(წერილი წარმოადგენს აკადემიკოს ნიკოლოზ დუბროვინის ამავე სახელწოდების წიგნის შესაბამისი ნაწილის თარგმანს)
ნ ა წ ი ლ ი II
ნ ა წ ი ლ ი II
თ ა ვ ი III
გიორგი XII-ის ტახტზე ასვლა
ადამიანები, რომელთაც სურდათ სარგებელი თავისი სამშობლოსთვის, მეფის სიკვდილში ხედავდნენ ახალ სასჯელს, რომელიც ეწვია ხალხს, და წინასწარ სჭვრეტდნენ უთანხმოებებსა (раздоры) და მხარის დაღუპვას. ისინი კი, რომლებიც ამჯობინებდნენ საკუთარ სარგებელს სამშობლოს სარგებელზე მეტად, ამ მოვლენას ხვდებოდნენ სიხარულით, იმედოვნებდნენ რა ნადავლის შოვნას არეულობებსა და უთანხმოებებში (въ смутахъ и несогласіях).
ერეკლემ დატოვა შვიდი ვაჟიშვილი (* იხ. საგვარეულო ცხრილი, რომელიც თან ერთვის ჩვენს წიგნს «Закавказье отъ 1803 до 1806 года»), რომელთაგან უფროსი, გიორგი, იყო მისი პირველი ცოლისგან. უძველესი დროიდან საქართველოში არსებობდა წეს-ჩვეულება დაეტოვებინათ ტახტის მემკვიდრეობა უფროსი ძისთვის, თუმცა კი არანაირი კანონდებულება (законоположенიе) ამის შესახებ არა ყოფილა. იყო ხოლმე მაგალითები, თუმცა კი მეტად იშვიათად, როცა გარემოებების გამო მმართველობას ღებულობდნენ მეფის ძმებიც, მაგრამ ქალთა სქესიდან კი არავის, სახელგანთქმული მეფის თამარისა და მისი ასულის რუსუდანის გარდა, არ უმეფია საქართველოში. დარეჯან დედოფალი, ერეკლეს მეორე ცოლი, ჰყავდა რა უზარმაზარი ნათესაობა (* რომელიც შედგებოდა მამრობითი და მდედრობითი სქესის 42 ადამიანისგან), ცდილობდა, რათა ტახტი გადასულიყო მის შვილებზე, და არა მისი გერის გიორგის საგვარეულოში.
თავისი მოხუცებული მეუღლის მეფობის უკანასკნელ წლებში დარეჯან დედოფალი მართავდა სახელმწიფოს მისი ავადმყოფობის გამო. ვერ ბედავდა რა მაშინვე შეეცვალა დადგენილებანი და წესები ტახტის მემკვიდრეობის შესახებ, მან ამავე დროს მოახერხა საბჭოს შეკრება თავის მომხრე პირთაგან, რომლებმაც დაადგინეს კიდეც, რომ გიორგის სიკვდილის შემდეგ საქართველოს ტახტი გადასულიყო არა გიორგის შვილებზე, არამედ მის ძმებზე გვარში უფროსობის მიხედვით.
საქართველოს მოხუცებულ და ავადმყოფ მეფეს, რომელიც ხედავდა ქვეშევრდომთა უბედურებასა და კვნესა-ვაებას, არ ჰქონდა ნუგეში საკუთარ ოჯახშიც, რომელმაც არ მისცა მას თვით სიცოცხლის უკანასკნელი დღეების მშვიდად დასრულების საშუალებაც. დარეჯან დედოფლის მიერ შედგენილი აქტი ტახტზე მემკვიდრეობის შესახებ ერეკლეს მიართვეს დასამტკიცებლად, ხოლო მან კი თავისი ნების წინააღმდეგ, როგორც თავად აღიარა უფროსი ვაჟისადმი წერილში, თავისი ბეჭდით დაამტკიცა იგი (* 1794 წ. 28 მაისის წერილი).
“დამტკიცების წერილი _ სწერდა ერეკლე თავის ძეს გიორგის (*) _ რომელიც მივეცით ჩვენ შენს ძმებს, მართალია, იყო ისე, რომ მე მაიძულეს მასზე ბეჭედი დამესვა. მაგრამ იგი შედგენილი იყო ჩემი თანხმობის გარეშე: ასე რომ, ის წერილი არ არის ნამდვილი და არარაობაა. დამიჯერე მე და გჯეროდეს ღმერთის, ვფიცავ ჩემს მშობელს თეიმურაზს, რომ იმ წერილზე მე თანახმა არა ვარ. როდესაც ეს სამხედრო ექსპედიცია გადაივლის და დასრულდება (აღა-მაჰმად-ხანის შემოსევა), მაშინ, როგორც საქმე სწორად არის, ზუსტად ისევე მე მას აღვასრულებ კიდეც. ამაში გარწმუნებთ ღვთის სახელით, რომ არავისი მიზეზისა და ხრიკების გამო შენს უფლებას არ დავარღვევ, ხოლო იმ წინა წერილს, რომელიც შენს ძმებს მივეცი, მოვსპობ.
დამიჯერე, რომ არანაირი მიზეზის გამო მე არ გადავალ შენს უფლებას, არც შენი ძმების უფლებას, და ვინც მოისურვებს არასწორად მოიქცეს, მაშინ დამიჯერე, რომ მე ამაზე თანახმა არ ვიქნები” (* Константиновъ, ч. II, стр. 189 рукоп.. Арх. главн. шт. въ С.-Петербурге).
აღა-მაჰმად-ხანის შემოჭრამ საქართველოში, ხოლო შემდეგ კი ავადმყოფობამ და სწრაფმა სიკვდილმა ხელი შეუშალეს ერეკლეს იმაში, რომ აღესრულებია დანაპირები და ტახტზე მემკვიდრეობის უწინდელი აქტი გამოეცხადებია არანამდვილად.
თუმცა კი ერეკლე თავს იმართლებდა თავისი უფროსი ვაჟის წინაშე საკუთარი საქციელის გამო, მაგრამ გიორგი განაწყენებულ იქნა, და თესლი მისი გამხეთქილებისა ძმებთან და დედინაცვალთან, ჩაგდებული.
ერეკლე გარდაიცვალა. ყველა ტიროდა მის გვამზე, ჯერ კიდევ დაუმარხავზე, და იქვე ხრიკებს აწყობდნენ ერთი-მეორის წინააღმდეგ. დარეჯან დედოფალი, დაივიწყა რა ქმრის შესახებ, ფიქრობდა ან სავსებით ჩამოეცილებინა გიორგი სამეფოს მმართველობისგან იმით, რომ ხელში ჩაეგდო იგი, ხოლო შემდგეომში მემკვიდრეობა გადაეცა თავისი უფროსი ძის იულონისთვის, ან კიდევ, უკიდურეს შემთხვევაში, თავად უმაღლესი ხელისუფლება გაენაწილებინა (გაეყო) გიროგისთან ერთად.
გიორგი, უფრო მეტად ვიდრე მომწიფების წლებში, ახალგაზრდობში გამოირჩეოდა გმირული მამაცობით, განსაკუთრებით ერევანთან, სადაც, მეთაურობდა რა ჯარებს, დაეხმარა თავის მამას მოეპოვებინა სახელოვანი გამარჯვება; მაგრამ სხვა თვისებები მასში არ ჩანდა, და იგი, თითქოს-და ემზადებოდა უფრო მეტად სასულიერო წოდებისთვის, ვიდრე მეფობისთვის. უმაღლეს ხარისხად განვითარებული ღვთისმოსაობა, გულგრილობა საერო საქმეებისადმი განასხვავებდა მას ძველი დროიდან. სასულიერო წოდება მას დიდ პტივს მიაგებდა, და ეს აიძულებდა მოპირდაპირე პარტიას შიში ჰქონოდა, რათა გიორგის არ ესარგებლა სასულიერო პირთა გავლენით მომაკვდავზე ტახტის მემკვიდრეობით გადაცემის აქტის გაუქმებისთვის (მოსპობისთვის). ამიტომ, ჯერ კიდევ ერეკლეს სიცოცხლის დროს, გადაწყვიტეს გაეგზავნათ იგი თელავიდან რაიმე პატივსაცემი საბაბით.
ტფილისმა, აღა-მაჰმად-ხანის მიერ დარბევისა და ქალაქში მოდებული შავი ჭირის შემდეგ, მისცა შემთხვევა სარგებლობისთვის გიორგის მოწინააღმდეგეებს, რომელთაც მოახერხეს ჩაეგონებიათ მეფისთვის, რომ ქალაქი საჭიროებს ზედამხედველობას და რომ ვერავინ გიორგიზე უკეთ ვერ შეძლებს ამ დავალების შესრულებას. ერეკლემ მოუწოდა თავის ძეს და გამოგზავნა იგი საქართველოს დედაქალაქში.
მეფის ძე მიუხვდა თავისი ჩამოშორების მიზეზს, მაგრამ უპირობოდ დაემორჩილა მამის ბრძანებებს. და ითხოვა მხოლოდ მიეცათ მისთვის თანაშემწეები, რომელთა გარეშეც მარტოს არ შეეძლებოდა არაფრის გაკეთება. მან თავისთან უმეტეს წილად დანიშნა ისეთი პირები, რომლებიც მისი მომხრენი იყვნენ (*), ხოლო, საკუთარი თავისგან ყოველგვარი ეჭვების ასაცილებლად, ამოირჩია ასევე ისინიც, რომელთა შესახებაც მან იცოდა როგორც მოპირდაპირე პარტიის მომხრე პირთა შესახებ (**) (* მისი მომხრეები გახლდნენ: თავადი იოანე ორბელიანი, ელიაზარ ფალავანდიშვილი, ალექსანდრე მაყაშვილი და მღვდელმსახური ელეფთერ ზურაბიშვილი /ავტორს გვარები უწერია ასე: Орбеліанъ, Палавандовъ, Макашвиловъ, Зурабовъ/; ** როგორებიც იყვნენ: თავადი იოანე ბაგრატიონი (მუხრანბატონი, დარეჯან დედოფლის სიძე _ ი. ხ.), ტფილისის მელიქი თავადი ბებუთოვი და სხვები).
მოწინააღმდეგენი ნაწილობრივ ამოიცნობდნენ ხოლმე გიორგის ჩანაფიქრებს, მაგრამ მისი უსწრაფესად გაშვება თელავიდან მიაჩნდათ პირველი მნიშვნელოვნების საქმედ და ამიტომაც არ ეწინააღმდეგებოდნენ მის არჩევანს (* «Кавказъ» 1864 г., № 33).
მეფის ძე, ამალასთან ერთად, მოვიდა ტფილისში, რომელიც იმ ხანად წარმოადგენდა ქვების, ფერფლის, დამწვარი გვამების გროვას და მხოლოდ შავი ჭირისა და შიმშილისგან მომაკვდავთა კვნესა თუ არღვევდა ნაცარ-ტუტად ქცეული ამ ვრცელი საფლავის მდუმარებას. გიორგი გაჩერდა ქალაქის იმ ნაწილში, რომელსაც ეწოდება ავლაბარი. მან ბრძანა აეგოთ ნავები მეორე ნაპირთან შეტყობინების დასაწყებად, იმიტომ რომ ხიდი დამწვარი იყო სპარსელთა მიერ. სამუშაოები დაიწყო საკმარისად კარგი წარმატებით. ქალაქმა დაიწყო ცოტ-ცოტად აშენება და რაღაცნაირი სახის მიღება.
რჩებოდა რა თავად ტფილისში, გიროგიმ გაგზავნა თავისი ვაჟი დავითი, რათა დაებრუნებინა და უწინდელ ადგილას დაესახლებინა ყაზხის, შამშადილისა და ბორჩალოს ტომები. ეს ტომები სპარსელთა შემოსევამდე ცხოვრობდნენ იმ მიწაზე, რომელიც ეკუთვნოდა გიორგის, როგორც მემკვიდრეს. დავით ბატონიშვილს უნდა დაებრუნებინა თავიანთ სახლებში კახელები, რომლებიც ცხოვრობდნენ ტფილისის ახლოს, ისევე როგორც ყველა დანარჩენი, რომლებმაც მიატოვეს თავიანთი სოფლები არაგვზე და დაკარგეს ყველნაირი მარაგები ზამთრისთვის.
შიმშილმა, რომელიც ემუქრებოდა მცხოვრებთ, აიძულა გიორგი გაეცა განკარგულება პურის ჩამოტანის თაობაზე, რომელიც მოჰქონდათ ყასრის საფაშოდან (* «Кавказъ» 1850 г., № 100, стр. 405), ხოლო სასიცოცხლოდ საჭირო მარაგებს აგროვებდნენ ქართლსა და კახეთის იმ ნაწილში, რომლებმაც ან მცირედ, ან კიდევ სულაც არ განიცადეს მოწინააღმდეგის შემოსევა.
თუმცა კი ტფილისში გიორგის დიდ ხანს არ დაუყვია. იგი იქიდან გაეშურა სოფელ სალა-ოღლუში, ყაზახელ აღალარებთან.
აღალარებმა და მაცხოვრებლებმა, რომელთაც ახსოვდათ ბატონიშვილის სიმამაცე, სიხარულით მიიღეს იგი, ხოლო გიორგი კი ცდილოვბდა მთელი ძალებით შეენარჩუნებინა მისადმი მათი კეთილი დამოკიდებულება. გიორგისადმი ერთგული პირები, რომლებიც თელავში დარჩნენ, ატყობინებდნენ მას ყველა ცნობას სასახლის კარზე მომხდარი თვით უმცირესი მოვლენებისა და შემთხვევების შესახებაც კი, და მეფის ძის შიკრიკები, სხვადასხვანაირი საპატიო საბაბებით, ყოველწუთიერად მიაჭენებდნენ ცხენებს თელავში და უკან. ერთერთმა შიკრიკმა მოიტანა ცნობა ერეკლეს გარდაცვალების შესახებ. გიორგიმ ბრძანა მიერთავთ მისთვის ჯვარი და წმ. სახარება და მოეწოდებინათ მასთან ერთად ჩამოსული დიდებულებისთვის. ისინი გამოცხადდნენ. გაუბედაობა და დაბნეულობა (გურკვევლობა) იყო გამოსახული მათ სახეებზე. შეიარაღებულ აღალართა ბრბო კეტავდა შეკრებილთა ვრცელ წრეს.
_ მშობელი ჩემი _ დაიწყო ლაპარაკი ბატონიშვილმა _ ღვთის ნებით გარდაიცვალა. მე ვარ მისი უფროსი ძე _ ტახტის მენაცვალე (მემკვიდრე, преемникъ престола). ვისაც სურს, დაე შემომფიცოს მე ერთგულება, ვისაც არ სურს _ თავისუფალია თავის არჩევანში.
გიორგის მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა შეხედეს ერთმანეთს, შეხედეს მათ გარშემო მდგარი შეიარაღებული აღალარების ბრბოს, და თავადი იოანე ბაგრატიონ-მუხრანელი პირველი მივიდა ჯვართან. მის შემდეგ მივიდნენ სხვებიც.
_ გაუმარჯოს მეფე გიორგის! გაისმა ათასობით ხმა.
და დაფიცება ყველა იქ დამსწრემ აღასრულა ერთსულოვნად. ბორჩალოელებმაც ასევე მალე და შრომის გარეშე შეჰფიცეს გიორგის. პირველივე ხანებში იგი ფიქრობდა ხელში ჩაეგდო თავისი ძმა, ალექსანდრე ბატონიშვილი, რომელიც ერეკლეს ცხოვრების უკანასკნელ დღეებში სრულებით გამოვიდა მეფის მორჩილებიდან და ავრცელებდა ხმებს, რომ დაიკავებს ტფილისს და გახდება ქართლის მეფე.
ალექსანდრემ მოსწრო დუშეთში წასულიყო, ხოლო გიორგი გაეშურა გორში და იქ დააფიცა თავადები და ხალხი. ამასობაში, სხვა მეფის ძენი და მეფის ასულნი, ერეკლეს შვილები, ალექსანდრეს გარდა, შეიკრიბნენ თელავში დარეჯან დედოფალთან.
გიორგისთვის ერთგულების შეფიცება სალა-ოღლუში ყველასთვის ცნობილი იყო. დედოფლის ძლიერმა პარტიამ არ იცოდა, თუ რა ეღონა და დრო გაჰყავდა ურთიერთ შორის ბჭობასა და თათბირებში. აღიარეს რა თავიანთი საქმე და ვარაუდები საბოლოოდ წაგებულად, ქვრივი დედოფლის თანამზრახველნი ფიქრობდნენ იმის შესახებ, ხომ არ შეიძლება თუნდაც რაიმენაირი სარგებლის გამოტანა დაკარგული საქმიდან.
დარეჯან დედოფლისა და მისი მიმხრეების განკარგულებით, სასახლის წინ მოედანზე შეიკრიბა სახელმწიფოს ყველა დიდებული და უპატივცემულესი სასულიერო წოდება. ერეკლეს მდივანი, თავადი სულხან თუმანიშვილი (Тумановъ), ამხანაგებთან ერთად, გამოვიდა შეკრებილებთან.
_ მთავარეპისკოპოსნო, ეპისკოპოსნო და თავადნო! _ ამბობდა იგი, _ ჩვენ გამოგზავნილი ვართ თქვენთან დედოფლისა და უწმინდესი კათოლიკოსის მიერ რათა გამოგიცხადოთ, რომ ისინი თანახმა არიან აღიარონ მისი უმაღლესობა ბატონიშვილი გიორგი საქართველოს მეფედ, მაგრამ რადგანაც დედოფალი დარეჯან ღვთის წყალობით ჯანმრთელადაა, ამიტომ დედოფლის ტიტული მთელი მისი უფლებებით უნდა ეკუთვნოდეს მას, ხოლო გიორგის მეუღლე უნდა იწოდებოდეს მეფის რძლად. სასულიერო პირნო და თავადნო, თანახმა ხართ თქვენ დაამტკიცოთ ეს წინადადება?
ყველა დუმდა.
_ როგორი პასუხის მიცემას გვიბრძანებთ ჩვენი გამომგზავნელებისთვის? კიდევ ერთხელ გაიმეორა თავადმა თუმანიშვილმა.
შეკრებილთა ბრბოდან შუაში გამოვიდა მთავარეპისკოპოსი хачгашиіскій (ალბათ უნდა იგულისხმებოდეს _ ხარჭაშნელი; თავად ჩოლოყაშვილთა საგვარეულოდან), რომელიც ადრე მღვდელმსახურად იყო მეფის ძის გიორგის კარზე.
_ მე უკანასკნელი ვარ თქვენს შორის, და პირველს არ უნდა დამეწყო ლაპარაკი _ დაიწყო მან, მიმართავდა რა ხალხს, _ მაგრამ ყველანი სდუმან, და ამიტომ მე ვუპასუხებ კრების სახელით. მითხარით, როგორ იწოდება აქაური გზირის ცოლი (жена здешняго кзира)? (* წერია Кзиръ _ ხმამაღლა გამომცხადებელი (глашатай), რომელიც ხალხს უცხადებდა უფროსობის განკარგულებების შესახებ)
_ გზირის ცოლად (Кзиршей), _ უპასუხა რამდენიმე ხმამ.
_ მაშინ ამის შემდეგ როგორ გინდათ თქვენ, რომ მეფის ცოლი არ იწოდებოდეს დედოფლად?
ბევრმა გაიღიმა, მაგრამ არავის არც ერთი სიტყვა არ უთქვამს.
_ ჩვენ გადავცემთ ამ პასუხს დედოფალსა და წმინდა კათოლიკოსს, _ თქვა თავადმა თუმანიშვილმა და წავიდა.
მთელი ეს შემთხვევა უმცირესი წვრილმანებით აცნობეს გიორგის მისმა მომხრეებმა, რომლებიც უსმენდნენ ყოველ სიტყვას.
“სასულიერო პირებმა და დიდებულებმა, დეპუტატების წასვლის შემდეგ, თითოეულმა ცალ-ცალკე დაიწყეს გამოცხადება გიორგისთან და დარეჯანთან, არწმუნებდნენ რა ორივე მხარეს თავიანთ ურყევ ერთგულებაში.”
დარეჯან დედოფალმა, ხედავდა რა, რომ საქმე ღებულობს მისთვის არცთუ მთალ სასურველ მიმართულებას, გადაწყვიტა შვილებთან ერთად ეღიარებინა გიორგი საქართველოს მეფედ. დედამ, ვაჟიშვილებთან ერთად, გაუგზავნა თავის გერს დამტკიცებითი ფურცელი, რომელსაც ხელს აწერდა და თავისი ბეჭდებით ამტკიცებდა ყველა ბატონიშვილი, და იწვევდა გიორგის მეფის დასაფლავებაზე. მეფის ძენი ითხოვდნენ, რათა დარეჯან დედოფლის სახელი ეკლესიაში მოხსენიებული ყოფილიყო მეფის წინ. გიორგი პასუხობდა, რომ თელავში მოსვლის შემ,დეგ ყველაფერში დააკმაყოფილებს დედოფალს, მაგრამ მხოლოდ ხალხის ადათ-წესების თანახმად, ამასთან მათ უთმობდა მამის დაკრძალვის საკითხების განკარგვას, რადგანაც თავად იგი დაკავებული იყო ხელისუფლების განმტკიცებით.
მიიღო რა ერთგულების პირობა ყაზახში, ბორჩალოსა და გორში, მემკვიდრე არ ჩქარობდა თელავში ჩასვლას. იგი უწინდებურად ცხოვრობდა სალა-ოღლუში და ელოდა თუ რას მოიმოქმედებდა მისი მოწინააღმდეგე პარტია.
მეფის ძე თელავში ჩამოვიდა მხოლოდ მაშინ, როდესაც დაკრძალვის წესი უკვე აღსრულებული იყო და ერეკლეს სხეულს მცხეთისკენ მოასვენებდნენ.
აქ მან იხილა მხოლოდ დარეჯან დედოფალი, მეფის ძე ვახტანგი და საქართველოს კათოლიკოსი, მეფის ძე ანტონი; ყველა დანარჩენი ნათესავი და ბატონიშვილი მიაცილებდა ერეკლეს სხეულს მცხეთისკენ.
გიორგი ეახლა დარეჯანს და, ჩვეულების მიხედვით, მასთან ერთად იგლოვდა მათ საერთო დანაკარგს.
დედინაცვალსა და გერს შორის დაიწყო სხვადასხვა მოლაპარაკებები; ბოლოს უკანასკელმა ბრძანა ეთქვათ დარეჯან დედოფლისთვის, რომ იგი არ აპირებს მეფობდეს მისი (დარეჯან დედოფლის _ ი. ხ.) მხევლების მეშვეობით და ტახტს მიიღებს პირმშოობის უფლებით და შეუზღუდავად.
ბრგე აგებულებისა და ავადმყოფური გამომეტყველების მქონე გიორგის გააჩნდა ფიცხი, მაგრამ კეთილი ხასიათი (* Артемій Араратскій, ч. II, стр. 20).
მოიწვია რა თავისთან გორის მთავარეპისკოპოსი, გიორგიმ უბრძანა მას ჩაეცვა სრული სამღვდელმთავრო შესამოსელი, ჯვრითა და სახარებით, შემდეგ დუწყო მოწოდება თავისთან სახელმწიფოს ყველა უმნიშვნელოვანეს თანამდებობის პირს, რომლებიც, ვერ ბედავდნენ რა უარის თქმას, იკრიბებოდნენ.
ზოგიერთი მზად იყო შეეფიცა ერთგულება, მაგრამ მათი უმეტესი ნაწილი მიეკუთვნებოდა დარეჯან დედოფლის პარტიას, და სურდა სამეფოს მმართველობის გადაცემა მის ხელში.
“აქამდე ავადმყოფური სახე გიორგისა _ ამბობს მემატიანე _ რომელიც გამოხატავდა მორჩილებსა და მოკრძალებას, უეცრად გაბრწყინდა ვაჟკაცობით, უდრეკი ნებითა და სამეფო დიდებით.”
“მეფე-მშობელის წინაშე ღალატსა და უპატივცემულობაში ცილდაწამებულმა გიორგიმ ძლივსძლივობით თუ მოახერხა თავის გამართლება, და იმ დროიდან, ხედავდა რა თავის მოწინააღმდეგეთა ვერაგობასა და ჩანაფიქრებს _ ჩამოეცილებინათ იგი ტახტისგან _ ჩამოიფარა საერო საქმეებისადმი გულგრილობის ნიღაბი, თავი მიუძღვნა მხოლოდ ღვთისმოსაობას და სრულებით მოატყუა, დაამშვიდა მისი მოწინააღმდეგე პარტია. მაგრამ რაც უფრო ღრმად უნდა დაემარხა მას საკუთარ თავში ხელისუფლების სიყვარულის, შურისძიების შეგრძნებანი, მით უფრო საშინელი ხდებოდა ეს ბრძოლა, და საჭირო გახლდათ ძლიერი ხასიათი, რათა ბოლომდე გაეძლო ამ როლისთვის.”
კახეთის თავადები, აზნაურები, სასულიერო წოდება და ხალხი შეიკრიბნენ თელავის სასახლეში. შეიტყო რა მათი სურვილების განსხვავებულობის შესახებ, გიორგი გამოვიდა შეკრებილებთან (* Рукопись Буткова къ императорской академіи наукъ).
“მრისხანედ ბრწყინავდა დიდებული შესახედაობა მეფისა; სახის ნაკვთები ასახავდა სულის სიმშვიდეს, გაბედულებასა და უდრეკელობას. მეფე ბრძანა შეერეკათ ყველანი სასახლის დარბაზში, წინააღმდეგობის გამწევთ დაემუქრა თვალების დათხრას, ხოლო დარბაზის კარებში კი დარაჯები დააყენებინა.”
_ მშობელი ჩემი გარდაიცვალა _ სთქვა გიორგიმ _ მე, მისი უფროსი ვაჟი, ვღებულობ მეფობას. აი ჯვარი და სახარება. ვისაც სურს, შემომფიცოს მე, ვისაც არ სურს _ დაე წავიდეს აქედან.
წასასვლელი არსად იყო (Выйти было некуда).
_ გაუმარჯოს მეფე გიორგის! გაისმა იქ მყოფთა შეძახილები, და ყველამ დადო ფიცი.
მეორე დღეს, ტაძარში, გიორგი გამოცხადებულ იქნა მეფედ, გიორგი XII-ის სახელით.
მეფობათშორისის ამ შუალედში, ეკლესიებში ლიტურგია არ აღესრულებოდა, რადგანაც სასულიერო წოდებამ არ იცოდა, თუ ვინ უნდა მოეხსენებინა. ხალხი უკმაყოფილო იყო მსახურების შეწყვეტით. ჰყვებიან, რომ მაშინ თელავის ტაძრის კანდელაკმა (ключарь) დავით ჰერეთელმა (სწერია Герадинскій) ითავა დაეყენებია წირვა. ტაძარში ხალხის დიდი სიმრავლე მოგროვდა, მით უმეტეს, რომ ყველა მცხოვრებს სურდა სცოდნოდა, თუ ვის მოიხსენიებს კანდელაკი. მოხერხებულმა მღვდელმსახურმა შეძლო გვერდი აევლო იმ საძნელო მდგომარეობისთვის, რომელშიც იგი იმყოფებოდა:
_ მოიხსენოს უფალმა ღმერთმა სასუფეველსა თვისსა ის, ვინც იქნება ჩვენი მეფე, _ გამოაცხადამან.
ხალხმა ისე დატოვა ტაძარი, რომ ვერ შეიტყო თავისი ხელმწიფის სახელი.
მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გამოვიდა გამარჯვებულად ყველა ინტრიგიდან, იგი მაინც იძულებული შეიქმნა დათანხმებოდა დედინაცვლისა და ძმების მოთხოვნებს და ხელი მოეწერა ერეკლეს ანდერძისთვის, რომ მისი სიკვდილის შემდეგ საქართველოს ტახტი გადავიდოდა არა მის ვაჟიშვილზე, არამედ ძმაზე ბატონიშვილ იულონზე, და შემდეგ კი მის სხვა ძმებზე, გვარში უფროსობის მიხედვით. ყველას მიერ ხელმოწერილი აქტი შესანახად გადაეცა დარეჯან დედოფალს (* კნორინგის მოხსენება ხელმწიფე იმპერატორისადმი 1801 წ. 28 ივლისს. ლაზარევის წერილი კნორინგისადმი 1801 წ. 8 მარტს. Тифлисскій арх. канц. наместн. მირიან ბატონიშვილის წერილი ხელმწიფე იმპერატორისადმი 1798 წ. 10 მარტს. Московскій арх. мин. иностр. делъ). გიორგი დაჰპირდა მისთვის დაეტოვებინა მთელი ის მამულები, რომლებსაც ფლობდა იგი ამ დრომდე, და რომლებიც ახლა, ადათ-წესების მიხედვით, უნდა გადასულიყო ახალი დედოფლის _ მარიამის ხელში.
დარეჯანი შეურიგდა გიორგის და, თავისი კეთილგნწყობის ნიშნად, გაუგზავნა მას მთელი მემკვიდრეობითი ნივთები და საგვარეულო ხატები მორთულობებით. მეფე გიორგიმ თავისთვის დაიტოვა მხოლოდ ხატები, ხოლო ნივთები კი დაუბრუნა ქვრივ დედოფალს, რამაც საბოლოოდ აღადგინა თანხმობა, თუმცა კი, არცთუ დიდი ხნით.
ამრიგად, გიორგი დამკვიდრდა ტახტზე დიდი მსხვერპლის ფასად და სამეფო ძალაუფლების შეზღუდვებით. აზიური პოლიტიკა და წესები, რომლებიც იძლეოდა იმის ნებას, რომ ისევე ადვილად არ შეესრულებიათ თავიანთი ფიცი, როგორც წარმოსთქვამდენ ხოლმე მას კიდეც, იყო მიზეზი იმისა, რომ გიორგი მსუბუქად და მალევე დაეთანხმა თავისი უფლებებისა და ძალაუფლების შეზღუდვაზე. ხოლო როდესაც იგი დაემკვიდრა ტახტზე, მაშინ, სურდა რა დაებრუნებია თავისთვის დაკარგული, მოუწოდა თავისთან 4.000 ლეკს და, მათზე დამყარებით, დაიწყო ფიცისა და დაპირებების დარღვევა.
ძმები და დედინაცვალი წავიდ-წამოვიდნენ თავიანთ სამკვიდროებში და, არ ჰქონდათ რა სახსრები ძალისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, თითქოსდა დამშვიდდნენ. გარეგნული სიმშვიდე დამკვიდრდა საქართველოში.
მაგრამ სამეფო გვარის პირები არ დარჩენილან უბრალო მაყურებლებად. სამკვიდროებში წასულები ისინი აგროვებდნენ თავიანთთვის მომხრეთა პარტიებს, თესდნენ უთანხმოებებს და ხშირად ყურსაც არ უგდებდნენ მეფის ბრძანებებს. ძმებს შორის გამოვლინდა შეუპოვარი მტრობა, ხოლო თავადაზნაურობასა და ხალხს შორის კი წარმოიქმნა უთანხმოებანი და დავები (раздоры)...
სურდა რა შერიგებოდა თავის ძმას ბატონიშვილ ალექსანდრეს, გიორგიმ ამისთვის ითხოვა დარეჯან დედოფლის დახმარება. დარეჯანი დაჰპირდა მეფეს თხოვნის შესრულებას. დედის თხოვნით, ბატონიშვილი ალექსანდრე მივიდა მასთან (დარეჯანთან) და განუცხადა, რომ გიორგისთან შერიგება არ სურს, იცის რა, რომ იგი არ შეასრულებს მშობლის ანდერძს ტახტზე მემკვიდრეობასთან დაკავშირებით.
ალექსანდრე წავიდა ბორჩალოში. გიორგიმ გაგზავნა თავისი ძე, ბატონიშვილი იოანე, რათა გადაეჭრა გზა ალექსანდრესთვის; მაგრამ მან შეიტყო გიორგის განზრახვების შესახებ და გაემგზავრა ახალციხელი, ხოლო იქიდან კი იმერეთში. მაშინ გიორგიმ დაიწყო დაეჭვება დარეჯან დედოფლის ავ ჩანაფიქრებში მის წინააღმდეგ, ჩამოართვა მას სოფლები და მათგან მიღებული შემოსავლები გადასცა თავის მეუღლეს სარგებლობაში; მამული ჩამოართვა ასევე ალექსანდრე ბატონიშვილსაც და ამის კვალდაკვალ დაიწყო ძმების შევიწროვება.
გიორგის ეშინოდა სპარსელთა ახალი შემოსევისა და არ ჰქონდა ამ შემთხვევაში, თავისი მამის მსგავსად, რუსეთის დახმარების იმედი, რის გამოც მან გადაწყვიტა შესულიყო თურქეთის მფარველობაში. თავადი ასლან ორბელიანი, რომელსაც ცოლად ჰყავდა თავად ციციშვილის, გიორგი მეფის სიმამრის ასული, გაგზავნილ იქნა სულთანთან ამის თაობაზე ფორმალური თხოვნით (* ზოგიერთი პირის ჩვენებით, გაგზავნილი იყო თავადი თარხან-მოურავი /князь Тархановъ/). ჩავიდა რა ახალციხეში, თავადმა ორბელიანმა განუცხადა ფაშას დავალების შესახებ, რომელიც მას ჰქონდა მეფისგან სულთნის წინაშე. ფაშამ დაუყოვნებლივ გაგზავნა სულთანთან შიკრიკი, რათა გამოეთხოვა ორბელიანისთვის ნებართვა კონსტანტინოპოლში გასამგზავრებლად, და, პასუხის მოლოდინში, მეფის დესპანი იმყოფებოდა ახალციხეში. ამ დროს რუსეთიდან ტფილისში ჩამოვიდა დავით ბატონიშვილი, რომელიც იქ გაგზავნილი იყო ჯერ კიდევ ერეკლეს სიცოცხლეში და იმყოფებოდა რუსეთის სამსახურში. მან შეატყობინა მეფეს საქართველოსადმი იმპერატორ პავლეს მოწყალე დამოკიდებულების შესახებ. მაშინ გიორგიმ საიდუმლოდ გაუგზავნა შიკრიკი ორბელიანს სულთნისთვის გაგზავნილი თხოვნის უკან დაბრუნების ბრძანებით, და შემდეგ კი უნდა განეცხადებია ფაშასთვის მეფის განზრახვათა შეცვლის შესახებ და დაბრუნებულიყო ტფილისში ორბელიანმა აღასრულა გიორგი მეფის ნება და დაბრუნდა საქართველოში [3].
თ ა ვ ი I V
საქართველოს მდგომარეობა ტახტზე გიორგი XII-ის ასვლის დასაწყისში. _ ს.-პეტერბურგში ელჩობის გაგზავნა გიორგის თხოვნით ტახტზე მისი დამტკიცების შესახებ. _ იმპერატორ პავლეს რესკრიპტი გიორგისადმი. _ კოვალენსკის დანიშვნა ჩვენს რწმუნებულ მინისტრად საქართველოს მეფის კარზე.
გიორგი XII ტახტზე ავიდა მაშინ, როდესაც საქართველოს, რომელიც არ იყო გარეშე მტრებისგან დაცული, არ ჰქონდა წესრიგი საშინაო მმართველობაშიც. ქვეყანა გაძარცვულ-დარბეული იყო, ხალხს კი მძიმე გადასახადები აწვა ტვირთად; ყველგან გავრცელებული იყო სიღარიბე და სიღატაკე (бедность и нищета).
ტფილისი წარმოადგენდა ნანგრევების გროვას. მხოლოდ ორი ქუჩა იყო თავისუფალი (გაწმენდილი) მგზავრობისთვის; მაგრამ მათაც ორივე მხარეზე მიუყვებოდნენ გაძარცვული სახლები (* Изъ записокъ Тучкова. Арх. главн. шт. въ С.-Петербурге).
თავად მეფე, როდესაც იგი გადმოსახლდა დარბეულ დედაქალაქში, იძულებული შეიქმნა განთავსებულიყო თავად ბებუთაშვილის (Бебутовъ) ერთადერთ გადარჩენილ სახლში, სადაც იცხოვრა კიდეც მან თავის სიკვდილამდე, ორ მეტად პატარა ოთახში (* ჩაწერილია თავად დ. ო. ბებუთოვის სიტყვებიდან. იხ. ასევე письмо Коваленскаго Кноррингу 2-го декабря 1799 г. Т. А. К. Н.).
ხედავდა რა, რომ სახელმწიფოს შემოსავლები მეტად არასაკმარისია თავისი მრავალრიცხოვანი ოჯახის შესანახად, ერეკლე ართმევდა თავადებსა და აზნაურებს მათ კუთვნილ მამულებს და აძლევდა მათ სამკვიდროდ თავის ვაჟებს. მიწების ამ დარიგებასთან ერთად მან საქართველოს უმეტესი ნაწილი დაუთმო თვითნებობას. ხოლო როდესაც არეულმა გარემოებებმა მოითხოვეს ბატონიშვილთაგან მეფისთვის დახმარების გაწევა თავიანთი ჯარებით ან ფულებით, მაშინ ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ასრულებდნენ ისინი მეფის მოთხოვნებს, იყვნენ რა მუდმივად ურჩები მისი ნებისა და მოთხოვნებისადმი.
დარეჯან დედოფლის ხრიკებით, რომელიც სამეფოს მართავდა ქმრის ავადმყოფობის გამო, ერეკლე იმყოფებოდა ერთგვარად იმისი აუცილებლობის წინაშე, რომ დაუსჯელად დაეტოვებინა თავისი ვაჟებისა და ნათესავების დანაშაულებანი (* Изъ рапорта Кнорринга государю императору 29-го іюня 1801 г. Арх. мин. внутр. делъ. Дела грузинскія. Книга I).
საერთოდ, რუსეთთან 1783 წლის ტრაქტატის დადების დროიდან, საქართველოს მეფემ,
სახელმწიფო ჩინებმა და ხალხმა, იმედოვნებდნენ რა რუსეთის მფარველობასა და მის ძლიერ დახმარებაზე, ხელი აიღეს საკუთარი უსაფრთხოებისთვის ზრუნვაზე და ისეთ დონემდე დაკარგეს სულის სიმხნევე, რომ მათ აშინებდათ თუნდაც ხმები იმის შესახებ, რომ ლეკები ან სპარსელები შემოიჭრებიან საქართველოში. სარგებლობდა რა ამით, ავარიის ხანმა ქართველებს დააკისრა ყოველწლიური ხარკი 5.000 მანეთი, რომელსაც აგროვებდნენ საჩუქრების სახით საქართველოს მეფისგან.
ერეკლე იმედოვნებდა ამ საშუალებით ქვეყნისთვის მოეტანა უსაფრთხოება ავარელებისა და ლეკების თავდასხმებისგან, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია, არამედ მხოლოდ გაზარდა ხალხისგან ასაკრეფი გადასახადები (подати и поборы). და ეს გადასახადები, რომლებიც იუმისოდაც მნიშვნელოვანი იყო, სამეფო სახლის შესანახად, ახალი ხარკის გადახდის აუცილებლობის გამო, მძიმე შეიქმნა ხალხისთვის, მით უმეტეს, მხარის მუდმივად გაჩანაგების გამო მუშა ხელების რიცხვი კი არ იზრდებოდა, არამედ მცირდებოდა.
მემამულენი, რომლებიც ვალდებული იყვნენ შევიწროვებულ გარემოებებში დახმარებოდნენ მეფეს, სიჭარბით ინაზღაურებდნენ დანახარჯს იმით, რომ ძარცვავდნენ გლეხებს, რომლებიც იქამდე იყვნენ მიყვანილნი, რომ თავშესაფარს ეძიებდნენ უცხო სამფლობელოებში და ერჩივნათ მეზობლებთან ყოფილიყვნენ მონობაში, ვიდრე სამშობლოში განეცადათ ის შევიწროვებანი. თითოეულ მეფის ძეს, თითოეულ მეფის ასულს, მეფის ყოველ ნათესავს აძლევდნენ ეგრეთ წოდებულ ბარათს (баратъ) (ბრძანებას) ვაჭრის ან გლეხისგან საუკეთესოს აღებაზე იქიდან, რაც მას გააჩნდა.
გარეშე მტრების მოგერიებისთვის საქართველოს არ გააჩნდა საკმარისად ჯარი, და ერეკლე მეფე იძულებული იყო შეენახა 5.000-დან 10.000-მდე დაქირავებული ლეკი, რომლებიც ვალად იკისრებდნენ რა ემსახურათ ხალხის უსაფრთხოების დასაცავად, საქმით თვითნებობებს ჩადიოდნენ ტფილისში. გაეცვნენ რა ყველა შესასვლელსა და გამოსასვლელს ქვეყანაში, ლეკებს იქ ღიად შეჰყავდათ თავიანთი თანამეამულენი, რომლებიც ძარცვავდნენ და ტყვედ იტაცებდნენ უბედურ მაცხოვრებლებს, და, ასეთნაირად, საქართველო ყოველწლიურად ჰკარგავდა 200-დან 300-მდე ოჯახს. ერეკლემ იცოდა ყოველივე ეს, მაგრამ ამის წინააღმდეგ ვერანაირ ზომებს ვერ ღებულობდა, რადგანაც ეშინოდა კიდევ უფრო მეტი უბედურებებისა (* Донесеніе Кнорринга государю императору 21-го іюля 1801 г. Арх. мин. внутр. делъ по деп. общ. делъ).
ხალხის უბედურებათა ბოლომდე მისაყვანად, აღა-მაჰმად-ხანმა დაარბია და გაძარცვა დედაქალაქი და, 1798 წლის დასაწყისში ტფილისსა და საქართველოს სხვა ადგილებში გამოჩნდა შავი ჭირი, რომელიც, როგორც ვარაუდობდნენ, თავიდან დაიწყო განჯის სახანოში, იქ არსებული შიმშილის გამო (* Изъ рапорта гр. Гудовича государю императору 18-го января 1797 г. Георг. арх. коменд. Правленія).
ნათესავებისა და ხალხის მიერ საქართველოს მეფედ გიორგის საზეიმოდ აღიარება ვერ ამშვიდებდა მას, არემედ პირიქით, აკისრებდა ახალ საზრუნავს ქვეშევრდომებსა და ქვეყანაზე, რომელიც გაძარცვულიც იყო და შინაგანი უწესრიგობებისგან დატანჯულიც (истерзанная).
“თქვენ თავად _ სწერდა გიორგი ერთერთ თავის წერილში ჩვენს კანცლერს (*) _ ჩვენზე არა ნაკლებ იცით იმის შესახებ, თუ როგორი მეზობლებით ვართ გარემოცული და როგორ აღგვემატებიან ჩვენ ისინი თავიანთი ძლიერებით. ერთის მხრივ ჩვენმა მეზობელმა სპარსელებმა წარსულ წლებში ჩვენ ისე დაგვფანტეს, რომ ახლაც კი ჩვენს გაღარიბებულ ქვეშევრდომებსა და ჩვენ ერთმანეთის მოძებნა არ შეგვიძლია; მეორეს მხრივ თურქებმა მოგვისიეს ლეკები, დაარბიეს და გაძარცვეს ჩვენი სოფლები, ტყვედ წაიყვანეს ჩვენი ნათესავი თავადი ციციშვილი, რომელიც აქამომდე ჰყავთ ტყვეობაში ახალციხეში; მესამეს მხრივ _ იგივე ლეკები განუწყვეტლივ ბოროტებებს ჩადიან ჩვენში” (* Отъ 11-го октября 1798 г. Московскій арх. мин. иностр. делъ).
ქვეყნის მდგომარეობა ნამდვილად საუბედურო გახლდათ. უბედური მცხოვრებნი, რომლებიც მოწინააღმდეგეს გაექცნენ სიცოცხლის გადასარჩენად, დაბრუნდნენ რათა ეგლოვათ თავიანთი სახლების ნანგრევებსა და ნახანძრალზე, გაჩანაგებულ სოფლებზე, და მათი ხვედრი არ იყო იმათზე უფრო მეტად შესაშური, რომლებიც ტყვეობაში წაასხეს სპარსელებმა. ხალხი თუმცა კი შეუდგა ხვნა-თესვას, როგორც თავის მთავარ საქმეს, მაგრამ გაჩანაგების კვალი ყველგან ჩანდა. გაძარცვული სახლები, გადამწვარი და განადგურებული მინდვრები, საყოველთაო უსახლკარობა იყო მიზეზი იმისა, რომ პური საკუთარ მცხოვრებთა გამოკვებისთვისაც ძლივს-ღა ჰყოფნიდათ, ნაჭარბის სხვაგან გაყიდვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო.
საქართველოს ნაყოფიერ მიწას, კარგი მოწყობისა და მეურნეობის დროს, შეეძლო მოეცა მდიდარი სამკალი; მაგრამ იგი ვერ უნაზრაურებდათ მიწათმოქმედის შრომას ქვეყნის მაშინდელი პოლიტიკური და ადმინისტრაციული მოწყობის დროს. როგორც სამეფო სახლისგან, ისევე თავადებისა და აზნაურებისგანაც სხვადასხვანაირი ბეგარითა და ღალით დამძიმებულმა ხალხმა იცოდა, რომ შეგროვებული ნაყოფები, უმეტეს შემთხვევებში არ ეკუთვნის მას, რომ, მოიტანს რა თავის ნაწარმს ბაზარში, იგი რისკავს იმით, რომ მას გასაყიდს უფულოდ წაართმევს თავადი ან ბატონიშვილი (* Замечанія Лазарева о Грузіи. Акты кавк. археогр. ком., т. I, стр. 186). შრომის ამაო ხარჯვა და ქართველების თანდაყოლილი სიზარმაცე, რომელთაც ერჩივნათ ღარიბ-ღატაკებად ეხეტიალათ, ვიდრე ემუშავათ, საბოლოოდ ჰკლავდა ყოველგვარ მწარმოებლურობას (всякую производительность) მხარეში, რომელიც გაძარცვული იყო ლეკთა მუდმივი შემოჭრებით, რომლებიც ანადგურებდნენ დათესილ მინდვრებს და მონობაში მიჰყავდათ ადამიანები.
გარეშე მტერთაგან დარბეულ საქართველოს არც შინაგანი წესრიგი ჰქონდა მმართველობაში.
“ყველა ჩინი აქ მემკვიდრეობითია _ მოახსენებდა ლაზარევი _ ადამიანთა ღირსების მიუხედავად, ამიტომ ბევრ ადამიანს ვხედავთ არა თავის ადგილზე: ქალაქებისა და სოფლების მმართველობა ევალებათ ე. წ. მოურავებსა და ნაცვალებს, რომლებიც რაც კი შეუძლიათ ცდილობენ სწრაფად გამდიდრდნენ, და არ უყურებენ იმას, რომ ამისგან ზარალდებიან მათი ქვეშევრდომები, ვინაიდან არც ერთი მოხელე არ არის დარწმუნებული რომ შეინარჩუნებს თავის ადგილსა და სამფლობელოს. ყველაფერი კეთდება ბარათებით: ასე ეწოდება მეფისგან მიცემულ ბრძანებებს, რომლებსაც არსად არ სწერენ, და ამიტომ გამოდის, რომ დღეს მისცემენ ერთს, ხვალ კი იმავე მამულს ან ადგილს _ სხვას; მთელ მართლმსაჯულებას იქ იძლევიან სიტყვიერად და, რამდენადც შემეძლო შემემჩნია, ან მიკერძოებით, ან ძლიერის უფლებით, და ხშირად ვხედავთ დაცვის არმქონეთ სავსებით გაძარცვულებად. საქონელს ვაჭრებისგან, საკვებ მარაგებს მრეწველებისგან, ყველაფერს იღებენ უფულოდ, ბარათებით, რომლებსაც იძლევიან მეფის ძენი, მეფის ასულნი და, ბოლოს, ყველა ისინი, ვისაც რაიმე თანამდებობა აქვს დავალებული. არც ერთ ჩინს ხელფასი არა აქვს, არამედ ყველამ უნდა პური სჭამოს თავისი ადგილიდან, და ამის გამო კიდევ უფრო მეტად ზარალდებიან ვაჭარიც, მეშჩანიც, მოსახლეც, და, ერთი სიტყვით, ყველანი.”
ასეთ პირობებში საჭირო იყო ძლიერი ხასიათი და მყარი ნება, რათა ყველაფერი წესრიგში მოეყვანათ. არც ერთი და არც მეორე არ ჰქონია საქართველოს მეფეს.
გიორგის ავადმყოფობა და თავად მისი ხასიათიც მავნე იყო ქვეყნისთვის და სამეფოს მიდრეკდნენ დანგრევისკენ. უკიდურესობამდე ფიცხი, მეფე გახლდათ მეტად კეთილი და სუსტი ხასიათისა. არ ჰქონდა რა ის დაჟინება, რომელიც აუცილებელია მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის, იგი გახლდათ ავადმყოფი, იშვიათად სტოვებდა თავის ოთახს და თითქმის არასოდეს არ ეჩვენებოდა ხალხს.
იყო რა ჯერ კიდევ ბატონიშვილი, ახალგაზრდულ წლებში, გიორგის უყვარდა გემრიელად და ბევრი ეჭამა, რამაც გამოიწვია კიდეც ავადმყოფობის დაწყება, ხოლო შემდგომში კი, მისი განვითარებაც.
“ბატონიშვილს _ წერს მისი თანამედროვე (* Артемій Араратскій, изд. 1813 г., ч. II, стр. 17) _ მოუტანეს ფლავის უზარმაზარი კერძი და მოზრდილი ბატკანი, დატენილი ცხარე სანელებლებითა და დაკეპილი ხორცით სხვადასხვანაირი საკაზმებით. აქ პირველად მომიხდა მე ამ ბატონიშვილის ნახვა. იგი, აზიური ჩვეულებისამებრ, იჯდა იატაკზე დაგებულ ხალიჩაზე და მარტო იმითაც უკვე იყო შესამჩნევი, რომ მე არავინ არასოდეს მინახავს ისეთი, რომელიც შეედრებოდა მას სიმსუქნეში. ვახშმად თუმცა კი მოუტანეს მას ასეთივე პორცია, მაგრამ მან, ჩემთვის უკიდურესად გასაოცრად, შენიშვნა მომცა მისთვის მოტანილი საკვების არასაკმარისობაში.”
თვალითმხილველნი ჰყვებიან, რომ გიორგიმ, იყო რა უკვე საქართველოს მეფე, შეინარჩუნა ჩვეულება და მიდრეკილება რომ კარგად ეჭამა.
ჩვეულებრივ, თუკი იგი კმაყოფილი დარჩებოდა სადილით, მაშინ მოუხმობდა თავისთან მზარეულს და, ამოიღებდა რა მუდმივად ქამარზე ჩამოკიდებული გრძელი ქისიდან აბაზს, აჩუქებდა მას თავისი სიამოვნების მიზეზს.
საკვების ზომაზე მეტი მოხმარებისგან მეფემ მალევე იგრძნო ქოშინი და ჰაერის უკმარისობა, ხოლო შემდგოში კი მას განუვითარდა წყალმანკი (водяная), რომლის შემოტევებიც ხშირად საფრთხეში აგდებდა მის სიცოცხლეს (* Изъ донесения Кнорринга государю императору 7-го октября 1800 г. Тифлисскій арх. главн. штаба кавказской арміи). ტფილისში ექიმების არყოლის გამო მეფეს უვლიდნენ კათოლიკი კსენძები და სხვა იქაური მკურნალები (туземные лекоря), რომლებმაც პრაქტიკაში ისწავლეს მედიცინა.
ვერ გადიოდა რა ვერსად ოთახიდან, გიორგიმ გადასცა სამეფოს მმართველობა თავისთან დაახლოებულ პირებსა და ნათესავებს. იცოდნენ რა მეფის ხასიათის სისუსტე, მათ ისარგებლეს ამ გადაცემით და დაიწყეს თავიანთი პირადი ინტერესების დაკმაყოფილება. მეფეს მოახსენებდნენ იმას, რასაც თვლიდნენ აუცილებლად და მომგებიანად თავიანთთვის; მისი სახელით ბოროტად სარგებლობდნენ ყველგან.
ხალხს ხშირად აკისრებდნენ სხვადასხვაგვარ გადასახადებს, რომლებსაც ჰკრებდნენ თითქოსდა მეფის ბრძანებით, რომელსაც ეჭვიც კი არ ჰქონდა იმ ბოროტად გამოყენებათა შესახებ, რომლებსაც სჩადიოდნენ მისი სახელით (* Лазаревъ Кноррингу 24-го января 1801 г. Тифлисскій арх. кавк. наместника).
მალე მეფემ სრულებით ჩამოიცილა თავიდან სამეფოს მმართველობა. 1800 წ. აგვისტოში, ერთერთ თავის წერილთაგანში კნორინგისადმი, გიორგი გულწრფელად აღიარებდა თავის მცირე მნიშვნელობას საქართველოში: “ყველანაირი განკარგულებების გაცემა ჩვენს სამეფოში _ სწერდა იგი _ ჩაბარებული აქვთ მინისტრსა (კოვალენსკის) და ჩვენს ვაჟს იოანეს, ამიტომ ის წერილები მათ მიერ იქნა განხილული, ხოლო თუ რა იყო მათში დაწერილი, ამის შესახებ თქვენ გაცნობებთ მინისტრი.” მეფე უსარგებლოდაც კი თვლიდა რომელიმე წერილის წაკითხვას.
მეფის ნების აღმსრულებელთა მძარცველობა და განუკითხაობა (грабежи и безчинства) გოლიათურ ზომებამდე აღწევდა. მეფის მცველები და მის მიერ მოწოდებული ლეკები თვითნებობდნენ არა მხოლოდ პროვინციაში, არამედ თავად ტფილისშიც კი აძლევდნენ თავს იმის უფლებას, რომ მოეხდინათ ძარცვა და ძალადობანი. ერთხელ ისინი ქუჩაში გადაეყარნენ ანჩისხატის ტაძრის წინამძღვარს (протопоп), სოლომონ ალექსიშვილს, მოჰხადეს მას ქუდი და შეაგინეს იგი (надругались надъ нимъ).
“ალექსიშვილი გამოცხადდა მეფესთან და ყველაზე უფრო მკვეთრი გამოთქმებით საყვედურობდა მას, რომ მან, მოიწვია რა ლეკები, ამით ხალხი და ეკლესიის მსახურნი ქრისტიანულ ქალაქში, მზრუნველობისთვის მისცა მაჰმადიანებს” («…предалъ народъ и служителей церкви, въ христიанскомъ городе, на порученიе магометанъ») (* «Кавказъ» 1846 г., № 33).
გიორგიმ ბრძანა მასთან დაეძახათ დაქირავებული ჯარის უფროსებისთვის. ისინი გამოცხადდნენ, 80-კაციანი რაზმით გარშემორტყმულნი. მეფე თავიდან ლანძღავდა მათ, მაგრამ შემდეგ იქამდე მიჰყვა, რომ, დაივიწყა რა თავისი ავადმყოფობა, ლოგინიდან წამოხტა, ხელი წამოავლო კეტს და ლეკების მთავარ უფროსს ცემა დაუწყო. შეშინებული უფროსები და მათი მცველები გაიქცნენ გარისხებული მეფის ოთახიდან, რომელიც მათ ხელკეტით მისდევდა. ეშინოდათ რა მეფის რისხვისა და დევნისგან, ყველა ლეკი, რომელიც ტფილისში იმყოფებოდა, გარკვეული დროით გავიდა ქალაქიდან ავლაბრის კარს იქით.
წუთიერი აფეთქება გაივლიდა, მეფე მორბილდებოდა, და უწინდელი უწესრიგობანი და თვითნებობანი კვლავ თავის უფლებებში შედიოდა.
მარიამ დედოფალი, გიორგის მეუღლე, ქმრის მიერ ნაზად ყვარებული, თავისი მამის, თავად ციციშვილის, ხარბი და გაუმაძღარი ადამიანის რჩევებითა და დარიგებებით, ხშირად უმძიმებდა ხალხს მდგომარეობას თავისი მოთხოვნებითა და გადასახადებით.
გიორგი, მთელი თავისი პირადი გულკეთილობისა და საკუთარი ხალხისთვის სიკეთის სურვილის მიუხედავად, არ უყვარდათ ქართველებს.
მისი ვაჟი და მემკვიდრე, დავით ბატონიშვილი, ზრუნავდა მხოლოდ თავისი სარგებელზე და ასევე არ ერეოდა საქმეებში. ცოლად ჰყავდა რა სომეხი ქალი, ხალხის ჩვეულებათა საწინააღმდეგოდ, იგი არ იყო ყვარებული თავადების მიერ; და თუკი ჰყავდა რამდენიმე მომხრე, ესენი იყვნენ ის პირები, რომლებიც იმედოვნებდნენ მის წყალობას როგორც მომავალი მეფისა, მაგრამ გულწრფელად მისი ერთგულნი არ ყოფილან.
ბატონიშვილი იოანე, სხვებზე უფრო მეტად დადებითი და სერიოზული ადამიანი, ასევე თავს არიდებდა ყველანაირ ჩარევას მხარის მმართველობაში, მიუხედავად იმისა, რომ სარგებლობდაქ გიორგის ყველაზე უფრო მეტი ნდობით. ქვეყნის წეს-ჩვეულებათა მიხედვით, თითოეული ბატონიშვილი იცავდა თავის საკუთარ სარგებელს, და არა სახელმწიფოსი. წავიდ-წამოვიდნენ რა თავიანთ სოფლებში, ბატონიშვილები ცდილობდნენ რამდენადაც შესაძლებელი იყო მათ გავრცელებას, და ამას არ ერიდებოდნენ იმ შემთხვევებშიც, თუკი ეს გავრცელება შეუღლებული იქნებოდა სხვათა საკუთრების მიტაცებასთან ან მოყვასის წყენინებასთან.
მეფის ძენი ბაგრატი და თეიმურაზი თუმცა კი სრულწლოვანები იყვნენ, “მაგრამ ასაკთან შედარებით მეტად ახალგაზრდული ფიქრები აქვთ” _ მოახსენებდა ლაზარევი. უმცროსი ბატონიშვილი მიხეილი, რომელიც მეთექვსმეტე წელში გახლდათ, რჩებოდა ყველანაირი აღზრდის გარეშე და დაკავებული იყო რეგულარული ჯარის მოწყობით. შეკრიბა რა თავის თანატოლთაგან ეგერთა ასეული, იგი აკვირდებოდა ჩვენი ჯარისკაცების სწავლებას და შემდეგ, მათი ნიმუშის მიხედვით, ასწავლიდა თავის თანატოლებს.
შეგნებული ჰქონდა რა საკუთარი სისუსტე და უძლურება, გიორგის ასევე ესმოდა, რომ მარტოს, სხვისი დახმარების გარეშე, არაფრის გაკეთება არ შეეძლო იმ ხალხის სარგებლობისთვის, რომელსაც ის მართავდა.
ყველას აზრით, სასწრაფო, გარედან მოსული და, თუკი შესაძლებელი იქნებოდა, უანგარო დახმარება აუცილებელი იყო საქართველოსთვის. თავის მეზობელთა წრეში გიორგის არ შეეძლო ეპოვნა თავისთვის არც დახმარება, არც მხარდაჭერა. მხოლოდ რუსეთს, თავისი ერთმორწმუნეობისა და უანგარობის გამო, შეეძლო გამოსულიყო საქართველოს მხსნელად; მხოლოდ მას შეეძლო შესწეოდა ქართველების მწარე ხვედრს, რომელთაც ძარცვავდნენ მეზობლები და საკუთარი თავადები. სწორედ მას მიმართა კიდეც თხოვნით გიორგიმ.
თავადი გარსევან ჭავჭავაძე, რომელმაც კარგად იცოდა გზა პეტერბურგისკენ, გამოგზავნილ იქნა იმპერატორ პავლესთან, სრულუფლებიანი მინისტრის სახით, წერილით, რომელიც იტყობინებოდა გიორგის ტახტზე ასვლის შესახებ, და თხოვნით მფარველობის თაობაზე მისთვის და მისი მეკვიდრე ვაჟიშვილის დავითისთვის (* გიორგის წერილი ხელმწიფე იმპერატორისადმი 1797 წ. 30 ივლისს. Московскій арх. мин. иностр. делъ. См. также Константинова, ч. II, 99 /рукопись/).
საქართველოს მეფე არ იშურებდა სიტყვებს იმისთვის, რათა თავის სასიკეთოდ განეწყო იმპერატორი პავლე და მიექცია მისი ყურადღება. იგი სწერდა, რომ ადრეული წლებიდანვე სურდა დამხობილიყო რუსეთის იმპერატორის “წმინდა ტერფების” წინაშე, მაგრამ ამ დრომდე ხელს უშლიდა მას ბევრი გარემოება. “ახლა გჭვრეტთ თქვენ ჩემს ხელმწიფედ _ სწერდა გიორგი _ ჩემს მონარქად და ვსასოებ, რომ ჩემი გამოწვდილი ხელები უარყოფილი არ იქნება”.
მეფე ითხოვდა არ წაერთვათ მისთვის და მისი ვაჟის დავითისთვის, რომელიც მაშინ მსახურობდა რუსეთის სამსახურში, ის წყალობანი, რომლებიც შეპირებული ჰქონდათ მისი მამის ერეკლე თეიმურაზის ძისთვის და რომლის შემდეგაც მიიღო მან კანონიერი მემკვიდრეობა.
გიორგის სჭირდებოდა გადამჭრელი ნაბიჯი სამშობლოს გადარჩენისთვის; ნახევარზომები უფრო მეტად დამღუპველი შესაძლოა ყოფილიყო, ვიდრე სასარგებლო, ქვეყნის მოწყობისა და ახალი ძარცვა-რბევისგან ხალხის უზრუნველყოფისთვის.
მეფეს სურდა და უნდა მიეღო საბოლოო პასუხი პავლე იმპერატორისგან; სურდა სცოდნოდა, თანახმა იქნება თუ არა რუსეთი აღმოუჩინოს ქმედითი დახმარება საქართველოს.
ჩვენი სამეფო კარის უარის შემთხვევაში გიორგი ფიქრობდა მიემართა სხვა დერჟავისთვის და ს.-პეტერბურგიდან უკან გაეწვია თავადი ჭავჭავაძე.
“თუკი თქვენგან არ იქნება გამოგზავნილი ნიშნები (ინვესტიტურისა) _ სწერდა მონოზონი ექვთიმე თავად ჭავჭავაძეს _ მაშინ მეფე მაინც იცხებს მირონს” ( Московскій арх. мин. иностр. делъ).
რუსეთის მთავრობამ ვერ მოასწრო ჯერ კიდევ მიეცა პასუხი გიორგის თხოვნაზე, როდესაც პეტერბურგში მიღებულ იქნა ცნობა სპარსელთა ახალი შემოჭრისა და კიდევ ახალი ძარცვა-რბევის შესაძლებლობის შესახებ 1795 წ. მოწყობილის მსგავსად. ივნისში ტფილისში მოვიდა სპარსეთიდან გამოგზავნილი ელჩი შაჰის ფირმანით. პირველივე ცნობების მიხედვით, ისე რომ ჯერ კიდევ არ ენახა ელჩი და არ იცოდა მისი გამოგზავნის მიზნის შესახებ, გიორგიმ იჩქარა შეეტყობინებინა ამის თაობაზე ჩვენი მთავრობისთვის. დავით ბატონიშვილი სთხოვდა თავად ჭავჭავაძეს მიეცათ საშუალება (სახსარი, средства) საქართველოსთვის საკუთარი თავის დაცვისა სპარსელთა ახალი თავდასხმებისგან და ფიქრობდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ან სავსებით დაარბევენ საქართველოს, ან კიდევ აიძულებენ მათი მბრძანებლისადმი დამორჩილებას (* იქვე). თავად გიორგი ვარაუდობდა, მოილაპარაკებდა რა სპარსეთის ელჩთან, შაჰთან გაეგზავნა თავისი სიმამრი, თავადი ციციშვილი, საჩუქრებით (* დავით ბატონიშვილის წერილი ს. ლ. ლაშქაროვს 1798 წ. 21 ივლისს), ხოლო თავადი გიორგი ავალიშვილი კი პეტერბურგში, ახალი თხოვნით (* მონოზონ ექვთიმეს წერილი თავად ჭავჭავაძისადმი): 1) სამუდამო ფიცის დადების შესახებ; 2) მეფისთვის დასახმარებლად 5.000 კაციანი რუსული ჯარის მიცემის შესახებ იმ პირობით, რომ ხუთი წლის შემდეგ, როდესაც მეფე ქვეყნის საქმეებს გამოასწორებს, მაშინ იგი საქართველოში დაიტოვებს მხოლოდ მხოლოდ 500 კაცს, ერთადერთი მიზნით, რათა ყველასთვის საცნაური გახადოს რუსეთის მფარველობა საქართველოზე.
სპარსელთა მუქარებმა მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანეს საქართველოს. პირველივე ცნობების შედეგ სპარსელთა ახალი თავდასხმის შესახებ, პეტერბურგის კაბინეტმა იჩქარა მიეცა კატეგორიული პასუხი საქართველოს მეფის თხოვნებზე და განაცხადა რუსეთის მფარველობის ქვეშ საქართველოს მიღების თაობაზე.
იმპერატორი პავლე, ულოცავდა რა გიორგის ტახტზე ასვლას, დაჰპირდა, რომ მისგან ტახტზე დამტკიცების საკითხზე თხოვნის მიღების შემდეგ, გაუგზავნის მას თავის მინისტრს სამეფო ინვესტიტურის ნიშნებით, და გამოთქვამდა იმედს, რომ გიორგი, ტახტთან ერთად, მემკვიდრეობით მიიღებს იმ ერთგულებასაც, რომელსაც ინარჩუნებდა რუსეთის იმპერატორისადმი მისი განსვენებული მამა (* Рескриптъ Георгიю 23-го августа 1798 г. Московскій арх. мин. иностр. делъ).
გენერალ-ლეიტენანტმა გრაფმა მარკოვმა, რომელიც მეთაურობდა კავკასიის დივიზიას, მიიღო ბრძანება ჩაეგონებინა გიორგისთვის, რომ მის მიერ ჩვენი მთავრობისადმი ერთგულების შენარჩუნების ხარისხსა და სპარსეთთან მიმართებაში მის ქცევაზე იქნება დამოკიდებული რუსეთის შემდგომი მფარველობა.
მიიღო რა გადაწყვეტილება და პასუხები თავის პირველ თხოვნებზე, გიორგიმ თავად ჭავჭავაძეს გამოუგზავნა ახალი სათხოვარი, რომელიც გადაცემულ იქნა იმპერატორ პავლესადმი თავად საქართველოს ელჩის მიერ.
_ დიდო იმპერატორო (*), ქართლისა და კახეთის სამეფოს მფარველო და დამცველო და ბევრ სხვათა მფლობელო _ ამბობდა თავადი ჭავჭავაძე, გადასცემდა რა თხოვნას, _ მე, ერთგული ქვეშევრდომი თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობისა, ღირს ვიქმენ ბედნიერებისა ჩემი მეფისგან გიორგი ერეკლეს ძისგან და მისი ძალაუფლების ქვეშ მყოფი ყველა ხალხისგან, რათა მისი სახელით დავემხო თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის ფერხთა წინაშე, და ჩემი მოვალეობის გამო ვბედავ გთხოვოთ გააბედნიეროთ იგი დამტკიცებით ამ სამეფოზე, როგორც კანონიერი მენაცვალე (მემკვიდრე, преемникъ), მასზე სამეფო ნიშნების დადებით, და განაგრძოთ მისადმი და მისი ყველა ხალხისადმი თქვენი კეთილნებელობა (ваше благоволенიе). ჩემს მიერ მოტანილი ეს თხოვნა კი გთხოვთ ღირსჰყოთ თქვენი მაღალმონარქიული მოხედვისა (* Речь кн. Чавчавадзе. Московскій арх. мин. иностр. делъ).
საქართველოს მეფე ითხოვდა დაემტკიცებინათ იგი ტახტზე და უზრუნველეყოთ იმდენად, რომ არ დასდგომოდა მას საჭიროება დახმარებისა არც ერთი სხვა სამეფო კარისგან; რომ ტახტის მემკვიდრედ დაემტკიცებინათ მისი ვაჟი დავითი, “და წინდაწინ დამაიმედოთ დაპირებით, რომ ჩემს მენაცვალეებს ექნებათ სამარადისო და ურყევი მეფობა საქართველოში, და რომ სხვას არავის ჩემს საშინაო განკარგულებებთან, როგორც თავადაზნაურთა მიმართ, ისე ჩემი ყველა ქვეშევრდომის მიმართაც, არ ექნება შეხება ჩემი საკუთარი ნების გარეშე” (* თარგმანი გიორგი მეფის თხოვნისა 1798 წ. 11 ოქტომბერს. Арх. мин. иностр. делъ). ეს გახლდათ თხოვნის არსებითი და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი. დამტკიცება და ამ თხოვნაზე თანხმობა საბოლოოდ განამტკიცებდნენ გიორგის საქართველოს ტახტზე და უკანასკნელს ადგენდნენ მემკვიდრედ მეფის საგვარეულოში. საქართველოს მეფისთვის საკმარისი არ იყო მხოლოდ მისი აღიარება მეფედ: მისთვის აუცილებელი გახლდათ ტახტის აღიარება მემკვიდრეობითად მის საგვარეულოში. ერეკლეს ანდერძი ცნობილი არ იყო ხალხის უმრავლესობისთვის. საკითხი ტახტის მემკვიდრეობაზე ცვლილების შესახებ, რომელიც გადაწყვეტილ იქნა სამეფო ოჯახის ნათესავთა ვიწრო წრეში და ცნობილი იყო არცთუ ბევრი თავადისთვის, შენახული ჰქონდათ საიდუმლოდ, ცხრაკლიტულში. ჩვენ ვნახეთ, რომ მცდელობა იმისა რათა გამოეცხადებიათ რაიმენაირი ცვლილება ტახტზე მემკვიდრეობაში, ვერ მოხერხდა; რომ ხალხი, რომელსაც შესთავაზეს ეღიარებინათ დარეჯანი დედოფლად და მოეხსენებიათ მისი სახელი მეფის წინ, არ გამოეხმაურა თანაგრძნობით ამ წინადადებას და ემხრობოდა საგანთა უფრო ძველ წესრიგს, ვიდრე ახალს. გიორგის არ შეეძლო არ დაენახა, რომ რუსეთის იმპერატორის მიერ მისი აღიარება მეფედ, ხოლო დავით ბატონიშვილისა _ მემკვიდრედ, საბოლოოდ დაარწმუნებს ხალხს მეფისა და მისი საგვარეულოს უფლებების სამართლიანობაში. ვერ პოულობდა რა მხარდაჭერასა და საყრდენს ვერც საკუთარ ოჯახში, ვერც ახლო ნათესავების წრეში, გასაგებია, თუ რატომ ითხოვდა იგი დაჟინებით ამ აღიარებას. ერეკლეს მიერ დატოვებული ანდერძი ტახტზე მემკვიდრეობის შესახებ მაშინ ჰკარგავდა თავის ძალასა და მნიშვნელობას...
მიუთითებდა რა თავის წინაპრებზე, რომლებიც ყოველთვის რუსეთის ერთგულნი იყვნენ, საქართველოს მეფე ჰპირდებოდა გადაეჭარბებინა მათთვის ერთგულქვეშევრდომობით გრძნობაში. იგი ითხოვდა, რომ ყველა მნიშვნელოვან საქმეზე მოეხსენებია არა კავკასიის ხაზის სარდლისთვის, არამედ პირდაპირ ჩვენი მთავრობისთვის, თავისი მინისტრის მეშვეობით, რომელიც ს.-პეტერბურგში იმყოფებოდა. გიორგი მიუთითებდა იმაზე, რომ ერეკლემ, რომელსაც კავკასიის ხაზის სარდლებთან ასეთი ურთიერთობებისგან “ჰქონდა საქმეების მეტად ნელი წარმართვა” და, ამიტომ ვერ ღებულობდა სწრაფ დახარებას, ბევრი რამ დაჰკარგა საქართველოზე აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისა და ტფილისის აოხრების გამო.
მომავალში მსგავსი შემთხვევებისგან უზრუნველყოფისთვის გიორგი ითხოვდა გამოეგზავნათ მისთვის 3.000 “რუსი ჯარისკაცი, იარაღითა და მთელი სამხედრო კუთვნილებებით”.
“როდესაც საქართველოში _ სწერდა გიორგი იმპერატორ პავლეს _ იყვნენ ხოლმე რუსეთის ძლევამოსილი ჯარები, მაშინ ყოველთვის ბოროტი ადამიანები, თავიანთი სხვადასხვანაირი გამონაგონებით, მტრობას აგდებდნენ მათ და ჩვენს უფროსებს შორის, რის გამოც გთხოვთ უბრძანოთ ამ ჯარის მომავალ მეთაურს საქმე იქონიოს მხოლოდ ჩემთან ან მასთან, ვისაც ეს ჩემს მიერ ექნება დავალებული”.
მეფე ითხოვდა, რომ მეზობელთა მხრიდან რაიმენაირი მტრული მოქმედებების შემთხვევაში, ბრძანება ჰქონოდა კავკასიის დივიზიის სარდალს, პირველივე შეტყობინების შემდეგ, დაეძრა საქართველოსკენ 7.000 ჯარი, არ ითხოვდა რა ამაზე წინასწარ ჩვენი მთავრობის ბრძანებას.
არ დაელოდა რა პასუხის მიღებას თხოვნაზე საქართველოს მეფედ დამტკიცების შესახებ, მისმა ელჩმა მიიღო ახალი წახალისება საქართველოდან ეზრუნა იმპერატორ პავლეს მიერ (საკითხის) უსწრაფესად გადაწყვეტის შესახებ.
“თქვენთვის უცნობი არ არის ქართული ანდაზა _ სწერდა დავით ბატონიშვილი (*) _ რომ ყველანაირი საქმე თავის დროზე უნდა იქნას გამოყენებული, ხოლო სხვა შემთხვევებში ისინი არ იმსახურებენ ყურადღებას. ჩვენს სამეფოს არ შეეფერება ახლა კამათით წარმართული საქმეები” (* თავადი ჭავჭავაძე 1799 წ. 3 თებერვალს. Московскій арх. мин. иностр. делъ).
მართლაც, საქართველოსთვის ცოტა იყო მხოლოდ მოლაპარაკებანი: მისთვის აუცილებელი გახლდათ ფაქტიური დახმარება უკვე იმიტომ, რომ მას უხდებოდა მტაცებელ მეზობელთა განუწყვეტელი თარეშების მოგერიება.
თურქები თავიანთი თავდასხმებით განუწყვეტლივ აწუხებდნენ ხალხს. ახალციხის ფაშა ლეკებით აჩანაგებდა ქართლს (* დავით ბატონიშვილის წერილი ლაშქაროვისადმი 1798 წ. 21 ივლისს. იქვე). ლეკები, გაივლიდნენ რა ოტომანის პორტას სამფლობელოებს, იჭრებოდნენ საქართველოში, არბევდნენ სოფლებს, ტყვედ იტაცებდნენ მის მცხოვრებთ და, ჰქონდათ რა უსაფრთხო უკანდახევის საშუალება, ძალზედ ხშირად იმეორებდნენ თავიანთ თარეშებს (* Рескриптъ императора нашему посланнику в Константиполе отъ 2-го ноября 1798 гю Там же).
თურქეთის მხრიდან თავდასხმების თავიდან აცილებისთვის თუმცა კი გაეგზავნა ბრძანება კონსტანტინოპოლში ჩვენს ელჩს ტამარას რომ ეთხოვა პორტასთვის, რათა მას აეკრძალა ახალციხის ფაშისთვის საქართველოში შემოჭრების მოხდენა და საერთოდ თავის სამფლობელოებზე ლეკების გამოტარება, მაგრამ ეს შუამდგომლობა ვერ იქნა დაგვირგვინებული წარმატებით. ფაშა, რომელიც მეტად სუსტ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა პორტასთან და არ აქცევდა ყურადღებას თავისი მთავრობის ბრძანებებს, სახავდა თავის ანგარებისმოყვარულ მიზნებს, რაც შეერთებული იყო მეზობლების ძარცვა-რბევასთან. 1798 წლის სექტემბერში იგი კვლავ შემოიჭრა საქართველოში (*) და მოახერხა ტყვედ ჩაეგდო თავადი ციციშვილი, რომლისთვისაც მოითხოვდა 3.000 მანეთს გამოსასყიდს (* Донесеніе гр. Маркова государю императору сентября 1798 г.).
გიორგი კვლავ ითხოვდა მის დაცვას ამ შემოჭრებისგან, ხოლო თუკი თავად მიიღებს იგი ზომებს საკუთარი ხალხის დაცვისთვის ახალციხის ფაშის თვითნებობებისგან, მაშინ “არ ჩავთვალოთ იგი ამის გამო დანაშავედ” ჩვენი მთავრობის წინააღმდეგ.
ქვეყნის ყველა ამ მოუწყობლობას შეუერთდა მისი შიში სპარსელების შემოჭრის გამო, რომლებიც, ცნობების მიხედვით, ვარაუდობდნენ თავიანთი ჯარების თავმოყრას გოგჩის ტბის მახლობლად, რომელიც მდებარეობდა საქართველოსა და ერევნის ოლქს შორის. თავმოყრა ამ პუნქტში შესაძლოა ახსნილი ყოფილიყო მხოლოდ საქართველოში შემოჭრის სურვილით. დავით ბატონიშვილი მოითხოვდა თავად ჭავჭავაძისგან “რაიმენაირ ყველაზე უფრო სასარგებლო რჩევას და ეკითხებოდა მას თუ როგორ მოქცეულიყო, რათა თავიდან აეცილებინათ ის ხვედრი, რომელიც მათ განიცადეს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისგან”. “დამიჯერე, _ სწერდა ბატონიშვილი (*) _ რომ თუკი სრულიად რუსეთის ჯარები, რომელთაც შეუძლიათ მის განზრახვას წინ აღუდგნენ, ახლო დროში არ გამოცხადდებიან საქართველოში, მაშინ ვეჭვობ, რომ მისი მიზანი წარმატებით დაგვირგვინდება” (* Кн. Чавчавадзе 3-го февраля 1799 г. Московскій арх. мин. иностр. делъ).
სწორედ ეს მიზეზები აიძულებდა გიორგის წაეხალისებინა თავადი ჭავჭავაძე მასზე დაკისრებული დავალების უსწრაფესად შესრულებისთვის. საქართველოს ელჩი რწმუნებული იყო ეთხოვა კიდევ იმის შესახებ, რომ რუსულ ჯარებთან ერთად, რომლებიც გაგზავნილი იქნებოდნენ საქართველოში, არ გაეგზავნათ ის ქართველები, რომლებიც იმყოფებოდნენ ჩვენს სამსახურში; მიეცათ მეფისთვის უფლება, აუცილებლობის შეთხვევაში, გაეგზავნა რუსული ჯარები მეზობელ მფლობელთა თარეშების მოგერიებისთვის და ამით ეყოლია ისინი მორჩილებაში; დავით ბატონიშვილისთვის ეწყალობათ წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენი, იმის მაგალითით, რომ თავად გიორგის უწყალობეს ეს ორდენი, როდესაც იგი გახლდათ ტახტის მემკვიდრე; მის მომდევნო ძის იოანესთვის ეწყალობათ წმ. ანას ორდენი; მისი მეუღლე, დედოფალი მარიამი, დაეჯილდოვებინათ წმ. ეკატერინეს ორდენით, და, ბოლოს, დაებრუნებინათ საქართველოში წმ. ნინოს ჯვარი (* საქართველოს ელჩის 1798 წ. 16 დეკემბრის ნოტის თარგმანი).
საქართველოს მეფისა და მისი სრულუფლებიანი მინისტრის თხოვნებზე საპასუხოდ, ებრძანა გენერალ-მაიორს თავად ურაკოვს, რომელიც სარდლობდა კავკასიის ხაზს, სამსახურიდან ამორიცხული გენერელ-ლეიტენანტ კისელიოვის ნაცვლად, მოემზადებინა ლაზარევის ეგერთა პოლკი საქართველოში წასასვლელად (* Рескриптъ кн. Уракову 23-го февраля 1799 г.). პოლკთან ერთად გაგზავნილი უნდა ყოფილიყო არტილერიაც, რომელიც ჯერ კიდევ ერეკლესთვის ჰქონდა ნაწყალობევი იმპერატრიცას ეკატერინე II-ს.
ჩვენი მთავრობის მიერ ერეკლესთან 1783 წელს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, დადგენილ იქნა გვყოლოდა საქართველოს მეფის კარზე სრულუფლებიანი მინისტრი ან რეზიდენტი. 1799 წლამდე ეს პირობა არ სრულდებოდა. ხოლო როდესაც წარმოიქმნა ხშირი ურთიერთობები საქართველოსთან და მისი მეფე დაჟინებით მოითხოვდა როგორც რუსეთის დახმარებას, ისე დადებული ტრაქტატის დაცვასაც, ამიტომ, ურთიერთობების მოსახერხებლობისთვის, პეტერბურგის კაბინეტმა გადაწყვიტა დაენიშნა საქართველოს მეფის კარზე თავისი სრულუფლებიანი მინისტრი.
სახელმწიფო მრჩეველი (Статскій советникъ) კოვალენსკი დანიშნულ იქნა ჩვენი სამეფო კარიდან მუდმივად საქართველოში ყოფნისთვის, მინისტრის სახით. მასთან ერთად გაგზავნილ იქნა ორდენები სამეფო საგვარეულოსთვის და სამეფო ღირსებაზე ინვესტიტურის ნიშნები.
“ვღებულობთ რა მადლიერებით _ სწერდა იპერატორი პავლე გიორგის თხოვნებზე საპასუხოდ _ თქვენს თხოვნას, ტრაქტატის მესამე მუხლის საფუძველზე, გამტკიცებთ თქვენ ამიერიდან ამ საეფოს მენაცვალედ, ხოლო თქვენს ძეს დავითს თქვენს შემდეგ მომავალ მემკვიდრედ” (* Утвердительная грамота царю Георгію отъ 18 апреля 1799 г. Тифлисскій арх. кавк. наместника).
რადგანაც გვირგვინი, რომელსაც თავზე იდგამდნენ საქართველოს ტახტის მენაცვალეები, მიტაცებულ იქნა აღა-მაჰმად-ხანის ტფილისზე შემოსევის დროს, იმპერატორმა პავლემ კოვალენსკისთან ერთად გამოგზავნა ახალი გვირგვინი და ინვესტიტურის სხვა ნიშნები: დროშა, ხმალი, სამბრძანებლო კვერთხი, ტახტი და მანტია “გორნოსტაისა”.
რუსეთის იმპერატორი სთხოვდა გიორგის, ყველა ნიშნის მიღების შემდეგ, დაედო ფიცი რუსეთის იმპერიისადმი “ერთგულებასა და გულმოდგინებაზე” და ეღიარებინა რუსეთის იმპერატორების უმაღლესი ძალაუფლება და მფარველობა. რაც შეეხებოდა წმ. ნინოს ჯვრის საქართველოში დაბრუნებას, პავლემ შესთავაზა მიემართათ ბაქარ ბატონიშვილის მეუღლის შვილიშვილის, თავად გიორგი გრუზინსკისადმი, რომელთანაც იგი იმყოფებოდა [4].
მიიღო რა ასეთი პასუხი, თავადმა ჭავჭავაძემ ითხოვა ნებართვა თავად გამგზავრებულიყო საქართველოში, რათა დასწრებოდა ფიცის დადებას რუსეთის ერთგულებაზე, რომელიც მეფემ “საზეიმოდ უნდა მისცეს, როგორც იშვიათ საქმეს (ღონისძიებას) და რომელიც საუკუნის მიერ აღესრულება, და რათა ამ დროს, რადგანაც მე უკვე რამდენიმე წელია ვიმყოფები უმაღლეს კარზე, (თვალი მივადევნო, რომ) რაიმე საჭირო წესების შესრულებაში გამორჩენილი არ იქნას” (* Нота Чавчавадзе министерству 15-го февраля 1799 г. Московскій арх. мин. иностр. делъ).
ტფილისში მოსვლის შემდეგ, კოვალენსკი, ცერეონიებისა და მეფისთვის კრედიტიული სიგელის (кредитивная грамота) ჩაბარების შემდეგ, უნდა სწვეოდა მეფის ყველა შვილსა და ნათესავს, წინასწარ გაგზავნიდა რა მათთან დრაგომანს (* Инструкція Коваленскому 16-го апреля 1799 г. Тифлисскій арх. кавк. наместника).
მას მოვალეობად დაეკისრა თვალი ედევნებია დარეჯან დედოფლის, გარდაცვლილი ერეკლე მეფის მეუღლის ქცევებისადი, რომელსაც, ცნობების მიხედვით, ადვილად შეეძლო მონაწილეობა მიეღო “რაიმენაირი ჭორების გავრცელებაში, რომლებიც ასე დამახასიათებელია იმ მხარეებისთვის”, მაგრამ ეწინააღმდეგება ჩვენი მთავრობის შეხედულებებს (სურვილებს). ყველა შემთხვევაში კი კოვალენსკის მიეცა ბრძანება გამოეჩინა მისდამი და მისი შვილებისადმი “მთელი ის პატივისცემა და ალერსიანობა, რომლებსაც მისგან (მინისტრისგან) მოითხოვს ქვრივი დედოფლის სახელგანთქმულობა და მეფესთან მისი ნათესაობა” (* Ответная нота министерства Коваленскому 31-го мая 1799 г. Московскій арх. мин. иностр. делъ).
იქაური მფლობელების უკუღმართობისა და არცთუ იშვიათად მათი ორპირული ქცევების გამო, კოვალენსკის თვალი უნდა ედევნებია თავად გიორგი მეფის საქციელისთვისაც. ოტომანის პორტასგან ან მეზობელი სპარსელი ხანებისგან და ლეკთა მფლობელებისგან გიორგისთან დესპანებისა და შიკრიკების გამოგზავნის შემთხვევაში, რაიმენაირი წინადადებებითა და ჩაგონებებით, კოვალენსკი უნდა ცდილიყო მიეღწია იმისთვის, რომ მეფეს რჩევები ეკითხა მისთვის როგორც თავისი პასუხების მიმართებაში, ისე მისაღები გადაწყვეტილებებისა.
ჩვენს მინისტრს უნდა ეზრუნა ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის გავრცელებაზე (о распространеніи православной нашей церкви), ქართველი ხალხის განათლებაზე და ქვეყნის მმართველობაში მძვინვარების (სისასტიკის), გარყვნილობისა და უმთავრობის (არეულობის) (лютости, разврата и безначалія) მოსპობაზე, რომლებიც არსებობდა სპარსელ და სხვა აზიელ ფლობელებს შორის. საქართველოში გაგზავნილი ჩვენი ეგერთა პოლკის ოფიცრების დახმარებით ცდილიყო რეგულარული ქართული ჯარის მოწყობას, რომელსაც შეეძლებოდა საჭიროების შემთხვევაში წინ აღდგომოდა “სპარსელთა აულაგმავ და მრავალრიცხოვან ბრბოებს”, და მხედველობიდან არ გამოჰპარვოდა ჩვენი ჯარებისა და ქვეშევრდომთა კეთილდღეობაც, რომლებიც სხვადასხვა შემთხვევათა გამო, საქართველოში იმყოფებოდნენ.
საკუთარი ქცევა (საქმიანობა) ელჩისა და მთელი მისი მისიისა მიდრეკილი უნდა ყოფილიყო ქართველი ხალხის ნდობისა და სიყვარულის შეძენისკენ რუსეთის იმპერატორის ამ ხალხისადმი კეთილგანწყობის დამტკიცებისკენ.
მიიღო რა ინსტრუქცია და კრედიტიული სიგელი (*), კოვალენსკიმ (ასევე) მიიღო, საქართველოში ჩამოსატანად, სამეფო ინვესტიტურის ნიშნები, წმ. ანდრია მოციქულის ორდენი (**), წმ. ეკატერინეს ორდენი (***), რომელიც დაუნიშნეს მარიამ დედოფალს, და წმ. ანას ორდენი _ დავით ბატონიშვილს (****) (* Кредитивная грамота царю карталинскому и кахетинскому 26-го апреля 1799 г. Московскій арх. мин. иностр. Делъ; ** Рескриптъ царю Георгію 19-го мая 1799 г. Там же; *** Рескриптъ царице Маріи отъ 7-го апреля 1799 г. Там же; **** Рескриптъ царевичу Давиду отъ того же числа), და სხვა საჩუქრები [5].
ჩვენი ჯარების საქართველოში გაგზავნასთან ერთად წამოიჭრა საკითხი იმის შესახებ: როგორ დამოკიდებულებასა და ურთიერთობებში უნდა იმყოფებოდნენ ისინი მეფესთან. შეუძლია თუ არა გიორგის იყენებდეს მათ თავისი ნებისა და საჭიროებების მიხედვით (по своему произволу и нуждамъ), თუ იგი ამის თაობაზე წინასწარ უნდა უთანხმდებოდეს კოვალენსკის? თუკი ნება მიეცემა გიორგის იყენებდეს ჩვენს ჯარებს თავისი შეხედულებების მიხედვით, მაშინ რამდენად შორს უნდა გავრცელდეს ეს ნებართვა? და, ბოლოს, რა გააკეთონ ჩვენმა ჯარებმა საქართველოში სპარსელების შემოჭრის შემთხვევაში?
“ამაზე სამინისტრო იტყობინება, რომ რუსეთის ჯარი იგზავნება საქართველოში ერთადერთი იმის ჩვენებისთვის, რომ მეფე შედგება რუსეთის იმპერიის მაღალი მფარველობის ქვეშ; რომ მისი რიცხვი თავის თავად, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი სპარსელთათვის წინააღმდეგობის გასაწევად საქართველოზე მათი თავდასხმის შემთხვევაში, მაგრამ როდესაც ქართველები თავიანთი მხრიდანაც მიმართავენ ძალისხმევას, მაშინ საკმარისი შესაძლოა იყოს კიდეც. საქართველოზე მოსალოდნელ განმეორებით შემოსევასთან მიმართებით მსჯელობისას, მინისტრი, გარემოებების და მიხედვით, ვალდებულია ატყობინებდეს ამის შესახებ მის უდიდებულესობას ხელმწიფე იმპერატორს, ვისი ნების გარეშეც ჯარი არ არის მოვალე საქართველოს ფარგლებიდან გასასვლელად” («... безъ соизволенія коего войско отнюдь не долженствует выступать из пределовъ Грузіи») (* Ответная нота министерства Коваленскому 31-го мая 1799 г. Московскій арх. мин. иностр. делъ).
(გაგრძელება იხ. ნაწილი III)
თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა
შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი:
[3] _ დ. ქ. ბუშენი (Д. Х. Бушенъ) (ახლა გენერალ-მაიორი), რომელიც აგროვებდა მასალებს რუსეთისადმი საქართველოს შემოერთების ისტორიაში, და რომლებითაც უმეტესწილად ჩვენ ვსარგებლობდით კიდეც, ამბობს: “რომ გიორგი მეფეს ჰქონდა განზრახვა შესულიყო თურქეთის მფარველობაში _ ეს ეჭვს არ იწვეევს. ეს მე მომისმენია ბევრი დროული კაცისგან ტფილისში, ამასთან მეფის განზრახვების ცვლილებას მიაწერენ არა დავით ბატონიშვილის გავლენას, რამდენადაც მეფის სულიერ მოძღვარს, რომლის მეშვეობითაც მოქმედებდა სასულიერო წოდება, რომელსაც უფრო მეტად სურდა ერთმორწმუნე დერჟავის ქვეშევრდომობა, ვიდრე მუსლიმანურისა. გარდა ამისა, გეორგიევსკის საკომენდანტო მმართველობის არქივში, დაფანტულ და ნახევრად დამპალ ქაღალდებს შორის, ვპოულობთ იმ დროს საქართველოში მყოფი პორუჩიკ შენშინის (Шеншинъ) 1798 წ. 16 ოქტომბრის წერილს კავკასიის ხაზის სარდლის გენერალ მარკოვის სახელზე იმის შესახებ, რომ საქართველოს მეფემ გაგზავნა დესპანი თურქეთში, რათა იყოს სულთნის მფარველობის ქვეშ”.
[4] _ “მთელი ქართველი ხალხის სახელით, გავბედავ ჩემი ამ თხოვნით თქვენი უგანათლებულესობის შეწუხებას, წერდა თავადი ჭავჭავაძე კანცლერს. _ საქართველოში ჩემი მგზავრობის დროს, ყველა იქაურმა მცხოვრებმა დამავალა რათა ყოვლად უმდაბლესად მეთხოვა თქვენთვის მოწყალე შუამდგომლობის თაობაზე თქვენი მხრიდან რათა არ მიატოვოთ ისინი შემდეგში: 312 წელს ქრისტეს შობიდან, მეფის მირიან-ხოსროს დროს, წმ. ნინომ მოგვიტანა ჯვარი მაცხოვრისა ჩვენისა, რითაც მოაქცია კიდეც მთელი ჩვენი მხარე კერპთთაყვანისმცემლობიდან მართლმადიდებლობაში.
ეს ჯვარი, საქართველოს ნეტარხსენებული მეფის ვახტანგის საქართველოდან რუსეთში გადმოსვლის დროს, ქართველი მღვდელმთავრის რომანოზის მიერ საიდუმლოდ იქნა საქართველოდან აქ მოტანილი და მიეცა მის დას ანა გიორგის ასულს (Анне Егоревне) ბაქარ ბატონიშვილის მეუღლეს და ამ დღემდე იმყოფება მის სახლში, ხსენებული თავადის ასულის შვილიშვილთან, თავად გიორგი გრუზინსკისთან. რის გამოც ყველა იქაური მცხოვრები ყოვლადუმდაბლესად ითხოვს უფლის იმ ჯვრის დაბრუნებას ქართველი ხალხისთვის, როგორც სიწმინდისა, რომელიც მფარველობს მას და რომელიც მთელი სამართლიანობს მიხედვით მას უნდა დაუბრუნდეს სამარადისო მფლობელობაში....”
კანცლერმა შესთავაზა ბატონიშვილს დაებრუნებინა ეს ჯვარი; მაგრამ ბაქარმა (უნდა იყოს გიორგიმ _ ი. ხ.) უპასუხა, რომ აქვს უდავო უფლება მასზე, როგორც წინაპართაგან მიღებულზე, და არ შეუძლია მისცეს იგი. (იხ. თავ. ჭავჭავაძის 1798 წ. 8 დეკემბრის ნოტა; ლოპუხინის 1799 წ. 5 აპრილის წერილი კოჩუბეისადმი. Московскій арх. мин. иностр. делъ)
[5] _ კოვალენსკისთან ერთად გაგზავილ იქნა:
სამეფო გვირგვინი, ოქროსი, ქვებით იშვიათად (изредка) მოოჭვილი.
სკიპტრა, ასევე ქვებით იშვიათად მოოჭვილი.
ხმალი, ოქროთი გაწყობილი, მდიდრულად მოოჭვილი.
სამეფო პორფირა, ჟოლოსფერი ხავერდისა, подбитая горностаем, ფოჩებით; მასზე ამოქარგული რუსეთისა და საქართველოს ღერბებით.
თეთრი შტანდარტი ორთავიანი არწივით, რომლის შუაგულშიცაა რუსეთის ღერბი.
ჟოლოსფერი ხავერდის ტახტი съ подзоромъ, გარშემოვლილი ოქროს ფართო პოზუმენტით, დიდი ოქროს ფუნჯებით და ასეთივე სამი პატარა ბალიშით. ტახტის შიგნითაა საქართველოს ღერბი, ხოლო მის მახლობლად და აქეთ-იქით მხარეებზე რუსეთის ღერბები.
ტახტთან არის ორი მაგიდა, დაფარული ასეთივე ხავერდით, (და გაწყობილი) პოზუმენტითა და ფუნჯებით.
მაგიდებისთვის თითო-თითო ბალიში რომლებზედაც დაიდება რეგალიები, ე. ი. ერთზე გვირგვინი და სკიპტრა, ხოლო მეორეზე უმაღლესი სიგელი და ხმალი.
სამი ორდენი, ალმასებით გაწყობილი, რომელთაგან წმ. მოციქულის ანდრია პირველწოდებულისა მის უმაღლესობას მეფე გიორგი ერეკლეს ძეს; წმ. დიდმოწამე ეკატერინესი მის უმაღლესობას დედოფალს მარიამ გიორგის ასულს; წმ. ანასი 1-ლი კლასისა მემკვიდრეს მეფის ძეს დავითს.
ამის ზევით, ყოვლადმოწყალედ ნაწყალობევი ნივთებია:
მის უმაღლესობას დედოფალს მარიამ გიორგის ასულს ოქროს თაიგული ბრილიანტებით და რუსული მდიდრული კაბა, опушенное широко горностаемъ, с хвостиками.
შვიდ ვაჟიშვილს მათ უმაღლესობებს თითო-თითო მდიდრული ბეჭედი, ხოლო მერვეს კი ოქროს საათი მარგალიტით.
ორ ქალიშვილს: გაიანეს _ ოქროს საათი ბრილიანტებითა და ოქროს ჯაჭვით; თამარს _ ბრილიანტის ბეჭედი.
მისი უმაღლესობის სულიერ მოძღვარს, არქიმანდრიტ ექვთიმეს _ ოქროს ჯვარი აკვამარინებით, ბრილიანტებითა და ოქროს ჯაჭვით. მეფის სიძეს, თავად ბაგრატიონს _ ოქროს სათუთუნე მინანქრითა და ფერწერით დაფარული, с бриліянтовую личинкою. მეფის სიმამრს, თავად ციციშვილს _ ბეჭედი დიდი гранат-ით, მოოჭვილი ბრილიანტებით (იხ. Реестръ вещамъ, отправленнымъ царю. Московскій арх. мин. иностр. делъ).
No comments:
Post a Comment