(ნაწილი II)
V. ისრაელის შეიარაღებული ძალები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში
1) ისრაელის სამხედრო მშენებლობის პოლიტიკური საკითხები
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ისრაელის შეიარაღებული ძალები 1970-იანი წლების შუახანებში წარმოადგენდა მთავარ საშუალებას ამ სიონისტური სახელმწიფოს მთავრობის აგრესიული პოლიტიკის განხორციელებისთვის. მეოთხედი საუკუნის მანძილზე, 50-იანი წლების დასაწყისიდან, ისრაელის შეიარაღებული ძალები ოთხჯერ შეიჭრა მეზობელი არაბული სახელმწიფოების მიწებზე. ომების შედეგად ისრაელმა მოახდინა იმ ტერიტორიის ოკუპაცია, რომელიც თითქმის 5,5-ჯერ აღემატებოდა გაერო-ს 1947 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით მისთვის გამოყოფილ ფართობს, და 3,7-ჯერ ტერიტორიას 1967 წლის 5 ივნისამდე არსებულ საზღვრებში.
ისრაელის აგრესიულობასა და ექსპანსიონიზმს საბჭოთა ავტორები ხსნიდნენ რიგი მიზეზებით, და უწინარეს ყოვლისა იმით, რომ ეს სახელმწიფო წარმოადგენდა ამერიკული და საერთაშორისო სიონიზმის იარაღს, რომელიც ახლო აღმოსავლეთში იცავდა მათ ინტერესებს. იმპერიალიზმი ისრაელის ხელებით ცდილობდა ამ რაიონში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის განვითარების შეჩერებას, რისთვისაც მას აუცილებელ სამხედრო და ეკონომიკურ “დახმარებას” უწევდნენ და შესაბამის პოლიტიკურ მხარდაჭერასაც აღმოუჩენდნენ.
შედარებით უფრო გვიანდელი, 1980-იანი წლების დასაწყისის მონაცემებით, მსოფლიო იმპერიალისტური ძალები სულ უფრო მკვეთრად ავლენდნენ კაცობრიობის სასიცოცხლო ინტერესების სასწორზე შეგდებისთვის მზადყოფნას თავიანთ ვიწრო ანგარებიან ინტერესებში. მაგალითად, აშშ-ს განზრახული ჰქონდა დასავლეთის სახელმწიფოთა, და პირველ რიგში შეერთებული შტატების სამხედრო-პოლიტიკური კონტროლის დაწესება ახლო და შუა აღმოსავლეთის რეგიონზე, ნავთობის შეუფერხებელი ნაკადების უზრუნველყოფის მიზნით. ასეთი გეგმების რეალიზაციისთვის, როგორც დაადასტურა აშშ შტაბების უფროსთა კომიტეტის (შუკ) თავმჯდომარემ ჯოუნსმა, მას უნდა ჰყოლოდა ამ რეგიონში შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი კონტინგენტები. ამასთან დაკავშირებით იგი იბრძოდა სამხრეთ-დასავლეთ აზიის ქვეყნებთან აშშ-ის ურთიერთობათა გაუმჯობესებისთვის.
უწინდებურად, ძირითად ფსონს ახლო აღმოსავლეთში ამერიკული იმპერიალიზმი, საბჭოთა ავტორების სიტყვით, აკეთებდა ისრაულ ექსტრემიზმზე. ასე, პრეზიდენტმა რეიგანმა პირდაპირ განაცხადა – ისრაელი იქ რომ არ ყოფილიყო, მაშინ შესაძლოა აშშ-ს მოუწევდა მისი ადგილის დაკავებაო.
ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობის შეხედულებებს ქვეყნისა და შეიარაღებული ძალების ომისთვის მზადებაზე, საბრძოლო მოქმედებათა წარმოების ხასიათსა და ხერხებზე, გააჩნდა თავისი განსაკუთრებულობები, რომლებიც განისაზღვრებოდა სიონისტური სახელმწიფოს პოლიტიკური მიზნებით, მისი გეოგრაფიული, დემოგრაფიული, ეკონომიკური და სხვა პირობებით.
ისრაელის ტერიტორია 1967 წლის 5 ივნისამდე არსებული საზღვრების ფარგლებში, წარმოადგენდა ადგილის ზოლს სიგანით 14-დან 100 კმ-მდე, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გასწვრივ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ განფენილი იყო 420 კმ-ზე. აქ შექმნილი იყო გზატკეცილების ფართო ქსელი, რომელიც, უცხოელი სპეციალისტების აზრით, იძლეოდა აუცილებლობის შემთხვევაში ჯარების სწრაფი მანევრის განხორციელების შესაძლებლობას. ქვეყანას არ გააჩნდა საკუთარი ბუნებრივი რესურსები და იძულებული იყო იმპორტით შეეტანა მთელი ნავთობი (დაახლოებით 8 მლნ. ტონა წელიწადში) და მრეწველობისთვის აუცილებელი თითქმის ყველა სხვა სახეობის ნედლეული.
თავისი მთავარი მიზნის – ბიბლიურ საზღვრებში “დიდი ისრაელის” შექმნის მიღწევის ინტერესებში, მეზობელი არაბული სახელმწიფოების დაპყრობისა და არაბთა მხრიდან სიონისტური სახელმწიფოს თავად მის მიერ თვითნებურად დადგენილ “დამცავ საზღვრებში” აღიარების ხარჯზე – ისრაელის ხელმძღვანელობამ, საბჭოთა ავტორების შეფასებით, ქვეყანა გადააქცია მილიტარისტულ სახელმწიფოდ, რომელიც ახორციელებდა აგრესიულ ექსპანსიონისტურ საგარეოპოლიტიკურ კურსს. შეიარაღებაში არსებული საშუალო ტანკების რაოდენობით, 1970-იანი წლების შუახანებში, ისრაელი მნიშვნელოვნად აღემატებოდა ისეთ ქვეყნებს, როგორებიც იყვნენ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და იტალია (შესაბამისად 2700, 900, 950 და 1600 ერთეული), ხოლო საბრძოლო თვითმფრინავების რიცხვით კი არ ჩამოუვარდებოდა მათ (შესაბამისად დაახლოებით 500, 500, 460 და 370 ერთეული). ისრაელის სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით 30 % მიდიოდა სამხედრო მიზნებზე, ხოლო ამ თანხების დაახლოებით 80% კი ხმარდებოდა სამხედრო-საჰაერო ძალებისა და ჯავშანსატანკო ჯარების განვითარებას. ისრაელი ერთადერთი სახელმწიფო გახლდათ, რომელშიც, საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ კანონის შესაბამისად, მშვიდობიანობის დროს ქალებს იწვევედნენ ნამდვილ სამხედრო სამსახურში. სამხედრო მომზადებაში კი ჩართული იყო ქვეყნის მოსახლეობა 14-დან 60 წლის ასაკამდე.
სიონისტური მთავრობის აგრესიული მიზნები, ქვეყნის სამხედრო-გეოგრაფიული მდებარეობის თავისებურებანი, ადამიანური და მატერიალური რესურსების შეზღუდულობა, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების აზრით, გავლენას ახდენდა მის სამხედრო დოქტრინასა და შეიარაღებული ძალების მშენებლობაზე.
ისრაელის სამხედრო დოქტრინა, უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, ივალისწინებდა შეიარაღებული ძალების სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნის მაღალ ხარისხში შენახვას და ომის დაწყებისთანავე საბრძოლო მოქმედებების არაბული ქვეყნების ტერიტორიაზე გადატანას მათთვის უმოკლეს ვადებში სამხედრო დამარცხების მიყენების მიზნით. ითვლებოდა, რომ ისრაელის შეიარაღებულ ძალებს არ შეეძლო მსხვილი მასშტაბის შეტევითი მოქმედებების წარმოება ერთდროულად ორ-სამ ფრონტზე. ამიტომ შეტევასთან ერთად ფართოდ იყენებდნენ თავდაცვით მოქმედებებსაც. 1973 წლის ომის გამოცდილების გათვალისწინებით, ისრაელის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა დიდ ყურადღებას უთმობდა არაბულ სახელმწიფოებზე დამსწრები დარტყმის მიყენების საკითხს, პირველ რიგში სამხედრო-საჰაერო ძალებით. ისრაელში იქმნებოდა შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და საწვავის მარაგები, რომლებიც საკმარისი იყო ერთი თვის მანძილზე აქტიური საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის.
არაბულ სახელმწიფოთა ატომური შანტაჟი, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ისრაელის სამხედრო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი გახლდათ. ჯერ კიდევ 1977 წელს აშშ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი ჰელმსი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ისრაელში იმხანად იყო არანაკლებ 15 ატომური ბომბისა, ხოლო ისრაელის მთავრობა კი არ გამოსულა მოცემული შეტყობინების უარყოფით. თუმცა იგი უწინდებურად გულდასმით მალავდა თავის ბირთვულ პოტენციალს და უარს აცხადებს მასობრივი დაზიანების იარაღის ამ სახეობის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერაზე. ამით კი იგი ირიბად აღიარებდა ქვეყანაში ბირთვული იარაღის არსებობის ფაქტს და იყენებდა მას არაბულ სახელმწიფოებზე ზეწოლის მოსახდენად.
ისრაელის ხელმძღვანელობის გეგმებში, საბჭოთა ავტორების სიტყვით, შედიოდა საკუთარი სამხედრო მრეწველობის განვითარება, რათა შეემცირებინათ საზღვარგარეთიდან შეიარაღების მოწოდებებზე დამოკიდებულება, მიეღოთ უცხოური ვალუტა, მხარი დაეჭირათ რეგიონში არსებული ანტიხალხური რეჟიმებისთვის, გაზარდათ სხვა სახელმწიფოებში მისი გაყიდვა. ისრაული სამხედრო მრეწველობის მიერ გამოშვებული პროდუქციის პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი ექსპორტზე მიდიოდა. 70-იანი წლების შუახანებისთვის ისრაელში აწყობილი იყო ტაქტიკური გამანადგურებლების “კფირი”, რეაქტიული სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავების “ფუგა მაჟისტერი”, მსუბუქი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების “არავა”, 155 მმ ყალიბის თვითმავალი ქვემეხების, 60-დან 160 მმ-მდე ყალიბების ნაღმსატყორცნების, მათ შორის თვითმავალისაც, 106-მმ უუკუცემო ქვემეხების, მართვადი სარაკეტო იარაღის (მრი, УРО) სისტემა “გაბრიელით” აღჭურვილი სარაკეტო კატარღების, სასროლი შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და ელექტრონულ მოწყობილობათა გამოშვება. მოელოდნენ, რომ ისრაელის სამხედრო მრეწველობის პროდუქციის ექსპორტი 1976 წელს მიაღწევდა 300 მლნ. დოლარს, რაც 60%-ით მეტი იქნებოდა 1975 წელთან და სამჯერ მეტი 1974-თან შედარებით (96 მლნ. დოლარი). ერთერთი მყიდველი გახლდათ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის (სარ, ЮАР) რასისტული რეჟიმი. სამხედრო მრეწველობის საწარმოებში ატარებდნენ აგრეთვე ისრაელის არმიის შეიარაღებაში არსებული უცხოური წარმოების საბრძოლო ტექნიკის მოდერნიზაციასაც. 1980-იანი წლების პირველ ნახევარში იგეგმებოდა სწრაფმავალი სარაკეტო კატარღების, ახალი თაობის გამანადგურებელ-ბომბდამშენი თვითმფრინავების, ვერტმფრენების, “ჰაერი-მიწა” კლასის რაკეტებისა და სხვა საბრძოლო ტექნიკის წარმოების აწყობა.
თავისი ექსპანსიონისტური პოლიტიკის გატარებაში ისრაელის ხელისუფლება, სულ უფრო მეტად ეყრდნობოდა აშშ-ის დახმარებას. აქტიურდებოდა ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობა, რომელსაც, საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, საფუძვლად ედო რეგიონში ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან ბრძოლაში მიზნების ერთიანობა. ისრაელის მთავრობამ თანხმობა მისცა ამერიკული შეიარაღებული ძალების მიერ აუცილებლობის შემთხვევაში ისრაელის სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ბაზების გამოყენებაზე. შეერთებულმა შტატებმა თავის მხრივ გაზარდა “დოლარის შედინებანი” ისრაელში, ხელს უწყობს რა მისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას (1980 წელს ამერიკულმა სამხედრო და ეკონომიკურმა დახმარებამ მთავრობისა და სიონისტური ორგანიზაციების ხაზით შეადგინა დაახლ. 3,5 მლრდ. დოლარი).
ისრაელის სამხედრო პოლიტიკის, შეიარაღებული ძალების სტრუქტურის, მისი საბრძოლო მზადყოფნისა და აღჭურვილობის, სამხედრო ოპერაციების ჩატარებისა და სხვა საკითხებში გადაწყვეტილებათა უფრო ოპერატიულად მიღებისთვის 1976 წლის 11 აპრილს ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა დააარსა სამთავრობო კომისია (11 ადამიანი) უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით. მის შემადგენლობაში შევიდნენ საგარეო საქმეთა, თავდაცვის, ფინანსთა, შინაგან საქმეთა, ვაჭრობისა და მრეწველობის, პოლიციის, იუსტიციის, ჯანდაცვის მინისტრები და ორი უპორტფელო მინისტრი.
2) ისრაელის შეიარაღებული ძალების მშენებლობა
ისრაელის შეიარაღებული ძალები შეიქმნა ისრაელის დროებითი მთავრობის 1948 წლის 26 მაისის დეკრეტით. მისი ჩამოყალიბების საფუძველს შეადგენდნენ არალეგალური ებრაული სამხედრო ფორმირებები “ჰაგანა”, “პალმახი”, “ირგუნ ცვა ლეუმი” და სხვები, რომლებიც, საბჭოთა ავტორების სიტყვით, სიონისტებმა შექმნეს პალესტინაში ჯერ კიდევ თავად სახელმწიფოს წარმოქმნამდეც.
ისრაელის შეიარაღებული ძალები შედგებოდა სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალების, სამხედრო-საზღვაო ძალებისა და ტერიტორიული ჯარებისგან “ნოჰალი”. გარდა ამისა, ისრაელში იყო ახალგაზრდობის გასამხედროებული ორგანიზაცია “განდა”, სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაცია “ჰაგა” და პოლიციის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული სასაზღვრო დაცვის ქვედანაყოფები.
შეიარაღებული ძალების რიცხოვნება, უცხოური პრესის მონაცემებით, 70-იანი წლების შუახანებში, შეადგენდა 156000 ადამიანს, მათ შორის სახმელეთო ჯარებში 135000, სამხედრო-საჰაერო ძალებში (სჰძ, ВВС) 16000, სამხედრო-საზღვაო ძალებში (სზძ, ВМС) 5000. გარდა ამისა ტერიტორიულ ჯარებში “ნოჰალი” იყო დაახლოებით 5000 ადამიანი. 1967 და 1973 წლების ომების დროს შეიარაღებული ძალების რიცხოვნება ადიოდა 310000-320000 ადამიანამდე (სახმელეთო ჯარებისა – დაახლ. 275000, სჰძ-ისა – 20000, სზძ-ისა 6000, “ნოჰალის” ჯარებისა – 8000). სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფები მოითვლიდნენ 4000 ადამიანს. 1981 წლის მონაცემებით კი, რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნება უკვე შეადგენდა 169600 ადამიანს, მათ შორის სახმელეთო ჯარებში 135000, სჰძ-ში – 28000 და სზძ-ში – 6600. გარდა ამისა, ტერიტორიული თავდაცვის ჯარები “ნოჰალი” მოითვლიდა დაახლოებით 5000 ადამიანს. დასავლურ პრესაში ხაზი ესმებოდა იმას, რომ ისრაელს შეეძლო 24 სთ-ში თავისი შეიარაღებული ძალები 400 ათას ადამიანამდე გაეზარდა.
ისრაელის სამხედრო პოლიტიკის, შეიარაღებული ძალების სტრუქტურის, მისი საბრძოლო მზადყოფნისა და აღჭურვილობის, სამხედრო ოპერაციების ჩატარებისა და სხვა საკითხებში გადაწყვეტილებათა უფრო ოპერატიულად მიღებისთვის 1976 წლის 11 აპრილს ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა დააარსა სამთავრობო კომისია (11 ადამიანი) უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით. მის შემადგენლობაში შევიდნენ საგარეო საქმეთა, თავდაცვის, ფინანსთა, შინაგან საქმეთა, ვაჭრობისა და მრეწველობის, პოლიციის, იუსტიციის, ჯანდაცვის მინისტრები და ორი უპორტფელო მინისტრი. შესაბამისად, ისრაელის შეიარაღებული ძალების მართვის სისტემა გამოიყურებოდა შემდეგნაირად: ქვეყნის სამხედრო მმართველობის უმაღლესი ორგანოები იყო სამთავრობო კომისია უსაფრთხოების საკითხებში, თავდაცვის სამინისტრო, გენერალური შტაბი (ნახატი 4). ისრაელის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი გახლდათ პრემიერ-მინისტრი, ხოლო უშუალო ხელმძღვანელობას კი ახორციელებდა თავდაცვის მინისტრი გენერალური შტაბისა (ოპერატიულ საკითხებში) და თავდაცვის სამინისტროს აპარატის (შეიარაღების წარმოება და შესყიდვები, მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფა) მეშვეობით. თავდაცვის მინისტრად ინიშნებოდა სამოქალაქო პირი, ხოლო მის თანაშემწეებად კი – ჩვეულებრივ გადამდგარი გენერლები.
ნახატი 4. ისრაელის შეიარაღებული ძალების სტრუქტურა 1970-იანი წლების შუახანებში
გენერალური შტაბის უფროსი ჩვეულებრივ წარმოადგენდა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, რადგანაც მას სახმელეთო ჯარების გარდა ექვემდებარებოდნენ სჰძ, სზძ და ტერიტორიული ჯარები “ნოჰალი”.
სამხედრო-ადმინისტრაციული მიმართებით ისრაელის ტერიტორია 1970-იან წლებში დაყოფილი იყო სამ სარდლობად (სამხედრო ოლქად) – ჩრდილოეთის, ცენტრალურისა და სამხრეთის (შტაბები შესაბამისად ქალაქებში ნაზარეთი, ერ-რამლა და ბეერ-შევა). მშვიდობიანობის დროს ისინი შეიმუშავებდნენ სამობილიზაციო და ოპერატიულ გეგმებს, ხელმძღვანელობდნენ სახმელეთო ჯარების შენაერთებისა და ნაწილების საბრძოლო მომზადებას, ხოლო ომიანობის დროს კი – მათ საბრძოლო საქმიანობასაც.
სამხედრო სამსახურში ახალწვეულთა გაწვევა ხორციელდებოდა გასაწვევი ბიუროების მიერ, რომლებიც იმყოფებოდნენ ქალაქებში ჰაიფა, თელ-ავივი, იერუსალიმი, ბეერ-შევა, ფეთაჰ-თიქვა, ტიბერია და სხვა.
სახმელეთო ჯარები. სახმელეთო ჯარების შტაბის ფუნქციებს ასრულებდა გენერალური შტაბი. ისრაელის არმიის ძირითად შენაერთს წარმოადგენდა ბრიგადა (3000-4000 ადამიანი). ომის დროს კი ჰქმნიდნენ უფრო მსხვილ შენაერთებსაც (უგდა), რომლებიც შედგებოდა ორი და მეტი ბრიგადისგან გაძლიერების საშუალებებით. ეს საშუალებები შესაძლოა ყოფილიყო: საველე არტილერიის, მათ შორის თვითმავალის ორი-ექვსი დივიზიონი, კავშირგაბმულობისა და მესანგრეთა ბატალიონები, სადაზვერვო და საბრძოლო უზრუნველყოფის სხვა ქვედანაყოფები.
სახმელეთო ჯარებში, დასავლური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, 1970-იანი წლის შუახანებში შედიოდა ათი ჯავშანსატანკო, ათი მექანიზებული, ცხრა ქვეითი, ხუთი საჰაერო-სადესანტო და სამი საარტილერიო ბრიგადა (სულ 37 ბრიგადა). მათგან 11 კადრისა იყო (ხუთი ჯავშანსატანკო, ოთხი ქვეითი, ორიც საჰაერო-სადესანტო), რომლებიც პირადი შემადგენლობითა და შეიარაღებით შტატის მიხედვით გახლდნენ დაკომპლექტებული; ექვსი პირველი რიგის კადრირებული ბრიგადა (ერთი ჯავშანსატანკო, ოთხი მექანიზებული და ერთიც საჰაერო-სადესანტო) – პირადი შემადგენლობით დაკომპლექტებული 50 %-ით და მეტად, შეიარაღებით კი შტატის მიხედვით; დანარჩენები კი მეორე რიგის კადრირებულ ბრიგადებს წარმოადგენდნენ (პირადი შემადგელობით დაკომპლექტებული იყვნენ 50 %-ზე ნაკლებად და არც შეიარაღება ჰქონდათ სრულ შტატამდე შევსებული).
1980-იანი წლის დასაწყისში კი ნაჩვენები იყო 24 ჯავშანსატანკო, ცხრა მექანიზებული, ცხრა ქვეითი, ხუთი საჰაერო-სადესანტო და ცხრა საარტილერიო ბრიგადა. უკვე სულ 58 ბრიგადა, თანაც სახმელეთო ჯარების ბრიგადების საერთო რაოდენობის 70 %-მდე შეადგენდნენ ჯავშანსატანკო და მექანიზებული ბრიგადები.
სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში, 1970-იანი წლების შუახანებში, შედგებოდა დაახლოებით 2700 საშუალო ტანკი (“შერმანი”, “ცენტურიონი”, M48 “პატონი”, M60A1 და სხვა), 3300 ჯავშანტრანსპორტერი (ჯტრ, БТР), საველე არტილერიის 800-მდე ქვემეხი, მათ შორის 450 თვითმავალი (105-, 155- და 203,2-მმ ჰაუბიცები, 175-მმ ზარბაზნები), 240 მმ ყალიბის რეაქტიული არტლერიის გასაშვები დანადგარების გარკვეული რაოდენობა, 20, 30 და 40 მმ ყალიბის 900 საზენიტო ქვემეხი. 1970-იანი წლების პირველ ნახევარში სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვის შეიარაღებაში მიაწოდეს 20-მმ ექვსლულიანი საზენიტო დანადგარები “ვულკანი”, საზენიტო მართვადი რაკეტები (ზმრ, ЗУР) “ჩაპარელი” და “რედ აი”. ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები წარმოდგენილი იყო “ჯიპებსა” და ჯტრ-ებზე დაყენებული 106-მმ უუკუცემო ქვემეხების, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რეაქტიული ჭურვების (ტსმრჭ, ПТУРС) SS-10, SS-11, “კობრასა” და “თოუს”, 66-მმ რეაქტიული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნების M72 მნიშვნელოვანი რაოდენობით. ქვეითი და მოტოქვეითი ქვედანაყოფების შეიარაღებაში 1973 წლიდან მიეწოდებოდა ისრაული წარმოების 5,56-მმ ავტომატური შაშხანა “გალილი”.
უცხორი ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, 1976 წელს შეიარაღებაში მიღებულ იქნა ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები (ოტრ, ОТР) “ლანსი” უბირთვო სათავო ნაწილით (სულ აშშ-დან უნდა მიეწოდებინათ 18-24 გასაშვები დანადგარი და 200-მდე რაკეტა) და წარმოებაში იმყოფებოდა ისრაული რაკეტა “იერიქონი” (სროლის სიშორე 500 კმ-მდე), რომელსაც შეეძლებოდა ბირთვული ან ჩვეულებრივი მუხტის წაღება.
სახმელეთო ჯარების საბრძოლო შესაძლებლობების ასამაღლებლად ისრაელი ცდილობდა აშშ-დან დამატებით ოტრ “პერშინგების”, M60A3 საშუალო ტანკების, “კობრას” ტიპის საცეცხლე მხარდაჭერის ვერტმფრენების, “თოუს” ტიპის ტსმრჭ-ებისა და M113 ჯავშანტრანსპორტერების მიღებას.
1980-იანი წლების დასაწყისში ისრაელის სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში ნაჩვენები იყო უკვე ოტრ-ები “ლანსი” და “იერიქონი”, 3050 საშუალო ტანკი (“ცენტურიონი”, “მერკავა”, M60, M48 და სხვები), დაახლოებით 4000 ჯტრ, საბრძოლო-სადაზვერვო მანქანა (ბდმ) და ჯავშანავტომობილი (M113, M2, RBY-Mk1, AML-60, AML-90), საველე არტილერიის 1200 ქვემეხი (203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცები M110, 175-მმ თვითმავალი ზარბაზნები M107, 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცები M109 და სხვა), 900 ნაღმსატყორცნი, საზენიტო არტილერიის დაახლოებით 900 ქვემეხი (20, 30 და 40 მმ ყალიბისა), საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები (ზრკ) “ჩაპარელი” და “რედ აი”, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები (ტსმრ) “თოუ”, “დრაკონი”, SS-11 და სხვა. (შენიშვნა: 70-იანი წლების შეიარაღენაში ნახსენები იყო ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რეაქტიული ჭურვები /ტსმრჭ/, 80-იან წლებში კი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები /ტსმრ/. ესენი ერთი და იგივე სისტემებია, უბრალოდ მათი დასახელება ამ დროისთვის რამდენადმე შეიცვალა და ამის ჩვენება გვინდოდა ჩვენი მკითხველისთვის).
სახმელეთო ჯარების საბრძოლო მომზადებაში ძირითადი საყრდენი კეთდებოდა ჯავშანსატანკო შენაერთების შეტევითი მოქმედებების დამუშავებაზე სჰძ-თან და საჰაერო-სადესანტო ჯარებთან ურთიერთმოქმედებით. მნივნელოვანი ყურადღება ეთმობოდა მოწინააღმდეგის დაზვერვასა და მის ზურგში დივერსიული მოქმედებების ჩატარებას, შემტევი ჯარების საბრძოლო და საწვავ-საცხები მასალებით უზრუნველყოფას, აგრეთვე დაჭრილების ჰაერით ევაკუაციას. კადრირებული ბრიგადებისთვის დადგენილი იყო მობილიზაციის ვადები 24-72 სთ – მათი დაკომპლექტებულობის ხარისხის და მიხედვით. პირველ რიგში ახდენდნენ ჯავშანსატანკო და საჰაერო-სადესანტო ბრიგადების მობილიზაციას.
სამხედრო-საჰაერო ძალები წარმოადგენდა შეიარაღებული ძალების დამოუკიდებელ სახეობას, რომელსაც ისრაული სარდლობა უთმობდა პირველხარისხოვან ყურადღებას. იგი განკუთვნილი იყო სახმელეთო ჯარებისა და სზძ-თვის საავიაციო მხარდაჭერის აღმოსაჩენად და საზენიტო-სარაკეტო ნაწილებთან ურთიერთმოქმედებით ქვეყნის საჰაერო თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ამასთანავე სჰძ წარმოადგენდა ძირითად დამრყმელ ძალას “ელვისებური ომებისა” და ნებისმიერი მასშტაბის საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას. ორგანიზაციულად იგი შედგებოდა საავიაციო ბაზებისგან, საზენიტო სარაკეტო და საარტილერიო ნაწილებისა და ქვედანაყოფებისგან, რადიოსალოკაციო და რადიოტექნიკური უზრუნველყოფის ნაწილებისგან, აგრეთვე ზურგის ორგანოებისა და ქვედანაყოფებისგან. საავიაციო ბაზა მოიცავდა სხვადასხვა დანიშნულების სამიდან ცხრა ესკადრილიამდე.
1970-იანი წლების შუახანებში სჰძ-ის შეიარაღებაში შედიოდა თანამედროვე ტიპების დაახლოებით 500 საბრძოლო თვითმფრინავი, მათ შორის: 200 F-4 “ფანტომი” (ექვსი გამანადგურებელ-ბომბდამშენი ესკადრილია), 200 A-4 “სქაიჰოქი” (ექვსი მოიერიშე ესკადრილია), “მირაჟის” ტიპის 75 თვითმფრინავი, მათ შორის 30 “კფირი” (საჰაერო თავდაცვის სამი გამანადგურებელი ესკადრილია). სჰძ-ში 80 სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი “ფუგა მაჟისტერი” და მოძველებული ტიპების თვითმფრინავების (“ვოტური”, “მისტერ”4A და “სუპერ-მისტერი”) გარკვეული რაოდენობა.
დამხმარე ავიაცია მოითვლიდა დაახლოებით 100 თვითმფრინავს (ბოინგ 707, C-47, C-130, “არავა” და სხვა).
სჰძ-ის საბრძოლო შემადგენლობაში შედიოდა აგრეთვე ზმრ “ჰოქების” 15 ბატარეა (90 გასაშვები დანადგარი).
უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, რომ უახლოეს წლებში ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალები კვლავ მიიღებდა საკუთარი წარმოების თვითმფრინავებს “კფირი” და “კფირ”C-2, აგრეთვე ამერიკულ ტაქტიკურ გამანადგურებლებს F-15 (ორი წლის განმავლობაში დაგეგმილი იყო 25 თვითმფრინავის მიწოდება).
1980-იანი წლების დასაწყისის მონაცემებით, ისრაელის სჰძ მოითვლიდა საბრძოლო ავიაციის 20-ზე მეტ ესკადრილიას, აგრეთვე ხუთ სამხედრო-სატრანსპორტო, რვა სავერტმფრენო, რამდენიმე სასწავლო-საბრძოლო ესკადრილიასა და უზრუნველყოფისა და მომსახურების ქვედანაყოფებს. თვითმფრინავების ფარეხი მოიცავდა 535 საბრძოლო თვითმფრინავს (F-15, F-16, “კფირი”, “კფირ-C2”, “მირაჟ-3ჩJ და -3BJ”, F-4E “ფანტომ-2”, A-4 “სქაიჰოქი” და სხვა), 70-ზე მეტ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავს (ბოინგ 707, C-130, “არავა”, C-47 და ა. შ.), 150 ვერტმფრენს (“სუპერ ფრელონი”, CH-53G, ბელ 205A, ბელ 206, ბელ 212, UH-1D, “ალუეტ-2 და -3”).
სამხედრო-საზღვაო ძალები. 1970-იანი წლის შუახანებში ისრაელის სზძ-ში იყო 60 საბრძოლო ხომალდი და კატარღა, მათ რიცხვში ორი წყალქვეშა ნავი, 18 სარაკეტო კატარღა (ყველა ისინი აღჭურვილი არია იყვნენ “გაბრიელის” ტიპის მრი სისტემებით), 30-ზე მეტი სადარაჯო და ნავსაწინააღმდეგო კატარაღა, აგრეთვე ათი სადესანტო ხომალდი და კატარღა. გარდა ამისა, სზძ-ის შემადგენლობაში შედიოდა 300 ადამიანამდე რიცხოვნების სადაზვერვო-დივერსიული ქვედანაყოფები. დიდი ბრიტანეთიდან კი მოელოდნენ სამი წყალქვეშა ნავის მიღებას.
1980-იანი წლების დასაწყისში გამოქვეყნებულ სტატიაში კი ნათქვამი იყო, რომ ისრაელის სზძ ორგანიზაციულად შეყვანილი იყო ორ დაჯგუფებაში: ხმელთაშუა ზღვისა და წითელი ზღვის. მის საფუძველს შეადგენდა “საარისა” და “რეშეფის” ტიპის სარაკეტო კატარღების ორი ესკადრა, და მას გააჩნდა აგრეთვე წყალქვეშა ძალები (დივიზიონი), სადარაჯო კატარღები (რომლებიც განკუთვნილი იყო სანაპირო ზოლში საპატრულო სამსახურის გაწევისთვის), სადესანტო ხომალდები და საზღვაო ქვეითი ჯარი (ზქჯ, დაახლოებით 1000 ადამიანი). ისრაელის სზძ-ს არ გააჩნდა საკუთარი ავიაცია და ნაღმსატრალო ძალები. 1980-იანი წლების დასაწყისში მის სახომალდო შემადგენლობაში მოითვლებოდა სამი წყალქვეშა ნავი, 22 სარაკეტო და 42 სადარაჯო კატარღა, ცხრა სადესანტო ხომალდი და კატარღა. გამოცდებს გადიოდა ახალი კატარღა “ალია”, რომელსაც სარაკეტო შეიარაღების გარდა გააჩნდა ვერტმფრენიც, მშენებლობის სტადიაში იმყოფებოდა მცირე სარაკეტო ხომალდები, რომლებითაც ვარაუდობდნენ ქვეყნის სზძ-ის აღჭურვას.
ტერიტორიული ჯარები “ნოჰალი” – რეგულარული შეიარაღებული ძალების შემადგენელი ნაწილი იყო, რომლის პირადი შემადგენლობაც სასოფლო-სამეურნეო წარმოებას ათავსებდა საბრძოლო მომზადებასთან. იგი ჩამოყალიბებულ იქნა 1949 წელს და მისი ძირითადი დანიშნულება გახლდათ მნიშვნელოვან მიმართულებებზე და სასაზღვრო რაიონებში სამხედრო დასახლებების შექმნა, რომლებსაც, ისრაული სარდლობის ჩანაფიქრით, საკუთარ თავზე უნდა მიეღოთ მოწინააღმდეგის პირველი დარტყმა და უზრუნველეყოთ დრო ძირითადი ძალების გასაშლელად. 1967 წლის ომის შემდეგ “ნოჰალის” ჯარებს იყენებდნენ უმთავრესად დაპყრობილ არაბულ ტერიტორიებზე გამაგრებისთვის, რომლებზედაც 1970-იანი წლების შუახანებისთვის მათ უკვე შექმნილი ჰქონდათ ასეულობით თავიანთი დასახლებები. ასეთ დასახლებების აღჭურვა ხდებოდა როგორც საყრდენი პუნქტებისა საცეცხლე პოზიციებითა და ღობურებით. საყრდენი პუნქტის გარნიზონი შეადგენდა 30-40 ადამიანს ოფიცრის მეთაურობით. “ნოჰალის” მოსახლეობა ჩვეულებრივ სპეციალიზდებოდა სოფლის მეურნეობის რომელიმე ერთ დარგში (მეცხოველეობაში, თევზჭერაში, მებაღეობაში, მებოსტნეობაში, მებაღჩეობაში და ა. შ.) და გააჩნდა ამის შესაბამისი ინვენტარი და მანქანები.
“ნოჰალის” ჯარები კომპლექტდებოდა ნებაყოფლობით საფუძველზე. მასში სამსახურის ვადები და წესი არ განსხვავდებოდა სახაზო ნაწილებში არსებულისგან. ახალწვეულებს სამხედრო დასახლებებში გზავნიდნენ სასწავლო ქვედანაყოფებში ახალგაზრდა მებრძოლის კურსის გავლის შემდეგ.
საბჭოთა ავტორების სიტყვით, ისრაელის მთავრობა იყენებდა აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ზოგიერთი ქვეყნის დაინტერესებას “ნოჰალის” ჯარების მსგავს ფორმირებათა თავისთან ჩამოყალიბების საქმეში და გზავნიდა იქ თავის მრჩევლებს ამ ქვეყნებში შეღწევისთვის.
ახალგაზრდობის გასამხედროებული ორგანიზაცია “განდა” შეიქმნა 1948 წელს. მისი ძირითადი დანიშნულება გახლდათ 14-დან 17 წლის ასაკამდე გაწვევამდელი ებრაული ახალგაზრდობის სამხედრო მომზადება და სიონისტური სულისკვეთებით აღზრდა. გარდა ამისა, “განდას” წევრებს იყენებდნენ სასოფლო-სამეურნეო ფერმებში მუშაობის, ისრაელის ტერიტორიაზე თავდაცვითი ნაგებობებისა და ბომბებისგან თავშესაფრების რემონტის, იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის საწყობებში პროფილაქტიკური მომსახურებისთვის და ა. შ. “განდას” გააჩნდა სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის სექციები. საწყისი სამხედრო მომზადება წარმოებდა სწავლის ან მუშაობის ადგილის მიხედვით. “განდას” სარდლობას ჰქონდა სასწავლო ბაზებისა და ბანაკების ქსელი, რომელთა გამტარუნარიანობაც 70-იან წლებში შეადგენდა წელიწადში 18 ათას ადამიანს. ზაფხულობით “განდას” თითოეული წევრი გადიოდა მათში 7-10 დღიან შეკრებებს საცეცხლე, ტაქტიკური და ტოპოგრაფიული მომზადების საკითხების დამუშავებისთვის.
“განდას” პროგრამით სწავლების შედეგად, დასავლური პრესის აღნიშვნით, ნამდვილ სამხედრო სამსახურში მიდიოდნენ სამხედრო მიმართებით მომზადებული ახალწვეულები, რაც საშუალებას აძლევდა ისრაულ სარდლობას, რომ მოკლე ვადებში მოემზადებინა მაღალკვალიფიციური სპეციალისტები სჰძ-ის, სზძ-ის, ჯავშანსატანკო და საჰაერო-სადესანტო ჯარებისთვის.
ამ ორგანიზაციის ადგილებზე საქმიანობას ხელმძღვანელობდა გენერალურ შტაბში არსებული “განდას” განყოფილება სამხედრო ოლქების შტაბებში შემავალი შესაბამისი განყოფილებების მეშვეობით. ორგანიზაცია უშვებდა ყოველწლიურ ჟურნალს “ბამაჰანე განდა”.
სამოქალაქო თავდაცვა (“ჰაგა”). სამოქალაქო თავდაცვის ოპერატიულ ხელმძღვანელობას ახორციელებდა გენერალური შტაბი. თავდაცვის სამინისტრო კი პასუხს აგებდა დაფინანსებაზე, კადრებით, შეიარაღებით, აღკაზმულობითა და სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფაზე. სამოქალაქო თავდაცვის სათავეში იდგა სარდალი (ბრიგადის გენერალი), რომელიც ხელმძღვანელობას ახორციელებდა შტაბის მეშვეობით. მას ექვემდებარებოდა ექვსი საოლქო შტაბი (ადმინისტრაციული ოლქების რიცხვის მიხედვით), რომელთა განკარგულებაშიც იყვნენ მობილური ქვედანაყოფები მოწინააღმდეგის თავდასხმის შედეგების სალიკვიდაციოდ. დასახლებულ პუნქტებში, განსაკუთრებით კი ქალაქებში, განვითარებული იყო ბომბებისგან თავშესაფრების ქსელი, რომელსაც გამართულ მდგომარეობაში ინახავდნენ. სამოქალაქო თავდაცვის საბრძოლო მომზადება ხორციელდებოდა ხშირი სწავლებებით, რომლებსაც ატარებენ როგორც ცალკეულ ქალაქებში, ისე ოლქებშიც.
ისრაელის შეიარაღებული ძალების ქალთა კორპუსი, უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, 1970-იან წლებში მშვიდობიანობის დროს მოითვლიდა 5-6 ათას ადამიანს. ქალ სამხედრო მოსამსახურეებს იყენებენ, როგორც წესი, მეკავშირეებად, სამედიცინო, სამეურნეო და ადმინისტრაციულ სამსახურებში შეიარაღებული ძალების ყველა სახეობაში, ჯართა გვარეობებსა და ტერიტორიულ ჯარებში “ნოჰალი”. ქალთა კორპუსის უშუალო ხელმძღვანელობას ახორციელებდა სარდალი პოლკოვნიკის წოდებით (ქალი), რომელიც ექვემდებარებოდა გენშტაბის უფროსს.
სამსახურის გავლის წესი. სამხედროვალდებულებად ითვლებოდნენ 18-55 წლის ასაკის მამაკაცები და 18-35 წლის ასაკის ქალები (სამედიცინო მუშაკები 38 წლამდე). შეიარაღებულ ძალებში სამსახური შედგებოდა კადრის სამსახურისა და რეზერვში სამსახურისგან.
კადრის სამხედრო სამსახურში იწვევდნენ 18-29 წლის ასაკის მამაკაცებსა და 18-26 წლის ასაკის ქალებს (ორივე სქესის სამედიცინო მუშაკებს კი 38 წლამდე). 18-26 წლის ასაკის მამაკაცების სამსახურის ვადა შეადგენდა 36 თვეს, 27-29 წლისა – 24 თვეს (ამ ასაკის იმიგრანტებისა – 18 თვეს). ყველა ასაკის ქალები მსახურობდნენ 24 თვეს.
კადრის სამსახურის დასრულების შემდეგ სამხედროვალდებულები გადადიოდნენ რეზერვში და საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის ყოველწლიურად ხდებოდა მათი გაწვევა ერთერთ ნაწილში შემდეგი ვადებით: მამრობითი სქესის ჯარისკაცები და ეფრეიტორები 39 წლის ასაკამდე 31 დღით, 40-54 წლის ასაკში – 14 დღით. უფროსი სერჟანტისა და მეტი სამხედრო წოდების მქონე რეზერვისტები მსახურობდნენ დამატებით კიდევ შვიდ დღეს. რიგითი და ეფრეიტორი ქალებისთვის სამსახურის ხანგრძლივობა 31 დღე იყო. უფროსი სერჟანტისა და მეტი სამხედრო წოდების მქონე ქალები ასევე მსახურობდნენ შვიდი დღით მეტს.
თავდაცვის მინისტრს ჰქონდა რეზერვისტების სამხედრო სამსახურში უფრო ხანგრძლივი დროით გაჩერების უფლებაც მიმდინარე სწავლებებთან, ახალი საბრძოლო ტექნიკის ათვისებასთან და ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით. ამ საფუძველზე ბევრი რეზერვისტი სამსახურს გადიოდა ყოველწლიურად ორი-სამი თვის განმავლობაში.
45-54 წლის რეზერვისტებს (რიგითებს, ეფრეიტორებსა და სერჟანტებს) იწვევდნენ სამოქალაქო თავდაცვის ქვედანაყოფებშიც.
სამხედრო მოსამსახურეთა იდეოლოგიური დამუშავება. სამხედრო მოსამსახურეთა იდეოლოგიურ დამუშავებას, საბჭოთა ავტორების შეფასებით, საფუძვლად ედო სიონისზმი – რეაქციული იდეოლოგია, რომელმაც შეთვისებული ჰქონდა იუდაიზმის რასისტული კონცეფციები, ებრაული ბურჟუაზიული ნაციონალიზმი და ანტიკომუნიზმი. ჯარისკაცებსა და ოფიცრებს ყველანაირად ჩააგონებდნენ აზრს იმის შესახებ, რომ არმია ასრულებს “აღთქმულ მიწაზე” ებრაული სახელმწიფოს ახლად შექმნის “წმინდა მისიას”, რომელიც ვითომდა ებრაელთა სამშობლო იყო, ხოლო არაბული მიწების დაპყრობას კი წარმოადგენდნენ როგორც მათ “განთავისუფლებას”. რელიგიური ფანატიზმი, სისასტიკე და ანტიკომუნიზმი – აი ის “იდეალები”, რომლებზედაც, საბჭოთა ავტორების სიტყვით, სიონისტები ზრდიდნენ თავიანთ ჯარისკაცებს.
ჯარისკაცების იდეოლოგიური დამუშავებით დაკავებული იყვნენ ოფიცერთა მთელი შემადგენლობა, აგრეთვე შეიარაღებული ძლების მთავარი რაბინატი და გენერალური შტაბის პირადი შემადგენლობის სამმართველოს კულტურულ-საგანმანათლებლო განყოფილება. იდეოლოგიურ დამუშვებაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიც.
შეიარაღებული ძალების პროპაგანდისტული ორგანოებს თავიანთ განკარგულებაში გააჩნდათ საარმიო რადიომაუწყებლობის სადგური “გალეი ცაგალი”, ყოველკვირეული ჯარისკაცული ჟურნალი “ბამაჰანე”, რომელიც მასობრივი ტირაჟით გამოიცემოდა. ისინი იყენებდნენ აგრეთვე შეიარაღებული ძალების სახეობათა და ჯარების გვარეობათა ჟურნალებს “ჰეილ გაავირი”, “ჰეილ გაიამი”, “მაარაჰოტი”, “მაარაჰოტ ჰიმუში” და სხვა.
ისრაელის შეიარაღებული ძალების დამახასიათებელ თავისებურებას შეადგენდა ის, რომ სახმელეთო ჯრების შენაერთებისა და ნაწილების მნიშვნელოვანი ნაწილი მშვიდობიანობის დროს მხოლოდ ნაწილობრივ იყო დაკომპლექტებული პირადი შემადგენლობით და საშტატო რიცხოვნებამდე აიყვანებოდა ომიანობის დროს ან სწავლებათა ჩატარების პერიოდში, რეზერვისტების გაწვევის ხარჯზე. სჰძ-სა და სზძ-ში კი თითქმის სრულად ხდებოდა სამხედრო ნაწილების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტება.
3) ისრაელის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და მისი ამერიკელი-მფარველ მოკავშირეების მიზნები ამ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებთან მიმართებაში
საბჭოთა სამხედრო პერიოდიკა სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით, 1980-იანი წლების დასაწყისში კიდევ ერთხელ აღნიშნავდა, რომ შეიარაღებაში არსებული საშუალო ტანკებისა და საბრძოლო თვითმფრინავების რაოდენობის მიხედვით ისრაელი მნიშვნელოვნად აღემატებოდა ისეთ ქვეყნებს, როგორებიც იყვნენ საფრანგეთი და იტალია (ჰყავდათ შესაბამისად 3050, 1220 და 1595 ტანკი და 535, 460 და 310 თვითმფრინავი).
ქმნიდა რა ასეთ ძლიერ შეიარაღებულ ძალებს (ასეთი მცირე სახელმწიფოსთვის), ისრაელის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამოდიოდა იქიდან, რომ მას არ შეეძლო არაბულ ქვეყნებთან რომელიმე მსხვილი ოპერაციის წაგების უფლება მიეცა საკუთარი თავისთვის, რადგანაც ეს, მისი აზრით, ნიშნავდა სიონისტური სახელმწიფოს არსებობის დასასრულს.
დასავლელი სპეციალისტების აზრით, ისრაელის ყველა სამხედრო კონფლიქტს საფუძვლად ედო არაბულ ქვეყნებზე უპირატესობის შენარჩუნების აუცილებლობა პირველ რიგში იარაღის რაოდენობისა და ხარისხის, შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის მომზადების მაღალი დონისა და საბრძოლო მოქმედებათა და მთლიანად ომის წარმოების თანამედროვე ხერხების გამოყენების ხარჯზე.
საბჭოთა ავტორების სიტყვით, ინარჩუნებდნენ რა მაღალ ხარისხში ისრაელის შეიარაღებული ძალების სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნას, აშშ-ისა და ისრაელის მთავრობები ამ ფაქტორს იყენებდნენ არაბულ სახელმწიფოებზე ზეწოლის მოსახდენად ახლოაღმოსავლური დარეგულიერების ამერიკულ-ისრაული პირობების მიღებაზე მათი იძულების მიზნით. ისრაელის ჯარები და ფლოტი სისტემატიურად გამოიყენებოდა ლიბანის საზღვაო ბლოკადისა და მის საშინაო საქმეებში ჩარევისთვის, რათა საბოლოო ჯამში ჩაეხშოთ ეროვნულ-პატრიოტული ძალების მოქმედებანი ამ ქვეყანაში და გაენადგურებინათ პალესტინის წინააღმდეგობის მოძრაობა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო მანქანა გამოიყენებოდა არაბულ მოსახლეობაზე სასტიკი ანგარიშსწორების მიზნით, რომელიც გამოდიოდა საოკუპაციო ხელისუფლების წინააღმდეგ. ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების საფარქვეშ ტერიტორიული თავდაცვის ჯარების “ნოჰალის” მიერ შექნილი იყო ათობით გასამხედროებული დასახლება გოლანის სიმაღლეებზე, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და გაზას სექტორში. ასეთნაირად, ისრაელის შეიარაღებული ძალები პრაქტიკულად ახორციელებდა ისრაელისთვის “დამცავი საზღვრების” («защитные границы») დადგენის ექსპანსიონისტურ კონცეფციას.
ისრაულმა სარდლობამ თავის სამხედრო სტრატეგიას საფუძვლად დაუდო ე. წ. “წაუგებელი ომის” კონცეფცია. ქვეყნის ტერიტორიის მცირე ზომები და მისი საზღვრების თავისებული კონფიგურაცია არ აძლევდა ისრაელის სარდლობას ჯარების ღრმად დაეშელონებული ოპერატიული მოწყობის შესაძლებლობას.
უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ისრაელის შეიარაღებულ ძალებს არ შეეძლო მსხვილმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების წარმოება ერთდროულად ორ-სამ ფრონტზე, ამიტომ ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა მნიშვნელოვან სტრატეგიულ ხაზად მიიჩნევდა არაბული ქვეყნების ერთიანობის გახლეჩვას. ასე, მისი აზრით, ეგვიპტის ნეიტრალიზაცია მისცემდათ იმის საშუალებას, რომ აქტიური საბრძოლო მოქმედებები ეწარმოებინათ ერთდროულად ორი-სამი ქვეყნის (სირიის, იორდანიისა და ერაყის) წინააღმდეგ აღმოსავლეთის ფრონტზე, როცა დასავლეთის მხრიდან მათ საფრთხე უკვე აღარ ექნებოდათ. არაბულ სახელმწიფოთა ჯარების რიცხობრივი უპირატესობის კომპენსაციას ისრაული სარდლობა გეგმავდა მანევრის ფართო გამოყენებისა და ყველაზე უფრო მნიშვნელოვან მიმართულებებზე აუცილებელი ძალებისა და საშუალებათა თავმოყრის ხარჯზე.
ანტიისრაული კოალიციიდან ეგვიპტის გასვლის შემდეგ, უცხოელი სპეციალისტების შეფასებით, ისრაელს შეეძლო იმედი ჰქონოდა დროითა და მასშტაბებით შეზღუდული საბრძოლო მოქმედებების წარმოებაზე. მანამდე ითვლებოდა, რომ ნებისმიერი საომარი მოქმედებები, რომლებსაც ისრაელი თუნდაც მცირე ძალებით წარმართავდა ერთერთი მეზობელი არაბული სახელმწიფოს წინააღმდეგ, გარდაუვალად გადაიზრდებოდა ხანგრძლივ და მსხვილ საომარ კონფლიქტში ბევრი არაბული სახელმწიფოს მონაწილეობით. ახლა კი ისრაულ სარდლობას შეზღუდული ომის წარმოებისას შეეძლო დარტყმების უფრო თავისუფლად მიყენება ცალკეული ქვეყნებისთვის და ამის გაკეთება კადრის შეიარაღებული ძალებით, ან რეზერვისტების მხოლოდ მცირე რიცხვის გაწვევით.
უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში ხაზს უსვამდნენ, რომ იმ მსხვილი სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტისთვის, რომლებიც შესაძლოა დასმულიყო შეიარაღებული ძალების წინაშე ომის შემთხვევაში, ისრაულ სარდლობას მოუწევდა მისი რიცხოვნების აყვანა არანაკლებ 400 ათას ადამიანამდე. ასეთი სამობილიზაციო დაძაბულობა (ქვეყნის მოსახლეობის 10 %-ზე მეტი) შესაძლებელია რომ ყოფილიყო მხოლოდ ხანმოკლე, რადგანაც ეს სერიოზული შედეგებით დაემუქრებოდა ქვეყნის ეკონომიკას. ითვლებოდა, რომ ისრაელს გააჩნდა შეიარაღების ისეთი რაოდენობა, რომელიც ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების წარმოების შესაძლებლობას მისცემდა მას არაუმეტეს ოთხი-ექვსი კვირის მანძილზე.
მატერიალური და ადამიანური რესურსების შეზღუდულობის გათვალისწინებით, ისრაული სარდლობა მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა სამობილიზაციო შესაძლებლობათა ამაღლებას, განიხილავდა რა მათ ომის წარმატებით წარმოების ერთერთ მთავარ ფაქტორად. დასავლელი სპეციალისტების შეფასებით, ომის ან მსხვილი შეიარაღებული კონფლიქტის დროს შეიარაღებული ძალების რიცხოვნების ნახევარზე მეტს ჩვეულებრივ შეადგენდნენ რეზერვისტები. ამიტომ ისრაელის არმია, როგორც ჩანდა, ვერ შეძლებდა შეტევის დაწყებას მანამდე, სანამ არ დამთავრდება მობილიზაცია. მაგალითად, 1973 წელს მის ჩატარებაზე დასჭირდათ ოთხ დღეღამემდე, რაც უკიდურესად არასასურველად აისახა ნაწილებისა და შენაერთების საბრძოლო მოქმედებათა მსვლელობაზე ომის საწყის პერიოდში.
ადამიანური რესურსების ეკონომიის მიზნით მშვიდობიანობის დროს ისრაელის სახმელეთო ჯარების მხოლოდ 11 ბრიგადას ინახავდნენ სრული საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში. დანარჩენი 36 ბრიგადა სარეზერვო იყო და სხვადასხვა ხარისხით გახლდათ დაკომპლექტებული პირადი შემადგენლობით, იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით. ამიტომ არცთუ შემთხვევით, ისრაული სარდლობა მუდმივად სრულყოფდა მობილიზაციის სისტემას, ღებულობდა ზომებს იმისთვის, რათა სარეზერვო ბრიგადების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის ვადები 1-3 დღეღამემდე შეემცირებინა (მშვიდობიანობის დროს მათი დაკომპლექტებულობის ხარისხისა და ოპერატიული დანიშნულების შესაბამისად).
დასავლელი სამხედრო სპეციალისტების გაანგარიშებებით, თავისი შეიარაღებული ძალების მობილიზაციის შემდეგ ისრაელის ხელმძღვანელობა მისწრაფებული იქნებოდა იქითკენ, რომ არაბული სახელმწიფოების წინააღმდეგ ომში გადამწყვეტ მიზნებს მანამდე მიეღწია, სანამ მოვლენებში ჩარევას შეძლებდნენ გაერო და სხვა პროგრესული ძალები, რომლებიც გამოვიდოდნენ აგრესიის წინააღმდეგ. ითვლებოდა, რომ ომის გაჭიანურება, ამის გარდა, გაზრდიდა არაბული და მუსლიმანური ქვეყნების ძალისხმევის გაერთიანების ალბათობასაც ისრაელის წინააღმდეგ.
ომის შემთხვევაში სამობილიზაციო ღონისძიებების თავის დროზე გატარების უზრუნველსაყოფად ისრაელის ხელმძღვანელობა თავის ყურადღებას თავს უყრიდა დაზვერვის მუდმივ წარმოებაზე. კერძოდ, ზოგადი დაზვერვის სამსახურ “მოსადში” შექმნილი იყო სამმართველო, რომელიც გენერალური შტაბის სადაზვერვო სამართველოსგან დამოუკიდებლად დაკავებული გახლდათ სადაზვერვო მონაცემების ანალიზითა და ახლო აღმოსავლეთში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების შეფასებით. შესყიდული და შეიარაღებაში მიღებული ჰქონდათ ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავები RF-4E და საკუთარი წარმოების უპილოტო თვითმფრინავები “მასტიფი”. მითითებული ზომები, უცხოელი სპეციალისტების აზრით, მისცემდათ ისეთი შეცდომების თავიდან აცილების საშუალებას, რომლებიც დაუშვა დაზვერვამ ვითარების შეფასებისას 1973 წლის ომის წინა ეტაპზე.
ისრაელის სარდლობა, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ფარავდა რა თავის აგრესიულ ჩანაფიქრებს, ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ ჯარების დაშორიშორების ხაზებზე ბუფერული ზონების არსებობას “შეუძლია ქვეყნის საზღვრები უსაფრთხოების გარანტირება”. იგივე მიზანს ისახავდნენ გოლანის სიმაღლეებზე დემილიტარიზებული ზონის შექმნის დროსაც (1973 წლის შემდეგ). იგეგმებოდა ასეთივე ზონის დადგენა ეგვიპტესთან საზღვრის გასწვრივ (1982 წელში სეპარატიული “სამშვიდობო ხელშეკრულების” შესრულებისას), ხოლო სამხრეთ ლიბანში კი ბუფერული ზონის დაკანონება “ქრისტიანული” ანკლავის სახით, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული ისრაელთან. ახლოაღმოსავლური დარეგულირების ნებისმიერ ვარიანტში უკანასკნელს განზრახული ჰქონდა თავისი სამხედრო ყოფნის შენარჩუნება მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ისრაული სარდლობის სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებდა მეზობელი არაბული სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიული საომარი მოქმედებების გაჩაღებას, იმაზე იყო დაფუძნებული, რომ ოპერაციების ჩატარების ინიციატივა ყოველთვის ყოფილიყო ისრაული სარდლობის ხელში, ხოლო საბრძოლო მოქმედებები კი ომის დაწყებისთანავე გადაეტანათ არაბული სახელმწიფოების ტერიტორიაზე, დასახული ჰქონოდათ გადამჭრელი მიზნები – მოწინააღმდეგისთვის უმოკლეს ვადებში დამარცხების მიყენება. იმავე დროს ორ ფრონტზე ომის წარმოების შესაძლებლობის გათვალისწინებით, დაიშვებოდა ერთერთ მათგანზე თავდაცვითი მოქმედებების წარმოება იმ დრომდე, სანამ ისრაული ჯარები არ ჩაატარებდნენ შეტევით ოპერაციას მეორეზე.
დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა თავდაპირველ დარტყმას, რომელსაც უნდა მოეხდინა მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალების დემორალიზაცია და ძირი გამოეთხარა მისი მოსახლეობის მორალური სულისკვეთებისთვის. მისი მიყენება წარმოადგენდა ისრაელის სამხედრო სტრატეგიის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს. სამხედრო საკითხებში დისკუსიის მსვლელობისას, რომელიც ტარდებოდა 1973 წლის ომის შემდეგ, ისრაელელი სპეციალისტების უმეტესობამ გამოთქვამდა მოსაზრებას ისრაელისთვის ხელსაყრელ დროს არაბულ სახელმწიფოებზე პრევენციული დარტყმის მიყენების სასარგებლოდ, რომელიც მისცემდათ მათი სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის განადგურების ან დასუსტების საშუალებას, აგრეთვე იმის შესაძლებლობასაც, რომ საბრძოლო მოქმედებები სულ დასაწყისიდანვე გადაეტანათ მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე, შეემცირებინათ ისრაელის დანაკარგები და ომის ბედიც უმოკლეს ვადებში გადაეწყვიტათ ამ ქვეყნის სასარგებლოდ.
დასავლურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, რომ ისრაული ნაწილებისა და ქვედანაყოფების სინაის ნახევარკუნძულიდან გამოყვანის დასრულების შემდეგ, რის შედეგადაც ამ მიმართულებაზე უნდა შემცირებულიყო ჯარების მოწყობის ოპერატიული სიღრმე, ისრაელის შეიარაღებული ძალების სარდლობა ვითომდა იხელმძღვანელებდა წინა დოქტრინით – პრევენციული დარტყმის მიყენებისა. მისი განხორციელებისთვის განკუთვნილი იყვნენ პირველ რიგში ავიაცია, სარაკეტო ქვედანაყოფები და საჰაერო-სადესანტო ჯარები.
დასავლური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, ისრაელის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა დიდ ყურადღებას უთმობდა შეიარაღებული ძალების სახეობათა გამოყენებას, აგრეთვე ბრძოლის თანამედროვე საშუალებებით მათ აღჭურვას.
სახმელეთო ჯარების ოპერაციების დაგეგმვას საფუძვლად ედო მაღალმანევრულ და გადამჭრელ შეტევით მოქმედებათა წარმოების პრინციპი. მთავარ მიმართულებებზე გაითვალისწინებოდა ჯავშანსატანკო და მექანიზებული შენაერთების გამოყენება, რომლებსაც, იმოქმედებენ რა საჰაერო-სადესანტო ბრიგადებთან ერთობლივად, უნდა განეხორციელებინათ ღრმა გარღვევები მოწინააღმდეგის ზურგში მისი ჯარების ნაწილ-ნაწილ ალყაში მოქცევისა და შემდგომი განადგურების მიზნით. გაითვალისწინებოდა მოწინააღმდეგის ზურგში სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების ფართო გამოყენებაც სხვადახვა ობიექტების დასაპყრობად ან გასანადგურებლად, აგრეთვე კომუნიკაციების დარღვევისთვის. მეორეხარისხოვან უბნებზე (ფრონტებზე) სახმელეთო ჯარებს შესაძლო იყო აქტიური თავდაცვითი მოქმედებები ეწარმოებინათ.
სახმელეთო ჯარებს უნდა შეძლებოდა შეტევითი მოქმედებების წარმოება საჰაერო თავდაცვის სისტემის არსებობის და მიუხედავად, რომლის ორგანიზებასაც ახდენდა უმაღლესი სარდლობა, და საავიაციო დაფარვის მიუხედავადაც. ჰაერიდან უშუალო დაფარვის უზრუნველყოფისთვის მის შემადგენლობაში იყო საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები (ზრკ) “ჩაპარელი”, თვითმავალი საზენიტო დანადგარები (თზდ) “ვულკანი” და საზენიტო ქვემეხები, აგრეთვე გადასატანი ზრკ-ებით აღჭურვილი ნაწილები და ქვედანაყოფები. ითვლებოდა, რომ ბრძოლის წარმატებით წარმოებისთვის აუცილებელი იყო სატანკო ნაწილების გაძლიერება ქვეითი ჯარით. დიდი ყურადღება ეთმობოდა ტანკებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების (ქსმ) ერთობლივ მოქმედებებს.
1973 წლის შემდეგ ისრაელის სამხედრო სპეციალისტები აკრიტიკებდნენ სახმელეთო ჯარების საბრძოლო მოქმედებებს ბარლევის თავდაცვით ხაზზე (სუეცის არხის გასწვრივ) იმის საფუძველზე, რომ მისმა შექმნამ მოადუნა ისრაული სარდლობის სიფხიზლე, გამოიწვია მისი არმიის სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნის დაქვეითება, მოახდნა ქვეყნის შეიარაღებული ძალების პოზიციური ომის წარმოებაზე ორიენტირება. მათი აზრით, დახარჯული სახსრები (დაახლ. 400 მლნ. დოლარი) უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა მიემართათ რამდენიმე ასეული ტანკისა და სხვა სახეობათა შეტევითი იარაღის შეძენაზე. ამიტომ დასავლურ ბეჭდურ გამოცემებში ხაზი ესმებოდა იმას, რომ თავდაცვით ხაზს ეგვიპტის საზღვრის გაყოლებაზე, რომლის მშენებლობის დასრულებაც 1982 წელში იგეგმებოდა, საეჭვო იყო, რომ ძვირადღირებული ნაგებობები ჰქონოდა.
შეხედულებებს სამხედრო-საჰაერო ძალების საბრძოლო გამოყენებაზე ასევე გააჩნდა შეტევითი ხასიათი. სჰძ-ის ყოფილი სარდალი გენერალი ვაიცმანი 60-იანი წლების შუახანებში არაერთხელ უსვამდა ხაზს იმას, რომ “ისრაელის საუკეთესო დაცვა – ქაიროს ცაშია”. სწორედ ეს კონცეფცია გამოდგა შემდგომში საფუძვლად არაბული ქვეყნების აეროდრომებზე განლაგებულ ავიაციაზე დარტყმების დასაგეგმად.
ჰაერში ბატონობის მოპოვების გარდა ისრაელის სჰძ-ს 1980-იანი წლების დასაწყისში ეკისრებოდა შემდეგი ამოცანების შესრულება: ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სამხედრო-სამრეწველო ობიექტებისა და სახმელეთო ჯარების დაჯგუფებათა დაფარვა, მოწინააღმდეგისთვის დარტყმების მიყენება, ჯავშანსატანკო და მექანიზებული შენაერთების საბრძოლო მოქმედებების მხარდაჭერა, აგრეთვე მოწინააღმდეგის ზურგში ტაქტიკური დესანტების გადასხმა. ამიტომ ისრაული სრდლობა ისწრაფვოდა სჰძ-ის მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში მუდმივად შენარჩუნებისკენ. იგი მკაცრად მიჰყვებოდა საავიაციო ნაწილებისა და ქვედანაყოფების ცენტრალიზებული მართვისა და უმნიშვნელოვანეს მიმართულებებზე მათი მასირებული გამოყენების პრინციპს.
სჰძ-ის ნაწილების ყველა სწავლებას ატარდებდნენ ისეთ პირობებში, რომლებიც პასუხობდა ახლო აღმოსავლეთში არსებულ რეალურ ვითრებას, სავარაუდო მოწინააღმდეგის – მეზობელ არაბულ სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისთვის საბრძოლო თვითმფრინავების ეკიპაჟები დაბინავებული იყვნენ ჩვეულებრივ თავიანთი თვითმფრინავების განწერტვის ადგილის მახლობლობაში. საფრენოსნო შემადგენლობის სწავლების მეთოდიკას საფუძვლად ედო საბრძოლო მოქმედებათა ის გამოცდილება, რომელიც შეძენილ იქნა აგრესიულ ომებში არაბი ხალხების წინააღმდეგ.
ისრაელის სჰძ-ის აღჭურვა საკმარისი რაოდენობის თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავებით, დასავლელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, გადააქცევდა მას შეიარაღებული ძალების მობილურ და ბრძოლისუნარიან სახეობად, რომლის მშენებლობაც წარმოებდა საომარ მოქმედებათა თეატრის (ომთ) კონკრეტული პირობების გათვალისწინებით. მაგალითად, ისრაული აეროდრომების საბრძოლო მოქმედებათა სავარაუდო ზონის ფარგლებში დარტყმების ძირითადი ობიექტებისგან უმნიშვნელო დაშორების მხედველობაში მიღებით, ისრაული შეიარაღებული ძალების სარდლობამ უარი თქვა ბომბდამშენების გამოყენებაზე და მიიღო ნაწილების აღჭურვის გადაწყვეტილება მრავალმიზნობრივი თვითმფრინავებით, რომლებსაც, მისი შეფასებით, შეეძლოთ სჰძ-ის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება.
სამხედრო-საზღვაო ძალებს ომში სულ უფრო მეტი ადგილი ეთმობოდა. იგი მოწოდებული იყო იმისთვის, რათა სარაკეტო-საარტილერიო დარტყმები მიეყენებინა მოწინააღმდეგის ხომალდებისა და სანაპირო ობიექტებისთვის, მცირე საზღვაო დესანტებისა და სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების გადასხმა განეხორციელებინა მოწინააღმდეგის ზურგში, უზრუნველეყო სანაპიროსა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული კომუნიკაციების დაცვა.
უკვე მშვიდობიანობის დროს ისრაული სზძ ახორციელებდა ლიბანის სანაპიროს ბლოკადას, არ უწევს რა ანგარიშს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, აჩერებდა და ჩხრეკდა უცხოურ გემებს, რომლებიც შედიოდნენ ამ ქვეყანაში. საბრძოლო ხომალდებისა და საზღვაო ქვეითი ჯარის (ზქჯ) პირადი შეადგენლობის მომზადება წარმოებდა აქტიური შეტევითი მოქმედებებისთვის ისრაელის წარსული აგრესიული ომების გამოცდილების საფუძველზე. დიდი ყურადღება ეთმობოდა ურთიერთმოქმედებებს სახმელეთო ჯარებთან და სჰძ-თან.
ტერიტორიული ჯარების “ნოჰალის” ძირითადი დანიშნულება გახლდათ – საზღვრისპირა რაიონებში მნიშვნელოვან მიმართულებებზე სამხედრო დასახლებათა შექმნა, რომლებიც პირველები უნდა ჩაბმულიყვნენ ბრძოლაში და უზრუნველეყოთ საკმარისი დრო რეგულარული ჯარების გასაშლელად. ისინი აღიჭურვებოდა როგორც საყრდენი პუნქტები საცეცხლე წერტილებითა და ღობურებით (заграждения). საყრდენი პუნქტის გარნიზონს ჩვეულებრივ შეადგენდა 30-40 ადამიანი ოფიცრის მეთაურობით. მაგრამ 1973 წლის გამოცდილებამ უჩვენა ასეთი გასამხედროებული დასახლებების უუნარობა მოწინააღმდეგის რეგულარული ჯარების დარტყმისადმი წინააღმდეგობის გაწევაში. ამიტომ ისრაული სარდლობა უკვე ვეღარ განიხილავდა მათ მობილიზაციის ჩატარებისა და მთავარი ძალების გაშლისთვის აუცილებელი დროის მოგების ძირითად საშულებად. შესაბამისად, უფრო მოგვიანებით, ტერიტორიული ჯარების ბაზაზე შეიქმნა ცალკეული ბატალიონები, ხოლო 1980-იანი წლების დასაწყისში კი მათგან აყალიბებდნენ “ნოჰალის” ბრიგადებს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა რეგულარულ ჯარებთან ერთობლივად მეორეხარისხოვან მიმართულებებზე.
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტები ისრაელის შეიარაღებული ძალების მიმოხილვის შემდეგ ასკვნიდნენ, რომ მშვიდობიანი თანამშრომლობისა და დაძაბულობის განმუხტვისკენ ხალხების მისწრაფების მიუხედავად, ისრაელის კაპიტალისტური წრეები, რომლებსაც მხარს უჭერდნენ საერთაშორისო იმპერიალიზმი და სიონიზმი, 1970-იანი წლების შუახანებისთვის, აგრძელებენ ბალანსირებას ომის ზღვარზე, მუდმივად უქმნიდნენ მუქარას ახლო აღმოსავლეთში მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ისინი ზრდიდნენ თავიანთი შეიარაღებული ძალების საბრძოლო ძლიერებას, ისწრაფვიდნენ დაპყრობილ ტერიტორიებზე ოკუპაციის სამუდაოდ გადაქცევისკენ, ამზადებდნენ ახალ აგრესიულ აქციებს არაბული ქვეყნების წინააღმდეგ. ასეთი პოლიტიკა, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, წარმოადგენდა ახალ საომარ მოქმედებათა წარმოქმნის საფრთხის შენარჩუნების ერთერთ მიზეზს ამ რეგიონში.
ისრაელის ხელმძღვანელობის მიერ 1970-80-იანი წლების მიჯნაზე გატარებულ ღონისძიებებს, საბჭოთა ავტორების შეფასებით, გააჩნდათ აშკარად პროვოკაციული ხასიათი. ისინი სრულ მხადაჭერას პოულობდნენ მაშინდელ ამერიკულ ადმინისტრაციაშიც. უგზავნიდა რა იარაღსა და ფულს ისრაელს, იგი უბიძგებდა მას მორიგი სამხედრო ავანტიურებისკენ, ხოლო ისრაელის ხელმძღვანელობა კი მხოლოდ სიგნალსღა ელოდა, რათა დაეწყო აგრესია მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ.
საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის დასკვნით, მშვიდობისმოყვარე ხალხები მრისხანედ გმობდნენ ისრაელელი მილიტარისტების აგრესიულ ხრიკებს მეზობელ სახელმწიფოთა წინააღმდეგ. საბჭოთა კავშირი და სოციალისტური თანამეგობრობის სხვა ქვეყნები თანამიმდევრულად გამოდიოდნენ არაბი ხალხების მხარეზე მათ სამართლიან ბრძოლაში ისრაული აგრესიის შედეგების ლიკვიდაციისა და პალესტინის არაბი ხალხის ხელშეუვალ უფლებათა მომხრედ.
4) ბირთვული იარაღის შემუშავება ისრაელში
საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, ისრაელის სიონისტური სახელმწიფო აშშ-ისა და ნატო-ს აგრესიული ბლოკის მონაწილე სხვა ქვეყნების აქტიური მხარდაჭერით დაუღალავად აძლიერებდა 1980-იანი წლების დასაწყისში თავის სამხედრო პოტენციალს, აღჭურავდა რა თავის შეიარაღებულ ძალებს ყველაზე უფრო თანამედროვე იარღითა და საბრძოლო ტექნიკით. 1976 წლის 29 აპრილს გამოქვეყნებულ საბჭოთა მთავრობის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ “ისრაელის შეიარაღებათა ზრდა გრძელდება უზარმაზარი მასშტაბებით, ამერიკის შეერთებული შტატები აგზავნის იქ სხვადასხვანაირ თანამედროვე იარაღს, რაკეტების ჩათვლით, რომლებიც აღჭურვილია როგორც ჩვეულებრივი, ისე ბირთვული დარტყმების მისაყენებლადაც. ამასთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს შეტყობინებები იმის შესახებ, რომ ისრაელში იქმნება ანდა უკვე შექმნილიც არის საკუთარი ბირთვული იარაღი”.
ატომური ბომბის შექმნის გეგმები ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გამოჰქონდა მისი არსებობის თითქმის დასაწყისიდანვე. როდესაც დასავლური პრესა ხსნიდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებისთვის ხელის მოწერაზე ისრაელის უარსა და მეზობელ არაბულ სახელმწიფოებთან მიმართებაში მის მიერ აგრესიული პოლიტიკის ღიად გატარებას, სხვა მიზეზებთან ერთად ასახელებდა ისრაელის შეიარაღებულ ძალებში ბირთვული საბრძოლო მასალების განსაზღვრული რაოდენობის არსებობასაც.
აქტიური სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ბირთვული იარაღის წარმოებისთვის აუცილებელი ბაზის შესაქმნელად ისრსაელში დაიწყეს 1952 წელს, როდესაც მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა ატომური ენერგიის კომისია ბერგმანის მეთაურობით. მისი ერთერთ პირველ ნაბიჯთაგანი გახლდათ ატომური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მშენებლობა, რომელსაც ახორციელებდნენ დასავლური სახელმწიფოების, უწინარეს ყოვლისა აშშ-ის, საფრანგეთისა და გფრ-ის მხარდაჭერით.
პირველი ატომური ცენტრი შეიქმნა 1960 წელს აშშ-ის დახმარებით ნაჰალ სორეკში (20 კმ თელ-ავივის სამხრეთით), რომელშიც დაიწყეს ეროვნული სამეცნიერო კადრების მომზადება. მას გააჩნდა აუზური ტიპის კვლევითი ბირთვული რეაქტორი (IRR-1) სითბური სიმძლავრით 5 ათასი კვტ. 1963 წელს ექსპლუატაციაში შევიდა ატომური ცენტრი ნეგევის უდაბნოში ქალაქ დიმონის რაიონში (20 კმ ქ. ბერშევიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით). უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებით, ეს გახლდათ მთავარი სამეცნიერო-ტექნიკური, ტექნოლოგიური და საწარმოო კომპლექსი ბირთვული ენერგიის სამხედრო მიზნებით გამოყენების საქმეში. მასში იყო საკონსტრუქტორო ბიურო, კვლევითი ლაბორატორიები და საწაროები, რომლებიც აუცილებელი იყო ბირთვული საბრძოლო მასალების შემუშავების, დაპროექტებისა და დამზადების უზრუნველყოფისთვის. მის ძირითად ნაგებობას წარმოადგენდა ფრანგული პროექტით აშენებული მძიმე წყლის ბირთვული რეაქტორი (IRR-2) თავდაპირველი სითბური სიმძლავრით 26 ათასი კვტ, რომელშიც წარმოებდა საიარაღო პლუტონიუმის გადამუშავება, 6-8 კგ-ისა წელიწადში.
დასავლელი სპეციალისტების შეფასებებით, 1966 წლისთვის ისრაელში დასრულებულ იქნა ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის კონსტრუქციის შემუშავება. იმ ხანებში, ინგლისური ჟურნალის “ნიუ საიენთისთის” მოწმობით, ზემოხსენებულმა ბერგმანმა თავი ვერ შეიაკავა განეცხადებია, რომ მას საკმარისად ჰყავდა მეცნიერ-მეატომეები იმისთვის, რათა ატომური ბომბი დაემზადებინა. და არცთუ შემთხვევით, 1966 წლის მაისში მასა და მეცნიერთა ჯგუფს მიეცათ ჯილდოები თავდაცვის სამინისტროს ხაზით “გამოჩენილი მიღწევებისთვის ქვეყნის უსაფრთხოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროში”. საზღვარგარეთულ პრესაში არცთუ უსაფუძვლოდ მიუთითებდნენ, რომ ისინი ბერგმანს მიანიჭეს ატომური იარაღის შემუშავებისთვის, დანარჩენებს კი – საშუალო სიშორის ისრაული რაკეტის შექმნისთვის. იმ სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების განსაკუთრებული მნიშვნელოვნებისა და ღრმად სამხედრო მიმართულების გათვალისწინებით, რომლებიც წარმოებდა ატომურ ენერგიაში ისრაული კომისიის ხელმძღვანელობით, 1966 წლის აპრილში მას სათავეში ჩაუდგა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ლ. ეშქოლი.
1969 წელს დიმონის ატომურ ცენტრში მწყობრში იქნა შეყვანილი რადიოქიმიური დანადგარი დასხივებული ბირთვული საწვავის გადამუშავებისთვის და დაიწყეს საიარაღო პლუტონიუმის ამოღება (извлечение). ამ დროს დასავლურმა პრესამ განაცხადა, რომ ისრაელს ან უკვე აქვს, ან მოკლე ხანებში ექნება ატომური ბომბი. ეს ცნობები დადასტურებულ იქნა ამერიკული სადაზვერვო სამსახურების მიერ, რომლებმაც დაადგინეს, რომ ისრაელელი აგენტები საიდუმლოდ ყიდულობდნენ სპეციალურ მასალებს, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას სწორედ მასობრივი დაზიანების ამ იარაღის შექმნის დასკვნით სტადიაზე.
დასავლეთგერმანულ ჟურნალ “შპიგელის” მონაცემებით, დიმონის ატომურტი ცენტრი გადაიქცა სამრეწველო კომპლექსად და გახდა ისრაელის ერთერთი ყველაზე უფრო ფარულ საიდუმლოებათაგანი, რომელსაც იმდენად გულმოდგინედ დარაჯობენ, რომ 1967 წლის ივნისის ომის პირველ დღეს, როდესაც დაზიანებული ისრაული თვითმფრინავი “მირაჟი” აღმოჩნდა მის საჰაერო სივრცეში, იგი დაუყოვნებლივ იქნა ჩამოგდებული რაკეტა “ჰოქით”, ამასთან მფრინავი დაიღუპა. ექვსი წლის შემდეგ კი ისრაულმა გამანადგურებლებმა იმავე რაიონში გაფრთხილების გარეშე ჩამოადგეს ორიენტაციადაკარგული ლიბიური სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 113 მგზავრი იმყოფებოდა.
1970 წლის ივლისში გაზეთ “ნიუ-იორკ ტაიმსში” მოთავსებული იყო კორესპონდენცია სათაურით “აშშ ვარაუდობს, რომ ისრაელელებს აქვთ ატომური ბომბი ან მისი კომპონენტები”. მასში ამტკიცებდნენ, რომ 1969 წლის დეკემბერში, როდესაც ისრაელი აწარმოებდა მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან 50 თვითმფრინავის F-4 “ფანტომის” შესყიდვაზე, ისრაელელმა თანამდებობის პირებმა თხოვნით მიმართეს პენტაგონს, რომ ზოგიერთი მათგანი აღეჭურვათ ბომბდამჭერებით (бомбодержателями) ბირთვული საბრძოლო მასალებისთვის. ეს აღქმულ იქნა ირიბ დადასტურებად რამდენადმე უფრო ადრე ჩამოყალიბებული აზრისა იმის შესახებ, რომ ისრაელი იარაღდება ატომური იარაღით. და აი, ამერიკულმა ყოველკვირეულმა “თაიმმა” მკითხველებს შეატყობინა, რომ 1973 წლის ოქტომბერში არაბ-ისრაელის ომის დასაწყისში, როდესაც ეგვიპტისა და სირიის ფრონტებზე მდგომარეობა ისრაელის სასარგებლოდ არ ყალიბდებოდა, არსებული კომპონენტებისგან განხორციელდა პირველი 13 ატომური ბომბის აწყობა, რომლებიც მიტანილ იქნა თვითმფრინავებთან. თავდაცვის მინისტრმა მ. დაიანმა მიიღო პრემიერ-მინისტრის გ. მეირის ნებართვა “სამსჯავროს დღის” იარაღის გამოყენებაზე, მაგრამ ვითარება ფრონტებზე შეიცალა და ისრაელელებმა თავი შეიკავეს მისი გამოყენებისგან. 1974 წლის დეკემბერში ისრაელის პრეზიდენტმა ე. კაცირმა პირველად ოფიციალურად აღიარა, რომ ისრაელს გააჩნია “შესაძლებლობები” ბირთვული იარაღის წარმოებისთვის. ბირთვული რეაქტორი და დიმონის ატომური ცეტრის საწარმოები აგრძელებდნენ მუშაობას, და, დასავლელი სპეციალისტების აზრით, 1980 წლის შუახანებში ისრაელში შესაძლებელი იყო არანაკლებ 20 ატომური ბომბის აწყობა თითოეული არანაკლებ 20 კტ-ის სიმძლავრისა.
ისრაული შეიარაღებული ძალების ბირთვული იარაღით აღჭურვის გეგმები ითვალისწინებდა ასევე საკუთარი საწარმოო ბაზის განვითარებასაც მისი მატარებლების შესაქმნელად – როგორც თვითმფრინავებისა, ისე “მიწა-მიწა” კლასის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების. ამ სახეობათა შეიარაღების შემუშავების პირველ ეტაპზე (1967 წლამდე) ისრაელი მჭიდროდ თანამშრომლობდა ფრანგულ ფირმა “დასოსთან” და შეისყიდა მისგან თვითმფრინავები “მირაჟ”3. ამავე ფირმამ მიაწოდა ისრაელს “მიწა-მიწა” კლასის 10 მართვადი რაკეტა (ორსაფეხურიანი, მყარ საწვავზე, გაშვება მობილური გასაშვები დანადგარებიდან, სროლის სიშორე 450 კმ), რომელთა კონსტრუქციის მოდიფიცირებაც ისრაელელებმა გადაწყვიტეს და საორიენტაციოდ უწოდეს მათ MD-660.
1967 წლის ივნისის ომის დაწყებასთან ერთად საფრანგეთის მიერ ისრაელისთვის შეიარაღების მიწოდებაზე ემბარგოს გამოცხადების შემდეგ თელ-ავივმა მოახდინა თვითმფრინავებისა და რაკეტების გამოშვებისთვის თავისი საწარმოო სიმძლავრეების ჩამოყალიბება. მოახდინეს ფრანგული თვითმფრინავის “მირაჟ”3-ის მოდერნიზაცია და მის ბაზაზე შექმნეს ისრაული გამანადგურებლები “კფირი”, ხოლო შემდეგ კი “კფირ”C2. “კფირ”C2 თვითმფრინავების წარმოებას, რომლებიც შესაძლო იყო გამოეყენებინათ ბირთვული იარაღის მატარებლების სახითაც, ისრაელში ახდედნენ 1974 წლიდან. როგორც ცნობარ “ჯეინში” იყო მითითებული, 1980 წლის დასაწყისისთვის წარმოებულ იქნა ამ ტიპის 150-ზე მეტი თვითმფრინავი. ყოველთვიურად უშვებდნენ ორ-სამ “კფირ”C2-ს.
ამავდროულად თელ-ავივი აგრძელებდა რაკეტა MD-660-ის მოდერნიზაციის სამუშაოებს. უცხოურ ბეჭდურ გამოცემათა შეტყობინებების თანახმად, ახალ ორსაფეხურიან რაკეტას სროლის სიშორით 480 კმ და სათავო ნაწილის წონით 450 კგ უწოდეს “იერიქონი”. ამერიკული გაზეთის “ქრისჩენ საიენს მონიტორის” მონაცემებით, ისრაელმა წარმატებით აითვისა მათი წარმოება და უკვე 1974 წლისთვის გამოუშვა დაახლოებით 60 ერთეული. ჯერ კიდევ 1970 წელს “ნიუ-იორკ თაიმსი” იტყობინებოდა, ეყრდნობოდა რა ამერიკულ სადაზვერვო წყაროებს, რომ “ისრაულ სარაკეტო პროგრამას არ ექნებოდა აზრი სამხედრო თვალსაზრისით, თუ კი ისრაელს არ ექნებოდა განზრახვა, რომ თავისი რაკეტები აღეჭურვა ბირთვული ქობინებით. ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებისას ორსაფეხურიანი რაკეტა არ შეიძლება ჩაითვალოს ეფექტურ იარაღად”.
ამრიგად, უცხოური პრესის შეფასებით, ისრაელელ “ქორებს” არ გააჩნდათ უკმარისობა ბირთვული იარაღის მატარებლებში. მიზნამდე მისი მიტანისთვის, საკუთარი წარმოების საშუალებათა გარდა, შესაძლო იყო გამოეყენებინათ ისრაული სჰძ-ის შეიარაღებაში არსებული ამერიკული მოიერიშეები A-4 “სქაიჰოქი” (250 მანქანა), გამანადგურებელ-ბომბდამშენები F-4 “ფანტომი” (170) და იმ დროისთვის უახლესი ტაქტიკური გამანადგურებლები F-15 “იგლი” (1980 წლის დასაწყისისთვის მიწოდებული იყო ამ ტიპის დახლოებით 50 თვითმფრინავი). ისრაელს თავის განკარგულებაში გააჩნდა აგრეთვე 300 ამერიკული რაკეტა “ლანსი”, რომელთაც შეეძლოთ ბირთვული ქობინების წაღება.
როგორც დასავლური ბეჭდური გამოცემები უსვამენ ხაზს, ძვირადღირებული ატომური იარაღის შეძენა თელ-ავივმა შეძლო კაპიტალისტური სახელმწიფოებისგან, უწინარეს ყოვლისა კი აშშ-გან და საერთაშორისო სიონისტური ორგანიზაციებისგან მიღებული გულუხვი სუბსიდიების წყალობით. ისრაული სახელმწიფოს დაარსების შემდეგ მხოლოდ პირველი ოცი წლის მანძილზე, და სწორედ ამ პერიოდში იქნა გაშლილი ქ. დიმონის რაიონში ცენტრის მშენებლობა, მისთვის მიცემულ ფინანსურ დახმარებებს აფასებდნენ დაახლოებით 8 მლრდ. დოლარად. ამასთან დასავლეთი, საბჭოა ავტორების სიტყვით, ყოველმხრივ ახალისებდა ისრაელელი ექსპანსიონისტების მისწრაფებას საკუთარი ბირთვული იარაღის ფლობისკენ. ასე, 1967 წელს ისრაელის ივნისის აგრესიამდე ორი დღით ადრე დასავლეთგერმანული “დი ველთი” წერდა, რომ ამ ქვეყნის მთავრობის წინაშე ადრე თუ გვიან დადგება საკიხთი: ხომ არ უნდა უზრუნველყოს მან თავისი უსაფრთხოება ატომური დაშინების გზით?
გაზეთი “ნიუ-იორკ თაიმსი” პასუხობდა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი ატომური საიდუმლო გადასცეს ისრაელელ სპეციალისტებს ებრაული ეროვნების მათმა დასავლელმა კოლეგებმა. ამან საშუალება მისცა კიდეც მათ, რომ ძვირადღირებული კვლევებისა და ექსპერიმენტების ჩატარების გარეშე დაეჩქარებინათ საკუთარი იარაღის შემუშავება. რაც შეეხება ბირთვული სამუხტე მოწყობილობების გამოცდებს, 1980-იანი წლების დასაწყისში, მით უმეტეს, რომ ისინი დამზადებული იყო უკვე აპრობირებული სქემის მიხედვით, ასეთ გამოცდებს, საზღვარგარეთული პრესის აზრით, არ გააჩნდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. ამასთანავე ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, რომ ისრაელელი სპეციალისტები მონაწილეობდნენ ფრანგული ბირთვული იარაღის გამოცდებში საჰარის უდაბნოში, სადაც ისინი უეჭველად შეიძენდნენ შესაბამის გამოცდილებას.
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტები განსაკუთრებით უსვამდნენ ხაზს იმას, რომ, გამოდიოდა რა სიტყვით ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პოლიტიკის მომხრედ, ამერიკული ხელმძღვანელობა პრაქტიკულად ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და ისრაული საიდუმლო სამსახურის “მოსადის” არხების მეშვეობით ხელს უწყობდა ისრაელისთვის ურანის მნიშვნელოვანი რაოდენობის გადაცემას. ერთერთ ყველაზე უფრო გახმაურებულ ინფორმაციას წარმოადგენდა გემ “შეერსბერგის” ხელში ჩაგდება და მის ბორტზე არსებული 200 ტ გამდიდრებული ურანის “გაქრობა”, რომელიც ეკუთვნოდა საერთაშორისო ორგანიზაცია “ევროატომს”. როგორც გაირკვა, ეს გემი ტვირთთან ერთად ისრაული და ამერიკული დაზვერვების ერთობლივი ოპერაციების შედეგად ისრაელში აღმოჩნდა. გახმაურდა ასევე ფაქტები ერთერთ ამერიკულ საწარმოში ქ. აპოლოში (პენსილვანიის შტატი) 100-180 კგ ურანის გაყიდვის თაობაზე. ისრაიტელთა მიერ ურანის მიღების სხვა წყაროს წარმოადგენდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა (სარ), რომელიც ასევე უარს ამბობდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერაზე. ზოგიერთი უცხოელი მიმომხილველის აზრით, თელ-ავივი ურანის მიწოდებებისა და სარ-ის მიერ ისრაულ სამხედრო მრეწველობაში კაპიტალდაბანდებათა სანაცვლოდ აქტიურ დახმარებას აღმოუჩენდა სამხრეთაფრიკელ რასისტებს ბირთვული მუხტის შემუშავებასა და კალაჰარას უდაბნოში არსებულ პოლიგონზე მისი აფეთქების მომზადებაში. ამერიკული ტელეკომპანიის “სი-ბი-ესის” შეტყობინების თანახმად, ისრაელმა და სარ-მა 1979 წლის სექტემბერში ჩაატარეს ბირთვული იარაღის ერთობლივი გამოცდა ატლანტის ოკეანეში სამხრეთ აფრიკის სანაპიროებთან.
საბჭოთა ავტორების დასკვნით, თელ-ავივი თავის ექსპანსიონისტურ მისწრაფებებში დასავლეთის ფართო მხარდაჭერით 1980-იანი წლების დასაწყისში აგრძელებდა ბირთვული პოტენციალის ზრდის გზით სიარულს, განიხილავდა რა მას როგორც იმ არაბულ სახელმწიფოთა დაშინების საშუალებას, რომლებიც იბრძოდნენ ისრაული აგრესიის შედეგების ლიკვიდაციისთვის.
ირაკლი ხართიშვილი
გამოყენებული ლიტერატურა
1). Полковник П. Исаев, Вооружённые силы Ирана, Зарубежное военное обозрение, 1974, № 6.
2). Полковник Н. Мишин, Вооружённые силы Японии, Зарубежное военное обозрение, 1975, № 7.
3). Полковник Н. Мишин, Вооружённые силы Южной Кореи, Зарубежное военное обозрение, 1976 № 4.
4). Полковник В. Худяков, «Вооружённые силы Израиля», Зарубежное военное обозрение, 1976, № 12.
5). Полковник А. Симонов, Перспективы строительства «Сил самообороны» Японии, Зарубежное военное обозрение, 1980 № 6.
6). Полковник-инженер О. Юльев, «Разработка ядерного оружия в Израиле», Зарубежное военное обозрение, 1980 г. № 6.
7). Полковник запаса В. Худяков, «Вооружённые силы Израиля – орудие агрессии», Зарубежное военное обозрение, 1981 № 7.
8). Майор А. Васильев, «Вооружённые силы Швейцарии», Зарубежное военное обозрение, 1984, № 3.

No comments:
Post a Comment