(ნაწილი II)
II ნაწილის შინაარსი
ამონარიდები წერილიდან: „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება და რუსეთი“
ზოგიერთი მოსაზრება ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით
დასავლეთის სახელმწიფოთა ფინანსური მაჩვენებლების შესახებ 1980-იანი წლების მიწურულიდან

(წერილის სრული ტექსტი ბლოგზე 2015 წლის 25 აპრილს გამოქვეყნდა /25.04.15/. ქვემოთ მოგვყავს მისი დასაწყისი და ბოლო ნაწილები, რომლებშიც თავიდან ამ ხელშეკრულების რაობისა და შინაარსის თაობაზეა საუბარი, ხოლო შემდეგ კი საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობის ძირეულ და საჭირბოროტო საკითხებზე. ჩვენი აზრით, ამ თემების კიდევ ერთხელ გახსენება ბლოგის მკითხველებისთვის საყურადღებო და სასარგებლო უნდა იყოს)
1990 წლის 19 ნოემბერს პარიზში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ (Treaty on Conventional Armed Forces in Europe – CFE), რომელიც მანამდე ათწლეულების მანძილზე ორი დაპირისპირებული სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის – ჩრდილოატლანტიკური კავშირისა (ნატო) და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის ¬– სახელმწიფოებს შორის ნდობისა და თანამშრომლობის წარმოშობისა და განვითარების, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის (ეუთთ, ამჟამად ეუთო) ჩამოყალიბებისა და მისი ეგიდით ჰელსინკის დასკვნითი აქტის ხელმოწერის, და ამავე პროცესის კალაპოტში მოლაპარაკებების შემდეგი მიმდინარეობის დასკვნით აქტს წარმოადგენდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობილების მქონე სახელმწიფოების მშვიდობიანი თანაარსებობისა და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის წინადადებები ჯერ კიდევ 1960-იანი წლების მეორე ნახევარიდან განსაკუთრებით აქტიურად სწორედ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობისგან მოდიოდა (მაშინ მე საშუალო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლე გახლდით და კარგად მახსოვს, რომ საბჭოთა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ევროპასა და მთელ მსოფლიოში სამხედრო-პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვაზე, სახელმწიფოთა მშვიდობიან თანაარსებობაზე და სხვა მსგავს საკითხებზე ამდენი საუბარი უკვე ანეგდოტების თემადაც კი იყო გადაქცეული).
ამ პროცესების ფარგლებში აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის 1970-იან წლებში დაიდო ხელშეკრულებები რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შესახებ, სტრატეგიულ შეიარაღებათა შეზღუდვის შესახებ, ხოლო 1980–90-იან წლებში კი – ორი ხელშეკრულება სტრატეგიულ შეტევით შეიარაღებათა შემცირების შესახებაც, რომელთა შედეგად მანამდე დაგროვილი სტრატეგიული ბირთული მუხტების, აგრეთვე მიზნებამდე მათი მიტანის საშულებათა (საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები, ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავები და სტრატეგიული ბომბდამშენი თვითმფრინავები) მნიშვნელოვანი ნაწილი შეიარაღებიდან მოხსნილ და განადგურებულ იქნა.
სტრატეგიულ შეტევით შეიარაღებათა შეზღუდვისა და შემცირების პარალელურად იმავე 1970-იანი წლებიდან მიდიოდა მოლაპარაკებები ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალებისა და შეიარაღებათა შესახებაც, რომლებიც 1990 წლის ნოემბერში პარიზში ზემოხსენებული ხელშეკრულების დადებით დასრულდა. ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების (ქვემოთ CFE-ხელშეკრულების) შესავალ ნაწილში ნათქვამი იყო, რომ ორივე სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკის მონაწილე სახელმწიფოები ხელმძღვანელობდნენ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის მიზნებითა და ამოცანებით, ახსენებდნენ მათ ვალდებულებას ურთიერთ შორის და საერთოდ თავიანთ საერთაშორისო ურთიერთობებში თავი შეეკავებინათ ძალის გამოყენებისგან ან ძალის გამოყენებით მუქარისგან როგორც ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ისე რაიმენაირი სხვა სახითაც, რომელიც შეუთავსებელია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებასთან. CFE-ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოები აცხადებდნენ, რომ შეგნებული ჰქონდათ ევროპაში ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილების აუცილებლობა, აგრეთვე ის ერთობლივი პასუხუსმგებლობაც, რომელიც მათ ეკისრებოდათ, რათა ევროპაში უფრო მეტი სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის მიეღწიათ. ისინი აცხადებდნენ, რომ, ისწრაფვოდნენ რა შეეცვალათ სამხედრო კონფრონტაცია მშვიდობიანი თანამშრომლობის საფუძველზე ურთიერთ შორის უსაფრთხოების ახალი ხასიათის ურთიერთობებით და ამით ევროპის გაყოფის დაძლევაში თავიანთი წვლილი შეეტანათ, მომხრენი იყვნენ რა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების მანამდე არსებულათან შედარებით უფრო დაბალ დონეებზე უსაფრთხო და სტაბილური ბალანსის დამყარების, აგრეთვე იმ უთანასწორობათა ლიკვიდაციის მიზნებისა, რომლებიც კონტინენტზე სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ზიანს აყენებდნენ, და პირველი რიგის პრიორიტეტის წესით კი მოულოდნელი თავდასხმის განხორციელებისა და ევროპაში მსხვილმასშტაბიანი შეტევითი მოქმედებების დაწყებისთვის აუცილებელი პოტენციალის ლიკვიდაციისა, ისინი გახლდნენ მომხრენი იმისა, რათა CFE-ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე – ატლანტის ოკეანის ევროპული სანაპიროდან ურალის მთებამდე – ჩვეულებრივი შეიარაღებისა და ტექნიკის რაოდენობას არ გადაეჭარბებინა მთლიანობაში 40 000 საბრძოლო ტანკის, 60 000 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 40 000 საველე საარტილერიო სისტემის (100 მმ და მეტი ყალიბისა), 13 000 საბრძოლო თვითმფრინავის და 4 000 დამრტყმელი ვერტმფრენისთვის. და შეიარაღებათა ეს მაქსიმალური დონეები (ქვოტები) ხელშეკრულების შესაბამისი მუხლებით ორივე სამხედრო ბლოკს შორის თანაბრად იქნა განაწილებული.
შესავალი ნაწილის დასასრულს ნათქვამი იყო, რომ აღნიშულ ხელკშეკრულებას მიზნად არა აქვს უარყოფითი ზემოქმედება მოახდინოს ნებისმიერი სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებზე. გარდა ამისა, CFE-ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნები, ადასტურებდნენ თავიანთ მომხრეობას ჩვეულებრივ შეიარაღებებზე კონტროლის პროცესის გაგრძელებისადმი, მოლაპარაკებების ჩათვლით, ასევე მხედველობაში იღებდნენ ევროპაში პოლიტიკური ვითარების განვითარების შუქზე მომავალ მოთხოვნებს ევროპულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებასთან მიმართებაში. და ყოველივე ამის საფუძველზე ისინი შეთანხმდნენ შემდეგში:
CFE-ხელშეკრულების I-III მუხლებში აუცილებელი ტერმინებისა და დებულებელის დაზუსტების ან კონკრეტულად ჩამოყალიბების შემდეგ, IV მუხლის 1-ლი პუნქტის ძალით დაადგინეს, რომ ხელშეკრულების დადებიდან 40 თვის შემდეგ თითოეულ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკს (ნატო-სა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციას) მის მიერ კონტროლირებად ევროპულ ტერიტორიაზე მშვიდობიანობის დროს მუდმივად ჰყოლოდა განლაგებული არაუმეტეს 20 000 საბრძოლო ტანკის, 30 000 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 20 000 საველე საარტილერიო სისტემის, 6800 საბრძოლო თვითმფრინავის და 2000 დამრტყმელი ვერტმფრენისა. ამ შეიარაღების უმეტესი ნაწილის განლაგებას ითვალისწინებდნენ რეგულარულ ნაწილებში, მცირე ნაწილისა კი სპეციალურ საწყობებში, რომლებიც საამისოდ უნდა ყოფილიყო აღჭურვილი და მათი ადგილმდებარეობაც ცნობილი და საერთაშორისო კონტროლისთვის ღია უნდა ყოფილიყო.
ორი სამხედრო ბლოკის გამყოფი საზღვრიდან – იმჟამად უკვე გაერთიანებული გერმანიის პოლონეთსა და ჩეხეთ-სლოვაკეთთან სახელმწიფო საზღვრიდან – დასავლეთისა და აღმოსავლეთისკენ, ასევე ჩრდილოეთისა და სამხრეთისკენ ევროპის კონტინენტის დიდი სივრცული განფენილობის გამო მთელი ეს ტერიტორია დაყოფილ იქნა განსაზღვრულ რაიონებად და ქვერაიონებად, რომელთა მიხედვითაც იქნა უკვე უფრო დაზუსტებით განაწილებული ჯავშანსატანკო ტექნიკისა და სავლე არტილერიის ქვოტები თითოეული ბლოკის შესაბამის რაიონებსა და ქვერაიონებში განლაგებული სახელმწიფოებისთვის. საბრძოლო ავიაციის (საბრძოლო თვითმფრინავებისა და დამრტყმელი ვერტმფრენების) ქვოტების განაწილება კი, თავიანთი პასუხისმგებლობის ზონებში, თითოეული სამხედრო ბლოკის ხელმძღვანელობაზე იქნა მინდობილი. სახელდობრ, უწინარეს ყოვლისა, გამოყვეს ცენტრალური და საფლანგო რაიონები. საფლანგო რაიონი მოიცავდა მთლიანობაში ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებს და ნატო-ს მხრიდან მასში შედიოდნენ ნორვეგია, ისლანდია, საბერძნეთი და თურქეთის უმეტესი ნაწილი, სამხრეთ აღმოსავლეთ ანატოლიის გამოკლებით, რომელიც CFE-ხელშეკრულების მიხედვით აზიის ტერიტორიად იქნა მიჩნეული და მასზე შეზღუდვები არ გავრცელდა; ვარშავის პაქტის სახელმწიფოთა მხრიდან კი საფლანგო რაიონში შევიდა სსრკ-ის ლენინგრადის, ოდესის, ჩრდილო-კავკასიისა და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქების ტერიტორია, აგრეთვე რუმინეთი და ბულგარეთი. და თუმცა კი ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების ტერიტორიები საფლანგო რაიონში ნატო-ს ქვეყნების ტერიტორიებს ბევრად აღემატებოდა, მაინც, ნორვეგიისა და თურქეთის დაბეჯითებული მოთხოვნების ძალით, ორივე სამხედრო ბლოკისთვის ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის საფლანგო ქვოტების ერთნაირი რაოდენობა იქნა დადგენილი. თითოეული ბლოკის დანარჩენმა ტერიტორიამ კი, ატლანტიკიდან ურალის ქედამდე, ცენტრალური რაიონი შეადგინა, სადაც ამავე შეირაღების ქვოტების უმეტესი ნაწილი იქნა თავმოყრილი.
სახელდობრ, CFE-ხელშეკრულების იმავე IV მუხლის მე-2 პუნქტის ძალით, 1) ცენტრალურ რაიონში თითოეულ ბლოკს უფლება მიეცა მშვიდობოიანობის დროს რეგულარულ ნაწილებსა და სპეციალურ საწყობებში მუდმივად განელაგებია არაუმეტეს 15 300 საბრძოლო ტანკის, 24 100 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის და 14 000 საველე საარტილერიო სისტემისა (და ეს გახლდათ IV.2 რაიონი). ამავე მუხლის მე-3 და -4 პუნქტებში გათვალისწინებული იყო აღნიშნული ქვოტების ცენტრალური რაიონის ქვერაიონების მიხედვით განაწილება მოწინააღმდეგე სამხედრო ბლოკთან უშუალო შეხების საზღვრის მახლობლობაში: 2) სახელდობრ ნატო-თვის გერმანიის, ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის ტერიტორია; ვარშავის ხელშეკრულებისთვის კი პოლონეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთისა და უნგრეთის ტერიტორია (IV.4 რაიონი), შემდეგ კი უფრო გაფართოებულ ფარგლებშიც, რაც ცენტრალური რაიონისთვის დადგენილი საერთო ქვოტების რაოდენობებში ჯდებოდა. სახელდობრ, 3) ნატო-ს ბლოკისთვის უკვე ზემოხსენებულ ქვეყნებს ამ ქვერაიონში ემატებოდა დანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი; ვარშავის ხელშეკრულებისთვის კი საბჭოთა კავშირის ბალტიისპირეთის, ბელორუსიის, კარპატისპირეთისა და კიევის სამხედრო ოლქები (IV.3 რაიონი).
CFE-ხელშეკრულების IV მუხლის მე-2, -3 და -4 პუნქტების მიხედვით ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის ქვოტების განაწილება ქვემოთ ცხრილშია მოცემული.
ცხრილი 1
ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის ქვოტების განაწილება თითოეული ბლოკის მიერ კონტროლირებად ევროპის ცენტრალურ რაიონსა და მის ქვერაიონებში
(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოვიყენებთ იმ აღნიშვნებს, რომლებიც თავად ხელშეკრულებაშია მიღებული: რაიონი IV.2 – მთლიანად თითოეული ბლოკის მიერ კონტროლირებადი ცეტრალური რაიონი; რაიონი IV.3 – გაფართოებული შუალედური ქვერაიონი და რაიონი IV.4 – ორი ბლოკის შეხების საზღვართან მახლობელი ქვერაიონი, რომლებზედაც ზემოთ იყო უფრო დაზუსტებით საუბარი)
შეიარაღებათა კატეგორიები . . რაიონი IV.2 . . რაიონი IV.3 . . რაიონი IV.4
საბრძოლო ტანკები,
არაუმეტეს . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 15 300 . . . . . . . .10 500 . . . . . . . . . 7500
მოჯავშნული საბრძოლო
მანქანები, არაუმეტეს . . . . . . . . . . .24 100 . . . . . . . 19 260 . . . . . . . . 11 250
საველე საარტილერიო
სისტემები, არაუმეტეს . . . . . . . . . .14 000 . . . . . . . . 9100 . . . . . . . . . . 5000
CFE-ხელშეკრულების V მუხლის (A) პუნქტის ძალით კი საფლანგო რაიონში თითოეულ სამხედრო ბლოკს თავის ტერიტორიაზე შეეძლო რეგულარულ ნაწილებში მუდმივად ჰყოლოდა არაუმეტეს 4700 საბრძოლო ტანკის, 5900 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის და 6000 საველე საარტილერიო სისტემისა, რაც ცენტრალური რაიონის (IV.2 რაიონი) ქვოტებზე დამატებით მთლიანად თითოეული ბლოკისთვის დადგენილ ჯამურ ქვოტებს გვაძლევს. გარდა ამისა, იმავე V მუხლის (B) პუნქტის ძალით, (A) პუნქტით დადგენილი შეზღუდვებისგან დამოუკიდებლად თითოეული ბლოკის რომელიმე სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფს შეეძლო თავის საფლანგო ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფოებში დროებით საფუძველზე განელაგებია არაუმეტეს 459 საბრძოლო ტანკის, 723 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის და 420 საველე საარტილერიო სისტემისა, თანაც იმავე V მუხლის (C) პუნქტის ძალით, ამ საფლანგო სახელმწიფოებიდან თითოეულის ტერიტორიაზე დროებით შეეძლო განელაგებია ზემოხსენებულ რაიდენობათა არაუმეტეს ერთი მესამედისა, ანუ 153 საბრძოლო ტანკის, 241 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის და 140 საველე საარტილერიო სისტემისა. სწორედ V მუხლის (B) და (C) პუნქტების საფუძველზე იყო რუსული სამხედრო ბაზები განლაგებული საქართველოსა და სომხეთში, ხოლო ამჟამად კი მხოლოდ სომხეთშია.
და ბოლოს, საბჭოთა კავშირის უზარმაზარი ტერიტორიისა და მოსახლეობის რიცხოვნების გათვალისწინებით, რათა არც ერთ სახელმწიფოს შესაბამისი ბლოკისთის გამოყოფილ ჩვეულებრივ შეიარაღებათა დაახლოებით ერთ მესამედზე მეტი არ რგებოდა, და ცხადია, აქ საბჭოთა კავშირი იგულისხმებოდა, ამიტომ CFE-ხელშეკრულების VI მუხლის ძალით ერთ სახელმწიფოს შეეძლო ჰყოლოდა არაუმეტს 13 300 საბრძოლო ტანკის, 20 000 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 13 700 საველე საარტილერიო სისტემის, 5150 საბრძოლო თვითმფრინავის და 1500 დამრტყმელი ვერტმფრენისა. ამ უკანასკნელმა დებულებამ განსაზღვრა კიდეც სსრკ-ის ქვოტები, რომლებიც მას არა მხოლოდ თავის ტერიტორიაზე უნდა ჰქონოდა, არამედ ვარშავის ხელშეკრულების სახელმწიფოთა ტერიტორიებზეც. მაგრამ მალევე ვარშავის პაქტის დაშლისა და აღმოსავლეთ ევროპიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის კვალდაკვალ სსრკ-თვის განკუთვნილმა ქვოტებმა თავი საკუთრივ მის ტერიტორიაზე მოიყარა.
აღნიშნული მუხლებისა და პუნქტების საფუძველზე დადგენილ იქნა ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების ქვოტები ნატო-ს ბლოკისა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნებისთვის, რომელთა მონაცემებსაც მე-2 ცხრილში მოვიყვანთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 1990-იან წლებში მომზადებული ერთერთი მოკლე მიმოხილვის საფუძველზე.
ცხრილი 2
ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების ქვოტები ნატო-ს ბლოკისა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის სახელმწიფოთათვის
(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: საბრძოლო ტანკები – A, მოჯავშნული საბრძოლო მანქანები – B, საველე საარტილერიო სისტემები – C, საბრძოლო თვითმფრინავები – D, დამრტყმელი ვერტმფრენები – E)
სახელმწიფო . . . . . . . . . . . . . . A . . . . . . .B . . . . . . C . . . . . . .D . . . . . . E . . . .
ნატო-ს ბლოკი
აშშ * . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4006 . . . . 5372 . . . . 2492 . . . . 784 . . . . 431 . . .
კანადა * . . . . . . . . . . . . . . . . . . .77 . . . . . 277 . . . . . . 38 . . . . . 90 . . . . . . 0 . . .
გერმანია . . . . . . . . . . . . . . . . 4166 . . . .3446 . . . . .2705 . . . . 900 . . . . 306 . . .
საფრანგეთი . . . . . . . . . . . . . 1306 . . . .3820 . . . . .1292 . . . . 800 . . . . 396 . . .
დიდი ბრიტანეთი . . . . . . . .1015 . . . .3176 . . . . . .636 . . . . 900 . . . . 371 . . .
იტალია . . . . . . . . . . . . . . . . .1348 . . . . 3339 . . . . 1955 . . . . 650 . . . . 139 . . .
თურქეთი ** . . . . . . . . . . . . . 2795 . . . . 3120 . . . . 3523 . . . . 750 . . . . 103 . . .
ესპანეთი . . . . . . . . . . . . . . . . .794 . . . . 1588 . . . . 1310 . . . . 310 . . . . . 90 . . .
ნიდერლანდები . . . . . . . . . . 743 . . . . .1080 . . . . . 607 . . . . 230 . . . . .50 . . .
ბელგია . . . . . . . . . . . . . . . . . . 334 . . . . 1099 . . . . . 320 . . . . 232 . . . . . 46 . . .
დანია . . . . . . . . . . . . . . . . . . . 353 . . . . . .316 . . . . . 553 . . . . 106 . . . . . 12 . . .
ნორვეგია . . . . . . . . . . . . . . . . 170 . . . . . 225 . . . . . 527 . . . . 100 . . . . . . 0 . . .
საბერძნეთი . . . . . . . . . . . . . 1735 . . . . 2534 . . . . 1878 . . . . 650 . . . . . 30 . . .
პორტუგალია . . . . . . . . . . . . 300 . . . . . .430 . . . . .450 . . . . .160 . . . . . 26 . . .
ისლანდია . . . . . . . . . . . . . . . . . 0 . . . . . . . .0 . . . . . . .0 . . . . . . 0 . . . . . . 0 . . .
ლუქსემბურგი . . . . . . . . . . . . . 0 . . . . . . . .0 . . . . . . .0 . . . . . . .0 . . . . . .0 . . .
ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია
საბჭოთა კავშირი *** . . . . .13 150 . . .20 000 . . .13 175 . . . 5150 . . . 1500 . . .
პოლონეთი . . . . . . . . . . . . . .1730 . . . . 2150 . . . . 1610 . . . . 460 . . . . 130 . . .
ჩეხეთ-სლოვაკეთი . . . . . . . 1435 . . . . 2070 . . . . 1170 . . . . 345 . . . . . 75 . . .
უნგრეთი . . . . . . . . . . . . . . . . .835 . . . . 1700 . . . . . 840 . . . . 180 . . . . 108 . . .
რუმინეთი . . . . . . . . . . . . . . .1375 . . . . 2100 . . . . 1475 . . . . 430 . . . . 120 . . .
ბულგარეთი . . . . . . . . . . . . .1475 . . . . 2000 . . . . .1750 . . . . 235 . . . . . 67 . . .
შენიშვნები: * აშშ-ისა და კანადისთვის კვოტები წარმოადგენს იმ შეიარაღების მაქსიმალურ რაოდენობას რომლებიც მათ შეუძლიათ მუდმივათ ჰყავდეთ ევროპაში;
** თურქეთის ქვოტები შეეხება მხოლოდ მის „ევროპულ ტერიტორიას“, ხოლო „აზიურ ტერიტორიაზე“, ანუ სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში კი შეზრუდვები არ მოქმედებს;
*** საბჭოთა კავშირის ქვოტები შეეხებოდა მის მხოლოდ ევროპულ ტერიტორიას, ხოლო ურალის ქედის აღმოსავლეთით კი შეზღუდვები არ მოქმედებდა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მისთვის განკუთვნილი ქვოტები 1992 წლის 15 მაისის ტაშკენტის შეთანხმებით მის ევროპულ ტერიტორიაზე წარმოქმნილ ახალ სახელმწიფოებს შორის იქნა გადანაწილებული, რამაც ასეთი სახე მიიღო.
ცხრილი 3
ყოფილი სსრკ-ის ქვოტების განაწილება მის ევროპულ ტერიტორიაზე წარმოქმნილ ახალ სახელმწიფოებს შორის

სახელმწიფო . . . . . . . . . . . . . . A . . . . . . . B . . . . . . . C . . . . . . . D . . . . . . E . . . .
რუსეთის ფედერაცია . . . . . 6400 . . . .11 480 . . . . 6415 . . . . 3416 . . . . 890 . . .
ბელორუსი . . . . . . . . . . . . . . 1800 . . . . . 2600 . . . . 1615 . . . . . 294 . . . . . 80 . . .
უკრაინა . . . . . . . . . . . . . . . . . 4080 . . . . .5050 . . . . .4040 . . . .1090 . . . . .330 . . .
მოლდოვა . . . . . . . . . . . . . . . . .210 . . . . . .210 . . . . . .250 . . . . . .50 . . . . . 50 . . .
აზერბაიჯანი . . . . . . . . . . . . . .220 . . . . . .220 . . . . . .285 . . . . .100 . . . . . 50 . . .
საქართველო . . . . . . . . . . . . . .220 . . . . . .220 . . . . . . 285 . . . . .100 . . . . . 50 . . .
სომხეთი . . . . . . . . . . . . . . . . . .220 . . . . . .220 . . . . . .285 . . . . .100 . . . . . 50 . . .
როგორც ცნობილია, 1990-იან წლებში პოლონეთი, ჩეხეთი და უნგრეთი გაწევრიანდნენ ნატო-ს ბლოკში, ხოლო 2000-იან წლებში კი აღმოსავლეთ ევროპის დანარჩენი სახელმწიფოები, აგრეთვე მანამდე ნეიტრალური შვედეთიც. შესაბამისად, ჩრდილოატლანტიკური კავშირის ჯამური ქვოტები 1990 წლის ნოემბერში მისთვის დადგენილ მაქსიმალურ დონეებს უკვე მნიშვნელოვნად აღემატებოდა, რუსეთის ფედერაციისა კი მათ კიდევ უფრო მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა. მე-2 და მე-3 ცხრილების საფუძველზე 2000-იან წლებში ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების ქვოტები ნატო-ს ბლოკისა და რუსეთისთვის ასე გამოიყურებოდა.
ცხრილი 4
ნატო-სა და რუსეთის ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების ქვოტები 2000-იან წლებში
შეიარაღებათა კატეგორიები . . . . . ნატო-ს ბლოკი . . . რუსეთის ფედერაცია
საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . . . . . . .25 992 . . . . . . . . . . . . . . . 6400 . . .
მოჯავშნული საბრძოლო
მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .39 842 . . . . . . . . . . . . . .11 480 . . .
საველე საარტილერიო
სისტემები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 25 131 . . . . . . . . . . . . . . . 6415 . . .
საბრძოლო თვითმფრინავები . . . . . . . . . . .8312 . . . . . . . . . . . . . . . 3416 . . .
დამრტყმელი ვერტმფრენები . . . . . . . . . . .2500 . . . . . . . . . . . . . . . . 890 . . .
როგორც ვხედავთ, რუსეთის ფედერაცია მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა ნატო-ს 2000-იან წლებში თითოეული მათგანისთვის CFE-ხელშეკრულებისა და ტაშკენტის შეთანხმების საფუძველზე დადგენილი ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების ქვოტების რაოდენობით. და ეს მნიშვნელოვანი განსხვავება სერიოზულ წინააღმდეგობაში მოდიოდა აღნიშნული ხელშეკრულების შესავალ ნაწილში ჩამოყალიბებულ იმ განმსაზღვრელ დებულებებთან, რომ ხელმომწერი სახელმწიფოები მიზნად ისახავენ მხარეების შეიარაღებათა გათანაბრებას, რათა არც ერთ მათგანს არ ჰქონდეს მეორეზე მოულოდნელი თავდასხმისა და ევროპაში მსხვილმასშტაბიანი ომის გაჩაღების საშუალება, და რომ ეს ხელშეკრულება რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ არ არის მიმართული. აღნიშნული სიჭარბე ქვოტებისა უკვე ნატო-ს ბლოკს აძლევდა რუსეთის ფედერაციაზე ასეთი თავდასხმის განხორციელების შესაძლებლობას, თუმცა კი რუსეთის ოპერატიულ-ტაქტიკური და სტრატეგიული ბირთვული შეიარაღება ამ შემთხვევაშიც გამოდიოდა იმის გარანტად, რომ ნატო-ს ქვეყნებს მასზე ასეთი თავდასხმის სურვილი ვერ გაუჩნდებოდათ.
საინტერესოა, მაინც როგორი იყო ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების რაოდენობა მთლიანობაში ნატო-ს ბლოკისა და ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებში, შემდეგ კი რუსეთის ფედერაციაში 1991 და 2000 წლებში. ამის შესახებ მე-5 ცხრილის მონაცემები მეტყველებს, რომელიც ქვემოთაა მოყვანილი.
ცხრილი 5
დაპირისპირებულ მხარეთა ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღება მთლიანობაში 1991 და 2000 წლებში

სახელმწიფო . . . . . . . . . . . . . . . . . . . A . . . . . . B . . . . . . . C . . . . . . . D . . . . . .E . . . .
1 9 9 1 წელს
ნატო-ს ბლოკი
აშშ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .16 224 . . . 28 464 . . . . .8827+ . . . 4901 . . . .1653 . . .
. . . მათ შორის CFE-ზონაში . . . . . 5000 . . . . . 2200+ . . . 2420 . . . . . 284 . . . . . 279 . . .
კანადა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .114 . . . . . 1541 . . . . . 311 . . . . . 263 . . . . . . 62. . .
. . . მათ შორის CFE-ზონაში . . . . . . . 77 . . . . . . 277 . . . . . . 30 . . . . . . .45 . . . . . .12 . . .
გერმანია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .4726 . . . . .5269 . . . . .2462 . . . . . 638 . . . . . 207 . . .
საფრანგეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . .1349 . . . . .4634 . . . . .1403 . . . . . 845 . . . . . 248 . . .
დიდი ბრიტანეთი . . . . . . . . . . . . . 1314 . . . . .4989 . . . . . .729 . . . . . 653 . . . . . 295 . . .
იტალია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1360 . . . . 3885 . . . . . 2053 . . . . . 537 . . . . .164 . . .
თურქეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .3783 . . . . .3674 . . . . .4187 . . . . . 650 . . . . . . . 0 . . .
. . . მათ შორის CFE-ზონაში . . . . . 2808 . . . . .1504 . . . . . 3440 . . . . . 530 . . . . . . .0 . . .
ესპანეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 922 . . . . . 1842 . . . . .2355 . . . . . 247 . . . . . . 87 . . .
ნიდერლანდები . . . . . . . . . . . . . . . . 913 . . . . . 3216 . . . . . 824 . . . . . .204 . . . . . . . 0 . . .
ბელგია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .359 . . . . . 2048 . . . . . 376 . . . . . .185 . . . . . . . 0 . . .
დანია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .499 . . . . . . 595 . . . . . .553 . . . . . .106 . . . . . . . 0 . . .
ნორვეგია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .211 . . . . . . 203 . . . . . .527 . . . . . . 94 . . . . . . . 0 . . .
საბერძნეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . .2033 . . . . . 2806 . . . . .1908 . . . . . 448 . . . . . . . 0 . . .
პორტუგალია . . . . . . . . . . . . . . . . . . 146 . . . . . . 320 . . . . . .306 . . . . . . 83 . . . . . . . 0 . . .
ისლანდია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 0 . . . . . . . . 0 . . . . . . . .0 . . . . . . . 0 . . . . . . . 0 . . .
ლუქსემბურგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . .0 . . . . . . . .0 . . . . . . . .0 . . . . . . . .0 . . . . . . .0 . . .
სულ ნატო-ში . . . . . . . . . . . . . . . . 33 953 . . . 63 486 . . . 26 821+ . . . 9044 . . . 2716 . . .
. . . მათ შორის CFE-ზონაში . . . . 21 717 . . . 33 788+ . . 19 386 . . . . 4089 . . . 1292 . . .
ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია
სსრკ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 54 400 . . . 79 000 . . . 64 200 . . . . 7215 . . . 1420 . . .
. . . მათ შორის CFE-ზონაში . . . . 20 725 . . . 28 040 . . . 14 400 . . . .1863 . . . 1240 . . .
პოლონეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . .2850 . . . . .2349 . . . . .2300 . . . . .559 . . . . . .29 . . .
ჩეხეთ-სლოვაკეთი . . . . . . . . . . . . . 4780 . . . . .4382 . . . . 5346 . . . . .395 . . . . . .56 . . .
უნგრეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1482 . . . . .1770 . . . . 1087 . . . . .145 . . . . . .39 . . .
ბულგარეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . .2595 . . . . .2204 . . . . .2827 . . . . .266 . . . . . .44 . . .
რუმინეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .2875 . . . . .3143 . . . . 3836 . . . . . 465 . . . . .104 . . .
სულ ვარშავის პაქტში . . . . . . . . .68 982 . . . 92 848 . . . 79 596 . . . . 9045 . . .1692 . . .
. . . მათ შორის CFE-ზონაში . . . . 33 307 . . . 41 888 . . . 29 796 . . . . 3693 . . .1514 . . .
2 0 0 0 წ ე ლ ს
ნატო-ს ბლოკი
აშშ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .7900 . . .21 910 . . . 6074 . . . . . 3533 . . . 1502 . . .
. . . მათ შორის CFE-ზონაში . . . . . . 901 . . . . 1751 . . . . 557 . . . . . . 307+ . . . 136 . . .
კანადა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 114 . . . . 1790 . . . . 289 . . . . . . 140 . . . . . . 0 . . .
. . . მათ შორის CFE-ზონაში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გერმანია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2815 . . . . 4959 . . . 2115 . . . . . . 559 . . . . 204 . . .
საფრანგეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . 834 . . . . 4613 . . . . 802 . . . . . . 517 . . . . 339 . . .
დიდი ბრიტანეთი . . . . . . . . . . . . . .616 . . . . 2437 . . . . 457 . . . . . . 566 . . . . 269 . . .
იტალია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 699 . . . . 2641 . . . . 895 . . . . . . 336 . . . . 134 . . .
თურქეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4205 . . . . 4293 . . . 4260 . . . . . . 505 . . . . . 37 . . .
. . . მათ შორის CFE-ზონაში . . . . .2264 . . . . 2616 . . . 2883 . . . . . . . * . . . . . . .26 . . .
ესპანეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .665 . . . . 1638 . . . 1082 . . . . . . .211 . . . . . 28 . . .
ნიდერლანდები . . . . . . . . . . . . . . . .330 . . . . . 787 . . . . 397 . . . . . . 157 . . . . . 42 . . .
ბელგია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 140 . . . . . 575 . . . . 242 . . . . . . 149 . . . . . 28 . . .
დანია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .306 . . . . . 316 . . . . 475 . . . . . . . 69 . . . . . 12 . . .
ნორვეგია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .170 . . . . . 314 . . . . 184 . . . . . . . 79 . . . . . . 0 . . .
საბერძნეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . 1735 . . . . . 808 . . . 1894 . . . . . . 458 . . . . . .20 . . . პორტუგალია . . . . . . . . . . . . . . . . . .187 . . . . . 374 . . . . 318 . . . . . . . 66 . . . . . . .0 . . .
ისლანდია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 0 . . . . . . . .0 . . . . . . 0 . . . . . . . . 0 . . . . . . .0 . . . ლუქსემბურგი . . . . . . . . . . . . . . . . . . .0 . . . . . . . .0 . . . . . . 0 . . . . . . . .0 . . . . . . .0 . . .
პოლონეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . .1704 . . . . 1438 . . . 1558 . . . . . . 267 . . . . .106 . . .
ჩეხეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 968 . . . . .1211 . . . . 740 . . . . . . 110 . . . . . .34 . . .
უნგრეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1015 . . . . 1075 . . . 1101 . . . . . . . 68 . . . . . .24 . . .
სულ ნატო-ში . . . . . . . . . . . . . . . .24 403 . . . 51 179 . . 22 883 . . . . . 7810 . . . .2805 . . .
. . . მათ შორის CFE-ზონაში . . . .15 349 . . . 27 553 . . 15 700 . . . . . 4390 . . . .1428 . . .
რუსეთის ფედერაცია . . . . . . . . .21 820 . . . 26 126 . . 26 959 . . . . . .1590 . . . . 900 . . .
. . . მათ შორის CFE-ზონაში . . . . .5275 . . . . .9545 . . . . 6159 . . . . . .1428 . . . . . .* . . . .
შენიშვნა: აღნიშვნა „+“ რიცხვის შემდეგ მეტობის ნიშანია, ანუ ამ რიცხვზე მეტ შეიარაღებას ნიშნავს, როცა, მაგალითად, შეიარაღებაში არსებული რაღაც ტიპის სისტემები ნაჩვენებია, მაგრამ მათი რაოდენობა კი მითითებული არ არის. ასეთი აღნიშვნები ქვემოთ სხვა ცხრილებშიც იქნება, ვინაიდან თავად ჩვენს წყაროში არსებული არასრული მონაცემები მსგავს დაზუსტებას საჭიროებს.
როგორც ვხედავთ, 2000 წელს ნატო-ს ბლოკი ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების რაოდენობით უკვე მნიშვნელოვნად აღემატებოდა რუსეთის ფედერაციას. მაგრამ განა ეს უკანასკნელი მაშინ გამოდიოდა რაიმე სერიოზული წინააღმდეგობით CFE ხელშეკრულების მიმართ? არა და ხომ უკვე მაშინ იყო დარღვეული აღნიშნული ხელშეკრულების ერთერთი უმთავრესი დანიშნულება და პირობა, რომ არც ერთ მხარეს არ ჰქონოდა მეორეზე ჩვეულებრივ შეტევით შეიარაღებაში დიდი უპირატესობა და იმის მატერიალური შესაძლებლობა, რომ მსხვილმასშტაბიანი შეტევითი მოქმედებები დაეწყო და ამით ევროპის კონტინენტზე სერიოზული დესტაბილიზაცია გამოეწვია. ხომ რაღაცას წერდნენ ამის თაობაზე რუსი სამხედრო სპეციალისტები და ექსპერტები, ხომ რაღაცით პასუხობდნენ მათ მათი დასავლელი კოლეგები თუ მოწინააღმდეგენი. რა თქმა უნდა, ბეჭდურ გამოცემებსა და ტელევიაზიაშიც ასეთი დისკუსიები იქნებოდა, მაგრამ ქართული საზოგადოება აგერ უკვე 15 წელიწადია, ამ დისკუსიების გარეთ რჩებოდა და საკუთარი ხელისუფლება, საკუთარი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, და სამხედრო საქმეში ექსპერტებად წოდებული კარიერისა და ფულების მაძიებლები თავიანთ ხალხს მთელ ამ სფეროში უმეცრებასა და გაურკვევლობაში ამყოფებდნენ, დასავლეთიდან წამოსულ „დინებას“ მიჰყვებოდნენ, საკუთარ სამშობლოში დასავლური პოლიტიკის გატარებაში მონაწილეობდნენ (ანუ პოლიტიკურ მეძავობას ეწეოდნენ – ფულებისა და სკამების სანაცვლოდ საკუთარი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს ჰყიდდნენ) და რუსეთის მიმართ მხოლოდ ლანძღვა-გინებაში იწაფებოდნენ. ამას კი შედეგად 2008 წლის აგვისტოს სისხლიანი მოვლენები მოჰყვა... და მათ შორის საქმეში უფრო მეტად ჩახედულები და ქვეყნისთვის ალბათ უფრო გულშემატკივრებიც, უკვე „ჩემი სამშობლო იწვისო“ მოთქვამდნენ. და ეს კანონზომიერიცაა – ასეთ საქმიანობას შედეგებიც ასეთივე მოსდევს ხოლმე.
რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს, მე მაშინაც ვწერდი, რომ, მთელი მისი მანკიერებების მიუხედავად, სააკაშვილის ხელისუფლება იმდენად უგუნურიც არ იყო, რომ რუსეთთან ომი დაეწყო, თუ ამაზე აშშ-ის ხელისუფლების, ან მისი რომელიმე გავლენიანი ფრთის მიერ არ იქნებოდა წაქეზებული ან დავალებულიც კი. აშშ-ის ამ წრეებს კი ალბათ რუსეთის მთავრობისთვის „კბილების მოსინჯვა“ უნდოდათ – გაბედავდა თუ ვერა რუსეთი აშშ-ის ფავორიტ სააკაშვილის საქართველოსთან ომში ჩაბმას, ხოლო თუ ამერიკელების ხათრითა და რიდით რუსეთის მთავრობა ასეთ ნაბიჯზე ვერ წავიდოდა, მაშინ პენტაგონს უკვე შეეძლებოდა რეალური გეგმების შემუშავებაზე ემუშავა ერთხელ უკვე „ჩასვრილი“ რუსეთის დასავლური კოალიციური შეიარაღებული ძალების მიერ საბოლოოდ დაპყრობისა და დაქუცმაცებისთვის. ამ გეგმებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედებები ბრძოლით დაზვერვის ტიპიურ მაგალითს წარმოადგენს, როცა მოწინააღმდეგის გადაწყვეტილების, მზადყოფნისა და რეალური შესაძლებლობების გამოვლენისთვის დაპირისპირების რომელიღაც უბანზე გარკვეული ძალებით ხდება მის პოზიციებზე შეტევა და საპასუხო მოქმედებებით მისი ნამდვილი განზრახვებისა და შესაძლებლობების გამოვლენა. ამისთვის, სახელდობრ, თითოეულ საბრძოლო ბატალიონში არის სადაზვერვო ოცეული, ბრიგადაში – სადაზვერვო ასეული, დივიზიაში – სადაზვერვო ბატალიონი, საარმიო კორპუსში – სადაზვერვი ბრიგადა/პოლკი (აშშ არმიაში, მაგალითად, ასეთ საჯარისო ნაწილს ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკი ეწოდება). და ეს ყველაფერი საქართველოს თავზე დატეხილი ყველა იმ უბედურების საზღაურად მოხდა, რაც ჩვენში ბევრს ჯერ კიდევ ალბათ ცოცხლად ახსოვს.
რაც შეეხება CFE-ხელშეკრულებას, 2000-იან წლებში მოვლენები ისე განვითარდა, რომ, ჯერ ერთი, რაღაც გარკვეული ცვლილებები იქნა შეტანილი თავად ხელშეკრულებაში, რომლებიც პირადად ჩემთვის უცნობია, ვინაიდან თავად მე ამ ეტაპზე 1970-80-იანი წლების სამხედრო საკითხებზე ვმუშაობ და უკანასკნელი ათწლეულის მოვლენებში საკმარისად ჩახედული არ გახლავართ. მიუხედავად ამისა, ამ რამდენიმე თვის წინ ინტერნეტში მოვიძიე სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოცემა The Military Balance 2013, რომლის გაცნობის შედეგად ვნახე, რომ ნატო-ს ბლოკის წამყვანმა ევროპულმა სახელმწიფოებმა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში თავიანთი შეიარაღებული ძალები და ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღება რადიკალურად შეამცირეს. ეს ყველაფერი პირადად ჩემთვის იმდენად მოულოდნელი და გასაოცარი გახლდათ, რომ მთელი ამ დროის მანძილზე შექმნილ ვითარებაში ნელ-ნელა ვცდილობდი გარკვევასა და არსებულ კანონზომიერებათა გააზრებას. მათზე მსჯელობა ალბათ თავად ამ მონაცემების წარმოდგენის შემდეგ უფრო უპრიანი იქნებოდა, რომლებიც ქვემოთ მე-6 ცხრილშია მოყვანილი.
ცხრილი 6
ნატო-ს ევროპული ქვეყნების ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღება 2013 წელს
(საომარი დროისთვის განკუთვნილი მარაგების გათვალისწინებით)
(აშშ-ისა და კანადის შეიარაღების მონაცემები ევროპაში ზემოხსენებულ წყაროში 2013 წელს ნაჩვენები არ ყოფილა, თუმცა კი ამერიკული შენაერთებისა და ნაწილების ტიპები და რაოდენობა მითითებულია; ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებულია აღნიშვნები: საბრძოლო ტანკები – A, მოჯავშნული საბრძოლო მანქანები – B, საველე საარტილერიო სისტემები – C, საბრძოლო შესაძლებლობების მქონე თვითმფრინავები – D, დამრტყმელი ვერტმფრენები – E)
სახელმწიფო . . . . . . . . . . . . . . A . . . . . . .B * . . . . . C ** . . . . D . . . . . E . . . .
გერმანია . . . . . . . . . . . . . . . . . 322 . . . . 2178 . . . . .272 . . . . 209 . . . . 23 . . .
საფრანგეთი . . . . . . . . . . . . . . 254 . . . . 4390 . . . . .375 . . . . 336 . . . . 46 . . .
დიდი ბრიტანეთი . . . . . . . . .227 . . . . 2462 . . . . .250 . . . . 318 . . . . 66 . . .
იტალია . . . . . . . . . . . . . . . . . . 320 . . . . 3282 . . . . .700 . . . . 234 . . . . 59 . . .
თურქეთი *** . . . . . . . . . . . . . 4500 . . . .4293 . . . . 4015 . . . .354 . . . . 40 . . .
ესპანეთი . . . . . . . . . . . . . . . . . 324 . . . .1048 . . . . . 899 . . . . 173 . . . . 45 . . .
ნიდერლანდები . . . . . . . . . . . . . 0 . . . . .353 . . . . . .34 . . . . . 72 . . . . .29 . . .
ბელგია . . . . . . . . . . . . . . . . . . . .30 . . . . . 337 . . . . . .66 . . . . . 88 . . . . . 0 . . .
დანია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 60 . . . . . 635 . . . . . .56 . . . . . 45 . . . . . 0 . . .
ნორვეგია . . . . . . . . . . . . . . . . . .52 . . . . . 514 . . . . . .78 . . . . . 63 . . . . . 0 . . .
საბერძნეთი . . . . . . . . . . . . . .1462 . . . . 2281 . . . . 1724 . . . . 282 . . . . 29 . . .
პორტუგალია . . . . . . . . . . . . .113 . . . . . .458 . . . . . 187 . . . . . 42 . . . . . 0 . . .
ისლანდია . . . . . . . . . . . . . . . . . .0 . . . . . . . .0 . . . . . . . 0 . . . . . . 0 . . . . . 0 . . .
ლუქსემბურგი . . . . . . . . . . . . . . 0 . . . . . . . 0 . . . . . . . 0 . . . . . . 0 . . . . . 0 . . .
პოლონეთი . . . . . . . . . . . . . . . 901 . . . . 1794 . . . . . 702 . . . . 106 . . . . .30 . . .
უნგრეთი . . . . . . . . . . . . . . . . . .30 . . . . . .380 . . . . . .18 . . . . . 14 . . . . .11 . . .
ჩეხეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . .126 . . . . . .565 . . . . .174 . . . . . .47 . . . . 24 . . .
სლოვაკეთი . . . . . . . . . . . . . . . .30 . . . . . .340 . . . . . .68 . . . . . .20 . . . . 15 . . .
ბულგარეთი . . . . . . . . . . . . . . .80 . . . . . .287 . . . . . 311 . . . . . 42 . . . . . .6 . . .
რუმინეთი . . . . . . . . . . . . . . . .437 . . . . .1214 . . . . .899 . . . . . .69 . . . . . .0 . . .
შვედეთი . . . . . . . . . . . . . . . . . 132 . . . . .1000 . . . . 311 . . . . 110 . . . . . .0 . . .
სულ ნატო-ს ევროპულ
ქვეყნებში . . . . . . . . . . . . . . . .9400 . . . . 27 356 . . . 7529 . . . 2389 . . . 423 . . .
შენიშვნები: * ჩვენს წყაროში მოჯავშნული საბრძოლო მანქანების კატეგორიაში შემავალი ჯავშანტრანსპორტერები, რომლებიც უწინ აღინიშნებოდა APC (armoured personnel carrier), ახლა უკვე რამდენიმე სახეობადაა დაყოფილი: APC (T), APC (W), PPV და AAV, რომელთა ზუსტი მნიშვნელობა და მათ შორის განსხვავებები მე არ ვიცი, და შესაძლოა ისიც, რომ ამ სახეობათაგან რომელივე უკვე აღარ შედიოდეს მოჯავშნული სავრძოლო მანქანების კატეგორიაში. თუმცა კი ყველა ისინი შევიყვანე ცხრილში B გრაფაში, მაგრამ იქ აღნიშვნა * სწორედ ამ გაურკვეველი ვითარების მაჩვენებელია;
** აქ ლონდონურ წყაროში საველე არტილერიის განყოფილებაში მითითებული იყო ასევე 81-მმ, 82-მმ და 98-მმ ნაღმსატყორცნებიც, რომლებიც CFE-ხელშეკრულებით აქამდე ცალკე განიხილებოდა და რაოდენობრივი შეზღუდვები მათ არ ეხებოდა. ამიტომ ამ ცხრილში ისინი არ შემიყვანია და საველე არტილერიის მონაცემები ისევ ძველი მიდგომის მიხედვით მომყავს (100 მმ და მეტი ყალიბისა).
*** თურქეთის ტერიტორიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, არ შედის CFE-ხელშეკრულებით განსაზღვრული შეზღუდვების არეში და ამიტომ იქ თურქულ სარდლობას სპეციალური საწყობები აქვს ჯავშანსატანკო ტექნიკისა და არტილერიისთის, რის გამოც თურქეთის შესაბამისი მონაცემები მისთვის დადგენილ ქვოტებს მნიშვნელოვნად აღემატება.
როგორც ვხედავთ, ნატო-ს ევროპული ქვეყნების ჩვეულებრივი შეიარაღება თანამედროვე ეტაპზე მათთვის დადგენილ ქვოტებს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება, განსაკუთრებით ეს ბლოკის წამყვან ევროპულ სახელმწიფოებს შეეხება. აქ ცოტა კომიკური სიტუაციაც კი ჩანს, როცა 81-მილიონიანი გერმანიის სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში 2013 წელს „ლეოპარდ-2A6“ ტიპის 322 საბრძოლო ტანკი იყო ნაჩვენები, ხოლო თითქმის 8-მილიონიანი ნეიტრალური შვეიცარიის შეიარაღებაში კი – იმავე „ლეოპარდ-2“ სერიის 296 საბრძოლო ტანკი, ანუ სულ მხოლოდ 26 მანქანით ნაკლები, 47-მილიონიანი ესპანეთის 324-ვე ტანკი „ლეოპარდ-2“ სერიისაა (A4 და A5E მოდიფიკაციების), თითქმის 11-მილიონიანი საბერძნეთის შეიარაღებაში მყოფი 1462 საბრძოლო ტანკიდან 353 „ლეოპარდ-2“ სერიისაა (A4 და A6HEL მოდიფიცაკიებისა), ხოლო თითქმის 80-მილიონიანი თურქეთის დაახლოებით 4500 ტანკიდან 315 „ლეოპარდ-2A4“ ტიპისაა; და მთელი ეს საბრძოლო მანქანები მათ, ცხადია, გერმანიისგან აქვთ მიღებული. თუ რატომ შეამცირეს ევროპის წამყვანმა სახელმწიფოებმა ასე მკვეთრად თავიანთი ჯავშანსატანკო ჯარები, როგორც უკვე აღვნიშნე, არ ვიცი, ვინაიდან 2000-იან წლებში შეიარაღებული ძალების მშენებლობის საკითხებს ამ ეტაპზე ვერ ვსწავლობ და ძირითადად 1970-იანი და 1980-იანი წლების მასალების დამუშავებით ვარ დაკავებული, თუმცა კი, ჩემი აზრით, რაიმე გადატრიალება ამ წლებში სამხედრო მშენებლობაში არ მომხდარა, ვინაიდან იმავე თურქეთის შეიარაღებაში დღესდღეობით ისეთი ჯავშანსატანკო პოტენციალია თავმოყრილი, როგორიც ამ ქვეყანას არასოდეს ჰქონია, გნებავთ რაოდენობრივი თვალსაზრისით და გნებავთ ხარისხობრივი: 315 „ლეოპარდ-2A4“, 170 „ლეოპარდ-1A4“, 227 „ლეოპარდ-1A3“, 274 M60A1, 658 M60A3, 850 M48A5 T1/T2 და კიდევ 2000-ზე მეტი საბრძოლო ტანკი მარაგში, რომელთა ტიპებიც მითითებული არ არის. ამ დროს იმავე 2013 წელს 4,6-მილიონიანი საქართველოს შეიარაღებაში ნაჩვენები იყო სულ 119 საბრძოლო ტანკი (მათგან 96 T-72 და 23 T-55 სერიისა), ანუ დღევანდელ ეტაპზე თურქეთის საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნებით 17,4-ჯერ აღემატება, ხოლო შეიარაღებაში არსებული საბრძოლო ტანკების რაოდენობით კი – 37,8-ჯერ (... ასეთია ცხოვრება)...
(შემდეგ წერილში ლაპარაკია საკუთრივ ნატო-ს ბლოკისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისა და ძირითად შეიარაღებათა ერთმანეთთან შედარების თვალსაზრისით, რაც ჩვენს დღევანდელ თემას სცილდება და ამიტომ ეს მსჯელობა ამ ტექსტიდან ამოვიღეთ)
ახლა ამ ხელშეკრულებას საქართველოს ინტერესების პოზიციიდანაც შევხედოთ. ჩვენ უკვე 1999-2000 წლებიდან ვაცხადებდით საქართველოს შესაბამის სახელისუფლებო სტრუქტურებში და გაზეთშიც ვაქვეყნებდით (ძირითადად საქართველოს სახალხო ფრონტის გაზეთ „საქართველოში“), რომ, ჯერ ერთი, 1990-იან წლებში, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ნატო-ს ბლოკის უმეტეს ქვეყნებში სამხედრო ხარჯების, შეიარაღებული ძალებისა და ძირითად შეიარაღებათა შემცირების ფონზე, ამ ალიანსის წევრი სახელმწიფო ჩვენი უშულო მეზობელი თურქეთი განაგრძობდა თავისი სამხედრ ხარჯების ზრდას და ისინი 1990 წლის 5 მლრდ დოლარიდან 2000 წელს 10,8 მლრდ-მდე გაზარდა. ხოლო ამ გაზრდილი ხარჯების სანაცვლოდ კი აშშ-ისა და გერმანიის მნიშვნელოვანი სამხედრო-ტექნიკური დახმარებაც მიიღო, როგორც უფრო თანამედროვე და უკეთესი მახასიათებლების მქონე საბრძოლო ტექნიკისა და მძიმე შეიარაღების მიღების მხრივ, ასევე საკუთარ ქვეყანაში ამერიკული შემუშავების F-16C/D ტიპის თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავების, აგრეთვე გერმანული შემუშავების 209-ტიპის წყალქვეშა ნავებისა და MEKO 200 ტიპის მრი ფრეგატების წარმოების ასაწყობადაც. თავისთავად ცხადია, რომ მილიარდობით დოლარს ტყუილა-უბრალოდ არც ერთი სახელმწიფო არ დახარჯავდა, და ნატო-ს ხელმძღვანელობასაც ესმოდა, რომ ცენტრალურ ევროპაში ალიანსის შეიარაღებული ძალებისა და ჩვეულებრივ შეტევით შეიარაღებათა შემცირების პარალელურად სამხრეთ ფლანგზე მყოფი ისტორიულად დამპყრობელი და თავისი შესაბამისი პრეტენზიების მქონე სახელმწიფოს გაძლიერება რუსეთის, ირანისა და ჩინეთის მხრიდან სათანადო ზომების მიღებას გამოიწვევდა. და ეს ყველაფერი გასულ ათწლეულებში კიდეც აღესრულა. მაგრამ ამჯერად ამ თემაზე არ გვაქვს საუბარი. ყურადღება მივაქციოთ მხოლოდ იმას, რომ მე-6 ცხრილში თურქეთის ჯავშანსატანკო ტექნიკა საველე არტილერია ნატო-ს წაყვან ევროპულ სახელმწიფოთა შესაბამის შეიარაღებასთან შედარებით რაოდენობრივად და ხარისხობრივადაც მეტად შთამბეჭდავად გამოიყურება.
მართლაც, თურქეთის სახმელეთო ჯარების რეგულარულ ნაწილებში 2013 წელს არსებული 2494 საბრძოლო ტანკიდან 315 ბოლო თაობის „ლეოპარდ-2A4“ ტიპის მანქანა გახლდათ, 1329 ტანკი ბოლოსწინა თაობისა („ლეოპარდ-1A3/A4“ და M-60A1/A3 ტიპების), ხოლო 850 უფრო მოძველებული M-48A5 T1/T2 ტიპისა; კიდევ 2000 საბრძოლო ტანკი საომარი დროისთვის განკუთვნილ მარაგში იყო მოხსენიებული (მათი ტიპების მითითების გარეშე). 4293 მოჯავშნული საბრძოლო მანქანიდან 650 YPR-765 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანაა, 3643 კი ჯავშანტრანსპორტერი YPR-765 და M113A1/A2 ტიპებისა. 4015 საველე საარტილრიო სისტემიდან 1848-ზე მეტი ქვემეხია, 146-ზე მეტი ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი და 2021 ნაღმსატყორცნი (106,7 მმ და 120 მმ ყალიბისა), პლიუს 3792-ზე მეტი 81-მმ ნაღმსატყორცნი. ზემოთ ნაჩვენები ქვემეხებიდან 1088 თვითმავალია, ხოლო 760-ზე მეტი კი მექანიკური გაწევის მქონე; ყალიბების მიხედვით კი თურქული საველე არტილერიის შეიარაღება შემდეგნაირადაა წარმოდგენილი.
ცხრილი 13
თურქული საარტილერიო სისტემების განაწილება 2013 წელს მათი ყალიბების მიხედვით
საარტილერიო სის- . . ქვემეხები . . ზცრს . . . ნაღმსატყორცნები . . ს უ ლ
ტემების ყალიბები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
105 მმ . . . . . . . . . . . . . . . . . 466+ . . . . . . . – . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . .466+. . . .
106,7 მმ . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . .48 . . . . . . . . . . .1264 . . . . . . . . . 1312 . . . .
120 მმ . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . .757 . . . . . . . . . . 757 . . . .
122 მმ . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . 36 . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . .36 . . . .
155 მმ . . . . . . . . . . . . . . . . . 945 . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . .945 . . . .
175 მმ . . . . . . . . . . . . . . . . . . 36. . . . . . . – . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . 36 . . . .
203, 2 მმ . . . . . . . . . . . . . . . 381 . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . 381 . . . .
227 მმ . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . .12 . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . .12 . . . .
302 მმ . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . .50+ . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . .50+ . . .
სულ საველე საარტი-
ლერიო სისტემები . . . . . 1828 . . . . . . 146 . . . . . . . . . . 2021 . . . . . . . . . 3995+ . . . .
პლიუს 81-მმ ნაღმსა-
ტყორცნები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .3792+ . . . . . . . . 3792+ . . . .
ასევე საინტერესოა თურქული არმიის საარტილერიო სისტემების განაწილება მათი გადაადგილების შესაძლებლობათა და ჯავშანდაცულობის მიხედვით, ანუ თვითმავალ და მექანიკური გაწევის მქონე საარტილერიო სისტემებად.
ცხრილი 14
თურქული არტილერიის განაწილება 2013 წელს თვითმავალ და მექანიკური გაწევის მქონე (ბუქსირებად) სისტემებად
საარტილერიო სისტემები . . . . თვითმავალი . . . ბუქსირებადი . . . სულ . . .
ქვემეხები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1088 . . . . . . . . . . . . 760+ . . . . . . . 1848+ . . .
. . . მათ შორის:
. . . 105-მმ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .391 . . . . . . . . . . . . . 75+ . . . . . . . . 466+ . . .
. . . 155-მმ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .422 . . . . . . . . . . . . 523 . . . . . . . . . 945 . . .
. . . 175-მმ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .36 . . . . . . . . . . . . . . 0 . . . . . . . . . . 36 . . .
. . . 203,2-მმ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 219 . . . . . . . . . . . . 162 . . . . . . . . . 381 . . .
ნაღმსატყორცნები . . . . . . . . . . . . . . .1443 . . . . . . . . . . . . 578 . . . . . . . . 2021 . . . .
. . . მათ შორის:
. . . 106,7-მმ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1264 . . . . . . . . . . . . . . 0 . . . . . . . . 1264 . . .
. . . 120-მმ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .179 . . . . . . . . . . . . 578 . . . . . . . . . 757 . . .
პლიუს 81-მმ ნაღმსა-
ტყორცნები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . * . . . . . . . . . . . . .3792 . . . . . . . . 3792+ . . .
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან ამერიკული წარმოების 227-მმ MLRS რამდენიმე დანადგარს შეუძლია ATACMS ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გაშვებაც, რომელთა ფრენის სიშორე 190 კმ-ია, ხოლო მიზანში მოხვედრის სიზუსტე კი ძალზედ მაღალი.
საბრძოლო ტანკების საფუძველზე ხდება სატანკო ქვედანაყოფების ჩამოყალიბება, მოჯავშნული საბრძოლო მანქანების საფუძველზე კი – მოტოქვეითი და სადაზვერვო ქვედანაყოფებისა; გარდა ამისა, ეს მანქანები საჭიროა სხვა ქედანაყოფებშიც. შესაბამისად, იმავე თურქული სახმელეთო ჯარების სატანკო ბატალიონში ჩვეულებრივ 54–58 საბრძოლო ტანკი შეიძლება შედიოდეს, ხოლო მოტოქვეით ბატალიონში კი 35–45 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა (ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ჯავშანტრანსპორტერი). ბატალიონების საშტატო არტილერიას ჩვეულებრივ 81-მმ და 106,7-მმ ან 120-მმ ნაღმსატყორცნები შეადგენენ; თანაც 81-მმ ნაღმსატყორცნები საბრძოლო ასეულებს აღმოუჩენენ უშუალო საცეცხლე მხარდაჭერას, 106,7-მმ (120-მმ) ნაღმსატყორცნები კი – მთლიანად ბატალიონის ინტერესებში საერთო საცეცხლე მხარდაჭერას. ქვეითი ბატალიონების შეიარაღებაში მოჯავშნული საბრძოლო მანქანები არ არის, ხოლო ნაღმსატყორცნები კი მოტოქვეითი ბატალიონების მსგავსადაა წარმოდგენილი. ამავე დროს, სატანკო და მოტოქვეითი ბატალიონების ასეულებისთვის უშუალო და საერთო საცეცხლე მხარდაჭერის აღმოსაჩენად ჩვეულებრივ M113 ჯავშანტრანსპორტერის ბაზაზე შექმნილი 81-მმ და 106,7-მმ (120-მმ) ნაღმსატყორცნები გამოიყენება, რათა მათი გათვლები ბრძოლის ველზე სატანკო და მოტოქვეითი ქვედანაყოფების კვალდაკვალ გადაადგილდებოდნენ და პირადი შემადგენლობაც (საცეცხლე გათვლები) მოწინააღმდეგის ტყვიებისა და ჭურვების ნამსხვრევებისგან დაცული იყოს. ქვეით ბატალიონებში კი იმავე ყალიბის ბუქსირებადი ნაღმსატყორცნები გამოიყენება. ჩვეულებრივ, საბრძოლო ბატალიონში შეიძლება შედიოდეს ცხრა 81-მმ ნაღმსატყორცნი (სამ-სამი ნაღმსატყორცნი თითოეულ ასეულზე) და ოთხი-ექვსი 106,7-მმ (120-მმ) ნაღმსატყორცნი უშუალოდ ბატალიონის მეთაურის განკარგულებაში. გარდა ამისა, საბრძოლო ბატალიონების შემადგენლობაში შედიან საბრძოლო უზრუნველყოფისა (სადაზვერვო, ტანკსაწინააღმდეგო, საინჟინრო-მესანგრეთა, კავშირგაბმულობის) და ზურგის უზრუნველყოფის (სარემონტო, მომარაგების, მომსახურების, მედიკურ-სანიტარული) უფრო წვრილი ქვედანაყოფები (ასეულები, ოცეულები), აგრეთვე ზემდგომი საჯარისო ინსტანციის (პოლკი, ბრიგადა, დივიზია) შემადგენლობიდან ბატალიონს შეიძლება ეძლეოდეს გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების („რედ აი“, „სტინგერი“) რამდენიმე საცეცხლე გათვლა (ჩვეულებრივ ხუთი ზრკ „რედ აი“ /„სტინგერი“/) საჰაერო თავდაცვის ამოცანების გადაწყვეტისთვის.
საბრძოლო ბატალიონების ბაზაზე ხდება უფრო მსხვილი საჯარისო ნაწილების – პოლკებისა და ბრიგადების ჩამოყალიბება. პოლკები ჩვეულებრივ დივიზიის შემადგენლობაშია, ხოლო ბრიგადები კი შეიძლება დამოუკიდებლადაც იქმნებოდეს. პოლკებისა და ბრიგადების საბრძოლო შემადგენლობაში საბრძოლო ბატალიონების გარდა აუცილებელია უკვე ლულიანი არტილერიის ჩართვაც. ვინაიდან პოლკი ჩვეულებრივ დივიზიის შემადგენლობაშია, ამიტომ თავისი საშტატო ძალებისა და საშუალებების გარდა, ყოველ კონკრეტულ ბრძოლაში ის შეიძლება გაძლიერებისა და მხარდაჭერის საშუალებებს დამატებით დივიზიის შემადგენლობიდანაც ღებულობდეს. ასევე დივიზიის შემადგენლობაში შემავალი საბრძოლო ბრიგადაც. მაგრამ უკვე ცალკეული (დამოუკიდებელი) ბრიგადები ასეთ შევსებასა და გაძლიერებას მოკლებული არიან და ამიტომ მათი ჩამოყალიბებისას უკვე წინასწარ ხდება მათ შემადგენლობაში გაძლიერების ასეთი ძალებისა და საშუალებების გათვალისწინება. მაგალითად, თუ საბრძოლო ბრიგადა დივიზიის შემადგენლობაშია, მაშინ თავად მის შემადგენლობაში, საბრძოლო (სატანკო, მოტოქვეითი ან ქვეითი) ბატალიონების გარდა ჩართულია 105-მმ ან 155-მმ ჰაუბიცების ერთი დივიზიონი (დასავლური ტერმინოლოგით – ბატალიონი) (18–24 ქვემეხი), რომელსაც ამ ბატალიონების უშუალო საარტილერიო (საცეცხლე) მხარდაჭერა ევალება, ხოლო უფრო მნიშვნელოვან უბანზე მოქმედი ბატალიონების დამატებით საერთო საარტილერიო მხარდაჭერისთის დივიზიის მეთაური განკარგულებაში არის 155-მმ ან 203,2-მმ ჰაუბიცების დივიზიონი, აგრეთვე ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარები (18–24 155-მმ და ან 12 203,2-მმ ჰაუბიცა, ცხრა 227-მმ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა MLRS; ან სხვა ვარიანტი).
ცალკეულ (დამოუკიდებელ) საბრძოლო ბრიგადაში კი, რომელიც დივიზიის შემადგენლობაში არ შედის და უფრო მეტად ავტონომიური მოქმედებების წარმოება უნდა შეეძლოს, უკვე საშტატო შემადგენლობაში გათვალისწინებულია არა საარტილერიო დივიზიონის ჩართვა, არამედ საარტილერიო პოლკისა, რომელშიც ორი არტდივიზიონი შეიძლება შედიოდეს სხვადასხვა ყალიბის ქვემეხების შემადგენლობით, ან კიდევ ქვემეხებისა და 106,7-მმ (120-მმ) ნაღმსატყორცნების ქვედანაყოფები. ჯავშანსატანკო (სატანკო) ბრიგადის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს ორი–სამი სატანკო და ერთი–ორი მოტოქვეითი ბატალიონები, 155-მმ თვითმავალი ან ბუქსირებადი ჰაუბიცების დივიზიონი (18-24 ქვემეხი), 202,3-მმ ჰაუბიცების ერთი-ორი ბატარეა (4–8 ქვემეხი) ან სრული დივიზიონი (12 ქვემეხი), ან 120-მმ (106,7-მმ) ნაღმსატყორცნების ბატალიონი, აგრეთვე სადაზვერვო, ტანკწასინააღმდეგო, საინჟინრო-მესანგრეთა, კავშირგაბმულობის ასეულები, საზენიტო არტილერიის ან საზენიტო სარაკეტო კომპლექსების ქვედანაყოფები დაბლამფრენ საჰაერო მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად (ბრიგადის ჰაერიდან დასაფარავად), ქიმიური და რადიაციული დაცვის ათეული ან ოცეული, ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფები, სამედიცინო უზრუნველყოფის ჩათვლით.
მექანიზებულ ქვეით (მოტოქვეით, მოტომსროლელ) ბრიგადაში შეიძლება შედიოდნენ ორი–სამი მოტოქვეითი და ერთი-ორი სატანკო ბატალიონები, დანარჩენი კი ჯავშანსატანკო (სატანკო) ბრიგადის მსგავსად. 1980-იან წლებში, მაგალითად, აშშ საბრძოლო დივიზიის შემადგენლობაში შედიოდა ბრიგადების სამი შტაბი, სხვადასხვა ტიპის ათი საბრძოლო ბატალიონი, აგრეთვე საარტილერიო ბრიგადა, საზენიტო დივიზიონი, სადაზვერვო, კავშირგაბმულობის, საინჟინრო-მესანგრეთა ბატალიონები, საარმიო ავიაციის ბრიგადა, ზურგის უზრუნველყოფის ბრიგადა და სხვა ერთეულები, რომელთა საფუძველზეც ყოველ კონკრეტულ ბრძოლაში ან სწავლებისას დივიზიის მეთაური როგორც საბრძოლო ბრიგადებს აყალიბებდა, ისე გარკვეულ ძალებსა და საშუალებებს რეზერვის სახით უშუალოდ საკუთარ დაქვემდებარებაშიც იტოვებდა, რათა საჭირო დროში და საჭირო ადგილზე გამოეყენებინა. დასავლეთგერმანულ საბრძოლო დივიზიაში კი უკვე თავიდანვე იყო ჩამოყალიბებული სამი საბრძოლო ბრიგადა, რომელთა შემადგენლობაშიც M-109G სერიის 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების თითო-თითო საარტილერიო დივიზიონი შედიოდა. მაგრამ, ამაზე დამატებით, უშულოდ დივიზიის მეთაურის განკარგულებაში იყო იყო საარტილერიო პოლკიც, რომელიც FH70 ტიპის 155-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცებისა და „ლარსის“ ტიპის 110-მმ 40-ლულიანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარების დივიზიონისგან შედგებოდა, რათა დივიზიის მეთაურს ისინი საერთო საარტილერიო მხარდაჭერის ამოცანების გადასაწყვეტად გამოეყენებინა, და სხვა.
ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს სამი-ოთხი ქვეითი ბატალიონი, 105-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცების დივიზიონი (18 ქვემეხი), ან საარტილერიო პოლკი (105-მმ ჰაუბიცების დივიზიონის, 155-მმ /ან 203,2-მმ/ ჰაუბიცების ერთი-ორი ბატარეის, ან 106,7-მმ /120-მმ/ ნაღმსატყორცნების ქვედანაყოფის) შემადგენლობით, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ზემოთ უკვე მოხსენიებული ქვედანაყოფები. შესაძლოა ქვეით ბრიგადაში შედიოდეს სატანკო ასეულიც, ან კიდევ სატანკო ბატალიონიც, და უკანასკნელ შემთხვევაში ქვეითი ბატალიონების რიცხვი სამით შემოიფარგლოს. ეს იმ ადგილმდებარეობის პირობებზეა დამოკიდებული, სადაც ეს ბრიგადაა განლაგებული ან კიდევ იმ სავარაუდო მოწინააღმდგის ძალებსა და საშუალებებზე, რომლის წინააღმდეგაც მისი გამოყენება ივარაუდება. ჩვენ ხელთ გვაქვს თურქული არმიის საბრძოლო ბრიგადების კონკრეტული განლაგებისა და შეიარაღების მონაცემები, რომლებიც ამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ CFE-ხელშეკრულების მოთხოვნების საფუძველზე 1998 წლის დასაწყისში ვენაში ეუთო-ს შტაბ-ბინაში წარადგინა, ხოლო იქიდან კი ამ ხელშეკრულების მონაწილე ყველა სახელმწიფოს დაეგზავნა და, შესაბამისად, ღია და ყველასთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია გახლავთ.
ამ დოკუმენტის მიხედვით, თანამედროვე თურქული ჯავშანსატანკო, მექანიზებული ქვეითი და ქვეითი ბრიგადების ძირითადი შეიარაღების რაოდენობის საფუძველზე თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია მათი საბრძოლო შემადგენლობის გარკვევაც. სახელდობრ, საქართველოსა და სომხეთის მახლობლად ქ. სარიყამიშში დისლოცირებული მე-9 ქვეითი დივიზიის შემადგენლობაში ნაჩვენები იყო პირადი შემადგენლობის 10 128 ადამიანი, 112 საბრძოლო ტანკი (M48), 64 ჯავშანტრანსპორტერი M113, საველე არტილერიის 128 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (34 105-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცა M101, 27 155-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცა M114, 4 203,2-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცა M115, 42 106,7-მმ და 21 120-მმ ნაღმსატყორცნი). ეს ძალები და საშუალებები ამ დივიზიის პოლკებში შემდეგნაირად იყო განაწილებული:
ცხრილი 15
თურქული არმიის მე-9 ქვეითი დივიზიის პოლკების პირადი შემადგენლობა და ძირითადი შეიარაღება 1998 წლის დასაწყისში
. . პოლკის . . . . . . . პირადი . . . . . საბრძოლო . . მოჯავშნული . . საველე სა-
დასახელება . . შემადგენლობა, . . ტანკები . . . . . საბრძოლო . . არტილერიო
. . . . . . . . . . . . . . . . ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . მანქანები . . . .სისტემები
მე-9 საარტი-
ლერიო . . . . . . . . . . . 1478 . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . 65 . . .
17-ე ქვეითი . . . . . . . 2323 . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . 17 . . .
28-ე ქვეითი . . . . . . . 2323 . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . 32 . . .
220-ე სატანკო . . . . . 1595 . . . . . . . . . . . 112 . . . . . . . . . . . 64 . . . . . . . . . . 14 . . .
პირველ რიგში, 220-ე სატანკო პოლკის შეიარაღებიდან ჩანს, რომ მის საბრძოლო შემადგენლობაში 1998 წლის დასაწყისში შედიოდა ორი სატანკო და ერთი მოტოქვეითი ბატალიონი; თითოეულ სატანკო ბატალიონში კი მოითვლებოდა 56 საბრძოლო ტანკი. 64 ჯავშანტრანსპორტერი M113 სავარაუდოდ, პოლკის მოტოქვეითი ბატალიონისა და, შესაძლოა, ორივე სატანკო ბატალიონის შემადგენლობაში შედიოდა. და ეს მონაცემები შეიძლება საბაზისოდაც ავიღოთ ჯავშანსატანკო და მექანიზებული ბრიგადების საბრძოლო შემადგენლობის გარკვევისას. აქვე ნაჩვენები 14 საველე საარტილერიო სისტემა 106,7-მმ ნაღმსატყორცნს წარმოადგენდა.
17-ე და 28-ე ქვეითი პოლკების შემადგენობაში მხოლოდ ქვეითი ბატალიონები ჩანს, ხოლო მათ არტილერიაში კი მთლიანობაში 28 106,7-მმ და 21 120-მმ ნაღმსატყორცნი იყო ნაჩვენები.
მე-9 საარტილერიო პოლკის შემადგენლობაში შედიოდა დივიზიის მთელი ლულიანი არტილერია, ანუ 34 105-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცა M101, 27 155-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცა M114, 4 203,2-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცა M115, რაც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მის საბრძოლო შემადგენლობაში შედიოდა 105-მმ ქვემეხების ორი დივიზიონი (თითოეულში სამ–სამი საცეცხლე ბატარეა), 155-მმ ქვემეხების ოთხი–ხუთი და 203,2-მმ ქვემეხების ერთი საცეცხლე ბატარეა.
სარიყამიშიდან ჩრდილოეთით, საქართველოსთან უშულო მახლობლობაში განლაგებული გახლდათ 25 მექანიზებული ქვეითი ბრიგადა, რომლის შემადგენლობაშიც ნაჩვენები იყო პირადი შემადგენლობის 7115 ადამიანი, 56 საბრძოლო ტანკი (M48), 142 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა (ჯტრ M113), 53 საველე საარტილერიო სისტემა (7 105-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცა M101, 18 155-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცა M114, 28 106,7-მმ ნაღმსატყორცნი). ამ შემთხვევაში ბრიგადის საბრძოლო შემადგენლობაში ნათლად ჩანს სატანკო და ორი-სამი მოტოქვეითი ბატალიონი, 105-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცების ბატარეა, 155-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცების დივიზიონი (სამი საცეცხლე ბატარეით) და 106,7-მმ ნაღმსატყორცნების ქვედანაყოფები.
აზერბაიჯანის ნახჭევნის ოლქის საზღვართან დოღუბაიაზითში დისლოცირებულ 1-ლ მექანიზებულ ქვეით ბრიგადაში ნაჩვენები იყო პირადი შეადგენლობის 9974 ადამიანი, 58 საბრძოლო ტანკი (4 M48, 54 M60), 129 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა (19 BTR-80, 110 M113), 18 საბრძოლო უზრუნველყოფის მოჯავშნული მანქანა (6 M113-ის ბაზაზე შექმნილი 106,7-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი, 12 M113-ის ბაზაზე შექმნილი თვითმავალი ტანკსაწიკააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი), 83 საველე საარტილერიო სისტემა (8 155-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცა M114, 18 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცა M44, 40 106,7-მმ ნაღმსატყორცნი,13 120-მმ ნაღმსატყორცნი, 4 107-მმ ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი). აქაც ბრიგადის საბრძოლო შემადგენლობაში ჩანს სატანკო ბატალიონი, ორი მოტოქვეითი ბატალიონი და 24 155-მმ ჰაუბიცისა და ნაღმსატყორცნებისგან შემდგარი საარტილერიო პოლკი.
ასევე საქართველოს მახლობლად ტრაპიზონში განლაგებული გახლდათ 48-ე ქვეითი ბრიგადა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა პირადი შემადგენლობის 6369 ადამიანი, 78 საველე საარტილერიო სისტემა (24 105-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცა M101, 18 106,7-მმ და 36 120-მმ ნაღმსატყორცნი). აქ საბრძოლო შემადგენლობაში უნდა ვივარაუდოთ სამი-ოთხი ქვეითი ბატალიონი, 105-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცების სამი-ოთხი საცეცხლე ბატარეა და 106,7-მმ და 120-მმ ნაღმსატყორცნების ქვედანაყოფები, როგორც საბრძოლო ბატალიონების შემადგენლობაში, ისე ბრიგადის მეთაურისადმი უშუალოდ დაქვემდებარებული საარტილერიო პოლკის შემადგენლობაშიც.
ქვემოთ 16-ე ცხრილში მოვიყვანთ თურქული სახმელეთო ჯარების საბრძოლო ბრიგადების მონაცემებსაც რაც მოგცემს მათი საბრძოლო შემადგენლობის შესახებ მსჯელობის შესაძლებლობას.
ცხრილი 16
თურქული არმიის საბრძოლო ბრიგადების პირადი შემადგენლობა და ძირითადი შეიარაღება 1998 წლის დასაწყისის მდგომარეობით
საბრძოლო . . . . . . . .პირადი . . . . . საბრძოლო . . მოჯავშნული . . . . საველე . . . .
ბრიგადის . . . . . შემადგენლობა, . . ტანკები . . . . . საბრძოლო . . საარტილერიო
დასახელება . . . . . .ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . მანქანები . . . . სისტემები . . .
მე-4 მექანიზე-
ბული . . . . . . . . . . . . . . 7667 . . . . . . . . . . 119 . . . . . . . . . . 118 . . . . . . . . . . . 72 . . . . . .
მე-8 მექანიზე-
ბული . . . . . . . . . . . . . . 5498 . . . . . . . . . . 109 . . . . . . . . . . 124 . . . . . . . . . . . 30 . . . . . .
65-ე მექანიზე-
ბული . . . . . . . . . . . . . . 4834 . . . . . . . . . . . 60 . . . . . . . . . . .136 . . . . . . . . . . .44 . . . . . .
54-ე მექანიზე-
ბული . . . . . . . . . . . . . . 7827 . . . . . . . . . . 120 . . . . . . . . . . .148 . . . . . . . . . . .80 . . . . . .
55-ე მექანიზე-
ბული . . . . . . . . . . . . . . 5901 . . . . . . . . . . . 62 . . . . . . . . . . .128 . . . . . . . . . . .50 . . . . . .
18-ე ჯავშანსა-
ტანკო . . . . . . . . . . . . . . 5727 . . . . . . . . . . 109 . . . . . . . . . . . .47 . . . . . . . . . . . 51 . . . . . .
95-ე ჯავშანსა-
ტანკო . . . . . . . . . . . . . . 5978 . . . . . . . . . . 107 . . . . . . . . . . . .65 . . . . . . . . . . . 46 . . . . . .
1-ლი ჯავშანსა-
ტანკო . . . . . . . . . . . . . . 5969 . . . . . . . . . . 102 . . . . . . . . . . . .69 . . . . . . . . . . . 43 . . . . . .
მე-3 ჯავშანსა-
ტანკო . . . . . . . . . . . . . . 6539 . . . . . . . . . . 118 . . . . . . . . . . .137 . . . . . . . . . . . 59 . . . . . .
მე-9 ჯავშანსა-
ტანკო . . . . . . . . . . . . . . 5621 . . . . . . . . . . . 82 . . . . . . . . . . . .87 . . . . . . . . . . . 24 . . . . . .
მე-6 ქვეითი . . . . . . . . .5880 . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . 31 . . . . . .
მე-2 ქვეითი . . . . . . . . .5894 . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . 50 . . . . . .
23-ე ქვეითი . . . . . . . . .6859 . . . . . . . . . . . 32 . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . 22 . . . . . .
51-ე ქვეითი . . . . . . . . .5271 . . . . . . . . . . . 54 . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . 25 . . . . . .
11-ე ქვეითი . . . . . . . . .4422 . . . . . . . . . . . 31 . . . . . . . . . . . . .4 . . . . . . . . . . . 87 . . . . . .
19-ე ქვეითი . . . . . . . . .4908 . . . . . . . . . . . 30 . . . . . . . . . . . . .5 . . . . . . . . . . . 81 . . . . . .
საზღვაო-
ქვეითი ჯარისა
(ამფიბიური). . . . . . . . .2918 . . . . . . . . . . . .4 . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . – . . . . . .
1-ლი „კომანდო-
სების“ . . . . . . . . . . . . . . 5970 . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . 12 . . . . . .
მე-2 „კომანდო-
სების“ . . . . . . . . . . . . . . . . * . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . 12 . . . . . .
მე-4 „კომანდო-
სების“ . . . . . . . . . . . . . . 4840 . . . . . . . . . . .21 . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . 30 . . . . . . „კომანდოსების“
მე-5 პოლკი . . . . . . . . . .3076 . . . . . . . . . . .13 . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . 41 . . . . . .
როგორც ვხედავთ, თურქული არმის მე-4, მე-8 და 54-ე მექანიზებულ, აგრეთვე მე-3 და -9 ჯავშანსატანკო ბრიგადებს 1998 წელს თავიანთ შემადგენლობაში ორ–ორი სატანკო და მოტოქვეითი ბატალიონი ჰყავდათ; 55-ე და 65-ე მექანიზებულ ბრიგადებს _ თითო–თითო სატანკო და ორ–ორი მოტოქვეითი ბატალიონი; 1-ლ, 18-ე და 95-ე ჯავშანსატანკო ბრიგადებს კი – თითოეულს ორი სატანკო და თითო მოტოქვეითი ბატალიონი; მე-2 და მე-6 ქვეით ბრიგადებს სატანკო ქვედანაყოფები თავიანთ შემადგენლობაში არ ჰყოლიათ, 11-, 19- და 23-ე ქვეითი ბრიგადების შემადგენლობაში ჩანდა ორ–ორი სატანკო ასეული, ხოლო 51-ე ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში კი – სრული სატანკო ბატალიონი. სპეციალური დანიშნულების ჯარების „კომანდოსების“ ბრიგადების ერთ ნაწილში იყო სატანკო ქვედანაყოფები, დანარჩენებში კი არა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მე-3 საველე არმიის 48-ე ქვეითი ბრიგადისა (ტრაპიზონი) და „ეგეოსის“ საველე არმიის 11-ე და 19-ე ქვეითი ბრიგადების ძლიერი საარტილერიო შეიარაღება, რაც, შესაბამისად, 78, 87 და 81 საველე საარტილერიო სისტემისგან შედგებოდა. ქვემოთ 17-ე ცხრილში უფრო დაწვრილებით მოვიყვანთ მათ შემადგენლობას.
ცხრილი 17
თურქული არმიის 48-ე, 11-ე და 19-ე ქვეითი ბრიგადების საველე საარტილერიო შეიარაღება
ბრიგადის . . . . . . . ს ა ვ ე ლ ე | ჰ ა უ ბ ი ც ე ბ ი . . . . .ნ ა ღ მ ს ა ტ ყ ო რ ც ნ ე ბ ი
დასახელება . . 105-მმ . . 155-მმ . . 203,2-მმ . . სულ . . 106,7-მმ . . 120-მმ . . სულ . .
48-ე ქვეითი . . . . 24 . . . . . . . – . . . . . . . – . . . . . . 24 . . . . . .18 . . . . . . . 36 . . . . . 54 . . .
11-ე ქვეითი . . . . . 6 . . . . . . 32 . . . . . . . 8 . . . . . . 46 . . . . . .12 . . . . . . . 29 . . . . . 41 . . .
19-ე ქვეითი . . . . . 6 . . . . . . 32 . . . . . . . 8 . . . . . . 46 . . . . . . .8 . . . . . . . 27 . . . . . 35 . . .
16-ე და 17-ე ცხრილებიდან ნათლად ჩანს, ჯერ ერთი, რომ ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის რაოდენობა ქვეყნის სახმელეთო ჯარებში უბრალო რიცხვები კი არ არის, არამედ მათი სწორად გამოყენებით და თანამედროვე სამხედრო საქმის ცოდნით, შესაძლებელი ხდება სწორად დაბალანსებული საბრძოლო და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფების (ათეული–ბატალიონი), ნაწილებისა (პოლკი, ბრიგადა) და შენაერთების (დივიზია, საარმიო კორპუსი) ჩამოყალიბება, მსხვილ და დიდ სახელმწიფოებში ასევე საჯარისო გაერთიენებების (საველე არმია, ფრონტი /ომიანობის დროს/), ნატო-ს ბლოკში კი არმიების ჯგუფების (არმიების ჩრდილოეთისა და სამხრეთის ჯგუფები ცენტრალურ-ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრზე, შესაბამისად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევრებში). სახმელეთო ჯარების ჰაერიდან მხარდაჭერისთვის და აგრეთვე სხვა ამოცანების გადასაწყვეტად იქმნება ტაქტიკური ავიაციის სადაზვერვო, მოიერიშე, ბომბდამშენი და გამანადგურებელი ქვედანაყოფები, ნაწილები, შენაერთები და გაერთიანებები, ხოლო წამყვან დერჟავებს კი სტრატეგიული ბომბდამშენი, სადაზვერვო, სატრანსპორტო და სხვა დანიშნულების თვითმფრინავების გააჩნიათ. მაგრამ ჩვენ ისევ საქართველოს შესაძლებლობებიდან შევხედოთ პრობლემას.
ზემოთ მოყვანილი ცხრილებიდან ასევე ნათლად ჩანს, რომ ჯავშანსატანკო ტექნიკის, ანუ საბრძოლო ტანკებისა და მოჯავშნული საბრძოლო მანქანების (ჯავშანტრანსპორტერები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, საბრძოლო-სადაზვერვო მანქანები, დესანტის საბრძოლო მანქანები, მსუბუქი ტანკები და მძიმე შეიარაღების მქონე საბრძოლო მანქანები) 1992 წლის მაისში ტაშკენტში ეუთო-ს ეგიდით საქართველოსთვის დადგენილი ქვოტები – 220 საბრძოლო ტანკი და 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს 5-მილიონიანი სახელმწიფოს თუნდაც თავდაცვითი აუცილებლობის მოთხოვნებს, თავდაცვით საკმარისობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. იგივე ითქმის საველე საარტილერიო შეიარაღებაზეც – 100 მმ და მეტი ყალიბის ბუქსირებად და თვითმავალ ქვემეხებზე (ჰაუბიცები და ზარბაზნები), ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებზე (ჩვენში უფრო მეტად 122-მმ დანადგარები „გრადებია“ ცნობილი, თუმცა კი გაცილებით უფრო მსხვილი ყალიბის სისტემებიც არის შეიარაღებაში – 227-მმ ამერიკული სისტემები MLRS, 220-მმ და 300-მმ რუსული სისტემები „ურაგანი“ და „სმერჩი“ და სხვა), 106,7-, 120-, 160- და 240-მმ ყალიბის ნაღმსატყორცნებზე, თუმცა კი სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის 2013 წლის გამოცემაში The Military Balance 2013 – 81-მმ, ნაღმსატყორცნებიც საველე არტილერიის გრაფაშია მოხსენიებული, რომლებიც ევროპაში ყველაზე უფრო მეტი რაოდენობით ისევ ჩვენს მეზობელ თურქეთს გააჩნია (3792-ზე მეტი 2013 წელს). თანაც, ვინაიდან ჯავშანსატანკო და მექანიზებულ ქვეით ნაწილებსა და შენაერთებში თავად საბრძოლო ტანკებისა და მოჯავშნული საბრძოლო მანქანების ქვემეხები მნიშვნელოვან არტილერიას შეადგენენ, ამიტომ მათში საარტილერიო დივიზიონებისა და პოლკების შემადგენლობა შედარებით უფრო მოკრძალებულია; ქვეით საბრძოლო ბრიგადებში კი ქვემეხებისა და ნაღმსატყორცნების ჯამური რაოდენობა შეიძლება 80–90 ერთეულის ფარგლებშიც იყოს. და ყოველივე ამას, ცხადია, უნდა ვითვალისწინებდეთ საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობისას, თუ მართლა ქვეყნის თავდაცვაზე ვზრუნავთ. და ასეთ პირობებში თუნდაც ათი ქვეითი ბრიგადის დაკომპლექტებისთვის საჭირო შეიქნება 800–900 საველე საარტილერიო სისტემა, საქართველოს კი იმავე ტაშკენტის შეთანხმების მიხედვით, მხოლოდ 285 ასეთი სისტემის ქონის უფლება გააჩნია. მაგრამ ის ათი საბრძოლო ბრიგადაც არ არის საკმარისი 5-მილიონიანი სახელმწიფოს თავდაცვისთვის.
იმავე ლონდონური ინსტიტუტის მონაცემებით, 1991 წელს 5-მილიონიანი ფინეთის სახმელეთო ჯარებში ომიანობის დროს იარაღით ხელში 460 ათასი ადამიანი უნდა გაეწვიათ, ხოლო მათ საფუძველზე კი 27 საბრძოლო ბრიგადა უნდა ჩამოეყალიბებიათ – ორი ჯავშანსატანკო, ერთი მექანიზებული ქვეითი („ეგერთა“ ქვეითი) და 24 ქვეითი; ორი ცალკეული ქვეითი პოლკი, საარტილერიო პოლკი, სანაპირო არტილერიის ორი პოლკი და სამი ცალკეული დივიზიონი, საჰაერო თავდაცვის ოთხი პოლკი, ორი საინჟინრო ბატალიონი, კიდევ რეზერვის სხვადასხვა ტიპის დაახლოებით 50 ცალკეული ბატალიონი (დივიზიონი) და ტერიტორიული თავდაცვის ჯარების 200 ცალკეული ქვედანაყოფი (ოცეული, ასეული, ბატალიონი). ამისთვის უკვე მშვიდობიანობის დროს ამ ქვეყნის შეიარაღებაში მოითვლებოდა 120 საბრძოლო ტანკი, 573 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა (მათ შორის 15 მსუბუქი ტანკი, 72 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და 486 ჯავშანტრანსპორტერი), საველე არტილერიის სხვადასხვა ყალიბის 636 და სანაპირო არტილერიის 410-ზე მეტი ქვემეხი, გარკვეული რაოდენობით 122-მმ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და 614 ერთეული 120-მმ ნაღმსატყორცნი, პლიუს 880 ერთეული 81-მმ ნაღმსატყორცნი და გარკვეული რაოდენობით სანაპირო თავდაცვის ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები; აგრეთვე მნიშვნელოვანი რაოდენობით ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო შეიარაღება.
6,5-მილიონიან შვეიცარიას კი თავის სახმელეთო ჯარებში ომიანობის დროს 565 ათასი ადამიანი უნდა გაეწვია, რომელთაც სამი საარმიო და ერთი სამთო კორპუსი უნდა ჩამოეყალიბებინათ; მათ შემადგენლობაში მთლიანად 12 საბრძოლო დივიზია (სამი მექანიზებული ქვეითი, ექვსი ქვეითი და სამიც სამთოქვეითი), აგრეთვე სხვა ჯარები; მათ შორის საზღვრის დაცვის 11 ბრიგადა, ქვეითი, აეროპორტების დაცვისა და სამი საინჟინრო პოლკები, კავშირგაბმულობისა და რადიოელექტრონული ბრძოლის სამი ბატალიონი, სიმაგრეთა დაცვის 20 ცალკეული ასეული; ასევე ექვსი ტერიტორიული ზონიდან თითოეულში იყო ზურგის უზრუნველყოფის, სამედიცინო უზრუნველყოფისა და სამოქალაქო თავდაცვის თითო პოლკი. ამ ძალების შეიარაღებაში შედგებოდა დაახლოებით 870 საბრძოლო ტანკი, 1350 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა (მათგან 625 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და 725 ჯავშანტრანსპორტერი), 1483 საველე საარტილერიო სისტემა (მათ შორის 900 ერთეული 105-მმ ბუქსირებადი და 473 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცა /1373 ქვემეხი/, 110 ერთეული 120-მმ ნაღმსატყორცნი), პლიუს გარკვეული რაოდენობით 81-მმ 30-მიმმართველიანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი და 2640 81-მმ ნაღმსატყორცნი, 840-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი, 6100 ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი, 850 90-მმ თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგი ქვემეხი, 60 ახლო მოქმედების საზენიტო სარაკეტო კომპლექსი „რაპირა“, 1960 20-მმ და 35-მმ საზენიტო ავტომატური ზარბაზანი და სხვა შეიარაღება. და მთელი ეს ძალები და საშუალებები ამ ორ მცირე ევროპულ ნეიტრალურ სახელმწიფოს, ცხადია, საკუთარი თავდაცვისთვის სჭირდებოდა. ხოლო არაბული ქვეყნებით გარემოცულ 4,8-მილიონიან ისრაელს კი, რომელსაც ღიად და ოფიციალურად შეტევითი სამხედრო დოქტრინა გააჩნდა და დღესაც გააჩნია, ომიანობის დროს სახმელეთო ჯარებში 598 ადამიანი უნდა გამოეყვანა (12 ჯავშანსატანკო, სამი რეგიონული ქვეითი /საზღვრის დაცვის/ და ერთიც აერომობილური/მექანიზებული ქვეითი დივიზია, ხუთი მექანიზებული ქვეითი, ათი რეგიონული თავდაცვისა და ოთხიც საარტილერიო ბრიგადა, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების „ლანსი“ დივიზიონი, და 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცების სამი დივიზიონი), ხოლო შეიარაღბაში კი მათ გააჩნდათ 4488 საბრძოლო ტანკი, 10 380-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტერი, საველე არტილერიის 1420 ქვემეხი (მათგან 579 ბუქსირებადი და 841 თვითმავალი), მნიშვნელოვანი რაოდენობით ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, 250-ზე მეტი 120-მმ ნაღმსატყორცნი, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების „ლანსი“ და „იერიქონი“ 12-ზე მეტი გასაშვები დანადგარი, მნიშვნელოვანი რაოდენობით ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო (საჰაერო თავდაცვის) შეიარაღება (როგორც საარტილერიო, ისე სარაკეტოც).
მკითხველი ალბათ დაგვეთანხმება, რომ ამ ფონზე იმავე 1992 წელს საქართველოსთვის დადგენილი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტები – 220 საბრძოლო ტანკი, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა და 285 საველე საარტილერიო სისტემა მეტად უსუსურად გამოიყურება, და თუნდაც მათი სრულად შევსებაც კი ვერ უზრუნველყოფს ისეთი სახმელეთო ჯარების ჩამოყალიბებას, რომელსაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვა შეეძლებოდა. შედარებისთვის, იმავე 2013 წლის მონაცემებით, მოსახლეობის რიცხოვნებით თურქეთი 17,4-ჯერ აღემატებოდა საქართველოს (შესაბამისად დაახლოებით 79,7 და 4,6 მლნ ადამიანი), საბრძოლო ტანკების რეალურად არსებული რაოდენობით ის დაახლოებით 20,5-ჯერ აღემატებოდა იმ ქვოტას, რომელიც ეუთო-ს ეგიდით ჩვენი ქვეყნისთვისაა დადგენილი (შესაბამისად 4500 და 220 ერთეული). როცა 1992 წელს საქართველოსთვის (ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანისთვისაც) ეს ქვოტები იწერებოდა, მაშინ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვოტები მის ევროპულ ტერიტორიაზე წარმოქმნილ ახალ სახელმწიფოებს შორის უნდა გადაენაწილებინათ, რაც გააკეთეს კიდეც. თანაც იმ ხანად ამიერკავკასიაში რუსეთის გავლენა ისევ ძლიერი იყო და იმავე თურქეთის მთავრობას შეეძლო განეცხადებინა, რომ თუ ის დაეთანხმებოდა ამიერკავკასიის რესპუბლიკებისთვის შეიარაღბის ქვოტების გაზრდას, მაშინ შესაძლოა მთელი ეს შეიარაღება რუსეთის ხელმძღვანელობით ისევ თურქეთის წინააღმდეგ შებრუნებულიყო. მაგრამ შემდეგ როცა საქართველომ და აზერბაიჯანმა რუსეთისგან დისტანცირებაზე აიღეს კურსი, იმავე 2000-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო ეუთო-ს ხელმძღვანელობის წინაშე ჩვენი ქვეყნისთვის დადგენილი ქვოტების გაზრდის თაობაზე საკითხი დაეყენებინა. ამის შესახებ მე ჯერ კიდევ 1999 წლის გაზაფხულზე დავაყენე საკითხი საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, ხოლო იმავე წლის ზაფხულიდან კი ძირითადად საქართველოს სახალხო ფრონტის გაზეთ „საქართველოში“ დავიწყე წერილების გამოქვეყნება (ეს წერილები ახლა მთლიანად ჩემს ბლოგზეა გამოქვეყნებული დაწყებული წერილების ციკლით „იცნობ მეზობელს?! ჩასწვდომიხარ ღირსებას მისას?!“ და მის შემდეგ), მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას ამ მხრივ დღემდე, სამწუხაროდ, არაფერი გაუკეთებია. გააკეთა კი მის საწინააღმდეგოდ: თუ ის მონაცემები, რომლებსაც CFE-ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთა ევროპაში განლაგებული შეიარაღებული ძალებისა და ჩვეულებრივ შეტევით შეირაღებათა შესახებ, თავად ამ ხელშეკრულების XIII და XVII მუხლების საფუძველზე, ინფორმაციის აუცილებელი ურთიერთგაცვლის მიზნით, ვენაში ეუთო-ს შტაბ-ბინიდან ყველა მონაწილე სახელმწიფოს ყოველი წლის დასაწყისში რომ ეგზავნება, 1998 წელს ჩვენი ქვეყნის დაინტერესებული მოქალაქეებისთის ჯერ კიდევ ღია და ხელმისაწვდომი იყო, ამის შემდეგ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ მას „კონფიდენციალური ინფორმაციის“ სტატუსი მიანიჭა და მხოლოდ სახელმწიფო მოხელეთა ვიწრო წრისთვის აქცია ხელმისაწვდომად, რომელსაც თავად აკონტროლებდა და აკონტროლებს. არადა მთელ ევროპაში, აშშ-სა და კანადაში ეს ღია ინფორმაციას წარმოადგენს და სამხედრო საკითხებში მომუშავე ადამიანებისთვის მისი გაცნობა პრობლემა არ გახლავთ. საჭიროა ხელისუფლების კეთილი ნება ან კიდევ საზოგადოების ძალისხმევა იმისთვის, რათა თავისი წარმოშობისა და ბუნების მიხედვით ეს საყოველთაოდ ღია და ხელმოსაწვდომი სამხედრო ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებამ თავისი მოქალაქეებისთვისაც ისევ ღია და ხელმისაწვდომი გახადოს.
ქვემოთ თხრობის უფრო მეტი სისრულისთვის მოვიყვანთ ევროპის მცირე ნეიტრალური ქვეყნებისა და ისრაელის ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების მონაცემებსაც 1991, 2000 და 2013 წლებში, რათა დინამიკაში შევძლოთ ამ პროცესების უფრო კარგად გაცნობა. თან აღსანიშნავია ისიც, რომ CFE-ხელშეკრულება და მისი ძალით დადგენილი შეზღუდვები ევროპის ნეიტრალურ სახელმწიფოებს არ შეეხება.
ცხრილი 18
ევროპის მცირე ნეიტრალურ სახელმწიფოთა და ისრაელის ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღება უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე
შეიარაღება . . . . ავსტრია . . ფინეთი . . შვედეთი* . . შვეიცარია . . ისრაელი
1 9 9 1 წ ე ლ ს
საბრძოლო
ტანკები . . . . . . . . . . 159 . . . . . . 120 . . . . . . . 758 . . . . . . . . 870 . . . . . . . . 4488
მოჯავშნული
საბრძოლო
მანქანები . . . . . . . . .460 . . . . . . 573 . . . . . . . 800 . . . . . . . .1350 . . . . . . .10 380
საველე საარ-
ტილერიო
სისტემები . . . . . . . .508 . . . . . . 756+ . . . . . 1520 . . . . . . . .1483 . . . . . . . . 1670+
დამრტყმელი
ვერტმფრენები . . . . .– . . . . . . . . – . . . . . . . . . 20 . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . .94
საბრძოლო
თვითმფრინა-
ვები . . . . . . . . . . . . . . 54 . . . . . . 118 . . . . . . . 470 . . . . . . . . .289 . . . . . . . . . 693
2 0 0 0 წ ე ლ ს
საბრძოლო
ტანკები . . . . . . . . . . 283 . . . . . .230 . . . . . . . 537 . . . . . . . . .556 . . . . . . . . 3900
მოჯავშნული
საბრძოლო
მანქანები . . . . . . . . .818 . . . . . 1063** . . . . 2067 . . . . . . . .1538** . . . . . .9900
საველე საარ-
ტილერიო
სისტემები . . . . . . . .559 . . . . . .1917 . . . . . .1050 . . . . . . . .1092 . . . . . . . .2103
დამრტყმელი
ვერტმფრენები . . . . .11 . . . . . . . – . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . 129
საბრძოლო
თვითმფრინა-
ვები . . . . . . . . . . . . . . 52 . . . . . . . .64 . . . . . . .250 . . . . . . . . 154 . . . . . . . . . 696
2 0 1 3 წ ე ლ ს
საბრძოლო
ტანკები . . . . . . . . . . . 56 . . . . . . .100 . . . . . . 132 . . . . . . . . 296 . . . . . . . . 2442
მოჯავშნული
საბრძოლო
მანქანები . . . . . . . . .206 . . . . . . .849 . . . . . .1000 . . . . . . . . 500 . . . . . . . . 6265
საველე საარ-
ტილერიო
სისტემები . . . . . . . .236 . . . . . . .678 . . . . . . .311 . . . . . . . . 200 . . . . . . . . 1718
დამრტყმელი
ვერტმფრენები . . . . . – . . . . . . . . – . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . .77
საბრძოლო
თვითმფრინა-
ვები . . . . . . . . . . . . . . 37 . . . . . . .109 . . . . . . .110 . . . . . . . . . 87 . . . . . . . . . .641+
შენიშვნა: * შვედეთი 2013 წელს უკვე ნატო-ს წევრი იყო, მაგრამ აქ მისი მონაცემები მაინც შევიტანეთ (გვიანდელი ჩანართი: ეს ინფორმაცია არ გამოდგა სწორი. Military balance-ის 2013 წლის გამოცემაში შვედეთის მონაცემები მართლაც ნატო-ს ბლოკის განყოფილებაში იყო მოყვანილი და ალბათ ასეთი პროცესებიც მიდიოდა, მაგრამ შემდეგ შვედეთის ხელისუფლებამ ისევ ნეიტრალიტეტის დაცვა ამჯობინა და დღესდღეობით ეს ქვეყანა ევროპის მცირე ნეიტრალურ სახელმწიფოთა შორისაა).
** 2000 წელს ფინეთისა და შვეიცარიის მოჯავშნულ საბრძოლო მანქანებთან ერთად მოხსენიებული იყო მათ საფუძველზე შექმნილი საბრძოლო უზრუნველყოფის მოჯავშნული მანქანებიც, რომლებიც CFE-ხელშეკრულების მიხედვით შეზღუდვებს არ ექვემდებარება.
ამ მონაცემებში უფრო კარგად გარკვევისთვის აუცილებელია რამდენიმე მომენტის უფრო დეტალურად განხილვა. ჯერ ერთი, ავსტრიას 1991 წელს (ე. წ. „ცივი ომის“ ხანის მიწურულს) სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან შედარებით ნაკლები შეიარაღება გააჩნდა, განსაკუთრებით საველე არტილერიისა და საბრძოლო ავიაციის მხრივ. არც ფინეთი გამოიყურება კარგად, მაგრამ ჩვენი ლონდონური წყაროს მიხედვით, თუმცა კი რაოდენობის დაუზუსტებლად, მაგრამ მის შეიარაღებაში ნაჩვენები იყო 122-მმ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები; ამიტომ 100 მმ-ზე მეტი ყალიბის 756 ქვემეხსა და ნაღმსატყორცნს მივუწერეთ ნიშანი „+“, რაც, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, დაწერილზე მეტს აღნიშნავს. გარდა ამისა, იმავე ფინეთის შეიარაღებაში ნაჩვენები იყო სანაპირო არტილერიის ქვემეხების მნიშვნელოვანი რაოდენობაც, სახელდობრ, 100 მმ: D-10T სატანკო კოშკები, 122 მმ: M-60, 130 მმ: 170 M-54, 152 მმ: 240 ქვემეხი, ანუ მთლიანობაში 410-ზე მნიშვნელოვად მეტი საარტილერიო სისტემა, რაც ამ ცხრილში, მათი სანაპირო ზოლზე განლაგებისა და მოწინააღმდეგის ხომალდების, აგრეთვე საზღვაო დესანტების წინააღმდეგ მოქმედების ვიწრო და სპეციფიური დანიშნულების გამო, საველე არტილერიის გრაფაში არ შეგვიტანია; სამაგიეროდ, ავსტრიის საარტილერიო შეიარაღებაში შევიტანეთ გამაგრებული რაიონების 24 155-მმ ქვემეხი SFK M-2, ვინაიდან მათი გამოყენება მოწინააღმდეგის ამ სიმაგრეებზე შემტევი სახმელეთო ჯარების წინააღმდეგ ივარაუდებოდა.
2000-იანი წლების დასაწყისში ამასთან დაკავშირებით ერთმა ავსტრიელმა სპეციალისტმა, რომელიც საქართველოში გახლდათ ჩამოსული და პარლამენტში საჯარო გამოსვლაც ჰქონდა, ჩემს შეკითხვაზე მიპასუხა, რომ „ცივი ომის“ პერიოდში, ვინაიდან ავსტრია ნატო-სა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის ჯარების უშუალო დაპირისპირების ხაზზე მდებარეობდა, ამიტომ ავსტრიაში ვარაუდობდნენ, რომ ევროპაში სამხედრო ბლოკებს შორის ომის გაჩაღების შემთხვევაში, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს ვარშავის ხელშეკრულების ჯარები დაიკავებდნენ, დასავლეთ ნაწილს კი – ნატო-ს ბლოკისა და მოვლენათა შემდგომი მსვლელობაც ამ დაპირისპირების მსვლელობაზე იქნებოდა დამოკიდებული. ამიტომ რაც არ უნდა მეტი შეიარაღება ჰქონოდა ავსტრიას, ამ ორი მსხვილი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის ძალებთან და საშუალებებთან შედარებით, ის მაინც მეტაც მცირე და უმნიშვნელო იქნებოდა, და ქვეყანასაც გარეშე ოკუპაციისგან ვერ დაიფარავდა. შვეიცარია კი ამ დაპირისპირების ხაზიდან დასავლეთით მდებარეობდა და მისი ოკუპაცია არც ერთი მხარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ იქნებოდა, ხოლო თუ რომელიმე მათგანი თავის ძირითად ამოცანებზე დამატებით, ამ ქვეყნის დაკავებასაც მოინდომებდა, ამისთვის დიდი ძალების გამოყოფას, ფრონტის უფრო მნიშვნელოვანი უბნების დასუსტების შიშით ალბათ ვერ შეძლებდა. ამის გამო შვეიცარიის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის აზრი ჰქონდა ომიანობის დროისთვის ჯავშანსატანკო ტექნიკით, საველე არტილერიითა და საბრძოლო ავიაციით კარგად აღჭურვილი შეძლებისდაგვარად მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალების შექმნასა და გაწვრთნას (625 ათასი მომზადებული რეზერვისტი 6,5 მლნ მოსახლეობაზე) საკუთარი ქვეყნის ტერიტორიისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დასაცავად. ფინეთიცა და შვედეთიც ასეთი უშულო დაპირისპირების ხაზიდან განზე იმყოფებოდნენ და, თუმცა კი ისინი უშუალოდ საბჭოთა კავშირს ესაზღვრებოდნენ, მათთვისაც ცხადი იყო, რომ ჩრდილოეთ ფლანგზე ნორვეგიის წინააღმდეგ საბჭოთა სარდლობა უფრო მეტად საჰაერო და საზღვაო სადესანტო ოპერაციებს მიმართავდა და ამ ორი ნეიტრალური სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებები მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, ამ ორივე ქვეყნის სარდლობას ჯერ კიდევ მშვიდობიანობის დროს ისეთი თავდაცვის სისტემა ჰქონდა ჩამოყალიბებული, რომ, შვეიცარიის მსგავსად, ომიანობის დროს შეძლებოდა შეიარაღებულ ძალებში იარაღით ხელში თავიანთი მოსახლეობის დაახლოებით 10 % გამოეყვანა (500 ათასი ადამიანი ფინეთში და 710 ათასამდე შვედეთში), ხოლო მათი შეიარაღება კი ზემოთ ცხრილშია მოყვანილი.
1990-იან წლებში ავსტრიამ და ფინეთმა თავიანთი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის რაოდენობა გაზარდეს. 2000 წელს ავსტრიის შეიარაღებაში არსებული 283 საბრძოლო ტანკიდან 169 ბოლოსწინა თაობის ამერიკული M-60A3 ტიპის მანქანა გახლდათ, 114 კი – ბოლო თაობის გერმანული „ლეოპარდ-2A4“ ტიპისა. ფინეთის შეიარაღებაში კი საბჭოთა (რუსული) ტექნიკა სჭარბობდა – Т-55М და Т-72 ტიპის საბრძოლო ტანკები, БМП-1ПС და БМП-2 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები, БТР-60 და МТ-ЛБВ ტიპის ჯავშანტრანსპორტერები, რაც ერთის მხრივ, ფინეთის ხელმძღვანელობის თავისი უშუალო მეზობლისადმი ნდობას გამოხატავდა, ხოლო მეორეს მხრივ კი, შედარებით უფრო მსუბუქი რუსული ჯავშანსატანკო ტექნიკა ფინეთის ქვიშიან და ფხვიერ ნიადაგზე მოქმედებებისთვის უფრო შესაფერისადაც ითვლებოდა; ამავე მიზანს ემსახურებოდა შეიარაღებაში „სისუს“ სერიის 450 მსუბუქი ფინური ჯავშანტრანსპორტერის ყოლაც. იმავე 1991 წელს შვედეთს ძირითადად საკუთარი წარმოების საბრძოლო ტანკები ჰყავდა და კიდევ 110 ერთეული მოძველებული ბრიტანული „ცენტურიონები“. 2000 წელს კი მის შეიარაღებაში 238 თანამედროვე გერმანული ტანკი „ლეოპარდ-2“ გამოჩნდა, და თუმცა უწინდელი 758 საბრძოლო ტანკის ნაცვლად 2000 წელს ამ ქვეყანას 537 ტანკი ჰყავდა, თავიასთავად ცხადია, რომ ხარისხობრივი გაუმჯობესების ხარჯზე შვედური არმიის ჯავშანსატანკო ჯარების პოტენციალი თუ არ გაიზრდებოდა, არც რაიმე სერიოზულად შემცირდებოდა. იგივე მოხდა შვეიცარიაშიც: აქ უწინდელი 870 საბრძოლო ტანკიდან მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე მოძველებული გახლდათ, ხოლო თანამედროვე გერმანული ტანკების „ლეოპარდ-2“ რაოდენობა მათში 180 ერთეულს აღწევდა. 2000 წელს კი ამ ქვეყნის შეიარაღებაში ნაჩვენები 556 საბრძოლო ტანკიდან 370 „ლეოპარდ-2“ ტიპისა გახლდათ. და ასე შემდეგ...
როგორც ვხედავთ, ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოები თავიანთი თავდაცვისუნარიანობის საჭირო დონეზე შენარჩუნებას სერიოზულ ყურადღებას აქცევდნენ, ხოლო ეს დონე კი ქვეყნის სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში იმაზე გაცილებით უფრო მეტი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის არსებობას ითვალისწინებს და მოითხოვს კიდეც, ვიდრე ეს ევროთათბირის (ახლანდელი ეუთო-ს) ეგიდით 1990 და 1992 წლებში დადებული ხელშეკრულებებითაა საქართველოსთვის, ასევე აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის დადგენილი. 2000-იანი წლების დასაწყისში მე ძირითადად სწორედ ევროპის ნეიტრალური ქვეყნების, ასევე ნატო-ს წევრი ნორვეგიის, საბერძნეთისა და თურქეთის სამხედრო მშენებლობის გამოცდილების, აგრეთვე 1990–91 წლებში ერაყის წინააღმდეგ მოქმედებებისთვის ამერიკული სარდლობის მიერ გატარებული რეალური ღონისძიებების საფუძველზე ვამტკიცებდი, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელია ამ სფეროში მართლა ქვეყნისთვის, და არა საკუთარი პირადი ინტერესებისთვის მზრუნველი და საქმის მცოდნე სპეციალისტების დასაქმება, მათ მიერ ზემოხსენებული გამოცდილების საფუძველზე საქართველოსთვის საჭირო მონაცემების დადგენა და ეუთო-ს ხელმძღვანელობის წინაშე ჩვენი ქვეყნისთვის განსაზღვრული ქვოტების გადასინჯვის თაობაზე საკითხის დაყენება. ან კიდევ რუსეთის ფედერაციის მსგავსად CFE-ხელშეკრულებიდან საქართველოს გამოსვლა, მით უმეტეს, რომ ჩვენი მეზობელი თურქეთის ხელმძღვანელობა, სარგებლობს რა თავისი ტერიტორიის გარკვეული ნაწილის, სახელდობრ კი სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის, ამ ხელშეკრულების მოქმედების ზონის გარეთ არსებობით, იქ ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის მნიშვნელოვან მარაგებს ინახავს, რის შესაძლებლობასაც საქართველო მოკლებულია. და ასეთი პუნქტიც არის CFE-ხელშეკრულების ზემოხსენებულ XIX მუხლში (პუნქტი 3), რომელშიც წერია: „თითოეულ მონაწილე სახელმწიფოს, კერძოდ, თავისი ეროვნული სუვერენიტეტის განხორციელების წესით, უფლება აქვს გავიდეს ამ ხელშეკრულებიდან, თუ სხვა მონაწილე სახელმწიფო, რომელიც ამ ხელშეკრულებით დადგენილი შეზღუდვების მოქმედების გარეთ იმყოფება, ისეთ პროპორციებში ზრდის მის ხელთ არსებული საბრძოლო ტანკების, მოჯავშნული საბრძოლო მანქანების, არტილერიის, საბრძოლო თვითმფრინავების ან დამრტყმელი ვერტმფრენების რაოდენობას, როგორც ისინი II მუხლშია განსაზღვრული, რომლებიც აშკარა მუქარას წარმოადგეს გამოყენების რაიონის ფარგლებში ძალთა ბალანსისთვის“.
როგორც ზემოთ მე-2 ცხრილშია მოყვანილი, 1990 წელს პარიზში დადებული „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებით“, თურქეთს განესაზღვრა, რომ თავისი ტერიტორიის ევროპულ ნაწილში რეგულარულ ნაწილებში მშვიდობიანობის დროს შეულია მუდმივად განლაგებული ჰყავდეს არაუმეტეს 2795 საბრძოლო ტანკის, 3120 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის და 3523 საველე საარტილერიო სისტემისა; 2013 წელს კი ამ ქვეყნის შეიარაღებაში ნაჩვენები იყო 4500 საბრძოლო ტანკი, 4293 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა და 4015-ზე მეტი საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, აგრეთვე ამერიკული წარმოების ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების რამდენიმე გასაშვები დანადგარი MLRS/ATACMS. და ეს ყველაფერი საქართველოსთვის დადგენილ 220 ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანისა და 285 საველე საარტილერიო სისტემის ქვოტებს იმდენად აღემატება, რომ ამ მხრივ ჩვენი ქვეყნის, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო მდგომარეობა მეტად თვალსაჩინოა. მართლაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმავე ლონდონური წყაროს მიხედვით, თურქეთი თავისი მოსახლეობის რიცხოვნებით (79,7 მლნ ადამიანი) საქართველოს (4,6 მლნ) 17,3-ჯერ აღემატებოდა, ხოლო მისი საბრძოლო ტანკების რეალური რაოდენობა საქართველოსთვის ქვოტებით გათვალისწინებულს – 20,5-ჯერ, მოჯავშნული საბრძოლო მანქანებისა – 19,5-ჯერ, საველე არტილერიისა კი – 14,1-ჯერ. თანაც 1990 წლის ნოემბერში CFE-ხელშეკრულების დადებისას საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა, ამ ხელშეკრულების საფუძველზე 1992 წლის მაისში ტაშკენტის შეთანხმებისას დადებისას კი, რომლითაც საქართველოს ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების ქვოტები იქნა დადგენილი, ჩვენს ქვეყანაში ძლიერი იყო რუსეთის გავლენა და მისი ქვოტების მექანიკური გადანაწილებაც ახლადწარმოქმნილ სახელმწიფოებზე იმხანად სავსებით ბუნებრივი და კანონზომიერიც გახლდათ; მაგრამ დღესდღეობით კი, როდესაც საქართველოშიც და დასავლეთშიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის შესახებ ამდენს ლაპარაკობენ, მაშინ ბუნებრივია, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შესაბამისი შეიარაღებული ძალებიც უნდა ჰყავდეს საკუთარი ტერიტორიისა და სუვერენიტეტის დასაცავად. თუ ნატო-ს ევროპული სახელმწიფოების უმეტესობამ, აგრეთვე ევროპის მცირე ნეიტრალურმა ქვეყნებმაც 2013 წლისთვის სერიოზულად შეამცირეს თავიანთი შეტევითი შეიარაღება, ამ გზით სულაც არ წასულა ნატო-ს ბლოკის წევრი თურქეთი, აგრეთვე საბერძნეთიც, რომელსაც შეიარაღებაში ამ წლის მონაცემებით ჰყავდა 1462 საბრძოლო ტანკი (მათგან 353 „ლეოპარდ-2“), 2281 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა და 1724 საველე საარტილერიო სისტემა (მათ შორის 410 ბუქსირებადი და 547 თვითმავალი ჰაუბიცა /მათი უმეტესი ნაწილი – 676 ერთეული – 155 მმ და 203,2 მმ ყალიბისა/, 147 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა /მათ შორის 36 227-მმ ამერიკული MLRS, რომელთა ერთ ნაწილსაც შეუძლია ATACMS ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გაშვება/, 620 ერთეული 106,7-მმ ნაღმსატყორცნი, რომელთაგან 231 თვითმავალია – M113 ან სხვა რომელიმე ტიპის ჯავშანტრანსპორტერის კორპუსშია განთავსებული და ბრძოლის ველზე სატანკო და მოტოქვეითი ქვედანაყოფების კვალდაკვალ მიყოლა და მათთვის უშუალო საცეცხლე მხარდაჭერის აღმოჩენა შეუძლია/).
გარდა ამისა, როგორც ვთქვით, ვითვალისწინებდით თავად აშშ-ის გამოცდილებასაც 1990-91 წლებში ერაყთან კონფლიქტის დროს. როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ საუდის არაბეთში თავისი ძალების თავმოყრის თავდაპირველი გეგმით, ამერიკულმა სარდლობამ იქ 1991 წლის იანვრის შუარიცხვებისთვის სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების დაახლოებით 400-ათასიანი კონტინგენტი გაგზავნა, ხოლო მათ შეიარაღებაში კი 2500-ზე მეტი საბრძოლო ტანკი, საველე არტილერიის დაახლოებით 2000 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 1500-მდე საბრძოლო თვითმფრინავი და 80 ხომალდი და გემი (მათ შორის ექვსი ავიამზიდი) მოითვლებოდა. შემდგომში ეს ძალები და საშუალებები კიდევ უფრო რამდენადმე გაზრდილ იქნა. როგორც ზემოთ ვნახეთ, ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოების, აგრეთვე ნატო-ს წევრი ნორვეგიისა და ისრაელის სამხედრო მშენებლობის გამოცდილებით, საკუთარი თავდაცვისთვის რეალურად მზრუნველ მცირე სახელმწიფოს უნდა შეეძლოს ომიანობის დროს ისეთი რიცხოვნების შეიარაღებული ძალების გამოყვანა, რომელიც მოსახლეობის დაახლოებით 10 %-ს გაუტოლდება, ანუ 4,6-მილიონიან საქართველოს _ 450–500-ათასიანი შეიარაღებული ძალებისა; ხოლო ასეთ კონტინგეტზე თავად ამერიკულმა სარდლობამ რა რაოდენობის საბრძოლო ტექნიკასა და შეიარაღებას მოუყარა თავი სპარსეთის ყურეში, ეს აქვე ზემოთ ვნახეთ.
ასეთია მთლიანობაში CFE-ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ჩვენთვის საინტერესო საკითხები და ჩვენი პრობლემებიც, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლების, ქართული საზოგადოებისა და მისი პოლიტიკურად აქტიური ნაწილის წინაშე ჯერ კიდევ 1999 და 2000 წლებიდან ვაყენებდი, თუმცა კი ინტერესი მათი მხრიდან მაინცა და მაინც არ ყოფილა. არადა სატკივარი არსად წასულა; ის ისევ ჩვენშია და ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის სამხედრო თვალსაზრისით სრულ დაუცველობაში გამოიხატება. თუ გარედან არავინ მოდის ჯარებით ჩვენს დასაპყრობად, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ფულებით უკვე დაპყრობილი ვყავართ შეერთებულ შტატებს, ჯერ კიდევ 1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან; თავის მხრივ რუსეთმაც უზრუნველყო თავისთვის ორი პლაცდარმი აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის სახით, სადაც თავისი სამხედრო ბაზები განალაგა იმ შემთხვევისთვის, თუ აშშ-ის ხელმძღვანელობით დასავლური კოალიცია თავად რუსეთზე მოინდომებს იერიშების მიტანას, რათა ეს დიდი ომი თავის საკუთარ ტერიტორიაზე კი არ მიიღოს, არამედ უკვე აქ – საქართველოში, და ეს კანონზომიერიცაა, რადგანაც თავად ჩვენ ჯერ კიდევ ე. შევარდნაძის მმართველობის დროიდან ვმონაწილეობთ ჩვენს ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ყოფნისა და რუსეთის წინააღმდეგ დასავლური კოალიციის ომისთვის მატერიალური და იდეოლოგიური საფუძვლების მომზადების უზრუნველყოფაში.
ასევე ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწერა რუსულ საზოგადოებაში თუნდაც ეს სტრიქონები, რომლებსაც ქვემოთ მოვიყვან:
Для славы со Христом мы были созданы.
Никак нас враг чудовищный не съест,-
Кололи нас серпом, звездили звездами,
Но наше знамя есть и будет - крест.
Припев:
Ведут нас ко Христу дороги узкие,
Мы знаем смерть, гонения и плен.
Мы - русские, мы - русские, мы - русские,
Мы все равно поднимемся с колен.

და შემდეგ იქვე:
На теле у России раны рваные,
Но свет Христов отчетлив впереди.
И если нападут на нас поганые,
Мы в бой пойдем с крестами на груди.
ეს გახლავთ სიტყვები გენადი პონომარიოვის ლექსიდან «Мы – русские», საიდანაც ნათლად ჩანს რუსების მზადყოფნა იბრძოლონ თავიანთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესებისთვის, იბრძოლონ ამერიკასთან თავიანთი ტერიტორიის უშუალო მეზობლობაში და აშშ-ის კონტინენტური ნაწილიდან 12 ათასი კილომეტრის დაშორებაზე, და ამ ბრძოლის ერთერთი სავარაუდო რაიონი, სამწუხაროდ, საქართველოც გახლავთ. ჩვენი ქვეყანა ოსმალობა-ყიზილბაშობის ხანშიც და უფრო ადრეც ყოფილა ისეთ მდგომარეობაში, როცა მისი ერთი ნაწილი ერთი დიდი სახელმწიფოს შემადგენლობაში ან სერიოზული გავლენის ქვეშ იყო იყო, ხოლო მეორე ნაწილი კი – მისი მოქიშპე სხვა დიდი სახელმწიფოსი. მაგრამ მაშინ ამ მოქიშპე სახელმწიფოთა ხელში ასეთი მძლავრი შეიარაღება არ ყოფილა, როგორიც დღესაა. სხვას რომ თავი დავანებოთ, თუნდაც ერთი 155-მმ მსხვრევად-ფუგასური საარტილერიო ჭურვის წონა 43 კგ-ია, 203,2-მმ ჭურვისა – 90 კგ. და მათი აფეთქებისას პატარა ნამსხვრევებად დაშლილი მთელი ეს მასა მიმოიფანტება და ირგვლივ მყოფთ აზიანებს, მათ შორის სასიკვდილოდ; საავიაციო ბომბების მასა ხომ ასეულობით კილოგრამეზე და რადენიმე ტონაზეც ადის; და მთელი ეს „სიამოვნებანი“ ასობით და ათასობით დაატყდება თავზე იმათ, ვინც ასეთი დაპირისპირების რაიონში აღმოჩნდებიან. ხოლო თუ ბირთვული და ქიმიური იარაღის გამოყენებითაც წავიდა საბრძოლო მოქმედებები, მაშინ ხომ ჩვენი ქვეყნის გაჩანაგება გაცილებით უფრო დიდ მასშტაბებზე ავა. როგორც ფრანგები იტყვიან: „ა ლა გერ, ქომ ა ლა გერ“ – „ომში, როგორც ომში“, ან „სე ლა გერ“ – „ასეთია ომი“; ან როგორც ვაჟა-ფშაველას უთქვამს: „ვისაც მტერობა მოსწყურდეს, გააღოს სახლის კარია; სისხლ დაიგუბოს კერაზე, თვითონაც შიგვე მდგარია...“ ან კიდევ „მაგრამ მტერს მტრულად მოექეც – თავად უფალმა ბრძანაო, ის სჯობს, რაც მალე ვეცდებით გულში გავურჭოთ დანაო“. ცხადია, ეს ცოდნა და გამოცდილება მხოლოდ ქართველებმა არ ვიცით, და მტერს ყველა ხალხი ისტორიულად მტრობით ექცეოდა და მასთან ურთიერთობებს ცეცხლითა და მახვილით არკვევდა. ახლა კი მთელ ამ უბედურებებს ჩვენივე უგუნურობითა და ანგარებით ვიტეხთ თავზე, სამწუხაროდ.
დასასრულს იმ საკითხებზე გვინდა ვთქვათ რამდენიმე სიტყვა, რომლებიც ამ ბოლო ხანებში აქტუალურია ქართულ საზოგადოებაში. ჯერ ერთი, ე. წ. „კაბელების საქმის“ გამო ვიტყოდით, რომ ბოჭკოვანი კაბელები რაიმე საიდუმლო საშუალებას თანამედროვე შეიარაღებულ ბრძოლაში სულაც არ წარმოადგენს და მთელი ამ საკითხის გასაიდუმლობა სულ თავიდანვე ან სერიოზულ უმეცრებასთანაა დაკავშირებული, ან კიდევ ანგარებასთან. მეორე, საჰაერო თავდაცვის საშუალებები, ან სხვანაირად, საზენიტო საშუალებები, მათ შორის გადასატანი, მობილური ან სტაციონარული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები (ზრკ), აგრეთვე საზენიტო არტილერიაც, თანამედროვე შეიარაღებული ძალების აუცილებელი საცეცხლე საშუალებაა. ისინი იყოფა მცირე, საშუალო და დიდი სიშორის საშუალებებად და თითოეულ ამ კატეგორიას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია. სახელდობრ, დიდი სიშორის ზრკ-ების მთავარი უარყოფითი მხარეა მათი დიდი სიძვირე და მცირე ქვეყნებისთვის მათი შეძენის შეუძლებლობა. მცირე სიშორის საზენიტო საშუალებების მთავარი ნაკლი კი ის გახლავთ, რომ საშუალო და დიდ სიმაღლეებზე მფრენი საბრძოლო თვითმფრინავები მათი ცეცხლისგან მოუწყვლადნი არიან და იქიდან შეუძლიათ მიწისზედა ობიექტებზე ბომბებითა და რაკეტებით დარტყმების მიყენება ისე, რომ თავად არ ზიანდებოდნენ. ასეთ შემთხვევაში საჭიროა გამანადგურებელი ავიაცია, რომელიც მოწინააღმდეგის საბრძოლო თვითმფრინავებს საჰაერო ბრძოლებს გაუმართავდა, ასევე გამანადგურებელ-ბომბდამშენი და მოიერიშე ავიაციაც, რომლებიც მოწინააღმდეგის სამხედრო აეროდრომებს დამომბავდა და მისი თვითმფრინავების ერთ ნაწილს უკვე მიწაზე გაანადგურებდა. ამას გარდა, საჭიროა სადაზვერვო ავიაციაც, რომელიც საჰაერო დაზვერვას აწარმოებდა და მოწინააღმდეგის ობიექტებს, მათ შორის ამ სამხედრო აეროდრომებსაც წინასწარ აღმოაჩენდა.
როგორც გვესმის, ჩვენი ქვეყანა ასეთი მინიმალურად აუცილებელი მდგომარეობისა თუ შესაძლებლობებისგან მეტად შორსაა, მიუხედავად იმისა, რომ აგერ უკვე თითქმის 25 წელიწადია ვითომდა თავისუფლები და დამოუკიდებლები ვართ და ამდენი პოლიტიკოსიც, ანუ პოლიტიკურ ასპარეზზე საკუთარი ქვეყნისა და მისი კეთილდღეობისთვის მოღვაწე ადამიანიც გვყავს, და განა მართლა ასეა? სულაც არა, ვინაიდან სინამდვილეში პოლიტიკაში მოფუსფუსე ადამიანებში, პოლიტიკოსების, ამუ საკუთრი ქვეყნისთვის მოღვაწე და მშრომელი ხალხის გარდა არიან ისინიც, ვინც უპირატესად თავიანთი პირადი მიზნებისთვის ირჯებიან, და მაშინ მათ საქმიანობას პოლიტიკანობა ეწოდება, ხოლო თავად მათ კი – პოლიტიკანები; გარდა ამისა, არიან ისინიც, ვინც უცხო სახელმწიფოებთან და მათ სპეცსამსახურებთან გახლავან დაკავშირებულნი, მათი დახმარებით ღებულობენ სახსრებს თავიანთი საქმიანობისთვის და აგრეთვე სკამებსაც, თუ ამ სპეცსამსახურებს მოცემულ ქვეყანაში გავლენა და შესაძლებლობები გააჩნიათ. პოლიტიკის ასეთნაირად კეთებას პოლიტიკური პროსტიტუცია, გნებავთ პოლიტიკური მეძავობა ეწოდება და ასეთ პოლიტმოჩალიჩეებს კი – პოლიტიკური კახპები. და მთელ ამ უკანასკნელ ათწლეულებში ქართულ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული ადამიანებიდან და ჯგუფებიდან (პარტიებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, მასობრივი ინფორმაციის თუ დეზინფორმაციის საშუალებებიდან) ვინ აკეთებდა თუ აკეთებს პოლიტიკას, ვინ პოლიტიკანობდა თუ პოლიტიკანობს და ვინ ეწეოდა და ეწევა პოლიტიკურ პროსტიტუციას, ამის შეფასება და გარკვევა თავად ჩვენი მკითხველისთვის მიგვინდვია.
აქვე მახსენდება და მინდა მკითხველსაც შევახსენო ბ-ნ რუსლან მიქაბერიძის ერთი ლექსი, სათაურით „ბოდიში“, რომელიც მან ჯერ კიდევ 1997 წელს გამოქვეყნებულ თავის კრებულ „სულიკოში“ დაბეჭდა:
„არაკაცების რაოდენობა
პარტიებში და მმართველობაში
გადაგვარება-გაქრობის საფრთხე
შიშს რომ არ ბადებს ქართველობაში
თუ მეჩვენება, მაშინ ბოდიში,
მშვიდობაში და ჯანმრთელობაში“.
ასევე იმავე წელს გამოქვეყნებული ლექსიც, სათაურით „ხაია“ (რაც მიზანს აცდენას ნიშნავს):
„ისტორიულ ძილ-ღვიძილში
სიზმრად ნანახს წინაღამ
გაუმარჯოს საქართველოს
სუვერენულს კინაღამ“.
დიახ, ჩემი აზრითაც „კინაღამ სუვერენული“, ანუ ვერსუვერენულია ჩვენი სამშობლო და არა თავისუფალი და დამოუკიდებელი, როგორც ამას ასევე არათავისუფალი და არადამოუკიდებელი სახელმწიფო და საჯარო სტრუქტურები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედიის საშუალებები ჩაგვჩიჩინებენ. თუმცა კი მათ ჩიჩინზე უფრო მეტად და უფრო დამაჯერებლადაც თავად რეალური ცხოვრება სულ სხვა რამეს გვეუბნება.
ბოლოს ორიოდე სიტყვით უკრაინის პრობლემასაც შევეხოთ. როგორც ვიცით „უკრაინა“ სიტყვა-სიტყვით ნიშნავს განაპირა ქვეყანას, განაპირა მხრეს, კიდის მხარეს. მაგრამ ეთნიკურად და ისტორიულად რა ხალხია უკრაინელები? ასევე არავისთვის დამალული არ არის, რომ წარმოშობით და ეთნიკურად უკრაინელები იგივე რუსები არიან, რომლებიც მონღოლთა შემოსევებისა და მათი მფლობელობის ხანაში ჯერ ლიტვის დიდი სამთავროს დაქვემდებარებაში შევიდნენ, ხოლო შემდეგ კი პოლონეთის სამეფოსი. თუ წარმართი ლიტველები რუსულ მართლმადიდებლობას არ ავიწროვებდნენ, კათოლიკმა პოლონელებმა მათ დაგვემდებარებაში მყოფი რუსი მართლმადიდებლების რელიგიური და პოლიტიკური შევიწროვება დაიწყეს, რის შედეგადაც იქცა ცალკეული რუსი მთავრობის მონდომება, რომ მოსკოვის დიდ მთავართა და მეფეთა გვირგვინის ქვეშ შესულიყვნენ, ანუ თავიანთ ფესვებთან დაბრუნებულიყვნენ, რასაც, ცხადია, მოსკოვის რუსეთსა და პოლონეთის სამეფოს (რეჩ პოსპოლიტას) შორის ომები მოჰყვებოდა. ასევე რუსი მართლმადიდებლების ბრძოლა თავიანთი რელიგიური და პოლიტიკური უფლებებისა და ინტერესების დასაცავად პოლონელი პანების წინააღმდეგ კაზაკთა ამბოხებებითაც გამოიხატებოდა. 1700–1721 წლების ჩრდილოეთის ომში პეტრე I-ის მიერ შვედებისა და მათი მოკავშირე რეჩ პოსპოლიტას დამარცხების შემდეგ რუსეთის ახლადწარმოქმნილი იმპერია ევროპულ პოლიტიკაში ანგარიშგასაწევ ძალად და „ევროპული კონცერტის“ მონაწილედ შეიქნა. ამავე ომში რუსულმა ჯარებმა პოლტავაში შვედებსა და პოლონელებზე გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვეს და თანამედროვე უკრაინის (მალოროსიის, მცირე რუსეთის) ეს ძირძველი ოლქი და ასევე ჩერნიგოვისა და კიევის ოლქებიც, რომლებიც მანამდე პოლონეთს ეკუთვნოდა, უკვე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოაქციეს.
საქართველოსთვისაც არ უნდა იყოს უცხო მსგავსი მდგომარეობა, ვინაიდან ე. წ. ოსმალოს საქართველო, ანუ აჭარა და სამცხე-ჯავახეთი საუკუნეების მანძილზე ოსალეთის იმპერიის უშუალო შემადგენლობაში იმყოფებოდნენ და უმთავრესად სწორედ რუსული ჯარების სისხლის ფასად და მათი გამარჯვებების შედეგად ეს ოლქები საქართველოს დაუბრუნდა. ასევე აფხაზეთშიც თუქული გავლენა იმაზე უფრო ძლიერი იყო, ვიდრე იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში, რადგანაც აფხაზი მთავრები, აგრეთვე თავადთა და აზნაურთა საგვარეულოების უმტესობა მაჰმადიანობაზე იყვნენ გადასულნი. და დღეს უკრაინელებისა და რუსების, ამ ორი უახლოესი მონათესავე ხალხის ურთიერთობებში ქართველების მხრიდან უბოდიშოდ ხელების ფათური, დასავლეთის საამებლად უკრაინელების რუსებისგან გამთიშავი მიზნით საქმიანობა და განწყობების წახალისება იმის მსგავსია, რომ თავად ჩვენ ხელს ვიღებდეთ აჭარასა და სამცხე-ჯავახეთზე, ვინაიდან უფალი ღმერთი გვასწავლის – სხვას არ ვუსურვოთ ისეთი რამ, რასაც საკუთარ თავს არ ვუსურვებდით, და არც ისეთი რამ გავუკეთოთ, რაც არ გვინდა რომ თავად ჩვენთვის გაეკეთებინათ. და უფრო მეტიც, ისევე უნდა მოვექცეთ სხვებს, როგორც გვინდა რომ თავად ჩვენ გვექცეოდნენ. ანუ, რასაც დავთესთ, იმასვე მოვიმკით, და რასაც დავიმსახურებთ, იმას მივიღებთ საზღაურად. გარდა ამისა, უკვე IX–X საუკუნეებიდან წარმოქმნილი კიევის რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში ისტორიული ტავრიდა ანუ ყირიმის ნახევარკუნძული და მის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორია არასოდეს შედიოდა. მონღოლების შემოსევამდე აქ ყივჩაღების სახელმწიფო იყო, ხოლო უფრო გვიანდელ ხანაში კი – ყირიმელი თათრებისა, რომლებიც ოსმალეთის სულთნებს ექვემდებარებიდნენ. ყირიმის სახანოსა და რუსულ სამყაროს შორის საზღვარს მდინარე დნეპრის კალაპოტის სამხრეთ ნაწილი წარმოადგენდა, რომელიც აქ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიედინება და შავ ზღვას ერთვის. სწორედ დნეპრის ჩრდილოეთ მხარე წარმოადენს რუსული ეთნოსის ისტორიულ საცხოვრებელ არეს, რომელსაც მონღოლობის შემდეგ „მცირე რუსეთი“ ანუ „მალოროსია“ ეწოდება, და რომელიც იყო კიდეც რიგი საუკუნეების მანძილზე ლიტვისა და შემდეგ პოლონეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში. ასევე ცნობილია, რომ 1768–1774 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად ოსმალეთის სულთანმა ყირიმის სახანოს დამოუკიდებლობა აღიარა, ხოლო 1783 წელს კი რუსეთის იმპერიამ ყირიმის სახანო შეიერთა, რაც დასავლური დერჟავების მიერაც იურიდიულად დადასტურებულ იქნა და იმ დროიდან საერთაშორისო სამართლის მიერ რუსეთის შემადგენლობაში იყო აღიარებული. ამ მხარეს ეწოდა „ნოვოროსია“ ანუ „ახალი რუსეთი“ და ამიტომ არის იქ არა მალორუსული ანუ უკრაინული მოსახლეობის სიჭარბე, არამედ ველოკორუსულისა, ანუ თავად დღევანდელი რუსებისა.
ცხადია, მეფის რუსეთში, ანუ რუსეთის იმპერიაში ველიკოროსიაც, მალოროსიაც, ბელოროსიაცა და ნოვოროსიაც, აგრეთვე იმპერიის სხვა მხარეებიც, ერთიანი რუსული სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილები გახლდნენ. მეფის რუსეთის დანგრევის კვალდაკვალ, ახალმა ბოლშევიკურმა მთავრობამ, თავისი არსით გლობალისტურმა, რომელსაც შრომის მსოფლიო ძმობის დამყარების სოციალური გლობალისტური პროექტი ჰქონდა თავის მიზნად დასახული და ხალხთა ეროვნული ინტერესები სულაც არ ედარდებოდა, რომლის (ამ მთავრობის, სახალხო კომისართა საბჭოს) შემადგენლობაშიც ძირითადაც ეთნიკურად ებრაული (ტროცკი, ზინოვიევი, კამენევი, სვერდლოვი, ბუხარინი და, დედის მხრიდან, თავად ლენინიც), პოლონური (ძერჟინსკი, მენჟინსკი) და ქართული (სტალინი, ორჯონიკიძე) ელემენტები იყვნენ საკვანძო პოზიციებზე, და რომლის ყველაზე უფრო საიმედო დასაყრდენ ძალას, ძერჟინსკისეულ „ჩეკასთან“ ერთად, ლატვიელ მსროლელთა დივიზიაც წარმოადგენდა, 1922 წლის მიწურულს ჩამოყალიბა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, და ამ ახალი ღონისძიების ფარგლებში კი ახლადწარმოქმნილ უკრაინის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას მისცა სწორედ იმ ნოვოროსიის ჩრდილოეთ ოლქი (ყირიმის ნახევარკუნძულის გარეშე, სადაც შავ ზღვაში უძლიერესი სამხედრო-საზღვაო ბაზა სევასტოპოლია განლაგებული). ეს სწორედ ის რუსული მოსახლეობის მქონე მხარეა, სადაც უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების პროდასავლური და ანტირუსული პოლიტიკით უკმაყოფილონი არიან და მისგან დამოუკიდებლობის მიღწევისთვისაც იბრძვიან. კიევის დღევანდელი ხელისუფლება ამ შემთხვევაში ლ ე ნ ი ნ უ რ ი | მ ე მ კ ვ ი დ რ ე ო ბ ი ს დანარჩუნების მომხრედ გამოდის და ლ ე ნ ი ნ ი ზ მ ი ს მიმდევარი ხდება, ასევე ყველა ისინიც, ვინც ამ ჭკუაზე დგანან, მათ შორის დასავლეთის მმართველ წრებშიც – ა ხ ა ლ ი | ლ ე ნ ი ნ ე ლ ე ბ ი გახლავან.
რაც შეეხება თავად ყირიმის ნახევარკუნძულს, ის უკრაინის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას 1950-იან წლებში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა და საბჭოთა სახელმწიფოს მმართველმა ნიკიტა სერგის ძე ხ რ უ შ ჩ ო ვ მ ა აჩუქა, ვინაიდან მას იმდენი ჭკუა და წინდახედულება არ ჰქონდა, რამდენიც თუნდაც 1922 წელში სსრკ-ის შემქმნელ სახლხო კომისართა საბჭოს, რომელსაც სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზის მნიშვნელობა უფრო მეტად ჰქონდა ალბათ გააზრებული. ანუ სასწორზე ერთის მხრივ ისტორიული სამართლიანობის პრინციპი და აღნიშნული ოლქების მოსახლეობის სამართლიანი ინტერესებია, მეორეს მხრივ კი ბოლშევიკური ლენინურ-ხრუშჩოვული პოლიტიკური ხუშტურები და, რა თქმა უნდა, დასავლეთის (უფრო აშშ-ისა და გერმანიის) მმართველი წრეების დამპყრობლური მისწრაფებები. ასეთია მარტივი და ნათელი სურათი ვითარებისა, საქმე სახუმაროდ სულაც არ არის. ღმერთმა სინდისი და გონიერება მისცეს ყველა მხარეს, ვინც ამ დაპირისპირებაში არიან ჩართულნი, რათა თუნდაც რეალურად შეფასონ თავიანთი შესაძლებლობები ასეთი მძაფრი და შესაძლოა მასშტაბური სამხედრო დაპირისპირებისთვის და მომავლის პერსპექტივებიც, განსაკუთრებით კი, მეორე მსოფლიო ომის გამოცდილების ფონზე; ასევე ჩვენც, ქართველებმაც, უფრო მეტად მივმართოთ უფალს რჩევისა და დახმარებისთვის, რათა ამქვეყნიერი „დიდი ძიების“ სამსახურს გადაყოლილებმა თავი საბოლოოდ არ წავაგოთ... ღმერთი შეგვეწიოს.
ირაკლი ხართიშვილი
(ქვემოთ შემოთავაზებული ორი წერილი პირდაირ არ შეეხება საქართველოს სამხედრო მშენებლობის თემას, მაგრამ შეეხება ჩვენი ქვეყნის საგარეოპოლიტიკური ორიენტაციის სფეროს, რაც თავის მხრივ განსაზღვრავს უკვე საქართველოს სამხედრო მშენებლობის ძირეულ საკითხებსაც; ამიტომ საჭიროდ ჩავთვალეთ მათი აქ მოყვანაც)

წერილის დასაწყისშივე უნდა ვაღიაროთ, რომ ეკონომისტი არ გახლავართ და არც სათანადო ცოდნა გაგვაჩნია ეკონომიკის საკითხებზე რამდენადმე საფუძვლიანად საუბრისთვის. მხოლოდ გულისტკივილით ვიტყვით იმას, რომ რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი, იმის შესახებ გაცილებით უფრო ადრე უნდა შეგვეტყო ჩვენი ეკონომისტებისგან და უფრო კომპეტენტურადაც, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შევიტყვეთ. თუ ამის შესახებ უკვე იყო ქართული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში საუბარი და მსჯელობა და ჩვენ ვერ მივადევნეთ თვალყური, მაშინ ვთხოვთ მკითხველსაც და სპეციალისტებსაც მოგვიტეონ ჩვენი უგულისყურობა, ხოლო თუკი ასეთი განხილვა არ ყოფილა, ან სათანადოდ არ ყოფილა და კითხვა მინც კითხვად რჩება, მაშინ კი ჩვენც ფეხს გამოვყოფთ და ორიოდე სიტყვას მოგახსენებთ.
ამ რამდენიმე წლის წინ საქართველოს ტელესივრცეში გავიდა რამდენიმე სერიანი სატელევიზიო ფილმი ირანის უკანასკნელი შაჰის მუჰამედ რეზა ფეჰლევის ცხოვრების შესახებ. ამ ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა შაჰის მამა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში, ირანის სამეფო ტახტზე აიყვანეს ბრიტნელებმა და ეს ქვეყანა, ცხადია, დამოკიდებული იყო დიდ ბრიტანეთზე. ბრიტანელებს ირანიდან გაჰქონდათ მოპოვებული ნავთობი და ნედლი ნავთობის ღირებულების მხოლოდ 15 %-ს უტოვებდნენ ირანის მთავრობას. ეს ცხადია უკმაყოფილებას იწვევდა ირანის საზოგადოებაში და ქვეყანაში იყო შაჰისა და ბრიტანეთის პოლიტიკის წინააღმდეგ ოპოზიცია.
ასეთ პირობებში მოუწია ტახტზე ასვლა ირანის ახალგაზრდა მფლობელს. ოპოზიციამ, უკმაყოფილო მოსახლეობაზე დაყრდნობით, მოახერხა მისი ჩამოგდება ტახტიდან, ქვეყნიდან განდევნა და ბრიტანული მძარცველური პოლიტიკის ალაგმვაც. მაგრამ ახალ მთავრობას რომ ეგონა თავისი ქვეყნის ნვთობიდან შემოსულ მოგებას ისევ საკუთარ სახელმწიფოს მოახმარდა, საქმე რეალურად ისე ვერ წავიდა. დასავლეთის განვითარებულმა სახელმწიფოებმა უარი განაცხადეს ირანული ნავთობის შესყიდვაზე და ეს სიმდიდრე ქვეყანას გამოუყენებელი რჩებოდა, იგი ეკონომიკურად ვეღარ ვითარდებოდა, რაც საზოგდოებაში ოპოზიციას წარმოშობდა უკვე ახალი დამოუკიდებელი ხელისუფლების წინააღმდეგ. ირანის ახალგაზრდა შაჰი კი ოჯახთან ერთად დასავლეთ ევროპაში ცხოვრობდა.
ასეთ მდგომარეობაში განდევნილ შაჰს დახმარება აღუთქვეს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებმა (ხელმძღვანელებმა), მხოლოდ ტახტზე აყვანის შემდეგ მას სათანადოდ უნდა დაეფასებინა ამერიკელთა დახმარება. ეს მართლაც ასე მოხდა: ირანში პროფკავშირული და სხვა მოძრაობების აგორებით ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მზრუნველი ხელისუფლების წინააღმდეგ, ასევე სხვა ბერკეტების გამოყენებითაც, აშშ-ის ცენტრალურმა დაზვერვამ დაამხო ეს ხელისუფლება და ისევ ახლგაზრდა შაჰი მოიყვანა ქვეყნის მმართველობის სადავეებთან. ამერიკელებმა შესთავაზეს შაჰს, რომ ახლა ისინი გიტანდნენ ქვეყნიდან მოპოვებულ ნავთობს, მაგრამ ბრიტანელებისგან განსხვავებით, მას დაუტოვებდნენ ნედლი ნავთობის ღირებულების არა 15, არამედ 50 %-ს. თავისთავად ცხდია, რომ ირანის ხელმწიფეს ასეთი წინდადება მოეწონებოდა და ამერიკელებთან სათანადო ხელშეკრულების ხელმოწერისთვისაც ემზდებოდა.
მაგრამ საქმე არც მთლად ისე ყოფილა. სწორედ ამ მზადების დროს ჩავიდა შაჰთან ირანში მისი ევროპელი მეგობარი, ერთერთი დასავლეთევროპული სახელმწიფოს დიპლომტი და რამდენადმე ჩაახედა ახალგაზრდა ირანელი მონარქი დასავლური ეკონომიკური პოლიტიკის საქმეებში. სახელდობრ მან უთხრა, რომ ვთქვათ ამერიკელები გაიტანენ ირანიდან 100 დოლარის ნედლ ნავთობს და აქედან 50 დოლარს თქვენ დაგიტოვებენო. ის ერთი შეხედვით კარგი წინადადება უნდა იყოს, მაგრამ იგივე ამერიკელები დასვლეთში იმ 100 დოლარის ღირებულების ნედლ ნავთობს გაყიდიან უკვე 200-დან 300 დოლარამდე ფასად, შესაძლოა უფრო ძვირადაც, რაც დასავლეთში წარმოებული პროდუქციის საერთო გაძვირებას გამოიწვევს, მაგრამ იქაური მთავრობები ამის დარეგულირებას თავისთან შეძლებენ, ხოლო როდესაც უკვე თქვენთან ირანში ჩამოვა ძვირი ევროპული და ამერიკული საქონელი, თქვენ უკვე თქვენი 50 დოლარით ვერაფრის ყიდვას ვერ შეძლებთო. ამის სანაცვლოდ ევროპელი დიპლომტი თავისი მთავრობის სახელით სხვა, უფრო ხელსაყრელ წინადადებას სთვაზობდა ირანის მთავრობას. მონაყოლით გაოგნებულმა შაჰმა ჰკითხა, კი მაგრამ თქვენ რაღა გრჯით, რომ ასეთ დეტალებში მახედებთ, ან კიდევ რატომ მთავაზობთ თქვენთვის უფრო ნაკლებად მომგებიან წინადადებასო? ამაზე ევროპელმა დიპლომტმა უპასუხა, რომ მე ჩემმა მთავრობამ დამავალა ნედლი ნავთობის უფრო იფად შესყიდვა, ხოლო აქციონერთა გამდიდრება კი ჩემი მიზანი არ არისო.
ასეთი გახლდათ დაახლოებით სიუჟეტი ფილმის იმ ნაწილისა, რომელიც ჩვენს დღევანდელ თემას შეეხება. შესაძლოა ჩვენი ნაკლებად კომპეტენტურობის გამო რაიმე დეტლები გამოგვრჩა, ან რაიმე ზედმიწევნით სწორად ვერ გადმოვეცით, მაგრამ საქმის საერთო ხასიათის დანახვა, ვგონებთ, შევძელით.
ჩვენში ბევრს ლაპარკობენ დასავლეთის სახელმწიფოთა ეკონომიკური და სამეურნეო დაწინაურების შესახებ, მაგრამ იქნებ სწორედ ასეთი ხელოვნური მეთოდებითა და ილეთებითაც არის ეს მიღწეული? იქნებ ჩვენს მიმართაც სწორედ ასეთ ხერხებსა და ფანდებს იყენებენ, ჩვენ კი პირი დაგვიღია და „ფირმა მინც ფირმააო“ გავიძახით? ეს პირველ რიგში ჩვენმა ეკონომისტებმა და მეწარმეებმა უნდა გვითხრან. შეიძლება გვეუბნებიან კიდევაც და არ გვესმის? ამის მეტს პირდად ჩვენ ამ საკითხში ვერაფეს ვიტყვით, სატკივარი კი გვტკივა და პასუხსაც ველოდებით.
მეორე, რაზეც გვინდოდა მიგვეპყრო ჩვენი მკითხველის ყურადღება, ერთხელ უკვე გავაჟღერეთ ჟურნალ „ქვაკუთხედის“ ფურცლებზე 2008 წლის თებერვალში, როდესაც გამოვაქვეყნეთ ერთი ცხრილი. სახელდობრ, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტი ყოველწლიურდ გამოსცემს კრებულს Military Balance, რომელშიც სხვათა შორის მოყვანილია მსოფლიოს ყველა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის, სამხედრო ხარჯების, მოსახლეობისა და შეიარაღებული ძალების მდგომარეობის ამსახველი მონაცემები. ამ გამოცემების მიხედვით გამოვირჩიეთ აშშ-ისა და ნატო-ს ბლოკის წამყვანი ევროპული სახელმწიფოების მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემები 1989, 1990 და 1999 წლებში და მათი შედარებით მივიღეთ ის რასაც ქვემოთ ცხრილში გადმოვცემთ. უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის პირდაპირ კრებულებიდან ამოღებულ რიცხვებს მოვიყვანთ სწორი შრიფტით, ხოლო ჩვენს მიერ გამოანგარიშებულებს – დახრილი შრიფტით.
ცხრილი
აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის წამყვანი სახელმწიფოების ფინანსური მონაცემები
ფინანსური მაჩვენებლები . . . აშშ . . გერმანია . . საფრან- . . დიდი . . . . იტალია
(მლრდ დოლარებში) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .გეთი . .ბრიტანეთი
მთლიანი შიდა პროდუქტი
1989 წ. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 5163,2 . .1189,15 . . . 955,86 . . . . 831,68 . . . . . 869,27
მთლიანი შიდა პროდუქტი
1990 წ. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 5423, 4 . .1499,54 . .1187,15 . . . . 986,72 . . . . .1090,75
სხვაობა მშპ-ებს შორის ამ
წლებში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 260,2 . . . 310,39 . . .231,29 . . . . 155,04 . . . . . .221,48
როგორი იქნებოდა ამ სახე-
ლმწიფოთა მშპ 1999 წელს,
ეს სხვაობა რომ უცვლელად
შენარჩუნებულიყო? . . . . . . . .7765,2 . . 4293,5 . . .3268,76 . . . 2381,72 . . . . .3084,07
რეალური მთლიანი შიდა
პროდუქტი 1999 წელს . . . . . .9200,0 . . 1900,0 . . .1400,0 . . . . 1400,0 . . . . . .1100,0
მშპ-ის საშუალო წლიური
მატება 1990–1999 წლებში . . . .416,6 . . . . 44,5 . . . . .23,65 . . . . . 45,92 . . . . . . . . 1,03
ამ ცხრილიდან ნათლად ჩანს, თუ როგორ მოექცა ამერიკული ადმინისტრაცია 90-იან წლებში თავის ნატო-ელ მოკავშირეებს – წამყვან დასავლეთევროპულ სახელმწიფოებს. 80-იანი წლების მიწურულს შეერთებული შტატების, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და იტალიის მთლიანი შიდა პროდუქტის მატება იყო 155–260 მლრდ დოლარის ფარგლებში. გერმანიაში ეს მაჩვენებელი 310 მლრდ დოლარს აღემტებოდა, მაგრამ ალბათ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს განპირობებული იქნებოდა აღმოსავლეთ გერმანიის შესბამისი მაჩვენებლის მიმატებითაც. და რა უშლიდა ხელს დასავლურ სამყაროს რომ მთლაიანი შიდა პროდუქტის ეს მატება შენარჩუნებულიყო, თუკი მათ ურთიერთ სოლიდარობისა და ურთიერთ სარგებლიანობის მუხტი და სურვილი გააჩნდათ?
ცხრილიდან ვხედავთ, რომ ეს ასე არ მოხდა. ეს ნაზრდები რომ უცვლელად შენარჩუნებულიყო, მაშინ აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტი 1999 წელს უნდა ყოფილიყო დახლოებით 7,77 ტრილიონი დოლარი, რეალურად კი იყო 9,2 ტრილიონი. ანუ მან ამ ცხრა წლის განმავლობაში დამატებით შეიძინა დაახლოებით 1,43 ტრილიონი დოლარი. ძალიან კარგი, თუკი მისმა დასავლეთევროპელმა პარტნიორებმაც ასეთი მოგება ნახეს ვარშავის ხელშეკრულების ორგნიზაციისა და სსრკ-ის დაშლის შედეგად. ეს მართლა შესაძლოა ყოფილიყო დასავლური ცხოვრებისა და მეურნეობის წესის უპირატესობის მაჩვენებელი. მაგრამ ასე რომ არ მოხდა? ისეთივე ვითარება რომ შენარჩუნებულიყო დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვისაც, მაშინ გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტი 1999 წელს უნდა გატოლებოდა 4,29 ტრილიონ ამერიკულ დოლარს, საფრანგეთისა – 3,27 ტრილიონს, დიდი ბრიტანეთისა – 2,38 და იტალიისა – 3,08 ტრილიონს. მაგრამ ცხრილიდან ჩანს, რომ ამ სახელმწიფოთა ეს მაჩვენებელი ძალზედ ჩამოუვრდებოდა ჩვენს მიერ გამოანგარიშებულს. სახელდობრ, გერმანიას აქამდე დააკლდა დაახლოებით 2,39 ტრილიონი ამერიკული დოლარი, საფრანგეთს – 1,87 ტრილიონი, დიდ ბრიტანეთს – 0,98 და იტალიას კი 1,98 ტრილიონი დოლარი. რისგან შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ამბები?
ყველას გვახსოვს, რომ 90-იანი წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციას თავად ძალზედ უჭირდა და ამიტომ მის მიერ რაიმე შეგნებული ეკონომიკური ღონისძიებების გატარება დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა საზარალოდ უბრალოდ ვერ მოხდებოდა. მაშინ ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელ სივრცეზე ხდებოდა საწარმოების დაშლა და გაძარცვა, ჩარხებისა და მანქანა-დანადგარების ჯართად გაყიდვა, საბჭოთა წარმოებისთვის უწინ შეძენილი და დამზადებული ნედლეული მასალების, მათ შორის ბირთვული საწვავის პირდაპირ შეერთებულ შტატებში ჩალის ფასად გატანა და ა. შ. იმავე ჟურნალ „ქვაკუთხედის“ 2008 წლის დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულ წერილში „თანამედროვე რუსეთის სატკივარი მართლმადიდებელ ავტორთა თვალთახედვით და უკანასკნელი კონფლიქტი საქართველოში“ გამოვქვეყნეთ ამონარიდი მღვდელმონაზონ აბელის (სემიონოვი) წიგნიდან „როგორ გადავიტანთ ღვთის რისხვას? (გლობალიზაციის ანტიქრისტიანული არსი)“, რომელშიც მამა აბელი წერს:
„თუ რას ნიშნავს „ახალი მსოფლიო წესრიგი“ რუსეთისთვის, ღიად გვიჩვენა ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა, როდესაც 1995 წლის 24 ოქტომბერს სიტყვით გამოდიოდა აშშ შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტში: „გამოვიყენეთ რა საბჭოთა დიპლიმატიის შეცდომები, გორბაჩოვისა და მისი გარემოცვის განსაკუთრებული თვითდაჯერებულობა, მათ შორის იმათიც, რომელთაც ღიად ეკავათ პროამერიკული პოზიცია, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რის გაკეთებასაც ესწრაფოდა პრეზიდენტი ტრუმენი საბჭოთა კავშირთან ატომური ბომბის დახმარებით. მართალია, ერთი არსებითი განსხვავებით – ჩვენ მივიღეთ ნედლეულის ნამატი, ატომით არდანგრეული სახელმწიფო... ოთხი წლის მანძილზე ჩვენ და ჩვენმა მოკავშირეებმა მივიღეთ 15 მლრდ. დოლარის სხვადასხვანაირი სტრატეგიული ნედლეული, ასეულობით ტონა ოქრო და ძვირფასი ქვები. არარსებული პროექტებით უმნიშვნელოდ მცირე თანხების საფასურად ჩვენ გადმოგვცეს 20 ათას ტ-ზე მეტი სპილენძი, თითქმის 50 ათასი ტ ალუმინი, 2 ათასი ტ ცეზიუმი, ბერილიუმი, სტრონციუმი და ა. შ. შემდეგ მან ჩამოაყალიბა უმნიშვნელოვანესი ამოცანები: „არ დავუშვათ ხელისუფლებაში კომუნისტები და უზრუნველვყოთ ელცინის მიერ პრეზიდენტობის მეორე ვადით დაკავება. თუკი ჩვენ გადავწყვეტთ ამ ორ ამოცანას, მაშინ უახლოეს ათწლეულში მოგვიწევს შემდეგი პრობლემების გადაწყვეტა: რუსეთის დანაწევრება მცირე სახელმწიფოებად რეგიონებს შორისი ომების გზით, იმის მსგავსად, რომელთა ორგანიზებაც ჩვენ მოვახდინეთ იუგოსლავიაში; რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და არმიის საბოლოოდ დანგრევა; რუსეთისგან ჩამოშორებულ რესპუბლიკებში ჩვენთვის საჭირო რეჟიმების დამყარება“. (ეს ციტატა მოყვანილია რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის ანალიტიკური ცენტრის მაშინდელი დირექტორის ა. დროზდოვის სტატიიდან // «Российская Федерация сегодня», № 22, 2000. გვ. 28)“.
მოყვანილი ამონარიდი თუმცა კი სცილდება მხოლოდ ეკონომიკურ პრობლემებს, მაგრამ მაინც აშკარად გვიჩვენებს, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა ეკონომიკების ნგრევისგან დივიდენდების ლომის წილი მიიღო აშშ-მ და ალბთ სწორედ ეს იქცა კიდეც ამერიკული ეკონომიკის ასე სწრაფი ზრდის წინაპირობად. ვაშინგტონში, როგორც ჩანს, დაენანათ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების „წილში გაყვანა“, და ეს ხდებოდა ძირითადად ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს. ამერიკლმა ამომრჩევლებმა მას მეორე ვადითაც დაუჭირეს მხარი: როგორც ჩანს არც მათ აღელვებდათ მაინცა და მაინც თავიანთი გერმანელი, ბრიტანელი, ფრანგი, იტალიელი და სხვა ევროპელი თანამოძმეების ჯიბისა და სტომაქის სადარდებელი.
საყურადღებოა აგრეთვე ისიც, რომ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს 90-იან წლებში სამეურნეო და ეკონომიკური კავშირები არ შეუწყდებოდათ ან შეუმცირდებოდათ ურთიერთშორის, ამერიკის ორივე კონტინენტის სახელმწიფოებთან, ახლო აღმოსავლეთთან, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზისთან, აფრიკასთან, არამედ ასეთი კავშირები დაირღვეოდა აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან. ცხრილიდან ჩანს, თუ რამდენად ძლიერად ყოფილან დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები ამ მხრივ დაკავშირებული ყოფილ აღმოსავლურ ბანაკთან, რამდენად ცხოველი და მნიშვნელოვანი სამეურნეო და ეკონომიკური ურთიერთობები ყოფილა მათ შორის. და ყოველივე ეს მოისპო, უხეშად რომ ვთქვათ, „ძია სემის“ სიამოვნებისა და ინტერესებისთვის. ცხრილიდან ჩანს, რომ თუკი 1989 და 1990 წლებს შორის გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა 310,39 მლრდ დოლარით, შემდეგ ცხრა წელიწადში ყოველწლიურად ეს მატება საშუალოდ შეადგენდა 44,5 მლრდ დოლარს; საფრანგეთში კი 231,29 მლრდ დოლარის ნაცვლად შემდეგ ცხრა წელიწდში მთლინი შიდა პროდუქტი იზრდებოდა წელიწადში სულ რაღაც 23,65 მლრდ-ით და ა. შ. განა იმ ხანად ან შემდეგ გერმანელი, ფრანგი, ბრიტანელი, იტალიელი, ბელგიელი, ჰოლანდიელი, თურქი და სხვა ეკონომისტები არ ტეხდნენ ამის გამო განგაშს, არ მსჯელობდნენ თავიანთ გაზეთებსა და ჟურნალებში, არ წერდნენ წიგნებში ან კიდევ არ გამოდიოდნენ ტელევიზიითა და რადიოთი? განა ქართველ ეკონომისტებს არ მიუწვდებოდათ ხელი ამ მასალებზე, ხოლო თუკი მიუწვდებოდათ, მაშინ რატომ არ აყენებდნენ საქმის კურსში ქართულ საზოგადოებას, საქართველოს ამომრჩეველს? ხომ ასე აფასებენ დემოკრატიას, სიტყვის თავისუფლებას, უბრალოდ პატიოსნებას? ეტყობა არც ისე. და მაშინ რაღა გვიკვირს ჩვენი ასეთი მდგომარეობა? რასაც ვიმსახურებთ, იმას ვღებულობთ კიდეც.
ირაკლი ხრთიშვილი
2009 წლის ნოემბერი

ჩვენ განათლებით ეკონომისტი არ გახლავართ, ამიტომ ქვემოთ მოყვანილი სარწმუნო რიცხობრივი მონაცემების საფუძველზე ჩვენი მსჯელობა საკმარისად ღრმა და საფუძვლიანი ვერ იქნება, მაგრამ მაინც შევეცდებით ზოგიერთი საკითხის დასმასა და შეძლების და გვარად განხილვას, ვინაიდან ამის თაობაზე, სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომისტებისგან არაფერი ისმის, არადა პრობლემები თავისთავად არსებობს და საზოგადოებამ კი მათ შესახებ უნდა იცოდეს. რაც შეეხება წერილში მოყვანილი მონაცემების სარწმუნოობას, ისინი ამოღებულია სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის ყოველწლიური გამოცემებიდან Military Balance, და ამდენად ამ მხრივ მათ სანდოობაში ეჭვი ალბათ არ წამოიჭრება.
ჩვენს ხელთ არის ამ ინსტიტუტის გამოცემები The Military Balance 1991-1992, The Military Balance 2000-2001 და The Military Balance 2013, რომლებშიც გადმოცემულია მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოს ძირითადი ფინანსური, მოსახლეობის რიცხოვნების, შეიარაღებული ძალებისა და ძირითადი შეიარაღების მონაცემები. სახელდობრ, ზემოხსენებულ კრებულებში მოყვანილია ამ ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლები შესაბამისად ა) 1989, 1990, ბ) 1998, 1999 და გ) 2011, 2012 წლებში, და სწორედ მათზე დაყრდნობით შევეცდებით ქვემოთ საუბარს.
თავიდან შევეხოთ აშშ-ისა და ნატო-ს ბლოკის წამყვანი ევროპული ქვეყნების ზემოხსენებულ მაჩვენებლებს და ჩვენი მსჯელობისთვის შესაბამისი ცხრილიც მოვიშველიოთ. 1-ლ ცხრილში პირდაპირ კრებულებიდან ამოღებული რიცხვები სწორად იქნება დაყენებული, ხოლო ჩვენს მიერ მათზე დაყრდნობით გამოანგარიშებული კი დახრილად.
ცხრილი 1
აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის წამყვან სახელმწიფოთა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ცვლილება უკანასკნელ ათწლეულებში
ფინანსური მაჩვენებლები, . . . აშშ . . . გერმანია . საფრან- . დიდი ბრი- . იტალია
მლრდ. დოლარებში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .გეთი . . . . .ტანეთი . . . . . . . . . .
მშპ 1989 წელს . . . . . . . . . . . . . 5163,2 . . .1189,15 . . . 955,86 . . . . 831,68 . . . . . 839,27
მშპ 1990 წელს . . . . . . . . . . . . . 5423,2 . . 1499,54 . . .1187,15 . . . . 986,72 . . . . 1090,75
სხვაობა იმ ორი წლის მშპ-
ებს შორის . . . . . . . . . . . . . . . . . .260,2 . . . 310,39 . . . .231,29 . . . . 155,04 . . . . . 221,48
როგორი იქნებოდა ამ სახე-
ლმწიფოთა მშპ1999 წელს,
ეს სხვაობა რომ უცვლე-
ლად შენარჩუნებულიყო? . . .7765,2 . . .4293,5 . . . .3268,76 . . . 2381,72 . . . .3084,07
რეალური მშპ 1999 წელს . . . 9200,0 . . . 1900,0 . . . .1400,0 . . . . 1400,0 . . . . .1100,0
მშპ-ის რეალური საშუა-
ლო წლიური ნაზრდი
1990–1999 წლებში . . . . . . . . . .419,6 . . . . . 44,5 . . . . . 23,65 . . . . . 45,92 . . . . . . .1,03
მშპ 2012 წელს . . . . . . . . . . . 15 650,0 . . . 3370,0 . . . .2580,0 . . . . 2430,0 . . . . . 1980,0
მშპ-ის საშუალო წლი-
ური ნაზრდი
1999–2012 წლებში . . . . . . . . . . 496,15 . . . 113,08 . . . . 90,77 . . . . . 79,23 . . . . . . 67,69
ეს ცხრილი და მასზე მსჯელობა ჩვენ ერთხელ უკვე გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოგში 2010 წლის დეკემბერში წერილში „ზოგიერთი მოსაზრება ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით“, სადაც ვამბობდით და იგივეს გავიმეორებთ, რომ რეალური ურთიერდამოკიდებულებანი დასავლურ სახელმწიფოებს შორის, რეალური მწვავე და სერიოზული პრობლემები დასავლურ სამყაროში ნამდვილად არსებობს, მაგრამ ჩვენში, სამწუხაროდ, ამაზე თვალის დახუჭვას ამჯობინებენ და საერთოდ არაფერს ლაპარაკობენ. ვნახოთ, რაშია ეს პრობლემები?
როგორც ცხრილიდან ჩანს, 1990 წელს დასავლეთის წამყვან სახელმწიფოთა მთლიანი შიდა პროდუქტი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ეს ნაზრდი 155 მლრდ ამერიკული დოლარიდან (დიდი ბრიტანეთი) თითქმის 310,5 მლრდ დოლარამდე (გერმანია) იცვლებოდა. გერმანიის ასეთი მაღალი მაჩვენებელი იმ წელს, აშშ-სა (260,2 მლრდ) და საფრანგეთთან (231,3 მლრდ) შედარებით ალბათ იმით იყო განპირობებული, რომ მაშინ გერმანია გაერთიანდა და აღმოსავლეთ გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი დასავლეთ გერმანიის მაჩვენებელს უბრალოდ მიემატა. მაგრამ ეს რომ არ მომხდარიყო, თავად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ხომ დაახლოებით საფრანგეთის ტოლი მთლიანი შიდა პროდუქტი ექნებოდა, ანუ დაახლოებით 230–240 მლრდ დოლარის ზომისა? და ამისგან დამოუკიდებლად აღმოსავლეთ გერმანიაც ხომ მანამდე ცალკე სახელმწიფოს წარმოადგენდა, მასაც ხომ ჰქონდა თავისი სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ვაჭრობა, ფუნდამეტური და გამოყენებითი მეცნიერებანი, რომლებიც მისი მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნაში მონაწილეობდნენ, ალბათ დაახლოებით 100–110 მლრდ დოლარის ზომისა? გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას ხომ ჰქონდა თავისი ეკონომიკური კავშირები დასავლეთისა და აღმოსავლეთის სახელმწიფოებთან, და განა ნორმალური და ჯანსაღი განვითრების პროცესში მათი გათვალისწინება და გამოყენება ერთიან გერმანულ სახელმწიფოში გონივრული და სასარგებლო არ იქნებოდა? მაგრამ ასე, როგორც ჩანს, არ მომხდარა.
1-ლი ცხრილის შემდგომი სამი განყოფილება სწორედ იმაზე მიგვითითებს, რომ 1990–1999 წლებში თავად ატლანტიკურ დასავლეთში პროცესები ურთიერთ პატივისცემის, ურთიერთ გაგებისა და ჯანსაღი თანამშრომლობის კალაპოტში სულაც არ წარიმართა. სახელდობრ, იქ მოყვანილია მაჩვენებლები, თუ როგორი უნდა ყოფილიყო სავარაუდოდ ამ სახელმწიფოთა მთლიანი შიდა პროდუქტი 1999 წელს, ის ზემოხსენებული ნაზრდი რომ უცვლელად შენარჩულებულიყო. მაშინ აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტი 1999 წელს იქნებოდა დაახლოებით 7765 მლრდ დოლარი, გერმანიისა 4290 მლრდ, საფრანგეთისა 3270 მლრდ-მდე, დიდი ბრიტანეთისა 2380 მლრდ-ზე მეტი და იტალიისა კი 3100 მლრდ დოლარამდე. მაგრამ რეალურად პრცესები სულ სხვანაირად წარიმართა და აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტი ამ სავარაუდოსთან შედარებით მნიშვნელოვნად მეტი აღმოჩნდა (9200 მლრდ დოლარი), ხოლო ნატო-ს ბლოკის წამყვანი ევროპული სახელმწიფოებისა კი მკვეთრად და კატასტროფულად ნაკლებიც კი (1100-დან 1900 მლრდ დოლარამდე).
თუ აშშ-ში 1989 და 1990 წლებს შორის მთლიანი შიდა პროდუქტი 260,2 მლრდ დოლარით გაიზარდა, 1990-დან 1999 წლის ჩათვლით, საშუალოდ, ამ მაჩვენებელმა მკვეთრად იმატა და 419,6 მლრდ-მდე ავიდა. იგივე რომ მომხდარიყო ნატო-ს ბლოკის წამყვან ევროპულ ქვეყნებშიც, შეიძლებოდა გვეთქვა, რომ მანამდე საბჭოთა კავშირის არსებობა აბრკოლებდა დასავლური სამყაროს ეკონომიკურ განვითარებას და მისი გაქრობა მსოფლიო რუკიდან ობიექტურად სამართლიანი მოვლენა იყოო. მაგრამ ასე სულაც არ მომხდარა. სახელდობრ, გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტის ყოველწლიური ზრდის მაჩვენებელი 310,4 მლრდ დოლარიდან უეცრად 44,5 მლრდ-მდე ჩამოვარდა, საფრანგეთისა – 231,3 მლრდ.-დან 23,7 მლრდ-მდე, დიდი ბრიტანეთისა – 155,0 მლრდ-დან 45,9 მლრდ-მდე, იტალიისა კი – 221,5 მლრდ-დან 1 მლრდ დოლარამდე. ამრიგად, ნათლად ჩანს, რომ ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად აშშ-ის მმართველმა წრეებმა გაისქელეს ჯიბეები და, ამასთან, თავიანთი ევროპელი მოკავშირეების ხარჯზეც. ეს პერიოდი პრეზიდენტ კლიტნონის მმართველობის წლებს წარმოადგენდა და ჩვენში ხშირად ისმოდა აღტაცებული შეფასებები ამერიკელ ამომრჩეველთა კმაყოფილების თაობაზე, მაგრამ თუ რის ფასად მიიღწეოდა ეს კმაყოფილება და რას ამბობდნენ ამის შესახებ დასავლეთ ევროპაში, ეს უკვე ნურას უკაცრავად, ჩვენი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ჩვენი ეკონომისტებისა და პოლიტიკაში „მოჯირითე“ ადამიანთა მიერ პრაქტიკულად არ ჟღერდებოდა.
და განა ევროპელი ეკონომისტები არაფერს წერდნენ ამის თაობაზე, არ ტეხდნენ განგაშს და თავიანთ უკმაყოფილებას არ გამოთქვამდნენ? მაშინ დაღუპულა სიტყვის თავისუფლება ევროატლანტიკურ დასავლეთში, თუ ამის შესახებ იქ არაფერი ითქმოდა და არაფერი იწერებოდა. ხოლო თუ ითქმოდა და იწერებოდა, მაგრამ ჩვენი ეკონომისტები ქართულ საზოგადოებას ამაზე არაფერს ეუბნებოდნენ, თუ ეს ჩვენში ტაბუდადებული თემა გახლავთ, მაშინ არანაირი დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩვენ არ ვყოფილვართ, და არც „დასავლური ფასეულობებია“ ჩვენთვის ღირებული, არამედ მავანთა და მავანთა ამერიკისადმი მონურ-მლიქვნელური დამოკიდებულება, რაც მათი პირადი კეთილდღების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტიურობის, სამეცნიერო რესპექტაბელურობისა და სხვა თანამდევ „სიკეთეთა“ წყაროა.
ახლა ისევ აშშ-სა და მის წამყვან ნატო-ელ მოკავშირეებს დავურბუნდეთ. როგორც ჩანს, იქ თავისი გავლენა იქონია დასავლეთევროპული ქვეყნების მხრიდან უკმაყოფილების გამოხატვამ და 2000-იან წლებში მდგომარეობა ნაწილობრივ მაინც გამოსწორებულ იქნა. ამის შესახებ მეტყველებს ცხრილის დასკვნითი ნაწილი, საიდანაც ჩანს, რომ, თუმცა კი აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო ყოველწლიური ნაზრდი 1999-დან 2012 წლის ჩათვლით კიდევ უფრო მეტი გახდა და 496 მლრდ დოლარს გადააჭარბა, მაგრამ რამდენადმე გაიზარდა ნატო-ს წამყვან ევროპულ სახელმწიფოთა ანალოგიური მაჩვენებელიც, თუმცა კი 1980-იანი წლების მიწურულის მდგომარეობამდე მათ კიდევ ბევრი უკლიათ. სახელდობრ, გერმანიისთვის ის 44,5-დან 113,1 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა კი „ცივი ომის“ მიწურულის 310,4 მლრდ დოლართან ხომ ვერანაირ შედარებაში ვერ მოვა; საფრანგეთში ეს მაჩვენებელი 23,7 მლრდ დოლარიდან 90,8 მლრდ-მდე ავიდა, მაგრამ 1980-იანი წლების მიწურულის 231,3 მლრდ-გან ხომ ძალიან შორსაა, და დიდ ბრიტანეთსა და იტალიაშიც ისეთივე მდგომარეობაა.
ახლა ვნახოთ ნატო-ს ბლოკის სხვა სახელმწიფოთა მდგომარეობაც ამ მიმართებით, რაშიც მე-2 ცხრილი დაგვეხმარება.
ცხრილი 2
კანადისა და ნატო-ს დანარჩენი ევროპული სახელმწიფოების მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ცვლილება უკანასკნელ ათწლეულებში
ქვეცხრილი A
ფინანსური მაჩვენებლები, . . ბელგია . . კანადა . . დანია . . საბერძ- . . ისლან-
მლრდ დოლარებში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ნეთი . . . . .დია . .
მშპ 1989 წელს . . . . . . . . . . . . . . 156,84 . . . 550,35 . . . 106,16 . . . 54,17 . . . . 5,19
მშპ 1990 წელს . . . . . . . . . . . . . . 194,64 . . . 591,98 . . . 130,89 . . . 67,16 . . . . 5,76
სხვაობა იმ ორი წლის მშპ-
ებს შორის . . . . . . . . . . . . . . . . . . .37,8 . . . . . 41,63 . . . . 24,73 . . . 12,99 . . . . .0,57
როგორი იქნებოდა ამ სახე-
ლმწიფოთა მშპ1999 წელს,
ეს სხვაობა რომ უცვლე-
ლად შენარჩუნებულიყო? . . . . 534,84 . . .966,65 . . . .353,46 . .184,07 . . . .10,89
რეალური მშპ 1999 წელს . . . . . 237,0 . . . .644,0 . . . . .166,0 . . .107,4 . . . . . 8,5
მშპ-ის რეალური საშუა-
ლო წლიური ნაზრდი
1990–1999 წლებში . . . . . . . . . . . . 4,7 . . . . . .5,78 . . . . . .3,9 . . . . .4,5 . . . . . .0,3
მშპ 2012 წელს . . . . . . . . . . . . . . .476,8 . . .1170,0 . . . . .309,0 . . .254,9 . . . . . 13,6
მშპ-ის საშუალო წლიური
ნაზრდი 1999–2012 წლებში . . . . 18,45 . . . 86,62 . . . . .11,0 . . . . 11,35 . . . . . 0,39
ქვეცხრილი B
ფინანსური მაჩვენებლები, . . . ნიდერ- . . ნორვე- . . პორტუ- . . ესპანე- . . თურქე-
მლრდ. დოლარებში . . . . . . . .ლანდები. . . გია . . . . . გალია . . . . .თი. . . . . . .თი . .
მშპ 1989 წელს . . . . . . . . . . . . . . .223,69 . . . . 90,89 . . . . 45,58 . . . . 390,01 . . . . . 80,93
მშპ 1990 წელს . . . . . . . . . . . . . . .278,76 . . . 106,82 . . . . 59,85 . . . . 484,54 . . . . 114,29
სხვაობა იმ ორი წლის მშპ-
ებს შორის . . . . . . . . . . . . . . . . . . . 50,07 . . . . 15,93 . . . . 14,27 . . . . . 94,53 . . . . .33,26
როგორი იქნებოდა ამ სახე-
ლმწიფოთა მშპ1999 წელს,
ეს სხვაობა რომ უცვლე-
ლად შენარჩუნებულიყო? . . . . 774,39 . . . 250,29 . . . .188,28 . . . 1335,31 . . . .415,14
რეალური მშპ 1999 წელს . . . . . 375,0 . . . . 150,0 . . . . .104,0 . . . . .569,0 . . . . . 186,0
მშპ-ის რეალური საშუა-
ლო წლიური ნაზრდი
1990–1999 წლებში . . . . . . . . . . . 10,7 . . . . . . 4,8 . . . . . . .4,9 . . . . . . .9,4 . . . . . . . 8,0
მშპ 2012 წელს . . . . . . . . . . . . . . .770,2 . . . . 499,8 . . . . .210,6 . . . . 1340,0 . . . . . 783,1
მშპ-ის საშუალო წლიური
ნაზრდი 1999–2012 წლებში . . . .30,4 . . . . . 29,15 . . . . . . 8,2 . . . . . .59,31 . . . . . 45,93
როგორც ვხედავთ, აქაც ძირითადად ანალოგიური სიტუაციაა – მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო ყოველწლიური მატება 1999–2012 წლებში თუმცა კი აღემატება 1990–1999 წლების ანალოგიურ მაჩვენებელს, მაგრამ ჩამოუვარდება 1980-იანი წლების მიწურულის მდგომარეობას. გამონაკლისს შეადგენენ კანადა, ნორვეგია და თურქეთი, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტის ყოველწიური საშუალო მატების მაჩვენებელმა გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულის მნიშვნელობასაც კი გადააჭარბა (შესაბამისად 41,6-დან 86,6 მლრდ დოლარამდე, 15,9-დან 29,2 მლრდ და 33,3-დან 45,9 მლრდ დოლარამდე), აგრეთვე საბერძნეთი, სადაც დაახლოებით ისეთივე სიდიდეა შენარჩუნებული (11,4 მლრდ დოლარი უწინდელი 13,0 მლრდ-ის ნაცვლად).
მე-3 ცხრილში მოყვანილია ანალოგიური მონაცემები ევროპის ნეიტრალური ქვეყნებისა და ისრაელისთვის. აქ ისინი ერთად იმიტომ დავაჯგუფეთ, რომ ხშირად შეიარაღებული ძალებისა და შეიარაღებათა ჩვენებისას მათი მაჩვენებლები ასევე ერთად მოგვყავს ხოლმე. ამის გარდა ისინიც, საქართველოს მსგავსად, ტერიტორიითა და მოსახლეობით მცირე სახელმწიფოებია და ამ მხრივაც საინტერესო იქნებოდა მათი ფინანსური მდგომარეობის აქ ერთად წარმოჩენა (თუმცა კი უნდა შევნიშნოთ, რომ შვედეთი 2012 წელს უკვე ნატო-ს წევრი გახლდათ, მაგრამ პროცესების განვითარების დინამიკაში ჩვენებისთვის მაინც ამ სახელმწიფოთა შორის მოვიყვანეთ).
ცხრილი 3
ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოებისა და ისრაელის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) უკანასკნელ ათწლეულებში
ფინანსური მაჩვენებლები, . ავსტრია . ფინეთი . შვედეთი . შვეიცარია . ისრაელი
მლრდ. დოლარებში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მშპ 1989 წელს . . . . . . . . . . . . . .126,49 . . . 115,47 . . . .189,91 . . . . 177,15 . . . . . 44,36
მშპ 1990 წელს . . . . . . . . . . . . . .157,48 . . . 137,78 . . . .219,36 . . . . 227,97 . . . . . 51,22
სხვაობა იმ ორი წლის მშპ-
ებს შორის . . . . . . . . . . . . . . . . . . 30,99 . . . . 22,31 . . . . 29,45 . . . . . 50,82 . . . . . . .6,86
როგორი იქნებოდა ამ სახე-
ლმწიფოთა მშპ 1999 წელს,
ეს სხვაობა რომ უცვლე-
ლად შენარჩუნებულიყო? . . . 436,39 . . . 338,57 . . . .484,41 . . . . 685,35 . . . . .112,96
რეალური მშპ 1999 წელს . . . . 198,0 . . . . 123,0 . . . . .230,0 . . . . .246,0 . . . . . . .99,0
მშპ-ის რეალური საშუა-
ლო წლიური ნაზრდი
1990–1999 წლებში . . . . . . . . . . . 4,5 . . . . . .-1,64 . . . . . .1,18 . . . . . .2,0 . . . . . . . 5,31
მშპ 2012 წელს . . . . . . . . . . . . . . 391,0 . . . . 247,2 . . . . .520,3 . . . . 622,9 . . . . . . 246,78
მშპ-ის საშუალო წლიური
ნაზრდი 1999–2012 წლებში . . . 14,85 . . . . . 9,55 . . . . . 22,33 . . . . 28,99 . . . . . . 11,37
აქაც ევროპულ სახელმწიფოებში მთლიანი შიდა პროდუქტის მატების მკვეთრი ვარდნა იყო 1990–1999 წლებში, ხოლო ფინეთში კი საერთოდ მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდა კიდეც 137,78 მლრდ დოლარიდან 123,0 მლრდ-მდე. ისრაელში მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო მატება ამ წლების განმავლობაში თითქმის ისევე შენარჩუნდა, რაც 80-იანი წლების მიწურულში იყო (5,31 მლრდ დოლარი უწინდელი 6,86-ის ნაცვლად). 1999–2012 წლების განმავლობაში მდგომარეობა ევროპაში გამოსწორდა, თუმცა კი 1980-იანი წლების მდგომარეობამდე მისვლა ვერ შეძლო. რაც შეეხება ისრაელს, აქ მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო ყოველწლიურმა მატებამ ამ წლებში 80-იანი წლების მიწურულის დონეს თითქმის ორჯერ გადააჭარბა და 6,86 მლრდ დოლარიდან 11,37 მლრდ-მდე გაიზარდა.
ყოველივე ზემოთქმულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ევროატლანტიკურ დასავლეთში სახელმწიფოებს შორის სულაც არ არის ის თანხმობა და „სიამტკბილობა“, რასაც გამუდმებით ჩასჩიჩინებენ ქართულ საზოგადოებას ჩვენი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, განსაკუთრებით კი სატელევიზიო არხები და კომპანიები; რომ ამერიკელთა საქციელში, განსაკუთრებით 1990-იან წლებში, ნათლად დაიმზირება არა მხოლოდ „შოვნის სურვილი“, არამედ მისწრაფებაც, რომ „ჭკუა ესწავლებინათ“ ე. წ. ძველი ევროპისთვის, დაენახვებინათ, თუ ვინ არის მდგომარეობის ბატონ-პატრონი, და ვისზეა დამოკიდებული მათი კეთილდღეობა. ყოველივე ამის წარმოჩენა ქართულ საზოგადოებაში, ანუ დასავლეთ ევროპასა და აშშ-ს შორის რეალური ურთიერთდამოკიდებულების და თითოეული მხარის არგუმენტაციისა, იქნებოდა კიდეც, ჩვენი აზრით, დასავლური ფასეულობების პატივისცემა და დაფასება. ხოლო ყოველივე ამის გარეშე კი ქართველობა რჩება იმ მონურ და მლიქვნელურ დამოკიდებულებაში ძლიერის, ანუ აშშ-ის მიმართ, რასაც ასე ძლიერად მიეჩვია იგი საუკუნეების მანძილზე მონღოლობის, ყიზილბაშობისა და ოსმალობის ხანაში, რაც გადმოჰყვა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიც, და რითაც სულდგმულობს დღესაც, თუმცა კი ამას თვალთმაქცურად „თავისუფლებასა“ და „დამოუკიდებლობას“ ეძახის, თუმცა კი თავად მუხლები უკანკალებს თუნდაც იმის გაჟღერების გამო, რაც ხმამაღლა, პრინციპულად და დაბეჯითებით იწერება იმავე დასავლურ ბეჭდურ გამოცემებში, რაც იქ „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ (ანუ ამერიკული ადმინისტრაციის) ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ითქმება და ტელევიზიებში გაიშვება. ხოლო რაც შეეხება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოების ასეთ მონურ-მლიქვნელურ მდგომარეობას აშშ-ის მმართველი წრეების მიმართ, ამას შეიძლება ვუწოდოთ, არც მეტი, არც ნაკლები – ა მ ე რ ი კ უ ლ ი | ს ა ო კ უ პ ა ც ი ო | ზ ო ნ ა და ოკუპანტების წინაშე ქართული ელიტის ტრადიციული დამოკიდებულება, ვინაიდან, როგორც სახარება გვასწავლის, ნაყოფთაგან შეიცნობა თავად ხე იგი.

No comments:
Post a Comment