(წერილი გამოქვეყნებულ იქნა გაზეთ “საქართველოში” 2002 წლის 5 ნოებერს სათაურით “ამერიკელების მიერ ქართველი სამხედროების მომზადება ძლიერი ჯარის შესაქმნელად არ კმარა”)
თანამედროვე სახმელეთო ჯარების საფუძველს შეადგენენ ჯავშანსატანკო (სატანკო) და მექანიზებული ქვეითი (მოტოქვეითი, მოტომსროლელი) ჯარები, მაგრამ მათი ყველაზე უფრო ეფექტურად გამოყენება შესაძლებელია გაშლილ დაბლობ ადგილას ან დაბალი დასერილობის (მთაგორიანობის) პირობებში. ასეთად წარმოგვიდგება საქართველოსა და მთლიანად ამიერკავკასიის უდიდესი ნაწილი, საკუთრივ კავკასიონის მთავარი ქედის კალთებზე არსებული მხარეების გამოკლებით. ასეთივეა ჩვენი მეზობელი თურქეთის ტერიტორიაც, სადაც თურქულ სარდლობას განლაგებული ჰყავს უპირატესად ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვეითი შენაერთები და ნაწილები. ცივი ომის პერიოდში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში საბჭოთა სარდლობას ასევე განლაგებული ჰყავდა უპირატესად მოტომსროლელი დივიზიები, რომელთა ერთი ნაწილის პირადი შემადგენლობა გადიოდა სამთო მომზადებასაც.
მაგრამ ჯავშანსატანკო ტექნიკის, თვითმავალი არტილერიისა და სხვა მოჯავშნული მანქანების შეძენა, შენახვა და ექსპლუატაცია, აგრეთვე მათთვის საწვავ-საცხები მასალების მარგების შექმნა, მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამიტომ თუ კი ქვეყანას შესაბამისი ეკონომიკური პირობები არ გააჩნია, მაშინ იგი სახმელეთო ჯარების მშენებლობას უნდა ახორციელებდეს უპირატესად ქვეითი ჯარის მშენებლობის სფუძველზე, მინიმალურად აუცილებელი ჯავშანსატანკო ბირთვის შექმნის პირობებში. ამის მაგალითს წარმოადგენს ფინეთი, რომლის არმიაც ცივი ომის მიწურულს შედგებოდა ორი ჯავშანსატანკო ბრიგადის, ერთი მექანიზებული (ეგერთა ქვეითი) ბრიგადისა და 24 ქვეითი ბრიგადისგან, აგრეთვე სანაპირო არტილერიის, საჰაერო თავდაცვის ნაწილების, სხვადასხვა დანიშნულების 50 ცალკეული ბატალიონის (დივიზიონის) და ტერიტორიული თავდაცვის ჯარების დაახლოებით 200 ცალკეული ბატალიონისა და ასეულისგან. ასეთ პირობებში, სახმელეთო ჯარებზე დამატებით, საზღვაო ძალების საბრძოლო და საპატრულო კატარღებისა და საჰაერო ძალების 100-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავის გათვალისწინებით, 1990 წელს ფინეთის თავდაცვის ხარჯები შეადგენდა დაახლოებით 2 მლრდ. ამერიკულ დოლლარს (გვიანდელი ჩამატება: შვეიცარიის თავდაცვის ხარჯები კი, რომელიც უფრო მეტ აქცენტს აკეთებს ჯავშანსატანკო და მექანიზებული ჯარების მშენებლობაზე, აღწევდა თითქმის 4 მლრდ. დოლარამდე).
ყოველივე ზემოთქმულიდან ამომდინარე, რაოდენ შეუსაბამო და გულისამრევად სასაცილო უნდა იყოს საქართველოს ე. წ. თავდაცვის საჭიროებისთვის რამდენიმე მილიონი ლარის დამატებით ვითომდა ძლიერი ჯარის ჩამოყალიბების შესახებ ლაპარაკი. აგრეთვე იმაზე დაიმედება, რომ 64 მლნ. დოლარის დახარჯვით, ამერიკელი სამხედრო მრჩევლები საქართველოს ვითომდა ძლიერ ჯარს შეუქმნიან და ქვეყნის თავდაცვის პრობლემას გადაუწყვეტენ. მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა და მას შემდგომში მივუბრუნდებით. ამჟამად თანამედროვე ქვეითი ჯარების შესახებ გავაგრძელოთ საუბარი.
ქვეითი ჯარის გამოყენებას თანამედროვე სარდლობები ვარაუდობენ მაღალი მთაგორინობის (დასერილობის) ადგილებში, ტყეებში (ჯუნგლებში), აგრეთვე მსხვილ დასახლებულ პუნქტებსა და ქალაქებში, სადაც ჯავშანსატანკო ტექნიკის მოქმედებები ნაკლებეფექტურია ან დიდ რისკთანაა დაკავშირებული. ცივი ომის მიწურულს აშშ არმიაში შედიოდა 28 საბრძოლო დივიზია, მათგან ექვსი ჯავშანსატანკო, რვა მექანიზებული ქვეითი, ექვსი ქვეითი, ხუთი მსუბუქი ქვეითი, თითო-თითო საჰაერო-სადესანტო, საჰაერო-საიერიშო და მოტორიზებული. თანაც ჯავშანსატანკო, მექანიზებული და მსუბუქი ქვეითი დივიზიების უმეტესობა შედიოდა რეგულარულ ჯარებში, ხოლო ქვეითი დივიზიების უმრავლესობა კი – არმიის ეროვნულ გვარდიაში, რომელიც სახმელეთო ჯარების ორგანიზებულ რეზერვს წარმოადგენს და რეგულარულ ჯარებთან შედარებით ნაკლები საბრძოლო მზადყოფნითა და ბრძოლისუნარიანობით ხასიათდება (გვიანდელი ჩამატება: ეროვნული გვარდიის პირადი შეადგენლობა, საწყისი საბრძოლო მომზადების ორთვიანი კურსის გავლის შემდეგ ცხოვრობს და მუშაობს სამოქალაქო სექტორში და მხოლოდ შაბათობით გადის ოთხსაათიან სამვრძოლო მომზადებას, პლიუს ორ- თუ სამკვირიანი საზაფხულო საბანაკო შეკრებები; რეგულარული არმიის პირადი შემადგენლობა კი საბრძოლო მომზადებას გადის კვირაში ხუთ დღეს, შაბათ-კვირის გარდა).
ესეც კიდევ ერთი მაგალითი უნდა იყოს საქართველოს სამხედრო მშენებლობით დაკავებული სტრუქტურებისთვის, რომლებიც აშენებენ უპირატესად ქვეით ჯარებს, მაგრამ მათი დაკომპლექტება რატომღაც კონტრაქტის საფუძველზე მომსახურე პროფესიონალი პირადი შემადგენლობით სურთ. ამ “პროფესიონალთა” შედარებით მაღალი ანაზღაურება განსაზღვრავს მათ მცირე რიცხოვნებასაც, მაგრამ რატომღაც თვლიან, რომ პირადი შემადგენლობის პროფესიონალიზმი გააბათილებს ჯარების მცირე რიცხოვნებით გამოწვეულ ნაკლს და უზრუნველყოფს ქვეყნის თავდაცვას. და ამას რატომღაც ნატო-ს სტანდარტად მიიჩნევენ.
ამის საპირისპიროდ თურქეთის რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში, ავტორიტეტული დასავლური წყაროების მიერ, ნაჩვენები იყო 609700 პირადი შემადგენლობა, მათგან კი 528000 ვადიან სამხედრო სამსახურში გაწვეული (სამსახურის ვადა 18 თვეა) და სულ 82000-მდე კადრის ოფიცერი, გენერალი, ადმირალი და კონტრაქტით მომსახურე სპეციალისტი. ეგრეთ წოდებულ “ნატო-ს სტანდარტებს” ალბათ თურქეთის გენერალური შტაბი უფრო კარგად იცნობს, თანამედროვე დასავლური (და საერთოდ მსოფლიო) სამხედრო მშენებლობის საკითხებშიც კარგად იქნება გარკვეული და იგი რატომღაც არა თვლის, ფინური სარდლობის მსგავსად, რომ მცირერიცხოვან პროფესიონალებს შეუძლიათ ქვეყნის თავდაცვის ამოცანების გადაწყვეტა (გვიანდელი ჩამატება: საქართველოს სახმელეთო ჯარების მცირერიცხოვნება განპირობებულია არა მხოლოდ იმით, რომ კონტრაქტრით მომსახურე მოხალისენი მაღალი ანაზღაურებით უნდა დააინტერესო, არამედ უპირატესად იმით, რომ საქართველოსთვის დადგენილი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტების სიმცირე თავისთავად განაპირობებს თავად ჯარების მცირერიცხოვნებასაც).
თანამედროვე სახმელეთო ჯარების ძირითადი ტაქტიკური ქვედანაყოფია საბრძოლო ბატალიონი. იგი შედის ბრიგადის ან დივიზიის შემადგენლობაში. 70-იან წლებში აშშ ქვეითი ბატალიონის საორგანიზაციო სტრუქტურა ნაჩვენებია ნახატზე. იგი ძირითადად ამ პერიოდის მოტოქვეითი ბატალიონის სტრუქტურის ანალოგიურია, მაგრამ ქვეითი ქვედანაყოფების ძირითად სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენდა არა M113A1/A2 ტიპის ჯავშანტრანსპორტერი, არამედ საარმიო სატვირთო ავტომობილი.
[ნახატზე, რომელსაც ეწოდება “70-იანი წლების აშშ ქვეითი ბატალიონი” სათავეში ნაჩვენებია ბატალიონის მეთაური და შტაბი. მათ ექვემდებარება ხუთი ასეული: საშტაბო, სამი ქვეითი და საცეცხლე მხარდაჭერის. საშტაბო ასეულში ნაჩვენებია ასეულის მართვა და ბატალიონის შტაბის მომსახურების სექცია, აგრეთვე ოთხი ოცეული: კავშირგაბმულობის, სარემონტო, სამედიცინო და უზრუნველყოფის. თითოეულ ქვეით ასეულში ნაჩვენებია ასეულის მართვა და ოთხი ოცეული: სამი ქვეითი და ერთიც ნაღმსატყორცნების; თითოეულ ქვეით ოცეულში არის ოცეულის მართვა და ოთხი ათეული: სამი ქვეითი და ერთიც იარაღის; ნაღმსატყორცნების ოცეულში ნაჩვენებია მართვა და ნაღმსატყორცნების სამი სექცია (თითოეულში თითო 81-მმ ნაღმსატყორცნი). საცეცხლე უზრუნველყოფის ასეულში ნაჩვენებია ასეულის მართვა, ორი სექცია (რადიოსალოკაციო და გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსებისა “რედ აი”) და სამი ოცეული (სადაზვერვო, ნაღმსატყორცნებისა /ოთხი 106,7-მმ ნაღმსატყორცნი/ და ტანკსაწინააღმდეგო)]
ბატალიონში მოითვლებოდა პირადი შემადგენლობის 820 ადამიანი, 680 საიერიშო შაშხანა M16A2, 42 7,62-მმ და 12,7-მმ ტყვიამფრქვევი, 86 40-მმ ტანკსაწინააღმდეგო თოფი, 18 90-მმ უუკუცემო ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი, ექვსი თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი “თოუ”, 13 ნაღმსატყორცნი (მათგან ცხრა 81-მმ და ოთხიც 106,7-მმ; სამ-სამი 81-მმ ნაღმსატყორცნი თითოეულ ქვეით ასეულში და ოთხი 106,7-მმ ნაღმსატყორცნი ბატალიონის საერთო საარტილერიო მხარადჭერისთვის), ხუთი გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი “რედ აი” (თანამედროვე “სტინგერების” წინამორბედი მოდელი), სხვადასხვა ტიპის ასზე მეტი რადიოსადგური და დაახლოებით ამდენივე ავტომობილი.
80-იან წლებში, მოტოქვეითი ბატალიონის მსგავსად, ქვეით ბატალიონსაც დაუმატეს მეოთხე ქვეითი ასეული, საჭიროების შემთხვევაში ბრძოლის ველზე ერთდროულად ორ ობიექტზე შეტევისთვის; საცეცხლე მხარდაჭერის ასეული გააუქმეს, მისი სადაზვერვო და ნაღმსატყოეცნების ოცეულები გადაიყვანეს საშტაბო ასეულში, ხოლო ტანკსაწინააღმდეგო ოცეულის ბაზაზე კი ჩამოაყალიბეს ტანკსაწინააღმდეგო ასეული (18 ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი “თოუ” უწინდელი ექვსის ნაცვლად), რითაც აამაღლეს ბატალიონის ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობები. საზენიტო ქვედანაყოფები გადაყვანილ იქნა ზემდგომი საჯარისო რგოლების, ბრიგადისა და დივიზიის შემადგენლობაში, საიდანაც ბატალიონებს სწავლებების პერიოდში ეძლეოდა ეს საშუალებები საჭირო რაოდენობით. გარდა ამისა, 12,7-მმ ტყვიამფრქვევები, 40-მმ ტანკსაწინააღმდეგო თოფები და 90-მმ ტანსაწინააღმდეგო უუკუცემო ქვემეხები ამოიღეს ბატალიონის შეიარაღებიდან და მათ ნაცვლად მიაწოდეს ბელგიური წარმოების 5,56-მმ ხელის ტყვიამფრქვევები, 40-მმ ლულისქვეშა ყუმბარსატყორცნები და “დრაკონის” ტიპის მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები.
ბატალიონის ზემდგომი საჯარისო რგოლია ბრიგადა. ქვეით ბრიგადაში შეიძლება შედიოდნენ ერთ სატანკო ბატალიონამდე, სამი-ოთხი ქვეითი ბატალიონი, 105-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცების დივიზიონი (18 ქვემეხი), ბატალიონების ნაღმსატყორცნებზე დამატებით, 106,7-მმ და 120-მმ ნაღმსატყორცნების ქვედანაყოფები, საინჟინრო-მესანგრეთა, სადაზვერვო, საზენიტო, კავშირგაბმულობის, ტანკსაწინააღმდეგო, სარემონტო, სამედიცინო, მასობრივი იარაღისგან დაცვისა და სხვა ქვედანაყოფები.
სამი ბრიგადა შეადგენს ერთ დივიზიას, სადაც მათ ემატება საარტილერიო, საზენიტო, სადაზვერვო, რადიოელექტრონული ბრძოლის, საარმიო ავიაციისა და ზურგის უზრუნველყოფის, აგრეთვე სამხედრო პოლიციის ნაწილები და ქვედანაყოფები.
70-იანი წლების გფრ სახმელეთო ჯარებში სატანკო და მოტოქვეითი შენაერთების გვერდით იყო ქვეითი ბრიგადებიც, მაგრამ 90-იანი წლების დასაწყისში გატარებული რეორგანიზაციის შედეგად, დატოვებულ იქნა მხოლოდ სატანკო და მოტოქვეითო დივიზიები, აგრეთვე თითო-თითო სამთოქვეითი და საჰაერო-სადესანტო დივიზია, ასევე სხვა ჯარები. ქვეითი ნაწილები კი გადაიყვანეს ტერიტორიული თავდაცვის ჯარების შემადგენლობაში. მაგრამ თითოეულ სატანკო და მოტოქვეით დივიზიაში შეყვანილ იქნა ორ-ორი ქვეითი ბატალიონი, რომელთა გამოყენებასაც ბუნდესვერის სარდლობა ვარაუდობდა ძლიერად დასერილ ადგილას ან მსხვილ დასახლებულ პუნქტებში (ქალაქებში). ამ დროს დასავლეთგერმანული ქვეითი ბატალიონი მოითვლიდა პირადი შემადგენლობის 660 ადამიანს, ხუთ M113 ჯავშანტრანსპორტერს, ექვს 120-მმ თვითმავალ ნაღმსატყორცნს, “მილანის” ტიპის ცხრა ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსს, “პანცერფაუსტ-1” ტიპის 60 44-მმ ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნს, სხვადასხვა ტიპის 120 რადიოსადგურს, 160 ავტომობილს.
ჩვენი მეზობელი თურქეთის სახმელეთო ჯარების საფუძველს ცივი ომისდ პერიოდში შეადგენდნენ უპირატესად ქვეითი ჯარის ნაწილები და შენაერთები, მაგრამ 90-იან წლებში აშშ-ისა და გერმანიის სამხედრო-ტექნიკური დახმარების შედეგად ეს თანაფარდობა შეიცვალა ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვეითი ჯარების სასარგებლოდ. 2000 წელს თურქულ არმიაში შედიოდნენ თითო-თითო მექანიზებული ქვეითი და ქვეითი დივიზიები (ამ უკანასკნელის შემადგენლობაშია სატანკო პოლკიც), 14 ჯავშანსატანკო, 17 მექანიზებული ქვეითი, ცხრა ქვეითი და ოთხიც სპეციალური დანიშნულების ჯარების “კომანდოსების” ბრიგადა, აგრეთვე სხვა ნაწილები და ქვედანაყოფები. ეს შენაერთები და ნაწილები შეყვანილია ძირითადად ოთხი საველე არმიის შემადგენლობაში. 1-ლ (შტაბი ქ. სტამბულში) და მე-3 (ერზინჯანი) საველე არმიებში, სადაც დიდი რაოდენობითაა ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვეითი ბრიგადები, ქვეითი საჯარისო ნაწილები ძირითადად სუსტი შემადგენლობისაა, ტრაპიზონში დისლოცირებული 48-ე ქვეითი ბრიგადის გამოკლებით. სამაგიეროდ მე-4 “ეგეოსის” არმიაში შემავალ 11-ე (დენიზლი) და 19-ე (ედრემიტი) ქვეით ბრიგადებში საბრძოლო ტექნიკა და საველე არტილერია დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი. ქვემოთ ცხრილში ნაჩვენებია ძლიერი შემადგენლობის სამი თურქული ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა და ძირითადი შეიარაღება 1998 წლის დასაწყისის ეუთო-ს ოფიციალური მონაცემებით.
ცხრილი
თურქული სახმელეთო ჯარების ქვეითი ბრიგადები
ოფიციალური ღია მონაცემები . . . . 48-ე ქვეითი . . 11-ე ქვეითი . . 19-ე ქვეითი
თურქული არმიის ქვეითი . . . . . . . . . ბრიგადა . . . . . . ბრიგადა . . . . . ბრიგადა
ბრიგადების შესახებ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ზემდგომი საჯარისო რგოლი . . . . . . . . მე-3 საველე . . . . . “ეგეოსის” . . . . “ეგეოსის”
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . არმია . . . . . . . . . .არმია . . . . . . . . . არმია . .
დისილოკაციის ადგილი . . . . . . . . . . . . . ტრაპიზონი . . . . . დენიზლი . . . ედრემიტი
პირადი შემადგენლობა, ადამიანი . . . . . . . . 6369 . . . . . . . . . . . . 4422 . . . . . . . . . . 4908 . .
საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . . .31 . . . . . . . . . . . .30 . .
მოჯავშნული საბრძოლო მანქანები . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . . . .6 . . . . . . . . . . . . 5 . .
საველე საარტილერიო სისტემები . . . . . . . . . 78 . . . . . . . . . . . . . . . 87 . . . . . . . . . . . .81 . .
შედარებისთვის ვიტყვით, რომ ტიპიური თურქული ჯავშანსატანკო (მექანიზებული ქვეითი) ბრიგადის შეიარაღებაში სათანადო რაოდენობის საბრძოლო ტანკებისა და მოჯავშნული საბრძოლო მანქანების გარდა, შედის 50-60 ერთეული საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (100 მმ და მეტი ყალიბისა), ზემოთ მოყვანილ ქვეით ბრიგადებში კი – 78-87 ერთეული. სახელდობრ, საქართველოს საზღვრებთან ქ. ტრაპიზონში დისლოცირებული 48-ე ქვეითი ბრიგადის საარტილერიო შეიარაღებაში ნაჩვენები 78 ერთეულიდან 24 იყო 105-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცა, 18 106,7-მმ ნაღმსატყორცნი და 36 120-მმ ნაღმსატყორცნი.
ამ მონაცემების ფონზე სავსებით ნათელია, რომ ამერიკელების მიერ მომზადებული მსუბუქად შეიარაღებული ქართული ჯარები შესაძლო კონფლიქტის შემთხვევაში ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ თუნდაც ქვეითი თურქულ ბრიგადებს, რომ არაფერი ვთქვათ თურქულ მექანიზებულ ქვეით ან რუსულ მოტომსროლელ შენაერთებსა და ნაწილებზე. ამიტომ თუკი საქართველომ ვერ მიაღწია ეუთო-ს ეგიდით დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით მისთვის დადგენილი შეიარაღების კვოტების (მათ შორის 285 ერთეული საველე არტილერიის კვოტის) გადასინჯვას, იგი თავდაცვისუნარიან სახელმწიფოდ ვერ ჩამოყალიბდება.
ირაკლი ხართიშვილი

No comments:
Post a Comment