Tuesday, September 26, 2023

"Мост Ватерлоо" "Последний вальс"

Marika RÖKK "Ich warte auf Dich", short

Marika Rökk "Девушка моей мечты" - Не смотри туда, не смотри сюда

Schneewalzer

ცოცხალი მუსიკა #ახალდღეში - ლანა გუნაშვილი

ქართული ხალხური სიმღერის გაკვეთილები - ვასო კორნიენკო #ტელესკოლა

ქართული ხალხური სიმღერის გაკვეთილები - ლანა გუნაშაშვილი #ტელესკოლა

Thursday, September 14, 2023

ცნობა ბლოგის მკითხველებს

2020 წლის 29 ნოემბერს ბლოგზე გამოვაქვეყნე წერილი სათაურით „ვერშემდგარი შესაძლებლობების ქვეყანა“, სადაც ნათქვამია, რომ ბლოგზე გამოქვეყნებული მაქვს 15 წიგნი (წიგნის მოცულობის მასალა) საზღვარგარეთის სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების მშენებლობის შესახებ, რომლებშიც იმავე წლის დასაწყისში იყო მკითხველების 11 440-ზე მეტი შემოსვლა. 

გარდა ამისა, მოვიყვანე წერილების ჩამონათვალი, საერთო ჯამში 620 წერილი, თარგმნილი ჟურნალიდან Зарубежное военное обозрение, რომლებშიც ქართულ ენაზე იყო შექმნილი უზარმაზარი და მნიშვნელოვანი ცოდნა და ინფორმაცია მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა თანამედროვე შეიარაღებული ძალების მშენებლობის სხვადასხვა საკითხებზე; ასევე ვრცელი ამონარიდები გლაზუნოვისა და ნიკიტინის წიგნიდან „ოპერაცია და ბრძოლა“ (თარგმნილი ქართულ ენაზე). იქვე ვწერდი, რომ 2012 წლის ბოლოდან არაერთხელ მივმართე თავდაცვის სამინისტროს ამ მუშაობაში ჩემთვის ხელის შეწყობის შესახებ, მაგრამ ამაოდ. 

ხელისუფლების მხრიდან ამ ცოდნისა და ქართულ ენაზე მისი შემქმნელისადმი ასეთი უყურადღებობის, უსულგულო დამოკოდებულების გამო, ამ წერილის გამოქვეყნებიდან თითქმის სამი წლის შემდეგ, ამ ბოლო დღეებში, ანუ 2023 წლის დაახლოებით 10 სექტემბრის მახლობლად, ის წერილები მე თვითონვე გავანადგურე, უბრალოდ დავხიე და გადავყარე. ასე რომ, ეს უზარმაზარი და, ჩემი აზრით, საქართველოს სამხედრო მშენებლობისათვის უაღრესად საჭირო და მნიშვნელოვანი ცოდნა, ქართულ ენაზე, უკვე აღარ არსებობს. რა ვქნათ? რაც არ უნდათ – ღმერთმა ნურც მისცეთ. 

ირაკლი ხართიშვილი