Friday, December 23, 2022

მასალა ფეისბუქიდან 2

Gaioz Mekhrishvili 
13 ч. 


 • ისტორია History Historia Ιστορία Պատմություն تاريخ 历史 歴史 історія • Присоединиться 

Ambri Qartveli • 1 декабрь в 18:38 • 

აკაკი წერეთლის ლექსი “ჩემს სამშობლოს კარგად ვიცნობ”: 

“ჩემს სამშობლოს კარგად ვიცნობ, 
მომივლია კიდით-კიდე; 
მართლის თქმით და გულწრფელობით 
ჭირი ჭირზე გადვიკიდე! 
აქ მონება ჭკუა არის, 
ორპირობა – სიბრძნე დიდი, 
და მას რჩება მოედანი, 
ვინც კი არის მეტად ფლიდი! 
ცოტა მაღლა ასასვლელად 
ძმა ძმას იხდის კიბე ხიდად; 
მშობელს შვილი, შვილს მშობელი, 
ქმარს ცოლი ჰსურს გასაყიდად. 
აქ თვით სჯული ფარისევლებს 
ხელთ უპყრიათ ბადე-ქსელად, 
ძლიერების საპირფეროდ, 
უძლურების მოსაწველად!”

 

Thursday, December 22, 2022

მასალა ფეისბუქიდან 1

Tamro Okruashvili 
1 ч. · 

ზესტაფონი-ქუთაისის ტრასაზე, სადაც გზა დაზიანებული იყო, ახლა მოძრაობის მარეგულირებელი დგას. გამოველაპარაკე: 

--წყლის მოვარდნის საშიშროება აღარ არის? 

--რავიცი ბიძია, მარა ქეც რო მოვარდეს ნუ გეშინია! იმიტო დამაყენეს აქანა რო, მე უნდა დევიხჩო თქვენს მაგივრად! 

P.S. ქუთაისის შკოლაა!