორგანოების ნებართვის გარეშე. თავიდან იმ პარტიულ უჯრედს, სადაც ეს კომუნისტი შედგება აღრიცხვაზე, მუშაობს, უნდა მიეღო გადაწყვეტილება მისი გარიცხვის შესახებ. პარტიული უჯრედის გადაწყვეტილება უნდა დაემტკიცებინა სამაზრო, ან საქალაქო კომიტეტს, ან კიდევ სულაც საგუბერნიოს. საკითხს იმის შესახებ, გაესამართლებინათ თუ არა კომუნისტი, განიხილავდნენ თვით ყრილობამდეც. ე. ი. ესენი იყვნენ პრაქტიკულად ხელშეუხებელი პირები. ფაქტიურად, ეს არის _ თავადაზნაურთა პრივილეგიების აღდგენა. რევოლუციამდელ რუსეთში არ შეიძლებოდა თავადისა და აზნაურისთვის მიესაჯათ სხეულებრივი სასჯელები, გაეგზავნათ იგი კატორღაში, ისე რომ არ ჩამოერთმიათ მისთვის წინასწარ დიდგვაროვნის წოდება. ოფიცერი, ბუნებრივია, თავიდან უნდა ჩამოექვეითებინათ, ჩამოეგლიჯათ მისთვის სამხრეები, მის თავს ზემოთ გადაეტეხათ დაშნა ღირსების აყრის ნიშნად, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა მისი გასამართლება. კომუნისტების თავს ზემოთ დაშნას, ბუნებრივია, არ ტეხავდნენ, იმიტომ რომ უკიდურესად იშვიათი იყო შემთხვევები, რომ თუნდაც ქურდობაში მხილებული მიეცათ პასუხიეგებაში. იგი უბრალოდ გადაჰყავდათ სხვა სამუშაო ადგილზე, უფრო შორს, შორს თვალთაგან და შორს გულისგან. რა თქმა უნდა, იყო შემთხვევები, როდესაც სამოქალაქო ომის წლებში კომუნისტებსაც ხვრეტდნენ სასამართლოსა და გამოძიების გარეშე, როგორც ამას აკეთებდა, მაგალითად, ტროცკი. იგი სამოქალაქო ომის დროს, იყო რა რესპუბლიკის რევსამხსაბჭოს თავმჯდომარე და სახალხო კომისარი სამხედრო-საზღვაო საქმეებში, დაფრინავდა რუსეთში, მგზავრობდა ჯავშანავტომობილით. მასთან იყო ათასი თავზეხელაღებული სისხლისმსმელი, რომლებიც გამოწყობილი იყვნენ ტყავის შავ ქურთუკებში და ტანზე შემოხვეული ჰქონდათ ტყვიამფრქვევის ლენტები. ეს ათასი კაცი მის ხელში იყო მრისხანე ძალა. ჩავიდოდა ფრონტის ამა თუ იმ უბანზე, ამა თუ იმ ქალაქში, დაამყარებდა წესრიგს. ასე რომ გამონაკლისებიც იყო.

იყო კომისრების ყოვლად-ძალაუფლება. კომისრების ინსტიტუტი შემოღებულ იქნა წითელ არმიაში სამოქალაქო ომის წლებში. კომისარს შეეძლო მოეკლა პოლკის მეთაური, თუკი თვლიდა, რომ მან გამოსცა დანაშაულებრივი ბრძანება. პარტიის წევრები სარგებლობდნენ უზარმაზარი უპირატესობით. გარდა ამისა, ისინი, როგორც წესი, ინიშნებოდნენ ნაციონალიზებული საწარმოების, ქარხნების, ფაბრიკების, მემამულეთა ყოფილი მამულების ხელმძღვანელებად, რომლებსაც გარდაქმნიდნენ საბჭოთა მეურნეობებად. და, რა თქმა უნდა, ისინი არ გრძნობდნენ შიმშილის მუქარას. მათ განკარგულებაში ჩავარდა საუკეთესო ბინები, იმიტომ რომ ცალკე სახლებიდან, დიდი შემოსავლინი ბინებიდან მოსკოვის, პიტერის, კიევისა და სხვა დიდი ქალაქების ცენტრებში ბურჟუბს ასახლებდნენ, ამჭიდროვებდნენ. იქ სახლდებოდნენ პარტიული საბჭოთა ბიუროკრატები. თუკი ჩვენ შევხედავთ მოსკოვის გარშემო ადგილებს, იგი გარშემორტყმულია შესანიშნავი სასახლე-კარმიდამოების რგოლით, რომლებსც ქმნიდნენ რამდენიმე ასწლეულის მანძილზე რუსი არისტოკრატები. ამ, სასახლე-კარმიდამოების დიდი ნაწილი რევოლუციის შემდეგ გადავიდა საბჭოთა პარტიული ბიუროკრატიის ხელში, თუმცა კი ზოგიერთი მათგანი გამოცხადებულ იქნა მუზეუმებად. ტროცკი, მაგალითად, ცხოვრობდა არხანგელსკში, თავად იუსუპოვების კარმიდამოში _ ეს გახლდათ მისი რეზიდენცია: დიდებული აპარტამენტები, სურათების გალერეა, საცურაო აუზი და სხვა. გარდა ამისა, მათ ეძლეოდათ საგანგებო ულუფა. მთელი ქვეყანა დასმულ იქნა ბარათების სისტემაზე, იმიტომ რომ ნაციონალიზაციამ დაარღვია ეკნომიკური ცხოვრება, ხუთჯერ დაეცა წარმოება. თვით პურის აღებაც კი ორ-სამჯერ ნაკლები დაიწყეს, რომ არაფერი ვთქვათ სამრეწველო საქონელზე. დაიწყო საჭმლის უკმარისობა და ბოლშევიკებმა შემოიღეს საბარათო სისტემა. შექმნეს სპეციალური პროდსახკომი (Наркомпрод) _ სახალხო კომისარიატი სურსათის საქმეებში. მთელი მოსახლეობა დაყოფილ იქნა სამ კატეგორიად, რომელთაც ამარაგებდნენ განსაზღვრული ნორმების მიხედვით. სურსათის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, საწვავის და ა. შ. თითოეულ სახეობაზე იძლეოდნენ სპეციალურ ბარათებს. არა მხოლოდ სურსათი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, არამედ თვით ნავთიც, შეშაც _ ყველაფერი იყო ნორმირებული. პირველ კატეგორიას, რომელსაც უზრუნველყოფდნენ ყველაზე უკეთესად, შეადგენდნენ პროლეტრები, სამრეწველო პროლეტარიატი. რადგანაც პროლეტარიატის დიქტატურაა, ეს ნიშნავს, რომ აუცილებელია ზრუნვა პირველ რიგში მუშებზე. მუშებთან ათანაბრებდნენ ასევე მეცნიერებსა და კულტურის მოღვაწეებს: მწერლებს, მსახიობებს, მხატვრებს. იყო ე. წ. აკადემიური ულუფა. ეს გაკეთებულ იქნა გორკის დაჟინებული მოთხოვნით, რომელმაც შექმნა მეცნიერთა დახმარების სპეციალური კომისია და მიაღწია ლენინისგან იმას, რომ მეცნიერები გაათანაბრეს მუშებთან. მეორე კატეგორიას შეადგენდნენ სახელმწიფო მოსამსახურეები. მესამე კატეგორია იყვნენ ყოფილი ექსპლუატატორები, ანუ, როგორც მათ უწოდემდნენ, „ჩამორთმეულები“ (რუს. «лишенцы»). მათ მიმართ იყენებდნენ პრინციპს: ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს. მათი სასურსათო ნორმები ოფიციალურად ოთხჯერ უფრო დაბალი იყო პირველი კატეგორიის ნორმასთან შედარებით. მაგრამ ფაქტიურად, ეს ნორმირება ნაკლებად ეხმარებოდა საქმეს. თვით ოფიციალურად დამტკიცებული ნორმაც კი იყო შიმშილის ზღვარზე. მუშა, და შესაბამისად მეცნიერიც, ღებულობდა 10 კგ პურს ოჯახზე. ხოლო თუკი მას ჰყავდა სამი შვილიß ეს ძალზედ ცოტაა, თუკი ეს იყო თუნდაც ფქვილი. მახსოვს, ომის წლებში მე ვიყავი მასწავლებლად სოფლის სკოლაში. ვღებულობდი 190 მანეთ ხელფასს, და ბარათით კიდევ მაძლევდნენ ერთ ფუთ ჭვავის ფქვილს _ აი ეს იყო მთელი ჩემი მონაპოვარი. მშიერი იყო ჩემი ცხოვრება. ფქვილის გარდა მუშა ღებულობდა 1,5 კგ ხორცს ან თევზს, 200 გ.

და თუკი ეს იყო „ჩამორთმეული“ _ მესამე კატეგორია, რომელიც ღებულობდა ოთხჯერ უფრო ნაკლებს? და, გარდა ამისა, ეს ნორმები არ სრულდებოდა, იმიტომ რომ პური, ხორცი, სურსათი არ კმაროდა, ცოტა იყო. მოსავლიანობა ეცემოდა, ომის ხანძარი გიზგიზებს. განსკუთრებით მწვავედ ამ შიმშილს გრძნობდნენ დიდი ქალაქები _ პიტერი და მოსკოვი. იყო შემთხვევები, როდესაც მსხვილი მეცნიერები, მხატვრები იხოცებოდნენ შიმშილისგან, ამ აკადემიური ულუფის მიუხედავად. შიმშილისგან მოკვდა, მაგალითად, ჩვენი სხელგანთქმული მოქანდაკე ალექსანდრე მიხეილის ძე ოპეკუშინი, ყველაზე უფრო მსხვილი, ყველაზე უფრო გენიალური რუსი მოქანდაკე, რომელმაც შექმნა პუშკინის ძეგლი. პიტერიდან გაემგზვრა თავის მშობლიურ იაროსლავურ სოფელში. იგი იყო ფერწერის აკადემიკოსი, ღებულობდა აკადემიურ ულუფას. მაგრამ რადგანაც იგი, პუშკინის ძეგლის გარდა, იყო ავტორი ალექსანდრე III-ის და ალექსანდრე II-ის ძეგლებისაც, რომელთაგან ერთი დადგმული იყო ქრისტე-მაცხოვრის ტაძარში, ხოლო მეორე _ კრემლში, ამიტომ მას ეს, ბუნებრივია, საბჭოთა ხელისუფლებამ შეახსენა. დაარღვიეს რა თავიანთი საკუთარი კანონი, შიმშილით მოუღეს მას ბოლო. იგი მოკვდა შიმშილისგან, დასჯილი. ერთ მემუარებში მოთხრობილი იყო პროფესორ-აკადემიკოსის შესახებ, რომელსაც პიტერში მისცეს აკადემიური ულუფა, და იგი მას სახლში მიათრევს. მაინც რა იყო ეს აკადემიური ულუფა? ცხენის თავი! აი თქვენ _ დელიკატესი. აქ თქვენ ნახავთ შაქრის, კარაქის უნციას, და ყოველივესი, რაც გსურთ. მართალია, იყო შემთხვევები, როდესაც გორკის დაჟინებით, საზოგადოების მოთხოვნით საბჭოთა მთავრობა განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა რუსული მეცნიერების გამოჩენილ მოღვაწეებზე. ასე, მაგალითად, ივანე პავლოვს, დიდ ფიზიოლოგს, მსოფლიოს პირველ ფიზიოლოგს, მიჰყავდა ლაბორატორია, ატარებდა იქ ცდებს ძაღლებზე. ლენინის ბრძანებით მან მიიღო ორმაგი აკადემიური ულუფა, რათა ეს ძაღლები გამოეკვება. თავად ლენინმა მოაწერა ხელი. მაშინ რომელიღაც პროფესორმა, პავლოვის პიტერელმა მეგობარმა უთხრა: „ივანე პეტრეს ძევ, მე ვშიმშილობ. თქვენთან წამიყვანეთ ძაღლად“. როგორც ამბობენ, ცრემლნარევი სიცილია. ეს ყველაფერი მოგონილი არ არის, ეს _ ცხოვრების სურათებია, რომლებიც გვიჩვენებს, თუ რა არის სამხედრო კომუნიზმი სინამდვილეში.

4. ფულმა დაკარგა ყველანაირი ფასი

გამოაცხადეს ფულის მოსპობის შესახებ. ფულმა დაკარგა ყველანაირი ფასი. საბეჭდი დაზგა მუშაობდა, ხოლო კოლოფი ასანთი უკვე რამდენიმე მილიონი ღირდა. მაშინ ბოლშევიკებმა გააუქმეს გადასახადი საცხოვრებელზე, ტრანსპორტზე, წყალზე, წამლებზე. მაგრამ, საქმე იმაში იყო, რომ ტრანსპორტი არ მუშაობდა, წამლები არ იყო, სახლებს არ ათბობდნენ. თითოეული მარტო იყინებოდა. მაშინ მოიგონეს ღუმელ-ბურჟუიკები. ბურჟუიკებს მათ უწოდებდნენ იმიტომ, რომ პირველად მათი გამოყენება დაიწყეს „ჩამორთმეულებმა“. ისინივე გადაიყვანეს ძაღლის ულუფაზე, არაფერს მათ არ აძლევდნენ. ისინი დგამდნენ ბურჟუიკას და მასში უკეთებდნენ წიგნებს, ჩეხდნენ ავეჯს, მოათრევდნენ რაიმეს ეზოდან. თუკი „ჩამორთმეული“ მიდის ქალაქში და სადმე დაინახავს ფიცარს, ნაფოტს, მას თან მიაქვს ისინი. ხოლო ბურჟუიკა კი იძლევა გათბობის დიდ კოეფიციენტს.

ლენინმა წერილიც კი დაწერა ოქროს მნიშვნელობის შესახებ ახლა, სოციალიზმის გამარჯვების შემდეგ, სდაც ის ამბობდა: „ჩვენ ნულამდე დავიყვანეთ ოქროს მნიშვნელობა, შემოვიღეთ პროდუქტების პირდაპირი გაცვლა. ჩვენ არ გვჭირდება ფული, არ გვჭირდება ბანკები“. მაგრამ ბანკები მათ უკვე გაძარცვეს, მთელი განძეულობა, რომელიც იყო ბანკებში, გაგზავნეს საზღვარგარეთ მსოფლიო რევოლუციის მოსამზადებლად. ლენინის ემისრებს ჩემოდნებით მიჰქონდათ იქ ოქრო, ბრილიანტები, რათა რევოლუცია გაეჩაღებინათ უნგრეთში, გერმანიაში. ბაზარი მათ ერთგვარად გააუქმეს, შემოიღეს პროდუქტების პირდაპირ გაცვლა. გლეხებს ართმევდნენ პურს, რათა დაერიგებინათ იგი ბარათებით. გლეხები წინააღმდეგობას უწევენ, ამბობენ: „მიგაქვთ პური, მოგვეცით ნავთი, ქსოვილები, ასანთი, თუკი თქვენ შემოიღეთ პროდუქტების გაცვლა“. მრეწველობა კი დგას. ზოგჯერ მოჰქონდათ ერთი კასრი ნავთი მთელ სოფელზე. იყო სპეცილური პროდსახკომი ცურიუპას მეთაურობით. იგი ქმნიდა, ბუნებრივია, პარტიის ცკ-ის გადაწყვეტილებით, სასურსათო რაზმებს, ცხენოსანი გვარდიელებისგან, მატროსებისგან, შეგნებული მუშებისგან, როგორც მაშინ ამბობდნენ. მათი საერთო რიცხოვნება აღწევდა 50-60 ათას ადამიანს _ ეს მთელი არმიაა. მათ ასევე უწოდებდნენ პროდარმიელებს. ხშირად, უბრალოდ მოდიოდა პროდრაზმი სოფელში, შეყრიდნენ ყველა გლეხს ერთად სოფლსაბჭოსთან, წაუკითხავდნენ დადგენილებას _ „ამდენი და ამდენი პური უნდა ჩააბაროს თქვენმა სოფელმა“. ბუნებრივია, სანაცვლოდ არაფერს არ იძლევიან. გლეხები ერთ ხანს რაღაცას აძლევდნენ, თვლიდნენ რა, რომ რაკი ჩვენ მივიღეთ მიწა, ამიტომ საჭიროა რაღაც მივცეთ ხელისუფლებასაც. მაგრამ როდესაც ეს ფაქტიური ძარცვა იქცა სისტემად, მათ უკვე აღარაფრის მიცემა აღარ შეეძლოთ, და მათ არც არაფერი ჰქონდათ. ისინი მალავდნენ პურს, მარხავდნენ მიწაში, ტყუილ საფლავებსაც კი თხრიდნენ სასაფლაოებზე და იქ ხორბალს ჰყრიდნენ, რათა თავი დაეხსნათ ფხიზელი პროდარმიელისგან. იმიტომ რომ ხიშტებით სინჯავდნენ მთელ მიწას გლეხის ეზოში, ბეღლის გარშემო, ბაღში. და, თუკი იქ საეჭვოდ იყო მიწა გაფხვიერებული, იწყებდნენ თხრას, და, როგორც წესი, პოულობდნენ პურს. და, გარდა ამისა, მეზობლებიც „ეხმარებოდნენ“. ფიქრობდნენ: „მე სჯობს მეზობელს ჩავუშვებ, შესაძლოა, მე შემრჩეს“. მაგრამ, არაფერი არ შველოდათ. და, რა თქმა უნდა, ხშირად გლეხები ამ პროდრაზმებს თავს ეცემოდნენ, სცემდნენ, აგდებდნენ, ზოგჯერ კი ხოცავდნენ კიდეც. ფაქტიურად, ფულის მოსპობის მიუხედავად, სწორი საქონელგაცვლა არ ყოფილა.

საგანგებო ზომების მიუხედავად, მოსახლეობამ დაიწყო თვითმომარაგება. თუმცა კი ფული გაუქმებული იყო, თუმცა ბაზრები და მაღაზიები დახურეს და საწყობებად გარდაქმნეს, საიდანაც ულუფებს არიგებდნენ ბარათებზე, ფაქტიურად, არალეგალური ბაზრები აგრძელებდნენ არსებობას. მოსკოვში არსებობდა დაახლოებით 2000 ნახევრად ლეგალური სავაჭრო. მოვაჭრეებს ჰქონდათ რაღაც მარაგები, რაღაცნაირად იყვნენ დაკავშირებული სოფელთან. ისინი ცვლიდნენ სურსათს, რომელიც მათ ჰქონდათ, ხოლო მოსახლეობისგან ღებულობდნენ ძვირფასეულობას, ტანსაცმელს და ა. შ. ქალაქელებიც ასევე წაიღებდნენ ხოლმე ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ძვირფასეულობას, მიემგზავრებოდნენ 50-100 კმ დაშორებაზე სოფელში, ცვლიდნენ იქ ყოველივე ამას სურსათზე. ყოველივე ეს საკუთარი ზურგით მიჰქონდათ, სარგებლობდნენ დამგზავრებული ტრნსპორტითაც, ეკიდებოდნენ სარკინიგზო ვაგონებზე, სხდებოდნენ მათ სახურავებზე. ამ პუბლიკას უწოდებდნენ მეტომრეებს. სწორედ მეტომრეები ამარაგებდნენ კიდეც საკუთარ თავსაც და მოშიმშილე მოსახლეობასაც. მოკრძალებული დაანგარიშებით, ქალაქების მოსახლეობა არ ამოწყვეტილა, თუმცა კი მკვეთრად შემცირდა. მაგრამ, იგი არ ამოწყვეტილა, დაიფანტა რა სოფლებში, ნათესავებში, ნაცნობებში, და, მარაგდებოდა რა ამ მეტომრეების მიერ. ისინი, სიტყვის ზედმიწევნითი აზრით, იყვნენ ხალხის მხსნელები შიმშილისგან. მათ, რა თქმა უნდა, პროდრაზმები, გადამღობი რაზმები, მილიცია უწყობდნენ ჩასაფრებებს, ხსნიდნენ მატარებლებიდან, აპატიმრებდნენ. შემდეგში მაინც მოიფიქრეს, გამოსცეს დეკრეტი იმის თაობაზე, რომ ადამიანს შეუძლია ქალაქში დაბრუნებისას ან ქალაქიდან გამგზავრებისას თან მიჰქონდეს მატარებელში რაღაც რაოდენობით სურსათი: რამდენიმე კილოგრამი ფქვილი, 1 კგ ხორცი ან თევზი _ დადგენილი იყო მკაცრი ნორმები, და რა თქმა უნდა, ამ ნორმებს არავინ არ იცავდა.

ნახევრად ლეგალურად აგრძელებდა არსებობას ვაჭრობა. მოსკოვში იყო სახელგანთქმული საძველმანო ბაზარი სუხარევის კოშკის ახლოს. ახლა ეს კოშკი აღარ არის, იგი აიღეს 1934 წელს. ეს კოშკი აგებულ იქნა პეტრე I-ის მიერ, ძალზედ მაღალი შენობა, ივანე დიდის სამრეკლოზე უფრო მაღალი. ლამაზი შენობა იყო, პოლკოვნიკ სუხარევის საპატივსაცემოდ, რომელიც მეთაურობდა სტრელეცთა პოლკს და იყო პეტრეს მგზნებარე მომხრე, თავი გამოიჩინა სტრელეცების ამბოხებასთან ბრძოლის დროს. ამ კოშკის გარშემო დუღდა სახელგანთქმული სუხარევის საძველმანო ბაზარი. ოფიციალურად იგი გუქმებულ იქნა უკვე მოგვიანებით, სტალინის დროს, 20-იანი წლების სულ მიწურულში.

აი ეს არის _ სამხედრო კომუნიზმი. კერძო საკუთრება ლიკვიდირებულია, ფული ლიკვიდირებულია, სურსათი იცვლება, ფაქტიურად _ ძარცვაა. რა თქმა უნდა, მასობრივი შიმშილია. განსაკუთრებით მწვავე შიმშილი იყო მოსკოვსა და პიტერში. მოსახლეობა შფოთავდა. იმისთვის, რათა შეემცირებინა მოსახლეობის უკმაყოფილება, უწინარეს ყოვლისა მუშების, ლენინმა უბრძანა ცკ-ის წევრებს პერიოდულად გასულიყვნენ უმსხვილეს ქარხნებში და განემარტათ პოლიტიკური მომენტი, სიტუაცია, რომელშიც იმყოფება ქვეყანა: გიზგიზებს სამოქალაქო ომი, შიმშილია, საკვების უკმარისობა. თავად ლენინიც დადიოდა ასეთ შეხვედრებზე. დასრულდა იმით, რომ მას ესროლეს. ხოლო რამოდენიმე დროის შემდეგ, სვერდლოვს, რომელიც გამოდიოდა მუშების წინაშე რომელიღაც სარკინიგზო დეპოში, გამხეცებულმა მუშა ქალებმა დაუშინეს ხის ნაფოტები, და ამ ნაცემებისგან სცაკ-ის თავმჯდომარე გარდაიცვალა. ოფიციალურად გამოცხადებულ იქნა, რომ იგი მოკვდა „ისპანკსგან“. ლენინმა წარმოსთქვა გულში ჩამწვდომი სიტყვა სვერდლოვის საპატივსაცემოდ, თქვა, თუ როგორი შესანიშნავი ორგანიზატორი იყო იგი. და, ბუნებრივია, რომ ამის შემდეგ დაიწყო ტერორი. მაგრამ ტერორი არ ყოფილა პასუხი კონტრრევოლუციურ ტერორზე. ასე გამოხატავდა ამას ბოლშევიკების პრესა: „თეთრ ტერორზე საპასუხოდ ჩვენ ვაცხადებთ წითელ ტერორს“. ტერორი დაიწყო მაშინვე ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, და შექმნილ იქნა სპეციალური ორგანოები.

5. პარტიისა და მთავრობის პოლიტიკა ეკლესიასთან მიმართებით

საერთო პრინციპი _ ძარცვე ნაძარცვი _ ვრცელდებოდა, ბუნებრივია, ეკლესიაზეც, და საეკლესიო ქონებაზეც. ითვლებოდა, რომ ეკლესია პირდაპირ აგებს პასუხს რუსეთის მეფეებისა და მთელი უწინდელი მფლობელების მთელ ცოდვებზე, რომ იგი ადამიანებს უნერგავდა მორჩილებას. ესენი არიან _ მჩაგვრელების საზიზღარი მსახურები, ხელის ბიჭები და თავად მჩაგვრელები, მათ უნდა ვექცეოდეთ დაუნდობლად. საბჭოთა ხელისუფლების ერთერთი პირველი დეკრეტი იყო ეკლესიის სახელმწიფოსგან და სკოლის ეკლესიისგან გამოყოფის გამოცხადება. ბოლშევიკები აქ ამოდიოდნენ, არსებითად, ბურჟუაზიული სამართლის პრინციპებიდან _ თავისუფალი ეკლესია თავისუფალ სახელმწიფოში. შეიძლება, რა თქმა უნდა, ამოღებულ იქნას საეკლესიო დისციპლინების სწავლება სკოლიდან, შეიძლება განიდევნონ ეკლესიის წარმომადგენლები, საეკლესიო იერარქები სახელმწიფო დაწესებულებებიდან. ძველ სახელმწიფო საბჭოში რევოლუციამდე იყო სპეციალური საეკლესიო კურია. უმაღლესი საეკლესიო იერარქები ირჩევდნენ იქ თავიანთ წარმომადგენლებს, და ისინიც მონაწილეობდნენ სხდომებზე სახელმწიფო პალატაში, სახელმწიფო საბჭოში, მონაწილეობდნენ კანონების განხილვაში. სახელმწიფო საბჭო დაშლილ იქნა. ბუნბრივია, სასაცილო იქნებოდა გვეფიქრა იმის შესახებ, რომ ბოლშევიკები დაუშვებდნენ სასულიერო წოდებას მონაწილეობისთვის საკანონმდებლო აქტების გნხილვაში. თავად ეკლესიის გამოყოფა სხელმწიფოსგან _ ეს არის აქინეა, რომელიც მოგონილი იყო არა კეთილი მიზნებით. როგორ შეიძლება გამოყოფილ იქნას სახელმწიფოსგან მთელი მართლმადიდებელი ხალხი? სწორი, კანონიკური გაგებით, ეკლესია _ ეს არის არა მხოლოდ სინოდი, არა მხოლოდ კლირი, არამედ ესენი არიან ერის კაცებიც. საეკლესიო წესდებების განუხრელობა სწორედ იმაშია, რომ მათ ღებულობენ კრებებზე, მაგრამ შემდეგ ღებულობს და იწონებს მთელი მართლმადიდებელი ხალხი. ამაში არის მათი სიწმინდე, ამაში არის მათი განუხრელობა. აქ კი უეცრად აცხადებენ, რომ მართლმადიდებელი ხალხი არ მონაწილეობს სახელმწიფოს მართვაში. იგი გამოყოფილია, იგი გამოიყვანეს სახელმწიფო გალავნის გარეთ. ეს ნიშნავს, რომ ფაქტიურად, ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფის ლოზუნგი წარმოადგენს ჰიპოსტასს, მეორე სახეს, სახელმწიფოსგან ხალხის გამოყოფის მეორე მხარეს. ხალხი არ დაიშვება სახელმწიფოს მმართველობაში მონაწილეობისთვის. მაშინ სახელმწიფო გაიგივებული ხდება მთავრობასთან. სახელმწიფო _ ეს ის ხროვაა, რომელმაც მიიტაცა ხელისუფლება, რაც არ უნდა ეწოდებოდეს მას: სახკომსაბჭო, მინისტრთა საბჭო. გამოდის, რომ სახელმწიფო _ ეს არის მთავრობა, და სახელმწიფო დაკავებულია თავისი საქმეებით, მას არანაირი საქმე არა აქვს მართლმადიდებელ ხალხთან. დიახ, მაშინ შეიძლებოდა გამოყოფა. ასე მოიქცნენ კიდეც ბოლშევიკები. თავიანთ კონსტიტუციაში ჩაწერეს, რომ საბჭოთა ხელისუფლება _ ეს არის მთელი მშრომელი ხალხის ხელიუფლება, ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს მშრომელთა დეპუტატების საბჭოების სახით, რომ ზემოდან ქვემოთ _ ხელიუფლების ერთიანი სტრუქტურაა. ხალხი სოფლებში, დაბებში, ქალაქებში, მაზრებში, გუბერნიებში ზოგადსახელმწიფოებრივ დონეზე ირჩევს თავის წარმომადგენლებს, ეს წარმომადგენლები კი აყალიბებენ მმართველობის ორგანოებს, აღმასრულებელ ხელისუფლებას. მაგრამ სინამდვილეში საქმე ასე არ ყოფილა. სინამდვილეში მთელი ძალაუფლება ეკუთვნოდა პარტიის ცკ-ს. ეს გამოვლინდა ჯერ კიდევ თავად რევოლუციის დროს. და, ფაქტიურად, ლენინი კარნახობდა, თავს ახვევდა თავის ნებას ცენტრალურ კომიტეტს, ხოლო ცკ კი ღებულობდა გადაწყვეტილებას, რომელსაც შემდეგ სამინისტრო, სახკომსაბჭო, სცაკ-ი მხოლოდ აფორმებდნენ სათანადო სახით, ვითომდა განიხილავდნენ და ამტკიცებდნენ. ფაქტიურად ყველაფერს წყვეტდა პირთა ვიწრო წრე, 7-9 ადამიანი. და როდესაც ლენინის ეს დამქაშები, თანამებრძოლები ზოგჯერ მას არ ეთანხმებოდნენ, იგი წაუყენებდა მათ ულტიმატუმს, და ისინიც კაპიტულირებას ახდენდნენ. ასე, სამოქალაქო ომის წლებშიც, და მოგვიანებითაც, თვით თავის ავადმყოფობამდე ლენინი, ფაქტიურად, იყო დიქტატორი. იგი ხშირად ერთპიროვნულად ღებულობდა დეკრეტებს როგორც სახკომსაბჭოს თავმჯდომარე, ისე რომ არავისთან არ ათანხმებდა მათ. ან ვინმეს ტელეფონით მოელაპარაკებოდა თავისი თანამებრძოლებიდან.

როდესაც ბოლშევიკებმა ეკლესია გამოყვეს სახელმწიფოსგან, მათ მოახდინეს მთელი მისი ქონების ნაციონალიზაცია, გაძარცვეს ეკლესია. ამ გაძარცვას თან ახლდა მონასტრების, ტაძრების დარბევა, ეკლესიის მსახურთა დაპატიმრებები. დაზარალა რამდენიმე მიტროპოლიტი, რომლებიც დახვრიტეს პიტერშიც, კიევშიცა და მოსკოვშიც სასამართლოსა და გამოძიების გარეშე. საბჭოთა ხელისუფლებისა და პირადად ლენინის ეს პოლიტიკა ეკლესიასთან მიმართებით ყველაზე უფრო სრულად გამოვლინდა 1922 წლის დასაწყისში, როდესაც ლენინისა და ტროცკის ინიციატივით გამოცმულ იქნა მთავრობის განკარგულება მთელი საეკლესიო ფასეულობების ჩამორთმევის შესახებ, მათ რიცხვში ხატების მოჭედილობების, საღვთისმსახურო ჭურჭლეულის, ქორკანდელების (ჭაღების), შანდლებისა და ა. შ. ეკლესიას მანამდეც ძარცვავდნენ, ხოლო აქ კი იყო პირწმინდად გაძარცვა. უნდა ითქვას, რომ ამ წამოწყებამ ვერ მისცათ მოსალოდნელი შედეგი, თუმცა კი გაძარცვეს მთელი ხატები კრემლის ტაძრებში. სპეციალურ ემისრებს გზავნიდნენ ყველა მონასტერში: კირილო-ბელოზერსკისაც, ფერაპონტისაც, სოლოვკიშიც ჩავიდა კომისარი, რომელიც მთელ თვეს დძვრებოდა იქ ყველა კუთხე-კუნჭულში, სანამდე არ იპოვნა ბერ-მონაზვნების მიერ დამალული საეკლესიო სამკაულები და არ მოახდინა ყველაფრის კონფისკაცია. ამ კამპანიამ 5 მლნ. მანეთზე ნაკლები მისცა. პატრიარქმა ტიხონმა დაჰგმო ეს, და ამას უწოდა სიწმინდეთა შეურაცხყოფა, დაცინვა (შეგინება, поруганье), ლენინის დეკრეტის დარღვევა ეკლესიის ავტონომიის შესახებ. იგი დაპატიმრებულ იქნა, მასზე ამზადებდნენ პროცესს. მაგრამ, მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის ზეწოლით, თავად მრევლის ზეწოლით, რუსების აღშფოთების ზეწოლით, იგი გაანთავისუფლეს. ლიტერატურაში აღწერილია, თუ როგორ დასცინოდნენ მას, მასხრად იგდებდნენ, მიჰყავდათ დაკითხვებზე. დასრულდა იმით, რომ 1925 წელს იგი მოულოდნელად გარდაიცვალა მეტად ბუნდოვან გარემოებებში. სახელგანთქმულმა რუსმა მხატვარმა კოროვინმა სპეციალურად დაწერა სურათი, რომელიც მიძღვნილი იყო წმინდა პატრიარქის დაკრძალვისადმი. გასაოცარი სურათია. ხალხი მოედინებოდა მთელი რუსეთიდან, რათა დამშვიდობებოდა პატრიარქს.

პროფ. ანატოლი სმირნოვიმასალის ორიგინალი განთავსებული იყო საიტზე православие.ru

თარგმნა და შენიშვნები დაურთო ირაკლი ხართიშვილმა

(1) ტრაპიზონამდე მიმავალ გზაზე, ბუნებრივია, რომ რუსული კავკასიის არმიის ჯარები გაივლიდნენ არ მხოლოდ დასავლეთ სომხეთის, არამედ ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიასაც. გულსატკენია, რომ პროფესორი სმირნოვი, და ასევე ბევრი სხვა რუსი ავტორიც, დაჟინებით ახდენენ ამის უგულვებელყოფას და ლაპარაკობენ მხოლოდ დასავლეთ სომხეთზე, ანუ თურქეთის სომხეთზე.

(2) პროფესორ სმირნოვის ამ მონათხრობში არის ძალზედ ბევრი უზუსტობა და დამახინჯება, რომლებსაც მხოლოდ თხრობის შემოკლებისა და ამისთვის ცალკეული ნაკლებმნიშვნელოვანი ფაქტების გამოტოვებით ვერ ავხსნით, და სამწუხაროდ შეგვიძლია ვივარაუდოთ ავტორის ტენდენციურობა და არაკეთილსინდისიერება საქართველოს იმდროინდელ ისტორიასთან მიმართებით. სახელდობრ, თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე უფრო გავლენიან ძალებს სოციალ-დემოკრატიული პარტიის მეთაურობით, არ დაუყენებიათ რუსეთისგან გამოყოფის საკითხი, და ისინიც, ისვე როგორც სომხეთისა და აზერბაიჯანის სათანადო ძალები, იდგნენ ერთიანი რუსული სახელმწიფოს ფარგლებში სოციალისტური ხელისუფლებისა და წყობილების დამყარების პოზიციაზე. თურქეთის ფრონტიც იმხანად ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო. მოქმედებდა ამიერკავკასიის სეიმი, რომელშიც საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დეპუტატები წყვეტდნენ მათ კომპეტენციაში არსებულ საკითხებს, ასევე მოქმედებდა მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა საბჭოები და სხვა ორგანოები. 1917 წლის ნოემბერში, როგორც თავად ავტორს უწერია, ამიერკავკასიის ხალხებიც მონაწილეობდნენ სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნებში, შემდეგ კი, 1918 წლის იანვრის თვეში, აქ არჩეული დეპუტატები _ დამფუძნებელი კრების მუშაობაშიც. ბოლშევიკების მიერ დკ-ის გარეკვის შემდეგ, პროტესტის ნიშნად, ამიერკავკასიის რევოლუციური ძალები გაემიჯნენ ბოლშევიკურ ხელისუფლებას, თუმცა კი რჩებოდნენ ერთიანი რუსეთის მხარდაჭერის პოზიციაზე. შეიქმნა „ოზაკომი“, ამიერკავკასიის საგანგებო კომისარიატი, რომელშიც მონაწილეობდნენ ამიერკავკასიის ხალხთა წარმომადგენლები. გარდა ამისა, მოქმედებდა ეროვნული საბჭოებიც, თუმცა კი მათ ისეთი ძალა და მნიშვნელობა არ გააჩნდათ, როგორიც საერთო ამიერკავკასიურ სტრუქტურებსა და, განსაკუთრებით, მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა საბჭოებს, რომელთა სათავეშიც იდგა ქართველი სოციალ-დემოკრატი ნოე ჟორდანია.

ავტორი, სამწუხაროდ, არ ამბობს იმას, რომ 1918 წლის მარტში ბრესტ-ლიტოვსკში დადებული ზავის პირობები ითვალისწინებდა დათმობებს არა მხოლოდ გერმანელების, არამედ მათი მოკავშირე ოსმანური თურქეთის სასარგებლოდაც, სახელდობრ არზრუმის, ყარსის, ოლთისისა და არტაანის ოლქები, ასევე აჭარა, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები, და ასევე სომხეთის ცალკეული ამიერკავკასიული ტერიტორიებიც, სწორედ ამ ზავის თანახმად გადაეცა თურქეთს. ქართველებმა და სომხებმა უარი განაცხადეს აღნიშნული ტერიტორიების დათმობაზე და ერთიანი ამიერკავკასიური ფრონტით სურდათ თურქთა მოსალოდნელი შემოტევის მოგერიება, მაგრამ აზერბაიჯანელებმა უარი თქვეს თურქეთთან ომზე, და ამიტომ ეს ერთიანი ფრონტი ვერ შედგა. ამასთანავე ბრესტ-ლიტოვსკში ზავის დადების შემდეგ რუსული არმიის თურქული ფრონტი მთლიანად მოიშალა, ჯარები რუსეთისკენ მიმავალ გზას დაადგნენ და ამიერკავკასიის ხალხები დაუცველნი რჩებოდნენ თურქული არმიის შემოტევის წინააღმდეგ. საჭირო იყო შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების დაუყოვნებლივ დაწყება. სწორედ ამისთვის სჭირდებოდათ ამიერკავკასიის ხალხებს რუსეთის ყოფილი იმპერიის კავკასიის საგანგებო არმიის შეიარაღება, რასაც პროფესორი სმირნოვი დამახინჯებულად და ამიერკავკასიელთადმი ერთგვარად აგდებულად გადმოსცემს _ რაკი რუსეთის კავკასიის არმია დაიშალა და მთელი ფრონტი გააშიშვლა, ან ქართველები და სომხები უნდა შერიგებოდნენ ბრესტ-ლიტოვსკის ზავით გათვალისწინებული ტერიტორიების თურქეთისთვის გადაცემას, ან კიდევ იარაღის ძალით დაეცვათ თავიანთი მიწები; სადაც სინდისია, იქ რუსულ სარდლობას თავად უნდა დაეტოვებინა ეს შეიარაღება ამიერკავკასიაში, და არა დღეს რუსი ისტორიკოსი, და თანაც მართლმადიდებლური ზნეობის პოზიციიდან მოლაპარაკე უნდა ღვრიდეს გესლს ქართველების, სომხებისა და აზერბაიჯანელების მიმართ მათ მიერ რუსული იარაღის მითვისებისა და „მოროდიორული ხერხებით” თავიანთი შეიარაღებული ძალების მშენებლობის გამო.

იმ ხანად საქართველოში იქმნებოდა სოციალ-დემოკრატ მუშა რევოლუციონერებისგან წითელი გვარდია, რომელმაც ბოლშევიკების შეიარაღებულ რაზმს დაასწრო და დაიკავა თბილისში მდებარე არსენალი, საიდანაც თანაბრად გაუნაწილეს იარაღი ქართველებს, სომხებსა და აზერბაიჯანელებს, მათ მიერ დემოკრატიული წესით არჩეულ მთავრობებს, და არ მისცეს საშუალება ბოლშევიკებს, რათა იარაღის ძალით ამიერკავკასიაშიც დაემხოთ თითოეული ხალხის უმრავლესობის მიერ არჩეული მმართველობის ორგანოები. თურქეთის ფრონტიდან რუსეთისკენ ეშელონებით მიმავალი ჯარები თავიდან თბილისი გავლით მიდიოდნენ, აქ ბევრ უწესრიგობებს ახდენდნენ და მოსახლეობას დიდად აწუხებდნენ. ამიტომ გადაწყდა თბილისის შემოვლით ახალი სარკინიგზო ხაზის გაყვანა, რაც გაკეთებულ იქნა კიდეც. წითელგვარდიელებს პოსტები ჰქონდათ რკინიგზაზე გაკეთებული, რათა იარაღის ძალითაც, თუკი საჭირო გახდებოდა, გადაეღობათ გზა რუსული ჯარებისთვის თბილისისკენ, და ეშელონები მიემართათ შემოვლით მიმავალ ხაზზე.

გარდა ამისა, რუსული ჯარების წასვლის შემდეგ ამიერკავკასიის ქვეყნები დაუცველი დარჩებოდნენ თურქეთის პირისპირ, თუკი არ იზრუნებდნენ საკუთარი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაზე, ამისთვის ოფიცერთა კადრები ქართველებს ბევრი ჰყავდათ, იარაღი კი სახლში მიმავალი ჯარებისთვის უნდა დაეტოვებინათ. და ეს არის მოროდიორობა? და მართლმადიდებელ ისტორიკოსს სინდისი აძლევს იმის უფლებას, რომ დაგმოს ამიერკავკასიელები საკუთარი სამშობლოს, საკუთარი სახლ-კარის დაცვის სურვილის გამო? ის კი მართალია, რომ უიარაღოდ სახლში მიმავალ რუს ჯარისკაცებსა და ოფიცრებს გზაში, უფრო მეტად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მძარცველთა ბანდები ესხმოდნენ თავს, მაგრამ აქაც მოინახა გამოსავალი, და დადებული შეთანხმების საფუძველზე, ამიერკავკასიის შეიარაღებულმა ფორმირებებმა დაიწყეს რუსული ჯარების ეშელონების გაცილება, უიარაღოდ მიმავალი ჯარისკაცების დაცვის მიზნით, რამაც მკვეთრად შეამცირა მათი ძარცვის შემთხვევები. და ამის დაუნახაობა კი ამშვენებს მართლმადიდებელ ადამიანს?

ფაქტია ისიც, რომ თურქეთის ჯარებმა დაიწყეს შემოტევა ამიერკავკასიის მიმართულებით, დაიპყრეს ახალციხე, ახალქალაქი, ბათუმის ოლქი, მოსული იყვნენ გურიაში ნატანებთან, და ქართული წითელი გვარდია და სტუდენტ-მოხალისეთა რაზმები ვერ უმკლავდბოდნენ მათ, მხოლოდ ჯავშნოსანი მატარებლების ეფექტური მოქმედებით იქნენ შეჩერებული თურქები ნატანებთან. მაგრამ ეს მხოლოდ დროებით წარმატებად დარჩებოდა, რომ არა საქართველოს მთავრობის დაკავშირება გერმანულ სამხედრო ხელმძღვანელობასთან, და მათ მიერ დახმარების აღმოჩენა იმაში, რათა თურქები დაკმაყოფილებულიყვნენ ბრესტის ზავით მათთვის განკუთვნილი ტერიტორიებით, და შემდგომი დაპყრობები შეწყვიტათ. თურქების გასაჩერებლად ოთხი გერმანული ბატალიონიც კი შემოვიდა საქართველოში. საქართველოს დამოუკიდებლობა, როგორც ვიცით, 1918 წლის 26 მაისს იქნა გამოცხადებული, და ამის შემდეგ ჩაერივნენ გერმანელები თურქებთან ჩვენი ურთიერთობების მოსაგვარებლად. გერმანული ბატალიონები საქართველოში იდგნენ პირველ მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხებამდე (ვერსალში სამშვიდობო ხელშეკრულების დადებამდე), რის შემდეგაც ისინი შეცვალეს ბრიტანელებმა.

ბრიტანული სამხედრო ყოფნა საქართველოში მოიცავს ძირითადად 1919-1920 წლებს, და როგორც თანამედროვე რუსი მკვლევარები წერენ, სწორედ ბრიტანეთის გეგმებში შედიოდა რუსეთის დანაწევრება და განაპირა ხალხებისთვის, მათ შორის ქართველებისთვისაც, რუსეთისგან ფორმალური დამოუკიდებლობის ტენდენციის გაძლიერება. ამის გამო, საინტერესოა, რომ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერები, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელები, რომლებიც მთელი თავიანთი საქმიანობის მანძილზე ერთიანი რუსული რევოლუციური ფრონტის იდეით იყვნენ განმსჭვალული, 1919-1920 წლებში არ გამოდიან დენიკინის მოხალისეთა არმიის მხარდასაჭერად, რომელიც აყენებდა ისეთ ლოზუნგს, რომელიც სავსებით ჯდებოდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (მენშევიკებისა) იმჟამინდელ პროგრამაში _ ერთიანი რუსული სახელმწიფოს აღდგენა და შემდეგ არჩეული დამფუძნებელი კრების მეშვეობით ამ სახელმწიფოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მოწყობა. ეს, როგორც ვთქვით, მთლიანად შეესაბამებოდა ქართველი მენშევიკების შეხედულებებს 1918 წლის 26 მაისამდე, 26 მაისი მაინც რაღაცნაირად იძულებითი ნაბიჯი იყო მათი მხრიდან, მაგრამ 1919 წლიდან კი უკვე, როგორც ჩანს, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავდა ბრიტანული პოლიტიკა. სწორედ ამიტომ არ დაეხმარა დენიკინს საქართველოს მენშევიკური მთავრობა, თუმცა კი მას აქტიური მოქმედებები არ დაუწყია მოხალისთა არმიის საზიანოდ, თუ არ ჩავთლით სოჭის ოლქის გამო არსებულ ლოკალურ მცირე კონფლიქტს, რომელშიც ქართველებმა კარგი როლი არ ითამაშეს, კონფლიქტშიც შევიდნენ დენიკინის ძალებთან და ამით ბოლშევიკების სასარგებლოდ იმოქმედეს.

რაც შეეხება საქრთველოს იმჟამინდელ სამხედრო მშენებლობას, მას ბევრი ხარვეზები ჰქონდა, და შესაძლოა ქართული ჯარი დენიკინის არმიას ვერ გამკლავებოდა, ამაზე რომ მიმდგარიყო საქმე, მაგრამ მან მოახერხა საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა ომებში სომხებთან, ისტორიული სამცხე-საათაბაგოს პროთურქულ ძალებთან, ოს ამბოხებულებთან, საბჭოთა რუსეთის 1920 წლის შემოტევასთან. ამიტომ აქაც არ შეშვენის მართლმადიდებელ მკვლევარს, საკუთარ ქრისტიანულ ზნეობასთან კონფლიქტში საკუთარი წარმატებების გაბერვის მიზნით ქართველების უსაფუძვლო დამცირება. მას უნდა ახსოვდეს, რომ არ გაუკეთოს სხვას ის, რასაც საკუთარ თავს არ უსურვებდა.

იგივე ითქმის ტენდენციურ მსჯელობაზე აფხაზეთის, და მით უმეტეს „სამხრეთ ოსეთის“ შესახებ. ცნობილია, რომ 1900-იანი წლების დასაწყისში რუსეთის იმპერიის მთავრობისგან წამოვიდა ინიციატივა სოხუმის ოლქის ქუთაისის გუბერნიისგან ჩამოშორებისა და ეკატერინოდარის გუბერნიისთვის შეერთების თაობაზე. მაგრამ მაშინ თავად აფხაზეთის (სოხუმის ოლქის) წარმომადგენელთა დეპუტაცია ეახლა თბილისში მეფისნაცვალს თავად ვორონცოვ-დაშკოვს და სთხოვა არ ჩამოეცილებინათ სოხუმის ოლქი ქუთაისის გუბერნიისთვის, ანუ აფხაზეთი იმერეთისთვისა და სრულიად საქართველოსთვის. მაშინ მეფის მთავრობამ ანგარიში გაუწია აფხაზების თხოვნას და თავისი პროქეტი აღარ განახორციელა.

რაც შეეხება „სამხრეთ ოსეთს“, ანუ იმ ტერიტორიას, რომლსაც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკებმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი უწოდეს, ისტორიულ საქართველოში სრულებით არ იყო ცნობილი, და ოსები XVIII ასწლეულის მიწურულს ქართლ-კახეთის სამეფოში სახლობდნენ ძირითადად არაგვის საერისთაოსა და ქსნის საერისთაოში, აგრეთვე უფრო მცირე რიცხვით, სხვა სათავადო მამულებში. სახელდობრ, ქართლ-კახეთის უკნასკნელი ბაგრატიონი მეფის გიორგი XIII-ის ძის იოანე ბატონიშვილის მიერ 1796-1799 წწ. ჩატარებული ქართლ-კახეთის სამეფოს სოფლების აღწერის შედეგად (იხ. იოანე ბაგრატიონი _ ქართლ-კახეთის აღწერა, თბილისი, 1986 წ.), ყოფილი არაგვის საერისთაოს ვაკის სოფლებში, რომელიც გადაცემული ჰქონდა ერეკლე II-ის ძეს ვახტანგს, შედიოდა მხოლოდ 42 ქართული სოფელი, ხანდოს ხეობაში 9 და გუდამაყრის ხეობაში 8 სოფელი, ხოლო არაგვის საერისთაოს მთის კერძო 26 სოფლიდან მხოლოდ ერთი _ ღუდა იყო ოსური მოსახლეობით (ანუ მთიულეთში 85 სოფლიდან მხოლოდ ერთი იყო ოსური.) კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებზე ისტორიულ ხევსა და თრუსოს ხეობაში 30 სოფლიდან 11 იყო ოსური აქედან 8 ოსური სოფელი თრუსოს ხეობაში (ამრიგად, ვახტანგ ბატონიშვილის საუფლისწულო მამულში, არაგვის, თერგისა და თრუსოს ხეობებში 115 სოფლიდან მხოლოდ 12 იყო ოსებით დასახლებული). ქსნის ხეობაში იოანე ბატონიშვილის საუფლისწულო მამულში 81 სოფლიდან 30 დასახლებული იყო ოსებით, მათგან ჭურთას ხეობაში იყო 8 ოსური სოფელი, ჟამურის ხეობაში 9 ოსური სოფელი, მაღრან-დოვლეთის ხეობაში 6 ოსური სოფელი; იმავე ქსნის ხეობაში მეფის ძის ბაგრატის კუთვნილ მამულში 14-ზე მეტი სოფლიდან ერთი იყო ოსური; უწინდელ ქსნის საერისთაოზე მიწერილ გვერდისძირის მამულში, რომელიც იულონ ბატონიშვილს ეკუთვნოდა ნაჩვნები იყო 15 ქართული სოფელი; იმავე საერისთაოზე მიწერილ პატარა ლიახვის ხეობაში იყო 18 სოფელი, სანახევროდ შერეული ქართულ-ოსური მოსახლეობით (ამრიგად, ქსნისა და პატარა ლიახვის ხეობებში მდებარე 152 სოფლიდან 32 იყო ოსური და 18 შერეული მოსახლეობით). გორზე მიწერილი 36 სოფლიდან, რომელიც იულონ ბტონიშვილს ეკუთვნოდა, 5 იყო ოსური. იმავე გორზე მოწერილი 18 სოფლიდან, რომელიც პატარა ლიახვით ირწყვებოდა ერთი იყო ოსური (სულ გორზე მიწერილი 54 სოფლიდან 6 იყო ოსური მოსახლეობით). ქრცხინვალის ხეობასა და სამაჩაბლოს ხეობაში 55 სოფლიდან ერთი იყო ოსური _ გუფთა; ჯავის ხეობაში იყო 15-ზე მეტი ოსური სოფელი (ამრიგად, ქრცხინვალის, სამაჩაბლოსა და ჯავის ხეობაში მდებარე 70 სოფლიდან 16 იყო ოსური და მათგან 15 ოსური სოფელი იყო ჯავის ხეობაში). უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის გავაკეთოთ პატარა ცხრილი:

ადგილები, ხეობები . . . . . . . . . . . . . . . . . . . ქართული . . . ოსური . . . . სოფლები . . . . . ს უ ლ
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . სოფლები . . . სოფლები . . შერეული . . . . . სოფლები
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . მოსახლეობით . . . . . . . . .

არაგვის, ხანდოს, გუდამაყრის ხეობები . . . . . . 84 . . . . . . . . . 1 . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . 85
თერგისა და თრუსოს ხეობები . . . . . . . . . . . . . . 19 . . . . . . . . .11 . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . 30
ქსნის ხეობა და გვერდისძირი . . . . . . . . . . . . . . .79 . . . . . . . . 31 . . . . . . . . – . . . . . . . . . . . .110
პატარა ლიახვის ხეობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 8 . . . . . . . . . .1 . . . . . . . 18 . . . . . . . . . . . . 27
გორზე მიწერილი მეჯვედას ხეობა . . . . . . . . . . . 31 . . . . . . . . . 5 . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . 36
გორზე მიწერილი პატარა ლიახვის ხეობა . . . . . . 17 . . . . . . . . .1 . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . 18
ქრცხინვალისა და სამაჩაბლოს ხეობები . . . . . . . 54 . . . . . . . . .1 . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . .55
ჯავის ხეობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . 15 . . . . . . . – . . . . . . . . . . . . .15


შენიშვნა: აქ მოყვანილი ქართული სოფლებიდან ყველგან არ იყო მოსახლეობა, არამედ მათი ერთი ნაწილი, ხშირი ლეკიანობის გამო, ნასოფლარებს წარმოადგენდა.

ქართლის დანარჩენ ნაწილში ოსური სოფლები სულ თითო-ოროლა თუ იყო. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ XIX საუკუნის განმავლობაში მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. სახელდობრ, 1890-იანი წლების მიწურულს რუსულ ენაზე გმოცემულ ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში გამოქვეყნებულ პროფ. ვსევოლოდ მილერის წერილში „ოსები“ ვკითხულობთ, რომ კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილო კალთებზე და დაბლობ ადგილებში სახლობდა რამდენიმე ოსური საზოგადოება (თემი): დიგორიელების, ალაგირის ანუ ვალაჯირის, ქურთათინისა და თაგაურის, კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე კი _ საზოგადოება თუალთე, რომელსაც ქართველები დვალეთს უწოდებენო, და ეს ტერიტორია მაშინ შედიოდა ტფილისის გუბერნიის გორისა და დუშეთის მაზრებში და დასავლეთში ებჯინებოდა ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრას. ქვემოთ ავტორი ჰყვება, რომ კავკასიაში რუსეთის დამკვიდრებამდე ჩრდილოელი ოსები ყაბარდოელებს მთებში ჰყავდათ შემწყვდეული, ბარში არ უშვებდნენ და ამიტომ ოსების რიცხოვნება ძალზედ მცირე იყო, რადგან ისინი მთებში გამოკვების საშუალებას ძნელად თუ ნახულობდნენო; რუსულმა მმართველობამ ყაბარდოელთა ძალმომრეობა აღკვეთა, ოსებს მისცა დაბლობში თერგის ნაპირებზე და მოზდოკთან დასახლების საშუალება, რის შემდეგაც მათ სწრაფად დაიწყეს გამრავლება. იგი წერს: „1833 წ. მონაცემებით ყველა ოსი ირიცხებოდა მხოლოდ 35750 ადამიანი; 60-იანი წლების ცნობებით, ჩრდილოელი ოსები ირიცხებოდნენ 46802, სამხრეთელი ოსები კი _ 19324 ადმიანი; კავკსიის სტატისტიკური კომიტეტის მონაცემებით, 1880 წ. ჩრდილო ოსეთში იყო უკვე 58926, ხოლო სამხრეთ ოსეთში _ 51988 ადამიანი; 1890 წ. ჩრდილო ოსეთში ირიცხება უკვე 75 628 ადამიანი. თუკი ოსური მოსახლობის ასეთსავე ზრდას ვივარაუდებთ ამიერკავკასიაშიც, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დღესდღეობით ოსების საერთო რიცხვი აღწევს 150-160 ათას სულს“-ო.

პროფ. მილერის ამ სიტყვებიდან შეგვიძლია შევაფასოთ, რომ რადგან 1860-იან წლებში ოსების საერთო რიცხვიდან 46802 + 19324 = 66126 (ადამიანი) დაახლოებით 71% ცხოვრობდა ჩრდილო-კავკასიაში (ავტორის სიტყვით, ჩრდილო-ოსეთში), ხოლო 29% ამიერკავკასიაში (სამხრეთ-ოსეთში), ამიტომ ოსების განაწილება 1833 წელს უნდა ყოფილიყო 25510 ადამიანი ჩრდილო-კავკასიაში, ხოლო 10440 _ საქართველოში. იოანე ბატონიშვილის მიერ ჩატარებული აღწერის დროს 1796-1799 წწ. საქართველოში ოსების რიცხვი ალბათ 10 ათასის ფარგლებში იქნებოდა. თუკი ოსური მოსახლეობის ასეთივე პროცენტული თანაფარდობა შენარჩუნდებოდა შემდეგშიც, მაშინ 1880 წ. 110910-ზე მეტი ოსი ადამიანიდან დაახლოებით 78270 უნდა ყოფილიყო ჩრდილო-კავკასიაში, ხოლო 32390-მდე საქართველოში. მაგრამ პროფ. მილერის მონაცემებით, იმხანად ჩრდილო-კავკასიაში აღრიცხულ იქნა 58926 ოსი, ხოლო ამიერკავკასიაში 51988. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 1860-იანი წლების მეორე ნახევრიდან და 1870-იანების განმავლობაში მოხდა დაახლობით 20 ათასამდე ოსის საქართველოში ჩამოსახლება, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა დემოგრფიული სურათი. რამდენადაც ბ-ნ ნოდარ ნათაძის ერთერთი სატელევიზიო გამოსვლიდან ვიცით, ოსების ეს ჩამოსახლება მოახდინეს ქართველმა თავადებმა სწორედ ძირითადად 1860-70-იან წლებში მეფის მთავრობის მიერ როგორც მთლიანად რუსეთის იმპერიაში, ისე საქართველოშიც, ბატონყმობის გაუქმების შემდეგ, რადგანაც საკუთარ გლეხებთან ვერ მორიგდნენ შემდგომი ურთიერთობების თაობაზე და ამჯობინეს იაფი მუშახელის სახით ოსების შემოყვანა. მათ ოსები თავიანთ მამულებში დაასახლეს ხიზნების სტატუსით, მაგრამ ასეთი რამ უცხო იყო რუსეთის იმპერიისთვის და მთავრობამ თავის ყველა ქვეშევრდომს, მათ შორის ოს ხიზნებსაც ისტორიულ საქართველოში, რამდენადაც ვიცით, მკვიდრი მოსახლეობის სტატუსი მისცა. რაც შეეხება ოსეთის ოკრუგის სამხრეთ საზღვრის მოხაზვას, პროფ. მილერი ამბობს, რომ: „აღმოსავლეთ საზღვარზე ქედის აქეთა (ჩრდილოეთ) მხარეს ოსები ემეზობლებიან ინგუშებსა და ქისტებს _ მდ. თერგის დინების გაყოლებაზე, უღელტეხილზე _ ხევსურებსა და ფშაველებს; ქედის სამხრეთ კალთებზე, არაგვის აუზში, ოსების აულები მონაცვლეობენ ქართველთა სოფლებთან. ეს არის სამხრეთ ზოლ-საზღვარი, რომელიც იწყება ქ. დუშეთის ახლოს, გადის თავიდან კავკასიონის ქედის ძირას, ხოლო შემდეგ კი ლიახვის მარჯვენა შენაკადების გაყოლებით, მიემართება რიონის ზემოწელისკენ“. როგორც ვხედავთ, 1890-იანი წლების მიწურულს რუსეთის იმპერიაში სახელდებული ოსეთის ოკრუგის სამხრეთ ნაწილს საქართველოში სულაც არ ჰქონდა ის ტერიტორია, რომელიც სამხრეთ-ოსეთის ავტონომიურ ოლქს მისცა შემდგომში ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ, არამედ ოსები საქრთველოსი იმხანადაც სახლობდნენ უფრო კავკასიონის მთავარი ქედის მახლობელ ადგილებში. თუმცა კი გასაოცარია ის, რომ პროფ. მილერი ოსეთს, არა მხოლოდ სამხრეთში, არამედ ჩრდილოეთშიც, უწოდებს იმ ადგილს, სადაც ოსები სახლობენ, თუნდაც ისინი სხვათა მიწებზე იყვნენ დასახლებულნი.

ენციკლოპედიური ლექსიკონის იმავე ტომში მოთავსებულ სხვა წერილში სათაურით „ოსეთი“, ავტორი ნ. დინნიკი წერს: „ოსეთი _ ადგილია, რომელიც უჭირავთ ოსებს; მოიცავს თერგის ოლქის ნაწილსა (ვლადიკავკაზის ოკრუგის დასავლეთ ნახევარი) და ტფილისის გუბერნიის ნაწილს (დუშეთის მაზრის დაახლოებით ერთი მესამედი და გორის მაზრის დიდი ნაწილი). გორის მაზრის ნაწილი 40-იან და 50-იან წლებში ატარებდა ოსეთის ოკრუგის სახელწოდებას“. მაგრამ, ასეთ ლოგიკას თუ მივყვებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩინეთი არის ის ადგილი, რომელიც უჭირავთ ჩინელებს, და ასეთ პირობებში შესაძლოა რუსეთის ციმბირის მნიშვნელოვანი ნაწილიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კუთვნილებად მივიჩნიოთ. და რას იტყვის ამაზე პროფესორი ა. სმირნოვი? ალბათ არ დაეთანხმება.

იმავე ენციკლოპედიურ ლექსიკონში გამოქვეყნებულ სხვა წერილებში, რომლებიც შეეხება ტფილისის გუბერნიას, ტფილისის, გორისა და დუშეთის მაზრებს, მათი ავტორის, თავად ვ. მასალსკის ცნობით, 1890-იან წლებში ტფილისის გუბერნიის ტფილისის, გორისა და დუშეთის მაზრების მოსახლეობა იყო შემდეგი:

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ტფილისის მაზრა . . . . . . . . გორის მაზრა . . . . . . . . დუშეთის მაზრა

ქართველები . . . . . . . . . . . . . . . 126950 . . . . . . . . . . . . . . . 94254 . . . . . . . . . . . . . . . . 48672
ოსები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1670 . . . . . . . . . . . . . . . 55213 . . . . . . . . . . . . . . . . 16300
სომხები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 41000 . . . . . . . . . . . . . . .18000 . . . . . . . . . . . . . . . . . 4032
თათრები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 22095 . . . . . . . . . . . . . . . . . . * . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . *
ბერძნები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .7585 . . . . . . . . . . . . . . . . . .* . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . *
ებრაელები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . * . . . . . . . . . . . . . . . . . . 3300 . . . . . . . . . . . . . . . . . . . *
რუსები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .19134 . . . . . . . . . . . . . . . . 1000 . . . . . . . . . . . . . . . . . . . .*
გერმანელები . . . . . . . . . . . . . . . . . . 7745 . . . . . . . . . . . . . . . . . . * . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .*
სხვა ხალხები . . . . . . . . . . . . . . . . . . . 5011 . . . . . . . . . . . . . . . . . . * . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . *
ს უ ლ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 227780 . . . . . . . . . . . . . . 180194 . . . . . . . . . . . . . . . . 70176

შენიშვნა: დუშეთის მაზრაში ნაჩვენები იყო 335 ქისტი, ხოლო გორის მაზრაში, ზოგადად: სხვა ეროვნებები, დაკონკრეტების გარეშე. გარდა ამისა, დუშეთის მაზრაში ცალკე იყო ნაჩვენები 1261 ფშაველი და 711 ხევსური, რომლებიც აქ ქართვლების საერთო რიცხვში შევიყვანეთ. ასევე ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ საკუთრივ ქართველებისგან თუშების, ფშავლებისა და ხევსურების ცალკე მოხსენიებასთან ერთად, ვ. მასალსკი აღნიშნავს: „ტფილისის გუბერნიის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი მიეკუთვნება კავკასიური ხალხების ქართველურ ჯგუფს (ქართველები, იმერლები, თუშები, ფშავლები, ხევსურები)“. ასე რომ ავტორი სულაც არ ცდილობს ქართლ-კახელებისგან დანარჩენი ქართველობის განკერძოებას, არამედ, ჩვენი აზრით, უფრო ქართული ტომების მრავალფეროვნებას გამოხატავს.


რაც შეეხება ადმინისტრაციული მოწყობის მხარეს, ვ. მასალსკი წერს, რომ „ახალციხის მაზრის გამოკლებით, რომელიც რუსეთს შემოუერთდა 1829 წ. და ტფილისის გუბერნიის შემადგენლობაში შევიდა მხოლოდ 1867 წ., გუბერნიის მთელი ფართობი (ტერიტორია) შედიოდა საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში, რომელიც რუსეთს შემოუერთდა 1801 წელს“-ო. შემდეგ იგი აგრძელებს: „ტფილისის გუბერნია შეიქმნა 1846 წ. მანამდე არსებული საქართველო-იმერეთის გუბერნიის გაყოფის შემდეგ ტფილისის, გორის, თელავის, სიღნაღის, ელიზავეტპოლის, ერევნის, ნახჭევნისა და ალექსანდროპოლის მაზრების, აგრეთვე მთის, ოსეთისა და თუშ-ფშავ-ხევსურეთის ოკრუგების შემადგენლობით. 1849 წ. ერევნის, ნახჭევნისა და ალექსანდროპოლის მაზრები შეიყვანეს ახლადშექმნილი ერევნის გუბერნიის შემადგენლობაში. 1859 წ. ოსეთის ოკრუგი შეურეთეს გორის მაზრას, თუშ-ფშავ-ხევსურეთის ოკრუგს კი უწოდეს თიანეთის ოკრუგის სახელი. 1867 წ. შექმნეს დუშეთის მაზრა, ქუთაისის გუბერნიიდან ტფილისის გუბერნიას შეუერთეს ახალციხის მაზრა, ხოლო ახლადშექმნილი ელიზავეტპოლის გუბერნიის შემადგენლობაში გამოყვეს ელიზავეტპოლის მაზრა; ამასთან ტფილისის გუბერნია დაყვეს ექვს მაზრად: ტფილისის, გორის, თელავის, სიღნაღის, დუშეთისა და ახალციხის. 1874 წ. ახალციხის მაზრის ნაწილისგან შექმნეს ახალქალაქის მაზრა, ხოლო თიანეთის ოკრუგს დაარქვეს თიანეთის მაზრის სახელწოდება. და ბოლოს, 1880 წ. ტფილისის მაზრის ნაწილისგან შექმნეს ბორჩალოს მზრა“.

ასეთია იოანე ბტონიშვილისა და XIX საუკუნის რუსი ავტორების ცნობები და შეხედულებები საქართველოში მცხოვრები ოსების შესახებ, რომლებიდანაც ბევრი რამის გამოყენება შეიძლება სამართლიანი ქართული ინტერესების დასაცავად. მაგრამ ამისთვის თავად ჩვენც უნდა ვითვალისწინებდეთ რუსების სამართლიან ინტერესებს დასავლეთთან მათი დაპირისპირების საქმეში და მხოლოდ ასეთნაირად შევძლებთ ყველა პრობლემის ურთიერთგაგებითა და ურთიერთთანხმობით გადაწყვეტას. თუ არა-და, იქნება მტრობა, რომელშიც რუსეთს გაცილებით უფრო მეტი ძალები და საშუალებები გააჩნია, ასევე სიმართლეც დასავლეთის მოძალებასთან, რასაც ადრე ერქვა Drang nach Osten _ შეტევა აღმოსავლეთზე, ახლა კი გლობალიზაცია, ისტორიული და თანამედროვე დაპირისპირების საკითხებში.

No comments:

Post a Comment