Saturday, November 24, 2018

საქართველოს სამხედრო მშენებლობის შესახებ გაზეთ “ახალ 7 დღეში” 2004–2006 წლებში გამოქვეყნებული წერილები

(ნაწილი III) 


III ნაწილის შინაარსი 

საქართველოს სამხედრო მშენებლობის საჭირბოროტო საკითხების შესახებ
შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები და საქართველო


საქართველოს სამხედრო მშენებლობის საჭირბოროტო საკითხების შესახებ 

(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ “ახალი 7 დღის” 2005 წლის 2–8 დეკემბრისა და 9–15 დეკემბრის ნომრებში სათაურით “ევროპული გამოცდილება თუ ამერიკული რჩევა-დარიგებები?”)

საქართველოს სამხედრო მშენებლობის საქმეში პრობლემები დღეს არ გაჩენილა. მათ 10–15 წლის ისტორია გააჩნიათ. ამ წერილში ჩვენ შევეხებით უფრო ძირეულ საკითხებს, რომელთა გაუცნობიერებლადაც ქართული სახელმწიფო ვერ შეძლებს თავდაცვის ეფექტური სისტემისა და ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული ძალების ჩამოყალბებას. პირადად ჩვენ 1991 წლიდან ვსწავლობთ დასავლეთის სახელმწიფოთა (უმეტესად კი აშშ-ის) თანამედროვე სამხედრო მშენებლობის გამოცდილებას და წინამდებარე წერილშიც საკითხები განხილული იქნება იმ ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე, რომლებიც ამ წლებში დაგვიგროვდა.

თანამედროვე ქართული შეიარაღებული ძალების მშენებლობის ორიენტირად ჩვენს ხელისუფლებას 1998 წლიდან, თავდაცვის მინისტრად დავით თევზაძის დანიშვნის შემდეგ, აღებული აქვს “ნატო-ს სტანდარტების” შესაბამისი მცირერიცხოვანი პროფესიული ჯარების ჩამოყალიბება, რომელთაც თურმე ქვეყნის თავდაცვის ამოცანების გადაწყვეტა შეეძლებათ. მაგრამ ნატო-ს ბლოკის ქვეყნების გარდა, ევროპაში არსებობენ მცირე ნეიტრალური სახელმწიფოებიც – ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია, რომელთაც ნატო-ში შემავალ ნიდერლანდებთან, ბელგიასთან, დანიასთან და პორტუგალიასთან შედარებით, გაცილებით უფრო მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალები გამოჰყავთ ომიანობის დროს ქვეყნის დასაცავად, ხოლო ქვედანაყოფების, ნაწილებისა და შენაერთების ორგანიზაციით, შეიარაღებითა და საბრძოლო მომზადებით, ქვეყნის ტერირორიის ოპერატიული აღჭურვითა და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციით არათუ არ ჩამოუვარდებიან ჩრდილოატლანტიკური კავშირის მონაწილე მცირე ევროპულ სახელმწიფოებს, არამედ ბევრ რამეში აღემატებიან კიდეც მათ.

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია ნატო-ს ბლოკის წევრი მცირე ევროპული სახელმწიფოებისა და ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოების, აგრეთვე ისრაელის მოსახლეობისა და შეიარაღებული ძალების, აგრეთვე რეზერვების რიცხოვნების მაჩვენებლები 1991 და 2000 წლებში (სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის ყოველწლიური გამოცემის Military Balance მიხედვით). 

ცხრილი 1

ნატო-ს ბლოკის მცირე ევროპული სახელმწიფოებისა და ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოების, აგრეთვე ისრაელის მოსახლეობისა და შეიარაღებული ძალების, აგრეთვე რეზერვების რიცხოვნება 1991 და 2000 წლებში 

(ფრჩხილებში მოცემულია შეიარაღებული ძალებისა და რეზერვის რიცხოვნების პროცენტული წილი მთელი მოსახლეობის რიცხოვნებაში; ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალები, ადამიანი, B – ომიანობის დროის შეიარაღებული ძალები, ადამიანი)

. . . ქვეყანა . . . . . . . . სამხედრო . . . .მოსახლეობა, . . A . . . რეზერვები, . . . B . . . 
. . . . . . . . . . . . . . . . .ბლოკისადმი . . . .ადამიანი . . . . . . . . . . ადამიანი . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . კუთვნილება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

1 9 9 1 წ ე ლ ი 

ნიდერლანდები . . ნატო-ს წევრი . . 14 810 800 . . 101 400 . . . 152 400 . . . 253 800
 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ქვეყნები . . . . . . . . . . . . . . . . .(0,69) . . . . (1,03) . . . . (1,72)
ბელგია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 9 860 800 . . . 85 450 . . . 234 000 . . . 319 400
 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (0,88) . . . . .(2,37) . . . . (3,24)
დანია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 5 081 800 . . . 29 400 . . . 142 700 . . . 172 100 .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (0,58) . . . . .(2,81) . . . . .(3,39)
ნორვეგია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .4 207 800 . . . 32 700 . . . 358 000 . . . 390 700
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (0,78) . . . . . (8,51) . . . . (9,29)
საბერძნეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .10 174 400 . . 158 500 . . . 406 000 . . . 591 500
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (1,56) . . . . . (3,98) . . . . (5,81)

ფინეთი . . . . . . . .ნეიტრალური . . . . . 5 023 200 . . . 31 800 . . . 500 000** . .531 000
 . . . . . . . . . . . . . . . . . . ქვეყნები. . . . . . . . . . . . . . . . . . . (0,63) . . . . (9,95) . . . . (10,57)
შვეიცარია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 6 503 800 . . . . . * . . . . . 625 000 . . . . 625 000
 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (*) . . . . . (9,61) . . . . . .(9,61)
შვედეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .8 340 200 . . . 63 000 . . . 709 000 . . . 772 000
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (0,76) . . . . (8,50) . . . . . (9,25)

ისრაელი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .4 822 000 . . 141 000 . . . 504 000 . . . 645 000
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(2,92) . . . . (10,44) . . . . (13,38)

2 0 0 0 წ ე ლ ი 

ნიდერლანდები . . ნატო-ს წევრი . . . 15 794 000 . . . 51 940 . . . . 32 200 . . . . 84 140
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . ქვეყნები . . . . . . . . . . . . . . . . . .(0,33) . . . . . (0,21) . . . . (0,53)
ბელგია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .10 126 000 . . . .39 250 . . . 152 050 . . . 191 300
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(0,39) . . . . .(1,51) . . . . .(1,89)
დანია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 5 267 000 . . . . 21 810 . . . 123 580 . . . 145 390
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(0,42) . . . . .(2,35) . . . . .(2,76)
ნორვეგია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4 443 000 . . . .26 700 . . . 222 000 . . . 248 700
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(0,60) . . . . (4,98) . . . . . (5,60)
საბერძნეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 10 692 000 . . . 59 170 . . . 291 000 . . . 450 270
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (1,49) . . . . .(2,72) . . . . .(4,21)

ფინეთი . . . . . . . .ნეიტრალური . . . . . . 5 183 000 . . . 31 700 . . . 485 000 . . . 516 700
 . . . . . . . . . . . . . . . . . . ქვეყნები . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(0,57) . . . . (9,36) . . . . . (9,97)
შვეიცარია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .7 090 000 . . . . . * . . . . . 351 200 . . . 351 200
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(*) . . . . . .(4,98) . . . . . (4,98)
შვედეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 8 947 000 . . . 52 700 . . . 570 000 . . . 622 700
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (0,59) . . . . .(6,37) . . . . .(6,96)

ისრაელი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 6 200 000 . . 172 500 . . . 425 000 . . . 597 500
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (2,78) . . . . .(6,86) . . . . .(9,64)

* შვეიცარიის მშვიდობიანობის დროის რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში ნამდვილი სამხედრო სამსახურის ვადა 4,5 თვეა, რომლის განმავლობაშიც გაწვეულები გადიან საწყის სამხედრო მომზადებას, ხოლო შემდეგ კი გადადიან რეზერვში. შესაბამისად, იქ წელიწადში ორჯერ ხდება სახედრო სამსახურში გაწვევა. სამაგიეროდ რეზერვისტები შვეიცარიაში გადიან მნიშვნელოვნად უფრო მეტი რაოდენობის, ხანგრძლივობისა და ინტენსივობის საბანაკო შეკრებებს, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში სამსახური ერთ წელს ან მასზე უფრო მეტ ხანს გრძელდება. 
** 1991 წელს ფინეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ომიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში გეგმავდა 700 000 ადამიანის მობილიზაციას, მათგან 500 000-სა იარაღით ხელში სამსახურისთვის და 200 000-სა კი იარაღის გარეშე. ჩვენ ზემოთ მოვიყვანეთ იმ რეზერვისტების რიცხოვნება, რომლებიც იარაღით ხელში უნდა გამოსულიყვნენ ომის შემთხვევაში საკუთარი ქვეყნის დასაცავად. 

1-ლი ცხრილიდან ჩანს, რომ ნატო-ს ბლოკში რაიმე სტანდარტი შეიარაღებული ძალების რიცხოვნებასთან მიმართებაში არც ცივი ომის დროს არსებულა და არც დღეს არსებობს. ყველაფერი დამოკიდებული იყო და არის ამა თუ იმ მცირე სახელმწიფოს გეოგრაფიულ მდებარეობასა და მოსალოდნელ სამხედრო მუქარებზე. სახელდობრ, ნიდერლანდები და ბელგია ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის სახელმწიფოებისგან დაშორებული იყვნენ ფედერაციული გერმანიის ტერიტორიით. საკუთრივ მათ ტერიტორიაზე კი ნატო-ს სარდლობის გეგმებით მსხვილმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების წარმოება არ იყო გათვალისწინებული. ამიტომაც ომიანობის დროს მათ შედარებით ნაკლები რიცხოვნების შეიარაღებული ძალების გამოყვანა ევალებოდათ. დასავლეთ გერმანიის, ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის ტერიტორია შეადგენდა ნატო-ს ბლოკის ცენტრალურ-ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრს (ომთ), სადაც თავმოყრილი იყო ალიანსის სახმელეთო ჯარებისა და ტაქტიკური ავიაციის ყველაზე უფრო მსხვილი დაჯგუფებები, ძირითადად დასავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე. აქ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ განლაგებული იყო ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიანებული) სახმელეთო ჯარების არმიების ორი ჯგუფი – ჩრდილოეთისა და ცენტრალური. არმიების ჩრდილოეთის ჯგუფში შედიოდნენ ბრიტანული რაინის არმია, აგრეთვე დასავლეთგერმანული, ნიდერლანდური და ბელგიური საარმიო კორპუსები; არმიების ცენტრალურ ჯგუფში კი – ორი დასავლეთგერმანული და ორი ამერიკული საარმიო კორპუსები, აგრეთვე კანადური ჯავშანსატანკო ბრიგადა. არმიების ჩრდილოეთის ჯგუფის ჯარებისთვის საავიაციო მხარდაჭერის აღმოსაჩენად დასავლეთ გერმანიის ტერიტორიის ჩრდილოეთ ნახევარში განლაგებული იყო სამოკავშირეო (გაერთიანებული) ტაქტიკური მე-2 საავიაციო სარდლობა დასავლეგერმანული, ბრიტანული, ბელგიური და ჰოლანდიური საბრძოლო საავიაციო შენაერთებისა და ნაწილების შემადგენლობით, ხოლო არმიებს ცენტრალური ჯგუფის ჯარების საავიაციო მხარდაჭერის ამოცანების შესრულება კი ეკისრებოდა მე-4 სამოკავშირეო (გაერთიანებულ) ტაქტიკურ საავიაციო სარდლობას დასავლეთგერმანული და ამერიკული ტაქტიკური საჰაერო ძალების შემადგენლობით, რომელიც განლაგებული იყო ფედერაციული გერმანიის ტერიტორიის სამხრეთ ნახევარში. დასავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე მოქმედებებისთვს განკუთვნილი ბრიტანული და ამერიკული ტაქტიკური საავიაციო შენაერთებისა და ნაწილების ერთი ნაწილი მშვიდობიანობის დროს განლაგებული გახლდათ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე.

ასეთ პირობებში ნიდერლანდებისა და ბელგიის სამხედრო ხელმძღვანელობას ეკისრებოდა თითო-თითო საარმიო კორპუსის შენახვა მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში ფედერაციული გერმანიის ტერიტორიაზე. სახელდობრ, 1990-იანი წლების დასაწყისისთვის, ჰოლანდიური კორპუსის შემადგენლობაში შედოდნენ სამი მექანიზებული ქვეითი დივიზია, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილები და ქვედანაყოფები; ბელგიურ კორპუსში კი – ჯავშანსატანკო ბრიგადა, ხუთი მექანიზებული ქვეითი ბრიგადა, “კომანდოსების” საპარაშუტო პოლკი და სხვა ერთეულები.

ნორვეგია, დანია და დასავლეთ გერმანიის უკიდურესი ჩრდილოეთ რაიონი (შლეზვიგ-ჰოლშტაინის მიწა) შედიოდნენ ჩრდილოევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრში (ომთ), სადაც თითოეულ მათგანს ეკისრებოდა საკუთარი ტერიტორიის თავდაცვა, ითვალისწინებდნენ აგრეთვე ნორვეგიასა და დანიაში გაძლიერების ამერიკული და ბრიტანულ ჯარების გადმოსროლასაც. რამდენადაც ნორვეგია უშუალოდ ემეზობლებოდა საბჭოთა კავშირს და ე. წ. “ცხელ რაიონში” იმყოფებოდა, მის სარდლობა გეგმავდა ომიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 9,3 %-ის მობილიზებას და ამ მაჩვენებლით იგი უტოლდებოდა ევროპის მცირე ნეიტრალურ სახელმწიფოებს. ნორვეგიის სახმელეთო ჯარებში შედიოდნენ ერთი საბრძოლო ბრიგადა, დისლოცირებული ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, და ათი სასწავლო პოლკი, რომლებში საბრძოლო მომზადებას უტარებდნენ ნამდვილ სამხედრო სამსახურში გაწვეულ რიგით და სერჟანტთა შემადგენლობას. ომის დაწყების შემდეგ კი მათ საფუძველზე გეგმავდნენ კიდევ ათი საბრძოლო ბრიგადის ჩამოყალიბებას, რომლებსაც გაძლიერების ბრიტანულ და ამერიკულ ჯარებთან ერთობლივად უნდა დაეცვათ ნორვეგიის ტერიტორია.

ნორვეგიის მეზობელ დანიაში კი ცივი ომის მიწურულს ომიანობის დროის შეიარაღებულ ძალებში უნდა გამოეყვანათ ქვეყნის მოსახლეობის სულ 3,4 %. ამ ქვეყნის სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში მშვიდობიანობის დროს მოითვლებოდა ხუთი მექანიზებული ქვეითი ბრიგადა და სხვა ერთეულები. ომის დროს კი გემავდნენ კიდევ სამი ქვეითი ბრიგადის მობილიზაციას. გარდა ამისა, ამერიკული სარდლობა ვარაუდობდა გაძლიერების სამ დივიზიამდე გადმოსროლას (თითოეული სამ-სამი ბრიგადის შემადგენლობით, ანუ სულ ცხრა საბრძოლო ბრიგადამდე).

იტალია, საბერძნეთი და თურქეთი შედიოდნენ სამხრეთევროპული ომთ-ის შემადგენლობაში, სადაც თითოეული სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს თავად ეკისრებოდა თავისი ქვეყნის თავდაცვა გაძლიერების ამერიკულ და ბრიტანულ ჯარებთან ერთობლივად. საბერძნეთი ემეზობლება თავის ისტორიულ დამპყრობელს, თურქეთს, რომელთანაც 1973 წლის ზაფხულიდან კონფლიქტი აქვს კვიპროსის გამო. ამიტომ იგი ინახავს როგორც შედარებით მრავალრიცხოვან მშვიდობიანობის დროის რეგულარულ შეიარაღებულ ძალებს (მოსახლეობის დაახლოებით 1,5 %), ისევე ომიანობის დროსაც ვარაუდობს იარაღის ქვეშ თავისი მოსახლეობის დაახლოებით 5,8 %-ის დაყენებას. საბერძნეთის სახმლეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში მოითვლებოდა 11 საბრძოლო დივიზია (ჯავშანსატანკო, მექანიზებული ქვეითი და ცხრა ქვეითი), საზღვაო ქვეითი ჯარის ბრიგადა, “კომანდოსების” პოლკი და სხვა ერთეულები. 

ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოები: ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია, ავსტრია ხელმძღვანელობენ მკაფიოდ გამოხატული თავდაცვითი სამხედრო დოქტრინით, მაგრამ თავიანთი ტერიტორიისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დასაცავად ისე აქვთ აწყობილი საკუთარი თავდაცვის სისტემა და შეიარაღებული ძალების მშენებლობა, რომ ომიანობის დროს გეგმავენ უმოკლეს ვადებში შეიარაღებულ ძალებში მოსახლეობის დაახლოებით 10 %-ის მობილიზაციას. შესაბამისად, 1990-იანი წლების დასაწყისში ფინეთის სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში ნაჩვენები იყო 27 საბრძოლო ბრიგადა (ორი ჯავშანსატანკო, “ეგერთა” ქვეითი /მექანიზებული ქვეითი/ და 24 ქვეითი; მათგან 11 სასწავლო და 16 სარეზერვო), სანაპირო არტილერიის ორი პოლკი და სამი ცალკეული დივიზიონი (დასავლური ტერმინოლოგიით ბატალიონი), ორი საზენიტო-საარტილერიო პოლკი, რეზერვის დაახლოებით 50 ცალკეული ბატალიონი (დივიზიონი) და ტერიტორიული თავდაცვის ჯარების 200 ცალკეული ბატალიონი და ასეული (ასევე რეზერვის შემადგენლობაში).

შვეიცარიის სახმელეთო ჯარებში შედიოდა 13 დივიზია (ექვსი საველე /მექანიზებული ქვეითი/, სამი სამთოქვეითი და ოთხიც ტერიტორიული თავდაცვისა; სულ 40-მდე ბრიგადა/პოლკი), ხუთი ცალკეული ჯავშანსატანკო ბრიგადა და სხვა ჯარები; შვედეთში – 21 საბრძოლო ბრიგადა (ხუთი ჯავშანსატანკო, მექანიზებული ქვეითი, ათი ქვეითი და ხუთიც “ნორლანდისა”), 100 ცალკეული ბატალიონი (დივიზიონი) და სხვა ერთეულები; ისრაელში – 12 ჯავშანსატანკო დივიზია, აერომობილური მექანიზებული დივიზია (40-მდე ბრიგადა/პოლკი), ხუთი ცალკეული მექანიზებული ქვეითი ბრიგადა, სასაზღვრო რაიონების თავდაცვის სამი ქვეითი დივიზია და ათი ცალკეული ქვეითი ბრიგადა, აგრეთვე სხვა ერთეულები.

ზემოაღნიშნულ სახელმწიფოთა ძირითადი შეტევითი შეიარაღება 1991 და 2000 წლებში, ზემოხსენებული ლონდონური წყაროს მიხედვით, მოყვანილია მე-2 ცხრილში.

ცხრილი 2

ნატო-ს ბლოკის მცირე ევროპული სახელმწიფოებისა და ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოების, აგრეთვე ისრაელის შეტევითი შეიარაღება 1991 და 2000 წლებში 

(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – სამხედრო ბლოკისადმი კუთვნილება, B – საბრძოლო ტანკები, C – მოჯავშნული საბრძოლო მანქანები, D – საველე საარტილერიო სისტემები, E – დამრტყმელი ვერტმფრენები, F – საბრძოლო თვითმფრინავები)

სახელმწიფო . . . . . . . . . . . A . . . . . . . . . B . . . . . C . . . . . D . . . . . E . . . F . . . 

1 9 9 1 წ ე ლ ი 

ნიდერლანდები . . . ნატო-ს წევრი . . . 913 . . . 3216 . . . 824 . . . – . . . 204
ბელგია . . . . . . . . . . . . . ქვეყნები . . . . . . 359 . . . 1935 . . . 376 . . . – . . . 185
დანია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 499 . . . . 595 . . . 553 . . . – . . . 106
ნორვეგია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .211 . . . . 203 . . . .527 . . . – . . . .94
საბერძნეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1879 . . . 2091 . . . 1908 . . . – . . 448

ფინეთი . . . . . . . . . . ნეიტრალური . . . .120 . . . . 558 . . . 1200+ . . – . . .118
შვეიცარია . . . . . . . . . . ქვეყნები . . . . . . .870 . . . 1350 . . . 1485 . . . – . . .289
შვედეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .785 . . . . 800 . . . 1520 . . . 20 . . 470

ისრაელი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .4488 . . .10380+ . .1670+ . . 94 . . 693

2 0 0 0 წ ე ლ ი 

ნიდერლანდები . . . ნატო-ს წევრი . . . . 370 . . . . 787 . . . . 397 . . . 42 . . 157
ბელგია . . . . . . . . . . . . . ქვეყნები . . . . . . . 140 . . . . 588 . . . .242 . . . – . . . .149
დანია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .248 . . . . 315 . . . . 475 . . . 12 . . . 69
ნორვეგია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .170 . . . . 314 . . . .184 . . . – . . . . .79
საბერძნეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1735 . . .2475 . . .1894 . . . 20 . . . 458

ფინეთი . . . . . . . . ნეიტრალური . . . . . . . 230 . . . 1063* . . 1937 . . . – . . . . 64
შვეიცარია . . . . . . . . ქვეყნები . . . . . . . . . .556 . . . .1538* . . 1092 . . . – . . .154
შვედეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .537 . . . 2067 . . .1050 . . . 20 . . 250

ისრაელი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .3900 . . . 9900 . . . 1050 . . . 94 . . 693

* აქ მოჯავშნულ საბრძოლო მანქანებთან ერთად ნაჩვენებია არასაბრძოლო დანიშნულების მოჯავშნული მანქანებიც, მაგალითად საინჟინრო, მეწინავე საარტილერიო დამკვირვებელთა და სხვა, რომლებიც CFE-ხელშეკრულებით შეზღუდვას არ ექვემდებარება, მაგრამ ვინაიდან ლონდონური ინსტიტუტის გამოცემაში ისინი არ ყოფილა ცალკე გამოყოფილი, ამიტომ ჩვენც მოჯავშნული მანქანების რაოდენობა მთლიანად მოვიტანეთ, თუმცა კი ამ საერთო რაოდენობაში მნიშვნელოვნად უფრო მეტია სწორედ მოჯავშნული საბრძოლო მანქანების ხვედრითი წილი. 

როგორც ვხდავთ, ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოებისა და ისრაელის ფონზე ნატო-ს ბლოკის მონაწილე მცირე ევროპული სახელმწიფოების შეიარაღებული ძალები მეტად მოკრძალეულად გამოიყურება. ეს არ გახლავთ მხოლოდ ჩვენი შეხედულება. 1996 წლის აპრილში თბილისში, კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში ჩატარებულ იქნა ნატო-ს პირველი ღია წარმომადგენლობითი კონფერენცია საქართველოში თემაზე “მცირე სახელმწიფოთა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განვითარება”, რომელზედაც სპეციალურად ჩამოყვანილმა ამერიკელმა ექსპერტმა ქენეთ ბრაუერმა განაცხადა: “რესურსები, რომლებსაც ქვეყანა გამოყოფს საკუთარი თავდაცვისთვის, ხალხი და კაპიტალია. ნატო-ს წევრ ქვეყნებში სამხედრო სამსახურში იყენებენ 18–38 წლის მამაკაცთა მხოლოდ 2-10 %-ს, ეს იმიტომ რომ ისინი დიდი ქვეყნებია. ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია, სინგაპური და ისრაელი საგანგებო ვითარებაში იყენებენ იმავე ასაკის მამაკაცების 100 %-ს. რას ნიშნავს ეს? თუ ქვეყანაში 5 მილიონი მოსახლეობაა, ნატო-ს პრაქტიკის თანახმად, ომის შემთხვევაში მხოლოდ 60 ათასი ადამიანი უნდა გაიწვიონ, მაგრამ რეალურად 5 მილიონ ადამიანზე შეიძლება 500–550 ათასიანი არმიის მობილიზებაც. ეს დიდი ძალაა. ნატო-ს ქვეყნებში თავდავას არ უყურებენ სერიოზულად, რადგან აქვთ გარანტია ამერიკული ბირთვული იარაღის სახით. ნატო-ს ქვეყნები თავდაცვაზე ხარჯავენ საერთო ეროვნული პროდუქტის 2–2,5 %-ს, აშშ კი ხარჯავს საერთო ეროვნული პროდუქტის 5–6 %. საერთოდ მრავალ ქვეყანაში თავდაცვაზე ხარჯავენ საერთო ეროვნული პროდუქტის 5 %-ზე მეტს, მაგრამ მაინც აქვთ კარგი ეკონომიკური შედეგები”.

რაც შეეხება შეიარაღებული ძალების მშენებლობის მექანიზმს, ამერიკელი ექსპერტი ჯერ კიდევ ცხრა წლის წინ გვირჩევდა: “პატარა ქვეყნებში არმია (იგულისხმება მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალები – ი. ხ.) მოსამზადებელი სკოლაა. ნამდვილი ძალა რეზერვია. ყველა გაწვეული კარგად უნდა მომზადდეს, მაგრამ თითოეული ქვეყნის პრეზიდენტს სჭირდება სწრაფი რეაგირების ძალაც. ამისთვის საკმარისია 18-თვიანი გაწვევა; ამ ვადის პირველ მესამდში ჯარისკაცი გადის ინდივიდუალურ წვრთნას, მეორე მესამედი ეთმობა მომზადებას ნაწილში, ბოლო მესამედს კი ჯარისკაცი პრეზიდენტის ხელქვეით მსახურობს. შემდეგ იგი გადავა რეზერვში და მას ახალი შეცვლის. ეს არის უწყვეტი ჯაჭვი და ამ მეთოდის გამოყენების შემთხვევაში 5–6 წელიწადში ჩამოყალიბდება მაღალკვალიფიციური არმია... გაწვევას უნდა დაექვემდებაროს ყველა, მაგრამ მიზანი არის არა დიდი ჯარის შექმნა (იგულისხმება იგივე მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალები – ი. ხ.), არამედ ინდივიდთა გაწვრთნა, შეკავშირებული, შეკრული ნაწილების შექმნა, რომელთა წევრებიც ერთ სარეზერვო ნაწილში იმსახურებენ შემდგომი ოცი წლის განმავლობაში. იწყებთ თავიდან პატარა ბირთვით და 20 წელიწადში გეყოლებათ 500-ათას კაციანი რეზერვი. იმედია, ამ დროისთვის ფულიც გექნებათ” (საჭირო რაოდენობისა და ხარისხის საბრძოლო ტექნიკისა და შეიარაღების შესაძენად – ი. ხ.)

როგორც ვხედავთ, ამერიკელი ექსპერტის მიერ 1996 წლის აპრილში ჩვენთვის მოცემული რეკომენდაციები ნათელი, მკაფიო და მარტივია. იგი გვირჩევს სამხედრო მშენებლობაში ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოების, აგრეთვე ისრაელის გამოცდილების შესწავლასა და გაზიარებას. ჩვენს ხელისუფლებას რომ ეს რეკომენდაციები გაეთვალისწინებინა, გასული 9 წლის განმავლობაში ისეთი თავდაცვის სისტემა უნდა აგვეშენებინა, რომ კრიზისულ სიტუაციებში ან ომიანობის დროს შეგვძლებოდა უკვე 225-ათასიანი შეიარაღებული ძალების მობილიზაცია შესაბამისი იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით. მაგრამ ამაზე ჩვენს ხელისუფლებაში თავი არ შეუწუხებიათ. პირიქით, 1998 წელს თავდაცვის მინისტრად ამერიკაში განათლებამიღებული და მომზადებული დავით თევზაძის დანიშვნის შემდეგ, თადაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, რევაზ ადამიას ინიციატივით მოწვეული ნატო-ს ბლოკის სამხედრო მრჩეველთა ჯგუფის (ხელმძღვანელი ბრიტანელი გადამდგარი გენერალი სერ ჰარი ჯონსონი) რეკომენდაციებით საქართველოში დაიწყეს ზრუნვა სულ 12-ათასიანი პროფესიული შეიარაღებული ძალების მშენებლობაზე.

მაშინ ბრიყვები ყოფილან ფინეთის, შვეიცარიის, შვედეთის, ნორვეგიის, საბერძნეთისა და ისრაელის სარდლობები, ვინაიდან 500–700 ათასიანი შეიარაღებული ძალების გამოყვანას გეგმავენ იმავე ამოცანების გადასაჭრელად, რომელთა გადაწყვეტასაც საქართველოს ხელმძღვანელობა, ამერიკელი და სხვა ნატო-ელი სპეციალისტების რჩევებით, სულ 12-ათასიანი შეიარაღებული ძალებით აპირებს და იმედოვნებს.

...მეორე, ცივი ომის მიწურულს აშშ სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში ირიცხებოდა 27 საბრძოლო დივიზია: ექვსი ჯავშანსატანკო, რვა მექანიზებული ქვეითი, ექვსი ქვეითი, ხუთი მსუბუქი ქვეითი, თითო-თითო საჰაერო-სადესანტო და საჰაერო-საიერიშო. ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვეითი დივიზიები წარმოადგენს ე. წ. “მძიმე” დივიზიებს, რომელთა საბრძოლო ქვედანაყოფებს შეადგენენ მხოლოდ სატანკო და მოტოქვეითი ბატალიონები. ჯავშანსატანკო (მექანიზებულ ქვეით) დივიზიაში 1980-იანი წლების მეორე ნახევარში შედიოდა ექვსი (ხუთი) სატანკო და ოთხი (ხუთი) მოტოქვეითი ბატალიონი, 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების სამი დივიზიონი (ბატალიონი), 227-მმ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების MLRS ბატარეა, საარმიო ავიაციის ბრიგადა, რომელშიც იყო სადაზვერვო, დამრტყმელი, ზოგადი დანიშნულებისა და სატრანსპორტო-სადესანტო (მძიმე სატრანსპორტო) სავერტმფრენო ქვედანაყოფები, მათ შორის 50-მდე დამრტყმელი ვერტმფრენი, და სხვა ნაწილები და ქვედანაყოფები. ქვეითი დივიზიის საბრძოლო შემადგენლობაში კი შედიოდა თითო-თითო სატანკო და მოტოქვეითი ბატალიონები, რვა ქვეითი ბატალიონი, 105-მმ ბუქსირებადი ჰაუბუიცების სამი დივიზიონი, 155-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცების დივიზიონი, 227-მმ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების MLRS ბატარეა, სავერტმფრენი ქვედანაყოფები და სხვა ერთეულები. ამ შენაერთების საშტატო ჯავშანსატანკო ტექნიკა და საველე საარტილერიო შეიარაღება (100 მმ და მეტი ყალიბისა) ნაჩვენებია მე-3 ცხრილში.

ცხრილი 3

ამერიკული საბრძოლო დიიზიების საშტატო ჯავშანსატანკო ტექნიკა და საველე საარტილერიო შეიარაღება 1980-იანი წლების მეორე ნახევარში 

(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – ჯავშანსატანკო დივიზია; B – მექანიზებული ქვეითი დივიზია; C – ქვეითი დივიზია; D – მსუბუქი ქვეითი დივიზია)

ჯავშანსატანკო ტექნიკა . . . . . . . . . . . . .A . . . . . . .B . . . . . . .C . . . . . D . . . 
და საველე არტილერია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 

საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . . . . . 348 . . . . . 290 . . . . . . 54 . . . . . – . . . 

მოჯავშნული საბრძოლო
მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 700 . . . . . 766 . . . . . 133 . . . . . – . .
მათ შორის:
ქვეითთა საბრძოლო მანქანები . . . . . . 216 . . . . . 272 . . . . . . 56 . . . . . – . . .
საბრძოლო სადაზვერვო მან-
ქანები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 118 . . . . . 118 . . . . . . 34 . . . . . – . . .
ჯავშანტრანსპორტერები . . . . . . . . . . . 366 . . . . . 376 . . . . . . 43 . . . . . – . . . 


საველე საარტილერიო სისტემები . . . 147 . . . . . 147 . . . . . 124 . . . . . 96 . . .
მათ შორის:
105-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცები . . . . . . – . . . . . . . – . . . . . . .54 . . . . . .54 . . .
155-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცები . . . . . . – . . . . . . . – . . . . . . .18 . . . . . . .6 . . .
155-მმ თვითმავალი ჰაუბიცები . . . . . . .72 . . . . . . 72 . . . . . . – . . . . . . . – . . .
227-მმ ზალპური ცეცხლის
რეაქტიული სისტემები . . . . . . . . . . . . . . .9 . . . . . . . 9 . . . . . . . 9 . . . . . . – . . .


106,7-მმ ბუქსირებადი ნაღმ-
სატყორცნები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . – . . . . . . .43* . . . . 36**
106,7-მმ თვითმავალი ნაღმ-
სატყორცნები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .66 . . . . . . 66 . . . . . . – . . . . . . . – . .

* ქვეით დივიზიაში შედიოდა კიდევ 81 ერთეული 81-მმ ნაღმსატყორცნი.
** მსუბუქ ქვეით დივიზიაში შედიოდა კიდევ 81 ერთეული 60-მმ ნაღმსატყორცნი. 

ცხრილიდან კარგად ჩანს, რომ ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვეითი დივიზიები გაჯერებულია ჯავშანსატანკო ტექნიკითა და თვითმავალი საარტილერიო დანადგარებით და ხასიათდება მაღალი ჯავშანდაცულობით, საცეცხლე სიმძლავრითა და ბრძოლის ველზე მობილურობით (ტაქტიკური მობილურობით). ქვეითი და, მით უმეტეს, მსუბუქი ქვეითი შენაერთები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებიან მათ ამ კომპონენტებში.

ცივი ომის დასრულების შემდეგ ამერიკული სახმელეთო ჯარების სარდლობამ 27 საბრძოლო დივიზია 18-მდე შეამცირა და დღესდღეობით აქ მოითვლება ხუთი ჯავშანსატანკო, ექვსი მექანიზებული ქვეითი, ორი საშუალო, სამი მსუბუქი ქვეითი, საჰაერო-სადესანსტო და საჰაერო-საიერიშო დივიზიები. ამრიგად, პენტაგონის ხელმძღვანელობამ 1990-იან წლებში ძირითადად შეამცირა ქვეითი და მსუბუქი ქვეითი დივიზიების რაოდენობა (მთლიანობაში რვა ერთეულით), ხოლო ე. წ. “მძიმე” დივიზიების რიცხვი კი – უფრო ნაკლებად (სამი ერთეულით). ამასთანავე, ჩამოაყალიბა ახალი ტიპის ორი შენაერთი – ე. წ. “საშუალო”, რომლებიც წარმოადგენენ ჯავშანსატანკო ტქენიკისა და საველე არტილერიის საშტატო რაოდენობის მიხედვით შუალედურს “მძიმე” და ქვეით შენაერთებს შორის.

ამის საპირისპიროდ, იგივე ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები ჩვენ გვირჩევენ, რომ აქცენტი გადავიტანოთ მხოლოდ ქვეითი და მსუბუქი ქვეითი ქვედანაყოფებისა და ნაწილების ჩამოყალიბებაზე და გვარწმუნებენ, ამითაც მაგრები იქნებითო. ისინი რომ გვეუბნებიან, გასაგებია, მაგრამ ჩვენ რატომღა ვიტყუებთ თავს? რაც მთავარია – თავს ვიტყუებთ ამერიკელების საამებლად, საკუთარი სამშობლო და უფალი კი გვავიწყდება. ამგვარი სიცრუის გამო მასში ჩართულ ხელისუფლებას, ე. წ. პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს მოუწევთ პასუხისგება და საკმაოდ მძიმედაც.

საქართველოს სამხედრო მშენებლობის კიდევ ერთი საჭირბოროტო საკითხია ამერიკული სამხედრო მშენებლობის მოდელის ქართულ ნიადაგზე პირდაპირ კალკურად გადმოტანის მცდელობა, რაც ასევე ამერიკელთა არაკეთილი განზრახვების, ხოლო ჩვენი ხელისუფლების უმეცრების, სიბეცისა და “ძია სემისადმი” მაამებლობის მაჩვენებელია.

საქმე ეხება მცირერიცხოვანი პროფესიული ჯარისა და რეგულარული და სარეზერვო კომპონენტების შეხამების ამერიკული მოდელის გადმოტანას. მაგრამ საქმეს უფრო ღრმად თუ ჩავუკვირდებით, დავინახავთ, რომ ასეთი საქმიანობა თავისი არსით ეწინააღმდეგება სამხედრო მშენებლობის თავად ამერიკულ გამოცდილებას. საქმე ის არის, რომ აშშ წარმოადგენს კუნძულოვან სახელმწიფოს, რომელიც ევროპისა და აზიის ძლიერი ქვეყნებისგან იზოლირებულია ატლანტისა და წყნარი ოკეანეებით, და ამ მხრივ დაცულია მის ტერიტორიაზე სავარაუდო მოწინააღმდეგის მსხვილი ძალების მოულოდნელი შეჭრისგან, რასაც მოკლებული არიან კონტინენტური სახელმწიფოები, რომელთაც მეზობლად შეიძლება ჰყავდეთ თავიანთი თანაზომადი ქვეყნები და მათგან მოსალოდნელი შესაძლო სამხედრო მუქარების განეიტრალებისთვის სჭირდებათ არა მცირერიცხოვანი და პროფესიული შეიარაღებული ძალები, არამედ ისეთი რომელთა შესახებად ქენეთ ბრაუერის სიტყვები ზემოთ გვქონდა მოყვანილი. რაც შეეხებათ ამერიკელებს, როდესაც ვიეტნამის ომში განცდილი წარუმატებლობის, მნიშვნელოვანი დანაკარგებისა და ჯარების ბრძოლისუნარიანობის დაქვეითების შედეგად, ამერიკულმა სარდლობა გადაწყვიტა პროფესიულ შეიარაღებულ ძალებზე გადასულიყო, მაშინ მისი სპეციალისტები სწავლობდნენ და ითვალისწინებდნენ არა ევროპის კონტინენტური სახელმწიფოების – გერმანიის, საფრანგეთის, ან თუნდაც რუსეთის გამოცდილებას, არამედ შეერთებული შტატებივით კუნძულოვანი ქვეყნებისა – კანადისა და დიდი ბრიტანეთის.

მშვიდობიანობის დროს საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონის დაკონსერვებასა და შეიარაღებული ძალების უპირატესად მოხალისეთაგან დაკომპლექტებაზე გადასვლას შედეგად მოჰყვა შეიარაღებული ძალების რიცხოვნების მნიშვნელოვნად შემცირება, რის შესაძლებლობასაც პენტაგონის ხელმძღვანელობას აშშ-ის კუნძულოვანი მდებარეობა აძლევდა. 1991 წლის მონაცემებით, 250-მილიონიანი ამერიკის რეგულარული შეიარაღებული ძალებისა და მზადყოფი რეზერვის რიცხოვნებამ (რომელთა გამოყენებასაც ქვეყნის სარდლობა გეგმავდა სავარაუდო ომის საწყის ეტაპზე) შეადგინა 3,96 მლნ ადამიანი; იმავე დროს, 290-მილიონიანი საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების რეგულარულ კომპონენტსა და პირველი რიგის რეზერვში, რომლებიც ასევე სავარაუდო ომის საწყის ეტაპზე გასაწვევად იყვნენ განკუთვნილნი, მოითვლებოდა 8,64 მლნ ადამიანი. ესე იგი, სავარაუდო ომის პირველ ხანებში საბჭოთა სარდლობა გეგმავდა პენტაგონის ხელმძღვანელობასთან შედარებით 2,2-ჯერ უფრო მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალების გამოყვანას. აშშ-საც რომ კონტინენტური მდებარეობა ჰქონოდა, და სსრკ-ის მეზობელი სახელმწიფო ყოფილიყო, მაშინ მისი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა საკუთარ თავს ისეთი ფუფუნების ნებას ვერ მისცემდა, რომ მცირერიცხოვანი და პროფესიული შეიარაღებული ძალების მშენებლობაზე გადასულიყო, არამედ ისიც საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონს უცვლელად შეინარჩუნებდა. სამაგიეროდ, ნატო-ს ბლოკის მონაწილე დასავლეთ ევროპის კონტინენტურ სახელმწიფოებში, რომელთა მოსახლეობის საერთო რიცხვიც 343 მლნ ადამიანამდე აღწევდა, მოქმედებდა საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონი და ისინი გეგმავდნენ ომის საწყსის ეტაპზე საერთო ჯამში 7,2-მილიონიანი შეიარაღებული ძალების მობილიზაციას, რაც აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის შეიარაღებულ ძალებთან ერთობლივად შეადგენდა 11,95 მლნ ადამიანს. ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციაც, საერთო ჯამში, მისი მონაწილე აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა 3,16-მილიონიანი პირველი რიგის რეზერვების გათვალისწინებით, სავარაუდო ომის საწის პერიოდში ვარაუდობდა სულ 11,80 მლნ შეიარაღებული ძალების მობილიზაციას, და ამით დაპირისპირებულ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებს შორის გარკვეული პარიტეტი არსებობდა.

საქართველოც ასევე მცირე კონტინენტური სახელმწიფოა და მას არა აქვს უფლება, რომ ანგარებიანი ჩინოვნიკების წვრილმან პირად ინტერესებს აჰყვეს, მახინჯი გზით წაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალების მშენებლობა, უარი თქვას ისეთი თავდაცვითი სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომელიც მისცემდა მას საჭიროების შემთხვევაში სულ რამდენიმე დღეღამეში 500-ათასიანი შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებებს წარმოების შესაძლებლობას. და ამის ნაცვლად აირჩიეს 12-ათასიანი რეგულარული პროფესიული შეიარაღებული ძალებისა და კიდევ 5–6-ათასიანი მზადმყოფი რეზერვის მშენებლობის გზა და, განსაცდელის შემთხვევაში, ამ 20-ათასიანი ჯარების ამარა დარჩენა. წინა წერილებში ჩვენ ერთხელ უკვე დეტალურად აღვწერეთ, თუ რა ბედი ეწიათ 1974 წლის ზაფხულში კვიპროსზე 12-ათასიან კვიპროსულ და ბერძნულ ჯარებს 40-ათასიან თურქულ დაჯგუფებასთან ბრძოლებში. მათ, გმირული შემართებისა და თავგანწირვის მიუხედავად, მხოლოდ ორი დღეღამის განმავლობაში თუ შეძლეს თურქებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა კი ბერძენი ოფიცრები “ნატო-ს სტანდარტებით” იყვნენ მომზადებულნი და კვიპროსელებსაც ასევე წვრთნიდნენ, ხოლო საბრძოლო მოქმედებებში კი მათ უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ. თურქებმა დაიპყრეს კუნძულის ტერიტორიის 40 %. ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებში ჟლიტეს, ძარცვეს და აუპატიურეს ბერძნული მოსახლეობა, რის შედეგადაც იქიდან 200 ათასმა ბერძენმა დევნილმა მიაშურა მის სამხრეთ რაიონებს; ანუ მოხდა ყოველივე ის, რაც ჩვენც ასევე ვნახეთ საქართველოში 1991–93 წლებში. მცირერიცხოვანი პროფესიული ჯარების მშენებლობა მომავალშიც იმავეს გვიქადის.

რაც შეეხება რეგულარული ჯარებისა და მზადმყოფი რეზერვის ამერიკულ მოდელს, ესეც ამ ქვეყნის კუნძულოვანი მდებარეობიდან გამომდინარეობს, ხოლო პოტენციური მუქარებით გარემოცული კონტინენტური სახელმწიფოსთვის კი სრულებით მიუღებელია. აშშ შეიარაღებული ძალების ორგანიზაცია ითვალისწინებს რეგულარულ და სარეზერვო კომპონენტებს. სახმელეთო ჯარებსა და საჰაერო ძალებში არის ეროვნული გვარდია და რეზერვი, ხოლო საზღვაო ძალებში კი (საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსის ჩათვლით) – მხოლოდ რეზერვი. მზადმყოფი რეზერვის შიგნით არის ორგანიზებული რეზერვი და ინდივიდუალური რეზერვი. პირველი მოიცავს უკვე მშვიდობიანობის დროს სახმელეთო ჯარებისა და საზღვაო ქვეითი ჯარის დივიზიებად, აგრეთვე ცალკეულ ბრიგადებად, ბატალიონებად და დივიზიონებად ორგანიზებულ საჯარისო ერთეულებს, საჰაერო ძალებისა და საზღვაო ძალების ავიაციის საავიაციო ფრთებსა და ესკადრილიებს. სახელდობრ, 1991 წელს აშშ სახმელეთო ჯარების ეროვნულ გვარდიაში მოითვლებოდა 10 საბრძოლო დივიზია (ორი ჯავშანსატანკო, ორი მექანიზებული ქვეითი, ხუთი ქვეითი და ერთიც მსუბუქი ქვეითი), 20 ცალკეული ბრიგადა (ხუთი ჯავშანსატანკო, შვიდი მექანიზებული ქვეითი, რვა ქვეითი /მათ შორის სამი მსუბუქი ქვეითი/), ორი ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკი, საველე არტილერიის 18 ბრიგადის შტაბი, 75 ცალკეული ბატალიონი (ხუთი სატანკო, სამი მოტოქვეითი, სამთოქვეითი, ოთხი მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო და 62 საინჟინრო), 58 ცალკეული დივიზიონი (42 საარტილერიო და 16 საზენიტო). არმიის რეზერვში – სამი ცალკეული ბრიგადა (მექანიზებული ქვეითი, ქვეითი და მსუბუქი ქვეითი), საარტილერიო ბრიგადების ორი შტაბი, 73 ცალკეული ბატალიონი/დივიზიონი (სატანკო, ორი ქვეითი, 14 საარტილერიო, 56 საინჟინრო). საჰაერო ძალების ეროვნულ გვარდიაში მოითვლებოდა 23, ხოლო რეზერვში კი 21 ტაქტიკური საავიაციო ფრთა, საერთო ჯამში 149 საავიაციო ესკადრილია, ხოლო თითოეულ ესკადრილიაში კი – 18-24 საბრძოლო თვითმფრინავი. საზღვაო ძალების რეზერვში ნაჩვენები იყო 18 ფრეგატი, 16 ნაღმსატრალო და სამი სადესანტო ხომალდი, ორი მოიერიშე საავიამზიდო ფრთა, ორი საზღვაო-სადაზვერვო საავიაციო ფრთა და ერთიც სავერტმფრენო ფრთა (36 საავიაციო ესკადრილია), საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსის ერთი საექსპედიციო დივიზია და ერთი საავიაციო ფრთა.

მაგრამ ეს შთამბეჭდავი მაჩვენებლები რაოდენობრივად რამდენადმე ჩამოუვარდებოდა რეგულარული შეიარაღებული ძალების მაჩვენებლებს. იმავე 1991 წელს აშშ რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნება შეადგენდა 2 029 600 ადამიანს, მზადმყოფი რეზერვისა კი 1 721 700-ს. აქ შედიოდა როგორც ორგანიზებული, ისე ინდივიდუალური მზადმყოფი რეზერვიც, ხოლო ეს უკანასკნელი კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, განკუთვნილი იყო ომის საწყის პერიოდში რეგულარული ჯარებისა და ორგანიზებული რეზერვის მიერ განცდილი დანაკრგების შესავსებად. მე-4 ცხრილში ნაჩვენებია აშშ შეიარაღებული ძალების რეგულარული და სარეზერვო კომპონენტების საჯარისო შენაერთებისა და ნაწილების რაოდენობა1991 წელს.

ცხრილი 4

აშშ შეიარაღებული ძალების რეგულარული და სარეზერვო კომპონენტების შენაერთებისა და ნაწილების რაოდენობა 1991 წელს 

(აქ ცხრილი მოგვყავს უფრო ვრცელი სახით გაზეთში გამოქვეყნებულთან შედარებით, რათა უფრო მეტად დაწვრილებითი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მკითხველს) 

საბრძოლო შენაერთები და ნაწილები . . რეგულარუ- . . ეროვნული . . რეზერვი 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .ლი ჯარები . . . . გვარდია . . . . . . . . . . . . 

სახმელეთო ჯარები 

დივიზიები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 16 . . . . . . . . . . . . .10 . . . . . . . . . . – . . .
მათ შორის:
ჯავშანსატანკო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3 . . . . . . . . . . . . . .2 . . . . . . . . . . – . . .
მექანიზებული ქვეითი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .6 . . . . . . . . . . . . . .2 . . . . . . . . . . – . . .
ქვეითი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . . . . .5 . . . . . . . . . . – . . .
მსუბუქი ქვეითი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .4 . . . . . . . . . . . . . .1 . . . . . . . . . . – . . .
საჰაერო-სადესანტო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1 . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . .– . . .
საჰაერო-საირიშო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . .– . . .

ცალკეული ბრიგადები . . . . . . . . . . . . . . . . . . . .24 . . . . . . . . . . . . .20 . . . . . . . . . . . 5* . .

მათ შორის:
ჯავშანსატანკო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2 . . . . . . . . . . . . . .5 . . . . . . . . . . – . . . .
მექანიზებული ქვეითი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . . . . 7 . . . . . . . . . . . 1 . . .
ქვეითი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2 . . . . . . . . . . . . . 5 . . . . . . . . . . . 1 . . .
მსუბუქი ქვეითი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . .3 . . . . . . . . . . . 1 . . .
მოტორიზებული ქვეითი . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . . .
საარმიო ავიაციისა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .9 . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . .– . . . .
საარტილერიო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .9 . . . . . . . . . . . . 18** . . . . . . . . . 2** 

ცალკეული ჯავშანსაკავალერიო
პოლკები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .2 . . . . . . . . . . . . . 2 . . . . . . . . . . – . . .

ცალკეული ბატალიონები
(დივიზიონები) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1 . . . . . . . . . . . 133 . . . . . . . . . . 73 . . .
მათ შორის:
სატანკო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . 5 . . . . . . . . . . . 1 . . .
მოტოქვეითი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . .3 . . . . . . . . . . – . . . .
სამთოქვეითი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . – . . . .
საარტილერიო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . .42 . . . . . . . . . . 14 . . .
მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . .4 . . . . . . . . . . . – . . . .
საჰაერო-სადესანტო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1 . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . – . . . .
ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების
“ლანსი” . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .7 . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . . .
საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების
“პეტრიოტი” . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 10 . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . . .
საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების
“ჰოქი” . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 8 . . . . . . . . . . . . .3 . . . . . . . . . . – . . . .
საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების
“ჩაპარელი” . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . 8 . . . . . . . . . . – . . . .
საზენიტო-საარტილერიო დანადგა-
რების “ვულკანი” . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . 5 . . . . . . . . . . .– . . . .
საინჟინრო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . 62 . . . . . . . . . . 56 . . . 

საჰაერო ძალები 

სტრატეგიული სარაკეტო ფრთები . . . . . . . . . . . 6 . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . .
მათ შორის საკონტინეტთაშირისო
ბალისტიკური რაკეტებისა:
“მინითმენ-2” (9 ესკადრილია 450
რაკეტით) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3 . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . .
“მინითმენ-3” (10 ესკადრილია 500
რაკეტით) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3 . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . .
სტრატეგიული რაკეტების MX
“ფისქიფერი” ცაკეული ესკადრილია
(50 ბალისტკური რაკეტით) . . . . . . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . .

სტრატეგიული ბობდამშენი საავიაციო
ფრთები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .14 . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . .
მათ შორის ბომბდამშენებისა:
B-1B . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4 . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . .
B-52H . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4 . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . .
B-52G . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 6 . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . .

სტრატეგიული სადაზვერვო საავიაციო
ფრთები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4 . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . .
მათ შორის თვითმფრინავებისა:
U-2R/RT . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . .
TR-1A/B . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . .
RC-135 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2 . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . .

სტრატეგიული (ჰაერში საწვავით)
გამწყობი საავიაციო ფრთები
(55 საავიაციო ესკადრილით) . . . . . . . . . . . . . . . . 6 . . . . . . . . . . . . * . . . . . . . . . . . * . . .
გაწყობი საავიაციო ესკადრილიები . . . . . . . . . . 36 . . . . . . . . . . . 13 . . . . . . . . . . . 3 . . .
მათ შიროს თვითმფრინავებისა:
KC-135 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 30 . . . . . . . . . . . .13 . . . . . . . . . . . 3 . . .
KC-10 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .6 . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . 3 . . .

მართვის ცალკეული საავიაციო
ესკადრილიები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4 . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . . .
მათ შორის თვითმფრინავებისა:
E-4A/B . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . . .
EC-135 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3 . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . .

სტრატეგიული სამხედრო-
სატრანსპორტო თვითმფრინავების
C-141 და C-5 ესკადრილიები . . . . . . . . . . . . . . . .22 . . . . . . . . . . . . 2 . . . . . . . . . . . 3 . . .

ტაქტიკური საავიაციო ფრთები (94 საავი-
აციო ესკადრილიით) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 24 . . . . . . . . . . . .23 . . . . . . . . . . 21 . . .

საავიაციო ესკადრილიებიდან:

გამანადგურებელ-დამჭერი (თვით-
მფრინავებით F-15) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4 . . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . – . . .

საჰაერო თავდაცვის გამანადგურებელი . . . . . . – . . . . . . . . . . . . .9 . . . . . . . . . . . – . . .
მათ შორის თვითმფრინავებისა:
F-4D . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . .3 . . . . . . . . . . . – . . .
F-16A/B . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . .5 . . . . . . . . . . . – . . .
F-15A . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . .1 . . . . . . . . . . . – . . .

გამანადგურებელ-ბომბდამშენი . . . . . . . . . . . . . 59 . . . . . . . . . . . 12 . . . . . . . . . . . 5 . . .
მათ შორის თვითმფრინავებისა:
F-4D/E . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . .4 . . . . . . . . . . . .2 . . .
F-4G . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .6 . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . – . . .
F-111 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 9 . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . – . . .
F-15 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 18 . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . – . . .
F-16 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 24 . . . . . . . . . . . .8 . . . . . . . . . . . .5 . . .
F-117 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2 . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . – . . .

მოიერიშე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 13 . . . . . . . . . . . 16 . . . . . . . . . . . 5 . . .
მათ შორის თვითმფრინავებისა:
A-7D/K . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . 12 . . . . . . . . . . . – . . .
A-10A . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .13 . . . . . . . . . . . .4 . . . . . . . . . . . .5 . . .

სადაზვერვო, თვითმფრინავებისა
RF-4C . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2 . . . . . . . . . . . . 6 . . . . . . . . . . . – . . .

შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა
და მართვის საავიაციო ფრთა . . . . . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . .
E-3 AWACS თვითმფრინავების
ესკადრილიები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .4 . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . .

რადიოელექტრონული ბრძოლის
ცალკეული ესკადრილიები
თვითმფრინავებით EC-130, EF-111 . . . . . . . . . . . 4 . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . . – . . .

ტაქტიკური სამხედრო-სატრანსპორტო
თვითმფრინავების C-130 ესკადრილიები . . . . .12 . . . . . . . . . . . 19 . . . . . . . . . . 14 . . . 

საზღვაო ძალები 

სტრატეგიული (ატომური სარაკეტო)
წყალქვეშა ნავები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 34 . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . . 

ტაქტიკური (მრავალმიზნობრივი)
წყალქვეშა ნავები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 86 . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . .

მსხვილი წყალზედა საბრძოლო
ხომალდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 207 . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . 18 . . .
მათ შორის:
ავიამზიდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .13 . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . .
სახაზო ხომალდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .2 . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . .
კრეისერები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 46 . . . . . . . . . . .  – . . . . . . . . . . . – . . .
საესკადრო ნაღმოსნები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .49 . . . . . . . . . . .  – . . . . . . . . . . . – . . .
ფრეგატები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .97 . . . . . . . . . . .  – . . . . . . . . . . . 18 . . .

საპატრულო და სანაპირო დაცვის
მცირე ხომალდები და კატარღები . . . . . . . . . . . 30 . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . .

ნაღმსატრალო ხომალდები . . . . . . . . . . . . . . . . . 28 . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . .16 . . .

მსხვილი სადესანტო ხომალდები . . . . . . . . . . . 65 . . . . . . . . . . .  – . . . . . . . . . . . . 3 . . .

ავიამზიდების საგემბანო საავიაციო
ფრთები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 13 . . . . . . . . . . .  – . . . . . . . . . . . . 2 . . .

საზღვაო ქვეითი ჯარის დივიზიები . . . . . . . . . . 3 . . . . . . . . . . .  – . . . . . . . . . . . . 1 . . .
საზღვაო ქვეითი ჯარის საავიაციო
ფრთები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 13 . . . . . . . . . . .  – . . . . . . . . . . . . 2 . . .

* აქ საბრძოლო ბრიგადებთან ერთად ნაჩვენები იყო ორი საარტილერიო ბრიგადის შტაბიც, რომელთა შესახებ ქვემოთაცაა ნათქვამი ორი ვარსკვლავით (**) აღნიშნულ შენიშვნაში. 
** აქ ეროვნული გვარდიის საბრძოლო შემადგენლობაში ნაჩვენები იყო 18 საარტილერიო ბრიგადის შტაბი, ხოლო არმიის რეზერვის შემადგენლობაში კი ორი საარტილერიო ბრიგადისა; რაც შეეხება ამ ბრიგადების შემადგენლობაში ნაგულისხმევ საარტილერიო დივიზიონებს, ისინი ნაჩვენებია ცოტათი ქვემოთ – ცალკეული ბატალიონების (დივიზიონების) გრაფაში; სახელდობრ: 42 საარტილერიო დივიზიონი ეროვნულ გვარდიაში და 14 არმიის რეზერვში. 

აშშ რეგულარულ შეიარაღებულ ძალებსაც და ორგანიზებულ რეზერვსაც ძირითადად აკომპლექტებენ ახალბედა მოხალისეებით, რომლებიც ნამდვილ სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის შემდეგ სასწავლო ცენტრებში გადიან რვაკვირიან საწყის საბრძოლო მომზადებას. ამის შემდეგ ისინი მიდიან თავიანთ სამხედრო ნაწილებში და გადიან შემდგომ სამსახურს კონტრაქტის მიხედვით. რეგულარულ შენაერთებსა და ნაწილებში საბრძოლო მომზადებას ეთმობა კვირაში ხუღი დღე. ხშირად ცალკეული სასწავლო ამოცანების დამუშავებას აწარმოებენ ღამითაც. შაბათი დღის პირველი ნახევარი ეთმობა საბრძოლო ტექნიკის მომსახურებას, პროფილაქტიკურ სამედიცინო შემოწმებებს ან სპორტულ ღონისძიებებს. დღის მეორე ნახევარი და კვირა დღე აშშ რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში დასვენებისთვის არის განკუთვნილი.

სარეზერვო კომპონენტების სამხედრო მოსამსახურეები კი მთელი კვირის განმავლობაში მსახურობენ სამოქალაქო სექტორში, ხოლო ძირითადად შაბათ დღეს ოთხი საათის განმავლობაში საცხოვრებელ ადგილის მახლობლად განლაგებულ ეროვნული გვარდიის ან რეზერვის მცირე ქვედანაყოფენში (ოცეულებში, ასეულებში) გადიან საბრძოლო მომზადებას. გარდა ამისა, ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურენი ზაფხულობით გადიან ორკვირიან საბანაკო შეკრებებს. შესაბამისად, თუკი რეგულარული არმიის დივიზიები თავმოყრილადაა განლაგებული ცალკეულ ფორტებში, ეროვნული გვარდიის დივიზიების მცირე ქვედანაყოფები განაწილებულია ერთი ან რამდენიმე შტატის ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე, ეროვნული გვარდიის ნაწილები და შენაერთები გარკვეულწილად ჩამოუვარდებიან რეგულარული არმიის ანალოგიურ ერთეულებს არა მხოლოდ პირადი შემადგენლობის ინდივიდუალური მომზადებით, არამედ ქვედანაყოფებისა და ნაწილების საბრძოლო შეთანხმებულობითაც (боевое слаживание).

აქედან გამომდინარე, ამერიკულ სარდლობას ევროპასა და სამხრეთ კორეაში ცივი ომის განმავლობაში განლაგებული ჰყადა რეგულარული სახმელეთო ჯარების ხუთი საბრძოლო დივიზია და მათი უზრუნველყოფის ნაწილები; ასევე რეგულარული არმიის 11 დივიზია განლაგებული იყო აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში და შეადგენდა ზღვისმიღმა ტერიტორიებზე გაშლილი ამერიკული ჯარების გაძლიერების პირველ სტრატეგიულ ეშელონს, თუმცა კი ამავე დროს გათვალისწინებული იყო ამ დივიზიებში ეროვნული გვარდიისა და არმიის რეზერვის ცალკეული ბრიგადების, საარტილერიო დივიზიონებისა და საინჟინრო ბატალიონების ჩართვაც, რასაც უწოდებდნენ “რაუნდ-აუთ” და “რაუნდ-აფ” პროგრამებს. მაგრამ ძირითადად ეროვნული გვარდიის შენართებისა და ნაწილების ევროპაში გადმოსროლას ამერიკული სარდლობა გეგმავდა ომის მომდევნო ეტაპზე, ხოლო მანამდე კი მათ ჩაუტარებდნენ გაძლიერებულ მომზადებასა და საჯარისო სწავლებებს.

გარდა ამისა, არმიის რეზერვში ფუნქციონირებს 12 სასწავლო დივიზია, და თუკი ომის მასშტაბები ამას მოითხოვდა, ამერიკის ხელისუფლება გეგმავდა ისევ საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონის ამოქმედებას, სამხედროვალდებული მოსახლეობის გაწვევას, არმიის რეზერვის სასწავლო დივიზიებში მათ მომზადებას მათგან ახალი საბრძოლო შენაერთებისა და ნაწილების ჩამოყალიბებასა და საბრძოლო მოქმედებების ზონაში გადასროლას.

აშშ რომ კონტინენტური სახელმწიფო ყოფილიყო, ის ვერც ასეთ მექანიზმებს ჩამოაყალიბებდა და თავიდანვე გაიწვევდა სამხედრო სამსახურში რეზერვისტებს, მათგან უმოკლეს ვადებში ბრძოლისუნარიანი დივიზიებისა და ბრიგადების დასაკომპლექტებლად.

ცხადია, რომ კრიზისულ სიტუაციაში ვერც საქართველოს ექნება ამერიკულ ყაიდაზე მომსახურე რეზერვისტების გადამზადების დრო და შესაძლებლობები. ქვეყანა ნებისმიერი დამპყრობლისთვის ადვილად მოსაპოვებელი ლუკმა შეიქნება, თუკი ჩვენი ხელისუფლება თავს არ დაანებებს ამერიკელთა მაამებლობის გზით სიარულს, ამერიკული მოდელების პირდაპირ გადმოღებას, და რადიკალურად შეიცვლება მდგომარეობა, თუკი ქართველი მოხელეები ჯერ კარგად შეისწავლიან სხვა ქვეყნების გამოცდილებას, განსაკუთრებით კი ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოებისა, ან ნატო-ს წევრი ნორვეგიისა და საბერძნეთის, ასევე გერმანიის, საფრანგეთისა და თურქეთის, თავიანთი თავდაცვის სისტემებისა და შეიარაღებული ძალების მშენებლობის სფეროში, გაიაზრებენ, თუ რა გამოადგება ჩვენს ქვეყანას უცხოური გამოცდილებიდან, ჩახედავენ საქართველოს სამხედრო ისტორიას, გაითვალისწინებენ ჩვენი ერის ფსიქიკურ წყობას, ეროვნულ და რელიგიურ ტრადიციებს, და ყოველივე ამაზე დაყრდნობით სწორად წარმართავენ საქართველოს ცხოვრებასა და საქმიანობას სამხედრო სფეროში. სწორედ ამას გვასწავლიდა წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე), როდესაც ნიკო ნიკოლაძესთან, არჩილ ჯორჯაძესა და ნოე ჟორდანიასთან კამათისას აუცილებელ პირობად აცხადებდა დასავლური ან რუსული ცოდნის ჯერ ქართული ეროვნული ცნობიერების ქარ-ცეცხლში გატარებას, შემდეგ კი იქიდან მხოლოდ ჩვენთვის სასარგებლო გამოცდლების მიღებასა და შეთვისებას.

ირაკლი ხართიშვილი 


შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები და საქართველო 

(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ “ახალ 7 დღეში” 2006 წლის 7–13 აპრილისა და 14–20 აპრილის ნომრებში სათაურით “აშშ შეიარაღებული ძალები და საქართველო”; აქ რამდენადმე შევცვალეთ წერილის სათაური, ვინაიდან მანამდე გაზეთ “საქართველოში” ასეთი საერთო სათაურით გამოვაქვეყნეთ რამდენიმე წერილისგან შემდგარი ციკლი, რომელიც ამ სახელწოდებით გვაქვს უკვე ატვირთული ბლოგზე, და მოვერიდეთ დუბლირების გამო მკითხველთათვის შესაძლო უხერხულობების წარმოქმნას) 

უკანასკნელ წლებში აშშ-ს დიდი გავლენა აქვს საქართველოს სამხედრო მშენებლობაზე. ამიტომ საინტერესო იქნებოდა, კიდევ ერთხელ გადაგვეხედა ამ სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და განვითარების გამოცდილებისთვის, რათა გაგვერკვია – პირველი, რა ცვლილებები განახორციელა ამერიკულმა სარდლობამ თავის სამხედრო მანქანაში “ცივი ომის” დასრულების შემდეგ (1990 წლებიდან), რა მიზნებს ისახავდა ეს ცვლილებები, და მეორეც, როგორ შეესაბამება თავად ამერიკელთა გამოცდილებას ის რჩევები, რომლებსაც ისინი აძლევენ საქართველოს ხელისუფლებასა და თავდაცვის სამინისტროს.

აშშ შეიარაღებული ძალები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამკვიდრებული ორგანიზაციის მიხედვით, შედგება სახმელეთო ჯარების, საჰაერო ძალებისა და საზღვაო ძალებისგან (მანამდე საჰაერო ძალები ცალკე არ არსებობდა და საბრძოლო ავიაცია შედიოდა სახმელეთო ჯარებისა და საზღვაო ძალების შემადგენლობაში). მათ ეწოდებათ შეიარაღებული ძალების სახეობები. საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსი შედის საზღვაო ძალების შემადგენლობაში, მაგრამ მისი მრავალრიცხოვნებისა (ოთხი საექსპედიციო დივიზია, ოთხი ტაქტიკური საავიაციო ფრთა) და აშშ სამხედრო-პოლიტიკურ ისტორიაში მისი განსაკუთრებული როლის გამო ხშირად მას მოიხსენიებენ, როგორც შეიარაღებული ძალების ცალკე სახეობას.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტრატეგიული ბირთვული იარაღის განვითარების, ბირთვული საბრძოლო მასალების გადამტანებად სტრატეგიული ბომბდამშენი ავიაციის, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებისა (სკბრ) და წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტების (წნბრ) შექმნისა და განვითარების შედეგად, უკვე 1962 წელს პრეზიდენტ ჯ. კენედის ადმინისტრაციამ შემოიღო შეიარაღებული ძალების დაყოფა ასევე მიზნობრივი დანიშნულებისა და გადასაწყვეტი ამოცანების მიხედვითაც. სახელდობრ, ამ მხრივ გამოყოფილ იქნა სტრატეგიული ძალები, ზოგადი დანიშნულების ძალები, ჯარების სტრატეგიული გადასროლის ძალები და საშუალებები და რეზერვები. სტრატეგიული ძალები იყოფა სტრატეგიულ შეტევით და თავდაცვით ძალებად, რომელთაგან პირველში საჰაერო ძალებიდან შესულია სკბრ-ებისა და სტრატეგიული ავიაციის (ბომბდამშენი, სადაზვერვო, ჰაერში საწვავით გამწყობი და მართვის თვითმფრინავები /საჰაერო საკომანდო პუნქტები/) შენაერთები, ნაწილები და ქვედანაყოფები. საზღვაო ძალებიდან – საზღვაო ბაზირების ბალისტიკური რაკეტებით (“პოლარისი”, “პოსეიდონი”, “თრაიდენთი”) შეიარაღებული სტრატეგიული წყალქვეშა ნავები.

ზოგადი დანიშულების ძალებში შედიან მთლიანად სახმელეთო ჯარები, ტაქტიკური საჰაერო ძალები და საზღვაო ძალების უმეტესი ნაწილი სტრატეგიული დანიშნულების ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების გამოკლებით. ჯარების სტრატეგიული გადასროლების ძალებსა და საშუალებებში შეყვანილია სტრატეგიული დანიშნულების (ფრენის დიდი სიშორის მქონე) სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები C-5A “გელექსი” და C-141 “სტარლიფტერი” ნაწილები და ქვედანაყოფები, აგრეთვე მსხვილტონაჟიანი სამხედრო-სატრანსპორტო გემები. საჭიროების შემთხვევაში ითვალისწინებენ ამ მიზნებით სამოქალაქო საავიაციო და საზღვაო კომპანიების ხომალდების გამოყენებასაც, რისთვისაც უკვე მშვიდობიანობის დროს მათ უტარებენ შესაბამის გადაკეთებებს (სამოქალაქო ლაინერების ფუზელაჟის გამაგრება და სხვა), რაშიც ფინანსურად და ორგანიზაციულად მონაწილეობს პენტაგონიც.

რაც შეეხება აშშ შეიარაღებული ძალების რეგულარულ და სარეზერვო კომპონენტებს და მათ ურთიერთდამოკიდებულებას, აქ უკვე თავს იჩენს ამერიკის სპეციფიური ისტორიული გამოცდილება და გეოგრაფიული პირობები. საქმე ის არის, რომ ამ ქვეყანას გააჩნია კუნძულოვანი მდებარეობა და არ ჰყავს მსხვილი და ძლიერი სახმელეთო მეზობელი. სახელდობრ, 2000 წელს აშშ-ის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 275,6 მლნ ადამიანს, მისი ჩრდილოელი მეზობლის, კანადისა, 29,5 მლნ-ს, ხოლო სამხრეთელი მეზობლის, მექსიკისა კი, 96,5 მლნ ადამიანს. ევროპისა და აზიის მსხვილი სახელმწიფოებისგან აშშ იზოლირებულია ატლანტისა და წყნარ ოკეანეთა სივრცეებით, რაც გამორიცხავს მის ტერიტორიაზე შესაძლო მოწინააღმდეგის მსხვილი ძალებით მოულოდნელ შეჭრას. ამიტომ, თუმცა კი აშშ-ს შეუძლია საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონის საფუძველზე სამხედროვალდებული ახალგაზრდობის ნამდვილ სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგად მშვიდობიანობის დროის 3,2-მილიონიანი რეგულარული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება, რაც შესაძლებლობას მისცემდა ჰყოლოდა 5,0-მილიონიანი პირველი რიგის რეზერვიც (იმ ახალგაზრდა მამაკაცების სავარაუდო რიცხვი, რომლებიც რეგულარული ჯარებიდან დემობილიზებული იქნებოდნენ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში), აგრეთვე 45-მილიონიანი საერთო რეზერვი, რომლებმაც თავის დროზე იმსახურეს შეიარაღებულ ძალებში და გარკვეული სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობებიც გააჩნიათ; და მაშინ, ძლიერი მეზობელი სახელმწიფოს, ან სახელმწიფოთა კოალიციის სავარაუდო თავდასხმის შემთხვევაში მასაც შეეძლებოდა ომის საწყის ეტაპზე 8,2-მილიონიანი შეიარაღებული ძალების მობილიზაცია, ხოლო შემდეგ კი ვითარების-და მიხედვით მოქმედება.

მაგრამ საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონი მშვიდობიანობის დროს აშშ-ში დაკონსერვებულია და 1973 წლის დასაწყისიდან ქვეყნის შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხდება ნებაყოფლობით, მოხალისეთაგან, შესაბამისი კონტრაქტების საფუძველზე. რეგულარულ სახმელეთო ჯარებში, მაგალითად, კონტრაქტის მინიმალური ვადა ექვსი წელია, საიდანაც მინიმუმ სამი წელი რიგითი შემადგენლობის სამხედრო მოსამსახურემ უნდა იმსახუროს რეგულარულ ნაწილში, ხოლო შემდეგ კი შეუძლია გადავიდეს ორგანიზებულ რეზერვში (ეროვნულ გვარდიაში ან არმიის რეზერვში). ასეთი პრაქტიკის შედეგად, თუმცა კი მაღლდება პირადი შემადგენლობის პროფესიონალიზმი, მაგრამ შედარებით მაღალი ფულადი ანაზღაურებისა და სხვა შეღავათების გამო, ასეთი სახის მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალების შენახვა ფინანსურად შეუძლებელია და, შესაბამისად, მნიშვნელოვნადაა შემცირებული როგორც ომის საწყის ეტაპზე გამოსაყვანი შეიარაღებული ძალების რიცხოვნება, ისე გარკვეული სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის მქონე რეზერვისტების რიცხვიც, ვინაიდან ბევრ მათგანს საერთოდ არც კი გაუვლია ნამდვილი სამხედრო სამსახური. სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 1991 წელს აშშ რეგულარულ შეიარაღებულ ძალებსა და მზადმყოფ რეზერვში (პირველი რიგის რეზერვში) სულ შედიოდა 3,96 მლნ ადამიანი, 2000 წელს კი 2,58 მლნ მათი განაწილება რეგულარულ ჯარებსა (ძალებსა) და რეზერვში ნაჩვენებია 1-ლ ცხრილში.

ცხრილი 1

აშშ შეიარაღებული ძალების რეგულარული და სარეზერვო კომპონენტები 1991 და 2000 წლებში 

(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – რეგულარული და სარეზერვო კომპონენტები, B – მთლიანად შეიარაღებული ძალები, ადამიანი, C – სახმელეთო ჯარები, ადამიანი, D – საჰაერო ძალები, ადამიანი, E – საზღვაო ძალები, ადამიანი, F – საზღვაო ქვეითი ჯარის კოროუსი, ადამიანი)

მოსახლეობა, . . . . . . . A . . . . . . . . . . B . . . . . .C . . . . . D . . . . . E . . . . . F . . 
ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 

1 9 9 1 წ ე ლ ი 

250 348 800 . . . რეგულარული . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
 . . . . . . . . . . . . . შეიარაღებული . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . .ძალები . . . . . . . . 2029800 . . 751900 . . 517400 . . 584800 . . 195700

. . . . . . . . . . . . . .მზადმყოფი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . .რეზერვი . . . . . . .1721700 . 1101000 . . 275100 . . 240200 . . . 86500
. . . . . . . . . . . . . .მათ შორის: . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . .ეროვნული . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . .გვარდია . . . . . . 583500 . . 446700 . . 116800 . . . . – . . . . . – . . .
. . . . . . . . . . . . . . . .რეზერვი . . . . .1138200 . . .654300 . .157200 . . 240200 . . .86500

 . . . . . . . . . . . . . Standby რეზე- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . .რვი . . . . . . . . . . . . . .29200 . . . . 1100 . . .14900 . . . 11800 . . . . 1400
. . . . . . . . . . . . . .Retired რეზერ- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . .ვი . . . . . . . . . . . . . . 175500 . . .87300 . . . 54200 . . .28800 . . . . .5200

. . . . . . . . . . . . . .ს უ ლ . . . . . . . . . 3956000 . 1921100 . . 860500 . . 865600 . . .288800

2 0 0 0 წ ე ლ ი 

275 636 000 . . . . . .რეგულარული . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . შეიარაღებული . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . ძალები . . . . . 1365800 . . 471700 . . 353600 . . 370700 . . 169800
 . . . . . . . . . . . . . . . .მზადმყოფი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . რეზერვი . . . .1181700 . . 728200 . . 180300 . . 178200 . . . 95000
. . . . . . . . . . . . . . . . მათ შორის: . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . .ეროვნული . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . .გვარდია . . . .456600 . . 350000 . . 106600 . . . . . – . . . . . . . – . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . .რეზერვი . . . 725100 . . 378200 . . . 73700 . . 178200 . . . 95000
. . . . . . . . . . . . . . . . Standby რეზე- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . რვი . . . . . . . . . . .29800 . . . . .740 . . . 17100 . . . .11700 . . . . . 260
. . . . . . . . . . . . . . . . ს უ ლ . . . . . . .2577300 . 1200640 . . 551000 . . 560600 . . 265600

ჩვენ ადრეც აღვნიშნავდით, რომ 1991 წელს საბჭოთა კავშირის მოსახლეობა შეადგენდა 290,5 მლნ ადამიანს, მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნება – 3,4 მლნ-ს, ხოლო პირველი რიგის რეზერვისა კი – 5,2 მლნ ადამიანს. სულ საბჭოთა სარდლობა შესაძლო ომის საწყის ეტაპზე ვარაუდობდა 8,6 მლნ რიცხოვნების შეიარაღებული ძალების მობილიზაციას. ამ მაჩვენებლით იგი აშშ-ს აღემატებოდა 2,2-ჯერ. ნატო-ს ბლოკის წევრი ევროპული კონტინენტური სახელმწიფოების (დიდი ბრიტანეთისა და ისლანდიის გარდა) მოსახლეობის ჯამური რიცხოვნება შეადგენდა 342,98 მლნ ადამიანს, რეგულარული შეიარაღებული ძალებისა – 2,6 მლნ-ს, პირველი რიგის რეზერვების – 8,3 მლნ ადამიანს. როგორც ვხედავთ, ამ მაჩვენებლის აბსოლუტური მნიშვნელობით დასავლეთ ევროპის კონტინენტური სახელმწიფოები პირველ ადგილზე იყვნენ და საბჭოთა კავშირსაც კი აღემატებოდნენ, არათუ შეერთებულ შტატებს. სწორედ ეს გარემოება იძლეოდა კიდეც იმის შესაძლებლობას, რომ მთლიანობაში ნატო-ს ბლოკს რიცხოვნებით ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის თანაბარი შეიარაღებული ძალების გამოყვანა შეძლებოდა სავარაუდო ომის საწყის პერიოდში. და ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ამ ქვეყნებში მოქმედებდა საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონი და შეიარაღებულ ძალებს აკომპლექტებდნენ უმეტეს წილად სავალდებულო ვადიან სამხედრო სამსახურში გაწვეული ახალგაზრდებით. ამავე დროს ამ სახელმწიფოებში მოქმედებდა კონტრაქტების მექანიზმიც, მაგრამ ეს უკანასკნელი შეეხებოდა მხოლოდ ისეთ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობებს, რომლებიც დაკავშირებული იყო რთული სამხედრო ტექნკის ათვისებასთან, რისთვისაც სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა არ იყო საკმარისი, აგრეთვე უმცროს მეთაურთა (სერჟანტებისა და უნტერ-ოფიცრების) შემადგენლობასაც.

მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების ამ მექანიზმს ეწოდება შერეული მექანიზმი, რაც გულისხმობს ერთდროულად საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონის მოქმედებასაც და გარკვეული კატეგორიების რიგით და სერჟანტთა შემადგენლობისთვის – კონტრაქტებისაც. სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 1991 წელს ნატო-ს ბლოკის დასავლეთევროპული სახელმწიფოების რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნება, გაწვეული პირადი შემადგენლობის რიცხვი და სავალდებულო სამსახურის ვადები მოყვანლია მე-2 ცხრილში.

ცხრილი 2

მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალები, გაწვეული პირადი შემადგენლობა და სამდვილი სამხედრო სამსახურის ვადები 

1 9 9 1  წ ე ლ ს 

ნატო-ს კონტინენტურ ევროპულ სახელმწიფოებში 

სახელმწიფო . . რეგულარული . . . . გაწვეული პირ- . . ნამდვილი სამხედრო 
. . . . . . . . . . . . . . შეიარაღებული . . . . ადი შემადგენ- . . . სამსახურის ვადები 
. . . . . . . . . . . . . ძალები, ადამიანი . . ლობა, ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 

საფრანგეთი . . . . . . . 453 100 . . . . . . . . . . . 228 800 . . . . . . 12 თვე (ნებაყოფლობით
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . შეიძლება გაზრდილ იქნას
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 16–24 თვემდე)
გერმანია . . . . . . . . . . 476 300 . . . . . . . . . . . 203 300 . . . . . . . . . . . . . . 12 თვე . . . . . . . .
იტალია . . . . . . . . . . . 361 400 . . . . . . . . . . . 216 100 . . . . . . . . . . . . . . 12 თვე . . . . . . . .
თურქეთი . . . . . . . . . 579 200 . . . . . . . . . . . 498 800 . . . . . . . . . . . . . . 18 თვე . . . . . . . .
ესპანეთი . . . . . . . . . .257 400 . . . . . . . . . . . 158 000 . . . . . . . 12 თვე (შესაძლოა ნებაყო-
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ფლობით იქნას გაზრდილი
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 18, 24 ან 36 თვემდე)
ნიდერლანდები . . . .101 400 . . . . . . . . . . . . 45 400 . . . . . . . სახმელეთო ჯარებსა და
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . საჰაერო ძალებში 12–14 თვე,
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . საზღვაო ძალებში 12-15 თვე
ბელგია . . . . . . . . . . . . .85 400 . . . . . . . . . . . .34 100 . . . . გერმანიაში მომსახურე პირადი
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . შემადგენლობისთვის 10 თვე,
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ბელგიაში მომსახურეთათვის
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . კი 12 თვე . . . . . . .
დანია . . . . . . . . . . . . . .29 400 . . . . . . . . . . . . 22 800 . . . . . . . 9–12 თვე (27 თვეზე მეტი
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . გარკვეულ წოდებებში)
ნორვეგია . . . . . . . . . . .32 700 . . . . . . . . . . . . 22 800 . . . . . სახმელეთო ჯარებში, საჰაერო
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .ძალებსა და საზღვაო ძალების
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .სანაპირო არტილერიაში 12 თვე,
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . საზღვაო ძალებში 15 თვე
საბერძნეთი . . . . . . . 158 500 . . . . . . . . . . . 125 800 . . . . . სახმელეთო ჯარებში 19 თვეზე
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . მეტი, საჰაერო ძალებში 21
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . თვეზე მეტი, საზღვაო ძალებში
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 23 თვეზე მეტი . . .
პორტუგალია . . . . . . .61 800 . . . . . . . . . . . . .33 300 . . . . . . . . . . . . . . . 15–18 თვე . . . . . .

შენიშვნა: ეს ცხრილი საგაზეთო წერილში არ ყოფილა, ისევე როგორც ზოგიერთი ზემოთ მოყვანილი განმარტებითი და დამაზუსტებელი მსჯელობა, რომლებიც აქ უფრო მეტი სიცხადისა და ინფორმაციულობისთვის მოვიყვანეთ.

რეგულარული შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანწილად ვადიან სამსახურში გაწვეული პირადი შემადგენლობით დაკომპლექტებულობის მიუხედავად, სახელდობრ, ფედერაციული გერმანიისა და საფრანგეთის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის მიხედვით ალბათ არ ჩამოუვარდებოდნენ აშშ ჩვეულებრივი დანიშნულების ძალებს, და ამაში თავის უდაო როლს ითამაშებდა ცალკეულ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობებსა და უმცროს მეთაურთა თანამდებოებზე კონტრაქტებით უფრო მეტი ვადებით სამსახურის მექანიზმები, რაც ზემოთ მოყვანილ ცხრილში შეგვიძლია ვნახოთ საფრანგეთის, ესპანეთისა და დანიის მაგალითებზე, თუმცა კი ასეთი პრაქტიკა სხვა ქვეყნებშიც იქნებოდა. ამათგან განსხვავებით, იმევე 1991 წელს, ისრაელის რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა მამაკაცებისთვის იყო 36 თვე, ქალებისთვის კი 24 თვე. ვინაიდან ეს ვადები სავსებით საკმარისი იყო თუნდაც რთული სამხედრო ტექნიკის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების, ან სერჟანტებისა და უნტერ-ოფიცერთა უფლება-მოვალეობების კვალიფიციურად დაუფლებისთვის, ამიტომ იქ დამატებით უფრო მეტი ვადით კონტრაქტის საფუძველზე სამსახურის საჭიროება არ ყოფილა. აშშ არმიაშიც ხომ, მაგალითად, კონტრაქტის ყველაზე უფრო გავრცელებული ვარიანტი ითვალისწინებდა სამი წლით (36 თვით) სამსახურს რეგულარულ ჯარებში, ხოლო შემდეგ კი გადასვლას ორგანიზებულ რეზერვში.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს მცირე კონტინენტური სახელმწიფოა, რომელსაც ასევე ჰყავს ტერიტორითა და მოსახლეობით მისი თანაზომადი და გაცილებით უფრო ძლიერი მეზობლებიც და მუდივად იმყოფება შესაძლო მოწინააღმდეგის მხრიდან მისი შესაძლებლობებისთვის მსხვილი ძალებით შემოჭრის სავარაუდო საფრთხის ქვეშ. ამიტომ მას კიდევ უფრო მეტად უნდა სჭირდებოდეს მუქარის პერიოდში ან ომის დაწყებისთანავე 400–500 ათასიანი შეიარაღებული ძალების მობილიზაცია, რასაც უზრუნველყოფს სწორედ მშვიდობიანობის დროს საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონის საფუძველზე ნამდვილ სამსახურში გაწვეული პირადი შემადგენლობით შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების პრინციპი და ამისთვის საჭირო მექანიზმების განვითარება და სრულყოფა. დღესდღეობით კი ვხედავთ საწინააღმდეგოს – საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ამერიკული მოდელის კალკირებას, რაც საკუთარ თავდაცვაზე მზრუნველი დამოუკიდებელი ქვეყნისთვის ყოვლად დაუშვებელია (ვიმეორებთ, მისი კონტინენტური მდებარეობის, ძლიერი მეზობლების არსებობის, მუქარებზე დაუყოვნებლივ და ადექვატურად რეაგირებისა და მოსახლეობის რაც შეიძლება მეტი პროცენტის იარაღით ხელში გამოყვანის მოთხოვნებიდან გამომდინარე), ხოლო მისაღებია მხოლოდ ისეთი სახელმწიფოსთვის, რომელსაც საკუთარ დამოუკიდებლობაზე ხელი აუღია, “ძია სემის” სახით ახალი “უფროსი ძმა” უპოვნია მას ისევე ემორჩილება და ემსახურება, როგორც მანამდე საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობას.

ანალოგიური მდგომარეობაა აშშ შეიარაღებული ძალების როგორც რეგულარული და სარეზერვო კომპონენტების რიცხოვნების, ისე ამ უკანასკნელთა საბრძოლო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის მხრივაც. როგორც 1-ლი ცხრილიდან ჩანს, 1991 წელს აშშ რეგულარული შეიარაღებული ძალები მოითვლიდა პირადი შემადგენლობის 2,03 მლნ ადამიანს, მზადმყოფი რეზერვი კი 1,72 მლნ-ს. მზადმყოფი რეზერვის შემადგენლობაში შედიოდა ორგანიზებული და ინდივიდუალური რეზერვი. პირველი მათგანი, რეგულარული შეიარაღებული ძალების მსგავსად, ორგანიზებული იყო სახმელეთო ჯარებისა და საზღვაო ქვეითი ჯარის საბრძოლო დივიზიების, ცალკეული ბრიგადების, საარტილერიო ბრიგადების, ცალკეული ბატალიონებისა და დივიზიონების სახით; აგრეთვე საჰაერო ძალებისა და საზღვაო ავიაციის საავიაციო ფრთებისა და ცალკეული ესკადრილიების სახითაც. ამ საბრძოლო შენაერთებსა და ნაწილებს, რეგულარული შენაერთებისა და ნაწილების კვალდაკვალ უნდა გაეძლიერებინათ მსხვილმასშტაბიანი ომის შემთხვევაში, ზღვისმიღმა ტერიტორიებზე, ევროპაში ან შორეულ აღმოსავლეთში გაშლილი ამერიკული მეწინავე ბაზირების ჯართა დაჯგუფებები, ან კიდევ გაეშალათ ახლები, როგორც ეს განხორცილედა კიდეც ახლო აღმოსავლეთში 1990–91 წლებში, აგრეთვე 2003 წლის დასაწყისშიც, ერაყის წინააღმდეგ ორივე ომის მსვლელობისას. ინდივიდუალური მზადმყოფი რეზერვი შედგებოდა ინდივიდუალური წესით მომზადებული რეზერვისტებისგან, რომლებიც განკუთვნილი იყვნენ საბრძოლო მოქმედებებში რეგულარული ჯარებისა და ორგანიზებული რეზერვის შენაერთებისა და ცალკეული ნაწილების მიერ განცდილი დანაკარგების მოკლე ვადებში შესავსებად. არამზადმყოფი რეზერვი: standby რეზერვი და retired რეზერვი მთლიანად შედგებოდა ასევე ინდივიდუალური რეზერვისგან და განკუთვნილი გახლდათ იმავე მიზნებისთვის, მხოლოდ უკვე საბრძოლო მოქმედებების მომდევნო ეტაპებზე.

როგორც წინა სტატიებში გვქონდა აღნიშნული, რეგულარული შეიარაღებული ძალების შენაერთებში, ნაწილებსა და ქვედანაყოფებში საბრძოლო მომზადება წარმოებდა კვირაში ხუთი დღის გამავლობაში – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, მზადმყოფ რეზერვში კი კვირაში მხოლოდ ოთხი საათის განმავლობაში, ძირითადად შაბათობით. ეროვნული გვარდიისა და რეზერვის სამხედრო მოსამსახურეები მთელი კვირის მანძილზე ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ (მსახურობდნენ) სამოქალაქო სექტორში და მხოლოდ შაბათობით გადიოდნენ ოთხსაათიან საბრძოლო მომზადებას ეროვნული გვარდიის ან რეზერვის მცირე ქვედანაყოფებში, რომლებიც განლაგებული იყო მათი საცხოვრებელი ადგილების მახლობლობაში. ზაფხულობით კი ისინი გადიოდნენ ორკვირიან საბანაკო შეკრებებს. შესაბამისად, ორგანიზებული რეზერვის საბრძოლო დივიზიები, ცალკეული ბრიგადები, ბატალიონები, დივიზიონები და საავიაციო ესკადრილიები, აგრეთვე საზღვაო ხომალდების ეკიპაჟები ჩამოუვარდებოდნენ რეგულარული ჯარებისა და ძალების შენაერთებსა და ნაწილებს არა მხოლოდ პირადი შემადგენლობის ინდივიდუალურ მომზადებაში, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, დივიზიებისა და ბრიგადების შიგნით ნაწილებისა და ქვედანაყოფების საბრძოლო შეთანხმებულობაში (боевое слаживание). მაგრამ ორგანიზებული რეზერვის სამხედრო მოსამსახურეთა ძირითადი დაკავებულობა სამოქალაქო სექტორში დადებითად მოქმედებდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე და, ვინაიდან, როგორც ვთქვით, აშშ დაცულია გარედან მოწინააღმდეგის მსხვილი ძალების მოულოდნელი შემოტევისგან, ამიტომ შეიარაღებული ძალების მშენებლობის ასეთი სისტემა გამართლებული აღმოჩნდა მისთვის, ისევე როგორც მსგავსი სისტემა დიდი ბრიტანეთისთვის, რომლის ძლიერი სამხედრო-საზღვაო ფლოტი უზრუნველყოფს კიდეც მას მოწინააღმდეგის მსხვილი ძალებით შემოჭრისგან.

1991 წელს აშშ-ის თითქმის მთელი სტრატეგიული შეტევითი ძალები: საჰაერო ძალების საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების (სკბრ), სტრატეგიული ბომბდამშენი, სადაზვერვო და ჰაერში საწვავით გამწყობი, აგრეთვე საჰაერო საკომანდო პუნქტების თვითმფრინავების ფრთები და ცალკეული ესკადრილიები, საზღვაო ძალების ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავები მთლიანად იმყოფებოდნენ რეგულარული შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში (მხოლოდ სტრატეგიული გამწყობი თვითმფრინავების KC-135 და KC-10A 55 საავიაციო ესკადრილიიდან 36 მიეკუვნებოდა რეგულარულ საჰაერო ძალებს, ხოლო 19 კი ორგანიზებულ რეზერვს – 13 საჰაერო ძალების ეროვნულ გვარდიას და ექვსი კი საჰაერო ძალების რეზერვს).

რეგულარულ სახმელეთო ჯარებში ნაჩვენები იყო 16 საბრძოლო დივიზია, ექვსი ცალკეული საბრძოლო ბრიგადა, საარმიო ავიაციის ცხრა ბრიგადა, საველე არტილერიის ცხრა ბრიგადა, ორი ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკი, რომლებსაც ფაქტიურად ბრიგადის შემადგენლობა გააჩნიათ და საარმიო კორპუსის ინტერესებში სადაზვერვო ამოცანების გადაწყვეტა ევალებათ, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა “ლანსების” შვიდი დივიზიონი (ამერიკული ტერმინოლოგიით ბატალიონი), დიდი სიშორის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს (ზრკ) “პეტრიოტების” 10 დივიზიონი, საშუალო სიშორის ზრკ “ჰოქების” რვა დივიზიონი და სხვა ერთეულები. ორგანიზებულ რეზერვში კი ნაჩვენები იყო 10 საბრძოლო დივიზია, 23 ცალკეული საბრძოლო ბრიგადა, ორი ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოკლკი, 18 საარტილერიო ბრიგადა, ზრკ “ჰოქების” სამი დივიზიონი, მცირე სიშორის 13 საზენიტო სარაკეტო-საარტილერიო დივიზიონი, 120-მდე ცალკეული საინჟინრო ბატალიონი და სხვა ერთეულები. აღსანიშნავია ერთი გარეოებაც, რომ რეგულარული სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში სჭარბობდა ჯავშანსატანკო, მექანიზებული ქვეითი და მსუბუქი ქვეითი დივიზიები, რომლებშიც საჭირო კვალიფიკაციის მისაღწევად უფრო ინტენსიური საბრძოლო მომზადებაა აუცილებელი, ხოლო ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში კი – ქვეითი დივიზიები (ხუთი დივიზია ექვსიდან), სადაც საჭირო კვალიფიკაციის მისაღწევად მეტ-ნაკლებად საკმარისია კვირაში ოთხსაათიანი საბრძოლო მომზადებაც. გარდა ამისა, საჰაერო-სადესანტო და საჰაერო-საიერიშო დივიზიები იყო მხოლოდ რეგულარული ჯარების შემადგენლობაში.

რეგულარულ საჰაერო ძალებში ნაჩვენები იყო 24 ტაქტიკური საავიაციო ფრთა (დაახლოებით 95 საავიაციო ესკადრილია), ეროვნულ გვარდიაში 23 ფრთა (92 ავიაესკადრილია) და საჰერო ძალების რეზერვში კი 21 ავიაფრთა (57 ავიაესკადრილია, მათგან მხოლოდ 37 ესკადრილია იყო შეიარაღებული საბრძოლო თვითმფრინავებით). სულ აშშ ტაქტიკურ საჰაერო ძალებში ნაჩვენები იყო 3815-მდე საბრძოლო თვითმფრინავი, მათგან 770 ეროვნულ გვარდიაში და 240-მდე კი საჰაერო ძალების რეზერვში; პლიუს 1090-მდე საბრძოლო თვითმფრინავი იმყოფებოდა შეიარაღების გარეშე მარაგში. საბრძოლო ავიაციის ფარეხს შეადგენდნენ გამანადგურებელი თვითმფრინავები: F-4 “ფანტომი”, F-15 “იგლი”, F-16 “ფაითინგ ფალკონი”, F-111, ძნელად შესამჩნევი F-117; მოიერიშე თვითმფრინავები A-7 “კორსარი” და A-10A “თანდერბოლთი”; აგრეთვე სადაზვერვო RF-4C, რადიოელექტრონული ბრძოლის EF-111A, შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის E-3A AWACS და სხვა თვითმფრინავები.

საზღვაო ძალებში ორგანიზაციულად ნაჩვენები იყო ოთხი ოპერატიული ფლოტი: მე-2 ფლოტი ატლანტის ოკეანეში, მე-6 – ხმელთაშუა ზღვაში, მე-3 – წყნარ ოკეანეში და მე-7 წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში. მათ შემადგენლობაში შედიოდა 34 სტრატეგიული და 86 ტაქტიკური (მრავალმიზნობრივი) ატომური წყალქვეშა ნავი, 228 მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდი (მათგან 207 რეგულარულ საზღვაო ძალებში), მათ შორის 13 ავიამზიდი, ორი სახაზო ხომალდი, 46 კრეისერი, 49 საესკადრო ნაღმოსანი და 115 ფრეგატი (მათგან 18 ფრეგატი ფლოტის რეზერვში; გარდა ამისა, იარაღის გარეშე კონსერვაციაში იყო გაყვანილი კიდევ ორი სახაზო ხომალდი, ორი კრეისერი, 13 საესკადრო ნაღმოსანი და ოთხი ფრეგატი), საპატრულო და სანაპირო დაცვის 30 მცირე ხომალდი და კატარღა, 28 ნაღმსატრალო ხომალდი, 65 მსხვილი სადესანტო ხომალდი და სხვა მცურავი საშუალებები. საზღვაო ავიაციაში კი ნაჩვენები იყო რეგულარული ძალების 13 და რეზერვის ორი საგემბანო საავიაციო ფრთა, აგრეთვე საზღვაო ძალების რეზერვის ორი საზღვაო სადაზვერვო ფრთა.

საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსის რეგულარულ კომპონენტში შედიოდა სამი საექსპედიციო დივიზია და სამი საავიაციო ფრთა, ორგანიზებულ რეზერვში კი – ერთი საექსპედიციო დივიზია და ერთი საავიაციო ფრთა.

მთლიანობაში აშშ შეიარაღებულ ძალებში 1991 წელს ნაჩვენები იყო 1000 საკონტინეტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, 305 სტრატეგიული ბომბდამშენი თვითმფრინავი, 34 სტრატეგიული წყალქვეშა ნავი ბორტზე 640 ბალისტიკური რაკეტით, 16 940 საბრძოლო ტანკი, 6275 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 27 800-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტერი, საველე არტილერიის 6900-მდე ქვემეხი, 425-ზე მეტი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და 2620-ზე მეტი ნაღმსატყორცნი (პლიუს 480-ზე მეტი 81-მმ ნაღმსატყორცნი საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსში), ოპერატიულ-ტაქტიკური მართვადი რაკეტების “ლანსი” 65 გასაშვები დანადგარი, საარმიო ავიაციის 8460-მდე ვერტმფრენი (მათ შორის 1650-ზე მეტი დამრტყმელი), ტაქტიკური, საგემბანო და საზღვაო ქვეითი ჯარის ავიაციის 7095-მდე საბრძოლო თვითმფრინავი და 540-მდე შეიარაღებული ვერტმფრენი (მათ შორის 120-ზე მეტი დამრტყმელი), 86 ატომური მრავალმიზნობრივი (ტაქტიკური) წყალქვეშა ნავი, 13 ავიამზიდი, ოთხი სახაზო ხომალდი, 48 კრეისერი, 62 საესკადრო ნაღმოსანი, 115 ფრეგატი, 30-მდე ნაღმსატრალო ხომალდი, 65 მსხვილი სადესანტო ხომალდი, 365 სტრატეგიული და 520-მდე ტაქტიკური სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, 65 სტრატეგიული სადაზვერვო და 690 ჰაერში საწვავით გამწყობი (ამერიკული ტერმინოლოგიით ტანკერი) თვითმფრინავი და სხვა შეიარაღება.

ასეთი შთამბეჭდავი რაოდენობრივი მაჩვენებლების მიუხედავად, უნდა აღვნიშნოთ, რომ საორგანიზაციო თვალსაზრისით, რეგულარული ჯარებისა და მზადმყოფი რეზერვის ამერიკული მოდელი მისაღებია ძლიერი ფლოტით დაცული კუნძულოვანი სახელმწიფოსთვის, მაგრამ მიუღებელია კონტინენტური ქვეყნისთვის, რომელსაც ჰყავს თავისი თანაზომადი და (ან) მასზე უფრო ძლიერი მეზობელი სახელმწიფოები და მათგან მსხვილი ძალებით მოულოდნელი თავდასხმის მოგერიებისთვის მოკლე ვადებში საჭიროებს მნიშვნელოვანი, შესაძლოა მთელი თავისი ძალების მობილიზებასაც. ასეთ ქვეყნებში ტრადიციულად უპირატესობას ანიჭებენ საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონის საფუძველზე უკვე მშვიდობიანობის დროს ნამდვილ სამხედრო სამსახურში ახალგაზრდობის გაწვევას, მათთვის გარკვეული სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის მიცემას, შესაბამისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ხოლო ნამდვილი სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ კი ისინი გადაჰყავთ რეზერვში და გარკვეული სისტემატიურობით იძახებენ შეკრებების გასავლელად შემდგომი მომზადების ან გადამზადების მიზნით.

ჩვენთან კი, სამწუხაროდ, ახდენენ ამერიკული მოდელის გაუმართლებელ კალკირებას, რაც ისევ მიგვანიშნებს იმაზე, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობაზე აღარც კი ფიქრობენ, არამედ ჩვენი ხელისუფლება მთლიანად იმ საზრუნავით არის დაკავებული, თუ როგორ შეეწყოს უფრო კარგად და მორგებულად თავის ახალ “უფროს ძმას”. ამასვე ფიქრობს ე. წ. ტელეოპოზიციაც, რომელიც ბევრ რამეში თუმცა კი მკვეთრად დაპირისპირებია ხელისუფლებას, მაგრამ ამერიკელების მიმართ ყველა დიდ მოკრძალებასა და პატივისცემას ამჟღავნებს. იმასვე თესავენ ისინი ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილშიც. მაგრამ ეს თავისთავად მოხდა, თუ გარკვეული ძალების ხელშეწყობით პროცესი სწორედ აქეთ მიჰყავთ? ჩვენი აზრით, მოქმედებს მეორე მექანიზმი, რასაც ადასტურებს ის, რომ როცა 1990-იან წლებში თურქული სამხედრო მანქანის გაძლიერებისა და აქედან გამომდინარე საფრთხეების, აგრეთვე ევროთათბირის (შემდგომში ეუთო-ს) ეგიდით 1990 და 1992 წლებში დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე საქართველოსთვის (ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანისთვისაც) დადგენილი ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტების უკიდურესი არასაკმარისობის შესახებ საუბარი დავიწყეთ ჯერ კიდევ 1999 წლის გაზაფხულ-ზაფხულიდან, არც ხელისუფლებას და არც მთელ ამ პროამერიკულ სპექტრს არ სურდათ ყოველივე ამის ყურად ღება და გათვალისწინება. თუნდაც ის, რომ დისკუსია გაშლილიყო ამ თემაზე და შეძლებისდაგვარად დაწვრილებით გამოგვეკვლია ჩვენი ქვეყნის საჭიროებათა და პოტენციური საფრთხეების საკითხი. მაშინ ბევრი პრობლემისგან დღესდღეობით უკვე თავისუფალი ვიქნებოდით და ბევრ რამესაც სულ სხვანაირად გადავაფასებდით. მაგრამ პრესაში გამოქვეყნებულ ცალკეულ წერილებს ჩვენი ხელისუფლება გადაფარავს ხოლმე მისთვის ხელსაყრელი არაობიქეტური და არაკვალიფიცური ინფორმაციის ნაკადებით, ხშირად უცხოელ მაღალჩინოსანთა ინტერვიუებით, დასავლეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა აქტიურობით, რისთვისაც იყენებს აგრეთვე ხალხის ბუნებრივ მიდრეკილებას, რომ სჯეროდეს თავისი ხელისუფლებისა, სანამ თვალნათლივ არ დარწმუნდება საწინააღმდეგოში, რასაც სჭირდება დრო და შესაბამისი გამოცდილება, შესაძლოა მწარე გამოცდილებაც.

უწინაც არაერთხელ გვითქვამს, რომ ეუთო-ს ეგიდით დადგენილი კვოტების თანახმად – 220 საბრძოლო ტანკი, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 285 საველე საარტილერიო სისტემა – შესაძლებელია თანამედროვე ნიმუშის მხოლოდ ორი ჯავშანსატანკო და ორი ქვეითი ბრიგადის ჩამოყალიბება, სულ ოთხი საბრძოლო ბრიგადისა და ორი-სამი ცალკეული სამთოქვეითი ბატალიონის, მაშინ, როდესაც იმავე 1991 წელს 5-მილიონიანი ფინეთის სახმელეთო ჯარებს თავის შემადგენლობაში გააჩნდა 27 საბრძოლო ბრიგადა, 50 ცალკეული ბატალიონი (დივიზიონი) და სხვა ჯარები; 6,5-მილიონიან შვეიცარიას 12 დივიზია (36 ბრიგადა/პოლკი) და სხვა ერთეულები; 4,8-მილიონიან ისრაელს კი 16 დივიზია, 15 ცალკეული ბრიგადა, ოთხი საარტილერიო ბრიგადა და სხვა ჯარები, 10-მილიონიან საბერძნეთს 10 საბრძოლო დივიზია, რვა ცალკეული საბრძოლო ბრიგადა და სხვა ნაწილები და ქვედანაყოფები.

გასულ ზაფხულს ჩატარებულ იქნა საჯარისო წვრთნები, რომელშიც მონაწილეობდა 200 ერთეულამდე ჯავშანსატანკო ტექნიკა: საბრძოლო ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ჯავშანტრანსპორტერები. ეს კარგია, მაგრამ სულაც არ არის ისეთი მოვლენა, როგორადაც ამის წარმოდგენა სურდა ჩვენი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას. 200 ერთეულამდე ჯავშანსატანკო ტექნიკა, ეს გახლავთ ერთი თანამედროვე ჯავშანსატანკო ან მექანიზებული ქვითი ბრიგადის საშტატო შეიარაღება. სახელდობრ, საქართველოს საზღვრების უშუალო მახლობლობაში თურქულ სარდლობას ქალაქ არტაანში განლაგებული ჰყავს 25-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადა, რომლის შეიარაღებაშიც 1998 წლს დასაწყისში შედიოდა 56 საბრძოლო ტანკი M-48A5, 142 ჯავშანტრანსპორტერი M-113A1/A2, 53 საველე საარტილერიო სისტემა (მათგან 25 ქვემეხი და 28 ნაღმსატყორცნი); აზერბაიჯანის ნახჭევნის ოლქის მახლობლად კი ქ. დოღუბაიაზითში განლაგებული 1-ლი მექანიზებულია ქვეითი ბრიგადა, რომელშიც 1998 წლის დასაწყისში ნაჩვენები იყო 58 საბრძოლო ტანკი (ძირითადად M-60A1/A3), 129 ჯავშანტრანსპორტერი (მათგან 110 M-113A1/A2), 73 საველე საარტილერიო სისტემა (მათ შორის 26 ქვემეხი, ოთხი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა /ზცრს/ და 43 ნაღმსატყორცნი). ქვემოთ მე-3 ცხრილში მოყვანილია თურქული სახმელეთო ჯარების ზოგიერთი ჯავშანსატანკო, მექანიზებული ქვეითი და ქვეითი ბრიგადის ჯავშანსატანკო ტექნიკა და საარტილერიო შეიარაღება 1998 წლის დასაწყისის მდგომარეობით.

ცხრილი 3

თურქული სახმელეთო ჯარების საბრძოლო ბრიგადების ძირითადი შეიარაღება 1998 წლის დასაწყისში 

(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენბული აღნიშვნები: A – საბრძოლო ტანკები, B – მოჯავშნული საბრძოლო მანქანები, C – სულ ჯავშანსატანკო ტექნიკა, D – ქვემეხები, E – ნაღმსატყორცნები, F – სულ საველე საარტილერიო სისტემები)

ბრიგადის . . . . . . . . . განლაგების . . ჯავშანსატანკო ტექნიკა . . საველე არტილერია 
დასახელება . . . . . . . ადგილი, . . . . . . . A . . . . . . B . . . . . . C . . . . . . . D . . . . E . . . . F . . 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . ქალაქი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 

მე-4 მექანიზებული . . . . ედირნე . . . . . 119 . . . .118 . . . .237 . . . . . 38 . . . 32 . . 70
მე-8 მექანიზებული . . . .თექირდაგი . . . 109 . . . 124 . . . .233 . . . . . .22 . . . .8 . . 30
18-ე ჯავშანსატანკო . . . ჩანაქკალე . . . 109 . . . . 47 . . . 156 . . . . . .37 . . . 14 . . 51
1-ლი ჯავშანსატანკო . . სტამბული . . . .102 . . . . 69 . . . 171 . . . . . .29 . . . 14 . . 43
26-ე ჯავშანსატანკო . . . სტამბული . . . 114 . . . . 75 . . . 189 . . . . . .20 . . . 14 . . 34
მე-3 ჯავშანსატანკო . . . თექირდაგი . . . 118 . . . 137 . . . 255 . . . . . .47 . . . 12 . . 59
54-ე მექანიზებული . . . . ედირნე . . . . . 120 . . . .148 . . . 268 . . . . . 48 . . . 32 . . 80
11-ე ქვეითი . . . . . . . . . . . დენიზლი . . . . .31 . . . . .6 . . . . .37 . . . . . 46 . . . 41 . . 87
19-ე ქვეითი . . . . . . . . . . . ბალიქესირი . . . .30 . . . . .5 . . . . .35 . . . . . 46 . . . 35 . . 81

როგორც ვხედავთ, 200 ერთეული ჯავშანსატანკო ტექნიკის მონაწილეობით ჩვეულებრივ ტარდება ხოლმე საბრიგადო სწავლებები, ხოლო საქართველოს კი რამდენი საბრძოლო ბრიგადა უნდა ჰყავდეს თავის სახმელეთო ჯარებში, ეს ვნახეთ ზემოთ ფინეთისა და შვეიცარიის მაგალითზე, აგრეთვე საბერძნეთისა, ისრაელზე რომ აღარაფერი ვთვათ. მაგრამ ამისთვის აუცილებელია ევროთათბირის (ეუთო-ს) ეგიდით ჩვენი ქვეყნისთვის დადგენილი კვოტების გადახედვისა და გაზრდის შესახებ საკითხის დაყენება, ხოლო მანამდე კი სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება. შემდგომში უკვე ამ შეიარაღებათა შეძენის, მოვლა-პატრონობისა და გამოყენებისთვის რეალური ზრუნვა. 

ახლა ისევ აშშ შეიარაღებულ ძალებს დავუბრუნდეთ. ცნობილია, რომ მასში 1990-იანი წლების განმავლობაში ჩატარებულ იქნა მნიშვნელოვანი შემცირებები. ისინი განპირობებული იყო, ერთის მხრივ, სსრკ-სა (რუსეთსა) და აშშ-ს შორის სტრატეგიულ ბირთვულ შეიარაღებათა შემცირებაზე ორი ხელშეკრულების დადებით (START I და START II, რუსული აღნიშვნით СНВ-1 და СНВ-2), ხოლო მეორეს მხრივ კი, 1990 წლის ნოემბერში ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის (ეუთთ) ეგიდით ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების (Treaty on Conventional Armed Forces in Europe – CFE) დადებით, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისა და საბჭოთა კავშირის დაშლით, რის შედეგადაც მკვეთრად შემცირდა დასავლური ბანაკისადმი რეალურად დაპირისპირებული ძალების სიდიდე. სახელდობრ, სკბრ-ები შემცირებულ იქნა თითქმის ორჯერ – 1000-დან 550 ერთეულამდე, სტრატეგიული ბომბდამშენი თვითმფრინავები ერთი მესამედით – 307-დან 208 ერთეულამდე, ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავები ასევე თითქმის ორჯერ – 34-დან 18 ერთეულამდე, მაგრამ მათ ბორტზე განთავსებული სტრატეგიული ბირთვული რაკეტების ჯამური რაოდენობა კი შეამცირეს მხოლოდ ერთი მესამედით – 640-დან 432 ერთეულამდე.

ანალოგიური შემცირებები იქნა გატარებული სსრკ-ისა და შემდეგ რუსეთის ფედერაციის სტრატეგიულ შეტევით ძალებშიც.

აშშ სახმელეთო ჯარებში (რეგულარულ ჯარებსა და ორგანიზებულ რეზერვში) საბრძოლო დივიზიების რაოდენობა შეამცირეს 26-დან 18-მდე, ცალკეული ბრიგადებისა – 29-დან 18-მდე, საარმიო ავიაციის ბრიგადებისა – ცხრიდან ხუთამდე, საარტილერიო ბრიგადებისა – 29-დან 22-მდე და ა. შ. სახმელეთო ჯარების ძირითადი შეიარაღების რაოდენობრვი მაჩვენებლები 1991 და 2000 წლებში ნაჩვენებია მე-4 ცხრილში.

ცხრილი 4

აშშ სახმელეთო ჯარების ძირითადი შეიარაღება 1991 და 2000 წლებში 

შეიარაღებათა კატეგორიები . . . . . . . . . . . . . . . . . 1991 წელს . . . 2000 წელს 

საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .16 224 . . . . . . . . 7900
მოჯავშნული საბრძოლო მანქანები . . . . . . . . . . . . . .32 004 . . . . . . .21 910
. . მათ შორის:
. . . ქვეითთა საბრძოლო მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . .5524 . . . . . . . . 6710
. . . ჯავშანტრანსპორტერები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .26 480 . . . . . . 15 200
საველე საარტილერიო სისტემები . . . . . . . . . . . . . . . . . 8835 . . . . . . . 6074
. . მათ შორის:
. . . ქვემეხები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 5789 . . . . . . . 4103
. . . ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები . . . . . . 426 . . . . . . . 1075
. . . ნაღმსატყორცნები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .2620 . . . . . . . . 896
ვერტმფრენები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 8458 . . . . . . 5039
. . . (მათ შორის დამრტყმელი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(1653) . . . . . (1520)
საზენიტო სარაკეტო კომპლექსები . . . . . . . . . . . . . . . . . . . 703 . . . . . . . 485
. . მათ შორის:
. . . “პეტრიოტები” . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 303 . . . . . . .485
. . . “გაუმჯობესებული ჰოქები” . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 400 . . . . . . . . – . .

ამ შემცირებათა შესახებ უნდა ითქვას, რომ სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში უპირატესად შემცირებულ იქნა ქვეითი დივიზიები (ექვსი; ერთი მათგანი, სამხრეთ კორეაში დისლოცირებული, გადააკეთეს მსუბუქ ქვეით დივიზიად, ხოლო ეროვნული გვარდიის ორი ქვეითი დივიზია კი – საშუალო დივიზიად, რომლებიც თავიანთი საბრძოლო შემადგენლობითა და შეიარაღებით წარმოადგენენ შუალედურს ქვეითსა და მექანიზებულ ქვეით დივიზიებს შორის). შედარებით ნაკლებად იქნა შემცირებული “მძიმე” (ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვეითი) და მსუბუქი ქვეითი დივიზიები. 2000 წელს ნაჩვენები 18 დივიზიიდან 10 მიეკუთვნებოდა რეგულარულ ჯარებს, რვა კი არმიის ეროვნულ გვარდიას. მათგან ხუთი იყო ჯავშანსატანკო, ექვსი მექანიზებული ქვითი, ორი საშუალო, სამი მსუბუქი ქვეითი და თითო-თითოც საჰაერო-სადესანტო და საჰაერო-საიერიშო. 17 ცალკეული ბრიგადიდან ორი იყო ჯავშანსატანკო, ხუთი მექანიზებული ქვეითი, შვიდი ქვეითი და სხვა. ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის რაოდენობის შემცირებას რაც შეეხება, აქ გაუქმებული დივიზიებისა და ცალკეული ბრიგადების საშტატო შეიარაღების შემცირების გარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ ცივი ომის წლებში ევროპაში ჯარების რაოდენობის სწრაფად გაზრდის მიზნით, აშშ-ში დისლოცირებული ექვსი დივიზია (ორი ჯავშანსატანკო, სამი მექანიზებული ქვეითი და ერთიც ქვეითი), ასევე ერთი ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკი გახლდნენ ორმაგი ბაზირებისა, ანუ ისინი განკუთვნილი იყვნენ სტრატეგიული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით C-141 და C-5 ევროპაში სწრაფად გადმოსროლისთვის. მაგრამ ამ თვითმფრინავებით გადმოისვრიდნენ მხოლოდ პირად შემადგენლობას მსუბუქი იარაღით, ხოლო ამ დივიზიების საშტატიო მძიმე შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის მთელი კომპლექტი და მატერიალური მომარაგების საგნები დასაწყობებული ჰქონდათ დასავლეთ გერმანიის, ბელგიისა და ნიდერლანდების ტერიტორიებზე. ცივი ომის დასრულების შემდეგ კი ამერკელებმა ეს დასაწყობებაც გააუქმეს.

პენტაგონის ხელმძღვანელობამ მთლიანად მოხსნა შეიარაღებიდან მოძველებული M-47, M-48 და M-60 სერიების საბრძოლო ტანკები, სამაგიეროდ, M-1 “აბრამსის” სერიის M-1A1 და M-1A2 მოდიფიკაციების ტანკების რაოდენობა გაზარდა 7036-დან 7900 ერთეულამდე. ასევე მოძველებული ტიპების ჯავშანტრანსპორტერების შემცირების პარალელურად M-113A1/A2 ჯტრ-ების რაოდენობა გაზარდა 12 900-დან 15 200 ერთეულამდე. ლულიანი საველე არტილერიისა და 100 მმ-ზე მეტი ყალიბის ნაღმსატყორცნების შემცირების პარალელურად ამერიკული არმიის სარდლობამ 1075 ერთეულამდე გაზარდა MLRS (multiple launch rocket system) ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების რაოდენობა, რომელთაგან თითოეულს შეუძლია 227 მმ დიამეტრის 12 უმართავი რაკეტის გაშვება, ან ATACMS (Army tactical missile system) ტიპის ორი მართვადი ბალისტიკური რაკეტისა, რომელთა ფრენის სიშორე რამდენიმე ასეულ კილომეტრს აღემატება და მიზანში მოხვედრის მაღალი სიზუსტითაც ხასიათდებიან. 1991 წელს ამერიკელებმა სპარსეთის ყურის ზონაში ამ ტიპის სულ 30-მდე რაკეტის საცდელი გაშვებები მოახდინეს და მაშინ მათი ფრენის მაქსმალური სიშორე სულ 150 კმ-ს შეადგენდა. საერთოდ, MLRS რეაქტიული დანადგარების შეიარაღებაში გამოჩენამდე აშშ არმიის საველე არტილერიის შემადენლობაში შედიოდა 203,2-მმ ბუქსირებადი M-115 და თვითმავალი M-110A2 ჰაუბიცები, რომელთა საცეცხლე ბატარეებში იყო ოთხ-ოთხი ქვემეხი, საარტილერიო დივიზიონებში კი 12–12. როგორც სამხედრო ლიტერატურაში წერენ, ერთი MLRS დანადგარის 12 უმართავი რაკეტის ზალპი 203,2-მმ ჰაუბიცების ერთი დივიზიონის ზალპის ტოლფასია, და ამიტომ ამ რეაქტიული დანადგარების შეიარაღებაში მიღების შემდეგ 203,2-მმ ჰაუბიცები აშშ არმიის შეიარაღებიდან მოხსნილ იქნა, თუმცა კი ისინი რჩება ნატო-ს სხვა ქვეყნების, და მათ შორის თურქეთის სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში. მათი რაოდენობა თურქულ არმიაში 1990-იანი წლების განმავლობაში გაიზარდა 225 ერთეულით, მათ შორის 22 ბუქსირებადი და 203 თვითმავალი ქვემეხით.

ტაქტიკურ საბრძოლო ავიაციაში რეგულარულ და სარეზერვო კომპონენტებში 1991 წელს ნაჩვენებია 133 საავიაციო ესკადრილია, მათ შორის 13 საჰაერო თავდაცვის გამანადგურებელი, 78 გამანადგურებელ-ბომბდამშენი (ტაქტიკური გამანადგურებელი), 34 მოიერიშე და რვა ტაქტიკური სადაზვერვო; 2000 წელს კი 110 საავიაციო ესკადრილია, მათ შორის ექვსი საჰაერო თავდაცვის გამანადგურებელი, 88 ტაქტიკური გამანადგურებელი (მათგან ექვსი ორმაგი დანიშნულებისა – როგორც საჰაერო ბრძოლების წარმოებისთვის, ისე მიწისზედა მიზნების დასაბომბადაც), 16 მოიერიშე. 162 ტაქტიკური სადაზვერვო თვითმფრინავი RF-4C კი გადაყვანილია მარაგში. საერთოდ ტაქტიკური საბრძოლო თვითმფრინავების რაოდენობა, მარაგების გათვალისწინებით, შეადგენდა 1991 წელს 4900-ზე მეტ მანქანას, 2000 წელს კი 3530-ზე მეტს. მათგან 220-მდე იყო F-4 “ფანტომი” (მარაგში), 710-მდე F-15 “იგლი”, 1800-ზე მეტი F-16 “ფაითინგ ფალკონი”, 260 F-111 (მარაგში), 55-მდე ძნელად შესამჩნევი F-117, რვა უახლესი F-22, 350-მდე მოიერიშე A-10/OA-10, 160-ზე მეტი სადაზვერვო RF-4C (მარაგში). ტაქტიკური სამხედრო-სატრანსპორტო ავიაესკადრილიების რაოდენობა 45-დან გაზარდეს 46-მდე, სხვადასხვა მოდიფიკაციის C-130 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებისა კი – 520-დან 547 ერთეულამდე. როგორც ვხედავთ, აშშ საჰაერო ძალების ტაქტიკურ ავიაციაში შემცირებები არც ისეთი შთამბეჭდავია, როგორც სახმელეთო ჯარებში, და ამასაც თავისი მიზეზები უნდა ჰქონდეს.

ამერიკული სარდლობის მიერ თავის საზღვაო ძალებში განხორციელებული ცვლილებების განხილვა დავიწყოთ შესაბამისი ცხრილით, რომელშიც ნაჩვენებია ატომური მრავალმიზნობრივი წყალქვეშა ნავებისა და მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდების რაოდენობრივი მონაცემები, აგებაში მყოფი და ასევე კონსერვაციაში გაყვანილი ხომალდების ჩათვლით.

ცხრილი 5

აშშ საზღვაო ძალების საბრძოლო ხომალდების შემადგენლობა (სტრატეგიული ატომური წყალქვეშა ნავების გამოკლებით) 1991 და 2000 წლებში 

. . . . ხომალდების კლასები . . . . . . . . . . 1991 წელს . . . 2000 წელს 

ატომური მრავალმიზნობრივი
წყალქვეშა ნავები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 86 . . . . . . . . . . . 55
ავიამზიდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 14 . . . . . . . . . . .14
სახაზო ხომალდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .4 . . . . . . . . . . . . 2
კრეისრები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .48 . . . . . . . . . . .27
საესკადრო ნაღმოსნები . . . . . . . . . . . . . . . . . . 62 . . . . . . . . . . .52
ფრეგატები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 115 . . . . . . . . . . 36

როგორც მე-5 ცხრილიდან ჩანს, აშშ საზღვაო ძალების სარდლობამ 1990-იან წლებში მნიშვნელოვნად შეამცირა თავისი ფლოტის ძალები. მაგრამ თუ უფრო კარგად შევისწავლით საკითხს, ვნახავთ, რომ ეს შემცირება ძირითადად შეეხო იმ ძალებს, რომლებიც უფრო მეტად განკუთვნილი იყო საზღვაო ბრძოლების წარმოებისთვის. მაგრამ შემცირება პრაქტიკულად არ შეხებია ავიამზიდებს, რომელთა საგემბანო ავიაციის გამანადგურებელ/მოიერიშე თვითმფრინავებსაც შეუძლიათ დარტყმების მიყენება ხმელეთის სიღრმეში განლაგებულ ობიექტებზე. თავისთავად ცხადია, ეს უნდა ეხებოდეს ე. წ. მესამე მსოფლიოს ქვეყნებს, რომელთაც არ გააჩნიათ აშშ-თვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევის, ან სულაც მისი ხომალდებისთვის საპასუხო დარტყმების მიყენების პრაქტიკული შესაძლებლობა.

აშშ საზღვაო ავიაციას, რომლის ძირითად ნაწილსაც წარმოადგენს ავიამზიდების საგემბანო ავიაცია (თითოეულ ავიამზიდზე განთავსებულია 80–100 საბრძოლო თვითმფრინავი და ვერტმფრენი), 2000 წელს შეიარაღებაში გააჩნდა 1055 საბრძოლო თვითმფრინავი და 355 შეიარაღებული ვერტმფრენი.

გარდა ამისა, სახმელეთო ტერიტორიის სიღრმეში მიწისზედა ობიექტებზე დარტყმების მიყენებისთვის აშშ სამხედრო-საზღვაო ფლოტს გააჩნია ფრთოსანი რაკეტები “ტომაჰოკი”, რომელთა ფრენის სიშორე 2500 კმ-მდეა, ხოლო W-80 ტიპის ბირთვული ქობინის სიმძლავრე კი – ტროტილის ექვივალენტის 200 კტ. ამ რაკეტებისთვის პენტაგონს გააჩნია ჩვეულებრივი აღკაზმულობის საბრძოლო ნაწილებიც. მას აქვს მიზანში მოხვედრის მაღალი სიზუსტე. 1991 წლის მონაცემებით, სხვა შეიარაღებასთან ერთად, რაკეტა “ტომაჰოკების” გასაშვები მოწყობილობები გააჩნდა 86 მრავალმზნობრივი წყალქვეშა ნავიდან 46-ს, 207 მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდიდან 40-ს (ორ სახაზო ხომალდს, 19 კრეისერსა და 19 საესკადრო ნაღმოსანს), 2000 წელს კი ამ რაკეტებით შეიარაღებული იყო 55-ვე მრავალმიზნობრივი ატომური წყალქვეშა ნავი და 126 მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდიდან 72 (22 კრეისერი და 52 საესკადრო ნაღმოსანი).

ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1990-იან წლებში ცივი ომის დასრულების შემდეგ ამერიკული საზღვაო ძალების სარდლობამ შეამცირა თავისი სამხედრო-საზღვაო ფლოტის ის ძალები, რომლებსაც ზღვაში ბატონობის მოპოვების ამოცანები უნდა გადაეწყვიტათ, მაგრამ პრაქტიკულად არ შეუმცირებია საავიამზიდო ძალები, რომელსაც საზღვაო ოპერაციების წარმოებასთან ერთად ეკისრება ხმელეთის ტერიტორიის სიღრმეში განლაგებულ ობიექტებზე საავიაცო დარტყმების მიყენება. ამავე დროს მან გაზარდა თავისი ტაქტიკური წყალქვეშა ნავებიდან და მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდებიდან 2500 კმ-მდე ხმელეთის სიღრმეში ფრთოსანი რაკეტებით დარტყმების მიყენების შესაძლებლობანი. თუკი ამ რაკეტებით 1991 წელს შეიარაღებული იყო მთელი სახომალდო შემადგენლობის 32,8 %, 2000 წელს უკვე ეს მაჩვენებელი 71,3 %-მდე ავიდა. და თავისთავად ცხადია, რომ ეს რაკეტები და საავიაციო ბომბები განკუთვნილია უპირატესად იმ ქვეყნებზე დარტყმებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ საპასუხო დარტყმების მიყენება აშშ-თვის – იუგოსლავია, ავღანეთი, ერაყი და სხვანი. ხოლო საპასუხო დარტყმების განხორციელების უნარის მქონე სახელმწიფოებთან კი ამერიკის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამჯობინებს მოლაპარაკებებს, ეკონომიკურ ღონისძიებებსა და სხვა, თანაც არა დამოუკიდებლად, არამედ დასავლეთ ევროპის წამყვან სახელმწიფოებთან, ასევე იაპონიასთან კავშირში.

ამავე მოსაზრებებს აძლიერებს ისიც, რომ ამერიკული საზღვაო ძალების სარდლობას პრაქტიკულად არ მოუხდენია თავისი საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსის შემცირება – როგორც იყო ოთხი საექსპედიციო დივიზია და ოთხი მოიერიშე საავიაციო ფრთა 1991 წელს, ისევეა დღესაც – სამ-სამი რეგულარულ ძალებში და თითო-თითოც რეზერვში. აშშ საზღვაო ქვეითი ჯარის პირადი შემადგენლობა და ძირითადი შეიარაღება კი ნაჩვენებია მე-6 ცხრილში.

ცხრილი 6

აშშ საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსის პირადი შემადგენლობა და ძირითადი შეიარაღება 1991 და 2000 წლებში 

პირადი შემადგენლობა და ძირითადი . . . . 1991 წელს . . . 2000 წელს 
შეიარაღება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 

პირადი შემადგენლობა, ადამიანი . . . . . . . . . . .288 800 . . . . . .285 060
საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 760 . . . . . . . . . 403
ქვეითთა საბრძოლო მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . . 855 . . . . . . . . . 734 ჯავშანტრანსპორტერები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1432 . . . . . . . . 1321
საარტილერიო სისტემები
(81-მმ ნაღმსატყორცნების ჩათვლით) . . . . . . . . . . .1681 . . . . . . . . 1513
დამრტყმელი ვერტმფრენები . . . . . . . . . . . . . . . . . . .122 . . . . . . . . . 188
საბრძოლო თვითმფრინავები . . . . . . . . . . . . . . . . . . .523 . . . . . . . . . 402

1991 წელს ნაჩვენები 760 საბრძოლო ტანკიდან 716 იყო უკვე რამდენადმე მოძველებული M-60A1 ტიპისა, 44 კი თანამედროვე M-1A1 “აბრამსის” ტიპის. 2000 წელს ყველა 403 ტანკი იყო M-1A1 “აბრამსის” ტიპის. როგორც ჩანს, ამერიკულმა სარდლობამ ჩათვალა, რომ 360-მდე თანამედროვე საბრძოლო ტანკი M-1 “აბრამსი” სავსებით შეასრულებდა იმავე ამოცანებს, რაც მანამდე ეკისრებოდა 1960-იან წლებში გამოშვებულ 715-ზე მეტ M-60A1 ტანკს. დანარჩენი მცირედი ცვლილებებიც აშშ საზღვაო ქვეითი ჯარის შეიარაღებაში უფრო ოპტიმიზაციის ხასიათისა იყო, ვიდრე შემცირებების.

მეორეს მხრივ, აშშ საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსიც წარმოადგენს სწორედ იმ ძალას, რომელსაც ამერიკის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ყოველთვის იყენებდა და დღესაც იყენებს მესამე მსოფლიოს ქვეყნებში თავისი საგარეო პოლიტიკისა და ინტერესების იარაღის ძალით გატარებისთვის. ამავე მიზნით 1980-იანი წლების დასაწყისში აშშ-ში შეიქმნა ე. წ. “სწრაფი გაშლის ძალები” 300-ათასიანი კონტინგენტით და მისი მართვის ორგანო გაერთიანებული ცენტრალური სარდლობა. სწორედ მისი მთავარსარდალი, გენერალი ნორმან შვაცკოფი, სარდლობდა ანტიერაყულ კოალიციურ ძალებს 1990–91 წლებში ოპერაციაში “ქარიშხალი უდაბნოში”. ასევე იქნებოდა უკანასკნელ წლებში ამერიკელებისა და მათი მოკავშირეების მიერ ერაყის ხელმეორედ ოკუპირების დროსაც.

თავისი ასეთი დამოკიდებულებით აშშ-ის ხელმძღვანელობა თავად აიძულებს მესამე მსოფლიოს ქვეყნებს, რომ არც კი იფიქრონ დამოუკიდებლად არსებობაზე, არამედ უსიტყვოდ დაემორჩილონ მის ნებას, ან ეძებონ ისეთი მფარველი სხვა ძლიერი სახელმწიფოს სახით, რომელთან ყოფნაც უფრო ასატანი იქნება, და რომლისთვისაც ანგარიშის გაწევა ვაშნგტონის თეთრი სახლის ადმინისტრაციას მოუწევს. სწორედ ეს უნდა იყოს იმის ძირეული მიზეზი, თუმცა კი შესაძლოა ბევრი ეკონომიკური, დიპლომატიური, სპეცსამსახურებისა და სხვათა საფარველით შებურვილი, რომ აშშ-თან ურთიერთობათა გემოგასინჯული ცალკეული პოსტსაბჭოთა შუააზიური სახელმწიფოები ისევ რუსეთთან ურთიერთობათა დარეგულირებას და მასთან დაახლოებას ამჯობინებენ. შესაძლოა აქვე იყოს იმის მიზეზიც, რომ დასავლეთ ევროპის ტრადიციულად წამყვანი სახელმწიფოები – გერმანია და საფრანგეთი – თავს “უხერხულად გრძნობენ” შეერთებული შტატების მიერ “პოლიტიკურ პერიფერიაზე” დატოვების გამო, ვინაიდან ვაშინგტონს ისინი უკვე ნაკლებად სჭირდება როგორც რუსეთის საპირწონე და საკუთარი პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და გატარებისთვის ასეთ პირობებში ისინი საქმიანობენ ისევე, როგორც ცივი ომის დროსაც (გავიხსენოთ თუნდაც პრეზიდენტ შარლ დე გოლისა და კანცლერ ვილი ბრანდტის მოღვაწეობა ამ სახელმწიფოთა სათავეში, და განსაკუთრებით სსრკ-ის ხელმძღვანელობასთან მათი ურთიერთობები), ცდილობენ რუსეთის ფედერაციასთან გარკვეულ დაახლოებასა და თანამშრომლობას.

ასეთ პირობებში საქართველო და მისი ხელისუფლება, ჩვენი აზრით, უმჯობესია ცდილობდნენ ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებას, უწინარეს ყოვლისა, იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც მეტი სულიერი (ზნეობრივი, კულტურული) ერთიანობა გააჩნია და არა იმათთან, რომელთაც ბევრი ფული და დაწინაურებული ტექნოლოგიები აქვთ. ისტორიულად საქართველოს ბევრ დამპყრობელს ჩვენს ქვეყანაზე უფრო დაწინაურებული სახელმწიფოებრივი მოწყობა, შეიარაღებული ძალები და ტექნოლოგიები ჰქონია (გავიხსენოთ თუნდაც ძველი რომი, ბიზანტია, ირანი, არაბები, ოსმალეთი, რუსეთი), მაგრამ ჩვენს წინაპრებს არ სურდათ რომ მათ უბრალო დანამატად გადაქცეულიყვნენ, მათი დაწინაურებული ტექნოლოგიები და მათთან დაკავშირებული (ან სულაც მათი განმაპირობებელი) უცხო სულიერება და ზნეობა უკრიტიკოდ მიეღოთ და სწორედ თავიანთ ეროვნულ თვითმყოფადობას იცავდნენ და ამისთვის სწირავდნენ კიდეც თავს.

ირაკლი ხართიშვილი

No comments:

Post a Comment