Monday, December 6, 2010

ზოგიერთი ინფორმაცია მოკლედ რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების შესახებ XVIII-XIX საუკუნეებში – ნაწილი II

(ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებული ცოდნის საფუძველზე; ნაშრომი დაიწერა დამხმარე სახელმძღვანელოდ რუსეთთან დაახლოების მოსურნე პარტიებისთვის)

VI. ქართული საზოგადოების მდგომარეობა ერეკლე II-ის მეფობის ხანაში
რაც შეეხება ქართული საზოგადოების მდგომარეობას ერეკლე II-ის მართველობის ხანაში და ქართული საზოგადოების მორალურ-ზნეობრივ მხარეს, ამ მხრივაც მოგვეპოვება ისტორიული დოკუმენტები, რომლებიც ამ მეტად არასახარბიელო სურათს გვიხატავენ და ამიტომ მათზე ჩვენში ლაპარაკი არ უყვართ, ვინც ეს იცის, რა თქა უნდა, იმათ. სახელდობრ, გენ.-მაიორ ტოტლებენის ადიუტანტი კაპიტანი დე გრაი დე ფუა 1769 წლის შემოდგომაზე ქართლსა და იმერეთში მის მიერ ნანახ სურათს ასე გვიხატავს:

„ბოლოს ანანურს მივაღწიეთ. ეს პირველი ქალაქია საქართველოში, რომელიც მდებარეობს კავკასიონის გადაღმა. ზარბაზნები კვლავ ლაფეტებზე დავაყენეთ და გავემართეთ მეორე ქალაქ დუშეთისაკენ, რომელიც მხოლოდ 50 ვერსითაა დაშორებული ანანურიდან. ეს ორი ქალაქი მეტად პატარაა. მათი შემოგარენი ნანგრევებს წარმოადგენს. თათარი ლეკები ხშირად გამოდიან თავისი მთებიდან, ატყვევებენ მცხოვრებლებს, რომლებიც ოდნავ დაშორდებიან თავის ქალაქს, და თურქებზე ჰყიდიან მათ.

დუშეთიდან მუხრანამდე დაახლოებით 80 ვერსია. მიუხედავად იმისა, რომ თათრები ხშირად დათარეშობენ ქალაქის გარშემო, ქალაქის შემოგარენი მაინც უკეთაა დამუშავებული, ვინაიდან აქ უფრო მეტი მცხოვრებია, რომელთაც თათართა თავდასხმის შემატყობინებელი განგაშის პირველსავე ხმაზე შეუძლიათ ამხედრდნენ ცხენებზე და დაედევნონ მათ.

მუხრანიდან ლამისყანამდე 120 ვერსია. ეს პატარა ქალაქი მთის ძირში მდებარეობს და ისევე გაძარცულ-გაუკაცრიელებულია, როგორც დუშეთი. აქედან მივედით მეჯვრისხევს, რომელიც ლამისყანიდან 30 ვერსითაა დაშორებული და სადაც ასევე ცუდი მდგომარეობაა. ბოლოს აქედან 40 ვერსის მანძილზე ვიხილეთ ქალაქი ცხინვალი, ყველაზე დიდი ქალაქი, რომელიც ჩვენ შემოგვხვდა. ამჯერად ჩვენ იქ სრულებით არ შევჩერებულვართ და განვაგრძეთ გზა აბისისაკენ, რომელიც აქედან 30 ვერსითაა დაშორებული და უკანასკნელი ქალაქია, რომელიც ეკუთვნის ერეკლეს.

ბოლოს ჩვენ დავტოვეთ ქართლი და შევედით იმერეთში. 60 ვერსი განვვლეთ ისე, რომ კაცი არ შეგვხვედრია. რამდენიმე ნასოფლარი ადასტურებდა მხოლოდ, რომ ეს ქვეყანა დასახლებული ყოფილა.

თავადი მოურავოვი წინ მიგვიძღვოდა. ისე გადავიარეთ ტყით შემოსილი მთები, რომ არც ერთი ვაკე ადგილი არ გვინახავს. ბოლოს, მას შემდეგ, რაც მეტად ვიწრო გზებით გავიარეთ 200 ვერსამდე, სადაც ჩვენი არტილერია, მიუხედავად მისი სიმცირისა, გაჭირვებით გადიოდა, შემოგვხვდა მეფე სოლომონი, რომელიც ჩვენს შემოსაგებებლად მოდიოდა. ამ მეფის ღატაკურმა იერმა, მისმა სამოსმა, თანმხლებმა ამალამ მის შესახებ შეგვიქმნა იმის შესაბამისი შეხედულება, რაც ერეკლემ უკვე წარმოგვისახა.

სოლომონს არც ერთი ქალაქი არ გააჩნდა. დაახლოებით 1500 კაცით ტყეში ლტოლვილი იგი 15 დღეზე ხანგრძლივად ერთი და იგივე ადგილას არ ბანაკდება იმის შიშით, რომ თურქებმა არ მოახელონ. თვით თავის ქვეშევრდომებში დაეჭვებული, იგი ყაჩაღების წინამძღოლს უფრო ჰგავდა, ვიდრე ხელმწიფეს. დაახლოებით 40 წლისა იყო. მისი ხასიათი საკმაოდ ემსგავსებოდა გრაფ ტოტლებენისას. თავდაპირველად ყოველნაირად დაუწყეს ერთმანეთს მეგობრობის დამტკიცება და ამავე დროს ერთმანეთს არ ენდობოდნენ. გრაფი ამბობდა, „როგორც ვხედავ, ამ ქვეყნაში მე არაფერი მესაქმება, ვინაიდან სოლომონს არ ძალუძს მხარი ამიბასო“. სოლომონიც იგივეს ამბობდა _ „ეს კაცი ჩემს დასახმარებლადაა მოსული, მაგრამ ამ პატარა ზარბაზნებით და 500 კაცით რას უნდა გახდესო?“...

ამასთანავე პური შემოგვაკლდა, სოლომონს არ ძალუძდა გამოეკვება 500 კაცი. იმერლები მხოლოდ წაბლითა და გოგრით იკვებებიან, იშვიათია, როდესაც ისინი პურს ჭამენ. მათ მიერ მოყვანილ ქერს იყენებენ ცხენების საკვებად. მალე ჩვენ მთელი სურსათ-სანოვაგე გავაჩანაგეთ. სოლომონმა ყველგან დაგზავნა ხალხი. იგი თვითონ წავიდა იმ სურვილით, რომ დაერბია ერთი პატარა მხარე, რომელიც დადიანს ეკუთვნოდა. იმედოვნებდა, რომ იქ იშოვნიდა ქერს და ერთხანს გამოგვკვებავდა“.

როგორც ვხედავთ ქართველთა ცხოვრების სურათი ძალზედ მძიმე იყო. მაგრამ განა ასეთსავე საფრთხეში და გაჭირვებაში ცხოვრობდნენ ქართველები აღწერილი ამბებიდან ვთქვათ 100 წლის შემდეგ? ან განა სულიერი და ეროვნული ცხოვრება უფრო ჯანსაღი და ინტენსიური არ იყო დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძის, ივანე კერსელიძის, სერგეი მესხის, გიორგი ერისთავისა და სხვათა მოღვაწეობის შედეგად? განა რუსეთის იპერიის მთავრობა არ უქმნიდა პირობებს ამ მოღვაწეებს, თუნდაც განა იპერიის კანონმდებლობა არ აძლევდა მათ ამის საშუალებას, ხოლო თუკი ისინი კანონს არღვევდნენ და ანტისახელმწიფოებრივ საქმიაობას ეწეოდნენ, მაშინ რატომ ციხეში არ იყვნენ დაჭერილები? განა კი დღეს არის ისეთი პირობები ეროვნული მოღვაწეობისთვის, როგორიც ამ ადამიანებს ჰქონდათ? მე პირადად 1993 წლის დეკემბრიდნ 2007 წლის მარტამდე ვმუშაობდი საქართველოს პარლამენტის აპარატში და ვსწავლობდი აშშ-ისა და სხვა სახელმწიფოთა სამხედრო მშენებლობის გამოცდილებას, რათა შემდეგ ყოველივე ჩვენთვის სასარგებლო საქართველოს სამხედრო მშენებლობაში გადმოგვეტანა. ამ ცოდნის საფუძველზე ჯერ კიდევ 1999 წლის ზაფხულიდან ვლაპარაკობ და ვწერ იმის შესახებ, რომ 1990-იან წლებში, როდესაც ე. წ. “ცივი ომი” დასრულდა და ნატო-ს ბლოკის სახელმწიფოების უმეტესობამ დაიწყო სამხედრო ხარჯებისა და შეიარაღებული ძალების შემცირება, თურქებმა ეს ხარჯები გაზარდეს 5 მლრდ. ამერიკულ დოლარიდან (1990 წ.) 10,8 მლრდ. დოლარამდე (2000 წ.), ხოლო აშშ-მა და გერმანიამ მიაწოდეს უფრო თანამედროვე შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა: M-60A1/A3 და “ლეოპარდ-1A1/A3” ტიპების საბრძოლო ტანკები, YPR-765 სერიის მოჯავშნული საბრძოლო მანქანები, თვითმავალი ჰაუბიცები, განსაკუთრებით 203,2 მმ ყალიბისა M-110A2 ტიპის, 227-მმ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები MLRS, აგრეთვე ამ სისტემებიდან ATACMS ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გასაშვები აღჭურვილობა (სროლს სიშორე 190 კმ-მდე), F-16C/D ტიპის ტაქტიკური გამანადგურებელი თვითმფრინავები, 209-ტიპის დიზელური წყალქვეშა ნავები, “ნოქსის”, “ოლივერ ჰ. პერისა” და MEKO-200 ტიპების ფრეგატები, აღჭურვილები ხომალდსაწინაღმდეგო, ნავსაწინაარმდეგო და საზენიტო მართვადი რაკეტების გასაშვები დანადგარებით და ა. შ. ანუ, ცენტრალურ ევროპაში შეირაღებული დაპირისპირების შემცირების ფონზე აშშ-ისა და ნატო-ს მმართველმა წრეებმა უკვე 1990-იანი წლების დასაწყისიდანვე დაიწყეს ასეთი დაპირისპირების გაძლიერება კავკასია _ ცენტრალური აზიის მიმართულებით, რის შედეგადაც საქართველო აღმოჩნდა ე. წ. “ცხელ რეგიონში”.

გარდა ამისა, იმავე ხანებში დავიწყე ლაპარკი და წერა იმის შესახებ, რომ ევროპის მცირე ნეიტრალურ სახელმწიფოებს _ შვედეთს, შვეიცარიას, ფინეთს, ასევე ნატო-ს ბლოკის მონაწილე ნორვეგიას (რომელიც უშუალოდ ემეზობლებოდა საბჭოთა კავშირს და, შესაბამისად, ბელგიის, ნიდერლანდებისა და დანიისგან განსხვავებით, ე. წ. “ცხელ ზონაში” იმყოფებოდა), აგრეთვე ისრაელს “ცივი ომის” პერიოდში ისე ჰქონდათ თავიანთი თავდაცვის სისტემა მოწყობილი, რომ მუქარის პერიოდში ან ომიანობის დროს სულ რამდენიმე დღეღამეში თავიანთი მოსახლეობის რიცხვის დაახლოებით 10%-ის ტოლი რიცხოვნების შეიარაღებული ძალები გამოეყვანათ, რაც 5-მილიონიან ქვეყნისთვის 500-550 ათასიან შეიარაღებულ ძალებს გულისხმობს. მაგრამ ამ ქვეყნებს ასეთი რიცხოვნების შეიარაღებული ძალებისთვის გააჩნიათ შესაბამისი რაოდენობისა და ხარისხის იარაღიცა და საბრძოლო ტექნიკაც. სახელდობრ, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, შვეიცრიას 2000 წელს შეიარაღებაში გააჩნდა 560-მდე საბრძოლო ტანკი, 1000-მდე მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 1100-მდე საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი; ფინეთს ჰყავდა 230 საბრძოლო ტანკი, 550-600 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა და 1900-ზე მეტი საველე და სანაპირო საარტილერიო სისტემა, ასევე სხვა შეიარაღება, ისრაელს კი ამათზე გაცილებით უფრო მეტი. და ამ ფონზე, ეუთო-ს ეგიდით 1990 და 1992 წწ. დადებული ხელშეკრულებებით, საქართველოს მშვიდობიანობის დროს თავის ტერიტორიაზე მუდმივად შეუძლია იყოლოს მხოლოდ 220 საბრძოლო ტანკი, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა და 285 საველე საარტილერიო სისტემა, რაც ევროპული და მსოფლიო გამოცდილებით მიზერულადაც კი ვერ აკმაყოფლებს 5-მილიონიანი ქვეყნის თავდაცვითი აუცილებლობის მოთხოვნებს, რომ აღარაფერი ვთქვა თავდაცვით საკმარისობაზე (რაც თვალსაჩინოდ გამოჩნდა კიდეც 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში).

და 2000-იანი წლების საქართველოში რომ ისეთივე სამართლებრივი, ეკონომიკური და ჯანსაღი საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის აუცილებელი სხვა პირობები ყოფილიყო, როგორიც იყო ალექსანდრე II-ის, ალექსანდრე III-ისა და ნიკოლოზ II-ის რუსეთში, განა მაშინ კი ჩვენში ასე არაკომპეტენტურად, ცალმხრივად, პროამერიკულად, საქართველოს ნამდვილი ინტერესების უგულვებელყოფით და რუსეთის მიმართ ცილისმწმებლურად წარიმართებოდა საზოგადოებრივი ცხოვრება? განა წმ. დიმიტრი ყიფიანის, წმ. ილია მართლისა (ჭავჭავაძის) და მათ თანამოაზრეთა საქართველო აიტანდა ასეთ უმსგავსოებებს? ვგონებ რომ არა.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, 1770-ანი წლების ბოლოსა და 80-იანების დასაწყისში საქართველოში ცხოვრობდა და ერეკლეს კარზე იყო დაახლოებული გერმანელი ექიმი და მოგზაური იაკობ რაინეგსი. იგი ასევე ეხმარებოდა ქართველობას სტამბის მოწყობაში, საარტილერიო საქმის უკეთ აწყობაში და სხვა, რის გამოც მეფის ნდობით სარგებლობდა და აქაური ვითარების შესწვლისთვისაც ხელშეწყობა ექნებოდა. იგი წერს:

“იბერიელი (იგულისხმება იმერელი) ისევე ამაყია, როგორც უდარდელი; როცა იყინება, მხოლოდ მაშინ აგროვებს შეშას და, როცა შია, მხოლოდ მაშინ მოიფიქრებს მოძებნოს, აქვს თუ არა რაიმე საჭმელად. სახლში ის ჭამა-სმაში მცირედით კმაყოფილდება, სამგიეროდ მაგრად თვრება, როცა სხვის სარჩოს აჩანაგებს. ფეტვის ფქვილი წყლით და მარილით მოხარშული ნახევრად მშრალ სქელ ფაფად, რომელსაც ისინი ღომს უწოდებენ, იბერიელებს პურის მაგივრობას უწევს, რაც ცივად მოხარშულ ღორის ან ქათმის ხორცის ნაჭრებთან და საკმაოდ მოზრდილ ბოთლ ღვინოსთნ ერთად მის საზრდოს შეადგენს.

ზამთრობით ყოველი ბორცვი არის მათი კერა, ხოლო ფიცარი _ საწოლი, რომელზეც, ტყავის ქურქში გახვეულს, ძალზედ მშვიდად და უდარდელად სძინავს; იბერიაში საწოლების ხმარება, ისევე როგორც პურისა, არაა მიღებული და, რადგან მათ აფუებული ცომი არ იციან, ამიტომ პური, რომელსაც ისინი სტუმრებისათვის ან უცხოელებისათვის ძალზედ უსუფთაოდ ამზადებენ სიმინდის ფქვილისგან, არაა დამჟავებული და უგემურია.

უდარდელობის გამო იბერიელი ღარიბია, მაგრამ სიამაყე აიძულებს მას, რაც აქვს, იმითაც სტუმართმოყვარე იყოს; ნაცნობი ან სახელოვანი მგზავრი იბერიელის სახლს ისე ვერ ჩაუვლის, რომ ბიჭებმა კვერცხი, ხილი, თაფლი და ღვინო არ დაახვედრონ და თუ სტუმარი წასვლას დააპირებს, აიძულონ ან ცოტა გასინჯოს, ანდა თან წაიღოს.

იბერიელი მორჩილია სანამ იმედი აქვს, ან რაიმეს ელის; ყოველთვის ეჭვიანია და მტერი იმისა, ვისიც ეშინია; მდაბლად მთხოვნელი, როცა რაიმე სურს მოიპოვოს და საკმაოდ ამაყი, რათა მადლობა გადაუხდოს, როცა თავის სურვილს შესრულებულად ჩათვლის. ის ყოველთვის მხიარულ გუნებზეა, მოსაუბრეა; მზადაა გემსახუროს, როცა ის უმცირეს სარგებელს მოელის; უდარდელი, როცა საქმე კარგად აქვს და გულგრილად ჯიუტი გარდუვალი უბედურების დროს; ხოლო როცა მოულოდნელად ბედნიერება შეემთხვევა _ უსაზღვროდ კმაყოფილია. ისაა არაჩვეულებრივად გამძლე ფეხით მოსიარულე და ძალზე მამაცია მხოლოდ თავის ქვეყანაში”.

შემდეგ დოქტორი რაინეგსი ჰყვება: “აწყურიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით თოთხმეტ ვერსზე მაღლ მთაზე დგას ავალისციხე, ძველი მაგარი მთის ციხე, სადაც არის მტკიცედ დადგენილი საზღვარი აკისკასა (ახალციხის საფაშოსა _ ი. ხ.) და ქართლს შორის. აქედან ჩრდილოეთით ხუთ ვერსზე არის ვახანი, დიდი სამფლობელო, რომელიც ხან იბერიას (იმერეთს) ეკუთვნის, ხან ქართლს და არის აბაშიძეთა გვარის საკუთრება. ის ვრცელდება ჩრდილო-აღმოსავლეთით ქართლ-ოსეთის მთებამდე და... სამხრეთ-დასავლეთით ის აღწევს თითქმის ჩილდირის მთის დასაწყისამდე.

ძველთაგანვე აბაშიძეთა გვარი ცნობილი იყო, როგორც მღვრიეში თევზის მჭერი, ყველასი და არავის მორჩილი. მათი გვარის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ქორწინებით და დამოყვრებით იბერიაში (იმერეთში) მომხრეები გაიჩინა; ზოგიც დადგა ქართლის სამეფო კარზე; ზოგი კი აკისკაში ცხოვრობდა. მაგრამ ყოველთვის, მიუხედავად გარეგნულად ასეთი დაფანტვისა, ისინი ერთი აზრისანი იყვნენ საერთო სამფლობელოს შესახებ. მათ მლიქვნელური მოხერხებით თავის ხელში ჰქონდათ მთავრებისა და ფაშების საიდულოებანი; დიდი მცდელობით გამოწვეული ორმხრივი ეჭვი ხალხს, ბატონებსა და მთავრებს შორის იყო აბაშიძეთა დიდი გასართობი, რომლებიც დაუღალავი და შეუცნობელი სიბეჯითით აღვივებდნენ შუღლს, რომელსაც გადაზრდიდნენ მტრობაში და, როცა კი მოისურვებდნენ, აშკარა ომადაც აქცევდნენ, რის შედეგადაც ეს მოსაზღვრე მთავრები სუსტდებოდნენ, ხოლო აბაშიძეები ძლიერდებოდნენ.

უკნასკნელი და უდიდესი ოსტატი თავის ცილისმწამებლურ ხელოვნებაში იყო ქაიხოსრო აბაშიძე, მეფე სოლომონის ცოლის ძმა და მისი ბოროტი მრჩეველი; მეფე ერეკლეს ერთგული და ამავე დროს ფარულად მისი დიდი მტერი; აკისკას ფაშის მეგობარი და მისი მდევნელი. თხუთმეტი წლის მანძილზე ქიხოსროს თამაშს გარკვეული შედეგები ჰქონდა და თავის ეშმაკურ საქციელს კიდევ დიდხანს გაგრძელებდა, მას რომ ლეკებისათვის მეტისმეტად არ გაემჟღავნებინა (თავისი თავი) და ისინი შურის საძიებლად არ გამოეწვია; რამდენიმე წლის წინათ დაესხნენ ისინი ვახანს თავს, ყველაფერი ცეცხლითა და მახვილით გაანადგურეს და მოსახლეობა და თვით ქაიხოსროც ტყვედ წაასხეს, და ეს ისე სწრფად ჩაიდინეს, რომ მათი თავდასხმა არც იბერიაში, არც ქართლში და არც აკისკაში არ გაუგიათ, მანამ ყოველივე უკვე სისრულეში არ იქნა მოყვანილი”.

რაც შეეხება ქართლ-კახეთის მდგომარეობას, ამის შესახებ დოქტორი რაინეგსი წერს:

“მაგრამ ეს აღარაა ის ველი იბერიისა, რომელზეც სტრაბონი (I საუკუნე ქრ. შ. _ ი. ხ.) მნიშვნელოვან ქალაქებს ჩამოთვლიდა, ქვისა და საზოგადოებრივ შენობებს ასახელებდა, და შეხვდა ყოველივეს, რაც ადამიანის კეთილდღეობას სჭირდებოდა. მას შემდეგ ბევრჯერ მოხდა დიდი არეულობანი. მოსახლეობის განადგურება ისე მძლავრი იყო, რომ დღესაც მისი უმცირესი ნაწილია დასახლებული; ძლიერი სძლევდა სუსტს და ართმევდა ქონებას. ამ ძარცვით გამდიდრებულმა და გაზრდილმა წარჩინებულებმა დაირქვეს ერისთავები, მაგრამ ესენი არ იყვნენ თანხმობით და სხვისი განდიდების მოშურნენი ერთმანეთს ებრძოდნენ დაქირავებულ ლეკებით. ამათ (ლეკებმა) კი საბოლოოდ ეს ქვეყანა ისე კარგად შეისწავლეს, რომ ხშირი ომიანობით დაქანცულ და დაუძლურებულ ქართლელებს (გეორგიელებს) თავს დაესხნენ, დაატყვევეს და ქვეყანა მოსახლეობისაგან გასცალეს. ქართლის მოსაზღვრე სომხეთის ნაწილსაც იგივე ბედი ჰქონდა; მოსახლეობა გარბოდა მიუდგომელ გამოქვაბულებში, ხოლო დაღესტნელი თათრები თავდასხმებით ისე სასტიკად აჩანაგებდნენ ქვეშევრდომების (მშრომელთა) დარჩენილ ნაამაგარს, რომ ეს მდიდარი ქვეყანა იქცა საშინელ ნაოხარად. ამიტომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ამჟამად აღარ აქვს მყუდრო ცხოვრების მოთხოვნილება. ამოთხრილი მიწურის კმაყოფილი მხოლოდ სიმშვიდეს თხოულობს და მაინც ვერ ნახულობს, რადგან, რამდენიც არ უნდა ეცადოს, მაინც, ამ ორმოშიც კი თავს ესხის მას საშინელი ლეკი.

...ბუნების სიუხვე ამ პროვინციების (კახეთისა და ქიზიყის) მოსახლეობას არ ანებივრებს. კარგი ხელმძღვანელობის დროს ისინი მართლაც ძალზე გულადები არიან, თვით ლეკების წინააღმდეგაც. მაგრამ მეფეები ყოველთვის გულგრილად უყურებენ, თუ როგორ იტაცებენ ლეკები გაუფრთხილებელ ან სუსტ ქვეშევრდომებს. მართალია, ეს დაუჯერებელი ჩანს, მაგრამ ასეა: რადგან, რაც უფრო მეტად ეშინიათ ამათ ლეკებისა, რომ არ იყვნენ მოტაცებულნი, მთელი თავისი ყურადღება მხოლოდ ამ მტრისკენ აქვთ მიპყრობილი; მეფეები ყველაზე მეტად თავის თავზე ფიქრობენ და იმაზე, რომ თავისი ხალხის გაჭირვებამ მას ხანგრძლივი მმართველობა შეუნარჩუნოს.

...საქართველოს მოსახლეობა ყველგან ერთნაირად ღარიბია; მათი მმართველები კი ხარბები, ოღონდ ერეკლეს ბეჯითი ქვეშევრდომების შეძლება უფრო მეტ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს, ვიდრე იმერლებისა, რომლებიც მონურ მორჩილებაში იმყოფებიან და არ აქვთ ამის საშუალება. ქვეყანა, რომელსაც შეეძლო თავისი მოსახლეობა ყველა ერთნაირად ბედნიერი, ერთნაირად მდიდარი გარხადა თავისი ნაყოფიერებით, სუსტი მართვის გამო ძლივს აღწევს თავს შიმშილს”..., და ა. შ. იაკობ რაინეგსს სხვაც ბევრი და საყურადღებო რამ უწერია, მაგრამ ამჯერად მათზე თხრობას უკვე შევწყვეტ. ქვემოთ III დამატებაში მოყვანილი იქნება მისი წიგნის “მოგზაურობა საქართველოში” ერთი თავი სახელწოდებით: “იბერიისა და გეორგიის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ” (აღნიშნული წიგნი ქართულ ენაზე თარგმნა, შესავალი და საძიებლები დაურთო გია გელაშვილმა, ხოლო გამომცემლობა “არტანუჯმა” გამოაქვენა 2002 წ.).

ასევე მეტად საყურადღებოა 1783-1787 წლებში ერეკლე II-ის კარზე რუსეთის წარმომადგენლის, საინჟინრო ჯარების პოლკოვნიკის ს. დ. ბურნაშოვის მცირე წიგნიდან მოყვანილი ამონარიდები. სახელდობრ ბურნაშოვი თავში “საქართველოს პოლიტიკური სურათი” წერს:

„წ ო დ ე ბ ე ბ ი (რუს. С о с т о я н ы я). საქართველოში ქართველებს შორის სამი წოდებაა: სასულიერო, თავად-აზნაურობა და მხვნელ-მთესველები; პირველი უმეტეს წილად შედგება კეთილშობილებისგან. სომხებს შორის: თავად-აზნაურები, ვაჭრები, ხელოსნები და მხვნელ-მთესველები. ბერძნებს შორის: ვაჭრები, ხელოსნები, ხოლო უმეტეს წილად _ მადნის მთხრელები, რომლებიც ინახავენ ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის სამეფო ქარხნებს. მაჰმადიანებს შორის: ჩინოსანთა საგვარულოები (რომელთა თაობებიც /რუს. поколения/ სპარსეთში, ისევე როგორც საქართველოშიც, მეტად გამორჩეულნი არიან), ვაჭრები, ხელოსნები, მხვნელ-მთესველები, არცთუ დიდი მესაქონლეობით; მათი ნაწილი მოხეტიალეები (მომთაბარეები) არიან, მტაცებლები და მეტად მიდრეკილი გახლავან ომისკენ. ქურთები მომთაბარე ხალხია.

მესაქონლეობა მთელს საქართველოში ლეკთაგან თარეშების გამო დიდი არ არის, ცხენსაშენები პატარაა და ყურადღებას არ იმსახურებენ.

პური საკმარისია, განსაკუთრებით ყაზახსა და სამშადილში, კარგი ყუათიანობისა და თვისებების; ბრინჯი (რუს. სარაცინული ბურღული, пшено сорочинское) უხვადაა; ასევე ფეტვი (რუს. просо), ქერი სიმინდი; ჭვავი და შვრია საერთოდ არ არის; ბამბა საკმარისია; სელი ბევრი არ არის, თესენ მხოლოდ ზეთის გამოსახდელად; აბრეშუმი მეტად ბევრია, მხოლოდ საშუალო ხარისხისა (რუს. посредственной доброты).

ოქროსა და ვერცხლის მადნები საკმარისადაა, განსაკუთრებით ბევრი სპილენძის მადანია მთებში, რომლებიც ჰყოფენ საქართველოს ერევნისგან, გამოიმუშავებენ მათ ბერძნები _ რომლებიც გამოდიან თურქეთიდან, რკინა ცოტაა და ცუდი, იყენებენ იქ რუსეთიდან ჩამოტანილს, ყიდულობენ რა მას ხუთჯერ უფრო ძვირად, ეს სიძვირე მომდინარეობს კავკასიის მთების გავლით მიწოდების სიძნელეების გამო.

ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები ცუდია და ხელოვნებას მოკლებული, მათ არ იციან მათი შერევა სხვა ლითონებთან, სპილენძის ნაკეთობები კარგია, კალისა არ არის, ფოლადისა საშუალოა, რკინის ნაკეთობებს აკეთებენ კალასთან შერევით, არის აბრეშუმისა და ბამბის პატარა ხელის ფაბრიკები, უკანასკნელები ძლზედ ცოტაა.

ვაჭრები მიემგზავრებიან სპარსეთსა და ინდოეთში _ რუსეთიდან ჩამოტანილი არცთუ დიდი რაოდენობის საქონლით; ხოლო იქიდან ქარავნებით ღებულობენ აბრეშუმის, ბამბის, სპარსულ და ინდურ მატერიებს, ასევე ფაიფურის ჭურჭელს, დიდი ვაჭრობა გააჩნიათ მათ მთიელ და სპარსელ ახლო მეზობლებთან მათი ხელსაქმით, ე. ი. სპილენძის ჭურჭლით, ბამბის ქსოვილებით, მოჩითულით, შეღებილითა და თეთრით, ცხენის მოსართავებით, ხმლებითა და ხანჯლებით, რკინის მცირე საგნებით, ტანსაცმლით, ქუდებითა და ფეხსაცმლით: ვინაიდან ამ სჭიროებების გამო თითქმის მთელი კავკასიელი ხალხები და მთელი მეზობლები სარგებლობენ ტფილისელი სომხების შრომისმოყვარეობით.

სავაჭროები ლამაზი საქონლით, ხელით ნაკეთობებითა და სასურსათო მარაგებით, ტფილისში 500-მდეა.

ღ ვ თ ი ს მ ს ა ხ უ რ ე ბ ა. სარწმუნოების წესები და ჩვეულებები ქართველებში _ ბერძნულია, ღვთისმოსაობა (რუს. Благочестие) ეკლესიებში დიდი არ არის, ღვთისმოშიშების (რუს. Набожность) გარეგნულ გამოხატვას გამოავლენენ გულმოდგინედ, მარხვების შენახვას _ უზომოდ. ეკლესიები და მონასტრები დაცარიელებულია (გაჩანაგებულია, რუს. опустошены) და იმყოფებიან უკიდურესად დაუდევრად (რუს. небрежение) დატოვებულ მდგომარეობაში, კეთილმოწესეობა (რუს. Благочиние) მათში საერთოდ არ არის, სასულიერო წოდებას გააჩნია საკმარისი ძალაუფლება და უშუალო პატივისცემა, მათი ხმა სამეფო საბჭოში მნიშვნელოვანია; მთავარი უფროსობა სასულიერო წოდებაზე გააჩნია კათოლიკოსს ანუ უპირველეს მთავარეპისკოპოსს.

სომხები მიჰყვებიან გრიგორიანულ გადმოცემას, თავიანთ ეკლესიებს ინახავენ სისუფთავეში და საკმარისად აქვთ მორთული, ტფილისში არის კათოლიკების 30-მდე ოჯახი, მათ ჰყავთ თავიანთი პატრები, რომლებსაც გზავნიან რომიდან. ეს პატრები აღასრულებენ მედიკოსების თანამდებობებს და ყოველთვის ძალზედ ახლოს არიან ხოლმე მეფეთა ექიმებთან; მათ ააშენეს ტფილისში უზარმაზარი კათოლიკური ეკლესია, ქვისგან და ევროპული ნიმუშის მიხედვით, მაგრამ მეფე ირკლიმ იგი გადააკეთებინა ბერძნული აღმსარებლობის ეკლესიად, გრიგორინული ერესის საქართველოს ეკლესიაში შეტანისკენ მიმართული ღონისძიების გამო, საქართველოს ეკლესიის ზოგიერთ ცნობილ სასულიერო პირთან შეთანხმებით.

ბერძნებს გააჩნიათ საკუთარი ეკლესიები, რომლებიც არ არის მდიდარი.

მაჰმადიანებს სარწმუნოების აღსრულება არ ეკრძალებათ, ტფილისში მათ აქვთ სამი მეჩეთი; თითოეული მათგანი გარკვეულ ვალდებულებაში იმყოფება ქართულ ეკლესიებთან, კისრულობენ რა ერთი-მეორის გამო თავდებობას დარბევისგან უსაფრთხოებაზე გაბატონებული სარწმუნოების შეცვლის დროს. იქ ჩვენი ჯარების ყოფნის უკანასკნელ ხანს მაჰმადიანებს ნება ეძლეოდათ თავიანთი მორწმუნეები მეჩეთებში მიეწვიათ მათი ჩვეულების და მიხედვით.

ქურთები _ წარმართები არიან და ცხოვრობენ თითქმის სარწმუნოების გარეშე, ზოგიერთები აღიარებენ მაჰმადიანურ სარწმუნოებას.

მთიელი ხალხები _ ძურძუკები, ხევსურები, ფშავლები, ემორჩილებიან მეფეს და გააჩნიათ ბერძნული სარწმუნოება.

ხ ა ლ ხ ი ს თ ვ ი ს ე ბ ე ბ ი. მიწის მდებარეობა მთა-გორიანია, რაც აქცევს იქაურ მაცხოვრებლებს, როგორც ყველგან მთებში, უფრო მკაცრ ადამიანებად; სპარსელებთან დიდი ხნის კავშირისა და ურთიერთობების გამო, გადაიღეს მათი ზნე-ჩვეულებები, და თუმცა კი ბევრი მათგანი საკმარისდ არის დაჯილდოებული გაგების (რუს. разумение) ბუნებრივი უნარით, მაგრამ არ ზრუნავენ თავიანთი შვილების აღზრდისა და განათლებისთვის, და ამიტომაც წინდაწინ ვერ ჭვრეტენ (რუს. не предвидящи), არიან ცრუები (რუს. лживые), არა აქვთ მდგრადი ხასიათი და არიან ანგარების მოყვარულები, ბევრი კეთილშობილთაგანი პირადად მამაცია, მაგრამ დიადი საქმეები, რომლებიც გამოარჩევს ნიჭიერებას _ არა ჩანს, არ გააჩნიათ სიყვარული (შეთვისება, რუს. привязанность) თავიანთი ახლობელი ნათესავებისადმიც კი, ცხოვრება და საკვები მკაცრია, თავაზიანი მოპყრობა ურთიერთ შორის ცოტაა, სახალხო მხიარულობები არ არის, ცხენებით დოღის (ჯირითის) გარდა ორჯერ წელიწადში და ხშირად ფარიკაობისა (რუს. палашный бой); თავიანთი ადათები ცხოვრებაში მიაჩნიათ ჩინებულად, ევროპული ადათ-წესების მიმართ შესამჩნევია მათი ზიზღი (რუს. отвращение) და მთელი თავიანთი სიღარიბის მიუხედავად სულელურად ამაყები არიან (რუს. глупо горды).

მ მ ა რ თ ვ ე ლ ო ბ ი ს წ ე ს ი (ს ა ხ ე – Образ правления). ერთხელისუფლებიანობაა, მეფის ნება შეუზღუდვია, დაწერილი კანონები და დაწესებულებები თითქმის არ გააჩნიათ, დაქვემდებარებული ხელისუფალნი ცოტანი არიან, მთელი საქმეები და სულ მცირენიც კი დამოკიდებულია მეფის გადაწყვეტილებაზე; მას ერთადერთს ემორჩილებიან პირფერობით (პირმოთნეობით), სხვა ჩინოსნებს კი მეტად ცუდად.

მეფეს ჰყავს თავისი დივანი ანუ საბჭო, რომელშიც მონაწილეობენ მისი ყველა შვილი, კათოლიკოსი, მღვდელთმთავრები, საბჭოს წევრები, რომელთაც ეწოდებათ დივან-ბეგები, და მიწების დიდებულები, რომლის რჩევის გარეშეც მეფეს აქვს ჩვეულება არაფერს არ იღონებდეს, თუმცა კი თვითმპყრობელია. ჰყავს აგრეთვე საგანგებო მინისტრები: საგარეო საქმეთა, სახელმწიფო შემოსავლების, სამხედრო განკარგულებების, რომლებიც, ისევე როგორც ყველა საქმიანი ადამიანი, სომხებისგან არიან, ვინაიდან ქართველ თავადთა საგვარულოები თავიანთი სიამაყის გამო შეუთავსებლად თვლიან თავიანთი შვილებისთვის უბრალო ანგარიშის სწავლებასაც კი.

სამხედრო, კარიკაცებისა და სამოქალაქო ჩინები, უმეტეს წილად მემკვიდრეობითია საგვარულოების მიხედვით.

სამეფო კარი, თავისებურად საკმარისად გამომხტველია და ემსგავსება ძველი მეფეების სასხლეთა კარებს გაუნათლებელ ხლხებში.

ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო შ ე მ ო ს ა ვ ლ ე ბ ი. ქვეშევრდომებისგან ფულადი და მხვნელ-მთესველებისგან მიწათმომედების ნაწარმი, ვერცხლის, ოქროსა და სპილენძის მადნებიდნ, საბაჟო მოსაკრებლებიდან, წყალსადენი და თამბაქოს გამოსასყიდებიდან, ქალაქებიდნ _ განჯა და ერევანი, მეზობელი ხანებისგან საჩუქრების ჩათვლით აღწევდა 400 ათას მანეთამდე ოქროთი და ვერცხლით, მაგრამ ქ. ტფილისს ამაზე ზევით აკისრია საგანგებო გადასახადები; ვინაიდნ მეფის კეთილი ნების მიხედვით მას აკისრებენ ხოლმე წინასწარ განუსაზღვრელ გადასახადებსაც. მთელი შემოსვლების მეათედ ნაწილს, სამთამადნო შემოსავლების ჩათვლით, ძველი კანონმდებლობის მიხედვით, ღებულობს სახლთუხუცესი (წერია салтхуцес, და ამავე ტერმინს „სალთხუცესი“ ხმარობს პლატონ იოსელიანიც თავის წიგნში „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“ _ ი. ხ.), სამეფო კარის მთავარი მოხელე.

მ ხ ე დ რ ო ბ ა (ჯ ა რ ი). ფულადი ანაზღაურებით (რუს. жаловапнье) შენახული ჯარები არ არის; ათი წლის წინ, როგორც ლეკების საყოვლთაო მტაცებლობისგან დასაცავად, რომლებიც მათ ავიწროვებდნენ თვით ქალაქების გალავნებამდეც კი, ქართველებში კრებენ მილიციას (წერია _ Мурига, იგულისხმება ე. წ. მორიგე ჯარი _ ი. ხ.), რომელიც შედგება 4000 მეომრისგან, რომლებიც იმსახურებენ რა ერთ თვეს, ბრუნდებიან სახლში, ხოლო მათ ადგილზე დგებიან სხვები რიგის მიხედვით, მთელი სახელმწიფოდან. ამ მორიგე ჯარით, გარდაცვლილმა ბატონიშვილმა ლეონმა, გაწმინდა თითქმის მთელი მიწა მთიელთა თავხედური ძარცვა-რბევისგან, მაგრამ ახლა მეფის არც ერთი ვაჟიშვილი არ მოღვაწეობს ასე ვაჟკაცურად და ამიტომ მორიგე ჯარიც, მოხელეთა ბოროტგამოყენებების გამო, არსად არა დგას გზების, სოფლებისა და მხვნელ-მთესველების დასაცავად.

კეთილშობილები ყველანი მსახურობენ ცხენოსნებად, ისევე როგორც ყველა ქონების მქონე; ყველა წოდების მეომარი ჩვენი იქ ყოფნისას იკრიბებოდა 6000-მდე. მაჰმადიანებს, ყაზახელებსა და შამშადილელებს, საუკეთესო მეომრებს, რუსეთის მფარველობაში შემოსვლის დროიდან, რადგანაც მათ არ ენდობოდა, მეფე, მათი აღშფოთების (ამბოხების, რუს. возмущенье) მიზეზით, ჯარებში არ იწვევდა, ყაბარდოელები და ოსები მეფის ომში მსახურობენ ანაზღაურების სანაცვლოდ, ასევე ლეკთა ზოგიერთი საგვარეულოც, რომელთაგან მეფეს, მათ ერთგულებაში დასარწმუნებლად, ჰყავს მძევლები. ისინი უმეტეს წილად შეიარაღებული არიან შაშხანებით, სარტყელში გაყრილი პისტოლეტებით, მხარზე გადაკიდებული ჩანთით, ხანჯლითა და ხმლით, და თავად მეფეც ასეთივე ნაირადაა შეიარაღებული; საომრად გამზადებული უღარიბესი გლეხები კი, რომელთაც არა აქვთ იარაღი, მოდიან კომბლებით.

ქართული არტილერია გადაიტანება ხარებით, და თუმცა კი არცთუ მთლად სწორადაა გაკეთებული და გამართულიც არ არის (რუს. и не исправна), მაგრამ საშიშია მეზობლებისთვის, მათი მოწინააღმდეგეებისთვის; ვინაიდან ამ უკანასკნელთ ველზე არტილერია არ გააჩნიათ; ახლა მეფეს აქვს 12 საკუთარი ქვემეხი, რომლებიც ჩამოსხმულია ტფილისში, დენთს თავად აკეთებენ, მაგრამ პროპორციების არცოდნის გამო იგი უკიდურესად ცუდია.

უმაღლეს სამხედრო ჩინს ეწოდება სარდარი; რომლებიც არიან სამნი, სახელდობრ კი: კახეთში ერთერთი თავად ჩოლოყაშვილთაგანი, ქართლში ორი, ერთი ზემო ივერიაში თავად ამილახვრებისგან, მეორე კი სომხითში თავად ორბელიანებისგან, ეს ჩინები მემკვიდრეობით გადადის საგვარეულოებში, კათოლიკოსს ჰყავს თავისი სარდარი, არიან მარჯვენა და მარცხენა ფრთის გენერლები, არტილერიის უფროსი, რომელსაც ეწოდება თოფჩი-ბაში (წერია толши-баша). მეფის ადიუტანტები, უფროსები და უმცროსები, მიმბაშები (წერია бибмаши) ანუ ათასისთავები, ხუთასისთავები და ასისთავები, ესაულები და მედროშეები, და თუმცა კი ყველა ეს ჩინოსნები არსებობენ, მაგრამ არასდროს თავიანთ ადგილზე არ არიან ხოლმე, არამედ ლაშქრობის დროს ყოველთვის მეფის სიახლოვეში გროვდებიან. მათი ხელქვეითები ლაშქრობის დროს დაეხეტებიან თავიანთ ნებაზე და დგებიან ყოველგვარი წესრიგის გარეშე. მათი სამხედრო ბანაკი ემსგავსება სავაჭროდ მოსული გლეხების თავშეყრას, მეწინავე რაზმები და წამყვანი (მიმყვანი, რუს. отводные) ყარაულები არა ჰყავთ, და ამის გამო, ისე არ გავა ღამე, რომ ცხენებს, ხოლო ზოგჯერ კი ადამიანებსაც არ სტაცებდნენ მათი მოწინააღმდეგენი ბანაკიდან, ამავე დროს ქართველებიც იგივეს უკეთებენ თავიანთ მოწინააღმდეგეებს. პროვიანტს არ ამზადებენ, ყველას ომში წასულს თან მიაქვს სურსათი რამდენსაც შეძლებს, და ამის გამო ხშირად განიცდიან შიმშილს, ზოგჯერ სურსათი მოაქვთ ჯარისთვის ტფილისიდან; მაგრამ იშვიათად, და ამიტომ ლაშქრობის დროს პურსა და სხვა საკვებს ღებულობენ სოფლებიდან გარჩევისა და დანიშნულების გარეშე; სურსათის უკმარისობა იქცევა ხოლმე იმის გარდაუვლ მიზეზად, რომ მეფეს არ შეუძლია თავისი ჯარის დიდი ხნით ველზე გაჩერება (შენახვა, რუს. содержать); სამხედრო სიმკაცრე და დაქვემდებარებულობა სულაც არ არის, და ამიტომ საკუთარი მიწებისთვის ჯარის ყოფნა და ლაშქრობა მეომართა თავხედობის გამო უკიდურესად გამაჩანაგებელია, ნადავლი და ნაძარცვი ერთადერთ ჯილდოს წარმოადგენს ყველასთვის, ვინც ჯარებში იმყოფება”.
მ ფ ლ ო ბ ე ლ ი ს ა ხ ლ ი. მეფე ირაკლი თეიმურაზის ძე ბაგრატიონი, თავის წარმოშობას გადმოცემების მიხედვით ითვლის წინასწრმეტყველისა და იუდეის მეფის დავითის შტოსგან და თავის წინაპრებს თვლის ათას წელზე მეტ ხანს საქართველოს ტახტზე, არცთუ საშუალო გონების კაცია, იშვიათი მოთმინების მქონე, და უმაგალითოდ ღვთისმოსავი, თავისი 70-წლიანი მოხუცებულობის მიუხედავად ყოველდღიურად და აუცილებლად სამჯერ ღვთისმსახურების აღსრულებისას და განსაკუთრებით თავის კაბინეტში ორსაათიანი ლოცვისა, რომლისგანაც არანაირ შემთხვევას მისი მოწყვეტა არ შეუძლია, გასოცრად მოღვაწეა, მთელი ღამე ფხიზლობს დილამდე თავად უძღვება რა თავისი სახელმწიფოს საქმეებს, სძინავს ცოტა, დღისით აუდიენციებს აძლევს ელჩებს, რომლებიც ჩამოდიან სპარსეთის მფლობელი ხანებისგან და მთიელი ხალხებისგანაც. სამართალს განუჩენს თავის ქვეშევრდომებს, თვით ყველაზე უფრო მცირე დავებშიც კი, გამოცდილებით ჩახედულია აზიურ პოლიტიკურ წეს-ჩვეულებებში, იყო რა საკმაოდ დიდ ხანს ნდობაში ნადირ-შაჰთან, მის ყველა ლაშქრობაში ინდოეთში; მაგრამ არაფრისკენ ისე არ ისწრაფვის, როგორც თავისი ხალხის ევროპულად გარდაქმნისკენ. მისი მეუღლე დედოფალი დარეჯან (წერს _ Дарья) გიორგის ასული სამეგრელოს დადიანების სახლიდან, თავად ჩიქოვანთა (წერს _ Чекуани) საგვარეულოდან; თავისი მეუღლეობის პირველ წლებში არ ჰქონია არანაირი გავლენა სახელმწიფო საქმეებზე და ქვეშევრდომების მიერ ნაკლებად იყო ცნობილი, რომლებიც იქაური ადათის მიხედვით მას ვერც კი ხედავდნენ; მაგრამ როდესაც მეფისწულებმა, მისმა შვილებმა დავაჟკაცება დაიწყეს, ხოლო მეფის ასულები მისთხოვდნენ დიდებულებს უპირველესი და ძლიერი საგვარეულოებიდან, მან დაიწყო მონაწილეობის მიღება სამეფო საბჭოში და იმდენად ძლიერი შეიქმნა (როგორც ჩვეულებრივ მთელს სპარსეთში, მფლობელთა სახლებში, რაც უფრო მეტად ჰყავს ცოლს გაზრდილი შვილები, მით უფრო ძლიერი ხდება იგი; ვინაიდან თითოეულ მის ვაჟიშვილსა და სიძეს ჰყავს თავისი მომხრეები და შეადგენს პარტიას), რომ ახლა ყველაფერი კეთდება მისი თანხმობით, და თავად მეფესაც მასთან ხანგრძლივი ცხოვრების გამო, მის მიმართ გააჩნია უსაზღვრო ნდობა.

მემკვიდრეს, მეფე ირაკლის უფროს ვაჟიშვილს, შობილს მეორე მეუღლისგან, ახლანდელი დედოფლის გერს, გიორგი მეფის ძეს მეფის ყველა ვაჟს შორის, გააჩნია უფრო მეტი ზნეობრივი სიკეთეები, მეტად ჩახედულია წმინდა წერილში, და უკიდურესად ღვთისმოსავია (რუს. набожен), და ამის გამო გარშემორტყმულია სასულიერო პირებით, თუმცა კი არ გააჩნია არანაირი ცოდნა მეცნიერებებში ქვეყნის გაუნათლებლობის გამო, მძიმეა სამხედრო სიქველეთა მიმართ, მშვიდობის მოყვარეა და მიდრეკილია კეთილმოწყობისკენ (რუს. склонен к благоустройству); საქართველოში გამოცემული კანონების საკმარისად არარსებობის გამო შესაძლოა იმედი გვქონდეს, რომ რომ იგი თავისი მომავალი მეფობის დროს გამოსცემს სასარგებლო დადგენილებებს (დაწესებებს, რუს. учреждения); არ არის რა ყვარებული დედოფლისგან, თავისი დედინაცვლისგან, თავს არიდებს სამეფო საქმეებში მონაწილეობას მმართველობის მათეული ნიმუშის (წესის) მიხედვით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოწოდებული იქნება მეფის მიერ მხოლოდ გარეგნული შესახედაობის გამო. ჰყავს მრავალრიცხოვანი შთამომავლობა პირველი მეუღლისგან, რომლთაგან მისი უფროსი ვაჟიშვილი თავადი დავითი, 20 წლისა, უზომოდ მგზნებარე (რუს. ярых) თვისებების მქონე, იჩენს გონების დიდ სისწრაფეს, განსაკუთრებულ სიმამაცეს და მიდრეკილებას (ხალისს, რუს. охоту) ომისკენ და უკიდურეს სურვილს შეისწავლოს ევროპული სამხედრო მეცნიერება.

პ ო ლ ი ტ ი კ უ რ ი მ დ გ ო მ ა რ ე ო ბ ა რ უ ს ე თ ი ს მ ფ ა რ ვ ე ლ ო ბ ა შ ი შ ე მ ო ს ვ ლ ი ს უ წ ი ნ დ ე ლ ხ ა ნ ე ბ შ ი. ირაკლი მეფის სამფლობელოს შეადგენს ორი სამეფო _ ქართლისა და კახეთისა, უკანასკნელს ფლობს იგი მემკვიდრეობით, თავისი მშობლის მეფე თეიმურაზის სიკვდილის შემდეგ, რომელიც გარდაიცვალა ასტრახანში, რუსეთიდან საქართველოში უკან დაბრუნების გზაზე. ქართლის მეფობაზე აღყვანილია იგი ნადირ-შაჰის მიერ, მის მიერ ამ სამეფოს თურქთაგან უკან წართმევის (წერს _ завоевание-ს, დაპყრობას) შემდეგ. მეფე ვახტანგი, რომელიც ქართლს უფრო ადრე ფლობდა, და რომელმაც ვერ შესძლო წინ აღდგომოდა თურქულ ძალებს, მაშინ მთელი თავისი საგვარეულოთი რუსეთში წავიდა, და მისი მემკვიდრეები ახლაც იქ ცხოვრობენ. ამრიგად ორივე სამეფო შეერთდა ერთ სამეფოდ. მეფე ირაკლის, რომელიც იქცა მათ მფლობელად, ჰქონდა ბედნირი წარმატებები, არა მხოლოდ სპარსელების წინააღმდეგ, რომლებსაც ნადირ-შაჰის სიკვდილის შემდეგ ურთიერთშორის მტრობა და ომები ჰქონდათ გაჩაღებული და დაყოფილი იყვნენ სხვადასხვა სახანოებად, არამედ თურქების წინააღმდეგაც, რომელთაგან ყაინარჯის ზავით დატოვებულია სიმშვიდეში. სპარსელებისთვის, თავისი მეზობლებისთვის, იქცა საშიშად, შეუერთა რა მათგან თავის სამფლობელოს ორი სახანო განჯისა და ერევნისა; ხოლო შემდეგ დაამარცხა რა საქართველოში შემოჭრილი ავარიის ხანი, რომელიც წინამძღოლობდა მთიელ ხალხებს, დაამყარა მათთან კავშირები, ბევრი მათგანისგან თავისთან ჰყავდა მძევლები, ზოგიერთს კი ფულადი ანაზღაურების სახით აძლევდა ხარკს (რუს. дань), ბევრს იწვევდა თავისთან სამსახურში და მათთან ერთად იბრძოდა სპარსელების წინააღმდეგ; მაგრამ მრავალრიცხოვანი მთიელი ხალხებიდან ყველასთან როდი ჰქონდა მას მშვიდობა დამყარებული. ასეთი გარემოებების გამო მთიელი მცხოვრებნი, რომლებიც იყვნენ დამოუკიდებელნი (რუს. не зависящие), ბევრ მათგანს კი უფროსობაც არ ჰყავდა, სერთოდ კი მტაცებლები და ვერაგები იყვნენ, არასდროს არ ანებებდნენ თავს ხშირი თავდასხმებით საქართველოს მიწების გაჩანაგებას, თუმცა კი ყოველთვის დამარცხებული გამოდიოდნენ; ამიტომ რადგანაც ვერ შეძლეს დიდი ძალით ღიად ქართველებისთვის საბოლოო დამარცხების მიყენება, დაიწყეს მისი რბევა ნაწილ-ნაწილ და ქურდული თარეშებით, გაიფანტნენ რა ტყეებსა და ხეობებში, რითაც ეს ტყეები და ხეობები ქართველებისთვის ხელმიუწვდომლი გახდა, გზები გაუვალი, სოფლები დაცარიელებული (გაჩანაგებული, რუს. опустошены) და მხვნელ-მთესველები მინდვრებსა და ყანებში ვეღარ იყვნენ უსაფრთხოდ. ასეთ საყოველთაო მტაცებლობებს ხელმძღვანელობდნენ თვითონ ქართველი თავადები, რომლებიც გაბოროტდნენ რა მეფეზე, მის წინააღმდეგ მათივე საკუთარი ღალატის გამო, გარბოდნენ დაღესტანში, და იქიდან შეაგროვებნდნენ რა მოთარეშეებს სძიძგნიდნენ (სტანჯავდნენ, რუს. терзали) თავიანთ საკუთარ სამშობლოს. ბატონიშვილმა ლეონმა, როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, შეამცირა მტაცებელთა თავხედობა, მაგრამ ყაჩაღობანი კი, ლეკების მიერ იმ უმცირესი გამოსასვლელების ცოდნის გამო, რომლებიც მათ თავად ქართველებმა უჩვენეს, დღემდე არსებობს. საჭიროა რომ მათ (ქართველებს _ ი. ხ.) ჰქონდეთ ერთსულოვნება და სამშობლოსადმი სიყვარული ამ ბოროტმოქმედებათა აღმოსაფხვრელად.
ოსები და ყაბარდოელები ყოველთვის მეგობრულად იყვნენ განწყობილი საქართველოსადმი და მეფის მოთხოვნით ახლაც ემსახურებიან მას ომში ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ.

სპარსეთის მხრიდან ადერბაიჯანის მთელი სახანოებიდან შუშელ იბრაჰიმ-ხანს ჰქონდა მეფესთან უწყვეტი მეგობრობა 26 წლის მანძილზე, იგი დეუფლა რა განჯას, უყოფდა მას ყოველწლიურ ხარკს და ქალაქ განჯაში ორივე მხრისგან (ერეკლე მეფისა და იბრაჰიმ-ხანისგან) დაყენებული ჰყავდათ მმართველები.

ნუხის ხანი, თავისი სამფლობელოს სიმცირის გამო, არასდროს არ ყოფილა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი; კავკასიის მთებთან სიახლოვეში თავისი მდებარეობის გამო იგი ხან ლეკებისა და მთიელებისკენაა მეფის წინააღმდეგ, ხანაც მეფესთან მეგობრობს.

ერევნელი ჰუსეინ-ხანი, ახლანდელი ხანის მამა, დამარცხებულ იქნა რა მეფე ირაკლის მიერ, ჩავარდა არა მხოლოდ მის დამოკიდებულებაში, არამედ სრულ და სამუდამო ქვეშევრდომობაშიც, რაზედაც იკისრა მან საზეიმო წერილობითი ვალდებულება და თავის სიკვდილამდე გამორჩეულად ერთგული იყო მეფისა.

სხვა ხანებს: თავრიზის, ურუმიის, ხოის, ნახჭევნისა და სხვა მცირე მფლობელებს უმეტეს წილად მეფესთან ყოველთვის თანხმობა ჰქონდათ, მისი პირადი გამარჯვებებისა და გმირობისადმი პატივისცემის გამო და უგზავნიდნენ ხშირად საგანგებო საჩუქრებს, ხოლო მათ ქვეშევრდომებს შორის ვაჭრობა წარმოებდა დაუბრკოლებლად.

თურქეთის მხრიდან ახლო მყოფი ფაშებიდან ყარსის ფაშა ინარჩუნებდა სამეზობლო მეგობრობას, და არ გააჩნდა მასთან არანაირი პოლიტიკური კავშირი.

ახალციხელ სულეიმან-ფაშას, რომელიც მემკვიდრეობით არის საქართველოს ოლქის სამცხე-საათაბაგოს (რუს. Самцхе-атабагский) მფლობლი თავადების (მთავრების) საგვარეულოდან, თურქების მიერ დაპყრობის შემდეგ უკვე 150 წელია მთელ მის ქვეშევრდომებთან ერთად გადაყვანილია მაჰმადიანობაში, ძველი დროიდან საქართველოსთან აქვს განსაკუთრებული კავშირი და ურთიერთობები (რუს. обороты), ძველთაგანვე მათ შორის არსებული საიდუმლო სიძულვილის მიუხედავად; ვინაიდან ქართველი მეფეები მიიჩნევენ ჰქონდეთ მემკვიდრეობითი უფლება სამცხე-საათაბაგოს სამთავროზე, და ამიტომაც თავიანთ ტიტულში სწერენ საკუთარ თავს სამცხე-საათაბაგოს მემკვიდრე მთავრებად; რუსეთსა და თურქეთს შორის ომის დასრულების შემდეგ, 1774 წელს მან მეფეს გამოუგზავნა პორტასგან საჩუქრები, და თანაც იწვევდა მას თურქეთის ინტერესების სამსახურში, ხოლო სულთანს კი აიმედებდა მეფე ირაკლის კეთილგანწყობასა და მომხრეობაში.

შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი. საქართველოს მეფეს ყოველთვის შეუძლია კონფიდენციალურად გაგზავნილი მონაზვნების მეშვეობით, და თავად ჰარამხანაშიც ჰქონდეს საჭირო ცნობები იქ ტყვედ მყოფი მხევალი ქართველი ქალების მეშვობითაც.

იმერეთის მეფეს აწ გარდაცვლილ სოლომონს და მეფე ირაკლის ყოველთვის ჰქონდათ ურთიერთ შორის ძლიერი საგვარეულო მტრობა; და თუმცა კი გარეგნულად შერიგდნენ კიდეც სარწმუნოების მოქმედებით ყველაზე უფრო წმინდა სახით წმინდა საიდუმლოებების ერთად ზიარებით, თანაც ისე, რომ ერთი-მეორეს მიუტანდნენ პირთან წმინდა ნაწილებს, შინაგანი უთანხმოებით კი ყოველთვის იხლიჩებოდნენ (რუს. раздирались), ორივე ღებულობდა თავისთან მეორე მეფის ახლო ნათესავებს, რომლებიც მის წინააღმდეგ იყვნენ ამხედრებული, და მთელი ასეთი უთანხმოებების მიუხედავად უარს არ ეუბნებოდნენ ერთმანეთს დახმარებაზე საერთო მაჰმადიანი მტრების წინააღმდეგ.

პ ო ლ ი ტ ი კ უ რ ი მ დ გ ო მ ა რ ე ო ბ ი ს ც ვ ლ ი ლ ე ბ ა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი, რ უ ს ე თ ი ს მ ფ ა რ ვ ე ლ ო ბ ა შ ი მ ი ს ი შ ე მ ო ს ვ ლ ი ს დ ა ი ქ ჩ ვ ე ნ ი ჯ ა რ ე ბ ი ს შ ე ს ვ ლ ი ს შ ე დ ე გ ა დ. სრულიად რუსეთის იმპერატორებითი დიდებულების მფარველობაში საქართველოს მიღების შესახებ ტრაქტატის საზეიმოდ დადების შემდეგ, როგორც კი ჩვენი ჯარები შევიდნენ მასში, მთელი ადერბიჯანელი ხანები და სხვებიც უფრო შიგნით სპარსეთში ძლიერად შეშფოთდნენ, რუსეთის კეთილი განწყობის შესახებ დაიმედების მიუხედავად მათი კეთილდღეობისა და სარგებლობისთვის, წინასწარ განეწყვნენ შიშით თავიანთი ძალაუფლების დაკარგვის გამო, და ამაში კიდევ უფრო ირწმუნებდნენ საკუთარ თავს ოტომანის პორტას ჩაგონებით, რომელიც განუწყვეტელი მისიებითა და მფლობლებისთვის არცთუ მცირე საჩუქრების დარიგებით ცდილობდა მათ ამხედრებას მეფის წინააღმდეგ, და ამაში წარმატებაც ჰქონდა: იბრაჰიმ-ხან შუშელმა დაუწყო მავნებლობა თავიდან საიდუმლოდ ყოველი ხერხით, თუმცა კი ეს შესამჩნევი იყო, მისი მუშაობის შედეგად ირაკლის მორჩილებაზე უარი თქვა განჯამ. ერევნის ახალგაზრდა ხანს დაუმორჩილებლობის გამო ერეკლეს მითითებით სიცოცხლე მოუსწრაფეს ძმებთან ერთად ნადირობის დროს, და მის ადგილზე დაყენებულ იქნა მცირეწლოვანი ვაჟიშვილი ჰუსეინ-ხანი, რომელიც თავისი ქრისტიანი ტფილისელი დედის გამოისობით ირაკლის ერთგული იყო; მაგრამ იქ სულეიმან-ფაშას მცდელობები (რუს. крамолы) სხვადასხვანაირი სახით არ წყდება, ხარკს მეფეს აღარ უხდიან და ერევანიც მეფის ძალაუფლებისგან ჩამოცილების უკანასკნელ მიჯნაზე დგას. მეფის მფლობელობაში მყოფი თათარი ხალხები ყაზახები, შამშადილები და შამქორები, საუკეთესო მეომრები და მდიდარი ადამიანები, დატოვეს რა თავიანთი მიწები, წავიდნენ შუშის ხანის მხარეში და ახლა მას ემსხურებიან მეფის წინააღმდეგ.

პორტამ, რადგანაც ვერ ჭვრეტს ადერბაიჯანის ხანებს იმდენად ძლირებად, რომ შეეძლოთ ჩვენი ჯარების იქიდან გამოდევნა, თავისი ჩაგონებანი განავრცო მტაცებელ და ანგარებისადმი ხარბ დაღესტნელებზე, ფულების მეშვეობითა და დაიმედებით იმოქმედონ კავშირში ახალციხის მხრიდანაც, დაარწმუნა ავარიის ომარ-ხანი (წერია Ума-хан), რომ იგი, მოაგროვებს რა მთიელთა შესაძლებლად დიდი რიცხოვნების ჯარს, აშკარა ომით წამოვიდეს მეფეზე. სულეიმან ფაშას ნამდვილად ჰქონდა განზრახული თავისი მხრიდან მოეხდინა დარტყმა ომარ-ხანთან ერთდროულად, ამის გაგება ძნელი არ იყო, ვინაიდან ჯერ კიდევ იმავე წლის გაზაფხულზე მან ღიად გამოგზავნა თურქული ჯარები ლეკებთან ერთად 4000 ადამიანის რიცხოვნებით, ზემო ივერიის დასარბევად, რომლებიც თვიანთი მოულოდნელი თავდასხმის წყალობით შემოიჭრნენ და დაატყვევეს 600-ზე მეტი მოსახლე; მაგრამ უკანა გზაზე სურამში მდგარი ჩვენი ეგერთა რაზმის მიერ სასტიკად იქნენ დამარცხებულნი, და ყველა ტყვე განთავისუფლებულ იქნა. ერთი თვის შემდეგ მან კვლავ გამოგზავნა თავისი ხალხი, 3000 კაცი, რათა შური ეძია ჩვენს ეგერებზე, მაგრამ მათაც ისეთივე ხვედრი ეწიათ. ამასობაში ომარ-ხნმა მოაგროვა 11000-მდე ჯარი სხვადასხვა მთიელი ხალხებისგან, მოვიდა ალაზანზე და შეუერთდა რა აქ მთიელებსა და ბელაქნელებს, საქართველოს შეურიგებელ მტრებს, გაძლიერდა 20000-მდე. მეფემ, რომელსც ეშინოდა თავდასხმისა ახალციხის მხრიდან, ვერ გაბედა ქართლში ჯარების შეკრების ბრძანების გაცემა (ქიზიყში ლეკების წინააღმდეგ მათი გამოყენების მიზნით, რათა ქართლი დაუცველი არ დარჩენილიყო _ ი. ხ.); კახეთში კი მას ახლობლებმა ჩააგონეს თავი დაცვათ ვიწრობ ადგილებში. საფუძველი ჰქონდა არ დანდობოდა ყაზახებს, სამშადილებსა და თავის ქვეშევრდომ სხვა მაჰმადიან ხალხებს და არ გაეწვია ჯარებში, ვინაიდან ცნობილი იყო მათი აღშფოთების (მღელვარების) შესახებ. ვერანაირმა დარწმუნებებმა ჩემმა როგორც რუსული ჯარების უფროსისა ვერ შეძლეს გაემხნევებინათ მეფე, რათა იგი მოსულიყო ქიზიყში ჩვენს ჯარებთან და შეგვეტია მოწინააღმდეგისთვის მდ. ალაზნის გადმოლახვის დროს; ვინაიდან ეშინოდა მას უბედურებისა და მასთან ერთად საბოლოო გაჩანაგებისაც. ომარ-ხანმა გადმოლახა რჩეული და ცხენკეთილი 11000-იანი ჯარით ალაზანი, მაგრამ ვერ გაბედა ჩვენს ბატალიონებზე შემოტევა; არამედ ღამით გაირბინა საქართველოს დაბლობი ადგილები, მიიმალა იმ მთების ხეობაში, რომლებიც მდებრეობს თურქეთის საზღვართან, დაარბია (წერია _ сорвал) იქ ვერცხლის ქარხანა. მეფემ, მოაგროვა რა გარკვეული ჯარები, დადევნა მას ჩვენს ბატალიონებთან ერთად; მაგრამ ომარ-ხანს არ სურდა ბრძოლაში ჩაბმა და წავიდა ახალციხეში. სულეიმან ფაშა კი ადგილიდან არ დაძრულა, ვინაიდან მიიღო აკრძალვა სულთანის კარიდან, რათა არ ემოქმედა აშკარად გარკვეულ დრომდე. მეფე შეურიგდა ომარ-ხანს იმ დროს საქართველოში დამდგარი გარემოებების გამო, რომლებიც სიმშვიდეს მოითხოვდნენ.

მ ი ზ ე ზ ე ბ ი, რ ო მ ლ ე ბ მ ა ც წ ა ა ხ ა ლ ი ს ე ს მ ე ფ ე შ ე მ ო ს უ ლ ი ყ ო რ უ ს ე თ ი ს მ ფ რ ვ ე ლ ო ბ ი თ ი ძ ა ლ ა უ ფ ლ ე ბ ი ს ქ ვ ე შ. ძველი დროიდან საქართველოს ყოფილი მეფეები ყოველთვის ეძიებდნენ ერთმორწმუნეობის გამო სრულიად რუსეთის დიდი ხელმწიფეების დახმარებასა და მფარველობას, იყვნენ რა დამონებულნი მაჰმადიანების მიერ, მაგრამ არ შეიძლება განსაზღვრულად ითქვას, რომ მათ მოესურვებინოთ გარკვეულ დამოკიდებულებაში ყოფნა; რუსეთის მფარველობაში შემოსვლის შესახებ მათი ახლანდელი სურვილის მთავარი წამახალისებელი მიზეზები კი შემდეგია: ბუნებრივი მემკვიდრეები ქართლის სამეფო ტახტისა, რომელზედაც მეფე ირაკლი აღყვანილია ნადირ-შაჰის მიერ, არსებითად მეფე ვახტანგის შთამომავლები არიან, რომელიც გამოიქცა რუსეთში თურქების მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ; ვახტანგ მეფის შვილიშვილი და ბაქარ ბატონიშვილის ვაჟი თავადი ალექსანდრე, ერეკლე მეფით უკმაყოფილო ქართლის თავადებთან დაკავშირებისა და მეფედ გახდომის შესაძლებლობაში დარწმუნების შემდეგ, წავიდა რუსეთიდან იმ განზრახვით, რომ მიეღო მამა-პაპისეული მემკვიდრეობით ქართლის ტახტი; იგი გამოცხადდა იმერეთის მეფე სოლომონთან, რათა უფრო ახლოს ყოფილიყო თავის თანამზარახველებთან და ცდილობდა გაემხნევებინა (წაეხალისებინა) იგი ორივე მეფეს შორის იმ ხანად არსებული საგვარეულო მტრობის მიზეზით თავისთვის დახმარების გასაწევად, რაშიც თუმცა კი წარმატება არ ჰქონია. მაშინ იქიდან გადავიდა ახალციხის ფაშასთან და ცდილობდა საამისოდ მეზობელი სპარსელი ხანების წახალისებას. მეფეს ჰქონდა საფუძვლიანი მიზეზები უკიდურესად შეშფოთებულიყო თავისთვის სამწუხარო შედეგების მოლოდინში; ვინაიდან ქართლელებს იგი არ უყვარდათ, იმ მიზეზით, რომ ყველა შემთხვევაში იგი უპირატესობასა და სარგებლობას აძლევდა თავის მემკვიდრეობით ქვეშვრდომებს კახელებს; დედოფალი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული გეგმები (რუს. имев особливые виды) თავის შვილებთან დაკავშირებით, იმავე საშიშროების გამო გადმოიხარა რუსეთთან ტრაქტატის დადებისკენ (და თუმცა კი იგი დადებულია მთელი სამეფოს ყველა ჩინოსნისა და თავად მისი თანხმობით, ახლა ხელიდან არ უშვებს შემთხვევას, რომ არ უსაყვედუროს მეფეს და ბრალს სდებს მას ქვეყნის დარბევა-გაჩანაგების გამო). თავადები, რომლებიც მონაწილეობენ საბჭოში და აქვთ გონება, არა ერთ დღეს ითვლიდნენ თავიანთ პირად სარგებელს, რისთვისაც მათ წაახალისებს ანგარების მოყვარეობა; რამდენადაც არ გააჩნიათ მათ წარმოდგენა სხვა უპირატესობების შესხებ, ამიტომ უკლებლივ ყველა ოცნებობს თავისთვის, რომ ოქრო და ვერცხლი გადმოედინება მათზე მათი მხრიდან ყოველგვარი დამსახურების გარეშე.

მ დ გ ო მ ა რ ე ო ბ ა, რ ო მ ე ლ შ ი ც შ ე ს ა ძ ლ ო ა ა ღ მ ო ჩ ნ დ ე ს ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ჩ ვ ე ნ ი ჯ ა რ ე ბ ი ს გ ა მ ო ს ვ ლ ი ს შ ე მ დ ე გ. მთელ ადერბაიჯანელ ხანებს, თავიანთი სიცუდის (სისუსტის) გამო (რუს. по плохости своей), თუნდაც შეერთებული ძალებით, რაც არ შეიძლება მოხდეს მათი მოუწყობლობისა და ართანამოზიარობის გამო, არ შეუძლიათ მეფე ირაკლისთვის დიდი მავნებლობის მოტანა, ასევე თავად დაღესტნური ძალებიც არ არის საშიში, თუკი ოტომანის პორტა არ ჩათვლის თავისთვის საჭიროდ საქართველოს საბოლოოდ გაჩანაგებას, ხოლო თუკი იგი ამის გაკეთებას ჩაიფიქრებს, მაშინ ახალციხის ფაშა არ დაუშვებს საქმის აქამდე მიყვანას ჩვენს წინააღმდეგ ომში დიდი და მყარი წარმატებების შეძენამდემ ვინაიდან უკვე დიდი ხანია ფიქრობს იგი დამოუკიდებელ (რუს. самовластный) მფლობელად გახდომას. მისი საიდუმლო პირობა მეფესთან რუსეთის ტახტის წინაშე მისთვის შუამდგომლობის გაწევის თაობაზე, გვაძლევს ასეთი დასკვნის გაკეთების მიზეზს.

დაღესტნელების შეკავება საქართველოს წინააღმდეგ მტრული მოქმედებებისგან ძნელი არ არის არცთუ დიდი ფულის მიცემით, ხოლო ამავე ხერხით მეფეს, მოიზიდავს რა მათ თავის სამსახურში, შეუძლია არა მხოლოდ ადვილად გაუმკლავდეს ადერბაიჯანელებს, არამედ კვლავ თავისი ძალაუფლების ქვეშ მოიყვანოს განჯა და ერევანი.

ი მ ე რ ე თ ი ს პ ო ლ ი ტ ი კ უ რ ი მ დ გ ო მ ა რ ე ო ბ ა. აწ გარდაცვლილ მეფე სოლომონს, თავისი გამორჩეული სიმამაცისა და საკუთარი ხალხის მართვაში განსაკუთრებული უნარის წყალობით, იყო რა იშვიათი ხელმწიფე თავის მიწაზე, ჰქონდა მხურვალე სურვილი შემოსულიყო სრულიად რუსეთის ტახტის მფარველობის ქვეშ, რუსეთის შესახებ თუნდაც ერთი სიტყვის გაგონება ახდენდა მასში რაღაც განსაკუთრებული გრძნობის აღძვრას, და იმერეთში ჩამოსულ ჩვენს ყველაზე უფრო დაბალი ხარისხის მოხელეებსაც გამოუხატავდა იგი უზომო პატივისცემას. თუმცა კი ყოველთვის ოტომანის პორტას მოწინააღმდეგე გახლდათ, მაგრამ სულეიმან-ფაშასთან ჰქონდა მჭიდრო კავშირი, და მის მიერ ძველი ჩვეულების მიხედვით ნაშვილები იყო. მისმა უკანასკნელმა წარუმატებელმა ექსპედიციამ აჭარლების წინააღმდეგ (წერია _ против Очаров), რაც მოახდინა სულეიმან-ფაშას თანხმობით, დააჩქარა მისი აღსასრული, და მას შემდეგ ხელი ეწყობოდა ყოველგვარ შინააშლილობასა და შინამტრობას იმერეთში.

უთანხმოება მისი მეფე ირაკლისთან მოხდა თავისი ურჩი ვაჟიშვილის მეფისწულ ალექსანდრეს გამო, რომელსაც მხეცური ზნე-ხასიათი ჰქონდა, და თავისი ღვიძლი ძმის არჩილის გამოც, მეფე ირაკლის სიძისა, რომელიც ასეთივე ზნე-ხასიათის პატრონი გახლდათ. ისინი წავიდნენ იმერეთიდან და მიღებულ იქნენ ტფილისში ისე, როგორც საერთოდ ორივენი მიჩვეული არიან ღებულობდნენ თავიანთი დაცვის ქვეშ მეორე სამეფოს მეაბოხე თავადებს, ისევე როგორც ახლანდელი მეფეც დავითიც წავიდა აქედან და თავშესაფარი ჰპოვა ტფილისში; სოლომონ მეფემ ამის თანაბრად მიიღო თავისთან საქართველოდან გაქცეული თავად ერისთავის ვაჟიშვილი, რომელსაც ბრალს სდებდნენ ამბოხებაში მეფე ირაკლის წინააღმდეგ (ალბათ ლაპარაკია ქსნის ერისთავებზე, რომელთაც ერეკლემ მამულები ჩამოართვა 1770-იან წლებში _ ი. ხ.) და ცოლად შერთო თავისი ასული, და მეფისადმი არაკეთილად განწყობილი ბევრი სხვა თავადიც. აქედან მომდინარეობდა ორივე მხრიდან სხვადასხვანაირი უკმაყოფილებანი, და თუმცა კი თავისი ვაჟიშვილისა და ძმის სიკვდილის შემდეგ იგი, როგორც ვთქვით, შეურიგდა მეფე ირაკლის, შინაგანი უთანხმოება მაინც არსებობდა 1783 წლამდე. ახლანდელი მეფე დავითი (გიორგის ძე _ ი. ხ.) სოლომონ მეფის ბიძაშვილი ცხოვრობდა სიღარიბეში და სოლომონ მეფის ღვიძლი ძმის არჩილის ვაჟიც _ რომლის დედაც გახლავთ მეფე ირაკლის ქალიშვილი. დავითს (არჩილის ძეს _ ი. ხ.) თავის დედასთან მეფის ასულთან ერთად ჩამოართვეს სამემკვიდრეო სოფლები იმერეთში, მაგრამ ჩემს მიმართ არსებული ნდობის გამო ბოლოს და ბოლოს მიღწეულ იქნა შეთანხმება ორივე მხრიდან; მეფე ირაკლის შვილიშვილი ახალგაზრდა თავადი დავითი (არჩილის ძე _ ი. ხ.) მიღებულ იქნა შვილად და მემკვიდრედ, ბიძაშვილი ახლანდელი მეფე დავითი (გიორგის ძე _ ი. ხ.) დაბრუნებულ იქნა იმერეთში, და მიეცა სოფლები; მეფე ირაკლის მხრიდან მიეცა რამდენიმე სოფელი თავად ერისთავს, რომელსაც წართმული ჰქონდა საქართველოში სახელგანთქმული მთელი მისი მამული.

სოლომონ მეფის სწრაფმა გარდაცვალებამ მწუხარებასა და გაურკვევლობაში (რუს. недоумение) ჩააგდო უპირველესი ადამიანები ახალი მეფის არჩევის საკითხში. თავადმა წერეთელმა, ახლა მფლობელი მეფის სიძემ, რომელსაც პატივს სცემენ თავისიანებს შორის, იმედი ჰქონდა რა ნათესაობითი სიახლოვის წყალობით მომავალში უპირატესობების მიღებისა, და სარგებლობდა რა სხვების მწუხარებითა და დათრგუნულობით (რუს. уныние) გარდაცვლილი მეფის აღსასრულის გამო, მეფედ გამოაცხადა თავისი ცოლისძმა თავადი დვითი (გიორგის ძე _ ი. ხ.) კანონიერი მემკვიდრისა და სოლომონ მეფის ღვიძლი ძმიშვილის საზარალოდ, და ამით მტრობისა და შინააშლილობის თესლი ჩათესა, რომელიც ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს ერთ-ერთის სიკვდილით. თავადი წერეთელი შეცდა თავის ვარაუდებში; მეფე ირკლისგან გამოქცეული თავადი ერისთავი, სოლომონ მეფის სიძე, რვიძლი ძმა დედოფლისა, მეფე დავითის მეუღლისა, გამოქცეული ქართველთან, მღვდლის შვილთან, ბესარიონთან ერთად (იგულისხმება ცნობილი ქართველი პოეტი ბესიკი _ ბესარიონ გაბაშვილი _ ი. ხ.), დაეუფლნენ მეფის ნებისყოფას; ვინაიდან დავით მეფე ახალგაზრდა კაცია, სათანადო აღზრდისა და განათლების გარეშე, თუმცა კი განწყობითა და გულით მეტად კეთილია და პირადად ჩინებულად მამაციც. თავადმა ერისთავმა, რომელიც მარტავს მის ნებას, ირაკლი მეფისთვის სამგიეროს გადახდის მიზნით, მისი მამისთვის სოფლებისა და მთელი მამულების ჩამორთმევის გამო, არ მისცა საშუალება დავით მეფეს, რათა დაეკმაყოფილებინა ირაკლის შვილიშვილი დავითი მამისეული სოფლებით (იგულისხმება დავით არჩილის ძე, შემდგომში იმერეთის უკანასკნელი მეფე სოლომონ II, აწ ჩვენი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული _ ი. ხ.) და დაესაჩუქრებინა თავადი წერეთელი მისთვის სასურველი ციხესიმაგრეებითა და სოფლებით, თავისთვის გაწეული სამსახურის გამო მეფედ არჩევის დროს პირდაპირი მემკვიდრის წინშე უპირატესობის მიცემით: ამ საქციელმა აიძულა ახალგაზრდა თავადი გარეთ ეძია დახმარება; მეფე ირკალიმ მისმა პაპამ ჩემი წარდგინების მიხედვით არ მიიღო სხვა მონაწილეობა ამ საქმეში, თუ არა თხოვნისა და რჩევების მიცემისა დავით მეფისთვის, უარი უთხრა რა თავის შვილიშვილს ყველანაირ პირდაპირ და გარეშე დახმარებაზე, რომელსაც შეეძლო ძმათაშორისი ომის გაჩაღება; თავადი წერეთელი, მოტყუვდა რა თავის იმედებში, მიეწება ახალგაზრდა თავადს დავითს, პატივცემულ და ხალხით ძლიერ თავად წულუკიძეებთან ერთად, რომელთაც ასევე წართმეული ჰქონდათ თვიანთი ღირსებები და ძალაუფლება; მათ მეფე ირაკლის დარიგებისა და ჩემი ძლიერი დარწმუნების მიუხედავად, მოახდინეს ძლიერი შინაომები, წავიდნენ სულემან-ფაშასთან, რომლის მიერ გამოგზავნილი ლეკები და თურქები დავით მეფისგან სასტიკად იქნენ დამარცხებული, ხოლო ამბოხებულ თავადებს მთელი სოფლები ჩამოართვეს გამონაკლისების გარეშე; დარჩნენ ისინი ალყაშემორტყმულები მიუვალ ციხესიმაგრეში, საიდანაც თავადი დავითი საიდუმლოდ წავიდა ახალციხეში და იქ იმყოფებოდა ახლანდელ დრომდე, საქართველოდან ჩემი გამომგზავრების წინ გაუშვა იგი სულეიმან-ფაშამ იმერეთში, თუ რა განზრახვით, ჩემთვის უცნობია დროის სიმცირის გამო, თუმცა კი იმედი უნდ გვქონდეს, რომ ისინი მშვიდად შეეწყობიან ერთმანეთს.

სამეგრელოს დადიანი არც თუ ძალზედ დიდად განთქმული თავადების ჩიქოვანების (წერია _ Чекуани) საგვარეულოდან, ფეოდალური მფლობელია, ისვე როგორც თავადი გურიელიც, რომელიც მოვალეა აღიარებდეს იმერეთის მეფის ძალაუფლებას, ადამიანი ეშმაკი და ვერაგი, რომელმაც ხელიდნ არ გაუშვა შემთხვევა იმერეთში არსებულ ახლანდელ ამღვრეულ მდგომარეობაში თვითმპყრობელ ხელმწიფედ დამკვიდრებულიყო, რისი გაკეთებაც სოლომონ მეფის დროს არ შეეძლო; დავით მეფეს სჭირდებოდა მისი დახმარება; მან დაუთმო მას თავისი სამფლობელოს ბევრი მიწა, ხოლო დადიანმა მიიღო რა ისინი, ზურგი შეაქცია დავით მეფეს, და თუკი დავით მეფე დამკვიდრდება მფლობელობაში მის წინააღმდეგ მებრძოლ თავადებზე გამარჯვებით ან მათთან შერიგებით, მათი ძველი ჩვეულებების მიხედვით, ირაკლი მეფესთან მათ არასდროს არ ექნებათ ურთიერთშორის ჭეშმარიტი თანხმობა, სანამ არ დაუბრუნებენ სოფლებს თავად ერისთავს, იმერეთის დედოფლის ღვიძლ პაპას, რისი გაკეთებაც ირაკლი მეფეს არ შეუძლია, ვინაიდან ის მიწები დანაწილებული აქვთ ბატონიშვილებს, მის ვაჟებს”.

პლატონ იოსელიანს ასევე მოყვანილი აქვს მრავალი საყურადღებო სურათი იმდროინდელი ქართლ-კახეთის სამეფოს მდგომარეობის გამოსახატად. ქვემოთ მოვიყვან ორ ასეთ მონათხრობს:

სიმრავლე ძეთა და ასულთა მეფისა ძისა გიორგისა და ესრეთივე სიმრავლე სამთა ცოლთაგან ძეთა და ასულთა ირაკლისა, იყო მიზეზი სამეფოისა სახლისათვის კეთილისა და ბოროტისა. ნაყოფი კეთილი ესრეთისა შვილთა სიმრავლისა იყო ესე, რომელ დაშორებული ძველად ქართლი და კახეთი შეერთდა უფრო მტკიცედ. სასახლემან მეფისამან მოითხოვა ქართლიდამ, რომელიცა უწოდებდა აქამდე მეფესა ირაკლის კ ა ხ თ - ბ ა ტ ო ნ ს ა, და ა რ ა მ ე ფ ე ს ა, სასძლონი და მეფისა ასულნი მოიძიებდენ თვისთა საქმროთა ქართლისა თავადთა სახლთაგან. დაი მეფისა ირაკლისა ანნა, იყო ცოლი დიმიტრისა ყაფლანიშვილისა; მეფის ასული, დაი გიორგისა თამარ, მიათხოვეს სარდარსა დავით ორბელიანსა; ქეთევან მეფის ირაკლის ასული მუხრანის ბატონსა იოანეს, მეფის ირაკლის ასული მარიამ დავით ციციშვილსა; მეფის ძის გიორგის ასული სოფიო თარხნიშვილსა ლუარსაბს; მისივე ქალი რიფსიმე ჩოლაყაშვილსა დიმიტრის. ესრეთვე მიიყვანეს მეფის ძეთა ცოლად: თეიმურაზმან ოთარ ამილახვრისა ქალი ელენე; ფარნაოზმან ელიზბარ ერისთავის ასული ანნა.

ესრეთ დაკავშირდა ქართლი და კახეთი ერთობითა თავადთა და სამეფოისა სახლისა მძახლობითა და მოყვრობითა. ამან კავშირმან დაავიწყა ქართლისა მეფისა გვარი, დაშთენილი რუსეთსა 1724 წლიდამ; ამან ერთობამან ნათესაობითმან მოსპო თქმულობა ქართლისა ერისა: ი რ ა კ ლ ი მ ა მ ა კ ა ხ ე თ ი ს ა დ ა მ ა მ ი ნ ა ც ვ ა ლ ი ქ ა რ თ ლ ი ს ა. მეორის მხრითა სიმრავლემან ძეთა და ასულთა დაბადეს ურჩება და მედიდურება სახლისა მწევრთა შორის, სადაცა იყოფოდა მეფის ასული რძლად და ანუ რომლისაგანცა წარიყვანდნენ მეფის ძენი ქალთა სასძლოდ თვისად. თავადნი ესენი, დამოკიდებულნი მოყვრობითა მეფეთა თანა, არღა ემორჩილებოდენ მეფისა მოხელეთა, რომელნიცა იყვნენ მდივან-ბეგად, მდივნად, მოურავად, ციხეთა მცველად და სხვად სამეფიოსა საქმეთა განმგედ. დასუსტდა ჰაზრი და მნიშვნელობა პირმშოობისა; ეცინოდენ მემკვიდრეობასა; არა პატივსცემდენ პირველობასა და თვითეული წევრი სამეფოისა სახლისა გონებდა თავსა თვისსა მეფობისათვის განმზადებულად. სჯული არღა სჯულობდა სამეფოში, სადაცა უფლებდენ მეფის ძენი და კარისკაცნი მათნი.

განმრავლებულთა ძეთა თვისთა (ერეკლე II) დაუნიშნა საცხოვრებელად და განსაგებელად ადგილნი და თემნი: მეფის ძეს გიორგის ბორჩალო და ყაზახის ნაწილი; იულონსა ქსნის ადგილები (რადგანაც ერისთავიანთ მიეღოთ ქსანი); ვახტანგსა ანუ ალმასხანსა არაგვი და სხვათა სხვანი ადგილნი. თვით მიზეზი მეფის ძისა ალექსანდრესი ლტოლვისა სპარსეთად, ჯერეთ პირველად მამისავე თვისისა დროს, იყო ესე, რომელ არა უბოძა მამამან ირაკლი საკმაო საცხოვრებელად საუფლისწულო.

ესრეთსა უსწოროსა განწილვსა შეუდგნენ უწესოებანი, შფოთნი, და დიდნი აღრეულობანი. მეფის ძე გიორგი, ვითარცა მემკვიდრე, მორიდებული შფოთთა, მიენდობოდა მამისა ნებასა და შორით ხედვიდა ძმათა სისუსტესა მიტაცებისათვის მემკვიდრეობისა და აღრეულობათა მათ, რომელნიცა ამწარებდნენ მოხუცსა მამასა; თვით ირაკლი მოხუცებისა გამო და დედოფლისა გამო დედინაცვლისა პირმშოისა გიორგისათვის იყოფებოდა მერყეობასა და აგრილებდენ გულსა მისსა გიორგისადმი. ესრეთსა მდგომარეობასა მყოფი მეფის ძე გიორგი, დაშორებული ძმათა, ცხოვრობდა ცალკედ და მყუდროდ. შთაგონებითა დედოფლისა და ძეთა მისთა, მეფეცა ირაკლი მიიყვანეს მას მდგომარეობასა, რომელ სიძესა მისსა სარდალსა და სალთხუცესსა დავით ყაფლანიშვილსა, თამარისა მეუღლესა, მოუღო მეფემან სალთხუცობა და მიუბოძა ესე სიძესა თვისსა მუხრანის ბატონსა იოანეს (1). ესრეთმან მეფის მოქცევამან მოსწყლო გული მეფის ასულისა თამარისა, რომელიცა მწუხარებისა ელდითა გარდაიცვალა 1786 წელსა. _ (თავი X).

მასვე დღეს ხოდაშნისა წინამძღვარი იოანიკე ბერძენი, თაზოს ჭალაკელი და მხნე და მეომარი და ამისთვის პატივცემული გარდაცვალებულისა მეფისაგან, მოვიდა თელავს და მოართვა სეფისკვერი. განმხიარულებულმან მეფემან მიიღო ხელთაგან მისთა კურთხევა და ჩვეულებისამებრ მეფისა შემდგომად სიტყვათა: სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, _ თვით იტყოდა და ბრძანა: „ამინ“ ხმითა დიდითა.

მიიწვია წინამძღვარი სადილად და ესაუბრა მრავლად ბრძოლათათვის მისგან ნახულთა პირისპირ ლეკთა. 25 წელიწადსა სადმე იმყოფებოდა კახეთსა და იყო ყოვლად ქართველი. „მამაო იოანიკე, _ უბრძანა მეფემ. _ იყავ ერთგული ჩემიცა, ვითარცა იყავ მამისა ჩემისა, არა ვინ გამოგიცვალოს გული ჩემზედა; ნუ მიეტაცინები მტერთა ჩემთა“.

მწუხრისა შემდგომად წარვიდა იოანიკე და იხილა დედოფალი დარეჯან ძაძითა მოსილი და მგლოვარე მეფისათვის. დედოფალმან უბრძანა ყვედრებად საგონებელი სიტყვა, დავიწყებისათვის მეფისა გარდაცვალებულისა წყალობათა; და იგი იმართლებდა თავსა და მოახსენებდა სიტყვათა შესაბამთა: „ერთგული მეფისა ირაკლისა ჩემისა მწყალობელისა, _ იტყოდა იოანიკე, _ ვარ ერთგული პირმშოისა მისისა შვილისა; ბატონო დედოფალო, ნუ ამღვრევთ მეფობასა, მოგახსენებთ ერთგულობით: მეფობა არის პირმშოისა შვილისა, ესრეთ ყოფილა და არის ყოველგან. როგორ გნებავსთ, უმცროსი ძმა ექმნეს მეფედ და უფროსსა წაერთვას. _ მტერი გარეგანი კარსა გადგიან და ახლა აპირებ, მტრობა და შფოთი შინაცა დაბადონ; _ ესენი მრჩეველნი არიან ცუდნი კაცნი. ინებეთ და დატუქსეთ იგინი. _ საუბარსა მისსა ზედა იყო დუმილი ქალთა და კაცთა, დედოფლისა მეინახეთა და თვით დედოფალმან არა ბრძანა არა რაიმე წინააღმდეგი მეფის გიორგისათვის. _ (თავი CI).

ამბავსა ამას დაურთო ამბავი მანვე გოგია ბარათაშვილმან _ ქალაქი ამ დროს დამშეული იყო და პური ვერ შემოდიოდა ადვილად ამ ქალაქშიო. მეფესა გაეგზვნა ეშიკასბაში გიორგი ციციშვილი და მალხაზ ამირეჯიბი, ნაზირი კათოლიკოსისა ნიკოლოოზ ელიოზიშვილი მოსაშველებელად პურისა; ეგრეთვე ყაზახ-ბორჩალოში გაგზავნა იოსებ კალატოზიშვილი, თარუა არღუთაშვილი და ჰუსეინ-ჰაჯი. ამათ თითქოს განგებ შეთქმითა, ერთ დღეს შემოიტანეს თფილისში 320 ურემი ქართლიდამ და 400 ყაზახ-ბორჩალოდამ. გაივსო ბაზარი პურითა, ჩამოვარდა სიიაფე, და გაიძღო ქალაქმა კუჭი. მცხოვრებნი თფილისელნი ადიდებდენ მეფესა და ჰგიობდენ მაგიებელთა მისთა. _ მარილიცა შეძვირებული იყო და ამისთვის წარგზავნა პავლე მელიქიშვილი და ქალაქისა ნაცვალი სურგუნაშვილი ყულფისაკენ, რომელთაცა წარიღეს ბრძანება მეფისა ყაზახისა და ბორჩალოს სულთნებთან. ესენი წარუძღვენ და მოიტანეს ერთს თვეზედ 200 ურემი და 700 აქლემებითა მარილი მრავლად. „დიდად ბეჯითად მეფობდა, _ იტყოდა იგი გოგია, _ მაგრამ ძმები და მხლებელნი მათნი აშფოთებდნენო. ძრწოდენ ყოველნივე, მეფისაგან იშიშოდენ ძლიერ, მაგრამ არ დასცხრებოდენ ხოლმეო. მიკვირს ეხლაცა მოთმინება და სულგრძელობა მეფისაო. ყმაწვილი ვიყავი, ხმა არ მქონდა დიდკაცებშიო, მაგრამ მესმოდა კარგად ყოველივეო და ბევრჯერ დავფიქრდები ეხლაც და ვიტყვი: რად სჩადიოდენ ასეო? რა კაცნი იყვნენო? რას ეძიებდნენო? სამგლე გოჭივით ატეხილი იყო დიდი და პატარაო!

მართლად იტყვიანო: ღმერთი რომ კაცსა გაუწყრება, პირველად ჭკვას წაართმევსო. იმ დროს აღარვინ იყო რიგიანი კაცი, აღარც სარდალი, აღარც სალთხუცესი, აღარც მწერალი, აღარც მდივანბეგი და აღარც მღვდელმთავარი. ჭეშმარიტად ვიტყვი მხოლოდ ამას, რომ მეფე გიორგი თვით იყო სწორეთ ჭკვიანი, თვით სარდალი, თვით მსაჯული და თვით მღვდელმთავარიო“.

ამბავი ესე მიამბო თვით გოგიამან _ (არა ვუწოდებ გიორგი, რადგან ამა სახელითა „გოგია“ იგი იყო ცნობილი); როდესაც 1847 წელსა მიჩვენა მან ბირთვისისა ციხე დაწვრილებით და ვიყავი მასთან სტუმრად ერთსა ღამესა, ოხვრითა მითხრა მან: „ესრეთისა სიმაგრისა მქონე ქვეყანა, და რავდენი ამისთანა არიან სომხითისაკენ, როგორ უნდა წამხდარიყოო. ჭეშმარიტად ცოდვისა მოგვევლინაო და მტერმან ასე გაგვაქროო!“

ჭეშმარიტია თქმულობა მისი ესე უკანასკნელი და აქა მოსძებნის მეისტორიე წახდენისა მიზეზსა. წინასწარმეტყველისა პირითა მასვე იტყვის ღმერთი, განმგე მეფეთა და მეფობისა. წარვედი და არქვი, _ უბრძანა ღმერთმან ისაიას, _ ერსა ჩემსა ისრაილსა: „არა ვიყო მე წინამძღვრად ერისა ჩემისა: რამეთუ ენანი მათნი უსჯულოებენ და უფლისა მიმართ ურწმუნოებენ“.

ნუ დამცინებენ თქმასა ამას მკითხველნი შრომის ამის ჩემისა. მიიღონ ჰაზრი ესე ანუ თქმულად ტაციტისაგან, რომელიცა ვითარცა წარმართი _ ესრეთვე ეძიებდა რომელთამე დაცემისა მიზეზთა; ანუ თქმულად გიბბონისაგან მეისტორიეს დეისტისა, ანუ თქმულად ბოსვეტისაგან და მიშლესაგან _ ისტორიისა ფილოსოფიურად მწერალთა. მე ვიტყვი წინასწარმეტყველისაგან თქმულსა: მიიღონ სარწმუნოებასა ზედა მერყევთა ანუ ურწმუნოთა ჰაზრი მისი, ვითარცა თქმული კაცისაგან გონიერისა, მამულისა თვისისა მოყვარისა, შორს მხედველისა, დაწვრილებით ყოვლისავე გამომეძიებელისა, მთრთოლარისა სამეფოისა და მეფეთათვის თავგანწირულისა, რათა არა გამქრალიყო სარწმუნოება მტკიცე აბრაამისა, ვარსკვლავი ისრაილისა, ძალი და ძლიერება დავითისა, სიბრძნე და მართლმსაჯულება სოლომონისა. აქა კვალად ვსდუმებ. უძლურებამან და დუმილმან კალმისა ჩემისა განაღვიძონ და ასაუბრონ სხვანი... _ (თავიСXIII).

ასევე მეტად საყურადღებოა ქვეოთ მოყვანილი ამონარიდი XIX საუკუნის ფრანგი დიპლომატისა და კომერსანტის ჟაკ ფრანსუა გამბას ნაშრომიდან „მოგზაურობა დასავლეთ საქართველოში“ (1820-იანი წლების დასაწყისში), რომელშიც ავტორი ერთგვარ ისტორიულ ექსკურსს აკეთებს. იგი წერს:
„მოგზაურმა შარდენმა დეტალურად აღწერა შინაური ომები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში აჩანაგებდა ამ ბედკრულ ქვეყანას. იმხანად გამარჯვებულნი და დამარცხებულნი ისეთი სისასტიკით უსწორდებოდნენ ერთმანეთს, რომ მსგავს მაგალითებს მხოლოდ სპარსეთის ისტორიაში თუ შევხვდებით. მათი სისასტიკე არ ზოგავდა არც ბავშვებს, არც მოხუცებს, არც სქესსა და არც სილამაზეს.

სამეგრელოს ერთერთ ყველაზე დიდ ხელისუფალთაგან ლევან დადიანი მოიხსენიება, რომელიც 1650-იან წლებში მეფობდა. იგი გაეყარა აფხაზთა მთავრის ახალგაზრდა, ტურფა და ჭკვიან ასულს და ვიდრე მამამისს უკან მიჰგვრიდა, დადიანმა ქალს ცხვირი, ყურები და ხელები დააჭრა. შემდეგ მან ცოლი წაართვა საკუთარ ბიძას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მისი მეურვე იყო და ვისი წყალობითაც საკუთარი გვირგვინი ჰქონდა შენარჩუნებული.

რაც შეეხება იმერეთს, სულ მცირე დროის განმავლობაში აქ ერთმანეთის მონაცვლეობით მეფობდნენ ბაგრატი, ვახტანგი, ვამეყი და არჩილი, რომელთაც რიგრიგობით დასთხარეს თვალები ან მოკლეს. ერთ-ერთმა მათგანმა. კერძოდ, ბაგრატმა, კვლავ დაიბრუნა ტახტი, საკუთარი ხელით განგმირა ტახტიდან გადაყენებული წინამორბედი, ამოჰკვეთა მას გული, ხელებით დასრისა და გაუგონარი სიფიცხით შეპყრობილმა იგი ნაკუწ-ნაკუწ დაგლიჯა. ასეთ საშინელებებს რომ გაიგებ, ადამიანს სურვილი გებადება ეს უზურპატორები არა მეფეთა, არამედ დიდ ბოროტმოქმედთა შორის მოიხსენიო.

ამ დროიდან მოყოლებული, ვიდრე ამ ქვეყანას რუსები დაეპატრონებოდნენ, არც კია დიდად დასანანი, რომ ისტორიამ არ შემოგვინახა ამ ბედკრული ქვეყნის არც ავკაცთა სახელები და არც ის საშინელი ამბები, რასაც აქ უნდა ჰქონოდა ადგილი.

რაკი მეფეები თავს ასეთი ბარბაროსობის ნებას აძლევდნენ, სავსებით ცხადია, რომ ისინი ქვეშევრდომებს ისე ექცეოდნენ, როგორც საძაგელ ნახირს. აქ ხშირი ყოფილა სხეულის დასახიჩრების შემთხვევები. ზოგჯერ ამ ზომას იმიტომ მიმართავდნენ, რათა ყმების გაქცევები აღეკვეთათ, მაგრამ ზოგჯერ ასევე სჯიდნენ სულ უმნიშვნელო დანაშაულისთვისაც...

იმერეთის უკანასკნელ მეფეს სოლომონი ერქვა. რუსებმა მასზე ეჭვი მიიტანეს და მეფე თბილისში ჩაიყვანეს. აქ იგი სატუსაღოში ჩაამწყვდიეს, მაგრამ ერთგული კაცის თავდადების წყალობით მას გაქცევის სასუალება მიეცა. სოლომონ მეფე ტრაპიზონში გარდაიცვალა, სადაც მას თურქეთის ფაშამ თავშესაფარი მისცა.

როდესაც იმპერატორმა ალექსანდრემ, როგორც მონარქმა იმერეთი დაიკავა, ხოლო სამეგრელოსა და გურიაზე სიუზერენის უფლება განახორციელა, მისი ხელისუფლების პირველი ქმედება იმაში გამოიხატა, რომ მან აკრძალა თურქებისათვის ტყვეთა მიყიდვა, ლაგამი ამოსდო მთავრებისა და ბატონების სისასტიკეს და აუკრძალა მათ სხეულის დამახინჯებისა და სიკვდილით დასჯის კანონის გამოყენება. ამგვარად, ამ მხარისათვის ისეთი სიმშვიდისა და შვების აისი ამობრწყინდა, როგორსაც იგი არასდროს არ ყოფილა ჩვეული.

სწორი წარმოდგენა რომ ვიქონიოთ აზიაში რუსეთისა და ინგლისის მფლობელობის შეფარდებითს სიმტკიცეზე, საკმარისია შედარებულ იქნას ამ ორი სახელმწიფოს მმართველობის სისტემა მათ მიერ დაპყრობილ ქვეყნებში.

რუსები ძირითადად ძალაში ტოვებენ იმპერიასთან შემოერთებული ხალხების კანონებსა და ჩვეულებებს, მაგრამ საკუთარ სიძლიერეში დარწმუნებულნი უყოყმანოდ აუქმებენ ბარბაროსობის ყოვლ ნიშან-წესს.

რაც შეეხება ინგლისელებს, ინდოეთში, მაგალითად, ისინი არ კრძალავენ იქაური ხალხების კანონებსა და ჩვეულებებს. განათლებული ერის წარმომადგენლები, ერისა, რომელსაც თავი მოაქვს ამდენი ქველმოქმედებით, იძულებულნი არიან ყოველ წელს მოითმინონ რელიგიური ფანატიზმის საფუძველზე სიკვდილმისჯილი უამრავი ქვრივი ქალის კოცონზე დაწვის საშინელი სპექტაკლები. თუნდაც ეს ფაქტი ნამდვილად ადასტურებს, რომ ინგლისის ხელისუფლება ინდოეთში არამყარია, ადასტურებს ალბათ იმასაც, თუ რაოდენ ადვილია ქვეყნის დაპყრობა.

აქ წყდება იმ მოვლენათა თხრობა, რომელთა ასპარეზიც კოლხეთი იყო. ამიერიდან რუსეთის უზარმაზარი იმპერიის შემადგენლობაში შესული ეს ქვეყანა, ამჟამად მისი ერთერთი პროვინციათაგანი, ისტორიის კუთვნილებას აღარ წარმოადგენს“.

ამ უკანასკნელ ამონარიდში შესაძლოა ბევრი რამე არ ესიამოვნოს ქართველი მკითხველის ყურს, მაგრამ ჯერ ერთი ეს ავტორი, ასევე კაპიტანი დე გრაი დე ფუაც, დოქტორი იაკობ რაინეგსიც, პოლკოვნიკი ბურნაშოვიც იმ ხალხთა შვილები არიან, რომლებმაც შეძლეს საკუთარი სახელმწიფოების აშენება და ისტორიულ ქარტეხილებში მათი გამოტარება. ეს სულ მცირე იმის სურვილს მაინც უნდა აღგვიძრავდეს, რომ უფრო კარგად ჩავხედოთ საკუთარ წარსულს, რათა უკეთ დავინახოთ ჩვენი მომავალი. გარდა ამისა, ნუთუ ყველა ის უბედურება, რომლებიც ზემოთ მოყვანილ ამონარიდებშია გადმოცემული რუსული სახელწიფოს, რუსეთის მთავრობისა და რუსი მოხელეების ბრალია, თუ ოსმალობა-ყიზილბაშობის და ჩვენივე საკუთარი მანკიერებებისა? ყველა ისინი ხომ რუსეთის ჩვენში დამკვიდრებამდე ხდებოდა? ან კიდევ, განა XIX საუკუნეში ქართულ საზოგადოებაში განვითარებულ ეროვნულ-კულტურულ მშენებლობას იმ ჩარჩო-გარემოებებმა არ შეუწყვეს ხელი, რომლებიც რუსულმა სახელმწიფოებრიობამ შეუქმნა ქართველობას? განა რუსეთის იმპერიის კანონები უკრძალავდა ქართველ მაულიშვილებს კულტურულ-ნაციონალური ავტონომიის ფარგლებში ეროვნულ მოღვაწეობას, ოღონდ კი სახელმწიფოს არსებობისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობა არ დაეწყოთ, როგორც ამას აკეთებდნენ მარქსისტები ლოზუნგით „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით“?

ახლა რატომღაც კავკასიაში საქართველოს ისტორიულ ცენტრალურ როლზე უყვართ ლაპარაკი, და იმას კი არ უკვირდებიან, რომ ეს რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას შეეხება, ანუ ფაქტიურად, ირიბი სახით, რუსეთისთვის ომის გამოცხადების შინაარსს შეიცავს. მაგრამ, განა ისტორიულად, თურქეთის სულთნების, ყირიმის ხანებისა და ირანის სეფევიდი შაჰების დაფინანსებითა და წაქეზებით არ არბევდნენ დაღესტნელები და შესაძლოა სხვა ჩრდილოკავკასიელი მოთარეშენიც საქართველოს? ან, განა წმ. ილია მართლის მიერ გაჟღერებული მოწოდება _ მამულის, ენისა და სარწმუნოების მოფრთხილებისა და დაცვის შესახებ ქართველ ერს რაიმენირ სამხედრო-პოლიტიკურ ამოცანებს უსახავს ვთქვათ ვლადიკავკაზში, მაიკოპში, კრასნოდარში (ძველი ეკატერინოდარი), ნოვოროსიისკში, ანაპაში, მოზდოკში, გროზნოში, ყიზლარში, მახაჩყალაში, დარუბანდში, ბაქოში, განჯაში, ერევანში, გიუმრიში, ისტორიულ ანისსა და დვინში? თუ ეს საკუთრივ საქართველოში ქართული ზნეობის, კულტურისა და სინდის-ნამუსიანობის დაცვისა და განვითარების ამოცანებია? ეს უდაოდ იქნება ეთნიკურ-კულტურული ურთიერთობების ხასიათის ამოცანები საინგილოსა და ოსმალოს საქართველოში, თანაც ისეთი, რომ იქაური ხელისუფლებისგან ამ ხალხებს რამენაირი სატკივარი არ შეექმნათ. სწორედ ამას გულისხმობს, ჩემი აზრით, დღესდღეობით, ილიასეული “ენა, მამული, სარწმუნოება” და არა ქართული “ბონაპარტეობის” გაღვივებას.

VII. 1921 წლისა და მისი შემდგომი მოვლენების შესახებ

რაც შეეხება 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ხელმეორედ დაპყრობას, უნდა ითქვას, რომ იმ ხანად ჩვენი დამპყრობელი სულაც არ ყოფილა ისტორიული რუსული სახელმწიფო, ანუ რუსეთის იმპერია, ხოლო მის სათავეში მოსული ბოლშევიკურ ბანდა სულაც არ ფიქრობდა და ზრუნავდა რუსული სახელმწიფოებრიობის ისტორიული გზის გაგრძელებაზე. მათ სულ სხვა საზრუნავი ჰქონდათ. თანამედროვე რუსი პროფესორის ანატოლი სმირნოვის მიერ მირქმის სახელობის სასულიერო სემინარიაში “რუსეთის ისტორიაში (1917-1937 წწ.)” წაკითხული ლექციების კურსში, რომელი ინტერნეტში არის გამოქვეყნებული საიტზე Православие.Ru, ვკითხულობთ:

“უყვარდათ რუსეთი და იბრძოდნენ მისთვის თეთრებიცა და წითლებიც. მაგრამ უყვარდათ სხვადასხვანაირი სიყვარულით, სხვადასხვანაირ შინაარსს დებდნენ ცნებაში „რუსეთი“. დიახ, რა თქმა უნდა, თეთრი გვარდია იყო უფრო გულწრფელი თავის გრძნობებში სამშობლოსადმი, ბოლშევიკები კი იყვნენ ცინიკოსები. საერთოდ კი, ისინი უყურებდნენ რუსეთს როგორც ბაზას მსოფლიო რევოლუციისთვის. და ლენინს ეკუთვნის ასეთი სიტყვები: „მიმიფურთხებია რუსეთისთვის! მე მსოფლიო რევოლუცია უნდა გადავარჩინო“. მსოფლიო რევოლუციაზე ამ ფსონის გარეშე ჩვენ ვერაფერს ვერ გავიგებთ სამოქალაქო ომში. მაგრამ იგი ვერ განხორციელდა. რევოლუციური მცდელობები რევოლუციური ხელისუფლების დასამყარებლად იყო დასავლეთ ევროპაშიც. გამოცხადებულ იქნა უნგრეთის სოციალისტური რესპუბლიკა. გერმანიის ტერიტორიაზე წარმოიქმნა ბავარიის საბჭოთა რესპუბლიკა და სხვა, მდ. რაინის პირა მხარეებში იყო ძლიერი კომუნისტური გავლენები, მაგრამ ყოველივე ეს განადგურებულ იქნა, ვერ იხარეს მისმა თესლებმა”...

ცოტათი უფრო ადრე, ბრესტ-ლიტოვსკში გერმანიასთან ზავის დადების თაობაზე, პროფ. სმირნოვი წერს:

“ძალაუფლების თავიანთ ხელში აღების შემდეგ, მათ (ბოლშევიკებმა _ ი. ხ.) ხომ მოუწოდეს მშვიდობისკენ. ეს მოწოდება არავინ არ შეისმინა _ ინგლისი და საფრანგეთი აგრძელებდნენ ომს გერმანიასთან. მაშინ ისინი სეპარატულ მოლაპარაკებებში შევიდნენ გერმანელებთან. ბრესტლიტოვსკში სხდომებს ატარებდა სახკომსბჭოს მიერ გაგზავნილი დელეგაცია ტროცკის მეთაურობით. იგი იქ სხდომებს ატარებდა ორი თვის მანძილზე _ გერმანელებთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. გერმანელები დაჟინებით მოითხოვდნენ მშვიდობას. ზავი უკვე გამოცხადებული იყო, ომი შეწყდა, რისთვისაც გადმოსხეს კიდეც მოკავშირეებმა ჯარები რუსეთში _ ბოლშევიკები უკვე აღარ მიდიოდნენ აღმოსავლეთისკენ (?). გერმანელები სთავაზობენ სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას „status quo“-ს პირობებზე, ე. ი. მიწები, რომლებიც დაიპყრეს გერმანელებმა, რჩება მათ განკარგულებაში, ხოლო ის მიწები რომლებიც რჩება რუსების კონტროლი ქვეშ, იქნება რუსული სახელმწიფოს შემადგენლობაში. რა თქმა უნდა, ამით ჩვენ ვკარგავდით უკრაინის მნიშვნელოვან ნაწილს, ბელორუსიის დასავლეთ ნაწილს; ბუნებრივია, პოლონეთს, მაგრამ პოლონეთი უკვე ჩამოგვცილდა და იყო დამოუკიდებელი; ისევე როგორც ბალტიისპირეთის ნაწილი _ ლიტვისა და ბელორუსიის, გერმანელებმა აიღეს რიგა. მაგრამ იმის თქმა, რომ ეს პირობები ძალზედ მძიმე იყო, რა თქმა უნდა. არ შეიძლება. ამ პირობებს ტროცკიმ მისცა მძარცველური, დამპყრობლური პირობების კვალიფიკაცია. იგი იდგა კონტრიბუციის მშვიდობიანად შეჩერების პოზიციაზე, და აქ თავს ახვევენ მძარცველურ მშვიდობას, მიაქვთ ტერიტორია. და, მაშინ მან განაცხადა, რომ რუსული დელეგაცია ამ სამარცხვინო მშვიდობას ხელს არ აწერს, ომს წყვეტს, ახდენს არმიის დემობილიზებას. ფსონი გაკეთებული იყო იმაზე, რომ გერმანელები ან ვერ გაბედავენ შემოტევას, ხოლო, თუკი ისინი გადმოვლენ შეტევაში, ამით ისინი ამხელენ საკუთარ თავს მთელი მსოფლიოს წინაშე და გამოიწვევენ გერმანელი ხალხის, გერმანული მუშათა კლასის აღშფოთებას, და გერმანიაში დაიწყება რევოლუცია. ტროცკი შემდეგში აცხადებდა, რომ ფსონი გაკეთებული იყო იმაზე, რომ იმ შემთხვევაში, თუკი გერმანელები გადმოვლენ შეტევაში, დაიწყება რევოლუციური ომი. რუსეთი შესაძლოა დაპყრობილ იქნას გერმანელების მიერ, მაგრამ რევოლუციური ცეცხლის ალი გავრცელდება მთელ ევროპაში, და რუსეთის მსხვერპლი არ იქნება ამაო, იმიტომ რომ მისი დაღუპვა იქცევა სიგნალად გამარჯვების მომტანი მსოფლიო რევოლუციისთვის. აი ასეთი იყო პოზიცია. პატრიოტული მას არ შეიძლება ეწოდოს.

გაიშალა მხურვალე კამათები კომუნისტებს შორის. მემარცხენე კომუნისტები ბუხარინის მეთაურობით აცხადებდნენ, რომ საჭიროა მისწრაფება მსოფლიო რევოლუციისკენ, და თუკი ამ რევოლუციის მსვლელობის დროს რუსეთი დაიღუპება _ ეს არ არის მნიშვნელოვანი. ბუხარინის ერთერთი მომხრეთაგანი, რომელიც მოგვიანებით სათავეში ედგა მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტს, ითვლებოდა პარტიის ძალზედ თვალსაჩინო თეორეტიკოსად, რიაზანოვი (ეს მისი ფსევდონიმია, მისი გვარი კი სუფთად ებრაულია), ამბობდა: „გაუმარჯოს რევოლუციურ ომს! გაუმარჯოს მსოფლიო კომუნიზმის გამარჯვებას! რუსეთი კი _ ისტორიის ნეხვია. რუსეთის დაღუპვა გაანაყოფიერებს ნიადაგს მსოფლიო კომუნიზმის გამარჯვებისთვის“... და ასე შემდეგ.

ნუთუ ასეთი ხელისუფლების ხელში მყოფი ქვეყანა რუსული სახელმწიფო იყო? ნუთუ ვინმე ჭკუათმყოფელს უნდა მოუვიდეს ასეთი რამ თავში? სრულებითაც არა _ ამ ბანდამ მსოფლიო რევოლუციური მოძრაობის უკან მდგარი ძალებისგან და გერმანიის გენერალური შტაბისგან მიღებული ფინანსური, პოლიტიკური და სამხედრო დახმარების წყალობით, უწინარეს ყოვლისა დაიპყრო თავად რუსეთი _ ველიკოროსია, და შემდეგ უკვე მისი განაპირა მხარეები, მსოფლიო რევოლუციის ინტერესებში, შრომის მსოფლიო ძმობის ლოზუნგით, მთელი მსოფლიოს პროლეტარიატის შეერთების იმდროინდელი გლობალისტური ლოზუნგით. კომუნიზმი წარმოადგენდა გლობალიზაციის ერთერთ პროექტს XX საუკუნის დასაწყისში. მე წამიკითხავს, რომ ამ ძალის დაფინანსებაში მონაწილეობდა როკფელერის სინდიკატის ერთერთი ბანკირიც, თუ მეხსიერება არ მღალატობს, გვარად შიფერი; ხოლო ტროცკის „ბოევიკები“ ზამთრის სასახლის ასაღებად წინასწარ სწავლებასა და მომზადებას გადიოდნენ ნიუ-იორკთან ახლოს მდებარე „სტანდარტ ოილ კომპანის“ კუთვნილ ერთერთ მამულში. ამ ბანდის შემადგენლობაში ველიკოროსები ყველაზე უფრო ცოტანი იყვნენ, ხოლო წამყვანი პოზიცია ეკავათ ებრაელებს (ტროცკი, ზინოვიევი, კამენევი, სვერდლოვი, ბუხარინი), ასევე ქართველებსა (სტალინი, ორჯონიკიძე, ენუქიძე) და პოლონელებს (ძერჟინსკი, მენჟინსკი); თავად ულიანოვი-ლენინი მამით ყალმუხი გახლდათ, დედით კი ებრაელი. ყოველივე ეს კი მოგვიწოდებს, რათა უფრო გულდასმით შევისწავლოთ რუსეთის რევოლუციის ისტორიაც, თუკი ამ ქვეყანასთან ნორმალური, პატიოსანი და ღირსეული ურთიერთობები გვინდა.

სახელდობრ, მეტად საყურადღებო უნდა იყოს თანამედროვე რუსი მეცნიერისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწის, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის ნატალია ნაროჩნიცკაიას ნაშრომიდან “რუსეთი და მსოფლიო აღმოსავლური საკითხი” ქვემოთ მოყვანილი ერთი ამონარიდი, რომელშიც ნათქვამია:

„შევადაროთ ერთმანეთს აშშ-ისა და ინგლისის რეაქცია 1917 წლის რუსეთის კრიზისზე. როდესაც რუსეთში მოხდა რევოლუცია, ჰაუზმა (2) დაუყოვნებლივ ურჩია ვილსონს, რომ „არ არის საჭირო რაიმეს გაკეთება, გარდა იმისა, რომ დავარწმუნოთ რუსეთი ჩვენს სიმპატიაში მისი მცდელობებისადმი დაამყაროს მტკიცე დემოკრატია და აღმოვუჩინოთ მას მთელი არსებული ხერხებით ფინანსური, სამრეწველო და მორალური მხარდაჭერა“. ეს განსაცვიფრებლად განსხვავდებოდა ჩერჩილის მსჯელობისგან, რომელმაც მწუხარე პატივისცემის ხარკი მიუძღვნა რუსულ ტრაგედიას. სერ უინსტონ ჩერჩილი უკვე თავად აღარ მიეკუთვნებოდა იმ ახალ დასავლეთს, რომელიც იქცა მსოფლიო რევოლუციის თუ არა პრაქტიკულ, მორალურ მხარდამჭერად მაინც.

„მე არ ვცნობ ბოლშევიკების უფლებას წარმოადგენდნენ რუსეთს... მათი იდეალია – მსოფლიო პროლეტარული რევოლუცია, _ ამბობდა ჩერჩილი თავის სიტყვაში თემთა პალატაში 1919 წლის 5 ნოემბერს, _ ბოლშევიკებმა ერთი დარტყმით მოპარეს რუსეთს მისი ორი ყველაზე უფრო ძვირფასი განძი: მშვიდობა და გამარჯვება, ის გამარჯვება, რომელიც უკვე მის ხელში იყო... გერმანელებმა გაგზავნეს ლენინი რუსეთში მოფიქრებული განზრახვით ემუშავა რუსეთის დამარცხებისთვის, _ ამბობდა ჩერჩილი იმის შესახებ, რაც მისთვის ცნობილი იყო, და რაც მასში ეჭვს არ იწვევდა, _ ვერ მოასწრო მან რუსეთში ჩასვლა, როგორც კი დაიწყო აქეთ-იქიდან საეჭვო სუბიექტების თავისთან მოზიდვა საიდუმლო თავშესაფრებიდან ნიუ-იორკში, გლაზგოში, ბერნსა და სხვა ქვეყნებში... მან ერთად მოაგროვა ძლევამოსილი სექტის, მსოფლიოში ყველაზე უფრო ძლევამოსილი სექტის მმართველი თავები... ამ ძალებით გარშემორტყმულმა მან დაიწყო მოქმედება... ჭრიდა რა ნაკუწებად ყველაფერს, რაზედაც ემყარებოდა რუსეთი და რუსი ხალხი... რუსეთი ძირს უნდა დაენარცხებინათ... მას მოპარეს ის ადგილი, რომელიც მას ეკუთვნოდა მსოფლიოს დიდ ხალხებს შორის“.

ბრიტანული იმპერიული იდეოლოგიის ეს თვალსაჩინო წარმომადგენელი, ბრიტანეთის იმპერიის ინტერესების დამცველი, რომლისთვისაც რუსეთი გახლდათ ობიექტურად საწინააღმდეგოდ მომქმედი ძალა და დაბრკოლება, მაინც გრძნობდა, რომ რუსეთში მოხდა რევოლუცია ყველაფრის წინააღმდეგ, „რაზედაც ემყარებოდა“ მთელი ევროპა და მთელი ქრისტიანული სამყარო, და არა მხოლოდ „რუსეთი და რუსი ხალხი“.

...ბოლშევიკური რევოლუცია და მისი მესამეფენისეული მევახშური სულისჩამდგმელები სულიერად ძალზედ უცხონი იყვნენ ჩერჩილისთვის. მიუხედავად იმისა, რომ რევოლუცია გზიდან უცილებდა გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეს მსოფლიო არენაზე, ჰერცოგი მარლბორო მისდამი განიცდიდა კეთილშობილურ თანაგრძნობას“...

VIII. პოლონეთის ამბების შესახებ

რაკი ქართულ საზოგადოებაში რუსეთის რევოლუციის შესახებ არსებულ დამახინჯებულ ცოდნას შევეხეთ, და გარდა ამისა, ახლახანს მოხდა პოლონეთის პრეზიდენტისა და სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სერიოზული ნაწილის დაღუპვა ავიაკატასტროფაში ქ. სმოლენსკთან. და ეს დაკავშირებული იყო 1940 წელს საბჭოთა ხელისუფლების მიერ 22 ათასი პოლონელი ოფიცრის დახვრეტის ფაქტთან, ამიტომ გარდა იმ ცალმხრივი რუსეთის დამადანაშაულებელი ინფორმაციისა, რომელიც საქართველოს ტელევიზიებით გადაიცემოდა, მინდა მოვიყვანო რუსული მხარის გარკვეული ხედვაც არა საკუთრივ კატინის ამბებთან, არამედ მთლიანად 1939-1940 წწ. მოვლენებთან დაკავშირებით. სახელდობრ, ნ. ა. ნაროჩნიცკაიას წერილში „ანგლოსაქსების გეოპოლიტიკური გეგმების მემკვიდრეობითობა ევროპასთან მიმართებით“, ნათქვამია:

“1939 წლის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი წარმოადგენს ინგლისური სტრატეგიის უმსხვილეს ჩავარდნას მთელი XX საუკუნის მანძილზე, ამიტომ ყოველთვის იწყებენ მის დემონიზებას. ძნელად თუ იმედოვნებდა ბრიტანეთი, რომ ომს აიცილებდა, მაგრამ მისთვის და მთელი დასავლეთ ევროპისთვის ყველაზე უფრო ნაკლებ ზარალს ექნებოდა ადგილი, თუკი ისინი ჩაებმებოდნენ ომში მას შემდეგ, რაც ჰიტლერი თავიდან წამოვიდოდა საბჭოთა კავშირზე, უკრაინაზე ბალტიისპირეთის გამოვლით, რომლის გარანტირებაზეც ანგლოსაქსები უარს ამბობდნენ და ჰიტლერს აქეთკენ გზას არ უკეტავდნენ, ისევე როგორც სტალინი არ უკეტავდა მას გზას პოლონეთზე. ურთიერთ გამოფიტვისთვის განწირული ომი სსრკ-თან, ჰიტლერის პირველი ნაბიჯების სახით, ჰპირდებოდათ „ატლანტიკური“ ევროპის შენარჩუნებას შედარებით მცირე სისხლის ფასად, ასევე საბჭოთა კავშირის უმწეობას ან დაშლასა და აღმოსავლეთ ევროპის რეორგანიზების შესაძლებლობას. თუმცა კი თავად ბრიტანელი პოლიტიკოსები სტალინის მოქმედებებს თვლიდნენ სავსებით დასაბუთებულად, რომლებიც ბუნებრივად გამომდინარობდა როგორც ისტორიული უფლებებიდან, ისე არსებული გარემოებებიდანაც. „ყველაზე უფრო ნაკლებად მსურს ვიცავდე საბჭოთა მთავრობის მოქმედებებს სწორედ იმ მომენტში, როდესაც იგი მათ მიმართავს..., _ კომენტარს უკეთებდა ლორდი ჰალიფაქსი საბჭოთა-გერმანულ ხელშეკრულებას ლორდთა პალატაში 1939 წლის 4 ოქტომბერს, _ მაგრამ სამართლიანი იქნება შეგახსენოთ ორი რამ: ჯერ ერთი, საბჭოთა მთავრობა არასდროს არ მიმართავდა ასეთ მოქმედებებს, თუკი გერმანიის მთავრობა არ დაიწყებდა, და ომის გამოცხადების გარეშე პოლონეთში შეჭრით მაგალითს არ მისცემდა; მეორეც, უნდა შეგახსენოთ, რომ საბჭოთა მთავრობის მოქმედებები მდგომარეობდა საზღვრის გადატანაში არსებითად იმ ხაზამდე, რომელიც ლორდ კერზონის მიერ იყო რეკომენდირებული ვერსალის კონფრენციის დროს... მე მხოლოდ მომყავს ისტორიული ფაქტები და ვვარაუდობ, რომ ისინი უდაოა“ (რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის არქივი, ფონდი #7, აღწერილობა #4 #19, საქაღალდე 27, ფურცელი 25).

მართლაც, ბუკოვინის ნაგლეჯის გარდა, სტალინმა მხოლოდ უკან დაიბრუნა ის მიწები, რომლებიც „მიიტაცეს“ რუსეთისგან სამოქალაქო ომის მსვლელობისას (ამ ტერმინს იყენებს ჰ. კისინჯერი საბჭოთა-გერმანული პაქტით მოხაზულ გავლენის სფეროებთან მიმართებით, რამდენიმე გვერდის შემდეგ კი ამას ივიწყებს და იწყებს „ნაცისტურ-საბჭოთა“ პაქტის დემონიზებას). და მაინც მისი ფუნდამენტური წიგნის ის თავი, რომელიც ეძღვნება ამ მოვლენას, გამოხატავს გულდაწყვეტისა და უნებლიე აღტაცების ნაზავს. ასე, მას მოჰყავს ჰიტლერის სიტყვები, ნათქვამი 1939 წლის 11 აგვისტოს: „ყველაფერი, რასაც მე ვიღონებ, მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ. თუკი დასავლეთი ზედმეტად სულელი და ბრმაა, რათა შეიგნოს ეს, მე იძულებული გავხდები წავიდე რუსეთთან ხელშეკრულებაზე, დავამარცხო დასავლეთი, ხოლო შემდეგ, მისი დამარცხების მერე, მთელი ჩემი ძალებით მივბრუნდე საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ“.

კისინჯერი ეთანხმება, რომ „ეს ნამდვილად წარმოადგენდა ჰიტლერის პირველი რიგის ამოცანების მკაფიო ასახვას: დიდი ბრიტანეთისგან მას სურდა ჩაურევლობა კონტინენტის საქმეებში, ხოლო საბჭოთა კავშირისგან უნდოდა „Lebensraum“-ის, ე. ი. „სასიცოცხლო სივრცის“ შეძენა. სტალინის მიღწევების საზომად უნდა ჩაითვალოს ის, რომ მან თუნდაც დროებით, მაინც ადგილები შეუცვალა ჰიტლერის პრიორიტეტებს“. მაგრამ ეს ხომ შესაძლებლობების მაქსიმუმია და არ შეიძლება შევაფასოთ სხვაგვარად, თუ არა დიპლომატიის გამოჩენილ წარმატებად. თავად კისინჯერიც სწორედ ასე აფასებს ამ პაქტს და უწოდებს მას საშუალებების უმაღლეს მიღწევას, რომლებიც „სავსებით შესაძლებელია იყოს წინასახეები ტრაქტატიდან თემაზე: XVIII საუკუნის სახელმწიფო მმართველობის ხელოვნება“ (ჰენრი კისინჯერი, დიპლომატია (რუსულ ენაზე), მოსკოვი, 1996, გვ. 298, 302).

როგორც ლორდ ჰალიფაქსის სიტყვაში, ისე ჰ. კისინჯერის წიგნშიც არის მინიშნებანი 1918-1922 წწ. სამოქალაქო ომში რუსეთის მიერ დაკარგულ და პოლონეთს შეერთებულ ისტორიულ დასავლეთ-რუსულ ტერიტორიებზე. ამიტომ დაფიქრებული და ცოდნის დამფასებელი მკითხველისთვის მეტად საყურადღებო უნდა იყოს ე. წ. „თეთრპოლონელებსა“ და საბჭოთა რუსეთს შორის 1920 წელს მიმდინარე ომის პერიპეტიების გაცნობა. ქვემოთ მომყავს რამდენიმე ამონარიდი ანატოლი სმირნოვის ზემოთ მოყვანილი ლექციების კურსიდან. სახელდობრ, პროფ. სმირნოვი ერთერთ თავში, სახელწოდებით „ბოლშევიკებმა საკუთარი თავი გამოიყვანეს სამშობლოს დამცველების როლში“, აღნიშნავს:

„თეთრები, იგივე დენიკინი, იგივე კოლჩაკი, თანამშრომლობენ უცხოურ ჯარებთან _ ინგლისელების, ფრანგების, იაპონელების ჯარებთან, რომლებიც გადმოსხდნენ რუსეთში (ოფიციალურად _ გერმანიის წინააღმდეგ ბოლშევიკების მიერ მოხსნილი აღმოსავლეთის ფრონტის აღდგენისთვის _ ი. ხ.). გამოდის, რომ თეთრგვარდიელები რუსული მიწის ოკუპანტებთან ერთად არიან, ბოლშევიკები კი _ რუსული მიწის დამცველები, ოკუპანტებისა და მათი დამქაშებისგან. ლენინი კი ამბობს: „დიდი სამამულო ომი იქნება ჩვენთვის მაგალითი“. აქ მოვლენების მსვლელობამ ითამაშა ბოლშევიკების სასარგებლოდ. ლიტერატურაში ამ საკითხს ან საერთოდ ტოვებენ, ან კიდევ გადმოსცემენ დამახინჯებულად. უცხოური ჯარები _ ინგლისელები, ფრანგები, ამერიკელები, იაპონელები _ რუსეთის მიწაზე გადმოსხდნენ იმისთვის, რათა შეექმნათ აღმოსავლეთის ფრონტი გერმანელებთან საბრძოლველად. ბოლშევიკები ხომ გამოვიდნენ ომიდან, დაიწყეს მოლაპარაკებები მშვიდობის შესახებ, საომარი მოქმედებები შეწყდა. ეს კი ნიშნავს, რომ საჭიროა განახლდეს ეს მოქმედებები. გერმანელებმა, ისარგებლეს რა იმით, რომ რუსული არმია გამოვიდა ომიდან, შეწყვიტა ბრძოლა, კვლავ პარიზისკენ შეუტიეს. იქ გაჩაღდა უზარმაზარი ბრძოლები 1918 წლის ზაფხულში. პირველ ადგილზე უცხოურ ჯარებს უდგათ _ ბრძოლის გაგრძელება გერმანიასთან, და არა ბრძოლა რუს ხალხთან და მის ბოლშევიკურ მთავრობასთან, როგორც ამას გამოხატავდნენ ლენინი და ტროცკი. ალექსეევს არ დაუძახია უცხო ჯარებისთვის. ისინი თავად გადმოსხდნენ რუსეთში. მაგრამ, რამდენადაც ალექსეევი დგას გერმანელებთან ბრძოლის პოზიციაზე, ამდენად ბუნებრივია, რომ იგი მოქმედებს ფრანგულ და ინგლისურ ჯარებთან ერთად. და ასევე კოლჩაკიც, და ასევე დენიკინიც. მაგრამ ანგარიშები _ ერთია, ხოლო ცხოვრების ყოველდღიური პროზა კი _ მეორე. ფაქტი რჩება ფაქტად, რომ მოსკოვსა და პიტერში _ სადაც ბოლშევიკები არიან _ ოკუპანტები არ არიან, ხოლო დონზე, ოდესაში, ციმბირში _ დგანან ოკუპანტები. ამიტომ სამოქალაქო ომი იძენს სამამულო ბრძოლის ხასიათს. განსაკუთრებით მკვეთრად ამან თავი იჩინა მას შემდეგ, რაც ბრძოლაში ჩაება პოლონეთი.

პოლონელებმა გამოაცხადეს თავიანთი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ოკუპირებული იყვნენ გერმანელების მიერ. მას შემდეგ, რაც გერმანია დაეცა 1918 წ., ისინი ნამდვილად ითვლებოდნენ დამოუკიდებელ დერჟავად. ამ დროისთვის მათ უკვე ჰყავდათ თავიანთი შეიარაღებული ძალები, მათ რიცხვში პოლონური არმიის ერთერთი კორპუსი _ გენერალ დოვბა ბრუსნევსკისა, ჩამოყალიბებული იყო რუსეთში, შეიარაღებული რუსული იარაღით, იმიტომ რომ პოლონელები საკმარისად იყვნენ რუსეთის იმპერიაში. პოლონელ მოხალისეთაგან ჩამოყალიბებულ იქნა პოლონური კორპუსი გერმანიის წინააღმდეგ საბრძოლველად, იმიტომ რომ პირველი მსოფლიო ომის ბრძოლის მიზანს რუსეთის მხრიდან წარმოადგენდა პოლონეთის განთავისუფლება გერმანული ჩაგვრისგან, მთელი პოლონური მიწების გაერთიანება ერთ სახელმწიფოდ რუსეთის იმპერატორის უმაღლესი მმართველობის ქვეშ. ახლა კი, როდესაც გერმანელები დამარცხებული არიან, პოლონეთი გახდა დამოუკუდებელი, გაერთიანდა მთელი პოლონური მიწები, და მთელი პოლონური არმიის მთავარსარდალმა, გენერალმა იოზეფ პილსუდსკიმ გამოაცხადა, რომ პოლონეთი უნდა იყოს ზღვიდან ზღვამდე _ ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე, პოლონეთში უნდა ჩართონ მთელი უკრაინული და ბელორუსული მიწები, რომლებიც ოდესღაც შედიოდა ძველ რჟეჩ პოსპოლიტაში.

დაიწყო საბჭოთა-პოლონური ომი. პოლონელებმა დაიპყრეს კიევი. ამ მომენტში რუსული ოფიცერთა კორპუსი, რომელიც ჯერ კიდევ აგრძელებდა ბრძოლას ბოლშევიკებთან ვრანგელის ხელმძღვანელობით (უკვე ყირიმში), აღმოჩნდა დილემის წინაშე, აღმოჩნდა საშინელ ფსიქოლოგიურ გატეხილობაში (გულჩაწყვეტილობაში). რუსეთს თავს დაესხნენ პოლონელები. მათი მიზანია _ აღორძინებული პოლონეთის შემადგენლობაში ჩართონ ბელორუსული და უკრაინული მიწები. ეს ნიშნავს, რომ საჭიროა რუსეთის დაცვა, ჩვენ კი ბრძოლას ვაწარმოებთ რუსულ მთავრობასთან. გამოდის, ჩვენ _ პოლონელებს ვეხმარებით. ეს ნიშნავს, რომ რუსი ოფიცრის მოვალეობაა _ შევწყვიტოთ ბრძოლა ბოლშევიკებთან და დავდგეთ არა ბოლშევიკების მხარეზე, არამედ რუსეთის მხარეზე, დავიცვათ რუსეთი იარაღით ხელში პოლონელებისგან“... ამის შემდეგ პროფ. სმირნოვი საუბრობს გენ. ვრანგელის ოფიცერთა ინიციატივის შესახებ რათა „თეთრებსა“ და „წითლებს“ დროებით დაედოთ ურთიერთშორის ზავი და ერთად ებრძოლათ პოლონელების წინააღმდეგ, მაგრამ ტროცკიმ და ლენინმა ეს არ მიიღეს.

სხვა თავში სახელწოდებით _ „ერთიანი და განუყოფელი“ რუსეთი, თუ ხალხთა „თვითგამორკვევის თავისუფლება“? _ პროფ. სმირნოვი წერს:

„ბოლშევიკებმა გამოიყენეს პოლონური ფაქტორიც. პოლონეთში წარმოიქმნა მთავრობა, გამოცხადებულ იქნა რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. პოლონური არმიის უმაღლეს მთავარსადლად იყო იუზეფ პილსუცკი, მან მიიღო მარშლის წოდება, ფაქტიურად ის იყო რესპუბლიკის პატრონი. თუმცა იქ იყო პრემიერ-მინისტრი, მაგრამ პრემიერ-მინისტრად მათ გახადეს სახელგანთქმული პოლონელი პიანისტი პობერევსკი, იმიტომ რომ ეს იყო ერთადერთი პოლონელი, რომელსაც იცნობდა ევროპა, იცნობდა როგორც დიდ მუსიკოსს. და, რამდენადაც იგი ცნობილია მსოფლიოში, იგი აირჩიეს კიდევაც პრემიერად, რათა მას ეწარმოებინა მოლაპარაკებები უცხოურ სახელმწიფოებთან, მიეღო ელჩები. ფაქტიურად კი, ძალაუფლება ჰქონდა იუზეფ პილსუცკის. მან ჯერ კიდევ ომის წლებში ავსტრია-უნგრეთში შექმნა პოლონური ლეგიონი რამდენიმე ათასი ადამიანისგან, რომელიც ავსტრიელებმა შეაიარაღს, დაეხმარნენ მის შექმნაში იმისთვის, რათა ამ ლეგიონს ებრძოლა ავსტრია-უნგრეთის მხარეზე რუსეთის წინააღმდეგ. როდესაც მეფე უკვე დაამხეს, პილსუცკი შევიდა შეთანხმებაში გერმანიის სარდლობასთან, ამ ლეგიონმა გაიარა ყოფილი რუსეთ-პოლონეთის საზღვარი და შევიდა ვარშავაში. მას შეუერთდა გენერალ დოვბა ბრუსნიცკის პოლონური კორპუსი, რომელიც შექმნილი იყო მეფის ხელისუფლების მიერ, დაბინავებული იყო ბელორუსიაში, მოგილიოვის რაიონში, და ასევე მოითვლიდა დაახლოებით 10 ათას ხიშტსა და ხმალს. ძირითადად ის იყო საკავალერიო შენაერთი. დოვბა ბრუსნიცკის კორპუსი იქმნებოდა გერმანიასთან საბრძოლველად რუსეთის მხარეზე. როდესაც მეფე ჩამოაგდეს და პოლონეთი გამოცხადებულ იქნა დამოუკიდებლად, ეს კორპუსი წავიდა ვარშავაში. და აი, ამ ორმა _ პილსუცკის ლეგიონმა და დოვბა ბრუსნიცკის კორპუსმა შექმნეს პოლონური არმიის ბირთვი. ამ არმიამ დაიპყრო დასავლეთ უკრაინა, ბელორუსიის დასავლეთ ნაწილი, და შემდეგ კი უეცრად შეაჩერა შემოტევა. ბოლშევიკები შევიდნენ პილსუცკისთან მოლაპარაკებებში, იმიტომ რომ ამ დროს ვრანგელი გამოძვრა ყირიმიდან და გადავიდა შეტევაში. პილსუცკი თვლიდა, რომ ბოლშევიკები მისთვის უფრო ნაკლებად საშიში მტრები არიან, ვიდრე „ერთიანი და განუყოფელი რუსეთი“, რომ, თუკი თეთრები გაიმარჯვებენ, მაშინ ისინი ალბათ არ აღიარებენ პოლონეთის დამოუკიდებლობას, ლენინმა კი პოლონეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამიტომ, მისთვის არ არის მიზანშეწონილი ეხმარებოდეს თეთრებს წითლების წინააღმდეგ, და მისი შემოტევა დროებით შეჩერებულ იქნა. მოლაპარაკებებს მასთან აწარმოებდა ლენინის პირადი მეგობარი, პოლონელი სოციალისტი ხამეცკი, რომელიც ომის წლებში იყო ლენინის საიდუმლო აგენტად გერმანული ფულების მიღების საქმეში. იგი ახლოს იყო ვლადიმირ ილიას ძესთან, მისი ნდობით აღჭურვილი პირი გახლდათ. და ხამიცკიც გამოიყენეს, რადგანაც მას ჰქონდა კავშირები, ის იყო სოციალ-დემოკრატი. მართალია, ის არ ყოფილი პოლონელი, ის იყო პოლონელი ებრაელი, მაგრამ, კავშირები მას მაინც ჰქონდა კოლოსალური. და აი, მან მოახერხა მოლაპარაკებოდა პილსუცკის. გარდა ამისა, არცთუ მცირე როლი ითამაშა კიდევ იმან, რომ პილსუცკი თავისი შეხედულებებით, სულ მცირე, ადრე, პოლონეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე და პოლონური არმიის სარდლად მის დანიშვნამდე, იყო სოციალისტი, პოლონეთის სოციალისტური პარტიის წევრი. მართალია, იგი ამბობდა, რომ პოლონეთის დამოუკიდებლობა უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე სოციალიზმიო: „თავიდან დამოუკიდებლობას მოვიპოვებთ, ხოლო შემდეგ კი ავაშენებთ სოციალიზმს. უწინარეს ყოვლისა _ დამოუკიდებლობა“. საერთოდ, ეს საინტერესო პიროვნებაა. როდესაც იგი გახდა უმაღლესი მთავარსარდალი, ვარშავიდან კიევში იგი სწერდა თავის მეგობარს, რომელთანაც გადასახლებაში დამეგობრდა: „კოსტია, ჩამოდი ჩემთან ვარშავაში. მე აქ არცთუ ცუდად მოვეწყე, მე ახლა უმაღლესი მთავარსარდალი ვარ, პოლონეთის მარშალი. გავიხსენოთ ძველი დრო“. ეს ადრესატი, უკრაინელი სოციალ-დემოკრატი, შემდეგში პეტლიურელი, ნამდვილად იყო პილსუცკისთან ერთად ციმბირის გადასახლებაში, ე. ი. ეს ანეკდოტური ფაქტი მეტყველებს იმის შესახებ, რომ პილსუცკიმ მაშინვე არ გაწყვიტა კავშირები თავის სოციალისტურ წარსულთან. საქმე იმაშია, რომ იგი იყო _ სოციალისტური მოძრაობის ვეტერანი. პირველად იგი დაპატიმრებულ იქნა ალექსანდრე ულიანოვის საქმეზე, როდესაც იყო თავდასხმა ალექსანდრე III-ზე. მან მაშინ დაამთავრა გიმნაზია. მისი უფროსი ძმა ბოლესლავი იყო პირადი მეგობარი ალექსანდრე ულიანოვისა, რომელიც ამზადებდა თავდასხმას ალექსანდრე III-ზე. როდესაც შეთქმულება გამჟღავნებულ იქნა, და ალექსანდრე ულიანოვი და მისი ამხანაგები ჩამოაღრჩეს, უფროსი პილსუცკი გადაასახლეს სახალინზე, სადაც იგი მოკვდა ჭლექისგან. მაგრამ ამავდროულად არ დაინდეს უმცროსი ძმა იუზეფიც, რომელიც ციმბირში გადაასახლეს რამდენიმე წლით. შემდეგ იგი დაბრუნდა, და ისევ ასახლებდნენ, ამიტომ, ყოველ შემთხვევაში, მას ჰქონდა მდიდარი რევოლუციური წარსული, და იგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ესერული მიმართულების მქონე რუსულ რევოლუციურ მოძრაობასთან, ეროვნული შეფერილობისა. ასეთი იყო იუზეფი, ასეთი იყო უკრაინაში პეტლიურა _ ესენი იგივე ესერებია, ოღონდ ეროვნული გემოთი. არ არის გასაკვირი, რა თქმა უნდა, რომ თამაშობდნენ რა მის სიმპათიებზე, მის წარსულზე, გამონახეს მათ საერთო ენა, და მან შეაჩერა შეტევა წითელ არმიაზე. ამან ბოლშევიკების წისქვილზე დაასხა წყალი. ამბობენ, რომ თავად პილსუცკის ცნობებით, მისი ფრონტიდან ბოლშევიკებმა სამხრეთისკენ თეთრების წინააღმდეგ გადაისროლეს 50 ათასამდე ხიშტი და ხმალი, რაც დაეხმარა მათ თეთრებთან გამკლავებაში სამხრეთში“...

აღნიშნული თავის დასასრულს ა. სმირნოვი ამბობს:

„ამაზე უნდა დავასრულოთ ფიქრები სამშობლოს დაცვის ლოზუნგის შესახებ, რომელმაც ასეთი უზარმაზარი როლი ითამაშა სამოქალაქო ომის წლებში. უყვარდათ რუსეთი და იბრძოდნენ მისთვის თეთრებიცა და წითლებიც. მაგრამ უყვარდათ სხვადასხვანაირი სიყვარულით, სხვადასხვანაირ შინაარსს დებდნენ ცნებაში „რუსეთი“. დიახ, რა თქმა უნდა, თეთრი გვარდია იყო უფრო გულწრფელი თავის გრძნობებში სამშობლოსადმი, ბოლშევიკები კი იყვნენ ცინიკოსები. საერთოდ კი, ისინი უყურებდნენ რუსეთს როგორც ბაზას მსოფლიო რევოლუციისთვის. და ლენინს ეკუთვნის ასეთი სიტყვები: „მიმიფურთხებია რუსეთისთვის! მე მსოფლიო რევოლუცია უნდა გადავარჩინო“. მსოფლიო რევოლუციაზე ამ ფსონის გარეშე ჩვენ ვერაფერს ვერ გავიგებთ სამოქალაქო ომში. მაგრამ იგი ვერ განხორციელდა. რევოლუციური მცდელობები რევოლუციური ხელისუფლების დასამყარებლად იყო დასავლეთ ევროპაშიც. გამოცხადებულ იქნა უნგრეთის სოციალისტური რესპუბლიკა. გერმანიის ტეროტორიაზე წარმოიქმნა ბავარიის საბჭოთა რესპუბლიკა და სხვა, მდ. რაინის პირა მხარეებში იყო ძლიერი კომუნისტური გავლენები, მაგრამ ყოველივე ეს განადგურებულ იქნა, ვერ იხარეს მისმა თესლებმა.

წითელი არმია სულ მუდამ ისწრაფოდა დასავლეთისკენ. პეტლიურასთან ბრძოლის დროს, თეთრპოლონელებთან, პოლონეთთან ბრძოლის დროს, როდესაც ვრანგელის განადგურების შემდეგ გადმოსროლილმა რუსულმა ჯარებმა გაარღვიეს პოლონეთის ფრონტი, დაიძრნენ ვარშავაზე, შექმნილ იქნა რევოლუციური მთავრობა ძერჟინსკის, მარხვევსკისა და ფელიქს კონის მეთაურობით. ესენი იყვნენ პოლონური რევოლუციური მოძრაობის სამი ვეტერანი პოლონეთის რევკომის სათავეში, მაგრამ ფაქტიურად ეს იყო პოლონეთის რევოლუციური მთავრობა. წითელი ჯარები მიადგნენ ვარშავას, ხოლო პოლონეთის რევკომი გადავიდა ბელოსტოკში. ტუხაჩევსკიმ გამოსცა ბრძანება პოლიტბიუროს გადაწყვეტილების საფუძველზე იმის შესახებ, რომ მთავარი ამოცანაა _ პოლონელი შლიახტიჩების გვამებზე გადავლით გავიჭრათ ევროპის პროლეტარული ცენტრებისკენ, გერმანიისკენ. და ვარშავისთვის ალყის შემორტყმისას მღეროდნენ სიმღერას: „იძლევი ვარშავას! მოგვეცი ბერლინი! უკვე შევიჭერით ჩვენ ყირიმში“ («Даёшь Варшаву – дай Берлин, уж врезались мы в Крым»). ე. ი. ყირიმი განადგურებულია. წითელი ჯარები ალყას არტყამენ ვარშავას, წინ ბერლინია. „ჩვენ უნდა დავეხმაროთ გერმანიის რევოლუციურ პროლეტარიატს საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებაში“, _ აი ასეთი იყო მითითება. რუსეთი განიხილებოდა როგორც პლაცდარმი მსოფლიო რევოლუციისთვის. ლენინი საკუთარ თავს უყურებდა, ბუნებრივია, როგორც ბელადს ამ რევოლუციისა. მან 1919 წელს შექმნა „მესამე კომუნისტური ინტერნაციონალი“ როგორც მსოფლიო რევოლუციისთვის ბრძოლის იარაღი“.
როგორც ვხედავთ, რუს ისტორიკოსებსაც აქვთ თავიანთი სათქმელი პოლონეთთან ისტორიული ურთიერთობების საკითხში, ხოლო პოლონელები დღესაც ცდილობენ ხელსაყრელ შემთხვევაში ისტორიული დასავლურ-რუსული მიწების (ბელოროსიისა და მალოროსიის, იგივე უკრაინის) მიტაცებას და ამ მიმართულებით, როგორც უნდა გვახსოვდეს აქტიურად საქმიანობდა უკრაინაში წინა საპრეზიდენტო არჩევნევის დროს, პროამერიკელი კანდიდატის ვ. იუშჩენკოს სასარგებლოდ, სწორედ პოლონეთის ახლახანს დაღუპული პრეზიდენტი. მაგრამ თუნდაც ასეთ პირობებში საბჭოთა ხელისუფლების მიერ 22 ათასი პოლონელი ოფიცრის დახვრეტა ჩემი აზრითაც გაუმართლებელი საქციელი და დანაშაული უნდა ყოფილიყო.

აქვე ვიტყვი, რომ 2003 წელს თბილისში გამომცემლობა “საქართველოს მაცნემ” დაბეჭდა “საქართველოს ისტორიული ატლასი”, რომლის ავტორების არიან მანანა სანაძე, თამაზ ბერაძე და კოკა თოფურია, მეცნიერ-რედაქტორი _ გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კობა ხარაძე, რეცენზენტები _ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორები: პროფესორი გიული ალასანია (პრეზიდენტ მიხ. სააკაშვილის დედა) და პროფესორი გონელი არახამია. ამ ატლასში მოთავსებულ 19-ე რუკაზე ნაჩვენებია ევრაზიიის მდგომარეობა XIII საუკუნის დასაწყისში, მონღოლური ლაშქრობების დაწყებამდე. მასზე რუსული სამთავროების დასავლეთ საზღვარი ებჯინება პოლონეთისა და უნგრეთის სამეფოებს და იგი გადის იმაზე ცოტა უფრო დასავლეთით, ვიდრე დღესდღეობით გადის ბელორუსიის დასავლეთ და უკრაინის ჩრდილო-დასავლეთ საზღვრები; კიევის რამდენადმე სამხრეთით ტერიტორია შავ ზღვამდე და კავკასიონის ქედამდე ეკუთვნოდა ყივჩაღების სახელმწიფოს, რომლის სივრცეც აღმოსავლეთით მიდიოდა ურალის ქედამდე. საზღვარი რუსეთსა და ყივჩაღეთს შორის (ე. ი. რუსული სამთავროების სამხრეთ საზღვარი) კი ნაჩვენებია ქალაქების კიევის, პერეიასლავის, ხარკოვისა და რიაზანის რამდენადმე სამხრეთით გამავალ ხაზზე. ასე რომ, ისტორიულად პოლონეთის პრეტენზიები ბელორუსიასა და უკრაინაზე გამართლებული არ არის, და ისინი პოლონეთის სამეფომ შეიძინა მოგვიანებით მონღოლური შემოსევების შედეგად რუსეთის დასუსტების პირობებში. როდესაც ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი ამ საქმეში პოლონეთის მიმართ გამოხატავს მხარდაჭერას, ეს იგივეა, რომ იგი მხარს უჭერდეს აფხაზეთის, აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის დაბრუნებას თურქეთის შემადენლობაში, ეს პროვონციებიც ხომ ისტორიულმა საქართველომ ძნელბედობის ჟამს დაკარგა? და ეს ხდება მათი “პორამერიკულობისა” და “პრონატოურობის” გამო, სიმართლე და სინდისი კი ამ დროს ავიწყდებათ, ხოლო ეს ღმერთისა და ღვთისმოსაობის დავიწყებას ნიშნავს, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით, როგორც პირადად მათთვის, ისე ჩვენი სამშობლოსთვის.

ამასთან დაკავშირებით ასევე მეტად საყურადღებო უნდა იყოს ორი ამონარიდი XIX ს. გამოჩენილი რუსი ისტორიკოსის სერგეი სოლოვიოვის წიგნიდან «Учебная книга русской истории», რომლებშიც საუბარია 1773 წელს ავსტრიის, პრუსიისა და რუსეთის მიერ პოლონეთის პირველი გაყოფისა და 1830 წელს რუსეთის იმპერიის ჯარების მიერ პოლონეთის აჯანყების ჩახშობის შესახებ. სახელდობრ პოლონეთის პირველი გაყოფის თაობაზე ს. სოლოვიოვი წერს, რომ თურქეთთან 1768 წ. დაწყებული ომის წარმატებით ჩატარების პირობებში “ეკატერინე მოითხოვდა რუსეთისთვის მხოლოდ ერთ არცთუ დიდ კუნძულს არქიპელაგზე (ხმელთაშუა ზღვაში, თურქეთის დასავლეთ სანაპიროსთან _ ი. ხ.) ვაჭრობის მოსახერხებლობისთვის, ამასთანავე მოითხოვდა ყირიმის დამოუკიდებლობას თურქეთისგან, ასევე მოლდავეთისა და ვალახეთის დამოუკიდებლობასაც; ავსტრიას არანაირად არ სურდა დათანხმებულიყო უკანასკნელზე და რუსეთს ემუქრებოდა ომით. ეს ომი არ იქნებოდა სახიფათო რუსეთისთვის პრუსიასთან კავშირის დროს; მაგრამ ფრიდრიხ II-ს არ სურდა უანგაროდ დახმარებოდა რუსეთს. მან შეადგინა გეგმა, რათა მოეგვარებია საქმეები ომის გარეშე და ამასთან ერთად გაეკეთებია მნიშვნელოვანი შენაძენები პრუსიისთვის. ჯერ კიდევ 1770 წელს ავსტრიულმა ჯარებმა დაიკავეს ზოგიერთი პოლონური ოლქი. პრუსია მიჰყვა ავსტრიის მაგალითს, ხოლო 1771 წელს ფრიდრიხ II-მ მიმართა პეტერბურგის სამეფო კარს წინადადებით, რათა რუსეთს მისთვის ყველა წესის მიხედვით კუთვნილი დასაჩუქრება მიეღო არა თურქეთისგან, არამედ პოლონეთისგან. ამასთან პრუსიაცა და ავსტრიაც ასევე აიღებენ თავიანთთვის პოლონურ ოლქებს; ამაზე არდათანხმების შემთხვევაში, ფრიდრიხ II-მ პირდაპირ განაცხადა, რომ რუსეთს არ უნდა ჰქონოდა მისი დახმარების იმედი ავსტრიასთან ომში. წინადადება მიღებულ იქნა, და პოლონეთის პირველი გაყოფა შედგა 1773 წელს: რუსეთმა შეიძინა ბელორუსია, ავსტრიამ _ გალიცია, პრუსიამ _ პომერანია და დიდი პოლონეთის ნაწილი”.

ამრიგად, პოლონეთის პირველი გაყოფის შედეგად რუსეთმა დაიბრუნა ძველი რუსული ოლქი, ავსტრიამ მიიღო ასევე ძველი რუსული მხარე, რომლის მაცხოვრებლებსაც შემდგომში ავსტრიის იმპერიაში რუსინებს უწოდებდნენ, და მხოლოდ პრუსიამ წაიღო საკუთრივ ძველი პოლონური მიწები. ამას შემდეგ მალევე მოჰყვა პოლონეთის მეორე და მესამე გაყოფაც, რომელთა შედეგადაც უკვე რუსეთმა შეიძინა ძველი პოლონური მიწების ნაწილი, მისი დედაქალაქის ვარშავის ჩათვლით, მაგრამ ჯერჯერობით ეს საკითხები თუნდაც ამ დონეზეც სათანადოდ არ მაქვს შესწავლილი, ხოლო მათში კარგად გარკვევისთვის საჭიროა რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობებში გარკვევა უკვე XIII-XIV საუკუნეებიდან, შესაძლოა უფრო ადრიდანაც.

მეორე ამონარიდი შეეხება 1830 წელს პოლონეთში აჯანყების ჩახშობას გრაფ პასკევიჩის მიერ. სახელდობრ, სერგეი სოლოვიოვი წერს: “...გრაფი პასკევიჩი ჯარით მიუახლოვდა ვარშავას. შეტევის წინ გამოყენებულ იქნა შესარიგებელი საშუალებები; პოლონელებს აცნობეს, რომ თუკი იმპერატორი (ნიკოლოზ I _ ი. ხ.) დაუყოვნებლივ აღიარებულ იქნება მეფედ და პოლონელები არ დაიჟინებენ ლიტვისა და დასავლურ-რუსული გუბერნიების შემოერთებაზე, მაშინ ყველა დანარჩენის მიღებას ისინი ადვილად შეძლებენ. პოლონელებმა უპასუხეს, რომ მათ აღმართეს იარაღი თავიანთი ერის დამოუკიდებლობისთვის იმ საზღვრებში, რომლებიც მათ უწინდელ დროში ომით წაართვეს რუსებს («которые они в прежнее время завоевали у русских»). “მსგავს საგნებზე შეიძლება პასუხი გაეცეს მხოლოდ ზარბაზნების გასროლებით”, თქვა რუსმა ფელდმარშალმა, და 25 აგვისტოს დანიშნულ იქნა იერიში. 25 აგვისტოს რუსები დაეუფლნენ სოფელ ვოლიას, რომელიც ყველაზე უფრო მეტად იყო გამაგრებული, და სიმაგრეების პირველ ხაზს... 27 აგვისტოს დილის 7 საათზე რუსული პოლკები შევიდნენ ქალაქში”.

სწორედ ამ აჯანყების ჩახშობის შემდეგ გადმოასახლეს პოლონელების ერთი ნაწილი საქართველოში, და ჩვენს საზოგადოებაშიც მათ მიმართ მუდამ თანაგრძნობისა და მეგობრობის თბილი დამოკიდებულება იყო. ეს მეგობრობა და სითბო მეტად კარგია, მაგრამ თუკი დავუკვირდებით საქმეს, ვნახავთ, რომ რუსეთის მხრიდან 1830 წლის აგვისტოში სულაც არ ყოფილა თავისუფლების მოყვარული პოლონური სულის ჩაწიხვლა, არამედ პოლონელებმა თავიანთი პასუხით ფაქტიურად ომი გამოუცხადეს რუსეთს მისთვის ლიტვისა და დასავლეთ-რუსული გუბერნიების წართმევის მიზნით, იმიტომ რომ პოლონელებს დასვლეთ-პოლონური მიწები გერმანელებისგან ჰქონდათ წართმეული, და მათი ისტორიული სასიცოცხლო სივრცე დასავლეთიდან უკვე ჩამოჭრილი იყო; გარდა ამისა პოლონელ პანებს ლიტვური, ბელურუსიული და მალოროსიული მამულებიც სჭირდებოდათ იქაური ყმა-გლეხებით (“ხოლოპებით”). მაგრამ დამპყრობლური ომის გამოცხადების შემდეგ თავისუფლებისთვის მებრძოლ მეამბოხედ უკვე ვეღარ ჩაითვლები. ეს რატომღაც ავიწყდებათ ჩვენში, როცა მჩაგვრელად რუსები უნდათ გამოიყვანონ, მაგრამ ვინმე თავად ჩვენ რომ აგვიჯანყდეს ჩვენი ისტორიული მიწების წართმევის სურვილით, მაშინაც ასეთივე “გაგებით” მოვეკიდებით აჯანყებულთა მიზნებსა და სურვილებს? რაღაც არა მგონია. სჯობს სინდისსა და სამართლიანობის გრძნობას მოვუხმოთ მაშინაც, როცა რუსეთსა და რუსებს ეხებათ საქმე _ არა მაინცა და მაინც რუსების სასარგებლოდ და მათ გასამართლებლად, არამედ სინდისიერებისა და სამართლიანობის სასარგებლოდ.

IX. აფხაზეთისა და კოდოროს ხეობის შესახებ
(დასაწყისი)

დასასრულს შევეხები ზოგადად აფხაზეთისა და საკუთრივ კოდორის ხეობის საკითხს. 80-იან წლებში ჩვენ ვიცოდით, რომ აფხაზეთი უძველესი ქართული პროვინციაა, რომ ძველი აფხაზები ქართველები იყვნენ, ხოლო შემდეგ XVII-XVIII საუკუნეებში, ქართული სახელმწიფოს დაშლისა და დასუსტების პირობებში, მოხდა აქ ჩრდილოკავკასიელი ჩერქეზული ტომების ჩამოსახლება და იქ მყოფი ძირძველი ქართული მოსახლეობის ასიმილირება, აქ ადიღეურ-ჩერქეზული ენის დამკვიდრება და ა. შ. გარდა ამისა, ვინაიდან საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვი სისტემატიურად იყენებდა აფხაზებს საქართველოში ეროვნული ინტერესებისთვის ბრძოლის წინააღმდეგ, ამიტომ ეს კიდევ უფრო გვამტკიცებდა ამ რწმენაში და განგვაწყობდა აფხაზების წინააღმდეგ. ამავე განწყობამ ხელი შეუწყო აფხაზებთან ურთიერთობების გარკვევაში იარაღის გამოყენებაზე ასე ადვილად წასვლას ჩვენი მხრიდან. მაგრამ გავიდა თითქმის ორი ათეული წელი და კონფლიქტის დასასრული არ ჩანს. ამიტომ, როგორც მორწმუნე ქრისტიანმა, გადავწყვიტე უფრო კარგად ჩამეხედა ამ საკითხშიც, რათა სატკივარის ფესვებადე მივსულიყავი, და წავაწყდი ისეთ ცოდნას, რომელიც მთელ რიგ საკითხებში ეწინააღმდეგება ჩვენში გავრცელებულ წარმოდგენებს.

სახელდობრ, XVII საუკუნის 30-40-იან წლებში 18 წლის მანძილზე საქართველოში და აქედან 16 წლის განმავლობაში ოდიშის სამთავროში მცხოვრები და მისონერული საქმიანობით დაკავებული კათოლიკი პატრის არქანჯელო ლამბერტის მიერ 1654 წ. ნეაპოლში გამოქვეყნებულ წიგნში “სამეგრელოს აღწერა”, რომელიც ალ. ჭყონიამ (1855-1907) თარგმნა ქართულ ენაზე XIX ს. მიწურულს, ვკითხულობთ, რომ XVII ს. დასაწყისშიც, ანუ ჩრდილოკავკასიიდან ჩამოსახლებათა დაწყებამდეც, აფხაზების სამეტყველო ენა ძლიერად განსხვავდებოდა მეგრელების, გურულ-იმერლების, სვანებისა და სხვა მეზობელი ხალხების ენებისგან. კერძოდ იქ 1-ლ თავში “კოლხიდის მდებარეობა და საზღვრები” სწერია:

“ძველი პოეტებისგან ფრიად სახელგანთქმული კოლხიდა არის აზიის ის ნაწილი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის უკიდურეს ნაპირზე და რომელსაც მკვიდრნი უწოდებენ ოდიშს და სხვები კი სამეგრელოს (Mengrelia).

კოლხიდა მდებარეობს იმერეთსა (აგრეთვე ბაში-აჩუქად წოდებულსა) და აფხაზეთს შუა. იმერეთი აღმოსავლეთით აქვს და აფხაზეთი _ ჩრდილოეთით. იმერეთისგან მას ჰყოფს სახელგანთქმული მდ. ფაზისი, რომელიც მკვიდრთაგან იწოდება რიონად. ეს მდინარე გამოდის კავკასიის მთებიდან. მას შეერთვის მეორე მდინარე, სახელად ცხენის-წყალი, რომელსაც ძველი ბერძნები ჰიპოსად (ცხენი) უწოდებდნენ.
.................

რიონი ჰყოფს აგრეთვე სამეგრელოსა და გურიას და ბოლოს წყნარად შეერთვის ზღვას სებასტოპოლის მახლობლად, რომელიც ძველად წარჩინებულ ქალაქს წარმოადგენდა და დღეს კი წყალში ჩანთქმულია. კოლხიდის საზღვარია აფხაზების ანუ აბაშების მხრით მდინარე, რომელიც მკვიდრთაგან იწოდება კოდორად და ჩემის აზრით ის ძველთა კორაქსია. დასავლეთის მხრით კოლხიდის საზღვარია შავი ზღვა ანუ პონტუს ევქსინუსი, რომლის უკიდურესი ნაპირი, სტრაბონის სიტყვით, სწორედ აქ არის. ჩრდილო-დასავლეთით იწყება კავკასიის მთების ზურგი.

ამ მთების ზურგზე სახლობენ ველური და ბარბაროსი ხალხები, რომელთა აღწერა და ჩვეულებათა ჩამოთვლა მოითხოვდა ძლიერ გრძელ მოთხრობას და მთელი წიგნების დაწერას, უმახლობელესნი არიან აფხაზები, ალანები, სვანები, ყარაჩაელები (caraccioli), ჯიქები და ჩერქეზები. ესენი ყველანი ქრისტიანებად იწოდებიან, მაგრამ კანონები კი არა აქვთ, ეტანებიან ნადირობას და მტაცებლობას. მათის ენებისა და კილო-კავების სხვადასხვაობა გასაკვირველია. თვითოეული ამ ხალხთაგანი ხმარობს საკუთარ ენას, რომელიც განირჩევა მეორე ხალხის ენისგან იმდენად, რომ არავითარი მსგავსება ბგერისა მათ შორის არ არის”.

მე-3 თავში “კოლხიდის აწინდელი მთავრების ჩამომავლობა” ვკითხულობთ:

“ყველაზე უფროსია მთავარი, რომელსაც ჰქვიან დადიანი. ასე უწოდებენ მის გვარს და არა ღირსებას (3). მეგრული სიტყვა „ხელმწიფე“ ნიშნავს იმას, რასაც იტალიური „il Re“. ეს წოდება კიდეც შეეფერება დადიანის ღირსებას. ამიტომაც როცა უნდათ მოიხსენიონ მისი ღირსება, ამბობენ: „დადიანი ხელმწიფე“. ხოლო მისი ჩამომავლობა მომდინარეობს არა საქართველოს მეფეებისგან, არამედ მათი თანაშემწეებისგან (ministri).

საქართველოს მეფეები წინათ ფრიად ძლიერი იყვნენ და მათი უფლება დიდზე იყო გავრცელებული...

იმ დროს საქართველოს სამეფო (l’imperio Giorgiano) გავრცელებული იყო ირანის მხრით თავრიზამდი და თურქეთის, ანუ უკეთ ვთქვათ, სამცხის მხრით _ არზრუმამდი. კოლხიდისაკენ კი საქართველოს სამეფო მიდიოდა კაფამდი, რომელიც ხერსონესშია (4).

ამ მხრით საქართველო შეიცავდა თავის სამფლობელოში აფხაზებს, ანუ აბასქებს, ჩერქეზებს და ჯიქებს, ანუ ძიქებს. საქართველოს სამეფოს რომ ასეთი სივრცე ეჭირა, ამის ცხადი კვალი დღესაც იპოვება იქ. არზრუმის ქალაქის მახლობლად ახლაც მოიპოვება ქართული სოფლები. უწინდელ დროში თვით ამ ქალაქში იჯდა ქართველი ეპისკოპოსი, არზრუმელად წოდებული. კოლხიდის გარედ, აფხაზების და ჯიქების ქვეყანაში, მშვენირი ტაძრები დგანან ქართულად აშენებულები და ქართულის ზედწარწერებით; მაგალითად ანაკოფიაში და ბიჭვინთაში არის კოლხიდის, გურიის და იმერეთის პატრიარქის საჯდომი. ირანის მხრითაც, თვით თავრიზამდი, როგორც ქართული ეკლესიების, ისე ქართული სოფლების ცხადი კვალი დღესაც ჩანს”.

28-ე თავში “მთები” ვკითხულობთ:

“ბუნებას ისე მშვენიერად მოუწყვია კოლხიდა, მთებიც და ვაკეც ისეა აქ შეზავებული, რომ ნაირ-ნაირი მდებარეობით იგი შესანიშნავია. წინ, ზღვის პირად, სულ ვაკეა. ამ ვაკეზე მრავალი ტყე და ჭაობია, რომელიც ბუნებას თითქოს განგებ გუჩენიაო, რათა მტერი არ შემოუშვას ზღვითო. უკან კი არტყია უმაღლესი კავკასიის მთები, რომლებიც მაგარ კედლად უდგას და იცავს კოლხიდას იმ ბარბაროსებისაგან, რომლებიც მთების იქით ცხოვრობენ. ამ რიგად კოლხიდა ბუნებით დაცულია მტრებისაგან, როგორც ზღვით, ისე მთებით.

ამ მაღალ მთებში ცხოვრობენ სხვადასხვა ველური ხალხები, რომელთაც ერთი მეორისაგან ისეთი განსხვავებული ენა აქვთ, რომ ერთმანეთისა არა ესმით რა. სტრაბონი და სხვა მწერლები მრავალს სხვადასხვა ხალხს ასახელებენ აქ. ხოლო კოლხიდელებთან უფრო ახლო ცხოვრობენ: სვანები, აფხაზები, ალანები, ჩერქეზები, ჯიქები, ყარაჩაელები (Caraccioli).

ყველანი ესენი მხოლოდ სახელით არიან ქრისტიანები, თორემ არც სარწმუნოებით და არც მოქმედებით ქრისტიანობა მათ სრულებით არ ეტყობოდათ. მათ შორის ყველაზე უფრო მშვიდობიანი არიან სვანები... (ისინი) ცხოვრობენ იმ მთებზე, რომელიც არის ოდიშის პირდაპირ, და აგრეთვე იმ მთებზე, რომელნიც იმერეთს დაჰყურებენ.
.........................

...სამეგრელოს ჩრდილოეთით ცხოვრობენ აფხაზები ანუ აბაშები, რომელთაც თურქები უწოდებენ აბასად (Abbassa). ამათი მშვენიერი და საუცხოო ქვეყანა სულ დაყოფილია ნოყიერი გორაკებით. რადგან ჰაერი მრთელი და მშრალია, ხალხიც არის მშვენიერი სისხლისა, ლამაზი სახისა და თეთრი ხორცისა, კარგად მოყვანილი, ღონიერი, მკვირცხლი და მარდი, ჯაფის ამტანი და მოხერხებული. ახალგაზრდობა არასოდეს უსაქმოდ არა ზის, არამედ ვარჯიშობაში ატარებს დროს: ხან შუბის ხმარებაში ვარჯიშობს, ხან მძიმე რამეებს ჰაერში ისვრის და ხან თხრილებზე ხტება, რათა შეიძინოს ძალა და გაიწვრთნას სიმარდეში. აფხაზებს ბევრი ჯოგი ჰყავთ. მათი ყოველდღიური საჭმელია: ყველი, რძე და გარეული ნადირი. თევზს არა სჭამენ, თუმცა შეეძლოთ ბევრი დაეჭირათ მდინარეებშიც და ზღვაშიც. კიბო საშინლად ეზიზღებათ, როგორც გველი, და დასცინიან მეგრელებს, რომელთაც ძალიან უყვართ კიბო.

აფხაზები ქალაქებში და ციხეებში როდი ცხოვრობენ, არამედ შეიყრება ერთი გვარის ათი თუ ოცი ოჯახი, ამოირჩევენ რომელსამე მაღლობ ადგილს, გააშენებენ იქ კარგ ისლით დახურულ ფაცხებს, შემოავლებენ ამორჩეულ ადგილს მაგარ ღობეს და ღრმა თხრილს. ღობეს და თხრილს იმიტომ აკეთებენ, რომ ეშინიათ თავდასხმისა, გარეშე ხალხის კი არა, თვით აფხაზები თავს ესხმიან და სძარცვავენ ერთმანეთს, ხოლო ართმევენ ერთმანეთს, სახლის ავეჯს კი არა, რადგან აფხაზს ასეთი ავეჯი არც კი გააჩნია, არამედ კაცებს, ქალებს და ბიჭებს. ამისათვის ჩვეულებრივ ღამე დაეცემიან ერთმანეთს და ვისაც მოახელთებენ, დაიჭერენ და წაიყვანენ. გაუფრთხილებლობით რომ ეს არ დაემართოთ, აფხაზები საშიშ დროს ჯავშანს ჩაიცვამენ, ხელში შუბს დაიჭერენ, ფარს სასთუმალს ქვეშ დაიდებენ, შეკაზმულ ცხენს ლოგინთან დააბამენ და ისე დაიძინებენ. აფხაზის ტყვეს მეტად აფასებენ თურქები: ქალებს სიმშვენიერისათვის და ბიჭებს იმიტომ, რომ რაკი თავის რჯულზე მოაქცევენ და სამხედრო ხელოვნებაში გაავარჯიშებენ, უფრო ხშირად ისეთი კაცები დგებიან, რომ სახელმწიფო საქმეებსაც და სამხედრო თანამდებობასაც მეტად კარგად ასრულებენ.

აფხაზებს აქვთ ერთი შესანიშნავი ჩვეულება, რომელიც სხვაგან არ მოიპოვება; სახელდობრ ის, რომ მიცვალებულებს როდი მარხავენ, არამედ ჰკიდებენ ხოლმე ხეზე შემდეგის წესით. გამოღადრავენ ხის ღერს კუბოს მსგავსად, შიგ ჩასდებენ მიცვალებულს და ვაზის მაგარ ლერწებით ჩამოჰკიდებენ ხის წვერზე. ამავე ხეზე ჩამოჰკიდებენ ყველა იარაღს, რომელსაც მიცვალებული სიცოცხლეში საომრად ხმარობდა. მისი საჯდომი ცხენიც უნდა გავუგზავნოთო, ამბობენ ჭირისუფლები, რადგან საიქიოსაც ისე დასჭირდება, როგორც აქ სჭირდებოდაო. ამისთვის ცხენს გადააფარებენ აბრეშუმის ქსოვილს და იმ მინდორზე, სადაც მიცვალებულია ჩამოკიდებული, აჭენებენ იმ დრომდი, სანამ დაღლილობისგან არ მოკვდება. თუ ცხენი ჩქარა მოკვდა, ამბობენ, რომ პატრონს ძლიერ ყვარებიაო და მალე წაიყვანაო, და თუ დიდ ხანს არ მოკვდა, ეს იმის ნიშანიაო, რომ პატრონს არ ყვარებია და დაიგვიანა მისი წაყვანაო”.

29-ე თავში “მდინარეები” ნათქვამია:

“აზიის ყველა მდინარეებს სათავე აქვთ კავკასიის და ტავრის მთებში, როგორც ერთხმად სწერენ ქვინტო კურციუსი და არრიანე. მათგან ზოგი შეერთვის კასპიის ზღვას, ზოგი _ შავ ზღვას და ზოგიც _ აზოვის ზღვას (Meotide Palude). ჩვენის საგნის მიხედვით, ჩვენ ჩამოვთვლით აქ მხოლოდ იმ მდინარეებს, რომლებიც გამოდიან კავკასიის მთებიდან, გაივლიან კოლხიდას და შეერთვიან შავ ზღვას. უმთავრესი და უფრო ცნობილი არიან: ფაზისი, ცხენის-წყალი (Hippo), აბაშა, ტეხური, ხოფი, ჭანის-წყალი (Ciani), ენგური, ხეთი (Heti), ოქუმი, ეგრისი (Echaris), მოქვი და კოდორი. სწორედ ამ რიგზედ არიან დაწყობილი დღეს კოლხიდის მდინარეები, როგორც დავასახელეთ.
.........................

ყველაზე უკანასკნელი მდინარე არის კოდორი, რომელიც უნდა იყოს (ძველთა) კორაქსი, რადგან კოლხიდის საზღვრებია (ძველთა სიტყვით) ერთის მხრით ფაზისი და მეორეს მხრით _ კორაქსი; როგორც ფაზისი ჰყოფს სამეგრელოს გურიისაგან, ისე კორაქსი ჰყოფს მას აფხაზეთისაგან, და როგორც ფაზისის გაღმა მეგრული იცვლება ქართულად, ისე კორაქსის გაღმა _ იცვლება აფხაზურად. აქედან ცხადია, რომ მეგრელების კოდორი ძველებური კორაქსია, რადგან კოდორს გადაღმავე ცხოვრობენ აფხაზები თავისის განსაკუთრებულის ენით“.

ხოლო თუ რა ენაზე ლაპარაკობდნენ აფხაზები ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე და ვინ შეიძლება იყვნენ ისინი, ამის თაობაზე უძველეს ბაბილონურ (ასურულ) წყაროებზე დაყრდნობით თავის მოსაზრებას მკაფიოდ აყალიბებდა ივანე ჯავახიშვილი ნაშრომში “ქართველთა სხვადასხვა სატომო სახელები, სამშობლო და უძველესი ბინადრობა”, რომელიც “ქართველი ერის ისტორიის” პირველ ტომშია შესული II ა) დამატების სახით (თბ., 1960 წ., გვ. 401-441), ვკითხულობთ:

“ყველაზე პირველად ასურულ წყაროებში მესხები, ანუ როგორც მათ ასურელები ეძახდნენ ხოლმე, “მუშკები” ანუ “მუსკები” არიან მოხსენებულნი. თავის შესანიშნავ წარწერაში 1100 წ. ქრ. წ. ტიგლატ-პილესარ I გვიამბობს: “ჩემი მეფობის დროს თავის ძლიერებით მოქადული 20.000 მუსკი და მათი ხუთი მეფე, რომელნიც ბრძოლის ველზე ჯერ ვერც ერთ მეფეს ვერ დაემარცხებინა, კუმმუხში ჩამოვიდნენ და ქვეყანა დაიპყრესო”.

ამ ძველის-ძველსა და ამასთანავე მეტად გავრცელებულს ქართულს სატომო სახელს “მუსკი” ანუ “მოს-ხი-ს” თავისი ისტორია აქვს. “მოს-ხი” ამ სატომო სიტყვის მეგრულ-ჭანური გამოთქმაა; ხოლო ამავე სიტყვის სვანურ გამოთქმას უნდა გვიხატავდეს “მეს-ხი”; ქართების გამოთქმა კი უნდა, რასაკვირველია “ო”-ნისა და “ე”-ნის მაგიერ ხოვანი “ა”-ნი ჰქონოდა, ესე იგი “მას-ხი” ყოფილიყო. პრ. ნ. მარრი მართალი უნდა იყოს, როდესაც აფხაზების ძველს სახელწოდებას: “აბას-ხის” ამ “მას-ხი”-ს უკავშირებს, მხოლოდ მას თავში ჩვეულებრივი აფხაზური თავსართი “ა” უზის (მ ა რ რ ი, История термина «абхаз»; ИАН, 1912 წ., გვ. 697-704, მეტადრე 703). ეს სახელი შენახულია უამაფხაზურ თავსართავოდაც, უ-„ა“-ნოდ ასურელი ისტორიკოსის ზაქარია რიტორის თხზულებაში, სადაც იგი აფხაზეთს, როგორც სამართლიანად ფიქრობს ი. მ ა რ კ ვ ა რ ტ ი, „ბაზ-გ-ონ“-თა ქვეყანას ეძახის (Oსტუროპაისცჰე უ. ოსტასიატ. შტრეიფზუგე 174); ეს „ბაზ-გ-ონ“ უდრის „ბაზ-გ-ი“-ს ბერძენ ისტორიკოსთა „ა-ბაზ-გ-ოჲ“-ს. სამართლიანი უნდა იყოს ნ. მარრისვე აზრი, რომ ამ „მას-ხი“-სა და „ბას-ხი“-საგან არის წარმომდგარი საგეოგრაფიო სახელები „ბას-იანი“, „ფაზ-იან-ოჲ“, „ფაზ-ისი“ და მთა „მას-ისი“ (მ ა რ რ ი, იქვე, გვ. 702).

ამგვარად, აფხაზებსა და მესხებს ერთი და იგივე ტომობრივი სახელი აქვთ, მაგრამ მარტო ამით, რასაკვირველია, ტომობრივი იგივეობა ვერ დამტკიცდება, მეტადრე სანამ ამ სიტყვის „მას“, „მოს“, „მეს“-ხის ძირითადი მნიშვნელობა გამორკვეული არ არის. პირიქით, შესაძლებელია იგი საზოგადო სახელი იყოს. მაინცადამაინც საგულისხმოა, რომ ეს სახელი მარტო ამ ორს ტომს აფხაზებს და მესხებს კი არა რქმევიათ, არამედ ლეკები თუშებს ეხლაც „მოსექ“-ებს, ესე იგი „მოსოხებს“ ეძახიან“.

ივ. ჯავახიშვილის აღნიშნული ნაშრომის მიხედვით, ასურულ და ძველ ბერძნულ წყაროებში მუსკების გარდა მოხსენიებული არიან “ტაბალები”, “მოსსვინიკები”, “კასკები” (იგივე კოლხები), “კარდუხები” (იგივე ქალდეველები, ქართველები), “ტიბარენები” (იბერიელები) და სხვა ტომები. ყველა ისინი XIII-VII სს. ქრ. წ. ცხოვრობდნენ ასურეთის სამეფოს ჩრდილო-დასავლეთით, ძირითადად წინა აზიის აღმოსავლეთ ნაწილში. VII ასწლეულიდან ინდოევროპელი ხალხების (განსაკუთრებით კიმერიელების) შემოსევების შედეგად ქართულ ტომებს ჩრდილოეთისკენ _ ამიერკავკასიისკენ დაუწყიათ მოძრაობა და აქაც ისეთი თანამიმდევრობით დასახლებულან, როგორითაც მდ. ევფრატის დასავლეთ ტერიტორიაზე სახლობდნენ. აი რას წერს ივ. ჯავახიშვილი:

“საფიქრებელია, რომ კავკასიაში პირველად ის ქართველი ტომები უნდა მოსულიყვნენ, რომელნიც ისტორიულად კარგად ცნობილს დროში დანარჩენებზე ჩრდილოეთით ბინდრობდნენ.

მაშასადამე, ჯერ აფხაზები _ აფშილები, სვანები, თუშები და სხვა მთიულები, შემდეგ კოლხები და კასხები. ამისდა მიხედვით, რასაკვირველია, აფხაზთა, აფშილთა და დანარჩენ ზემოაღნიშნულ ტომთა მოსახლეობა თავდაპირველად კავკასიაშიც ეხლანდელზე უფრო სამხრეთით იქნებოდა. როცა სხვა ქართველი ტომები მეგრელ-ლაზები და ქართები მტრებისაგან დევნილნი, მიაწვებოდნენ სამხრეთიდან, მაშინ ისინიც იძულებული იქნებოდნენ ჩრდილოეთისაკენ დაეხიათ. საქართველოს საგეოგრაფიო სახელებში აფხაზების და სხვათა წინანდელ ვრცელ მოსახლეობის კვალი, რასაკვირველია, უნდა შენახული იყოს და ვინც ამ საგანს გულდასმით შეისწავლის, ის უეჭველია საყურადღებო მასალას შეაგროვებს. ჯერჯერობით შეიძლება ორიოდე მაგალითი იყოს დასახელებული: გურიაში არსებობს სოფ. „დვაბზუ“, რომლის სახელი ნაწარმოებია იმგვარდვე, როგორც „ტუაფსე“ (დო _ აბზუ = ტუ _ აფსე); ორსავე შემთხვევაში „დო“ და „ტუ“ მეგრული თავსართია ადგილის აღმნიშვნელი, ხოლო „აბზუ“ და „აფსე“ უდრის აფსუას, ესე იგი აფხაზს; მაშასადამე ორივე სიტყვა აფხაზთა მოსახლეობას და სოფელს ჰნიშნავს და ეს გვიჩვენებს, რომ ერთ დროს ეხლანდელი გურიის მიწა-წყალი აფხაზებსა სჭერიათ (ნ. მ ა რ რ ი, История термина «абхаз»; ИАН, 1912 წ., გვ. 700, 702). ამას გარდა პროკოპი კესარიელის სიტყვით ჭანეთში შავი ზღვის ნაპირას იყო დაბა „აფსვირტ-ოს“; თუ ამ სიტყვას ჩვეულებრივ ბერძნულ ნაკვეცს „ოს“ მოვაშორებთ, დაგვრჩება „აფსვირტ“, რომელიც უდრის „აფსვირტა“-ს, ხოლო აფხაზურად „აფსვირ-ტა“ ჰნიშნავს აფხაზთა ადგილს. მაშასადამე, ეს საგეოგრაფიო სახელიც აფხაზთა წინანდელი ბინადრობის შერჩენილ კვალად უნდა ჩაითვალოს”.

ამრიგად, თუკი ივ. ჯავახიშვილისა და ნიკო მარის მოსაზრებანი სწორია, მაშინ აფხაზებს უმჭიდროესი კავშირი უნდა ჰქონდეთ ტოპონიმთან „ფაზისი“, ქართველმა საბჭოთა ისტორიკოსება კი, სამწუხაროდ მოახდინეს ამ ტოპონომის „ქართულად (კოლხურად) პრივატიზაცია“, და ამით აფხაზები გარიყეს, განდევნეს ზოგადქართული (გნებავთ წინაქართული, ქართველური) სამეცნიერო და კულტურული გარემოდან. და რა გასაკვირია, რომ ასეთნაირად გარიყული აფხაზები აღარ ჩათვლიდნენ თავს ზოგადქართული საყაროს ნაწილად. გარდა ამისა, ივ. ჯავახიშვილი მკაფიოდ და გადაჭრით ამბობს, რომ ის უძველესი აფხაზები ლაპარაკობდნენ სწორედ იმ ენაზე, რომელიც ჩვენ 80-იან წლებში მიგვაჩნდა ერთერთ ადიღეურ-ჩერქეზულ ენად, და რომ “ტუაფსე” და “აფსვირტა” უძველესი აფხაზური ტოპონიმებია. ასევე დავუმატებდი იმასაც, რომ კოლხთა მითიური მეფის აიეტის ძეს, მედეას ძმას ერქვა აფსირტე, და აქაც ფუძედ აღებულია “აფს”, ასევე საყურადღებოა ტოპონიმი “აფსაროსი”. ასეთნაირად, ივ. ჯავახიშვილის აზრით, “აფხაზი” და “აფსუა” ერთი და იგივე სახელწოდებაა.

(დასასრული იხ. _ ნაწილი III)

ირაკლი ხართიშვილი

შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი:

(1) მაშინ ისიხი მწიგნობარმან შუა მღვიმელმან უქმნა მუხრან-ბატონსა იოანეს ზედაწერილი ბეჭდისა:
ერთი მრწამს ღმერთი,
ერთი ბატონი,
სარდალ-სალთხუცეს
მუხრან-ბატონი.

(2) პოლკოვნიკი ჰაუზი გახლდათ დამაკავშირებელი რგოლი მსოფლიო პოლიტიკის კულისებსმიღმა ძალებსა და აშშ-ის პრეზიდენტს ვუდრო ვილსონს შორის. ეს ძალები მასშტაბურად და შედარებით ღიად მსოფლიო პოლიტიკის სცენაზე პირველად გამოვიდნენ სწორედ I მსოფლიო ომის დასასრულსა და ვერსალის ხელშეკრულების მზადების პროცესში. ხოლო თუკი მანამდე ევროპის წამყვან სახელმწიფოთა ურთიერთობებში წინა პლანზე სწევდნენ ამ სახელმწიფოთა სამხედრო, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სხვა ინტერესებს, ახლა უკვე ვუდრო ვილსონმა წამოაყენა ე. წ. “ზოგადსაკაცობრიო” პრინციპები: საერთაშორისო ურთიერთობებში დემოკრატია და ერთა თვითგამორკვევა, რაც იძლეოდა უკვე ამ კულისებსმიღმა ძალების მიერ საკუთარი ინტერესების შესაბამისად პროცესების წაყვანის შესაძლებლობას და აკნინებდა უკვე არა მხოლოდ მეორეხარისხოვანი, არამედ ევროპის წამყვანი სახელმწიფოების სუვერენიტეტსაც. ეს კარგად აქვს ახსნილი თავის რიგ წერილებში ნ. ა. ნაროჩნიცკაიას (ი. ხ.).

(3) ვახუშტი ბატონიშვილი, პირიქით, სწერს: „დადიანობა არა არს გვარი, გარნა წესი ხელობისა. არა იყო ესე ოდიშს, არამედ კარის (ყარსის _ რედ.) მხარესა ზედა დადიანობდა, ხოლო შემდგომად მეფის თამარისა იქმნა ოდიშს დადიანად და იყვნენ ერისთავად“... (ვახუშტი „საქართველოს გეოგრაფია“, ტფილისი, 1904 წ., გვ. 18).

(4) კაფფა _ დღევანდელი ფეოდოსია; ხერსონესი _ ყირიმი. (ალ. ჭყონიას შენიშვნა).

No comments:

Post a Comment