(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ “საქართველოს” 2002 წლის 19 ნოემბრის ნომერში)
საბრძოლო მოქმედებები მთებში მიეკუთვნება განსაკუთრებულ პირობებში საბრძოლო მოქმედებების კატეგორიას. მათ აწარმოებენ ზოგადსაჯარისო ბრძოლის საერთო პრინციპების შესაბამისად, მხოლოდ ითვალისწინებენ რიგ ფაქტორებს, რომლებიც არსებით გავლენას ახდენენ ჯარებზე შეტევის ან თავდაცვის ორგანიზებისას. მათ მიეკუთვნება ადგილის (ადგილმდებარეობის) ძლიერად დასერილი რელიეფი, გზათა მეჩხერი ქსელი და მათი დაბალი გამტარუნარიანობა, ძნელადსავალი ტყეების არსებობა, ჯარების მართვის გარკვეული სირთულე, ამინდისა და ატმოსფეული წნევის მკვეთრი ცვლილებები, მთებისა და ტყეების მაეკრანირებელი თვისებები და სხვა.
მეორეს მხრივ, მთის მასივები წარმოადგენს ბუნებრივ დაბრკოლებებს და მოწინააღმდეგეთ აძლევს როგორც სიღრმეში დაეშელონებული, ისე სიმაღლეშიც მრავალიარუსიანი თავდაცვის ორგანიზების შესაძლებლობას ხედვისა და დაშენის კარგი სექტორებით. ამიტომ თანამედროვე არმიების სარდლობათა შეხედულებებით, საბრძოლო მოქმედებებს მთებში უნდა აწარმოებდნენ სამთოქვეითი (მსუბუქი ქვეითი, ალპიური) ჯარები, აგრეთვე მოტოქვეითი (მოტომსროლელი, მექანიზებული ქვეითი) და საჰაერო-სადესანტო (აერომობილუირი) ერთეულები, რომელთა პირად შემადგენლობასაც ექნება შესაბამისი მომზადება და აღჭურვილობა. ამ უკანასკნელში იგულისხმება სამხედრო მოსამსახურეთა მსუბუქი შეიარაღება და აღკაზმულობა. ხელსაყრელი ადგილმდებარეობის პირობებში ქვეით ნაწილებსა და ქვედანაყოფებს შესაძლოა მხარს უჭერდნენ საბრძოლო ტანკებიც.
მთებში ჯარების მოქმედებებს ახასიათებს მართვის უფრო მეტი დეცენტრალიზაცია, ვინაიდან მებრძოლი ქვედანაყოფები შესაძლოა მოქმედებდნენ დამოუკიდებლად, განცალკევებულ და იზოლირებულ მიმართულებებზე, ზოგჯერ ზემდგომი უფროსისა და მეზობლების საშუალებებით საჭირო საცეცხლე მხარდაჭერის გარეშე და თვით მათთან არამდგრადი კავშირგაბმულობის პირობებშიც კი. ასეთ დროს თანამედროვე სამხედრო წესდებები და დარიგებანი პირადი შემადგენლობისგან მოითხოვენ მაღალ გაწვრთნილობას, სწრაფ, გაბედულ და ზუსტ მოქმედებებს, შტაბებისგან – ვითარების კონკრეტული პირობების გათვალისწინებით, ბრძოლის გულდასმით დაგეგმვას, მეთაურებისგან კი – მეტი ინიციატივის გამოჩენას.
სპეციალური სამთოქვეითი (მსუბუქი ქვეითი, ალპიური) შენაერთები და ნაწილები ჰყავთ აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, შვეიცარიის, ინდოეთის სახმელეთო ჯარებს. მათგან განსხვავებით რუსეთის, საბერძნეთის, თურქეთის, ავსტრიის, ჩინეთის, იაპონიის, ჩრდილო და სამხრეთ კორეის, პაკისტანისა და მთიანი რეგიონების მქონე სხვა ქვეყნების არმიებში მთებში სამოქმედოდ იყენებენ ქვეით და მექანიზებულ ქვეით (მოტომსროლელ) ერთეულებს.
ცივი ომის პერიოდში საფრანგეთის სახმელეთო ჯარებში სხვა შენაერთებთან ერთად შედიოდა ერთი ალპიური დივიზიაც, ამჟამად კი მხოლოდ ერთი ცალკეული ალპიური ბრიგადაა; გფრ-ში ერთი სამთოქვეითი დივიზია, იტალიაში 1990-იან წლებში იყო ოთხი ცალკეული ალპიური ბრიგადა. აშშ არმიაში ცივი ომის მიწურულს შედიოდა ხუთი მსუბუქი ქვეითი დივიზია (დღესდღეობით სამი), შვეიცარიაში – სამთოქვეითი კორპუსი სამი სამთოქვეითი დივიზიით და ა. შ. სამთოქვეით (ალპიურ) დივიზიებსა და ცალკეულ ბრიგადებს სხვადასხვანაირი შემადგენლობა გააჩნიათ. მათ საფუძველს შეადგენენ სამთოქვეითი (ალპიური) ბატალიონები. ამ ბატალიონების საორგანიზაციო სტრუქტურა ძალზედ ჰგავს ჩვეულებრივი ქვეითი ბატალიონის სტრუქტურას, მაგრამ მათი შეიარაღება რამდენადმე შემსუბუქებულია. 1980-იანი წლების აშშ მსუბუქი ქვეითი დივიზიის ქვეითი ბატალიონის სტრუქტურა ნაჩვენებია ნახატ 1-ზე, ხოლო მისი შეიარაღების შედარება აშშ ქვეითი დივიზიის ქვეითი ბატალიონის ძირითად შეიარაღებასთან, 1-ლ ცხრილში.
[ნახატ 1-ზე, რომელსაც ეწოდება “აშშ მსუბუქი ქვეითი დივიზიის ქვეითი ბატალიონი”, სათავეში ნაჩვენებია ბატალიონის მეთაური და შტაბი. მათ ექვემდებარება ოთხი ასეული: საშტაბო და სამი ქვეითი. საშტაბო ასეულში ნაჩვენებია ორი სექცია (მართვის და საშტაბო) და ექვსი ოცეული (სადაზვერვო, ნაღმსატყორცნების, ტანკსაწინააღმდეგო, კავშირგაბმულობის, სამედიცინო და უზრუნველყოფის). ქვეითი ასეულებიდან თითოეულში ნაჩვენებია ასეულის მეთაურობა და ოთხი ოცეული: მართვისა და სამი ქვეითი; მართვის ოცეულშია ათი სექცია: მართვის, სამი ნაღმსატყორცნებისა და ექვსი ტანკსაწინააღმდეგო; თითოეული ქვეითი ოცეულის შემადგენლობაში ნაჩვენებია მართვის სექცია და სამი ქვეითი ათეული, ხოლო თითოეულ ქვეით ათეულში – ათეულის მეთაური და ორი საცეცხლე ჯგუფი]
ცხრილი 1
1980-იანი წლების აშშ მსუბუქი ქვეითი დივიზიის ქვეითი ბატალიონისა და ქვეითი დივიზიის ქვეითი ბატალიონის პირადი შემადგენლობა და შეიარაღება
პირადი შემადგენლობა და . . . .მსუბუქი ქვეითი . . . . ქვეითი დივიზიის
შეიარაღება . . . . . . . . . . . . . . . . . . დივიზიის ქვეითი . . ქვეითი ბატალიონი
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ბატალიონი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პირადი შემადგენლობა,
ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 560 . . . . . . . . . . . . . . . . . . 800
ნაღმსატყორცნები:
. . . 60 მმ ყალიბის . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .9 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . .
. . . 81 მმ ყალიბის . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 9 . .
. . . 106,7 მმ ყალიბის . . . . . . . . . . . . . . . . . . .4 . . . . . . . . . . . . . . . . . . . .4 . .
მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო
სარაკეტო კომპლექსები “დრაკონი” . . . . .18 . . . . . . . . . . . . . . . . . . . 27
მძიმე ტანკსაწინააღმდეგო
სარაკეტო კომპლექსები “თოუ” . . . . . . . . . 4 . . . . . . . . . . . . . . . . . . . 18
სხვადასხვა ტიპის ავტომობილები . . . . . 34 . . . . . . . . . . . . . . . . . . . 80
როგორც ვხედავთ სამთოქვეითი (მსუბუქი ქვეითი, ალპიური ქვეითი) ბატალიონები ჩამოუვარდებიან ქვეით ბატალიონებს საარტილერიო ცეცხლის სიმძლავრისა და ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობების, აგრეთვე ტაქტიკური მობილურობის მიხედვით.
ბუნდესვერის სამთოქვეითო დივიზიის სამთოქვეით ბატალიონში იმავე 80-იანი წლების შტატით შედიოდა ბატალიონის მეთაურობა და შტაბი, ხუთი ასეული (საშტაბო და მომარაგების, სამი სამთოქვეითი და მხარდაჭერის), აგრეთვე ერთი ალპიური ოცეული. სულ ბატალიონში ნაჩვენები იყო პირადი შემადგენლობის დაახლოებით 700 ადამიანი, ექვსი 120-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი, ექვსი 20-მმ ავტომატური ზარბაზანი, 21 ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი (ტსრკ) “მილანი” და სხვა შეიარაღება. ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებიდან სამ-სამი ტსრკ “მილანი” შედიოდა თითოეული სამთოქვეითი ასეულის შეიარაღებაში, ხოლო 12 კომპლექსი კი – მხარდაჭერის ასეულისა. აქვე იქნებოდა 120-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნები და 20-მმ საზენიტო ზარბაზნები.
სამთოქვეითი (ალპიური ქვეითი) ბატალიონების საფუძველზე იქმნება შესაბამისი ბრიგადები და დივიზიები. ბუნდესვერის სამთოქვეითი დივიზიის ბრიგადის საორგანიზაციო სტრუქტურა ნაჩვენებია მე-2 ნახატზე. მასში 80-იანი წლების შტატით ნაჩვენები იყო პირადი შემადგენლობის 5000 ადამიანი, 18 105-მმ სამთო ჰაუბიცა, 24 120-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი, 84 ტსრკ “მილანი”, 17 90-მმ თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო დანადგარი “იაგდპანცერი”, ოთხი სატანკო ხიდგამყვანი “ბიბერი” და სხვა შეიარაღება.
[ნატახ 2-ზე, რომელსაც ეწოდება “გფრ სამთოქვეითი დივიზიის სამთოქვეითი ბრიგადა”, სათავეში ნაჩვენებია ბრიგადის მეთაური და შტაბი. მათ ექვემდებარება ექვსი ასეული (საშტაბო და მომარაგების, გამანადგურებელ-ტანკსაწინააღმდეგო, საინჟინრო, მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვის, მომარაგების და სამთო-საპალნე), ოთხი სამთოქვეითი ბატალიონი და საარტილერიო დივიზიონი. თითოეულ სამთოქვეით ბატალიონში ნაჩვენებია ხუთი ასეული: საშტაბო და მომარგების, სამი სამთოქვეითი და მხარდაჭერის. საარტილერიო დივიზიონში ნაჩვენებია ოთხი ბატარეა: საშტაბო და მომარაგების და სამი საცეცხლე]
იტალიის სახმელეთო ჯარებში 90-იან წლებში მე-4 ალპიური კორპუსის საბრძოლო შემადგენლობაში შედიოდნენ ოთხი ცალკეული ალპიური ბრიგადა: “ტრიდენტინა”, “ტურინეზე”, “იულია” და “კადორე”, აგრეთვე საკორპუსო დაქვემდებარების ნაწილები და ქვედანაყოფები. იტალიურ ალპიურ ბრიგადაში შეიძლება შედიოდნენ ბრიგადის მეთაურობა და შტაბი, სამი-ხუთი ალპიური ბატალიონი, ორი საარტილერიო დივიზიონი (105-მმ და 155-მმ ჰაუბიცების), ზურგის უზრუნველყოფის ბატალიონი და სამი ასეული: მართვისა და კავშირგაბმულობის, ტანკსაწინააღმდეგო და საინჟინრო-მესანგრეთა. მასში საშუალოდ შეიძლება მოითვლებოდეს პირადი შემადგენლობის 5500 ადამიანი, 54 ჰაუბიცა, 18 120-მმ ნაღმსატყორცნი, 18 ტსრკ “მილანი” და სხვა შეიარაღება.
გარდა ამისა, იტალის ალპიურ ჯარებს გააჩნიათ დიდი რაოდენობით სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა. BV-206 ტიპის მუხლუხიანი გამწევები, რომელთაც შეუძლიათ 35⁰-მდე დახრილობის მთის კალთებზე სიარული. MT-90 ტიპის გამწევები, რომელთაც შეცვალეს ტრადიციული საპალნე ჯორები, თოვლშიმავლები, რომლებიც თოვლის საფარზე სვლისას მნიშვნელოვნად ამაღლებენ ქვედანაყოფების მობილურობას. გარდა ამისა, მოჯავშნულ მიზნებთან საბრძოლველად, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსების გარდა, იყენებენ ავტომობილებზე დამონტაჟებულ 57-მმ და 106-მმ უუკუცემო ქვემეხებსა და M-56 ტიპის სამთო ჰაუბიცებს, საჰაერო მიზნებთან ბრძოლისთვის კი ვარაუდობენ თითოეულ ბრიგადაში გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექს (გზრკ) “სტინგერების” თითო ბატარეის ჩამოყალიბებას.
ბრიგადების ზემდგომი რგოლებია დივიზია და საარმიო კორპუსი. დასავლეთგერმანულ სამთოქვეით დივიზიაში 1970-იან წლებში შედიოდნენ ორი სამთოქვეითი და ერთი მოტოქვეითი ბრიგადები, აგრეთვე სადივიზიო ნაწილები და ქვედანაყოფები. 80-იანი წლების დასაწყისში გატარებული რეორგანიზაციის შედეგად მასში შეიყვანეს თითო-თითო სატანკო, მოტოქვეითი და სამთოქვეითი ბრიგადები, საარტილერიო და საზენიტო საარტილერიო პოლკები, ცალკეული სატანკო ბატალიონი (54 ტანკი “ლეოპარდ-1”), სადაზვერვო, ორი ქვეითი, კავშირგაბმულობის, საინჟინრო, მედიკურ-სანიტარული, მომარაგების, სარემონტო-აღდგენითი და ხუთი სათადარიგო ცალკეული ბატალიონები (ბრძოლების შედეგად განცდილი დანაკარგების შევსებისთვის), საარმიო ავიაციის ესკადრილია და მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვის ასეული.
თავისთავად ცხადია, რომ ასეთი შემადგენლობის შენაერთი განკუთვნილია არა მხოლოდ მთის მასივებში, არამედ მთებთან მისადგომ რაიონებში (მთისწინებში) მოქმედებებისთვისაც. თანაც დივიზიის მეთაურისადმი უშუალოდ დაქვემდებარებულ საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილებსა და ქვედანაყოფებს ევალებათ უპირატესად მთისწინებში მოქმედი სატანკო და მოტოქვეითი ბრიგადების მხარდაჭერა. ამიტომ, მაგალითად, დივიზიის საარტილერიო პოლკში ნაჩვენები იყო არა 105-მმ სამთო ჰაუბიცები, არამედ მნიშვნელოვნად უფრო მძიმე და მთებში ნაკლებად გამოსაყენებელი 155-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცები FH-70 და 110-მმ 40-ლულიანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები “ლარს-2” (შესაბამისად 18 ქვემეხი და 16 რეაქტიული დანადგარი).
ანალოგიური მდგომარეობაა, მაგალითად, იტალიის ალპიურ შენაერთებსა და ნაწილებშიც. იქ მე-4 ალპიური კორპუსის შემადგენლობაში 90-იან წლებში ზემოხსენებული ოთხი ალპიური ბრიგადის გარდა შედიოდნენ სადაზვერვო, კავშირგაბმულობის, გადამღობი ალპიური, სასწავლო ალპიური და ორი საინჟინრო ცალკეული ბატალიონები, ორი საარტლერიო დივიზიონი, საარმიო ავიაციის ცალკეული პოლკი “ალტაირი” (60 მრავალმიზნობრივი ვერტმფრენი AB-205, AB-206A და სხვა), ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფები. 80-იან წლებში აღნიშნულ კორპუსში შედიოდა აგრეთვე ერთი ცალკეული სატანკო ბატალიონიც (49 საბრძოლო ტანკი).
აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბუნდესვერის სამთოქვეითი დივიზიის დისლოკაციის ადგილას ბავარიაში, სიმაღლე ზღვის დონიდან არის 500-1500 მ-ის ფარგლებში. იტალიის ალპებში კი იცვლება 500-დან (ყოფილი იუგოსლავიის საზღვართან) 3900 მ-მდე (შვეიცარიასთან საზღვრის რაიონში). საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილი ასევე მთაგორიანია – 500-დან 4800 მ-მდე (შვეიცარიის საზღვართან). ავსტრიასა და საბერძნეთში მთებს ტერიტორიის უფრო მეტი ნაწილი უჭირავთ, მაგრამ იქ სახმელეთო ჯრებში სპეციალური სამთოქვეითი ნაწილები და შენაერთები არა ჰყავთ, ხოლო მათ ფუნქციებს კი ასრულებენ სათანადოდ გაწვრთნილი და აღჭურვილი მექანიზებული ქვეითი და ქვეითი ჯარები.
ასთივე მდგომარეობაა თურქეთის აღმოსავლეთ რაიონშიც, სადაც ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში, ამიერკავკასიის მახლობლად, ადგილმდებარეობის სიმაღლე ზღვის დონიდან 1000-3900 მ-ის ფარგლებშია. ამ რაიონში თურქულ სარდლობასაც განლაგებული ჰყავს უპირატესად მექანიზებული ქვეითი და ქვეითი ქვედანაყოფები და ნაწილები. საკუთრივ საქართველოს საზღვრის მახლობლად ქ. ტრაპიზონში განლაგებულ 48-ე ქვეით ბრიგადაში შედიოდა პირადი შემადგენლობის 6370 ადამიანი, საველე არტილერიის 24 ქვემეხი, 18 106,7-მმ და 36 120-მმ ნაღმსატყორცნი (სულ 78 საველე საარტილერიო სისტემა). ამ მახასიათებლებით აღნიშნული თურქული ქვეითი ბრიგადა უახლოვდება იტალიის ალპიური ბრიგადების ზოგად მაჩვენებლებს (5500 პირადი შემადგენლობა, 72 საველე საარტილერიო სისტემა). არტაანში კი დისლოცირებულია თურქული არმიის 25-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადა, რომლის პირადი შემადგენლობაც 1998 წლის დასაწყისში მოითვლიდა 7115 ადამიანს, შეიარაღებაში კი შედიოდა 56 საბრძოლო ტანკი M-48A5, 142 ჯავშანტრანსპორტერი M113, საველე არტილერიის 53 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი.
თუ დავხედავთ საქართველოს ფიზიკური გეოგრაფიის რუკას, ვნახავთ, რომ მისი ტერიტორიის უდიდესი ნაწილის სიმაღლე იცვლება ზღვის დონიდან 1500 მ სიმაღლემდე ფარგლებში. ამიტომ იგი იძლევა ხელსაყრელ პირობებს თანამედროვე ჯავშანსატანკო ტექნიკისა და 100 მმ-ზე მეტი ყალიბის ქვემეხების, ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარებისა და ნაღმსატყორცნების მოქმედებებისთვის. ამასვე ადასტურებს გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, შვეიცარიის, საბერძნეთის, თურქეთისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების სამხედრო მშენებლობის გამოცდილებაც. მსუბუქად შეიარაღებული ქვეითი ჯარების გამოყენებაზე კი საქართველოს პირობებში ლაპარაკი უნდა იყოს ძირითადად კავკასიონის ქედის კალთებზე მთათუშეთის, ფშავის, ხევსურეთის, ხევის, ჯავის რაიონის, რაჭის, ლეჩხუმის, სვანეთისა და მთიანი აფხაზეთის რაიონებში, თუმცა კი იქაც იქნება შესაძლებლობა სამთო ჰაუბიცებისა და მსხვილყალიბიანი ნაღმსატყორცნების მნიშვნელოვანი რაოდენობით გამოყენებისთვის.
ამის საპირისპიროდ, ჩვენი ხელისუფლების სრული უმოქმედობის ფონზე, ამერიკული არმიის 10-ე მსუბუქი ქვეითი (სამთოქვეითი) დივიზიის სამხედრო მოსამსახურეები “წვრთნიან და აღჭურავენ” საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე ბატალიონს და თან გვარწმუნებენ, რომ თანამედროვე სამხედრო საქმისა და სამხედრო ხელოვნების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ცოდნის საპირისპიროდ, ამ მსუბუქ ქვეით ბატალიონებს “ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეეძლებათ”. ეს მორიგი ამერიკულ-ქართული სიყალბე ცალკე საუბრის თემაა, ამჟამად კი წერილს დავასრულებთ აშშ სახმელეთო ჯარების სხვადასხვა ტიპის დივიზიების 1980-იან წლებში არსებული საშტატო რიცხოვნებისა და შეიარაღების ჩვენებით, რაც ნათლად წარმოგვიდგენს თითოეული ამ შენაერთის საბრძოლო შესაძლებლობებს.
ცხრილი 2
აშშ სახმელეთო ჯარების დივიზიები 1980-იანი წლების მეორე ნახევარში
(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – პირადი შემადგენლობა, ადამიანი, B – საბრძოლო ტანკები, C – არტილერია /მათ შორის ატომური ჭურვებით მსროლელი ქვემეხები/, D – ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები, E – საზენიტო საშუალებები /საარტილერიო და სარაკეტო/, F – ვერტმფრენები /მათ შორის დამრტყმელი/)
დივიზიის ტიპი . . . . . . . . .A . . . . . B . . . . . . C . . . . . .D . . . . . E . . . . F . .
ჯავშანსატანკო . . . . . . . . . . 17000 . . 348 . . 147 (72) . . 288 . . 129 . . 127 (50)
მექანიზებული ქვეითი . . .17000 . . 290 . . 147 (72) . . 336 . . .129 . . 127 (50)
ქვეითი . . . . . . . . . . . . . . . . . .18000 . . .54 . . .209 (22) . . 405 . . 120 . . 218 (21)
მსუბუქი ქვეითი . . . . . . . . .10300 . . . – . . . .179 (8) . . . 214 . . .90 . . . 99 (29)
საჰაერო-სადესანტო . . . . . .13000 . . . – . . . .195 . . . . . .504 . . .117 . . .132 (18)
საჰაერო-საიერიშო . . . . . . . .17000 . . . – . . . 159 (72) . . 657 . . 107 . . .438 (88)
ირაკლი ხართიშვილი

No comments:
Post a Comment