(ინტერვიუ თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურთან მამა თეოდორე გიგნაძესთან)
(წერილი დაბეჭდილ იქნა გაზეთ “საქართველოს” 2002 წლის 3 და 17 დეკემბერს გამოქვეყნებულ ნომრებში /## 15 და 16/; ასევე ხელმეორედ გამოქვეყნებული ჟურნალ “ქვაკუთხედის” 2008 წლის ## 8 და 9-ში)
– დაგვლოცეთ, მამაო.
– ღმერთმა დაგლოცოთ.
– მამაო, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, რუსეთში, ფსკოვო-პეჩორის მონასტერში, წმინდა ხატებიდან დაიწყო დიდი რაოდენობით მირონისა და სურნელოვანი წყლის დენა. რას ნიშნავს ეს სასწაულებრივი მოვლენა?
– სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა.
ეს სასწაულებრივი მირონდენა ხდება არა მონასტერში, არამედ დეკანოზ მამა ვასილის სახლში. იგი 90 წელს მიღწეული მოძღვარია. ერისკაცობაში მისი მოძღვარი იყო წმინდა სერაფიმე ვირიცელი, ახლადკანონიზებული წმინდანი, რომელიც 1949 წელს გარდაიცვალა. შემდგომში მამა ვსილის მოღძვარი იყო სვიმონ პეჩორელი (ჟელინი), რომლის კანონიზაციის საკითხიც ამჟამად დგას. ანუ, მამა ვასილი აღიზარდა დიდი სულიერების მქონე მოძღვრების ხელში და მასაც უდიდესი სულიერი გამოცდილება აქვს. მე მქონდა ბედნიერება, გარკვეული დროით მასთან მეცხოვრა, და როდესაც თბილისში დავბრუნდი, ტელეფონით დამიკავშირდნენ და შემატყობინეს მამა ვასილის სახლში წმინდა ხატებიდან დიდი რაოდენობით მირონდენის ამბავი.
პეჩორაში ჩავიდნენ ჩემი სულიერი შვილები, ნინო და თეონა, შემატყობინეს, მირონდენა იმდენად უხვია, რომ მათ შესანახი ჭურჭელის კი აღარ აქვთ, იატაკზე დაღვრილ მირონსა და სურნელოვან წყალში ფეხებით დადიანო. ორმოც ამოთხარეს, რომ ნაწილი სიწმინდეები ჩამარხონ და ამით ისინი უნებლიე უდიერი მოპყრობისგან დაიცვანო.
თავად თეონამ თავისი გულსაკიდი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი “შენ ხარ ვენახი” მირონმდინარე ხატებთან და ჯვრებთან ერთად მაგიდაზე დადო და მალე მისგანაც დაიწყო მირონდენა. იგი ჯერ ღრმა თეფშში ჩაასვენეს და სურნელოვანმა მირონმა იგი სულ რამდენიმე წუთში აავსო, შემდეგ უფრო ღრმა ჭურჭელში, მერე ქვაბში და ასე შემდეგ. მთლიანობაში ამ 15 მილიმეტრის სიგრძის გულსაკიდი ხატიდან 33 ლიტრი მირონი და სურნელოვანი წყალი გადმოვიდა. მირონდენა არ ხდებოდა, როდესაც მას სხვები უყურებდნენ. საკმარისი იყო გვერდით ოთახში სატრაპეზოდ, სალოცავად ან სხვა საქმის საკეთებლად გასვლა, რომ ამ პატარა ხატიდან გადმოსული მირონითა და სურნელოვანი წყლით ჭურჭელი სულ რამდენიმე წუთში ივსებოდა.
ასევე უამრავი მირონი მოედინებოდა ჩემს მიერ მანამდე მამა ვასილისთან ჩატანილი ლამინირებული ხატებიდანაც, ისევე, როგორც ამ მოძღვრის სახლში დასვენებული ყველა წმიდა ხატიდან და ჯვრიდან. ერთხელ უფალმა ინება და დაანახა მამა ვასილისთან მყოფთ, თუ როგორ გადმოედინებოდა ასეთი დიდი რაოდენობით სიწმინდეები. მაშინ, როდესაც ერთად ტრაპეზობდნენ, გვერდით ოთახიდან მოესმათ დიდი ნაკადით მომავალი წყლის ჩხრიალი. შეიხედეს იმ ოთახში და ნახეს, რომ კედელზე დაკიდებული ხატიდან მოჩქეფდა სურნელოვანი წყალი. ზოგმა იფიქრა, ხატის უკან კედელში წყალგაყვანილობის მილი ხომ არ გასკდაო და იქაც შეიხედა, მაგრამ კედელი მშრალი იყო და ეს სურნელოვანი წყლის მჩქეფარე ნაკადი სწორედ ხატიდან მოედინებოდა.
როდესაც ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გაიგო, განცვიფრდა, ყურადღებით მოგვისმინა და მამა ვასილი საქართველოში მოიწვია. თავად მამა ვასილისაც სურს ჩვენთან ჩამობრძანება, და თუ ღმერთი ინებებს, უსათუოდ ჩამოვა.
– მამაო, რას უნდა ნიშნავდეს წმინდა ხატებიდან და ჯვრებიდან ასეთი დიდი რაოდენობით მირონისა და სურნელოვანი წყლის გადმოდინება?
– ეს კითხვა მეც დავუსვი მას. სანამ ხატებიდან ეს მირონდენა დაიწყებოდა, მან მითხრა, რომ დიდი ომია მოსალოდნელიო. ამერიკა განადგურდება როგორც სახელმწიფო, იაპონიის მხრიდან მას ორი ატომური ბომბი მოხვდებაო. ეს ამ მოძღვრის პირადი აზრია, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ იგი ტყუილუბრალოდ არაფერს ლაპარაკობს. თანაც ამ მადლმოსილი მამის მიერ სხვა უამრავი სასწაულებიც აღესრულება და მისი სიტყვები უსათუოდ ანგარიშგასაწევია.
აღსანიშნავია ისიც, რომ მამა ვასილის სახლში ჯერ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატმა თვალებიდან ცრემლების სახით დაიწყო მირონდენა, შემდეგ კი მთელი ხატი დაიცვარა. იგივე ემართება მამა ვასილის ყველა ხატს და მის სახლში შეტანილ ყველა სხვა კანონიკურ ხატსა და ჯვარს. ეს ამბავი ამ მოძღვრის განსაკუთრებულ მადლმოსილებასა და სიწმინდეზე მეტყველებს. და სწორედ ასეთი მადლმოსილი მამა ამბობს, რომ დიდი ომი იქნება. ამ ამბავს იგი იმდენად რეალურად აღიქვამს, რომ მასთან მყოფი ადამიანები, მოსალოდნელი დიდი შემშილის მოლოდინში, კარტოფილისა და ვაშლის ნაფცქვენებსაც კი აღარ ჰყრიან, რეცხავენ, აშრობენ და სამომავლოდ ინახავენ. ასევე აშრობენ და ინახავენ პურის ნარჩენებს. მათ აიღეს მიწის დიდი ნაკვეთი და ამუშავებენ, რათა მომავალი გაჭირვების პერიოდისთვის მარაგი შეიქმნან. ამით ისინი უკვე რეალურად ემზადებიან ხვალინდელი დღისთვის, ანუ იმ დიდი ომისთვის, როდესაც თვით ამერიკაც ასეთ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.
– როგორც მამა არჩილი ამბობს, ასეთი მისტიკური კავშირი მართლაც არსებობს, და მირონდენა, აგრეთვე სხვა სასწაულები, რომლებიც ამ ხატიდან აღესრულება, აღნიშნავს უფლის კურთხევას. მაგრამ მისივე სიტყვებით, ამ სიმბოლიკის, ამ კავშირის ჭეშმარიტი აზრი საცნაური გახდება მხოლოდ ბოლო ჟამის წინა პერიოდში, ამიტომ ამ საკითხის შესახებ სჯობს თავად მამა არჩილს მიმართოთ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის “შენ ხარ ვენახის” დამწერი არის ირაკლი ცინცაძე, მაგრამ მისი სულიერი ავტორი გახლავთ არჩილ მინდიაშვილი, ამიტომ თავად ხატის სულიერ მნიშვნელობას, იგი ყველაზე კარგად ხედავს. ისე, პატრიარქის კურთხევით, მალე უნდა გამოვიდეს წიგნი ამ ხატის შესახებ და მისი “დაუჯდომელი” ლოცვაც, რომლებშიც ღვთისმშობლის ხატის “შენ ხარ ვენახი” ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ ყველაფერი იქნება მოთხრობილი. ჩვენთან ტაძარში მოსული იყო ერთერთი ეკლესიის მოძღვარი, მამა გიორგი, რომელმაც ეს ხატი დედანში პირველად ნახა. პარაკლისი გადაიხადა და შემდეგ მითხრა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეს ხატი ჭეშმარიტად ქართული ხატია და მასში ქართული სული იგრძნობაო.
– მამა თეოდორე, ჩვენი გაზეთის ფურცლებზე 1999-2001 წლებში გამოქვეყნდა წერილები იმის შესახებ, რომ დასავლეთის მმართველი წრეების ინიციატივით, 1990-იან წლებში ამიერკავკასიის გარშემო მოხდა შეიარაღებული დაპირისპირების ესკალაცია. დაპირისპირებულ მხარეებად გამოიკვეთნენ, ერთის მხრივ, თურქეთი და მისი ნატო-ელი მოკავშირეები, ხოლო მეორეს მხრივ – რუსეთ-ირან-ჩინეთის ალიანსი. ყოველივე ამას კი საფუძვლად უდევს 90-იან წლებში აშშ-ისა და გერმანიის მიერ თურქეთის შეიარაღებული ძალების არაადექვატური გაძლიერება. ასეთი დიდი სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე და მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული მამათა წინასწარმეტყველებების გათვალისწინებით, გამოიკვეთა ამ ორ კოალიციას შორის მესამე მსოფლიო ომის გაჩაღების რეალური კონტურებიც. როგორ შეიძლება შევაფასოთ ეს პროცესები სულიერი თვალსაზრისით?
– საერთოდ, ჩვენ პოლიტიკოსები არა ვართ და უფრო სულიერად ვცდილობთ მოვლენების დანახვას. მესამე მსოფლიო ომი რომ უნდა მოხდეს, ამის შესახებ არსებობს წინასწარმეტყველებები. ის ტრაგედია, რაც 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკაში მოხდა და იმ პროცესების განვითარება, რაც ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ პალესტინაში ხდება, სწორედ იმის მომასწავებელია, რომ დიდი ომი უნდა იყოს. ჯერ კიდევ 11 სექტემბერს მომხდარ ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე, ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოვიდა წიგნი “XX საუკუნის ფარული ორგანიზაციები”, რომლის პირველწყაროც 1993 წელს გერმანიაში გამოსცეს (იან ვან ჰელზინგის “საიდუმლო საზოგადოებები და მათი ძლიერება XX საუკუნეში”), ხოლო შემდეგ კი რუსულად ითარგმნა. ამ წიგნში მოთავსებულია ამერიკელი მასონის (“კუ-კლუქს-კლანის” დამაარსებლის) ალბერტ პაიკის, საერთოდ ბნელით მოცული პიროვნების, წერილი თავისი ევროპელი კოლეგის ჯუზეპე მაზინისადმი, რომელიც დაწერილი და გაგზავნილია 1871 წელს. მასში პაიკი მაზინის ეუბნება, რომ მასონურ-ილუმინატური ორგანიზაციების მსოფლიოში გაბატონებისთვის სამი მსოფლიო ომი არის საჭიროო. თანაც ისინი ამას კი არ წინასწარმეტყველებდნენ, არამედ ასეთ გეგმებს რეალურად სახავდნენ. აღნიშნულ წერილში ნათქვამია, რომ მესამე მსოფლიო ომის დაწყებამდე ამერიკაში მოხდება ტერაქტები, რამდენიმე ქალაქი დაიბომბება, მათ შორის ნიუ-ორკიც. რომ ეს უნდა დაბრალდეს აღმოსავლელ ექსტრემისტებს, და ეს ასე მოხდა კიდეც. თუ ამას კიდევ დავუმატებთ თქვენს გაზეთში გამოქვეყნებულ წერილებს 1990-იანი წლების განმავლობაში დასავლეთის მმართველი წრეების მიერ ამიერკავკასიის გარშემო ახალი შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შესახებ, აქ შეიძლება ითქვას, რომ უკვე ხდება სიტუაციის მომწიფება.
მამა ვასილიც ამბობს, რომ რუსეთში დიდი განსაცდელი და გაჭირვება იქნება და ძალიან მწარედ დაისჯებიან ის ადამიანები, მამაკაცები და დედაკაცები, ვინც გარყვნილი ცხოვრებით ცხოვრობენ; ქალები, რომლებიც მეძაობენ, მამაკაცები, ვინც ფულის გულისთვის უამრავ უზნეობას სჩადიან. ამ ომის მიერ მრავალი ადამიანი მოწყდება, ხოლო ქრისტიანთაგან კი მრავალი სასწაულებრივ გადარჩება. ეს ომი გახლავთ ადამიანთა უზნეობისთვის განსაკუთრებულად დამსჯელი ომი. პოლიტიკოსები მოქმედებენ, გეგმებს აწყობენ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ღვთის დაშვების გარეშე არაფერი არ ხდება.
– თუ შეეხება ეს ომი საქართველოს?
– საქართველოს არა აქვს ის სამხედრო პოტენციალი, რომელიც მას გადაარჩენს. მაგრამ ვისაც ასეთი პოტენციალი აქვს, ისინიც ვერ გადაირჩენენ თავს. გამოსავალი მდგომარეობს უფლისადმი სასოებაში, უფლის რწმენაში. ერთი ღერი თმაც არ დავარდება უფლის ნების, მისი დაშვების გარეშე ადამიანის თავიდან. მით უმეტეს, რომ როდესაც მესამე მსოფლიო ომის ნანგრევებზე წარმოიქმნება ანტიქრისტეს ახალი მსოფლიო სახლი, რომელშიც თვითონ ანტიქრისტე უნდა გაბატონდეს, სწორედ ამ დროს უნდა მოხდეს ივერიის გაბრწყინება. თუ ომმა საქართველოს ტერიტორიაზე გაიარა და გამოიარა, ივერია განადგურდება, როგორც ასეთი და მაშინ რაღა გაბრწყინებაზეა ლაპარაკი?
– ე. ი. ღვთის მადლით, ივერია დაფარული იქნება?
– მადლობა ღმერთს, საქართველო გაბრწყინდება. ჩვენ ამაზე ვსასოებთ და ამის შესახებ წინასწარმეტყველებენ ბერძენი და რუსი მამები. მაგრამ ვინ იქნება ამ გაბრწყინების თანამონაწილე? ყველა ქართველი ან საქართველოში მცხოვრები ყველა ქრისტიანი იქნება ამის თანამონაწილე თუ ერთეულები? აგერ ისრაელი გაბრწყინდა 2000 წლის წინ. ღმერთი, სამყაროს შემოქმედი, ადამიანად მოვიდა. რამდენი გახდა ამის თანამონაწილე? ძალიან ცოტა. ხოლო ის, ვინც ამის თანამონაწილე არ გახდა, ისინი ყვიროდნენ – “სისხლი მაგისი ჩვენ ზედა და ჩვენ შვილთა ზედა”. ამით საკუთარი თავი დაიწყევლეს და უფლის მკვლელებად გადაიქცნენ. ჩვენც ასე არ დაგვემართოს. ივერია გაბრწყინდება და ეკლესიას სურს, რომ ამ გაბრწყინების, ამ ბედნიერების თანამონაწილე გახდეს მრავალი ადამიანი. ხოლო თუ მრავალი გახდება, ანუ თუ მრავალი ადამიანი მოემზადება ამასთან შესახვედრად, მერწმუნეთ, რომ ეს ომი ჩვენ გვერდზე ჩაგვივლის და არ შეგვეხება. ღმერთს შეუძლია ეს გააკეთოს, სასწაულები ყოველთვის ხდებოდა და დღესაც ხდება. ჩვენ უნდა ვსასოებდეთ უფლის წყალობაზე და ვიყოთ კარგი ქრისტიანები.
– მამაო, როდესაც 2001 წლის სექტემბერში ვაზისუბანში ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი გამოეცხადა ერთ ქალბატონს, ხატმა მას განუცხადა, რომ ამერიკაში მესამე დიდი მსოფლიო ომი იწყება და იგი საქართველოსაც შეეხება, რომ საქართველოზე გადაივლიან და გადმოივლიან. თუ არის შესაძლებელი, რომ ეს წინასწარმეტყველება რამდენადმე შერბილდეს ან შეიცვალოს? გვინდა გავიხსენოთ ქალაქ ნინევიის მცხოვრებთა მაგალითი, რომლებიც დიდ ცოდვაში იყვნენ ჩამდგარი და უფლმა მათ წინასწარმეტყველი მიუგზავნა, რათა შენანათ, თუ არა და გაანადგურებდა. ნინევიელებმა გულწრფელად და მხურვალედ შეინანეს და უფალმაც აპატია მათ უწინდელი შეცოდებანი. ასევე, როდესაც მრავალგზის შემცოდე ებრაელების გაჟლეტა გადაწყვიტა ღმერთმა, მოსე მის წინშე დადგა მხურვალე ლოცვით, რათა თუნდაც იგი წარეწყმიდა, ოღონდ ებრაელი ხალხისთვის ეპატიებია და განადგურებით არ დაესაჯა. ამ შემთხვევაშიც უფალმა შეისმინა მისი რჩეულის ვედრება.
– კიდევ ერთი მაგალითია მნიშვნელოვანი, როდესაც ძველ აღთქმაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ უფალს პირველი სასწაული იერუსალიმში უნდა მოეხდინა, იგი კი თავის პირველ სასწაულს ღვთისმშობლის თხოვნით, კანას გალილეაში ახდენს. ამიტომ იგი გარკვეული საყვედურის კილოთიც მიმართავს თავის წმინდა დედას – “ხომ იცი, ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარაო”. მაგრამ ღმერთი თავისსავე წინასწარმეტყველებას მაინც ცვლის და ახდენს სასწაულს. თან ისეთ სასწაულს, როდესაც ვინმე კი არ იღუპებოდა, არამედ სიძეს ღვინო შემოაკლდა და ჯობდა კიდეც, ნაკლებად დათვრებოდნენ. მაგრამ რატომ მოახდინა უფალმა ეს სასწაული? რატომ შეცვალა თავისი წინასწარმეტყველება? იმიტომ, რომ მას სთხოვა მისმა ყოვლადწმინდა დედამ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა. აქედან ჩანს, რომ უდიდესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხება, რომ მას შეუძლია ღვთის წინასწარმეტყველებაც შეცვალოს ადამიანის განსაცდელის შესამსუბუქებლად.
ჩვენ ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ვაზისუბანში მომხდარ გამოცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ამერიკაში დაიწყებოდა დიდი ომი და მეორე დღეს იქ სწორედ ის ტრაგედია განხორციელდა, რასაც მერე ომის დაწყება მოჰყვა. ეს გამოცხადება რომ ღვთისგან იყო, ამას ადასტურებს ისიც, რომ იქ ტაძარი შენდება და პატრიარქის კურთხევა არის ამაზე, ნიში უკვე გაკეთდა. ე. ი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არ გვტოვებს. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ღვთისმშობლის, შეიძლება ასე ითქვას, ყველაზე უპირატეს ხატს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ჰქვია. აღსანიშნავია, რომ რუსებს თავიანთი ქვეყნის ჩრდილოეთ, სამხრეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საზღვრები ჩაბარებული აქვთ ღვთისმშობლის სხვადასხვა ხატებისთვის, ხოლო საკუთრივ სამხრეთ საზღვარი – ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისათვის. ამიტომ ეს ხატი ჩვენი ჩრდილოეთის საზღვრის მფარველიც არის.
როდესაც ერთ დროს ჩაღატარ ნოინის მკვლელობის გამო ალამუთის ალყად მდგომმა მონღოლებმა ეჭვი მათ ბანაკში მყოფ ქართველებზე მიიტანეს და მათი გაჟლეტა გადაწყვიტეს, ქართველებმა იარაღის ძალით არ სცადეს საკუთარი სიცოცხლის დაცვა, თუმცა შეეძლოთ ასეც მოქცეულიყვნენ და თავიანთი სიცოცხლის სანაცვლოდ საიქიოში უამრავი ურჯულოც გაესტუმრებინათ. მაგრამ მათ მუხლი მოუყარეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას და მას შეჰღაღადეს. თითქოსდა გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნა, მაგრამ მოხდა გასაოცარი რამ – თვითონ მკვლელი გამოვიდა ლერწმებიდან და დაიძახა, ჩაღატარ ნოინი მე მოვკალიო. ასეთი რამ ხომ ნამდვილად არ ხდება. აი, ასე შეუძლია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გადაარჩინოს საქართველო. მხოლოდ ამისთვის საჭიროა, რომ ჩვენც იმ მხედრებივით ვიყოთ კიდეც ქრისტეს მხედრები, მუხლი მოვუდრიკოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და ერთად შევღაღადოთ: “მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო...”, რამეთუ ჩვენ მხოლოდ მას ვესავთ. აი, ასე უნდა იყოს.
– მამა თეოდორე, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, უწინდელ დროში სვეტიცხოველში უფლის კვართიდან დიოდა მირონი და ეს მირონდენა შეწყდა XVII საუკუნეში, როდესაც ქართლისა და კახეთის მეფეებმა დაიწყეს მუსლიმანობის მიღება. უკანასკნელ ხანს, საქართველოს კათოლიკე სამოციქულო ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დადების წინა პერიოდში უფლის კვართიდან, როგორც ამბობენ, მირონდენა კვლავ განახლდა. რას უნდა ნიშნავდეს ეს?
– თვითონ ის ფაქტი, რომ იმ სვეტის გარშემო უკანასკნელ ხანს მრავალი კანდელი დაკიდეს და იქ მლოცველები იკრიბებიან, იმის დამადასტურებელია, რომ იქ სურნელოვანი მირონის გადმოსვლა მართლაც მოხდა. თვითონ მირონის დენა არავის უნახავს, მაგრამ სურნელება კი მრავალმა შეამჩნია. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულება ბევრს მოსწონს, ბევრსაც არ მოსწონს. მაგრამ აქ აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ეს ხელშეკრულება სჭირდება თავად სახელმწიფოს. მე, როგორც მღვდელს, იგი არაფერში მჭირდება. როგორც აქამდე ვემსახურებოდი უფალს, ამის შემდეგაც ისე ვემსახურები. ეს ხელშეკრულება მე არც არაფერს მმატებს და არც არაფერს მაკლებს. იგი არის სახელმწიფოსგან გაკეთებული კეთილი ჟესტი, ისევ საკუთარი თავის მიმართ.
ამავე დროს მასში, როგორც ამბობენ, არის ბევრი ხარვეზი, მაგრამ ეს ხარვეზები დაწერილია ადამიანების მიერ და მომავალში შესაძლებელი იქნება მათი გამოსწორება. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ დღეს, როდესაც ასეთი გაუგონარი განდგომაა ეკლესიისგან, სახელმწიფო ცდილობს ეკლესიას დაუახლოვდეს, ეკლესიისკენ ნაბიჯი გადმოდგას, საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ. ეს უკვე კარგის მომასწავებელია. შეიძლება დღეს ამ დოკუმენტში ყველაფერი საჭირო დონეზე არ იყოს გათვალისწინებული, მაგრამ როდესაც სახელმწიფო ეკლესიასთან დაახლოებით თავისთვის სიკეთეს დაინახავს, ხვალ შეიძლება უფრო მეტი ნაბიჯები გადმოდგას შემდგომი დაახლოებისა და ქვეყნის საქმეების უკეთ წარმართვის გზაზე.
დღეს იმის შესახებ, უნდა იყოს თუ არა მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგია, ეკლესიაშიც ორი აზრია. ზოგი ამბობს ჰოს, და ზოგიც არას. და ვინც ამაზე უარს ამბობს, ის საერთოდ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების წინააღმდეგი არ არის, არამედ შიშობს, რომ ასეთ შემთხვევაში სახელმწიფომ არ მოახდინოს ეკლესიის უზურპაცია და არ დაიწყოს მის შიდა საქმეებში ჩარევა. ეს იმიტომ, რომ საქართველოს ჯერჯერობით არ ჰყავს მირონცხებული მეფე, რომელიც იქნებოდა ეკლესიის ხელშეუხებლობისა და მის საქმეებში ჩაურევლობის გარანტი. ასეთი მირონცხებული მეფე არის ეკლესიის სიმტკიცისა და სიწმინდის გარანტი და ხელს უწყობს თავის სამეფოში ქრისტიანული ეკლესიის აყვავებას.
დღესდღეობით მირონცხებული მეფის არარსებობის პირობებში არც კონსტიტუციაა მართლმადიდებლობის სიწმინდისა და ეკლესიის ხელშეუხებლობის გარანტი. ამიტომ დღევანდელი კანონმდებლობით, დღევანდელი ხელისუფლების მენტალიტეტით შეუძლებელია, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანობა იყოს სახელმწიფო რელიგია.
მეორეს მხრივ, ეკლესიისა და სახელმწიფოს გაყოფა სულაც არ არის კარგი. იგი მასონური ხელწერა და მასონური ზემოქმედებაა. ყოველთვის, როდესაც მასონები მოდიოდნენ ხელისუფლებაში, პირველ რიგში ცდილობდნენ, რომ ეკლესიისა და სახელმწიფოს გაყოფით ღვთის სიტყვა სახელმწიფოსგან მოეცილებინათ. ეს, თავისთავად ცხადია, ცუდია. მაგრამ დღევანდელი პირობებიდან გამომდინარე, ჩვენი სახელმწიფოსა და ეკლესიის დაახლოება უნდა მოხდეს ეტაპობრივად, გონივრულად, სახელმწიფო კანონმდებლობის სერიოზული ცვლილებით, და ყველასთვის სასურველი მირონცხებული მეფის აღდგენით.
– საეკლესიო სიწმინდეებიდან მირონის დენას, აგრეთვე უფლის სხვა სასწაულებს, ჩვენი საზოგადოება აღიქვამს როგორც მადლს; ჩვენს მოვალეობაზე კი ნაკლებად ვფიქრობთ. რას გვეტყოდით ამის შესახებ?
– სიწმინდე, უწინარეს ყოვლისა, არის პასუხისმგებლობა, და მერე მისგან სიკეთის მიღება. ნაკურთხი ჯვარი მკერდზე, ნაკურთხი ხატი სახლში, სახლის (ოჯახის) კურთხევა, მირონმდინარე ხატი, ჯვრისწერის საიდუმლოება და ცოლ-ქმრის თავზე გვირგვინის დადგმა, მონათვლა და ნათლიობა – ეს ყოველივე უწინარეს ყოვლისა არის პასუხისმგებლობა. ღმერთი ძალადობით არავისზე არ მოქმედებს. ღვთის მადლმა რომ შენზე იმოქმედოს, შენ მას გულის კარები უნდა გაუხსნა, თუ გულის კარებს არ გაუხსნი, მადლი როგორც მოვიდა, ისე წავა. ეს არ არის უპიროვნო ენერგია, ვთქვათ გრავიტაციის მსგავსი, რომელიც განურჩევლად ყველას და ყველაფერს იზიდავს. მას (უპიროვნო ენერგიას) არ შეუძლია უყვარდეს ან სძულდეს. ღმერთი ასე არ არის. იგი ცოცხალი ღმერთის ხელია. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც სიწმინდესთან გვაქვს საქმე, თუ მას გულის კარებს არ გავუღებთ, ეს ჩვენთვის იქნება დასასჯელი.
ამიტომ როდესაც მე ვხედავ მირონმდინარე ხატს, მას მივეახლები, მასთან ვილოცებ და ამის შემდეგ ჩემი მდგომარეობა ჩემთვის სასიკეთოდ არ შეიცვლება, ეს იმას ნიშნავს, რომ მე ღმერთს ვხედავ და მასზე უარს ვამბობ. ჩვენ ხშირად გავურბივართ ამ სასწაულებს. როდესაც ჩვენ ადამიანებს ვეუბნებით, რომ აქ სასწაული ხდება, აბა მოისმინე, აბა ნახე, ადამიანებს ეს არ უნდათ. იმიტომ, რომ მათ ქვეცნობიერი ეუბნებათ – “ეს რომ დაფიქსირდეს შენს ცხოვრებაში, შენ სხვანაირი უნდა გახდე. შეუძლებელია, რომ შენ ისეთივე დარჩე”. შეიძლება ითქვას, რომ შენ ღმერთს ხელით შეეხე, ღმერთი ბოლომდე შეგეხო და ისევ ისეთი რჩები? მაშინ სჯობდა არ შეხებოდი, არ გენახა. იმიტომ, რომ, ვისაც ბევრი მიეცა, ბევრიც მოეთხოვება.
ამიტომ ეს სიწმინდეები და ღვთის სასწაულის ეს გამოვლენა უწინარეს ყოვლისა არის ჩვენი პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე და მხოლოდ ამის შემდეგ – ღვთის მადლი. სახლს რომ ვაკურთხებთ, იქ წერია, რომ მღვდელი გამოითხოვს სიკეთეს, როგორც მატერიალურს, ისე სულიერს, ოჯახის წევრებზე. ოღონდ იმათზე, ვინც ქრისტეს მცნებებით იცხოვრებს, ხოლო ვინც ასე არ მოიქცევა, მათზე ეს სიკეთე და მადლი არ გადმოვა.
– დღეს საქართველოში ფართოდ შემოჭრილ სხვადასხვა სახის ეროტიულ და პორნოგრაფიულ პროდუქციას, ტელესერიალებს, უამრავ შოუს, რესტორნებს, კაზინოებს და ა. შ. საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილი გამოჰყავთ შინაგანი წონასწორობიდან და გადაჰყავთ ემოციების, ვნებების ტალღაზე. იმ უამრავი განსაცდელების გადატანა, რომლებიც იმ დიდმა ომმა შეიძლება მოიტანოს, ან რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ყოფას მოაქვს, მათთვის უფრო ძნელი არ იქნება?
– რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანის მთელი სასოება მიწიერზეა, როდესაც ადამიანი დილის ლოცვებში მთელი სასოებით არ ამბობს – “მოველი აღდგომასა მკვდრეთით, და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნისასა, ამინ”, ანუ როცა ჩვენი პერსპექტივა შემოფარგლულია მიწიერი არსებობით და არ გრძელდება უსასრულობაში, ყოველთვის აქაური განსაცდელი და აქაური კომფორტის დაკარგვა მძიმედ აღიქმება. მეორეც, ჩვენ გვეშინია მოსალოდნელი ომის, არ გვინდა ომი, მაგრამ ვართ კი იმის ღირსი, რომ ამ ომმა ჩვენ გვერდით ჩაგვიაროს? მოდით, დავიაროთ ქართული სოფლები და ვნახოთ, ვის სწამს ღმერთი. არა სიტყვით, არამედ საქმით. აღმოჩნდება, რომ ძალიან ცოტას. და როდესაც მათ მოვუწოდებთ, და ცოტათი ვაიძულებთ კიდეც, რომ საქმით იწამონ ღმერთი, შესაძლოა სახლიდანაც გამოგვაგდონ.
რაღა შორს წავიდეთ. ვნახოთ, როდესაც მოვა კალენდარული ახალი წელი, როდესაც მძიმე მარხვაა, როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მეცხრე თვეშია, კარდაკარ დადის და არც ერთ სახლში არ უშვებენ, რომ ღვთაებრივი ყრმა გააჩინოს, როგორ დღეშია საქართველო მაშინ? ანუ როდესაც ღვთისმშობლის ცხოვრებაში უმძიმესი პერიოდია, იგი კარდაკარ დადის, სახლის კარებს არავინ უღებს და ბოლოს ცხოველთა სადგომში იშვება ადამიანად მოსული ღმერთი, ამ დროს ქართველი კაცი, რელიგიური ფანატიკური აღტყინებითა და გულზე ხელის ბრახუნით – “ღმერთო, ხვალე ბედნიერი დღე გამითენეო”, გოჭის ხორცს ეძალება და უზომოდ თვრება, ჰგმობს ღმერთს.
და როცა ეს ხდება, მაშინ რაღატომ გვიკვირს, რომ ჩვენს თავზე განსაცდელი და უბედურება შეიძლება მოვიდეს? როდესაც შენ სხვა საშუალებას არ უტოვებ ღმერთს, თუ არა იმას, რომ შეგაჯანჯღაროს?
რაც შეეხება გადარჩენას, მუხლი უნდა მოვუდრიკოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ოღონდ საქმით, მისი ძის მცნებების აღსრულებით, და არავითარ შემთხვევაში მხოლოდ სიტყვით. თქვენს მიერ დასახელებულ ადამიანებს კი ძალიან გაუჭირდებათ. ხომ უჭირს დღეს საქართველოს? მაგრამ რესტორნები, და რაც ყველაზე უფრო ცუდია, კაზინოები არის სავსე. ადრეც გვითქვამს ტელევიზიით და რადიოთი, ახლაც ვაცხადებთ, რომ კაზინოში მოსიარულე ადამიანი არაფრით არ განსხვავდება ნარკომანისგან. მას შეუძლია გაყიდოს დედა, მამა, მთელი თავისი ოჯახი, ოღონდ კი ფული იშოვნოს და კვლავ ითამაშოს. ამასთანავე, ის ღარიბიცაა. ხოლო კაზინოთი გამდიდრებულები, ანუ კაზინოებისა და ტოტალიზატორების მეპატრონეები, თავიანთ თავზე და საკუთარი ოჯახის წევრებზე აგროვებენ ნაკვერჩხალს, მარადიულ ნაკვერჩხალს, რომელიც აღარასოდეს არ ჩაქრება, თუ ისინი სინანულით არ მოინანიებენ. და ეს განსაცდელი შეიძლება აქვე დაიწყოს.
კიდევ ერთიც, ომში შეიძლება ადამიანმა თავი გადაირჩინოს. ასი ათასი ქართველი ჯალალ-ედ-დინმა აწამა მაშინ, როდესაც ქართველობა, თავისი ცოდვების გამო ღმერთს უკვე დაშორებული იყო, და მან ფაქტიურად ეს ქართველები გადაარჩინა. ანუ ასი ათასი ქართველი მოწამე, რომლებმაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატები არ შეურაცხჰყვეს, უფალმა გადაარჩინა სულიერად. ასე რომ, იმ ომმა ასი ათასი ქართველი გადაარჩინა და ასეთი თავგანწირვით მათ სული გადაირჩინეს. მართალია, ეს ტკივილი იყო, მაგრამ როდესაც ღმერთს სხვა გზას აღარ უტოვებ, მაშინ იგი იძულებულია, რომ ასეთი ტკივილის ფასად გადაგარჩინოს. ასე რომ, ჩვენს ერზეა დამოკიდებული ჩვენი გადარჩენის გზა.
– მამა თეოდორე, მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული წინასწარმეტყველებებით, ბოლო ჟამის წინა პერიოდში ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი დატოვებს ათონის მთას და, დიდი ვარაუდით, საქართველოში გადმობრძანდება. მოსალოდნელია, რომ საქართველოში ჩამოვა ათონელი მამების მნიშვნელოვანი ნაწილიც, აგრეთვე ამას აპირებენ რუსი მამებიც, განსაკუთრებით მაღალი სულიერების მქონე ბერ-მონაზვნები და მოძღვრები. მრავლდება თავად ქართველი სასულიერო პირების რიცხვი, აგრეთვე გარკვეულწილად უმჯობესდება მათი განათლებისა და მსახურების პირობებიც. ყოველივე ამის გათვალისწინებით, როგორი შეიძლება იყოს საქართველოს სულიერი ცხოვრება “პორტაიტისად” წოდებული ღვთისმშობლის ხატის საქართველოში ჩამობრძანების შემდეგ?
– ეგ არავინ იცის. ეს იქნება ივერიის გაბრწყინება, ხოლო როგორი იქნება ეს გაბრწყინება, არავინ იცის. მაგრამ არის ერთი საშიშროება, რომ ქართველი ხალხის ერთი ნაწილი ივერიის ამ ბედნიერების თანაზიარი ვერ იქნება, იმიტომ, რომ მათ ეს არ უნდათ. ეს იქნება დიდი ბედნიერება, ანუ სასუფევლის წინასწარ გემოისხილვა.
– ამ რამდენიმე თვის წინ თბილისში მომხდარი მიწისძვრა ხომ არ იყო წინაპირობა იმისთვის, რომ ქართველ ხალხსა და საქართველოს მოსახლეობაში ღვთის წინაშე საკუთარი არარაობის გაცნობიერება და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის შესახვედრად გულის შემუსვრილობა დაებადა?
– დიახ, ნამდვილად. ყოველი განსაცდელი ადამიანს აჩვენებს, რომ ამქვეყნიური ყოფა არის წარმავალი. ამქვეყნიური ბურუსი ბინდივითაა გადაფარებული ჩვენს თვალებზე, და ეს განსაცდელი ამ ბინდს გაარღვევს, ნისლი გაიფანტება ხოლმე და ღვთაებრივი მზე – ქრისტე გამოანათებს. ასეთია განსაცდელების დანიშნულება. როდესაც შენ ვერ იხედები, ღმერთი გეხმარება, შემოგაძარცვავს ხოლმე ამ ბურუსს და ამას განსაცდელები ჰქვია. ამიტომ ამ მიწისძრამაც ბევრში რელიგიური გრძნობები გააჩინა, მაგრამ სჯობია ისე გავაკეთოთ, რომ ეკლესიის ხმას მოვუსმინოთ და ასეთი განსაცდელები აღარ დაგჭირდება.
– მამაო, შეჯამების სახით, რას გვეტყოდით – რას მოითხოვს ჩვენგან უფალი და როგორ მოვიქცეთ, რომ მივსდიოთ მას?
– ქრისტიანული ცხოვრება არის უფლის მოწაფეობა. თითოეულმა ადამიანმა გაიფიქროს – 2000 წლის წინ რომ ეცხოვრა გახდებოდა ქრისტეს მოწაფე, მისი მიმდევარი, დაინტერესდებოდა ქრისტეს ქადაგებებით? თუ იგი დაინტერესდებოდა, მაშინ მის ცხოვრებაში ეს არ უნდა ჩანდეს? უფალი ამბობს სასულიერო პირებზე – ვინც თქვენი ისმინა, ჩემი ისმინა. ჰოდა დაემოწაფეთ ჩვენს მოძღვრებს, გვყავდეს სულიერი მამები. უფალი ამბობდა, – ვისაც ეკლესია მიუტევებს, მიეტევება. ჰოდა, ვთქვათ აღსარებები. უფალი ამბობდა, – ვინც ეზიარება ჩემს სისხლსა და ხორცს, ის ჩემთან იქნება და მე მასთან, მე მას მარადიულ ცხოვრებას მივცემო. და ეს თქვენც ყოველთვის გააკეთეთ.
როცა უფალი ქადაგებდა ჩვენ მოვუსმენდით? მაშინ ვიკითხოთ სახარება, ჩვენ კი ხშირად არ ვკითხულობთ სახარებას. განა იქ ის არ წერია, რასაც უფალი ქადაგებდა? და ასევე, მოგვინდებოდა უფლის მოწაფეობა? მაშინ ვესაუბროთ მას. და თუ ეს გვინდა, რატომ არ ვლოცულობთ? ე. ი. ქრისტიანობა არის რეალისტურად შეყვარება ქრისტესი, სიყვარული უფლისა, მისი მოწაფეობა, მისი მიმდევრობა და მისი მცნებების ზედმიწევნით აღსრულება. მცნებების, რომლებიც ქართველმა კაცმა, სხვათა შორის, არ იცის.
ყოველთვის, როცა ვსაუბრობთ ქრისტეს მცნებებზე, იწყებენ ათი მცნების ჩამოთვლით, ეს კი ძველი აღთქმის მცნებებია. უფალი ამბობს – მე იმას ვუყვარვარ, ვინც ჩემს მცნებებს აღასრულებს, ხოლო ქართველმა კაცმა ხშირად ახალი აღთქმის არც ერთი მცნება არ იცის. ზოგიერთი ნაწილობრივ ჩამოთვლის ხოლმე ძველი აღთქმის მხოლოდ ზნეობრივ მცნებებს. მაგრამ ჩვენ ახალ აღთქმაში ვართ. ჩვენ ხშირად ისიც კი არ ვიცით, თუ ვინ არის ქრისტე, ხოლო თუ ვიცით, მაშინ არ ვიცით, რა თქვა მან. როგორ, ე. ი. ღმერთი, გალაქტიკების შემოქმედი, ადამიანად მოვიდა, შენთვის მოკვდა, რაღაც გითხრა, და არ იცი, რა გითხრა? და ამის მერე შენ ბედავ თქვა, რომ ქრისტიანი ხარ? გავიგოთ, რა გვითხრა ღმერთმა, გავიგოთ და გავავრჩებით.
– დიდება უფალს. გმადლობთ, მამაო.
– ღმერთმა დაგლოცოთ.
ესაუბრა ირაკლი ხართიშვილი
P. S. აუდიო ჩანაწერიდან საუბრის ქაღალდზე გადმოტანისას მოვიდა მოსაზრება, რომელიც მანმადე არა მქონია. სახელდობრ, მამა თეოდორემ აღნიშნა, რომ რუს სამღვდელებასა და ხალხს თავიანთი ქვეყნის ოთხივე მხარის საზღვრები შევედრებული და ჩაბარებული აქვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სხვადასხვა ხატებისთვის, ხოლო სამხრეთ საზღვარი კი – ღვთისმშობლის ივერიის ხატისთვის. მაგრამ, მეორეს მხრივ, დიდი ომის მომასწავებელი მირონდენა ხატებიდან მამა ვასილის სახლში იწყებოდა იმით, რომ სწორედ ივერიის ხატი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა იწყებდა ტირილს მირონის ცრემლთა დენით, და ამის გააზრების შემდეგ ბუნებრივად წამოიჭრა კითხვა: ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ის დიდი ომი რუსეთისთვის, რომელიც ამ ქვეყანას დიდი განსაცდელებითა და უბედურებებით შეიძლება შემოუბრუნდეს, არის საფრთხე, რომელიც დაიწყება სამხრეთიდან, ამიერკავკასიიდან, შესაძლოა საქართველოს მხრიდანაც. მოგვიანებით მე ამის შესახებ ვკითხე მამა თეოდორეს, მასაც თითქოს ენიშნა, ღმერთმა დაგლოცოსო მითხრა, მაგრამ იქვე დაუმატა, რომ მამა ვასილის საკუთრივ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე არაფერი უთქვამსო. ჩემთვის კი ეს მოსაზრება, როგორც სამხედრო სფეროში მომუშავესთვის, მეტად მნიშვნელოვანი შეიქნა და ამანაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, უსერიოზულესად განსაზღვრა ჩემი დამოკიდებულება რუსეთისა და დასავლეთისადმი. შემდგომში ამას დაემატა, ინტერნეტის საშუალებით, ჟანა ბიჩევსკაიას, მატუშკა ლუდმილა კონონოვას, მღვდელმონაზონ რომანოზის (მატიუშინის), იგორ ტალკოვის, მაქსიმ ტროშინის, ევგენია სმოლიანინოვას, ანდრეი ბაიკალეცის, ოლეგ პოგუდინის, არქიდიაკონ რომანოზის (ტამბერგის), ირკუცკის სახალხო დრამის თეატრის მსახიობთა დასისა და სხვათა სიმღერების მოსმენა და გააზრება საიტიდან «Песни Русского Воскресения», სადაც რუსეთისთვის დასავლეთის მხრიდან მომავალ დიდ საშიშროებებზეა ლაპარაკი, და რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილის ტექსტები დადებული მაქვს ბლოგზეც, ასევე საიტზე «Православие.ru» ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატისა (ამჟამად დოქტორის) და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრის ნატალია ნაროჩნიცკაიას წერილების წაკითხვა (ეს ყველაფერი 2003 წლის პირველი ნახევრიდან), რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილიც შემდგომში ვთარგმნე და ასევე ბლოგზე მაქვს გამოქვეყნებული.
ბოლოს მინდა გავიხსენო მამა ვასილისთან (შვეცთან) მამა თეოდორე გიგნაძისა და სხვა ქართველი მოძღვრების დაკავშირების ამბავი, რომლის შესახებ მაშინ ბევრი საუბრები იყო საპატრიქრქოს რადიოსა და პრესაში. რამდენადაც მახსოვს, მამა თეოდორეს სულიერი შვილები, დედა-შვილი ნინო და თეონა, ქალიშვილის მძიმე ავადმყოფობის გამო, სამკურნალოდ იყვნენ გერმანიაში. მომდევნო წელს კი იმდენი თანხა უკვე ვეღარ შეაგროვეს და სამკურნალოდ მოსკოვში ჩავიდნენ. იქ ისინი შეხვდნენ ერთ მორწმუნე ადამიანს, რომელმაც დედა-შვილს ურჩია ფსკოვო-პეჩორას მონასტერთან მცხოვრებ მამა ვასილი შვეცთან ჩასულიყვნენ, რომლის ლოცვითაც ბევრი განკურნებულიყო. მორწმუნე დედა-შვილი დაჰყვა ამ რჩევას და ისინი მართლაც ჩავიდნენ ფსკოვო-პეჩორაში, და მამა ვასილის ლოცვებით თეონას გაცილებით უფრო კარგად უგრძვნია თავი, ვიდრე ტრადიციული მედიცინის კურსის გერმანიაში ჩატარების შემდეგ. ამის შესახებ მათ ჩამოუტანეს ამბავი თავიანთ მოძღვარს, მამა თეოდორეს, რის შემდეგ ეს უკანასკნელი თავად ჩავიდა მამა ვასილისთან, როგორც მაღალი სულიერების მქონე სასულიერო პირთან. მამა ვასილი მაშინ თვითონ არ გახლდათ მონაზონი, მაგრამ მეუღლე უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი ჰყავდა და მონასტრის გვერდით თავადაც მონაზვნური ცხოვრებით ცხოვრობდა. როდესაც გარკვეული დროის გავლის შემდეგ ნინო და თეონა ხელმეორედ ჩავიდნენ ფსკოვო-პეჩორაში, მკურნალობის ახალი კურსის გასავლელად, სწორედ მაშინ მოხდა ის დიდი მირონდენა მამა ვასილის სახლში დასვენებული ხატებიდან და ჯვრებიდან, რომელიც ზემოთ იყო აღწერილი. დანარჩენი კი თავად ინტერვიუშია მოთხრობილი.
ეს არის, რაც მახსოვს მაშინდელი ისტორიიდან, შესაძლოა რაღაც წვრილმანი უზუსტობა გამეპარა, რის გამოც შენდობას ვთხოვ მამა თეოდორესაც და ბლოგის მკითხველსაც.
* * *
ეს წერილი უკვე ბლოგზე მქონდა განთავსებული, როდესაც, მადლობა უფალს, "ფეისბუქში" (Mama Gabrieli /Urgebadze/) ვნახე ინფორმაცია მამა ვასილის მამა გაბრიელთან სამთავროს დედათა მონასტერში სტუმრობის შესახებ. ქვემოთ მინდა ეს მასალა ჩვენი ბლოგის მკითხველებსაც მივაწოდო. იქ წერია:
"სამთავროს მონასტერში მამა გაბრიელთან სტუმრად ბრძანდებოდა ფსკოვის მღვიმევის მონასტრის მოძღვარი, მამა ვასილი (შვეცი), სულიერი შვილი წმინდა სერაფიმე ვირიცელისა, თვითონაც დიდი სულიერი ბერი, დიდი სიყვარულითა და თავმდაბლობით გამორჩეული.
მადლობა უფალს და მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ეს გასაოცარი და თბილი მასალა განათავსეს "ფეისბუქზე". ღმერთმა შეუწიროთ მათ.

– მამა თეოდორე, მამა არჩილის (მინდიაშვილის) ამასწინანდელი ქადაგებიდან მოვისმინეთ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის “შენ ხარ ვენახის” სიმბოლიკა გამოხატავს, ერთის მხრივ, საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრობას და, მეორეს მხრივ, წმინდა ნინოს ვაზის ჯვარს. თქვენ ხომ არ განგვიმარტავდით ამ ახლა უკვე მირონმდინარე ხატის მნიშვნელობას?

როდესაც მამა ვასილიმ გაბრიელ ბერთან გადაღებულ ქვემოთ მოყვანილ სურათს დახედა, ღიმილით თქვა: "მაჯობე გაბრიელ. ამ სურათზე ისე ჩანს, თითქოს მე წმინდანი ვიყო და შენ ცოდვილიო".
მადლობა უფალს და მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ეს გასაოცარი და თბილი მასალა განათავსეს "ფეისბუქზე". ღმერთმა შეუწიროთ მათ.
No comments:
Post a Comment