(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ნიკოლოზ დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ II. С-Петербургъ, 1886/ შესაბამისი თავის თარგმანს)
თავი XVI
სპარსეთში აღა-მაჰმად-ხანის მისწრაფება ერთმმართველობისკენ. – მისი ბრძოლა ძმასთან მურთაზა-ყული-ხანთან და შირაზელ ლუტფ-ალი-ხანთან. – აღა-მაჰმად-ხანის მტრული საქციელი ჩვენი ვაჭრების წინააღმდეგ. – მისი რუსეთთან შეჯახებაში მოყვანა.
სპარსეთში უწინდებურად ხდებოდა უწესრიგობები და უუფროსობა. ორი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მფლობელი, ლუტფ-ალი-ხანი და აღა-მაჰმად-ხანი ედავებოდა ერთმანეთს მთელი ქვეყნის მფლობელობის უფლებას. აღა-მაჰმად-ხანს, ამაზე ზევით, მტრობა ჰქონდა ღვიძლ ძმებთანაც. ერთი მათგანი, მურთაზა-ყული-ხანი, რომელიც ბაქოში გაიქცა, სთხოვდა ჩვენს მთავრობას გილანის ხანად აყვანაში დახმარების შესახებ. კასპიის ზღვის ფლოტილიის სარდალმა, გენერალ-მაიორმა შიშკინმა მიიღო გენერალ-პორუჩიკ პოტიომკინის 1787 წ. 2 სექტემბრის საიდუმლო ბრძანება (предписанiе), რომ ჩვენი ფრეგატები ყოფილიყო ბაქოს მახლობლად მურთაზა-ყული-ხანის “სარგებლისთვის” და საჭიროების შემთხვევაში დაეცვათ ენზელიში მყოფი ჩვენი სავაჭრო წოდებაც. შიშკინი ეკითხებოდა პ. ს. პოტიომკინს, თუ რითი და როგორ დახმარებოდა მურთაზას: ჯარებით, იარაღით თუ ფულით და, ვერ მიიღო რა დიდხანს პასუხი, პირობა დათქვა ხანთან შეძლებისდაგვარად დიდხანს შეენახათ საიდუმლოდ მის მხარდაჭერაზე რუსეთის მთავრობის განზრახვა.
მურთაზა-ყული-ხანმა დაარღვია მიცემული პირობა და თვითნებურად ჩაჯდა ბაქოში მდგარ ფრეგატში, და, იმედი ჰქონდა რა იქაურებს შორის ბევრი მომხრის შეძენისა, ფიქრობდა ასეთი საშუალებებით გილანის პროვინციის დაუფლებას. იგი ჩამოვიდა ნაპირზე თალიშში და შეკრიბა სხვადასხვა ჯურის 200-დან 300 ადამიანამდე შემდგარი ბრბო, რომლებითაც 1788 წლის 28 აგვისტოს შევიდა სრულიად დაუცველ ქალაქ რეშთში და დაიკავა (Всеподд. прошенiе генералъ-маiора Шишкина, отъ iюля (число не обозначено) 1794 года. Арх. Кабин. Св. 380, ч. II). მან მაშინვე გამოგზავნა თავისი წარმოგზავნილი კავკასიის ხაზზე გენერალ ტეკელისთან, რომელიც იმ დროს სარდლობდა ჯარებს, რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლაზე თავისი სურვილის გამოხატვით. ემყარებოდა რა ასეთ განცხადებას, გენერალმა ტეკელიმ უბრძანა (предписалъ) სპარსეთში მყოფი გემების უფროსებს, რათა მურთაზასთვის ყველა მოთხოვნაში დახმარება აღმოეჩინათ. გაზაფხულის დადგომისთანავე კი ვარაუდობდნენ გილანის ნაპირებთან ორი გემის გაგზავნას, რათა მათ “ყველა საჭირო შემთხვევაში გილანის შენარჩუნებაში მისი მფლობელისთვის ყველანაირი კეთილი სამსახურის გაწევით (со всеми благоугожденiями), დახმარება აღმოეჩინათ, ჩვენი ვაჭრებისა და სოფლების დაცვით”.
როდესაც ჩვენი ბოტი, ლეიტენანტ მოლერის უფროსობით, ენზელის პორტში გამოცხადდა, მურთაზა-ყული-ხანი არა მხოლოდ იქ, არამედ მთელ გილანის პროვინციაშიც კი უკვე აღარ იყო. ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე, აღა-მაჰმად-ხანმა, შეიტყო რა მურთაზა-ყული-ხანის მიერ რეშთის დაკავების შესახებ, დაუყოვნებლივ გამოგზავნა რაზმით თავისი ძმა, ჯაფარ-ყული-ხანი, რომელიც, ისარგებლა რა მურთაზა-ყული-ხანის დაუდევრობითა და სრული უდარდელობით, შევიდა რეშთში.
მურთაზა 1788 წლის 14 ოქტომბერს გაიქცა ენზელიში, სადაც გამაგრდა კიდეც. ჯაფარ-ყული-ხანმა სიმაგრეებს შეუტია, მაგრამ მოგერიებულ იქნა და იძულებული გახდა ალყით შემოფარგლულიყო. ორივე მხარე აგებდა ახალ სიმაგრეებს, ახდენდა გამოხდომებს და თითქმის ყოველდღე აწარმოებდა სროლას. ასე გრძელდებოდა 18 ნოემბრამდე, როცა ჯაფარ-ხანმა მიმართა რუს საზღვაო ოფიცრებს თხოვნით, რომ ძმასთან შეერიგებინათ. რუსი ვაჭრების დასაცავად ენზელის პორტში მყოფმა კაპიტან-ლეიტენანტმა ხარლამოვმა და ლეიტენანტმა ოკოროკოვმა იკისრეს შუამავლობა და ხელი შეუწყეს ხელშეკრულების დადებას, რომლის მიხედვითაც ჯაფარი ფიცით ჰპირდებოდა, რომ გამოეთხოვა მურთაზასთვის გილანის მფლობელობა გენერალ-გუბერნატორის უფლებით, მაგრამ არა დამოუკიდებელი მფლობელისა. აღა-მაჰმად-ხანისგან პასუხის მოლოდინში მურთაზა-ყული-ხანმა ვალად იკისრა გასულიყო ენზელიდან ლენქორანში ან სალიანიში და ენზელიში არსებული კედელი კი დაენგრია.
ამ პირობების დადების შემდეგ, ჯაფარმა, 23 ნოემბერს, თავისი ჯარებით რეშთისკენ უკან დაიხია, მურთაზა კი, 12 დეკემბერს, ჩაჯდა რუსულ სავაჭრო გემში და სალიანიში, დარუბანდის ხანთან გასცურა. მან ასტრახანის გავლით დესპანი გამოგზავნა კავკასიის ხაზზე განცხადებით რუსეთის იმპერატრიცის ქვეშევრდომობაში შემოსვლაზე თავისი სურვილის შესახებ. მურთაზა ითხოვდა 1789 წლის მარტისთვის მისთვის დასახმარებლად 2 ათასიანი რუსული ჯარისა და რამდენიმე სამხედრო გემის გაგზავნას. იგი ჰპირდებოდა, რომ თავისი აღზევების და მიხედვით, რუსეთის სასარგებლოდ სპარსული ტერიტორიის სულ უფრო და უფრო მეტ დათმობაზე წავიდოდა. თავადი პოტიომკინი მურთაზა-ყული-ხანის სახით ხედავდა გაბედულ, გერგილიან, რუსეთის მთავრობისადმი ერთგულ ადამიანს, რომელიც სპარსეთის ფლობის ღირსი იყო. თურქეთთან ომი ჩვენ წინააღმდეგობას გვიქმნიდა იმაში, რომ მურთაზასთვის არსებითი დახმარება აღმოგვეჩინა და ყველა მის თხოვნაზე მხოლოდ იმპერატრიცის წყალობათა და მფარველობის შესახებ დარწმუნებით პასუხობდნენ.
ამასობაში მურთაზა-ყული-ხანმა, როდესაც სალიანიში მიემგზავრებოდა, საბაჟო გადასახადების აკრეფისთვის ენზელიში თავისი ერთგული რამდენიმე ადამიანი დატოვა. ენზელის პორტში, კედლისა და სიმაგრეთა დანგრევის შემდეგ, მხოლოდ რუსული კოლონიაღა რჩებოდა, და მურთაზას მიერ უფლებამოსილი სპარსელები, აუცილებლობის გამო, იძულებული იყვნენ თავი მისთვის შეეფარებინათ. მალე მათი დატოვების მიზანი ცნობილი გახდა გილანის მმართველის სულეიმან-ხანისთვის. მან მოითხოვა, რათა ეს ადამიანები, მურთაზა-ყული-ხანთან დადებული დადგენილების საფუძველზე, დაუყოვნებლივ ყოფილიყვნენ გასახლებულნი რუსების სოფლიდან, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში კი ძალის გამოყენებით იმურქებოდა.
იქ მყოფმა ოფიცრებმა, რომელთაც ამ შემთხვევისთვის არ ჰქონდათ არანაირი ბრძანებები, ეს ადამიანები გაასახლეს. მურთაზა-ყული-ხანმა, რომელიც ასეთი განკარგულებით უკმაყოფილო დარჩა და არ აქცევდა ყურადღებას ძმასთან დადებულ ხელშეკრულებას, 1789 წლის 12 ივლისს, ისევ გამოგზავნა ენზელიში ლეიტენანტ მოლერთან თავისი ცოლისძმა შვიდი ადამიანით, გადასახადების აკრეფისა და აღა-მაჰმად-ხანის მმართველის მიერ დატოვებულ ამკრეფთა განდევნისთვის. ამ ადამიანებთან ერთად მურთაზამ გამოუგზავნა წერილები ზოგიერთ თავკაცს, რომლებთანაც მას მუდმივი მიმოწერა ჰქონდა, და ტრაბახობდა რუსეთის მხარდაჭერით. ზოგიერთი მისი წერილი, მათ რიცხვში ისიც, რომელშიც მურთაზა არწმუნებდა გილანელებს, რომ მალე ჩამოვა მათთან 12 ათას რუსთან ერთად, ხელში ჩაუვარდა სულეიმანს და მაშინვე იქნა გადაგზავნილი აღა-მაჰმად-ხანთან. უკანასკნელმა დააპატიმრა მურთაზას ღვიძლი ძმა, “დაუნდობლად” სცემა ქუსლებში მის ვაჟიშვილს და თავის ბიძაშვილს ბაბა-ხანს კი უბრძანა, რომ რუსებთან მტრულ მოქმედებებში შესვლის გარეშე, შორიდან მოეხდინა ჩვენი კოლონიისა და ენზელის ბლოკირება, შეეწყვიტა რუსებთან ვაჭრობა და ყველანაირი ურთიერთობა და ახლომდებარე სპარსული სოფლებიც კი სხვა ადგილებში გადაეტანა. ჩვენმა მოსახლეებმა ძალზედ მალე იგრძნეს ყველაფერში უკმარისობა და შიმშილი; ავადმყოფთა რიცხვი გაიზარდა და მარტო ჯარისკაცებს შორის 85 ადამიანამდე იყო ავად.
ხედავდა რა თავისი მდგომარეობის გამოუვალობას, ვაჭრობით დაკავებულმა მოსახლეობამ თხოვნა მიართვა ლეიტენანტ მოლერს სოფლის დატოვებისა და რუსეთში გამომგზავრების ნებართვაზე. მოლერი იძულებული იყო გაესახლებინა მურთაზას ცოლისძმა და ამით აღედგინა სიმშვიდე, მაგრამ არა ვაჭრობა, რადგანაც ვაჭართა წოდებამ უზარმაზარი ზარალი განიცადა.
წააწყდა რა აქაც წარუმატებლობას, მურთაზა სთხოვდა გენერალ-მაიორ შიშკინს, რათა მისთვის 1000-კაციანი რუსული ჯარი გამოეგზავნათ, ვითომდა მის მიერ შეგროვილ 8 ათას კაცზე დამატებით. არ სჯეროდა რა იმისა, რომ მურთაზას ლაშქარს შეეძლო ასეთ დიდ ციფრამდე ასულიყო და მიიღო რა ცნობები ენზელიში ჩვენს მოსახლეთა ასეთი გამოუვალი მდგომარეობის შესახებ, შიშკინი უკიდურესად ძნელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუ როგორ მოქცეულიყო. იმის იმედები, რომ მურთაზას შეეძლო კვლავ დაუფლებოდა გილანის პრივინციას, ცოტა იყო, ხოლო ამასობაში კი მის მტრულ მოქმედებებს აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ ჩვენი მოსახლენი კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში შეეძლო ჩაეყენებინა. შიშკინმა უბრძანა ლენქორანში მყოფ კაპიტან-ლეიტენანტ აკლეჩეევს, ისე რომ არ გაეშვა ხელიდან სამამულო ვაჭრობისთვის სარგებლის მომტანი შემთხვევები, ეცადა თავის მხარეზე დაეყოლიებინა რეშთის მმართველი და დაერწმუნებინა იგი, რომ სპარსეთში არსებული არეულობების დროს ჩვენ ვიცავთ მხოლოდ ჩვენს ვაჭრობასა და დასახლებას, ხოლო მურთაზა-ყული-ხანი კი დაეყოლიებინა, რათა მას უფრო ხელსაყრელ დრომდე თავი დაენებებინა თავისი ღონისძიებებისთვის და უსარგებლო თავდასხმებით ჩვენი ვაჭრობისთვის ბოლო არ მოეღო.
შიშკინის ვარაუდები მურთაზას უძლურების შესახებ სავსებით გამართლდა: მან მხოლოდ 160 უსაქმოდ მოხეტიალის შეგროვება მოახერხა, მაგრამ ისინი კი, არ ჰქონდათ რა არანაირი შეიარაღება, სხვადასხვა მხარეს მიმომიფანტნენ და თავად მურთაზაც არავინ იცოდა თუ საით წავიდა: ერთნი ამტკიცებდნენ, რომ იგი დახმარების სათხოვნელად შუშის ხანისკენ გაემართა, სხვები ამბობდნენ, რომ შირაზშიო.
მურთაზა-ყული-ხანის ქცევებმა და მისმა ტრაბახმა რუსებისადმი უნდობლობა გაუღვივა აღა-მაჰმად-ხანს, და მან დაიწყო ჩვენი ვაჭრობის უფრო მეტად შევიწროვება. ჩვენი ვაჭრების მუდმივმა საჩივრებმა აიძულეს გენერალ-მაიორი შიშკინი, რომელსაც მთელი ამ დროის მანძილზე არანაირი წერილობითი ბრძანებები არ მიუღია (*გენერალ-პორუჩიკი ბიბიკოვი, რომლისთვისაც მას ნაბრძანები ჰქონდა მიემართა, იმ დროს ყუბანს იქით ლაშქრობაში იმყოფებოდა და წამოჭრილ შეკიხვებზე ვერ პასუხობდა), თავად გადაეწყვიტა რაიმენაირი ზომის მიღება და მან, მხედველობაში ჰქონდა რა უმთავრესად ვაჭრობის განვითარება და ენზელის პორტში ჩვენი დასახლების შენარჩუნება, მათ მიაპყრო მთელი თავისი ყურადღება.
გზავნიდა რა გაზაფხულის დადგომისას ლეიტენანტ მოლერის შესაცვლელად ლეიტენანტ ატრეპლევს, გენერალი შიშკინი 2 აპრილის ინსტრუქციაში წერდა, რათა მას ენზელის პორტში თავისი ყოფნის დროს ეცადა ნაცნობობა დაემყარებინა რეშთის მმართველთან და ამით უსაფრთხო შეექნა ჩვენი ვაჭრობა; მაგრამ თუკი საჭიროება დადგებოდა, მაშინ ვაჭართა წოდებისა და დასახლების დასაცავად იარაღის ძალა გამოეყენებინა. ატრეპლევს აეკრძალა მურთაზა-ყული-ხანის საქმეებში ჩარევა, მაგრამ თუკი იგი, საქმეების მისთვის საუბედუროდ შემოტრიალების შემთხვევაში, რუსული დროშის დაცვის ქვეშ მიმართავდა, მაშინ მიეღო გემზე, არავისთვის არ მიეცა და ასტრახანში გამოეგზავნა.
ატრეპლევი მაშინ ჩავიდა, როცა უიღბლო გარემოებათა გამო იძულებულმა აღა-მაჰმად-ხანმა შეცვალა თავისი ქცევა რუსეთთან მიმართებაში. დაახლოებით ამ დროს ლუტფ-ალი-ხანი შირაზს დაეუფლა და სპარსული ჯარების უმეტესი ნაწილი მის მხარეზე გადავიდა. შეიტყო რა შირაზში მომხდარი მოვლენების შესახებ, აღა-მაჰმად-ხანმა ისპაჰანი დაიკავა და ფორსირებული მარშით შირაზისკენ დაიძრა. ლუტფ-ალი-ხანმა თავის მეტოქეს მნიშვნელოვანი ჯარი დაუპირისპირა და რამდენიმე შეუპოვარი საქმის შემდეგ 1789 წლის ივლისში აღა-მაჰმად-ხანი აიძულა, რომ უკან დაეხია. აი სწორედ ამ დროს აღა-მაჰმად-ხანმა დაიწყო რუსეთის კეთილგანწყობის ძიება და სანაპირო პროვინციათა უფროსებს რუსების ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება უბრძანა.
ვაჭრობისადმი ნდობა უწინდებურად განახლდა, მოვაჭრეებმა ყოველგვარი საშიშროების გარეშე დაიწყეს ისპაჰანამდე მგზავრობა. ასე იყო 1790 წლის შუახანებამდე, როცა ლენქორანში მცხოვრებმა მურთაზა-ყული-ხანმა კვლავ დაყარა ხმები, რომ 2 ათასი თალიშელით მოდის გილანის პროვინციაში, და 4 ოქტომბერს კვლავ გამოგზავნა ენზელიში თავისი ცოლის ძმა ალი 40 ადამიანით, საბაჟო სახლის დაუფლებისთვის, რომელიც ჩვენი დასახლების მახლობლად იმყოფებოდა. ალიმ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა სახლი და შემდეგ კი, გამოცხადდა რა გემზე ლეიტენანტ ატრეპლევთან, თავისი ხანის სახელით მოითხოვდა მისგან დენთს, ტყვიასა და ერთ სავაჭრო გემს. მიიღო რა უარი, ალი გაემართა ნაპირისკენ, სადაც მას დახვდა მის დასაკავებლად რეშთიდან გამოგზავნილი რამდენიმე ადამიანი. მცირე ორმხრივი სროლის შემდეგ, ალი ჩვენს დასახლებაში მიიმალა და ამით მისთვის განკუთვნილი სამწუხარო ხვედრი თავიდან აიცილა. შეიტყო რა მისი ცოლისძმის თავზე დატრიალებული ამბის შესახებ, მურთაზამ შეაგროვა თავისთვის ხროვა (шайка) და 1790 წლის 25 ოქტომბერს დაიკავა რეშთი. არ ზრუნავდა რა თავისი ძალაუფლების განმტკიცებისთვის, მურთაზამ თავისთან მიიწვია ატრეპლევი და, როგორც თვითმპყრობელმა მმართველმა, მას რუსეთთან კომერციული ტრაქტატის დადება შესთავაზა.
ეს მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული, როცა, 6 ნოემბერს, მურთაზამ მიიღო ცნობა აღა-მაჰმად-ხანის ჯარების მოახლოების შესახებ, რეშთიდან გაიქცა და 12 რიცხვში ენზელიში მოვიდა, სადაც ლეიტენანტ ატრეპლევისგან დახმარება მოითხოვა, მაგრამ რადგანაც უკანასკნელს არ ჰქონდა ამის უფლება, ამიტომ მურთაზა კვლავ ლენქორანში გაიქცა.
იმავე წლის დეკემბერში მურთაზამ რამდენიმე ადამიანი გამოსთხოვა თალიშელ მუსტაფა-ხანს, მათთან ერთად თავს დაესხა აღა-მაჰმად-ხანის ჯარების მცირე რაზმს და დაამარცხა რა იგი, რეშთი კვლავ დაიკავა. სურდა რა ამჯერად გილანში უფრო მტკიცედ დამკვიდრება, მურთაზამ დაყარა ხმები, რომ რუსები მის დასახმარებლად გამოგზავნიან 12 ათას ადამიანს, და კასპიის ზღვაში მყოფი ყველა გემიც მის განკარგულებაში იქნება გადმოცემული. 1791 წლის 8 იანვარს აღა-მაჰმად-ხანმა რეშთში გამოგზავნა თავისი დედა მურთაზას დაყოლიებისთვის, რათა მას დაეტოვებინა გილანის პროვინცია, არ გაეღატაკებინა მცხოვრებნი და არ გაეძნელებინა ვაჭრობა. მურთაზამ არ შეისმინა დედის რჩევები და ამით აიძულა აღა-მაჰმად-ხანი, რომ მის წინააღმდეგ ძალა გამოეყენებინა. ეშინოდა რა თავისი გულსასტიკი ძმის ხელში ჩავარდნისა, მურთაზამ თავისთან წაიყვანა დედა და 21 თებერვალს თალიშში გაემგზავრა, სადაც დიდი ხნით დარჩა კიდეც.
მოიშორა რა თავიდან საკუთარი თავმომაბეზრებელი ძმა, აღა-მაჰმად-ხანმა მთელი თავისი ყურადღება ლუტფ-ალი-ხანთან ბრძოლას მიაპყრო. უკანასკნელმა, ცდილობდა რა მთელ სპარსეთში უმაღლესი ძალაუფლების შეძენასა და თავისი მეტოქის მორევას, ურთიერთობებში შევიდა ინგლისელებთან და მოახერხა თავის დასახმარებლად მათი დაყოლიება. 1790 წლის გაზაფხულზე ინგლისელებმა, ინდოეთში თავიანთი სამფლობელოებიდან, ლუტფ-ალი-ხანს გაუგზავნეს 200 ჯარისკაცი და 20 ქვემეხი მათი კუთვნილებით (ქვემეხებისთვის განკუთვნილი ტყვია-წამლითა და მომსახურე პერსონალით – ი. ხ.) და ფულის მნიშვნელოვანი თანხა, თან მისდამი სპარსეთის დაქვემდებარების საქმეში შემდგომ თანადგომასაც დაპირდნენ. სთხოვდა რა ინგლისელებს მილიონ მანეთს ფულით, ლუტფ-ალი-ხანმა მათ წინდად გაუგზავნა მეტად ძვირფასი ქვა და დაპირდა, რომ სპარსეთის უმაღლეს მმართველად გახდომის შემდეგ, ინგლისელ კონსულებს სპარსეთის ყურის ნავსადგურში მიიღებდა, მოტანილი საქონლიდან ინგლისელთა სასარგებლოდ ბაჟის აკრეფისთვის.
თავის მხრივ აღა-მაჰმად-ხანი პორტასგან ეძიებდა დახმარებას, მაგრამ ორივე მათგანმა ვერ მიაღწია ვერაფერ არსებითს და იძულებული იყვნენ ებრძოლათ იმ საშუალებებით, რომლებიც გააჩნდათ. 1791 წლის გაზაფხულზე აღა-მაჰმად-ხანმა შირაზისკენ გაგზავნა თავისი ბიძაშვილი ბაბა-ხანი 10.000 კაცისგან შემდგარი რაზმით. ლუტფ-ალი-ხანი 20.000 კაცით დახვდა მას გარდემალთან, დაამარცხა და აიძულა ისპაჰანში დაბრუნებულიყო. აღა-მაჰმად-ხანმა ახალი ჯარების შეგროვება დაიწყო. “მისი არმია, წერს იმ ხანებში მასთან მყოფი რუსი კონფიდენტი, 45.000-მდე ადიოდა; მათგან 25.000 ჯამაგირით მსახურობდა, დანარჩენები კი ჯამაგირის გარეშე, რომლებიც შედგებოდნენ სულაც არა სამხედრო ადამიანთა ბრბოებისგან (состоя изъ разнаго сброда людей, совсемъ невоенныхъ). ქვეით ჯარს უმეტეს წილად ჰქონდა პატრუქიანი თოფები, ცხენოსან ჯარს კი საკეტიანი. ყველაზე დიდი ზომისა ჰქონდა თუჯის შვიდი ზარბაზანი, ლაფეტები სამ თვალზე იდგა, რომელთა ღერძებიც თვლებთან ერთად ბრუნავდა; თითოეულ ზარბაზანში შესაბმელად ხარების ოთხი წყვილი გამოიყენებოდა; მუხტების ყუთები ორ ზარბაზანზე ერთი მოდიოდა. ამასთან იყო 50 აქლემი, რომელთაგან თითოეულის ზურგზე იდო ორ-ორი ფალკონეტი, საიდანაც ერთი ადამიანი აწარმოებს სროლას. ჯარების სურსათით მომარაგება წარმოებს არა მაღაზიებიდან, არამედ სპეციალურად გაგზავნილები აგროვებენ პურს სოფლებში და მას არმიაში აწვდიან”.
ასეთი ლაშქრით აღა-მაჰმად-ხანი მიადგა შირზს. ლუტფ-ალი-ხანი ასევე 40.000-მდე ადამიანისგან შემდგარი არმიითა და 2 ქვემეხით ქალაქის წინ ორ გადასასვლელზე შეეგება მომხვდურებს და დაამარცხა ისინი. აღა-მაჰმად-ხანის ჯარები ისეთ უწესრიგობაში იქნენ მოყვანილი, რომ მთელი ბანაკი დაკარგეს, და თავად ხანიც კინაღამ ტყვედ ჩავარდა. აღა-მაჰმადი ბრძოლის ველიდან გაიქცა, და დიდ ხანს არ იცოდნენ, თუ სად იმყოფებოდა. სარგებლობდა რა წარმატებით, ლუტფ-ალი-ხანი ისპაჰანისკენ მისი დაკავების განზრახვით გაემართა, მაგრამ მოძრაობის დროს ერთერთმა მისმა მხედართმთავარმა, ჟეა-ზარჩი-ბაშიმ, აამბოხა ჯარის უმეტესი ნაწილი, მათთან ერთად შირაზში გაიქცა, და, ჩაიკეტა რა მასში, თავისი ხანი იქ აღარ შეუშვა. ლუტფ-ალი თავისი ძალების ნარჩენებით ბაღდადის მხარეში წავიდა, ხოლო ზარჩი-ბაშიმ კი შირაზი აღა-მაჰმად-ხანს გადასცა იმ პირობით, რომ იგი შირაზის ხანად იქნებოდა დანიშნული (Всеподд. рапортъ Гудовича 12-го марта 1792 г. Москов. Арх. Шлав. Штаба, дела графа Салтыкова).
ასეთი შემთხვევით გახარებული აღა-მაჰმადი თავის მტერს საბოლოოდ დამარცხებულად თვლიდა, ხოლო საკუთარ თავს კი სპარსეთის ერთადერთ მბრძანებლად. იგი იქამდე გაამპარტავნდა, რომ ფადიშაჰის ტიტული მიიღო, შაჰის ღირსების ნიშნებით მოიკაზმა და “თავისი სახელით გაცემული ბრძანებებისთვის, რომლებსაც ეწოდებოდა თალაღები (талаги) ანუ ორდერები, დაიწყო ფირმანების დარქმევა, იყენებდა რა მათში თავისი ტიტულის “მაღალხარისხოვანის” («высокостепенный») ნაცვლად, “უდიდებულესობის” («величество») ტიტულს. “მაგრამ მის მიერ საკუთარი თავისთვის ამ ტიტულის ასე თვითნებურად მინიჭება, მოახსენებდა გუდოვიჩი (Во всеподд. рапорте 13-го апреля 1792 г. Тамъ же), არ შეიძლება დამკვიდრებულ იქნას, რამდენადაც სპარსეთში არსებული ადათების მიხედვით, შაჰად შეიძლება აღიარებულ იქნას მხოლოდ მთელი სპარსეთის საერთო მფლობელი, ამ ღირსებაში სპარსეთის ყველა ხანის საერთო თანხმობით ქალაქ არდევილში არჩეული, რომელიც ადერბაიჯანის პრივინციაში მდებარეობს. მაგრამ აღა-მაჰმად-ხანი ფლობს სპარსეთის მხოლოდ შუა ნაწილს, და არა მის ყველა პროვინციას, და თავად ადერბაიჯანის პრივინციაც კი მთლიანად არ ეკუთვნის მას, რადგანაც ყარაბაღს, რომელიც მასში ითვლება, განსაკუთრებული მფლობელი ჰყავს, ასევე ტარკის შამხალიც, რომელიც უწინ სპარსეთს ეკუთვნოდა, მასზე არ არის დამოკიდებული, და თითქმის ყველა ხანის სახითაც, რომლებიც სპარსეთის შიგნით მდებარე პროვინციებს ფლობენ, აღა-მაჰმად-ხანს მოწინააღმდეგენი გააჩნია”.
ეს საყოველთაო არაკეთილმოსურნე განწყობა იყო იმის მიზეზი, რომ აღა-მაჰმად-ხანის შირაზზე მფლობელობა დიდხანს არ გაგრძელებულა. მოიკრიბა რა ძალები, ლუტფ-ალი-ხანმა მოახერხა შირაზის მცხოვრებთა თავის მხარეზე დაყოლიება. საერთო მოხსენიების დღესაწაულის დროს მცხოვრებნი აჯანყდნენ აღა-მაჰმად-ხანის მიერ დასმული მმართველის წინააღმდეგ და მოკლეს იგი. ლუტფ-ალი-ხანი შირაზში შევიდა, გაანადგურა აღა-მაჰმად-ხანის მიერ ჟეა-ზარჩი-ბაშის დასახმარებლად გამოგზავნილი ჯარების უმეტესი ნაწილი, და სიკვდილით დასაჯა ბევრი პირი, ვინც მას უღალატა. აღა-მაჰმადს ავადმყოფობის მიზეზით არ შეეძლო ამ დროს შირაზისთვის დახმარების აღმოჩენა. ამ ავადმყოფობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც მისი ძალაუფლების ქვეშ მყოფებმა ერთგულებაში რყევა დაიწყეს და მისი მტრების მხარეზე გადასვლას ფიქრობდნენ. როდესაც ხალხმა, ვერ ხედავდა რა აღა-მაჰმად-ხანს “დიდხანს დივანში, მოახსენებდა გუდოვიჩი (Во всеподд. рапорте отъ 13-го апреля 1792 г. Мос. Арх. Гл. Шт., дела гр. Салтыкова), დაიწყო მის სიცოცხლეში ეჭვის შეტანა, მოხელენი ორ პარტიად გაიყვნენ და ამის გამო ამბოხება ხდებოდა, ამიტომ აღა-მაჰმად-ხანი, მთელი მისი სისუსტის მიუხედავად, გამოტანილ იქნა დივანში, და მოუწოდა რა თავისთან ტყუილით რამდენიმე ადამიანს ამბოხებულთაგან, სიკვდილით დასაჯა ისინი და ხალხის მღელვარებაც ამით შეწყვიტა. თუმცა კი იმ დროიდან ხალხი ისევ ვერ ხედავს მას დივანში, რაც ახალი შფოთისთვის იძლევა მიზეზს, და ზოგიერთი ფიქრობს, რომ აღა-მაჰმად-ხანი თავისი გახანგრძლივებული ავადმყოფობისგან უკვე მოკვდა კიდეც, მაგრამ დივანი მხოლოდ თავისი ჩვეულებისამებრ უმალავს ხალხს მის სიკვდილს, სანამ ახალი მმართველის არჩევაში ხალხის არდათანხმების თავიდან ასაცილებლად საჭირო ზომები არ იქნება მიღებული. ამასობაში მისმა ვეზირმა მირზა შეფიმ მისი სახელით დაიწყო თეირანში სახლებში გაშვებული ჯარების შეკრება, რომლებიც თუმცა კი მას უხალისოდ ემორჩილებიან”.
აღა-მაჰმად-ხანის ავადმყოფობის, ან სულაც სიკვდილის შესახებ ხმებმა მოადუნეს ლუტფ-ალი-ხანის სიფხიზლე და იგი, დაკარგა რა 1792 წლის ბოლოს შირაზი, იძულებული შეიქნა ჯერ თაბასში მიმალულიყო, ხოლო შემდეგ კი ქერმანში. 1794 წლის ბოლოს აღა-მაჰმად-ხანმა რვა თვის განმავლობაში მოახდინა ქერმანის ბლოკირება. ლუტფ-ალი-ხანის მთელი ძალა ქერმანის ოლქში მომთაბარე 25.000 არაბისგან შედგებოდა. ჰქონდა რა სურსათის ორი წლის მარაგი, ლუტფ-ალი იმედოვნებდა ქერმანის შენარჩუნებას, მაგრამ აღა-მაჰმად-ხანმა მოახერხა რამდენიმე გავლენიანი პირის მოსყიდვა, რომლებმაც საიდუმლოდ შეუშვეს ქალაქში მისი ჯარები. უბედურმა ლუტფ-ალი-ხანმა ღალატის შესახებ მაში შეიტყო, როცა ქალაქში უკვე 10.000-მდე მოწინააღმდეგე იყო შემოსული. იგი ქუჩებში მთელ დღეს იბრძოდა და შემდეგ კი მისი ერთგული 500 ადამიანით ბოსტისკენ დაიხია. აღა-მაჰმად-ხანმა ქალაქი საძარცვად მისცა თავის ჯარებს და ბრძანა, რომ სამი დღის მანძილზე არავინ დაენდოთ. დაედევნა რა თავად ლუტფ-ალი-ხანს, მან მოახერხა მისი დაწევა და ხელში ჩაგდება. უბედურ ტყვეს თვალები დათხარეს, და იგი გაგზავნილ იქნა თეირანში, სადაც მისმა სასტიკმა მტერმა სიცოცხლის ბოლომდე მას პენსია დაუნიშნა.
ხელში ჩაიგდო რა ქერმანში მნიშვნელოვანი საგანძური, აღა-მაჰმად-ხანი თავად თეირანში დაბრუნდა და, თვლიდა რა ახლა საკუთარ თავს სპარსეთის ერთადერთ მფლობელად, დაიწყო შაჰის ფრთით მოკაზმვა. რჩებოდა რა თეირანში, იგი დაკავებული იყო თავისი ძალაუფლების საბოლოოდ განმტკიცებით და უწინარეს ყოვლისა ყურადღება მოაპყრო ადერბაიჯანსა და საქართველოს. მტრულმა მოქმედებებმა უკანასკნელის წინააღმდეგ აღა-მაჰმად-ხანი რუსეთთან შეჯახებაში მოიყვანა.
თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:
Post a Comment