(წერილი მომზადებულია ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის /ლაიფციგი _ სანკტ-პეტერბურგი/ მასალებიდან; კონკრეტული საკითხების გამო ტექსტში აღნიშნული მითითებანი გულისხობს ამავე ენციკლოპედიური ლექსიკონის ტომებში გამოქვეყნებული შესაბამისი წერილიების დამატებით გაცნობას; ამავე დროს, წერილზე მუშაობისას ქართველ კითხველს გვინდა ვურჩიოთ გაითვალისწინოს, რომ მისი რუსი ავტორი გახლავთ, თუმცა კი განათლებული და კომპეტენტური სპეციალისტი, მაგრამ რუსული „მედასავლეთეობის“ /западник-ობის/ წარომადგენელი, რომლისთვისაც უფრო ახლობელი იყო ისტორიული და კულტურული პროცესების არა მართლმადიდებლურ-ქრისტიანული ხედვა, არამედ ლიბერალურ-ჰუმანისტური, რომელიც იმ ხანად ფესვგადგმული გახლდათ კათოლიკურ-პროტესტანტულ დასავლეთ-ევროპულ საზოგადოებაში)
I. რეფორფმაცია _ ზოგადი შესავალი
II. რეფორმაცია გერმანიაში
III. რეფორმაცია შვეიცარიაშიIV. რეფორმაცია პრუსიასა და ლივონიაში
V. რეფორმაცია სკანდინავიის ქვეყნებში
VI. რეფორმაცია ინგლისში
VII. რეფორმაცია შოტლანდიაში
VIII. რეფორმაცია ნიდერლანდებში
IX. რეფორმაცია საფრანგეთში
X. რეფორმაცია პოლონეთსა და ლიტვაში
XI. რეფორმაცია ჩეხეთსა და უნგრეთში
XII. რეფორმაცია იტალიასა და ესპანეთში (პორტუგალიით)
XIII. რეფორმაციული ეპოქის რელიგიური ომები
XIV. კათოლიკური რეფორმაცია ანუ კონტრ-რეფორმაცია
XV. რეფორმაციის ზოგადი ისტორიული მნიშვნელობა
XVI. ისტორიულ-ფილოსოფიური შეხედულებები რეფორმაციაზე
I. რეფორმაცია _ ზოგადი შესავალი
რ ე ფ ო რ მ ა ც ი ა _ ასე ეწოდება მსოფლიო ისტორიის ერთერთ უმსხვილეს მოვლენათაგანს, რომლის სახელითაც აღინიშნება ახალი დროის მთელი პერიოდი, რომელიც მოიცავს XVI ასწლეულსა და XVII-ის პირველ ნახევარს („რეფორმაციული პერიოდი“, 1517-1648). თუმცა კი ხშირად ამ მოვლენას უწოდებენ უფრო განსაზღვრულად რელიგიურ (ანუ საეკლესიო) რეფორმაციას, მაგრამ სინამდვილეში მას ჰქონდა გაცილებით უფრო ფართო მნიშვნელობა, წარმოადგენდა რა მნიშვნელოვან მომენტს დასავლეთ ევროპის როგორც რელიგიურ, ისე პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ იატორიაში. თავად ტერმინი რეფორმაცია, რომლითაც XVI ს.-ში დაიწყეს მხოლოდ განსაკუთრებით საეკლესიო გარდაქმნების აღნიშვნა, თავდაპირველად, XV ს.-ში გამოიყენებოდა საერთოდ ყოველგვარი სახელმწიფო და საზოგადოებრივი გარდაქმნების მიმართ; მაგალითად გერმანიაში, რეფორმაციული მოძრაობის დაწყების წინ, ძალზედ დიდი გასაქანი ჰქონდა მსგავსი გარდაქმნების პროექტებს, რომლებიც ატარებდნენ სახელწოდებებს: „სიგიზმუნდის რეფორმაცია“, „ფრიდრიხ III-ის რეფორმაცია“ და ა. შ. XVI ს., როდესაც რელიგიური საკითხები და საეკლესიო კამათები გადმოვიდა პირველ პლანზე, ტერმინმა რეფორმაცია მიიღო უფრო ვიწრო აზრი. ზუსტად იგივე მოხდა რეფორფმაციული მოძრაობის შესწავლასთანაც. ის თანამედროვენი, რომლებიც წერდნენ ამ მოვლენის შესახებ სხვადასხვა ქვეყნებში, ყოველთვის იყვნენ ურტიერთ შორის მებრძოლი რწმენის აღმსარებლობიდან ერთერთის მომხრეები და უყურებდნენ მოვლენებს უმთავრესად საეკლესიო თვალსაზრისიდან, რომლებიც დამკვიდრდა კიდეც რეფორმაციული მოძრაობის შემდგომ ისტორიოგრაფიაში. მხოლოდ XIX ს. შუახანებში დაიწყეს რელიგიური რეფორმაციის შესწავლა უფრო სწორი თვალსაზრისიდან.
თაოსნობა ამ მიმართებით იკისრეს გერმანელმა მეცნიერებმა, რომლებმაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს XVI ს. პირველი ნახევრის გერმანული რეფორმაციის პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ მხარეს. თავის წიგნში „გერმანიის ისტორია რეფორმაციის ეპოქაში“ (1839-1847) რანკემ პირველ პლანზე წამოსწია გერმანული რეფორმაციის პოლიტიკური მნიშვნელობა. მასთან ერთდროულად ჰაგენმა, თავის ნაშრომში „გერმანიის ლიტერატურული და რელიგიური ურთიერთობები რეფორმაციის ეპოქაში“ (1841-1844), გამოსახა რეფორმაციის კულტურული მხარე, ეპოქის სხვა მოძრაობასთან _ ჰუმანისტურთან _ კავშირში. დაბოლოს, იმ დროსვე ციმერმანმა სათავე დაუდო რეფორმაციის შესწავლას სოციალური თვალსაზრისით, დაწერა რა „გლეხთა დიდი ომის ისტორია“. ამგვარი ცვლილებები რეფორმაციაზე შეხედულებებში მოხდა სხვა ლიტერატურებშიც. უკანასკნელ ხანს, ეკონომიკური ისტორიისადმი ინტერესის გამოცოცხლებასა და ე. წ. ეკონომიკური მატერიალიზმის გამოჩენასთან ერთად, სპეციალური ყურადღების მიქცევა დაუწყეს რეფორმაციის ეკონომიკურ მხარესაც, ე. ი. ეკონომიკურ მიზეზებსა და შედეგებს. უკვე აქედან შეგვიძლია დავინახოთ, რომ რეფორმაცია იყო ძალზედ რთული მოვლენა და რომ მისი მიზეზები არ შეიძლება იქნას დაყვანილი, როგორც ამას აკეთებდნენ ადრე, კათოლიკური სასულიერო წოდების უზნეობაზე ან საერთოდ ე. წ. კათოლიკური ეკლესიის წახდენაზე. როგორც მოვლენა, რომელიც მნიშვნელოვანია პოლიტიკური მიმართებითაც, კულტურულითაც და სოციალურითაც, და ამასთან მოვლენა საერთოევროპული ხასიათით, რეფორმაცია ახალი დროის ისტორიაში შეიძლება ერთ რიგში დაყენებულ იქნას მხოლოდ საფრანგეთის რევოლუციასთან; შესაძლებელია ისიც, რომ ახალი დროის მთელი ისტორიაც კი დაიყოს რეფორმაციულ და რევოლუციურ პერიოდებად. თუკი დასავლეთ ევროპის უახლესი ისტორია იწყება 1789 წ. დიდი რევოლუციით, რომელთან მიმართებითაც მთელი XVIII ს. წარმოადგენს მომზადების ეპოქას, მაშინ რეფორმაციამაც ერთის მხრივ წარუშლელი ბეჭედი დაასვა მთელი XVI ს. და XVII-ის პირველი ნახევრის ისტორიას, ხოლო მეორეს მხრივ მისი მომზადება ხდებოდა XV ს. მთელი ისტორიითა და XIV ასწლეულისაც კი.
რთული მიზეზები, რომლებმაც წარმოშვეს რეფორმაცია, შესაძლოა დაყვანილ იქნას სამ კატეგორიაზე. ჯერ ერთი, რეფორმაცია იყო წმინდად რელიგიური მოძრაობა, მსხვილი მოვლენა დასავლური ქრისტიანობის, როგორც რჯულის მოძღვრებისა და საეკლესიო ორგანიზაციის ისტორიაში. ამ მხრივ მას საფუძვლად ედო მორწმუნე სინდისი, რომელიც შეურაცხყოფილი იყო „ბაბილონელი მეძავის“ „წარმართობით“, აგრეთვე, სარწმუნოების საკითხებზე მიმარტული აზრი, რომელიც ვერ იტანდა „ანტიქრისტეს“ განუზომელი ძალაუფლების უღელს, როგორც ამბობდნენ XVI ს.-ში რომის ეკლესიისა და პაპის შესახებ; რეფორმაციის გამოცხადებული მიზნები იყო „ქრისტიანობის დაბრუნება მოციქულთა ხანაში“, „სარწმუნოების ადამიანთა გამონაგონებისგან გაწმენდის“ მეშვეობით და „სულის განთავისუფლება გარდამოცემის მომაკვდინებელი სწავლებისგან“ (რუს. «освобождение духа от мертвящей буквы предания»). რეფორმაციის შედეგები ამ მიმართებით არის _ დასავლეთ ევროპის რელიგიური ერთიანობის დანგრევა, ახალი აღმსარებლობების წარმოქმნა და ახალი ეკლესიების დაარსება, მისტიკური და რაციონალისტური სექტანტობის განვითარება, დოგმატური, რელიგიურ-ზნეობრივი და საეკლესიო-პრაქტიკული საკითხების ხელახლა გადაწყვეტა, თეოლოგიური აზროვნების ახალი მიმართულება, ახალი რელიგიური პრინციპების განვითარება, ანტიტრინიტარებისა და დეისტების თავისუფალი აზროვნება, რომელთა სწავლებებიც წარმოადგენდა გასვლას ისტორიული ქრისტიანობიდან „ბუნებრივი რელიგიის“ ფილოსოფიაში _ მაგრამ ამასთან ერთად მომაკვდავი კათოლიციზმის გამოცოცხლებაც, მისი დოგმატების გადახედვაც, მისი მთელი შინაგანი ორგანიზაციის შეკეთებაც. პროტესტი, გნხილული ამ თვალსაზრისიდან, მომდინარეობდა რელიგიური გრძნობის სიღრმიდან და ცნობისმოყვარე გონების წიაღიდან, რომელიც არ კმაყოფილდებოდა რელიგიური საკითხების ტრადიციული გადაწყვეტით.
მეორე, შუასაუკუნოებრივი კათოლიციზმი არ იყო მხოლოდ რჯულის აღმსარებლობა; როგორც ამა ქვეყნის სამეფო, იგი თავის წინააღმდეგ იწვევდა სხვა გვარ პროტსტებს, წმინდა საერო გარემოებებისგან, ადამიანისა და საზოგადოების მიწიერი ცხოვრების ურთიერთობებისგან. იგი წარმოადგენდა მთელ სისტემას, რომელიც თავის ფარგლებს ადებდა შუასაუკუნოებრივი კათოლიკური ხალხების მთელ კულტურასა და სოციალურ ორგანიზაციას: მისი უნივერსალიზმი უარყოფდა ეროვნებას, მისი თეოკრატიული იდეა ზედ აწვებოდა სახელმწიფოს, მისი კლერიკალიზმი, რომელიც სასულიერო წოდებას უქმნიდა პრივილეგირებულ მდგომარეობას საზოგადოებაში, საეკლესიო მზრუნველობას უქვემდებარებდა საერო წოდებებს, მისი სპირიტუალისტური დოგმატიზმი აზრს უთმობდა ძალზედ ვიწრო სფეროს, და მასშიც კი არ აძლევდა თავისუფლად მოძრაობის საშუალებას. ამიტომ შუასაუკუნოებრივი კათოლიკური სისტემის წინააღმდეგ დიდი ხანია იბრძოდნენ ეროვნული თვითშეგნებაც, სახელმწიფო ხელისუფლებაც, საერო საზოგადოებაც, ამ საზოგადოებაში გაძლირებული განათლებაც, _ იბრძოდნენ არა ქრისტიანული მოძღვრების სიწმინიდის სახელით, არა ბიბლიის, როგორც რელიგიის სკითხებში მთავარი ავტორიტეტის აღდგენის სახელით, არა სინდისისა და რელიგიური აზრის მოთხოვნების სახელით, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ სისტემა ყველაფერზე ადებდა მძიმე ჩაგვრას და მთელ საზოგადოებრივ ცხოვრებას თენიდა თავის ჩარჩოებში (ფარგლებში), ხელს უშლიდა რა მის თავისუფალ განვითარებას. თავდასხმა კათოლიციზმზე, როგორც რჯულის მოძღვრებასა და ეკლესიაზე, რომლებიც არ ეთანხმებოდა წმინდა წერილსა და მორწმუნე სინდისის მოთხოვნებს – თავდასხმა, რისთვისაც საბაბს იძლეოდა წინააღმდეგობანიც იდეაში სისტემასა და საქმით სისტემას შორის, რომელიც ძირს უთხრიდა სულებზე მის უწინდელ ძალაუფლებას – აერთიანებდა, აძლიერებდა და ერთსა და იმავე მიზნისკენ წარმართავდა კათოლიციზმთან წმინდა საერო ბრძოლის ელემენტებს ეროვნებათა უფლებების სახელით, ასევე სახელმწიფოს უფლებების, საერო წოდებათა უფლებების, განათლების უფლებების სახელით, ერთი სიტყვით იმ უფლებებისა, რომლებსაც საფუძვლად ედო წმინდა საერო ინტერესები. თავის მხრივ რელიგიური მოძრაობა მხარდაჭერას პოულობდა ამ ეროვნულ და პოლიტიკურ ოპოზიციაში რომისადმი და სოციალურ და კულტურულ ოპოზიციაში სასულიერო წოდებისადმი. ჰუმანიზმი ასევე შეიცავდა საკუთარ თავში იდეებს, რომელთა მეშვეობითაც ეს წმინდად საერო ოპოზიცია შეიძლებოდა გაერთიანებულიყო. გარკვეულ ხარისხამდე იგი ასევე მოქმედებდა კიდეც, ახდენდა რა დასავლეთ ევროპულ საზოგადოებათა აზრისა და ცხოვრების სეკულარიზებას. მაგრამ რეფორმაციის მნიშვნელობა სწორედ იმაში მდგომარეობს კიდეც, რომ ოპოზიცია კათოლიკური კულტურულ-სოციალური სისტემის წინააღმდეგ ინტერესისა და სამართლის წმინდად ადამიანური საწყისების სახელით წავიდა რეფორმირებული რელიგიის დროშის ქვეშ.
დაბოლოს, მესამე, ცხოვრების განვითარება ცალკეულ ერებში წინ აყენებდა პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური თვისების მქონე სხვა საკითხებს, რომელთაც თავისთავად არანაირი დამოკიდებულება არ ჰქონიათ არც „ეკლესიის წახდენასთან“ (რუს. «порча церкви»), არც კურიისა და კლირის მიერ ჩაგვრასთან. დასავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებდა თავისი საშინაო ბრძოლა და მზადდებოდა თავისი საშინაო დაჯახებები, რომლებიც შესაძლოა (როგორც ეს მოხდა კიდეც, მაგალითად, ესპანეთში კარლ V-ის დროს) აბობოქრებულიყო ყოველგვარი კავშირის გარეშე ეკლესიის რეფორმაციასთან და კურიისა და კლირის წინააღმდეგ ოპოზიციასთან, მაგრამ ასევე შეიძლებოდა შეერთებულიყო წმინდად რელიგიურ მოძრაობასთანაც, ეროვნული, პოლიტიკური, წოდებრივი და ინტელექტუალურ-მორალური პროტესტით პაპისა და კათოლიკური სასულიერო წოდების წინააღმდეგ. ამას ჩვენ ვხედავთ გერმანიაში, სადაც რეფორმაციას ხელი ჩაჰკიდეს ჰუმანისტებმაც, რომლებმაც მანამდე ცოტა ხნით ადრე დაასრულეს გამარჯვების მომტანი კამპანია „ობსკურანტების“ წინააღმდეგ, და საიმპერიო რაინდებიც, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ XV ს. მიწურულს დამყარებული ახალი წესრიგით, გლეხებიც, რომლბმაც მღელვარება დაიწყეს კიდევ უფრო ადრე, და ქალაქის მოსხლეობის დაბალი ფენაც, რომლის შორისაც მიმდინარობდა სოციალური მოძრაობა მდიდრების წინააღმდეგ, და მთავრებიც, რომლებიც ისწრაფოდნენ იმპერატორის ხელისუფლების უკანასკნელი ნიშნების მოსპობისკენ. ამრიგად, რლიგიური პროტსტი „ეკლესიის წახდენის“ წინააღმდეგ, ოპოზიცია კურიისა და კლირისადმი წმინდა საერო ხასიათის მიზეზებით და ადგილობრივი პოლიტიკური და სოციალური საკითხები – აი სამი კატეგორია ელემენტებისა, რომლებიც მონაწილეობდნენ XVI ს. რეფორმაციულო მოძრაობაში. სადაც ხდებოდა რელიგიური პროტესტი, იქ ვლინდებოდა ოპოზიცია რომისა და კათოლიკური სასულიერო წოდების წინააღმდეგ, სოციალურ-პოლიტიკური რეფორმის ანუ რევოლუციის საქმე წარმოებდა რელიგიის დროშის ქვეს; მაგრამ ადგილობრივი პოლიტიკური ბრძოლა არ იწვევდა თავის თავად რელიგიურ რეფორმაციას (მაგალითად _ ესპანეთი). მეორეს მხრივ, კურიის პრეტენზიებისა და კლირის პრივილეგიების წინააღმდეგ ბრძოლა შესაძლოა წარმართულიყო აზრისა და ცხოვრების (სიცოცხლის) მასეკულარიზებელი ჰუმანიზმის იდეების დროშის ქვეშ ამ სიტყვის ფართო აზრით, ანტიკური ფილოსოფიისა და მეცნიერების იდეების, ანტიკური პოლიტიკისა და რომაული სამართლის გავლენით. XVI ს. რეფორმაციული მოძრაობის ეს ძირითადი მიზეზები ძალზედ არათანაბრად იყო განაწილებული სხვადასხვა ქვეყანაში. არაფერს ვამბობთ უკვე იმის შესახებ, რომ თითოეულ ხალხს მის შინაგან ცხოვრებაში ჰქონდა თავისი „სადღეისო საჭირბოროტო საკითხი“, ცალკეული ხალხები, თავიანთ მასებსა და თავიანთ მმართველ კლასებში, ერთნაირად რელიგიურები არ იყვნენ რაოდენობრივი და ხარისხობრივი მიმართებით და სხვადასხვანაირად უნდა მოჰკიდებოდნენ შორეულ კურიასა და თავიანთ საკუთარ კლირს.
სხვადასხვა ხალხებში კურია იწვევდა სხვადასხვანაირ გრძნობებს, და ერთი ქვეყნის კლირი არ ემსგავსებოდა მეორე ქვეყნისას. უფრო მეტიც: ერთსა და იმავე ერში რეფორმაციას ჰქონდა სრულიად განსხვავებული წარმატება ცალკეულ წოდებებში და იწყებოდა ხან ქვემოდან, საზოგადოებიდან, ხან კიდევ ზემოდან, ხელისუფლებიდან; საკითხი იმის შესახებ, წაჰყვება თუ არა მთავრობა ხალხს, ან ხალხი მთავრობას, ზოგადად და დეტალებში ყველგან ერთნაირად არ წყდებოდა. საერთოდ რომელიმე ცალკეულ ქვეყანაში რეფორმაციის შესწავლისას მხედვლობაში უნდა გვქონდეს შემდეგი ოთხი საერთო საკითხი, რეომლებზე პასუხებიც თავის თავში შეიცავს მთელ იმ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია მოცემულ ქვეყანაში რეფორმაციის მიზეზებისა და პირობების, გარეგნული მსვლელობისა და შინაგანი ხასიათის, გამომდინარე და შემაჯამებელი შედეგების გასაგებად. პირველი ზოგადი კითხვა მიეკუთვნება ქვეყნის მდგომარეობას რელიგიური, გონებრივი, ეროვნული, პოლიტიკური და სოციალური მიმართებით. ამასთან კავშირში დგას მეორე საკითხი: ვის ეკუთვნოდა რეფორმაციული მოძრაობის ინიციატივა და ვინ ისარგებლა მისით? რეფორმა შესაძლო იყო წასულიყო ქვევიდან, ხალხისგან, ან ზევიდან, ხელისუფლებისგან, შესაძლოა ყოფილიყო საერთო სახალხო ან წოდებრივი, შესაძლოა ხელი შეეწყო სახელმწიფო ხელისუფლების გაძლიერებისთვის ან სახალხო უფლებების გაფართოებისთვის. მესამე კითხვა შეეხება იმ მომენტს, როდესაც ხდებოდა მოძრაობა ამა თუ იმ ქვეყანაში. ამ მიმართებით მნიშვნელოვანია განსხვავება ადრეული რეფორმაციის ქვეყნებსა და გვიანი რეფორმაციის ქვეყნებს შორის: პირველებში ყველაფერი იყო ახალი, მეორეები ბევრ რამეს უკვე მზა სახით ღებულობდნენ; მოძრაობამ, რომელიც აღსრულდა პირველ ქვეყნებში, კათოლიციზმი მოულოდნელობისგან დააბნია, მეორეებში მას შეხვდა ძლიერი წინააღმდეგობა ძველი ეკლესიის მხრიდან. მეოთხე კითხვა შეეხება იმ მოძღვრების ხასიათს, რომელიც მიღებული იყო ამა თუ იმ ქვეყნის მიერ, და იმ მოძღვრებებისაც, რომლებიც მის პარალელურად ვითარდებოდა. მთავარი რფორმატორის _ ლუთერის, ცვინგლისა და კალვინის – პიროვნება თამაშობს მნიშვნელოვან როლს, მაგრამ იგი არ შეიძლება, რომ სავსებით ჩრდილავდეს არც მეორეხარისხოვან რეფორმატორებს, არც სექტატორებს თომა მიუნცერის, სერვეტის ან სოცინის მსგავსებს.
როდესაც ვიწყებთ რეფორმაციის ისტორიას XVI ს.-დან, ჩვენ გარკვეულ შეცდომას ვუშვებთ: რელიგიური მოძრაობები, რომლთა ერთობლიობასაც შეადგენს რეფორმაცია, წარმოიშვა კიდევ უფრო ადრე. უკვე XVI ს. რეფორმატორებს შეგნებული ჰქონდათ ის, რომ მათ ჰყავდათ წინამორბედები, რომლებიც ისწრაფოდნენ ზუსტად იმისკენ, რისკენაც ისწრაფოდნენ ისინიც, ხოლო ამჟამად კი არსებობს რეფორმაციის წინამორბდებისადმი მიძღვნილი მთელი ლიტერატურა. XVI ს. რეფორმატორების გამოცალკევება მათი წინამორბედებისგან შესაძლებელია მხოლოდ წმინდად პირობითი თვალსაზრისით, იმიტომ რომ ერთნიცა და მეორენიც თამაშობენ სრულებით ერთსა და იმავე როლს კათოლიკურ ეკლესიასთან საუკუნოვანი ბრძოლის ისტორიაში უფრო სუფთა (წმინდა) რელიგიური პრინციპების გულისთვის. იმ დროიდან რაც დაიწყო პროტესტები კათოლიკური ეკლესიის წახდენის წინააღმდეგ, გამოჩნდნენ რეფორმატორებიც. მთელი განსხვავება მდგომარეობდა მათი ქადაგების უფრო მეტ ან ნაკლებ წარმატებაში. XVI ს. რფორმატორებმა მოახერხეს რომისგან მთელი ერების ჩამოშორება, რისი მიღწევაც ვერ შეძლეს მათმა წინამორბედებმა. ისევე როგორც რეფორმაციის ეპოქაში, მის წინამორბედ პერიოდშიც, თავად რეფორმაციული იდეა ვითარდებოდა სამი მთავარი მიმართულებით. ერთს შესაძლოა ვუწოდოთ კათოლიკური მიმართულება, რადგანაც იგი ისწრაფვოდა ეკლესიის რეფორმირებისკენ, მეტ-ნაკლებად მყარად მიჰყვებოდა რა საეკლესიო გარდამოცემას. ამ მიმართულებამ, ჩასახულმა XIV ს. ბოლოსა და XV ს. დასაწყისში, გამოიწვია რეფორმის მცდელობა „ეკლესიის თავსა და ასოებში (ნაწილებში)“ საეკლესიო კრებების მეშვეობით (იხ. გალიკანიზმი, VII, 935), რომლებიც მოიწვიეს XV ს. პირველ ნახევარში პიზაში, კონსტანცასა და ბაზელში (იხ. XXIII, 570; XVI, 77; I, 691, აგრეთვე საეკლესიო კრებები). აზრი ეკლესიის რეფორმის შესახებ საეკლესიო კრებების მეშვეობით არ მომკვდარა ამ მცდელობების წარუმატებლობის შემდეგაც. რეფორმაციის დაწყებასთან ერთად იგი კვლავ გამოცოცხლდა და XVI ს. შუახანებში რეფორმისთვის მოწვეულ იქნა ტრიენტის საეკლესიო კრება (იხ.).
მეორე მიმართულებას, რომელიც ეფუძნებოდა არა წმ. გარდამოცემას, არამედ უმთავრესად წმ. წერილს, შეიძლება ვუწოდოთ ბიბლიური ანუ ევანგელისტური. მას მიეკუთვნება რეფორმაციამდელ ეპოქაში ისეთი მოვლენები, როგორებიცაა ვალდენსების სექტა (იხ. V, 452), რომელიც წარმოიქმნა XII ს. საფრანგეთის სამხრეთში, ვიკლიფის ქადაგება (VI, 287) ინგლისში XIV ს., ჩეხური ჰუსიტობა (IX, 929) XIV ს. ბოლოსა და XV ს. პირველ ნახევარში, აგრეთვე რეფორმაციის ერთეული წინამორბედები, როგორებიც იყვნენ ვეზელი, ვესსელი, გოხი და ა. შ. VI ს. იმავე ბიბლიურ ანუ იმავე ევანგლისტურ მიმართულებას მიეკუთვნება ორთოდოქსალური პროტესტანტიზმიც, ე. ი. ლუთერის, ცვინგლის, კალვინისა და ნაკლებად მნიშვნელოვანი რეფორმატორების სწავლებები, რომლებიც რეფორმას საფუძვლად უდებდნენ წმ. წერილს. მესამე მიმართულებაა – მისტიკური (ნაწილობრივ კი რაციონალისტურიც) სექტანტობა, რომელიც, ერთის მხრივ, პროტესტანტიზმზე უფრო მეტად გადაჭრით წყვეტდა კავშირს წმ. გარდამოცემასთან და ხშირად, გარეგნული გამოცხადების გარდა, რომელიც მოცემულია წმ. წერილში, სჯეროდა შინაგანი გამოცხადებისა (ან საერთოდ ახალი გამოცხადებისა), ხოლო მეორეს მხრივ შეერთებული იყო სოციალურ მისწრაფებებთან და თითქმის არასდოს არ ყალიბდებოდა დიდ ეკლესიებად. ამ მიმართულებას მიეკუთვნება, მაგალითად, XIII ს. „მარადიული სახარების“ ქადაგება (XI, 408), შუა საუკუნეების ბევრი მისტიკური სწავლება (XIX, 454), აგრეთვე იმ დროის ზოგიერთი სექტა (იხ. სექტანტობა). რეფორმციულ ეპოქაში მისტიკური მიმართულება წარმოდგენილი იყო ანაბაბტისტებით ანუ ხელახლა მონათლულებით (გადანათლულებით) (XXIII, 220), ინდეფნდენტებით (XIII, 64), კვაკერებით (XIV, 844), ამასთან ამ ეპოქის მისტიკური სექტანტობისგან გამოიყო რაციონალისტური სექტანტობა (იხ. ანტიტრინიტარიზმი, I, 844 და ქრისტიანული დეიზმი, X, 290).
ამრიგად, XVI და XVII სს. რეფორმაციულ მოძრაობაში ჩვენ ვანსხვავებთ სამ მიმართულებას, რომელთაგან თითოეულს გააჩნია თავისი ანტეცედენტები შუა საუკუნეების დასაწყისში. ეს საშუალებას გვაძლევს რეფორმაციის წმინდა პროტესტანტი ისტორიკოსების საწინააღმდეგოდ, რომლებიც მას აკავშირებენ მხოლოდ ბიბლიურ მიმართულებასთან, ვლაპარაკობდეთ, ერთის მხრივ, კათოლიკური რეფორმაციის შესახებ (ეს ტერმინი უკვე გამოიყენება მეცნიერებაში), ხოლო მეორეს მხრივ კი – სექტანტური რეფორმაციისა. თუკი კათოლიკური რეფორმაცია წარმოადგენდა რეაქციას პროტსტანტიზმისა და სექტანტობის წინააღმდეგ, რომლებშიც ყველაზე უფრო მკვეთრად გამოვლინდა რეფორმაციის სულისკვეთება, პროტესტანტულ რფორმაციას ასევე თან ახლდა რეაქცია სექტანტური რეფორმაციის წინააღმდეგ. რეფორმაციის წინამორბედების რიცხვს მიაკუთვნებენ ჰუმანისტებსაც (იხ. ჰუმანიზმი, IX, 879); მაგრამ ეს სწორია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ჰუმანისტები ინტერესდებოდნენ და დაკავებული იყვნენ რელიგიური და საეკლესიო საკითხებით და წყვეტდნენ მათ რეფორმაციული მოძრაობის სამი მიმართულებიდან ერთერთის მახლობელი სულისკვთებით. ჰუმანიზმის გავლენის აღმოჩენა შეიძლება რელიგიური რეფორმაციის ყველა მიმართულებაში. პროტესტანტული თეოლოგიის ნამდვილი ფუძემდებელი იყო, მაგალითად, ჰუმანისტი ერაზმ როტერდამელი. ამბობდნენ, რომ ერაზმმა დადო კვერცხი, ხოლო ლუთერმა კი გამოჩეკა, ან რომ ლუთერმა ამოწოვა მთელი შხამი ერაზმის თხზულებებიდან. უეჭველია ასევე XVI ს. ანტიტრინიტარიზმის გამოვლინებების უმეტესი ნაწილის უფრო მჭიდრო კავშირი იტალიელი ჰუმანისტების რელიგიურ თავისუფლად მოაზროვნეობასთან. ზოგადად ჰუმანიზმის (აღორძინების) დამოკიდებულება რეფორმაციასთან სხვადასხვა ქვეყანაში იყო სხვადასხვანაირი. განსაკუთრებული კავშირი ჰუმანიზმსა და რეფორმაციას შორის დამყარდა გერმანიაში; ბევრი გერმანელი რეფორმატორი იმავე დროს იყო ჰუმანისტიც (მელანხტონი, ცვინგლი და სხვები). პირიქით, რეფორმაციის რელიგიური მისწრაფებებისგან ყველაზე უფრო შორს იყო იტალიური ჰუმანიზმი. თუმცა კი, საკითხი რეფორმაციისა და ჰუმანიზმის ურთიერთ დამოკიდებულებების შესახებ, რომელსაც თავისი განსაკუთრებული ლიტერატურა გააჩნია, გამოირჩევა დიდი სირთულით და საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის გარკვეული მეცნიერებაში.
ბევრი პროტესტანტი მწერლის აზრის მიუხედავად, რომლებიც მზად არიან ჰუმანიზმის მთელი როლის დასაყვანად რეფორმაციის მომზადებაზე, ორივე მიმართულება, თავისი საბოლოო მისწრაფებებით, ერთმანეთისადმი დიამეტრალურად საპირისპირო გახლდათ. ჰუმანიზმი იყო ახალი დროის მთელი საერო კულტურის ფუძემდებელი, და მის ბუნებრივ გაგრძელებას წარმოადგენდა XVIII ს. „განმანათლებლობა“ (XXV, 469), მაშინ როდესაც რეფორმაციით სრულდება (მთავრდება) შუა საუკუნეების დამახასიათებელი რელიგიური განვითარება. ჰუმანისტები შთანთქმული იყვნენ მიწიერი ცხოვრების ინტერესებით, რეფორმატორები კი ამოდიოდნენ გარდაცვალების შემდეგ ცხონების იდეიდან; უკანსკნელები თავიანთი მისწრაფებებისთვის საყრდენს ეძიებდნენ ბიბლიაში, პრველები კი მიმართავდნენ უპირატესად უძველესი დროის კლასიკურ მწერლებს. მათ შორის ერთთ უნდოდათ უწინარეს ყოვლისა ქრისტიანული სარწმუნოების თავდაპირველი სიწმინდის (რუს. чистота) აღდგენა, მეორეთ კი – ანტიკური სამყაროს მეცნიერებათა და ხელოვნებათა აღორძინება. აი რატომ იმყოფებოდნენ ძალზედ ხშირად ჰუმანიზმი და რეფორმაცია ანტაგონიზმში. რეფორმაციულმა მოძრაობამ გერმანიაში დარტყმა მიაყენა გერმანულ ჰუმანიზმს, რომელიც ბრწყინვალედ განვითარდა XVI ს. დასაწყისში. იგივე მოუხდა ფრანგულ რენესანსთანაც XVI ს. მეორე ნახევარში, რეფორმაციული მოძრაობისა და რელიგიური ომების ეპოქაში. მაგალითად შეიძლება გამოდგეს ინგლისიც, თუკი შევადარებთ აღორძინების ეპოქას (შექსპირი) პურიტანული რეფორმაციის ეპოქასთან (მილტონი). ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ პირველი პერიოდის რეფორმაცია (ლუთერისა და ცვინგლის დროისა) უფრო კეთილმოსურნე დამოკიდებულებაში იყო ჰუმანიზმთან, ვიდრე მეორე პერიოდის რეფორმაცია (კალვინის დროისა).
უეჭველია, რომ ჰუმანიზმის გავლენა რეფორმაციაზე აისახა გონებრივი იარაღების სფეროში, რომელთა გარეშეც შეუძლებელი იყო რელიგიის გარდაქმნის აღსრულება (ძველი ენების უკეთესი ცოდნა, მიმართვა ეკლესიის მამებისადმი, რომლებიც ძველ დროში სწერდნენ, წმ. წერილის კომენტირების ახალი ილეთები და ა. შ.). ჰუმანისტებსა და რეფორმატორებს ხშირად ჰყავდათ საერთო მტრები (კათოლიკი მონაზვნები, სქოლასტიკოსები და ა. შ.). დაბოლოს, ორივე მოძრაობა, მთელი თავისი განსხვავებების მიუხედავად, ერთიმეორეს ენათესავებოდა მათში გამოვლენილი ინდივიდუალიზმით, ახალი დროების ამ განმასხვავებელი ნიშნით (შუა საუკუნეებთან შედარებით). პროტესტანტიზმში, რომელმაც გამოაცხადა გამართლება რწმენის მეშვეობით, და განსაკუთრებით სექტანტობაში ვლინდებოდა რელიგიური ინდივიდუალიზმი, რომლითაც გამოირჩეოდნენ ჰუმანისტებიც. რელიგიური რეფორმატორების გამოჩენა, სექტების წარმოქმნა, ჰუმანიზმის გავრცელება _ ყოველივე ეს გახლდათ შუა საუკუნეების ბოლოს აღსრულებული დასავლეთ-ევროპული საზოგადოების გონებრივი და ზნეობრივი განვითარების შედეგი. შუასაუკუნოებრივი კათოლიციზმი უკვე ვეღარ აკმაყოფილებდა მრავალი ცალკეული პირის და თვით საზოგადოების დიდი და მცირე ჯგუფების სულიერ მოთხოვნილებებს, რომლებიც, ხშირად ისე რომ თავადაც კი ვერ ამჩნევდნენ მიისწრაფოდნენ რელიგიური ცხოვრების ახალი ფორმებისკენ. კათოლიციზმის შინაგანი დაქვეითება (ე. წ. „ეკლესიის წახდენა“) სრულებით წინააღმდეგობაში იმყოფებოდა უფრო მეტად განვითარებულ რელიგიურ შეგნებასთან და მის ზნეობრივ და გონებრივ მოთხოვნებთან (რუს. запросы). რეფორმაციის უშუალოდ წინამორბედი ეპოქა უჩვეულოდ მდიდარია მამხილებელი და სატირული ლიტერატურის ნაწარმოებებით, რომლებშიც აღშფოთებისა და დაცინვის მთავარი საგანი იყო სასულიერო წოდებისა და მონაზვნების გაფუჭებული ზნე-ჩვეულებანი და უმეცრება. პაპობა, რომელმაც დაკარგა მნიშვნელოვან წილად საზოგადოებრივ აზრში ავტორიტეტი XIV და XV სს. ავინიონის კარის გარყვნილებითა და დიდი განხეთქილების დროის სკანდალური მხილებებით, ასევე გადაიქცა თავდასხმების საგნად ლიტერატურაში.
იმდროინდელი პუბლიცისტიკის ბევრმა ნაწარმოებმა, რომლებიც მიმართული იყო კათოლიკური კლირის წინააღმდეგ, მიიღო ისტორიული მნიშვნელობა (ერაზმის „სისულელის ქება“, „ბნელი ადამიანების წერილები“ და ა. შ.). ყველაზე უფრო განვითარებულ თანამედროვეებს აღაშფოთებდა აგრეთვე ცრურწმუნეობა და რელიგიით ბოროტად გამოყენებანი, რომლებმაც ფესვები გაიდგეს რომის ეკლესიაში: გადაჭარბებული წარმოდგენები პაპის ხელისუფლების შესახებ („პაპი არა მხოლოდ უბრალო ადამიანია, არამედ ღმერთიც“), ინდულგენციები (XIII, 174), წარმართული ნიშნები ქალწულ მარიამისა და წმინდანების კულტში, წეს-ჩვეულებათა ზომაზე მეტად განვითარება რელიგიის შინაგანი შინაარსის ხარჯზე, piae praudes („ღვთისმოსაური მოტყუებანი“) და ა. შ. საეკლესიო კრების მიერ ჩატარებული რეფორმა ეკლესიისა შეეხებოდა მხოლოდ მის ორგანიზაციასა და მორალურ დისციპლინას; პროტესტანტიზმი და სექტანტობა შეეხებოდნენ უკვე თავად რჯულის მოძღვრებასაც რელიგიის მთელ წეს-ჩვეულებით მხარესთან ერთად. მაგრამ, კათოლიკური ეკლესიით უკმაყოფილების მიზეზები იდო არა მხოლოდ მის წახდენაში. ეპოქა, რომელიც უშუალოდ წინ უძღოდა რეფორმაციას, წარმოადგენდა დასავლეთ-ევროპელი ერებისა და ეროვნებების საბოლოდ ჩამოყალიბებისა და ეროვნული ლიტერატურების წარმოქმნის ხანას. კათოლიციზმი უარყოფდა ეროვნულ საწყისს საეკლესიო ცხოვრებაში, მაგრამ ეს საწყისი სულ უფრო და უფრო მეტად იჩენდა თავს. დიდი განხეთქილების ეპოქაში ერები გაყოფილ იქნა რომისა და ავინიონის პაპებს შორის, და აზრი საეკლესიო კრების მიერ რეფორმის გატარების შესახებ მჭიდროდ იყო დაკავშირებული იდეასთან ეროვნული ეკლესიების დამოუკიდებლობის შესახებ. კონსტანცის საეკლესიო კრებაზე ხმას აძლევდნენ ერების მიხედვით, რომელთა ინტერესების განცალკევებასაც პაპობა შემდეგ ოსტატურად ახდენდა კონკორდატების დადებით (იხ.) ცალკეულ ერებთან. ის ერები და ეროვნებანი, რომლებსაც განსაკუთრებით ექსპლუატაციას უწევდა კურია, განსაკუთრებულად უკმაყოფილონი იყვნენ რომით (გერმანია, ინგლისი). აზრი ეროვნული დამოუკიდებლობის შესახებ გავრცელებული იყო სასულიერო პირთა შორისაც, რომლებიც სულაც არ ფიქრობდნენ რომისგან ჩამოცილების თაობაზე (გალიკანიზმი საფრანგეთში, „სახალხო კოსტიოლი“ პოლონეთში XVI ს.). მისწრაფება წმ. წერილის კითხვისა და ღვთისმსახურების მშობლიურ ენაზე აღსრულებისკენ ასევე თავის როლს თამაშობდა რომისადმი ეროვნულ ოპოზიციაში. აქედან არის XVI ს. რეფორმაციის ღრმად ეროვნული ხასიათი. ეროვნული მისწრაფებებით ისარგებლა სახელმწიფო ხელისუფლებამაც, რომელსაც ემძიმებოდა ეკლესიის მხრიდან მეურვეობა და სურდა დამოუკიდებლად არსებობა. ეკლესიის რეფორმის შესახებ საკითხი საბაბს აძლევდა ხელმწიფეებს ჩარეულიყვნენ საეკლესიო საქმეებში და გაეფართოებინათ თავიანთი ძალაუფლება სასულიერო სფეროში. ვიკლიფი და ერთ დროს ჰუსიც სარგებლობდნენ საერო ხელისუფლების მფარველობით. XV ს. პირველი ნახევრის საეკლესიო კრებები შესაძლოა განხორციელებული ყოფილიყო მხოლოდ ხელმწიფეთა დაჟინებული მოთხოვნების წყალობით. თავად XVI ს. რეფორმატორები მოუწოდებენ საერო ხელისუფლებას, პატიჟობენ რა რეფორმის საქმის თავიანთ ხელში აღებისთვის.
პოლიტიკური ოპოზიცია ეკლესიის წინააღმდეგ ემყარებოდა სოციალურ ოპოზიციას, საერო წოდებების უკმაყოფილებას სასულიერო წოდების პრივილეგირებული მდგომარეობის გამო. თავადაზნაურობა შურით უყურებდა კლირის ძლიერებასა და სიმდიდრეს და წინააღმდეგი არ იყო საეკლესიო ქონების სეკულარიზაციის (იხ.) ჩატარებისა, იმედოვნებდა რა გამდიდრებას მის ხარჯზე, როგორც ეს მოხდა კიდეც რეფორმაციის ეპოქაში. გარდა ამისა, იგი ხშირად აცხადებდა პროტესტს საეკლესიო სასამართლოების ფართო კომპეტენციის წინააღმდეგ, საეკლესიო მეათედის სიმძიმის წინააღმდეგ და ა. შ. ქალაქების მოსახლეობასაც ასევე მუდმივად უხდებოდა შეჯახებები სასულიერო წოდებასთან იურიდიულ და ეკონომიკურ ნიადაგზე. ყველაზე უფრო მეტად უკმაყოფილონი იყვნენ გლეხები, რომელთა თავზეც მძიმედ იყო ჩამოწოლილი იმ ეპისკოპოსების, აბატების, კაპიტულების ძალაუფლება, რომლებიც ფლობდნენ დასახლებულ მამულებსა და ყმა-გლეხებს. არისტოკრატიული ოპოზიციაცა და დემოკრატიულიც სასულიერო წოდების წინააღმდეგ თვალსაჩინო როლს თამაშობდნენ სხვადასხვა ქვეყანაში რეფორმაციული მოძრაობის ჩასახვაში. პრინციპული თვალსაზრისით მთელ ამ ოპოზიციას არა ღვთაებრივი საწყისების გულისთვის, არამედ თვითმყოფადი ეროვნულობის, დამოუკიდებელი (რუს. самостоятельное) სახელმწიფოსა და დამოუკიდებელი (რუს. независимое) საზოგადოების ადამიანური საწყისების გულისთვის საკუთარი თავის გამართლება შეეძლო სხვადასხვანაირად. XVIII ს. ეროვნული პოლიტიკური და სოციალური ოპოზიცია კათოლიკურ ქვეყნებში იდგა „განმანათლებლობის“ წმინდად საერო იდეების დროშის ქვეშ; შუა საუკუნეების მიწურულს იგი წავიდა არა ჰუმანიზმის დროსით, რომელსაც მაშინ ჯერ კიდევ სუსტი გავლენა ჰქონდა, არამედ ახალი რელიგიური იდეების დროშით, რაც უფრო მეტად შეესაბამებოდა საზოგადოების მაშინდელ კულტურულ მდგომარეობას. იმავე იდეების დროშის ქვეშ წარიმართა ეპოქის წმინდად პოლიტიკური და სოციალური მოძრაობებიც.
შუა საუკუნეების დასასრული და ახალი დროის დასაწყისი აღნიშნულია წოდებრივი მონარქიის აბსოლუტურ მონარქიაში გადასვლით. სამეფო ხელისუფლების ბრძოლაში წოდებრივ-წარმომადგენლობით დაწესებულებებთან ანუ პრივილეგირებულ წოდებებთან პოლიტიკური პარტიები, დაწყებული XVI ს.-დან ძალზედ ხშირად ემთხვეოდა რელიგიურ პარტიებს. XVI ს. საფრანგეთში, ნიდერლანდებში, შოტლანდიაში, XVII ს. ჩეხეთსა და ინგლისში სამეფო ხელისუფლება, რომელიც ყველგან (ინგლისის გარდა) რჩებოდა კათოლიციზმის ერთგულად, ებრძოდა წოდებრივ-წარმომადგენლობით დაწესებულებებსა და არისტოკრატიას, რომლებიც, იმავე დროს, იცავდნენ ახალ რელიგიურ მოძღვრებებსაც. ამ პოლიტიკურმა ბრძოლამ დაბადა მთელი პოლიტიკური ლიტერატურა, რომელშიც მოწინავე პროტესტანტიზმი იცავდა ხალხის თავისუფლებას აბსოლუტიზმის წინააღმდეგ (იხ. მონარქომახები, მარნიკს დე ს-ტ ალდეგონდი, მილტონი). ერთი სიტყვით, XVI-XVII სს. თითქმის ყველა პოლიტიკური რევოლუცია უმჭიდროესად იყო დაკავშირებულიöრელიგიურ რეფორმაციასთან, თუმცა კი ყველგან არ წყდებოდა ერთი და იგივე პოლიტიკური საკითხი (მაგალითად, გერმანიაში დავა მიდიოდა იმპერატორის თუ მთავრების უპირატესობაზე, შვეიცარიაში _ ახალი და ძველი კანტონების უფლებებზე). ეპოქის პოლიტიკური მოძრაობების მსგავსად, სოციალური მოძრაობებიც, გლეხთა ომის (XVI, 725) ან მიუნსტერის აჯანყების (XX, 364) მაგვარი, აღესრულებოდა პროტესტანტული ან სექტანტური იდეების დროშით. ამ თვალსაზრისით ჩვენ უფლება გვაქვს ვუყურებდეთ რეფორმაციას როგორც წმინდა პოლიტიკური და სოციალური ხასიათის რევოლუციების მთელ რიგს, რომლებიც მხოლოდ დროში დაემთხვა ეკლესიის რეფორმას და მასთან გაერთიანდა, რასაც განაპირობებდა მაშინდელი საეკლესიო ცხოვრების მჭიდრო კავშირი სახელმწიფო და საზოგადოებრივ წყობილებასთან და თეოლოგიური საწყისების სიჭარბე საეკლესიო ცხოვრებაში.
რეფორმაცია დასავლეთ ევროპაში ვრცელდებოდა ცნობილი თანამიმდევრობით (თანდათანობით). დაიწყო იგი ერთდროულად XVI ს. 20-იან წლებში, გერმანელი ერის მიერ დაკავებული ტერიტორიის ორ პუნქტში – ვიტენბერგსა და ციურიხში, ამასთან მის ხელმძღვანელებად გამოვიდნენ ლუთერი (XVIII, 258) და ცვინგლი (იხ.). ლუთერანობა (XVIII, 253) ცვინგლიანობისგან განსხვავდება მისტიციზმის უფრო მეტი ნარევით; მას გააჩნია მონარქიული ხასიათი, ცვინგლიანობას – რესპუბლიკური (შვეიცარიის გარდა იგი გავრცელდა დასავლეთ გერმანიის საიმპერიო ქალაქებშიც). ოციან წლებშივე პროტესტანტიზმი (ლუთერანობა) დამკვიდრებას იწყებს პრუსიაში, დანიასა და შვედეთში, ცოტ-ცოტად მოიცვა რა, XVI ს. შუახანებისთვის, ბალტიის ზღვის მთელი ნაპირები. თავად გერმანიაში ყველა სამთავროს, რომელმაც მიიღო რეფორმა, ეს ერთსა და იმავე დროს არ გაუკეთებია; ბევრი მიწა პროტესტანტობაში გადავიდა მხოლოდ შემდგომ ორ ათწლეულში. აღნიშნული ტერიტორიისა და ინგლისის გარდა, რომელმაც თავისი კავშირები რომთან გაწყვიტა 30-იან წლებში და დააარსა განსაკუთრებული ეკლესია, საუკუნის შუახანებამდე იყო კათოლიციზმისგან ჩამოშორების მხოლოდ ერთეული შემთხვევები. ამ პერიოდის ბოლოს პროტესტანტიზმის ახალ ფორმას წარმოადგენს კალვინიზმი (XIV, 100), რომლის ორგანიზება მოხდა თავიდან ჟენევაში (აქედან არის მისი სახელწოდება: „პროტესტანტული რომი“). ჟენევიდან 50-იან და 60-იან წლებში რეფორმაციული მოძრაობა ვრცელდება ბევრ ქვეყანაზე, სადაც კალვინის მიმდევრები ღებულობენ სხვადასხვანაირ სახელწოდებებს: საფრანგეთში – ჰუგენოტები (იხ.), შოტლანდიაში – პრესვიტერიანები (XXV, 73-74), ნიდერლანდებსა და გერმანიაში – რეფორმატები (იხ.), პოლონეთსა და ლიტვაში – გელვეტური აღმსარებლობა. დაახლოებით ამ დროს წარმოიქმნება კათოლიკური რეაქცია და წყდება ძველი ეკლესიისგან მთელი ქვეყნების ჩამოშორება.
საერთოდ პირველი პერიოდის რეფორმაციას ჰქონდა მონარქიული ხასიათი, ამ ეპოქის მთელი სახალხო მღელვარებების მიუხედავად, მაშინ როდესაც მეორე პერიოდში იგი სამეფო ხელისუფლების მხრიდან აწყდება ოპოზიციას და ღებულობს რევოლუციურ მიმართულებას. რეფორმაციამ რომს ჩამოაშორა დასავლეთ-ევროპელი ერების მთელი ნახევარი, ამასთან ზოგიერთ მათგანში პროტესტანტიზმმა მოიპოვა სრული გამარჯვება, სხვებში – მხოლოდ კერძო გამარჯვებები. უკანასკნელი მიმართებით უნდა განვასხვავებდეთ ქვეყნებს ფედერალური მოწყობით უნიტარული სახელმწიფოებისგან. ფედერაციებად XVI ს. იყვნენ გერმანია, შვეიცარია და ნიდერლანდები – და მათში ერთი ტერიტორიები (სამთავროები, კანტონები, პროვინციები) გახდა პროტესტანტული, სხვები დარჩნენ კათოლიკურებად, რასაც შედეგად მოჰყვა რელიგიური და თვით პოლიტიკური მტრობაც კი. უნიტარულ სახელმწიფოებში, რომლებშიც მხოლოდ ნაწილი მოსახლეობისა ღებულობდა რეფორმაციას, გაყოფა ღებულობდა არა ტერიტორიულ, არამედ წოდებრივ ხასიათს, როგორც მაგალითად საფრანგეთსა და პოლონეთში, სადაც ხალხის მასას ძალზედ ნაკლებად შეეხო პროტესტანტიზმი, რომელმაც უფრო გულმხურვალე მიღება ჰპოვა თავადაზნაურობასა და ქალაქების მაცხოვრებლებში. მხოლოდ ცოტა ქვეყანას თითქმის სრულებით არ შეხებია რეფორმაციული მოძრაობა (სამხრეთ-რომანული ერები). ცალკეულ ქვეყნებში მკვიდრდებოდა პროტესტანტიზმის ესა თუ ის ფორმა, მაგრამ ხდებოდა ისეც, რომ ერთსა და იმავე ქვეყანაში ერთიმეორის გვერდით არსებობდა მისი სხვადასხვა ფორმები (გერმანიაში – ლუთერანობა, ცვინგლიანობა, და კალვინიზმი, სექტანტობის ჩაუთვლელად; პოლონეთში – ჰუსიტობა ანუ „ჩეხი ძმები“, ლუთერანობა, კალვინიზმი და ანტიტრინიტარიზმი ანუ სოცინიანობა; ინგლისში – ანგლიკანიზმი, კალვინიზმი და ინდეფენდენტური სექტები). იხ. პროტესტანტიზმი, ჰუგენოტები, კალვინიზმი, ლუთერანობა, პრესვიტერიანიზმი, პურიტანიზმი, რეფორმატული ეკლესია.
II. რეფორმაცია გერმანიაში
XVI ს. რელიგიური რეფორმაცია დაიწყო გერმანიაში, სადაც იგი შეუერთდა მთელ პოლიტიკურ და სოციალურ რევოლუციას (შეადარეთ VIII, 449). რეფორმაციის მიზეზები არსებობდა ყველგან, მაგრამ გერმანიაში ისინი მოქმედებდა განსაკუთრებით ძლიერად, რადგანაც ერთის მხრივ იშვიათი იყო ისეთი ქვეყანა, სადაც რელიგიურობა გამოირჩეოდა ისეთი ინტიმური, მორალური ხასიათით, როგორც მაშინდელ გერმანელ ხალხში, ხოლო მეორეს მხრივ არც თუ ბევრი ერი იმყოფებოდა ისეთ დამცირებაში რომის კურიის წინაშე, როგორც გერმანელი ერი: მისი პოლიტიკური უძლურება ნოყიერი ნიადაგი იყო პაპის პრტენზიების განვითარებისთვის. გერმანიის რელიგიური განწყობილება ვლინდებოდა ბიბლიის თარგმანებსა და საეკლესიო გალობის განვითარებაში ჯერ კიდევ ლუთერამდე; თავისი სახელგანთქმული თარგმანითა და თავისი საღვთისმსახურო ლირიკით მან მხოლოდ დაჩრდილა უფრო ადრინდელი გამობრწყინვებანი მისწრაფებისა ეკითხათ წმ. წერილი და ელოცათ მშობლიურ ენაზე. შემდეგ, ეს რელიგიური განწყობილება ვლინდებოდა მისტიკური წრეების წარმოქმნაში, „საერთო ცხოვრების ძმების“ ღვთისმოსავ შრომებში, ჰუმანისტური მეცადინეობებით ღვთისმეტყველებაში ახალ საწყისებზე, ფარული მწვალებლების (ერეტიკოსების) არსებობაში, საეკლესიო რეფორმის თაობაზე მუდმივ ზრუნვაში, რომლის გატარებასაც ვარაუდობდნენ ახალ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე. როგორც პოლიტიკური მთლიანობა, გერმანია ამ ეპოქაში იმყოფებოდა, ასე ვთქვათ, არამდგრადი წონასწორობის მდგომარეობაში, რომელმაც შეწყვიტა ერთიან სახელმწიფოდ ყოფნა, მაგრამ საბოლოოდ არც სამთავროებისა და თავისუფალი ქალაქების უბრალო ფედერაციად არ გადაქცეულა. დიდი ხანია უკვე იგრძნობოდა აქ სახელმწიფო რეფორმის აუცილებლობა, რომელიც გამოიყვანდა ქვეყანას მისი ქაოსური მდგომარეობიდან. მთავარ პოლიტიკურ საკითხს შეადგენდა საკითხი საიმპერიო და სამთავროების ხელისუფლებათა ურთიერთ დამოკიდებულების შესახებ.
საიმპერიო სეიმს ჰქონდა რაღაცნაირი დაუსრულებლობის ხასიათი; იმპერატორის, მთავრებისა და ქალაქების ურთიერთობები, რომლებიც ასევე წარმოდგენილი იყვნენ სეიმზე, არ გამოირჩეოდა არც განსაზღვრულობით, და არც თანამიმდევრულობით. კურფიურსტების კოლეგია, მანამდე ასი წლით ადრე გამოცემული ოქროს ბულის წყალობით, წარმოადგენდა ერთადერთ რამდენადმე მაინც ორგანიზებულ პოლიტიკურ დწესებულებას, რომელსც შეეძლო საკუთარ თავზე აეღო რეფორმის ინიციატივა; მაგრამ კურფიურსტების მცდელობებმა, უმთავრესად სეიმებზე 1456 და 1476 წწ. შორის, ვერსად ვერ მიიყვანეს საქმე. ასევე თავად საზოგადოებაშიც იქმნებოდა პოლიტიკური რეფორმის გეგმები, „მეფე სიგიზმუნდის რეფორმის“, მოგვიანებით „ფრიდრიხ III-ის რეფორმის“ მსგავსები. მაქსიმილიან I-ის დროს (1493-1519) ჩატარებულ იქნა გარდაქმნები, რომლებიც თუმცა კი ვერ დამკვიდრდა თავისი სრული მოცულობით; ისინი აფუძნებდნენ ახალ წესრიგს რომელიც მიმართული არა იმპერატორის ძალაუფლების გაფართოებაზე, არამედ პირიქით, მთავრების გავლენის გაძლიერებაზე; გასაგებია, რომ რეფორმას არ ხვდომია წილად იმპერატორის თანაგრძნობა. ანტაგონიზმი იმპრატორისა და მთავრების ხელისუფლებებს შორის სულ უფრო და უფრო მეტად მწვავდებოდა. მაგრამ, მაქსიმილიანს არ მოსდიოდა თავში დაყრდნობოდა იმ საზოგადოებრივ და სახალხო ძალებს, რომლებიც მტრულად იყვნენ განწყობილი მთავართა ძალაუფლებისადმი და წაჰყვებოდნენ იმპერატორს პოლიტიკური გაერთიანებისა და შესაბამისი სახელმწიფო რეფორმების საქმეში, სამოქალაქო ყოფაცხოვრებაში გარდაქმნების პირობით. როდესაც 1519 წ. მაქსიმილიანის მენაცვალედ არჩეულ იქნა მისი შვილიშვილი კარლ V, საკითხი ურთიერთდამოკიდებულებათა შესახებ იმპერატორს, როგორც გერმანიის მეფესა და მთავრებს შორის, გადაუწყვეტელი რჩებოდა, თუმცა კი, როგორც ჩანს, ეს ურთიერთობები იქნა კიდეც განსაზღვრული კარლ V-ის საარჩევნო კაპიტულაციით. საკითხი კვლავ იქნა დასმული თავად ცხოვრების მიერ, მაგრამ მისი გადაწყვეტა ამჯერად ხდებოდა უკვე რელიგიურ რეფორმაციასთან დაკავშირებით.
ფრიდრიხ III-ის მეფობის დროს, რომელიც გამოირჩეოდა პაპობის მიმართ დამთმობლობით, პაპობის წინააღმდეგ პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებად იყვნენ უმთავრესად კურფიურსტები და საერთოდ მთავრები. XVI ს. დასაწყისში ვლინდებოდა მისწრაფება რომისგან ეროვნული განთავისუფლებისკენ, ხოლო შემდეგ კი გერმანელი ხალხის მთელი შინაგანი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი იყო, თუ ვინ ჩადგება ამ ეროვნული მოძრაობის სათავეში, ვინ დაიცავს ეროვნულ უფლებებს კურიის წინაარმდეგ და ამით დაამტკიცებს (დაამკვიდრებს) თავის პოლიტიკურ მნიშვნელობას – იმპერატორი თუ მთავრები. ეს პოლიტიკური საკითხი გართულდა ერთი არცთუ მცირედმნიშვნელოვანი გარემოებით: მთავრების ხელისუფლებით უკმაყოფილონი იყვნენ ქალაქებიც, ე. წ. საიმპერიო რაინდობაცა და გლეხობაც, გარდა ამისა, გერმანიის ინტელიგენტურ წრეებშიც იყვნენ ადამიანები, რომლებიც ოცნებობდნენ სახელმწიფოს მთლიანი შინაგანი გადაწყობის (ხელახლა მოწყობის) თაობაზე. მათი გარემოდან გამოდიოდა რეფორმების გეგმები და პროექტები, რომლებიც გადმოცემული იყო მაშინდელ პუბლიცისტიკაში. წლები, რომლებიც უშუალოდ უსწრებდა წინ ლუთერის გამოსვლასა და საიმპერატორო ტახტზე კარლ V-ის არჩევას, წარმოადგენდა დიდი აგზნების (მღელვარების) ხანას, რომელიც გამოიხატა პამფლეტებისა და მფრინავი ფურცლების ლიტერატურის განვითარებაში. განსაკუთრებით ძლიერი იყო ის მოძრაობა, რომლიც ხდებოდა საიმპერიო რაინდობასა და გლეხობაში. ორივე წოდება ერთმანეთს უახლოვდებოდა მისწრაფებით მთავრების თვითნებობის მოშორებისა და მთელი მიწების ერთი ხელმწიფის ძალაუფლების ქვეშ გაერთიანებისკენ. ერთი სიტყვით, სწორედ იმ დროს, როდესაც მთავრები განწყობილი იყვნენ იმპერატორის წინააღმდეგ, თავად მათ წინააღმდეგ აღსამართავად მზად იყო იმპერიის რაინდობა, ქალაქები მათ ედავებოდნენ, ხოლო გლეხები იწყებდნენ ამბოხებებს თავიანთი ბატონების წინააღმდეგ. დავუმატებთ, რომ XV ს. ბოლო და XVI ს. დასაწყისი გერმანიისთვის წარმოადგენდა გონებრივი აყვავების ხანას, ჰუმანიზმის ყველაზე უფრო მეტად გაფურჩქვნის ხანას, რომელმაც წინ წამოსწია ისეთი მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ რაიხლინი, ერაზმი, ულრიხ ფონ-გუთენი: ეს იყო წლები, როდესაც ძველი რელიგიური დუღილის გვერდით, რომელიც ღებულობდა მისტიკურ შეფერილობას, გამოდიოდა და წინა პლანზეც კი დგებოდა ახალი ჰუმანისტური მოძრაობა, რომელიც თავის უმცროს წარმომადგენლებთან ღებულობდა საერო ხასიათს.
იმის და მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თუ რა ხდებოდა გერმანიის გონებრივ ცხოვრებაში, შესაძლო იყო გვეფიქრა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა უნდა წარმართულიყო ჰუმანიზმის იდეური გავლენის ქვეშ. ე. წ. „რაიხლინისეული კამათი“ (იხ.), რომელმაც მიიღო ფართო საზოგადოებრივი მნიშვნელობა და ააღელვა არა მხოლოდ სამეცნიერო წრეები, არამედ საერთოდ განათლებული საზოგადოებაც გერმანიაში, წარმოადგენს საუკეთესო მოწმობას იმისა, თუ რა აგზნება და მღელვარება იყო გამფებული გერმანიაში XVI ს. მეორე ათწლეულში. თუკი ჩვენ მოვისურვებდით მითითებას ერთ ადამიანზე, რომელიც შეგვეძლო დაგვესახელებინა ქვეყანაში მთელი მაშინდელი მოძრაობების გამომხატველად, მაშინ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე უნდა გავჩერებულიყავით საიმპერიო რაინდების წრიდან გამოსულ ჰუმანისტზე, ულრიხ ფონ-გუთენზე (იხ.), რომელიც თავდავიწყებით გადაეშვა ბრძოლაში. მაგრამ მას არ ერგო წილად ქცეულიყო რეფორმაციის მთავარ გმირად. ჩვეულებრივ, რეფორმაციის დაწყების წლად ითვლება 1517 წ., როდესაც ლუტთრი გამოვიდა თავისი თეზისებით ინდულგენციების წინააღმდეგ. თუმცა კი ამ თეზისებმა ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინეს გერმანიაში, მაგრამ ნამდვილი რეფორმაციული მოძრაობა დაიწყო მხოლოდ 1521 წ. ვორმსის სეიმის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ლუთერმა და ულრიხ ფონ-გუთენმა გამოსცეს თავიანთი სახელგანთქმული მოწოდებები, რომლებიც საზოგადოებას ბრძოლისთვის მოუწოდებდნენ. კარლ V-ის მიერ გამოცემულმა ვორმსის ედიქტმა საიმპერიო შერისხვა დაადო ლუთერს; რეფორმატორი ვართბურგში უნდა დამალულიყო, მაგრამ სწორედ ამ დროს ვიტენბერგში დაიწყო რეფორმაციული მოძრაობა, საეკლესიო ცხოვრებაში გარეგნული ცვლილებების შეტანის აზრით, ხშირად ხალხის მასის უშუალო ჩარევითაც. ლუთერი არ ყოფილა ასეთი ხასიათის მქონე მოძრაობის ინიციატორი.
1521-1522 წწ. ზამთარში ვიტენბერგში დაიწყო ყოველივე კათოლიკურის ძალადობრივად დანგრევის სცენები. როდესაც ლუთერამდე მივიდა ამბავი იმის შესახებ, რაც იქ ხდებოდა, მან ვიტენბერგელ ნოვატორებს მისწერა, რომ მათ „არ უნდა დაეწყოთ მუშტების ქნევა“ და რომ მას არ შეუძლია იყოს ასეთი მოღვაწეევის მხარეზე. კათოლიკები შემდგომში ბრალს დებდნენ ლუთერს იმაში, რომ რეფორმა მან დაიწყო იმისთვის, რათა მიეტოვებინა მონასტერი და ცოლი შეერთო; მაგრამ მას პირველს არ მიუტოვებია მონაზვნობა, და იგი არ ყოფილა პირველი მღვდელმსახური, რომელმაც ცოლი შეირთო. ავგუსტინელთა მონასტრიდან სხვებზე უფრო ადრე წავიდა ცვილინგი, რომელმაც თან წაიყვანა რამდენიმე სხვა თანამოაზრეც, ლუთერი კი ვართბურგიდან დაბრუნების შემდეგ მონასტერსა და მონაზვნის სამოსელს არ ტოვებდა 1525 წ.-მდე. როდესაც მან შეიტყო მღვდელმსახურთა პირველი ქორწინებების თაობაზე (ფელდკირხენისა და ზაიდლერის), მან მოიწონა ისინი, მაგრამ შენიშნა, რომ მას მაინც თავზე ვერ მოახვევენ ცოლის შერთვას; ცოლი მან შეირთო მხოლოდ 1525 წ. კათოლიკური მესის მოსპობა, ორივე სახით ზიარება (კარლშტადტის ინიციატივით, 1521 წ. შობაზე), ხატების განდევნა და ა. შ. – ყოველივე ეს დაიწყო მის გარეშე, ხოლო როდესაც თავად მან მიიღო მონაწილეობა რეფორმაში და გახდა მისი ხელმძღვანელი, მაშინ ემხრობოდა (მიჰყვებოდა) უფრო კონსერვატიულ პრინციპს: არ უარეყო არაფერი ისეთი, რაც მთელი სიცხადით არ ეწნიააღმდეგება წმ. წერილს. უკვე უფრო ადრე ლუთერი მოელოდა რეფორმისთვის თანადგომას საერო ხელისუფლების მხრიდან; ვიტენბერგულმა უწესრიგობებმა კიდევ უფრო მეტად დაარწმუნეს იგი, რომ ეს საქმე უნდა ეკუთვნოდეს არა „ყოველივეს ბატონს“ (dominus Omnes), არამედ საერო ხელისუფლებას. აქედან არის ლუთერის კავშირი მთავრებთან, რომელიც გამომდინარეობდა მისი მისწრაფებიდან მოეხდინა საეკლესიო ცხოვრების რეფორმირება ისე, რომ არ ჩაეგდო იგი იმ საშიშროებებში, რომლებსაც წარმოშობდა თავად რეფორმა, მასში ძლიერი ავტორიტეტის პრინციპიდან. თავის ერთერთ ქადაგებაში ვიტენბერგში ვარტბურგში მისი პატიმრობის დროს იქ მიმდინარე უწესრიგობების გამო იგი ამბობდა ასე: „მესის მოსპობა ეთანხმება წმ. წერილს, მაგრამ როგორი წესრიგი, როგორი ზრდილობა დაიცავით თქვენ? საჭირო იყო აღგევლინათ მხურვალე ლოცვები, საჭირო იყო მიგემართათ ხელისუფლებისთვის, _ და მაშინ ყველა დაინახავდა, რომ ეს საქმე ღმერთისგანაა“. 1526 წ. იგი სწერდა საქსონიის კურფიურსტს: „რადგანაც პაპის წესრიგი გაუქმებულია, ამიტომ ყველა დაწესებულება იქცევა თქვენს მონაპოვრად, როგორც უმაღლესი მეთაურისა. თქვენი საქმეა ყოველივე ამის მართვა; არავინ სხვა ამის შესახებ არ ზრუნავს, არ შეუძლია და არც უნდა ზრუნავდეს“.
ამრიგად ლუთერმა მთავრების გამგებლობაში აღიარა ის უფლებები, რომლებიც უწინ ეკუთვნოდა რომის პაპს. იმისთვის, რათა შენარჩუნებულ ყოფილიყო ცნობილი პრინციპები ეკლესიის მოწყობისას, ლუთერმა მოითხოვა საეკლესიო რევიზია. საქსონიის კურფიურსტმა ამისთვის დანიშნა ცალკეული კომისია, ხოლო ისტრუქცია კი მისთვის დაწერა მელანქტონმა, ამოდიოდა რა იმ საერთო საწყისიდან, რომ საჭიროა რაც შეიძლება მეტი იქნას დატოვებული ძველი ცერემონიებიდან, ვინაიდან ყველანაირ სიახლეებს მავნებლობა მოაქვთ. ლუთერზე არ შეიძლებოდა არ ემოქმედა იმ გატაცებების სანახაობას, რომლებსაც იგი თვლიდა თავისი საქმის დამახინჯებად; მას არ სურდა რეფორმაციისთვის უფლება მიეცა იმაზე შორს წასასვლელად, რის წინაშეც იგი თავად ჩერდებოდა – და ღიად გამოვიდა ნოვატორების წინააღმდეგ. დაწყებული პოლემიკა მხოლოდ აღვივებდა ვნებებს და ლუთერში ანვითარებდა შეუწყნარებლობას, რომელიც დამახასიათებელი მიყო მისი ძალაუფლების მოყვარე ბუნებისთვის, დამყნობილი იყო მასზე შუასაუკუნოებრივი კათოლიციზმის პრინციპებზე აღზრდით, ხოლო შემდეგ კი განმტკიცებული მისი პოპულარობით, გავლენითა და წარმატებით. ლუთერის სულ ახლანდელმა მომხრეებმა დადანაშაულება დაუწყეს მას საერთო საქმის ღალატში, ჭეშმარიტი სარწმუნოების პოვნის უნარის არქონაში, ეკლესიის საერო მთავრებისთვის მიყიდვაში, ტირანიაში, რომელიც პაპის ტირანიას მოაგონებდათ. ლუთერი ჩამოშორდა გუთენის მსგავს პოლიტიკურ მოღვაწეებს, სურდა რა თავისი ამოცანის შემოფარგვლა მხოლოდ საეკლესიო რეფორმით. მანვე აიძულა იგი გამოსულიყო იმ რეფორმატორების წინააღმდეგ, რომლებიც რელიგიურ გარდაქმნებს ართიანებდნენ სოციალურ გარდაქმნებთან. ამასობაში გერმანიაში 1522-1523 და 1524-1525 წწ. მოხდა რაინდებისა (იხ.) და გლეხთა აჯანყებები (იხ. გლეხთა ომი), რომლებსაც ჰქონდათ თავიანთი განსაკუთრებული პოლიტიკური და სოციალური მიზეზები. ეს აჯანყებები წარმოებდა ერთიმეორისგან ცალ-ცალკე, და თითოეული ცალ-ცალკე იქნა ჩახშობილი მთავრების მიერ, პირველი _ როგორც აჯანყება ოფიცრებისა, რომლებსაც არ ჰყავდათ ჯარისკაცები, მეორე _ როგორც აჯანყება რიგითებისა, რომელთაც არ ჰყავდათ ოფიცრები. ეს არ ყოფილა შემთხვევითობა; არ შეიძლებოდა ყოფილიყო სოლიდარული მოქმედება ორი წოდებისა, რომელთა შორის არსებობდა მკვეთრი ანტაგონიზმი.
გლეხთა ომის მიზეზები იდო სოფლის მოსახლეობისა და მიწათმოქმედი კლასების იურიდიულ და ეკონომიკურ ურთიერთობებში, ე. ი. მთავრებისაც, კლირისაც და რაინდებისაც: ბატონები ჩაგრავდნენ მიწათმოქმედებს, და უკანასკნელნი თავიანთი აჯანყების დროს არ აკეთებდნენ განსხვავებას სასულიერო და საერო, მსხვილ და წვრილ მფლობელებს შორის. საზოგადოებრივი მოძრაობა სულ დასაწყისიდანვე წავიდა სხვადასხვა მხარეს, მაშინ როდესაც მთავრები, რომელთა წინააღმდეგაც იგი სრულდებოდა (წარმოებდა), მოქმედებდნენ სოლიდარულად, რჩებოდნენ რა, ამასთან, გერმანიაში ერთადერთ უმაღლეს ხელისუფლებად ახალგაზრდა იმპერატორის არყოფნისას, რომელიც ვორმსის სეიმის შემდეგ გაემგზავრა ქვეყნიდან ფრანცისკ I-თან საომრად და საერთოდაც ნაკლებ ინტერესს იჩენდა გერმანიის ეროვნულ საქმეებში. ორივე აჯანყებასთან მიმართებით კიდევ უნდა ითქვას ის, რომ ისინი წარიმართა რელიგიური რეფორმაციის დროშით. რაინდების აჯანყება განსაკუთრებით მიმართული იყო სასულიერო მთავრების წინააღმდეგ; მისი მონაწილეები წინააღმდეგნი არ იყვნენ გამდიდრებულიყვნენ საეკლესიო მიწათმფლობელობის ხარჯზე. ტრირის არქიეპისკოპოსზე თავდასხმის საბაბად რაინდებმა წამოაყენეს ის, რომ იგი კარს უკეტავს ღვთის სიტყვას, ე. ი. ეწინააღმდეგება ახალი სწავლების ქადაგებას. აჯანყებული გლეხები თავიანთ მოთხოვნებს ამაგრებდნენ ბიბლიაზე მითითებებით; ინსურგენტების ნაწილი მიჰყვებოდა ხელახლა მონათლულებს (გადანათლულებს) (XXIII, 220), რომელთა სათავეშიც იდგა მიუნცერი (იხ.). საერთოდ სახალხო რეფორმაცია გერმანიაში ხელიხელ ჩაკიდებული მიდიოდა სექტანტობასთან; 30-იან წლებში ანაბაპტიზმი ნათლად ავლენდა თავის სოციალურ-რევოლუციურ ხასიათს მიუნსტერის აჯანყებაში. რევოლუციური მოძრაობები, რომლებიც წარმოებდა რელიგიური იდეების დროშის ქვეშ, და სექტანტობის წარმოქმნა, რომელიც წყვეტდა ყველანაირ კავშირს საეკლესიო ტრადიციებთან, არ შეიძლებოდა არ ასახულიყო ლუთერანული რეფორმაციის ხასიათზე, რომელსაც წილად ხვდა დამკვიდრებულიყო გერმანიის მთელ ნახევარში ოფიციალურად მიღებული აღმსარებლობის სახით.
პოლიტიკური არეულობები, რომლებიც გამძვინვარდა რელიგიური რეფორმაციის საქმესთან ერთად, ლუთერის თვალში მხოლოდ აფუჭებდა ამ საქმეს; მისთვის ძვირფასი საეკლესიო რეფორმის ასეთსავე დამახინჯებას ხედავდა იგი სექტანტობაში. ეძიებდა რა მტკიცე ხელისუფლებას, რომელსაც შეეძლო დახმარებოდა მას ამ ამოცანის შესრულებაში, ლუთერს კავშირი უნდა შეეკრა მთავრებთან; მაგრამ ეს კავშირი არ შეიძლებოდა ყოფილიყო სხვანაირი, თუ არა ეკლესიის სახელმწიფოსადმი დაქვემდებარება. მთავრები, რომლებიც ღებულობდნენ ლუთერის რეფორმაციას, დადებითად იგებდნენ მისგან: ისინი თავისუფლდებოდნენ პაპის ძალაუფლებისგან, სეკულარიზაციას უტარებდნენ საეკლესიო საკუთრებას, იმორჩილებდნენ ადგილობრივ სასულიერო წოდებას, რომელიც გადაიქცეოდა მათ მოხელეებად, და შედიოდნენ ბევრ ისეთ უფლებაში, რომლებიც მანამდე ეკუთვნოდა ეკლესიას. ამრიგად, თუკი რეფორმაციული მოძრაობის ინიციატივა გერმანიაში წამოვიდა ქვევიდან, ხალხისგან, ამ მოძრაობის შედეგებით ისარგებლეს სახელმწიფო ხელისუფლების მატარებლებმა ცალკეულ ტერიტორიებზე, რომლებადაც იყოფოდა მაშინდელი გერმანია. ატარებდა რა რეფორმას მთავრების დახმარებით, ლუთერმა უკან დაიხია თავისი თავდაპირველი რელიგიური პროტესტის ბევრი საწყისიდან: მისმა გარდაქმნებმა რჯულის მოძღვრებასა და საეკლესიო ცხოვრებაში მოიპოვა ოფიციალური აღიარება და ამის ძალით მიიღო მხარდაჭერა სამოქალაქო ხელისუფლების გარეგნული ავტორიტეტისგან, თუმცა კი ეს სავსებით არ ემთხვეოდა ლუთერის რელიგიური მსოფლჭვრეტის ინდივიდუალისტურ ამოსავალ პუნქტს. ამასთანავე, მთავრების დამოკიდებულება რეფორმაციისადმი იცვლებოდა. თავიდან ყველა ისინი იყვნენ რომისადმი ოპოზიციის მხარეზე. კარლ V-ის არყოფნისას გერმანიის სათავეში იმყოფებოდა საიმპერიო მმართველობა (Reichsregiment), რომელიც შედგებოდა კურფიურსტებისა და გერმანიის ცალკეული ოლქების წარმომადგენლებისგან. 1522 წ. მან მოიწვია საქსონელი ეპისკოპოსები მიეღოთ ზომები ვიტენბერგში უწესრიგობების წინააღმდეგ, მაგრამ როდესაც ლუთერმა დააწყნარა არეულობა, საქსონიის კურფიურსტმა მოახერხა საიმპერიო მმართველობის დაყოლიება იმაზე, რათა ვორმსის ედიქტი დაეტოვებინათ შედეგების გარეშე. თავად მმართველობას გულმოწყალე დამოკიდებულება ჰქონდა რეფორმაციისადმი, რადგანაც იმედოვნებდა მისი მესვეობით გერმანიის განთავისუფლებას პაპის სასარგებლოდ გასაღები მძიმე გადასახადებისგან.
1523 წ. ახალ პაპს (ადრიანე VI-ს) საიმპერიო მმართველობამ და ნიურნბერგში შეკრბილმა სეიმმა პირდაპირ უარი უთხრეს საეკლესიო განკვეთისა და სახელმწიფო შერისხვის აღსრულებაში მოყვანაზე, რომელიც ლუთერის თავზე იყო ჩამოწოლილი. სეიმმა საჩივრების მთელი რიგიც კი (centum gravamina) წამოაყენა კურიის წინააღმდეგ, ბოროტად გამოყენებების უსწრაფესად გაუქმებისა და მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მოთხოვნით ეკლესიის რეფორმისთვის. ზოგიერთმა მთავარმა და ქალაქმა თავისთან ვიტენბერგული საკლესიო წესრიგის შემოღებაც კი დაიწყო, ე. ი. უმთავრესად ღვთისმსახურება მშობლიურ ენაზე, რომელმაც შეცვალა კათოლიკური მესა. რაინდთა აჯანყებისა და გლეხთა ომის შემდეგ დაიწყო რეაქცია. რაინდები და გლეხები დაამარცხეს მთავრებმა, რომლებიც ჩიოდნენ საიმპერიო მმართველობის სისუსტესა და უმოქმედობაზე _ და 1524 წ. მისი პირადი შემადგენლობა შეცვლილ იქნა რეფორმაციისადმი მტრული პარტიის სურვილების შესაბამისად. 1524 წ. სეიმზე უკვე აღარ ყოფილა ის ერთსულოვნება, რომლითაც გამოირჩეოდა საიმპერიო ჩინების წინა წლის შეკრება: წარმოიქმნა პარტია, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა დარჩეს ძველებურად, მით უმეტეს, რომ პაპობამ ბევრ მთავარს გაუკეთა სხვადასხვანაირი დათმობები. ავსტრიის, ბავარიისა და ზოგიერთი სხვა მიწის ხელმწიფეებმა თავად პაპისგან მიიღეს ის, რაც სხვებმა შეიძინეს რეფორმაციის წყალობით. დაეთანხმა რა კურიის უწინდელი თვითნებობისა და უწინდელი მძიმე გადასახადების შეზღუდვაზე, კლიმენტ VII-მ ამასთან ერთად გააფართოვა მთავრების ძალაუფლება ადგილობრივ სასულიერო წოდებაზე და საეკლესიო ქონებისა და შემოსავლების ნაწილიც კი მისცა მათ, რისთვისაც მთავრები ვალდებულებულებას იღებდნენ დაეწყოთ ლუთერანობის დევნა თავიანთ სამფლობელოებში. კურიის ასეთი შეთანხმება სამხრეთ გერმანელ მთავრებთან გაფორმებულ იქნა რეგენსბურგის ყრილობაზე 1524 წ. ივნისში, რის შემდეგაც ავსტრიაში, ბავარიასა და ზალცბურგში დაიწყო რეფორმციის მომხრეების დევნა. იმ მიწებშიც, რომლებსაც უკვე მიღებული ჰქონდათ რეფორმაცია, მიმდინარეობდა რეაქცია, რომელიც მიმართული იყო უმთავრესად ანაბაპტიზმის წინააღმდეგ. ლუთერი, რომელიც 1520-1521 წწ. თავად ლაპარაკობდა რევოლუციური ენით არა მხოლოდ პაპის, არამედ საერო ხელისუფლების შესახებაც, ხოლო გლეხთა აჯანყების დასაწყისში ამბობდა, რომ იგი გამოწვეულია მთავრებისა და ბატონების მხრიდან ჩაგვრისგან, აჯანყების ბოლოსთვის გააფთრებით არბევდა აჯანყებულ გლეხებს, მოუწოდებდა შუბებზე წამოეგოთ, დაეჩეხათ და მოეკლათ ისინი, როგორც მოღალატეები, მძარცველები და ადამიანები, რომლებსაც თავიანთ საქმეებზე აფარებული აქვთ რა სახარება, სინამდვილეში ეშმაკს ემსახურებიან.
1526 წ. კარლ V-მ, რომელმაც მანამდე ცოტა ხნით ადრე დაამარცხა ფრანცისკ I, შპაიერში შეკრებილი სეიმისგან მოითხოვა ვორმსის ედიქტის შესრულება; მაგრამ, ისარგებლა რა ომის განახლებით, სეიმმა დაადგინა, რომ რელიგიურ საკითხში თითოეული საიმპერიო ჩინოსანი, მსოფლიო საეკლესიო კრებაზე საკითხის გადაწყვეტამდე, იმოქმედებს ისე, როგორც ამას საჭიროდ ჩათვლის, რათა მართალი იყოს ღვთისა და საიმპერატორო დიდებულების (უდიდებულესობის) წინაშე. მთავრებთან ერთად ასეთივე უფლება მიიღეს საიმპერიო ქალაქებმა და თვით საიმპერიო რაინდებმაც კი. თავისი ამ დადგენილებით საიმპერიო სეიმი საერო ხელისუფალთ აძლევდა, თუმცა კი დროებით, რელიგიური საკითხის გადაწყვეტის უფლებას საკუთარი შეხედულების-და მიხედვით; ეკლესია ერთგვარად ჩაყენებული ხდებოდა საერო ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებაში, და სახელმწიფო ხელისუფლებას ეძლეოდა საეკლესიო გარდაქმნების ჩატარების უფლება. საკუთრივ რომ ვთქვათ, მხოლოდ 1526 წ. შპაიერის სეიმის შემდეგ დაიწყო ახალი საეკლესიო ორგანიზაციის მტკიცედ დამკვიდრება იმ სამთავროებსა და საიმპერიო ქალაქებში, რომლებმაც მიიღეს რეფორმაცია (საქსონიის საკურფიურსტო, ჰესენი, ანჰალტი, ფრანკონია, ლუნენბურგი, აღმოსავლეთ ფრისლნდია, შლეზვიგ-ჰოლშტაინი, ნიურნბერგი, აუგსბურგი, ულმი, სტრასბურგი და სხვა.). 1526 წ.-თვის ლუთერს საბოლოოდ ჩამოუყალიბდა რწმენა, რომ საეპისკოპოსო ხელისუფლება ეკლესიაში უნდა გადაეცეს ხელმწიფეებს. ლუთერანი მთავრები იქცნენ ეკლესიების უმაღლეს მმართველებად (summi episcopi) თავიანთ მიწებში. საეკლესიო ცხოვრებაზე მეთვალყურეობა მათ დაავალეს საგანგებო სუპერინტენდენტებს, ხოლო 30-იანი წლების შუახანებში დააარსეს კონსისტორიუმი ადმინისტრაციული და სასამართლო ძალაუფლებით სასულიერო წოდებაზე. ახალი ღვთისმსხურებისა და საეკლესიო მოწყობის შემოღებას თან ახლდა ეკლესეიებისა და მონასტრების საკუთრების სეკულარიზაცია. ლუთერი ზრუნავდა იმისთვის, რათა თუნდაც ნაწილი მაინც შემოსავლებისა სეკულარიზებული მამულებიდან წასულიყო ტაძრებისა და მღვდელმსახურების, სკოლებისა და მასწავლებლების შესანახად, აგრეთვე საქველმოქმედო დაწესებულებებისა და ღარიბებისთვის; მაგრამ მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში ღებულობდნენ ეს შემოსავლები ასეთ დანიშნულებას. უმრავლეს შემთხვევებში ყოფილ სასულიერო მამულებს მთავრები იყენებდნენ პირადი სარგებლობისთვის, ან ურიგებდნენ მათთან დაახლოებულ პირებს. კათოლიკი მთავრები მიჰყვებოდნენ ლუთერანი მთავრების მაგალითს და ზუსტად ასევე ახდენდნენ თავისთან საეკლესიო მამულების კონფისკაციას, რამაც საბაბი მისცა ლუთერს დაეწყო ხუმრობა მათი ლუთერანული გულმოდგინების გამო, რომლებიც ამაში ხშირად აღემატებოდნენ თავად ლუთერანთა გულმოდგინებასაც.
ლუთერანობასთან ერთდროულად სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში ციურიხიდან გავრცელება დაიწყო ცვინგლის სწავლებამაც. ორივე რეფორმატორს შორის დაიწყო პოლემიკა. 20-იანი წლების მიწურულს ორივე მოძღვრების მიმდევრებს ემუქრებოდა დიდი საფრთხე კათოლიკების მხრიდან. ამან აიძულა საქსონიის კურფიურსტი და ჰესენის ლანდგრაფი დაედოთ საიდუმლო შეთანხმება ნიურნბერგთან, ულმთან და სტრასბურგთან ურთიერთ დასაცავად. როდესაც ლუთერმა შეიტყო ამ კავშირის შესახებ, მან დაჟინებით მოითხოვა, რათა კურფიურსტს უარი ეთქვა კავშირზე ქალაქებთან ულმთან და სტრასბურგთან, რომლებმაც მიიღეს ცვინგლიანური სწავლება ევქარისტიის შესახებ. დიდი შრომის ფასად მოახერხა ფილიპ ჰესენელმა, რომელიც დიდად აფასებდა კავშირს შვეიცარიელებთან, დისპუტის მოწყობა ლუთერსა და ცვინგლის შორის მარბურგში, სადაც ხელი მოეწერა აქტს, რომელიც მიუთითებდა, თუ რაში თანხმდება ორივე მხარე და რაში ვერ თანხმდება. სწორედ ამ დროს (1529) კარლ V-ს, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამარცხა ფრანცისკ I და მასთან შეერთებული პაპი კლიმენტ VII, მიეცა გერმანიის რელიგიურ საქმეებში ჩარევის შესაძლებლობა, _ ხოლო ამას კი არ შეეძლო არ შეხებოდა ძირითად პოლიტიკურ საკითხს იმპერატორსა და მთავრებს შორის ურთიერთობების შესახებ. უმთავრესად ეს პოლიტიკური სკითხი წყდებოდა კიდეც ასწლეულის შემდეგ მეოთხედში (1530-1555), რელიგიური რეფორმაციის შემდგომ მსვლელობასთან დაკავშირებით. დაახლოებით 1530 წ. წინამორბედი წლების საზოგადოებრივი და სახალხო მოძრაობები ადგილს უთმობენ ბრძოლას სახელმწიფო ხელისუფლებებს შორის; რელიგიური რეფორმაცია ცოცხალი ეროვნული საქმიდან გადაქცევა მხოლოდ მთავრების საქმედ. 1529 წ. შპაიერში შეკრებილ იქნა სეიმი, რომელზედაც იმპერატორის სახელით შეთავაზებულ იქნა ვორმსის ედიქტის აღდგენა, სხვადასხვანაირი საშინელი სექტების წარმოქმნის გათვალისწინებით. უმრავლესობამ პირდაპირ გამოხატა თანხმობა დამორჩილებოდა ვორმსის ედიქტს; უმცირესობამ შეადგინა პროტესტაცია (XXV, 530), რომელსც ხელი მოაწერეს ხუთმა მთავარმა (მათ რიცხვში საქსონიის კურფიურსტმა და ჰესენის ლანდგრაფმა) და 14 საიმპერიო ქალაქის წარმომადგენლებმა. მათ მიიღეს „პროტესტანტების“ სახელწოდება, რომელიც შემდგომში გავრცელდა ყველაზე, ვინც კი დატოვა კათოლიკური ეკლესია. პროტესტი იყო იმპერატორისადმი დაუმორჩილებლობის აქტი: მთავრები და საიმპერიო ქალაქები დგებოდნენ ქვეშევრდომების მდგომარეობაში და აცხადებდნენ, რომ ყოველივე დანარჩენში ისინი მზად არიან ემორჩილებოდნენ იმპერატორს, მაგრამ მხოლოდ არა იმაში, რაც შეეხება ღვთის დიდებასა და სულის ცხონებას.
პროტესტანტებმა წამოაყენეს სახელმწიფო ხელისუფლების სინდისის საქმეებში ჩაურევლობის პრინციპი, მაგრამ იყვნენ რა თავად ხელმწიფეები თავიანთ სამფლობელოებში, იქცეოდნენ მათში საეკლესიო საქმეების უმაღლეს მომწყობებად, და მოითხოვდნენ თავიანთი ქვეშევრდომებისგან ახალი წესრიგისადმი დამორჩილებას (დაქვემდებარებას). კარლ V-მ მოითხოვა პროტესტანტებისგან სეიმის ნებისადმი დამორჩილება მკაცრი სასჯლის შიშის ქვეშ. ლუთერი ურჩევდა მათ არ გაეწიათ წინააღმდეგობა, მაგრამ სხვები ამბობდნენ, რომ დაჩაგრულს აქვს თავდაცვის უფლება და რომ ღვთის მიერ ბოძებული ხელისუფლება უკვე აღარ არის კანონიერი, რადგანაც იგი ჯანყდება ღვთის წინააღმდეგ ანუ არღვევს იმ პირობებს, რომლებითაც იქნა არჩეული მისი (ხელისუფლების) მატარებელი. 1529 წ. პროტესტაციასთან დაკავშირებით უკვე, ამრიგად, სვამდნენ საკითხს თავიანთი უფლების შესახებ იარაღით ხელში დაეცვათ სინდისის თავისუფლება. 1530 წ. კარლ V, ცხრაწლიანი არყოფნის შემდეგ ჩამოვიდა გერმანიაში, დანიშნა რა საიმპერიო სეიმის შეკრება აუგსბურგში. ამ სეიმზე მორჩილების მოთხოვნა წააწყდა უარს, რომელიც მოტივირებული იყო იმით, რომ სინდისის საქმეებში არ გააჩნია ძალა იმპერატორის არანაირ ბრძანებას. იმპერატორის სურვილიდან გამომდინარე ჰქონოდა სეიმის წევრების მოსაზრებათა წერილობით გადმოცემა რელგიურ საკითხში, შედგენილ იქნა „აპოლოგია“, რომლის მთავარ მიზანსაც წარმოადგენდა სახარებისეული სწავლების გამართლება მწვალებლობაში ბრალდებისგან. ეს დოკუმენტი, რომელმაც მიიღო აუგსბურგული აღმსარებლობის სახელწოდება (II, 453), ხელმოწერილ იქნა ყველა ლუთერანი მთავრისა და ორი საიმპერიო ქალაქის წარმომადგენლების მიერ. ბოლოს და ბოლოს კარლ V-მ შესთავაზა სეიმს გადაედოთ საქმე შემდეგი წლის გაზაფხულამდე, იმ პირობით, რომ აღნიშნული ვადისთვის მთავრები ვალდებულნი იყვნენ შეერთებოდნენ კათოლიკურ ეკლესიას მწვალებლობის (ერესის) ძალადობრივად ჩახშობის შიშის ქვეშ. მართალია, რომ ამავე დროს დაპირებულ იქნა მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელსაც უნდა საბოლოოდ გადაეწყვიტა კიდეც მთელი კამათები. პროტესტანტული ჩინები (მათ რიცხვში ლუთერანული და ცვინგლიანური ქალაქებიც) პროტესტს აცხადებდნენ ასეთი გადაწყვეტილების წინააღმდეგ, და მათ პასუხად იმპერატორისა და კათოლიკების მუქარებზე იქცა მათ მიერ 1530 წ. სულ ბოლოსა და 1531 წ. დასაწყისში შმალკალდენის კავშირის დადება (იხ.). მაგრამ ურთიერთშორის ომამდე საქმე არ მისულა; 1532 წ. ნიურნბერგში შედგა შეთანხმება, რომლის ძალითაც ის მთავრები და ქალაქები, რომლებმაც უკვე მიიღეს აუგსბურგული (და სულაც არა ცვინგლიანური) აღმსარებლობა, რჩებოდნენ მასში, მაგრამ უარს ამბობდნენ მისი მიმდევრების დაცვაზე სხვა მიწებში; საქმეთა ასეთი მდგომარეობა უნდა გაგრძელებულიყო რელიგიური კამათების სეკლესიო კრების ან, სულ უკიდურეს შემთხვევაში, საიმპერიო სეიმის მიერ გადაწყვეტამდე.
კარლ V კვლავ ჩამოსცილდა გერმანიის საშინაო საქმეებს თავისი რთული საერთაშორისო პოლიტიკის გამო. ნიურნბერგის ტრაქტატით დაცულ (სემოზღუდულ) რეფორმაციას შეეძლო თავისუფლად დამკვიდრებულიყო და გავრცელბულიყო კიდეც ახალ მიწებში, თუმცა კი 1532 წ. შეთანხმების აზრით, შენარჩუნებულ უნდა ყოფილიყო status quo ante. 1534 წ. რეფორმაცია შემოღებულ იქნა ვიურტემბერგში, სადაც დაბრუნდა იქიდან ადრე განდევნილი ჰერცოგი ულრიხი (VII, 709). 1538 წ. ძირითადმა კათოლიკმა მთავრებმა, მეფე ფერდინანდის მეთაურობით, ურთიერთშორის შეკრეს კავშირი ნიურნბერგში. 1539 წ. რეფორმაციამ გააკეთა ახალი მნიშვნელოვანი შენაძენები. როდესაც მოკვდა საქსონიის ჰერცოგი გეორგი, მისმა მენაცვალემ ჰაინრიხმა, რომელსაც მხარს უჭერდა შმალკალდენის კავშირი, რეფორმაცია შეიტანა ალბერტის საქსონიაში, ლანდტაგის საერო წოდებათა თანადგომით. ბრანდენბურგის კურფიურსტმა იოაჰიმ II-მ, დუთმო რა ხალხის სურვილს, ასევე შემოიღო თავისთან ლუტერანობა, თუმცა კი ზოგიერთი თავისებურებებით. 1542 წ. შმალკალდენის კავშირი თავს დაესხა ბრაუნშვაიგის ჰერცოგს და აიძულა იგი გაქცეულიყო თავისი სამფლობელოებიდან, რომლებშიც საქსონიის კურფიურსტმა და ფილიპ ჰესენელმა შემოიღეს პროტესტანტიზმი. ლუთერანული პროპაგანდა წარმატებით მოქმედებდა კათოლიკურ მიწებშიც, და იძენდა მრავალ მიმდევარს. ყოვლივე ეს აშფოთებდა კარლ V-ს, რომელიც იმ ხნად დაკავებული იყო ომით საფრანგეთთან და თურქებთან. განსაკუთრებით ძლიერად მასზე იმოქმედა იმან, რომ ერთერთმა სასულიერო კურფიურსტმაც, ჰერმან ფონ-ვიდმა (VIII, 530), კიოლნის მთავარეპისკოპოსმა, ასევე ჩაიფიქრა საკუთარ სამფლობლოებში რეფორმაციის შემოღება. შვიდი კურფიურსტიდან სამი (საქსონიის, ბრანდენბურგისა და პფალცის) უკვე პროტესტანტი იყო: მეოთხე საკურფიურსტოს რეფორმაციასთან შეერთება პროტესტანტებს მისცემდა უმრვლესობას საკურფიურსტო კოლეგიაში. ეს მუქარას უქმნიდა ჰაბსბურგების დინასტიის ინტერესებს, რომლის დამკვიდრებისკენაც კარლ V ისწრაფოდა გერმანიის ტახტზე. მან საჩქაროდ დადო სამშვიდობო ხელშეკრულება ფრანცისკ I-თან (1544), მეტად ზომიერ პირობებზე, სამხედრო წარმატებების მიუხედავად, და ორივე ხელმწიფემ გადაწყვიტა ერთობლივი ძალებით წინ აღდგომოდა მწვალებლობის შემდგომ გავრცელებას. 1545 წ. საფრანგეთის შუამავლობით, დადებულ იქნა ზავი კარლ V-სა და თურქებს შორის.
ახალი სამშვიდობო ხელშეკრულბის პირვლ შედეგად იქცა კიოლნის რეფორმაციის ჩახშობა. 1545 წ., კარლ V-ის დაჟინებული მოთხოვნით, პაპმა პავლე III-მ მოიწვია საეკლესიო კრება ტრიენტაში, მაგრამ პროტსტანტებმა უარი თქვეს მასში მონაწილეობაზე. 1546 წ., ლუთერის სიკვდილის წელს, დაიწყო ომი იმპერატორსა და შმალკალდენის კავშირს შორის (იხ. შმალკალდენის ომი), რომელიც დასრულდა საქსონიის კურფიურსტისა და ჰესენის ლანდგრაფის დამარცხებითა და დატყვევებით. ეს იყო უცხოელი ხელმწიფის გამარჯვება, უცხოური ჯარის მიერ გერმანიის დაპყრობა. თუმცა კი ომის დასაწყისში კარლ V აცხადებდა, რომ მას აწარმოებს მხოლოდ პოლიტიკური მეამბოხეების წინააღმდეგ, მან ჩაიფიქრა მოეთხოვა გერმანიისგან მისი ნებისდმი დამორჩილება რელიგიურ საკითხშიც. ასეთი გახლდათ 1548 წ. „აუგსბურგის ინტერიმის“ აზრი (იხ. ინტერიმი). ჩრდილოეთში ინტერიმს შეხვდა წინააღმდეგობა, განსაკუთრებით მაგდებურგში; პროტესტანტი მთავრებისგან იგი მხოლოდ ძალზედ ცოტამ გამოაქვეყნა, და მათაც არ შეხვედრიათ მორჩილება ქვეშევრდომთა მხრიდან. მთავრებს გამოუჩნდნენ მოკავშირეებიც. პაპს ეშინოდა საიმპერატორო ხელისუფლბის გაძლიერების, კარლ V-ის იტლიაში დამკვიდრებისა და საეკლესიო კრების თაობაზე მისი გეგმების. საფრანგეთიც ასევე იყო კარლ V-ის მტრების რიცხვში: ფრანგთა ახალი მეფე ჰაინრიხ II აგრძელებდა თავისი მამის პოლიტიკას. შმალკალდენლებისგნ გამდგარი საქსონიის ჰერცოგი მორიცი უკმაყოფილო იყო კარლ V-ით დაპირებების შეუსრულებლობის გამო და თავს გრძნობდა უკიდურესად უხერხულად, რადგანაც ყველანი მას უწოდებდნენ მოღალატეს. იმპერატორზე აღშფოთების გრძნობაში ერი მთავრებისადმი სოლიდარული იყო. გერმანელი პროტესტანტების კავშირს შეუერთდა საფრანგეთიც და მისცა ფულადი სუბსიდიები იმ ქალაქების დაკავების უფლების სანაცვლოდ, თუნდაც იმპერიისგან ლენური დამოკიდებულებით, სადაც გერმანულად არ ლაპარაკობდნენ – კამბრე, მეცი, ტული და ვერდენი (1551). 1552 წ. მთავრებმა გმოაქვეყნეს მანიფესტი, რომელშიც აცხადებდნენ, რომ ისინი ხელს ჰკიდებენ იარაღს გერმანიის პირუტყვული მონობისგან გასანთავისუფლებლად. მორიცის სწრაფმა მოძრაობამ ტიროლზე, სადაც იმყოფებოდა იმპერატორი და თავდასხმას სრულებით არ მოელოდა, აიძულა იგი გაქცევით ეშველა თავისთვის.
პასაუს შეთანხმებით (XXII, 929) დადგენილ იქნა (1552), რომ აუგსბურგული აღმსარებლობის მიმდევრი საიმპერიო ჩინები ისარგებლებენ თავისუფლებით გერმანიის რელიგიური ერთიანობის აღდგენამდე მსოფლიო ან ეროვნული საეკლესიო კრების, ღვთისმეტყველთა თათბირის ან სეიმის მიერ. 1555 წ. დადებულ იქნა აუგსბურგის რელიგიური სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელმაც შეწყვიტა რელიგიური ბრძოლა გერმანიაში და მოახდინა მთავრების მიერ გაკეთებული მთელი ძირითადი შენაძენების სანქციონირება რეფორმაციული პერიოდის მანძილზე. ამ ხელშეკრულების ყველაზე უფრო არსებითი დადგენილებები იყო შემდეგი. ის მთავრები და თავისუფალი ქალაქები, რომლებიც აღიარებდნენ აუგსბურგულ აღმსარებლობას, დაცული (მოზღუდული) ხდებოდნენ სარწმუნოებისთვის შევიწროვებისგან, მაგრამ ცვინგლიანელები და კალვინისტები (რომლებიც უკვე ძლიერად იყვნენ გავრცელებული იმ დროს) გამოირიცხებოდნენ ამ წესიდან. შემდეგ ცხადდებოდა პრინციპი: „cojus regio, ejus religio“, რომლის ძალითაც ქვეშევრდომები სარწმუნოებაში უნდა მიჰყოლოდნენ თავიანთ მთავრობებს; თუმცა კი სასულიერო სამთავროებში პროტესტანტი ქვეშევრდომების სასარგებლოდ გაკეთებული იყო დათქმა. მეორე დათქმით (reservatio ecclesiastica) დადგენილი იყო, თუკი ეპისკოპოსი ჩაიფიქრებდა გადასვლას პროტესტანტიზმში, მაშინ მას არ შეეძლებოდა თავისი ლენის სეკულარიზება. მაგრამ ეს ორივე დათქმა არ ყოფილა ფორმალურად დამტკიცებული. გერმანული რეფორმაციის პოლიტიკური შედეგების ფორმულირება შეიძლება ასე. რეფორმაცია ხელს უწყობდა გაცილებით უფრო ადრე დაწყებულ გერმანიის დაქუცმაცებას, გაყო რა ქვეყანა ორ მტრულ ბანაკად, ანთავისუფლებდა რა ერის მხოლოდ ერთ ნაწილს რომისგან, ასუსტებდა იმპერატორის ძალაუფლებას და, პირიქით, აძლიერებდა მთავრებისას. გაანადგურეს რა რაინდებისა და გლეხების წინააღმდეგობა და დაამარცხეს რა იმპერატორი, მთავრები ჩადგნენ პაპისადმი მეტ ან ნაკლებ დამოკიდებულებაში, დაიქვემდებარეს ადგილობრივი სასულიერო წოდება, მოახდინეს საეკლესიო საკუთრების სეკულარიზაცია და იქცნენ ბატონებად საკუთარი სამთავროების რელიგიურ საქმეებში. პროტესტანტიზმი კვლავ ძლიერდებოდა და ვრცელდებოდა გერმანიაში აუგსბურგის რელიგიური სამშვიდობო ხელშეკრულების შემდეგაც, მაგრამ ამასთან ერთად გაძლიერება დაიწყო კათოლიკურმა რეაქციამაც, უპირატესად იეზუიტთა ორდენის მონდომებით. რეაქციის წარმატებას, რომელმაც ასევე გერმანიაც მიიყვანა საშინელ რელიგიურ ომამდე, მეტად ბევრად უწყობდა ხელს ის, რაც ხდებოდა თავად გერმანულ პროტესტანტულ სამყაროში.
გერმანული პროტესტანტიზმის ისტორია XVI ს. მეორე ნახევარში დაიყვანება საეკლესიო საქმეებში მთავრების დესპოტურ ჩარევაზე, ლუთერანიზმში მშრალი ფორმალიზმის დამკვიდრებაზე, წვრილმან საღვთისმეტყველო კამათებსა და რელიგიურ უთანხმოებებზე (მტრობებზე). მთავრების თვითნებობის გვერდით მოქმედებდა თეოლოგიური შეუწყნარებლობა. ჰუმანისტურმა მიმართულებამ, რომელიც წარმოიქმნა გერმანელი ერის წიაღში (გარემოში), კიდევ უფრო ადრე ადგილის დათმობა დაუწყო სქოლასტიკურ მიმართულებას, რომლის ზეიმიც შედგა ლუთერანულ თეოლოგიაში; ახლა მკვდარი ფორმალიზმი სულ უფრო და უფრო მეტად ეუფლებოდა ადამიანთა გონებას, ავიწროვებდა რელიგიურ საკითხებს და მათ შემუშავებაში შეჰქონდა სქოლასტიციზმი, პირველ პლანზე წინ წამოსწევდა რა წვრილმან საკითხებს. თეოლოგიური საკითხების გარდა ცოტა რამით თუ ინტერესდებოდნენ ამ დროს, ასე რომ უკვე მაშინ პროტესტანტულ სამყაროშიც დაიწყო ის დაქვეითება კულტურისა, რაც საბოლოოდ მოახდინეს კათოლიკურმა რეაქციამ და 30-წლიანმა ომმა. ის მტრობა, რომლითაც ლუთერი შეხვდა ცვინგლიანობას, ახლა გადატანილ იქნა კალვინიზმზე, რომელმაც დაიწყო გავრცელება გერმანიაში, თუმცა კი აუგსბურგის მშვიდობა კათოლიკებთან თანასწორობას ანიჭებდა მხოლოდ ლუთერანებს, გამორიცხავდა რა აქედან რეფორმატებს. ლუთერის სიკვდილის შემდეგ მელანხტონი იქცა ლუთერანიზმის მტავარ წარმომადგენლად. მისმა დამთმობლობამ კალვინისტებისადმი არა მხოლოდ მეორეხარისხოვან ფორმალობებში, არამედ ევქარისტიის განმარტებაშიც, გამოიწვია მის მიმართ და მისი მიმდევრების მიმართაც მართლმორწმუნე ლუთერანების ოპოზიცია. მის ცენტრად იქცა იენის უნივერსიტეტი. ლუთერანულ უთანხმოებებსა და მტრობებს შეესაბამებოდა კალვინისტური უთანხმოებებიც პფალცში, სადაც ფანატიკოსები თავიანთ მოწინააღმდეგეებს ბრალს სდებდნენ სოცინიანიზმში. როდესაც მოკვდა პფალცის კურფიურსტი ფრიდრიხ III, რომელმაც თავისთან შემოიღო კალვინიზმი, ხოლო მისი მენაცვალე, ლუდვიგი კი, დაუბრუნდა ლუთერანობას, უკანასკნელის მთავარმა საღვთისმეტყველო წარმომადგენლებმა შეადგინეს „თანხმობის ფორმულა“ (Concordienformel), მკაცრი ლუთერანული ორთოდოქსალურობის სულისკვეთებით, და შესთავაზეს იგი მთავრებსა და ქალაქებს. თუმცა კი იგი ყველას სულაც არ მიუღია, მაგრამ ამან ხელი ვერ შეუშალათ მის გამოქვეყნებაში დრეზდენში (1580), 86 ხელმწიფისა და ქალაქის მთავრობათა ხელმოწერებით. მის შემოღებას თან ახლდა სხვაგვარად მოაზროვნეთა ახალი დევნები. კათოლიკურ რეაქციას ყველაზე უფრო მეტად აძლევდა ხელს პროტესტანტიზმის ასეთი მდგომრეობა. უთანხმოება და მტრობანი პროტესტანტულ ბანაკში ხსნის მის შეუთანხმებელ მოქმედებებსაც 30-წლიანი ომის დასაწყისში (საქმეთა შემდეგი მსვლელობა _ იხ. ოცდაათ წლიანი ომი).
III. რეფორმაცია შვეიცარიაში
რეფორმაცია გერმანულ შვეიცარიაში დაიწყო გერმანიაში რეფორმაციასთან ერთდროულად. აქ წარმოიქმნა ცვინგლის სწავლება, რომელიც გავრცელდა დასავლეთ გერმანიაში, მაგრამ ვერ მიიღო იქ ისეთი მნიშვნელობა, როგორიც წილად ხვდა აუგსბურგულ აღმსარებლობას. ორივე რეფორმაციას შორის იყო დიდი განსხვავება: ლუთერთან, თეოლოგთან და მისტიკოსთან შედარებით, ცვინგლი იყო უფრო მეტად ჰუმანისტი და რაციონალისტი, ხოლო შვეიცარიის კანტონები კი, გერმანული მიწების უმეტესი ნაწილის საპირისპიროდ, იყვნენ რესპუბლიკები. მეორეს მხრივ, ორივე ქვეყანაში რელიგიური საკითხი წყდებოდა ამა თუ იმ მხარეს თითოეული სამთავროს, თითოეული კანტონის მიერ ცლცალკე. საეკლესიო რეფორმის საქმის პარალელურად და მისი დროშის ქვეშ შვეიცარიაშიც წყდებოდა წმინდად პოლიტიკური და სოციალური საკითხები. შვეიცარიის კავშირი, რომელიც წარმოიშვა XIII ს. ბოლოსა და XIV ს. დასაწყისში, თანდათანობით ყალიბდებოდა; თავდაპირველი კანტონები (შვიცი, ური, უნტერვალდენი), ხოლო შემდეგ კი ისინიც, რომლებიც იყვნენ კავშირის უძველესი წევრები (ცუგი, ბერნი, ლუცერნი, გლარუსი), სარგებლობდნენ მასში ზოგიერთი პრივილეგიით შემდგომში შემოერთებულებთან შედარებით. ასეთ ნაკლებად მომგებიან პირობებში ჩაყენებულ კანტონებს მიეკუთვნებოდა, სხვათა შორის, ციურიხიც. შვეიცარიის კავშირის ცალკეული ნაწილების პოლიტიკური უთანასწორობა იწვევდა ურთიერთ უკმაყოფილებებს. შვეიცარული ცხოვრების სხვა მტკივანი ადგილი გახლდათ დაქირავებულობა (სხვა ქვეყნების ჯარებში ქირით მოხალისედ წასვლა); მას შეჰქონდა დემორალიზცია მმართველ კლასებშიცა და ხალხის მასაშიც.
პატრიციატი, რომლის ხელშიც იყო ძალაუფლება, სარგებლობდა პენსიებითა და იმ ხელმწიფეთა საჩუქრებით, რომლებიც ეძიებდნენ კავშირს შვეიცრიასთან, და ვაჭრობდა თავისი თანამოქალაქეების სისხლით. არცთუ იშვიათად ამის გამო იგი იყოფოდა მტრულ პარტიებად, უცხოური მთავრობების ინტრიგების შედეგად. მეორეს მხრივ, დაქირავებულებს, რომლებიც მიდიოდნენ უცხო ხელმწიფეების სამსახურში, უვითარდებოდათ აგდებული დამოკიდებულება შრომისადმი, ადვილი ნადავლის მოპოვების ჟინი, მიდრეკილება ძარცვისადმი. დაბოლოს, არ იყო არანაირი გარანტიები იმის წინააღმდეგ, რომ შვეიცარიელ ჯარისკაცებს არ მოუწევდათ ბრძოლა ერთიმეორის წინააღმდეგ მტრულ არმიებში. საეკლესიო და პოლიტიკური რეფორმები შვეიცარიაში შეერთდა ასეთნაირად: ორივე რეფორმის მხარეზე დადგნენ ის საზოგადოებრივი ელემენტები, რომლებსაც სურდათ ცვლილებები, სახელდობრ კი უმცროსი კანტონები და მოსახლეობის დემოკრატიული კლასები, მაშინ როდესაც ძველი კანტონები (შვიცი, ური, უნტერვალდენი, ცუგი, ლუცერნი, ფრაიბურგთან და ვალისთან ერთად) და პატრიციული ოლიგარქია ამხედრდნენ ძველი ეკლესიისა და უწინდელი პოლიტიკური წყობილების დასაცავად. ცვინგლი მაშინვე გამოვიდა საეკლესიო რეფორმატორის როლშიცა და სახელმწიფო რეფორმატორისაც. მას უკიდურესად უსამართლოდ მიაჩნდა საგანთა ისეთი მდგომარეობა, როდესაც ძველ კანტონებს, მცირეებსა და უმეცრებს, საერთო სეიმში ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდათ, როგორიც დიდ, ძალმოსილ და განათლებულ ქალაქებს: ამასთან ერთად იგი გამოვიდა ქადაგებით დაქირავებულობის წინააღმდეგ (იხ. ცვინგლი). ცვინგლის რეფორმა მიღებულ იქნა ციურიხის მიერ, ხოლო აქედან გავრცელდა სხვა კანტონებიც: ბერნში (1528 წ.), ბაზელში, სანკტ-გალენში, შაფჰაუზენში (1529 წ.). კათოლიკურ კანტონებში დიწყო ცვიანგლიანელების დევნა, ევანგელისტურ კანტონებში კი ახშობდნენ კათოლიკების წინააღმდეგობას. ორივე მხრე ეძებდა მოკავშირეებს საზღვარგარეთ: 1529 წ. ძველმა კანტონებმა კავშირი შეკრეს ჰაბსბურგებთან და ლოტარინგიისა და სავოიის ჰერცოგებთან, რეფორმირებულმა კანტონებმა კი _ გერმანიის ზოგიერთ საიმპერიო ქალაქთან და ფილიპ ჰესენელთან.
ეს გახლდათ პირველი მაგალითი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა, რომელთა საფუძველშიც ჩადებული იყო რწმენის სააღმსარებლო ურთიერთობები. ცვინგლისა და ფილიპ ჰესენელს უფრო ვრცელი გეგმაც კი ჰქონდათ _ შეექმნათ კარლ V-ის წინააღმდეგ კოალიცია, რომელშიც შევიდოდნენ კიდევ საფრანგეთი და ვენეცია. ცვინგლი ხედავდა შეიარაღებული ბრძოლის გარდაუვალობას და ამბობდა, რომ უნდა სცემო, თუკი არ გინდა რომ ნაცემი დარჩე. 1529 წ. მტრულ მხარეებს შორის დადებულ იქნა (კაპელში) საერო მშვიდობა. „რადგანაც ღვთის სიტყვა და სარწმუნოება ისეთი საგნები არ არის, რისთვისაც საჭიროა აიძულებდე“, ამიტომ რელიგიური საკითხი ეძლეოდა ცალკეულ კანტონებს თავისუფალი განხილვისთვის; საერთო საკავშირო მმართველობის ქვეშ მყოფ სამფლობელოებში, თითოეულ თემს ხმების უმრავლესობით უნდა გადაეწყვიტა საკითხი თავისი რწმენის აღმსარებლობის შესახებ; რეფორმატული ქადაგება კათოლიკურ კანტონებში არ დაიშვებოდა. 1536 წ. შვეიცარიაში იფეთქა ურთიერთშორის ომმა: ციურიხელები დამარცხებულ იქნენ კაპელთან, და ამ ბრძოლში დაეცა თავად ცვინგლიც. 1529 წ. ხელშეკრულებით კათოლიკური კანტონები იძულებული შეიქმნენ უარი ეთქვათ უცხოურ კავშირებზე და გადაეხადათ სამხედრო ხარჯების საფასური; ახლა ამ პირობას უნდა დამორჩილებოდნენ რეფორმირებულებიც, მაგრამ დადგენილება სარწმუნოების შესახებ ინარჩუნებდა თავის ძალას. ცვინგლიმ ვერ მოასწრო მიეცა თავისი რეფორმისთვის სავსებით დასრულებული სახე. ზოგადად ცვინგლიანურმა რეფორმაციამ მიიღო უფრო მეტად რადიკალური ხასიათი, ვიდრე ლუთერანულმა.
ცვინგლი სპობდა ყვლაფერს, რაც არ იყო დაფუძნებული წმ. წერილზე; ლუთერი ინარჩუნებდა ყველფერს, რაც პირდაპირ არ ეწინააღმდეგებოდა წმ. წერილს. ეს გამოიხატა, მაგალითად, კულტში, რომელიც ცვინგლიანობაში გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე ლუთერნობაში. გაცილებით უფრო თავისუფლად განმარტავდა ცვინგლი წმ. წერილს, ვიდრე ლუთერი, რისთვისაც იყენებდა ჰუმანისტურ მეცნიერებში მოარულ ილეთებს, და აღიარებდა უფრო ვრცელ უფლებებს ადამიანის გონებისთვის. საეკლესიო მოწყობის საფუძვლად ცვინგლიანობის მიერ ჩადებულ იქნა თემური თვითმმართველობის პრინციპი, ლუთერანული ეკლესიისგან განსხვავებით, რომელიც ექვემდებარებოდა მთავრების კონსისტორიებსა და კანცელარიებს. ცვინგლის მიზანი გახლდათ კვლავ გაეცოცხლება ქრისტიანული ყოფიერების პირველყოფილი ფორმებისა; მისთვის ეკლესია _ ეს იყო მორწმუნეთა საზოგადოება, რომელსაც არა ჰყავს განსაკუთრებული სასულიერო უფროსობა. ის უფლებები, რომლებიც კათოლიციზმში ეკუთვნოდა რომის პაპსა და იერარქიას, ცვინგლისთან გადაიტანებოდა არა მთავრებზე, როგორც ლუთერთან, არამედ თემზე; იგი აძლევს მას საერო (არჩევითი) ხელისუფლების შეცვლის უფლებასაც, თუკი უკანასკნელი მოითხოვს რაიმეს ღვთის საწინააღმდეგოს. 1528 წ. ცვინგლიმ დააწესა სინოდი, სასულიერო წოდების პერიოდული შეკრებების სახით, რომლებზედაც დაიშვებოდნენ დეპუტატებიც მრევლებიდან ან თემებიდან, თავიანთი სულიერი მწყემსების სწავლებაზე ან საქციელზე ჩივილის უფლებით. სინოდი წყვეტდა ასევე საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვანაირ საკითხებს, გამოცდებს უტარებდა და ნიშნავდა ახალ მქადაგებლებს და ა. შ. ასეთი დაწესებულება დამყარდა სხვა ევანგელისტურ ქალაქებშიც. წარმოიქმნა აგრეთვე საკავშირო ევანგელისტური ყრილობები, რადგანაც ცოტ-ცოტად ჩვეულებად შემოვიდა საერთო (ზოგადი) საკითხების გადაწყვეტა საუკეთესო ღვთისმეტყველებისა და მქადაგებლების თათბირებით.
ეს სინოდალურ-წარმომადგენლობითი მმართველობა განსხვავდებოდა კონსისტორიალურ-ბიუროკრატულისგან, რომელიც ჩამოყალიბდა გერმანიის ლუთერანულ სამთავროებში. თუმცა კი ცვინგლიანობაშიც, საერო ხელისუფლება, საქალაქო საბჭოების სახით, ღებულობდა ფაქტიურად ფართო უფლებებს რელიგიურ საქმეებში და რელიგიური თავისუფლება აღიარებული იყო არა ცალკეულ პირთათვის, არამედ მთელი თემისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ცვინგლიანური რეფორმაცია რესპუბლიკურ სახელმწიფოს გადასცემდა იმავე უფლებებს ცალკეულ პიროვნებაზე, რომელსაც ლუთერანობა გადაიტანდა მონარქიულ სახელმწიფოზე. ციურიხის ხელისუფლებას, მაგალითად, არა მხოლოდ შეჰქონდა ცვინგლიანური რჯულისმოძღვრება და ღვთისმსახურება, არამედ კრძალავდა კიდეც ქადაგებას მათ მიერ მიღებული პუნქტების წინააღმდეგ; ისინი ამხედრდნენ ანაბაპტისტური ქადაგების წინააღმდეგ და გაძევებით, ციხეში დაჭერითა და სიკვდილით დასჯებითაც კი დაიწყეს სექტანტების დევნა. შვეიცარულმა რეფორმაციამ შემდგომი განვითარება ჰპოვა ჟენევაში, სადაც პროტესტანტიზმმა შეაღწია გერმანული კანტონებიდან და სადაც მან გამოიწვია მთელი პოლიტიკური რევოლუცია (იხ. XI, 860). 1536-38 წწ. ჟენევაში ცხოვრობდა კალვინი (XIV, 102), რომელმაც ახალი ორგანიზცია მისცა ადგილობრივ ეკლესიას და ჟენევა გადააქცია პროტესტანტიზმის მთავარ საყრდენად. აქედან კალვინიზმი (XIV, 100) გავრცელდა ბევრ ქვეყანაში.
IV. რეფორმაცია პრუსიასა და ლივონიაში.
გერმანიისა და შვეიცარიის გარეთ რეფორმაცია ყველაზე უფრო ადრე მიღებულ იქნა ტევტონური ორდენის (იხ.) გროსმაისტერის, ალბრეხტ ბრანდენბურგელის (იხ. I, 516) მიერ, რომელმაც 1525 წ. მოახდინა ორდენის სამფლობელოების სეკულარიზაცია, გადააქცია რა ისინი საერო პრუსიის საჰერცოგოდ (XXV, 609) და შემოირო რა მათში ლუთერანული რეფორმაცია. პრუსიიდან რეფორმაციამ შეაღწია ლივონიაშიც (XVII, 656).
V. რეფორმაცია სკანდინავიის ქვეყნებში
XVI ს. 20-ინ წლებში ლუთერანობამ დამკვიდრება დაიწყო დანიასა (იხ. X, 101) და შვედეთში. იქაც და აქაც რეფორმაცია შეერთებული იყო პოლიტიკურ გადატრიალებებთან. დანიის მეფე ქრისტიან II, რომლის ძალაუფლების ქვეშ შეერთებული იყო ყველა სკანდინვიური სახელმწიფო, უკიდურესი უკმაყოფილებით უყურებდა დანიის ეკლესიის დამოუკიდებლობასა და ძლიერებას და ჩაიფიქრა ესარგებლა რეფორმაციით სამეფო ხელისუფლების ინტერესებში. იმყოფებოდა რა ნათესაობაში საქსონიის კურფიურსტთან და იპოვა რა თანაგრძნობა იმ პირთა წრეში, რომლებიც დადგნენ ლუთერის მხარეზე, მან გაგზვნა კოპენჰაგენის ერთერთი სკოლის რექტორი ვიტენბერგში დავალებით, რათა შეერჩია მქადაგებლები დანიისთვის. მალევე ამის შემდეგ კოპენჰაგენში მოვიდნენ ლუთერანული მქადაგებლები და დაიწყეს ახალი სწავლების გავრცელება. ქრისტიან II-მ გამოსცა ბრძანებულება, რომელიც კრძალავდა ყურადღების მიქცევას პაპის ბულაზე ლუთერის წინააღმდეგ (1520), და კოპენჰაგენში კარლშტადტიც კი მიიწვია. როდესაც დანიაში მოხდა აჯანყება და ქრისტიან II-ს ჩამოერთვა ხელისუფლება, მის ადგილზე ფრიდრიხ I-ის სახელით არჩეულმა (1523) შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგმა, ვალდებულება აიღო არ დაეშვა ეკლესიებში ლუთერანული ქადაგება; მაგრამ ახალმა მეფემ უკვე 1526 წ. აღაგზნო თავის წინააღმდეგ სასულიერო წოდების უკმაყოფილება მარხვების არშენახვითა და თავისი ქალიშვილის პრუსიის ჰერცოგზე გათხოვებით, რომელმაც სულ იმ ხანებში შეიცვალა სარწმუნოება და მოახდინა ტევტონის ორდენის სამფლობელოს სეკულარიზაცია.
ოდენზაში გამართულ სეიმზე (1526-27) ფრიდრიხ I-მა სასულიერო წოდებას შესთავაზა რათა მათ სასულიერო ღირსებაში დამტკიცება და პრელატურების წყალობა მიეღოთ არა პაპისგან, არამედ დანიის მთავარეპისკოპოსისგან, და შეეტანათ სახელმწიფო ხაზინაში ის ფულები, რომლებსაც მანამდე გზავნიდნენ რომის კურიაში; თავადაზნაურობამ ამ მოთხოვნას დაუმატა ის, რომ არ მიეცათ ამიერიდან მიწები წინდის ქვეშ ან სარგებლობაში ეკლესიებისა და მონასტრებისთვის. ეპისკოპოსებმა, თავის მხრივ, გამოთქვეს სურვილი, რათა მათთვის მიეცათ უფლება მათ დასჯაზე, რომლებიც უკუდგებოდნენ კათოლიკური დოგმატებისგან. ამაზე მეფე არ დაეთანხმა, განაცხდა რა, რომ „რწმენა თავისუფალია“ და რომ არ შეიძლება „აიძულო ვინც არ უნდა იყოს სწამდეს ასე ან სხვანაირად“. მალევე ამის შემდეგ ფრიდრიხ I-მა საეპისკოპოსო თანამდებობებზე დაიწყო მისთვის სასურველი პირების დანიშვნა. 1529 წ. პროტესტანტიზმი დამკვიდრდა თავად დედაქალაქში. ფრიდრიხ I-მა შესძლო ესარგებლა პარტიების განწყობით, რათა ქცეულიყო მდგომარეობის ბატონ-პატრონად. მან დაიწყო თავადაზნაურობისთვის ლენურ მფლობელობაში მონასტრების მიცემა, ძალით დევნიდა რა მათგან მონაზვნებს, მაგრამ იმავე დროს არ აძლევდა დიდ თავისუფლებას (ბევრის ნებას) ახალ მქადაგებლებს, ეშინოდა რა მოსახლეობის დაბალი კლასების განწყობისა, რომელთაც ძველებურად შემორჩათ მიდრეკილება ქრისტიან II-სადმი. ასე იქნა მომზადებული რეფორმაციის სრული შემოღება დანიაში, რომელიც შედგა უკვე ფრიდრიხ I-ის სიკვდილის შემდეგ.
შვედეთში გუსტავ ვაზა ტახტზე იქნა აყვანილი სახალხო მოძრაობის მიერ, როდესაც შვედებს შორის უკვე გამოჩნდნენ ლუთერანობის თავიანთი მქადაგებლები _ ოლაი და ლავრენტი პეტერსენები და ლავრენტი ანდერსონი. გუსტავ ვაზამ, რომელიც ფიქრობდა საეკლესიო მიწების სეკულარიზაციის შესახებ, მფარველობის აღმოჩენა დაუწყო ლუთერანებს, დაიწყო, პაპის გარდა, თავადაც ეპისკოპოსების დანიშვნა და შვედ რეფორმატორებს დაავალა ბიბლიის თარგმანის გაკეთება. 1527 წ. მან მოიწვია სეიმი ვესტეროსში ქალაქებისა და გლეხური მოსახლეობის წარმომადგენლებთან ერთად, და მოითხოვა, უწინარეს ყოვლისა, სახელმწიფო ხაზინის სახსრების გაზრდა. წააწყდა რა წინააღმდეგობას, მან გამოაცახდა, რომ უარს ამბობს ტახტზე. წოდებებს შორის დაიწყო უთანხმოებები; საქმე დასრულდა იმით, რომ ისინი დაეთანხმენ იმ სიახლეებზე, რომლებსაც მოითხოვდა მეფე, მსხვერპლად შესწირეს რა მას სასულიერო წოდება. ეპიკოპოსებს ვალდებულებად დაეკისრათ დახმარებოდნენ მეფეს ფულებით და გადაეცათ მისთვის თავიანთი ციხესასახლეები და ციხესიმაგრეები; მეფის განკარგულებაში გადაცემულ იქნა მთელი საეკლესიო ქონება, რომელიც რჩებოდა სასულიერო პირებისთვის ანაზღაურების მიცემის ზევით; მონასტრების თავზე დაყენებულ იქნა მეფის მოხელე, რომელსაც ხაზინაში უნდა წაეღო ჭარბი შემოსავლები მათი მამულებიდან და განესაზღვრა მონაზონთა რიცხვი. მეფისადმი თავიანთი თანადგომისთვის (დახმარებისთვის) თავადაზნაურობას ასაჩუქრებდნენ იმ საეკლესიო და სამონასტრო ლენებით, რომლებიც ჩამორთმეული ჰქონდათ მათ 1454 წ. შემდეგ.
თავიდან მეფე კმაყოფილდებოდა შემოსავლების ნაწილით საეკლესიო მიწებიდან, მაგრამ შემდეგ მან დააკისრა მათ უფრო მეტად მძიმე მოსაკრებლები, დაიწყო რა, ამასთან ერთად, მღვდელმსახურების დანიშვნა ეპისკოპოსების გვერდის ავლით და აუკრძალა რა უკანასკნელთ (1533) რაიმენაირი რეფორმების ჩატარება ეკლესიაში მისი თანხმობის გარეშე. დასასრულს მან შემოიღო შვედეთში საეკლესიო მოწყობის ახალი სისტემა, დააწესა რა (1539) სამეფო ორდინატორისა და სუპერინტენდანტის თანამდებობა, სასულიერო პირების დანიშვნისა და შეცვლის უფლებით, საეკლესიო დაწესებულებათა რევიზიის უფლებით, ეპისკოპოსების გამოუკლებლად (ეპისკოპოსების თანამდებობა შენარჩუნებულ იქნა, მაგრამ მათი ძალაუფლება შეიზღუდა კონსისტორიებით; ეპისკოპოსები დარჩნენ სეიმის წევრებადაც). რეფორმაცია შვედეთში შემოღებულ იქნა მშვიდობიანი საშუალებებით, და სარწმუნოების გამო სიკვდილით არავინ არ დასჯილა; ძალზედ იშვიათად განიცადეს ზოგიერთებმა თანამდებობებიდან დათხოვნა. მაგრამ როდესაც მძიმე გადასახადებმა აღაგზნო ხალხში უკმაყოფილება, ამით ისარგებლეს ცალკეულმა სასულიერო პირებმა და დიდგვაროვნებმა, რათა აეგორებინათ ამბოხება, მაგრამ იგი მალევე ჩახშობილ იქნა. შვედეთიდან ლუთერანობა გადავიდა ფინეთშიც.
VI. რეფორმაცია ინგლისში(შეადარეთ I, 732, და V, 789)
დანიისა და შვედეთის მეფეთა ფეხდაფეხ მალევე წავიდა ინგლისის მეფეც. უკვე შუა საუკუნეების მიწურულს ინგლისში არსებობდა ძლიერი ეროვნული, პოლიტიკური და სოციალური ოპოზიცია ეკლესიის წინააღმდეგ, რომელიც ვლინდებოდა პარლმენტშიც, მაგრამ მას აკავებდა მთავრობა, რომელიც ცდილობდა რომთან მშვიდობით ცხოვრებას. ზოგიერთ წრეებში ჯერ კიდევ XIV ს.-დან ხდებოდა რელიგიური მღელვარებაც (იხ. ლოლარდები, XVII, 927). იყვნენ ინგლისში XVI ს. სულ დასაწყისშივე რეფორმაციის ნამდვილი წინამორბედებიც (მაგალითად კოლეტი; იხ. XV, 682). როდესაც გერმანიასა და შვედეთში დაიწყო რეფორმაცია, ინგლისში მეფობდა ჰაინრიხ VIII, რომელიც თავიდან უკიდურესად მტრულად მოეკიდა ახალ „ერესს“ („მწვალებლობას“); მაგრამ დავამ პაპთან განქორწინების გამო უბიძგა მას რეფორმაციის გზაზე დასადგომად (იხ. ჰაინრიხ VIII, ტ. VIII, 353). თუმცა კი ჰაინრიხ VIII-ის დროს ინგლისის ჩამოშორებას რომისგან არ ახლდა თან რაიმენაირი ნათელი იდეა ეკლესიის რეფორმაციის შესახებ: ქვეყანაში ვერ მოიძებნა ადამიანი, რომელიც შეძლებდა ეთამაშა ლუთერის, ცვინგლის ან კალვინის როლი. ადმიანებს, რომლებიც ეხმარებოდნენ ჰაინრიხ VIII-ს მის საეკლესიო პოლიტიკაში _ თომა კრომველსა და კრანმერს, პირველს კანცლერის სახით, მეორეს კი კენტერბერის მთავარეპისკოპოსისა, _ არ გააჩნდათ შემოქმედებითი იდეა და არ ჰყავდათ თავიანთ სიახლოვეში ადამიანთა საჭირო წრე, რომელსაც ნათლად ექნებოდა გაგებული რელიგიური რეფორმის მიზნები და საშულებები. თავად მეფე თავიდან ფიქრობდა მხოლოდ პაპის ძალაუფლების შეზღუდვაზე იურიდიული და ფინანსური მიმართებით. პირველი მცდელობები ამ აზრით იღონეს 1529-1530 წწ., როდესაც პარლამენტის სტატუტით აეკრძალათ სასულიერო პირებს შეეძინათ პაპის დისპენსაციები და ლიცენზიები რამდენიმე ბენეფიციის შეერთებზე, ასევე ცხოვრება არა თავიანთი მსახურების ადგილებში. მალევე მოსპობილ იქნა ანნატები და გამოცხადდა, რომ პაპის ინტერდიქტის შემთხვევაში არავის არ ჰქონდა სისრულეში მისი მოყვანის უფლება.
პარლამენტმა 1532-33 წწ. განსაზღვრა, რომ ინგლისი _ დამოუკიდებელი სამეფოა, მეფე _ მისი უმაღლესი მეთაური საერო საქმეებში, და რელიგიური საქმეებისთვისაც მისთვის საკმარისია საკუთარი სასულიერო წოდება. ჰაინრიხ VIII-ის მეფობის 25-ე წლის პარლამენტმა დაადგინა, რომ ის ვინც ეწინააღმდეგება პაპს არ უნდა ითვლებოდეს ერეტიკოსად, გააუქმა აპელაციები პაპისადმი და მოსპო მისი ყველანაირი გავლენა მთავარეპისკოპოსებისა და ეპისკოპოსების დანიშვნაზე ინგლისში. ამ სკითხში შეკითხვბი დაუსვეს (1534) ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებს, რომლებმაც უპასუხეს, რომ წმ. წერილის მიხედვით რომის ეპისკოპოსს არ გააჩნია ინგლისში არავითარი განსაკუთრებული ძალაუფლება. კენტერბერისა და იორკის ოლქების საეკლესიო კრებებმა შეადგინეს დადგენილება იმვე აზრით; ანლოგიური განცხადებები გააკეთეს ცალკეულმა ეპისკოპოსებმა, კაპიტულებმა, დეკანებმა, პრიორებმა და ა. შ. 1536 წ. პარლამენტმა სასჯელის შიშის ქვეშ პირდაპირ აკრძალა პაპის იურისდიქციის დაცვა ინგლისში. პაპისთვის ლოცვის ნაცვლად შემოღებულ იქნა თხოვნა: „ab episcopi romani tyrannide libera nos, Domine!“ მეორეს მხრივ, უკვე 1531 წ. ჰაინრიხ VIII-მ მოითხოვა სასულიერო წოდებისგან, რათა იგი ეღიარებინათ „ეკლესიისა და კლირის ერთადერთ მფარველად და უმაღლეს მეთაურად ინგლისში“. კენტერბერის ოლქის კონვოკაცია შეცბუნებულ იქნა ასეთი მოთხოვნით და მხოლოდ ხანგრძლივი მერყეობის შემდეგ დაეთანხმა ეღიარებინა მეფე პროტექტორად, ბატონად და, რამდენადაც ამის უფლებას იძლევა ქრისტეს კანონი (რჯული), ეკლესიის მეთაურად. უკანასკნელი დათქმით მიიღო ახალი სამეფო ტიტული იორკის კონვოკაციამაც, რომელმაც თავიდან განაცხადა, რომ საერო საქმეებში მეფე ამის გარეშეც მეთაურია, სასულიერო სქმეებში კი მისი მთავრობა (რუს. главенство) ეწინააღმდეგება კათოლიკურ სარწმუნოებას.
პარლამენტმა 1534 წ. აქტით უმაღლესობის (უფროსობის, რუს. верховенство) შესახებ (act of supremacy), გამოაცხდა, რომ მეფე არის ინგლისის ეკლესიის ერთადერთი უმაღლესი მეთაური დედამიწაზე და უნდა სარგებლობდეს ყველა იმ ტიტულით, პატივისცემით, ღირსებით, პრივილეგიით, იურისდიქციითა და შემოსავლით, რომლებიც ახასიათებს ამ წოდებას; მას ეძლევა უფლება და ძალაუფლება აწარმოებდეს ვიზიტაციებს, ახდენდეს რეფორმირებას, ასწორებდეს, ათვინიერებდეს და ახშობდეს ცდომილებებს, ერესებს, ბოროტად გამოყენებებსა და უწესრიგობებს. ამრიგად ინგლისში რეფორმცია დაიწყო სქიზმით; პირველ ხანებში, ეკლესიის მეთაურის შეცვლის გარდა, ყველა დანარჩენი _ დოგმატები, წესები (ადათები), საეკლესიო მოწყობა _ ძველებურად კათოლიკური რჩებოდა. მაგრამ მალევე, მეფის წინაშე, რომელიც აღიარებულ იქნა ეკლესიის მეთაურად, კარი გაეხსნა შესაძლებლობას მოეხდინა რელიგიის რეფორმირება და ჩაეტარებია სამონასტრო საკუთრების სეკულარიზაცია. უკანასკნელმა მოახდინა მთელი გადატრიალება ინგლისში მიწათმფლობელობისა და სოციალურ ურთიერთობებში. კონფისკებული მამულების მნიშვნელოვანი ნაწილი მეფემ დაურიგა ახალ თავადაზნაურობას, რამაც შექმნა საეკლესიო ცვლილების გავლენიანი დამცველების მთელი კლასი. მთავარეპისკოპოს კრანმერს, რომელიც თანაუგრძნობდა ლუთერანობას, სურდა ინგლისის ეკლესიაში შესაბამისი ცვლილებების მოხდენა, მაგრამ არც მეფე და არც უმაღლესი სასულიერო წოდება არ იჩენდნენ საამისოდ მიდრეკილებას. ჰაინრიხ VIII-ის მეფობაში გამოცემულ იქნა ოთხი განკარგულება იმის შესახებ, თუ რისი რწმენა უნდა ჰქონოდათ მის ქვეშევრდომებს: ესენი იყო უწინარეს ყოვლისა „ათი მუხლი“ 1536 წ.-სა, შემდეგ „ქრისტიანის დარიგება“, ანუ საეპისკოპოსო წიგნი იმავე წლისა, შემდეგ „ექვსი მუხლი“ 1539 წ.-სა და, ბოლოს, „აუცილებელი სწავლება და დარიგება ქრისტიანისა“ ანუ სამეფო წიგნი 1544 წ.-სა. კათოლიკური დოგმატებისა და წესჩვეულებებისადმი მთელი თავისი მიდრეკილების მიუხედავად, ჰაინრიხ VIII მაინც არ ყოფილა თანამიმდევრული თავის გადაწყვეტილებებში: იგი იმყოფებოდა ხან პაპობის მოწინააღმდეგეთა (კრომველის, კრანმერის) გვლენის ქვეშ, ხანაც ფარული პაპისტებისა (ვინჩესტერის ეპისკოპოსის გარდინერის, კარდინალ პოლის), და ამის შესაბმისად იცვლებოდა მისი შეხედულებებიც, რომლებიც ყოველთვის პოულობდა მორჩილი პარლამენტის მხარდაჭერას.
საერთოდ კრომლველის დაცემამდე (სიკვდილით დასჯილ იქნა 1540 წ.) სამეფო პოლიტიკას ჰქონდა უფრო მეტად ანტიკათოლიკური ხასიათი, მაგრამ „ექვსი მუხლი“ ძლიერად იხრებოდა კათოლიკური ცნებებისა და დაწესებულებებისკენ, და თვით სამონაზვნო აღთქმების სანქციასაც კი იძლეოდა _ მონასტრების მოსპობის შემდეგ. „ექვსი მუხლის“ შემოღება ხდებოდა ისეთი სისასტიკით, რომ მათ „სისხლიანი მუხლებიც“ კი უწოდეს. ერთნაირად იდევნებოდნენ პაპისტებიცა და ნამდვილი პროტესტანტებიც. ჰაინრიხ VIII-ის მენაცვალის, ედურად VI-ის დროს, მოხდა ინგლისის ეკლესიის ნამდვილი დაწესება (დაფუძნება, ჩამოყალიბება), რომელიც ამ დრომდე არსებობს, მსუბუქი ცვლილებებით, იმ სახით, რომელიც მან მიიღო დაახლოებით 1550 წ. მეფის უმაღლესობა შენარჩუნებულ იქნა, მაგრამ „ექვსი მუხლი“ გააუქმეს და შეცვალეს ახალი „სარწმუნოების მუხლებით“ (1552), რომელთაც უნდა დავუმატოთ კიდევ პარლამენტის მიერ დამტკიცებული „ზოგდი სამსახურებო წიგნი“. ინგლისური ეკლესიის დოგმატური სწავლება კრანმერის მიერ მიახლოებულ იქნა ლუთერანულთან, მაგრამ დედოფლ ელისაბედის დროს მასში გაკეთებულ იქნა ცვლილებები კალვინისტური აზრით. ზოგადად ინგლისური ეკლესია საკუთარ თავში ატარებს კათოლიციზმსა და პროტესტანტიზმს შორის კომპრომისების კვალს. მარია სისხლიანის ხანმოკლე მეფობის (1553-1558) დროს მიმართეს კათოლიციზმის რესტავრაციის მცდელობას, რასაც თან ახლდა ახალი რელიგიური ტერორი. მისმა დამ ელისაბედმა აღადგინა თავისი მამისა და ძმის ეკლესია. მისი მეფობის დროს განვითარება დაიწყო პურიტანიზმმა (XXV, 799), რომლისგანაც უკვე 80-იან წლებში გამოყოფა დაიწყო სექტანტობამ (მომავალი ინდეფენდენტები).
ამრიგად ინგლისში სამეფო რეფორმაციის გვერდით მოხდა სახალხო რეფორმაციაც. ინგლისური ეკლესია, რომლის შექმნისასაც ჰაინრიხ VIII-ისა და ედუარდ VI-ის მიერ, ისევე როგორც მისი რესტავრაციისას ელისაბედის მიერ, პირველ როლს თამაშობდა არარელიგიური თვისების ლოცვები, გარკვეულ პირობებში შესაძლოა ქცეულიყო ეროვნულ ეკლესიად, ე. ი. ეპოვნა მხარდაჭერა ხალხში, შეეძლო დამკვიდრებულიყო მის ცხოვრებაში, როგორც სახელმწიფო ეკლესია; მაგრამ იგი არ იყო საკმარისად „გაწმენდილი“, რათა დაეკმაყოფილებინა ნამდვილი პროტესტანტები, არ იყო იმდენად განმსჭვალული შინაგანი რელიგიურობით, რათა ემოქმედა ცალკეული ადამიანის გონებასა და გრძნობაზე. იგი შექმნილი იყო უფრო სახელმწიფოს ცნობილი (გარკვეული) მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის, ვიდრე პიროვნების სულიერი მოთხოვნებისა (რუს. запросы). ამასობაში XVI ასწლეულის მიწურულს ინგლისსაც შეეხო ამ საუკუნის რელიგიური მოძრაობა. იმათ, ვისაც კათოლიციზმი უკვე ვეღარ აკმაყოფილებდა, უნდა აერჩიათ ანგლიკანიზმსა და პურიტანიზმს შორის, იმ ეკლესიასა, რომლის საფუძველშიც ჩადებული იყო ცნობილი (გარკვეული) ინტერესები, მოსახერხებლობა, სარგებელი, უკანა აზრები, და სხვა ეკლესიას შორის, რომელიც არჩვეულებრივი თანამიმდევრულობით ანვითარებდა თავის სწავლებაში და ახორციელებდა თავის მოწყობაში ღვთის სიტყვას, როგორც ეს ესმოდათ XVI ს. რეფორმატორებს. პოლიტიკური მიმართებით ანგლიკანურმა რეფორმაციამ, რომელიც თავისი წარმოშობით დავალებული იყო გვირგვინისგან, მიიღო იმ ფაქტორის მნიშვნელობა, რომელიც აძლიერებდა სამეფო ხელისუფლებას. გარდა იმისა, რომ მეფე ხდებოდა ეკლესიის მეთაური, რეფორმაცია ასუსტებდა კლირის პოლიტიკურ ძლიერებას პარლამენტის ზედა პალატიდან აბატების მოცილებით, რომლებიც სათავეში ედგნენ მონასტრებს, ხოლო სეკულარიზებული მამულების საერო არისტოკრატიისთვის დარიგებამ დროებით ისიც ჩააყენა დიდ დამოკიდებულებაში მეფესთან (სეკულარიზაციის ეკონომიკური შედეგების შესახებ იხ. ამ სიტყვის ქვეშ). პურიტანიზმში პირიქით, ვითარდებოდა კალვინიზმის თავისუფლებისმოყვარე სული, რომელიც მეზობელ შოტლანდიაშიცა და მატერიკზეც ებრძოდა მეფის აბსოლუტიზმს. გადამწყვეტი შეჯახება საეპისკოპოსო ეკლესიასა და პურიტანიზმს შორის მოხდა ინგლისში XVII ს., სტიუარტების ბრძოლის დროს პარლამენტებთან. ინგლისური რევოლუციის ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული ინგლისური რეფორმაციის ისტორიასთან. _ ყველა განხილულ რეფორმაციას, შვეიცარულების გარდა, ჰქონდა მონარქიული ხასიათი. XVI ს. მეორე ნახევარში სცენაზე გამოდის კალვინიზმი, რომელიც შოტლანდიასა და ნიდერლანდებში ამარცხებს კათოლიკურ ეკლესიას, ღებულობს რა რევოლუციურ ხასიათს.
VII. რეფორმაცია შოტლანდიაში
სამეფო ხელისუფლება შუა საუკუნეებში აქ სუსტი იყო: ფეოდალური არისტოკრატია გამოირჩეოდა დამოუკიდებლობის განსაკუთრებული სულისკვეთებით, თავისუფლების გრძნობით იყო განმსჭვალული უბრალო ხალხიც. აქ გამეფებული სტიუარტების დინასტია მუდმივ ბრძოლაში იმყოფებოდა თავის ქვეშევრდომებთან. რეფორმაციული პერიოდის შოტლანდიური რევოლუციები იყო მხოლოდ უწინდელი აჯანყებების გაგრძელება; მაგრამ კალვინიზმის დამკვიდრებასთან ერთად შოტლანდიელების ბრძოლამ სამეფო ხელისუფლებასთან მიიღო ღვთის რჩეული ხალხის ომის რელიგიური ხასიათი კერპთთაყვანისმცემელ ხელმწიფეებთან და მას თან ახლდა კალვინიზმის პოლიტიკური იდეების შეთვისება. 1542 წ. მოკვდა შოტლანდიის მეფე იაკობ V, რომელმაც დატოვა მხოლოდ ახლადშობილი ქალიშვილი მარია. მის რეგენტად იქცა მისი დედა მარია, გიზების ცნობილი ფრანგული საგვარეულოდან. ჯერ კიდევ იაკობ V-ის სიცოცხლის დროს გერმანიიდან და ინგლისიდან შოტლანდიაში შეღწევა დაიწყო რეფორმაციულმა სწავლებამ, მაგრამ მაშინვე დაიწყეს მისი მიმდევრების დევნა და სიკვდილით დასჯა. ბევრმა მათგანმა დატოვა სამშობლო; მათ რიცხვში იყვნენ ისტორიკოსი და პოეტი ჯორჯ ბუკენენი (იხ.) და ღვთისმეტყველების პროფესორი ნოქსი (იხ.). როდესაც, მარია გიზის რეგენტობის დროს, შოტლანდია აწარმოებდა ომს ინგლისთან, მთავრობამ დასახმარებლად მოუწოდა ფრანგულ ჯარს, ხოლო ინგლისური შემოსევის მოგერიების შემდეგ გააჩერა იგი ქვეყანაში საშინაო პოლიტიკის მიზნებისთვის. ამავე წლებში გამოვიდა კიდეც სცენაზე ნოქსი. დაბრუნდა რა ჟენევიდან 1555 წ., ნოქსმა შოტლანდიაში ჰპოვა რეფორმაციის უკვე არცთუ ცოტა მიმდევარი თავადაზნაურებს შორისაც და ხალხშიც. მან დაიწყო ახალი მოძღვრების ქადაგება და მისი მომხრეების ორგანიზება საერთო საეკლესიო ცხოვრებისა და მომავალი ბრძოლისთვის. 1557 წ. ბოლოს რამდენიმე პროტესტანტმა დიდებულმა (მათ რიცხვში დედოფლის უკანონო ძმამ, შემდგომში გრაფმა მურეიმ) ურთიერთშორის შეკრეს „კოვენანტი“, დაივალდებულეს რა უარი ეთქვათ „ანტიქრისტეს ხროვაზე მისი საძაგელი ცრურწმენითა და კერპთთაყვანიმცემლობით“, რათა დაემკვიდრებინათ იესო ქრისტეს ევანგელური თემი. რელიგიურ მოტივთან მათთან შეერთებული იყო პოლიტიკურიც _ უკმაყოფილება რეგენტით, რომელსაც თავისი ქალიშვილის საფრანგეთის დოფინთან ქორწინების მეშვეობით თითქოსდა სურდა შოტლანდიისა და საფრანგეთის ერთად შერწყმა და, მიჰყვებოდა რა ფრანგულ პოლიტიკას, კვლავ დაიწყო პროტესტანტების შევიწროვება.
ამ კავშირს შეუერთდნენ მასები; „კონგრეგაციის ლორდებმა“, როგორც უწოდებდნენ მოძრაობის ინიციატორებს, მმართველისა და პარლამენტისგან მოითხოვეს „თავდაპირველი ეკლესიის ღვთაებრივი ფორმისა“ და მშობლიურ ენაზე ღვთისმსახურების აღდგენა ინგლისური „ზოგადი სამსახურებო წიგნის“ მიხედვით და მღვდელმსახურების არჩევა მრევლების, ხოლო ეპისკოპოსების არჩევა თავადაზნაურთა მიერ. პარლამენტი ამაზე არ დაეთანხმა; რეგენტი, რომელიც ზრუნვდა საკუთარი ქალიშვილის ინგლისის ტახტზე ასაყვანად, შეუერთდა კათოლიკური რეაქციის მომხრეებს კონტინენტზე შოტლანდიაში ერესის ჩასახშობად. ამან აიძულა შოტლანდიელი პროტესტანტები რათა დახმარების თხოვნით მიემართათ ელისაბედისთვის (1559); ქვეყანაში დაიწყო ქარიშხლიანი სახალხო რეფორმაცია, ხატმებრძოლეობის ხასიათისა, მონასტრების დანგრევითა და გაძარცვით. „ქრისტეს კონგრეგაციის“ წინააღმდეგ მმართველმა (რეგენტმა) გამოიყვანა სამხედრო ძალა. მოხდა ურთიერთშორის ომი, რომელშიც ჩაერია საფრანგეთიც; ინგლისის დედოფალმა თავის მხრივ დახმარება აღმოუჩინა კოვენანტერებს, რომლებსაც შეუერთდა კიდევ ზოგიერთი შოტლნდიელი კათოლიკიც, რომლებსაც ეშინოდათ ფრანგების ბატონობისა. „შოტლანდიური ეკლესიის ლორდებმა და თემებმა“ გადაწყვიტეს ჩამოერთვათ ხელისუფლება რეგენტისთვის; ნოქსმა შეადგინა მემუარი, რომელშიც ძველი აღთქმიდან ამოღებული ციტატებით ამტკიცებდა, რომ კერპთთაყვანისმცემელი მმართველების დამხობა _ უფლისთვის სათნო საქმეა. წარმოიქმნა დროებითი მთავრობა; მისი ერთერთი წევრი გახლდათ ნოქსი. 1560 წ. მტრული პარტიები შერიგდნენ: ედინბურგის ხელშეკრულებით ფრანგული ჯარები გაყვანილ იქნენ შოტლანდიიდან; პარლამენტმა (ან, უფრო სწორად, კონვენტმა), რომელიც უზარმაზარი უმრავლესობით შედგებოდა რეფორმაციის მომხრეებისგან, შემოიღო შოტლანდიაში კალვინიზმი და მოახდინა საეკლესიო საკუთრების სეკულარიზაცია, გაანაწილა რა კონფისკებული მიწების უმეტესი ნაწილი თავადაზნაურებს შორის. შოტლანდიურმა ეკლესიამ, რომელმაც მიიღო პრესვიტერიანული ეკლესიის სახელწოდება, ჟენევისგან ისესხა კალვინიზმის მკაცრი რეჟიმი და ძალზედ მაღლა დააყენა სასულიერო წოდება, რომელიც ეკლესიას მართავდა თავის სინოდებზე. შოტლანდიურ რეფორმაციულ მოძრაობაში თავადაზნაურობის მონაწილეობის შედეგად, შოტლანდიის ეკლესიის რესპუბლიკური ორგანიზაცია გამოირჩეოდა არისტოკრატიული ხასიათითაც. იხ. კალვინიზმი, პრესვიტერიანელები, მარიამ სტიუარტი.
VIII. რეფორმაცია ნიდერლანდებში
ნიდერლანდებში რეფორმაციამ შეაღწია ჯერ კიდევ XVI ს. პირველ ნახევარში გერმანიიდან, მაგრამ კარლ V-მ, რომელიც მკაცრად იცავდა აქ ვორმსის ედიქტს, ყველაზე უფრო სასტიკი ზომებით ჩაახშო დაწყებული ლუთერანული მოძრაობა. 50-იან და 60-იან წლებში ნიდერლანდებში სწრაფად დაიწყო გავრცელება კალვინიზმმა (XIV, 100), სწორედ იმ დროს, როდესაც დაიწყო პოლიტიკური ოპოზიციაც ფილიპე II ესპანელის დესპოტიზმის წინააღმდეგ. ცოტ-ცოტად ნიდერლანდური რეფორმაცია გადაიქცა ნიდერლანდურ რევოლუციად (XXI, 12), რომელიც დასრულდა ჰოლანდიის რესპუბლიკის დაარსებით (XXI, 21).
IX. რეფორმაცია საფრანგეთში(შეადარეთ ჰუგენოტები, IX, 852)
პროტესტანტიზმი საფრანგეთში გამოჩნდა ჯერ კიდევ XVI ს. პირველ ნახევარში, მაგრამ ნამდვილი რეფორმაციული მოძრობა დაიწყო მხოლოდ 50-იან წლებში, ამასთან ფრანგი პროტესტანტები იყვნენ კალვინისტები და მიიღეს ჰუგენოტების სახელწოდება. ფრანგული რეფორმაციული მოძრაობის განსაკუთრებულობა (თავისებურება) სოციალური და პოლიტიკური მიმართებით მდგომარეობდა იმაში, რომ მისით მოცული იყვნენ უმთავრესად თავადაზნაურობა და გარკვეული ხარისხით ქალაქების მოსახლეობაც. რელიგიურმა ბრძოლამ აქაც მიიღო სამეფო აბსოლუტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ხასიათი. ეს გახლდათ თავისებური ფეოდალური და მინიციპალური რეაქცია, რომელიც შეერთებული იყო მცდელობასთან შეეზღუდათ სამეფო ხელისუფლება გენერალური შტატებიტ. 1516 წ., ბოლონიის კონკორდატის მიხედვით (XV, 957), პაპმა დაუთმო საფრანგეთის მეფეს ყველა უმაღლეს საეკლესიო თანამდებობაზე დანიშვნის უფლება სახელმწიფოში, რითაც დაუქვემდებრა საფრანგეთის ეკლესია სამეფო ხელისუფლებას. როდესაც რეფორმაციამ სხვა ქვეყნებში გამოავლინა თავისი კავშირი სახალხო მოძრაობებთან, ფრანცისკ I აღიჭურვა რეფორმაციის წინააღმდეგ, თვლიდა რა, რომ იგი სახიფათოა პოლიტიკური მიმართებით და „ემსახურება არა იმდენად სულების დამოძღვრას, რამდენდაც სახელმწიფოების შერყევას“. მის დროსაც და მისი ვაჟიშვილის ჰაინრიხ II-ის დროსაც პროტესტანტებს ძლიერად დევნიდნენ, მაგრამ მათი რიცხვი იზრდებოდა. 1555 წ. საფრანგეთში არსებობდა მხოლოდ ერთი სწორად ორგანიზებული კალვინისტური თემი, მაგრამ 1559 წ. ისინი უკვე დაახლოებით 2 ათასი იყო, და პროტესტანტებმა შეკრიბეს თავიანთი პირველი სინოდი (საიდუმლო) პარიზში. ჰაინრიხ II-ის სიკვდილის შემდეგ, მისი სუსტი და უნიჭო მენაცვალეების (მემკვიდრეების) დროს, სამეფო ხელისუფლება მოვიდა დაქვეითებაში, რითაც ისარგებლეს კიდეც ფეოდალურმა და მუნიციპალურმა ელემენტებმა, რათა განეცხადებიათ თავიანთი პრეტენზიები, რომლებიც დაკავშირებული იყო კალვინიზმთან. მაგრამ რეფორმაციამ საფრანგეთში ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება კათოლიციზმზე, და სამეფო ხელისუფლებაც ბოლოს და ბოლოს გამარჯვებული გამოვიდა პოლიტიკური ბრძოლიდან. აღსანიშნავია ის, რომ პროტესტანტიზმს აქ ჰქონდა არისტოკრატიული ხასიათი, ხოლო უკიდურესად დემოკრატიული მოძრაობა კი მიმდინარეობდა რეაქციული კათოლიციზმის დროშის ქვეშ.
X. რეფორმაცია პოლონეთსა და ლიტვაში
პოლონეთ-ლიტვის სახელმწიფოში რეფორმაცია ასევე დასრულდა წარუმატებლად. მან თანაგრძნობა ჰპოვა მხოლოდ შლიახტის ყველაზე უფრო შეძლებულ (მდიდარ) და განათლებულ ნაწილში, აგრეთვე გერმანული მოსახლეობის მქონე ქალაქებში. შლიახტასა და სასულიერო წოდებას შორის წარმოიქმნა ბრძოლა სახელმწიფოში გავლენის გამო, აგრეთვე საეკლესიო სასამართლოებისა და მეათედის გამოც _ ბრძოლა, რომელიც განსაკუთრებით ძლიერი იყო XVI ს. შუახანების სეიმებზე, როდესაც შლიახტა ირჩევდა უპირატესად პროტესტანტ ელჩებს. ამან მისცა დროებითი წარმატება პროტესტანტიზმს, რომელსაც ხელს უწყობდა სასულიერო წოდების ინდიფერენტიზმიც, რომელიც ოცნებობდა ეროვნული ეკლესიის შესახებ, თავისი ტაძრებითა და ღვთისმსახურებაში ხალხური ენით, მაგრამ რომელიც გააფთრებით იცავდა თავის პრივილეგიებს. ამავე დროს პოლონელი პროტესტანტების ძალები განცალკევებული იყო. ქალაქებში ვრცელდებოდა ლუთერნობა, დიდი პოლონეთის შლიახტა მიდრეკილი გახლდათ ჩეხი ძმების (გუსიტების) აღმსარებლობისკენ, მცირე პოლონეთის შლიახტამ კი დაიწყო კალვინიზმის მიღება; მაგრამ გელვეტური აღმსარებლობის (XIV, 102) მცირეპოლონური ეკლესიის წიაღშიც 60-იან წლებში დაიწყო ანტიტრინიტარული განხეთქილება. სამეფო ხელისუფლება სიგიზმუნდ I-ის დროს მკაცრად სდევნიდა ახალ სარწმუნოებათა მიმდევართ; სიგიზმუნდ II ავგუსტი მათ მიმართ შემწყნარებლობას იჩენდა, და არაერთხელ მიუმართავთ მცდელობებითვის, რათა მისთვისაც ებიძგებინათ ჰაინრიხ VIII-ის გზაზე დასადგომად.
პოლონური შლიახტა არ თანაუგრძნობდა ლუთერანიზმს მისი გერმანული წარმოშობისა და მონარქიული ხასიათის გამო; მის მისწრაფებებს გაცილებით უფრო მეტად შეეფერებოდა კალვინიზმი, მისი არისტოკრატიულ-რესპუბლიკური ხასიათითა და საეკლესიო მმართველობაში საერო ელემენტის დაშვებით, უხუცესების (სენიორების) სახით. კალვინმა მიმოწერა დაიწყო პოლონელებთან, რომელთა შორის 50-იანი წლების შუახანებში აზრიც კი წარმოიქმნა პოლონეთში მისი მოწვევის შესახებ. პოლონეთში ეკლესიის მომწყობის მიზით პოლონელებმა მოიწვიეს თავიანთი თანამემამულე, კალვინისტი იან ლასკი (იხ. XVII, 360-361). პოლონური რეფორმაციის შლიახტური ხასიათი ნათლად ჩანს იქიდან, რომ რელიგიურ თავისუფლებაზე უფლება პოლონელ პროტესტანტებს გამოჰყავდათ თავიანთი შლიახტური თავისუფლებიდან (რუს. шляхетская вольнопть); ახდენდნენ რა ეკლესიის რეფორმირებას თავიანთ მამულებში, მემამულენი აიძულებდნენ გლეხებს მეათედის მიცემას თავად მათთვის, რომელსაც უწინ უხდიდნენ კათოლიკურ კლირს, და მოითხოვდნენ რათა მათი ქვეშევრდომები დასწრებოდნენ პროტესტანტულ ღვთისმსახურებას. რაციონალისტურ სექტანტობას პოლონეთში ასევე ჰქონდა არისტოკრატიული ხასიათი (იხ. სოცინიანიზმი). ყველაზე უფრი დიდ ძალას პოლონურმა რეფორმაციამ მიაღწია XVI ს. 50-იან და 60-იან წლებში, ხოლო 70-იანი წლებიდან კი უკვე იწყება კათოლიკური რეაქცია. ლიტვში რეფორმაციას ჰქონდა იგივე ბედი (პროტესტანტიზმის შესახებ ჩრდილო-დასავლეთ რუსეთში იხ. XXV, 524).
XI. რეფორმაცია ჩეხეთსა და უნგრეთში
ორივე ეს სახელმწიფო რეფორმაციის ეპოქის სულ დასაწყისში შევიდა ჰაბსბურგების დინასტიის ძალაუფლების ქვეშ, რომლის სამფლობელოებშიც, კარლ V-ის ორი უახლოესი მენაცვალის დროს, პროტესტანტიზმი ვრცელდებოდა თითქმის დაუბრკოლებლად. რუდოლფ II-ის ტახტზე ასვლის დროისთვის (1576) ქვემო და ზემო ავსტრიის თითქმის მთელი თავადაზნაურობა და თითქმის ყველა ქალაქი აღიარებდნენ პროტესტანტულ სარწმუნოებას; პროტესტანტები ბევრნი იყვნენ შტირიაშიც, კარინტიაშიც, კრაინაშიც. განსაკუთრებით ძლიერი იყო გუსიტობა ჩეხეთში (იხ. უტრაკვიზმი), ხოლო უნგრეთში კი _ ლუთერანობა გერმანელ კოლონისტებს შორის (და ნაწილობრივ სლავებს შორისაც) და კალვინიზმი მადიარებს შორის, რის შედეგადაც მას აქ უწოდებდნენ მადიარულ სარწმუნოებას. ორივე ქვეყანაში პროტესტანტიზმმა მიიღო სუფტად პოლიტიკური ორგანიზაცია. ჩეხეთში „უდიდებულესობის სიგელის“ (1609) ძალით, პროტესტანტებს ჰქონდათ თავიანთთვის 24 დეფენსორის არჩევის უფლება, თავიანთი წარმომადგენლების მოწვევის, ჯარის შენახვისა და მისი შენახვისთვის ხარკის (გადასახადების) დაწესების უფლებაც. ეს სიგელი რუდოლფ II-მ მისცა ჩეხებს, რათა შეენარჩუნებია ისინი თავისთან, როდესაც მისი დანარჩენი ქვეშევრდომები მისგან განდგნენ: ჰაბსბურგების სამფლობელოებში, ისევე როგორც სხვა სახელმწიფოებშიც, მაშინ მიმდინარეობდა საერო ჩინების ბრძოლა სამეფო აბსოლუტიზმთან. მალევე მას შემდეგ წოდებებისა და მეფის ურთიერთობები გამწვავდა, და ჩეხეთში მოხდა აჯანყება, რომელიც იქცა 30-წლიანი ომის (იხ.) დასაწყისად, რომლის დროსაც ჩეხებმა დაკარგეს პოლიტიკური თვისუფლება და განიცადეს უსაშინლესი კათოლიკური რეაქცია. პროტესტანტიზმის ბედი უნგრეთში უფრო მეტად ხელსაყრელი გახლდათ; იგი არ ჩაუხშიათ ჩეხეთის მსგავსად, თუმცა კი უნგრელ პროტესტანტებსაც არაერხელ მოუხდათ ძლიერი დევნების გადატანა (იხ. V, 893-894).
XII. რეფორმაცია იტალიასა და ესპანეთში (პორტუგალიით)
სამხრეთ-რომანულ ქვეყნებში იყო მხოლოდ ერთეული ჩამოშორებები კათოლიკური ეკლესიისგან, და რეფორმაციამ ვერ მიიღო პოლიტიკური მნიშვნელობა. 30-ინ წლებში კარდინალებს შორის იყვნენ ადამიანები (კონტარინი, სადოლეტი), რომლებიც ფიქრობდნენ ეკლესიის რეფორმის შესახებ და მიმოწერა ჰქონდათ მელანქტონთან; თვით კურიაშიც კი იყო პარტია, რომელიც ისწრაფოდა პროტესტანტებთან შერიგებისკენ; 1538 წ. დანიშნულ იქნა საგანგებო კომისია ეკლესიის გამოსწორებისთვის. 1540 წ. დღის სინათლეზე გამოსული თხზულება „Del Beneficio del Cristo“ შედგენილი იყო პროტესტანტული სულისკვეთებით. ეს მოძრაობა ჩახშობილ იქნა რეაქციის მიერ, რომელიც დაიწყო 40-იან წლებში. ესპანეთში კავშირი გერმანიასთან, რომელიც დამყარებულ იქნა კარლ V-ის იმპერატორად არჩევის შედეგად, ხელს უწყობდა ლუთერის თხზულებების გავრცელებას. XVI ს. შუახნებში აქ არსებობდა საიდუმლო პროტესტანტული თემები სევილიაში, ვალიადოლიდსა და ზოგიერთ სხვა ადგილში. 1558 წ. ხელისუფლების მიერ შემთხვევით გამოვლენილ იქნა ერთერთი ასეთ პროტესტანტულ საზოგადოებათაგან. ინკვიზიციამ მაშინვე მოახდინა მასა დაპატიმრებებისა, და კარლ V-მ, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მოითხოვა ყველაზე უფრო მკაცრი სასჯელი დამნაშავეებისთვის. ინკვიზიციის მიერ გასამართლებული ერეტიკოსების დაწვა ხდებოდა ფილიპე II-ის, მისი უკანონო ძმის დონ-ხუან ავსტრიელისა და ვაჟიშვილის, დონ-კარლოსის თანდასწრებით. თვით ესპანეტის პრიმასიც კი, ტოლედოს მთავარეპისკოპოსი ბართლომე კარანზა, რომლის ხელებშიც გარდიცვალა კარლ V, დაპატიმრებულ იქნა (1559) ლუთერნიზმისადმი მიდრეკილებითვის, და მხოლოდ პაპის გამოქომაგებამ იხსნა იგი კოცონზე დაწვისგან. ასეთი ენერგიული ზომებით თავისი მეფობის სულ დასაწყისში ფილიპე II-მ მაშინვე „გაწმინდა“ ესპანეთი „ერეტიკოსებისგან“. თუმცა კი, დევნის ცალკეული შემთხვევები კათოლიციზმისგან ჩამოშორების გამო გვხვდებოდა შემდგომ წლებშიაც.
XIII. რეფორმაციული ეპოქის რელიგიური ომები
XVI ს. რელგიურმა რეფორმაციამ გამოიწვია მთელი რიგი ომებისა, როგორც ურთიერთშორის, ისე საერთაშორისოსიც. არცთუ ხანგრძლივი ომების შემდეგ გერმანიასა და შვეიცარიაში (იხ. ზევით), რომელთაც ჰქონდათ ადგილობრივი ხასიათი, XVI ს. პირველი ნახევარის დასასრულს დგება საშინელი რელიგიური ომების ეპოქა, რომლებმაც მიიღეს საერთაშორისო ხასიათი _ ეპოქა, რომელმაც მოიცვა მთელი ასწლეული (თუკი ჩავთვლით შმალკალდენური ომის დასაწყისიდან 1546 წ. ვესტფალის მშვიდობამდე 1648 წ.) და რომლიც დაიყო ფილიპე II ეპანელის „ხანად“, საერთაშორისო რეაქციის მთავარი მოღვაწისა XVI ასწლეულის მეორე ნახევარში, და 30-წლიანი ომის დროებად XVII ს. პირველ ნახევარში. ამ დროს ცალკეული ქვეყნების კათოლიკები ხელს უწვდიან ერთმანეთს, ამყარებენ რა თავიანთ იმედებს ძალმოსილ ესპანეთზე; ესპანეთის მეფე დგება საერთაშორისო რეაქციის სათავეში, სარგებლობს რა არა მხოლოდ იმ საშუალებებით (სახსრებით), რომლებსაც აძლევდა მას მისი უზარმაზარი მონარქია, არამედ კათოლიკური პარტიების მხარდაჭერითაც ცალკეულ ქვეყნებში, აგრეთვე პაპის ტახტის ზნეობრივი და ფულადი დახმარებით. ეს აიძულებდა სხვადასხვა ქვეყნების პროტესტანტებს უფრო მჭიდროდ დაახლოებულიყვნენ ურთიერთშორის.
კალვინისტები შოტლანდიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, ინგლისელი პურიტანები თავიანთ საქმეს თვლიდნენ საერთო საქმედ; დედოფალი ელისაბედი ბევრჯერ აღმოუჩენდა დახმარებას პროტესტანტებს. ფილიპე II-ის რეაქციული მცდელობები მოგერიებულ იქნა. 1588 წ. სასტიკი დამარცხება განიცადა მისმა „დაუმარცხებელმა არმადამ“, რომელიც გაგზავნილი იყო ინგლისის დასაპყრობად; 1589 წ. საფრანგეთში ტახტზე ავიდა ჰაინრიხ IV, რომელმაც დაამშვიდა ქვეყანა და იმავე დროს (1589) რწმენის აღმსარებლობის თავისუფლება მისცა პროტესტანტებს და მშვიდობა შეკრა ესპანეთთან; დაბოლოს, ნიდერლანდები წარმატებით აწარმოებდა ომს ფილიპე II-თან და აიძულა მისი მენაცვალე ზავის დადებაზე. სულ ახალი დამთავრებული იყო ეს ომები, რომლებიც სძიძგნიდა ევროპის უკიდურეს დასავლეთს, როდესაც მის სხვა ნაწილში დაიწყო ახალი რელიგიური ბრძოლის მზადება. ჰინრიხ IV, რომელიც ჯერ კიდევ XVI ს. 80-ინ წლებში სთავაზობდა ელისაბედ ინგლისელს საერთო პროტესტანტული კავშირის მოწყობას, ოცნებობდა მის შესახებ თავისი სიცოცხლის დასასრულსაც, მიაპყრო რა მზერა გერმანიაზე, სადაც უთანხმოებები კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის იმუქრებოდა ურთიერთშორის ომით, მაგრამ მისმა სიკვდილმა კათოლიკი ფანატიკოსის ხელით (1610) დასასრული დაუდო მის გეგმებს. ამ დროს, 12 წლით დადებული ზავის ძალით (1609), სულ ახლახანს შეწყდა ომი კათოლიკურ ესპანეთსა და პროტესტანტულ ჰოლანდიას შორის; გერმანიაში უკვე დაარსებული იყო პროტესტანტული უნია (1608) და კათოლიკური ლიგა (1609), რომლებსაც მალევე ამის შემდეგ მოუხდათ ურთიერთ შორის შეიარაღებულ ბრძოლაში ჩაბმა.
იმავე დროს კვლავ დაიწყო ომი ესპანეთსა და ჰოლანდიას შორის; საფრანგეთში ჰუგენოტებმა მოახდინეს ახალი აჯანყება; ჩრდილო-აღმოსავლეთში მიდიოდა ბრძოლა პროტესტანტულ შვედეთსა და კათოლიკურ პოლონეთს შორის, რომლის მეფეც, კათოლიკი სიგიზმუნდ III (შვედური დინასტიიდან ვაზა), დაკარგა რა შვედეთის გვირგვინი, ახლა მასზე უფლებებს ედავებოდა თავის ბიძას კარლ IX-ს და მის ვაჟიშვილს გუსტავ-ადოლფს, 30-წლიანი ომის მომავალ გმირს. ოცნებობდა რა კათოლიკური რეაქციის შესახებ შვედეთში, სიგიზმუნდი მოქმედებდა ავსტრიასთან ერთად (შეთანხმებულად). ასეთნაირად, XVI ს. მეორე ნახევრისა და XVII ს. პირველი ნახევრის საერთაშორისო პოლიტიკაში ჩვენ ვხედავთ ევროპული სახელმწიფოების გაყოფას ორ ბანაკად რწმენის აღმსარებლობის მიხედვით. მათგან უფრო მეტი შეკრულობითა და უფრო აგრესიული ხასიათით გამოირჩეოდა კათოლიკური ბანაკი, რომლის სათავეშიც იდგნენ ჰაბსბურგები, თავიდან ესპანეთისა (ფილიპე II-ის დროს), შემდეგ კი ავსტრიისა (30-წლანი ომის დროს). თუკი ფილიპე II შეძლებდა ნიდერლანდების წინააღმდეგობის გატეხვას, თავისი სახლისთვის საფრანგეთის შეძენას, ხოლო ინგლისის, შოტლანდიასთან ერთად, ერთ კათოლიკურ ბრიტანეთად გადაქცევას, _ ასეთი კი გახლდათ მისი გეგმები, თუკი, რამდენადმე უფრო გვიან, განხორციელდებოდა იმპერტორების ფერდინანდ II-ისა და ფერდინანდ III-ის მისწრაფებები, თუკი ბოლოს, სიგიზმუნდ III გაუმკლავდებოდა შვედეთსა და მოსკოვს, და გამოიყენებდა იმ პოლონური ძალების ნაწილს, რომლებიც მოქმედებდნენ რუსეთში არეულობის ხანაში, ევროპის დასავლეთში ბრძოლისთვის კათოლიციზმის ინტერესებში, _ რეაქციის გამარჯვება სრული იქნებოდა.
მაგრამ პროტესტანტიზმს გამოუჩნდნენ დამცველები ისეთი ხელმწიფეებისა და პოლიტიკური მოღვაწეების სახით, როგორებიც იყვნენ ელისაბედ ინგლისელი, ვილჰელმ ორანელი, ჰაინრიხ IV საფრანგეთისა, გუსტავ-ადოლფი შვედეთისა, და მთელი ხალხების სახითაც, რომელთა ეროვნულ დამოუკიდებლობასაც ემუქრებოდა კათოლიკური რეაქცია. ბრძოლა ღებულობდა ისეთ ხასიათს, რომ შოტლანდიასაც მარიამ სტიუარტის მეფობაში, ინგლისსაც ელისაბედის დროს, ნიდერლანდებსაც და შვედეთსაც, კარლ IX-ისა და გუსტავ-ადოლფის დროს, უხდებოდათ თავიანთი დამოუკიდებლობის დაცვა თავიანთ რელიგიასთან ერთად, რადგანაც კათოლიკურ ბანაკში ბატონობდა მისწრფებები პოლიტიკური ჰეგემონიისკენ ევროპაზე. კათოლიციზმი, საერთაშორისო პოლიტიკაში, ისწრაფოდა ეროვნული დამოუკიდებლობის ჩახშობისკენ; პროტესტანტიზმი, პირიქით, თავის საქმეს აკავშირებდა ეროვნული დამოუკიდებლობის საქმესთან. ამიტომ, ზოგადად, ბრძოლა საერთაშორისო კათოლიციზმსა და პროტესტანტიზმს შორის იყო ბრძოლა, ერთის მხრივ კულტურულ რეაქციას, აბსოლუტიზმსა და ეროვნებათა დამონებას, ხოლო მეორეს მხრივ, კულტურულ განვითარებას, პოლიტიკურ თავისუფლებასა და ეროვნულ დამოუკიდებლობას შორის.
XIV. კათოლიკური რეფორმაცია ანუ კონტრ-რეფორმაცია
ჩვეულებრივ რეფორმციის გავლენას კათოლიციზმზე გებულობენ მხოლოდ მასში რეაქციის გამოწვევის აზრით ახალი რელიგიური მოძრაობის წინააღმდეგ. მაგრამ ამ კონტრ-რეფორმაციასთან (Gegenreformation) ანუ კათოლიკურ რეაქციასთან შეერთებული იყო თავად კათოლიციზმის განახლებაც, რომელიც საშულებას გვაძლევს ვლაპარაკობდეთ „კათოლიკური რეფორმაციის“ შესახებ. როდესაც დაიწყო XVI ს. რეფორმაციული მოძრაობა, კათოლიკურ ეკლესიაში გაბატონებული იყო დეზორგანიზაცია და დემორალიზცია. პროტესტანტიზმისკენ ბევრს უბიძგებდა სასულიერიო ხელისუფლების მხრიდან სურვილის არქონა რათა მოეხდინა ყველზე უფრო მეტად აუცილებელი გარდაქმნები. რეფორმაციამ ძველი ეკლესია სრულებით დააბნია და გააოგნა, რის შედეგადაც კათოლიკური რეაქციის ორგანიზაცია რეფორმციის წინააღმდეგ მაშინვე არ შეიძლებოდა რომ წარმოქმნილიყო. იმისთვის, რათა ესარგებლა მოძრაობის უკიდურესობების შედეგად გამოწვეული რეაქციული განწყობილებით, გაეძლიერებინა ეს განწყობილება, მჭიდროდ შეეკავშირებინა ურთიერთშორის მისი მომხრე სოციალური ძალები, მიემართა ისინი ერთი მიზნისკენ, კათოლიკურ ეკლესიას თავადაც უნდა განეცადა გარკვეული რეფორმა, დაეპირისპირებინა „ერესისადმი“ ლეგალური გამოსწორებები. ყველაფერი ეს მოხდა კიდეც ცოტ-ცოტად, დაწყებული XVI ს. 40-იანი წლებიდან, როდესაც რეაქციის დასახმარებლად დაარსებულ იქნა ახალი ორდენი იეზიუტებისა (1540), ასევე უმაღლესი საინკვიზიციო სამსჯავრო რომში (1542), ორგანიზებულ იქნა წიგნების მკაცრი ცენზურა და მოწვეულ _ ტრიენტის საეკლესიო კრება (1545), რომელმაც მოგვიანებით მოახდინა კიდეც კათოლიკური რეფორმაცია. ამის შედეგად იქცა ახალი დროის კათოლიციზმი. რეფორმაციის დაწყების წინ კათოლიციზმი იყო რაღაც გახევებული ოფიციალურ ფორმალიზმში; ახლა მან მიიღო სიცოცხლე და მოძრაობა.
ეს გახლდათ არა XIV და XV სს. ეკლესია, რომელსაც არც სიცოცხლე შეეძლო და არც სიკვდილი, არამედ ქმედითი სისტემა, რომელიც ეგუებოდა (ეწყობოდა) გარემოებებს, პირფერობდა მეფეებთან და ხალხებთან, ყველას თავისკენ იტყუებდა, ვის _ დესპოტიზმითა და ტირანიით, ვის _ გულმოწყალე შემწყნარებლობითა და თავისუფლებით; ეს იყო უკვე არა უძლური დაწესებულება, რომელიც ეძიებდა დახმარებას გარედან, თანაც არ იჩენდა გამოსწორებისა და განახლების გულწრფელ სურვილს, არამედ წელში გამართული ორგნიზაცია, რომელმაც მის მიერვე ხელახლა აღზრდილ საზოგადოებაში დაიწყო სარგებლობა დიდი ავტორიტეტით და, შეეძლო რა მასების ფანატიზება, ხელმძღვანელობდა მათ პროტესტანტიზმთან ბრძოლაში. პედაგოგიკა და დიპლომატია იყო ის ორი დიდი იარაღი, რომლებითაც მოქმედებდა გარდაქმნილი ეკლესია: პიროვნების გაწვრთნა და მისი იძულება ემსახურებოდეს სხვათა მიზნებს ისე, რომ თავადაც ამას ვერ ამჩნევდეს _ ეს გახლდათ ორი ხელოვნება, რომლებიც განსაკუთრებით გამოარჩევდა აღორძინებული კათოლიციზმის მთავარ წარმომადგენლებს. კათოლიკურ რეაქციას გააჩნია გრძელი და რთული ისტორია, რომლის არსიც ყოველთვის და ყველგან იყო ერთი და იგივე. კულტურულ-სოციალური მიმართებით ეს იყო დამოუკიდებელი აზრისა და საზოგადოებრივი თავისუფლების თეოლოგიური და კლერიკალური ჩახშობის (დათრგუნვის) ისტორია _ ჩახშობისა, რომელშიც აღორძინებული და მებრძოლი კათოლიციზმის წარმომადგენლებთან ზოგჯერ მეტოქობდნენ, მაგრამ სულაც არა ასეთი თავგამოდებითა და ასეთი წარმატებით, პროტესტანტული შეუწყნარებლობისა და პროტესტანტული რიგორიზმის წარმომადგენლებიც. კათოლიკური რეაქციის პოლიტიკური ისტორია დაიყვანება საშინაო და საგარეო პოლიტიკის რეაქციული მიმართულებისადმი დაქვემდებარებზე, კათოლიკურ სახელმწიფოთა დიდი საერთაშორისო კავშირის წარმოქმნაზე, მის წევრებში პროტესტანტული ქვეყნების წინააღმდეგ მტრობის გაღვივებაზე, თვით ამ უკანასკნელთა საშინაო საქმეებში ჩარევაზეც კი. რეაქციის მთავარ პოლიტიკურ ძალებს, ესპანეთსა და ავსტრიას, XVI ასწლეულის მიწურულიდან უერთდება პოლონეთიც, რომელიც იქცა კათოლიკური ეკლესიის საოპერაციო (ოპერაციულ) ბაზისად მართლმადიდებლობის წინააღმდეგაც.
XV. რეფორმაციის ზოგადი ისტორიული მნიშვნელობა
რეფორმაციის ზოგადი ისტორიული მნიშვნელობა უზარმაზარია. ახალი რელიგიური სისტემების ამოსავლი პუნქტები იმყოფებოდა სრულ საპირისპიროობაში კათოლიციზმთან. საეკლესიო ავტორიტეტი შეეჯახა ინდივიდუალურ თავისუფლებას, ფორმალური ღვთისმოსაობა _ შინაგან რელიგიურობას, ტრადიციული უძრაობა _ სინამდვილის პროგრესულ განვითარებას; მაგრამ, რეფორმაცია ხშირად იყო მხოლოდ ფორმის შეცვლა, და არა პრინციპისა: მაგალითად, ბევრი მიმართებით კალვინიზმი იყო მხოლოდ ჩამონატეხი კათოლიციზმიდან. არცთუ იშვიათად რეფორმაცია ერთ საეკლესიო ავტორიტეტს რწმენის საქმეებში ცვლიდა ასეთივე მეორეთი, ან საერო ხელისუფლების ავტორიტეტით, განსაზღვრავდა ყველასთვის აუცილებელ გარეგნულ ფორმებს და, დაადგენდა (დაამყრებდა) რა საეკლესიო ცხოვრების ცნობილ საწყისებს, იქცეოდა ამ სწყისებთან მიმართებით კონსერვატიულ ძალად და არ უშვებდა მათ შემდგომ ცვლილებას. ამრიგდ, პროტესტანტიზმის ძირითადი პრინციპების საწინააღმდეგოდ, რეფორმაცია სინამდვილეში არცთუ იშვიათად ინარჩუნებდა ძველ კულტურულ-სოციალურ ტრადიციებს. პროტესტანტიზმი, აღებული პრინციპული მხრიდან, იყო რელიგიური ინდივიდუალიზმი და იმავე დროს მცდელობა სახელმწიფოს განთავისუფლებისა ეკლესიის მიერ მეურვეობისგან. უკანასკნელი მოხერხდა უფრო მეტი ხარისხით, ვიდრე ინდივიდუალისტური პრინციპის გატარება: სახელმწიფო არა მხოლოდ თავისუფლდებოდა ეკლესიის მხრიდან მეურვეობისგან, არამედ თავად იქვემდებარებდა ეკლესიას და თვით ეკლესიის ადგილზეც კი დგებოდა თავის ქვეშევრდომებთან მიმართებით, პირდაპირ რეფორმაციის ინდივიდუალისტური პრინციპის სწინააღმდეგოდ.
თავისი ინდივიდუალიზმითა და თეოკრატიული მეურვეობისგან სახელმწიფოს განთავისუფლებით პროტესტანტიზმი ახლოს დგებოდა აღორძინების ეპოქის ჰუმანიზმთან, რომელშიც ასევე ძლიერი იყო ინდივიდუალისტური და სეკულარიზაციული მისწრაფებები. აღორძინებისა და რეფორმაციის საერთო ნიშნებია _ მისწრაფება პიროვნებისა, რათა შეიქმნას საკუთარი შეხედულება სამყაროზე და კრიტიკულად მიუდგეს ტრადიციულ ავტორიტეტებს, ცხოვრების განთავისუფლება ასკეტური მოთხოვნებისგან, ადამიანური ბუნების ინსტინქტების რეაბილიტაცია, რომელიც გამოიხატა მონაზვნობისა და სასულიერო წოდების უქორწინებლობის უარყოფით, სახელმწიფოს ემანციპაცია, სეკლესიო საკუთრების სეკულარიზაცია. რელიგიისადმი ინდიფერენტული ან ძალზედ გონებისმიერად დამოკიდებული ჰუმანიზმი უუნარო აღმოჩნდა სინდისის თავისუფლების ინდივიდუალისტური პრინციპის გამომუშვებაში, რომელიც ნაშობია, თუმცა კი დიდი ტანჯვებით, რეფორმაციის მიერ; რეფორმაცია, თავის მხრივ უუნარო აღმოჩნდა რათა გაეგო აზრის თავისუფლება, რომელიც წარმოიშვა ჰუმანიზმის კულტურაში; მხოლოდ მოგვიანებით აღსრულდა პროტსტანტიზმისა და ჰუმანიზმის ამ ორი მემკვიდრეობის სინთეზი. თავის პოლიტიკურ ლიტერატურაში ჰუმანიზმმა ვერ განავითარა პოლიტიკური თავისუფლების იდეა, რომელსაც, პირიქით, თავიანთ თხზულებებში იცავდნენ პროტესტანტები (XVI ს. _ კალვინისტები, XVII ს. _ ინდეფენდენტები); პროტესტანტულ პოლიტიკურ მწერლებს არ შეეძლოთ ჩამოეცილებინათ სახელმწიფო ცხოვრებისგან რწმენის აღმსარებლობითი შეფერილობა, როგორც ამას აკეთებდა ჰუმანიზმი: და აქაც მხოლოდ მოგვიანებით მოხდა რეფორმაციისა და აღორძინების პოლიტიკური შეხედულებების შერწყმა.
ახალი ევროპის რელიგიური და პოლიტიკური თავისუფლება თავისი წარმოშობით დავალებულია უპირატესად პროტესტანტიზმისგან; თავისუფალი აზრი და კულტურის საერო ხასიათი კი სათავეს ღებულობენ ჰუმანიზმისგან. კერძო დეტალებში საქმე წარმოგვიდგება შემდეგნირად. 1) პროტესტანტიზმმა წარმოშვა სინდისის თავისუფლების პრინციპი, თუმცა კი რეფორმაციამ იგი ვერ განახორციელა. რეფორმაციის ამოსავალი პუნქტი იყო რელიგიური პროტესტი, რომელსაც თავის საფუძვლად ჰქონდა ზნეობრივი რწმენა: ყველაფერს, რასაც აკეთებდნენ პროტესტანტები შინაგნი რწმენის მიხედვით, ხშირად ხვდებოდა წინააღმდეგობა ეკლესიის მხრიდანაც და სახელმწიფოს მხრიდანაც, მაგრამ ვაჟკაცურად და თვით ტანჯვა-წამების დათმენითაც იცავდნენ თავიანთი სინდისის თავისუფლებას, აჰყავდათ რა იგი რელიგიური ცხოვრების პრინციპად. მაგრამ უმრავლეს შემთხვევებში ეს პრინციპი პრაქტიკაში მახინჯდებოდა. ძალზედ ხშირად დევნილები მასზე მიუთითებდნენ მხოლოდ თავის დაცვის მიზნით, არ გააჩნდათ რა საკმარისი შემწყნარებლობა, რათა არ ქცეულიყვნენ სხვების მდევნელებად, როცა საამისოდ შესაძლებლობა უჩნდებოდათ, და ფიქრობდნენ რა, რომ, როგორც ჭეშმარიტების მფლობელებს, მათ შეუძლიათ აიძულებდნენ სხვებს მისი აღიარებისთვის. აყენებდნენ რა რეფორმაციას საერო ხელისუფლების მფარველობის ქვეშ, თავად რეფორმატორები გადასცემდნენ მას (ე. ი. საერო ხელისუფლებას _ ი. ხ.) ძველი ეკლესიის უფლებებს ინდივიდუალურ სინდისზე. იცავდნენ რა თავიანთ სარწმუნოებას, პროტესტანტები მიუთითებდნენ არა მხოლოდ თავიანთ ინდივიდუალურ უფლებაზე, როგორც ამას აკეთებდა ლუთერი ვორმსის სეიმზე, არამედ, უმთავრესად, ვალდებულებაზე უფრო მეტად დამორჩილებოდნენ ღმერთს, ვიდრე ადამიანებს; სწორედ ამავე მორჩილებით ამართლებდნენ ისინი თავიანთ არშემწყნარებლურ დამოკიდებულებასაც სხვაგვარი სარწმუნოებისადმი, რომელსაც ისინი ათანაბრებდნენ ღვთაების შეურცხყოფსთან. რეფორმატორები აღიარებდნენ სახელმწიფოს უფლებას ერეტიკოსების დასჯაზე, რაშიც სავსებით ეთანხმებოდა მათ საერო ხელისუფლებაც, რომელიც გაბატონებული აღმსარებლობისგან განდგომაში ხედავდა თავისი გავლენებისადმი არდამორჩილებას.
2) რეფორმაცია არაკეთილგანწყობილებით (ათვალწუნებით) მოეკიდა აზრის თავისუფლებას, თუმცა კი ხელს უწყობდა მის განვითარებას. საერთოდ რეფორმაცია თეოლოგიურ ავტორიტეტს აყენებდა ადამიანური აზრის საქმიანობაზე უფრო მაღლა; ბრალდება რაციონალიზმში ერთერთი ყველაზე უფრო ძლიერი იყო რეფორმატორების თვალში. ერესისადმი შიშის წინაშე ისინი არა მხოლოდ ივიწყებდნენ სხვისი სინდისის უფლებებს, არამედ უარყოფდნენ საკუთარი გონების უფლებებსაც. ამავე დროს, თავად პროტესტი რეფორმატორებისა კათოლიკური ეკლესიის მოთხოვნის წინააღმდეგ, ერწმუნათ განსჯის გარეშე, თავის თავში შეიცავდა ინდივიდუალური გაგების სასარგებლოდ ცნობილი (განსაზღვრული) უფლებების აღიარებს; უმაღლეს ხარისხად არალოგიკური იქნებოდა ეღიარებინათ გამოკვლევის (გამოძიების) თავისუფლება, ხოლო მისი შედეგებისთვის კი დაესაჯათ. სამეცნიერო კვლევის ელემენტი შეტანილ იქნა თეოლოგიურ მეცადინეობებში ჯერ კიდევ იმ ჰუმანისტების მიერ, რომლებიც კლასიკური ავტორებისადმი ინტერესთან აერთიანებდნენ ინტერესს წმიდა წერილისა და ეკლესიის მამებისადმი და ჰუმანისტურ მეთოდებს იყენებდნენ ღვთისმეტყველებისადმი. თავად ლუთერისთვის ბიბლიის შესწავლა ახალი ილეთების დახმარებით იყო მთელი რიგი სამეცნიერო აღმოჩენებისა. ამიტომ, გონების წმ. წერილის ავტორიტეტისადმი დაქვემდებრების ზოგადი პრინციპის მიუხედავად, უკნასკნელის განმარტების აუცილებლობა მოითხოვდა გონების მოღვაწეობას, და რაციონალიზმი, მისდამი თეოლოგებისა და მისტიკოსების მტრობის მიუხედავად, აღწევდა საეკლესიო რეფორმის საქმეშიც. იტალიელი ჰუმანისტების თავისუფლად მოაზროვნეობა იშვიათად იყო მიმართული რელიგიაზე, მაგრამ ისწრფოდნენ რა გონების განთავისუფლებისკენ თეოლოგიური მეურვეობისგან, მათ გამოიგონეს განსაკუთრებული ხრიკი (ფანდი), ამტკიცებდნენ რა, რომ ჭეშმარიტი ფილოსოფიაში შესაძლოა იყოს მცდარი თეოლოგიაში და პირიქით. XVI ს.-ში აზრი მიემართა, უმთავრესად, რელიგიური საკითხების გადაწყვეტაზე, და მისტიკური იდეა შინაგანი გამოცხადების შესახებ იყო მხოლოდ უფრო გვიანდელი სწავლების წინამორბედი, რომელშიც თავად გონება წარმოდგენდა ღვთაების გამოცხადებას და განიხილებოდა როგორც რელიგიური ჭეშმარიტების წყარო.
3) ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთ დამოკიდებულებანი კათოლიციზმში გაგებული იყო პირველის მეორეზე მთავრობის (უფროსობის) აზრით. ახლა ეკლესია ან ექვემდებარება სახელმწიფოს (ლუთერანობა და ანგლიკანობა), ან კიდევ თითქოსდა შერწყმულია მასთან ერთიანობაში (კალვინიზმი), მაგრამ ორივე შემთხვევაში სახელმწიფოს გააჩნია კონფესიური ხასიათი, და ეკლესია წარმოადგენს სახელმწიფო დაწესებულებას. სახელმწიფოს ეკლესიისგან განთავისუფლებითა და ამ უკანასკნელისთვის ეროვნულ-პოლიტიკური დაწესებულების ხასიათის მიცემით ირღვეოდა კათოლიკური თეოკრატიზმისა და უნივერსალიზმის პრინციპები. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ყოველგვარი კავშირი წყდებოდა მხოლოდ სექტანტობაში. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ რეფორმაციამ მისცა სახელმწიფოს უპირატესობა და ბატონობაც კი ეკლესიაზე, გადააქცია რა თავად რელიგია სახელმწიფო ხელისუფლების იარაღად. როგორ ურთიერთობებშიც არ უნდა ჩამდგარიყვნენ ურთიერთ შორის ეკლესია და სახელმწიფო რეფორმაციის ეპოქაში, ყველა შემთხვევაში ეს ურთიერთობები იქნებოდა რელიგიის და პოლიტიკის შეერთება. მთელი განსხვავება მდგომარეობდა იმაში, თუ რას ღებულობდნენ მიზნად, და რას _ საშუალებად. თუკი შუა საუკუნეებში პოლიტიკას ჩვეულებრივ უნდა ემსახურა რელიგიისთვის, ახალ დროში, პირიქით, ძალზედ ხშირად რელიგიას აიძულებდნენ ემსახურა პოლიტიკისთვის. უკვე ზოგიერთი ჰუმანისტი (მაგალითად მაკიაველი) ხედავდა რელიგიაში თავისებურ instrumentum imperii-ს.
კათოლიკური მწერლები არცთუ უსაფუძვლოდ მიუთითებენ, რომ ეს გახლდათ დაბრუნება წარმართულ სახელმწიფოში: ქრისტიანულ სახელმწიფოში რელიგია არ უნდა იყოს პოლიტიკურ საშუალებად. იმავე თვალსაზრისზე დგებოდნენ სექტანტებიც. სექტანტობის თავად არსი არ აძლევდა მას საშუალებს ორგანიზებულიყო რაიმე-ნაირ სახელმწიფოებრივ ეკლესიად, რის შედეგადაც მას საქმე უნდა მიეყვანა რელიგიისა და პოლიტიკის თანდათანობით განცალკევებამდე. ყველაზე უფრო უკეთ ეს გამოვლინდა XVII საუკუნის ინგლისურ ინდეფენდენტობაში, მაგრამ ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფის პრინციპი სავსებით განხორციელდა ინგლისის ჩრდილოამერიკულ კოლონიებში, რომელთაგან წარმოიქმნა შეერთებული შტატები. რელიგიის გამოყოფა პოლიტიკისგან იწვევდა სახელმწიფოს ჩაურევლობას თავის ქვეშევრდომთა სარწმუნოებაში. ეს გახლდათ ლოგიკური დასკვნა სექტანტობიდან, რომელიც რელიგიაში ხედავდა უწინარეს ყოვლისა პირადი რწმენის საქმეს, და არა სახელმწიფო მბრძანებლობის იარაღს. ამ თვალსაზრისით რელიგიური თავისუფლება წარმოადგენდა პიროვნების განუყოფელ უფლებას, და ამით იგი განსხვავდება რჯულშემწყნარებლობისგან, რომელიც გამომდინარეობს სახელმწიფოს დათმობებიდან, ხოლო სახელმწიფო კი თავად განსაზღვრავს ამ დათმობების საზღვრებს.
4) დაბოლოს, რეფორმაციამ დიდი გავლენა მოახდინა სოციალური და პოლიტიკური საკითხების დასმასა და გადაწყვეტაზე თანასწორობისა და თავისუფლების სულისკვეთებით, თუმცა კი იგი ასევე უწყობდა ხელს საპირისპირო საზოგადოებრივ ტენდენციებსაც. მისტიკური ანაბაპტიზმი გერმანიაში, შვედეთსა და ნიდერლანდებში იყო სოციალური თანასწორობის ქადაგება; რაციონალისტურ ანტიტრინიტარიზმს პოლონეთში ჰქონდა არისტოკრატიული ხასიათი; შლიახტური წოდების ბევრი პოლონელი სექტანტი იცავდა ჭეშმარიტი ქრისტიანების უფლებას ჰყოლოდათ „ქვეშევრდომები“ ან (ანუ) მონები, მიუთითებდნენ რა ძველ აღთქმაზე. ყველაფერი, მოცმულ შემთხვევაში, დამოკიდებული იყო იმ გარემოზე, რომელშიც ვითარდებოდა სექტანტობა. იგივე შეიძლება ითქვას პროტესტანტების პოლიტიკურ სწავლებებზეც: ლუთერანობა და ანგლიკანიზმი გამოირჩეოდნენ მონარქიული ხასიათით, ცვინგლიანობა და კალვინიზმი _ რესპუბლიკურით. ხშირად ამბობენ, ვითომდა პროტესტანტიზმი ყოველთვის იდგა თავისუფლების მხარეზე, კათოლიციზმი კი _ ყოველთვის ხელისუფლების მხარეზე. ეს არ არის სწორი: კათოლიკებისა და პროტესტანტების როლები იცვლებოდა, გარემოებების-და მიხედვით, და იგივე პრინციპები, რომლებითაც კალვინისტები ამართლებდნენ თავიანთ აჯანყებას „უწმინდური“ მეფეების წინააღმდეგ, მოარული იყო კათოლიკებშიც, როდესაც მათ საქმე ჰქონდათ ერეტიკოს-ხელმწიფეებთან. ეს დაიმზირება საერთოდ იეზუიტურ პოლიტიკურ ლიტერატურაში, მაგრამ განსაკუთრებით მკვეთრად ვლინდება საფრანგეთში რელიგიური ომების დროს. დასავლეთ ევროპის შემდგომი პოლიტიკური განვითარების გასაგებად დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხის ძალაუფლების იდეის განვითარებას კალვინიზმში. არც კალვინისტები ყოფილან ამ იდეის გამომგონებლები და არც მხოლოდ ისინი ანვითარებდნენ მას XVI ს.-ში; მაგრამ არასოდეს მანამდე მას არ მიუღია ერთდროულად აესთი თეოლოგიური დასაბუთება და ასეთი პრაქტიკული გავლენა (იხ. მონარქომახები). კალვინისტებს (ხოლო XVII ს. ინდეფენდენტებს) სწამდათ მისი ჭეშმარიტებისა, მაშინ როდესც იეზუიტები, დგებოდნენ რა იმავე თვალსაზრისზე, ხედავდნენ მხოლოდ მის მომგებიანობას (ხელსაყრელობას) გარკვეულ ცნობილ გარემოებებში.
სულ უკნასკნელ დროს ისტორიულ ლიტერატურაში დაიწყეს რეფორმაციის მნიშვნელობის განსაზღვრის მცდელობები ეკონომიკური თვალსაზრისით: არა მხოლოდ ცდილობენ რეფორმაციის დაყვანას ეკონომიკურ მიზეზებამდე, არამედ მისგან ეკონომიკური შედეგების გამოყვანასაც. ამ მცდელობებს აზრი აქვს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ორივე მოვლენის, ე. ი. რეფორმაციული მოძრაობისა და ეკონომიკური პროცესის მხარეზე აღიარებენ ურთიერთმოქმედებას. არ შეიძლება რეფორმაციული მოძრაობის დაყვანა მხოლოდ ეკონომიკურ მიზეზებზე ან ცნობილი ეკონიმიკური მოვლენების მხოლოდ მისთვის მიწერა; არ შეიძლება, მაგალითად, მხოლოდ პროტესტანტიზმში გადასვლით ვხსნიდეთ ჰოლანდიისა და ინგლისის ეკონომიკურ განვითარებას ან კიდევ კათოლიციზმის ზეიმით _ ესპანეთის ეკონომიკურ დაქვეითებას (როგორც ამას აკეთებდა მაკიაველი). მაგრამ, უეჭველია, კავშირის არსებობა ორივე კატეგორიის ფაქტებს შორის. ისტორიკოსები უკვე დიდი ხნის წინ ლაპარაკობდნენ იმის დაანგრიშების აუცილებლობის შესახებ, თუ რა დაუჯდა ევროპას რელიგიური ფანატიზმი, რომელმაც მტრულ ბანაკებად დაჰყო ერთი და იგივე ხალხის სხვადასხვა ნაწილები ან მთელი ერები. ისმება კითხვა: საიდან იღებდნენ იმ უზარმაზარ მატერიალურ სახსრებს, რომლებიც საშუალებს აძლევდა დასავლეთ-ევროპელ ხელმწიფეებს მოეგროვებინათ დიდი არმიები, აღეკზმათ უზარმაზარი ფლოტები? რეფორმაციის ისტორიის მსვლელობა დასვლეთში, უეჭველად, სხვანაირი იქნებოდა გრანდიოზული საერთაშორისო შეჯახებების გარეშე, რომლებიც XVI ს. შესაძლებელი გახდა მხოლოდ ფულად მეურნეობაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებების შედეგად. შემდეგ, განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია საკითხს რელიგიური რეფორმაციის კავშირის შესახებ ეკონომიკურ ისტორისთან XVI ს. დასავლეთ-ევროპული საზოგადოების კლასობრივ განსხვავებებთნ მიმართებით.
კათოლიკური სასულიერო წოდებითა და საეკლესიო წესებით უკმაყოფილების მიეზეზები, რომლებსაც ძალზედ ხშირდ ჰქონდა ეკონომიკური ხასიათი (თავადაზნაურობის გაღარიბება, საეკლესიო მეათედის სიმძიმე, გლეხების დატვირთვა მძიმე გადასახადებით), სულაც არ იყო ერთნაირი ცალკეულ წოდებებსა და კლასებში, რომლებადაც იყოფოდა მაშინდელი საზოგადოება. თუკი თავისთავად კლასობრივი ინტერესები არ აიძულებდა მოსახლეობის ამათუიმ ნაწილს დამდგარიყო ამათუიმ ფორმულის დროშის ქვეშ, ყოველ შემთხვევაში კლსობრივი განსხვავებები გავლენას ახდენდა, თუნდაც ირიბად, რელიგიური პარტიების წარმოქმნაზე. ასე მაგალითად, ფრანგული რელიგიური ომების ეპოქაში ჰუგენოტების პარტის ჰქონდა უპირატესად თავადაზნაურული ხასიათი, კათოლიკური ლიგა კი შედგებოდა უპირატესად ქალაქების უბრალო მოსახლეობისგან, მაშინ როდესაც „პოლიტიკოსები“ (იხ.) წარმოადგენდნენ, უმთავრესდ, შეძლებულ ბურჟუაზიას. რელიგიურ რეფორმაციასთან უშუალო კავშირში იმყოფებოდა საეკლესიო საკუთრების სეკულარიზაცია. სასულიერო წოდებისა და მონასტრების ხელში თავმოყრილი იყო დასახლებული მამულების უზარმაზარი რაოდენობა, ზოგჯერ მთელი ტერიტორიის თითქმის ნახევარიც კი. ამიტომ იქ, სადაც ხდებოდა საეკლესიო საკუთრების სეკულარიზაცია, აღესრულებოდა მთელი აგრარული გადატრიალებაც, რომელსაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური შედეგები ჰქონდა. სასულიერო წოდებისა და მონასტრების ხარჯზე გამდიდრდა უმთავრესად თავადაზნაურობა, რომელსაც სეკულარიზაციის ჩამტარებელი სახელმწიფო ხელისუფლება უმეტეს წილად უყოფდა თავის ნადავლს. საეკლესიო საკუთრების სეკულარიზაცია დროში დაემთხვა ორ მნიშვნელოვან პროცესს დასავლეთ ევროპის სოციალურ ისტორიაში. ჯერ ერთი, ყველგან ხდებოდა თავდაზნაურთა წოდების გაღარიბება, რომელიც, ეძიებდა რა თავისი საქმეების გამოსწორების ხერხებს, ერთის მხრივ ზედ დააწვა გლეხების მასას, როგორც ამას ჩვენ ვხედავთ, მაგალითად, გერმანიაში, გლეხთა დიდი ომის ეპოქაში, ხოლო მეორეს მხრივ _ გაძლიერებით დაიწყო მისწრაფება კლირისა და მონასტრების მიწის საკუთრების დაუფლებისკენ. მეორეც, ამ დროს დაიწყო გადასვლა მეურნეობის უწინდელი, შუასაუკუნეობრივი ფორმიდან ახალზე, რომელიც გაანგარიშებული იყო უფრო ვრცელ წარმოებაზე. შემოსავლების მიწიდან ამოღების ძველ ხერხებს ყველზე უფრო ადვილად შეეძლოთ შენარჩუნებულიყვნენ იქ, სადაც საკუთრება ინარჩუნებდა უწინდელ მფლობელებს _ ხოლო არსად ისეთი ხარისხით არ ბატონობდა სამეურნეო კონსერვატიზმი, როგორც საეკლესიო მიწებზე. უკანასკნელთა გადასვლას ახალ მფლობელებთან გარდაუვალად უნდა შეეწყო ხელი სამეურნეო ხასიათის ცვლილებებისთვის. საეკლესიო რეფორმა აქ ეხმარებოდა პროცესს, რომელსაც ფესვები გააჩნდა ეკონომიკურ სფეროში.
XVI. ისტორიულ-ფილოსოფიური შეხედულებები რეფორმაციაზე
რეფორმაციის პირველი ისტორიკოსების უხეშად კონფესიურმა თვალსაზრისმა ჩვენს დროში ადგილი დაუთმო უფრო მეტად ობიექტურ კრიტიკას. მთელი ეპოქის ისტორიული გამოკვლევის (გამორკვევის, რუს. выяснение) მთავარი დამსახურება მაინც ეკუთვნის პროტესტანტ ან პროტესტანტიზმისადმი, როგორც რელიგიური შეგნების ცნობილი ფორმისადმი, თანაგრძნობით განწყობილ მწერლებს, და საერთოდ კათოლიკური ბანაკის მწერლები ამაოდ ცდილობენ მათი წარმოდგენის შერყევას რეფორმაციის შესახებ. თუმცა კი ცალკეულ შემთხვევებში საჭიროა ანგარიშს ვუწევდეთ ამ მხრიდან შემოტანილ შესწორებებსაც, მით უმეტეს, რომ პროტესტანტული ისტორიკოსების მსჯელობებზე არცთუ იშვაიათად ახდენდა გავლენას წინასწარ შექმნილი (აკვიატებული) შეხედულებები. ახლა დავა ორ ბანაკს შორის გადატანილია ახალ ნიადაგზე: უწინ კამათი მიდიოდა იმის შესახებ, თუ ვის მხარეზეა რელიგიური ჭეშმარიტება, მაშინ როდესაც ახლა ერთნი ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ რეფორმაცია ხელს უწყობდა საერთო კულტურულ-სოციალურ პროგრესს, მეორენი კი _ რომ იგი მას ამუხრუჭებდა. ამრიგად, ეძიებენ ერთგვარ არაკონფესიურ ისტორიულ კრიტერიუმს საკითხის გადასაწყვეტად რეფორმაციის მნიშვნელობის შესახებ. იტორიულ-ფილოსოფიური ხასიათის მთელ რიგ თხზულებებში მიმართავდნენ რეფორმაციის ისტორიული მნიშვნელობის გამორკვევის მცდელობებს პროტესტანტიზმის შინაგანი ჭეშმარიტებულობის ან სიცრუისადმი მიმართების გარეშე. მაგრამ აქაც ჩვენ ვაწყდებით საქმისადმი ცლმხრივ დამოკიდებულებას. ცოდნის დადებითი მნიშვნელობის თაობაზე იმ შეხედულების წარსულზე გადატანისას, რომელთანაც პოზიტივიზმში შეერთებულია მომავლის იმედები. ადვილი იყო გამოეცხადებიათ „ორგანულად“ მხოლოდ ის ისტორიული მოძრობა, რომელიც გამოვლინდა მეცნიერების განვითარებაში, და რომელსაც უნდა მოეცა მტკიცე საფუძვლები აზრისა და ცხოვრების ყველა სფეროსთვის. მის გვერდით, როგორც მისთვის გზის გამწმენი, დაყენებულ იქნა სხვა მოძრაობაც _ კრიტიკული, რომელიც ანგრევდა იმას, რაც ვერ შეიძლებოდა დანგრეულიყო პირველის მიერ მისი სისუსტის გამო, მაგრამ კი ექვემდებარებოდა მოსპობას ახლის შესაქმნელად.
ამ ორი მოძრაობისგან _ ორგანულისა (დადებითისა, შემქმნელისა) და კრიტიკულისა (უარყოფითისა, დამანგრეველისა) დაიწყეს მესამე მოძრაობის განსხვავება _ „რეფორმაციულისა“, როგორც ისეთისა, რომელიც მხოლოდ გარეგნულად დგას მტრულ დამოკიდებულებაში საგანთა ძველ წესრიგთან, მაგრამ სინამდვილეში, მიისწრაფვის მხოლოდ სიძველის გარდაქმნისკენ, შეინარჩუნებს რა უწინდელ შინაარს ახალი ფორმების ქვეშ. აღნიშნული თვალსაზრისით პირველი მოძრაობა წარმოდგენილია დადებითი მეცნიერების წარმატებებით, პირველ ხანებში ბუნებისმეტყველების სფეროში და მხოლოდ გაცილებით უფრო მოგვიანებით ადამიანური (კულტურული და სოციალური) ურთიერთობების ფეროშიც, მეორე _ სკეპტიციზმის განვითარებით, რომელიც მიმართულია განყენებული აზრისა და რეალური ცხოვრების საკითხებისკენ, მესამე _ პროტესტანტიზმის წარმოქმნითა და გავრცელებით, რომელმაც კათოლიციზმისგან მემკვიდრეობით მიიღო მტრული დამოკიდებულება თავისუფალი აზრისადმი. ამიტომ ბევრი განწყობილია ხედავდეს პროტესტანტიზმში უფრო მეტად რეაქციულ მოვლენას, ვიდრე პროგრესულს. ასეთ განმარტებაზე დათანხმება ძნელია. ჯერ ერთი, აქ მხედველობაში ღებულობენ მხოლოდ გონებრივ განვითარებას; მხოლოდ მასთან მიმართებით იძლევიან რეკომენდაციას რელიგიური რეფორმაციის შეფასებაზე, რომელსაც ნამდვილად თან ახლდა საერო მეცნიერების დაქვეითება (დაცემა) და თეოლოგიური შეუწყნარებლობის განვითარება. ამასთან ივიწყებენ ცხოვრების სხვა სფეროებს _ მორალურს, სოციალურსა და პოლიტიკურს, ხოლო მათში კი რეფორმცია თამაშობდა სხვადასხვანაირ როლს ადგილისა და დროის გარემოებათა მიხედვით. მეორეც, რეფორმაციული მოძრაობის გარეთ, მისი ბატონობის ეპოქაში, ნამდვილი ძალა შესაძლო იყო ჰქონოდა მხოლოდ კრიტიკულ მოძრაობას, რადგანაც ორგანული მოძრაობა სწორედ იმ ხანად ისახებოდა და, თავისი სისუსტისა და შეზღუდულობის გამო, არ შეეძლო საზოგადოებრივი როლის თამაში. ამასთან ერთად, კრიტიკულ მოძრაობას ჰქონდა მხოლოდ უარყოფითი და დამანგრეველი მნიშვნელობა; ამიტომ მეტად ბუნებრივი იყო, რომ გრძნობდნენ რა მოთხოვნილებას დადებით შეხედულებებში და ისწრაფოდნენ რა ახალი ურთიერთობების შექმნისკენ, XVI და XVII საუკუნეების ადამიანებს უნდა ევლოთ რელიგიური იდეების დროშის ქვეშ, პროტესტანტულებისა და სექტანტურების. XVI ს. რელიგიურმა რეფორმაციამ ეჭვგარეშე წაშალა ჰუმანიზმის საერო კულტურული მოძრაობა (სხვათა შორის სამეცნიეროც), მაგრამ ჰუმანისტურ მორალს, პოლიტიკასა დ მეცნიერებას არ შეეძლოთ ქცეულიყვნენ ისეთივე ძალად საზოგადოების ფართო წრეებში და განსაკუთრებით ხალხთა მასებში, როგორსაც წარმოადგენდა იმ ხანად პროტესტანტული და სექტანტური მოძრაობები, _ არ შეეთლოთ ქცეულიყვნენ ისეთივე ძალად როგორც თავიანთი შინაგანი თვისებების მიხედვით, საკუთარი შინაარსის უკიდურესი ვერშემუშავებულობის მიხედვით, ისე გარეშე პირობებისადმი, საზოგადოების კულტურული მდგომარეობისადმი მათი შეუსაბმობის მიხედვითაც.
(შემდეგ მოდის აღნიშნულ თემატიკაში იმხანად არსებული ლიტერატურის ჩამონათვალი)
ნიკოლოზ ივანეს ძე კარეევი
თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა
ორიგინალი მასალის ლინკი შეიძლება მომაწოდოთ ?
ReplyDeleteამას ვერ შევძლებ, ბაკურ. მე თავის დროზე ამ წერილის ქსეროასლი გადავიღე ბროქჰაუზ–ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის შესაბამისი ტომიდან და იმაზე ვმუშაობდი. ელექტრონული სახით ის ცალკე არა მაქვს. თუმცა კი Runivers საიტზე PDF ფორმატში არის ატვირთული ამ ლექსიკონის ყველა ტომი და მათი გადმოწერით შეგეძლებათ ისინი ელექტრონული სახით გქონდეთ.
ReplyDeleteმადლობა გაიხარეთ
Deleteმოგესალმებით მაინტერესებს თუ არის შესაძლებრლი ამ სტატიის blog.holybible.ge ზე დადება, რათქმაუნდა წყაროს, ავტორის და მთარგმნელის მითითებით
Deleteგამარჯობათ, ნოდარ. მე შევედი თქვენ მიერ მითითებულ ბლოგში და ვნახე, რომ იქ ძირითადად ახალგაზრდები მსჯელობენ რელიგიის საკითხებზე. ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ რელიგიას, ანუ მოძღვრებას ღმერთის შესახებ, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა თემას, თავიდან ჯეროვანი შესწავლა სჭირდება, სანამ მასზე ასეთი ფართო აუდიტორიის წინაშე დავიწყებთ საუბარს. თანაც ეს მათემატიკა ან ბიოლოგია არ არის, სადაც უფრო გარკვეული ცნებებითა და კატეგორიებით გვიხდება საუბარი, არამედ, ქრისტიანობაში, მაგალითად, გვასწავლიან, რომ ბევრი რამ საიდუმლო და ადამიანისთვის დაფარულია. დაფარული კი უფრო იმის გამო არის, რომ ადამიანს მიწიერ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყოველდღიურ სწორ და არასწორ საზრუნავებში, არ შეუძლია სათანადოდ ჩაწვდეს ღმერთის სიწმინდესა და სიბრძნეს. სწორედ ამიტომაც არის ეკლესიაში მონაზვნობის ინსტიტუტი, ანუ იმ ადამიანებისა, რომლებიც გაერიდნენ ამ მიწიერ ყოველდღიურ საზრუნავებს, უარი თქვეს პირად ცხოვრებაზე, ოჯახზე, ქონებაზე და ცხოვრების მიზნად უფლისადმი მსახურება და მის მოძღვრებაში უფრო ღრმად ჩახედვა, ჩაწვდომა დაუსახავთ. ზოგი სწორად მიჰყვება ამ გზას, ზოგიც არასწორად, განსაკუთრებით გამორჩეულნი კი ეკლესიას წმინდანებად ჰყავს შერაცხული. მართლმადიდებლობა გვირჩევს, რომ, თუ ღვთის საიდუმლოში უფრო კარგად ჩახედვა და გარკვევა გვინდა, მაშინ სჯობს ეკლესიის გამორჩეული მამებისა და წმინდა მამების ნაწერები ვიკითხოთ, ვიდრე თავად ჩვენ, თუნდაც კარგი განზრახვით, ჩვენი გონებითა და ლოგიკით ვცდილობდეთ გზის გაკვლევას. მე, სამწუხაროდ, ამ ბლოგის მასალებში ასეთი დამოკიდებულება ვერ დავინახე. ამიტომ მე პირადად დავკმაყოფილდებოდი იმით, რომ ეს წერილი გამოქვეყნებულია ჩემს ბლოგზე და ბევრი დაინტერესებული მკითხველი აქ ეცნობა მას. მაგრამ, ვკითხავ ეკლესიის ერთი–ორ მოძღვარს, ვის აზრსაც მე პატივს ვცემ, და თუ ისინი მეტყვიან რომ თქვენს ბლოგზეც იყოს ეს წერილი დადებული, მაშინ მეც არაფერი მექნება საწინააღმდეგო. თან ჯერჯერობით არა ბლოგზე დასადებად, არამედ გაცნობისთვის გირჩევთ ასევე სხვა წერილს, რომელიც შეეხება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის 2002 წელს, თუ არ ვცდები, საკონსტიტუციო შეთანხმების დადებასთან დაკავშირებულ თემას. წერილის ზუსტ დასახელებასა და ბლოგზე ატვირთვის თარიღს ქვემოთ ცალკე მოგწერთ.
Deleteახლა ვნახე, ეს წერილია "ზოგიერთი მოსაზრება საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის საკონსტიტუციო შეთანხმებასთან დაკავშირებით", ბლოგზე ატვირთვის თარიღი კი – 02.12.11.
Deleteგაქმარჯობათ ნოდარ. მე ვერ მოვახერხე დანაპირების შესრულება. წინა წლებისგან განსხვავებით, ახლა ძალიან იშვიათად დავდივარ წირვა–ლოცვაზე, რის გამოც ეკლესიის მოძღვრებთანაც უკვე ნაკლები კონტაქტი მაქვს. გარდა ამისა, ახლა კიდევ შემოვედი თქვენს ბლოგში და ვნახე, რომ ჩემი მასალების ტქვენთან დადებამ შეიძლება ჩემი უფრო მეტი ჩართულობა გამოიწვიოს ამ თემატიკაში, კომენტარების ან სხვა სახით, რისი სურვილიც მე უკვე აღარ მაქვს. ამიტომ, მაპატიეთ, მაგრამ ვერ მივიღებ თქვენს წინადადებას, მაინც ძირითადად იმისა გამო, რომ რელიგიის თემატიკაში დისკუსიებში მონაწილეობის სურვილი ამ ეტაპზე არ მაქვს.
ReplyDeleteერთი რამ შემიძლია შემოგთავაზოთ. ჩემი ბლოგიდან ის წერილი კოპირებით თქვენთან "ვორდის" ფაილის სახით გადაიტანეთ და მერე თქვენ თვითონ თქვენს ბლოგში ატვირთეთ, მხოლოდ მიუთითეთ ჩემი გვარი და საიდან გაქვთ გადმოტანილი მასალა. ასევე შეგიძლიათ მიუთითოთ, რომ ეს ჩემი ნებართვით მოხდა. მე თვითონ ასე გადმოვიტანე საიტ "იბერიანადან" სოლომონ ლეკიშვილის წერილი რუსულ ენაზე ოსების შესახებ. შემდეგ უკვე თქვენ თვითონ მოგიწევთ შესაძლო შეფასებებსა და კომენტარებზე პასუხის გაცემა და მსჯელობა, რისგანაც მე თავისუფალი ვიქნები. ასეთ საკითხებზე საუბარი მე უფრო ჩემს მეგობრებთან მიხდება ხოლმე, უფრთო წრეში ურთიერთობებს კი მეტი ცოდნა, მეტი დროისა და ენერგიის გამოყოფა დასჭირდება, რისი საშუალება და სურვილიც მე არ მაქვს. ამიტომ, მგონი მისაღები ფორმა უნდა იყოს – ის წერილი კოპირებით თვენთან გადაიტანეთ და თქვენ ატვირთეთ ზემოთ მოყვანილი პირობების დაცვით, და ყველანი კმაყოფილი ვიქნებით.
ReplyDeleteგამარჯობათ, თუ შეგიძლიათ გამოყენებული ლიტერატურა, რომ მიმითითოთ?
ReplyDeleteგაგიმარჯოთ, აქ თარგმნილია მხოლოდ ერთი წერილი ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონიდან "რეფორმაცია". მისი ნახვა შეიძლება თავად ლექსიკონში. თუმცა ის ათი წლის წინ ვთარგმნე, არ მახსენდება, რომ რაიმე სხვა წერილების თარგმანებიც გამეერთიანებია მასთან. ცალკე გამოვაქვეყნე წერილების თარგმანები კალვინსა და კალვინიზმზე, და შემდეგ კათოლიციზმზე. სხვა მხრივ ამ თემატიკას აღარ შევხებივარ. ეს ყველა წერილი აღნიშნული ენციკლოპედიური ლექსიკონიდანაა.
ReplyDelete