Monday, December 6, 2010

ზოგიერთი მოსაზრება ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით

(ვერ დაიბეჭდა გაზეთში "ჯორჯიენ ტაიმსი")

წერილის დასაწყისშივე უნდა ვაღიაროთ, რომ ეკონომისტი არ გახლავართ და არც სათანადო ცოდნა გაგვაჩნია ეკონომიკის საკითხებზე რამდენადმე საფუძვლიანად საუბრისთვის. მხოლოდ გულისტკივილით ვიტყვით იმას, რომ რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი, იმის შესახებ გაცილებით უფრო ადრე უნდა შეგვეტყო ჩვენი ეკონომისტებისგან და უფრო კომპეტენტურადაც, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შევიტყვეთ. თუ ამის შესახებ უკვე იყო ქართული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში საუბარი და მსჯელობა და ჩვენ ვერ მივადევნეთ თვალყური, მაშინ ვთხოვთ მკითხველსაც და სპეციალისტებსაც მოგვიტეონ ჩვენი უგულისყურობა, ხოლო თუკი ასეთი განხილვა არ ყოფილა, ან სათანადოდ არ ყოფილა და კითხვა მინც კითხვად რჩება, მაშინ კი ჩვენც ფეხს გამოვყოფთ და ორიოდე სიტყვას მოგახსენებთ.

ამ რამდენიმე წლის წინ საქართველოს ტელესივრცეში გავიდა რამდენიმე სერიანი სატელევიზიო ფილმი ირანის უკანასკნელი შაჰის მუჰამედ რეზა ფეჰლევის ცხოვრების შესახებ. ამ ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა შაჰის მამა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში, ირანის სამეფო ტახტზე აიყვანეს ბრიტნელებმა და ეს ქვეყანა, ცხადია, დამოკიდებული იყო დიდ ბრიტანეთზე. ბრიტანელებს ირანიდან გაჰქონდათ მოპოვებული ნავთობი და ნედლი ნავთობის ღირებულების მხოლოდ 15%-ს უტოვებდნენ ირანის მთავრობას. ეს ცხადია უკმაყოფილებას იწვევდა ირანის საზოგადოებაში და ქვეყანაში იყო შაჰისა და ბრიტანეთის პოლიტიკის წინააღმდეგ ოპოზიცია.

ასეთ პირობებში მოუწია ტახტზე ასვლა ირანის ახალგაზრდა მფლობელს. ოპოზიციამ, უკმაყოფილო მოსახლეობაზე დაყრდნობით, მოახერხა მისი ჩამოგდება ტახტიდან, ქვეყნიდან განდევნა და ბრიტანული მძარცველური პოლიტიკის ალაგმვაც. მაგრამ ახალ მთავრობას რომ ეგონა თავისი ქვეყნის ნვთობიდან შემოსულ მოგებას ისევ საკუთარ სახელმწიფოს მოახმარდა, საქმე რეალურად ისე ვერ წავიდა. დასავლეთის განვითარებულმა სახელმწიფოებმა უარი განაცხადეს ირანული ნავთობის შესყიდვაზე და ეს სიმდიდრე ქვეყანას გამოუყენებელი რჩებოდა, იგი ეკონომიკურად ვეღარ ვითარდებოდა, რაც საზოგდოებაში ოპოზიციას წარმოშობდა უკვე ახალი დამოუკიდებელი ხელისუფლების წინააღმდეგ. ირანის ახალგაზრდა შაჰი კი ოჯახთან ერთად დასავლეთ ევროპაში ცხოვრობდა.

ასეთ მდგომარეობაში განდევნილ შაჰს დახმარება აღუთქვეს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებმა (ხელმძღვანელებმა), მხოლოდ ტახტზე აყვანის შემდეგ მას სათანადოდ უნდა დაეფასებინა ამერიკელთა დახმარება. ეს მართლაც ასე მოხდა: ირანში პროფკავშირული და სხვა მოძრაობების აგორებით ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მზრუნველი ხელისუფლების წინააღმდეგ, ასევე სხვა ბერკეტების გამოყენებითაც, აშშ-ის ცენტრალურმა დაზვერვამ დაამხო ეს ხელისუფლება და ისევ ახლგაზრდა შაჰი მოიყვანა ქვეყნის მმართველობის სადავეებთან. ამერიკელებმა შესთავაზეს შაჰს, რომ ახლა ისინი გიტანდნენ ქვეყნიდან მოპოვებულ ნავთობს, მაგრამ ბრიტანელებისგან განსხვავებით, მას დაუტოვებდნენ ნედლი ნავთობის ღირებულების არა 15, არამედ 50%-ს. თავისთავად ცხდია, რომ ირანის ხელმწიფეს ასეთი წინდადება მოეწონებოდა და ამერიკელებთან სათანადო ხელშეკრულების ხელმოწერისთვისაც ემზდებოდა.

მაგრამ საქმე არც მთლად ისე ყოფილა. სწორედ ამ მზადების დროს ჩავიდა შაჰთან ირანში მისი ევროპელი მეგობარი, ერთერთი დასავლეთევროპული სახელმწიფოს დიპლომტი და რამდენადმე ჩაახედა ახალგაზრდა ირანელი მონარქი დასავლური ეკონომიკური პოლიტიკის საქმეებში. სახელდობრ მან უთხრა, რომ ვთქვათ ამერიკელები გაიტანენ ირანიდან 100 დოლარის ნედლ ნავთობს და აქედან 50 დოლარს თქვენ დაგიტოვებენო. ის ერთი შეხედვით კარგი წინადადება უნდა იყოს, მაგრამ იგივე ამერიკელები დასვლეთში იმ 100 დოლარის ღირებულების ნედლ ნავთობს გაყიდიან უკვე 200-დან 300 დოლარამდე ფასად, შესაძლოა უფრო ძვირადაც, რაც დასავლეთში წარმოებული პროდუქციის საერთო გაძვირებას გამოიწვევს, მაგრამ იქაური მთავრობები ამის დარეგულირებას თავისთან შეძლებენ, ხოლო როდესაც უკვე თქვენთან ირანში ჩამოვა ძვირი ევროპული და ამერიკული საქონელი, თქვენ უკვე თქვენი 50 დოლარით ვერაფრის ყიდვას ვერ შეძლებთო. ამის სანაცვლოდ ევროპელი დიპლომტი თავისი მთავრობის სახელით სხვა, უფრო ხელსაყრელ წინადადებას სთვაზობდა ირანის მთავრობას. მონაყოლით გაოგნებულმა შაჰმა ჰკითხა, კი მაგრამ თქვენ რაღა გრჯით, რომ ასეთ დეტალებში მახედებთ, ან კიდევ რატომ მთავაზობთ თქვენთვის უფრო ნაკლებად მომგებიან წინადადებასო? ამაზე ევროპელმა დიპლომტმა უპასუხა, რომ მე ჩემმა მთავრობამ დამავალა ნედლი ნავთობის უფრო იფად შესყიდვა, ხოლო აქციონერთა გამდიდრება კი ჩემი მიზანი არ არისო.

ასეთი გახლდათ დაახლოებით სიუჟეტი ფილმის იმ ნაწილისა, რომელიც ჩვენს დღევანდელ თემას შეეხება. შესაძლოა ჩვენი ნაკლებად კომპეტენტურობის გამო რაიმე დეტლები გამოგვრჩა, ან რაიმე ზედმიწევნით სწორად ვერ გადმოვეცით, მაგრამ საქმის საერთო ხასიათის დანახვა, ვგონებთ, შევძელით.

ჩვენში ბევრს ლაპარკობენ დასავლეთის სახელმწიფოთა ეკონომიკური და სამეურნეო დაწინაურების შესახებ, მაგრამ იქნებ სწორედ ასეთი ხელოვნური მეთოდებითა და ილეთებითაც არის ეს მიღწეული? იქნებ ჩვენს მიმართაც სწორედ ასეთ ხერხებსა და ფანდებს იყენებენ, ჩვენ კი პირი დაგვიღია და „ფირმა მინც ფირმააო“ გავიძახით? ეს პირველ რიგში ჩვენმა ეკონომისტებმა და მეწარმეებმა უნდა გვითხრან. შეიძლება გვეუბნებიან კიდევაც და არ გვესმის? ამის მეტს პირდად ჩვენ ამ საკითხში ვერაფეს ვიტყვით, სატკივარი კი გვტკივა და პასუხსაც ველოდებით.

მეორე, რაზეც გვინდოდა მიგვეპყრო ჩვენი მკითხველის ყურადღება, ერთხელ უკვე გავაჟღერეთ ჟურნალ „ქვაკუთხედის“ ფურცლებზე 2008 წლის თებერვალში, როდესაც გამოვაქვეყნეთ ერთი ცხრილი. სახელდობრ, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტი ყოველწლიურდ გამოსცემს კრებულს Military Balance, რომელშიც სხვათა შორის მოყვანილია მსოფლიოს ყველა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის, სამხედრო ხარჯების, მოსახლეობისა და შეიარაღებული ძალების მდგომარეობის ამსახველი მონაცემები. ამ გამოცემების მიხედვით გამოვირჩიეთ აშშ-ისა და ნატო-ს ბლოკის წამყვანი ევროპული სახელმწიფოების მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემები 1989, 1990 და 1999 წლებში და მათი შედარებით მივიღეთ ის რასაც ქვემოთ ცხრილში გადმოვცემთ. უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის პირდაპირ კრებულებიდან ამოღებულ რიცხვებს მოვიყვანთ სწორი შრიფტით, ხოლო ჩვენს მიერ გამოანგარიშებულებს _ დახრილი შრიფტით.

ცხრილი
აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის წამყვანი სახელმწიფოების ფინანსური მონაცემები

ფინანსური მაჩვენებლები (მლრდ. . . . . . .აშშ . . გერმანია . საფრანგე-. დიდი . იტალია
დოლარებში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . თი . . . . . . . ბრიტ. . . . . . . . .

მთლიანი შიდა პროდუქტი 1989 წ. . . . . 5163,2 . .1189,15 . . 955,86 . 831,68 . . 869,27
მთლიანი შიდა პროდუქტი 1990 წ. . . . .5423, 4 . 1499,54 . 1187,15 . 986,72 . 1090,75
სხვაობა მშპ-ებს შორის ამ წლებში . . . . . .260,2 . . 310,39 . 231,29 . . 155,04 . . .221,48
როგორი იქნებოდა ამ სახელმწი-
ფოთა მშპ 1999 წელს, ეს სხვაობა
რომ უცვლელად შენარჩუნებულიყო? . 7765,2 . 4293,5 . 3268,76 . 2381,72 . 3084,07
რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი
1999 წელს . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 9200,0 . 1900,0 . 1400,0 . 1400,0 . . . .1100,0
მშპ-ის საშუალო წლიური მატება
1990-1999 წლებში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 416,6 . . . . 44,5 . . . 23,65 . . . 45,92 . . . . 1,03

ამ ცხრილიდან ნათლად ჩანს, თუ როგორ მოექცა ამერიკული ადმინისტრაცია 90-იან წლებში თავის ნატოელ მოკავშირეებს _ წამყვან დასავლეთევროპულ სახელმწიფოებს. 80-იანი წლების მიწურულს შეერთებული შტატების, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და იტალიის მთლიანი შიდა პროდუქტის მატება იყო 155-260 მლრდ დოლარის ფარგლებში. გერმანიაში ეს მაჩვენებელი 310 მლრდ. დოლარს აღემტებოდა, მაგრამ ალბათ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს განპირობებული იქნებოდა აღმოსავლეთ გერმანიის შესბამისი მაჩვენებლის მიმატებითაც. და რა უშლიდა ხელს დასავლურ სამყაროს რომ მთლაიანი შიდა პროდუქტის ეს მატება შენარჩუნებულიყო, თუკი მათ ურთიერთ სოლიდარობისა და ურთიერთ სარგებლიანობის მუხტი და სურვილი გააჩნდათ?

ცხრილიდან ვხედავთ, რომ ეს ასე არ მოხდა. ეს ნაზრდები რომ უცვლელად შენარჩუნებულიყო, მაშინ აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტი 1999 წელს უნდა ყოფილიყო დახლოებით 7,77 ტრილიონი დოლარი, რეალურად კი იყო 9,2 ტრილიონი. ანუ მან ამ ცხრა წლის განმავლობაში დამატებით შეიძინა დაახლოებით 1,43 ტრილიონი დოლარი. ძალიან კარგი, თუკი მისმა დასავლეთევროპელმა პარტნიორებმაც ასეთი მოგება ნახეს ვარშავის ხელშეკრულების ორგნიზაციისა და სსრკ-ის დაშლის შედეგად. ეს მართლა შესაძლოა ყოფილიყო დასავლური ცხოვრებისა და მეურნეობის წესის უპირატესობის მაჩვენებელი. მაგრამ ასე რომ არ მოხდა? ისეთივე ვითარება რომ შენარჩუნებულიყო დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვისაც, მაშინ გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტი 1999 წელს უნდა გატოლებოდა 4,29 ტრილიონ ამერიკულ დოლარს, საფრანგეთისა _ 3,27 ტრილიონს, დიდი ბრიტანეთისა _ 2,38 და იტალიისა _ 3,08 ტრილიონს. მაგრამ ცხრილიდან ჩანს, რომ ამ სახელმწიფოთა ეს მაჩვენებელი ძალზედ ჩამოუვრდებოდა ჩვენს მიერ გამოანგარიშებულს. სახელდობრ, გერმანიას აქამდე დააკლდა დაახლოებით 2,39 ტრილიონი ამერიკული დოლარი, საფრანგეთს _ 1,87 ტრილიონი, დიდ ბრიტანეთს _ 0,98 და იტალიას კი 1,98 ტრილიონი დოლარი. რისგან შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ამბები?

ყველას გვახსოვს, რომ 90-იანი წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციას თავად ძალზედ უჭირდა და ამიტომ მის მიერ რაიმე შეგნებული ეკონომიკური ღონისძიებების გატარება დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა საზარალოდ უბრალოდ ვერ მოხდებოდა. მაშინ ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელ სივრცეზე ხდებოდა საწარმოების დაშლა და გაძარცვა, ჩარხებისა და მანქანა-დანადგარების ჯართად გაყიდვა, საბჭოთა წარმოებისთვის უწინ შეძენილი და დამზადებული ნედლეული მასალების, მათ შორის ბირთვული საწვავის პირდაპირ შეერთებულ შტატებში ჩალის ფასად გატანა და ა. შ. იმავე ჟურნალ „ქვაკუთხედის“ 2008 წლის დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულ წერილში „თანამედროვე რუსეთის სატკივარი მართლმადიდებელ ავტორთა თვალთახედვით და უკანასკნელი კონფლიქტი საქართველოში“ გამოვქვეყნეთ ამონარიდი მღვდელმონაზონ აბელის (სემიონოვი) წიგნიდან „როგორ გადავიტანთ ღვთის რისხვას? (გლობალიზაციის ანტიქრისტიანული არსი)“, რომელშიც მამა აბელი წერს:

„თუ რას ნიშნავს „ახალი მსოფლიო წესრიგი“ რუსეთისთვის, ღიად გვიჩვენა ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა, როდესაც 1995 წლის 24 ოქტომბერს სიტყვით გამოდიოდა აშშ შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტში: „გამოვიყენეთ რა საბჭოთა დიპლიმატიის შეცდომები, გორბაჩოვისა და მისი გარემოცვის განსაკუთრებული თვითდაჯერებულობა, მათ შორის იმათიც, რომელთაც ღიად ეკავათ პროამერიკული პოზიცია, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რის გაკეთებასაც ესწრაფოდა პრეზიდენტი ტრუმენი საბჭოთა კავშირთან ატომური ბომბის დახმარებით. მართალია, ერთი არსებითი განსხვავებით _ ჩვენ მივიღეთ ნედლეულის ნამატი, ატომით არდანგრეული სახელმწიფო... ოთხი წლის მანძილზე ჩვენ და ჩვენმა მოკავშირეებმა მივიღეთ 15 მლრდ. დოლარის სხვადასხვანაირი სტრატეგიული ნედლეული, ასეულობით ტონა ოქრო და ძვირფასი ქვები. არარსებული პროექტებით უმნიშვნელოდ მცირე თანხების საფასურად ჩვენ გადმოგვცეს 20 ათას ტ-ზე მეტი სპილენძი, თითქმის 50 ათასი ტ ალუმინი, 2 ათასი ტ ცეზიუმი, ბერილიუმი, სტრონციუმი და ა. შ. შემდეგ მან ჩამოაყალიბა უმნიშვნელოვანესი ამოცანები: „არ დავუშვათ ხელისუფლებაში კომუნისტები და უზრუნველვყოთ ელცინის მიერ პრეზიდენტობის მეორე ვადით დაკავება. თუკი ჩვენ გადავწყვეტთ ამ ორ ამოცანას, მაშინ უახლოეს ათწლეულში მოგვიწევს შემდეგი პრობლემების გადაწყვეტა: რუსეთის დანაწევრება მცირე სახელმწიფოებად რეგიონებს შორისი ომების გზით, იმის მსგავსად, რომელთა ორგანიზებაც ჩვენ მოვახდინეთ იუგოსლავიაში; რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და არმიის საბოლოოდ დანგრევა; რუსეთისგან ჩამოშორებულ რესპუბლიკებში ჩვენთვის საჭირო რეჟიმების დამყარება“. (ეს ციტატა მოყვანილია რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის ანალიტიკური ცენტრის მაშინდელი დირექტორის ა. დროზდოვის სტატიიდან // «Российская Федерация сегодня», № 22, 2000. გვ. 28)“.

მოყვანილი ამონარიდი თუმცა კი სცილდება მხოლოდ ეკონომიკურ პრობლემებს, მაგრამ მაინც აშკარად გვიჩვენებს, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა ეკონომიკების ნგრევისგან დივიდენდების ლომის წილი მიიღო აშშ-მ და ალბთ სწორედ ეს იქცა კიდეც ამერიკული ეკონომიკის ასე სწრაფი ზრდის წინაპირობად. ვაშინგტონში, როგორც ჩანს, დაენანათ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების „წილში გაყვანა“, და ეს ხდებოდა ძირითადად ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს. ამერიკლმა ამომრჩევლებმა მას მეორე ვადითაც დაუჭირეს მხარი: როგორც ჩანს არც მათ აღელვებდათ მაინცა და მაინც თავიანთი გერმანელი, ბრიტანელი, ფრანგი, იტალიელი და სხვა ევროპელი თანამოძმეების ჯიბისა და სტომაქის სადარდებელი.

საყურადღებოა აგრეთვე ისიც, რომ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს 90-იან წლებში სამეურნეო და ეკონომიკური კავშირები არ შეუწყდებოდათ ან შეუმცირდებოდათ ურთიერთშორის, ამერიკის ორივე კონტინენტის სახელმწიფოებთან, ახლო აღმოსავლეთთან, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზისთან, აფრიკასთან, არამედ ასეთი კავშირები დაირღვეოდა აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან. ცხრილიდან ჩანს, თუ რამდენად ძლიერად ყოფილან დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები ამ მხრივ დაკავშირებული ყოფილ აღმოსავლურ ბანაკთან, რამდენად ცხოველი და მნიშვნელოვანი სამეურნეო და ეკონომიკური ურთიერთობები ყოფილა მათ შორის. და ყოველივე ეს მოისპო, უხეშად რომ ვთქვათ, „ძია სემის“ სიამოვნებისა და ინტერესებისთვის. ცხრილიდან ჩანს, რომ თუკი 1989 და 1990 წლებს შორის გერმანიის მთლინი შიდა პროდუქტი გაიზარდა 310,39 მლრდ. დოლარით, შემდეგ ცხრა წელიწადში ყოველწლიურად ეს მატება საშუალოდ შეადგენდა 44,5 მლრდ. დოლარს; საფრანგეთში კი 231,29 მლრდ. დოლარის ნაცვლად შემდეგ ცხრა წელიწდში მთლინი შიდა პროდუქტი იზრდებოდა წელიწადში სულ რაღაც 23,65 მლრდ.-ით და ა. შ. განა იმ ხანად ან შემდეგ გერმანელი, ფრანგი, ბრიტანელი, იტალიელი, ბელგიელი, ჰოლანდიელი, თურქი დ სხვა ეკონომისტები არ ტეხდნენ ამის გამო განგაშს, არ მსჯელობდნენ თავიანთ გაზეთებსა და ჟურნალებში, არ წერდნენ წიგნებში ან კიდევ არ გამოდიოდნენ ტელევიზიითა და რადიოთი? განა ქართველ ეკონომისტებს არ მიუწვდებოდათ ხელი ამ მასალებზე, ხოლო თუკი მიუწვდებოდათ, მაშინ რატომ არ აყენებდნენ საქმის კურსში ქართულ საზოგადოებას, საქართველოს ამომრჩეველს? ხომ ასე აფასებენ დემოკრატიას, სიტყვის თავისუფლებას, უბრალოდ პატიოსნებას? ეტყობა არც ისე. და მაშინ რაღა გვიკვირს ჩვენი ასეთი მდგომარეობა? რასაც ვიმსახურებთ, იმას ვღებულობთ კიდეც.

ირაკლი ხრთიშვილი
2009 წლის ნოემბერი

No comments:

Post a Comment