Wednesday, November 6, 2013

ნატო-ს ბლოკის გარეთ მყოფი ზოგიერთი ევროპული და აზიური სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში

(ნაწილი I) 

შინაარსი 

I. შვეიცარიის შეიარაღებული ძალები 1980-იანი წლების პირველ ნახევარში
II. ირანის შეიარაღებული ძალები 1970-იან წლების პირველ ნახევარში
III. სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები 1970-იანი წლების შუახანებში
IV. იაპონიის შეიარაღებული ძალები 1970-იანი წლებსა და 80-ანების დასაწყისში
 . . 1) იაპონიის შეიარაღებული ძალები 1970-იანი წლების პირველ ნახევარში
 . . 2) იაპონიის “თავდაცვითი ძალების” მშენებლობის პერსპექტივები 1980-იანი წლების დასაწყისში
V. ისრაელის შეიარაღებული ძალების 1970-იან წლებში და 80-ანების პირველ ნახევარში
. . 1) ისრაელის სამხედრო მშენებლობის პოლიტიკური საკითხები
. . 2) ისრაელის შეიარაღებული ძალების მშენებლობა 
. . 3) ისრაელის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და მისი ამერიკელი მფარველ-მოკავშირეების მიზნები ამ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებთან მიმართებაში
. . 4) ბირთვული იარაღის შემუშავება ისრაელში


I. შვეიცარიის შეიარაღებული ძალები 1980-იანი წლების პირველ ნახევარში 

შვეიცარია წარმოადგენს მუდმივად ნეიტრალურ სახელმწიფოს. ასეთი საერთაშორისო-სამართლებრივი მდგომარეობა უკრძალავს მას ისეთ შეთანხმებებსა და სამხედრო ბლოკებში შესვლას, რომელთაც შეუძლიათ ჩაითრიონ სახელმწიფო შეიარაღებულ კონფლიქტებში, აგრეთვე ვარაუდობს ომზე უარის თქმას თავდაცვის შემთხვევების გამოკლებით. ქვეყნის მთლიანობისა და ხელშეუხებლობის შენარჩუნებისთვის ახორციელებენ შეიარაღებული ძალების მუდმივად მზადყოფნაში შენარჩუნების ღონისძიებებს. 1980-იანი წლების პირველ ნახევარში ამას ატარებდნენ თანამედროვე იარაღითა და სამხედრო ტექნიკით მისი აღჭურვის, ტერიტორიის ინფრასტრუქტურის სრულყოფის, შეიარაღებისა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მარაგების ზრდის გზით.

უმაღლესი სამხედრო მმარველობის ორგანოები. ფ ე დ ე რ ა ლ უ რ ი ს ა ბ ჭ ო (მ თ ა ვ რ ო ბ ა) – გახლდათ 1980-იანი წლების დასაწყისში უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ორგანო (ნახ. 1), რომელიც შეიმუშავებდა ქვეყნის სამხედრო პოლიტიკისა და შეიარაღებული ძალების მშენებლობის ზოგად საკითხებს, ამზადებდა კანონებისა და დადგენილებების პროექტებს და გამოჰქონდა ისინი ფედერალური ასამბლეის (პარლამენტის) მიერ განხილვაზე, აცხადებდა მობილიზაციას. მის საკონსულტაციო ორგანოს წარმოადგენდა ე რ ო ვ ნ უ ლ ი თ ა ვ დ ა ც ვ ი ს ს ა ბ ჭ ო, რომელიც თავის სხდომებზე განიხილავდა შვეიცარიის თავდაცვის ყველა უმნიშვნელოვანეს საკითხს და მთავრობას წარუდგენდა თავის რეკომენდაციებს.



ნახატი 1. შვეიცარიის შეიარაღებული ძალების ორგანიზაცია 1980-იანი წლების პირველ ნახევარში 

ფ ე დ ე რ ა ლ უ რ ი ს ა მ ხ ე დ რ ო დ ე პ ა რ ტ ა მ ე ნ ტ ი – გახლდათ უმაღლესი სამხედრო-ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ხელმძღვანელობდა შეიარაღებულ ძალებს, ასევე ფედერალური და კანტონების სამხედრო ორგანოების საქმიანობას. იგი პასუხს აგებდა შეიარაღებული ძალების მშენებლობაზე, აგრეთვე მისი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნების სფეროში არსებული კანონებისა და დადგენილებების ცხოვრებაში გატარებაზე. მას მეთაურობდა ფედერალური სამხედრო დეპარტამენტის უფროსი (თავდაცვის მინისტრი, სამოქალაქო პირი). სამობილიზაციო გაშლის პერიოდში ან ომის გამოცხადების შემდეგ ამ პოსტზე ნიშნავდნენ უმაღლესი სამეთაურო შემადგენლობის წარმომადგენელს, რომელიც იქცეოდა უმაღლეს მთავარსარდლად (მის დანიშვნამდე შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას ახორციელებდა გენერალური შტაბის უფროსი).

ფედერალური სამხედრო დეპარტამენტის შემადგენლობაში შედიოდნენ გენერალური შტაბი, სამმართველოები (ადმინისტრაციული, საბრძოლო მომზადების, შეიარაღების) და რიგი სამსახურებისა. მასთან მოქმედებდა სათათბირო ორგანოც – კომისია თავდაცვის საკითხებში.

შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ეკისრებოდა ჯარების ოპერატიული ხელმძღვანელობის, მათი საბრძოლო გამოყენების გეგმების შემუშავების, აგრეთვე საბრძოლო მომზადების ჩატარების ამოცანები. გენერალური შტაბის უფროსს (იგივე გახლდათ სახმელეთო ჯარების სარდალიც) ექვემდებარებოდა სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) სარდალი.

კომისია თავდაცვის საკითხებში წარმოადგენდა ფედერალური სამხედრო დეპარტამენტის უფროსის უმაღლეს სათათბირო ორგანოს. იგი შეიმუშავებდა შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და ომისთვის მისი მომზადების წინადადებებს, იძლეოდა რეკომენდაციებს სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებსა და ჯარების იარაღითა და სამხედრო ტექნიკით აღჭურვის საქმეში, აგრეთვე სამხედრო ბიუჯეტის განაწილებაშიც.

შვეიცარიის შეიარაღებული ძალების მშენებლობას ახორციელებდნენ საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ კანონისა და დაკომპლექტების სამილიციო სისტემის საფუძველზე. ამ კანონის შესაბამისად სამხედროვალდებულად ითვლებოდა ქვეყნის ყველა მოქალაქე, მამრობითი სქესისა, რომელიც მიჩნეული იქნებოდა ვარგისად შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის (20-დან 50 წლის ასაკამდე). ყოველწლიურად გასაწვევთა კონტინგენტი შეადგენდა დაახლოებით 35 ათას ადამიანს. გაწვევას ახორციელებდნენ წელიწადში ორჯერ (იანვარსა და ივნისში). ქვეყნის თითოეული მოქალაქის სამხედრო სამსახური მოიცავდა რეკრუტების სკოლაში მომზადების პერიოდსა და ტერიტორიულ-მილიციური ფორმირებების რეზერვში ყოფნას.

ყველა გაწვეული იგზავნებოდა აღნიშნულ სკოლებში, სადაც ისინი 17 კვირის განმავლობაში გადიოდნენ ზოგად სამხედრო მომზადებას, ხოლო შემდეგ კი მათ მიაწერდნენ მათი საცხოვრებელი ადგილის რაიონში განლაგებულ მილიციურ სამხედრო ნაწილებზე (იქ მიდიოდნენ პირადი იარაღით, ფორმის ტანსაცმლითა და აღკაზმულობით).

ასაკის მიხედვით რეზერვისტები იყოფოდნენ სამ კატეგორიად: “აუსცუგი” (უმაღლესი კატეგორიის რეზერვი, 32 წლის ასაკის ჩათვლით), “ლანდვერი” (პირველი რიგის რეზერვი, 42 წლამდე), “ლანდშტურმი” (მეორე რიგის რეზერვი, 50 წლამდე). “აუსცუგის” შემადგენლობაში მყოფი რეზერვისტები ვალდებული იყვნენ გაევლოთ თავინათ ნაწილებში რვა სამკვირიანი შეკრება, “ლანდვერის” შემადგენლობაში მყოფ რეზერვისტებს ათი წლის განმავლობაში სამჯერ უნდა გაევლოთ ორკვირიანი შეკრებები, “ლანდშტურმისა” – გაიწვეოდნენ ერთხელ ორკვირიან შეკრებაზე. 51 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ ისინი გამოირიცხებოდნენ შეირაღებული ძალების შემადგენლობიდან. 1980-იანი წლების პირველ ნახევარში ყოველწლიურად მომზადებას გადიოდა დაახლოებით 400 ათასი რეზერვისტი.

შვეიცარიის შეიარაღებული ძალების ოფიცერთა და უნტერ-ოფიცერთა შემადგენლობაში შედიოდნენ კადრისა და მილიციური შემადგენლობის სამხედრო მოსამსახურეები. 

პირველებს აკომპლექტებდნენ “აუსცუგის” უნტერ-ოფიცრებისგან, რომლებსაც გავლილი ჰქონდათ უნტერ-ოფიცრების მომზადების სრული კურსი და გამოთქვამდნენ სურვილს ოფიცრებად გახდომაზე. სულ კადრის შემადგენლობის ოფიცერი (დივიზიის მეთაური და ზევით, ოფიცერ-ინსტრუქტორები) მოითვლებოდა დაახლოებით 700 ადამიანი. ოფიცერ-ინსტრუქტორებს ნიშნავდნენ მილიციის შემადგენლობის ოფიცრებისგან კაპიტნის და უფრო მაღალი წოდებით.

მილიციის შემადგენლობის უნტერ-ოფიცრებს ირჩევდნენ ყველაზე უფრო მომზადებული რიგითებისგან, კადრის შემადგენლობისა – მილიციის შემადგენლობის უნტერ-ოფიცრებისგან, რომლებიც გამოთქვამდნენ სურვილს რომ შესულიყვნენ ნამდვილ სამხედრო სამსახურში. უკანასკნელებს (დაახლოებით 900 ადამიანი) უშვებდნენ ინსტრუქტორების ადგილებზე რეკრუტთა სკოლებში.

მშვიდობიანობის დროს შვეიცარიის შეიარაღებული ძალები შედგებოდა ტერიტორიულ-მილიციური ფორმირებებისგან (საარმიო კორპუსები, დივიზები, ცალკეული ბრიგადები და ა. შ.). საომარი დროის შტატებამდე მათ გაშლას ახდენდნენ სწავლებების პერიოდში და მობილიზაციის გამოცხადებისას. საზღვარგარეთული ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, 1980-იანი წლების დასაწყისში, ორი დღე-ღამის განმავლობაში შვეიცარიაში შესაძლო იყო მოეხდინათ 625 ათასი ადამიანის მობილიზაცია. 

შეიარაღებული ძალები (იმ ხანებში მშვიდობიანობის დროს ნამდვილ სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა 20 ათასი ადამიანი) შედგებოდა სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საჰაერო ძალებისგან.

სახმელეთო ჯარები მოიცავდა საარმიო კორპუსების ოთხ შტაბს (მათ შორის ერთი იყო სამთო კორპუსი), 12 დივიზიას (ექვსი ქვეითი, სამი მექანიზებული და სამიც სამთოქვეითი), 17 ცალკეულ ბრიგადას, მათ შორის 11 სასაზღვროს. იყო აგრეთვე ექვსი ტერიტორიული ზონა, რომლებიც პრაქტიკულად იმ ორგანოებს წარმოადგენდნენ, რომელთაც ეკისრებოდათ ჯარების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფის ამოცანების გადაწყვეტა. ექვსი ქვეითი, ერთი სამთოქვეითი და ოთხი საინჟინრო პოლკი, ოთხი საზენიტო საარტილერიო დივიზიონი (დასავლური ტერმინოლოგიით ბატალიონი) და კავშირგაბმულობის ოთხი ბატალიონი შეადგენდნენ საკორპუსო დაქვემდებარების ნაწილებს.

ს ა ა რ მ ი ო კ ო რ პ უ ს ი შეიცავდა შტაბს, ორ ქვეით და ერთ მექანიზებულ დივიზიებს, ორ-სამ ცალკეულ ბრიგადას, ერთ ტერიტორიულ ზონასა საკორპუსო დაქვემდებარების ნაწილებს.

ს ა მ თ ო ს ა ა რ მ ი ო კ ო რ პ უ ს ი წარმოდგენილი იყო შტაბით, სამი სამთოქვეითი დივიზიით, ცხრა ცალკეული ბრიგადით, სამი ტერიტორიული ზონითა და საკორპუსო დაქვემდებარების ნაწილებით.

ქვეითი დივიზია (მშვიდობიანობის დროს დაახლოებით 17 ათასი ადამიანი) შედგებოდა შტაბისა და საშტაბო ბატალიონისგან, სამი ქვეითი და ორი საარტილერიო პოლკებისგან (თითოეულ საარტილერიო პოლკში იყო ორ-ორი დივიზიონი), ორი სატანკო ბატალიონისგან, საზენიტო საარტილერიო დივიზიონისა და უზრუნველყოფის ქვედანაყოფებისგან. მის შეიარაღებაში იმყოფებოდა 67 საშუალო ტანკი, 18 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცა და 36 105-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცა, 18 105-მმ ზარბაზანი, 44 120-მმ და 162 81-მმ ნაღმსატყორცნი, 108 ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი (ტსრკ) “დრაკონი”, 18 ტსრკ “ბანტამი”, 36 106-მმ უუკუცემო ქვემეხი, 12 35-მმ და 36 20-მმ საზენიტო ზარბაზანი, 40-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტერი (ჯტრ).

მექანიზებულ დივიზიას (დაახლოებით 12 ათასი ადამიანი) ჰყავდა შტაბი და საშტაბო ბატალიონი, ერთი მოტოქვეითი, ორი სატანკო და ერთიც საარტილერიო პოლკები (სამდივიზიონიანი შემადგენლობისა), საზენიტო საარტილერიო დივიზიონი, აგრეთვე უზრუნველყოფის ქვედანაყოფები. მის შეიარაღებაში მოითვლებოდა 110 საშუალო ტანკი, 36 155-მმ თვითავალი და 18 105-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცა, 36 120-მმ და 54 81-მმ ნაღმსატყორცნი, 36 ტსრკ “დრაკონი”, 36 106-მმ უუკუცემო ქვემეხი, 12 35-მმ და 36 20-მმ საზენიტო ზარბაზანი, სხვადასხვა დანიშნულების 250-ზე მეტი ჯტრ.

სამთოქვეით დივიზიაში (დაახლოებით 12 ათასი ადამიანი) ქვეითისგან განსხვავებით არ იყო სატანკო ბატალიონები და თვითმავალი არტილერია. მის შეიარაღებაში იმყოფებოდა 36 105-მმ ჰაუბიცა მექანიკური გაწევით, 36 120-მმ ნაღმსატყორცნი, 36 ტსრკ “დრაკონი”, დაახლოებით 60 106-მმ უუკუცემო ქვემეხი, 12 35-მმ და 36 20-მმ საზენიტო ზარბაზანი.

ცალკეულ ბრიგადებს გააჩნდათ დაახლოებით ერთნაირი ორგანიზაცია: თითოეულში შედიოდა შტაბი და საშტაბო ასეული, ორი ქვეითი და ერთი საარტილერიო პოლკები, საზენიტო საარტილერიო დივიზიონი, უზრუნველყოფის ქვედანაყოფები. სასაზღვრო ბრიგადაში არ შედიოდა საარტილერიო პოლკი და საზენიტო საარტილერიო დივიზიონი. ბრიგადების შემადგენლობაში იმყოფებოდა 150-მმ ქვემეხები, 90-მმ ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზნები, 106-მმ უუკუცემო ქვემეხები, 81-მმ ნაღმსატყორცნები, ტსრკ “დრაკონები”.

საკორპუსო დაქვემდებარების ქვეითი (სამთოქვეითი) პოლკი შეიცავდა შტაბს, სამ ქვეით (სამთოქვეით) ბატალიონს, უზრუნველყოფის ქვედანაყოფებს. შეიარაღების ტიპი ისეთივე იყო, როგორც ცალკეულ ბრიგადაში (150-მმ ქვემეხების გამოკლებით).

სულ, უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში 80-იანი წლების პირველ ნახევარში მოითვლებოდა 840 საშუალო ტანკი (320 “ცენტურიონი”, 150 Pz.61, 370 Pz.68), საველე არტილერიის 3700 ქვემეხი, 2300 ტსრკ, დაახლოებით 1200 ჯტრ.

შვეიცარიის შეიარაღებული ძალების მშენებლობის 1980-იანი წლების პროგრამის შესაბამისად ითვალისწინებდნენ სახმელეთო ჯარების გადაიარაღებას. სახელდობრ, გეგმავდნენ 420 დასავლეთგერმანული ტანკის “ლეოპარდ-2” შესყიდვას, ასევე 200 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცის M109, 250 ჯავშანტრანსპორტერის M113, მძიმე ტსრკ-ების “თოუ” და ტანკსაწინააღმდეგო ვერტმფრენებისა. აგრძელებდნენ მსუბუქი ტსრკ “დრაკონების” მიწოდებას (სულ შეკვეთილი ჰქონდათ 3000 გასაშვები დანადგარი). იტყობინებოდნენ, რომ მექანიზებული დივიზიის შეიარაღებაში ვარაუდობდნენ ახლო ქმედების საზენიტო სარაკეტო კომლექსების “რაპირას” შეყვანას. ასევე დაწყებული ჰქონდათ ჯარებისთვის ახალი ავტომატური შაშხანების “შტურმგევერ-90” მიწოდება.

სამხედრო-საჰაერო ძალები ორგანიზაციულად შედგებოდა სამი ბრიგადისგან: საავიაციო, საჰაერო თავდაცვისა და სააეროდრომო-ტექნიკური უზრუნველყოფის.

ს ა ა ვ ი ა ც ი ო ბ რ ი გ ა დ ა შ ი შედიოდა სამი სამილიციო საავიაციო გამანადგურებელი პოლკი და ცალკეული მსუბუქი ესკადრა. თითოეული საავიაციო პოლკი შედგებოდა ექვსი-შვიდი ესკადრილიისგან (თითოეულ ესკადრილიაში 18-18 თვითმფრინავით). ცალკეული მსუბუქი ესკადრა, რომელსაც შეიარაღებაში ჰყავდა 100-ზე მეტი ვერტმფრენი, ოპერატიულად ექვემდებარებოდა სახმელეთო ჯარების სარდალს.

ს ა ჰ ა ე რ ო თ ა ვ დ ა ც ვ ი ს ბ რ ი გ ა დ ა შეიცავდა ახლო მოქმედების საზენიტო მართვადი რაკეტების (ზმრ) “ბლადჰაუნდი” პოლკს, შვიდ საზენიტო საარტილერიო პოლკს, ხოლო ს ა ა ე რ ო დ რ ო მ ო - ტ ე ქ ნ ი კ უ რ ი უ ზ რ უ ნ ვ ე ლ ყ ო ფ ი ს ბ რ ი გ ა დ ა კი – სამ პოლკს.

მშვიდობიანობის დროს საავიაციო ბრიგადისა და ჰთ-ის ბრიგადის მილიციური პოლკები დაკომპლექტებული იყო მხოლოდ საავიაციო ტექნიკით, ოთხი გამანადგურებელი და ერთი სადაზვერვო ესკადრის გამოკლებით, აგრეთვე ზმრ “ბლადჰაუნდების” პოლკისა, რომლებიც წყვეტდნენ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ამოცანებს (მათში ასევე ახორციელებდნენ რეზერვისტების მომზადებას პოლკების საომარი დროის შტატებით დაკოპლექტებისთვის). ეს საბრძოლო ნაწილები და ქვედანაყოფები ოპერატიულად შეყვანილი იყო ე. წ. “მეთვალყურეობის ესკადრაში” და ისინი წარმოადგენდნენ რეგულარულ სამხედრო-საჰაერო ძალებს.

მილიციურ სჰძ-ში შედიოდა საბრძოლო ავიაციის 14 ესკადრილია (მათგან ცხრა – გამანადგურებელ-ბომბდამშენების, ხუთი კი – ჰთ-ის გამანადგურებლებისა) და საზენიტო არტილერიის შვიდი პოლკი.

სულ შვეიცარიის სჰძ-ის საბრძოლო შემადგენლობაში 80-იანი წლების პირველ ნახევარში მოითვლებოდა 342 საბრძოლო თვითმფრინავი (72 F-5E “თაიგერ-2”, 36 “მირაჟ-3S”, 19 “მირაჟ-3RS”, 90 “ვენომი”, 126 “ჰანტერი”), დამხმარე ავიაციის დაახლოებით 50 თვითმფრინავი და 100-ზე მეტი ვერტმფრენი, აგრეთვე 64 ზრკ “ბლადჰაუნდი” და 35 მმ და 20 მმ ყალიბის საზენიტო არტილერიის 300-ზე მეტი ქვემეხი. გარდა ამისა, მოითვლებოდა დაახლოებით 120 სასწავლო-საწვრთნელი თვითმფრინავი.


II. ირანის შეიარაღებული ძალები 1970-იან წლების პირველ ნახევარში 

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, საერთაშორისო იპერიალიზმის აგრესიულ გეგმებში ახლო და შუა აღმოსავლეთს, და პირველ რიგში სპარსეთის ყურის ზონის ქვეყნებს, 1970-იან წლებში განსაკუთრებული ადგილი ეჭირათ, რაც აიხსნებოდა უმთავრესად ევროპის, აზიისა და აფრიკის პირაპირზე საბჭოთა კავშირის სამხრეთ საზღვრების მახლობლად მდებარე ამ რეგიონის სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობით, აგრეთვე იქ ნავთობისა და სხვა სასარგებლო წიაღისეულის უზარმაზარი მარაგების არსებობით. სპარსეთის ყურის ზონის ქვეყნებში მოპოვებული ნავთობის მნიშვნელოვანი რაოდენობა მიდიოდა ნატო-ს ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში, მათ შორის აშშ-ის მე-6 ფლოტში, რომელიც იმყოფებოდა ხმელთაშუა ზღვაში.

დასავლეთის სახელმწიფოების იმპერიალისტური წრეების გეგმებში, საბჭოთა ავტორების სიტყვებით, ირანს ეთმობოდა არა მხოლოდ ისეთი სტრატეგიული ნედლეულის წყაროს როლი, როგორიცაა ნავთობი, არამედ მნიშვნელოვანი სამხედრო-სტრატეგიული პლაცდარმისაც საბჭოთა კავშირის, აგრეთვე ახლო და შუა აღმოსავლეთის ახალგაზრდა განვითარებადი სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ჩანაფიქრების განხორციელებაში. ამასთან ითვალისწინებდნენ იმ ფაქტსაც, რომ ირანს გააჩნდა 2675 კმ განფენილობის საზღვარი საბჭოთა კავშირთან, რომლიდანაც 796 კმ იყო კასპიის ზღვის დასავლეთით და 1179 კმ _ კასპიის ზღვის აღმოსავლეთით, ხოლო დაახლოებით 700 კმ მოდიოდა საზღვაო საზღვარზე.

ირანი 1970-იანი წლების შუახანებში შედიოდა იმპერიალისტურ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკ სენტო-ში (Central Treaty Organization – ცენტრალური სახელშეკრულებო ორგანიზაცია), რომლის საქმიანობაც, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, მიმართული იყო სოციალისტური ქვეყნებისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა წინააღმდეგ ახლო და შუა აღმოსავლეთში, რომელთაც არ სურდათ სიარული იმპერიალიზმის პოლიტიკის ფარვატერში. სენტო-ს გააჩნდა ნატო-ს ბლოკის მსგავსი ორგანიზაცია, სამოქალაქო (პოლიტიკური) და სამხედრო სტრუქტურების არსებობით. ირანში, ისევე როგორც ორგანიზაციის სხვა ქვეყნებშიც, პერიოდულად ატარებდნენ სენტო-ს სხვადასხვა ორგანოების სხდომებს, ხოლო მის ტერიტორიაზე და სანაპირო წყლებში კი ატარებდნენ ამ ბლოკის მონაწილე ქვეყნების სწავლებებსა და მანევრებს.

აშშ-მა ირანს დაუდო ორმხრივი სამხედრო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მას შეეძლო ირანის ტერიტორიაზე შეეყვანა თავისი ჯარები “უსაფრთხოების” განხორციელებისა და “წესრიგის” შენარჩუნების საბაბით. ირანში დაფუძნებულ იქნა ამერიკული სამხედრო მისია 1000-ზე მეტი ადამიანის რიცხოვნებით, რომლის წევრებიც იმყოფებოდნენ შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის შტაბებში, აეროდროებზე და სამხედრო-საზღვაო ბაზებში.

სპარსეთის ყურის ზონაში დიდი ბრიტანეთის სამხედრო ყოფნის ნაწილობრივმა შემცირებამ და “სუეციდან აღმოსავლეთით” მისი პოლიტიკის რამდენადმე შეცვლამ გარკვეული იმპულსის როლი შეასრულა ამ რაიონში ირანის გავლენის გაძლიერებისთვის. საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ, რომ უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, ირანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას 70-იანი წლების მეორე ნახევარში განზრახული ჰქონდა შეევსო “ვაკუუმი” სპარსეთის ყურისა და არაბეთის ზღვის ზონაში, რომელიც ვითომდა წარმოიქმნა ინგლისელების წასვლის შემდეგ. ამ განზრახვების განხორციელებისთვის ირანული სარდლობა ატარებდა ღონისძიებებს თავისი შეიარაღებული ძალების რიცხოვნების გაზრდისა და თანამედროვე იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით მისი აღჭურვის მიზნით.

უცხოელი სპეციალისტების შეფასებით, ირანის შეიარაღებული ძალები, 70-იანი წლების შუახანებისთვის, ითვლებოდა ყველაზე უფრო მრავალრიცხოვნად სპარსეთის ყურის ზონის სხვა სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებს შორის. იგი შედგებოდა სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალებისგან. მისი საერთო რიცხოვნება 1974 წლის დასაწყისისთვის, უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, შეადგენდა 211 ათას ადამიანს, მათგან 160 ათასი სახელეთო ჯარებში, 40 ათასი სჰძ-სა და 11 ათასი სზძ-ში. გარდა ამისა, ქვეყანას გააჩნდა საჟანდარმო ჯარებიც, 40 ათასი ადამიანის რიცხოვნებით, რომელიც კონფლიქტური სიტუაციების წარმოქმნის შემდეგ უნდა გადაეცათ ირანის სამხედრო სარდლობის განკარგულებაში. 

ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ირანის კონსტიტუციის თანახმად, გახლდათ შაჰი. მის ხელში თავმოყრილი იყო სამხედრო ძალაუფლების მთელი სისრულე. იგი განსაზღვრავდა სამხედრო პოლიტიკას, აგრეთვე შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და გამოყენების ძირითად მიმართულებებს. შეიარაღებული ძალების უშუალო ხელმძღვანელობას იგი ახორციელებდა უმაღლესი მთავარსარდლის შტაბისა და სამხედრო სამინისტროს მეშვეობით.

უმაღლესი მთავასარდლის შტაბის ფუნქციებში შედიოდა შეიარაღებული ძალების სახეობათა მშენებლობას, გამოყენებასა და საქმიანობის კოორდინაციასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტა. მას ემორჩილებოდნენ სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის სარდლები.

სამხედრო სამინისტრო გახლდათ ადმინისტრაციულ-საფინანსო ორგანო, რომლის სათავეშიც იდგა გენერლების რიცხვიდან დანიშნული სამხედრო მინისტრი.

სახმელეთო ჯარები წარმოადგენდა შეიარაღებული ძალების ძირითად და ყველაზე უფრო მრავალრიცხოვან სახეობას. მას ხელმძღვანელობდა სარდალი, რომელიც უშუალოდ ექვემდებარებოდა უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის უფროსს.

უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, ირანის სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში 1973 წელს შედიოდა ექვსი დივიზია (მათგან სამი ჯავშანსატანკო), ოთხი ცალკეული ბრიგადა (ორი ქვეითი, საჰაერო-სადესანტო და სპეციალური დანიშნულებისა).

ძირითად ზოგადსაჯარისო ტაქტიკურ შენაერთად ითვლებოდა დივიზია. მასში შესაძლო იყო შესულიყო სამ ბრიგადამდე, 105- და 155-მმ ჰაუბიცების რამდენიმე საარტილერიო დივიზიონი, კავშირგაბულობის ბატალიონი, საინჟინრო ბატალიონი, აგრეთვე საბრძოლო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფები. 

სახმელეთო ჯარების შენაერთები და ნაწილები აღჭურვილი იყო ძირითადად ამერიკული და ინგლისური შეიარაღებით, მათ რიცხვში ტანკებით M47, M60A1 და “ჩიფტენი”, M113 ტიპის ჯავშანტრანსპორტერებით, 105, 155 და 203,2 მმ ყალიბის ჰაუბიცებით, 57- და 106-მმ უუკუცემო ქვემეხებით, 81-, 106,7- და 120-მმ ნაღმსატყორცნებით. გარდა ამისა, ჯარებში ჰქონდათ ფრანგული (SS-11, SS-12) და ამერიკული (“თოუ”) ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რეაქტიული ჭურვები (ტსმრჭ).

1973 წლის ბოლოსთვის სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში მოითვლებოდა 920 ტანკი, მათგან 60 “ჩიფტენი”, 460 M60A1 და 400 M47. იყო ასევე სხვადასხვა ტიპის 2000 ჯავშანტრანსპორტერი, საარმიო ავიაციის დაახლოებით 70 თვითმფრინავი და 90 ვერტმფრენი.

ირანის შეიარაღებული ძალების სარდლობა 1960-იანი წლების ბოლოსა და 70-იანების დასაწყისში ატარებდა ფართო ღონისძიებებს თავისი სახმელეთო ჯარების ბრძოლისუნარიანობის ამაღლების, მისი საცეცხლე და დამრტყმელი ძლიერების გაზრდის, შენაერთებისა და ნაწილების შეიარაღების თანამედროვე ნიმუშებით აღჭურვის საქმეში. ამ მიზნით იგი სრულყოფდა შენაერთებისა და ნაწილების საორგანიზაციო სტრუქტურას, საზღვარგარეთ, უმთავრესად აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში შეისყიდიდა ახალი სახეობების იარაღსა და საბრძოლო ტექნიკას. კერძოდ, 1971 წელს დიდ ბრიტანეთთან ხელი მოაწერეს კონტრაქტს დაახლოებით 800 ტანკის “ჩიფტენის” მოწოდებაზე, რომლებითაც გეგმავდნენ მოძველებული ამერიკული ტანკების M47 შეცვლასა და ჯავშანსატანკო ტექნიკის სამობილიზაციო მარაგების შექმნას. დიდ ბრიტანეთში შეკვეთილი ჰქონდათ აგრეთვე 250 მსუბუქი სადაზვერვო ტანკი “სკორპიონი” 28 მლნ. გირვანქა სტერლინგის თანხაზე (ერთი მსუბუქი ტანკის “სკორპიონი” შესასყიდი თანხა გამოდიოდა 112 ათასი გირვანქა სტერლინგი). უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, ირანმა აშშ-ში შეისყიდა 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცები M109, 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცები M110 და 175-მმ თვითმავალი ზარბაზნები M107, აგრეთვე ტსმრჭ-ების “თოუ” დიდი პარტია, რომლებითაც უნდა აღეჭურვათ დივიზიების ქვეითი და სატანკო ბატალიონები, აგრეთვე საარმიო ავიაციის ქვედანაყოფები.

ირანის სამხედრო-საჰაერო ძალები ითვლებოდა შეიარაღებული ძალების ყველაზე უფრო მეტად ბრძოლისუნარიან სახეობად. იგი განკუთვნილი გახლდათ უშუალო საავიაციო მხარდაჭერის აღმოსაჩენად სახმელეთო ჯარებისა და სზძ-თვის, მოწინააღმდეგის უმნიშვნელოვანეს ობიექტებზე ჰაერიდან დარტყმების მიყენებისთვის, საავიაციო და სამხედრო-საზღვაო ბაზების, ქვეყნის მნიშვნელოვანი სამხედრო-სამრეწველო და ადმინისტრაციული ცენტრების საჰაერო თავდაცვის (ჰთ) უზრუნველყოფისთვის, აგრეთვე საჰაერო დაზვერვის წარმოებისა და სხვა ამოცანების შესრულებისთვის.

ირანის სჰძ-ის შემადგენლობაში იყო გამანადგურებელი, სადაზვერვო, სატრანსპორტო და დამხმარე ავიაცია, აგრეთვე ჰთ-ის ძალები და საშუალებები, ზურგის ორგანოები და ქვედანაყოფები. სჰძ-ის საფუძველს შეადგენდა გამანადგურებელი ავიაცია. 

საორგანიზაციო მიმართებით სჰძ შეყვანილი გახლდათ გამანადგურებელ და სატრანსპორტო საავიაციო ბაზებში. თითოეული გამანადგურებელი საავიაციო ბაზა შეიცავდა ხუთამდე გამანადგურებელ და ერთ სადაზვერვო ესკადრილიებს, აგრეთვე მატერილურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და მომსახურების ქვედანაყოფებს. გამანადგურებელ ესკადრილიას თავის შემადგენლობაში შესაძლო იყო ჰყოლოდა 16 გამანადგურებელი თვითმფრინავი F-4 “ფანტომი” და F-5 “თაიგერი”.

უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში გამოქვეყნებული ცნობების თანახმად, სჰძ-ის საბრძოლო შემადგენლობაში 1973 წლის მიწურულის მდგომარეობით მოითვლებოდა საბრძოლო ავიაციის 14 ესკადრილია, მათგან: ორი ესკადრილია გამანადგურებელ-ბომბდამშენებისა F-4D (16 თვითმფრინავი თითოეულ ესკადრილიაში); ოთხი ესკადრილია გამანადგურებელ-ბომბდამშენებისა F-4E (სულ 64 თვითმფრინავი); ექვსი ესკადრილია გამანადგურებლებისა F-5A და B (100-ზე მეტი); სადაზვერვო ესკადრილია თვითმფრინავებისა RF-5A (16); სადაზვერვო ესკადრილია თვითმფრინავებისა RF-4E (16). სულ სჰძ-ში მოითვლებოდა 220-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი.

გარდა ამისა, სჰძ-ში იყო აგრეთვე C-130 “ჰერკულესის” ტიპის საშუალო სატრანსპორტო თვითმფრინავების შვიდი ესკადრილია (80 მანქანა), მსუბუქი სატრანსპორტო თვითმფრინავების ესკადრილია, სატრანსპორტო ვერტმფრენების ორი სკადრილია (სხვადასხვა ტიპის 30-ზე მეტი ვერტმფრენი) და სასწავლო თვითმფრინავების T-41, F-33G, T-6 და T-33A ორი ესკადრილია (30 ერთეული).

ირანის სჰძ-ის სათვითმფრინავო ფარეხის საფუძველს შეადგენდა ამერიკული ტექნიკა. ირანის ეროვნულ საავიაციო მრეწველობას შეეძლო მხოლოდ თვითმფრინავების, საავიაციო ძრავებისა და შეიარაღების მიმდინარე რემონტის განხორციელება. კაპიტალური რემონტისთვის თვითმფრინავებსა და ავიაძრავებს აგზავნიდნენ აშშ-სა და სხვა ქვეყნებში.

ირანის სჰძ-ის შემადგენლობაში შედიოდა აგრეთვე საზენიტო ქვემხებისა და რაკეტების (“თაიგერ ქეთი” და “რაპირა”) ქვედანაყოფები და სტაციონარული რადიოსალოკაციო პოსტები (საგუშაგოები), რომლებიც უზრუნველყოფდნენ რადიოსალოკაციო მეთვალყურეობას ქვეყნის საჰაერო სივრცეზე. რადიოსალოკაციო პოსტები აღჭურვილი გახლდათ ამერიკული და ინგლისური წარმოების აპარატურით.

როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინეოდნენ, ირანული სამხედრო სარდლობა 70-ინი წლების პირველ ნახევარში ფორსირებული ტემპებით ახორციელებდა თავისი სჰძ-ის მოდერნიზაციის პროგრამას. ამ მიზნით იგი საზღვარგარეთ ყიდულობდა ახალი საავიაციო ტექნიკის დიდ პარტიებს. 1973 წლის თებერვალში აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 1972 წლის ბოლოსა და 1973-ის დასაწყისში აშშ-სა და ირანს შორის დადებულ იქნა შეთანხმებები ირანისთვის საავიაციო და სარაკეტო ტექნიკის მიყიდვის შესახებ 2-3 მლრდ. დოლარის თანხაზე. შეთანხმების პირობებით აღნიშნული ტექნიკის ირანისთვის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო რამდენიმე წლის განმავლობაში და ანაზღაურება მომხდარიყო ნაღდი ანგარიშსწორებით.

როგორც პენტაგონის წარმომადენლებმა განაცხადეს, ირანის მიერ აშშ-ში შესასყიდი საავიაციო ტექნიკის ნომენკლატურა შეიცავდა გამანადგურებელ-ბომბდამშენებს F-4E (100-ზე მეტი), გამანადგურებელ-დამჭერებს F-5E (დაახლოებით 140), სატრანსპორტო თვითმფრინავებს C-130H (30), თვითმფრინავ-გამწყობებს KC-135, სხვადასხვანაირ ვერტმფრენებს, “მიწა _ ჰაერი” და “ჰაერი _ მიწა” კლასის მართვად რაკეტებს, დამიზნების ლაზერული სიტემის მქონე საავიაციო ბომბებს.

უცხოური ბეჭდური სიტყვის მონაცემებით, აშშ-სა და ირანს შორის უკვე დიდი ხანი იყო წარმოებდა მოლაპარაკებები ირანისთვის ახალი ამერიკული გამანადგურებლების F-15 და F-14 მიყიდვაზე. 70-იანი წლების პირველ ნახევარში ხელი მოაწერეს კონტრაქტს 30 გამანადგურებლის F-14A შესყიდვაზე, რომელთა მიწოდებაც ირანის შეიარაღებული ძალებისთვის უნდა დაწყებულიყო 1976 წელს. ასევე იტყობინებოდნენ, რომ პენტაგონს ირანში უნდა გაეგზავნა სჰძ-ისა და სზძ-ის სპეციალისტების შერეული ჯგუფი, რომელთაც უნდა განესაზღვრათ ქვეყანაში არსებული აეროდრომებისა და ნაგებობების ვარგისიანობა აღნიშნული თვითმფრინავების ექსპლუატაციისთვის.

ირანულ სამხედრო სარდლობას განზრახული ჰქონდა საბრძოლო ავიაციის ესკადრილიების რაოდენობის გაზრდა. ვარაუდობდნენ F-4E თვითმფრინავების კიდევ ოთხი ესკადრილიისა და F-5E თვითმფრინავების რვა ესკადრილიის ჩამოყალიბებას (ყველა ეს მანქანა შეკვეთილი ჰქონდათ აშშ-ში). სულ სჰძ-ის შემადგენლობაში ითვალისწინებდნენ ჰყოლოდათ F-4D და E თვითმფრინავების ათი ესკადრილია და F-5A, B და E თვითმფრინავების 15 ესკადრილია. საბრძოლო თვითმფრინავების საერთო რიცხვი 70-იანი წლების მეორე ნახევარში უნდა გაზრდილიყო, როგორც ვარაუდობდნენ, ორჯერ და მეტად.

უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, ირანმა იმ ხანად შეუკვეთა ამერიკულ ფირმას “ბელლი” ზოგადი დანიშნულებისა და საცეცხლე მხარდაჭერის დაახლოებით 500 გაუმჯობესებული ვერტმფრენი. შეკვეთის საერთო ღირებულება შეადგენდა 720 მლნ. დოლარს, ვერტმფრენებისა და მათი სათადარიგო ნაწილების ღირებულების ჩათვლით (ერთი ვერტმფრენისა და მისთვის სათადარიგო ნაწილების საშუალო ღირებულება უტოლდებოდა 1,44 მლნ. ამერიკულ დოლარს).

სამხედრო-საზღვაო ძალების ამოცანაში შედიოდა უმთავრესად საზღვაო კომუნიკაციების დაცვა, სამხედრო-საზღვაო ბაზებისა და პორტების თავდაცვა, საპატრულო სამსახურის წარმოება, სპარსეთის ყურის ზონაში ირანის დომინირებული მდგომარების უზრუნველყოფა.

ირანის სზძ შედგებოდა ფლოტისა და საზღვაო ქვეითი ჯარისგან. საორგანიზაციო მიმართებით იგი იყოფოდა ჩრდილოეთ საზღვაო რაიონის სზძ-დ (კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპირო) და სპარსეთის ყურის ზონის სზძ-დ.

საზღვარგარეთ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ირანის სზძ-ის შემადგენლობაში 1973 წლის ბოლოს მდგომარეობით ირიცხებოდა 50-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი და დამხმარე გემი, მათ შორის სამი საესკადრო ნაღმოსანი (“არტემისი” _ ყოფილი ინგლისური “ბეთლის” ტიპისა, “პალანგი” და “ბაბრი” _ ორივე ყოფილი ამერიკული “ალენ სამნერის” ტიპისა), რვა სადარაჯო ხომალდი (მათგან ოთხი “საამის” ტიპისა, დიდ ბრიტანეთში აგებული და ოთხიც PF ტიპისა _ აშშ-ში), ოთხი საბაზო ტრალერი და 20-ზე მეტი სხვადასხვა კატარღა, რომელთაგან 10 იყო საჰაერო ბალიშზე. გარდა ამისა, სზძ-ის შემადგენლობაში იყო საზღვაო ქვეითი ჯარის ბატალიონი.

საზღვაო ავიაცია წარმოდგენილი გახლდათ ვერტმფრენების ერთი ესკადრილიით, რომელიც მოითვლიდა “სი ქინგის” ტიპის ათ ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენსა და “ჩინუკის” ტიპის ხუთ მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენს (ყველა ამერიკული აგებისა).

ირანის სზძ-ის ხომალდები აგებული გახლდათ ძირითადად ამერიკულ და ინგლისურ ვერფებში. ირანის ეროვნულ გემთსამშენებლო მრეწველობას შეეძლო მხოლოდ ხომალდების რემონტის წარმოება.

სამხედრო-საზღვაო ფლოტის ძირითად ბაზებს წარმოადგენდა ჰორემშეჰრი (მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზა), ბენდერ-აბასი, ბუშირი, კ. ჰარგი, ფეჰლევი. ვარაუდობდნენ, რომ მთავარ სახედრო-საზღვაო ბაზად სპარსეთის ყურეში უნდა ექციათ ბენდერ-აბასი, სადაც გადაინაცვლებდა სზძ-ის შტაბი.

იმისთვის, რათა დეკავებინათ ლიდერის მდგომარეობა სპარსეთის ყური ზონის ქვეყნებს შორის, ირანის შეიარაღებული ძალების სარდლობა ატარებდა ღონისძიებებს სზძ-ის საბრძოლო ძლიერების ამაღლებასა და თანამედროვე ხომალდებითა და იარაღით მის აღჭურვაში. ახალი ხომალდების მშენებლობა ხორციელდებოდა დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში. როგორ უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, 1974 წლის დასაწყისისთვის ირანმა დიდ ბრიტანეთიდან მიიღო ორი სადარაჯო ხომალდი საზენიტო რაკეტებით “სი ქეთი”. შეკვეთილი ჰქონდათ ასევე კრეისერ-ვერტმფრენმზიდი 16 ათასი ტ წყალწყვით. ამ ხომალდის ბორტზე უნდა ყოფილიყო ვერტმფრენები და თვითმფრინავები ვერტიკალური ან მოკლე აფრენითა და დაჯდომით. ამ შეკვეთის ღირებულებას უნდა შეედგინა 140 მლნ. დოლარი. აშშ-ში ირანული სზძ-თვის აგებდნენ ორ საესკადრო ნაღმოსანსა და P-3C “ორიონის” ტიპის 15 საპატრულო თვითმფრინავს. ირანის სზძ-ის სარდლობამ განაცხადა თავისი განზრახვის შესახებ მიეცა შეკვეთა ფრანგული გემთსაშენი ვერფებისთვის “ხომალდი _ ხომალდი” კლასის რაკეტებით “ეკზოსეტი” აღჭურვილი კატარღების მშენებლობაზე.

ირანის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენობით დაკომპლექტება და მის მიერ სამსახურის გავლა განისაზღვრებოდა კანონით საყოველთაო-სამხედრო ვალდეულების შესახებ, რომლის თანახმადაც სამხედროვალდებულად ითვლებოდა ყოველი ირანელი მამაკაცი, რომელმაც მიაღწია 19 წლის ასაკს.

არმიაში სამსახური პოპულარობით არ სარგებლობდა, ამიტომ გაწვევები წარმოებდა დიდი სიძნელეებით. არმიაში ნამდვილი სამხედრო სამსახურის ვადა განსაზღვრული იყო ორი წლით. გაწვევა სამხედრო სამსახურში წარმოებდა რამდენჯერმე წელიწადში. 

შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების ზოგადი ხელმძღვანელობა ეკისრებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო სამხედროვალდებულთა აღრიცხვითა და გაწვევის ჩატარებით დაკავებული იყვნენ საჟანდარმო ქვედანაყოფებთან შექმნილი სპეციალური პუნქტები (საჟანდარმო ჯარები ექვემდებარებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს). რიგითი შემადგენლობის ძირითადი კონტინგენტი იყვნენ გლეხები. საწყის მომზადებას ახალგაზრდა ჯარისკაცები ოთხი თვის განმავლობაში გადიოდნენ სასწავლო ცენტრებში, სადაც ისინი სწავლობდნენ წესდებებსა და დარიგებებს, იარაღის მატერიალურ ნაწილს, მეცადინეობდნენ საცეცხლე, ტაქტიკურ, სამწყობრო და ფიზიკურ მომზადებაში, რის შემდეგაც ღებულობდნენ ფიცს, მათ ეძლეოდათ სამხრეები და იგზავნებოდნენ ნაწილებში.

რიგით და უნტერ-ოფიცერთა შემადგენლობას, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ჩამორთმეული ჰქონდა ყველანაირი პოლიტიკური უფლებები, მათ აკრძალული ჰქონდათ ყოფილიყვნენ პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, საარჩევნო კანონის მიხედვით მათ ნება არ ეძლეოდათ აერჩიათ და არჩეული ყოფილიყვნენ პარლამენტსა და სხვა არჩევით ორგანოებში.

ჯარისკაცებს შორის ძალზედ ცოტა იყო განათლების მქონე, რომლებიც, როგორც წესი, მუშაობდნენ შტაბებში, მსახურობდნენ ჯავშანსატანკო, საარტილერიო და ტექნიკურ ქვედანაყოფებში. ნამდვილი სამსახურის ვადის ამოწურვის შემდეგ ჯარისკაცები თავისუფლდებოდნენ არმიიდან და ჩაირიცხებოდნენ რეზერვში.

შეიარაღებული ძალების უნტერ-ოფიცერთა შემადგენლობას აკომპლექტებდნენ ნებაყოფლობით საწყისებზე, უპირატესად ყველაზე უფრო მეტად განათლებული ჯარისკაცებისგან, რომელთაც ჰქონდათ საშუალო განათლება და გადიოდნენ ნამდვილ სამსახურს. მათი მომზადება წარმოებდა უნტერ-ოფიცერთა სკოლებსა და სპეციალიზებულ სასწავლო დაწესებულებებში (სწავლების ვადა იყო ერთი წელიწადი). 

უნტერ-ოფიცერთა შემადგენლობა იყოფოდა ვადიანი და ზევადიანი სამსახურის უნტერ-ოფიცრებად. პირველები არიაში მსახურობდნენ 5-10 წელიწადს, ზემსახურები კი _ 20 წელიწდს, ამის შემდეგ თავისუფლდებოდნენ თადარიგში.

შეიარაღებული ძალების ოფიცერთა შემადგენლობის კადრებს აკომპლექტებდნენ უპირატესად პრივილეგირებული წოდებებიდან გამოსული პირებით. მაგრამ ახალგაზრდა ოფიცერთა შორის იყვნენ წვრილი ბურჟუაზიისა და ინტელიგენციის წარმომადგენლებიც.

სახმელეთო ჯარების ოფიცერთა შემადგენლობას ამზადებდნენ თეირანის საოფიცრო სასწავლებელში, სწავლების ვადა მასში იყო სამი წელი. გადამზადებას ოფიცრები გადიოდნენ სამხედრო უნივერსიტეტში, სადაც ისინი ემზადებოდნენ სპეციალობის მიხედვით (სწავლების ვადა შეადგენდა ექვსი თვიდან ერთ წლამდე). ოფიცრების მომზადება სჰძ-თვის ხორციელდებოდა საავიაციო სასწავლებელში (უშვებდა მფრინავ-გამანადგურებლებს), ხოლო სზძ-თვის კი _ სამხედრო-საზღვაო სასწავლებელში. სწავლების ვადა მათში ასევე იყო სამი წელი. იმ პირებს, რომლებიც ამთავრებდნენ სამხედრო სასწავლებლებს, მიენიჭებოდათ სამხედრო წოდება “ლეიტენანტი”, ხოლო სხვადასხვა საოფიცრო კურსების გამოშვებულებს კი _ “უმცროსი ლეიტენანტი”. 

ოფიცერთა კადრებს ავსებდნენ აგრეთვე იმ პირების ხარჯზე, რომლებმაც სამხედრო-სასწავლო დაწესებულებები დაამთავრეს საზღვარგარეთ (აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გფრ-ში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში), აგრეთვე ისეთი სამოქალაქო სასწავლო დაწესებულებლები ქვეყნის შიგნით, რომლებშიც იყო სამხედრო კათედრები. 

ირანის უმაღლეს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებად ითვლებოდა ეროვნული თავდაცვის აკადემია. იგი ამზადებდა კადრებს უმაღლესი რგოლისთვის (სწავლების ვადა გახლდათ ერთი წელიწადი).

დასასრულს საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ, რომ დასავლეთის დერჟავებთან მჭიდრო კავშირების მიუხედავად, განსაკუთრებით შეიარაღებული ძალების მშენებლობის საკითხებში, ირანის საგარეოპოლიტიკური კურსი 1963-1973 წლებში შესამჩნევად შეიცვალა. დაისახა ტენდენცია ირანის უკანდახევისა ცალმხრივი ორიენტაციიდან აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებზე. გაძლიერდა მისი ბრძოლა უფლებისთვის განეკარგა საკუთარი ბუნებრივი სიმდიდრეები, განსაკუთრებით ნავთობი. ამასთან დაკავშირებით იმპერიალისტური წრეები მიმართავდნენ ყველა ზომას, რათა შეენარჩუნებიათ და გაეძლიერებიათ თავიანთი გავლენა სტრატეგიულად ასეთ მნიშვნელოვან რაიონში, როგორსაც წარმოადგენდა სპარსეთის ყურის ზონა.


III. სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები 1970-იანი წლების შუახანებში 

სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები, საბჭოთა ავტორების შეფასებით, 1970-იან წლებში წარმოადგენდა სეულის სამხედრო-პოლიტიკური მარიონეტული რეჟიმის მთავარ საყრდენ ძალას, მისი ექსპანსიონისტური პოლიტიკის იარაღს, აგრეთვე აღმოსავლეთ აზიაში საერთაშორისო იმპერიალიზმის აგრესიის საშუალებას. მათი სიტყვით, სამხრეთკორეული არმია, აშშ-ისა და ავანტიურებში მისი მხარდამჭერების ჯარებთან ერთობლივად, დანაშაულებრივ ომს აწარმოებდა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ (1950-1953), მონაწილეობდა ბინძურ ომში ვიეტნამელი პატრიოტების წინააღმდეგ (1964-1973). და 70-იან წლებშიც, სოციალისტური ქვეყნებისადმი ბრმა სიძულვილით აღზრდილი, აშშ-ის დახმარებით კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები, წარმოადგენდა სერიოზულ მუქარას მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი შორეულ აღმოსავლეთში. მაგრამ უწინარეს ყოვლისა იგი დამიზნებული იყო კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის (კხდრ, КНДР) წინააღმდეგ.

ზავის შესახებ შეთანხმების დარღვევით სეულის ხელისუფლებამ მეწინავე გამაგრებულ მიჯნად გადააქცია დემილიტარიზებული ზონა, რომლის რაიონშიც იგი, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, აწყობდა დაუსრულებელ შეიარაღებულ პროვოკაციებს. კხდრ-ის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტოს შეტყობინებით, მხოლოდ 1975 წლის 18 მარტიდან 24 მაისის ჩათვლით პერიოდში მოხდა სათოფე და საარტილერიო სროლის 92 შემთხვევა კხდრ-ის მხარეს, 110-ზე მეტჯერ კი მის ტერიტორიულ წყლებს არღვევდნენ სამხედრო ხომალდები, ხოლოს საჰაერო სივრცეს – საბრძოლო თვითმფრინავები. სულ 1975 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით დარეგისტრირებულ იქნა 21500 დარღვევა შეთანხმებისა ზავის შესახებ. ყოველივე ეს, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ქმნიდა დაძაბულ ფეთქებადსაშიშ ვითარებას, რომელსაც ამძიმებდა ამერიკული ჯარების ყოფნა სამხრეთ კორეაში, სეულის პროპაგანდისტული ცილისწამებანი კხდრ-ის პოლიტიკაზე, მისი ინტენსიური სამხედრო მზადებანი, რომლებიც აშშ-ისა და იაპონიის მხარდაჭერით განსაკუთრებით გააქტიურებულ იქნა ეროვნულ-განმათავისუფლებელი რევოლუციების ისტორიული გამარჯვებების შემდეგ სამხრეთ ვიეტნამში, ლაოსსა და კამბოჯაში.

საბჭოთა ავტორები ითვალისწინებდნენ იმასაც, რომ სამხრეთკორეული შეიარაღებული ძალები სეულის მმართველების ხელში წარმოადგენდა უკიდურესად რეაქციული საშინაო პოლიტიკის ცხოვრებაში გატარების იარაღს. “საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის შენარჩუნებისთვის” მისი გამოყენების უფლება დიქტატორ პაკ ჩჟონ სიმის მიერ განმტკიცებულ იქნა კონსტიტუციურად (მუხლი 54), რომელიც აძლევდა მას ფართო უფლებამოსილებას ჯარების გამოყენებაზე სამხრეთკორეელი ხალხის პროგრესული მოძრაობების ჩასახშობად, რომელიც (ხალხი) გამოდიოდა დემოკრატიული თავისუფლებებისა და კორეის მშვიდობიანად გაერთიანების მხარდასაჭერად უცხოური ჩარევის გარეშე.

სამხრეთკორეული შეიარაღებული ძალების შექმნა, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების სიტყვით, დაწყებულ იქნა მაშინვე ამერიკული ჯარების მიერ 1945 წლის შემოდგომაზე კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილის (38-ე პარალელის სამხრეთით) ოკუპირების შემდეგ, ანუ სამხრეთკორეული მარიონეტული სახელმწიფოს გამოჩენამდე (1948 წლის 15 აგვისტოს) გაცილებით უფრო ადრე. შეერთებულმა შტატებმა, აიღო რა საერთაშორისო შეთანხმებების მიუხედავად კურსი კორეის გაყოფასა და ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილის თავის სამხედრო-სტრატეგიულ პლაცდარმად გადაქცევაზე, სამხრეთკორეელ ლაქიებთან ეთობლივად უკვე 1946 წლის დასაწყისში ჩამოაყალიბა ე. წ. “ეროვნული თავდაცვის დამცველი ჯარები” («охранные войска национальной обороны» – რვა პოლკი, სამხედრო აკადემია და სხვა ნაწილები) და “საზღაო დაცვის ძალები” («силы морской охраны»). ამ ფორმირებების ბაზაზე 1948 წლის 5 სექტემბრისთვის შექმნეს შეიარაღებული ძალები სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის შემადგენლობით. 1949 წელს დამატებით იქნა შექმნილი სამხედრო-საჰაერო ძალები და საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსი.

აუცილებელი შეიარაღება, აღკაზმულობა და საბრძოლო ტექნიკა მისცა აშშ-მა, რომელიც, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ხელმძღვანელობდა მარიონეტული ჯარების მშენებლობასა და საბრძოლო მომზადებას. 1949 წელს ამერიკელი გენერალი მაკარტური, რომელიც იმხანად სარდლომდა აშშ-ის ჯარებს შორეულ აღმოსავლეთში (ამერიკული ტერმინოლოგიით – წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში), მოახსენებდა, რომ სამხრეთკორეული არმია სავსებით ბრძოლისუნარიანია. საზღვარგარეთული ბეჭდური გამოცემების აშკარად შემცირებული მონაცემებით, 1950 წელს სეულის რეჟიმის შეიარაღებული ძალები მოითვლიდა 105 ათას ადამიანს. მის შემადგენლობაში სახელდობრ იყო რვა ქვეითი დივიზია, 1290 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 24 თვითმფრინავი, სხვადასხვა დანიშნულების 70-ზე მეტი ხომალდი და გემი.

საბჭოთა ავტორების სიტყვით, როდესაც იგრძნეს ძალა და იმედოვნებდნენ მსუბუქ გამარჯვებას, სამხრეთკორეელები გაემართნენ ჩრდილოეთისკენ სალაშქროდ (1950 წლის 25 ივნისს), რომელიც მათვე შემოუბრუნდათ კრახით, რომ არ ყოფილიყო აშშ-ისა და ზოგიერთი სხვა კაპიტალისტური სახელმწიფოს პირდაპირი შეიარაღებული ჩარევა, რომლებიც 1950 წლის 7 ივლისიდან ფორმალურად ამოეფარნენ ე. წ. “გაერო-ს ჯარების სარდლობის” დროშას. 1950 წლის 15 ივლისს, ე. ი. უცხოური სამხედრო ინტერვენციის დაწყებისთანავე სეულელმა მმართველებმა თავიანთი “ეროვნული” შეიარაღებული ძალები გადასცეს “გაერო-ს ჯარების სარდლობის” სრულ ოპერატიულ დაქვემდებარებაში, რომელიც ფაქტობრივად გახლდათ ამერიკული სარდლობა, რამდენადაც “კორეაში გაერო-ს ჯარების” სარდლისა და სხვა საკვანძო თანამდებობები ეკავთ მხოლოდ ამერიკელ გენერლებსა და ოფიცრებს (შენიშვნა: თუკი სამხრეთ კორეაში საერთაშორისო ძალების გაგზავნა მოხდა გაერო-ს ეგიდით, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამაზე იქნებოდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს თანხმობა, რომლის წევრიც გახლდათ საბჭოთა კავშირი და მას გააჩნდა იქ ვეტო-ს უფლება; ეს ნიშნავს, რომ სსრკ-ის წარმომადგენელმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვეტო-ს უფლება ვერ გამოიყენა, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ მთლად ისე არ უნდა ყოფილიყო საქმე, როგორც ამას საბჭოთა ავტორები აღწერდნენ).

საბჭოთა ავტორების შეფასებით, სამწლიანი ომის მსვლელობისას სამხრეთკორეული და უცხოური ჯარების გაერთიანებული ხროვები (полчища) დაიმსხვნენ კორეის სახალხო არმიის, კხდრ-ის მთელი ხალხის შეუპოვრობასა და ვაჟკაცობაზე, რომელიც ძნელ ბრძოლაში ემყარებოდა სსრკ-ისა და სხვა სოციალისტური ქვეყნების ყოველმხრივ ძმურ დახმარებას (შენიშვნა: განსაკუთრებულად ქმედითი დახმარება ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებულ ძალებს იმხანად აღმოუჩინა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ). 1953 წლის 27 ივლისს აგრესორების იძულებული იყვნენ ხელი მოეწერათ შეთანხმებაზე ზავის შესახებ, რომლის მიხედვითაც, კერძოდ, წყდებოდა საბრძოლო მოქმედებები, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის დგინდებოდა დემილიტარიზებული ზონა, იკრძალებოდა მხარეთა სამხედრო პოტენციალის შემდგომი გაზრდა, გაითვალისწინებოდა საერთაშორისო პოლიტიკური კონფერენციის ჩატარება მშვიდობიანი გაერთიანების შესახებ საკითხის გადასაწყვეტად.

მაგრამ, საბჭოთა ავტორების სიტყვით, აშშ-ისა და სამხრეთკორეული ხელისუფლების, აგრეთვე მათი მომხრეების ბრალით ზავის შესახებ შეთანხმების ბევრი დებულების შესრულება ჩაიშალა. სამხრეთ კორეამ, აშშ-ის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და სამხედრო, ფინანსურ და “ეკონომიკურ” დახმარებაზე დაყრდნობით, ომის შემდეგ გაშალა ქვეყნის კიდევ უფრო ფართო და დაჩქარებული მილიტარიზაცია. საზღვარგარეთული ბეჭდური გამოცემების მტკიცებით, 1966 წლისთვის სამხრეთკორეული შეიარაღებული ძალების რიცხოვნებამ მიაღწია 630 ათას ადამიანს. მის შემადგენლობაში გამოჩნდა საველე არმიები, ხოლო შეიარაღებაში – თანამედროვე საარტილერიო სისტემები, საშუალო ტანკები, მცურავი ჯავშანტრანსპორტერები (ჯტრ), რეაქტიული თვითმფრინავები, საზენიტო რაკეტები, საესკადრო ნაღმოსნები, ფრეგატები და სხვა საბრძოლო ტექნიკა. 

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის მონაცემებით, აშშ-ის ზეწოლით 1966 წლის შემოდგომიდან დაიწყეს სეულის რეჟიმის ჩათრევა აშშ-ის აგრესიაში ინდოჩინეთში, ხოლო 1967-ში სამხრეთვიეტნამელი პატრიოტების წინააღმდეგ იბრძოდნენ ორი ქვეითი დივიზია, საზღვაო ქვეითი ჯარის ბრიგადა, ორი საავიაციო ესკადრილია, საბრძოლო ხომალდების რაზმი, საინჟინრო, სადაზვერვო და სხვა ნაწილები (სულ დაახლოებით 50 ათასი ადამიანი).

სამხრეთ ვიეტნამში სამხრეთკორეული ჯარების ყოფილი სარდალი გენერალი ლი სი ხო თავის დროზე მოახსენებდა, რომ ომში რვაწლიანი მონაწილეობის პერიოდის მანძილზე სამხრეთკორეელებმა “შეიძინეს დიდი საბრძოლო გამოცდილება, ჰყავთ რა ანგარიშზე 41462 მოკლული და 4633 ტყვე ვიეტნამელი”. ჯარების “წარმატებული” ხელმძღვანელობისთვის, რომლებიც, საბჭოთა ავტორების სიტყვით, სიკვდილსა და ნგრევას თესავდნენ ვიეტნამში, ლი სი ხომ მიიღო უმაღლესი სამხედრო წოდება, მაღალი ჯილდოები და სწრაფი დაწინაურება სამსახურში: 1973 წელს იგი დანიშნულ იქნა მე-3 არმიის სარდლად, ხოლო შემდეგ კი – სახმელეთო ჯარების სარდლადაც.

პაკ ჩჟონ ხის მთავრობამ ვიეტნამში აგრესიის დროს დახმარებისთვის აშშ-გან მიიღო სოლიდური ანაზღაურება დამატებითი სამხედრო-ეკონომიკური “დახმარებისა” და თანამედროპვე საბრძოლო ტექნიკის მიწოდების სახით, რაც საშუალებას აძლევდა სეულს სრული შტატებით შეეიარაღებინა სამი სარეზერვო დივიზია და დაეწყო თავისი სამხედრო ორგანიზაციის სრულყოფის ფართო პროგრამის შესრულება.

1970 წელს შეიმუშავეს სამხედრო მშენებლობის ხუთწლიანი პროგრამა 1971-1975 წლების პერიოდზე, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლება ტექნიკური, საორგანიზაციო და პროფესიული მიმართებით მათი ხარისხობრივი სრულყოფის ხარჯზე. ძირითად ყურადღებას უთმობდნენ სახმელეთო ჯარების საცეცხლე და დამრტყმელი ძლიერების ზრდას, საორგანიზაციო სტრუქტურისა და ოპერატიული მართვის სისტემის გაუმჯობესებას, საბრძოლო ტექნიკის ახალი ნიმუშების ათვისებას, შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში შენარჩუნებას.

ახალი პროგრამის შინაარსში პირველად იქნა ჩადებული კონცეფცია “სამხედრო მშენებლობისა საკუთარ ძალებზე დაყრდნობით”, რომლის სახელმძღვანელოდ მიღებაზე, საბჭოთა ავტორების სიტყვით, სამხრეთკორეელები იძულებული შეიქნენ, თანაც ამას უსადაგებედნენ 1971 წელს აშშ-ში მიღებულ “რეალისტური დაშინების” სტრატეგიას. ამ კონცეფციის მიღებამ გამოიწვია სამხრეთ კორეის სამხედრო ასიგნებათა გაზრდა. თუკი 1960 წელს სეულის სამხედრო ხარჯები შეადგენდა 14707 მლნ. ვონს, ხოლო 1970 წელს – 102400 მლნ.-ს, 1975-ში მან გადააჭარბა 462700 მლნ. ვონს, ე. ი. ხუთწლეულში გაიზარდა 4,5-ჯერ და მეტად.

სეულის საკუთარი სამხედრო ასიგნებების ზრდას თან ახლდა ამერიკული სამხედრო “დახმარების” შემცირება, განსაკუთრებით აუნაზღაურებელ საფუძველზე მიწოდებულისა. შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ხუთწლიანი პროგრამის ფარგლებში, რომელიც, 1975 წლის ბოლოსთვის, შესრულებულ იქნა დაახლოებით 70%-ით, აშშ-ის მთავრობამ თავი დაივალდებულა აღმოეჩინა სამხრეთ კორეისთვის სამხედრო “დახმარება” 1,5 მლრდ. დოლარის საერთო ღირებულებით.

გასული ხუთწლეულის განმავლობაში ამერიკელებმა სამხრეთ კორეას მიაწოდეს ახალი საბრძოლო ტექნიკის მნიშვნელოვანი რაოდენობა, M60 ტანკების, ტაქტიკური უმართავი რაკეტების “ონესტ ჯონი”, თვითმავალი 203,2-მმ ჰაუბიცებისა M110 და 175-მმ ზარბაზნების M107, “ვულკანის” ტიპის სწრაფმსროლელი საზენიტო ზარბაზნების, ზებგერითი გამანადგურებელ-ბომბდამშენების F-5E, ვერტმფრენების UH-1H და სხვა შეიარაღების ჩათვლით. ფორმირებას უტარებდნენ რა საკუთარი სამხედრო მრეწველობის შექმნას, სამხრეთკორეელებმა ააწყვეს M16 ავტომატური შაშხანების (ამერიკული ლიცენზიით), სხვადასხვა სახეობათა საბრძოლო მასალების, კავშირგაბმულობის სამხედრო აპარატურის, სწრაფმავალი საპატრულო კატარღების წარმოება, აგრეთვე მძიმე ნაღმსატყორცნ-საარტილერიო შეიარაღების, ავტოსატრაქტორო, ჯავშანსატანკო და სხვა საბრძოლო ტექნიკის რემონტი.

მოსული შეიარაღების ბაზაზე სამხრეთკორეულმა სარდლობამ შექმნა რიგი ახალი ნაწილებისა, ჩაატარა სხვა საორგანიზაციო ღონისძიებები. სახელდობრ, სახმელეთო ჯარებში გაშლილ იქნა მე-3 საველე არმია, გაუქმდა საზღვაო ქვეითი ჯარის, როგორც შეიარაღებული ძალების დამოუკიდებელი სახეობის შტაბი. საზღვაო ქვეითი ჯარის (ზქჯ) შენაერთები და ნაწილები გადაეცა სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში, რასთან დაკავშირებითაც სზძ-ის შტაბში შეიქმნა მმართველობის ახალი რგოლები. 

საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ, რომ ჩატარებულმა საორგანიზაციო ღონისძიებებმა პრაქტიკულად არ გამოიწვია პირადი შემადგენლობის რიცხოვნების შემცირება. უცხოელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, 1970-იანი წლების შუახანებში სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების საერთო რიცხოვნება შეადგენდა 625 ათას ადამიანს. პირადი შემადგენლობით დაკომპლექტებას ახორციელებდნენ საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ კანონის საფუძველზე. იწვევდნენ 18 წლის ასაკის მამრობითი სქესის პირებს. სამსახურის ხანგრძლივობა სახმელეთო ჯარების რიგითი და სერჟანტთა შემადგენლობისთვის იყო 2,5 წელიწადი, ავიაციასა და ფლოტში – 3 წლამდე.
სამხრეთკორეული შეიარაღებული ძალების ზოგადი საორგანიზაციო სტრუქტურა შექმნილი გახლდათ ამერიკული ნიმუშის მიხედვით (ნახ. 2). იგი შედგებოდა სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალებისგან. კონსტიტუციის შესაბამისად შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს წარმოადგენდა ქვეყნის პრეზიდენტი. სახელმწიფო უშიშროების, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო მშენებლობის საკითხებში პრეზიდენტის უმაღლესი საკონსულტაციო ორგანოს ფუნქციები ეკისრებოდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, რომლის მუდმივი წევრებიც იყვნენ პრემიერ-მინისტრი, მისი მოადგილე, მინისტრები (თავდაცვის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, ფინანსთა) და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი. 


ნახატი 2. სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების საორგანიზაციო სტრუქტურა 1970-იანი წლების შუახანებში   

შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას პრეზიდენტი ახორციელებდა თავდაცვის მინისტრის, ხოლო უკანასკნელი – შეიარაღებული ძალების სახეობათა სარდლების (შტაბების უფროსების), სამობილიზაციო სამმართველოს უფროსისა და უშუალო დაქვემდებარების სხვა თანამდებობის პირთა მეშვეობით. თავდაცვის მინისტრის საკონსულტაციო ორგანი გახლდათ შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტი (შუგკ), სამხედრო საბჭო და მინისტრის თანაშემწეები. ამასთან შუგკ, საკონსულტაციო ფუნქციების გარდა, ასრულებდა აგრეთვე გენერალური შტაბისთვის დამახასიათებელ ამოცანებსაც: შეიმუშავებდა სამხედრო სტრატეგიას, ომისთვის ქვეყნის მომზადებისა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო გამოყენების გეგმებს, გეგმავდა ცალკეული ოპერაციების ჩატარებას სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის მონაწილეობით, უზრუნველყოფდა ოპერატიულ ურთიერთმოქმედებას. შუგკ-ის თავმჯდომარეს ნიშნავდა პრეზიდენტი ორწლიანი ვადით, ხოლო მისი მუდმივი წევრები იყვნენ შეიარაღებული ძალების სახეობათა შტაბების უფროსები (სარდლები).

სახმელეთო ჯარები წარმოადგენდა შეიარაღებული ძალების ძირითად შემადგენელ კომპონენტს. მისი რიცხოვნება, უცხოური პრესის შეტყობინებებით, 70-იანი წლების შუახანებში, აღწევდა 560 ათას ადამიანს. სამი საველე არმიის (1-ლი, მე-2 და -3) შემადგენლობაში შედიოდა ხუთი საარმიო კორპუსი (23 ქვეითი დივიზია), ორი ჯავშანსატანკო ბრიგადა, 40-ზე მეტი სარტილერიო დივიზიონი, უმართავი რაკეტების (ურ) “ონესტ ჯონი” დივიზიონი, საზენიტო მართვადი რაკეტების (ზმრ) “ჰოქებისა” და “ნაიქ ჰერკულესების” რამდენიმე დივიზიონი. შეიარაღებაში შედგებოდა 1400 ტანკი (M47, M48, M60) და ჯავშანტრანსპორტერი, საველე არტილერიის 2000 ქვემეხი (105-, 155- და 203,2-მმ ჰაუბიცები, 175-მმ ზარბაზნები), 107-მმ ნაღმსატყორცნებისა და ტანკსაწინააღმდეგო არტილერიის ქვემეხების (57-, 75- და 106-მმ უუკუცემო ქვემეხები) დიდი რაოდენობა, ტაქტიკური ურ “ონესტ ჯონების”, ზმრ “ჰოქებისა” და “ნაიქ ჰერკულესების” გასაშვები დანადგარების (გდ) გარკვეული რაოდენობა, აგრეთვე საარმიო ავიაციის თვითფრინავები და ვერტმფრენები.

სახმელეთო ჯარების უმაღლეს ტაქტიკურ შენაერთს წარმოადგენდა საარმიო კორპუსი, რომლის შემადგენლობაშიც ჩვეულებრივ შედიოდა ორი-ოთხი ქვეითი დივიზია, საკორპუსო დაქვემდებარების რიგი საბრძოლო და ზურგის ნაწილები. ძირითადი ტაქტიკური შენაერთი გახლდათ ქვეითი დივიზია, რომელიც შედგებოდა შტაბის, სამი ქვეითი პოლკის, დივიზიის არტილერიის, საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფებისგან.

საველე არმიების შემადგენლობაში ჩართული საბრძოლო შენაერთებისა და ნაწილების 60%-ზე მეტი თავმოყრილი იყო დემილიტარიზებული ზონის გასწვრივ დაახლოებით 250 კმ სიგანის ფრონტზე. აქ სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მოწყობილი იყო ხუთი-ექვსი ძლიერი თავდაცვითი მიჯნა. დანარჩენი შენაერთები და ნაწილები (სარეზერვო დივიზიები, რაიონული სარდლობები, საბრძოლო ჯარების გვარეობათა სარდლობები, სასწავლო ცენტრები და ქვედანაყოფების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის /მტუ/ სხვადასხვა სამსახურები) დისლოცირებული იყო ზურგის რაიონებში და სანაპიროზე. ორგანიზაციულად ისინი შეყვანილი იყვნენ მე-2 არმიის შემადგენლობაში. მე-2 არმიას ეკისრებოდა რეზერვების საბრძოლო მომზადებასთან, ადმინისტრაციულ-სამრეწველო ცენტრებისა და მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტების დაცვასთან, “წესრიგისა და შინაგანი უსაფრთხოების შენარჩუნებასთან” (პოლიციურ ძალებთან ერთობლივად) დაკავშირებული ამოცანები. სახმელეთო ჯარებს მუდმივად ინარჩუნებდნენ მაღალი საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის მდგომარეობაში. მისი გაწვრთნილი რეზერვი შეადგენდა 1 მლნ. ადამიანს. 

სამხედრო-საჰაერო ძალები განკუთვნილი იყო საავიაციო მხარდაჭერის აღმოსაჩენად სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების საბრძოლო მოქმედებებისთვის, აგრეთვე საზენიტო-სარაკეტო ნაწილებთან ურთიერთმოქმედებით ქვეყნის საჰაერო თავდაცვის უზრუნველსაყოფად. მისი პირადი შემადგენლობა 70-იანი წლების შუახანებში მოითვლიდა 25 ათას ადამიანს.

ორგანიზაციულად სჰძ-ის შემადგენლობაში შედიოდნენ საბრძოლო და ზურგის სარდლობები, სამი გამანადგურებელი ავიაფრთა (11 ესკადრილია), სატრანსპორტო ავიაჯგუფი (ოთხი ესკადრილია), ტაქტიკური დაზვერვის ესკადრილია, სამაშველო ავიაესკადრილია, საჰაერო თავდაცვის (ჰთ) მართვის ჯგუფი, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის რადიოსალოკაციო ნაწილი, სამხედრო-საჰაერო აკადემია და კოლეჯი, სხვა ნაწილები და დაწესებულებები.

შეიარაღებაში შედგებოდა 350 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, მათ შორის 220 ჰთ-ის გამანადგურებელი და გამანადგურებელ-ბომბდამშენი (F-4C და D, F-5A, B და E, F-86F), 10 თვითმფრინავ-მზვერავი (RF-5A), 44 სატრანსპორტო თვითმფრინავი (C-46, C-54 და C-123), 60 სასწავლო-საწვრთნელი თვითმფრინავი (T-28, T-33 და T-34) და 15 ვერტმფრენი (UH-1D, UH-19).

სამხედრო-საზღვაო ძალები შედგებოდა ფლოტისა და საზღვაო ქვეითი ჯარისგან, მისი რიცხოვნება 70-იანი წლების შუახანებში აღწევდა 40 ათას ადამიანს.

ფლოტის საბრძოლო ხომალდები ორგანიზაციულად შეყვანილი ჰყავდათ ორ ესკადრაში, ორ ცალკეულ დივიზიონსა და სასწავლო შენაერთში. მის შეიარაღებაში შედგებოდა შვიდი საესკადრო ნაღმოსანი, სამი ფრეგატი, 15 მცირე ნავსაწინააღმდეგო ხომალდი, 10 საბაზო ტრალერი, 22 საპატრულო კატარღა, 20 სადესანტო ხომალდი (მათ შორის რვა ტანკსადესანტო), ექვსი სადესანტო ტრანსპორტი, 60-ზე მეტი სადესანტო და სადარაჯო კატარღა. სულ სზძ-ის შემადგენლობაში იმხანად მოითვლებოდა სხვადასხვა დანიშნულების 140 ხომალდი საერთო წყალწყვით 60 ათას ტ-ზე მეტი. 

სამხრეთკორეული სამხედრო-საზღვაო ფლოტის ძირითადი ბაზა გახლდათ ჩინხე, სხვა ბაზებს წარმოადგენდნენ ინჩხონი, პუსანი, მოკპხო და პხოხანი.

საზღვაო ქვეითი ჯარი, საზღვარგარეთული პრესის შეტყობინებებით, მოიცავდა ორ დივიზიასა და ერთ ბრიგადას. ეს შენაერთები მომზადებული იყვნენ შეტევითი მოქმედებებისა და სადესანტო ოპერაციების წარმოებისთვის. ზქჯ-ის შეიარაღებაში შედგებოდა თანამედროვე ნიმუშები, მცურავი ტანკების, საველე არტილერის მძიმე ქვემეხების (მათ შორის 155-მმ ჰაუბიცების), სხვადასხვანირი საიერიშო და სადაზვერვო საშუალებების ჩათვლით. ზქჯ-ის ძირითადი ბაზა განთავსებული იყო პხოხანში. 

ამრიგად, უცხორ ბეჭდურ გამოცემებში ზემოთმოყვანილი ცნობების საფუძველზე, საბჭოთა ავტორები ასკვნიდნენ თავიანთ დარწმუნებას სამხრეთ კორეის მილიტარიზაციის უკიდურესად მაღალ ხარისხში. მაგრამ სეულის ხელისუფლება, მათი სიტყვით, აგრძელებდა სამხედრო მზადებათა გაგრძელებას, ეყრდნობოდა რა აშშ-ისა და იაპონიის “დახმარებას”. ქმნიდნენ ახალ გასამხედროებულ ფორმირებებს, ე. წ. “სამოქალაქო თავდაცვის კორპუსსა” და “ეროვნული თავდაცვის სტუდენტურ კორპუსს”, რომელთა შემადგენლობაშიც, საბჭოთა ავტორების სიტყვით, იძულებითი წესით ჰყავდათ ჩართული რამდენიმე მილიონი ადამიანი.

1976 წელს სამხედრო მიზნებით დაგეგმილი ჰქონდათ 704,5 მლრდ. ვონის დახარჯვა, რაც შეადგენდა მთელი სახელმწიფო ბიუჯეტის 35%-ს. გარდა ამისა, სეული იმედონებდა მნიშვნელოვანი სამხედრო “დახმარების” მიღებას აშშ-გან (200 მლნ. დოლარამდე, უმთავრესად სესხის სახით) და ეკონომიკური დახმარებისა – იაპონიისგან.

აკეთებდნენ გადამჭრელ გადახრას სჰძ-ისა და სზძ-ის საბრძოლო პოტენციალების ზრდის მხარეს. 1975 წლის სექტემბერში აშშ-გან იყიდეს 18 გამანადგურებელ-ბომბდამშენი F-4D. უახლოეს ხანებში გეგმავდნენ კიდევ 18 თვითმფრინავის F-4E, 60 F-5E და F, აგრეთვე “ჰარპუნის” ტიპის “ხომალდი-ხომალდი” კლასის რეაქტიული ჭურვების მიწოდებას სამხრეთკორეული აგების ახალ სარაკეტო კატარღებზე დასაყენებლად. სახმელეთო ჯარებს მიაწვდიდნენ ტანკსაწინააღმდეგო მართვად რეაქტიულ ჭურვებს (ტსმრჭ) “თოუ”.

სეულის სარდლობას შემუშავებული ჰქონდა შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის მეორე ხუთწლიანი გეგმა 1976-1980 წლების პერიოდზე, რომლის მიხედვითაც გეგმავდნენ ჯარებში შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის უფრო თანამედროვე ნიმუშების მიწოდებას, სამხედრო მრეწველობის საწარმოთა მშენებლობის დაჩქარებას. ახალი სამხედრო პროგრამის რეალიზებაზე გეგმავდნენ 5 მლრდ.-მდე დოლარის დახარჯვას, რომელთაგან 3,5 მლრდ.-ს სეული სთხოვდა შეერთებულ შტატებს სამხედრო “დახმარების” აღმოჩენის წესით.

შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებაზე მიმართულ სამხედრო მზადებათა კომპლექსში სამხრეთ კორეის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა მნიშვნელოვან ადგილს უთმობდა პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადებისა და იდეოლოგიური დამუშავების შემდგომ ინტენსიფიკაციას. ყოველდღიური მეცადინეობების, აგრეთვე მრავალრიცხოვანი სწავლებებისა და მანევრების მსვლელობისას ამუშავებდნენ თანამედროვე ზოგადსაჯარისო ბრძოლის ყველა სახეობას, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას უთობდნენ შეტევითი მოქმედებების წარმოების ტაქტიკას, საჰაერო და საზღვაო სადესანტო ოპერაციებს, შეიარაღებული ძალების სახეობებს შორის და ამერიკულ ჯარებთან ოპერატიული ურთიერთმოქმედების საკითხების დამუშავებას, მობილიზაციის ჩატარებისა და სამხედრო მდგომარეობაზე ქვეყნის გადაყვანის დაჩქარების ხერხებს.

მაგალითების სახით საბჭოთა ავტორებს მოჰყავდათ გაერთიანებული სამხრეთკორეულ-ამერიკული სწავლებები პირობითი სახელწოდებით “ფოკუს რეტინა” (1969 წელი) და “ფრიდომ ვოლტი” (1971 წელი), რომლებზედაც პრაქტიკულად ამოწმებდნენ ამერიკელების უნარს აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში განლაგებული ბაზებიდან კორეაში ჰაერით საჯარისო კონტინგენტების გადასროლაში სამხრეთკორეული არმიის გაძლიერებისთვის, ამუშავებდნენ ამერიკული და სამხრეთკორეული ჯარების ერთობლივ მოქმედებებს საჰაერო-სადესანტო ოპერაციების მსვლელობისას. არაერთხელ ჩაუტარებიათ “ილჩჟის” ტიპის “საერთოეროვნული” საკომანდო-საშტაბო სწავლებები იმისთვის, რათა თავდაცვის სამინისტროსა და ყველა სახელმწიფო დაწესებულებისთვის მიეცათ შეიარაღებული ძალების, ეკონომიკისა და ადმინისტრაციული მმართველობის ორგანოების სამხედრო მდგომარეობაზე გადაყვანაში ვარჯიშის საშუალება. ყოველთვიურად ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში ატარებდნენ საჰაერო თავდაცვისა და სამოქალაქო თავდაცვის სწავლებებს. 1975 წელს სამხრეთკორეული სჰძ, ემზადებოდა რა საბრძოლო ვითარების რთულ პირობებში მოქმედებებისთვის, ამუშავებდა სეულის რაიონში საავტომობილო გზების უბნების სათადარიგო აეროდრომების სახით გამოყენების ხერხებს. სზძ-ში ატარებდნენ სწავლებებს, რომლებზედაც ამუშავებდნენ სადესანტო, დესანტსაწინააღმდეგო და ნავსაწინააღმდეგო ოპერაციებს საბრძოლო სროლითა და სახომალდო რაკეტების სასწავლო გაშვებებით.

ფართო სამხედრო მზადებების ფონზე ჩატარებულ მსგავს სწავლებებს, საბჭოთა ავტორების შეფასებით, გააჩნდათ აშკარად პროვოკაციული ხასიათი. სეულის ხელისუფლება საზოგადოებრივი აზრის მოტყუების იმედით, დროდადრო გამოდიოდა განცხადებებით მშვიდობისადმი მისი მომხრეობის შესახებ. მაგრამ მისი პრაქტიკული პოლიტიკა, საბჭოთა ავტორების სიტყვით, აბსოლუტურად არ ეთანხმებოდა დეკლარირებულ განცხადებებს. მათი დასკვნით, ნამდვილად მშვიდობისმოყვარე ძალები, მათ შორის სსრკ და კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა, დარწმუნებული იყვნენ, რომ მტკიცე მშვიდობა კორეის ნახევარკუნძულზე და ეროვნული გაერთიანებისკენ კორეელთა კანონიერი მისწრაფების განხორციელება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ სამხრეთ კორეიდან მთელი უცხოური ჯარების გაყვანის, შეიარაღებათა და შეიარაღებული ძალების შემცირების, სეულის რეჟიმის მიერ ხალხის ინტერესებისთვის უცხო, კხდრ-ისა და სოციალისტური თანამეგობრობის ყველა ქვეყნისადმი მტრულ პოლიტიკაზე უარის თქმის პირობებში.


IV. იაპონიის შეიარაღებული ძალები 1970-იანი წლებსა და 80-ანების დასაწყისში 

1) იაპონიის შეიარაღებული ძალები 1970-იანი წლების პირველ ნახევარში 

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, საბჭოთა ხალხისა და მისი შეიარაღებული ძალების მსოფლიო-ისტორიულმა გამარჯვებამ დიდ სამაულო ომში, რომელიც მოპოვებულ იქნა 1945 წლის გაზაფხულზე ჰიტლერულ გერმაიასა და მის სატელიტებზე ევროპაში, წინასწარ განსაზღვრა აგრეთვე მილიტარისტული იაპონიის კრახიც _ მსოფლიო იმპერიალიზმის დამრტყმელი რაზმისა აზიაში. გააჩაღა რა 1941 წლის ბოლოს ომი აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ წყნარი ოკეანის თეატრზე, იაპონია ამოდიოდა საბჭოთა კავშირის დამარცხების გარდაუვალობიდან ფაშისტურ მოკავშირეებთან ბრძოლაში დასავლეთში. მაგრამ იგი შეცდა თავის ანგარიშებში და იძულებული შეიქმნა მოეხდინა უსიტყვო კაპიტულაცია მას შემდეგ, რაც თავისი სამოკავშირეო ვალდებულებებისადმი ერთგულმა სსრკ-მა 1945 წლის 9 აგვისტოს დაიწყო საბრძოლო ოპერაციები შორეულ აღმოსავლეთში და შემჭიდროვებულ ვადებში გადამწყვეტად გაანადგურა თითქმის მილიონიანი იაპონური კვანტუნის არმია მანჩჟურიაში, ჯართა მსხვილი დაჯგუფებები კორეაში, კ. სახალინსა და კურილიის კუნძულებზე.

საბჭოთა ავტორების სიტყვებით, საბჭოთა არმიისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის გამარჯვებულმა შეტევითმა მოქმედებებმა შორეულ აღმოსავლეთში დააჩქარეს მეორე მსოფლიო ომის დასრულება, შექმნეს ხელსაყრელი პირობები რევოლუციური და ეროვნულ-განმათავისუფლებელი პროცესების გააქტიურებისთვის აღმოსავლეთის ქვეყნებში. სსრკ-მა ითამაშა უზარმაზარი როლი კორეის, ჩინეთის, ვიეტნამისა და შორეული აღმოსავლეთის, აგრეთვე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნების ხალხთა განთავისუფლებაში იაპონური სამხედრო მანქანის მიერ დამონებისა და ჩაგვრისგან. იაპონიის პროგრესულმა ძალებმა ასევე მიიღეს ბრძოლის გაძლიერების შესაძლებლობა მილიტარიზმის წინააღმდეგ, ქვეყნის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების დემოკრატიზაციისთვის.

იმპერიალისტური იაპონიის კაპიტულაციის შედეგად საიმპერატორო არმია და ფლოტი დათხოვილ იქნა, ასევე გაუქმებულ იქნა სამხედრო ორგნიზაციები და დაწესებულებები, მთავარი სამხედრო დამნაშავეები გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს, ჩაატარეს მილიტარიზმის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ლიკვიდაციის გარკვეული ღონისძიებები. 1947 წელს ძალაში შევიდა იაპონიის პარლამენტის მიერ მიღებული და ცივი ომის პერიოდშიც მომქმედი კონსტიტუცია, რომლის თანახმადაც (მე-9 მუხლი) “იაპონიამ სამუდამოდ უარი თქვა ომზე როგორც საერთაშორისო დავების გადაწყვეტის საშუალებაზე” და დაეთანხმა “არასდროს არ ქმნიდეს სახმელეთო, საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალებს, ისევე როგორც ომის სხვა საშუალებებსაც”.

მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელმაც მოახდინა იაპონიის ტერიტორიის ოკუპაცია, საბჭოთა ავტორების შეფასებით, დაინტერესებული იყო არა ამ ქვეყნის დემილიტარიზაციით, არამედ მისი გადაქცევით თავის მეწინავე სტრატეგიულ პლაცდარმად წყნარი ოკეანის ზონაში, ძლიერ, მაგრამ დამჯერ მოკავშირედ “აზიაში კომუნიზმის შეკავების” პოლიტიკის გატარების საქმეში. აშშ-ის ყოველმხრივი დახმარებით, საერთაშორისო შეთანხმებებისა და ეროვნული კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, იაპონიის მმართველმა წრეებმა ააღორძინეს შეიარაღებული ძალები და სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალი, გადააქციეს იაპონია ამერიკული იმპერიალიზმის მთავარ სახედრო-პოლიტიკურ მოკავშირედ შორეულ აღმოსავლეთში. 

იაპონიის შეიარაღებული ძალების აღორძინების ძირითადი ღონისძიებები განხორციელებულ იქნა 1950-დან 1954 წლის ჩათვლით. ეს იყო პერიოდი, როდესაც აშშ აწარმოებდა ომს კორეის სახალხო-დემკრატიული რესპუბლიკის (კხდრ) წინააღმდეგ. ამერიკულმა სარდლობამ, რომელმაც იაპონიიდან კორეაში გადმოისროლა საოკუპაციო ჯარების დიდი ნაწილი, იაპონიის კულძულები გადააქცია მომქმედი არმიის ზურგის ზონად.

თავის მხრივ იაპონიის ხელისუფლება, რომელიც, საბჭოთა ავტორების სიტყვებით, შეშინებული იყო შიდაპოლიტიკური ვითარების არასტაბილუირობითა და მშრომელთა მასობრივი გამოსვლების ზრდით ომისა და მთავრობის რეაქციული კურსის წინააღმდეგ, განიცდიდა სამხედრო-პოლიციური რეპრესიების გაზრდის საჭიროებას ხალხის საწინააღმდეგოდ. ამასთან ერთად ქვეყნის მილიტარისტული და რევანშისტული ძალები არ იშორებდნენ იაპონიის ბატონობის აღდგენის იდეას შორეულ აღმოსავლეთში. ამიტომ იაპონიის შეიარაღებულ ძალების აღორძინება პასუხობდა ამერიკელი და იაპონელი იმპერიალისტების ორმხრივ ჩანაფიქრებს.

1950 წლის ივლის-აგვისტოში შეიქმნა ე. წ. “სარეზერვო პოლიციური კორპუსი” 75 ათასი ადამიანის რიცხოვნებით, ხოლო უკვე 1954 წელს ჩამოყალიბებულ იქნა შეიარაღებული ძალები სრული შემადგენლობით, რომელსაც უწოდეს და 70-იან წლებშიც უწოდებდნენ “თავდაცვის ძალებს” მისი პოლიტიკური არსის შენიღბვის მიზნით. 1954 წლის მიწურულისთვის “თავდაცვის ძალების” პირადი შემადგენლობის რიცხოვნებამ მიაღწია 146000 ადამიანს. მასში იყო ერთი არმია, ექვსი ქვეითი დივიზია, სხვადასხვა დანიშნულების 200-ზე მეტი თვითმფრინავი, საესკადრო ნაღმოსნების, ტრალერებისა და სხვა საბრძოლო ხომალდების მნიშვნელოვანი რაოდენობა საერთო წყალწყვით 72000 ტ. 

მთელი შეიარაღება, საბრძოლო ტექნიკა და აუცილებელი აღკაზმულობა მისცეს ამერიკელებმა ძირითადად აუნაზღაურებლად სამხედრო “დახმარების” პროგრამით. მხოლოდ 1950-დან 1961 წლის ჩათვლით აშშ-მა მიაწოდა იაპონიას 1000 ტანკი, 217 თვითმფრინავი, 140-ზე მეტი ხომალდი, 147000 ტ საბრძოლო მასალები. იაპონიისთვის ამერიკული სამხედრო “დახმარების” საერთო თანხამ 1950-დნ 1972 წლის ჩათვლით შეადგინა დაახლოებით 700 მლრდ. იენი.

ამასთან ერთად იაპონიის მთავრობამ ეროვნული სამხედრო ძლიერების დაჩქარებისა და აშშ-ზე დამოკიდებულების თანდათანობით შესუსტების მიზნით, სულ უფრო გულუხვად დაიწყო შეიარაღებული ძალების მშენებლობის დაფინანსება საკუთარი ბიუჯეტიდან. თუკი 1954 წელს იაპონიის სამხედრო ასიგნებები არ აღემატებოდა 135 მლრდ. იენს, 1975/76 საფინანსო წელში (1 აპრილიდან დაწყებული) მათ გაზრდას გეგმავდნენ 1327,3 მლრდ. იენამდე, გრძელვადიანი პროგრამების მიხედვით სამხედრო პროექტების დაფინანსებისთვის მოთხოვნილი 504, 9 მლრდ. იენის ჩაუთვლელად. 1974/75 საფინანსო წელთან შედარებით სამხედრო ხარჯები უნდა გაზრდილიყო დახლოებით 21%-ით. იაპონიის შეირაღებული ძალების შენახვაზე 70-იანი წლების პირველ ნახევარში ყოველწლიურად იხარჯებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით 7%. სამხედრო ასიგნებების აბსოლუტური ზომების მიხედვით იაპონიას მეექვსე ადგილი ეკავა კაპიტალისტურ სახელმწიფოებს შორის.

შეიარაღებული ძალების მშენებლობას ახორციელებდნენ მიმდინარე (წლიური) და პერსპექტიული (გრძელვადიანი) გეგმების შესაბამისად. პირველი პერსპექტიული გეგმა რეალიზებულ იქნა 1958-1960 წლებში. მისი მთავარი მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ განემტკიცებიათ შეიარაღებული ძალების ყველა სახეობა საორგანიზაციო და მატერიალურ-ტექნიკური მიმართებით, აემაღლებიათ მათი რიცხობრივი და საბრძოლო შედმადგენლობა, გაეფართოვებიათ სამეცნიერო-ტექნიკური და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის სამამულო ნიმუშების შესაქმნელად.

მეორე გეგმის შესრულების მსვლელობისას (1962-1966 წლები) დაასრულეს სახმელეთო ჯარების რეორგანიზაცია, აამაღლეს მისი მოტორიზაციის ხარისხი ტანკების, ჯავშანტრანსპორტერებისა და ავტომობილების უფრო ფართო გამოყენების ხარჯზე, გააფართოვეს სამხედრო-საზღვაო ძალების საბრძოლო შესაძლებლობები ნავსაწინააღმდეგო ოპერაციების წარმოებაში და სამხედრო-საჰაერო ძალებისა _ საჰაერო თავდაცვის სფეროში, საფუძველი დაუდეს ჯარების აღჭურვას “მიწა _ მიწა” და “მიწა _ ჰაერი” კლასის რაკეტებით. 70-იანი წლების შუახანებში აგრძელებდნენ აგრეთვე სახედრო წარმოებისა და სამეცნიერო-კვლევითი შემუშავებების მასშტაბების გაფართოებას შეიარაღებათა სფეროში. ამ დროს იაპონიამ პირველად აგრძნობინა ყველას, რომ იგი ისწრაფოდა ისეთი შეიარაღებული ძალების შექმნისკენ, რომელიც იქნებოდა “აგრესიის შეკავების პოლიტიკის” (საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით _ “ძალის პოზიციიდან პოლიტიკის”) ინსტრუმენტი და შეეძლებოდა საბრძოლო ამოცანების დამოუკიდებლად გადაწყვეტა ლოკალურ კონფლიქტებში დაზიანების ჩვეულებრივი საშუალებების გამოყენებით.

სამხედრო მშენებლობის მესამე გეგმაში (1967-1971 წლები) აქცენტი გააკეთეს „თავდაცვის ძალების“ შემდგომი ხარისხობრივი გარდაქმნის, ახალი სარაკეტო ნაწილების გაშლის, ჯარების საბრძოლო გაწვრთნილობის ამაღლების, საკუთარი წარმოების ბაზაზე შეიარაღების ფართო მოდერნიზაციის მიმართულებებით.

1970-იანი წლების შუახანებში რეალიზაციის პროცესში იყო სამხედრო მშენებლობის მეოთხე გეგმა (1972-1976 წლები). იგი “დამოუკიდებელი თავდაცვის” (“ძისიუ ბოეი”) მიღებული სტრატეგიული კონცეფციის შესაბამისად ითვალისწინებდა სამხედრო სტრუქტურების ყველა რგოლის ხარისხობრივი გარდაქნის გაგრძელებას. განსაკუთრებული მიშვნელობა ენიჭებოდა იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის განახლებას, სახმელეთო ჯარების მობილურობის ამაღლებას, შეიარაღებული ძალების სახეობათა შორის ეფექტური ურთიერთმოქმედების ორგანიზებას, მართვის, კავშირგაბმულობისა და ზურგის უზრუნველყოფის სისტემების სრულყოფას, პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადებისა და იდეოლოგიური დამუშავების დონის ამაღლებას სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მიღწევებისა და თანამედროვე ზოგადსაჯარისო ბრძოლის მოთხოვნების გათვალისწინებით. ვარაუდობდნენ ჯარების რიცხოვნების შემდგომ ზრდას, ძალისხმევის გადიდებას იარაღის საკუთარი ნიმუშების კონსტრუირებისა და გამოშვების სფეროში.

1975 წლის დასაწყისისთვის შეიარაღებული ძალების საშტატო რიცხოვნება შეადგენდა 266 ათას სამხედრო მოსამსახურეს, პლიუს 28 ათასი თავისუფლად დაქირავებულ ადამიანთა პერსონალი და 39 ათასი მუდმივი რეზერვის შემადგენლობაში. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდებოდა მოხალისეთა დაქირავების საფუძველზე, რაც ქვეყნის მოსახლეობის მაღალი რიცხოვნებისა (110 მლნ. ადამიანი) და შეიარაღებული ძალების შედარებით არამრავალრიცხოვნების დროს იძლეოდა სამხედრო სამსახურში ახალგაზრდობის კარგად მომზადებული კონტინგენტების შერჩევის შესაძლებლობას. 1970-იანი წლების პირველ ნახევარში მოხალისეთა ყოველწლიური გაწვევა მერყეობდა 28-32 ათასი ადამიანის ფარგლებში.

“თავდაცვის ძალების” ძირითადი შემადგენელი კომპონენტები გახლდათ სახმელეთო ჯარები, სამხედრო-საჰაერო და სახედრო-საზღვაო ძალები, სამხედრო-სამშენებლო სამმართველო, შეიარაღების შესყიდვების სამმართველო, სამეცნიერო-კვლევითი ტექნიკური ცენტრი, თავდაცვის კვლევითი ინსტიტუტი, თავდაცვის აკადემია. შეიარაღებული ძალების საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებდა ეროვნული თავდაცვის სამმართველო შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის, აგრეთვე სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის სარდლების მეშვეობით. ეროვნული თავდაცვის სამმართველო ფაქტიურად წარმოადგენდა თავდაცვის სამინისტროს, მის უფროსს კი ჰქონდა სახელმწიფო მინისტრის რანგი (ნახ. 3).


ნახატი 3. იაპონიის შეიარაღებული ძალების მართვის ორგანიზაცია 1970-იანი წლების შუახანებში

სახმელეთო ჯარები _ წარმოადგენდა შეიარაღებული ძალების ყველაზე უფრო მრავალრიცხოვან სახეობას (180 ათასი ადამიანი 70-იანი წლების შუახანებში). მის საბრძოლო შემადგენლობაში შედიოდა ხუთი საველე არმია, 12 ქვეითი და ერთი მექანიზებული დივიზია, რამდენიმე ბრიგადა (კერძოდ, საჰაერო-სადესანტო, შერეული, სატანკო, საარტილერიო, საზენიტო-სარაკეტოები, საინჟინრო-მესნგრეთა, კავშირგაბმულობის, სავერტმფრენო, ოთხი სასწავლო), საბრძოლო უზრუნველყოფისა და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილები.

საველე არმია წარმოადგენდა უმაღლეს ოპერატიულ გაერთიანებას. საბრძოლო დანიშნულების-და მიხედვით, უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებების თანახმად, მის შემადგენლობაში შესაძლებელია შესულიყო ორი-ოთხი დივიზია, რამდენიმე ბრიგადა (საჰაერო-სადესანტო, შერეული, სატანკო, საარტილერიო, საზენიტო-სარაკეტო, საინჟინრო-მესანგრეთა, სასწავლო), კავშირგაბმულობის ჯგუფი, საარმიო ავიაციის რაზმი, სპეციალური მომსახურების ნაწილები და ქვედანაყოფები. საველე არიებს გააჩნდათ არა ნუმერაცია, არამედ საკუთარი სახელწოდებები, რომლებიც შეესაბამებოდა მათი დისლოკაციის რაიონებს: ჩრდილოეთის არმია გაშლილი იყო კ. ჰოკაიდოზე (შტაბი საპოროში), ჩრდილო-აღმოსავლეთისა _ კ. ჰონსიუს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (შტაბი სენდაიში), აღმოსავლეთისა _ კ. ჰონსიუს აღმოსავლეთ ნაწილში (შტაბი ტოკიოში), ცენტრალური _ კ. ჰონსიუს ცენტრალურ ნაწილში (შტაბი იტამიში), დასავლეთისა _ კ. კიუსიუზე (შტაბი კუმამოტოში).

დივიზია წარმოადგენდა სახმელეთო ჯარების ძირითად ტაქტიკურ შენაერთს. იყო A და B ტიპის ტივიზიები. ორგანიზაციულად A ტიპის დივიზია შედგებოდა შტაბის, ოთხი ქვეითი პოლკის, საარტილერიო პოლკის, სატანკო და მესანგრეთა ბატალიონებისგან, კავშირგაბმულობის ბატალიონისა და რამდენიმე რაზმისგან, ტანკსაწინააღმდეგო, სადაზვერვო და ჯავშანტრანსპორტერების რაზმების ჩათვლით. დივიზიაში შედიოდა პირადი შემადგენლობის 9000 ადამიანი, ხოლო შეიარაღებაში მას გააჩნდა 80 ტანკი და 20 ჯავშანტრანსპორტერი, 240-მდე ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 470 ტყვიამფრქვევი, 480 რეაქტიული ტანკსაწინააღმდეგო თოფი, სხვადასხვა დანიშნულების 1600 ავტომობილი და სხვა საბრძოლო ტექნიკა. 70-იანი წლების იაპონური დივიზია, უცხოელი სპეციალისტების აზრით, ყოფილი საიმპერატორო არმიის დივიზიას 3-ჯერ აღემატებოდა საცეცხლე ძალითა და 2,5-ჯერ მანევრულობით.

მთლიანობაში სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში შედგებოდა დაახლოებით 700 ტანკი (მათგან 500 საშუალო “61” ტიპისა და დაახლოებით 200 მსუბუქი ამერიკული M24 და M41), 540-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტერი (“60” ტიპისა და სხვა ნიმუშების), უმართავი რაკეტების დაახლოებით 50 გასაშვები დანადგარი “R-30”, ამერიკული წარმოების საშუალო სიშორის საზენიტო მართვადი რაკეტების (ზმრ) “ჰოქი” 140 გასაშვები დანადგარი, 4600 ნაღმსატყორცნი და საველე და ტანკსაწინააღმდეგო არტილერიის ქვემეხი, აგრეთვე სასროლი და ტანკსაწინააღმდეგო იარაღის სხვადასხვანაირი ნიმუშების მნიშვნელოვანი რაოდენობა, საარმიო ავიაციის 400-მდე თვითმფრინავი და ვერტმფრენი და სხვა საბრძოლო ტექნიკა.

უცხოური ბეჭდური გამოცემები 70-იანი წლების შუახანებისთვის იტყობინებოდნენ, რომ სახმელეთო ჯარები დისლოცირებული იყო განწერტილად, მაგრამ ისეთი სახით, რომ შტაბების, ჯარებისა და საბრძოლო ტექნიკის (განსაკუთრებით ტანკების, რაკეტებისა და არტილერიის) დიდი ნაწილი გაშლილი იყო კ. ჰოკაიდოზე და კ. ჰონსიუს ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში, რომლებიც ყველაზე უფრო ახლოს იყო საბჭოთა შორეული აღმოსავლეთის საზღვრებთან. კერძოდ, კ. ჰოკაიდოზე განლაგებილი იყო ყველაზე უფრო სისხლსავსე და ბრძოლისუნარიანი ჩრდილოეთი არმიის ჯარები, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ მე-2, -5 და 11-ე ქვეითი დივიზიები, მე-7 მექანიზებული დივიზია, 1-ლი სატანკო ბრიგადა და სხვა ნაწილები.

სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადებასა და იდეოლოგიურ დამუშავებაში (ასევე მთლიანად შეიარაღებული ძალებისა) საყრდენს აკეთებდნენ მორალურ-ფსიქოლოგიური წრთობის გაძლიერებაზე, ჯარისკაცების, უნტერ-ოფიცრებისა და ოფიცრების აღზრდაზე ძველი (სამურაებისეული) სამხედრო ტრადიციების სულისკვეთებით, ოპერატიულ-ტაქტიკური და სამხედრო-ტენიკური მომზადების დონის ამაღლებაზე, სამხედრო დისციპლინის განმტკიცებაზე, ფიზიკური გაწვრთნილობისა და ამტანობის გაუმჯობესებაზე.

ჯარების საბრძოლო მომზადებასა და შტაბების ოპერატიულ მომზადებაში მთავარ ყურადღებას უთმობდნენ შეტევით და თავდაცვით მოქმედებებს საბრძოლო ვითარების რთულ პირობებში, სადესანტო ოპერაციებს, უწყვეტი მართვისა და მკაფიო ურთიერთმოქმედების შენარჩუნებას ჯართა გვარეობებსა და შეიარაღებული ძალების სახეობებს შორის. ამ მიზნებით ყოველწლიურდ ატარებდნენ ერთ-ორ მსხვილ ოპერატიულ სამეთაურო-საშტაბო სწავლებას ჯარების მონაწილეობით. ჩრდლოეთის არმიაში ასეთი სწავლებების ორგანიზებას ჩვეულებრივ ახდენდნენ ზამთრის დროს, დაბალი ტემპერატურების პირობებში და თოვლის ღრმა საფარის არსებობისას. ჯარების მანევრულობის ამაღლებისთვის ფართოდ იყენებდნენ საჰაერო და სავერტმფრენო დესანტებს, ტანკებს, ჯავშანტრანსპორტერებსა და მაღალი გამავლობის ავტომობილებს. 

სამხედრო-საჰაერო ძალები განკუთვნილი იყო სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების მოქმედებების საბრძოლო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე ქვეყნის საჰაერო თავდაცვის (ჰთ) განხორციელებისთვის. ორგანიზაციულად სჰძ შედგებოდა საბრძოლო საავიაციო სარდლობის, სასწავლო საავიაციო სარდლობის, სატრანსპორტო საავიაციო ფრთის, სამაშველო საავიაციო ფრთის, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფრთის, სასწავლო-ტექნიკური ცენტრის, მომარაგების ფარეხებისა და უშუალო დაქვემდებარების სხვა ნაწილებისგან.

საბრძოლო საავიაციო სარდლობა წარმოადგენდა უმაღლეს ოპერატიულ გაერთიანებას, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ჩრდილოეთის საავიაციო მიმართულება (შტაბი ავაიაბაზა მისავაზე), ცენტრალური საავიაციო მიმართულება (შტაბი ავიაბაზა ირუმაგავაზე), დასავლეთის საავიაციო მიმართულება (შტაბი კასუგაში) და ცაკეული სადაზვერვო საავიაციო ესკადრილია.

ტიპიური ორგანინიზაციის მიხედვით საავიაციო მიმართულება ჩვეულებრივ შეიცავდა ორ-სამ გამანადგურებელ საავიაციო ფრთას, ერთ-ორ საზენიტო-სარაკეტო ჯგუფს (დიდი სიშორის ზმრ-ებისა “ნაიქ-ჰერკულესი”), მართვისა და შეტყობინების (оповещение) ფრთას, საინჟინრო-სამშენებლო რაზმსა და უზრუნველყოფის ქვედანაყოფებს. გამანადგურებელი საავიაციო ფრთა შედგებოდა შტაბისგან, საავიაციო ჯგუფისგან, რომელიც შეიცავდა ორ-სამ ესკადრილიას, ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფისა და სააეროდრომო მომსახურების ჯგუფისგან.

სულ იაპონიის სჰძ-ის საბრძოლო შემადგენლობაში მოითვლებოდა 13 ავიაფრთა, მათგან რვა გამანადგურებელი, სატრანსპორტო, სამაშველო და სამიც სასწავლო-საწვრთნელი. შეიარაღებაში შედგებოდა დაახლოებით 500 საბრძოლო და 400 დამხმარე თვითმფრინავი და ვერტმფრენი, ზმრ “ნაიქ-ჰერკულესების” 140-ზე მეტი გასაშვები დანადგარი. საბრძოლო თვითმფრინავებს შორის იყო გამანადგურებლები F-4EJ “ფანტომი”, F-104J “სტარფაიტერი”, F86F “სეიბრი” და სხვები. ბევრი მათგანი აგებული გახლდათ იაპონურ საწარმოებში ამერიკული ლიცენზიებით. სატრანსპორტო საავიაციო ფრთა აღჭურვილი იყო თვითმფრინავებით C-46, YS-11 და C-1.

სჰძ-ის საბრძოლო თვითმფრინავები ბაზირებული იყო ავიაბაზებში ტიტოსა, მისავა, მაცუსიმა, ჰიაკური, ირუმაგავა, კომაცუ, ჰამამაცუ, კომაკი, ნიუტაბარა, ცუიკი. ქვეყნის ჰთ-ის ამოცანების გადაწყვეტისას გამანადგურებელ-დამჭერების, საზენიტო-სარაკეტო და რადიოტექნიკური საშუალებების მოქმედებების მართვა ხორციელდებოდა ცენტრალიზებულად საკომანდო პუნქტიდან (ფუტიუში) მართვის ავტომატიზებული სისტემის “ბეიჯის” დახმარებით.

სჰძ-ის საბრძოლო და ოპერატიული მომზადების მსვლელობისას დიდ ყურადღებას უთმობდნენ სახელეთო ჯარებთან ურთიერთმოქმედების საკითხებს, ბომბტყორცნის, საჰაერო მიზნების დაჭერისა და განადგურების ხერხების დამუშავებას. ჰთ-ის მსხვილ სწავლებებს საბრძოლო საავიაციო სარდლობის მასშტაბით, ჩვეულებრივ აშშ-ის მე-5 საჰაერო არმიის მონაწილეობით, ატარებდნენ ერთხელ წელიწადში.

სამხედრო-საზღვაო ძალები ასრულებდა იაპონიის სანაპიროს დაცვისა და თავდაცვის ამოცანებს და რიგ სხვა ამოცანებსაც, რომლებიც საგანგებო ვითარების პირობებში, უცხოელი სპეციალისტების აზრით, აშკარად ჰპოვებდნენ კონკრეტულ გამოხატულებას ოხოტის, იაპონიისა და აღმოსავლეთ-ჩინეთის ზღვების სრუტეების ზონების ბლოკადაში, საზღვაო და საოკეანო კომუნიკაციებზე თავისუფალი ნაოსნობისადმი წინააღმდეგობის გაწევაში, სახმელეთო ჯარების სადესანტო ოპერაციების უზრუნველყოფაში. ეს განპირობებული გახლდათ სზძ-ის საორგანიზაციო სტრუქტურის ხასიათით, ხომალდებისა და თვითმფრინავების რიცხოვნებითა და საბრძოლო მახასიათებლებით, ყოველდღიური საქმიანობისა და საბრძოლო მომზადების შინაარსითა და მიმართულებით.

ორგანიზაციულად სზძ შედგებოდა ფლოტის, ხუთი სამხედრო-საზღვაო რაიონის, სასწავლო ესკადრის, სასწავლო საავიაციო სარდლობის, სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებისა და ზურგის უზრუნველყოფის მრავალრიცხოვანი ნაწილებისგან. თავის მხრივ ფლოტი მოიცავდა საესკორტო ხომალდების შენაერთს, წყალქვეშა ნავების ორ ფლოტილიას, ტრალერების ორ ფლოტილიას, სადესანტო ხომალდებისა და სატრანსპორტო გემების ცალკეულ დივიზიონებს, აგრეთვე საბრძოლო საავიაციო სარდლობას. ეს უკანასკნელი შედგებოდა საბაზო საპატრულო ავიაციის თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების ხუთი საავიაციო ფრთისგან, რომლებიც განკუთვნილი იყო ზღვაზე შორეული საჰაერო დაზვერვის წარმოებისთვის, მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავების ძიებისა და განადგურებისთვის.

სამხედრო-საზღვაო რაიონების საბრძოლო ნაწილები შეიცავდნენ სადარაჯო, ნავსაწინააღდეგო, ნაღმ-სატრალო, სადესანტო და სხვა საბრძოლო ხომალდებისა და კატარღების ქვედანაყოფებს.

სზძ-ის პირადი შემადგენლობის რიცხოვნება 70-იანი წლების შუახანებში 45 ათას ადამიანზე მეტი იყო, მათ შორის თავისუფლად დაქირავებული პერსონალისა 4,5 ათას ადამიანზე მეტი.

იაპონიის სზძ იმხანად მოითვლიდა 200 საბრძოლო ხომალდს, 310 დამხმარე გემს საერთო წყალწყვით დაახლოებით 190000 ტ. კერძოდ, მათ რიცხვში შედიოდა 45 საესკადრო ნაღმოსანი და სადარაჯო ხომალდი (მათ შორის მრი საესკადრო ნაღმოსანი და ორი საესკადრო ნაღმოსან-ვერტმფრენმზიდი), 14 წყალქვეშა ნავი, 46 ტრალერი, 20 მცირე ნავსაწინააღმდეგო ხომალდი, 14 სადარაჯო ამ სატორპედო კატარღა. ფლოტის საბაზო საპატრულო ავიაციის შეიარაღებაში შედგებოდა 270-ზე მეტი თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

ფლოტისა და სამხედრო-საზღვაო რაიონების ძალების ხომალდები ბაზირებული იყო უმთავრესად ხუთ უმსხვილეს სამხედრო-საზღვაო ბაზაზე: ომინატო, იოკოსუკა, მაიძურუ, კურე და სასებო, რომლებშიც განთავსებული იყო შესაბამისი სამხედრო-საზღვაო რაიონების შტაბები. სამხედრო-საზღვაო ავიაცია ბაზირებული გახლდათ აეროდრომებზე ჰატინოე, სიმოსა, ტატეიამა, ტოკუსიმა, კანოია.

სზძ-ის საბრძოლო მომზადება მიმართული იყო ფლოტის ძალებისა და ავიაციის მაღალი ოპერატიული მზადყოფნის შენარჩუნებაზე, წყალქვეშა ნავებთან ბრძოლის საკითხების დამუშავებაზე, საზღვაო კომუნიკაციების დაცვასა და დესანტების გადასხმის უზრუნველყოფაზე. მსხვილ სამხედრო-საზღვაო სწავლებებს ატარებდნენ ჩვეულებრივ ამერიკულ ფლოტთან ერთობლივად და არა მხოლოდ იმ წყლებში, რომლებიც რეცხავს იაპონიის ნაპირებს, არამედ საოკეანო სივრცეებზეც _ ჰავაის კ-ების რაიონში და აშშ-ის დასავლეთ სანაპიროსთან. 1974 წელს ამერიკელებთან ერთობლივად ჩატარებულ იქნა რამდენიმე ნავსაწინააღმდეგო სწავლება და ბადრაგების გატარების თემატიკაში სწავლება. სამხედრო-საზღვაო რაიონების ფარგლებში შედგა სწავლებები სამხედრო-საზღვაო ბაზებისა და პორტების თავდაცვაში, ნაღმების ტრალირებაში, ოპერატიული გადაზიდვების განხორციელებაში, სანაპირო აკვატორიებში ცურვის რეჟიმის უზრუნველყოფაში.

ამრიგად, უცხოელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, იაპონიის შეირაღებული ძალები თავისი რიცხობრივი და საბრძოლო შემადგენლობის, საორგანიზაციო სტრუქტურის, ტექნიკური აღჭურვილობის დონისა და საბრძოლო მომზადების ხასიათის მიხედვით 70-იან წლებში წარმოადგენდა არა მხოლოდ სავსებით თანამედროვე შეიარაღებულ ძალებს, არამედ ყველაზე უფრო ძლიერსა და ბრძოლისუნარიანს შორეული აღმოსავლეთის კაპიტალისტური სახელმწიფოების არმიებს შორის.

საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ, რომ იაპონიაში იყვნენ ჯერ კიდევ გავლენიანი მილიტარისტული ძალები, რომლებიც სულ უფრო დაჟინებით მოითხოვდნენ გამალებულ შეიარაღებას, ქვეყნის მილიტარიზაციასა და იაპონიის შეიარაღებული ძალების გადაქცევას ექსპანსიონისტური პოლიტიკის იარაღად შორეულ აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

ამ მიზნებს, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების აზრით, ემსახურებოდა სამხედრო მშენებლობის მეოთხე გეგმა. მისი რეალიზაციის შედეგად შეიარაღებათა არსენალში არსებითად უნდა ამაღლებულიყო ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის შეტევითი ნიმუშების ხვედრითი წონა, ტანკების რაოდენობა უნდა გაზრდილიყო 820-მდე, F-4EJ გამანადგურებელ-ბომბდამშენებისა _ 120-მდე, სჰძ-ის თვითმფრინავების ფარეხში უნდა გამოჩენილიყო საკუთარი წარმოების ახალი ტაქტიკური გამანადგურებლები, რომლებიც განკუთვნილი იქნებოდა სახმელეთო ჯარების უშუალო საავიაციო მხადაჭერისთვის (60 თვითმფრინავი FS-T2); სამხედრო-საზღვაო ავიაციის თვითმფრინავების ფარეხი უნდა გაზრდილიყო 200 თვითმფრინავამდე და ვერტმფრენამდე, ასევე უნდა გაზრდილიყო საესკადრო ნაღმოსნების, სადარაჯო ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების რაოდენობაც.

1972 წელს თავდაცვის სამმართველოს მოთხოვნილებები შეიარაღებაში 93,6%-ით დაკმაყოფილებული გახლდათ იაპონურ ქარხნებში წარმოების ხარჯზე. შემდგომში მოელოდნენ საკუთარი წარმოების შეიარაღებათა წილის გაზრდას, რამდენადაც ეს ეთანხმებოდა სამხედრო პოლიტიკის საერთო მიმართულებას და სავსებით მიღწევადიც იყო მრეწველობაში აუცილებელი სიმძლავრეების, თანამედროვე ტექნოლოგიის არსებობის წყალობით, ასევე შეიარაღებათა სფეროში სამეცნიერო-ტექნიკური და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების მასშტაბების გაფართოების წყალობითაც.

1954-1974 წლების მანძილზე იაპონელებმა შექმნეს და სერიულ წარმოებაში ჩაუშვეს იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის 20-ზე მეტი ნიმუში, უმართავი რაკეტების „R-30“, საშუალო ტანკების “61” და “74”, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რეაქტიული ჭურვების (ტსმრჭ) “64”, ჯავშანტრანსპორტერების “60” და “73”, საბრძოლო თვითმფრინავების FS-T2, PS-1, P-2J-1, სამგანზომილებიანი რადიოსალოკაციო სადგურის, სხვადასხვა დანიშნულების საბრძოლო ხომალდების ჩათვლით. ახალ შეიარაღებას გააჩნდა მაღალი ოპერატიულ-ტაქტიკური და ტექნიკური მახასიათებლები. ამავდროულად იაპონია თავის ქარხნებში აწარმოებდა ამერიკული საბრძოლო ტექნიკისა და იარაღის ბევრ ნიმუშს სათანადო ლიცენზიებით.

1970-იანი წლების შუახანებში შემუშავების სტადიაში იმყოფებოდა “მიწა _ ჰაერი”, “მიწა _ მიწა”, “მიწა _ ხომალდი” და “ჰაერი _ ჰაერი” კლასის ახლო ქმედების მართვადი რაკეტები. კოსმოსური კვლევების პროგრამის მიხედვით შექმნილი ჰქონდათ შორეული მოქმედების მძლავრი რაკეტა-მატარებლები და კვლავაც აგრძელებდნენ მათ შემუშავებას (“ლამბდა”, “მიუ” და სხვა), რომლებსაც, როგორც თვლიდნენ უცხოელი სპეციალისტები, შეეძლოთ გამოყენება ეპოვნათ შეიარაღებული ძალების ინტერსებშიც. 

იაპონიას, როგორც ცნობილი იყო, 70-იანი წლების შუახანებისთვისაც არ ჰქონდა რატიფიცირებული ხელშეკრულება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ. იმხანად ქვეყანაში აწარმოებდნენ ინტენსიურ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს ბირთვული ფიზიკისა და ატომური ენერგეტიკის სფეროში. ზოგიერთი მაღალი თანამდებობის მქონე სამხედრო მოღვაწე დროდადრო აცხადებდა, რომ იაპონიაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის არსებობა თითქოსდა არ ეწინააღმდეგებოდა მის კონსტიტუციას.

საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ, რომ აშშ-ის მიერ წახალისებული დაჟინებული მისწრაფება იაპონიის მილიტარისტული წრეებისა სამხედრო ძლიერების ზრდისკენ იწვევდა იაპონელი ხალხის შეშფოთებასა (განგაშს) და ქვეყნის დემოკრატიული ძალების წინააღმდეგობას. კომუნისტური, სოციალისტური და ზოგიერთი სხვა პარტია მოითხოვდა იაპონია-ამერიკის სამხედრო კავშირის ლიკვიდაციას, რომელიც განმტკიცებული გახლდათ “უსაფრთხოების ხელშეკრულებით”, სთავაზობდა პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო აქტების (“ლიმიტების”) მიღებას, რათა არ დაეშვათ ქვეყნის სამხედრო პოტენციალის შემდგომი ზრდა.

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, იაპონიის სამხედრო მზადებანი, რომლებსც მხარს უჭერდა ამერიკული იმპერიალიზმი და იწონებდა პეკინის ხელმძღვანელობა, ეწინაღმდეგებოდა დროის სულისკვეთებას, დაძაბულობის განმუხტვის პროცესს და არ ემსხურებოდა მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეს აზიაში, რამდენადაც გზა უსაფრთხოებისკენ აზიაში _ ეს არ იყო სამხედრო ბლოკებისა და დაჯგუფებების გზა, არა ერთი სახელმწიფოებების მეორეთადმი დაპირისპირების გზა, არამედ ამაში დაინტერესებული ყველა სახელმწიფოს კეთილმეზობლური თანამშრომლობის გზა.

2) იაპონიის “თავდაცვითი ძალების” მშენებლობის პერსპექტივები 1980-იანი წლების დასაწყისში 

საბჭოთა ავტორების შეფასებით, იაპონიის რეაქციული წრეები, იყენებდნენ რა აშშ-ის ხელმძღვანელობის მხარდაჭერას, 1970-იანი წლების მეორე ნახევარში აქტიურად ისწრაფვოდნენ ქვეყნის განვითარების წარმართვისკენ მილიტარიზაცის გზით და საბოლოოდ უარის თქმისკენ იმ სამშვიდობო ვალდებულებებზე, რომელიც დაფიქსირებულია მოქმედი კონსტიტუციის დებულებებსა და საერთაშორისო-სამართლებრივ დოკუმენტებში. 80-იანი წლების დასაწყისისთვის იაპონია ავლენდა მზადყოფნას სულ უფრო მნიშვნელოვანი როლის თამაშისთვის აზიაში ამერიკული იმპერიალიზმის სამხედრო-სტრატეგიულ გეგმებში. შემდგომი ნაბიჯი ამ მიმართულებით გადადგულ იქნა “თავდაცვის სფეროში იაპონია-ამერიკის თანამშრომლობის ძირითადი პრინციპების” მიღებით (1978 წლის ნოემბერი). აღნიშნულ დოკუმენტში დაკონკრეტებული გახლდათ “თავდაცვითი ძალების” ადგილი იაპონურ-ამერიკული “ურთიერთ თანამშრომლობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების” (1960) ფარგლებში. ქვეყნის ტერიტორიაზე თავდასხმის “საშიშროების ან მუქარის შემთხვევაში” იაპონიის “თავდაცვით ძალებს” აშშ-თან ერთობლივად დაუყოვნებლივ უნდა დაეწყო საბრძოლო მოქმედებები, მონაწილეობა მიეღო შეტევითი ოპერაციების ჩატარებაში “იაპონიის კუნძულებთან მიმდებარე რაიონებში”. პენტაგონს მისცეს გარანტია აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ იაპონიის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების “სტაბილურად” გამოყენების უფლებაზე შორეულ აღმოსავლეთში ვითარების ნებისმიერი გართულების შემთხვევაში, აგრეთვე დაპირდნენ ხარჯების გაწევას მათში განთავსებული ამერიკული ჯარების (50 ათასამდე ადამიანი) შენახვაზეც.

ვაშინგტონში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ოსიტას ვიზიტის მსვლელობისას 1980 წლის მარტში კარტერის ადმინისტრაციამ, საბჭოთა ავტორების სიტყვით, კვლავ მოითხოვა იაპონიისგან, რომ მას არსებითად გაეზრდა თავისი სამხედრო ხარჯები, თავიდან მოეშორებინა “ბირთვული ალერგია” (გადაეხედა შეხედულებებისთვის ბირთვულ იარაღზე), ევლო ამერიკული იმპერიალიზმის ანტისაბჭოთა კურსის ფარვატერში.

კარტერის ადმინისტრაციის მხრიდან აშკარა წახალისებით იაპონია სულ უფრო და უფრო მეტად ზრდიდა თავის წილს “სამხრეთკორეული რეჟიმის” უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამხრეთ კორეისთვის ფინანსურ-ეკონომიკური დახმარების გაფართოებასთან ერთად იაპონიის მთავრობა 70-იანი წლების მიწურულისთვის ააქტიურებდა პირდაპირი სამხედრო კონტაქტების განვითარებასაც ამ ქვეყანასთან. 1979 წლის ზაფხულში იაპონიის თავდაცვის სამმართველოს უფროსის გ. იამასიტას სეულში ვიზიტის შემდეგ ორი ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობის ურთიერთ ვიზიტებმა მიიღო რეგულარული ხასიათი. ასე, იაპონიის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის გენერალ გ. ტაკედას მიერ სეულში მოლაპარაკებების მსვლელობისას (1979 წლის დეკემბერი) დაზუსტებულ იქნა სამხედრო სფეროში იაპონურ-სამხრეთკორეული თანამშრომლობის გაფართოების გეგმები. უცხოელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ისინი სრულად პასუხობდა პენტაგონის ჩანაფიქრებს ვაშინგტონ – ტოკიო – სეულის სამმხრივი მილიტარისტული ალიანსის შეკოწიწებაში, აგრეთვე ხელს უწყობდა იაპონურ-ამერიკული “უსაფრთხოების ხელშეკრულების” მოქმედების გავრცელებას სამხრეთ კორეაზეც.

იაპონურ-ამერიკული შეთანხმება სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის შედგომი განმტკიცების შესახებ პრაქტიკულ ასახვას პოულობდა 70-იანი და 80-იანი წლების მიჯნაზე გაშლილ ერთობლივ მუშაობაში შეიარაღებული ძალების ოპერატიული გამოყენების, აგრეთვე იაპონურ-ამერიკული სწავლებების მასშტაბებისა და რაოდენობის გაფართოების კოორდინირებული გეგმების მომზადების საქმეში. განსაკუთრებულ მნიშვნელობს ანიჭებდნენ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართული იყო “თავდაცვითი ძალების” საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებაზე.

მსგავსი გეგმები, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ფართო მხარდაჭერას პოულობდა პეკინელ ექსპანსიონისტებშიც. ასე, პრემიერ-მინისტრ მ. ოხირას ჩინეთში ვიზიტის მსვლელობისას (1979 წლის დეკემბერი), როგორც აღნიშნავდა იაპონური გაზეთი “ნიხონ კეიძაი”, პეკინელმა ლიდერებმა პირდაპირ მოითხოვეს: “იაპონიის “თავდაცვითი ძალების” ძლიერება უნდა გაიზარდოს”.

საბჭოთა ავტორების შეფასებით, იაპონიის გარკვეული წრეები უთმობდნენ ამ ზეწოლას და გამოხატავდნენ მზადყოფნას ქვეყნის სამხედრო ხარჯების გაზრდაზე, ასევე აუცილებელი ზომების მიღებაზე შეიარაღებული ძალების, უწინარეს ყოვლისა სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების საბრძოლო ძლიერების ამაღლებისთვის. იაპონიის სამხედრო როლის ამაღლებისა და “თავდაცვითი ძალების” ძლიერების მნიშვნელოვანი ზრდის ინიციატორებად ქვეყნის შიგნით გამოდიოდნენ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლები. მათი აქტიური მონაწილეობით იაპონიაში წარმოებდა პროპაგანდისტული კამპანია, რომელსაც მიზნად გააჩნდა პირობების მომზადება ფართო სამხედრო მზადებებზე გადასვლისთვის. მოსახლეობის იდეოლოგიური დამუშავების ყველა ორგანოს, საბჭოთა ავტორების სიტყვით, შეიარაღებაში აღებული ჰქონდა მითი ე. წ. “საბჭოთა სამხედრო მუქარის” შესახებ, მოთხოვნები “ჩრდილოეთის ტერიტორიების დაბრუნების” შესახებ (სამხრეთ-კურილიის მწკრივის კუნძულები) და ა. შ. მილიტარისტულმა წრეებმა გააქტიურეს თავდასხმები კონსტიტუციის იმ დებულებებზე, რომლებიც უკრძალავს იაპონიას შეიარაღებული ძალების ყოლას, აგრეთვე ადრე გამოცხადებულ ე. წ. სამ უბირთვო პრინციპსა (არ გააჩნდეთ, არ აწარმოებდნენ და არ შეჰქონდეთ ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი) და ვალდებულებაზე სამხედრო ხარჯების შეზღუდვის შესახებ. 

მილიტარისტული კამპანიის გაშლაში, საბჭოთა ავტორების სიტყვით, არსებით როლს თამაშობდა თავდაცვის სამმართველო. კერძოდ, იგი ისწრაფვოდა თავისი წვლილის შეტანისკენ “თავდაცვით ძალებთან” მიმართებაში მოქმედი იურიდიული ნორმებისა და დებულებების ოფიციალურ განმარტებაში, რათა მიეღწიათ შეზღუდვების მოხსნისთვის სამხედრო პოტენციალის ზრდის ფორსირების გზაზე. ამ ამოთხოვნების დასაბუთების სახით მიმართავდნენ იაპონიის თავდაცვის საკითხებში ოფიციალურად გამოცემულ თეთრ წიგნში (1978) ჩართული დებულების გამოყენების მცდელობებს “რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების შეცვლის შესახებ”, რომლის არსიც დაიყვანებოდა მტკიცებაზე “საბჭოთა სამხედრო მუქარის გაზრდის” თაობაზე.

თავდაცვის სამმართველოს აქტიური მონაწილეობით შემუშავებული ჰქონდათ ე. წ. საგანგებო კანონმდებლობათა პროექტი, რომელთა მიღებაც, უცხოური პროგრესული ბეჭდური გამოცემების შეფასებით, არსებითად, ნიშნავდა ყველა დაბრკოლების მოხსნას ქვეყნის მილიტარიზაციის გზაზე, გამოიწვევდა სამხედრო წრეების გავლენის გაძლიერებას სახელმწიფო საქმეებში. საბჭოთა ავტორების სიტყვით, 70-იანი წლების მიწურულს რეაქციულ წრეებს გამოჰქონდათ პარლამენტის განსახილველად კანონპროექტის შეტანის გეგმები, რომელიც ითვალისწინებდა შეიარაღებული ძალების სარდლობისთვის საბრძოლო მოქმედებების დაწყებაზე უფლების მიცემას პრემიერ-მინისტრის სანქციის გარეშე. მომზადებული ჰქონდათ აგრეთვე რიგი პროექტებისა უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის სისტემის გარდაქმნის მიზნით. კერძოდ, ითვალისწინებდნენ ეროვნული თავდაცვის საბჭოს ფუნქციების მნიშვნელოვან გაფართოებას სამხედრო პოლიტიკის კურსის გამომუშავებაში, თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შექმნას. 

თავდაცვის სამმართველო, როგორც ხაზს უსვამდნენ უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში, ნელნელა ეწეოდა მომზადებას არსებული კანონების გადახედვისთვის იაპონიის შეიარაღებული ძალების დისლოკაციაზე უფლების მიღწევის მიზნით ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ხოლო პირველ ხანებში თუნდაც მათი მონაწილეობისთვის გაერო-ს ჯარების ოპერაციებში. ამით მას სურდა დაეკანონებინა “თავაცვითი ძალების” საზღვარგარეთული სამხედრო ოპერაციები.

1980 წლის 1 აპრილიდან თავდაცვის სამმართველო შეუდგა შეიარაღებული ძალების მშენებლობის ახალი ხუთწლიანი გეგმის რეალიზაციას (1980-1984). მასში გათვალისწინებული იყო “თავდაცვითი ძალების” შესაძლებლობების არსებითად გაზრდა შეიარაღების უფრო თანამედროვე ნიმუშების მიწოდებათა, საბრძოლო და ოპერატიული მომზადების დონის ამაღლების, მართვისა და კავშირგაბმულობის სისტემების მოდერნიზაციის, ჯარების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის (მტუ) სრულყოფისა და ა. შ. ხარჯზე. გეგმის შესრულებისთვის ითვალისწინებდნენ 13000 მლრდ. იენის (60 მლრდ. დოლარზე მეტის) ასიგნებას. ეს თანხა არსებითად გადააჭარბებდა წინა ხუთწლეულის სამხედრო ხარჯების დონეს.

სახმელეთო ჯარებში გეგმავდნენ შენაერთების ნაწილობრივი რეორგანიზაციის ჩატარებას. მაგალითად, 1981 წლის დასაწყისისთვის ჩრდილოეთის არმიის შემადგენლობაში (კუნძულ ჰოკაიდოზე), რომლის გაძლიერებასაც იაპონური შეიარაღებული ძალების სარდლობა უთმობდა განსაკუთრებულ ყურადღებას, მე-7 მექანიზებული დივიზიისა და 1-ლი სატანკო ბრიგადის ბაზაზე გეგმავდნენ იაპონიის “თავდაცვით ძალებში” პირველი სატანკო დივიზიის (232 ტანკი) შექმნას.

თავდაცვის სამმართველოს განზრახული ჰქონდა განსაკუთრებული გარემოებების შემთხვევაში ერთი თვის განმავლობაში კ. ჰოკაიდოზე დისლოცირებული იაპონური შეიარაღებული ძალების რიცხოვნების გაზრდა 77 ათასი ადამიანით. დასავლეთის არმიაში ითვალისწინებდნენ შერეული შემადგენლობის დამატებით ერთი ბრიგადის ჩამოყალიბებასა და მის განლაგებას კ. სიკოკუზე. 1980-იანი წლების დასაწყისში ქვეყნის შეიარაღებული ძალების სარდლობა ისწრაფვოდა სახმელეთო ჯარების საცეცხლე ძლიერებისა და მობილურობის მნიშვნელოვანი ამაღლებისკენ. ხუთწლიან პერიოდში გეგმავდნენ სატანკო ფარეხის მნიშვნელოვან განახლებას. კერძოდ, გათვალისწინებული ჰქონდათ ქვედანაყოფებში იაპონური შემუშავების “74” ტიპის 300 ტანკისა და 110 მცურავი ჯავშანტრანსპორტერის (ჯტრ) მიწოდება. უნდა ჩაეტარებინათ საარტილერიო შეიარაღების მოძველებული ნიმუშების შეცვლის ღონისძიებებიც. სულ გეგმავდნენ 40 203,2-მმ და 140 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცის, 30-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების (ტსმრ) გასაშვები დანადგარის, გაუმჯობესებული საზენიტო მართვადი რაკეტების (ზმრ) “ჰოქების” გასაშვები დანადგარების დიდი რაოდენობისა და ახლო ქმედების საზენიტო სარაკეტო კომპლექსების (ზრკ) შესყიდვას. 

ითვალისწინებდნენ ასევე სახმელეთო ჯარების საარმიო ავიაციის შესაძლებლობების ამაღლებასაც. ხუთწლიანი გეგმის შესრულების მსვლელობისას ვარაუდობდნენ ექვსი სადაზვერვო და რამდენიმე სასწავლო-საწვრთნელი თვითმფრინავის, აგრეთვე 104 ვერტმფრენის მიწოდებას, ამასთანავე ამერიკული წარმოების ზოგადი დანიშნულების ახალი ვერტმფრენების UH-60A შესყიდვასაც. გარდა ამისა, თავდაცვის სამმართველოს განზრახული ჰქონდა ისიც, რომ მიეღწია მიწოდებების გეგმაში ტსმრ-ებით აღჭურვილი დამატებით 60 საცეცხლე მხარდაჭერის ვერტმფრენის ჩართვისთვის.

სამხედრო-საჰაერო ძალებში გეგმავდნენ დაახლოებით 140 საბრძოლო თვითმფრინავის მიწოდებას, მათ შორის 100-ზე მეტი გამანადგურებლისა F-15 (გეგმის შესრულების მსვლელობისას თვითმფრინავების წარმოება უნდა დაეწყოთ იაპონიაში ამერიკული ლიცენზიით), საკუთარი შემუშავების 13 გამანადგურებლის F-1, შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა (შრლა) და მართვის რვა თვითმფრინავის E-2C “ჰოკაი” მიწოდებას. ამ ღონისძიებებს შედეგად მოხდებოდა თვითმფრინავების ფარეხის განახლება და სჰძ-ის საბრძოლო შემადგენლობის გაზრდა. 1981 წლის შუახანებისთვის ითვალისწინებდნენ დამატებით ტაქტიკური გამანადგურებლების კიდევ ერთი (რიგით მესამე) ესკადრილიის ჩამოყალიბების დასრულებას. ხუთწლეულის ბოლოსთვის უნდა შეექმნათ შრლა და მართვის ავიაესკადრილია.

საჰაერო თავდაცვის (ჰთ) სისტემის გაძლიერების მიზნით გეგმავდნენ ზმრ-ების “ნაიქ-J” დამატებით ერთი (რიგით მეშვიდე) ჯგუფის ჩამოყალიბებასა და ჰთ-ის მართვის ავტომატიზებული სისტემის “ბეიჯის” მოდერნიზაციისთვის ზომების მიღებას. შემდგომში უნდა ჩაეტარებინათ აგრეთვე მოსამზადებელი სამუშაოები ჰთ-ის ახალი საზენიტო სარაკეტო სისტემებით გადაიარაღებისთვის. უცხოელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, “ნაიქ-J”-ის ნაცვლად შესაძლო იყო მიეღოთ ამერიკული ზმრ-ები “პეტრიოტი”.

სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში დაგეგმილი იყო 39 ახალი ხომალდის ჩართვა, მათგან 16 საესკადრო ნაღმოსნისა და ფრეგატის, ხუთი წყალქვეშა ნავის, 11 ტრალერის. გარდა ამისა, ითვალისწინებდნენ შეიარაღებაში მყოფი ექვსი საესკადრო ნაღმოსნის აღჭურვას თანამედროვე ხომალდსაწინააღმდეგო და საზენიტო მართვადი სარაკეტო სისტემებით (მრი და ზმრი სისტემებით). სზძ-ის ავიაციის გაძლიერების განხორციელებას გეგმავდნენ შეიარაღებაში დამატებით 130 თვითმფრინავისა და ვერტმფრენის მიწოდების ხარჯზე, მათგან საბაზო საპატრულო ავიაციის 37 თვითმფრინავისა P-3C “ორიონი” და 51 ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენის SH-3B.

როგორც საზღვარგარეთულ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, ხუთწლიანი გეგმით გათვალისწინებული იყო შენაერთებისა და ნაწილების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტებულობის ხარისხის ამაღლებაც. ასე, სახმელეთო ჯარებში იგი უნდა გაეზარდათ 85%-დან 89%-მდე, სჰძ-სა და სზძ-ში კი 95%-დან 98%-მდე. დასახული ჰქონდათ სახმელეთო ჯარების მუდმივი რეზერვის რიცხოვნების მნიშვნელოვნად გაზრდა და 50 ათას ადამიანამდე მისი აყვანა.

ამ პერიოდში არსებითი ყურადღება უნდა დაეთმოთ საბრძოლო და ოპერატიული მომზადების ხარისხის ამაღლებისთვის, სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობის საველე გაწვრთნილობის გაუმჯობესებისთვის, შენაერთებისა და ნაწილების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისთვის. ითვალისწინებდნენ სწავლებათა რაოდენობის გაზრდას, შეიარაღებული ძალების სახეობათა კომპლექსური სწავლებების, აგრეთვე ამერიკულ ჯარებთან ერთობლივი სწავლებების უფრო ხშირად ჩატარებას. ასე, 1980 წლიდან გათვალისწინებული ჰქონდათ ორი ქვეყნის სახმელეთო ჯარების სწავლებების უფრო ხშირად ჩატარება.

ახალი ხუთწლიანი გეგმა მნიშვნელოვანი ეტაპი უნდა ყოფილიყო სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების შემდგომ გაშლაში შეიარაღების ახალი ძირითადი ნიმუშების შესაქმნელად, რომელთაც უნდა ეპასუხათ თანამედროვე მოთხოვნებისთვის. აღინიშნებოდა ამ მიზნებით ხარჯების ზრდის მდგრადი ტენდენცია. ხუთწლედის მხოლოდ პირველ საფინანსო წელში (1980/81) სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებზე გამოყოფილი იყო 27,5 მლრდ. იენი. 

ცენტრალური ადგილი უნდა დაეკავებინა სხვადასხვა დანიშნულების სარაკეტო იარაღის შემუშავებებს. მათ დაფინანსებას 1980 წელს უნდა შეედგინა სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებზე გამოყოფილი საერთო ასიგნებების 22%. ძირითად პროექტებს შორის ყურადღებას იქცევდა სამუშაოები მიზანში დამიზნების ნახევრადავტომატური ლაზერული სისტემის მქონე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებისა და ხომალდსაწინააღმდეგო მართვადი საავიაციო რაკეტების ASM-1 (სროლის სიშორე დაახლოებით 20 კმ-მდე) შესაქმნელად, სადაც ეს უკანასკნელები განკუთვნილი ჰქონდათ F-1 თვითმფრინავების შეიარაღებისთვის.

სახმელეთო ჯარების ინტერესებში აგრძელებდნენ ახალი ტანკის “80” შექმნის საუშაოებს. მის აღჭურვას გეგმავდნენ 120-მმ გლუვლულიანი ან 105-მმ კუთხვილლულიანი ზარბაზნითა და ორ სიბრტყეში მისი სტაბილიზაციის სისტემით. ტანკში ვარაუდობდნენ ლაზერული სამიზნე-მანძილმზომისა და ელექტრონული ბალისტიკური გამომთვლელის დაყენებას. სახმელეთო ჯარებისთვის ასევე შეიმუშავებდნენ ახალ თვითმავალ ჰაუბიცას.

გეგმავდნენ პერსპექტიული ტაქტიკური გამანადგურებლის, აგრეთვე ახალი სატრანსპორტო თვითმფრინავის შემუშავებათა დაწყებას. სზძ-ის ინტერესებში კი უნდა ეწარმოებინათ ახალი საესკადრო ნაღმოსნისა და ტრალერის, აგრეთვე ტორპედოებისა და ჰიდროაკუსტიკური ხელსაწყოების ახალი ნიმუშების შემუშავებები.

მთლიანობაში, იაპონელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებში დასახული ამოცანების შესრულებას ხელი უნდა შეეწყო “თავდაცვითი ძალების” საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებისთვის. სამხედრო მშენებლობის დაგეგმვის 70-იანი წლების მეორე ნახევარში მიღებული წესი ითვალისწინებდა ძირითადი დავალებებისა და ასიგნებათა შინაარსის კორექტირებას ყოველწლიური სამუშაო გეგმების მომზადების პროცესში. თავდაცვის სამმართველოს ხელმძღვანელობა უშვებდა ხუთწლედის გეგმის მიხედვით ხარჯების არსებითად ზრდის შესაძლებლობას შეიარაღების შესყიდვებზე, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებზე. ამისკენ ისწრაფვოდნენ სამხედრო წარმოებასთან დაკავშირებული საქმიანი წრეებიც. 1980 წლის იანვარში იაპონიაში გავლენიანმა ეკონომიკური ორგანიზაციების ფედერაციის თავდაცვითმა კომიტეტმა, რომელშიც (ფედერაციაში) შედიოდნენ სამხედრო წარმოებასთან დაკავშირებული 80-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენლები, მთავრობისგან მოითხოვა შეიარაღების ახალი ნიმუშების შექმნის სფეროში კვლევებზე ასიგნებათა ორჯერ გაზრდა და სამხედრო წარმოების მასშტაბების გაფართოება. ხოლო იმავე წლის თებერვალში თავდაცვის სამმართველოს უფროსმა კ. ჰოსოდამ მიიღო მითითება შეიარაღებული ძალების საბრძოლო ძლიერების მნიშვნელოვნად ამაღლების პროგრამის შემუშავების დაწყებაზე. 

საბჭოთა ავტორების დასკვნით, იაპონიის მმართველი წრეების გეგმებს სამხედრო პოტენციალის ზრდაზე პროგრესული და მშვიდობისმოყვარე ძალები აზიასა და თავად იაპონიაშიც აფასებდნენ როგორც მოწმობას სამხედრო მზადებებში რეაქციული ძალების მონაწილეობის გააქტიურებაზე, რომლებიც უბიძგებდნენ ქვეყანას აზიის სოციალისტურ სახელმწიფოებთან კონფრონტაციისა და მსოფლიოში დაძაბულობის გაძლიერების სახიფათო გზისკენ.

(დასასრული იხ. ნაწილი II)

No comments:

Post a Comment