(ნაწილი II)
თავი IV
(სოლომონი, იმერეთის მეფე, ეძიებს რუსეთის მფარველობას. – იმერეთში პოლკოვნიკ ტამარას გაგზავნა და მისი მოლაპარაკებები მეფესთან. – იმერელთა თხოვნა. – სოლომონის გარდაცვალება. – საკითხი ტახტის მემკვიდრეობის შესახებ. – პარტიების ბრძოლა. – დავით გიორგის ძის იმერეთის მეფედ გამოცხადება. – ბურნაშოვის გამგზავრება იმერეთში და მისი შედეგები. – თავადი პაპუნა წერეთელი და მისი ინტრიგები. – თავადი აბაშიძე, როგორც პრეტენდენტი იმერეთის ტახტზე. – თურქების განზრახვა იმერეთში შემოსაჭრელად. – დავით მეფის ყალბი წერილი. – იმერეთის ელჩები პეტერბურგში. – ინსტრუქცია ჩვენი დესპანისთვის (посланникъ) კონსტანტინოპოლში. – თურქების შემოჭრა იმერეთში. – მოწინააღმდეგის მოგერიება. – საშინაო საქმეები იმერეთში.)
მოლაპარაკებებმა მფარველობის შესახებ, რომლებსაც აწარმოებდა მეფე ერეკლე II რუსეთის მთავრობასთან, შური აღაგზნეს იმერეთის მეფე სოლომონში. რუსეთისადმი გულწრფელად ერთგულ ადამიანს, სოლომონს, დიდი ხანია სურდა დაქვემდებარებოდა რუსეთის იმპერატორების უმაღლეს ხელისუფლებას და იმდენად უყვარდა რუსეთი, რომ მის შესახებ მხოლოდ ერთი სიტყვაც კი იწვევდა მასში “რაღაც განსაკუთრებულ მგრძნობელობას”. მასთან გაგზავნილ რუს მოხელეებს იმერეთის მეფე ღებულობდა ყოველთვის განსაკუთრებული პატივით, პატივისცემითა და რამდენადმე პირმოთნეობით. საზღვარგარეთულ ცნობათა შეტყობინების გარეგნული სახით, სოლომონი ძალიან ხშირად გზავნიდა თავის შიკრიკებს კავკასიის ხაზზე წერილებით გენერალ-პორუჩიკ პოტიომკინთან, უგზავნიდა მას საჩუქრებს* და საერთოდ მთელი ძალებით ცდილობდა რუსეთისადმი თავისი ერთგულების გამოხატვას (*სოლომონ მეფემ გამოუგზავნა გენერალ პოტიომკინს თავიდან ორი ბიჭი, ხოლო შემდეგ კი ქალწულიც “მომსახურებისთვის” («для услуженiя»). პოტიომკინი მადლობდა მეფეს და წერდა, რომ ბიჭებს ღებულობს მხოლოდ იმიტომ, რომ სურს მეფეს ასიამოვნოს, მაგრამ მათ მომსახურებაში არანაირი საჭიროება არ გააჩნია. ქალწული კი უკანვე დაუბრუნა და ამასთან მეფეს საჩუქრად გაუგზავნა ჭოგრიტი, ქსოვილის ნაჭერი და რამდენიმე ფუთი რკინა, რომელსაც სოლომონი საჭიროებდა სახურავისთვის ეკლესიის დასაფარად).
თურქებისგან შევიწროვებული, სოლომონი არაერთხელ ევედრებოდა იმპერატრიცას ეკატერინე II-ს აღმოეჩინა მისდამი მფარველობა და დაცვა.
“ყველა აღმოსავლელი მართლმადიდებელი ქრისტიანის გულმოწყალე დედაო, სწერდა იგი (Въ письме отъ 1-го сентября 1781 года. Главн. Московск. Арх. Минист. иностран. делъ), ყოვლადმოწყალეო, ყოვლადუავგუსტესო ეკატერინე ალექსის ასულო, სრულიად რუსეთის თვითმპყრობელო.
დიდი მოწიწებით, პირმოთნეობითა და მიწამდე თაყვანისცემით, ვბედავ მოგახსენოთ მე, იმერეთის მეფემ სოლომონმა, რომ მხოლოდ ერთი თქვენი დედობრივი გულუხვობისგან ინებეთ თქვენ გამოგეჩინათ თქვენი ღვთაებრივი გულმოწყალება. თქვენს მიერ წმინდა ეკლესიები და ჩვენი ხალხი განთავისუფლებულია ტყვეობის მძიმე უღლისგან და ბოძებული გვაქვს თავისუფლება – რისთვისაც მთელი აღმოსავლელი ქრისტიანები, დღითა და ღამით, ევედრებიან ღმერთს თქვენი ჯანმრთელობისთვის და უკუნითი უკუნისამდე განადიდებენ თქვენს უზენაეს სახელს. ჩვენ ყველას, აქ მყოფთ, დიდი გულმოდგინებით გვსურს, ქრისტეს შეწევნით, თქვენთვის, ჩვენი მხსნელისა და ყოვლადმოწყალე მონარქისთვის, თქვენი მტრების თურქების წინააღმდეგ და ყველა ჩვენი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ჩვენი სიცოცხლის დადება და სისხლის დაღვრა.
ვემთხვევით რა თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის ტერფებს, გავბედავთ რომ გევედროთ ჩვენი არდავიწყების შესახებ, რომლებიც განთავისუფლებულნი ვართ თქვენს მიერ, და თქვენი მონარქიული წყალობის, მფარველობისა და დახმარების არწართმევის შესახებაც. ჩვენს მეზობლობაში იმყოფებიან მეტად მრავალი მტრები, მათგან საპირისპიროდ ჩვენ ცოტანი ვართ და ამიტომ არ შეგვიძლია მათთვის ყოველთვის წინააღმდეგობის გაწევა. ყოვლადმოწყალეო მონარქო! აღმოგვიჩინეთ თქვენი გულმოწყალება და დაიცავით თქვენი უდიდებულესობის მიერ დახსნილი ხალხი, რათა არ ჰქონდეთ თურქებს ძალაუფლება წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიებზე.
შავი ზღვის ნაპირებიდან ახდენენ თურქები ჩვენზე ძლიერ თავდასხმას, იტაცებენ ჩვენს ხალხს, ჰყიდიან და გადაჰყავთ თურქულ რჯულზე და ამიტომ ქრისტიანებს კიდევ უფრო მეტ დამონებაში აგდებენ. ჩვენ ვწერდით თურქ უფროსებს, რათა მათ არ მოეხდინათ ასეთი ძარცვა-რბევა და თავდასხმები ჩვენს სამფლობელოში. მაგრამ მათ, ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, დაიწყეს ჩვენი ხალხის კიდევ უფრო მეტად გაწყვეტა და ამიტომ ჩვენ იძულებული შევიქენით შეგვეკრიბა ჩვენი ჯარი და თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის ბედნიერებით მოვიპოვეთ მათზე სრული გამარჯვება; უფრო მეტად ვიძიეთ შური, ვიდრე მათ მოგვაყენეს ჩვენ ზიანი.
ასეთი გარემოებების გამო თავად თურქები, და ჩვენი გარემომცველი სხვა ხალხებიც, მოვიდნენ არცთუ მცირე შეშფოთებაში და ცდილობენ რომ თავს დაგვესხან. მე, მეფე, ასევე ჩვემი სამფლობელოს ყველა სასულიერო და საერო პირი, მუხლებზე მდგომარენი, გევედრებით მიგვიღოთ თქვენი ძლიერი მფარველობის ქვეშ და დაგვიცვათ სამუდამოდ თქვენს მიერ ტყვეობის უღლიდან გამოხსნილი თქვენი მონები. აღმოგვიჩინეთ თქვენი ისეთი დედობრივი გულმოწყალება, როგორსაც თქვენ თავად კეთილინებებთ”.
ქუჩუკ-ყაინარჯის ტრაქტატის მიხედვით იმერეთის პორტაზე დამოკიდებულება გვართმევდა ჩვენ შესაძლებლობას, რომ დაუყოვნებლივ შევდგომოდით სოლომონ მეფის სურვილების შესრულებას. თუმცა კი თავად პოტიოკმინს იმერეთის რუსეთის მფარველობის ქვეშ მიღების ნაბიჯი შესაბამის დრომდე მეტად საეჭვოდ მიაჩნდა (Письмо князя Потёмкина А. А. Безбородко 5-го сентября 1785 года), მიუხედავად ამისა რუსეთის მთავრობა ცდილობდა შეენარჩუნებინა სოლომონ მეფის ასეთი განწყობა და დაპირდა მიეღო იმერეთი რუსეთის მფარველობაში პირველივე შესაძლებლობისას.
“მის იმპერატორობით უდიდებულესობას ნებავს, წერდა თავადი პოტიომკინი (Въ ордере П. С. Потёмкину 3-го апреля 1783 года. Государств. Архивъ, XXIII, № 13, карт. 45), რათა რუსეთის იმპერიისთვის ამ აღსანიშნავი საქმის (მფარველობის ქვეშ საქართველოს მიღების) შემდეგ, ქართლისა და კახეთის მეფის მაგალითისთვის მიბაძვა შეეძლოს იმერეთის მეფეს სოლომონსაც, რომლის განწყობილებაც ეთანხმება უკვე ამ უზენაეს ნებას. მაგრამ რამდენადაც მისი გარკვეული დამოკიდებულება ოტომანის პორტაზე გვაიძულებს თავი შევიკაოთ ამის მოქმედებაში მოყვანისგან, სანამ არ გამოჩნდება მოსახერხებელი გარემოებანი, ამიტომ საჭიროა მხედველობიდან არ გამოგვრჩეს ყოველივე ის, რასაც კი შეუძლია ხელი შეუწყოს იმერეთის მფლობელისა და მისი ქვეშევრდომების რუსეთისადმი ერთგულების განმტკიცებას”.
ხელმძღვანელობდა რა ამ დარიგებით, გენერალ-პორიჩიკი პოტიომკინი ინარჩუნებდა უწყვეტ ურთიერთობებს სოლომონთან, სთხოვდა მას უფრო ხშირად გამოეგზავნა შეტყობინება იმერეთსა და თურქეთში საქმეთა მდგომარეობის შესახებ, და ბოლოს, აიმედებდა მეფეს რუსეთის იმპერატრიცას მისდამი მუდმივ კეთილგანწყობაში. ამ ორმხრივ ურთიერთობებს არ ჰქონდა სერიოზული ხასიათი იმ დრომდე, სანამ სოლომონმა არ შეიტყო, რომ ტრაქტატი საქართველოსთან უკვე ხელმოწერილია, მაგრამ როგორც კი ცნობამ ამის შესახებ მიაღწია იმერეთამდე, მეფემ მაშინვე გამოუგზავნა წერილი პ. ს. პოტიომკინს, რომელშიც ითხოვდა მიეღოთ იგი რუსეთის მფარველობის ქვეშ, ზუსტად ისეთივე საფუძველზე, როგორზედაც მიღებულია საქართველო (Письмо Соломона генералу Потёмкину 6-го сентября 1783 года. Государств. Архивъ, XXIII, № 13, карт. 45). პოტიომკინმა გაუგზავნა სოლომონს საჩუქრები* (*ინგლისური ოქროს საათი რეპეტიციით, სათუთუნე, სიასამურისა და ყარყუმის ბეწვეულობა, გარკვეული რაოდენობის ქაღალდი, ლუქი და კალენდარი) და სთხოვდა გამოეგზავნა რწმუნებული პირი, რომელთანაც შესაძლებელი იქნებოდა მოელაპარაკათ ქვეშევრდომობის პირობებზე (Письмо П. С. Потёмкина Соломону 24 сентября 1783 года).
ამასობაში, არ დალოდებია რა ასეთი პირის გამოგზავნას, თავადმა პოტიომკინმა ისარგებლა საქართველოში პოლკოვნიკ ტამარას ინვესტიტურის ნიშნებით გაგზავნით და დაავალა მას, ტფილისში ზეიმების დასრულების შემდეგ, გამგზავრებულიყო ქუთაისში, იმერეთის მეფესთან მოლაპარაკებებისთვის. ტამარას უნდა დაერწმუნებინა სოლომონი იმპერატრიცასა და უგანათლებულესი თავადის პოტიომკინის მისდამი გულწრფელ კეთილგანწყობაში და შეეთავაზებინა მისთვის გამოეგზავნა პეტერბურგში, ხალხის ყველა წოდების ხელმოწერით, უზენაეს სახელზე სათხოვარი, რომლის პროექტიც გადაცემულ იქნა პოლკოვნიკ ტამარასათვის. ამ სათხოვარში მეფეს უნდა განეცხადებინა, რომ უმთავრეს მიზეზს, რომელიც ახალისებს მას ეძიოს რუსეთის მფარველობა, შეადგენს ხშირი და მეტად მძიმე შემოტევები სნეულებისა, შიში იმის გამო, რომ არ დატოვოს იმერეთი მცირეწლოვანი და გამოუცდელი მემკვიდრეების ხელში და, ბოლოს, სურვილი თავი დააღწიოს თურქების თავდასხმებს, მათ ძარცვა-რბევასა და მისი სამშობლოს აწიოკებას. ეს სამი პუნქტი, რომლებიც საფუძვლად უნდა დადებოდა სათხოვარს, არ იქნა მიღებული სოლომონის მიერ. იმ შეუზღუდველი თვითმპყრობელობის დროს, რომლითაც სარგებლობდა მეფე თავის ქვეშევრდომებზე, მისთვის ძნელი იყო საჯაროდ ეღიარებინა თავისი უუნარობა მმართველობაში, თუნდაც მძიმე ავადმყოფობის შედეგად; ზუსტად ასევე მისი გაგებით შეუთავსებელი იყო მეფის ღირსებასთან, რომ ეხილა თავის ხელმოწერასთან ერთად თავისივე ქვეშევრდომთა ხელმოწერები და, ბოლოს, აზიური მოსახლეობის ხასიათის მიხედვით სახიფათო ოყო განცხადება თავის მემკვიდრეთა მცირეწლოვანებისა და გამოუცდელობის შესახებ. ემყარებოდა რა ამაზე, სოლომონი ამბობდა, რომ თხოვნა ხელმოწერილი უნდა იყოს მხოლოდ მის მიერ და დაფუძნებული უნდა იყოს მხოლოდ მის პირად სურვილზე შემოვიდეს რუსეთის მფარველობის ქვეშ. სოლომონის შეუპოვრობამ და მისმა არდათანხმებამ ჩვენი მოთხოვნის შესრულებაზე, შეაყოვნეს ტამარა იმერეთში და მას მოუხდა ეცხოვრა იქ სამი კვირა, რათა მიეღწია რაიმენაირი პასუხისთვის. მეფე დიდხანს არ გამოთქვამდა საბოლოო გადაწყვეტილებას და ამით აჭიანურებდა საქმეს.
უდაოდ მამაცი ადამიანი, იშვიათი წესებისა, რომელსაც გააჩნდა თავისი ხალხის მართვის განსაკუთრებული უნარი, სოლომონი იყო მცირედ განათლებული, შეეძლო მხოლოდ კითხვა და, სამწუხაროდ, ძლიერი ხარისხით ეძლეოდა ლოთობას, რომელიც კლავდა მასში აზრის ყოველგვარ ქმედითობას (предавался въ сильной степени пьянству, убивавшему въ нём всякую деятельность мысли). “საუბედურო მიდრეკილება ღვინისადმი, მოახსენებდა ტამარა (Потёмкину въ рапорте отъ 6-го марта. Государств. Архивъ, XXIII, № 13, карт. 47), რომელიც თითქოსდა გამრავლდა მასში მას შემდეგ, რაც მე აქ პირველად ვიყავი, ხელს უშლის ახსნა-განმარტებას. იშვიათად თუ გამოჩნდება ისეთი დრო, როდესაც მასთან შეიძლება ლაპარაკი როგორც საქმისთვისაა საჭირო”.
ხანგრძლივ ძალისხმევათა შემდეგ, პოლკოვნიკმა ტამარამ ბოლოს და ბოლოს მოახერხა დაეყოლიებინა სოლომონი დაეწერა სათხოვარი მთელი ხალხის სახელით და მფარველობის ძიებისთვის საბაბად გამოეტანა იმერეთში თურქთა შემოჭრები. ქუთაისში შეკრებილ იქნენ ყველა წოდების წარმომადგენლები, რომლებმაც ურთიერთშორის თათბირის შემდეგ თავად შეადგინეს თხოვნა და ხელი მოაწერეს მას 1784 წლის 4 მარტს.
“მთელი ქვეყნიერებისთვის ცნობილია დიდო თვითმპყრობელო, წერდნენ იმერლები (Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 47), გულმოწყალება და თვალმოუხუჭველი მზრუნველობა შენი შენდამი ერთმორწმუნე ყველა ხალხზე, როგორ მოშორებულნიც არ უნდა იყვნენ ისინი. ღვთივბოძებული ძალა შენი მარჯვენისათვის აღადგენს ხალხებს ქრისტეს სისხლით გამოსყიდულებსა და მისი სარწმუნოების აღმსარებელთ.
იმ ხალხთა შორის ამ მიწის ხალხიცაა, შენი დაუმარცხებელი იარაღით დაცული, მტრების თვალთა წინაშე დგას და თავისკენ იზიდავს მათ გაუმაძღარ მზერას და გულს, რომელსაც სწყურია ჩვენი დაღუპვა... გამოჰყავი, ყოვლადმოწყალეო ხელმწიფეო, შენი ამ მუდმივად დიდებით აღსავსე დროის თუნდაც მცირე ნაწილი რწმენისა და სინდისის საქმით შენი ტახტის წინაშე ამდენი ქრისტიანისგან მოძღვნილი თხოვნის მოსმენისთვის.
ჩვენი მდგომარეობა, უახლოესი ურჯულო თურქული დერჟავის გამოისობით, არ შეიძლება იყოს არც მყარი, არც მშვიდი, სანამ არ ვიქნებით ჩვენ თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის დაცვის ქვეშ. ამ ხალხის გრძნობები ჩვენდამი ცრუა; მათი სურვილია – შური იძიონ ჩვენზე შინაომებით, დამონებითა და შეგინებით; დრო ხშირად გვიხსნის (открывает) მათი გულების სიღრმეს”.
გამოთქვეს რა, რომ თურქები ყოველთვის იყვნენ ქრისტიანობის შეურიგებელი მტრები და ჩამოთვალეს რა უკანასკნელ წლებში იმერეთის მიერ მათგან გადატანილი ყველა რბევა-აწიოკება, ხელმომწერნი ითხოვდნენ დაცვასა და მფარველობას. შეუვრდებოდნენ რა, “თავების დახრით” სრულიად რუსეთის ტახტს, მეფე სოლომონი, მისი მემკვიდრე, თავადები, მღვდელმთავრები, უფროსები, ერისა და ეკლესიის მსახურნი, მთელი ხალხი იმერეთისა “სამარადისოდ აძლევდნენ საკუთარ თავს ქვეშევრდომებად და მონებად” რუსეთის იმპერატრიცას.
“შეგვიწყალე, დიდო მონარქო, ამბობდნენ ისინი, ასეთი სიმრავლე შენდამი ერთმორწმუნე ქრისტიანებისა, და, შემოგზღუდავ რა ჩვენ სამუდამოდ შენი ძალით, იყავი ჩვენი საუკუნო მხსნელი; გვიბოძე ჩვენ, ჩვენს მიწას, ხალხებსა და შთამომავლებს, – რომელთაც სურთ იყვნენ სამუდამოდ შენი ქვეშევრდომები, – ამიერიდან სამარადისოდ შენი და შენი ტახტის მენაცვალეთა მფარველობა, მიიღე შენს თავზე ჩვენი მფარველისა და ხელმწიფის სახელი და დაგვაკისრე ჩვენ შენი ქვეშევრდომების მოვალეობა და წოდება, დაე ცნობილი იყოს ეს ჩვენი მტრებისთვის, რათა შეწყდეს მათში ერთხელ და სამუდამოდ ჩვენზე ბატონობის სურვილი...
სხვებზე არანაკლებ იღწვოდნენ ეს მიწა და ხალხი ქრისტიანული სარწმუნოების დასაცავად, ხოლო იმ დროთაგან, რაც გაგვინათა ჩვენ შენი მფარველობის ნათელმა, უფრო მეტი სისხლი დაიღვარა აქ და უფრო მეტი იწვნია მოწინააღმდეგემ. არ გჭირდებით და ვერას გარგებთ ჩვენ, ხელმწიფეო, ვერც შენ, ვერც შენს მენაცვალეთ, მაგრამ ქრისტიანული რჯულის გულისთვის, რომელსაც ქართველების თანასწორად ვაღიარებთ, გთხოვთ ვიქნეთ მიღებულნი მათ თანაბარ საფუძველზე შენი ძლიერი მფარველობის ქვეშ.
გვიბოძე, ყოვლადმოწყალეო ხელმწიფევ, მე და ჩემს მენაცვალეთ ისეთივე დაცვა, რომელიც ბოძებულია შენს მიერ ქართლისა და კახეთის სამეფოს მეფის ერეკლესა და მისი უგანათლებულესი სახლის მემკვიდრეთათვის. შემინარჩუნე ამის თანაბრად ჩემი სახითა და ჩემთა მემკვიდრეთა სახით იმერეთის უწინდელ მეფეთა უფლებები და უპირატესობანი. დაე შენი წყალობისა და თვითმპყრობელობის სხივმა, ყოვლადმოწყალეო ხელმწიფევ, გაანათოს საბოლოოდ ეს სამეფო, მისი ახლანდელი მფლობელი, თავადები, მხედრობა და ხალხი. ყველას გულებში შენს მონებს, ყველას ერთხმად სურს იყოს შენი კურთხეული ტახტის დაცვის ქვეშ, ყველანი უარვყოფთ მთელი ქვეყნის წინაშე რომელიმე სხვის ყველანაირ ძალაუფლებას ჩვენზე, სრულიად რუსეთის ტახტის გარდა და ამ ყოვლად უქვეშევრდომილეს ჩვენს სათხოვარს ვადასტურებთ ჩვენი ხელმოწერითა და ბეჭდებით”* (*თხოვნას ხელი მოაწერეს: მეფე სოლომონმა და ორმა ბატონიშვილმა დავითმა: ერთი მეფის ბიძაშვილი, მეორე მისი ძმიშვილი, სოლომონის ძმის, არჩილის ძე, და სოლომონის შვილიშვილმა, გურიის მთავარმა გიორგიმ თავისი ვაჟებით: სვიმონითა და ვახტანგით, თავადებმა, მიტროპოლიტებმა, ეპისკოპოსებმა და ბევრმა აზნაურმა).
ამ თხოვნამ ვერ მოაღწია ჯერ კიდევ სანკტ-პეტერბურგს, როდესაც იმერეთში მოხდა ცვლილება მთავრობაში. შუადღის ორ საათზე, 23 აპრილს, სოლომონი გარდაიცვალა აპოკალიფსური დარტყმისგან. დილას, წმ. გიორგის ხსენების დღეს, იგი ადგა სრულებით ჯანმრთელი, და, დილის ლოცვის აღსრულების შემდეგ, სურდა ჩაეცვა, მაგრამ ძლივს მოასწრო ერთი წინდის სანახევროდ ჩაცმა, რომ წაიქცა და ენა წაერთვა. სოლომონ მეფესთან მყოფი ექიმი ვიტენბერგი, რომელიც ჩვენი მთავრობის მიერ იყო იმერეთში გაგზავნილი, თუმცა კი ღებულობდა ყველა შესაძლო ზომას გადასარჩენად, მაგრამ მისი ძალისხმევა ამაო დარჩა (Рапортъ доктора Виттенберга Потёмкину 25-го апреля 1784 года).
თავის გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე, სოლომონ მეფემ განამზადა დეპუტატებად რუსეთში თავისი ცოლისძმა თავადი ზურაბ წერეთელი და თავადი ერისთავი, მაგრამ მეფის გარდაცვალებამ გააჩერა ისინი იმერეთში. საკითხი იმის თაობაზე, თუ ვინ იქნება გარდაცვლილი მეფის მენაცვალე, დიდად აინტერესებდათ დეპუტატებსა და მთელ იმერეთს. სოლომონს არ ჰყავდა მამრობითი სქესის შვილები და ამიტომ მისმა უეცარმა სიკვდილმა გაურკვევლობაში ჩააგდო იმერეთის უპირველესი ადამიანები. არ იცოდნენ თუ რა გადაეწყვიტათ, ისინი გაემართნენ ექიმ ვიტენბერგთან და ეკითხებოდნენ, თუ რა გაეკეთებინათ.
– თქვენ, როგორც გონიერმა ადამიანებმა, პასუხობდა იგი, – ჩემზე უკეთ იცით თუ რა არის თქვენი სამშობლოსთვის სასარგებლო.
ურთიერთშორის თათბირების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადგინეს, მეფის დაკრძალვის ცერემონიის დასრულების შემდეგ, აერჩიათ მისი მენაცვალე, და იგივე დეპუტატები გარდაცვლილი და ახლად არჩეული მეფის წერილებით გაეგზავნათ რუსეთში.
იმერეთში იმ ხანად იყო ორი პრეტენდენტი ტახტზე და ორივეს ერქვა დავითი; ერთერთი მათგანი გახლდათ გარდაცვლილის ბიძაშვილი*, დაბადებიდან ოცდაათი წლისა, ხოლო მეორე კი – ძმიშვილი, თერთმეტი წლის ყმაწვილი** (*დავითის მამა, მეფე გიორგი, იყო სოლომონის მამის უმცროსი ძმა. ეს დავით ბატონიშვილი სოლომონ მეფისადმი წინააღმდეგობის გამო განდევნილ იქნა იმერეთიდან და ცხოვრობდა ტფილისში, სადაც მას ინახავდა მეფე ერეკლე, მისი ნათესავი. დავითის მეუღლე, ანა მათეს ასული, ქალიშვილობაში თავადის ასული ორბელიანი, იყო ერეკლე მეფის ღვიძლი დის, ანა თეიმურაზის ასულ ორბელიანის შვილიშვილი /Рапортъ Бурнашёва Потёмкину 7-го мая, № 34, Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 47/; **ეს ახალგაზრდა კაცი გახლდათ სოლომონის ღვიძლი ძმის, არჩილის ვაჟიშვილი, ერეკლე მეფისა და დარეჯან დედოფლის შვილიშვილი). ორივე მათგანს ჰყავდა მომხრეები, და გააჩნდა თავიანთ მიმდევართა მეტ-ნაკლბად დიდი პარტიები. ჯერ კიდევ სოლომონის სიცოცხლეში ერეკლე მეფე ცდილობდა მის შერიგებას ბიძაშვილთან, დავით გიორგის ძესთან, და დაჟინებით მოითხოვდა იმას, რომ იმერეთის ტახტის მემკვიდრედ ყოფილიყო მისი შვილიშვილი, ბატონიშვილი დავით არჩილის ძე. სოლომონმა დაუთმო ერეკლეს სურვილს, ნება დართო დავით გიორგის ძეს დაბრუნებულიყო იმერეთში და მისცა მისი კუთვნილი სოფლები, ხოლო თერთმეტი წლის ძმისწული, დავით არჩილის ძე, აღიარა თავის მემკვიდრედ. მაგრამ, ამ აღიარებას არ ჰქონია არანაირი მნიშვნელობა და სოლომონის სიკვდილის შემდეგ მოხდა პარტიების ჩვეულებრივი ბრძოლა. ერთთ სურდათ ტახტზე აეყვანათ ძმისწული, მეორეთ კი – ბიძაშვილი (Рапорты Виттенберга Потёмкину 25-го и 26-го апреля. Госуд. Арх., XXIII, № 135, карт. 47).
– ჩვენ გვჭირდება ისეთი მეფე, – ამბობდნენ უკანასკნელის მიმდევრები, – რომელიც შეძლებს ხმლის ფლობასა და თავისი მიწის დაცვას, ყოველი მხრიდან მოწინააღმდეგის მიერ გარშემორტყმულისა.
კამათები მიდიოდა მანამდე, სანამ სარდალმა (ფელდმარშალმა) თავადმა პაპუნა წერეთელმა, რომელიც სარგებლობდა თანამემამულეთა დიდი პატივისცემით, არ გამოაცხადა მეფედ თავისი ცოლის ძმა, ბატონიშვილი დავით გიორგის ძე. დაქორწინებული იყო რა უკანასკნელის ღვიძლ დაზე, თავადი წერეთელი იმედოვნებდა, რომ ნათესაობითა და ტახტზე ასვლაში დახმარებისთვის, ახალი მეფის კარზე იგი შეიძენდა უფრო მეტ უპირატესობებს, გავლენასა და მნიშვნელობას. თავად პაპუნა წერეთლის წინადადება მიღებულ იქნა უმრავლესობის მიერ, და 27 აპრილს დავით გიორგის ძე გამოცხადებულ იქნა იმერეთის მეფედ. მომდევნო დღეს მან საზეიმოდ დადო ფიცი და ვალად იღო დაეცვა თავის ქვეშევრდომთა უფლებები, ემართა ისინი კანონების მიხედვით და ყოფილიყო რუსეთის იმპერატრიცას ერთგული ქვეშევრდომი. დავით გიორგის ძემ მაშინვე შეატყობინა ტახტზე თავისი ასვლის შესახებ გენერალ-პორუჩიკ პოტიომკინსა და პოლკოვნიკ ბურნაშოვს, ამასთან ორივეს გაუგზავნა სასულიერო წოდების, თავადებისა და ხალხის სათხოვარი, რომელშიც ისინი სთხოვდნენ შუამდგომლობას ახლად არჩეული მეფის დამტკიცებისთვის რუსეთის მთავრობის წინაშე. თავის მხრივ დავით მეფე, გამოთქვამდა რა სურვილს ევლო თავისი წინამორბედის ნაკვალევზე და გაეგზავნა ელჩობა უზენაეს კარზე, იმერელი ხალხის გასაჭირისა და სურვილების ახსნით, ითხოვდა შეენარჩუნებინათ მისდამი ის ნდობა, რომელიც რუსეთის მთავრობას გააჩნდა განსვენებულის მიმართ (Письмо царя Давида генералу Потёмкину 1-го мая 1784 года. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 47).
ამასობაში, ტახტის მემკვიდრეობისგან ჩამოცილებულმა დავით არჩილის ძემ, თავის მიმდევართა რჩევით, მიმართა ერეკლეს, თავის პაპას თხოვნით, რათა დაეცვა მისი უფლება, რომელიც დაფუძნებული იყო გარდაცვლილი მეფის სოლომონის მიერ მის საზემო აღიარებაზე ტახტის მემკვიდრედ (Рапортъ Бурнашёва П. С. Потёмкину 7-го мая 1784 года, № 34. Там же). დავით ბატონიშვილის ეს თხოვნა და პარტიების ბრძოლა მზად იყვნენ, რათა წარმოეშვათ შინაომი იმერეთში, სადაც ინტერესთა გაყოფას ადგილი ჰქონდა გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე რომელმე სხვა ქვეყანაში. როგორც კი გარდაიცვალა მეფე სოლომონი, როგორც სამეგრელოს მთავარმა, თავადმა დადიანმა, რომელიც უკანასკნელ ხანებში განკერძოვდა იმერეთის მეფის ხელისუფლებისგან, სურდა რა შეეძინა კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა (самостоятельность и независимость), დაიწყო ინტრიგების ხლართვა იმერეთის წინააღმდეგ, ცდილობდა რა პარტიათა ბრძოლის გაძლიერებასა და საყოველთაო მღელვარების მოწყობას. დადიანმა შიკრიკი გაუგზავნა დევნილებაში მყოფ თავადს ქაიხოსრო აბაშიძეს, მოუწოდებდა რა მას დაბრუნებულიყო იმერეთში და აიმედებდა თავისი დახმარებით. დადიოდა ხმები, რომ ზუსტად ასეთივე შიკრიკი გაგზავნილი იყო დადიანის მიერ კონსტანტინოპოლშიც შეტყობინებით, რომ სოლომონ მეფე გარდაიცვალა და რომ პორტას ეძლევა ახლა ყველაზე უფრო ხელსაყრელი შემთხვევა იმერელი ხალხის მორჩილებაში მოსაყვანად.
დადიანის ინტრიგებს უკვალოდ არ ჩაუვლია. თავადი აბაშიძე მოვიდა ტრაპიზონში განზრახვით, რათა შემოეღწია იმერეთში და მოეხდინა აქ მღელვარება. ახალციხელმა სულეიმან-ფაშამ, შეიტყო რა დავითის ტახტზე ასვლის შესახებ, მოითხოვა, რათა მას იმერეთის პორტაზე დამოკიდებულების გამო გაეგზავნა კონსტანტინოპოლში ელჩობა თხოვნით ტახტზე მისი დამტკიცების შესახებ.
ეშინოდა რა, რომ თურქეთის სამეფო კარს არ ესარგებლა გარდაუვალი მღელვარებით იმერეთში მმართველობის შეცვლისას, ჩვენი მთავრობა აღიარებდა აუცილებლად რაც შეიძლებოდა სწრაფად განემტკიცებინა დავით მეფის ხელისუფლება, და ამიტომ ერეკლესთვის ჩაგონებულ იქნა არ ჩარეულიყო იმერეთის საშინაო საქმებში და ეღიარებინა იქ დამყარებული მმართველობის წესი. ერეკლე, თუმცა კი თვლიდა საკუთარ თავს შეურაცხყოფილად იმის გამო, რომ ტახტი, გარდაცვლილი სოლომონის დაპირების მიუხედავად, არ გადმოვიდა მის შვილიშვილზე, დავით არჩილის ძეზე, მაგრამ დაეთანხმა კანონიერად ეღიარებინა დავით გიორგის ძის არჩევა. “მეშინოდა რა რაიმენაირი უთანხმოებისა ან ძმათაშორისი ომისა იმერეთში, წერდა ერეკლე პ. ს. პოტიომკინს (Въ письме отъ 3-го мая 1784 года. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 47), მე ამჟამად ხელი ავიღე ჩემს უფლებაზე და მივეცი თანხმობა დავით გიორგის ძის მეფედ აღიარებისთვის, მაგრამ როდესაც ჩემი შვილიშვილი სრულწლოვანების ასაკში მოვა, მაშინ მისი ბედი დამოკიდებული იქნება საიმპერატორო კარზე”.
საქართველოს მეფე ითხოვდა, რათა რუსეთის მთავრობას დაევალდებულებინა დავით მეფე მიეცა მისი შვილიშვილისთვის მთელი ის მამულები, რომლებსაც ფლობდა მისი მამა არჩილი, რათა დავით მეფეს ეღიარებინა თავისი ბიძაშვილი თავის შემდეგ ტახტის მემკვიდრედ და რათა მამულების გარდა დაეთმო მისთვის ორი შეიარაღებული ციხესიმაგრე მათი კუთვნილი მთელი მიწებით. სასურველის უფრო წარმატებით მისაღწევად ერეკლე ცდილობდა თავისი მოთხოვნის შეერთებას პოლიტიკურ მოსაზრებებთან და ამბობდა, რომ ციხესიმაგრეთა ასეთი დათმობა აუცილებელია მერეთის მეფის მიერ რუსეთის ინტერესებისთვის თავის არიდების შემთხვევაში, ვინაიდან მაშინ იგი შეიძლება დასუსტებულ იქნას ბატონიშვილის დავით არჩილის ძის წინააღმდეგობით (Письмо Ираклiя полковнику Бурнашёву 12-го мая 1784 года. Тамъ же). არსებითად კი მეფე უმთავრესად ზრუნავდა იმისთვის, რათა მის შვილიშვილს შეძლებოდა უსაფრთხოდ ეცხოვრა იმერეთში, რადგანაც ეშინოდა, რომ ზედმეტად თავგამოდებულ ადამიანებს, ახალი მეფის საამებლად, არ მოეწამლათ იგი.
სახელმწიფოს წარმოქმნა სახელმწიფოს შიგნით არ შეიძლებოდა დაშვებული ყოფილიყო ჩვენი მთავრობის მიერ, როგორც უკიდურესად მავნე საგანი, და ამიტომ ერეკლეს მოთხოვნები დაუკმაყოფილებელი დარჩა. ხოლო სამეფო სახლის წევრებს შორის ურთიერთ მტრობისა და შესაძლო ძმათაშორისი ომის თავიდან აცილებისთვის, გენერალ-პორუჩიკმა პოტიომკინმა დაავალა პოლკოვნიკ ბურნაშოვს გამზავრებულიყო იმერეთში და მოეწყო იქ სამეფოს საქმეები. ბურნაშოვმა თავისთან ერთად გამგზავრებისთვის მიიპატიჟა იმერეთის კათოლიკოსი მაქსიმე, რომელსაც უკვე დიდი ხანია დატოვებული ჰქონდა თავისი სამშობლო და ცხოვრობდა საქართველოში* (*მაქსიმეს იმერეთიდან განდევნის მიზეზი გახლდათ მისი არდათანხმება სოლომონ მეფის ვაჟის, ალექსანდრე ბატონიშვილის ქორწინებაზე, რომელსაც სურდა მეორედ ექორწინა მაშინ, როცა ცოცხალი ცოლი დატოვებული ჰყავდა ტფილისში. გარდაცვლილმა მეფემ სოლომონმა რამდენჯერმე შესთავაზა მაქსიმეს დაბრუნებულიყო იმერეთში, მაგრამ იგი, იცოდა რა თანამემამულეთა არამდგრადობა, საქართველოში რჩებოდა).
მაქსიმე დიდი პატივისცემით სარგებლობდა იმერეთში, სადაც მისი ყოფნა, როგორც რუსეთისადმი ერთგული ადამიანისა, შესაძლოა მეტად სასარგებლო ყოფილიყო, არა მხოლოდ ჩვენი ინტერესებისთვის, არამედ მეფე დავითის გაძლიერებისა და უდიდგვაროვანესი პირების ურთიერთ მტრობისა და თვითნებობისგან არიდებისთვის. დავით მეფე, შეგნებული ჰქონდა რა ის უზარმაზარი გავლენა, რომელიც გააჩნდა მაქსიმეს მის ქვეშევრდომებზე, და საჭიროებდა რა მისგან თანადგომას, ასევე იწვევდა მას იმერეთში. მაქსიმე ამჯერადაც უარს ამბობდა გამგზავრებაზე, მაგრამ იძულებული შეიქნა დაეთმო პოლკოვნიკ ბურნაშოვის დაჟინებული თხოვნისთვის (Рапортъ Бурнашёва Потёмкину отъ 25-го мая, № 44).
– მხოლოდ ერთი ყოვლადუქვეშევრდომილესი ერთგულება მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისადმი, ამბობდა იგი, და მორჩილება, რაზედაც მე რუსეთში ყოფნის დროს შევფიცე, მაიძულებს იქ გამგზავრებას. თუკი ეს ნებავს დიდ ყოვლადმოწყალე ხელმწიფას, მაშინ მე მზად ვარ სიცოცხლეც კი გავიღო მსხვერპლად.
1-ლ ივნისს პოლკოვნიკი ბურნაშოვი კათოლიკოს მაქსიმესთან ერთად, გაემგზავრნენ ტფილისიდან. მდინარეების გაუვალობამ, მანამდე იქ მოსული ძლიერი წვიმების შედეგად, შეაყოვნა მათი მოგზაურობა, და მხოლოდ 9 ივნისს მიაღწიეს მათ დავითის რეზიდენციამდე, სოფელ ცხრა-წყარომდე (წერია Цха-Цхоро), რომელიც მდებარეობდა სურამის გზაზე, ორმოც ვერსზე ქუთაისიდან. მეფე, სასულიერო წოდება, თავადები და ხალხის სიმრავლე გამოვიდნენ სამ ვერსზე სოფლიდან მოსულთა დასახვედრად. “მე ვპოვე ყველა ისინი, მოახსენებდა ბურნაშოვი (Рапортъ полковника Бурнашёва Потёмкину отъ 13-го iюня, № 51), შეიარაღებულნი და პარტიებად დაყოფილნი, სამაგალითოდ შეშფოთებულნი (მოუსვენრობით), თითქოსდა ჩემი ჩამოსვლისგან თავიანთი დამშვიდების მოლოდინში. ყველას სწყუროდა მოესმინა სიტყვები, რომლებიც დააიმედებდა მათ ეკატერინე დიდის უმაღლესი მოწყალებითა და მფარველობით”.
რუსებისადმი ყოველთვის უაღრესად თავაზიან იმერლებს, ამჯერად, გეგონებოდათ, სურდათ, რომ საკუთარი თავისთვისაც გადაეჭარბებინათ. საჭიროებდნენ რა ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, რუსეთის მფარველობასა და მხარდაჭერას, მეფე, დიდებულები და უბრალო ხალხიც კი ეპირფერებოდნენ (ელაციცებოდნენ) პოლკოვნიკ ბურნაშოვს (заискивали въ полковнике Бурнашёве). მათ ეშინოდათ, რათა სოლომონ მეფის სიკვდილთან ერთად არ შეწყვეტილიყო რუსეთის იმპერატრიცის იმერეთისადმი კეთილგანწყობაც. მათ ამშვიდებდა მხოლოდ კათოლიკოს მაქსიმეს იქ ყოფნა, რომლის ჩამოსვლასაც იმერეთში ხსნიდნენ იმით, რომ ამ ქვეყანას, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ დაუკარგავს რუსეთის მფარველობა. მაქსიმე მიღებულ იქნა განსაკუთრებული აღტაცებით როგორც მეფის მიერ, ისე ყველა მისი ქვეშევრდომის მიერაც. დავითმა მაშინვე დაუბრუნა მას ყველა უფლება, მამული და თავის წერილში პ. ს. პოტიომკინისადმი (Письмо Давида Потёмкину отъ 13-го iюня 1784 года. Госуд. Арх., XXIII, № 13-й, карт. 45) უწოდებდა მაქსიმეს ქვეყნის სამკაულს; ხალხი კი თავის კათოლიკოსს უყურებდა როგორც წმინდა ადამიანსა და ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი ყველა პარტიის ერთადერთ შემრიგებელს (Письмо генералу Потёмкину безъ числа отъ всехъ сословiй народа. Там же. карт. 47).
იმერელთა შეშფოთებული განწყობილების მიზეზი მალე ნათელი გახდა: ისინი მომდინარეობდა ახალი მთავრობის არამტკიცეობიდან, ერთი-მეორისადმი უნდობლობიდან და იქ მყოფთაგან თითოეულის მდგომარეობის განუსაზღვრელობიდან. ბურნაშოვმა შენიშნა შეკრებილებს შორის ორი პარტია, რომლებიც თუ სავსებით მტრულად არ იყვნენ განწყობილნი ერთმანეთისადმი, სულ მცირე, თანხმობაში მაინც არ იყვნენ შესულნი ურთიერთშორის: ერთს, უფრო მრავალრიცხოვანს, ეჭირა მეფის მხარე, მეორეს – ბატონიშვილ დავით არჩილის ძისა. უკანასკნელი შედგებოდა შეიარაღებული, მაგრამ ღარიბი და უმნიშვნელო ადამიანების ბრბოსგან, უპირატესად იმათგან, რომელთაც ჩამორთმეული ჰქონდათ მამულები გარდაცვლილი მეფის სოლომონის მიერ. მათ დასაკარგი არაფერი ჰქონდათ, ხოლო უჭერდნენ რა მხარს ბატონიშვილს, ისინი იმედოვნებდნენ წარმატების შემთხვევაში თავიანთი შეძლების გაუმჯობესებას.
ორივე პარტია უყურებდა პოლკოვნიკ ბურნაშოვს, როგორც რუსეთის მთავრობის მიერ გამოგზავნილ პირს, იმერეთში მმართველობისა და, აქედან გამომდინარე, სიმშვიდის დამყარებისთვის. ასეთი გადაწყვეტილების მოლოდინში ყველას აწუხებდა საკითხი იმის შესახებ, თუ როგორი მონაწილეობა იქნება მიღებული ბატონიშვილის დავით არჩილის ძის ბედში, და თუ კი ახლად არჩეული მეფე დატოვებულ იქნება ტახტზე, შეინარჩუნებენ თუ არა თავიანთ ხელისფლებასა და ჩინებს ის პირები, რომლებიც (ამ თანამდებობებზე) იყვნენ გარდაცვლილი მეფის სოლომონის დროს? ამ საკითხის საბოლოო გარკვევამდე ორივე პარტია არ შედიოდა ურთიერთობებში ერთმანეთთან (не сходились другъ съ другомъ).
“უჩვეულოა ხედავდე შეიარაღებულ ადამიანთა ამ ბრბოებს, წერდა ბურნაშოვი (Генералу Потёмкину отъ 13-го iюня, № 51); თითოეულ თავადს თავის უკან ჰყავს ასეთ ადამიანთა არცთუ მცირე ამალა. თუმცა კი ყველა ისინი მოედინებიან (стекаются) ყოვლადუავგუსტესი ჩვენი ხალმწიფას ერთიანი მფარველობის ქვეშ, მაგრამ შეშფოთება თავიანთი ხვედრის არცოდნის გამო და უნდობლობა ურთიერთ შორის ამყოფებდა მათ ფიქრთა დუღილის უკიდურეს ზღვარზე (содержала ихъ въ крайнемъ мыслей кипенiи). არ გააჩნიათ რა შიში სოლომონ მეფის სიმკაცრისა, თვლიან ისინი, როგორც ჩანს, თავიანთ ახალ მეფეს მათი წყალობით არჩეულად და მათთვის რაიმეს აკრძალვისთვის ძალის არ მქონედ”.
კათოლიკოს მაქსიმეს დახმარებით, პოლკოვნიკმა ბურნაშოვმა მოახერხა მტრული პარტიების შერიგება და იმერეთში სიმშვიდის აღდგენა. დავით მეფემ გადაწყვიტა მიეცა წერილობითი ვალდებულება, რომელშიც გამოთქვამდა თავის მომავალ დამოკიდებულებათა შესახებ ქვეშევრდომების მიმართ. მან გამოაცხადა განზრახული სურვილი გამოეგზავნა ელჩობა რუსეთში, თხოვნით მფარველობის შესახებ; პირობა დადო უზრუნველეყო ბატონოშვილი დავითი და ჩაებარებინა იგი კათოლიკოს მაქსიმეს მეურვეობისადმი, როგორც მისი ნათლიისა. თავადებისა და აზნაურების დატოვებას დაპირდა მეფე მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებზე და წოდებებში და ყველაფერში მოქცევას სამართლიანობის მიხედვით. თავიანთ მხრივ თავადებმა, სასულიერო წოდებამ და აზნაურებმა წერილობით იკისრეს ვალდებულება ყოფილიყვნენ მეფისადმი ერთგულნი და სიტყვაშეუბრუნებლად აღესრულებინათ ყველა მისი ბრძანება”.
ბურნაშოვი გამოემგზავრა იმერეთიდან, მაგრამ სიმშვიდე მასში არ დამყარებულა. სარდალმა თავადმა პაპუნა წერეთელმა პირველმა მისცა საბაბი ახალი არეულობებისთვის. აცხადებდა რა თავის ცოლისძმას იმერეთის მეფედ, წერეთელი, როგორც ჩვენ ვნახეთ, იმედოვნებდა ბევრი უპირატესობის მიღებას, მაგრამ, სამწუხაროდ, შენიშნა, რომ დავითი არაფრით არ ამჯობინებს მას სხვათა წინაშე (не оказываетъ ему никакихъ предпочтенiй передъ другими). იგი იმედოვნებდა ყოფილიყო პირველი პირი იმერეთში, მაგრამ დაინახა, რომ მეფე რჩევებისთვის მიმართავს ბურნაშოვსა და კათოლიკოს მაქსიმეს, როგორც ყველაზე უფრო ჩახედულ და გამოცდილ ადამიანს. პაპუნა წერეთელმა შეიძულა ეს პირები და გადაწყვიტა წინ აღდგომოდა მეფეს ყველაფერში, რაც არ ამოდიოდა მისი რჩევებიდან. მაშინვე პოლკოვნიკ ბურნაშოვის გამომგზავრების შემდეგ მან შეაგულიანა თავადი ბერო წულუკიძე და სხვა ყველაზე უფრო დიდგვაროვანი პირები რათა განეცხადებინათ, რომ ისინი არ ეთანხმებიან რუსეთში ელჩობის გაგზავნას, და როდესაც მეფემ დაიწყო ამის დაჟინებით მოთხოვნა, მაშინ წერეთლისა და წულუკიძის პარტიამ გადაწყვიტა მეფის მიტოვება. დატოვეს რა სამეფო რეზიდენცია, ისინი წავიდ-წამოვიდნენ თავიანთ სახლებში. ასეთი საქციელით განცვიფრებულმა დავითმა დააგზავნა ხალხი, რათა ეკითხათ მათვის წასვლის მიზეზის შესახებ და მოითხოვდა, რათა ყველა თავადი დარჩენილიყო მასთან ელჩობის გაგზავნამდე.
– ჩვენ ელჩობის შესახებ არაფერი ვიცით, პასუხობდნენ თავადები წარმოგზავნილებს, – და თუ კი მეფეს სურს, შეუძლია თავად გაემგზავროს რუსეთში, ხოლო ჩვენგან კი არავინ არ წავა.
მოვიდა რა თავად ქუთაისში, და იცოდა, რომ ყველა მღელვარების წყაროა თავადი პაპუნა წერეთელი, დავით მეფემ სთხოვა მის კარზე მყოფ ექიმ ვიტენბერგს შეეტყო უკმაყოფილებათა მიზეზის შესახებ.
– რატომ დატოვეთ თქვენ ასე დაჩქარებით მეფე, ჰკითხა ვიტენბერგმა პაპუნა წერეთელს, – თქვენ, რომელიც ხელს უწყობდით ტახტზე მის ასვლას?
– ჩვენთვის გულდასაწყვეტი იყო, პასუხობდა იგი, – რომ მეფე მოელაპარაკა პოლკოვნიკ ბურნაშოვს ჩვენი თანხმობის გარეშე.
– მაგრამ თქვენ ყველანი ხომ აქვე იყავით და თავადაც ელაპარაკებოდით ბურნაშოვს?
– მართალია, ჩვენ მას ველაპარაკებოდით, მაგრამ ჩვენ ვთხოვეთ მეფეს, რათა მას მასთან არანაირი საქმე არ დაეჭირა, ხოლო მეფე კი ყველაფერ ამას ჩვენს გულსატკენად აკეთებდა.
– ახლა კი რის გაკეთება გაქვთ განზრახული? ჰკითხა ვიტენბერგმა.
– ტახტზე ავიყვანთ მცირეწლოვან დავითს, გადაჭრით პასუხობდა წერეთელი.
ამ ცნობამ ააფორიაქა მეფე, მით უმეტეს, რომ, ვერ განიმტკიცა რა ძალაუფლება, იგი ღებულობდა შემაშფოთებელ ცნობებს თურქეთიდან. პორტამ იმერეთის მეფედ გამოაცხადა დევნილებაში მყოფი თავადი ქაიხოსრო აბაშიძე, რომელიც ეძიებდა ტახტს და დაჰპირდა თურქთის მთავრობას რომ გადაუხდიდა ხარკს და ყოველწლიურად გაუგზავნიდა კონსტანტინოპოლში 190 ბიჭსა და გოგონას (Рапортъ П. С. Потёмкина князю Потёмкину 10-го октября, № 461). თავადმა აბაშიძემ წერილები გამოუგზავნა იმერეთის უპირველეს ავადებს, რომლებშიც ატყობინებდა, რომ პორტა დაპირდა მას მიეცა თორმეტი ათასი ჯარი და რომ სულ მოკლე ხანში იგი გამოცხადდება იმერეთში.
– ჩვენ მივიღეთ წერილი თურქეთიდან, იდუმალად (გამოცანასავით) ეუბნებოდა თავადი ზურაბ წერეთელი ექიმ ვიტენბერგს, – და მალე იმერეთში მოხდება რაღაც ახალი.
ვიტენბერგმა იცოდა, თუ რაზე მანიშნებს ზურაბი, იცოდა, რომ საქმე შეეხება თავად აბაშიძის პროკლამაციებს და ამიტომ ცდილობდა წარმოედგინა თავად ზურაბ წერეთლისთვის ის უბედურება, რომელშიც ჩართული იქნება იმერეთი, თუკი იგი ისევ ჩავარდება თურქების ძალაუფლების ქვეშ, და ამასთან შენიშნა, რომ რუსეთი უკვე აღარ მოვა მაშინ ხელმეორედ მის დასახმარებლად.
– რა თქმა უნდა, ამბობდა ვიტენბერგი, – რუსეთს იმერეთი ძალზედ ცოტა რამეში თუ სჭირდება (Россiи до Имеретiи очень мало нужды), მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი შთამომავლები იტირებენ ამ უბედურების გამო.
– მე მთელი სულითა და გულით მოხარული ვიქნებოდი, პასუხობდა ზურაბი, – და მსურს, რათა რუსეთმა მიიღოს იმერეთი თავისი მფარველობის ქვეშ, მაგრამ რა გავაკეთო, როდესაც ძმასა და ბერო წულუკიძეს არ უნდათ, რომ ელჩები გაგზავნილ იქნენ რუსეთში.
– დაიყოლიეთ თქვენი ძმა, მიატოვეთ წულუკიძე და მიმართეთ მეფეს; წულუკიძე მარტო ვერაფერს გააკეთებს.
ვიტენბერგის რჩევამ იმოქმედა და თავადი წერეთლები შეურიგდნენ დავითს (Письмо доктора Виттенберга генералу Потёмкину отъ 9-го августа 1784 года. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 47). მეფეს სურდა ესარგებლა ამ შერიგებით და დაესაჯა თავადი წულუკიძეები. მან ბრძანა ალყა შემოერტყათ მათი სახლისთვის ქუთაისში იმ განზრახვით, რათა ხელში ჩარგდოთ მთელი მათი სახლეული. იმ დროს თავად წულუკიძეთა ერთერთი ქალიშვილი შეპირებული ჰყავდათ ცოლად ვახტანგ ბატონიშვილისთვის, ერეკლე მეფის ძისთვის, და საქმრო სულ ახლო ხანებში უნდა ჩამოსულიყო ქუთაისში. შეიტყო რა იმ საფრთხის შესახებ, რომელიც ემუქრებოდა თავად წულუკიძეთა სახლეულს, ბატონიშვილმა დავით არჩილის ძემ, როგორც ვახტანგ ბატონიშვილის დისწულმა, შეკრიბა შეიარაღებული ხალხი და გაემართა ალყაშემორტყმულთა გამოსახსნელად. ეშინოდა რა სისხლისღვრის და, რაც მთავარია, ერეკლე II-ის ჩარევისა, დავით მეფემ თავი დაანება თავის განზრახვას წულუკიძეთა ხელში ჩაგდებაზე, და რათა გული მოეგო დავით ბატონიშვილისთვის, გადაწყვიტა დაეთმო მისთვის რაჭის მხარეში მინდას ციხესიმაგრე მისი კუთვნილი მთელი სახლებითა და მამულებით (Письмо царевича Давида царю Ираклiю безъ числа. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 47).
თავადი წულუკიძეები შეურიგდნენ მეფეს და შეჰფიცეს რომ მისი ერთგულები იქნებოდნენ, ხოლო დავითმა კი არა მხოლოდ აპატია მათ, არამედ შემდგომში შუამდგომლობდა კიდეც ერთერთ მათგანს, და სახელდობრ სარდალს, ჯილდოსთვის იმპერატრიცას გულუხვობის წინაშე (Письмо царя Давида Князю Потёмкину 7-го сентября 1784 года. Госуд. Арх., XV, 210). ბატონიშვილმა დავით არჩილის ძემ თავისი საქციელით დიდი მნიშვნელობა შეიძინა იმერეთში, მაგრამ ამასათან ერთად მეფისა და მთელი მისი ერთგული პარტიის არაკეთილგანწყობაც. “ჩვენ და დავითი, ჩვენი ბიძაშვილი, მშვიდად ვერ ვიქნებით, წერდა დავითი პოლკოვნიკ ბურნაშოვს (Въ письме отъ 1-го iюля. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 47), და ჩვენს შორის თანხმობა და სრულყოფილი სიყვარული არ შეიძლება იყოს, ასევე ვერც ჩვენი ცხოვრება იქნება კეთილდღეობითი. ამისთვის გთხოვთ მოახსენოთ მის უმაღლესობას მეფეს (ერეკლეს), რათა მან ნება მოგვცეს ეს ახალგაზრდა კაცი აღვზარდოთ წესიერად და ბრძანოს მოაშორონ მას ცოტა ხნით არამყარი ადამიანები ჩვენი საერთო სარგებლისთვის”.
იმერეთის მეფე ხედავდა დავით ბატონიშვილში თავისთვის სახიფათო მეტოქეს, და ამიტომ ბუნებრივია ეძიებდა შემთხვევას, რათა ან დაესუსტებინა იგი, ან კიდევ საერთოდ განედევნა იმერეთიდან. მათ შორის წარმოქმნილი მტრობა, როგორც დავინახავთ, იყო ბევრი მღელვარების საგანი ქვეყანაში, რომელიც უამისოდაც გამოირჩეოდა სრული უუფროსობით, ქვეყანაში, სადაც მეფის ხელისუფლება ჯერ კიდევ არ იყო განმტკიცებული, სადაც თავადები და ხალხი მიეჩვივნენ თვითნებობას, სადაც თითოეული ეძიებდა შემთხვევას რათა თევზი ეჭირა მღვრიე წყალში და გამდიდრებულიყო მოყვასის ხარჯზე. მხოლოდ რუსეთის მონაწილეობა, რომელიც ამას აკეთებდა მისი ერთმორწმუნე ხალხის მიმართ, აკავებდა იმერეთს დაშლისა და საბოლოო დაღუპვისგან.
იცოდა რა რუსეთის მფარველობის შესახებ, სამეგრელოს მთავარმა, თავადმა დადიანმა, მიატოვა თავისი ხრიკები და აღიარა საკუთარ თავზე იმერეთის მეფის ძალაუფლება; მის მაგალითს მიჰყვა გურიის მთავარიც. საერთო პაემანზე დავით მეფემ და ამ ორივე მთავარმა დაადგინეს ეცხოვრათ მშვიდობით, დახმარებოდნენ ერთმანეთს ყველაფერში, რაც შეეხებოდა სიმშვიდესა და იმერეთის მთლიანობას, და განსაკუთრებით ერთსულოვნად ემოქმედათ გარეშე მტრების წინააღმდეგ, რომლებიც უკვე მზად იყვნენ იმერეთში შემოსაჭრელად.
გურიის მთავარმა და სამეგრელოს დადიანმა თითოეულმა უკვე რამდენიმე წერილი მიიღო თავად ქაიხოსრო აბაშიძისგან, რომელიც ატყობინებდა მათ ბათუმში მალე მოსვლის შესახებ მრავალრიცხოვანი თურქული ჯარით და მოუწოდებდა მათ შეერთებოდნენ, თუკი არ სურდათ საკუთარი დაღუპვა (Письмо князя Кайхосро Абашидзе къ Гурiелю. Госуд. Архивъ, XXIII, № 13, пап. 47).
მაისში თავადი ქაიხოსრო აბაშიძე მოვიდა ანატოლიის ფაშასთან ჰაჯი-ალისთან და გადასცა მას პორტას ფირმანი, რომელიც ფაშას უბრძანებდა შეეკრიბა ოცდაათათსიანი ჯარი და ბაირამის დღესასწაულის შემდეგ მასთან ერთად წამოსულიყო იმერეთში თავად აბაშიძის იმერეთის ტახტზე ასაყვანად.
– თავად მე არ წამოვალ და ჩემს ახლო მოხელეთაგან ასევე არავის არ გამოვგზავნი, ეუბნებოდა ფაშა ერთერთ ჩვენს მოხელეს (Посланному съ письмомъ паше отъ генералъ-поручика Потёмкина. Тамъ же); – არამედ გამოვგზავნი ვინმე გარეშეთაგანს. თუკი რუსეთი ან საქართველო გამოექომაგებიან იმერეთს, მაშინ, არ მივიღებ რა მასში მონაწილეობას, ისე შევხედავ ამ საქმეს, როგორც გარეშე ადამიანი.
ვერ ბედავდა რა ურჩოება გაეწია პორტას ბრძანებებისთვის, ჰაჯი-ალი-ფაშამ ფოთში გამოგზავნა რამდენიმე გემი პროვიანტით და ამზადებდა ჯარებს აქვე გამოსაგზავნად.
იიღო რა ცნობები თავად აბაშიძის განზრახვის შესახებ თურქული ჯარებით იმერეთში შემოსაჭრელად, დავით მეფემ დაიწყო თავდაცვისთვის მზადება. იგი აგროვებდა ჯარებს, და სამშობლოს დაცვის საქმის უფრო წარმატებით წარმართვისთვის, მიმართა ეშმაკობას. მეფემ შეადგინა ყალბი წერილი, ვითომდა მისთვის გამოგზავნილი გენერალ პოტიომკინის მიერ, და წაიკითხა იგი დიდგვაროვან პირთა და ხალხის შეკრებაზე. მოისმინეს რა წერილის შინაარსი, რომელშიც დაპირებული იყო რუსეთის დახმარება იმ შემთხვევაში, თუკი იმერლები ერთსულოვნად იმოქმედებდნენ სამშობლოს საერთო მტრების წინააღმდეგ, ყველა შეკრებილი ფიცს დებდა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაეცვა თავი და დაადგინეს დაუყოვნებლივ გამოეგზავნათ ელჩობა რუსეთში* (Письмо Виттенберга генералу Потёмкину отъ 9-го августа 1784 года. აი თარგმანი წერილისა, რომელიც დაწერა მეფე დავითმა პ. ს. პოტიომკინის სახელით და წაიკითხა შეკრებაზე /ჩვენ ქვემოთ მოგვყავს, ცხადია, თარგმანი მეფე დავითის ნაწერის რუსული თარგმანიდან – ი. ხ./. “ჩემამდე მოვიდა ცნობა თურქების მოახლოების თაობაზე და ამასთანავე მე მოვისმინე, რომ მოდიან თქვენზე და თქვენს მიწაზე თავდასასხმელად. მათ წინ უძღვის ერთი იმერელთაგანი თავად ქაიხოსრო აბაშიძის სახელით, რომელსაც შეჰპირდნენ იმერეთის მეფობას. მასთან ერთად მოდის თორმეტი ათასი თურქი მის გასამეფებლად, სულთანისთვის იმ დაპირების სანაცვლოდ, რომ ჩააყენოს იმერეთი უწინდებურად მის მონობაში ხარკის აუცილებელი გადახდით ორივე სქესის ყმაწვილებით. მაგრამ ვინ ბედავს თავდასხმას იმ მიწაზე, რომელსაც იცავს მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა? შესაძლოა, მათ არ იციან, რომ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა მფარველობს იმერეთს და რომ იმერლები საიმპერატორო ტახტის უერთგულესი ქვეშევრდომები არიან.
აწ გარდაცვლილი მეფე სოლომონი უკვე დიდი ხანია იმყოფებოდა უავგუსტესი ხელმწიფას გულუხვი მარჯვენის ჩრდილქვეშ. თქვენო უგანათლებულესობავ, ყველას აცნობეთ, რომ თუკი თურქები მოუახლოვდებიან იმერეთს, მე მაქვს ბრძანება მათ წინ აღვუდგე და არა მხოლოდ ჯარი უკუვაგდო, არამედ თავად მათ ქვეყანაშიც შევიდე. როგორც კი თქვენ ამის შესახებ შეგვატყობინებთ, მე მივიღებ სათანადო ზომებს; ჯარები აქ მზად არიან და მათ წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევს. მე მაქვს ბრძანება არავინ არ შემოვუშვა და ახლა თქვენ იყავით ფრთხილნი და მამაცნი. ყველაფრის შესახებ შემატყობინეთ და გამოგზავნეთ ელჩები, რათა მათ იხილონ უზენაესი კარის დიდებულება და მშვენიერება” /См. Госуд. Архивъ, XV, № 210/).
ელჩობის შემადგენლობაში დანიშნული იყვნენ კათოლიკოსი მაქსიმე, სარდალი და სახლთ-უხუცესი თავადი ზურაბ წერეთელი, პირველი მდივან-ბეგი თავადი დავით კვენიხიძე და თავადი ბესარიონ გაბაონი (გაბაშვილი, წერია Габановъ). აგვისტოს ბოლოს ელჩებმა დატოვეს იმერეთი და გამოემგზავრნენ პეტერბურგს, სადაც მოვიდნენ კიდეც ქრისტეს შობის დღეს, 25 დეკემბერს.
ჩამოსვლიდან მესამე დღეს ელჩობა მიღებულ იქნა თავად პოტიომკინის მიერ, რომლის დიდებული შესახედაობა და მხიარული სახე, კათოლიკოს მაქსიმეს გამოთქმით (Госуд. Арх., XV, № 210), “გვპირდებოდა ჩვენ მფარველობას”. უგანათლებულესმა დააიმედა ისინი იმპერატიცის მოწყალებით, რომელმაც წარმოგზავნილებს უწყალობა 8.000 მან.* და 29 დეკემბერს ღირსი გახადა ისინი თავისი აუდიენციისა (*კათოლიკოსს 2.000 მან., თავადებს წერეთელსა და კვენიხიძეს თითოეულს 1.500 მან., ამალას 1.000 მან. და სუფრისთვის 2.000 მან.). ელჩები აღტაცებულნი იყვნენ დიდი მონარქის მისალმებისგან, მის მიერ დაიმედებისა და, ბოლოს, თავად ცერემონიისგან, რომლითაც ხდებოდა მათი წარდგენა იმპერატრიცის წინაშე.
უწყალობა რა მეფეს წმ. ანდრია პირველწოდებულის ორდენი და მდიდრული საჩუქრები როგორც მას, ისე მის მეუღლესაც, იმპერატრიცა სწერდა დავითს* (*მეფისთვის ნაწყალობევ იქნა: ბრილიანტის საათი, სიასამურის ბეწვი, ორმოცი სიასამური, ყარყუმის ბეწვი, ფარჩის სამი ნაჭერი, მაუდის ათი ნახევარი /десять половинок сукна/; დედოფალს: ბრილიანტის საყურეები, ორმოცი სიასამური, ყარყუმის ბეწვი და ფარჩის სამი ნაჭერი): “თქვენი და თქვენი ძალაუფლების ქვეშ მყოფი მთელი ხალხის გულმოდგინებისა და ერთგულების გრძნობას ჩვენდამი და ჩვენი იმპერიისადმი, რომლებიც ახსნილია თქვენს წერილში, თქვენი წარმოგზავნილების ხელით ჩვენ რომ გადმოგვეცა, ჩვენ ვღებულობთ ჩინებული კეთილგანწყობილებით.
უკანვე ვისტუმრებთ რა ამ თქვენს წარმოგზავნილებს, რომელთა გულმოდგინება ჩვენდამი და მოშურნეობა მათი სამშობლოს სიკეთისთვის ქების ღირსია, განვუახლებთ თქვენს უგანათლებულესობას ჩვენს პირობას (наши уверенiя), რომ ჩვენ, შეგინარჩუნებთ რა თქვენ და ყველას თქვენზე დამოკიდებულს ჩვენს იმპერატორობით წყალობასა და მფარველობაში, თავს არ დავანებებთ ზრუნვას იმერეთის ხალხების კეთილდღეობისთვის.
ვადასტურებთ ჩვენს სურვილს, რათა თქვენი უგანათლებულესობა, თქვენი დიდების ღირსი წინამორბედის ნეტარხსენებული სოლომონის მაგალითით, წამოჭრილ საქმეებსა და საჭიროებებში გულღიად მიმართავდეს ჩვენს გენერალ-ფელდმარშალს თავად გრიგოლ ალექსანდრეს ძე პოტიომკინს, რომელსაც ჩვენი სასაზღვრო სამხედრო ძალებისა და საქმეების მთავარი უფროსობა და მმართველობა მაგ მხარეში აქვს ჩვენგან ჩაბარებული, და მის კეთილ რჩევებს ისმენდეს და ასრულებდეს” (Архивъ Кабинета Его Величества. Св. 441).
იმ დროს, როდესაც პეტერბურგში ელჩობისთვის მოწყობილ ზეიმს ზეიმი მოსდევდა, იმერეთში ხდებოდა სხვაგვარი მოვლენები: იქ შემოჭრილი თურქები ძარცვავდნენ და აჩანაგებდნენ ქვეყანას.
სექტემბრის შუა რიცხვებში თავადი ქაიხოსრო აბაშიძე ნამდვილად ჩამოვიდა ბათუმში, სადაც მასთან ერთად მოვიდა თურქული ჯარების ნაწილიც; მეორე ნაწილი გადმოსხდა ფოთში. ახალი პრეტენდენტი იმერეთის ტახტზე ყველგან აგზავნიდა წერილებს, იწვევდა რა იმერლებს, რომ მისი მხარე დაეკავებინათ. თავადი აბაშიძე თავიდან სთავაზობდა გურიელსა და დადიანს კავშირსა და მეგობრობას, მაგრამ ვერ შეძლო რა მათი თავის მხარეზე დაყოლიება, დაიწყო ამანათების (მძევლების – ი. ხ.) მოთხოვნა (Письмо царя Давида католикосу Максиму 26-го сентября. Рапортъ генералъ-поручика Потёмкина князю Таврическому 10-го октября, № 461).
რათა არ დაერღვია ტრაქტატები და სამშვიდობო დადგენილებანი პორტასთან, ჩვენს მთავრობას შეეძლო აღმოეჩინა იმერეთისთვის მხოლოდ ირიბი დახმარება და თანადგომა თურქთა ჩანაფიქრების წინააღმდეგ. გენერალ-პორუჩიკმა პოტიომკინმა დავით მეფეს გაუგზავნა გარკვეული ფულადი თანხა სამხედრო საჭიროებათათვის; სამეგრელოს დადიანის ჩვენი ინტერესებისკენ მოზიდვისთვის და მისი დის დარეჯან დედოფლის მიერ დამოწმების სახით დადიანის რუსეთისადმი გულმოდგინების თაობაზე, იმპერატრიცამ ეკატერინე II-მ უწყალობა მას წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენი მარგალიტიანი ვარსკვლავით, ბაფთები და ათი ვარსკვლავი მორთულობათა გარეშე. ამასთან სამეგრელოს მფლობელს ეცნობა, რომ თუკი იგი შეინარჩუნებს კეთილგანწყობას რუსეთისადმი და დარჩება მისი ერთგული, მაშინ შეუძლია უფრო მეტ წყალობათა იმედიც ჰქონდეს.
ამასთან ერთად, იმპერატრიცამ დაავალა თავის წარგზავნილს კონსტანტინოპოლში, ბულგაკოვს, რომ დაჟინებით მოეთხოვა პორტასგან, რათა მას თავი დაენებებინა ყველანაირი თავდასხმებისთვის იმერეთსა და საქართველოზე. ბულგაკოვი რწმუნებულ იყო განეცხადებინა თურქეთის მთავრობისთვის, რომ რუსეთი, ექომაგებოდა რა მის ერთმორწმუნე ხალხებს და ათავისუფლებდა რა მათ ჩაგვრისგან, აკეთებდა ამას იმ მიზნით, რათა ისინი სამუდამოდ ყოფილიყვნენ უზრუნველყოფილნი სრული უსაფრთხოებით და ჰქონოდათ საკუთარი მმართველობა და რომ რუსეთის მთავრობას არ შეუძლია გულგრილად უყურებდეს “მათთვის გამზადებულ” ახალ უბედურებებს. სურს რა შეინარჩუნოს მეგობრობა და კეთილი თანხმობა ოტომანის პორტასთან, რუსეთის მთავრობას უკიდურესად დაენანება, თუკი ეს დერჟავა მისცემს საბაბს ახალი მტრობისთვის თავისი ქმედებებით, რომლებიც იხრება რუსეთის ერთმორწმუნე ხალხის ჩაგვრისკენ. დატოვებს რა იმერეთის ხალხს მის ახლანდელ მდგომარეობაში, ამჟამინდელი მეფის მმართველობის ქვეშ, არჩეულისა ხალხის ნებითა და განსვენებული სოლომონის მითითებით, პორტა შეინარჩუნებს სიმშვიდეს იმ მხარეში და მასთან ერთად დაამტკიცებს თავის მშვიდობისმოყვარეობას, მაშინ როდესაც, პირიქით, ყველანაირი თავდასხმა საქართველოსა და იმერეთზე, პეტერბურგის სამეფო კარს არ შეუძლია მიიღოს სხვანაირად, თუ არა როგორც მტრულ მოქმედებად რუსეთის წინააღმდეგ.
უკანასკნელ ხანებში, და სახელდობრ საქართველოს რუსეთის მფარველობის ქვეშ მიღების შემდეგ, მასთან მოსაზღვრე თურქი ფაშები, ცდილობდნენ რა ზიანი მიეყენებინათ ერეკლესთვის, ლეკებს უგზავნიდნენ წერილებს აღშფოთებისკენ მოწოდებით რუსეთისთვის “უშვერი გამონათქვამებით”, და ამიტომ, რათა “თურქეთის სამინისტროს არ ეფიქრა, რომ მას შეუძლია ცოტ-ცოტად მიმართავდეს ჩვენთვის მავნებლურ თავის განზრახვებ”, იმპერატრიცამ დაავალა ბულგაკოვს ეკითხა პორტასთვის, მისი ბრძანებით ხდება მსგავსი აღმაშფოთებელი მოწოდებების დაგზავნა თუ ფაშების თვითნებობით? პირველ შემთხვევაში ეგრძნობინებინა მისთვის, რომ მსგავსი მოწოდებების შემდგომ დაგზავნას შეიძლება ჰქონდეს უსიამოვნო შედეგები, ხოლო მეორეში კი, ანუ თუკი თურქეთის მთავრობა მთელ ბრალეულობას დააკისრებდა მოსაზღვრე ფაშებს, მოეთხოვა მათი მკაცრად დასჯა, როგორც საბაბის მიმცემებისა მშვიდობისა და კეთილი თანხმობის დარღვევისთვის ორ მოკავშირე დერჟავას შორის (Рескриптъ Булгакову отъ 7-го октября. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 49).
“შესაძლოა, წერდა იმპერატრიცა ეკატერინე სხვა რესკრიპტში ბულგაკოვისადმი (Рескриптъ отъ того же числа. Тамъ же), რომ თურქეთის სამინისტრო დაიწყებს ლაპარაკს იმერეთის ხალხზე, რომ იგი ოტომანის პორტას ქვეშევრდომია, და ამიტომ მიითვისებენ თავიანთი ნებით იქ მფლობელების შეცვლის უფლებას, მაგრამ ასეთი ცვლილების დაშვება ჩვენ არანაირად არ შეგვიძლია, ხოლო თუკი თქვენ ვერ შეძლებდით პორტას დამშვიდებას იმ დონემდე, რათა მან თავი ანებოს ყველანაირ მოძრაობას იმ მხარეში შემდგომი ახსნა-განმარტების გარეშე, მაშინ ნებას გრთავთ მიმართოთ ეს საქმე ნეგოციაციაში, დაჟინებით მოითხოვთ რა აუცილებლად, რათა ამ მოლაპარაკებების დასრულებამდე, არაფერი დაბრკოლება არ იქნას შექმნილი იმერეთის ახლანდელი მეფისთვის მის მმართველობაში და რათა ჯარები იმ მიწაზე და მის წინააღმდეგ არ იქნას გაგზავნილი. ხოლო რაც შეეხება ქართლის მეფესა და მის მიწებს და საერთოდ სპარსეთის საქმეებს, ამაში არანაირი საკითხი თურქეთის მხრიდან დაჟინებით მოთხოვნილი არ შეიძლება იყოს”.
ამ ინსტრუქციებმა ვერ მიაღწია ბულგაკოვამდე, როდესაც თურქები 30 ოქტომბერს, 6.000 ადამიანის რიცხვით შემოიჭრნენ გურიაში. მოვიდნენ რა ოზუგეთამდე, მათ გაძარცვეს და გადაწვეს შვიდი სოფელი, გაფანტეს მცხოვრებნი, მაგრამ ტყვედ წაყვანა ვერავისი ვერ შეძლეს, ვინაიდან გურულები, შეიტყვეს რა მოწინააღმდეგის მოახლოების შესახებ, წინასწარ დაიმალნენ უსაფრთხო ადგილებში (Письмо царя Давида католикосу Максиму въ декабре безъ числа. Госуд. Арх., XV, № 210). დავით მეფე, შეკრიბა რა 4.000-მდე იმერელი, მათი თანხლებით გამოვიდა ქუთაისიდან და 3 ნოემბერს მოვიდა სოფელ საჯავახოში, რომელშიც გაჩერდა კიდეც რამდენიმე დღით, რათა დალოდებოდა მასთან ახალი ჯარების მოსვლას. მან შიკრიკი გამოუგზავნა გენერალ-პორუჩიკ პოტიომკინს, სთხოვდა რა დახმარებასა და თან არწმუნებდა მას, რომ მისი დროშის ქვეშ შეკრებილი მთელი იმერლები იწვიან მტერთან შებმის სურვილით (Письмо Давида генералу Потёмкину 3-го ноября. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 48. Рапортъ Бурнашёва ему же, отъ 8-го ноября. Тамъ же, карт. 47).
უკანასკნელ გადასასვლელზე, ნავარაუდევი ომის წინა დღეს, დავითთან მოვიდა შიკრიკი წერილით გენერალ პოტიომკინისგან. მეფემ ისარგებლა ამით და სთხოვა წარმოგზავნილს მოევლო ჯარები, ამასთან დავითთან დაახლოებულებმა გაავრცელეს ხმა, ვითომ რამდენიმე რუსული პოლკი გამოგზავნილია კავკასიის ხაზიდან იმერელთა დახმარებისთვის, და რომ შიკრიკმა გადმოუსწრო მათ მხოლოდ იმ მიზნით, რათა ეჩქარა ამ ცნობის მოტანა იმერული ჯარების ბანაკში. როგორი შეუსაბამოც არ უნდა ყოფილიყო ეს ხმები, მაინც მათ იმდენად გაამხნევეს ქრისტიანული ლაშქარი, რომ შემდგომში დავითს სინანულად დარჩა, რომ არ მოუწია თურქებთან შებრძოლება (Рапортъ П. С. Потёмкина князю Потёмеину 22-го января 1785 года, № 6. Письмо Давида Потёмкину безъ числа. Госуд. Арх., XXIII, № 13, пап. 49 и 50).
ზურგიდან მოუარა რა მოწინააღმდეგეს და დაიკავა მისი უკან დასახევი ყველა გზა, დავით მეფეს განზრახული ჰქონდა 12 ნოემბრის გათენების ღამეს შეეტია თურქებისთვის, მაგრამ “ჩემდა შეურაცხყოფად, სწერდა იგი (Въ декабре католикосу Максиму. Госуд. Арх., XV, № 210), არ ვიცი ვინ ჩვენი საზოგადოებიდან გააფრთხილა ჩემი მტრები”. განიცდიდნენ რა სურსათის უკიდურეს უკმარისობას, თურქებმა როგორც კი მოისმინეს რუსული ჯარების მოჩვენებითი მოახლოების შესახებ და შეიტყვეს, რომ უკანდახევის გზა მათ მოჭრილი აქვთ, და რომ იმერლებს განზრახული აქვთ მათ შეუტიონ, აღარ დალოდებიან თავდასხმას. გაიფანტნენ რა სხვადასხვა მხარეს, მათ მცირე პარტიებით გააღწიეს ფოთში, დაუტოვეს რა ნადავლად იმერლებს მთელი თავიანთი ბანაკი, აღალი, მძიმე ტვირთები, ამუნიცია, 1.400 თოფი და ბარგით დატვირთული ცხენებიც კი (Рапортъ П. С. Потёмкина князю Потёмкину 22-го января 1785 года, № 6). თურქების წინამძღოლი და თავისი სამშობლოს უბედურებაში დამნაშავე, თავადი ქაიხოსრო აბაშიძე, გაიქცა ტრაპიზონში, საიდანაც მეტად აღარ დაბრუნებულა.
დავითი ზეიმობდა. “თქვენო აღმატებულებავ, წერდა იგი პოტიომკინს, გვიდასტურებთ ჩვენ ურყევი ერთიანობის შესახებ; მე მაქვს პატივი შეგატყობინოთ, რომ ერთსულოვნება ახლა იმდენად მყარია, რომ თითქოსდა ყველას გული შეადგენდა ერთს. ყველანი ერთსულოვნად მზად არიან თავის დასაცავად; ყველანი ერთხმად ევედრებიან უფალს უავგუსტესი ჩვენი ხელმწიფასთვის”.
თურქების წასვლის შემდეგ იმერეთმა უფრო თავისუფლად ამოისუნთქა გარეშე მტრებისგან, მაგრამ თავი ვერ დააღწია შინაგან უწესრიგობებს. დავით მეფეს ხალხის სამართავად არ გააჩნდა ის ნიჭი და უნარი, როგორიც ჰქონდა განსვენებულ მეფე სოლომონს, არ შეეძლო საკუთარი თავის დაყენება თავის ქვეშევრდომებთან მიმართებაში და ამიტომ მუდმივად მტრობა ჰქონდა დიდგვაროვნებთან. იმერლების მიერ ყველაზე უფრო პატივცემულმა თავადებმა წერეთლებმა, წულუკიძეებმა და სხვა პირებმა, ვერ საგებლობდნენ რა მეფის ნდობით, უარი თქვეს ჩინებზე და წავიდნენ თავიანთ მამულებში, რის გამოც არ ღებულობდნენ არანაირ მონაწილეობას ქვეყნის მართვაში. უბრალო ხალხი თვითნებობდა, არ უსმენდა არც მეფეს, არც მის მიერ დაყენებულ მმართველებს, რომლებიც უმეტეს წილად არჩეული იყვნენ იმ პირთაგან, ვინც არ იმსახურებდა პატივისცემას. სამეფოს მთელ საქმეებს განაგებდა საქართველოდან გაქცეული თავადი ელიზბარ ერისთავი, რომელსაც ცოლად ჰყავდა გარდაცვლილი მეფის სოლომონის ქალიშვილი, მაგრამ ნაკლები ნიჭი და უნარი გააჩნდა სახელმწიფო საქმეების გასაძღოლად. დავით მეფე თავისი გაუნათლებლობის, საქმეებში გამოუცდელობისა და, ბოლოს, ხასიათის სისუსტის გამო მხოლოდ კიდევ უფრო ხლართავდა და რევდა საქმეებს და ჩვეულებრივად მიჰყვებოდა მის გარემომცველ პირთაგან რომელიმეს პირველივე რჩევას, ხოლო ეს პირნი კი შეკრებილი იყვნენ ღარიბი და მოუსვენარი ადამიანებისგან. სარგებლობდნენ რა მეფის სუსტი ხასიათით, მასთან დაახლოებული პირები ქურდავდნენ დავითს, რომელიც უკიდურეს სიღარიბეს განიცდიდა და ხშირად პურიც კი არ ჰქონდა. მეფე იძულებული იყო, 1785 წლის დასაწყისში, საკუთარი თავის გამოსაკვებად ხალხისთვის დაეკისრებინა ახალი გადასახადები, მაგრამ იმერლებმა უარი თქვეს მათ გადახდაზე და, სახალხო კრების შემდეგ, დაადგინეს ეძლიათ მეფისთვის თითოეული კომლიდან თითო თუმანი, 60 კაპიკი ცხვრის სანაცვლოდ, 6-6 ფუთი ღომი და 15-15 ვედრო ღვინო, ხოლო შემდეგ კი ამაზე ზევით აღარაფერი არ მიეცათ.
შეურიგდა რა სამეგრელოს დადიანს, დავით მეფე თვლიდა მას თავის ყველაზე უფრო ახლო მეგობრად და იმდენად ჩავარდა მისი გავლენის ქვეშ, რომ დადიანის რჩევის გარეშე ვერ ბედავდა ვერანაირი რამდენადმე მაინც მნიშვნელოვანი ზომის მიღებას ვერც საგარეო და ვერც საშინაო საქმეებში* (*მალევე თავისი ლაშქრობიდან ქუთაისში დაბრუნების შემდეგ, დავითმა ჰპოვა იქ ახალციხელი სულეიმან-ფაშას მიერ გამოგზავნილი შიკრიკი წერილით. მანამდე, სანამ უპასუხებდა ფაშას წერილზე, დავითი რჩევისთვის გაემგზავრა დადიანთან, ჰქონდა მასთან პაემანი მდინარე ცხენის-წყალზე და მხოლოდ დაბრუნების შემდეგ უკანვე გაგზავნა შიკრიკი თავისი პასუხით). მან დადიანს მმართველობაში გადასცა 700-მდე კომლი, რომელთაგან შემოსავლებიც მასვე დაუთმო სარგებელში, მაგრამ დადიანი, მადლიერების ნიშნად, ცდილობდა გაძლიერებულიყო მეფის ხარჯზე და მუდმივ უთანხმოებებს უჭერდა მხარს იმერეთში (Рапортъ Бурнашёва генералу Потёмкину 19-го августа 1785 года, № 34).
თავი V
(საქართველოს მდგომარეობა მეზობლებთან მიმართებაში. – ქვეყნის შინაგანი მდგომარეობა (состоянiе). – ერეკლეს განზრახვა თავის ნებას დაუქვემდებაროს განჯის ხანი. – ლეკების შემოჭრა და მათი მოგერიება რუსული ჯარების მიერ. – პორტას ინტრიგები და მათი შედეგები.)
საქართველოში შემოყვანილ მხოლოდ ეგერთა ორ ბატალიონს არ შეეძლო ქვეყნის დაცვა გარეშე მტრებისგან, რომლებიც ყოველი მხრიდან გარს ერტყმოდნენ მას და არ შეეძლო დიდი გავლენის მოხდენაც შინაგან წესრიგსა თუ უწესრიგობაზე, რომელიც მაშინ იყო საქართველოში. მაჰმადიანური რჯულის ქვეშევრდომები ცუდად, ან სულაც არ ემორჩილებოდნენ მეფეს, ხოლო ქართლის თათრები კი მზად იყვნენ გასაქცევად. ადერბაიჯანში, ხოელი ხანის გაძლიერების შემდეგ, ერეკლემ დაკარგა თავისი უწინდელი გავლენა და ის საჩუქრებიც, რომლებსაც უწინ ღებულობდა; ერევნის ხანი აღარ იხდიდა ხარკს და, ჰქონდა რა მხარდაჭერა ხოის ხანისა და ახალციხის ფაშისგან, არ აღიარებდა საკუთარ თავზე საქართველოს მეფის ძალაუფლებას. ერეკლეს ძველმა მოკავშირემ, შუშელმა (ყარაბაღელმა) იბრაჰიმ ხანმა, ასევე თავის არიდება დაიწყო კავშირისგან, ხოლო საქართველოს მეზობელი ლეკები კი ძარცვავდნენ და აჩანაგებდნენ ქვეყანას, მიერეკებოდნენ საქონელს და ტყვედ მიჰყავდათ მცხოვრებნი. ქვეყნის დაცვა იმყოფებოდა დაქირავებულთა ხელში, რომლებიც ცუდად ზრუნავდნენ საქართველოს სარგებლობისთვის. თავისი ჯარების რიცხვის გაზრდას ერეკლე შესაძლებლად ვერ მიიჩნევდა, და გენერალ პოტიომკინის წინადადებაზე, გადაეხადა თავისი ჯარებისთვის ხელფასი და ეძლია სურსათი ხაზინიდან, მეფე პასუხობდა, რომ ეს ჩვეულებად არ არის მათ მიწაზე (მამულში). “თუკი ამ ანაზღაურებას, წერდა ერეკლე (Въ письме П. С. Потёмкину 29-го декабря 1784 года. Госуд. Арх., XXIII, № 135, карт. 49), მივცემთ ჩვენს ხალხს, მაშინ შეუძლებელი იქნება ჩვენი ჯარების გამრავლება სხვა ხალხებით, და ამიტომ ვინახავთ ჩვენს ჯარებს ანაზღაურების გარეშე, და ამ ფულებით კი მათ რიცხვს ვამრავლებთ სხვა ხალხებით”.
თავისი უძლურების მიუხედავად, ერეკლე ცდილობდა მის მიერ დაკარგული გავლენის აღდგენას ადერბაიჯანში და თავისი ძალაუფლების განმტკიცებას ერევანსა და განჯაში. შეკრიბა რა თავისი ჯარები, მან ისინი გაგზავნა განჯისკენ იქ გუბერნატორად ნამყოფი თავად ანდრონიკაშვილისა და შამშადილელი ალი-სულთანის უფროსობით. განჯელები ქალაქის გარშემო გაშენებულ ბაღებში დახვდნენ ქართველებს, მაგრამ ხანმოკლე ორმხრივი სროლის შემდეგ იძულებული შეიქნენ ციხესიმაგრეში ჩაკეტილიყვნენ. ამ უმნიშვნელო წარმატებამ იმედი მისცა ერეკლეს, რომ განჯელები დაემორჩილებიან რუსული ჯარების დახმარების გარეშეც, თუკი მხოლოდ დარუბანდელი ფათჰ-ალი-ხანი ხელს არ შეუშლიდა შუშელ იბრაჰიმ-ხანს თავისი ჯარების გამოგზავნაში ქართველთა დასახმარებლად. ეშინოდა რა იმისა, რომ დარუბანდისა და შუშის ხანებს შორის წარმოქმნილ მტრობას ხელი არ შეეშალა იბრაჰიმისთვის განჯის დასამორჩილებლად დახმარების აღმოჩენაში, ერეკლე სთხოვდა ფათჰ-ალის ხელი აეღო თავის მტრულ მოქმედებებზე ყარაბაღის წინააღმდეგ. მეფის მიერ გაგზავნილი მირზა მისაილი დარუბანდელ ხანს შეხვდა ყარაბაღისკენ მიმავალი გზის შუაში, სალიანად წოდებულ ადგილას, სადაც იგი იძულებული შეიქნა გაჩერებულიყო თავის ჯართან ერთად სურსათის მარაგების უკმარისობის გამო. მირზა მისაილის მოსვლასთან თითქმის ერთდროულად მოვიდა ფათჰ-ალი-ხანთან ახალციხის ფაშის მიერ წარმოგზავნილიც, მისი ხაზინადარი სამი ათასი თუმნით, სიასამურის ქურქითა და ბრილიანტებით შემკული საათით. ფაშის წარმოგზავნილი არწმუნებდა დარუბანდელ ხანს აუცილებელ დახმარებაში თურქული სამეფო კარის მხრიდან და გადასცა მას წერილი, რომლითაც მოუწოდებდა მას მოქმედებებისკენ რუსეთის წინააღმდეგ.
“ქართლზე მოსულ წყალობასა და გამდიდრებას რუსეთის სამეფო კარის მხრიდან, აქვს ის მიდრეკილება, რათა დაეუფლონ მთელ ირანს. წინასწარ გატყობინებთ თქვენ ამის შესახებ; იყავით მზად საომარი მოქმედებების დაწყებისთვის ამ ზაფხულს, ხოლო მე კი პასუხს გაგცემთ ხაზინით. თქვენ მაგ ადგილებიდან დაიწყებთ თქვენს საქმეს, ხოლო ჩვენ კი აქედან დავესხმით თავს საქართველოს. გირჩევთ შეაერთოთ მთელი თქვენი ძალები; წინააღმდეგ შემთხვევაში ინანებთ და მალეც, როცა დასუსტდებიან მთელი თქვენი წევრები (ასოები)”.
ფათჰ-ალი-ხანს თუმცა კი არ სჯეროდა მთელი ამ დაპირებებისა, მაგრამ სურდა ამოეღო შესაძლო სარგებელი ამ გამოგზავნისგან. მან გამოუგზავნა გენერალ პორიომკინს თავისი მოხელე სადიკ-მირზა შეტყობინებით, რომ მასთან მოვიდა თურქი ფაშის მიერ გამოგზავნილი კაცი საჩუქრებით, რომლებიც მას არა თუ არ მიუღია, არამედ წერილებიც კი არ წაუკითხავს, რომ ის კაცი შემდეგ გაემართა ყარაბაღისკენ იბრაჰიმ-ხანთან, რომელმაც განსაკუთრებული პატივით მიიღო იგი, ზარბაზნების სროლით და ყველას თანდასწრებითაც ჩაიცვა მისთვის საჩუქრად გამოგზავნილი ხალათი.
“თქვენ ყოველთვის ინებებთ ხოლმე რომ მე მომწეროთ, ეუბნებოდა ფათჰ-ალი-ხანი თავის წერილში პ. ს. პოტიომკინს (Отъ 10-го января 1785 года. Госуд. Архивъ, XXIII, № 13, карт. 49), რომ იბრაჰიმ-ხანი შედგება მისი უდიდებულესობის მფარველობის ქვეშ, და რათა მას არ ვავიწროვებდე, მაგრამ გარწმუნებთ, რომ იგი უგზავნის თურქეთის სულთანს შიკრიკებს საიდუმლო მიმოწერებით და ამისთვის ღებულობს იქიდან საჩუქრებს და ერევა უჯერო საქმეებში, ხოლო მე კი დღემდე შემდგარი ვარ მისი უდიდებულესობის ერთგულებაში”.
იმედოვნებდა რა მოწონების მიღებაზე რუსეთისადმი მოჩვენებითი ერთგულების გამო, ფათჰ-ალი-ხანმა ამის ნაცვლად გენერალ პოტიომკინისგან მიიღო სინანულის გამოხატულება იმაზე, რომ გაუშვა წარმოგზავნილი, და არ დააკავა იგი თავის სამფლობელოებში, როგორც ეგებოდა რომ მოქცეულიყო რუსეთისადმი ერთგულ ადამიანს (Рапортъ П. С. Потёмкина князю Потёмкину отъ 22-го января, № 7). თავის ანგარიშებში შემცდარი დარუბანდის ხანი ხედავდა, რომ მისი ინტრიგა შუშელი იბრაჰიმ-ხანის წინააღმდეგ ვერ გამოვიდა. მას შეგნებული ჰქონდა, რომ მისი საომარი ღონისძიებანი იბრაჰიმის წინააღმდეგ ვერ შეიძლება იყოს წარმატებული, რადგანაც მისი ჯარების უმეტესმა ნაწილმა, არ ჰქონდათ რა გამოსაკვები საშუალებანი, სახლებში დაიწყო წასვლა, ხოლო ამასობაში კი, ყარაბაღის მცხოვრებნი, დატოვეს რა სოფლები მთელი თავინთი ქონებით, საქონლითა და სახლეულით, გაეშურნენ მთებში და, ჩასხდნენ რა გამაგრებულ ადგილებში, მზად იყვნენ მოწინააღმდეგის დასახვედრად. გაძნელებული მდგომარეობა, რომელშიც აღმოჩნდა ფათჰ-ალი-ხანი, იყო მიზეზი იმისა, რომ იგი განსაკუთრებული ყურადღებითა და პატივისცემით შეხვდა ერეკლე მეფის წარმოგზავნილს. იგი არწმუნებდა მირზა მისაილს, რომ სურს ერეკლე მეფესთან მეგობრობისა და კეთილი თანხმობის შენარჩუნება და, არ გააჩნია რა არანაირი მტრული განზრახვები საქართველოს წინააღმდეგ, არ შეუძლია, მაინც, იბრაჰიმ-ხანთან შერიგება. დარუბანდის ხანი სთავაზობდა გაეყოთ ყარაბაღი ორ ნაწილად, – ერთი წაეღო თავისთვის, ხოლო მეორე კი დაეთმო ერეკლესთვის, მაგრამ იმ პირობით, რომ ამ გაყოფაში რუსებს არ ჰქონოდათ არანაირი მონაწილეობა.
– ჩვენ გვჭირდება, ეუბნებოდა დარუბანდის ხანი მირზა მისაილს, განვამტკიცოთ კავშირი ერეკლე მეფესთან ფიცით, ამანათებით ან პაემნით. მე არ მოვითხოვ მისი უმაღლესობისგან ჯარების დიდ რიცხვს, არამედ მხოლოდ ხუთას ადამიანს ყარაბაღის დასაპყრობად. როდესაც მე ავიღებ და დავარბევ შუშას, მცხოვრებლებს დაბლობში ჩამოვასახლებ. საქართველოს კუთვნილ თათართა ურდოს დავაბრუნებ, ხოლო დანარჩენებს კი გავიყოფთ ურთიერთ შორის, ან კიდევ ასე: სომხები ერგებიან მის უმაღლესობას, მაჰმადიანები კი – მე. თუკი მეფისთვის ეს მისაღები იქნება, იბრაჰიმ-ხანის ძმას ყარაბაღის უფროსად გავხდით: დაე იგი ჩვენ ორივეს გვემსახუროს. თუკი ჩემი წინადადებები აღსრულდება, მე არ მინდა მქონდეს არანაირი მონაწილეობა განჯის საქმეებში და მაშინ მთელი ოლქი გადავა მეფესთან.
– მისი უმაღლესობა, პასუხობდა ამაზე მისაილი, იმყოფება რუსეთის იმპერატრიცის მფარველობაში და ამიტომ რუსი უფროსის რჩევის გარეშე არანაირი საქმის დაჭერას არ ინებებს.
ეს პასუხი არ მოეწონა ფათჰ-ალი-ხანს, რომელსაც სურდა იბრაჰიმ-ხანთან კავშირისგან ერეკლეს ჩამოშორება.
– დაგვირგვინებულ იქნა თქვენი მეფე? ჰკითხა ფათჰ-ალი-ხანმა, თითქოსდა სურდა საუბრის თემა შეეცვალა.
– გვირგვინი ჩვენთა მეფეთა საგვარეულოში სიახლე არ არის, პასუხობდა მისაილი; – ისინი უძველესი დროიდან ყოველთვის დაგვირგვინებულნი ყოფილან. შეჩერება ამაში მოხდა იმისგან, რომ უგანათლებულეს თავადს (პოტიომკინს) განზრახული აქვს ჩამოვიდეს მოზდოკში, ხოლო იქიდან კი ქართლში, რათა თავად დაადგას თავზე გვირგვინი მეფეს.
– მეფემ ამის წინაც შემოიყვანა რუსები თავის სამშობლოში, შენიშნა ფათჰ-ალი-ხანმა, – მაგრამ არანაირი სარგებელი მათგან არ უნახავს... რაღას ელოდებით თქვენ მათგან ახლა?
– ასეთი სიტყვები ეპატიება რომ თქვას ვინმე სხვამ, და არა თქვენ, როდესაც თქვენ არსებობთ ერთადერთი რუსეთის მხარდაჭერით.
– მე არა მაქვს განზრახული, პასუხობდა მათჰ-ალი-ხანი, – ვიქონიო რაიმენაირი საქმე რუსებთან და ვაქციო ისინი თანამონაწილეებად ჩემს საქმეებში. თუკი მისი უმაღლესობა ინახავს რუსეთის გარკვეულ ჯარებს თავისი დაცვისთვის (для своей стражи), დაე მან იკითხოს კიდეც მათი რჩევები, ხოლო მე კი ძალით შევეცდები ყარაბაღის დაუფლებას.
რამდენიმე დღის შემდეგ ფათჰ-ალი-ხანი ნამდვილად მიადგა ყარაბაღს. იბრაჰიმი გამოვიდა მოწინააღმდეგის დასახვედრად და განლაგდა რა ოთხ მილში მისგან, ერთ-ერთ თავის ციხესიმაგრეში, დახმარება სთხოვა ერეკლეს (Письмо мирзы Мисаила князю Гарсевану Чавчавадзе 7-го марта 1785 года. Госуд. Архивъ, XV, № 197). არ ჰყავდა რა თავის განკარგულებაში თავისუფალი ჯარები, საქართველოს მეფე იძულებული იყო გაეგზავნა ბრძანება ალი-სულთანისა და თავად ანდრონიკაშვილისთვის, რათა მათ მოეხსნათ განჯის ალყა და წასულიყვნენ იბრაჰიმ-ხანთან შესაერთებლად.
განჯელები ზეიმობდნენ, მით უმეტეს, რომ მიიღეს დარწმუნება ფათჰ-ალი-ხანის მხრიდან, რომ იგი გამოიყენებს მთელ თავის ძალებს დატყვევებული ხანის განთავისუფლებისა და მისთვის სამფლობელოს დაბრუნებისთვის. რათა უფრო სწრაფად მიეღწიათ სასურველისთვის და მხარში ამოსდგომოდნენ ფათჰ-ალი-ხანს, განჯელებმა დაიწყეს ერეკლეს ქვეშევრდომი შამშადილელი და შამქორელი თათრების თავიანთ მხარეზე გადახრა, რომლებსაც, ხედავდნენ რა განჯელთა დროებით წარმატებას, განზრახული ჰქონდათ ასევე გასულიყვნენ მეფის ძალაუფლებიდან. ერეკლემ მაშინ მიმართა რუსული ჯარების დახმარებას. იგი სთხოვდა პოლკოვნიკ ბურნაშოვს მხარი დაეჭირა მისთვის ექსპედიციაში განჯის წინააღმდეგ. ბურნაშოვმა უბრძანა სამთო ბატალიონის სამ ასეულს წასულიყვნენ სოფელ მუღანლუში; ბელორუსიის პოლკის (თუ ბატალიონის? – ი. ხ.) ერთ ასეულს სურამიდან და სამ ასეულს ქიზიყიდან ჩამოსულიყვნენ ტფილისში იმისთვის, რათა იქიდან გამოსულიყვნენ ქართულ ჯარებთან ერთად. ჩვენი ორივე რაზმის საერთო შეერთება დანიშნული იყო მდინარე ალგეთზე. საქართველოში დარჩა სამთო ეგერთა ბატალიონის მხოლოდ სამი ასეული, რომლებიც განლაგებულნი იყვნენ სურამში და აუცილებელნი გახლდნენ ქვეყნის დასაცავად ლეკებისგან, რომლებიც ახდენდნენ თარეშებს ახალციხის მხრიდან (Рапортъ Бурнашёва Потёмкину 22-го февраля № 7. Госуд. Архивъ XXIII, № 13, папка 49).
არ მიუტოვებია რა თავისი მტრული მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, სულეიმან-ფაშა ინახავდა ლეკებს თავისი ჯამაგირით და, აძლევდა რა მათ თავშესაფარს ახალციხის საფაშოში, გზავნიდა მათ დრო და დრო საქართველოში. პოტიომკინის მოთხოვნაზე, რათა ფაშას არ გაეჩერებინა თავისთან ლეკები, სულეიმანი პასუხობდა, რომ მას არ გააჩნია შესაძლებლობა აუკრძალოს მათ ჩამოსვლა თავის სამფლობელოში და მთელ ბრალს აკისრებდა ერეკლესა და მის ქვეშევრდომებს.
“რისთვის ატარებენ ქართველები მათ, წერდა იგი (Въ письме П. С. Потёмкину 12-го марта 1785 года. Госуд. Архивъ , № 192), თავიანთი სამშობლოს გამოვლით და არ აუკრძალავენ მათ ქართლსა და კახეთში შემოსვლას, რომელთა გამოვლითაც ისინი შემოდიან კიდეც ჩემთან. როგორი სახით უნდა ავუკრძალო მე მათ შემოსვლა? მით უმეტეს, რომ ლეკები ჩვენთან ერთი რჯულისანი არიან, რომლის მიხედვითაც ურთიერთ მტრობა და ლანძღვა გვეკრძალება. თქვენთვის ასევე უცნობი არ არის ისიც, რომ დაღესტანი თავისი მდებარეობით შეადგენს საქართველოს უახლოეს სამეზობლოს და ჩემგან კი უფრო დაშორებულია; რომ უძველესი დროიდან როგორც ირანი, ისე ახალციხე და ქართლი უძლურნი იყვნენ ამ ხალხისთვის აეკრძალათ თავიანთ სამშობლოში შემოსვლა. საკმარისად ჩანს აქედან, რომ მე არ ვარ მიზეზი, და მე უძლური ვარ იმაშიც, რომ ორ დიდ ხელმწიფეს შორის დავარღვიო ამჟამად არსებული მშვიდობა”.
სულეიმანი წერდა, რომ ის კი არ არღვევს მშვიდობას, არამედ ერეკლე, რომელიც იჭრება რა თურქულ სამფლობელოებში, გაჰყავს მცხოვრებნი ქართლში, და რომ ასეთნაირად გადაასახლა მან თავისთან რამდენიმე ასეული გლეხი.
ფაშა თვლიდა, რომ უფლება ჰქონდა მოქცეულიყო ზუსტად ასევე და ამიტომ შეკრიბა თავის სამფლობელოებში საკმარისად მნიშვნელოვანი ბრბო (ოთხი ათასამდე) ლეკების და ახალციხელი თურქებისა, რომლებიც, როგორც “დანამდვილებითაა ცნობილი, წერდა თავადი პოტიომკინ-ტავრიდელი (Въ ордере П. С. Потёмкину 22-го мая № 146. Гсуд. Арх. XXIII, № 13, папка 49), მოწოდებულნი იყვნენ ამ ლაშქრობაში საჯარო მოძახურების მიერ (публичными кликунами).
1785 წლის აპრილში ეს კრებული (сборище) შემოიჭრა ქართლში, დაარბია სამი სოფელი და ტყვედ წაიყვანა 600 მცხოვრები. სურამში ყოფმა მაიორმა სენენბერგმა, საქართველოში მტაცებელთა მნიშვნელოვანი ბრბოს შემოჭრაზე ცნობების მიღების შედეგ, წაიყვანა 200 ეგერი ერთი ქვემეხით და იჩქარა მათი გამოდევნება. 16 აპრილს იგი დაეწია მათ ახალციხის გზაზე, შვიდ ვერსზე სურამიდან, მიიმწყვდია მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირთან და ოთხსაათიანი ბრძოლის შემდეგ სასტიკად დაამარცხა ისინი. მოწინააღმდეგის 1300 ადამიანზე მეტი დაიღუპა ამ ბრძოლაში; ბევრი მათგანი, რუსული ტყვიებისა და ხიშტებისგან თავის გადასარჩენად, ვარდებოდა მტკვარში და იღრჩობოდა, არ შესწევდა რა ძალები საპირისპირო ნაპირამდე მისაღწევად; გვამების სიმრავლე მოჰქონდა მტკვრის წყალს თვით ტფილისამდეც. ყველაზე უფრო მეტი დანაკარგი მოვიდა თურქების წილად, რომელთაგან 200 ადამიანი ტყვედ იქნა აყვანილი (Рапорты Бурнашёва Потёмкину 22-го и 24-го апреля, за №№ 1, 18, 19). გამარჯვება სრული იყო და მას ზეიმობდნენ საქართველოსა და იმერეთში. “ჩვენი ჯარების მამაცობის მაგალითები (опыты), წერდა პოტიომკინი ამ გამარჯვების საბაბით პოლკოვნიკ ბურნაშოვს (Въ ордере отъ 2-го iюля, № 30), და მუდამჟამს დამარცხება ლეკებისა, რომლებიც თავხედობენ წინ აღუდგნენ ჩვენს მამაც ჯარებს, იმის დამტკიცებად გამოადგებათ მეფესა და მთელ ქართველებს, თუ რამდენად დიდი კეთილდღეობაა მათთვის იყვნენ რუსეთის მხედრობის ფარის ქვეშ”.
მალევე ერეკლეს თავად უნდა გაეცნობიერებინა პოტიომკინის სიტყვების სამართლიანობა, რამდენადაც ლეკები და თურქები, სურდათ რა შური ეძიათ სენენბერგის მიერ მათთვის მიყენებული დამარცხების გამო, 27 მაისს კვლავ შემოიჭრნენ საქართველოში 1200 ლეკისა და 500 თურქის რიცხვით. გამოვიდნენ რა ღამით ახალცხიდან და დაუყვნენ მდინარე მტკვარს, მათ გააჩანაგეს რამდენიმე სოფელი. იმავე მაიორმა სენენბერგმა წაიყვანა 300 ეგერი, 125 ქართველი და სამი ქვემეხი და, გამოვიდა რა სურამიდან, წავიდა მტაცებელთა შესახვედრად. 28 მაისს ორივე მხარე შეხვდა ერთმანეთს. მოწინააღმდეგე სწრაფად თავს დაესხა ქართველებს, გადათელა ისინი (смялъ ихъ) და შემოუტია ეგერებს. ერთსაათიანი, მეტად შეუპოვარი ბრძოლის შემდეგ, მაიორმა სენენბერგმა, ქართველთა დაბნეულობის მიუხედავად, გაფანტა მოწინააღმდეგე, რომელმაც ბრძოლის ველზე დატოვა 300 მოკლული და 63 ტყვე (Государств. Архивъ, ХХ, № 263).
თუმცა კი თურქებმა და ლეკებმა განიცადეს ხელმეორე დამარცხება, მიუხედავად ამისა სულეიმან-ფაშას ქცევებმა აიძულეს ჩვენი მთავრობა მოეთხოვა პორტასგან სრული დაკმაყოფილება, რომლის მოლოდინშიც პოტიომკინს დაევალა სერასკირ ჰაჯი-ალი-ფაშასთან გაეგზავნა თავისი წარგზავნილი “საჩივრით და დაჟინებით მოეთხოვა, რათა სულემან-ფაშას ისე მოქცეოდნენ, როგორც სამშვიდობო დადგენილებათა დამრღვევს, და რათა აღკვეთილ ყოფილიყო ამიერიდან სამუდამოდ მსგავსი თავხედობა”.
“ოტომანის პორტას ქვეშევრდომთა შეერთებას ლეკებთან, წერდა იმპერატრიცა ჩვენს ელჩს კონსტანტინოპოლში იაკ. ი. ბულგაკოვს (Въ рескрипте отъ 23-го мая 1785 г., № 363. Арх. Кабинета Его Величества, св. 441), მივათვლით მხოლოდ სულეიმან-ფაშის ანგარიშზე, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა უკვე თავისი არაკეთილმოსურნეობა კეთილმეზობლური თანხმობის შენარჩუნებისადმი, და მცირეოდენი ეჭვიც არა გვაქვს, რომ აქ პორტას ჰქონდეს, ჩვენთან მშიდობის საწინააღმდეგოდ, რაიმე მიზნები”. ეკატერინე II-მ დაავალა ბულგაკოვს განეცხადებინა თურქეთის მთავრობისთვის, რომ იგი მოითხოვს ყველაზე უფრო ძლიერ დაკმაყოფილებას (требуетъ «наиусильнейшаго» удовлетворенiя) და “ჩვენი კეთილი აზრის განმტკიცებისთვის პორტას სამშვიდობო განზრახვების შესახებ, უდანაშაულო სისხლის დაღვრის თავიდან აცილებისა და უთანხმოებათა და თავად ურთიერთობების გაწყვეტის თავიდან აცილებისთვისაც კი – აუცილებელი იყო დაესაჯათ აღნიშნული ფაშა და სხვებიც, რომლებიც ჩვენი ვასალის ერეკლე მეფის მიწებზე ლეკებთან ერთად ოტომანის ქვეშევრდომთა გამოგზავნაში მონაწილეობდნენ”.
კონსტანტინოპოლში ჩვენი წარგზავნილის წარდგენები ყოველგვარი აღსრულების გარეშე რჩებოდა. თურქეთის მთავრობა გულგრილად ვერ უყურებდა ჩვენი ჯარების ყოფნას საქართველოში და საიდუმლოდ არა მხოლოდ იწონებდა ახალციხის ფაშის საქციელს, არამედ ცდილობდა კიდეც საქართველოს წინააღმდეგ მეზობელი მფლობელების აღშფოთებას და არ ზოგავდა ამისთვის არც ფულსა და არც საჩუქრებს. პორტა ცდილობდა საქართველოს დარბევას იმდენად, რომ მას არ შეძლებოდა რუსული ჯარების სურსათით უზრუნველყოფა, და დააშინებდა რა მეზობელ მფლობელებს მუდმივი შემოჭრებით საქართველოში, ჩამოეშორებინა ისინი რუსეთის მფარველობის ძიებისგან (Всеподдан. донесенiе кн. Потёмкина. Московс. Арх. Глав. Штаба. «Журналъ кн. Потёмкина подаваемымъ ея императорскому величеству запискамъ»). მთელს ამიერკავკასიაში, მოგზაურებისა და ვაჭრების სახელით, დადიოდნენ თურქული მთავრობის მიერ გამოგზავნილი პირები, ცდილობდნენ რა მთელი მაჰმადიანური მოსახლეობის დარწმუნებას იმაში, რომ რუსეთი დაპირდა ერეკლეს მთელი სპარსეთის დამორჩილებას. როგორი უადგილოც არ უნდა ყოფილიყო ეს ხმები, ისინი მაინც ახდენდნენ ზემოქმედებას და განსაკუთრებით, როცა 1785 წლის ზაფხულში ამიერკავკასიაში გამოჩნდა ყაფუჯი-ბაში, რომელსაც დაჰქონდა სულთანის ფირმანები, რომლებიც მოუწოდებდნენ მართლმორწმუნეებს რუსების ჩანაფიქრებისთვის წინააღმდეგობის გაწევისკენ.
მართლმორწმუნენი სათანადო პატივით ღებულობდნენ თავისთან წარმოგზავნილებს, სჯეროდათ პორტას უხვი დაპირებებისა რომ ხელს შეუწყობდა მათ ფულითა და ჯარებით და აჯანყდნენ საქართველოს წინააღმდეგ. ადერბაიჯანის მთელმა ხანებმა, ერევნელის გამოკლებით, შეკრეს კავშირი დაღესტნელებთან და ურთიერთ შორის იკისრეს ვალდებულება წინააღმდეგობა გაეწიათ რუსეთის დამპყრობლური გეგმებისთვის. ბევრი მათგანი მოვიდა საქართველოს საზღვარზე და მოითხოვდა, რათა ახალციხის ფაშა თავად მათთან ერთდროულად შემოჭრილიყო საქართველოში, ან მათთან გაეშვა მასთან მყოფი ლეკები (Моск. Арх. Глав. Штаба. «Журналъ кн. Потёмкина подаваемымъ ея императорскому величеству запискамъ»). აგვისტოში ერეკლე ყოველი მხრიდან ღებულობდა ცნობებს მის საზღვრებზე მრავალრიცხოვანი მტრების შეკრების შესახებ: ახალციხეში იკრიბებოდნენ ლეკები და თურქები, წაქეზებულნი და შემოკრებილნი სულეიმან-ფაშის მიერ; ავარელი ომარ-ხანი, რომელმაც შემოიერთა ჭარ-ბელაქნელები, ასევე ემზადებოდა საქართველოში შემოსაჭრელად; ერეკლე მეფის მაჰმადიანი ქვეშევრდომები ღელავდნენ, მოელაპარაკენ ლეკებს და შეჰპირდნენ, რომ მეფეს განუდგებოდნენ და მათ მიემხრობოდნენ. ყაზახებმა პირობაც კი მისცეს, რომ ლეკების გამოჩენისთანავე შეიპყრობდნენ თავიანთ შორის მცხოვრებ გიორგი ბატონიშვილს და ხელში ჩაუგდებდნენ მათ. დაღესტანში გაგზავნილ მზვერავებს ყოველ დღე სულ უფრო და უფრო მეტი მუქარის შემცველი ცნობები მოჰქონდათ და ურჩევდნენ ქართველებს წინასწარ მოეძებნათ თავიანთი ცოლებისა და შვილებისთვის თავშესაფრები და უსაფრთხო ადგილებში დაემალათ თავიანთი ქონება (Рапорты подполковника Квашнина-Самарина Бурнашёву 3-го и 17-го августа 1785 года).
ეშინოდა რა ყველაზე უფრო მეტად ომარ-ხანის შემოჭრისგან, რომლის ძალებიც 15.000 ადამიანამდე ადიოდა, ერეკლე თუმცა კი მოუწოდებდა თავის სამსახურში ინგუშებსა და ოსებს, ჰპირდებოდა რა მათ კარგ ჯამაგირს, მაგრამ თავისი მდგომარეობიდან გამოსავალს ვერ ხედავდა, და უკვე აღარ ფიქრობდა საზღვრების თავდაცვაზე, არამედ მოუწოდებდა მცხოვრებლებს შეგროვებულიყვნენ ოთხ მთავარ პუნქტში, რომელთა დაცვა ჰქონდა კიდეც განზრახული. ეს პუნქტები იყო ქალაქები: გორი, ტფილისი, თელავი და სიღნაღი. თუცა კი ეს ბრძანება შეუსრულებელი დარჩა. იმ დროს საქართველოში არ ყოფილა ერთიანობა და ბევრნი თავადთა და აზნაურთაგან, რომლებიც ამჯობინებდნენ საკუთარი ინტერესების მიყოლას, დარჩნენ თავიანთ პატარა ციხე-სასახლეებში (Рапортъ Бурнашёва 4-го октября, № 42). ქვეყნის მდგომარეობა კრიტიკული იყო: ქართველები სამშობლოს დასაცავად იკრიბებოდნენ ნელა, დუნედ და უხალისოდ, ასე რომ მიწინააღმდეგის მოგერიების წარმატებაზე დაიმედება ძნელი იყო.
“ვალდებულად ვრაცხ თავს წარმოგიდგინოთ, წერდა პოლკოვნიკი ბურნაშოვი (Рапортъ Бурнашёва Леонтьеву 17-го августа, № 38), რომ ჩემი ორი წლის გამოცდილების მიხედვით მე ნაკლები იმედი მაქვს ქართველებისა (что по испытанiю моему черезъ два года худую я имею надежду на грузинъ), რომლის მიზეზის ახსნის ადგილიც აქ არ არის. მე ცხენოსანი ჯარი სადაზვერვო ცხენოსანი რაზმებისთვისაც კი არა მყავს, მაგრამ რამოდენიმე რიცხვის მაინც ხომ უნდა მყავდეს იგი ამ შეთხვევისთვის; იმისთვისაც არის საჭირო, რათა სიკურსის გამოგზავნით გულგატეხილობისგან გავამხნეოთ სულით დაცემული აქაური მცხოვრებნი, ხოლო მოწინააღმდეგეთ კი ჩავუნერგოთ შიში ჩვენი ძალების გამრავლებით”.
ქართველები ნამდვილად დიდად იყვნენ შეშფოთებულნი (შეძრწუნებულნი, находились въ большомъ смятенiи), მით უმეტეს, რომ ლეკები ახალციხის მხიდან, არ დაელოდნენ რა ავარელ ომარ-ხანს, მცირე პარტიებით გაიფანტნენ მთელ საქართველოში და ძარცვავდნენ და აჩანაგებდნენ ქვეყანას. განსაკუთრებულმა სიცხეებმა დააშრო მთელი მდინარეები, ასე რომ მათზე გადასვლა არ წარმოადგენდა არანაირ სიძნელეს და თითქმის არ ყოფილა დღე, რომ ლეკებს არ გაეტაცათ სადმე საქონელი ან ადამიანები, ან არ დაეწვათ პური, რომელსაც ისინი აქამდე არასოდეს არ შეხებიან.
ერეკლე, არ ჰქონდა რა იმედი საკუთარი თავის დაცვისა, იმეორებდა თავის თხოვნას რუსული ჯარების საქართველოში გამოგზავნისა და 200 ფუთი დენთის სესხის სახით მოწოდების შესახებ. პოლკოვნიკმა ბურნაშოვმა ტფილისში თავი მოუყარა თავისი ბატალიონების რვა ასეულს, იმისთვის, რათა მათთან ერთად დაძრულიყო მოწინააღმდეგეზე, როცა კი შეიტყობდა ნამდვილ მიმართულებას, რომელსაც აირჩევდა იგი საქართველოში შემოჭრისას (Рапортъ Бурнашёва Потёмкину 19-го августа, № 33).
იმ ხანებში პოტიომკინს არ შეეძლო ერეკლესთვის არანაირი დახმარების აღმოჩენა, ვინაიდან კავკასიის ხაზზე განლაგებული მთელი ჯარები დაკავებულნი იყვნენ იმ მღელვარებათა დაწყნარებით, რომლებიც მოახდინა კავკასიონის ჩრდილოეთ კალთებზე ჩეჩნეთში გამოჩენილმა წინასწარმეტყველმა.
თავი VI
(წინასწარმეტყველი ჩეჩნეთში და მისი სწავლება ჰაზავათის ანუ წმინდა ომის შესახებ. – პოლკოვნიკ პიერის (Пiери) უიღბლო საქმე ჩეჩნებთან. – მღელვარებანი ყაბარდოში. – მთიელთა თავდასხმა კარგინის რედუტსა და გრიგორიოპოლისზე.)
1785 წლის დასაწყისში ჩეჩნეთში გამოცხადდა წინასწარმეტყველი სახელად მანსური*, რომელმაც დაიწყო ახალი მოძღვრების ქადაგება. სოფელ ალტიკაბაკში დაბადებული**, წოდებით მწყემსი, მანსური მიეკუთვნებოდა აულის ყველაზე უფრო ღარიბ მცხოვრებთ, და იმ დროს დაბადებიდან დაახლობით ოცი წლისა გახლდათ. (*მისი ნამდვილი სახელი იყო უჩერმანი, რომელიც ჩვენს მიერ თავიდან გადაკეთებულ იქნა უშურმად, ხოლო შემდეგ კი მანსურად. შემდგომში თავად წინასწარმეტყველიც საკუთარ თავს უწოდებდა ამ მეორე სახელს; **ასე თავად მანსური უწოდებდა სოფელს, რომელშიც იგი დაიბადა. ჩვენს რუკებზე იგი ცნობილია ალდის /Алды/ სახელწოდებით.
ჟურნალში «Русская Мысль» 1884 წ., წიგნი VII, დაბეჭდილ იქნა წერილი სახელწოდებით “XVIII საუკუნის ავანტიურისტი”. ამ წერილში მოთხრობილია რომელიღაც ცრუწინასწარმეტყველის მანსურის ქცევები, რომელსაც, სხვათა შორის, არ ჰქონია არანაირი მსგავსება იმასთან, რომელიც გამოცხადდა მქადაგებლად კავკასიონის მთებში. წერილის ავტორი ამბობს, რომ 1785 წლის მარტში, ქურთისტანის ქალაქ ამადიაში, გამოჩნდა წინასწარმეტყველი მანსური /თვითმარქვია ჟან-ბატისტ-ბოეტი, წარმოშობით იტალიელი/, რომელმაც დაიწყო ახალი მოძღვრების ქადაგება. შემდეგ ნათქვამია, რომ მის მოწაფეთა რიცხვი სწრაფად იზრდებოდა და უზარმაზარ ციფრამდე მიაღწია; რომ გამოვიდა რა 1785 წლის 20 აპრილს ამადიადან სულ 96 ადამიანთან ერთად, იგი მოადგა ქალაქ ბითლისს ისეთი უზარმაზარი ლაშქრით, რომ შეძლო ალყა შემოერტყა მისთვის და შემდეგ იერიშითაც აეღო. ამ პირველ წარმატებას ჰქონდა, ვითომდა, უზარმაზარი შედეგები: ქალაქი მუსი წინასწარმეტყველს დანებდა წინააღმდეგობის გარეშე, ახალციხე მან აიღო იერიშით, არზრუმი დანებდა, ხოლო ტფილისში კი მან დაამარცხა რუსული ჯარები და შეიპყრო 10.000 ტყვე. წერილის ავტორი, აშკარაა, ცუდად იცნობს კავკასიას, თუკი ამბობს, რომ არზრუმის ახლოს წინასწარმეტყველთან მიდიოდნენ მოწაფეები კავკასიონის მთების ხეობებიდან. წერილის ბოლოში ნათქვამია: “ჩვენ არ შეგვიძლია ეჭვი გვქონდეს იმაში, რომ ავანტიურისტმა თავისი სიცოცხლე დაასრულა სოლოვკებში /სოლოვეცკის მონასტერში/, იმიტომ რომ მისი უკანასკნელი წერილი აღნიშნულია “სოლოვეცკი, 1798 წ. 15 სექტემბერი”.
ყველაფერი ეს გამონაგონია და არაფერი აქვს საერთო კავკასიონის მთებში მქადაგებელთან. ჩვენი როგორც წინა, ისე შემდგომი მონათხრობიდან ჩანს, რომ 1782-დან 1795 წლამდე პერიოდში ტფილისს არ განუცდია წინასწარმეტყველის თავდასხმა, რომ რუსულ ჯარებს საქმე ჰქონდა მხოლოდ ლეკებთან და, ბოლოს, რომ კავკასიელი შეიხ-მანსურის ბედი განსხვავებულია იმისგან, რომელიც მოთხრობილია წერილში “XVIII საუკუნის ავანტიურისტი”.
1791 წელს ტყვედ აყვანილი შეიხ-მანსური გაგზავნილ იქნა პეტერბურგში და წარდგენილ იმპერატრიცას წინაშე. უცნაურზე უფრო მეტი იქნებოდა ფანატიკოსი მაჰმადიანის გაგზავნა მართლმადიდებლურ მონასტერში, და ამიტომ 1791 წლის 15 ოქტომბერს მანსური გაგზავნილ იქნა შლისელბურგის ციხესიმაგრეში, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1794 წლის 13 აპრილს. იგი დაკრძალულია ყოველგვარი წესის აგების გარეშე პრეობრაჟენსკის მთაზე, ქალაქის მახლობლად /См. рапортъ коменданта Шлиссельбургской крепости полковника Колюбакина, Госуд. Арх., VII, д. № 2.777/.
იმაში, რომ მანსური წარმოშობით მთიელია, ეჭვობდნენ ჯერ კიდევ გასულ ასწლეულში. გამოჩენის პირველ ხანებში უყურებდნენ მას თავიდან როგორც თურქების მიერ გამოგზავნილ ემისარს, ხოლო შემდეგ კი როგორც მოსულს, რომელიც ეძიებს პორტას მხარდაჭერას. ყველა ეს ვარაუდი აღმოჩნდა, თუმცა კი, ვერშემდგარი /См. Сборникъ Императорскаго русскаго историческаго общества, томъ 47, стр. 143, 145, 179-181/).
– მამაჩემს, ამბობდა იგი (Въ своихъ показанiях Шешковскому и другимъ. Госуд. Арх., VII, № 2.777; XXIII, № 13, карт. 50-52), – ერქვა შებესე (Шебессе); იგი მოკვდა, მაგრამ ჩემი ძმებიდან ორი ჯერ კიდევ ცოცხალია. მე ღარიბი ვარ, მთელი ჩემი მამული შედგება ორი ცხენის, ორი ხარისა და ერთი ქოხისგან. ჩემი ყმაწვილობის პირველ წლებში მე ვმწყემსავდი ცხვრებს, ხოლო როცა წამოვიზარდე, ხელი მოვკიდე მიწათმოქმედებას; არ მისწავლია, წერა და კითხვა არ ვიცი, არამედ ზეპირად ვისწავლე ყოველდღიური ხუთი ლოცვა და გავიგე რელიგიის ძირითადი დოგმატები. მე ვხედავდი, რომ ჩემი თანამემამულენი, როგორც უბრალო ხალხი, ისე სწავლულებიცა და სასულიერო წოდებაც, გადაიხარნენ კანონის (რჯულის) გზიდან, ჩავარდნენ სხვადასხვა ცდომილებებში და უარყვეს რა ღვთისადმი ჯეროვანი მოწიწება, მარხვა და ლოცვა, დაიწყეს ცხოვრება გარყვნილად, იღრჩობოდნენ რა ყოველგვარ ბოროტმოქმედებებში. ჩემთვის ცნობილი იყო, რომ უძველესი დროიდან ჩვენი ხალხი მიჰყვება ცუდ ადათ-წესებს იპარავდეს, ყოველგვარი შეცოდების გარეშე ჰკლავდეს ჩვენთა მოყვასთ, და საერთოდ სხვას არაფერს აკეთებდეს, ბოროტების გარდა; და თავად მეც ასეთივე ნაირად ვიქცეოდი. მაგრამ, გავიხსენე რა სიკვდილის საათი და ვიცოდი რა, რომ რჯულით ნაბრძანები მოვალეობების არშესრულებისთვის, პასუხის გაცემა მომიწევს ღმერთისთვის საშინელ სამსჯავროზე, მე უცებ გამინათდა გონება ჩემს მიერ გატარებული ცხოვრების წესის შესახებ, და ვნახე, რომ იგი სავსებით ეწინააღმდეგება ჩვენს წმინდა კანონს (რჯულს). მე მივეცი საკუთარ თავს მტკიცე სიტყვა არ მივყოლოდი ჩემს თანამემამულეთა ცუდ მაგალითებს, მეცხოვრა ღვთივსათნოდ და არასოდეს მიმეტოვებინა მარხვა და ლოცვა. მე მოვინანიე ჩემი ცოდვები, იგივეს ვევედრებოდი სხვებსაც, და ჩემი უახლოესი მეზობლები ემორჩილებოდნენ ჩემს რჩევებს.
მაგრამ, ახალი სწავლების მიმდევართა არცთუ დიდი რიცხვი არ აკმაყოფილებდა მანსურს. ბუნების მიერ დაჯილდოებულს მოქნილი გონებითა და ძლიერი ნებისყოფით, მას შეეძლო შეპარულიყო სხვათა ნდობის არეში და, იწვოდა რა მოუთმენლობით გამოსულიყო ჩვეულებრივი ადამიანების წრიდან, გადაწყვიტა უფრო მეტი მოწაფეების თავისკენ მოსაზიდად მიემართა ეშმაკობისთვის და მიეთითებინა საკუთარ თავზე, როგორც დიდი წინასწარმეტყველის მიერ გამოგზავნილზე. ერთხელ სოფელ ალდის მცხოვრებლებმა შეიტყვეს, რომ მანსურმა იხილა სიზმარი, რომელიც უეჭველად ამტკიცებდა, რომ იგი ღმერთის რჩეულია.
– სიზმარში ვნახე მე, ეუბნებოდა მანსური მის გარეშემო მსხდომთ, რომ მოვიდა ჩემთან ეზოში ცხენებზე ამხედრებული ორი ადამიანი და თავისთან მეძახდნენ. მე ვუბრძანე ცოლს სანახავად გასულიყო და გაეგო: ვინ არიან ისინი და საიდან? ცოლს, დაინახა და მხედრები, გაუკვირდა, როგორ შეძლეს მათ მოხვედრილიყვნენ ეზოში, რომლის ჭიშკარიც მაგრად იყო ჩაკეტილი.
დაბრუნდა რა ქმართან, მან გამოუცხადა, რომ ეზოში ნამდვილად დგას ორი მხედარი, მაგრამ ვინ არიან ისინი და საიდან გამოეცხადნენ, მან არ იცის. მაშინ მანსური თავად გავიდა ეზოში. მოსულები მიესალმენ მას სიტყვებით: სალამ ალეიქუმ, რომლებზედაც მასპინძელმა უპასუხა ჩვეულებრივი სალმით, და ამის კვალდაკვალ მოისმინა სტუმრებისგან უჩვეულო სიტყვები:
– ჩვენი ღმერთის ბრძანებით, ამბობდა ერთი მათგანი, მუჰამედმა, მისმა წინასწარმეტყველმა, გამოგვგზავნა შენთან რათა გითხრათ, რომ თქვენი ხალხები ყველანი მოვიდნენ ცდომილებაში და სრულებით არ ასრულებენ მუჰამედის მიერ მათთვის მიცემულ რჯულს. აცნობე ხალხს და გადაეცი მას ჩვენი სიტყვები, რათა მან მიატოვოს თავისი ცდომილებანი და იაროს რჯულის მიერ მისთვის მიცემული გზით.
– ჩვენი ხალხი, ვითომდა პასუხობდა მანსური, არ დამიჯერებს მე, ღარიბ ადამიანს; და ვერც კი გავბედავ მე მისთვის ამის თქმას.
– ნუ გეშინია, იალაპარაკე, ღმერთი დაგეხმარება და ხალხი დაუჯერებს ყველაფერს, რის ქადაგებასაც შენ დაიწყებ.
მხედრები გაჰქრნენ. მანსურმა სამი დღე გაატარა მარხვასა და ლოცვაში და შემდეგ გადასცა თავისი სიზმარი ძმებს. იგი ეუბნებოდა მათ, რომ ურწმუნოება, ფესვგადგმული მანკიერებანი, მიდრეკილება ძარცვა-რბევისა და მკვლელობებისადმი, ღუპავენ ჩეჩნებს და უმზადებენ მათ გაკიცხვას (დაგმობას) მომავალ ცხოვრებაში; რომ მას, ღვთის მიერ მისთვის მიცემული ძალაუფლებით, შეუძლია გამოასწოროს თავის თანამემამულეთა მანკიერებანი, ასწავლოს მათ ჭეშმარიტი რჯული და ამით ააცილოს ისინი მოსალოდნელ უბედურებებს. ძმებმა ეს მონათხრობი მიიღეს განხურვებული წარმოსახვის ბოდვად და აუკრძალეს მანსურს, რომ მის მიერ ნანახი სიზმარი გადაეცა გარეშე ადამიანებისთვის.
– ხალხი შენ არ დაგიჯერებს, ეუბნებოდნენ ისინი, ჩვენ კი შევრცხვებით.
ორი დღის შემდეგ მანსურმა კვლავ მიმართა ძმებს თხოვნით, რათა დაერთოთ მისთვის ნება გამოეცხადებინა სიზმარი ხალხისთვის.
– ეს თავგადასავალი მავიწროვებს (მდევნის) მე, ეუბნებოდა იგი ცრელებით, – და ეს იმდენად მძიმეა ჩემთვის, რომ თუ კი არ გამოვუცხადებ ხალხს, მაშინ უნდა მოვკვდე.
ასეთი სიტყვების შედეგ ძმები იძულებული შეიქნენ დათანხმებოდნენ. ადათის მიხედვით, მანსური ავიდა თავისი სახლის სახურავზე, დაიფარა ბაგეები სახელოთი და დაბალი ხმით დაუწყო თანასოფლელებს მოხმობა. “როგორ ჩუმადაც არ იღებდა იგი ხმას, ამბობდნენ შემდგომში ალდიელები, მაგრამ მცხოვრებნი იმავე წუთს ყველანი მისკენ გაეშურნენ” (Показанiе Кайтуки Бакова 1-го марта 1785 года. Госуд. Арх., XXIII, № 13, папка 49).
მოუთხრო რა შეკრებილებს სიზმარი, მანსურმა დაიწყო მათგან სინანულის მოთხოვნა. – თავი ანებეთ ურთიერთ დავებს, მკვლელობებს, სისხლის აღებას და შეუნდეთ ერთმანეთს, ეუბნებოდა იგი ხალხს. – არ მოსწიოთ თამბაქო, არ სვათ არაფერი, რაც ალაოსგან მზადდება და არ იმრუშოთ. ახლანდელი ქონება, როგორც არასწორად შეძენილი და დაგროვებული, მოსპეთ, პური არ დათესოთ, ვინაიდან მის ნაცვლად თითოეულს ექნება ღმერთის მიერ გამოგზავნილი. ღმერთისა და მისი წინასწარმეტყველი მუჰამედის სახელით გთხოვთ, დამიჯერეთ, ხოლო თუ კი არ შეასრულებთ ამ მცნებებს და არ დაიჯერებთ ჩემს ნათქვამს, მაშინ მალე განიცდით ღვთის რისხვას.
მეჩეთიდან გამოსვლის შემდეგ მანსურმა ბრძანა დაეკლათ ორი ცხვარი და მათი ხორცი შეკრებილთათვის დაერიგებინათ. მეორე დღეს ორი ხარიდან, რომლებიც შეადგენდნენ მის ქონებას, მან გამოიყვანა ერთი, ადათის მიხედვით, სამჯერ შემოატარა სასაფლაოს გარშემო და შემდეგ დაკლა და ხორცი კი შუაზე გაჰყო: ერთი ნაწილი მან მისცა ღარიბებს, მეორე კი – მოზარდებს, რომლებიც სკოლაში სწავლობდნენ. ამ ქველმოქმედებამ, რომლის იმედიც ჰქონდა თავად მანსურსაც, მასთან მიიზიდა ბევრი მომხრე. უანგარობა არ არის ჩეჩენთა ხასიათში, და ხალხიც, ხედავდა რა, რომ მანსური ღარიბებს ურიგებს თავის უკანასკნელ ქონებას, ქედს იხრიდა მის წინაშე განსაკუთრებული პატივისცემით. იგი ღარიბ მწყემსში ხედავდა წინასწარმეტყველ მუჰამედის რჩეულს, რომლისადმი მიმსგავსებასაც მანსური ცდილობდა ყოველ ნაბიჯზე. შეპყრობილი, მუჰამედის მსგავსად, ბნედის შემოტევებით, – მაჰმადიანთა გაგებით შთაგონების ნიშნებით, – მანსური ხშირად აჩვენებდა თავს დასუსტებულად და ავადმყოფად. მას ჩვეულებრივ ქანცი ეცლებოდა და ვარდებოდა მსმენელთა წინაშე, რომლებსაც იგი მეორე ოთახში გაჰქონდათ, სადაც, იწვებოდა რა სამ საათს, თითქოს და უგრძნობ მდგომარეობაში, იგი ბრუნდებოდა შეკრებილებთან სხვადასხვანაირი წინასწარმეტყველებებით (съ разными пророческими предсказанiями).
– ცოტაც მოითმინეთ, ეუბნებოდა იგი მათ, და დამიჯერეთ, რომ იხილავთ ღვთის მიერ მოხდენილ სასწაულებს.
– როგორი იქნება ისინი? კითხულობდა ზოგიერთი სკეფტიკოსი შეკრებილთა რიცხვიდან.
– მომავალ თვეში, და არა უგვიანეს სამი კვირისა, პასუხობდა იგი, იქნება ხმა ზეციდან. ისინი, ვინც მიიღეს ჩემი სწავლება, გაიხარებენ უწყებით (შეტყობინებით) ჩემს შესახებ; ვინც არ მიიღეს – დაემართებათ ჭმუნვა და გონებრივი მოშლილობა, რომლისგანაც განკურნებულ იქნებიან ჩემს მიერ არა უწინარეს იმისა, რაც გულწრფელად შეინანებენ.
იცოდა რა თავის თანამემამულეთა მიდრეკილება ძარცვისა და მტაცებლობისადმი და სურდა რა ხალხის ვნებათა დაკმაყოფილება, მანსურმა დაიწყო ქადაგება ომის აუცილებლობის შესახებ ურჯულოთა წინააღმდეგ, აძლევდა რა მას ღვთივსათნო საქმის მნიშვნელობას.
– ღმერთის ნებით, ამბობდა იგი, ჩვენ მოგვიწევს წასვლა ხალხების მაჰმადიანურ რჯულზე მოსაქცევად, თავიდან ყარაბულახებთან და ინგუშებთან, შემდეგ ყაბარდოში, და ბოლოს, რუსეთის ფარგლებშიც, ქრისტიანთა გასაწყვეტად. როდესაც დადგება ის დრო, მაშინ მე ზემოდან მომეცემა ბრძანება, რომ ავიღო დროშა, კარავი და გავიდე ჩეჩნეთის დაბლობზე* (*ეს დაბლობი, რომელიც ცნობილია წითელი (ლამაზი) მინდვრის სახელით, იმყოფება მდინარეებს ჩელხასა და არღუნს შორის). იქ ჩემთან ყოველი მხრიდან შემოიკრიბება იმდენი ჯარი, რომ იმ მინდორზე დატევა ძლივს თუ შეეძლება. მე მისგან მოვაწყობ დაცვას ცხრა სხვადასხვა ადგილას, ათ-ათი ათასი ადამიანით თითოეულში. შემდეგ ჩვენ წინ დავიძრებით და ისინი, ვისაც არ ეყოლება ცხენი, უკან ფეხით მოგვყვებიან. როცა ჩვენ მივაღწევთ ყარაბულახებამდე და ინგუშებამდე, შეგვხვდება სამი თეთრი ცხენი სრული აღკაზმულობით. ფეხოსნებს გაეხარდებათ და მიცვივდებიან მათ დასაჭერად; თითოეული დაიჭერს თავისთვის ცხენს, ხოლო ის თეთრები კი თავისუფალნი დარჩებიან, სანამ ყველა ქვეითი ცხენს არ იშოვნის. გავუყვებით რა მთებს, ჩვენ ყველა ურჯულოს მოვაქცევთ ჩვენს რჯულზე და მივაღწევთ მდინარე ყუმამდე, სადაც ჩვენ შემოგვიერთდება იმდენადვე დიდი ჯარი სტამბულიდან.
ჰპირდებოდა რა თავის მიმდევრებს ყველაფერს, რაც ჩეჩენის გაგებით შეადგენს ცხოვრების სიმშვენიერეს, ანუ მტაცებლობას, შეერთებულს ურჯულოთა ჭეშმარიტების გზაზე მოქცევის ღვთივსათნო საქმესთან, მანსური ემუქრებოდა სასჯელით ყველას, ვინც არ მიჰყვებოდა მის სწავლებასა და რჩევებს.
– ვინც არ დაიჯერებს ჩემს სიტყვებს, ამბობდა იგი, და დარჩება უწინდელ ცდომილებაში, ის ვერ შეიქნება იმის ღირსი, რომ იყოს ჯარში. ასეთები იძულებული იქნებიან დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში, სადაც მათ დახვდებიან მცირეწლოვანი შვილები, დაუწყებენ მათ საყვედურების თქმასა და თვალებში ფურთხებას. შვილების მიერ შერცხვენილნი, ისინი უკან გამოჰყვებიან ჯარს, მაგრამ ვერ იპოვნიან მას, ზუსტად ისევე, როგორც ვერ იპოვნიან თავიანთ სახლებსაც. დარჩებიან რა ჭერის გარეშე, ისინი თავშესაფრის ძებნას დაიწყებენ კაზაკთა ქალაქებში. მდინარე ყუმიდან მე წავალ რუსულ სოფლებზე და თითოეულს ჩემს მიმდევართაგან თან უნდა ჰქონდეს სპილენძის პატარა დოქი, რათა რუსეთის მიწაზე მიმავალ გზაზე ამოიღებდეს იმით წყალს მდინარეებიდან, რომლებიც ამის გამო დაშრებიან, ხოლო წყლის ამომღებს კი ექნება წყალი თავისთვისაც და ცხენისთვისაც მთელი თვის მანძილზე. როდესაც დადგება ბრძოლის დრო, მაშინ თითოეული თქვენგანი მიიღებს ჩემგან პატარა დანას, რომელიც ქრისტიანების წინააღმდეგ მოქნევისას დაგრძელდება, განგმირავს და აჩეხავს ურწმუნოებს, ხოლო მაჰმადიანთა წინააღმდეგ კი დაიმალება. რუსული სოფლების ყველა მცხოვრები გადმოვა ჩვენს რჯულზე. რუსებში დამალული ჩვენი ერთმორწმუნენი იძულებული შეიქნებიან ასევე მიჰყვნენ ახალ მოძღვრებას, ვინაიდან ისინი, ვინც ამას არ აღასრულებენ, ჩვენს მიერ ორ ნაწილად იქნებიან დაჩეხილნი, ამასთან, სხეულის ერთი ნახევარი გადაიქცევა ძაღლად, ხოლო მეორე კი – ღორად.
უკიდურესობამდე ცრუმორწმუნე ჩეჩნებს სჯეროდათ წინასწარმეტყველებებისა, მით უმეტეს, რომ მქადაგებლობის დაწყების შემდეგ მალევე მომხდარი მიწისძვრა ხალხმა მიიღო როგორც სასწაული, ნაწინასწარმეტყველები მათი ახალი მოძღვრის მიერ. 12 თებერვლის დღის ორ საათზე და 13-ში ღამით, კავკასიის ხაზზე ისმოდა მიწისქვეშა გუგუნი და იგრძნობოდა მიწის რყევა, მომართული მთებიდან დაბლობისკენ. ეს რყევა იმდენად ძლიერი იყო, რომ წყალი მდინარე თერგში ღელავდა თითქოსდა ძლიერი ქარიშხლისგან. მიწისძვრა იგრძნობოდა მოზდოკში, ნაურში, გრიგორიოპოლისში, ეკატერინოგრადში, პავლოვსკის, მარიინსკისა და გეორგიევსკის ციხესიმაგრეებში. მოიცვა რა მნიშვნელოვანი სივრცე, მან შიშის ზარი დასცა მთელ იქაურ სოფლებს. ჩეჩნები ხედავდნენ მასში ღვთის რისხვას, მანსურის წინასწარმეტყველებათა აღსრულებას, რომლის მიმდევართა რიცხვიც ამ მოვლენის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. სოფელ ალდის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს დაეცალათ თოფები მათი მზადყოფნის დასამტკიცებლად რომ შეეწყვიტათ სისხლის აღება, თავი ანებეს თამბაქოს წევას, ბუზას სმას, დაიწყედ ჩაცმა ისევე, როგორც იცვამდა თავად მანსურიც, და მის გარშემო შეადგინეს განსაკუთრებული დაცვა, რომელიც ორმოცდაათ ადამიანამდე ადიოდა. ამ რიცხვიდან ოცი ადამიანი ყარაულში იდგა ჭიშკართან, თხუთმეტი ადამიანი მუდმივად იმყოფებოდა სახლის ეზოში და თხუთმეტიც წინკარში. ამაზე ზევით, ალდიელებმა დაადგინეს შეტყობინების ყველა გზის დაცვა რუსეთის მხრიდან (Показанiя разныхъ лицъ, приложенныя къ рапорту генерала Леонтьева П. С. Потёмкину отъ 13-го марта 1785 года. Госуд. Архивъ, XXIII, № 13, карт. 49).
სავსებით დაეყრდნო რა წინასწარმაუწყებლის (предсказатель) სიტყვებს, ბევრმა სოფელმა დაიწყო მზადება ლაშქრობისთვის, კერავდნენ დროშებს და ამბობდნენ, რომ მანსურთან ერთად წავლენ ინგუშებისკენ მაჰმადიანობაში მათი მოქცევისა და რომელიღაც ძველი ყურანის მოძებნისთვის, რომელიც ვითომდა ინახებოდა ინგუშებთან. ალდიელები ირწმუნებოდნენ, რომ ავარელმა ომარ-ხანმა წერილი გამოუგზავნა მანსურს, რომელშიც, გამოთქვამდა რა თანაგრძნობას წინასწარმეტყველისადმი (къ пророку), სწერდა მას, რომ პორტასგან მიიღო საჩუქრად ქურქი და ხმალი მოთხოვნასთან ერთად, რომ შეკრებდა რა ჯარებს, შეერთებოდა თავის ერთმორწმუნეებს. ომარ-ხანი დაჰპირდა, რომ ორი კვირის შემდეგ თავად მივიდოდა ალდიში და მოელაპარაკებოდა შემდეგ მოქმედებებზე.
შემთხვევა სოფელ ალდიში მალევე გახდა ცნობილი მეზობელ აულებშიც. ჩეჩნები სხვადასხვა მხრიდან ცდილობდნენ ჩამოსვლას ალდიში თავიდან ცნობისმოყვარეობის გამო, მოსიარულე ხმების შემოწმების განზრახვით, ხოლო შემდგომში კი რათა პატივი რგებოდათ თავად წინასწარმეტყველის ხილვისა. უკანასკნელი მიიმალა თავისი სახლის მოსასვენებლებში და იშვიათად ეჩვენებოდა ხალხს. საზოგადო ლოცვების ან დღესასწაულების დღეებში იგი გამოდიოდა არა სხვაგვარად, თუ არა ჩაცმული თეთრ კაბაში და მოხვეული საფარველით. მოსულთა ცნობისმოყვარეობა უმეტეს წილად დაუკმაყოფილებელი რჩებოდა და, ვერ ხედავდნენ რა წინასწარმეტყველს, ისინი მასზე შეკითხვებით მიმართავდნენ მის გარემომცველ და მის მიერ ამორჩეულ პირებს. ბუნებრივია, რომ უკანასკნელთა ინტერესებში იყო მოეთხროთ თავიანთ მასწავლებელზე, როგორც არაჩვეულებრივ და ღვთის ნიშნით აღბეჭდილ ადამიანზე. აძლევდა რა თითოეულ სიტყვასა და მოძრაობას საიდუმლო მნიშვნელობას და უშვებდა რა თავისთან მხოლოდ არცთუ ბევრს, უპირატესად მათ, რომლებთან პაემანსაც შეეძლო მოეტანა მისთვის რაიმენაირი სარგებელი, მანსური მეტად წარმატებით მიდიოდა ნავარაუდევი მიზნისკენ. მონათხრობები მისი წმინდა ცხოვრების, მისი წინასწარმეტყველებების შესახებ და ამის მსგავსი, სწრაფად ვრცელდებოდა, იცვლიდა სახეს, ზვიადდებოდა და მალე მანსურზე დაიწყეს არაჩვეულებრივი ამბების მოყოლა. ერთნი ამბობდნენ, რომ წინასწარმეტყველმა ნახა სიზმარში, თითქოს იგი ჩამოვარდა ზეციდან და ამის გამო ისე ძლიერად დაიყვირა, რომ ეს მთელმა სოფელმა გაიგო; სხვები ირწმუნებოდნენ, რომ იგი მკვდარი იყო და შემდეგ აღდგა, და რომ ეს გარემოება მან თავად უწინასწარმეტყველა თავის ძმებს.
– დღეს მე მოვკვდები, თქვა მან ერთხელ, მაგრამ თქვენ არ დამმარხოთ მეორე დღემდე, და თუკი მე ამ ვადაში არ აღვდგები მკვდრეთით, მაშინ კი დამასაფლავეთ.
მოიმკვდარუნა რა თავი, მანსურს ჰქონდა მოთმინება წოლილიყო მთელი დღეღამე გაუნძრევლად, ხოლო შემდეგ კი აღდგა თავისი უახლოესი მათესავების გასაოცრად. მონათხრობი მისი სიკვდილისა და აღდგომოს შესახებ სწრაფად გავრცელდა ჩეჩნურ სოფლებში და მცხოვრებლებმა მანსურის შესახებ დაიწყეს ისეთი დაუჯერებელი ამბების გავრცელება, რომელთა შესახებ თავად წინასწარმეტყველიც კი არ ეჭვობდა. ჩეჩნები ამბობდნენ, რომ მან დააშრო წყარო და შემდეგ კვლავ აღავსო იგი წყლით; რომ ერთხელ გაღვიძებულმა მან იპოვნა въ головахъ своихъ შუბი, სიგრძით ოთხი არშინი, ხოლო შემდეგ კი გამოაცხადა, რომ თუკი წავა ამ შუბით ქრისტიანების წინააღმდეგ, მაშინ იგი სიგრძით სამოცი არშინი გახდება, ხოლო თუკი მაჰმადიანთა წინააღმდეგ, მაშინ მოიღუნება და არავის განგმირავს. დიდება მანსურის შესახებ გავრცელდა შორს ჩეჩნეთის ფარგლებს გარეთ; მის შესახებ ლაპარაკობდნენ ყუმიხთა დაბლობზე, მთებში და დაღესტნის წიაღშიც.
ცრუწინასწარმეტყველი ცდილობდა ასეთი საყოველთაო განწყობით ესარგებლა.
მიიღო რა შეიხის სახელი (Въ офицiальной переписке онъ былъ известенъ у насъ подъ именемъ Шиха), მან დაიწყო მისდამი უპირობო მორჩილების მოთხოვნა. შემდგომში, ტყვედ აყვანილი და პეტერბურგში ჩამოყვანილი, იგი ირწმუნებოდა, რომ არ მიუთვისებია თავისთვის არანაირი სახელი (წოდება), მაგრამ უარი არ უთქვამს ტიტულებზე, რომლებიც თითქოსდა მას თანამემამულეებმა და სხვა მთიელმა ხალხებმა მისცეს.
– მე არც ამირა ვარ, არც წინასწარმეტყველი, და არასოდეს ასეთად არ ვიწოდებოდი, ამბობდა იგი (Шешковскому 17-го октября 1791 года. Госуд. Архивъ, VII, № 2.777), მაგრამ არ შემეძლო წინააღმდეგობა გამეწია იმისთვის, რომ ხალხს ასეთად ვეღიარებინე, იმიტომ რომ ჩემი აზრებისა და ცხოვრების სახე მათ რაღაცნაირ სასწაულად ეჩვენებოდათ. ჩემს განმარტოებით ყოფნაში მე არ ვიცოდი, რომ ხმები ჩემი სინანულის შესახებ გავრცელდა, და მე შევიტყე ამის თაობაზე ჩემთან მოსული ბევრი ადამიანის მეშვეობით, რომლებიც მოდიოდნენ ჩემი დარიგებების მოსასმენად რჯულის მიხდვით ვალდებულებათა აღსრულებისთვის. ამან შემძინა მე შეიხის სახელი და იმ დროიდან პატივს მცემდნენ როგორც განსაკუთრებულ ადამიანს, რომელსაც შეეძლო უარი ეთქვა ისეთ მომგებიან სატყუარებზეც, როგორებიცაა ქურდობა და მძარცველობა... თითოეულ ჩემს სიტყვას უსმენდნენ სიხარბით და თითოეულთა ბაგენი ჰყვებოდნენ ამის შესახებ განსხვავებულად თავიანთი გონების, ნიჭისა და თავის გამოჩენის იმედის მიხედვით... ხმები ჩემს შესახებ გავრცელდა ყველგან და ცალკეულ ხალხებში მომცეს მე წინასწარმეტყველის ტიტული. ჩემთან მოჰქონდათ საჩუქრები ფულით, ცხვრებით, ხარებით, კვერცხებით, ცხენებით, პურითა და ნაყოფებით. არ მქონდა რა ზომიერი ცხოვრებისას მათში დიდი საჭიროება, მე დაუყოვნებლივ ვარიგებდი ყლველივე მიღებულს და ასეთნაირად ვკვებავდი ღვთის რჯულის ღარიბ მიმდევართ, რომლებიც თავის მხრივ არიგებდნენ ხალხს, რომელმაც აქამდე არ იცოდა არც მორჩილება, არც წესრიგი.
მიიღო რა ქველმოქმედებისა და მოსყიდვის დახმარებით მრავალრიცხოვან მიმდევართა მხარდაჭერის დაპირება და შეგნებული ჰქონდა რა თავისი მნიშვნელობა და ძალა, მანსური არ გაჩერებულა ნახევარ გზაზე, მან უკვე ძალიან ღრმად შეტოპა. მან გამოაცხადა საკუთარი თავი იმამად და თამამად განაცხადა, რომ დიდმა წინასწარმეტყველმა მუჰამედმა წინასწარ განჭვრიტა ასეთი იმამის გამოჩენა და იწინასწარმეტყველა კიდეც ეს ერთერთ თავის საკულტმსახურო მაჰმადიანურ წიგნში, რომელიც ცნობილია ზოგრათის (?) სახელით და შეიცავს ლოცვებს ყოველ კვირაზე.
– არის, ამბობდა მანსური, მაჰმადიანური წიგნი, რომელსაც ეწოდება ზოგრათი. მასში ნათლადაა დაწერილი, თუ რომელ დროში გამოჩნდება იმამი მანსური. ამის შესახებ იკითხება ღვთის წყალობით ჩვენს ლოცვებში. ახლა აღსრულდა წინასწარმეტყველება: მე – ნაწინასწარმეტყველები იმამი მანსური ვარ. ვინც მე არ დამიჯერებს, ის ურჯულოა და დაწყევლილი იქნება. გახსოვდეთ, რომ ეს ქვეყანა წარმავალია, და მე, მანსურს, ბედის მიერ მოცემული მაქვს ვიყო თქვენი დამრიგებელი ყურანის წესებში და გიჩვენოთ საიმედო გზა მომავალი ნეტარებისკენ. თუკი ღმერთი შეიყვარებს რომელიმეს თავის მონათა შორის, მას შთააგონებს თავისი მადლით. ყოვლისშემძლე უფლის განგებითა და დახმარებით მანსური ურჯულოებს ჩაყრის დაღუპვის თხრილში. ღმერთი მოწყალეა, მის მცნებებში დამრიგებელი მომთმენი, ხოლო მომთმენთა საქმეები კი ყოველთვის წარმატებით გვირგვინდება.
აღიარებდა რა საკუთარი თავისთვის უფლებას, რომ იმამის წოდების თანახმად, რელიგიის დოგმატები განემარტა, მანსური სულაც არ ირცხვენდა იმის გამო, რომ, როგორც გაუნათლებელ ადამიანს, მას არ წაეკითხა ყურანი და მისი ფუძემდებლური საფუძვლებიც კი არ იცოდა. იგი უწინარეს ყოვლისა ზრუნავდა (მეცადინეობდა) ყველა მთიელი ხალხის ერთ მთლიანობად გაერთიანებისთვის და ამ მიზნით მოითხოვდა სისხლის აღების წესის შეწყვეტას, როგორც ადათისა, რომელიც ემსახურებოდა საზგადოების დაცალკევებას. შემდეგ იგი მოითხოვდა მუჰამედის მცნებების მკაცრად შესრულებას, მოწყალების დარიგებას, ძარცვისა და ქურდობის შეწყვეტას, რა თქმა უნდა, თავისიანებს შორის* (*ქურდობა და ძარცვა მთიელებში ითვლებოდა დანაშაულად მხოლოდ მაშინ, როცა ხდებოდა თავისიანებს შორის), და, ბოლოს, თავდაჯერებულად გამოაცხადა, რომ მექაში გამგზავრება სულაც არ არის საჭირო, არამედ ყველა ისინი, რომლებიც მოვლენ მისთვის თაყვანისსაცემად, მიიღებენ ჰაჯის სახელს (Рапортъ П. С. Потёмкина князю Потёмкину 2-го октября, № 2. Госуд. Арх. XXIII, № 13, карт. 50).
არ ჰქონდა რა განათლება და არანაირი ნაცნობობა რელიგიის დოგმატებთან, მანსური თავისი სწავლების წვრილმანებში ვარდებოდა ყველაზე უფრო უხეშ შეცდომებსა და წინააღმდეგობებში. იგი საკუთარ თავს ისეთი გადახრების უფლებას აძლევდა ღვთისმსახურების წესებში, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგებოდა მუჰამედის ძირითად კანონებს და ამიტომ პირველივე ხანებიდან წააწყდა წინააღმდეგობას სწავლული მოლების მხრიდან, რომლებიც საკუთარ თავს თვლიდნენ მაჰმადიანური სარწმუნოების სიწმინდის დამცველებად.
ნებართვამ, რომელიც მისცა მანსურმა ქალებს აღესრულებინათ ლოცვა მათი ჩვეულებრივი (ქალური) შეუძლოდ ყოფნის დროს, და ბუზას სმის აკრძალვამ, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩეჩნურ სასულიერო წოდებაზე. რამდენიმე სწავლული მოლა მოვიდა სოფელ ალდიში და მოითხოვდა წინასწარმეტყველისგან ახსნა-განმარტებას, ამბობდა რა, რომ მის მიერ მიცემელი ნებართვაცა და აკრძალვაც სრულებით ეწინააღმდეგება ყურანს, დაწერილს თავად მუჰამედის მიერ. მოლები უმტკიცებდნენ მანსურს, რომ ალაოს მომზადებისა და ბუზას მოხარშვის აკრძალვა ართმევს ხალხს ტანზე ჩაცმის შესაძლებლობას, ვინაიდან ცხვრის ტყავის გამოყვანა ალაოს გარეშე შეუძლებელია. ხანგრძლივი კამათის შემდეგ მანსური იძულებული იყო ეღიარებინა თავისი სწავლების სისუსტე (ვერშემდგარობა, несостоятельность) და ნება მიეცა როგორც ბუზას დამზადებისთვის, ისევე ალაოსიც. მანსურის მიერ დათმობამ დაბლა დასცა იგი მოლების თვალში, რომლებმაც მის შესახებ გამოიტანეს აზრი, როგორც მატყუარასი, რომელიც სარგებლობს ხალხის მალემრწმენობით, ხოლო მეორეს მხრივ კი თავად მანსურში აღაგზნო ღრმა სიძულვილი მთელი მუსლიმანური სასულიერო წოდებისადმი. ეს სიძულვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ წინასწარმეტყველი ბედავდა დაერღვია ქვეყნის კანონები და ზიზღით მოჰკიდებოდა სტუმართმოყვარეობის ადათს, რომელიც წმინდა იყო თითოეული ჩეჩენისთვის. მაგრამ, ეშინოდა რა იმისა, რომ სასულიერო წოდებას თავისი გავლენით არ ჩამოეცილებინა მისთვის ხალხი, მანსური წავიდა ახალ ეშმაკობასა და ახალ მოტყუებაზე. სოფელ შალიში ცხოვრობდა მისი ცოლის ძმა, რომელიც მან აირჩია იარაღად თავისი განზრახვების აღსრულებისთვის. თავად მანსურის წინასწარმეტყველებათა დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, ჩეჩნებმა შეიტყვეს, რომ სოფელ შალიში გამოჩნდა ახალი წინასწარმეტყველი, ცხრა წლის ბიჭი იუსუფი, ბათირ-ხანის ვაჟიშვილი, რომელიც ისე, რომ არ უსწავლია წერა-კითხვა, კითხულობს ყურანს, წერს, ქადაგებს, ავადმყოფებსაც კი ჰკურნავს, განსაკუთრებით ბოროტი სულებით შეპყრობილებს. ცნობისმოყვარე ადამიანები მიემგზავრებოდნენ სოფელ შალიში და ბრუნდებოდნენ იქიდან რწმენით, რომ რაღაც უზენაესი ხელმძღვანელობს იუსუფს ყველა მის საქციელსა და სწავლებაში.
– ერთხელ ღამით, ასე უყვებოდა მოსულებს იუსუფის დედა, ჩემი ვაჟიშვილი ადგა, რათა ძილ-ბურანში (сквозь сонъ) დაეწყო ლოცვების კითხვა, სწორედ იმ ლოცვებისა, რომლებსაც ჩვეულებრივ კითხულობენ ნამაზის დროს. გამაკვირვა რა ამ შემთხვევამ, მე გავაღვიძე ჩემი ვაჟი, მაგრამ მან მთხოვა მეტად აღარ შემეწუხებინა იგი და დაიძინა. მთელი ძილის განმავლობაში იგი თავს არ ანებებდა ლოცვების კითხვას, და როდესაც დილით ადგა, არ იყო მხიარული, როგორც უწინ ხდებოდა ხოლმე, არამედ უფრო მეტად ნაღვლიანი. ასე გაიარა დრომ შუადღემდე, და როდესაც დადგა ნამაზის აღსრულების საათი, მაშინ იუსუფმა ყველა თავისი ნათესავის თანდასწრებით ისეთი სიზუსტით აღასრულა იგი, როგორი სიზუსტით აღსრულებაც შეუძლია მხოლოდ სწავლულ მოლას. იმავე დღეს საღამოს იგი თავის თანასოფლელთა თანხლებით წავიდა მეჩეთში, სადაც აღასრულა ღვთისმსახურება, კითხულობდა ყურანს და ასწავლიდა ხალხს.
თავიდან შალიელები იუსუფს ჯადოქრად თვლიდნენ, მაგრამ შემდგომში, ხელმძღვანელობდნენ რა დედის მონათხრობით, იგი წმინდა ადამიანად აღიარეს.
– როდესაც იუსუფი დასაძინებლად წვება, ეუბნებოდა მისი დედა თავის თანასოფლელთ, მაშინ ეცხადება მას უცნობი ადამიანი მწვანე ხიფთანში და წითელი ჩალმით და ამოაქვს მისგან სული, ტოვებს რა მის ნაცვლად სხეულში რაღაცნაირ პატარა მილს. ამოიღებს რა სულს, მას იგი აჰყავს ზეცაში საგანგებო მოსასვენებელში, სადაც მჯდომი ადამიანი წითელი სახით, გამოწყობილი მწვანე კაბასა და წითელ ჩალმაში, ეფენდის მსგავსად, ეკითხება დედამიწაზე დარჩენილი ადამიანების შესახებ. იუსუფი პასუხობს, რომ ახლა მაჰმადიანები რჯულს აღასრულებენ როგორც ჯერ არს და ცხოვრობენ სიწყნარეში, ხოლო მჯდომი ადამიანი კი ასწავლის მას ყურანის კითხვას, ჰპირდება რა მას თავად ყურანის მიცემასაც.
ასეთ მდგომარეობაში, დედის სიტყვებით, იუსუფი იმყოფებოდა ორ-ორ საათს, მაგრამ არა ყოველ ღამეს, არამედ ზოგჯერ ღამეგამოშვებით, ზოგჯერ კი ორი ღამის გამოტოვებითაც.
სოფელ შალიში ნამყოფი ჩეჩნებიდან ერთერთი, ალი-სულთან ტიევი, გულწრფელად არწმუნებდა ბრიგადირ ვიშნიაკოვს, რომ თავად ნახა, თუ როგორ აღასრულებდა იუსუფი ნამაზს და კითხულობდა ლოცვებს არაბულად. ტიევი ამბობდა, რომ იუსუფი სარგებლობს მცხოვრებთა დიდი პატივისცემით, სავსებით რომ ემორჩილებიან მის დარიგებებს, რომლებიც იმაში მდგომარეობს, რათა აღასრულებდნენ რჯულს ისე, როგორც დაწერილია ყურანში, თავს არიდებდნენ ქურდობას, სისხლის აღებას და რაც მთავარია, ჰქონდეთ სრული მორჩილება ალდიელი წინასწარმეტყველის შეიხ-მანსურისადმი.
უკანასკნელი მივიდა სოფელ შალიში, ნახა იუსუფი, რომელსაც უწოდებდა თავის სულიერ ვაჟიშვილს და ჰქონდა მასთან ხანგრძლივი საუბარი. იუსუფი გამოხატავდა მის მიმართ მოწიწებას და მოუწოდებდა ყველას მიჰყოლოდნენ მის სწავლებას.
რამდენსაც არ ცდილობდა ჩეჩნური სასულიერო წოდება წარმოედგინა მანსურის სწავლების ვერშემდგარობა (უსუსურობა), მას არ შეეძლო ხალხის გარიდება ეშმაკურად დახლართული ბადისგან და მხოლოდ ცრუწინასწარმეტყველის სიძულვილი დაიტეხა საკუთარ თავზე. ხედავდა რა სასულიერო წოდების მხრიდან თავისი გეგმებისადმი წინააღმდეგობას, მანსური განზე იდგა მოლებისგან, არ შედიოდა მათთან რაიმენაირ ახსნა-განმარტებებში, უარს ეუბნებოდა თავის სახლში ღამის გათევაზეც კი და, ბოლოს, თავი ვერ შეიკავა იმისგან, რათა თავის ერთერთ ქადაგებაში არ ეწინასწარმეტყველა მათთვის ყველაზე უფრო სასტიკი ტანჯვა-წამებანი მომავალ ცხოვრებაში. ლაპარაკობდა რა ანტიქრისტეს მალე გამოჩენის შესახებ, მანსური ირწმუნებოდა, რომ მაშინ დადგება ხანა, როცა მთელი ხალხები საშინელი შფოთითა და მღელვარებით ტფილისში გაიქცევიან.
– იქ, აგრძელებდა იგი, ხალხთა დიდი შედინების გამო დადგება შიმშილი და ადამიანები დაიწყებენ ტანსაცმლისა და მშვილდის საბმელების ჭამას. თითქმის ყველანი დაიღუპებიან და მხოლოდ ცოტანიღა დარჩებიან. იმავე დროს მიწიდან ამოვლენ დაჯალის (ანტიქრისტეს) ურდოები, მრავალრიცხოვანნი, როგორც ბალახი, და გაამრავლებენ ადამიანთა მოდგმის უბედურებებს. შემდეგ მოვა წინასწარმეტყველი ისა და მოკლავს დაჯალს, ხოლო მისი ლეგიონები კი სრულებით იქნება ამოწყვეტილი შხამიანი მატლების მიერ. მათ სიმყრალეს ჩარეცხავს სამდღიანი წვიმა, რომლის თითოეული წვეთიც ქლიავის სიდიდისა იქნება. დედამიწაზე მიმოფანტული დარჩება მხოლოდ დაჯალის იარაღი და ჩვენი ხალხი იმით სამას წელს გაახურებს ღუმელებს. მთელ ამ დროში იმეფებს წინასწარმეტყველი ისა ხალხის საკეთილდღეოდ, ხოლო შემდეგ კი დადგება მეორედ მოსვლა. ვისაც ჩემი სიტყვებისა არ სჯერა, ის დაწყევლილი იქნება ამ ცხოვრებაშიც და მომავალშიც, განსაკუთრებით კი ჯოჯოხეთის ტანჯვებს დაექვემდებარებიან ახლანდელი მოძღვრები სასულიერო წოდებიდან.
როგორი უთავბოლოც არ უნდა ყოფილიყო მანსურის მთელი ქადაგებები და მისი წინასწარმეტყველებანი, მაინც ცრუმორწმუნე ჩეჩნების თვალში მათ ჰქონდათ სრული სინამდვილის (სარწმუნოობის, достоверность) მნიშვნელობა. მქადაგებლის მსმენელთა და მიმდევართა უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ არც თუ შორეულ მომავალში უნდა აღესრულოს ისლამის ზეიმი, და რომ ყველა ქვეყანა, სადაც კი წავა წინასწარმეტყველი თავისი მოწაფეებით, დაემორჩილება მას და მიჰყვება მართლმორწმუნეთა რჯულს.
მანსურის მტრული დამოკიდებულება მთელი მოსახლეობისადმი, რომელიც არ აღიარებდა მაჰმადიანურ რელიგიას, და რაც მთავარია, მისი მისწრაფება ყველა მთიელის ერთ მთლიანობად გაერთიანებისკენ, არ შეიძლებოდა ყურადღების გარეშე დაეტოვებინა კავკასიის ხაზის უფროსობას. შეერთდებოდნენ რა ერთად, მთიელებს შეეძლოთ წარმოექმნათ მეტად მნიშვნელოვანი ძალა. გენერალ-პორუჩიკ პ. ს. პოტიომკინის დაანგარიშებით, ერთსულოვანი აჯანყების შემთხვევაში, ყუმიხებს (ენდერელებსა და აკსაელებს) შეეძლოთ ადვილად გამოეყვანათ თოფებით შეიარაღებული 5.000-მდე ადამიანი, ჩეჩნებს – 4.000-მდე, ორივე ყაბარდოს – 10.000-მდე, ხოლო მათთან წვრილი ტომების შეერთების შემდეგ კი მთიელთა მთელ ლაშქარს შეეძლო მიეღწია 25.000 ადამიანამდე. ეს ციფრი მეტად დიდი იყო, თუკი გავიხსენებთ, რომ კავკასიის ხაზის მთელ სიგრძეზე გაფანტული რუსული ჯარების რიცხვი არ აღემატებოდა 27.000 ადამიანს, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ დაეცვათ მეტად ვრცელი საზღვარი. იმ ხანებში ჯარების სარდალი არ იყო მოზდოკის ხაზზე. კავკასიის სამეფისნაცვლოს გახსნის შესახებ საკითხის გამო ჯერ კიდევ 1784 წლის დეკემბერში პეტერბურგში გამოძახებული გენერალ-პორუჩიკი პ. ს. პოტიომკინი ხაზზე დაბრუნდა არაუადრეს 1785 წლის სექტემბრის ბოლოსი. მისი არყოფნის დროს ჯარების სარდალი გენერალ-პორუჩიკი ლეონტიევი არცთუ შეშფოთების გარეშე უყურებდა ჩეჩნეთში მიმდინარე მღელვარებას და ყველა სასაზღვრო უფროსს დაავალა მიეღოთ სამხედრო სიფრთხილის ყველა ზომა (иметь всю военную осторожность), მომზადებულიყვნენ მოულოდნელი თავდასხმის შემთხვევისთვის და მთელი ზომებით ეცადათ მანსურის თავიანთ ხელში ჩაგდება. წმინდა მარიამის ციხესიმაგრეში მყოფმა გენერალ-მაიორმა პეუტლინგმა, მიიღო რა ასეთი განკარგულება და ჰქონდა რა შეტყობინება, რომ წინასწარმეტყველს უწინარეს ყოვლისა განზრახული აქვს თავს დაესხას ყარაბულახებსა და ინგუშებს, ჯარებით გააძლიერა ჩეჩნებთან ყველაზე უფრო ახლოს მყოფი პუნქტები. მან გრენადერთა ორი ასეული გაგზავნა ვლადიკავკაზში და 100 ეგერიც გრიგორიოპოლისში, რათა ყოველი შემთხვევისთვის ყოფილიყო უკეთეს თავდაცვით მდგომარეობაში (Письмо Пеутлинга П. С. Потёмкину 17-го марта 1785 года. Госуд. Арх., XXIII, № 13, папка 49).
ამის კვალდაკვალ ეს პოსტები კიდევ უფრო მეტად იქნა გაძლიერებული.
“განმეორებადი ცნობები კავკასიიდან, წერდა თავადი პოტიომკინი (Въ ордере генералу Потёмкину отъ 26-го апреля 1785 года), იქ გამოჩენილი ცრუწინასწარმეტყველებისა და ამის გამო ხალხის მღელვარების შესახებ, რამდენადაც ბნელი და არაზედმიწევნითი არ უნდა იყოს ისინი, მიუხედავად ამისა მაინც მოითხოვს პატივისცემას. თქვენო აღმატებულებავ, ისე რომ არ გამოიჩინოთ გარეგნული მზრუნველობა (შეშფოთება), რასაც შეუძლია ამბოხებულთა გამხნევება გამოიწვიოს, უბრძანეთ გარკვეული რიცხვი ჯარებისა მოუახლოვონ მდინარე სუნჯას, სადაც ცრუწინასწარმეტყველის ძალების მთავარი შეგროვებაა. მხოლოდ ასეთი მოძრაობით გამოწვეული შიში იქნება მოსახერხებელი ამ ნაძირლების გასარეკად... სასჯელის შიშსა და ზღვევის იმედს იმ ხალხებში ყოველთვის ძლიერი გავლენა გააჩნია”.
პ. ს. პოტიომკინმა ჯერ კიდევ ამ განკარგულების მიღებამდეც ბრძანა გაეგზავნათ ვლადიკავკაზში ქვეითი ჯარის ბატალიონი იქაური გარნიზონის გაძლიერებისთვის და თავი მოეყარათ მდინარე სუნჯაზე, გენერალ-მაიორ შემიაკინის უფროსობით, საგანგებო, იმ დროში საკმარისად ძლიერი რაზმისთვის. უკანასკნელის შემადგენლობაში დანიშნულ იქნენ ქვეითი ჯარის ორი პოლკი, ეგერთა ერთი ბატალიონი, დრაგუნთა რამდენიმე ესკადრონი და ურალის კაზაკთა პოლკი. გენერალ შემიაკინს დაევალა აერჩია პოზიცია თავისი შეხედულების და მიხედვით და ემოქმედა გაბედულად (გადამჭრელად), რათა სულ დასაწყისშივე დაეწყნარებინა მღელვარება და “არ მიეცა პატარა ნაპერწკლისთვის ხანძრის გაჩაღების შესაძლებლობა” (Ордеръ П. С. Потёмкина генерал-поручику Леонтьеву 2-го апреля, № 20). ამასთან ერთად პ. ს. პოტიომკინმა სასარგებლოდ მიიჩნია გაეგზავნა მთიელი ხალხებისთვის პროკლამაცია, რომელშიც სთხოვდა მათ არ დაეჯერებინათ მანსურისთვის და არ მიჰყოლოდნენ მის სწავლებას.
“ჩემთვის უსიამოვნოდ მე შემატყობინეს, წერდა პოტიომკინი თავის პროკლამაციაში ჩეჩნებსა და სხვა მთიელ ხალხებს (Отъ 2-го апреля, № 21. Госуд. Архивъ, XXIII, № 13, папка 50), რომ ჩეჩენი ხალხის ფარგლებში გამოჩნდა ვიღაც ბოგანოთაგან, რომელიც ცრუ მოხიბვლით აშფოთებს ხალხის სიმშვიდეს. უწოდებს რა საკუთარ თავს წინასწარმეტყველს, რომლის სიცრუის დაჯერება არც ერთ გონიერს არ შუძლია და არც უნდა იჯერებდეს, თავისკენ იზიდავს ცრუმორწმუნეებს და ატყუებს მათ. ასეთი შემთხვევა არ შეიძლება ჩემს მიერ დატოვებულ იქნას სათანადო განხილვის გარეშე, და რადგანაც მე მალე მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის უმაღლესი კარიდან დავბრუნდები კავკასიის ფარგლებში, ამით წინასწარ ვუბრძანებ ყველა ხალხს არ დაუჯერონ ამ მატყუარას ცრუ წინასწარმეტყველებას. ჩემი მოსვლის შემდეგ მე მალე ვამხელ მის სიცრუეს, მის ტყუილებს და დავუმტკიცებ ხალხებს, რომ იგი არ არის წინასწარმეტყველი, არამედ მლიქვნელი და მატყუარაა, და რათა მისი ტყუილებით დაბრმავებულები არ დაზარალდნენ, ამიტომ ვუცხადებ ყველას და თითოეულს, არ დაუჯერონ მის საცდურებს და მას ჩამოშორდნენ; თუკი ჩემი ამ განცხადების შემდეგ ვინმე მიჰყვება მატყუარას, ასეთები იგრძნობენ მრისხანებასა და სასჯელს”.
ამ განცხადებას, რომელიც დაგზავნილ იქნა ჩეჩნეთში, აკსაისა და ენდერში, არ ჰქონია არანაირი შედეგები და ცრუწინასწარმეტყველის მომხრეთა პარტია სწრაფად იზრდებოდა. ყოველ საათობრივად გაძლიერებადმა მანსურმა დაიწყო ჰაზავათის ანუ საღვთო ომის ქადგება, და მისი სწავლებაც, კარგავდა რა ნელ-ნელა წმინდა რელიგიურ ხასიათს, გადაიქცეოდა ჩვენთვის მეტად სახიფათო პოლიტიკურ მისწრაფებად. შეგნებული ჰქონდა რა იმის აუცილებლობა, რათა მის ჩანასახშივე ჩაეხშოთ ჩეჩენთა მღელვარება, თავადმა პოტიომკინმა პირადად დაავალა მისთვის თავისი ენერგიულობით ცნობილ პოლკოვნიკ პიერის (Пiери) წაეყვანა ასტრახანის პოლკი არტილერიის რამდენიმე ქვემეხით და ცრუწინასწარმეტყველის თავყრილობის სულ შუაგულისკენ სწრაფი მოძრაობით ეცადა ხელში ჩაეგდო იგი. პიერის მხარდაჭერისთვის, გენერალ შემიაკინის რაზმს ებრძანა უფრო ახლოს მისულიყო ამირ-ხანის სოფელთან, ხოლო მოსკოვის ქვეითი პოკლი გაგზავნილ იქნა გრიგორიოპოლისთან (Ордеръ П. С. Потёмкина генералу Леонтьеву 10-го мая, № 23. Госуд. Архивъ, XXIII, № 13, папка 50). მივიდოდა რა დანიშნულების ადგილას, პიერის უნდა მოეთხოვა ცრუწინასწარმეტყველის გაცემა, და თუკი ამას მოჰყვებოდა რაიმენაირი წინააღმდეგობა, მაშინ ძალით აღედგინა იმ მხარეში სიმშვიდე.
“პოლკოვნიკ პიერის, წერდა თავადი პოტიომკინი (П. С. Потёмкину 6-го мая, № 136. Тамъ же, папка 49), უბრძანეთ თავყრილობასთან მისვლისას შეატყობინოს ცრუწინასწარმეტყველის მიერ მოხიბლულებს, რომ მათი მომავალი უბედურების თავიდან აცილების ერთადერთი საშუალებაა მათი მომატყუებლის გაცემა, რომელიც უეჭველად მოგზავნილია მოწინააღმდეგე მხარის მიერ, და რომ გაჯიუტების შემთხვევაში ისინი საკუთარ თავს ჩაიყენებენ მძიმე სასჯელის ქვეშ. მეტად სასურველია, რათა ეს საქმე დასრულებულ იქნას სისხლისღვრის გარეშე”.
სამწუხაროდ, ჩვენი პირველი მცდელობები ამ მიმართებით უიღბლო გამოდგა. პოლკოვნიკი პიერი ზედმეტად გატაცებული აღმოჩნდა (слишкомъ увлёкся), უგულვებელყო მოწინააღმდეგე და, არ დალოდებია რა მისი მხარდაჭერისთვის გამოგზავნილ ბრიგადირ აპრაქსინის რაზმს, დაიძრა ჩეჩნების წინააღმდეგ, მოექცა მათ ალყაში და დამარცხება განიცადა. საქმე ასე ხდებოდა.
4 ივლისს, ნაურსა და სტანიცა კალინოვსკაიას შორის, შეიკრიბნენ ჯარები, დანიშნულნი პოლკოვნიკ პიერის ექსპედიციისთვის. რაზმის შემადგენლობაში შევიდნენ: მთელი ასტრახალის ქვეითი პოლკი, ყაბარდოს ეგერთა პოლკის ბატალიონი, ტომსკის ქვეითი პოლკის გრენადერთა ორი ასეული და თერგის ჯარის კაზაკთა ასეული. დაშუადღევის დაახლოებით ოთხ საათზე პოლკოვნიკი პიერი გამოვიდა სალაშქროდ სოფელ ალდის მიმართულებით, რომელამდეც მოითვლებოდა დაახლოებით ორმოცდაათი ვერსი. იარა რა მთელ ღამეს, მან მიაღწია მდინარე სუნჯას ნაპირებს, რომლისგანაც სოფელ ალდიმდე რჩებოდა არაუმეტეს ხუთი ვერსისა. სოფლამდე გზა მიდიოდა ხშირ, თითქმის უწყვეტ ტყეში. სურდა რა მცხოვრებლებს მოულოდნელად დადგომოდა თავზე და ესარგებლა მოულოდნელი თავდასხმის მთელი უპირატესობებით, პიერიმ გადაწყვიტა მსუბუქად განეგრძო სვლა. მან მდინარე სუნჯაზე გადასასვლელის სიახლოვეში დატოვა მთელი აღალი და მისი დაფარვისთვის ასტრახანის პოლკის მუშკეტერთა ასეულები პოლკოვნიკ ტამარას უფროსობით. გადალახა რა დანარჩენი ჯარებით მდინარე სუნჯა, პიერი მალევე შევიდა ტყეში, რომელშიც გაწოლილი იყო მეტად მიხვეულ-მოხვეული გზა, და იმდენად ვიწროც, რომ მასზე ერთმანეთის გვერდიგვერდ ძლივს თუ გაივლიდა მხოლოდ ოთხი ადამიანი. სოფელ ალდის ახლოხ რაზმი შეეჩეხა სამ ჩეჩენს, რომელთაგან ორი მოკლულ იქნა, მესამემ კი მოასწრო და შეატყობინა ცრუწინასწარმეტყველსა და მის თანასოფლელებს მოახლოებული საფრთხის მუქარის შესახებ. მიუხედავად ამისა, პიერი მოულოდნელად წაადგა თავზე მცხოვრებლებს, და 6 ივლისის დილის 10 საათზე ცეცხლი წაუკიდა მანსურის სახლსა და მთელ სოფელ ალდისაც, რომელიც შედგებოდა ოთხასი კომლისგან. ცრუწინასწარმეტყველმა მოასწრო მიმალვა და სოფელი გაძარცვულ იქნა ჩვენი გრენადერების მიერ. ექსპედიცის მიზანი მიღწეულ იქნა და შუადღის პირველ საათზე პიერიმ დაიწყო უკან დასაბრუნებელი მოძრაობა მდინარე სუნჯისკენ, მაგრამ ეს მოძრაობა დამღუპველი იყო ჩვენი რაზმისთვის. გაფანტულმა ალდიელებმა მოასწრეს ერთად შეკრება ტყეში, და შემოიერთეს რა მეზობელი სოფლების მცხოვრებნიც, სრულებით ალყაში მოაქციეს პოლკოვნიკ პიერის არცთუ დიდი რაზმი. ყოველთვის გულფიცხელნი მოწინააღმდეგის უკანდახევისას, ჩეჩნები არაჩვეულებრივი გატაცებით უტევდნენ (ზურგის დამფარავ) ჩვენს ეგერებს (наседали на нашихъ егерей) და თითქმის გაანადგურეს მთელი რაზმი. ყაბარდოს ეგერთა ბატალიონის მეთაური, მაიორი კომარსკი, სთავაზობდა გაჩერებულიყვნენ ერთერთ რომელიმე მინდორზე და დალოდებოდნენ ბრიგადირ აპრაქსინის რაზმის მოსვლას, მაგრამ პიერიმ არ მიიღო ეს წინადადება და აგრძელებდა მოძრაობას. ჯარისკაცები ვაჟკაცურად იხევდნენ უკან, ნაბიჯ ნაბიჯ, მაგრამ შუა გზაზე პიერი მოკლულ იქნა, ხოლო მის კვალდაკვალ მაიორი კომარსკიც სასიკვდილოდ დაიჭრა. ორი უფროსის დაკარგვამ სრული არევ-დარევა მოახდინა რაზმში. “აქ ჩანს, მოახსენებდა გენერალ-პორუჩიკი პოტიომკინი (Князю Потёмкину отъ 8-го ноября № 323. Госуд. Архивъ, XXIII, № 13, папка 50), რომ ჩვენი ეგერები სრულებით გაიქცნენ, ვინაიდან ჩეჩნები მათ დაუცველებს ხოცავდნენ (ибо чеченцы ихъ резали безоборонныхъ), შემდეგ კი ტყეში მოხეტიალეები ტყვედ მიჰყავდათ”. რომლებმაც მოასწრეს მდინარე სუნჯამდე მოღწევა, მის ტალღებს მისცეს თავი, ზოგიერთი მათგანი დაიღრჩო, სხვებმა კი მოპირდაპირე ნაპირს გამოაღწიეს და შეუერთდნენ აღალის დაფარვას. უკანდახევის დროს რაზმმა დაკარგა ორი ქვემები, რომლებიც ჩეჩნებმა წაართვეს მათ, დაკარგა ასევე რვა ოფიცერი მოკლულებით და ხუთას სამოცდათექვსმეტი დაბალი ჩინის ადამიანი*, რომელთაგან ოთხას თოთხმეტი კაცი მოკლულ იქნა** (*ასტრახანის პოლკიდან გამოაკლდათ დაბალი ჩინების 110 ადამიანი; ყაბარდოს ეგერთა პოლკის ბატალიონიდან 402 ადამიანი და ტომსკის პოლკის გრენადრეთა ორი ასეულიდან 64 ადამიანი. Рапортъ генерала Потёмкина князю Потёмкину 31-го iюля, № 36. Тамъ же; **დანარჩენი 162 ადამიანი ტყვედ იქნა წაყვანილი და შემდეგ სხვადასხვა დროს გამოსყიდული; ზუსტად ასევე ჩეჩნებმა დაგვიბრუნეს ორივე ზარბაზანი, რომელთაგან ერთში აიღეს 100 მანეთი).
“სუნჯაზე მომხდარი, წერდა თავადი პოტიომკინი (Въ ордере П. С. Потёмкину отъ 1-го августа. Государствен. Архивъ, XXIII, № 13, карт. 49), მით უფრო დასანანია, რომ სათანადო ზომების მიღების დრო ხელიდანაა გაშვებული. მე უკვე არაფერს ვამბობ იმაზე, რომ განსვენებულმა პოლკოვნიკმა პიერიმ არ უზრუნველჰყო მდინარეზე თავისი გადასასვლელი და სიფიცხით იჩქარა ჩეჩნებზე წასვლა ისე, რომ არ დალოდებია ბრიგადირ აპრაქსინს თავისი გაძლიერებისთვის, მაგრამ მიკვირს, რომ თავად გენერალ-პორუჩიკი (ლეონტიევი) არ დადგა უწინვე ბანაკად იმ ადგილის მახლობლად, რათა დაეცვა ჩემი ბრძანებების აღსრულების სიზუსტე. პოლკოვნიკი პიერი ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოითხოვდა ჩეჩნებისგან ცრუ წინასწარმეტყველს, ან უფრო სწორედ რომ ვთქვათ, თურქების მიერ გამოგზავნილ იარაღს* (*ეს მოსაზრება ვერ მართლდება. მანსური არასოდეს ყოფილა თურქების პირდაპირი იარაღი), და უარის შემთხვევაში წავიდოდა იმ სოფელზე, სადაც ის იმყოფებოდა. მაშინ ეცოდინებოდათ ჩეჩნებს, თუ რატომ მოდიან მათთან და შესაძლო იყო ემჯობინებინათ ბოროტმოქმედის გაცემა, ვიდრე მისთვის ებრძოლათ და შურისძიება დაეტეხათ საკუთარ თავზე”.
პოლკოვნიკი პიერი ნამდვილად ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე იქნა დატოვებული, ვინაიდან ბრიგადირმა აპრაქსინმა მხოლოდ 6 ივლისს მიიღო ლეონტიევის ბრძანება მიახლოებოდა ალდის გადასასვლელს, რომლისგანაც იმყოფებოდა არაუახლოეს 20 ვერსისა. თუმცა კი იგი მაშინვე გამოვიდა დანიშნულების მიხედვით, მაგრამ პიერის რაზმის ხვედრი უკვე გადაწყვეტილი იყო. აპრაქსინი შეეჩეხა ჩეჩენთა ბრბოს, დევნა ისინი ალხას სოფლამდე (до Алхановой деревни), გადაწვა იგი და, დაბრუნდა რა მცირე ყაბარდოში, დაწერა მაღალფარდოვანი მოხსენება თავისი რაზმის გამარჯვებათა შესახებ.
“თუკი ისინი იყვნენ მხოლოდ სოფელ ალხას მიმალული მცხოვრებნი, წერდა აპრაქსინის მოხსენებით უკმაყოფილო თავადი პოტიომკინი (Въ ордере П. С. Потёмкину, 5-го августа. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 49), მაშინ ამდენად მნიშვნელოვანი ძალებით მათზე მოპოვებული უპირატესობის შესახებ შეიძლებოდა უფრო მოკლედაც ეთქვა. მაგრამ აღნიშვნის ღირსია, რომ რამდენიმე ბირთვით, რომლებიც გაშვებულ იქნა მხოლოდ ოცდაექვსი, ერთ ბრძოლაში დაიღუპა ას სამოცდაათი ადამიანი, და რომ კიდევ ერთი გასროლით მიწაზე დაცემულ იქნა ბრბოს ნახევარზე მეტი, – არტილერისტების ხელოვნება განსაკუთრებულია. მაგრამ ნაკლები იღბალია ნადავლში: მკვდრისგან მოხსნილ პატრონტაშზე, რაღაც დოლის მსგავსზე, და ასეთსავე დროშაზე შეიძლებოდა სულაც გაჩუმებილიყო, განსაკუთრებით, როდესაც ისინი უკვე მიეცათ კაზაკებს”...
“მე მსურს, წერდა უგანათლებულესი თავის სხვა ორდერში (П. С. Потёмкину отъ 1-го августа 1785 года), რომ თქვენმა აღმატებულებამ ჩააგონოს რაზმების ყველა უფროსს, რათა თავს არიდებდნენ ზარბაზნებით დაშინებას, მაგრამ იყენებდნენ გასროლებს იქ, სადაც არტილერიას ზიანის მიყენება შეუძლია, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ მთის მთელი მაცხოვრებლები, ერთად შეერთებულნი, ვერ გაუძლებენ ჩვენი ბატარეების ცოცხალ ცეცხლს”.
პოლკოვნიკ პიერის გატაცებას ჰქონდა დამღუპველი შედეგები. მანსურის პირველი წარმატება რუსულ ჯარებზე ხალხმა მიაწერა მის სასწაულებსა და წინასწარმეტყველებათა აღსრულებას. წინასწარმეტყველის მნიშვნელობა ამაღლდა არა მხოლოდ მის თანამემამულეთა თვალში, არამედ მეზობელ ხალხებს შორისაც. ყაბარდოელები ღელავდნენ და მზად იყვნენ შეერთებოდნენ ჩეჩენ მტაცებლებს. ბრიგადირ აპრაქსინის გამარჯვებებმა, რომელთა შესახებაც იგი ასე დაწვრილებით მოახსენებდა, ვერ შეაშინეს მთიელები და ვერ დაასუსტეს მანსურისადმი მათი მიმხრობა. სხვადასხვა ადგილებიდან და მთელი ბრბოებით მიდიოდნენ ისინი ცრუწინასწარმეტყველის დროშების ქვეშ და სოფელ ალხას გადაწვიდან ექვსი დღის შემდეგ თავს დაესხნენ ჩვენს მეწინავე პოსტებს. მანსურმა ახლა შეიძინა იმდენად დიდი ძალაუფლება ხალხზე, რომ საკუთარი შეხედულებით ართმევდა სიცოცხლეს დამნაშავეებს და მუჰამედის მოძღვრების მიუხედავად შემოიღო წინადაცვეთის წესი. ჩეჩნები, მოხუცებისა და ქალების გამოუკლებლად, ჩქარობდნენ ამ წესის აღსრულებას, რომელიც ჰპირდებოდათ ნეტარებას მომავალ ცხოვრებაში, და ოპერატორთა ნაკლები ოსტატობის გამო არცთუ იშვიათად ზღვევდნენ თავიანთი სიცოცხლით. მთელი ჩეჩნეთი სიტყვაშეუბრუნებლად ემორჩილებოდა მანსურს, მაგრამ იგი, არ კმაყოფილდებოდა რა ამით, თავის მზერას ავრცელებდა უფრო შორსაც. ცრუწინასწარმეტყველს სურდა თავისი დროშების ქვეშ მოეზიდა მთელი მაჰმადიანი მოსახლეობა და ისლამზე მოექცია სხვა მთიელი ტომებიც, რომლებიც მანამდე არ აღიარებდნენ ამ რელიგიას. მისი მოწაფე ემისრები გამოჩნდნენ ოსებთან და ინგუშებთან და ცდილობდნენ მათ დაყოლიებას თავიანთ მხარეზე. ოსებმა უარი თქვეს ჩეჩენი წინასწარმეტყველის სწავლების მიყოლაზე, ინგუშებმა კი შიკრიკი გამოგზავნეს პოლკოვნიკ მატცენთან, რომელიც რაზმით ვლადიკავკაზთან იმყოფებოდა.
– ვიქნებით თუ არა ჩვენ ნეტარნი, აღვასრულებთ რა წინადაცვეთის წესს? კითხულობდა წარმოგზავნილი.
– წინადაცვეთაზე რომ იყოს დამოკიდებული რაიმენაირი სასწაულის მოხდენა, პასუხოვდა მატცენი, მაშინ მე პირველი აღვასრულებდი მას.
ინგუშებმა უარყვეს მანსურის წინადადება და კერპთთაყვანისმცემლობაში დარჩნენ. ამ უიღბლობათა მიუხედვად, ცრუწინასწარმეტყველი არ კარგავდა წარმატების იმედს. მან საზეიმოდ გამოაცხადა, რომ მოკლე დროში წავა ყიზლარზე და ივლისში თავს დაესხა კარგინის რედუტს, რომელიც ხუთ ვერსზე იმყოფებოდა ამ ქალაქიდან. თუმცა კი რედუტის მთელი გარნიზონი შედგებოდა ერთი ობერ-ოფიცრისა და რამდენიმე რიგითისგან, ჩეჩნებმა, თავიანთი მრავალრიცხოვნების მიუხედავად, ვერ შეძლეს სიმაგრის დაუფლება და იძულებული იყვნენ ცეცხლი წაეკიდებინათ ახლოს მდებარე შენობებისთვის. გავრცელებულმა ცეცხლმა მოაღწია დენთის სარდაფამდე და სიმაგრე, მის მამაც დამცველებთან ერთად, ჰაერში ავიდა (Рапортъ Леонтьева П. С. Потёмкину 16-го августа. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 49).
შეიხ-მანსური ზეიმობდა ახალ გამარჯვებას და პატიოსანი სიტყვით არწმუნებდა თავის მალემრწმენ მიმდევრებს, რომ ყიზლარი ზუსტად ასევე დაეცემა მართლმორწმუნეთა ფეხებთან. ქალაქის მცხოვრებნი დიდ შიშში იყვნენ. პ. ს. პოტიომკინის არყოფნის გამო, ხაზზე ჯარების სარდალი, გენერალ-პორუჩიკი ლეონტიევი თავად გაემართა ყიზლარისკენ, რათა გაეძლიერებინა იგი ჯარებით და მიეღო ზომები მის დასაცავად. ყიზლარში მან ჰპოვა ორი პოლი, ტომსკისა და ასტრახანის, ამასთან უკანასკნელის ორი ასეული იმყოფებოდა ოჩის ნავმისადგომზე პროვიანტის სადარაჯოდ. თვლიდა რა ამ ჯარებს არასაკმარისად ასეთი პუნქტის დასაცავად, ლეონტიევი სთხოვდა ასტრახანის გუბერნატორს გამოეგზავნა მისთვის ორი ათასი ყალმუხი (Рапортъ Леонтьева Потёмкину 16-го августа, № 140), და უბრძანა ბრიგადირ აპრაქსინს თავისი რაზმით წამოსულიყო მდინარე მალკაზე, რათა არ მიეცა ყაბარდოელებისთვის ჩეჩნებთან შეერთების ნება, ხოლო პოდპოლკოვნიკი ვრედე კი მუშკეტერთა ბატალიონით გაგზავნა გრიგორიოპოლისის გასაძლიერებლად.
ამასობაში გრიგორიოპოლისის ციხესიმაგრეში მყოფმა მაიორმა ჟილცოვმა მოახსენა პოდპოლკოვნიკ ვრედეს, რომ 26 ივლისს, დილას, მასთან ცხენი მოაჭენა მცირე ყაბარდოს მფლობელმა თავადმა ჯამბულათმა და გამოუცხადა, რომ თავადი დოლი თავისი ხელქვეითებით გადავიდა მანსურის მხარეზე; რომ თავადი დოლის ხელისუფლების ქვეშ მყოფი მცხოვრებნი, ეშინიათ რა სასჯელისა, ემზადებიან გასაქცევად (გასახიზნად), და რომ ცრუწინასწარმეტყველს, ყაბარდოელებთან შეერთების შემდეგ განზრახული აქვს თავს დაესხას გრიგორიოპოლისს. მიიღო რა ეს ცნობები, პოდპოლკოვნიკმა ვრედემ მაშინვე წინ გაგზავნა სადაზვერვო ცხენოსანი რაზმი ოცდათხუთმეტი დონელი კაზაკისგან ხორუნჟი პავლოვის უფროსობით. დაშორდა რა თხუთმეტი ვერსით სიმაგრეს, ჩვენი სადაზვერვო რაზმი შეეჩეხა ჩეჩენთა არცთუ დიდ პარტიას, რომელსაც თუმცა კი დაედევნა ხუთ ვერსზე, მაგრამ დაწევა ვერ შეძლო. 27 რიცხვის დილას პავლოვი გაგზავნილ იქნა ისევ მოწინააღმდეგის აღმოსაჩენად, ორმხრივ სროლაში ჩაება მასთან და მოახსენა, რომ ჩეჩენთა მნიშვნელოვანი პარტია უკვე შემოვიდა მცირე ყაბარდოს სამფლობელოებში. იმ დღესვე მოსულმა თავადმა ჯამბულათმა შეატყობინა უფრო დაწვრილებითი ცნობები. იგი ამბობდა, რომ მანსური ჩეჩნებისა და თავის მომხრეთა მნიშვნელოვანი ბრბოთი მოვიდა თავად დოლის სოფლებში და განლაგდა მის სახლში; რომ წინასწარმეტყველმა თავისთან მიიპატიჟა მცირე ყაბარდოს ყველა თავადი და მფლობელი და მოითხოვდა, რათა ისინი მას შეერთებოდნენ. თავიანთი მფლობელებით უკმაყოფილო უზდენებმა და უბრალო ხალხმა სიხარულით მიიღეს მანსურის წინადადება, იმედოვნებდნენ რა მისი მეშვეობით თავი დაეღწიათ თავიანთი თავადების დესპოტური მმართველობისგან.
ყაბარდოს ფარგლებში წინასწარმეტყველის გამოჩენამდე უფრო ადრეც უზდენებმა რამდენჯერმე მოგვმართეს საჩივრებით მფლობელთაგან შევიწროვებებზე და ითხოვდნენ რუსეთის ფარგლებში გადმოსახლების ნებართვას. ისინი წერდნენ, რომ თავადები, ადათებისა და კანონების საწინააღმდეგოდ, სტაცებენ მათ ცხვრებს, ხარებს და იყენებენ თავიანთ საკვებად; რომ მათ მიჰყავთ ცხენები და მათზე ამხედრებული დადიან, არ კითხულობენ რა პატრონის ნებართვას; სესხულობენ ფულებს უზდენების თავდებობით და აღარ აბრუნებენ მათ, აიძულებენ რა თავმდებლებს, გადაიხადონ მათი ვალები; პატრონის ნებართვის გარეშე შედიან სახლში და, წაართმევენ რა მშობლებს ლამაზ ბიჭებს ან გოგონებს, მიჰყავთ ისინი თავიანთ სახლებში, სადაც აჩერებენ რამდენ ხანსაც მოესურვებათ (Прошенiе кабардинскихъ узденей генералъ-маiору Пеутлингу 21-го марта 1785 года).
მფლობელთა ასეთი თვითნებობა და საერთოდ მათი სასტიკი მოქცევა თავიანთი ძალაუფლების ქვეშ მყოფებთან აიძულებდა უზდენებს ეთხოვათ რუსული მთავრობისთვის ან შეეზღუდათ თავადთა თვითნებოდა, ან კიდევ მიეცათ მათთვის ყაბარდოდან გასახლებისა და სხვა ადგილას გადასვლის ნება. უზდენებს თავიანთი მდგომარეობა იმდენად აუტანლად მიაჩნდათ, რომ განზრახული ჰქონდათ სხვადასხვა მხარეს გაფანტულიყვნენ, თუკი ვერ მიიღებდნენ დაკმაყოფილებას. მანსურის გამოჩენამ მიიპყრო მათი ყურადღება და უმრავლესობამ გამოთქვა მზადყოფნა რომ დამდგარიყო მისი დროშების ქვეშ. მფლობელები ორი ცეცხლის ქვეშ იქნენ ჩაყენებულნი: ერთის მხრივ ისინი ვერ ბედავდნენ ღიად შეერთებოდნენ მანსურს, ეშინოდათ რა სასჯელისა რუსეთის მთავრობის მხრიდან, ხოლო მეორეს მხრივ კი – ეშინოდათ ყოფილიყვნენ დარბეულნი თავიანთივე ძალაუფლების ქვეშ მყოფთა მიერ. პირველ ხანებში ისინი ვერ აძლევდნენ ვერანაირ განსაზღვრულ პასუხს მანსურს, მაგრამ როდესაც დაინახეს, რომ მათი მოძულე მოსახლეობის უმრავლესობა გადავიდა წინასწარმეტყველის მხარეზე, მაშინ უფრო ხელსაყრელად ჩათვალეს მიჰყოლოდნენ საერთო დინებას, მაგრამ ისე, რომ თავიანთთვის უკანდახევის გარკვეული გზაც დაეტოვებინათ. მათ რწმუნება მისცეს ჯამბულათს, გამომგზავრებულიყო გრიგორიოპოლისში, შეეტყობინებინა რუსებისთვის მომხდარის შესახებ და დაერწმუნებინა გარნიზონის უფროსი, რომ ყაბარდოელი მფლობელები, მათ მიერ მიცემული ფიცის ძალით, რუსეთის მთავრობის ერთგულნი რჩებიან, მაგრამ ითხოვენ ნებართვას ცოლების, შვილებისა და ქონების გაგზავნაზე къ стороне Барсукловъ и Анзоровыхъ Кабаковъ, იმ პირობით, რომ მთელი ზრდასრული მოსახლეობა დარჩება თავიანთ ადგილებზე.
– დავრჩებით რა მსუბუქად ყაბარდოში, ამბობდა ჯამბულათი, ჩვენ, გახრწნილის (развратникъ) თავდასხმის შემთხვევაში, დავიცავთ საკუთარ თავსაც და ჩვენს სოფლებსაც.
ჯამბულათი ითხოვდა მიეცათ მისთვის რამდენიმე ხარი თავისი ქონების გადასატანად და დაპირდა მაშინვე დაებრუნებინა ისინი. პოდპოლკოვნიკი ვრედე ცდილობდა გადაეთქმევინებინა ყაბარდოელებისთვის ასეთი გადასახლება და, არ გააჩნდა რა ძალები აეკრძალა, მოითხოვდა, რათა მფლობელთაგან იმათ, რომლებიც მოისურვებენ გადასახლებას, წინასწარ გამოეგზავნათ თავიანთი ვაჟები ამანათებად (მძევლებად). წაიყვანა რა ორი წყვილი ხარებისა, ჯამბულათი გაემგზავრა ყაბარდოში დაპირებით, შეესრულებინა რუსი უფროსის მოთხოვნა, მაგრამ ყაბარდოელ თავადებს ამანათები არ გამოუგზავნიათ, თუმცა კი გრიგორიოპოლისიდან მოჩანდა, თუ გრძელი აღალები მათი ქონებით როგორ ტოვებდნენ სოფლებს.
29 ივლისის დილას სიმაგრეში შენიშნეს, რომ ახლომდებარე ტყეში იკრიბებოდა შეიარაღებულ ადამიანთა ბრბოები; რომ დროგამოშვებით რამდენიმე ჩეჩენი მხედარი ნიშნებითა და დროშებით გამოჩნდებოდა ტყიდან; რომ მათ შესახვედრად ყაბარდოს ტყიდანაც ზუსტად ასევე გამოდიოდა რამდენიმე მხედარი ნიშნებით. ძნელი არ იყო იმაში დარწმუნება, რომ ყაბარდოელები ჩეჩნებთან შეთანხმებულად მოქმედებდნენ და, რომ მათი დაპირება დარჩენილიყვნენ რუსეთის მთავრობისადმი ერთგულნი, გაკეთებულ იქნა ჩვენი უფროსების სიფხიზლის მოდუნებისა და თავიანთი ქონების გატანის მოსწრების მიზნით.
ხედავდა რა, რომ მთიელთა ბრბო სულ უფრო ძლიერდება, პოდპოლკოვნიკმა ვრედემ გაგზავნა მათთან თარჯიმანი ბრძანებით, რათა ეკითხა თუ რატომ იკრიბებიან ისინი. პასუხის ნაცვლად შეკრებილებმა დაიწყეს რუსების ლანძღვა და სურდათ გასროლებით დახვედროდნენ მათკენ გამგზავრებულს. თარჯიმანი იძულებული შეიქნა სიმაგრეში დაბრუნებულიყო, რომლის თავდაცვისთვისაც მიღებულ იქნა სათანადო ზომები. ბანაკად მდგომი ჯარები შემოყვანილ იქნენ სიმაგრეში და განლაგებულნი დაფარული გზის გასწვრივ (вдоль прикрытаго пути). ამ უკანასკნელის ყველაზე უფრო სუსტ ადგილებში ჩაყენებულ იქნა საპროვიანტო აღალი, თანაც საზიდრებს შორის შუალედები აჭედეს ფიცრებით, ჩახერგეს მორებითა და ხელქვეშ არსებული ხე-ტყის სხვა მასალით. სიმაგრის შიგნით შერეკილი სახაზინო ცხენები და ხარები განთავსებულ იქნა სხვადასხვა ნაგებობებსა და ხრამში, ხოლო კერძო საქონელი კი, სიმაგრის სივიწრობის გამო, დატოვეს ზარბაზნების გასროლების ქვეშ, მიწაყრილის უკან, სიმაგრის ახლოს არსებული სელენგენსკის პოლკის მიწურებს შიგნით; ამ მიწურების კარები და ფანჯრები სახელდახელოდ იქნა ჩახერგილი.
შუადღის დაახლოებით ორ საათზე მთიელები მოადგნენ გრიგორიოპოლისს და თითქმის ყოველი მხრიდან ალყა შემოარტყეს სიმაგრეს; ბრბოებად და ერთეულებად ისინი ცხენებით დადიოდნენ მთებსა და ღარტაფებზე, ცდილობდნენ რა ყველანაირი შეტყობინების აღკვეთას. ერთერთ ასეთ პარტიათაგანი შეეჩეხა შვიდ კაზაკს, რომლებიც ბადრაგად მოჰყვებოდნენ ვლადიკავკაზიდან წერილებითა და კონვერტებით მომავალ თარჯიმან ციგანკოვს. სიმაგრიდან ერთი ვერსის დაშორებით კაზაკებს ალყა შემოარტყა მთიელთა ბრბომ, რომელმაც მათ მეტად ხშირი ცეცხლი გაუხსნა. პირველივე გასროლებისას პოდპოლკოვნიკმა ვრედემ ალყაში მოქცეულთა დასახმარებლად გაგზავნა ხორუნჟი პავლოვი რამდენიმე კაზაკით, რომელმაც თუმცა კი გამოიხსნა ციგანკოვი, მაგრამ თავადვე იქნა ალყაში მოქცეული შეგროვებული მოწინააღმდეგის მიერ, და იგი საკუთარ მხრებზე მოიტანა სიმაგრემდე. ყაბარდოელთა და ჩეჩენთა ბრბომ, ჩავიდა რა სიმაგრის გარშემო არსებულ ხრამებსა და ხეობებში, დაბორკა (стреножили) თავიანთი ცხენები და ცეცხლი გაუხსნა სიმაგრეს; მათ მხარს უჭერდა მხედართა კიდევ უფრო დიდი ბრბო, რომელთა შორისაც მოჩანდა თეთრ კაბაში გამოწყობილი თავად წინასწარმეტყველიც.
ორმხრივი სროლა, რომელიც შუადღის ორ საათზე დაიწყო, ბინდის ჩამოწოლამდე გრძელდებოდა. არ ჰქონდათ რა ღია ძალით სიმაგრის აღების იმედი, მთიელებმა ცეცხლი წაუკიდეს ასტრახანი ქვეითი პოლკის კუთვნილ საკუჭნაოს, საჯინიბოსა და სხვა შენობებს. ხშირი კვამლის საფარველქვეშ ისინი უფრო ახლოს მოვიდნენ სიმაგრესთან და ცეცხლი გააძლიერეს, ეფარებოდნენ რა თვითონ ღარტაფებსა და სხვა საფრებს. ღია ადგილას მათი გამოტყუების მიზნით პოდპოლკოვნიკმა ვრედემ საკმაოდ იღბლიანად გამოიყენა შემდეგი ეშმაკობა: იცოდა რა მთიელთა სიხარბე და მათი მიდრეკილება ძარცვისა და მტაცებლობისადმი, ვრედემ დაიწყო საქონლის თითო-თითოდ გამოშვება ციხესიმაგრიდან; მთიელები მთელ ბრბოებად მიესეოდნენ ხოლმე ნადავლს, და აქ მათ აზიანებდნენ ფინდიხით (კარტეჩით). ასეთი მანევრი საკმაოდ დიდხანს გამოსდიოდათ და სხვადასხვა დროს გამოშვებული ცამეტი თავი საქონელი ძვირად დაუჯდათ მთიელებს, რომელთაც ჯერ კიდევ ჰქონდათ იმედი, რომ აიღებდნენ სიმაგრეს, რომლის გარნიზონიც უკვე წყლის ნაკლებობას განიცდიდა.
ცხელი დღეები იდგა; წყალი, რომლის მომარაგებაც მოასწრეს ალყამდე, თითქმის მთლიანად იყო გახარჯული, და ამიტომ პოდპოლკოვნიკმა გადაწყვიტა მოეხდინა გამოხდომა (вылазка) და გაეყარა მოწინააღმდეგე ხრამებიდან და საფრებიდან. ოთხმოცი ადამიანი მონადირე (მოხალისე, охотники) და ასი კაზაკი, ციხესიმაგრის ქვემეხების ცეცხლის საფარველქვეშ, ყვირილით გამოიქცა სხვადასხვა მხარეს სიმაგრიდან. თავზარდაცემულმა მოწინააღმდეგემ უკან დაიხია, ცეცხლი წაუკიდა დაბლობზე არსებულ თივის ზვინებს და ჩეჩნეთის ტყეებში მიიმალა. გრიგორიოპოლისის ალყა უიღბლო იყო მთიელებისთვის; მათ ბევრი დაკარგეს მოკლულებითა და დაჭრილებით, ვერ მოგვაყენეს რა ჩვენ დიდი ზარალი; მთელი ჩვენი დანაკარგი შედგებოდა დაბალი ჩინების ცხრა მოკლულისა და დაჭრილებისგან: ერთი ოფიცრისა და თექვსმეტი რიგითისგან (Донесенiе полковника Вреде, отъ 31-го iюля 1785 года).
(გაგრძელება იხ. ნაწილი III)
თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:
Post a Comment