შინაარსი
სახელმწიფო უსაფრთხოების ფორმულა: მინუს რუსეთის სამხედრო ძალა
დიდმპყრობელი რუსეთიდან დიდმპყრობელ დასავლეთამდე
საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარების მოკლე ანალიზი
თურქეთის თანამედროვე შეიარაღებული ძალები და საქართველო
თურქეთის თანამედროვე სახმელეთო ჯარები და საქართველო
რუსეთის თანამედროვე შეიარაღებული ძალები და საქართველო
რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და ძირითადი შეიარაღების განლაგება მის ევროპულ ტერიტორიაზე
თანამედროვე სახმელეთო ჯარები
ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება და საქართველო
საქართველოს სამხედრო მშენებლობის საჭირბოროტო საკითხების შესახებ
შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები და საქართველო
(ნაწილი I)
I ნაწილის შინაარსი

(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ “ახალი 7 დღის” 2004 წლის 15–21 ოქტომბრის ნომერში)
სახელმწიფოს უსაფრთხოება – ჯერჯერობით ტერმინის სტატუსითაც არ დამკვიდრებულა ქართულ პოლიტიკაში. იმედია, ჩვენი ხელისუფლების შესაბამის სამსახურებს კარგად ესმით, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გარეშე საქართველოს ძალიან გაუჭირდება არათუ სწორი მოქმედება რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, არამედ, საერთოდ, ორიენტირება მასში. რომელი კომპონენტების ერთობლიობა ქმნის უსაფრთხოების სისტემას და რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ამ კომპონენტებს ერთმანეთთან, რათა ოპტიმალური შედეგი მივიღოთ? ანუ როგორ გამოიყურება უსაფრთხოების ფორმულა? ჩვენი დღევანდელი ანკეტა ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციაზე მსჯელობას სამხედრო ფაქტორით იწყებს: რუსი სამხედროების საქართველოში ყოფნის ფაქტორის მნიშვნელობით ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ ამ საფრთხის ნეიტრალიზაციისათვის? ანუ არსებობს ამოცანა, რომელსაც გარკვეული მოცემულობა აქვს, როგორ უნდა ამოიხსნას იგი?
დღეს “ახალი 7 დღის” სტუმრები არიან: ბატონი კახა კაციტაძე – ფილოსოფიის ისტორიკოსი; ბატონი იოსებ ბარნაბიშვილი – სამხედრო ექსპერტი, თადარიგის პოლკოვნიკი; ბატონი ნოდარ ნათაძე – “სახალხო ფრონტის” ლიდერი და ბატონი ირაკლი ხართიშვილი – საზღვარგარეთის სამხედრო მშენებლობის გამოცდილების მკვლევარ-ექსპერტი.
– თქვენი აზრით, რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის რუსული სამშვიდობო ჯარის საქართველოში ყოფნა, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი ყოველთვის იყო საქართველოსთვის აგრესიული პარტნიორი (პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც)?
– როდესაც ჩვენს მიმართ რუსეთის იმპერიულ ზრახვებზე ვსაუბრობთ, უპრიანია გავიხსენოთ, რომ ასეთ ზრახვებს სხვა ქვეყნების მხრიდან ადგილი ჰქონდა თავად რუსეთის მიმართაც. ისტორიულად დადასტურებულია (ამას ადასტურებენ თავად რუსი მკვლევარებიც, მაგალითად ნატალია ნაროჩნიცკაია), რომ XII საუკუნიდან რომანულ-გერმანული ევროპა გაკათოლიკებული უნგრელებისა და პოლონელების წინამბრძოლობით, მუდმივად უტევდა მართლმადიდებელ სლავებს, რის შედეგადაც, XIII საუკუნიდან დაწყებული და თვით XVII საუკუნის პირველი ნახევრის ჩათვლით, რუსეთის ევროპული ტერიტორიის დიდი ნაწილი (ქალაქები მინსკი, კიევი და სმოლენსკი) შედიოდა თავიდან ლიტვის დიდი სამთავროს, ხოლო შემდეგ კი პოლონეთის სამეფოს შემადგენლობაში. აგრეთვე ბალკანეთში უნგრელების მიერ დაპყრობილი მართლმადიდებელი სერბების ერთი ნაწილის ძალადობრივი გაკათოლიკებით ჩამოყალიბებულ იქნენ ხორვატები, რომლებიც თუნდაც მეორე მსოფლიო ომების მსვლელობისას, გერმანელთა სამსახურში ჩამდგარნი (ხორვატი “უსტაშები”) საშინალი სისასტიკით ექცეოდნენ თავიანთ სერბ თანამოძმეებს, და ამ უკანასკნელთაგანაც იმავეს ღებულობდნენ სანაცვლოდ, თუმცა კი “დიდი გერმანიის” ძალა სწორედ კათოლიკი ხორვატების ინტერესებს მფარველობდა და იცავდა. და ეს დამოკიდებულება ძალუმად გამოვლინდა 1990-იან წლებშიც.
თანამედროვე ბრიტანელი ისტორიკოსი არნოლდ ტოინბი აღნიშნავს, რომ II მსოფლიო ომის შემდეგ 50 წლის მანძილზე ევროპამ პირველად განიცადა რუსეთისგან ის ზეწოლა, რომელსაც თავად ევროპა ახორციელებდა რუსეთის მიმართ მანამდე მთელი ათი საუკუნის განმავლობაში. მსოფლიო აღმოსავლური საკითხი თანამედროვე ეტაპზე განსახილველია სწორედ რომანულ-გერმანული ევროპისა და ევროატლანტიკური სივრცის დაპირისპირების ფონზე მისთვის უცხო მართლმადიდებელ სლავობასთან, ძირითადად რუსეთთან. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსაც თუკი ამ ჭრილში განვიხილავთ, მაშინ დღევანდელი გადასახედიდან ბევრი რამ სხვანაირად წარმოგვიდგება. აქ თვალსაჩინო ხდება თავად რუსეთის ისტორიულად მცდარი და მტრობაში გადასული დამოკიდებულებაც ერთმორწმნე საქართველოს მიმართ და ამის საპასუხოდ ხშირად საქართველოს მიერ მოკავშირეთა ძებნა რუსეთის წინააღმდეგ დასავლურ ქვეყნებს შორის, რომლებიც ჩვენდამი ისეთივე მტრული მიზნებით მოქმედებენ, როგორც რუსეთის მიმართ.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ჯანსაღ ნიადაგზე გადასაყვანად აუცილებელია, ჩვენი მხრიდან, დავინახოთ ის შეცდომები, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობისას დაგვიშვია და კვლავაც ვუშვებთ. ამის სანაცვლოდ კი მოვთხოვოთ რუსეთს საპასუხო ნაბიჯების გადმოდგმაც ჩვენსკენ. ამის გაკეთება რუსეთს სწორედ ისტორიულმა გამოცდილებამ უნდა გაუადვილოს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი აზრით, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და ჩვენს ურთიერთობაში მტრობა და შეცდომები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. სახელდობრ, დღეს რუსული სამხედრო ბაზები დგას არა საქართველოს შიდა რაიონებში, არამედ საზღვრისპირა პუნქტებში – ბათუმსა და ახალქალაქში, ტრაპიზონიდან და არტაან-სარიყამიშიდან თურქული ჯარების შემოსვლის გზაზე. ამ ბაზების დანიშნულებაა რუსების მხრიდან არსებული სტატუქს-ქვოს შენარჩუნება. საქართველოს მიზანი კი უნდა იყოს ამ სტატუს-ქვოს გამოყენება საკუთარი შეიარაღებული ძალების მშენებლობის მშვიდობიან და სტაბილურ ვითარებაში წარსამართავად. ევროპის მცირე სახელმწიფოების (ფინეთის, შვეიცარიის, შვედეთის, ნორვეგიის, ასევე ისრაელის) პრაქტიკული გამოცდილებით, მცირე ქვეყანა ისე უნდა წარმართავდეს თავის სამხედრო მშენებლობას, რომ ომიანობის დროს ან მუქარის პერიოდში ერთი კვირის განმავლობაში შეეძლოს საკუთარი მოსახლეობის 10–12 %-ის გამოყვანა შეიარაღებულ ძალებში. თუ საქართველო მოახერხებს არსებული სტატუს-ქვოს გამოყენებით ამის გაკეთებას, მაშინ რუსული სამხედრო ბაზების (ან ნებისმიერი უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზების) და სამშვიდობო ძალების საკითხიც უკვე აქტუალური აღარ იქნება.
– რუსეთის სამხედრო ძალამ, საქართველოში მშვიდობისმყოფელის მისიით შემოსვლიდან დღემდე რა გააკეთა მშვიდობის დაცვის მიზნით?
– რუსეთის სამშვიდობო ძალები ჩვენს ქვეყანაში საქართველოს რუსეთის გეოპოლიტიკურ ორბიტაში დატოვების მიზნით შემოვიდნენ. ჩემი აზრით, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი საფუძვლები რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის, კოორდინირებული საგარეო და სამხედრო პოლიტიკის წარმოებისთვის, რა თქმა უნდა, თავის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის დაცვით. თავად რუსეთისგან ასეთი პარტნიორობა მოითხოვს, რომ დაკმაყოფილდეს ჩვენთან ურთიერთობის სწორედ ასეთი ფორმატით. ამ მოსაზრებას კიდევ უფრო განამტკიცებს ის გარემოება, რომ 1990-იანი წლების დასაწყისში ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისა და საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესის პარალელურად, ნატო-ს ბლოკში დაწყებული სამხედრო ხარჯებისა და შეიარაღების შემცირების ფონზე, თურქეთმა თავისი სამხედრო ხარჯები 5-დან 10,8 მლრდ დოლარამდე გაზარდა და, შესაბამისად, ამერიკამ და გერმანიამ მიაწოდეს მას შედარებით თანამედროვე იარაღი და ტექნოლოგიებიც ამ იარაღის შესაქმნელად. ანუ აშშ-ის მმართველი წრეები დადგნენ კავკასია – ცენტრალური აზიის მიმართულებით რუსეთის, ირანის და, სავარაუდოდ, ჩინეთის წინააღმდეგ სამხედრო დაპირისპირების ესკალაციის სათავეებთან. ამის საპასუხოდ რუსეთის მოთხოვნით, 1996 წლის მაისში ეუთო-ში ვენაში ჩატარებულ კონფერენციაზე, ამერიკული დელეგაციის აქტიური მხარდაჭერით, მიღწეულ იქნა რუსების მიერ ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქში ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტების გაზრდის უფლება. ამიერკავკასია, კერძოდ კი საქართველო კი, აღმოჩნდა ამერიკელების მიერ გაძლიერებული თურქებისა და მათივე მხარდაჭერით გაზრდილი რუსული შეიარაღების სავარაუდო შეჯახების ზონაში.
ჩვენ რუსეთსა და ევროატლანტიკურ დასავლეთს შორის სტრატეგიული დაპირისპირების ზონაში ვიმყოფებით და ორივე მხარე – ამერიკაც და რუსეთიც – ცდილობს თავ-თავის ორბიტაზე საქართველოს გადაქაჩვას და ორივე მხარე იყენებს იმ საშუალებებს, რომლებიც ხელმისაწვდომია მათთვის.
– მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს რუსი მშვიდობისმყოფელების გაყვანა და მათი ჩანაცვლება ინტერნაციონალური კონტინგენტით? ამ მხრივ დღეს ერთსულოვანია თუ არა ჩვენი ხელისუფლება, ამოძრავებს თუ არა ვინმეს ქართულ პოლიტიკაში თავისი კერძო ინტერესები რუსების სასარგებლოდ?
– ბრიტანელი პოლიტიკური გეოგრაფი ჰ. მაკკინდერი ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში წერდა, რომ თუკი ატლანტიკური დასავლეთი (ანგლოსაქსები) დაეუფლებოდა აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიას ბალტიკიდან ხმელთაშუა ზღვამდე, ამით არც გერმანიას და არც რუსეთს არ მისცემდა აღმოსავლეთ ევროპის ხარჯზე გაძლიერების, ევროპულ კონტინენტზე ძლიერი სახმელეთო სისტემის ჩამოყალიბების, ანგლოსაქსებისთვის მსოფლიო პროცსების მართვაში სერიოზული წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობას. მაკკინდერისეული გეოპოლიტიკური სქემის მიხედვით, ვინც ფლობს აღმოსავლეთ ევროპას – მართავს ევროპის კონტინენტს, ვინც ფლობს ევროპის კონტინენტს – მართავს ევრაზიას, ვინც ფლობს ევრაზიას – მართავს მსოფლიოს. პიველი მსოფლიო ომის მიწურულს, ვერსალის ხელშეკრულების მომზადებისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა საერთაშორისოპ ურთიერთობებში შემოიტანა დემოკრატიისა და ერთა თვითგამორკვევის უნივერსალური პრინციპები. შემდგომში ერთა ლიგამ გამოაცხადა, რომ ერთა თვითგამორკვევა ეწინააღმდეგება თავად სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამიტომ მას უნდა იყენებდნენ მხოლოდ იმ ქვეყნების მიმართ, სადაც არის ომები და რევოლუციები. ანუ მაკკინდერის სქემის განხორციელების ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპაში უკვე შეიქმნა ფორმალურად დამოუკიდებელი, მაგრამ სუსტი და, შესაბამისად, ძლიერი პატრონის ძიებისკენ მიდრეკილი სახელმწიფოების ზონა (იარუსი) – ავსტრია-უნგრეთის, ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიების ტერიტორიათა დე-ფაქტო დაშლის ხარჯზე და ევროატლანტიკური დასავლეთის გეგმა უკვე მაშინ ითვალისწინებდა აქ მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტების დარეგულირების ინტერნაციონალიზაციას სუსტი სახელმწიფოების თავიანთ ორბიტაზე გადაყვანის მიზნით. ეს პროცესი მაშინ ბოლომდე ვერ განხორციელდა ანგლოსაქსებსა და გერმანელებს შორის არსებული დიდი წინააღმდეგობების გამო, მაგრამ დღესდღეობით კი მიმდინარეობს მაკკინდერისეული სქემის განხორციელება უკვე ძირითადად აშშ-ის მიერ. რუსეთი ძლიერად ეწინააღმდეგება ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტების დარეგულირების პროცესების ინტერნაციონალიზაციას. რუსი დიპლომატებიც სწორედ ამ ინტერნაციონალიზაციის სურვილის გამო გვსაყვედურობენ. შესაბამისად ვღებულობთ რუსეთის მხრიდან საპასუხო რეაქციასაც. ჩვენდა სასაყვედუროდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთთან დამოკიდებულებაში საქართველო გამოდის რეალურად არა პატარა ქვეყნის პოზიციიდან, ევროატლანტიკური ძლიერი სახელმწიფოების ზურგს უკან ამოფარებული და მათთვის რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებებში ხელშემწყობი პატარა ჯაშუშის პოზიციიდან.
ჩემი აზრით, რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების დარეგულირება უნდა ემყარებოდეს თავად რუსი ექსპერტების მიერ გამოთქმულ დებულებას, რომ რუსეთს საქართველოსთან მოწესრიგებული ურთიერთობების ქონა უფრო აძლევს ხელს, ვიდრე სეპარატისტულ აფხაზეთთან, სეპარატისტულ ოსეთთან, მაგრამ საქართველომ უნდა გააცნობიეროს, რომ რუსეთს სჭირდება შავ ზღვაზე სამხედრო-სტრატეგიული ყოფნა, თუნდაც იმავე მართლმადიდებელი სერბებისთვის უფრო ქმედითი დახმარების აღმოჩენის ინტერესებში. ჩემი აზრით, ასეთი მოთხოვნა ჯდება რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის, სამხედრო და საგარეო პოლიტიკის კოორდინაციის ფარგლებში და პარტნიორობის ფორმა ჩვენს შორის შემდეგი მოლაპარაკებების საკითხი უნდა იყოს; სამაგიეროდ, ჩვენ მოვითხოვთ რუსეთისგან საქართველოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობას, საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვას, წესიერი პარტნიორული ურთიერთობების გატარებას.
ჩემი ღრმა რწმენით, კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია არ უნდა მოხდეს, რადგან მდგომარეობა ამას არ საჭიროებს. სასურველი იქნებოდა გასულიყვნენ რუსი სამშვიდობოები, ჩანაცვლება კი არ არის საჭირო, მაგრამ უდავოდ საჭიროა რუსეთთან დიპლომატიური მუშაობა.
– თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს ქვეყნის უშიშროების კონცეფცია და მისი ძირითადი ფოსტულატები?
– ამ კონცეფციის ძირითადი მიმართულება უნდა იყოს სამხედრო უსაფრთხოება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ნაკლებად ვიქნებით დამოკიდებული სხვების კეთილგანწყობაზე და უკეთ ვუპატრონებთ საკუთარ თავს. სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფას სჭირდება შესაბამისი შეიარაღებული ძალები და შეიარაღება. სამწუხაროა, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ეუთო-ს ეგიდით დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით, იურიდიული უფლება არა აქვს, რომ ჰქონდეს ძლიერი შეიარაღება; სახელდობრ, 1990 წლის ნოემბერში პარიზში მიღებული ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებისა და 1992 წლის მაისში ტაშკენტში დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს უფლება აქვს მშვიდობიანობის დროს თავის ტერიტორიაზე რეგულარულ საჯარისო ნაწილებში მიდმივად განლაგებული ჰყავდეს არაუმეტეს 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის და 285 საველე საარტილერიო სისტემისა (100 მმ და მეტი ყალიბის). ყველაფერი ეს საკმარისია თანამედროვე ნიმუშის ორი ჯავშანსატანკო და ორი ქვეითი ბრიგადის ჩამოყალიბებისთვის. ეს კი, დამეთანხმებით, ძალზედ ცოტაა. შედარებისთვის, მაგალითად, ფინეთს თავის სახმელეთო ჯარებში ჰყავს 26 საბრძოლო ბრიგადა (ორი ჯავშანსატანკო, ათი მექანიზებული ქვეითი /ეგერთა ქვეითი/ და 14 ქვეითი), პლიუს სხვა ჯარები; შვეიცარიას კი 13 დივიზია (ექვსი საველე /მექანიზებული ქვეითი/, სამი სამთოქვეითი და ოთხიც ტერიტორიული თავდაცვისა), რომლებშიც მოითვლება 40-მდე ბრიგადა/პოლკი, პლიუს ხუთი ჯავშანსატანკო ბრიგადა და სხვა ჯარები. ცხადია, რომ მათ შესაბამისი რაოდენობისა და ხარისხის ჯავშანსატანკო ტექნიკაცა და საველე არტილერიაც გააჩნიათ, რაც რამდენჯერმე აღემატება საქართველოსთვის დადგენილ კვოტებს. სანამ საქართველოს შეიარაღებული ძალები მსგავს პარამეტრებს არ მიუახლოვდება, საუბარი ჩვენი ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოების შესახებ არარეალურია.
[ამ ინტერვიუს დასასრული, ოღონდ უკვე სხვა სათაურით – “ნეიტრალიტეტი – მავნე უტოპია?” დაიბეჭდა გაზეთ “ახალი 7 დღის” 2004 წლის 22–28 ოქტომბრის ნომერში. ქვემოთ იქიდანაც მოვიყვანთ რედაქციის მიერ გაკეთებულ შესავალსა და ჩვენს პასუხსაც აღნიშნულ საკითხზე.]
თანამედროვე გეოპოლიტიკური სურათი და ტენდენციები ადასტურებს, რომ ნეიტრალიტეტი ნელ-ნელა დრომოჭმულ პოლიტიკურ კატეგორიათა სიაში ეწერება. ნეიტრალური ქვეყნები, რასაკვირველია, თავიანთ ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებენ, მაგრამ დღევანდელ მსოფლიოში თითქმის აღარ არსებობს ის ობიექტური თუ სუბიექტური საფუძვლები, რომლებიც ახალ ნეიტრალურ ქვეყანას წარმოშობს. ნეიტრალიტეტი უძვირესი ფუფუნებაა.
ნეიტრალიტეტის იდეას საქართველოშიც ჰყავს მომხრეები: უტოპისტები, რომლებიც ყველანაირი აგრესიისგან დაცვას თვითგამოცხადებულ ნეიტრალიტეტში ხედავენ. რას ნიშნავს ნეიტრალიტეტი საქართველოში, იმ გეოპოლიტიკურ სინამდვილეში, რომელშიც ქვეყანა იმყოფება, – მისი ყველა პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური რესურსის გათვალისწინებით?
“ახალი 7 დღის” სტუმრები არიან: ნოდარ ნათაძე – პოლიტიკოსი, “სახალხო ფრონტის” თავმჯდომარე; კახა კაციტაძე – ფილოსოფოსი; იოსებ ბარნაბიშვილი – გადამდგარი პოლკოვნიკი; ირაკლი ხართიშვილი – ექსპერტი.
ირაკლი ხართიშვილი: ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია – ნეიტრალური სახელმწიფოებია და მათ ძლიერი შეიარაღებული ძალები სჭირდებათ სწორედ თავიანთი ნეიტრალიტეტის დასაცავად. ერთის მხრივ, მათი მეზობელი სახელმწიფოები გარანტირებულნი არიან ნეიტრალური სახელმწიფოების მხრიდან მოულოდნელი მუქარისგან. მაგალითად, გერმანია დარწმუნებულია, რომ საფრანგეთი შვეიცარიის ტერიტორიას ვერ გამოიყენებს გერმანიაში შესაჭრელად, და – პირიქით.
საქართველოს ნეიტრალიტეტი მოითხოვს მის ეკონომიკურ და სამხედრო ძლიერებას. ამასთანავე მოითხოვს საერთაშორისო გარანტიებსაც. ჩვენი ტელევიზიით ახლახანს გაიჟღერა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ რუსები თანახმანი არიან საქართველოდან სამხედრო ბაზების გაყვანაზე, მაგრამ მოითხოვენ იმის გარანტიებს, რომ აქ არ შემოვა რომელიმე სხვა ქვეყნის ბაზები. მდგომარეობა ქართულ სინამდვილეში ასეთია: თუკი საქართველო მტკიცედ დაადგება ქვეყანაში უცხო სამხედრო ძალის არარსებობის კურსს და აქედან გასულ რუსულ სამხედრო ბაზებს არ ჩაანაცვლებს ამერიკული ან თუნდაც თურქული ბაზებით, მაშინ, როგორც ჩანს, რუსეთი თანახმა იქნება ჩვენი ქვეყნიდან საბოლოოდ გაიყვანოს თავისი ბაზები. ამ ინფორმაციას ჩვენი საზოგადოება სამწუხაროდ იგებს ტელევიზიით და არა სახელმწიფოს მიერ წარმოებული სწორი საინფორმაციო პოლიტიკის მეშვეობით. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს ხელისუფლებასა და ქართულ საზოგადოებას შორის არასწორი, არაჯანსაღი საინფორმაციო ურთიერთობების არსებობაზე.
ესაუბრა მარინე ჭინჭარაული

(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ “ახალი 7 დღის” 2005 წლის 25–31 მარტის ნომერში)
უმაღლესი რანგის მოხელეთა განცხადებებში, ექსპერტ-ანალიტიკოსთა ნაშრომებში ხშირად შევხვდებით მოსაზრებებს, რომ ახლო და შუა აღმოსავლეთის, თუ მსოფლიოს სხვა რეგიონების სახელმწიფოებში აშშ ნებისმიერი ხერხით ცდილობს თავისთვის სასურველი ვითარების შექმნას. ამისთვის იგი არ ერიდება ძალის დემონსტრირებას და ამ სახელმწიფოებში შეჭრასაც კი. 1980-იანი წლების დასაწყისში, შეერთებულ შატებში ე. წ. “სწრაფი გაშლის ძალების” ჩამოყალიბებისას, ვაშინგტონის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის თანამშრომელი კლერი წერდა, რომ “დამრტყმელი ძალები განკუთვნილია უცხო სახელმწიფოთა ტერიტორიებზე შესაჭრელად ან მათი ოკუპირებისთვის იქ პოლიტიკური პოზიციის შეცვლის შემთხვევაში. მას შესაძლოა იყენებდნენ ძალის დემონსტრირებისთვისაც მტრული სახელმწიფოების დაშინების მიზნით”.
ცივი ომის დასრულების შემდეგ აშშ-მა შეამცირა ვარშავის ბლოკის ქვეყნების ჯარების წინააღმდეგ საბრძლველად განკუთვნილი სახმელეთო და საჰაერო ძალები, აგრეთვე მსოფლიო ოკეანეში საბჭოთა საბრძოლო ხომალდებთან ბრძოლისთვის საჭირო წყალქვეშა ნავებისა და წყალზედა ხომალდების რაოდენობა, რამდენადმე შეამცირა “სწრაფი გაშლის ძალების” 300-ათასიანი კონტინგენტიც, მაგრამ აშშ შეიარაღებული ძალების შესაძლებლობათა 1991 და 2000 წლების მაჩვენებლების შედარებით ნათელი წარმოდგენა შეგვექმნება ამ ქვეყნის ხისტად აგრესიული პოლიტიკის შესახებ ე. წ. “მესამე მსოფლიოს” სახელმწიფოთა მიმართ.
აშშ-ის ასეთი პოლიტიკა იმ ქვეყნებს, რომელთაც არ სურთ მიჰყვებოდნენ ვაშინგტონის თეთრი სახლის მიერ მითითებულ კურსს, აიძულებს მიიღონ სხვა დიდი სახელმწიფოს, მაგალითად, რუსეთის ან ჩინეთის მფარველობა, რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ ეს უკანასკნელნი ისე უხეშად არ შეეხებიან მათ ისტორიულად ჩამოყალიბებულ შიდასახელმწიფოებრივ მოწყობას, რელიგიურ, კულტურულ, ზნეობრივ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ და სხვა ფასეულობებსა და ტრადიციებს. თუკი მფარველად მოძიებული სახელწიფოების მიერ ეს პირობები არ შესრულდა, მაშინ ეს ქვეყნები შესაძლოა წავიდნენ არა ალტერნატიული კავშირების დამყარების გზით უკვე სხვა მფარველებთან, არამედ, საამისო გარემოებათა არსებობის შემთხვევაში, ირჩევდნენ დამოუკიდებელი განვითრების კურსსაც – საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.
გაზეთ “კვირის პალიტრის” 2001 წლის 2–8 ივლისის ნომერში ბ-ნი კახა კაციტაძე, მაგალითად, ამბობს: “თუ ბალკანეთის კვალდაკვალ ისრაელის კონფლიქტებიც ჩაცხრა, მაშინ მთელი ძალისხმევა კავკასიაზე გადმოვა... იუგოსლავიის მოვლენებით იწყება თვისობრივად ახალი, ქარიშხლიანი ეპოქა – დგება სამხრეთ კავკასიის რიგი!.. ერთხელ მაინც ნუ გავუშვებთ შანსს ხელიდან... მერე გვიან იქნება” და ა. შ.
კი მაგრამ, რა სიკეთე მოუტანა ახლო აღმოსავლეთს ან იუგოსლავიას იქ არსებული კონფლიქტების ხელოვნურად დაძაბვამ, გამწვავებამ, სისხლიან ქარიშხლებში გადაზრდამ დიდ სახელმწიფოთა თუ “მსოფლიო კულისებსმიღმა ძალების” ინტერესების შესაბამისად? სახეზე გვაქვს დანგრეული და გადამწვარ-გაძარცვული ეკლესიები, დარბეული ქალაქები და სოფლები, დახოცილი და დასახიჩრებული ადამიანები, გაუპატიურებული ქალები და ბავშვები, ამოთხრილი და შებილწული საფლავები, დევნილთა კოლონები, რომლებსაც დუხჭირი ცხოვრების გადატანა უხდებათ ახალ ადგილებში. ეს ყოველივე ჩვენც ვიწვნიეთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ყოველივე ამის განვრცობას მთელი საქართველოსა და ამიერკავკასიის მასშტაბით ჭკუათმყოფელი ადამიანი არ უნდა ნატრობდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უნდა ატლანტიკურ დასავლეთს.
დღეს საქართველოში მავანნი ამტკიცებენ, რომ, უწინდელი სახელმწიფოებრივი ერთობის მიუხედავად, საქართველოსა და რუსეთს შორის არ არსებობს ისეთი სულიერი და მსოფლმხედველობრივი სიახლოვე, რომელიც ამ ორი ერის ერთობის საწინდარი შეიძლება გამხდარიყო, და რომ ასეთი სიახლოვე უფრო მეტად ერთნაირი ისტორიული ბედის მქონე მართლმადიდებელი სარწმუნოების მატარებელ მცირე ერებს – ბერძნებს, სერბებს, ბულგარელებს, რუმინელებს, მაკედონელებსა და ქართველებს შორის იკვეთება. ერთი შეხედვით, ამ ერებს მართლლაც უფრო მეტი აქვთ საერთო, ვიდრე თითოეულ მათგანს დიდმპყრობელურ რუსეთთან, მაგრამ არსებული განსხვავება, ჩვენი აზრით, არ უნდა უშლიდეს ხელს ჩვენს პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ, კულტურულ, რელიგიურ და სხვა სახის კავშირებს სწორედ ჩვენს უშუალო მეზობელ რუსულ სახელმწიფოსთან (თავის დროზე ბელგიელები, ჰოლანდიელები, დანიელები და ნორვეგიელები ასევე დიდ ზეწოლას განიცდიდნენ გერმანელების, ფრანგების, ანგლოსაქსებისა და ესპანელებისგან, მაგრამ დღესდღეობით ისინი ნატო-ს ბლოკში არიან გაერთიანებულნი).
რაც შეეხება რუსეთსა და რუსებს, დღეისთვის ეს ქვეყანა და ეს ერი არიან მართლმადიდებლური სამყაროს რეალურად მატერიალიზებული, ანუ განივთებული, ყველაზე უფრო დიდი და შთამბეჭდავი ძალა, რომელიც მოწოდებულია, რომ თავისი სულიერი და მატერიალური შესაძლებლობებით იცავდეს მართლმადიდებლურ მსოფლმხედველობასა და ცხოვრების წესს, ფასეულობებს, ქვეყნებს, ერებსა და ხალხებს, მიუხდავად თავისი სისუსტეების, შეცდომების და, ზოგჯერ კი, შეგნებული დანაშაულებისაც. პირადად ჩვენ არ გახლავართ პროამერიკელი, მაგრამ არც პრორუსულობაზე ვდებთ თავს, რადგანაც კარგად ვიცით, რომ ჩვენ, ქართველებს, ჩვენი ისტორიული ანგარიშები გვაქვს რუსულ დიდმპყრობელობასთან; რუსეთის მიმართ ჩვენი უნდობლობისა და მტრობის ისტორიული საფუძველი ხშირად სამართლიანია, მაგრამ განა გამოგვიცდია ანგლოსაქსონური ან გერმანული დიდმპყრობელობა? განა პოლონელებს კი ნაკლები ჩაგვრა და ტანჯვა განუცდიათ ტევტონებისგან? ან ჩეხებს, სლოვაკებს, სერბებსა და მაკედონელებს ნაკლები უწვნევიათ გერმანიის, ავსტრიის, უნგრეთის ან ოსმალეთის დიდმპყრობელობისგან? ან იქნებ ამერიკის კონტინენტის, ცენტრალური თუ აღმოსავლეთ აზიის, აფრიკის ხალხები კი ნაკლებ ჩაგვრას განიცდიდნენ ანგლოსაქსების, ესპანელების, ფრანგებისა იაპონელებისგან?
ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატის, დასალეთ ევროპისა და შეერთებული შტატების სპეციალისტის, რუსეთის სახელწიფო სათათბიროს დეპუტატის (ფრაქცია “როდინა”) ნატალია ნაროჩნიცკაიას წერილებში მეტად საინტერესო მოსაზრებებია გამოთქმული რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობათა შესახებ. მათ შეგვიძლა გავეცნოთ “ინტერნეტში” ამ ქალბატონის ვებ-გვერდზე. რუსი მეცნიერი და პოლიტიკოსი თავის ნაშრომებში აღნიშნავს, რომ ერთიანი დედა-ეკლესისგან “კათოლიკური” ანუ “მსოფლიო”, “საყოველთაო” ეკლესიის სახელწოდებით რომის ლათინური ეკლესის ჩამოშორების შემდეგ, ახალი მიმდინარეობის სულიერი და ფიზიკური აგრესიის მახვილი თითქმის თანაბრად იყო მიმართული როგორც წმინდა მიწაზე, მაცხოვრის საფლავზე, მოკალათებული მუსლიმანების, ისე მართლმადიდებელი ქრისტიანების წინააღმდეგაც. 1054 წელს ჯვაროსნებმა აიღეს და დაარბიეს კონსტანტინოპოლი – მართლმადიდებლური ქრისტიანობის ცენტრი, დაარბიეს ათონის წმინდა მთაზე აგებული მონასტრები, მათ შორის ივერიელთა მონასტერიც, ტანჯვა-წამების გზით აიძულებდნენ ბერ-მონაზვნებს, რომ კათოლიკურ აღმსარებლობაზე გადასულიყვნენ, იტაცებდნენ სიწმინდეებს და თავიანთ ქვეყნებში მიჰქონდათ.
ვატიკანის მესვეურნი და ჯვაროსანთა მეთაურები პრეტენზიას აცხადებდნენ წინა აზიაში თურქ-ოსმალების გაბატონების შემდეგ პოსტბიზანტიურ სივცესა და ბიზანტიის მემკვიდრეობაზე. ცდილობდნენ იარაღის ძალით დაემორჩილებინათ მონღოლებისგან დარბეული და შევიწროვებული რუსები. ამის შედეგად გაკათოლიკდნენ ჩეხები, უნგრელები, სლოვაკები და პოლონელები. ბალტიის ზღვის სანაპიროზე არსდება ლივონიის ორდენი, ხოლო ტევტონთა ორდენი კი რომის პაპმა გადმოიყვანა აქეთ პალესტინიდან. გერმანელთა მიერ გაკათოლიკებულმა უნგრელებმა XIV საუკუნეში დაიპყრეს სერბეთი და ძალით გაავრცელეს იქ კათოლიკური სარწმუნოება, მწვალებლობა. ამის შედგად წარმოიშვნენ ხორვატები, და ახალ პატრონთა მეცადინეობით მათსა და სერბებს შორის ისეთი მტრობა და სიძულვილი ჩაითესა და განვითარდა, რომ ამ ერთმანეთის უახლოესად მონათესავე ხალხებს ხშირად სამკვდრო-სასიცოცხლოდ აღუმართავთ ერთიმეორეზე ხელი. განა თურქების მიერ გამაჰმადიანებულ ქართველებსა და ქრისტიან ქართველებს შორის კი იყო ისტორილად ისეთი მტრობა, როგორიც “ცივილიზებულმა” ევროპელებმა დათესეს ხორვატებსა და სერბებს შორის?
რაც შეეხება რუსეთს, ჩვენ ხელთ გვაქვს 2003 წელს მ. სანაძის, თ. ბერაძისა და ქ. თოფურიას ავტორობით გამოქვენებული “საქართველოს ისტორიული ატლასი”, რომლის ერთერთი რეცენზენტიც გახლავთ პროფესორი გიული ალასანია, საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის, მ. სააკაშვილის დედა. მასში შეტანილია აგრეთვე ევრაზიის კონტინენტის დასავლეთ და ცენტრალური ნაწლის რუკებიც XIII, XIV, XV და XVII ასწლეულების მდგომარეობით. მათი მიხედვით, XIII საუკუნის დასაწყისში, მონღოლების შემოსევამდე, რუსეთის სახელმწიფოს დასავლეთ საზღვარი გადიოდა დაახლოებით იქ, სადაც დღესღეობით გადის ბელორუსიისა და უკრაინის დასავლეთ საზღვრები. ...მონღოლთა დაპყრობებს გადარჩენილი ნოვგოროდის სამთავროს წინააღმდეგ კი წამოვიდა კათოლიკური დასავლეთი. ნოვგოროდის მთავარმა ალექსანდრემ ჯერ 1240 წელს შვედები დაამარცხა მდინარე ნევას ნაპირებზე, რის გამოც იგი ნეველად იწოდა, ხოლო შემდეგ კი, 1242 წლის ზამთარში, გერმანელი რაინდების შემოტევა უკუაგდო და სასტიკად დაამარცხა ისინი გაყინულ ჩუდის ტბაზე. მაგრამ რუსი მთავრების ერთი ნაწილი, მონღოლთა უღლისგან განთავისუფლების მიზნით, თავიანთი მამულებით შევიდა ლიტვის დიდი მთავრების დაქვემდებარებაში, რის შედეგადაც, სახელდობრ კიევი, მინსკი და სმოლენსკი ჩამოსცილდნენ რუსეთის სახელმწიფოს, ხოლო დანარჩენი რუსული სამთავროების გაერთიანება კი თანდათანობით ხდებოდა მოსკოვის დიდი სამთავროს გარშემო. ამასობაში წარმართულ ლიტვაზე კათოლიკური პოლონეთი გაბატონდა, რასაც შედეგად მოჰყვა მართლმადიდებელი რუსების დევნა პოლონელთა მიერ. XVII საუკუნის პირველ ნახევარშიც კი ზემოაღნიშნული სამი რუსული ქალაქი პოლონეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, ხოლო საზღვარი მასა და მოსკოვის დიდ სამთავროს შორის სმოლენსკსა და მოსკოვს შორის დაახლოებით შუაში გადიოდა, სადღაც ბოროდინოს ველის მახლობლად. ნატალია ნაროჩნიცკაია დასკვნის სახით განმარტავს: “რასაც არ უნდა წერდნენ რუსული იმპერიალიზმის შესახებ, შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის უკანასკნელი ათი ასწლეულის საერთო შედეგად რჩება უდაო ფაქტი, რომ X საუკუნიდან XX საუკუნის შუახანებამდე სწორედ დასავლეთი, აღმოსავლეთევროპელი კათოლიკების წინამბრძოლობით, მუდმივად მოიწევდა აღმოსავლეთისკენ, ხოლო რუსული სახელმწიფოებრიობის დასავლეთ საზღვრებს კი ძლივსღა ვინარჩუნებდით გარდამავალი წარმატებით. მხოლოდ იალტამ და პოტსდამმა შეცვალეს მდგომარეობა, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის მთელი ტერიტორია 50 წლით სსრკ-ის გავლენის სფეროდ იქნა გადაქცეული. ბრიტანული ისტორიული აზრის პატრიარქი აროლდ ტოინბი აღნიშნავდა: “დასავლეთმა ათასი წლის მანძილზე პირველად იგრძნო საკუთარ თავზე რუსეთის ზეწოლა, რომელსაც ეს უკანასკნელი დასავლეთის მხრიდან განიცდიდა ყველა დროში”.
ქართველ ხალხს საკუთარი დამოკიდებულება აქვს რუსულ იმპერიალიზმთან დაკავშირებით, და ბევრი რამ, რასაც რუსი ნაციონალისტები დასავლეთს სავედურობენ, ქათველებსაც შეგვიძლია სწორედ რუსეთს ვუსაყვედუროთ ჩვენი ისტორული გამოცდილებიდან გამომდინარე. თუმცა კი დასავლეთში საჩივლელად გაქცევამდე ხომ უნდა დავფიქრდეთ, ვისთან მვდივართ, ვის უნდა გადავუშალოთ გული და ვისგან ველოდებით შველას? იქნებ დასავლეთმა დაიწყო ამჯერად ჩვენი ეროვნული, ეკონომიკური თუ სხვა პრობლემების გამოყენება თავისი არანაკლებ დიდმპყრობელური მიზნებისთვის რუსეთისა და სხვა “არასასურველ” სახელმწიფოთა წინააღმდეგ? იქნებ მცირე სახელმწიფოდან “პატარა ჯაშუშად” და “პროვოკატორად” გადავიქეცით დიდმპყრობელური დასავლეთის ხელში? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა თავად მკითხველისათვის მიგვინდია.
მოგვიანებით, 1917 წელს, რუსეთმა უკვე თავად განიცადა ის უზნეობა და ვერაგობა, რასაც იგი მანამდე საქართველოსა და ქართველების მიმართ ახორციელებდა. სამაგიეროდ XX საუკუნეში თავად დაკარგა სამეფოცა და დამოუკიდებლობაც, და თავად აღმოჩნდა მსოფლიო რევოლუციური ცენტრის მიერ მართული კოსმოპოლიტური მთავრობის ხელში, რომლის შემადგენლობაშიც, სხვათა შორის, თავად ველიკოსროსები ძალზედ ცოტანი იყვნენ. რამდენადაც ვიცით, ტროცკი, სვერდლოვი, ზინოვიევი, კამენევი, ბუხარინი ეროვნებით ებრაელები იყვნენ, ლენინი – დედით ებრაელი და მამით ყალმუხი, სტალინი და ორჯონკიძე – ქართველები, ძერჟინსკი და მენჟინსკი – პოლონელები. არც ის არის საიდუმლო, რომ პირველ ხანებში ამ ბანდის დასაყრდენ ძირითად სამხედრო ძალას წარმოადგენდა ლატვიელ მსროლელთა დივიზია, რომელიც განსაკუთრებული აქტიურობითა და სისასტიკით გამოირჩეოდა.
ნატალია ნაროჩნიცკაია აღნიშნავს, რომ დიდი სამამულო ომის დაწყებამდე საბჭოთა ხელისუფლება (სტალინი) თავის პოლიტიკაში უპირატესობას ისევ მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის მზადებას ანიჭებდა, ხოლო სსრკ-ს კი განიხილავდა ბაზისად რევოლუციის შემდგომი განვრცობისთვის. მაგრამ 1945 წლის მაისის შემდეგ საბჭოთა კავშირმა სულ უფრო მეტად დაიწყო ისტორიული რუსული სახელმწიფოს სახის მიღება ტრადიციული გეოპოლიტიკისთვის დამახასიათებელი ნიშნების შეძენით. დღესდღეობით რუსული საზოგადოების მართლმადიდებლურ-პატრიოტულ ნაწილს კარგად აქვს შეგნებული საშიშროება, რომელიც მას მოელის ევროატლანტიკური დასავლეთისგან. დასავლეთი კი ამას გააკეთებს პირველი და მეორე მსოფლიო ომების წლებში მეომარი ევროპული სახელმწიფოების ხარჯზე გაძლიერებული აშშ-ის ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური შესაძლებლობების გამოყენებით. რუსული საზოგადოების ეს ნაწილი და აგრეთვე ტრადიციულ რუსულ კულტურაზე აღზრდილი უდიდესი ნაწილი მოსახლეობისა აპირებს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის გამართვას დასავლელ მოძალადესთან, თუკი ამის აუცილებლობა დადგება. ატლანტიკური დასავლეთიდან მობერილ სისხლიან ქარიშხლებში გახვევის ნაცვლად, იქნებ სჯობდეს, რომ საერთო ენის გამონახვა ვცადოთ მართლმადიდებლურ რუსეთთან, რომელმაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მართლაც ბევრი რამ დააშავა ისტორიულად საქართველოს წინაშე. 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატით შეთანხმებულ მეტ-ნაკლებად ურთიერთხელსაყრელ მეგობრობასა და თანამშრომლობას (სტრატეგიულ პარტნიორობას) მან ჩვენი ქვეყნის სრული ოკუპაცია და ანექსია ამჯობინა, თუმცა მას შემდეგ მან თავადაც ბლომად იწვნია განსაცდელები და სისხლის ნთხევა, სირცხვილი და დამცირება. დღეს კი მორიგი განსაცდელის წინაშე მდგარი რუსი ხალხი უფრო თვითკრიტიკული, სხვათა აზრისა და ინტერესების მიმართ უფრო შემწყნარებლური უნდა იყოს. რუსული საზოგადოების მართლმადიდებლურ-პატრიოტულ ნაწილთან საერთო ენის გამონახვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ორივე ხალხისთვის სასარგებლო ტენდენციების განვითარება. აშშ-სა და დასავლეთთან ფულად სარგებელზე დამყარებული ურთიერთობა, ვფიქრობთ, მეტად დამამცირებელი და უზნეოა. ჯერ ერთი, ფულის ყადრი მათაც კარგად იციან და, როგორც ნათლად ჩანს, ამ ფულს ისინი ცალკეული მოხელეების, ორგანიზაციების თუ მათთვის სასურველი სტრუქტურების მოსყიდვაზე ხარჯავენ; მეორე – გაღებული ფულის საზღაურად ისინი ამ ადამიანთა მეშვეობით მთელი ქვეყნისგან თავიანთთვის სასურველი სამსახურის გაწევას მოითხოვენ. ასეთი სამსახურის შედეგად კი თუ როგორი უზნეობის, უპასუხისმგებლობის, თავაშვებულობის, გახრწნილობისა და ქვეყნისადმი გულგრილობის ტენდენციები ვითარდება ჩვენს საზოგადოებაში, ამის თვითმხილველები თავად ვართ.
რაც შეეხება ბალკანეთის მართლმადიდებელი მცირე ერების – ბერძნების, სერბების, ბულგარელებისა და მაკედონელების, ასევე რუმინელების ქართველებთან მსგავსებას: ერთის მხრივ ანალოგიები უდავოა, მაგრამ ამის გამო საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაერთიანებისკენ მოწოდება მხოლოდ ზედაპირული, საკითხის ზერელე დანახვისა და პირადი ანგარებიანი დამოკიდებულების შედეგი უნდა იყოს. არადა რამდენადმე დაკვირვებული მიდგომის შემთხვევაში ნათელი გახდებოდა, რომ ბალკანეთისა და, საერთოდ, აღმოსავლეთ ევროპის მართლმადიდებელ ხალხებს რეგიონის ბუნებრივად, თავისთავად განვითარების პირობებში, უფრო მეტი საერთო, მეტი კავშირი ექნებოდათ ერთმანეთთანაც და ერთმორწმუნე რუსეთთანაც, ვიდრე რომანულ-გერმანულ დასავლეთთან /ჰაბსბურგების იმპერია/, მუსლიმანურ ოსმალეთთან ან კალვინისტურ-პურიტანულ ბრიტანეთსა და აშშ-თან.
XIX საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც რუსეთის იმპერიამ ოსმალეთთან დადო ხელშეკრულება ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში რუსული სამხედრო ხომალდების თავისუფლად გატარების შესახებ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მკაცრი პროტესტი გამოთქვეს ამასთან დაკავშირებით და განაცხადეს, რომ არ ცნობენ ამ ხელშეკრულებას, ნიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვა მათ ტერიტორიბთან რაიმე შეხებაში არ ყოფილა. მათ დაიწყეს მიზანმიმართული დიპლომატიური და სხვა სახის საქმიანობა, რუსეთის წინააღმდეგ, ქრისტიანობის გამოისობით მათთან მსოფლმხედველობრივად უფრო ახლოს მდგომი ქვეყნისა, და ამისთვის არც მუსლიმანურ ოსმალეთთან კავშირის შეკვრაზე თქვეს უარი; თურქეთს “ცივილიზებულის” წოდება არგუნეს, რუსეთს კი – “ბარბაროსულისა”. ამას 1850-იან წლებში შედეგად მოჰყვა ცნობილი ყირიმის ომი, რომელშიც რუსეთის იმპერია დამარცხდა ბრიტანულ-ფრანგულ-თურქულ კოალიციასთან და იძულებული შეიქნა თავისთვის მძიმე საზავო პირობებს დათანხმებოდა. თუმცა კი შემდგომი 12–15 წლის განმავლობაში კვლავ აღიდგინა უფლება შავ ზღვაზე, რომელიც მას ამ ზავის მიხედვით ჰქონდა ჩამორთმეული.
გვინდა მკითხველის ყურადღება შევაჩეროთ კიდევ ერთ მეტად საყურადღებო ფაქტზეც: ნატალა ნაროჩნიაცკაიას ერთერთ წერილში მოყვანილი ცნობის მიხედვით, რუსი მეზღვაურები ქრისტიანული სამყაროდან პირველები გამოჩნდნენ იაპონიის ნაპირებთან, მაგრამ ამ სახელმწიფოსთან სერიოზული სავაჭრო ურთიერთობების დამყარება კი ვერ შეძლეს, რადგანაც იაპონელებმა მათ ამის სანაცვლოდ ქრისტიანობის დაგმობა მოთხოვეს, მართლმადიდებელ რუსებს, ცხადია, ამაზე წასვლა არ შეეძლოთ. სამაგიეროდ მათ შემდეგ მოსულ ჰოლანდიელებს არ უთქვამთ უარი სიტყვით ქრისტეს უარყოფაზე და, სანაცვლოდ, 150 წლის მანძილზე მონოპოლიზებული ჰქონდათ სავაჭრო ურთიერთობები იაპონიასთან.
ან მეორე მაგალითიც: შეგახსენებთ პერიოდს, როდესაც ბულგარეთს, სერბეთსა და საბერძნეთს შორის სამ ნაწილად გაყოფილი მაკედონელები გაერთიანებისკენ თავიანთი ეროვნული მისწრაფების მიღწვას იმედოვნებდნენ. მათ ბევრჯერ ჰქონიათ დასავლეთის იმედი, მაგრამ ყოველთვის გაცრუებიათ იგი. ისინი ისტორულად ყოველთვის მხოლოდ გასაცვლელ ხურდა ფულს წარმოადგენდნენ “დიდი ძიების” ხელში, თანაც დასავლეთი ადვილად ახერხებდა მათ გამოყენებას თანამოძმე სერბების, ბულგარელებისა და ბერძნების წინააღმდეგ, როცა ამის საჭიროება დაუდგებოდა.
დღეს ყველამ ვიცით, თუ როგორი მძიმე მდგომარეობა შეიქმნა სერბეთის პროვინცია კოსოვო-მეტოხიაში. აქ ალბანელთა მოზიდვის მიზნით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იოსებ ბროს ტიტომ ჰიტლერული ჯარებისა და მათი მოკავშირე ალბანელების სადამსჯელო მოქმედებების შედეგად გერმანიაში გაყვანილ სერბებს უკან, მშობლიურ ადგილებში დაბრუნება და დასახლება აუკრძალა და ისინი იუგოსლავიის სხვა ადგილებში გაანაწილა. მათ ნაცვლად, ყველანაირად ახალისებდა კოსოვოში ალბანელთა გადმოსახლებას, რათა ამის სანაცვლოდ ეს ქვეყანა და ბალკანეთის სხვა სახელმწიფოები მის მიერ ევროპაში ძალთა მესამე ცენტრად ჩაფიქრებულ სოციალისტურ ბალკანურ ფედერაციაში მიეზიდა. ამის შედეგად, თუკი მსოფლიო ომის დასასრულს კოსოვოში ალბანელები მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებს შეადგენდნენ, ომისშემდგომ წლებში მკვეთრად შეიცვალა აქ დემოგრაფიული სურათი მაჰმადიან ალბანელთა სასარგებლოდ.
ეს მოვლენები ბუნებრივად გვაგონებს ყოფილი სამხრეთ-ოსეთის ავტონომიურ ოლქში და, განსაკუთრებით, ცხინვალში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ განვითარებულ პროცესებს, სადაც 1921 წელს ავტონომიური ოლქის შექმნამდე ოსები მოსახლეობის მცირე ნაწილს შეადგენდნენ, შემდგომ ათწლეულებში კი უმცირესობაში ქართველები აღმოჩნდნენ.
კოსოვოს პროვინციაში, ანუ ვარდარო-მორავას დაბლობზე საუკუნეებისა და, განსაკუთრებით, უკანასკნელი 5–6 ათწლეულის განმავლობაში ხელოვნურად შექმნილ მახინჯ დემოგრაფიულ სურათსა და ეროვნებათა შორის დაძაბულობას ანგლოსაქსები და ატლანტიკური დასავლეთი საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებდნენ. საქმე ის არის, რომ ეს დაბლობი ბალკანეთის მთიან რეგიონში წარმოადგენს ერთადერთ დაბლობ და ტანკმისადგომ (танкодоступный) ადგილს, რომელიც დასავლეთ ევროპიდან მოდის საბერძნეთის ქალაქ სალონიკამდე და ეგეოსის ზღვის სანაპირომდე. სწორედ ეს გახლავთ რეალური საფუძველი იმისა, რომ რომანულ-გერმანული ევროპა და ამჟამად უკვე ატლანტიკური დასავლეთიც ასეთი გამეტებით, დაუნდობლობით, მზაკვრობითა და ვერაგობით, საერთაშორისო სამართლს ნორმების უხეში დარღვევით ებრძვის ბალკანეთისა და აღმოსავლეთ ევროპის მართლმადიდებელი ერების ბუნებრივ, თავისთავად განვითარებას, აქუცმაცებს და ასუსტებს მათ ეროვნულ პოტენციალს და ამისთვის არც თურქეთის მოკავშირეობას თაკილობს, წინასწარ აკრავს რა მას “ცივილიზებულობის” იარლიყს. ჩვენ კი, ქართველებს, გვიჩნდება ასოციაცია ძველ იეზუიტურ დევიზთან – “მიზანი ამართლეს საშუალებას”. და თუკი იეზუიტების კათოლიკური ორდენისთვის ამ დევიზს შესაძლოა ჰქონოდა სულიერი (რელიგიური) მოვაწეობის ხიბლი, თუმცა კი არასწორი და დანაშაულებრივი, დღევანდელი ატლანტიკური დასავლეთის შემყურე ქართველი მოხელეების, არასამთავრობოების, პოლიტიკურად აქტიური ორგანიზაციებისა და მასმედიის ერთ ნაწილისთვის, ფულისა და პირადი კეთილდღეობის მოხვეჭის მიზნით, ყოვლად უზნეო საშუალებების გამართლება, სიცრუესა და ძალადობაზე დათანხმება დაუშვებელი და პერსპექტივაში ქვეყნისთვის დამღუპველია.
ირაკლი ხართიშვილი
(როგორც წინა მასალებში უკვე აღვნიშნე, უწინდელი სამხედრო შინაარსის წერილების გარდა, ამ დროისთვის უკვე მინდოდა მეწერა იმის შესახებაც, თუ როგორ განიხილავენ და აფასებენ მიმდინარე პოლიტკურ პროცესებს რუსი მართლმადიდებელი ავტორები. და ვინაიდან გაზეთ “საქართველოში” ასეთი ხასიათის წერილების გამოქვეყნება არ უნდოდათ, ამიტომ შეწყდა ჩემი თანამშრომლობაც აღნიშნულ გაზეთთან. გაზეთ “ახალ 7 დღესთან” ჩემი დაკავშირება მოხდა ისევ ბ-ნ ნოდარ ნათაძის ინიციატივით, ვინაიდან მან ამ გაზეთისთვის ერთერთი ინტერვიუს მიცემისას ჟურნალისტს ურჩია, რომ ჩემთვისაც ეკითხათ აღნიშნულ საკითხებზე აზრი. და ასეც მოხდა, რისთვისაც ბ-ნ ნოდარს მინდა ისევ მადლობა გადავუხადო. ეს გახლდათ ვრცელი ინტერვიუ, სადაც გაზეთის შეკითხვებზე პასუხობდა ოთხი რესპონდენტი. მინდოდა “ახალ 7 დღეში” 2005–2006 წლებში გამოქვეყნებული ჩემი წერილების ამ ბლოგზეც ხელმეორედ გამქვეყნება სწორედ იმ ინტერვიუთი დამეწყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ჩემს ქაღალდებში მისი მოძებნა ვერ შევძელი; თუმცა კი მომავალში, იმედია, ესეც მოხერხდება. მინდა ასევე აღვნიშნო ერთი მნიშვნელვანი გარემოებაც: აქ გამოქვეყნებულ წერილში მე რამდენჯერმე ვთქვი ისტორიულ წარსულში რუსეთის მიერ საქართველოს მეფე-მთავართა მოტყუებისა და დაღალატების შესახებ. მაშინ მე ასეც ვფიქრობდი. მაგრამ შემდგომ წლებში გეორგიევსკის ტრაქტატის ტექსტის, აგრეთვე პროფესორების: იასე ცინცაძის, ვალერიან მაჭარაძისა და გიორგი პაიჭაძის მონოგრაფიების, კაპიტან დე გრაი დე ფუას მოხსენების /რელაციის/, ფრანგი კომერსანტისა და დიპლომატის ჟაკ ფრანსუა გამბას “საქართველოში მოგზაურობის”, საქართველოს შესახებ კარლ კოხისა და ედმონ სპენსერის ცნობების, ასევე ქართველ ავტორთა /ბაგრატ ბატონიშვილი – გიორგი XII-ის ძე, პლატონ იოსელიანი, ილია ჭავჭავაძე – სახელდობრ მისი წერილები “ქვათა ღაღადი” და “ასის წლის წინათ”/ ნაშრომების წაკითხვის შემდეგ თვალნათლივ დავრწმუნდი, რომ ქართული საზოგადოების ფართო ფენებში გავრცელებული ცოდნა რუსეთ-საქართველოს ისტორიულ ურთიერთობათა შესახებ სინამდვილეს არ შეესებამება და ძლიერად არის სპეციალურად დამახინჯებული მავანთა და მავანთა მიერ ქართულ საზოგადოებაში ანტირუსეთული და ანტირუსული განწყობების სპეციალურად დანერგვის მიზნით, რაზედაც აღიზარდა ჩემი, და არა მხოლოდ ჩემი თაობა, და რისი შედეგებიც უკანასკნელ ათწლეულებში უხვად და მწარედ ვიწვნიეთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ გაზეთის რედაქციაც ახდენდა ხელნაწერი ტექსტის გარკვეულად გადაკეთება-შერბილებას, რასაც დაკვირვებული მკითხველი ალბათ შეამჩნევდა. ამიტომ მეც ამჯერად მიხდება წერილის გარკვეულ ადგილებში მცირედ რედაქტირება, რათა ტექსტი უფრო ნათელი და გასაგები იყოს.)

(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ “ახალი 7 დღის” 2005 წლის 15–21 აპრილის ნომერში)
საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარება განპირობებულია დიდ სახელმწიფოების სამხედრო და პოლიტიკური ინიციატივებით. ამ სახელმწიფოებს თავიანთი ინტერესები გააჩნიათ ამიერკავკასიასა და მის მიმდებარე რეგიონებში, აგრეთვე ახორციელებენ საკუთარი ხელმძღვანელობით შექმნილი ან მათთან კავშირში მყოფი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსების, კავშირებისა და კოალიციების ინტერესებს. ზოგი მათგანი (ნატო), უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, ჩამოყალიბებულია, ზოგმა (სენტო, სეატო) კარგა ხანია შეწყვიტა არსებობა, ზოგიც ახლა ყალიბდება. ასეთ პირობებში მეტად მნიშვნელოვანია, რომ თავად საქართველოსა და მის ხელისუფლებას, აგრეთვე ჩვენს საზოგადოებას, ჰქონდეთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, სამხედრო-სტრატეგიული კონცეფცია და მისი რეალიზაციის კონკრეტული გეგმა.
წერილების ამ ციკლში შევეცდებით ჩვენს მკითხველს დავანახოთ, თუ როგორი იყო საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარება ცივი ომის პერიოდში და მის მიწურულს, რა პროცესები ვითარდებოდა 1990-იან წლებსა და 2000-იანების დასაწყისში, რა მდგომარეობაში ვართ დღეს და სწორად არის თუ არა განსაზღვრული ქვეყნის განვითარების მომავალი.
ცივი ომის პერიოდში, 1952 წლიდან, თურქეთი შედიოდა ნატო-ს ბლოკის შემადგენლობაში, ხოლო 1947 წლიდან კი ორმხრივი ხელშეკრულება ჰქონდა დადებული აშშ-თან სამხედრო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ. იმ დროს აშშ და ფედერაციული გერმანია იყვნენ იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მთავარი მიმწოდებლები თურქეთისთვის. ისინივე ეხმარებოდნენ მას საკუთარი სამხედრო მრეწველობის განვითარებაში და აწვდიდნენ ტექნოლოგიებს ზოგიერთი ნიმუშის თანამედროვე შეიარაღების შესაქმნელად. თურქეთის სახმელეთო ჯარებში ცივი ომის მიწურულს ნაჩვენები იყო M-47, M-48 და “ლეოპარდ-1” სერიების საბრძოლო ტანკები, M-2/-3, M-58 და M-113 სერიების ჯავშანტრანსპორტერები, M-101, M-14, M-59 და M-115 სერიების ბუქსირებადი ჰაუბუცები, M-108, M-44 და M-110 თვითმავალი ჰაუბიცები, M-107 თვითმავალი ზარბაზნები, MLRS ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, “კობრას”, “თოუსა” და “მილანის” ტიპების ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები, “რაპირას”, “რედ აისა” და “სტინგერის” ტიპების საზენიტო სარაკეტო კომპლექსები, AB-204, 205, 206 და 212, აგრეთვე OH-1, TH-55 და UH-1 სერიების საბრძოლო უზრუნველყოფის ვერტმფრენები; თურქეთის ძალებში შედიოდა F-104, F-4, F-5 და F-16 სერიების ამერიკული ტაქტიკური გამანადგურებელი თვითმფრინავები, C-130, C-160 და C-7 ტიპების ტაქტიკური სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები, “ნაიქ ჰერკულესისა” და “რაპირას” ტიპების საზენიტო სარაკეტო კომპლექსები; საზღვაო ძალებში კი ნაჩვენები იყო “გაპის”, “თენგისა” და 209 ტიპების დიზელური წყალქვეშა ნავები, “გირინგის”, “სამნერისა” და “კარპენტერის” ტიპების საესკადრო ნაღმოსნები, MEKO-200, “კიონლისა” და “ბერკის” ტიპების ფრეგატები, “ლურსენისა” და “იაგუარის” ტიპების სარაკეტო და სატორპედო კატარღები, “თრექერის” ტიპის ნავსაწინააღმდეგო თვითმფრინავები და სხვა შეიარაღება.
მთლიანობაში, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 1991 წელს თურქეთის შეიარაღებაში შედიოდა 3780-ზე მეტი საბრძოლო (საშუალო) და 115-მდე მსუბუქი ტანკი, 3560 ჯავშანტრანსპორტერი, 4185-ზე მეტი საველე არტილერიის ქვემეხი, ზაპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და ნაღსატყორცნი, სანაპირო არტილერიის 240 მმ ყალიბის 20 ზარბაზანი, 1600-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი, 3430-მდე უუკუცემო ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი, დიდი რაოდენობით ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნები, საარმიო ავიაციის 435-ზე მეტი თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 1285 საზენიტო ავტომატური ქვემეხი და რამდენიმე ასეული ახლო მოქმედების საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, 670 საბრძოლო თვითმფრინავი (გამანადგურებელ-ბომბდამშენი, გამანადგურებელი და სადაზვერვო), 130-მდე შორი მოქმედების საზენიტო სარაკეტო კომპლექსი “ნაიქ ჰერკულესი”, რომლებიც ჰაერიდან იფარავენ შავი ზღვის სრუტეების ზონას, 15 ტაქტიკური წყალქვეშა ნავი, 12 საესკადრო ნაღმოსანი, რვა ფრეგატი, 20-მდე სარაკეტო და სატორპედო კატარღა, 40-მდე ზღვაში სანაღმო ბრძოლის წარმოების ხომალდი (ოთხი ნაღმგადამღობი და 33 ტრალერი), შვიდი ტანკსადესანტო ხომალდი.
ასეთი შთამბეჭდავი რაოდენობრივი მონაცემების მიუხედავად, ხარისხობრივად თურქეთის შეიარაღება მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა ნატო-ს ბლოკის წამყვანი ევროპული სახელმწიფოების შეიარაღებას. M-47 და M-48A1/A2 ტიპების საბრძოლო ტანკები ამ დროისთვის უკვე გვარიანად იყო მოძველებული, ასევე M-59 და M-2/-3 ტიპების ჯავშანტრანსპორტერები (უკანასკნელები წარმოადგენდნენ ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ნახევრადმუხლუხიან ღია მოჯავშნულ მანქანებს), F-104 და F-5 სერიების გამანადგურებელი თვითმფრინავები (F-104 მანქანებს, მათი ხშირი ავარიულობის გამო, ბუნდესვერის პილოტები “მფრინავ კუბოებსაც” უწოდებდნენ), “თენგისა” და “გაპის” ტიპების წყალქვეშა ნავები, “გირინგის”, “კარპენტერისა” და “სამნერის” ტიპების საესკადრო ნაღმოსნები და სხვა. შესაბამისად, თავად დასავლელი სამხედრო ექსპერტები თურქეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობებს მაინცდამაინც დიდად არ აფასებდნენ. მაგრამ ცივი ომის პერიოდში, როგორც ნატო-ს ბლოკის, ისე ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის ხელმძღვანელობის გეგმებით, ძირითადი საბრძოლო მოქმედებები უნდა გაშლილიყო ცენტრალური ევროპის ტერიტორიაზე, ხოლო ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანებს კი უფრო დამხმარე მნიშვნელობა ენიჭებოდათ.
საკუთრივ თურქეთის სახმელეთო ჯარებში ნაჩვენები იყო ოთხი საველე არმიისა და ათი საარმიო კორპუსის შტაბები, 14 საბრძოლო დივიზია (ერთი მექანიზებული ქვეითი და 13 ქვეითი), 26 ცალკეული ბრიგადა (შვიდი ჯავშანსატანკო, ექვსი მექანიზენული ქვეითი, ათი ქვეითი, საჰაერო-სადესანტო და ორიც სპეციალური დანიშნულების ჯარებისა /“კომანდოსების”/), საკორპუსო დაქვემდებარების ათი ცალკეული ბატალიონი, 30 ცალკეული საარტილერიო და 20 საზენიტო-საარტილერიო დივიზიონი (დასავლური ტერმინოლოგიით ბატალიონი), აგრეთვე სანაპირო თავდაცვის ხუთი ცალკეული დივიზიონი.
ამ ძალების უმეტესი ნაწილი თურქეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას 1980-იანი წლების მონაცემებით თავმოყრილი ჰყავდა ქვეყნის ტერტორის დასავლეთ ნახევარში 1-ლი და მე-4 საველე არმიების შემადგენლობაში: მექანიზებული ქვეითი და ცხრა ქვეითი დივიზია, 12 ცალკეული ბრიგადა (სამი ჯავშანსატანკო, მექანიზებული ქვეითი, სამი ქვეითი და ხუთიც სანაპირო თავდაცვისა). თურქეთის ტერიტორიის აღმოსავლეთ ნახევარში კი მე-2 და მე-3 საველე არმიების შემადგენლობაში ნაჩვენები იყო ორი ქვეითი დივიზია, 19 ცალკეული ბრიგადა (ოთხი ჯავშანსატნკო, ხუთი მექანიზებული ქვეითი, შვიდი ქვეითი, საჰაერო-სადესანტო და ორიც “კომანდოსებისა”). თუ ვიგულისხმებთ დივიზიაში სამ ბრიგადას, მაშინ თურქულ სარდლობას ქვეყნის ტერიტორიის დასავლეთ ნახევარში 90-იანი წლების დასაწყისში განლაგებული ჰყავდა 14 ექვივალენტური დივიზია, აღმოსავლეთ ნახევარში კი რვა ექვივალენტურ დივიზიაზე ცოტათი მეტი. გარდა ამისა, ორი ქვეითი დივიზია დისლოცირებული გახლდათ კუნძულ კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში, იქ თურქული ინტერესების გასატარებლად და დასაცავად.
აღმოსავლეთ ანატოლიაში განლაგებული ორი ქვეითი დივიზიისა და 19 ცალკეული ბრიგადის წინააღმდეგ იმავე 90-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ამიერკავკასიისა და ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქების ტერიტორიაზე განლაგებული ჰყავდა 15 დივიზია (13 მოტომსროლელი, საჰაერო-სადესანტო და საარტილერიო) და სხვადასხვა ტიპის 18 ცალკეული ბრიგადა/პოლკი (რვა საარტილერიო, ექვსი ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების, საჰაერო-სადესანტო, ორი სპეციალური დანიშნულების ჯარებისა და ერთიც დამრტყმელი ვერტმფრენების), აგრეთვე სხვა ჯარები. გარდა ამისა, აღნიშნული ორი სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე განლაგებული იყო საბჭოთა საჰაერო ძალების 260 საბრძოლო და 470 სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი, პლიუს საჰაერო თავდაცვის ჯარების ავიაციის 300-ზე მეტი გამანადგურებელ-დამჭერი თვითმფრინავი; ხოლო საბჭოთა კავშირის შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში კი ნაჩვენები იყო 26 ტაქტიკური წყალქვეშა ნავი, 46 მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდი (ჩვენი ლონდონური წყაროს მიხედვით – ერთი ავიამზიდი, ხუთი კრეისერი, ათი საესკადრო ნაღმოსანი და 30 ფრეგატი), ზღვაში სანაღმო ომის წარმოების 60 ხომალდი, 15 მსხვილი სადესანტო ხომალდი. საზღვაო ავიაციაში შედიოდა 150-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი და 85 საბრძოლო ვერმფრენი.
ძალებსა და საშუალებებში ასეთი დიდი უპირატესობის გამოყენებით, საბჭოთა სარდლობა გეგმავდა, რაც სხვა ქართველი მკვლევარებისგანაც გაგვიგონია (მირიან მირიანაშვილი, კახა კაციტაძე, თემურ ჩაჩანიძე), ნატო-ს ბლოკთან ომის შემთხვევაში შეტევითი საბრძოლო მოქმედებების წარმოებას სამხრეთის მიმართულებით, გარდა ამისა, მსხვილი საზღვაო დესანტის გადასხმას თურქეთის ჩრდილოეთ სანაპიროზე ქ. სამსუნის რაიონში და შეტევითი მოქმედებების განვითარებას სამხრეთიდან მოქმედი სირიისა და ერაყის ჯარებთან შესაერთებლად.
ასეთ პირობებში თურქეთის სახმელეთო ჯარებსა და მათი გაძლიერებისთვის გადმოსროლილ ამერიკულ შენაერთებს გაუჭირდებოდათ აღმოსავლეთ ანატოლიაში გამაგრება, რის გამოც, სავარაუდოდ, დათმობდნენ ამ ტერიტორიას და შეძლებისდაგვარად მტკიცე თავდაცვის ორგანიზებას შეეცდებოდნენ სამსუნი-კაისერი-ადანას მიჯნაზე.
მეორს მხრივ, თურქულ-ბერძნულ და გაძლიერების ამერიკულ ძალებს შავი ზღვის სრუტეების ზონაში (თრაკიასა და ჩრდილო-დასავლეთ ანატოლიაში) შეუტევდნენ ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთა, ბულგარეთისა და რუმინეთის ჯარები, აგრეთვე სსრკ-ის ოდესისა და, ნაწილობრივ, კიევის სამხედრო ოლქების სრულად დაკომპლექტებული და გაშლილი საჯარისო შენაერთები, და აქაც ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციას ძალებსა და საშუალებებში შთამბეჭდავი რიცხობრივი უპირატესობა ექნებოდა. ასეთ ვითარებაში ევროპაში ჩვეულებრივი ომის გაჩაღების შემთხვევაში, სამხრეთ ფლანგზე, ისევე როგორც ცენტრალურ-ევროპულ და ჩრდილო-ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრებზეც (ომთ), ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებს სერიოზული რიცხობრივი უპირატესობა უნდა ჰქონოდათ ჩრდილოატლანტიკური კავშირის შეიარაღებულ ძალებთან შედარებით. ხოლო აქ წარუმატებლობის პერსპექტივის შემთხვევაში ნატო-ს სარდლობა გეგმავდა ჯერ ტაქტიკური და ოპერატიულ-ტაქტიკური ბირთვული იარაღის დამსწრებ გამოყენებას, ხოლო შემდეგ კი სტრატეგიულისაც, და შეზღუდული ჩვეულებრივი ომის გადაზრდას (ესკალაციას) შეზღუდულ ბირთვულ ან საყოველთაო სარაკეტო-ბირთვულ ომში (სტრატეგიული ბირთვული რაკეტებისა და ბომბდამშენი ავიაციის გამოყენებით), რასაც ითვალისწინებდა კიდეც 1960-იან წლებში აშშ-სა და ნატო-ში მიღებული “მოქნილი რეაგირების” სამხედრო სტრატეგია. ცხადია, რომ შესაბამის გეგმები ექნებოდა საბჭოთა სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობასაც.
ამის პარალელურად, როგორც იმდროინდელ საბჭოთა სამხედრო პერიოდიკაში აღინიშნებოდა, საბჭოთა ხელმძღვანელობა ცდილობდა, რომ კონფრონტაციისა და ცივი ომის მდგომარეობა შეეცვალა ორი დაპირისპირებული მხარის მშვიდობიანი თანაარსებობის, საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვის, ბირთვულ და ჩვეულებრივ შეიარაღებათა შეზღუდვისა და შემცირების პოლიტიკით. ასეთი მიმართულებით აღებულ კურსს მსოფლიოში სულ უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავდა, იყო სამშვიდობო ინიციატივები და წინადადებები როგორც საბჭოთა კავშირისა და ვარშავის პაქტის მხრიდან, ისე შეერთებული შტატებისა და ნატო-ს ბლოკის მხრიდანაც. იდებოდა მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები სსრკ-სა და აშშ-ს შორის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში, სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შეზღუდვისა და შემცირების მიმართულებით, მიდიოდა მოლაპარაკებები დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა (დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის) სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შეუზღუდვისა და შემცირების თაობაზეც. გარდა ამისა, მიდიოდა მოლაპარაკებები ევროპაში დაპირისპირებულ სამხედრო ბლოკებს შორის ნდობის გაძლიერების გზით, რასაც პერსპექტივაში უნდა მოჰყოლოდა მოლაპარაკებები კონტინენტზე ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შეზღუდვა-შემცირების შესახებ. და ამას ეწოდა ჰელსინკის პროცესი, 1973 წელს ფინეთის დედაქალაქში შესაბამისი დასკვნითი აქტის ხელმოწერის აღსანიშნავად.
ამასთან ერთად საბჭოთა ავტორები გულისტკივილით აღნიშნავდნენ, რომ სსრკ-ისა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის ხელმძღვანელების მხრიდან წამოსული სამშვიდობო წინადადებების მიუხედავად, აშშ-ისა და ნატო-ს ბლოკის მმართველი წრეები აგრძელებდნენ ცივი ომია და კონფრონტაციის კურსს, რაც გამოიხატებოდა, უწინარეს ყოვლისა, წლიდან წლამდე მათი სამხედრო ბიუჯეტების განუხრელ ზრდაში, შეიარაღებული ბრძოლის სულ უფრო და უფრო ახალი საშუალებების შემუშავებასა და წარმოებაში, გამალებული შეიარაღების დაჩქარებაში, რაშიც ისინი ხედავდნენ აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის მმართველი წრეებისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსების ფინანსურ ინტერესებს, ლაპარაკობდნენ ასევე შეერთებული შტატების ადმინისტრაციის გლობალისტურ მისწრაფეებზეც, რისთვისაც ახდენდნენ მათი გამონათქვამების ციტირებას საჯარო გამოსვლებსა თუ პრესაში. მაგრამ, კლასთა ბრძოლის მარქსისტულ-ლენინური პრინციპებიდან გამომდინარე, ისინი ვერ შეძლებდნენ იმას, რომ სრულად შეეფასებინათ მიმდინარე პროცესების ნამდვილი შინაარსი, ან სახელმწიფო ცენზურა არ მისცემდა მათ თავიანთი ნააზრევის შესაბამისი სისრულით გამოხატვის შესაძლებლობას. მაშინ ყველასთვის სავალდებული იყო ეღიარებინათ, რომ საბჭოთა კავშირში არსებული სოციალისტური წყობილება უფრო მოწინავე იყო კაპიტალისტურთან შედარებით როგორც ისტორიული, ისე სოციალურ-ეკონომიკური კუთხითაც.
ამავე დროს, ჩვენთვის დღესდღეობით ცნობილია, რომ, სახელდობრ, 1980-იან წლებში განცდილმა ეკონომიკურმა მარცხმა, რასაც დიდად უწყობდა ხელს სწორედ გასული ათწლეულების განმავლობაში აშშ-ისა და მისი ნატო-ელი მოკავშირეების მიერ სამხედრო ხარჯების სისტემატიური ზრდა და გამალებული შეიარაღების პროცესის გაღრმავება, განაპირობა კიდეც 1980-90იანი წლების მიჯნაზე ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისა და საბჭოთა კავშირის დაშლა. უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის შეგვიძლია შევნიშნოთ, რომ 1949 წელს ნატო-ს ბლოკის ქვენების საერთო სამხედრო ხარჯები შეადგენდა 18,7 მლრდ ამერიკულ დოლლარს, 1977-ში – 174 მლრდ-ს, 1990-ში კი – 504,4 მლრდ დოლარს. 1970-იანი წლების შუახანებში აშშ-ის სამხედრო ხარჯები აღემატებოდა 120 მლრდ დოლარს, ხოლო 1980-იანი წლების მიწურულს კი – უკვე 304 მლრდ-ს. თავისთავად ცხადია, რომ სსრკ ასევე იძულებული იქნებოდა გაეზარდა საკუთარი სამხედრო ხარჯებიც, ხოლო იმავე ლონდონური წყაროს მონაცემებით, საბჭოთა კავშირის მთლიანი ეროვნული პროდუქტი უტოლდებოდა 1990 წელს დაახლოებით 2,043 ტრილიონ (2042,73 მლრდ) ამერიკულ დოლარს შეერთებული შტატების 5,423 ტრილიონი დოლარის წინააღმდეგ, ხოლო დასავლეთ ევროპის წამყვან სახელმწიფოთა, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის შესაბამისი მაჩვენებლების გათვალისწინებით კი – 10,187 ტრილიონი დოლარისა.
გარდა ამისა, საბჭოთა ეკონომიკაზე ძლიერი დარტყმს მიყენებისა და მისი ხერხემალში გადატეხვის მიზნით, 1980-იანი წლების დასაწყისში აშშ პრეზიდენტმა რ. რეიგანმა წამოაყენა სრატეგიული თავდაცვით ინიციატივის პროგრამა, რომელიც ივალისწინებდა შეერთებული შტატების ძლიერი რაკესაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შექნას მისი ცაკეული კომპონენტებს განლაგებით არა მხოლოდ დედამიწაზე, არამედ კოსმომსშიც. სულ ახლახანს რუსეთის ერთერთ სატელევიზიო არხზე აჩვენეს დოკუმენტური ფილმი, თავად ამერიკელების მიერ გადაღებული, რომლის ერთერთ ცენტრალურ ფიგურას წარმოადგენდა ამ ქვეყნის ცენტრალური დაზვერვის (ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს, გნებავთ სააგენტოს) მაშინდელი დირექტორი უილიამ კეისი, რომელიც გახლდათ აღნიშნული ინიციატივის წამოყენების ერთერთი მაპროვოცირებელიც. და თუკი საბჭოთა კავშირის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა სერიოზულად მიიღებდა ახალ ამერიკულ ინიციატივას და მასთან ამ სფეროშიც მეტოქეობის გზას დაადგებოდა, ეს უთუოდ საბჭოთა ეკონომიკის კრახით უნდა დასრულებულიყო.
ფილმში ნათქვამი იყო, რომ საბჭოთა მეცნიერებმა უარყოფითი შეფასება მისცეს ამერიკული პროექტის განხორციელების შესაძლებლობას. საქმე ის არის, რომ კოსმოსურ ორბიტებზე განთავსებულ მძლავრ ლაზერებს, მათი შედარებით დაბალი მარგი ქმედების კოეფიციენტის გამო, დატუმბვისთვის დასჭირდებოდათ თითქმის მთელი ელექტროსადგურები, რომელთა ატანაც კოსმოსში შეუძლებელია, ხოლო დედამიწიდან კოსმოსურ ორბიტებზე გაგზავნილი ელექტრო-მაგნიტური ენერგიები კი, მათი ბუნებრივი ჩახშობის (მილევის) გამო, იქამდე ვერ მიაღწევდა და სხვა. ასეთი დასაბუთებული არგუმენტების მიუხედავად, საბჭოთა უმაღლესმა ხელისუფლებამ და პარტიულმა ხელმძღვანელობამ არ დაუჯერეს თავისსავე მეცნიერებს და ამერიკელებთან მეტოქეობის გზას დაადგნენ. ამ ფილმში ნაჩვენები იყო, თუ როგორი აღტაცება და დამცინავი რეპლიკები გამოიწვია აშშ პრეზიდენტის თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეკრებილ მაღალჩინოსნებში საბჭოთა მთავრობის საპასუხო განცხადებამ. შედეგიც ასევე ცნობილია ჩვენთვის – სულ რაღაც ათიოდე წელიწადში ჯერ ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია დაიშალა, შემდეგ კი საბჭოთა კავშირიც. თითქოსდა ევროპაში ორ სამხედრო-პოლიტიკურ ბანაკს შორის შეიარაღებული დაპირისპირების ესკალაციას ბოლო უნდა მოღებოდა. ცენტრალურ ევროპაში, ანუ ნატო-ს ბლოკის ცენტრალურევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრზე (ომთ), ეს ასეც განხორციელდა, ასევე ჩრდილოეთ ევროპაშიც (ჩრდილოევროპულ ომთ-ზე), მაგრამ სამხრეთ ფლანგზე კი, სამხრეთევროპული ომთ-ის აღმოსავლეთ რაიონში, აშშ-ისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელებმა სრულიად სხვა გზა აირჩიეს. ეს გამოიხატა თურქეთის ხელისფლების მიერ თავისი სამხედრო ხარჯების ზრდის გაგრძელებაში მაშინ, როდესაც ნატო-ს სხვა სახელმწიფოებმა 1990-იანი წლების განმავლობაშიეს ხარჯები საგრძნობლად შეამცირეს, და აშშ-ისა და გერმანიის მიერ თურქეთისთვის უფრო თანამედროვე (ან სულაც თითქმის უკანასკნელი ნიმუშების) იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის, აგრეთვე მათი წარმოების ტექნოლოგიების გადაცემაში, რაზედაც ზემოთ ნაწილობრივ უკვე გვქონდა საუბარი.
სახელდობრ, თურქეთის სამხედრო ხარჯები 1990 წელს, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, შეადგენდა ეროვნულ ვალუტაში 5,0 მლრდ ამერიკული დოლარის ექვივალენტურ თანხას, პლიუს 0,5 მლრდ დოლარამდე ამერიკული სამხედრო დახმარება. ხოლო 2000 წელს კი საკუთრივ თურქეთის სამხედრო ხარჯები უტოლდებოდა 10,8 მლრდ დოლარის ექვივალენტურ თანხას. და ეს ხდებოდა იმ დროს, როდესაც ერთ სულ მოსახლეზე მოწული მთლიანი შიდა პროდუქტის წილის საშუალო მაჩვენებლით (per capita) თურქეთი სულ უკანასკნელ ადგილზე იდგა ნატო-ს ბლოკში, და იმავე 2000 წელს ჩამოუვარდებოდა არა მხოლოდ თავის დასავლეთევროპელ პარტნიორებს, თუნდაც იმავე საბერძნეთსა და პორტუგალიას, არამედ ალიანსში ახლად გაწევრიანებულ უნგრეთს, ჩეხეთსა და პოლონეთსაც (თურქეთში მაშინ per capita უტოლდებოდა 6000 დოლარს, საბერძნეთში 13 700, პორტუგალიში 15 500, ესპანეთში 17 900, პოლონეთში 7400, უნგრეთში 8000, ჩეხეთში 13 200 ამერიკულ დოლარს, ხოლო ნატო-ს სხვა სახელმწიფოებში კი გაცილებით უფრო მეტს – 22 000-დან /იტალია/ 33 100 /აშშ/ დოლარამდე /ეს, უფრო ზუსტად, გახლავთ 1999 წლის მონაცემები/).
1990 წელს აშშ-ის სამხედრო ხარჯების წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში შეადგენდა 5,61 %-ს, საფრანგეთის – 3,61 %-ს, გერმანიის – 2,86 %-ს, დიდი ბრიტანეთის – 3,97 %-ს, იტალიის – 2,27 %-ს და თურქეთისა კი – 4,37 %-ს. 1999 წელს აშშ-ში ეს მაჩვენებელი შემცირებულ იქნა 2,91 %-მდე, საფრანგეთში – 2,65 %-, გერმანიაში – 1,61 %-, დიდ ბრიტანეთში – 2,63 %-, იტალიაში – 1,57 %-მდე, ხოლო თურქეთში კი გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის 5,43 %-მდე.
ამავე წლებში თურქეთის შეიარაღებაში გამოჩნდა ახალი ტიპების საბრძოლო ტექნიკა, ან კიდევ გაზრდილ იქნა უკვე მანამდე არსებული და კარგი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებმელის მქონე ნიმუშების რაოდენობა. რომელთა ნაწილს თურქები პიდაპირ ღებულობდნენ პენტაგონისა და ბუნდესვერის საწყობებიდან, ნაწილს კი თავად აწარმოებდნენ ამერიკული და გერმანული ლიცენზიებით. ესენია M-60 და “ლეოპარდ-1” სერიების საბრძოლო ტანკები, YPR-765 სერიის ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ჯავშანტრანსპორტერები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, განსაკუთრებით კი M-110A2 ტიპის 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცები, 227-მმ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები MLRS, საიდანაც შესაძლებელია ATACMS ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გაშვებაც (სროლის სიშორე 190 კმ-მდე, მიზანში მოხვედრის მაღალი სიზუსტე), AH-1W/P “ქინგ კობრას” ტიპის დამრტყმელი ვერტმფრენები, F-16C/D ტიპის ტაქტიკური გამანადგურებელი თვითმფრინავები, 209 ტიპის ტაქტიკური წყალქვეშა ნავები, MEKO-200, “ნოქსისა” და “ოლივერ ჰეზარდ პერის” ტიპების ფრეგატები (მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდები) მართვადი ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო შეიარაღებით. სწორედ ეს ნიმუშები შეადგენენ, M-48A5 საბრძოლო ტანკებთან, M-113A1/A2 ჯავშანტრანსპორტერებთან, F-4D გამანადგურებელ და RF-4C სადაზვერვო თვითმფრინავებთან და სხვა სისტემებთან ერთად, თანამედროვე თურქეთის შეიარაღების საფუძველს, ხოლო თუ რატომ შეიძლებოდა მომხდარიყო ევროპაში შეიარაღებათა საყოველთაო შემცრების პარალელურად თურქეთის შეიარაღებული ძალების ასეთი შთამბეჭდავი გადაიარაღება და გაძლიერება, და როგორ მუქარებს შეიძლება შეიცავდეს ეს საქართველოსთვის, ამის თაობაზე შემდეგ წერილში გვექნება საუბარი.

(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ “ახალი 7 დღის” 2005 წლის 6–11 მაისის ნომერში; ამჯერად იგი ქვეყნდება მცირე სარედაქციო შევსება-შესწორებებით)
ცივი ომის მიწურულს თურქეთს ძირითადად ჰქონდა ამერიკული და დასავლეთგერმანული წარმოების საბრძოლო ტექნიკისა და იარაღის მნიშვნელოვანი როდენობა, მაგრამ მისი დიდი ნაწილი უკვე გვარიანად იყო მოძველებული და თანამედროვე მოთხოვნებს ვეღარ შეესაბამებოდა. მათ რიცხვს მიეკუთვნებოდა M-47 და M-48A1/A2 ტიპის საბრძოლო ტანკები, M-1/-2 და M-59 ტიპის ჯავშანტრანსპორტერები, ცალკეული ტიპის ჰაუბიცები და ზარბაზნები, F-104 და F-5 სერიების ტაქტიკური გამანადგურებელი თვითმფრინავები, რომელთაგან პირველებს დასავლეთგერმანელი პილოტები, მათი ხშირი ავარიულობის გამო, “მფრინავ კუბოებსაც” კი უწოდებდნენ, “გაფისა” და “თენგის” ტიპის ტაქტიკური წყალქვეშა ნავები, “გირინგის”, “სამნერის”, “კარპენტერისა” და “კიოლნის” ტიპის მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდები (საესკადრო ნაღმოსნები და ფრეგატები), რომელთა უმრავლესობაც ჯერ კიდევ 1940-იან წლებში იყო გამოშვებული.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებმა ჯერ კიდევ ვიეტნამში ომის წლებში გამოუშვეს AH-1 “კობრას” სერიის დამრტყმელი (საცეცხლე მხარდაჭერისა და ტანკსაწინააღმდეგო) ვერტმფრენები, ხოლო ბუნდესვერის სახმელეთო ჯარებში კი ამ მიზნით იყენებდნენ BO-105 სერიის მანქანებს, ცივი ომის პერიოდში თურქეთისთვის მათ ისინი არ მიუწოდებიათ.
მაგრამ ცივი ომის დასრულების შემდეგ აშშ-ისა და ნატო-ს ხელმძღვანელობა განსაკუთრებული მზრუნველობით მოეკიდნენ თურქეთის შეიარაღებული ძალების შემდგომ გაძლიერებას. 1990 წლის 19 ნოემბერს პარიზში დადებულ იქნა “ხელშეკრულება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ” (Treaty on Conventional Armed Forces in Europe – CFE), რომლის თანახმადაც თითოეულ სამხედრო ბლოკს – ნატო-სა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციას – უფლება მიეცა მშვიდობიანობის დროს მის მიერ კონტროლირებად ევროპულ ტერიტორიაზე რეგულარულ საჯარისო ნაწილებსა და სპეციალურ საწყობებში მუდმივად განელაგებია არაუმეტეს 20 000 საბრძოლო ტანკის, 30 000 მოჯავშნული სავრძოლო მანქანის, 20 000 საველე საარტილერიო სისტემის (100 მმ და მეტი ყალიბისა), 6800 საბრძოლო თვითმფრინავის და 2000 დამრტყმელი ვერტმფრენისა.
ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის განლაგების უფრო მეტად რეგლამენტირების მიზნით ევროპის ტერიტორია დაყოფილ იქნა ცენტრალურ და საფლანგო რაიონებად. ნატო-ს ბლოკის მხრიდან საფლანგო რაიონში შეიტყვანეს ნორვეგია, ისლანდია, საბერძნეთი და თურქეთის ტერიტორის უმეტესი ნაწილი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის გამოკლებით; ვარშავის ხელშეკრულების მხრიდან კი – ბულგარეთი, რუმინეთი და საბჭოთა კავშირის ლენინგრადის, ოდესის, ჩრდილო-კავკასიისა და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქების ტერიტორიები. ევროპის მთელი დანარჩენი ტერიტორია ატლანტის ოკეანიდან ურალის მთებამდე შეყვანილ იქნა CFE-ხელშეკრულების მოქმედების ცენტრალურ რაიონში, მაგრამ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მისი დიდი სივრცული განფენილობის გამო, ეს რაიონი დაყოფილ იქნა ქვერაიონებად მხარეთა შეხების საზღვრიდან დასავლეთისა (ნატო-თვის) და აღმოსავლეთის (ვარშავის პაქტისთვის) მიმართულებით. CFE-ხელშეკრულების IV და V მუხლების ძალით თითოეული სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის მიერ თავიანთ ტერიტორიებზე მუდმივად გასალაგებელი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის მაქსიმალური რაოდენობები (კვოტები) განაწილებულ იქნა ამ ბლოკების საფლანგო და ცენტრალურ რაიონებში განლაგებულ სახელმწიფოებს შორის, ხოლო საბრძოლო თვითმფრინავებისა და დამრტყმელი ვერტმფრენების კვოტების განაწილება კი მთლიანად მიანდეს ამ ბლოკების სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას.
ამჯერად ჩვენ გვაინტერესებს სწორედ ცენტრალურ და საფლანგო რაიონებში თითოეული სამხედრო ბლოკისთვის გამოყოფილი კვოტების მნიშვნელობანი, რომლებიც მოგვყავს 1-ლ ცხრილში.
ცხრილი 1
ნატო-სა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცის კვოტების განაწილება ცენტრალურ და საფლანგო რაიონებში
შეიარაღებათა . . . . საბრძოლო . . მოჯავშნული . . საველე სა-
განლაგების . . . . . . ტანკები . . . . . .საბრძოლო . . . არტილერიო
პირობები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . მანქანები . . . . სისტემები
თითოეული სამხედრო ბლოკის ევროპულ ტერიტორიაზე მთლიანად
სულ არაუმეტეს . . . . .20 000 . . . . . . .30 000 . . . . . . . .20 000
მათ შორის რეგუ-
ლარულ ნაწილებ-
ში არაუმეტეს . . . . . . . 16 500 . . . . . . .27 300 . . . . . . . .17 000
თითოეული სამხედრო ბლოკის ცენტრალური რაიონში
სულ არაუმეტეს . . . . .15 300 . . . . . . .24 100 . . . . . . . .14 000
მათ შორის რეგუ-
ლარულ ნაწილებ-
ში არაუმეტეს . . . . . . . 11 800 . . . . . . 21 400 . . . . . . . .11 000
თითოეული სამხედრო ბლოკის საფლანგო რაიონში
რეგულარულ ნაწი-
ლებში არაუმეტეს . . . . 4700 . . . . . . . . 5900 . . . . . . . . . 6000
ცხრილიდანაც ჩანს, რომ სახედრო ბლკების საფლანგო რაიონებში არ იყო გათვალისწინებული ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის სპეციალური საწყობების შექმნა, თუმცა კი ცალკე მუხლით ვარშავის ხელშეკრულების (საბჭოთა კავშირის) სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უფლება მისცეს, რომ ლენინგრადის სამხედრო ოლქის სამხრეთ ნაწილში (ფსკოვის ადმინისტრაციული ოლქი) და ოდესის სამხედრო ოლქში განელაგებია სპეციალური საწყობები რამდენიმე ასეული საბრძოლო ტანკის, მოჯავშნული საბრძოლო მანქანისა და საველე საარტილერიო სისტემისთვის. გარდა ამისა, საბჭოთა ჯარებისთვის სარეზერვო რაიონად სამხრეთის მიმარულებაზე შესაძლოა გადაქცეულიყო ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქის სამხრეთ რაიონი და იქ განლაგებული ჯარები, აგრეთვე ურალის ქედის აღმოსავლეთი, რომელიც არ შედის CFE-ხელშეკრულების მოქმედების ზონაში და, შესაბამისად, იქ განლაგებული საბჭოთა საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება შეზღუდვებს არ ექვემდებარება.
ნატო-ს ბლოკის ჩრდილოეთ ფლანგზე ისლანდიას თავისი შეიარაღებული ძალები არ გააჩნია, ნორვეგის ტერიტორიაზე კი ასევე ვერ მოხერხდებოდა ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის საწყობების შექმნა (ამის საჭიროება არც ყოფილა), ხოლო სამხრეთის ფლანგზე კი გასათვალისწინებელია ის, რომ თურქეთის ტერიტორიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი საერთოდ არ შედის CFE-ხელშეკრულების მოქმედების ზონაში და იქ კვოტებით დადგენილი შეზღუდვები არ მოქმედებს. ქვემოთ დავინახავთ, რომ თურქულ სარდლობას აქ მოწყობილი აქვს სპეციალური საწყობები ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის მნიშვნელოვანი რაოდენობისთვის. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ 1990 წლის ნოემბერში CFE-ხელშეკრულება დადებულ იქნა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის (ეუთთ, ევროთათბირის) ეგიდით, რომელიც შემდგომ წლებში “ორგანიზაციად” გადაკეთდა – ეუთო, და ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტებთან დაკავშირებული პროცესები დღესდღეობით სწორედ მისი ეგიდით მიმდინარეობს.
ნატო-ს ბლოკში საფლანგო კვოტების განაწილება ნაჩვენებია მე-2 ცხრილში.
ცხრილი 2
ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტების განაწილება ნატო-ს ბლოკის საფლანგო რაიონში
(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – საბრძოლო ტანკები, B – მოჯავშნული საბრძოლო მანქანები, C – საველე სარტილერიო სისტემები, D – დამრტყმელი ვერტმფრენები, E – საბრძოლო თვითმფრინავები)
ქვეყანა . . . . . . . . . A . . . . . .B . . . . . C . . . D . . . E . .
CFE-ხელშეკრულების დადებისთვის არსებული მდგომარეობა
ნორვეგია . . . . . . .205 . . . . 146 . . . .532 . . – . . . .90
საბერძნეთი . . . 1725 . . . .1639 . . .1941 . . – . . .480
თურქეთის
ევროპული
ტერიტორია . . . 2888 . . . .1554 . . .3202 . . – . . 589
CFE-ხელშეკრულებით დადგენილი კვოტები
ნორვეგია . . . . . . 170 . . . . . 225 . . .527 . . . – . . .100
საბერძნეთი . . . 1735 . . . .2534 . . 1878 . . .30 . . 650
თურქეთის
ევროპული
ტერიტორია . . . 2759 . . . 3120 . . 3528 . . 103 . . 750
მე-2 ცხრილში ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ ნატო-ს ბლოკის სამხრეთ ფლანგზე საბერძბეთსაც და თურქეთსაც ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტები რამდენადმე გაუზარდეს მანამდე არსებულ დონეენთან შედარებით. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამაზე დამატებით, თურქეთს თავისი ტერიტორიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებული აქვს ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომელთა ერთი ნაწილიც შედის აქ დისლოცირებული ჯარების შემადგენლობაში (მე-2 საველე არმიისა და მე-3 არმიის მე-8 საარმიო კორპუსისა), მეორე ნაწილი კი დასაწყობებულია, რათა საჭიროების შემთხვევაში გადმოისროლონ ისინი ქვეყნის ევროპულ ტერიტორიაზე აქ განლაგებული შენაერთებისა და ნაწილების სრულ შტატებამდე დაკომპლექტებისთვის და ახლების შესაქმნელად – ძალის დემონსტრირების ან საბრძოლო მოქმედებების წარმოების მიზნით – შესაძლოა ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებაზე საბერძნეთის, ბულგარეთის ან სერბეთის წინააღმდეგ, ან კიდევ ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებაზე ამიერკავკასიაში რუსეთ-ირან-სომხეთის კოალიციის წინააღმდეგ, ან საქართველოს ტერიტორიის დასაკავებლად, და სხვა.
ყურადღებას იქცევს ის გარემოებაც, რომ 1980-იან წლებში ნატო-ს ბლოკის ევროპული სახელმწიფოების უმეტესობამ ისე წაიყვანა თავისი სამხედრო მშენებლობა, რომ მათი ძირითადი შეიარაღების რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 1990 წელს დადგენილი კვოტებით განსაზღვრულს. მე-3 ცხრილში ნაჩვენებია ჩრდილოატლანტიკური კავშირის წამყვანი ევროპული სახელმწიფოებისა და თურქეთის ჩვეულებრივი შეტრევითი შეიარაღების რაოდენობა CFE-ხელშეკრულების დადების მომენტისთვის, ხელშეკრულებით დადგენილი კვოტები და ასევე ამ შეიარაღების რაოდენობა 2000 წლის შუახანებში.
ცხრილი 3
ნატო-ს ბლოკის წამყვანი ევროპული სახელმწიფოებისა და თურქეთის შეიარაღება
საბრძოლო . . . . . საფრანგეთი . . . გერმანია . . . დიდი . . . თურქეთი
ტექნიკა და . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ბრიტანეთი . . . . . . . .
შეიარაღება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღება CFE-ხელშეკრულების დადების მომენტისთვის (1990 წლის ნოემბერში)
საბრძოლო
ტანკები . . . . . . . . . . . . 1349 . . . . . . . . . 4726 . . . . . . 1314 . . . . . . . 3783
მოჯავშნული
საბრძოლო
მანქანები . . . . . . . . . . 4331 . . . . . . . . . 5279 . . . . . . 4382 . . . . . . . 3560
საველე სა-
არტილერიო
სისტემები . . . . . . . . . . 1403 . . . . . . . . .2637 . . . . . . . .729 . . . . . . .4187
დამრტყმელი
ვერტმფრენები . . . . . . . 429 . . . . . . . . . . 357 . . . . . . . 368 . . . . . . . . – . .
საბრძოლო
თვითმფრინავები . . . . .700 . . . . . . . . . . 860 . . . . . . . 842 . . . . . . . .650
CFE-ხელშეკრულებით თითოეული ამ სახელმწიფოსთვის განსაზღვრული კვოტები
საბრძოლო
ტანკები . . . . . . . . . . . . 1306 . . . . . . . . . 4166 . . . . . . 1015 . . . . . . . 2795
მოჯავშნული
საბრძოლო
მანქანები . . . . . . . . . . .3820 . . . . . . . . . 3446 . . . . . . 3176 . . . . . . . 3120
საველე სა-
არტილერიო
სისტემები . . . . . . . . . . 1292 . . . . . . . . .2705 . . . . . . . 636 . . . . . . . 3523
დამრტყმელი
ვერტმფრენები . . . . . . . 396 . . . . . . . . . . 306 . . . . . . .371 . . . . . . . . 103
საბრძოლო
თვითმფრინავები . . . . 800 . . . . . . . . . . .900 . . . . . . .900 . . . . . . . . 750
2000 წლის შუახანებში ამ ქვეყნებში რეალურად არსებული შეიარაღება
საბრძოლო
ტანკები . . . . . . . . . . . . . 834 . . . . . . . . . 2815 . . . . . . . 616 . . . . . . . 4205
მოჯავშნული
საბრძოლო
მანქანები . . . . . . . . . . .4613 . . . . . . . . . 4959 . . . . . . 2426 . . . . . . . 4293
საველე სა-
არტილერიო
სისტემები . . . . . . . . . . . 802 . . . . . . . . .2115 . . . . . . . .457 . . . . . . .4964
დამრტყმელი
ვერტმფრენები . . . . . . . 339 . . . . . . . . . . 204 . . . . . . . 269 . . . . . . . . .37
საბრძოლო
თვითმფრინავები . . . . .517 . . . . . . . . . . 559 . . . . . . . 566 . . . . . . . .505
აღნიშნულ ცხრილში გერმანიის საწყის შეიარაღებაში (1990 წლის ნოემბრის მდგომარეობით) არ ვაჩვენეთ გაერთიანების შედეგად აღმოსავლეთ გერმანიის ეროვნული სახალხო არმიისგან მიღებული შეიარაღება, რომლის უდიდესი ნაწილიც ბუნდესვერმა 90-იან წლებში მოიშორა. დიდი ბრიტანეთისა და თურქეთის რეალურად არსებულ შეიარაღებაში კი ნაჩვენებია ის რაოდენობაც, რომელიც ამ ქვეყნებს გააჩნიათ ევროპული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ – ბრიტანეთს ყოფილ კოლონიებში, ხოლო თურქეთს კი სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში; 2000 წელს საფრანგეთისა და გერმანიის მოჯავშნული საბრძოლო მანქანების გრაფაში ნაჩვენებია აგრეთვე მათ ბაზაზე შექმნილი არასაბრძოლო დანიშნულების მოჯავშნული მანქანებიც, მაგალითად: სამეთაურო-საშტაბო მანქანები, მეწინავე საარტილერიო მეთვალყურეთა მოჯავშნული მანქანები და სხვა. ისინი ცალკე ვერ გამოვყავით, ვინაიდან ლონდონის საერთაშორისო ინსიტუტის ყოველწლიურ გამოცემაშიც Military Balance, საიდანაც გვაქვს ეს მონაცემები ამოღებული, ისინი ცალკე გამოყოფილი არ ყოფილა.
ცხრილი ნათლად გვიჩვენებს, რომ 1990-იან წლებში ნატო-ს ბლოკის სხვა მსხვილი ევროპული სახელმწიფოებისგან განსხვავებით, თურქეთის სარდლობამ მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების რაოდენობა და ეს მოხდა იმავე აშშ-ისა და გერმანიის სამხედრო-ტექნიკური დახმარების შედეგად. სახელდობრ, თურქებმა მიიღეს 1180-მდე საბრძოლო ტანკი M-60A1/A3 და “ლეოპარდ-1A1/A3”, ხოლო კიდევ M-48A1/A2 ტიპის 895 საბრძოლო ტანკს ჩაუტარეს მოდერნიზაცია A5 მოდელამდე მისი გაუმჯობესების მიზნით; ამერიკული ლიცენზიით საკუთარ ქარხნებში აწარმოეს YPR-765 ტიპის 650 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და 830 ჯავშანტრანსპორტერი, აგრეთვე დამატებით მიიღეს 350-ზე მეტი ამერიკული ჯავშანტრანსპორტერი M-113A1/A2; 340 ერთეულით გაზარდეს თვითმავალი საარტილერიო დანადგარების ფარეხი, განსაკუთრებით კი 203,2-მმ ამერიკული ჰაუბიცებისა M-110A2, რომლებიც თავად აშშ არმიის შეიარაღებიდან მოხსნილ იქნა 227-მმ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით MLRS ჩანაცვლების შედეგად; მათ შეიარაღებაში ასევე გამოჩნდა 40-მდე დამრტყმელი ვერტმფრენი AH-1W/P “ქინგ კობრა”; ამერიკული ლიცენზიით აწარმოეს 170-მდე თანამედროვე მსუბუქი გამანადგურებელი თვითმფრინავი F-16 C/D, გერმანული ლიცენზიით კი 209-ტიპის ოთხი დიზელური წყალქვეშა ნავი და MEKO-200 ტიპის ოთხი ფრეგატი, გარდა ამისა, ამერიკელებისგანაც მიიღეს “ნოქსისა” და “ოლივერ ჰეზარდ პერის” ტიპების 13 ფრეგატი და ეს 17-ვე მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდი შეიარაღებულია “ჰარპუნის” ტიპის ამერიკული ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებით, ხოლო მათ გარდა ამ ხომალდების შეიარაღებაშია წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგი სარაკეტო კომპლექსები, სატორპედო აპარატები, უნივერსალური საარტილერიო დანადგარები, საზენიტო სარაკეტო-საარტილერიო კომპლექსები, წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ვერტმფრენები და სხვა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ამავე 1990-იან წლებში რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის შეიარაღებაში მანამდე არსებული 26 დიზელური წყალქვეშა ნავი შემცირებულ იქნა 12-მდე, რომელთაგან სრულფასოვნად მოქმედი მხოლოდ ერთია, 46 მსხვილი წყალზდა საბრძოლო ხომალდიდან კი დატოვებულ იქნა მხოლოდ შვიდი, და 150 საბრძოლო თვითმფრინავიდან – სულ 30-მდე, მაშინ ვნახავთ, რომ უკანასკნელი 10–15 წლის განმავლობაში დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების მიერ თურქეთის სამხედრო მანქანის ასე რამდენჯერმე გაძლიერება ბევრად სცილდება ამ ქვეყნის თავდაცვითი საკმარისობის დონეს და გვაფიქრებინებს, რომ ატლანტიკური დასავლეთის მმართველ წრეებს უფრო სხვა გეგმები უნდა ჰქონდეთ კავკასია – ცენტრალური აზიის მიმართულებაზე თურქეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების მხრივ.
ჩვენ ამის შესახებ უკვე 1999 წლის გაზაფხულ-ზაფხულში ვიცოდით და მაშინვე საქმის კურსში ჩავაყენეთ საქარველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროებს კომიტეტის ხელმძღვანელობა და მისი აპარატი, აგრეთვე სხვა შესაბამისი სახელისუფლებო სტრუქტურები. უკანასკნელი წლების მოვლენებმა და ამიერკავკასიის გარშემო განვითარებულმა პროცესებმაც დაადასტურა აშშ მმართველი წრეების განსაკუთრებული დაინტერესება კავკასიითა და ცენტრალური აზიით. საქართველოში რატომღაც თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების სფეროებში დასაქმებულ ბევრ ადამანს – სახელმწიფო მოხელეებს, არასამთავრობოებსა და მასობრივი ინფორმაციის ამერიკულად გამშუქებელ საშუალებებს – ეს სასურველად და საქართველოსთვის მომგებიანად მაჩნიათ, იმას კი არ ფიქრობენ, რომ პენტაგონისა და ბუნდესვერის ხელმძღვანელობის მიერ თურქული სამხედრო მანქანის გაძლიერება მიმდინარეობდა იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ვიზიტად ჩამოსული აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი ხვდებოდა ზვიად გამსახურდიას და სთავაზობდა გარკვეულ წინადადებებს, რომლებიც საქართველოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა ჩვენი ქვეყნისთვის არასასურველად მიიჩნია და უარითაც უპასუხა. ამას შედეგად მოჰყვა შეერთებული შტატების მაშინდელი პრეზიდენტის ჯ. ბუშის (უფროსის) შენიშვნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მიდიოდა დასავლეთის მმართველი წრეების მიერ განსაზღვრული “დინების საწინააღმდეგოდ”. შემდეგ აგორდა საპროტესტო გამოსვლების ტალღა, რასაც შედეგად ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა მოჰყვა. 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც თურქები ღებულობდნენ M-60 სერიის პირველ ამერიკულ საბრძოლო ტანკებს, მაშინ საქართველოს ახალი ცენტრალური ხელისუფლებისადმი (ე. შევარდნაძისა) დაქვემდებარებული შეიარაღებული ფორმირებები ოსი “ბოევიკებისგან” მიტოვებული ცხინვალის მისადგომებიდან გამოჰყავდათ, რადგან საქართველოს მხრიდან თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სურვილს “მსოფლიო საზოგადოებრიობა ვერ გაიგებდა” და მისთვის თავი აუცილებლად რომ მოგვეწონებინა, “ადამიანის უფლებათა დაცვის” ლოზუნგით, მაინცა და მაინც ოსი ეროვნების ადამიანთა უფლებების (უფრო სწორედ, ინტერესების) დაცვისთვის უნდა გვეცა პატივი, ხოლო სამაჩაბლოდან გამოდევნილი ქართველების უფლებების შესახებ კი პირში წყალი ჩაგვეუბებინა.
როდესაც თურქეთის ტანკსარემონტო ქარხნებში აწყობდნენ ტექნოლოგიურ ხაზებს და ითვისებდნენ YPR-765 სერიის მოჯავშნული საბრძოლო მანქანების წარმოებას, როდესაც თურქი მოხალისეები იარაღით ხელში იბრძოდნენ ბოსნიაში თავიანთი ერთმორწმუნე, სერბული წარმოშობის მუსლიმანთა ინტერესების დასაცავად, ხოლო ნატო-ს ავიაცია კი ბომბავდა მართლმადიდებელი სერბების პოზიციებს, რომლებიც იბრძოდნენ, ალბათ, სულაც არა მუსლიმანებისა და ხორვატი კათოლიკების გასაჟლეტად, არამედ გაერო-ს დამფუძნებელი და ჰელსინკის პროცესის სრულუფლებიანი მონაწილე ქვეყნის, საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – იუგოსლავიის ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დასაცავად, მაშინ ჩვენ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების მიზნით შევდიოდით საქართველოს ამ ძირძველ კუთხეში, იქ ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. აფხაზეთში ჩვენ, ძირითადად, რუსეთის სახელმწიფო ინტერესები დაგვიპირისპირდა, მაგრამ განა მხოლოდ მისი? იქნებ ასევე აქტუალური იყო აშშ მმართველი წრეების განაჩენი იმის შესახებ, რომ საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად გულანთებული ქართველობა კვლავ განაგრძობდა “დინების წინააღმდეგ ცურვას”?
როდესაც თურქები ამერიკული F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავებისა და გერმანული საბრძოლო ხომალდების წარმოებას ითვისებდნენ, მაშინ ბოსნიელი მუსლიმანების ლიდერი ა. იზეტბეგოვიჩი აყენებდა “მუსლიმანური ფედერაციის” შექმნის იდეას “ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედლამდე”, ხოლო ზ. ბჟეზინსკი კი მუქარას უთვლიდა სლოვაკეთის პრეზიდენტს ვ. მეჩიარს, მის მიერ წამოყენებული აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვითი კავშირის პროექტის გამო, რა თქმა უნდა, ნატო-სა და რუსეთის თანხმობითა და გარანტიით; რუსეთმა თანხმობა მისცა, ნატო-მ კი, ნურას უკაცრავად, რასაც სლოვაკეთში ვ. მეჩიარის ხელისუფლების დამხობაც მოჰვა, სწორედ მაშინ ქართული ძალები სოხუმთან მარცხდებოდნენ აფხაზ სეპარატისტებსა და მათ მოკავშირე კონფედრატ-კაზაკებთან ბრძოლაში. როდესაც თურქები თავიან ქარხნებში უშვებდნენ დასავლური ლიცენზიებით წარმოებულ საბრძოლო ტექნიკას, და ასევე დამატებით კიდევ ამერიკულ ფრეგატებსაც ღებულობდნენ, მაშინ გალის რაონში აფხაზი სეპარატისტები და მათი მომხრეები სასტიკად უსწორდებოდნენ ქართველ პარტიზანებსა და მათ მომხრე მოსახლეობას; ბალკანეთში კი აშშ და ნატო-ს სხვა ქვეყნები ყოველმხრივ ხელს უწყობდნენ სერბეთის პროვინცია კოსოვო-მეტოხიაში ალბანური მუსლიმანური სეპარატისტული ძალების მისწრაფებას – სერბეთისგან დამოუკიდებლობის მიღწევისკენ. სერბული სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების პოზიციებს და სერბეთის ქალაქებსაც ისე ბომბავდნენ, თითქოს თანაბარ ბრძოლაში საკუთარი სიცოცხლისათვის რისკის ფასად ეძლიათ მოწინააღმდეგე და არა დიდი რიცხობრივი და ტექნიკური უპირატესობის გამო პრაქტიკულად თავიანთთვის სრულიად უსაფრთხოდ ეჟლიტათ დაუცველი სერბული ჯარები და სერბი მოსახლეობა.
არ არის გამორიცხული, რომ იმავე დასავლეთის მმართველი წრეების გეგმებით ამოქმედდეს მათ მიერვე გაძლიერებული თურქული სამხედრო მანქანა ამიერკავკასია – ცენტრალური აზიის მიმართულებაზე, და უკვე მთელი საქართველო აღმოჩნდეს ისეთსავე განსაცდელში, როგორშიც იყო აფხაზეთი 90-იანი წლების დასაწყისში და როგორშიც არის სერბეთი დღეს “ცივილიზებული დასავლეთის” ხელში. ამისგან თავის დაღწევას ან მოსალოდნელი უბედურების შემსუბუქებას შევძლებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სინამდვილეს სათანადოდ შევაფასებთ და თავს დავანებებთ ორმაგი სტანდარტებით ცხოვრებას – აშშ ინტერესების საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე უფრო მაღლა დაყენებასა და ამის დიდ პროგრესად და სამართიანობად გამოცხადებად.
ის, რომ განსაცდელი რეალურია, ადვილად შეგვიძლია დავინახოთ 1990-იანი წლების მიწურულს საქართველს გარშემო განლაგებული თურქული და რუსული შეიარაღებული ძალების შენაერთებისა და ნაწილების დისლოკაციისა და დაკომპლექტებულობის უკეთ გაცნობით, რასაც შემდეგ წერილში შემოგთავაზებთ.

(გვ. 9–ზე გასარკვევია ერთი საკითხი /?????/) (წერილი გამოქვეყნდა გაზეთ “ახალი 7 დღის” 2005 წლის 20–26 მაისის ნომერში)
საქართველოს გარშემო თურქული და რუსული სახმელეთო ჯარების განლაგებიდან და დაკომპლექტებულობის ხარისხიდან გამომდინარე, საქმეში ჩახედული ადამიანისთვის ადვილად მისახვედრია ამ ორი ქვეყნის სარდლობათა სავარაუდო გეგმები და შეიარაღებული ძალების ამოცანები. ქვემოთ შევეხებით თურქეთის სახმელეთო ჯარების ოპერატიული გაერთიანებების, შენაერთებისა და ნაწილების განლაგებასა და დაკომპლეტებულობას ქვეყნის ევროპულ ნაწილში 1998 წლის დასაწყისის მდგომარეობით.
წყაროდ გამოვიყენებთ თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 1998 წლის დასაწყისში ვენაში, ეუთო-ს შტაბ-ბინაში წარდენილ და ამ ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურების მიერ დამოწმებულ ოფიციალურ დოკუმენტს, აგრეთვე სტრატეგიული კვლევების ლონდომის საერთაშორისო ინსტიტუტის ყოველწლიურ გამოცემას Military Balance.
1990 წლის ნოემბერში, პარიზში, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის (ევროთათბირი, ეუთთ /ამჟამად ეუთო/) ეგიდი დადებული “ხელშეკრულება ევროპაში ჩველებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ” (Treaty on Conventional Armed Forces in Europe – CFE) ითვალისწინებს მისი მონაწილე ყველა სახელმწიფოს მიერ ევროპის ტერიტორიაზე განლაგებული თავისი სახმელეთო ჯარებისა და ტაქტიკური საბრძოლო ავიაციის საჯარისო გაერთიანებების, შენაერთებისა და ნაწილების ჩვენებას პირადი შემადგენლობისა და ძირითადი შეიარაღების მითითებით. შესაბამისად, CFE-ხელშეკრულების მონაწილე თითოეული სახელმწიფო ვალდებულია ყოველი წლის დასაწყისში გზავნიდეს სათანადო მონაცემებს ვენაში, ეუთო-ს შესაბამის სტრუქტურებში, სადაც ხდება მათი შესწავლა, საეჭვო მონაცემების ინსპექტირების მეშვეობით გადამოწმება და შემდეგ, თითოეული ქვეყნის შესახებ დამოწმებული სავერიფიკაციო დოკუმენტების გამრავლება და ყველა მონაწილე სახელმწიფოში მათი დაგზავნა. აქედან გამომდინარე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამნისტროში ყოველწლიურად მოდის მონაცემები არა მხოლოდ ჩვენი მეზობელი ქვეყნების ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღებისა და შესაბამისი საჯარისო ერთეულების შესახებ, არამედ ჩვენგან უფრო მოშორებული ევროპული ქვეყნებისაც.
1998 წლის ჩათვლით ეს დოკუმენტები ღია იყო და მათი გაცნობა შესაძლებელი გახლდათ ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, მაგრამ შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ამ დოკუმენტებს კონფიდენციალური ინფორმაციის გრიფი დაადო და მკვეთრად შეზღუდა მათი გაცნობის შესაძლებლობა რიგითი მკვლევარების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ამიტომ იძულებული ვართ ამჟამად ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ 1998 წლის დასაწყისის ოფიციალური მონაცემებით, ხოლო უფრო გვიანდელი წლების შესახებ კი შეგვიძლია ვიმსჯელოთ Military Balance-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით და, შესაბამისად, შევქმნათ საკმარისად სრული და ნათელი სურათი დღევანდელი მდგომარეობის შესახებაც. გარდა ამისა, ამ დროს არც ჩეჩნეთში იყო მეორე ომი დაწყებული და არც აშშ-ს ჰქონდა “ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური ომი” გამოცხადებული, ამიტომ ჯარებისა და შეიარაღებათა განლაგება ასახავს შედარებით უფრო მშვიდობიანი დროის სურათს.
სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 1998 წელს თურქეთის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 62600 ათას ადამიანს, მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნება – 639 ათასს; მათგან სახმელეთო ჯარებში შედიოდა 525 ათასი ადამიანი, საჰაერო ძალებში – 63 ათასი, საზღვაო ძალებში კი – 51 ათასი. სამობილიზაციო რესურსი ადიოდა 11 მლნ. ადამიანამდე. თურქეთის შეიარაღებაში ნაჩვენები იყო 4205 საბრძოლო ტანკი (M-48A5, “ლეოპარდ-1” და M-60), 280 ქვეითთა საბრძოლო მანქანა (ქსმ) YPR-765, 3618 ჯავშანტრანსპორტერი (ჯტრ) YPR-765 და M-113, 4274 საველე საარტილერიო სისტემა (100 მმ და მეტი ყალიბისა, მათგან 2372 ქვემეხი, 60 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და 1842 ნაღმსატყორცნი), პლიუს 3792 81-მმ ნაღმსატყორცნი (რომლებიც CFE-ხელშეკრულებით დადგენილ შეზღუდვებს არ ექვემდებარებიან), დიდი რაოდენობით ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო საშუალებები (მათ შორის დიდ სიმაღლეებზე მფრენ საჰაერო მიზნებთან ბრძოლის 92 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი /ზრკ/ “ნაიქ ჰერკულესი”), 320-ზე მეტი ვერტმფრენი, მათ შორის 37 დამრტყმელი AH-1W/P “ქინგ კობრა”, 440 საბრძოლო თვითმფრინავი (F-4, F-5, F-16), 16 ტაქტიკური წყალქვეშა ნავი (მათგან ცხრა თანამედროვე გერმანული 209 ტიპისა), 19 ფრეგატი (თანამედროვე “ნოქსის”, “პერისა” და MEKO-200 ტიპების), 20-მდე სარაკეტო და 30-ზე მეტი საპატრულო კატარღა, ზღვაში სანაღმო ომის წარმოების 30-მდე ხომალდი (მათგან სამი ნაღმგადამღობი /ნაღმების დამყენებელი/ და 26 ტრალერი /ნაღმების გამანადგურებელი/), რვა მსხვილი სადესანტო ხომალდი და სხვა შეიარაღება.
თურქეთის რეგულარული სახმელეთო ჯარების უდიდესი ნაწილი განლაგებულია ქვეყნის დასავლეთ, ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რომლებიც ევროთათბირის, ასევე ეუთო-ს დოკუმენტებით შეყვანილია ევროპაში და იქ მოქმედებს CFE-ხელშეკრულებით დადგენილი შეზღუდვები; მცირე ნაწილი კი განლაგებულია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონში (სირიის, ერაყისა და ირანის მახლობლად) და კუნძულ კვიპროსზე. შესაბამის ტერიტორიებზე თურქეთის სახმელეთო ჯარების პირადი შეადგენლობისა და ძირითადი შეიარაღების განაწილება ნაჩვენებია 1-ლ ცხრილში.
ცხრილი 1
თურქეთის სახმელეთო ჯარებისა და მისი ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების განლაგება 1998 წლის დასაწყისში
განლაგების ტერიტორია . . პირადი შე- . . საბრძოლო . მოჯავშნული . საველე სა-
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .მადგენლო- . . . ტანკები . . . საბრძოლო . . არტილერიო
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ბა, ადამიანი . . . . . . . . . . . . . . .მანქანები . . . . სისტემები
ქვეყნის მთელ
ტერიტორიაზე . . . . . . . . . . . . . . 525 000 . . . . . . 4205 . . . . . . . . 3898 . . . . . . . . . .4274
მის ევროპულ ნაწინლში . . . . . .444 390 . . . . . . 2542 . . . . . . . . 2501 . . . . . . . . . .2839
(მთლიანი რაოდენობის %) . . . . (84,6) . . . . . . .(60,5) . . . . . . . (64,2) . . . . . . . . . (66,4)
მის აზიურ ნაწილში . . . . . . . . . . .50 610 . . . . . .1463 . . . . . . . . 1147 . . . . . . . . . . 1139
(მთლიანი რაოდენობის %) . . . . . (9,6) . . . . . . (34,8) . . . . . . . (29,4) . . . . . . . . . .(26,6)
კუნძულ კვიპროსზე . . . . . . . . . . .30 000 . . . . . . .200 . . . . . . . . . 250 . . . . . . . . . . .296
(მთლიანი რაოდენობის %) . . . . . (5,7) . . . . . . . (4,8) . . . . . . . . (6,4) . . . . . . . . . . (6,9)
აღნიშნული ცხრილიდან ჩანს, რომ თურქეთის აზიურ ნაწილში (სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში) ქვეყნის სახმელეთო ჯარების სარდლბას განლაგებული ჰყავდა პირადი შემადგენლობის 9,6 %, საბრძოლო ტანკების 34,8 %, მოჯავშნული საბრძოლო მანქანების 29,4 % და საველე არტილერიის ქვემეხებისა და ნაღმსატყორცნების 26,6 %. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ტერიტორიის ევროპულ ნაწილში CFE-ხელშეკრულებით დადგენილი შეზღუდვების გამო თურქეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში გაკეთებული აქვს სპეციალური საწყობები, სადაც განთავსებულია ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის მარაგები, საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის ევროპულ ტერიტორიაზე გადმოყვანისა და აქ არსებული შენაერთებისა და ნაწილებს სრულ შტატებამდე დაკომპლექტებისთვის, აგრეთვე ახლების ჩამოყალიბების მიზნითაც.
თურქეთის სახმელეთო ჯარების საველე არმიებისა და საარმიო კორპუსების შტაბების, აგრეთვე საბრძოლო დივიზიების, ცალკეული ბრიგადებისა და პოლკების განლაგება ნაჩვენებია ნახატზე. მისი ყველაზე უფრო მსხვილი და ბრძოლისუნარიანი დაჯგუფება წარმოდგენილია პირველი საველე არმიით, რომლის შტაბიც განლაგებულია ქალაქ სტამბულში, ხოლო მის საბრძოლო შემადგენლობაში კი შედიან მე-2, -3, -5 და 15-ე საარმიო კორპუსები მათში შემავალი საჯარისო ერთეულებით, აგრეთვე უშუალოდ არმიის სარდლობისადმი დაქვემდებარებული ნაწილები; სულ ერთი მექანიზებული ქვეითი დივიზია (ორი მექანიზებული ქვეითი ბრიგადით), რვა ცალკეული ჯავშანსატანკო, ხუთი ცალკეული მექანიზებული ქვითი და სამი ცალკეული ქვეითი ბრიგადა, სპეციალური დანიშნულების ჯარების (“კომანდოსების”) ორი ბრიგადა/პოლკი, ცალკეული სავერტმფრენო პოლკი, საკორპუსო დაქვემდებარების სამი საარტილერიო პოლკი და სხვა ჯარები. ისინი დისლოცირებული არიან ქვეყნის ტერიტორიის ჩრდილო-დასავლეთ რაიონსა და შავი ზღვის სრუტეების ზონაში. მათ შემადგენლობაში 1998 წლის დასაწყისში ნაჩვენები იყო პირადი შემადგენლობის 150 420 ადამიანი, 1560-მდე საბრძოლო ტანკი, 1425-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 1085-ზე მეტი საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 20 სატანკო ხიდგამყვანი, 30 საბრძოლო უზრუნველყოფის ვერტმფრენი და სხვა შეიარაღება.
1-ლი საველე არმიის შეიარაღების უფრო გულდასმით განხილვისას დავინახავთ, რომ აქ თავმოყრილი იყო გერმანული “ლეოპარდ-1A1/A3” ტიპის ტანკების ძირითადი რაოდენობა (360 მანქანაზე მეტი) და 1195-ზე მეტი ამერიკული M-48A5 (უფრო თანამედროვე M-60 სერიის ტანკები კი 1998 წლის დასაწყისში 1-ლ საველე არმიაში არ ჰყოლიათ), 1425-ზე მეტი საბრძოლო მანქანიდან 30 იყო ქვეითთა საბრძოლო მანქანა (ქსმ) YPR-765 და 1395-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტერი (ჯტრ) M-113 და YPR-765, 1085-ზე მეტი საველე საარტილერიო სისტემიდან 710-მდე გახლდათ 105-, 155-, 175- და 203,2-მმ ქვემეხი, 370-ზე მეტი 106,7- და 120-მმ ნაღმსატყორცნი და ექვსი 227-მმ ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა MLRS, M-48 ტანკის ბაზაზე შექმნილი 20 სატანკო ხიდგამყვანი, UH-1D/H და AB-205 ტიპების 30 საბრძოლო უზრუნველყოფის (ზოგადი დანიშნულების, საშუალო სატრანსპორტო) ვერტმფრენი.
თურქეთის დედაქალაქ ანკარის რაიონში განლაგებულია მე-4 ცალკეული საარმიო კორპუსი (შტაბი ანკარაში), რომელიც არ შედის საველე არმიების დაქვემდებარებაში და რომლის შემადგენლობაშიც 1998 წელს ნაჩვენები იყო ერთი მექანიზებული ქვეითი დივიზიის შტაბი (ანკარა), ოთხი საბრძოლო ბრიგადა (ჯავშანსატანკო, მექანიზებული ქვეითი და ორიც “კომანდოსებისა”), აგრეთვე ცალკეული ქვეითი პოლკი – სულ პირადი შემადგენლობის დაახლოებით 23 850 ადამიანი, 110 საბრძოლო ტანკი M-60A1/A3, 125-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო მანქანა (ათი ქსმ YPR-765, 115-ზე მეტი ჯტრ, მათგან 100-მდე M-113A1/A2), 60-მდე საველე საარტილერიო სისტემა (28 ქვემეხი და 30 ნაღმსატყორცნი).
თურქული არმიის სიძლიერით მეორე დაჯგუფება განლაგებულია ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში, ამიერკავკასიის მახლობელ რაიონში, მე-3 საველე არმიის შემადგენლობაში (შტაბი ქ. ერზინჯანში). აქ არმიის სარდლობისადმი უშუალოდ დაქვემდებარებული ცალკეული ბრიგადებისა და პოკლკების გარდა შედის მე-9 საარმიო კორპუსი (შტაბი ქ. არზრუმში) მისდამი დაქვემდებარებული ჯარებით. მათ შემადგენლობაში 1998 წლის დასაწყისში ნაჩვენები იყო პირადი შემადგენლობის 86 830-მდე ადამიანი, 540 საბრძოლო ტანკი (54 M-60A1/A3 და 486 M-48A5), 625-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო მანქანა (ძირითადად ჯტრ M-113), 680-ზე მეტი საველე საარტილერიო სისტემა (მათგან 355-მდე 105-, 155-, 175- და 203,2-მმ ქვემეხი, 315-მდე 106,7- და 120-მმ ნაღმსატყორცნი, ოთხი 106,7-მმ მრავალლულიანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი), M-48 ტანკის ბაზაზე შექმნილი სამი სატანკო ხიდგამყვანი, ათი დამრტყმელი ვერტმფრენი AH-1W/P “ქინგ კობრა”, 32 საბრძოლო უზრუნველყოფის ვერტმფრენი UH-1D/H, AB-205 და UH-60, და სხვა შეიარაღება.
თურქეთის დასავლეთ და სამხრეთ-დასავლე ტერიტორიაზე განლაგებულია მე-4 “ეგეოსის” საველე არმია (შტაბი ქ. იზმირში), რომლის მიმართაც ქვეყნის სარდლობას გაძლიერებული ჰქონდა ყურადღება 1970-იან წლებში კუნძულ კვიპროსზე საბერძნეთთან სამხედრო კონფლიქტის გამო. 1991 წელს მის შემადგენლობაში შედიოდა ორი ქვეითი დივიზია და ერთი ცალკეული ქვეითი ბრიგადა, ხოლო 1998 წლის დასაწყისში კი მასში ნაჩვენები იყო ძირითადად სასწავლო შენაერთები და ნაწილები და მხოლოდ ორი ცალკეული ქვეითი ბრიგადა, აგრეთვე საარმიო დაქვემდებარების საარტილერიო და სავერტმფრენო პოლკები. არმიის საბრძოლო და საბრძოლო უზრუნველყოფის საჯარისო ნაწილებში 1998 წლის დასაწყისში ნაჩვენები იყო პირადი შემადგენლობის 13 670 ადამიანი, 60-ზე მეტი საბრძოლო ტანკი M-48A5, 11 ჯტრ YPR-765 და M-113, 220-მდე საველე საარტილერიო სისტემა (140-მდე ქვემეხი და 80 ნაღმსატყორცნი), 15 საბრძოლო უზრუნველყოფის ვერტმფრენი UH-1D/H და AB-205.
უფრო დაწვრილებით შევეხოთ ამიერკავკასიის მახლობლობაში განლაგებული თურქული სახმელეთო ჯარების შენაერთებისა და ნაწილების შემადგენლობასა და ძირითად შეიარაღებას. ამის უფრო დაწვრილებითი მონაცემები მოყვანილია მე-2 ცხრილში.
ცხრილი 2
ამიერკავკასიის მახლობლად განლაგებული თურქული საჯარისო ერთეულები 1998 წლის დასაწყისში
(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – განლაგების ადგილი, B – პირადი შემადგენლობა, ადამიანი, C – საბრძოლო ტანკები, D – მოჯავშნული საბრძოლო მანქანები, E – საველე საარტილერიო სისტემები, F – სატანკო ხიდგამყვანები)
საჯარისო . . . . . . . . . . . . . . . . . A . . . . . . . . . B . . . . . C . . . . D . . . . E . . . . F . .
ერთეულები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მე-4 ჯავშანსატანკო . . . . . აშქალე . . . . . . 4590 . . . . 96 . . . .73 . . . 31 . . . 1 . .
ბრიგადა
48-ე ქვეითი ბრიგადა . . . . ტრაპიზონი . . 6369 . . . . – . . . . – . . . .78 . . . . – . .
1-ლი მექანიზებული . . . . . დოღუბაია- . . .9974 . . . 58 . . .129 . . . .83 . . . 1 . .
ქვეითი ბრიგადა . . . . . . . . . ზითი
12-ე მექანიზებული . . . . . . ყარაქიოსე . . . .5180 . . . .54 . . . . 14 . . . .38 . . . – . .
ქვეითი ბრიგადა
მე-9 საარმიო კორპუსის . . . არზრუმი . . . . 3539 . . . . – . . . . . . – . . . . 87 . . . – . . საარტილერიო პოლკი
მე-7 მექანიზებული . . . . . . ქაღიზმანი . . . .4537 . . . . 26 . . . . . 72 . . . 48 . . . – . .
ქვეითი ბრიგადა
14-ე მექაიზებული . . . . . . . . ყარსი . . . . . . . 6392 . . . . 58 . . . . . 64 . . . .54 . . . 1 . .
ქვეითი ბრიგადა
25-ე მექანიზებული . . . . . . .არტაანი . . . . . 7115 . . . . 56 . . . . 142 . . . . 53 . . – . .
ქვეითი ბრიგადა
29-ე მექანიზებული . . . . . . არზრუმი . . . . .5471 . . . . 26 . . . . . 68 . . . . .46 . . – . .
ქვეითი ბრიგადა
51-ე ქვეითი ბრიგადა . . . . . არზრუმი . . . . .5471 . . . . 54 . . . . . – . . . . . .25 . . – . .
მე-9 ქვეითი დივიზია . . . . სარიყამიში . . 10 128 . . . 112 . . . . . 64 . . . .128 . . – . .
ცხრილიდან ჩანს, რომ იქ ჩამოთვლილი ზოგიერთი საჯარისო ერთეული პრაქტიკულად სრულად იყო დაკომპლექტებული პირადი შემადგენლობითა და ძირითადი შეიარაღებით, ზოგი კი ჯავშანსატანკო ტექნიკის და (ან) საველე არტილერიის ნაკლებობას განიცდიდა. პირველები ამათგან მაღალ სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნაში უნდა ყოფილიყვნენ მათზე დაკისრებადი საბრძოლო ამოცანების გადასაწყვეტად, მეორეებს კი გარკვეული დრო დასჭირდებოდათ ტექნიკისა და შეიარაღების დანაკლისის სრულ შტატებამდე შევსებისთვის, რის შემდეგაც უკვე შეეძლებოდათ საბრძოლო ამოცანების შესრულებაც. სახელდობრ, მე-9 ქვეითი დივიზია შედგება ორი ქვეითი, სატანკო და საარტილერიო პოლკებისგან, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილებისა და ქვედანაყოფებისგან. სატანკო პოლკის საბრძოლო ქვედანაყოფებია ორი სატანკო და მოტოქვეითი ბატალიონები, რომელთა შეიარაღებაც: 112 საბრძოლო ტანკი M-48A5 და 64 ჯტრ M-113A1/A2 სრულად შეესაბამებოდა საშტატოს. საარტილერიო პოლკის შეიარაღებაში კი ნაჩვენები იყო 34 105-მმ და 27 155-მმ ბუქსირებადი, აგრეთვე ოთხი 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცა, ანუ მის საბრძოლო შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო 105-მ ჰაუბიცების ორი დივიზიონი (ექვსი საცეცხლე ბატარეა), 155-მმ ჰაუბიცების ორი დივიზონი (ოთხი-ხუთი საცეცხლე ბატარეა) და 203,2-მმ ჰაუბიცების ერთი საცეცხლე ბატარეა. გარდა ამისა, სატანკო და ქვეითი პოლკების შეიარაღებაში უნდა ყოფილიყო 42 106,7-მმ და 21 120-მმ ნაღმსატყორცნი (სულ დივიზიაში 128 საველე საარტილერიო სისტემა). შეიძლება ითქვას, რომ თურქულ სარდლობას მე-9 ქვეითი დივიზია 1998 წელს მაღალ საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნაში ჰყავდა მასზე დაკისრებადი ამოცანების შესასრულებლად.
მე-9 თურქული ქვეითი დივიზიის დისლოკაციის ადგილი, ქალაქი სარიყამიში, დაახლოებით ერთნაირი მანძილებით, 120–150 კმ-ით, არის დაშორებული საქართველოსა და სომხეთის საზღვრებიდან. სარიყამიშიდან სომხეთისკენ განლაგებული მე-7 და 14-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადები (შეიარაღების რაოდენობის მიხედვით, თითოეულში უნდა შედიოდნენ სატანკო და ორი მოტოქვეითი ბატალიონები, ერთი-ორი საარტილერიო დივიზიონი და სხვა ქვედანაყოფები) განიცდიან ჯავშანსატანკო ტექნიკის მნიშვნელოვან ნაკლებობას – თითოეულში უნდა იყოს 54–58 საბრძოლო ტანკი, 120–140 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა – ამიტომ ისინი იმყოფებიან შედარებით დაბალ სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნაში და საჭიროებენ საშტატო შეიარაღების წინასწარ შევსებას საბრძოლო მზადყოფნაში მოსასვლელად.
სარიყამიშიდან ჩრდილოეთისკენ, საქართველოს მიმართულებით, ქალაქ არტაანში განლაგებულია 25-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადა, რომელიც თურქულ სარდლობას 1998 წლის დასაწყისში სრულად ჰყავდა დაკომპლექტებული ძირითადი შეიარაღებით და, შეიძლება ითქვას, რომ იგი მაღალ სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნაში უნდა ყოფილიყო, თუკი სამხედრო დისციპლინა და საბრძოლო მომზადება ასევე მაღალ დონეზე იქნებოდა მასში დაყენებული. ასევე ქალაქ ტრაპიზონში დისლოცირებული 48-ე ქვეითი ბრიგადა, რომელშიც შეიძლება ვივარაუდოთ ოთხი ქვეითი ბატალიონი, საარტილერიო პოლკი და უზრუნველყოფის ქვედანაყოფები, ზემოთ აღნიშნული 78 საველე საარტილერიო სისტემიდან უფრო კონკრეტულად თავის შეიარაღებაში შეიცავდა 24 105-მმ ბუქსირებად ჰაუბიცას, 18 106,7-მმ და 36 120-მმ ნაღმსატყორცნს, და ისიც მაღალ მზადყოფნაში უნდა ყოფილიყო მასზე დაკისრებადი ამოცანების გადასაწყვეტად. ასევე სრულად დაკომპლექტებულ და მაღალ მზადყოფნაში მყოფ საჯარისო ნაწილს წარმოადგენდა 1-ლი მექანიზებული ქვეითი ბრიგადა (ქალაქი დოღუბაიაზითი აზერბაიჯანის ნახჭევნის ოლქის მახლობლად), რომლის შეიარაღებაში არსებული 58 საბრძოლო ტანკიდან 54 იყო ამერიკული M-60A1/A3 ტიპისა (ყველაზე უფრო თანამედროვე და ბრძოლისუნარიანი ტანკები თურქულ არმიაში), 129 ჯავშანტრანსპორტერიდან 110 იყო M-113A1/A2 ტიპის, 83 საველე საარტილერიო სისტემიდან კი რვა იყო 155-მმ ბუქსირებადი და 18 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცა, 40 106,7-მმ და 13 120-მმ ნაღმსატყორცნი, აგრეთვე ოთხი 106,7-მმ მრავალლულიანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა (რუსული “გრადების” მსგავსი).
აღნიშნული სურათის განხილვისას შეიძლება ითქვას, რომ თურქული სარდლობა სომხეთის მიმართულებით ხანმოკლე ომსა და სწრაფ გამარჯვებას არ უნდა გეგმავდეს, ვინაიდან სომხეთში თურქულ ჯარებს ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალებისა და მოსახლეობის ერთსულოვანი წინააღმდეგობა შეხვდებათ. იქ შესაძლო საბრძოლო მოქმედებები უფრო დიდხანს გაგრძელდება. ამიტომ არის, რომ ევროპის ტერიტორიაზე ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის განლაგების რაოდენობრივი შეზღუდვების გამო, თურქეთის სარდლობას ამ მიმართულებაზე დისლოცირებულ საბრძოლო ბრიგადებში საბრძოლო ტანკების, მოჯავშნული საბრძოლო მანქანებისა და საველე არტილერიის გარკვეული ნაკლებობა გააჩნია.
საპირისპირო სურათი იყო (და შესაძლოა დღესაც ასეა) საქართველოსა და ნახჭევნის მიმართულებებზე, სადაც დისლოცირებული თურქული საბრძოლო ბრიგადები პრაქტიკულად სრულად იყო დაკომპლექტებული პირადი შემადგენლობითა და ძირითადი შეიარაღებით, და ბრძანების მიღებისთანავე მოკლე ვადებში შეეძლოთ ფარულად მომზადება და ენერიულად ამოქმედება საქართველოს ან ნახჭევნის ოლქის დასაკავებლად. რუსული სახმელეთო ჯარების სარდლობას ტრაპიზონიდან და არტაანიდან თურქული ბრიგადების საქართველოში შემოსვლის გზებზე, საქართველოს სასაზღვრო რაიონებში, ქალაქებში ბათუმსა და ახალქალაქში, განლაგებული ჰყავდა და დღესაც ჰყავს თავისი სამხედრო ბაზები, რომელთა დანიშნულებაც არის თურქული ჯარების საქართველოში შემოსვლის არდაშვება. თავად ეს სამხედრო ბაზები არ არიან საკმარისად ძლიერები იმისთვის, რათა მხოლოდ თავიანთი ძალებით შეძლონ თურქული ჯარების შემოტევის შეჩერება, როცა იქ 48-ე და 25-ე საბრძოლო ბრიგადებს სხვა ჯარებიც მიეშველებიან, ამიტომ მათ დასახმარებლად რუსულ სარდლობას გარკვეული შენაერთები ჰყავს განლაგებული, როგორც ჩრდილოკავკასიის სამხედრო ოლქში, ისე მის მეზობლადაც, მოსკოვის სამხედრო ოლქისა და ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქის სამხრეთ რაიონებში.
რაც შეეხება 1998 წლის შემდეგ თურქეთის შეიარაღებულ ძალებში მომხდარ ცვლილებებს, ჩვენ ხელთ გვაქვს The Military Balance 2000/2001 გამოცემა, საიდანაც ჩანს, რომ 2001 წლის შუახანებისთვის თურქეთის მოსახლეობა შეადგენდა 66 130 ათას ადამიანს, რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნება – 609 700-ს, მათგან სახმელეთო ჯარებში – 495 000, საჰაერო ძალებში – 60 100 და საზღვაო ძალებში – 54 600 ადამიანი. შეიარაღებაში მათ გააჩნდათ 4205 საბრძოლო ტანკი, 4290-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, საველე არტილერიის 4000-ზე მეტი ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გასაშვები რამდენიმე თანამედროვე ამერიკული დანადგარი MLRS/ATACMS (სროლის სიშორე 190 კმ-მდე, მიზანში მოხვედრის მაღალი სიზუსტე), 320-მდე ვერტმფრენი (მათგან 37 დამრტყმელ და 16 წყალქვეშა ნავებთან ბრძოლისა /ნავსაწინააღმდეგო/), 505 საბრძოლო თვითმფრინავი, 14 ტაქტიკური წყალქვეშა ნავი, 22 თანამედროვე ფრეგატი (მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდი), 50-მდე კატარღა (მათგან 21 სარაკეტო), რვა მსხვილი სადესანტო ხომალდი და სხვა შეიარაღება.
როგორც ვხედავთ, თურქული სარდლობა 1998 წლის შემდეგაც აგრძელებდა თავისი შეიარაღების რაოდენობრივ ზრდასა და ხარისხობრივ გაუმჯობესებას. ამიტომ ჩვენი ხელისუფლების მიერ ეუთო-ს შესაბამისი დოკუმენტების გასაიდუმლოების მიუხედავად, შეგვიძლა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს საზღვრების სიახლოვეს თურქული ჯარების განლაგება და მათი სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნა თუ არ გაიზრდებოდა, არც უნდა შემცირებულიყო.
რა მიზნები შეიძლება ჰქონდეს თურქეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას? რისთვის გაზარდა მან თავისი სამხედრო ხარჯები ცივი ომის დასრულების შემდეგ? რატომ გააძლიერა საკუთარი შეიარაღებული ძალები და რისთვის ინახავს პრაქტიკულად სრულად დაკომპლექტებულ საბრძოლო დივიზიასა და ცალკეულ ბრიგადებს საქართველოსა და ნახჭევნის მიმართულებებზე? ამ კითხვებზე პასუხს გვაძლევს 1980-იანი წლების შუახანებში თურქეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, შემდგომში პრეზიდენტის, აწ გარდაცვლილი თურგუთ ოზალის მიერ დასავლური პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში ნათქვამი სიტყვები იმის თაობაზე, რომ “თურქეთს არ გააჩნია დიდი პრეტენზიები, ვინაიდან ის მხოლოდ რეგიონული სახელმწიფოა – ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედლამდე”-ო (ჩვენ ამის შესახებ ვიცოდით კახა კაციტაძის მიერ ჯერ კიდევ 1994 წელს “კავკასიურ ინსტიტუტში” თანამედროვე გეოპოლიტიკის საკითხებზე წაკითხული რამდენიმე ლექციიდან). ნიშანდობლივია, რომ 1990-იანი წლების დასაწყისში რუსეთის პასიურობის ფონზე დასავლეთის მმართველმა წრეებმა და ნატო-ს ბლოკმა ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე პირდაპირი სამხედრო ჩარევის შედეგად მართლაც დაშალეს ყოფილი იუგოსლავიის ფედერაცია რამდენიმე მცირე სახელმწიფოდ. ამის შედეგად ევროპის შუაგულში წარმოიქმნა ახალი მებრძოლი მუსლიმანური სახელმწიფო ბოსნია-ჰერცოგოვინა, რომლის პრეზიდენტმა ა. იზეტბეგოვიჩმა 1995 წელს წამოაყენა მუსლიმანური ფედერაციის შექმნის იდეა “ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედლამდე”, რა თქმა უნდა, თურქეთის ლიდერობითა და ხელმძღვანელობით. 1990-იანი წლების მიწურულს ახლა უკვე საკუთრივ სერბეთს ჩამოაჭრეს კოსოვოს პროვინცია და ახალი “მუსლიმანური ფედერაციისთვის” ისევ ევროპის შუაგულში გამოკვეთეს კიდევ ერთი მცირე, მაგრამ აგრესიულად ანტიქრისტიანული წარმონაქმნი – კოსოვო. გარდა ამისა, იმავე დასავლეთის წაქეზებით და, როგორც რუსი მკვლევარები ამბობენ, აშშ ცენტრალური დაზვერვისა და პაკისტანის უწყებათაშორისი დაზვერვის მფარველობით, ავღანეთ-პაკისტანის ნარკოვაჭრობიდან შემოსული თანხებით აფინანსებენ ახლა უკვე იუგოსლავიის ფედერაციის ყოფილ რესპუბლიკაში, ამჟამად დამოუკიდებელ მცირე მაკედონიაში მოქმედი სეპარატისტული მუსლიმანური “ალბანური განმათავისუფლებელი არმიის” ხელმძღვანელობასა და “ბოევიკებს”, რომელთა შორისაც იბრძვიან ყოფილი ავღანელი მოჯაჰედებიც. ამის შემდეგ დასავლური გრანტების მოყვარული ქართველი მოხელეები თუ უსაფრთხოების საკითხებში სხვაგვარად “მოჩალიჩეები” გვმოძღვრავენ, რომ თუკი ამერიკას არ ამოვუდგებით მხარში, მაშინ მუსლიმანური ცივილიზაციის შემოტევა ქრისტიანულზე აუცილებლად მოხდებაო. იქნებ პირიქითაა საქმე და პენტგონი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, ცენტრალურ აზიაში აშშ-ის უახლოესი მოკავშირე პაკისტანის უწყებათაშორისი დაზვერვა ან თურქეთი არაფერ შუაში არიან ჯერ 80-იანი წლებში ავღანელი მოჯაჰედებისა (მათ შორის უსამა ბენ ლადენის) და თალიბანის მოძრაობის გაწვრთნაში, მომარაგებაში, შეიარაღებაში, ოპერაციების დაგეგმვასა და სხვა სახის უზრუნველყოფაში, ან იქნებ 90-იანი წლების დასაწყისში “ბოსნიის მუსლიმანური არმიის” (რომლის შემადგენლობაშიც თურქი მოხალისეებიც ბლომად იბრძოდნენ), “კოსოვოს განთავისუფლების არმიისა” და “მაკედონიის განმათავისუფლებელი არმიის” ყოველმხრივ დახმარებაში.
აშშ ცენტრალური დაზვერვისა და პაკისტანის უწყებათაშორისი დაზვერვის მიერ ოქროს ნახევარმთვარის ნარკოვაჭრობის სრული კონტროლისა და ამოღებული თანხების ზემოაღნიშნული “არმიების” და არა მხოლოდ მათი დაფინანსებისა და მომარაგების, ავღანეთისა და პაკისტანის ბანაკებში მათი გაწვრთნისა და სხვა მომზადების შესახებ (მათ შორის შამილ ბასაევისა და მისი მებრძოლების) წერენ თავად ამერიკელი, გერმანელი, ბრიტანელი და რუსი მკვლევარები. შედეგი კი მეტად მძიმეა მართლმადიდებელი სერბების, საუკუნეების წინ გაკათოლიკებული სერბების (იმავე ხორვატების), გამაჰმადიანებული სერბების (ბოსნიელი მუსლიმანების), აგრეთვე იქ მცხოვრები ალბანელი მუსლიმანებისთვისაც, რომლებიც “ცივილიზებული ევროპის” შუაგულში სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაჰკიდეს ერთმანეთს ჯერ კიდევ გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიისა (ჰაბსბურგების იმპერიისა) და ოსმალეთის დამპყრობლური პოლიტიკის მესვეურებმა და შემსრულებლებმა, ხოლო მესამე ათასწლეულის მიჯნაზე კი ატლანტიკური დსავლეთის გეოპოლიტიკურ მიზნებს შესწირეს მათი ღვთივბოძებული სიცოცხლე, სახლ-კარი, სამშობლო, სინდის-ნამუსი, წინაპართა საფლავები და, უბრალოდ, ადამიანობა.
რაც შეეხება თურქეთის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიებს, სადაც თურქეთს შესაძლოა პრეტენზიები ჰქონდეს, მათი ნაწილი შედის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში (ჩრდილო-კავკასია, ვოლგისპირეთი), ნაწილი ირანისა (ირანის ადერბაიჯანი) და ნაწილი კიდევ ჩინეთისა (უიღურსტანი). აქვე იგულისხმება ამიერკავკასია და ყოფილი სსრკ-ის შუააზიური რესპუბლიკები (ტაჯიკეთის გამოკლებით, სადაც ირანულ-ავღანური მოდგმის ხალხი ცხოვრობს). მაგრამ ასეთი მასშტაბის ამოცანის შესრულება თავად თურქეთს საკუთარი ძალებით არანაირად არ შეუძლია, თუ აშშ და სხვა დასავლური სახელმწიფოები უშუალოდ არ ჩაერევიან საქმეში. შესაბამისად, იკვეთება დასავლური სავარაუდო საომარი გეგმების წინააღმდეგ რუსეთ-ირან-ჩინეთის კოალიციაც. ასეთი კოალიციის პირდაპირ ბრძოლაში დამარცხება ატლანტიკური დასავლეთისთვის ადვილი ამოცანა არ უნდა იყოს. ასეთი დაჯახების კონტურები იკვეთებოდა 1999 წლის მეორე ნახევარში, როდესაც დასავლეთის უცერემონიო მოწოლის საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტი ბ. ელცინი ჩავიდა ჩინეთში და იქიდან, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის ხელსუფლებასთან შეთანხმებით, ღიად დაემუქრა აშშ პრეზიდენტ კლინტონს საპასუხო ზომების მიღებით, თანაც მას რუსეთის სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შესაძლებლობებიც გაახსენა.
მაშინ საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა დიდი ხმაური ატეხეს რუსეთის პრეზიდენტის ამ განცხადებაზე და იგი იარაღის ჟღარუნშიც ამხილეს თუ დაადანაშაულეს. ეს სწორია, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ნახევარსიმართლე, ისევე როგორც ბევრი რამ დღევანდელი საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებსა თუ მასმედიაში. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ უკვე გაზეთ “საქართველოში” გამოქვეყნებული გვქონდა რამდენიმე წერილი თურქეთის შეიარაღებულ ძალებში 1990-იან წლებში განხორციელებული ცვლილებების, დასავლეთის მმართველი წრეების მიერ თურქეთის სამხედრო მანქანის არაადექვატურად გაძლიერებისა და თურქული სახმელეთო ჯარების განლაგება-დაკომპლექტებულობის შესახებ, საიდანაც გამომდინარეობდა ისეთივე დასკვნები, როგორებიც ამ წერილშია მოყვანილი, ჩვენი მოსაზრება მაინც უყურადღებოდ იქნა დატოვებული და ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ, ისევ იმ ცალმხრივად ანტირუსეთულ და ტენდენციურ პოზიციებზე დარჩა. უფრო მეტიც, ასეთი ანალიზის გაკეთებისა და შესაბამისი დასკვნების შემუშავების შემდეგ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ყურად არ იღო ობიექტური ინფორმაცია რუსეთთან კავკასია – ცენტრალური აზიის მიმართულებაზე დასავლეთის მმართველი წრეების მიერ ინსპირირებული ახალი შეიარაღებული დაპირისპირების განვითარებისა და ესკალაციის თუნდაც თავად ჩვენი ქვეყნისთვის მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ, ამით იგი უკვე შეგნებულად დადგა რუსეთისადმი მტრულ ბანაკში.
მაშინ რაღატომ გვიკვირს თავად რუსეთის მხრიდან საქართველოს მტრობაც, თუმცა კი არა აშკარა და ღია ფრონტით, არამედ შეფარული, დიპლომატიური და სხვა ფანდების გამოყენებით, მაგრამ განა ასეთივე ქმედებებსა და ასეთ შეფარულ დიპლომატიაში კარგად გაწვრთნილმა ატლანტიკურმა დასავლეთმა არ იცის, თუ რითი ამხილოს მზაკვრობაში მოწინააღმდეგე ღიად და დასაბუთებულად? იცის, რა თქმა უნდა, მაგრამ იქნებ მასაც არაფერი აქვს ღიად და პატიოსნად სათქმელი? იქნებ ისიც ისეთივე, ან უფრო უარესი, თუმცა კი გაცილებით უფრო დახვეწილი და რაფინირებული მზაკვრობით მოქმედებს?
სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, შეერთებული შტატების მთლიანი შიდა პროდუქტი 1999 წელს შეადგენდა 9,2 ტრილიონ დოლარს, ნატო-ს ბლოკის კიდე ხუთი ეკონომიკურად წამყვანი სახელმწიფოსი (დიდი შვიდეულის წევრებისა) – 6,4 ტრილიონს, რუსეთისა კი – სულ 1,1 ტრილიონ დოლარს. იქნებ ასეთი დიდი ფინანსური უპირატესობა აძლევს დასავლეთს იმის შესაძლებლობას, რომ ყიდულობდეს საქართველოსა და სხვა ქვეყნების ხელისუფლების უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ძირითად საქმიანობას, არასამთავრობო და სხვა ორგანიზაციების ტენდენციურ აქტიურობას და მისთვის საჭირო მიმართულებით ისე მიჰყავდეს საქმე, თითქოს ეს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეობს და, უწინარეს ყოვლისა, თავად ჩვენი ქვეყნისთვის არის სასარგებლო. რუსეთს კი ამის ფინანსური შესაძლებლობები არ გააჩნია და ამიტომაც მოქმედებს ასე ღიად, ხშირად უხეშად და არარაციონალურად.
ირაკლი ხართიშვილი
(გაგრძელება იხ. ნაწილი II)

No comments:
Post a Comment