(გამოქვეყნებულ იქნა გაზეთ “საქართველოს” 2001 წლის დეკემბრის ნომერში /5 დეკემბერს/)
სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის 2000 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 5472 ათას ადამიანს, მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნებაა 26,9 ათასი ადამიანი (ანუ ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 0,49 %), ომიანობის დროს გასაწვევად დაგეგმილი რეზერვისტებისა – 250 ათასზე მეტი (4,57 %).
მეორეს მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამნისტრო და გენერალური შტაბი, აგრეთვე სხვა სახელისუფლებო სტრუქტურები, ნატო-დან მოწვეული მრჩეველთა ჯგუფის რეკომენდაციებით, გეგმავენ უახლოეს წლებში რეგულარული ჯარების რიცხოვნების 12 ათას ადამიანამდე შემცირებას (მოსახლეობის 0,22%) და აცხადებენ, რომ ეს ღონისძიებანი საქართველოს სამხედრო მშენებლობას დააახლოებს ნატო-ს სტანდარტებთან, რომ მცირერიცხოვან, მაგრამ კარგად გაწვრთნილ და პროფესიულ ქართულ არმიას შეეძლება ქვეყნის თავდაცვის ნებისმიერი ამოცანების გადაწყვეტა.
ვნახოთ, რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს. იმავე ლონდონური წყაროს მონაცემებით, 1991 წელს, ცივი ომის მიწურულს, ნატო-ს წევრი მცირე ევროპული სახელმწიფოების (ნიდერლანდები, დანია, ბელგია, ნორვეგია) მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნება შეესაბამებოდა ქვეყნის მოსახლეობის 0,58-დან 0,88 %-მდე. ცივი ომის დასრულების შემდეგ ამ სახელმწიფოებმა თავიანთი რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნება შეამცირეს, მაგრამ დღესაც ეს მაჩვენებელი უტოლდება 0,33 – 0,60 %%-ს (ყველაზე ნაკლებია ნიდერლანდებში, მეტი ნორვეგიაში).
სამაგიეროდ ჩვენს მეზობელ თურქეთში ეს მაჩვენებელი შეადგენს 0,92 %-ს (ქვეყნის მოსახლეობაა 66130 ათასი ადამიანი, რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნება კი 609,7 ათასი).
მაინც როგორი უნდა იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიცხოვნება? ჩვენი აზრით, ქვეყნის თავდაცვისა და, შესაბამისად, სამხედრო მშენებლობის საქმეს საფუძვლად უნდა დავუდოთ სახარებისეული ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ ნებისმიერი ადამიანი (იგულისხმება სახელმწიფოც) სხვა შეძლებულ ადამიანზე (სახელმწიფოზე, სახელმწიფოთა ჯგუფზე ან საერთაშორისო ორგანიზაციებზე) კი არ უნდა ამყარებდეს თავის იმედებს, არამედ ღვთის რწმენითა და მასზე სასოებით, მისი მცნებების მიყოლით, უწინარეს ყოვლისა, თავად უნდა ზრუნავდეს საკუთარი გაძლიერებისა და თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებისთვის.
საკუთარ ძალებზე პრიორიტეტულად დაყრდნობის კონცეფციის გარდა, საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობას საფუძვლად უნდა ჰქონდეს ყოველ მიმდინარე ეტაპზე მეზობელი სახელმწიფოებისა და მათი შესაძლო მოკავშირეების მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი არსებული სავარაუდო სამხედრო მუქარების განეიტრალების უცილებლობა.
90-იან წლებში, ცივი ომის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ნატო-ს ბლოკის უმეტესმა სახელმწიფოებმა თავიანთი სამხედრო ხარჯები, ძირითადი შეიარაღება და შეიარაღებული ძალები შეამცირეს. ამის საპირისპიროდ თურქეთმა თავისი სამხედრო ხარჯები გააორმაგა (1990 წლის 5,0 მლრდ. ამერიკული დოლარიდან 1999 წლის 10,1 მლრდ. დოლარამდე), ხოლო ამერიკამ და გერმანიამ კი გადასცეს შედარებით თანამედროვე შეიარაღება და სამხედრო ტექნოლოგიები. ამ ღონისძიებების შედეგად, 90-იან წლებში თურქეთის შეიარაღებული ძალები, სულ მცირე, 3-4-ჯერ უნდა გაძლიერებულიყო.
ამ გაძლიერებული ჯარების რიცხოვნებით მეორე სახმელეთო დაჯგუფება განლაგებულია ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში, ამიერკავკასიის სახელმწიფოთა უშუალო მახლობლობაში. ეუთო-ს ოფიციალური მონაცემებით, 1998 წლის დასაწყისში, მასში მოითვლებოდა პირადი შემადგენლობის 87 ათასამდე ადამიანი, 540 საბრძოლო ტანკი, 625-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 685-მდე საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (100 მმ და მეტი ყალიბისა), 10 დამრტყმელი და 30-ზე მეტი საბრძოლო უზრუნველყოფის ვერტმფრენი, აგრეთვე სხვა შეიარაღება.
ამაზე საპასუხოდ რუსულ სარდლობას, იმავე 1998 წლის დასაწყისში, ჯერ კიდევ ჩეჩნეთში მეორე ომის დაწყებამდე, ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქში, აგრეთვე მოსკოვისა და ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქების სამხრეთ რაიონებში, განლაგებული ჰყავდა საბრძოლველად მზადმყოფი 95 ათასამდე პირადი შემადგენლობა, 915 საბრძოლო ტანკი, 3175 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 1200 საველე საარტილერიო სისტემა, 80 დამრტყმელი, 100-ზე მეტი საბრძოლო უზრუნველყოფისა და 10 მძიმე სატრანსპორტო-სადესანტო ვერტმფრენი, აგრეთვე სხვა შეიარაღება.
თავისთავად ცხადია, რომ დაპირისპირებულ მხარეთა ასეთი მსხვილი ძალების ამიერკავკასიის საზღვრების მახლობლობაში თავმოყრა საქართველოსაც უნდა აიძულებდეს მაქსიმალური ადამიანური და მატერიალურუი რესურსების დაძაბვას საკუთარი ტერიტორიისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დასაცავად. სწორედ ასეთი სამხედრო-სტრატეგიული კონცეფცია გააჩნდათ ცივი ომის პერიოდში ევროპის მცირე ნეიტრალურ სახელმწიფოებს – შვედეთს, შვეიცარიასა და ფინეთს. ამიტომ მათი სამხედრო მშენებლობის გამოცდილება ჩვენთვის მეტად საგულისხმო და სასარგებლო უნდა იყოს.
თანამედროვე სამხედრო თეორიითა და პრაქტიკით, მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალები განკუთვნილია ქვეყნის სამხედროვალდებული ახალგაზრდობისთვის სამხედრო საქმის შესასწავლად, შემდგომ ეტაპებზე რეზერვისტთა გადამზადებისთვის, შედარებით მცირემასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტებში საკუთარი სახელმწიფო ინტერესების დასაცავად. ხოლო მსხვილმაშტაბიანი ომის გაჩაღების შემთხვევაში კი, მის საწყის ეტაპზე, რეგულარული ჯარები იყენებენ სახელდახელოდ მობილიზებულ რეზერვისტებსაც, რათა თავდაცვითი და შემკავებელი მოქმედებების წარმოებით მისცენ შესაძლებლობა ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას სრულმასშტაბიანი სამობილიზაციო ღონისძიებების გატარების, ომიანობის დროის შეიარაღებული ძალების სრულად გაშლისა და თავდაცვითი ომის წარმოებისთვის.
მსხვილმასშტაბიან ომს, როგორც აღვნიშნეთ, ქვეყანა აწარმოებს საომარი დროის (სრულად მობილიზებული) შეიარაღებული ძალებით, რომლის რიცხოვნებაც სახელმწიფოს მთელი მოსახლეობის დაახლოებით 10 %-სა და მეტსაც შეიძლება შეადგენდეს. 1991 წლის მონაცემებით შვედეთის, შვეიცარიისა და ფინეთის მოსახლეობისა და შეიარაღებული ძალების რიცხობრივი მაჩვენებლები მოყვანილია ცხრილში.
ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოების მოსახლეობა და შეიარაღებული ძალები 1991 წელს
მოსახლეობა და შეიარაღებული . . შვედეთი . . შვეიცარია . . ფინეთი
ძალები (შძ) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ქვეყნის მოსახლეობა, ადამიანი . . . . . . 8340200 . . . . 6503800 . . . 5023200
მშვიდობიანობის დროის
რეგულარული შძ, ადამიანი . . . . . . . . . . . 63000 . . . . . . . – . . . . . . . . 31800
(ქვეყნის მოსახლეობის %) . . . . . . . . . . . . .(0,76) . . . . . . .(–) . . . . . . . .(0,63)
შეიარაღებული ძალების
რეზერვები, ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . .709000 . . . . . 625000 . . . . 700000*
(ქვეყნის მოსახლეობის %) . . . . . . . . . . . . . (8,51) . . . . . .(9,61) . . . . . (13,93)
ომიანობის დროის სახმელეთო
ჯარები, ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . 550000 . . . . . 565000 . . . . .460000
(ქვეყნის მოსახლეობის %) . . . . . . . . . . . . . (6,59) . . . . . .(8,69) . . . . . .(9,15)
ომიანობის დროის საჰაერო
ძალები, ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 57000 . . . . . .60000 . . . . . .30000
(ქვეყნის მოსახლეობის %) . . . . . . . . . . . . . (0,68) . . . . . . (0,92) . . . . . .(0,59)
ომიანობის დროის საზღვაო
ძალები, ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . 102000 . . . . . . . . – . . . . . . . 12000
(ქვეყნის მოსახლეობის %) . . . . . . . . . . . . .(1,22) . . . . . . . . (–) . . . . . . (0,24)
* ამათგან 500000 ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის 9,95 %) იარაღით ხელში, ხოლო 200000 (3,98) კი – იარაღის გარეშე.
ომიანობის დროის შეიარაღებული ძალები ოპერატიული დანიშნულების მიხედვით იყოფა საბრძოლო ანუ საველე ჯარებად (ძალებად) და ტერიტორიული (რაიონული, ადგილობრივი) თავდაცვის ჯარებად. პირველს ევალება ძირითადი საბრძოლო ოპერაციების წარმოება, მეორეს კი ცალკეული რაიონების თავდაცვის ამოცანების გადაწყვეტა. შესაბამისად, საბრძოლო (საველე) ჯარებში იწვევენ შედარებით ახალგაზრდა ასაკის რეზერვისტებს (სხვადასხვა ქვეყანაში დაახლოებით 35 ან 45 წლამდე), მათ აძლევენ ყველაზე უფრო თანამედროვე, ძვირადღირებულ და ძლიერ შეიარაღებას. ტერიტორიულ ჯარებს კი აკომპლექტებენ სათანადო რაიონების მაცხოვრებელი უფრო ხანდაზმული რეზერვისტებით (35 ან 45 წლის ზევით) და მათ უფრო მოძველებულ და იაფ შეიარაღებას აძლევენ. სამაგიეროდ საკუთარი რაიონების კარგი ცოდნა და მათ გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებთან შეგუებულობა ტერიტორიული ჯარების მებრძოლებს დიდად ეხმარება მათზე დაკისრებადი ამოცანების გადაწყვეტაში.
საჰაერო ძალებში ტერიტორიული ჯარები შეადგენენ საზენიტო-საარტილერიო ნაწილებსა და ქვედანაყოფებს, საზღვაო ძალებში კი – სანაპირო თავდაცვის (სანაპირო არტილერიის) საჯარისო ერთეულებს.
რაც შეეხება რეზერვისტთა სამობილიზაციო მზადყოფნას, შვედეთსა და ფინეთში რეგულარული შეიარაღებული ძალებიდან დემობილიზებული ახალგაზრდა ერთი წლის განმავლობაში ირიცხება ექსტრენულ რეზერვში და მობილიზაციის გამოცხადებისთანავე ვალდებულია 24 საათის განმავლობაში გამოცხადდეს მისი მიწერის ნაწილში. ერთი წლის ვადის გავლის შემდეგ მისი სამობილიზაციო მზადყოფნის ხარისხი რამდენადმე მცირდება, მაგრამ მის ადგილს უკვე სხვა რეზერვისტი იკავებს. გარკვეული ასაკის მიღწევამდე რეზერვისტებს ევალებათ მობილიზაციის გამოცხადებიდან 72 საათის განმავლობაში გამოცხადდნენ თავიანთ ნაწილებში, უფრო ხანდაზმულებისთის კი ეს ვადა შესაძლოა ერთ კვირამდეც გაიზარდოს.
შვეიცარიაში მშვიდობიანობის დროს რეგულარული შეიარაღებული ძალები ფაქტიურად არ არსებობს. იქ ახალწვეულები 4,5 თვის განმავლობაში გადიან საწყის სამხედრო მომზადებას, შემდეგ კი გადადიან რეზერვში. ამიტომ შვეიცარიაში ჯარში წელიწადში ორ ნაკადს იწვევენ. სამაგიეროდ რეზერვისტთა საბანაკო შეკრებები ამ ქვეყანაში უფრო ხანგრძლივი და ინტენსიურია.
21-32 წლის ასაკის რეზერვისთა შემადგენლობას შვეიცარიაში ეწოდება “აუსცუგი” (Auszug – ქართულად ნიშნავს “აბა ჰე”-ს, “დაძახების თანავე”), რომელიც შედარებით მაღალ სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფება. 33-42 წლის რეზერვისტები შეადგენენ “ლანდვერს” (Landwehr – “სამშობლოს თავდაცვის ჯარები” /მილიცია/), რომელიც ძირითად სახაზო ჯარებს წარმოადგენს, ხოლო 43-50 წლის რეზერვისტები კი ქმნიან “ლანდშტურმს” (Landsturm – “სამშობლოს სახალხო ლაშქარი”) – იგივე ტერიტორიული თავდაცვის ჯარებს.
კრიზისულ სიტუაციებში ან ომის დროს მათ მობილიზაციას უნდა ატარებდნენ ოპერატიულად და ეტაპობრივად, ძირითადად 24-72 საათის განმავლობაში, ისე რომ ერთი კვირის მანძილზე ქვეყნის შეიარაღებული ძალების სარდლობას შეეძლოს ჯარების სრულად გამოყვანა. 1991 წელს შვეიცარიის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ამ ვადაში გამოჰყავდა 625 ათასი ადამიანი, ფინეთისას 700 ათასი (მათგან 500 ათასი იარაღით ხელში, საველე და ტერიტორიული თავდცავის ჯარებში, ხოლო 200 ათასი კი იარაღის გარეშე, ზურგისა და სხვა სამსახურებში). ეს ჯარები, აღნიშნულ სახელმწიფოთა მცირე ტერიტორიების გათვალისწინებით, დიდ ძალას წარმოადგენენ და ნებისმიერი, რაგინდ ძლიერი, აგრესორისთვის მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობა, ისე როგორც ეს დღეს მიმდინარეობს, როგორც ვხედავთ, სულაც არ მიჰყვება დასავლურ სტანდარტებს, დასავლეთის მცირე სახელმწიფოთა გამოცდილებას, და ვერანაირად ვერ შეიძლება უზრუნველყოფდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. ყოველივე ეს კი, ჩვენს მოსახლეობას, სამწუხაროდ, მეტად მძიმე შედეგებით უბრუნდება ხოლმე.
ირაკლი ხართიშვილი

No comments:
Post a Comment