Tuesday, May 29, 2018

გიორგი პაიჭაძე 1722-1723 წლების სამხედრო კამპანიის, აგრეთვე მასში რუს-ქართველთა წინააღმდეგ ოსმალეთისა და ევროპის წამყვან სახელმწიფოთა აქტიურად ჩარევის შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს პროფესორ გიორგი პაიჭაძის წიგნის «რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიისათვის /XVIII ს. I მეოთხედი/» /თბილისი, 1960 წ./ ძირითადი ტექსტის მეორე ნახევარს)


შინაარსი 

თავი II. 1722-1723 წლების სამხედრო კამპანია
თავი III. რუსეთ-საქართველოს კავშირი და თურქეთი


თავი II 


1722-1723 წლების სამხედრო კამპანია 

პეტრე I-მა ასტრახანში აღმოსავლურ ენებზე გამოაქვეყნა მანიფესტი* ლაშქრობის დაწყების შესახებ, რომლითაც განაცხადა, რომ რუსეთის ლაშქარი მიემართება ლეკი მეამბოხეების წინააღმდეგ, ხოლო კასპიისპირა პროვინციების მოსახლეობას უსაფრთხოების გარანტია ეძლეოდა (*ლაშქრობის მონაწილე თ. სოიმონოვი წერდა, რომ ეს მანიფესტი დაწერილი იყო მოლდავეთის ყოფილი მფლობელის თავად დიმიტრი კანტემირის მიერ, რომელიც პეტრემ სპეციალურად წამოიყვანა ამგვარ საქმეებში დასახმარებლად. კანტემირის განკარგულებაში იყო პატარა სტამბა არაბული შრიფტით /Ф. И. Соймонов, Описание Каспийского моря..., Спб., 1763, стр. 199/).

1722 წლის 18 ივლისს რუსეთის ქვეითი ჯარი 274 ხომალდით გამოემგზავრა ასტრახანიდან (ძველი აქტების... არქივი, პეტრე I-ის კაბინეტი, I განყოფ., წიგნი 30, ფურც. 135-143; Походный журнал 1722 г., Спб., 1913). ამ ფლოტის ხელმძღვანელობა დაევალა გენერალ-ადმირალ აპრაქსინს. ცხენოსანი ჯარი ხმელეთით წავიდა.

სულ რუსეთის ჯარი ლაშქრობის დასაწყისისას შედგებოდა 22 ათასი ქვეითის, 9 ათასი ცხენოსანის, 6 ათასი მეზღვაურის, 40 ათასი კაზაკისა და ყალმუხისაგან.

27 ივლისს, განგუტის გამარჯვების დღეს, რუსეთის ფლოტი შევიდა აგრახანის ყურეში, სადაც დაიწყო ჯარის გადმოსხმა ხმელეთზე, რაც დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. როგორც აღნიშნულია სალაშქრო დავთარში, ნავები ხმელეთს ვერ მიადგნენ და მთელი ტვირთი ჯარისკაცებმა ცურვით გადაიტანეს.

ლაშქარი დაბანაკდა და ცხენოსანი ჯარის მოლოდინში დაიწყო სიმაგრის («რეტრანშამენტის») მშენებლობა. მაშინვე მიიღეს ცნობა იმის შესახებ, რომ სოფელ ენდერთან მოხდა შეტაკება დრაგუნებსა და მოწინააღმდეგეს შორის.

ბრიგადირი ვეტერანი, რომელიც კროპოტოვმა ენდერის ასაღებად გაგზავნა, 23 ივლისს მივიდა დანიშნულ ადგილას, და ხეობაში გავლისას მტრის ცეცხლში მოხვდა. ვეტერანი დაიბნა და მის მაგივრად, რომ ხეობიდან სწრაფად გამოსულიყო, შეჩერდა და დაიწყო მტრის მოგერიება. მაგრამ პოდპოლკოვნიკი ნაუმოვი, რომელიც მიხვდა მის შეცდომას, სხვა ოფიცრებთან შეთანხმებით თავს დაესხა ენდერის, აიღო იგი და აიძულა მტერი მთებში გახიზნულიყო. რელაციის მიხედვით ამ შეტაკებაში რუსებს მოუკლეს 70 და დაუჭრეს რამდენიმე ათეული კაცი. მოწინააღმდეგემ დაკარგა 300 კაცი (ძველი აქტების... არქივი, პეტრე I-ის კაბინეტი, I განყოფ., წიგნი 30, ფურც. 136).

პეტრე I-მა ასტრახანში დაუცადა კავალერიის მოსვლას, რომელიც ხმელეთით მოემართებოდა. ჯარებს შესვენების საშუალება მისცა და 5 აგვისტის ბრძანა ტარკისაკენ გალაშქრება. აგრახანის «რეტრანშამენტში» დარჩნენ მხოლოდ გარნიზონი 200 ჯარისკაცისა და ათასი კაზაკის შემადგენლობით, აგრეთვე ავადმყოფები. შემდგომი გზა ჯარებს უნდა გაევლოთ 1722 წ. 13 ივლისს დამტკიცებული გეგმით (იქვე, II განყოფ., წიგნი 59, ფურც. 7, 11).

ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისს ასტრახანში ყოფნისას პეტრე I-მა აუცილებლად მიიჩნია გაეფრთხილებინა ვახტანგ VI ლაშქრობის დაწყების შესახებ და მიეცა მისთვის სათანადო წინადადება.

1722 წლის 2 ივლისს ვახტანგთან გაგზავნილ იქნა თურქისტანიშვილი წერილით, რომელშიც იუწყებოდნენ კასპიისპირეთში რუსეთის ჯარის მალე ჩამოსვლას. ამასთან ერთად თურქისტანიშვილს მიეცა სპეციალური ბარათი პეტრე I-ის ხელმოწერით, რომლის შინაარსი მას ზეპირად უნდა გადაეცა ვახტანგისათვის. ამ ბარათში ნათქვამი იყო:

«1) Чтоб принц Вахтанг лезгинским жителям, которые вредят нам и им нападение на оных учинил на их земле, как возможность допустит и что скорее, то лутче по ево приезду туды.

2) Когда вступит в дело с вышеписанными народы тогдаб дал нам знать, а имянно к Аграхани, к Таркам или Дербени, где будем обретатца, тогда назначим место ему куды нам быть.

3) Когда пойдёт в случение к нам во владение персицкое, чтоб заказал под смертью никакого разорения и тесноты не чинить жителям, но паче их обнадёжить, чтоб жили в домах и никакого страха не имели, понеже от того много зла последовать будет, первое что разбегутца и нам всё пусто будет, что мы себе прочим другое, что мы всех огорчим и чрез то всё потеряем» (ძველი აქტების არქივი, ფ. ქართული საქმეები, საქმე # 1, 1700-1741 წწ., ფურც. 7-8).

3 აგვისტოს პეტრე I-მა წერილობით აცნობა ვახტანგ VI-ს აგრახანის ყურეში ჩასვლისა და ტარკისაკენ წასვლის შესახებ, საიდანაც გადაწყვეტილი ჰქონდა დარუბანდსა და ბაქოში გამგზავრება. პეტრე I წერდა: «Объявляем вам, что мы нашею особою с нашею армиею прибыли сюды в конце сего месяца и выбрався на берег и управясь идём к Таркам, а оттуда пойдём к Дербеню и к Баке, а от вашей светлости желаем ведать возможете ли и совершенно надеетесь ли одним с своими войски над бунтовщиками Дауд-беком... какой пойск учинить, и ежели надеетесь, то во имя божие труды подите и буде одним без случения с нашими войски какого поиску над оными учинить не можете, то надлежит вам старание иметь, гдеб с нашими войски случитца. Чего ради, чрез кого вы и которым путём за благо разсудите немедленно уведомить нас. А наше мнение ежели возможно чтоб вы с нами случились между Дербени и Баки» (იქვე, ფურც. 8-9).

საპასუხო წერილში ვახტანგ VI სიხარულს გამოთქვამდა ესოდენ სანუკვარი ცნობისათვის და სრულ მზადყოფნას და მხარდაჭერას აღუთქვამდა პეტრე I-ს, პირდებოდა 20 აგვისტოს განჯაში ყოფნას თავისი ლაშქრით (М. Боссе, Переписка..., стр. 139). ამასთან ერთად ვახტანგ VI წერდა, რომ შაჰმა მას ანდო აზერბაიჯანში იმ ჯარების წინამძღოლობა, რომელთაც უნდა დაესაჯათ აჯანყებული ლეკი მმართველები. ეს გარემოება კი, როგორც ვახტანგ VI-ს, ისე პეტრე I-ს უწყობდა ხელს.

შემდეგში, როდესაც რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა გამწვავდა კასპიისპირეთში რუსი ჯარების ლაშქრობის გამო, ვახტანგ VI-ის განჯაში ყოფნას პეტრე I თურქეთის მთავრობის წინაშე სწორედ შაჰის ამ ბრძანებით ხსნიდა.

დაახლოებით იმავე დროს არზრუმის ფაშამ თურქეთის სულთნის სახელით აცნობა ვახტანგ VI-ს, რომ თურქეთს განზრახული ჰქონდა ირანის წინააღმდეგ ბრძოლა და წინადადება მისცა თურქეთის მხარეზე გამოსულიყო, ამისათვის სულთანი ქართლის მეფეს მთელი საქართველოს სამეფოს ჩაბარებას ჰპირდებოდა. მაგრამ ვახტანგი პეტრე I-ის ერთგული მოკავშირე დარჩა და ეს წინადადება არ მიიღო.

ჩვენ აუცილებელ საჭიროებად მიგვაჩნია დეტალურად განვიხილოთ ეს საკითხი, რამდენადაც რევოლუციამდელ ისტორიოგრაფიაში იგი არასწორადაა გაშუქებული.

ფ. პლოენი, ავტორი ნაშრომისა «Исторический обзор дипломатических сношений между российскими государями и грузинскими царями и владетелями» წერდა, რომ «ბორის თურქისტანოვის თბილისში ჩასვლამდე არზრუმის ფაშამ სულთნის სახელით ვახტანგს გამოუცხადა სპარსეთის წინააღმდეგ ომის დასაწყებად თურქთა ჯარებს მზადებისა და სპარსელებისათვის ერევნის ოლქის წართმევის შესახებ. იგი წინადადებას იძლეოდა, რომ ვახტანგ VI თავისი ლაშქრით შეერთებოდა თურქებს ომში მონაწილეობის მისაღებად და პირდებოდა, რომ თანხმობის შემთხვევაში ებოძებოდა ყველა ქრისტიანი, რომელიც მოსახლეობდა თურქეთის მიერ დაპყრობილ ქართულ ტერიტორიაზე. ხოლო ვახტანგ VI-მ, რ ო მ ე ლ ს ა ც | ა რ | ს უ რ დ ა | შ ა ჰ ი ს | ღ ა ლ ა ტ ი, | უ ა რ ყ ო ფ ი თ ი | პ ა ს უ ხ ი | გ ა ს ც ა» (ფ. პლოენის ნაშრომი გამოქვეყნებულია მ. ბროსეს მიერ წიგნში: Переписка грузинских царей с российскими государями, Спб., 1861, იხ. გვ. LXXVI /ხაზგასმა ჩვენია – გ. პ./).

მეორე ავტორი – ვ. რომანოვსკი საერთოდ ეჭვქვეშ აყენებს ვახტანგის მიერ არზრუმის ფაშისადმი გაცემულ უარყოფით პასუხს. «ჩვენ გვგონია, – წერს ვ. რომანოვსკი, – რომ შაჰის ღალატის საკითხს ყველაზე ნაკლებ უნდა შეეწუხებინა ვახტანგი, მაშინ როცა მისი გულწრფელი სურვილი იყო საქართველოს განთავისუფლება სპარსეთის უღლისაგან. უპასუხა მან თუ არა თურქი ფაშის წინადადებას უარყოფითად, თუ, რაც უფრო სარწმუნოა, გაურკვევლად, ჩვენ არ ვიცით» (В. Романовский, Вахтанг VI и Пётр Великий, Кавказский Вестник, 1805, № 2, октябрь, стр. 5-6).

ორივე ავტორის მტკიცება მცდარია და მხოლოდ აბნევს მკითხველს. პლოენის შეცდომა აიხსნება მისთვის ცნობილ საარქივო მასალებზე დაყრდნობით და მათი უბრალო გადამღერებით, ხოლო რომანოვსკის შეცდომა უბრალოდ დილეტანტის შეცდომაა. პლოენი ვერ ჩასწვდა წყაროს არსს და მხოლოდ თავისი სიტყვებით გადმოსცა არქივში შემონახული ჩანაწერი თურქისტანიშვილის მოხსენებისა, რომელიც პეტრე I-ს მოხსენდა 1722 წლის 19 სექტემბერს. ამ ჩანაწერში ნათქვამია: «При том же князь Борис Туркистанов словесно доносил о следующем:

1) До пибытия его, Туркистанова, в Тифлис прислал к принцу Вахтангу эрзерумский паша, имянем султана турецкого, объявляя ему, что оной намерен начать войну против шаха персицского и отобрать у персиян провинцию Эриван. Чего ради уже турецкие войска и в марше были, а притом оной паша склонил его, принца, чтоб он собрався с своими грузинскими войсками соединился с турками и вступил бы в войну против персиян и чтоб принял протекцию султана турецкого, обещая ему за то награждене, отдать всех тех христиан во владение кои есть под областию турецкою в Грузии и в Иверии, на оное предложение принц к помянутому паше ответствовал, что он шаху персидскому изменить не хочет» (ძველი აქტების არქივი, ფ. ქართული საქმეები, საქმე # 1, 1700-1741 წწ., ფურც. 10).

ამრიგად, თურქისტანიშვილის პირით ვახტანგმა აცნობა პეტრეს თურქთა განზრახვა და ქართლის მეფისადმი მათ მიერ მიცემული წინადადება, უფრო სწორედ კი, ის ფორმა, რომლითაც ვახტანგმა გამოხატა თავისი უარყოფითი პასუხი. ამიტომ ცხადია, რომ ვახტანგის მიერ ხაზგასმა შაჰისადმი «ერთგულებაზე» თურქთა წინადადების უარყოფის დროს იყო დიპლომატიური მანევრი, რაც სავსებით აკმაყოფილებდა პეტრე I-ს, რომელიც გაურბოდა თურქეთთან ურთიერთობის გამწვავებას. დამახასიათებელია, რომ 1722 წ. 2 ივლისს ვახტანგისადმი გაგზავნილ წერილში პეტრე I პირდაპირ მიუთითებდა: «Только надлежит вам, чтоб протчие ваших народов христиане, никакого б движения не чинили, дабы тем не привлечена была оная держава напрасно к затруднению сего от бога благословенного дела» (იქვე, ფურც. 7).

იმის შესახებ, რომ ვახტანგმა ნამდვილად კატეგორიული უარი თქვა თურქეთის წინადადებაზე, ლაპარაკობს ვახუშტი თავის «ისტორიაში»: «კვალად მოვიდა თურქისტანის შვილი ბაადურ დიდის პეტრეს იმპერატორისაგან, ვინაიდ-გან გამოსრულ იყო სოლახს, რათა მივიდეს შირვანის მეფე მის-თანა; კვალად მოვიდა დესპანი ხონთქრისა დამორჩილებისა მისათვის. არამედ განუტევნა ყოველნი და აღირჩია რუსთ-მეფე, რამეთუ ჰგონებდა განთავისუფლებასა ეკლესიათასა და ძალსა ქრისტიანობისასა. ამისთვის შეკრებული სპითა წარვიდა განჯას» (ვახუშტი, ცხოვრება ქართლისა, ქ/ც, ტ. 2, 1854, გვ. 82).

ამრიგად, ვახტანგ VI-მ, რომელიც რუსეთთან კავშირის ერთგული იყო, მიიღო პეტრე I-ის წინადადება დარუბანდსა და ბაქოს შორის რუსი და ქართველი ჯარების შეერთების შესახებ. ვახტანგი გაემგზავრა განჯისაკენ, სადაც მას შეუერთდნენ სომეხ მელიქთა რაზმები.

6 აგვისტოს რუსეთის ჯარები მიადგნენ მდინარე სოლახს. მომდევნო დღეს დაიწყო არმიის მიერ მდინარის გადალახვა, რომელიც ოთხ დღეს გაგრძელდა.

პეტრე I-მა აქ გვარდიის წყობის წინ მიიღო შამხალი ადილ-გირეი. მას ჯერ კიდევ 24 ივლისს პორუჩიკ ლოპუხინის ხელით გაუგზავნეს ვოლინსკის წერილი, სადაც ეწერა, რომ პეტრე I-ის ბრძანებით შამხალმა სოლახზე 500 საზიდარი და ცხენი უნდა მოამზადოს. ლოპუხინს თან ჰქონდა ლაშქრობის დაწყების შესახებ გამოცემული მანიფესტის რამდენიმე ეგზემპლარი, რათა ისინი დაეგზავნა შამახიასა, ბაქოსა და სხვა ქალაქებში. 

ადილ-გირეის გარდა პეტრე I-მა მიიღო აკსაელი მფლობელი მაჰმუდი. ადილ-გირეიმ რუსეთის ლაშქარს გადასცა 600 საზიდარი ხარებით და 150 ხარი საზრდოდ, ხოლო მაჰმუდმა 100 ხარი. პირადად პეტრე I-ს შამხალმა საჩუქრად უძღვნა სამი ცხენი.

პეტრე I ემზადებოდა შემდგომი ლაშქრობისათვის. ფლოტის ერთ ნაწილს კაპიტან ვერდენის წინამძღოლობით უნდა გაეცურა დარუბანდისაკენ. ხოლო 10 აგვისტოს, სოლახიდან რუსეთის ჯარის გამოსვლამდე ერთი დღით ადრე, პოდპოლკოვნიკ ნაუმოვს სახმელეთო გზების დაზვერვის მიზნით ებრძანა დარუბანდში წასვლა.

11 აგვისტოს რუსეთის ჯარი სოლახიდან ქ. ტარკისაკენ გაემგზავრა, სადაც ჩავიდა მეორე დღეს.

აქ ლაშქარი ოთხი დღე გაჩერდა. პეტრე I-მა მიიღო ცნობები დარუბანდის ნაიბისაგან (დარუბანდს ირანის მიერ დანიშნული სულთანი მართავდა. მაგრამ დაუდ-ბეგისა და სურხაის აჯანყების დროს იგი ისპაჰანს გაქცეულა და მთელი ძალაუფლება ნაიბ იმამ-ყული ბეგისათვის გადაუცია) იმის შესახებ, რომ მასთან გამოგზავნილი მანიფესტი სიხარულით იქნა მიღებული (ძველი აქტების არქივი, ფ. პეტრე I-ის კაბინეტი, I განყოფილება, წიგნი 30, ფურც. 141).

პეტრე I-ის მიერ დარუბანდში გაგზავნილი ნაუმოვი დანიშნულ ადგილას რუსეთის ფლოტთან ერთად ჩასულა. ნაუმოვმა ნაიბის წინადადებით საფრთხის თავიდან ასაცილებლად თავისი ჯარით დაიკავა ქალაქის ორი კარიბჭე. მალე მან პორუჩიკ კარცევის პირით აცნობა პეტრეს, რომ დარუბანდის ნაიბი და მცხოვრებნი რუსეთის ჯარს სიხარულით ელიან.

16 აგვისტოს პეტრე I ლაშქრით გაემართა დარუბანდისაკენ. რუსეთის ჯარს წინააღმდეგობა მხოლოდ უტებიშისა და ხაიტაკის მფლობელებმა გაუწიეს.

უტებიშის სულთნის სამფლობელოში შესვლისას პეტრე I-მა გაგზავნა სამი კაზაკი და მოთხოვა სულთანს მორჩილება. მაგრამ მან პასუხი არ გასცა და მოციქულები დახოცა. შემდეგ, ეგონა რა, რომ რუსეთის ჯარს მოუმზადებელს მიუსწრებდა, შეუტია, მაგრამ განადგურებულ იქნა.

23 აგვისტოს რუსეთის ჯარი შევიდა დარუბანდში. დარუბანდის ნაიბი პეტრე I-ს ქალაქგარეთ შეხვდა და მიართვა ქალაქის გასაღები.

დარუბანდში პეტრემ მიიღო ცნობები ბაქოს მცხოვრებთაგან, რომელთაც გამოთქვეს მზადყოფნა რუსეთის ქვეშევრდომად ყოფნისა, რადგანაც ლეკთა თარეშისაგან დიდად იყვნენ შეწუხებულნი (Походный журнал, 1722 г., стр. 121). მაგრამ პეტრეს არ ჰქონდა არავითარი ცნობა თვით ბაქოს მმართველთაგან და ამიტომ გადაწყვიტა გაეგზავნა იქ პორუჩიკი ლუნინი და გაატანა მას მანიფესტი, რომელშიც ნათქვამი იყო: «Государь император, как первый сосед и союзник шаха, пришёл с своим войском только в том намерении, чтобы принять эти места в защищение от бунтовщиков. Дербентский найб, приняв от его величества такую высокую милость, ни мало не медлил употребить оную в пользу города; потому и город Баку для своей безопасности, принял бы российский гарнизон, который имеет быть снабжён провиантом» (Г. Мельгунов, Поход Петра Великого в Персию, «Русский Вестник», 1874, т. 110, стр. 42).

დარუბანდიდან პეტრე I ბაქოსკენ გამგზავრებას აპირებდა, ხოლო შემდეგ მდინარე მტკვრის შესართავისა და იქიდან თბილისისაკენ.

ლაშქრობის მონაწილე თ. ი. სოიმონოვი წერდა: «...думали тогда в армии, что государево было намерение мимо города Баку следовать к реке Куру, и итти вверх по ней до Тифлиса, а оттуда прямо в Терки, дабы собственным испытанием подлиннее известится о всех сих странах. Известно, что государь желал возобновить христианство в Грузии» (Ф. И. Соймонов, Описание Каспийского моря, Спб., 1723, стр. 240).

პეტრე I-მა თავისი ჯარი დარუბანდის მიდამოებში განალაგა. ცხენოსნები საძოვრებით უზრუნველყოფის მიზნით მდინარე მილიკენტის ნაპირას დააბანაკა, ხოლო მდინარის შესართავთან 12 გემი გააჩერა, რათა იქ მოეხდინა პურის გამოსაცხობად და ორცხობილების დასამზადებლად ფქვილის გადმოტვირთვა. მაგრამ წინაღამით ამოვარდა ძლიერი ქარიშხალი და გემებში წყალი შეიპარა. მართალია, ხომალდების გადარჩენა მოხერხდა იმის წყალობით, რომ ისინი მეჩეჩზე დააყენეს, მაგრამ ფქვილის მარაგის დიდი ნაწილი დასველდა და გაფუჭდა. ახლა მთელი იმედი დამყარებული იყო იმ 30 გემის მოსვლაზე, რომლებიც ასტრახანიდან მოდიოდნენ სურსათით დატვირთულნი ვილბოის წინამძღოლობით. მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში მათ შესახებ არა ისმოდა რა.

სურსათის უქონლობა, ჯარში ავადმყოფობის გავრცელება და ცხენების დაღუპვა ლაშქრობის გაგრძელებას სახიფათოს ხდიდა. მით უფრო, რომ იმ ხანებში გამწვავდა თურქეთთან დამოკიდებულება და მოსალოდნელი იყო თურქეთის გამოლაშქრება რუსეთის წინააღმდეგ. ამასთან ერთად პეტრე I-მა გაიგო სენატში შაფიროვსა და ობერ-პროკურორ სკორნიაკოვ-პისარევს შორის ატეხილი მტრობის შესახებ. შექმნილი მდგომარეობის გამო პეტრემ გადაწყვიტა სამხედრო საბჭოს მოწვევა, რომლის სხდომაც შედგა 29 აგვისტოს. 

საბჭოს სხდომაზე წერილობით გამოთქვეს თავიანთი აზრი პეტრე I-მა, გენერალ-ადმირლმა აპრაქსინმა, გენერლებმა: მატიუშკინმა, დმიტრიევ-მამონოვმა, ტრუბეცკოიმ, იუსუპოვმა, საიდუმლო მრჩეველმა პეტრე ტოლსტოიმ, თავადმა დ. კანტემირმა და სხვებმა (ამ პირთა წერილობითი აზრები ლაშქრობის შესახებ შესულია 1722 წლის «Походный журнал»-ში, Спб., 1913, стр. 139-165).

ყველა იმ აზრს ადგა, რომ სურსათის ნაკლებობის გამო ლაშქრობის გაგრძელება საშიშია. ამიტომ წინადადებას იძლეოდნენ დაეცადათ ვილბოისათვის არაუმეტეს ერთი კვირისა და მისი ჩამოსვლის შემთხვევაში გაეგზავნათ გარნიზონი ბაქოში, ხოლო ლაშქრობის ძირითადი ნაწილი დაბრუნებულიყო ასტრახანში. პეტრე I დაწვრილებით ასე გამოხატავდა თავის აზრს: «1) Ни в какое движение армией отважиться кажется невозможно, пока прибудет или надёжное известие будет о капитане Вильбоу, а когда прибудет, тогда немедленно резолюциею взять, по числу привезённого с ним провианта, сколь далее может наша армия сей кампании аванжировать. И буде будет со оным такое число провианту, чтоб дойтить до Низовой всей армией и до Баки, или до Баки тогда послать часть и всей армии на возвращение, или там надёжно сыскано может быть армией пропитание на 4 месяца, тако ж на год, или по последней мере на 8 месяцев, на оба гварнизона, то есть на Дербенский и Бакинский.

2) Буде же такого числа ропвианту надёжного не будет, а прибудет меньше, то надлежит гварнизон отправить в Баку, на оных с Вильбоем пришедших судах, а аримей до низовой дойтить ежели будет на возвращение провианту, или здесь постоять и кавалериую что над противными делать, сколько возможно, и потом возвратиться.

3) Вильбоя ждать покамест, чтоб на всю армею осталось не меньше, как на три недели провианту и на год, или по меньшей мере на 8 месяцев, на Дербенской гарнизон, и тогда возвратиться в Сулаку, а там учинить консилий: которым итить в Астрахань которым зимовать около Терека, для делания на Сулаке Фортеции, и страха горским жителям и действия к будущей кампании. Буде же известие получим о Вильбое, что оной не будет, то лутче ранее поворотиться и из Астрахани, как наискорее, отправить на надёжных судах гварнизон с провиантом и частью артиллерии городовой в Баку, дабы конечно сего лета с помощью божиею, сие место захватить, ибо не знаем будущего года конъюнктур каковы будут. Буде же Франц (ვილბოი – გ. პ.) по отступлении нашем сюды прибудет, того для в запас оставить здесь у коменданта указ ему, чтоб шёл к Святому острову и там в гавани стал дожидаясь гварнизона» (ძველი აქტების... არქივი, ფ. პეტრე I-ის კაბინეტი, I განყ., წიგნი 30, ფურც. 209-210; Походный журнал за 1722 г., стр. 158-159).

მალე პეტრე I-მა მიიღო ცნობა, რომ რომ ვილბოი აგრახანშია გაჩერებული და შემდგომი მგზავრობის შიში აქვს, რადგან ხომალდები ცუდ მდგომარეობაში იმყოფებიან. ამიტომ პეტრე I-მა ჯარს უბრძანა დაუყოვნებლივ მომზადებულიყო უკანდასახევად, ხოლო ვილბოის გაუგზავნა ლეიტენანტი სოიმონოვი და ბერნარდი და აცნობა თავისი გადაწყვეტილება. სოიმონოვმა და ბერნარდმა მიაგნეს ვილბოის აგრახანის კონცხის ბოლოს სავალალო მდგომარეობაში. თურმე მას დარუბანდისაკენ გაცურვა უცდია, მაგრამ ამოვარდნილა ძლიერი ქარიშხალი, გემებს წყალი შეპარვიათ და მათ გადასარჩენად ვილბოი იძულებული ყოფილა გემები მეჩეჩზე დაეყენებინა.

7 სექტემბერს რუსეთის არმია გამოვიდა დარუბანდიდან, სადაც პეტრე I-მა დასტოვა გარნიზონი პოლკოვნიკ იუნგერის მეთაურობით, ხოლო 18 სექტემბერს მივიდა მდინარე სოლახამდე, სადაც დაიწყეს ახალი სიმაგრის – «წმინდა ჯვრის» (Крепость Святого Креста) მშენებლობა.

პეტრე არაერთხელ შეეცადა მშვიდობიანი გზით დაემორჩილებინა უტემიშის მთავარი მაჰმუდი და ხაიტაკის მფლობელი, მაგრამ ისინი წინააღმდეგობას განაგრძობდნენ. ჯერ კიდევ 27 აგვისტოს პეტრემ გაუგზავნა ხაიტაკის მფლობელს პორუჩიკი კარცევი, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა.

კაზაკებმა ხელთ იგდეს რამდენიმე ტყვე, რომლებმაც ასეთი ცნობა მიაწოდეს მათ: დაუდ-ბეგი და ხაიტაკის მფლობელი 10 ათას კაციანი რაზმით მოსდევენ რუსეთის ლაშქარს და ემზადებიან საბრძოლველად.

13 სექტემბერს მათ მართლაც მოაწყვეს თავდასხმა. 24 სექტემბერს დარუბანდის კომენდანტი ატყობინებდა პეტრეს, რომ მოწინააღმდეგემ თავი წამოყო.

უტემიშელები პატარ-პატარა თავდასხმებით ზარალს აყენებდნენ რუსეთის ლაშქარს, მაგრამ რაიმე სერიოზული თავდასხმის მოწყობა მათ, რა თქმა უნდა, არ შეეძლოთ.

4 ოქტომბერს პეტრე ჯარის ნაწილითურთ დაბრუნდა ასტრახანში. მას მალე მიყვა არმიის დანარჩენი ნაწილიც.

16 ოქტომბერს პეტრემ სენატს აუწყა დარუბანდიდან უკან წამოსვლის ამბები და თავისი განზრახვა, რომ ზამთრისათვის მოსკოვში იქნებოდა (ძველი აქტების არქივი, ფ. პეტრე I-ის კაბინეტი, I განყ., წიგნი 30, ფურც. 256-257; Походный журнал за 1722 г., стр. 80-84)

მიუხედავად იმისა, რომ დარუბანდზე ლაშქრობისას მტერთან მნიშვნელოვან შეტაკებებს ადგილი არ ჰქონია, ლაშქრობა მაინც იოლი არ გამოდგა. სიძნელე ძირითადად დაკავშირებული იყო გეოგრაფიულ პირობებთან. თვით პეტრე I-ის სიტყვებით, ლაშქრობა ძალზე ძნელი იყო წყლის ნაკლებობის, აუტანელი სიცხისა და ცხენების საკვების უქონლობის გამო.

ამასვე აღნიშნავდა დღიურში ლაშქრობის მონაწილე ბელი (Белевы путешествия..., ч. III, стр. 178).

ჯარში მრავალი დაავადდა და დიდძალი ცხენი დაიღუპა. სენატისადმი 16 ოქტომბერს მიწერილ წერილში პეტრე I აღნიშნავდა, რომ დარუბანდში ერთ ღამეს 1700-მდე ცხენი დაიხოცა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჯარის სამედიცინო მომსახურებას პეტრე დიდ ყურადღებას აქცევდა. ისპაჰანში ვოლინსკის ელჩობის შედეგად კასპიისპირა პროვინციების სანიტარული მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობები იქნა შეგროვებული. ვოლინსკი და ექიმი ბელი დაწვრილებით აუწყებდნენ პეტრეს ამის შესახებ. ამიტომაც ლაშქრობის მომზადებისას პეტრემ გამოსცა რიგი ბრძანებულებები, რომელნიც ეხებოდა ჯარის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას.

ლაშქრობის დაწყების წინ, 1722 წლის 5 ივლისს, ასტრახანში პეტრემ გამოსცა სპეციალური ბრძანებულება, რომლითაც იგი ყველა მოლაშქრეს აძლევდა სათანადო მითითებებს, თუ როგორ დაეცვათ თავი ავადმყოფობისაგან უცხო მხარეში, ცხელი კლიმატის პირობებში. ბრძანებულებაში დაწვრილებით იყო აღწერილი ის საშუალებები, რომლითაც ჯარისკაცებს და ოფიცრებს უნდა დაეზღვიათ თავი ეპიდემიისაგან: არ ეჭამათ თევზეული, ხილი, მლაშე საჭმელები, ნაკლებად ესვათ წყალი დიზენტერიის თავიდან აცილების მიზნით. ამასთან ერთად, პეტრეს მიერ გამოცემულ ბრძანებულებაში ზუსტად იყო დადგენილი წესები, რომელთა შესრულებაც მოლაშქრეთათვის აუცილებელი იყო მცხუნვარე მზისგან თავის დასაცავად (ძველი აქტების ცენტრალური სახელმწიფო არქივი, ფ. პეტრე I-ის კაბინეტი, I განყოფ., წიგნი 30, ფურც. 190).

მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსეთის ჯარში ბევრი ავადმყოფობდა. მაგალითად, 1722 წლის 13 სექტემბერს ბრიგადირ რუმიანცევის რაზმში 2562 კაციდან 378 ავადმყოფი ჯარისკაცი იყო, ხოლო გენერალ-მაიორ დმიტრიევ-მამონოვის რაზმში კი 2324 ჯარისკაციდან 222 მწყობრიდან გამოსული იყო ავადმყოფობის გამო. ზოგიერთ ნაწილში ავადმყოფთა რიცხვი 30 %-ს აღწევდა.

ამრიგად, პეტრე I-მა დასახული მიზნის განხორციელება 1722 წელს ვერ შეძლო. ამ წლის სამხედრო კამპანიის შედეგად რუსეთის ჯარების მიერ დაკავებული იყო მხოლოდ კასპიის ზღვის დაღესტნის სანაპირო.

ცხადია, რომ პეტრე I-ის ჯარის დაბრუნება ასტრახანში მხოლოდ რუსეთის მტრებს ახარებდა და გულს წყვეტდა მოკავშირეებს, კერძოდ, ქართველებს.

როგორც ცნობილია, პეტრე I-თან შეთანხმების თანახმად ვახტანგ VI 1722 წლის აგვისტოს ბოლოს ქართველთა ჯარით განჯისაკენ გაემგზავრა, სადაც მას უნდა შეერთებოდა სომეხთა ლაშქარი. ამიტომაც, როცა ჯერ კიდევ განჯისაკენ მიმავალ გზაზე იმყოფებოდა, ვახტანგმა სომხეთის კათალიკოსი ესაი ჰასან ჯალალიანი გააგზავნა ყარაბახში.

ესაი ჰასან ჯალალიანი აღნიშნავდა, რომ ვახტანგმა მას უბრძანა ყარაბახში წასვლა სომხეთის ჯარის მოსაყვანად, რომ ვახტანგის განკარგულებით სომხეთში დაიწყეს ჯარის მოგროვება. ჯალალიანი აღწერდა, თუ რა საზეიმო ვითარებაში მოხდა ქართული და სომხური ჯარების შეერთება (П. Т. Арутюнян, Освободительное движение армянского народа в первой четверти XVIII века, М., 1954, стр. 57).

ქართული ჯარის ჩასვლამ განჯაში დაღესტნელი ფეოდალების გაქცევა გამოიწვია. ამასთან ერთად ქართველთა და სომეხთა შეერთებულმა ჯარებმა დაიწყეს ბრძოლა ირანის შაჰის ერთგული ფეოდალების წინააღმდეგ, კერძოდ განჯის ხანის წინააღმდეგ. 

განჯაში ვახტანგ VI უცდიდა პეტრე I-ის შემდგომ მითითებებს შირვანში რუსეთის ჯარების შემოსვლის და ჯარების შეერთების შესახებ. ამის გამო 1722 წლის ოქტომბერს პეტრესადმი გაგზავნილ წერილში ვახტანგი წერდა:

«ამას მოვახსენებ მაღალ კარზედან. ჩვენთვის წამოსვლა და ლეკის მტრობა რომ ებრძანა, წამოვედით და კარგა ხანი არის აქ ყარაბაღში ვდგევართ. ვინცავინ აქათი ლეკნი არიან, შიშით თავის სახლიდამ ვერ დაიძრნენ. ერთი სულთანი არის, ისიც შემორიგებას გვეხვეწება. მაგრამე, კახი ბატონი, რომე ჩვენთან ქიშპი და მტერი არის, ეს ზურგს აბამს, უნდა რომე ჩვენი სამსახური ჴემწიფესთან არ გამოაჩინოს. მაგრამე, გვაქვს იმედი, ღთისა და მაგათის ბედნიერობითა, რომ ამათ არა შევაძლებინოთ რა: ჩვენ აქამდინ შირვანსაც გამოვიდოდით, მაგრამ, მაგათი ბრძანება, რომე არ მოგვივიდა, ის გვაგვიანებს. აწ ჩვენგან რჩევა და მოხსენება არ იკადრების, მაგრამე, ვითამც ამ ალაგების ბელადობა გვეთქმის, იმიტომ მოგახსენებთ. აქათს ქვეყნებს დაგვიანება აღარ უნდა, ამიტომ რომე აქაური საქმეები დიაღ არეული არის და ერთი ასეთი არა გამოვარდეს რა, რომე აქათური საქმე არ წახდეს. თუ ხელმწიფე ჯერ მანდაურის საქმესაგან მოუცლელად ბრძანდებოდეს და აქათ წამობრძანება იმიტომ გვიანდებოდეს, ეს მაინც იქნას, ერთი მაგათი ასეთი ჯარი შირვანს მოვიდეს, აქედან ჩვენ ვიქნებით, შევიყრებით და ყოველი საქმე ღთით გარიგდების. ერევნამდინ რაც ალაგია დავიჭიროთ და ვეცდებით რომე ერევანიც დავიჭიროთ» (Броссе, Переписка..., стр. 142-143).

რუსეთის ჯარის მოქმედების შესახებ ცნობათა უქონლობა ერთობ აღონებდა ვახტანგს. ამიტომაც მან რამდენჯერმე მისწერა არა მარტო პეტრე I-ს, არამედ თურქისტანიშვილსაც, რომელიც მის მიერ გაგზავნილი იყო რუსეთის ჯარის ბანაკში, და თხოვდა ეცნობებინა საქმის ვითარება. თურქისტნიშვილისადმი მიწერილ ერთერთ წერილში ვახტანგი ამბობს, რომ ის უკვე მესამე კაცს გზავნის, მაგრამ მას არავითარი ცნობა არ მოეპოვება. აქვე ვახტანგი დასძენს, რომ თურქისტანიშვილს მოეხსენება ქართული ჯარის ამბავი, რომ დიდხანს იგი ერთ ადგილას ვერ ჩერდება სურსათის ნაკლებობის გამო (რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივი, ფ. ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის, 1722, საქმე # 1, ფურც. 23).

საქმე ისაა, რომ განჯასა და რუსთა ბანაკს შორის ძნელი იყო პირდაპირი კავშირის დამყარება, რადგანაც, ჯერ ერთი, მანძილი საკმაოდ დიდი იყო და, მეორე, რაც ძირითად დაბრკოლებას წარმოადგენდა, გზა გადიოდა ადგილობრივ, მტრულად განწყობილ ფეოდალთა მიწა-წყალზე. ამიტომაც საჭირო იყო შემოვლა, ეს კი დიდ დროს მოითხოვდა. ასე, მაგალითად, იგივე თურქისტანიშვილი, რომელიც ვახტანგმა გაგზავნა პეტრე I-თან თბილისიდან ჯერ კიდევ 1722 წლის აგვისტოს პირველ ნახევარში, თვის ბოლოს ჩავიდა აგრახანის «რეტრანშამენტში» და მხოლოდ 19 სექტემბერს შეხვდა პეტრეს, რომელიც იმ დროისათვის უკვე დარუბანდიდან ბრუნდებოდა (რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივი, ფ. ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის, 1722 წ., ფურც. 17, 19-20)

1722 წლის 28 სექტემბერს აგრახანის «რეტრანშამენტიდან» პეტრე I-მა საქართველოში თურქისტანიშვილის თანხლებით გაგზავნა გვარდიის პოდპორუჩიკი ივანე ტოლსტოი შემდეგი დავალებით:

1) ყოფილიყო მუდამ ვახტანგთან და არ წამოსულიყო საქართველოდან პეტრე I-ის სპეციალური ნებართვის გარეშე.

2) მიეღწია იმისათვის, რომ ვახტანგ VI-ს ეკისრა შუამავლობა რუსეთსა და ირანს შორის მოლაპარაკებების დროს და გაეგზავნა შაჰან თავისი კაცი, რომელსაც უნდა აეხსნა, რომ პეტრე აწყობს კასპიისპირეთში ლაშქრობას მხოლოდ იმისათვის, რომ გადაარჩინოს ირანი დაღუპვისაგან (იქვე, საქმე # 3, ფურც. 1), ვინაიდან ცნობილია, რომ დაუდ-ბეგმა და სურხაიმ დახმარების თხოვნით მიმართეს თურქეთს, რომელიც მთელი ირანის ხელში ჩაგდებას ცდილობს, რასაც რუსეთი ვერ დაუშვებს.

ტოლსტოის ევალებოდა: «О деле шаха персицкого понуждать принца, разсуждая ему собственную его пользу, понеже когда шах сам уступит, то уже никому во оное вмешиваться будет нельзя, а шаху в такой будучи нужде, для чено б наше предложение не принять, понеже лутче малое потерять ему, нежели всё государство свое, а может быть и живот свой» (ძველი აქტების არქივი, პეტრე I-ის კაბინეტი, I განყოფ., წიგნი 30, ფურც. 243). ამასთანავე ვახტანგს ეძლეოდა წინადადება: «... ежели б он, принц, заблагоразсудит шаху и о себе... предложит, чтоб их всех христиан сущих он, шах, от своего подданства освободил и его императорскому величеству уступил. А он, принц, за то может учинить ему (შაჰს – გ. პ.) противо его бунтовщиков вспоможение и оборонить ево от оных при помощи его императорского величества войск, и что б, он, шах, для того трактования и заключения немедленно прислал от себя посла с полномочием. Буде же он, принц, не разсудит за благо предлагать шаху о себе, то тогда его императорское величество ему (შაჰს – გ. პ.) о нём (ვახტანგის – გ. პ.) придлагать своим министрам повелит и накрепко о том стоять и без того трактата с ним, шахом, не заключать» (ძველი აქტების არქივი, ფ. ქართული საქმეები, 1700-1741 წწ., საქმე # 1, ფურც. 15).

ამასთან ერთად პეტრე I შიშს გამოთქვამდა, რომ ირანს აჯანყებულთა წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების საფასურად ამიერკავკასია არ დაეთმო თურქეთისათვის. «И что же из того может быть (от чего боже сохрани), чтоб им из под ига варварского в тяжчайшую варварскую работу переведенным быть. Ибо натурально есть, который варвар сильнейше тот тяжчайше христиан озлобляет и угнетает» (რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივი, ფ. ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის, 1722 ., საქმე # 3, ფურც. 3). ასე იყო ნათქვამი პეტრე I-ის ინსტრუქციაში.

ი. ტოლსტოის უნდა ეცნობებინა პეტრესათვის, თუ როგორ მიიღებდა ვახტანგი ამ წინადადებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას პირადად უნდა დაეწყო მოლაპარაკება შაჰთან (იქვე).

3) ტოლსტოის ევალებოდა ეცნობებინა ვახტანგ VI-თვის 1722 წლის ლაშქრობის მიმდინარეობისა და პეტრეს დარუბანდიდან დაბრუნების მიზეზები (იქვე, ფურც. 4). ამ მიზნით ი. ტოლსტოის მიეცა სპეციალური ტექსტი «Объявление о действиях сей кампании». ამ განცხადებაში ხაზგასმული იყო, რომ წინასწარი გეგმით ლაშქრობის დაწყება ნავარაუდევი იყო 1723 წელს, მაგრამ თურქეთის მიერ კასპიისპირეთის ხელში ჩაგდების შიშით, გადაწყდა ლაშქრობა ერთი წლით ადრე დაეწყოთ, რის გამოც არ იყო შესაძლებლობა ყოველმხრივ და გულდასმით მოემზადებინათ ჯარი და ფლოტი (რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივი, ფ. ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის, 1722 წ., საქმე # 3, ფურც. 9).

შემდეგ აღნიშნული იყო ის ღონისძიებანი, რომლებიც ტარდებოდა შეერთებული ტერიტორიების გასამაგრებლად. 1723 წლის სალაშქრო გეგმების შესახებ «განცხადებაში» ნათქვამი იყო: «зачав сие дело покинуть не изволит, о чём сами Вы можете разузнать, чтоб какую его величество тяжёлую и кровавую войну имел со шведами 21 год, однакож не покинул оной до благополучного конца, а здесь такую лёхкую и прибыльную войну покинуть для чего, и какое б бедствие во весь свет ис того, было, к тому ж всех бы бусурман тем на себя охрабрили» (იქვე).

ი. ტოლსტოი აგრეთვე ვალდებული იყო «уверить и накрепко обнадёжить его, принца, чтоб они в том на милость его императорского величества были весьма благонадёжны, и что его величество никогда их не оставит», ამასთანავე დაპირებოდა, რომ «и одна ему (ვახტანგს – გ. პ.) будет власть над всеми тамошними христианами» (იქვე).

ტოლსტოის აგრეთვე ევალებოდა ეცნობებინა ვახტანგისათვის პეტრეს განზრახვა მომავალ წელს შამახიის დაკავების თაობზე, პირველ რიგში კასპიის ზღვისპირეთში ფეხის მტკიცედ მოკიდებისა და სურსათის საწყობების დაარსების შესახებ, რათა უზრუნველეყო ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარის წარმატება.

პეტრე I ინსტრუქციის განსაკუთრებულ მუხლში ტოლსტოის მიუთითებდა, რომ კონსტანტინოპოლიდან რუსეთის რეზიდენტის ცნობების თანახმად თურქეთს განზრახული ჰქონდა დიპლომატიური ხრიკების გზით ერევნის აღება. ტოლსტოის უნდა ეცნობებინა ვახტანგისათვის, რათა მას არ დაეშვა ერევნის გადასვლა თურქეთის ხელში. 

ვიდრე რუსეთის ჯარი არ აიღებდა შამახიას და კასპიისპირეთის სხვა ქალაქებს, ვახტანგს უნდა ემოქმედა ირანის შაჰის სახელით, და როგორც მის მომხრეს, ებრძოლა აჯანყებული ლეკებისა და სხვათა წინააღმდეგ რუსეთის ჯარის მოსვლამდე (რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივი, ფ. ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის, 1722 წ., საქმე # 4, ფურც. 10).

ხოლო რაც შეეხება ერევანს, პეტრეს გადაწყვეტილი ჰქონდა ეს ქალაქი ვახტანგის მფლობელობაში გადაეცა (იქვე, «он принц тот город /Эриван/ под обороною нашею лехко себе может получить и оным овладеть»).

ამასთან ერთად ტოლსტოიმ მიიღო სპეციალური საიდუმლო ინსტრუქცია, რომელშიც აღნიშნული იყო: «смотреть, приметить и разведывая писать следующее двояким образом, что подлинно знает за подлинно и писать, а что слухом, слухом и писать.

1. Каков народ (ქართველები – გ. პ.) и сила их воинская, какое ружьё и манира сколько збираетца.

2. Весь ли народ их нашего закона или разных, и которых какая часть.

3. Какой порядок и какое послушание к принцу и прочим и силён ли он в полной власти или на шафкальскую походит, и протчее что к тому надлежит.

4. Как слышим, что без наших войск опасаютца в дело вступать, какая опасность и от кого для домашней розности.

5. Возможно ль из них сыскать таких людей, которыеб похотели поселитца близ Дербени и Шемахии, так же ежели из нестройных оные добры, мочноль нанять их в собственную нашу службу и почему возьмут» (ძველი აქტების არქივი, ფ. პეტრე I-ის კაბინეტი, I განყ., წიგნი 30, ფურც. 245).

1722 წლის 27 ოქტომბერს ტოლსტოი თბილისში ჩამოვიდა. მას შეხვდა ვახტანგის შვილი ვახუშტი, რადგან ქართლის მეფე ამ დროს კვლავ განჯაში იმყოფებოდა. ვახუშტიმ დაუყოვნებლივ აცნობა მეფეს ტოლსტოის საქართველოში ჩამოსვლა და მისი თბილისში დაბრუნების აუცილებლობა.

პეტრესადმი 1722 წ. 2 ნოემბერს მიწერილ წერილში (რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივი, ფ. ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის, 1722 წ., საქმე # 4, ფურც. 14-15) ტოლსტოი დაწვრილებით აღწერს ვახუშტისთან შეხვედრას და საუბარს. მისი თქმით, რუსეთის ჯარის ასტრახანში დაბრუნების ამბავმა ვახუშტის თავზარი დასცა. მას აწუხებდა, რომ თურქეთი არ შემოჭრილიყო საქართველოში რუსეთის ჯარის ჩამოსვლამდე და შიშობდა ამბავი პეტრეს უკან დაბრუნების შესახებ საქართველოში ფართოდ არ გავრცელებულიყო და ქართველებში უიმედობა არ გამოეწვია.

22 ნოემბერს ვახტანგი თბილისში დაბრუნდა და 24 რიცხვში მან მიიღო ტოლსტოი. ამ მოლაპარაკების შესახებ დაწვრილებით ცნობებს გვაწვდის ტოლსტოი პეტრესადმი მიწერილ 1722 წლის 1 დეკემბრის წერილში (იქვე, ფურც 18-20). ვახტანგს მიუღია ტოლსტოისაგან სიგელები, გაცნობია მათ და დათანხმებია პეტრე I-ის წინადადებას. ტოლსტოი წერს: «Принц принял сию комиссию охотно... и... сказал, что указ ваш исполнит... и пошлёт своего человека к шахову сыну, который ныне в Казбине, понеже он в правлении» (ირანში ვახტანგმა სეხნია ჩხეიძე გაგზავნა, იხ. ვახუშტი, ცხოვრება ქართლისა, ქ/ც, ტ. II, 1854, გვ. 83). მაგრამ ტოლსტოის შეკითხვაზე: მოელის თუ არა ვახტანგი დადებით შედეგს ამ მოლაპარაკებისაგან, ქართლის მეფემ უარყოფითად უპასუხა; მისი აზრით მხოლოდ რუსეთის ჯარის ჩამოსვლას შეეძლო აეძულებინა ირანის შაჰი წასულიყო დათმობაზე. ვახტანგმა პირდაპირ განუცხადა ტოლსტოის, რომ უკეთუ პეტრეს რაიმე ვითარების გამო პირადად ჩამოსვლა არ შეუძლია, დაუყოვნებლივ უნდა გამოგზავნოს ჯარებიო.

ტოლსტოი როდესაც პეტრე I-ს აცნობებდა ქართლის მეფის ამ წინადადებას, გამოთქვამდა საკუთარ მოსაზრებას ამ საკითხზე, რომელიც ვახტანგის აზრს სავსებით ემთხვევა: «И мое всенижайшее мнение по здешнему состоянию, всемилостивейший государь, не инако; чтоб как возможно ранее зделать транспорт какой ваше величество за благо разсудить изволишь; только людей здешних зело тем обнадёжить изволите; хотяб и турецкие войски пришли они храбрее поступят... Народ здешний сколько мог присмотреть во всяких случаях зело доброжелателен к вашему величеству и без молитвы не помянут высокого имени вашего; и когда меня увидят на улице, то подымают руки на небо и просят бога, чтоб видеть больше русских».

1722 წლის დეკემბრის დასაწყისში ვახტანგთან ჩავიდა შაჰ თამაზის ყულარ აღასი, რომელმაც ოფიციალურად აცნობა ავღანელების მიერ ისპაანის აღება, ჰუსეინის დატყვევება და მოითხოვა, რომ ქართლის ჯარი გამოსულიყო შაჰის დასახმარებლად. 

ქართლის მეფემ გადაწყვიტა ტოლსტოის დათათბირებოდა. ტოლსტოიმ წინადადება მისცა ყოველივე პეტრე I-თვის ეცნობებინათ და დაეცადათ მისი მითითებისათვის. მაგრამ ტოლსტოიმ გაითვალისწინა ვახტანგის მდგომარეობის სირთულე, აგრეთვე ის, რომ პეტრეს პასუხი დაიგვიანებდა, ხოლო მდგომარეობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიღებას მოითხოვდა და ჰკითხა ვახტანს: შესაძლებელია თუ არა ირანში ქართლის ჯარის მეოთხედი ან მესამედი ნაწილი გაიგზავნოს და ძირითადი ნაწილი აქ ვიყოლიოთო. ამაზე, როგორც ტოლსტოის 1722 წლის 30 დეკემბრის წერილიდან ვტყობილობთ, ვახტანგმა უპასუხა: «... ежели послать так мало – невозможно, а ежели не послать – опасен, чтоб шах не сделал ему какой обиды, таким образом, когда де увидит, что от меня ему помощи не будет, то конечно станет вспоможение просить у турка, и ежели он не откажет и станет ему делать вспоможения, то де мои люди побоятца воевать с турком и шахом и будет в земле моей замешание, на что де иной пользе нет, только чтоб ваше императорское величество повелел послать как возможно ранее в Шемаху несколько войск своих, которые своим приходом обнадёжат здешнюю землю так же и армян; а ежели упредят приходом своим турки и возьмут Ереван, тогда завладеют многими армянами и здешнюю землю могут разорить, того ради посылает ево светлость нарочного к вашему императорскому величеству князя Зураба для резолюции, шахова сына письмо, в котором пишет о помощи, посылает при сем...» (რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივი, ფ. ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის, 1722 წ., საქმე # 4, ფურც. 25-26).

ამრიგად, ვახტანგი მოეთათბირა ი. ტოლსტოის, აწონ-დაწონა საქმის ვითარება და მიიღო მტკიცე გადაწყვეტილება – არ გაეგზავნა ირანში ლაშქარი და რუსეთის ჯარის მოსვლისათვის დაეცადა.

ჯერ კიდევ დარუბანდში ყოფნისას პეტრე ღონისძიებებს იღებდა იმისათვის, რომ 1723 წლის კამპანია წარმატებით ჩაეტარებინა, რაც აუწყა კიდეც ვახტანგს. ასე მაგალითად, 30 აგვისტოს პეტრემ უბრძანა ყაზანისა და ნიჟეგოროდის გუბერნატორებს, რათა დაემზადებინათ ხე-ტყე ხომალდების ასაშენებლად. 8 სექტემბერს მან გასცა ბრძანება აგრახანის «რეტრანშამენტში» სურსათისა და ამუნიციის გაგზავნის, გემების შეკეთებისა და სხვათა შესახებ. 20 ოქტომბერს რუმიანცევს უბრძანა გამგზავრებულიყო ყაზანში, რათა დაეწყო 15 ხომალდის მშენებლობა. 4 ნოემბერს ასტრახანიდან სენატში გაგზავნა ბრძანებები დრაგუნთა პოლკებისათვის ცხენების შესყიდვის შესახებ და აგრეთვე სამხედრო კოლეგიაში – უკრაინელი კაზაკების მომავალი წლის სამხედრო კამპანიისათვის მომზადების შესახებ.

გარდა ამისა, პეტრემ უბრძანა ასტრახანის გუბერნატორს ა. ვოლინსკის ვოლგის დელტის ერთერთ კუნძულზე მოემზადებინა ნავსაყუდელი და სასურსათო საწყობები. ამასთანავე ვოლინსკის ევალებოდა 2000 აქლემისა და 500 უღელი ხარის შესყიდვა და ურმების მომზადება.

1722 წ. ოქტომბერში ჯერ კიდევ ასტრახანში მყოფ პეტრე I-თან მოვიდა რეშტში მყოფი კონსულის ავრამოვის ცნობა იმის შესახებ, რომ გილანის მოსახლეობა იტანჯებოდა ავღანელთა შემოსევისაგან და დახმარებას მოითხოვსო. პეტრემ გადაწყვიტა ესარგებლა ამ შემთხვევით და 4 ნოემბერს უბრძანა პოლკოვნიკ შიპოვს ორი ქვეითი ბატალიონით გამგზავრებულიყო გილანისაკენ. მასთან ერთად გაემგზავრა აგრეთვე სოიმონოვი, რომელსაც ევალებოდა შეედგინა ქ. რეშტის გეგმა და დაწვრილებით შეესწავლა მტკვრის შესართავი.

1722 წლის ნოემბრის ბოლოს შიპოვი ენზელის ყურეს მიადგა. მიუხედავად რეშტის მმართველის წინააღმდეგობისა, იგი ქალაქში შევიდა, ქარვასლა დაიკავა და გაამაგრა იგი, აგრეთვე მოაწყო მდინარეზე სიმაგრე, სადაც დასტოვა ჯარისკაცთა ორი ასეული პოდპოლკოვნიკ კოლუბიაკინის მეთაურობით. თვით შიპოვი 6 ასეულით დასახლდა ქარვასლის შენობაში. 1722 წლის ლაშქრობამ პეტრე დაარწმუნა, რომ რუსეთს უფრო წარმატებით მოქმედებისათვის უნდა ჰყოლოდა კასპიის ზღვაზე გემების დიდი რაოდენობა, სურსათის საწყობები და, რაც მთავარია, ნაცვლად დიდი ლაშქრისა ემოქმედა ცალკეული რაზმებით, რომელნიც უფრო მოძრავი იქნებოდნენ და რომელთა მომარაგებაც გაცილებით ადვილი იყო. პეტრე ადვილად დარწმუნდა, რომ მრავალრიცხოვანი არმიის გაგზავნა კასპიისპირეთის დასაკავებლად იმ დროს აუცილებელი არ იყო (ა. ვოლინსკი, რომელიც პეტრე I-ს წინადადებას აძლევდა დაეწყო სამხედრო მოქმედება კასპიისპირეთში, ჯერ კიდევ 1721 წ. 10 სექტემბერს წერდა: «... не великих войск сия война требует... о войсках инфантерии больше десяти полков и бы, государь, не желал, да к тому кавалерии четыре полка и тысячи три нарочитых казаков, с которыми войски с помощью вышняго мошно итить без великого страха, куда изволите, только б была исправна аммуниция и довольное число провианта. Тако же теперь уже есть надежда и на грузинского принца» /ძველი აქტების ცენტრალური სახელმწიფო არქივი, ფ. პეტრე I-ის კაბინეტი, II განყოფ., წიგნი 54, ფურც. 646 /). ამიტომ მან გადაწყვიტა გაეგზავნა ცალკეული სამხედრო ექსპედიციები და ემოქმედა ერთდროულად როგორც კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სანაპიროებზე, ისე გილანშიც. ეს ღონისძიებანი ხელს უწყობდნენ სანაპიროს სწრაფ დაკავებას, რაც მაშინ პეტრეს ესაჭიროებოდა. მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავდა იმას, რომ თითქოს პეტრე I შემოიზღუდა მხოლოდ ჯარის რაზმების გაგზავნით. კასპიისპირეთში რუსეთის ძალაუფლების დამყარება მოითხოვდა მთელ რიგ ღონისძიებებს შემდგომში, რომელთა შესახებ პეტრეს შემუშავებული ჰქონდა აზრი. ამ ეტაპზე კი მისთვის აუცილებელი იყო სწრაფად დაეკავებინა მთავარი ქალაქები კასპიის ზღვის დასავლეთ და სამხრეთ სანაპიროებზე, რისთვისაც მან ერთდროულად ბაქოსა და გილანში დაიწყო მოქმედება.

დამახასიათებელია ის გარემოება, რომ როცა შიპოვი რეშტში მიემგზავრებოდა, შეეკითხა პეტრეს, საკმარისია თუ არა მისთვის ორი ბატალიონი, რაზედაც პეტრემ უპასუხა: «სტეფანე რაზინს 500 კაცით არ შეშინებია იქ გამგზავრება, შენ კი რეგულარული ჯარის ორი ბატალიონი გყავსო».

კასპიისპირეთში სამოქმედოდ გამიზნული ჯარების საერთო ხელმძღვანელობა პეტრემ დაავალა გენერალ-მაიორ მატიუშკინს. მას ევალებოდა მარტში ან აპრილში გაეგზავნა დრაგუნები და სურსათი «წმინდა ჯვრის» სიმაგრეში, 30 რკინის ქვემეხი ყუმბარებითურთ და 1000 კაცი გილანში. თვით მატიუშკინი ადრეულ გაზაფხულზე 25 გემით უნდა წასულიყო ბაქოში და დაეკავებინა ეს ქალაქი, «ვითარცა გასაღები მთელი საქმისა ამ მხარეში».

1723 წლის ზაფხულისათვის მატიუშკინს უნდა მოეწყო სასურსათო საწყობები 20 ათასიანი ჯარისათვის. ამას გარდა, მატიუშკინს ევალებოდა ეწარმოებინა დიპლომატიური მოლაპარაკება დაღესტნელ მფლობელებთან.

პეტრე I განსაკუთრებულ მნიშვნელობას ბაქოს ანიჭებდა. იგი აღნიშნავდა, რომ ბაქოს აღება ერთერთი ძირითადი ამოცანააო; მან მატიუშკინს სპეციალური ინსტრუქცია მისცა, თუ როგორ ემოქმედა ბაქოში შესვლის შემდეგ (ძველი აქტების არქივი, პეტრე I-ის კაბინეტი, I განყოფილება, წიგნი 30, ფურც 303-304, 340-342; «Русский вестник», 1867 г., т. 68, стр. 598-600; «Отечественные записки», 1827 г., ч. 30, стр. 242-246, 410-413).

მალე პეტრე იძულებული გახდა რეშტში დამატებით გაეგზავნა ჯარი ლევაშოვის მეთაურობით.

რეშტის მმართველმა აშკარა საომარი მოქმედება დაიწყო შიპოვის რაზმის წინააღმდეგ. მან შეაგროვა 15 ათასიანი ჯარი, შეიერთა სხვა ორი ქალაქის მმართველი და შეუტია შიპოვის რაზმს, მაგრამ დამარცხდა. სწორედ იმ დროს რეშტში ჯარით ჩავიდა ბრიგადირი ლევაშოვი, რომელიც მაშინვე შეუდგა სიმაგრეთა მშენებლობას და გილანის გასამაგრებლად რიგი ღონისძიებები გაატარა. რაც შეეხება ქართლში ჯარის გაგზავნას, პეტრე თავდაპირველად არ ჩქარობდა, რადგანაც ამიერკავკასიაში პოზიციების გასამტკიცებლად უპირველეს საჭიროებად მიაჩნდა ბაქოს აღება. ეს აზრი მან ნათლად ამცნო რესკრიპტში ი. ტოლსტოის მისი 1722 წლის 2 ნოემბრისა და 1 დეკემბრის რეალიციების საპასუხოდ. იქ ნათქვამი იყო, რომ ტოლსტოის ვახტანგის თხოვნაზე ჯარის გაგზავნის შესახებ შემდეგი უნდა ეპასუხა: «... что нам того ныне никоим образом учинить невозможно, пока мы на берега Каспийского моря не укрепимся и Баки не возьмём, и для тогоб он, принц, нынешнее время как возможность его допустит, так себя содержал, а когда Бака будет взята, и мы на Каспийском море утвердимся, то ему тогда в помощь войска наши сколько потребно будет, прислать не оставим, несмотря на то, что хотя б у нас от того дошло и до войны с турки, в чём ты имеешь его принца наикрепчайшим образом нашим именем обнадёжить и старатца его содержать в нерушимой к нам склонности» (რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივი, ფ. ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის, 1723 წ., საქმე # 2, ფურც. 4).

ტოლსტოის უნდა შეეტყობინებინა ვახტანგისათვის, რომ ბრძანება ბაქოში ჯარის გაგზავნის შესახებ უკვე მიეცა მატიუშკინს, რომელიც გაზაფხულის დადგომის თანავე გაემგზავრებოდა ასტრახანიდან ბაქოში.

მაგრამ როდესაც პეტრე I-მა 1723 წლის 5 აპრილს მიიღო ტოლსტოის მიერ 1722 წლის 30 დეკემბრის თარიღით გამოგზვნილი წერილი საქართველოს მდგომარეობის შესახებ, სადაც ნათქვამი იყო, რომ არზრუმის ფაშა ჯარებს თავს უყრის ყარსში და ცდილობს გაზაფხულზე გაილაშქროს ერევანზე, ხოლო შემდეგ ქართლზე, აგრეთვე პირადად ვახტანგის მიერ ელჩის თავად ზურაბ ხერხეულიძის ხელით გამოგზავნილი ცნობები, გადაწყვიტა გაეგზავნა საქართველოში 2-ათასიანი ჯარი ბასკაკოვის წინამძღოლობით. 1723 წლის 19 აპრილს ბასკაკოვს მიეცა ბრძნება ლაშქრობის შესახებ, რომელიც მთლიანად მოგვყავს:

«Указ капитану от гвардии Баскакову.

Просил нас принц грузинской, чтоб ему послать в крепости наш деташамент, который посылается две тысячи человек, под командою твоею, с которыми бить одному подполковнику и двум маеорам и полной комплект обор офицеров добрых. И когда ты прибудешь к крепости Святого креста, тогда велеть корпусу итить немедленно к Грузии и недоходя оной остановиться в безопасом месте, а тебе ехать наскоро в Грузию наперёд и объявить принцу о них, и сказать, что нынешним летом более того послать не могли, пока утвердимся на Каспийском море, а особливо в Баке и провианта и протчее приготовим для похода в Шемаху и к ним. И притом ему говорить, что такой малой корпус послали надеясь на них, яко на христиан, чтоб они их не выдали и смотреть как они в том поступят, ежели гораздо ревностно и желательно, а турки ещё не близко, и могут наши ускорить, то немедленно послать по них, чтоб шли, а принцу говорить, чтоб послал для поспешения их лошадей и провианту встречно им, и когда придут, посадить их в крепости и протчее чинить по совету принцову, а самому быть при принце и о тамошных делах говорить с Иваном Толстым, понеже он там уже давно. Буде же турки уже ускорили или так ускорят, что наши весьма не могут их предварить, то оных поворотить в крепости Святого креста, тако ж ежели весьма их грузинцов ненадёжных увидить, и в таком случае поворотить же. Но сей последней случай гораздо осмотряся зделать. А тебе самому хотя деташаменту и поворотиться, быть при принце с Толстым, покамест пока разве принц для конечной невозможности обеих вас отошлёт. А ежели турки по предложению нашему в Грузию и к лезгинцам войск своих не пошлют, то и сей деташамент удержать лутче, и объявить о том принцу, что для того оной деташамент ныне к ним ввесть не заблагоразсуждается, чтоб тем безвремянно и против данного туркам слова их не подвигнуть на войну, которая им, грузинцам, ныне опасна есть. А когда исправимся, тогда хотя б и хотели что турки делать, то нельзя им будет, понеже мы в состоянии будем везде действовать. Будучи в марше велеть людям пополам ехать на лошадях, так чтоб одна половина людей ехали на лошадях два часа, а другая б в то время шли пеши, а потом те, кои шли пеши, ехали б на лошадях такое же время, дабы всем лёгкость и тягость была ровная.

В протчем хотя чего здесь и не написано, а к пользе быть может, чинить как верному человеку и доброму офицеру надлежит.

Пётр

В 19 день апреля 1723
Из Санкт-Петербурга» (ძველი აქტების... არქივი, პეტრე I-ის კაბინეტი, განყ. I, წიგნი 30, ფურც. 364-365).

პეტრე I-მა ვახტანგ VI-საც გაუგზავნა შემდეგი შინაარსის წერილი: «Вашей светлости писание, отправленное с нарочноприсланным от вас князем Зурабом, мы на сих днях получили, и как из оного, так и из доношения, пребывающего при вас нашего офицера Толстого, об ваших добрых намерениях и доброжелптельных поступках к нам известны и оными весьма довольны. И мы на всё то обстоятельную свою резолюцию послали к пребывающему при вашей светлости офицеру нашему Толстому, который так-же и ныне нарочно к отправленной капитан от нашей гвардии Баскаков, вашей светлости обстоятельнее о том донесёт, на которых доношение ссылаемся. Из оных изволите усмотреть имеющее наше к вам доброжелательство, о котором чрез сие паки накрепко вас обнадёживаем и пребываем к вам нашею приязнию благосклонны» (ძველი აქტების... არქივი, პეტრე I-ის კაბინეტი, I განყ., წიგნი 30, ფურც. 356).

მაგრამ რაზმის გაგზავნა მაინც არ მოხერხდა. საქართველოში მომხდარმა ამბებმა წინ უსწრეს ბასკაკოვს – იგი პეტერბურგიდან აპრილში გამოემგზავრა და მხოლოდ მაისის შუა რიცხვებში ჩავიდა ასტრახანში, აქედან გამოემართა საქართველოსაკენ და გზაში შეხვდა რუსეთში მიმავალ ი. ტოლსტოის. ამის შემდეგ ბასკაკოვს ისღა დარჩენოდა, რომ ტოლსტოის მაგალითისათვის მიებაძა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1722 წლის ბოლოსათვის ქართლში მდგომარეობა მეტად გამწვავდა.

ირანის შაჰი თამაზი განრისხებული იყო ვახტანგის ურჩობით და შურისძიება სწყუროდა. თურქეთი თავს უყრიდა ჯარებს საქართველოს საზღვრებთან და გაზაფხულზე შემოჭრას აპირებდა.

შექმნილ მდგომარეობას ართულებდა შინაფეოდალური ბრძოლები და ქართლ-კახეთის მეფეთა გამწვავებული ურთიერთობა.

XVIII საუკუნის 20-იან წლებში კახეთში მეფობდა ერეკლე I-ის ძე კონსტანტინე (მამად-ყული-ხანი), რომელმაც გადაწყვიტა ესარგებლა ვახტანგ VI-ის შევიწროვებული მდგომარეობით და ქართლის ტახტი ხელთ ეგდო. პეტრესადმი მიწერილ წერილში ვახტანგი არაერთხელ უსვამდა ხაზს კონსტანტინეს მტრულ დამოკიდებულებას მისდამი (იხ. М. Броссе, Переписка..., стр. 141, 142, 148).

ამის შესახებ ლაპარაკია აგრეთვე ტოლსტოის წერილებშიც. 1722 წ. 2 ნოემბერს ტოლსტოი პეტრე I-ს კონსტანტინეს შესახებ სწერდა, რომ იგი «верует басурманам сколько может, что он, принц (ვახტანგი – გ. პ.) шаху не верен и хочет взяв некоторые городы у шаха отдать в руки ваши» (რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივი, ფ. ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის, 1722 წ., საქმე # 4, ფურც. 14).

დარეჯანისადმი ვინმე ქართველი მათეს მიერ თბილისიდან 1722 წლის 30 ნოემბერს მიწერილ წერილში ნათქვამია: «Дяди Вашего, царевича Николая Давидовича (ე. ი. ერეკლე I – გ. პ.) сын от наложницы Константин приехал от шаха в кахетскую землю владетелем. Однакож царь Вахтанг и он вельмы промеж собою не союзны, судья Бог, кто промеж ими ссору учинил, а не мы... Паки того ещё великий император не с поможет вельми дело наше трудно будет» (იქვე, ფურც. 16).

კონსტანტინემ იცოდა, რომ შაჰ-თამაზი მტრულად იყო განწყობილი ვახტანგისადმი და ამიტომ ითხოვდა ქართლის ტახტს; იგი პირობას დებდა, რომ ვახტანგს გაანადგურებდა და ქართლის ჯარს შაჰის სურვილს დაუმორჩილებდა. «გაგზავნა კახმა ბატონმა ყაენთან კაცი და შეასმინა მეფე ვახტანგ: «ამაზე არის მტერი შენიო და ეყმო ხელმწიფესა რუსეთისასა, ამოსწყვიტა რჯულისა თქვენისა მოსავნიო. მიბოძე საქართველო გიახლო ქართლისა და კახეთის ჯარითა და ვსძლიო მტერთა შენთაო» (სეხნია ჩხეიძე, ქ/ც, ტ. 2, 1854, გვ. 330).

ვახტანგისა და კონსტანტინეს მტრობა და უკანასკნელის წინადადება შაჰს ფრიად აწყობდა. რადგან მას არ შეეძლო თავად ეძია შური ქართლის მეფეზე. ამიტომ სცადა ესარგებლა რენეგატი კონსტანტინეს დახმარებით. დ. გურამიშვილი მოსწრებულად შენიშნავს:

კონსტანტინეს თათრის ენით ერქო მამად-ყული-ხანი,
იყო სანახავად მარგი, მკვეთელობით უჩნდა ფხანი,
ისპაანის ტარუღადა მორჭმით იჯდა კარგა ხანი,
ავის კაცის თავ-სავარცხლად აქვნდის კარგი მოსაფხანი.

ჯერ კახეთი, მერმე ქართლი, ორივ ერთად მას უბოძა;
ყაენს სახლი ექცეოდა, სვეტად-ბურჯად მას უბოძა;
მოსწერა, თუ ვახტანგ ჩემთვის რკინის ჴრმალნი დანაძონძა,
შენ გამოჴსენ, განარჩინე, რაც რომ მაგან გამოკონძა.

1723 წლის იანვარში შაჰმა კონსტანტინე ქართლის მეფედ დაამტკიცა. ირანის გარნიზონმა, რომელიც თბილისში იმყოფებოდა, მიიღო თამაზის ბრძანება ქალაქისათვის სროლის ატეხის შესახებ იქიდან ვახტანგის გაძევების მიზნით. მალე ქალაქს მიადგა თავისი ჯარით კონსტანტინეც, რომელსაც თან ჰყავდა დაქირავებული ლეკთა რაზმებიც. კონსტანტინეს მხარს უჭერდნენ აგრეთვე განჯისა და ერევნის ხანებიც. ვახტანგის დასახმარებლად ჩამოვიდნენ იმერლები და რაჭველები. ბრძოლა სამ თვეს გრძელდებოდა.

კონსტანტინემ მარცხი განიცადა, მაგრამ თავის განზრახვაზე ხელი არ აუღია. 1723 წელს ლეკთა დიდი რაზმებით მან კვლავ შემოუტია ვახტანგს. მხოლოდ ვახტანგ VI-ის ბანაკში არსებული ღალატის შედეგად შეძლო კონტანტინემ თბილისის აღება. ლეკებმა ქალაქი დაანგრიეს ისე, რომ მთელი საუკუნის განმავლობაში ვერ შეძლო მან დაებრუნებინა ძველი დიდება.

ამ ამბების მომსწრე გურამიშვილი ასე აღწერდა ქალაქის აღებას და განადგურებას.

კახ-ბატონსა წინა დღითვე მზასა ყვნდა თვისი ჯარი,
იგ რა ესმა, წამოვიდა, დაიჭირა ავლაბარი;
ნარიყალა მიმ-ბაშს ეპყრა, შაის-ტახტი ციხის კარი.
რა მოვიდა ფიცხლივ მოსცა, გაიკეთა მუნ საფარი.

შემოებნენ, დაამარცხეს, მან მიმართა მუხრახ-ჭარსა,
უთხრა: ქართველთ გამაწბილეს, არც მე შევჭამ იმათ ჯავრსა;
შეიპირა ჭარელები, სასყიდელი მისცა ჯარსა,
წუძღვა და ხელმეორედ მიაყენა ჯარი კარსა.

ქართლს, კახეთსა გარდეჴადა მაში ღვთისა საფარველნი.
ოდეს გარსა შემოადგნენ თიფლის კახნი და ჭარელნი!
გაუთენდათ სომეხებსა დღე შაბათი საზარელნი.
ზოგი მოკლეს, ზოგი დასჭრეს, ზოგს წაგვარეს საყვარელნი!

სალხინოს დღეს მოქალაქე დიაღ ავად შეაქცივეს,
წამოუხვნეს საქონელნი, სახლ-დუქნები დააქცივეს,
დანამარცხეს ქართველთ ჯარი, მეფე ვახტანგ გააქცივეს.
თეთრსა მტკვარსა წითლად ღებდა, რაც მათ სისხლი დააქცივეს!...

თურქეთმა არ დააყოვნა ესარგებლა ქვეყნის მძიმე მდგომარეობით.

ჯერ კიდევ კონსტანტინეს მიერ თბილისის აღებამდე არზრუმის ფაშამ წინადადება მისცა ვახტანგს მიეღო თურქეთის პროტექტორატი, მაგრამ ვახტანგმა უარყო ეს წინადადება, რადგანაც იმედი ჰქონდა რუსეთის ჯარის ჩამოსვლისა და დახმარებისა. «...იდგა არზრუმის ფაშა ყარსს შემუსვრად ერევნისად და დაპყრობად ადრიბეჟანისად. ესე უვლინებდა მეფესა, რათა არა მწე-ეყოს მათ და მოანიჭოს ხონთქარმან ნიჭი დიდი. ამის-თვის წარუვლინა როჭიკა-შვილი ედიშერ და აღუთქვა, არა შველა მათი, ვინად-გან იმედეულ იყო გაზაფხულს რუსთა მეფისა მოსვლისა» (ვახუშტი, ცხოვრება ქართლისა, ქ/ც, ტ. 2, 1854, გვ. 84).

თბილისში გაჩაღებული ბრძოლების დროს არზრუმის ფაშამ ხელმეორედ კატეგორიულად მოითხოვა, რომ ვახტანგ VI-ს ეცნო სულთანის უფლება. ფაშა პირობას იძლეოდა, რომ ვახტანგს დასტოვებდნენ ქართლის მეფედ. ამ საკითხის გადასაწყვეტად მოწვეულ დარბაზზე ქართლის თავადებმა მოითხოვეს თურქეთის წინადადების მიღება, რათა ამით შეენარჩუნებინათ ძალაუფლება და გადაერჩინათ ქვეყანა გამანადგურებელი ომისაგან. ი. ტოლსტოი და თურქისტანიშვილი საწინააღმდეგო აზრს ადგნენ იმ იმედით, რომ რუსეთის ჯარი მალე ჩამოვიდოდა (რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივი, ფ. ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის, 1723 წ., საქმე # 3, ფურც. 1-2)

მდგომარეობა უაღრესად კრიტიკული იყო, რადგანაც თურქებს ყოველ წუთს შეეძლოთ დაეწყოთ საომარი მოქმედება. ვახტანგმა გადაწყვიტა მიეღო ფაშის წინადადება და თავისი პირობები წამოეყენებინა.

ვახტანგის ვარაუდი დროის მოგებაზე იყო დამყარებული. ფაშა, რომელიც მის პირობებს მიიღებდა, უნდა დაკავშირებოდა კონსტანტინოპოლს, ამას კი საკმაო დრო მოუნდებოდა. ვახტანგს იმედი ჰქონდა, რომ ამით თურქეთის ჩარევას დროებით შეაჩერებდა, რადგანაც იმედოვნებდა რუსეთის ჯარის მალე ჩამოსვლას.

შექმნილ მდგომარეობაში ვახტანგის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო, რამდენადაც მას არ შეეძლო ერთდროულად ეწარმოებინა ომი კონსტანტინესთან და სათანადო წინააღმდეგობა გაეწია თურქეთისათვის. პეტრე I-დმი მიწერილ წერილში ვახტანგი აღნიშნავდა: «მოვიდა არზრუმის ფაშა, ჩვენს სამძღვარზე დადგა, კაცი გამოგზავნა. «გვეყმეო». ჩვენ უარი უთხრით. ამან ყეენს წიგნი მისწერა. «წაახდინეო». ყეენმან ქართლი კახ ბატონს მისცა. კახი ბატონი ყიზილბაშის ჯარით მოვიდა ავლაბარში. აქეთ ჩვენ ქართველნი მოგვივიდნენ და ყოველთვის ბრძოლა გვაქვს. რა ეს ურუმმა ნახა, კაცი გამოეგზავნა. «თუ არ გვეყმობიო, ჩვენ აქედან მოვალთო». მაგათი (ე. ი. პეტრე I-ის – გ. პ.) გამობძანება ხომ ჯერ გვიან იყო, ჩვენ ხომ ორის ჴელმწიფის ბრძოლა არ შეგვეძლო, ჩვენ ხონთქარს ყმობა შეუთვალეთ, თუ მაგათი გამობძანება გვეღირსება, მანამდის თავს შევინახავთ, მერმე, მაგათი მოსამსახურე ვიქნებით» (М. Броссе, Переписка..., стр. 148).

ამავე აზრს და რუსეთის ჯარის სწრაფად გამოგზავნის თხოვნას გამოთქვამდა ვახტანგ VI ა. ვოლინსკისა და პეტრე ტოლსტოისადმი გაგზავნილ წერილებში. ვოლინსკისადმი მიწერილ წერილში ნათქვამი იყო: «კახმა ბატონმა ყეენს დამაბეზღა და ხვანთქარსაც, ამათ ორთავ. დიდის ხელმწიფის გამოსვლა და ჩემგან მაგათის სამსახურის მონდომება. ამაზედ ორნივ გაგვიწყრენ და ჯარები გამოგვისივეს. ჩვენ რადგან ამთონის მეზობლებისა და დიდის ჴელმწიფეების ბრძოლა ვეღარ შევძელით და ხონთქარს უთხარით «გეყმობითო», სანამდი სტამბოლის ამბავი მიმივიდოდეს და მომივიდოდეს, ეგება, მაგათი (პეტრე I – გ. პ.) გამობრწყინება გვეღირსოს. წვრილად აქაურ ამბავს პატიოსანი ივანე ანდრია შვილი მოგახსენებსთ. ახლა, თქვენის ძმობისაგან და მოწყალებისაგან მოველით, დიდმა ჴელმწიფემ არ დაგვაგდოს და არ უგულებელ გვყოს, ამთენს მოგვეხმაროს. აქამდი რომ ფოცხვერის ჭანგისაგან გამოგვხსნას ვეხვეწებოდით, ახლა ბაბრის ჭანგში არ შეგვაგდონ. თუ ამთონს ქრისტიანობას უპატრონებთ რასმე – კარგია, თუ არა და ნება თქვენია» (М. Броссе, Переписка..., стр. 149).

მაგრამ ვახტანგის იმედები არ გამართლდა. 4 მაისს კონსტანტინემ თბილისი აიღო და ვახტანგი იძულებული გახდა ცხინვალში გახიზნულიყო. თურქებმა ისარგებლეს ამით და შემოიჭრნენ ქართლში. 1723 წლის ივნისში ისინი თბილისს მოადგნენ. კონსტანტინემ ვერ გაბედა ქალაქის დაცვა და უბრძოლველად დათმო იგი.

თურქებმა გადაწყვიტეს ქართლის ტახტის გაუქმება. ვახტანგ VI-ს აღარ შეეძლო საქართველოში დარჩენა და ამიტომ გადაწყვიტა რუსეთში წასულიყო.

ი. ტოლსტოის დაბრუნების შემდეგ ასტრახანში ამ საკითხთან დაკავშირებით მოწვეულ იქნა სპეციალური თათბირი, რომელშიც მონაწილეობდნენ მატიუშკინი, ვოლინსკი, ბარიატინსკი და ტრუბეცკოი (ძველი აქტების არქივი, პეტრე I-ის კაბინეტი, განყ. II, წიგნი 63, ფურც. 682-683). თათბირზე გადაწყდა მიეღოთ ყოველგვარი ზომები ვახტანგის გასახიზნავად პეტერბურგიდან საამისო ნებართვის მიღებამდე, რადგან ამას დიდი დრო დასჭირდებოდა, ხოლო შექმნილი ვითარება სწრაფად მოქმედებას მოითხოვდა. ვოლინსკი პეტრე ტოლსტოისადმი მიწერილ წერილში ხაზს უსვამდა ამის აუცილებლობას და აღნიშნავდა: «однакож мне мнитца, что сие дело не требует продолжения понеже между тем принц, когда потеряет живот свой, то хотя потом и указ прислан будет, которой надеюсь, что его величеству зело потребен. Первое, что от горячести своей к его императорскому величеству, и надеясь на его милость всё потерял, что имел. Второе, что он, когда в руках наших не будет, то какую претензию его величество иметь будет к Грузии» (რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივი, ფ. ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის, 1723 წ., საქმე # 3, ფურც. 28).

მაგრამ რიგი მიზეზების გამო ვახტანგ VI შეყოვნდა საქართველოში და მხოლოდ 1724 წლის 15 ივლისს გაემგზავრა რუსეთში. როცა პეტრე I-მა მიიღო 1723 წ. 14 მარტს წერილი ივანე ტოლსტოისაგან, განკარგულება გასცა დაეწყოთ ლაშქრობა ბაქოზე. მატიუშკინისადმი გაცემულ ბრძანებაში ნათქვამი იყო: «Получена ведомость о Грузии, что турки оных уже принудили в подданство и паша идёт к Шемахе. Зело опасно чтоб не захватил Баку (сии ведомости вы ведаетель не знаем, понеже письма Ивановы по данному тебе указу от вас не распечатаны) и понеже посол персидский сам дал письмо, чтоб Бакинские жители не противились, того ради сколько есть судов, надлежало вам отправить с лбдьми в Баку чтоб в город пойтить с тем письмом... и ежели даст Бог в Баку войдёшь, то с жители не так поступи, как указ имеешь, но мягче, по своему разсуждению; паки подтверждаю чините немедленно, ибо имеете указ по коньюнктурам поступать (ради) такого отдаления и удивляемся для чего по сим из Грузии ведомостям не послали в Баку, как выше писано и пропускаете такие важные дела» (ძველი აქტების არქივი, პეტრე I-ის კაბინეტი, განყოფ. I, წიგნი 30, ფურც. 368; «Русский вестник», 1867, т. 68, стр. 602).

1723 წ. ივლისში მატიუშკინი 4 პოლკით მიუახლოვდა ბაქოს და ქალაქის მმართველს დამორჩილება მოთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. მაშინ მატიუშკინმა ალყა შემოარტყა ქალაქს ზღვიდან და ხმელეთიდან, დაიწყო საარტილერიო სროლა და იერიშისათვის მზადება. საარტილერიო სროლის მეხუთე დღეს ციხესიმაგრე დაზინდა, მაგრამ იერიშამდე საქმე არ მისულა, რადგან მოსახლეობამ აიძულა ირანის გარნიზონი იარაღი დაეყარა. 28 ივლისს რუსეთის ჯარი მაღლა აღმართული დროშებით შევიდა ქალაქში (იქვე, წიგნი 63, ფურც. 740).

ბაქოში განლაგდა რუსეთის გარნიზონი 4000 კაცის რაოდენობით; ქალაქის კომენდანტად დაინიშნა თავადი ბარიატინსკი. 1723 წლის ბოლოსათვის რუსეთის ჯარებმა დაიკავეს მდინარე მტკვრის შესართავთან სალიანი, სადაც დაიწყეს სამზადისი ციხე-სიმაგრის ასაგებად.

კასპიისპირეთში რუსეთის ჯარის მოქმედებასთან ერთად რუსეთის მთავრობამ დაიწყო მოლაპარკება ირანის ელჩთან ისმაილ-ბეგთან რუსეთისათვის კასპიის სანაპიროს გადაცემის თაობაზე.

1723 წლის 12 სექტემბერს პეტერბურგში ისმაილ-ბეგმა დადო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც რუსეთის ხელში უნდა გადასულიყო კასპიისპირეთის რიგი ოლქები ქალაქების – დარუბანდის, ბაქოსა და სხვების ჩათვლით (ПСЗ, т. VII, № 4298, стр. 110-112)

კასპიისპირეთში პეტრე I-ის ძალაუფლების განმტკიცებისათვის ერთერთი ღონისძიება იყო ციხე-სიმაგრეთა აგება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ამ მხრივ «წმინდა ჯვრის» სიმაგრის აშენებას, რომელსაც ეკავა ხელსაყრელი მდებარეობა. ამ სიმაგრის წყალობით რუსეთს შეეძლო მორჩილებაში ჰყოლოდა ადგილობრივი ლეკი მმართველები. რიგი თავდაცვითი ნაგებობა გაკეთდა აგრეთვე დარუბანდსა და ბაქოში. შოტლანდიელი ჯონ კუკი, თავად მ. მ. გოლიცინის საელჩოს წევრი სპარსეთში, 1744-1748 წლებში ქალაქ ბაქოს აღწერისას წერდა: «ბაქო ერთობ პატარა ქალაქია, აგებული კასპიის სანაპიროზე ნახევარწრის სახით შემორგალული მაღალი არასწორი ფორმის მტკიცე კედლით, გამაგრებული ბასტიონებით და ამიტომაც რუსებმა, როცა ქალაქი მათ ხელში იყო, ააშენეს გარე კედელი მეტად სწორი ფორმისა, კარგად გამაგრებული კარგი ბასტიონებით, მთლიანად ქვისაგან. კედლის გარეთა მხარეს მათ გათხარეს ფართო, ღრმა და მშრალი თხრილი. მაგრამ სპარსელებმა, რომელთაც ვერ გაიგეს ამ ნაგებობათა მნიშვნელობა, მიატოვეს ის და დარჩნენ საკუთარი, ყოვლად უვარგისი კედლის შიგნით» (Cook John, voyages and Travels though the Russian Empire, Tartary and Part of the Kingdom of Persia, vol. II, Edinburgh, 1778, p. 379).

პეტრემ შეიმუშავა ღონისძიებანი კასპიისპირა პროვინციების ბუნებრივ სიმდიდრეთა ექსპლუატაციისა და ვაჭრობის განვითარებისათვის. როგორც აღვნიშნეთ, მატიუშკინისათვის მიცემულ ბრძანებულებაში პეტრე I ავალებდა მას შეეგროვებინა ზუსტი ცნობები სპილენძის შესახებ, გამოეგზავნა შაქარი, მშრალი ხილი; «Как владение так и споры всякие денежные и всякую экономию в полное состояние привесть».

პეტრე I კასპიისპირა პროვინციებში რუსეთის ძალაუფლების განმტკიცებისათვის გადამწყვეტ მნიშვნელობას აძლევდა იქ მყოფი რაზმების ბრძოლისუნარიანობის განმტკიცებას. იგი განუწყვეტლივ ზრუნავდა მათი დაკომპლექტებისათვის, შეიარაღებისათვის, საომარი მასალითა და სურსათით მომარაგებისათვის და სხვა. მაგალითად, 1723 წლის ზამთარში, სამხედრო კოლეგიის გადაწყვეტილებით, კასპიისპირეთში მყოფი ჯარების შესავსებად გაგზავნილ იქნა რეკრუტთა შემდეგი რაოდენობა:

მოსკოვის გუბერნიიდან – 1000 კაცი
ნიჟეგოროდის '' ––– '' – 1147 კაცი
ყაზანის '' ––– '' – 1496 კაცი
ასტრახანის '' ––– '' – 206 კაცი
სოლიკამსკიდან – 434 კაცი 
–––––––––––––––––––––––
ს უ ლ –––––––––– 4281 კაცი (ცენტრალური სახელმწიფო სამხედრო-ისტორიული არქივი, ფ. 2, ანაწერი 1/5, შეკვრა 211, საქმე # 44-50, ფურც. 302).

1723 წლის 18 თებერვალს სამხედრო კოლეგიის გადწყვეტილებით, მოსკოვიდან სტრახანში გაიგზავნა 150 ზარბაზანი და სხვა სამხედრო საჭურველი (იქვე, ფურც. 284)

სამხედრო კოლეგიაში გაგზავნილი ცნობებით, 1725 წ. იანვარში კასპიისპირეთში მყოფ რუსეთის ლაშქარში ირიცხებოდა სულ 20324 კაცი. აქედან, სამხედრო სამსახურისათვის ვარგისი იყო 16083 კაცი, ხოლო 4247 კაცი ავადმყოფობდა. 1725 წ. 18 იანვრის ცნობით, კასპიისპირეთში რუსეთის ჯარის ჩასვლის შემდეგ რუსეთმა დაკარგა 7595 ჯარისკაცი, უმთავრესად ავადმყოფობის გამო.

ამრიგად, 1722-1723 წწ. სამხედრო კამპანიის შედეგად რუსეთის ჯარმა დაიკავა კასპიის ზღვის მთელი დასავლეთი და სამხრეთი სანაპირო. ამასთან ერთად ბაქოს ასაღებად მოწყობილი ოპერაცია დაგეგმილ იქნა და გატარდა თურქეთის ჯართან შესაძლო შეტაკების ვარაუდით. იმის გამო, რომ კასპიისპირეთის შეერთებას და ამიერკავკსიაში რუსეთის დამკვიდრებას თურქეთი დიდ წინააღმდეგობას უწევდა, პეტრე I-ისა და ვახტანგ VI-ის საერთო გეგმები ვერ განხორციელდა.

რუსეთისადმი კასპიისპირა პროვინციების შეერთების საკითხის საბოლოო გადაწყვეტა მოითხოვდა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის მოგვარებას, რაც მიღწეულ იქნა 1724 წ. რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებით.


თავი III 


რუსეთ-საქართველოს კავშირი და თურქეთი 

პეტრე I ლაშქრობის მომზადებისას, რა თქმა უნდა, ითვლისწინებდა იმას, რომ ამიერკავკასიაში რუსეთის არმიის მოქმედება გაამწვავებდა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობას. ამიტომ მას აუცილებლად მიაჩნდა წინასწარ მიეღწია თურქეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნების გარანტიისათვის. «სამარადისო მშვიდობის» შეთანხმება, რომელიც კონსტანტინოპოლში 1720 წელს რუსეთის ელჩმა ა. დაშკოვმა დადო, ამ ამოცანას ემსახურებოდა, რამდენადაც მისი რატიფიკაციით თურქეთმა იკისრა მორალური პასუხისმგებლობა რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის დარღვევის შემთხვევაში. ხოლო ხელშეკრულების პირობები, რაც კონსტანტინოპოლში რუსეთის რეზიდენტის დანიშვნას ითვლისწინებდა, ყველაზე უფრო კარგად ემსახურებოდნენ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის რეგულირების საქმეს ამ ურთიერთობის გამწვავების შემთხვევაში. ამ ნაბიჯის სისწორე ცხოვრებამ დაადასტურა. 1720 წელს რუსეთ-თურქეთს შორის ხელშეკრულების დადება იყო რუსეთის გარკვეული წარმატება კასპიისპირეთში ლაშქრობის დიპლომატიური მომზადების თვალსაზრისით.

1721 წლის 22 იანვარს კონსტანტინოპოლში რუსეთის რეზიდენტად დაინიშნა ფლოტის ოფიცერი ი. ი. ნეპლიუევი, რომელსაც ევალებოდა თვალყური ედევნებინა თურქეთის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებისათვის.

1721 წლის სექტემბერში ნეპლიუევი ჩავიდა თურქეთის დედაქალაქში და შეხვდა დაშკოვს, რომელმაც საგარეო საქმეთა კოლეგიის მითითებების თანახმად გადასცა მას საჭირო მასალები და დაწვრილებითი ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ, აგრეთვე მისცა რჩევა-დარიგება.

1721 წლის 15 ნოემბერს ა. დაშკოვი თურქი ფაშის მუსტაფა-აღას თანხლებით, რომელსაც ევალებოდა რუსეთის ელჩის გაცილება პეტერბურგამდე, გაემგზავრა რუსეთში.

პეტრე I-მა, როცა მიიღო ცნობები შამახიაში 1721 წ. 7 აგვისტოს მომხდარი ამბების შესახებ და გადაწყვიტა საომარი მოქმედებების დაწყება, საჭიროდ ჩათვალა ოფიციალურად ეუწყებინა ამის შესახებ თურქეთისათვის, რადგანაც სულთანს შეეძლო პეტრესათვის დაებრალებინა რუსეთ-თურქეთის შეთანხმების დარღვევა და შედგომოდა რუსეთის წინააღმდეგ აშკარა მოქმედებას.

მაგრამ ამავე დროს არ შეიძლებოდა თურქეთისათვის ერთობ ადრე ეცნობებინათ რუსეთის ჯარის ლაშქრობის შესახებ, ვინაიდან ამას შეეძლო კასპიისპირეთში თურქეთის შემოჭრა დაეჩქარებინა, მით უმეტეს, რომ ამისათვის იგი უკვე ემზადებოდა, რადგან დაუდ-ბეგისა და სურხაის სახით საიმედო აგენტები ჰყავდა. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო თურქეთს შეეძლო დაესწრო კასპიისპირეთში რუსეთის ჯარის ჩამოსვლისათვის, თვითონ შეჭრილიყო იქ და რუსეთთან «მეგობრობის» საბაბით «პირობა დაედო», რომ დასჯიდა შამახიაში რუსი ვაჭრების მძარცველებს.

მაგრამ თვით თურქეთშიაც არ იყო სრული ერთსულოვნება ამ საკითხზე, რაც საგრძნობლად აფერხებდა თურქეთის აგრესიის დაწყებას.

როგორც აღნიშნავს ბასევიჩი, რომელიც მაშინ რუსეთის სამეფო კარზე იყო ჰოლშტინიის წარმომადგენლად, თურქეთში ირანის საკითხზე ორი დაჯგუფება ებრძოდა ერთმანეთს. ერთ მათგანს შეადგენდნენ მუფტიები და იანიჩარები, რომელნიც მოითხოვდნენ ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ დაწყებას. მეორე დაჯგუფებას მეთაურობდა ვეზირი, რომელიც დაჟინებით მოითხოვდა, რომ ემოქმედათ ფრულად და ეცადათ ხელსაყრელი მომენტისათვის (იხ. Записки графа Бассевича, «Русский архив», 1865 г., стр. 206).

ამიტომაც, პეტრე I-მა, თურქეთთან ურთიერთობის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, გადაწყვიტა წინასწარ შეემზადებინა თურქეთში ნიადაგი კასპიისპირეთში რუსეთის ჯარების მიერ საომარი მოქმედებების დაწყების ოფიციალურდ გამოცხადებისათვის. ამ მიზნით რუსეთის რეზიდენტს პირადად ევალებოდა თურქეთის მთავრობისათვის ეცნობებინა 1721 წლის 7 აგვისტოს შამახიაში მომხდარი ამბების შესახებ.

1721 წლის 20 ნოემბერს ნეპლიუევისათვის მიცემულ რესკრიპტში ნათქვამი იყო: «... надлежит о... приключённих подданным нашим во области шаха персицкого без всякой причины таких великих обидах тамо внушать и разглашать туркам и другим, и переводчику Порты, таким образом, ярко новины, а не так будто ты то чинишь по указу, дабы тамо о том какие нам от Персии обиды происходят были сведомы. Буде же станут у тебя спрашивать не будет ли за то от нас какое отмщение, и тебе сказывать, что ты о том не известен» (რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივი, ფ. ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის, 1721 წ., საქმე # 7, ფურც. 145-146).

ამასთან ერთად ნეპლიუევს ევალებოდა თურქეთისათვის მოეთხოვა, რომ მას მფარველობა არ გაეწია ლეკებისათვის, რასაც მან მიაღწია კიდეც 1722 წ. 21 აპრილს ვეზირთან აუდიენციის დროს. თურქებმა, რუსეთისა და ირანის უკმაყოფილების გამოწვევის შიშით, საამისო პირობა მისცეს, მაგრამ ფაქტიურად, რა თქმა უნდა, ლეკთა მთავრებს მფარველობას კვლავაც უწევდნენ.

პეტრე I-მა მხოლოდ 1722 წლის 13 მაისს, მოსკოვიდან ასტრახანს გამგზავრების წინ, მიიჩნია შესაძლებლად თურქეთისათვის ოფიციალურად ეცნობებინა კასპიისპირეთში ლაშქრობის დაწყება. იმ დროს მოსკოვში მყოფ მუსტაფა-აღას გამოეცხადა: «... Пониже ведомость получена, что подданные шаха персицкого бунтовщики, которые в городе Шемахе подданных Его Императорского Величества российских купцов многих знатных до смерти побили и пограбили их товаров от трёх до четырёх миллионов рублей, убегая от того дабы Его Императорскому Величеству за оные великие обиды сатисфакции не учинить, и ищут себе протекции у Порты, того ради требует Его Императорское Величество от Его Салтанова Величества дружебно, дабы тех бунтовщиков в протекцию свою принимать не изволил, понеже то по вечного мира трактату дружбы противно будет... Его Императорское Величество изволит сам поход предвоспринять в Астрахань как для осмотрения тамошних городов, и мест, так и для получения достойной сатисфакции от выше упомянутых бунтовщиков подданных персицких. И понеже может быть, когда Его Величество в тамошних местах будет, татары и другие тамошние народы подданные Порты станут о поступках Его Императорского Величества Его Салтанову Величеству для возмущения и ссор по своей обычности фальшиво и неправедно доносить, то б Его Салтаново Величество тому веры подавать не изволил, ибо Его Императорское Величество не для войны с шахом персицким но для отмщения той обиды подданным его учинённой и безопасности их купечества принужден сей поход воспринять, понеже сами персияне оборонять и себя от тех бунтовщиков не в состоянии. И ежели Его Салтанову Величеству какия противныя внушения будут, то б повелел, то напредь подлинно освидетельствовать и ежели за потребно разсудит, тоб в таком случае для подлинного об онном уверения и известия прислал... от себя в краи какого верного человека, который может сам поступки Его Императорского Величества видеть и доносить до Его Салтанова Величества о том подлинно» (რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივი, ფ. ურთიერთობა რუსეთსა და თურქეთს შორის, საქმე # 3, 1722 წ., ფურც. 36-37. ცნობები მუსტაფა-აღასაგან რუსეთის ამ განცხადების შესახებ ვერ ჩამოსწრებოდნენ კონსტანტინოპოლში მანამდე, სანამ რუსეთის ჯარები თავს არ მოიყრიდნენ ასტრახანში და საომარ მოქმედებას არ დაიწყებდნენ. თვით მუსტაფა-აღა კონსტანტინოპოლში მხოლოდ 1722 წლის 23 ივლისს ჩავიდა).

ანალოგიური ოფიციალური განცხადება გააკეთა ი. ნეპლიუევმა თურქეთის სულთნის კარზე 1722 წლის ივლისში (რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივი, ფ. ურთიერთობა რუსეთსა და თურქეთს შორის, საქმე # 3, 1722 წ., ფურც. 115).

ამრიგად, დრო მოგებულ იქნა და თურქეთს უკვე აღარ შეეძლო დაესწრო კასპიისპირეთში რუსეთის ჯარის შესვლისათვის.

თურქები ვერაფრით ვერ შეურიგდნენ თავიანთ მარცხს, ხოლო კასპიისპირეთში რუსეთის ჯარის წარმატებებმა ისინი კიდევ უფრო გაახელა. თურქეთმა გადაწყვიტა დაუყოვნებლივ დაეწყო აქტიური მოქმედება და ყოველმხრივ შეეშალა ხელი ამიერკავკასიაში რუსეთის დამკვიდრებისათვის.

რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გამწვავებაში გარკვეული როლი შეასრულეს დასავლეთ ევროპის ქვეყნების მმართველმა წრეებმა, რომელნიც განგებ აქეზებდნენ თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ.

ინგლისის, ვენეციისა და ავსტრიის ელჩები ყოველნაირად ცდილობდნენ თურქეთის მთავრობა დაეშინებიათ იმით, რომ საქართველოსა და სომხეთში ფეხის მოკიდების შემდეგ პეტრე თავს დაესხმოდა თურქეთს. ამ საკითხზე ნეპლიუევი 1722 წლის 25 აპრილის საიდუმლო რელაციაში სწერდა: «... пронеслось, что будто войска Вашего Величества в Астрахани и всякия там приуготовления военные, и агличаня и цесарцы и венециане разглашают своими рассуждениями, хотя ещё не предложением, что Ваше Величество изволишь войною пойти против ребелев перских и потом всею Персиею овладеть, и к Персии присовокупить Армению и Жоржианы (яко христианы) пойдут сами в протекцию, и от того будет и Оттоманской империи разорение... а ежели Ваше Величество в тех странах изволишь войну начать, тогда они как я мню и предлагать Порте не оставят» (რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივი, ფ. ურთიერთობა რუსეთსა და თურქეთს შორის, 1722 წ., საქმე # 6, ნაწ. I, ფურც. 93).

როგორც ვხედავთ, დასავლეთ ევროპის ქვეყნები, რომლებმაც იცოდნენ პეტრე I-ის სამზადისი ლაშქრობისათვის, ჯერ კიდევ რუსეთის ჯარების ასტრახანიდან გამოსვლამდე ცდილობდნენ ხელი შეეშალათ რუსეთისათვის კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროების დაუფლებაში. ევროპის გაზეთებმა დიდი აურზაური ატეხეს და განგებ გააზვიადეს ცნობები სალაშქროდ გამზადებული რუსეთის ჯარების რაოდენობის შესახებ. ი. ნეპლიუევი 1722 წლის 18 ივნისის რელაციით იტყობინებოდა, რომ 7 ივნისს კონსტანტინოპოლში ვენიდან მიღებულ იქნა 16 მაისის გაზეთები, სადაც ნათქვამი იყო, რომ პეტრე I ასტრახანში პირადად იმყოფება და თითქოს აქედან განზრახული აქვს გააგზავნოს კასპიისპირეთში 105 ათასიანი ჯარი.

ამასთან ერთად ინგლისის ელჩი კონსტანტიკოპოლში ცდილობდა შთაეგონებინა მთავარი ვეზირისათვის, რომ რუსეთს სურს ომი გამოუცხადოს დანიას, რისთვისაც კავშირს გააბამს ვენის სამეფო კართან, რაც საშიშია ინგლისისა და თურქეთისათვისო. 

ყოველივე აღნიშნულის გამო პეტრე I-მა გადაწყვიტა მიეცა ნეპლიუევისათვის სპეციალური მითითება, რათა მას გამოეაშკარავებინა ცრუ ხმები და ამით უვნებელეყო ევროპელი დიპლომატების ცდები, მიმართული რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაუარესებისაკენ.

რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გამწვავებას განსაკუთრებით ცდილობდა ინგლისი. რუსეთის სახელმწიფოს გაძლიერება, მისი გასვლა ბალტიის ზღვაზე და მძლავრ სამხედრო-საზღვაო სახელმწიფოდ გადაქცევა, მისი ეკონომიკის აღმავლობა და რუსეთის გავლენის ზრდა მეზობელ ქვეყნებში, ინგლისის მმართველ წრეებში შეშფოთებას იწვევდა. ჯერ კიდევ ჩრდილოეთის ომის წლებში ინგლისის დიპლომატია რუსეთთან საბრძოლველად იყენებდა შანტაჟს, ცილისწამებას, მიმართვდა რუსეთის საწინააღმდეგო კოალიციის შექმნის გზებს.

ამიერკავკასიაში რუსეთის წარმატებანი და მისი დამკვიდრება კასპიის ზღვის სანაპიროებზე აშინებდა ინგლისის მთავრობას, რადგანაც ამას უნდა მოჰყოლოდა რუსეთის საგარეო ვაჭრობის გაძლიერება. ინგლისი კი იმისკენ მიისწრაფოდა, რომ მთელი ვაჭრობის მონოპოლია მის ხელთ ყოფილიყო და რუსეთის საგარეო ვაჭრობა მთლიანად ინგლისზე ყოფილიყო დამოკიდებული. მაგრამ რუსეთის დიპლომატიამ, რომელიც თავისი ქვეყნის ინტერესებს იცავდა, ამ ბრძოლაში უფრო მეტი ოსტატობა გამოიჩინა, ვიდრე მისმა ცბიერმა მოწინააღმდეგემ.

რუსეთის დიპლომატები ევროპაში შექმნილი საერთაშორისო მდგომარეობით მოხეხებულად სარგებლობდნენ და ინგლისის დიპლომატიასთან ბრძოლაში იყენებდნენ ინგლისსა და სხვა ევროპულ სახელმწიფოებს – საფრანგეთს, ჰოლანდიასა და ესპანეთს შორის არსებულ წინააღმდეგობებს.

რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა გამოეყენებინა თავისი ინტერესებისათვის საფრანგეთი და მისი გავლენა თურქეთში. საფრანგეთი, რომელიც მტრულ დამოკიდებულებაში იყო ავსტრიასთან, ყოველნაირად ეწინააღმდეგებოდა რუსეთ-ავსტრიის დაახლოებას და ამის შედეგად ავსტრიის გაძლიერებას. თავის მხრივ ეძებდა კავშირს რუსეთთან და დაინტერესებული იყო რუსეთსა და თურქეთს შორის მშვიდობიანობის განმტკიცებით. 

ამის გამო რუსეთის რეზიდენტმა კონსტანტინოპოლში ნეპლიუევმა სცადა ესარგებლა საფრანგეთის ელჩის დე-ბონაკის შუამდგომლობით. ბასევიჩი «ჩანაწერებში» აღნიშნავს: «საფრანგეთს სურდა არ დაეშვა განხეთქილება რუსეთსა და თურქეთს შორის, ვინაიდან ვენაში დაჟინებით ლაპარაკობდნენ რუსეთთან კავშირის დადებაზე ქრისტიანობის საერთო მტრის წინააღმდეგ. თურქეთის სისუსტის გამო ავსტრიას ადვილად შეეძლო თურქეთის ხარჯზე გაეფართოვებინა თავისი სამფლობელოები, რითაც ევროპის საქმეებში ავსტრიის სახელმწიფოს პოლიტიკური წონა გაიზრდებოდა. დე-ბონაკმა დაიწყო მოლაპარაკება» (Записки графа Бассевича, «Русский архив», 105 г., стр. 227; საფრანგეთის მთავრობის პოზიციის შესახებ დაწვრილებით იხ. Донесения французского консула в Петербурге Лави и полномочного министра при русском дворе Кампредона с 1722 по 1724 гг., сборник ИРИО, т. 49, 1885, стр. 7-8, 18-19, 24-25, 77, 84-85, 93-95, 105, 117, 121, 127, 133, 138, 145, 148-149, 153-155, 176, 242, 249, 255, 276, 342-343, 385-393; Дипломатическая переписка французского полномочного министра при русском дворе Кампредона с французским двором и французским посланником при Оттоманской Порте маркизом де-Бонаком, с 1723 г. По март месяц 1725 г., Сборник ИРИО, т. 52, 1886, стр. 5, 15-17, 19-24, 29-30, 42-46, 88-89, 110-111, 132-133, 188-189).

თურქეთის მთავრობას განსაკუთრებით აშინებდა ის, რომ ქართლი რუსეთის მფარველობის ქვეშ არ შესულიყო და არ გაერთიანებულიყო რუსეთ-საქართველოს ჯარები, რადგანაც ეს იმის მომასწავებელი იქნებოდა, რომ თურქეთი საბოლოოდ დაკარგავდა ამიერკავკასიას. როგორც ნეპლიუევი იუწყება, 1722 წლის 12 აგვისტოს რეის-ეფენდის მდივანმა საიდუმლოდ აცნობა რუს მთარგმნელს, მალცევს: «... Порта в намерении, конечно, содержать вечно постановленный мир с Российским монархом... однакож де с разсуждением таким ежели де Всероссийский монарх кроме Шемахи не пожелает себе предвосприять больших прогрессов в Персии, ибо хотя де Шемахою и овладеет то можно отговориться причиною за учинённые обиды всероссийским купцам от лязгов, что де Порта вытерпит, хотя ей и не приятно, а ежели де Всероссийский монарх по взятье Шемахи вознамеритца под свою державу привлечь жоржиан, ныне под Персиею пребывающих, на то де Порта никоим образом склонитца не может, чтоб ими овладел (Ваше величество) разсуждая, что де чрез сие могут злые консеквенции произойти Порте, того де ради должна заранее предварить свои меры, потому, что де Порта в намерении была тех жоржианов присовокупить под власть свою к протчим жоржианам пребывающим ныне под державою оттоманскою. А ежели де персицкие жоржианы поддадутца под протекцию всероссийскую, чтоб и своих подчас ис дружбы не потерять, и для того де Порта вознамеритца предварить во оной к России. О чём де он (რეის-ეფენდის მდივანი – გ. პ.) за подлинно знает, только де будет усматривать, что нынешным летом произойдёт, понеже Порта от всех стран внушает, что всероссийские войска великие прогрессы в Персии возымеют, ис чего де со временем и Порте будет не безопасно» (რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივი, ფ. ურთიერთობა რუსეთსა და თურქეთს შორის, 1722 წ., საქმე # 6, ნაწილი I, ფურც. 237-238).

თურქეთი ითვალისწინებდა ქართლის სტრატეგიულ და პოლიტიკურ მნიშვნელობას და არაერთხელ ცდილა იქ გამაგრებულიყო. ამიტომაც იგი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ დაეყოლიებინა ვახტანგ VI მიეღო თურქეთის პროტექტორტი. მაგრამ ქართლის მეფე ყოველთვის უარყოფდა თურქეთის წინადადებას. ამაზე, როგორც ეს ზემოთ იყო აღნიშნული, არაერთხელ მიუთითებს ვახუშტი. ნეპლიუევი 1722 წლის 15 ივლისის რელაციაში წერდა: «Прошедшего июня 21 дня быв у меня переводчик Порты, сказывал мне, что тому уже сорок дней прошло, как указы от Порты посланы к паше в Арзрум, чтоб он в Жоржии город Тифли и в Армении Еривар как возможно со усилованием военных приобщил к турецкой империи во владение, под видом протекции от ребелев. И я ему за конфиденцию говорил, что монархи наши желают содержать вечный мир, но ежели Порта вступит во оные краи войной не дав о том знать, может от того быть суспиция, весьма лутчеб от сих случаев удалятца, понеже не нечаянно произойти может ссора. И он сказал, что указы де посланы, а что зделаетца то время покажет, и кто что завладеет тому то свободнее будет содержать» (რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივი, ფ. ურთიერთობა რუსეთსა და თურქეთს შორის, 1722 წ., საქმე # 6, ნაწილი 1, ფურც. 190).

ამის გამო თურქეთის შემთხვევით როდი იყო დაინტერესებული მოსკოვში არჩილის ქალიშვილის დარეჯანის საქმიანობით, რომელმაც გარკვეული როლი შეასრულა პეტრე I-ისა და ვახტანგ VI-ის მოლაპარკებაში. ნეპლიუევი წერდა: «Я ж сведом подлинно, что везир миралема, который был в Москве (ლაპარაკია მუსტაფა-აღაზე – გ. პ.) спрашивал о царевне Мелетинской, как она содержитца в России и имеет ли корреспонденцию з жоржианами на что он про то известен, что оная живёт в Москве, а о корреспонденции не слыхал» (იქვე, ფურც. 235).

დასავლეთ ევროპის დიპლომატებმა იცოდნენ, რომ რუსეთისა და საქართველოს დაახლოება თურქეთს შიშს გვრიდა და ყოველნაირად ცდილობდნენ მიეღწიათ რუსეთ-თურქეთის ომისათვის, ისინი განგებ მიაქცევდნენ თურქეთის ყურადღებას ამ საკითხისადმი. ამის შესახებ რუსეთის მთავრობას არაერთხელ მოახსენებდა ნეპლიუევი (რუსეთის რეზიდენტის 1722 წლის 18 ივნისის რელაციაში ნათქვამი იყო: «Аглинской посол и венецианской и цесарской резидент внушают в разговоре туркам, что Ваше Величество изволил пойти со ста тысячами войск в Персию под протектом обиды от ребелев. А когда де возмёт российский монарх провинции Ширван и Ириван и часть Жоржии, тогда де турские жоржианы и армены пойдут сами под протекцию российскую, потом де близко Трапизон и может де быть от того совремянем не токмо вред Оттоманской империи, но и крайнее разорение» /იქვე, ფურც. 16/. 1722 წლის 22 აგვისტოს რელაციით ნეპლიუევი იტყობინებოდა: «Весьма мне от внушений других министров трудно /кроме голланского/, внушают Порте таковым образом, российской де монарх есть мудр и вас обманывает миром, ныне де он только от Персии некоторые провинции желает себе во владение взять, ежели де вы в том ему не воспретите оружием, то де он взяв те провинции не в долге от тех стран вас атакует; против того я за сколько могу при случае сам и чрез французского посла Порте ко отвращению предлагаю, как изволит Ваше величество» /იქვე, ფურც. 234/).

თურქეთისათვის რუსეთ-საქართველოს კავშირის საშიშროების შესახებ არაერთხელ განუცხადეს სულთანს ყირიმის ხანმა და აზოვის ფაშამ (ძველი აქტების ცენტრალური სახელმწიფო არქივი, ფ. პეტრე I-ის კაბინეტი, განყოფ. VI, წიგნი 59, ფურც. 679, 764-787)

რუსეთის რეზიდენტმა, რომლისთვისაც ცნობილი იყო ქართლის საკითხთან დაკავშირებით თურქეთის მთავრობის პოზიცია, გადაწყვიტა შეეტყობინებინა პეტრე I-თვის ამ საკითხზე საკუთარი შეხედულება: პეტრე I, უკეთუ მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა მიეღო ქართლი მფარველობის ქვეშ, უნდა ჩასულიყო იქ ჯარით 1722 წლის სამხედრო კამპანიის დასასრულისათვის. ნეპლიუევი, წერდა რა ამას, ითვალისწინებდა, რომ გვიან შემოდგომაზე და ზამთარში თურქები ვერ გაბედავდნენ სომარი მოქმედებების დაწყებას, ხოლო გაზაფხულისათვის პეტრე I-ს შეეძლო დრო მოეგო და მოეწესრიგებინა თურქეთთან ურთიერთობა, ან, უკიდურეს შემთხვევაში, კარგად მომზადებულიყო ომისათვის (რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივი, ფ. ურთიერთობა რუსეთსა და თურქეთს შორის, 1722 წ., საქმე # 6, ნაწ. 1, ფურც 239)

დამახასიათებელია ის გარემოება, რომ უმაღლესმა ვეზირმა, რომელსაც ეშინოდა რუსეთის ჯარს არ დაესწრო თურქეთისათვის ქართლში შესვლა, გადაწყვიტა წინასწარ ოფიციალურად განეცხადებინა რუსეთის რეზიდენტისათვის, რომ თურქეთს გადაწყვეტილი ჰქონდა გაეგზავნა ჯარები აღმოსავლეთ საქართველოში.

1722 წლის ოქტომბერს ვეზირის დავალებით თურქმა მთარგმნელმა ნეპლიუევს აცნობა: «... на сих днях получила Порта ведение от пограничных пашей, что жоржиане, подданные перские, которых капитал город Тефли, забунтовали против перского шаха и чинят де набеги на пограничных Порты, також де и на других, то есть на лезгов. И того ради Порта имела консилию, на которой предложено, чтоб ерзерумский паша с 50000 войска вступил в вышеозначенную персицкую Жоржию и город Тефли. И дабы де их жоржианского князя со всеми одержал в первом состоянии, чтоб он никому не предался под протекцию и чтоб не нападал на лезгов, також де и на подданных Порты, дабы жил по прежнему в послушании шаха перского. И сие де Порта чинит опасая себя и охраняя шаха перского, а не для того, чтоб жоржиан завладеть себе. И ни по единому образу Порта не может того изнести, чтоб оной жоржианской князь был индипендующим от Персии или другому кому поддался. Понеже де того интерес турецкой требует для своей безопасности. И против де онаго указу к ерзерумскому паше Ибрагиму сего октября 10 числа послано, дабы он Ибрагим паша с войском немедленно нынешним осенним путём (или хотяб и зима наступила) шёл в перскую Жоржию в город Тефли... оному ж де в указе написано, ежели паче чаяния (чего Порта не надеетца, чтоб российской монарх до оных жоржиан какой протект имел) в тех краях сойдутся турские войска со всероссийским войском, при таком случае дабы ни малой оказни к ссоре не подали, но обходились бы дружески таковым обычаем, как на море флоты дружески сходятся и никакой ссоры не бывает, и от сего де дружбе ни малого подозрения не может быть» (რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივი, ფ. ურთიერთობა რუსეთსა და თურქეთს შორის, 1722 წ., საქმე # 6, ნაწილი I, ფურც. 402).

როგორც ვხედავთ, თურქეთი, როცა ამ განცხადებას აკეთებდა, მიუთითებდა «მშვიდობიან» სურვილებზე, რუსეთთან და ირანთან «მეგობრობზე» და ფარავდა საქართველოს მიმართ მტაცებლურ მისწრაფებებს, სინამდვილეში კი თურქეთი გამალებით ემზადებოდა ომისათვის. მით უფრო, რომ ამ დროისათვის დივანში გაიმარჯვა უაღრესად აგრესიულმა დაჯგუფებამ, რომელიც დაუყოვნებლივ საომარი მოქმედებების მომხრე იყო.

მაგრამ თურქეთს 1723 წლის გაზაფხულამდე მართლაც არ შეეძლო საომარი მოქმედებების დაწყება, რადგანაც ეს არც ისე ადვილი იყო.

ვეზირმა, რომელმაც გასცა ბრძანება აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობის შესახებ, ეს საქმე მთლიანად მიანდო არზრუმის ფაშას, ეს უკანასკნელი კი აცხადებდა, რომ ვერ მოახერხებდა საქართველოში ლაშქრობას 1723 წლის გაზაფხულამდე (რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივი, ფ. ურთიერთობა რუსეთსა და თურქეთს შორის, 1722 წ., საქმე # 6, ნაწილი II, ფურც. 462; ნაწ. I, ფურც. 489-490) და ცდილობდა მიზნისათვის უფრო დიპლომატიური გზით მიეღწია, ვიდრე სამხედრო მოქმედებით, ე. ი. ცდილობდა მოეხდინა გავლენა ვახტანგ VI-ზე და აეძულებინა მიეღო თურქეთის პროტექტორატი. 

თურქეთმა დაიწყო სერიოზული მზადება რუსეთის წინააღმდეგ ყირიმშიაც. თურქეთის მთავრობამ პეტერბურგში პირადად პეტრესთან მოსალაპარაკებლად გაგზავნა მეჰმედ-აღა, რომელსაც აგრეთვე დავალებული ჰქონდა რუსეთში დაზვერვა და ყირიმის ხანთან მოლაპარაკება რუსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებაზე. თურქეთის ყველა პროვინციაში გაგზავნილ იქნა ბრძანებები საომარი მოქმედებებისათვის მზადების შესახებ, ხოლო აზოვსა და არზრუმში განუწყვეტლივ იგზავნებოდა სამხედრო საჭურველი. ამავე დროს, როგორც ნეპლიუევი იტყობინებოდა, თურქეთი აწარმოებდა მოლაპარაკებას ხივასთან რუსეთის წინააღმდეგ კავშირის დასამყარებლად. რუსეთის სამხრეთ პროინციებში გახშირდა თათართა შემოსევები, ფართო ხასიათი მიიღო რუსეთში თურქეთის ჯაშუშების შემოგზავნამ (თურქეთის მთავრობა ყოველნაირად ცდილობდა გამოეყენებინა გახრწნილი ელემენტები და თურქეთში გაქცეული სამშობლოს მოღალატენი. ასე მაგალითად, თურქეთში ცდილობდნენ გამოეყენებინათ უკრაინელი ხალხის მოღალატე ორლიკი, რომელიც მაზეპასთან ერთად გაიქცა და ჰეტმანობა სურდა /ცენტრალური სახელმწიფო სამხედრო-ისტორიული არქივი, ფ. 2, ანაწერი ¼, შეკვრა 162, საქმე 1-23, ფურც. 83-84/. ამ უკანასკნელთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა აგრეთვე ინგლისის ელჩს კონსტანტინოპოლში).

ყოველივე ამას რუსეთის მთავრობამ კონტრზომებით უპასუხა. 1722 წლის 5 ნოემბერს სამხედრო კოლეგიამ გამოიტანა სპეციალური დადგენილება «О принятии на границах предосторожности по случаю неприятельского на оныя приходу крымских и кубанских татар, запорожских и некресовских казаков» (რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივი, ფ. ურთიერთობა რუსეთსა და თურქეთს შორის, 1722 წ., საქმე # 21, ფურც. 2). უკრაინასა და დონზე ცარიცინამდე დაწყებულ იქნა სასიგნალო პირამიდების ხაზის შენება მტრის შემოსევის შესახებ სწრაფი სიგნალიზაციისათვის. ხოლო რუსეთის რეზიდენტი კონსტანტინოპოლში, თანახმად მიღებული მითითებებისა, ყოველ ღონეს ხმარობდა ხელი შეეშალა თურქეთისათვის აღმოსავლეთ ამიერკავკასიის დაპყრობის საქმეში. 

ნეპლიუევმა პირადად მიიღო სიფრთხილის წინასწარი ზომები თურქეთთან ომის შემთხვევისათვის. იგი მოელაპარაკა ჰოლანდიის ელჩს კონსტანტინოპოლში, რათა მისი მეშვეობით ეწარმოებინა მიმოწერა თავის მთავრობასთან და გადასცა შესანახად ძვირფასი ნივთები და დაშიფრული საიდუმლო დოკუმენტები, რომელთა აღწერილობაც გაგზავნა პეტერბურგში. საკუთარი მიმოწერის ნაწილი დაწვა.

რუსეთის მთავრობა ყოველნაირად ცდილობდა თურქეთთან სამხედრო შეჯახება თავიდან აეცილებინა და მშვიდობიანი ურთიერთობა შეენარჩუნებინა.

1722 წლის 10 ნოემბერს პეტერბურგში საგარეო საქმეთა კოლეგიაში სპეციალურად იქნა მოწვეული «საიდუმლო თათბირი», რომელშიც კოლეგიის წევრთა გარდა მონაწილეობა მიიღეს ა. მენშიკოვმა, ი. ბრიუსმა და გ. დოლგორუკიმ. თათბირმა განიხილა ნეპლიუევის 3, 7 და 13 ოქტომბრის რეალიაციები და მიიღო გადაწყვეტილება გაეგზავნათ რეზიდენტისათვის სპეციალური რესკრიპტი. ნეპლიუევს ებრძანა დაუყოვნებლივ გაემეორებინა განცხადება რუსეთის ჯარების კასპიისპირეთში ლაშქრობის მიზეზების შესახებ, როგორც ეს თავის დროზე მუსტაფა-აღას განუცხადეს და რაც თვით ნეპლიუევმა უშუალოდ თურქეთის მთავრობას შეატყობინა.

რუსეთის მთავრობა ყოველნაირად ცდილობდა დიპლომატიური გზით მიეღწია იმისათვის, რომ თურქეთის ჯარი არ შემოსულიყო ქართლში და ამიტომაც უმალავდა თურქეთს ვახტანგთან კავშირს, ხოლო განჯაში ქართლის მეფის წასვლას მხოლოდ შაჰის დავალების შესრულებით ხსნიდა.

მაგრამ ამავე დროს ნეპლიუევს ევალებოდა მტკიცდედ განეცხადებინა თურქეთისათვის, რომ ყირიმის ხანისა და რუსეთის მოსაზღვრე თურქეთის ქვეშევრდომი სახანოების მიერ ომისათვის მზადების გამო რუსეთის მთავრობამ მიიღო საჭირო ზომები საკუთარი საზღვრების დასაცავად. უკეთუ თურქეთი, ყველაფრის მიუხედავად მაინც დაიწყებდა საომარ მოქმედებას, რუსეთის რეზიდენტი ვალდებული იყო წერილობით განეცხადებინა პროტესტი და მიეთითებინა, რომ თურქეთი უმიზეზოდ არღვევდა «სამარადისო მშვიდობას».

ამრიგად, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა კასპიისპირეთში რუსეთის ჯარის ლაშქრობის გამო მეტად გამწვავდა და მოსალოდნელი შეიქნა სამხედრო შეჯახება. მაგრამ რუსეთის რეზიდენტმა, რომელიც ყოველ ღონეს ხმარობდა მშვიდობის დასაცავად, შესძლო დაძაბული მდგომარეობის შენელება.

1722 წლის 20 დეკემბერს ნეპლიუევმა ოფიციალურად აცნობა თურქეთს ასტრახანში პეტრე I-ის დაბრუნება. ამან გარკვეული გავლენა მოახდინა თურქეთის მთავრობაზე. ვეზირმა განაცხადა, რომ პეტრეს ამ დაბრუნებით თურქეთში ყოველგვარი ეჭვები გაიფანტა და რომ იგი (თურქეთი) ცდილობს რუსეთთან არსებული მდგომარეობის შენარჩუნებასა და განმტკიცებას (С. М. Соловьёв, История России..., кн. 4, т. XVIII, стр. 694). «თურქეთის მინისტრები, – სწერდა ნეპლიუევი პეტრეს 1722 წ. 25 დეკემბერს, – თქვენი უდიდებულესობის დაბრუნებით კმაყოფილებას გამოსთქვამენ».

ამასთან ერთად რუსეთის მთავრობამ წარმატებით წამოიწყო მოლაპარაკება პეტერბურგში ჩამოსულ თურქ ელჩთან მეჰმედ-აღასთან.

ასე ჩანდა, რომ თითქოს ყველაფერი იყო გაკეთებული რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის მოსაგვარებლად და ამ ურთიერთობამ კეთილი მიმართულება მიიღო. მაგრამ სინამდვილეში მოხდა პირუკუ. თურქეთმა გადაწყვიტა ესარგებლა რუსეთის ჯარის დაბრუნებით და რაც შეიძლებოდა ხელსაყრელად მოეწყო თავისი საქმეები ამიერკავკასიაში.

თურქეთის მთავრობამ გადაწყვიტა ოფიციალურად მიეღო დაუდ-ბეგი თავისი მფარველობის ქვეშ. ამ მიზნით მას გაუგზავნეს სულთანის სიგელი, რომლითაც მტკიცდებოდა მისი შესვლა თურქეთის პროტექტორატის ქვეშ. სულთანი დაუდ-ბეგს ხანის ტიტულს ანიჭებდა, ცნობდა მის უფლებებს მთელს დაღესტანსა და შირვანზე, საიდუმლოდ ავალებდა კასპიისპირეთიდან რუსეთის გარნიზონების განდევნას.

ამასთან ერთად, როგორც მიუთითებს ნეპლიუევი 1723 წლის 24 იანვრის მოხსენებაში, თურქეთმა ხელმეორედ გაუგზავნა არზრუმის ფაშას ბრძანება «ყოველგვარი ღონე ეხმარა, რათა ქართლი მოექცია თურქეთის ბატონობის ქვეშ» (რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივი, ფ. ურთიერთობა რუსეთსა და თურქეთს შორის, 1722 წ., საქმე # 4, ფურც. 38)

ნეპლიუევი აღნიშნავს, რომ თურქეთის მთავრობის საიდუმლო ინსტრუქციით არზრუმის ფაშას ევალებოდა «чрез все принадлежащие способы жоржианского тифлинского князя с... Даудом примирить дружески и примиряя склонить того тифлинского хана дабы поддался добровольно под протекцию Порты за что обнадёживать его великою салтанскою милостию на таких кондициях, что гюрджинское государство будет иметь он наследственно но и вяще Порта его между тамошними христианскими князьями признает за главу и будет содержать ево всегда честно, от чево государство ево может приведено быть в лутчее состояние и возыметь покой и безопасность. Ежели же паче чаяния тот тифлинской хан на все де обнадёживания склонности не покажет, отговориваясь каким своим злым вымислом, то предлагать ему, что он оружием оттоманским будет лишён владения своего и государство ево приведено будет в краинее разорение» (რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივი, ფ. ურთიერთობა რუსეთსა და თურქეთს შორის, 1722 წ., საქმე # 4, ფურც. 55-56). ხოლო ვინაიდან ქართველები «... с турками ни для чего не склоняются и признавают турки, что та их несклонность в надеянии на Ваше Величество, чего ради неоднократно к Арзрумскому Ибрагим паше от Порты писано, и ныне ещё накрепко подтверждают чтоб он как возможно не упущая ни малого времени на оных Жоржиан с войском наступал, и тщился б их овладеть дабы оны, жоржианя, российскому монарху не поддались, что турки тщатся предварить против вышеписанного оружием и в протчем у турок приуготовления следуют с поспешением» (იქვე, 1723 წ., საქმე # 5, ფურც. 160).

1723 წლის 10 თებერვალს ვეზირმა ოფიციალურად აუწყა ნეპლიუევს დაუდ-ბეგის მიერ თურქეთის მფარველობის მიღება და განუცხადა, რომ უკეთუ პეტრე დაიწყებს კასპიისპირეთში ახალ ლაშქრობას, მაშინ დაუდ-ბეგის ჯარები შეუერთდებიან მირ-მაჰმუდის ლაშქარს და ერთობლივად გაილაშქრებენ რუსეთის წინააღმდეგ. ასეთ შემთხვევაში თურქეთი ომს გამოუცხადებს რუსეთს.

ინგლისის მმართველი წრეების პოლიტიკა, რომელიც მომართული იყო რუსეთის წინააღმდეგ, ფრთებს ასხამდა თურქეთის ძალებს, აღაფრთოვანებდა მათ. ინგლისის ელჩმა ჯერ კიდევ 1723 წ. დასაწყისში, როგორც ეს საიდუმლოდ გაიგო ნეპლიუევმა, გადასცა თურქეთს მემორიალი, სადაც ნათქვამი იყო, რომ პრუსიის სამეფო კარისაგან მიღებული ცნობებით პეტრე I-ს განუზრახავს დაღესტანში შეჭრა და შავ ზღვამდე რუსეთის სამფლობელოების გაფართოება. ინგლისის ელჩი მიუთითებდა, რომ თურქეთს არ უნდა ეშინოდეს რუსეთთან ომისა, რადგანაც ევროპის ყველა ქვეყანა მტრულადაა განწყობილი მასთან და ამის გამო პეტრეს არ შეუძლია წარმატებას მიაღწიოს ომშიო (იხ. С. М. Соловьёв, История России..., кн. 4, т. XVIII, стр. 695).

ამის შემდეგ თურქეთის მთავრობამ აშკარად მოითხოვა კასიისპირეთიდან რუსეთის ჯარის გაყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში ომით იმუქრებოდა. თურქებს იმედი ჰქონდათ, რომ აიძულებდნენ პეტრეს დაეტოვებინა ამიერკავკასია. მაგრამ პეტრეს დაშინება ძნელი იყო, მით უმეტეს რომ იგი კასპიის სანაპიროს დაუფლებას თვლიდა ბალტიის ზღვის შეერთების აუცილებელ დამატებად. 1723 წლის 9 აპრილის რესკრიპტში, რომელიც გაგზავნილ იქნა ნეპლიუევთან პეტრე წერდა: «... и когда Порта лезгинцев, которыя явными себя нашими неприятелями показали, по их прошении в протекцию свою принимает, еже по вечному миру весьма чинить не надлежало, и данному от Порты обешанию прямо противно, толь менее Порте противно быть может, что мы тех, которые нас о том просят, и которые нимало до Порты не касаютца, також де в свою протекцию принимаем, наипаче понеже те места в довольно дальнем расстоянии от турецких областей, и на самом Каспийском море лежат, до которого, как выше упомянуто, на никакую державу допустить невозможно. Но ежели Порта, несмотря на все наши в часто упомянутом ответе показанные снисхождения вечно постановленной мир без всякой имеющей с стороны нашей подданной причины нарушать хочет, то предаём мы такой их беззаконный поступок суду Божескому и во всех от войны происходящих злых следований и кровопролитиях без вины будем, и Божиею помощью ко обороне своей потребные способы найдём. И понеже по сей учинённой от Порты тебе декларации вид есть, что Порта с нами войну начать намерена, и на границах наших действительно все военные препорации чинит, того ради и мы повелели войску нашему на тех же границах собираться и протчия потребныя военныя приготовления чинить, однакож оным от нас повелено, дабы отнюдь ничего противно вечному миру не предвосприяли, но токмо для своей обороны былиб во всякой готовности» (რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივი, ფ. ურთიერთობა რუსეთსა და თურქეთს შორის, 1723 წ., საქმე # 3, ფურც. 29).

1723 წლის აპრილში პეტრემ მართლაც დაიწყო საჭირო სამზადისი თურქეთთან ომისათვის: დანიშნა მ. მ. გოლიცინი მთავარსარდლად უკრაინაში და მისცა სპეციალური ინსტრუქცია ომისათვის მოსამზადებლად, თურქეთთან მშვიდობიანობის დარღვევის შემთხვევაში, ხოლო კასპიისპირა პროვინციებში დამატებით გაგზავნა ჯარები.

მაგრამ ამასთან ერთად პეტრე კვლავაც ცდილობდა თავიდან აეცილებინა თურქეთთან ომი და აცხადებდა სურვილს მიეღწია მასთან შეთანხმებისათვის. ამ მიზნით იგი რიგ დათმობებზე მიდიოდა. იგი თანახმა იყო უარი ეთქვა ლეკების მიმართ პრეტენზიებზე და ეცნო მათზე თურქეთის პროტექტორატი, ამასთან ერთად არ გაეგზავნა ჯარები საქართველოში იმ პირობით, რომ თურქეთს: 1) ეცნო კასპიისპირეთის რუსეთისადმი შეერთება, 2) არ გაეგზავნა ჯარები ირანში, დაღესტანსა და საქართველოში, 3) საერთოდ უარი ეთქვა რაიმე პრეტენზიებზე აღმოსავლეთ საქართველოს მიმართ, 4) აეკრძალა ლეკებისათვის თავდასხმა იმ ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთის ჯარებს ეჭირათ (ეს პირობები პეტრემ ჩამოაყალიბა ნეპლიუევისადმი გაგზავნილ 1723 წ. 3 მარტის რესკრიპტში. იხ. რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივი, ფ. ფონდი ურთირთობა რუსეთსა და თურქეთს შორის, 1723 წ., საქმე # 3, ფურც. 11-12).

მაგრამ სანამ ნეპლიუევი მიიღებდა კონსტანტინოპოლში პეტრე I-ის ამ მითითებებს, თურქეთის მთავრობამ, ისარგებლა რა აღმოსავლეთ საქართველოში შექმნილი ვითარებით, გადაწყვიტა ხელში ჩაეგდო ქართლი. ამავე დროს თურქეთმა რამდენადმე შეარბილა ურთიერთობა რუსეთის რეზიდენტთან. ამით თურქეთის მთავრობა იმედოვნებდა შეენელებინა რუსეთის სიფხიზლე და აეცილებინა თავიდან რუსეთის ლაშქრის შემოჭრა ამიერკავკასიაში. ი. ნეპლიუევი 1723 წ. 22 თებერვლის საიდუმლო რელაციაში წერდა: «... Ныне турки показуют себя ласково и учтиво с таковым намерением и желанием дабы Ваше Величество поход свой в Персию оставил. А между тем они, турки намерены овладеть Жоржиею Тефлискою и, впрочем, всею Персиею, как они турки, от походу Вашего Величества опасение имеют, понеже шаха перского сын (который в Таврисе с войском) також де и жоржианя тифлинския им, туркам не поддаютца... Турки де разсуждают, что оной шахов сын и жоржианя упрямятца не от себя, но знатно де их обнадёжил российской монарх, дать вспоможение и принять в свою протекцию. И ежели де российской монарх в нынешнюю кампанию в Персию вступит, в таком де случае без сумнения шахов сын и жоржианя к нему поддадутца, чрез что Ваше Величество в Персии может профитовать, и тем де, туркам, вред учинить, о чём Ваше Величество изволишь ясно усмотреть ис предложений турецких, понеже они ни о шахове сыне, ни о жоржианах не упоминают, для того что оныя им, туркам, не поддаютца, и всё выше описанное достоверно» (იქვე, საქმე # 5, ნაწ. I, ფურც. 167)

ნეპლიუევი პირველ რიგში ცდილობდა თვიდან აეცილებინა ამიერკავკასიაში თურქეთის შეჭრა, ამიტომ მას სურდა ირანისა და ამიერკავკასიის საკითხის საბოლოო გადაჭრის თაობაზე რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკების დაწყებამდე წინასწარ მიეღო თურქეთისაგან დაპირება, რომ თურქეთი აღმოსავლეთ ამიერკავკასიას თავს არ დაესხმოდა. ამასთან ერთად იგი პირობას იძლეოდა, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი თავს შეიკავებდა საქართველოში ჯარის გაგზავნისაგან. ამ საკითხზე 1723 წ. 14 აპრილის რელაციაში იგი წერდა: «... Порта желает... в Жоржию войска вводить, чтоб тем для получения по своему протекту, каков на предь сего и мне задачи, к Каспийскому морю и к лезгам войска свои соединть они, турки, желают. Того ради говорил я ему переводчику, дабы он везирю по комплиментах доложил от моей стороны, с требованием дабы он, везирь, приказал мне ясно о удержании оружия ответствие учинить, и чтоб Порта в оные перские краи, неизключая и Жоржии, войск своих не вводила, покуда о том с Вашим Величеством чрез меня дружески согласится, и при том обнадёжил я что и Вашего Величества войска в Жоржию вступать не будут» (რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივი, ფ. ურთიერთობა რუსეთსა და თურქეთს შორის, 1723 წ., საქმე # 5, ნაწ. I, ფურც. 196).

მაგრამ თურქეთი აშკარად გაურბოდა ამ პირობების მიღებას; იგი პირველ რიგში ქართლის ხელში ჩაგდებას ესწრაფვოდა, რადგან ამით მიაღწევდა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში გამაგრებას და რუსეთს აიძულებდა ეცნო თურქეთის უფლებები მიტაცებულ მიწა-წყალზე (ამ საკითხზე ნეპლიუევი 14 აპრილის რელაციაში იტყობინებოდა: «... разсуждали мы /ე. ი. ნეპლიუევი და დე-ბონაკი – გ. პ./ дружески чего ради турки ныне о удержании оружия не упоминают, видитца нам причина сия настоящая, что турки желают между того времени, покуда с Вашим Величеством согласятца, твёрдо жоржианами овладеть и при трактованье их назвать своими, что они волею в протекцию пришли. А по другому может статца, что они чрез Жоржию желают войска свои с лязгами и с шах Даудом соединить к Ширвану, дабы могли оные места по прежним своим претензиям за собою удержать... Мне все приятели подтвердили, что Порта меж тем желает от Мирвейса сперва, ответствие иметь и Жоржиею овладеть и войско ввесть покуда со мною в конференции вступит и тогда назовёт Жоржию своею» /იქვე/).

ამიტომაც თურქეთის მთავრობამ განაცხადა, რომ იგი არ დაიწყებს კონფერენციებს რუსეთის რეზიდენტთან პირველ ივლისამდე და არ მისცემს აუდიენციას საფრანგეთის ელჩს დე-ბონაკს, რომელიც რუსეთ-თურეთის მოლაპარაკების საქმეში შუამავლის როლს ასრულებდა.

ამრიგად, რუსეთისა და თურქეთისათვის ქართლს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ამიერკავკასიაში გაბატონებისათვის, ამის გამო ქართლის საკითხს რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებაში ცენტრალური ადგილი ეჭირა კიდეც.

პეტრე I-ს უდავოდ ესმოდა ქართლის ესოდენ დიდი მნიშვნელობა და ამიტომაც გადაწყვიტა გაეგზავნა იქ ორიათასიანი რაზმი ა. ბასკაკოვის მეთაურობით. მას იმედი ჰქონდა, რომ ამით გააძლიერებდა ვახტანგ VI-ის ძალებს, გაამხნევებდა მას და თავიდან აიცილებდა ქართლში არზრუმის ფაშის შემოსევას. მაგრამ ეს გადაწყვტილება მიღებულ იქნა ერთობ დაგვიანებით. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით თურქეთმა შეძლო დაესწრო პეტრესათვის. არზრუმის ფაშამ ისარგებლა საქართველოში გაჩაღებული შინაფეოდალური ომებით, შეესია ქართლს და აიღო თბილისი.

როცა თურქეთის მთარობამ მიზანს მიაღწია, გადაწყვიტა დაეწყო რუსეთის რეზიდენტთან ოფიციალური მოლაპარაკება («კონფერენციები») იმ მიზნით, რომ საბოლოოდ გადაჭრილიყო ირანისა და ამიერკავკასიის საკითხი. ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდა საფრანგეთის ელჩი კონსტანტინოპოლში დე-ბონაკი, რომელიც ნეპლიუევის დაჟინებითი მოთხოვნით იქნა მოწვეული.

პირველი კონფერენცია შედგა 1723 წლის 14 ივლისს. ამ სხდომაზე რუსეთის რეზიდენტმა ხელახლა წამოაყენა მოთხოვნა, რომ განსახილველი საკითხების საბოლოო გადაწყვეტამდე თურქეთს შეეწყვიტა საომარი მოქმედება და თავი შეეკავებინა რაიმე დაპყრობითი ღონისძიებებისაგან ამიერკავკასიასა და ირანში. მაგრამ თურქეთის მთავრობამ კატეგორიულად უარყო ეს წინადადება. თავის მხრივ თურქებმა განაცხადეს, რომ თურქეთს ჰქონდა სრული უფლება მთელ აღმოსავლეთ ამიერკავკასიაზე, რადგან ადრე მათ ეპყრათ ეს ტერიტორია, და ამის გამო სხვას არავის არა აქვს უფლება პრეტენზიები განაცხადოს მასზეო.

ნეპლიუევმა ამაზე მიუგო, რომ რუსეთმა გაილაშქრა კასპიის ზღვის სანაპიროებზე «для отмщения бунтовщикам перским – лезгам» და რომ დარუბანდისა და ბაქოს მოსახლეობამ, რომელიც დიდ ზარალს განიცდიდა ლეკთა შემოსევებისაგან, ორგზის მიმართა პეტრეს თხონით მიეღო ისინი პროტექტორატის ქვეშ; ამის გამო შეიყვანა კასპიისპირეთში რუსეთმა ჯარი. რუსეთის რეზიდენტმა პირდაპირ განაცხადა, რომ პეტრე I-ს არ შეუძლია დაუშვას ის, რომ რომელიმე სახელმწიფო გამაგრდეს კასპიის ზღვაზე, მით უფრო, თურქეთი, რადგანაც ამით შეიძლება შეექმნას საშიშროება რუსეთის საზღვრებს, რადგან კასპიისპირეთი რუსეთს უშუალოდ ესაზღვრება.

ნეპლიუევი შეეხო თურქეთის მთავრობის მიერ აღმოსავლეთ ამიერკავკასიასა და გილანზე «კანონიერი უფლებების» დასაბუთებას და მიუთითა, რომ წარსულში წარმოებული დაპყრობანი არ განსაზღვრავენ აწმყოში სახელმწიფო საზღვრებს. რუსეთის რეზიდენტმა მოსწრებულად შენიშნა, რომ თუ ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ, მაშინ რუსეთს უფლება ექნება თვით თურქეთის დედაქალაქზე, რადგანაც რუსეთის ჯარები კონსტანტინოპოლში ნამყოფნი არიან (რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივი, ფ. ურთიერთობა რუსეთსა და თურქეთს შორის, 1723 წ., საქმე # 5, ნაწ. II, ფურც. 321-322).

თურქეთის მთავრობამ ახალი «საბუთი» წარმოადგინა: მან განაცხადა, რომ კასპიისპირეთი მაჰმადიანებითაა დასახლებული, რაზედაც ნეპლიუევმა შენიშნა, რომ უკეთუ სარწმუნოება განსაზღვრავს საზღვრებს, მაშინ რა უფლებით უნდა იყვნენ ქრისტიანი ხალხები თურქეთის ხელქვეითო.

ამრიგად რუსეთი ცდილობდა მიეღწია თურქეთის მიერ კასპიისპირა პროვინციებზე რუსეთის უფლებების აღიარებისათვის და ამავე დროს ხელი შეეშალა როგორც აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში, ისე ირანშიც თურქეთის გაბატონებისათვის. მაგრამ თურქეთი, რომელმაც მოასწრო ქართლში ჯარების შეყვანა, არაფერს ერიდებოდა თავისი ზრახვების განხორციელებისას და ჯიუტობდა. იგი არ ცნობდა 1723 წლის რუსეთ-ირანის ხელშეკრულებას იმ მიზეზით, რომ თამაზი არააო კანონიერი შაჰი. თურქეთმა შემთხვევით კი არ იჩქარა ოფიციალურად განეცხადებინა, რომ იგი არ ცნობდა თამაზს ირანის ტახტის მემკვიდრედ (რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივი, ფ. ურთიერთობა რუსეთსა და თურქეთს შორის, 1724 წ., საქმე # 6, ნაწ. I, ფურც. 23-24). ყოველივე ეს ამწვავებდა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობას და რუსეთს დასახული მიზნების განხორციელების საქმეში დიდ დაბრკოლებას უქმნიდა. მაგრამ რუსეთის რეზიდენტმა მაინც შეძლო თურქეთთან კონფლიქტის თავიდან აცილება.

1724 წლის 12 ივნისს მრავალრიცხოვანი კონფერენციების შემდეგ კონსტანტინოპოლში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც თურქეთი აღიარებდა რუსეთის მიერ კასპიისპირა პროვინციების შეერთებას, რაც ასახული იყო რუსეთ-ირანის 1723 წლის ხელშეკრულებაში. მაგრამ თავის მხრივ რუსეთიც იძულებული იყო ეღიარებინა თურქეთის უფლებები დაპყრობილ მიწა-წყალზე. ხელშეკრულების თანახმად, თურქეთმა მიიღო ირანის ჩრდილო-დასავლეთი მხარე და აღმოსავლეთ ამიერკავკასია. არაქსისა და მტკვრის შესართავი ითვლებოდა რუსეთის, თურქეთისა და ირანის საზღვრად. აქედან პირდაპირი ხაზით ქირმანამდე გადიოდა თურქეთ-ირანის საზღვარი. შამახია აღიარებულ იქნა თურქეთის ვასალის დაუდ-ბეგის სამფლობელოს ცენტრად, მაგრამ რუსეთმა შეძლო მიეღო პირობა, რომ თურქეთი არ შეიყვანდა ჯარებს შამახიაში და არ ააშენებდა იქ სიმაგრეებს.

ამასთან ერთად თურქეთი ვალდებულებას კისრულობდა ეცნო თამაზი ირანის კანონიერ შაჰად იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი აღიარებდა თურქეთის უფლებებს დაპყრობილ მიწა-წყალზე. ამ საკითხზე პეტრემ აღუთქვა თურქეთს დახმარება, ხოლო შაჰს ავღანელების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების გარანტია მისცა, თანახმად 1723 წ. რუსეთ-ირანის ხელშეკრულებისა. უკეთუ თამაზი 1724 წლის რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულების პირობებს უარყოფდა, ორივე მხარე, რუსეთიც და თურქეთიც, ვალდებულებას კისრულობდა ერთობლივად გაელაშქრათ ირანის წინააღმდეგ და ტახტზე დაესვათ სხვა კანონიერი შაჰი (იხ. ПСЗ, т. VII, № 4531, стр. 503).

ამრიგად, 1724 წლის ხელშეკრულება გარკვეული მხრით პეტრე I-ის დიპლომატიური გამარჯვება იყო, რადგანაც მან შეძლო მიეღწია თავისი ძირითადი მიზნისათვის – თურქეთმა აღიარა რუსეთის უფლებები კასპიისპირა პროვინციებზე. რუსეთის რეზიდენტმა, მიუხედავად მძიმე ვითარებისა, რომელსაც ამწვავებდა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა მტრული პოლიტიკა, გამარჯვებას მიაღწია და დაიცვა თავისი სახელმწიფოს ინტერესები. დამახასიათებელია, რომ თვით საფრანგეთის ელჩი დე-ბონაკი, რომელიც მონაწილეობას იღებდა თურქეთის მთავრობასათან ნეპლიუევის მოლაპარაკებაში, აშკარად მხარს უჭერდა თურქეთს და დიდ წინააღმდეგობას უქმნიდა რუსეთის რეზიდენტის საქმიანობას (1724 წლის რელაციაში ნეპლიუევი წერდა, რომ დე-ბონაკი «... вместо того, чтоб помогать на меня ж посягал и вся оная ево посяжка в том состояла дабы как возможно трактат заключить, и чтоб туркам себя показать, что мы радел, и за что от них почтение и авантажи иметь желал. А паче консоли их нации из арципелага выгнаны от турок и он посол с великим трудом домогался два года дабы одержать, но не мог того выпросить. А о последнее как он виделся с везирем, везир ему сказал, что ежели он посол, покажет заслуги Порте в настоящей с Россиею негоциации, в таком случае он, везир обещал о консулах позволить. Для того и для протчей своей амбиции он, посол, интересам Вашего Величества вред чинил, яко явно туркам говорил, что резидент де безразсудительно многих слов и дел требует и с Портою де трактует яко недруг» /რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივი, ფ. ურთიერთობა რუსეთსა და თურქეთს შორის, 1724 წ., საქმე # 6, ნაწ. II, ფურც/ 348-349).

თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლაში და მასთან ურთიერთობის მოგვარების საქმეში რუსეთს ნამდვილი დახმარება გაუწიეს მხოლოდ ამიერკავკასიის ხალხებმა, რომლებმაც აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში თურქების შემოსევის მომენტიდან თავგანწირული ბრძოლა დაიწყეს დამპყრობლებთან და სერიოზული მარცხიც მიაყენეს (ქართველი ხალხის თურქებთან ბრძოლის შესახებ იხ. ნ. ბერძენიშვილი, მე-18 საუკუნის საქართველოს ისტორიიდან, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 1944, ნაკვეთი I; დ. გვრიტიშვილი, ქართველი ხალხის ბრძოლის ისტორიიდან თურქი და სპარსი დამპყრობლების წინააღმდეგ მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში, «მიმომხილველი», ტ 3, 1953. სომეხ და აზერბაიჯანელ ხალხთა ბრძოლის შესახებ იხ. П. Т. Арутюнан, Освободительное движение армянского народа в первой четверти XVIII веуа, М., 1954).

ამ გარემოებამ გარკვეული გავლენა მოახდინა თურეთზე და აიძულა იგი უფრო დამყოლი ყოფილიყო რუსეთის რეზიდენტთან მოლაპარაკების დროს, რადგანაც თურქეთის მთავრობა გრძნობდა ამიერკავკასიაში თავის მერყევ მდგომარეობას.

ვახტანგ VI, რომელმაც თურქების შემოსევის შემდეგ თავი შეაფარა ქართლის მთიანეთს, ყოველგვარი საშუალებით ცდილობდა ხელი შეეწყო უცხო დამპყრობლებთან ბრძოლაში არა მარტო ქართველების, არამედ სომხებისთვისაც. ჯერ კიდევ 1722 წელს 50 კაფანელი უხუცესის – ტანუტერების თხოვნით ვახტანგმა გაგზავნა სომხეთში ქართველთა ჯარში მყოფი სომეხი დავით-ბეგი 300-400 კაციანი რაზმით. ეს უკანასკნელი ჩავიდა სომხეთში, სათავეში ჩაუდგა აღმოსავლეთ ოლქებში (სისაკანი, მეგრი-კაფანი) განმათავისუფლებელ ბრძოლას და დაიწყო ენერგიული ბრძოლა თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ. მჭიდრო კავშირი ჰქონდა დამყარებული ვახტანგთან, აგრეთვე ყარაბაღელი სგნახების მეთაურებთანაც. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ როცა 1723 წელს ყარაბაღში ჩავიდა ივანე კარაპეტი, რომელიც რუსეთის მთავრობამ გამოგზავნა უცხო დამპყრობლებთან ბრძოლის ორგანიზებისა და რუსეთსა და სომეხ სგნახებს შორის უფრო მჭიდრო კავშირის დასამყარებლად, სგნახების ხელმძღვანელებმა დაუყოვნებლივ აცნობეს ვახტანგს. ამ ცნობის საპასუხოდ ვახტანგ VI-მ სპეციალური წერილი გაგზავნა სომხეთში, რომელშიც მიუთითებდა, რომ სომხები უნდა დამორჩილებოდნენ ივანე კარაპეტს.

«ქ. ჩვენი ბრძანება არის სიღნაღის მოლაშქრენო და სხვანო სომხითის მოლაშქრენო, მერმე თქვენმან შათირმან რაც გვიანბო, გავიგონეთ: დიდის იმპერატორის ელჩი მანდ მოსულა. თქვენ ხომ დიდის ჴელმწიფის ერდგულნი ხართ და ჩვენიც ერდგულნიც ხართ; რასაც მაგ ელჩს კარგად მოეპყრობით და ემსახურებით, თქვენზე კიდია» (რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივი, ფ. ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის, 1724 წ., საქმე # 1, ფურც. 9).

ვახტანგმა, რომელიც თურქ-ირანელი დამპყრობლების წინააღმდეგ დაუცხრომელი მებრძოლი და რუსეთთან კავშირის შეურყეველი მომხრე იყო, სამართლიანად დაიმსახურა ქართველ და სომეხ პროგრესულ მოღვაწეთა აღიარება როგორც მათმა საერთო ხელმძღვანელმა. ერთი სომეხი არქიეპისკოპოსის 1722 წ. 12 დეკემბრის წერილში, რომელიც გაეგზავნა მინას ვარდაპეტს, ისრაელ ორის თანამებრძოლს, ვკითხულობთ: «... ныне бог простёр сердца христианские и дал нам пастыря: принца грузинского Вахтанга, который от неприятелей почал нас охранять и очищать...» (Г. А. Эзов, Сношения Петра Великого с армянским народом /документы/, Спб, 1898, док. 216, Перевод, стр. 339. ამ წერილის რუსული თარგმანი დაცულია ძველი აქტების ცენტრალურ სახელმწიფო არქივში, ფ. პეტრე I-ის კაბინეტი, განყ. II, წიგ. 59, ფურც. 80-81).

სომხეთის განმათავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელთა კავშირი ვახტანგ VI-თან არ შეწყვეტილა ვახტანგის საქართველოდან წასვლის შემდეგაც. რუსეთში წასული ვახტანგის სახით სომხეთის პროგრესული პოლიტიკური მოღვაწენი ხედავდნენ საიმედო ადამიანს, რომლისთვისაც შეეძლოთ სავსებით ენდოთ თავიანთი ინტერესები და ეთხოვათ კიდევაც მათი სახელით ეწარმოებინა მოლაპარაკება რუსეთის მთავრობასთან. რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივში ინახება წერილები (ფონდები: რუსეთის ურთიერთობა საქართველოსთან, რუსეთის ურთიერთობა სომხეთთან), რომლებიც გაუგზავნეს ვახტანგს სომხეთიდან. ამ წერილებში მას თხოვენ აწარმოოს მოლაპარაკება რუსეთის მთავრობასთან სომხეთის განთავისუფლებისა და დახმარების საკითხებზე. 

ყველა ეს ფაქტი ცხადად მოწმობს ამიერკავკასიის ხალხების ინტერესთა ერთიანობას, მათს საუკუნოებრივ მეგობრობასა და დაუცხრომელ სწრაფვას რუსეთისადმი, რომელიც მტრებით გარემოცულ ქართველებსა და სომხებს ერთადერთ რეალურ განმათავისუფლებელ ძალად ესახებოდათ.

როგორც ზემომოყვანილი მასალებით მტკიცდება, კონკრეტულ პირობებში, შექმნილი ვითარების გამო პეტრე I-ისა და ვახტანგ VI-ის საერთო გეგმები ვერ განხორციელდა. აღმოსავლეთ ამიერკავკასია თურქმა აგრესორებმა დაიპყრეს და მხოლოდ კასპიისპირა პროვინციები, რომელნიც რუსეთის ჯარებს ეკავათ, გადაურჩნენ თურქეთის ბატონობას. 

რუსეთი ყოველნაირად ცდილობდა არ დაეშვა თურქეთის მიერ აღმოსავლეთ ამიერკავკასიის დაპყრობა, მაგრამ ყოველგვარი დიპლომატიური საშუალებანი, რომელთაც მიმართა ამ მიზნით პეტრე I-ის მთავრობამ, არასაკმარისი გამოდგა. 

ქართველთა ოცნება – უცხო დამპყრობთა უღლისაგან განთავისუფლება – შეიძლებოდა განხორციელებულიყო მხოლოდ საქართველოში რუსეთის ჯარის შემოსვლით, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად იბრძოლებდა საერთო მტრის წინააღმდეგ. მაგრამ XVIII საუკუნის 20-იან წლებში ეს ვერ მოხერხდა.

თურქი დამპყრობლების შემოსევის შემდეგ ვახტანგ VI-ს საქართველოში აღარ ედგომებოდა და მან გადაწყვიტა რუსეთში გახიზვნა. ვახტანგის მიღებისათვის რუსეთში ემზადებოდნენ ჯერ კიდევ 1723 წლიდან. 1723 წლის 10 ივლისს პეტერბურგში პეტრე I-თან რეველში მყოფ პ. ა. ტოლსტოისაგან მიღებულ იქნა წერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ პეტრემ მიიღო ვოლინსკის მოხსენება, რათა მიეცათ მისთვის მითითებანი ვახტანგ VI-ის ასტრახანში ჩასვლის შემთხვევისათვის, და ბრძანა: «... послать к нему, Волынскому, указ из Сенату, что когда помянутой грузинской принц прибудет в Астрахань, тоб оного довольствовали в корму по прежним примерам. А имянно почему давано в бытность тамо Меретинскому царю Арчилу, и для того к нему, Волынскому, на ту дачу велели ассигновать из камор и из штат контор коллегии» (რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივი,ფ. ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის, 1723 წ., საქმე # 7, ფურც. 2).

ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა კოლეგიამ მეორე დღეს მოსკოვში თავის კანტორაში გაგზავნა ბრძანებულება, რომელშიც ეწერა: «... в делах старого архива и протчих приискать немедленно прошедших лет выезд в Россию царя Арчила Меретинского и царевича грузинского Николая... того искать со всяким прилежанием и приискав выписать каким образом оные персоны в Астрахани при приезде их приниманы и тамо держаны, и почему им кормовых денег, и провианту, и протчего ис казны Его Императорского Величества давано, и тое выписку как скоро возможно в том управитца прислать сюда в Коллегию иностранных дел» (იქვე, ფურც. 6). 1723 წ. 18 ივლისის ბრძანებულებით, კოლეგიამ იზრუნა იმისათვის, რომ ეს ამონაწერი საჩქაროდ გაეგზავნათ პირდაპირ ასტრახანში. 

1724 წლის ივლისში ვახტანგი დიდი ამალით, რომელიც უახლოესი პირებისაგან შედგებოდა, საქართველოდან გაემგზავრა და 1724 წ. 17 აგვისტოს მცირე ყაბარდოში შეხვდა პოლკოვნიკ ლიცკინის სამხედრო რაზმს, რომელიც გამოაგზავნა კროპოტოვმა წმინდა ჯვრის სიმაგრიდან (ძველი აქტების ცენტრალური სახელმწიფო არქივი, ფ. პეტრე I-ის კაბინეტი, განყ. II, წიგნი 67, ფურც. 236-237, 243-244. ლიცკინის მოხსენების მიხედვით, ჩამოსულ ქართველთა რაოდენობა 1185 კაცს შეადგენდა), სადაც ვახტანგი გაჩერდა რუსეთის დედაქალაქში მისი გამგზავრების შესახებ ბრძანებულების მოლოდინში. პეტერბურგში მან სპეციალურად ამ მიზნით გაგზავნა ვახტანგ ამილახვარი მთელი ამალის სიით (ამ სიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქართველთა რაოდენობა 1200 კაცს აღემატებოდა. განსახვავება ამილახვრის სიასა და ლიცკინის მოხსენებას შორის იმით აიხსნება, რომ პირველ სიაში შედოდნენ ის პირები, რომელიც გამოემგზავრნენ საქართველოდან და ჩავიდნენ «წმინდა ჯვრის» სიმაგრეში ვახტანგ VI-ზე ადრე და შემდგომშიც).

როგორც იქნა, ბრძნებულება მიიღეს 1725 წლის 13 თებერვალს. ვახტანგი მთელი ამალითურთ ჩავიდა ასტრახანში. აქედან ვახტანგ VI 84 კაცის თანხლებით პეტერბურგს გაემგზავრა და 1725 წლის მარტში მოსკოვს ჩავიდა.

რუსეთში გამგზავრებისას ვახტანგს იმედი ჰქონდა, რომ საქართველოში მალე დაბრუნდებოდა რუსეთის ჯართან ერთად და გაათავისუფლებდა ქვეყანას თურქი დამპყრობლებისაგან. მაგრამ პეტრე I-ის მემკვიდრეების დროს რუსეთის საგარეო და საშინაო ვითარება ისეთი შეიქმნა, რომ ვახტანგმა ვერ შეძლო მიზნის განხორციელება. 1737 წლის 27 მარტს იგი ასტრახანში გარდაიცვალა.

მასთან ერთად რუსეთში გახიზნულმა ქართველებმა რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღეს და დასახლდნენ მოსკოვში, რის შედეგადაც XVII საუკუნეში არჩილის მიერ დაფუძნებული ქართველთა კოლონია მნიშვნელოვნად გაიზარდა. მოსკოვში ქართული კოლონიის დაარსებამ მნიშვნელოვანი როლი შასრულა რუსი და ქართველი ხალხების შემდგომი კულტურული და პოლიტიკური დაახლოების საქმეში.

რუსეთში ქართველებმა განაგრძეს სამშობლოში დაწყებული დიდი მეცნიერული და ლიტერატურული მუშაობა, ხელი მოჰკიდეს აგრეთვე მთარგმნელობით მოღვაწეობასაც. აქ დაამთავრეს თავიანთი სამეცნიერო შრომები სულხან-საბა ორბელიანმა (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი «სიტყვის კონა»), ისტორიკოსმა და გეოგრაფმა ვახუშტიმ (საქართველოს ისტორია, საქართველოს გეოგრაფია). ვახუშტიმ თარგმნა აგრეთვე ქართულად რუსი და ევროპელი ავტორების რიგი თხზულებანი, მუშაობდა ქართულ-რუსული ლექსიკონის შედგენაზე.

1703 წელს მოსკოვში არჩილმა დააარსა პირველი ქართული სტამბა, რომელშიც 1705 წელს დაიწყეს ქართული წიგნების ბეჭდვა (მართალია, არჩილის სიკვდილის შემდეგ სტამბამ არსებობა შეწყვიტა, მაგრამ შემდგომში, XVIII ს. 30-იან წლებში იგი კვლავ აღდგენილ იქნა). არჩილს ეკუთვნის რამდენიმე თარგმანი, მანვე დაწერა ოდა პოლტავის ბრძოლაზე. მისმა შვილმა ალექსანდრემ, რომელიც რუსეთის ისტორიაში ცნობილია როგორც პირველი გენერალ-ფელდცეხმეისტერი, რუსულიდან ქართულად თარგმნა სიმეონ პოლოცკის თხზულებანი.

სასულიერო და მხატვრულ ლიტერატურასთან ერთად ქართულად ითარგმნებოდა აგრეთვე ისტორიული, გეოგრაფიული, მათემატიკური და სხვა შრომები.

ქართველი პატრიოტები, რომლებმაც თავშესაფარი რუსეთში ჰპოვეს, ეცნობოდნენ ამ ქვეყნის სამეურნეო ცხოვრებას, საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ წყობას, კულტურას, ხელს უწყობდნენ რუსეთთან საქართველოს დაახლოებას. ამავე დროს ისინი რუსეთის საზოგადოებრიობას აცნობდნენ ქართულ კულტურას. მაგალითად, ცნობილმა რუსმა ისტორიკოსმა ვ. ნ. ტატიშჩევმა თავისი «ისტორიის» პირველ ტომში რუსეთში მცხოვრებ ქართველთა შემწეობით ფართოდ გამოიყენა ქართული მატიანის «ქართლის ცხოვრების» ცნობები.

XVIII საუკუნის განმავლობაში რუსეთსა და დასავლეთ ევროპაში ფართოდ იყენებდნენ ვახუშტის კარტოგრაფიულ შრომებს. 1736 წელს რუსეთის აკადემიამ მისი ყველა რუკა გადათარგმნა რუსულად. ამ რუკების საფუძველზე ფრანგმა მეცნიერმა დელილმა შეადგინა საქართველოს რუკა, რომელიც პარიზში გამოიცა 1766 წელს.

რუსეთში დასახლებულმა ქართველმა ემიგრანტებმა არა მარტო დიდი მეცნიერული და კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა, არამედ სამეურნეო საქმიანობაც გააჩაღეს. ამასთან ბევრმა მათგანმა თავი გამოიჩინა სამხედრო სარბიელზე, მონაწილეობა მიიღო რიგ ბრძოლებში.

მე-18 საუკუნის 30-იან წლებში რუსეთში შეიქმნა ქართველ ჰუსართა ასეული, ხოლო ამის შემდეგ ჰუსართა ქართული პოლკი. პოლკში ჩარიცხულ პირებს მამულები მიეცათ პოლტავის მხარეში. მათ რიცხვში იყო დავით გურამიშვილი, რომელიც სამი მოძმე ხალხის – რუსების, ქართველებისა და უკრაინელების მეგობრობის ერთერთი პირველი მომღერალი იყო.

ქართველ ჰუსართა პოლკმა აქტიური მონაწილეობა მიიღო რუსეთის არმიის გმირულ ბრძოლებში. ქართველთა მამაცობა და გულადობა არაერთხელ აღუნიშნავს უმაღლეს სარდლობას.

ქართველი ხალხის მრავალმა შვილმა მიიღო მონაწილეობა 1812 წლის სამამულო ომში, სახელდობრ, ცნობილ ბოროდინოს ბრძოლაში. მათ შორის იყვნენ ი. ჯავახიშვილი, რ. ბაგრატიონი, ძმები ფანჩულიძენი, ბიბილური (ლაშქაროვი), ა. ჭავჭავაძე, ლ. იაშვილი და სხვები, როგორც მაღალი ისე დაბალი ჩინის ბევრი მეომარი. ეს სახელოვანი პლეადა უკვდავყო გენერალ პეტრე ბაგრატიონის სახელმა. ა. ს. პუშკინი შემთხვევით როდი წერდა: «Грузины – народ воинственный, они доказали свою храбрость под нашими знамёнами».

რუსეთი იყო თავშესაფარი არა მარტო ქართველი თავადაზნაურობის მოწინავე სახელმწიფო და კულტურულ-პოლიტიკური მოღვაწეებისათვის, არამედ ხალხის ფართო მასების – ქართველი გლეხობის თავშესაფარიც.

უცხო დამპყრობთა ბატონობა საქართველოში და მთიელთა მძარცველური თარეში ქართველი ხალხისათვის აუტანელი იყო. ქართველ გლეხებს იტაცებდნენ და ჰყიდდნენ თურქები, ლეკები, მათ არ ჩამორჩებოდა ზოგიერთი ქართველი ფეოდალიც. რუსეთის რეზიდენტი კონსტანტინოპოლში ი. ნეპლიუევი 1723 წლის რელაციაში იტყობინებოდა, რომ აპრილში «Явилось в Царьграде много вновь привезённых пленных людей грузинской нации (а взяты они в такой силе как здесь говорят) понеже обретающиеся в протекции у Порты издавна некоторые грузинские князья будто между собою в несогласие пришли и в таком случае требовали у Порты дабы их повелела примирить, чего ради от паши эрзерумского послан к ним некоторый корпус военных людей (где по воровскому своему обычаю) пленили тех народов до семи тысяч человек, також де будто много между теми армян, подданных перских, которые пленены от лязгов» (რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივი, ფ. დამოკიდებულება რუსეთსა და თურქეთს შორის, 1723 წ., საქმე # 5, ნაწ. II, ფურც. 257-258).

1723 წლის 28 აგვისტოს გენერალ-ლეიტენანტი დუგლასი «წმინდა ჯვრის» სიმაგრიდან იტყობინებოდა: «... турецкого владения азовские купцы с товары для продажи без взымания пошлин по пашпортам генералитетским в кумыцкие деревни ездят и по продаже тех товаров равной пропуск с купленными ясырями из кумыцких деревень назад получают. А усмотрено, что великое число тех ясырей все христианского народа грузинцов человек по 200 и свыше вдруг проводят» (იქვე, ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის, 1723 წ., საქმე # 7, ფურც. 1).

ტყვედ ჩავარდნილი ქართველები პირველი შესაძლებლობისთანავე გათავისუფლებას ცდილობდნენ და წარმატების ერთერთ საიმედო პირობად რუსეთში გაქცევას თვლიდნენ.

შემონახულია მრავალი წერილობითი ფაქტი ტყვედ ჩავარდნილი ქართველი გლეხების რუსეთში გაქცევისა. მაგალითად, 1725 წლის მაისში საგარეო საქმეთა კოლეგიამ დარეჯან არჩილის ასულის არზის საფუძველზე მისცა პასპორტები რამდენიმე ქართველს, რომელნიც საქართველოში ბრუნდებოდნენ. მათ რიცხვში ვინმე ბეჟუა (თუ ბერუა), შანშე ერისთავის ყმის შვილი, რომელიც ტყვედ ჩაიგდეს ლეკებმა, მაგრამ მან შეძლო გაქცევა, მოხვდა კიევში და იქიდან ჩავიდა მოსკოვში დარეჯანთან (რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივი, ფ. ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის, 1725 წ., საქმე # 11, ფურც. 10-11). 1725 წლის დეკემბერში მოსკოვში საგარეო საქმეთა კოლეგიის კანტორაში სმოლენსკიდან მიღებულ იქნა ცნობა, სადაც ნათქვამი იყო: «Сего декабря 10 дня явились в Смоленск, пришедшие из польского рубежа иноземцы, которых допросить невозможно, понеже они русского, польского и немецкого языков не умеют, а какими языками говорят таких людей, чтоб знали те языки в Смоленске не имеетца. А явился у них пашпорт один из Варшавы Её Императорского Величества от министра князя Сергея Григорьевича Долгорукова, который обретаетца... при польском дворе». დოლგორუკოვის მიერ გაცემულ პასპორტში წერია: «Объявлено сим кому ведать надлежит, понеже показатели сего Гаврило, Иван и Василий уроженцы из Георгии, которые были в неволе у турок и освободясь оттуда возвращаются в своё отечество». დასახელებულმა ქართველებმა დოლგორუკოვს თხოვეს მიეცა მათთვის პასპორტები რუსეთში წასასვლელად. ეს ქართველები ჩამოყვანილ იქნენ მოსკოვში საგარეო საქმეთა კოლეგიის «კანტორაში» (იქვე, 1725 წ., საქმე # 19, ფურც. 2)

რუსეთის მთავრობა ყოველნაირად ცდილობდა დახმარებოდა ტყვეობიდან გამოქცეულ ქართველებს, რომელნიც ცენტრალურ რუსეთში მოხვედრის შემთხვევაში ჩაყავდათ მოსკოვში ვახტანგ VI-თან. ვახტანგი არჩევდა მათ საქმეებს და მათი სურვილის მიხედვით შუამდგომლობდა საგარეო საქმეთა კოლეგიის წინაშე მათი რუსეთში დატოვებისა ან საქართველოში დაბრუნების შესახებ. მაგალითად, 1729 წ. 31 მაისს საგარეო საქმეთა კოლეგიაში გაგზავნილ წერილში ვახტანგ VI წერდა: «ქ. ჩვენ, საქართველოს მეფეს ვახტანგს, ქართლიდამ დაკარგულმა ტყვეებმა: ზურაბა ბერის შვილმან, თამაზა ბასილის შვილმა, დათუნა გიორგის შვილმა, გიორგი დავითის შვილმან და გიორგი გრიგოლის შვილმან არზა მოგვართვა. ურუმიდან გამოპარულიყვნენ და ზოგი ფერთმაშალ კნიაზ მიხაელისა და ზოგი ღეთმანის პაშპორტით მოსკოვს ჩვენთან მოვიდნენ და ჩვენ ნება გვთხოვეს ქართლში წასულისა. ახლა ჩვენც მოსკოვიდამ ასე ნება მიგვიცია, რომ საცა უნდა წავიდნენ» (რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივი, ფ. ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის, 1729 წ., საქმე # 1, ფურც. 27).

თავის მხრივ ვახტანგი ყოველთვის ცდილობდა შეძლებისდაგვარად დახმარებოდა ქართველებს, რომლებიც ტყვედ იყვნენ რუსეთის საზღვრებთან ახლოს, ცდილობდა მათს განთავისუფლებას. 1731 წელს მან გაიგო აზოვში თურქებთან ქართველი ტყვეების ყოფნა და თხოვა რუსეთის მთავრობას წარმომადგენლები გაეგზავნა იქ ტყვეთა გამოსასყიდად, რაზედაც თანხმობა მიიღო (იქვე, 1731 წ., საქმე # 2, ფურც. 82-84; 1732 წ., საქმე # 2, ფურც. 1-3, 10-13).

ლეკების ტყვეობიდან გამოქცეული ზოგიერთი ქართველი ჩადიოდა კასპიისპირა პროვინციებში, რომლებიც რუსეთთან იყო შეერთებული და იქ სახლდებოდა. 1725 წლის 20 ივნისის მოხსენებაში მატიუშკინი აღნიშნავდა, რომ დარუბანდის კომენდანტის პოლკოვნიკ იუნგერის უწყისების მიხედვით: «... вышедшим из полону в Дербень грузинца 91 человеку дано на первое пропитание провианту солдатская дача и выдано ружьё после умерших казаков и дворы отведены» (იქვე, 1725 წ., საქმე # 9, ფურც. 4).

1732 წელს ქართველთა დასახლება «წმინდა ჯვრის» სიმაგრის მიდამოებში იმდენად მჭიდრო იყო, რომ გენერალი დუგლასი იძულებული შეიქმნა ნება ეთხოვა დარუბანდში გადაეყვანა ახლადმოსული ქართველები, რომლებიც პატარ-პატარა ჯგუფებად გამორბოდნენ ტყვეობიდან (იქვე, 1732 წ., საქმე # 7, ფურც. 1-2).

ცოტა ქართველობა როდი ცხოვრობდა გილანში, სადაც მათ შეადგინეს რუსეთის ჯარის ქართული ესკადრონი. ასევე იქნა შედგენილი სომხური ესკადრონიც.

ყველა ეს ფაქტი მოწმობს იმას, რომ რუსეთში აღმოცენებული ქართული კოლონია, რომელიც შედგებოდა იმ ქართველთაგან, ვინც გაურბოდა უცხოელ დამპყრობთა ბატონობას და იძულებული იყო რუსეთში ეძია თავშესაფარი, წარმოადგენდა ცოცხალ დადასტურებას რუსი და ქართველი ხალხის დიდი მეგობრობისა და ხელს უწყობდა ამ მეგობრობის შემდგომ განმტკიცებას.

ამრიგად, XVIII საუკუნის 20-იან წლებში საქართველომ ვერ განახორციელა მისწრაფება განთავისუფლებულიყო უცხოელ დამპყრობთა უღლისაგან. დაუძლურებული ირანის ხელიდან საქართველო ძლიერი თურქეთის ხელში გადავიდა. მაგრამ ქართველობა ამ მარცხს არ ურიგდებოდა და არ წყვეტდა ბრძოლას, მას მტკიცედ სწამდა, რომ თავისუფლების მოპოვება შეეძლო დიდი ჩრდილოელი მეგობრის დახმარებით.


ტექსტი ბლოგზე გამოქვეყნებისთვის 
მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment