შინაარსი
საქართველოს შეიარაღებული ძალები დასავლეთ ევროპის მცირე სახელმწიფოების მაგალითზე
ნატო: ერთია სიტყვა და საქმე?!
პლებისციტის გამო ნატო-ს საკითხზე და ზოგიერთი სხვა რამ...
რამდენად რეალურია მესამე მსოფლიო ომის საშიშროება? (ინტერვიუ ირაკლი ხართიშვილთან)
ზოგიერთი რამ ცხინვალის რეგიონში უკანასკნელი მოვლენების გამო
თანამედროვე რუსეთის სატკივარი მართლმადიდებელ ავტორთა თვალთახედვით და უკანასკნელი კონფლიქტი საქართველოსთან
(ნაწილი I)
I ნაწილის შინაარსი

(გამოქვეყნდა მართლმადიდებლურ ალმანახში „ელია“, 2005 წ.)
საქართველოს სამხედრო მშენებლობის საქმეში მეტად მნიშვნელოვანია დასავლეთ ევროპის მცირე სახელმწიფოთა გამოცდილების გათვალისწინება, მისი კარგად შესწავლა და ჩვენთვის სასარგებლო ცოდნისა და პრაქტიკის ქართულ ნიადაგზე გადმოტანა. ამ ცოდნის გადმოტანისას უნდა ვითვალისწინებდეთ ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს რელიგიურ აღმსარებლობას, საქართველოს ისტორიულ გამოცდილებასა და ქართველი ადამიანის ფსიქოლოგიურ წყობას, აგრეთვე სხვა ფაქტორებს, ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და სხვა.
საქართველოში მართლმადიდებელი ქრისტიანობის უპირატესი აღმსარებლობა გვავალდებულებს სხვებზე უფრო მეტი გულმოდგინებით მივდევდეთ წმიდა წერილის სწავლებას კონკრეტული საკითხების გადაწყვეტისას, სხვას არ გავუკეთოთ ისეთი რამ, რასაც საკუთარი თავისთვის არ ვისურვებდით (ჩვენში, სამწუხაროდ, უფლის ეს მცნება თითქმის ყველა ნაბიჯზე ირღვევა) და კიდევ იმას, რომ 145-ე ფსალმუნის თანახმად, რომელიმე სხვა სახელმწიფოზე ან საერთაშორისო ორგანიზაციაზე კი არ ვამყარებდეთ ჩვენს იმედებს, არამედ უფლის რწმენითა და მასზე სასოებით, თავად ვზრუნავდეთ ჩვენი ძალებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისა და რეალიზებისთვის (ამ მხრივაც ჩვენი საზოგადოება და სახელმწიფო უფლისგან დაშორების, აშშ-ზე სასოების გზით მიდის).
საქართველოს სამხედრო მშენებლობის კონკრეტული საკითხების გააზრებაში კი მოგვეხმარება დასავლეთ ევროპის მცირე სახელმწიფოების გამოცდილება. ამ სახელმწიფოების ერთი ნაწილი, როგორც ვიცით, გაწევრიანებულია ჩრდილო-ატლანტიკურ სახელშეკრულებო ორგანიზაციაში (ნატო-ს ბლოკში – ნიდერლანდები, ბელგია, პორტუგალია, ნორვეგია, დანია, საბერძნეთი), მეორე კი ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს (ავსტრია, ფინეთი, შვეიცარია, შვედეთი) და უპირატესად საკუთარ ძალებზე დაყრდნობით ზრუნავს თავისი ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დასაცავად.
ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოები ისე აგებენ უკვე მშვიდობიანობის დროს თავიანთი შეიარაღებული ძალების მშენებლობას, რომ შესაძლო მუქარის პერიოდში ან გარედან აგრესიის შემთხვევაში მოკლე ვადებში (დაახლოებით ერთ კვირაში) შეეძლოთ თავიანთი მოსახლეობის 10–14 %-ის მობილიზაცია, უმეტესი ნაწილისა იარაღით ხელში სამსახურისთვის, ხოლო შედარებით მცირე ნაწილისა – იარაღის გარეშე, ზურგისა და სხვა დამხმარე სამსახურებში. ცივი ომის მიწურულის მონაცემებით, სახელდობრ, 5-მილიონიან ფინეთს ომიანობის დროს უნდა გამოეყვანა 700-ათასიანი შეიარაღებული ძალები, მათგან 500 ათასი იარაღით ხელში და 200 ათასიც იარაღის გარეშე. იარაღით ხელში გამოსაყვანი ამ 500 ათასი პირადი შემადგენლობიდან 460 ათასი გათვალისწინებული იყო სახმელეთო ჯარებში, 30 ათასი – სამხედრო-საჰაერო ძალებში და 12 ათასიც – სამხედრო-საზღვაო ძალებში. ამ პირობებში, შედარებით ახალგაზრდა ასაკის რეზერვისტები (35 წლის ასაკამდე) შეყვანილი იყვნენ საბრძოლო ანუ საველე ჯარებში, რომელსაც ევალებოდა ძირითადი თავაცვითი და შეტევითი მოქმედებების წარმოება, ხოლო 35 წელზე უფრსი ასაკის რეზერვისტები – ტერიტორიული (ადგილობრივი) თავდაცვის ჯარებში, რომლის დანიშნულებაცაა შესაბამის რაიონებში თავდაცვითი ამოცანების გადაწყვეტა და საველე ჯარებისთვის ქმედითი დახმარების აღმოჩენა, ხოლო მოწინააღმდეგის მიერ ცალკეული რაიონების დროებით ოკუპირების შემთხვევაში, იქ პარტიზანული და იატაკქვეშა მოქმედებების წარმოება.
ასევე, იმავე 1990-იანი წლების დასაწყისში, 6,5-მილიონიანი შვეიცარიის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა გემავდა ომიანობის დროს 625-ათასიანი შეიარაღებული ძალების მობილიზებას, თანაც საველე ჯარების რეზერვისტების ყველაზე უფრო ახალგაზრდა ნაწილი შეადგენდა შეკრების პუნქტებში დაუყოვნებლივ გამოცხადების კონტინგენტს (Auszug), საველე (საბრძოლო) ჯარების რეზერვისტების ძირითადი ნაწილი შეადგენდა ძირითად თავდაცვით ძალებს (Landwehr-ს, მილიციას), ტერიტორიული თავდაცვის ჯარების რეზერვისტები კი შედიოდნენ (Landsturm-ში). ხოლო თითქმის 8,5-მილიონიანი შვედეთის სარდლობა ითვალისწინებდა მუქარის პერიოდში ან ომიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში 770 ათასზე მეტი ადამიანის მობილიზებას, მათგან, სახმელეთო ჯარებში (ტერიტორიული და ადგილობრივი თავდაცვის ჯარების ჩათვლით) 550 ათასისა, სამხედრო-საჰაერო ძალებში – 102 ათასის და სამხედრო-საზღვაო ძალებში – 57 ათასის. ომიანობის დროის სახმელეთო ჯარებიდან პირადი შემადგენლობის 350 ათასი ადამიანი მოდიოდა საველე (საბრძოლო) ჯარებზე, 250 ათასი კი – ტერიტორიული თავდაცვის ჯარებზე (1).
ცივი ომის დასრულებისა და ევროპაში მსხვილმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების გაჩაღების საშიშროების მკვეთრად შემცირების შემდეგ, 2000-იანი წლების დასაწყისში ამ ქვეყნებშიც მნიშვნელოვნად შეამცირეს ომიანობის დროის შეიარაღებული ძალების რიცხოვნება თავიანთი მოსახლეობის 5,0–9,4 %-მდე, შეამცირეს ასევე საბრძოლო შემადგენლობაც (კერძოდ, ფინეთის სახმელეთო ჯარებში 27 საბრძოლო ბრიგადის ნაცვლად ჩამოვიდნენ 22-მდე), მაგრამ ჯარების სტრუქტურა კი პრაქტიკულად უცვლელად დატოვეს. სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოების შეიარაღება 2000 წელს ნაჩვენებია 1-ლ ცხრილში, საიდანაც ჩანს, თუ რაოდენ მცდარია ჩვენში მოარული აზრი იმის შესახებ, რომ ნეიტრალურ სახელმწიფოებს საკუთარი თავდაცვისთვის ზრუნვა არ სჭირდებათ.
ცხრილი 1
ევროპის მცირე ნეიტრალურ სახელმწიფოთა ძირითადი შეიარაღება 2000 წელს*
ძირითადი შეიარაღება . . . . . . . . . . . . . . . ფინეთი . . . . შვეიცარია . . . . შვედეთი
საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 230 . . . . . . . . . 556 . . . . . . . . . . . 537
მოჯავშნული საბრძოლო მანქანები . . . . . 1063** . . . . . . . 1538** . . . . . . . . .2390
. . . მათ შორის:
. . . . . მსუბუქი ტანკები . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . 211
. . . . . ქვეითთა საბრძოლო მანქანები . . . . . .237** . . . . . . . .435 . . . . . . . . . . 1210
. . . . . ჯავშანტრანსპორტერები . . . . . . . . . . .790** . . . . . . . 1103** . . . . . . . . . .646
საველე საარტილერიო სისტემები
(100 მმ და მეტი ყალიბის) . . . . . . . . . . . . . . 1937 . . . . . . . . 1092 . . . . . . . . . . 1050
. . . მათ შორის:
. . . . . ქვემეხები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1068 . . . . . . . . . 558 . . . . . . . . . . . 525
. . . . . ზალპური ცეცხლის რეაქტი-
. . . . . ული სისტემები . . . . . . . . . . . . . . . . . . . .60 . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . –
. . . . . ნაღმსატყორცნები . . . . . . . . . . . . . . . . . 789 . . . . . . . . . 534 . . . . . . . . . . . 525
(პლიუს 81-მმ ნაღმსატყორცნები) . . . . . . . . (800) . . . . . . . (1469) . . . . . . . . . (160)
ვერტმფრენები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 11 . . . . . . . . . . 85 . . . . . . . . . . . 121
. . . (მათ შორის დამრტყმელი) . . . . . . . . . . . . .(–) . . . . . . . . . .(–) . . . . . . . . . . . .(–)
საბრძოლო თვითმფრინავები . . . . . . . . . . . . . 64 . . . . . . . . . 154 . . . . . . . . . . . 250
ტაქტიკური წყალქვეშა ნავები . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . 9
მსხვილი წყალზედა საბრძოლო
ხომალდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . –
მცირე ხომალდები და კატარღები . . . . . . . . . .10 . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . 45
. . . მათ შორის:
. . . . . სარაკეტო კატარღები . . . . . . . . . . . . . . . . . 9 . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . 20
. . . . . საპატრულო კორვეტები და
. . . . . კატარღები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1 . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . 25
ზღვაში სანაღმო ომის წარმოების
ხომალდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 23 . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . .22
. . . მათ შორის:
. . . . . ნაღმგადამღობები . . . . . . . . . . . . . . . . . . . 10 . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . 2
. . . . . ტრალერები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .13 . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . 20
* ეს ცხრილი რამდენადმე უფრო სრული და დეტალურია ალმანახ „ელია“-ში გამოქვეყნებულთან შედარებით, თუმცა კი ძირითადში იმეორებს იქ გამოქვეყნებულ მონაცემებს;
** აქ მოჯავშნულ საბრძოლო მანქანებთან ერთად ნაჩვენებია მათ ბაზაზე შექმნილი საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის მოჯავშნული მანქანებიც, რადანაც თავად ლონდონურ გამოცემაში იყო ასეთნაირად მოცემული; მათგან განსხვავებით, შვედეთის მონაცემებში იქ 646 ჯავშანტრანსპორტერის შემდეგ ფრჩხილებში ნაჩვენები ჰქონდათ (პლიუს 323 უზრუნველყოფის მოჯავშნული მანქანა). უზრუნველყოფის მოჯავშნული მანქანების რაოდენობა, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებით, შეზღუდვას არ ექვემდებარება და კვოტები მას არ შეეხება. გარდა ზემოთ მოყვანილისა, ამ სახელმწიფოების სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში ნაჩვენები იყო დიდი რაოდენობით ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო სარაკეტო-საარტილერიო სისტემები.
ნატო-ს ბლოკში შემავალი მცირე ევროპული სახელმწიფოების ერთი ნაწილი (ნიდერლნდები, ბელგია, დანია) ცივი ომის პერიოდში ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისგან დაშორებული იყო გფრ-ის ტერიტორიით, ხოლო მეორენი (ნორვეგია და საბრძნეთი) უშუალოდ ემეზობლებოდნენ ამ ორგანიზაციის მონაწილე ქვეყნებს – სსრკ-სა და ბულგარეთს; გარდა ამისა, საბერძნეთს თავის მეზობელ და ნატო-ს ბლოკში შემავალ თურქეთთანაც ჰქონდა კონფლიქტი კვიპროსის გამო. ამიტომ ისინი უშუალოდ ე. წ. „ცხელ რაიონში“ მდებარეობდნენ. შესაბამისად, ნიდერლანდებისა და ბელგიის სარდლობები ომის შემთხვევაში ვარაუდობდნენ შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში თავიანთი მოსახლეობის დაახლოებით 1,7 %-ისა და 3,2 %-ის მობილიზებას, დანიისა – 3,4 %-ის, საბერძნეთისა – 5,8 % და ნორვეგიისა კი – მოსახლეობის 9,3 %-ის მობილიზებას.
მაშინ დასავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ განლაგებული იყო ბრიტანული რაინის არმია, სამი დასავლეთგერმანული საარმიო კორპუსი, ორი ამერიკული და თითო-თითო ჰოლანდიური და ბელგიური საარმიო კორპუსები, აგრეთვე კანადური ბრიგადა. გარდა ამისა, კოალიციური სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაშიც შედიოდნენ იმავე სახელმწიფოთა საავიაციო ფრთები და ესკადრილიები. ნიდერლანდებისა და ბელგიის საარმიო კორპუსები შედიოდნენ არმიების ჩრდილოეთის ჯგუფში, რომელიც განლაგებული იყო ცენტრალურ-ევროპული საომარ მოქმედებათა თეატრის (ომთ) ჩრდილოეთ რაიონში, ხოლო ამ ქვეყნების სარდლობებს ევალებოდათ პირადი შემადგენლობითა და შეიარაღებით მათი დაკომპლექტება და საბრძოლო შესაძლებლობების საჭირო დონეზე შენარჩუნება, აგრეთვე ომიანობის დროს მოწინააღმდეგის დესანტებისა და სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფებისგან საკუთარი ტერიტორიების თავდაცვა. ამისთვის საკმარისად ითვლებოდა გარკვეული შეზღუდული რიცხოვნების ტერიტორიული და ადგილობრივი თავდაცვის ჯარების გამოყენება; დანიური სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა კი ვარაუდობდა საკუთარი შეიარაღებული ძალებით თავისი ტერიტორიის თავდაცვას და მჭიდრო ურთიერთმოქმედებას გფრ-ის ჩრდილოეთ ნაწილში (შლეზვიგ-ჰოლშტაინის მიწაზე) განლაგებულ დასავლეთგერმანულ დივიზასთან. გარდა ამისა, ამერიკული სარდლობა საჭიროების შემთხვევაში გეგმავდა დანიაში სახმელეთო ჯარების ცხრა ბრიგადამდე გადასროლას (რაც სამი ექვივალენტური დივიზიის ტოლფასი იყო).
ნორვეგიის ტერიტორია, მისი სიგრძივი განფენილობისა და რთული რელიეფის გამო, მსხვილი ჯავშანსატანკო და მექანიზებული ჯარების მოქმედებებისთვის გამოუსადეგარია, ამიტომ ნატო-ს ბლოკის სარდლობა აქ ვარაუდობდა საბჭოთა კავშირის მხრიდან საზღვაო და საჰაერო დესანტების გადასხმას და მათგან თავდაცვისთვის ემზადებოდა. მოსალოდნელი მსხვილმასშტაბიანი ომის პირველსავე საათებში იქ, ნორვეგიული ჯარების დაუყოვნებლივ გაძლიერებისთვის, უნდა გადაესროლათ ნატო-ს მობილური ძალების ოთხი გაძლიერებული ბატალიონი და ამდენივე საბრძოლო საავიაციო ესკადრილია ბლოკის მონაწილე სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებსაც შემდეგ ბრიტანული და ამერიკული საზღვაო-ქვეითი ჯარების ბრიგადებიც შეუერთდებოდნენ. ასეთ პირობებში თავად ნორვეგიული სარდლობაც გეგმავდა ომიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში ქვეყნის მოსახლეობის 9,3 %-ის მობილიზაციას და ამ მაჩვენებლით იგი ევროპის მცირე ნეიტრალურ სახელმწიფოებს უახლოვდებოდა.
საბერძნეთის სარდლობაც ვარაუდობდა ომიანობის დროს მნიშვნელოვანი რიცხოვნების შეიარაღებული ძალების გამოყვანას (ქვეყნის მოსახლეობის 5,8 %) და, ამერიკულ და ბრიტანულ გაძლიერების ჯარებთან ერთობლივად, ნატო-ს ბლოკის სამოკავშირეო სარდლობის გეგმების შესაბამისად, საბრძოლო მოქმედებების წარმოებას.
როგორც ვხედავთ, შეიარაღებული ძალების რიცხოვნების საკითხში ნატო-ს ბლოკში რაიმე ერთიანი სტანდარტი არ არსებობს და მას ალიანსის მონაწილე თითოეული ქვეყნის სარდლობა, ბლოკის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, წყვეტს ინდივიდუალურად. ჩვენ კი იგივე ამერიკელი და ნატო-ელი სპეციალისტები დაჟინებით გვიმეორებენ, რომ უნდა ჩამოვაყალიბოთ ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი მცირერიცხოვანი, მობილური და პროფესიული შეიარაღებული ძალები. თავად ჩრდილოატლანტიკური კავშირის პრაქტიკა კი ითვალისწინებს იმას, რომ ე. წ. „ცხელ რაიონში“ მდებარე ბლოკის მონაწილე ნორვეგიასა და საბერძნეთს ომიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში მნიშვნელოვანი რიცხვის რეზერვისტები გამოჰყავთ, ქვეყნის მოსახლეობის 6–9 %.
დასავლელი სამხედრო სპეციალისტებისა და ექსპერტების შეგნებულად მცდარი რეკომენდაციების მიუხედავად, ჩვენი აზრით, საქართველოს ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონის საფუძველზე მშვიდობიანობის დროს რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში 18-თვიანი (1,5 წელიწადი) ნამდვილი სამხედრო სამსახურის გავლითა და შემდეგ კონკრეტული სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობით მომზადებული ახალგაზრდოების რეზერვში გადაყვანით ისეთი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებისთვის, რომელსაც ეყოლება ქვეყნის მოსახლეობის 10–12 %-ის შესაბამისი რიცხვის მომზადებული რეზერვისტი და ომიანობის დროს ან კრიზისულ პერიოდებში შეძლებს რამდენიმე დღეღამეში (ზოგადად ერთი კვირის ფარგლებში) მათ სრულ მობილიზაციას. თავისთავად ცხადია, რომ ასეთი რიცხოვნების ჯარებს შესაბამისი რაოდენობისა და ხარისხის შეიარაღებაც უნდა გააჩნდეთ.
ზემოთ ცხრილში ჩვენ უკვე მოვიყვანეთ ევროპის მცირე ნეიტრალურ სახელმწიფოთა ძირითადი შეიარაღების რაოდენობრივი მონაცემები. ქვემოთ მოვიყვანთ ნატო-ს ბლოკის მცირე ევროპული სახელმწიფოების მოსახლეობისა და შეიარაღებული ძალების მაჩვენებლებს 1991 და 2000 წლებში.
ცხრილი 2
ნატო-ს ბლოკის მცირე ევროპული სახელმწიფოების მოსახლეობა და შეიარაღებული ძალები 1991 და 2000 წლებში *
მოსახლეობა და შეიარა- . . ნიდერლა- . . ბელგია . . .დანია . . . ნორვე- . . . საბერძ-
ღებული ძალები . . . . . . . . . . .ნდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . გია . . . . . . ნეთი
1 9 9 1 წ ე ლ ს
მოსახლეობა, ადამიანი . . . . 14810800 . . .9860800 . . 5081800 . . 4207800 . . 10174400 მშვიდობიანობის დროის
რეგულარული შეიარაღე-
ბული ძალები, ადამიანი . . . . .101400 . . . . . 85450 . . . . 29400 . . . .32700 . . . . 158500
რეზერვები, ადამიანი . . . . . . . 152400 . . . . 234500 . . . .142700 . . .298000 . . . . 406000
საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . 913 . . . . . . . 359 . . . . . . 499 . . . . . . 211 . . . . . . 1879
მსუბუქი ტანკები . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . 133 . . . . . . – . . . . . . . . – . . . . . . . . . 198
მოჯავშნული საბრძოლო
მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .3216 . . . . . . 1935 . . . . . . 595 . . . . . . 203 . . . . . .1879
. . . მათ შორის:
. . . . . ქვეითთა საბრძოლო
. . . . . მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . . 984 . . . . . . .514 . . . . . . . – . . . . . . . . 53 . . . . . . . . 96
. . . . . ჯავშანტრანსპორ-
. . . . . ტერები . . . . . . . . . . . . . . . . . .2232 . . . . . . 1421 . . . . . . 595 . . . . . . 150 . . . . . .2091
საველე საარტილერიო
სისტემები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .824 . . . . . . . .376 . . . . . .553 . . . . . . .527 . . . . . .1908
. . . მათ შორის:
. . . . . ქვემეხები . . . . . . . . . . . . . . . . 454 . . . . . . . .228 . . . . . . 393 . . . . . . 402 . . . . . . 1174
. . . . .ზალპური ცეცხლის რეაქ-
. . . . . ტიული სისტემები . . . . . . . . .22 . . . . . . . . – . . . . . . . . – . . . . . . . . – . . . . . . . . . –
. . . . . ნაღმსატყორცნები . . . . . . . . .252 . . . . . . . . . 20+ . . . . .160 . . . . . . .125 . . . . . . . 602
(პლიუს 81-მმ ნაღმასტყორ-
ცნები) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (–) . . . . . . . . .(285) . . . . . (388) . . . . . .(*) . . . . . . . .(690)
ვერტმფრენები . . . . . . . . . . . . . . . . . 95 . . . . . . . . . 59 . . . . . . . 40 . . . . . . . 33 . . . . . . . 142
. . . (მათ შორის დამრ-
. . . ტყმელი) . . . . . . . . . . . . . . . . . . (–) . . . . . . . . . (–) . . . . . . . (–) . . . . . . .(–) . . . . . . . . (–)
საბრძოლო თვითმფრი-
ნავები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 204 . . . . . . . .185 . . . . . . 106 . . . . . . . 94 . . . . . . . . 448
ტაქტიკური წყალქვეშა
ნავები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 5 . . . . . . . – . . . . . . . . . . .4 . . . . . . . 11 . . . . . . . . . 10 მსხვილი წყალზედა საბრ-
ძოლო ხომალდები . . . . . . . . . . . . . . .5 . . . . . . . . . . 4 . . . . . . . . 3 . . . . . . . . 5 . . . . . . . . . 18
მცირე ხომალდები და
კატარღები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . – . . . . . . . . . .37 . . . . . . . .35 . . . . . . . . . 36
. . . მათ შორის:
. . . . . სარაკეტო . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . – . . . . . . . . . .10 . . . . . . . . 35 . . . . . . . . . 16
. . . . . საპატრულო . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . – . . . . . . . . . 27 . . . . . . – . . . . . . . . . . . . 20
ზღვაში სანაღმო ომის
წარმოების ხომალდები . . . . . . . . . . 26 . . . . . . . . . 22 . . . . . . . 9 . . . . . . . . . 8 . . . . . . . . . 16
. . . მათ შორის:
. . . . . ნაღმგადამღობები . . . . . . . . . * . . . . . . . . . . * . . . . . . . . . .6 . . . . . . . . . 2 . . . . . . . . . . 2
. . . . . ტრალერები . . . . . . . . . . . . . . . 26 . . . . . . . . . 22 . . . . . . . 3 . . . . . . . . . 6 . . . . . . . . . .14
2 0 0 0 წ ე ლ ს
მოსახლეობა, ადამიანი . . . . 15794000 . . 10126000 . . 5267000 . . 4443000 . . 10692000
მშვიდობიანობის დროის
რეგულარული შეიარაღე-
ბული ძალები, ადამიანი . . . . . .51940 . . . . . 39250 . . . . 21810 . . . . 26700 . . . . 159170
რეზერვები, ადამიანი . . . . . . . . 32200 . . . . 152050 . . . . .64900 . . .222000 . . . . 291000
საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . 330 . . . . . . . 140 . . . . . . 248 . . . . . . 170 . . . . . . 1735
მსუბუქი ტანკები . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . – . . . . . . . – . . . . . . . . – . . . . . . . . . – მოჯავშნული საბრძოლო
მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .787 . . . . . . .588 . . . . . . 315 . . . . . . 314 . . . . . .2477
. . . მათ შორის:
. . . . . ქვეითთა საბრძოლო
. . . . . მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . . 488 . . . . . . .230 . . . . . . – . . . . . . . . 157 . . . . . . .500
. . . . . ჯავშანტრანსპორ-
. . . . . ტერები . . . . . . . . . . . . . . . . . . .339 . . . . . . .358 . . . . . . 315 . . . . . . 157 . . . . . .1977
საველე საარტილერიო
სისტემები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .397 . . . . . . . .242 . . . . . .475 . . . . . . .184 . . . . . .1894
. . . მათ შორის:
. . . . . ქვემეხები . . . . . . . . . . . . . . . . 242 . . . . . . . .151 . . . . . . 307 . . . . . . 172 . . . . . . 1136
. . . . .ზალპური ცეცხლის რეაქ-
. . . . . ტიული სისტემები . . . . . . . . .22 . . . . . . . . – . . . . . . . . . .8 . . . . . . . 12 . . . . . . . 134
. . . . . ნაღმსატყორცნები . . . . . . . . .133 . . . . . . . . .91 . . . . . .160 . . . . . . – . . . . . . . . . .624
(პლიუს 81-მმ ნაღმასტყორ-
ცნები) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (40) . . . . . . . (100) . . . . . (388) . . . . (450) . . . . . (2800)
ვერტმფრენები . . . . . . . . . . . . . . . . .115 . . . . . . . . . 84 . . . . . . . 41 . . . . . . . 36 . . . . . . . 195
. . . (მათ შორის დამრ-
. . . ტყმელი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . (42) . . . . . . . .(–) . . . . . . . (12) . . . . . . .(–) . . . . . . . (20)
საბრძოლო თვითმფრი-
ნავები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 154 . . . . . . . . .90 . . . . . . . .69 . . . . . . . 79 . . . . . . . .458
ტაქტიკური წყალქვეშა
ნავები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4 . . . . . . . – . . . . . . . . . . . 3 . . . . . . . 10 . . . . . . . . . .8
მსხვილი წყალზედა საბრ-
ძოლო ხომალდები . . . . . . . . . . . . . . 15 . . . . . . . . . . 3 . . . . . . . . 3 . . . . . . . . 4 . . . . . . . . . 16
მცირე ხომალდები და
კატარღები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . – . . . . . . . . . . 27 . . . . . . . .15 . . . . . . . . .42
. . . მათ შორის:
. . . . . სარაკეტო . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . 5 . . . . . . . . 15 . . . . . . . . .19
. . . . . საპატრულო . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . – . . . . . . . . . .22 . . . . . . – . . . . . . . . . . . .23
ზღვაში სანაღმო ომის
წარმოების ხომალდები . . . . . . . . . . 14 . . . . . . . . . 11 . . . . . . . 7 . . . . . . . . .12 . . . . . . . . . 17
. . . მათ შორის:
. . . . . ნაღმგადამღობები . . . . . . . . . * . . . . . . . . . . * . . . . . . . . . .4 . . . . . . . . . 3 . . . . . . . . . . 2
. . . . . ტრალერები . . . . . . . . . . . . . . . 14 . . . . . . . . . 11 . . . . . . . 3 . . . . . . . . . 9 . . . . . . . . . .15
* ალმანახ „ელიაში“ გამოქვეყნებული გვქონდა უფრო მცირე ცხრილი, რომელშიც ნაჩვენები იყო მხოლოდ საბერძნეთისა და ნორვეგიის ძირითადი შეიარაღება 1991 და 2000 წლებში.
აღნიშნული ცხრილიდან ნათლად ჩანს, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატო-ს ბლოკის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონი ალიანსის სარდლობას უკვე აღარ მიაჩნია ისეთივე „ცხელ წერტილად“, ვინაიდან არც თავად გეგმავს აქ საბრძოლო მოქმედებების გაჩაღებას, არც რუსეთის მხრიდან მოელის ასეთ რამეს. მართლაც, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ლენინგრადის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად შეამცირა თავისი შეიარაღება (330 საბრძოლო ტანკიღაა განლაგებული უწინდელი 1700-ზე მეტის ნაცვლად, 940 საველე საარტილერიო სისტემა 1400-ის ნაცვლად, ოპერატიულ-ტაქტიკურტი რაკეტების 18 გასაშვები დანადგარი 60-ის ნაცვლად, 392 საბრძოლო თვითმფრინავი 420-ის ნაცვლად და ა. შ.).
ნატო-ს ბლოკის სამხრეთ ფლანგზე საბერძნეთის შეიარაღებაში არათუ რაიმე სერიოზული შემცირებანი არ გაუტარებიათ, არამედ რამდენადმე გაზარდეს კიდეც მოჯავშნული საბრძოლო მანქანების, დამრტყმელი ვერტმფრენებისა და საბრძოლო თვითმფრინავების რაოდენობა. ანუ ეს მიმართულება ბლოკის სარდლობას კვლავინდებურად „ცხელ რაიონად“ მიაჩნია.
ამის საპირისპიროდ, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის (ევროთათბირის – ეუთთ, ამჟამად ეუთო) ეგიდით 1990 წლის 19 ნოემბერს პარიზში და 1992 წლის 15 მაისს ტაშკენტში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად, საქართველოს უფლება აქვს თავის ტერიტორიაზე მშვიდობიანობის დროს მუდმივად განლაგებული ჰყავდეს არაუმეტეს 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 285 საველე საარტილერიო სისტემის, 100 საბრძოლო თვითმფრინავის და 50 დამრტყმელი ვერტმფრენისა. ამ კვოტებიდან ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის რაოდენობა, როგორც ზემოთ ვნახეთ, მიზერულადაც კი ვერ აკმაყოფილებს 5-მილიონიანი ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფის მოთხოვნებს, ანუ საქართველო დღემდე დაუცველი ქვეყანაა და ასეთადვე დარჩება, სანამ ჩვენ არ დავაყენებთ ეუთო-ს ხელმძღვანელობის წინაშე ჩვენი ქვეყნისთვის ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტების გაზრდის საკითხს, არ მივაღწევთ მათ გაზრდას და შემდეგ რეალურად არ ვიზრუნებთ საჭირო შეიარაღებისა და ტექნიკის შეძენის, რეზერვისტების საკმარისი რიცხვის მომზადებისა და მათგან სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ჯართა გვარეობებისა და სამსახურების შესაბამისი შენაერთების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების ჩამოყალიბებისთვის. ამას კი სჭირდება საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების ნება, შესაბამისი სპეციალისტების თავაუღებელი მუშაობა, ფინანსურ-ეკონომიკური სახსრები და დრო. მანამდე კი საქართველო დარჩება, სამხედრო თვალსაზრისით, თავდაცვის უუნარო და დაუცველ სახელმწიფოდ, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.
უფალმა მოგვცეს ყველას სიმხნევე და სარწმუნოება ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი ამ ამოცანების გადასაჭრელად.
ირაკლი ხართიშვილი
შ ე ნ ი შ ვ ნ ა: (1) ეს აბზაცი წარმოადგენს გვიანდელ ჩამატებას, რადგანაც თავის დროზე წერილის მომზადებისას შეზღუდული ვიყავით წერილის მოცულობით და ამიტომ იმ ხანად ვამჯობინეთ შემოვფარგლულიყავით მკითხველისთვის მხოლოდ ფინეთის მაგალითის ჩვენებით.
ნატო: ერთია სიტყვა და საქმე?!
(წერილი გამოქვეყნდა ჟურნალ „ქვაკუთხედის“ 2008 წლის თებერვლის ნომერში)
1990-იანი წლები ხასიათდებოდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის „ცივი ომის“ დასრულებით, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისა და საბჭოთა კავშირის დაშლით, ცენტრალურ ევროპაში სამხედრო-პოლიტიკური დაძაბულობის შემცირებით, შეიარაღებული ძალებისა და შეიარაღებათა შეზღუდვა-შემცირებით, აღმოსავლეთ ევროპიდან, ბალტიისპირა სახელმწიფოებიდან, ბელორუსიიდან, მოლდავეთიდან, უკრაინიდან, ამიერკავკასიიდან და ყოფილი საბჭოთა შუა აზიის რესპუბლიკებიდან რუსული შეიარაღებული ძალების ძირითადი ნაწილის გაყვანით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო აქტიურობის (სწავლებები, მანევრები და ა. შ.) შემცირებით, რაც შემდგომი მშვიდობიანი და ქვეყნების კეთილდღეობის აყვავება-განვითარებისკენ მიმართული ცხოვრების საწინდარი უნა ყოფილიყო; მაგრამ სინამდვილეში მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა. როგორც ყველას გვეგონა და გვემედებოდა, რომ აშშ, კანადა და ევროპის სახელმწიფოები თავიანთ სამხედრო ხარჯებს შეამცირებდნენ, გამონთავისუფლებული სახსრები კი როგორც ამ ქვეყნების, ისე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, მეცნიერების, კულტურის, განათლებისა და სხვა დარგების გადაიარაღება-განვითარებას შეუწყობდა ხელს, მოვლენები ასეთნაირად არ განვითარდა. ჩვენში დაიხურა ფაბრიკა-ქარხნები, კვლევითი ინსტიტუტები, დაქვეითდა სოფლის მეურნეობა, სამთო-საძიებო და სხვა სამუშაოები და სხვადასხვა დარგების კვალიფიციური სპეციალისტების უმეტესობა ან წვრილმანი ვაჭრობით დაკავდა, ან კიდევ დატოვა საქართველოს ფარგლები და უცხოეთში წავიდა ბედის საძიებლად.
მაგრამ ერთი რამ არის მეტად საყურადღებო: ასეთი ეკონომიკური დაქვეთება განიცადეს არა მხოლოდ საქართველომ, რუსეთმა და სხვა კოლეგა საბჭოთა რესპუბლიკებმა, არამედ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დასავლეთ ევროპის უმსხვილესმა სახელწიფოებაც – საფრანგეთმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და იტალიამ. ამის დასადასტურებლად ქვემოთ ცხრილში მოგვყავს სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის ყოველწლიური გამოცემიდან Military Balance აღებული აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის წამყვანი სახემწიფოების მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებლები 1989, 1990 და 1999 წლებში. იქვე ამ მაჩვენებლების გვერდით მოგვყავს მათგან გამომდინარე ჩვენს მიერ გამოანგარიშებული გარკვეული ფინანსური სიდიდეებიც, ამასთან, მეტი თვალსაჩინოებისთვის, ლონდონური ინსტიტუტის გამოცემაში არსებული მონაცამები ქვემოთ მოგვყავს ჩვეულებრივი შრიფტით, ჩვენს მიერ გამოანგარიშებული კი – დახრილით (იხ. ცხრილი 1).
ცხრილი 1
აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის წამყვანი სახელმწიფოების ფინანსური მონაცემები (მლრდ დოლარებში)
ფინანსური მაჩვენებლები . . . აშშ . . . გერმა- . . . საფრან- . . . დიდი . . . იტალია
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ნია . . . . . . გეთი . . . ბრიტ.-თი . . . . . . . . .
მთლიანი შიდა პროდუქტი
1989 წელს . . . . . . . . . . . . . . . . .5163,2 . . 1189,15 . . 955,86 . . . . . 831,68 . . . . 869,27
მთლიანი შიდა პროდუქტი
1990 წელს . . . . . . . . . . . . . . . . .5423, 4 . .1499,54 . .1187,15 . . . . .986,72 . . . 1090,75
სხვაობა მშპ-ებს შორის
ამ წლებში . . . . . . . . . . . . . . . . . . 260,2 . . 310,39 . . .231,29 . . . . .155,04 . . . . .221,48
როგორი იქნებოდა ამ სახე-
ლმწიფოთა მშპ 1999 წელს,
ეს სხვაობა რომ უცვლელად
შენარჩუნებულიყო? . . . . . . . . 7765,2 . . 4293,5 . .3268,76 . . . . 2381,72 . . . .3084,07
რეალური მთლიანი შიდა
პროდუქტი 1999 წელს . . . . . . 9200,0 . . 1900,0 . . 1400,0 . . . . 1400,0 . . . . . 1100,0
მშპ-ის რეალური საშუალო
წლიური მატება
1990–1999 წლებში . . . . . . . . . . . 416,6 . . . . 44,5 . . . . 23,65 . . . . . .45,92 . . . . . . .1,03
როგორც ცხრილიდან ჩანს, წერილის დასაწყისში დასახელებულმა პროცესებმა მკვეთრად გაზარდა შეერთებული შტატების შემოსავლები და ასევე მკვეთრად შეამცირა დასავლეთ ევროპის ისტორიულდ მსხვილი და წამყვანი სახელმწიფოების შემოსავლების ყოველწლიურ ზრდის ტემპი. ჩვენ ეკონომისტები არ გვაკლია, მაგრამ რატომღაც არ გაგვიგია ქართულ პრესასა და ტელევიზიაში ამის შესახებ რაიმე სერიოზული ანალიზი. რატომ? იქნებ იმიტომ, რომ ამ სპეციალისტებსა და ექსპერტებს, რომლებიც სხვა საკითხებზე ასე კომპეტენტურად და თამამად მსჯელობენ, აშშ-ის წინაშე რაღაც სხვა ვალდებულებები აქვთ აღებული და მათი შესრულება უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, ვიდრე საკუთარი ხალხის გაცნობიერება ასეთ მეტად საჭირბოროტო პრობლემებში?
90-იანი წლების განმავლობაში ნატო-ს ბლოკის უმეტესმა სახემწიფოებმა შეამცირეს თავიანთი სამხედრო ხარჯები. სახელდობრ აშშ-მა ეს ხარჯები შეამცირა 304,1 მლრდ დოლარიდან 275,5 მლრდ-მდე, საფრანგეთმა – 42,8 მლრდ დოლარიდან 37,1 მლრდ-მდე, გერმანიამ – 35,6 მლრდ-დან 31,1 მლრდ-მდე, დიდმა ბრიტანეთმა – 39,3 მლრდ დოლარიდან 36,9 მლრდ-მდე, იტალიამ – 24,7 მლრდ-დან 22,0 მლრდ-მდე, ნიდერლანდებმა – 7,4 მლრდ-დან 6,3 მლრდ-მდე, ნორვეგიამ – 3,6 მლრდ ამერიკული დოლარიდან 3,3 მლრდ-მდე და ა. შ. ამის საპირისპიროდ თავიანთი სამხედრო ხარჯები გაზარდეს საბერძნეთმა და თურქეთმა, პირველმა 3,8-დან 5,3 მლრდ დოლარამდე და მეორემ – 5,0-დან 10,1 მლრდ დოლარამდე.
ამ გაწეული ხარჯების სანაცვლოდ საბერძნეთისა და თურქეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ თავიანთი არმიებისა და ფლოტების შეიარაღებიდან მოხსნა უკვე გვარიანად მოძველებული სამხედრო ტექნიკა, ხოლო მის ნაცვლად შეიარაღებაში მიიღო უფრო თანამედროვე და უკეთესი საბრძოლო მახასიათებლების მქონე ნიმუშები: M-60 და „ლეოპარდ-1“ სერიების საბრძოლო ტანკები, БМП-1, YPR-765 და M113 სერიების მოჯავშნული საბრძოლო მანქანები, თვითმავალი ქვემეხები, განსაკუთრებით კი M-110A1/A2 ტიპის 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცები, ATACMS ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გასაშვები დანადგარები (სროლის სიშორე 190 კმ-მდე, მიზანში მოხვედრის მაღალი სიზუსტე), AH-1 და AH-64 სერიების დამრტყმელი ვერტმფრენები, F-4, F-16 და „მირაჟ-2000“ ტიპების საბრძოლო თვითმფრინავები, 209 ტიპის დიზელური წყალქვეშა ნავები, „ადამსის“ ტიპის საესკადრო ნაღმოსნები, „ნოქსის“, „პერის“, „ქორთენაუერის“, MEKO-200 ტიპების ფრეგატები და სხვა შეიარაღება.
ამათგან ჩვენთვის უფრო საყურადღებო უნდა იყოს თურქეთის შეიარაღებაში განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც ცხრილის სახით მოყვანილია ქვემოთ (იხ. ცხრილი 2).
ცხრილი 2
თურქეთის შეიარაღების რაოდენობრივი მაჩვენებლები
(ფრჩხილებში მოცემულია 1990 და 2000 წლებში თურქეთის შეიარაღებაში არსებული შედარებით თანამედროვე ნიმუშების რაოდენობა; არტილერიის გრაფაში კი ფრჩხილებში მოცემულია თვითმავალი ქვემეხების რაოდენობა)
ძირითადი შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა . . . 1991 წელს . . . . 2000 წელს
საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3783 (2130) . . . .4205 (4205)
მოჯავშნული საბრძოლო მანქანები . . . . . . . . . . . . . . 3560 (2460) . . . .4293 (4293)
საველე საარტილერიო სისტემები . . . . . . . . . . . . . . . 4187 (528) . . . . .4268 (868)
დამრტყმელი ვერტმფრენები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . 37 (37)
საბრძოლო თვითმფრინავები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 650 (242) . . . . . . 505 (418)
წყალქვეშა ნავები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .15 (6) . . . . . . . . . 14 (10)
მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდები . . . . . . . 20 (6) . . . . . . . . . 22 (22)
ამ ცხრილიდან ნათლად ვხედავთ, რომ თუმცა კი საერთო რაოდენობის მიხედვით თურქეთის შეიარაღება მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, მაგრამ ამ საერთო რაოდენობაში უფრო თანამედროვე და უკეთესი მახასიათებლების მქონე საბრძოლო ტანკების რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 1,97-ჯერ, მოჯავშნული საბრძოლო მანქანებისა (ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ჯავშანტრანსპორტერები) – 1,75-ჯერ, საბრძოლო თვითმფრინავებისა – 1,73-ჯერ, წყალქვეშა ნავებისა – 1,67-ჯერ, მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდებისა (საესკადრო ნაღმოსნები და ფრეგატები) – 3,67-ჯერ. და ეს იმ ფონზე, როდესაც დაიშალა ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია და საბჭოთა კავშირი და თურქეთს მკვეთრად შეუმცირდა სამხედრო მუქარები როგორც შავი ზღვის სრუტეების ზონაში, ისე ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაშიც.
თუმცა კი ნატო-ს ბლოკის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა თურქეთის შეიარაღებული ძალების ასეთ გაძლიერებას ხსნიდა ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის ზონაში მდგომარეობის არასტაბილურობით და, აქედან გამომდნარე, ალიანსის ქვეყნების უსაფრთხოებისთვის არსებული მუქარებით, მაგრამ „ცივი ომის“ პერიოდში ეს მუქარები კიდევ უფრო მეტი იყო, ვინაიდან მაშინ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა უფრო ქმედით დახმარებას უწევდა პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციას, სირიისა და ერაყის სახელმწიფო და სამხედრო მშენებლობას, თურქეთის ქურთისტანის მუშათა პარტიასა და მის შეიარაღებულ ფორმირებებს; 1990-იან წლებში კი რუსეთი ასეთ რამეს აღარ აკეთებდა და უფრო თავისი საშინაო პრობლემებით იყო დაკავებული.
გარდა ამისა, აშშ-ისა და ნატო-ს ხელმძღვანელობას უნდა სცოდნოდა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების ასე არაადექვატურად გაძლიერება რუსეთის შეშფოთებსა და მისი მხრიდან საპასუხო ზომების მიღებას გამოიწვევდა, როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო სფეროშიც. მართლაც, 1996 წლის მაისში ეუთო-ს ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციამ მიაღწია საფლანგო რაიონში (განსაკუთრებით ჩრდილო-კავკასიის სახედრო ოლქის ტერიტორიაზე) რუსეთისთვის მშვიდობიანობის დროს რეგულარულ საჯარისო ნაწილებში მუდივად გასალაგებელი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის მაქსიმალურად დასაშვები რაოდენობის (კვოტების) გაზრდას: საბრძოლო ტანკებისა – 1300-დან 1800 ერთეულამდე, მოჯავშნული საბრძოლო მანქანებისა – 1380-დან 3700 ერთეულამდე, საველე არტილერიის (100-მმ და მეტი ყალიბის ქვემეხების და ნაღმსატყორცნებისა) – 1680-დან 2400 ერთეულამდე. ამ პერიოდში პოლონეთი და ბალტიისპირეთის სახელმწიფოები ჯერ კიდევ არ იყვნენ ნატო-ს ბლოკში შესულნი და, შესაბამისად, ჩრდილოეთის ფლანგზე რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ მოელოდა სავარაუდო მოწინააღმდეგის მსხვილი ძალების შემოტევას. ამიტომ საფლანგო რაიონში ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის გაზრდილი კვოტების შესაბამისად, ბუნებრივია, რომ რუსული სარდლობა ამ დამატებით ნებადართული საბრძოლო ტექნიკის უმეტეს ნაწილს განალაგებდა თავის სამხრეთ ფლანგზე – ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე. ხოლო რუსეთის ფედერაციისთვის საფლანგო რაიონში ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტების გაზრდას 1996 წლის მაისში ვენაში მიმდინარე კონფერენციაზე ხელი შეუწყო ისევ აშშ-ის დელეგაციამ, რომელმაც დიდი მონდომება გამოიჩინა ეუთო-ს ხელმძღვანელობის ამ საკითხში დასარწმუნებლად.
ამრიგად, ვაშინგტონის თეთრი სახლის ადმინისტრაცია და პენტაგონი ერთი ხელით თურქეთს აწვდიდნენ, გერმანიასთან ერთად, თანამედროვე ჩვეულებრივ შეტევით შეიარაღებას, მეორე ხელით კი რუსეთის ფედერაციას უჭერდნენ მხარს ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქში ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის რაოდეობის გასაზრდელად. ამ ღონისძიებების შედეგად ამიერკავკასია და, საქართველოც, აღმოჩნდნენ ახალი შეიარაღებული დაპირისირების ესკალაციის შუაგულში. ამის შემდეგ კიდევ გვიკვირს, თუ რატომ მოხდა ჩვენს თავზე ასეთი უბედურებები და განსაცდელები ჯერ კიდევ 1980-იანი წლების მიწურულიდან. ალბათ იმიტომ, რომ ამა ქვეყნის ძლიერთა საქმეები არ შეესაბაებოდა მათ მშვიდობისმოყვარულ და თითქოს-და სამართლიან განცხადებებს. ამ განცხადებების ნიღბის ქვეშ ისინი ატარებდნენ სულ სხვა პოლიტიკას, რომელიც სულაც არ არის მიმართული დემოკრატიის (სიტყვა-სიტყვით – „ხალხის მმართველობის“), სამართლიანობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის დამყარებისკენ. ძალიან ხშირად მათი საქმიანობა მიმართულია სწორედ ასეთი მიზნების საწინააღმდეგოდ.
ნატო-ს ბლოკის მესვეურები 1990-ინი წლების დასაწყისში აცხადებდნენ, რომ აღმოსავლეთიდან მუქარის ნიშვნელოვნად შემცირებასთან ერთად გამოჩნდა ახალი მუქარები ალიანსისთვის უკვე სპარსეთის ყურისა და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთი სახელმწიფოს მხრიდან, და ამიტომ დაიწყება განსაკუთრებით თურქეთის სამხედრო მანქანის გაძლიერება-ო. მაგრამ თურქულ სახელმწიფოს, მისი ეთნიკური, რელიგიური და ისტორიული ფაქტორების გათვალისწინებით თავისი გავლენის გავრცელების პრეტენზიები უპირატესად აქვს არა სამხრეთის, არამედ კავკასია – ცენტრალური აზიის მიმართულებით – „ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედლამდე“ (ქვეყნის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, შემდგომში პრეზიდენტის, თურგუთ ოზალის ერთ-ერთი ინტერვიუდან 80-იანი წლების შუახანებში). ასეთ შემთხვევაში ბუნებრივად წარმოიქმნება მუქარა ამიერკაკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებისთვის, ასევე ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მუქარა რუსეთის, ირანისა და ჩინეთისთვის. ასეთი მასშტაბის გეგმების რეალიზებას თავად თურქები, ცხადია, ვერ შეძლებდნენ და არც პენტაგონში სხედან ალბათ ისეთი უვიცი ადამიანები, რომ არ გაეთვალათ თურქეთის შეიარაღების გაძლიერების კვალდაკვალ რუსეთ-ირან-ჩინეთის სამხედრო-პოლიტიკური დაახლოების მოსალოდნელი პერსპექტივის არსებობა, ან თუ გაითვლიდნენ, მხოლოდ თურქეთისთვის მიენდოთ მისი შეზღუდული ძალებით ამ უზარმაზარი მასშტაბის ამოცანის _ კავკასია – ცენტრალური აზიის მიმართულებით დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური გავლენის გავრცელების – გადაწყვეტა. ანუ, თურქეთს უნდა დაეწყო, და დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოებისთვისაც შეექმნა საომარ მოქმედებებში ჩარევის პირობები.
რუსეთსა და ირანს შორის სამხედრო-პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარება დაიწყო 1990-იანი წლების პირველ ნახევარშივე, ხოლო 1999 წლის შემოდგომაზე მათ გვერდში დაუდგა ჩინეთიც. ალბათ ბევრს ემახსოვრება, რომ იმ დროს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტად მყოფმა რუეთის ფედერაციის პრეზიდენტა ბორის ელცინმა სატელევიზიო გამოსვლაში მეტად მკვახე და მუქარის შემცველი სიტყვებით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტს ბილ კლინტონს, მათ შორის ბირთვული იარაღის მუქარითაც, თუკი შეერთებული შტატები არ შეწყვეტდა მძიმე ზეწოლის განხორციელებას რუსეთზე ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სხვა სფეროებში. ასეთ განცხადებას რუსეთის პრეზიდენტი პეკინიდან ჩინეთის ხელმძღვანელობის თანხმობის გარეშე ალბათ ვერ გააკეთებდა.
ამის შემდეგ, ღვთის წყალობით, ამიერკავკასიასა და საქართველოსაც დროებით ასცილდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ახალი შეიარაღებული დაპირისპირების ეპიცენტრად ყოფნის როლი და ამან გადაინაცვლა ცენტრალურ აზიაში – ავღანეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე. როგორც ჩანს, ეს უნდა მომხდარიყო ისევ აშშ-ის სპეცსამსახურების ორგანიზებით, ვინაიდან ამ საქმეში გარეული გახლდათ უსამა ბენ ლადენი და ამერიკული ინტერესები, რომ განხეთქილება შეეტანათ რუსეთ-ირან-ჩინეთის კოალიციაში. საქმე იმაშია, რომ რუსეთისა და ჩინეთის იმ ხანად ჩამოყალიბებადი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი დასავლეთისთვის ადვილად მოსარევი ვეღარ იქნებოდა და ამიტომ, ბუნებრივია, რომ ამერიკული დაზვერვა შეეცდებოდა ამ კავშირის გახლეჩვას ან მისი სუსტი ადგილების გამოვლენა-გააქტიურებას. ცენტრალური აზია, განსაკუთრებით კი ყოფილი სსრკ-ის შუა აზია, სწორედ ის ტერიტორიაა, რომელიც რუსეთს, ჩინეთსა და ირანს გაყოფილი არ ექნებოდათ გავლენის სფეროებად, და ამიტომ იქ ნებისმიერი დესტაბილიზაცია მათ შორის განხეთქილების გაჩენისა და გაღრმავების მიზეზი გახდებოდა. ხოლო ასეთი დესტაბილიზაციის გამომწვევ ფაქტორად იქცა უსამა ბენ ლადენის მიერ თალიბების მოძრაობისთვის მნიშვნელოვანი ფულადი სახსრების მიწოდება ტაჯიკეთის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებების გააქტიურებისთვის.
ამდენად, უსამა ბენ ლადენის მიერ მწვავე ანტიამერიკული განცხადებების სისტემატიურად გაკეთების მიუხედავად, მისი ფულები ჯერ კიდევ 1999–2000 წლებში ამერიკულ საქმეს აკეთებდა. ამის შემდეგ ბ. ელცინი მალევე წავიდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან და იგი შეცვალა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც ამჯობინა ელცინისეული მუშტების მოღერების ნაცვლად დასავლეთთან, და უწინარეს ყოვლისა, აშშ-თან მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების გზას დასდგომოდა. და ეს ყოველივე ხდებოდა 2001 წლის 11 სექტებრის ცნობილ მოვლენებამდე, რომლებსაც მოჰყვა ადამიანთა მსხვერპლი, და რომლებიც შეერთებული შტატების წინააღმდეგ მიმართულ ტერაქტებად შეფასდა.
მაგრამ ამ საქმეს ახლავს სხვა მხარეც. საქმე იმაშია, რომ აშშ-ის კანონმდებლობით, ქვეყნის პრეზიდენტს ომის გამოცხადების უფლება არა აქვს. მას შეუძლია რომელიმე სახელმწიფოსთვის ომის გამოცხადების გარეშე ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიყვანოს ამერიკული ჯარები და აწარმოოს იქ საბრძოლო მოქმედებები 60 დღე-ღამის განმავლობაში. თუკი ამ დროის მანძილზე აშშ-ის კონგრესი არ გამოაცხადებს ომს და არ მისცემს სანქციას პრეზიდენტს საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებაზე, მაშინ იგი ვალდებული ხდება შეწყვიტოს ეს მოქმედებები და გამოიყვანოს ჯარები უკან, რისთვისაც პრეზიდენტს ეძლევა კიდევ 30 დღე-ღამე. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ უნდა რჩებოდეს ამ ქვეყნის ტერიტორიაზე. ანუ საზღვარგარეთ ხანგრძლივი ომის წარმოებისთვის აშშ-ის პრეზიდენტს სჭირდება ქვეყნის კონგრესის მიერ სათანადო ომის გამოცხადება. თავისთავად ცხადია, რომ ასეთი ომის გამოცხადებას კი, თავის მხრივ, სჭირდება შესაბამისი საფუძველიც. დასავლელი მკვლევარების ერთი სერიოზული ნაწილი ფიქრობს, რომ 1941 წლის შემოდგომაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ფრანკლინ დ. რუზველტმა უკვე იცოდა დეკემბრის დასაწყისში იაპონიის საზღვაო ავიაციის მიერ ჰავაის კუნძულებზე და საერთოდ წყნარ ოკეანეში მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზის პერლ-ჰარბორის დაბომბვის გეგმის შესახებ, მაგრამ დამალა ეს ინფორმაცია, რათა იაპონელებს ეს დაბომბვა განეხორციელებიათ და ამით აშშ კონგრესის შეძრწუნებულ და აღშფოთებულ წევრებს იაპონიისთვის ომის გამოსაცხადებლად ხმა მიეცათ. ამის შესახებ ჩვენ თავად წაგვიკითხავს გერმანელი ავტორის იან ვან ჰელზინგის წიგნის „საიდუმლო საზოგადოებები და მათი ძლიერება XX საუკუნეში“ რუსულ თარგმანში. ხოლო მეორე მსოფლიო ომის თემაზე შექმნილ ერთ-ერთ დასავლურ დოკუმენტურ ფილმში კი ვნახეთ, რომ მათი ვერსიით, რუზველტმა ეს ინფორმაცია არ იცოდა, მაგრამ იგი ცნობილი გახლდათ ბრიტანული დაზვევრვისთვის, მაგრამ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა არ შეატყობინა ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტს, რათა ეს დაბომბვა მართლაც განხორციელებულიყო და ამის შემდეგ შეერთებული შტატები ჩაბმულიყო ომში იაპონიისა და მისი მოკავშირე ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ.
ასეა თუ ისე, 2001 წლის11 სექტემბრის მოვლენები თავისი ბუნებით ძალზედ ჰგავს 1941 წლის დეკემბრის პერლ-ჰარბორის მოვლენებს, და ამის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა უშუალოდ ომის წარმოებით დაიწყო ცენტრალური აზიისა და სპარსეთის ყურის რაიონში თავისი საგარეო-პოლიტიკურ ინტერესების გატარება. მაგრამ ის პროცესები, რომელთა შესახებაც ჩვენ გვქონდა საუბარი ამ სტატიის ძირითად ნაწილში, შეეხებოდა ამბებს 2001 წლის სექტემბრამდე. სწორედ მაშინ გაიზარდა მკვეთრად აშშ-ის ყოველწლიური შემოსავლები, დასავლეთ ევროპის წამყვნი სახელწიფოების შემოსავლების ზრდა კი ასევე მკვეთრად შემცირდა, სწორედ მაშინ იქნა გაძლიერებული მნიშვნელოვნად თურქეთის შეიარაღებული ძალები, თანაც იმ დროს, როდესაც ამ ქვეყნის მიმართ სამხედრო მუქარები ასევე მკვეთრად იყო შემცირებული, სწორედ მაშინ ლაპარაკობდნენ ბევრს „ნატო-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოების“, „მსოფლიო უსაფრთხოების ახალი სისტემის“ ჩამოყალიბებისა და „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დამყარების შესახებ და მატერიალურ ბაზასაც ქმნიდნენ ამისთვის, სამხედრო-ტექნიკური ბაზის გათვალისწინებით; სწორედ მაშინ ხდებოდა დასავლური პოლიტიკური, საფინანსო და სხვა ორგანიზაციების მიერ რუსეთისა და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ეკონომიკურად და პოლიტიკურად დაქცევა-დაქვეითებისკენ წაყვანა, რის შესახებაც ბევრს ლაპარაკოდნენ და წერდნენ ამ ქვეყნების მომავლით შეწუხებული წრეები, მათი მოსახლეობა, რაც საქვეყნოდ გააჟღერა ბ. ელცინმა პეკინიდან და რაც, სამწუხაროდ საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ფასდებოდა უკიდურესად ტენდენციურად – მხოლოდ რუსეთის აგრესიულობის მორიგი გამოვლენისა და ამ ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ იარაღის ჟღარუნის სახით. სინამდვილეში კი სატკივარი გაცილებით უფრო ღრმა, უფრო ფართო და უფრო მასშტაბურია, და რაკი ჩვენს საზოგადოებაში ამის დანახვა მაშინ არ უნდოდათ, ამიტომ ამ სატკივარმა ყველას მოგვიკაკუნა კარზე დანგრეული ეკონომიკის, დანგრეული განათლების, დანგრეული მეცნიერების, სოციალური გაჭირვების, ფეხით გათელილი ზნეობრივი ფასეულობების, ღვთის მიერ დაგმობილ უკუღმართობათა თავზე მოხვევისა და სხვა უბედურებების სახით. ამას ახლა ბევრი გრძნობს და პროტესტსაც გამოთქვამს, მაგრამ მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიმართ, როდესაც ყოველივე ამ სიმახინჯეების გამტარებელი „ძია სემი“ და უფრო სწორად კი „მსოფლიო კულისებსმიღმა ძალები“ მშვენივრად გრძნობენ თავს და მნიშვნელოვან წილად მათ მიერვე არის დასმული ეს ხელისუფლებაც.

(გარკვეული შემცირებით გამოქვეყნდა ჟურნალ “ქვაკუთხედის” 2008 წლის აპრილის ნომერში)
ამა წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, როგორც ვიცით, საქართველოში ჩატარდა პლებისციტი (ანუ მოსახლეობის აზრის გამოკითხვა) ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში (ნატო-ში) საქართველოს გაწევრიანების სასურველობის საკითხთან დაკავშირებით. ოფიციალური მონაცემებით, ჩვენი ქვეყნის ნატო-ს ბლოკში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა არჩევნებზე მისული ამომრჩევლების დაახლოებით 77 %-მა. და ამის საფუძველზე საქართველოს ხელისუფლება, დასავლეთის მიერ დაფინანსებული ე. წ. პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მასობრივი ინფორმაციის (სამწუხაროდ, დეზინფორმაციის) საშუალებები რიხით აგრძელებენ იმის მტკიცებას, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმეტესობას სურს ჩვენი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ კავშირში გაწევრიანება, რომ საქართველოს არჩევანი ნატო-ა, რომ მხოლოდ ამ ბლოკში გაწევრიანების შემთხვევაში განვითარდება საქართველოში ასე ნანატრი დემოკრატია, სიმშვიდე, სტაბილურობა, მოსახლეობის კეთილდღეობა და სხვა. ეს ყოველივე ადრეც ბევრჯერ მოგვისმენია, მაგრამ განა კი ასეა საქმე?
დავიწყოთ პლებისციტის შედეგების უფრო გულდასმით გარკვევით. მართალია, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საარჩევნო ყუთებთან მისული ამომრჩევლების დაახლოებით 77 %-მა დაუჭირა მხარი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, რაც მართლაც შთამბეჭდავი მაჩვენებელი უნდა იყოს, მაგრამ იმავე ოფიციალური მონაცემების მიხედვით 5 იანვარს საარჩევნო უბნებში მივიდა და ხმა მისცა საარჩევნო სიებში ჩაწერილი ამომრჩევლების სულ დაახლოებით 56 %-მა. მაშინ ისმება ბუნებრივი კითხვა: საარჩევნო სიებში მყოფი ამომრჩევლების საერთო რიცხვის რა ნაწილს მიუცია ხმა საქართველოს ნატო-ს ბლოკში გაწევრიანების სასარგებლოდ? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად 56 % უნდა გავამრავლოთ 77 %-ზე და გავყოთ 100 %-ზე, და მივიღებთ, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების მომხრედ ამ პლებისციტზე ოფიციალური მონაცემებით გამოსულა საქართველოს ამომრჩეველთა სიითი რიცხვის სულ 43 %-ზე ცოტა მეტი, ანუ ნ ა ხ ე ვ ა რ ზ ე | ნ ა კ ლ ე ბ ი! მაშინ რატომ ხდება ასე საზეიმოდ და დაბეჯითებით მხოლოდ იმ 77 % პროცენტის მოხსენიება? სიცრუისა და გაყალბების გამო, რაც ასე ფესვგამდგარი სენია ჩვენს საზოგადოებაში (მხედველობაში არა გვაქვს მხოლოდ საარჩევნო სიცრუე და გაყალბებანი, არამედ ვლაპარაკობთ უფრო ზოგად სენზე, რომლის ცალკეულ გამოხატულებასაც წარმოადგენს არჩევნების ფალსიფიკაციის პრობლემა).
ახლა გავიხსენოთ ისიც, რასაც ასე დაბეჯითებით ასაბუთებს ჩვენი ხელისუფლების ოპოზიცია – რომ მოხდა მასობრივი გაყალბებანი მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ, რომ მან არჩევნებში რეალურად აიღო არა საარჩევნო უბნებში მისული ადამიანების ხმების 54 %, არამედ დიდი-დიდი 34 %, და რომ სულ მცირე ხმების 20 % მის სასარგებლოდ ჩაყარეს სხვადასხვანაირი გაყალბების შედეგად. ამას ჩვენც ვეთანხმებით, მაგრამ აქვე გვინდა დავსვათ შეკითხვა: თუ კი სააკაშვილის სასარგებლოდ იქნა გაყალბებული არჩევნები, განა იმავე საარჩევნო კონვერტებში ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების სასურველობის შესახებ შეკითხვებიც არ იყო პლებისციტისთვის? და განა ეს პასუხები კი არ გაყალბდებოდა ხელისუფლების მხრიდან? რა თქმა უნდა, გ ა ყ ა ლ ბ დ ე ბ ო დ ა. და თუკი სულ მცირე, ბიულეტენების 20 % ჩაყარეს სააკაშვილის სასარგებლოდ, მაშინ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ნატო-ს ბლოკის სასარგებლოდაც ამდენივეს ჩაყრიდნენ, ანუ ალინსში საქართველო გაწევრიანების მომხრედ ამ პლებისციტზე გამოსულა საარჩევნო უბნებში მისულ ამომრჩეველთა არა 77 %, არამედ, რეალურად, სულ დიდი 57 %. საინტერესოა, თუ ამომრჩეველთა საერთო ოფოციალური სიითი რიცხვის რა ნაწილს წარმოადგენს საარჩევნო ყუთებთან მისული ადამიანების ეს 57 %? ამისთვის, როგორ ზემოთ, 56 % უნდა გავამრავლოთ 57 %-ზე და გავყოთ 100 %-ზე. შედეგად კი მივიღებთ, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, სააკაშვილისა და ნატო-ს სასარგებლოდ გაყალბების გათვალისწინებით) რეალურად მხარი დაუჭირა ოფიციალურად საარჩევნო სიებში არსებულ პირთა სულ 32 %-ზე ცოტა ნაკლებმა, ანუ მხოლოდ ერთმა მესამედმა.
ახლა საკითხს შევხედოთ ხელისუფლებისადმი იმ ოპოზიციის თვალთახედვით, რომელიც ასე აქტიურად ფიგურირებს ტელევიზიასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში, და გარკვეული სახსრებიც გააჩნია საორგანიზაციო მუშაობისთვის – ოფისების დაქირავება, ღონისძიებების ჩატარება, საინფორმაციო და სხვა მასალების გამოცემა და ა. შ. და ეს სახსრებიც, სამწუხაროდ, იმავე დასავლური სპეცსამსახურების კონტროლით არის მოსული. ამ ოპოზიციის თვალსაზრისით, საარჩევნო სიები რეალურთან შედარებით მნიშვნელოვნად იყო გაბერილი მათში გარდაცვლილი ადამიანების სახელების შეტანით, საზღვარგარეთ გასულთა და ბინაგადაცვლილთა შეყვანით და სხვა. ამიტომ, რეალურად 5 იანვარს საარჩევნო ყუთებთან მივიდა ამომრჩეველთა რაოდენობის არა 56 %, არამედ დაახლოებით 70 %. მათ ამაშიც შეგვიძლია დავეთანხმოთ, მაგრამ განა თავად ისინი არ აცხადებენ, რომ მოხდა არჩევნების შედეგების გაყალბება სააკაშვილის სასარგებლოდ სულ მცირე ხმების 20 %-ით? მაშინ იმავე ლოგიკით, გაყალბება მოხდებოდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სასარგებლოდაც, იმავე სულ მცირე 20 %-ით (ანუ ჩრდილოატლანტიკურ კავშირში საქართველოს გაწევრიანების მომხრედ გამოსულა ამომრჩეველთა არა 77, არამედ 57 %, რაც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ). შესაბამისად, პროამერიკული ოპოზიციის დაანგარიშებითაც უნდა გამოდიოდეს, რომ ჩვენი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მომხრედ ამ პლებისციტზე გამოსულა ამომრჩეველთა საერთო რიცხვის (70 % × 57 %) : 100 % = 39,9 %. ანუ, ამ ოპოზიციის ლოგიკითაც, 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მომხრედ გამოსულა ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველთა საერთო რიცხვის სულ 40 %-მდე, რაც ნ ა ხ ე ვ ა რ ზ ე | ნ ა კ ლ ე ბ ი ა და, შესაბამისად, გვიჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს არ სურს ჩვენი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება, ან სულ მცირე, არ არის ამის მომხრე (თავს იკავებს).
არჩევნებზე არმისული ადამიანები სულაც არ არიან პოლიტიკურად უნიათო და უინტერესო მოქალაქეები, არამედ ხედავენ რა ამ, ასე ვთქვათ, ღონისძიებაში მონაწილე „პოლიტიკური საქმოსნებისა“ („დელეცების“, „მოჩალიჩეების“) ყოვლად უკადრის, ცალმხრივ და ტენდენციურ ფაციფუცს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების უდიდესი უმეტესობის ჩათვლით, რომელიც, სამწუხაროდ, სიყალბითა და უსინდისობით არის გაჟღენთილი, ერიდებიან ამაში მონაწილეობას და ელოდებიან იმ დროს, როდესაც წერას ატანილი ეს „პოლიტმოჩალიჩეები“ თავად გამოთხრიან თავიანთ დასაკლავ დანას და უკანმოუბრუნებლად მოშორდებიან საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების სივრცეს. ამის პროგნოზირება ძნელი არ არის იმის გათვალისწინებით, თუ როგორი მასშტაბის სამხედრო-პოლიტიკურ დაპირისპირებაში ერთვებიან დასავლურ ფულებსა და საკუთარ გაუმაძღრობას აყოლილი ეს, ასე ვთქვათ, ადამიანები.
და მაშინ, რატომ აცხადებენ ასე რიხიანად, რომ საქართველოს არჩევანი არის ნატო და რომ ამ ორგანიზაციის გარეშე ჩვენი სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება, ჩვენში დემოკრატიის გაძლიერება შეუძლებელიაო და სხვა მისთანებს? მაშინ არასტაბილიურობით, უდემოკრატიულობით, განუვითარებულობითა და ჩამორჩენილობით, აგრეთვე საშინელი დესპოტიზმით დაქცეულან და დაჩაჩანაკებულან დაარსების დღიდანვე ნატო-ს ბლოკში არგაწევრიანებული და ნეიტრალურ მცირე სახელმწიფოებად დარჩენილი ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია და ავსტრია, და ის საწყლები, თურმე წელიწადში ორჯერ განიცდიან საშუალოდ რუსული ჯარების გამანადგურებელ თარეშსა და თავდასხმებს (მაგრამ ასე რომ არ ხდება?).
ვთქვათ ხელისუფლება დასავლურ სტრუქტურებთან ასეთი კაპიტულანტური (რბილად რომ ვთქვათ) ურთიერთობების შედეგად თავის პირად და წვრილმან სარგებელს ნახულობს საკუთარი ქვეყნის ინტერესების გაყიდვის სანაცვლოდ, მაგრამ ოპოზიციას კი რატომ უნდა უნდოდეს სამშობლოს ინტერესების ასეთ გამყიდველობაში მონაწილეობა? ხოლო თუ კი იგი არ მონაწილეობს ამ გამყიდველობაში, მაშინ რაღატომ უჩლუნგდება პატიოსნებისა და პრინციპულობის გრძნობა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სასაგებლოდ არჩევნების შედეგების გაყალბების მხილებიდან თითქმის ავტომატურად უნდა გადადიოდეს ნატო-ს ბლოკში საქართველოს გაწევრიანების სურვილზე პლებისციტის შედეგების გაყალბების თემაზეც, მაგრამ არ გადადის?
ყოველივე ეს ნათლად გვიჩვენებს და გვიდასტურებ იმ ფაქტს, რომ დღევანდელი საქართველოს ასე ვთქვათ პოლიტიკურ ასპარეზზე დავა მიდის მხოლოდ სკამებისთვის და ამ სკამების მიღების აუცილებელ პირობად ყველას (ვინც ამაში მონაწილეობს) მიაჩნია ამერიკასთან, ნატო-თან და სხვა დასავლურ ორგანიზაციებთან ლაქუცი და მათი ინტერესების ქართველი ერისა და საქართველოს მოსახლეობისთვის თავზე მოხვევაში მონაწილეობა. ჩვენთან ხშირად გავიგონებთ იმას, რომ საქართველოში ამდენი პოლიტიკოსია და ასეთი პოლიტიკური ცხოვრება მიმდინარეობს. მაგრამ, სამწუხაროდ, ასე სულაც არ არის. პოლიტიკაში ფუსფუსი და „ჩალიჩი“ სულაც არ ნიშნავს პოლიტიკის კეთებასა და პოლიტიკოსობას. პოლიტიკის კეთება ხდება მაშინ, როცა ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი (პარტია) პოლიტიკის ასპარეზზე და პოლიტიკის მეთოდებით იღწვის საკუთარი სამშობლოს, ქვეყნის, სახელმწიფოს ინტერესებისთვის, და ასეთ ადამიანს ან ადამიანებს ჰქვიათ პოლიტიკოსები. როდესაც პოლიტიკის ასპარეზზე და პოლიტიკის მეთოდებით თავიანთ პირად ინტერესებს „იჩალიჩებენ“, ამას ჰქვია პოლიტიკანობა, ხოლო ამ ადამიანებს – პოლიტიკანები. მაგრამ როდესაც ხდება უცხო სახელმწიფოების სტრუქტურებისგან ან მათ მიერ დაარსებული და მათი კონტროლით მოქმედი ორგანიზაციებისგან ფულის მიღება და სანაცვლოდ ამ სახელმწიფოთა პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა ინტერესების საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის თავზე მოხვევა, ამას უკვე ჰქვია პოლიტიკური პროსტიტუცია (გნებავთ პოლიტიკური მეძავობა), ხოლო შესაბამის ადამიანებსა და პარტიებს – პოლიტიკური კახპები. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში, უკანასკნელი თითქმის ორი ათწლეულის მანძილზე გაცილებით უფრო მეტი გასაქანი მიეცა არა იმდენად პოლიტიკის კეთებასა და პოლიტიკოსობას, რამდენადაც პოლიტიკანობასა და პოლიტიკურ მეძავობას. სწორედ ამიტომ არის, რომ პოლიტიკაში ბევრი ფუსფუსებს, ქვეყნის საქმე კი უკან-უკან მიდის.
პირადად ჩვენ 1999 წლის გაზაფხულამდე ასევე პროდასავლურ პოზიციაზე ვიდექით და ვსწალობდით ძირითადად აშშ-ისა და ნატო-ს სხვა სახელმწიფოთა თანამედროვე სამხედრო მშენებლობის საკითხებს, რათა ეს ცოდნა და გამოცდილება ისევ ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სისტემის მშენებლობისთვის გამოგვეყენებინა. ამ წლებში, ღვთის წყალობით, დაგვიგროვდა მნიშვნელოვანი მასალებიც, რომელთა ერთი ნაწილიც გამოცემული გვაქვს საქართველოს პარლამენტისა და სხვა სახელისუფლებო სტრუქტურებისთვის, აგრეთვე სამხედრო-ისტორიულ ჟურნალ „მხედარში“. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ სტრუქტურებში ამჯობინებდნენ და დღესაც ამჯობინებენ არა დასავლური გამოცდილების შესწავლა-გაანალიზებას საკუთარი ქვეყნის საჭიროებისთვის გამოსაყენებლად, არამედ პირდაპირ დასავლეთიდან მიღებული რეკომენდაციებისა და რეცეფტების (გნებავთ დირექტივების) უკრიტიკოდ შესრულებას, ანუ დასავლეთის ასე რომ ვთქვათ, „ყურმოჭრილ ყმობას“, და არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ოპოზიციაცა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიც.
ამის შესაბამისად, მაგალითად, მაშინ, როდესაც ამერიკული სახმელეთო ჯარების სარდლობამ 1990-იან წლებში, სახმელეთო ჯარების საერთო შემცირების ფონზე – 26-დან 18 საბრძოლო დივიზიამდე, ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვეითი (ანუ ე. წ. „მძიმე“) დივიზიები შეამცირა სულ უმნიშვნელოდ 13-დან 11 ერთეულამდე, ქვეითი და მსუბუქი ქვეითი დივიზიები კი, მეტად შთამბეჭდავად – 11-დან სამ ერთეულამდე, ჩვენ სულ საწინააღმდეგო რჩევებს გვაძლევენ. სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 2000 წელს ამერიკული არმიის რეგულარული ჯარებისა და მზადმყოფი რეზერვის საბრძოლო შემადგენლობაში ნაჩვენები იყო სულ 18 საბრძოლო დივიზია, მათგან ხუთი ჯავშანსატანკო, ექვსი მექანიზებული ქვეითი (ანუ სულ 11 მძიმე დივიზია), ორი საშუალო, სამი მსუბუქი ქვეითი, საჰაერო-საიერიშო და საჰაერო-სადესანტო დივიზიები. ამის საპირისპიროდ იგივე ამერიკელები ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჯავშანსატანკო და მექანიზებული ჯარები ჩვენ არ გვჭირდება, და მხოლოდ ქვეითი ჯარების ამარაც იოლად გავალთ ფონს. მაშინ თვითონ რატომ ვერ გადიან? ამ კითხვას ვსვამთ ჯერ კიდევ 1999 წლის ზაფხულიდან, მაგრამ მასზე დამაჯერებელი და არგუმენტირებული პასუხი ვერ მიგვიღია. სამაგიეროდ ჩვენს მიერ მცირეტირაჟიან გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაციის გადაფარვა სისტემატიურად ხდებოდა ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურებისა და სხვა პროამერიკული ფართო სპექტრის მხრიდან მრავალნაირი ღონისძიებებითა და მოწვეული უცხოელი სტუმრების დამაიმედებელი გამოსვლებით. მაგრამ გამოსვლები გამოსვლებად დარჩება, ხოლო როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, აი მაშინ კი გაიგებს ბევრი ჩვენთაგანი, თუ რას ნიშნავს ეს ყოველივე, „ან ის ცეცხლისმფრქვეველი მახვილები რანი არიან“. გაიგებს და, ალბათ სანანებელიც ექნება, რომ თავის დროზე არ დაადგა სწორ გზას – უფლისა და საკუთარი ქვეყნის მსახურების გზას.
გარდა ამისა, იმავე ლონდონური წყაროს მონაცემებით, „ცივი ომის“ მიწურულს, ნატო-ს ბლოკის წევრ ნორვეგიაში, ევროპის მცირე ნეიტრალურ სახელმწიფოებში: ფინეთში, შვედეთში, შვეიცარიაში, ასევე ისრაელში, უკვე მშვიდობიანობის დროს ისე იყო თავდაცვის სისტემა, სამხედრო ეკონომიკა და შეიარაღებული ძალების მშენებლობა ორგანიზებული, რომ კრიზისულ ან მუქარის სიტუაციებში, აგრეთვე ომის დაწყებისას ქვეყნის სარდლობას შეეძლო მოკლე ვადებში შეიარაღებულ ძალებში იარაღით ხელში სამსახურისთვის მთელი მოსახლეობის დაახლოებით 10 %-ის მობილიზება, რაც ხუთმილიონიანი ქვეყნისთვის შეესაბამება 500–550 ათასიან შეიარაღებულ ძალებს. თავისთავად ცხადია, რომ ასეთი რიცხოვნების შეიარაღებულ ძალებს შესაბამისი რაოდენობისა და ხარისხის შეიარაღებაც უნდა ჰქონოდათ. ქვემოთ ცხრილში ნაჩვენებია ამ მცირე სახელმწიფოთა მოსახლეობა, შეიარაღებული ძალები და ძირითადი შეიარაღება 1991 წელში (წყაროდ გამოყენებულია იმავე ინსტიტუტის გამოცემა The Military Balance 1991–1992).
მოსახლეობა და შეიარაღებული . . ნორვეგია . საბერძნე- . ფინეთი . შვეიცა- . შვედეთი
ძალები, ძირითადი შეიარაღება . . . . . . . . . . . . . . . თი . . . . . . . . . . . . . . . . რია . . . . . . . . . .
მოსახლეობა, ადამიანი . . . . . . . . . . . 4207800 . . .10174400 . . 5023200 . 6503800 . .8340200
რეგულარული შეიარაღებული
ძალები, ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . . . .32700 . . . . .158500 . . . . 31800 . . . . * . . . . . . . 63000
რეზერვები, ადამიანი . . . . . . . . . . . . . 358000 . . . . .406000 . . . 500000 . . .625000 . . .709000
საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . . . . . . . 211 . . . . . . .1897 . . . . . . 120 . . . . . .870 . . . . . .785
მოჯავშნული საბრძოლო
მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 203 . . . . . . . 2289 . . . . . . 573 . . . . 1350 . . . . . . 800
საველე საარტილერიო
სისტემები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 527 . . . . . . . 1908 . . . . . 1660+ . . . 1400 . . . . . 1520
დამრტყმელი ვერტმფრენები . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . . . . . . . – . . . . . . . – . . . . . . . . . 20
საბრძოლო თვითმფრინავები . . . . . . . . . . 94 . . . . . . . . 448 . . . . . . 118 . . . . . 289 . . . . . . 470
წყალქვეშა ნავები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 11 . . . . . . . . . 10 . . . . . . – . . . . . . . – . . . . . . . . . 12
წყალზედა მსხვილი საბრძოლო
ხომალდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 5 . . . . . . . . . 18 . . . . . . – . . . . . . . – . . . . . . . . – . .
სარაკეტო და საპატრულო
კატარღები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 35 . . . . . . . . . 36 . . . . . . . 22 . . . . . – . . . . . . . . . 42
2000-იან წლებში ევროპის მცირე სახელმწიფოებში რეზერვების რიცხოვნება რამდენადმე შეამცირეს, მაგრამ საბერძნეთის, ასევე ევროპის ნეიტრალური ქვეყნებისა და ისრაელის შეიარაღება ფაქტიურად უწინდებურ დონეზე დარჩა, ბევრ რამეში კი გაძლიერდა კიდეც. ამ მონაცემების ფონზე, 1990-იანი წლების დასაწყისში პარიზსა და ტაშკენტში მაშინდელი ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის (ეუთთ _ ევროთათბირის), ამჟამად ეუთო-ს ეგიდით დადებული ხელშეკრულებების თანახმად, საქართველოს უფლება აქვს თავის ტერიტორიაზე მშვიდობიანობის დროს რეგულარულ საჯარისო ნაწილებში მუდმივად განლაგებული ჰყავდეს არაუმეტეს 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული მანქანის, 285 საველე საარტილერიო სისტემის, 50 დამრტყმელი ვერტმფრენის და 100 საბრძოლო თვითმფრინავისა. და ეს შეზღუდვები საფუძველშივე გამორიცხავს საქართველოს თავდაცვისუნარიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას თავისი ტერიტორიის, მოსახლეობისა და პოტენციური ეკონომიკური შესაძლებლობების შესაბამისად. აი, რა განსხვავებაა, ერთის მხრივ, პოლიტიკის კეთებას, რასაც ჩვენთნ დღეს გასაქანი არა აქვს, და მეორეს მხრივ, პოლიტიკურ მეძავობას შორის, რაც სამწუხაროდ ასე მოდებულია დღევანდელ საქართველოში. მაგრამ, როგორც ნათქვამია, „წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო“...
დასასრულს გვინდა შევეხოთ ერთ მნიშვნელოვან საკითხსაც. საქმე ეხება იმას, ერთის მხრივ, რომ დასავლეთის მხრიდან სიტყვით მეგობრული, საქმით კი დამაქცეველად მტრული დამოკიდებულების, ხოლო მეორეს მხრივ, თავად ჩვენი საქმეების ვერგამოსწორების ფონზე, ბუნებრივად იბადება საკითხი რუსეთთან ჩვენი დამოკიდებულების სერიოზულად გადასინჯვის აუცილებლობის შესახებ. განა კი ისე კარგად ვიცით მსოფლიო პოლიტიკური პროცესები, მათი ისტორიული და თანამედროვე განვითარების სურათი, ან განა კი ისე მართლები ვიყავით და ვართ რუსეთის მიმართ იმ დაჟინებულ მტრობაში, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოგვდევს? და თუ კი მართლები ვიყავით და ვართ, მაშინ რატომ ვერ მიდის ჩვენი მდგომარეობა გამოსწორებისკენ? განა ღმერთს არ შეუძლია სწორ გზაზე მავალი ერის დაცვა; რატომ გვხვდება მაშინ ამდენი განსაცდელი? რატომ არის, რომ თუნდაც წმ. ილია მართლის (ილია ჭავჭავაძის) ეროვნული შეხედულებების განხილვისას უმალვე გავიხსენებთ ხოლმე მის თითქმის სტუდენტობის დროინდელ „მგზავრის წერილებს“ (1860-იანი წლების დასაწყისი), ხოლო უკვე ილიას მოღვაწეობის ბოლო წლებში 1899 წლის ნოემბრის მიწურულს მის მიერ გამოქვეყნებულ წერილს „ასის წლის წინათ“, რომელიც შეეხება მანამდე ასი წლის წინ 1799 წლის 26 ნოემბერს თბილისში რუსული ჯარის შემოსვლას, და ლოიალურად არის დაწერილი რუსეთის იმპერიის მიმართ, არც კი ვახსენებთ. ნუთუ ილია თავისი სინდისის კარნახის წინააღმდეგ წავიდა ამ წერილში? რა რჯიდა ამისთვის? რატომ გააკეთებდა ასეთ რამეს, რაც არასოდეს გაუკეთებია მთელი მისი ხანგრძლივი და მძიმე მოღვაწეობის მანძილზე? და თუ კი ასეა, მაშინ რატომ არ ვაქცევთ ილიას ამ ნაშრომს სათანადო ყურადღებას? განა ამით წმ. ილია მართლის სახელსა და ღვაწლს არ შევურაცხყოფთ? (უფრო სწორედ საკუთარ თავს ვაყენებთ შეურაცხყოფას, მაგრამ გვინდა კი ამ მდგომარეობის დანახვა, შეგრძნება და გათავისება – /გვიანდელი ჩამატება/)
ჩვენი ხსნა ბევრწილად ისევ ჩვენს ხელშია. შეგვაძლებინოს ღმერთმა რომ მართლა სწორ გზაზე ვიაროთ ამ ვნებების, სიცრუისა და ძალმომრეობის აბობოქრებულ ოკეანეში. ვუსურვოთ დასავლეთისა და სხვა უცხო ძალების სამსახურში ჩამდგარ ადამიანებსაც საკუთარი ქვეყნისა და უფლის სამსახურში ჩამდგარიყვნენ, ეს პირველ რიგში მათთვის იქნება კარგი, და ქვეყანასაც თავიდან ააცილებს ბევრ განსაცდელს.
ირაკლი ხართიშვილი
რამდენად რეალურია მესამე მსოფლიო ომის საშიშროება?
(ინტერვიუ ირაკლი ხართიშვილთან)
(გამოქვეყნდა ჟურნალ „ქვაკუთხედის“ 2008 წლის მაის-ივლისის ნომრებში)
– როგორ აფასებთ აშშ-ის შესაძლო აგრესიას ირანის წინააღმდეგ?
– უარყოფითად, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა აგრესიას ნებისმიერი სხვა ქვეყნის წინააღმდეგ. მაცხოვარი გვასწავლის, რომ არ ვუსურვებდეთ სხვას ისეთ რამეს, რასაც საკუთარ თავს არ ვუსურვებდით; არ ვუკეთებდეთ სხვას ისეთ რამეს, რასაც არ ვისურვებდით, რომ ჩვენთვის გაეკეთებინათ; პირიქით, ვუსურვებდეთ და ვუკეთებდეთ სხვას ისეთ რამეს, რასაც ვისურვებდით ჩვენივე საკუთარი თავისთვის.
აშშ-ის სულიერი ცხოვრების განმსაზღვრელ ელემენტად იმთავითვე იქცნენ ქრისტიანობაში ერთერთი პროტესტანტული სექტის, კალვინიზმის უკიდურესად რადიკალური ფრთის – ბრიტანული პურიტანიზმის მიმდევრები, რომელთა ზეობის ხანას შეადგენს ოლივერ კრომველის სისხლიანი დიქტატურა ლოზუნგით „ბიბლია და მახვილი“. მისი დამარცხების შემდეგ პურიტანები ორგანიზებულად გადვიდნენ ამერიკის კონტინენტზე და იქ დაიწყეს მათი სწავლების შესაბამისი ცხოვრების მოწყობა.
მე წამიკითხავს, რომ, რომ საერთოდ კალვინისტები, და მათ შორის პურიტანებიც, ამქვეყნიურ სიმდიდრესა და მატერიალურ წარმატებას თვლიან ადამიანზე ღვთის წყალობის ნიშნად, ხოლო თუ რა გზებითა და საშუალებებით აქვს მას ეს სიმდიდრე და ეს წარმატება მოპოვებული, ამას ისინი მეორეხარისხოვან მნიშვნელობას ანიჭებენ. ცნობილი სოციოლოგი, მაქს ვებერი, რომელმაც შეისწავლა პურიტანების ეკონომიკური და სამეურნეო ცხოვრების მოტივაცია და წესი, ასკვნიდა, რომ იგი ეწინააღმდეგება მთაზე მაცხოვრის ქადაგებას, ანუ სახარებას, წმინდა წერილს; მაგრამ ვებერი თვლიდა, რომ სახარება მოძველდა, ხოლო პურიტანული მეურნეობის წესი და რიგი კი უფრო პროგრესულ მოვლენას წარმოადგენს, და ამიტომ სიმპათიით იყო მისდამი განწყობილი.
ჩვენ, მართლმადიდებლებმა, უნდა ვიცოდეთ, რომ სახარება არასდროს არ მოძველდება, ხოლო რაც მას ეწინააღმდეგება, ის ბოროტისგანაა. ამის მიუხედავად ჩვენში ასეთ აღტაცებას ნერგავენ ხელოვნურად ამერიკით, მოგვიწოდებენ მისი მიბაძვისა და მის კუდში მიყოლისკენ, რაც ერთხელაც ცუდად დამთავრდება, და პირველ რიგში იმათთვის, ვინც ასეთ მრუდე გზაზე ცდილობს ქართველობის დაყენებას.
რაც შეეხება ირანზე შესაძლო თავდასხმის საკითხს, როგორც ვნახეთ, ამისგან შემაკავებელ ქრისტიანულ მცნებას ამერიკელები პატივს არ სცემენ, არამედ ისინი მისდევენ ასეთი აგრესიების წამახალისებელ კალვინისტურ სწავლებას, საკუთარი პირადი გამორჩენიდან გამომდინარე.
– რა საშიშროება არსებობს ჩვენთვის ამ კუთხით?
– რატომ ვლაპარაკობთ უწინარეს ყოვლისა ჩვენთვის არსებულ საშიშროებებზე? რატომ არ ვიწყებთ ლაპარაკს იმით – რა დააშავეს ირანელებმა? რატომ უნდა იხოცებოდნენ ისინი ამერიკული რაკეტების, ბომბების, ჭურვების ქვეშ, რატომ უნდა იჭყლიტებოდნენ ისინი ამერიკული ტანკების მუხლუხებით? ნუთუ იმიტომ, რომ მათ აქვთ ნავთობი, ან იმიტომ, რომ მათ არ სურთ ამერიკული დიქტატით ცხოვრება და უნდათ ისტორიის გზაზე ისე იარონ, როგორც ამას მათ კარნახობს მათი რელიგია, მათი ზნე-ჩვეულებანი და ადათ-წესები? ნავთობის გარდა თითოეულ ადამიანსა და მთლიანად ქვეყანას ბევრი რამ სხვაც სჭირდება, რომლებიც ირანში არ არის და რომელთაც იგი ყიდულობს, რაც ქვეყნებს შორის ჯანსაღი ვაჭრობის საფუძველს წარმოადგენს. ამერიკასაც შეეძლო ასეთი ჯანსაღი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები დაემყარებინა ირანთან, და ასე შეეძინა მისგან ნავთობი. მაგრამ, ეტყობა ამერიკას ასეთი სავაჭრო ურთიერთობები არ აწყობს, არამედ მას ესმის მხოლოდ ყაჩაღობისა და ძარცვის ენა. კი მაგრამ ჩვენ რაღა გვრჯის იმისთვის, რომ ამ მსოფლიო შარაგზის ყაჩაღს ველაქუცებით, ყოველთვის მის გამართლებასა და მაამებლობას ვცდილობთ? ღმერთი კი გვავიწყდება?
რაც შეეხება ირანის თვითმყოფადობასა და ისტორიის გზაზე საკუთარი ფასეულობების შესაბამისად სიარულის სურვილს, ასეთი სურვილები საკუთარ თავთან მიმართებით ჩვენც გაგვაჩნია, მცირერიცხოვანი „გრანტიჭამიების“, აგრეთვე ფულებისა და სკამების შოვნაზე გადაგებული, ასე ვთქვათ, ადამიანების გარდა. ჩვენი პატრიარქიც ხშირად გვიქადაგებს ქართველების ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების აუცილებლობაზე. მით უმეტეს პატივს უნდა ვცემდეთ სხვა ქვეყნების, ერებისა და ხალხების თვითმყოფადობას. ამ საკითხშიც საქართველოს ხელისუფლებისა და ამერიკელთაგან გასუქებული დანარჩენი სპექტრის დამოკიდებულება, ჩემი აზრით, ანტიქრისტიანული და ანტიქართულია. და სწორედ ეს არის მთავრი საშიშროებაც ჩვენთვის.
– საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა პლაცდარმად სთავაზობს საქართველოს ტერიტორიას ამერიკას. რას იტყვით ამაზე?
– აშშ-ს ამისთვის სამხედრო აუცილებლობა არ უნდა გააჩნდეს, ვინაიდან აქვე, ირანისა და საქართველოს მეზობლად არის ამერიკის ნაცადი მოკავშირე თურქეთი, სადაც დასავლეთის დახმარებით „ცივი ომის“ წლებში შექმნილია განვითარებული სამხედრო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საავიაციო ბაზების სისტემაც. რატომ მის გამოყენებაზე არ ზრუნავს პენტაგონი. თუკი თურქეთი არის უარზე, ეს არ უნდა იყო გამოწვეული მხოლოდ მუსლიმანური სოლიდარობით, ვინაიდან 1990–1991 წლების ომში ერაყის წინააღმდეგ, სადაც შიიტური უმრავლესობის მიუხედავად, ხელისფლებაში ტრადიციულად სუნიტი მუსლიმანები არიან, თურქეთმა დაუთმო ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალებს თავისი საავიაციო ბაზები, და ამისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური და სამხედრო-ტექნიკური დახმარებაც მიიღო. თუ ახლა უარს ამბობენ თურქები, მათდამი ისტორიულად დაპირისპირებული შიიტური ირანის წინააღმდეგ ამერიკელების დახმარებაზე, და აწბილებენ მათ, რა სარჩული აქვს ყოველივე ამას? ხოლო თუ ეს არის ამერიკელთა ინიციატივა, რომ ახალ და უფრო დიდ უბედურებაში ჩაითრიონ საქართველო, მაშინ ეს უბედურება შესაძლოა თავსაც დაგვატყდეს, მაგრამ იგი ალბათ ძირითადად შეეხება ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც უამრავი გაფრთხილების მიუხედავად ჯიუტად დგას ამერიკული დიქტატის საქართველოში დანერგვა-დამყარების პოზიციაზე, დანარჩენ ქართულ საზოგადოებას კი ალბათ უფალი დაიფარავს. ამ გაჯიუტებულ ადამიანებსაც ვურჩევდით, რომ ჯიბესა და სკამზე უფრო მნიშვნელოვანი და ღირებული ადამიანს აქვს ღვთის მიერ ბოძებული უკვდავი სული და სინდისი. ჩვენმა დიდმა წინაპრებმა ეს იცოდნენ, და ამიტომ ქრისტესთვის სიკვდილს ამჯობინებდნენ ურჯულოთა ხელში გალაღებასა და გადიდკაცებას. მიგვებაძოს მათთვის, და მაშინ ნუღარ გვექნება შიში ჩვენი სამშობლოს ბედის გამო.
– როგორ აფასებთ ერაყსა და კოსოვოში ამერიკის პოლიტიკას?
– კოსოვო-მეტოხია მდებარეობს ვარდარო-მორავას დაბლობზე, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ დაბლობ ადგილს ბალკანეთის ნახევარკუნძულის მთიან ჩრდილოეთში, სადაც შესაძლებელია ჯარების და მიწისზედა ტრანსპორტის მოძრაობა (მნიშვნელოვანია სამხედრო-სტრატეგიულად და ეკონომიკურად) და სადაც გადის გზა დასავლეთ ევროპიდან ეგეოსის ზღვამდე, და შემდეგ თურქეთის (მცირე აზიის) გავლით – ახლო აღმოსავლეთის, ცენტალური აზიისა და ინდოეთისკენ. ამ ადგილის ძირითად მოსახლეობას ძველი წელთაღრიცხვის XI საუკუნიდან შეადგენდნენ ილირიელები, რომლებიც შემდეგ მოექცნენ მაკედონიის სამეფოსა და რომის იმპერიის (ბიზანტიის) შემადგენლობაში. რანაირ კავშირში არიან დღევანდელი ალბანელები იმ ძველ ილირიელებთან, ეს ჩემთვის უცნობია. გერმანული და სლავური ტომების სამხრეთისა და დასავლეთისკენ მიგრაციის პერიოდში (ხალხთა დიდი გადასახლება), ახალი წელთაღრიცხვის X საუკუნისთვის აქ ემკვიდრებიან სამხრეთელი სლავები, მათ შორის დღევანდელი სერბების წინაპრებიც.
კოსოვო და მეტოხია წარმოადგენს სერბული სახელმწიფოებრიობის აკვანსა და მართლმადიდებლობის უმნიშვნელოვანეს კერას, ნემანიჩების სამეფო დინასტიის სამკვიდრებელსა და წმინდა საბა სერბელის სამშობლოს. XV საუკუნეში სერბეთის ნაწილში გაბატონებული იყვნენ უნგრელები, რომლებმაც ძალადობრივად გააკათოლიკეს სერბთა ნაწილი, და აქციეს ისინი ხორვატებად. მეორეს მხრივ, თურქებმა გაამუსლიმანეს ბოსნიელი სერბების ერთი ნაწილიც. სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 2000 წელს ბალკანეთში ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე სახლობდა დაახლოებით 8,44 მლნ მართლმადიდებელი სერბი (ჩრენოგორიელებთან ერთად; მათგან დაახლ. 7,8 მლნ – სერბეთ-ჩერნოგორიაში); 4,95 მლნ– ხორვატი (ძირითადად ხორვატიაში); 1,6 მლნ მუსლიმანი სერბი (ძირითადად ბოსნია-ჰეროგოვინაში); ხოლო საკუთრივ ალბანეთში, სერბეთ-ჩერნოგორიასა და მაკედონიაში ცხოვრობდა 6,21 მლნ ალბანელი (ძირითადად მუსლიმანები, მათგან ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე – 2,24 მლნ ალბანელი, საკუთრივ კოსოვოს ავტონომიაში კი – 1,68 მლნ ალბანელი, ისინი შეადგენენ ავტონომიის მოსახლეობის უმეტესობას).
როგორც ვხედავთ, სერბების ისტორიული ბედი და ეროვნულ-კონფესიური შემადგენლობა ძალზედ ჰგავს ქართველებისას. ჩვენც გვყავს მართლმადიდებელი, მუსლიმანი და კათოლიკი ქართველები, 1878 წლის მუჰაჯირობის შემდეგ ცენტრალურ და ჩრდილოეთ აფხაზეთში ჩასახლებული და 1993 წლიდან იქიდან გამოყრილი ქართული მოსახლეობა; ამის საპირისპიროდ ახალციხის საფაშოდან ლეკთა თარეშის შედეგად დაცარიელებულ ქვემო ქართლში ერეკლე II-ის მიერ ჩამოსახლებული თათრობა, ხოლო XIX საუკუნეში რუსული ხელისუფლების ხელშეწყობით ჩამოსახლებული სომხობა სამცხე-ჯავახეთში და ოსური მოსახლეობა ცხინვალსა და მის რეგიონში. ჩვენ ბევრს ვსაყვედურობთ მეფის რუსეთის მთავრობას, და სამართლიანადაც, საქართველოს მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის ხელოვნურად აჭრელების გამო, სხვადასხვანაირ სასწავლებლებში ქართული ენის პერიოდულად დევნა-შევიწროვების გამო; მაგრამ, მიუხედავად ამისა, რუსეთის იმპერიის პირობებში არ ყოფილა ისეთი ურთიერთ ზიზღის, მტრობისა და სისასტიკის ხელოვნურად გაღვივებისა და წახალისების პრაქტიკა, როგორიც, როგორც ჩანს, იყო ავსტრიის იმპერიაში ჰაბსბურგების მეფობის ხანაში. ამის დადასტურებას წარმოადგენს ის საქვეყნოდ ცნობილი დაუნდობელი და სასტიკი დამოკიდებულება ხორვატებისა თავიანთი თანამოძმე სერბების მიმართ, რასაც ბუნებრივია, მოჰყვებოდა სერბთა საპასუხო მოქმედებებიც. ასევე კათოლიკი პოლონელებისა და ბერძენ-კათოლიკი უნიატების სისასტიკე და დაუნდობლობა მართლმადიდებელი რუსების მიმართ ისტორიული რუსული სახელმწიფოს დასავლეთ რაიონებში.
ჩვენი სატკივარის მქონეთ თითქოს უნდა გვესმოდეს სერბების გულისტკივილიც, მაგრამ სამწუხაროდ ასე სულაც არ არის. ბრალსა ვდებთ რუსებს აფხაზეთში კონფლიქტის ზონაში მათი სამშვიდობო ჯარების უმოქმედობისა და სულაც აფხაზებისადმი მიმხრობის გამო, და ვმონაწილეობთ ასეთსავე ოპერაციაში კოსოვოსა და მეტოხიაში, სადაც ნატო-ს ბლოკის სამშვიდობო ძალების გვერდით და მათი წაყრუების პირობებში მუსლიმანი კოსოვარები ძალადობენ მართლმადიდებელ სერბებზე, ხოცავენ მათ და მათი მოჭრილი თავებით კამერების წინ პოზიორობენ, აუპატიურებენ ქალებსა და გოგონებს, ბილწავენ და ანგრევენ, ან სულაც აფეთქებენ მართლმადიდებლურ ეკლესია-მონასტრებსა და სხვა სიწმინდეებს. და ღმერთს კი რა პასუხს ვაძლევთ, თუ გვგონია, რომ პასუხისგება ამისთვის არ მოგვიწევს? მოგვიწევს, და ძალზედ მწარედაც, და შესაძლოა საკუთარ ქვეყანაში ვიხილოთ ის, რასაც ფულებსა და სკამებს გამოკიდებული, სხვებს ვუკეთებთ. ანუ ვიხილოთ ასეთივე სასტიკი დამოკიდებულება მართლმადიდებელ, კათოლიკ და მუსლიმან ქართველებს შორის, ხოლო თუკი ეს არ გვინდა, მაშინ არც სერბებს უნდა ვექცეოდეთ ასე გულქვად და მხოლოდ ამერიკელთა მაამებლობაში არ უნდა ამოგვდიოდეს სული.
იგივე ითქმის ერაყთან მიმართებითაც. თავიდან ამერიკელებსა და ბრიტანელებს ნატო-ს სხვა სახელმწიფოებმა არც კი დაუჭირეს მხარი ამ ოპერაციაში, და ამ მხრივ გამორჩეულად აქტიურობდნენ გერმანია და საფრანგეთი. ნუთუ გერმანულ-რომანულ ევროპას XXI საუკუნის დასაწყისში დემოკრატიისა და სამართლიანობის, ცივილიზაციისა და ჰუმანიზმის შეგნება სადღაც დაეკარგა და სადამის დესპოტიას დაუჭირა მხარი, ხოლო ანგლოსაქსები კი ბოლომდე დასავლური ფასეულობების ერთგული დარჩნენ? თანაც ახლო-აღმოსავლეთი და სამხრეთ-დასავლეთ აზია ბირთვული ომის საშიშროებისგან იხსნეს? მხატვრული ფილმიც კი მინახავს ტელევიზორში, თუ როგორ გადასხეს ამერიკული საზღვაო ქვეითი ჯარის სპეცდანიშნულების პატარა ქვედანაყოფი ერაყში სადამ ჰუსეინის ბირთვული იარაღის მწარმოებელი ცენტრის აღმოსაჩენად, როგორ ნიღბავდნენ ერაყელები ამ მიწისქვეშა ცენტრს ისტორიული ქალაქის ნანგრევების სახით, მაგრამ ამერიკელმა სამხედროებმა მაინც შეძლეს მათი ვერაგული ჩანაფიქრის ამოცნობა, შემდეგ თავი დააღწიეს განსაცდელებს, გავიდნენ სამშვიდობოზე, ამ ცენტრის კოორდინატები გადასცეს სპარსეთის ყურეში მყოფ თავიანთ ავიამზიდზე, საიდანაც აფრინდნენ მოიერიშე თვითმფრინავები, დაბომბეს და გაანადგურეს სადამ ჰუსეინის ეს უკანასკნელი იმედი – ბირთვული იარაღის კვლევისა და წარმოების ცენტრი.
კი მაგრამ, შემდეგ ერაყის დაპყრობისა და მისი ყველა კუთხე-კუნჭულის მოძიების მერეც, არა ფილმში, არამედ რეალურ ცხოვრებაში, რომ ვერსად ნახეს ვერც ბირთვული და ვერც ქიმიური ირაღის წარმოების კვალიც. შემდეგ ალაპარაკდნენ ერაყში დემოკრატიის დამყარების აუცილებლობაზე, სინამდვილეში კი ნავთობის საბადოების დაუფლება აინტერესებდათ. და აი, ასეთ „ოპერაციაში“ მონაწილეობენ ქართველი, ასე ვთქვათ, სამხედროებიც, თუმცა კი შესაძლოა მათ „ამერიკელთა ჩაფრები“ ან „ბოქაულები“ ვუწოდოთ. დადიან ამერიკული სამხედრო მანქანებით ერაყის ქალაქების ქუჩებში, ტყვიამფრქვევებს უშვერენ ადგილობრივ მოსახლეობას, ძირშივე სპობენ იქ რაიმენაირი ეროვნული წინააღმდეგობის განვითარების შესაძლებლობას და ამაში ღებულობენ ფულად დანამატებს. კი მაგრამ, განა უფალს, ქვეყნის შემოქმედს, ერაყელებიც ისევე არ უყვარს, როგორც ნებისმიერი სხვა ხალხი; განა მისთვის გულსატკენი არ არის ერაყის ასეთი დარბევა-დაყაჩაღება უცხო ძალების მხრიდან? განა არ უნდა მოველოდეთ იმას, რომ ასეთი საქციელის გამო ჩვენც შესაძლოა მოვესწროთ ისეთ დროს, როდესაც საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ივლიან უცხო ჯარები, მოაწყობენ პატრულირებებს და უკვე ჩვენსკენ ექნებათ მოშვერილი თავიანთი ტყვიმფრქვევები, უკვე ჩვენ დაგვიწყებენ, იჭვით, მტრობითა და ზიზღით ყურებას. რასაც სხვას უკეთებ, უნდა მოელოდე, რომ ის თავად შენც გადაგხდება, და ქარის დამთესავი ქარიშხალს მოიმკი.
ამბობენ იმასაც, რომ ერაყში ჩვენი სამხედროები უფრო კარგად ეცნობიან და სწავლობენ სამხედრო საქმეს. ესეც ტყუილია: ნუთუ ისინი იქ სწავლობენ შეტევით და თავდაცვით მოქმედებებს, სატანკო იერიშების წარმოებასა და მოტოქვეითი ჯარების მიერ მათ მხარდაჭერას, ან პირიქით ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის ორგანიზებასა და წარმოებას, საარტილერიო მხარდაჭერას, ავიაციის მოქმედებებსა და საჰაერო თავდაცვის წარმოებას, აერომობილური და საჰაერო-სადესანტო ოპერაციების წარმოებას, უზრუნველყოფის სხვადასხვანაირ მოქმედებებს? რა თქმა უნდა არა. ისინი იქ პატრულირებენ ერაყის დასახლებული პუნქტების ქუჩებში და ეჩვევიან ამერიკელი ძიების ხელის ბიჭებად სამსახურს – ჩხრეკენ მანქანებს, აშინებენ და ატერორებენ მოსახლეობას (თუმცა კი როგორც ამბობენ, მას ამერიკელებთან შედარებით უფრო ადამიანურად ექცევიან), შეტაკება უხდებათ მათზე გაცილებით უფრო ცუდად შეიარაღებულ ადამიანებთან, და ა. შ. ამერიკის მაამებელთა დამაიმედებელი განცხადებების მიუხედავად, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, მაშინ უკვე ნამდვილად გამოჩნდება ქართული ჯარების შესაძლებლობები (უფრო სწორედ მათი სიმწირე) საკუთარი ქვეყნის თავდაცვის მხრივ.
– თუ არის თქვენთვის ცნობილი ამერიკული ჯარების სხვა ქვეყნებში ყოფნის ნეგატიური შედეგები (ფილიპინებისა და სხვა ქვეყნების მაგალითზე)?
– არის ერთი ამერიკული ფილმი, რომელსაც ჰქვია „ომის უკუღმართობანი“. მასში ნაჩვენებია, რომ სამხრეთ ვიეტნამში ყოფნისას ერთ ამერიკულ წვრილ ქვედანაყოფს დაავალეს ფარულად მოეხდინა ჩასაფრება მთის ფერდობზე ტყეში იმ გზის თავზე, რომლითაც ვიეტნამის წინააღმდეგობის მოძრაობის სარდლობას თავისი ჯარებისთვის იარაღი, საბრძოლო მასალები და მომარაგების საგნები გადაჰქონდა. ამერიკელმა ჯარისკაცებმა რეიდზე გასვლის წინ, ღამით, შეიარეს ვიეტნამელთა სოფელში, რომელსაც ვითომდა ისინი იცავდნენ, და ჩასაფრების პერიოდში მოწყენილად რომ არ ყოფილიყვნენ, ერთი მძინარე გოგონა გაიტაცეს, ხოლო მისი ოჯახის წევრები წინააღმდეგობის გაწევისას ჩაცხრილეს. შემდეგ ისინი რიგ-რიგობით ძალადობდნენ სასოწარქვეთილ ხელებშეკრულ და პირაკრულ გოგონაზე. თუმცა კი თანამებრძოლთა საქციელი თავიდანვე არ მოსწონდა ერთერთ ამერიკელ ჯარისკაცს, რომელიც საბოლოოდ დაეხმარა მას გაქცევაში. შემდეგ უკან დაბრუნებულსაც დიდი წინააღმდეგობების გადალახვა მოუხდა, რათა დამნაშავეებისთვის პასუხი ეგებინებინა, სასოწარკვეთილებაშიც კი იყო ჩავარდნილი და ლოთობდა, და მხოლოდ დივიზიის კაპელანის დახმარებით მოახერხა მათი სასამართლოსთვის გადაცემა.
მეორე ამერიკულ ფილმში „ოცეული“, რომელიც ასევე ვიეტნამის ომს ეხება, ერთერთ სოფელში შესული ამერიკელი ჯრისკაცების ერთი ჯგუფი აუპატიურებს გოგონას, რომელსაც ასევე გამოექომაგება ერთი ჯარისკაცი, რომელსაც სხვები პედერასტობას წამოაძახებენ. ასევე 80-იან წლებში იაპონიის კუნძულ ოკინავაზე, სადაც განლაგებულია ამერიკული საზღვაო ქვეითი ჯარის საექსპედიციო დივიზია, ორმა ამერიკელმა ჯარისკაცმა გააუპატიურა პატარა იაპონელი გოგონა, რასაც იაპონიაში დიდი პროტესტები მოჰყვა. გარდა ამისა, როდესაც ჩვენში იწყებოდა „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამა, მახსოვს ტელევიზორში თქვეს, რომ ესპანური გაზეთების ცნობებით, ამერიკული სამხედრო ბაზების სიახლოვეში იზრდება ბავშვების პროსტიტუციის მაჩვენებელიო. ანუ ამერიკელი ჯარისკაცები, როგორც ჩანს, ბრჭყვიალ-ბრჭყვიალა სათამაშოებითა და ტკბილეულით იტყუებენ ბავშვებს თავიანთ ყაზარმებში და იქ ძალადობენ მათზე, ხოლო შემდეგ ბავშვები ამას ეჩვევიან და პროსტიტუციაში ერთვებიან. აი, რისი თქმა შემიძლია დანამდვილებით ამ საკითხზე.
– რამდენად რეალურია თქვენი აზრით, რომ პროვოკაცია ირანთან გადაიზარდოს III მსოფლიო ომში, ანუ მაჰმადიანურ სამყაროსთან გლობალურ დაპირისპირებაში?
– გლობალური ანუ მსოფლიო ომი ტერორიზმის წინააღმდეგ აშშ-ის კონგრესს უკვე გამოცხადებული აქვს 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, ხოლო თუ რამდენად ერთსულოვნად და ორგანიზებულად დაუდგება მუსლიმანური სამყარო ირანს მხარში, ამის შესახებ მე არანაირი ინფორმაცია და ცოდნა არ გამაჩნია. ამის შესახებ რამდენჯერმე ტელევიზიით მინახავს ქ-ნ ირინა სარიშვილის საინტერესო გამოსვლა. ვფიქრობ მასთან უფრო საინტერესო იქნებოდა ამ მხრივ საუბარი. შესაძლოა იყვნენ სხვებიც.
– რა ნეგატიური მოვლენები შეუძლია მოუტანოს საქართველოს ნატო-ში შესვლამ?
– ჩრდილოატლანტიკური სახელშეკრულებო ორგანიზაცია ანუ ნატო – NATO შეიქმნა შეერთებული შტატების განსაკუთრებული მონდომებითა და ინიციატივით 1949 წლის აპრილში. დაახლოებით ამავე პერიოდში ამერიკელებმა ჩამოაყალიბეს კიდევ ორი რეგიონული სამხედრო-პოლირიკური ბლოკი: ცენტრალური სახელშეკრულებო ორგანიზაცია (ანუ იგივე „ბაღდადის პაქტი“) – CENTO და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელშეკრულებო ორგანიზაცია – SEATO. ორი უკანასკნელი ალიანსი შემდგომში დაიშალა მათ წევრებს შორის არსებული წინააღმდეგობების გამო, ნატო-ს ბლოკი კი უფრო სიცოცხლისუნარიანი გამოდგა. ჩვენში გახმაურებული ვერსიით, საბჭოთა კავშირი აპირებდა მთელი დასავლეთ ევროპის გაწითლება-გაკომუნისტებას, და ამიტომ დასავლეთი იძულებული შეიქმნა ამ ნაბიჯზე წასულიყო. სინამდვილეში კი, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობას სურდა ხმელთაშუა ზღვის ნაპირას თუნდაც ერთი პუნქტის მიღება თავის დაქვემდებარებაში ჰიტლერული გერმანიის მოკავშირე ფაშისტური იტალიის კოლონიებიდან. ამის შესახებ 1945–1947 წლებში მსჯელობდნენ გამარჯვებულ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომებზე და მუდმივად დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები უარს ამბობდნენ მოსკოვისთვის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე თუნდაც ერთი რომელიმე პუნქტის დათმობაზე, რადგანაც ამაში ხედავდნენ ბრიტანეთის იმპერიის შუაში გახლეჩვის პოტენციურ საფრთხეს.
მოკავშირეთა ასეთი წინააღმდეგობის ფონზე, როგორც ჩანს, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ ჩაიფიქრა თურქეთის ოკუპირება, და საამისო საფუძველიც ჰქონდა, რადგანაც თურქეთი ომის დროს მის მიერ გამოცხადებული ნეიტრალიტეტისა და შავი ზღვის სრუტეების რეჟიმის შესახებ ხელშეკრულების დარღვევით, ატარებდა ჰიტლერული გერმანიის საბრძოლო ხომალდებს ხმელთაშუა ზღვიდან, ბოსფორ-დარდანელის სრუტეების გამოვლით, შავ ზღვაში, საზღვაო ოპერაციების წარმოებისთვის.
საბჭოთა კავშირის სურვილზე ძალით დაეკავებინა თურქეთის ტერიტორია, უკვე ატომური ბომბის მქონე და იაპონიასთან ომში მისმა გამომყენებელმა შეერთებულმა შტატებმა 1947 წელს სამხედრო თანმშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება დადო თურქეთთან, ხოლო ჩერჩილმა ფულტონში წაიკითხა თავისი სიტყვა, რომლითაც აღინიშნა „ცივი ომის“ დასაწყისი. ასეთია ნატო-ს ბლოკის შექმნის წინაისტორია, რომელსაც დასავლეთში არ მალავენ, მაგრამ დასავლეთის სამსახურში ჩამდგარი ქართველები კი ჩვენ გვიმალავენ, რადგანაც იციან, რომ ნორმალურ პირობებში მყოფი ქართველი ალბათ სულ სხვანაირად აღიქვამდა ამ სიტუაციას.
საბჭოთა კავშირის მიერ 1947 წელს თურქეთის ოკუპირების შემთხვევაში რომ მცირე აზიის ისტორიული ქართული და სომხური ტერიტორიები და ხალხები რაიმენაირი ფორმით კვლავ დაუბრუნდებოდნენ დედა სამშობლოს, ეს თავისთავად ცხადი უნდა იყოს. ჩვენმა მოსახლეობამ ეს ნაკლებად იცის, მაგრამ დასავლეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების, პარტიებისა და სხვა ჯგუფების თანმშრომლებმა და წევრებმა ხომ მაინც იციან, თუ როგორი პერსპექტივა იშლებოდა მაშინ ისტორიული საქართველოს მიწების შემოკრებისთვის, ოჯახებში ხომ აღიზარდნენ ისინი, სკოლაში ხომ დადიოდნენ, მეგობრებში ხომ ულაპარაკიათ და უოცნებიათ, სუფრაზე ხომ უთქვამთ სადრეგრძელო საქართველოს გაერთიანებისთვის? მაშინ რატომ აფასებენ და ჩვენს საზოგადოებასაც ასე ცალსახად სჩრიან თვალებში „ცივი ომის“ დაწყებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნის ისტორიას? იმათ ხომ ჰყავთ დედები, მამები, უახლოესი ნათესავები, რომელთაც უნდა ესირცხვებოდეთ თავიანთი ღვიძლი შვილების, დებისა და ძმების, მეუღლეთა ასეთი ქვეყნის ინტერესების გამყიდველური საქმიანობა; მაგრამ, ესირცხვებათ კი? იქნებ ჩაკლული აქვთ, ან კიდევ ყოველდღიურად იკლავენ სინდისის ძახილს, რათა შემდეგ ასეთი გამყიდველობით აღებული ფულებით გააგრძელონ ცხოვრება? და განა არ ამოშხამდებათ ეს ფულები, ერთხელაც იქნება? რატომ არ ახსენდებათ ჭირისა და ლხინის უხვად გამომცდელი ქართველი მამულიშვილისა და პოეტის, დავით გურამიშვილის ბრძნული სიტყვები: „თავს სინანული სჯობია, ბოლო ჟამს დანანებასა...“-ო?
მთავარი, რაც მიუღებელი უნდა იყოს ჩვენთვის ნატო-ში, ევროპულ კავშირსა და სხვა მსგავს ორგანიზაციებში, არის მათი ანტიქრისტიანული ბუნება. კათოლიკურ, ანგლიკანურ, ლუთერანულ, კალვინისტური ან სულაც ათეისტური ევროატლანტიკური დასავლეთი მართლმადიდებლურ ქრისტიანულ სამყაროზე შემოტევას ახორციელებდა უკვე XI–XII საუკუნეებიდან. ამის ნათელ დადასტურებას წარმოადგენს ჯვაროსნების მიერ პალესტინისკენ მიმავალ გზაზე ბიზანტიის ქალაქების არა მარტო დარბევა-დაწიოკება და გაძარცვა, არამედ მართლმადიდებლური სიწმინდეების – ხატების, ტაძრების შებილწვა და შეურაცხყოფა, ათონის წმინდა მთის სიწმინდეების არაერთხელ შეურაცხყოფა, კათოლიკობის მიღებაზე უარის მთქმელი ბერებისა და მონოზვნების საშინელი წამებით დახოცვა. თესალონიკში, მაგალითად, მემატიანის ცნობით, ჯვაროსნები მათგან გაძარცვულ და შებილწულ ხატებს პირდაპირ გზაჯვარედინებზე ჰყრიდნენ და ბერძნებს აიძულებდნენ ფეხით ევლოთ მათზე (რაც თბილისში გააკეთა ჯალალედინმა, და მადლობა უფალს, რომ ასიათასმა ქართველმა სიკვდილი ამჯობინა წმინდა ხატების შეურაცხყოფას). როდესაც ხალხმა შეაფარა თავი წმ. დიმიტრი თესალონიკელის ტაძარს (რომელსაც ბერძნები ისეთსავე თაყვანს სცემენ, როგორც ჩვენ წმინდა გიორგის), ჯვაროსნები იქაც შეცვივდნენ, მახვილებითა და ხანჯლებით ხოცავდნენ ლოცვად დაჩოქილ ქრისტიანებს და დასძახოდნენ: აი, თქვენი „კირიე ელეისონ“ ეს არისო. რიჩარდ ლომგულმა, რომლის შესახებაც ასეთი დიდებული რომანი დაგვიტოვა ვალტერ სკოტმა, თავის თანამოლაშქრეებთან, მათ შორის რობინ ლოქსლისთან (რობინ გუდთან) ერთად, პლესტინისკენ მიმავალ გზაზე ჯერ აიღო და სასტიკად დაარბია კუნძული კვიპროსი.
ცნობილი იტალიელი პოეტი ფრანჩესკო პეტრარკა მოუწოდებდა გენუელ ვაჭარ-მეკობრეებს გაენადგურებინათ ბიზანტიის „ცდომილებათა სამარცხვინო ბუდე“, ასევე, XVIII საუკუნის გერმანული განმანათლებლობის ერთერთმა ბურჯმა კლასიკურ ლიტერატურაში „ქარიშხლისა და შეტევის“ წარმომადგენელმა იოჰან გოტლიბ ჰერდერმა ბიზანტიის ისტორიას უწოდა „საზიზღარი“, ხოლო (საეკლესიო და საერო) ხელისუფლებათა სიმფონიას – „ორთავიანი ურჩხული“. ჰეგელმა თავის ისტორიის ფილოსოფიაში მხოლოდ დასავლეთს მიანიჭა „თავისუფლად ქმნადობის“ უფლება სუბიექტური შეგნების საფუძველზე, ვერ მონახა რა მის გარდა მსოფლიო ისტორიული ხალხები – წერს თავის ერთერთ ნაშრომში თანამედროვე რუსი მეცნიერი და პოლიტიკოსი ნატალია ნაროჩნიცკაია. ჩემი მხრიდან დავუმატებ ძირითადად გერმანიაში განსწავლული ცნობილი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას ზიზღსა და იქედნურ დამოკიდებულებას ბიზანტიის იმპერიის მიმართ, რაც გამოვლინდა მის რომანებშიც „დიდოსტატის მარჯვენა“ და „დავით აღმაშენებელი“. ამის დადასტურებას წარმოადგენს თუნდაც ზემოთ მოყვანილი ბიზანტიელი თვალითმხილველების ცნობები ჯვაროსნების მხეცობისა და ანტიქრისტიანული საქციელის შესახებ, რაზედაც ქართველი მწერალი დუმს თავის რომანში, თუმცა კი ჯვაროსნების ჰეროიკული საქმეების შესახებ უხვად ლაპარაკობს, ბიზანტიელებს კი მხოლოდ სასახლის ინტრიგებითა და მათი ვერცხლისმოყვარეობით გვაცნობს. შემდგომში ამის შესახებ მინდა საგანგებო წერილიც დავწერო თქვენი ჟურნალისთვის, თუკი მას გამოაქვეყნებთ.
მონღოლობის ხანის დასაწყისში მართლმადიდებლური რუსეთის წინააღმდეგ კათოლიკური კრაკოვის ეპისკოპოსის წინადადებითა და რომის პაპის კურთხევით 1240 წელს შვედებმა, ხოლო 1242-ში გერმანელმა რაინდებმა ორჯერ მოაწყვეს ლაშქრობა ნოვგოროდისა და ფსკოვის დაპყრობისა და კათოლიკურ არეალში მათი შეყვანის მიზნით, მაგრამ ორივეჯერ წმ. კეთილმსახური მთავრის ალექსანდრე ნეველის მიერ დამარცხებულ და განდევნილ იქნენ. შემდგომში მონღოლური უღლისგან შევიწროვებული დასავლეთ რუსული სამთავროები ნებაყოფლობით გადავიდნენ ლიტვის დიდი სამთავროს დაქვემდებარებაში, რომელიც მოგვიანებით პოლონეთის სამეფოს (რჟეჩ პოსპოლიტას) დაემორჩილა. XV საუკუნეში ბრესტის უნიის დადებისა და რომის პაპის ეგიდით ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის დაარსების შემდეგ განსაკუთრებული გააფთრებითა და სისასტიკით დაიწყეს პოლონელებმა დასავლეთ რუსების ძალადობრივად გაკათოლიკება.
ისტორიულ თემატიკაში მომუშავე თანამედროვე რუს ავტორებთან მე წამიკითხავს, რომ პოლონელები რუსეთის მათდამი დაქვემდებარებულ ოლქებში, შვილების თვალწინ მშობლებს აწამებდნენ, რათა კათოლიკობის მიღებაზე დაეთანხმებინათ, მშობლების თვალწინ კი – შვილებს; ასო-ასო ჭრიდნენ მართლმადიდებლებს სარწმუნოების შეცვლაზე დასაყოლიებლად. ანუ აკეთებდნენ სწორედ იმას, რაც XVII საუკუნის 60-იან წლებში ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების მეთაურობით ირანის წინააღმდეგ აჯანყებული ქართველების მიერ კახეთში ჩამოსახლებული თურქმენების დედა-წულიანად ამოწყვეტის შემდეგ, ამ ამოწყვეტილთა გამწარებულმა და შეურაცხყოფილმა ნათესავებმა გაუკეთეს ირანში ჩასულ აჯანყების მეთაურებს, განსაკუთრებით კი ბიძინა ჩოლოყაშვილს.
პოლონელთაგან თავდაღწეული და მოსკოვის სამეფოში უკან მობრუნებული რუსი მთავრები აცხადებდნენ, რომ სწორედ გაუსაძლისმა რელიგიურმა დევნამ აიძულა ისინი იარაღისთვის ხელის მოკიდებისა და ძალით უკან დაბრუნებისკენ. მანამდე XVII საუკუნის შუახანებში პოლონელები მოსკოვშიც კი იყვნენ მოკალათებული და ცხენებით შედიოდნენ კრემლის ტაძრებში, ბილწავდნენ ხატებსა და სხვა სიწმინდეებს. ძალზედ სამწუხაროა, რომ დღესდღეობით სწორედ პოლონეთი გადაქცეულა ნატო-ს ბლოკისკენ გაშმაგებულად მიმსწრაფი ფულისა და სკამების მოსურნე ქართველების მოკავშირედ და გზამკვლევად, რომ არაფერი ვთქავათ უკრაინის ანუ ისტორიული მალოროსიის (სწორედ იმ ისტორიული დასავლეთ რუსეთის) შესახებ. საინტერესო და საგულისხმოა ისიც, რომ 2003 წელს გამოცემულ საქართველოს ისტორიულ ატლასში“, რომლის ავტორები არიან მ. სანაძე, თ. ბერაძე და კ. თოფურია, ხოლო ერთერთი რეცენზენტი კი არის საქართველოს ამჟმინდელი პრეზიდენტის დედა, პროფ. გიული ალასანია, 19-ე რუკად მოთავსებულია ევრაზიის რუკა XIII საუკუნის დასაწყისში (ანუ მონღოლების შემოსევის წინ), რომელშიც ისტორიული რუსეთის დასავლეთ საზღვარი პოლონეთთან გადის დაახლოებით იმ ადგილებში, სადაც ამჟამად გადის ბელორუსიისა და უკრაინის დასავლეთ საზღვრები, რაც გონიერი, პატიოსანი და კეთილსინდისიერი ადამიანისთვის ბევრი რამის მიმანიშნებელი უნდა იყოს რუსების ყბადაღებულ დამპყრობლობასთან მიმართებით. იქვე 23- და 26-ე რუკებზე ნაჩვენებია, რომ XV საუკუნის ბოლოსა და VII საუკუნის პირველ ნახევარში დასავლეთ რუსეთის მიწები ქალაქებით კიევი, მინსკი და სმოლენსკი შედიოდა თავიდან ლიტვის დიდი სამთავროს, ხოლო შემდეგ პოლონეთის სამეფოს შემადგენლობაში, რაზედაც ზემოთაც გვქონდა საუბარი. აქვე დავუმატებ, რომ მე ინტერნეტის მასალებში წამიკითხავს რუსულად თარგმნილი ერთი პოლონელი ისტორიკოსის ინტერვიუ გაზეთ „რჟეჩ პოსპოლიტადან“, სადაც იგი ნანობს, რომ თავის დროზე პოლონეთი არ შეეკრა ჰიტლერულ გერმანიას, და მაშინ პოლონელები გერმანელებთან ერთად წითელ მოედანზე მიიღებდნენ თავიანთი ჯარების პარადს დამარცხებულ მოსკოვში. აქედანაც ხომ ჩანს, თუ რა დაპირისპირებაში და ვის მხარეზე ერთვება საქართველოს ხელისუფლება?
ჩვენს დროში შეგვიძლია აღვნიშნოთ სულ რამდენიმე წლის წინათ გახმაურებული ფაქტი იმის თაობაზე, რომ ევროპარლამენტმა მიიღო დოკუმენტი საბერძნეთის მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის დაგმობის თაობაზე იმის გამო, რომ ათონის წმინდა მთაზე არ უშვებს ტურისტებს, და მათ შორის ქალებს. ამის საპასუხოდ კოლექტიური საპროტესტო წერილით გამოვიდნენ ათონელი მამები, მისი მმართველი ორგანო – კინოტი, ხოლო საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საყვედურობდა ევროკავშირის ხელმძღვანელობას და ამბობდა, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპულ კავშირში შემოვიდა იმ პირობით, რომ ათონის წმინდა მთის ავტონომიის საკითხს ხელს არ შეახებდითო, თქვენ მაშინ ამაზე პირობა მოგვეცით, ახლა კი რაღატომ გვედავებით ამაზეო? ეს საკითხი შემდგომში, როგორც ჩანს, მიაჩუმათეს, მაგრამ განა ხელსაყრელ დროს ან სათანადო ნიდაგის მომზადებისა და ვიღაც-ვიღაცეების კიდევ უფრო მოქრთამვა-დაგრანტვის, ან ვიღაც-ვიღაცეების თავიდან მოცილების შემდეგ აღარ მიუბრუნდებიან მას? ღმერთმა დაგვიფაროს მაგათი მზაკვრობისა და მოძალებისგან, ან თუ ეს გადასატანი გვაქვს – გაგვაძლებინოს და გადაგვატანინოს.
გარდა ამისა, ასევე უკანასკნელ წლებში, ევროპარლამენტი განიხილავდა ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს – ევროკომისიის შემადგენლობას მომდევნო წლისთვის დასამტკიცებლად. დეპუტატებმა დაიწუნეს იუსტიციის ევროკომისრის თანამდებობის დასაკავებლად იტალიის მიერ წარდგენილი როკო ბუტილიონეს კანდიდატურა მხოლოდ იმის გამო, რომ იგი აცხადებდა – ჰომოსექსუალიზმი ცოდვად მიმაჩნიაო, თანაც დიდი პატივისცემით არ ეკიდებოდა მარტოხელა დედებს (რომლებიც გაურბიან ოჯახურ მოვალეობებს და შვილების უკანონოდ გაჩენას ამჯობინებენ). კანონმდებლობის თანახმად, თუკი ევროპარლამენტი დაიწუნებს ევროკომისიის წევრობის რომელიმე კანდიდატს, ხოლო ეს უკანასკნელი არ მოხსნის საკუთარ კანდიდატურას, მაშინ ხელახლა უნდა შედგეს სხვა კომისია და ხელახლა მთლიანობაში უნდა ეყაროს კენჭი. მიუხედავად იმისა, რომ ბუტილიონეს წარდგენით იტალიის მთავრობა კისრულობდა თავის წილ ვალდებულებას მისი წარმომადგენლის მიერ კანონების სრული დაცვის ფარგლებში საქმეების წაყვანაზე, მიუხედავად იმისა, რომ დასამტკიცებელი ევროკომისიის ხელმძღვანელი ბაროზო განუმარტავდა ევროდეპუტატებს ბუტილიონეს ღირსებებსა და მის მიერ კანონიერების სრული დაცვით მოქმედების პირობას, იგივეს ამბობდა თავად ბუტილიონეც, მაინც ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანო ჯიუტად უარყოფდა მის დამტკიცებას. ამაზე საბოლოოდ ბუტილიონემ განაცხადა, რომ იგი თავისი მრწამსით კათოლიკი ქრისტიანია და არანაირი თანამდებობის სანაცვლოდ არ სურს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ წასვლა, ამიტომ ხსნის თავის კანდიდატურას და გააგრძელებს საქმიანობას იტალიაში. მის სანაცვლოდ იტალიამ წამოაყენა ახალი კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებდა ევროპარლამენტის ჰომოსექსუალისტების მხარდამჭერ (ან თავადაც ამ საქმით დაკავებულ) უმრავლესობას, და მისი კანდიდატურა დამტკიცებულ იქნა. აი, ასეთი მდგომარეობა და იდეებია იმ სტრუქტურებში საითკენაც ფულებსა და სკამებს დახარბებული აქტიური უმცირესობა ქართული საზოგადოებისა, დასავლეთის წაქეზებითა და მხარდაჭერით, გაშმაგებით ერეკება ჩვენს ქვეყანასაც.
ჩვენ რუსებს ვსაყვედურთობთ, რომ ისინი სათანადო პატივისცემითა და გაგებით არ გვეპყრობიან ჩვენს შორის არსებული კონფლიქტური და სადაო საკითხების გადაწყვეტისას, მაგრამ თითოეულმა ვთქვათ, განა კი რაიმე დავის დროს მეძავსა და ჰომოსექსუალისტს ისეთივე პატივისცემით მოვეპყრობით თავად ჩვენ, როგორც ზნეობრივ ადამიანს, განა ისევე გავითვალისწინებთ მის აზრს? ალბათ არა, თუნდაც ის რაიმე კონკრეტულ შემთხვევაში მართალიც იყოს, მაინც რაღაც დაეჭვებით ვაღიარებთ ამას. ალბათ ასევე აკეთებენ რუსებიც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოს მხარე აჟღერებს არა საკუთარ ინტერესებს, როგორც პატარა ქვეყნისა, არამედ ამერიკის, გნებავთ ევროატლანტიკური დასავლეთის ინტერესებს. სახელდობრ, როდესაც რუსეთის ხელმძღვანელობის ოფიციალური წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ ვიყოთ ფინეთის მსგავსად ნეიტრალური სახელმწიფო, ნუ ჩავერევით რუსეთ-დასავლეთის ისტორიულ დაპირისპირებაში, რომელიც აგერ უკვე მონღოლობის დროიდან (XIII საუკუნიდან გრძელდება), ნუ დავუთმობთ ჩვენს ტერიტორიას აშშ-სა და ნატო-ს ბლოკს სამხედრო ბაზებისთვის, ნუ შევუწყობთ ხელს წყლის ამღვრევას უკრაინაში, ბელორუსიაში, ყოფილი საბჭოთა შუა აზიის ქვეყნებში, ვიყოთ რუსეთთან კეთილმეზობლურად და მეგობრულად (ხოლო ნეიტრალიტეტი დსთ-დან გამოსვლასაც ნიშნავს, ვისაც ეს აუცილებლად მიაჩნია), ეს უნდა შედიოდეს საქართველოს, როგორც მცირე სახელმწიფოს ინტერესებში, რომელიც მისწრაფებული იქნება მშვიდობის, სამართლიანობის, ცივილიზებული ურთიერთობების, სტაბილურობისა და კეთილდღეობისკენ. ამავე ფარგლებში რუსეთი გვპირდება ქმედით თანადგომას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეშიც.
როდესაც ამის სანაცვლოდ საქართველოს მხარე ჯიქურ აცხადებს, რომ მას სურს მხოლოდ და მხოლოდ ნატო-ს ბლოკსა და სხვა დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანება, ანუ ორიენტირებულია თავის ტერიტორიაზე დასავლეთის სამხედრო ყოფნის ოფიციალურად დაკანონებაზე, და ამისთვის მზად არის (არა საკუთარი, არამედ) თავისი მოსახლეობის გაჭირვების, შიმშილის, სიცივის, სისხლისა და სირცხვილის, ასე ვთქვათ, გადასატანად (რადგანაც ეს ვაჟ- და ქალბატონები თვითონ კი არ გადაიტანენ ამას, არამედ თავიანთ მოსახლეობას გადაატანინებენ), ეს უკვე არ არის საქართველოს, როგორც მცირე სახელმწიფოს ინტერესები, არამედ დასავლეთის ინტერესები, რომლის გაჟღერებაც თავად დასავლეთის მმართველ წრეებს არ შეუძლიათ, ვინაიდან აშკარად გამოჩნდებოდა მათი აგრესიული მისწრაფეფები, და ამიტომ, მათ შესანიღბად, აღჟერებინებენ ქართული წარმოშობისა და საბუთების მქონე თავიანთ პოლიტიკურ კახპებს, და მათი მეშვეობით ოფიციალურად ამას აძლევენ საქართველოს ინტერესების შეფერილობას. ასეთ შემთხვევაში რუსეთს, ცხადია, ვერ ექნება საქართველოს მხარის მიმართ პატივისცემა, და მართალიც იქნება.
– ჩვენთან დახურეს აკადემია და შეზღუდვებია. თქვენ რა შეფასებას მისცემდით ამ საკითს? რატომ არის ეს შეზღუდვები?
– ალბათ ლაპარაკია გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაზე, თუმცა თქვენთან ჟურნალში დაიბეჭდა წერილი უშიშროების აკადემიაში არსებული პრობლემების შესახებაც, რაც არსებითად უახლოვდება სამხედრო მშენებლობაში არსებულ მანკიერებებს, და ამიტომ ერთი საკითხის გაშუქებით, მეორეც გარკვეულწილად გაირკვევა. 1990-იანი წლების დასაწყისში პარიზისა და ტაშკენტის ხელშეკრულებებით განისაზღვრა საქართველოსთვის ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების მშვიდობიანობის დროს მუდმივად გასალაგებელი მაქსიმალური რაოდენობა, ანუ კვოტები, არაუმეტეს 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 285 საველე საარტილერიო სისტემის (100 მმ და მეტი ყალიბისა), 100 საბრძოლო თვითმფრინავის და 50 დამრტყმელი ვერტმფრენის რაოდენობით.
საავიაციო ტექნიკას რომ თავი დავანებოთ, აქ ნებადართული ჯავშანსატანკო ტექნიკა და საარტილერიო შეიარაღება საკმარისია მხოლოდ თანამედროვე ტიპის ორი ჯავშანსატანკო და ორი ქვეითი ბრიგადის დაკომპლექტებისთვის, ფაქტიურად, სარეზერვო არტილერიის გარეშე. 100 მმ-ზე ნაკლები ყალიბის ნაღმსატყორცნები ასევე გამოდგება სამთოქვეით ქვედანაყოფებშიც. თითოეულ საბრძოლო ბრიგადაში თუ ვიგულისხმებთ დაახლოებით ექვსი ათას ადამიანს, მაშინ ჯამში ომიანობის დროის სახმელეთო ჯარებში, უზრუნველყოფის ნაწილებთან და ქვედანაყოფებთან ერთად, შესაძლოა ვივარაუდოთ 35–40 ათასი ადამიანი. ამაზე მეტი შეიარაღებული იქნება მხოლოდ მსუბუქი იარაღით, რომლებსაც შეეძლებათ მხოლოდ ზურგში საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა, ბრძოლის ველზე კი პრაქტიკულად გამოუსადეგარი იქნებიან (აქ იგულისხმება ის 100-ათასიანი რეზერვი, რომელსაც ასეთ აფიშირებას უკეთებენ დღეს ჩვენში).
შედარებისთვის ვიტყვი, რომ 90-იანი წლების დასაწყისში 5-მილიონიანი ფინეთის სარდლობა გეგმავდა ომიანობის დროს სახმელეთო ჯარებში 460 ათასი ადამიანის მობილიზებას; 6,5-მილიონიანი შვეიცარიისა – 565 ათასის; 4,8-მილიონიანი ისრაელისა – 598 ათასი ადამიანის, და რა თქმა უნდა, მათ შესაბამისი სამხედრო ტექნიკაცა და შეიარაღებაც გააჩნიათ. ასევე ბუნებრივია, რომ, მრავალრიცხოვანი ჯარებისთვის საჭიროა მრავალრიცხოვანი ოფიცერთა კორპუსიც. აქ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ მრავალრიცხოვნებას სარეზერვო კომპონენტების ჩათვლით, რომელთა პირადი შემადგენლობა მშვიდობიანობის დროს დასაქმებულია სამოქალაქო სექტორში და პერიოდულად გადის მოკლევადიან შეკრებებს (რასაც ჩვენთან დღესდღეობით ფორმალურად აკეთებენ რეზერვისტები), ხოლო ომიანობის დროს კი გაწვეულ იქნება სამშობლოს დასაცავად. სახელდობრ, ფინეთში რეგულარულ სახმელეთო ჯარებში მშვიდობიანობის დროს იმავე 90-იანი წლების დასაწყისში მსახურობდა სულ 27,3 ათასი ადამიანი, ისრაელში კი, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე – 104 ათასი (შესაბამისად ისრაელს გაცილებით უფრო მეტი სამხედრო ხარჯებიც აქვს).
ამრიგად, მაგალითად, ფინეთის სახმელეთო ჯარებში 27 300-კაციან რეგულარულ ჯარებსა და 460 000-კაციან რეზერვს სჭირდებათ შესაბამისი რიცხოვნების სერჟანტები, უნთერ-ოფიცრები, უმცროსი, უფროსი და უმაღლესი რანგის ოფიცრები. ამათ უნდა დავუმატოთ სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურთა შემადგენლობაც. ასევე რომ ზრუნავდნენ ქვეყნის თავდაცვისთვის საქართველოშიც, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენც დაგვჭირდებოდა მრავალრიცხოვანი უნთერ-ოფიცერთა და ოფიცერთა კორპუსებიც, და მაშინ საჭირო იქნებოდა არა მხოლოდ გაერთიანებული სამხედრო აკადემია, არამედ უმაღლეს სასწავლებლებში სამხედრო კათედრებიც, სადაც სათანადო პირობებს მართლა შექმნიდნენ, და არა მხოლოდ სტუდენტების მისაზიდად. ახლა კი, სანამდე შეიარაღებაზე ასეთი დაბალი კვოტები გვაქვს, ბევრი ოფიცრის გამოშვებას აზრი არა აქვს, ვინაიდან მათი სამსახურის ადგილები მეტად შეზღუდულია.
გარდა ამისა, როდესაც ლეიტენატს ამზადებენ ოთხი–ხუთი წლის მანძილზე, მას აძლევენ კარგ საფუძველს სამხედრო საქმის ისტორიის, სამხედრო ხელოვნების ისტორიის, სახელმწიფოთა სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების ისტორიის, შეიარაღებული ძალებისა და მის სახეობათა – სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების – განვითარების ისტორიის, თანამედროვე მდგომარეობისა და კონკრეტული სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების სწავლებით, ხოლო შემდგომში გარკვეული წლების ნამსახურებისა და სამსახურში დაწინაურების შემდეგ მისცემენ ცოდნას სამსახურისთვის საჯარისო რგოლებში: ბატალიონი – პოლკი – ბრიგადა და შემდეგ კი: დივიზია – საარმიო კორპუსი – საველე არმია, რისთვისაც არის შედარებით უფრო მოკლევადიანი სამხედრო-სასწავლო დაწესებულებები. ასეთნაირად მომზადებულ სამხედრო სპეციალისტებს კარგი საფუძველი ექნებათ თავიანთ საქმეში და ისინი ჩამოყალიბდებიან და განვითარდებიან საკუთარი აზრის მქონე პიროვნებებად. ხოლო ისინი, ვინც გაივლიან მოკლევადიან კურსებს, ვერ მოახერხებენ თავიანთ საქმეში ფესვების გადგმას და იქნებიან მხოლოდ უფროსობის ნების ბრმა შემსრულებლები. ასეთ უფროსობას დღეს თავის თავზე იღებს აშშ-ის ხელისუფლება, და მას არ სჭირდება ხელქვეით პიროვნებები, მას სჭირდება მხოლოდ შემსრულებელი მექანიზმები, რომელთა ერთადერთი წამახალისებელი ინტერესი იქნება თავიანთი მატერიალური კეთილდღეობა.
– როგორც მორწმუნეს, მინდა გკითხოთ: შეიძლება თუ არა მოხდეს პროვოცირება III მსოფლიო ომის? რეალურია თუ არა აპოკალიფსური მოვლენების განვითარება?
– როგორც მორწმუნეს, მახსენდება ამ რამოდენიმე წლის წინ ერთი საეკლესიო სატელევიზიო გადაცემა მოსკოვიდან, როდესაც ჩვენი ტელევიზიით იმ არხს უჩვენებდნენ, რომელშიც რუსი ეპისკოპოსი გვესაუბრებოდა. შეკითხვაზე აპოკალიფსური მოვლენების შესახებ მეუფემ ბრძანა, რომ არ არის საჭირო ამ საშინელი და მძიმე მოვლენების დაჩქარება, მათზე გამუდმებული ფიქრი. რაც უფრო მეტად ქრისტიანულად მოვექცევით ერთმანეთს, ეს მოვლენები უფრო შორს გადაიწევს და ჩვენ მათი გადატანა აგვერიდება, ხოლო რაც უფრო მეტად ვუმტრობთ მოყვასს, სამშობლოსა და უფალს, ეს დრო უფრო მეტად მოახლოვდებაო. მე სწორედ ამ პრინციპით ვხელმძღვანელობდი იმ ბოლო წლებში, როდესაც ვმსახურობდი საქართველოს ერთერთ სახელმწიფო სტრუქტურაში, როდესც უფროსობა მაინცა და მაინც ხალისით არ ისმენდა ჩემს ასეთ დამოკიდებულებას, მაგრამ ჯერ კიდევ რაღაც დონით ეს ცოდნა სჭირდებოდა, და მეც იქ მაჩერებდა. ერთ წელიწადზე მეტია მათ ასეთი საჭიროება, სამწუხაროდ, უკვე აღარა აქვთ. არც იმ, ასე ვთქვათ, ოპოზიციას, რომელიც დიდ განგაშს ტეხს ხელისუფლების მიერ მისთვის მიცემული ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ცალკეულ შემთხვევებზე, მაგრამ მონაწილეობს აშშ-ის მიერ ჩვენს რეგიონში რუსეთთან, ამ ბოლო დროს კი ირანთანაც, ომის მზადებაში, რომელსაც (ვგულისხმობ ომს რუსეთთან) აუცილებლად მოჰყვება უდიდესი მსხვერპლი, ნგრევა და სხვა თანამდევი განსაცდელები. მაშინ ერთი და ორი მსხვერპლი კი არ იქნება, არამედ ათასობითა და ათი ათასობით.
თუ რატომ უშვებს უფალი ადამიანებზე ომებსა და მათ თანამდევ განსაცდელებს, ამის შესახებ ამ რამდენიმე წლის წინ გაზეთში „საპატრიარქოს უწყებანი“ წავიკითხე ერთი რუსი მოძღვრის წერილის თარგმანი, რომელშიც ეს მოძღვარი ამბობდა, რომ მშვიდობიანობის დროს ადამიანები უფრო უგულისხმონი ხდებიან, ზრუნავენ მხოლოდ თავიანთი საჭიროებებისთვის, იწყობენ თავიანთ კეთილდღეობას, ავიწყდებათ მეგობარი, ნათესავი, უბრალოდ გაჭირვებული ადამიანი. ხშირად ფულს შოულობენ დანაშაულებრივი და უზნეო გზებით, და ა. შ. ხოლო ომის დროს, როდესაც დაენგრევათ, გაუნადგურდებათ, რაც ასეთი გზებით შეუძენიათ, დაეხოცებათ ან დაუსახიჩრდებათ ახლობლები, ან თავადაც დასახიჩრდებიან, მოაკლდებათ საჭმელ-სასმელი და ფუფუნება, მაშინღა იწყებენ სულზე ზრუნვას, ერთმანეთის დახმარებასა და გატანას, ეს რომ ადრე გაეკეთებინათ, მაშინ ამ უბედურებებსაც გადარჩებოდნენ.
მე პირადად, ამ ბოლო პერიოდში ინტერნეტის მასალებში ვნახე ინტერვიუ ზბიგნევ ბჟეზინსკისთან, რომელიც ფრანგულმა ჟურნალმა „ნუველ ობსერვატერმა“ გამოაქვეყნა 1998 წელს, ხოლო შემდეგ თარგმნეს რუსულადაც. ინტერვიუს მიზეზს წარმოადგენდა იმ ხანად აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორის რობერტ გეიტსის მემუარებში გამოქვეყნებული ცნობა იმის შესახებ, რომ ამერიკის დაზვერვამ ავღანეთში იმხანად არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ საიდუმლო ოპერაციების წარმოება და ანტისამთავრობო ჯგუფების შეიარაღება დაიწყო 1979 წელს საბჭოთა ჯარების ავღანეთში შეყვანამდე ნახევარი წლით ადრე. მაშინ ბჟეზინსკი იყო პრეზიდენტ კარტერის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და ამაშიც კარგად იქნებოდა გარკვეული. ჟურნალის კითხვაზე ბჟეზინსკიმ უპასუხა: „ისტორიის ოფიციალური ვერსიის თანახმად აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დახმარება მოჯაჰედებისთვის დაიწყო 1980-იანი წლების განმავლობაში, ე. ი. მას შემდეგ, რაც საბჭოთა არმია შეიჭრა ავღანეთში 1979 წლის 24 დეკემბერს. მაგრამ რეალობა, რომელსაც დღევანდელ დღემდე საიდუმლოდ ვინახავდით, სხვანაირია: სინამდვილეში პრეზიდენტმა კარტერმა ხელი მოაწერა პირველ დირექტივას ქაბულში პროსაბჭოური რეჟიმის მოწინააღმდეგეებისთვის საიდუმლო დახმარების შესახებ 1979 წლის 3 ივლისს. და იმავე დღეს მე დავწერე მოხსენებითი ბარათი პრეზიდენტისთვის, რომელშიც მე მას ავუხსენი, რომ ჩემი აზრით ეს დახმარება გამოიწვევს საბჭოთა სამხედრო ჩარევას... ჩვენ არ ვაიძულეთ რუსები ჩარეულიყვნენ, ჩვენ უბრალოდ შეგნებულად გავზარდეთ იმის შესაძლებლობა, რომ ისინი ამას გააკეთებენ... ეს საიდუმლო ოპერაცია ჩინებული იდეა იყო. მის მიზანს შეადგენდა რუსების შეტყუება ავღანურ ხაფანგში... იმ დღეს, როდესაც საბჭოებმა ოფიციალურად გადალახეს საზღვარი, მე მოკლედ მივწერე პრეზიდენტ კარტერს: „ახლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მივცეთ სსრკ-ს თავისი ვიეტნამის ომი“.
ჟურნალის კორესპონდენტის შეკითხვაზე, ხომ არ ნანობდა ბჟეზინსკი იმის გამო, რომ ხელს უწყობდა ისლამურ ფუნდამენტალიზმს, რომ იარაღით ამარაგებდა და კონსულტაციებს უწევდა მომავალ ტერორისტებს, ზ. ბჟეზინსკიმ უპასუხა: „რა უფრო მნიშვნელოვანია მსოფლიოს ისტორიის თვალსაზრისით? თალიბანები თუ საბჭოთა იმპერიის დაცემა? რამოდენიმე აწრიალებული ისლამისტი თუ ცენტრალური ევროპის განთავისუფლება და ცივი ომის დასრულება?“
მე პირადად იმათ შორის ვიყავი, ვისაც არ სჯეროდა საბჭოთა ხელმძღვანელობის განცხადებებისა იმის შესახებ, რომ სსრკ-მ გადადგა საპასუხო ნაბიჯი ამერიკული საიდუმლო შეიარაღებული ჩარევების საპასუხოდ, საბჭოთა კავშირი უპირობოდ აგრესორი მიმაჩნდა და არანაირ სხვა შეხედულებას არ ვღებულობდი, შედეგად კი ის მივიღე, რომ ახლა იგივე ამერიკელები უკვე ჩემს სახლში მკარნახობენ უტიფრად თავიანთ ინტერესებს, და ჩემი ქვეყნის ხელისუფლება ყურმოჭრილად ემორჩილება მათ დიქტატს. ამიტომ ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას, ვისაც თავის დროზე არ ვუჯერებდი, და ასევე მათაც, ვინც ჩემი მაშინდელი და შემდგომი უგუნურებით, ჩემდა უნებურად, დღევანდელ განსახცდელებსა და გაჭირვებულ მდგომარეობაში ჩავაყენე. იმედი მაქვს ღვთის შეწევნით გადავიტანთ და თავიდანაც მოვიშორებთ ამ უღელს.
იგივე უნდა ითქვას იმის შესახებაც, რომ ბევრი ჩვენთაგანი უგულისყუროდ ეკიდებოდა 1970–80-იან წლებში საბჭოთა ტელევიზიების მიერ მომზადებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებსა და პუბლიცისტურ-დოკუმენტურ ფილმებს, რომლებშიც ასახული იყო დასავლური, და განსაკუთრებით, ამერიკული იმპერიალიზმის მიერ ჩადენილი დანაშაულებანი და მხეცობები, ლათინურ ამერიკაში, აზიაში, აფრიკაში. მხოლოდ საკუთარ გასაჭირს გამოკიდებულებს არ გვსურდა დაგვენახა ამ კონტინენტების განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის უმძიმესი მდგომარეობა, სატკივარი, იმედები. ალბათ ესეც არის იმის მიზეზი, რომ ასეთსავე მდგომარეობაში ჩვენც. მე ასვე მინდა ვთხოვო პატიება უფალსა და იმ ქვეყნების ხალხებს (ერებს), რომელთა სატკივარიც ისე არ მიძრავდა გულს, როგორც ეს საჭირო იყო.
გავიხსენოთ თუნდაც 1973 წლის შემოდგომის ჩილეს მოვლენები. მაშინ მე მე-7 კლასში ვიყავი. ისინი ძალზედ მტკივნეულად განვიცადე, წმინდა ადამიანური, ბავშვური გრძნობებიდან გამომდინარე. 70-იანი წლების მიწურულს კი, როგორც ვთქვი, მათი ასეთი სატკივარი გულს უკვე ისე აღარ მიძრავდა, რადგან ანტისაბჭოთა განწყობილებებმა დაჩრდილა ყოველივე დანარჩენი. მაგრამ სულ ახლახანს ვთარგმნე იმ დროს საბჭოთა სამხედრო პერიოდიკაში გამოქვეყნებული ერთი წერილი, რომელშიც ჩილეს მოვლენებია ასახული. ცხადია, რომ საბჭოთა პროპაგანდას თავისი ტენდენციურობა ექნებოდა, ამიტომ მოკლედ გავიხსენებ მხოლოდ ფაქტებს. 1960-იანი წლების ბოლოს ჩილეს მოსახლეობამ არჩევნებში დემოკრატიულად ხმა მისცა და ქვეყნის პარლამენტში უმრავლესობით მოიყვანა სახალხო ერთიანობის მოძრაობა, რომელიც შედგებოდა რამდენიმე სოციალურად ორიენტირებული პარტიისგან, მათ შორის კომუნისტებისგან, მაგრამ მასში ხელმძღვანელი როლი ეკუთვნოდა შედარებით ზომიერ პარტიას, სოციალისტებსა და მათ მეთაურს სალვადორ ალიენდეს.
სახალხო ერთიანობის მოძრაობას პარლამენტში მხარი დაუჭირეს სხვა ფრაქციებმაც და ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს ალიენდე. ახალი მმართველი ძალის ინიციატივით ჩილეში დაიწყო სპილენძის მოპოვების ნაციონალიზაცია, რაც მანამდე ამერიკული კომპანიების ხელში იყო, ასევე სხვა სოციალურად და ეროვნულად ორიენტირებული ეკონომიკური ღონისძიებების გატარება. აშშ-ის ელჩი ქვეყანაში თავიდანვე მხარს უჭერდა ადგილობრივი უკმაყოფილო ფენების წახალისებითა და პირობების მომზადებით, სამხედრო ან შეიარაღებული გადატრიალების ორგანიზებას. მაგრამ ვაშინგტონში არ ჩქარობდნენ, რადგან ეკონომიკური მექანიზმებით ჩილეში მიმდინარე რეფორმების მოღრჩობის იმედი ჰქონდათ.
მართლაც, საერთაშორისო სავალუტო ორგანიზაციებმა, რომელთაგანაც ჩილეს მნიშვნელოვანი სესხები ჰქონდა აღებული მრავალი წლის მანძილზე, უცებ ალიენდეს მთავრობას მოთხოვეს ქვეყნის მთელი სესხების უმოკლეს დროში დაფარვა, ატარებდნენ სხვა ხელისშემშლელ ღონისძიებებსაც. ქვეყანაში მსხვილმა მეპატრონეებმა უარი თქვეს ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე, მათ შორის სატვირთო ავტომობილების ფარეხების მეპატრონეებმაც, რომლებითაც სოფლის მაცხოვრებელ გლეხობას მიეწოდებოდა მეურნეობისთვის აუცილებელი საგნები, დასათესად სხვადასხვანაირი თესლები და ა. შ. ხოლო თუკი ცალკეული მძღოლები გარისკავდნენ და მაინც გავიდოდნენ რეისში, შესაძლოა დაქირავებული მკვლელების მსხვერპლნიც გამხდარიყვნენ. მახსოვს, ტელევიზორში აჩვენებდნენ კადრებს, რომლებშიც ჩილელი გლეხები, ქალები და კაცები, ცხარე ცრემლით დასტიროდნენ მათი სოფლებისკენ მიმავალი მძღოლების არაკაცთაგან დასახიჩრებულ და წამებით სულამოხდილ გვამებს. რა თქმა უნდა, ამას არ აკეთებდნენ ამერიკელი „მწვანე ბერეტები“ ან საზღვაო ქვეითი ჯარის შესაბამისი სპეციალისტები, რასაც ასე ხშირად გვაჩვენებენ ხოლმე ამერიკულ „ბოევიკებში“, ამას აკეთებდნენ ჩილელები, მაგრამ ყოველივე ამაში ბინძურად აფათურებდა ხელს ამერიკის ცენტრალური დაზვერვა. ამის შესახებ მოგვიანებით თავად ამერიკელი და სხვა დასავლელი ავტორები აქვეყნებდნენ დოკუმენტურ და ანალიტიკურ ნაშრომებს. გარდა ამისა, იმავე ამერიკულ-ჩილური ძალების წაქეზებით, სახლების კუთხეებს ამოფარებული დაქირავებული მკვლელები ცეცხლს უშენდნენ სახალხო ერთიანობის მოძრაობის მხარდასაჭერად მოწყობილ დემონსტრაციებსა და მიტინგებს, ღვრიდნენ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობის მიერ არჩეული ხელისუფლების მხარდასაჭერად ქუჩაში გამოსულ თანამემამულეთა სისხლს.
მსგავსი ამბები ხდებოდა ჩვენთანაც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების უკანასკნელ პერიოდში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოსული აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი და ზვიად გამსახურდია ვერ შეთანხმდნენ საქართველოს მომავალი განვითარების მიმართულებებზე, ხოლო აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯ. ბუშმა (უფროსმა) განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო პოლიტიკის დინების საწინააღმდეგოდ მიდისო. მაშინ პირადად მე ამერიკისა და საერთოდ დასავლეთის მიმართ დიდი სიმპათიები მქონდა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილ ბანაკში ვიყავი. ამიტომ დღეს მინდა პატიება ვთხოვო იმათ, ვისაც გული ვატკინე და ცხოვრება გავუმრუდე მე და იმ ბანაკმაც, რომლის წიაღშიც ვსაქმიანობდი.
ჩილეში, ამერიკული დაზვერვის აქტიური მცდელობების მიუხედავად, მოსახლეობამ შემდგომ არჩევნებშიც უმრავლესობა არგუნა სახალხო ერთიანობის მოძრაობას, ხოლო პარლამენტმა კი პრეზიდენტად ისევ ალიენდე აირჩია. აი მაშინ კი, აშშ-ის თეთრ სახლსა და ცენტრალური დაზვერვის ხელმძღვანელობაში გადაწყვიტეს კურსის აღება სამხედრო გადატრიალებით ჩილეს ხელისუფლების დამხობაზე, რადგანაც ამერიკულ კომპანიებსა და კორპორაციებს ისევ ჩილეს სპილენძის მადნებზე კონტროლის დაბრუნება სურდათ, რადგანაც მცირე ქვეყნებთან მათ არ ესმით ურთიერთხელსაყრელი სავაჭრო ურთიერთობების ენა, მათ უფრო მეტად ესმით ძალადობისა და ყაჩაღობის ენა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია. ასევე მეტად სამწუხაროა ის, რომ ასეთი ძალადობრივი საგარეოპოლიტური ბაგაჟის მქონე სახელმწიფოს ქართველი მლიქვნელები დემოკრატიისა და სამართლიანობის ბურჯად გვისახავენ. მოვა დრო და, ისინი ჩვენზე უფრო მეტად გამწარებული დარჩებიან ამერიკელებისგან. რასაც დაიმსახურებენ, იმას მიიღებენ; რასაც დასთესენ, იმას მოიმკიან. სჯობს სიკეთე დათესონ, რომ სიკეთე მოიმკონ, მაგრამ განა ესმით ეს?
შემდგომში, 1970-იანი წლების მიწურულსა და 80-იან წლებში, როდესაც გავიგე და დავიჯერე რუსული სახელმწიფოს მიერ საქართველოს მოტყუებით დაპყრობის ამბავი, რასაც არ შეეძლო ნორმალურ ქართველ ახალგაზრდაში არ გამოეწვია მტრობისა და ზიზღის გრძნობა დამპყრობლის მიმართ, გამოეჩინა ასევე იქედნური დამოკიდებულება რუსებისადმი დასავლეთთან დაპირისპირებაში, და, სამწუხაროდ, იმ ხალხების მიმართაც, რომლებსაც საბჭოთა პროპაგანდა გულშემატკივრობდა. დღესდღეობით, ღვთის წყალობით, ისტორიული დოკუმენტებისა და ნაშრომების გაცნობით, ვიცი, რომ ბევრ რამეში მცდარია საქართველოს ისტორიოგრაფიასა და საზოგადოებაში არსებული წარმოდგენა რუსების მზაკვრობისა და დამპყრობლობის შესახებ საქართველოს მიმართ, ასევე ვხედავ, რომ ამერიკული ნეოკოლონიალიზმი და იმპერიალიზმი საქართველოსაც მძიმე უღლად აწვება კისერზე. ამიტომ ისევ პატიება მინდა ვთხოვო უფალს იმ უგულისხმობის გამო, როგორითაც ამერიკული ბნელი ძალების მსხვერპლთა მიმართ ვიყავი განმსჭვალული (რა თქმა უნდა, ამერიკაში მხოლოდ ბნელი ძალები არ არიან, და იქ სიკეთეც ბევრია, მაგრამ ამჯერად ამაზე არა მაქვს საუბარი), აგრეთვე რუსების მიმართ იმ ხანად გამოჩენილი ზიზღისა და მტრობის გამოც.
იგივეს ვთავაზობ ჩვენს მკითხველსაც, რომ თუკი გვინდა მოახლოებული განსაცდელების ჟამს უფალმა დაგვიცვას და დაგვიფაროს, გავიხსენოთ ჩვენს მიერ ჩადენილი დანაშაულებანი, რომელთა გამო არ დავსჯილვართ, ცოდვები რომელთა მონანიებაც საჭიროდ არ ჩაგვითვლია, რადგან მათი სიმძიმე მაშინ ვერ დაგვინახავს, ვერ გვიგრძვნია, ახლა შევინანოთ, ახლა განვიწმინდოთ და განვთავისუფლდეთ მათგან, რათა უფალმა შეგვინდოს და შესაძლებლად დაინახოს ჩვენი დაფარვა და დაცვა მოსალოდნელი დიდი უბედურებებისგან. ასეთი იქნება ჩემი პასუხი თქვენს ბოლო შეკითხვაზე. ღმერთი შეგვეწიოს.
ირაკლი ხართიშვილს
ესაუბრა ხათუნა საგინაშვილი
გარდა ამისა, მეტად საულისხმოა ჟურნალის მე-5 და -6 ნომრებში რედაქციის მიერ გამოქვეყნებული მცირე წერილები, რომლებიც თემატურად ეხმიანება ინტერვიუს ძირითად საკითხებს. სახელდობრ, მაისის ნომერში (№ 5) დაბეჭდილია მამა დავითის (გოცირიძე) მოგონება მამა გაბრიელის შესახებ, სადაც ვკითხულობთ:
„ერთხელ მამა გაბრიელთან ერთად სვეტიცხოველში მივდიოდით... ლაღობდა... უხაროდა ჩვენთან ყოფნა... მეფეთა საძვალე... მთელი საქართველო და... ერეკლე II-ის საფლავთან დაიჩოქა და ხამაღლა თქვა: „დიდო მეფეო, ყოველი შენი ქმედება ქვეყნის წინაშე მართალი იყო. სხვა გზა ერის დაღუპვა იქნებოდა“. მერე წამოდგა და ომახიანი ხმით ბრძანა: „დაეცით მისი საფლავის წინაშე და შეევედრეთ. მე ვიცი, ერეკლე კიდევ გადაარჩენს საქართველოს“.
ყველამ დაიჩოქა... მე არ დავიჩოქე. გამახსენდა გიორგი ჭანტურიას სიტყვები: სვეტიცხოველში ყველას წინაშე დავიჩოქებ, ერეკლე მეფის წინაშე კი – არასოდეს, რატომ შეუერთა საქართველო რუსეთსო. მე ხალხში გავერიე... ვიფიქრე – რას შემნიშნავს მეთქი. მამა გაბრიელმა თავი ნელა მოაბრუნა და ისეთი მზერა მესროლა, კინაღამ ადგილზე გავშეშდი. მიყურებდა მკაცრი თვალებით. ვიგრძენი რომ ჩემი ფიქრები ამოიკითხა. „თქვენ ძალზე ცდებით – მომიგო მკვახედ – გიბრძანებ ქრისტეს სახელით – დაიჩოქე, თაყვანი ეცი საქართველოს დიდ მეფეს“. შენდობა ვთხოვე და მისი კურთხეა შევასრულე (საპატრიარქოს დიდ დარბაზში ცენტრალურ ფრესკაზე წმინდა მეფეებს შორის გამოსახულია უშარავანდედო ერეკლე მეფეც – რედ.).
ივნისის ნომერში კი (№ 6) ჟურნალის რედაქციამ გააჟღერა ათონელი ბერის პაისის წინასწარმეტყველური ხედვა ბოლო ჟამის მოვლენებთან დაკავშირებით. სახელდობრ, მამა პაისი ამბობს: „– ჩემი გულისხმა მკარნახობს, რომ ბევრი რამ მოხდება: რუსები დაიკავებენ თურქეთს – თურქეთი რუკიდან გაქრება, რადგან თურქების 1/3 გახდება ქრისტიანი, 1/3 – დაიღუპება და 1/3 გაემგზავრება მესოპოტამიაში.
შუა აღმსავლეთი ომების ასპარეზად იქცევა, რომელშიც მონაწილეობას რუსებიც მიიღებენ. ბევრი სისხლი დაიღვრება. ჩინელებიც კი გადალახავენ ევფრატს 200 000 000-იანი ჯარით და იერუსალიმამდე მივლენ. იმის არსებითი ნიშანი, რომ ეს მოვლენები მოახლოებულია, იქნება ომარის მეჩეთის დანგრევა, რაც მოასწავებს სოლომონის ტაძრის აღდგენის სამუშაოების დასაწყისს, რომელიც სწორედ მეჩეთის ადგილზე უნდა აშენდეს.
კონსტანტინოპოლში უდიდესი ბრძოლა მოხდება რუსებსა და ევროპელებს შორის, რომელიც დიდ სისხლისღვრას მოიტანს. საბერძნეთს არ ექნება გადამწყვეტი როლი ამ ომში, მაგრამ შედეგად მას გადასცემენ კონსტანტინოპოლს, არა იმიტომ, რომ რუსები ჩვენს წინაშე მოწიწებით იქნებიან აღვსილნი, არამედ იმიტომ, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილებად მოეჩვენებათ. ამდენად, მოელაპარაკებიან საბერძნეთს, ამასთან, მათზე ზეწოლას მოახდენს მძიმე ვითარებანი. ბერძნული არმია მიახლოვებას ვერ მოასწრებს, რომ ქალაქს უკვე გადასცემენ. ებრაელები ევროპული ხელისუფლების დახმარების მეშვეობით გათავხედდებიან და უსირცხვილოდ და ამპარტავნულად ეცდებიან ევროპის მართვას. მაშინ ებრაელთა 2/3 ქრისტიანი გახდება.
ისინი მრავალ განსაცდელს შეუქმნიან ქრისტიანებს, მაგრამ დევნილებანი ქრისტიანებს უფრო გააერთიანებს. ისე კი არა, მავანნი რომ ცდილობენ სხვადასხვა მაქინაციით გააერთიანონ მსოფლიო ეკლესიები, რადგან სურთ მის სათავეში ერთიანი რელიგიური ხელმძღვანელობა მოაქციონ. ქრისტიანები გაერთიანდებიან იმიტომ, რომ შექმნილ ვითარებაში მოხდება ცხვრების თხებისგან გამოცალკევება. თითოეული ცხოვარი ეცდება სხვა ცხოვარის გვერდით ყოფნას და მაშინ განხორციელდება „ერთიანი სამწყსოსა და ერთი მწყემსის“ იდეა. გულისხმაჰყავთ. ვხედავთ, რომ ეს ნაწილობრივ უკვე მიმდინარეობს: ქრისტიანები უკვე გრძნობენ, რომ ისინი იმყოფებიან არაჯანსაღ ატმოსფეროში, ცდილობენ განერიდონ მტკივნეულ სიტუაციებს და ათასობით მიელტვიან მონასტრებსა და ეკლესიებს. მალე ნახავთ, რომ ქალაქში ადამიანთა ორი ჯგუფი იქნება: ისინი, ვინც მრუშული, ქრისტესგან დაშორებული ცხოვრებით იცხოვრებენ და ისინი, რომელნიც ფხიზელ ცხოვრებას ირჩევენ და თაყვანისცემის ადგილებში გაეშურებიან. საშუალო მდგომარეობა, როგორც ახლა, შეუძლებელი გახდება...
(დასასრული იხ. ნაწილი II)

No comments:
Post a Comment