Monday, December 6, 2010

მონარქიისა და ხალხის მმართველობის შესახებ

მღვდელმსახური ალექსანდრე ზახაროვი

მოხსენება, გაკეთებული რეგიონულ ნევის საერო კრებაზე

სანკტ-პეტერბურგი, 1995 წელი

პერმისა და სოლიკამის მთავარეპისკოპოსის ათანასეს ლოცვა-კურთხევით

სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა!

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, ვესწრებოდი რა კონფერენციას, რომელიც წინ უძღოდა ჩვენს კრებას, მე ყურადღებით ვუსმენდი მომხსენებლებს, რომელთაგან ერთნი მოგვიწოდებდნენ აწონ-დაწონისა და მოფიქრებულობისკენ ჩვენს მოქმედებებში, ხოლო სხვები, აშკარაა, ასეთ მოხსენებებს აფასებდნენ, როგორც გაუბედაობის გამოვლინებას და ამიტომ საპასუხოდ მოგვიწოდებდნენ სიმტკიცისა და ჩვენს მოქმედებებში ყოველგვარი მერყეობის დაუშვებლობისკენ. როდესაც ვუსმენდი ერთთაც და მეორეთაც, მე უეცრად მკაფიოდ გამახსენდა ორი ტექსტი წმინდა წერილიდან, და კიდევ დიდხანს კონფერენციის შემდეგ ღვთის ეს სიტყვები მქონდა შეგნებაში. ამიტომ დღევანდელი ჩემი მოხსენება მე მსურს დავიწყო ღვთის ამ სიტყვებით.

ერთხელ უფალმა სთქვა: „არა ვინ დაჰსდვის ხელი სახნველსა და ჰხედავნ იგი გარეშე უკუნ, და წარმართებულ არნ სასუფეველსა ღმრთისასა“ (ლუკა, 9. 62). ხოლო მეორედ სთქვა: „ვისმე უკუე თქუენგანსა უნდეს გოდოლი შენებად, არამეა პირველად დაჰსჯდეს და აღჰრიცხოს, რაოდენი წარაგოს, უკეთუ აქუს, რათა კმა ეყოს მას აღსასრულადმდე. ნუ უკუე დადუას საფუძველი და ვერ შეუძლოს აღსრულებად მის, და ყოველნი, რომელნი ჰხედვიდენ მას, იწყონ კიცხვად მისა, და ჰსთქუან: ვითარმედ კაცმან ამან იწყო შენებად, და ვერ შეუძლო აღსრულებად?“ (ლუკა, 14. 28-30).

ასე რომ, მნიშვნელოვან საქმეში წარმატებისთვის ერთნაირად საჭიროა ორი რამ: ერთის მხრივ _ გადაწყვეტილება ვიაროთ ბოლომდე, დარწმუნებულობა და მიზანსწარაფულობა, ხოლო მეორეს მხრივ _ გაწონასწორებულობა, წინდახედულება, მოფიქრებულობა და პასუხისმგებლობა. პირველი მათგანი _ რწმენა რუსეთში მონარქიული ხელისუფლების აღდგენის მნიშვნელობასა და საჭიროებაში _ ჩვენ გვქვს. ამ რწმენამ შეგვკრიბა კიდეც აქ. ამიტომ მე ჩემს თავს მივცემ უფლებას ჩვენი კრების ყურადღება შევაჩერო საკითხის მეორე მხარეზე: როგორ, როდის და როგორი საშუალებებით განვახორციელოთ ეს ჩვენი საერთო სურვილი ცხოვრებაში?

სრულიად აშკარაა, რომ როგორ მხურვალედაც არ უნდა სურდეს რომელიმე მშენებელს კოშკის აშენება, მაგრამ თუკი მას არ გააჩნია არც აგურები მშენებლობისთვის, არც ფული აგურების საყიდლად, _ კოშკზე მას, აუცილებელი საშაულებების მიღებამდე, მხოლოდ ოცნება-ღა რჩება.

ჩვენ კი რა გვქვს დღეს რუსეთში მართლმადიდებლური მონარქიის რესტავრირებისთვის? სმწუხროდ, ჩვენ დღეს ვგავართ ისეთ მშენებლებს, რომელთაც ჩაიფიქრეს გრანდიოზული შენობის აღდგენა, მაგრამ ამისთვის ხელთ გააჩნიათ მხოლოდ მციროდენი აგურები. ამის გამო შესაძლოა ვდარდობდეთ, ვწუხდეთ, გვსურდეს რომ საქმე სხვანაირად იყოს, აღშფოთებულიც ვიყოთ _ მაგრამ სრულიად დაუშვებელია იგნორირებას ვუკეთებდეთ მას. ეს თუმცა კი სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ფაქტია: აგურები ძალზედ ცოტაა.

ჩემო ძვირფასებო, რუსეთში მართლმადიდებლური მონარქიის რესტავრირებისთვის საჭიროა, უწინარეს ყოვლისა, მართლმადიდებელი, გაეკლესიურებული რუსეთი. დღევანდელი რუსეთი _ განეკლესიურებული რუსეთია. ეს სამწუხრო ფაქტია, მაგრამ ფაქტია. ასეთ რუსეთში მონარქიის რესტავრირება _ ეს ნიშნავს ორი რუსეთის შუბლებით დაჯახებას: ერთის მხრივ, ერთი მუჭა რუსი ადამიანებისა, რომლებიც ცხოვრობენ ეკლესიურად და სურთ მონარქი, მეორეს მხრივ კი _ უზარმაზარი მასა ჩვენი თანამემამულეებისა, რომელთაც არ სურთ არც მონარქი, არც ეკლესიური ცხოვრება, არამედ სურთ ყველაფრის ნებადართულობა დ თავისუფლება ცოდვის ჩასადენად _ რაც დღესდღეობით გააჩნიათ კიდეც. შევეცადოთ ძალით წავართვათ მათ ეს _ მივიღებთ სამოქალაქო ომს. ესეც ფაქტია, რომლის იგნორირებაც კიდევ უფრო მეტად არ შეიძლება.

შესაძლებელია ვინმე სწორედ ამას ისახავდეს კიდეც მიზნად: კიდევ ერთხელ გაგვყოს ჩვენ „თეთრებად“ და „წითლებად“, გადაგვიშვას ძმათაშორის სასაკლაოში და ამის შედეგად მიიღოს გაუკაცრიელებული რუსეთი უკვე თავის სრულ განკარგულებაში. მაპატიეთ, ბატონებო! თქვენ მოგიწევთ იმედგაცრუება თქვენს მოლოდინში. ეს ჩვენ უკვე გავიარეთ და მეტად აღარ გავიმეორებთ.

ახლა უშუალოდ მოხსენების თემასთან, რომელიც აღნიშნულია სახელწოდებაში: „მონარქიისა და ხალხის მმართველობის შესახებ“.

ვიღაცამ სთქვა, რომ თუკი ყურადღებით დავაცქერდებით საზოგადოების მართვის სხვადასხვა ხერხებს, შეიძლება შევამჩნიოთ, რომ ყველა ხერხს გააჩნია თავისი ღირსებები და თავისი ნაკლოვანებები. და ამიტომ ყველაზე უფრო გონივრულია _ დავკმაყოფილდეთ ცხოვრების იმ მოწყობით (იმ წყობილებით), რომელშიც დავიბადეთ.

ამ აზრს ყოველთვის უპირისპირდებოდა სხვა აზრი: საზოგადოებრივი მოწყობის სხვადასხვანაირი ფორმების არასრულყოფილებისას მაინც არის უფრო მეტად სრულყოფილი და ნაკლებად სრულყოფილი ფორმები. და ამიტომ ყველაზე უფრო გონივრულია _ გავერკვეთ, თუ მმართველობის რომელი ხერხი არის ყველზე უკეთესი და ვესწრაფოდეთ, რათა საზოგადოება იმართებოდეს სწორედ ასეთი ხერხით.

მეორე თვალსაზრისის მომხრეებს, მართალია, არანაირად არ შეუძლიათ ერთიან აზრზე მოსვლა, მაინც არსებითად მმართველობის რომელი ხერხია სუკეთესო? ერთმპყრობელობა თუ ხალხის მმართველობა? მონარქია თუ რესპუბლიკა? რამდენი წელიც არსებობს სახელმწიფოებრივი ცხოვრება ადამიანებს შორის, იმდენივე წელია გრძელდება ეს კამათი. რუსეთში ამ კამათს ძველი, ფესვგადგმული ხასიათი აქვს. თუკი რუსეთის ისტორიას მთლიანობაში შევხედავთ, მაშინ უპირატესობა ამ კამათში მონარქისტების მხარეზეა. მაგრამ უკვე ძველი დროიდანვე დარწმუნებულ (დაჯერებულ) მონარქისტებთან ერთად იყვნენ ხალხის მმართველობის მომხრეებიც. (ძველრუსული რესპუბლიკების მაგალითის სახით შეგვიძლია დავასახელოთ ნოვგოროდისა და ფსკოვის მმართველობა) ბევრი რუსი მოაზროვნე უფიქრდებოდა ამ საკითხს და ცდილობდა გაეგო, თუ რა შეესაბამება უფრო მეტად რუსი ადამიანის ხასიათს, მისი სულის მოთხოვნილებებს? ერთმპყრობელობა? რესპუბლიკა? მაგრამ საკითხი, მისი გადაწყვეტის არაერთჯერადი მცდლობების შემდეგაც, მოსაზრებათა თანხმობით მაინც არ არის გადაწყვეტილი. და დღესაც ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ გამოდიან ერთი რუსი ადამიანები ხალხის მმართველობის მხურვალე მომხრეებად, მეორენი კი არანაკლებ მხურვალედ იბრძვიან რუსეთში მონარქიის რესტავრირებისთვის. ერთნიცა და მორენიც _ რუსები არიან. გულუბრყვილობა იქნებოდა აქ გვერკვია ის, თუ ვინ არის „უფრო მეტად რუსი“ _ მონარქისტი თუ რესპუბლიკელი? მოსკოველებიცა და ნოვგოროდელებიც ერთნაირად რუსები იყვნენ.

ვიღაც იტყვის: თუკი ეს საკითხი აქამდე არ არის გადაწყვეტილი _ მით უმეტეს, რომ ამდენი უჭკვიანესი ადამიანი იმტვრევდა ამაზე თავს _ მაშინ მამა ალექსანდრე რაღატომ წამოსწევს ამ საკითხს? ნუთუ მისი გადაწყვეტა სურს?

ღმერთო, მიხსენი საკუთარ თავზე ასეთი დიდი წარმოდგენისგან. მე ვერ ვიკისრებ ასეთი ძველი და ფესვგადგმული სკითხის გადაწყვეტას. უფრო მეტიც: გეტყვით, რომ ასეთი აბსტრაქტული სახით, როგორც მას ჩვეულბრივ აყენებენ, ეს საკითხი საერთოდ გადაუწყვეტადია. პრინციპულად გადაუწყვეტადი. გვეკითხებიან: „რა არის ადამიანებისთვის უკეთესი _ ერთმპყრობელობა თუ ხალხის მმართველობა?“, არანაირად არ შეიძლება მოცემულ საკითხზე პასუხის გაცემა თუკი მანამდე არ გავერკვევით: როგორი ადამიანები ჰყავთ მხედველობაში? ერთი ადამიანებისთვის უკეთესია ერთმპყრობელობა, სხვებისთვის კი ხალხის მმართველობა. „ადამიანის სამართალშეგნება წარმოიქმნება ირაციონალურად, _ წერს ი. ა. ილინი, _ იგი ვითარდება ისტორიულად, იგი ექვემდებარება ოჯახის, გვრის, რელიგიურობის, ქვეყნის, კლიმატის, ეროვნული ტემპერამენტის, ქონებრივი განაწილებისა და ყველა სხვა სოციალური, ფსიქოლოგიური, სულიერი და მატერიალური ფაქტორის გავლენას... ყოვლივე ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფობრივი ფორმა ახასიათებს თითოეულ ხალხს განსაკუთრებულად, და მხოლოდ პოლიტიკაზე ზერელედ შემყურეებს შეუძლიათ წარმოიდგინონ, ვითომ-და ხალხებს შესაძლებელია თავზე ახვევდე მათ სახელმწიფოებრივ მოწყობას, ვითომდა არსებობს ერთიანი სახელმწიფოებრივი ფორმა, სუკეთესო ყველა დროისა და ხალხისთვის...“ (1, გვ. 453).

ერთ რუს ადამიანებს სწამთ ღმერთი და თავიანთი ცხოვრების აზრს ხედვენ სულის ცხონებაში. ასეთი ადამიანები უმეტესი უმრავლესობით ხმას მისცემენ მონარქიის სასრგებლოდ, სხვა რუს ადამიანებს მოსმენაც არ უნდათ არანაირი უკვდავების შესახებ, მთთვის მთელი ინტერესი და აზრი არის აქ _ პოლიტიკაში, ხელისუფლებისთვის პარტიათა შორის ბრძოლაში, წინასაარჩევნო დებატებში. ისინი ამით ცხოვრობენ. გასაგები საქმეა, რომ თუკი მათ ამას წავართმევთ, ისინი ძალზედ გულნატკნი იქნებიან. რომელ ადამიანს მოეწონება, თუკი მას ცხოვრების აზრს წაართმევენ? მთთვის მაშინვე ხომ ცხოვრებაში მთავარი ინტერესი გაქრება, ცხოვრება უფერული გახდება. ასეთები კლდესავით დადგებიან ხალხის მმართველობის მომხრედ.

თუმცა კი ყოველივე ეს ეხება არა მხოლოდ რუს ადამიანებს. ეს ეხება ნებისმიერ ხალხსა და ნებისმიერ ისტორიულ დროს. ამის შესახებ კარგად წერს ანტონ ტუსკარევი (ამჟამად იერომონაზონი დიონისე): „რელიგიური ადამიანი ასრულებს ღმერთისთვის მსახურებას. ურელიგიო ადამიანი, რომელიც თუნდაც აღიარებდეს „ღმერთის ყოფიერებას“, მთლიანად ცხოვრობს მიწიერი კეთილდღეობის ინტერესებით, რელიგიას კი უთმობს თავისი დროის მინიმუმს, და ისიც როგორც მხოლოდ საშუალებას თავისი მიწიერი „წარმატების“ უზრუნველყოფისთვის. ამ სასიცოცხლო მითითებების შესაბამისად თავიანთ მასაში რელიგიური ხალხები კმაყოფილდებიან თვითმპყრობელობის პატრიარქალური ხელისუფლებით, რომელიც მათთვის უზრუნველყოფს მიწიერი ყოფიერების აუცილებელ წესრიგს, ხოლო სულის მთავარ ძალებს კი ისინი სდებენ რელიგიისა და ღვთის პტივისცემის სფეროში. პირიქით, მცირედ რელიგიური ხალხები კმაყოფილდებიან რაღაც მინიმუმით რელიგიური მოთხოვნილებების სფეროში, ხოლო სულის მთელ მხურვალებას კი აძლევენ „სამართლებრივი სახელმწიფოს“ მოწყობას, სახალხო წარმომადგენლობის აპარატის გამომუშავებას, განტოტვილი კანონმდებლობის შექმნას და ა. შ. ასე, წარმართულ რომის რესპუბლიკაში კალენდარული წელიწადის ზუსტად ნახევარი ეკავა მრავალრიცხოვან საარჩევნო კამპანიებს (მეორე ნახევარი კი სანახაობებს ცირკში); ქრისტიანულ კონსტნტინოპოლში (მეორე რომში) კი _ საეკლესიო დღესასწაულებს; რომის გული იყო კაპიტოლიუმი _ პოლიტიკური შერკინებების ადგილი, კონსტანტინოპოლის გული კი _ წმინდა სოფიოს ტაძარი“ (2, გვ. 8) [1].

არის ბრძნული გამონათქვამი: „თითოეულ ხალხს ჰყავს ის მთავრობა, რომელსაც ის იმსახურებს“. ეს გამონათქვამი თავის ჭეშმარიტიანობას ინარჩუნებს საზოგადოებრივი მოწყობის ნებისმიერ ფორმაში. თუკი ხალხის მმართველობა გადაიქცევა თვითნებობად, ანარქიად და უსაზღვრო არეულ-დარეულობად (რუს. „ბეზპრედელ“) _ ეს ნისნავს, რომ ამ „რესპუბლიკის“ მცხოვრებლებმა დაიმსახურეს „ბეზპრედელ“-ი. თუკი თვითმპყრობელობა გადაიქცევა შეუბრალებელ ტირანიად და „ხუშტურიანობად“ _ ეს ნიშნავს, რომ ხალხმა დაიმსახურა „ხუშტურიანი მონარქი“. და ყველაზე უფრო სულელურია აქ ხელისუფლების ლაძღვა-გინება, სულ ერთია რომლისა _ „დემოკრატიულის“ თუ „მეფისა“ _ ამისგან არც დემოკრატები და არც მეფე უკეთესი არ გახდებიან. არც ჭკუა მოემატებათ, არც სიკეთე, არც სინდისი _ შეიძლება უბრალოდ ან შეშინდნენ, ან გაბოროტდნენ, ან ერთიცა და მეორეც ერთად. და ხალხი კი უფრო მეტად აკვნესდება ასეთი გაბოროტებული და შეშინებული მმართველებისგან. და ისევ მათი საქმეების-და მიხედვით. ისევ დაიმსახურეს.

ეს, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენც გვეხება თქვენთან ერთად. ჩვენთანაც საკმარისად არიან ხელისუფლების ლანძღვა-გინების მოყვარულები. რას მივაღწევთ ჩვენ ამ ლანძღვა-გინებით? ესენი _ ცუდები არიან?.. გამოვითხოვთ ღმერთისგან უფრო უარესებს... ხოლო იმისთვის, რათა გამოვითხოვოთ ღმერთისგან კარგი, გონიერი მმართველები, კი არ უნდა ვლანძღოთ ხელისუფლება, არამედ ვილოცოთ მისთვის. რასაც ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტიანები, ვაკეთებთ კიდეც თითოეული ღვთისმსახურების დროს. თქვენ ხომ გესმით, თუ როგორ აღავლენს დიაკონი: „ღვთივდაცულისა ერისა ჩვენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის...“. მართალია ჩვენ ეს ხშირად ერთ ყურში შეგვდის ხოლო მეორიდან კი მაშინვე გამოდის. ვილოცეთ ტაძარში „მთავრობისათვის“, ხოლო გამოვედით რა ტაძრიდან _ დავუწყეტ ამ მთავრობას ლანძღვა-გინება ყოველი მხრიდან... ჩემო ძვირფასებო, რაც დავიმსახურეთ _ ის გვაქვს კიდეც. ხოლო თუკი გონს არ მოვეგებით, და სინანულისა და ლოცვის ნაცვლად გავაგრძელებთ ცოდვის ჩადენასა და ლანძღვა-გინებას _ კიდევ უფრო უარესს დავიმსახურებთ. ჩვენ, ეკლესიურ ადამიანებს, ეს სრულებით არ გვეპატიება. ერში მყოფთ რაღა ვუთხრათ? მათ სიმშვიდისა და თავმდაბლობის შესახებ გაგონებაც არ სურთ. ხოლო ჩვენ კი თქვენთან ერთად სადა გვაქვს ეს სათნოებები? ჩვენ მაგალითი უნდა ვუჩვენოთ სხვებს.

წმინდა მოციქულთა თავი პავლე თავის ეპისტოლეებში არაერთხელ გვახსენებს აუცილებლობის შესახებ „მთავრობათა და ხელმწიფეთა დამორჩილებად და სარწმუნო-ყოფად“ (ტიტეს, 3. 1); ამბობს: „მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ბოროტი“ (საქმე, 23. 5). მეორე თავი მოციქულთა პეტრე ლაპარაკობს იგივეს შესახებ და როგორ შესანიშნავად ამბობს: „დაემორჩილენით უკუე ყოველსავე კაცობრივსა დიდებულსა, უფლისათვის... მონანი დაემორჩილენით ყოვლითა მოშიშებითა თვისთა უფალთა, ნუ ხოლო სახიერთა და ტკბილთა, არამედ უსახურთაცა. რამეთუ ესე არს მადლი ღმრთისაგან, უკეთუ გონებისაგან კეთილისა, ღმრთისათვის დაითმინეს ვინმე, მწუხარებანი ევნებიან თუ სიცრუით. რამეთუ რა უმჯობეს არს, უკეთუ ჰსცოდვიდეთ და დაიქენჯნებოდეთ და მოითმენდეთ? არამედ უკეთუ კეთილსა იქმოდეთ, და გევნებოდეს და მოითმენდეთ, ესე არს მადლი ღმრთისაგან. და იჩინენითცა მებრ ამისთვისვე; რამეთუ ქრისტემანცა ივნო ჩვენ თვის, და თქვენ დაგიტევა ხელით წერილი, რათა შეუდგეთ კვლთა მისთა. რომელმან იგი ცოდუაი არა ჰქმნა, არცა იპოვა ზაკუა პირსა მისსა. რომელი იგი იგინებოდა, და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა, და არავის უთქმიდა; მიეცა მართალი იგი მსაჯულსა“ (1 პეტრე, 2. 13, 18-24).

აი, ჩვენ რომ გვეცხოვრა ასეთი მოციქულებრივი სულით, როგორ ცუდადაც არ უნდა ვყოფილიყავით, ყველაფრისთვის მადლობას შევწირავდით ღმერთს და არავიზე არ დავიწყებდით „ბოროტმეტყველებას საპასუხოდ“, ხოლო მთელ „სამსჯავროს“ ადამიანებზე (და მათ შორის მმართველებზეც) გადავცემდით მართალ მსაჯულს _ მაშინ მმართველებიც მართლები გვეყოლებოდა. ხოლო როდესაც ჩვენ თავად ცოდვილები ვართ, ასევე ცოდვილები მოგვცა ღმერთმაც მმართველებად. მაგრამ მის ხელთ არის რომ ცოდვილებიც ასევე მართლებად აქციოს; უფალს შეუძლია მმართველებიც გადააკეთოს, მისცეს მათ გონიერება და სიბრძნე. ხოლო ჩვენ თქვენთან ერთად ამისთვის გვჭირდება, კიდევ ერთხელ ვამბობ, არა მათი ლანძღვა-გინება, არამედ მათთვის ლოცვა. მაშინ ზვირფასებო, არა მხოლოდ ენით, არამედ გონებითა და გულით ვევედროთ უფალს „ღვთივდაცულისა ერისა ჩვენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის...“. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიხილავთ ამ თხოვნის მეორე ნახევრის აღსრულებასაც: „დღე ყოვლი აღსრულებად, სიწმიდით, მშვიდობით და უცოდველად...“ (რუს. «... да тихое и безмолвное житие поживем во всяком благочестии и чистоте»).

დიახ, ჩემო საყვარლებო, ეს საკითხი, ადამიანთა მართვის ყველაზე უფრო საუკეთესო ხერხის შესახებ, არანაირად არ სეიძლება გადავწყვიტოთ „ადამიანებისთვის საერთოდ“. „ადამიანები საერთოდ (ზოგადად)“ ბუნებაში არ არსებობენ, არამედ არიან კონკრეტული ცოცხალი და მეტად განსხვავებული ადამიანები. და რამდენადაც ისინი განსხვავებულნი არიან, ასევე მათი მართვის საუკეთესო ხერხებიც შესაძლოა განსხვავებული იყოს. ერთი ადამიანებისთვის უკეთესია ერთი, სხვებისთვის სხვა. და, საბოლოო ანგარიშით, თითოეულ ხალხს ნამდვილად ჰყავს ის მთავრობა, როგორიც მას სურს და იმსახურებს თავისი უმეტესი უმრავლესობით.

თუკი ხალხის უპირატესი ინტერესები ძევს ცხოვრების მიწიერ, გარეგნულ-მატერიალურ სფეროში _ ასეთ ხალხს ჰყავს სახალხო მმართველობა. დიახ მათ ექნებათ გაუთავებელი პარტიათაშორისი კინკლაობები, დღისითა და ღამით იდავებენ ერთმანეთში და ინტრიგებს მოუწყობენ ერთიმეორეს _ მაგრამ მაინც უარს არ იტყვიან ამაზე და არ გაცვლიან ამას მონარქიაზე, ვინაიდან სურთ ეს მოუსვენრადაც და არაკეთილგონივრულადაც, მაგრამ მათ ეს უყვართ და ეს სურთ. ვინ სთქვა, რომ ადამიანს ახასიათებს მხოლოდ სიმშვიდისა და კეთილგონიერების სურვილი? გაიხსენეთ სასკოლო ლირიკა:

Белеет парус одинокий,
В тумане моря голубом!.
Что ищет он в стране далёкой?
Что кинул он в краю родном?..
Играют волны – ветер свищет,
И мачта гнётся и скрепит...
Увы! он счастия не ищет
И не от счастия бежит!
Под ним струя светлей лазури,
Над ним луч солнца золотой...
А он, мятежный, просит бури,
Как будто в бурях есть покой! [2]

ასეთი „მეამბოხე იალქნები“, ჩვეულებრივ, მხოლოდ მაშინ წაიშენენ ხოლმე თავში ხელებს, როდესაც „ქარიშხალი“ უკვე აღარ ხუმრობს და „ანძები“ იწყებს არა მხოლოდ „ღუნვასა და ჭრიალს“, არამედ ტკაცუნსა და ტყდომასაც. აი, როდესაც ტყვიები დაიწყებენ თავს ზემოთ სტვენას, მაშინ ისინი იხსენებენ და თანხმდებიან, რომ მაინც უმჯობესია „წყნარი და უშფოთველი ცხოვრება“.

სხვა საქმეა _ ხალხი, მისწრაფებული უმთავრესად ზეცისკენ, რომლისთვისაც უპირატესია სულიერი ინტერესები. ასეთი ხალხისთვის, რა თქმა უნდა, სულიერად უფრო ახლობელია მეფე _ მამა, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო დედამიწაზე ყველაზე უფრო მძიმე მორჩილება: უზრუნველყოს თავისი ქვეშევრდომებისთვის „წყნარი და უშფოთველი ცხოვრება“, იდეალური პირობები სულირი ცხოვრებისთვის, ზნეობრივი სრულყოფისთვის. პოლიტიკა და პოლიტიკანობა ასეთი ადამიანებისთვის სრულიად უცხო და უინტერესოა. ამიტომ ისინი სიხარულით აძლევენ მთელ თავიანთ უფლებებსა და უპირატსობებს, რომლებიც შეეხება მათი მიწიერი ცხოვრების მოწყობას მამა-ხელმწიფის ხელში _ ოღონდ კი იგი მამობრივად ზრუნავდეს მათზე, იცავდეს, როდესაც არის მასში საჭიროება, გარეშე და შინაური მტრებისგან, საშუალებას აძლევდეს მათ, რათა შეძლების-და გვარად ნაკლებად მოცდებოდნენ დროებითისა და წარმავლის გამო, მთელი სულით ეძლეოდნენ მარადიულს: სულიერ, თვითჩაღრმავებულ, ლოცვით ცხოვრებას. მათ ეს უყვართ _ და არა „ქარიშხლები“.

თუკი ჩვენ მხედველობაში მივიღებთ ზემოთქმულს, მივიხედავთ უკან და თვალს მოვავლებთ რუსეთის ისტორიას, მაშინ დავინახავთ, რომ ყოველივე ზემოთქმული შესაძლებელია გამოვიყენოთ მისთვისაც. სანამდე რუსი ხალხი ცხოვრობდა ლოცვით, სულიერი ცხოვრებით, ჩვენი მთავარი ინტერესები იყო ზეცაში, და არა მიწაზე _ ჩვენ ვემსახურებოდით მეფეს და გვყავდა იგი. მაგრამ თანდათანობით ხალხის სულმა სულ უფრო და უფრო მეტად „გამიწიურება“ დაიწყო, გამოჩენა დაიწყეს „სახალხო მოღვაწეებმა“, შეყვარებულებმა „ქარიშხალზე“. ივანე ისაიას-ძე ბოლოტნიკოვი, ძმები სტეფანე ტიმოთეს-ძე და ფროლ ტიმოთეს-ძე რაზინები, ემელიანე ივანეს-ძე პუგაჩოვი, დეკაბრისტები... თესდნენ ქარს _ მოიმკეს ქარიშხალი. 1917 წელი არ დასცემია თავზე რუსეთს, როგორც „ქუხილი მოწმენდილ ცაზე“. „ცა“ უკვე დიდი ხანია დაფარული გახლდათ „მიწით“ („მიწიერი ინტერესებით“), გადაფარული იყო ჭექა-ქუხილის მომასწავებელი ტყვიისფერი ღრუბლებით. ოქტომბრის რევოლუციის გაჩაღება დიდი ხანია მზადდებოდა. 1917 წლის დასაწყისი უნდა ვეძებოთ XVII ასწლეულის დასაწყისში. უკვე მაშინ ბოლოტნიკოვის „გლეხთა არმიაში“ იყვნენ თავიანთი „დეკაბრისტები“ თავადაზნაურთა რაზმების სახით, ორ ასწლეულზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ თავადაზნაურები გამოვიდნენ სენატის მოედანზე _ თავიანთი და ხალხის ბედნიერების მოსაპოვებლად. ამის მერე კიდევ თითქმის ერთი ასწლეულის შემდეგ მათ და ხალხმაც მიაღწიეს ისეთ „ბედნიერებას“, რომელსაც მტერსც კი არ ვუსუსრვებდი.

ახლა ჩვენთვის, რუსი ადამიანებისთვის მეტად სასარგებლო იქნებოდა იმის შეგნება და სამუდამოდ დამახსოვრება, რომ როდესაც ჩვენ ცუდად ვართ, არ უნდა ვბრაზდებოდეთ არავიზე, და არც არავის არ უნდა ვლანძღავდეთ. არც ლენინს, არც ურიამასონებს არ უნდა ვლანძღავდეთ. უნდა ვლანძღავდეთ მხოლოდ საკუთარ თავს და გული მოგვდიოდეს მხოლოდ ჩვენს თავზე. არანაირი პარაზიტი, არანაირი მკბენარი არ გაჩნდება სუფთა სხეულზე. მხოლოდ ჭუჭყში. როდესაც ხალხის სხეული სუფთაა _ ასეთი ხალხისთვის საშიში არ არიან არანაირი ურიამასონები. ისინი თავიანთ ბინძურ საქმეებს აკეთებენ მხოლოდ ბინძურ, ზნეობრივად დაბინძურებულ ადამიანებზე დაყრდნობით. როდესაც ასეთი ადამიანები ბევრი არიან _ მათ ამ „ჭუჭყში“ თავისუფლებაც ეძლევათ და გასაქანიც. ხოლო იმისთვის კი, რათა განთავისუფლდეს ამ ბაღლინჯოებისა და სისხლისმწოველებისგან, ნებისმიერ ხალხს გააჩნია მხოლოდ ერთი საშუალება: ზნეობრივი ჰიგიენა, გონებისა და გულის სისუფთავე, კეთილსინდისიერი, სულიერი, ლოცვითი ცხოვრება. თუკი ეს არ გვექნება, მაშინ „ჩვენი ვანია სულ მუდამ რაღაც სისაძაგლეში იქნება“. სულ რომელიღაც „ლენინები“, „სტალინები“, „ხრუშჩოვები“, „ბრეჟნევები“ იქნებიან ჩვენს კბენა-გლეჯვაში...

ჩემო საყვარლებო, კიდევ ერთხელ გიმეორებთ: როგორ მთავრობასაც ჩვენ ვიმსახურებთ _ ისეთი გვყავს კიდეც. და მომავლშიც, როგორებსაც ღმერთისგან გამოვითხოვთ _ ისეთებს მოგვცემს ჩვენ უფალი. ხოლო თუ მათ ჩვენ კი არ „გამოვითხოვთ“, არამედ „გამოვიგონებთ“ _ ისევ ჩვენს საკუთარ თავზე (უბედურებათა დასატეხად). ასეთ ურჩ და ჭირვეულ ხალხს უფალი მისცემს მის მსგავს მმართველებს. ისინი ხომ საიდანღაც მოდიან, ჩვენი მმართველები? რა თქმა უნდა, ჩვენგანვე. ყველაფერში ჩვენი მსგავსნი არიან. თავიანთი ხალხის ხორცი-ხორცთაგანი და ძვალი-ძვალთაგანი. ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, თუკი ჩვენ გვსურს გვყავდეს კარგი მმართველები: ბრძენი, ღვთისმოშიში, სინდისიერი _ მანამდე ჩვენ თავად უნდა გავხდეთ ასეთები: ღვთისმოშიშები, სინდისიერები. ნაკლები ვიგონოთ, მეტი ვილოცოთ. როდესაც მოგვიწევს, „უსამართლოდაც დავზარალდეთ“ _ და ეს მოთმინებითა და თავმდაბლობით ავიტანოთ, არა „სამაგიერო ბოროტსიტყვაობით“, არამედ „საქმის მართალი მსაჯულისთვის გადაცემით“, როგორც მოციქული გვასწავლის. და მართალი მსაჯული, დაინახავს რა ჩვენს მორჩილებასა და ღვთისმოსაობას, განსჯის დაგვიბრუნოს ჩვენ ღვთისმოსავი მეფე ამ ახლანდელი დორ-ის (რუს. ВОР-ის) ნაცვლად... არა-არა, მე აქ ელცინს კი არ ვუწოდებ „ქურდს“. ეს ასეთი აბრევიატურა მოიგონეს ჩვენში არსებული საქმის ვითარების აღსანიშნავად: დორ-ი იშიფრება როგორც „დროებითი საოკუპაციო რეჟიმი“ (რუს. ВОР _ «временный оккупационный режим»). მაგრამ ამ „ოკუპანტებისთვისაც“ უნდა ვილოცოთ, რათა უფალმა მათ ჩააგონოს და აღარ დაუწყონ სამშობლო მიწას ყურება ისე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიას, რომლიდანაც რაც შეიძლება ჩქარა უნდა „გამოსწურო მთელი წვენები“.

მაპატიეთ, რუსო ადამიანებო, მაგრამ მე მიკიბ-მოკიბვის გარეშე გეტყვით: აი თქვენ დაუზოგავად ლანძღავთ და აგინებთ ამ „ოკუპანტებს“, ხოლო თქვენ რომ დაგსვან მათ ადგილზე _ ბევრი თქვენგანი ზუსტად ასეთივე „ოკუპანტი“ გახდება, შესაძლოა უფრო უარესიც. ხელისუფლება ერთდროულად წმინდა საქმეცაა და საშიშიც. ხელისუფლებით (ძალაუფლებით) გამოცდა ერთერთი ყველაზე უფრო მძიმე გამოცდაა ადამიანისთვის. გახსოვთ, თუ როგორ სცდიდნენ ძველისძველ ზღაპრებში გულოვან ჭაბუკებს, გაჰყავდათ რა ისინი „ცეცხლში, წყალსა და სპილენძის მილებში“? „ცეცხლი და წყალი“ _ ეს არის მწუხარება, ჭმუნვა, ნაღველი: შიმშილამდე მისული სიღარიბე, ავადმყოფობა და ა. შ. „სპილენძის მილებია“ _ პატივი, ღირსება, ძალაუფლება და სიმდიდრე. ეს ტყუილად კი არ რჩებოდა ბოლოსთვის. ფული და ძალაუფლება _ ყველაზე უფრო საშიში გამოცდა და ცდუნებაა ადამიანის სულისთვის. განსაკუთრებით რწმენაში განუმტკიცებელი სულისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფული და ძალაუფლება რჩება მათ, ვინც „ჭუჭყიდან ამაღლდნენ თავადობამდე“. თუკი ამ ადამიანების თავს ზევით არ არის ღმერთი, ე. ი. არ არის ღვთის შიში მათ სულებში _ მერწმუნთ, რომ ასეთ ადამიანთაგან თვით ყველაზე უფრო სინდისიერებისა და გულკეთილების გადაქცევა შეუძლიათ ფულსა და ძალაუფლებას სასტიკ და უსინდისო ადმიანებად. ამიტომ ასეთი ადამიანებისთვის, რომელთა ხელშიც აღმოჩნდება დიდი ფული და დიდი ძალუფლება, საჭიროა განსაკუთრებული, გაძლიერებული ლოცვა _ რათა ღმერთი შეეწიოს მათ ამ საშინელი გამოცდის გავლაში. ხოლო ჩვენ კი, იმის ნაცვლად, რომ მათთვის გაძლიერებით ვლოცულობდეთ, მათ გაძლიერებით ვლანძღავთ. ვყვირივართ: „გავრეკოთ! ძირს!“ ჩვენვე ავირჩიეთ, ახლა კი _ გავრეკოთ. ერთნი უკვე გავრეკეთ _ ესენი ავირჩიეთ. ესენი კი უწინდელებზე უფრო სუფთები არ აღმოჩნდნენ. ახლა ამათ გავრეკავთ, და სხვებს ავირჩევთ _ ანგელოზებს, არა?..

ჩემო საყვარლებო, მანამდე სანამ დავანგრევდეთ არსებულ საზოგადოებრივ წყობილებას, უნდა გაგვაჩნდეს ნათელი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რით შევცვლით მას, რათა „ახალი, კარგი ცხოვრება“ არ შემოგვიბრუნდეს „ძველ ცუდზე“ ასჯერ უფრო უარესი სახით. 1917 წელს ჩვენ უკვე დავანგრიეთ „დამპალი ცარიზმი“, „ხალხთა საპყრობილე“. მის ნაცვლად მივიღეთ უკვე ნატურალური ქვეყანა-საპყრობილე. 80-იან წლებში შვუდექით ამ ჩვენი „საპყრობილე“ სოციალიზმისთვის „ადამიანური სახის“ მიცემას _ დღეს, „ადამიანური სახის მქონე სოციალიზმის“ ნაცვლად გვაქვს ВОР-ი. ვის ველოდოთ ხვალ? ვისაც დავიმსახურებთ _ იმას მოგვცემს კიდეც ღმერთი. თუ შევინანებთ და ვილოცებთ _ უფალი ჩვენ გამოგვიგზავნის კეთილ მეფე-მამას. გავაგრძელებთ ცოდვის ჩადენასა და ლნძღვა-გინებას _ ВОР-ისა და მის გარეშემო ხელის მომთბობთა ნაცვლად მოვლენ უფრო უარესები და კვლავ ცრემლითა და სისხლით მოირწყვება რუსული მიწა. მაშ მოდით ვითხოვდეთ უფლისგან მეფეს.

დიახ, სახელმწიფოებრიობის ყველა ფორმას, როგორც უკვე ვთქვი დასაწყისში, გააჩნია თავისი ღირსებები და თავისი ნაკლოვანებები. სავსებით სრულყოფილი საზოგადოებრივი მოწყობა (წყობილება) ჩვენ გვექნება მხოლოდ ზეცაში. მას ერქმევა არა „რესპუბლიკა“, არა „კონსტიტუციური მონარქია“, არა „თვითმპყრობელური სამეფო“ _ მას ერქმევა: ღვთის სამეფო, ზეციური სამეფო. უზენაესი ხელისუფლება ამ სამეფოში ექნება არა ხალხს, არა საუკეთესოებს ხალხიდან, არა ყველაზე უარესებს ხალხიდან, არა მიწიერ მეფეს _ არამედ ზეციურ მეფეს, ღმერთს.

ხოლო მიწიერ და არასრულყოფილ სინამდვილეში ჩვენ განწირულები ვართ საზოგადოებრივი წყობილების მხოლოდ მეტად და ნაკლებად არასრულყოფილ ფორმებს შორის. მართლმადიდებელი რუსეთისთვის, როგორიც იგი იყო ადრე, და როგორიც, მწამს, კვლვ გახდება მომავალში, სახელმწიფოებრიობის საუკეთესო ფორმას ყველა შესაძლოდან, წარმოადგენს, რა თქმა უნდა, მონარქიული სახელმწიფოებრიობა.

დასაწყისისთვის ყურად ვიღოთ თუნდაც წმინდა უტილიტარული მოსაზრებები. მონარქი არასოდეს არ დაუშვებს თავისი ქვეყნის შეგნებულ დასუსტებასა და გაძარცვას. ის ხომ „მედროვე“ არ არის, არამედ „თვითმპყრობელია“. მან უნდა დაუტოვოს ეს ქვეყანა „მემკვიდრეობით“ არა ვინმეს, არამედ თავის საკუთარ ვაჟივილს. ამიტომ იგი სისხლისმიერადაა დაინტერესებული იმაში, რათა გადასცეს ეს ქვეყანა თავისი ძის ხელში ყველაზე უფრო ძლიერი და აყვავებული სახით. ვაჟივილმა ასევე უკვე ადრეული ბავშვობიდნვე იცის, რომ მას მოუწვს ადრე თუ გვიან სამეფო ტახტის დაკავება. შესაბამისი სახით მას ამისთვის ამზადებენ და ზრდიან კიდეც. ეს არ არის „აღზევება ჭუჭყიდან თავადობამდე“ («из грязи да в князи»). ყურად იღეთ: თავისუფლების ისეთი დიდი მოყვარული, როგორიც ვოლტერია, საფრანგეთის რევოლუციის ერთერთი სულიერი შთამაგონებელი, და ისიც კი არცთუ იუმორისა და თვითკრიტიკულობის გარეშე აცხადებდა: „თუკი ასე აუცილებელია ვინმეს ვემორჩილებოდე და ამისგან ვერსად დავიმალები _ მაშინ მე, რა თქმა უნდა, ვამჯობინებდი ვემორჩილებოდე ერთ ლომს, ვიდრე ორას ჩემნაირ ვირთხას“-ო.

მაგრამ მონარქიის მთავარი უპირატესობა, რა თქმა უნდა, არა ამ უტილიტარულ საფუძვლებშია. არა იმდენად სჭირდება მეფე დიდ რუსეთს, რამდენადაც სჭირდება იგი წმინდა რუსეთს. პროფესორი მ. ზაზიკინი წერს: „მართლმადიდებელი თვითმპყრობელის ხელისუფლება არის ეკლესიიდან ამოზრდილი ხელისუფლება. საეკლესიო იდეალიდან, რომელიც ორგანულად არის დაკავირებული ეკლესიასთან იდეითაც და დადგენილობითაც (დაწესებითაც), და ამიტომ შეზღუდულია ეკლესიის სწავლებით, მისი კანონებითა და მართლმადიდებლური ხალხური ყოფიერებით... მართლმადიდებელი მეფის ხელისუფლება არ არის ფეოდლური პრივილეგია, არამედ საეკლესიო მოღვაწის ხელისუფლება, ხელისუფლება, რომელიც წარმოუდგენელია თავმდაბლობის, მორჩილების, ყოველგვარ სიკეთეზე უარის თქმისა და მთელი თავისი ცხოვრების მსხვერპლად შეწირვის ღვაწლის გარეშე... მართლმადიდებელი მონარქის ხელისუფლება წარმოუდგენელია მის მიერ ქრისტიანული მსოფლმხედველობის აღიარების გარეშე და შეუძლებელია ხალხის მიერ უმაღლესი ხელისუფლების ღვაწლის ზნეობრივ იდეალად აღიარების გარეშე. მართლმადიდებელი მეფე გამოხატავს არა ბრბოს ამწუთიერ ნებას, არამედ მართლმადიდებელი ხალხის მსოფლმხედველობას, და მისი ხელისუფლება წარმოადგენს ქრისტიანულ იდეალს, და აქედან გამომდინარე, იმ უზენაეს ძალას, რომელმაც ეს იდეალი შექმნა... მხოლოდ იმის მეშვეობით, რომ მეფის ხელისუფლება წარმოადგენს ღვთის ნებაზე დაფუძნებული მხვერპლად შეწირვის ქრისტიანული ღვაწლის გამოხატულებას, იგი იქცევა კიდეც თვითმპყრობელურ ხელისუფლებად, რომელიც ადამიანის ნებისგან დამოუკიდებელია. აქ უმაღლესი ხელისუფლება თავის თავს აღიქვამს და შეიგნებს არა ხალხის ნებაზე დაფუძნებულად, არამედ იმ უზენაეს ძალაზე, რომელმაც ხალხს მისცა მისი იდეალები... მართლმადიდებელი მეფის ხელისუფლება არის ზემოდან მოცემული მისია, რომელიც არსებობს არა თავად მისთვის, მეფისთვის, არამედ შეადგენს მის მსახურებას _ მის ჯვარს“.

თავისი „ჯვარი“ აქვს ყველა მართლმადიდებელ ადამიანს _ სამკერდე ჯვარიცა და ცხოვრების ჯვარიც. მართლმადიდებლურ სამეფოში ყველა მისი ქვეშევრდომი ცხოვრობს არა საკუთარი თავის სამსახურისთვის, არამედ ღმერთისადმი მსახურებისთვის. და თითოეული ამ მსახურებაში აღასრულებს თავის მორჩილებას, ატარებს თავის ჯვარს. მეფის ჯვარი _ ყველაზე უფრო მძიმე ჯვარია. ამისთვის მეფეს მიაგებენ განსაკუთრებულ პატივს, განსაკუთრებულ მადლიერებას, განსაკუთრებულ სიყვარულს. შემთხვევითი ხომ არ არის, რომ რუსმა ადამიანებმა სახელმწიფოში მხოლოდ ორი პირისთვის ჩათვალეს საჭიროდ მიემართათ სიყვარულის, ნდობისა და მოფერების გამომხატველი სიტყვით „მამილო“ (რუს. «батюшка») _ მეფისა და მღვდელმსახურისთვის. რუს ადამიანებს ესმოდათ სამეფო და სამღვდელო მსახურების მთელი სიდიადე, მაგრამ, ამავე დროს, მთელი სიმძიმეცა და მთელი პასუხისმგებლობაც. ამიტომ პატიებდნენ კიდეც ბევრ რამეს თავიანთ მამილო-მეფეებსა და თავიანთ მამილო-მღვდელმსახურებს _ ვინაიდან უყვარდათ ისინი.

ამასთან ეს მოკრძალებული დამოკიდებულება მეფისადმი შეინიშნება არა მხოლოდ რუს ადამიანებში. სრულიად სხვა კონტინენტი, სხვა ნახევარსფეროში: სამხრეთ ამერიკა, პერუ. XVI საუკუნის შუახანები. იმ დროს ამ ქვეყანას ჰქონდა ინდიელთა მელოდიური სახელწოდება ტაუანტინსუიუ. ამ სახელმწიფოს ფარგლებში შეიჭრა ფრანცისკო პისარო ოთხასი კაცისგან შემდგარი რაზმით. ინდიელებს შეეძლოთ მაშინ ამ ოთხი ასეული ესპანელის წინააღმდეგ გამოეყვანათ სამასათასიანი არმია. მაგრამ ვერაგმა პისარომ მოახერხა მძევლად აეყვანა მათი მონარქი საპა-ინკუ ატაუალპუ. ინდიელებმა მსხვერპლად გაიღეს თავიანთი დამოუკიდებლობა და სიმდიდრე (გამოსასყიდად მოაგროვეს დახლოებით ექვსი ტონა ოქრო), ოღონდ კი თავიანთი ხელმწიფისთვის შეენარჩუნებიათ სიცოცხლე. თავად საპა-ინკუს დატყვევება მოხდა იმ მომენტში, როდესაც იგი და მასთან დაახლოებული რამდენიმე ათასი ადამიანი სამშვიდობო დელეგაციის სახით მივიდნენ ესპანელთა ბანაკში. ი. ა. ილინი პრესკოტის წიგნზე „პერუს დაპყრობა“ დაყრდნობით ამ მოვლენის დაწვრილებით ამბებს გადმოგვცემს ასე: „პერუს მონარქზე პისაროსა და მისი ესპანელების მოღალატური თავდასხმის დროს მონარქის ერთგული დიდებულები ხშირი რკალის სახით გარს შემოერტყნენ თავიანთ ხელმწიფეს, ესპანელთა ცხენებს ხელს სტაცებდნენ ფეხებში და გმირულად იღუპებოდნენ ცხენების ფლოქვებისა და მხედართა მახვილებისგან; თითოეული მოკლულის ადგილს დაუყოვნებლივ იკავებდა ახალი მსხვერპლი... უნდა ვაღიაროთ, რომ მონარქიული სამართალშეგნების ეს ტრადიცია _ დასაცავი განძის გულისთვის თავის დადება _ ახასიათებს ყველანაირ პატიოსან არმიას, როგორც ასეთს. ამით აიხსნება კიდეც ის გარემოება, რომ რესპუბლიკიდან მონარქიაზე გადასვლას ისტორიაში აღასრულებდნენ არაერთხელ სწორედ ერთგული და გამარჯვებული არმიის დახმარებით. ფანატიკური რესპუბლიკელები არცთუ უსაფუძვლოდ თვალყურს ადევნებენ თავიანთ არმიას, თავიანთ გენერლებს, უფრთხიან რა მათ ღალატს“.

იგივე ი. ა. ილინი სხვა ადგილას წერს: „მონარქიული ერთგულება არის სულის ისეთი მდგომარეობა და მოქმედების ისეთი სახე, როდესაც ადამიანი თავის ნებას უერთებს თავისი ხელმწიფის ნებას, მის ღირსებას თავის ღირსებასთან, მის ბედს თავის ბედთან... იგი თითქოს და ეუბნება თავის ხელმწიფეს: „მწამს, რომ შენ ხარ ჩვენი საერთო სამშობლოსა და ჩვენი ხალხის ერთგული ორგანო; რომ შენ მთელი შენი პირადი ინტერესები ჩაძირე (დაფალი) ჩვენი საერთო სამშობლოს ერთიან ინტერესში, რომ ენ მისი ერთგული ხარ; რომ შენ ეძიებ ყველა შენი ქვეშევრდომისთვის, იგივე ჩემი ძმებისთვის სიკეთესა და სამართლიანობას; რომ შენ ღმერთის მიერ და ღმერთის მეშვეობით შეერთებული ხარ ჩვენს სამშობლოსა და ყველა ჩვენთაგანთან; და ამიტომ მე, გემსახურები რა შენ, ვემსახურები ჩემს სამშობლოსა და ჩემს ხალხს, და ამასთან საუკეთესო სახით“.

„მხოლოდ იქ, სადაც ზნეობის წმინდა კანონი ურყევადაა დამკვიდრებული ადამიანთა გულებში აღზრდით, რწმენით, ჯანსაღი სწავლებითა და წინაპრების პატივმიგებული მაგლითებით, _ გასული საუკუნის შუახანებში ამბობდა კანონიზებული მოსკოველი მიტროპოლიტი ფილარეტი (დროზდოვი), _ იქ ინარჩუნებენ ერთგულებას სამშობლოსადმი და თავს დებენ მისთვის სამაგიეროს მიღების ან დიდების მოხვეჭისადმი წამახალისებელი სურვილის გარეშე. იქ კვდებიან კანონებისთვის, მაშინ როდესაც არ ეშინიათ მოკვდნენ კანონებისგან. ხოლო თუკი გულებში ჩაბუდებულ კანონს დევნიან ცრუ განათლებითა და მოუთოკავი მგრძნობელობით _ არ არის ცხოვრება დაწერილი კანონების მიხედვით: ბრძანებებს არ გააჩნიათ პატივისცემა, აღსრულებას კი _ ნდობა. თვითნებობა იქ დააბიჯებს ჩაგვრის გვერდიგვერდ, და ორივე აახლოებს საზოგადოებას დაცემასთან“.

„ამ სიტყვების დღევნდელი საჭირბოროტობა მხოლოდ ადასტურებს ბრძენი ბერის სიმართლესა და გამჭრიახობას _ აგრძელებს ამ აზრს თანამედროვე ბერი მიტროპოლიტი იოანე (სნიჩევი). _ თანმედროვე ლექსიკონები განსაზღვრავენ სახელმწიფოს, როგორც პოლიტიკური ძალაუფლების იარაღს აზოგადოებაში. რელიგიურ-ზნეობრივ საყრდენებს მოკლებული ასეთი ძალაუფლება გარდაუვალად მახინჯდება შიშველ ძალადობაში... ახორციელებენ თუ არა მას პარტნომენკლატურის ინტერესებში სისხლიანი რეპრესიების მეშვეობით, ან ტრანსნაციონალური საფინანსო ოლიგარქების ინტერესებში არასასურველთა ეკონომიკური მოგუდვის მეშვეობით _ საბოლოო ჯამში არც თუ ისე მნიშვნელოვანია. ორივე შემთხვევაში ზნეობრივი იდეალების ფასეულობას აღირებენ უმნიშვნელოდ, ხოლო უკონტროლო ძალაუფლების ტოტალიტარული მონსტრი კი იზენს თვითკმარ მნიშვნელობას.

პრინციპულად სხვა საფუძვლებზე არის აგებული საეკლესიო სწავლება სახელმწიფოებრივი მოწყობის ღვთივსათნო ფორმის შესახებ.

სახელმწიფოს იგი განიხილავს, როგორც დიდ ოჯახს. „საიდანაა ეს სიმრვლე ადამიანებისა, რომლებიც ერთმანეთთან შეერთებული არიან ენითა და ადათ-ჩვეულებებით, და რომელსაც უწოდებენ ხალხს? აშკარაა, რომ ეს სიმრავლე წარმოიშვა უფრო ნაკლები ტომისგან, ხოლო ის კი წარმოიშვა ოჯახისგან. ამრიგად, ოჯახში ძევს ყოველივეს თესლები, რაც შემდეგ გაიშალა გიზარდა სახელმწიფოში“ _ აცხადებს მიტროპოლიტი ფილარეტი (დროზდოვი).

აქედანაა საერთო სახალხო ერთიანობის გაგება როგორც სულიერი ნათესაობისა, როგორც უდიდესი ზვირფასეულობისა, რომელიც ასე დამახასიათებელია რუსეთის ისტორიისათვის. აქედანვეა რუსი ადამიანის მისწრაფება, სადაც კი ეს შესაძლებელია, უსულო სამართლებრივი ნორმები შეცვალოს ზნეობრივი ფასეულობებით, გულითადი ადამიანური ურთიერთობების სითბოთი. აქედანაა _ დამოკიდებულება რუსული დერჟავულობისადმი როგორც სიწმინდისადმი, ვინაიდან ოჯახი _ „მცირე ეკლესია“ _ კურთხევას ღებულობს მეუღლეთა ჯვრისწერის საიდუმლოში, ხოლო სახელმწიფო _ „დიდი ოჯახი“ _ მეფის მეფობაზე, „ღვთის სადიდებლად“ (მაგრამ არა რომელიმე კლასის ან წოდებრივი ჯგუფის ინტერესებში) თვითმპყრობელურ ხელისუფლებაზე კურთხევის საიდუმლოში.

თუკი სახელმწიფოსა და ოჯახის ამ შედარებას გადავიტანთ „სამართლებრივ სახელმწიფოზე“, მაშინ ეს ნაქები სახელმწიფო შეგვიძლია შევადაროთ მხოლოდ ისეთ ოჯახს, რომლის წევრებიც გაუთავებელი ურთიერთ შელაპარაკებებითა და ურთიერთ ჩხუბებით ისე დაიღალნენ, რომ ურთიერთნდობა და ურთიერთსიყვარული უკვე გვარიანად გაუნელდათ, და რათა როგორღაც ასატანი იყოს მათთვის შემდგომი თანაარსებობა, შეადგინეს „საზოგადოებრივი ხელშეკრულება“, მოახდინეს თავიანთი ქცევების რეგლამენტირება „უფლებებითა და მოვალეობებით“: შენ გევალება მაღაზიაში სიარული, შენ _ თეთრეულისა და ტანსაცმლის რეცხვა, მე _ ნარეცხი წყლის გატანა... თუკი არ შეასრულებ შენს „მოვალეობებს“ _ მაშინ „შეგელახება“ უფლებებიც. შენ მე არ მომიხარშავ სადილს _ მე შენ არ გაგირეცხავ პერანგს... თითოეული „ეწევა თავის ჭაპანს“.

გასაგებია, რომ ასეთი „ოჯახისთვის“ არ მოინდომებ თავის გაწირვას. ბუნებრივი და სასიხარულოა თავის დადება მამისთვის, დედისთვის, საყვარელი ძმებისა და დებისთვის, მაგრამ სწორედ საყვარელი ადამიანებისთვის. არა ისეთი თავის მომაბეზრებელი ადამიანებისთვის, რომლებიც სადილსაც კი არ გაჭმევენ, თუკი რაიმე მიზეზით ვერ შეზლებ მათი ტანსაცმლის ან თეთრეულის გარეცხვას. ხოლო თავის გაწირვა „უფლებებისა და მოვალეობებისთვის“, იმისთვის რათა მობეზრებულ და მოძულებულ დებსა და ძმებს შემდგომშიც შეეზლოთ ავად თუ კარგად „თავიანთი ჭაპანის გაწევა“... სულაც არ არის თავგანწირვისთვის შთამაგონებელი. და საიდან უნდა მოვიდეს შთაგონება, გულწრფელი პატრიოტიზმი დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც ცხოვრების თავად ეს დემოკრტიული წყობა თავიდან ბოლომდე ყალბია: სითყვით ახდენენ ერთის დეკლარირებას _ საქმით კი ცხოვრებაში არსერბობს სულ სხვა რამ. ამის შესახებ კარგად წერდა პროფესორი მ. ზაზიკინი: „დემოკრტიული თეორია ჩამოაყალიბა რუსომ XVIII საუკუნეში და მას დღემდე ახორციელებენ დასავლეთის ქვეყნებში. მის მიხედვით უნდა ბატონობდეს ხალხის გონიერი უმრავლესობა, _ პრაქტიკაში კი, ერთიმეორის მონაცვლეობით, ბატონობს რამდენიმე პარტიული ხელმძღვანელი, რომლებსაც აფინანსებს მსოფლიო ფინანსური ოლიგარქია. თეორიის მიხედვით, გადაწყვეტილებებს ღებულობენ ყველაზე უფრო არგუმენტირებული მოსაზრებების მიხედვით საპარლმენტო დებატების დროს, _ პრქტიკაში ისინი არანაირად არ არის დამოკიდებული არც დებატებზე, არც არგუმენტებზე, არამედ წარიმართება პარტიების ხელმძღვანელობის ზურგს უკან მდგომი საიდუმლო ძალების ნებითა და, ნაწილობრივ, პარტიების მეთაურების პირადი ინტერესის მოსაზრებებით. თეორიის მიხედვით, ხალხის წარმომადგენლებს მხედველობაში აქვთ მხოლოდ ერთადერთი რამ, ხალხის სიკეთე _ პრაქტიკაში კი ხალხისთვის სიკეთის საბაბით და მის ხარჯზე იწყობენ სიკეთეს თავიანთი მფარველებისა და პირადად თავისთვის. თეორიის მიხედვით, ისინი უნდა იყვნენ ყველაზე უფრო უკეთესი, ხალხისთვის საყვარელი და პატივცემული მოქალაქეების რიცხვიდან, _ პრაქტიკაში კი ესენი ყველაზე უფრო პატივმოყვარე, თავხედი და უსინდისო ადამიანებია. თეორიის მიხედვით, ამომრჩეველი ხმას აძლევს იმას, ვისაც იცნობს და ვისაც ენდობა, _ პრაქტიკაში კი, იგი ხმას აძლევს იმას, ვისაც სრულებით არ იცნობს, არამედ მოისმინა პარტიული პროპაგანდის ყვირილი. თეორიის მიხედვით, პარლმენტში საქმეებს მართავს გამოცდილი გონება და უანგარო გრძნობა, _ პრაქტიკაში მთავარი მამოძრავებელი ძალებია _ საიდუმლო ძალების (მსოფლიო ფინანსური ოლიგარქიის) ნება, ეგოიზმი და დემაგოგია“.

ნაცნობი სურათია, ასეა არა? ახლა კი ეს ჩვენთვისაც ტკივილამდე ნაცნობი გახდა. გასაგები საქმეა, რომ თუკი თვით ასეთი ცხოვრების დროსაც კი რუსი ადამიანებიდან ჯერ კიდევ სავსებით არ გამოირეცხა პატზრიოტიზმი, ეს შეიძლება ავხსნათ მხოლოდ უწინდელი, უკეთესი დროის არა სავსებით გამქრალი მემკვიდრეობით. არა მხოლოდ წყვდიადი, ჩამორჩენილობა და უმეცრება იყო დამახასიათებელი რუსი ხალხისთვის უწინდელ დროში. იყო სხვაც, რასაც ბევრი ვერ ხედავდა მაშინ, და ეხლაც კი ვერ ხედავს.

„დიახ ჩვენ ღარიბები ვართ, დიახ ჩვენ საწყლები ვართ ბევრ რამეში“, _ წერდა 120 წლის წინათ თ. მ. დოსტოევსკი; _ დიახ, ნამდვილად ჩვენ იმდენი ცუდი რამ გვაქვს, რომ ბრძენს, და განსაკუთრებით თუკი ის ჩვენი „ბრძენია“, არ შეეზლო „ეღალატა“ საკუთარი თავისთვის და არ წამოეძახა: „მორჩა რუსეთი და დასანანიც არაფერია!“ (რუს. «капут России и жалеть нечего!»). აი სწორედ ჩვენთა ბრძენთა ამ მშობლიურმა აზრებმა მოიარეს კიდეც მთელი ევროპა, და განსაკუთრებით კი ევროპელი კორესპონდენტების მეშვეობით, რომლებიც შემოგვესიენ ომის წინ, რათა შევესწავლეთ ადგილზე, ვენახეთ თვიანთი ევროპული ხედვით, გაეზომათ ჩვენი ძალები თავიანთი ევროპული საზომებით. და, რა თქმა უნდა, ისინი უსმენდნენ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენთა „ბრძენთა და გონიერთა“. ხალხის ძალა, ხალხის სული ყველას გამორჩა თვალთახედვიდან, და მოიარა მთელი ევროპა ამბავმა, რომ იღუპება რუსეთი, რომ არაფერია რუსეთი, არაფერი იყო და არაფერი არის კიდეც და არაფრად გადაიქცევა. აუტოკდათ გულები ჩვენს ძველთაძველ მტრებსა და მოძულეებს, რომლებთაც აგერ უკვე ორი საუკუნეა გულს ვუწვრილებთ ევროპაში, აუტოკდათ გულები მრავალ ათასობით ევროპელ ურიებსა და მილიონობით მათთან ერთად გაურიებულ „ქრისტიანებს“... მაგრამ ღმერთმა ჩვენ გადაგვარჩინა, მოუვლინა რა მათ ყველას სიბრმავე; მათ დიდად ირწმუნეს რუსეთის დაღუპვა და არარაობა, მთავარი კი ვერ დაინახეს. ვერ დაინახეს მთელი რუსი ხალხი, როგორც ცოცხალი ძალა, და ვერ დაინახეს კოლოსალური ფაქტი: მეფის კავშირი თავის ხალხთან! აი მხოლოდ ეს გამორჩათ კიდეც მათ მხედველობიდან!.. იმაში არის კიდეც ჩვენი მთავარი ძალა, რომ მათ სრულებით არ ესმით რუსეთის, არაფერი არ ესმით რუსეთში! მათ არ იციან, რომ მსოფლიოში ჩვენი დამარცხება არაფრით არ შეიძლება, რომ ჩვენ შესაძლოა ვაგებდეთ ბრძოლებს, მაგრამ მაინც დავრჩებით დაუმარცხებელნი სწორედ ჩვენი ხალხის სულის ერთიანობით ხალხის შეგნებასთან... მათ არ ესმით და არ იციან, რომ თუკი ჩვენ მოვინდომებთ, ჩვენ ვერ დაგვამარცხებენ ვერც მთელი ევროპის ურიები ერთად, ვერც მათი ოქროს მილიონები, რომ თუკი ჩვენ მოვინდომებთ, არ შეიძლება გვაიძულონ იმის გაკეთება, რასაც ჩვენ თავად არ მოვისურვებთ, და რომ არ არის ასეთი ძალა დედამიწაზე... ალექსანდრე I-მა იცოდა ჩვენი ამ თავისებური ძალის შესახებ, როდესაც ამბობდა, რომ მოუშვებს წვერს და წავა ტყეში თავის ხალხთან ერთად, მაგრამ არ ჩააგებს მახვილს და არ დაემორჩილება ნაპოლეონის ნებას. და, რა თქმა უნდა, ამ ძალაზე დაიმსხვრეოდა მთელი ევროპა ერთად, იმიტომ რომ ასეთი ომისთვის მას არ ეყოფა არც ფული, არც ორგანიზაციის ერთიანობა“ (4, გვ. 113-114). „ჩვენ, რუსებს, გვაქვს ორი ძალა, რომლებიც ყველა დანარჩენის ტოლფასია მთელს მსოფლიოში, _ ეს არის ჩვენი ხალხის მილიონების ყოვლად მთლიანობა და სულიერი განუყოფელობა და მონარქთან მისი უმჭიდროესი ერთიანობა... ჩვენი ხალხი გონიერი და წყნარია, და მასთან ერთად სულაც არ სურს ომი, მაგრამ თუკი საჭირო გახდება, თუკი გაისმება მეფის დიადი სიტყვა, მაშინ მთლიანად დაიძრება, მთელი მისი ასმილიონიანი მასით, და გააკეთებს ყველაფერს, რისი გაკეთებაც ეუძლია ასმილიონიან მასას, შთაგონებულსა და აღფრთოვანებულს ერთი აღტყინებით და თანხმობაში მყოფს, ერთი ადამიანის მსგავსად“ (4, გვ. 9). „ასეთი ხალხი შესაძლოა სავსებით იყოს ნდობის ღირსი. ვინაიდან ვის არ უნახავს იგი მეფის ახლოს, მეფის გარშემო, მეფესთან? ესენი მეფის შვილებია, პირწავარდნილი, ნამდვილი, ღვიძლი შვილები, მეფე კი მათი მამაა. ნუთუ ეს ჩვენში მხოლოდ სიტყვაა, მხოლოდ ბგერაა, მხოლოდ დასახელებაა, რომ „მეფე მათი მამაა“? ვინც ასე ფიქრობს, მას არაფერი არ ესმის რუსეთში! არა, აქ იდეა ღრმა და უორიგინალურესია, აქ ორგანიზმია, ცოცხალი და ძლიერი, თავის მეფესთან ერთიანობაში შერწყმული ხალხის ორგანიზმი. მეფე ხალხისთვის გარეგანი ძალა კი არ არის, არამედ თავად მისი ხორცშესხმაა, მისი მთელი იდეის, მისი იმედების და რწმენის ხორცშესხმა... და სწორედ ეს დამოკიდებულება ხალხისა მეფისადმი, როგორც მამისადმი, არის კიდეც ჩვენი ის ნამდვილი, ანდამატური საფუძველი, რაზედაც შეიძლება ემყარებოდეს ჩვენში ნებისმიერი რეფორმა და ემყარება კიდეც. თუკი გსურთ, ჩვენთან რუსეთში არ არის არავითარი სხვა ძალა, რომელსაც ჩვენ ვემყარებით, რომელიც ჩვენ გვიფარავს და რომელსაც ჩვენ მივყავრთ, თუ არა ეს ორგანული, ცოცხალი კავშირი ხალხისა თავის მეფესთან, და მისგან ჩვენში ყოველივე ამოდის კიდეც... ჩვენთან შესაძლოა ყველაზე უფრო სრული სამოქალაქო თავისუფლება, უფრო სრული, ვიდრე სადმე მსოფლიოშია, ევროპაში ან თუნდაც ჩრდილოეთ ამერიკაში, და სწორედ ამ ანდამატურ საფუძველზე ემყარება კიდეც იგი. არა ქაღალდზე დაწერილით დამკვიდრდება, არამედ დაემყარება მეფისადმი, როგორც მამისადმი, ხალხის ბავშვურ სიყვარულზე, ვინაიდან შვილებს შესაძლოა ბევრი რამ ისეთის ნება დართო, რაც წარმოუდგენელია სხვებთან, სახელშეკრულებო ხალხებთან, შვილებს შესაძლოა ისე ბევრი რამ ანდო და ბევრის ნება დართო, რაც მანამდე არსად არ უნახავთ, ვინაიდან შვილები არ უღალატებენ თავიანთ მამას, და როგორც ბავშვები, სიყვარულით მიიღებენ მისგან მათი ნებისმიერი შეცდომისა და ნებისმიერი გადაცდომის ყველანაირ შესწორებას“ (4, გვ. 523-527).

მეფე, როგორც მამა, რა თქმა უნდა, ყოველთვის მოუსმენს თავის საყვარელ შვილებს და შეეცდება მათ გაგებას. მკაცრი ხასითის მქონე პეტრე დიდი ამბობდა: „სასარგებლო რამის მოსმენა მე მახრებს თვით უკანასკნელი ქვეშევრდომისგანაც კი. ჩემთან მოსვლა ყველას თავისუფლად შეუძლია, ოღონდ კი უსაგნოდ არ მართმევდნენ ხოლმე დროს“ (1, გვ. 515). ამასთან იგი ისმენდა არა მხოლოდ მისი ყურისთვის სასიამოვნო „სასარგებლოს“, არამედ შეეძლო უსიამოვნო სიმართლის მოსმენაც. თავად იკობ დოლგორუკოვს იგი ეუბნებოდა: „აი, შენ ყველაზე უფრო მეტად მლანძღავ მე და ისე ძალიან მტკენ გულს შენი კამათით, რომ ხშირად ძლივსღა ვინარჩუნებ ხოლმე მოთმინებს; ხოლო როდესაც ჩავუფიქრდები, მაშინ დავინახავ, რომ შენ გულწრფელად გიყვარვართ მე და სახელმწიფო, და სიმართლეს ამბობ, ამისთვის შინაგანად მე მადლიერი ვარ შენი...“ (1, გვ. 516).

მართლმდიდებლობა, თვითმპყრობელობა, ხლხურობა _ აი „სამი ვეშაპი“, რომლებზედც საუკუნეებით იდგა და მტკიცდებოდა რუსული სახელმწიფო. ეს, სამწუხროდ, გაიგეს _ შესაძლოა ჩვენზე უკეთესადაც კი გაიგეს _ ჩვენმა მტრებმაც. ტყუილად არ იყო, რომ ოქტომბრის რევოლუცია და მისი მომყოლი მოვლენები თავიანთ ყველაზე უფრო მთავარ და ძლიერ დარტყმებს აყენებდნენ სწორედ ამ „სამ ვეშაპს“:

_ აფეთქებენ და ანგრევენ ტაძრებს, ბატონობს სარწმენოებისა და ღმერთის თავხედური დაცინვა;

_ დახვრიტეს მეფე ოჯახთან ერთად;

_ ხოცავენ და საზოგადოებისგან იზოლაციაში აქცევენ ხალხის საუკეთესო წარმომადგენლებს.

იმ ხანებში, როდესაც ვლადიმირ ილიას ძე ულიანოვი (ლენინი) ჯერ კიდევ სამი წლისა „დაძვრებოდა მაგიდის ქვეშ“, რუსეთის მკითხველმა საზოგადოებამ გაიცნო თ. მ. დოსტოევსკის მორიგი რომანი „ეშმაკნი“. ამ რომანის ერთერთ გმირთაგანი, ვინმე შიგალევი აცხადებდა: „მივმართე რა ჩემი ენერგია მომავალი საზოგადოების სოციალური მოწყობის შესახებ საკითხის შესწავლაზე, რომლითაც შეიცვლება ახლანდელი, მე დავრწმუნდი, რომ სოციალური სისტემის ყველა მშენებელი უძველესი დროიდან ჩვენს დღეებამდე, იყო მეოცნებე, მეზღაპრე და სულელი, რომლებსაც სრულებით არაფერი ესმოდათ ბუნებრივ მეცნიერებასა და იმ უცნურ ცხოველში, რომელსაც ეწოდება ადამიანი. პლატონი, რუსო, ფურიე _ ყოველივე ეს მხოლოდ ბეღურებისთვის თუ გამოდგება, და არა ადამიანთა საზოგადოებისთვის. მაგრამ რადგანაც მომავალი საზოგადოებრივი ფორმა უცილებელია სწორედ ახლა, როდესაც ჩვენ ყველანი ბოლოს და ბოლოს ვაპირებთ ამოქმედებას, რათა ამის მერეც საფიქრალი არ გაგვიხდეს, ამიტომ გთავაზობთ კიდეც მსოფლიოს მოწყობის ჩემს საკუთარ სისტემას. აი ეს! _ ხელი დაარტყა მან რვეულს“ (5, გვ. 352).

აი ეს სისტემა რომანის სხვა გმირის პეტრე სტეფანეს ძე ვერხოვენსკის გადმოცემით: „შიგალევი გენიალური ადამიანია! მან მოიგონა „თანასწორობა“! მას კარგადა აქვს რვეულში _ მას აქვს ჯაშუშობა. მასთან საზოგდოების თითოეული წევრი თვალყურს ადევნებს სხვებს და ევალება დასმენა. თითოეული ეკუთვნის ყველას, ყველა კი თითოეულს. ყველა მონაა და მონობაში ყველა თანასწორია. უკიდურეს შემთხვევაში ცილისწამება და მკვლელობა, მთავრი კი არის _ თანასწორობა. პირველ რიგში მცირდება განათლების, მეცნიერებათა და ტალანტების დონე. მეცნიერებათა და ტალანტების მაღალი დონე ხელმისაწვდომია მხოლოდ მაღალი ნიჭისა და უნარებისთვის, არ გვინდა მაღალი ნიჭი და უნარები! მაღალი ნიჭი და მაღალი უნარები ყოველთვის რყვნიდა უფრო მეტად, ვიდრე სარგებელი მოჰქონდა; მათ განდევნიან ან სიკვდილით დასჯიან. ციცერონს ამოჰკვეთენ ენას, კოპერნიკს ამოთხრიან თვალებს, შექსპირს ქვებით განტვინავენ _ აი ესაა შიგალევის სწავლება! მონები უნდა იყვნენ თანასწორნი: დესპოტიზმის გარეშე ჯერ არ ყოფილა არც თავისუფლება, არც თანასწორობა, მაგრამ ჯოგში უნდა იყოს თანასწორობა... მთები გავათანასწოროთ _ კარგი აზრია, არა სასაცილო!.. ჩვენ გავუშვებთ ლოთობას, ჭორებს, დასმენას; ჩვენ გავუშვებთ მანამდე უნახავ გარყვნილებას; ჩვენ ყველანაირი გენიის ნაპერწკალს ჩვილობაშივე ჩავაქრობთ. ყველას ერთ მნიშვნელზე დავიყვანთ, სრული თანასწორობაა... მომისმინეთ, ჩვენ თავიდან გავუშვებთ არეულობს. მე უკვე გეუბნებოდით: ჩვენ შევაღწიეთ თავად ხალხში. იცით თუ არა, რომ ჩვენ უკვე ახლაც საშინლად ძლიერები ვართ? ჩვენები მხოლოდ ისინი კი არ არიან, ვინც ჭრიან და წვავენ... მომისმინეთ მე ისინი ყველანი დავითვალე: მასწავლებელი, რომელიც ბავშვებთან ერთად დასცინის მათ ღმერთსა და მათ აკვანს, უკვე ჩვენიანია. ადვოკატი, რომელიც იცავს განათლებულ მკვლელს იმით, რომ იგი თავის მსხვერპლზე უფრო მეტად განვითარებულია, და ფულის მოსაპოვებლად არ შეეძლო არ მოეკლა, უკვე ჩვენიანია. სკოლის მოწაფეები, რომლებიც კლავენ გლეხს, რათა ეს შეგრძნება განიცადონ, ჩვენიანები არიან. ნაფიცი მსაჯულები, რომლებიც ერთიმეორის მიყოლებით ამართლებენ დამნაშავეებს, ჩვენიანები არიან. პროკურორი, რომელიც სასამართლოში თრთის (კანკალებს) იმის გამო, რომ იგი საკმარისად ლიბერლური არ არის, ჩვენიანია, ჩვენიანია. ადმინისტრატორები, ლიტერატორები, ოჰ, ჩვენიანები ბევრნი, ძალზედ ბევრნი არიან, და ეს თვითონაც კი არ იციან... ხალხი მთვრალია, დედები მთვრალები არიან, შვილები მთვრალები არიან, ეკლესიები ცარიელია... ოჰ, მიეცით თაობას გაზრდის საშუალება! დასანანია, მხოლოდ, რომ ლოდინის დრო არ არის, არადა ისინი რომ უფრო მეტად მთვრალები გამხდარიყვნენ! აჰ, როგორ საწყენია, რომ არა გვყავს პროლეტარები! მაგრამ გვეყოლება, გვეყოლება, აქეთკენ მიდის საქმე...“ (5, გვ. 364-367). და მოვიდა. და ახლა ჩვენ გვაქვს ის, რაც გვაქვს.

რომელიღაც ბრძენმა თქვა: „ხალხი, რომელმაც არ იცის თავისი წარსული, რისკავს კვლავ განიცადოს იგი“. ჩემო ხელმწიფენო, რუსო ადამიანებო, ნუთუ თქვენ ახლაც ჯერ კიდევ ვერაფერი ვერ გაიგეთ, ვერაფერი ვერ ისწავლეთ?!..

არა, ნაადრევად ხარობთ, ბატონებო, რომლებიც შეკრებილხართ რუსეთის დასამარხად. თქვენს მიერ რუსეთისთვის ასეთი მზრუნველობით ამოთხრილ საფლავზე ისევ მიწის მიყრა მოგიწვთ. ჩვენ კვლავ ცოცხლები ვართ! და ჩვენ ბევრი რამ გავიგეთ და ბევრი რამ ვისწვლეთ! რუსეთის დასამარხად შეკრებილებს საზეიმოდ ვუცხადებ: დაკრძალვა გუქმებულია, ჩვენ განზრახული გვაქვს კიდევ ვიცოცხლოთ! ჩვენი ხალხი კვლავ ცოცხალია. ჩვენი მართლმადიდებლობა კვლავ ცოცხლობს. და „მესამე ვეშაპს“, თვითმპყრობელობას მართლმადიდებელი ხალხი თავისთვის გამოსთხოვს უფალს. ჩვენ ჩუმად, ტკივილით, მაგრამ დაჯერებულად (მყარად) ავდგებით ამ საავადმყოფოს საწოლიდან, რომელზედაც ახლა ვწევართ, მხრებში გავიშლებით, ფართო მკერდით ამოვისუნთქავთ და ვეტყვით „მთელ მსოფლიოს, მთელ ევროპულ კაცობრიობასა და მის ცივილიზაციას ჩვენს ახალ ჯანსაღ და მსოფლიოსთვის ჯერ კიდევ გაუგონარ სიტყვას. ეს სიტყვა თქმული იქნება სასიკეთოდ და ჭეშმარიტად უკვე მთელი კაცობრიობის შეერთებისთვის ახალი, ძმური, სრულიად მსოფლიო კავშირით, რომლის საწყისიც ძევს სლავების გენიაში, უპირატესად კი დიდი რუსი ხალხის სულში, რომელიც ასე დიდხანს იტანჯებოდა, ამდენად ბევრი საუკუნის მანძილზე განწირული იყო მდუმარებისთვის, მაგრამ ყოველთვის გააჩნდა თავის თავში დიადი ძალები დასავლეთ-ევროპული ცივილიზაციის ბევრი მწარე და ყველაზე უფრო საბედისწერო გაუგებრობის მომავლი განმარტებისა და გადაწყვეტისთვის“ (4, გვ. 240). და აი, როდესაც ეს „მწარე და საბედისწერო გაუგებრობები“ „განმარტებული და გადაწყვეტილი“ იქნება, მაშინ ჩვენი მტრები სირცხვილით გაწითლდებიან და დაიწყებენ შეკითხვას: „რატომ ვცემდით ჩვენ მათ და კინაღამ არ მოვკალით?“ მაგრამ ჩვენ მათ მოვეხვევით, როგორც გვამცნო უფალმა და გვასწავლა მისმა წმიდა ეკლესიამ, და არ გავიხსენებთ ცუდს, არამედ ყველას შევუნდობთ და ყველს შევიყვარებთ, ვინაიდან ამისთვის ვართ ჩვენ მოწოდებულნი. „დიახ, რუსი ადამიანის დანიშნულება არის უდაოდ სრულიად ევროპული და სრულიად მსოფლიო. გახდე ნამდვილი რუსი, გახდე სავსებით რუსი შესაძლებელი მოხდეს, და ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ გახდე ყველა ადამიანის ძმა, ყოვლადადამინი (რუს. стать... всечеловеком), თუკი გსურთ. ჩვენი სლავოფილობა და მედასავლეთეობა არის ჩვენში არსებული მხოლოდ ერთი დიდი გაუგებრობა, თუმცა კი ისტორიულად აუცილებელიც. ნამდვილი რუსისთვის ევროპა და მთელი დიდი არიული ტომის სამკვდრებელი ისევე ძვირფასია, როგორც თავად რუსეთიც, იმიტომ რომ ჩვენი ხვედრი არის კიდეც სრულიადმსოფლიოობა, მაგრამ შეძენილი არა მახვილით, არამედ ძმობის გულითა და ადამიანთა შეერთებისკენ ძმური მისწრაფებით... გახდე ნამდვილი რუსი, ნიშნავს: ისწრაფო უკვე საბოლოოდ შერიგების ეშტანისკენ ევროპულ დაპირისპირებებში, მიუთითო ევროპულ სევდას დასასრულზე შენს რუსულ სულში, ყოვლად ადამიანურსა და ყოველივეს შემაერთებელში, დაიტიო მასში ყველა ჩვენი ძმის ძმური სიყვარული და გამოთქვა დიადი, საერთო ჰარმონიის, ყველა ტომის ძმური საბოლოო თანხმობის საბოლოო სიტყვა ქრისტეს სახარების კანონის მიხედვით! ვიცი, კარგად ვიცი, რომ ჩემი სიტყვები შესაძლოა მოგეჩვენოთ აღტაცებულად, გაზვიადებულად და ფანტასტიკურად... „ეს ვითომდა, ჩვენ, ჩვენს ღატაკ და უხეშ მიწას აქვს ასეთი ხვედრი? ეს ჩვენთვის არის განკუთვნილი კაცობრიობაში ახალი სიტყვის თქმა?“ რა ვთქვა, განა მე ეკონომიკურ დიდებაზე ვლაპრაკობ, მახვილის ან მეცნიერების დიდებაზე? მე ვლაპარკობ მხოლოდ ადამიანთა ძმობასა და იმაზე, რომ სრულიად მსოფლიო, სრულიად საკაცობრიო ძმური ერთიანობისთვის რუსული გული, შესაძლოა ყველა ხალხზე უფრო მეტად არის განკუთვნილი... დაე ჩვენი მიწა ყველაზე ღარიბი იყოს, მაგრამ ეს ღარიბი მიწა „მონის სახით მოიარა კურთხევით ქრისტემ“. რატომ ვერ უნდა დავიტიოთ ჩვენ მისი უკანასკნელი სიტყვა? განა თავად იგი ბაგაში არ იშვა?..“ (4, გვ. 469-470).

ეს თ. მ. დოსტოევსკის სიტყვებია მისი სახელგანთქმული „პუშკინისადმი მიძღვნილი მოხსენებიდან“, რომელიც წარმოსთქვა გარდაცვალებამდე ერთ წელიწადზე ნაკლები ხნით ადრე რუსული სიტვიერების მოყვარულთა საზოგადოების სხდომაზე. „გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრების“ სერიაში წიგნის „დოსტოევსკი“ ავტორი იუ. ი. სელეზნიოვი ასე აღწერს დარბაზის რეაქციას ამ მოხსენებაზე: „რამოდენიმე ხანს დარბაზი თითქოსდა გაოგნებული იყო, რომელმაც შემდეგ ისეთი მქუხარე ოვაციებით ამოხეთქა, რომ ძნელად თუ ნახავდა უწინ კეთილშობილი საკრებულო მსგავს რაიმეს.

წინასწარმეტყველია! წინასწრმეტყველია! _ ისმოდა შეძახილები. სლავოფილი ივანე აკსაკოვი და მედასავლეთე ტურგენევი დოსტოევსკის გადასაკოცნად მისცვივდნენ. დარბაზში წარმოუდგენელი რამ ხდებოდა _ ადამიანები ტიროდნენ, ერთმანეთს ეხვეოდნენ, ვიღაცა გრძნობამორეული წაიქცა, თითქოსდა, თუნდაც სულ ერთი წამით, ყოველივე ბოროტი, არაკეთილი, რაც ჰყოფდა ადამიანებს, უეცრად ნაჭუჭივით მოსცილდათ, და მათ გაიხარეს ამის გამო, ახლის, დავიწყებულის, მაგრამ რაც ყოველთვის ტანჯავდათ ამ წყეულ ნაჭუჭში, და ახლა კი ზეიმობდნენ იმის გამო, რომ ეეძლოთ თავის-თავადნი ყოფილიყვნენ. შემდგმომში ჰყვებოდნენ, რომ ამ წუთებში ურიგდებოდნენ ერთიმეორეს და კოცნით ეხვეოდნენ თვით ძველი მტრებიც კი: მოსკოვში ორი ცნობილი მოხუცი, რომლთა შესახებაც იცოდნენ, რომ უკვე ოცი წელია ერთმანეთზე უსიამოვნო კრთომის გარეშე ამბების მოსმენაც კი არ შეეძლოთ, _ უეცრად, წინასწარ შეუთანხმებლად, მისცვივდნენ ერთიმეორეს, გადაეხვივნენ, დადუმდნენ და ატირდნენ, როგორც პატარა ბავშვები, ჭაღარები, დაუცველები...“ (6, გვ. 552).

მცოდნე ადამიანები იტყვიან: „მერე და რა მოხდა? მეტად მალევე ხომ ამ მისთვის ტაშის დამკვრელმა, მასთან ჩახუტებულმა და ერთმანეთის გადამკოცნელმა ადმიანებმა მასვე პრესის მეშვეობით თავს დაატეხეს დაცინვის, ცილისწამებისა და ლანძღვა-გინების კორიანტელი. დოსტოევსკი „ღრუბლებში დაფრინავდაო“, ახლა კი მღვდელმსახური ალექსანდრე ზახაროვი აგრძელებს იმავე უმადურ საქმეს.

ვიცი, კარგად ვიცი, რომ ახლა მეც მერგება სრულად: ფურთხიც, ცილისწამებაცა და ლანძღვა-გინებაც. და მაინც საზეიმოდ ვაცხადებ: რუსეთი ცოცხლობდა, ცოცხლობს და კვლავაც იცოცხლებს! „სამი ვეშაპი“ კვლავ მოცურდება და თავიანთ ზურგებს შეუდგამს მას. მართლმადიდებლობა, თვითმპყრობელობა, ხალხურობა მოუვლენს მსოფლიოს რუსი ადამიანების ძმურ ოჯახს, რომლისაც თავიდან ყველას შეშურდება, ხოლო შემდეგ კი თავადაც მოისურვებენ ასევე ცხოვრებას. ყველა ჩვენი ახლანდელი სექტანტობა, სტადიონებზე სიარული დასავლელ მისიონერებთან, ინდური რელიგიისა და ფილოსოფიის უღრან ტყეებში სირული და სხვა „ტანჯვის გზებზე სიარულიც“ _ ყოველივე ეს ზემოდანაა დაფენილი, ზედაპირულია, ხალხის წიაღში არ არის ფესვგადგმული და საამისოდ უნარიც არ გააჩნია; არ არის რუსულ სულში შესაფერისი „ნიადაგი“ ასეთი „ნაზარდებისთვის“. ყოველივე ამას ფესვები ვერ გაუდგამს და ვერც გაიდგამს, ეს კი ნიშნავს, რომ უკვე უხლოეს თაობებში დაჭკნება და გახმება. გარწმუნებთ: ყველა ჩვენი ყველაზე უფრო თავგამოდებული ბაპტისტი და კრიშნაიტი დაასრულებს მართლმადიდებლური ტაძრით და ასეთივე მართლმადიდებელი იქნება, რომ ჩვენც კი მართლმადიდებელ მოხუცებსაც შორს ჩამოგვიტოვებს.

პრეზიდენტი, მერები, საკანონმდებლო საკრებულოები _ ასეთივე „ქაფია წყალზე“. დღეს არის, ხვალ აღარ იქნება. და აქ თქვენ გარწმუნებთ: ყველა გულწრფელი დემოკრატი, თუკი არ განაბნევს (გაფანტავს) თავის გულწრფელობს, აუცილებლად გაიზრდება დარწმუნებულ მონარქისტად. ასეთი რამ უკვე არაერთხელ ყოფილა. რუსეთის ისტორიას თითქოსდა სპეციალურად ყველაზე უფრო გამოჩენილი ჩვენი მონარქისტები გაუტარებია დემოკრატიითა და რესპუბლიკელობით გატაცების ნიადაგზე. ი. ა. ილინი, რომლის ციტატებიც ასე ხშირად მომყავდა, ახალგაზრდობაში იმდენად თავგადამკვდარი მებრძოლი იყო თვითმპყრობელობასთან, რომ თავისთან სახლში ინახავდა ბომბებს სოციალისტ-რევოლუციონერებისთვის. თ. მ. დოსტოევსკი კატორღაში იჯდა პეტრაშეველთა საქმეში მონაწილეობის გამო. ლ. ა. ტიხომიროვი, მონარქიის დასაცავად ყველაზე უფრო მონუმენტური შრომის „მონარქიული სახელწიფოებრიობა“ ავტორი, გახლდათ „ნაროდნაია ვოლიას“ პარტიის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, რომელმაც მოახდინა იმპერატორ ალექსანდრე II-ის მკვლელობის ორგანიზება, რედაქტირებას უკეთებდა პარტიულ გაზეთებს, დააპატიმრეს და ოთხ წელიწდზე მეტ ხანს იჯდა პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეში. საინტერესოა მისი განთავისუფლების გარემოებები. იმპერატორმა ალექსანდრე III-მ (მოკვდინებული ალექსანდრე II-ის ძემ) ჩამოიარა პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის პოლიტპატიმრები და პირადად ისაუბრა თითოეულ მათგანთან. ყველა, როგორც შეეძლო, თავს იძვრენდა და არწმუნებდა იმპერატორს თავის უდანაშაულობაში. მხოლოდ ერთმა ტიხომიროვმა პატიოსნად აღიარა, რომ დამსახურებულად არის დასჯილი. მაშინ იმპერატორმა შენიშნა, რომ ვერ ხედვს შესაძლებლად ერთსა და იმავე პყრობილებში ჰყავდეს ამდენი „უდანაშაულო“ ადამიანი „დამნაშავესთან“ ერთად და ბრძანა ტიხომიროვის განთავისუფლება. მეფის კეთილშობილებისა და გულმოწყალების ამ ფაქტმა საფუძველი დაუდო აქტიური რევოლუციონერის ხელახლა დაბადებას დარწმუნებულ მონარქისტად.

ჩვენი ხალხი მთლიანია. ჩვენი მართლმადიდებლობა ცოცხალია. გვეყოლება ჩვენ მონარქიც. მაგრამ მონარქი ჩვენ, რუსმა ადამიანებმა, ისევ ვიმეორებ, ჯერ კიდევ უნდა დავიმსახუროთ და ღმერთს გამოთვთხოვოთ. ამ საკითხში საჭიროა მოფიქრებულობა, სიფხიზლე და აწონილ-დაწონილობა, ისე როგორც სხვაგან არსად. დოსტოევსკის ყველა „წინასწარმეტყველება“ ჯერ კიდევ არ აღსრულებულა. მან ხომ „ეშმაკნიში“ მჭერმეტყველურად აგვიწერა ჩვენ არა მხოლოდ სოციალიზმი, არამედ ისიც, რასაც გვიმზადებენ ეშმაკები სოცილიზმის შემდეგ. „ასე, რომ, დაიწყება კიდეც არეულობა! _ ეს კვლავ იგივე ვერხოვენსკი ამბობს სიტყვას. _ ისეთი რყევა იქნება, როგორიც ჯერ კიდევ მსოფლიოს არ უნახავს... ნისლით დაიბურება რუსეთი, ატირდება ძველ ღმერთებზე... და აი, ჩვენ აქ გამოვიყვანთ... ვის? ივანე-მეფისწულს! ჩვენ ვიტყვით, რომ იგი „იმალება“. იცით თუ არა თქვენ, თუ რას ნიშნავს ეს სიტყვა (რუს. словцо): „იგი იმალება“? მაგრამ იგი გამოჩნდება, გამოჩნდება. იგი არის, მაგრამ იგი არავის უხილავს. ოჰ, როგორი ლეგენდის გაშვება შეიძლება! და რაც მთავრია _ ახალი ძალა მოდის! და სწორედ იგი არის საჭირო, სწორედ მის გამო ტირიან. რა არის სოციალიზმში: ძველი ძალები დაანგრია, ახლები კი ვერ შემოიყვანა. აქ კი ძალაა, და თანაც როგორი ძალა, გაუგონარი! ჩვენ ხომ მხოლოდ ერთხელ უნდა დავაწვეთ ბერკეტს, დედამიწა რომ ავწიოთ. ყველაფერი აიწევა!.. და კვნესით აკვნესდება დედამიწა: „ახალი მართალი კანონი მოდის, და აღელდება ზღვა, და დაინგრევა ბალაგანი, და მაშინ დავფიქრდებით, თუ როგორ დავდგათ ქვის ნაგებობა. პირველად! ჩვენ ავაშენებთ, ჩვენ, მხოლოდ ჩვენ!“ (5, გვ. 368-369).

გესმით თუ არა, რუსო ადამიანებო, ეს სამმაგი „ჩვენ, ჩვენ, მხოლოდ ჩვენ“? აი ეს დაიმახსოვრეთ, გულის სიღრმემდე დაიმახსოვრეთ: „მეფე უნდა დავიმსახუროთ, მეფემდე უნდა გავიზარდოთ, მეფემდე სულიერად უნდა მოვმწიფდეთ. ხოლო თუკი გაუზრდელად, მოუმწიფებლად მოისურვებთ რაც შეიძლება მალე, ახლავე და ხელის ერთი მოქნევით ყველა თქვენი პრობლემის „მეფით“ გადაწყვეტას _ მაშინ მეფის ნაცვლად მიიღებთ „დამალულ“ „ივნე-მეფისწულს“. გრძნობს ჩემი გული, რომ უკვე მომზადებულიც არის. ჯერ კიდევ „იმალება“. მაგრამ აი-აი, „მოვა“. არ ეცადეთ. თვალი არ აგეხვიოთ. არ იჩქაროთ. ნაჩქარევი „ივანე-მეფისწულის“ სახის მიღმა ისინი თავიანთ მშენებლობას გააგრძელებენ. მთავარი „მშენებლობა“ სწორედ მაშინ დაიწყება კიდეც. ყველაფერი, რაც აქამდე იყო _ მხოლოდ „ბალაგანია“. ხოლო დაპროექტებული კი აქვთ „ქვის ნაგებობა“. სქელი კედლებითა და მაგარი გისოსებით...

რომანს „ეშმაკნი“ აქვს ორი ეპიგრაფი. ერთი დოსტოევსკის საყვარელი პუშკინიდანაა. მეორე, რომელზედაც მინდა განსაკუთრებით შევაჩერო თქვენი ყურადღება _ სახარებისეული მოთხრობაა ქრისტეს მიერ ღადარინელი ეშმაკეულის განკურნების შესახებ (ლუკა, 8. 32-36). „ღადარინელი ეშმაკეული“ _ ეს არის დოსტოევსკის თანამედროვე რუსეთი, რომელშიც უკვე გაჩნდნენ და სწრაფად მრავლდებიან ეშმაკი-შიგალევები, ეშმაკი-ვერხოვენსკები და მათი მსგავსი უწმინდურება. ეშმაკეულობამ შეიძინა გაჭიანურებული ხასიათი. გრძელდება ამ დღემდეც. ბევრს კიდევ ახლაც არ მოსწყინებია ეშმაკობა. აბა ჩაიხედე რუსო ადამიანო საკუთარ სულში. წყვდიადია დიდი და პატარა ეშმაკებისგან შექმნილი. მაგრამ ღადარინელთა ქვეყანაში მივიდა ქრისტე და განდევნა ეშმაკები უბედური ტანჯულისგან. და რუსეთიც განკურნებული იქნება მაცხოვრის მიერ.

დავიტანჯეთ უკვე.

გვეყოფა.

მაგრამ აი ჩვენი „განკურნება“-კი, ჩემო მშობლიურო ადამიანებო, უნდა მოხდეს საჭირო თანამიმდევრობით: არა თავიდან ვეძიოთ მეფე, და შემდეგ კი მოვიშოროთ ეშმაკები _ არამედ პირიქით: თავიდან გავასახლოთ ჩვენგან ეშმაკები, ხოლო შემდეგ უკვე, ნათელი გონებით, სუფთა გულით, ვიფიქროთ მეფეზეც. დიახ, ეს უეცრად არ მოხდება. მათ ვინც ბოლომდე ჯერ არ მოყირჭებიათ ეშმაკობა უნდა მივცეთ შესაძლებლობა კვლავაც იეშმაკონ და ბოლომდე მოყირჭდეთ ეს. ვინც ბოლომდე ვერ დაიტანჯა _ დაიტანჯონ. მათ ვინც ეძიებს ბედნიერებას „ცივილიზაციის სიკეთეებში“, უნდა მიეცეთ ეს სიკეთეები, რათა გაძღნენ მათით მობეზრებამდე. „სამართლებრივი სახელმწიფოს“ გავლაც მოგვიწევს. კარგია ოჯახი, დაფუძნებული სიყვარულზე, მაგრამ სისულელეა სიყვარულის შესახებ ესაუბრებოდე ადამიანებს, რომლებიც ეჩხუბნენ ერთმანეთს და გაბოროტებული არიან ურთიერთზე. ისინი დასაწყისისთვის თუნდაც უნდა შერიგდნენ; რა „სიყვრული“, რის „სიყვარული“ _ კარგი იქნება თუკი არ ურტყამენ ერთმანეთს. „სიყვარულის სამეფოში“ შეუძლებელია გადახტომა პირდაპირ „სიძულვილისა და მტრობის სამეფოდან“, „უფლებებისა და მოვალეობების, ვალისა და კანონირების სამეფოს“ გვერდის ავლით. წმინდანებს არაფერში არ სჭირდებათ მოსეს ათი მცნება. წმინდანებს ატარებს ღვთის მადლი. მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით გვატარებენ ეშმაკები. ბევრი ჩვენგანისთვის მიღწევა იქნება არა მოსეს ათი მცნება, არამედ თუკი ისინი შეძლებენ დასაწყისისთვის თუნდაც სისხლის სამართლის კოდექსის პატივისცემასა და არდარღვევას. შემდეგ უკვე გაიზრდებიან ათ მცნებამდე, საეკლესიო დისციპლინის მოთხოვნებამდე, მარხვების შენახვამდე და ა. შ. ეს კი უცარიელესი საქმეა: წარმოიდგინოს ვინმემ თავისი თავი „მადლის ქვეშ“ და „მადლის ქვეშ“ მიდიოდეს ბაპტისტებისა და კრიშნაიტების საცემრად, ან „მადლის ქვეშ“ ნთქავდეს ხორცს დიდ მარხვაში... ეს არის ახირებულობა, და არა მადლი! ეშმაკეული ხიბლი, და არა ღვთის გზაზე სიარული!

ჩვენ რომ ახლა ვილაპარაკოთ მონარქიაზე _ ეს იგივეა, რომ სასკოლო, ან სულაც საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვებმა მოინდომონ კოსმოსურ რაკეტაში შეძრომა და კოსმოსში გაფრენა. ოცნება ზეცაზე, რა თქმა უნდა, შეიძლება ნებისმიერ ასაკში. მაგრამ საბავშვო ბაღის კარებიდან კოსმოდრომისკენ გამგზავრება ჯერ კიდევ ადრეა. მონარქია ისეთი სულელი, ჯიუტი და მოხულიგნო ბიჭებისთვის, როგორებიც ჩვენ ახლა ვართ _ სწორედ ჩვენთვისვე იქცევა აუტანელ სიმძიმედ. და, „ივანე-მეფისწულის“ გარდა განა ვინ დათანხმდება ახლა ჩვენს მონარქად გახდომაზე? მინარქისთვის ხომ ჩვენ, გაუგონარები და ხულიგნები _ უფრო მეტი სიმძიმე ვიქნებით, ვიდრე იგი ჩვენთვის. მონარქი _ თუკი იგი იქნება თავისი მოწოდების ერთგული _ ასეთ ხალხში უნდა იქცეს აუცილებლად დიქტატორად და ტირანად, და არა მამად (განა საამო იქნება ეს მისი გულისთვის?). ხოლო თავად ხალხის დამოკიდებულება ამ ტირანისადმი იქნება როგორც აუტანელი ტვირთისა და უღლისადმი...

აი აქ არ უნდა ვიჩქროთ. ისინი, ვინც ლაპარაკობენ რუსეთში მონარქიის რესტავრაციის შესახებ უკვე ახლა, მოცემულ ისტორიულ მომენტში _ ლაპარაკობენ ამის შესახებ აშკარად დროზე უფრო ადრე. მეფის ღირსნი ჩვენ ჯერ კიდევ არა ვართ. „ივანე-მეფისწული“ კი არ გვსურს რომ გვყავდეს. მაშინ რა უნდა ვაკეთოთ? ჩვენ „გამოვწვავთ აგურებს“, შევმუსრავთ ჩვენში ცოდვილ და სულისთვის მავნე ვნებებს, ჩვენი სულებიდან განვდევნით ეშმაკებსა და ეშმაკუნებს; ჩვენ ვისწავლით ჩვენი „უფლებებისა და მოვლეობების“ კეთილსინდისიერად შესრულებას, ამისთვის გავივლით, თუკი საჭირო იქნება, სწავლებას ევროპისგან; ჩვენ ვილოცებთ ჩვენი ახლანდელი და შესაძლო მომავალი „ოკუპანტებისთვის“; მაგრამ ყოველივე ამასთან ერთად ჩვენ ვილოცებთ კიდევ ასეც:

უფალო, ღმერთო ჩვენო, მიითვალე ლოცვაი ჩვენი, შენი წმიდა ეკლესიისთვის აღვლენილი, ყოველი იმათგანისთვის, რომელნი გამოისყიდენ პატიოსნითა სისხლითა შენითა.

მიითვალე ვედრებაი ჩვენი კეთილმორწმუნე მეფეთა და დედოფალთათვის, მთავართა და მთავრისათათვის, ეპისკოპოსთა და მღვდელთათვის, ბერთა და მონაზონთათვის, მეომართა და ჩვილთათვის, რწმენისა და სამეფოს საკეთილდღეოდ მოღვაწეთათვის, უფრორე კი უღმრთო მთავრობათაგან გვემულთათვის და ლოცვითა მათითა მოგვმადლე ბოლო ჟამს ხელმწიფე მართლმადიდებელი და ქვეყანა თვითმპყრობელური, ფარად და დამცველად შენი წმიდა ეკლესიისა. მოგვიხსენე ჩვენ და ერი შენი, მამანი და ძმანი ჩვენნი, და თვითმპყრობელური სამეფოს აღდგენისათვის მოღვაწენი, განამტკიცე ძალითა სულისა წმიდისათა ბრძოლაში ბოლომდე გასაძლებად და გასამარჯვებლად, და ღირს ჰყავ გვირგვინთა ზეციურთა, რამეთუ შენი არს მოწყალება, და მაცხოვარება, ღმერთო ჩვენო და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძმისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ
. [3]

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი:

[1] აქ და შემდეგ ფრჩხილებში მოცემულია მითითებები ციტირებულ ლიტერატურაზე (იხ. ბოლოში). პირველი ციფრი აღნიშნავს წიგნის ნომერს ლიტერატურის ჩამონათვალში, მეორე _ გვერდის ნომერს წიგნში.

[2] მ. ი. ლერმონტოვის ლექსის, „იალქანი“, პროზაული თარგმანი ქართულ ენაზე, მისი შინაარსის ზედიწევნით გადმოცემისთვის, ასეთი იქნება:

“თეთრად ფრიალებს აფრა ეული,
ცისფერი ზღვის ნისლში!..
რას ეძიებს იგი შორეულ ქვეყანაში?
რა დააგდო (მიატოვა) მან მშობლიურ მხარეში?
ტალღები თამაშობს _ ქარი უსტვენს,
ანძა კი იღუნება და ჭრიალებს...
ვაი რომ! იგი ბედნიერებას არ ეძებს
და არც ბედნიერებისგან არ გარბის!
მის ქვეშ წყალია, ლაჟვარდზე უფრო ნათელი,
მის თავზე ოქროსფერი მზის სხივია...
იგი კი, მეამბოხე, ითხოვს ქარიშხალს,
თითქოს-და ქარიშხლებში არის სიმშვიდე!”

[3] თარგმანი ლოცვისა უფლისადმი მართლმადიდებელი ხელმწიფის ბოძებისათვის ამოღებულია ჟურნალიდან „ქვაკუთხედი“ 2007 #9.

ლიტერატურა:

1. И. А. Ильин. «Собрание сочинений в 10 томах», том 4, Москва, 1994 г.
2. Д. А. Хомяков, А. В. Карташов, М. Зазыкин, архим. Константин (Зайцев), «Церковь о государстве», составлено А. Тускаревым, г. Старица, 1993 г.
3. Высокопреосвященнейший Иоан, митрополит Санкт-Петербургский и Ладожский, «Самодержавие духа», С.-Петербург, 1994 г.
4. Ф. М. Достоевский. «Полное собрание сочинений», том 11, С.-Петербург, 1895.
5. Ф. М. Достоевский, «Бесы», Лениздат, 1990.
6. Ю. Селезнёв. «Достоевский», ЖЗЛ, 1981, Москва, 1981 г.

No comments:

Post a Comment