Thursday, November 15, 2018

ძირითადად გაზეთ „საქართველოში“ 1999-2004 წლებში გამოქვეყნებული წერილები

(ნაწილი VII) 


VII ნაწილის შინაარსი 

აშშ შეიარაღებული ძალები და საქართველო (წერილების ციკლის დასასრული)
წერილი 5. აშშ სახმელეთო ჯარების საბრძოლო მომზადება
წერილი 6. აშშ სახმელეთო ჯარების ოფოცერთა კადრების მომზადება
წერილი 7. აშშ შეირაღებული ძალები 1990-იან წლებში


აშშ შეიარაღებული ძალები და საქართველო 

(დასასრული)


წერილი 5. აშშ სახმელეთო ჯარების საბრძოლო მომზადება 

(გამოქვეყნდა გაზეთ „საქართველოს“ 2003 წლის 9 ოქტომბრისა და 15 ნოემბრის ნომრებში)

აშშ რეგულარული სახმელეთო ჯარებისა (არმიისა) და მზადმყოფი რეზერვის ის ახალწვეულები, რომლებსაც მანამდე შეიარაღებულ ძალებში არ უმსახურიათ, რვა კვირის მანძილზე გადიან საწყის სამხედრო მომზადებას ჯართა გვარეობების შემდეგ სასწავლო ცენტრებში: ქვეითი ჯარის ცენტრი და სკოლა – ფორტ ბენინგი (ჯორჯიის შტატი), ჯავშანსატანკო ჯარების სკოლა – ფორტ-ნოქსი (კენტუკი), საველე არტილერიის ცენტრი და სკოლა – ფორტ-სიდი (ოკლაჰომა), საინჟინრო ჯარების ცენტრი და სკოლა – ფორტ-ლეონარდ ვუდი (მისური), კავშირგაბმულობის ჯარების ცენტრი და სკოლა – ფორტ-გორდონი (ჯორჯია), სამხედრო დაზვერვის სკოლა – ფორტ-დევენსი (მასაჩუსეტსი), საჰაერო თავდაცვის ცენტრი და სკოლა – ფორტ-ბლისი (ტეხასი), სახელეთო ჯარების სასწავლო ცენტრები – ფორტ-ჯექსონი (სამხრეთ კაროლინა) და ფორტ-დიქსი (ნიუ ჯერსი).

ახალწვეულთა სამხედრო მომზადებას აწარმოებენ ზოგადი (საერთო) სასწავლო პროგრამების შესაბამისად. მისი ძირითადი შინაარსია სამხედრო მოსამსახურეთა მორალური და ფიზიკური მომზადება, მათ მიერ ბრძოლის ველზე მოქმედებებისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენა და სხვა. იგი იყოფა სამ პერიოდად. 

პირველი პერიოდის განმავლობაში ახალწვეულები ეცნობიან სამხედრო კანონმდებლობისა და სამხედრო დისციპლინის საფუძვლებს, გადიან სამწყობრო და ფიზიკურ მომზადებას, სწავლობენ მასობრივი დაზიანების იარაღსა და მისგან თავის დაცვას, მხედრულ ეთიკეტსა და ფორმის ტანსაცმლის ტარების წესებს.

მეორე პერიოდში მთავარი ყურადღება ეთმობა საცეცხლე მომზადებას. პირადი შემადგენლობა სწავლობს სროლის თეორიას, იარაღის მატერიალურ ნაწილს და იძენს მასთან მოპყრობის უნარ-ჩვევებს. ამ პერიოდის ბოლოს მოსწავლეები ასრულებენ ორ საბრძოლო ჩასათვლელ სროლებს დღისითა და ღამით.

მესამე პერიოდში ახალწვეულებს ასწავლიან ბრძოლის ველზე მოქმედებებისა და მათ მიერ იარაღის გამოყენების ტაქტიკას, უტარებენ პრაქტიკულ მეცადინეობას ადგილმდებარეობაზე საბრძოლო სროლით.

მთლიანობაში საწყისი მომზადების ეტაპის ძირითადი საგნებია: ტაქტიკა, საცეცხლე და ფიზიკური მომზადება. პირადი შემადგენლობა სწავლობს საველე წესდებებსა და დარიგებებს, დაზვერვის წარმოების ილეთებს, საინჟინრო საქმეს, სამხედრო ტოპოგრაფიას, სანიტარულ ჰიგიენასა და პირველი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას. ეს ეტაპი მთავრდება ჩათვლების ჩაბარებით.

ჩათვლების წარმატებით ჩაბარების შემდეგ სამხედრო მოსმსახურეები გადადიან მომზადების ეტაპზე თავიანთი სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის მიხედვით (გაძლიერებული ერთეული მომზადება), რომელიც ორგანიზებულია ჯართა გვარეობებისა და სამსახურების სასწავლო ცენტრებსა და სკოლებში, აგრეთვე სასწავლო კურსებზე, რომლებიც ორგანიზებულია უშუალოდ რეგულარული არმიის ნაწილებსა და ქვედანაყოფებში.

სპეციალობის მიხედვით მომზადების კურსებზე სწავლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია შესაბამის სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობაზე და იგი განსხვავებულია ტანკისტების, მოტოქვეითი და ქვეითი ჯარისკაცების, მედესანტეების, მზვერავების, მეკავშირეების, მესანგრეების, არტილერისტების, სავერტმფრენო ეკიპაჟების, მეზენიტეების, სანიტრების, მძღოლებისა და სხვა სპეციალობებისთვის. გაძლიერებული ერთეული მომზადების წარმატებით დასრულების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებს გზავნიან თავთავიანთ ნაწილებსა და ქვედანაყოფებში შემდგომი სამსახურის გასავლელად. მათგან ერთი ნაწილი მიდის რეგულარულ სახმელეთო ჯარებში, დანარჩენები კი – ორგანიზებული რეზერვის (არმიის ეროვნული გვარდიისა და არმიის რეზერვის) ერთეულებში. რეგულარულ ჯარებში საბრძოლო მომზადება წარმოებს უფრო ინტენსიურად სარეზერვო კომპონენტებთან შედარებით. ჩვენ პირველ რიგში შევეცდებით გადმოვცეთ სწორედ რეგულარული სახმელეთო ჯარების საბრძოლო მომზადება.

აშშ რეგულარული არმიის ნაწილებსა და ქვედანაყოფებში პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადებას გეგმავენ მთელი წლისთვის 1 ივლისიდან მომდევნო წლის 30 ივნისის ჩათვლით. სასწავლო წელი იყოფა ოთხ პერიოდად, თითოეული სამ-სამი თვის ხანგრძლივობით. თითოეულ პერიოდში საბრძოლო მომზადებას ეთმობა 60 დღე (480 სთ), თვეში – 20 (160), კვირაში – 5 (40) და დღეში 8 სთ. შაბათობით რეგულარულ ჯარებში მეცადინეობებს უთმობენ 4 სთ-ს, რაც ძირითადად იხარჯება იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის მომსახურებაზე, სპორტულ ან სამედიცინო ღონისძიებებზე. მთელი წლის განმავლობაში აშშ რეგულარულ არმიაში საბრძოლო მომზადება იკავებს სულ 240 დღეს (1920 სთ).

ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, საბრძოლო მომზადებას უნდა ჰქონდეს პრაქტიკულ საქმიანობაზე ორიენტირებული, საშეჯიბრო და დაძაბული ხასიათი, და გამოირჩეოდეს მაღალი ეფექტურობით. იგი უნდა წარმოებდეს ქვეყნის სამხედრო დოქტრინაში (სტრატეგიაში) ჩამოყალიბებული მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, რაც წარმოადგენს პირადი შემადგენლობის სწავლების პროცესის საფუძველს. „ასწავლე ის, რაც აუილებელია ომში“ – ეს მოთხოვნა გამოიხატება მომზადების მსვლელობისას აქცენტის გაკეთებაში სწავლების პრაქტიკულ ფორმებზე. ამასთან, იქმნება რეალურთან მიახლოებული ვითარება, შეძლებისდაგვარად სრულად გაითვალისწინება პირობები, რომლებშიც სამხედრო მოსამსახურეები უნდა იყენებდნენ თავიანთ ცოდნასა და უნარ-ჩვევენს.

ნორმალური სასწავლო პროცესის ორგანიზებისთვის საჭიროა ყოველმხრივი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა. ამ მიზნით მეცადიდეობებს ატარებენ იმ მატერიალური ნაწილის საფუძველზე, რომლის გამოყენებაც ნავარაუდევია შესაძლო საბრძოლო მოქმედებებში. ამასთან, ფართოდ იყენებენ მრავალფუნქციურ ტრენაჟორებს, იმიტატორებსა და სხვა.

პირად შემადგენლობას უნერგავენ და უვითარებენ საკუთარ ძალებში დარწმუნებულობის, ინიციატივის გამოჩენის, ახლის ძიების თვისებებს, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს მხოლოდ კეთილსინდისიერ შემსრულებელთა მომზადების არაეფექტური პრაქტიკა. ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიღწეულ დონეზე შენარჩუნებისთვის ფართოდ გამოიყენება სამხედრო სპეციალისტების მომზადებისა და გადამზდების მრავალნაირი კურსები და მათი ჩატარების ციკლურობა (პერმანენტულობა).

აშშ არმიაში სწავლების პროცესისადმი წაყენებული ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების საფუძველზე, როგორც ახალწვეულთა კურსებზე, ისე რეგულარული არმიისა და ორგანიზებული რეზერვის შენაერთებში, ნაწილებსა და ქვედანაყოფებში, შემუშავებული და პირადი შემადგენლობის მომზადებაშიც საფუძვლის სახით გამოყენებულია შემდეგი ექვსი ძირითადი  პ რ ი ნ ც ი პ ი: მოტივაციის (დაინტერესებულობის), მიზანმიმართულების (რაციონალობის), პრაქტიკის, რეალიზმის, მოსწავლის გამოცდილებაზე დაყრდნობისა და მნიშვნელოვნების (значимость).

მოტივაციის პრინციპი ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურის ინტერესის განვითარებას, რისთვისაც ცდილობენ ყოველთვის დაანახონ მოსწავლეს სასწავლო კურსისგან ან კონკრეტული მეცადინეობისგან მომდინარე სარგებელი. პროფესიული ცოდნის სრულყოფის სტიმულს წარმოადგენს, კარგი სწავლის შემთხვევაში, სამსახურში რიგგარეშე დაწინაურების შესაძლებლობა, აგრეთვე მომიჯნავე სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების ათვისების ან საკლასო კვალიფიკაციის ამაღლებისას დამატებითი ფულადი ანაზღაურების დანიშვნა.

სამხედრო მოსამსახურის სამსახურისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში გამოიყენება მოტივაციის პრინციპის მაიძულებელი საშუალებებიც – სხვადასხვანაირი სადისციპლინო სასჯელები და ფულადი ჯარიმები. 

მიზანმიმართულების პრინციპი მდგომარეობს მოსწავლეთათვის კონკრეტული ამოცანების დასმაში, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მომზადების გარკვეულ ეტაპზე. მათი შესრულება განსაზღვრავს სამხედრო მოსამსახურეთა მომზადების პროფესიულ დონეს, რომელსაც პრაქტიკულად საკვალიფიკაციო გამოცდებზე ადასტურებენ (ამტკიცებენ).

პრაქტიკის პრინციპი გულისხმობს მრავალჯერ განმეორებადი ფიზიკური და გონებრივი ვარჯიშების დახმარებით მოსწავლეთა მიერ მიღებული უნარ-ჩვევების განმტკიცებასა და ავტომატიზმამდე მიყვანას. ამასთანავე ითვლება, რომ სწავლების მაღალი ეფექტურობის მისაღწევად ვარჯიშების ხანგრძლივობა და რაოდენობა შეზღუდული უნდა იყოს, რათა არ იწვევდეს სამხედრო მოსამსახურეთა გადაღლასა და მათში მოქმედებებისადმი აპათიის გაჩენას.

რეალიზმის პრინციპი დაიყვანება ჯარების სწავლებაზე საბრძოლოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში, პირობითობის სრული ან თითქმის სრული არარსებობით, რიგ შიმთხვევებში რისკის ელემენტებითაც, კრიზისული სიტუაციების შექმნითა და ვითარების დრამატიზებით, რომელშიც შესაძლოა აღმოჩნდნენ სამხედრო მოსამსახურეები საბრძოლო მოქმედებათა მსვლელობისას. ამერიკელი სამხედრო ფსიქოლოგების აზრით, არმიის ხელმძღვანელობა პირად შემადგენლობას უნდა აჩვევდეს ცეცხლისა და სიკვდილის ატმოსფეროს, აღწევდეს იმას, რომ ცეცხლის, კვამლისა და განგაშის ვითარებაში ჯარისკაცები თავს ისე გრძნობდნენ, როგორც ჩვეულებრივ პირობებში, ხოლო დასმულ ამოცანას კი ასრულებდნენ რეალური საფრთხის არსებობის მშვიდი შეგნებით, პანიკისა და შიშის გრძნობის გადალახვით.

მოსწავლის გამოცდილებაზე დაყრდნობის პრინციპი გულისხმობს მეცადინეობათა ისე ჩატარებას, რომ ყოველი ახალი მასალა უკავშირდებოდეს უკვე გავლილს, ხოლო მისი გადმოცემა კი აუცილებლად იწყებოდეს გავლილი თემის ძირითად დებულებათა გამეორებით. რეკომენდირებულია აგრეთვე, რომ სწავლების პროცესში იყენებდნენ სამხედრო მოსამსახუეების მიერ ადრე შეძენილ უნარ-ჩვევებს.

მნიშვნელოვნების პრინციპი ითვალისწინებს სწავლებისა და აღზრდის ერთიანობას, განსაზღვრავს პირადი შემადგენლობის სწავლებისა და იდეოლოგიური აღზრდის პროცესის უწყვეტობას. ითვლება, რომ თეორიული და პრაქტიკული სამხედრო ცოდნის გარდა, სამხედრო მოსამსახურეებს უნდა უყალიბებდნენ მაღალ საბრძოლო და ფსიქოლოგიურ თვისებებსაც.

ცივი ომის მიწურულისთვის, როდესაც უფრო მწვავედ იდგა ევროპის კონტინენტზე მსხვილმასშტაბიანი ომის გაჩაღების მუქარა, აშშ სახმელეთო ჯარებში საბრძოლო მომზადების შ ი ნ ა ა რ ს ს შეადგენდა ტაქტიკური, აერომობილური, ტანკსაწინააღმდეგო, საცეცხლე, სადაზვერვო, საინჟინრო, ფიზიკური, სამწყობრო, სამედიცინო მომზადება, აგრეთვე მომზადება კავშირგაბმულობაში, მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვასა და სამხედრო ტოპოგრაფიაში, საბრძოლო მანქანების ტარება. მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობოდა პირადი შემადგენლობის იდეოლოგიურ და რელიგიურ აღზრდასაც. 

ტაქტიკური მომზადების თემატიკა მოიცავს საბრძოლო მოქმედებათა ყველა სახეობას: მარშს, შემხვედრ ბრძოლას, უზრუნველყოფის ზოლის გადალახვას, შეტევას, თავდაცვას, შემკავებელ მოქმედებებს, უკანდახევას, საჰაერო (აერომობილურ) დესანტებთან ბრძოლას, განსაკუთრებულ პირობებში (ღამით, მთიან, ტყიან, ჭაობიან, უდაბნო ადგილას, ქალაქში) ბრძოლას და სხვა.

ამათგან საბრძოლო მოქმედებათა ყველაზე უფრო რთულ სახეობად ითვლება შემკავებელი მოქმედებები, როდესაც შემომტევი მოწინააღმდეგის დიდი უპირატესობის გამო ჯარებს არ გააჩნიათ საიმედო თავდაცვის ორგანიზაციის შესაძლებლობა და უკანდახევის მსვლელობისას ბუნებრივ ან ხელოვნურად მომზადებულ თვდაცვით მიჯნებზე წინააღმდეგობის გაწევით ცდილობენ მოწინააღმდეგის მოქანცვას, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენას, დროის მოგებას შემდგომში მტკიცე თავადაცვაში ან შეტევაში გადასვლის მიზნით. ამ დროს უნდა ვლინდებოდეს ჯარების აქტიურობის უფრო მაღალი ხარისხი. შესაბამისად, ამ საკითხების დამუშავებაზე იხარჯება ტაქტიკური მომზადებისთვის გამოყოფილი დროის 30 %-მდე.

სასწავლო პროგრამების მოთხოვნათა გათვალისწინებით, აერომობილურ მომზადებას ცივი ომის მიწურულს აშშ არმიაში ატარებდნენ ნებისმიერი ტაქტიკური ამოცანის გადაწყვეტისას. ეს განპირობებული იყო 1980-იანი წლების დასაწყისში მიღებული აშშ სახმელეთო ჯარების გამოყენების კონცეფციის „საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)“ მოთხოვნებით, რომლის ძირითადი დებულებანი დღესაც ძალაშია. დღესდღეობით, ძლიერი მოწინააღმდეგის არარასებობის პირობებში, საჰაერო-სადესანტო და აერომობილურ ოპერაციებს აშშ არმიაში კიდევ უფრო მეტი ნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, აერომობილური მომზადების დროს სამხედრო მოსამსახურეები სწავლობენ შეიარაღებაში არსებული ვერტმფრენებისა და სატრანსპორტო თვითმფრინავების ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებს, უსაფრთხოების ზომებს, ტრანსპორტირებისთვის ტექნიკის მომზადების წესებს, ვერტმფრენებიდან გადმოსხმისა (ბაგირებით, კიბეებით და სხვა) და ჰაერიდან ცეცხლის დაშენის ხერხებს. საბრძოლო მომზადების პროცესში პირადი შემადგენლობა, ძირითადად ოცეულიდან ბატალიონამდე, სწავლობს აერომობილურ მოქმედებებს ბრძოლის პრაქტიკულად ყველა სახეობაში, განსაკუთრებულ პირობებში (ღამით, დასახლებულ პუნქტებში, მთებში, ტყეში, უდაბნოში და სხვა) ბრძოლების ჩათვლით.

ტანკსაწინააღმდეგო მომზადება გულისხმობს პირადი შემადგენლობის მომზდებას ბრძოლის ველზე მოჯავშნულ მიზნებთან საბრძოლო მოქმედებებისთვის. სწავლების მსვლელობისას სამხედრო მოსამსახურეები ეცნობიან სავარაუდო მოწინააღმდეგის საბრძოლო ტექნიკის ნიმუშებსა და მათ მოწყვლად ადგილებს, სწავლობენ თავიანთი ქვედანაყოფების ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებსა და მათგან ცეცხლის წარმოებას, საინჟინრო ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს და ადგილზე მათ პრაქტიკულად დაყენებას, გადიან განსაკუთრებულ პირობებში ტანკებთან ბრძოლისთვის მომზადებას და ა. შ.

ამერიკული სარდლობა თვლის, რომ ცეცხლის წარმოების ეფექტურობა ხშირად უფრო მეტ გავლენას ახდენს ბრძოლის მსვლელობასა და შედეგზე, ვიდრე ჯარების რაოდენობა და მათი აღჭურვილობა. შესაბამისად, დიდი ყურადღება ეთმობა ნაწილებისა და ქვედანაყოფების საცეცხლე მომზადებას. მისი მსვლელობისას პირადი შემადგენლობა სწავლობს არა მხოლოდ თავის იარაღს, არამედ ოცეულსა და ასეულში არსებულ შეიარაღებასაც, ეუფლება საბრძოლო პირობებში მათი გამოყენების ილეთებს და სხვა. ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები თვლიან, რომ თითოეული ჯარისკაცი ერთნაირი ოსტატობით უნდა ფლობდეს როგორც საიერიშო შაშხანას M16A2, ისე 7,62 და 5,56 მმ ყალიბის ტყვიამფრქვევებს (M60 და M249), ყუმბარსატყორცნებს, ცეცხლსატყორცნს, შეეძლოს ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებისა („თოუ“ და „დრაკონი“) და გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების („სტინგერი“) გამოყენება.

კოლექტიურ საცეცხლე მომზადებას ატარებენ საცეცხლე გათვლის, საბრძოლო მანქანის ეკიპაჟის, საცეცხლე ჯგუფის, ათეულის, ოცეულის, ასეულისა და ბატალიონის შემადგენლობაში – ბრძოლის ყველა სახეობაში, მათ შორის განსაკუთრებულ პირობებშიც, დღისითა და ღამით. მეცადინეობათა მსვლელობისას სამხედრო მოსამსახურეებს ასწავლიან მჭიდრო საცეცხლე ურთიერთმოქმედებას, სროლისა და მანევრის შეხამებას, მიზნების დაზვერვას, მიზანჩვენებას, ცეცხლის კორექტირებას. 

საბრძოლო მომზადების ისეთ სახეობებში, როგორებიცაა სადაზვერვო, საინჟინრო, სამედიცინო, კავშირგაბმულობაში, მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვასა და სამხედრო ტოპოგრაფიაში, აგრეთვე საბრძოლო მანქანების ტარებაში მომზადება, აუცილებელ ცოდნას იძენენ უმთავრესად საბრძოლო მომზადების ძირითად სახეობათა კომპლექსური ამოცანების გადაწყვეტისას.

განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ფიზიკურ მომზადებას, რომელსაც ამერიკულ არმიაში განიხილავენ პირადი შემადგენლობის სწავლებისა და აღზრდის შემადგენელ ნაწილად. სამხედრო მოსამსახურეთა სწავლებისას გამოყენებულ ფიზიკურ ვარჯიშებს ყოფენ ექვს ძირითად ჯგუფად: ზოგადგანმაძლიერებელ, დამატებით, დაბრკოლებათა გადალახვის, ცურვით ვარჯიშებად, ათლეტიკად და მასობრივ თამაშებად.

აშშ სახმელეთო ჯარებში პირადი შემადგენლობის სწავლების  ფ ო რ მ ე ბ ა დ  მიღებულია თეორიული და პრაქტიკული, ინდივიდუალური და კოლექტიური მეცადინეობები. თეორიული მეცადინეობები, როგორც წესი, ტარდება გაკვეთილის სახით, რომლის დროსაც მოსწავლეებამდე მიაქვთ აუცილებელი ინფორმაცია და მათ მკაფიო წარმოდგენას უქმნიან საბრძოლო ვითარებასა და იმ ხერხებზე, რომელთა გამოყენებაც მათ მოუწევთ. თეორიულ მეცადინეობებს პირადი შემადგენლობის მომზადების სისტემაში მეტად მცირე დრო ეთმობა. პრაქტიკული საქმიანობა წარმოადგენს აშშ არმიის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს სახმელეთო ჯარების მომზადების ძირითად ნაწილს.

პრაქტიკული მეცადინებები მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეთა მიერ მიღებული თეორიული ცოდნის საფუძველზე, მათი შემდგომი სამსახურისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევებისა და ოსტატობის გამომუშავებას, აგრეთვე ქვედანაყოფებისა და ნაწილების საბრძოლო შეთანხმებას (боевое слаживание). პრაქტიკულ მეცადინეობათა რიცხვში შედის მეცადინეობები ადგილმდებარეობის მაკეტზე (მინიატურულ პოლიგონზე სასწავლო-სავარჯიშო საშუალებებისა და კომპიუტერული ტენიკის გამოყენებით),

ტაქტიკურ-სამწყობრო და ტაქტიკური მეცადინეობები (პრაქტიკული ადგილმდებარეობაზე), საჯარისო სწავლებები და სროლები. ტაქტიკურ-სამწყობრო მეცადინეობები თავისი შემადგენლობით კოლექტიურია და მათში მონაწილე მხარეთა რაოდენობის მიხედვით იყოფა დამოუკიდებელ ან ერთობლივ, ცალმხრივ ან ორმხრივ სწავლებებად (სპორტულ თამაშობათა ტიპის მიხედვით). ტაქტიკურ-სამწყობრო მეცადინეობები არის კომპლექსური, სპეციალური და შესამოწმებელი.

ტაქტიკური სწავლებები მრავალნაირია და ითვლება პირადი შემადგენლობის მომზადების მთავარ ფორმად. მასშტაბების მიხედვით ტაქტიკური სწავლებები იყოფა საათეულო, საოცეულო, საასეულო, საბატალიონო, საბრიგადო და სადივიზიო სწავლებებად. მათში მონაწილე მხარეების მიხედვით ისინი შესაძლოა იყოს ცალმხრივი, ორმხრივი ან ცალმხრივი მოქმედი მოწინააღმდეგით. უკანასკნელი ტიპის სწავლებებში მოსწავლე მხარე სასწავლო-საბრძოლო ამოცანებს წყვეტს თავისი ჯარების ორგანიზაციისა და ტაქტიკის შესაბამისად, ხოლო მეორე მხარის მოქმედებებს კი აღნიშნავენ სავარაუდო მოწინააღმდეგის ანალოგიური მაჩვენებლების საფუძველზე განსწავლული, მისი იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით აღჭურვილი, მის ფორმაში გამოწყობილი ნაწილები და ქვედანაყოფები. სახელდობრ, 1980-იან წლებში აშშ სახმელეთო ჯარების ეროვნულ სასწავლო ცენტრში ფორტ-ირვინში (კალიფორნიის შტატი) მოწინააღმდეგის მხარეს ამ სწავლებებში წარმოადგენდა ამ მიზნისთვის სპეციალურად შექმნილი მოტომსროლელი პოლკი (საბჭოთა ჯარების ანალოგიურად). 

ტაქტიკურ სწავლებებს შესაძლოა ატარებდნენ სროლის გარეშე, საბრძოლო სროლით ან სროლისა და დაზიანების ლაზერული იმიტატორების გამოყენებით.

დანიშნულების მიხედვით ტაქტიკური სწავლებები იყოფა დამოუკიდებელ, ერთობლივ, კომპლექსურ, შესამოწმებელ, საჩვენებელ და საცდელ სწავლებებად. მეთოდურ რეკომენდაციათა შესაბამისად, ერთობლივ ტაქტიკურ სწავლებას წინ უნდა უძოდეს უფრო წვრილი ქვედანაყოფების (ათეული, ოცეული) რამდენიმე დამოუკიდებელი სწავლება, რომელთა დროსაც ამ ქვედანაყოფებს და მათ პირად შემადგენლობას ამზადებენ უფრო რთული მოქმედებებისთვის. დამოუკიდებელ ტაქტიკურ სწავლებებს ჩვეულებრივ ატარებენ გაძლიერების საშუალებათა გარეშე.

ერთობლივ სწავლებებს (ბრძოლის სახეობათა მიხედვით) ქვედანაყოფებსა და ნაწილებს უტარებენ უკვე გაძლიერების საშუალებებით (საარტილერიო, დაზვერვის, კავშირგაბმულობის, საინჟინრო-მესანგრეთა და სხვა), საასეულო და საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფების შემადგენლობაში. მათი მსველობისას დროის უმეტესი ნაწილი ეთმობა ჯართა სხვადასხვა გვარეობის ქვედანაყოფების მოქმედებათა შეთანხმებულობის დამუშავებას, აგრეთვე მათი უწყვეტი ურთიერთმოქმედების ორგანიზებასა და შენარჩუნებას. ეს სწავლებები „ასეული – ბატალიონის“ რგოლში ჩვეულებრივ ცალმხრივია, ბრიგადებთან და დივიზიებთან ჩატარებადი ტაქტიკური სწავლებები კი, როგორც წესი, ორმხრივია, ხოლო იწყებენ კი მათ განგაშზე წამოდგომითა და დანიშნულების რაიონში გასვლით.

კომპლექსური სწავლებები ტარდება რამდენიმე თემის მიხედვით, რომელთა შინაარსიც შეიცავს მოქმედებათა რამდენიმე ხერხს ან სიტუაციას. მათი მიზანია ტაქტიკური ამოცანების დამუშავება და მომზადების დადგენილი დონის მიღწევა.

შესამოწმებელი (ჩასათვლელი) სწავლებები მიზნად ისახავს ქვედანაყოფის ან ნაწილის საბრძოლო განსწავლულობის განსაზღვრას. მათ ატარებენ კომპლექსური თემის მიხედვით, როგორც წესი, უცნობ ადგილზე, ვითარების თანდათანობით გართულების პირობებში, ზოგიერთ ეტაპზე საბრძოლო სროლით. ქვემოთ ცხრილში მოყვანილია ტაქტიკურ სწავლებათა რაოდენია წელიწადში და ხანგრძლივობა, რომლებიც ახასიათებენ აშშ არმის ქვედანაყოფების ნაწილებისა და შენაერთების საბრძოლო მომზადების ინტენსივობასა და დონეს.

ცხრილი

საჯარისო სწავლებების ინტენსივობა და ხანგრძლივობა წლის განმავლობაში აშშ არმიაში

ტაქტიკური სწავლებები . . სწავლებათა რაოდებობა . . სწავლებათა ხანგრძ- 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . წელიწადში . . . . . . . . . . . . . . ლივობა, დღეღამე 

საათეულო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . დახლოებით 10 . . . . . . . . . . . . . . 0,5
საოცეულო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .4 და მეტი . . . . . . . . . . . . . . . . . .1
საასეულო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 8 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .3
საბატალიონო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .4 . . . . . . . . . . . . . . . . . . . .3–4
 საბრიგადო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .2 . . . . . . . . . . . . . . . . . . . .6–8
სადივიზიო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1 . . . . . . . . . . . . . . . . . . . .8–10

1980-იან წლებში ამერიკულ არმიაში პირადი შემადგენლობის კოლექტიური პრაქტიკული საბრძოლო მომზადებისთვის ფართოდ იყო დანერგილი სასწავლო პროცესის ორგანიზაციის ისეთი ფორმები, როგორებიცაა საველე გასვლები, სწავლებათა ციკლები (მომზადების კურსები), მეცადინეობები გადაბრუნებული ციკლით (სასწავლო ამოცანების ერთი ნაწილის ღამის საათებში გადატანით), სპეციალური სწავლებები; ხოლო ქვედანაყოფების, ნაწილებისა და შენაერთების მომზადების დონის შეფასებისთვის კი მიღებული ჰქონდათ საკონტროლო სწავლებების შეფასებათა შემდეგი კრიტერიუმები: „ბრძოლისთვის სავსებით მზადმყოფია“, „ბრძოლისთვის შეზღუდულად მზდმყოფია“ და „ბრძოლისთვის მზად არ არის“.

ჩვენ შეგვეძლო თითოეული ეს ცნება უფრო ფართოდ განგვეხილა და დაინტერესებული მკითხველისთვის შეგვექმნა გაცილებით უფრო სრული წარმოდგენა აშშ (და ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს) სახმელეთო ჯარების საბრძოლო მომზადების შესახებ, მაგრამ საგაზეთო წერილის მოცულობა და გაზეთის სპეციფიკა არ არის გამიზნული ყოველ კონკრეტულ საკითხზე ასეთი ვრცელი და დეტალური საუბრისთვის. თუმცა კი, ყოველივე ზემოთ მოთხრობილიდან ჩვენი მკითხველისთვის სავსებით ნათელი უნდა იყოს ის, რომ სახმელეთო ჯარების საბრძოლო მომზადება, ქვეყნის სამხედრო დოქტრინის ძირითადი დებულებებიდან ამომდინარე, კარგად მოფიქრებული, ორგანიზებული, დაგეგმილი, შრომატევადი და დროში გაწელილი პროცესია. როგორც ქვემოდან ზემოთ (ათეულიდან და ოცეულიდან ბრიგადასა და დივიზიამდე) იზრდება საჯარისო ერთეულებში საბრძოლო, საბრძოლო უზრუნველყოფისა და ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფებისა და ნაწილების რაოდენობა, ისევე იზრდება მათში პირადი შემადგენლობის რიცხვიც, საბრძოლო ტექნიკისა და შეიარაღების სახეობებიცა და რაოდენობაც. შესაბამისად, თანდათანობით რთულდება ქვედანაყოფებისა და ნაწილების საბრძოლო შეთანხმებულობის ამოცანის დამუშავება. ხოლო ასეთი შეთანხმებულობის გარეშე თანამედროვე ზოგადსაჯარისო ბრძოლაში გამარჯვების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია.

აქედან ამომდინარე, შესაძლებელია დავინახოთ, რომ „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამის ფარგლებში ამერიკელი ოფიცრებისა და სერჟანტების მიერ ოთხი ქართული ბატალიონის მომზადება წარმოადგენს თანამედროვე სახმელეთო ჯარების მოთხოვნილებათათვის მეტად არასაკმარის და საკმაოდ დაბალი რგოლის (დაბალი დონის) მომზადებას. გარკვეული გარეგნული ეფექტებით (სამწყობრო მომზადება, პეწიანი ფორმის ტანსაცმელი, კარგი კვება, გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო პირობები, რეინჯერთა მომზადების მარტივი ელემენტების შემოტანა) შესაძლოა მოტყუვდნენ მხოლოდ სამხედრო საქმეში ჩაუხედავი, ან კიდევ ასეთი მოტყუებისთვის მზადმყოფი ადამიანები, რომლებიც სასურველს რეალურად წარმოიდგენენ ხოლმე. რეალობა კი სხვა რამეა, უფრო მკაცრი, დრამატული და, ხშირად, უფრო დაუნდობელიც. 

მეორე, არავისთვის საიდუმლო არ უნდა იყოს, რომ უკანასკნელ წლებში სამხედრო საქმეში ჩვენთან განსაკუთრებით აქტიურად აფუსფუსდნენ ის ადამიანები, ვისთვისაც ეს სფერო იქცა ნატო-ს ბლოკის ქვეყნებში „გულაობისა და თქვლეფის“ საშუალებად. ამავე დროს ჯერ კიდევ 1991–1994 წლებში საქართველოში გამოდიოდა სამხედრო-ისტორიული ჟურნალი „მხედარი“ (სულ გამოვიდა ექვსი თუ შვიდი ნომერი), რომელშიც შუქდებოდა ანტიკური ხანის, შუა საუკუნეების, ახალი ისტორიული პერიოდის, პირველი და მეორე მსოფლიო ომების, თანამედროვე ლოკალური ომების გამოცდილების, ასევე საქართველოს ისტორიული და 1918–1921 წლების სამხედრო საქმიანობის საკითხები. 

ჩვენც სწორედ ამ ჟურნალისთვის დავიწყეთ 1991 წლიდან აშშ შეიარაღებული ძალებისა და თანამედროვე სამხედრო საქმის შესწავლა, ხოლო 1992–94 წლებში კი გამოვაქვეყნეთ ამერიკული არმიის საბრძოლო გამოყენების თანამედროვე კონცეფციის „საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)“ ძირითადი დებულებები და, ამ კონცეფციის შესაბამისად, აშშ არმიის საჯარისო შენაერთების (საარმიო კორპუსი, დივიზია), ნაწილებისა (ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკი, საბრძოლო ბრიგადა) და ქვედანაყოფების (ბატალიონი და ქვემოთ) საორგანიზაციო სტრუქტურა, აგრეთვე თითოეულ ამ რგოლში არსებული საშტატო საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება, მათი საბრძოლო გამოყენების პირობებითა და ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლებით, ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსებიდან საიერიშო შაშხანებამდე, და დიდ სიმაღლეებზე მფრენი თვითმფრინავებისა და ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ ბრძოლისთვის განკუთვნილი საზენიტო სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტებიდან“ დაბლამფრენ საჰაერო მიზნებთან ბრძოლისთვის განკუთვნილი საზენიტო საარტილერიო ქვემეხებსა და გადასატან საზენიტო სარაკეტო კომპლექს „სტინგერებამდე“.

თავად ამ წერილში მოყვანილი მასალები უფრო სრული სახით და დეტალურად ჩამოვაყალიბეთ 1996 წელს საქართველოს პარლამენტის კვლევით დეპარტამენტში მომზადებულ ნაშრომში „აშშ სახმელეთო ჯარების დაკომპლექტება და საბრძოლო მომზადება; ოფიცერთა კადრების მომზადება და მათ მიერ სამსახურის გავლა“ (დაახლოებით 60 კომპიუტერული გვერდის მოცულობით), რომელიც განკუთვნილი იყო პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისთვის, ხოლო მისი ერთი ეგზემპლარი კი პრეზიდენტის აპარატსაც მივაწოდეთ. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თუნდაც ჟურნალ „მხედარისთვის“ სათანადო ფინანსური დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში, დღესდღეობით სამხედრო ისტორიის, თეორიისა და პრაქტიკის, აგრეთვე უცხოეთის სახელმწიფოთა სამხედრო მშენებლობის გამოცდილების შესწავლის, ანალიზისა და ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო რეკომენდაციათა გამომუშავების საქმე გაცილებით უფრო წინ და უკეთესად იქნებოდა წასული. ამის სანაცვლოდ ხელისუფლებამ აბსოლუტურად უყურადღებოდ დატოვა სამხედრო საქმით დაინტერესებულ ადამიანთა გულისტკივილი, მათი ცოდნა და გამოცდილება, და ფართოდ გაუხსნა გზა ამ სფეროში მედროვე კარიერისტებს, რომლებიც თავიანთ მიზნად მიიჩნევენ არა თავიანთი ქვეყნის სამსახურს, არამედ საკუთარი „ჯიბის და კუჭისა“, და გაცილებით უფრო მეტი ხალისით ემსახურებიან „ფულიან ძიებს“ ნატო-ს ბლოკის ქვეყნებიდან ან რუსეთიდან, ვიდრე მათგან წიხლდაჭერილ საქართველოს. 

საქართველოსადმი სამხედრო „დახმარების“ საკითხში ამერიკელებმა უარყვეს საკუთარი ჯარების მომზადების ერთერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი – მოსწავლის გამოცდილებაზე დაყრდნობისა. სწორედ მათი კარნახით მოხდა სამხედრო საქმის მცოდნე ადამიანების ჩამოშორება საქართველოს სამხედრო მშენებლობის სფეროდან და მათ ნაცვლად კი ამ საქმის უცოდინარი, მაგრამ კარიერის სწრაფად გაკეთების მოსურნე მედროვეების აშშ-ისა და ნატო-ს ბლოკის სხვა ქვეყნების სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში წაყვანა, იქ მათთვის ნაკლული ცოდნისა და დიდი ამბიციების მიცემა და საქართველოში გამოგზავნა, ამ ადამიანთა ხელით საკუთარი ინტერესების გასატარებლად. ასევე იქცეოდა და იქცევა რუსეთის ხელისუფლებაც. შესაბამსად, უცხოელთა სამსახურში ჩამდგარი ქართველი მედროვეები დუმილს ამჯობინებენ იმის თაობაზე, რომ ჯერ კიდევ 1992 წლის მაისში ეუთო-ს ეგიდით ტაშკენტში დადებული შეთანხმებით საქართველოსთვის დადგენილი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის მაქსიმალური რაოდენობები (კვოტები) – 220 საბრძოლო ტანკი, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 285 საველე საარტილერიო სისტემა მიზერულადაც კი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს თავდაცვითი აუცილებლობის მოთხოვნებს (ამის თაობაზე უკვე ბევრჯერ გვქონდა საუბარი) და უდიდეს აღტაცებას გამოხატავენ ამერიკელების დახმარებით სამი მსუბუქი ქვეითი და ერთი სპეციალური დანიშნულების ძალების ბატალიონის აღჭურვისა და გაწვრთნის გამო (ცნობისთვის, 5-მილიონიანი ფინეთის სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში შედის საველე ჯარების 100-ზე მეტი საბრძოლო ბატალიონი – ოთხი სატანკო, ორი-ოთხი მოტოქვეითი, 40 ეგერთა ქვეითი /მსუბუქი მექანიზებული/ და 56 ქვეითი, საველე არტილერიის 55–60 დივიზიონი /დასავლური ტერმინოლოგიით ბატალიონი/, 40–45 საზენიტო საარტილერიო და საზენიტო სარაკეტო დივიზიონი; პლიუს ტერიტორიული თავდაცვის ჯარების 150 ცალკეული ბატალიონი და ასეული).

იმავე ამერიკელებისა და გერმანელების სამხედრო-ტექნიკური დახმარების შედეგად ჩვენმა მეზობელმა თურქეთმა 1990-წლების განმავლობაში მიიღო 1180-მდე საბრძოლო ტანკი (M60A1/A3 და „ლეოპარდ-1A1/A3“, 1815-მდე ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ჯავშანტრანსპორტერი YPR-765 და M113A1/A2), 340 თვითმავალი ჰაუბიცა (65 105-მმ M-102A1/A2, 72 155-მმ M-109A1/A2 და 200-ზე მეტი 203,2-მმ M-110A2), რომლებიც შეადგენენ 21 სატანკო და 28 მოტოქვეითი ბატალიონის, აგრეთვე 20–24 საარტილერიო დივიზიონის საშტატო შეიარაღებას.

ასე რომ, ქართველებს ბევრი კითხვის დასმა შეგვეძლო ჯერ კიდევ რამდენიმე წლით ადრე ჩვენი „მწვრთნელ-აღმჭურველებისთვის“, მაგრამ თავად ამერიკელებმა და მათმა ქართველმა „კოლეგებმა“ იზრუნეს, რომ ასეთი კითხვები რამდენადმე ხმამაღლა, ბევრის გასაგონად და ამერიკელთათვის „უხერხულად“ არ გაჟღერებულიყო. ამის გამო ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი, სამწუხაროდ, ნდობით ეკიდება ქართულ-ამერიკულ სიცრუეს იმის შესახებ, რომ მსუბუქად შეიარაღებული სამი-ოთხი (ან თუნდაც შვიდი-რვა) ბატალიონი შეძლებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას. ხოლო რა იქნება მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანას, მის ტაძრებს, ქალაქებსა და სოფლებს, ჩვეს მოხუცებულ შობლებს, ცოლებს, დებსა და შვილებს მართლაც დაცვა დასჭირდებათ უცხოელი მოძალადეებისგან? ნუთუ გვგონია, რომ რამდენიმე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მებრძოლები მართლაც შეძლებენ მოწინააღმდეგის ჯავშანსატანკო ტექნიკით, საველე არტილერიით, ტაქტიკური და საარმიო ავიაციით, ტანკსაწინააღმდეგო, საზენიტო, სადაზვერვო, კავშირგაბმულობის, საინჟინრო და სხვა საშუალებებით გაჯერებული და დაბალანსებული ბრიგადებისა და დივიზიებს დამარცხებას? სამხედრო საქმეში ჩახედული ნებისმიერი ადამიანი იტყვის, რომ ვერ შეძლებენ, და მართალიც იქნება.

ირაკლი ხართიშვილი 


წერილი 6. აშშ სახმელეთო ჯარების ოფოცერთა კადრების მომზადება 

(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ „საქართველოს“ 2003 წლის 3 და 20 დეკემბრის ნომრებში) 

აშშ სახმელეთო ჯარების (არმიის) სარდლობა დიდ ყურადღებას უთმობს ოფიცერთა კადრების მომზადებას, რომლებმაც ეფექტურად უნდა მართონ მათდამი დაქვემდებარებული ძალები და საშუალებანი დასმული ამოცანების შესრულებისას. შესაბამისად, აშშ არმის ოფიცერთა კადრების მომზადების სისტემა (ისევე, როგორც სამხედრო საქმეში დაწინაურებული სხვა ქვეყნებისაც) იძლევა ოფიცერთა მუდმივად სწავლების, პროფესიული მომზდებისა და გადამზადების შესაძლებლობას მთელი მათი სამსახურის განმავლობაში. იგი იყოფა სამ ძირითად ეტაპად: უმცროს ოფიცერთა მომზადება „ოცეული–ასეულის“ რგოლში (ლეიტენანტი–კაპიტანი) სამეთაურო, საშტაბო და ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მათი გამოყენების მიზნით; უფროს ოფიცერთა მომზადება „ბატალიონი–პოლკი–ბრიგადის“ რგოლში (მაიორი–პოლკოვნიკი) რგოლში სამეთაურო, საშტაბო და ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მათი შემდგომი გამოყენებისთვის, და უმაღლეს ოფიცერთა (ბრიგადის გენერალი–სრული გენერალი) მომზადება „დივიზია–საარმიო კორპუსი–საველე არმია–თეატრზე სარდლობა“ რგოლში სამეთაურო, საშტაბო და ადმინისტრაციულ თანამდებობებზე, აგრეთვე აშშ არმიის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატებში ხელმძღვანელ თნამდებობებზე მათი შემდგომი გამოყენების მიზნით.

ოფიცერთა კადრების მომზადების ასეთი თანამიმდევრობა, ამერიკული სარდლობის აზრით, იძლევა ოფიცრების პროფესიული დონის გამუდმებით სრულყოფის, აგრეთვე წამოყენებული მოთხოვნების შესაბამისად ბუნებრივი შერჩევის ჩატარების შესაძლებლობას და, ამავე დროს, სხვადასხვა რანგის ოფიცრებს აძლევს სამსახურში დასაბუთებულად დაწინაურების საშუალებას.

აშშ არმიისთვის უმცროს ოფიცერთა მომზადების ყველაზე უფრო პრესტიჟული სამხედრო-სასწავლო დაწესებულებაა ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემია (ნიუ-იორკის შტატი), რომელიც დაარსებულია 1802 წელს. მასში კანდიდატებს გასაუბრებისა და გამოცდებისთვის ღებულობენ ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის, კონგრესის წევრების, გუბერნატორების, არმიის მინისტრის წერილობითი რეკომენდაციებით, თანაც ჩასარიცხ კონტინგენტს ირჩევენ პროფესიონალ სამხედრო მოსამსახურეთა შვილების, შეიარაღებული ძალების ვეტერანთა (დაღუპულების ან 100%-იანი ინვალიდობის მქონეთა) შვილების, აშშ უმაღლესი სამხედრო ჯილდოების მქონეთა შვილების, რეგულარული სახმელეთო ჯარების ან ორგანიზებული რეზერვის რიგითებისა და სერჟანტების წრიდან და ა. შ.

სამხედრო აკადემიაში ჩარიცხვის წინ ფასდება კანდიდატთა განათლების დონე, ფიზიკური მომზადება და ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩარიცხული კურსანტებისთვის (ამერიკული ტერმინოლოგიით კადეტებისთვის) აკადემიაში სწავლის ხანგრძლივობა ოთხი წელია, რომლის განმავლობაშიც ისინი გადიან სწავლების ინტენსიურ პროცესს სამხედრო-პროფესიული და ზოგადი სამოქალაქო განათლების მისაღებად. ზოგადი საგნების ძირითადი კურსი მოიცავს 32 საგანს – ფუნდამენტური მეცნიერებები (ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, გეოგრაფია, ისტორია, ეკონომიკა და სხვა), საინჟინრო საქმე, რიგი ჰუმანიტარული მეცნიერებებისა (ინგლისური ენა და ლიტერატურა, პედაგოგიკა, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, უცხო ენები, საერთაშორისო ურთიერთობები და სხვა) და ა. შ.

კადეტთა სამხედრო-პროფესიული მომზადება შედგება ორი ეტაპისგან (პერიოდისგან): საწყისი სამხედრო მომზადებისა და სპეციალური სამხედრო მომზადებისგან. პირველ ეტაპზე კადეტები სწავლობენ სამხედრო ხელოვნების ისტორიასა და აშშ შეიარაღებული ძალების ისტორიას, სამხედრო წესდებებსა და დარიგებებს, სასროლ იარაღს, შეიარაღებაში არსებულ მძიმე იარაღსა და საბრძოლო ტექნიკას, გადიან სამწყობრო და ფიზიკურ მომზადებას. სასწავლო დროის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა ფიზიკურ მომზადებას (როგორც ერთეულ მომზადებას, ისე ქვედანაყოფის შემადგენლობაშიც), განსაკუთრებული ყურადღებას უთმობენ წვრილი ქვედანაყოფების მართვის საკითხების დამუშავებას.

სპეციალური სამხედრო მომზადების ეტაპზე კადეტები იძენენ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს ცალკეულ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობათა მიხედვით, თუმცა კი ძირითადად აქცენტი კეთდება შეძლებისდაგვარად ყველა ძირითად სპეციალობაში კადეტთა გარკვევისა და ამით მათთვის ზოგადსაჯარისო ცოდნის მიცემაზე. ამ საქმეში სამხედრო აკადემიას დიდ დახმარებას უწევენ ჯართა გვარეობებისა და სამსახურების სასწავლო ცენტრები და სკოლები, სადაც კურსანტები ეცნობიან სატანკო, მოტოქვეითი, ქვეითი, საპარაშუტო-სადესანტო, აერომობილური, საარტილერიო, საზენიტო, საინჟინრო, სადაზვერვო, ტანკსაწინააღმდეგო, კავშირგაბმულობის, ქიმიური დაცვის, სარემონტო, მომარაგებისა და სხვა ქვედანაყოფების შეიარაღებას, მოქმედებათა ტაქტიკასა და ა. შ. იძენენ აუცილებელ პროფესიულ უნარ-ჩვევებს.

მაღალ კურსებზე ხდება კადეტების მიერ არჩეულ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობაში ცოდნის გაღრმავება, რისთვისაც ისინი სწავლების 30 მიმართულებიდან ირჩევენ მათთვის სასურველს და 18 სპეციალობიდან ერთ-ერთს. აკადემიის დამთავრების შემდეგ პირველ საოფიცრო თანამდებობაზე დანიშვნის წინ მსმენელებს გზავნიან ჯართა გვარეობების (სამსახურების) სკოლებში არჩეული სპეციალობის მიხედვით სპეციალიზაციის კურსის გასავლელად, რომლის ხანგრძლივობაც, სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის მიხედვით, ოთხიდან რვა კვირამდეა.

ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიაში სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები ღებულობენ გარკვეულ სამოქალაქო სპეციალობაში ბაკალავრის დიპლომსა და პირველ საოფიცრო წოდებას – მეორე ლეიტენანტი. ისინი ვალდებულნი არიან ხუთი წლის ვადით იმსახურონ რეგულარულ სახმელეთო ჯარებში საოფიცრო თანამდებობეზე და სამი წლითაც ორგანიზებულ რეზერვში. ამის ზევით ოფიცერთა სამსახური აშშ არმიაში ემყარება მათ ნებაყოფლობით არჩევანს. გარკვეული ნაწილი კი გადადის სამოქალაქო სამსახურებში, რაშიც პენტაგონი მათ შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს. ამავე დროს ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულნი შეადგენენ აშშ არმიის ოფიცერთა კორპუსის მხოლოდ 10 %-ს, ამ შევსების ძირითად წყაროს კი წარმოადგენს უმაღლეს სამოქალაქო სასწავლო დაწესებულებებში არსებული რეზერვის ოფიცერთა ჯარსგარეშე მომზადების კურსები ROTC (reserve officers training corps) – ჩვენში მოქმედი სამხედრო კათედრების მსგავსი.

ROTC კურსების ორგანიზაციას აშშ-ში საფუძვლად უდევს კანონი ეროვნული თავდაცვის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო სასწავლო დაწესებულებებში სამხედრო მომზადების განყოფილებების შექმნასა და შესაბამისი სამხედრო უწყებებისადმი მათ დაქვემდებარებას. ROTC კურსები ორგანიზებულია მთელი შეიარაღებული ძალებისა და, მათ შორის, სახმელეთო ჯარების ინტერესებშიც. იგი ითვალისწინებს სწავლების ორ დონეს. პირველ დონეზე სახელმწიფო და კერძო საშუალო სკოლების მოწაფეებს, მათი სურვილის-და მიხედვით, უტარებენ საწყის სამხედრო მომზადებას. მეორე დონეზე კი – უნივერსიტეტებისა და კოლეჯების სტუდენტებს, ისევ ნებაყოფლობით საფუძველზე, აძლევენ ზოგად და სპეციალურ სამხედრო ცოდნას, რეგულარული ჯარების ან ორგანიზებული რეზერვის შენაერთებსა და ნაწლებში მათი შემდგომი გამოყენების მიზნით. 1980-იანი წლების მიწურულს ROTC კურსებზე სწავლობდა საშუალო სკოლების 115 ათასი მოწაფე (35 ათასი გოგონას ჩათვლით) და 60–65 ათასი სტუდენტი, რომელთა 20 %-საც ქალიშვილები შეადგენდნენ. ყოველ წელს საშუალოდ ROTC კურსები უშვებდა დაახლოებით 10 ათას უმცროს ოფიცერს, მთლიანობაში კი ამ კურსების გამოშვებულნი შეადგენდნენ აშშ შეიარაღებული ძალების ოფიცერთა კორპუსის 70 %-ს. ამასთანავე რეგულარულ სახმელეთო ჯარებში მათი ხვედრითი წილი იყო 30–40 %, ეროვნულ გვარდიასა და არმიის რეზერვში კი თითქმის 100 %-მდე.

აშშ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში ROTC კურსებზე ღებულობენ შესაბამისი სურვილის მქონე, ჯანმრთელობის მდგომარეობითა და მორალურ-ფსიქოლოგიური თვისებებით სამხედრო სამსახურისთვის ვარგის 17 წლისა და მეტი ასაკის სტუდენტებს – ჭაბუკებსა და ქალიშვილებს. სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ეს კურსები ორგანიზებულია ორ- ან ოთხწლიანი პროგრამების მიხედვით, თუმცა კი უფრო გავრცელებულია ოთხწლიანი სამხედრო მომზადება. კურსებზე სტუდენტების მოსაზიდად აშშ თავდაცვის სამინისტრო სარეკლამო ხასიათის ღონისძიებებთან ერთად მიმართავს ფულადი წახალისების სხვადასხვანაირ ფორმებსაც.

ოთხწლიანი პროგრამის ROTC კურსებზე სწავლება მიმდინარეობს ორ ეტაპად, რომელთაგან თითოეულის ხანგრძლივობა ორი წელია. პირველ ეტაპზე სტუდენტები გადიან ძირითადი სამხედრო მომზადების კურსს. კვირაში მას ეთმობა სამი საათი, ხოლო მთლიანად ორი წლის მანძილზე კი სრული პროგრამა მოიცავს 180 საათს. მსმენელები სწავლობენ სამხედრო საქმის საფუძვლებს, შეიარაღებული ძალების სახეობათა ისტორიას, ტრადიციებს, დანიშნულებას, ორგანიზაციასა და ამოცანებს. თავისთავად ცხადია, რომ სახმელეთო ჯარების მომავალი ოფიცრები განსაკუთრებით გულდასმით სწავლობენ სწორედ სახმელეთო ჯარების ისტორიას, ტრადიციებს და ა. შ. ისინი ეცნობიან ინდივიდუალურ და ჯგუფურ იარაღს, მძიმე შეიარაღებასა და საბრძოლო ტექნიკას, სადაზვერვო, საინჟინრო, კავშირგაბმულობისა და სხვა საშუალებებს, გადიან სამწყობრო და ფიზიკურ მომზადებას, სწავლობენ სამხედრო ტოპოგრაფიას, სამხედრო კანონმდებლობის საკითხებს, გამოიმუშავებენ სამეთაურო უნარ-ჩვევებს და სხვა.

ამ ეტაპზე სტუდენტს უფლება აქვს ნებისმიერ მომენტში საკუთარი სურვილით შეწყვიტოს ROTC კურსებზე სწავლა. გარდა ამისა, სამხედრო მომზადების მეცადინეობებზე დასწრებისას სავალდებულო არ არის ფორმის ტანსაცმლის ტარება და სამხედრო დისციპლინის მოთხოვნათა მკაცრად შესრულება.

ROTC კურსებზე სწავლის მეორე პერიოდს ეწოდება დამოუკიდებელი გაძლიერებული მომზადება და მასზე დაიშვებიან მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებიც ხელს მოაწერენ შესაბამის კონტრაქტზე და ვალდებულებას აიღებენ რეზერვის ოფიცერთა ჯარსგარეშე მომზადების კურსების დასრულებასა და შემდეგ გარკვეული ვადით რეგულარულ არმიაში ან ორგანიზებულ რეზერვში სამსახურზე. გაძლიერებული მომზადების პროგრამის ხანგრძლივობა უკვე 300 საათია, რისთვისაც ყოველ კვირაში მას ეთმობა 5 სთ. ამ პერიოდში სტუდენტები სწავლობენ სამხედრო ხელოვნების საფუძვლებსა და ძირითად პრინციპებს, სახმელეთო ჯარების ჯართა გვარეობებისა და სამსახურების დანიშულებას, ორგანიზაციას, შეიარაღებასა და ტექნიკას, ზურგის უზრუნველყოფას, ოფიცერთა შემადგენლობის როლსა და ამოცანებს, წვრილი ქვედანაყოფების მართვას, ხელქვეითების სწავლებისა და აღზრდის საკითხებს, სამხედრო კანონმდებლობას, განსაკუთრებით კი მეთაურთა უფლებებსა და მოვალეობებს, გადიან სამწყობრო და ფიზიკურ მომზადებას. ინსტრუქტორებად და სამხედრო დისციპლინების მასწავლებლებად მოიწვევიან რეგულარული ჯარების (იშვიათად კი ორგანიზებული რეზერვის) ოფიცრები და სერჟანტები. მეცადინეობებზე სტუდენტები ატარებენ ფორმის ტანსაცმელს, რომელსაც მთავრობისგან უფასოდ ღებულობენ, იცავენ სამხედრო დისცილპინის მოთხოვნებს. პენტაგონი ფორმის ტანსაცმლის გარდა უფასოდ აძლევს სტუდენტებს სახელმძღვანელოებსაც, აგრეთვე უწესებს სხვადასხვა ფულად დახმარებებს.

გაძლიერებული სამხედრო მომზადების პირველი წლის შემდეგ სტუდენტები სახმელეთო ჯარების სასწავლო ცენტრებში გადიან ექვსკვირიან სამწყობრო შეკრებებს, რომელთა მსვლელობისას სასწავლო პროცესის პროგრამების საერთო ხელმძღვანელობასა და მსვლელობის კონტროლს ახორციელებენ სასწავლო ცენტრის შტაბი და ინსტრუქტორთა ჯგუფები, რომელთა ამოცანებშიც შედის სწავლებათა სცენარების შემუშავება, მათი ჩატარება და გარჩევა. სასწავლო ცენტრების ტერიტორია იყოფა სასწავლო ზონებად, რომლებშიც შეძლების და მიხედვით, შესაძლოა იყოს ავტომატიზებული დანაწილებული... (?) სასწავლო ველები, ტრენაჟორები, დაზიანების იმიტატორები, სატელევიზიო აპარატურა, მიმღებ-მარეგისტრირებელი მოწყობილობები და გადამწოდები. ყოველივე ეს შესაძლებელია გაერთიანებული იყოს საბრძოლო ვითარების ელემენტების მართვისა და სწავლების მსვლელობაზე კონტროლის ზოგად სისტემაში.

ROTC კურსების დასრულების შემდეგ (რაც ემთხვევა უნივერსიტეტსა ან კოლეჯში სწავლის დასრულებას) გამოშვებულნი უმაღლესი განათლების დიპლომთან ერთად ღებულობენ რეზერვის ოფიცერთა ჯარსგარეშე მომზადების კურსების დიპლომსაც რეზერვის მეორე ლეიტენანტის სამხედრო წოდების მინიჭებით. ამის შემდეგ ახალგაზრდა ოფიცრები, არსებული ვაკანსიების მიხედვით, ვალდებულნი არიან, ორი წელი იმსახურონ რეგულარულ ჯარებში და შემდეგი ოთხი კი – ორგანიზებულ რეზერვში (ეროვნულ გვარდიაში ან არმიის რეზერვში). ოფიცერთა სურვილის-და მიხედვით, შესაძლებელია სავალდებულო სამხედრო სამსახურში უფრო მკაცრი (?) და გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმებაც. კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ კი ოფიცრებს შეუძლიათ გადავიდნენ სამოქალაქო სექტორში ან გააგრძელონ სამხედრო სამსახური.

ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიის მსგავსად ROTC კურსების მსმენელებს აძლევს ზოგადსაჯარისო მომზადებას (общевойсковая подготовка), რომლის შემდეგაც ისინი თავად ირჩევენ სასურველ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობას და პირველ საოფიცრო თანამდებობაზე დანიშვნის წინ იგზავნებიან არმიის ჯართა გვარეობებისა და სამსახურების სასწავლო ცენტრებში (სკოლებში) სპეციალიზაციის დამატებითი კურსის გასავლელად. აღნიშნული კურსის დასრულების შემდეგ მეორე ლეიტენანტებსა და რეზერვის მეორე ლეიტენანტებს შემდგომი სამსახურის გასავლელად უშვებენ რეგულარული ჯარების ან ორგანიზებული რეზერვის ნაწილებში ოცეულის მეთაურებად ან სხვა შესაბამის თანამდებობებზე. ამის შემდეგ მათი პროფესიული სრულყოფა და სამსახურეობრივი ზრდა მიმდინარეობს როგორც ჯარებსა და შტაბებში ყოველდღიური სამსახურის გავლისას, ისე მრავალრიცხოვან საჯარისო და სამეთაურო-საშტაბო სწავლებებში მონაწლეობით. გარდა ამისა, აშშ სახმელეთო ჯარების ოფიცრები თავიანთი სამსახურის მანძილზე არაერთხელ გადიან მომზადებასა და გადამზადებას შესაბამისი რანგის (დონის) კურსებზე ან სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში.

მეორე ლეიტენანტის წოდებაში (ოცეულის მეთაურად) 1,5–2 წლის მანძილზე რაიმე სერიოზული სასჯელის გარეშე სამსახურის გავლის შემდეგ და შესაბამისი ვაკანსიების არსებობისას, მეთაურის წარდგინებით, ოფიცერს ენიჭება შედგომი სამხედრო წოდება „პირველი ლეიტენანტი“ და იგი გადაჰყავთ ზემდგომ თანამდებობაზე (ასეულის მეთაურის მოადგილედ ან ასეულის მართვის ჯგუფში). უფრო მაღალი სამხედრო წოდებები „კაპიტნიდან“ „გენერალ-მაიორამდე“ ენიჭებათ ერთი ან მეტი წოდებით უფრო მაღალი კატეგორიის ოფიცრებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისიების მიერ. 

პირველი ლეიტენანტის წოდებაში (შესაბამის თანამდებობებზე) სამსახურის 3,5–4 წლის შემდეგ ოფიცრებს ზემოაღნიშნული წესით შესაძლოა მიენიჭოთ კაპიტნის სამხედრო წოდება და გადაყვანილ იქნენ ასეულის მეთაურის მოადილედ, ასეულის მეთაურად ან ბატალიონის შტაბში რომელიმე განყოფილების უფროსად. თანაც ოფიცრების შემდგომ თანამდებობაზე წარდგენა ხდება ორი კატეგორიის მიხედვით: ა) რეკომენდირებულია სავსებით და ბ) რეკომენდირებულია პირველ რიგში მომდევნო წოდების მინიჭებისთვის. 

აშშ არმიის ხელმძღვანელობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ოფიცერთა პროფესიულ აღზრდასა და დაწინაურებას როგორც ფინანსურ-წამახალისებელი, ისე მაიძულებელ-ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარებით. პირველი ნათლად ჩანს ცხრილიდან, რომელშიც მოყვანილია აშშ შეიარაღებული ძალების ოფიცერთა ძირითადი ხელფასები 1989 წლის 1 იანვრის მდგომარეობით. მასში ნაჩვენებია, რომ კონკრეტულ სამხედრო წოდებაში გარკვეული ვადით ნამსახურების შემდეგ ოფიცრის ხელფასი იყინება, თუკი იგი თავად არ იზრუნებს თავისი კვალიფიკაციის ამაღლებისა და სამსახურში შემდგომი დაწინაურებისთვის.

ცხრილი

აშშ შეიარაღებული ძალების ოფიცერთა ძირითადი ხელფასები 1989 წლის 1 იანვრის მდგომარეობით (დოლარებში)

სამხედრო მოსასახურეთა . . . . . . . . . . . წ ლ ე ბ ი ს |  ნ ა მ ს ა ხ უ რ ე ბ ა . . . 
კატეგორიები . . . . . . . . . 2-მდე . . . . 2 . . . . . 4 . . . . . . 8 . . . . . 12 . . . . 16 . . . . 20 

უმაღლესი ოფიცრები 

გენერალი . . . . . . . . . . . . .5710,8 . 5911,8 . 5911,8 . 6138,3 . 6291,6 . 6291,6 . 6291,6
გენერალ-ლეიტენანტი . 5061,3 . 5193,9 . 5304,3 . 5439,3 . 5665,8 . 6138,3 . 6291,6
გენერალ-მაიორი . . . . . . 4584,3 . 4721,4 . 4833,6 . 5193,9 . 5439,3 . 5665,8 . 6138,3

უფროსი ოფიცრები 

პოლკოვნიკი . . . . . . . . . 2823,3 . 3102,2 . 3305,1 . 3305,1 . 3305,1 . 3957,6 . 4250,4
ვიცე-პოლკოვნიკი . . . . 2257,8 . 2651,4 . 2834,7 . 2834,7 . 3077,4 . 3528,5 . 3845,1
მაიორი . . . . . . . . . . . . . . 2903,5 . 2317,8 . 2472,3 . 2629,2 . 2629,2 . 3237,9 . 3327,6

უმცროსი ოფიცრები 

კაპიტანი . . . . . . . . . . . . . .1768,8 . 1977,6 . 2339,1 . 2538,9 . 2808,6 . 2877,9 . 2877,9
პირველი ლეიტენანტი . 1542,3 . 1684,5 . 2091,6 . 2135,4 . 2135,4 . 2135,4 . 2135,4
მეორე ლეიტენენტი . . . .1338,9 . 1341,1 . 1684,5 . 1684,5 . 1684,5 . 1684,5 . 1684,5

ოფიცრის სამსახურეობრივი წინსვლის აუცილებელი პირობაა განათლების დონისა და პროფესიონალიზმის მუდმივი ამაღლება, რისთვისაც აშშ არიაში ორგანიზებულია სწავლება სხვადასხვა დონის სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში და ამ დაწესებულებათა უფლებების მქონე კურსებზე. სახელდობრ, უმცროს ოფიცერთა შემადგენლობის სრულყოფას (კაპიტნის ჩათვლით) ახორციელებენ ჯარებში სამსახურის 6–8 წლის შემდეგ, რაც მიზნად ისახავს ოფიცერთა მომზადებას „ბატალიონის“ რგოლში სამეთაურო და საშტაბო თანამდებობებზე შემდგომი სამსახურისთვის. კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პირველ რიგში ოფიცრის სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობაზე და საშუალოდ შეადგენს 3-დან 9,5 თვემდე.

აშშ არმიაში თანამედროვე ეტაპზე „მაიორის“ წოდების მისაღებად აუცილებელია საოფიცრო თანამდებობებზე მინიმუმ 11 წლის ნამსახურება, „ვიცე-პოლკოვნიკისა“ – 16 და „პოლკოვნიკისა“ კი – 22 წლის ნამსახურება. გარდა ამისა, „ბატალიონი–პოლკი–ბრიგადის“ რგოლში ან დივიზიისა და საარმიო კორპუსის შტაბებში შესაბამისი თანამდებობების დასაკავებლად აუცილებელია წლების ნამსახურება კაპიტნების, მაიორებისა და ვიცე-პოლკოვნიკების მიერ, რომლებმაც სახმელეთოო ჯარებში საოფიცრო თანამდებობებზე იმსახურეს 10–15 წელი, არა არიან 38 წელზე მეტი ასაკის, ფიზიკური და მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის მიხედვით ვარგისნი არიან ზემდგომ თანამდებობებზე სამსახურისთვის, გადამზადების გასავლელად იგზავნებიან აშშ შეიარაღებული ძალების საშტაბო კოლეჯში ან საარმიო სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში.

აშშ შეიარაღებული ძალების საშტაბო კოლეჯი (ქ. ნორფოლკი, ვირჯინიის შტატი) ამზადებს სამეთაურო-საშტაბო შემადგენლობას აშშ შეიარაღებული ძალების ყველა სახეობისთვის, და, მათ შორის, სახმელეთო ჯარებისთვისაც. კოლეჯში სწავლის ხანგრძლივობა 5 თვეა. მსმენელები სწავლობენ საჯარისო ნაწილების, შენაერთებისა და გაერთიანებათა საბრძოლო გამოყენების საფუძვლებს, ერთობლივი ოპერაციების ჩატარების დაგეგმვასა და სხვა. ყოველწლიურად კოლეჯი უშვებს ორ გამოშვებას, რომლებზედაც მსმელენთა საერთო რიცხვი წელიწადში შეადგენს 300–500 ოფიცერს. შესაბამისად კოლეჯის კურსდამთავრებულნი მზად არიან „ბატალიონი–პოლკი–ბრიგადა“ რგოლში და ზემდგომ შტაბებშიც სათანადო თანამდებობებზე სამსახურისთვის.

აშშ საარმიო სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი (ფორტ-ლივენუერტი, კანზასის შტატი) ამზადებს ძირითადად „ბატალიონი-პოლკი-ბრიგადა“ რგოლში მეთაურთა და შტაბის ოფიცერთა შემადგენლობას, აგრეთვე დივიზიისა და საარმიო კორპუსის შტაბის ოფიცრებს. სწავლის ხანგრძლივობა დაახლოებით 10 თვეა (წელიწადში ერთი გამოშვება). კოლეჯში ისწავლება შემდეგი საგნები: სავარაუდო მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალების ორგანიზაცია და ამოცანები, ჯარების მართვის საფუძვლები, საკუთარი საჯარისო ფორმირებებისა და აშშ შეიარაღებული ძალების სხვა სახეობათა (საჰაერო ძალები, საზღვაო ძალები, საზღვაო ქვეითი ჯარი) ფორმირებების მოქმედებათა ტაქტიკა, ამბოხებულებისა და პარტიზანების წინააღმდეგ მოქმედებათა ორგანიზაცია და ა. შ. კოლეჯის კურსდამთავრებულთა წლიური რიცხვი აქაც შეადგენს 300–500 ადამიანს. 

აღნიშნული კოლეჯის კურსდამთავრებულ მაიორებსა და ვიცე-პოლკოვნიკებს ნიშნავენ ბატალიონების მეთაურებად ან პოლკების (ბრიგადების) შტაბის ოფიცრებად, ასევე დივიზიებისა და საარმიო კორპუსების შტაბებში შესაბამის თანამდებობებზე. მათი შემდგომი სასახურეობრივი წინსვლა მიმდინარეობს პოლკოვნიკისა და ბრიგადის გენერლის სამხედრო წოდების მინიჭების, პოლკის ან ბრიგადის მეთაურის თანამდებობის, ან ზემდგომ შტაბებში შესაბამისი თანამდებობების დაკავების მიმართულებით. და ეს ყოველივე ხდება საჯარისო ნაწილებსა და შტაბებში ოფიცერთა ყოველდღიური სამსახურის, საჯარისო და საკომანდო-საშტაბო სწავლებებში, აგრეთვე მსხვილმასშტაბიან მანევრებში მონაწილეობის პროცესში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაიორის მიერ ვიცე-პოლკოვნიკის სამხედრო წოდების მისაღებად აუცილებელია მინიმუმ 5 წლის სამსახური, ხოლო შემდეგ პოლკოვნიკის წოდების მისაღებად კიდევ არანაკლებ 6 წლისა. ამასთანავე, ოფიცრების მიერ ნაწილობრივი ან სრული საპენსიო ანაზღაურების მიღებისთვის აუცილებელია საოფიცრო თანამდებობებზე ..... – ოცი წლის სამსახური.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, აშშ არმიის ოფიცრებს მორიგეობით უნდა ნიშნავდნენ სამეთაურო და საშტაბო თანამდებობებზე – ვთქვათ, ოცეულის მეთაურად, შემდეგ აწინაურებდნენ ასეულის მართვაში, მერე ასეულის მეთაურად, შემდეგ ბატალიონის შტაბის ოფიცრად, შემდეგ ბატალიონის მეთაურად, ბრიგადის შტაბის ოფიცრად, ბრიგადის მეთაურად და ა. შ. ყოველვე ამით მიზნად ისახავენ ჯარებისა და შტაბების საქმიანობის ერთმანეთან დაკავშირებასა და დაახლოებას. ამასთანავე არმიის ან თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატებში აგრეთვე შტაბების უფროსთა კომიტეტის გაერთიანებულ შტაბში სამსახურისთვის ნებისმიერი რანგის ოფიცრებს ნიშნავენ მხოლოდ დროებით, სამი წლის ვადით, რის შემდეგაც ისინი კვლავ უბრუნდებიან თავიანთ „მშობლიურ“ ნაწილებს, რათა არ მოხდეს მათი კვალიფიკაციისა და პროფრესიონალიზის დაქვეითება.

აშშ არმიაში ოფიცრების მიმართ წაყენებული მზარდი მოთხოვნების კომპენსაციისა და სამსახურის სტიმულირებისთვის ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა მიმართავს მატერიალური წახალისების სხვადასხვანაირ ფორმებს. გარდა ამისა, ოფიცერთა კორპუსში ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნისა და კარიერიზმის ამოძირკვის მიზნით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საკადრო საკითხების გადაჭრის საჯაროობას, ოფიცერთა მიერ საკუთარი პერსპექტივის სრულ გაცნობიერებას, მომავლის რწმენას.

ჯარებსა და შტაბებში დადგენილ ვადით სამსახურს შემდეგ უფროს ოფიცერთა ერთ ნაწილს ირჩევენ შემდგომი სწავლებისა და გადამზადებისთვის „დივიზია–თეატრზე სარდლობა“ რგოლში შესაბამის თანამდებობების დაკავებისთვის. მათ განეკუთვნებიან ვიცე-პოლკოვნიკები და პოლკოვნიკები, რომლებსაც ნამსახურები აქვთ საოფიცრო თანამდებობებზე 16-დან 23 წლამდე, დამთავრებული აქვთ შეიარაღებული ძალების საშტაბო კოლეჯი ან საარმიო სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი, არ არიან 46 წელზე უფროსი ასაკის და ვარგისი არიან შემდგომი სამსახურის გაგრძელებისთვის.

აშშ სახმელეთო ჯარების უმაღლეს ოფიცერთა მოსამზადებლად მოქმედებს შემდეგი სამხედრო-სასწავლო დაწესებულებები: საარმიო სამხედრო კოლეჯი, ეროვნული სამხედრო კოლეჯი და სამხედრო-სამრეწველო კოლეჯი. ისინი ამზადებენ გენერლებს „დივიზია–საარმიო კორპუსი–გაერთიანებული (სპეციალური) სარდლობა“ რგოლში სამეთაურო, საშტაბო და ადმინისტრაციულ თანამდებობებზე შემდგომი სამსახურისთვის, აგრეთვე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ხელმძღვანელი რანგის მოხელეებს. ამ ეტაპზე მსმენელთა კოლეჯში სწავლების ვადა 10 თვეა, ხოლო თითოეული კოლეჯის ყოველწლიური გამოშვება კი შეადგენს დაახლოებით 200 ბრიგადის გენერალსა და გენერალ-მაიორს.

საარმიო სამხედრო კოლეჯში (ქ. კარლაილ-ბერექსი, პენსილვანიის შტატი) სწავლებისთვის კანდიდატურებს ამტკიცებს აშშ არმიის მინისტრი. სახმელეთო ჯარების უფროს ოფიცრებთან ერთად კოლეჯში ღებულობენ შეიარაღებული ძალების სხვა სახეობათა უფროსი ოფიცრების, აგრეთვე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სხვადასხვა უწყების სამოქალაქო მოსამსახურეთა უმნიშვნელო რაოდენობასაც. კოლეჯში ისწალება შემდეგი ძირითადი საგნები: ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკა, სტრატეგია, სამხედრო დაგეგმვისა და პროგნოზირების საფუძვლები, სახმელეთო ჯარების გამოყენება შეიარაღებული ძალების სხვა სხვა სახეობებთან ერთობლივ ოპერაციებში, აგრეთვე მოკავშირე და მეგობრული ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან ერთადაც.

ეროვნული სახედრო კოლეჯი (ფორტ-მაკნეირი, ქ. ვაშინგტონი) ამზადებს შეიარაღებული ძალებისა და მათ შორის სახმელეთო ჯარების უმაღლეს ოფიცრებს საგენერლო (საადმირალო) თანამდებობებზე შემდგომი სამსახურის გაგრძელებისთვის. მსმენელები სწავლობენ საერთაშორისო ურთიერთობებს, სამხედრო და საგარეო პოლიტკის ურთიერთ დამოკიდებულებას, სტრატეგიას, სამხედრო მშენებლობას, სამხედრო დაგეგმვასა და პროგნოზირებას, სხვადასხვანაირ ომებში შეიარაღებული ძალების გამოყენებასა და სხვა დისციპლინებს.

სამხედრო-სამრეწველო კოლეჯი (ფორტ-მაკნეირი, ქ. ვაშინგტონი) უშვებს მომზადების მაღალი დონის სპეციალისტებს ქვეყნის ეკონომიკის სამობილიზაციო გაშლის, აგრეთვე შეიარაღებული ძალების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში. კანდიდატებს ისეთივე მოთხოვნები წაეყენებათ, როგორიც წინა ორ სამხედრო-სასწავლო დაწესებულებაში ჩარიცხვისას.

მართალია, ზემოდასახელებული სამხედრო-სასწავლო დაწესებულებები ერთმანეთისგან დამოუკიდებელია, მაგრამ მათი ცენტრალიზებული მართვისა და საკომანდო-საშტაბო კადრების უფროსი და უმაღლესი რგოლის სწავლების პროცესის სრულყოფის მიზნით, ისინი გაერთიანებულია ერივნული თავდაცვის უნივერსიტეტში (ქ. ვაშინგტონი). 1990-იან წლებში აღნიშნული კოლეჯების გარდა მასში შედიოდა ეროვნული სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი, საინფორმაციო წყაროების მართვის კოლეჯი და ბიბლიოთეკა. 

აშშ არმიის უმაღლეს ოფიცერთა ერთ ნაწილს ამზადებენ მოკავშირე ქვეყნების შესაბამის სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში. გარდა ამისა, აშშ სახმელეთო ჯარებში ფუნქციონირებს კურსები საარმიო სამხედრო კოლეჯის უფლებით. ამასთანავე, მთლიანად შეიარაღებულ ძალებში არის რიგი სპეციალიზებული სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებისა, როგორებიცაა უცხო ენათა სამხედრო ინსტიტუტი (ქ. მონტერეი, კალიფორნიის შტატი), სამხედრო დაზვერვის კოლეჯი (ქ. ვაშინგტონი), ინფორმაციისა და პროპაგანდის სკოლა (ფორტ-ბენჯამინ ჰარისონი, ინდიანა), კარტოგრაფიის სკოლა (ფორტ-ბელვუარი, ირჯინია) და ა. შ. ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აღნიშვნით, აშშ ოფიცერთა კადრების მომზადების არსებული სისტემა ხელს უწყობს თავად ოფიცრების მისწრაფებას საკუთარი პროფესიული დონის ამაღლებისკენ. ამ მიზნით, ზემოაღნიშნული სამხედრო-სასწავლო დაწესებულებების გარდა 23-დან 29 წლამდე ნამსახურების მქონე ოფიცრებსა და გენერლებს სურვილის მიხედვით შეუძლიათ გადიოდნენ მათ ძირითად სამხედრო სპეციალობაში დამატებითი მომზადების კურსებსაც.

აშშ არმიაში უმდაბლესი საგენერლო სამხედრო წოდებაა ბრიგადის გენერალი, რომელიც შეესაბამება ბრიგადის მეთაურის ან დივიზიის მეთაურის მოადგილის თანამდებობას, აგრეთვე შეუძლია იმსახუროს საარმიო (საჰაერო-სდესანტო) კორპუსის, სპეციალური ან გაერთიანებული სარდლობის შტაბში შესაბამის თანამდებობებზე. მისი ზემდგომი წოდებაა გენერალ-მაიორი, რომელიც შეესაბამება დივიზიის მეთაურის ან კორპუსის მეთაურის მოადგილოს თანამდებობას; შემდეგ მოდის გენერალ-ლეიტენანტი – კორპუსის მეთაური ან გაერთიანებული სარდლობის მთავარსარდლის მოადგილე; შემდეგ გენერალი (სრული გენერალი) – გაერთიანებული სარდლობის (ვთქვათ ევროპაში აშშ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის) მთავარსარდალი ან მისი სახმელეთო დაჯგუფების სარდალი, სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი ან მისი მოადგილე.

აშშ სახმელეთო ჯარებში გენერლების რაოდენობა დამოკიდებულია პირადი შემადგენლობის რიცხოვნებაზე და ყოველწლიურად განისაზღვრება კონგრესის მიერ მიღებული შესაბამისი საკანონმდებლო აქტით.

ცივი ომის მიწურულს ყოველ 10 ათას სამხედრო მოსამსახურეზე მოდიოდა სხვადასხვა რანგის ოთხი-ხუთი გენერალი. მაგან 50 %-ს შეადგენდნენ ბრიგადის გენერლები, 35 %-ს გენერალ-მაიორები, 15 %-ს გენერალ-ლეიტენანტები, ხოლო ამ უკანასკნელთა 1/4-ს კი სრული გენერლები.

ზღვრული ასაკი გენერლებისთვის, ისევე როგორც უფრო დაბალი რანგის ოფიცრებისა და სერჟანტებისთვისაც, 62 წელია. იგი შესაძლოა კიდევ ორი წლით იქნას გაზრდილი მხოლოდ უმაღლესი სამხედრო-სასწავლო დაწესებულებების მასწავლებელთათვის, და ისიც აშშ კონგრესის გადაწყვეტილებით.

ასეთია ძირითადად აშშ სახმელეთო ჯარების ოფიცერთა კადრების მომზადებისა და გადამზადების პროცესი მთელი მათი სამსახურის განმავლობაში. ამის მსგავსი სისტემა გააჩნიათ რუსეთშიც, სადაც „ოცეული–ასეულის“ რგოლში ოფიცერთა სწავლება ხორციელდება უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში, „ბატალიონი–პოლკი–ბრიგადის“ რგოლში – სამხედრო აკადემიებში, ხოლო „დივიზია–თეატრზე სარდლობის“ რგოლში კი – გენერალური შტაბის აკადემიაში.

გერმანიაშიც, ცხადია, მოქმედებს ოფიცერთა მთელი სამსახურის განმავლობაში მათი მომზადება-გადამზადების აწყობილი სისტემა. ამასთანავე ბუნდესვერის ხელმძღვანელობა ამ პროცესს უფრო მჭიდროდ აკავშირებს ოფიცრების მიერ სამხედრო სამსახურის გავლასთან, და შესაბამისი კურსების მთელი რიგი ეტაპების ორგანიზებას ახდენს თავად სამხედრო ნაწილებში.

ყოველივე ამის ფონზე საქართველოსთვის უწინარეს ყოვლისა საყურადღებო უნდა იყოს ის, რომ ოფიცერთა კორპუსის ჩამოყალიბება მეტად რთული, შრომატევადი და დროში გაწელილი პროცესია, თანაც მომზადების თითოეულ ეტაპზე მსმენელებს აძლევენ ძირითადად იმ ცოდნას, რომელიც აუცილებელია მათ მიერ უახლოეს 10–15 წელიწადში შემდგომი სამსახურისთვის. ამასთანავე ოფიცერთა გადამზადების ყოველ მომდევნო ეტაპზე კანდიდატების დასაშვებად აუცილებელია, რომ მათ გავლილი ჰქონდეთ მომზადების წინა ეტაპი და ამის შემდეგ დადგენილი ვადით იყვნენ ნამსახურები ჯარებსა და შტაბებში შესაბამის თანამდებობებზე.

ჩვენში კი, სამწუხაროდ, სამხედრო წოდებების მინიჭება ხდება არა ცოდნისა და გამოცდილების, არამედ სხვადასხვანაირი პირადი გამორჩენის საფუძველზე, თანაც საამისოდ ყოველგვარ წინაპირობათა გარეშე. ასეთ წოდებამიღებულ მაიორებს, ვიცე-პოლკოვნიკებსა და პოლკოვნიკებს შემდეგ გზავნიან საზღვარგარეთის შესაბამის სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში და ასმენინებენ უფროს ოფიცერთს მომზადების კურსებს ისე, რომ მათ არც უმცროს ოფიცერთა მომზადება გაუვლიათ და არც ჯარებსა და შტაბებში სათანადო ვადით სამსახურის გამოცდილება გააჩნიათ. თავისთავად ცხადია, რომ ასეთი ოფიცრების ცოდნა მეტად სუსტი იქნება, პრეტენზიები კი მნიშვნელოვნად დიდი. ამავე დროს მათ გვერდით არიან ის ადამიანები, რომლებმაც წლების მანძილზე იმსახურეს საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში და გავლილი აქვთ ოფიცერთა მომზადების ტრადიცული გზა. მაგრამ რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ....... რეკომენდაციებით სწორედ ასეთ სპეციალისტებს იშორებენ სამხედრო სამსახურიდან სამხედრო მომზადების საბჭოთა სისტემის უვარგისობის მომიზეზებით.

ამის საპირისპიროდ შეგვიძლია მოვიყვანოთ 1996 წლის აპრილში კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში ჩატარებული ნატო-ს ბლოკის პირველი წარმომადგენლობითი კონფერენცია თემაზე „მცირე სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განვითარება“, რომლის მსვლელობისას ერთერთი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე ამერიკელმა სამხედრო ექსპერტმა ქენეთ ბრაუერმა განაცხადა: „ქვეითი ჯარი მაღალი დონისა უნდა იყოს. რუსეთის მაგალითი თქვენ არ გამოგადგებათ. რუსეთის ქვეით ჯარს მხოლოდ ოცეულების დონეზე შეუძლია ბრძოლა. თქვენ კი გჭირდებათ ბრძოლა გუნდების დონეზე, როგორც ეს (ნატო-ს) პრაქტიკაშია მიღებული და როგორც იბრძვიან ფინელები ტყეებში“.

ჩვენ თავად ვმონაწილეობდით აღნიშნული კონფერენციის მუშაობაში და კარგად გვახსოვს ბატონ ბრაუერის დამატებითი განმარტებაც, რომელიც შემდეგ ბეჭდური სახით გამოცემულ „კონფერენციის მასალებში“, ბევრ სხვა დამატებასთან ერთად, არ შეუტანიათ. მან განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო-სასწავლო დაწესებულებები ამზადებენ ოცეულის საუკეთესო მეთაურებსა და ზემდგომ ოფიცრებს, ხოლო უფრო წვრილი ქვედანაყოფების – ათეულების, სექციებისა და გუნდების დონეზე მათ ბრძოლა შედარებით უჭირთო. მაგრამ ეს სიტყვები სულაც არ ნიშნავს რუსული (საბჭოთა) საბრძოლო მომზადების სრულებით უარყოფას. მით უმეტეს კი იმათი ცოდნისა და გამოცდილების, ვინც წლების განმავლობაში გაიარა სამსახური ოცეულის მეთაურიდან ბატალიონის, პოლკის, ბრიგადის ან დივიზიის მეთაურამდე, უმსახურია სხვადასხვა დონის შტაბებშიც.

თუ დასავლურ სამხედრო მშენებლობას რუსულთან შედარებით გარკვეული მიმართულებებით უპირატესობანი გააჩნია, მათ შესწავლასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურში ჩაყენებას პროფესიონალი ოფიცრები უფრო მეტად შეძლებენ, ვიდრე ის ადამიანები, ვისაც სათანადო ცოდნისა და გამოცდილების გარეშე უნდა სამხრეებზე დიდი ვარსკვლავებისა და საჯდომების ქვეშ რბილი სავარძლების მიღება.

რაც შეეხება აშშ არმიაში უმცროს ოფიცერთა მომზადებას, აქ მსმენელებს უწინარეს ყოვლისა ასწავლიან სამხედრო ხელოვნების ისტორიას, ქვეყნის შეიარაღებული ძალებისა და სახმელეთო ჯარების ისტორიას, ორგანიზაციას, დანიშნულებას, შეიარაღებას, საბრძოლო შესაძლებლობებს და, მხლოდ ამის შემდეგ, სპეციალურ საგნებს _ ოცეულ–ასეულის საბრძოლო შემადგენლობას, შეიარაღებას, ოცეულის მართვას, საბრძოლო მოქმედებათა ტაქტიკას. ანუ კურსანტებს თავიდანვე დაანახვებენ სამხედრო მშენებლობის ზოგად იმართულებებს, მიზნებსა და ამოცანებს. ამის საპირისპიროდ საქართველოში ჩამოსული ამერიკელ და სხვა ნატო-ელი სპეციალისტები უარს გვეუბნებიან მომავლის პერსპექტივების ჩვენებაზე და ყურადღებას ამახვილებენ მხოლოდ დღევანდელი საქართველოს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან ამომდინარე მცირერიცხოვანი შეიარაღებული ძალების შექმნის შესაძლებლობებზე („თქვენ დღეს მეტი არ შეგიძლიათ“, მაგრამ საითკენ უნდა წავიდეთ მომავლისთვის – ეს უკვე ნურას უკაცრავად).

„მრჩეველ-მასწავლებელთა“ ასეთი რეკომენდაციები და მათი ქართველი მასპინძლების მდუმარე მორჩილება არ აძლევს საშუალებას ქართულ საზოგადოებას, რათა ზრუნავდეს ნატო-ს ბლოკის პრაქტიკისა და ევროპის მცირე ნეიტრალურ სახელმწიფოთა, ასევე ისრაელის სამხედრო მშენებლობის გამოცდილების გათვალისწინებით, ნორვეგიის, საბერძნეთის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიისა და ისრაელის მსგავსად, თავის ქვეყანაში თავდაცვის ისეთი სისტემის მოწყობისთვის, რომელიც საშუალებას მისცემდა ომიანობის დროს ერთი კვირის განმავლობაში შეიარაღებულ ძალებში გაეწვია საკუთარი მოსახლეობის დაახლოებით 10 % (450–500 ათასი მომზადებული რეზერვისტი), რომელთა შეიარაღებისთვისაც უკვე შეძენილი და საკუთარ ტერიტორიაზე განთავსებული ეყოლებოდა დაახლოებით 600 საბრძოლო ტანკი, 1000-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 800–1000 საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, და სხვა შეიარაღება (ეს რაოდენობრივი მონაცემები ძალიან უახლოვდება შვეიცარიის სახმელეთო ჯარების შეიარაღების ანალოგიურ მაჩვენებლებს). 

ამის სანაცვლოდ, ამერიკელი და სხვა ნატო-ელი „მრჩევლები“ ქართულ საზოგადოებას ხლართავენ დღევანდელი დუხჭირი ცხოვრების მძიმე ლაბირინთში, დაჟინებით გვარწმუნებენ, რომ ეუთო-ს ეგიდით ჩვენი ქვეყნისთვის დადგენილი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტების ფარგლებში (220 საბრძოლო ტანკი, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 285 საველე საარტილერიო სისტემა) შევძლებთ მცირერიცხოვანი და თანაც 5-მილიონიანი ქვეყნის თავდაცვის უნარის მქონე შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას; და რომ ჩვენ სულ ორი–სამი საბრძოლო ბრიგადით გადავწყვეტთ ისეთ ამოცანებს, რისთვისაც ფინურ სარდლობას ჩამოყალიბებული ჰყავს და ინახავს 26 საბრძოლო ბრიგადას და კიდევ ტერიტორიული თავდაცვის ჯარების დაახლოებით 150 ცალკეულ ბატალიონსა და ასეულს, აგრეთვე საჰაერო თავდაცვის პოლკებს, საინჟინრო და სხვა ცალკეულ ბატალიონებს (დივიზიონებს). შვეიცარიის სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში კი შედიან 13 დივიზია (ექვსი მექანიზებული ქვეითი, სამი სამთოქვეითი და ოთხიც ტერიტორიული თავდაცვისა), ხუთი ცალკეული ჯავშანსატანკო ბრიგადა და სხვა ჯარები. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ქართული საზოგადოების მეტი დეგრადირება და საკუთარი ქვეყნის თავდაცვაზე, საკუთარი სახლ-კარის, სიცოცხლის, ქალებისა და ბავშვების ნამუსის დაცვაზე ასეთი უზრუნველობა და უდარდელობა რაღა უნდა იყოს?

ასეთია ე. წ. ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს მიერ უკანასკნელ ათწლეულში შეძენილ „მეგობრების“ რჩევები. ამაზე დამატებით შეგვიძლია კიდევ ვთქვათ, რომ რუსულ სამხედრო პერიოდიკაში გამოქვეყნებული ინფორმაცია, რაც კერძო საუბრებში ამერიკაში ნასწავლმა ქართველმა ოფიცრებმაც დაგვიდასტურეს, გვეუბნება შემდეგს: აშშ სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში ნატო-ს ბლოკის გარეთ მყოფი ქვეყნებიდან ჩასულ უცხოელ (მათ შორის ქართველ) ოფიცრებს ასწავლიან ამერიკელთათვის დადგენილი პროგრამების მიხედვით, მაგრამ სასწავლო საათების რაოდენობა კი მნიშვნელოვნად აქვთ ამათთვის შემცირებული, თანაც ამას აკეთებენ მსმენელების თვითმომზადებისა და სამეცნიერო მუშაობის ხარჯზე (იგივე ხდება დღევანდელ რუსეთშიც). ანუ იქ ჩასული ქართველი ოფიცრები, რომელთა ცოდნასაც ჩვენში ასე აფასებდნენ, ისმენენ ლექციებს და გადიან პრაქტიკულ მეცადინეობებს, მაგრამ მოკლებულნი არიან ლიტერაურაზე მუშაობისა და სამხედრო-სამეცნიერო თემების დამუშავების შესაძლებლობას, რაც ნებისმიერი ხარისხიანი სასწავლო პროცესის ბუნებრივი შემადგენელი ნაწილია. თავისთავად ცხადია, რომ მათი ცოდნაც ზერელე და ნაკლული იქნება. ასეთია ოკეანსმიღმელი „მეგობრების“ დამოკიდებულება საქართველოს სამხედრო მშენებლობისადმი.

მეორეს მხრივ, თავად საქართველოშიც საკმარისი ლიტერატურა და კადრებია ქვეყნის შეიარაღებული ძალების მშენებლობის ჯანსაღ ნიადაგზე დაყენებისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფალთ ამერიკული გრანტები და კრედიტები უფრო მომხიბლავად ეჩვენებათ, ვიდრე საკუთარი ქვეყნის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. თუ ასე გაგრძელდება, მათ მოუწევთ თავდაცვისუუნარო და მტრის მოყვრად მიმღები მცირე სახელმწიფოს მიერ გადასატანი დამცირებებისა და უბედურებათა საკუთარ თავზე გამოცდა, რაც ასევე ჩვენი ხალხს გადასატანიც იქნება.

დასასრულს გვინდა ორიოდე სიტყვით შევეხოთ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში ლეიტენანტების მომზადების პრაქტიკასაც. აქ ჯერ კიდევ 2000 წლიდან გადავიდნენ სწავლების ერთწლიან პროგრამაზე, რისთვისაც თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა იმიზეზებდა კვალიფიციურ მასწავლებელთა სიმცირეს. მსმენელებად უნდა მიეღოთ სამოქალაქო უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულნი, რომელთაც შესაბამისი დიპლომი უკვე ექნებოდათ. მაგრამ, როგორც ვნახეთ, არც სამხედრო მომზადებისთვის არის საკმარისი ერთი წელიწადი. ამ ვადაში შეუძლებელია კურსანტებმა ისწავლონ ანტიკური, შუა საუკუნეების, ახალი და უახლესი ისტორიის პერიოდებში სამხედრო ხელოვნების განვითარების ისტორია, თანაც პოლიტიკურ ისტორიასთან მჭიდრო კავშირში; გაეცნონ შეიარაღების განვითარებას XIX-XX საუკუნეებში, რაც დაკავშირებულია სამეცნიერო-ტექნიკურ რევოლუციასთან; პირველი და მეორე მსოფლიო ომების მიმდინარეობასა და ძირითად ოპერაციებს, უკანასკნელი ათწლეულების ლოკალური ომების გამოცდილებას, თანამედროვე შეიარაღებული ძალების ამოცანებს, შეიარაღებას, საორგანიზაციო სტრუქტურას, საბრძოლო გამოყენების ზოგად საფუძვლებს, ჯართა სხვადასხვა გვარეობების (სატანკო, მოტოქვეითი, ქვეითი, სამთოქვეითი, აერომობილური, საარტილერიო, საინჟინრო, სადაზვერვო, ტანკსაწინააღმდეგო, საზენიტო და სხვა) ოცეულების მოქმედებათა ტაქტიკასა და მართვას. ანუ ერთწლიანი კურსის გამოშვებულნი ვერ შეძლებენ საკუთარი ფესვების გადგმას სამხედრო საქმეში და “ქარს აყოლილები” ადვილი სამართავი იქნებიან ჩვეს ქვეყანაში ცხვრის ქურქით შემოსული უცხოელი მგლების ხელში. ვინც მოისურვებს სამხედრო საქმეში შეძლებისდავარად ძირფესვიანად ჩახედვას, მას უკვე სწავლის დასრულების შემდეგ წლებში მოუწევს თანდათანობით იმ ცოდნის მიღება, უმეტესწილად თვითგანათლების გზით, რისი საშუალებაც ერთწლიან კურსებზე უბრალოდ ვერ ექნებოდა.

ამ აშკარა ნაკლოვანების შესავსებად საქართველოს გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში სასწავლო პროცესის ნაწილი გადასცეს თურქებს და მათ შემოიტანეს ლეიტენანტების მომზადების ხუთწლიანი პროგრამა, რაც შეესაბამება მსოფლიო პრაქტიკას. მაგრამ, თავისთავად ცხადია, რომ თურქი სპეციალისტები ქართველი უმცროსი ოფიცრების მომზადებას წაიყვანენ არა საქართველოს ეროვნული ინტერესების, არამედ თურქეთის ინტერესების განხორციელების გზით. თუ გავითვალისწინებთ, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ 1990-იან წლებში ნატო-ს ბლოკის სახელმწიფოების მიერ თავიანთი სამხედრო ხარჯების შემცირების ფონზე, თურქებმა ეს ხარჯები 5-დან თითქმის 11 მლრდ დოლარამდე გაზარდეს, ხოლო აშშ-მა და გერმანიამ მიაწოდეს მათ შედარებით თანამედროვე შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა, ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსების ჩათვლით (სროლის სიშორე 190 კმ-მდე, მიზანში მოხვედრის მაღალი სიზუსტე), მაშინ სულ ადვილად შევძლებთ დავინახოთ, რომ კავკასია – ცენტრალური აზიის მიმართულებით დასავლეთის მმრთველ წრეებს, თურქეთის მფარველ-მოკავშირეებს, მეტად სერიოზული და მასშტაბური ექსპანსიონისტური მიზნები უნდა გააჩნდეთ, რაც ჩვენს რეგინში დიდი ომის მზადების მომასწავებელი შეიძლება იყოს, სადაც მეორე მხარედ ბუნებრივია რომ მოვიაზრებდეთ, რუსეთ-ირან-ჩინეთის კოალიციას, ვინაიდან თურქეთის პრეტენზიები ეხება ამ სახელმწიფოა ტერიტორიების ნაწილს, რომლებსაც ისინი უომრად არ დათმობენ, ისევე როგორც თავიანთ სამხედრო-პოლიტიკურ გავლენასა და სასიცოცხლო ინტერესებს მათ მახლობელ რეგიონებში.

ამრიგად, ყოველივე ეს ცხადად მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ხელისუფლებას მეტი სიფხიზლე და გონიერება მართებს, რათა შემდეგ უკვე „გვიან არ იყოს თითზე კბენანი“.

ირაკლი ხართიშვილი 


წერილი 7. აშშ შეირაღებული ძალები 1990-იან წლებში 

(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ „საქართველოს“ 2003 წლის 31 დეკემბრის ნომერში) 

საყოველთოდ ცნობილია, რომ ცივი ომის დასრულების, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აშშ სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ შეამცირა თავის სამხედრო ხარჯები, შეიარაღებული ძალების რიცხოვნება და შეიარაღება. ყოველვე ეს შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ საკითხის უფრო დეტალურად განხილვის შემდეგ ვნახავთ, რომ ეს შემცირებები ნაკარნახევი იყო ძირითადად სწორედ ევროპაში მსხვილმასშტაბანი ომის წარმოებისთვის განკუთვნილი ძალებისა და საშუალებების შემცირებით, ხოლო ხოლო სხვა დანარჩენ რეგიონებში ამერიკული გავლენის გავრცელებისა და გაძლიერების ძალები კი (სახელდობრ საავიამზიდო ფლოტი და საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსი) პენტაგონის ხელმძღვანელობას პრაქტიკულად არ შეუმცირებია.

სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის ყოველწლიური გამოცემის Military Balance მონაცემებით, 1990 წელს აშშ სამხედრო ხარჯები შეადგენდა დაახლოებით 304,1 მლრდ დოლარს, 1996 წელს იგი შეამცირეს 266,0 მლრდ-მდე, ხოლო 1999-ში კი კვლავ გაზარდეს 275,5 მლრდ დოლარამდე. ვნახოთ, როგორ აისახა სამხედრო ხარჯების ეს შემცირება ქვეყნის შეიარაღებული ძალების რიცხოვნებაზე.

1-ლ ცხრილში ნაჩვენებია აშშ მოსახლეობის რიცხვი და შეიარაღებული ძალების რიცხოვნება 1991 და 2000 წლებში. ორივე შემთხვევაში შეიარაღებული ძალების ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი სახეობაა სახმელეთო ჯარები (არმია; შეიარაღებული ძალების მთელი პირადი შემადგენლობის დაახლოებით 48 %), შემდეგ მოდის საზღვაო ძალები საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსის ჩათვლით (31 %) და ბოლოს კი საჰაერო ძალები (21 %). ამავე დროს მზადმყოფი რეზერვის კომპონენტები (ეროვნული გვარდია და რეზერვი) ყველაზე უფრ მრავალრიცხოვანია სწორედ სახმელეთო ჯარებში (არმიის მთელი პირადი შემადგენლობის დაახლოებით 61 %), ვინაიდან იგი შედარებით რთულად ასათვისებელი სამხედრო ტექნიკითა და რადიოელექტრონული აპარატურით ნაკლებადაა გაჯერებული. შესაბამისად, სახმელეთო ჯარებში არსებული მთელი რიგი სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების ასათვისებლად აუცილებელი არ არის რეგულარული ჯარებისთვის დამახასიათებელი ყოველდღიური საბრძოლო მომზადება (შაბათ-კვირის გარდა) და მათი ნიშვნელოვანი ნაწილი გადაყვანილია კვირაში მხოლოდ ოთხსაათიან საბრძოლო მომზადებაზე (ეროვნული გვარდიისა და არმიის რეზერვის ქვედანაყოფებსა და ნაწილებში). საჰაერო ძალებსა და საზღვაო ძალებში კი, პირიქით, რთული საბრძოლო ტექნიკითა და ძნელადასათვისებელი რადიოელექტრონული აპარატურით გაჯერებულობის გამო, იქ პირადი შემადგენლობის უმეტესობა შეყვანილია რეგულარულ ჯარებში (შესაბამისად 66 და 69 %). იგივე ითქმის საზღვაო ქვეით ჯარზეც, სადაც მართალია ფეხოსნის სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის ასათვისებლად, ამერიკული განზომილებებით, ყოველდღიური საბრძოლო მომზადება საჭირო არ არის, მაგრამ თავად შეიარაღებული ძალების ეს სახეობა, ამერიკულ სარდლობას განკუთვნილი ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ვითარების არასასურველად წარმართვის შემთხვევაში იქ იარაღის ძალით საკუთარი ინტერესების გატარებისთვის, ამიტომ საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსის პირადი შემადგენლობის დაახლოებით 66 % შეყვანილია რეგულარულ ძალებში.

ცხრილი 1

აშშ მოსახლეობა და შეიარაღებული ძალების რიცხოვნება 1991 და 2000 წლებში (ადამიანი)

(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – მოსახლეობა, ადამიანი; B – შეიარაღებული ძალების კომპონენტები; C – სახმელეთო ჯარები, ადამიანი; D – საჰაერო ძალები, ადამიანი; E – საზღვაო ძალები, ადამიანი; F – საზღვაო ქვეითი ჯარი, ადამიანი; G – სულ შეიარაღებული ძალები, ადამიანი)

. . . . . A . . . . . . . . . . B . . . . . . . . . . C . . . . . D . . . . . . .E . . . . . . . F . . . . . . . G . . 

1 9 9 1 წ ე ლ ს 

250 348 800 . . რეგულარუ- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . .ლი ჯარები . . . 731700 . 517400 . 584800 . 195700 . 2096600
 . . . . . . . . . . . . ეროვნული . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . გვარდია . . . . . 446700 . 116800 . . . – . . . . . . – . . . . . 583500
. . . . . . . . . . . . . რეზერვი . . . . .654300 . 157200 . 240200 . . 86500 . .1138200
. . . . . . . . . . . . .ს უ ლ . . . . . . . 1832700 . 791400 . 825000 . 282200 . 3751300

2 0 0 0 წ ე ლ ს 

275 636 000 . . რეგულარუ- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . .ლი ჯარები . . . .471700 . 353600 . 370700 . 169800 . 1365800
 . . . . . . . . . . . . ეროვნული . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . გვარდია . . . . . .350000 . 106600 . . . . – . . . . . . – . . . . 456600
. . . . . . . . . . . . .რეზერვი . . . . . .378200 . . 73700 . .178200 . . 95000 . . 725100
. . . . . . . . . . . . .ს უ ლ . . . . . . . 1199900 . .533900 . 548800 . 264800 . 2547500

აშშ სახმელეთო ჯარების ძირითადი შეიარაღება 1991 და 2000 წლებში ნაჩვენებია მე-2 ცხრილში, საიდანაც ვხედავთ, რომ არმიის სარდლობამ 90-იან წლებში თითქმის ორჯერ შეამცირა საბრძოლო ტანკების რაოდენობა, მაგრამ ეს განხორციელებულ იქნა უკვე მოძველებული M-48 და M-60 სერიების მანქანების შეიარაღებიდან მოხსნის ხარჯზე, ხოლო თანამედროვე M-1A1 და M-1A2 „აბრამსის“ ტიპის ტანკების რაოდენობა კი, სახმელეთო ჯარებსა და საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსში 7037-დან 7900 ერთეულამდე გაიზარდა. ასევე გაზრდილ იქნა ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა M-2 „ბრედლი“ და საბრძოლო-სადაზვერვო მანქანების M-3 „ბრედლი“ საერთო რაოდენობაც (6710 ერთეულამდე).

ცხრილი 2 

აშშ სახმელეთო ჯარების ძირითადი შეიარაღება 1991 და 2000 წლებში 

ძირითადი შეიარაღება . . . . . . . . . . . . . . . 1991 წელს . . 2000 წელს 

საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 15 585 . . . . . . . 7900
ქვეითთა საბრძოლო მანქანები . . . . . . . . . . . . .5524 . . . . . . . .6710
ჯავშანტრანსპორტერები . . . . . . . . . . . . . . . . 26 480 . . . . . . .15 200
საველე საარტილერიო სისტემები . . . . . . . . . .8830+ . . . . . . . 6074
ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო
 კომპლექსები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .18 300 . . . . . . .29 018
საზენიტო საშუალებანი . . . . . . . . . . . . . . . . . . 1520+ . . . . . . . 1370+
ვერტმფრენები (მათ შორის
 დამრტყმელი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .8458 (1653) . . . 5039 (1502)

1991 წელს ჯავშანტრანსპორტერების საერთო რაოდენობაში M-113A1/A2 ტიპის მანქანები შეადგენდნენ სულ 12 200 ერთეულს, ხოლო მათ გარდა ამ კატეგორიაში შეყვანილი იყო არასაბრძოლო დანიშნულების მანქანებიც (4805 ერთეული სამეთაურო-საშტაბო მანქანა M-577 და სხვები). 2000 წელს კი ჯავშანტრანსპორტერების გრაფაში შეყვანილი იყო მხოლოდ M-113A1/A2 ტიპის მანქანები, რომელთა საერთო რაოდენობაც ამერიკულმა სარდლობამ გაზარდა 15 200 ერთეულამდე. M-2/-3 „ბრედლი“ და M-113A1/A2 ტიპების მანქანები შეადგენენ მოჯავშნული საბრძოლო მანქანების კატეგორიას, რომელთა საერთო რაოდენობაც ამერიკელებმა 90-იან წლებში გაზარდეს 18 424-დან 21 910 ერთეულამდე (მართალია, M-113 მანქანების ერთ ნაწილს არა უშუალოდ საბრძოლო, არამედ საბრძოლო უზრუნველყოფის ამოცანების გადასაწყვეტადაც უნდა იყენებდნენ). ამის საპირისპიროდ ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჯავშანსატანკო ტექნიკამ უკვე მოჭამა თავისი დრო და თანამედროვე ეტაპზე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებით გაჯერებული ქვეითი ჯარისთვის საბრძოლო ტანკები და მოჯავშნული საბრძოლო მანქანები დიდ საფრთხეს აღარ წარმოადგენენ. მაგრამ თანამედროვე მიწისზედა ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებისთვის სროლის მაქსიმალური სიშორე ოთხი-ექვსი კილომეტრია, ვერტმფრენებიდან კი 8 კმ-მდე და ბრძოლის ველზე მოჯავშნული მიზნების წინააღმდეგ ამ სიშორეებზე მართლაც ეფექტურ საშუალებას წარმოადგენენ. მაგრამ მიწისზედა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გასაშვები დანადგარების განეიტრალების დიდი შესაძლებლობები გააჩნია ლულიან არტილერიას 155-მმ და 203,2-მმ მსხვრევად-ფუგასური ჭურვების სროლის სიშორით 24–30 კმ-მდე, აგრეთვე 120-მმ ნაღმსატყორცნებსაც სროლის სიშორით 12-15 კმ-მდე, აგრეთვე საცეცხლე მხარდაჭერის ვერტმფრენებს თავიანთი უმართავი საავიაციო რაკეტების გასაშვები დანადგარებითა და საავიაციო ავტომატური ქვემეხებით.

ამერიკულმა სარდლობამ 1990-იან წლებში შეამცირა თავისი საველე არტილერიაც. მან შეიარაღებიდან მოხსნა მოძველებული 105-მ (M-101) და 155-მმ (M-114) ბუქსირებადი ჰაუბიცები და ნაწილობრივ ჩაანაცვლა ისინი შესაბამისი ყალიბის თანამედროვე ნიმუშებით (M-119 და M-198), მთლიანად მოხსნა შეიარაღებიდან 1029 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცა M-110A2 და მათი ფუქციები დააკისრა 227-მმ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს MLRS, რომელთა რაოდენობაც 426-დან 1075 ერთეულემდე გაზარდა. თანაც თითოეულ MLRS დანადგარს ერთი ზალპით შეუძლია 32–45 კმ-მდე სიშორეზე 12 227-მმ უმართავი რაკეტის გაშვება და ამით მისი ცეცხლი M-110A2 ტიპის 12 ჰაუბიცისგან შემდგარი სარტილერიო დივიზიონის ცეცხლის თანაზომადია. ამ შედარებიდან ნათლად ჩანს, რომ პენტაგონის ხელმძღვანელობას თავისი მიწისზედა ჯარებისთვის საერთო (ზოგადი) საარტლერიო მხარდაჭერის აღმოჩენის ძალები და საშუალებანი პრაქტიკულად არ შეუმცირებია. გარდა ამისა, სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით, შესაძლებელია MLRS დანადგარიდან ATACMS-ის ტიპის ორი ბალისტიკური მართვადი რაკეტის გაშვებაც, რომელთა სროლის მაქსიმალური სიშორე, რაკეტის მოდიფიკაციის-და მიხედვთ, შეადგენს 190 და 500 კმ-ს. ამერიკულმა სარდლობამ 2,9-ჯერ შეამცირა აგრეთვე 100 მ-ზე მეტი ყალიბის ნაღმსატყორცნების რაოდენობაც, რომლებიც, 81-მმ ნაღმსატყორცნებთან ერთად მოქმედი ქვედანაყოფების საცეცხლე მხადაჭერის ამოცანებს ასრულებენ. 2000 წელს აშშ სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში იყო სულ 1591 ბუქსირებადი და 2512 თვითმავალი ჰაუბიცა, 1075 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა MLRS და 896 120-მმ ნაღმსატყორცნი, სულ 6074 საველე საარტილერიო სისტემა, პლიუს 345 81-მმ საასეულო ნაღმსატყორცნი.

უნდა აღინიშნოს, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირთან შედარებით, იმავე 1990-იან წლებში რუსეთის სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში საბრძოლო ტანკების რაოდენობა შემცირებულ იქნა 54 400-დან 21 820 ერთეულამდე, ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა – 28 000-დან 14 700 ერთეულამდე, ჯავშანტრანსპორტერებისა – 50 000-ზე მეტიდან 11 275 ერთეულამდე და საველე საარტილერიო სისტემებისა – 64 200-დან 20 750 ერთეულამდე. 

მე-2 ცხრილში აშშ არმიის საზენიტო შეიარაღების მაჩვენებელი ძალზედ დაბალია, ვინაიდან თავად ლონდონურ გამოცემაში არ იყო მითითებული დაბლამფრენ საჰაერო მიზნებთან ბრძოლისთვის განკუთვნილი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „სტინგერების“ რაოდენობა, რომელთა საერთო რიცხვიც შთამბეჭდავი უნდა იყოს. აშშ საარმიო ავიაციის შეიარაღებიდან 90-იან წლებში მოხსნეს მოძველებული ტიპის ვერტმფრენები: 2400 ზოგადი დამიშნულებისა UH-1 „იროქეზი“ (რომელთაგან ათი მანქანა საქართველოსაც გადმოსცეს), 706 სადაზვერვო OH-6 „კეიუსი“ და OH-58 „კაიოვა“. სამაგიეროდ AH აღნიშვნის მქონე დამრტყმელი ვერტმფრენები კი უმნიშვნელოდ იქნა შემცირებული.

რაც შეეხება აშშ არმიის საბრძოლო შემადგენლობას, 1991 წელს მის რეგულარულ და სარეზერვო კომპონენტებში ნაჩვენები იყო 26 საბრძოლო დივიზია (16 რეგულარულ ჯარებსა და ათიც ეროვნულ გვარდიაში), 51 ცალკეული ბრიგადა, აგრეთვე სხვა ჯარები, მათ შორის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა (ოტრ) „ლანსების“ შვიდი დივიზონი (სროლის სიშორე 120 კმ-მდე), საშუალო და დიდ სიმაღლეებზე მფრენ საჰაერო მიზნებთან ბრძოლისთვის განკუთვნილი „გაუმჯობესებული ჰოქისა“ და „პეტრიოტის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების (ზრკ) 21 დივიზიონი, 42 საველე საარტილერიო დივიზიონი და სხვა.

2000 წელს აშშ სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში ნაჩვენები იყო უკვე 18 დივიზია, 48 ცალკეული ბრიგადა და ცალკეული ბატალიონებისა და დივიზიონების დიდი რაოდენობა. თანაც ცივი ომის პერიოდში რეგულარული ჯარების შემადგენლობაში შედიოდნენ ჯართა იმ გვარეობების შენაერთები და ნაწილები, რომლებიც უფრო მეტად იყვნენ გაჯერებული რთული საბრძოლო ტექნიკითა და რადიოელექტრონული აპარატურით, ან სადაც სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის დაუფლებისთვის სამხედრო მოსამსახურეთა ყოველდღიური საბრძოლო მომზადება იყო საჭირო. მათ მიეკუთვნებოდნენ ჯავშანსატანკო, მექანიზებული ქვეითი, მსუბუქი ქვეითი, საჰაერო-სადესანტო და საჰაერო-საიერიშო დივიზიები, ცალკეულ ჯავშანსაკავალერიო პოლკები, საარმიო ავიაციის ცალკეული ბრიგადები და ბატალიონები, ოტრ „ლანსების“, აგრეთვე ზრკ „პეტრიოტებისა“ და „გაუმჯობესებული ჰოქების“ ცალკეული დივიზიონები, სპეციალურ ოპერაციათა ძალების ჯგუფები (ბრიგადები), „რეინჯერთა“ პოლკი. ამის საპირისპიროდ, ეროვნულ გვარდიაში უფრო მეტად შედიოდა ქვეითი დივზიები, რომელთა პირადი შემადგენლობის კვირაში ოთხსაათიანი მომზადება და საზაფხულო საბანაკო შეკრებები ამერიკის კონტინენტის ოკეანეებით იზოლირებულობისა და მის ტერიტორიაზე სავარაუდო მოწინააღმდეგის მსხვილი ძალებით მოულოდნელედ შეჭრის მუქარის არარსებობის გამო, აშშ სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას საკმარისად მიაჩნია. აქვე იყო შეყვანილი ცალკეული ჯავშანსატანკო, მექანიზებული ქვეითი, ქვეითი და მსუბუქი ქვეითი ბრიგადების, აგრეთვე საველე არტილერიის ბრიგადების უმეტესი ნაწილი (20 საბრძოლო და 18 საარტილერიო ბრიგადა).

ცხრილი 3 

აშშ სახმელეთო ჯარების საბრძოლო დივიზიები 1991 და 2000 წლებში 

დივიზიის ტიპები . . . . . . . . . 1991 წელს . . . 2000 წელს 

ჯავშანსატანკო . . . . . . . . . . . . . . . . . 5 . . . . . . . . . 5 . . . . .
მექანიზებული ქვეითი . . . . . . . . . .8 . . . . . . . . . 6 . . . . .
საშუალო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . 2 . . . . .
ქვეითი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 6 . . . . . . . . . – . . . . .
მსუბუქი ქვეითი . . . . . . . . . . . . . . . 5 . . . . . . . . . 3 . . . . .
საჰაერო-სდესანტო . . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . 1 . . . . .
საჰაერო-საიერიშო . . . . . . . . . . . . . .1 . . . . . . . . . 1 . . . . .
ს უ ლ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 26 . . . . . . . . 18 . . . . . 

2000 წელს ევროპაში სარაკეტო-ბირთვული ომის გაჩაღების საშიშროების შემცირების კვალდაკვალ ამერიკულმა სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვეითი დივიზიების მეტი რაოდენობა გადაიყვანა ეროვნული გვარდიის ჯარებში (ორგანიზებულ რეზერვში). ამასთანავე, როგორც მე-3 ცხრილიდან ჩანს, 1990-იანი წლების განმავლობაში, აშშ არმიის სარდლობამ მთლიანად გააუქმა ქვეითი დივიზიები, რომელთაგან თითოეულში შედიოდა თითო-თითო სატანკო, მოტოქვეითი და რვა ქვეითი ბატალიონები, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილები და ქვედენაყოფები. სამაგიეროდ სულ უმნიშვნელოდ შეამცირა ე. წ. „მძიმე“ (ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვეითი) დივიზიების რიცხვი, რომლებშიც შედიან მხოლოდ სატანკო და მოტოქვეითი საბრძოლო ბატალიონები, თვითმავალი საარტილერიო დივიზიონები და უზრუნველყოფის ერთეულები (მთლიანად მუხლუხიან ან მაღალი გამავლობის თვლიან შასიზე). გარდა ამისა, არმიის ხელმძღვანელობამ ჩამოაყალიბა ე. წ. „საშუალო“ დივიზიები, რომლებსაც შუალედური მდგომარეობა უჭირავთ „მძიმე“ და ქვეით დივიზიებს შორის. ანუ სატანკო და მოტოქვეითი ბატალიონების რაოდენობა აქ ნაკლებია, ვიდრე „მძიმე“ დივიზიებში, და მნიშვნელოვნად მეტი, ვიდრე ქვეით დივიზიებში. ამით ამერიკული სარდლობა 90-იან წლებში წავიდა ჯავშანსატანკო ბირთვის რამდენადმე შემცირებისა და მექანიზებული (მოტოქვეითი), აგრეთვე მოტორიზებული კომპონენტის ზრდის მიმართულებით. ამის საპირისპიროდ, იგივე ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები „ვერ ამჩნევენ“, რომ ეუთო-ს ეგიდით 1990 და 1992 წლებში საქართველოსთვის დადგენილი 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანისა და 285 საველე საარტილერიო სისტემის კვოტები 2,5–5-ჯერ ნაკლებია იმავე ფინეთისა და შვეიცარიის სახმელეთო ჯარების რეალურ შეიარაღებასთან შედარებით. ამასთანავე დაჟინებით გვიმეორებენ, რომ დავკმაყოფილდეთ მხოლოდ ქვეითი და სამთოქვეითი ჯარების ჩამოყალიბებით, ისიც სასაცილოდ უმნიშვნელო რაოდენობით. ..... სხვა შემთხვევაში აუცილებლად დადგება ჩვენი ქვეყნისთვის დადგენილი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტების გადასინჯვის საკითხი).

აშშ საჰაერო ძალებში 1990-იან წლებში საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების რაოდენობა შეამცირეს 1000-დან 550 ერთეულამდე (500 „მინითმენ-3“ და 50 MX „ფისქიფერი“), ხოლო სტრატეგიული ბომბდამშენი თვითმფრინავებისა კი – 305-დან 208 ერთეულამდე (94 B-52H, 93 B-1B და 21 B-2A). ტაქტიკური საბრძოლო თვითმფრინავების საერთო რაოდენობა იმავე ათწლეულში შეამცირეს დაახლოებით 4900-დან 3530 ერთეულამდე, ხოლო უფრო დეტალურად კი, თვითმფრინავების სერიების მიხედვით, მათი რაოდენობა ნაჩვენებია მე-4 ცხრილში.

ცხრილი 4

აშშ საჰაერო ძალების ტაქტიკური საბრძოლო თვითმფრინავები 1991 და 2000 წლებში 

ტაქტიკური საბრძოლო თვითმფრი- . . . . . 1991 წელს . . . 2000 წელს 
ნავების სერიები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

F-4 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 982* . . . . . . . . 218 . .
F-15 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1042 . . . . . . . . . 720 . .
F-16 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1656 . . . . . . . . 1804 . .
F-111 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 332 . . . . . . . . . .260 . .
F-117 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 55 . . . . . . . . . . 53 . .
 A-7 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 305 . . . . . . . . . . – . .
 A-10 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 550 . . . . . . . . . .238 . .
OA-10 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . 109 . .

* მათ შორის 162 სადაზვერვო RF-4C და 81 რადიოლოკაციასაწინააღმდეგო F-4G „უაილდ უიზლი“ თვითმფრინავი 

როგორც აღნიშნული ცხრილიდან ჩანს, აშშ საჰაერო ძალების სარდლობამ 1990-იან წლებში შეამცირა მოძველებული F-4 „ფანტომების“, F-111 გამანადგურებელ-ბომბდამშენებისა და A-7 „კორსარი“ და A-10 „თანდერბოლთ-2“ მოიერიშე თვითმფრინავების რაოდენობა, ასევე თანამედროვე მძიმე გამანადგურებლების F-15 „იგლი“ რიცხვიც, რომლებსაც ცივი ომის მიწურულს საჰაერო ბრძოლები უნდა ეწარმოებინათ ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის საბრძოლო თვითმფრინავებთან. სამაგიეროდ გაზარდეს F-16 „ფაითინგ ფალკონის“ სერიის მსუბუქი ავიაგამანადგურებლების რაოდენობა, რომლებსაც შეუძლიათ როგორც ჰაერში უპირატესობის მოპოვებისთვის ბრძოლა, ისე მიწისზედა და საზღვაო მიზნებზე სარაკეტო და საბომბე დარტყმების მიყენებაც. უნდა ითქვას, რომ F-16C/D ტიპის თვითმფრინავებს ამერიკული ლიცენზიით 1980-იანი წლების ბოლოდან აწარმოებენ თურქებიც, და 2000 წელს თურქეთის საჰაერო ძალების შემადგენლობაში ნაჩვენები იყო ამ ტიპის 240 საფრენი აპარატი.

უნდა აღინიშნოს, რომ იმავე 1990-იან წლებში რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ თავისი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების რაოდენობა შეამცირა 1388-დან 776 ერთეულამდე, სტრატეგიული ბომბდამშენი თვითმფრინავებისა კი – 177-დან 74 ერთეულამდე, შორეული ავიაციის მძიმე ბომბდამშენი თვითმფრინავებისა – 410-დან 158 ერთეულამდე (მათგან 92 Ту-22М/МР მანქანა მარაგშია).

ტაქტიკური ავიაციის საბრძოლო თვითმფრინავები (საჰაერო თავდაცვის ჯარების გამანადგურებელი ავიაციის ჩათვლით) კი რუსულმა სარდლობამ შეამცირა 7215-დან 1590 ერთეულამდე (მათგან 575 ტაქტიკური ბომბდამშენი Су-24 და მოიერიშე Су-25), 880 გამანადგურებელი Су-27, МиГ-29 და МиГ-31, 135 სადაზვერვო МиГ-25 და Су-24.

ერთი შეხედვით შეიძლება ითქვას, რომ საბრძოლო თვითმფრინავების რაოდენობის მიხედვით საბჭოთა კავშირი 90-იანი წლების დასაწყისში მნიშვნელოვნად აღემატებოდა აშშ-ს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ამერიკული ავიამზიდების საგემბანო ავიაციასა და საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსის საბრძოლო ავიაციას, მაშინ ვნახავთ, რომ ეს სხვაობა მაინცდამაინც დიდი არ ყოფილა.

აშშ საზღვაო ძალებში 1990-იან წლებში სტრატეგიული წყალქვეშა ნავები შეამცირეს 34-დან 18 ერთეულამდე, ხოლო მათში განთავსებული ბალისტიკური რაკეტები კი – 640-დან 432-მდე („ოჰაიოს“ ტიპის 18 სტრატეგიული წყალქვეშა ნავი 240 „თრაიდენთ“ D-5 და 192 „თრაიდენთ“ C-4 ბალისტიკური რაკეტით), ტაქტიკური ატომური წყალქვეშა ნავებისა – 86-დან 55 ერთეულამდე (თითოეულ მათგანს შეუძლია „თომაჰოქის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების წაღება ფრენის სიშორით 2500 კმ-მდე), ხოლო მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდებისა და საზღვაო ავიაციის საბრძოლო თვითმფრინავების რაოდენობა კი 1991 და 2000 წლებში ნაჩვენებია მე-5 ცხრილში.

ცხრილი 5

აშშ საზღვაო ძალების მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდები და საბრძოლო ავიაცია 1991 და 2000 წლებში  

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1991 წელს . . . 2000 წელს 

მსხვილი წყალზედა საბრძოლო
ხომალდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 246 . . . . . . . . 140 . . . . . . . . . .
. . მათ შორის:
. . . ავიამზიდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 13 . . . . . . . . . 15 . . .
 . . . სახაზო ხომალდები . . . . . . . . . . . . . . . .4 . . . . . . . . . . 2 . . .
 . . . კრეისერები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 48 . . . . . . . . . 27 . . .
. . . საესკადრო ნაღმოსნები . . . . . . . . . . . . 62 . . . . . . . . . 52 . . .
. . . ფრეგატები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 119 . . . . . . . . . 44 . . .
საბრძოლო თვითმფრინავები . . . . . . . .1669 . . . . . . . 1456** . .
შეიარაღებული ვერტმფრენები . . . . . . . 416 . . . . . . . . 543** . .

* 2000 წელს ნაჩვენები ხომალდებიდან ერთი ავიამზიდი და რვა ფრეგატი შეყვანილია ფლოტის რეზერვში, ხოლო კიდევ ორი ავიამზიდი, ორი სახაზო ხომალდი და ერთი ფრეგატი – კონსერვაციაზეა გადაყვანილი; ** მათგან 402 საბრძოლო თვითმფრინავი და 188 შეიარაღებული ვერტმფრენი შედიოდა საზღვაო ქვეითი ჯარის ავიაციაში. 

ცხრილიდან ვხედავთ, რომ აშშ საზღვაო ძალების ხელმძღვანელობამ შეამცირა საბჭოთა კავშირის საბრძოლო ხომალდებთან მსოფლიო ოკეანეში ომის წარმოებისთვის განკუთვნილი საშუალებები, ხოლო ფლოტის ძირითადი დამრტყმელი ძალა – მრავალმიზნობრივი ავიამზიდები და საგემბანო საბრძოლო ავიაცია პრაქტიკულად უცვლელი რაოდენობით დატოვა და ხარისხობრივადაც გააუმჯობესა. იმავე წლებში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდლობამ სტრატეგიული წყალქვეშა ნავები შეამცირა 60-დან 19 ერთეულამდე (მათში განთავსებული ბალისტიკური რაკეტები 912-დან 324-მდე), ტაქტიკური ატომური და დიზელური წყალქვეშა ნავები – 211-დან 43 ერთეულამდე, კრეისერები – 38-დან 7 ხომალდამდე, საესკდრო ნაღმოსნები – 29-დან 17-მდე და ფრეგატები – 146-დან 10-მდე. მიწისზედა ბაზირების საზღვაო ავიაციის საბრძოლო თვითმფრინავები რუსულმა სარდლობამ შეამცირა 1354-დან 244 ერთეულამდე, ხოლო შეიარაღებული ვერტმფრენები კი – 312-დან 107-მდე. ამ ფონზე აშშ საბრძოლო ხომალდებისა და საზღვაო ავიაციის შემცირებანი არცთუ ისე შთამბეჭდავად მოჩანს.

აშშ საზღვაო ქვეითი ჯარი სამხედრო-საზღვაო ფლოტის ავიამზიდ ხომალდებთან ერთად წარმოადგენს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში აშშ ინტერესების იარაღის ძალით გატარებისა და დაცვის ინსტრუმენტს. იგი უპირატესად მიმართულია მესამე მსოფლიოს ქვეყნების წინააღმდეგ, რომელთაც არ გააჩნიათ ძლიერი და კარგად აღჭურვილი შეიარაღებული ძალები აშშ საზღვაო ქვეითი ჯარისთვის სათანადო წინააღმდეგობის გასაწევად. ტრადიციული ევროპული არმიების წინააღმდეგ კი ამერიკული საზღვაო ქვეითი ჯარის საექსპედიციო შენაერთები და ნაწილები ისე დიდ ძალას არ წარმოადგენენ. ცივი ომის პერიოდში რუსეთს გავლენა ჰქონდა როგორც საბჭოთა კავშირის მოკავშირე რესპუბლიკებზე, ისე აღმოსავლეთ ევროპის, აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის რიგ სახელმწიფოებზეც, მაგრამ ამ უკანასკნელ წლებში სხვადასხვა მიზეზების გამო ეს გავლენები და ანტიდასავლური პოლიტიკის წარმოება მკვეთრად შემცირდა.

ასეთ პირობებში, ბუნებრივი იყო გვევარაუდა, რომ ევროპულ ომის თეატრზე სამოქმედოდ განკუთვნილი ძალებისა და საშუალებების მსგავსად, აშშ სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უნდა შეემცირებინა მესამე მსოფლიოს ქვეყნების წინააღმდეგ მოქმედებებისთვის გამიზნული „სწრაფი გაშლის ძალებიცა“ და საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსიც. „სწრაფი გაშლის ძალები“ მართლაც რამდენადმე შეამცირეს, მაგრამ საზღვაო ქვეითი ჯარი კი პრაქტიკულად ისეთივე შემადგენლობითაა დატოვებული. მასში, როგორც 1991 წელსაც, 2000 წელს ნაჩვენებია ოთხი საქსპედიციო დივიზია (სამი რეგულარულ ძალებში და ერთიც ფლოტის რეზერვში), აგრეთვე უზრუნველყოფის ერთეულები, ოთხი საავიაციო ფრთა (სამი რეგულარულ ძალებში და ერთიც ფლოტის რეზერვში). მათი ძირითადი შეიარაღება ნაჩვენებია მე-6 ცხრილში. 

ცხრილი 6

აშშ საზღვაო ქვეითი ჯარის შეიარაღება 1991 და 2000 წლებში 

შეიარაღება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1991 წელს . . . 2000 წელს 

მსხვილი სადესანტო ხომალდები . . . . . . . . 68 . . . . . . . . . .61 . .
საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 760 . . . . . . . . 403 . .
სადესანტო საიერიშო მანქანები . . . . . . . . . 761 . . . . . . . . .734 . .
ჯავშანტრანსპორტერები . . . . . . . . . . . . . . 1328 . . . . . . . . 1321 . .
საველე საარტილერიო სისტემები . . . . . . 1110 . . . . . . . . . 927 . .
საბრძოლო თვითმფრინავები . . . . . . . . . . . 523 . . . . . . . . . 402 . .
დამრტყმელი ვერტმფრენები . . . . . . . . . . . 122 . . . . . . . . . 188 . .

აქ 1991 წელს ნაჩვენები 760 საბრძოლო ტანკიდან მხოლოდ 44 იყო M-1 „აბრამსის“ სერიისა, დანარჩენები კი M-60 სერიის უკვე მოძველებულ ტანკებს წარმოადგენდნენ, რომელთა საბაზო მოდელიც ჯერ კიდევ 1960-იან წლებში გამოჩნდა აშშ არმიის შეიარაღებაში. დღესდღეობით ყველა 403 საბრძოლო ტანკი M1A1 „აბრამსი“ ტიპისაა და რაოდენობრივი შემცირების პარალელურად სახეზეა მნიშვნელოვანი ხარისხობრივი გაუმჯობესება. ამის შედეგად, თუმცა კი შემცირდა სატანკო ბატალიონების რაოდენობა, მაგრამ მთლიანობაში აშშ საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსის ჯავშანსატანკო ჯარების საბრძოლო მზადყოფნა და ბრძოლისუნარიანობა დიდად არ უნდა დაქვეითებულიყო. საველე არტილერია შეამცირეს 240-მდე თვითმავალი ჰაუბიცის M-109 და M-110 შეიარაღებიდან მოხსნის ხარჯზე, საბრძოლო ავიაციაში კი თვითმფრინავების საერთო რაოდენობის შემცირების ფონზე რამდენადმე გაზარდეს თანამედროვე F/A-18 გამანადგურებელ-ბომბდამშენების რიცხვი (სულ შეიარაღებაშია F/A-18A, B, C და D მოდიფიკაციები). 188-მდე გაზარდეს დამრტყმელი ვერტმფრენების რაოდენობა, რომელთა ფარეხსაც მთლიანად შეადგენენ AH-1W „სუპერ კობრას“ ტიპის მანქანები. AH-1 „კობრას“ სერიის წინა მოდელებისგან განსხვავებით, მათ საშტატო შეიარაღებაში სხვა სისტემებთან ერთად შედის ნახევრადაქტიური ლაზერული თვითდამიზნების თავაკის მქონე ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები „ჰელფაირი“ (ქართულად ითარგმნება როგორც „ჯოჯოხეთური ცეცხლი“), რომელსაც უფრო მაღალი სიზუსტე და ჯავშანგამტანობა გააჩნია, თუმცა კი საჭიროებს სხვა ვერტმფრენებიდან ან დედამიწიდან მიზნების ლაზერის სხივით შენათებას, რომელსაც მიზნისკენ მიჰყვება თავად მართვადი რაკეტაც. 

საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსის დანიშნულებათა ჩამოთვლისას ჯერ კიდევ 1980-იან წლებში აშშ სამხედრო სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ შეიარაღებული კონფლიქტი საბჭოთა კავშირთან შესაძლოა მოხდეს არა პირდაპირი გზით ცენტრალურ ევროპაში ან შორეულ აღმოსავლეთში, არამედ „მესამე მსოფლიოს“ ქვეყნებში რეგიონული კონფლიქტების ესკალაციის შედეგად. ასეთ შემთხვევაში აშშ ინტერესების გასატარებლად განვითარებად ქვეყნებში უნდა გამოეყენებინათ ნებისმიერი საშუალებები – ტერორისტული აქტებიდან მსხვილმასშტაბიან შეიარაღებულ ჩარევამდე. და ამ ოპერაციებში აშშ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტურისა სპეციალური დივერსიული ჯგუფების გარდა ვარაუდობდნენ ე. წ. „სწრაფი გაშლის ძალებისა“ და საზღვაო ქვეითი ჯარის გამოყენებას.

ნიშანდობლივია, რომ 1980-იანი წლების დასაწყისში აშშ „სწრაფი გაშლის ძალების“ ჩამოყალიბებისას პოლიტიკური კვლევების ვაშინგტონის ინსტიტუტის თანამშრომელი კლავერი წერდა: „დამრტყმელი ძალები (ლაპარაკია „სწრაფი რეაგირების ძალებზე“ – ი. ხ.) განკუთვნილია უცხო სახელმწიფოთა ფარგლებში შესაჭრელად ან მათი ოკუპირებისთვის იქ პოლიტიკური პოზიციის შეცვლის შემთხვევაში. მათ შესაძლოა იყენებდნენ ძალის დემონსტრირებისთვისაც მტრულ სახელმწიფოთა დაშინების მიზნით“. იგივე შეიძლება ითქვას საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსზეც, რომელიც პენტაგონის ხელმძღვანელობამ 90-იან წლებში შეიარაღებული ძალების საერთო შემცირების ფონზე პრაქტიკულად უცვლელად დატოვა. ცხადია, ამას აშშ ადმინისტრაციის მხრიდან თავისი დამპყრობლური მიზნებიც გააჩნია.

დასასრულს ორიოდე სიტყვით შევეხოთ სამხედრო-ფინანსურ საკითხებსაც. როგორც ცნობილია, ცივი ომის პერიოდში მსხვილმასშტაბიანი სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირება იყო ნატო-ს ბლოკსა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის და ეს ორი სამხედრო ალიანსი თავის ჯარებს ამზადებდა სხვადასხვანაირი მასშტაბისა და ინტენსივობის ომების წარმოებისთვის თვით საყოველთაო სარაკეტო-ბირთვული ომის ჩათვლითაც კი. მაგრამ თანამედროვე ომის წარმოებისთვის აუცილებელია დიდძალი ფული. ამიტომ საინტერესო იქნებოდა გვენახა, თუ რა ფინანსური სახსრები გააჩნდათ თითოეული ბლოკის სახელმწიფოებს. 1990 წელს ნატო-ს ბლოკის ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის ჯამი შეადგენდა დაახლოებით 12,2 ტრილიონ (12 200 მლრდ) ამერიკულ დოლარს, სამხედრო ხარჯებისა – 479,8 მლრდ დოლარს. ვარშავის პაქტის ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის ჯამი იყო 2,5 ტრილიონი (2 500 მლრდ) დოლარი, სამხედრო ხარჯებისა კი – 237,3 მლრდ დოლარი.

როგორც ვხედავთ, ნატო-ს ბლოკის სახელმწიფოთა მთლიანი შიდა პროდუქტის ჯამური სიდიდე 4,3-ჯერ აღემატებოდა ვარშავის პაქტის ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს. მაშინ განა რეალური იქნებოდა ასეთი ყოვლად უთანასწორო დაპირისპირება? უკანასკნელ წლებში გამოჩნდა გამოკვლევები, რომლებშიც ევროპელი ავტორები ცივი ომის პერიოდში ორი მსხვილი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის დაპირისპირებას მიიჩნევენ მსოფლიო პოლიტიკის კულისებს მიღმა ძალების მიერ დადგმულ სპექტაკლად შემდგომში მასში მსოფლიოს რაც შეიძლება მეტი სახელმწიფოს ჩართვის, გლობალიზაციის პროცესების წარმართვისა და მსოფლიოში თავიანთი ბატონობის დამყარების მიზნით. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ გერმანელი ავტორის იან ვან ჰელზინგის მიერ 1993 წელს გამოცემული წიგნი „საიდუმლო საზოგადოებები და მათი ძლიერება XX საუკუნეში“, რომელიც შემდეგ ითარგმნა რუსულად და 2001 წელს კი ქართულადაც სახელწოდებით „XX საუკუნის ფარული ორგანიზაციები“.

გარდა ამისა, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ 2000 წელს გამოცემულ ცნობარში The Military Balance 2000/2001 ნაჩვენებია აშშ სამხედრო ხარჯების ცხრილი 1992–2005 საფინანსო წლებში. ქვემოთ ჩვენ მოგვყავს ამ ცხრილის ქსეროასლი, რომელშიც 2001 წლის მაჩვენებელს მიწერილი აქვს შენიშვნა R (request – შეკვეთილი), ხოლო 2002–2005 წლების მაჩვენებლებს კი შენიშვნა P (projection – პროექტით გათვალისწინებული). მასში ნათლად ჩანს, რომ ამერიკულმა სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უკვე 1999 წელს დაგეგმა მომდევნო ექვს წელიწადში ქვეყნის სამხედრო ხარჯების ზრდა 275,5-დან 331,4 მლრდ დოლარამდე, რაც 26 მლრდ-ით აღემატება ცივი ომის მიწურულის, ანუ საყოველთაო სარაკეტო-ბირთვული ომისთვის აშშ შეიარაღებული ძალების მზადების ყველაზე უფრო მეტ წლიურ სამხედრო ხარჯებს (დაახლოებით 305 მლრდ აშშ დოლარი).

დღესდღეობით პენტაგონი უკვე ღიად აცხადებს, რომ აშშ აწარმოებს გლობალურ (ანუ იგივე მსოფლიო) ომს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ. ანუ ოფიციალურ განცხადებებსა და დოკუმენტებში ამერიკელი სახელმწიფო მოხელეები და სხვა პასუხისმგებელი პირები უკვე ღიად აფიქსირებენ მესამე მსოფლიო ომის მოახლოებას. 

ჩვენი გაზეთის 2002 წლის დეკემბრის ნომრებში (## 15 და 16) გამოვაქვეყნეთ ინტერვიუ მამა თეოდორე გიგნაძესთან, რომელმაც ბრძანა, რომ რუსეთში ფსკოვო-პეჩორის მონასტერთან მცხოვრები მამა ვასილის (შვეცის) სახლში ხატებიდან და ჯვრებიდან ასეულობით ლიტრი მირონისა და სურნელოვანი წყლის გადმოდინებას თავად მამა ვასილი (90 წლის ასაკს მიღწეული მაღალი სულიერების მქონე მოძღვარი, რომლის მოძღვრებიც თავის დროზე გახლდნენ თანამედროვე რუსული ეკლესიის ორი მნათობი მამა სერაფიმე ვირიცელი და მამა სვიმეონ პეჩორელი) ამას დაბეჯითებით ხსნის რუსეთისთვის ისეთი დიდი ომის მოახლოების წინასწარმაუწყებლად, რომ მონასტრის მახლობლად მცხოვრები ადამიანები კარტოფილისა და ვაშლის ნაფცქვენებს უკვე აღარ ჰყრიან, არამედ რეცხავენ, აშრობენ და მარაგში ინახავენ მოსალოდნელი ძნელბედობის ჟამს თავის გასატანად. თანაც, როგორც მამა თეოდორემ ინტერვიუში ბრძანა, რუსებს თავიანთი ქვეყნის ოთხივე მხარის საზღვარი შევედრებული და ჩაბარებული აქვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სხვადასხვა ხატებისთვის, მათ შორის სამხრეთ საზღვარი – ღვთისმშობლის ივერიის ხატისთვის, რომელსაც დიდ პატივს მიაგებენ და მამა ვასილის სახლში ხატებიდან მირონდენა თავიდან იწყებოდა სწორედ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატზე თვალებიდან ჩამოდენილი ცრემლების სახით, შემდეგ კი ხატი მთლიანად მირონით იცვარებოდა და მერე სხვა ხატებიც იწყებდნენ მირონისა და სურნელოვანი წყლის დენას. როგორც ვიცით, თავად მამა ვასილის ამის შესახებ არაფერი უთქვამს, მაგრამ შესაძლოა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიის ხატის ტირილი მირონის ცრემლებით მოასწავებდეს რუსეთისთვის ამ დიდი ომის დაწყებას სწორედ სამხრეთის მიმართულებიდან, შესაძლოა ამიერკავკასიიდანაც.

ირაკლი ხართიშვილი 

(დასასრული იხ. ნაწილი VIII)

No comments:

Post a Comment