(გამოქვეყნებულ იქნა გაზეთ “საქართველოს” 2002 წლის სექტემბრის ნომერში /10 სექტემბერს/)
მექანიზებული ქვეითი (მოტოქვეითი, მოტომსროლელი) ჯარები შეიქმნა ქვეითი (მსროლელი) შენაერთებისა და ნაწილების საფუძველზე, ხოლო მისი მშენებლობისა და გამოყენების აუცილებლობა სახმელეთო ჯარების სპეციალისტებმა დაინახეს ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომში. აი რას წერს ამის შესახებ გერმანული ვერმახტის ოფიცერი, აიკე მიდელდორფი, 50-იან წლებში გამოცემულ წიგნში “ტაქტიკა რუსეთის კამპანიაში”: “მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას დიდი მნიშვნელობა შეიძინეს სამხედრო-საჰაერო ძალებმა და კავალერიიდან ამოზრდილმა ჯავშანსატანკო ჯარებმა. ხოლო ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის საშუალებებით არასაკმარისად აღჭურვილი ქვეითი ჯარი კი, მისი საბარგულებითა და 3-4 კმ/სთ გადაადგილების სიჩქარით, ტექნიკური პროგრესის – ავიაციისა და ტანკების მსხვერპლი შეიქნა... წინა ხაზზე ფეხოსნის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადგენდა ორთვენახევარს. ძნელად თუ მოიძებნება თუნდაც ერთი სატანკო, საავიაციო ან საარტილერიო ქვედანაყოფი, ამასთან რამდენადმე მიახლოებული დანაკარგები რომ განეცადოს”.
შემდეგ ავტორი აღნიშნავს, რომ გერმანულ სატანკო დივიზიაში მოჯავშნული მანქანები შეადგენდნენ სულ უმნიშვნელო ნაწილს. სახელდობრ, 1940 წელს, 300 ტანკზე მოდიოდა დაახლოებით 3000 მოჯავნული თვლიანი მანქანა, რომლებსაც გზების გარეშე სიარული არ შეეძლოთ. ამიტომ ხშირად შეტევის მსვლელობისას მეწინავე სატანკო ნაწილები იძულებული ხდებოდნენ წინსვლა შეეჩერებინათ და ტალახში ჩაფლული მანქანებით მომავალ მეორე ეშელონებსა და ზურგის სამსახურებს დალოდებოდნენ. სიჩქარისა და ტაქტიკური შესაძლებლობების მიხედვით ისეთი განსხვავებული საშუალებების არსებობა, როგორებიცაა ტანკები და თვლიანი მანქანები, გამუდმებით იწვევდა დივიზიის რამდენიმე ნაწილად წყვეტას.
ამას ემატებოდა ისიც, რომ მეორე მსოფლიო ომის ბოლო წლებში საბჭოთა ჯარებმა იმდენად სრულჰყვეს ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის სწრაფად ორგანიზების მეთოდები, რომ მისი გადალახვა მხოლოდ ტანკებისთვის, მოტოქვეით ჯარებთან ერთობლივი მოქმედებების გარეშე, შეუძლებელი შეიქნა. მაგრამ ბრძოლის ველზე ტანკების კვალდაკვალ მოტოქვეითი ქვედანაყოფების გადასაყვანად აუცილებელი ჯავშანტრანსპორტერები გერმანელებს საკმარისი რაოდენობით არ გააჩნდათ, რასაც ხელს უშლიდა ფოლადის უკმარისობა და გერმანიის სამხედრო მრეწველობის სხვა სუსტი მხარეები.
60-70-იანი წლებიდან, განსაკუთრებით კი არაბული სახელმწიფოებისა და ისრაელის ომების გამოცდილების გათვალისწინებით, დასავლეთის სახელმწიფოთა და საბჭოთა სარდლობები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ მოტოქვეითი (მექანიზებული ქვეითი, მოტომსროლელი) ჯარების განვითარებას. ისინი სულ უფრო მეტ აქცენტს აკეთებდნენ მოტოქვეითი ჯარების მობილურობაზე, ჯავშანდაცულობაზე, საცეცხლე ძლიერებასა და სატანკო ნაწილებთან მჭიდრო ურთიერთმოქმედებაზე.
ვინაიდან ჯავშანტრანსპორტერის ჯავშანი იფარავს პირად შემადგენლობას, აგრეთვე თავად მანქანის მნიშვნელოვან კვანძებსა და აგრეგატებს ტყვიებისა და ჭურვების ნამსხვრევებისგან, ამიტომ ასეთი მანქანები იქცნენ მოტოქვეითი ჯარების ძირითად სატრანსპორტო საშუალებად. ისინი უზრუნველყოფენ საბრძოლო ტანკების კვალდაკვალ მიყოლას, ფეხოსნების მოწინააღმდეგის პოზიციებთან რაც შეიძლება ახლოს მიყვანას, შეტევისთვის მათ ფარულ ჩამოქვეითებას, ხოლო ქვეითად მებრძოლ ქვედანაყოფებს კი თავიანთი მსხვილყალიბიანი ტყვიამფრქვევების ცეცხლით აღმოუჩენენ მხარდაჭერას. ამასთანავე, ისინი ებრძვიან დაბლამფრენ საჰაერო მიზნებს, ანადგურებენ გამოვლენილ ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს. უმეტეს სახელმწიფოთა ჯავშანტრანსპორტერებს ბორტებსა და კიჩოში გაკეთებული აქვთ ამბრაზურები, საიდანაც ფეხოსნებს ჩამოქვეითებამდეც შეუძლიათ ავტომატური და ერთეული ცეცხლის წარმოება.
1-ლ ნახატზე მოცემულია 70-იანი წლების აშშ მოტოქვეითი ბატალიონის საორგანიზაციო სტრუქტურა. მასში ნაჩვენებია მეთაურობა და შტაბი, საშტაბო, სამი მოტოქვეითი და საცეცხლე მხარდაჭერის ასეულები. ამ ასეულებში კი შედიან საბრძოლო, საბრძოლო უზრუნველყოფისა და ზურგის უზრუნველყოფის ოცეულები, ათეულები და სექციები. საბრძოლო ამოცანებს წყვეტენ მოტოქვეითი ქვედანაყოფები, საბრძოლო უზრუნველყოფის ამოცანებს – სადაზვერვო, ნაღმსატყორცნების, ტანკსაწინააღმდეგო, კავშირგაბმულობის, საზენიტო ქვედანაყოფები; ზურგის უზრუნველყოფისა – სარემონტო, სამედიცინო და უზრუნველყოფის ერთეულები. თითოეულ მოტოქვეით ასეულს უშუალო საცეცხლე მხარდაჭერას აღმოუჩენდა სამი 81-მმ ნაღმსატყორცნი, ხოლო მთლიანად ბატალიონს კი – ოთხი 106,7-მმ ნაღმსატყორცნი. “რედ აის” ტიპის გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსები თანამედროვე “სტინგერების” წინამორბედი ნიმუშებია.
[1-ლ ნახატზე, რომელსაც ეწოდება “70–იანი წლების აშშ მოტოქვეითი ბატალიონი”, სათავეში ნაჩვენებია ბატალიონის მეთაური და შტაბი. მათ ექვემდებარება ხუთი ასეული: საშტაბო, სამი მოტოქვეითი და საცეცხლე მხარდაჭერის. საშტაბო ასეულში ნაჩვენებია ორი სექცია: მართვისა და ბატალიონის შტაბის მომსახურების, და ოთხი ოცეული: კავშირგაბმულობის, სარემონტო, სამედიცინო და უზრუნველყოფის. მოტოქვეითი ასეულებიდან თითოეულში ნაჩვენებია ოთხი ოცეული: სამი მოტოქვეითი და ნაღმსატყორცნების; თითოეულ მოტოქვეით ოცეულში მაჩვენებია ოთხი ათეული: სამი მოტოქვეითი (თითოეულში თითო ჯავშანტრანსპორტერი M113A1/A2) და იარაღის; ნაღმსატყორცნების ოცეულში კი – ნაღმსატყორცნების სამი ათეული (თითოეულში თითო თვითმავალი 81–მმ ნაღმსატყორცნი). საცეცხლე მხარდაჭერის ასეულში ნაჩვენებია სამი ოცეული: სადაზვერვო, ნაღმსატყორცნების და ტანკსაწინააღდებო; სადაზვერვო ოცეულში – ორი სადაზვერვო ათეული, ნაღმსატყორცნების ოცეულში – ნაღმსატყორცნების ოთხი ათეული (თითოეულში თითო თვითმავალი 106,7–მმ ნაღმსატყორცნი), ტანკსაწინააღმდეგო ოცეულში – ექვსი ტანკსაწინააღმდეგო ათეული (თითოეულში თითო თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი “თოუ”).]
სულ 70-იანი წლების აშშ მოტოქვეითი ბატალიონი მოითვლიდა 890-მდე ადამიანს, 730-მდე 5,56-მმ საიერიშო შაშხანას M16A1/A2, 75 7,62-მმ და 12,7-მმ ტყვიამფრქვევს, 94 40-მმ ყუმბარსატყორცნს, 18 90-მმ უუკუცემო ტანკსაწინააღმდეგო თოფს, 13 თვითმავალ ნაღმსატყორცნს (ცხრა 81-მმ და ოთხიც 106,7-მმ), ექვს (შემდგომში 12) ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსს “თოუ”, ხუთ გადასატან საზენიტო სარაკეტო კომპლექსს “რედ აი”, 50-მდე M113A1/A2 ტიპის ჯავშანტრანსპორტერს, 20-მდე სამეთაურო-საშტაბო მანქანასა და მოჯავშნულ სადაზვერვო მანქანას, სხვადასხვა ტიპის 80-ზე მეტ ავტომობილსა და სხვა შეიარაღებას.
იმავე 70-იანი წლებიდან დასავლეთგერმანული და საბჭოთა სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში, ჯავშანტრანსპორტერების გარდა, შედიოდა “მარდერისა” და БМП-1 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებიც. ეს განპირობებული იყო ტანკსაწინააღმდეგო ბრძოლის საშუალებებისა და ხერხების განვითარებით, და, შესაბამისად, მოტოქვეითი ჯარების მიერ საბრძოლო ტანკებისთვის (სატანკო ნაწილებისა და ქვედანაყოფებისთვის) უფრო ქმედითი და ეფექტური მხარდაჭერის აღმოჩენის აუცილებლობით. ხოლო ჯავშანტრანსპორტერების შეზღუდული მობილურობა, შერადებით თხელი ჯავშანი და მსუბუქი შეიარაღება უკვე ვეღარ უზრუნველყოფდა მოტოქვეითი ქვედანაყოფების წინაშე დასმადი ამოცანების შესრულებას.
ამიტომ 70-იან წლებში აშშ-შიც დაიწყეს ახალი ქვეითთა საბრძოლო მანქანების შემუშავება და 1981 წლიდან ჯარებს მიაწოდეს M2 “ბრედლის” ტიპის ასეთი მანქანები. M113 სერიის ჯავშანტრანსპორტერებისგან განსხვავებით, მათ გააჩნიათ უფრო მტკიცე ჯავშანი, რომლის შუბლის ნაწილსაც ვერ იღებს 25-მმ ჭურვი, ხოლო ბორტებსა და კიჩოს კი მსხვილყალიბიანი ტყვიები. მართალია, იგი ორჯერ უფრო მძიმეა M113 ჯავშანტრანსპორტერთან შედარებით (მისი წონაა 22,6 ტ), მაგრამ შეუძლია წყლის დაბრკოლებების ცურვით გადალახვა. M2 “ბრედლის” ძრავის სიმძლავრეა 500 ცხ. ძ. და ამ მაჩვენებლით იგი 2,3-ჯერ აღემატება M113-ის ძრავას, რაც მნიშვნელოვნად ამაღლებს ქვეითთა საბრძოლო მანქანის მობილურობას, განსაკუთრების გზების გარეშე სვლის დროს.
M2 “ბრედლის” შეიარაღებაში გააჩნია 25-მმ ავტომატური ზარბაზანი და მასთან შეწყვილებული 7,62-მმ ტყვიამფრქვევი, ხოლო კოშკის მარცხენა მხარეზე კი აქვს “თოუს” ტიპის მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკატების გასაშვები შეწყვილებული დანადგარი (საბრძოლო მარაგია 25-მმ ზარბაზნის 150 გასროლა, 4540 7,62-მმ ვაზნა და შვიდი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა “თოუ”). მისი ეკიპაჟი შედგება სამი ადამიანისგან – მეთაურის, დამმიზნებლისა და მძღოლ-მექანიკოსისგან, სადესანტო განყოფილებაში კი თავსდება ქვეითი ათეული. საბრძოლო მანქანის ბორტებსა და კიჩოში არსებული ამბრაზურებიდან ფეხოსნები ცეცხლს აწარმოებენ 5,56-მმ ტყვიამფრქვევიდან და M16A2 საიერიშო შაშხანებიდან. კიჩოს ნაწილში არსებული კარი იძლევა სადესანტო განყოფილებაში მყოფი მებრძოლების ფარულად ჩამოქვეითებისა და ქვეით მწყობრშო მოქმედებათა გაგრძელების შესაძლელობას.
გარდა ამისა, M2 ქვეითთა საბრძოლო მანქანის ბაზაზე, შემუშავებულ იქნა M3 ტიპის საბრძოლო-სადაზვერვო მანქანაც, რომლის სადესანტო განყოფილებაში ფეხოსანთა ათეულის ნაცვლად თავსდება ორი დამკვირვებელი, ათი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა “თოუ”, სადაზვერვო მოწყობილობა და მოტოციკლი. ამავე დროს ჯარებში გამოჩნდა უფრო ეფექტური ტანკსაწინააღმდეგო, საზენიტო და სადაზვერვო საშუალებები, ინფრაწითელი აპარატურა, ლაზერული აღჭურვილობა, რამაც კიდევ უფრო აამაღლა მოტოქვეითი ნაწილებისა და ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობა.
80-იან წლებში აშშ არმიის სარდლობამ მოახდინა სახმელეთო ჯარების სტრუქტურული რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც მოტოქვეითი ბატალიონის სტრუქტურა რამდენადმე შეიცვალა. იგი ნაჩვენებია მე-2 ნახატზე.
[მე–2 ნახატზე, რომელსაც ეწოდება “80–იანი წლების აშშ მოტოქვეითი ბატალიონი”, სათავეში ნაჩვენებია ბატალიონის მეთაური და შტაბი. მათ ექვემდებარება ექვსი ასეული: საშტაბო, ოთხი მოტოქვეითი და ტანკსაწინააღმდეგო. საშტაბო ასეულში ნაჩვენებია ასეულის მართვა და ექვსი ოცეული: სადაზვერვო, ნაღმსატყორცნების, კავშირგაბმულობის, სარემონტო, სამედიცინო და უზრუნველყოფის. თითოეულ მოტოქვეით ასეულში ნაჩვენებია მართვა და სამი მოტოქვეითო ოცეული, ხოლო თითოეულ მოტოქვეით ოცეულში – ოცეულის მართვა და სამი მოტოქვეითი ათეული (თითოეულში თითო ქვეითთა საბრძოლო მანქანა M2 “ბრედლი”). ტანკსაწინააღმდეგო ასეულში ნაჩვენებია ასეულის მართვა და სამი ტანკსაწინააღმდეგო ოცეული; თითოეულ ტანკსაწინააღმდეგო ოცეულში – ოცეულის მართვა და ოთხი ტანკსაწინააღდეგო სექცია (თითოეულ ტანკსაწინააღმდეგო სექციაში – თითო თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი “თოუ”).]
ბატალიონში სამიდან ოთხამდე გაიზარდა მოტოქვეითი ასეულების რიცხვი. ამერიკული სარდლობის აზრით, ამას საშუალება უნდა მიეცა ბატალიონისთვის მოწინააღმდეგის ერთდროულად ორ ობიექტზე შესატევად. 81-მმ ნაღმსატყორცნები მოხსნეს მოტოქვეითი ასეულის შეიარაღებიდან. სამაგიეროდ ბატალიონის ნაღმსატყორცნების ოცეულში 106,7-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნების რაოდენობა ექვსამდე გაზარდეს.
საცეცხლე მხარდაჭერის ასეული გააუქმეს და მისი სადაზვერვო და ნაღმსატყორცნების ოცეულები საშტაბო ასეულში შეიყვანეს; სამაგიეროდ გაძლიერებულ იქნა ბატალიონის ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობები და უწინდელი ტანკსაწინააღმდეგო ოცეულის ბაზაზე ჩამოაყალიბეს ტანკსაწინააღმდეგო ასეული 12 ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსით “თოუ”. საზენიტო საშუალებები მოტოქვეითი ბატალიონის შემადგენლობიდან გამოიყვანეს და გადასცეს ზემდგომი საჯარისო რგოლების, ბრიგდისა და დივიზიის, საჰაერო თავდაცვის ერთეულებში. აქედან ბატალიონი სწავლებების პერიოდში ან საბრძოლო მოქმედებების დროს ღებულობს საჭირო რაოდენობით საზენიტო შეიარაღებას.
80-იანი წლების აშშ მოტოქვეით ბატალიონში მოითვლებოდა პირადი შემადგენლობის 870 ადამიანი, 56 ქვეითთა საბრძოლო მანქანა M2 “ბრედლი” (13-13 თითოეულ მოტოქვეით ასეულში), ექვსი საბრძოლო-სადაზვერვო მანქანა M3 “ბრედლი”, 23 ჯავშანტრანსპორტერი M113 (მათგან 19 საშტაბო ასეულისა და ოთხიც ტანკსაწინააღმდეგო ასეულის ქვედანაყოფებში), ანუ სულ 85 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა (56 + 6 + 23 = 85); რვა სამეთაურო-საშტაბო მანქანა M577A1, ექვსი 106,7-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი M106A1/A2, 12 თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი “თოუ” M901, 36 ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გადასატანი გასაშვები დანადგარი “დრაკონი”, 70 7,62-მმ და 72 5,56-მმ ტყვიამფრქვევი, 500-ზე მეტი 5,56-მმ საიერიშო შაშხანა M16A2 და სხვა შეიარაღება.
როგორც ვხედავთ, 80-იან წლებში გატარებული სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, აშშ არმიის სარდლობას მოტოქვეითი ბატალიონის საბრძოლო შემადგენლობა დიდად არ შეუცვლია. მასში კვლავინდებურად დარჩა საბრძოლო (მოტოქვეითი), საბრძოლო უზრუნველყოფისა (სადაზვერვო, ნაღმსატყორცნების, კავშირგაბმულობის, ტანკსაწიდააღმდეგო) და ზურგის უზრუნველყოფის (სარემონტო, სამედიცინო, უზრუნველყოფის) ქვედანაყოფები. აღნიშნული გარემოება ჩვენც უნდა მიგვანიშნებდეს იმაზე, რომ მხოლოდ სახელების დარქმევა არ არის საკმარისი ამა თუ იმ ტიპის საჯარისო ნაწილებისა და შენაერთების ჩამოყალიბებისთვის. თანამედროვე სამხედრო საქმითა და სამხედრო ხელოვნებით ძალზე მკაფიოდ და გარკვევით არის დადგენილი მექანიზებული ქვეითი (მოტოქვეითი, მოტომსროლელი) ბატალიონებისა და ბრიგადების ტიპიური სავარაუდო სტრუქტურა და შეიარაღება. შესაბამისად უსვამენ კიდეც მათ საბრძოლო ამოცანებს და განუსაზღვრავენ მოქმედებათა ოპერატიულ-ტაქტიკურ ნორმატივებს.
თანამედროვე სახმელეთო ჯარებში მოტოქვეითი ბატალიონები წარმოადგენენ ტაქტიკური თვალსაზრისით ყველაზე უფრო მოქნილ ქვედანაყოფებს, რომელთაც შეუძლიათ ტანკების კვალდაკვალ მიყოლა და მათთვის ეფექტური მხარდაჭერის აღმოჩენა, მანქანებსა და ქვეით მწყობრში ბრძოლის წარმოება, აერომობილურ ოპერაციებსა და საბრძოლო მოქმედებების ნებისმიერ სხვა სახეობებში მონაწილეობა, იმ შენაერთების ტანკსაწინააღმდეგო დაფარვის უზრუნველყოფა, რომელთა შემადგენლობაშიც ისინი შედიან.
როგორც ვნახეთ, ტიპიურ ამერიკულ მოტოქვეით ბატალიონში შედის 85 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, გერმანულსა და თურქულში რამდენადმე ნაკლებია – 65-70-ის ფრგლებში, ასევე სხვა ქვეყნების ჯარებშიც. ასეთ პირობებში ეუთო-ს ეგიდით 90-იანი წლების დასაწყისში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოსთვის განკუთვნილი არაუმეტეს 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის კვოტა მიზერულადაც კი ვერ აკმაყოფილებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანი მექანიზებული ქვეითი ჯარების მშენებლობის მოთხოვნებს. შედარებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 2000 წელს ტერიტორიითა და მოსახლეობით საქართველოს თანაზომადი ფინეთის არმიის შეიარაღებაში ნაჩვენები იყო 1063 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა და მათ ბაზაზე შექმნილი არასაბრძოლო დანიშნულების მოჯავშნული მანქანა (ეს უკანასკნელები კვოტებში არ აღირიცხება), ხოლო შვეიცარიის არმიის შეიარაღებაში კი – 1538 (მათგან 435 ქვეითთა საბრძოლო მანქანა 1103 ჯავშანტრანსპორტერი, არასაბრძოლო დანიშნულების მოჯავშნული მანქანების ჩათვლით).
ასეთია დასავლურ სახელმწიფოთა გამოცდილება თანამედროვე მექანიზებული ქვეითი (მოტოქვეითი, მოტომსროლელი) ჯარების მშენებლობაში, და მისი არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც გათვალისწინებისა და საქართველოსთვის დადგენილი ჩვეულებრივ შეიარაღებათა კვოტების გადასინჯვის გარეშე, თავდაცვისუნარიან შეიარაღებულ ძალებს ჩვენ ვერ ავაშენებთ.
ირაკლი ხართიშვილი

No comments:
Post a Comment