(ნაწილი VIII)
VIII ნაწილის შინაარსი
ეროვნული უსაფრთხოების ერთი აქტუალური საკითხის შესახებ
საქართველოს სამხედრო მშენებლობის საჭირბოროტო საკითხები თანამედროვე ეტაპზე
ზოგიერთი რამ საქართველოს თავდაცვის შესახებ

(წერილი დიდი შემოკლებით გამოქვეყნდა გაზეთ „საქართველოს“ 2004 წლის 20 იანვრის ნომერში. ამის გამო მაშინ რედაქციას ვთხოვე და ხელნაწერი უკან დამიბრუნეს 1-ლი და მე-2 გვერდების გარდა, რათა სხვაგან ან სხვა დროს დამებეჭდა იგი სრულად. ახლა მომეცა ამის შესაძლებლობა და ქვემოთ წერილი მოყვანილია სამ ნაწილად: პირველ ნაწილში მოცემულია წერილის დასაწყისი გაზეთში გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით, მეორეში გაგრძელება ხელნაწერის მიხედვით იქამდე, რაც გამოქვეყნდა მაშინ გაზეთში, და იქვეა მოყვანილი რედაქციის მიერ გაკეთებული მცირე ჩამატებაც ბრიტანულ ჟურნალ The Economist-დან, ხოლო მესამე ნაწილი კი წარმოადგენს თავდაპირველი ხელნაწერის შედარებით ვრცელ ტექსტს, რომელიც მაშინ გაზეთში ვერ იქნა გამოქვეყნებული საქართველოს სახალხო ფრონტის ხელმძღვანელის ბ-ნ ნოდარ ნათაძის მისდამი უარყოფითი დამოკიდებულების გამო. ახლა ბლოგის მკითხველს ეძლევა შესაძლებლობა თავად შეაფასოს მისი ავ-კარგი და საკითხისადმი თავისი შეხედულებაც უფრო კარგად ჩამოიყალიბოს ან განიმკტკიცოს)
სამხედრო სფეროშიც, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა დარგში სპეციალისტების ჩამოყალიბება და განვითარება ხდება თანდათანობით – მარტივიდან რთულისკენ. მსოფლიოს წამყვან სამხედრო სახელმწიფოებში სახმელეთო ჯარების ოცეულების, ასეულების, ბატალიონების, პოლკების, ბრიგადებისა და დივიზიების ორგანიზაცია, შეიარაღება და საბრძოლო მოქმედებები შედის ტაქტიკის სფეროში; სამი-ექვსი საბრძოლო დივიზიისა და უზრუნველყოფის ერთეულებისგან შემდგარი საარმიო კორპუსებისა და მათი ზემდგომი საველე არმიების მოქმედებები – ოპერატიული ხელოვნების სფეროში, არმიების ჯგუფის (ფრონტისა) და თეატრზე სარდლობის, აგრეთვე თეატრებსშორისი ურთიერთმოქმედების საკითხები კი – სტრატეგიის სფეროში.
აშშ არმიაში დივიზია წარმოადგენს უმაღლეს ტაქტიკურ შენაერთს და მას მეთაურობს გენერალ-მაიორი, საარმიო კორპუსი – ოპერატიულ-ტაქტიკურ შენაერთს (გენერალ-ლეიტენანტი), საველე არმიები კი მშვიდობიანობის დროს მხოლოდ ნომინალურ დონეზე ფუნქციონირებენ. ევროპულ ომის თეატრზე ნატო-ს კოალიციური ძალების უმაღლესი მთავარსარდლობა ეკუთვნის აშშ სახმელეთო ჯარების სრულ გენერალს. აი ასეთი რანგის სამხედრო სპეციალისტები საქმიანობენ ნებისმიერი ქვეყნის ტაქტიკის, ოპერატიული ხელოვნებისა და სტრატეგიის სფეროებში.
როდესაც ლაპარაკობენ ეროვნული უსაფრთხოების, ომისთვის ქვეყნის მომზადებისა და სამობილიზაციო ღინისძიებათა გატარების შესახებ, აქ სამხედრო სპეციალისტებთან და ამ დარგის სამოქალაქო ექსპერტებთან ერთობლივად და კოორდინირებულად უნდა მუშაობდნენ საგარეო ურთიერთობების, სპეცსამსახურების, ეკონომიკის, სამოქალაქო თავდაცვის, განათლების, ჯანდაცვის, ეკლესიისა და სხვა სპეციალისტებიც.
რაც შეეხება გეოსტრატეგიას, გეოპოლიტიკას, გეოეკონომიკასა და სხვა მომიჯნავე დარგებს, აქაც სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად უნდა საქმიანობდნენ შესაბამისი განათლების, ცოდნისა და გამოცდილების მქონე კვალიფიციური სპეციალისტები. ჩვენთან კი ვხედავთ საპირისპიროს: დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში „გულაობის“ მოსურნე ქართველი ახალგაზრდები და „ძველგაზრდებიც“, სამხედრო საქმის ისტორიის, მისი თანამედროვე მდგომარეობის, ტაქტიკისა და ოპერატიული ხელოვნების შესწავლის გარეშე პირდაპირ მიადგებიან სამხედრო სტრატეგიის, გეოსტრატეგიის, გეოპოლიტიკის შესახებ გამოქვეყნებულ ლიტერატურას და სათანადო საფუძვლების არქონის გამო, ჯერ ერთი, ვერც ამ დარგს ითვისებენ, და მეორეც, დასავლელი ავტორების გავლენის ქვეშ მოქცეულები, საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან ამომდინარე კი არ აფასებენ შემოთავაზებულ მოდელებსა და სქემებს, არამედ ამ დასავლური მოდელებისა და სქემების საქართველოსა და ქართული საზოგადოებისთვის თავზე მოხვევით არიან დაკავებულნი.
გაგრძელება ხელნაწერიდან:
ეს მოვლენა ჩვენთვის ახალი არ არის. XIX საუკუნეშიც იყვნენ ჩვენს ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც „დაწინაურებული ევროპის“ პრაქტიკისა და გამოცდილების საქართველოში თითქმის პირდაპირ გადმოტანისკენ ისწრაფვოდნენ. წლების განმავლობაში ჩვენი სულმნათი ილია ჭავჭავაძე (წმ. ილია მართალი) დაჟინებით ეკამათებოდა ასეთ ადამანებს (ნიკო ნიკოლაძით და წყებული და ნოე ჟორდანიათი დამთავრებული), რომ ნებისიერი ევროპული (დასავლური) მოდელის, გამოცდილების ან ცოდნის ჩვენს ქვეყანაში გადმოტანა უნდა ხდებოდეს მხოლოდ მისი კარგად შესწავლის, ავისა და კარგის საფუძვლიანად გარკვევისა და ჩვენი ეროვნული ცნობიერების ქარ-ცეცხლში გატარების შემდეგო. და სწორედ წმ. ილია მართალი გვიჩვენებდა და დღესაც გვიჩვენებს ჩვენი ეროვნული მოთხოვნილებების, საჭიროებათა და ინტერესების პრიორიტეტების არჩევისა ცხოვრებაში განუხრელად გატარების ნათელ მაგალითებს.
ამის საპირისპიროდ, მაშინაც და დღესაც, იოლი და მსუყე ლუკმის გადაყლაპვის მოსურნე მედროვენი საკუთარი პირადი გამორჩენის მიზნით, არად დაგიდევენ ქვეყნის ინტერესებს და საქართველოს თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების სფერო საკუთარი კარიერისა და კეთილდღეობის სამსახურში ჩაუყენებიათ. მათ შორის ამჯერად გვინდა დავასახელოთ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციიდან „მშვიდობის, განვითარებისა და დემოკრატიის ტავკასიური ინსტიტუტიდან“ (მოკლედ „კავკასიური ინსტიტუტი“) ამობარტყებული და ამოფრენილი ასეთი მედასავლეთე მედროვე კარიერისტი დავით დარჩიაშვილი, რომელიც ჩვენი საზოგდოებისთვის ნამდვილად არ უნდა იყოს უცნობი პირი, ვინაიდან თავადაც აქტიურად ცდილობს საკუთარი პიროვნების წარმოჩენასა და საკუთარი აზრების საჯროდ გამოტანას.
ამ ადამიანს ნამდვილად არ გააჩნია ის ცოდნა, რომელიც აუცილებელია ეროვნული უსაფრხოების სფეროში კვლევების წარმოებისთვის, თუმცა კი სხვა დარგებთან ერთად მასაც შესჭიდებია, და გრანტების, თანამდებობებისა და მატერიალური კეთლდღეობის მიღების სურვილით შეპყრობილი თავისივე ნებით გადაქცეულა უცხოელი სპეციალისტების მიერ შემუშავებული გეოპოლიტიკური სქემებისა და მოდელების ქართული საზოგადოებისთვის თავზე მომხვევ, ხოლო საკუთარი ქვეყნის ნამდვილი ინტერესებისა და უფლებების დამთრგუნველ ერთერთ ჭანჭიკად.
ამის საილუსტრაციოდ მოვიყვანთ 2000 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ დავით დარჩიაშვილის წიგნს „პოლიტიკოსები, ჯარისჯკაცები, მოქალაქენი“ (საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ანალიზი). ჩვენ არ შევუდგებით ამ სქელტანიანი ნაშრომის მთლიან ანალიზს; მართალი რომ ვთქვათ, ამის სურვილი არც გაგვაჩნია, მაგრამ ავტორის მიერ დასაწყისშივე გამოტანილ ზოგიერთ ცალკეულ მომენტს კი გამოვყოფდით.
სახელდობრ, წიგნის 32-ე გვერდზე ვკითხულობთ: „ლიბერალიზმისთვის, რომელიც დასავლური ცივილიზაციის მსოფლმხედველობრივი ქვაკუთხედია, ეკონომიკაში უსაფრთხოების პოლიტიკის ობიექტი არსებითად მხოლოდ ლიბერალური საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგია. ლიბერალური ლოგიკით, საერთაშორისო ეკონომიკური სისტემის ის მონაწილეც, რომელიც წაგებული რჩება, საერთო თამაშის მონაწილეა. ეროვნული ეკონომიკის პრობლემათა უსაფრთხოების პოლიტიკის საგნად წარმოჩენა საერთაშორისო თამაშის წესების შეცვლად აღიქმება და დაგმობილია. მეორე მხრივ, ლიბერალიზმისთვის უსაფრთხოების პოლიტიკის თემად შეიძლება სწორედ ლიბერალური ეკონომიკური რეფორმის მხარდაჭერა იქცეს.
მაგრამ რამდენადაც უსაფრთხოების პოლიტიკაში დიდია სუბიექტური აღქმების, ისტორიულად ჩამოყალიბებული სტერეოტიპების, კონკრეტული სოციუმისა და მისი ელიტის პოლიტიკური კულტურის როლი, მთელი რიგი ქვეყნების უსაფრთხოების დისკუსიაში შიდა ბაზრის დაცვას, კულტურულ იდენტობას, რელიგიას, ტრადიციების შენარჩუნებას სოლიდური ადგილი უკავია, რუსეთის პოლიტიკოსთა და მკვლევერთა მნიშვნელოვანი ნაწილის აზრით, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა მოიცავს კულტურულ, დემოგრაფიულ, გენეტიკურ და სხვა სექტორებს; ეკონომიკურ საფრთხედ აღიქმება ისეთი მოვლენები, როგორიცაა „უცხოელთა მიერ შიდა ბაზრის დაპყრობა“, „ზნეობის დაკარგვა“; უსაფრთხოების ობიექტი ხდება „სოციალური და ინდივიდუალური ქცევის მყარი ფორმები, ფასეულობათა სისტემა, რომელთა „დანგრევა თვითმყოფადობის დანგრევას მოიტანს“...
თანამედროვე ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრისთვის ასევე არ არის უცხო მტკიცება, რომ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებში, რომლის გამოც უდიდესი მსხვერპლი შესაძლებელია, შედის კულტურული თვითმყოფადობა და სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურა. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არის ძალები, რომელთა შემთხვევაშიც მსგავსი შეხედულებები აშკარად ანტიდემოკრატიული ელფერისაა“.
შემდეგ 33-ე და 34-ე გვერდებზე ავტორი წერს: „უსაფრთხოებისა და საერთოდ პოლიტიკის სფეროში ყოველ აქციას რეაქცია მოსდევს. კონკრეტული პოლიტიკური ერთობის მიერ კულტურის, ტრადიციების, დემოგრაფიული და მიგრაციული პროცესებისა თუ ეკონომიკის რადიკალური „გაუსაფრთხოება“ სხვათა მიერ შესაძლოა მტრულ ნაბჯებად აღიქმებოდეს. თუ ეს „სხვა“ უშუალო მეზობელი, საერთაშორისო თანამეგობრობა, ან თუნდაც საკუთარი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია. ასეთმა უსაფრთხოების პოლიტიკამ შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიღოს.
1998 წლის 13 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩატარებულ სემინარზე, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას მიეძღვნა, საქართველოს უსაფრთხოების საკითხებში საერთაშორისო ჯგუფის წევრებმა გენერალმა გარი ჯონსონმა (გაერთიანებული სამეფო) და დევიდ ოკმანეკმა (აშშ) აღნიშნეს, რომ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ამსახველი დოკუმენტი არ უნდა მოიცავდეს სოციალური ცხოვრების ყველა სფეროს; ეროვნული უსაფრთხოების რიტორიკა ხელს უნდა უწყობდეს სტაბილურობას, კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და საზოგადოებრივ ტოლერანტობას.
ასეთია უსაფრთხოების ცნებისა და პოლიტიკისადმი დასავლეთის მიდგომა და ვინც ევროატლანტიკურ უსაფრთხოების არქიტექტურაში ინტეგრაციაზე ფიქრობს, ამ სივრცეში ლიბერალური შეხედულებების დომინანტობა უნდა გაითვალისწინოს“. (ციტატის დასასრული)
რედაქციის მიერ ჩამატებული ტექსტი:
მოვიყვანთ ადგილს მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო ჟურნალიდან “The Economist”, სადაც ცალსახად წერია, თუ რა არის პრიორიტეტული ამერიკის საგარეო და საშინაო პოლიტიკისთვის: ესაა ეროვნული ინტერესები.
ილუზიაა იმედის ქონა, რომ სუპერძალა (იგულისხმება აშშ) მოუწონებს თავის ისეთ ინსტიტუტთა დაცვას და ისეთ კავშირთა ერთგულებას, რომელთა ჯამური ეფექტი მას შეაფერხებს საკუთარი სასიცოცხლო ინტერესებისთვის ბრძოლაში (The Economist, 22.11.2003, გვ. 11)“. (ჩამატების დასასრული)
როგორც ვხედავთ, დასავლელი ავტორების კვალდაკვალ, ბ-ნ დარჩიაშვილის აზრით, ქვეყნის ეკონომიკური და სხვა ინტერესები უნდა დაექვემდებაროს დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების და მათი პოლიტიკის წარმმართველი კულისებსმიღმა საერთაშორისო ძალების მიერ დანარჩენი მსოფლიოსთვის თავსმოხვეული თამაშის წესებს, და იქვე ჩადებულია, რომ წაგებული მოთამაშეც ისეთივე მოთამაშეა და მასაც ადგილი აქვს „დიდ საჭადრაკო დაფაზე“.
როგორც საკუთარი ქვეყნის გულშემატკივარმა ერთმა ქართველმა ფინანსისტმა (ჩვენმა მეგობარმა, ბ-ნმა დავით გურგენაშვილმა) განგვიმარტა, 1996–98 წლებში საქართველოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი შეადგენდა 1 მლრდ ლარზე ცოტათი მეტს, და მაშინ ეს თანხა უტოლდებოდა 700–750 მლნ. ამერიკულ დოლარს. ამავე წლებში ჩვენში სულ უფრო მყარად მოიკიდეს ფეხი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა, რომელთა რეკომენდაციების შედეგად (მათ შორის სახელმწიფო ხაზინის შექმნაზე, რომელიც შემდეგ კორუფციის ბუდედ გადაიქცა) ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და თუმცა კი დღესდღეობით ჩვენი წლიური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი ისევ 1 მლრდ ლარის ფარგლებშია, მაგრამ ეს თანხა უკვე შეადგენს დაახლოებით 450 მლნ ამერიკულ დოლარს. ანუ თუნდაც 1996 წელთან შედარებით დღეისთვის საქართველოს ბიუჯეტი შემცირებულია 250–300 მლნ ამერიკული დოლარით. ასეთია წაგებული მოთამაშის ხვედრი, სამაგიეროდ იგივე საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები 20–30 მლნ დოლარის კრედიტს გვაძლევენ და იმასაც გვკარნახობენ, თუ როგორ დავხარჯოთ იგი.
მეორეს მხრივ, წაგებულია საქართველო შიდა კონფლიქტების დარეგულირების სფეროშიც. სამაგიეროდ თავისივე ქვეყნის უბედურებაზე ხელის მოთბობას მიჩვეულ ქართველ მოხელეთა ერთი ნაწილი, არასამთავრობოები და ჟურნალისტები სისტემატიურად დადიან ჟენევასა და სხვა ქალაქებში, მონაწილეობენ სხვადასხვანაირ ღონისძიებებში, ერთობიან, ისვენებენ, ხოლო შემდეგ კი თბილისში ჩამოსულები ტელევიზიითა და პრესით უყვებიან ქართულ საზოგადოებას, თუ როგორ გულდაგულ იბრძოდნენ მორიგ სამიტზე აფხაზეთიდან თუ შიდა ქართლიდან წამოსული დევნილების ინტერესების დასაცავად, როგორი სასიკეთო ძვრები დაისახა სამომავლოდ და ა. შ. და საერთაშორისო თამაშში წაგებული ქვეყნის ეს „მოგებული“ მედროვეები მორიგი ტყუილებით „აიმედებენ“ ქართულ საზოგადოებას. და ეს ყოველივე ბ-ნ დარჩიაშვილს მისაღებად მიაჩნია, ვინაიდან იგი ევროატლანტიკურ სივრცეშია მიღებული და მას ხომ ამ სივრცეში მთელი ქვეყნის შეყვანაც სურს.
გაზეთში ვერგამოქვეყნებული ნაწილი წერილისა:
ამის საპირისპიროდ გვინდა მოვიყვანოთ ამონარიდები რუსი ავტორის გიორგი ემელიანენკოს წიგნიდან „რუსული აპოკალიფსისი და ისტორიის დასასრული“ («Русский Апокалипсис и конец истории»), რომელიც გამოიცა სანკტ-პეტერბურგში 2001 წელს. დასაწყისშივე ვიტყვით, რომ იგი არის რუსი ნაციონალისტი, რომელსაც სტკივა დასავლეთისგან რუსეთისადმი მიყენებული ზიანი და სატკივარი, მაგრამ რუსეთისადმი იგი არ არის სათანადოდ თვითკრიტიკული და მის წიგნში რუსეთის იმპერიის უპირობო სამართლიანობისა და სხვა ხალხების არდაჩაგვრის შესახებ გამოთქმული შეხედულებები ჩვენთვის მიუღებელია. მაგრამ ჩვენს წერილში, მისი სათაურიდან და ძირითადი თემიდან ამომდინარე, ამჯერად მათ არ შევეხებით. ეს სხვა საუბრის თემა გახლავთ.
რაც შეეხება ავტორის ცოდნასა და კვალიფიკაციას, გიორგი ემელიანენკო, როგორც წიგნის შესავალშია ნათქვამი, გახლავთ ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, რომელიც იკვლევს ადამიანის თავის ტვინის ნახევარსფეროების ფუნქცური ასიმეტრიის განვითარებას. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროში შედის: ანთროპოლოგია და ფსიქოლოგია, ტვინის ენები, ფორმალური ენები, ფსიქოლინგვისტიკა, ფორმალური ლოგიკა, ინფორმატიკა, სემიოტიკა, სისტემური ანალიზი, ენტროპიული პროცესები ბიოლოგიურ და სოციოლოგიურ სისტემებში. უკანასკნელი 13–15 წელიწადია სწავლობს სახარებასა და წმინდა მამათა სწავლებას ადამიანის, ეკლესიისა და სულის ცხონების შესახებ.
ჩვენ ამ წერილში ვერ შევეხებით ბ-ნ გიორგი ემელიანენკოს წიგნში გამოთქმულ ყველა მოსაზრებას, რაც საყურადღებოდ მიგვაჩნია. მხოლოდ შევეცდებით გადმოვცეთ ზნეობისა და ეკოლოგიის პრობლემების ავტორისეული გააზრება, რაც მჭიდროდ არის დაკავშირებული დღევადელი რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სფეროსთან და რომელიც ბ-ნ დარჩიაშვილს (დასავლელი ავტორების კვალდაკვალ) საყურადღებოდ არ მიაჩნია. ჩვენ კი მივყვეთ რუსი მართლმადიდებელი ნაციონალისტის ამ გულისტკივილს და იქნებ მასში ჩვენთვისაც მისანიშნებელი რამ აღმოვაჩინოთ.
ზნეობის საკითხისადმი მიძღვნილ თავში „დედა-სამშობლო“, ავტორი აღნიშნავს, რომ დასავლეთის მიერ ახლა მოწყობილი საზოგადოებრივი პირობები აქამდე უნახავი მასშტაბებით ანადგურებს და გენეტიკურად რყვნის რუსი ქალწულებისა და ახალგაზრდა ქალების ბუნებას. თუკი დედა რუსეთის ქალურ ნახევარს ართმევენ ახლა ქალწულებს, მის მამაკაცურ ნახევარს უტარებენ სამშობლოს წინადაცვეთას. აი, მისტიკური პოზიციიდან და ფაქტიურადაც, ზუსტი განსაზღვრება იმისა, რაც ხდება დღეს რუსეთში.
გამოვერკვეთ რუსო მამებო, სახელმწიფო და სამხედრო მღვაწენო: ცნებები სამშობლო, პატრიოტიზმი – უბრალოდ მირაჟია ქალური უკეთესი ნახევრის ქალწულებისა და ზნეობრიობის გარეშე, რომელიც არის კიდეც ჩვენი ცოცხალი დედა-სამშობლო. მის გარეშე ყველანაირი პატრიოტული შეძახილები სამშობლოს აღორძინებაზე – წრიპინია მღაღადებლისა უდაბნოში.
რადგანაც – არ რისგან, არამედ მ ი ს გ ა ნ იწყება სამშობლო: ცოცხლდება, ისხამს მშობლიურ ხორცს (და არა ზოგადსაკაცობრიოს!), იძენს ზნეობრიობას... და სულ, სულ: ოჯახში, ერთგულ ქმართან ერთად! ოჯახი კი შეგახსენებთ – პირველი ქვაა საზოგადოების საძირკველში. ეს გახლავთ ყოფიერების განუხრელი და უნივერსალური კანონი. ამიტომ თავის უკეთეს ნახევარს, როგორც საკუთარ ნეკნებს (რისგანაც ქალები წარმოიქმნენ) – მამაკაცები უნდა უფრთხილდებოდნენ და იცავდნენ სამკვდრო-სასიცოცხლოდ, მთელი შეიარაღებული ძალებით, და უწინარეს ყოვლისა – დასავლეთისგან. მხოლოდ მაშინ აღორძინდება ნიადაგი პატრიოტიზმისთვის, ხოლო ახლა კი იგი ფეხით ითელება მომთაბარეთა უცხო ლეგიონების მიერ.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელმაც შვა კაცობრიობის მაცხოვარი, იყო დედა ეკლესიის წინამორბედი. მის ხატად და მსგავსად ჩვენი ქალწულ-საცოლეებისგან უნდა წარმოიშვებოდნენ მეუდაბნოე მამები და უბიწო ცოლები – მშვიდობისმყოფელები, რომლებიც იხსნიან თავის ხალხს. რუსი ქალწული, ცოლი – ამ ქვეყნის ცოცხალი სიწინდე და მშვიდობისმატარებელია, შეუღწეველი საფარველი, რომელიც იცავს ქმარს. უ ი მ ი ს ო დ ჩვენს უზარმაზარ ნავს ვერ ავწევთ, არმია დარჩება ზურგის გარეშე.
გავიხსენოთ უდიდესი მეომრის – გენერალისიმუს ა. ვ. სუვოროვის სიტყვები: ჩემი ქალიშვილის ქალწულება ჩემთვის სიცოცხლეზეც ძვირფასია და საკუთარ ღირსებაზეც.
შეხედეთ მთელს მუსლიმანურ აღმოსავლეთს, აღმოსავლელ ცოლს, რომელსაც ბაგეებიც შეხვეული აქვს, სახეც ნახევრად დაფარული, თვალებიც ყველთვის დაბლა დაშვებული, და არც საუბრის უფლება ეძლევა, ქუჩაში თუ სტუმრებთან სახლში. რა არის ეს?
არ მიიღო რა ქრისტესგან ქალწულ-ცოლის ორმაგი ღვთაებრივი დაცვა (წმინდა დედა ეკლესიისა და მცირე ეკლესიის – მართლმადიდებელი ოჯახის), მამაკაცური აღმოსავლეთი უბრალოდ იძულებულია მთელი თავისი ადამიანური ძალებით იცავდეს ქალწულ-ცოლს მაცდური ეშმაკისგან. არსებითად აღმოსავლეთის მამაკაცებმა სამუდამოდ ჩააცვეს თავიანთ ქალურ ნახევარს მშობლიური ენისადმი, ესე იგი თავიანთი თავისადმი ერთგულების ტოტალური ქამარი. და კანონზომიერია, რომ მათ გადააჭარბეს ამაში, დააკაბალეს რა თავიანთი ცოლები. ასე გააფთრებით მოქმედებს გაშიშვლებულ-ფიზიოლოგიური სახით მშობლიური ენის, სარწმუნოების, ერის, კულტურის შენარჩუნების მეომრული ინსტინქტი. აღმოსავლეთის მამაკაცები ასე ამბობენ: თუკი დასავლეთი შემდგომშიც გააგრძელებს თავისი გარყვნილებისა და პორნოგრაფიის ჩვენთვის თავზე მოხვევას, რათა აღმოსავლელმა ქალწულ-ცოლმა ჩადრი მოიხადოს, მაშინ ჩვენ ყველანი სასიკვდილოდ თავს გადავდებთ და გავანადგურებთ მტერს! აღმოსავლეთში გამოცდილებით, ინტუიტიურად იციან: ქალწულების, ცოლისა და ოჯახის, როგორც მშობლიური ენის – ხალხის საფუძვლის საყოველთაო დაცვის გარეშე ისინი მაშინვე გაირყვნებიან და ყოველივეს დაკარგავენ. აღმოსავლეთი კი – ფაქიზი საქმეა, და შესაძლოა მან უკეთ იცის, ვინაიდან მდებარეობს ედემთან ახლოს, სადაც მოხდა კიდეც პირველი დაცემა.
შევიგნოთ. ევას მეშვეობით მაცდურმა ადამი გამოიყვანა სამოთხიდან დედამიწაზე, ქ ა ლ წ უ ლ ი ს მეშვეობით კი: ჩვენი ქალიშვილებისა და ცოლების – დღესაც აღგვის პირისაგან მიწისა რუს მამაკაცებს. გადაარჩინეთ ქალიშვილები და ცოლები, რომლებიც მხურვალებისგან იწვებიან ბაბილონის აალებულ კედლებში – ამ უნახავი ინტერნაციონალური გარყვნილებისგან მშობლიურ ქვეყანაში.
წიგნის სხვა თავში – „არსებობს ეკოლოგია მხოლოდ ოჯახისა!“, გიორგი ემელიანენკო დასაწყისშივე ამბობს, რომ განუკურნებელი დაავადებებისა და გლობალური კატასტროფების ჯაჭვური რეაქცია – ოჯახის ნგრევის შედეგებია.
ცნობილი ჰენრი კისინჯერი საქმეებისგან ჩამოშორების შემდეგ ასე აჯამებდა მსოფლიო შედეგებს: ჰო, ჩვენი ცივილიზაცია, რომელიც განწირულია აულაგმავი მომხმარებლობისთვის მალე უნდა დაიღუპოს. ასეთ აღმოჩენებს იძლევა პრაქტიკულად ყველა ძლიერი ამა სოფლისა. ეს ნიშნავს, რომ კულისებსმიღმა ძალებსა და მსოფლიო პოლიტიკას მართავს თავად ბოროტი – ადამიანთა მოდგმის მტერი ანუ დედამიწაზე სოცოცხლის ტერმინატორი ამერიკულად. მან მაღალგანვითარებულთა ხელით ყოველივე ეს დამართა დედამიწას, ახლა კი გლობალიზაციას უტარებს მათ.
ყოველი ადამიანი – ბიოლოგიური შავი ხვრელია, რომელიც მოიხმარს პლანეტის ცოცხალ სივრცეს. მაგრამ მომხმარებელიც არის და მომხმარებელიც. გასულ ათწლეულებში ეკოლოგებმა დაითვალეს, რომ ერთი მერსედესი, მაგალითად, მისთვის აუცილებელი მასალებისა და რესურსების მიხედვით ასეულობით ჰექტარი გამოწოვილი და გადამწვარი მიწის ტოლია. თვით მწვანე მეცნიერებიც კი იძულებული არიან აღიარონ, რომ ამერიკა წარმოადგენს მსოფლიო ენტროპიის ცენტრს.
ეშმაკეული ძალადობის მიზანი იყო და რჩება უმანკოება, ქალწულება პლანეტის მთელ ქალობრივ-ბავშვურ ბუნებაში. ამით ნადგურდებოდა ადამიანის ზნეობრიობა, სირცხვილი, სინდისი, გულმოწყალება. ასე ეცლებოდა ყოფიერების უმანკოებრივი საფარველები და დესაკრალიზებული მსოფლიო თავხედური ხდებოდა.
ყოფიერების ფუნდამენტური ქვის – ოჯახის დარბევის შემდეგ ბოროტმა უკვე დიდი ხანია ყველა ქალწული და ქალი გამოაგდო ქუჩაში, სოცსოუსში, ბარიკადებსა და ტრიბუნებზე, ლუციფერისეულ განათლებაში, სოცპანელზე, შვილების დამღუპველი სახელმწიფო-მშთანთქავის მონურ სამსახურში. ამიტომ უკვე აღარ არსებობს თავდაპირველი წყობილება და მარადიული ფუძემდებლური არქეტიპები: საცოლის, ცოლის, დედის, ქალიშვილისა და ვაჟიშვილის.
ემანსიპირებული ქალების დანგრეული ბუნებიდან მამაკაცური ცივილიზაციის ატმოსფეროში უკვე გამონთავისუფლდა ძლიერი და უმართავი სტიქიები და ვნებები. ახლა არ უნდა მოველოდეთ მოწყალებას მათი სუსტი ბუნებისგან. მაღალგანვითარებულმა ქალმა დაკარგა საყრდენი ერთგულ ქმარ-მეომარზე და ამიტომ გვარის გაგრძელების ქალური ინსტინქტი მასში ეცემა და სულ უფრო მეტ სიჩქარეს კრეფს ბაბილონელი მეძავის კოსმოსურ უსაზღვროებაში.
პირველად ისტორიაში განათლებული ევა პლანეტაზე დარჩა სულ მარტო. ადამი საბოლოოდაა გარყვნილი, ძირს განრთხმული და საკუთარი თავისკენ მიბრუნებული, შვილები კი ჩამოართვეს და საზოგადოების მოხმარებაზე გადასცეს. მას აღარაფერი დარჩა, მაგრამ სრულიად თავისუფალია!
კატებმა კნუტების დაცვისას არ იციან შიშის გრძნობა. როგორი უშიშობისა და როგორი შურისძიების დემონ-სტრირებას დაიწყებს ახალი ამაზონი ქალების განათლებული ტომი, წინასწარ წარმოდგენა შეუძლებელია. აქ ხომ კატების არ არის... აქ ჩვენი მამაკაცური ლოგიკა არ მოქმედებს. რჩება მხოლოდ მითის ლოგიკა.
ცოდნის სხვადასხვა სფეროში ჩატარებული შესანიშნავი გამოკვლევები საშუალებას აძლევს მეცნიერებას გააკეთოს ჭეშმარიტად გინეკოლოგიური აღმოჩენა. კაცობრიობა – ეს არის კოლექტიური არსება, როგორც ატმოსფერულ პლაცენტაში მცხოვრები დიდი ბ ა ვ შ ვ ი, ხოლო ამ პლაცენტას კი ისეთივე ფუნქციები და როლი აქვს, როგორიც დედის საშოს. დღეს ჩვენი ბიოკოსმოსური საფარველი მთლიანად სისხლიანი ჭრილობებითაა დასერილი, ძლივსძლივობით, უკანასკნელი ძალების მოკრებითღა ინარჩუნებს და ითმენს ასეთ დიდ ნაყოფს – პარაზიტსა და გარყვნილს.
წარმოვიდგინოთ, რომ ჩვილმა დედის წიაღში უეცრად დაიწყოს სწრაფად ზრდა, გახდეს აქტიური, რაციონალური და შობის ვადამდე დიდი ხნით ადრე რაიმენაირად გადაკვნიტოს და გაწყვიტოს თავისი ჭიპი – სიცოცხლის მომცემთან ურთიერთობის ენა. ხოლო შემდეგ კი ცხოვრობდეს და თავის ფასეულობებს ამრავლებდეს. ხოლო ბ ა ვ შ ვ ი ს თ ვ ი ს კი დედის წიაღს წარმოადგენს ბიოატმოსფერული პლაცენტა, რომელიც სიყვარულით შექმნა შემოქმედმა.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის რუსულ სახლში ბნელი ლუციფერული ღამე მოაწყვეს და დასავლეთი ეშმაკეული სახით ეწევა უკანასკნელ ნადირობას ჩვენს შვილებზე. მილიონობით რუსი ქალწული გამოგდებულია მსოფლიო პანელზე, დედაქალაქების ბორდელებში და საერთაშორისო ტრასების გასწვრივ – დედა რუსეთის უბიწოების გასაყიდად.
რატომ არის ჩვენში აბორტების ასეთი უნახავი აფეთქება? რას უკეთებენ ქალებს დედა რუსეთის შეგინებულ და დარბეულ სახლში? აშკარაა, რომ დიდ დედილოს მის წიაღში უკვე დაეწყო დედისა და შვილის აპოკალიფსისი – ზოგადსაკაცობრიო მუცელსმოწყვეტილის მოლოდინში.
გიორგი ემელიანენკო გვახსენებს, რომ თავდაპირველად ბოროტმა ინფორმაცია მიაწოდა ჩვენს ხორცს (წმ. მამების სიტყვით – ჩათესა). შემდეგ იგი დიდხანს სწავლობდა თავის ხორციელ ენას, ხოლო იმ დღიდან სამუშაო წესით ადამიანთა უეთიერთობა ბოროტ სულებთან არც შეწყვეტილა. უკანასკნელ 200 წელიწადს ქალურ ხორცს ანათლებდნენ უკვე პროფესიულად: სოცპანელზე უტარებდნენ ემანსიპაციას, უცხო ენათა ინსტიტუტში – ფემინიზაციას და საბოლოოდ ჩამოაყალიბეს მდგომარეობის ბატონ-პატრონად. მამაკაცურ ხორცს კი უტარებდნენ რეფორმაციას, გილიოტინიზაციას, წინაუცვეთდნენ და ატარებდნენ რევოლუციების სისხლში, ააღორძინებდნენ დიდი სამეცნიერო აღმოჩენების ეპოქითა და მაღლა აჰყავდათ მათი ტექ-პროგრესით. გასულ საუკუნეში კი ცდუნებული და განათლებული ხორცი უკვე თავად აცდუნებდა გ ო ნ ე ბ ა ს, საბოლოოდ რყვნიდა მას.
თანამედროვე ევას (განათლებული ქალების) გამოსავლის არმქონე ტრაგედია ახლა იმაში მდგომარეობს, რომ მისი ადამი თავით არის ჩაშვებული ხსნარ-სოციუმში: ფირმაში, ყუთში, გაზეთში, თავის თავთან სიყვარულში... იგი უკვე კლონირებულია – გამოყვანილია მისი (ქალის) გარეშე, მთელი მსოფლიოს მიერ – ქილაში! ადამი ხომ აიღეს და შექმნეს მიწისგან. და ახლა იგი ისტორიის მიწურულში ბრუნდება კიდეც უკან, დამიწებულ სამოთხეში... მაგრამ ევამ ერთხელ უკვე გამოიყვანა ადამი სამოთხიდან – გამოიყვანს ახლაც... დაკარგულს.
თანამედროვე ევას უგუნურება შეუდარებლად უფრო საშიშია, ვიდრე ადამისა, რომელსაც უკვე დიდი ხანია ჩამოუყალიბდა თვითკმარობის სრული ილუზია: დღეს მას ეკუთვნის მსოფლიო ძალაუფლება და ნებისმიერი შესაძლებლობანი.
ვინაიდან დასავლელი გაკათოლიკებული ქმარი ადამი ხდებოდა სულ უფრო ამაყი, ხარბი და მშიშარა, ამიტომ მას არანაირად არ შეეძლო დარჩენილიყო ევასთან, რომლის ბუნებაც ღრმად კონსერვატიულია, ხოლო ევას უარყოფით კი ადამი უარყოფდა და ანადგურებდა საკუთარ თავსაც, ვინაიდან იგი მისი ნეკნისგან არის შექმნილი. ევაზე ძალადობითა და მისი დამცირებით ადამი საკუთარ თავსაც ანგრევდა. ევას გარეშე ადამის ყველა საქმე დედამიწაზე უტოპიაა, მხოლოდ ნახევარწრეა, რომლის მეორე ნახევარიც სწორედ ქალის მეშვეობით უერთდება პირველს. ასე ვართ ჩვენ შექმნილნი შემოქმედის მიერ: თუკი ადამი არ არის დედა ეკლესიის წიაღში, მაშინ იგი ევასაც გარდაუვალად დაშორდება. ახლა თითოეული მათგანი მარტოობაში ეცემა და ბოლომდე იწვება, როგორც მეტეორები ცივ ცარგვალში.
გიორგი ემელიანენკო ხაზს უსვამს, რომ იგი ლაპარაკობს არა განქორწინების შესახებ, არამედ მამაკაცისა და ქალის უკვე დასრულებადი ონტოლოგიური დაშორების თაობაზე, ვინაიდან იშლება ქმრისა და ცოლის მათეული ოჯახურ-სოციალური როლები. ამიტომ მრავლდება განქორწინებათა პროცესები, ერთსქესიანი ქორწინებები, მიდის სქესთა ტრანსსექსუალური წანაცვლება, რათა საერთოდ აღარ იყოს არც მამაკაცური, არც ქალური......
ეკოლოგია ბერძნულიდან თარგმანში ნიშნავს: ეკო – სახლს, ლოგოსი კი – სიტყვას, ანუ სიტყვის სახლს. ხოლო ცოცხალი სიტყვები მართმლადიდებლურ სახლში – ესენი არიან კიდეც სიტყვიერი შვილები სიტყვა ღმერთისგან ანუ მართლმადიდებელი ოჯახი არის მცირე ეკლესია. ეს ნიშნავს, რომ სანამ იყო ნორმალური ოჯახები არავის არც არაფერი გაეგონა ეკოლოგიის შესახებ, ხოლო როდესაც ისინი აღარ დარჩა, აი რა დაგვმართა თავისუფლებაში გასულმა ეკოლოგიამ.
ამასთან დაკავშირებით გავიხსენოთ ცნობილი სახარებისეული მოვლენა, როდესაც ქრისტემ უთხრა იუდეველებს: „...სიტყუა ჩემი ვერ დაიტევის თქუენ შორის“. დააფიქსირეთ. მაინც რანაირი ხალხი შეიკრიბა ღვთის წინაშე: თვით სიტყვაც კი მასში ვერ ეტეოდა? წმინდა წერილი გვასწავლის, რომ ჩვენი სხეული სულის ტაძარია – და რომ იგი ღმერთისთვისაა და არა სიძვისა და ვაჭრობისთვის. მამის სალოცავი სახლიდან მოვაჭრე იუდეველთა განდევნისას ღმერთის ძემ დაანახა მთელ ქვეყანას: ამ ხალხს ერთმევა სახლი და სიტყვა – ეკოლოგია.
ასე, ვტოვებ თქვენს სახლს ცარიელს, – ეუბნება ქრისტე იუდეველებს. სოლომონის ტაძარი როგორც დაანგრია ღმერთმა, ისე ვერავის აღუდგენია დღევანდლამდე.
სიტყვა გინეკოლოგია შედგება სამი ბერძნული სიტყვისგან: გვარი, ქალი და სიტყვა. როგორი მაღალი და სამეულოვანი აზრია ჩადებული მასში და რას დებს ახლა ქვეყანა გინეკოლოგიის ცნებაში, ქალის ბუნების დანგრევის შემდეგ! მას ხომ საუკუნეების მანძილზე ტრადიციულად უწოდებდნენ კერის შემნახავს, სახლში წესრიგის მომწყობს, ე. ი. ოჯახური კოსმოსისა, ხოლო მართლმადიდებლობაში კი მას სიყვარულით პატარა ეკლესიას უწოდებენ. ე. ი. ცოლი – ეს თავად სახლის – მცირე ეკლესის არსია, და ამიტომ სინამდვილეში სიტყვა გინეკოლოგია, თავისი თავდაპირველი აზრით, ნიშნავს სიტყვის სამშობიარო სახლს! ხოლო რა შეიძლება იყოს ნებისმიერი ცოლისთვის იმაზე უფრო მაღალი, რომ შვას და აღზარდოს ცოცხალი სიტყვა ბავშვი, რითაც მიემსგავსება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომელმაც ქვეყანას მისცა ცოცხალი სიტყვა – მაცხოვარი.
მხოლოდ სიტყვის სახლში, მცირე ეკლესიაში – მართლმადიდებელ ოჯახში თავიათავად იქმნება ეკოლოგიური შეგნება, ბუნებისადმი ფრთხილი და მზრუნველობითი დამოკიდებულება, ასევე ყოველივე ქალურისადმი, დედა მიწისადმი – ზნეობრივი სიწმინდისა და ქალწულებრიობისადმი.
ამიტომაც მიმართა დასავლეთმა ყველაზე უფრო ქვენა საშუალებებს ჩვენს ქვეყანაში ოჯახების განადგურებისთვის და ახლაც აგრძელებს მათ ნგრევას საფუძვლამდე. ბავშვების სექსგანათლება, ყოვლადნებადართული პროსტიტუცია, ნარკოტიკები – ეს თავად სიკვდილი ანადგურებს ახალგაზრდა თაობას, გაზაფხულზე ამოსული ახალგაზრდა ბალახის მსგავსად.
დასავლეთში ბოროტმა რამდენიმე საუკუნის წინ დაანგრია ოჯახის ინსტიტუტი. როგორც კი ისინი სრულიად გაანადგურებენ რაიმე მნიშვნელოვანს მაღალგანვითარებულთა ბუნებაში (მაგალითად, ოჯახს), მაშინვე ამ ცარიელ ადგილას წარმოიქმნება უსერიოზულესი ახალი მეცნიერება: ფსიქოლოგია, ეკოლოგია... პლიუს ხსნის არმია. როდესაც ყოველივე ღვთის მიერ ბოძებული შიგნით ჩაეწვათ, ისინი მოედვნენ მთელ მსოფლიოს – გადასარჩენად, სამკურნალოდ, სასწავლებლად, რათა ჰუმდახმარებით მოეხდინათ საკუთარ თავში დაკარგული სამოთხის კომპენსაცია. ყოველივე ამას ისინი უწოდებენ სოციალურ ინიციატვებს. დღეს კი ისტერიულად არიან დაკავებული ეკოლოგიით – დედა მიწის ეკოდაავადებათა მკურნალობით, და არა საკუთარის (მომაკვდინებელი ცოდვებისა!). და ამით სულ უფრო უმატებენ ცეცხლს მსოფლიო ხანზარში, ჭირხნავენ პლანეტარულ ენტროპიას, ქაოსს, საბოლოოდ ანგრევენ საკუთარ თავსა და სამყაროს. მათ არ იციან, რომ თავიდან საჭიროა სულიერი შრომით დაიბრუნონ დაკარგული სამოთხე საკუთარ თავში – ჭეშმარიტი რწმენა, გონება და მხოლოდ მაშინ შეიძლება შეიძინონ საკაცობრიო შეგნება, და მასთან ეკოლოგიურიც. მანამდე კი მთელი მსოფლიოს მეცნიერები დღეს მაღალგანვითარებულთათვის ატარებენ მუდმივ სემინარს თემაზე: იაზროვნონ ეკოლოგიურად სტერილურად. ესე იგი ყოველივე ღვთაებრივისა და ადამანურის გარეშე.
ასეთია ცოლის ცდუნების ყოვლადისტორიული ეკო-ლოგია თავიდან ბოლომდე.
პირველმა ევამ ადამიანები მიწაზე დაუშვა, მეორემ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა – მოგვცა საფარველი და ყველანი ზეცაში მიგვიწვია, მესამე კი – ზეგანათლებული მეძავი ჯოჯოხეთში ჩაიყვანს ყველა მაღალგანვითარებულს, მათივე მიწიერი სამოთხიდან. და იგი ჭეშმარიტად იქცევა დასავლელი ქმრისთვის ჯოჯოხეთის კარიბჭედ, როგორც მას მეოცე საუკუნეში შეურაცხმყოფელად უწოდეს იუდეველმა მწერლებმა.
მაგრამ მანამდე, როგორც ნაწინასწარმეტყველებია – ოქროს მილიარდი დაპატიმრებული იქნება მოკლე ვადით საერთო სახლში, სადაც ერთად თაყვანს ცემენ ანტიქრისტე-მაცდუნებელს... იმისთვის, რომ გაანადგურა სიცოცხლე ეკოსახლში – დედამიწა.
მითი მოქმედებაშია: მაღალგანვითარებული ადამი ჩქარობს, და პიგმალიონივით ამთავრებს დღეს თავის მთავარ შემოქმედებას დედამიწაზე: თავისი ევასგან ძერწავს ბაბილონელ მეძავს...
ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნე ჩვენ!
ასეთია რუსი მართლმადიდებელი ნაციონალისტის გულისტკივილი და ქართველი ევროატლანტიკელი მედროვე კარიერისტის მუცლის გვრემა. პირადად ჩვენი სიმპათია ამ შემთხვევაში გიორგი ემელიანენკოს სატკივარს ეხმიანება, მით უმეტეს, რომ ქართულ საზოგადოებაშიც უკანასკნელ წლებში დაჟინებით ინერგება გოგონებისა და ქალების გამეძავების, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისა და სხვა ათასნაირი სიმახინჯის პრაქტიკა.
უფალი თავისი მეშვიდე მცნებით გვიკრძალავს – არ იმრუშოო, დასავლურ ვალუტაზე გაყიდული ქართველი მედროვეები კი სტუდენტებისთვის სახელმძღვანელოდ გამიზნულ წიგნებში გვმოძღვრავენ: „ზნეობის დაცვა, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა, კულტურული თვითმყოფადობისა და სოციალურ-ეკონომიკური სისტემის შენარჩუნება ლიბერალური საერთაშორისო ეკონომიკური სისტემისთვის მიუღებელია, მავანთა და მავანთა ხელში შესაძლოა ანტიდემოკრატიული ელფერიც შეიძინოს და ამიტომ, თუკი ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურაში ინტეგრაცია გვსურს, მაშინ უფლის მცნებებზე უფრო მაღლა ამ სივრცეში გაბატონებული ლიბერალური შეხედულებები უნდა დავაყენოთო“.
ეს კი აშკარად ანტიქრისტიანული პოზიციაა და ჩვენი საზოგადოება ღმერთმა დაიფაროს მისი გაზიარებისგან.
ირაკლი ხართიშვილი
(აი ეს მსჯელობა იქნა დაწუნებული ბ-ნ ნოდარ ნათაძის მიერ მისი ორგანიზაციის გაზეთში გამოქვეყნებისთვის, ვინაიდან იგი ამბობდა, რომ რუსები იტყუებიანო. მე კი ამ ეტაპზე უკვე მინდოდა ჩემს წერილებში გამეჟღერებინა რუსული საზოგადოების მართლმადიდებლურ-მამულიშვილური ნაწილის წარმომადგენელთა, მიტროპოლიტ იოანეს /სნიჩევის/, პროფესორ გიორგი ემელიანენკოს, მღვდელმონაზონ აბელის /სემიონოვის/, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის ნატალია ნაროჩნიცკაიასა და სხვათა ნაწერები, რომელთა წაკითხვა და გააზრება იმ დროისთვის მეტ-ნაკლებად შევძელი და ისინი ჩვენი საზოგადოებისთვის მეტად საყურადღებოდ და სასარგებლოდ მიმაჩნდა. ამიტომ ამის შემდეგ მალევე შეწყდა ჩემი თანამშრომლობა გაზეთ „საქართველოსთან“ და დაიწყო გაზეთ „ახალ 7 დღესთან“, სადაც ასეთი ხასიათის წერილების გამოქვეყნებაზე თანხმობა მითხრეს. უფალმა შეუწიროს ბ-ნ ნოდარ ნათაძეს ყველა ის სიკეთე, რაც მან ჩემთან თანამშრომლობაში გამოიჩინა 1999-2004 წლებში და შესაძლებლობა მომცა ჩემი ცოდნა და შეხედულებები საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობის, აგრეთვე ამ სფეროში არსებული საჭირბოროტო პრობლემების საკითხებში გამეცნო ქართველი მკითხველისთვის)

(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ „საქართველოს“ 2004 წლის 25 მარტის ნომერში)
როგორც ვიცით, 2003 წლის ნოემბრის ბოლოს დაემხო არსებული ხელისუფლება. რამდენად გულწრფელნი და რეალისტები არიან პრეზიდენტი სააკაშვილი, ჟვანია და ბურჯანაძე, როდესაც გასული ათწლეულის მანძილზე დატრიალებულ ყველა უსამართლობასა და უბედურებას მხოლოდ ედუარდ შევარდნაძესა და მასთან მყოფ ძალებს აბრალებენ, და რამდენად შესწევთ მათ უნარი, თავიანთი დღევანდელი დაპირებების შესრულებისა, ამ კითხვაზე ჩვენ ყოველმხრივ და ამომწურავ პასუხს ვერ გავცემთ, მაგრამ შევეცდებით საქართველოს სამხედრო მშენებლობის მაგალითზე, არა პიროვნული დამოკიდებულებიდან, არამედ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, მოვძებნოთ შეძლებისდავარად ობიექტური, კომპეტენტური და სასარგებლო პასუხი ჩვენს შეკითხვებზე.
გაზეთ „საქართველოში“ ჩვენი ქვეყნის სამხედრო მშენებლობის აქტუალური და ძირეული საკითხების შესახებ წერილების გამოქვეყნება, ღვთის წყალობით, დავიწყეთ 1999 წლის გაზაფხულ-ზაფხულიდან. იმ დროიდან დღემდე ჩვენს მკითხველს ვუმარტავდით, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების საქმეს ხელს უშლის ორი ძირითადი ფაქტორი:
1. საქართველოს ხელისუფლების მიერ სამხედრო საქმეში ჩახედული ქართველი სპეციალისტებისა და მკვლევარების უგულვებელყოფა და შესაბამის თანამდებობებზე მხოლოდ იმ ადამიანების დანიშვნა, რომელთაც უკვე აქვთ ცოტა ცალმხრივი დასავლური სწავლება ამ სფეროში.
2. საქართველოს სამხედრო მშენებლობის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრისა და შესაბამისი დოკუმენტების შექმნის მთლიანად უცხოელი მრჩევლების ხელში გადაცემა.
ეს ხდებოდა იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ძალებს თვალნათლივ შეეძლოთ დაენახათ დასავლელი სამხედრო მრჩევლების ჩვენდამი არაბოლომდე გულწრფელი დამოკიდებულება, ჩვენთვის მოცემული რჩევების აშკარა მავნებლობა. ამ მხრივ პირადად ჩვენთვის მეტად ნიშანდობლივი იყო სწორედ 1999 წელი. მანამდე ჩვენ 1991 წლიდან ვსწავლობდით ძირითადად აშშ შეიარაღებულ ძალებს (უმთავრესად კი სახმელეთო ჯარებს). შემდეგ, 1997 წლის მიწურულს ამ კონტექსტში დადგა საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარების შესწავლისა და თავად საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობის ძირითადი მიმართულებებისა და პარამეტრების განსაზღვრის ამოცანა. უკანასკნელ წლებში გაზეთ „საქართველოში“ ჩვენს მიერ გამოქვეყნებული წერილების საფუძველს წარმოადგენს სწორედ 1991 წლიდან დღემდე სისტემატიურად წარმოებული კვლევები და ამ პროცესში, ღვთის წყალობით, დაგროვილი ცოდნა.
1999 წლის დასაწყისში საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ რეზო ადამიამ მოაწყო კომიტეტის საჯარო სხდომა თემაზე „საქართველო-რუსეთის სამხედრო ურთიერთობათა შესახებ“, რომლის ერთერთი ძირითადი მომხსენებელიც გახლდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე საგარეო ურთიერთობათა საკითხებში გრიგოლ ქათამაძე. მან სხვათა შორის განაცხადა, რომ რუსები უარს გვეუბნებიან სამხედრო სფეროში თანამშრომლობაზე, ან გვპირდებიან, ხოლო შემდეგ კი პირობას არ ასრულებენ, ამიტომ მათთან თანამშრომლობის გაგრძელებას აზრი არა აქვსო. მეორეც, გუდაუთაში დისლოცირებულია რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების პოლკი. ჩვენ ვთხოვეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალს, რომ ამ პოლკის ქვედანაყოფები განლაგებულ იქნას აფხაზეთის მთელი ტერიტორიის საკვანძო ადგილებში და შექმნას პირობები იქ დევნილების უსაფრთხო დაბრუნებისთვისო. რუსეთის ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალმა გვიპასუხა, რომ მე მესმის თქვენი გულისტკივილი და გითანაგრძნობთ, მაგრამ გუდაუთაში განლაგებული 345-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკი უშუალოდ მოსკოვს ექვემდებარება, მე კი მხოლოდ ოპერატიულად მემორჩილება და ამიტომ მისთვის ასეთი ბრძანების მიცემის უფლება არა მაქვსო.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის ამ სიტყვებიდან აშკარად გამოჩნდა თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის არასაკმარისი კომპეტენტურობა, აგრეთვე დასავლეთის სახელმწიფოთა მმართველი წრეების ჩვენდამი არაგულწრფელი დამოკიდებულებაც. საქმე იმაშია, რომ 1998 წლის მონაცემებით, რუსეთის ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქში განლაგებული იყო ერთი საველე არმია (58-ე) და ორი ცალკეული საარმიო კორპუსი (მე-8 და 67-ე). საველე არმიის შტაბი დისლოცირებული იყო ქ. ვლადიკავკაზში, ცალკეული კორპუსებისა კი – კრასნოდარსა და ვოლგოგრადში (ვლადიკავკაზიდან ჩრდილო-დასავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით). 58-ე არმიის შემადგენლობაში შედიოდა ერთი მოტომსროლელი დივიზია (19-ე, ვლადიკავკაზი) და ორი ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა (ბუინაკსკი და ბუდიონოვსკი, კავკასიონის ქედის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რიონებში). კიდევ ერთი ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა (67-ე კორპუსი) დისლოცირებული გახლდათ ქ. მაიკოპში (კავკასიონის ქედის დასავლეთ რაიონში), ხოლო 20-ე მოტომსროლელი დივიზია კი (მე-8 კორპუსი) – ქ. ვოლგოგრადში (მთლიანობაში ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ჩრდილოეთ /ზურგის/ რაიონში, კავკასიონის ქედისგან რამდენადმე მოშორებით). ანუ ჩრდილო-კავკასიის რესპუბლიკების ტერიტორიაზე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ განლაგებული სამი ცალკეული ბრიგადის ამოცანა უნდა ყოფილიყო ამ რესპუბლიკებში არსებული ვითარების კონტროლის განხორციელება. კავკასიონის ქედის ცენტრალურ რაიონში კი, ქ. ვლადიკავკაზში, აგრეთვე უფრო ჩრდილოეთით ქ. ვოლგოგრადში რუსულ სარდლობას განლაგებული ჰყავდა პირადი შემადგენლობითა და ძირითადი შეიარაღებით კარგად დაკომპლექტებული საბრძოლო დივიზიები, რომლებიც მაღალ სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნაში უნდა ყოფილიყვნენ მათზე დაკისრებადი ამოცანების გადასაწყვეტად.
მშვიდობიანობის დროს, როგორც ვთქვით, 58-ე არმიაში შედიოდნენ მოტომსროლელი დივიზია, ორი ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადე, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის სხვა ნაწილები და ქვედანაყოფები. მაგრამ ომიანობის დროის შტატებით სრულად დაკომპლექტებულ რუსულ საველე არმიაში უნდა შედიოდნენ ექვსი საბრძოლო დივიზია, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილები და ქვედანაყოფები. ვინაიდან რუსული სარდლობა აღნიშნული საველე არმიის შტაბს ინარჩუნებს, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში მის სრულად დაკომპლექტებასაც უნდა გეგმავდეს და აქ გასაკვირიც არაფერია; მაგრამ არმიის შტაბი წარმოადგენს არმიაში შემავალი საბრძოლო დივიზიების, ცალკეული ბრიგადების, პოლკებისა და ბატალიონების (საარტილერიო და საზენიტო დივიზიონების) მართვის ორგანოს და ჩვეულებრივ მას განალაგებენ ხოლმე არა საბრძოლო მოქმედებათა, არამედ ზურგის რაიონში. ამიტომ ამ ორგანოს ვლადიკავკაზში, ანუ რუსეთ-საქარველოს სახელმწიფო საზღვართან უშუალო მახლობლობაში განთავსება მხოლოდ იმას უნდა მიგვანიშნებდეს, რომ რუსული სარდლობა 58-ე არმიის დივიზიების გაშლასა და გამოყენებას ამ შემთხვევაში უნდა გეგმავდეს ამიერკავკასიის ტერიტორიაზე.
მაშინ თავისთავად გასაგებია, რომ თუკი რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ვარაუდობს ამიერკავკასიაში საბრძოლო მოქმედებების წარმოებას, მაშინ რატომ უნდა თანამშრომლობდეს იგი საქართველოსთან, როდესაც მათ შორის არ არის უფრო მაღალ, სტრატეგიულ დონეზე ურთიერთ გაგება და ინტერესთა თანხმობა? ჩვენს მიერ გაკეთებული ასეთი ანალიზის საპასუხოდ რუსეთის სამხედრო ატაშემ კერძო საუბარში განგვიცხადა, რომ ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქში ჯარებისა და შტაბების ასეთი განლაგება უწინარეს ყოვლისა მიმართულია თურქეთის წინააღმდეგო. მაშინ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცოდით 90-იან წლებში ნატო-ს ბლოკის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით თუქეთის ხელისუფლების მიერ თავის სამხედრო ხარჯების უწინდებურად გაზრდისა (1990 წლის 5 მლრდ ამერიკული დოლარიდან 2000 წლის 10,8 მლრდ-მდე) და აშშ-ისა და გერმანიის მიერ მისთვის უფრო თანამედროვე და უკეთესი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიაღებლების მქონე შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის მიყიდვის შესახებ (ხოლო YPR-765 სერიის ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და ჯავშანტრანსპორტერებს, F-16C/D ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებს, 209 ტიპის წყალქვეშა ნავებსა და MEKO-200 ტიპის ფრეგატებს თავად თურქები აწარმოებენ თავიანთ ქარხნებში ამერიკული და გერმანული ლიცენზიებით). აღნიშნული გადაიარაღების შედეგად თურქეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნა და ბრძოლისუნარიანობა დაახლოებით სამ-ოთხჯერ უნდა ამაღლებულიყო, მის სახმელეთო ჯარებში ქვეითი ჯარების შემცირების პარალელურად გაიზარდა ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვეითი ჯარების, აგრეთვე მათი მხარდამჭერი თვითმავალი ლულიანი არტილერიის რაოდენობა, რის შედეგადაც თურქულ არმიას უნდა შეეძინა უფრო აქტიური შტევითი მოქმედებების წარმოების უნარი და შესაძლებლობები.
ასეთ პირობებში ადვილად აიხსნება რუსეთის სამხედერო ატაშის მიერ ჩვენთვის ნათქვამი სიტყვების სისწორე, მაგრამ იმხანად პირადად ჩვენ უბრალოდ ჯერ კიდევ არ ვიცოდით 90-იან წლებში თურქეთის შეიარაღებაში გატარებული ამ ცვლილებების შესახებ. ასეთი მარტივი ანალიზი მოულოდნელი აღმოჩნდა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარისა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის.
ყველასთვის ცნობილია, რომ როგორც რეზო ადამია, ისე დავით თევზაძე და მისი მოადგილეები ხშირად ჩადიოდნენ აშშ-სა და ნატო-ს ბლოკის სხვა სახელმწიფოებში, ხვდებოდნენ იქ თავიანთ კოლეგებსა და სხვა პირებს, ჰქონდათ კონსულტაციები როგორც იქ, ისევე საქართველოში აკრედიტებულ ნატო-ს წამყვანი სახელმწიფოების სამხედრო ატაშეებთან, საელჩოების თანამშრომელ სხვა სპეციალისტებთან. ნებისმიერი ანალიტიკოსი სამხედრო ოფიცერი თუნდაც რადენიმე წლის წინ სულ ხუთ წუთში განუმარტავდა მათ იმას, რაც იმ სხდომაზე ჩვენგან მოისმინეს, მაგრამ ნატო-ელმა გენერლებმა, ადმირალებმა ან ოფიცრებმა არ უთხრეს რეზო ადამიას, დავით თევზაძეს ან მათ ხელქვეით მოხელეებს რუსეთის ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქში ჯარებისა და მაღალი რანგის შტაბების განლაგებისა და დაკომპლექტებულობის მონაცემებიდან გამომდინარე 58-ე არმიის ნამდვილი დანიშნულებისა და რუსული სარდლობის სავარაუდო გეგმების შესახებ. აშშ და ნატო-ს ბლოკის სხვა წამყვანმა სახელმწიფოებმა, ამგვარად, არ გააფრთხილეს საქართველოს ხელისუფლება იმის თაობაზე, რომ რუსული სარდლობა უნდა გეგმავდეს საჭიროების შემთხვევაში ამიერკავკასიაში ომის წარმოებას, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში 1990-იან წლებში მათ მიერვე თურქეთის შეიარაღებული ძალების არაადექვატურად გაძლიერების შესახებ კითხვებზეც მოუწევდათ პასუხის გაცემა და მათივე სავარაუდო გეგმებიც ასევე საცნაური გახდებოდა.
რაც შეეხება თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის აღნიშნულ სხდომაზე ბ-ნ ქათამაძის მიერ აფხაზეთში ქ. გუდაუთაში დისლოცირებული რუსული 345-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკის ქართველ დევნილთა უსაფრთხოდ დაბრუნების ინტერესებში გამოყენების საკითხს, რაზედაც ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალმა მას განუცხადა, რომ ეს პოლკი მხოლოდ ოპერატიულად მექვემდებარება და ამიტომ მისთვის ასეთი ბრძანების მიცემის უფლება არა მაქვსო, უნდა ვთქვათ, რომ ყველა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მართვის სისტემაში არსებობს დაქვემდებარების ორი ხაზი – ადმინისტრაციული და ოპერატიული. ადმინისტრაციული დაქვემდებარება ითვალისწინებს ჯარების პირადი შემადგენლობითა და შეიარაღებით დაკომპლექტებას, საბრძოლო მომზადებას, მატერიალურ-ტექნიკურ, სამედიცინო და სახის უზრუნველყოფას, იარაღის ახალი ნიმუშების შესაქმნელად სამხედრო გამოკვლევების წარმოებას და ა. შ. ოპერატიული დაქვემდებარება კი გულისხმობს ჯარებისა და ძალების საბრძოლო გამოყენების დაგეგმვასა და უშუალოდ გამოყენებას.
ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა რუსეთის ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალს სთხოვდა გუდაუთაში დისლოცირებული 345-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკის აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე გაშლასა და იქ ქართველი დევნილების უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის ხელის შეწყობას, ეს ნიშნავს, რომ თხოვნა შეეხებოდა სწორედ ჯარების საბრძოლო გამოყენების სფეროს. შესაბამისად, აღნიშნული სამხედრო ოლქის სარდალს მისდამი ამ პოლკის ოპერატიულად დაქვემდებარების გამო ნამდვილად ჰქონდა სამხედრო და იურიდიული უფლება, რომ ასეთი ბრძანება გაეცა, მაგრამ არ ჰქონდა ამის სურვილი, რადგანაც იგი არ გააჩნდათ არც მოსკოვში, რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლობაში. ოპერატიული დაქვემდებარების მომიზეზებით მან უბრალოდ შეიარაღებული ძალების მართვის სტრუქტურის არმცოდნე საქართველოს თავდაცვის მინისტრი და მისი მოადგილეები თავიდან მოიშორა.
თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნამდე დავით თევზაძე წელიწადნახევრს სწავლობდა აშშ უმაღლეს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებაში, მაგრამ ზემოთქმული მას იქ, როგორც ჩანს, არ ასწავლეს. აქაც დავუშვათ, რომ რაღაც გამორჩათ, ან თავად მოსწავლემ ვერ დაიმახსოვრა. მაგრამ ასეთი მოსაზრების გაჩენისა და რუს სარდალთან მოლაპარაკებების პერიოდში ხომ ექნებოდათ ამ ქართველ მოხელეებს საუბრები და კონსულტაციები საქართველოში მყოფ აშშ, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, თურქეთის და სხვა ქვეყნების სამხედრო ატაშეებთან და საელჩოების სხვა თანამშრომლებთან, ან კიდევ ნატო-ს ქვეყნებში ან აშშ-ში ყოფნის დროს – იქაურ სპეციალისტებთან? რატომ თუნდაც ერთმა მათგანმა არ განუმარტა საქართველოს თავდაცვის მესვეურებს შეიარაღებული ძალების ადმინისტრაციული და ოპერატიული დაქვემდებარების შინაარსი და მნიშვნელობა? შემთხვევითია ეს? ვგონებთ რომ არა. და აქედანაც კარგად ჩანს დასავლეთის მმართველი წრეების საქართველოსადმი არაგულწრფელი დამოკიდებულება.
დასასრულს გვინდა შევჩერდეთ კიდევ ერთ უზუსტო აზრზე, რომელიც საქართველოში ისევ ევრო-ატლანტიკური სივრციდან შემოვიდა. საქმე შეეხება ნატო-ს ბლოკის სტანდარტების შესაბამისად საქართველოში მცირერიცხოვანი მობილური და პროფესიული შეიარაღებული ძალების მშენებლობას, რომელსაც თურმე ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფა შეეძლება. ჩვენ ქვემოთ მოგვყავს სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მინაცემები ცივი ომის მიწურულს, ნატო-ს ბლოკის მცირე ევროპული სახელმწიფოებისა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის აღმოსავლეთევროპული ქვეყნების მოსახლეობისა და შეიარაღებული ძალების რიცხოვნების მაჩვენებლებით.
ცხრილი
ნატო-სა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის ზოგიერთი სახელმწიფოს მოსახლეობა და შეიარაღებული ძალები 1991 წელს (ადამიანი)
(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერის მიზნით გამოყენებული აღნიშვნები: A – მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალები /მოსახლების რიცხოვნების %-ული წილი/; B – რეზერვები და ტერიტორიული თავდაცვის ჯარები /მოსახლეობის რიცხოვნების %-ული წილი/; C – ომიანობის დროის ნავარაუდევი შეიარაღებული ძალები /მოსახლეობის რიცხოვნების %-ული წილი/)
. . . ქვეყანა . . . . . . მოსახლეობა . . . . . A . . . . . . . B . . . . . . C . . . .
ნატო-ს ბლოკი
ბელგია . . . . . . . . . . . 9 860 800 . . . . . 85 450 . . . 234 000 . . 319 450 . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(0,87) . . . . (2,37) . . . . (3,24) . .
ნიდერლანდები . . .14 810 800 . . . . 101 400 . . .154 400 . . 253 800 . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(0,68) . . . . (1,09) . . . . (1,71) . .
დანია . . . . . . . . . . . . .5 081 800 . . . . . .29 400 . . .142 700 . . 172 500 . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(0,58) . . . . (2,81) . . . . (3,38) . .
ნორვეგია . . . . . . . . . .4 207 800 . . . . .ბ32 700 . . .430 000 . . .462 700 . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(0,78) . . . .(10,22) . . . (11,00) . .
საბერძნეთი . . . . . . .10 174 400 . . . .158 500 . . 406 000 . . .564 500 . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(1,56) . . . . (3,99) . . . . .(5,55) . .
ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია
პოლონეთი . . . . . . . . 38 038 000 . . . 305 000 . . 507 000 . . 812 000 . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(0,80) . . . .(1,33) . . . . (2,13) . .
ჩეხოსლოვაკია . . . . . . 5 740 400 . . . 154 000 . . 495 000 . . 649 000 . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(0,98) . . . .(3,14) . . . . (4,12) . .
უნგრეთი . . . . . . . . . . 10 555 400 . . . . 86 500 . . 210 000 . . 296 500 . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (0,82) . . . .(0,98) . . . . .(2,81) . .
ბულგარეთი . . . . . . . . 9 080 000 . . . 107 000 . . 472 500 . . .579 500 . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(1,18) . . . .(5,20) . . . . .(6,38) . .
რუმინეთი . . . . . . . . . 23 404 600 . . .200 800 . . 626 000 . . .826 800 . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(0,86) . . . .(2,67) . . . . .(3,53) . .
როგორც ცხრილიდან ჩანს, ნატო-ს ბლოკში შეიარაღებული ძალების რიცხოვნებასთან დაკავშირებული რაიმე სტანდარტი უბრალოდ არ არსებობს. იქ დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად კი ე. წ. „ცხელი რაიონიდან“ მოშორებული მცირე სახელმწიფოთა (ბელგიისა და ნიდერლანდების) სარდლობები ისეთ შეიარაღებულ ძალებს აშენებენ, რომ ომიანობის დროს შესაძლებელი იყოს მოსახლეობის 1,7–3,2 %-ის მობილიზაცია. ვარშავის ბლოკის საზღვრებთან შედარებით ახლოს მყოფი დანიის სამხედრო ხელმძღვანელბა გეგმავდა ომიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში თავისი მოსახლეობის 3,4 %-ის გამოყვანას; ბულგარეთის უშუალო მეზობელი საბერძნეთი, რომელსაც ნატო-ში თავის მოკავშირე თურქეთთანაც გააჩნია კონფლიქტი კვიპროსის გამო, – მოსახლეობის 5,6 %-ის მობილიზაციას, ხოლო საბჭოთა კავშირის უშუალო მეზობელი ნორვეგიის სარდლობა კი – თავისი მოსახლეობის 11,0 %-ისა.
ამის საწინააღმდეგოდ, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციაში არსებული პრაქტიკის შესაბამისად, განსაკუთრებული ადგილი ეკავა საბჭოთა კავშირს, და თუმცა კი ტერიტორიულად იგი დაშორებული იყო ნატო-ს ბლოკის წამყვანი სახელმწიფოებისგან, მაინც აღმოსავლეთ ევროპაში თავისი მოკავშირე ქვეყნების ტერიტორიაზე უკვე მშვიდობიანობის დროს 80-იანი წლების მიწურულს განლაგებული ჰყავდა 30-ზე მეტი დივიზია (როგორც ამ საქმეში უფრო ჩახედული პირებისგან ვიცით /ეს გახლდათ კახა კაციტაძე/: სამი საბრძოლო დივიზია იდგა პოლონეთში, ხუთ-ხუთი ჩეხოსლოვაკიასა და უნგრეთში, და 20-მდე დივიზიაც გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში). ხოლო აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები თუმცა კი ტერიტორიულად უფრო ახლოს იყვნენ ნატო-ს ბლოკის ქვეყნებთან (განსაკუთრებით გდრ, ჩეხოსლოვაკია და უნგრეთი), მაინც ამ ორი უკანასკნელის სარდლობებს ისეთი შეიარაღებული ძალების მშნენებლობის უფლება ჰქონდათ, რომელიც მოითვლიდა ქვეყნის მოსახლეობის სულ 2,8–4,1 %-ს; საბერძნეთისა და თურქეთის მეზობელი ბულგარეთის სარდლობა კი, ვარშავის პაქტის ხელმძღვანელობის თანხმობით, გეგავდა ომიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში თავისი მოსახლეობის 6,4 %-ის გამოყვანას, მეორე ეშელონში მყოფი პოლონეთისა და რუინეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელები კი, შესაბამისად, სულ 2,1 და 3,5 %-ისა.
საქართველოში წლების განმავლობაში მომუშავე ნატო-ელი სახედრო მრჩევლების უკვე კარგად ცნობილი რეკომენდაციებისა და ჩვენი ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრის გელა ბეჟუაშვილის განცხადებების თანახმად, დღევანდელი მსოფლიოს ე. წ. „ცხელ რაიონში“ მდებარე საქართველო ორიენტირებული უნდა იყოს მცირერიცხოვანი შეიარაღებული ძალების მშენებლობაზე, რომელსაც, ალბათ, ომიანობის დროს შეეძლება თავისი მოსახლეობის სულ 2–3 %-ის მობილიზება, რაც შეადგენს 90–130 ათას ადამიანს. აშკარად ჩანს, რომ აშშ ხელმძღვანელობის მხრიდან წამოსული რეკომენდაციებით (დირექტივებით) მოქმედი საქართველოს ხელისუფლების ასეთი გეგმები კარგად შეესაბამება არა „ნატო-ს სტანდარტებს“, არამედ სწორედ ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში საბჭოთა კავშირის ხელისუფლების მიერ დანერგილ პრაქტიკას.
სწორედ ამაში მდგომარეობს ევროატლანტიკური სივრციდან საქართველოში შემოტანილი არასწორი პოზიცია, რაც აშკარად მიგვანიშნეს იმაზე, თუ რა არ უნდა ვაკეთოთ, მაგრამ ამ მინიშნებას სჭირდება დანახვა, არა აშშ-ის, არამედ საკუთარი ქვეყნის სამსახურის სურვილი და მისი ინტერესების კარგად გარჩევა. დღესდღეობით, სამწუხაროდ, ასეთ სურვილს ვერც ხელისუფლებაში ვხედავთ და ვერც ჩვენი საზოგადოების უმეტეს ნაწილში. ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ დავდგეთ სწორ გზაზე და ვიაროთ საკუთარი ქვეყნის გადარჩენის გზით.
ირაკლი ხართიშვილი
(მკითხველი ალბათ შეამჩნევდა, რომ ამ წერილში, განსაკუთრებით მის დასაწყისში, და შემდეგაც, შეფასებით მსჯელობებში ხშირად არის ხელისუფლების მიმართ მოფერებისა და პირფერობის ნოტები. ეს ყველაფერი ბ-ნ ნოდარ ნათაძის მითითებით გაზეთის რედაქციის მიერ ჩატარებული სამუშაოს შედეგია. თავად ჩემს მიერ გაკეთებული შესავალი და ჩემი შეფასებები კი ისეთი იყო, როგორც სხვა დროსაც, მაგრამ 2004 წლის დასაწყისში რატომღაც საქართველოს სახალხო ფრონტის ხელმძღვანელობამ, რომლის ორგანოსაც წარმოადგენდა გაზეთი „საქართველო“, გადაწყვიტა უფრო მეტად და ასე „ვაზელინგარეულად“ ჩარეულიყო ამ წერილს გამოქვეყნებაში. მე პროტესტი ამის გამო არ განმიცხადებია, ვინაიდან იმითაც მადლობელი ვიყავი, რომ ეს გაზეთი ბეჭდავდა იმ ფაქტობრივ ნაწილს ევროპის მცირე სახელმწიფოთა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობის თაობაზე, რაც საშუალებას იძლეოდა რომ დაკვირვებულ და დაინტერესებულ მკითხველს ნათლად დაენახა საქართველოს სამხედრო მშენებლობის ძირეული და საჭირბოროტო პრობლემები, რომლებიც წერილში იყო გაშუქებული. – ი. ხ.)

(გამოქვეყნდა გაზეთ "საქართველოს" 2004 წლის 28 მაისის ნომერში)
საქართველოს თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბება მეტად რთული და შრომატევადი პროცესია, რომელიც მოიცავს ქვეყნის შეიარაღებული ძალების, ეკონომიკის, სამხედრო მრეწველობისა და სამოქალაქო თავდაცვის სისტემის ერთიანი მიზნით შეთანხმებულ და კოორდინირებულ მშენებლობას, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების (სამოქალაქო-სამხედრო) ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ტერიტორის ოპერატიულ აღჭურვას. ამ პროცესში აუცილებელია ერთიანი ხელმძღვანელობის ქვეშ სხვადასხვა დარგის სპეციალისტების გულმოდგინე, შეთანხმებული და მიზანმიმართული მუშაობა, აუცილებელი დაფინანსება, რომელიც უნდა მიმდინარეობდეს უწინარეს ყოვლისა ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
საქართველოს თავდაცვის სისტემის მშენებლობის შემდეგი საფუძველი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისადმი არსებული რეალური და პოტენციური (შესაძლო) სამხედრო მუქარების შესწავლა, გაანალიზება და შესაბამისი საორგანიზაციო ღონისძიებების გატარება. ამ მხრვ მეტად საგულისხმო უნდა იყოს ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების სამხედრო ხარჯების დინამიკის, შეიარაღებული ძალების რიცხოვნების, ძირითადი შეიარაღების, შენაერთებისა და ნაწილების განლაგების, დაკომპლექტებულობისა და სხვა მონაცემების გულდასმით ცოდნა და მათგან მოსალოდნელი შესაძლო მუქარების განეიტრალებისთვის ზრუნვა.
ამ მიმართულებით საქმეს გვიადვილებს თუნდაც რუსეთის (ყოფილი საბჭოთა კავშირის) თავდაცვის სამინისტროს ყოველთვიურ ჟურნალ Зарубежное Военное Обозрение-ში 1974 წლიდან დღემდე გამოქვეყნებული მასალების შესწავლით თანამედროე სამხედრო საქმის საფუძვლების გაცნობა, აგრეთვე სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის ყოველწლიური გამოცემით Military Balance ჩვენთვის სანტერესო სახელმწიფოების მთლიანი შიდა პროდუქტის, სამხედრო ხარჯების, მოსახლეობის (განსაკუთრები 18-დან 38 წლამდე ასაკისა), რეგულარული შეიარაღებული ძალებისა და რეზერვების, სახმელეთო ჯარების, საზღვაო ძალებისა და საჰაერო ძალების პირადი და საბრძოლო შემადგენლობის, ძირითადი შეიარაღების რაოდენობის, კლასებისა და ტიპების მიხედვით ამ სახელმწიფოთა სამხედრო შესაძლებლობების გულდასმით შესწავლა, აგრეთვე ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშროლობის თათბირის (ევროთათბირის) ეგიდით 1990 წლის ნოებერში პარიზში დადებული „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების“ (Treate on Conventional Armed Forces in Europe – CFE) XII მუხლის თანახმად მის მონაწილე ყველა სახელმწიფოს შორის ევროპის ტერიტორიაზე განლაგებული მათი შეიარაღებული ძალებისა და ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების შესახებ ინფორმაცის ყოველწლიური გაცვლის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრების მახლობლობაში განლაგებული მეზობელი სახელმწიფოების სახმელეთო ჯარებისა და საჰაერო ძალების შენაერთებისა და ნაწილების განლაგებისა და დაკომპლექტებულობის (სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნის) განსაზღვრა.
საგანგებოდ შევჩერდებით მესამე ფაქტორზე. CFE-ხელშეკრულების XII მუხლის საფუძველზე მისი მონაწილე თითოეული სახელმწიფო ყოველი წლის დასწყისში ეუთო-ს შტაბ-ბინაში ვენაში აგზავნის საკმარისად დეტალურ ინფორმაციას ევროპის ტერიტორიაზე განლაგებული მისი ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების შესახებ. მათ მიეკუთვნება საბრძოლო ტანკები, მოჯავშნული საბრძოლო მანქანები (ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ჯავშანტრანსპორტერები, საბრძოლო-სადაზვერვო მანქანები, საბრძოლო მანქანები მძიმე შეიარაღებით /მათ შორის მსუბუქი ტანკებიც/). 100 მმ და მეტი ყალიბის საველე საარტლერიო ქვემეხები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და ნაღმსატყორცნები, რეგულარულ საჯარისო ნაწილებში განლაგებული სატანკო ხიდგამყვანები, აგრეთვე დამრტყმელი (მოიერიშე) ვერტმფრენები და საბრძოლო თვითმფრინავები (სადაზვერვოს ჩათვლით). გარდა ამისა, თურქეთის ტერიტორიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი და რუსეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ურალის ქედის აღმოსავლეთით, აშშ-ისა და კანადის ტერიტორიები არ მიეკუთვნებიან ევროპის კონტინენტს და ამიტომ იქ განლაგებული ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღება CFE-ხელშეკრულების კონტროლს არ ექვემდებარება.
ხელშეკრულების მონაწილე 35 სახელმწიფოს მიერ ვენაში მიწოდებულ ინფორმაციას სწავლობენ, საეჭვოს გადაამოწმებენ, შემდეგ კი გადაამრავლებენ და თითო ეგზემპლარს უგზავნიან ყველა მონაწილე სახელმწიფოს საგარეო საქმეთა ან თავდაცვის სამინისტროს. საქართველოს ხელისუფლება 1998 წლის ჩათვლით ამ დოკუმენტებთან მეტ-ნაკლებად თავისუფლად უშვებდა დაინტერესებულ პირებს, მაგრამ შემდეგ კი მიიღეს კანონი, რომლითაც ეუთო-ს შტაბ-ბინიდან მოწოდებულ ინფორმაციას დაადეს „კონფიდენციალური ინფორმაციის“ გრიფი და მკვეთრად შეზღუდეს მასთან დაშვების მქონე პირთა რიცხვი. ანუ სიტუაცია ისეთია, რომ ჩვენი მეზობელი თურქეთის, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფალნი სისტემატიურად გვაწვდიან საკმარისად დეტალურ ინფორმაციას საკუთარი ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ, და იგივეს ღებულობენ საქართველოს ხელისუფლებისგანაც, მაგრამ ეს უკანასკნელი ამასთანავე საკუთარ მოსახლეობას უმალავს ამ ინფორმაციას, ანუ მასთან უზღუდავს დაშვებას სამხედრო თემატიკაში მომუშავე ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დანტერესებულ მკვლევარებს, რომლებმაც შემდეგ ქართული საზოგადოების ფართო მასებს უნდა მიაწოდონ მათი მუშაობისა და კვლევის შედეგები, აამაღლონ საქართველოს მოსახლეობის ჩახედულობის ხარისხი მთელ ამ საკითხებში. თავისი წარმოშობითა და დანიშნულებით ეს ყოვლად ღია ინფორმაცია, რომელსაც შეეძლო მნიშვნელოვანი როლი შეესრულებინა სამხედრო სფეროში ქართული საზოგადოების გათვითცნობიერებაში, შეგნებულად იმალება და ამრიგად ჩვენს ხალხს ქვეყნის მართვაში, ანუ სახელმწიფოს მმართველობის დემოკრატიულ სისტემაში ჭეშმარიტი მონაწილეობისკენ გზა ეღობება.
დემოკრატია ბერძნულიდან სიტყვა-სიტყვით „ხალხის მმართველობას“ ნიშნავს. ხალხმა კი არჩევნების გზით თავისი მმართველობა რომ განახორციელოს, მას შესაბამისი ცოდნა და ინფორმაცია უნდა გააჩნდეს ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ყველა ძირითად სფეროში, მათ შორის თანამედროვე სამხედრო საქმეშიც. ექიმი არის არა ის, ვისაც თეთრი ხალათი აცვია, არამედ ის, ვისაც გააჩნია სათანადო ცოდნა და გამოცდილება ავადმყოფთა განსაკურნებლად. შესაბამისად ამომრჩეველი არის არა ის, ვისაც ხელში საარჩევნო ბიულეტენი უჭირავს, არამედ ის, ვისაც სათანადო ცოდნა და ინფორმაცია გააჩნია რომელიმე კანდიდატის ან პარტიის მხარდაჭერისთვის კვალიფიციური და სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. ასეთი წინაპირობების შესრულების, ანუ ქარული საზოგადოებს სათანადოდ გაცნობიერების გარეშე, თუნდაც საარჩევნო პროცესები ყოველგვარი დარღვევებისა და გაყალბებათა გარშე წარიმართოს, არჩევნები მაინც გაყალბებული იქნება, ვინაიდან გაყალბებულია თავად საზოგადოების ცხოვრება, საქმიანობა და შეგნება. მრავალტირაჟიანი გაზეთები და სატელევიზიო კომპანიები გვერდს უვლიან საქართველოს სახელმწიფოებრივი ჩამოყალიბების საჭირბოროტო საკითხების სათავეებში ჩახედვას, მეხუთე და მეათეხარისხოვან პრობლემებზე დაობენ, აღტაცებულ დითირამბებს უმღერიან ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების მიერ ოთხი ქართული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ჩამოყალიბებას და ამ ძალას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გარანტად მიიჩნევენ. და ეს ხდება მაშინ, როდესაც 5-მილიონიან ნეიტრალურ ფინეთს თავისი სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში ჰყავს 26 საბრძოლო ბრიგადა, ანუ 100-ზე მეტი საბრძოლო ბატალიონი (ოთხი სატანკო, ორი ან ოთხი მოტოქვეითი, 40 ეგერთა ქვეითი /მსუბუქი მექანიზებული/ და 56 ქვეითი), ტერიტორიული თავდაცვის ჯარების 150 ცალკეული ბატალიონი და ასეული, შესაბამისი არტილერიითა და სხვა საშუალებებით, აგრეთვე სხვა ჯარები. 7-მილიონიან ასევე ნეიტრალურ შვეიცარიას კი გააჩნია 13 დივიზია (ექვსი საველე /მექანიზებული ქვითი/, სამი სამთოქვეითი და ოთხიც ტერიტორიული თავდაცვისა; სულ მათში 40-მდე საბრძოლო ბრიგადა/პოლკით), ათი ცალკეული ბრიგადა (ხუთი ჯავშანსატანკო, სამი სიმაგრეთა თავდაცვისა და ორიც ტერიტორიული თავდაცვის), სხვადასხვა ტიპის 20 ცალკეული პოლკი. ფინეთისა და შვეიცარიის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობანი ამდენი ძალებისა და საშუალებათა შესანახად რატომ სწევენ სათანადო ხარჯებს (დაახლოებით 1,5-დან 4 მლრდ ამერიკულ დოლარამდე წელიწადში), თუკი მათი საჭიროება არ არსებობს?
ცივი ომის პერიოდში მსოფლიოში არსებული მსხვილმასშტაბიანი სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე ლაპარაკი იყო სამხედრო მუქარების შესახებ. ცივი ომის დასრულების, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშ-სა და ნატო-ში სამხედრო მუქარების ნაცვლად ალაპარაკდნენ უკვე, უფრო მსუბუქი, სამხედრო რისკებისა და გამოწვევათა შესახებ. ეს ტერმინები ჩვენშიც ფართოდაა გავრცელებული ევროატლანტიკური სივრცის ქვეყნებში დაფრთიანებული ქართველი სახელმწიფო მოხელეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეცადინეობით. ვნახოთ თუ რამდენად შეესაბამება ამ ტერმინის გამოყენება ჩვენს რეალობას.
1998 წლის დასაწყისში თურქულ სარდლობას ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში, ამიერკავკასიის მახლობლად, განლაგებული ჰყავდა სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობის 87 ათასამდე ადამიანი, 540 საბრძოლო ტანკი, 625-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 640-მდე საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, ათი დამრტყმელი ვერტმფრენი და სხვა შეიარაღება. რუსულ სარდლობას ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქში (ამიერკავკასიაში სამხედრო ბაზების ჩათვლით) სახმელეთო და საჰაერო-სადესანტო ჯარების შემადგენლობაში ჰყავდა 77 ათასამდე პირადი შემადგენლობა, 630-მდე საბრძოლო ტანკი, 1795-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 810-მდე საველე საარტილერიო სისტემა, 80-ზე მეტი დამრტყმელი ვერტმფრენი და სხვა შეიარაღება. აღნიშნული სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე ნაჩვენები იყო საჰაერო ძალების ტაქტიკური ავიაციის 340-მდე საბრძოლო თვითმფრინავი, აგრეთვე საჰაერო თავდაცვის ჯარების 90-მდე საბრძოლო და 235-მდე სასწავლო-საბრძოლო (შედარებით უფრო მოძველებული ტიპების) თვითმფრინავი (სულ 425-ზე მეტი საბრძოლო და 235-მდე სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი).
განა საქართველოს საზღვრებთან ისტორიულად დაპირისპირებული ამ ორი სახელმწიფოს მიერ ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების ასეთი მსხვილი კონცენტრაციის ფონზე მხოლოდ რაღაც რისკებსა და გამოწვევებზე უნდა ვლაპარაკობდეთ? მაშინ სამხედრო მუქარები რაღაა? თუ რისკებისა და გამოწვევების ტერმინებით მეტყველ და მოაზროვნე ქართველებს თავი აშშ-ის მოქალაქეებად წარმოუდგენიათ და უკვე დაავიწყდათ, რომ მათი საკუთარი სამშობლო საქართველო თავად მდებარეობს ევროატლანტიკური დასავლეთისა და რუსეთის სტრატეგიული დაპირისპირების ცენტრში (პირაპირზე, გნებავთ შეხების რაიონში) და მისი სახელმწიფო ინტერესები არა რისკებისა და გამოწვევების, არამედ სერიოზული მუქარების ქვეშაა. ჩვენი სიტყვების განსამტკიცებლად მოვიყვანთ 1996 წლის აპრილში საქართველოში ნატო-ს ბლოკის ეგიდით ჩატარებულ კონფერენციაზე ამერიკელი ექსპერტის ქენეთ ბრაუერის სიტყვებს: „ნატო-ს ქვეყნებში თავდაცვას არ უყურებენ სერიოზულად, რადგან აქვთ გარანტია ამერიკული ბირთვული იარაღის სახით. ნატო-ს ქვეყნები თავდაცვაზე ხარჯავენ საერთო ეროვნული პროდუქტის 2–2,5 %-ს, აშშ კი ხარჯავს 5-6 %-ს... მრავალ სხვა ქვეყანაში თავდაცვაზე ხაეჯავენ საერთო ეროვნული პროდუქტის 5 %-ზე მეტს და მაინც კარგი ეკონომიკური შედეგები აქვთ...
ნატო-ს ბევრ ქვეყანაში სამხედრო სამსახურში იყენებენ 18–38 წლის მამაკაცთა 2–10 %-ს, იმიტომ, რომ ისინი დიდი ქვეყნებია. ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია, სინგაპური და ისრაელი საგანგებო ვითარებაში იყენებენ იმავე ასაკის მამაკაცების 100 %-ს. რას ნიშნავს ეს? თუ ქვეყანაში ხუთმილიონიანი მოსახლეობაა, ნატო-ს პრაქტიკის თანახმად, ომის შემთხვევაში მხოლოდ 60 ათასი ადამიანი უნდა გაიწვიონ, მაგრამ რეალურად 5 მილიონ კაცზე შესაძლებელია 550-ათასიანი არმიის მობილიზებაც. ეს დიდი ძალაა...
პატარა ქვეყანაში არმია (იგულისხმება მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალები – ი. ხ.) მოსამზადებელი სკოლაა. ნამდვილი ძალა რეზერვია. ყველა გაწვეული კარგად უნდა მომზადდეს, მაგრამ თითოეული ქვეყნის პრეზიდენტს სჭირდება სწრაფი რეაგირების ძალაც. ამისთვის საკმარისია 18 თვიანი გაწვევა. ამ ვადის პირველი მესამედის მანძილზე ჯარისკაცი გადის ინდივიდუალურ წვრთნას, მეორე მესამედი ეთმობა მომზადებას ნაწილში, ბოლო მესამედს კი ჯარისკაცი პრეზიდენტის ხელქვეით მსახურობს. შემდეგ ჯარისკაცი გადავა რეზერვში, მაგრამ მას ახალი შეცვლის. ესაა უწყვეტი ჯაჭვი და 5–6 წელიწადში იარსებებს კვალიფიციური არმია.
...გაწვევას უნდა დაექვემდებაროს ყველა. მაგრამ მიზანი არა დიდი ჯარია (იგულისხეა რეგულარული ჯარები), არამედ არამედ ინდივიდთა გაწვრთნა, შეკავშირებული, შეკრული ნაწილების შექმნა, რომელთა წევრებიც ერთ სარეზერვო ნაწილებში იმსახურებენ შედგომი 20 წლის მანძილზე. ამის შდეგად მივიღებთ ფენოვანი ნამცხვრის მაგვარ სტრუქტურას. ზედა შრე იქნება დაუქორწინებელი ახალგაზრდობა – კომანდოსები. შემდეგი შრე ასევე ახალგაზრდებია, მაგრამ ოჯახიანები. მათგან შედგება ბრძოლისუნარიანი სახაზო ნაწილები. და ბოლოს, ასაკოვნები, რომელთაც შეუძლიათ შენობების დაცვა. როგორც ადამიანები დავყავით, ასევე შეგვიძლია დავყოთ მათი აღჭურვილობის ტიპებიც. ყველაზე კარგი იარაღი საუკეთესოებს უნდა მივცეთ. ასეა ფნეთში... იწყებთ პატარა ბირთვით და 20 წელიწადში გეყოლებათ 500 ათას კაციანი რეზერვი. იმედია ამ დროისთვის ფულიც გექნებათ“ (სათანადო შეიარაღების შესაძენად – ი. ხ.).
ასეთია ბატონ ქენეთ ბრაუერის რეკომენდაციები და ისინი ყველა ჭკუათმყოფელი ადამიანისთვის მისაღები უნდა იყოს, მაგრამ აქვე არის ერთი შეუსაბამობაც. საქმე იმაში, რომ ფინეთისა და შვეიცარიის სახმელეთო ჯარების შეიარაღება მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოსთვის ევროთათბირის ეგიდით 1992 წელს ტაშკენტში დადგენილ კვოტებს: არაუმეტეს 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანისა და 285 საველე საარტილერიო სისტემის. ამის სანაცვლოდ, ზემოაღნიშნული ლონდონური წყაროს მიხედვით, 2000 წელს შვეიცარიის შეიარაღებაში შედგებოდა 560-მდე საბრძოლო ტანკი (მათგან 370 გერმანული „ლეოპარდ-2“), 1000-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, აგრეთვე საველე არტილერიის 1100-მდე ქვემეხი და ნაღმსატყორცნი. ფინეთის შეიარაღებაში კი ნაჩვენები იყო 230 საბრძოლო ტანკი, 800-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო მანქანა და საველე და სანაპირო არტილერიის 1900-ზე მეტი ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (მათ შორის 1070-მდე ქვემეხი, 60 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა /სახელდობრ, რუსული „გრადები“/ და 790-მდე ნაღმსატყორცნი). შესაბამისად, შვეიცარიული სარდლობა ძირითად აქცენტს აკეთებს ჯავშანსატანკო, მექანიზებული ქვეითი და სამთოქვეითი ჯარების მშენებლობასა და გამოყენებაზე, ფინური კი – მსუბუქი მექანიზებული („ეგერთა“) და ქვეითი ჯარებისა.
ასეთი რაოდენობისა და ხარისხის შეიარაღების შეძენას, შენახვასა და ექსპლუატაციას სჭირდება შესაბამისი ფინანსური სახსრებიც. 1999 წელს ფინეთის სამხედრი ხარჯები შეადგენდა 1,7 მლრდ ამერიკულ დოლარს, შვეიცარიისა 3,1 მლრდ-ს; ნატო-ს ბლოკის მცირე ევროპული სახელმწიფოებიდან კი: ბელგიისა – 3,43 მლრდ დოლარს, დანიისა – 2,7 მლრდ-ს, ნორვეგიისა – 3,3 მლრდ-ს და პორტუგალიისა კი – 2,3 მლრდ ამერიკულ დოლარს. შესაბამისად, სანამ საქართველოს ყოველწლიური სამხედრო ხარჯები არ გავა 1,5–2 მლრდ დოლარის ექვივალენტურ თანხებზე, მანამ ჩვენ ვერ შევძლებთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას. ხოლო ამისთვის კი საჭიროა, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ყოვეწლიურად შეადგენდეს 30–40 მლრდ ამერიკული დოლარის ექვივალენტურ თანხას, რათა შესრულდეს ბ-ნ ქენეთ ბრაუერის რეკომენდაცია და ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ხარჯები უტოლდებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 5–6 %-ს. შედარებისთვის, იმავე 1999 წელს ფინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენდა 123 მლრდ დოლარს, ხოლო შვეიცარიისა კი 246 მლრდ-ს, და მათი თავდაცვის ხარჯები შეადგენდა მთლიანი შიდა პროდუქტის 1,4 და 1,2 %-ს.
ასეთია თანამედროვე მცირე ევროპული სახელმწიფოების შესაძლებლობები და ზოგადი პარამეტრები (სამხედრო-ეკონომიკური, ფინანსური, შეიარაღებული ძალების რიცხოვნების, ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე საარტილერიო შეიარაღების) ქვეყნის თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების შესაქმნელად. მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც. ცივი ომის პერიოდში ფინეთი იმყოფებოდა ნატო-სა და ვარშავის ხელშეკრულების ბლოკების ურთიერთშეხების უკიდურეს ჩრდილოეთ რაიონში, სადაც ორივე დაპირისპირებული სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის მხრიდან მსხვილმასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციების წარმოება მეტად გაძნელებული იქნებოდა. შვეიცარია კი იმყოფებოდა უფრო ნატო-ს ბლოკის სივრცულ არეალში, დასავლეთ გერმანიასა და საფრანგეთს შორის, და მეტნაკლებად განზე იყო დასავლურ და აღმოსავლურ სამხედრო ბლოკებს შორის დაპირისპირების პირდაპირი ხაზიდან; ამას ვერ ვიტყვით ასევე ნეიტრალურ ავსტრიაზე, რომელიც მდებარეობს შვეიცარიის აღმოსავლეთით და უშუალოდ ამ დაპირისპირების გზაზე იმყოფებოდა. შესაბამისად, ფინეთის, შვედეთისა და შვეიცარიისათვის აზრი გააჩნდა ომიანობის დროს გამოსაყვანად დაგეგმილი მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალებისა და შეიარაღების შენახვას, ავსტრიისათვის კი ძალზედ ძნელი იქნებოდა ევროპაში მსხვილმასშტაბიანი ომის გაჩაღების შემთხვევაში მის ტერიტორიაზე დიდი ძალებით შეჭრილი მოწინააღმდეგისგან საკუთარი ტერიტორიისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა და ამიტომ მისი ხელისუფლება საკუთარ შეიარაღებულ ძალებში ინახავდა შედარებით უფრო მოკრძალებული რაოდენობის ჯავშანსატანკო ტექნიკასა და საველე არტილერიას. სახელდობრ, იმავე 2000 წელს ავსტრიის სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში ნაჩვენები იყო 283 საბრძოლო ტანკი, 818 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა (მათგან 533 ჯავშანტრანსპორტერი და 285 მსუბუქტი ტანკი), საველე არტილერიის 535 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი და სხვა შეიარაღება, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება შვეიცარიას საბრძოლო ტანკებისა და საველე არტილერიის ნაწილში, ფინეთს კი კიდევ უფრო მეტად – საველე არტილერიის რაოდენობის მხრივ.
დღევანდელი საქართველო ასევე მდებარეობს ერთის მხრივ აშშ-ისა და რუსეთის სტრატეგიული დაპირისპირების საკვანძო რაიონში, ბათუმსა და ახალქალაქში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზები დგანან ტრაპიზონისა და სარიყამიშ-არტაანის მხრიდან სრულად დაკომპლექტებული და მაღალ მზადყოფნაში მყოფი 48-ე ქვეითი და 25-ე მექანიზებული ქვეითი თურქული ბრიგადების, აგრეთვე მე-9 ქვეითი დივიზიის საქართველოში სავარაუდო შემოსვლის გზებზე. ამიტომ განა ენდომებათ დაპირისპირებულ დიდ სახელმწიფოებს (აშშ-ს, რუსეთსა და თურქეთს) საქართველოს ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება? რატომ გვაიმედებენ, რომ თურმე ერთი ან ორი საბრძოლო ბრიგადით შევძლებთ ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფას, მაშინ როდესაც ფინეთს ამისთვის სახელეთო ჯარებში 26 საბრძოლო ბრიგადა ჰყავს, შვეიცარიას 13 დივიზია და სხვა ჯარები, აღარაფერს ვამბობთ ისრაელზე, რომელსაც არაბული გარემოცვის გამო ოფიციალურად შეტევითი სამხედრო დოქტრინა აქვს მიღებული და მის საფუძველზე აშენებს თავის შეიარაღებულ ძალებს (2000 წელს თავისი სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში, სახელდობრ, მას გააჩნდა 3900 საბრძოლო ტანკი, 9900 ჯავშანტრანსპორტერი, 2345-მდე საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი). ან თურქები კი მოინდომებენ საქართველოს ისეთნაირად გაძლიერებას, რომ მას შეეძლოს ომიანობის დროს 500-ათასიანი ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული ძალების გამოყვანა და რეგიონში საკუთარი ინტერესებიდან ამომდინარე პოლიტიკის წარმოების უნარიც გააჩნდეს? ან დასავლური საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები კი საქმიანობენ ჩვენში იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკამ და მრეწველობამ სწრაფი აღმავლობა დაიწყონ? ყველაფრიდან ჩანს, რომ არა. ასევე ნებისმიერ სფეროში ჩახედული ადამიანისთვის აშკარად ნათელია, რომ ქვეყნის განვითარება და გაძლიერება ისევ ჩვენივე საკუთარი ძალებით, ნებითა და მონდომებით უნდა შევძლოთ. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ამ აღმავლობის პროცესის საკვანძო ადგილებში (მიმართულებებზე, თანამდებობებზე) იყვნენ თავიანთი ქვეყნის გულშემატკივარი და საქმის მცოდნე ადამიანები.

No comments:
Post a Comment