Tuesday, November 12, 2013

ი. ა. ილინი. უთანასწორობისა და სამართლიანობის შესახებ

(ფეისბუქზე ერთერთმა ჩემმა მეგობარმა, კუზმა იონოვმა, განათავსა მცირე, მაგრამ მეტად საყურადღებო და სასარგებლო მასალა რუსულ ენაზე, რომელიც ქვემოთაა მოყვანილი. მე ის ვთავრგმნე და ახლა ვთავაზობ ბლოგის მკითხველებს)

ადამიანები ბუნებით არ არიან თანასწორნი: არც სხეულის ზომით, არც ჯანმრთელობით, არც სქესით, არც ასაკით, არც სილამაზით, არც ძალით, არც ამტანობით, არც სხეულებრივი მოთხოვნილებებით. ისინი არ არიან თანასწორნი მშვინვიერადაც (душою): არც ათვისების უნარით, არც გულისხმიერებით, არც მეხსიერებით, არც გონებით, არც განათლებით, არც გრძნობით, არც ნებისყოფით, არც შემოქმედებითი წარმოსახვით, არც სულიერი ჯანმრთელობით. ადამიანები არ არიან თანასწორნი სულითაც (духом): მათ სხვადასხვანაირად სწამთ და ლოცულობენ; მათ განსხვავებული მხატვრული გემოვნება გააჩნიათ. ჩვენ არ ვიცით ორი ერთნაირი საქციელი, გმირობა ან დანაშაული. ჩვენ ვიცით, რომ თითოეული ადამიანი თავისებურად ერთადერთი და განუმეორებელია: ჩვენ ვიცით, თუ რამდენად განუმეორებელნი არიან ჩვენთვის დედა, ცოლი, ვაჟიშვილი და მეგობარი; ჩვენი გული ყოველთვის იძვრის განშორებისგან, ბედნიერებისა და სიყვარულის დაუბრუნებლობისგან, ყველანაირი წყენის გამოუსწორებლობისგან, გენიალური ადამიანის მოკვდავობისგან...

ამრიგად, ადამიანები არ არიან თანასწორნი. და როგორღა შეიძლება მოითხოვდეს სამართლიანობა “თანასწორობას”, ე. ი. ერთნაირ მოქცევას არაერთნაირი ადამიანების მიმართ? ის ამას არც მოითხოვს. პირიქით: ადამიანი მაშინ არის სამართლიანი, როდესაც იგი ახერხებს არაერთნაირად ექცეოდეს არაერთნაირ ადამიანებს, და ამასთან – მათი არაერთნაირობის შესაბამისად. სამართლიანობა მოითხოვს ადამიანისადმი ინდივიდუალურ მიდგომას, პირად გათვალისწინებას, შეგუებას; სამართლიანობა არც განყენებულია და არც მექანიკური – ის მხატვრულია და მოყვარული, ის ცდილობს სწორად (საგნობრივად) განიხილოს თითოეული ადამიანი და მიუთითოს მას ცხოვრებაში თავისუფლებისა და სამართლის სწორი (საგნობრივი) სფერო.

ამრიგად: სამართლიანობა მოიხოვს არა “თანასწორობას”, არამედ საგნობრივ უთანასწორობას. ასე, ვისაც ბევრი მიეცა, მისგან მეტიც უნდა მოიხოვებოდეს; და ეს სამართლიანია. ვისაც ნაკლები მიეცა, მისგან ნაკლებიც უნდა მოითხოვებოდეს; და ესეც ასევე სამართლიანია. არის სამართლიანი პრივილეგიები, მაგალითად: ქალები არ მსახურობენ ჯარისკაცებად; ორსული ქალები თავისუფლდებიან შრომისგან; გადასახადი უნდა იყოს საშემოსავლო და პროგრესიული. მაგრამ არის უსამართლო პრივილეგიებიც: მაგალითად, თუკი მხოლოდ მდიდრებს აქვთ განათლების მიღების უფლება; ან თუკი მდიდარს აქვს სასამართლოში უზრუნველყოფილი უკანონობა; თუკი მხოლოდ კომუნისტური პარტიის წევრებს ეძლევათ ცხოვრების ყველა სიკეთე; თუკი ფაბრიკის მუშების ერთ ნაწილს მიუწვდება ხელი უმაღლეს თანამდებობებზე და ა. შ.

ამიტომ არასოდეს არ უნდა პირდებოდნენ ხალხს თანასწორობას. უაზროა და შეუძლებელი ადამიანთა გათანაბრება მათ ბუნებრივ თვისებებში. უსამართლოა და დამანგრეველი არაერთნაირი ადამიანების გათანაბრება მათ უფლებებში.

რათა ადამიანები გადაიტანდნენ ბუნებრივ უთანასწორობას, ისინი უნდა აღიზრდებოდნენ შურისგან თავისუფლებით. შური არის გაბოროტების, მტრობის ერთერთი მთავარი წყარო.


И.А. Ильин. О равенстве и справедливости 

Люди от природы не равны: ни размером тела, ни здоровьем, ни полом, ни возрастом, ни красотою, ни силою, ни выносливостью, ни телесными потребностями. Они не равны и душою: ни восприимчивостью, ни отзывчивостью, ни памятью, ни умом, ни образованием, ни чувством, ни волею, ни творческим воображением, ни душевным здоровьем. Люди не равны и духом: они по-разному веруют и молятся; у них разные художественные вкусы. Мы не знаем двух одинаковых поступков, подвигов или преступлений. Мы знаем, что все люди единственны в своем роде и неповторяемы: мы знаем, сколь незаменимы для нас мать, жена, сын и друг; наше сердце всегда содрогается от разлуки, от невозвратности счастья и любви, от непоправимости всякой обиды, от смертности гениального человека

Итак, люди не равны. Как же справедливость может требовать «равенства», т. е. одинакового обхождения с неодинаковыми людьми? Она этого и не требует. Напротив: справедлив человек тогда, когда ему удается обходиться неодинаково с неодинаковыми людьми, и притом — соответственно их неодинаковости. Справедливость требует индивидуализированного подхода к человеку, личного учета, приспособления; справедливость не отвлеченна и не механична — она художественна и любовна, она старается верно (предметно) рассмотреть каждого человека и указать ему в жизни верную (предметную) сферу свободы и права.

Итак: справедливость требует не «равенства», а предметного неравенства. Так, кому много дано, с того надо больше взыскивать; и это справедливо. Кому меньше дано, с того надо меньше взыскивать; и это тоже справедливо. Есть справедливые привилегии, напр., женщины не служат в солдатах; беременные женщины освобождаются от труда; налог должен быть подоходным и прогрессивным. Но есть и несправедливые привилегии: напр., если только богатые имеют право получать образование; или если богатому обеспечена безнаказанность по суду; если только членам коммунистической партии предоставляются все блага жизни; если одни фабричные рабочие имеют доступ к высшим должностям и т. д.

Поэтому никогда не следует обещать народу равенство. Нелепо и невозможно уравнивать людей в их естественных свойствах. Несправедливо и разрушительно уравнивать неодинаковых людей в их правах.

Чтобы люди переносили естественное неравенство, надо их воспитывать к свободе от зависти. Зависть есть один из главных источников злобы, вражды,

No comments:

Post a Comment