Tuesday, May 29, 2018

გიორგი პაიჭაძე კასპიისპირეთში რუსეთის ჯარების 1722-1723 წწ. ლაშქრობის მიზნისა და რუსეთ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური შეთანხმების შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს პროფესორ გიორგი პაიჭაძის წიგნის «რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიისათვის /XVIII ს. I მეოთხედი/» /თბილისი, 1960 წ./ დასაწყის ნაწილს)


შინაარსი 

შესავალი
თავი I. კასპიისპირეთში რუსეთის ჯარების 1722-1723 წწ. ლაშქრობის მიზანი. რუსეთ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური შეთანხმება
I. 1. კასპიისპირეთში რუსეთის ჯარების ლაშქრობის მიზეზები და მიზანი
I. 2. საქართველოს მდგომარეობა XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში
I. 3. ლაშქრობისათვის სამზადისი და რუსეთ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური შეთანხმება


შესავალი 

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში XVIII ს. 20-იანი წლები მნიშვნელოვანია იმით, რომ ამ პერიოდში საქართველომ გადაჭრით სცადა რუსეთთან კავშირის დამყარებით უცხო დამპყრობლებისაგან განთავისუფლება და რუსეთის მფარველობაში შესვლით შემდგომი სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების უზრუნველყოფა. 1722 წელს კასპიისპირეთში პეტრე I-ის ლაშქრობის დროს რუსეთი და საქართველო შეეცადნენ ერთად გამოსულიყვნენ საერთო მტრის წინააღმდეგ. ქართველებთან ერთად ამ ბრძოლაში მონაწილეობდა სომეხი ხალხიც. მაგრამ არახელსაყრელი პირობების გამო რუსეთის, საქართველოსა და სომხეთის საერთო გეგმა ვერ განხორციელდა.

1720 წლის საქართველოსა (ქართლის) და რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური შეთანხმება მჭიდროდაა დაკავშირებული კასპიისპირეთში რუსეთის ჯარების 1722-1723 წწ. ლაშქრობის მომზადებასა და ჩატარებასთან. მაგრამ მიუხედავად ამ საკითხის ესოდენ დიდი მნიშვნელობისა, ისტორიოგრაფიაში იგი ჯერ კიდევ არაა სათანადოდ გაშუქებულ-გადაწყვეტილი.

კასპიისპირეთში რუსეთის ჯარების ლაშქრობამ თავადაზნაურულ და ბურჟუაზიულ ისტორიოგრაფიაში ასახვა ჰპოვა მხოლოდ ცალკეულ ჟურნალებში, გაზეთებსა და გამოქვეყნებულ სტატიებში, აგრეთვე სხვა საკითხებზე დაწერილ შრომებსა და რუსეთის ისტორიის ზოგად კურსებში. ყველა ეს შრომა აღწერილობითი ხასიათისაა, რადგან თავადაზნაურულ-ბურჟუაზიულმა ისტორიკოსებმა მცდარი მეთოდოლოგიის გამო ვერ შეძლეს კასპიისპირეთში რუსეთის ჯარების ლაშქრობის მიზეზებისა და მიზნების მეცნიერული ახსნა, მათ არ ესმოდათ პეტრე I-ის პოლიტიკის კლასობრივი არსი და ცდილობდნენ ეს ლაშქრობა აეხსნათ შემთხვევებით ან პეტრე I-ის გულკეთილობით – ეზრუნა ყველა ხელქვეითსა და ქრისტიანზე. მაგალითად, ს. მ. სოლოვიოვის აზრით, პეტრე I კასპიისპირეთის შემოერთებით ცდილობდა ღარიბი რუსი ხალხის გამდიდრებას (С. М. Соловьёв, Пётр Великий на Каспийском море, «Вестник Европы», 1868, кн. 3, стр. 163), ხოლო გ. ეზოვის აზრით, სომეხთა განთავისუფლება პეტრეს მიაჩნდა საღვთო საქმედ და რუსი მონარქის მორალურ მოვალეობად (Г. А. Эзов, Сношения Петра Великого с армянским народом /вступление/, Спб, 1898, стр. II, LXXI, LXXIII).

ბურჟუაზიული ისტორიკოსები იხილავდნენ XVIII ს. პირველი მეოთხედის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების საკითხებსაც (А. Цагарели, Сношения России с кавказом в XVI-XVIII столетиях, СПб, 1891; З. Авалов, Присоединение Грузии к России, СПб, 1906, глава 4-ая «Грузия в Персидском походе Петра Великого»; А. Хаханов, Из истории сношений Грузии с Россией в XVIII в. Царь Вахтанг и император Пётр Великий, ЖМНП, май, 1899; В. Романовский, Вахтанг VI и Пётр Великий, «Кавказский Вестник», 1905, № 2), მაგრამ მათთვის დამახასიათებელი ნაციონალიზმის გამო მათ არ შეეძლოთ ისტორიულ მოვლენათა სწორად გაშუქება. მაგალითად, ვ. რომანოვსკის ნაშრომი გაჟღენთილია დიდმპყრობელური შოვინიზმით. ავტორი ყოველმხრივ ამახინჯებს ისტორიულ ფაქტებს და ცდილობს მუქ ფერებში დახატოს ვახტანგ VI-ის მოქმედება, ბრალად სდებს მას ლაშქრობის ჩაშლას. ზ. ავალოვი, პირიქით, უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველოში რუსეთთან კავშირის ტენდენცია იყო და ვახტანგ VI-ს და ქართველ პროგრესულ სახელმწიფო მოღვაწეებს – ერეკლე II-ს, სოლომონ I-ს – რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გულუბრყვილო პოლიტიკოსობას საყვედურობს. ზ. ავალოვი უარყოფს 1768-1774 წწ. რუსეთ-თურქეთის ომის დადებით შედეგებს და აღნიშნავს, რომ ერეკლე II-მ და სოლომონ I-მა რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობით ისევე წააგეს თამაში, როგორც თავის დროზე ვახტანგ VI-მ.

ბურჟუაზიულ-ნაციონალისტური კონცეფცია აისახა აგრეთვე აკად. ივ. ჯავახიშვილის ადრინდელ ნაშრომებში, სახელდობრ 1919 წელს გამოქვეყნებულ წიგნში «დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში».

ამრიგად, თავადაზნაურული და ბურჟუაზიული ისტორიოგრაფია, რომელიც შორს იყო ისტორიულ მოვლენათა განვითარების ჭეშმარიტი გაგებისგან, ან აიდეალებდა რუსეთის ცარიზმის საგარეო პოლიტიკას, ან კიდევ უარყოფდა საქართველოს რუსეთთან შეერთების რაიმე პროგრესულ მნიშვნელობას, კიცხავდა საქართველოს მოწინავე სახელმწიფო მოღვაწეებს, რომლებიც რუსეთთან კავშირისაკენ მიისწრაფოდნენ. ბურჟუაზიულმა ისტორიოგრაფიამ ვერ გაიგო ისტორიული პროცესის არსი და ნაციონალიზმით დამახინჯებულ კონეფციებზე უკეთესი ვერაფერი მოგვცა. 

პრინციპულად ახალი, მეცნიერული პოზიციებიდან შეუდგა ისტორიის შესწავლას ჩვენი საბჭოთა ისტორიული მეცნიერება, რომელიც მარქსიზმ-ლენინიზმის დიადი მოძღვრებით ხელმძღვანელობს.

საბჭოთა მეცნიერების მიერ შესწავლილ და გაშუქებულ იქნა ისტორიის რიგი უმნიშვნელოვანესი პრობლემები, მათ შორის მეფის რუსეთის საგარეო პოლიტიკის ისტორიის საკითხები, და კერძოდ, XVIII ს. პირველი ნახევრის რუსეთის პოლიტიკის ისტორია აღმოსავლეთში. კასპიისპირეთში 1722-1723 წწ. რუსეთის ჯარების ლაშქრობის ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური წანამძღვრებისა და მიზნების შესწავლისადმი მიძღვნილია ვ. პ. ლისცოვის წიგნი «Персидский поход Петра I» (МГУ, 1951). ეს მონოგრაფია არის კასპიისპირეთში რუსეთის ჯარების ლაშქრობის ისტორიის ერთერთი ცენტრალური საკითხის მეცნიერული გაშუქების პირველი და უდაოდ წარმატებული ცდა. იგი სწორ წარმოდგენას იძლევა ლაშქრობის წანამძღვრებისა და მიზნების შესახებ. მაგრამ მნიშვნელოვან დადებით მხარეებთან ერთად წიგნი არაა ნაკლოვანებებისაგან თავისუფალი. წიგნის პირველი თავი ქმნის ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს რუსეთის მთავრობა კასპიისპირეთის პროვინციების შეერთებით აპირებდა რუსეთის თითქმის ყველა ეკონომიკური სიძნელის გადაჭრას. ვ. პ. ლისცოვის წიგნის ამ ნაკლზე სამართლიანად მიუთითა ლ. ა. ნიკიფოროვმა რეცენზიაში («Вопросы Истории», № 4, 1952 г.). მანვე მიუთითა წიგნის მეორე არსებით ნაკლზე: ვ. პ. ლისცოვი ლაშქრობასთან დაკავშირებით რუსეთ-ირანის ურთიერთობის საკითხების განხილვით დაკმაყოფილდა და თურქეთის პოზიციას ნაკლები ყურადღება მიაქცია, აგრეთვე არ გამოააშკარავა დასავლეთ ევროპის ქვეყნების დიპლომატიის მტრული მოქმედება. მაგრამ ლისტოვის წიგნის სამართლიანი კრიტიკის დროს რეცენზენტი თვითონაც სცდება, არ იზიარებს რა ვ. პ. ლისცოვის აზრს იმის შესახებ, რომ ჯერ კიდევ 1722 წლამდე რუსეთის მთავრობა გეგმავდა კასპიისპირეთის პროვინციებში ლაშქრობას. ამ შემთხვევაში წიგნის ავტორი უდაოდ მართალია, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მოჰყავს ამ მოსაზრების დამამტკიცებელი ფაქტები.

საბჭოთა ისტორიკოსების მიერ გაშუქებულია აგრეთვე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის საკითხები (მ. პოლიევქტოვის, ნ. ბერძენიშვილის, ი. ცინცაძის, გ. ხაჭაპურიძის, ა. ფირცხალაიშვილის, შ. მესხიას, ვ. მაჭარაძის, ა. იოსელიანის, მ. ალექსიშვილის და სხვათა ნაშრომები). მართალია, ზემოხსენებული ავტორები სპეციალურად არ იკვლევენ XVIII ს. 20-იანი წლების რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების საკითხებს, მაგრამ მათ ნაშრომებში საერთო პრობლემების შესწავლასთან დაკავშირებით არის საკითხის დაყენება, არის დასკვნები, რომელნიც უადვილებენ მკვლევარს შრომას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის საკითხებზე.

წინამდებარე მონოგრაფია მიზნად ისახავს XVIII ს. 20-იანი წლების რუსეთ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური კავშირის ისტორიის შესწავლას და იმ მიზეზთა გამოკვლევას, რომლებმაც ხელი შეუშალეს რუსეთისა და საქართველოს საერთო გეგმების განხორციელებას. ნარომს არა აქვს პრეტენზია სრულად შეისწავლოს XVIII ს. პირველი მეოთხედის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის მრავალმხრივი საკითხები. 

შრომა დაწერილია როგორც გამოქვეყნებულ, ისე ხელნაწერ საარქივო მასალათა საფუძველზე. წიგნში გამოყენებული ხელნაწერი წყაროები დაცულია მოსკოვში – რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივში, ძველი აქტების ცენტრალურ სახელმწიფო არქივში და ცენტრალურ სახელმწიფო სამხედრო-ისტორიულ არქივში.

გარკვეული დახმარება გაგვიწია დ. გვრიტიშვილის ხელნაწერმა შრომამ «ვახტანგ VI». ამ შრომას ავტორის ნებართვით გავეცანით, რისთვისაც მას დიდ მადლობას მოვახსენებთ. 

დასახული ამოცანის გადასაჭრელად აუცილებელ და ჭეშმარიტ მეცნიერულ-მეთოდოლოგიურ დებულებებს გვაძლევს მარქსისტულ-ლენინური მოძღვრება. 

მარქსიზმ-ლენინიზმის თეორეტიკოსთა შრომებში მოცემულია ომისა და პოლიტიკის არსის განსაზღვრა საერთოდ, აგრეთვე პეტრე I-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკის კონკრეტული დახასიათება, რომელიც ნათელყოფს იმ გარემოებას, რომ კასპიისპირეთში 1722-1723 წწ. ლაშქრობა ნაკარნახევი იყო რუსეთის გაბატონებული კლასების ინტერესებით და გამოხატავდა ცარიზმის დაპყრობით მისწრაფებებს.

სხვისი მიწების დაპყრობა ფეოდალური სახელმწიფოს ნორმალურ ფუნქციას წარმოადგენდა. ამდენად იგი დამახასიათებელია პეტრე I-ის საგარეო პოლიტიკისათვისაც, რომელიც XVIII ს. პირველი ნახევრის რუსეთის ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური განვითარებით იყო განპირობებული. კასპიისპირეთში ლაშქრობა წრმოადგენდა სწორედ რუსეთის ცარიზმის იმ დაპყრობითი პოლიტიკის გამოხატულებას, რომელსაც კოლონიური მონობისაკენ მიჰყავდა არარუსი ხალხები. 

მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ იმ ომების დახასიათებისას, რომლებსაც რუსეთი აწარმოებდა, შემოვიფარგლოთ მხოლოდ ცარიზმის დაპყრობითი პოლიტიკის განსაზღვრით. საქმისადმი ასეთი უკიდურესად ცალმხრივი დამოკიდებულება ძირფესვიანად ეწინააღმდეგება მარქსისტულ-ლენინურ მოძღვრებას, მის დიალექტიკურ მეთოდს, ისტორიზმის მარქსისტულ პრინციპს.

მარქსიზმ-ლენინიზმი გვასწავლის, რომ ისტორიული ფაქტების სწორად გაგებისათვის ისინი უნდა განვიხილოთ იმ პირობების გათვალისწინებით, რომელნიც განსაზღვრავდნენ ისტორიულ მოვლენათა განვითარებას. საკითხისადმი მხოლოდ ასეთი მიდგომით, კონკრეტულ-ისტორიული პირობების გათვალისწინებით, შესაძლებელი ხდება სწორად გავიგოთ 1722-1723 წწ. კასპიის ზღვის სანაპიროებზე რუსეთის ჯარების ლაშქრობის ხასიათი.

მართლაც, თუ გავითვალისწინებთ იმ კონკრეტულ ვითარებას, რომელიც შეიქმნა XVIII ს. 20-იან წლებში ამიერკავკასიაში, სავსებით ნათელი იქნება პროგრესული, განმათავისუფლებელი ხასიათი რუსეთის ჯარების ლაშქრობისა, რომლითაც თვით ამიერკავკასიის ხალხები იყვნენ დაინტერესებულნი.

ფ. ენგელსი, როცა აღმოსავლეთის მიმართ რუსეთის პროგრესულ როლზე ლაპარაკობდა, აღნიშნავდა, რომ «... Россия действительно играет прогрессивную роль по отношению к востоку... господство России играет цивилизирующую роль для Чёрного и Каспийского морей и Центральной Азии, для башкир и татар» (М. и Э., Сочинения, т. XXI, стр. 211).

მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის გაბატონებული კლსების პოლიტიკა, რომელსაც კერძოდ პეტრე I ატარებდა, მათ მიერ შეგნებული პროგრესული მიზნებით ტარდებოდა, რომ ცარიზმი მიზნად ისახავდა ხალხების განთავისუფლებას. ცარიზმს თავისი საკუთარი კლასობრივი ინტერესები აწუხებდა, საკუთარი ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნები ამოძრავებდა. ამ პოლიტიკის წარმატების უზრუნველსაყოფად ცარიზმი მოხერხებულად იყენებდა ამიერკავკასიის ქვეყნებს, კერძოდ, საქართველოს. ამიტომაც იყო, რომ ცარიზმი, ენგელსის თქმით, განმათავისუფლებლის «პოზას» იღებდა.

ამრიგად, 1722-1723 წწ. კასპიისპირეთში რუსეთის ჯარების ლაშქრობას განმათავისუფლებელი ხასიათი ჰქონდა, რადგან რუსეთთან ამიერკავკასიის შეერთებით ადგილობრივ ხალხებს საშუალება ეძლეოდათ თავიდან აეცილებინათ თურქეთისა და ირანის აგრესია.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ლაშქრობა წარმოადგენდა რუსეთის გაბატონებული კლასების ინტერესებით განპირობებული პოლიტიკის გამოხატულებას, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ რუსეთთან შეერთებით შეეძლოთ უზრუნველეყოთ თავიანთი შემდგომი პროგრესი, საწარმოო ძალების შემდეგომი განვითარება. სწორედ ამიტომ რუსეთის ჯარების ლაშქრობა ამიერკავკასიაში უშუალოდ შესაბამებოდა ადგილობრივი ხალხების ინტერესებს.


თავი I 


კასპიისპირეთში რუსეთის ჯარების 1722-1723 წწ. ლაშქრობის მიზანი. რუსეთ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური შეთანხმება 


კასპიისპირეთში რუსეთის ჯარების ლაშქრობის მიზეზები და მიზანი 

XVIII ს. დასაწყისში რუსეთის სახელმწიფოს წინაშე იდგა გადამწყვეტი მნიშვნელობის ამოცანა – მოეპოვებინა ბალტიის ზღვაზე გასასვლელი. პეტრე I ნათლად ხედავდა, რომ საზღვაო ნავსადგურების უქონლობა ქვეყნის განვითარებას ამუხრუჭებდა. კ. მარქსი ბრიტანეთის მუზეუმში ჩრდილოეთის ომის მასალების შესწავლის საფუძველზე პეტრე I-ის პოლიტიკის შეფასებისას აღნიშნავდა, რომ არც ერთ დიდ ერს არ უარსებია და არც შეეძლო ეარსება ზღვისგან ასე დაშორებით, როგორც თავიდან პეტრე I-ის სახელმწიფო იმყოფებოდა. კ. მარქსის სიტყვით, არასოდეს არც ერთი ერი არ შერიგებია იმას, რომ მისი საზღვაო სანაპიროები და მდინარეების შესართავები ასე ყოფილიყო მისგან მოწყვეტილი (K. Marx, Secret Diplomatic History of the 18-th sentury, London, 1899, p. 87). პეტრე I-ის დამსახურება სწორედ ის არის, რომ მან შეძლო თავისი დროის ამოცანების სიმაღლეზე მდგარიყო და ეთავა მათი გადაჭრა.

რუსეთის დიპლომატია, აქტიურად იბრძოდა რა ევროპაში ბალტიის ზღვის პრობლემის გადასაწყვეტად, ამავე დროს არ ასუსტებდა ყურადღებას აღმოსავლეთის მიმართ. პეტრე I ყოველთვის იჩენდა ინტერესს თურქეთის, ირანის, ხივის, ბუხარის, ინდოეთისა და ჩინეთის საქმეებისადმი; მაგრამ კასპიის ზღვის სანაპიროებზე რუსეთის ინტერესების უზრუნველყოფის საკითხი გადაჭრით მხოლოდ ბალტიის ბრობლემის გადაწყვეტის შემდეგ დაისვა, ვინაიდან ამ პრობლემას პეტრე I-ის საგარეო პოლიტიკაში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა როგორც ქვეყნისათვის უაღრესად მნიშვნელოვან საკითხს.

აღმოსავლეთში XVIII ს. პირველ მეოთხედში რუსეთის ინტერესების დაცვის საქმეებში ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენდა კასპიისპირეთში ლაშქრობა, რომელიც ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური მიზნებით იყო ნაკარნახევი.

რუსეთის მრეწველობის განვითარება, რისთვისაც დაუღალავად იღწვოდა პეტრე I-ის მთავრობა, პირველყოვლისა მოითხოვდა ნედლეულის ბაზისა და გასაღების ბაზრის გაფართოებას. მართალია, რუსეთის მრეწველობა ძირითადად უზრუნველყოფილი იყო ადგილობრივი ნედლეულით, მაგრამ განიცდიდა ზოგიერთი სახის ნედლეულის ნაკლებობას (ნედლი აბრეშუმი, ბამბა, შალეული, ზოგიერთი ლითონი, საშენი მასალები და სხვა). მდიდარი კასპიისპირა პროვინციების შეერთება კი ხელს შეუწყობდა რუსეთის მრეწველობის სხვადასხვა ნედლეულით უზრუნველყოფის საქმეს, ძირითადად ნედლი აბრეშუმით მომარაგებას.

თუ გავითვალისწინებთ XVIII ს. პირველ მეოთხედში რუსეთში არსებული მანუფაქტურული წარმოების მოცულობას მრეწველობის ცალკეული დარგების მიხედვით (52 მანუფაქტურა შავ მეტალურგიაში, 17 – ფერად მეტალურგიაში, 17 – თოფის წამლის წარმოებაში, 15 – მაუდისა და შალეულის წარმოებაში, 15 – ტილოს წარმოებაში, 15 – აბრეშუმის წარმოებაში, 11 – ტყავეულის, 5 – ქაღალდისა და სხვა) (იხ. Е. И. Заозерская, Мануфактура при Петре I, М.-Л., 1947, стр. 10, 156-184; П. И. Лященко, История народного хозяйства СССР, т. I, М., 1947, стр. 404), ნათელი გახდება, რომ აბრეშუმსაქსოვი წარმოება მოიცავდა იმ დროისათვის მანუფაქტურათა მნიშვნელოვან რაოდენობას – 15-ს, რომელსაც არცთუ მცირე ხვედრითი წონა ჰქონდა (იხ. Е. И. Заозерская – ზემოსადახელებული ნაშრომი და მისივე – Развитие лёгкой промышленности в Москве в первой четверти XVIII в., М., 1953). ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ეს მანუფაქტურული წარმოება ნედლეულით მარაგდებოდა ძირითადად კასპიისპირეთის პროვინციებიდან. როგორც ვიცით, რუსეთში აბრეშუმის მწარმოებელი მანუფაქტურული მრეწველობა შეიქმნა სწორედ XVIII ს. დასაწყისში, რაც ძვირფასი აბრეშუმის ნაწარმზე გაბატონებული კლასების მოთხოვნილებების ზრდითა და მერკანტელიზმის პოლიტიკით იყო განპირობებული. ანალოგიური მდგომარეობა იყო ჩასახვის პროცესში მყოფი ბამბის ქსოვილების წარმოების ნედლეულით უზრუნველყოფის საქმეში. 

კასპიისპირა პროვინციების შეერთება ხელს უწყობდა საფეიქრო, აგრეთვე თოფის წამლის წარმოების ნედლეულით უზრუნველყოფას (უფრო დაწვრილებით იხ. В. П. Лысцов, Персидский поход Петра I, М., 1951, стр. 22-34). აქ უხვად იყო სხვა ნედლეულიც (საშენი მასალა, სხვადასხვა ლითონი, ნავთობი). ამიტომ გასაკვირი არაა, რომ პეტრე I ასე დაჟინებით ცდილობდა კასპიისპირეთში გაბატონებას.

თავისი რეფორმებით პეტრე I-მა ბევრი რამ გააკეთა რუსეთის მემამულეთა კლასის განმტკიცებისა და ვაჭრობის განვითარებისთვის. ამან ბუნებრივად გამოიწვია გაბატონებულ კლასთა მოთხოვნილებების გაზრდა მოხმარების საგნებზე, და, პირველ რიგში, ფუფუნების იმ საგნებზე, რომლებიც რუსეთში არ მზადდებოდა. დიდად გაიზარდა მოთხოვნილება ძვირფას ნივთებზე, ჭურჭლეულზე, სამკაულებზე, სურნელოვან სანელებლებზე, ღვინოზე, არაყზე, ხილსა, შაქარსა, ბრინჯსა და ყავაზე, მდიდრულ ხალიჩებზე, აბრეშუმზე, შალისა და ბამბეულის ქსოვილებზე და სხვა. ამ საქონლის დიდი ნაწილი, როგორც ცნობილია, რუსეთში შემოჰქონდათ კასპიისპირა ქვეყნებიდან (კავკასია, ირანი, შუა აზია), აგრეთვე ინდოეთიდან, სადაც ასეთი საგნების სიუხვე იყო; ამიტომაც კასპიისპირა პროვინციების შეერთება ხელს უწყობდა რუსეთის გაბატონებული კლასის გაზრდილ მოთხოვნილებათა უკეთესად დაკმაყოფილებას. ამასთანავე კასპიისპირეთის ხელში ჩაგდებით რუსეთის მთავრობას სახელმწიფო შემოსავლების ახალი წყარო უჩნდებოდა. სწორედ ამით აიხსნება პეტრე I-ის მთავრობის დიდი ინტერესი იმ შემოსავლებისადმი, რომლებიც შაჰის ხაზინას შემოსდიოდა კასპიისპირა პროვინციებიდან. ამ ინტერესს იგი შეუნელებლად ავლენდა როგორც ლაშქრობის სამზადისისას, ისე საომარი კამპანიის წლებშიც.

ცნობილია, რომ რუსეთის ეკონომიური ძლიერების განმტკიცების საქმეში პეტრე I დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საგარეო ვაჭრობას, რომლის ორგანიზაციასაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა.

შავი, ბალტიისა და კასპიის ზღვები იპყრობდა პეტრეს ყურადღებას, როგორც სხვა სახელმწიფოებთან სავაჭრო ურთიერთობების გზები. იგი პირველ რიგში დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ცდილობდა რუსეთის ვაჭრობის განვითარებას და ამ მიზნით დაჟინებით ეძებდა ბალტიის ზღვაში გასასვლელს. როცა ეს ამოცანა გადაჭრა, პეტრე I შეუდგა აღმოსავლეთში რუსეთის ინტერესების უზრუნველყოფას.

თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა პეტრე I აღმოსავლეთის ქვეყნებთან, კერძოდ ირანთან ვაჭრობას, ჩანს თუნდაც იქიდან, რომ ჯერ კიდევ 1711 წლის 2 მარტის ბრძანებულებაში, რომელიც განსაზღვრავდა ახლად ჩამოყალიბებული სახელმწიფო სენატისათვის განსაკუთრებით საყურადღებო საკითხებს, ეწერა: «Персидский торг умножить, а армян как возможно приласкать и облегчить, в чём пристойно, дабы тем подать охоту для большего их приезда» (ПСЗ, т. IV, № 2330, стр. 643).

რუსეთის მთავრობა იმას ცდილობდა, რომ ირანის მთელი მთავარი საექსპორტო საქონელი – ნედლი აბრეშუმი გაეტანათ ევროპაში რუსეთის გავლით, სამდინარო გზით. ამას ხელს უწყობდა 1708 წელს გათხრილი ვიშნევოლოცკის არხი, რომელიც ქმიდა ერთიან სამდინარო გზას ასტრახანიდან პეტერბურგამდე.

ცნობილია, რომ ინდოეთის საზღვაო გზის გახსნის შემდეგ ირანმა, რომელსაც, მართალია არ ეჭირა აზიის ბაზრებზე ცენტრალური ადგილი, მაინც არ დაკარგა ეკონომიური მნიშვნელობა ევროპელი ვაჭრებისათვის. ირანიდან ნედლი აბრეშუმის, აბრეშუმისა და ბამბის ქსოვილების გამოტანით ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა იყო დაინტრესებული. მაგრამ ევროპასა და ირანს შორის იყო მოუხერხებელი სავაჭრო გზები. საზღვაო გზა აფრიკის შემოვლით დიდი და მძიმე, ხოლო მეორე გზა, თურქეთის გავლით, ეკონომიურად არახელსაყრელი იყო, რადგან ამ გზით მიმავალ ვაჭრებს უხდებოდათ განუზომლად დიდი ბაჟის გადახდა თურქი ფეოდალებისათვის. გარდა ამისა, ეს გზა არ იყო უხიფათო, ამ გზით მიმავალი ვაჭრები ხშირად განიცდიდნენ მეკობრეთა თავდასხმებს. ამიტომაც XVI და XVIII სს.-ში ევროპელებმა დაჟინებით სცადეს მიეღოთ ტრანზიტის საშუალება რუსეთის ტერიტორიის გავლით. მაშინ ეს გზა გადიოდა კასპიის ზღვაზე, ვოლგაზე, სუხონაზე, ჩრდილოეთ დვინაზე არხანგელსკისაკენ და შემდგომ მიემართებოდა ევროპისაკენ ჩრდილოეთის ზღვის გავლით.

ინგლისელი ვაჭარი ლოკი, რომელიც რჩევას იძლეოდა მტკიცედ ყოფილიყო დაცული თეთრი ზღვით რუსეთთან ვაჭრობა, 1575 წ. აღნიშნავდა, რომ «სპარსეთთან ვაჭრობას, რომელსაც რუსეთის გავლით ინგლისი აწარმოებდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნებოდა ინგლისისათვის, რამდენადაც ინგლისელ ვაჭრებს საშუალება ეძლეოდათ ძვირფასეულობა, სურნელოვანი სანელებლები, აბრეშუმი და სხვა საქონელი უშუალოდ სპარსეთიდან წამოეღოთ... რუსეთისა და სპარსეთის მთელი ნაწარმი ინგლისში, საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაში გადაიზიდებოდა ჩრდილოეთის ზღვით ინგლისელთა მეშვეობით».

ჰოლანდიელი სტრეისის (XVII ს. მეორე ნახევარი) აზრით, აბრეშუმი მხოლოდ ჰოლანდიელებს უნდა გაეტანათ რუსეთის გზით – კასპიის ზღვის, ვოლგის, არხანგელსკის გავლით. ეს უკეთესი იყო, ვიდრე შორი გზა მცველების თანხლებით, სმირნისა და ხმელთაშუა ზღვის გავლით, რასაც თან სდევდა ბერბერელი ყაჩაღების თავდასხმები, რომ აღარაფერი ითქვას თურქეთის მიერ დაწესებულ დიდ გადასახადზე (Я. Я. Стрейс, Три путешествия достопомятных и исполненных многих превратностей путешествия по Италии, Греции, Лифляндии, Московии, Татарии, Мидии, Персии... различным другим странам, М., 1935, стр. 232).

საქონლის ირანიდან ვოლგის გზით ევროპაში გატანის სარგებლობაზე ლაპარაკობს კილბურგერიც, რომელიც 1673-1674 წლებში იმყოფებოდა რუსეთში როგორც შვედეთის საელჩოს წევრი. კილბურგერის აზრით, სპარსეთთან ვაჭრობა ევროპელებისათვის ყველაზე უფრო ხელსაყრელი და ამავე დროს ნაკლებ საშიშარი იყო რუსეთის გზით. განსაკუთრებით მოსახერხებელი იყო ეს გზა აბრეშუმით ვაჭრობისათვის, რადგან აბრეშუმი თითქმის მხოლოდ პროვინცია გილანში მოიპოვებოდა, რომელიც უშუალოდ კასპიის ზღვის პირას იმყოფება, და 2 თოფი აბრეშუმის გატანა კასპიის ზღვის გავლით ასტრახანამდე სულ დიდი 4 ტალერი ჯდებოდა. მაშინ როცა ეს საქონელი დიდი გაჭირვებით მიჰქონდათ აქლემებით ორმუზში, გზაში იმყოფებოდნენ 80-დან 90 დღეღამემდე და დიდი ხარჯი ჰქონდათ (იხ. Б. Г. Курц, Сочинения Кильбургера о русской торговле в царствование Алексея Михайловича, Киев, 1915, стр. 149).

მაგრამ ევროპელთა მიერ ვოლგის გზის ფართო გამოყენება რუს ვაჭართა ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. ამიტომ მოსკოვის მთავრობა, რომელიც ითვალისწინებდა და ანგარიშს უწევდა მათ ინტერესებს, მკაცრად იცავდა ირანში სატრანზიტო გზას, რუსეთის მთავრობა მხოლოდ ამათუიმ ეკონომიური და პოლიტიკური მიზეზებით გამოწვეული აუცილებლობის შემთხვევაში აძლევდა ევროპელებს სატრანზიტო ვაჭრობის უფლებას და ამასთანავე არასოდეს არ ღალატობდა საკუთარ სახელმწიფოებრივ ინტერესებს. მაგალითად, 1557 წ., როცა ივანე IV ცდილობდა მოეპოვებინა ევროპაში (ლიუბეკში, ანტვერპენში, ინგლისში, სფრანგეთში, ესპანეთში) რუსეთის საქონლის გატანის უფლება შვედეთის გზით, შვედ ვაჭრებს თვითონ აძლევდა უფლებას თავისუფლად ევაჭრათ რუსეთში და აღნიშნავდა: «а которые Свейские люди похотят через отчину великого государя ходити в Шемаху, в Тевриз и в Бухары и в Китай, и в Ындию, и в Литовскую землю, и ко Царю-граду, и в иныя государства, куды кто похочет ити, тому б воля ж была» (Приказ Ивана Грозного о развитии русской торговли, წიგნში «Хрестоматия по истории средних веков», т. III, М., 1950, стр. 315).

ამასთანავე ივანე IV ცდილობდა პოლიტიკური მიზნებისათვის გამოეყენებინა რუსეთზე გამავალი აღმოსავლეთის გზა.

როგორც ვიცით, ივანე IV ითვალისწინებდა იმას, რომ ბალტიის ზღვის საკითხის გადაჭრის დროს რუსეთი წააწყდებოდა ევროპის ბევრი სახელმწიფოს წინააღმდეგობას და დაჟინებით ცდილობდა ინგლისთან კავშირის დამყარებას. ამ მიზნით მას დიდ შეღავათსა და განსაკუთრებულ უფლებებს ანიჭებდა, მათ შორის ირანში ტრანზიტის უფლებას. ივანე IV ითვალისწინებდა თავისი ეკონომიური და პოლიტიკური გეგმების განხორციელების საქმეში ინგლისის მნიშვნელობას და აძლევდა მას უფლებას იმისთვის, რომ მიეღწია მასთან ურთიერთდახმარების შეთანხმებისთვის. მაგრამ ინგლისი გაურბოდა ამ შეთანხმებას, რადგანაც ინგლისის მთავრობის გეგმებს სრულებით არ შეესაბამებოდა რუსეთის სახელმწიფოს გაძლიერება. პირიქით, მოსკოვის სახელმწიფოს მიმართ ინგლისის გეგმებს აგრესიული ხასიათი ჰქონდათ. ინგლისის მმართველი წრეები მოსკოვის სახელმწიფოს ეკონომიკაში შეჭრას ლამობდნენ და ამით მისი საშინაო და საგარეო პოლიტიკის სადავეების ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ. ამიტომ, როცა გამოირკვა, რომ სამხედრო კავშირის საკითხში ინგლისი ატყუებდა მოსკოვის სახელმწიფოს, ივანე IV-მ წაართვა ინგლისელებს ადრე მიცემული პრივილეგიები. 1570 წელს ივანე IV ინგლისის დედოფლის ელისაბედის სახელზე გაგზავნილ სიგელში აღნიშნავდა: «Московское государство покаместо без Аглинских товаров не скудно было... Все наши грамоты, которые есмя давали о торговых делах по сей день не в грамоты» (Ю. В. Толстой, Первые сорок лет русско-английских отношений, Спб, 1875, стр. 110). ამ ამბავმა მეტად ააღელვა ინგლისელები. 1572 წ. ივანე IV-მ ნაწილობრივ აღადგინა ინგლისელი ვაჭრების პრივილეგიები: «... дана новая государева грамота английскому гостью Савельяну Гаруту (Чарату) с товарищи свободно торговать с платежом половинной таможенной пошлины везде в России... მაგრამ кроме Казани и Астрахани, куда ходить им не инако как с царского повеления» (ხაზგსმა ჩვენია – გ. პ.). უფრო გვიან, ივანე IV-ის სიკვდილის შემდეგ, ინგლისელებს ისევ შეუზღუდეს პრივილეგიები და საბოლოოდ წაართვეს აღმოსავლეთ ქვეყნებში ვაჭრობის უფლება რუსეთის გავლით.

XVII ს. პირველი ნახევრის განმავლობაში ინგლისელებმა არაერთხელ წამოაყენეს მათთვის პრივილეგიების მინიჭებისა და ირანთან სატრანზიტიო ვაჭრობის უფლების საკითხი, მაგრამ მათი ყოველი ცდა ამაო იყო.

ცნობილია აგრეთვე, რომ XVII ს. მეორე ნახევარში რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გამწვავებისა და რუსეთის პოლონეთით, როგორც თურქეთის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაში მოკავშირით, დაინტერესების გამო, რუსეთის მთავრობამ პოლონეთს მისცა ირანში ტრანზიტის უფლება (იხ. რუსეთის ხელშეკრულებები პოლონეთთან 1667 წ. და 1686 წ. ПСЗ, т. I, № 420, стр. 732; т. II, № 1186, стр. 770).

იმავე პოლიტიკური მოტივებით – თურქეთთან ურთიერთობის გამწვავების გამო – რუსეთის მთავრობა ხელს უმართავდა ირანის ვაჭრობას რუსეთში. მაგალითად, ირანის შაჰის ხაზინიდან არ იღებდნენ გადასახადს, მიუხედავად იმისა, რომ დაუბეგრავი ვაჭრობის უფლება რუსეთში ოფიცილურად იყო გაუქმებული.

ანალოგიურ მიზნებს ისახავდა აგრეთვე 1667 წ. ხელშეკრულება ჯულფელი სომხების სავაჭრო კომპანიასთან. რუსეთის მთავრობა, რომელიც ტრნზიტის უფლებას იძლეოდა, ამით ცდილობდა, ერთი მხრივ, რუსეთ-ირანის ვაჭრობის ინტენსიფიკაციას, კერძოდ, რუსეთის გადაქცევას ირანსა და ევროპას შორის ვაჭრობის შუამავლად, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთის მთავრობა მიისწრაფვოდა ამით თურქეთისათვის მიეყენებინა ეკონომიური ზარალი, რამდენადაც ირანის აბრეშუმის გატანის შეწყვეტა თურქეთში ამ უკანასკნელს დააკარგვინებდა მნიშვნელოვან შემოსავალს.

თუ რა მოგებას აძლევდა რუს ვაჭრებს ირანის აბრეშუმით ვაჭრობა, ჩანს ერთი ვაჭრის (XVII ს.) სიტყვებიდან: «Ходят англичане и голландцы в Кизилбаши через турскую землю, а покупают в Кизилбашех шёлк сырой, и торгует с ними шёлком сам шах. А доставаетца им в Кизилбашех шёлк сырой по 15 и по 16 рублёв пуд; а как они поедут через турскую землю, и на турского (султана) пошлину с них емлют по тому же с пуда шёлку по чему они купят пуд в Кизилбашех (т. е. 100 %). А которые государевы люди шёлк купят в Кизилбашех по той же цене по 15 и 16 рублёв пуд и они пришед в Ярославль продают немцом в 50 рублёв и в 60 рублёв пуд, а у города (Архангельска) и по 70 рублёв пуд и больше...» (Е. С. Зевакин, М. А. Полоевктов, К истории прикаспийского вопроса, Тифлис, 1933, стр. 2).

თუკი არხანგელსკის გზას უპირტესობა ჰქონდა, გაცილებით უფრო მოხერხებული იყო პეტერბურგზე გამავალი გზა. ამიტომ პეტრე I დაინტერესებული იყო ირანის მთელი აბრეშუმი ევროპაში სწორედ ამ გზით გაეტანა, რაც მერკანტელიზმის პოლიტიკას უწყობდა ხელს. მაგრამ რუსეთის მთვრობის ცდა, გაეხადა რუსეთი აღმოსავლეთსა და ევროპას შორის ვაჭრობაში შუამავალ ქვეყნად, დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა და თურქეთის დიდ წინააღმდეგობას წააწყდა.

ასტრახანი იყო უმთავრესი პუნქტი, საიდანაც წარმოებდა ვაჭრობა რუსეთსა და აღმოსავლეთს შორის. ამ ქალაქში განუწყვეტლივ მოედინებოდნენ ირანელი, სომეხი, ბუხრელი და ინდოელი ვაჭრები. თანამედროვის შენიშვნით, ასტრახანი აწარმოებდა «знатною торговлю с Персиею, Хивою, Бухариею и Индиею. Купцы сих различных народов имеют там общий Караван-Сарай, или гостинный двор, где они живут и продают свои товары. Армяне производят величайшую часть Персидской торговли; ибо персы весьма редко выезжают из своея земли» (Белевы путешествия через Россию в разные азиатские земли; а именно: Испаган, в Пекин, в Дербент и Константинополь. Перевод с французского М. Попова, ч. 1, Спб, 1776, ст. 34).

აღმოსავლეთის ქვეყნებთან ასტრახანი ძირითადად ორი გზით იყო დაკავშირებული:

1) ასტრახანი – შუა აზია. ამ გზას თავის მხრივ ჰქონდა ორი მიმართულება: ა) სახმელეთო: ასტრახანი – გურიევი – ემბა – ხივა – ბუხარა; ბ) საზღვაო: ასტრახანი – ტუბ-ყარაგანის კონცხი, ხოლო შემდეგ სახმელეთო ხივასა და ბუხარაში მიმავალი.

2) ასტრახანი – ირანი. ამ გზასაც ორი განშტოება ჰქონდა: ა) ასტრახანი – «ნიზოვაია» (საზღვაო) – შამახია – გილანი – ყაზვინი – თეირანი (სახმელეთო); ბ) ასტრახანი – გილანი (საზღვაო) – მაზანდერანი – ასტრაბადი (სახმელეთო) (მეორე გზით, ირანის გავლით, სარგებლობდნენ აგრეთვე შუა აზიაში გასამგზავრებლად. ხოლო ინდოეთში წასასვლელად ორივე გზას იყენებდნენ – შუა აზიის გავლითაც და ირანის გავლითაც)

რუსეთისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მეორე გზა, სახელდობრ მისი პირველი განშტოება, რომლითაც XVI საუკუნეში რუსი ვაჭრები განუწყვეტლივ სარგებლობდნენ (მ. ვ. ფეხნერი შრომაში «Торговля русского государства со странами Востока в XVI в.» /М., 1952, стр. 360/ XVI ს. მასალების მიხედვით გვაძლევს საინტერესო ტაბულას, თუ რამდენი დღე იყო საჭირო ზემოაღნიშნული გზით მგზავრობისთვის)

ირანთან და ამიერკავკასიასთან ვაჭრობას რუსეთი სწორედ ამ გზით აწარმოებდა. რუსი ვაჭრები ჩამოდიოდნენ «ნიზოვაიაში» (ნიზობადში), რადგანაც, ჯერ ერთი, აქ ყოველთვის გაცხოველებული ვაჭრობა მიმდინარეობდა და, მეორეც, რაც გადამწყვეტი იყო, აქედან გადიოდა გზა მსხვილ სავაჭრო ცენტრში – შამახიაში, რომლის გვერდის ავლა რუს ვაჭრებს არ შეეძლოთ. შამახია იყო რუსეთ-ირანის ვაჭრობის ძირითადი პუნქტი (В. П. Лысцов, Персидский поход Петра I, стр. 73; Hanway, An Historical account of the British Trade over the Caspian Sea, Dublin, 1754, vol. II, p. 190).

რუსეთის ვაჭრობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა პროვინცია გილანი, კერძოდ, ქალაქი რეშტი, რომელიც XVIII ს. რუსი მეზღვაურის სოიმონოვის სიტყვით, ევროპისა და აზიის მთელი საქონლის თავმოყრის ადგილს წარმოადგენდა (Ф. И. Соймонов, Описание Каспийского моря, Спб., 1763, стр. 118). მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ რუსი ვაჭრები მხოლოდ შამახიაში, რეშტსა და «ნიზოვაიაში» ვაჭრობას სჯერდებოდნენ. ისინი ყოველთვის ცდილობდნენ შეეღწიათ როგორც შიდა ირანში, ისე ამიერკავკასიის ტერიტორიაზე. რუსი ვაჭრები საქართველოშიც ვაჭრობდნენ (იხ. М. Чулков, Историческое описание российской коммерции, М., 1785, т. II, кн. 2, стр. 57).

მაგრამ სავაჭრო გზას, რომელიც რუსეთს ამიერკავკასიასთან და ირანთან აკავშირებდა, ჰქონდა უარყოფითი მხარეებიც. ჯერ ერთი, არსებული ნავმისადგომები მოუხერხებელი იყო. ამიტომ პეტრე I ცდილობდა შეექმნა ხელოვნური ნავსადგურები, მაგრამ ამას ირანი ეწინააღმდეგებოდა. მეორე, რუსი ვაჭრები, რომელნიც ამ გზით მიმოდიოდნენ, მთიელი დაღესტნელების თავდასხმების მუდმივი საფრთხის ქვეშ იმყოფებოდნენ და აგრეთვე ირანელ მმართველთა თვითნებიბას განიცდიდნენ (ფეოდალ მფლობელთა და გვაროვნულ მამასახლისთა ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებდა და ჩვეულებრივი მოვლენა იყო მძარცველური თარეში. დამახასიათებელია, რომ ირანის მთავრობამ, რომელიც შეშფოთებული იყო ლეკთა თარეშით, მათი მძარცველური თავდასხმებით თვით ირანელებზეც, ამ მოვლენის აღსაკვეთად ერთადერთი ხსნა მძარცველებისათვის სუბსიდიის მიცემით ჰპოვა. ამ საკითხზე საინტერესო ცნობას იძლევა ინგლისელი მოგზაური ჰანვეი: «დაღესტნის პროვინცია მთიანი ქვეყანაა, დასახლებული ლეკებით, რომლებიც სუნიტები არიან. მათი ბუნებრივი მდგომარეობის სიმძიმე, მათ უნაყოფო სერებთან ერთად, აიძულებს მათ ხშირად დაესხნენ თავს მეზობელ პროვინციებს. შაჰ-აბას II-მ ტახტზე ასვლისას მათთან შეთანხმებას მიაღწია, როცა დაჰპირდა მათ ყოველწლიურდ სუბსიდიის სახით ყოველი კლანისათვის გარკვეული თანხა ეხადა. ხოლო თითოეული მათგანი ვალდებულებას კისრულობდა გაეგზავნათ შაჰთან წარმომადგენლები საჩუქრით: ხბოსა და ბატკნის ორ-ორი ტყავი მისი ხელისუფლების აღიარების ნიშნად. მშვიდობა ამ პირობებზე იყო დამყარებული. რადგანაც ეს ლეკების ინტერესებს შეესაბამებოდა, მათ არ დაურღვევიათ ეს შეთანხმება მანამ, სანამ ეძლეოდათ სუბსიდია, რომელზედაც მოილაპარაკეს. მაგრამ 1700 თუმანს, რომელიც ამისთვის იყო გამიზნული, რამდენიმე წლის განმავლობაში სხვა მიზნებისათვის იყენებდნენ შაჰის ჰუსეინის ძუნწი მინისტრები. მაშინ ლეკებმა ისევ მოჰკიდეს ხელი იარაღს და განაახლეს თარეში. Hanway….., p. 161»). ეს გარემოება დიდ დაბრკოლებას უქმნიდა რუსეთის ვაჭრობის განვითარებას ამიერკავკასიაში. ამის ნათელ დადასტურებას თუნდაც ის წარმოადგენს, რომ რუსეთის ელჩი ირანში ა. პ. ვოლინსკი, რომელიც ცდილობდა მიეღწია რუსეთ-ირანის სავაჭრო ხელშეკრულებისათვის, ირანის მთავრობისაგან მოითხოვდა აღკვეთილიყო რუსი ვაჭრების მიმართ ადგილობრივი მმართველი წრეების ასეთი დამოკიდებულება და რუსებზე მთიელთა თავდასხმები.

ა. ვოლინსკი თავის დღიურში აღნიშნავდა რა რუსი ვაჭრების მდგომარეობას, წერდა: «Сколько я видел купечества в Персии, но никоторой нации купцы так не утеснены, как российские, которые в великом гонении и зело обидимы от персиян, ибо когда они прибыв в пристани и выгрузят свои товары, то обыкновенно осмотрщикам и протчим... принуждены давать не малые дачи, чтоб напрасно их на таких пустых местах не задерживали. Ежели же несчастие случится и разобъёт их судно при персидских берегах хотяб в 10 верстах от той пристани, куда надлежало пристать, то обыватели приморских деревень нападают и грабят их как неприятелей... А когда и прибудут (რუსი ვაჭრები – გ. პ.) с товарами и в городы, то от тамощных ханов, так же от протчих управителей запечатывают товары их, чтоб прежде их никому не продавали. А потом выберут на себя несколько лутчих товаров и велят малую цену заплатить (по оценке). И сверх того ещё продержат деньги полгода или больше... Кто б какую обиду российским купцам не учинил, то им невозможно сатисфакцию сыскать, разве или чрез немалую дачу или с великим убытком учинить разделку с тем, кто ему должен. Також в Шемахе и в гилянских городах хотя продадут или не продадут свои товары, однакож пошлинные в таможне и толмачные деньги заплатить повинны... в проездах (რუსი ვაჭრები – გ. პ.) терпят великие убытки, понеже на перевозах и на мостах и на заставах откупщики столько берут, сколько захотят. Буде же платить не будут, то их бьют и насильно вымучивают у них деньги» (ძველი აქტების ცენტრალური სახელმწიფო არქივი, ფონდი 27, სპარსეთის საქმეები, 1715-1718 წწ., საქმე # 2, ფურც. 583-585).

დაკვირვებული რუსი დიპლომატი ყოველმხრივ სწავლობდა ირანში რუსეთის ვაჭრობის განვითარების შემაფერხებელ მიზეზებს. ამ საკითხზე იგი წერდა: «И хотя правда, что все поступки к купечеству нашему происходят противные от персиян, однакож ежелиб было между купцами нашими согласие и добрый порядок, ещёб комерц наш в Персии мог быть свободнее, нежели как видитца ныне; однакож первая так худоба, что компании нет тамо, но каждый имеет торг особливо, того ради как может быть в том добрый порядок, ибо не токмо посторонные мешают, но и сами между собой один другому пакости чинят, и ищут один другова разорвать торг, и тако в том так поступают, что один другому не можеть показать с кем имеет торг свой» (იქვე, ფურც. 585).

ამიტომ ირანში რუსეთის ვაჭრობის განვითარების შემფერხებელი მიზეზების დაძლევისათვის ა. პ. ვოლინსკი იძლეოდა წინადადებას შეექმნათ სპეციალური «სავაჭრო კომპანია სპარსეთთან ვაჭრობისათვის» და დაეარსებინათ ირანში საკონსულო, რომელიც 1720 წელს შეიქმნა კიდეც. ირანის მთავრობა დაეთანხმა ა. ვოლინსკის მოსაზრებებს და იკისრა შემდგომში უზრუნველეყო რუსი ვაჭრების უშიშროება, მაგრამ უარი თქვა პასუხი ეგო მათ ადრინდელ შეურაცხყოფაზე. ირანი თანახმა იყო რუსი ვაჭრებისათვის მიეცა ნავსადგურიდან სავაჭრო პუნქტებისაკენ თავისუფალი მიმოსვლის გარანტია, მცველების დაქირავების უფლება, სამართლიანობის ფრგლებში გადასახადების აღება, ირანის ქვეშევრდომთა მხრივ სავაჭრო ვალდებულებათა პირობების შესრულება. რაც შეეხება ვოლინსკის მოთხოვნას, აკრძალვოდათ დაღესტნელებს რუს ვაჭრებზე თავდასხმა, მთავარი ვეზირი ფათალი-ხანი იძულებული იყო ეღიარებინა, რომ შაჰს არ ძალუძს ამის შესრულება, რადგან, მისი სიტყვებით, ლეკების ჩვეულებაა, რომ თუ მათ ახლოს გემი დაიმსხვრევა, როგორც ეკიპაჟი ისე საქონელი მათ თავისად მიაჩნიათ და არა მარტო რუსებს, არამედ შაჰის უშუალო ქვეშევრდომებსაც არ ინდობენ. თუმცა შამხალები შაჰის ქვეშევრდომებია, მაგრამ შაჰის ბრძანებას ყურს არ ათხოვებენო (იქვე, ფურც. 279)

რადგანაც სახელმწიფო მძიმე კრიზისს განიცდიდა, ირანის მთავრობას ძალა არ შესწევდა უზრუნველეყო რუს ვაჭართა უშიშროება. რუს ვაჭრებზე თავდასხმა არა თუ შეწყდა, არამედ, პირიქით, გახშირდა, ვინაიდან ავღანელების შეჭრასა და შაჰის წინააღმდეგ დაღესტნის მთიელთა აჯანყებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით გაძლიერდა მძარცველობა. სოიმონოვი, რომელიც 1719 წ. «ნიზოვაიაში» იმყოფებოდა, წერდა: «Торги были в Низобате не так велики, как в прежние времена, когда ещё Грузинцы и Мингрельцы обыкновенно привозили туда товары свои, что приписывали к взбунтованию лезгов и разбоям Даудбека, который насильством своим запер все дороги» (Ф. И. Соймонов, Освоение Каспийского моря, Спб, 1763, стр. 107).

რუსეთის ვაჭრობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა პეტრე I-ის წინაშე აყენებდა კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროების დაუფლების ამოცანას, რაც თავის მხრივ შესაძლებელს ხდიდა აღმოსავლეთის ქვეყნებთან რუსეთის სვაჭრო გეგმების პრაქტიკულ განხორციელებას.

პეტრე I-ის გეგმით პირველ რიგში საჭირო იყო ირანთან, შუა აზიასთან და ამიერკავკასიასთან, მათ შორის საქართველოსთან, ვაჭრობის გაძლიერება. სოიმონოვის სიტყვით, პეტრე I-ს სურდა მტკვრის შესართავთან დაეარსებინა დიდი სავაჭრო ქალაქი, რომელიც ქართველებთან, სომხებთან და სპარსელებთან სავაჭრო ურთიერთობის ცენტრი გახდებოდა (იქვე, გვ. 240-241).

ამასთან დაკავშირებით ა. ბასკაკოვმა, რომელიც 1720 წ. შამახიაში ვიცე-კონსულად იყო დანიშნული, მიიღო ბრძანება შეეგროვებინა ცნობები მდინარე მტკვრის შესახებ – საიდან მომდინარეობს, რა ზომისა და სიღრმისაა, დადიან თუ არა ხომალდები და თუ დადიან, რომელ პუნქტამდე, რა ხალხები ცხოვრობენ მდინარის გასწვრივ (ძველი აქტების ცენტრალური სახელმწიფო არქივი, ფონდი პეტრე I-ის კაბინეტი, I განყ., წიგნი 30, ფურც. 128). 1724 წელს მატუშკინს დაევალა ზუსტად განესაზღვრა მტკვარზე მცირე ხომალდების მიმოსვლის შესაძლებლობანი. ამისთვის მას უნდა მოეწყო მდინარის გამოკვლევა თბილისამდე. დაეზუსტებინა ცნობები ჭორომების შესახებ (იხ. В. Комаров, Персидская война 1722-1723 гг. /Материалы для истории царствования Петра Великого/. «Русский вестник», 1867, т. 68, стр. 607).

1722 წ. შემოდგომაზე პეტრე I-ს, რომელიც ასტრახანში იმყოფებოდა, საქართველოსთან ვაჭრობის თაობზე საუბარი ჰქონდა ვაჭარ ანდრეი სემიონოვთან (Ф. И. Соймонов, Описание Каспийского моря, Спб, 1763, стр. 293).

აღმოსავლეთში ვაჭრობის განვითარების შესახებ პეტრე I-ის გეგმები რუს ვაჭართა ინტერესებს შეესაბამებოდა. სოიმონოვი მიუთითებს, რომ რუსი ვაჭრები მასთან გამოთქვამდნენ თავის თვალსაზრისს აღმოსავლეთთან ვაჭრობის შესახებ:

«...должно торги отправлять не каждому порознь, но многим сложившимся вместе... составить купеческую компанию, в кою также принять поселившихся в России армян, потому что оные наибольше знают о тамошних странах, и как прибыточнее торги отправлять. Есть-ли же капиталу к тому не достанет, то можно надеяться, что из государственной казны снабдены будут знатною суммою. Главной конторе и большому магазину, откуда бы персидские провинции всегда и по состоянию обстоятельства довольно товаров доставить могли, должно быть в Астрахани. Другую бы учредить в Испагани, а третью в Тифлисе. В Шемахии, Ряще и Астрабаде надлежит быть малым конторам» (იქვე, გვ. 329-339).

დამახასიათებელია ის გარემოება, რომ აღმოსავლეთთან ვაჭრობის განვითარების აზრი გატარებულია აგრეთვე რუსეთის ვაჭრობის განვითარების პროექტში, რომელიც პეტრე I-ს წარუდგინა უცნობმა ავტორმა. ამ პროექტში ლაპარაკია იმის შესახებ, რომ რუსეთის მთავრობას მიეცა სომეხი ვაჭრებისათვის შეღავათები, რათა მათ რუსეთის გავლით გაეტანათ საქონელი და არა სმირნასა და ალეპოზე გავლით, რადგან, პროექტის ავტორის აზრით, ეს იქამდე მიიყვანს საქმეს, რომ «... большая часть купечества восточного чрез государство Ваше отправлятца будет от чего город Санкт Петербурх зело процветёт, потому что оные товары, которые из Персиды и Георгии выходят во всех странах Балтийского моря потребны» (ძველი აქტების ცენტრალური სახელმწიფო არქივი, ფ. პეტრე I-ის კაბინეტი, II განყ., წიგნი 93, ფურც. 160-161).

ასეთი იყო ლაშქრობის ეკონომიკური წანამძღვრები. მაგრამ, ამასთან ერთად, 1722 წ. რუსთა ჯარების ლაშქრობა კასპიისპირეთში განპირობებული იყო რუსეთის გარკვეული სამხედრო-პოლიტიკური ინტერესებითაც.

კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპირო – ტერიტორია, რომელიც პეტრე I-ს აინტერესებდა და რომელზედაც გადიოდა სავაჭრო გზა, – ირანს ჰქონდა დაპყრობილი.

სეფიანთა სახელმწიფო, რომელიც სოციალურ-ეკონომიური განვითარების სხვადასხვა სტადიაზე მყოფი მრავალი ტომისა და ხალხის ჭრელ კონგლომერატს წარმოადგენდა, XVIII ს. დასაწყისში ეკონომიურ და პოლიტიკურ დაცემას განიცდიდა, რამაც XVII ს. დასასრულს სავსებით აშკარად იჩინა თავი (იხ. Б. И. Заходер, История восточного средневековья, М., 1944, стр. 147-148; К. Ашрафян, Падение державы Сефевидов, в книге «Очерки по новой истории стран Среднего Востока, м., 1954»).

ამის მთავარი მიზეზი იყო მშრომელი მოსახლეობის მძიმე მატერიალური მდგომარეობა. გლეხობისა და ქალაქის მშრომელი მასების უზომო ფეოდალური ექსპლუატაცია საწარმოო ძალების განვითარებას აფერხებდა. ხელისუფალნი და ფეოდალები თავიანთი შემოსავლის დაცემის შეჩერებას ცდილობდნენ გადასახადთა გაზრდით, ამით კი უფრო არღვევდნენ სოფლის მეურნეობას, ხელოსნობასა და ვაჭრობას. რუსეთის დესპანი ირანში არტემ ვოლინსკი აცნობებდა პეტრე I-ს, რომ აზერბაიჯანში – ირანის ბეღელში – შვიდი წლის განმავლობაში მიწები დაუთესავი რჩებოდა, ქვეყნად შიმშილი სუფევდა, ხოლო თავრიზის ქუჩებში ადამიანთა გვამები ეყარა და მათხოვრების ბრბოები დაძრწოდნენ (ძველი აქტების ცენტრალური სახელმწიფო არქივი, ფ. 27, სპარსეთის საქმეები, 1715-1718 წწ., საქმე # 2, ფურც. 556).

ვოლინსკი ხაზს უსვამდა იმას, რომ ირანი «вместо богатства великую скудость имеет... подданные шаха... великими налогами отягчены, и платят чрезмерные поборы, но токмо больше из того корысти управителям, а не государю, которому оне приносят только листвие, а самые плоды у себя оставляют, что уже у них вошло в обычай, и в том бедным подданным милосердия весьма нет... управители... больше ищут своё, нежели государственную пользу, и так озлобили народ своими поступками, что редкие остались места, где б не было ребелей. И тако кратко сказать, что уже ныне Персия от того к конечному разорению и падению приходит» (იქვე, ფურც. 577-578).

ირანში გამეფებული იყო კორუფცია, დიდ ფეოდალთა სხვადასხვა დაჯგუფებების ბრძოლა, სასახლის ინტრიგები, რამაც განსაკუთრებით უნიჭო შაჰის ჰუსეინის (1694-1722 წწ.) მეფობის დროს მიაღწიეს განუსაზღვრელ მასშტაბებს. შაჰი ჰუსეინი სათამაშო თოჯინა იყო სასახლის კარისკაცთა ხელში. ისინი წარმართავდნენ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. თანამედროვეთა დახასიათებით ჰუსეინს აბსოლუტურად არ გააჩნდა სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის უნარი. ა. ვოლინსკი წერდა: «здесь такая ныне голова, что он ни над подданными, но у своих подданных подданной, и чаю редко такого дурочка можно сыскать между простых, не токмо из коронованных» (იქვე, ფურც. 200)

ინგლისელი მოგზაურის ჰანვეის სიტყვით, «მეტისმეტი სიზარმაცე და ქალებისა და ღვინის მიმართ უკიდურესი სისუსტე ჰუსეინს ართმევდა სახელმწიფოს მართვის უნარს. ამ მანკიერი თვისებების წყალობით იგი იყო შაჰი მხოლოდ ნომინალურად. ამიტომ გასაგებია, რომ მისი სიამოვნების მფარველები წარმოადგენდნენ მის საყვარელ პიროვნებებსაც. ხოლო მისი მრჩევლები შედგებოდნენ ჰარამხანის უფროსი საჭურისებისაგან, რომელთა ხელშიც იყო ფაქტიურად ხელისუფლება.

ეს საბჭო (იგულისხმება საჭურისებისაგან და დიდებულებისაგან შემდგარი საბჭო – გ. პ.) დაარსებული იყო ჯერ კიდევ სულეიმან შაჰის მიერ, მისი მეფობის უკანასკნელ წლებში. სულეიმანი არ დაკმაყოფილებულა იმით, რომ საბჭო მმართველობის უმაღლეს ორგანოდ აქცია და, სიკვდილის წინ, მას უფლება მისცა უფროს დიდებულებთან ერთად, მისი შვილებიდან ამოერჩია ღირსეული მემკვიდრე. ამიტომ თავისი უფლებების წყალობით, საჭურისებმა ჰუსეინი მის ძმას – აბას-მირზას ამჯობინეს. ჰუსეინი, რომელსაც არ შესწევდა სახელმწიფოს მართვის უნარი, მოხარული იყო თავი გაენთავისუფლებინა ამ მძიმე ტვირთისაგან. ამრიგად, ეს უმაღლესი რწმუნებით აღჭურვილი საბჭო წარმოადგენდა ერთადერთ გამგებელს სახელმწიფოში. ყოველგვარი სახელმწიფო თანამდებობა ეძლეოდა მას, ვინც მისთვის უფრო მეტს გადაიხდიდა. ფული წყვეტდა ყველაფერს. რაც უფრო მეტი სიმდიდრე გროვდებოდა ამ ადამიანების ხელში, მით უფრო მეტად ეხსნებოდათ მადა ზნედაცემულ მინისტრებს... ჯარში დაეცა დისციპლინა, ჯამაგირებს დიდი დაგვიანებით უხდიდნენ, ამიტომ ჯარი უხალისოდ მსახურობდა. ყაჩაღები დაძრწოდნენ ყველგან და აფერხებდნენ ვაჭრობას. მოხელეები უწყალოდ ყვლეფდნენ ხალხს.

მხოლოდ შაჰი ჰუსეინი, რომელიც მთლიანად ჰარამხანაში დროსტარებას გაეტაცნა, იყო ერთადერთი ისეთი პიროვნება თავის სასახლეში, რომელმაც არა იცოდა რა ამ არეულობათა შესახებ» (Hanway, An Historical Account…., p. 129-130).

ა. ვოლინსკი, როცა ირანის შინაურ მდგომარეობას ეხებოდა, წერდა: «Думаю, что сия корона к последнему разорению приходит, если не обновится другим шахом, не только от неприятелей, и от своих бунтовщиков оборониться не могут, и уж мало мест осталось, где бы не было бунта; одна от другого все пропадают» (С. М. Соловьёв, История России с древнейших времён, Спб., изд. 3, кн. 4, т. XVIII, стр. 665).

წინააღმდეგობა ფეოდალებსა და გლეხობას, აგრეთვე დაპყრობილ ხალხებსა და სეფევიდებს შორის XVIII ს. დასაწყისისათვის უაღრესად გამწვავდა. ქვეყნის რიგ რაიონებში სისტემატიურად მძვინვარებდა აჯანყებანი. მაგალითად, 1716-1717 წწ. დიდ აჯანყებებს ჰქონდა ადგილი თავრიზისა და ყაზვინის ოლქებში, რომელთა შესახებ მოკლედ გვტყობინებს ა. ვოლინსკი.

განსაკუთრებით ფართო ხასიათი მიიღო დაპყრობილ ხალხთა აჯანყებებმა, რომლებიც ჩვულებრივ შიიზმისაგან სუნზმის დაცვის იდეოლოგიური დროშის ქვეშ მიმდინარეობდნენ.

1711 წ. დაიწყო აჯანყება დაღესტნში და აზერბაიჯანის ჩრდილოეთ რაიონებში. 1717 წ. არაბებმა აიღეს სპარსეთის ყურის რიგი კუნძულები და მოაწყვეს თავდასხმები ირანის სანაპიროებზე. უზბეკებმა აიღეს ხორასანი, ხოლო ქურთები ჰამადანის რაიონს დაეუფლნენ.

სამეფო დინასტიისათვის განსაკუთრებით დამღუპველი გამოდგა ავღანელთა აჯანყება. 

ყანდაგარში ირანელების მიერ შემოღებული მაღალი გადასახადები ავღანელებში დამპყრობლებისადმი სიძულვილს აღვივებდა. ძლიერი და მრავალრიცხოვანი ავღანელი ტომის – ჰილზაების დიდებულებმა მირ-ვეისის ხელმძღვანელობით (რომელიც ტომის ბელადი და ყანდაგარის კალანტარი იყო) გადაწყვიტეს ესარგებლათ ხალხის მასების უკმაყოფილებით და მოეხდინათ აჯანყება. მაგრამ ყანდაგარის ბეგლარბეგმა გურჯი-ხანმა (ქართლის მეფე გიორგი XI) დაასწრო მათ. მისი ბრძანებით მირ-ვეისი გააგზავნეს ისპაჰანში, სადაც იგი შაჰის კარზე ჰყავდათ, როგორც ძვირფასი ტყვე. მაგრამ მოხერხებული მირ-ვეისი გაეცნო შაჰის კარზე გამეფებულ სიტუაციას, შესძლო ჰუსეინის გულის მონადირება (ჰანვეის ცნობით, სამეფო კარის მოხელეთა მოსყიდვა მირ-ვეისს 30 ათასი თუმანი დაუჯდა. იხ. Hanway, დასახელებული წიგნი, vol. II, p. 132). იგი აეჭვებდა შაჰს გიორგის ერთგულებაში, მოაგონებდა მას, რომ გიორგი საქართველოში ყოფნისას ირანს ებრძოდა და თავის გამოძევებას ყანდაგარიდან ხსნიდა გიორგის ცდით – განთავისუფლებულიყო შაჰის ერთგული კაცის მეთვალყურეობისაგან. მირ-ვეისი ყოველნაირად იყენებდა მთავარი ვეზირისა და მისი პარტიის მტრობას გიორგისადმი. ბოლოს და ბოლოს, 1708 წ. მან მოახერხა მექაში წასვლა, ვითომც სალოცავად, სინამდვილეში კი მიზნად ისახავდა ირანთან ბრძოლას და თურქეთთან საიდუმლო შეთანხმების დადებას. მირ-ვეისი დაბრუნდა ჯერ ისპაჰანში (ირანის სამეფო კარის სიფხიზლის მოსადუნებლად), ხოლო შემდეგ – თავის სამშობლოში. 1709 წ. მან ვერაგულად მოკლა გიორგი XI, დაიკავა ყანდაგარი და ფაქტიურად დამოუკიდებელ მმართველად იქცა. ირანის ცდები ხელმეორედ დაუფლებოდა ყანდაგარს, უნაყოფო იყო. 

1715 წ. მირ-ვეისის მემკვიდრე გახდა მისი ძმა მირ-აბდოლა, მაგრამ იგი 1717 წ. მოკლა მირ-მაჰმუდმა, მირ-ვეისის შვილმა. მირ-მაჰმუდის დროშის ქვეშ გაერთიანდნენ მრავალი ავღანელი ტომის წინამძღოლები. 1720 წ. ისინი შეესიენ ირანს. 1721 წ. ბოლოს მირ-მაჰმუდი მეორედ შეესია ირანს. ამჯერად მისი ლაშქარი თვით ირანის დედაქალაქამდე – ისპაჰანამდე მივიდა.

1722 წ. 8 მარტს მირ-მაჰმუდმა გულნაბადთან გაანადგურა ირანის ჯარი და დაიწყო ისპაჰანისათვის ალყის შემორტყმა. ხანგრძლივი ალყის შემდეგ 1722 წ. 12 ოქტომბერს შაჰი ჰუსეინი დანებდა მირ-მაჰმუდს. დედაქალაქიდან მხოლოდ ტახტის მემკვიდრემ, ჰუსეინის ძემ თამაზმა მოახერხა გაქცევა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ირანის შაჰის წინაამდეგ მირ-ვეისის შეთქმულების შესახებ თურქეთმა იცოდა და შეგნებულად უჭერდა მხარს ავრანელთა აჯანყებას. იგი მაშინვე შეეცადა ირანში შექმნილი მდგომარეობით ესარგებლა და თავისი სამფლობელოები გაეფართოებინა.

რუსეთის ელჩი კონსტანტინოპოლში ალექსი დაშკოვი 1720 წ. 17 დეკემბერს იწერებოდა: «Доношу, что есть ведомости подлинныя у здешняго двора, что туркменя или туркоманя от тамерланова или темираксанова колена татары... собирався многолюдством нечаянно учинили нападение на персицскую землю и побрали уже некоторыя крепости... и здесь так разсуждают, каким то ни будь образом зделано, однакож чают, что Порта будет ис того иметь себе прибыль от персицкой земли о чём научит время» (რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივი, ფ. რუსეთის ურთიერთობა თურქეთთან, 1720 წ., საქმე # 4, ფურც. 175-176).

ამას გარდა, 1722 წ. 8 თებერვალს რუსეთის რეზიდენტი კონსტანტინოპოლში ი. ნეპლიუევი იტყობინებოდა, რომ თურქთი ხედავდა ირანის სისუსტეს და მიზნად ისახავდა «აეყვანა პროტექტორატის ქვეშ დაუდ-ბეგისა და სურხაის ლეკები» და რომ თურქები ამას უმალავენ ირანის ელჩს, რომელიც კონსტანტინოპოლში იმყოფება (იქვე, 1722 წ., საქმე # 6, ნაწ. I, ფურც. 30). დამახასიათებელია ის გარემოება, რომ ირანის ელჩის წინადადება აჯანყებული ავღანელებისა და ლეკების წინააღმდეგ თავდაცვითი და შეტევითი კავშირის შესახებ თურქეთმა გადაჭრით უარყო იმ მოტივით, რომ აჯანყებულები ერთმორწმუნენი (ე. ი. სუნიტები) არიან და ამიტომ თურქეთს არ შეუძლია მათ წინააღმდეგ გალაშქრება (იქვე, ფურც. 72-73). ი. ნეპლიუევის 1722 წ. 8 მარტის საიდუმლო რელაციაში ნათქვამი იყო: «8 числа была у Порты консилия, где были и муфты и после той консилии учинили от Порты оным перским ребелям письменное ответствие... в том ответном письме асикуровали их ребелов, чтоб они с Персиею в своих делах исправлялись без опасения, понеже перскому королю от Порты вспоможения не будет» (რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივი, ფ. რუსეთის ურთიერთობა თურქეთთან, 1722 წ., საქმე # 6, ნაწ. I, ფურც. 72-73).

თურქეთის მიერ ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდების განზრახვის შესახებ არის ცნობა აგრეთვე ნეპლიუევის 1722 წ. 9 მაისის მოწერილობაშიც, ხოლო პეტრე I-ის საპასუხო რესკრიპტში ნათქვამია: «Понеже по содержанию вышеозначенных последних твоих реляций и по словам и по объявлению тебе французского посла довольно видно, что турки нынешними замещаниями в Персии пользоваться и из владения персицкого нечто себе присовокупить намерены, того ради надлежит тебе на их турецкие поступки в тех делах прилежно смотреть, и о подлинном их намерении всякими образы проведывать, и нам о том по часту доносить» (იქვე, საქმე # 4, ფურც. 41).

თურქეთი, რომელიც უარს ეუბნებოდა დახმარებაზე ირანის შაჰს მირ-მაჰმუდთან ბრძოლაში, ცდილობდა ეს უკანასკნელი თავის ქვეშევრდომად გაეხადა. ი. ნეპლიუევი 1722 წ. 18 ივნისს იტყობინებოდა, რომ თურქებმა გადაწყვიტეს დაკავშირებოდნენ მირ-მაჰმუდს, რათა მას ეცნო თურქეთის სულთანის უმაღლესი უფლება: «чтоб он... признал салтана турского себе за импертора (яко закон их повелевает быть одному императору) и пошёл бы под протекцию к Порте на таких привилегиях, как хан крымский и татары. При таком случае Порта не будет в его прогрессах препятствия чинить, чтоб ему всею Персиею владеть. А ежели он похочет (против закону) быть индипендующим от Порты, при таком случае Порта признает его за законного ребеля и меры свои воспримет к войне, однако весьма де велено с ним сперва ласкою трактовать и уговаривать по их закону» (იქვე, საქმე # 6, ნაწ. I, ფურც. 156).

პირველ რიგში თურქები კავკასიაში თავიანთი უფლებების გაფართოებისკენ ისწრაფოდნენ. ამ მიზნით მათ დაიწყეს აქტიური მოქმედება ყაბარდოში, დაღესტანსა და აზერბაიჯანში. აქ თურქეთის აგენტებად გამოვიდნენ ოსმალთა მიერ მოსყიდული ცალკეული ადგილობრივი ფეოდალები.

1722 წლისათვის ლეკთა ანტიირანული მოძრაობის ხელმძღვანელთა თურქულმა ორიენტაციამ რეალური გახადა კასპიისპირეთში თურქეთის დამკვიდრების შესაძლებლობა, რაც აშკარად ეწინააღმდეგებოდა რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს. 

კასპიისპირა პროვინციების დაუფლების შემდეგ თურქეთი შეძლებდა ამ ტერიტორიაზე რუსეთის ვაჭრობისათვის ხელის შეშლას. ცნობილია, რომ თურქეთი ირანული აბრეშუმის რუსეთში შეტანის აშკარა მოწინააღმდეგე იყო, რადგან იგი დაინტერესებული იყო აბრეშუმის თურქეთის გზით ევროპაში გატანით. პეტრე I-ის ელჩი ხივასა და ბუხარაში ბენევენი 1721 წ. ისპაჰანში გზად გავლისას წერდა: «султан... претендует от Шаха, дабы весь Гилянский шолк везен был в его область, а не через Каспийское море в Россию, понеже оттоле во всю немецкую землю рассылается» (А. Н. Попов, Сношения России с Хивою, Спб., 1853, стр. 129).

კასპიისპირეთში თურქეთის დამკვიდრება საფრთხეს უქმნიდა აგრეთვე რუსეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრებს, რასაც სავსებით სამართლიანად მიუთითებს ვ. პ. ლისცოვი (ამის დამტკიცებას ვ. პ. ლისცოვი თავისი წიგნის მეორე ნაწილის პირველ თავს მიუძღვნის. იხ. გვ. 91-164). იგი აღნიშნავს რუსეთის საზღვრების სისუსტეს სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან, რაც რიგი არახელსაყრელი პირობებით იყო გამოწვეული. ვ. პ. ლისცოვის აზრით, ეს დაკავშირებული იყო საზღვრების მოხაზულობასა, ადგილმდებარეობის ხასიათსა, სიმაგრეთა უქონლობასა და ეთნიკურ თავისებურებებთან (იქვე, გვ. 91).

მაგრამ, სამწუხაროდ, ვ. ლისცოვი კმაყოფილდება იმ დასკვნით, რომ კასპიისპირეთში თურქეთის დამკვიდრება საფრთხეს უქმნიდა რუსეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრებს, და არ მიუთითებს, რომ ეს აგრეთვე რუსეთის ეკონომიურ ინტერესებსაც ეწინააღმდეგებოდა; ამ ფაქტს კი არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში პეტრე I-ს შეეძლო დაკმაყოფილებულიყო მხოლოდ თავდაცვითი ნაგებობების აშენებით, ზურგის განმტკიცებითა და სხვა ღონისძიებების გატარებით, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრებს გაამაგრებდა. მაგრამ ეს ეჭვის ქვეშ დააყენებდა რუსეთის ეკონომიური ინტერესების უზრუნველყოფის საკითხს და დაასუსტებდა მის პოზიციებს კავკასიაში.

ამრიგად, კასპიისპირეთში თურქეთის გაბატონება საფრთხეს უქმნიდა რუსეთს:

ა). აღმოსავლეთში ვაჭრობის ჩაშლით;
ბ). კავკასიაში პოლიტიკური და სტრატეგიული პოზიციების დასუსტებით;
გ). სამხრეთ-აღმოსავლეთის სუსტად დაცულ საზღვრებზე თავდასხმებით.

ამიტომ კასპიისპირეთში თურქეთის გაბატონებისათვის ხელის შეშლა რუსეთისათვის დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფო საკითხი იყო. ამ საკითხის გადაჭრა კი შეიძლებოდა მხოლოდ რუსეთის ჯარების მიერ აღნიშნული ტერიტორიის დაკავებით, მისი რუსეთის სრულ მფლობელობაში გადასვლით. ამ განზრახვის სისრულეში მოსაყვანად რიგი ხელსაყრელი პირობები არსებობდა.

ჯერ-ერთი, ირანში შექმნილი მდგომარეობის გამო პეტრე I-ს შეეძლო შეეერთებინა კასპიისპირა პროვინციები ისე, რომ ირანთან მშვიდობა არ დაერღვია.

მეორე, საქართველოსა და სომხეთის სახით რუსეთს საიმედო მოკავშირეები ჰყავდა.

და ბოლოს, 1721 წ. ჩრდილოეთის ომი გამარჯვებით დამთავრდა. ნიშტადტის ზავი პეტრე I-ს ხელ-ფეხს უხსნიდა და კასპიისპირეთში საომარი მოქმედების დაწყების შესაძლებლობას იძლეოდა.

ყოველივე ამასთან ერთად, რუსეთს საომარი მოქმედების დასაწყებად დამაჯერებელი საბაბი ჰქონდა – 1721 წ. 7 აგვისტოს შამახიაში რუსი ვაჭრების გაძარცვა. 

ზემოთქმულიდან ნათელია, რომ რუსეთის ეკონომიური და სამხედრო-პოლიტიკური ინტერესების ერთობლიობამ აიძულა პეტრე I 1722 წ. გადაედგა გადამწყვეტი ნაბიჯი კასპიის ზღვის დასავლეთი და სამხრეთი სანაპიროების შესაერთებლად.

პეტრე I-ის პოლიტიკა აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართ, კერძოდ, ირანისა და ამიერკავკასიის მიმართ, არ იყო რუსეთის საგარეო პოლიტიკაში ახალი რამ.

ჯერ კიდევ ივანე IV დიდ ყურადღებას აქცევდა აღმოსავლეთთან ვაჭრობის განვითარებას. მას სურდა რუსეთი გამხდარიყო შუამავალი აბრეშუმით ვაჭრობის საქმეში აღმოსავლეთის ქვეყნებსა (ამიერკავკასია, ირანი და ინდოეთი) და ევროპას შორის. XVI ს. მეორე ნახევრის დასაწყისში ივანე IV-მ ყაზანისა და ასტრახანის სახანოების დაპყრობის შემდეგ ხელში ჩაიგდო ირანთან ვაჭრობის მთავარი არტერია. სწორედ ამ დროიდან მოსკოვის სახელმწიფოს პოლიტიკის დღის წესრიგში დადგა კავკასიის საკითხიც. ამიერიდან (უმთავრესად კი XVII საუკუნეში) რუსეთის სახელმწიფო იწყებს ამიერკავკასიაში ეკონომიურ და პოლიტიკურ დაზვერვას (დაწვრილებით იხ. М. А. Полиевктов, Экономические и политические разведки Московского государства в XVII в на Кавказе, Тифлис, 1932 г.). მეფე ალექსი მიხეილის ძემაც მიიღო ზომები რუსეთ-ირანის ვაჭრობის გასაფართოებლად. იგი ცდილობდა, რომ რუსეთი გამხდარიყო შუამავალი ირანსა და ევროპას შორის ვაჭრობაში (XVII ს. რუსეთ-ირანის ვაჭრობის შესახებ დაწვრილებით იხ. Е. С. Завакин, Персидский вопрос в русско-европейских отношениях XVII в. Исторические записки, т. 8, 1940 г., стр. 129-162).

ამრიგად, აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართ პეტრე I-ის პოლიტიკა რუსეთის XVI-XVII სს. საგარეო პოლიტიკის ბუნებრივი გაგრძელება იყო. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ პეტრემ რუსეთის მეფეთა შორის პირველმა გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი აღმოსვლეთის ქვეყნებთან რუსეთის ვაჭრობის განვითრებისთვის და ამიერკავკასიაში გაბატონების საქმეში დასახული მიზნების გადასაჭრელად. ფ. ენგელსი პეტრე I-ის საგარეო პოლიტიკას ნათლად და სხარტად ახასიათებს: «Этот действительно великий человек... первый вполне оценил изумительно благоприятную для России ситуацию в Европе. Он ясно увидел, наметил и начал осуществлять основные линии русской политики... по отношению к Швеции, Турции, Персии, Польши».

ამრიგად, პეტრე I-ს, რომელიც რუსეთის მემამულეთა და ახლად გაჩენილ ვაჭართა კლასის ინტერესებიდან გამოდიოდა, აუცილებლად მიაჩნდა კასპიის ზღვის დასავლეთი სანაპიროების რუსეთთან შეერთება, რაც თავის მხრივ, უფრო ამტკიცებდა ქვეყნის პოზიციებს ბალტიის ზღვის სანაპიროებზე.

სამეცნიერო ლიტერატურაში ამ ლაშქრობის სახელწოდებად მიღებულია «სპარსეთის ლაშქრობა» («Персидский поход»). ასე უწოდებდა ამ ლაშქრობას თვით პეტრე I, რადგან სამხედრო მომედებების დაწყების საბაბი იყო დასჯა ირანის შაჰის წინააღმდეგ აჯანყებული ლეკი მმართველებისა, რომელთაც შამახიაში გაძარცვეს რუსი ვაჭრები. პეტრე I-ს არც შეეძლო სხვანაირად ეწოდებინა ამ ლაშქრობისათვის: იმ ხანებში დაღესტნისა და ჩრდილოეთ აზერბაიჯანის ტერიტორიას, რომელიც ირანის ბატონობის ქვეშ იმყოფებოდა, აგრეთვე «სპარსეთს» უწოდებდნენ.

სახელწოდება «სპარსეთის ლაშქრობა» დღევანდლამდე შემორჩა სამეცნიერო ლიტერატურას. ჩვენი აზრით, უკეთესია შეიცვალოს ლაშქრობის სახელწოდება ისე, რომ მან ასახოს მისი ნამდვილი დანიშნულება. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ რუსეთის მიზანი იყო პირველ რიგში ფეხი მოეკიდა კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროებზე და დაეკავებინა მთავარი სანავსადგურო ქალაქები. ამას ადასტურებს თვით პეტრე I, როცა ლაშქრობის დაწყებამდე, 1722 წ. 25 ივნისს, თავის კონსულს ირანში ს. ავრამოვს სწერდა: «1. Зело б нарядно, чтобы ты добился старого шаха видеть. Ежели иного на его место не выбрали и не утвердился оной новый шах или правление ныне без шаха, а ежели его в животе нет, или новый утвердился, и нельзя старому быть шахом, то новому шаху також ежели никакого шаха нет, то предлагать кого сыщешь по силе кредита нижеписанное.

2. Что мы идём к Шемахе не для войны с Персиею, но для искоренения бунтовщиков, которые нам обиду сделали. И ежели им при сем крайнем из разорении надобна помощь, то мы готовы им помогать и очистить от всех их неприятелей и паки утвердить постоянное владение персидское, ежели они нам уступят за то некоторые по Каспийскому морю лежащия провинции, понеже ведаем, что ежели в сей слабости останутца и сего предложения не примут, то турки не оставят всею Персиею завладеть, что нам противно не желаем не только им, ни себе оную владеть. Однакож не имея с ними объязательства, за них вступитца не можем, не токмо по морю лежащия земли обретем, ибо турок тут допустить не можем, и ежели им то угодно будет, чтоб немедленно прислали к нам посла своего (с полною мочью, с кем о том договоритца), где мы будем обретатца у Каспийского моря. Сие всё внушим им гораздо. Ещё же и сие им предложи, ежели сие вышеписанное не примут, какая им польза может быть, когда турки ступят в Персию, тогда нам крайная нужда будет, береги по Каспийскому морю овладеть понеже, как выше писано, турков тут допустить нам невозможно, и так они, – пожалея части, потеряют всё государство» (ძველი აქტების ცენტრალური სახელმწიფო არქივი, ფ. პეტრე პირველის კაბინეტი, I განყოფ., წიგნი 30, ფურც 151).

ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ პეტრე I ამიერკავკასიაში მხოლოდ კასპიის ზღვის სანაპიროთი დაკმაყოფილდებოდა. უდავოა, ხელსყრელ პირობებში იგი არ დააყოვნებდა გაევრცელებინა თავისი უფლება უფრო დიდ ტერიტორიაზე, ვიდრე კასპიისპირეთი იყო. მაგრამ იგი ითვალისწინებდა მდგომარეობის სირთულეს და ცდილობდა განეხორციელებინა მხოლოდ უახლოესი მთავარი ამოცანა – დაუფლებოდა კასპიის ზღვის სანაპიროს, რომელიც თავის მხრივ შემდეგში ხელს შეუწყობდა ამიერკავკასიაში ფეხის მოკიდებას. ამიტომ, ჩვენი აზრით, უკეთესი ინებოდა აღნიშნული ლაშქრობისათვის გვეწოდებინა «რუსეთის ჯარების ლაშქრობა კასპიისპირეთში 1722-1723 წლებში».


საქართველოს მდგომარეობა XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში 

XVIII ს. დასაწყისში საქართველო წარმოადგენდა ფეოდალურ-ბატონყმურ ქვეყანას, დაქუცმაცებულს ცალკეულ სამეფო-სამთავროებად. მიუხედავად იმისა, რომ ქართული სამეფო-სამთავროები ძირითადად ერთნაირ მდგომარეობაში იყვნენ, მათ ეკონომიურ და პოლიტიკურ განვითარებას ჰქონდა თავისებურებები, რომლებიც გამოწვეული იყო კონკრეტული საშინაო და საგარეო მდგომარეობით. ასე, მაგალითად, XVI ს. დასასრულსა და XVII ს. დასაწყისში ეკონომიური მდგომარეობის მიხედვით კახეთი ყველა სხვა სამეფო-სამთავროზე წინ იდგა, ხოლო XVIII ს. დასაწყისში ქართლი დაწინაურდა.

ქვეყნის პოლიტიკური დაქუცმაცებულობა საქართველოს სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობით იყო განპირობებული.

საქართველოს სოციალურ-ეკონომიური განვითარების ერთერთ შემაფერხებელ მიზეზს წარმოადგენდა XIII-XV საუკუნეებში მტრის გამანადგურებელი შემოსევები, ხოლო XVI-XVIII საუკუნებში – თურქი და ირანელი აგრესორების ბატონობა, რომელნიც ფეოდალიზმის განვითარების უფრო დაბალ საფეხურზე იდგნენ, ვიდრე საქართველო.

კ. მარქსი და ფ. ენგელსი არაერთხელ უსვამდნენ ხაზს იმ გარემოებას, რომ ბარბაროსული ელემენტები იწვევენ ქვეყნის საწარმოო ძალების განადგურებას: «... достаточно простых случайностей, вроде вторжений варварских народов или даже обыкновенных войн, чтобы довести какую-нибудь страну с развитыми производительными силами и потребностями до необходимости начинать всё сначала». ანდა კიდევ: «თავისთავად ცხადია, რომ ყოველთვის, როცა დამპყრობლად ნაკლებ კულტურული ხალხი გამოდის, ეკონომიური განვითარება ფერხდება, ხოლო საწარმოო ძალები ნადგურდება».

XVI საუკუნიდან საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ორი აგრესორის – ირანისა და თურქეთის დაუნდობელი ბრძოლის ობიექტად და ასპარეზად იქცნენ. ეს სახელმწიფოები ცდილობდნენ ხელში ჩაეგდოთ ამიერკავკასია და დაემორჩილებინათ აქ მცხოვრები ხალხები. XVI ს. შუა ხანებში აგრესორებმა გაიყვეს ამიერკავკასიის ტერიტორია. 1555 წ. ირან-თურქეთის შეთანხმების საფუძველზე ქართლი, კახეთი და სამცხე-საათაბაგოს დიდი ნაწილი ირანის ხელში გადავიდა, ხოლო იმერეთის სამეფო, გურიისა და სამეგრელოს სამთავროები თურქეთს ხვდა წილად.

მაგრამ თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხი არ ურიგდებოდა დამპყრობელთა ბატონობას და მამაცურად იბრძოდა თავისუფლებისათვის. ამიტომ როცა ირანელმა და თურქმა აგრესორებმა საქართველოს დანაწილების საქმეში შეთანხმებას მიაღწიეს, თავდაპირველად ერთობლივადაც კი მოქმედებდნენ და ქვეყნის დამორჩილებაში ურთერთს დახმარებასაც უწევდნენ.

1578 წ. თურქებმა ისარგებლეს ირანში შექმნილი არეულობით და შეუდგნენ აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობას.

1590 წ. ირანსა და თურქეთს შორის ახალი ზავი დაიდო, რომლის მიხედვითაც ირანი აღიარებდა თურეთის უფლებებს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ. 

1602 წ. ირანმა განაახლა თურქეთთან ომი და ცდილობდა აღედგინა 1555 წლის საზღვრები. 1612 წ. აგრესორებმა კვლავ დადეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თურქეთი თანახმა იყო აღდგენილიყო ირან-თურქეთის ძველი, 1555 წლის საზღვრები, ხოლო ირანი ვალდებულებას კისრულობდა ყოველწლიურად გაეგზავნა თურქეთში 200 საპალნე აბრეშუმი. მაგრამ არც ერთ მხარეს არ შეუსრულებია ნაკისრი ვალდებულება და არ შეუწყვეტია ბრძოლა.

1618 წ. და 1639 წ. დამპყრობლებმა ხელახლა გაიყვეს ამიერკავკასიის ტერიტორია ისე, რომ XVIII საუკუნისათვის დასავლეთი საქართველო (იმერეთის სამეფო, გურიის, სამეგრელოსა და აფხაზეთის სამთავროები), სამხრეთი საქართველო და დასავლეთი სომხეთი თურქეთს ერგო, ხოლო აღმოსავლეთი საქართველო (ქართლი, კახეთი), აღმოსავლეთი სომხეთის ნაწილი, აზერბაიჯანი და დაღესტანი – ირანს (სომხეთსა და აზერბაიჯანში ირანმა შექმნა თავისი საბეგლარბეგოები და სახანოები).

აგრესორები ცდილობდნენ ამიერკავკასიაში თავიანთი ძალაუფლების დამყარებას და ნათლად გრძნობდნენ, რომ ურთიერთ შორის შეთანხმების დადება ჯერ კიდევ არ ნიშნავს ამ მხარეში გაბატონებას, რადგან ამიერკავკასიის ხალხები განუწყვეტლივ იბრძოდნენ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. ამიტომაც თურქმა და ირანელმა დამპყრობლებმა თავიანთი რეალური ძალაუფლების დასამყარებლად გადაწყვიტეს ძალადობის ყველაზე უფრო ბარბაროსული ხერხებისათვის მიემართათ. მოსახლეობის ფიზიკური განადგურება, სამშობლოდან ხალხის მასობრივი გადასახლება, ქალაქებისა და სოფლების იავარქმნა, ბაღ-ვენახების გაჩეხვა, კულტურის ძეგლების განადგურება, უცხო წესები, ზნე-ჩვეულებებისა და რელიგიის ძალით თავს მოხვევა, რომ არაფერი ითქვას მძიმე ხარკზე, რომელსაც ადებდნენ დაპყრობილ ქვეყნებს, – აი ის საშუალებანი, რომლითაც აგრესირები ამიერკავკასიის დამორჩილებას ლამობდნენ.

XVI-XVIII სს. საქართველოს ისტორია ფიზიკური არსებობისათვის ქართველი ხალხის გმირული ბრძოლის ისტორიაა. მტრის განუწყვეტელ დამანგრეველ შემოსევებს დაშლისაკენ მიჰყავდა ქვეყნის საწარმოო ძალები და ფეოდალურ დაქუცმაცებულობას უწყობდა ხელს, რადგან დამპყრობლები ცენტრალური ხელისუფლების დასასუსტებლად აღვივებდნენ ფეოდალთა შორის შუღლს და ამით ცდილობდნენ შიგნიდან გაეტეხათ საქართველოს ძალები. მათ მიერ წაქეზებული ფეოდალები ქართველი მეფეებისათვის ხელშეუხებელნი ხდებოდნენ და ამით ემსახურებოდნენ სამშობლოში დამპყრობელთა ძალაუფლების განმტკიცებას.

ყოველივე ამის გამო საქართველოში შეუძლებელი იყო სათანადოდ განვითარებულიყო საწარმოო ძალები. შეუზღუდველად ბატონობდა კარჩაკეტილი ნატურალური მეურნეობა, რაც ხელს უშლიდა ახალი სოციალური ფენის ჩასახვას, რომელიც დინტერესებული იქნებოდა ეკონომიური და სახელმწიფოებრივი ერთიანობით და რომელსაც დაეყრდნობოდა ცენტრალური ხელისუფლება. 

ქვეყნის სოციალურ-ეკონომიური ჩამორჩენილობის ნათელ მაგალითს იძლევა სათავადოების სისტემის* გამარჯვება (ამ საკითხზე იხ. ნ. ბერძენიშვილი, Очерк из истории развития феодальных отношений в Грузии /XIII-XVI вв./, Тбилиси, 1938; დ. გვრიტიშვილი, ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობების ისტორიიდან, სახელგამი, 1955), რომელიც საბოლოოდ XV ს. დასასრულს ჩამოყალიბდა და იარსება საქართველოს რუსეთთან შეერთებამდე.

ამრიგად, საქართველოში ცენტრიდანულმა ძალებმა გაიმარჯვეს. ეს იყო პროგრესის დამუხრუჭება, ფეოდალური რეაქციის გამარჯვება, რომლის ნაყოფს საქართველოს პოლიტიკური დაქუცმაცება წარმოადგენდა.

მაგრამ საქართველოში არ შეწყვეტილა ბრძოლა ფეოდალური დაქუცმაცებულობის წინააღმდეგ და საქართველოს სახელმწიფოებრივი ერთიანობის აღსადგენად. 

საქართველოს მოწინავე მოღვაწეებს კარგად ესმოდათ, რომ ფეოდალების თვითნებობას ქვეყნისათვის დიდი ვნება მოჰქონდა. ასე მაგალითად, ყანჩაეთის «ჟამგულანი» შეიცავს XVIII ს. პირველი ნახევრის მინაწერს, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ფეოდლთა შორის ქიშპობას საქრთველოსათვის დიდი ზიანი მოაქვსო. მინაწერში ნათქვამია:

«მუხრანის ბატონი, არაგვის ერისთავი, ქსნის ერისთავი, ამილახვარი – ესენიც ერთმანეთის მტერნი და მოქიშპენი იყვნენ, არც ერთმანეთს ასვენებდნენ და არც ქვეყანას; და ამით მტერმა უფრო ძალა წამოატანა და დაჩაგრა, თორემ, თუ ამათ ერთი პირი ჰქონებოდათ, ვერცარას უზამდენ, ვერცარას სხვა მტერი წაართმევდათ რასმე. ამათი საქმე ნიადაგ ასე ერთმანეთის მესისხლეობით გათავებულა და წამხდარა, მაგრამ ამ საქმეს არც მოკლებიან და არც მოუშლიათ» (Е. Такаишвили, Канчаветский «Жам-гулани» и исторические приписки его кинклоса. Сборник материалов для описания местности и племён Кавказа, вып. XXIX, 1901, стр. 135-136).

დავით გურამიშვილი ასე ახასიათებდა ფეოდალთა შორის გაშლილ ბრძოლას (დავით გურამიშვილი, დავითიანი, თბილისი, 1955, გვ. 50,52):

«თურქი, სპარსი, ლეკი, ოსი, ჩერქეზ, ღლიღვი, დიდო, ქისტი
სრულად ქართლის მტერნი იყვნენ, ყველამ წაკრა თითო ქიშტი,
მერმე შინათ აიშალნენ, ძმამ მოუდვა ძმასა ყისტი;
თავის თავსა ჴმალი იცეს, გულთა მოიხვედრეს ხიშტი.

კახელების აღმა ჴნული ქართველებმა დაღმა ფარცხეს,
უწინდელი გათხუნვილი დარჩათ კაბდო, აღარ გარცხეს;
ძმამ ძმას სახრე გარდუჭირა, მტერთ კობალი თავში დასცხეს!
ორნივ ერთად შეხრინკულნი დასცეს ქვეყნად, დაანარცხეს!

უკუღმართად ჴვნა და ფარცხვამ ეს ნაყოფი გამოიღო:
მოგვითხარა ქართლ-კახეთი, ძირ-ფესვიან ამოიღო!»

გამოჩენილი ქართველი პოეტი და მოაზროვნე არჩილი (1647-1713 წწ.) თავის ნაწარმოებებში მკაფიოდ გვიხატავს საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობას, ლაპარაკობს განუწყვეტელ ფეოდალურ ომებსა და გაბატონებული კლასის მორალურ გახრწნაზე. პოეტი ხოტბას ასხამს სამშობლოს ერთგულ გმირებს და ქადაგებს ერთმპყრობელური ძლიერი სახელმწიფოს შექმნას (იხ. არჩილიანი, თბ., 1937, ტ. II, გვ. 78, 114, 125). ფეოდალური საქართველოს პროგრესული სახელმწიფო მოღვაწეები განუწყვეტლივ იბრძოდნენ შინაგანი რეაქციული ძალებისა და გარეშე მტრების წინააღმდეგ. ისინი იბრძოდნენ საქართველოს «გამოხსნა-აღდგომისათვის» და «გამოხსნის» ქვეშ გულისხმობდნენ თავისი ქვეყნის დახსნას ირანულ-თურქული აგრესიისაგან, ხოლო «აღდგომის» ქვეშ – ცალკეულ სამეფო-სამთავროთა გაუქმებას, საქართველოს ტერიტორიულ აღდგენას, მის პოლიტიკურ გაძლიერებას.

ამრიგად, საქართველოს ფეოდალური საზოგადოების მოწინავე ნაწილს ესმოდა, რომ ქვეყნის პროგრესულ განვითარებას ამუხრუჭებდა ფეოდალთა თვითნებობა და უცხოელ დამპყრობთა ბატონობა. ეს ორი რეაქციული ძალა მხარში ედგა ერთმანეთს. მაგრამ კონკრეტული პირობების გამო ქართველ ხალხს არ შეეძლო ერთდროულად ეწარმოებინა ბრძოლა შინაგან რეაქციულ ძალებთანაც და გარეშე მტრებთანაც.

საქართველოს პროგრესული სახელმწიფო მოღვაწენი აწარმოებდნენ ბრძოლას ურჩი თავადებისა და გარეშე მტრების წინააღმდეგ, მოხერხებულად იყენებდნენ თვით ირანსა და თურქეთს შორის წარმოქმნილ წინააღმდეგობებს, აგრეთვე შინაგან განხეთქილებებს ამ სახელმწიფოებში. იყენებდნენ აგრეთვე ამიერკავკასიის მოძმე ხალხთა ბრძოლას დამპყრობლების წინააღმდეგ. მაგრამ ყველაფერი ეს საქართველოს ეკონომიური დაქუცმაცებულობის გამო საკმარისი არ იყო მტერზე გადამწყვეტი და საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად. აუცილებელი იყო საიმედო და ძლიერი მოკავშირე, რომელიც დაინტერესებული იქნებოდა საქართველოს მტრებთან ბრძოლით და შეძლებდა მის დახმარებას. საქართველოს მოწინავე პოლიტიკურ მოღვაწეებს კარგად ესმოდათ ეს და ამიტომ განუწყვეტლივ ეძებდნენ მოკავშირეს.

საქართველო არა ერთხელ ცდილა მიეღო დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების დახმარება. ამ მიზნით ქართველი პოლიტიკოსები მოლაპარაკებას აწარმოებდნენ რომის პაპთან, ესპანეთთან, საფრანგეთთან, მაგრამ ეს სახელმწიფოები იმედებს არ ამართლებდნენ. ამ მოლაპარაკებათა მსვლელობაში გამოირკვა, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნები სრულებითაც არ იყვნენ დაინტერესებული ირანისა და თურქეთის კლანჭებიდან საქართველოს გამოხსნით (იხ. ვ. გაბაშვილი, ქართული დიპლომატიის ისტორიიდან, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნ. 31, თბილისი, 1954 წ.). პირიქით, მათთვის ხელსაყრელი იყო ამიერკავკასიაში არსებული მდგომარეობის შენარჩუნება. მათ სურდათ გამოენახათ საერთო ენა თურქეთისა და ირანის მთავრობებთან და ამით მიეღწიათ აღმოსავლეთში სავაჭრო შეღავათებისათვის. საქართველო მხოლოდ რუსეთში ხედავდა ნამდვილ მოკავშირეს, რადგანაც ეს უკანასკნელი მეტად დაინტერესებული იყო თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლით და ეძებდა მოკავშირეებს კავკასიის ხალხთა შორის. თავის მხრივ საქართველოს პროგრესული პოლიტიკური მოღვაწეები ბეჯითად მისწრაფოდნენ რუსეთ-საქართველოს კავშირისაკენ.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს.

ჯერ კიდევ XI-XII სს. რუსეთისა და საქართველოს ფეოდალური საზოგადოებრიობა კარგად იცნობდა ერთმანეთს. ამაზე ნათლად მეტყველებს ისეთი ფაქტები, როგორიცაა საქართველოს მეფის დემეტრე I-ის (1125-1156 წწ.) ასულის დაქორწინება კიევის დიდ მთავარ იზიასლავზე (1154 წ.), ქართველთა მეფის თამარის მიერ (1184-1213 წწ.) ანდრია ბოგოლიუბსკი ვაჟის გიორგის საქმროდ არჩევა (1185 წ.). გარდა ამისა, ცნობილია მჭიდრო კულტურული თანამშრომლობის ფაქტებიც. მაგალითად, ქართველი ხუროთმოძღვრებისა და მხატვრების თანამონაწილეობა კიევ-პეჩორიოს მონასტრისა და ნოვგოროდის ტაძრის მოხატვასა და ვლადიმირში დიმიტრის ტაძრის აშენებაში მოწმობს ქართველი ხალხის მოწინავე წარმომადგენლების ინტერესს რუსეთისადმი, რუსებთან შრომითს თანამეგობრობას.

XIII-XIV სს. რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური და კულტურული კავშირის შემდგომ განვითარებას ხელს უშლიდა საერთო უბედურება – თათარ-მონღოლთა უღელი, რომელმაც დიდი ხნით შეაფერხა ორივე სახელმწიფოს ნორმალური განვითარება. მაგრამ XV ს. ბოლოს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მტკიცდება და ამიერიდან ხასიათდება ურთიერთშორის სამხედრო-პოლიტიკური კავშირისაკენ მისწრაფებით.

XV საუკუნისათვის რუსეთის მიწები გაერთიანებულ იქნა მოსკოვის გარშემო და შეიქმნა ძლიერი ცენტრალიზებული სახელმწიფო. ხოლო ყაზანისა და ასტრახანის დაუფლების შემდეგ მოსკოვის სახელმწიფომ ხელთ იგდო ვოლგის სანაოსნო გზა და დაიწყო კავკასიაში აქტიური მოქმედება.

საქართველოს პოლიტიკურმა მოღვაწეებმა იმთავითვე სათანადოდ შეაფასეს მოსკოვის სახელმწიფოს გაძლიერების მნიშვნელობა და სწორად განსაზღვრეს მისი სახით რეალური მოკავშირე. თავის მხრივ რუსეთი ყირიმთან და თურქეთთან ომის დროს ცდილობდა თავისი ინტერესებისთვის გამოეყენებინა რთული საერთაშორისო მდგომარეობა, რომელიც შეიქმნა კავკასიაში; რუსეთი კავკასიაში ეძებდა საიმედო მოკავშირეებს.

რუსეთის პოლიტიკური ინტერესების საქართველოს პოლიტიკურ მისწრაფებებთან დამთხვევის გამოსახულებას წარმოადგენდა XVI ს. 80-იან წლებში (1585-1589 წწ.) დადებული ხელშეკრულება რუსეთის მეფე თევდორესა და კახეთის მეფე ალექსანდრეს შორის (დაწვრილებით იხ. ნ. ბერძენიშვილი, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე. მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, თბ., 1944). საქართველოს მოწინავე მოღვაწეებმა რუსეთთან ერთად შეიმუშავეს მტრული გარემოცვის გარღვევის გეგმა, მაგრამ მაშინ ამის განხორციელერბა ვერ მოხერხდა.

ირანელი და თურქი დამპყრობლები, რომელნიც ამიერკავკასიის დამონებას ლამობდნენ, ყოველმხრივ ცდილობდნენ არ დაეშვათ საქართველოს დაახლოება რუსეთთან, რადგან ამას მოჰყვებოდა მათი აგრესიული გეგმების ჩაფუშვა. XVII საუკუნეში მათ გააძლიერეს თავიანთი ექსპანსიონისტური მოქმედება საქართველოში. მტრის შემოსევათა მსხვერპლი გახდა მრავალი ათასი ქართველი.

მტრებთან ბრძოლის ინიციატორი და ბელადი ჩვეულებრივ ქართლი იყო, რომელიც მთელი საქართველოს ძირითად ცენტრს წარმოადგენდა; მაგრამ დროდადრო, შექმნილი ვითარების მიხედვით, ქვეყნის პროგრესისათვის და მტრული გარემოცვის გარღვევისათვის გადამწყვეტი ბრძოლის ინიციატივა გადადიოდა ხოლმე სხვა ქართულ სამეფოებში, რომელნიც იმ დროისათვის ეკონომიურად და პოლიტიკურად უფრო მოწინავენი იყვნენ.

ასე მაგალითად, XVI საუკუნის ბოლოს და XVII ს. პირველ ნახევარში უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას იწყებს იმ დროისათვის ყველაზე ძლიერი კახეთის სამეფო, რომელიც ცდილობს რუსეთთან კავშირის დამყარებას.

კახეთის თავისუფლებისათვის თავგანწირულმა ბრძოლამ გაამძვინვარა ირანი შაჰი, რომელმაც სცადა საქართველოს საბოლოო განადგურება. შაჰ-აბას I-ის ბარბაროსული გეგმა მიზნად ისახავდა ქართველთა განადგურებას და ქართლ-კახეთის დასახლებას მომთაბარე თურქმანული ტომებით. მართალია, ქართველი ხალხის გმირული ბრძოლის შედეგად მტერმა ვერ შეძლო თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანა, მაგრამ ეს ძვირად დაუჯდა საქართველოს.

საქართველომ დიდი ზარალი ნახა. ეს ხანა უმაგალითო ავბედობის ხანა იყო ქართველი ერის ისტორიაში. ბარბაროსული შემოსევების შედეგად განსაკუთრებით კახეთი დაზარალდა. გაჩანაგდა აყვავებული მხარე. რუსი ელჩები, რომელნიც საქართველოში იყვნენ XVII ს. 30-იან წლებში, კახეთის შესახებ აღნიშნავდნენ: «Земля грузинская разорена, и лесом многие места заросли» (Материалы по истории грузино-русских взаимоотношений 1615-1640 гг., Тбилиси, 1937, стр. 331). მარტო შაჰ-აბასის 1616 წ. შემოსევისას კახეთმა თავისი მოსახლეობის ორი მესამედი დაკარგა. დაინგრა ქალაქები და სოფლები, განადგურდა ბაღ-ვენახები. ვახუშტის ცნობით, გრემი, შაჰ-აბასის მიერ დანგრევის შემდეგ უკვე სოფელია და არა ქალაქი. «... გრემი, რომელი ქმნეს ქალაქად ქრისტესსა ჩუჲვ, და განდგომილებისა კახთ მეპატრონეთა, და მყოფობდენ მუნ, აწცა არს შენობა და ეკლესია შეუმუსრავი. ოდეს მოაოჴრა შააბაზ, მიერით არს დაბა და აღარა ქალაქი» (ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თბილისი, 1941, გვ. 99-100).

XVIII ს. 20-იან წლებში საქართველომ გაითვალისწინა რა შუა აღმოსავლეთში შექმნილი პოლიტიკური ვითარება, მტრული გარემოცვის თავიდან აცილების მიზნით გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი რუსეთთან კავშირის დასამყარებლად. ამჯერად ბრძოლის ინიციატორად და წინამძღვრად გვევლინება ქართლი, რომელიც იმ დროს გაცილებით წინ იდგა სხვა სამეფო-სამთავროებზე, როგორც მოსახლეობის რაოდენობით, ისე სოფლის მეურნეობის, ხელოსნობისა და ვაჭრობის განვითარების დონით.

ქართლის ეკონომიური და კულტურული დაწინაურების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ XVII ს. მეორე ნახევარში ქართლში შედარებით სიმშვიდე სუფევდა. გამოცოცხლდა მისი სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, ხელოსნობა და სამოქალაქო ცხოვრება. შესამჩნევად გაიზარდა მოსახლეობის რიცხვი, აღდგა დანგრეული დაბა-ქალაქები, განადგურებული ბაღ-ვენახები.

მეორე მხრივ, ქართლის ეკონომიური გაძლიერების საქმეში გარკვეული როლი შეასრულა ცენტრალური ხელისუფლების ღონისძიებებმა გლეხობის საკითხში და აგრეთვე სამეურნეო მშენებლობის, კანონმდებლობისა და ურჩი თავადების ალაგმვის საქმეში. 

ქართველი გლეხის მდგომარეობა, რომელიც განიცდიდა მძიმე ფეოდალურ ჩაგვრას, აუტანელი იყო, ხოლო გაუთავებელი შინაფეოდალური ომები გლეხურ მეურნეობას ნაკლებ ზიანს როდი აყენებდნენ, ვიდრე გარეშე მტრების შემოსევა. ხალხისათვის დიდი სოციალური უბედურება იყო «ტყვის სყიდვა» – საქართველოში ფეოდალურ ურთიერთობათა ყველაზე მახინჯი ფორმა. ფეოდალების სიხარბე იქამდე მიდიოდა, რომ გლეხისაგან გაცილებით მეტს თხოულობდნენ, ვიდრე მას შეეძლო გადაეხადა, და როცა გლეხისაგან მეტი ვერაფერი მიჰქონდათ, მაშინ თვით მას ჰყიდდნენ მონად. ყოველივე ეს გლეხს უსპობდა ინტენსიური მეურნეობის წარმოების სტიმულს და ქვეყნის საწარმოო ძალების დაშლას იწვევდა.

თავის მძიმე მდგომარეობას გლეხები ბრძოლით პასუხობდნენ.

საქართველოში გლეხთა კლასობრივი ბრძოლა სხვადასხვა ფორმებს ღებულობდა: მებატონეებისაგან გახიზვნა, გადასახადებზე უარის თქმა, საძულველ ფეოდალთა მკვლელობა, ტყეში გავარდნა, ადგილობრივი გლეხური გამოსვლები, აჯანყებანი და სხვა. რაც შეეხება ფეოდალური ეპოქის კლასობრივი ბრძოლის უმაღლეს ფორმას - გლეხთა ომებს, მას ჩვენ საქართველოში ვერ ვხვდებით, რადგან ამის საშუალებას არ იძლეოდა საწარმოო ძალების განვითარების დონე.

ვახტანგ VI-ს, როგორც თავისი დროის მოწინავე მოღვაწეს, კარგად ესმოდა, რომ ფეოდალთა კლასის ეკონომიური და პოლიტიკური მდგომარეობა მთლიანად დამოკიდებულია გლეხური მეურნეობის მდგომარეობაზე. ქართულ ლიტერატურაში ჯერ კიდევ არჩილმა გამოთქვა აზრი, რომ ქვეყნის ძალა გლეხობაშია: «თუ ამოსწყდეს გლეხი-კაცი, საქართველო დაძაბუნდა».

ვახტანგს ესმოდა, რომ ფეოდალთა ზომასგადასული თვითნებობა, კერძოდ «ტყვის სყიდვა» კლასობრივ ბრძოლას ამძაფრებდა, აიძულებდა გლეხობას აყრილიყო, რასაც მთელი რაიონების გაპარტახება მოსდევდა. ამიტომაც, გაბატონებული კლასის ინტერესებიდან გამომდინარე, ვახტანგმა სცადა მოეწესრიგებინა ურთიერთობა ფეოდალებსა და ყმა-გლეხებს შორის. ამისათვის მან აკრძალა «ტყვის-სყიდვა», შეზღუდა ფეოდალთა თვითნებობა და კანონით განსაზღვრა მათი უფლებები გლეხობაზე. 

ვახტანგმა ენერგიული ზომები მიიღო აგრეთვე იმისათვის, რომ ქართლში დაებრუნებინა ის ყმა-გლეხები, რომოლებიც გაიხიზნენ კახეთში ერეკლე I-ის მეფობის დროს («მყრელობა»): «... ვახტანგ აღაშენა და განავრცო ქართლი, რამეთუ რომელნი ჟამსა ერეკლე მეფისასა შთასრულნი იყუნეს კახეთს ქართველნი, ამან ბრძანებითა ყეენისათა გამოიყვანნა ყოველნი და დასხნა თავისთავე ადგილთა ზედა» (ვახუშტი, ცხოვრება ქართლისა, ქ/ც, ტ. II, 1854, გვ. 71).

ამ ღონისძიებათა წყალობით ვახტანგმა შეძლო ჩაესახლებინა გლეხები დიდი ხნით მიტოვებულ სოფლებში და აეღორძინებინა მთელი რაიონები (თრიალეთი, გუჯარეთი, ბაიდარი, ტაშირი, ქვიშხეთი). ვახტანგმა იზრუნა აგრეთვე მივიწყებული სარწყავი არხების აღდგენისა და ახლის გაყვანაზე. დიდი სამუშაო ჩაატარა გზების, ხიდების, ქარვასლების, სასახლეთა და ეკლესია-მონასტერთა აშენებისათვის.

გარდა ამისა, ვახტანგ VI აწარმოებდა ბრძოლას რეაქციონერ თავადებთან. ამ მხრივ დიდ ყურადღებას იმსახურებს მცველთა ჯარის შექმნა, რომელიც შედგებოდა ვახტანგის ერთგული თავადიშვილების, აზნაურებისა და მსახურებისაგან. ურჩ თავადებთან ბრძოლაში ქართლის მეფე გადამწყვეტ ზომებს მიმართავდა. ასე მაგალითად, პაპუნა დიასამიძე და სხვები ჩამოახრჩვეს, მუხრანის მფლობელი ერეკლე დააბრმავეს, ხოლო ბაგრატ ციციშვილი, ფეშანგი ფალავანდიშვილი, ხერხეულიძე და სხვანი ქართლიდან გააძევეს.

ვახუშტის ცნობით ბაქარმა «შეიპყრა მუხრანის ბატონი ერეკლე და აღმოხადნა თვალნი და მისცა მუხრანი ლევანს ძესა პაპუასასა, კვალად მოაშთო პაპუნა დიასამიძე, რომელი იყო მაშფოთებელი ძმათა და სხვანი რომელნიმე ექსორია-ჰყვეს და ესე ყოველი ჰყო ბრძანებითა მამისათა» ვახტანგმა კი «შეიპყრა ძე ქამარ-ბეგისა სომხითის მელიქი და დახვრიტა თოფითა, კვალად ბაგრატ ციციშვილი, ფეშანგი ფალავანდის შვილი, ჯამასპი ხერხეულიძე, რევაზის-შვილი პაპუნა ვეშაპიძე და პლატონ, ესენი იხსნა კათალიკოზმან სიკუდილისაგან და გაყიდეს ოსეთს თხებთა ზედა» (ვახუშტი, ცხოვრება ქართლისა, ქ/ც, ტ. II, გვ. 79, 81).

რა თქმა უნდა, ეს ღონისძიებანი არ იყო საკმარისი თავადთა ძალაუფლების ასალაგმავად, მაგრამ მაინც ხელს უწყობდნენ ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებასა და რეაქციული ძალების დასუსტებას.

ყოველივე ამის შედეგად ქართლი როგორც ეკონომიურად, ისე პოლიტიკურად მნიშვნელოვნად განმტკიცდა.

ქვეყნის სამეურნეო აღმავლობა, ბუნებრივია, კულტურის მნიშვნელოვან აღორძინებასაც იწვევდა.

იმ პერიოდში ქართლში გატარდა ისეთი სერიოზული ღონისძიებანი, როგორიც იყო 1709 წ. თბილისში პირველი სტამბის დაარსება, «სწავლულ კაცთა» მეოხებით საქართველოს ისტორიის შედგენა XIV საუკუნის დასაწყისიდან XVIII საუკუნემდე, შოთა რუსთაველის «ვეფხის ტყაოსნის» გამოცემა და სხვა. იმ დროს მოღვაწეობდა ნიჭიერ მოაზროვნეთა, პოეტთა და მეცნიერთა მთელი პლეადა (არჩილი, სულხან-საბა ორბელიანი, ვახტანგ VI, ვახუშტი, დავით გურამიშვილი). 

ფეოდალური საქართველოს მოწინავე საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრის დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენდა პატრიოტიზმი, ბრძოლა ირანელ და თურქ დამპყრობლებთან, ეროვნული ერთობის იდეების პროპაგანდა, ეროვნული კულტურის განვითარება, რაც სამშობლოს განთავისუფლებისათვის ბრძოლის იდეოლოგიური ქვაკუთხედი იყო.

ასეთი იყო ქართლის საშინაო მდგომარეობა XVIII ს. 20-იან წლებში, იმ დროისათვის, როცა ქართლის სამეფომ გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა რუსეთთან კავშირზე დაყრდნობით ირანის ბატონობისაგან თავდასახსნელად.

რაც შეეხება ქვეყნის საგარეო მდგომარეობას, მას საკუთარი თავისებურებანი ჰქონდა. 1632 წლიდან 1744 წლამდე ქართლი იძულებული გახდა ეცნო დამოკიდებულება ირანზე.

ქართლსა და ირანს შორის ურთიერთობა იმ პერიოდში შემდეგნაირად ხასიათდება:

1) ქართლის მეფე ირანის შაჰის მიერ ინიშნება.

2) ქართლის მეფე შეიძლება იყოს მხოლოდ ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელი იმ პირობით, თუ იგი მაჰმადიანურ სარწმუნოებას მიიღებს.

3) ქართლის მეფეს ირანში მაღალი თანამდებობა უნდა ეჭიროს.

4) ქართლის მეფე ითვლება «ვალიდ» (შაჰისნაცვალი) და შაჰისაგან ჯამაგირს ღებულობს. 

5) შაჰი ქართლიდან იღებს ხარკს, რომელიც არ იყო ზუსტად განსაზღვრული; იგი იღებს ასევე საჩუქრებს.

6) ირანის მოთხოვნით ქართლი ვალდებულია ჯარი გამოიყვანოს.

7) თბილისის ციხეში მუდმივად უნდა იდგეს ირანელთა გარნიზონი.

8) ქართლის მეფე ვალდებულებას კისრულობს არ დაიწყოს მოლაპარაკება სხვა სახელმწიფოებთან შაჰთან შეთანხმების გარეშე.

9) ირანის შაჰი ვალდებულებას კისრულობს არ ჩაერიოს ქართლის საშინაო საქმეებში და არ დაიწყოს ქრისტიანული რელიგიის დევნა (იხ. ივ. სურგულაძე, საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, თბ., 1952, გვ. 116-126. როგორც ვხედავთ, ირანი, თავის მხრივ, აგრეთვე იძულებული შეიქნა დათმობაზე წასულიყო ქართლის მიმართ, რადგან ქართველი ხალხის გმირული წინააღმდეგობის შედეგად დამპყრობლები დარწმუნდნენ ქვეყნის სრული დამონებისა და ქართული სახელმწიფოებრივი სისტემის განადგურების შეუძლებლობაში).

მაგრამ ამ პირობებს ჩვეულებრივ არ იცავდნენ, რადგანაც ყოველი მხარე მეტს თხოულობდა. ირანი ცდილობდა სრულ გაბატონებას, ხოლო ქართლი – აგრესორის უღლისაგან განთავისუფლებას.

ქართლისათვის ირანზე დამოკიდებულება აუტანელი ტვირთი იყო, რომელიც უმთავრესად მშრომელ მოსახლეობას აწვა, რამდენადაც ირანისათვის ხარკის გადახდა მთლიანად მის კისერზე იყო. ხოლო შაჰისათვის ქართლიდან ჭაბუკებისა და ქალიშვილების გაგზავნა, როგორც წყაროები გვიმოწმებენ, ნამდვილი სახალხო უბედურება იყო. ამიტომაც, სავსებით გასაგებია, რომ ყოველივე ეს კიდევ უფრო აძლიერებდა ქართველი ხალხის წინააღმდეგობას უცხო დამპყრობთა წინააღმდეგ და აგრეთვე ამძაფრებდა კლასთა ბრძოლას საქართველოში.

რაც შეეხება ქართლის ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის, 1632 წლიდან მან ახალი ფორმები მიიღო.

კონკრეტულ-ისტორიული მდგომარეობის გამო XVII ს. მეორე ნახევარში აშკარა და პირდაპირი ბრძოლის დაწყება ქართველი პოლიტიკოსებისათვის შეუძლებელი იყო და ამიტომ ბრძოლა შენიღბულ ხასიათს ატარებდა.

ქართლის მეფეები იძულებული იყვნენ ემოქმედათ ფარულად და მოხერხებულად, მტრისათვის გადამწყვეტი დარტყმის მისაყენებლად შეერჩიათ შესაფერისი მომენტი. 

გიორგი XI-ის აჯანყება ირანის წინააღმდეგ XVII საუკუნის დასასრულს ერთხელ კიდევ ადასტურებდა, რომ საკუთარი ძალებით, ძლიერი მოკავშირის დაუხმარებლად, ქართლს არ შეეძლო გაემარჯვა. ამის გამო ქართლის მეფეები ტახტის შესანარჩუნებლად და ირანზე დამოკიდებულების შესამსუბუქებლად იძულებული იყვნენ მონაწილეობა მიეღოთ ირანის სახელმწიფო საქმეებში, ხმალი ექნიათ ირანის სამსახურში.

შაჰის ტახტისათვის მოქიშპეთა შორის ხშირად გამარჯვებული გამოდიოდა სწორედ ის, ვის მხარეზეც ქართლის მეფე იდგა. ირანის შაჰებს კარგად ესმოდათ ქართლის, როგორც მტრებთან ბრძოლაში მოკავშირის, მნიშვნელობა, რის გამოც ცდილობდნენ ყოველმხრივ გამოეყენებიათ ქართლი საკუთარი ინტერესებისათვის. ამიტომაც შემთხვევითი არაა, რომ შაჰთან სადღესასწაულო მიღების დროს ქართლის მეფისათვის ერთერთი ყველაზე საპატიო ადგილი იყო განკუთვნილი (იხ. «Сочинения и переводы к пользе и увеселению служащие», Спб, 1760, стр. 37; «Известия о находящихся с западной стороны Каспийского моря между Астраханью и рекою Куром народах и землях, и о их состоянии в 1728 г., сочинённое полковником артиллерии Иваном Густавом Гербером». თვით ჰერბერის შესახებ იხ. М. А. Полиевктов, Европейские путешественники XIII-XVIII вв. по Кавказу, Тифлис, 1935, стр. 111-114).

ირანი ცდილობდა ქართლის ჯარი გამოეყენებინა იმ ტომების დასამორჩილებლად, რომელნიც ირანის ქვეშევრდომობას გაურბოდნენ. მაგალითად, 1699 წელს შაჰმა ჰუსეინმა გიორგი XI დანიშნა ქირმანის ბეგლარ-ბეგად, რათა მას დაემორჩილებინა ბელუჯები, რომელნიც თავს ესხმოდნენ ამ პროვინციას. შაჰი დაპირდა გიორგის ქართლის ტახტის დაბრუნებას, რის გამოც ეს უკანასკნელი იძულებული იყო თანხმობა გამოეცხადებინა და შაჰის სურვილი შეესრულებინა: «ხოლო რაჟამს აღსდგნენ ბელუჭ-აზარანი და ავღანნი, ესენი მეკობრობით არბევდნენ ქირმანით იეზდადმდე და რავდენ გზის წარავლინა ყეენმან სპანი და სარდალნი, მარადის იგი მძლე ექმნოდიან. ამის-თვის აიძულებდა ყეენი გიორგი მეფესა, რათა განაგოს საქმე ესე და მიანიჭოს კვალად ქართლი და არა ინებებდა მეფე. არამედ ქართველნი, რომელნი იყვნენ მისთანა ევედრებოდნენ ყოფად ამისი. ამის-თვის ინება მეფემან, მისცეს ქირმანი და ნიჭნი დიდნი» (ვახუშტი, ცხოვრება ქართლისა, ქ/ც, ტ. II, გვ. 68; იხ. აგრეთვე სეხნია ჩხეიძე, ცხოვრება მეფეთა, ქ/ც, ტ. II, გვ. 313-319).

1703 წელს შაჰმა დაუბრუნა გიორგი XI-ს ქართლის ტახტი და მასთან ერთად ყანდაგარის მმართველადაც დანიშნა. ამჯერად ავღანელი ტომების დასამორჩილებლად გიორგიმ მიიღო აგრეთვე სპასალარის თანამდებობაც. ხოლო ქართლის ჯანიშინად (მმართველად) დანიშნულ იქნა ვახტანგი.

წყაროებში და სამეცნიერო ლიტერატურაში არა ერთხელაა ხაზგასმული მაღალი სამხედრო თვისებანი ქართული ჯარისა და მისი როლი ირანის შაჰის ძალაუფლების განმტკიცების საქმეში (იხ. ვახუშტი, სეხნია ჩხეიძე, ქ/ც, ტ. II, 1854; Hanway, An Historical Account of the British Trade ower the Caspian sea, Dublin, 1754, vol. II, p. 144-148; D. M. Lang, Georgia and the Full of the Safavi Dynasty, Bulletin of the Shool of Oriental and African Studies, University of London, v. XIV, Part 3, 1952).

ქართლის მეფეები ირანის შაჰს დახმარებას უწევდნენ და თავის მხრივ აქედან სარგებლობას გამოელოდნენ. ასე მაგალითად, შაჰი ჰუსეინი საჭიროებდა ქართული ჯარის დახმარებას და ამიტომ იძულებული შეიქმნა თბილისში მყოფი ირანული გარნიზონიც კი დაესაჯა, რომელმაც ვახტანგ VI-ს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც ვახტანგმა მიაღწია ქართლში ტყვეთა სყიდვის ალაგმვას: «...ვინაიდგან (ვახტანგმა – გ. პ.) დაამდაბლნა მცველნი ტფილისის თათარნი, განდგნენ და დახშეს კარნი ციხისა, და იწყეს სროლა თოფ-ზარბაზანთა. ესე აცნობა ყეენს ვახტანგ, განრისხნა ყეენი, წარმოავლინა მტარვალნი, მოვიდა და ჴელ-ხუნდოსანნი მოართვნა ყოველნი ვახტანგს. მერმე წარიყვანეს ისპაჰანს და პატიმარჰყვნეს ალამუტის ციხესა შინა. ამისთვის არღარა იყო ტყვის სყიდვა; კვალად ნაზარალი-ხან, ვითარცა როსტომ მეფე, მრავალგზის წარუვლინებდა ყეენს ტყვეთა, არამედ ვახტანგ, უკეთუ არა მოითხოვდა ყეენი, არა წარუვლენდა, მასცა უმეტეს მოსყიდულთა» (ვახუშტი, ცხოვრება ქართლისა, გვ. 74)

ვახტანგ VI-მ, რომელიც ითვალისწინებდა კრიზისს ირანში და ქართველთა ლაშქრის მხარდაჭერით შაჰის დაინტერესებას, გადაწყვიტა ბოლო მოეღო ირანის მიერ თავსმოხვეული კიდევ ერთი პირობისათვის – ქართლის მეფის მიერ მაჰმადიანობის მიღების აუცილებლობისათვის. 1712 წელს, როდესაც ვახტანგ VI გაემგზავრა ირანში მეფობის მისაღებად, მან კატეგორიული უარი თქვა ისლამის მიღებაზე. მაგრამ შაჰმა ნაცად ხერხს მიმართა. მან ისარგებლა საქართველოში არსებული შინაფეოდალური შუღლით და ვახტანგ VI-ს დაუპირისპირა მეორე კანდიდატი ბაგრატიონთა გვარიდან (იმ ხანებში სამეფო ტახტისათვის სხვადასხვა დაჯგუფებათა ბრძოლის შესახებ დაწვრილებით იხ. ვ. დონდუა, ვახტანგ VI-ის დროინდელი საქართველოს პოლიტიკური ისტორიიდან /1712-1745/. «მიმომხილველი», ტ. III, თბილისი, 1953, გვ. 32-38).

1714 წ. შაჰმა ვახტანგი ქირმანში გაგზავნა, სადაც იგი იმყოფებოდა როგორც ტყვე, ხოლო ქართლის მეფედ დაამტკიცა მისი ძმა – გამაჰმადიანებული იესე.

ეს მოასწავებდა ქართველ ფეოდალთა მოწინავე ნაწილის დამარცხებას, რომელსაც სათავეში ედგა თავისი ეპოქის პროგრესული მოღვაწე ვახტანგ VI.

მაგრამ საქმე ამით არ დამთავრებულა. ტყვეობაში ვახტანგ VI-მ მოახერხა კავშირის დამყარება ქართლის პროგრესულ პოლიტიკურ მოღვაწეებთან. საქართველოს ფეოდალური საზოგადოების მოწინავე ნაწილი ცდილობდა პირველ რიგში ვახტანგის განთავისუფლებას და ქართლში მის გამეფებას. ამ მიზნის მისაღწევად მათ სცადეს დახმარება მიეღოთ დასავლეთ ევროპის ქვეყნებისაგან. 1713 წ. რომსა და პარიზში გაემგზავრა სულხან-საბა ორბელიანი. იგი რამდენჯერმე წარუდგა საფრანგეთის მეფეს და რომის პაპს საქართველოს საქმეებზე ინფორმაციით. მაგრამ ყოველი მისი ცდა ამაო გამოდგა. იმედგაცრუებული სულხან-საბა 1716 წ. სამშობლოში დაბრუნდა.

მას შემდეგ, რაც დასავლეთ ევროპის ქვეყნების დახმარების იმედი ამოიწურა, ქართველი პატრიოტები დათანხმდნენ, რომ ვახტანგს მიეღო მაჰმადიანობა და 1716 წელს ამ თხოვნით მიმართეს თავიანთ მომავალ მეფეს. ვახანგმა მიიღო ისლამი და შაჰმა დაამტკიცა იგი ქართლის მეფედ, უბოძა აგრეთვე სპასალარის წოდება და ირანის არმიის მთავარსარდლობა (შაჰი თვით იყო დაინტერესებული ვახტანგ VI-ის ქართლის სამეფო ტახტზე დამტკიცებით, რადგან ვახტანგს გაცილებით მეტი ავტორიტეტი და გავლენა ჰქონდა ქართლში, ვიდრე იესეს და ამიტომ შეეძლო ირანისათვის მნიშვნელოვანი დახმარება გაეწია: «ხოლო ვინაიდგან ვერღა-რა აღასრულა იესემ დავალებული ყეენისა: მაშინ მოიყვანა ყეენმან ვახტანგ, მისცა ქართლი და სპასალარობა ერანისა და მოაქციეს სჯულსა მათსა» /ვახუშტი, ქ/ც, გვ. 79/). ამის გამო 1719 წლამდე ვახტანგ VI იძულებული იყო ირანში, შაჰის სამსახურში დარჩენილიყო, ხოლო ქართლის მმართველად დაინიშნა მისი ძე ბაქარი: «წარმოავლინეს (ვახტანგ – გ. პ.) თავრიზს, რათა წარავლინოს სპანი ხორასანს და მისცეს გამგეობა ქართლისა ბაქარს ძესა მისსა...» (იქვე).

ირანში ყოფნისას ვახტანგ VI საბოლოოდ დარწმუნდა ამ სახელმწიფოს დაქვეითებაში. გაითვალისწინა ამიერკავკასიაში რუსეთის ინტერესები და სწორად განსჭვრიტა შექმნილი მდგომარეობა, რომელიც ირანის უღლისაგან საქართველოს განთავისუფლებას ხელს უწყობდა. სწორედ ამიტომ იგი გაორკეცებული ენერგიით შეუდგა ერთობლივი მოქმედებებისათვის მზადებას რუსეთის ჯართან ერთად.


ლაშქრობისათვის სამზადისი და რუსეთ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური შეთანხმება 

თუ სახელდობრ როდის დაებადა პეტრე I-ს კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროებზე ლაშქრობის იდეა, ამის თქმა ძნელია.

ცნობილია, რომ ჯერ კიდევ XVII ს. დასასრულს იგი გარკვეულ ინტერესს იჩენდა საქართველოს საქმეებისადმი და თავისი პროტექტორატის ქვეშ აიყვანა იმერეთის მეფე არჩილი. ეს უკანასკნელი თურქი და ირანელი დამპყრობლების დევნას გაურბოდა და მთელი ჯალაბობითა და დიდი ამალით დასახლდა რუსეთში, რის შედეგადაც მოსკოვში შეიქმნა ქართული კოლონია, რომელმაც შემდგომში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

1701 წ. მოსკოვში ჩამოვიდა სომხეთის განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე – ისრაელ ორი, რომელიც გაეცნო აგრეთვე იქ მყოფ არჩილს. მან პეტრე I-ს გადასცა ანგეხაკოტში სომეხთა ფარული თათბირის დაპირება და ირანთან ბრძოლისათვის დახმარების თხოვნა. რუსეთის მთავრობამ დააფასა ისრაელ ორის ინიციატივა და გამართა მოლაპარაკება სომეხ სამღვდელოებასთან, დაპირდა შვედეთთან ომის დამთავრების შემდეგ სამხედრო დახმარება გაეწია მათთვის.

ყოველ შემთხვევაში, 1710 წლისათვის რუსეთში უკვე საბოლოოდ მომწიფდა კასპიისპირეთზე ლაშქრობის იდეა. რუსეთში დანიის რეზიდენტი გეორგ გრუნდი თავის მთავრობას 1710 წელს სწერდა, რომ პეტრე აშკარად აცხადებს მზადყოფნას შვედეთთან ომის დამთავრების შემდეგ დაიწყოს ბრძოლა ირანთან, რაც, გრუნდის აზრით, ადვილი შესაძლებელი იყო, თუ კი რუსეთის მეფე შეუმჩნევლად მოუყრიდა ჯარს თავს ასტრახანში და აქედან უეცრად დაიწყებდა მოქმედებას, რათა ირანს კონტრღონისძიების მიღების საშუალება არ მისცემოდა; თუმცა, გრუნდის თქმით, ეს მაინც და მაინც არ აწუხებდა პეტრეს, ვინაიდან მას შეეძლო კასპიისპირა პროვინციების დაკავება იმაზე ადრე, ვიდრე ცნობა ამის შესახებ ევროპაში მიაღწევდა (იხ. М. А. Полиевктов, Проект Бругемана и русская оккупация прикаспийских областей в двадцатых годах XVIII века წიგნში: «К истории прикаспийского вопроса», Тифлис, 1934, стр. 35-36).

ა. პ. ვოლინსკი თავის «Оправдание о Персидском деле»-ში აგრეთვე მიუთითებს, რომ ირანში მის ელჩობამდე პეტრეს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა კასპიის ზღვის სანაპიროების შეერთება. «... за несколько лет прежде нежели я туда (ირანში – გ. პ.) был послан, уже имел, конечно, Его Императорское Величество оное своё намерение... кроме меня и прежде меня довольно Его Императорское Величество о состоянии Персидского государства известен был от Царя Арчила Грузинскаго и от Армянских Патриотов, которые, не хотя жить под игом Персидским, неоднократно Его Императорское Величество, яко избавителя Христиатских обоих, Грузинскаго и Армянскаго народов просили о том из древних лет, и с тем от Армянскаго и Грузинскаго народов нарочные к Его Императорскому Величеству присланы тайно бывали, о чём и теперь в Коллегии Иностранной сыскать можно» («Оправдание о Персидском деле», Чтения в обществе истории и древностей российских, 1868, кн. III, стр. 112-113).

1712 წელს ლეკები თავს დაესხნენ შამახიას და გაძარცვეს იქ მყოფი რუსი ვაჭრები. რუსეთის მთავრობამ თავისი ვაჭრების ინტერესების დასაცავად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადაწყვიტა დაედო ირანთან სავაჭრო ხელშეკრულება. 1715 წელს გამოიცა ბრძანებულება პოდპოლკოვნიკ არტემ პეტრეს ძე ვოლინსკის სპარსეთში დესპანად დანიშვნის შესახებ.

ოფიციალურად ვოლინსკის ევალებოდა ირანთან სავაჭრო ხელშეკრულების დადება, კასპიის ზღვაში ახალი ნავსადგურის მოწყობაზე უფლების მიღება, რადგანაც არსებული ნავმისადგომები არ იყო საკმარისი. ვოლინსკის აგრეთვე უნდა მიეღწია ირანის მთავრობისაგან რუსი ვაჭრების ზარალის ანაზღაურებისათვის.

მაგრამ ამასთან ერთად ვოლინსკის მიეცა საიდუმლო ინსტრუქციაც, რომელიც 12 მუხლისაგან შედგებოდა (ძველი აქტების ცენტრალური სახელმწიფო არივი, ფ. რუსეთის ურთიერთობა სპარსეთთან, 1715-1717 წწ., საქმე # 1, ფურც. 46-52, «Инструкция господину подполковнику Артемию Волынскому»). ამ ინსტრუქციაში ნათქვამი იყო: «Едучи ему в пути шаха персидского во владении, как морем так и сухим путём, все места, пристани и городы и прочие поселения и полежения мест и какие в море Каспийское реки большие впадают и до которых мест по оным рекам можно ехать от моря и нет ли какой реки из Индии, которая б впадала в сие море и в пристанях у шаха суды военные, или купеческие, також крепости и фортеции присматривать прилежно искусно и проведывать о том, а особливо про Гилянь и какие горы и непроходимые места кроме одного нужного пути (как сказывают) отделили Гилянь и прочие провинции по Каспийскому морю лежащие от Персиды, однакож так чтоб того не признали персияне, и делать о том окрестно журнал повседневной, описывая всё подлинно».

ვოლინსკი აგრეთვე ვალდებული იყო: «... присматривать и разведывать удобовозможными способы, однако ж со осторожностью, чтоб не подать в том суспиции, сколько у шаха в его области каких крепостей и в которых местах, великое число войск, конницы и пехоты, артиллерии и много оружия, и в каком состоянии всё оное, и в каком надзирании те крепости, и в каком порядке войска и артиллерия и протчее обретаютца и не умножают ли где оного, и тщательно ль или слабо в том всем поступают, и не входят ли европейских обычаев в войне». 

აქედან ნათელია პეტრე I-ის განზრახვა – შეესწავლა ირანის სამხედრო მდგომარეობა. ვოლინსკის ევალებოდა აგრეთვე გამოერკვია ირანის დამოკიდებულება თურქეთთან. ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლში ეწერა: «... разведывать и предостерегать какое шах персидский обхождение имеет с турками и нет ли их персов намерения против их, турков, к начинанию войны, и за что оную начинать причину имеют и сколь охотно к тому склонность их является, иле не желают ли они, персы, против их, турок, для безопасности своей с кем в союз вступить, и о всём вышеписанном что он присмотрит и уведает, писать ему ко двору его царского величества немедленно. А сколько можно им, персам, добрыми способы внушать какие главные неприятели они, турки, их государству и народу суть, и какова всем соседям от них есть опасность, против того же представлять и внушать им о дружбе его царского величества и что во всяких случаях желает с его шаховым величеством содержать добрую соседственную приязнь».

მე-9 მუხლის თანახმად ვოლინსკი ვალდებული იყო გაეგო და პეტრე I-თვის შეეტყობინებინა ირანში უცხოელი ელჩების მოქმედების შესახებ, ხოლო მე-8 და 12-ე მუხლების მიხედვით რუსეთის ელჩს კავშირი უნდა დაემყარებინა სომხებთან და ქართლის მეფე ვახტანგ VI-თან.

ვოლინსკის უნდა ეზრუნა ირანათან რუსეთის ვაჭრობის განვითარებისათვის და უნდა გამოერკვია, თუ რა გზებითა და ხერხებით იყო ეს სასურველი. ამავე დროს მას ევალებოდა გაეგო ირანის გზით ინდოეთში რუსი ვაჭრების გამგზავრების შესაძლებლობა და აგრეთვე საერთოდ ირანსა და ინდოეთს შორის სავაჭრო ურთიერთობის მდგომარეობა.

ვოლინსკის ევალებოდა, რომ მოეპოვებინა რუსი ვაჭრებისათვის მთელს სპარსეთში თავისუფალი ვაჭრობის უფლება.

პეტრე I ცდილობდა, რომ ირანიდან ევროპაში მთელი აბრეშუმი რუსეთის გზით გაეტანათ და ამ მიზნით დაავალა ვოლინსკის დაეყოლიებინა შაჰი, რათა მის ხელქვეით მყოფ ჯულფელ სომეხ ვაჭრებს დავალებოდათ მთელი ნედლი აბრეშუმი გაეტანათ ევროპაში რუსეთის სახელმწიფოს გავლით. ვოლინსკის ხაზგასმით უნდა აღენიშნა, რომ ეს მათთვის (ე. ი. ჯულფელი სომეხი ვაჭრებისათვის) გზის სიმოკლისა და უსაფრთხოების გამო დიდად სარფიანი იქნებოდა. ამ მიზნით რუსეთის ელჩს უნდა გამოეყენებინა მეფე ალექსი მიხეილის ძის 1667 წლის ხელშეკრულება ჯულფელი სომხების სავაჭრო კომპანიასთან და აეხსნა შაჰისათვის პეტერბურგამდე სანაოსნო გზის სარგებლიანობა თურქეთზე გამავალ სახმელეთო გზებთან შედარებით. ინსტრუქციის იმავე მე-7 პუნქტში თვით პეტრე I-ის მიერ იყო დამატებული: «... и буде невозможно то словами и домогательством зделать, то нельзя будет учинить (не только ныне, но и впредь) не мочно ль препятствия какова учинить Змирнскому и Алепскому торгам».

მე-3 პუნქტში ლაპარაკი იყო იმ ცერემონიალისა და ეთიკეტის შესახებ, რომელიც ვოლინსკის უნდა დაეცვა.

პეტრე I-მა ირანში წარგზავნილი დესპანის წინაშე დააყენა დიპლომატიური და სამხედრო-დაზვერვითი ხასიათის ამოცანები. ამ ამოცანების განხორციელება მან შემთხვევით როდი დაავალა ვოლინსკის. ჯერ ერთი, ა. ვოლინსკის უკვე ჰქონდა დიპლომატიური მუშაობის გამოცდილება. 1711-1713 წლებში იგი იმყოფებოდა პ. შაფიროვთან კონსტანტინოპოლში. შემდეგ, იგი იყო რუსეთის არმიის ოფიცერი, სამხედრო სამსახური 1704 წელს ჰქონდა დაწყებული და, მაშასადამე, სამხედრო საქმეებში საკმაოდ ერკვეოდა. და ბოლოს, ვოლინსკი იყო პრუტის ლაშქრობისა და თურქეთთან მოლაპარაკების მონაწილე, შესანიშნავად იცოდა რუსეთის მაშინდელი მარცხის მიზეზები და კასპიის ზღვის სანაპიროების დასალაშქრავად სამზადისში, ბუნებრივია, მთლიანად გამოიყენებდა 1711 წელს მიღებულ გამოცდილებას.

თავისი მისიის შესრულებას ვოლინსკი განსაკურებული გულისყურით შეუდგა. იგი გაეცნო რუსეთ-საქართველოს წინაპერიოდის ურთიერთობების მასალებს. ირანში «რწმუნების სიგელის», პასპორტისა და დაშიფრული ანბანის გარდა წაიღო ჯულფელი სომხების სავაჭრო კომპანიასთან 1667 წლის ხელშეკრულების ასლი, აგრეთვე თურქეთთან 1714 წლის ტრაქტატის ასლი და თურქების მანიფესტი 1711 წლის ომის შესახებ.

ვოლინსკის საელჩოში შედიოდა სამი აზნაური (ლოპუხინი, კარცევი, კუდრიავცევი), მდივანი, ორი მთარგმნელი, ორი კანცელარიის მუშაკი, ექიმი (ინგლისელი ბელი), ათი ბაზიერი, საელჩოს 32 მუშაკი და 20 მოსამსახურე. სულ საელჩოში 71 კაცი ითვლებოდა (ძველი აქტების ცენტრალური სახელმწიფო არქივი, ფ. სპარსეთის საქმეები, 1715-1717 წწ., საქმე # 1, ფურც. 78). პეტრე I ზრუნავდა აღმოსავლეთის ქვეყნებში სამუშაოდ ახალი ეროვნული დიპლომატიური კადრების მომზადებაზე და შემდგომში კიდევ გაუგზავნა ვოლინსკის 5 ახალგაზრდა მოწაფე.

1716 წლის 13 ივლისს საელჩო რაზმითურთ ჩავიდა ასტრახანში და აქედან ორი დიდი გემით და ორი კატარღით გავიდა ზღვაში.

1 სექტემბერს ვოლინსკი ჩამოვიდა ნიზობადში. აქ მას ეახლენ შამახიის ხანის წარმომდგენლები, რომლებმაც მიაცილეს იგი შამახიამდე. რუსეთის წარმომადგენლებს თავი ღირსეულად ეჭირათ. შამახიაში საელჩოსათვის გამოყოფილი საცხოვრებელი პატარა იყო და ვოლინსკიმ ხანის წარმომადგენელს ნაჯაფ-ბეგს მოსთხოვა სხვა შენობა და იქადნოდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ველზე დადგებოდა საცხოვრებლად. ვოლინსკიმ თავისი გაიტანა, ხანმა ბრძანა დესპანისათვის დაეთმოთ ერთ-ერთი კარისკაცის სახლი (ძველი აქტების არქივი, სპარსეთის საქმეები, 1715-1718 წწ., საქმე # 2, ფურც. 24). დამახასიათებელია ის, რომ, როცა ვოლინსკის ეწვია ხანის წარმომადგენელი და ჰკითხა თუ როდის ეწვეოდა ხანს, ვოლინსკიმ უპასუხა: «Прежде надлежит к посланнику хану приехать, подать визит яко гостью» (იქვე, ფურც. 25).

მეორე დღეს (29 სექტემბერს) დილით ადრე მოვიდნენ შამახიის ხანი და დარუბანდის სულთანი ამალით. ვოლინსკიმ აიძულა ხანი პირველი სწვეოდა, შემდეგ კი საჩუქრები გაუგზავნა.

აუდიენციის შემდეგ მოვიდნენ მოციქულნი და შეატყობინეს, რომ ხანს ეამება, თუკი დესპანი ხანთან მივა უფეხსაცმლოდ, მხოლოდ წინდებში. ამაზე ვოლინსკიმ მოსწრებულად მიუგო: თუ ხანს წინდებით უნდა ვეახლო, ჩანს შაჰთან ფეხშიშველი უნდა წავიდეო.

30 სექტემბერს ვოლინსკი ეახლა ხანს მიღებაზე, სადაც კვლავ საინტერესო ამბავი მოხდა. ხანის ეზოსთან 200-მდე ჯარისკაცი იდგა, რომელნიც პარმაღთან გზას კრავდნენ. ვოლინსკიმ უბრძანა თავისიანებს გაევლოთ ჯარისკაცთა რიგებს შუა, ხოლო თვით ცხენით მივიდა პარმაღამდე და იქ გადმოხტა ცხენიდან.

მალე ვოლინსკიმ მოითხოვა ცხენები «შორეული გზისათვის». კანცლერ გოლოვკინს 1716 წლის 12 ნოემბერს იგი სწერდა: «გზის შესახებ მე არაერთხელ მკითხეს, საით მინდა წავიდე – გილანის გზით, არდებილზე გავლით თუ თავრიზზე გავლით». დესპანი დაჟინებით მოითხოვდა გილანის გზით წასვლას, რადგან ინსტრუქციით მას ეს პროვინცია უნდა შეესწავლა. მაგრამ მას უპასუხეს, რომ გილანში ეპიდემიაა და შაჰმა აკრძალა იქ გავლაო. ამიტომ ვოლინსკი იძულებული იყო უარი ეთქვა ამ გზაზე. გოლოვკინთან მიწერილ წერილში იგი აღნიშნავდა: «Мне в упорстве стоять невозможно, ибо тотчас подозрение».

შამახიაში ვოლინსკიმ გაიგო, რომ შაჰის კარზე თურქეთის ელჩი თხოულობდა – სპარსეთის ვაჭრებს ეწარმოებინათ ვაჭრობა თურქეთის სახელმწიფოს გავლით. თურქეთის ელჩი მოითხოვდა აგრეთვე ბეგარის გადახდას და ანაზღაურებას იმ ზარალისა, რომელიც თურქ ვაჭრებს ავაზაკებმა მიაყენეს. უკვე აქ, შამახიაში, ვოლინსკი ნათლად ხედავდა ირანისა და თურქეთის მტრობას, რომელიც გამწვავებული იყო რელიგიურ საკითხებში უთანხმოებებით. ვოლინსკი წერდა: «Персы великую антипатию с турками имеют и не токмо ими, но и законом их мерзят, и которые здесь в области шаховой живут в том законе (турецком) и тех ненавидят и великое несогласие имеют с ними» (В. И. Лебедев, Посольство Артемия Волынского в Персию, Известия АН СССР, серия истории и философии, т. V, № 6, 1948, стр. 534; «Русская старина», 1872, т. V, стр. 942-943).

საელჩოს შემდგომი გზა ისპაჰანისაკენ მძიმე იყო. საელჩოში გავრცელდა მძიმე სენი, რომელსაც ვოლინსკი «დამპალ ციებ-ცხელებას» უწოდებდა. ამ სენმა რამდენიმე კაცი იმსხვერპლა.

რუსეთის საელჩო დიდი წვალების შემდეგ 1717 წლის 14 მარტს ზარზეიმით შევიდა ისპაჰანში. ქუჩები სავსე იყო ხალხით, რომელიც დესპანის შემოსვლას ცნობისმოყვარეობით უყურებდა. საელჩოს წევრი ბელი, რომელიც დაწვრილებით აგვიწერს საელჩოს შემოსვლას ისპაჰანში, თავის დღიურში წერს: «ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ თვით შაჰი თავისი მრავალი ცოლით ფარულად ფანჯრიდან გვათვალიერებდა» (Белевы путешествия чрез Россию в разные азиатские земли, Спб., 1776, ч. I, стр. 85).

ირანის მთავრობა შეშფოთებული იყო ცნობებით შუა აზიაში ბეკოვიჩ-ჩერკასკის ექსპედიციის შესახებ და ამიტომ ვოლინსკის მტრულად შეხვდა. ვოლინსკი წერდა: «Когда получили ведомость от астрабадскаго хана о прошлогоднем приходе князя (ბეკოვიჩ-ჩერკასკი – გ. პ.) и о строения в том крае крепостей, то меня и горше заключили, а к томуже ещё прибавили несколько и лжей...» (ძველი აქტების ცენტრალური სახელმწიფო არქივი, ფ. 77, სპარსეთის საქმეები, 1716, 1717-1718 წწ., საქმე # 2, ფურც. 199).

სახლთან, სადაც რუსეთის საელჩო დაბინავდა, ირანელი გუშაგები იდგნენ. მაგრამ მიუხედავად ერთგვარი იზოლაციისა, ზემოხსენებული ბელის მეოხებით ვოლინსკიმ მოახერხა დაემყარებინა კავშირი ინგლისისა და ჰოლანდიის კონსულებთან და ისპაჰანში მცხოვრებ სომეხ ვაჭრებთან.

ვოლინსკიმ, რომელიც ხელმძღვანელობდა ინსტრუქციით, უარყო ცერემონმეისტერთან მიღების წინადადება და არ მიიღო მოთხოვნა თავიდანვე ეწარმოებინა მოლაპარაკება შაჰის პირველ ვეზირთან ფათალი-ხანთან. რუსეთის დესპანი ცდილობდა პირადად შაჰს მოლაპარაკებოდა და კიდევაც მიაღწია თავისას, 1717 წლის 3 მაისს იგი თვით შაჰმა მიიღო.

ვოლინსკის წინადადებაზე ირანთან რუსეთის ვაჭრობის შესახებ შაჰმა თანხმობა განაცხადა.

აუდიენციაზე აღძრული საკითხები უფრო დაწვრილებით განხილულ იქნა კონფერენციებზე ფათალი-ხნთან. ამ კონფერენციებზე ვოლინსკიმ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს რიგ საკითხებში (В. И. Лебедев, Посольство Артемия Волынского в Персию, Известия АН СССР, серия истории и философии, т. V, № 6, 1948, стр. 535).

შუა აზიაში ბეკოვიჩ-ჩერკასკის ექსპედიციის შეჭრამ და კასპიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე სიმაგრის აგებამ შეაშფოთა ირანის ხელისუფლება და შაჰის კარისკაცები აიძულა რუსეთის დესპანის დაბრუნება დაეჩქარებინათ. ვოლინსკიკ აღნიშნავდა: «როგორც გავიგე, გადაუწყვეტიათ, რომ აქ დიდხანს არ გამაჩერონ, რათა მათი სახელმწიფოს მდგომარეობის შესახებ არა ვიცოდე რაო».

დესპანი დათანხმდა გამგზავრებულიყო მხოლოდ გილანის გზით და ამჯერად თავისი გაიტანა: «Указы на гилянскую дорогу написаны, и хотя там ныне и поветрие есть, поеду того ради, чтоб тот край видеть» (ძველი აქტების... არქივი, ფ. 77, სპარსეთის საქმეები, 1716, 1717-1718 წწ., საქმე # 2, ფურც. 201; С. М. Соловьёв, История России с древнейших времён, изд. 3, кн. 4, т. XVIII, стр. 665).

ბოლოს, 1717 წლის 30 ივნისს, დადებულ იქნა სავაჭრო ხელშეკრულება, რომელიც შედგებოდა 10 მუხლისაგან და ცნობილია «ასეკურაციის» (დაიმედების) სახელწოდებით. ხელშეკრულებას ხელი მოაწრეს რუსეთის მხრიდან ვოლინსკიმ, ირანის მხრიდან ფათალი-ხანმა.

რუსეთის დესპანმა მიაღწია იმასაც, რომ შირვანის ბეგლარ-ბეგს, დარუბანდის სულთანს და სხვა ქალაქებისა და პროვინციების მმართველებს შაჰმა გაუგზავნა ბრძანებულება რუსებთან სავაჭრო ურთიერთობების წარმოების შესახებ.

1719 წლის 1 ივნისს ხელშეკრულება რატიფიცირებულ იქნა პეტრე I-ის მიერ, ხოლო 1720 წლის 23 ივლისს – ირანის შაჰის ჰუსეინის მიერ.

1717 წლის 1 სექტემბერს ვოლინსკი ისპაჰანიდან გილანის გავლით შამახიაში გაემგზავრა.

ამრიგად, მიუხედავად არახელსაყრელი პირობებისა, ვოლინსკიმ პეტრე I-ის ოფიციალური დავალება წარმატებით შეასრულა და შეძლო რუსეთისათვის სასარგებლო სავაჭრო ხელშეკრულების დადება ირანთან. ასევე წარმატებით შეასრულა ვოლინსკიმ საიდუმლო ინსტრუქციით გათვალისწინებული არაოფიციალური დავალებანიც. ისპაჰანში მან შეისწავლა ირანის საშინაო მდგომარეობა, შეაგროვა მისთვის საინტერესო ცნობები, რაც აღნუსხული აქვს ჟურნალში და დაშიფრულ წერილებში.

შეისწავლა რა ირანის მდგომარეობა, ვოლინსკი წინადადებას იძლეოდა დაწყებულიყო საომარი მოქმედება კასპიისპირეთში. იგი წერდა: «Хотя настоящая война (შვედებთან ომი – გ. პ.) нам и возброняла-б, однако, как я здешнюю слабость вижу, нам безо всякаго опасения начать можно, ибо не только целою армиею, но и малым корпусом великую часть к России присовокупить без труда можно» (ძველი აქტების... არქივი, ფ. სპარსეთის საქმეები, 1716, 1717-1718 წწ., საქმე # 2, ფურც. 201; С. М. Соловьёв, История России с древнейших времён, кн. 4, т. XVIII, стр. 665).

ირანიდან დაბრუნებისას ვოლინსკიმ შეისწავლა გილანის პროვინცია, ხოლო შამახიაში შვიდ თვეს დაყოვნდა. იგი იმიზეზებდა, რომ საშიშია ამ პერიოდში ბობოქარი კასპიის ზღვის გადასვლაო. სინამდვილეში კი აქ განაგრძობდა ცნობების შეგროვებას.

შამახიაში გატარებულ დროს უშედეგოდ არ ჩაუვლია. ვოლინსკიმ შესძლო მოეპოვებინა მნიშვნელოვანი ცნობები და დარუბანდის ციხის გეგმა.

ჯერჯერობით ნაკლებ შესწავლილი რჩებოდა გზა დარუბანდიდან ასტრახანამდე, მაგრამ ირანის მთავრობამ რუსეთის დესპანს ნება არ მისცა კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე ხმელეთით ევლო. მაშინ ამ გზის შესწავლის მიზნით ვოლინსკიმ მოახერხა შამახიიდან ასტრახანში გაეგზავნა შაჰის ნაჩუქრი სპილო ჯარისკაცთა რაზმითურთ (30 კაცი) ლოპუხინის მეთაურობით. შამახიაში ვოლინსკი დარჩა 1718 წლის 25 ივლისამდე და მხოლოდ 5 აგვისტოს ჩავიდა ასტრახანში.

საყურდღებოა ის გარემოება, რომ შამახიაში რუსეთის დესპანთან განთავისუფლების თხოვნით მიდიოდნენ იქ მყოფი რუსი ტყვეები, რომელნიც ლეკებს ჩაეგდოთ ხელში; ვოლინსკი შეეცადა მათ განთავისუფლებას; ამის შესახებ იგი დაწვრილებით გვაუწყებს ჟურნალში. ასე მაგალითად, ჯერ კიდევ 1716 წელს დესპანთან მისულა ერთი რუსი ტყვე. იგი ასტრახანიდან სავაჭრო ხომალდით წამოსულა, რომელიც ზღვაში დაიღუპა და ყველანი ტყვედ ჩავარდნენ. 1717 წლის დეკემბერში შამახიაში ვოლინსკისთან მისულა ერთი სომეხი. მას თან მიუყვანია რუსი ტყვე ქალი, რომელიც ვოლინსკის გაუთავისუფლებია ჯერ კიდევ ჩამოსვლისას და დაუტოვებია ხანის მფარველობაში, მაგრამ ხანს იგი გაუყიდია (ძველი აქტების ცენტრალური სახელმწიფო არქივი, ფ. 27, სპარსეთის საქმეები, 1715-1718 წწ., საქმე # 2, ფურც. 14, 347-348). შამახიაში ვოლინსკის გაუთავისუფლებია აგრეთვე ქართველი ტყვე ქალიც (იხ. საბუთები – წიგნის ბოლოში)

ირანში შეკრებილი ყველა მასალა ვოლინსკიმ ჩაიტანა პეტერბურგში, სადაც ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა პეტრე I-თან, რომელიც მეტად კმაყოფილი დარჩა ელჩობის შედეგებით და ვოლინსკის უბოძა ჯერ პოლკოვნიკის, ხოლო შემდეგ გენერალ-ადიუტანტის წოდება. 

ამ ცნობების შეგროვებაში ვოლინსკის გარკვეული დახმარება გაუწია იმ გარემოებამ, რომ რუსმა დესპანმა დაამყარა კავშირი ქართველებთან და სომხებთან, თანახმად ინსტრუქციისა, რომლის 12-ე მუხლში ნათქვამი იყო: «Принесено его царскому величеству прошение мелетинской царицы Екатерины (ძველი აქტების ცენტრალური სახელმწიფო არქივი, ფ. ქართული საქმეები, 1715 წ., საქმე # 3, ფურც. 1; შემონახულია ქეთევან დედოფლის, მეფე არჩილის ასულის დარეჯანისა და ალექსანდრე ბატონიშვილის – რუსეთის არტილერიის ფელდცოიხმაისტერის – მეუღლის გლიკერიას წერილი პეტრე I-სადმი, რომლითაც სთხოვდნენ პეტრე I-ს დახმარებოდა ტყვეობაში მყოფ ვახტანგ VI-ს. იქვე /ფურც. 2/ შემონახულია ქეთევანის სახელზე ვახტანგ VI-ის მიერ გაგზავნილი წერილის რუსული თარგმანი), что племянник её грузинские земли царевич Вахтанг Леонович пленён от персидского шаха, от которого усильственно принуждает, чтоб принял их веру, но он однакож непоколебимо содержит православную христианскую веру и за что он пребывает от шаха под великим гневом и содержут его в вящей нужде и утеснении, також де и по жену ево и по детей, которые были в Грузинской земле, нарочно посылали, чтоб и их принуждать веру их принять, которые от того едва уходом спаслись и господину посланнику в прбытие в Испоган разведать тайно, где оной царевич обретается за орестом и буде мочно снесшися о сем с ним, грузинским царевичем, и усмотря удобное время и состояние тамошних дел, представить шахову величеству именем царского величества (ხაზი ჩვენია – გ. პ.), чтоб подданным его шахова величества, веры христианской... никакого утеснения и принуждения в своей вере не чинили, но свободное употребление оного позволили, как то персианскому закону люди в государстве его царского величества всегда имеют. Також де когда он посланник усмотрит способный случай, то снесшись с ним, царевичем, домогаться ему пристойным образом и о освобождении его ис плену, чтоб то шахова величество учинил для прошения и из дружбы его царского величества» (ძველი აქტების ცენტრალური სახელმწიფო არქივი, ფ. რუსეთის ურთიერთობა სპარსეთთან, 1715-1717 წწ., საქმე # 1, ფურც. 51-52).

ამიტომ იყო, რომ ჯერ კიდევ ირანში მიმავალმა ვოლინსკიმ დაიწყო ცნობების შეგროვება ვახტანგისა და მისი მდგომარეობის შესახებ. ვოლინსკიმ შამახიის ხანისაგან მასთან გაგზავნილ მოციქულთა შორის მყოფ ერთერთ ქართველს, სახელად ბეჟანს დაუწყო გამოკითხვა ვახტანგ VI-ის შესახებ და მისგან გაიგო ქართლის მეფის გამაჰმადიანება («Поутру пришёл к посланнику менмандар, присланной от шемахинского хана... Да с ним пришёл к посланнику ханской человек родом грузинец Бежан бек /христианского закона/ с поздравлениями от хана» /ძველი აქტების... არქივი, ფ. 77, სპარსეთის საქმეები, 1715-1718 წწ., საქმე # 2, ფურც. 13-14, 15-16/). ამ გარემოებამ, ბუნებრივია, შეაშფოთა რუსეთის დესპანი და ეჭვები გაუღვიძა, მით უფრო, რომ ისპაჰანში ჩასვლისას ირანის მთავრობა მტრულად შეხვდა მას. ამიტომაც სავსებით გასაგებია, რომ ვოლინსკის განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ემოქმედა ირანში მყოფ ქართველებთან, კერძოდ ვახტანგ VI-თან ურთიერთობის დროს.

არანაკლები სიფრთხილე მართებდა ვახტანგ VI-საც, რადგან შაჰი დარწმუნებული იყო, რომ ქართლის მეფე არ იქნებოდა მისი ერთგული და ფხიზლად მეთვალყურეობდა მის ყოველ ნაბიჯს. დ. გურამიშვილი შემთხვევით როდი ამბობს: «ყეენის კარს მეფე ვახტანგს ბევრნი მტერნი უდგნენ მზირსა: რასაც ავსა უნახევდენ, აძახებდნენ მისთვის გზირსა» (დავით გურამიშვილი, დავითიანი, თბილისი, 1955, გვ. 57).

მაგრამ მიუხედავად ესოდენ მძიმე მდგომარეობისა, რუსეთის დესპანთან ქართველებმა კავშირი მაინც დაამყარეს.

თავის ჟურნალში ა. ვოლინსკი წერდა: «20 числа (1717 წ. მარტი – გ. პ.) был у посланника один капуцин, который живёт здесь. И объявлял инкогнито, что его прислал кулар агаси (который родной брат Вахтанга царевича грузинского, что ныне по восприятию бусурманского закона учинён спасаларом), которой объявлял о себе, что желает быть посланнику приятелем и обещается служить в чём сможет, на что посланник сказал, что он зело благодарен за ево любовь и радуется ево приятству, так же против того и с своей стороны обещается, что ему будет верным приятелем. А притом спрашивал об нём кулар агасия какой он имеет кредит, может ли о чём говорить Этима Девлету. На что он ответствовал, что он ему посланнику объявляет истину, что он не надеется, чтоб он смел говорить что разве что услышит чрез него объявить может, однакож, чтоб то секретно содержимо было в чём особливо он капуцин зело опасен. Посланник сказал, что он зело доволен, что будет ему объявлять секреты, о которых известен будет. Так же при том обещался, что будет секретно содержать секрет сей» (ძველი აქტების... არქივი, ფ. 77, სპარსეთის საქმეები, 1715-1718 წწ., საქმე # 2, ფურც. 126)

ისპაჰანში ვოლინსკი რამდენჯერმე შეხვდა აგრეთვე ფარსადან ბეგს – ვახტანგ VI-თან დაახლოებულ პირს (იქვე, ფურც. 422). ფარსადანი დესპანს მიჰყვებოდა ისპაჰანიდან უკან წამოსვლისას რეშტამდე, სადაც შემდეგ დარჩა იმ ფულის მოსაგროველბლად, რომელიც ეკუთვნოდა ვახტანგ VI-ს, ვითარცა ირანის ჯარის სპასალარს (1726 წ. ვახტანგ VI-მ საგარეო საქმეთა კოლეგიის სახელზე გაგზავნა წერილი, რომელშიც წერდა: «... в Персии, близ гилянской провинции между гор несколько моих собственных вотчин, а имянно в урочище Тарум, одна волость Чараза, другая Пору, между которыми имеются присутствующие к тем волостям деревни, да купленных моих при том же урочище два места имянуемые Зирандашт да Арунабат, так же из гилянской провинции и города Ряща на каждый год по должности своей повинны были мне давать по 3000 рублев, которые мне всегда от них присилывались, притом и посланнику моему по 120 рублёв давалось» /რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივი, რუსეთის ურთიერთობა საქართველოსთან, 1726 წ., საქმე # 1, ფურც. 35/).

რეშტში ფულის ასაკრეფად წასვლა ფარსადანის მხრივ მხოლოდ საბაბი იყო. სინამდვილეში მისი მგზავრობის ძირითადი მიზანი რუსეთის დესპანთან მოლაპარაკება იყო.

როგორც ამას თვით ვოლინსკი აღნიშნავს ჟურნალში, ფარსადანმა რეშტიდან გამგზავრების წინ რუსეთის დესპანს თხოვა, რომ «... он без сумнения писал через его (ფარსადანი – გ. პ.) к спасалару что хочет. Объявляя о нём, что он зело приятно примет и тем надежду избавления своего в сердце своём возобновит, а чтоб русскими литерами и не на ином языке писали к нему, объявляя будто он, спасалар, всегда при себе имеет грузинцов таких, которые бывали в России и довольно обучилися нашего российского характера» (ძველი აქტების... არქივი, ფ. 27, სპარსეთის საქმები, 1715-1718 წწ., საქმე # 2, ფურც. 422).

მაგრამ ვოლინსკიმ, რომელიც მეტად ფრთხილად მოქმედებდა, გადაწყვიტა ვახტანგისათვის მხოლოდ კერძო ხსიათის წერილი გეგზავნა. «И хотя сей Фарсадан накрепко и обнадёжил посланника, однакож он не мог осмелитца писать иного кроме комплемента и сожаления, которое письмо написав нашим российским характером ему Фарсадану отдал» (ძველი აქტების... არქივი, ფ. 77, ..., 1715-1718 წწ., საქმე # 2, ფურც. 422)

შემდგომში (1718 წლის მარტში) ფარსადანს კვლავ რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა ვოლინსკისთან შამახიაში. ფარსადანმა რუსეთის დესპანს პირდაპირ განუცხადა, რომ იგი იძულებულია დიდი სიფრთხილით იმოქმედოს. შამახიაში ჩასვლისას იგი იძულებული გახდა პირველად ოფიციალურად სწვეოდა ადგილობრივ ხელისუფლებას, ხანის ნაცვალს (შამახიის ხანი იმჯერად იქ არ იმყოფებოდა): «... чтоб какова подозрения не было от них и не призналаб, что он к нему, посланнику от своего принца прислан. Чего ради нарочно он ему принц и почтовые подводы дал под образом будто для иного сюда дела прислан, а не к нему посланнику» (ძველი აქტების... არქივი, ფ. 77, ..., 1715-1718 წწ., საქმე # 2, ფურც. 426)

ჟურნალში ვოლინსკის მიერ ჩაწერილი ტექსტის ანალიზი ფარსადანთან შეხვედრის შესახებ ააშკარავებს იმას, რომ რუსეთის დესპანი და ვახტანგი დიდი სიფრთხილით მოქმედებდნენ და ეშინოდათ ეწარმოებინათ მიწერ-მოწერა. ვოლინსკის ამავე დროს აწუხებდა ის, რომ თვით ვახტანგი მას პირადად არაფერს სწერდა. ვოლინსკი 1718 წლის 30 მაისის რელაციაში პეტრე I-ს შამახიიდან სწერდა: «Перед несколькими днями прибыл сюда один грузинец именем Фарсадан бек из Тавриза, который сказывал мне будто оной от своего принца ко мне нарочно прислан, что и может быть. И при том дал мне от него одно письмо к его тётке царице Мелетинской, так же зело мне некоторые слова от стороны его говорил смело и в ту меру будто принц его желал принять службу вашу, а пртив персиян воевать, что мне сказав требует он письма, чтоб я к нему писал пространнее как ему поступать с персиянами, однакож мне так мнитца, что то неправда, и больше рассудил, что оной принц желает моего письма, для того чтоб ему ево объявить при своём дворе, и тем бы получить больше кредит свой, понеже ему мало верят, ибо ежели бы он имел своё к тому прямое намерение, то бы мог ко мне и сам писать в чём ему мне яко поверенному рабу вашего величества мошно бы верить, но понеже сам ко мне не пишет, только моего письма требует, того ради, всемилостивейший государь, не прогневайся на меня, что я не могу сей смелости учинить, чтоб мне к нему о каких секретах писать, но и ни о чём не смею, понеже ещё я в руках их, а когда милосердный Бог меня освободит, то и тогда мошно его опробовать совесть» (ძველი აქტების... არქივი, ფ. 77, ..., 1716, 1717-1718 წწ., საქმე # 2, ფურც. 375).

რაც შეეხება ვახტანგ VI-ს, მას, რაც არ უნდა დიდი სურვილი ჰქონოდა, არ შეეძლო გაეწია რისკი და ვოლინსკისთან წერილობითი მოლაპარაკება ეწარმოებინა, რადგან იგი ჯერ კიდევ იძულებული იყო ირანში დარჩენილიყო. აქ არ იქნებოდა ზედმეტი მოვიგონოთ, რომ ვახტანგ VI ირანიდან არც სულხან-საბა ორბელიანს და არც კონსტანტინოპოლში საფრანგეთის ელჩს პირადად არ სწერდა წერილებს. ამ პირებთა წერილებს ვახტანგის დავალებით წერდნენ სანდო პირები (იხ. მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, ტფილისი, 1902, გვ. 316-317).

მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ვოლინსკისა და ვახტანგს შორის მიწერ-მოწერა ვერ მოგვარდა, მათ შორის კავშირი მაინც იქნა დამყარებული ფარსადანის მეშვეობით, რომელიც ესაუბრა რუსეთის დესპანს რიგ საკითხებზე: ირანის ჯარის შესახებ, ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარის ლაშქრობის, პეტრე I-ის მხარეზე ვახტანგ VI-ის გამოსვლის, ვახტანგის გამაჰმადიანების მიზეზებისა და სხვათა შესახებ (ძველი აქტების ... არქივი, ფ. 77, ..., 1715-1718 წწ., საქმე # 2, ფურც. 422-432).

1719 წ. ა. ვოლინსკი, როგორც ირანის საქმეებში კომპეტენტური პირი, დანიშნულ იქნა ასტრახანის გუბერნატორად, რათა ეწარმოებინა კასპიისპირეთში ლაშქრობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები. იმავე წლის აპრილში მან საგარეო საქმეთა კოლეგიაში გაგზავნა მოხსენება, სადაც წერდა: «Понеже... как известно, что Астрахань пограничное место к Персии также и другие народы блиски, именно кумыцкой, черкаской, кубанской, калмыцкой, от которых государства его царского величества подданным как польза так и вред бывает, и хотя я не совершенно ещё известен о тамошнем крае, однакож что мог видеть в бытность мою тамо и в проездах, о том должен чрез сие, что мне за потребно мнитца и в чём имею нужду доносить последующими пунктами, на которые прошу резолюциею нагродить и дать инструкцию для оных дел, о которых доношу» (ძველი აქტების ... არქივი, ფ. 77, ..., 1719 წ., საქმე # 5, ფურც. 1).

ამ მოხსენებაში ვოლინსკი თხოვდა მიეცათ მისთვის «საიდუმლო კორესპონდენციები» შამახიასა და ირანში. ამაზე მან თანხმობა მიიღო. ვოლინსკიმ აღძრა კიდევ რამდენიმე საკითხი ჩრდილო-კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის შესახებ. იგი წინადადებას იძლეოდა რუსეთის მხარეზე გადმოებირებინათ ადგილობრივი მმართველები. ა. ვოლინსკი წერდა: «Кумыцкой народ хотя и под персидскою протекциею, однакож надеюся ежели приложить труд, то будет доброжелательнее к стороне его царского величества, а между их народом великую силу имеет владелец Тарковский Алдигирей, который хотя был прежде от наших управителей пограничных недоволен, однакож в мою бытность в Персии и в Астрахани по письмам моим показывал некоторые верности как в проезде Андреяна Лопухина так и в протчем, а по моему мнению для склонности того народа и для иных факцией оной бы был не безпотребен. Ежели изволите его удовольствовать и дать ему для охраны Тарков одну роту солдат (о чём он сам просит), также жалованья ему денежного и хлебного прибавить... Так же, ещё и кумыцкой владелец именем Султан Маамут Аксайской» (ძველი აქტების ცენტრალური სახელმწიფო არქივი, ფ. სპარსეთის საქმეები, 1719 წ., საქმე # 5, ფურც. 2-3). ვოლინსკის აზრით რუსეთის მხარეზე მათი გადასვლის შემთხვევაში ზოგიერთი სხვაც იძულებული იქნებოდა ეძება რუსეთის მეფის პროტექტორატი (იქვე).

მოხსენების მეორე პუნქტში ასტრახანის გუბერნატორი თხოულობდა ნებართვას ეწარმოებინა მიწერ-მოწერა ვახტანგ VI-თან: «Так же желал бы я хотя токмо кроме дела. Однакож чтоб иметь коррепонденцию и з грузинским принцем (прежде никаких секретов ему не объявляя, понеже мошно усмотреть его склонность и ис пратикулярных писем) а при том и з духовными особами в Грузии, ибо оные у них не безсильны, паче же их патриярх, а оной родной брат того принца, того ради ежели за благо изволите разсудить для лутчего способа, чтоб к тому делу в Астрахань орпеделить доброго человека из их народа, которые есть при царице мелетинской а паче ежели б кто был нарочитой из духовных» (იქვე, ფურც. 2).

ეს მოხსენება განიხილეს სახელმწიფო კანცლერმა, ქვეკანცლერმა და ნამდვილმა სახელმწიფო მრჩეველმა პ. ა. ტოლსტოიმ, რომლებმაც 1720 წლის 8 ივლისს დაწერეს შემდეგი რეზოლუცია: «Чтоб о корреспонденции старался и трудился б тот народ в ласке содержать и к стороне его царского величества склонять. А что принадлежно до выбрания особы и о том ему старание иметь такого выбрать и об оном доносить в Сенате для решения и определения оного» (იქვე).

ეს რეზოლუცია 1720 წლის 22 მარტს პეტრე I-ის მიერ ასტრახანის გუბერნატორისადმი გაცემული განკარგულების საფუძველზე დაიწერა. პეტრე I მოითხოვდა შემდეგს:

«1) Чтоб принца Грузинского искать склонить так, чтоб он в потребное время был надёжен нам, и для сей посылки взять и Грузинцев дому Арчилова, 2) Архирея, для всяких там случаев, чтоб посвятить Донского архимандрита, 3) Офицера выбрать, чтоб или туды, или назад едучи сухим путём от Шемахи, верно смотрел пути, удобен ли. Также живучи в Шемахе, будто для торговых дел (как положено с Персы), всё присматривать, 4) Чтоб неудобный путь от Терека до Учи сыскать как миновать, и буде нельзя землёю, – чтоб морем, для чего там надобно при море сделать крепость и по-малу строить магазейн, амбары и прочее, дабы в удобном случае за тем не было остановки... однакож всё в великом секрете держать» (ძველი აქტების... არქივი, ფ. პეტრე I-ის კაბინეტი, I განყოფილება, წიგნი 30, ფურც. 122-124; С. М. Соловьёв, История России с древнейших времён, кн. 4, т. XVIII, стр. 667).

ამრიგად ვოლინსკიმ მიიღო პეტრე I-ის ნებართვა და წერილობითი ურთიერთობა გააბა ვახტანგ VI-თან, რომელიც 1719 წლიდან უკვე საქართველოში იმყოფებოდა.

ქართლის მოწინავე პოლიტიკურმა მოღვაწეებმა სწორად შეაფასეს შექმნილი მდგომარეობა და გადაწყვიტეს, რომ დადგა დრო განეხორციელებინათ დიდი ხნის ოცნება – რუსეთის დახმარებით გაეთავისუფლებინათ საქართველო ირანის ბატონობისაგან და დაებრუნებინათ თურქეთის მიერ მიტაცებული სამხრეთ საქართველოს მიწები. მაგრამ როცა ამ საკითხს იხილავდნენ ვახტანგ VI-ის კარზე, დარბაზის ყველა წევრი როდი იყო ამ გეგმის მომხრე (იხ. დავით გურამიშვილი, დავითიანი, თბილისი, 1955, გვ. 55-57; ი. ჯავახიშვილი, დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის მე-18 საუკუნეში, თბილისი, 1919, გვ. 8). დარბაზის წევრთა ერთი ნაწილი ამ გეგმას ქართლისათვის სახიფათოდ თვლიდა იმ მიზეზით, რომ საქართველოს მრავალრიცხოვან მტრებს შეუძლიათ ისარგებლონ ამ შემთხვევით და რუსეთის ჯარის ამიერკავკასიაში შემოსვლამდე დააქციონ ქვეყანა. მაგრამ როცა დაინახეს ვახტანგისა და მისი მომხრეების ურყეობა, დათანხმდნენ და ურჩიეს ვახტანგს ფრთხილად ემოქმედა, გამოსულიყო მცირე რაზმით და ფარულად დახმარებოდა პეტრე I-ს. საქართველოს მოწინავე პოლიტიკური მოღვაწენი კი, და მათ რიცხვში ვახტანგ VI, ხსნას მხოლოდ გადამწყვეტ მოქმედებაში ხედავდნენ, როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მხრივ. ამ აზრის გატარებას ცდილობდნენ ისინი ყოველთვის. ამის საფუძველზე ვახტანგ VI-მ შეიმუშავა სამხედრო გეგმა, რომლის შესახებაც 1721 წლის 15 აგვისტოს ვოლინსკი პეტრე I-ს სწერდა: «... Грузинский принц (ვახტანგ VI – გ. პ.) прислал ко мне и к сестре своей с тем, чтоб мы обще просили о нём ваше величество, дабы вы изволили учинить с ним милось для избавления общего их христианства и при том показывает к тому способ: первое, чтоб ваше величество изволили прямо к нему в Грузию ввести войск своих тысяч пять или шесть и повелели засесть в его гарнизоны (показывая на то резон), объявляя о себе, что он видит в Грузии несогласие между шляхетством, а ежели де войска ваши введены будут в Грузию, то уже и поневоле принуждены будут многие его партию взять и с ним согласны быть, и он будет безопасен. Второе, чтоб за лутчаго ему уверия изволили сделать десант в Персию в тысячи десяти или больше, чтоб отобрать у них Дербент или Шемаху... а без того вступать в войну опасен. Третье, просит, чтоб изволили сделать крепость на реке Тереке, между Кабарды и гребенских казаков... и чтоб тамо изволили посадить свой гарнизон для свободной с Грузиею коммуникации и для его охранения...

И, как водится, государь, по моему слабому мнению, все его предполагаемые резоны не безсильны... Вахтанг представляет о слабом нынешнем состоянии персидском и какая будет вам собственная из оной войны польза, и как персияне оружиею вашему противиться не могут... ежели вы наволите против шаха в войну вступить, он, Вахтанг, может поставить в поле своих от 30 до 40 000, и как благонадёжно приказывает, что ежели войска ваши в Грузию вступят, то он с одними своими войсками с помощью вышняго пройдёт хотя до самой Гиспагани, ибо он персиян бабами называет» (ძველი აქტების ცენტრალური სახელმწიფო არქივი, ფ. პეტრე I-ის კაბინეტი, II განყოფილება, წიგნი 54, ფურც. 640; სოლოვიოვის ზემოხსენებული ნაშრომი, გვ. 668-669).

1721 წლის ნოემბერში ვახტანგ VI პეტრე I-ს სწერდა: «... получив письмо от предводителя войска вашего (ასტრახანის გუბერნატორის – გ. პ.) мы воодушевились твёрдою надеждою о помощи, и предались более прежняго излиянию задушевной радости восхволяя вечного Бога, в руках которого находятся сердца всех царствующих; ибо Он побуждает милость Вашу к тому чтобы освободить нас от врагов наших и выручить от ненавидящих нас. При божием покровительстве и помощи войска Вашего, мы вовсе не сомневаемся в успехе.

Вследствие сего, отдавшись Вашему Святейшему Величеству, сами с детьми, подданными и всем нашим достоянием, мы сговорились письменно с предводителем Вашего войска и переговорили с ним о том, как вести и совершить дело» (М. Броссе, Переписка на иностранных языках грузинских царей с российскими государями, от 1639 г. по 1770 г., Спб., 1864, стр. 138. ეს წერილი ლათინურად იყო დაწერილი. რუსული თარგმანის ერთერთი ვარიანტი ინახება ძველი აქტების ცენტრალურ სახელმწიფო არქივში, ფ. პეტრე I-ის კაბინეტი, II განყოფილება, წიგნი 54, ფურც. 887).

ამრიგად, 1720 წლისათვის პეტრე I-სა და ვახტანგ VI-ს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება ირანის წინააღმდეგ საერთო მოქმედებების შესახებ.

ვახტანგს, რომელმაც კარგად იცოდა სომხების განწყობილება აჯანყებისადმი, ნათლად ესმოდა, რომ სომხებისა და ქართველების განცალკევებული მოქმედება წინასწარ განწირული იყო. ამიტომაც მან დაიწყო მოლაპარაკება სომეხ მელიქებთან და ენერგიული ზომები მიიღო სომხური ჯარის ჩამოყალიბებისათის. სომეხი მკვლევარი პ. თ. არუთინიანი წერს: სომხური ჯარები არსებობდნენ ადრეც, განმათავისუფლებელი მოძრაობის დაწყებამდე... მაგრამ სომხური რაზმების გაერთიანება და დამოუკიდებელი სომხური ჯარის შექმნა მოხდა, ალბათ, XVIII ს. 20-იანი წლების დასაწყისში, როცა შეიქმნა სომხური სგნახი. სომხური ჯარის ორგანიზაციის საქმეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართველმა მეფემ ვახტანგ VI-მ, რომელიც დამპყრობთა წინააღმდე სომეხი ხალხის შეიარაღებული ბრძოლისა და მისი სამზადისის პერიოდში სომხებთან აგზავნიდა მხედართმთავრებს (П. Т. Арутюнян, Освободительное движение армянского народа в первой четверти XVIII века, М., 1954, стр. 155-156). ვახტანგ VI ხელმძღვანელობდა ქართულ-სომხურ გაერთიანებულ ჯარებს, რომლებიც განჯასთან შეიკრიბნენ. მის დროს მოხდა ქართული და სომხური ძალების გაერთიანება სეფევიდებისა და თურქ დამპყრობთა წინააღმდეგ.

სომეხი და ქართველი ხალხების ერთბედობა, საუკუნეების განმავლობაში ბრძოლა თურქი და სპარსელი ასიმილატორების წინააღმდეგ, ხელს უწყობდა სომეხთა და ქართველთა მეგობრობის განმტკიცებას. XVIII ს. 20-იანი წლების ამბები ამ მეგობრობის განმტკიცების საქმეში ახალი ნაბიჯი იყო. პეტრე I-ის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებისათვის დამყარდა რუსეთის, საქართველოსა და სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური კავშირი.

პეტრე I მთავარ მიზნად ისახავდა კასპიისპირა პროვინციების დაპყრობას და კარგად ესმოდა საქართველოსა და სომხეთის მნიშვნელობა რუსეთ-ირანისა და რუსეთ-თურქეთის ჭიდილში კასპიის ზღვისათვის. პეტრე ითვალისწინებდა საქართველოსა და სომხეთის სტრატეგიულ მნიშვნელობას – ამ ქვეყნების ტერიტორიაზე გადიოდა უმოკლესი გზა თურქეთიდან კასპიის ზღვის სანაპიროებისაკენ. რუსეთის ჯარი, რომელსაც მოელოდა ახალ მოწინააღმდეგესთან შეხვედრა, მისთვის ახალ პირობებში, უცნობ ადგილებში, აუცილებლად საჭიროებდა ადგილობრივი კავკასიელი ხალხების დახმარებას. რუსეთის ჯარისათვის კი რეალური დახმარების გაწევა შეეძლოთ მხოლოდ ქართველებსა და სომხებს.

ა. ვოლინსკი, რომელმაც სპეციალურად შეისწავლა ირანის სამხედრო ძალების მდგომარეობა, შემთხვევით არ უსვამდა ხაზს ქართული ჯარის მაღალ სამხედრო თვისებებს. ჟურნალში იგი წერდა:

«... Я почитаю по всей Персии лутчие войска грузинские, которых между всеми ими можно воинами почитать, о которых я слышал в Грузии и Мелетии может собраться от пятнадцати до двадцати тысяч, и у персиян обыкновенно выбираются спасалары (или генегалисимусы) из грузинских принцов, также и протчие чины обретающиеся в войске большая часть из грузинцов определяют. Понеже и в прежние времена как при великом персидском шахе Аббасе, так и при протчих нынешнего предках, против турок и индиан и других народов, с которыми персияне войну имели, где какие виктории ни получали, токмо большая часть чрез грузинцов. О которых бы я великий заклад держать мог, что ежели их принц, и протчие господа дворяне имели доброе согласие между собою, поистине бы не токмо от подданства персидского могли себя освободить но ещё бы от них многие места без великого труда завоевали... А кавалерия их (ირანელების – გ. პ.) против грузинцов, хотяб она была числом и в трое больше, однакож никогда стоять не будет, к томуж ежелиб регулярных шквадронов 20 к ним присовокупить, тоб смело можно чрез всю Персию с ними без всякого страха пройти» (ძველი აქტების... არქივი, ფ. სპარსეთის საქმეები, 1715-1718, საქ. # 2, ფურც. 609).

ამრიგად, XVIII ს. 20-იანი წლების რუსეთ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური კავშირი წარმოადგენდა რუსეთისა და საქართველოს ინტერესთა ერთიანობის კონკრეტულ გამოხატულებას.

პეტრე I ემზადებოდა ლაშქრობისათვის და გულმოდგინედ ცდილობდა შეესწავლა ის ტერიტორია, სადაც საომარი მოქმედება უნდა ეწარმოებინა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ მიზნით სპეციალური დავალება მიეცა ა. ვოლისნკის. ამასთან ერთად, 1720 წლის სექტემბერში პეტრე I-მა გადაწყვიტა ირანში გაეგზავნა კონსული სემიონ ავრამოვი გვარდიის კაპიტნის ალექსეი ბასკაკოვის თანხლებით.

პეტრე I-ის მიერ მიღებულ იქნა სერიოზული ზომები კასპიის ზღვის რუკის შესადგენად. 1715 წლის გაზაფხულზე კასპიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მან გაგზავნა ექსპედიცია ბეკოვიჩ-ჩერკასკის მეთაურობით. 1716 წლის იანვარში კასპიის ზღვის სანაპიროების გამოსაკვლევად გაიგზავნა პორუჩიკი ალექსანდრე კოჟინი. 1718 წლის ზაფხულის განმავლობაში კოჟინმა და ლეიტენანტმა ურუსოვმა ხელახლა გამოიკვლიეს კასპიის ზღვის სანაპიროები და შედგენილ იქნა აღმოსავლეთ სანაპიროს რუკა. 1719 წელს კასპიის ზღვაზე გაიგზავნა ახალი ექსპედიცია, რომლის უფროსად დაინიშნა ვერდენი, ხოლო თანაშემწედ – ლეიტენანტები თ. ი. სოიმონოვი და ურუსოვი, უნტერ-ლეიტენანტები დოროშენკო და ზოლოტარიოვი. სინამდვილეში ამ ექსპედიციის სულსა და გულს, მის ნამდვილ ხელმძღვანელს წარმოადგენდა სოიმონოვი.

ექსპედიციის მუშაობის შედეგად შედგენილ იქნა დასავლეთ სანაპიროს რუკა, გაზომილ იქნა სიღრმეები, გამოკვლეულ იქნა ფსკერის ნიადაგი და დინებანი, აღწერილ იქნა კუნძულები, ბოღაზები, მეჩეჩები, წყალქვეშა კლდეები და ა. შ. 1720 წლის მაისში ექსპედიციამ დაამთავრა კასპიის ზღვის კავკასიური ნაწილის აღწერა და გადაღება, შეისწავლა მდინარე მტკვრის შესართავი და გაემგზავრა სამხრეთ სანაპიროსაკენ. ეს სანაპირო გამოკვლელ იქნა ენზელის ბოღაზიდან ასტრაბადის ყურემდე. პეტრე I-მა ბრძანა ექსპედიციის მიერ შეგროვილი მასალების შევსება წინა ექსპედიციების ცნობებით და მთელი კასპიის ზღვის სართო რუკის შედგენა. 1720 წლის ბოლოს რუკა მზად იყო და გამოიცა სახელწოდებით: «Картина плоская моря Каспийского, от устья Ярковского до залива Астрабадского».

ეს იყო კასპიის ზღვის პირველი, მეცნიერულ მონაცემებზე დაფუნებული რუკა. ამ შრომამ საერთო აღიარება ჰპოვა როგორც რუსეთში, ისე დასავლეთ ევროპაშიც.

1721 წლისათვის აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში შექმნილი მდგომარეობა მოითხოვდა არა მარტო რუსეთის ჩარევას, არამედ ხელსაც უწყობდა ლაშქრობის დაწყებას კასპიის ზღვის სანაპიროზე. 1721 წ. 7 აგვისტოს შამახიაში მომხდარი ლეკთა თავდასხმა რუს ვაჭრებზე წარმოადგენდა საომარი მოქმედებების დაწყების ხელსაყრელ საბაბს.

XVIII საუკუნის დასაწყისში დაღესტანსა და ჩრდილოეთ აზერბაიჯანში იფეთქა ანტიფეოდალურმა და ანტიირანულმა აჯანყებამ. მაგრამ ადგილობრივი გაბატონებული ფეოდალური კლასის წარმომადგენლებმა, რომელთაც თურქი დამპყრობელნი უჭერდნენ მხარს, შეძლეს თავიდან აეცილებინათ აჯანყებულთა რისხვა და ამბოხებას წმინდა ანტიირანული ხასიათი მისცეს.

აჯანყებას ბიძგი მისცა შირვანის რაიონებში ჭარელების შემოსევამ 1711 წელს (В. Н. Левиатов, Очерки из истории Азербайджана в XVIII в., Баку, 1948 г., стр. 63-74). მაგრამ მალე ლეკების სათავეში აღმოჩნდნენ თურქეთის აგენტები – დაუდ-ბეგი და სურხაი-ხანი.

1712 წ. დაუდ-ბეგმა და სურხაი-ხანმა მოაწყეს თავდასხმა შამახიაზე. მათ ქალაქი აიღეს და დაანგრიეს, მაგრამ ვერ შეძლეს ფეხის მოკიდება. შამახიაში მალე იქნა აღდგენილი ირანული ადმინისტრაცია. სურხაი გაიქცა მთებში, ხოლო დაუდ-ბეგი შეიპყრეს და ჩააგდეს დარუბანდის ციხეში, საიდანაც 1719 წლის ბოლოს მოახერხა გაქცევა.

1721 წ. ირანის მდგომარეობა გაუარესდა ავღანელთა შემოსევის გამო, რომელთაც მირ-მაჰმუდი ხელმძღვანელობდა. ირანის შაჰმა ჰუსეინმა, რომელსაც ძალა არ შესწევდა წინააღმდეგობა გაეწია მაჰმუდისათვის, გაუგზავნა ფული და საჩუქრები შამხალს და მოითხოვა სასწრაფოდ ჯარის გამოგზავნა.

ჯარი მოგროვილ იქნა და ზემოხსენებული ყაზიყუმუხის მმართველის სურხაი-ხანის წინამძღოლობით გაიგზავნა შაჰის დასახმარებლად. მაგრამ შირვანში სურხაის შეხვდა დაუდ-ბეგი ლეკთა 1000 კაციანი ჯარით და წინადადება მისცა შაჰის წინააღმდეგ ერთად გამოსულიყვნენ. სურხაი ამაზე იოლად დათანხმდა და ორივემ განაცხადეს, რომ ისინი «ღვთის მიერ მოწოდებული არიან გაანთავისუფლონ სუნიტები ირანის ბატონობის უღლისაგან და მოუწოდებენ ყველა ჭეშმარიტ მუსლიმანს გაერთიანდნენ და მოიპოვონ თავისუფლება» (М. Г. Гербер, დასახელებული ნაშრომი, გვ. 228; П. Г. Бутков, Материалы для новой истории Кавказа, т. I, Спб., 1869, стр. 8).

ასტრახანის გუბერნატორმა ა. ვოლინსკიმ, რომელმაც იცოდა დაუდ-ბეგის მტრული დამოკიდებულება ირანის შაჰთან, ხელიდან არ გაუშვა შემთხვევა და წინადადება მისცა მას პეტრე I-ის მფარველობის ქვეშ ყოფილიყო, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ დაუდ-ბეგი სანდო არ იყო. პეტრე I-თან მიწერილ ერთერთ წერილში ვოლინსკი აღნიშნავდა: «... кажется мне Дауд-бек ни к чему не потребен, посылал я к нему отсюда порутчика (как я пред сим вашему величеству доносил), чрез которого ответствует ко мне, что конечно, желает служить вашему величеству, однакож чтоб вы изволили прислать к нему свои войски и довольное число пушек, а он, конечно отберёт городы у персиян, и которые ему удобны, те себе оставит (а именно Дербент и Шемаху), а протчие уступит вашему величеству, кои по той стороне Куры реки до самой Гиспагани, чего в руках никогда не будет, и тако хочет чтоб наш был труд, а его польза» (ძველი აქტების... არქივი, ფ. პეტრე I-ის კაბინეტი, II განყოფილება, წიგნი 54, ფურც. 641).

მალე რუსეთის მთავრობა დარწმუნდა დაუდ-ბეგის პროთურქულ ორიენტაციაში.

დაუდ-ბეგმა და სურხაი-ხანმა შეაგროვეს დიდი ლაშქარი და 1721 წლის 7 აგვისტოს დაესხნენ შამახიას, ხელში ჩაიგდეს და უმოწყალოდ ააწიოკეს (დაწვრილებით იხ. Hanway, დასახელებული ნაშრომი, p. 189-191). დაზარალებულთა შორის აღმოჩნდნენ რუსი ვაჭრებიც, რომელთაც 500.000 მანეთის ზარალი ნახეს. ა. პ. ვოლინსკი, რომელმაც გაიგო ეს ამბავი, 1721 წლის 10 სექტემბერს პეტრეს სწერდა: «При сем, всемилостивейший государь, вашему величеству моё слабое мнение доношу, хотя некоторым подданным вашим из сего и великие убытки учинились, однакож по намерению вашему и начинанию законнее сего уже нельзя и быть причины, первое, что изволите вступить за своё, второе, не против персиян, но против неприятелей их и своих... И так по моему слабому мнению мошно вашему величеству пред всем светом показать, что вы изволите иметь истинную к тому причину» (ძველი აქტების... არქივი, ფ. პეტრე I-ის კაბინეტი, II განყოფილება, წიგ. 54, გვ. 644-646)

პეტრე I-მა ამ წერილზე ვოლინსკის ასე უპასუხა: «Письмо твоё получил, в котором пишете о деле Дауд-бега и что ныне самый случай о том, что вам приказано предуготовлять. На оное ваше мнение ответствую, что сего случая не пропустить зело то изрядно, и мы уже довольную часть войска к Волге маршировать велели на квартиры, от коль весною пойдут в Астрахань. Что пишете о принце грузинском оного и прочих христиан, ежели кто к сему делу желателен будет, обнадёживайте, но чтоб до прибытия наших войск ничего не начинали (по обыкновенной дерзости тех народов), а тогда поступали бы к совету» (ძველი აქტების... არქივი, ფ. პეტრე I-ის კაბინეტი, I განყოფილება, წიგნი 30, ფურც. 131; С. М. Соловьёв, История России..., т. XVIII, стр. 672).

პეტრე I-ს ამ მითითებაზე ა. ვოლინსკი 1722 წ. სწერდა: «Вашего императорского величества указ... от 5 минувшего декабря в целости принять всеподданнейше получил и по оному, государь, отправил присланного от грузинского принца Бориса Туркистанова (который росийский язык хотя не весьма правильно, однакож знает) и не глуп, которого я довольно знаю... Что же, государь, изволил повелеть помянутого принца и протчих тамошных христиан обнадёживать и чтоб до времени и без совету не зачинали, я, государь, как вижу из всех ево дел знатно имеет он не пустую голову и для того не чаю, чтоб прежде начал» (ძველი აქტების... არქივი, ფ. პეტრე I-ის კაბინეტი, II განყოფილება, წიგნი 59, ფურც. 429-430).

1721 წლის 7 აგვისტოს ამბები მართლაც გამოყენებულ იქნა კასპიისპირეთში სამხედრო მოქმედებების გაჩაღების საბაბად. პეტრე I-ის მიერ გამოცემულ მანიფესტში აღნიშნულია, რომ ეს იყო საომარი მოქმედებების დაწყების მიზეზი (იქვე, I განყოფილება, წიგნი 30, ფურც. 132-133).

1721 წლის ოქტომბრიდან დაიწყო ასტრახანის რაიონში ჯარების გაგზავნის ღონისძიებათა გატარება. 

ვოლგისპირეთის ქალაქებში – ყაზანში, ტვერში, ნიჟნი-ნოვგოროდში და სხვაგან დაიწყეს გემების მშენებლობა იმ ანგარიშით, რომ 1722 წლის მაისისათვის მოემზადებინათ ხომალდები.

განზრახული იყო ლაშქრობაში მონაწილეობა მიეღო რეგულარულ ჯარს 24 500 კაცის შემადგენლობით. ამას გარდა არარეგულარული ჯარიდან უნდა გაეგზავნათ უკრაინის გეტმანის ხელქვეით მყოფი 10 000 ჩერკასელი, 5000 დონელი და 1000 ურალელი კაზაკი, სულ 16 000 კაცი (ცენტრალური სახელმწიფო სამხედრო-ისტორიული არქივი, ფ. 2, ანაწერი 1/3, შეკვრა 97, საქმე 1-28, ფურც. 23).

უმაღლეს მეთაურთა შემადგენლობიდან ლაშქრობაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ: გენერალ-ადმირალ გრაფ აპრაკსინს, გენერალ-მაიორებს მ. ა. მატიუშკინს, გ. ს. კროპოტოვს, თავად ი. ი. ტრუბეცკოის, ი. ი. დმიტრიევ-მამონოვს, თავად გ. ს. იუსუპოვს, ბრიგადირებს ვ. პ. შერემეტიევს, ვ. ი. ლევაშოვს და სხვა.

1722 წლის 2 აპრილს სამხედრო კოლეგიამ გამოიტანა დადგენილება, რომ ყველა სამხედრო ნაწილი დაუყოვნებლივ უზრუნველეყოთ იარაღით, ტანსაცმლით, ამუნიციით, ჯამაგირის დავალიანება გაეცათ მთლიანად, მაისის ჩათვლით. მედიკამენტები გაეცათ 2 წლის მარაგისა, გამოიყო ექიმებისა და მედპერსონალის საჭირო რაოდენობა (იქვე, ფურც. 141).

1722 წლის 3 აპრილს იაროსლავლში გაიგზავნა ბრიგადირი ლევაშოვი, ხოლო ტვერში ბარიატინსკი, სადაც ისინი შეუდგნენ იქ მყოფი ჯარების მეთაურობას და დაექვემდებარნენ გენერალ-მაიორს და ლეიბ-გვარდიის პრეობრაჟენსკის პოლკის მაიორს მატიუშკინს (იქვე, ფურც. 160).

10 აპრილს გენერალ-მაიორი და ლეიბ-გვარდიის მაიორი დმიტრიევ-მამონოვი დაინიშნა გვარდიის პრეობრაჟენსკისა და სემიონოვსკის პოლკების ბატალიონის მეთაურად, რომლებიც მონაწილეობდნენ ლაშქრობაში, აგრეთვე ინგერმონლანდისა და ასტრახანის პოლკების მეთაურად (იქვე, ფურც. 194).

გენერალ-მაიორ კროპოტოვს ევალებოდა 4 დრაგუნთა პოლკის მეთაურობა. ბრიგადირი ვეტერანი გაიგზავნა ვორონეჟში იქ მყოფი ჯარის მეთაურად.

1722 წლის 2 აპრილს როსტოვის დრაგუნთა პოლკს მიეცა განკარგულება დაუყოვნებლივ გამოსულიყო სალაშქროდ. პოლკი უნდა გაყოფილიყო ორ ნაწილად. ერთი ნაწილი გემზე უნდა დაესვათ სიმბირსკში და გაემგზავრებინათ ასტრახანში იმ ანგარიშით, რომ იქ მაისის შუა რიცხვებში ჩაეღწია. მეორე ნაწილი ხმელეთით უნდა წასულიყო ცარიცინამდე, იქ შეხვედროდა მოსკოვის პოლკის ნაწილს, რომელიც აგრეთვე ხმელეთით მიემგზავრებოდა, და მასთან ერთად წასულიყო ასტრახანში (ცენტრალური სახელმწიფო სამხედრო-ისტორიული არქივი, ფ. 2, ანაწერი 1/3, შეკვრა 97, საქმე 1-28, ფურც. 143)

ანალოგიური განკარგულებანი გაეგზავნა მოსკოვის დრაგუნთა პოლკს, რომელსაც ებრძანა სარატოვში გემებზე დასხდომა, და რიაზანის პოლკს, რომლის ნაწილი ნიჟნი-ნოვგოროდში უნდა დამსხდარიყო გემებზე და ა. შ. გვარდიის ნაწილებს უნდა გაეცურათ ტვერიდან ასტრახანამდე ნაწილ-ნაწილ. 1722 წლის 13 მაისს თვით პეტრე I გამოემგზავრა მოსკოვიდან და 26 მაისს ჩავიდა ნიჟნი-ნოვგოროდში. აქედან იგი სამხედრო ნაწილების თანხლებით ასტრახანში გაემგზავრა (Походный журнал 1722 г., 2 изд., Спб., 1913, стр. 32-36).

ამრიგად, პეტრე I-მა, რომელმაც შეაგროვა ცნობები ირანის საშინაო მდგომარეობის შესახებ, შეისწავლა კასპიისპირეთის გეოგრაფიული პირობები, გაიჩინა მოკავშირენი საქართველოსა და სომხეთის სახით, შეარჩია ხელსაყრელი მომენტი საომარი მოქმედების დასაწყებად და 1722 წლის ივლისში თავი მოუყარა ჯარებს ასტრახანში.


ტექსტი ბლოგზე გამოქვეყნებისთვის
მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment