(პლატონ იოსელიანის წიგნიდან "ცხოვრება გიორგი მეცამეტისა")
გიორგი, პირმშო ძე მეფისა ირაკლი II-სა, დაიბადა ქალაქსა თფილისსა 1746 წელსა, ნოემბრის 10 დღესა, რომელსაცა ქართველთა ეკკლესია დღესასწაულობს წმიდისა გიორგისა სასწაულთა.
დედა მისი იყო ანნა, ასული თავადის ზაალ აბაშიძისა, რომელიც შეირთო მეფემან ირაკლი 1745 წელსა, შემდეგ განდევნისა პირველისა ცოლისა ქეთევან, ვახტანგ ყაფლანიშვილის ასულისა! ანნასაგან დედოფლისა ჰყვანდნენ ირაკლისა ძე გიორგი და ასული თამარ. 6 დეკ., 1749 წელსა გარდაიცვალა დედოფალი ანნა და დასაფლავდა მცხეთას (1). _ (თავი I).
პაპამან მისმან თეიმურაზ, დღე შობისა მისისა გარდაიხადა დღესასწაულობით: აუწყა ეპისტოლეებითა იმერეთისა მეფესა და მთავართა: კახეთისა და ქართლისა თავადთა, კათოლიკოსთა და მღვდელმთავართა; მიანიჭა საჩუქარნი მრავალნი გლახაკთა, ობოლთა და ქვრივთა; მიეცა მრავალთა პყრობილთა მიტევება ბრალთა; მეუდაბნოეთა წარუგზავნეს ნუგეშინის-ცემითნი საძმოდ ბოძებანი, და მეგობარი თვისი და მახლობელი საბა ნინოწმინდელი მოუწოდა თფილისად, რათა ექმნას მიმქმელად წმიდისა ემბაზიდამ მეფისა ყრმასა გიორგის. მასვე დროსა აცნობეს მეზობელთა ხანთა და წარუვლინეს სპარსეთისა ყაენსა ნადირ-შაჰს დესპანად თურქისტანისვილი დავით და იბრაიმ-აღა ბორჩალოელი სულთანი, ერთგული თეიმურაზისა. გარნა პასუხი და საჩუქარნი მოართვეს არა ნადირ-შაჰისა, რომელიცა მომკვდარიყო, არამედ გაყაენებულისა შემდეგ მისა ალიყული-ხან ადილ-შაჰისა. ესრეთნივე ეპისტოლენი და ძღვენნი წარუვლინეს ოთხთა მართლმადიდებელთა პატრიარქთა, სიონისა და ათონის მთათა წინამძღვართა. ენა ხალხისა განმხიარულებულისა შეიქმნა საწერელი მწიგნობრისა ხელოვნისა. დროთა ჩვეულებისა გამო მოლექსენი უძღვნიდნენ ლექსთა ქებითთა: მეცნიერნი სიტყვათა წყობითთა კატეღორიისამებრთა ზედა აღშენებულთა სხოლასტიკოსთა წესითა; მქადაგებელნი ქადაგებათა; მეუდაბნოენი ლოცვათა; მემხოლოენი კურთხევითა ქარტათა. _ (თავი II).
შემდეგ ცხრისა დღისა, ე. ი. 19 ნოემბერსა, დღისა წმ. ილარიონ ქართველისასა ნათელ-სცა მას კათოლიკოსმან ანტონი I და მიმქმელად იყო არქიეპისკოპოსი საბა ნინოწმინდელი, მასვე დღესა აღყვანილი მეფისაგან მიტროპოლიტობისა ხარისხსა.
წესი ემბაზიდგან აღმოშობისა აღსრულდა არა სასახლესა შინა, არც სახლის წმიდის კვართისა ეკკლესიასა შინა, არამედ მცირედსა ეკკლესიასა წმიდისა გიორგისსა, აღშენებულსა სვიმონ ზანაშინისაგან, რომელიცა იყო ძმა ვახტანგ მეფისა და რომელმანცა დასდვა სასახლისა თვისისა ეკკლესიად და უკანასკნელთა მეფობისა დროებაში იყო სასახლისა ეკკლესიად თვით მეფისა გიორგი XIII.
ცხოვრებისა მისისა წელსა მეოთხესა მიუჩინეს მას ლალად თავადი კახეთისა სვიმონ მაყაშვილი და ქართლიდამ როინ ბარათაშვილი, რომელიცა მალე გარდაიცვალა და გარდა სვიმონ მაყაშვილისა აღარავინ დაუშთა ყრმასა ჯერეთ გიორგის.
ქართულისა ანბანის მასწავლებლად ჰყვა მას ისაკ მწიგნობარი, რომელიცა იყო შემდეგ კანდელაკი სიონისა საუფლოისა ეკკლესიისა და აღმწერელი ხუცურად მრავალთა წერილთა, მეცნიერი და მცოდნე ძველისა, ვითარცა იტყოდენ ფილოსოფიისა. თათრული ენა ისწავა კარის მოხელეთაგან და სომხური სომეხთა მღვდლის ტერ-დავითის შვილისაგან შაიკოვისა და ყაითმაზაშვილისაგან. ბერძულისა ენისა მასწავლებელად იყო თეოდორე ეპისკოპოსი ბერძენი მცხეთას ყოფილი კათოლიკოსისა კარზედ; გარნა ვერ სრულჰყო სიკვდილისა გამო მასწავლებელისა და დროთა გარემოებათა გამო. მასწავლებელად ქართულისა ენისა მიუჩინეს მეფის ძესა მეშვიდესა ცხოვრებისა მისისა წელსა დეკანოზი იოანე. 1751 წელსა მოვიდა იერუსალიმით, დროებით მუნ წარსული დეკანოზი ესე იოანე, ძე გარსევანისა დეკანოზისავე მოძღვრიშვილად გვარწოდებული. ესე იყო კაცი განსწავლული, დიდი მწიგნობარი, მწერალი წიგნთა და მცოდნე დროთა მათ, ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველებისა ძველთაგან ქართველთა შორის ნაქონთა. პატრიარქისაგან იერუსალიმისა ქებითისა წერილითა მოსული ევედრა კათოლიკოსსა ანტონის პირველსა, რათა მიუბოძოს მას ადგილი დეკანოზობისა. ჯვარისა ეკკლესიასა, იერუსალიმისა ჯვარის მამათა სადგურსა. კათოლიკოსმან ანტონი ამისთვის უბოძა მას გრამატა შემდეგი:
(ბეჭედი საკათოლიკოსო ხატითა)
„ჩვენ ყოვლისა საქართველოჲსა დიდმან მწყემს-მთავარმან, მაღალთა მეფეთა შარავანდედმან, კათოლიკოსმან პატრიარქმან, ძემან ქართველთა მეფისა იესესმან, პატრონმან ანტონიმ, ესე უკუნისამდე ჟამთა, ხანთა და დროთა გამოსადეგი სამკვიდრო და საბოლოვო წყალობის წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ ჯვარის-მამის მონასტრის დეკანოზს იოანეს, ასე და ამა პირსა ზედან. შენ უსარჩოობასა და უსამწყსოობასა სჩიოდით. მოხვედით კარსა, დარბაზ-პალატისა ჩვენისასა და სამწყსოს ბოძებასა დაგვეაჯენით; აწ ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, ვიგულვეთ და ვიგულსმოდგინეთ, ვითარც უსარჩოვო და უსამწყსოვო იყავ, ჩვენცა შეგიწყალეთ და გობოძეთ: ქალაქში ვინცა ვინ უხუცო, ეული და მოსული კაცი იყოს, ან უხუცო რომ სხვას მღვდელს არ ეხუცებინოს და მისსა არ გაევლოს, შენთვის წყალობა გვიქმნია და გვიბოძებია, სჯულიერის წესით მწყსიდე და ასწავებდე. და ამას გარდა შენის სახლის ხუცობაც შენთვინვე გვიბოძებია და წყალობა გვიქმნია. არაოდეს ამის მოცილე და მოდავე არავინა გვყვანდეს თვინიერ ღვთის მეტი. აწ ესე ჩვენგან ბოძებული წყალობა გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენსა დიდათ ერთგულობასა შინა. არ მოგეშალოს არცა სხვათა მეპატრონეთაგან, არცა მეფეთა, დედოფალთა და უფლის წულთაგან, არცა დიდთა და არცა მცირეთაგან. და რომელმანცა იმისი დაშლად და დაქცევად ხელჰყოს, ჩვენთა კანონთა ქვეშე განიკანონოს, ხოლო დამამტკიცებელნი ამისნი ღმერთმან აკურთხოს. აწ შემდგომად ჩვენსა თქვენცა, ყოვლად სანატრელნო კათოლიკოს-პატრიარქნო, თქვენცა ასევე დაუმტკიცეთ და გაურიგეთ, რათა, თქვენგანცა გაგებული და გარიგებული ღმერთმან ყოველივე მტკიცე და უნაკლულო ჰყოს. არიან ამისი მოწამენი და მხედველნი, და ნების დამრთველნი ერთობით მცხეთელნი. დაიწერა ინდიკტიონსა კათოლიკოს-პატრიარქობისა ჩვენისა თ (9). ქრისტეს განხორციელებიდგან ვიდრე აქამომდე წელნი გარდასულ იყვნეს ჩ ღ ნ ბ (1752). ქორონიკონსა უ მ (440). თვესა დეკენბერსა ი ა (11). ხელის კარისა ჩვენისა მღვდელ-მდივან-ქადაგ მაღალაძის ნიკოლოოზისათა. დასაბამიდგან ვიდრე აქამომდე წელნი გარდასრულ-იყვნენ შვიდ-ათას ორასსამოცი ჴსჲ (7260)“ (2).
ესე იოანე პირველ სხვათა იყო მოძღვარი მეფისა ირაკლი II და დედოფლისა დარეჯანისა. ამას ჰყვანდა ქალი ერთი და რადგანაც ძმისწულნი ჰყვანდნენ მრავლად, დედოფალი ექმნებოდა მომნათვლელი შვილთა მისთა; კათოლიკოსი ანტონ I იყოლიებდა მას ვითარცა მეგობარსა და თვისთანა მარადის თანამზრახველად.
ამა დღიდგან იყო პატივცემულად მიღებული ყოველგან მოძღვრად თვით კათოლიკოსისა და მისისა კრებულისა ქ. თფილისსა მყოფობისა მათისა დროსა. ვითარცა მღვდელი განკრძალული ცხოვრებითა და მოხუცი, ბრძენი და მხნე გონებითა, ექმნა მოძღვრად კათოლიკოსსა იოსებსა და მთავარ ეპისკოპოსსა კირილეს. მეფის ძე გიორგი დიდად პატივს სცემდა მას და ვითარცა მორწმუნე სასოებით ავედრებდა თავსა თვისსა ლოცვათა მისთა. გარდაიცვალა ღრმად მოხუცებული 1782 წელსა და დასაფლავდა მასვე ჯვარისა ეკკლესიასა. _ (თავი III).
ჯერეთ ყრმასა მეფის ძესა უყვარდა დიდად და ტრფიალებით კითხვა მსოფლიოთა მამათა ცხოვრებისა; იცოდა ზეპირად საქმენი და ღვაწლნი წმინდათა მარტვილთა, მეუდაბნოეთა, მღვდელმთავართა და ესე ვითართა დიდთა ეკკლესიისა სვეტთა. დიდის დაწვლილებით ესმოდა ღვთისმეტყველება მართლმადიდებლობისა, ისტორია ქართველთა ე. ი. ქართლის ცხოვრება უწყოდა რეცა ზეპირად.
დიდად ეტრფოდა მოლექსეთა ძველთა და ახალთა. ცხოვრებითა ნაზი, განკრძალული, ჭეშმარიტი, უტყველი, სიტყვადაცული; ზნეობითა ზრდილი მაღლად მეფურად, მოწყალე, უხვი, მდაბალი, ობოლთა და გლახაკთა შემწყალებელი, პურადი; არაწმინდების მოძულე, სიწმინდისა დამცველი, ვითარცა მეუდაბნოე, ქრისტეს მოყვარე, ეკკლესიათა მოყვარე, სამღვდელოთა პატივისმცემელი, უცხოთა შემწყნარებელი, მეტადრე ბერძენთა მართლმადიდებელთა, თურქთაგან დამონებულთა და შეიწრებულთა; დღე ყოველ ცისკრისა, წირვისა და მწუხრისა მომსმენი დაუზარებელი. უკურთხებელ სუფრისა არა მიმრთმევი არცა სადილისა, არცა ვახშმისა.
ჯერეთ რვისა წლისა, ძველთა დროთა ჩვეულებისა გამო, დანიშნეს ჩერქეზ ბატონის გირეი ოძისა (?) ქალზედ, რომელიცა ახლდა მეფეს ირაკლის თავისთან, ვითარცა მეგობარი. განსასწავლებელად ქალისა, წარუვლინეს მას თავადი შარიდან შალიკაშვილი, 6 მოახლე ქალი მსახურად და აზნაურიშვილის ქვლივიძისა ქვრივი ნინო სოფლისა კავთიხევიდამ, დედაკაცი მწიგნობარი, ძლიერი სიტყვითა და ბრძენი ჭკუითა. დიდი ცხენოსანი იყოო, ბრძანებდა სადმე თვით მეფე გიორგი, და გულოვნობისათვის მისისა დიდად პატივსცემდნენ მას სასახლეშიო.
ქალი ესე ჩერქეზთა, დანიშნული გიორგიზედ, შემდგომად ოთხისა წლისა მზადებისა, ჯერეთ მოუნათლავი, მოკვდა ყვავილისა სენითა სამშობლოსა თვისსა სახლსა და უკუქცეული ნინო შედგა მონოზონად და მწუხარე თვითცა მოკვდა სამღვდელმთავროსა მროველისა ეკკლესიისა კარზედ სოფელს რუისს. _ (თავი IV).
14 წლისამ მიმოვლო საქართველო: ქართლი, კახეთი, სომხითი, ფშავი, ხევსურეთი, თუშეთი და იხილა მას დროს განმგე სომეხთა ეკკლესიისა ოქევარტერი ანუ კათოლიკოსი იაკობ V (1759-1763), ეგრეთვე მეფეთა ამასავე დროსა მოხარკენი განჯისა და ერევნისა ხანნი.
სანკტპეტერბურღის სინოდის არქივიდამ (1760 წლისა საქმე #202) სჩანს, რომელ მეფესა თეიმურაზ II მიჰყვა რუსეთსა ეპისკოპოსი იოანე რუსთველი და მისსა ამალაში (სვიტაში) იყვნენ დეკანოზნი დიმიტრი და სვიმონ, მღვდელი ამბროსი, იეროდიაკონნი პართენი და შიო და მორჩილი აბრაამ. _ ამასვე დროსა მივიდა მისთანავე წილკნელი მიტროპოლიტი ქრისტეფორე, რომელსა თანა ჰყვა ბოდორნისა არქიმანდრიტი ფილიპე. – მეფე და ეპისკოპოსი დასადგურდნენ ნევსკისა მონასტრისა ქვითკირისა პალატებში.
ოდეს იქმნა კრება, იდუმალ განლათინებულისა კათოლიკოს პატრიარქისა ანტონისა, სამსჯავროდ მიცემულისა, მაშინ კრებისა განჩინებასა ზედა დასდვეს ბეჭედიცა 9 წლის ყრმისა მეფის ძის გიორგისა. ჯერთ ყრმამან დღიდგან განდევნისა მისისა რუსეთად (1756 წ. 4 აპრილსა) და დანიშვნისა მოადგილედ მისა იოსებ მროველისა (3), _ შეიძაგა ანტონი I, და თუმცა მამისა მისისა ნებითა უკუ-მოქცეულცა იქმნა თვისსა ქვეყანად და პატივად, გარნა არა უყვარდა იგი, ვერ იყო კეთილ-განწყობილი მასთან დღედმდე გარდაცვალებისა მისისა. _ (თავი V).
მეფემან ქართლისა თეიმურაზ მეორემან, ჯერეთ შვიდისა წლისა მეფის ძესა გიორგის, შვილისშვილსა თვისსა 23 აპრილისა დღისათვის ე. ი. სახელწოდებისა მისისა, ბრძანა მოუმზადონ დროშა საუფლისწულო. მისისავე ბრძანებითა მოიღეს ყვითელი ატლასი და მასზედ მოქსოვეს ხატი მეტეხთა ღვთისმშობელისა ფერადებითა და კილიტებითა. მომქსოვი მისი იყო ამირეჯიბისა როინის ასული და ქვრივი როსტომ ციციშვილისა ანასტასია, რომელიცა ახლდა დედოფალსა ანა-ხანუმს, თეიმურაზ მეფის მეუღლესა და არღა შორდებოდა მეფისა სასახლესა, და რომელიცა იყო საყვარელი და დაახლოვებული დედოფლისა თამარისა, პირველისა ცოლისა თვით თეიმურაზ მეფისა.
კათოლიკოსმან ანტონი უკურთხა თვით დროშა ესე და მიართვა მეფის ძესა მეტეხისა ეკკლესიასა შინა, პარაკლისისა გარდახდითა. დღესა ამას იყო დიდი პატიჟობა სტუმართა სასახლისა პალატებში, ქალთა და კაცთა. ამასვე დღესა აღსაზრდელად მეფისა ძისა შესწირეს მეტეხისა ეკკლესიასა, ვითარცა კარისა ძველად საყდარსა და კათოლიკოსისა მეტოქსა, ძვირფასი ბარძიმ-ფეშხუმი, რომელიცა დაიკარგა 1795 წელსა, სამი კომლი კაცი და ერთი ხელი შესამოსელი, და მიუბოძეს წინამძღვართა მისთა ოქმი შეწირულებისა.
ხატი ესე ძველი თვით ნამდვილი დაიკარგა თფილისის აღებისა დღესა 1795 წელსა სპარსთაგან; ხოლო დროსა დღესაცა არის სახლსა შინა ჩემსა დაცული. ბუშტი ვეცხლისა და თვით ძელი, რომელზდაც იყო დამყარებული სახე ღვთისმშობელისა, განაქარვა მამამან ჩემმან 1830 წელსა შიშისათვის რუსთა მთავრობისა: ეშინოდა, არა ჰკითხონ, რად გაქვს დროშა ესეო. ძმაცა მამისა ჩემისა მარადის შფოთის ჟამსა აშინებდა და ეტყოდა: ორგულობისათვის რუსეთისა გაქვს დროშა ეგეო.
მაშინ შეშინებულმან დასწვა ხე, რომელზედაც იყო ბმული თვით ხატი, ხისა ამის თავზედ ნაკეთი ვეცხლისა ბუშტი გაყიდა და ფასითა მით უქმნა კიოტი ფიცრისა, დაუკეცა დროშასა ამას სამ სხივად გრძელნი ფრთები და ჩასდვა კიოტსა შინა მინითა დაფარული და დაისვენა თაყვანის საცემელად სახლსა შინა თვისსა. ამა დროდმდე დროშა ესე იყო ბუდეში ჩადებული, და კრძალვითა კარის წმინდის გიორგის ეკკლესიასა შინა, დღიდგან მეფის გარდაცვალებისა.
ხატისა ამის კოპიოსა ანუ პირისაგან სჩანს, რომელ თვით ნამდვილი იყო შემზადებული დომენტი კათოლიკოსისაგან, ამისთვის რომელ, ქვე ხატისა ღვთისა დედისა ხატია თვით დომენტი მუხლმოდრეკით და ხელთა განპყრობით ღვთისა დედისადმი მვედრებელი. _ (თავი XV).
მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა
შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი:
(1) საფლავზედა მისსა სწერია შემდეგი: „ქ. უხმოთა ლმობითა გექენებით ყოველთა და მჭვრეტელთა შენდობისა ყოფად არარაი ესე, რომელი ოდესმე ვიყავ ანნა, ასული აბაშიძისა, ხოლო ჰსძალი ქართველთა მეფისა ცხებულისა თეიმურაზისა და სატრფო ფერცხალი ირაკლი კახთა მეფისა. არამედ ჩემთვის დიდება ესე ყოველივე აქა დაშრტა. დეკემბერსა ვ (6). ქრისტეს აქეთ ქორონიკონს ჩღმთ (1749).
ვიეთნიმე ანნა ამას, რომელიცა იყო ასული ზაალისა, უწოდებენ ფ ხ ე ი ძ ე დ და ვიეთნიმე მ ხ ე ი ძ ე დ. საფლავსა ზედა პირველისა ცოლისა, განდევნილისა მეფისა ირაკლისაგან და დასაფლავებულისა ალავერდსა სწერია ესე: „. . . . . კახთა მეფის ერეკლესა თანა-მეცხედრე დედოფალი ქეთევან, მდებარე ვიქმენ მეფეთა სამარხოსა ამას შინა, რათა საცნაურად იხილვებოდეს ტაგრუცი ესე, და მრავალთა მიერ შენდობა წარმოითხრობოდეს: ქორონიკონს ულჱ (438). ქორონიკონი ესე არს 1744 ქრისტესიდგან. იტყვიან მისთვის, მონოზონად გარდაცვალებასა, სახლისა მისისსა წევრნი.
(2) ხელნაწერ საისტ-საეთნ. № 2301-ში სიგელის ასლის აშიაზე მიწერილია „ქ. ჩვენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარხი იოსებ ვამტკიცებ წიგნსა ამას. ქ. ჩვენ თფილელი მიტროპოლიტი ამ წმინდათა პატრიარქთ ნაბოძებ წიგნს ვამტკიცებთ“.
(3) სხვანი ჰგონებენ მას რუსთველად და იტყვიან მისთვის იყოო გვარით ჯანდიერაშვილი.

განყოფილი ძველად საქართველო ორ სამეფოდ ე. ი. ქართლად და კახეთად დროთაგან ნადირ-შაჰისა, იმნა რეცა შეერთებულად, ოდეს გამეფდენ კახეთსა ირაკლი და ქართლს მამა მისი თეიმურაზ. გარნა კახეთისა ირაკლი იწოდებოდა არა მეფედ, არამედ კ ა ხ ბ ა ტ ო ნ ა დ დ ა ქ ა რ თ ლ ი ს ა მ ე ფ ე დ. ოდეს დროთა გარემოებათა გამო, წარვიდა რუსეთად (1760 წელსა) მეფე თეიმურაზ, მაშინ მეფის ძესა გიორგის, ვითარცა შვილის შვილსა უბოძა სკიპტრა ქართლის მეფობისა, გარემოსდვა მას თავისი სამეფო ხრმალი, დაჰკიდა მას ძალი მორწმუნეთა – ჯვარი ძელ-ჭეშმარიტითა ცმული, ოქროსა ჯაჭვითა საკიდარი და თვალ-მარგალიტითა შემკული მცხეთისა ეკკლესიასა შინა, თანდასწრებითა იოსებ კათოლიკოსისა და ეპისკოპოსთა, თავადთა, აზნაურთა და კარისკაცთა. აკურთხა იგი ღვთისმშობლის მცირედითა შემკულითა ხატითა (დღეს მე მაქვს ესე) და კურთხევითა სიტყვითა და ცრემლითა გამოეთხოვა შვილსა ირაკლის, შვილისშვილსა გიორგის და სხვათაცა სახლისა თვისისა წევრთა და წარვიდა დუშეთისა აწინდელისა გზით რუსეთად.
სანკტპეტერბურღის სინოდის არქივიდამ (1760 წლისა საქმე #202) სჩანს, რომელ მეფესა თეიმურაზ II მიჰყვა რუსეთსა ეპისკოპოსი იოანე რუსთველი და მისსა ამალაში (სვიტაში) იყვნენ დეკანოზნი დიმიტრი და სვიმონ, მღვდელი ამბროსი, იეროდიაკონნი პართენი და შიო და მორჩილი აბრაამ. _ ამასვე დროსა მივიდა მისთანავე წილკნელი მიტროპოლიტი ქრისტეფორე, რომელსა თანა ჰყვა ბოდორნისა არქიმანდრიტი ფილიპე. – მეფე და ეპისკოპოსი დასადგურდნენ ნევსკისა მონასტრისა ქვითკირისა პალატებში.
ოდეს იქმნა კრება, იდუმალ განლათინებულისა კათოლიკოს პატრიარქისა ანტონისა, სამსჯავროდ მიცემულისა, მაშინ კრებისა განჩინებასა ზედა დასდვეს ბეჭედიცა 9 წლის ყრმისა მეფის ძის გიორგისა. ჯერთ ყრმამან დღიდგან განდევნისა მისისა რუსეთად (1756 წ. 4 აპრილსა) და დანიშვნისა მოადგილედ მისა იოსებ მროველისა (3), _ შეიძაგა ანტონი I, და თუმცა მამისა მისისა ნებითა უკუ-მოქცეულცა იქმნა თვისსა ქვეყანად და პატივად, გარნა არა უყვარდა იგი, ვერ იყო კეთილ-განწყობილი მასთან დღედმდე გარდაცვალებისა მისისა. _ (თავი V).
მეფემან ქართლისა თეიმურაზ მეორემან, ჯერეთ შვიდისა წლისა მეფის ძესა გიორგის, შვილისშვილსა თვისსა 23 აპრილისა დღისათვის ე. ი. სახელწოდებისა მისისა, ბრძანა მოუმზადონ დროშა საუფლისწულო. მისისავე ბრძანებითა მოიღეს ყვითელი ატლასი და მასზედ მოქსოვეს ხატი მეტეხთა ღვთისმშობელისა ფერადებითა და კილიტებითა. მომქსოვი მისი იყო ამირეჯიბისა როინის ასული და ქვრივი როსტომ ციციშვილისა ანასტასია, რომელიცა ახლდა დედოფალსა ანა-ხანუმს, თეიმურაზ მეფის მეუღლესა და არღა შორდებოდა მეფისა სასახლესა, და რომელიცა იყო საყვარელი და დაახლოვებული დედოფლისა თამარისა, პირველისა ცოლისა თვით თეიმურაზ მეფისა.
კათოლიკოსმან ანტონი უკურთხა თვით დროშა ესე და მიართვა მეფის ძესა მეტეხისა ეკკლესიასა შინა, პარაკლისისა გარდახდითა. დღესა ამას იყო დიდი პატიჟობა სტუმართა სასახლისა პალატებში, ქალთა და კაცთა. ამასვე დღესა აღსაზრდელად მეფისა ძისა შესწირეს მეტეხისა ეკკლესიასა, ვითარცა კარისა ძველად საყდარსა და კათოლიკოსისა მეტოქსა, ძვირფასი ბარძიმ-ფეშხუმი, რომელიცა დაიკარგა 1795 წელსა, სამი კომლი კაცი და ერთი ხელი შესამოსელი, და მიუბოძეს წინამძღვართა მისთა ოქმი შეწირულებისა.
ხატი ესე ძველი თვით ნამდვილი დაიკარგა თფილისის აღებისა დღესა 1795 წელსა სპარსთაგან; ხოლო დროსა დღესაცა არის სახლსა შინა ჩემსა დაცული. ბუშტი ვეცხლისა და თვით ძელი, რომელზდაც იყო დამყარებული სახე ღვთისმშობელისა, განაქარვა მამამან ჩემმან 1830 წელსა შიშისათვის რუსთა მთავრობისა: ეშინოდა, არა ჰკითხონ, რად გაქვს დროშა ესეო. ძმაცა მამისა ჩემისა მარადის შფოთის ჟამსა აშინებდა და ეტყოდა: ორგულობისათვის რუსეთისა გაქვს დროშა ეგეო.
მაშინ შეშინებულმან დასწვა ხე, რომელზედაც იყო ბმული თვით ხატი, ხისა ამის თავზედ ნაკეთი ვეცხლისა ბუშტი გაყიდა და ფასითა მით უქმნა კიოტი ფიცრისა, დაუკეცა დროშასა ამას სამ სხივად გრძელნი ფრთები და ჩასდვა კიოტსა შინა მინითა დაფარული და დაისვენა თაყვანის საცემელად სახლსა შინა თვისსა. ამა დროდმდე დროშა ესე იყო ბუდეში ჩადებული, და კრძალვითა კარის წმინდის გიორგის ეკკლესიასა შინა, დღიდგან მეფის გარდაცვალებისა.
ხატისა ამის კოპიოსა ანუ პირისაგან სჩანს, რომელ თვით ნამდვილი იყო შემზადებული დომენტი კათოლიკოსისაგან, ამისთვის რომელ, ქვე ხატისა ღვთისა დედისა ხატია თვით დომენტი მუხლმოდრეკით და ხელთა განპყრობით ღვთისა დედისადმი მვედრებელი. _ (თავი XV).
მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა
შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი:
(1) საფლავზედა მისსა სწერია შემდეგი: „ქ. უხმოთა ლმობითა გექენებით ყოველთა და მჭვრეტელთა შენდობისა ყოფად არარაი ესე, რომელი ოდესმე ვიყავ ანნა, ასული აბაშიძისა, ხოლო ჰსძალი ქართველთა მეფისა ცხებულისა თეიმურაზისა და სატრფო ფერცხალი ირაკლი კახთა მეფისა. არამედ ჩემთვის დიდება ესე ყოველივე აქა დაშრტა. დეკემბერსა ვ (6). ქრისტეს აქეთ ქორონიკონს ჩღმთ (1749).
ვიეთნიმე ანნა ამას, რომელიცა იყო ასული ზაალისა, უწოდებენ ფ ხ ე ი ძ ე დ და ვიეთნიმე მ ხ ე ი ძ ე დ. საფლავსა ზედა პირველისა ცოლისა, განდევნილისა მეფისა ირაკლისაგან და დასაფლავებულისა ალავერდსა სწერია ესე: „. . . . . კახთა მეფის ერეკლესა თანა-მეცხედრე დედოფალი ქეთევან, მდებარე ვიქმენ მეფეთა სამარხოსა ამას შინა, რათა საცნაურად იხილვებოდეს ტაგრუცი ესე, და მრავალთა მიერ შენდობა წარმოითხრობოდეს: ქორონიკონს ულჱ (438). ქორონიკონი ესე არს 1744 ქრისტესიდგან. იტყვიან მისთვის, მონოზონად გარდაცვალებასა, სახლისა მისისსა წევრნი.
(2) ხელნაწერ საისტ-საეთნ. № 2301-ში სიგელის ასლის აშიაზე მიწერილია „ქ. ჩვენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარხი იოსებ ვამტკიცებ წიგნსა ამას. ქ. ჩვენ თფილელი მიტროპოლიტი ამ წმინდათა პატრიარქთ ნაბოძებ წიგნს ვამტკიცებთ“.
(3) სხვანი ჰგონებენ მას რუსთველად და იტყვიან მისთვის იყოო გვარით ჯანდიერაშვილი.
No comments:
Post a Comment