Thursday, November 1, 2018

თავდაცვის სამინისტროსთან ჩემი ბოლო ურთიერთობებისა და უკანასკნელი არჩევნების შესახებ

ამ წლის დასაწყისში მე მივედი წინადადებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იმის თაობაზე, რომ 1993 წლის ბოლოდან 2007-ის მარტის თვემდე ვმუშაობდი საქართველოს პარლამენტის კვლევით დეპარტამენტში, სადაც ვსწავლობდი საზღვარგარეთის სახელმწიფოთა, ძირითადად აშშ-ის შეიარაღებული ძალების მშენებლობის უმთავრეს საკითხებს, ვქმნიდი კვლევით ნაშრომებს და დეპარტამენტის ფარგლებში ვაქვეყნებდი მათ, როგორც თავად პარლამენტის, ისე თავდაცვის სამინისტროს დაინტერესებული სტრუქტურებისა და პირებისთვის; რომ 2010 წლის ოქტომბრის თვიდან მაქვს ჩემი ბლოგი, რომლის ძირითადი თემებია თანამედროვე სამხედრო საქმე და ისტორია; რომ ამ ბლოგზე საზღვარგარეთის სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და საბრძოლო გამოყენების საკითხებში გამოქვეყნებული მაქვს 15 წიგნის მასალა (ან პირდაპირ წიგნები, ან კიდევ სტატიების კრებულები, რომლებიც თემატურად დაკავშირებულია ერთმანეთთან და სავსებით შეიძლება წიგნების სახით იქნას გამოქვეყნებული). ასევე ვუთხარი, რომ ამჟამად ვმუშაობ წიგნებზე: “თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები 1970-იანი წლების დასაწყისიდან 2000-იანების დასაწყისამდე” და “დასავლეთის სახელმწიფოთა საველე არტილერიის განვითარება 1970-იანი წლებიდან 2000-იანების დასაწყისამდე”.

ადრეც აღვნიშნავდი, რომ ბლოგზე გამოქვეყნებული მასალებით მკითხველთა, სავარაუდოდ, ძირითადად თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მნიშვნელოვანი დაინტერესების, აგრეთვე ჩემი არაერთი თხოვნის მიუხედავად, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობას, მაგალითად, ხელშეკრულების საფუძველზე აეწყო ჩემთან საქმიანი ურთიერთობები და გაეჩინა ცხოვრებისა და მუშაობის სახსრები იმისთვის, რომ კვლავ გამეგრძელებინა ამ მხრივ საქმიანობა, მათი მხრიდან 2012 წლის დეკემბრის შემდეგ, ამ მხრივ რაიმე ნაბიჯები გადმოდგმული არ ყოფილა, თუმცა კი სამინისტროს თანამშრომლები შემოდიოდნენ და შემოდიან ამ წიგნებსა თუ წერილებში და მიაქვთ ის ცოდნა და ინფორმაცია, რაც მათშია გადმოცემული.

მე ჩემს მასალებს ვამზადებდი და ვამზადებ ძირითადად ყოფილი საბჭოთა კავშირის, ამჟამად რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ჟურნალში «Зарубежное военное обозрение» გამოქვეყნებული წერილების საფუძველზე, რომელთა ავტორებიც, რუსი სამხედრო სპეციალისტები, თავიანთ მხრივ, იმ წერილებს ამზადებენ ღია საზღვარგარეთულ სამხედრო გამოცემებში – გაზეთები, ჟურნალები, წიგნები – გამოქვეყნებული სტატიებისა და უფრო ვრცელი ნაშრომების გამოყენებით. თბილისის ცენტრალურ ბიბლიოთეკებში ამ ჟურნალების ნომრები ინახება 1974 წლიდან (წელიწადში უმთავრესად 12 ნომერი) და მათში გამოქვეყნებული მასალები მნიშვნელოვან ცოდნასა და ინფორმაციას შეიცავს მსოფლის ქვეყნების სამხედრო მშენებლობის ფუნდამენტურ და აქტუალურ თემებზე. უდიდესი ნაწილი ამ წერილებისა შეეხება ისეთი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც განსაკუთრებით აინტერესებდათ და აინტერესებთ საბჭოთა და რუს სამხედრო სპეციალისტებს, ანუ აშშ-ისა და ნატო-ს ბლოკის სხვა ქვეყნების, ევროპის მცირე ნეიტრალურ სახელმწიფოთა და ისრაელის, ირანის, ჩინეთის, სამხრეთ კორეის, იაპონიის, ინდოჩინეთის სახელმწიფოთა, ავსტრალიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების შეიარაღებული ძალების მშენებლობას. 

მე ვუთხარი, რომ თუ ამჯერადაც თავდაცვის სამინისტროსგან არ მომექცეოდა ყურადღება, მაშინ მომავალში მომზადებულ მასალებს ღია სახით უკვე აღარ ავტვირთავდი ჩემს ბლოგში და სამინისტროს თანამშრომლები მათ უკვე ვეღარ გაეცნობოდნენ. ცნობისთვის, თურქეთის შეიარაღებული ძალების შესახებ დღეისთვის 50-ზე მეტი საჟურნალო წერილი მაქვს თარგმნილი და კომპიუტერში შეყვანილი, და ამდენივე საველე საარტილერიო სისტემების შესახებ, თუმცა ამ უკანასკნელ თემაზე კიდევ უფრო მეტი მასალა მაქვს ხელნაწერი სახით შესაყვანად გამზადებული.

ჩემი მიმართვის შემდეგ მალევე, სადღაც თებერვლის თვეში, შემხვდა თავდაცვის მინისტრს მოადგილე და მასთან საუბარი კარგად და შინაარსიანად წაიმართა. მან მთხოვა მიმეტანა იმ 15 წიგნის ჩამონათვალი, რომლებზედაც ზემოთ მქონდა საუბარი, რათა გენერალურ შტაბში ეჩვენებია დაინტერესებული პირებისთვის. მე მოკლე ხანებში ავუსრულე მას ეს თხოვნა და საჭირო ინფორმაციაც მივაწოდე. ქვემოთ მას ავტვირთავ კიდეც:

ირაკლი ხართიშვილის ბლოგზე საზღვარგარეთის სახელმწიფოთა სამხედრო მშენებლობის შესახებ არსებული წიგნის მოცულობის ნაშრომები 

1. პარლამენტის კვლევით სამსახურში 1994–1999 წლებში ჩემ მიერ გამოქვეყნებული ნაშრომები (მოცულობა – 82 კომპიუტერული გვერდი; კიდევ დაემატება 22–23 გვერდი /წერილი: “კანონპროექტისთვის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ”/) – [ბლოგზე ატვირთვის თარიღი სხვადასხვაა, იხ. ქვემოთ] – {12.01.2018-ში აღნიშნულ მასალაში ბლოგის მკითხველთა შემოსვლების საერთო რაოდენობა 864};

2. აშშ “მძიმე” ფორმირებების საბრძოლო გამოყენება (მოცულობა – 48კომპ. გვ.) – [ბლოგზე ატვირთვის თარიღი 07.07.12] – {შემოსვლების რაოდენობა 113};

3. აშშ-ის სამხედრო სტრატეგიისა და ნატო-ს კოალიციური სტრატეგიის განვითარება 1950-იანი წლებიდან 80-იანების დასაწყისის ჩათვლით (მოც. –185 კ. გვ.) – [08.02.11] – {2519};

4. აშშ სახმელეთო ჯარების დაკომპლექტება და საბრძოლო მომზადება; ოფიცერთა კადრების მომზადება და მათ მიერ სამსახურის გავლა (მოც. 78 კ. გვ.) – [(09-10).10.12] – {390};

5. აშშ-ის შეიარაღებული ძალები 1970-იან წლებსა და 1980-იანების დასაწყისში (მოც. 159 კ. გვ.) – [27.04.11] – {957};

6. აშშ შეიარაღებული ძალები და საქართველო (მოც. 53 კ. გვ.) – [28.03.13 – 29.04.13] – {372};

7. ნატო და დასავლეთევროპული კავშირი 1970-იან წლებსა და 1980-იანების პირველ ნახევარში (მოც. 99 კ. გვ.) – [14.05.11] – {396};

8. ნატო-ს ბლოკის ევროპული ქვეყნების სამხედრო მშენებლობის ძირითადი საკითხები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში (მოც. 159 კ. გვ.) – [20.06.11] – {931};

9. დამატებითი მასალები ნატო-ს ბლოკის შესახებ 1970-იან წლებში (მოც. 149 კ. გვ.) – [27.02.15 – (04-06).03.15] – {237};

10. ნატო-ს ბლოკის გარეთ მყოფი ზოგიერთი ევროპული და აზიური სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში (მოც. 53 კ. გვ.) – [06.11.13] – {304};

11. “საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)” და მისი რეალიზაციის პირობები (მოც. 53 კ. გვ.) – [17.05.12] – {192};

12. საბრძოლო მოქმედებები განსაკუთრებულ პირობებში უცხოელი სამხედრო სპეციალისტების შეხედულებებით (მოც. 105 კ. გვ.) – [(13-15).05.14] – {324};

13. 1990–91 წლებში სპარსეთის ყურის ზონაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ (მოც. 84 კ. გვ.) – [15.07.14] – {461};

14. შეიარაღებული ძალების სახეობათა და სპეციალური დანიშნულების ძალების მოქმედებები კონფლიქტში სპარსეთის ყურის ზონაში 1990–91 წლებში (მოც. 73 კ. გვ.) – [(11; 22).09.14] – {344};

15. პირდაპირ ბლოგზე გამოქვეყნებული წერილები (მოც. 69 კომპ. გვ.) – [იხ. ქვემოთ] – {810}.

(სულ 1449 კომპიუტერული გვერდი) {დაემატება კიდევ 22–23 გვერდი /იხ. ქვემოთ/} 

ზემოთ მოყვანილი მასალებიდან უფრო დავაკონკრეტებ შემდეგს:


პარლამენტის კვლევით სამსახურში (დეპარტამენტში) 1994–1999 წლებში ჩემ მიერ გამოქვეყნებული ნაშრომები 

1) «აშშ შეიარაღებული ძალების მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები» (1990-იანი წლების დასაწყისში) – [29.12.11] – {78};

2) «აშშ შეიარაღებული ძალების მართვის უმაღლესი ორგანოები» (1980-იანი წლების მიწურულს) – [26.01.12] – {69};

3) «ნატო – წარსული და თანამედროვეობა» (1990-იანი წლების დასაწყისისთვის) – [27.02.12] – {286};

4) «ჩრდილოატლანტიკური კავშირის სწრაფი რეაგირების ძალები» (1990-იანი წლების დასაწყისში) – [15.03.12] – {85};

5) «სტრატეგიული და ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ბალანსი» (1990-იანი წლების დასაწყისში) – [30.03.12] – {255};

6) «შეიარაღებული ძლების დაკომპლექტების პრაქტიკა საზღვარგარეთის ქვეყნებში» – [04.11.12] – {91};

7) კანონპროექტისთვის მობილიზაციის შესახებ – [30.12.17] – {6} (ეს მცირე წერილი უფრო საქართველოს სამხედრო მშენებლობის თემას შეეხება, მაგრამ რადგანაც სამსახურში ძირითადად საზღვარგარეთის სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების შესახებ ვწერდი, ამიტომ ესეც აქ მოვათავსე);

8) კანონპროექტისთვის შენაგანი ჯარების შესახებ – [15.01.18] – {–} (ეს წერილი მას შემდეგ ავტვირთე ბლოგზე, რაც ამა წლის 12 იანვარს მქონდა ამოკრეფილი მონაცემები ბლოგის მასალებში მკითხველთა შემოსვლების შესახებ. ამიტომ აქ ბოლო გრაფაში დავუსვი –, თუმცა კი დღესდღეობით მასში მკითხველების 6 შემოსვლაა ნაჩვენები);

9) კანონპროექტისთვის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ – ეს 22–23 გვერდიანი ნაშრომი 1998 წლის მარტში მოვამზადე პარლამენტის კვლევით დეპარტამენტში, ახლა ის შემყავს კომპიუტერში რომ შემდეგ ბლოგზე ავტვირთო. 


“საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)” და მისი რეალიზაციის პირობები 

1) «საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)» – აშშ სახმელეთო ჯარების საბრძოლო გამოყენების კონცეფცია 1980-იან წლებში – [17.05.12] – {34};

2) «“საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)” კონცეფციის რეალიზაციის პირობები» – [17.05.12] – {158};


პირდაპირ ბლოგზე ატვირთული მასალები 

1. რუსეთისა და აშშ-ის სტრატეგიულ შეტევით შეიარაღებათა ბალანსი – [06.12.10] – {274};

2. აშშ-ისა და სსრკ/რუსეთის სტრატეგიული და ტაქტიკური საბრძოლო ავიაციის შესაძლებლობების შედარება – [17.01.11] – {431}

3. ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება და რუსეთი – [25.04.15] – {105}.


აქ ზემოთ საერთო ჩამონათვალის 1) პუნქტში ნახსენები წერილის “კანონპროქეტისთვის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” მალევე 2018 წლის 15 თებერვალს გამოვაქვეყნე ჩემს ბლოგზე, და მისი დასრულებით იმ მასალის საერთო მუცულობა, რომელიც 1) პუნქტის ძირითად თემას შეადგენს, ანუ “პარლამენტის კვლევით სამსახურში 1994–1999 წლებში ჩემ მიერ გამოქვეყნებული ნაშრომები” ავიდა 106 კომპიუტერულ გვერდამდე, ხოლო საზღვარგარეთის სახელმწიფოების სამხედრო მშენებლობის საკითხებში გამოქვეყნებული მთელი მასალების საერთო მოცულობა კი – 1473 კომპ. გვერდამდე.

ზემოაღნიშნულ მასალებში მკითხველთა შემოსვლების რაოდენობა თვითონ მეტყველებს მათ დაინტერესებაზე, ხოლო თავად ამ მასალების შინაარსი და ხასიათი კი იმაზე, რომ შემოსვლელთა უდიდესი ნაწილი სწორედ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები უნდა იყვნენ, ვინაიდან ფართო მკითხველისთვის ეს თემები ხელშესახებად საინტერესო და აქტუალური არ არის. გარდა ამისა, მინდა მოვიყვანო ორი მაგალითიც, რომლბზედაც უკვე მისაუბრია მკითხველთან ჩემი ბლოგის მასალების მიმოხილვით წერილებში. პირველი მათგანია, ზემოთ წიგნების ჩამონათვალში მე-9 ნომრად მოყვანილი ვრცელი ნაშრომი “დამატებითი მასალები ნატო-ს ბლოკის შესახებ 1970-იან წლებში”, რომელიც დიდი მოცულობის გამო (149 კომპიუტ. გვ.) 2015 წლის თებერვალ–მარტში ოთხ ნაწილად ავტვირთე. მისი პირველი და მეორე ნაწილები 27 თებერვალსა და 4 მარტს იქნა ბლოგზე გამოქვეყნებული, ხოლო მესამე და მეოთხე ნაწილები კი – 6 მარტს. ყოველი ატვირთული ნაწილის შემდეგ იყო დაახლოებით ასეთი მინაწერი – “გაგრძელება შემდეგ ნაწილში”, რაც მკითხველს მიუთითებდა რომ ნაშრომი დასრულებული არ არის და მალე იქნებოდა მისი გაგრძელებაც. ამიტომ დაინტერესებული მკითველები, ბუნებრივია, უკვე წინასწარ მოელოდნენ მის გამოჩენას. როდესაც 6 მარტს ნაშრომის მესამე ნაწილი ბლოგზე გამოვაქვეყნე და მეოთხე ნაწილის ატვირთვას დავასრულებდი, ანუ სადღაც დაახლოებით ერთ საათში კომპიუტერმა მიჩვენა, რომ იმ მესამე ნაწილში მკითხველთა უკვე 18 შემოსვლა იყო დაფიქსირებული. შეუძლებელი 18 ადამიანს ერთ საათში სპონტანურად ენახა ეს წერილი. ანუ შემომსვლელები, როგორც ჩანს, წინასწარ იყვნენ ერთმანეთში შეთანხმებული, რომ როცა რომელიმე მათგანი ამ მასალას ბლოგზე გამოქვეყნებულს ნახავდა, სხვებსაც შეატყობინებდა, რომ ის მათაც სასწრაფოდ ენახათ. შესაძლოა თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელებიც იყვნენ ამ საქმეში ჩართული, მასალის “აღმომჩენელი” მათ აწვდიდა ინფორმაციას საინტერესო პუბლიკაციის გამოჩენის შესახებ და უკვე ისინი კი, თავიანთ ხელქვეით თანამშრომლებს ატყობინებდნენ ამ სიახლეს. მე ამის შესახებ იმ საუბრის დროს ვუთხარი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს და ასეთი შესაძლებლობა არც მას უარუყვია.

იგივე განმეორდა ამ საუბრის შემდეგ, 15 თებერვალს ბლოგზე წერილის “სამხედრო მოსამსახურეთა სტატუსის შესახებ” გამოქვეყნებისას, რომელიც სამხედრო მოსამსახურეთა, აგრეთვე მათი ოჯახის წევრების სამართლებრივი და სოციალური დაცვის თემას შეეხება. მასში გამოქვეყნებიდან ერთი საათის შემდეგ მკითხველების 22 შემოსვლა იყო ნაჩვენები. ანუ ჩემი მასალების მიმართ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან მნიშვნელოვანი ინტერესი აშკარაა, თუმცა კი სამინისტროს ხელმძღვანელობა თუნდაც ხელშეკრულების საფუძველზე ჩემთვის ცხოვრებისა და მუშაობისთვის აუცილებელი სახსრების მოცემაზე 2012 წლის დასასრულიდან დაჟინებით უარს მეუბნება. ამჯერადაც სწორედ ასე მოხდა. მე ზემოთ აღვნიშნე, თუ რა თემებზე ვმუშაობ დღესდღეობით, და მკითხველიც ალბათ დამეთანხმება იმაში, რომ ეს ახალი წიგნები, როგორც თურქეთის შეიარაღებულ ძალებზე, ისე საველე არტილერიაზეც, საჭირო და აუცილებელია, მაგრამ ამ ცოდნისა და ინფორმაციის მთავარი მომხმარებლის მხრიდან კი სათანადო ნაბიჯები სამწუხაროდ არ ჩანს.

ამიტომ სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ გასულ კვირას არჩევნებში მე არ მიმიღია მონაწილეობა და სახლში დარჩენა ვარჩიე. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა, იგულისხმეთ საქართველოს მთავრობა და მთლიანად ხელისუფლება, მეუბნებიან: „შენ სულიც ამოგხდომიაო“, და ასე „სულამომხდარისგან“ რომ საარჩევნო აქტიურობა არ იყოს, ეგ რაღა გასაკვირია. თანაც ეს მხოლოდ ჩემი პირადი ინტერესი არ არის, როცა ჩემი ნაშრომებით სარგებლობენ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, მაშინ ეს უკვე საერთო და საქვეყნო ინტერესია.

ირაკლი ხართიშვილი

1 comment:

  1. ზემოთ ტექსტში არ მქონდა ნაჩვენები იმ 15 მასალაში ამა წლის დასაწყისში მკითხველების შემოსვლის საერთო რაოდენობა; ახლა შევკრიბე ეს მაჩვენებლები და აღმოჩნდა, რომ ამა წლის 12 იანვრის მდგომარეობით მათში მკითხველები მთლიანობაში 9214-ჯერ ყოფილან შემოსული.

    ReplyDelete